You are on page 1of 598

1
ირვინ შოუ

მდიდარი,
ღარიბი...

მთარგმნელი: ლია თევზაძე

2
რომანი „მდიდარი, ღარიბი...“ ირვინ შოუს ერთ-ერთი ცნობილი ნა-
წარმოებია. ჯორდახების ოჯახის მაგალითზე მწერალი გვიჩვენებს ტი-
პიური ამერიკელების სწრაფვას ტიპიური ამერიკული კეთილდღეობის-
კენ. ცრუ ფასეულობათა ძიებაში რომანის გმირები კარგავენ ყველაზე
ძვირფას იდეალებს, ზოგჯერ კი თვით სიცოცხლესაც.
ჭეშმარიტად ჰუმანისტი ხელოვანი გულისტკივილით გვიხატავს თა-
ვის თანამედროვე ადამიანთა ცხოვრების სურათებს.

3
თავი პირველი

1948 წელი

სკოლის მძლეოსანთა გუნდის მწვრთნელმა მისტერ დონელიმ


ბავშვები ჩვეულებრივზე ადრე დაითხოვა, რადგან მოედანზე ჰენრი
ფულერის მამა მოვიდა და ამბავი მოიტანა: ვაშინგტონიდან დეპეშა
მივიღე – ჰენრის ძმა გერმანიაში, ომში დაღუპულაო. ამხანაგებს
შორის ჰენრის ბადროს ტყორცნაში ბადალი არ ჰყავდა, ამიტომ დო-
ნელიმ ერთხანს შეიცადა, სანამ ჰენრი ტანთ გამოიცვლიდა და მამას
შინ გაჰყვებოდა, შემდეგ სასტვენით მოუხმო ბიჭებს და გამოუცხადა,
ჰენრის პატივისცემის ნიშნად, თქვენც შეგიძლიათ დაიშალოთო.
რუდოლფ ჯორდახმა (ორას ოც მეტრ სიგრძეზე გარბენში საუკე-
თესო შედეგი) საშხაპე ოთახს მიაშურა. დღეს მას ბევრი არ ურბენია,
არც კი გაოფლიანებულა, მაგრამ ჯორდახების ბინაში ცხელი წყალი
იშვიათად მოდიოდა და ისიც შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რომ
სავარჯიშო დარბაზის საშხაპეში ებანავა.
ბავშვები გასახდელში ხმადაბლა საუბრობდნენ და ჩვეულებისა-
მებრ არ ცუღლუტობდნენ. გუნდის კაპიტანი სმაილი სკამზე შედგა
და განაცხადა, თუ პანაშვიდს გადაიხდიან, ყველამ გვირგვინის ფუ-
ლი უნდა გავიღოთო. სულზე ორმოცდაათი ცენტი სრულიად საკმა-
რისია, – თქვა მან. ჭაბუკებს სახეზე მაშინვე შეატყობდით, ვის ჰქონ-
და ორმოცდაათი ცენტის დადების თავი და ვის ‒ არა, რუდოლფს
ამდენის გადახდა არ შეეძლო, მაგრამ განა შეიმჩნია! სმაილის წი-
ნადადება ენთუზიაზმით აიტაცეს იმ ბიჭებმა, რომლებსაც მშობლები
ყოველ შემოდგომას ნიუ-იორკში დაატარებდნენ და იქ ერთბაშად
ყიდულობდნენ რაც კი რამ სჭირდებოდათ მთელი სასწავლო წლი-
სათვის., რუდოლფს კი ის ეცვა, რაც აქვე, პორტ-ფილიპში, ბერ-
ნსტაინის უნივერმაღში იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, იგი მუდამ
ფაქიზად და გემოვნებით ჩაცმულ-დახურული დაიარებოდა ‒ პერან-
გი ჰალსტუხით, ტყავის ქურთუკი, რომლის ქვეშ სვიტერს ატარებდა

4
და კოსტიუმისაგან შემორჩენილი ყავისფერი შარვალი ემოსა (პიჯა-
კი უკვე კარგა ხანია იდაყვებთან გახეხოდა და რუდოლფი მას აღარ
ხმარობდა).
იგი სასწრაფოდ, უკან მოუხედავად გამოვიდა გასახდელიდან.
ბიჭებს თავი აარიდა, არ სურდა შინისკენ ვინმე დამგზავრებოდა,
რადგან მაშინ ჰენრი ფულერის ძმაზე უნდა გაებათ საუბარი. რუ-
დოლფი ჰენრისთან დიდადაც არ მეგობრობდა.
ჰენრი გონებაჩლუნგი ბიჭი იყო, როგორებიც არიან, ალბათ, სა-
ერთოდ, ბადროსმტყორცნელები. რუდოლფს სულ არ უნდოდა ეთ-
ვალთმაქცა და მომეტებული თანაგრძნობა გამოეჩინა.
იღლიაში სახელმძღვანელოებამოჩრილი ბიჭი აჩიჩქნილ ტრო-
ტუარზე მიაბიჯებდა. ადრეული გაზაფხული იდგა. ქარიანი დღე იყო,
მაინცდამაინც არ ციოდა, ხეებზე უკვე პირველ ფოთლებს ამოეყოთ
თავი, ჯერ კიდევ შიშველი ტოტები კი დაბირილ კვირტებს აეჭრელე-
ბინა.
სკოლა გორაკზე იდგა. როდოლფი ჯერაც ისევ ზამთრის დარად
მოყინულ· ჰუძონს და ქალაქის ეკლესიათა გუმბათებს ზემოდან
გადმოჰყურებდა. ცოტა მოშორებით კი, ქალაქის სამხრეთ ნაწილში
„ბოილანის აგურის და კრამიტის“ ქარხნის მილი აზიდულიყო, აქ
მუშაობდა რუდოლფის და გრეთჰენი. მდინარის გაყოლებით „ნიუ-
იორკ სენტრალის“ რკინიგზის რელსები მიიკლაკნებოდნენ, ახლა
პორტ-ფილიპი მეტად უსიამო სანახავი იყო, ოდესღაც კი მართლაც
ლამაზი ქალაქი გახლდათ, სადაც კოლონიალური სტილის დიდი
თეთრი შენობები მასიურ, ვიქტორიანულ ქვის სახლებს ენაცვლე-
ბოდნენ. ოციანი, წლების სამრეწველო ალიაქოთმა პორტ-ფილიპში
მუშახელის მოზღვავება გამოიწვია და ქალაქი ვიწრო, ბარაკების ყა-
იდის ბნელი შენობებით აივსო. შემდგომ კი თავსდამტყდარმა ეკო-
ნომიურმა კრიზისმა თითქმის ყველა უმუშევარი დატოვა. დაცარი-
ელდა სახელდახელოდ აშენებული ბარაკები. და პორტ-ფილიპი,
როგორც რუდოლფის დედა იტყოდა ხოლმე უკმაყოფილოდ, სულ
ორთიანად ჯურღმულებად გადაიქცა. მაგრამ მთლად არც ასე იყო

5
საქმე. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს მაინც შემორჩა ბევრი შესანიშ-
ნავი მაღალი შენობა და ფართო ქუჩა.
ომმა კვლავ ააღორძინა აქაურობა. აგურისა და ცემენტის ქარ-
ხნები ახლა მთელი სიმძლავრით მუშაობდნენ, ის კი არა და, აქამდე
დახურულმა ტყავისა და ფეხსაცმლის ფაბრიკებმაც დაიწყეს არმი-
ის შეკვეთების შესრულება, მაგრამ ომი მძვინვარებდა და ქალაქის
ხედისათვის აბა ვის ეცალა, ხალხს სხვა საზრუნავიც თაცსაყრელად
ჰქონდა, და, მე მგონი, პორტ-ფილიპი არასოდეს ყოფილა ასეთი გა-
პარტახებული.
„ნეტავ ვიცოდე, დედამიწის ზურგზე თუ მოიძებნება ერთი სულიე-
რი მაინც, ვინც სიცოცხლეს არ დაიშურებს ამ ქალაქის დასაცავად,
ანდა თავს გასწირავს მის ხელში ჩასაგდებად, როგორც ჰენრი ფუ-
ლერის ძმამ გასწირა თავი გერმანიის ერთი უსახელო
ქალაქისათვის?” ‒ფიქრობდა რუდოლფი და ზემოდან გაჰყურებდა
გაყინული მზით განათებული სახლების უსწორმასწორო რიგებსა
და ქუჩებს.
რუდოლფის ვარაუდით, ომი კიდევ ორ წელიწადს უნდა გაგ-
რძელებულიყო, ასე ფიქრობდა ჩუმ-ჩუმად, გულში, მაგრამ დიდი
იმედი მაინც არ ჰქონდა: მალე ჩვიდმეტი წელი უსრულდებოდა და
ერთი წლის შემდეგ შეეძლო ჯარში მოხალისედ წასულიყო, თავს
ლეიტენანტად წარმოიდგენდა ხოლმე ვერცხლისფერი სამხრეულე-
ბით, მტრის ტყვიამფრქვევის ცეცხლქვეშ ოცეულს შეტევაზე მიუძ-
ღვებოდა. აფსუს, კავალერია რომ გააუქმეს. მართლაცდა, ურიგო
არ იქნებოდა ცხენზე ამხედრებულს სულ ხმლით გაევლო მუსრი სა-
ძულველი მტრისათვის.
რაღა თქმა უნდა, შინ აბა როგორ გაბედავდა ამის, თაობაზე
კრინტის დაძვრას. საკმარისი იყო, დედის თანდასწრებით ვინმეს
უბრალოდ თავისი ვარაუდი გამოეთქვა, ომი გაჭიანურდება და რუ-
დოლფს ბოლოს და ბოლოს ჯარში გაიწვევენო, ქალს მაშინვე ისტე-
რიკა ემართებოდა.
რუდოლფმა, როგორც ყოველთვის, შორი გზა მოიარა, მის ლენ-

6
ოს სახლისთვის გვერდით რომ ჩაეგვლო. ქალი მათ სკოლაში
ფრანგულს ასწავლიდა. ბიჭმა თვალი შეავლო მის ფანჯრებს და გზა
განაგრძო.
იგი პორტ-ფილიპის მთავარ ქუჩაზე, ბროდვეიზე მიაბიჯებდა,
რომელიც მდინარის გასწვრიგ გადიოდა და ნიუ-იორკ-ოლბანის ავ-
ტოსტრადას უერთდებოდა. ბიჭი ოცნებობდა საკუთარი მანქანა
ჰყოლოდა იმათ დარად, ვინც ახლა გზატკეცილზე მიჰქროდა მთელი
ქალაქის გავლით. როგორც კი მანქანას ეღირსება, ყოველ კვირა-
უქმე დღეს ნიუ-იორკში გაემგზავრება. ჯერ რიგიანად ვერც კი წარ-
მოედგინა, რა საქმე უნდა ჰქონოდა ნიუ-იორკში, მაგრამ ღრმად
სწამდა, რომ გამგზავრებით უთუოდ გაემგზავრებოდა.
ბროდვეი პორტ-ფილიპის ერთი ჩვეულებრივი, გრძელი ქუჩა
იყო, რომლის ორივე მხარეს ქალის მზა ტანსაცმლის, იაფფასიან
საიუველირო ნაკეთობათა და სპორტსაქონლის საკმაოდ მოზრდი-
ლი მაღაზიების გვერდით ხორცისა და სურსათის პატარ-პატარა
დუქნები ჩაემწკრივებინათ რუდოლფი, ჩვეულებისამებრ, სამხედ-
რო მაღაზიის წინ შეჩერდა, სადაც სამუშაო ჩექმები, უხეში ბამბეუ-
ლის ქსოვილისაგან დამზადებული შარვალ-ხალათები, ჯიბის ფარ-
ნები, დასაკეცი დანები, აგრეთვე სათევზაო ნივთები გამოეფინათ.
იდგა და თვალს ვერ სწყვეტდა წვრილ, ნატიფ, ძვირად ღირებულ
კოჭებიან სპინიგებს. იგი მდინარეზე დაიარებოდა სათევზაოდ, ხო-
ლო, როცა კალმახების ჭერის სეზონი დგებოდა, მთის ნაკადულებს
მიაშურებდა ხოლმე, მაგრამ ძალზე ღარიბული სათევზაო აღჭურ-
ვილობის პატრონი კი გახლდათ.
რუდოლფმა მოკლე შესახვევი გაიარა და თავის ქუჩაზე გადაუხ-
ვია, ვანდერჰოფი ბროდვეის პარალელურად მიემართებოდა და
თითქოს მეტოქეობასაც კი უწევდა მას. ასეთივე წარმატებით შეეძ-
ლო ძველ ტანსაცმელში გამოკრულ, გაცვეთილჩექმებიან ღატაკს
ისეთი სახე მიეღო, ვითომდა „კადილაკით“ დასეირნობდა. აქ მხო-
ლოდ პატარ-პატარა მაღაზიებს თუ მოჰკრავდით თვალს, ვიტრინებ-
ში დამტვერილი საქონელი გამოეფინათ, გეგონებოდათ მეპატრო-
ნეებს თავადაც კარგად ესმოდათ: გინდ გადააცილე მტვერი, გინდ

7
არა, სულერთია, ისინი მაინც არავის სჭირდებაო. მრავალი ვიტრი-
ნა ჯერ კიდევ ოცდაათიანი წლების დროიდან დაეგმანათ. ომის დაწ-
ყების წინ ვანდერჰოფზე კანალიზაციის გამოცვლა დაიწყეს და მშე-
ნებლებმა ორმოების თხრისას ტროტუარების გასწვრივ აზიდული
გაფოთლილი ხეები სულ ერთიანად ამოძირკვეს, ხოლო მათ ნაც-
ვლად სხვა ხეების დარგვაზე თავი არავის გაუცხელებია. ქუჩა გრძე-
ლი იყო და რაც უფრო უახლოვდებოდა რუდოლფი თავის სახლს,
გარშემო სიდუხჭირე და სიღარიბე მით უფრო მატულობდა.
დედა დახლს იქით იდგა და შეციებული ჩვეულებისამებრ შალის
მოსახვევში იფუთებოდა. მათი ფურნე ქუჩის კუთხეში მდებარეობ-
და, ამიტომ ორი ვიტრინა ჰქონდა და დედაც დღენიადაგ ორპირ
ქარს უჩიოდა. ვანდერჰოფის მხარეს გამავალ ვიტრინაში ღვეზელე-
ბი და ტკბილი ნამცხვრები ელაგა. წინათ მათ მამა თავად ამზადებ-
და სახაბაზოში, რომელსაც ფურნის ქვეშ მდებარე სარდაფი ეკავა,
მაგრამ ომის დაწყების შემდეგ იფიქრა, ამას ბევრი დავიდარაბა
დასჭირდება და ხელს არ მომცემსო. ახლა ყოველ დილით ღვეზელს
პურსაცხობი ქარხნიდან სატვირთო მანქანა ეზიდებოდა, აქსელ
ჯორდახი კი პურისა და ფთუნთუშების ცხობით კმაყოფილდებოდა.
ვიტრინაში სამი დღის განმავლობაში გამოფენილი ღვეზელები აქ-
სელს შინ მიჰქონდა და ოჯახს უმასპინძლდებოდა.
რუდოლფი ოთახში შევიდა თუ არა, მაშინვე დედა გადაკოცნა.
ქალმა კი ლოყაზე ალერსით მოუთათუნა ხელი. დედა მუდამ დაღ-
ლილი ჩანდა და წამდაუწუმ თვალებს ჭუტავდა, რადგან გამუდმებით
აბოლებდა და ბოლი თვალებში სცემდა.
– რატომ მოხვედი დღეს ასე ადრე? ‒ შეეკითხა რუდოლფს.
– ვარჯიშიდან ადრე გამოგვიშვეს, – უპასუხა მან, მაგრამ მიზეზი
არ გაუმხელია, – წადი შინ, შენს მაგივრად მე ვიმუშავებ.
‒ გმადლობთ, რუდი, ჩემო კარგო, – უთხრა დედამ და აკოცა.
რუდოლფის მიმართ იგი ძალზე ალერსიანი იყო. ბიჭს სურდა, დედას
ზოგჯერ მისი ძმისთვის ან დისთვისაც ეკოცნა, მაგრამ ქალი ამას
არასოდეს არ აკეთებდა. ბიჭს არც ის უნახავს, მამისათვის ოდესმე
ეკოცნოს. – წავალ, ვახშამს მოვამზადებ.

8
ისინი ამავე სახლში ცხოვრობდნენ, პირდაპირ ფურნის თავზე,
ორი სართულით ზევით. დედამ ჭაღარაშერთული თავი ჩაქინდრა და
ბებერივით ფლატუნ- ფლატუნით ჩაუარა ვიტრინას. რუდოლფს ხან-
დახან არც კი სჯეროდა, რომ დედამ ორმოც წელს ის-ის იყო გადაა-
ბიჯა.
ჯორდახები სამზარეულოში ჭამდნენ. მთელი ოჯახი მხოლოდ
ვახშმად თუ მოიყრიდა თავს. აქსელს ფურნეში მუშაობის გამოისო-
ბით სხვებისაგან გამორჩეული დღის განრიგი ჰქონდა. დღეს დედას
ცხვრის ხორცი მოეშუშა. საბარათო სისტემის მიუხედავად, ხორცი
მათ თავის დღეში არ მოჰკლებიათ: მამა ყასაბთან მეგობრობდა,
ისიც გერმანელი იყო და ბარათებს არ სთხოვდა.
რუდოლფი თავს უხერხულად გრძნობდა, შავ ბაზარზე ნაყიდ
ცხვრის ხორცს სწორედ იმ დრის რომ შეექცეოდა, როდესაც ჰენრი
ფულერს ძმის დაღუპვის ცნობა მოუვიდა, მაგრამ მამასთან ასეთ
ფუჭ ლაპარაკს აბა რა აზრი ჰქონდა და რუდოლფმა დედას სთხოვა
მისთვის ცოტაოდენი ხორცი და შედარებით მეტი სტაფილოიანი
კარტოფილი გადმოეღო.
რუდოლფის ძმა ტომასი (ოჯახში ქერა მხოლოდ ის იყო – დედას
ქერას უკვე კარგა ხანია ვეღარ უწოდებდით) მადიანად შეექცეოდა
ცხვრის ხორცს. ეტყობოდა, სულს არაფერი უშფოთებდა. რუდოლ-
ფზე ერთი წლით უმცროსი, მასავით მოსული იყო, მაგრამ მასზე უფ-
რო განიერი ბეჭები პქონდა. რუდოლფის უფროსი და გრეთჰენი,
როგორც ყოველთვის, ცოტას მიირთმევდა – გასუქებისა ეშინოდა.
დედა საერთოდ საჭმელს პირს არ აკარებდა. მაგიდასთან უპიჯაკოდ
მჯდარი მამა, ბრგე მამაკაცი, უსაშველოდ ბევრს ჭამდა და შავ ულ-
ვაშებს წამდაუწუმ ხელით იწმენდდა.
გრეთჰენი სუფრიდან წამოდგა, დესერტს ‒ სამი დღის ალუბლის
ღვეზელს – არ დაუცადა, რადგან ქალაქის გარეუბანში მდებარე
სამხედრო ჰოსპიტალში მიეჩქარებოდა, კვირაში ხუთჯერ უხდებო-
და საღამოობით მორიგეობა.
‒ იცოდე, ჯარისკაცებს ხელები არ აფათურებინო, ხომ ხედავ, რა
პატარა ბინა გვაქვს, აბა, ბავშვის ოთახი სად უნდა მოვაწყოთ, ‒გზა

9
დაულოცა მამამ თავისი უხეში ხუმრობით.
– მა! – ყვედრებით წარმოთქვა გრეთჰენმა.
– კარგად ვიცნობ. ჯარისკაცებს, – არ ცხრებოდა აქსელი. – ასე
რომ, ასი თვალი და ასი ყური გამოიბი.
გრეთჰენი ხომ მეტისმეტად კოპწია, ლამაზი და წესიერია,– გა-
იფიქრა რუდოლფმა. მას არ სიამოვნებდა, მამა გრეთჰენს ასეთ რა-
მეს რომ აკადრებდა. სხვა რომ არაფერი, მათ ოჯახში იგი ერთადერ-
თი ადამიანი გახლდათ, რომელსაც გამარჯვებაში თავისი წვლილი
შეჰქონდა.
ნავახშმევს ტომასიც წავიდა. იგი საღამოობით დღენიადაგ სად-
ღაც იკარგებოდა. ტომასი გაკვეთილებს არასდროს არ ამზადებდა
და სკოლაში მხოლოდ დაბალ ნიშნებს ღებულობდა. ყველა და ყვე-
ლაფერი ფეხებზე ეკიდა.
აქსელ ჯორდახმა, ვიდრემდე სარდაფში პურის საცხობად ჩავი-
დოდა, გაზეთის წასაკითხად ჯერ სასტუმრო ოთახს მიაშურა.
რუდოლფი დედის დასახმარებლად დარჩა· ქალი ჭურჭელს
რეცხავდა, ბიჭი კი ამშრალებდა. „თუ ოდესმე დავქორწინდი, – გა-
იფიქრა მან, – ჩემს ცოლს ჭურჭლის რეცხვა არ დასჭირდება“.
მერე დედამ უთოობას მიჰყო ხელი, რუდოლფი კი, მისსა და ტო-
მასის ოთახში ავიდა და გაკვეთილების მომზადებას შეუდგა. მან ერ-
თი რამ მტკიცედ იცოდა: მხოლოდ სწავლას შეეძლო ეხსნა იგი სამ-
ზარეულოში სადილობისაგან, მამის უხეშობის მოსმენისაგან, ჭურ-
ჭლის წმენდისაგან –ამიტომ ყოველი გამოცდისათვის კლასში ყვე-
ლაზე ბეჯითად ის ემზადებოდა.

II

„იქნებ ღირდეს ერთ-ერთ ფუნთუშაში საწამლავი ჩავდო, ‒ ფიქ-


რობდა აქსელ ჯორდახი და ცომს ზელდა, – უბრალოდ, ისე, ხუმრო-
ბით. ჭკუას ვასწავლი. მხოლოდ ერთხელ, დღეს. ვნახოთ ერთი, ვის
შეხვდება“.
მან იაფფასიანი ვისკი პირდაპირ ბოთლის ყელიდან მოსვა.

10
დილამდე ბოთლში წვეთს არ დატოვებდა. ბოლომდე გამოცლი-
და. ხელები იდაყვებამდე ფქვილში ჰქონდა ამოგანგლული, სახეც
ფქვილით დაფიფქოდა, იმიტომ რომ წამდაუწუმ ხელისგულით შუბ-
ლიდან ოფლს იწმენდდა. „ნამდვილი ჯამბაზი ვარ, ღმერთმანი, – გა-
იფიქრა მან. –– სწორედ ცირკში უნდა გამოვდიოდე“.
მარტის ღამის შესახვედრად გამოღებული ფანჯრიდან სარდაფ-
ში მდინარის ნოტიო, გრილი სურნელი იღვრებოდა, რეინის სურნე-
ლი, – მაგრამ ჰაერი ცხელი ღუმელისაგან ვარვარებდა. „უკვე ჯოჯო-
ხეთში ვარ, – გაჰკრა კაცს გულში, – ჯოჯოხეთურ ცეცხლს არ ვაქ-
რობ, პურის ფული რომ ვიშოვნო და პური ჩემი არსობისა გამოვაც-
ხო. ვაცხობ ფუნთუშებს ჯოჯოხეთის ცეცხლში“.
იგი ფანჯარას მიუახლოვდა და ჰაერი შეისუნთქა. ფართო მკერ-
დზე, ოფლისაგან დასველებული მაისურის ქვეშ ძლიერი, წლობით
ნავარჯიშევი კუნთები დაეჭიმა. აქედან რეინამდე ოთხიათასი მი-
ლია. ლეგენდარული მდინარე. ჯორდახის მშობლიური მდინარე.
მარტო კიოლნის ტაძარი გადარჩა, დგას ახლაც წინანდებურად,
სხვა ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა. აქსელს ნანახი ჰქონდა
ფოტოსურათები გაზეთებში.
კიოლნი – მშობლიური სახლი, საყვარელი სამშობლო... ბულ-
დოზერებით გადახნული ნანგრევები, ჩამონგრეულ კედლებში ჩა-
მარხულ მიცვალებულთა ნაცნობი მყრალი სუნი. ნეტავ რად ერგო
წილად სწორედ ამ ლამაზ ქალაქს ასეთი ხვედრი?!
ჯორდახს თავისი სიჭაბუკე გაახსენდა. შემდეგ ფანჯრიდან იმ მხა-
რეს გადააფურთხა, სადაც ეს სხვა მდინარე მოედინებოდა. აბა სად-
ღაა გერმანიის უძლეველი არმია, რამდენი ხალხი დაიღუპა? კაცმა
კელავ გადაათურთხა და ულვაშის ბოლოები გაილოკა. გაუმარჯოს
ამერიკას! აქ მოსახვედრად მას კაცის მოკვლა დასჭირდა. აქსელმა
კიდევ ერთხელ ღრმად ჩაისუნთქა მდინარის ჰაერი და ფანჯარას
კოჭლობ-კოჭლობით გაეცალა.
კაცს ღუმილთან გაწოლილი კატა მისჩერებოდა. კატას სახელი
არ გააჩნდა, მის მონათვლაზე თავი არავის შეუწუხებია, ფურნეში
თაგვებისა და ვირთხების დასაჭერად ინახავდნენ.

11
როცა აქსელს მისი დაძახება ეწადა უბრალოდ მიმართავდა
ხოლმე: „კატავ“ და ალბათ ისიც ფიქრობდა, კატა მქვიაო, ღამღამო-
ბით კატა აქსელს თვალს არ აშორებდა. დღეში ერთხელ ერთ ფინ-
ჯან რძეს დაუდგამდნენ, ეს იყო და ეს. სხვა სარჩოზე თავად უნდა ეზ-
რუნა. კატა ისე შეჰყურებდა მას, რომ აქსელს ეჭვიც არ ეპარებოდა.
ოცნებად ჰქონდა ქცეული ვეფხვისხელა გამხდარიყო, რათა ერთ
მშვენიერ დღეს სცემოდა და მუცელი ერთხელ მაინც რიგიანად
ამოეყორა, კაცმა საჭირო ტემპერატურამდე გახურებული ფურნაკი
გამოაღო და სახეხე შემონთებული სიცხისაგან კოპებშეკრულმა ამ
ღამით პირველად შედგა შიგ ფუნთუშებიანი ტაფა.

III

ზემოთ, ვიწრო ოთახში რუდოლფმა გაკვეთილები დაამზადა და


ახლა მის ლენოს ფრანგულ ენაზე სამიჯნურო ბარათს სწერდა.
წერას რომ მორჩა, კვლავ გადაიკითხა, შემდეგ თავდაპირველ
ინგლისურ ვარიანტს გადაავლო თვალი. „... და ბოლოს, აი რა მინ-
და გითხრათ, ძვირფასო ქალბატონო, როცა შემთხვევით სკოლის
დერეფანში შეგეფეთებით ხოლმე ან კიდევ, ვხედავ, მარტოსული-
ვით ქუჩაში მაგ თქვენს ცისფერ პალტოში გამოკრული როგორ და-
ეხეტებით, ერთი სურვილი მიპყრობს ‒ გავემგზავრო იმ შორეულ
სამყაროში, საიდანაც თქვენ მოგვევლინეთ, და თვალწინ წარმო-
მიდგება მომხიბვლელი ზმანება: ხელიხელ ჩაკიდებულები დავსე-
ირნობთ პარიზის ბულვარებში, რომლებიც ეს-ესაა გაათავისუფლეს
თქვენი სამშობლოსა და ჩემი ქვეყნის გულადმა ჯარისკაცებმა. მუ-
დამ თქვენი ერთგული მსახური რუდოლფ ჯორდახი“.
მან კვლავ სიამოვნებით გადაიკითხა ფრანგული ვარიანტი, რაც
მართალია მართალია, თუ გსურს ელეგანტურად გამოიყურებოდე,
მხოლოდ ფრანგულად უნდა წერო. შემდეგ დაუფარავი სინანულით
ორივე ფურცელი ნაკუწებად აქცია. მან იცოდა, რომ მის ლენოს, რა-

12
ასაკვირველია, წერილს არასდროს გაუგზავნიდა. ამ საღამომდე
ექვსჯერ ჰქონდა დაწერილი ასეთი ბარათი, მაგრამ მერე ყველას
მუსრს ავლებდა, რადგან იცოდა, ქალი უთუოდ გიჟად მონათლავდა,
ვინ იცის, ეგებ სკოლის დირექტორთანაც კი დაებეზღებინა. ჰოდა,
გარდა ამისა, ბუნებრივია, არ სურდა მამას ან დედას, გრეთჰენს ან
ტომს მის ოთახში სატრფიალო ბარათები აღმოეჩინათ ‒ რა ენაზეც
არ უნდა ყოფილიყო დაწერილი.
რუდოლფი მაგიდიდან წამოდგა და ძველისძველი კაკლის ხის
ტუალეტის მაგიდის თავზე დაკიდებულ პატარა უსწორმასწორო
სარკეში ჩაიხედა. იგი თავის გარეგნობას დიდი გულისყურით ეკი-
დებოდა, თვალი წამდაუწუმ სარკისაკენ ეჭირა, სახეზე იმ ადამიანის
ნაკვთებს ეძებდა, როგორიც უნდოდა დამდგარიყო. შავი, სწორი
თმა დღენიადაგ იდეალურად ჰქონდა გადავარცხნილი, დროდად-
რო ცხვირის ფუძეზე აქა-იქ ამოსულ მუქი ფერის ღინღლს გამოიწიწ-
კნიდა. მუწუკები რომ არ გასჩენოდა, ტკბილეულს პირს არ აკარებ-
და. ცდილობდა, გულიანად არ გადაეხარხარა, ოდნავ გაიღიმებდა
მხოლოდ და ისიც ძალზე იშვიათად. ტანისამოსის ფერის შერჩევაში
მეტად კონსერვატორი ბრძანდებოდა. ბეჯითად ხვეწდა მიხრა-მოხ-
რას, ცდილობდა წელში არ მოხრილიყო და დინჯი, მსუბუქი ნაბი-
ჯებით, დაიარებოდა. ფრჩხილებს თავად იპრიალებდა, თვეში
ერთხელ კი მანიკურს თავისი და უკეთებდა, ჩხუბს თავს არიდებდა
– სულაც არ უნდოდა მისი სასიამოვნო სახე გატეხილ ცხვირს დაემა-
ხინჯებინა, გრძელი, თხელი თითები კი სახსრებში გასიებოდა. ფორ-
მის შესანარჩუნებლად სპორტს მისდევდა.
როგორც კი გული ბუნებისაკენ გაუწევდა და მარტოობის საამო
გრძნობით ტკბობა მოეძალებოდა, სათევზაოდ მიდიოდა ხოლმე.
როცა ვინმე ადევნებდა თვალს, ბრჭყვიალა სატყუარათი თევზაობ-
და, თუ ირგვლივ კაცი არ ჭაჭანებდა– უბრალო მატლებით.
„მუდამ თქვენი ერთგული მსახური“, ‒ წარმოთქვა მან ფრანგუ-
ლად, ისე რომ სარკეში თავისი ორეულისათვის თვალი არ მოუცი-
ლებია, თან ცდილობდა ჭეშმარიტ ფრანგს ჰგვანებოდა, – მის ლენო
მუდამ ჭეშმარიტი ფრანგი იყო, როცა ჯგუფს ფრანგულად მიმართავ-

13
და. ბიჭი პატარა, ყვითელ მაგიდას მიუჯდა, საწერი მაგიდის მაგივ-
რობას რომ უწევდა, ქაღალდის ფურცელი მოიმარჯვა და შეეცადა
გონებით, მის ლენო წარმოედგინა. ქალი მაღალი იყო, ვიწროთეძო-
ებიანი, თხელი, მოხდენილი ფეხები და სავსე, მუდამ სწორკუთხოვ-
ნად წინ გამობზეკილი მკერდი ჰქონდა. მაღალ ქუსლებზე დაიარე-
ბოდა, უყვარდა ათასნაირი ბაფთები და ტუჩებს უსაშველოდ იღებავ-
და. თავდაპირველად ჩაცმული დახატა. სახე მთლად ვერ მიამსგავ-
სა, ამიტომ აქეთ-იქიდან კულულები მიუხატა და ტუჩები უფრო გა-
უმუქა, შემდეგ სცადა სულ დედიშობილა წარმოედგინა. გაშიშვლე-
ბული მის ლენო მაღალ ტაბურეტზე იჯდა და ხელის სარკეში იყურე-
ბოდა. ნახატი მაშინვე დახია, შერცხვა საკუთარი თავისა. მისიანები-
დან ვინმეს რომ გაეგო, რაზე ფიქრობდა და რას სჩადიოდა...
ტანთ გაიხადა. დედის საძინებელი ოთახი ერთი სართულით
ქვევით იყო და დედა მის ზეზე ყოფნას რომ არ მიმხვდარიყო, წინდე-
ბით დაიწყო ოთახში სიარული. ყოველ დილით ხუთ საათზე უხდებო-
და ადგომა, ველოსიპედზე გამობმული ურიკით მყიდველებთან
ცხელ-ცხელ ფუნთუშებს ეზიდებოდა და დედა სულ წუწუნებდა, ძილი
გაკლიაო.

IV

კინოთეატრ „კაზინოს“ ეკრანზე ეროლ ფლინი ყოველ ფეხის ნა-


ბიჯზე მუსრს ავლებდა იაპონელებს. ტომას ჯორდახი სულ ბოლო
რიგში იჯდა. და სიბნელეში პარკიდან, რომელიც ფოიეში ავტომატს
დასცინცლა (ფულის ნაცვლად ტყვიის სახრახნი ჩაუშვა), კარამელს
მიირთმევდა. ასეთი ხრახნების დამზადების დიდი ოსტატი ბრძანდე-
ბოდა.
‒ ერთი ცალი მეც გადმომიგდე, ბებერო, ‒ სთხოვა კლოდმა
განზრახ უხეში ხმით, როგორითაც განგსტერები კინოფილმებში
ახალ მჭიდეს მოითხოვენ ხოლმე, კლოდ ტინკერის ბიძა მღვდელი
იყო და ასეთი არასახარბიელო ნათესაობის გამო, თვინიერ ლაწირ-

14
აკად რომ არ მოენათლათ, კლოდი ცდილობდა გაქნილი ყმაწვილის
შთაბეჭდილება დაეტოვებინა. ტომმა წკიპურტი ჰკრა და კარამელი
ჰაერში ააგდო. კლოდმა დაიჭირა და პირი ააწკლაპუნა. ბიჭები უკან
დაწოლილიყვნენ და ფეხები წინა თავისუფალ საეარძლებზე შემო-
ეწყოთ. ამჯერადაც,როგორც ყოველთვის, მამაკაცების ტუალეტის
ფანჯრიდან შემოპარულიყვნენ. ფანჯარაზე გისოსები ჯერ კიდევ
შარშან მოეგლიჯათ.
ტომს მობეზრდა ფილმის ყურება. ეროლ ფლინის მაცქერალმა,
სხვადასხვა სახის იარაღის მეშვეობით მარტოდმარტო რომ ავლებ-
და მუსრს იაპონელთა მთელ ოცეულს, ჩაიბურტყუნა:
– ფონუს ბოლონუს.
‒ ხომ ვერ მეტყვით, რა ენაზე ლაპარაკობთ, პროფესორო? ‒ წა-
მოიწყო ჩვეული თამაში კლოდმა.
– ლათინურად, – უპასუხ ტომმა. – თარგმანში – ბრიყვს ნიშნავს.
– ო, მაკვირვებს უცხო ენათა ასეთი ღრმა ცოდნა! – თავი გაიქნია
კლოდმა.
‒ ერთი იქით გაიხედე, – უთხრა ტომმა. ‒ იმ ჯარისკაცს თუ ხედავ
გოგონასთან ერთად?
რამდენიმე რიგს იქით გოგონასთან ჩახუტებული ვიღაც ჯარისკა-
ცი იჯდა. კინოთეატრში ხალხი ცოტა იყო და წყვილის გარშემო სკა-
მები ცარიელი გახლდათ. კლოდმა კოპები შეიკრა.
– მეტისმეტად ზორბაა, ნახე, რა კისერი აქვს.
–გენერალო, შეტევას გამთენიისას დავიწყებთ,—ზარ-ზეიმით
წარმოსთქვა ტომმა.
‒ საავადმყოფოში ამოყოფ თავს, – გააფრთხილა კლოდმა.
‒ მოდი, დავნაძლევდეთ! – ტომმა ფეხები სავარძლიდან ჩამოი-
ღო და რიგებს შორის გასასვლელისაკენ გაემართა. კედებიან ფე-
ხებს „კაზინოს“ იატაკზე დაფენილ ძველ ხალიჩაზე უხმაუროდ ად-
გამდა. აყლაყუდა კლოდი, რომელსაც გამხდარი, ჯოხებივით ხელე-
ბი, წაგრძელებული, ციყვივით სახე, გრძელი ცხვირი და რბილი,
სველი ტუჩები ჰქონდა, ამხანაგს გაუბედავად უკან დაედევნა. ახ-
ლომხედველი იყო და სათვალე სულაც არ უხდებოდა. ეშმაკი ინტრ-

15
იგანი, მუდამ ქვეშ-ქვეშად რომ მოქმედებდა, წყლიდან ნიადაგ
მშრალი ამოდიოდა, სიმარჯვით მსხვილ კორპორაციათა გაქნილ
ადვოკატებს როდი ჩამოუვარდებოდა. სულ მუქი ფერის ჰალსტუხი
ეკეთა და მუქივე ფერის კოსტიუმს ატარებდა. ოდნავ წელში მოხრი-
ლი ლიტერატორს ჰგავდა, დამნაშვესავით დაიარებო და ფეხებს
უნიათოდ მიათრევდა და, საერთოდ, ჩვეულებრივი, უწყინარი კაცის
შთაბეჭდილებას ტოვებდა. მისი გამორჩეული გამომგონებლობა
ძირითადად ხულიგნურ ფანდებში გამოიხატებოდა. კლოდის მამა
„ბოილანის აგურისა და კრამიტის“ ქარხანაში მუშაობდა მთავარ ბუ-
ღალტრად, დედა კი, რომელსაც წმინდა ანას ქალთა კოლეჯი ჰქონ-
და დამთავრებული, საზოგადოებრივ კომისიას უდგა სათავეში და
ჯარში გაწვევის ხელშეწყობა ევალებოდა.
მშობლების მდგომარეობა, მღვდელი ბიძა, და კიდევ საკუთარი
უწყინარი, ოდნავ უსიამო გარეგნობა კლოდს თავისი მუხანათური
ჩანაფიქრის დაუსჯელად განხორციელების შესაძლებლობას აძ-
ლევდა.
ტომი გოგონას მიუჯდა უკან, კლოდი კი ჯარისკაცს. ჯარისკაცს პა-
ტარა თავი პქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაღალი იყო, ბეჭებ-
განიერი და მისი პილოტურა ნახევარ ეკრანს ფარავდა, ამიტომ
კლოდი წამდაუწუმ კისერს აქეთ-იქით აბრუნებდა, რათა როგორმე
ფილმისათვის თვალი ედევნებინა.
– მე შენ გეუბნები, ძალზე მოსულია, – გადაუჩურჩულა კლოდმა
ამხანაგს. ალბათ, ასსამოცდაათ გირვანქაზე ნაკლებს არ აიწონის.
– უკან გინდა დაიხიო? ‒ჩურჩულითვე უპასუხა ტომმა.‒ დაიწყე.
‒ ხმა რიხიანი ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა თითის ბოლოები როგორ
უკანკალებღა და ტანში სცრიდა. ეჭვისა და შიშის ეს ნიშნები არაერ-
თხელ განეცადა და საბოლოო მძიმე გამარჯვებით გამოწვეული სი-
ამოვნების მოლოდინს კიდევ უფრო უმძაფრებდა.
‒აბა, მიდი, მთელი ღამე აქ ხომ არ ვისხდებით, – გადაუჩურჩუ-
ლა გაბრაზებულმა.
‒ შენია, მეთაური შენ ბრძანდბი, ‒ უპასუხა კლოდმა. წინ გადაი-
ხარა და ჯარისკაცს მხარზე ხელი დაჰკრა: – მაპატიეთ, სერჟანტო,

16
პილოტურის მოხდას ხომ არ ინებებთ! ვრაფერს ვხედავ.
—მე სერჟანტი არ გახლავართ, ‒ უკანმოუხედავად უპასუხა ჯა-
რისკაცმა და არც პილოტურა მოუხდია. კვლავ თავისი გოგონას მო-
ფერება განაგრძო,
წუთით ბიჭებს ხმა არ ამოუღიათ. თავთავიანთი პროვოკაციული
ტაქტიკის დეტალები ისე საგულდაგულოდ ჰქონდათ დამუშავებუ-
ლი, რომ ერთმანეთისათვის რაიმე ნიშნის მიცემა სულაც არ სჭირ-
დებოდათ. ახლა ტომმა დაარტყა მხარზე ხელი ჯარისკაცს.
– ჩემმა მეგობარმა სრულიად თავაზიანად გთხოვათ პილოტურა
მოგეხადათ. ფილმის ყურებაში ხელს უშლით. თუ პილოტურას არ
მოიხდით იძულებული ვიქნებით ადმინისტრატორი გამოვიძახოთ.
–გარშემო თავისუფალი ადგილების მეტი რა არის. შენს ამხა-
ნაგს ფილმის ყურება თუ სურს – ადგეს და სადმე გადაჯდეს, – აც-
ქმუტდა სავარძელში გაბრაზებული ჯარისკაცი.
– დაიქოქა, – ჩაილაპარაკა ტომმა ‒მიდი, მიაწექი.
კლოდი ჯარისკაცს კვლავ მხარზე მეეხო,
‒ თვალის იშვიათი დაავადება მაქვს, მხოლოდ აქედან ვხედავ.
რომ გადავჯდე, ყველაფერი ამერ-დამერევა და ეროლ ფლინს ლო-
რეტა იანგისაგან ვერ გავარჩევ.
‒ ოკულისტს მიმართე, ‒ ურჩია ჯარისკაცმა. გოგონამ გადაი-
ხარხარა. თავისი ხუმრობით კმაყოფილმა ჯარისკაცმაც ჩაიქირქი-
ლა.
‒ სხვის უბედურებას არ უნდა დასცინო, – აღშფოთდა ტომი.
‒ მითუმეტეს ახლა, როც ომია და ირგვლივ ამდენი გმირი-ინვა-
ლიდი დადის, – ბანი მისცა კლოდმა.
– თქვენც ამერიკელი გქვიათ ამის შემდეგ? – ტომის ხმაში პატ-
რიოტული ნოტები აჟღერდნენ.– მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება
ამერიკელი, გიწოდოთ ამის შემდეგ?
‒ აბა აქედან დაიკარგეთ, ბიჭებო, – მიუბრუნდა მათ გოგონა.
‒ უნდა გაგაფრთხილოთ, სერ, პირადად აგებთ პასუხს თქვენი
მეგობრის სიტყვებისათვის, – უთხრა ტომმა.
– ყურადღებას ნუ აქცევ, ანჟელა, – მაღალი ტენორით უთხრა

17
ჯარისკაცმა.
ბიჭები ერთხანს დუმდნენ, შემდეგ ტომმა წივილი მორთო, იაპო-
ნელს გამოაჯავრა:
‒ მეზღვაურო, ამ საღამოს შენ მოკვდება! ამერიკელო ძაღლო,
ამ საღამოს ჩემი გადაგაჭრის...
– მაგ ბილწ ენას კბილი დააჭირე, ‒ თავი მისკენ მოაბრუნა ჯა-
რისკაცმა.
– გინდა დაგენიძლავო, ეგ ეროლ ფლინზე გულადი უნდა იყოს,
– არ ცხრებოდა ტომი. – შინ მედლებით სავსე ყუთი აქვს, მაგრამ
თან არ დაატარებს, მორიდებულია.
ჯარისკაცს ახლა კი მართლაცდა გულზე ცეცხლი შემოენთო.
– ჩაიგდებთ ენას მუცელში ბოლოს და ბოლოს თუ არა? ჩვენ აქ
ფილმის საყურებლად ვართ მოსული.
– ჩვენ კი– გულში ჩასახუტებლად, – და ტომმა კლოდს ლოყაზე
ხელი ნაზად მოუთათუნა.
– მაგრად ჩამეხვიე, ძვირფასო, – ამოიოხრა კლოდმა, – ცეცხლი
მეკიდება!
დარბაზში რამდენიმე კაცმა უკან მოიხედა და ახმაურდა.
‒ ჩვენ ამ ადგილებისთვის ფული გადავიხადეთ და არსად არ წა-
ვალთ, ‒ განაცხადა ტომმა.
‒ მაგასაც ვნახავთ, მებილეთეს ვიძახებ, – ჯარისკაცი წამოდგა.
სიმაღლით ასე ექვსი ფუტი იქნებოდა.
– დაჯექი, სიდნეი, მიაფურთხე ამ ლაწირაკებს, – უთხრა ქალიშ-
ვილმა.
– მე ერთხელ უკვე გაგაფრთხილე, სიდნეი, რომ პირადად აგებ
პასუხს შენი მეგობრის სიტყვებისათვის. ჰოდა, იცოდე, უკანასკნე-
ლად გაფრთხილებ, – მიუბრუნდა ტომი.
– მებილეთევ, – მთელი დარბაზის გასაგონად დაიძახა ჯარის-
კაცმა და ბოლო რიგისაკენ გაიხედა, სადაც განათებული წარწერის
„გასასვლელის“ ქვეშ ბუზმენტებით დამშვენებული, გაქუცულფორ-
მიანი კაცი განმარტოებით იჯდა და თვლემდა.
‒სუ, სუ,‒ გაისმა ყოველი მხრიდან.

18
–აი, ნამდვილი ჯარისკაცი! ‒ შენიშნა კლოდმა, ‒ უკვე მაშველ
ჯარებს უხმობს.
– რა ამბავია? – იკითხა მებილეთემ, იგი ორმოციოდე წლისა იქ-
ნებოდა, დაღლილი, ნატანჯი სახე ჰქონდა. დილით ავეჯის ფაბრიკა-
ში მუშაობდა, საღამოს კი – „კაზინოში“.
‒ გაიყვანეთ ესენი აქედან, – უობრძანა ჯარისკაცმა.–ქალის
თანდასწრებით იგინებიან.
– ვთხოვე, პილოტურა მოიხადეთ-მეთქი, ეს იყო და ეს. ხომ ასეა,
ტომ? ‒ შეეკითხა კლოდი.
‒ სრული ჭეშმარიტებაა, – კვერი დაუკრა ბიჰმა.– სულ უბრალო,
თავაზიანი თხოვნაა. ამას თვალის იშვიათი დაავადება აქვს...
‒ რაო, რაო? ‒ კითხვა გაუმეორა შეფიქრიანებულმა მებილე-
თემ.
‒ თუ ამათ ახლავე აქედან არ გააბრძანებთ, იცოდეთ მონასტერი
აირევა, – დაემუქრა ჯარისკაცი.
‒ რატომ არ გინდათ, ბიჭებო, სხვა ადგილას გადაჯდეთ? – შე-
ეკითხა მებილეთე.
– ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ‒ განაცხადა ტომმა.
– ფულს გადაიხდი და სადაც გსურს იქ დაჯდები. მაგას ვინა ჰგონია
თავი? ადოლფ ჰიტლერი? ეგეც წითელი კოჭია, რაღა! ჩაუჯაჯია სამ-
ხედრო ფორმა და იჭიმება. დაგენაძლევებით, იაპონელი თვალი-
თაც არ უნახავს. ახლა კი მოკალათებულა აქ და ამერიკელ ახალ-
გაზრდობას ცუდ მაგალითს აძლევს – დამდგარა და ყველას თვალ-
წინ გოგოებს ჯმუჯნის, ფორმა მაინც არ ეცვას.
– თუ ამათ ახლავე აქედან არ გაიყვანთ, ღმერთმანი, გემოზე და-
ვალილავებ, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა და მუშტები შეკრა.
‒ შენ ამ კაცს შეურაცხყოფა მიაყენე, ჩემი ყურით გავიგონე, – მი-
უბრუნდა მებილეთე ტომს. – ჩვენს კინოთეატრში ასეთი რამ არ გა-
გივათ. გაეთრიეთ აქედან!
ახლა კი უკვე მთელი დარბაზი აღშფოთდა. მებილეთე დაიხარა
და ტომს მკლავში ხელი სტაცა. მისი ძალა იგრძნო. თუ არა, ტომი
მიხვდა, რომ ამ კაცის გადაკიდება არ ღირდა, მაშინვე წამოდგა.

19
– წავიდეთ, კლოდ, – მერე მებილეთეს მიუბრუნდა და დასძინა:–
კეთილი, მისტერ, ჩვენ წავალთ, ჩხუბს ვერიდებით მაგრამ ჯერ ბი-
ლეთების ფული დაგვიბრუნეთ.
– იმედიც ნუ გექნებათ.
– მე ვიცი, რისი უფლებაც მაქვს, – კვლავ თავისი ადგილი დაიკა-
ვა. ტომმა და მთელი დარბაზის გასაგონად ისეთი ყვირილი მორთო,
რომ ეკრანზე ტყვიამფრქვევების კაკანის ხმა ჩაახშო: – მიდი, და-
მარტყი, მხეცო!
– კეთილი, კეთილი, – შვებით ამოისუნთქა მებილეთემ, –
მოგცემთ თქვენს ფულს, ოღონდ სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობ-
ას.
ბიჭები წამოდგნენ. ტომმა ღიმილით გადახედა ჯარისკაცს,
– მე უკვე გაგაფრთხილე. ქუჩაში დაგელოდები.
– წადი, დედაშენს უთხარი, სახვევები გამოგიცვალოს, ‒ უპასუხა
ჯარისკაცმა და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
ფოიეში მებილეთემ თითოეულ მათგანს თავისი ჯიბიდან ოცდათ-
ხუთმეტ-ოცდათხუთმეტი ცენტი ჩაუთვალა და კინოთეატრის პატ-
რონისათვის წარსადგენად ბიჭებს ხელწერილი ჩამოართვა. ტომმა
ალგებრის მასწავლებლის გვარი მოაწერა, კლოდმა კი ‒ იმ ბანკის
პრეზიდენტისა, ვისთანაც მამამისს ჰქონდა საქმე.
– აქ თვალითაც აღარ დაგინახოთ, – დაემუქრა მოლარე.
– ეს საზოგადოებრივი ადგილია, – შეეპასუხა კლოდი, ‒ აბა, ერ-
თი ნუ შემოგვიშვებთ, საქმე მამაჩემთან გექნებათ.
‒ მამაშენი ვინღაა? – შეეკითხა ნირწამხდარი მებილეთე.
– დრო მოვა და გაიგებთ, – დაემუქრა კლოდი.
ბიჭები საზეიმო ნაბიჯებით გავიდნენ ფოიედან. ქუჩაში ერთმა-
ნეთს მხარზე ხელი დაჰკრეს და გულიანად ახარხარდნენ. ფილმის
დამთავრებამდე ნახევარი საათიღა რჩებოდა. მეზობელ სასაუზმეში
შეიარეს და მებილეთის მოცემული ფულით თითო ნაჭერი ღვეზელი
და ჭიქა ყავა შეუკვეთეს. დახლს იქით რადიო იყო ჩართული და კო-
მენტატორი გერმანიის უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებას
გადმოსცემდა ‒ ეტყობოდა, ისინი ალპებზე ჯარების გადაყვანას აპ-

20
ირებდნენ, რათა იქ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლები გაემარ-
თათ.
ტომი რადიოს უსმენდა, ბავშვურად მრგვალი სახე უსიამოდ მობ-
რეცოდა. როგორც ასეთი, ომის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,
მაგრამ თავგანწირვის, იდეალებისა და „ჩვენი მამაცი ბიჭების“ შე-
სახებ იდიოტურ ყბედობაზე გული ერეოდა.
– ეი, ლამაზო, ‒ გასძახა ოფიციანტს, რომელიც დახლს იქით იჯ-
და და ფრჩხილებს იპრიალებდა, – რაიმე მუსიკას ხომ ვერ ჩართავ-
დით? ‒ ყელში პქონდა ამოსული პატრიოტიზმი, რომელსაც შინ რუ-
დოლფი და გრეთჰენი პიტნასავით ცხვირში ატენიდნენ.
– ნუთუ სულ არ გაინტერესებთ, ვინ გაიმარჯვებს ამ ომში? ‒ ზან-
ტად გადახედა ბიჭებს ოფიციანტმა.
– ჩვენ თეთრბილეთიანები გახლავართ. თვალის იშვიათი და-
ავადება გვაქვს, – უპასუხა ტომმა და ორივენი კვლავ ხმამაღლა
ახარხარდნენ.
სეანსი რომ დამთავრდა, ისინი უკვე კინოთეატრის კართან იც-
დიდნენ. მაყურებლებმა გარეთ გამოსვლა დაიწყეს. ტომი ცდილობ-
და თავი შეეკავებინა და ადგილიდას ფეხს არ იცვლიდა. მღელვარე-
ბისაგან გაოფლიანებული და სახეგაფითრებული კლოდი კი, ტრო-
ტუარზე ნერვულად დააბიჯებდა.
‒ ხომ დარწმუნებული ხარ? სრულიად დარწმუნებული? ‒ წამ-
დაუწუმ ეკითხებოდა ტომს. ‒ ეგ ოხერი რაღაც ძალზე ღონიერი
ჩანს. არ მინდა, შენს თავში ეჭვი გეპარებოდეს.
‒ ჩემი დარდი ნუ გექნება, – დაამშვიდა ტომმა, – მთავარია,
ხალხი ახლოს არ მოუშვა. მინდა თავისუფლად მივგდგე- მოვდგე, –
მერე თვალებმოჭუტულმა დასძინა: – აი, ისიც.
ჯარისკაცი ოცდაორი-ოცდასამი წლისა იქნებოდა, სახე გაფიჟვი-
ნებული და კუშტი ჰქონდა. თავის წლოვანებასთან შედარებით კარ-
გა ჩასუქებული გახლდათ და გიმნასტურა ნაადრევად წამოზრდილ
ღიპზე ოდნავ გამობურცვოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც. ჯა-
ნიანი ყმაწვილის მთაბეჭდილებას ტოვებდა. ტომი ჯარისკაცს წინ
გადაუდგა.

21
‒ ისევ შენა ხარ, – ჩაიბუტბუტა გაგულისებულმა. მერე წუთით
შეჩერდა, ტომს მკერდით უბიძგა და გზა განაგრძო.
‒ აბ, მუჯლუგუნებს თავი დაანებე, ‒ ხელი სტაცა ტომმა. – მაინც
ვერსად წამიხვალ!
პირკატანაცემი ჯარისკაცი ადგილზე გაქვავდა და ყმაწვილი თვა-
ლით აწონ-დაწონა. ტომი მასზე სულ ცოტა სამი გოჯით მაინც დაბა-
ლი იქნებოდა. კედებსა და ძველ, ლურჯ სვიტერში გამოწყობილი ქე-
რათმიან ანგელოზს მიჰგავდა.
‒ შენს ტანთან შედარებით გულადი ბიჭი ჩანხარ, – შენიშნა ჯა-
რისკაცმა. ‒ კმარა, ფეხებში ნუ მედები.–და ხელით განზე გასწია.
‒ მაინც ვინა ბრძანდები, ხელს რომ მკრავ, სიდნეი? ‒ ტომმა
მუშტი მკერდში უხეშად ჩასცხო. მათ ირგვლივ ხალხი შეგროვდა, ჯა-
რისკაცს სიბრაზისაგან სახეზე ალმური მოედო.
– ხელები გასწი, ლაწირაკო, თორემ რაიმეს გატკენ.
– რა გინდა, ბიჭო? ‒ გაოცდა ქალიშვილი. ეტყობოდა კინოთეატ-
რიდან გამოსვლამდე ტუჩები ხელახლა შეეღება, მაგრამ ნიკაპზე წი-
თელი გათხაპნილი ლაქები მაინც აჩნდა. ქალიშვილს გარშემორ-
ტყმული ხალხის ცნობისმოყვარეობა სულაც არ სიამოვნებდა. – თუ
ხუმრობ, აბა ეგ რა ხუმრობაა.
– მე არ ვხუმრობ, ანჟელა, – უპასუხა ტომმა, –კეთილი ინებოს
და ბოდი'ში მომიხადოს.
– ბოდიში მოვიხადო? კი, მაგრამ რისთვის? – გაუკვირდა ჯარის-
კაცს და თავშეყრილ ხალხს მიუბრუნდა. – ამ ყმაწვილებს, როგორც
ჩანს, თავში უქიქინებთ.
– ან ბოდიში უნდა მოგვიხადო იმ სიტყვებისათვის, კინოში შენმა
გოგომ რომ გვაკადრა, ან არადა შენს თავს დააბრალე, – მტკიცედ
წარმოთქვა ტომმა.
– წავიდეთ, ანჟელა, ჩვენ ხომ ლუდი უნდა დაგველია?! – ჯარის-
კაცი ზურგით მებრუნდა და წასნვლა დააპირა, მაგრამ ტომმა ხელი
სტაცა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მაჯაზე ჩამოქაჩა. ნაკერებზე
გარღვეული ქსოვილის ტკაცუნი გაისმა.
– ო, შე გველის წიწილო, შენა, ხედავ, გიმნასტურა გამიხიე, ‒

22
ლზე ცეცხლი შემოენთო ჯარისკაცს, – ასე ადვილად ვეღარ გადა-
მირჩები. – მან ტომს ხელი მოუქნია, მაგრამ ბიჭი განზე გახტა და
მუშტი მარცხენა მხარში მოხვდა.
‒ ო, ო, ‒ ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა მას, მხარზე ხელი იტაცა
და ვითომდა აუტანელი ტკივილისაგან, წელში ორად მოიკაკვა
‒ ხომ დაინახეთ? ‒ მიუბრუნდა კლოდი ხალხს. ‒ ხომ დაინახეთ,
როგორ გაარტყა ამ კაცმა ჩემს მეგობარს?
– მომისმინეთ, ყმაწვილო, ‒ მიუბრუნდა ჯარისკაცს ერთი ჭაღა-
რაშერთული, ლაბადიანი კაცი. ‒ არ გაბედო მაგის ცემა. ვერ ხედავ,
სულ ბავშვია.
– ისე, უბრალოდ წამოვარტყი,–დამნაშავესავით თავი იმართლა
ჯარისკაცმა. – მთელი დღეა გასაქანს არ მაძლევს.
ანაზდად ტომი წელში გასწორდა და ჯარისკაცს ქვემოდან ყბაში
მუშტი უთავაზა, მაგრამ არც ისე ძლიერ, რომ ჩხუბის სურვილი გა-
ენელებინა. ახლა კი ჯარისკაცს მამაზეციერიც ვეღარ დააკავებდა.
– კეთილი, პატარავ, იცოდე, შენს თავს დააბრალე, – და იგი ტო-
მისკენ გაემართა. ბიჭი განზე გადგა. მასთან ერთად ხალხმაც უკან
დაიხია.
– ჩამოეცალეთ, – მსაჯის ტონით ბრძანა კლოდმა. – ხალხს გზა
მიეცით.
– სიდნეი,– გულგამგმირავად აკივლდა ქალიშვილი. – იცოდე,
შემოგაკვდება!
– ნუ ღელავ, ერთს გავასილაქებ და ეგ იქნება. ‒ უპასუხა ჯარის-
კაცმა. – ცოტა ჭკუას ვასწავლი.
ტომი ხელიდან დაუსხლტა და მარცხენა ხელი თავში მოუქნია,
მარჯვენა კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა მუცელში ამოარტყა. ჯარის-
კაცს ხვნეშა აღმოხდა, ტომი კი განზე გახტა.
‒ რა სისაძაგლეა, ‒ შენიშნა ვიღაც ქალმა.–როგორი ჯანიანია
და ბავშვს კი გადაეკიდა. – სასწრაფოდ ბოლო უნდა მოვუღოთ ამ უ-
ზნეობას.
‒ არაფერი უჭირს, ‒დაამშვიდა ქმარმა, – ხომ თქვა, ერთს გავა-
სილაქებ და ეგ იქნებაო.

23
ჯარისკაცმა მარჯვენა ხელი ნელა მოიქნია, მაგრამ ტომი ხელებ-
შუა გაუძვრა და ახლა რბილ მუცელში ხეთქა. ჯარისკაცი ტკივილი-
საგან ორად მოიკაკვა, ტომმა კი ორივე მუშტი სახეში სთხლიშა. ჯა-
რისკაცმა სისხლი გადმოაფურთხა, ხელებს უნიათოდ აქეთ-იქით იქ-
ნევდა, ცდილობდა, მიახლოვებოდა;
ტომმა მოწყალება გაიღო და ახლო მიუშვა, მაგრამ მაშინვე თა-
ვისუფალი მარჯვენა მთელი ძალით პირდაპირ თირკმელებში ჩას-
ცხო. ჯარისკაცი დაბარბაცდა, ცალ ფეხზე ნელ–ნელა ჩაიმუხლა და
ჩასისხლიანებული თვალებით ტომს უაზროდ მიაშტერდა. ანჟელა
ცრემლებად იღვრებოდა. ხალხი დუმდა;
ტომმა უკან დაიხია. იგი არც კი ქშინავდა. ნაზი, ქერა ბუსუსებით
მოფენილი ლოყები აწითლებოდა მარტო.
– ღმერთო ჩემო, ‒ წაიჩურჩულა სწორედ იმ ქალმა, რომელიც
წუთის წინ ამ უხამსობის ალაგმვას მოითხოვდა, – რომ შეხედავ,
მთლად ბავშვია.
ჩხუბი სულ ოცდაათ წამს გაგრძელდა.
– კონცერტი დამთავრებულია, – განაცხადა კლოდმა და სახი-
დან ოფლი მოიწმინდა.
ტომმა განზე გამდგარ ხალხს ფართო ნაბიჯებით ჩაუარა, გულ-
დამძიმებულები ხმას არ იღებდნენ, თითქოს ცდილობდნენ, რო-
გორმე გულიდან გადაეგდოთ ის არაბუნებრივი, საზარელი სანახა-
ობა, წუთის წინ რომ იხილეს.
კლოდი შესახვევთან დაეწია.
– ყოჩაღ! აი, მესმის! – შვებით ამოისუნთქა აღფრთოვანებულმა
კლოდმა, – დღეს მართლაც ელვის სისწრაფით მოქმედებდი! კომ-
ბინაციებს აღარ იკითხავთ ღმერთო ჩემო, რა კომბინაციები ჩაატა-
რე!
– „სიდნეი, იცოდე, შემოგაკვდება“ –გამოაჯავრა ტომმა წრიპი-
ნით ქალიშვილს და სიამოვნებით ჩაიფრუტუნა. – აფსუს, ძალზე მა-
ლე დაყარა ფარ–ხმალი. ცოტა ხანს მაინც უნდა მეწვალებინა, ნეხ-
ვის გროვაა და მეტი არაფერი. სხვა დროს ისეთ ვინმეს დავადგათ
თვალი, ვისაც ნამდვილი ჩხუბის შნო ექნება.

24
– აფერუმ შენს კაცობას, ‒ აღფრთოვანებით გაიმეორა კლოდმა.
– ღმერთმანი, დიდი სიამოვნება მომანიჭე, ერთი მაგისი სიფათი
მაჩვენა ხვალ. კიდევ როდის გაიმეორებ?
– როცა გუნებაზე ვიქნები, ‒ მხრები აიჩეჩა ტომმა.
‒კეთილი, ხვალამდე. – ბიჭს მარტო დარჩენა ეწადა. უნდოდა
კვლავ განეცადა ყოველი თავისი დარტყმა. კლოდი ნაჩვევი იყო მე-
გობრის გუნება-განწყობილების უეცარ ცვლილებას და ამ ამბავს პა-
ტივისცემით ეკიდებოდა ‒ ნიჭს რაღას არ აპატიებს კაცი.
– კეთილი, ჯერჯერობით. ხვალ შევხვდებით,– უთხრა მან.
ტომმა დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია და იქვე, კუთხეში
შეუხვია. სახლამდე კიდევ კარგა მანძილი იყო დარჩენილი. ტომს
ჩხუბის სურვილი რომ მოუვლიდა, ისინი ქალაქის სხვა მხარეს მი-
აშურებდნენ ხოლმე, აქაოდა სიფრთხილეს თავი არა სტკივაო. თა-
ვის რაიონში ტომს უკვე ყველა კარგად იცნობდა და მის გადაკიდე-
ბას ერიდებოდნენ.
იგი ჩაბნელებულ ქუჩაში მსუბუქად მიაბიჯებდა, ზოგჯერ ცეკვა-
ცეკვით უვლიდა გარს აქა-იქ აღმართულ ფარნების ბოძებს. აი, ხომ
აჩვენა სეირი! ხომ აჩვენა! ჯერ სადა ხარ! ყველას დედას უტირებს!
ვანდერჰოფ-სტრიტზე რომ გავიდა, დას ჰკიდა თვალი, რომელიც
სახლს ქუჩის მეორე ბოლოდან უახლოვდებოდა. გრეთჰენი თავ-
დახრილი მიიჩქაროდა და ძმა არ შეუნიშნაეს, ტომმა თავი რომელი-
ღაც სადარბაზოს შეაფარა და გაინაბა, არ სურდა დასთან ლაპარა-
კი. მას შემდეგ, რაც რვა წლისა გახდა, დას მისთვის ერთი ტკბილი
სიტყვა არ უთქვამს. გრეთჰენი საფუნთუშის ვიტრინის გვერდით
კარს მიადგა და ჩანთიდან გასაღები ამოიღო. ერთხელ მართლაც
უნდა ჩაუსაფრდეს კაცი და გაიგოს, საღამოობით რასა იქმს.
ტომმა წამით შეიცადა, სანამ და თავის ოთახში ავიდოდა, მერე
ქუჩა გადაჭრა და ძველი, დროთა ვითარებისაგან ჩაშავებული შენო-
ბის წინ შეჩერდა. ერთი შეხედვით იფიქრებდით, ამ სახლში არავინ
ცხოვრობს და საცაა დაანგრევენო. ტომმა გადააფურთხა. მისი მხი-
არული გუნება–განწყობილება უკვალოდ გაქრა. სარდაფში, რო-
გორც ყოველთვის, სინათლე ენთო ‒მამა შრომობდა. ტომს სახე მკ-

25
აცრი და ულმობელი გაუხდა. „მთელი ცხოვრება სარდაფიდან გა-
რეთ ცხვირი არ გამოუყვიათ! აბა რა მოეკითხებათ! არაფერი!“ --
გაუელვა გონებაში.
ფრთხილად აუყვა მოჭრიალე კიბეებს, შეუმჩნევლად აიპარა მე-
სამე სართულზე. უთუოდ საკუთარი თავის პატივისცემას დაკარგავ-
და, თავისი დაბრუნება ხმაურით ვინმესთვის რომ ემცნო. ვისი რა
საქმეა, როდის წავა ან როდის მოვა. განსაკუთრებით ისეთ ღამეს,
როგორიც დღესაა. სვიტერის სახელო სისხლით ჰქონდა მოსვრი-
ლი. არ უნდოდა, შინაურებიდან ვინმეს შეენიშნა და ვაი-ვიში აეტე-
ხა. ოთახში შევიდა და კარი ჩუმად მიიხურა, ძმას ტკბილად ეძინა,
ტომს მისი თანაბარი სუნთქვის ხმა შემოესმა. დიდებული, მუდამ წე-
სიერი რუდოლფი, ნამდვილი ჯენტლმენი, კბილის პასტის სუნი რომ
ასდის, კლასში სანიმუშო მოსწავლეა და ყველას საყვარელი ადამი-
ანი. იგი შინ სისხლში ამოთხვრილი არასოდეს ბრუნდება, ძილი
რომ არ დააკლდეს, მუდამ თავის დროზე წვება, რათა მეორე დღეს
კარგად გამოძინებულმა სკოლაში თავაზიანად წარმოთქვას „დილა
მშვიდობისა, მემ“,–და ტრიგონომეტრიის გაკვეთილი არ გააცდი-
ნოს. ტომს შუქი არ აუნთია, სასწრაფოდ ტანთ გაიხადა, ტანსაცმელი
სკამის საზურგეზე დაუდევრად მიყარა. ძმის შეკითხვებზე პასუხის
გაცემას სულაც არ აპირებდა, რუდოლფი მისი მოკავშირე თავის
დღეში ირ ყოფილა. ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ.
მერე რა! მას ეს სულაც არ ადარდებდა, მაგრამ, როგორც კი საერ-
თო ორსაწოლიან ლოგინში ჩაწვა, რუდოლფს გაეღვიძა.
–სად იყავი? – შეეკითხა ნამძინარევი.
‒ კინოში.
–მოგეწონა?
– სისულელე იყო.
იწვნენ ძმები სიბნელეში და ხმას არ იღებდნენ. რუდოლფმა გან-
ზე მიიწია. იგი დამამცირებლად თვლიდა ძმასთან ერთად ერთ სა-
წოლში წოლას. ოთახში გრილოდა. რუდოლფი ღამით ფანჯარას მუ-
დამ ღიას ტოვებდა. ვინ ვინა და, რუდოლფი უთუოდ ყველაფერს ისე

26
აკეთებს, როგორც წესი და რიგი მოითხოვს. წოლითაც ისე იწვა,
როგორც მიღებულია – პიჟამოთი. ტომი კი ტრუსების ამარა იძინებ-
და. ამის გამო კვირაში ორჯერ მაინც წაეკიდებოდნენ ხოლმე ერ-
თმანეთს.
რუდოლფმა რაღაც სუნი აიღო.
–ღმერთო ჩემო, ტყის ნადირის სუნი მცემს, რას აკეთებდი?
–არაფერს, ‒ უპასუხა ტომმა, ‒ აბა, რა ჩემი ბრალია, თუ ასეთი
სუნი ამდის.
„ჩემი ძმა რომ არ იყოს, ცემით გავხეთქავდი, – გაიფიქრა მან. –
ტყის ნადირიო? კეთილი, რაკიღა ასე ფიქრობენ, ტყის ნადირადაც
გადავიქცევი.“
ტომმა თვალები დახუჭა და შეეცადა წარმოედგინა, როგორ ჩა-
მოსდიოდა სახეზე სისხლი ჩამუხლულ ჯარისკაცს. სრულიად ნათ-
ლად დაუდგა თეალწინ ეს სურათი, მაგრამ ამჯერად არავითარ სი-
ამოვნებას აღარა გრძნობდა.
აკანკალდა. ოთახში ციოდა, მაგრამ ეს სიცივის ბრალი როდი
იყო.

გრეთჰენი პატარა სარკის წინ იჯდა, რომელიც თავისი ტუალეტის


მაგიდაზე დაედგა და კედელზე მიეყუდებინა. სინამდვილეში ეს სამ-
ზარეულოს ძველი მაგიდა იყო, რომელიც ორ დოლარად ჰქონდა
შეძენილი ერთ იაფფასიან ბაზრობაზე და ვარდისფრად გადაეღება.
კრემით სავსე რამდენიმე პატარა ქილა, თმის ვერცხლიფერი ჯაგრი-
სი, დაბადების თვრამეტ წლისთავზე რომ მიიღო საჩუქრად, სამი პა-
ტარა შუშა სუნამო და მანიკურის ნაკრები. სუფრის ნაცვლად მაგი-
დაზე გადაფარებულ სუფთა პირსახოცზე ფაქიზად დაელაგებინა,
დედისაგან გრეთჰენს ძალზე თეთრი კანი და ლურჯი,მოიისფრო
თვალები გამოჰყვა, მამისაგან კი– შავი? სწორი თმა, ლამაზი იყო.
შენი ხნისა მეც მზეთუნახავი ვიყავიო, ხშირად ეუბნებოდა დედა და

27
სულ იმას ჩასჩიჩინებდა–თავს მოუარე, თორემ უდროოდ დაჭკნე-
ბიო. დედას არასდროს დაურიგებია ჭკუა, მამაკაცებთან როგორ
მოქცეულიყო– სწამდა მისი „ზნეობისა“ (დედას ამ სიტყვის გამეო-
რებაც ძალიან უყვარდა), მაგრამ მაინც სარგებლობდა თავისი გავ-
ლენით და აიძულებდა ტანის დასამალავად განიერი კაბები ეტარე-
ტინა.
„რა საჭიროა უსიამოვნებას ძალით გადაეყარო? დარდი ნუ
გაქვს, ისედაც არ აგცდება, ‒ იცოდა ხოლმე თქმა.
ერთხელ დედა გრეთჰენს გამოუტყდა, სიყმაწვილეში მონაზვნად
აღკვეცას ვაპირებდიო. „იმის შემდე, რაც დღეს გადამხდა, მეც სი-
ამოვნებით მივაშურებდი მონასტერს, ღმერთი რომ მწამდესო“,–გა
იფიქრა სიმწრით გრეთჰენმა.
დღეს, ჩვეულებისამებრ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ პირდა-
პირ ჰოსპიტალში გაემგზავრა, საღაც საღამოობით თავისი ნებით
კვირაში ხუთჯერ მორიგეობდა ხოლმე: დაჭრილებს წიგნებსა და
ჟურნალებს ჩამოურიგებდა, იმათ, ვისაც თვალები დაზიანებული
ჰქონდა, წერილებს უკითხავდა, წერდა ბარათებს მათთვის, ვინც ხე-
ლებს ვერ ამოძრავებდა. უფასოდ მუშაობდა, სამაგიეროდ გრძნობ-
და, რომ მცირედი სარგებლობა მაინც მოჰქონდა. გულახდილად
რომ ვთქვათ, სიამოვნებდა კიდეც მორიგეობა. დაჭრილები ბალღე-
ბივით მორჩილები და მადლიერები იყვნენ, ჰოსპიტალში მას არას-
დროს შეუნიშნავს მამაკაცთა ავხორცი გამოხედვა, არც აბეზართა
მოგერიება დასჭირვებია, სამუშაოზე კი, მთელი დღის განმავლობა-
ში, ღმერთმა უწყის, რას არ ითმენდა.
რაღა თქმა უნდა, მოწყალების დების და მომვლელი ქალების
უმრავლესობა დიდ სიყვარულობანაში იყო ექიმებთან და მსუბუქად
დაჭრილ ოფიცრებთან, მაგრამ გრეთჰენმა ყველას იმთავითვე აგ-
რძნობინა, რომ იგი ასეთი არ იყო, ერთხელ და სამუდამოდ მამაკაც-
თა მოძალებისგან თავის დასახსნელად.
სამორიგეოდ რიგითი ჯარისკაცებით სავსე პალატაში გამწესება
ითხოვა, სადაც პრაქტიკულად ვინმესთან მარტოდმარტო დარჩენა
რამდენიმე წამით თუ შეიძლებოდა მხოლოდ. საერთოდ, გრეთჰენი

28
მამაკაცებთან ალერსიანი და ენაწყლიანი გახლდათ, მაგრამ თამა-
მად მოქცევის უფლებას არავის აძლეგდა. თუმცა, საღამოს წვეულე-
ბებასა და ცეკვების შემდეგ, შინ გზად მიმავალი კოცნაზე თავპატიჟს
არ იდებდა. მაგრამ ჭაბუკთა უნიათო მიკარება მასში არავითარ
ემოციებს არ იწვევდა, უფრო მეტიც, უაზრო, არაჰიგიენური და სასა-
ცილოც კი ეჩვენებოდა, სკოლაში ბიჭებიდან კაციშვილი არ აინტე-
რესებდა. ფეხბურთელებზე და საკუთარ მანქანებიან ყმაწვილებზე
შეყვარებული გოგონები ჭირის დღესავით სძულდა. ყოველივე ეს
სისულელედ მიაჩნდა: ის ერთადერთი კაცი, ვისაც ხანდახან ფიქ-
რებში საყვარლად დაისახავდა, მისტერ პოლაკი იყო, მისი ინგლი-
სური ენის მასწავლებელი, ორმოცდაათი წლის, ხნიერი, თმააბურ-
ძგნული, ჭაღარაშერეული მამაკაცი, რომელიც კლასში შექსპირს
ყრუ, გულში ჩამწდომი ხმით კითხულობდა. ნაზად და ნაღვლიანად
მოლერსე შეყვარებულის როლში მისი წარმოდგენა, ასე თუ ისე, წე-
საძლებლად მიაჩნდა, მაგრამ პოლაკი ცოლიანი გახლდათ და
გრეთჰენის კბილა ორი ქალიშვილი ჰყავდა.
და მაინც, გრეთჰენს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან
რაღაც არაჩვეულებრივი და წარმტაცი უნდა გადახდომოდა თავს. ეს
შესაძლოა არც წელს მომხდარიყო და არც ამ ქალაქში, მაგრამ აც-
დენით რომ არ ასცდებოდა, ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.
პალატებში ღამის ნათურები ბჟუტავდა. ამ დროს, წესით, დაჭრი-
ლებს უკვე უნდა სძინებოდათ. წასვლამდე გრეთჰენი, ჩვეულებისა-
მებრ, ტოლბეტ პიუზს გამოემშვიდობა. კაცი ყელში იყო დაჭრილი
და ლაპარაკი არ შეეძლო. ტოლბეტი პალატაში ყველაზე ახალგაზ-
რდა გახლდათ და გრეთჰენსაც იგი სხვებზე მეტად ებრალებოდა. ქა-
ლიშვილი თავის თავს არწმუნებდა, რომ ქალის შეხება, ღიმილი,
ღამე მშვიდობის სურვილი ყმაწვილს უსასრულო, თეთრად გათენე-
ბულ ღამეებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდნენ. პალატიდან ღიღინ-
ღიღინით გამოსულმა გრეთჰენმა დასალაგებლად საერთო ოთახს
მიაშურა, სადაც, ჩვეულებრივ, დაჭრილები იკრიბებოდნენ და წიგ-
ნებს კითხულობდნენ, წერილებს წერდნენ, კარტის, შაშის თამაშით
ერთობოდნენ, ფირფიტებს უსმენდნენ. მას უყვარდა მორიგეობის

29
ეს უკანასკნელი, მშვიდი წუთები, როცა ჰოსპიტალი ძილს მისცემო-
და და გარშემო კაციშვილი არ ჭაჭანებდა მთელი ცხოვრება სივიწ-
როვეში ჰქონდა გატარებული და მოხერხებული, რბილი სავარძლე-
ბით დამშვენებულ ამ ფართო, ღია მწვანე ოთახში თავს ელეგანტუ-
რი სახლის დიასახლისად გრძნობდა, დიდებულად ჩატარებული
წვეულების შემდეგ ირგვლივ ყველაფერს რომ აწესრიგებს. დალა-
გებას რომ მორჩა, წასასვლელად მოემზადა, მაგრამ უეცრად ოთახ-
ში პიჟამოს ზემოდან მუქ ღვინისფერ ხალათწამოსხმული მაღალი
ზანგი შემოვიდა კოჭლობ-კოჭლობით.
‒ საღამო მშვიდობისა, მის ჯორდახ,– მიესალმა იგი გრეთჰენს.
ყმაწვილს არნოლდი ერქვა. უკვე კარგა ხანია, რაც ჰოსპიტალში
მკურნალობდა და მას ქალიშვილი ჩინებულად იცნობდა. განყოფი-
ლებაში, სადაც გრეთჰენი მუშაობდა, სულ ორად ორი ზანგი იწვა.
ჩვეულებისამებრ ისინი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ
და არნოლდი ცალად ქალმა დღეს პირველად იხილა. გრეთჰენი
დაჭრილი ზანგების მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენ-
და. არნოლდი საფრანგეთში დაეჭრათ. საჭესთან იჯდა თურმე, რო-
ცა ნაღმის ნამსხვრევი მის საბარგო მანქანას მოხვდა და ფეხი
მთლად დაუზიანა. არნოლდი სენტ-ლუისში დაიბადა, საშუალო სკო-
ლაც იქ დაამთავრა. თერთმეტი და-ძმა ჰყავდა.
თავისუფალ დროს ჰოსპიტალში დღენიადაგ კითხვაში ატარებ-
და, კითხულობდა ყველაფერს, რაც კი ხელთ მოხვდებოდა. წიგნე-
ბით ხანდახან გრეთჰენიც ამარაგებდა, გრეთჰენი თვითონაც ბევრს
კითხულობდა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მის ლიტე-
რატურულ გემოვნებას მისტერ პოლაკის კათოლიკური გატაცებები
წარმართავდნენ.
– საღამო მშვიდობისა, არნოლდ, – ალერსიანად გაუღიმა მან
ყმაწვილს, – რამე ხომ არ გჭირდება?
‒ არა, უბრალოდ ძილი გამიკრთა. სინათლე დავინახე და გადავ-
წყვიტე: წავალ, ცოტას გავესაუბრები ჩვენს მომხიბვლელ გოგონას,
მის ჯორდახს-მეთქი, – გაიცინა ყმაწვილმა და თავისი დიდებული,
ქათქათა კბილები გამოაჩინა. სხვებისაგან განსხვავებით, არნოლ-

30
დი გრეთჰენს მუდამ გვარით მიმართავდა და არა სახელით. იგი კუპ-
რივით შავი იყო და მეტისმეტად ხმელი. ხალათი ძალზე განიერი
ჰქონდა. გრეთჰენმა იცოდა ‒ ფეხი რომ შერჩენოდა, ორი თუ სამი
ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ჰოდა, ეჩვენებოდა თითქოს, ბაგე-
თა ირგვლივ სიმწრის ნაოჭები ჩაჰკეცოდა.
– ეს-ეს არის სინათლის გამორთვას ვაპირებდი, – შენიშნა ქალ-
მა. ქალაქისაკენ მიმავალი მორიგი ავტობუსი თხუთმეტი წუთის შემ-
დეგ გადიოდა და გრეთჰენს უნდოდა როგორმე მისთვის მიესწრო.
არნოლდი ჯანმრთელ ფეხზე შეხტა და მაგიდაზე შემოსკუპდა.
– თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნებას განიცდის
ადამიანი, როცა უბრალოდ ძირს დაიხედავს და თავის ორივე ფეხს
ჰკიდებს თვალს. წაბრძანდით, წაბრძანდით, მის ჯორდახ, ალბათ
ვინმე სიმპათიური ყმაწვილი გელოდებათ. სულაც არ მინდა თქვენი
დაგვიანებით გუნება გაუფუჭდეს.
‒ არც არავინ მელოდება და არც საით მიმეჩქარება, – უპასუხა
გრეთჰენმა. ანაზდად შერცხვა, ასე ჰაიჰარად რომ სცადა მისი თავი-
დან მოშორება, რათა ავტობუსზე არ დაგვიანებოდა.
არნოლდმა ჯიბიდან სიგარეტების კოლოფი ამოიღო და ქალს
შესთავაზა.
– გმადლობთ, არ ვეწევი.
კაცმა გააბოლა, ბოლისაგან თევალები ეჭუტებოდა. ყოველი მი-
სი მოძრაობა მტკიცე იყო და აუჩქარებელი. ჯარში გაწვევამდე სკო-
ლის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა. დაჭრილ ჯარისკაცს
სპორტული წრთობა ახლაც ეტყობოდა.
‒ მოდით, აქ ჩამოჯექით, მის ჯორდახ, – შესთავაზა მან და მაგი-
დას თავის გვერდით ხელი დაჰკრა – ალბათ, ძალზე დაიღალეთ,
მთელი საღამო ფეხზე იტრიალებთ.
‒ ეგ არაფერია, –უპასუხა გრეთჰენმა. ‒ სამუშაოზე მთელი დღე
ვზივარ, ‒ მაგრამ არნოლდის გვერდით მაინც ჩამოჯდა, რათა
ეჩვენებინა, რომ არსად არ მიეჩქარებოდა.
‒ რა ლამაზი ფეხები გაქვთ, – შენიშნა არნოლდმა.
გრეთჰენმა თავის ფეხებს დახედა და თვალი უბრალო, ყავისფ-

31
ერ, დაბალქუსლიან ფეხსაცმელებზე დარჩა.
‒ არა უჭირს რა, – კვერი დაუკრა მან. თავისი მოხდენილი, არც
თუ ისე გრძელი, თხელკანჭებიანი ფეხები თვითონაც ძალზე მოს-
წონდა.
‒ ჯარში ვისწავლე ფეხების გარჩევა,–თქვა არნოლდმა ისეთი
კილოთი, სხვა რომ იტყოდა: „ჯარში ვისწავლე რადიომიმღების შე-
კეთებაო“ ანდა: „ჯარში გავიგე, როგორ უნდა მოვიხმარო რუკებიო“.
ხმაში საკუთარი თავისადმი სინანულის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა
და გრეთჰენი ამ თავშეკავებული, ჩუმი ყმაწვილის მიმართ კიდევ
უფრო ღრმა თანაგრძნობით განიმსჭვალა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – სცადა მან ჭაბუკის დამშვიდე-
ბა,–ამბობენ, ექიმებმა სასწაულები დაატრიალესო.
‒ როგორ არა, ‒ ჩაიცინა მან. ‒ მაგრამ არა მგონია, მოხუცი არ-
ნოლდი აქედან გასვლის შემდეგ სადმე შორს წაჩანჩალდეს.
‒ რამდენი წლისა ხართ, არნოლდ?
– ოცდაორისა. თქვენ?
‒ ცხრამეტის.
‒ ორივენი დიდებულ ასაკში ვართ! – გაიღიმა მან.
– დიახ, ომი რომ არ იყოს.
– ო, ომს მე არ ვემდური.–ყმაწვილმა ერთხანს შეიცადა, – ომის
წყალობით იყო, რომ სენტ-ლუისს თავი დავაღწიე. ომმა დამავაჟკა-
ცა, – მის ხმაში ირონია ჟღერდა. ‒ ახლა სულელი ყმაწვილი აღარა
ვარ. ვიცი დიდი თამაშის წესები, თანაც ქვეყანა მოვიარე, საინტერე-
სო ხალხი გავიცანი. როდესმე კორნუოლში თუ ყოფილხართ? ინ-
გლისშია.
‒ არა, არ ვყოფილვარ.
‒ ჰო, მართლა, ჯორდახი ამერიკული გვარია, არა?
‒ არა, გერმანული.–მამაჩემი შტატებში გერმანიიდან გადმო-
ბარგდა. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში მსა-
ხურობდა და თქვენსავით ისიც ფეხში დაჭრეს.
– ისტორია დიდი გაიძვერა რამ არის, ხომ ასეა? ‒ ჩაიცინა არ-
ნოლდმა, ჰოდა, ახლაც მამათქვენიც ქუდმოგლეჯილი დარბის, არა?

32
‒ ოდნავ მოიკოჭლებს, მაგრამ რა მოხდა მერე, – ფრთხილად
უპასუხა გრეთჰენმა.
‒ ჰო, კორნუოლი.., – დაფიქრებული არნოლდი მაგიდაზე
აქეთ-იქით ირწეოდა, ეტყობოდა, მობეზრდა ომზე და დაჭრილებზე
ლაპარაკი. – იქ ერთი გოგონა გავიცანი და სამი თვე ერთად გავატა-
რეთ. სიმპათიური, მხიარული და ნაზი არსება გახლდათ. ასეთ ქალ-
ზე მხოლოდ თუ იოცნებებს კაცი. გათხოვილი იყო, მაგრამ ეს ხელს
სულაც არ გვიშლიდა: მისი ქმარი ოცდაცხრამეტი წლიდან სადღაც
აფრიკაში იმყოფებოდა და, მე მგონი, ქალს მისი სახეც კი აღარ ახ-
სოვდა. ბარში დავიარებოდით, როცა კვირაობით მათავისუფლებ-
დნენ ხოლმე, ვახშამს შინ მიმზადებდა. მერე სიყვარულით ვერთო-
ბოდით და ადამ და ევასავით ბეღნიერები ვიყავით. პირველად ადა-
მიანად თავი კორნუოლში ვიგრძენი, ‒ ყმაწვილი გაჩუმდა, ჭერს მი-
აშტერდა, ეტყობოდა, ზღვის პირას მდებარე ძველი ქალაქი და მხი-
არული, სიმპათიური, ნაზი ქალიშვილი დაუდგა თვალწინ.
გრეთჰენიც დუმდა. იგი თავს მუდამ უხერხულად გრძნობდა,
როცა მისი თანდასწრებით ინტიმურ ამბებზე ჩამოაგდებდნენ ხოლ-
მე სიტყვას. ეჩოთირებოდა თავისი სიმორცხვე, ლაპარაკი რა არის,
ლაპარაკის დროსაც არ შეეძლო სექსის აღქმა, როგორც რაღაც ჩვე-
ულებრივი და ბუნებრივი ამბისა. ბევრი მისი ნაცნობი ქალიშვილი
კი სექსს სწორედ ასე შეიცნობდა.
გრეთჰენი ცდილობდა ობიექტურად გარკვეულიყო თავის თავ-
ში და ხვდებოდა, რომ, უპირველეს ყოვლისა, მისი ასეთი მოკრძა-
ლება სულ მშობლებს შორის არსებული ურთიერთობის ბრალი
იყო. მათ საწოლი ოთოახს გრეთჰენს საძინებლისგან მხოლოდ ვიწ-
რო დერეფანი ჰყოფდა. რამდენჯერ გაუღვიძებია იგი დილის ხუთ სა-
ათზე სახაბაზოდან მობრუნებული მამის ნაბიჯებს. შემდეგ ყურთ მი-
სი ხრინწიანი, ნამთვრალევი ხმა და დედის საცოდავი უარი ჩაესმო-
და. იწყებოდა ბრძოლა, დილით დედის სახე მუდამ დამარცხებული
წამებულის ნიღაბს მიაგავდა.
დღეს გრეთჰენი მამაკაცის თანდასწრებით პირველად ლაპარა-
კობდა ინტიმურ ამბებზე და ამით უნებლიეთ თითქოსდა მოწმე ხდებ-

33
ბოდა იმისა, რასაც გონებიდან აგრერიგად სდევნიდა, ადამი და ევა
სამოთხეში. ორი სხეული – თეთრი და შავი. იგი ცდილობდა ამაზე
არ ეფიქრა. მაგრამ ამაოდ. ჭაბუკის გულახდილობაში იყო რაღაც
მრავლისმეტყველი, წინასწარგანზრახული: ეს არ გახლდათ ომი-
დან სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცის სევდით აღსავსე ღა-
მეული მოგონებანი, – ამ სულგანაბულ ჩურჩულში კაცი რაღაცას აქ-
სოვდა, რაღაც ჰქონდა გამიზნული. ჰოდა, რატომღაც გრეთჰენი
გრძნობდა, რომ მიზანში სწორედ ის ჰყავდა ამოღებული. ქალს სურ-
და სადღაც დამალულიყო, გაქცეულიყო.
– დაჭრილმა წერილი მივწერე, – დასძინა არნოლდმა, – მაგრამ
პასუხი არ მიმიღია. ვინ იცის, ეგებ ქმარი ჩამოუვიდა. მას შემდეგ ქა-
ლი რა არის, არ ვიცი. ჰოსპიტლიდან ქალაქში გასვლის უფლება
პირველად გასულ შაბათს დამრთეს. მე და ბილი მთელი დღით გაგ-
ვათავისუფლეს, მაგრამ მითხარით ერთი, ღვთის გულისათვის, ამ
ადგილებში ორმა ზანგმა აბა რა უნდა აკეთოს. გეუბნებით, ეს კორ-
ნუოლი როდია, – ჭაბუკმა გაიცინა. – დალახვროს ეშმაკმა, აქ რამ
გადმომაგდო, არ ვიცი! ეს ალბათ მთელ შტატებში ერთადერთი ჰოს-
პიტალია ისეთ ქალაქში განლაგებული, სადაც ერთ ფერადკანიან-
საც ვერ შეხვდები. თითო ლუდი დავლიეთ და ავტობუსში ჩავსხე-
დით, მდინარის ნავმისადგომთან ჩამოვედით. გვითხრეს– იქ ვიღაც
ზანგის ოჯახი უნდა ცხოვრობდესო. არავითარი ოჯახი, მხოლოდ ერ-
თი ბებერი ზანგი დაგვხვდა სამხრეთ კაროლინიდან. სულ მარტოდ-
მარტო ცხოვრობს მდინარის პირას მდებარე სახლში. ლუდით გავუ-
მასპინძლდით, ჩვენი მხედრული სიმამაცის ამბავი მოვუყევით და
დავპირდით – კვლავაც ჩამოვალთ სათევზაოდო.
– ეჭვი არ მეპარება, – თქვა გრეთჰენმა და საათს დახედა, – ჰოს-
პიტლიდან რომ გაეწერებით და. შინ დაბრუნდებით, უთუოდ შეხვდე-
ბით ლამაზ ქალიშვილს და კვლავ ბედნიერი იქნებით. – სიტყვები
ნაძალადევად, არაგულწრფელად, ყალბად ჟღერდა, ქალს შერ-
ცხვა, მაგრამ გრძნობდა რომ უნდა წასულიყო და კვლავ საათს და-
ხედა.
‒ უკვე ძალიან გვიანია, არნოლდ, – უთხრა მან და მაგიდიდან ჩამ-

34
ოხტომა დააპირა, მაგრამ ყმაწვილმა ხელი წაავლო და შეაჩერა.
– ჯერ სულაც არ არის გვიან, მის ჯორდახ. არ დაგიმალავთ, რა-
ხანია თქვენთან პირისპირ ლაპარაკის შემთხვევას ვეძებ.
– ავტობუსზე მაგვიანდება, არნოლდ, მე...
– მე და უილსონმა ბევრი ვილაპარაკეთ თქვენზე, – სიტყვა შეაწ-
ყვეტინა მან ისე,რომ ხელი არ გაუშვია, ‒ და გადავწყვიტეთ, მომა-
ვალ შაბათს მოგიპატიჟოთ, რათა მთელი დღე ერთად გავატაროთ.
‒ ფრიად სასიამოვნოა, არნოლდ, მაგრამ შაბათობით ძალზე და-
კავებული ვარ. – გრეთჰენი ნემსის ყუნწში ძვრებოდა, ცდილობდა
ჩვეულებრივი ხმით ელაპარაკა.
– ჩვენ განა არ გვესმის, რომ ამ ქალაქში ორი ფერადკანიანის
კომპანიაში ქალიშვილის გამოჩენა არ ივარგებს. აქ ამას ნაჩვევი არ
არიან. მითუმეტეს, რომ უბრალო ჯარისკაცები ვართ...
– საქმე ეს როდია...
– თქვენ ოც საათსა და ოცდაათ წუთზე ავტობუსში ჩაჯდებით და
ნავსადგომთან მოხვალთ. ჩვენ იქ ადრე ჩავალთ, მოხუცს ხუთ დო-
ლარს ვაჩუქებთ დასალევად და კინოში გავისტუმრებთ, თავად კი
დიდებულ სადილს მოვამზადებთ სამივესათვის. სახლი ზედ ნაპირ-
თან დგას. გარშემო კაცის ჭაჭანება არ არის. ცხვირს ვერავინ შემოჰ-
ყოფს. შესანიშნავ დროს გავატარებთ.
‒ შინ წასვლის დროა, არნოლდ, – ხმამაღლა წარმოთქვა გრეთ-
ჰენმა. მან იცოდა, რომ სირცხვილით ვერც დაიყვირებდა და ვერც
დასახმარებლად მოუხმობდა ვინმეს, მაგრამ უნდოდა არნოლდი
დაერწმუნებინა, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა.
– გემრიელი კერძი, ჩინებული სასმელი, – ღიმილით ჩურჩულებ-
და არნოლდი და გრეთჰენს ხელს არ უშვებდა.
– ახლავე დავიყვირებ, – ენა ძლივს მოაბრუნა გრეთჰენმა. „რო-
გორ ბედავს?! ნეტა რა დაემართა, ახლა არ იყო ასეთი თავაზიანი,
მშვიდი, ასე ანაზდად რა მოუვიდა...“
– მე და უილსონს თქვენზე ფრიად დიდი წაომოდგენა გვაქვს, მის
ჯორდახ, – განაგრძობდა იგი. –– მას შემდეგ, რაც თქვენ დაგინა-
ხეთ, აღარავისზე ფიქრი აღარ ძალმიძს. უილსონიც ამასვე ამბობს

35
– ორივენი ჭკუაზე შეშლილხართ. პოლკოვნიკთან რომ გიჩივ-
ლოთ, ორივეს... – გრეთჰენს უნდოდა ხელი გამოეტაცა, მაგრამ
ეშინოდა მოულოდნელად თავს ვინმე არ წასდგომოდა და მათი ძიძ-
გილაობა არ დაენახა, აბა, რა სასიამოვნო იქნება ახსნა-განმარტე-
ბის მიცემა.
– როგორც ვთქვი, ჩვენ დიდად გაფასებთ, მის ჯორდახ,‒ გა-
იმეორა არნოლდმა. ‒ და მზად ვართ ამისათვის გადაგიხადოთ კი-
დეც. მე და უილსონმა საკმაოდ დიდი თანხა დავაგროვეთ, ფრონტზე
ყოფნისას ჯარისკაცის ხელფასი გვენახებოდა, გარდა ამისა, აქ,
პოსპიტალში კამათლის თამაშის დროს ბედი საოცრად მწყალობდა.
რვაასი დოლარი! აბა დაფიქრდით,– მის ჯორდახ, რვაასი დოლარი
ჩვენთან, მდინარეზე გატარებული რამდენიმე საათის საზღაურად.
– მან ქალს ხელი გაუშვა, სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან და კოჭ-
ლობ-კოჭლობით კარისაკენ გაეშურა. შუა გზაზე შეჩერდა, უკან მობ-
რუნდა, ქალს თვალი შეავლო და დასძინა:– არ არის აუცილებელი
ახლავე მიპასუხოთ, მის ჯორდახ. შაბათამდე კიდევ ორი დღეა. და-
ფიქრდით, დრო გაქვთ. ჩვენ ნავმისადგომთან დილის თერთმეტ სა-
ათზე ვიქნებით და გვიან საღამომდე იქიდან ფეხს არ მოვიცვლით.
შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს ჩამოხვიდეთ, როცა გათავისუფლდე-
ბით. გელოდებით. ‒არნოლდი მხრებში გასწორდა, ისე გავიდა
ოთახიდან, კედლისათვის ხელი არ მიუკარებია.
გრეთჰენი რამდენიმე წუთი არ განძრეულა, შემდეგ მაგიდიდან
ჩამოხტა, გამომრთველთან მივიდა და შუქი ჩააქრო. არ უნდოდა
ვინმეს შემოესწრო და მისი სახე დაენახა. ერთხანს შეიცადა, კე-
დელს მიეყრდნო და ტუჩებზე ხელისგული აიფარა. შემდეგ სასწრა-
ფოდ გასახდელს მიაშურა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ავტობუსის
გაჩერებისაკენ ლამის სირბილით გავარდა.

36
VI

გაქონილ, მწვანე სატინის ხალათში გამოკრული მერი ჯორდახი


ფანჯარასთან დგას. სიგარეტს აბოლებს, ვერც კი ამჩნევს გულმკერ-
დზე ფერფლი როგორ ეყრება. უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში
აღზრდილებს შორის ის ყველაზე აკურატული და პედანტი გოგონა
გახლდათ, სუფთა და მშვენიერი, ვითარცა ყვავილი ბროლის ლარ-
ნაკში. მონაზვნებმა კარგად იცოდნენ, როგორ მიეჩვიათ ობლები
წესრიგისთვის, მაგრამ ახლა იგი ფეთხუმი გახდა, გასუქდა, არც
ტანს უვლის, არც სახეს. დილიდან საღამომდე თმადაუვარცხნელი
დაიარება, ჩაცმა ხომ სულ არ ადარდებს. მონაზვნებმა რელიგიისა
და საეკლესიო წესჩვეულებების სიყვარული ჩაუნერგეს, მაგრამ
ოცი წელი იქნება ეკლესიაში ფეხი აღარ შეუდგამს. პირველი შვი-
ლი, გრეთჰენი რომ შეეძინა, მერი მღვდელს მოეთათბირა მონათვ-
ლის დაობაზე, მაგრამ აქსელმა კატეგორიული უარი განაცხადა, ემ-
ბაზთან ახლოსაც არ მივალო და ეკლესიისათვის ცენტის შეწირვაც
კი აუკრძალა, თუმცაღა თავად დაბადებითვე კათოლიკე ბრძანდე-
ბოდა.
სამი მოუნათლავი, ურჯულო შვილი და ღვთის მგმობელი, ეკლე-
სიის მოძულე ქმარი – აი მისი მძიმე ჯვარი.
მერიმ არ იცოდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები. დედობაცა და მა-
მობაც ბუფალოს ობოლთა თავშესაფარმა გაუწია. თავშესაფარშივე
მისცეს გვარი – პეისი. გულში იგი თავის თავს მერი პეისს უწოდებდა
და არა მერი ჯორდახს ან მისის ჯორდახს. თავშესაფარს რომ ტოვებ-
და, წინამძღვარმა უთხრა, დედაშენი მგონი ირლანდიელი იყოო,
მაგრამ დაბეჯითებით, რასაკვირველია, ამას კაციშვილი ვერ გეტ-
ყვისო. წინამძღვარმა დაარიგა, მუდამ გახსოვდეს, რომ შენს ძარ-
ღვებში ზნედაცემული ქალის სისხლი ჩქეფს და ცდუნებებს არ უნდა
აჰყვეო. იგი მაშინ მხოლოდ თექვსმეტი წლისა იყო. ნაზ ქალიშვილს
სახე ვარდისფერი ჰქონდა და ოქროსფერი თმა ამშვენებდა. გოგონა
რომ შეეძინა, თავისი ირლანდიური წარმოშობის აღსანიშნავად,

37
კოლინა უნდოდა დაერქმია, მაგრამ აქსელს ირლანდიელები არ უყ-
ვარდა და ბრძანა, გოგონას სახელად გრეთჰენი უნდა დავარქვაო.
თან დასძინა, ჰამბურგში ერთ როსკიპ ქალს ვიცნობდი, გრეთჰენს
ეძახდნენო. ქორწინებიდან სულ ერთი წელი იყო გასული, კაცს კი
ცოლი უკვე ჭირის დღესავით სძულდა.
ჯორდახი მერიმ ბუფალოს ტბაზე, რესტორანში გაიცნო,სადაც
ქალი ოფიციანტად მსახურობდა. იგი აქ თავშესაფარმა გამოაგზავ-
ნა, რესტორანი მისტერ და მისის მიულერებს ეკუთვნოდა. ეს ხანში-
შესული წყვილი წარმოშობით გერმანელი იყო.
თავშესაფარმა მერი მათთან იმიტომ გაამწესა, რომ ისინი კეთი-
ლი ადამიანები იყვნენ და ეკლესიაში რეგულარულად დადიოდნენ.
მიულერები გოგონას კარგად ეპყრობოდნენ, თავიანთი ბინის თავ-
ზე, ერთი ოთახი მიუჩინეს და სტუმრებს მასთან გათამამების უფლე-
ბას არ აძლევდნენ. კვირაში სამჯერ სასწავლებლად საღამოს სკო-
ლაში აგზავნიდნენ. აბა, მთელი ცხოვრება ოფიციანტად ხომ არ იმუ-
შავებდა.
აქსელ ჯორდახი ერთი მოსული, სიტყვაძუნწი ყმაწვილი, ცალი
ფეხით კოჭლი, გერმანიიდან ემიგრაციაში ოც წელში წამოსულიყო
და აქ ტბაზე მეზღვაურად მუშაობდა, ზამთრობით კი, როცა ტბა იყი-
ნებოდა, მიულერებს მზარეულად ან ხაბაზად ედგა. კერძების დამზა-
დება და პურის ცხობა პირველი მსოფლიო ომის დროს ესწავლა. რა-
კი ხეიბარი სამხედრო სამსახურისათვის აღარ გამოდგებოდა,
ფრანკფურტის პოსპიტალში მზარეულად დაუტოვებიათ.
და აი, იმის გამო, რომ იმ შორეულ ომში, ჰოსპიტლიდან გამო-
სულმა ვიღაც ჭაბუკმა მშობლიურ ქვეყანაში თავი უცხო ადამიანად
იგრძნო და ბედნიერების საპოვნელად ამერიკას მიაშურა, დგას ახ-
ლა ქალი ფანჯარასთან, ერთ პაწაწკინტელა, გაუბედურებულ ოთახ-
ში ფურნის ზემოთ, სადაც ყოველდღე მსხვერპლად სწირავს საკუ-
თარ თავს, ემშვიდობება სიყმაწვილეს, სილამაზეს, იმედებს და ასეთ
ცხოვრებას ბოლო აღარ უჩანს.
როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს, აქსელი ინგლისურად თითქმის
არ ლაპარაკობდა და მიულერების რესტორანში იმიტომ დაიარებო-

38
და, რომ ვინმესთვის მშობლიურ ენაზე ერთი-ორი სიტყვა მაინც
ეთქვა. მერისთან მუდამ თავაზიანი გახლდათ. უდიერს არას აკად-
რებდა. ის კი არადა, ხელის ჩაკიდებაც არასოდეს უცდია. რეისებს
შორის თავისუფალ დროს სკოლაშიც მიაცილებდა ხოლმე და უკა-
ნაც იმას მოჰყავდა. ერთხელ სთხოვა, ენა მასწავლეო და სანამ და-
ქორწინდებოდნენ ინგლისურად უკვე დიდებულად ლაპარაკობდა.
ვინც კი გაიგებდა, რომ გერმანიაში იყო დაბადებული და გაზრდი-
ლი, ყველა გაოცებული რჩებოდა. აქსელი უდაოდ ჭკვიანი კაცი გახ-
ლდათ, მაგრამ თავისი ინტელექტი მან მერის საწამებლად, თავისი
თავის და მის გარშემო მყოფ ადამიანთა სატანჯველად გამოიყენა.
სანამ წინადადებას მისცემდა, ერთხელაც არ უკოცნია. მაშინ ქა-
ლიშვილი უკვე ცხრამეტი წლისა იყო,–სწორედ გრეთჰენის კბილა.
აქსელი მუდამ ყურადღებით ექცეოდა. დღენიადაგ გაწკრიალებული
და საგულდაგულოდ გაპარსული დაიარებოდა. რეისიდან ისე არ
დაბრუნდებოდა, მცირეოდენი საჩუქარი მაინც რომ არ მოეტანა –
კანფეტებს და ყვავილებს არ აკლებდა.
მთელი ორი წელი ეარშიყებოდა, მხოლოდ მესამე წელს სთხო-
ვა. ცოლად გამომყევიო. მანამდე ვერ ბედავდა, უარისა ეშინოდა:
ასეა თუ ისე, მაინც უცხოელი ვარ და თანაც კოჭლიო,–გამოუტყდა
თურმე ერთ მშვენიერ დღეს. ალბათ, გულში გაეცინა კიდეც, როცა
ქალის თვალებზე მისი მოკრძალებულობითა და გაუბედაობით გა-
მოწვეულ ცრემლებს ჰკიდა თვალი. ო, ნამდვილი ტარტაროზი
ბრძანდებოდა, ტარტაროზი მზაკვრული, შორს გამიზნული ჩანაფიქ-
რებით აღსავსე!
ქალმა ცოლად გაყოლაზე თანხმობა განუცხადა. ვინ იცის, ეგებ
ეგონა კიდეც, რომ უყვარდა. აქსელი საკმაოდ მომხიბვლელი ახალ-
გაზრდა კაცი იყო: ინდიელივით შავი თმა ჰქონდა, სერიოზული, გო-
ნიერი, გამხდარი სახე. ქალის დანახვაზე ნათელ, თაფლისფერ თვა-
ლებში სითბო და სინაზე ჩაეღვრებოდა ხოლმე. თავდაპირველად
ისე ფრთხილად შეახებდა ხოლმე ხელს, თითქოს ქალი ფაიფურის-
გან გახლდათ ნაძერწი.
მერი გამოუტყდა „უკანონო შვილი ვარო“, აქსელმა უთხრა: ვი-

39
ცი, მიულერებისაგან შევიტყვე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნე-
ლობა არა აქვს, უფრო კარგიცაა, შენი მხრივ ჩვენს ქორწინებას წინ
კაციშვილი ვეღარ დაუდგებაო. თავად აქსელს მამა თხუთმეტ წელში
რუსეთის ფრონტზე დაღუპვია, დედა კი ერთი წლის შემდეგ მეორედ
გათხოვილა და კიოლნიდან ბერლინში გადმოსახლებულა. უმცრო-
სი ძმა, რომელიც აქსელს ჭირივით სძულდა, ომის შემდეგ ბერლინ-
ში ნათესავების მოსანახულებლად ჩამოსულ გერმანული წარმოშო-
ბის მდიდარ ამერიკელზე დაქორწინებულა. ახლა ძმა ცოლთან ერ-
თად ოჰაიოს შტატში ცხოვრობდა, მაგრამ აქსელს მასთან არავითა-
რი ურთიერთობა არ ჰქონდა, მოკლედ, ისიც მერივით მარტოსული
იყო.
ვიდრემდე ცოლად გაჰყვებოდა, მერიმ აუცილებელი მოთხოვნე-
ბი წაუყენა: ჯერ ერთი, მას უნდა მიეტოვებინა ახლანდელი სამუშაო
‒ აბა, რად უნდოდა ისეთი ქმარი, რომელიც წლის უმეტეს დროს
გემზე გაატარებდა და ცოლს შინ მარტო დატოვებდა, თანაც მეზღვა-
ური,–მეზღვაური ხომ იგივე შავი მუშაა. მეორეც, – ისინი ბუფალო-
დან დაუყოვნებლივ სადმე სხვაგან უნდა გადასახლებულიყვნენ. აქ
ყველამ იცოდა, რომ მერი „უკანონო შვილი“ და ობოლთა თავშესა-
ფარში გაზრდილი იყო, ხოლო ხალხს, რომელიც რესტორანში დაი-
არებოდა, სადაც იგი ოფიციანტად მუშაობდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე
შეიძლება შეხვდეს კაცი. და აი, მისი უკანასკნელი სათხოვარიც ‒
ჯვარი ეკლესიაში უნდა დაეწერათ.
აქსელი ყველაფერზე დაყაბულდა. ტარტაროზი, პირწავარდნი-
ლი ტარტაროზი ადამიანის სახით, მას ცოტაოდენი ფული ჰქონდა
შემონახული და მისტერ მიულერის ხელშეწყობით ერთ კაცს და-
უკავშირდა, რომელიც პორტ-ფილიპში საფუნთუშის გაყიდვას აპი-
რებდა ფურნითურთ. ქორწილამდე ორი კვირით ადრე ჯორდახმა
საცოლე იმ საფუნთუშის დასათვალიერებლად ჩაიყვანა, სადაც
ქალს მთელი ცხოვრება უნდა გაეტარებინა. ამასთანავე, ერთი სარ-
თულით ზევით მდებარე ბინაც დაათვალიერებინა, სადაც სამი შვი-
ლი უნდა ჩასახვოდა.
მაისის მზისაგან ვეება, მწვანე ჩარდახით დაცული ახლადშეღე-

40
ბილი მაღაზია, რომლის ვიტრინებშიც ფაქიზად ჩამოელაგებინათ
ღვეზელები და ნამცხვრები, ზედ მდინარემდე გაჭიმული ერთი წყნა-
რი რაიონის სუფთად დაგვილ სავაჭრო ქუჩაზე მდებარეობდა. გარ-
შემო დიდი, კოხტა მწვანე მდელოებით დამშვენებული სახლები ერ-
ტყა. მერი და აქსელი მდინარის ნაპირას, ხის ქვეშ, სკამზე ისხდნენ
და ცისფრად მოლივლივე ზედაპირზე მოსრიალე აფრიან ნავებს
გაჰყურებდნენ.? პორტ-ფილიპიდან ნიუ-იორკში მიმავალ-მომავა-
ლი პატარა, თეთრი საექსკურსიო გემებიდნ ვალსის ხმები იღვრე-
ბოდა.
ეჰ, რაზე აღარ იოცნება მდინარის პირას იმ ნათელ მაისის დღეს!
როგორც კი აქ დაბინავდებიან, მაშინვე საფუნთუშეს შეაკეთებს,
ფანჯრებზე ფარდებს დაჰკიდებს, დადგამს სანთლებით დამშვენე-
ბულ რამდენიმე მაგიდას და სტუმრებს ცხელი შოკოლადითა და ჩა-
ით გაუმასპინძლდება: დროთა განმავლობაში მეზობლად მდებარე
მაღაზიასაც შეიძენენ,–ჯერჯერობით შიგ ძე-ხორციელი არა ჭაჭა-
ნებს, – გახსნიან იქ პატარა რესტორანს, მაგრამ მიულერებივით მუ-
შებისათვის კი არა, არამედ კომივოიაჟორებისა და უფრო შეძლებუ-
ლი ხალხისათვის.
მერიმ უკვე თვალნათლივ წარმოიდგინა როგორ მიუძღვებოდა
მაგიდებთან სტუმრებს მუქ კოსტიუმში გამოწყობილი და პეპელას
მსგავსი ჰალსტუხით დამშვენებული მისი ქმარი. სამზარეულოდან
მძიმე ლანგრებს როგორ მოარბენინებდნენ მუსლინის გახამებულ
წინსაფრიანი ოფიციანტები. თავად კი იჯდა სალაროსთან და ფულს
იბარებდა. თან ხალხს ღიმილით მიმართავდა: „ვიმედოვნებ, მოგე-
წონათ აქაურობა, ასე არ არის?“ საღამოს კი, როცა რესტორანი და-
იხურებოდა, ქმართან ერთად მეგობრების წრეში ყავას მიირთმევდა
ღვეზელებითურთ.
აბა, საიდან უნდა სცოდნოდა მაშინ, რომ ეს რაიონი ბოლოს ასე
დამყაყდებოდა და ხალხი, ვისთანაც თვითონ მეგობრული ურთიერ-
თობის დამყარება გულით ეწადა, მის საზოგადოებას ითაკილებდა,
ხოლო იმათ, ვინც მას სიამოვნებით დაუმეგობრდებოდა, თავად
აღარ იკადრებდა; რა იცოდა, რომ იმ მაღაზიას, სადაც რესტორანი

41
უნდა გაეხსნა და რომლის ყიდვა ოცნებად ჰქონდა ქცეული, დაან-
გრევდნენ და მის ადგილას უზარმაზარ გარაჟს წამოჭიმავდნენ, იქი-
დან კი მეტალის ჩხარაჩხურის მეტს ვეღარაფერს გაიგონებდა. დიდი
სახლები, რომელთა ფანჯრები მდინარეს გადაჰყურებდნეჩ, საცო-
დავ ჯურღმელებად იქცეოდნენ ანდა სულ აღიგვებოდნენ პირისაგან
მიწისა, მათ ადგილს კი სანაგვეები და რკინა-კავეულის სახელოს-
ნოები დაიკავებდნენ.
ეჰ, სადაა ცხელი შოკოლადებითა და ღვეზელებით სავსე მაგიდე-
ბი. სადაა სანთლები და ფარდები. სად არიან ოფიციანტები? არაფე-
რი არ არის. და არც არასოდეს იქნება. წლიდან წლამდე, დღეში
თორმეტ-თორმეტი საათი დგას დახლთან და უხეშ, გოგორა პურს
სთავაზობს გაქონილ სპეცტანსაცმელში გამოწყობილ მექანიკო-
სებს, ფეთხუმად ჩაცმულ დიასახლისებს და ჭუჭყიან ბავშვებს, ვისი
მშობლებიც გაილეშებიან ხოლმე და შაბათ საღამოს ქუჩაში მუშტი-
კრივზე გადადიან.
მისი ტანჯვა-წამება ქორწინების პირველ ღამესვე დაიწყო, ეს
მოხდა ნიაგარის ჩანჩქერთან, ერთ მეორეხარისხოვან სასტუმრო-
ში. მორცხვი, ვარდისფერსახიანი, ნაზი ქალიშვილის წარმტაცი იმე-
დები სასტუმროს ძველი საწოლის ზამბარების ჭრიალში გაქრა და
ჩაიფერფლა. მძიმე, ტლანქი, დაუოკებელი სხეულის ქვეშ გართხმუ-
ლი ქალი მიხვდა, რომ საკუთარ თავს სამუდამო განაჩენი გამოუტა-
ნა.
თაფლობის თვის პირველი კვირის ბოლოს ბარათი დაწერა,
რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდა. მერე დახია. ო,
ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ დაწერს და დახევს ასეთ ბარა-
თებს მონაზვნების მიერ მკაცრ კანონებს ნაზიარები ქალიშვილი.
მორცხვი გახლდათ და მოკრძალებული. კეთილშობილებაზე და სი-
ნაზეზე ოცნებობდა. აქსელი კი ისე დაკაცდა, მუდამ მეძავებთან
ჰქონდა საქმე და ალბათ ეგონა, ყველა ქალი, ვისაც ცოლად მოყვა-
ნის ბედნიერება ხვდებოდა წილად, ცოლქმრულ სარეცელზე შიშით
გაოგნებული უნდა წოლილიყო.
გავიდა რამდენიმე თვე და ჯორდახმა ბოლოს და ბოლოს, იგრძ-

42
ნო მეუღლის უძლევი, ფარული სიძულვილი. ამან კიდევ მეტად გა-
ახელა და უფრო აგრესიული გახდა, ჰოდა, აი, უკვე ოცი წელია ასე
უტევს მას, უტევს უიმედოდ, ისეთი ზიზღით, როგორსაც ალბათ
უზარმაზარი არმიის სათავეში მდგარი მხედართმთავარი განიცდის,
რაკი ერთი პატარა, უბადრუკი საგარეუბნო სახლი იერიშით ვერ
აუღია.
მაგრამ უსიამოვნება ამის გამო როდი ჰქონდათ. შეხლა-შემოხ-
ლა ფულის გულისათვის მოსდიოდათ. მერის ათიოდე დოლარი
რომ გამოეძალა, ახალი ფეხსაცმელის ან გრეთჰენისათვის ერთი
ხეირიანი სასკოლო ფორმის შესაძენად, ქმარს თვეობით ეჩიჩინე-
ბოდა და სცენებს უმართავდა. კაცი მთელი სიცოცხლე ლუკმა პურს
აყვედრიდა, ცოლმა არ იცოდა რამდენი ფული ჰქონდა ბანკში ანგა-
რიშზე. ისეთი ხელმოჭერილი იყო, შეშლილი გეგონებოდათ. მთე-
ლი გერმანია მის თვალწინ გაპარტახდა და ეშინოდა, ვაითუ ამერი-
კასაც ასეთივე ბედი ეწიოსო.
გრეთჰენმა საშუალო სკოლა რომ დაამთაერა, კოლეჯში შესვ-
ლაზე კაციშვილს სიტყვა არ დასცდენია, თუმცა ისიც რუდოლფივით
საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ქალიშვილმა მაშინვე მუშაო-
ბა დაიწყო და ყოველ პარასკევს ხელფასის ნახევარს მამას ჩაუთ-
ვლიდა ხოლმე. კოლეჯებში კეთილზნიან გოგოებს მეძავებად ზრდი-
ანო. – გამოაცხადა აქსელმა. მერიმ კი იცოდა, რომ გრეთჰენი პირ-
ველივე მამაკაცს გაჰყვებოდა ცოლად, ვინც წინადადებას მისცემდა,
ოღონდაც სასწრაფოდ მამას გასცლოდა – კიდევ ერთი გამწარებუ-
ლი სიცოცხლე ამ დაუსრულებელ ჯაჭვში.
მაგრამ, როცა საქმე რუდოლფს ეხებოდა, აქსელი ხარჯებს არად
დაგიდევდათ, ლამაზი, წარმოსადეგი, თავაზიანი და ალერსიანი რუ-
დოლფი ოჯახის იმედი გახლდათ. მასწავლებლები მოხიბლულები
იყვნენ ყმაწვილით. უფროს ვაჟს მერიცა და აქსელიც მთელი თავი-
ანთი ბედუკუღმართი ცხოვრების ჯილდოდ მიიჩნევდნენ. რუდოლფს
მუსიკის ნიჭიც ჰქონდა, სკოლის ორკესტრში უკრავდა საყვირზე. გა-
სული წლის დამლევს აქსელმა შვილს ოქროსფრად მოელვარე საყ-
ვირი უყიდა. მანამდე აქსელს ოჯახში საჩუქრებით არავინ არ გაუნე-

43
ბივრებია. რუდოლფი კლუბში უკრავდა, ცეკვებზე. აქსელმა გაუგო-
ნარი ხელგაშლილობა გამოიჩინა, ოცდათხუთმეტი დოლარი ასესხა
სმოკინგის შესაძენად, თან ნება დართო, იქ ნაშოვნი მთელი ფული
თვითონვე მოეხმარა. ,„ნუ დახარჯავ, კოლეჯში რომ შეხვალ გამო-
გადგებაო“, – უთხრა მან. თავიდანვე უსიტყვოდ იყო გადაწყვეტილი,
ნემსის ყუნწში რომ გამძვრალიყენენ, რუდოლფს კოლეჯში მაინც
უნდა ესწავლა.
ქალი თავს დამნაშავედ გრძნობს. მან მთელი თავისი სიყვარუ-
ლი უფროს ვაჟს შეალია. რა უნდა ქნას, ისეა დატანჯული, რომ და-
ნარჩენი ორი შვილის სიყვარული აღარ შეუძლია. როცა რუდი მიერ-
დითაა, ერთი სული აქვს მიუალერსოს, როცა სძინავს, ოთახში შე-
იპარება და შუბლზე ჰკოცნის. საღამოობით ქანცგამოლეული ფეხზე
ძლივს დგას, მაგრამ მის პერანგებს მაინც რეცხავს და აუთოებს,
სურს ყველამ დაინახოს, რა სუფთა და ლამაზია მისი ბიჭი.
სპორტულ შეჯიბრებებში მისი გამარჯვებების მაუწყებელ ცნო-
ბებს სკოლის გაზეთიდან ჭრის, ნიშნების ფურცლებს ალბომში აწე-
ბებს, რომელიც თავის ტუალეტის მაგიდაზე უდევს, „ქარწაღებულ-
თა“ გვერდით.
უმცროს ვაჟიშვილთან და ქალიშვილთან ერთ ჭერქვეშ ცხოვ-
რობს მხოლოდ. ეს არის და ეს. რუდოლფი კი მისი სისხლი და ხორ-
ცია.
ტომასის იმედი სულაც არა აქვს. რაღაც მეტისმეტად გამქირდა-
ვი სახის პატრონია. ეს თავაწყვეტილი სულ ცემა–ტყეპაზეა გადასუ-
ლი, სკოლაში ნიადაგ შეხლა-შემოხლაშია. უკმეხად იქცევა. ვიღას
არ დასცინის და ყველაფერს თავის ჭკუაზე აკეთებს. აინუნში არავის
აგდებს, როცა მოეპრიანება, მაშინ მოდის და მიდის. გინდ დასაჯე,
გინდ არა. სულ ერთია. სადმე, რომელიმე კალენდარში სისხლისფე-
რი წითელი ციფრით ალბათ უკვე აღნიშნულია მისი შვილის შერ-
ცხვენის დღე, ვითარცა ერთი საზარელი დღესასწაული. ასეა და აბა
რას იზამ. ქალს იგი არ უყვარს და დახმარებითაც ვერაფრით დაეხ-
მარება.
ამრიგად, სძინავს მთელ ოჯახს. ფეხებდასიებული დედა კი ფანჯა-

44
რასთან დგას. უძილობითა და ქანცგამომცლელი შრომით გატანჯუ-
ლი: სისქეში წასული ფეთხუმი, სნეული ქალი,– სარკეში ჩახედვას
რომ მუდამ ერიდება და ნიადაგ თვითმკვლელობით აპირებს სიცოც-
ხლის დამთავრებას, ორმოცდაორი წლის ასაკში მთლად გაჭაღარა-
ვებული რომაა, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებს და ფერფლი გაქო-
ნილ წინსაფარზე ეყრება, სადღაც შორს ორთქლმავალი წივის.
ჯარისკაცები შორეული ნავსადგურებისაკენ მიჰყავთ, სადაც ქვემე-
ხები გრუხუნებენ.
მადლობა ღმერთს, რუდოლფი ჯერ ჩვიდმეტი წლისა არ არის.
დარდისაგან ნამდვილად მოკვდება, ჯარში რომ წაიყვანონ, უკანას-
კნელ სიგარეტს უკიდებს, ხალათს იხდის და ლოგინში წვება. წევს
და აბოლებს. ცოტა ხნით ძილში ყველაფერი დაავიწყდება, მაგრამ
იცის, მაშინვე გაეღვიძება, როგორც კი კიბეზე მთელი ღამის განმავ-
ლობაში ფურნეში მუშაობის შემდეგ ოფლისა და ვისკის სუნით აყ-
როლებული ქმრის მძიმე ნაბიჯების ხმას გაიგონებს.

45
თავი მეორე

საათზე თორმეტს ხუთი წუთი აკლდა, მაგრამ გრეთჰენი ბეჭდვას


განაგრძობდა. შაბათი იყო და სხვა გოგონებს უკვე დაემთავრები-
ნათ თავიანთი საქმე, ლამაზდებოდნენ, წასასვლელად ემზადებოდ-
ნენ. ლუელა დევლინმა და პატ ჰაუზერმა გრეთჰენი სადილად მიიპა-
ტიჟეს, მაგრამ დღეს სულ არ იყო მათი ფუჭი ლაყბობის მოსმენის გუ-
ნებაზე. სამწუხაროდ, თითქმის ყველაფრის გადაბეჭდვა მოესწრო
და სამსახურში დარჩენასაც აზრი აღარ პქონდა.
აი, უკვე ორი დღეა გრეთჰენმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და ჰოს-
პიტალში ფეხი არ მიუდგამს. სამუშაოს დამთავრებისთანავე შინ
ბრუნდებოღა და გარეთ აღარ გამოდიოდა. მეტისმეტად გაღიზიანე-
ბული იყო და წიგნს გულს ვერ უდებდა, ამიტომ თავისი გარდერობის
მილაგ-მოლაგება გადაწყვიტა. ხელახლა გარეცხა ისედაც იდეალუ-
რად სუფთა პერანგები და უკვე მერამდენედ გააუთოვა უნაკლოდ
გაკეწკეწებული კაბები. საქმე რომ აღარა ჰქონდა, თავი დაიბანა და
თმა დაიყენა, მანიკიური გაიკეთა. რუდისაც ჩააცივდა, შენც გაგიკე-
თებო, თუმცა სულ ერთი კვირის წინ ფრჩხილები თვითონვე მოო-
უწესრიგა.
პარასკევს ძილი არა და არ მიეკარა და გვიან საღამოს, როცა უკ-
ვე ყველას ეძინა, მამასთან ჩავიდა სახაბაზოში. კაცი გაოცებით მი-
აშტერდა, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს. მაშინაც არაფერი უთქვამს,
როცა იგი სკამზე ჩამოჯდა და კატას უხმო: „ფისო-ფისოო“. კატამ
ზურგი მეაქცია და იქაურობას გაეცალა. იცოდა, ადამიანებისაგან
კარგს არაფერს მიიღებდა.
– მამი, – უთხრა გრეთჰენმა, – უნდა მოგელაპარაკო.
ჯორდახი მოთმინებით დუმდა.
– ეს სამუშაო არავითარ პერსპექტივას არ მიქადის, არც დამაწი-
ნაურებენ და არც ხელფასს მომიმატებენ... თანაც ომის შემდეგ წარ-
მოება უთუოდ მემცირდება და იქნებ გამანთავისუფლონ კიდეც.
‒ ომი ჯერ არ დამთავრებულა,‒შენიშნა აქსელმა, – ჯერ კიდევ
მრავლად მოიძებნებიან იდიოტები, ვინც თავის რიგს ელოდება იმ

46
ქვეყანაში გასამგზავრებლად.
‒ მე ვიფიქრე, იქნებ სჯობდეს, ნიუ-იორკში წავიდე და იქ ვეძებო
კარგი ადგილი-მეთქი? ცუდი მდივანი არ უნდა ვიყო, ნიუ-იორკის გა-
ზეთები კი აჭრელებულია განცხადებებით – მდივანი სჭირდებათ
სხვადასხვა სამუშაოზე, სადაც ორჯერ მეტ გასამრჯელოს იძლევიან,
ვიდრე მე ვიღებ დღეს.
– არა, – მოკლედ მოუჭრა აქსელმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ვთქვი „არა“-მეთქი.
– მამი, მე ხომ შინ გაცილებით მეტ ფულს გამოვაგზავნი.
‒ არა,– ყური აღარ ათხოვა, ისე დასძინა ჯორდახმა. – ოცდაერ-
თი რომ შეგისრულდება, სადაც გნებავს იქ წაბრძანდი, ახლა კი მხო-
ლოდ ცხრამეტი წლისა ხარ და ორი წელი კიდევ მოგიხდება მშობ-
ლიური კერის სტუმართმოყვარეობის ატანა. გაიღიმე და მოითმინე.
– მან ბოთლს საცობი ამოაძრო, ვისკის დიდი ყლუპი მოსვა და ტუ-
ჩები ხელისგულებით უხეშად მოიწმინდა. მთელი სახე ფქვილით მო-
ესვარა.
– ამ ქალაქიდან უნდა წავიდე, – არ ცხრებოდა გრეთჰენი....
– ამაზე უარესი ქალაქებიც. არსებობენ,–კუშტად უპასუხა ჯორ-
დახმა. – ამ საკითხზე ორი წლის შემდეგ მოვითათბიროთ.
პირველის ხუთ წუთზე გრეთჰენმა თავისი სუფთად დაბეჭდილი
ქაღალდები მაგიდის უჯრაში ჩაალაგა. უკვე ყველა წასულიყო, მან-
ქანას შალითა გადააფარა, ტუალეტში გავიდა და სარკეში ჩაიხედა.
სახეზე ცეცხლი ეკიდებოდა. ცივი წყალი შეისხა, შემდეგ ხელჩანთი-
დან სუნამოს შუშა ამოიღო, თითი დაისველა და ყურის ძირებში
ფრთხილად წაისვა.
ქუჩაში გასულმა უცებ ვერც კი მოისაზრა, რომ ავტობუსის გაჩე-
რებისაკენ მიდიოდა. დინჯად მიაბიჯებდა, წამდაუწუმ მაღაზიების
ვიტრინების წინ ჩერდებოდა, იგი ნავსადგურზე წასვლას, რა თქმა
უნდა, არ აპირებდა. დილა იყო, მზე კაშკაშებდა და ღამის ფანტაზიე-
ბი უკვალოდ გაოქრა. თუმცა, რა დაშავდება ნაპირ-ნაპირ რომ გა-
ისეირნოს? შემდეგ სადმე ჩამოვა და სუფთა ჰაერს ჩაყლაპავს.

47
სადგურამდე ერთი კვარტალის აქეთ ტომასი დაინახა, აფთიაქ-
თან იდგა, გარს საკმაოდ ხულიგნური შესახედაობის ბიჭები ერტყა.
ფულობანას თამაშობდნენ, კედელს ფულს ესროდნენ· ერთი გოგო-
ნა, რომელიც გრეთჰენთან მუშაობდა, ოთხშაბათს კინოთეატრ „კა-
ზინოში“ იყო თურმე და იქ შეესწრო ტომასის ჩხუბს ჯარისკაცთან.
„შენი ძმა საშინელი ვიღაცაა, – ჩაუკაკლა მეორე დღეს გრეთჰენს. ‒
რა პატარაა და რა ბრაზიანი. ნამდვილი გველია. ღმერთმანი, მაგ–
ნაირი ძმა არც მინდა მყავდეს“. გრეთჰენმა ტომს უთხრა, ჩხუბის ამ-
ბავი გავიგეო. საერთოდ კი წინათაც, ვინ მოთვლის, რამდენჯერ სმე-
ნია ამგვარი რამ. „საზიზღარი ტიპი ხარ.“ – მიახალა ძმას, მაგრამ
ბიჭს ნირი არ უცვლია, თავმომწონედ გაიღიმა მხოლოდ.
ტომასს დისთვის თვალი რომ მოეკრა, გრეთჰენი უთუოდ უკან
გამობრუნდებოდა, მაგრამ ბიჭი თამაშით იყო გართული.
გრეთჰენი სადგურის შენობაში შევიდა და საათს ახედა, პირ-
ველს ოცდახუთი წუთი აკლდა, ავტობუსი მხოლოდ ხუთი წუთის გა-
სული იყო ალბათ და მეორის მოლოდინში მთელი ოცდახუთი წუთი
აქ ხომ არ იყურყუტებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავტობუსი იგვია-
ნებდა და ჯერ კიდევ გაჩერებაზე იდგა. გრეთჰენი სალაროსთან მი-
გიდა.
– ერთი ბილეთი მომეცით ნავსადგომამდე.
ავტობუსი დაიძრა. სარკმლის იქით ახლად გაფოთლილი ხეები
მოჩანდნენ, ჩაიქროლეს სახლებმა, მდინარე ზოლად მიიკლაკნე-
ბდა. ირგვლივ ყველაფერი ქათქათებდა, ყველაფერი მშვენიერი და
არარეალური ჩანდა.
‒ნავსადგომი, ‒ გამოაცხადა მძღოლმა.
გრეთჰენი ჩამოვიდა და გზის პირას გაჩერდა. გარშემო კაცის ჭა-
ჭანება არ იყო. რაღა თქმა უნდა, დღეს იგი მდინარის ნაპირას მდე-
ბარე იმ სახლში ფეხს არ შედგამს. მერე რა თუ სადილი გაცივდება,
დიდი ამბავი, თუ ვისკის ბოთლი თავმოუხდელი დარჩება, დაე, მისმა
თაყვანისმცემლებმა მის მოლოდინში უმიზნოდ იხეტიალონ ნაპირ-
ნაპირ. აბა რა იციან, რომ მათი ოცნების საგანი უკვე აქ არის, მათ
გვერდით, აბა,საიდან გაიგებენ, რომ ქალმა მთელი ეს სარისკო თა

48
მაში მათ გასაღიზიანებლად წამოიწყო! მას ერთი გაცინება ყეელა-
ფერს ერჩივნა, მაგრამ ამ სამარისებური სიჩუმის დარღვევისა ეში-
ნოდა. რა დიდებული იქნებოდა ამ თამაშში კიდევ უფრო შორს წას-
ვლა, ხრეშით მოფენილ ბილიკს დაადგე, მიხვიდე შუა გზამდე და მე-
რე ისევ უკან გამობრუნდე. კიდევ უკეთესია, ფეხსაცმელები გაიხა-
დო და წინდების ამარამ უჩუმრად გადათელო გაყვითლებული
ფოთლები, მდინარესთან ტყე-ტყე მიხვიდე, ხეებს ამოეფარო ·და სა-
კუთარი თვალით იხილო, როგორ ელოდება ორი მამაკაცი იმას,
ვინც მათ ვნება უნდა დაუოკოს. მერე უფსკრულის პირას მდგარმა
თავს გაქცევით უშველო, იგრძნო შენი უპირატესობა და უხმოდ გა-
უსხლტე ხელიდან.
გრეთჰენმა გზა გადაჭრა და ის იყო ტყეში შესვლას აპირებდა,
რომ ანაზდად სწრაფად მოახლოვებული მანქანის ხმაური გაიგონა.
ქალი გაჩერდა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს პორტ-ფილიპში მიმა-
ვალ ავტობუსს ელოდებოდა: სულ არ უნდოდა ტყეში შესული ვინმეს
დაენახა,–საიდუმლო უპირველეს ყოვლისა!
მანქანამ სვლას უკლო. და დაამუხრუჭა. გრეთჰენს მანქანისათ-
ვის არც კი შეუხედავს. იდგა და თვალი იმ მხარეს ეჭირა, საიდანაც
ავტობუსი უნდა გამოჩენილიყო, თუმცა მშვენივრად იცოდა, ავტო-
ბუსის მოსვლამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილი.
– დილა მშვიდობისა, მის ჯორდახ, – გაისმა მამაკაცის ხმა,
გრეთჰენმა იგრძნო, სახეზე ცეცხლი როგორ მოეკიდა
„ნეტავ რატომ ვწითლდები, ყეყეჩივით?“ ‒ გაუელვა გონებაში,
ბოლოს და ბოლოს, ჰქონია თუ არა სრული უფლება აქ ჩამოსული-
ყო? აბა, ვინ იცოდა იმ ორი ყმაწვილის, სადილის, სასმელისა და
რვაასი დოლარის ამბავი. მისტერ ბოილანი, იმ აგურისა და კრამი-
ტის ქარხნის მეპატრონე, რომელიც მის სახელს ატარებდა, ქალმა
მაშინვე ვერ იცნო. იგი თავღია „ბიუიკში”იჯდა. დღემდე ბოილანი
გრეთჰენს ერთი- ორჯერ თუ ჰყავდა ნანახი, როცა ქარხანაში შემო-
ივლიდა ხოლმე, მაღალი, ქერა, მზემოკიდებული, სუფთად გაპარ-
სული მამაკაცი იყო, ღია ფერის ხშირი წარბები ჰქონდა, გაკრიალე-
ბული, ყელიანი ფეხსაცმელი ეცვა.

49
‒ დილა მშვიდობისა, მისტერ ბოილან, ‒ მიესალმა გრეთჰენი
ისე, რომ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, არ უნდოდა ახლოს მისუ-
ლიყო, შეეშინდა, ვაითუ შენიშნა როგორ გავწითლდიო.
–აქეთ რა ქარმა გადმოგაგდოთ? –მის ხმაში თვითდაჯერებული
უპირატესობა ჟღერდა, თანაც ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს
უკვირდა სიმპათიური, ახალგაზრდა ქალიშვილი, მაღალქუსლიანი
ფეხსაცმელით სრულიად მარტო რომ იდგა ზედ ტყის პირას,
– დღეს ისეთი დიდებული დღეა, – ლამის ენის ბორძიკით უპასუ-
ხა გრეთჰენმა. ‒ როცა ადრე გამოვდივარ ხოლმე, თავს ხშირად
ასეთი სეირნობის უფლებას ვაძლევ.
– ასე მარტო სეირნობთ ხოლმე? ‒ეჭვი შეეპარა კაცს·
– მიყვარს ბუნება, – საცოდავად უპასუხა გრეთჰენმა, მაგრამ და-
ინახა თუ არა, როგორი ღიმილით შეავლო თვალი კაცმა მის ფეხ-
საცმელებს, უიმედოდ იცრუა:–აი, დღესაც, ჩემდა უნებურად ავტო-
ბუსში ჩავჯექი და აქეთ გამოვეშურე, ახლა ქალაქში მიმავალ ავტო-
ბუსს ველოდები. – ამ დროს მის ზურგს უკან რაღაც ფაჩუნი გაისმა
და ისიც სასოწარკვეთილი უკან მოტრიალდა, დარწმუნებული იყო,
რომ ჯარისკაცებს ლოდინი მობეზრდათ და გადაწყვიტეს გაჩერება-
ზე შეხვედროდნენ. მაგრამ თურმე ციყვმა გადაირბინა ბილიკზე. ეს
იყო და ეს.
‒ რა მოხდა? ‒ შეეკითხა მისი ნერვიულობით შეფიქრიანებული
ბოილანი.
‒ მომეჩვენა, თითქოს გველი მოცოცავდა, ‒ უთხრა გრეთჰენმა
და სასოწარკვეთილმა გაიფიქრა; „ო, ღმერთო ჩემო, დავიღუპე!“ ·
‒ ბუნების მოყვარულის კვალობაზე, რაღაც მეტისმეტად დამ-
ფრთხალი მეჩვენებით, ‒ სერიოზულად შენიშნა ბოილანმა.
‒ მარტო გველებისა მეშინია, ‒ შეაგება პასუხი გრეთჰენმა. ამა-
ზე უფრო სულელური საუბრის მოსმენა მართლაცდა აღარ შეიძლე-
ბოდა.
‒ იცით თუ არა, რომ ავტობუსს კარგა ხანს შეაგვიანდება, – სა-
ათზე დაიხედა ბოილანმა.
– მერე რა, ‒ ფართოდ გაიღიმა გრეთჰენმა, თითქოსდა სადღაც

50
ცხრა მთის იქით ავტობუსის ლოდინი ყველაფერს ერჩივნა. – აქ ჩი-
ნებულია. სიწყნარეა.
‒ ნებას დამრთავთ, ერთი სერიოზული შეკითხვა მოგცეთ?
იწყება, გაიფიქრა ქალმა. ახლა უთუოდ შემეკითხება აქ ვის
ელოდებიო და აკანკალებულმა სახელდახელოდ იმაზე ფიქრი და-
იწყო, თუ ვინ დაესახელებინა: ძმა? ამხანაგი თუ მოწყალების და
ჰოსპიტლიდან? ფიქრებში წასულს მისი შემდეგი შეკითხვა არც გაუ-
გონია.
– მაპატიეთ, მგონი, რაღაც მითხარით, არა?
– გკითხეთ, ნასადილევი ხართ თუ არა-მეთქი, მის ჯორდახ?
‒ საერთოდ, მშიერი არ გახლავართ. მე...
– რაკიღა ასეა, ჩაჯექით, – ხელის დაქნევით მიიპატიჟა ბოილან-
მა·– თან წაგიყვანთ. კენტად სადილობა ჭირის დღესავით მეჯავრე-
ბა. – იგი სკამს იქით გადაიხარა და კარი გაუღო.
გრეთჰენი გზის მეორე მხარეს ისე მორჩილად გადავიდა, რო-
გორც ბავშვი უფროსების ბრძანებაზე და მანქანაში ჩაჯდა. ბოილანი
მისი პატრონი რომ არ ყოფილიყო, თანაც ასეთი ბებერი – ორმოცი,
ორმოცდახუთი წლისა მაინც იქნებოდა, – როგორმე მოახერხებდა
უარის თქმას. ახლა ნამდვილად გული დასწყდა ტყის წიაღში ეს სა-
რისკო გასეირნება რომ ჩაეშალა, დაენანა ამ ლამის უღირსი თამა-
შის გაგრძელების შესაძლებლობა ხელიდან რომ დაუსხლტა. ვინ
იცის, ეგებ ჯარისკაცებს თვალი მოეკრათ და უკან დასდევნებოდნენ
კიდეც...
‒ რესტორანი „ფუნდუკი“ თუ გაგიგონიათ?–შეეკითხა კაცი და
ძრავა ჩართო.
‒ გამიგონია,– უპასუხა გრეთჰენმა. ეს იყო ძვირიანი რესტორა-
ნი ბექობზე წამოკორტოხებულ პატარა სასტუმროსთან, მდინარეს
რომ გადმოჰყურებდა.
– ჩინებული ადგილია, – შენიშნა ბოილანმა, – იქ მართლაც შე-
იძლება კაცმა რიგიანი ღვინო მიირთვას.
მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. ბოილანი მანქანას მიაქროლებდა
და ძლიერი ქარი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა

51
დროდადრო ქალს ირონიული ღიმილით გადმოხედავდა ხოლ-
მე. ეტყობოდა, მისი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერა, თუმცა არც იყო
გასაკვირი, მართლაცდა, აბა, რა უნდოდა აქ, ქალაქიდან ამ სიშორ-
ეზე,რატომ ელოდებოდა ასე უაზროდ ავტობუსს, რომელიც ნახევარ
საათზე ადრე არ ჩამოდგებოდა.
დიდი ხნის წინათ, როცა ნიუ იორკიდან ჩრდილოეთ შტატებში
დილიჟანსებით დაბრძანდებოდნენ. სასტუმრო „ფუნდუკი“ სა-
ფოსტო სადგურის მოვალეობას ასრულებდა. მინდორზე, თეთრვარ-
აყიანი წითელი შენობის წინ, საბჯენებზე, უზარმაზარი, ძველებური
ფორნის ბორბალი იდგა.
გრეთჰენმა სასწრაფოდ თმა გადაივარცხნა. ბოილანის წინაშე
თავს უხერხულად გრძნობდა.
–ყველაზე დიდებული სანახაობა, რაც კი მამაკაცმა თავის ცხოვ-
რებაში შეიძლება იხილოს, ქალიშვილია თმის ვარცხნის დროს.
როგორც ჩანს, მხატვრები ამ სიუჟეტს ტყუილად როდი ირჩევდნენ.
გრეთჰენი ასეთი რამეების მოსმენას ნაჩვევი არ იყო. აგრერი-
გად არც მისი სკოლელი ბიჭები ლაპარაკობდნენ და არც ის ყმაწ-
ვილკაცები, სამუშაოზე კუდში რომ დასდევდნენ. ჰოდა, ახლა ისიც
კი ვერ გაეგო, მოსწონდა ეს თუ არა. რატომღაც მოეჩვენა, რომ ბო-
ილანი ამ გზით მის პირად ცხოვრებაში იჭრებოდა. მან პომადა
ამოიღო და ტუჩების შეღებვა დააპირა, მაგრამ ბოილანმა შეაჩერა.
– არ გინდათ, – ავტორიტეტულად განაცხადა მან. ‒ ისედაც საკ-
მარისია, საკმარისზე საკმარისი. წავიდეთ.
კაცი თავისი წლოვანებისათვის შეუფერებელი სიმკვირცხლით
ჩამოხტა მანქანიდან, გარს შემოუარა და კარი გაუღო.
„აღზრდაც ამას ჰქვია!“ გაივლო უნებლიედ გულში გრეთჰენმა და
სასტუმროსკენ გაჰყვა. ბოილანს წვრილ, ოდნავ შესამჩნევზოლე-
ბიანი ტვიდის პიჯაკი, თხელი შალის ქსოვილის ნაცრისფერი შარვა-
ლი, რბილი ქიშმირის პერანგი ეცვა, პალსტუხის ნაცვლად შარფი
ეკეთა. ყავისფერ ფეხსაცმელებს, უფრო სწორად, როგორც მერე შე-
იტყო, ცხენზე საჯირითოდ გამიზნულ მაღალყელიან ჩექმებს პრი-
ალი გაუდიოდა. არა, სულიერი არ უნდა იყოს, ნამდვილად ჟურნა-

52
ალიდან გადმოსულს ჰგავს, ნეტავი რა მინდა მის გვერდით?
ქალს ეჩვენებოდა, რომ მასთან შედარებით უგემოვნოდ იყო
ჩაცმული. მოკლესახელოებიან მუქლურჯ კაბაში, რომელიც ამ დი-
ლით ასე საგულდაგულოდ შეარჩია, თავს უხერხულად გრძნობდა.
გრეთჰენს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბოილანი უკვე ნანობდა მის
დაპატიჟებას, მაგრამ კაცმა კარი გაუღო, იდაყვზე ხელი ფრთხილად
წაავლო და მეთვრამეტე საუკუნის დუქნის სტილზე მოწყობილ ბარ-
ში შეიყვანა: ჩამუქებული მუხა, კედლებზე მოკალული ტოლჩები და
თეფშები. ბარში ორი წყვილი იჯდა.
ბოილანმა გრეთჰენი დახლთან მიიყვანა და ხის მაღალ ტაბურეტ-
ზე დაჯდომა უშველა. მათთან მაშინვე,ქირურგის ხალათივით გაქა-
ათქათებულ და გახამებულ ქურთუკში გამოწყობილი ზანგი მიიჭრა
და თავაზიანად გაუღიმა.
‒ დილა მშვიდობისა, მისტერ ბოილან, რას ინებებთ, სერ!
‒ ძვირფასო, თქვენ რას დალევთ?–მიუბრუნდა ქალს ბოილანი.
‒ სულ ერთია, – უპასუხა გრეთჰენმა. აბა, საიდან უნდა სცოდნო-
და, რას დალევდა, თუ კოკა-კოლაზე მაგარი სასმელი პირში თავის
დღეში არ ჩაუშვია. იგი ელდანაცემი ელოდა, როდის მოიტანდნენ
მენიუს ‒ უთუოდ ფრანგულ ენაზე იქნება, ის კი სკოლაში ესპანურსა
და ლათინურს სწავლობდა; ლათინური!
– მართლა, იმედია, უკვე შეგისრულდათ თვრამეტი წელი.
‒ რასაკვირველია, ‒ უჰასუხა ალმოდებულმა გრეთჰენმა.
ნეტავ, რატომ წითლდება ყოველთვის ასე უადგილოდ? მადლო-
ბა ღმერთს, ბარში ბნელა.
‒ სულაც არ მინდა არასრულწლოვანთა გარყვნისათვის პასუხი
მაგებინონ, – გაიღიმა ბოილანმა და ბარმენს მიუბრუნდა: – ბერ-
ნარდ, ქალბატონს რაიმე ტკბილი მოუმზადე. თუმცა,უმჯობესია შენი
შეუდარებელი, უბადლო „დაიკირი” მიართვა.
„შეუდარებელი, უბადლო,“ ‒ იმეორებდა გულში გრეთჰენი.
ღმერთო, რა სიტყვებია. აბა ვინ ლაპარაკობს ახლა ასე! მას არც ხა-
ნი უწყობს ხელს, არც ჩაცმულ-დახურულია; არც შეღებილია რიგი-
ანად, ‒ ყველაფერმა ამან მტრულად განაწყო. ქალი თვალს ადევ-

53
ნებდა, როგორ წურავდა ბერნარდი ლიმონს, შემდეგ როგორ აურია
წვენში ყინული, შავ,დიდ ვარდისფერგულიან ხელებში მოხერხებუ-
ლად დაიწყო შეიკერის ნჯღრევა და რატომღაც არნოლდის სიტყვე-
ბი გაახსენდა : „ადამ და ევა სამოთხეში“. მისტერ ბოილანი რომ ხვ-
დებოდეს...მაშინ ასე ქედმაღლურად უწლოვანთა გარყვნაზე არ იხ-
უმრებდა.
ქაფიანი სასმელი საოცრად გემრიელი აღმოჩნდა, გრეთჰენმა
ჭიქა ლიმონათივით ერთბაშად გამოსცალა, თეატრალური გან-
ცვიფრებით წარბებაზიდული ბოილანი ქალს თვალს არ აშორებდა.
– ბერნარდ, გეთაყვა, კიდევ მოიტანეთ,–უთხრა მან და, როცა
ბარმენმა მის წინ მეორე ჭიქა „დაიკირი“ დადგა, დასძინა: – შემიძ-
ლია, რჩევა მოგცეთ, შვილო? თქვენს ადგილზე, მეორე ჭიქა კოქტე-
ილს უფრო ნება-ნება დავლევდი. რაც არ უნდა იყოს, შიგ რომი ურე-
ვია.
– ვიცი, ‒ ამაყად უპასუხა ქალმა. – უბრალოდ, ძალიან მინდოდა
დალევა, დიდხანს ვიდექი მზეზე.
– გასაგებია, შვილო,
„შვილო”. მისთვის ასე კაციშვილს არ მიუმართაეს. მას ეს სიტ-
ყვაც მოსწონდა და ბოილანის მიერ ამ სიტყვის წარმოთქმის მანე-
რაც ‒ მშვიდი, მოუბეზრებელი.
მალე ბარში მეტრდოტელი შემოვიდა, ხელში ორი მენიუ ეჭირა.
თავი მსუბუქად დაუკრა და წარმოთქვა: – მიხარია თქვენი ნახვა,
მისტერ ბოილან.
ყველას ახარებდა მისტერ ბოილანთან შეხვედრა; რომელსაც
გაკრიალებული, მაღალყელიანი ფეხსაცმელები ეცვა.
‒ თქვენთვისაც მე შევუკვეთო? ‒ შეეკითხა იგი ქალს.
გრეთჰენს რამდენჯერ უნახავს კინოში, რომ მამაკაცები სადილს
რესტორნებში თავიანთი ქალბატონების ნაცვლად. თვითონვე უკვე-
თავენ, მაგრამ ეკრანზე ნახვა ერთია, ხოლო როცა ცხოვრებაში ასე-
თი რამ შენ თვითონ გადაგხდება. სულ სხვაა.
– დიახ, თუ შეიძლება, ‒ უპასუხა მან და აღტაცებულმა გაიფიქ-
რა: „ზუსტად ისეა, როგორც რომანებში“.

54
ბოილანმა და მეტრდოტელმა სწრაფად, მაგრამ ძალზე
სერიოზულად გაარჩიეს მენიუ, ღვინოები, შემდეგ მეტრდოტელი
წავიდა, თან დაიბარა: სუფრას რომ გავშლი, დარბაზში მაშინ მიგიწ-
ვევთო. ბოილანმა ოქროს პორტსიგარი ამოიღო და სიგარეტი შეს-
თავაზა, გრეთჰენმა უარის ნიშნად თავი გაიქნია,
‒ არ ეწევით?
‒არა, ‒ ქალმა იგრძნო, რომ იგი ამ რესტორნის სტანდარტებს
არ ესადაგებოდა, ჰოდა, რომ არ ეწოდა, არც ეს შეეფერებოდა ამ
სიტუაციას. რამდენჯერმე სცადა მოეწია, მაგრამ იმწამსვე ხველა
აუტყდებოდა და თვალები უწითლდებოდა. გარდა ამისა, დედამისი
სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა, გრეთჰენს კი, სულაც არ უნდოდა
დედას ჰგვანებოდა.
– ძალიანაც კარგი, – თქვა ბოილანმა და სიგარეტი ოქროს სან-
თებელაზე მოუკიდა. – არ მომწონს, როდესაც ქალიშვილები ეწევი-
ან. სიგარეტი სიყმაწვილის სურნელებას აქრობს.
„სიტყვათა თამაში. თავს იწონებს,“ – გაიფიქრა გრეთჰენმა, მაგ-
რამ სულ არ გაღიზიანებულა: კაცი აშკარად ცდილობდა მასზე შთა-
ბეჭდილება მოეხდინა და ეს გულზე ელამუნებოდა. ანაზდად მას თა-
ვისი სუნამოს სუნი ეცა და შეშფოთდა, ვაითუ ეს სურნელი იაფფასია-
ნი მოეჩვენოსო.
– გამოგიტყდებით, ძალიან გამიკვირდა, ჩემი გვარი რომ გცოდ-
ნიათ. ფაბრიკაში ერთხელ თუ ორჯერ მყავხართ ნანახი, თანაც
ჩვენს განყოფილებაში ფეხი არასდროს არ შემოგიდგამთ.
‒ მე კი მაშინვე შეგნიშნეთ და ვერა და ვერ მივხვდი, თქვენი გა-
რეგნობის ქალიშვილს ისეთ საშინელ დაწესებულებაში, როგორიც
„ბოილანის აგური და კრამიტია“, რა საქმე უნდა ჰქონოდა.
‒ რატომ, რა არის იქ ცუდი? ‒ შეეკამათა გრეთჰენი.
‒ მართლა? მახარებს ამის გაგონება. მე კი ისეთი შთაბეჭდილე-
ბა შემექმნა, რომ ყველა ჩემს თანამშრომელს ჭირის დღესავით
სძულს ფაბრიკა და მეც წესად გავიხადე თვეში ერთხელ შემოვიარო
მხოლოდ და ისიც არაუმეტეს თხუთმეტი წუთისა. ეს ფაბრიკა ჩემს
ფსიქიკაზე მოქმედებს.

55
მეტრდოტელი შემოვიდა.
‒ ყველაფერი მზადაა, სერ, – თქვა მან.
ისინიც უკან გაჰყვნენ, მთელი დარბაზი გაიარეს. სულ რვა- ცხრა
მაგიდა იყო დაკავებული: პოლკოვნიკი ახალგაზრდა ოფიცერთა
წრეში, ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილი რამდენიმე ყმაწვილი.
სანამ დარბაზის გავლით ფანჯარასთან მდგარი მაგიდისაკენ მი-
ემართებოდნენ, საუბარი შეწყდა. ქალმა ახალგაზრდა ოფიცრების
მზერა იგრძნო და თმა გაისწორა. აფსუს, ნეტავ ბოილანი ასეთი ბე-
ბერი არ იყოს.
მეტრდოტელმა ერთი ბოთლი ფრანგული წითელი ღვინო მო-
იტანა, ხოლო სასწრაფოდ იქ გაჩენილმა ოფიციანტმა მაგიდაზე
პირველი კერძი შემოდგა. „ფუნდუკი“ აშკარად არ განიცდიდა მუშა-
ხელის ნაკლებობას.
ბოილანმა მისი სადღე გრძელო წარმოთქვა და ორივემ ღვინო
მოსვა. ღვინო თბილი იყო და, როგორც გრეთჰენს მოეჩვენა, მტე-
რის გემო დაჰკრავდა, მაგრამ ქალს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თან-
დათანობით ეს გემოც მოეწონებოდა,
‒ალბათ, გიყვართ პალმის გული, არა? – შეეკითხა ბოილანი.–
იამაიკაში რომ ვცხოვრობდი, იქ მივეჩვიე ამ კერძს, ეს იყო დიდი
ხნის წინათ, ჯერ კიდევ, ომამდე, რასაკვირველია.
–ძალიან გემრიელია,– უპასუხა გრეთჰენმა, თუმცა კერძი მე-
ტისმეტად უგემური მოეჩვენა. სამაგიეროდ, სასიამოვნო გახლდათ
თვით აზრი, რომ ამ დელიკატესის პაწაწკინტელა ულუფის მისარ-
თმევად მაღალი პალმის მოჭრა შეიქნა საჭირო.
‒ ომის შემდეგ, ‒ განაგრძნობდა ბოილანი და თეფშში ჩანგალს
აფათურებდა, – იამაიკაში უნდა დავსახლდე... მთელი წელიწადი
თეთრ ქვიშაზე გავშავდები. ჩვენი გამარჯვებული ჭაბუკები შინ რომ
დაბრუნდებიან, შტატებში ცხოვრება აუტანელი გახდება. აბა იქ რა
უნდა თეოდორ ბოილანს, სადაც გმირებმა უნდა იცხოვრონ. აუცი-
ლებლად ჩამოდით ჩემს მოსანახულებლად.
– აუცილებლაო ჩამოვალ, ‒ უპასუხა გრეთჰენმა, – ჩემი ხელფა-
სის პატრონისათვის, ბოილანის ქარხანაში რომ მაძლევენ, იამაიკ-

56
კაში გასეირნება სწორედ ზედგამოჭრილია.
კაცს გაეცინა:
– ჩემი ოჯახი ყველაზე მეტად იმით ამაყობს, რომ 1887 წლიდან
მოყოლებული ყოველთვის ნაკლებ გასამრჯელოს უხდის თავის მო-
სამსახურეებს.
– თქვენი ოჯახი? – ჩაეკითხას გრეთჰენი. მას გაგონილი ჰქონ-
და, რომ პორტ-ფილიპში იგი ერთადერთი ბოილანი იყო, ქალაქში
ვინ აღარ იცოდა, რომ იგი სულ მარტო (თუ, რასაკვირველია, მსახუ-
რებს არ ჩავთვლით) ცხოვრობდა ერთ განცალკევებულ სახლში,
ქალაქგარეთ, ქვის გალავნით გარშემორტყმულ კარმიდამოში.
– ჩვენ მთელი იმპერია ვართ, – თქვა ბოილანმა. – ჩვენი, დიდე-
ბული სამფლობელოები ატლანტიკიდან წყნარ ოკეანემდე, ფიჭ-
ვებით დაფარულ მენის შტატიდან ფორთოხლების სურნელებით
გაჟღენთილ კალიფორნიამდეა გადაჭიმული, პორტ-ფილიპის ცე-
მენტისა და აგურის ქარხნების გარდა კიდევ არსებობს ბოილანის
გემთსაშენებელი ვერფები, ბოილანის ნავთობის კომპანიები, ბო-
ილანის მძიმე მანქანათმშენებელი ქარხნები. ისინი კიდით კიდემ-
დეა მიმოფანტული და თვითეულ ასეთ საწარმოს ბოილანი განა-
გებს. ჩემი ძმები, ბიძები, ბიძაშვილები სამხედრო მასალებს აწვდი-
ან საყვარელ სამშობლოს, და თავად კი ჯიბეს ისქელებენ. ერთ-ერ-
თი ბროილანი გენერალ-მაიორიც კია, რომელიც თავისი ერის ღირ-
სების დასაცავად მომარაგების სამსახურს ვაშინგტონში კარგა გვა-
რიანად უტევს. საკმარისია, ჰაერში დოლარის სუნი დატრიალდეს,
რომ რიგში პირველი, უთუოდ, რომელიმე ბოილანი აღმოჩნდება.
გრეთჰენი ნაჩვევი არ იყო, რომ ვიხმეს თავისი ნათესავები ასე
აუგად ეხსენებინა და უკმაყოფილება, როგორც ჩანს, სახეზე გამოე-
ხატა.
‒ ხომ არ გაგაწბილეთ? – ჩაიცინა ბოილანმა.–მართლა ასე ცუ-
დი კაცი არ გეგონოთ, ჩვენს ოჯახს ერთი ღირსება გააჩნია, და მე
ამას დიდად ვაფასებ. ყველანი მდიდრები ვართ. ძა-ლ-ზე, ძალზე
მდიდრები, – გაიცინა მან.
‒ მიუხედავად ამისა, მაინც ხომ მუშაობთ, – თქვა გრეთჰენმა, იმ-

57
ედი ჰქონდა, რომ კაცი ისეთი ცინიკოსი არ იყო, როგორც თავს იკა-
ტუნებდა და უბრალოდ წარმოდგენას მართავდა გულუბრყვილო
გოგონას გასაოგნებლად. ‒ ბოილანებმა ხომ ბევრი რამ გააკეთეს
ჩვენი ქალაქისათვის.
– ამას კი მართალს ბრძანებთ. რაც სისხლი ჰქონდათ, სულ გა-
მოსწოვეს, არ გეკამათებით, ამ ქალაქის მიმართ სენტიმენტალური
გრძნობებით არიან გამსჭვალულნი·–პორტ-ფილიპი – ჩვენი იმპე-
რიის ყველაზე უმნიშვნელო სამფლობელოა და იმად არ ღირს, რომ
ბოილანთა ოჯახის ჭეშმარიტმა, ასპროცენტიანმა, ენერგიულმა ნა-
შიერმა მასზე დრო დაკარგოს. მიუხედავად ამისა, ბოილანები
პორტ-ფილიპს მაინც არ თმობენ. თქვენს უმორჩილეს მსახურს, თა-
ვის ოჯახში მნიშვნელობით სულ უკანასკნელს უბადრუკ პროვინცი-
ულ, საგვარეულო მამულში ცხოვრება ევალება რათა თვეში ორ-
ჯერ ფაბრიკაში თავის მოსამსახურეთა წინაშე წარსდგეს და ბოილა-
ნების სიდიადისა და სიძლიერის დემონსტრირება მოახდინოს. ჰო-
და, მეც ამ რიტუალს ჯეროვანი პატივისცემით ვეკიდები, თავად კი
ერთი სული მაქვს, როდის დადუმდებიან ზარბაზნები, რომ იამაიკა-
ზე გავემგზავრო.
„მას თავისი ნათესავები კი არა, საკუთარი თავიც ეზიზღება!“ –
გაიფიქრა გრეთჰენმა. კაცის ცოცხალმა, ღია ფერის თვალებმა წამ-
სვე შენიშნეს, როგორ შეეცვალა სახე.
– არ მოგწონვართ? ‒ შეეკითხა იგი.
‒ რას ბრძანებთ, – უპასუხა ქალმა,–უბრალოდ, ჩემს არც ერთ
ნაცნობს არ ჰგავხართ.
– უკეთესი ვარ თუ უარესი?
– არ ვიცი.
ბოილანმა სერიოზულად დაუქნია თავი.
– ამ შემთხვევაში შეკითხვა დღის წესრიგიდან არ იხსნება.
მათ უკვე ერთი ბოთლი გამოსცალეს, სადილის დამთავრებას კი
ჯერ პირი არ უჩანდა. მეტრდოტელმა წინ მეორე ბოთლი და სუფთა
ჭიქები დაუდგა. ღვინომ გრეთჰენს ყელი ჩასწვა, სისხლი სახეზე მო-
აწვა. დარბაზის ბუბუნი რიტმულად, იავნანასავით ჩაესმოდა ყურში,

58
ვით შორეული ზვირთცემა. ანაზდად რესტორანში თავი ისე იგ-
რძნო, როგორც საკუთარ სახლში და ხმამაღლა გადაიკისკისა.
– რა გაცინებთ? ‒ საეჭოდ შეეკითხა ბოილანი,
– ვიცინი, იმიტომ რომ აქა ვარ, შეიძლებოდა კია სულ სხვა ად-
გილას აღმოვჩენილიყავი.
– უფრო ხშირად უნდა დალიოთ, – შენიშნა ბოილანმა, ხელზე
თავისი მაგარი, მშრალი ხელისგული დაარტყა, – ძალიან გიხდე-
ბათ, თქვენ ძალიან ლამაზი ხართ, შვილო, ძალიან ლამაზი.
‒ მეც ასე მეჩვენება, ‒უპასუხა გრეთჰენმა და ამჯერად ოილანს
გაეცინა, –დღეს, – დასძინა შემცბარმა ქალმა.
ოფიციანტმა ყავა რომ მოართვა, გრეთჰენი უკვე მაგარი მთვრა-
ლი გახლდათ. ბაიბურშიც არ იყო, რა ხდებოდა ირგვლივ, რადგან
წინათ ასეთი რამ არასოდეს დამართვოდა. მარტო იმას გრძნობდა,
რომ გარშემო ყველაფერი კაშკაშებდა, მდინარე ქვევით კობალტის-
ფრად მიედინებოდა, ხოლო ფრიალო, შორეული კლდეების მიღმა
ჩამავალი მზე ოქროს სხივებად იღვრებოდა. მის წინ მჯდარი კაცი
უცნობი მამაკაციდან და მისი ოფროსიდან ანაზდად უძვირფასეს,
უახლოეს მეგობრად გადაიქცა. მისი სიმპათიური, მზემოკიდებული
სახე გულწრფელ ყურადღებას ასხივოსნებდა, მისი თბილი ხელის
შეხებას სიკეთე მოჰქონდა, მისი სიცილი ქალის მახვილგონიერე-
ბის დამსახურებული საზღაური გახლდათ და გრეთჰენს შეეძლო ბო-
ილანისათვის უკვე გულიც გადაეშალა, ყველაზე სანუკარი ოცნებაც
კი გაენდო.
იგი მზად იყო ტედისათვის (დესერტი რომ მოიტანეს, მისტერ ბო-
ილანი მისთვის უკვე ტედი გახდა) თავისი უდიდესი საიდუმლო გაემ-
ხილა, რომელიც ჯერ მამაზეციერმაც კი არ იცოდა; ომი დამთავრდე-
ბა თუ არა, ნიუ-იორკში გაემგზავრება და მსახიობი გახდება. მონო-
ლოგიც კი წაუკითხა. პიესიდან „როგორ მოგეწონებათ“. კოკტე-
ილის, ღვინის და ორი სირჩა ბენედიქტინის გამოისობით ენა ოდნავ
ებმოდა. ტედი ხელზე მოწიწებით ეამბორა და მანაც შეიფერა.
თავისი კავალერის შეუნელებელი ყურადღებით გამთბარს თავი
მშვენიერი, ლამაზი და თვალწარმტაცი ეჩვენებოდა. ქალმა კაბის ო-

59
რი ზედა საკინძე შეიხსნა. დაე, დაინახონ –რა კალმით ნახატია,
თუმცა რესტორანში მართლაცდა საშინლად ცხელოდა. იგი ისეთ
რამეებს ამბობდა, რაზედაც ლაპარაკი საერთოდ მიღებული არ
არის, ხმამაღლა იმეორებდა სიტყვებს, რომლებიც დღემდე მხო-
ლოდ ღობეზე წარწერილი თუ ენახა, სულ აიწყვიტა, როგორც არის-
ტოკრატებს სჩვევიათ მხოლოდ.
– მაგათ საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ, – უპასუხა მან ბოი-
ლანს, როცა კაცმა კანტორაში მასთან ერთად მომუშავე მამაკაცებ-
ზე ჩამოუგდო სიტყვა.– პროვინციელი დონ ჟუანები ბრძანდებიან,
კინოში დაგპატიჟებენ, ნაყინს გაჭმევენ, მერე კი მანქანაში საკოც-
ნელად მოიწევენ, ხელებს გიფათურებენ, ქშინავენ... არა, ეს ყველა-
ფერი საჩემო არ არის, მე სხვა გეგმები მაქვს, არ ვჩქარობ.
ქალი სასწრაფოდ წამოდგა მაგიდიდან.
– გმადლობთ ბრწყინვალე სადილისათვის. – ერთხანს შეიცადა,
მერე კი დასძინა.–ტუალეტში უნდა წავიდე.
წინათ ასეთი რამის თქმას ვერცერთ მამაკაცთან ვერ გაბედავდა
ტედიც წამოდგა.
‒ ჰოლში პირველი კარია, მარცხნივ, – მიასწავლა მან.
ო, ტედიმ ყოველთვის ყველაფერი იცის, იგი ყველგან თავს ისე
გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
გრეთჰენმა რომელიც მისი ნათელი, ჭკვიანი თვალების მზერას
გრძნობდა, მთელი დარბაზი განზრახ ნელი ნაბიჯით გაიარა. იცოდა,
ტანადი რომ იყო, წვრილი წელი, ჩამოქნილი ტანი და ლამაზი ფეხე-
ბი რომ ჰქონდა. ყველაფერი იცოდა და იმიტომ მიდიოდა ასე ნება–
ნება ‒დაე ტედიმ დაინახოს და კარგად დაიმახსოვროს.
ტუალეტში სარკეში ჩაიხედა და ტუჩებზე პომადა სულ გადაიცი-
ლა. „დიდი, ლამაზი პირი მაქვს,– გამოელაპარაკა თავის ორეულს.
რატომღა ვითხუპნები მე სულელი, ბებრუცუნასავით?!“
ქალი რომ გამოვიდა, ბოილანს ფული უკვე გადაეხადა, ბარის
შესასვლელში იდგა და გრეთჰენს დაფიქრებული მისჩერებოდა.
– წითელი კაბა უნდა გიყიდო, ‒მოულოდნელად უთხრა მან. –
სისხლივით წითელი, რათა უკეთ გამოიკვეთოს შენი სახის არაჩვეუ-

60
ლებრივი ფერი და თმის ბზინვარება. რესტორანში ფეხს რომ შე-
მოდგამ, მამაკაცები შენს წინაშე მუხლებზე დაეცემიან.
ქალმა გაიცინა: წითელი სწორედ რომ მისი ფერია. აი ასე უნდა
მოექცეს ქალს ნამდვილი მამაკაცი! მან ბოილანს მკლავი გამოსდო
და ორივენი მანქანისკენ გაემართნენ.
ქუჩაში ციოდა და ბოილანმა „ბიუიკის“ სახურავი ჩამოუშვა. მან-
ქანაში თბილოდა და... ნელა მიდიოდნენ, ბოილანს ხელი მის ხელზე
ედო.
–ახლა კი მართალი მითხარი: რას აკეთებდი ავტობუსის გაჩერე-
ბაზე, ნავსადგომთან? – შეეკითხა იგი.
გრეთჰენმა ჩაიხითხითა.
‒ შენ რაღაც ავად გეცინება.
‒ მე იქ ცუდი აზრით ვიდექი, – თამამად უპასუხა მან.
ერთხანს ხმა აღარ ამოუღიათ.
– აბა, გელოდები, – უთხრა ტედიმ.
– რატომ არ უნდა ვუთხრა, ‒ გაიფიქრა გრეთჰენმა. ამ დიდებულ
დღეს ყველაფერზე შეიძლებოდა ლაპარაკი. ისა და ტედი ბანალურ,
ფარისევლურ სიმორცხვეზე მაღლა იდგნენ. ქალმა გუდას პირი მოხ-
სნა და ყველაფერი უამბო, რაც ჰოსპიტალში მოხდა. ჯერ გაუბედა-
ვად, ენის ბორძიკით მოუთხრობდა, შემდეგ კი უფრო და უფრო გა-
თამამდა.
‒ თეთრები რომ ყოფილიყვნენ, პოლკოვნიკს შევჩივლებდი.
მაგრამ ამჯერად... – ტედიმ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, თუმცა,
ხმა არ ამოუღია, სიჩქარეს მოუმატა მხოლოდ.
‒ ის დღე იყო და ის დღე, ჰოსპიტალში ფეხი აღარ მიმიდგამს, –
განაგრძობდა გრეთჰენი. ‒ მამას ვევედრებოდი, ნიუ-იორკში გა-
მიშვი-მეთქი. თვით ის აზრიც კი, რომ ამ ქალაქში იმ კაცთან ერთად
უნდა დავრჩენილიყავი, რომელმაც ასეთი რამ შემომთავაზა, მოს-
ვენებას მიკარგავდა, მაგრამ მამამ... მასთან დავა წყლის ნაყვაა და
სხვა არაფერი. თანაც აბა ნამდვილ მიზეზს ხომ ვერ გავუმხელდი, მა-
შინვე ჰოსპიტალში გავარდებოდა და ამ ბიჭებს ცარიელი ხელებით
გამოასალმებდა სიცოცხლეს. დღეს კი... ავტოვაგზალში წასვლას

61
სულაც არ ვაპირებდი, ფეხებმა ჩემდაუნებურად მიმიყგანეს. იმ სახ-
ლში შესვლა, რასაკვირველია, ფიქრადაც არ მომსვლია. ალბათ
მინდოდა, უბრალოდ გამერკვია, იქ იყვნენ თუ არა, გამეგო, მართ-
ლა თუ არსებობენ ქვეყნად მამაკაცები, რომლებსაც ასეთი რამის
ჩადენა ძალუძთ,. რაღა თქმა უნდა, შეიძლება ტყეც გადამეჭრა და იმ
სახლთანაც მივსულიყავი. ისე, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გუ-
ლისთვის. მე ხომ თავს საფრთხეში არ ვიგდებდი, კიდეც რომ შეგე-
ნიშნე, დავკრავდი ფეხს და გავიქცეოდი. ისინი ხომ თავიანთ დაჭ-
რილ ფეხებს ძლივს დაათრევენ... თავისი ნაამბობით გატაცებული
გრეთჰენი იჯდა და ფეხსაცმელებს დაჰყურებდა, მანქანამ რომ და-
ამუხრუჭა, მხოლოდ მაშინღა შენიშნა, გაოცებულმა, რომ ზედ ავტო-
ბუსის გაჩერებასთან მისულიყვნენ, სწორედ ხრეშით მოფენილ,
მდინარისკენ მიმავალ იმ ბილიკთან, სადაც დღისით იდგა, უბრა-
ლოდ ვიცუღლუტე, სულელურად, მკაცრად, ქალურად ვიცუღლუტე,
– დაასრულა თავისი ნათქვამი.
– სტყუი, – უთხრა ბოილანმა.
– რაო? ‒ ჩაეკითხა გაოგნებული ქალი. მანქანაში საშინლად
ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა.
‒ ხომ გაიგონე, პატარავ, სტყუი-მეთქი, – გაიმეორა ბოილანმა.
– შენ არ გიცუღლუტია. შენ იქ წასვლა და მათთან ლოგინში ჩაგო-
რება გინდოდა.
– ტედი.– წაიჩურჩულა სუნთქვაშეკრულმა გრეთჰენმა,– თუ შე-
იძლება, ფანჯარა ჩამოსწიე, ჰაერი არ მყოფნის..
ბოილანი გადაიხარა და მანქანის კარი გაუღო.
– წადი, – უთხრა მან. – წადი, პატარავ. ისინი ჯერ კიდევ იქ იქნე-
ბიან. დარწმუნებული ვარ, ის ამბავი მოგეწონება და მთელი სიცოც-
ხლე გემახსოვრება.
– ტედი, გემუდარები, –ქალს თვალწინ ყველაფერი დაუტრიალ-
და, ხოლო მისი ხმა ხან ახლოდან ჩაესმოდა, ხან შორიდან.
– შინ მისვლაზე ნუ იდარდებ. მე აქ დაგელოდები, საქმე მაინც
არაფერი მაქვს. წადი, რაღა. მერე ყველაფერს მიამბობ. ძალიან სა-
ინტერესო იქნება,

62
– უნდა გადავიდე,– ძლივს ამოთქვა გრეთჰენმა. ეჩვენებოდა,
თითქოს საცაა სუნთქვა შეეკვრებოდა. თავი დამძიმებული და თით-
ქოს გაბრუებული ჰქონდა. მანქანიდან ძლივს გადმოვიდა, გზისპირ-
თან მიგიდა და დაიხარა, გულისრევისაგან კრუნჩხვა დააწყებინა.
ბოილანი მანქანაში გაუნძრევლად იჯდა და წინ იყურებოდა.
როცა ქალი როგორც. იქნა, წელში გაიმართა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ
წარმოთქვა:
– კეთილი, ისევ ჩაჯექი.
ღონემიხდილი და გულდამძიმებული გრეთჰენი მანქანაში აძვრა
და პირზე ხელი მიიფარა. შუბლი ოფლით დაეცვარა.
–აჰა, გამომართვი, შვილო, ‒ უკვე ყოველგვარი მტრობის გარე-
შე მიმართა ბოილანმა და ჭრელი, აბრუშუმის ცხვირსახოცი გაოწო-
და.
‒ გმადლობთ, – წაიჩურჩულა ქალმა და სახე მოიწმინდა.
‒ ახლა რა ვქნათ?
–შინ მინდა, – აზლუქუნდა გრეთჰენი.
‒ ასეთი სახით შენი შინ მისვლა არ შეიძლება, – ურჩია კაცმა და
ძრავა ჩართო.
– მაშ, სად მიგყავარ?
– ჩემთან.
გრეთჰენი ისეთი გაწამებული იყო, რომ შეკამათების თავიც
აღარ ჰქონდა. საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა.
მის სახლში დიდხანს ივლებდა პირში კბილის ელექსირს, შემ-
დეგ ორი საათი მის ფართო საწოლზე ეძინა. რომ გაიღვიძა, კაცი მას
დაეუფლა. შინ ისე მიიყვანა, ხმა არ ამოუღია.
ორშაბათს დილით, სამსახურში რომ მივიდა, თავის მაგიდაზე
გრძელი, თეთრი კონვერტი შენიშნა. მისი სახელი და გვარი მანქა-
ნაზე იყო დაბეჭდილი, კუთხეში კი – ხელით მიეწერათ „პირადად“.
კონვერტში რვა ასდოლარიანი ბანკნოტი იდო,

63
თავი მესამე

კლასი სიჩუმეს მოეცვა. კალმების წრიპინი ისმოდა მხოლოდ.


მის ლენო მაგიდასთან იჯდა და კითხულობდა. ხანდახან თავს ზე ას-
წევდა და მერხების რიგებს თვალს გადაავლებდა.
მან მოსწავლეებს „საფრანგეთ-ამერიკის მეგობრობის“ შესახებ
თხზულების დასაწერად ნახევარი საათი მისცა.
რუდოლფმა სავალდებულო სამი გვერდი მალევე დაწერა..
მთელ კლასში მარტო მას ჰქონდა ფრიადი შეფასება ფრანგულ
ენაზე თხზულებასა და კარნახში, წარბებშეჭმუხნულმა – თემა მე-
ტისმეტად ბანალური მოეჩვენა, – კიდევ ერთხელ გადაამოწმა, შეც-
დომები ხომ არ დავუშვიო, 'შემდეგ საათს ახედა, თხუთმეტი წუთი
იყო დარჩენილი.
ბიჭი მის ლენოს მიაჩერდა. დღეს განსაკუთრებით კარგად გამო-
აყურება, გაჰკრა გულში, გრძელი საყურეები ეკეთა, პრიალა აგუ-
რისფერი კაბა მჭიდროდ შემოკვროდა თეძოებზე, ღრმად ამოჭრი-
ლი გულისპირიდან კარგად უჩანდა ამობურცული მკერდი, ტუჩებზე
პომადა სისხლივით წითლად უღაჟღაჟებდა. ყოველი გაკვეთილის
წინ ტუჩებს იღებავდა. მისი ნათესავები პატარა ფრანგული რესტორ-
ნის მეპატრონენი იყვნენ ნიუ-იორკის თეატრალურ რაიონში და მის
ლენო ბროდველ დიაცს უფრო წააგავდა, ვიდრე ფრანგ ქალს, მაგ-
რამ, საბედნიეროდ, რუდოლფი ასეთ წვრილმანებში ვერ ერკვე-
ოდა,საქმე რომ არაფერი ჰქონდა, ხატვა დაიწყო, ქაღალდის ფურ-
ცელზე მის ლენოს სახე გამოიკვეთა, ნამდვილად მიამსგავსა. ლო-
ყებს აქეთ-იქით კულულები უმშვენებდა, შუაზე გაყოფილი, ხშირი,
ხვეული თმა, საყურეები, სავსე ყელ-კისერი. წამით რუდოლფი შე-
ყოყმანდა. შემდეგ უკვე საშიში ტერიტორია იწყებოდა. ბიჭმა კვლავ
ახედა მის ლენოს. იგი კითხვას განაგრძობდა. მის ლენოს გაკვეთი-
ლებზე დისციპლინის პრობლემები არ არსებობდა. იგი პატარა დარ-
ღვევისთვისაც შეუბრალებლად სჯიდა მოსწავლეებს. ამიტომ შეეძ-
ლო გულარხეინად მჯდარიყო და ეკითხა, კლასისათვის იშვიათად
გადაევლო თვალი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მოწაფეები ერთ-

64
მანეთისაგან არ იწერდნენ და არ კარნახობდნენ ერთმანეთს.
რუდოლფმა აფრები აუშვა და ეროტიკული ხელოვნების მორევ-
ში გადაეშვა. ორმა ნახევარწრემ მის ლენოს. გაშიშვლებული მკერ-
დი მოხაზა. პროპორციებმა რუდოლფი სავსებით დააკმაყოფილა.
სურათხე მის ლენო დაფასთან იდგა, მაყურებლისაკენ ნახევრად
მობრუნებული. გამოწვდილ ხელში. ცარცი ეჭირა. რუდოლფი მის
ლენოს პორტრეტზე სიამოვნებით მუშაობდა და ყოველი ახალი მო-
ნახაზი მის მზარდ ხელოვნებაზე მეტყველებდა. თეძოებს ადვილად
ხატავდა. ფეხებსაც არა უჭირდა რა. უნდოდა ფეხშიშველა დაეხატა,
მაგრამ ტერფები რიგიანად არასდროს არ გამოსდიოდა, ამიტომ მა-
ღალქუსლიანი, კოჭებთან თასმაგადაჭერილი ფეხსაცმელი ჩააც-
ვა.მართლაც, სწორედ ასეთებს ატარებდა. რაკიღა ქალი დაფასთან
მდგარი დახატა, დაფაზედაც ხომ რაღაც უნდა დაეწერა. Je suis folle
d’ amour1 ‒ დაწერა მან ზუსტად ისე, როგორც მის ლენო წერდა.
ის იყო ფეხსაცმელების თასმების დაშტრიხვას მორჩა, რომ იგ-
რძნო – თავზე ვიღაც წამოადგა. ნელა აიხედა, მის ლენო სურათს
დაჟინებით ჩასცქეროდა. წამწამებშეღებილი მიბნედილი თვალები
რისხვით ავსებოდა. შეღებილი ტუჩები მოიკვნიტა და ხელი უხმოდ
გაუწოდა. რუდოლფმაც ასევე უხმოდ გადასცა ფურცელი. ბავშვებს
რომ არ დაენახათ, მის ლენომ ნახატი დაახვია, ქუსლებზე შემობ-
რუნდა და თავისი მაგიდისკენ გაეშურა. ზარის დარეკვამდე ერთი
წუთით ადრე ხმამაღლა თქვა:
– ჯორდახ!
– დიახ, მადამ, – ბიჭს ისე ამაყად ეჭირა თავი, რომ ხმაც არ აჰ-
კანკალებია.
– გაკვეთილის შემდეგ ჩემთან გამოცხადდით.
ზარი დაირეკა. რუდოლფმა წიგნები პორთფელში კოხტად ჩა-
ალაგა, ხოლო როცა ყველანი კლასიდან გავიდნენ, მის ლენოს მა-
გიდას მიუახლოვდა.
– მუსიე მხატვარო, ‒მსაჯულის გაყინული ტონით წარმოთქვა მან

1
სიყვარულისგან ჭკუაზე ვიშლები {ფრანგ)

65
და ნახატი მისკენ მისწია, – თქვენს შედევრს ერთი ძალზე მნიშვნე-
ლოვანი დეტალი აკლია. ხელი არა გაქვთ მოწერილი. საყოველთა-
ოდ ცნობილია, რომ ხელოვნების ნიმუში მაშინ უფრო მეტად ფა-
სობს, როცა მასზე თვით მხატვრის ხელმოწერაა.
რუდოლფმა ავტოკალამი ამოიღო და ფურცლის ქვედა მარჯვენა
მხარეს თავისი გვარი განგებ ნელ-ნელა გამოიყვანა, თანაც ისეთი
სახე ჰქონდა, თითქოს ნახატს ყურადღებით სწავლობდა. სულ არ
აპირებდა ქალის წინაშე დამფრთხალი ბავშვივით მოქცეულიყო.
სიყვარულს თავისი კანონები გააჩნია.თუ შიშველის დახატვა გაბე-
და, მის გულისწყრომასაც ვაჟკაცურად უნდა გაუძლოს. წარწერა
უცნაური ხვეულებით შეამკო.
მის ლენომ, რომელსაც სუნთქვა უჭირდა, ნახატს ხელი სტაცა.
–მუსიე, დღესვე, გაკვეთილების შემდეგ მამა ან დედა უნდა უნ-
და მოიყვანოთ, დაიწივლა მან, ‒სკოლაში ოთხ საათამდე ვიქნები.
ამ დროისათვის არ მოხვალთ, თქვენს თავს დააბრალეთ.
– დიახ, მადამ, კარგად ბრძანდებოდეთ, ‒უპასუხა რუდოლფმა
და კლასიდან ამაყად თავაწეული გავიდა.
დედას რომ არ შეხვედროდა, მეცადინეობის შემდეგ რუდოლფს
ჩვეულებისამებრ საფუნთუშეში არ შეუვლია. მაშინვე ზევით ავიდა
იმ იმედით, ეგებ მამას მივუსწროო. რაც არ უნდა მოხდეს, დედამ ეს
ნახატი არ უნდა ნახოს. ისა სჯობია, მამას შემოელახოს, ვიდრე მერე
მთელი ცხოვრება დედის თვალებში ჩამდგარი საყვედური იკითხოს.
მამა შინ არ დაუხვდა. რუდოლფმა პირი დაიბანა, თმა გადაივარ-
ცხნა, – გადაწყვიტა თავისი ხვედრი ისე მიეღო, როგორც ეს ჯენ-
ტლმენს შეეფერებოდა. მერე საფუნთუშეში ჩავიდა, დედა თორმეტ
ცალ ფუნთუშას პარკში უდებდა ვიღაც ზინზლის სუნით აქოთებულ
დედაბერს. ბებერი რომ წავიდა, რუდოლფმა დედას აკოცა.
– როგორაა დღეს სკოლაში საქმეები? -- შეეკითხა იგი და თავზე
ხელი გადაუსვა.
– ნორმალურად, მამა სად არის?
– მდინარეზე იქნება, – უპასუხა მერიმ და ყურებდაცქვეტილმა
მაშინვე ის ჰკითხა: – კი, მაგრამ მამაშენი რად გინდა? ‒ ოჯახში უმ-

66
იზეზოდ მამის ადგილსამყოფელი კაციშვილს არ აინტერესებდა.
‒ ისე, სხვათაშორის ვიკითხე, – დაუდევრად გადუგდო სიტყვა
რუდოლფმა.
მაღაზიაში ორი მუშტარი შემოვიდა, ბიჭმა ამით ისარგებლა, დე-
დას ხელი დაუქნია, საფუნთუშედან გავიდა და მდინარისაკენ გაეშუ-
რა.
მკლავებდაკაპიწებული მამა ნაპირზე, ერთი ძველი, გვერდმოქ-
ცეული ფარდულის წინ იდგა, სადაც ნავს ინახავდა ხოლმე. ახლა ნა-
ვი გადმოპირქვავებული იყო და კაცი ზუმფარის ქაღალდით ფსკერს
უპრიალებდა. ჯორდახმა ეს ნავი რეინში გატარებული სიჭაბუკის სა-
მახსოვროდ, შემთხვევით, სულ გროშებად შეიძინა ვაჟთა ერთი გა-
კოტრებული სკოლისაგან.
ნავი არაფრად არ ვარგოდა და დღენიადაგ მისი შეკეთება და მა-
ლიმალ გაფისვა უხდებოდა. გერმანიაში ჰოსპიტლიდან არაქათგა-
მოცლილი და დასუსტებული რომ გამოვიდა (ცალ ფეხს თითქმის
სულ ვერ ადგამდა), ფანატიკოსის სიჯიუტით დაიწყო ტანვარჯიში,
იმედს არ კარგავდა – უნდოდა თავისი ძველი ძლიერება დაებრუნე-
ბინა, მერე კი ტბის გემებზე მძიმე მუშაობამ, აგრეთვე გამასავათე-
ბელმა ვარჯიშებმა, თვითონვე რომ აიძულებდა საკუთარ თავს – სა-
ნიჩბოსნო ნავით უზარმაზარ მანძილს გადიოდა – გააკაჟა და არნა-
ხული ძალა შესძინა.
ახლაც ძველებურად კოჭლობდა და, რასაკვირველია, გაქცეულს
ვერ მოაბრუნებდა, მაგრამ, ეტყობოდა, თავისი უზარმაზარი ბალ-
ნიანი ტორებით ვისაც გინდათ, იმას გასრესავდა.
– მამი... – წამოიწყო რუდოლფმა, თან ცდილობდა მშვიდად
ელაპარაკა. მამას მისთვის ცხოვრებაში თითი არ დაეკარებინა, მაგ-
რამ საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი, შარშან ერთი დარტყმით
ტომი ძირს უგონოდ როგორ დაანარცხა.
‒ რა გინდა? ‒ შეეკითხა აქსელი, თან თავისი ფართო ხელისგუ-
ლებით ნავის ძირი მოსინჯა, კარგად არის გაგლუვებული თუ არაო.
– სკოლის გამო მოვედი, – უპასუხა რუდოლფმა.
‒ რაო, უსიამოვნება შეგემთხვა? შენ? – ჯორდახმა შვილს გულ-

67
წრფელი გაოცებით შეხედა.
‒ იცი, რა, ჩვენი ფრანგულის მასწავლებელს... ერთი სიტყვით,
შენი ნახვა სურს.
ჯორდახმა შვილს კვლავ ყურადღებით შეხედა:
– მე მეგონა, ფრანგული შენი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო.
– ასეცაა, – კვერი დაუკრა რუდოლფმა, – მამი, დროის დაკარ-
გვას აზრი არა აქვს. უნდა წახვიდე და დაელაპარაკო.
ჯორდახმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და სახელოები ჩამოუშ-
ვა. მერე თავზე კეპი დაიხურა. გზის მუშასავით მხრებზე ტყავის ქურ-
თუკი წამოისხა და წავიდა. რუდოლფი უკან დაედევნა, იმის თქმაც კი
ვერ შებედა, სკოლაში წასვლამდე სჯობს შინ შეიარო და ტანსაცმე-
ლი გამოიცვალოო.
მის ლენო თავის მაგიდასთან იჯდა და ნაშრომებს ასწორებდა·
რუდოლფის შინ მისვლამდე, მას სულ ცოტა, სამჯერ მაინც მოესწრო
ტუჩების შეღებვა რუდოლფმა ახლაღა შენიშნა, რომ ქალს თხელი
ტუჩები ჰქონდა და ასეთი ფუმფულა მხოლოდ პომადის სქელი ფენის
წყალობით მოუჩანდა.
კლასში შესვლამდე ჯორდახმა ქურთუკი ჩაიცვა და კეპი მოიხა-
და, მაგრამ მაინც გზის მუშასავით გამოიყურებოდა.
‒ გამარჯობა, სერ, –კუშტად მიესალმა მის ლენო. ‒ ალბათ
თქვენმა ვაჟიშვილმა უკვე მოგახსენათ, რად გამოგიძახეთ.
– არა, არაფერი უთქვამს, – უპასუხა ჯორდახმა. – როგორც მახ-
სოვს, არაფერი უთქვამს. მის ხმაში რაღაც განსაკუთრებული, მის-
თვის უჩვეულო თვინიერება ჟღერდა და რუდოლფს გულში გაჰკრა,
მამას ამ ქალისა ხომ არ ეშინიაო.
– თქმაც კი მეუხერხულება, – და მის ლენომ მაშინვე ისევ ყვი-
რილი მორთო. – ნამდვილი უხამსობაა! აბა ამას ვინ იფიქრებდა?!
საუკეთესო მოსწავლე! ესე იგი, არაფერი უთქვამს?
– არა, – ჯორდახი მოთინებით ელოდა.

68
– Eh, bien2 შუა გაკვეთილზე, როცა ყველა თხზულებას წერდა,
იცით ეს რას აკეთებდა, აი, შეგიძლიათ, დატკბეთ! – ტრაგედიის გმი-
რი ქალის ჟესტით მან ცხვირწინ შვილის ნახატი აუფრიალა.
ჯორდახმა ნახატი აიღო და სარკმლიდან შემოსული შუქისკენ
მიაბრუნა, რათა უკეთ დაეთვალიერებინა· რუდოლფი მამის სახეს
შიშით მისჩერებოდა. მისი რეაქციის ამოცნობას ცდილობდა. ეჭვიც
არ ეპარებოდღა, რომ შემობრუნდებოდა და სილას გააწნიდა. ფიქ-
რობდა, ეყოფოდა თუ არა ვაჟკაცობა მედგრად გადაეტანა დარტყმა,
წარბი არ შეეხარა და ტკივილისაგან არ დაეყვირა, მაგრამ აქსელის
სახეზე არაფრის ამოკითხვა არ შეიძლებოდა. ჩანდა, ნახატმა დაა-
ინტერესა, მაგრამ ამავე დროს საგონებელში ჩააგდო. ბოლოს სქე-
ლი თითი წარწერას ატაკა: „Je suis folle d’amour“.
– აქ რაღაც წერია ფრანგულად. მე ვერ გავიგე.
– სიყვარულისგან ჭკუაზე ვიშლები. სიყვარულისაგან ჭკუაზე
ვიშლები! ‒ უთარგმნა მის ლენომ. იგი უკვე მაგიდიდან წამოდგა და
ნერვიულად დაიწყო ბოლთის ცემა. ‒ აი, რა წერია, – გამკივანად
წამოიყვირა მან და სურათზე მიუთითა.
– მესმის, – ჯორდახს თითქოს მხოლოდ ახლაღა გაუნათდა გო-
ნება. ‒ ესე იგი, ფრანგულად ეს უხამსობაა?
‒ მისტერ ჯორდახ, ‒ თავს ძლივს იკავებდა და ტუჩებიდან პომა-
დას იკვნეტდა მის ლენო, – ნუთუ თქვენ შესაძლებლად მიგაჩნიათ,
ახალგაზრდა ყმაწვილმა გაკვეთილის დროს თავისი მასწავლებე-
ლი დედიშობილა დახატოს?
– ო, ო! – გაოცებით აღმოხდა ჯორდასს, – მაშ, ეს თქვენა ბრძან-
დებით?
– დიახ, მე გახლავართ,‒ სიტყვა მოუჭრა მის ლენომ და რუ-
დოლფს დანანებით გახედა.
ჯორდახი სურათს თვალს არ აშორებდა.
– ისე კი საოცარი მსგავსებაა, – პაუზის შემდეგ შენიშნა მან.– ნუ-
თუ ახლა მასწავლებლები დედიშობილა უდგანან მოსწავლეებს და-

2
მაშ, ასე (ფრანგ}

69
სახატად?
‒ მისტერ ჯორდახ, იმიტომ კი არ მოგიწვიეთ, რომ დამცინოთ, –
თავმომწონედ განუცხადა მის ლენომ –როგორც ჩანს, თქვენთან სა-
უბრის გაგრძელება ამაოა. არ მინდოდა თქვენი შვილისათვის უსია-
მოვნება მიმეყენებინა და საქმე დირექტორამდე მიმეყვანა, მაგრამ
ვხედავ, სხვა გზა არა მაქვს. აღარ დაგაყოვნებთ, – და მან ხელი ნა-
ხატის გამოსართმევად გაუწოდა.
– მაშ თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს ჩემი შვილის დახატულია, არა?
– ჯორდახმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, სურათი კვლავ ხელში ეჭი-
რა.
– სრული სიმართლეა. ქვევით ხელსაც აწერს.
– მართალი ბრძანდებით, ეს რუდოლფის ხელმოწერაა, ‒ კვლავ
სურათს დახედა და კვერი დაუკრა აქსელმა. – ექსპერტიზას არ სა-
ჭიროებს·
– ვფიქრობ, დირექტორი სულ მალე გამოგიძახებთ, – განაგ-
რძობდა მის ლენო, – ახლა კი, გთხოვთ სურათი დამიბრუნოთ. ძალ-
ზე დაკავებული გახლავართ და ამ ბინძური ამბის გულისათვის ისე-
დაც ბევრი დრო დავკარგე.
‒ მე მგონი, სახსოვრად შევინახავ. თქვენ თვითონ არ ბრძანეთ,
რუდის დახატულიაო, ‒ მშვიდად უპასუხა ჯორდახმა, ეტყობა, ბიჭს
ნიჭი აქვს... ღმერთო ჩემო, რა მსგავსებაა! – გაიქნია თავი აღტაცე-
ბულმა, – ვერც კი წარმომედგინა, თუ რუდის ასეთი ნიჭი ექნებოდა.
სურათს ჩარჩოში ჩავსვამთ და შინ დავკიდებთ. ჩვენს დროში შიშვე-
ლი ქალების, აი, ასეთ სურათებში, დიდ ფულს იძლევიან.
მის ლენომ ტუჩები ისე მოიკვნიტა, რომ კრინტიც ვეღარ დასძრა,
მამის საქციელით გაოგნებული რუდოლფი კაცს თვალს არ აშორებ-
და. აბა, რა იფიქრებდა, თუ მამა ასეთ წარმოდგენას გამართავდა,
ასეთ გულუბრყვილო და თანაც ქვეშქვეშა ტეტიას გაითამაშებდა.
ბოლოს და ბოლოს მის ლენოს მოთმინების ფიალა აევსო;
‒ გაეთრიეთ აქედან, თქვე გაუზრდელო, ბინძურო უცხოელო და
თქვენი საძაგელი ვაჟიშვილიც თან გაიყოლეთ! ‒ წაისისინა მაგიდა-
ზე გადახრილმა ქალმა.

70
– თქვენს ადგილას მე ასე როდი ვილაპარაკებდი, მის, – მშვი-
დად შენიშნა ჯორდახმა. ‒ ეს სკოლა გადამხდელების ხარჯზე არსე-
ბობს, ესე იგი ჩემს ხარჯზედაც, ასე, რომ აქედან, როცა საჭიროდ
ჩავთვლი, მაშინ წავალ. თანაც სკოლაში ამ ვიწრო ქვედატანში გა-
მოკრული კურტუმოს ქნევით რომ არ დაიარებოდეთ და ძუძუები
იაფფასიანი მეძავივით გარეთ გადმოყრილი არ გქონდეთ, იქნებ
ბავშვებს ასე შიშველი არც კი დაეხატეთ.
მის ლენოს სახეზე სისხლი მოაწვა, პირი კი ზიზღისაგან მოებრი-
ცა.
‒ მე თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცი, ბინძურო გერმანელო.–
წამოიყვირა მან.
ჯორდახი მაგიდაზე გადაიხარა და ერთი ლაზათიანი სილაქი
უთავაზა. წუთით ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მის ლე-
ნო ადგილზევე გაქვავდა. შემდეგ სკამზე დაეცა, სახეზე ხელები აი-
ფარა და აქვითინდა.
– ამგვარ ლაპარაკს ნაჩვევი არ გახლავართ, გაიგე თუ არა, შე
ფრანგო მეძავო?! ევროპიდან აქ იმიტომ კი არ ჩამოვედი, რომ ასე-
თი რამეები მოვისმინო. ფრანგი რომ ვიყო, იმათსავით, ბინძური
გერმანელების პირველი გასროლისთანავე კურდღლებივით რომ
დაფრთხნენ, ჯერ დავფიქრდებოდი და სხვას შეურაცხყოფას მერე
მივაყენებდი. ცნობისათვის გეტყვი, – იქნებ ცოტა გულზე მოგეშვეს,
– თექვსმეტ წელში ერთ ფრანგს საკუთარი ხელით ვატაკე ზურგში
ხიშტი, როცა იგი თავის დედიკოსთან მიიპარებოდა.
ჯორდახი თანაბარი, მშვიდი ხმით ლაპარაკობდა, გეგონებო-
დათ ამინდზე ან კიდევ ფქვილის შეკვეთაზე საუბრობდა. რუდოლფი
კანკალმა აიტანა.
–თუ ჩემს შვილს სამაგიეროს გადახდას დაუპირებ,‒ შეუბრა-
ლებლად განაგრძობდა აქსელი, – კვლავ გირჩევ, კარგად დაფიქ-
რდე. აქვე ვცხოვრობ და თუ რამე მოხდა, შემიძლია, კიდევ ერთხელ
შემოვიარო. ჩემი შვილი ფრანგულში მუდამ მაღალ ნიშნებს იღებდა
და თუ წლის ბოლოს დაბალი ნიშანი ექნა, რამდენიმე შეკითხვის
მოსაცემად სკოლაში შემოვლას არ დაგზარდებით. წავიდეთ, რუდი

71
ისინი კლასიდან გამოვიდნენ, ატირებული მის ლენო მარტოდ-
მარტო დატოვეს.
უხმოდ მოაბიჯებდნენ. ქუჩის კუთხეში ურნას რომ გაუსწორდნენ,
ჯორდახი შეჩერდა, ნახატი თითქმის მექანიკურად ნაკუწებად აქცია
და გადაყარა. მერე რუდოლფს გადახედა.
– ქალებთან თუ ყოფილხარ?
‒ არა.
– დრო კია, – შენიშნა ჯორდახმა, – რას ელოდები?
‒ რა მეჩქარება? – სცადა თავის დაცვა რუდოლფმა, –წინათ არც
მამას და არც დედას მასთან სექსზე კრინტი არ დაუძრავთ, ახლა კი
მითუმეტეს, ამის დრო სულაც არ იყო. რუდოლფს მაგიდასთან მჯდა-
რი მის ლენოს აქვითინებული, გაცრეცილი, უშნო სახე ედგა თვალ-
წინ და სირცხვილით იწვოდა, რომ ეს სულელი, ჭყიპინა დედაკაცი
თავისი ვნების ღირსად მიიჩნია.
‒ როცა დაიწყებ, ‒ განაგრძობდა ჯორდახი, – ქალები ხშირად
გამოიცვალე. იცოდე, თავში არ ჩაიჭედო, თითქოსდა მარტო ერთი,
ერთადერთი უნდა გყავდეს, თორემ ცხოერებას დაიმახინჯებ.
– კეთილი, – უპასუხა რუდოლფმა, თუმცა მტკიცედ სწამდა, რომ
მამა მტყუანი იყო. სრულიად მტყუანი.
ერთხანს კვლავ უხმოდ მიდიოდნენ. კუთხეში რომ შეუხვიეს, აქ-
სელმა ჰკითხა:
‒ არ გესიამოვნა, ხომ, სილა რომ ვუთავაზე?
‒ არ მესიამოვნა.
‒ შენ მთელი სიცოცხლე ამ ქვეყანაში გაგიტარებია, – თქვა ჯორ-
დახმა, – და ამიტომ ვერც გაიგებ, რას ნიშნავს ნამდვილი ზიზღი
‒ მართლა გყავს მოკლული ხიშტით ფრანგი?‒ რუდოლფს უნ-
დოდა სიმართლე სცოდნოღა.
– დიახ, ერთ-ერთი მათგანი ათი მილიონიდან. ფრანგი ერთით
მეტი იქნება თუ ერთით ნაკლები, აბა რა განსხვავებაა?
ისინი სახლს მიუახლოვდნენ. რუდოლფი თავს დათრგუნვილად
და უბედურად გრძნობდა. მამისათვის მადლობა უნდა გადაეხადა,
ასე რომ გამოექომაგა – ყველა მასავით როდი მოიქცეოდა, მაგრამ

72
სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა,
– კიდევ ერთი კაცი მყავს მოკლული, – დასძინა ჯორდახმა, სა-
ფუნთუშეს რომ მიუახლოვდნენ, – ჰამბურგში, ოცდაერთ წელს, უკვე
ომის შემდეგ. დანით. მე მგონი, უკვე დროა, უფრო მეტი იცოდე მშო-
ბელ მამაზე. კარგი, კმარა, ვახშმად შევხვდებით ერთმანეთს. ნავი
ფარდულში უნდა შევიტანო. – კეპი ქეჩოზე მოიგდო და მდინარის-
კენ კოჭლობ-კოჭლობით გაეშურა.
როცა სასწავლო წლის ბოლოს ნიშნებიანი სიები გამოაკრეს რუ-
დოლფის გვარის გასწვრივ – სვეტში „ფრანგული ენა“ ‒ ხუთიანი
ეწერა.

73
თავი მეოთხე

დაწყებითი სკოლის სპორტული დარბაზი ჯორდახების სახლის


მახლობლად მდებარეობდა და შაბათ-კვირის გარდა, საღამოს ათ
საათამდე ღია იყო. ტომი აქ კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც მოდიოდა
კალათბურთის სათამაშოდ თუ ბიჭებთან სალაყბოდ, ან კიდევ,
მწვრთნელებს რომ არ დაენახათ, მამაკაცთა ტუალეტში კამათელს
აგორებდა.
თავის ტოლებს შორის ტომი ერთადერთი იყო, ვისაც უფროსი ბი-
ჭები თამაშის უფლებას აძლევდნენ. მან ეს უფლება მუშტი-კრივით
მოიპოვა. ერთხელ, ტუალეტში სწორედ გახურებული კამათელის
თამაშის დროს შევიდა, ორ მოთამაშეს შორის გაძვრა, ჩაიმუხლა და
ხურდების გროვაზე თავისი დოლარი დააგდო. შემდეგ მიუბრუნდა
მთელი ამ კომპანიის თავკაცს, ცხრამეტი წლის სანი ჯეკსონს, რომე-
ლიც ჯარში გაწვევამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს გართობაში
ატარებდა და უთხრა: „შენი დრო უკვე წავიდა, მეგობარო!“ ღონი-
ერი, ჯმუხი ჩხუბისთავი ძალზე წყენია გახლდათ, ტომმა იგი თავისი
დებიუტისათვის განგებ აირჩია. გაბრაზებულმა სანიმ ტომს გადახე-
და და დოლარი უკან გადაუგდო: „აქედან გაეთრიე, შე ლაწირაკო,
ვერ ხედავ, აქ მამაკაცები თამაშობენ“·
ტომი წუთითაც არ დაფიქრებულა, არც კი წამომდგარა, ისე გა-
არტყა გამეტებით. გაჩაღდა მუშტი-კრივი და ტომმა თავზეხელაღე-
ბული ჭაბუკის სახელი სწორედ მაშინ მოიპოვა.
მან სანის თვალი ჩაულილავა, ტუჩი გაუხეთქა, შემდეგ დამარ-
ცხებული შხაპში შეათრია, ონკანი მოუშვა და ხუთი წუთის განმავ-
ლობაში ცივი წყლის ქვეშ გაკავებული ეჭირა. მას შემდეგ სპორტულ
დარბაზში ფეხს შემოდგამდა თუ არა, მაშინვე სათამაშოდ ეპატიჟე-
ბოდნენ.
დღეს კამათელს არავინ აგორებდა. ჯერ კიდევ ომის დაწყების
წინ ჯარში მოხალისედ წასული ოცდახუთი წლის აყლაყუდა პაილი

74
ბიჭებს სამურაის ხმალს ათვალიერებინებდა, აქაოდა სოლომონის
კუნძულებზე პირადად ჩავიგდე ხელშიო. პაილს სამჯერ შეეყარა
თურმე ციება და კინაღამ მიიცვალა, რის შემდეგაც ჯარიდან უკანვე
გამოისტუმრეს. კანი დღემდე ბაიასავით გაყვითლებული ჰქონდა.
პაილი ბიჭებს უყვებოდა, როგორ შეაგდო ხელყუმბარა გამოქ-
ვაბულში – ისე, ყოველი შემთხეევისათვის – და იქიდან ყვირილი
შემოესმა. პისტოლეტმომარჯვებული გამოქვაბულს მიუახლოვდა
და იქ მკვდარი იაპონელი კაპიტანი დაინახა. გვერდით ხმალი ეგდო.
– ...ორი კვირის შემდეგ კი ერთ იაპონელს ამ ხმლით თავი წა-
ვაგდებინე, ‒ ზარ-ზეიმით დააგვირგვინა მან.
ტომი სკეპტიკურად უსმენდა, თუმცა ხმას არ იღებდა, დღეს მშვა-
დობიან გუნებაზე იყო, თანაც ასეთ ავადმყოფ და გაყვითლებულ ჭა-
ბუკს ტყუილის გულისათვის ხომ არ გატყიპავდა. ვიღაცამ ტომს
სახელო ჩამოქაჩა; კლოდი იყო. როგორც ყოველთვის მუქი
კოსტიუმი ეცვა, ჰალსტუხი ეკეთა და პირიდან დორბლები
‒ახალი ამბავი მინდა გითხრა —ჩაუჩურჩულა მან,– მოდი, წავი-
დეთ აქედან.
‒ მოიცა, – ხელი აუკრა ტომმა, – ბოლომდე მომასმენინე.
– კუნძული უკვე აღებული გექონდა, მაგრამ იქ მაინც ბევრი ია-
პონელი იმალებოდა, – განაგრძობდა პაილი, – ღამღამობით გამო-
დიოდნენ და გვესროდნენ. ჩვენს მეთაურს ამაზე ნერვები ეშლებო-
და და დღეში სამჯერ საბრძოლო მზვერავთა ჯგუფებს აგზავნიდა,
რათა იქაურობა ამ ქვემძრომებისაგან გაეწმინდათ.
‒ ერთხელ, როცა მეც დასაზვერად გამაგზავნეს, ერთი მსუბუქად
დაჭრილი იაპონელი შევნიშნეთ. მიწაზე იჯდა, ხელები თავზე შემო-
ეწყო და რაღაცას ბუტბუტებდა. ოფიცერი არ გვახლდა, მარტო კაპ-
რალი მოგვყვებოდა. „მომისმინეთ, ბიჭებო, – ვთქვი მე. – თქვენ ეს
დამიჭირეთ, მე კი ხმლის მოსატანად გავვარდები და ისე დავსაჯოთ,
როგორც წესია. კაპრალმა, ცოტა არ იყოს, იმხდალა: ტყვედ უნდა
წაგვეყვანა, ასეთი იყო ბრძანება. მაგრამ ოფიცერი არ გვახლდა, ეს
ქვეწარმავლები კი, სხვათა შორის, ჩვენს ჭაბუკებს სწორედ თავებს

75
აყრევინებენ და ისე ასალმებენ სიცოცხლეს. მოკლედ, კენჭი ვყა-
რეთ, მერე ბიჭებმა იაპონელი გაკოჭეს, მე მოვარბენინე ჩემი სამუ-
რაის ხმალი. როგორც მიღებულია, იაპონელი ვაიძულეთ ჩაემუხლა
და თავი დაეხარა. რაკიღა ხმალი ჩემი იყო, მევე უნდა მომეყვანა გა-
ნაჩენი სისრულეში. მოვიქნიე და... ბაც! თავი სწორედ რომ ქოქოსის
კაკალივით გაგორდა მიწაზე, თვალები გადმოკარკლული ჰქონდა.
ალბათ ათ ფუტამდე მაინც გაასხა სისხლმა.
– ახეთქებს, – ხმამაღლა თქვა კლოდმა.
‒ რაო, – თვალები აახამხამა პაილმა. – რა ბრძანე?
– მე ვთქვი, ახეთქებს-მეთქი, –– გაიმეორა კლოდმა. გინდა და-
გენიძლავო, ეს ხმალი ალბათ ჰონოლულუში სუვენირების რომე-
ლიმე ფარდულში გაქვს ნაყიდი. ჩემი ძმა, ელი, გიცნობს, იგი ამ-
ბობს, ისეთი მშიშარაა, კურდღელსაც კი ვერ მოკლავსო.
– მომისმინე, გეთაყვა, – გაბრაზდა პაილი, – ავადმყოფი კი ვარ,
მაგრამ თუ ენას არ ჩაიგდებ და აქედან არ გაეთრევი, ისეთ დღეს და-
გაყრი, მშობელი დედაც ვეღარ გიცნობს.
– აბა სცადე, მიდი ერთი, – უპასუხა კლოდმა, სათვალე მოიხსნა
და პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო. უსათვალოდ საოცრად საცოდავი შე-
სახედავი გახლდათ.
ტომმა ამოიოხრა, წამოდგა და კლოდს ზურგით აეფარა.
‒ ვინც ჩემს მეგობარს თითს დააკარებს, ჩემთან ექნება საქმე, ‒
უხალისოდ თქვა მან.
– კეთილი, მე წინააღმდეგი არა ვარ, ‒უპასუხა პაილმა და ხმალი
მეზობელს გადასცა,
– თავი დაანებე, პაილ, მოგკლავს,–გააფრთხილა ჭაბუკმა. და
ხმალი ჩამოართვა.
პაილმა ურწმუნოდ გადახედა გარშემორტყმულ ბიჭებს, მათ სა-
ხეზე აშკარა გაფრთხილება ამოიკითხა.
– მოკლედ, წყნარი ოკეანიდან შინ იმიტომ კი არ დავბრუნებულ-
ვარ, რომ აქ ვიღაც ლაწირაკს ვეჩხუბო, – ხმამაღლა განაცხადა მან.
– მომეცი ხმალი, უნდა წავიდე.

76
ბიჭი წავიდა. დანარჩენებიც უხმოდ დაიშალნენ, ტუალეტში ბურ-
თი და მოედანი ტომსა და კლოდს დაუტოვეს.
‒ მაინც რა გინდოდა ამით გაგეკეთებინა? ‒უთხრა გაღიზიანე-
ბულმა ტომმა, – მას ხომ ცუდი არაფერი ჩაუდენია. თანაც იცოდი,
ბიჭები მისი გალახვის უფლებას არ მომცემდნენ.
‒ უბრალოდ მინდოდა მენახა, რა სიფათები ექნებოდათ, ეს იყო
და ეს. – გაოფლიანებული კლოდი იდგა და იღიმებოდა. – ყველა-
ფერს ძალა წყვეტს! უხეში ძალა.
– ისე იზამ, ერთხელაც ამ შენი უხეში ძალის გამო. სიცოცხლეს
გამომასალმებენ, – ჩაიბურტყუნა ტომმა. – კმარა, აბა ერთი ამო-
შაქრე, რა უნდა გეთქვა?
– შენი და ვნახე, – აცნობა კლოდმა.
‒პირდაპირ ამაღელვებელი ამბავია! ჩემი და უნახავს! მე მას ყო-
ველდღე ვხედავ, ზოგჯერ კი დღეში ორჯერაც.
‒ იგი თავღია „ბიუიკში“ ჯდებოდა, – დასძინა კლოდმა, – როგორ
გგონია, ვინ იქნებოდა საჭესთან? რომ გაიგებ, მოკვდები!
– ნუ ღელავ, არ მოვკვდები, თქვი.
‒ მისტერ თეოდორ ბოილანი, საკუთარი პერსონით! მოტოციკ-
ლით მივდევდი, სანამ იმის მამულისკენ არ შეუხვიეს,ჰოდა, ჩემი და
რომ იყოს, უთუოდ გავარკვევდი, რაშია საქმე.ამ ბოილანს ცუდი სა-
ხელი აქვს. ნეტავი გაგაგონა, რას ლაპარაკობენ ბოილანზე მამაჩე-
მი და ბიძაჩემი, როცა არ იციან, რომ მიყურადებული ვარ. მე მგო-
ნი, შენს დას შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს...
– მოტოციკლი აქა გაქვს? – სიტყვა შეაწყვეტინა ტომმა.
– აქა მაქვს.
მოტოციკლი ელის, კლოდის უფროს ძმას ეკუთვნოდა, რომელიც
ორი კვირის წინ ჯარში გაიწვიეს. გამგზავრებისას იგი კლოდს დაჰ-
პირებია, ძვლებს გადაგიმტვრევ, ჩემს აქ არყოფნაში მოტოციკლით
რომ ისარგებლოო, მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად, კლოდი
მშობლებს სადმე გაიგულებდა თუ არა, მათი მეორე მანქანიდან ბენ-

77
ზინს მოტოციკლში ასხამდა და მოგეცეთ ლხენა, ქალაქში დათარე-
შობდა, ოღონდ, ცდილობდა პოლიციელებს თვალში არ მოხვედ-
როდა ‒ მართვის უფლება ჯერ არ ჰქონდა.
– მაშ ასე, ვნახოთ რა ხდება იქ, – თქვა ტომმა.
ბოილანის მამულის ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭებმა მო-
ტოციკლი ბუჩქებს მოაფარეს და წინ ფეხით გაეშურნენ, რათა ხმა-
ური არავის გაეგონა. აქაურობას ჩინებულად იცნობდნენ: ყოველ
წელიწადს ვინ იცის რამდენჯერ გადმოპარულან ღობეზე და ჩიტებსა
და კურდღლებზე უნადირიათ.
უზარმაზარ, თითქმის მიწამდე დასულ ორსაგდულიან ფანჯარაზე
ფარდები დაუდევრად ჩამოეშვათ, მათ შორის დარჩენილ ღრიჭოში
შუქი გამოკრთოდა. კლოდი მუხლებზე დაეშვა, ტომმა კი ზედ გადაა-
ლაჯა ასე ორივენი ფარდებს შორის დარჩენილ ვიწრო ღრიჭოდან
ყველაფერს ხედავდნენ, რაც სარკმლის მიღმა ხდებოდა.
ვეება ოთახში არავინ იყო. თვალი ჰკიდეს როიალს, გრძელ დი-
ვანს, უზარმაზარ, რბილ სავარძლებს, ჟურნალებით ავსებულ მაგი-
დებს. ოთახში ბუხარი გუზგუზებდა. კედლების გასწვრივ წიგნებით
გატენილი კარადები იდგა. ოთახს რამდენიმე ლამპა ანათებდა.
ფანჯრის მოპირდაპირე გამოღებულ კარში დერეფანი და მეორე
სართულზე ამავალი კიბის ქვედა საფეხურები მოჩანდა.
– ცხოვრებაც ამას ჰქვია, ‒ წაიჩურჩულა კლოდმა. ‒ ასეთი სახ-
ლი რომ მქონდეს, ქალაქში ერთ გოგოს არ გავუშვებდი,
‒ ენა ჩაიგდე,– უთხრა ტომმა, ‒ წავიდეთ, როგორც ვხედავ, აქ
ჩვენ არა გვესაქმება რა.
‒ მოიცა, ნუ ჩქარობ, ‒პროტესტი განაცხადა კლოდმა.– ეს ეს
არის მოვედით, ისინი ზევით იქნებიან· მთელი ღამე იქ ხომ არ იყურ-
ყუტებენ.
ტომს არ სურდა, ამ ოთახში ვინმე შემოსულიყო, სულ ერთია,
ვინც არ უნდა ყოფილიყო. ერთი სული ჰქონდა, სასწრაფოდ გას-
ცლოდა აქაურობას და, რაც შეიძლება, შორს წასულიყო, მაგრამ
ეშინოდა კლოდს მხდალი არ ჰგონებოდა.

78
‒ რამე საინტერესოს თუ დაინახავ, დამიძახე, – უთხრა მან ამხა-
ნაგს და ფანჯარას გაეცალა.
ბოილანის მამული ვრცლად იყო გადაშლილი ბორცვზე მდგარი
სახლის ირგვლივ. სახლის გარშემო უზარმაზარი ხეები აღმართუ-
ლიყვნენ. შორიახლო ტენისის კორტი მოჩანდა. ორმოცდაათი იარ-
დის იქით ‒ ყოფილი საჯინიბოს დაბალი შენობა. და ეს ყველაფერი
მხოლოდ და მხოლოდ ბოილანს ეკუთვნოდა. ტომს ზიზღით გაახ-
სენდა საწოლი, სადაც ძმასთან ერთად ეძინა. თუმცა, დღეს არც ბო-
ილანი იწვა მარტო თავის საწოლში. ტომასმა გადააფურთხა.
– ეი,– გამომწვევად დაუძახა კლოდმა. – მოდი ჩქარა.
ტომი ფანჯარას მშვიდად მიუახლოვდა.
– აი, ეს წუთია ქვევით ჩამოვიდა. ნახე ერთი, არა, ერთი ამას და-
მიხედე! – დორბლებს ყრიდა კლოდი.
ტომმა ფარდებს შორის ღრიჭოში შეიხედა. ბოილანი ფანჯრისა-
კენ ზურგით იდგა ბოთლებით, ჭიქებით და ყინულისათვის განკუთ-
ვნილი პატარა ვერცხლის ვედროთი სავსე მაგიდასთან.
დედიშობილა გახლდათ. ორ ჭიქაში დაუდევრად ჩაყარა ყინუ-
ლის ნატეხები და ზედ ვისკი დაასხა. მერე სიფონიდან სოდიანი წყა-
ლი დაუმატა. შემდეგ ბუხართან მივიდა, შიგ შეშის ნაპობი შეაგდო,
ფანჯარასთან მდგარი მაგიდისაკენ გაეშურა, პრიალა უჯრა გამო-
აღო, სიგარეტი ამოიღო და, სულ ცოტა, ერთი ფუტის სიგრძის ვერ-
ცხლის სანთებელას მოუკიდა. ბაგეზე ოდნავ ღიმილი დასთამაშებ-
და. ლამპის შუქზე ბიჭები კარგად ხედავდნენ მის აბურდულ, ღია ფე-
რის თმას, სქელ კისერს, ამობურცულ, წიწილივით მკერდს, მომჩვ-
არულ ხელებსა და ოდნავ მოღუნულ, მუხლებგამოვარდნილ ფე-
ხებს... ტომი გაშმაგდა, თითქოსდა შეურაცხყოფა მიაყენეს, აიძუ-
ლეს გაუგონარი გარყვნილების თანამონაწილე გამხდარიყო. თო-
ფი რომ ჰქონოდა, არც კი დაფიქრდებოდა, ამ კაცს ისე გამოასალ-
მებდა სიცოცხლეს.
– გრეთჰენ, ჩამოხვალ თუ ვისკი მანდ ამოგიტანო? ‒ გასძახა ბო-
ილანმა ქალს. ბიჭებს პასუხი არ გაუგონიათ, მაგრამ ბოილანმა თა-
ვი დაიქნია, ჭიქები აიღო, ოთახიდან გავიდა და კიბეს აუყვა.

79
– სანახაობაც ამას ჰქვია,—წაიჩურჩულა კლოდმა. – მინგრე-
ულ–მონგრეული ტანი არა აქვს! როგორც ჩანს, თუ მდიდარი ხარ,
კვაზიმოდოსავით კუზიანი საფრთხობელაც რომ ბრძანდებოდე, გო-
გოები მაინც კისერზე ჩამოგეკიდებიან.
‒ წავიდეთ აქედან, – ყრუდ წარმოთქვა ტომმა.
– რატომ უნდა წავიდეთ? – შეხედა გაოცებულმა კლოდმა, – წარ-
მოდგენა სწორედ ახლა იწყება.
ტომი დაიხარა, კლოდს თმაში ხელი სტაცა და უხეშად წამოაყენა:
– მე გეუბნები, წავიდეთ აქედან, – ამოიხრიალა მან. – იცოდე,
კაციშვილთან სიტყვა არ დაგცდეს, რაც აქ ნახე.– მან კლოდთან
სულ ახლო მიიწია, თვალებში ჩააცქერდა და გააფრთებით დასძინა:
‒ დაიწყებ ყბედობას, ისე გაგბერტყავ ‒ მთელი ცხოვრება გემახ-
სოვრება. გაიგე?
– რასაკვირველია, რასაკვირველია,–მაშინვე ფარ-ხმალი დაყა-
რა კლოდმა ‒ შენი ნებაა. ოღონდ არ მესმის, ასე რამ გაგაცხარა.

II

გრეთჰენს ხელები თავქვეშ ამოედო და ჭერს მიშტერებული ფარ-


თო, რბილ საწოლზე იწვა. ქვევით საათმა ათი დაჰკრა. ათი. ახლა
ჰოსპიტალში დაჭრილები ალბათ თავიანთი პალატებისაკენ მიფ-
ლატუნებენ. უკანასკნელ ხანებში იგი ჰოსპიტალში კვირაში სულ
ორჯერ-სამჯერ თუ შეივლიდა.
მაშინაც კი, როცა კონვერტი გახსნა და შიგ რვაასი დოლარი და-
ინახა, გრეთჰენმა იცოდა, რომ ამ დიდებულ საწოლს მაინც დაუბ-
რუნდებოდა· თუ ბოილანს მისი დამცირება სიამოვნებას ანიჭებს, –
დაე დაამციროს, მოვა დრო და სამაგიეროს უთუოდ მიუზღავს.

80
სამშაბათს, სამუშაოს შემდეგ ბოილანი „ბიუიკში“ ელოდებოდა.
კრინტი არ დაუძრავს, კარი ისე გაუღო და თავისთან წაიყვანა. შუ-
აღამისას უკანვე დააბრუნა ქალაქში, სახლიდან ორი კვარტლის მო-
შორებით ჩამოსვა.
ტედი ყველაფერს დიდებულად აკეთებდა; წინდახედული გახ-
ლდათ – კონსპირაცია მოსწონდა კიდეც. ქალისათვის ეს აუცილე-
ბელიც იყო. კეთილგონივრულად ჩაიყვანა იგი ნიუ-იორკში გინეკო-
ლოგთან სპირალის შესაძენად, რათა ქალს ამაზე აღარ ეფიქრა და
ნიუ-იორკშივე უყიდა დაპირებული კაბა, წითელი კაბა მის კარადაში
ეკიდა. მოვა დრო და გრეთჰენი შეძლებს მის ჩაცმას.
ტედი ყველაფერს დიდებულად აკეთებდა, მაგრამ ქალს მისდამი
არავითარი გრძნობა არ გააჩნდა, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც
ზედმეტია. ტანად გამხდარი იყო, უშნო, მხოლოდ თავის ელეგანტურ
კოსტუმებში გამოიყურებოდა ასე თუ ისე მომხიბვლელად. ტედი ბო-
ილანი არ იყო გატაცებების კაცი, ცინიკოსი გახლდათ, თავისი სურ-
ვილების მონა, უიღბლო, უსუსური, უმეგობრო, ძლევამოსილი ოჯა-
ხის მიერ ერთ ძველ, ვიქტორიანულ ციხე-დარბაზში გადმოხიზნუ-
ლი, სადაც ოთახების უმრავლესობა დღენიადაგ გამოკეტილი იყო.
გამოცარიელებული კაცი ცარიელ სახლში. და აბა, რა გასაკვირია,
თუ ქალმა, რომლის პორტრეტი დღესაც როიალზე იდგა, მიატოვა
და სხვას გაჰყვა.
თავის გამოჩენა მხოლოდ ლოგინში იცოდა. სწორედ აქ იგებდა
ბრძოლებს და იპყრობდა მწვერვალებს. საკუთარი ოხვრა და კვნესა
უწევდა გამარჯვების დაფდაფების მაგივრობას. გრეთჰენს კი არც
მისი ტრიუმფი აღელვებდა და არც მისი დამარცხებები· ნებდებოდა,
მაგრამ სუფთა ფიზიკური სიამოვნების გარდა, არავითარ გრძნობას
არ განიცდიდა. მისთვის ბოილანი იყო მხოლოდ და მხოლოდ კაცი,
უბრალოდ მამაკაცი, მამრი, აქნობამდე განუცდელი რომ განაცდე-
ვინა. ქალი მადლობელიც კი არ გახლდათ მისი.
რვაასი დოლარი შექსპირის ტომში ინახებოდა, „როგორ მოგე-
წონებათ“-ის მეორე და მესამე აქტს შორის ჩადებული.
ქვევიდან მისი ხმა შემთესმა:

81
– გრეთჰენ, ჩამოხვალ თუ ვისკი ზევით ამოგიტანო?
‒ აქ მომიტანე, – გასძახა მან.
ბოილანი ოთახში შევიდა, ხელში ორი ჭიქა ეჭირა. გრეთჰენმა
ბალიშზე წამოიწია, ის კი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
‒ რაზე ფიქრობდი, სანამ მე ზევით ამოვიდოდი? – შეეკითხა იგი.
– მრუშობაზე.
– განა სხვაგვარად არ შეგეძლო გეთქვა?
– შენთან შეხვედრამდე ასე როდი ვლაბარაკობდი, – გრეთჰენ-
მა ვისკი ნება-ნება და სიამოვნებით მოსვა.
– კი მაგრამ, მე ხომ ასე არ ვლაპარაკობ, – შეეპასუხა ბოილანი.
– უბრალოდ, შენ მლიქვნელი ბრძანდები. თუ რამეს ვაკეთებ, იმ-
დენი გამბედაობაც უნდა მქონდეს, რომ ყველაფერს თავისი სახელი
ვუწოდო.
– ისეთს არაფერს არ აკეთებ.– კაცი აშკარად დაგესლილი ჩან-
და.
– მე ერთი საწყალი, გამოუცდელი, პროვინციელი გოგონა ვარ,
– თქვა გრეთჰენმა, – და იმ დღეს გზაზე „ბიუიკში“ გამოჭიმული ერ-
თი კეთილი კაცი რომ არ შემხვედროდა და უგონოდ არ დავეთვრე,
შესაძლოა სიკვდილამდე ისეთივე გაქუცულ და ჩამომხმარ შინაბე-
რად დავრჩენილიყავი.
–არა მგონია! ‒ გესლიანად უთხრა კაცმა. – მე რომ არა ვყოფი-
ლიყავი, დროს იმ ორ ზანგთან გაატარებდი.
ქალმა ორჭოფულად გაიღიმა;
– მაგრამ ახლა ამას უკვე ვეღარავინ გაიგებს.
დაფიქრებული ბოილანი ქალს თვალს არ აშორებდა, შემდეგ
უთხრა:
– მე მგონი, უკვე დროა, რაღაც ისწავლო. მაპატიე, უნდა დავრე-
კო. – იგი წამოდგა, ხალათი მოისხა და ქვევით ჩავიდა.
ბალიშებზე დაყრდნობილი გრეთჰენი ვისკის ნელ-ნელა წრუ-
პავდა. ხომ გადაუხადა სამაგიერო. მუდამ ასე იქნება.
კაცი მალევე დაბრუნდა.
– ჩაიცვი.

82
გრეთჰენი გაოცდა, ჩვეულებრივ, ისინი საძინებელში შუაღამემ-
დე რჩებოდნენ, მიუხედავად ამისა სიტყვა არ დასცდენია. უხმოდ წა-
მოდგა საწოლიდან და ტანთ ჩაიცვა:
– სადმე მივდივართ? – როგორც იქნა შეეკითხა,–როგორ უნდა
გამოვიყურებოდე?
–ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, – სიტყვა დაუდევრად
მიუგდო მან. კოსტიუმში იგი კვლავ მაღალი წრის რესპექტაბელური
მამაკაცი იყო.
ქუჩაში გამოვიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ნიუ-იორკში გა-
ემგზავრნენ· გრეთჰენს აღარ·აფერი უკითხავს: ბოილანმა მანქანა
ჩაბნელებული ოთხსართულიანი შენობის წინ დაამუხრუჭა. რო-
გორც ყოველთვის, მანქანიდან გადმოვიდა და ქალს კარი გაუღო.
კიბეებით რკინის გალავნიან მოცემენტებულ პატარა ეზოში ჩავიდ-
ნენ და ტედიმ კარზე დარეკა. დიდხანს მოუხდათ ლოდინი. გრეთ-
ჰენს მოეჩვენა, რომ ვიღაც თვალს ადევნებდათ. როგორც იქნა, კა-
რი გაიღო. ზღურბლთან თეთრ საზეიმო კაბაში გამოწყობილი მოსუ-
ლი ქალი იდგა, შეღებილი თმა მაღლა აევარცხნა.
‒ საღამო მშვიდობისა, ძვირფასო, – ნამძინარევი ხმით მიესალ-
მა იგი ბოილანს.
წინა ოთახში ნახევრად ბნელოდა, მთელ სახლში კი ისეთი სიჩუ-
მე იდგა, თითქოს იატაკები მძიმე ნოხებით იყო მოფენილი, კედლე-
ბი კი ხმის ჩამხშობი ქსოვილებით დაფარული. გეგონებოდათ, ადა-
მიანები სადღაც, სულ ახლოს ფეხაკრეფით და ფრთხილად მიდი-
მოდიოდნენ.
‒ საღამო მშვიდობისა, ნელი, – უპასუხა ბოილანმა.
– საუკუნეა აღარ მინახავხარ,–– შენიშნა ქალმა და პატარა, ვარ-
დისფერი შუქით განათებულ სასტუმროში შეუძღვა.
–არ მეცალა.
‒ გასაგებია, – დასტურის ნიშნად თავი დაუქნია ნელიმ. გრეთჰე-
ნი თვალით აწონ-დაწონა, მის გამოხედვაში აღტაცება გამოკრთო-
და. – რამდენი წლისა ხარ, ლამაზო?

83
– ას რვა წლისა, – უპასუხა მის მაგივრად ბოილანმა და ორივეს
გაეცინა.
გრეთჰენი ჩუმად, სერიოზული სახით ათვალიერებდა მოფარდა-
გებულ ოთახს. კედლებზე ზეთის საღებავებით შესრულებული შიშ-
ველი ქალების სურათები ეკიდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა ისეთი სა-
ხე მიეღო, თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთი იყო. ძალიან
ეშინოდა, მაგრამ ცდილობდა გულში ჩაეხშო ეს შიში და არ გამოემ-
ჟღავნებინა. ვერც კი წარმოედგინა, რა ელოდა და რას უპირებდნენ.
ბოილანი მხიარული ჩანდა, სათნო, ისე გრძნობდა თავს, როგორც
საკუთარ სახლში,
‒ თითქმის ყველაფერი მზად არის, ძვირფასო, ‒ უთხრა ქალმა.
– სულ რამდენიმე წუთი მოითმინეთ, ამასობაში რამეს ხომ არ და-
ლევთ?
– მე მგონი, ერთი ჭიქა შამპანური არ გვაწყენდა, – დაეთანხმა
ტედი.
ისინი ხალიჩით მოფენილ კიბეს აუყვნენ, მეორე სართულზე
ავიდნენ და შევიდნენ ოთახში, სადაც აბრეშუმის ბალდახინიანი, გა-
ნიერი საწოლი იდგა, უზარმაზარი, მუქ შინდისფერ ხავერდგადაკ-
რული რბილი სავარძლები და სამი პატარა მოოქროვილი სკამი. მა-
გიდაზე ტიტების დიდი თაიგული პრიალა, ყვითელ ლაქად მოჩანდა.
ფანჯრებზე ფარდები ყრუდ ჩამოეშვათ. უზარმაზარი სარკე მთელ კე-
დელს ფარავდა. ოთახი ოდნავ ძველმოდურ, ოდესღაც დიდებულ,
ამჟამად კი ცოტა დრომოჭმულ სასტუმროს ნომერსა ჰგავდა.
– მოახლე ახლავე შამპანურს მოგართმევთ, – ქალი ჩუმად გავი-
და, კარი უხმაუროდ, მაგრამ ყრუდ მიიხურა.
გრეთჰენს პალტო არ გაუხდია, თუმცა ოთახში თბილოდა. შემ-
დეგ საწოლთან მივიდა და კიდეზე ჩამოჯდა. ბოილანმა სავარძელში
მოიკალათა, ფეხი ფეხზე შემოიდო და გააბოლა,
კმაყოფილი სახე ჰქონდა, ქალს შეჰყურებდა და ოდნავ იღიმე–
ბოდა.
– ეს საროსკიპოა, თუ ჯერ ვერ მიმხვდარხარ, – აცნობა აუღელ-
ვებლად. – ყოფილხარ ოდესმე საროსკიპოში?

84
ქალი მიხვდა, რომ აღიზიანებდა და პასუხი არ გაუცია. შეეშინ-
და, რამე მკვახე არ მივახალოო.
– ალბათ არ ყოფილხარ,–განაგრძობდა ბოილანი, – ყოველი
მანდილოსანი აქ ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი, რათა იცო-
დეს, რა შედეგი მოაქვს კონკურენციას.
კარზე ფრთხილად დააკაკუნეს. ოთახში შუა ხნის დალეული,
მოკლე ყავისფერკაბიანი და თეთრწინსაფრიანი ქალი შემოვიდა,
ხელში ვერცხლის ლანგარი ეჭირა, ლანგარზე ორი ჭიქა და პატარა
ვედრო იდგა, საიდანაც შამპანიურის ბოთლის თავი მოჩანდა. ლან-
გარი მაგიდაზე ტიტების გვერდით უხმოდ დადგა. სახეზე არაფერი
ეწერა. შემოსვლა მის მოვალეობას შეადგენდა, ოღონდ დამსწრე არ
უნდა ყოფილიყო.
გრეთჰენმა შენიშნა, რომ ფეხებზე ქეჩის ფლოსტები ეცვა. მოახ-
ლე ოთახიდან უჩუმრად გაიპარა.
ბოილანმა გრეთჰენს შამპანურით სავსე ჭიქა გადასცა და უთხრა:
– ყველა საროსკიპო ასეთი არ გეგონოს,შვილო, თორემ იმედი
გაგიცრუვდება. ჰო, მართლა, თუ საროსკიპო სახლებით დაინტე-
რესდები, რჩევა მე მკითხე: საჭირო მისამართებს მოგცემ. წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, შეიძლება საშინელ ადგილას მოხვდე, ჩვენ კი ეს
სულაც არ გვინდა, ხომ ასეა? მოგწონს შამპანიური?
‒ არა უჭირს, ‒ უპასუხა გრეთჰენმა, შეეცადა თავი მშვიდად და-
ეჭირა. ანაზდად, სრულიად მოულოდნელად სარკიანი კედელი გან-
ათდა ‒ მეზობელ ოთახში ჭაღი აანთეს. სარკე გამჭვირვალე გახდა
და ბოილანმა და გრეთჰენმა დაინახეს, მის მეორე მხარეს ქერა თმი-
ანმა, მაღალმა, ლამაზმა ქალმა, ვარდისფერი პენუარი როგორ გა-
დაიძრო და საოცრად ლამაზი ტანი გაიშიშვლა. მათკენ ერთხელაც
არ გამოუხედავს, მაგრამ ეშმაკური სარკის არსებობის ამბავი უეჭ-
ველია იცოდა, თვალყურს რომ ადევნებდნენ, ისიც იცოდა. ფართო
საწოლზე გადასაფარებელი გადასწია და ზედ მოხდენილად წამოწ-
ვა, შემდეგ კარი გაიღო და ოთახში, მინის მიღმა ახალგაზრდა ზანგი
შემოვიდა.

85
„ო, ეს არამზადა, გარყვნილი, შურისმაძიებელი არამზადა“, – გა-
იფიქრა გრეთჰენმა ბოილანზე, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუც-
ვლია.
‒ ნელის დიდი ურთიერთობა აქვს ჰარლემის ღამის კლუბებთან, –
აუხსნა ტედიმ.–ეს ფერადკანიანი, ალბათ, რომელიმე ორკესტრში
უკრავს, თანაც არც თეთრების გართობაზე და ზედმეტი დოლარების
შოვნაზე ამბობს ოარს.
ზანგმა გახდა დაიწყო, გრეთჰენმა თვალები დახუჭა· თვალი რომ
გაახილა, იგი უკვე დედიშობილა იყო, შესანიშნავი აღნაგობის ბრინ-
ჯაოსფერი ტანი, კუნთებიანი, ოდნავ დახრილი ბეჭებითა და წვრილი
წელით ელექტროლამპების შუქზე საოცრად პრიალებდა. გრეთჰენ-
მა გულში იგი გვერდით მჯდომ კაცს შეადარა და იგრძნო სიბრაზი-
საგან ცეცხლი როგორ მოეკიდა. ზანგმა ოთახი გადაჭრა და საწოლ-
ზე გართხმულ ქალს მიუახლოვდა.
გრეთჰენი მათ მოჯადოებული შესცქეროდა, ორივე საოცრად
ლამაზები იყვნენ, მაგრამ განა უსამართლობა არ არის, რომ ვიღაც
ბოილანის მსგავს ადამიანს შეუძლია ერთი საათით იყიდოს ეს ორი
უბრწყინვალესი სხეული, იქირავოს როგორც ცხენი საჯინიბოდან,
თავისი სიამოვნების, ახირებისა ან შურისძიების გულისათვის.
იგი წამოდგა და სარკეს ზურგი შეაქცია.
– მანქანაში დაგელოდები.
– ეს მხოლოდ დასაწყისია, შვილო, – შეედავა ბოილანი, – ნახე
ახლა რას აკეთებს. მე ხომ ამას იმიტომ გიჩვენებ, რომ გამოცდილე-
ბა შეიძინო. დიდ წარმატებებს მიაღწევ, თუ...
– მანქანაში დაგელოდები, – გაიმეორა გრეთჰენმა და ოთახი-
დან გავარდა.
ბოილანი თხუთმეტი წუთის შემდეგ გამოვიდა, მანქანაში აუჩქა-
რებლად ჩაჯდა და ძრავა ჩართო.
‒ ტყუილად წახვედი. მათ პატიოსნად დაიმსახურეს თავიანთი
ასი დოლარი.
მთელი გზა ქალის სახლამდე ხმა არ ამოუღიათ და როგორც კი
საფუნთუშის წინ მანქანა გააჩერა, ბოილანმა სიჩუმე დაარღვია:

86
– როგორ მოგეწონა? იმედი მაქვს დღევანდელმა საღამომ რა-
ღაც შეგძინა, არა?
‒ დიახ, – უპასუხა გრეთჰენმა. ‒ უფრო ახალგაზრდა საყვარელი
უნდა გავიჩინო. მშვიდობით.
მშობლების საძინებელი ოთახის კარი ღია იყო და შიგ შუქი ენ-
თო. დედა შუა ოთახში ხის სკამხე გაუნძრევლად იჯდა და დერეფანს
მიშტერებოდა, გრეთჰენი შეჩერდა და დედას შეხედა. უგონო, უაზ-
რო თვალები, მაგრამ, აბა, რას იზამ. დედა-შვილი ჯიქურ შეჰყურებ-
დნენ ერთმანეთს.
‒ წადი, დაწექი, ‒ უთხრა დედამ. ‒ ცხრაზე სამსახურში დავრე-
კავ და ვეტყვი, რომ ავად გახდი.
თავის ოთახში რომ შევიდა, გრეთჰენმა კარი მიიხურა და შექსპი-
რის ტომი აიღო. კონვერტში ჩადებული ფული რატომღაც „მაკბე-
ტის“ მეხუთე აქტის გვერდებს შუა იდო.

87
თავი მეხუთე

ბოილანის სახლი შავი გოლიათივით აზიდულიყო ცაში. სამაგიე-


როდ ქვევით, გორაკის ძირას პორტ-ფილიპი იყო გაჩირაღდნებუ-
ლი. ცის ტატნობი ფეიერვერკის შუშხუნებს დაესერათ ‒ დილით
გერმანელებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს.
ტომსა და კლოდს უკვე მოესწროთ მოზეიმე ხალხით გაჭედილი
ქალაქის შემოვლა. ხედავდნენ როგორ კოცნიდნენ ქუჩაში ქალიშ-
ვილები ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს. სახლებიდან ვისკის ბოთ-
ლები გამოჰქონდათ და იქვე ქვაფენილზე წრუპავდნენ. ტომს ზიზ-
ღის გრძნობა ეძალებოდა: – მამაკაცები, მთელი ოთხი წლის გან-
მავლობაში ყოველნაირად რომ ცდილობდნენ თავი დაეძვრინათ
ჯარში გაწვევისაგან; კლერკები, რომლებიც სამხედრო ფორმით და-
სეირნობდნენ, მაგრამ ას მილს იქით არ გასცილებოდნენ თავიანთ
სახლს, ვაჭრები, ომის დროს ქონება რომ დააგროვეს – იდგნენ ახ-
ლა და ერთმანეთს ლოშნიდნენ ღრიალებდნენ, გახარებულები ვის-
კის მიირთმევდნენ, გეგონებოდათ საკუთარი ხელით ჰყავდათ ჰიტ-
ლერი მოკლული.
– პირუტყვები, – უთხრა მან კლოდს და ხალხს გადახედა. – ო,
მაგათ კი ვაჩვენებდი სეირს!...
‒ მართალს ბრძანებ, – კვერი დაუკრა კლოდმა. – ჩვენ ჩვენებუ-
რად უნდა ავღნიშნოთ ეს დღესასწაული, მოდი, პატარა ფეიერვერკი
გავმართოთ. – მან სათვალე მოიხსნა და დაფიქრებულმა ტუჩი მო-
იკვნიტა–ნიშნად იმისა, რომ რაღაც ახალი ფანდის გამოგდებას აპი-
რებდა. ტომასი მეგობარს კარგად იცნობდა, მაგრამ დღეს რისკის
გაწევას სულაც არ აპირებდა. სისულელე იყო ასეთ დროს. ჯარისკა-
ცებთან ჩხუბის ატეხვა, ის კი არადა, სამოქალაქო პირებთან შეხლა-
შემოხლაც არ ღირდა.
ბოლოს კლოდმა თავისი გეგმა გაანდო და ტომასმაც მოუწონა
ჩანაფიქრი.

88
ახლა ისინი ბოილანის მამულში მიაბიჯებდნენ ტომასს ბენზინით
სავსე თუნუქის ქილა ეჭირა, კლოდს კი – ლურსმნებიანი პარკი, ჩა-
ქუჩი და ჩვრებით გატენილი ფუთა. ისინი ზედ ბექობის თავზე წამო-
კორტოხებულ, ნახევრადდანგრეულ სათბურს მიადგნენ. მტვრიანი,
დამტვრეული მინის კედლებიდან შმორის სუნი გამოდიოდა. გვერ-
დით გრძელი, გამომშრალი ფიცრები ეყარა, იქვე ჟანგმოკიდებული
ბარი ეგდო, რომელსაც ბიჭებმა აქ ხეტიალის დროს ადრევე დაად-
გეს თვალი.
ტომასმა ბარი აიღო და მიწის თხრა დაიწყო, კლოდმა კი ორი ფი-
ცარი შეარჩია, ჯვარი შეკრა და ბენზინი მიასხ-მოასხა. შემდეგ ორ-
თავემ ჯვარი ბოლოთი ამ ღრმულში ჩაარჭვეს. ტომასმა ორმო ამო-
ავსო და ჯვარი რომ არ წაქცეულიყო, მიწა მაგრად დატკეპნა, კლოდ-
მა ჩვრები დარჩენილ ბენზინში ამოავლო და ჯვრის ძირას შეაქუჩა.
ტომი მშვიდად ირჯებოდა, არ ჩქარობდა, სულაც არ ფიქრობდა,
რომ რაღაც მნიშვნელოვანს სჩადიოდა. უბრალოდ, ეწადა კიდევ
ერთხელ აეგდო მასხარად ის მოზრდილი იდიოტები, ვინც ახლა ქვე-
ვით ღრეობდა და დროს ატარებდა. რასაკვირველია, ისიც სიამოვ-
ნებდა, რომ ამ ატრაქციონს ბოილანის მიწაზე აწყობდა, ჭკუას ისწავ-
ლის ეს თავხედიო! სამაგიეროდ, კლოდი იყო აღგზნებული, მძიმედ
სუნთქავდა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა, ხვნეშოდა და დორბლები
ჩამოსდიოდა, წამდაუწუმ დაორთქლილ სათვალეს იწმენდდა. იგი
ამ ჩანაფიქრში ღრმა სიმბოლურ აზრს აქსოვდა ‒ უნდოდა მიეფურ-
თხებინა მღვდელი ბიძისა და მამისათვის, რომელიც ყოველ კვირა
აიძულებდა სალოცავად წასულიყო, მორალს უკითხავდა მომაკ-
ვდინებელი ცოდვის შესახებ და ჭკუას არიგებდა, შორს დაეჭირა თა-
ვი გარყვნილი პროტესტანტი ქალებისაგან, რათა იესო ქრისტეს
თვალში მარად უმანკო დარჩენილიყო.
‒ მზადაა,–ჩუმად ჩაილაპარაკი ტომასმა და განზე გადგა.
კლოდმა აკანკალებული ხელით ასანთს მოუკიდა და ბენზინით
გაჟღენთილ ჩვრებთან მიიტანა. მაშინვე ცეცხლმა იბრიალა, უეც-
რად კლოდმა გულგამგმირავად შეჰყვირა და წინ გავარდა· ცალ
ხელზე ცეცხლი ეკიდა, თვითონაც არ იცოდა, საით გარბოდა. ტომა-

89
სი ყვირილით დაედევნა უკან, მის შეჩერებას ლამობდა, მაგრამ
კლოდი გიჟივით მიქროდა წინ. ბოლოს ტომასი დაეწია, სწვდა, მი-
წაზე . დაანარცხა და თვითონაც მთელი ძალით, სვიტერის დაუნა-
ნებლად ზედ ხელზე დააცხრა.
წუთიც და ყველაფერი დამთავრდა, კლოდი ზურგზე იწვა და დამ-
წვარი ხელი მეორე ხელით ეჭირა, საცოდავად წკმუტუნებდა, სიტ-
ყვის თქმას ვერ ახერხებდა.
ტომასი წამოდქგა და მიწაზე გაწოლილ თავის მეგობარს დააც-
ქერდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ახლავე უნდა გასცლოდ-
ნენ. მალე აქ ხალხი მოიყრიდა თავს.
– ადექი, შე სულელო, ‒ უთხრა მან კლოდს, მაგრამ ბიჭი ტკივი-
ლისაგან გადმოკარკლული თვალებით ხან იქით გადაგორდებოდა,
ხან აქეთ. ტომი დაიხარა, მეგობარი ზურგზე მოიკიდა და გზადაგზა
ბუჩქების მტვრევით გორაკს ქვევით დაუყვა, ბაღის კარისაკენ გა-
ეშურა.
– ო, ღმერთო, ჩემო, ღმერთო, იესო ქრისტევ! ღვთისმშობელო!
– მოთქვამდა კლოდი.
ტომასი თავისი მეგობრის სიმძიმისაგან ბორძიკ-ბორძიკით გარ-
ბოდა, მძიმე, უსიამო სუნი თან მიჰყვებოდა. ეს ხომ დამწვარი ხორ-
ცის სუნია, – მიხვდა იგი.

II

დინებას შეჭიდებული აქსელ ჯორდახი ნიჩბებს მდინარისკენ უს-


ვამდა. დღეს იგი ნავით სავარჯიშოდ კი არ გასულა, უბრალოდ,
ხალხს გამოერიდა. ამ ღამით დასვენება გადაწყვიტა ‒ 1924 წლი-
დან მოყოლებული ეს მისი პირველი დასვენების დღე იყო. დაე, მის-
მა მუშტრებმა ხვალ ფაბრიკის გამომცხვარი პური მიირთვან. ასეა
თუ ისე, გერმანიის არმია ყოველდღე ხომ არ განიცდის დამარ-
ცხებას–უკანასკნელად ასეთი მარცხი ოცდაშვიდი წლის წინათ იგე-
მა მხოლოდ.

90
მდინარეზე გრილოდა, მაგრამ აქსელი, რომელსაც მეზღვაურად
მუშაობის დროიდან შემორჩენილი ლურჯი სვიტერი ეცვა, სიცივეს
სულაც არ გრძნობდა. თანაც ვისკის ბოთლიც წამოეღო, რომ არ გა-
ყინულიყო და ბარემ იმ იდიოტების სადღეგრძელოც შეესვა, ვინც
გერმანია კვლავ ნანგრევებად აქცია.
ჯორდახი არცერთი ქვეყნის პატრიოტი არ გახლდათ, ის მიწა კი,
სადაც დაიბადა, ჭირის დღესავით სძულდა: მისი წყალობით იყო,
რომ სამუდამოდ დაკოჭლდა, მან წაართვა განათლების მიღების სა-
შუალება, უცხო ქვეყანაში გადმოხვეწა და ყოველგვარი პოლიტი-
კის, ყველა ჯურის პოლიტიკოსების, გენერლების, მღვდლების, მი-
ნისტრების, პრეზიდენტების, მეფეებისა და დიქტატორების, ყოველ-
ნაირი გამარჯვებებისა და დამარცხებების, ყოველგვარი კანდიდა-
ტებისა და ყოველგვარი პარტიების მიმართ უსაზღვრო ზიზღით
აღავსო. გერმანიამ რომ ომი წააგო, კმაყოფილი იყო, მაგრამ არც
ამერიკის გამარჯვება უხარებდა დიდად გულს.
აქსელი მამამისზე ფიქრობდა, ღვთისმოშიშ, შინაურ დესპოტზე,
ქარხნის წვრილ მოხელეზე, რომეღმაც თოფის ლულაში ყვავი-
ლების კონა ჩაარჭო და ომახიანი სიმღერით, სამწყობრო ნაბიჯით
წავიდა ფრონტზე, იმიტომ, რომ ეს გულადი, ბრიყვი მამა აბრამის
ბატკანი, საზარბაზნე ხორცი, ტანენბერგში დაღუპულიყო. სიამაყით
აღსავსე გამოესალმა სიცოცხლეს, რადგან ამ ქვეყნად კიდევ რჩე-
ბოდა ორი ვაჟიშვილი, ისინიც მალე გამოეშურებოდნენ „ფატერ-
ლანდის“ დასაცავად, რჩებოდა მეუღლე! მაგრამ ცოლს ერთი წე-
ლიც არ უგლოვია: იმდენი ჭკუა კი ეყო, რომ მალევე ვიღაც ბერლი-
ნელ ადვოკატს, ალექსანდერპლაცს იქით მდებარე შემოსავლიანი
სახლების მმართველს გაჰყოლოდა ცოლად.
ჯორდახმა ბოთლი მიიყუდა და გერმანიის მიმართ იმ უდიდესი
სიძულვილის სადღეგრძელო შესვა, რომელმაც მაშინ ჯერ კიდევ
ყმაწვილ კაცს, დემობილიზებულ ხეიბარს სამშობლო დაატოვებინა
და ოკეანის გაღმა გადახვეწა. თქმა არ უნდა, არც ამერიკაა სამოთ-
ხე, მაგრამ ასეა თუ ისე, აქ მან და მისმა ვაჟიშვილებმა სიცოცხლე

91
შეინარჩუნეს და ჯერჯერობით არც მათი სახლი დანგრეულა.
კაცს ყურთ პატარა ზარბაზნის შორეული ქუხილი ჩაესმოდა.
წყალში შუშხუნების ანარეკლი მოჩანდა. სულელები, ფიქრობდა
ჯორდახი, ნეტავ რა ახარებთ? ასე მშვენივრად თავის დღეში არ უც-
ხოვრიათ. ხუთი წლის შემდეგ მოსახვევებში ვაშლებით ვაჭრობას
დაიწყებენ, ფაბრიკების წინ უმუშევართა რიგებში გამწკრივებულე-
ბი ერთმანეთს თავპირს გადააჭამენ· ჭკუა რომ ჰქონდეთ, ახლა ეკ-
ლესიაში უნდა მიდიოდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, ვინძლო ია-
პონელებმა ერთი ათი წელი კიდევ არ დაჰყარონ ფარ-ხმალი.
ანაზდად, მაღლა, გორაკის თავზე ცეცხლი აბრიალდა, რომელ-
მაც მალე ჯვრის ფორმა მიიღო. ჯორდახმა გადაიხარხარა; არაფერი
არ იცვლება! ჭირსაც წაუღია ეს გამარჯვება! ოღონდ დღეს მოილხი-
ნე, ხვალ კი თუნდაც ყველაფერს ცეცხლი წაჰკიდებია! ამერიკა ამე-
რიკაა. ჩვენ აქ ვართ, რათა საქმის ჭეშმარიტი ვითარება შეგახსე-
ნოთ. კაცმა კვლავ ვისკი გადაჰკრა. იდგა და სიამოვნებით შეჰყუ-
რებდა ქალაქის თავზე აბრიალებულ ჯვარს.
„ო, რა სიხარულით ჩამოვართმევდი ხელს ამის ჩამდენს,“ –გა-
იფიქრა ჯორდახმა.

III

მინდორზე, სკოლასთან ასობით გოგონასა და ჭაბუკს მოეყარა


თავი. ყაყანებდნენ, მღეროდნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ. რუდოლ-
ფმა ტუჩებთან საყვირი მიიდო და ირგვლივ „ამერიკის“ ჰანგები და-
იღვარა. წამით ყველანი მიყუჩდნენ, შემდეგ ერთხმად ამღერდნენ.
ბიჭმა, რომელიც ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა, სიარული დაიწყო,
მინდორს წრე დაარტყა. ბავშვებიც კვალდაკვალ გაჰყვნენ. მალე
მის უკან მთელი პროცესია მიაბიჯებდა. მერე ყველანი ქუჩაში გა-
ვიდნენ. რუდოლფი, რომელიც დაკვრას განაგრძობდა, მათ ვან-
დერჰოფ-სტრიტისკენ გაუძღვა და საფუნთუშის წინ შეჩერდა. დედის
პატივსაცემად უკრავდა სიმღერას „როცა ირლანდიელი ქალის თვა-

92
ლები იღიმებიან“, საძინებელი ოთახიდან დედამ გამოიხედა,
ცხვირსახოცით თვალები მოიწმინდა და ხელი დაუქნია. „თმა მაინც
დაევარცხნა“, ‒ გაიფიქრა გულნატკენმა ბიჭმა. „რასაკვირველია,
როგორც ყოველთვის, სიგარეტს აბოლებს!“
სარდაფში შუქი არ ენთო, ესე იგი მამა იქ არ იყო, თუმცა ასე
სჯობდა კიდეც: აბა, როგორ უნდა შეერჩია მისი საამებელი მელო-
დია. მართლაც რა უნდა დაუკრას კაცმა ასეთ დღეს გერმანიის არმი-
ის ვეტერანის გულის მოსაფონებლად?
რუდოლფმა დედის პატივსაცემად მელოდია ჩახლართული კა-
დენციით დაამთავრა თუ არა, პროცესია ქალაქის ცენტრისაკენ გა-
იყოლა. თავადაც ვერ შენიშნა, როგორ მიადგა იმ ქუჩას, სადაც მის
ლენო ცხოვრობდა. იგი შეჩერდა და „მარსელიოზა“ დასცხო, მაგ-
რამ მის ლენო არ გამოჩენილა. მეზობელი სახლიდან ვიღაც ქერა
ნაწნავებიანი გოგონა გამოვარდა, რუდოლფს გვერდით ამოუდგა
და სმენად იქცა.
რუდოლფმა მეორედ დაუკრა. იმპროვიზაციები დაიწყო, ცვლიდა
რიტმს, საკუთარ ვარიაციებს უმატებდა. საყვირი ხან გაბედულად
ჟღერდა, ხან ნახად მიყუჩდებოდა. და აი, ფანჯარა გაიღო, გამოჩნდა
შინაურ ხალათში გამოწყობილი მის ლენო. ქუჩას გადმოხედა, რუ-
დოლფმა მისი სახის გამომეტყველება ვერ გაარჩია. ადგა და ფა-
რანს მიუახლოვდა, რათა პირდაპირ თვალში ჩავარდნოდა, საყვი-
რი მის ლენოს დაუმიზნა, ხმამაღლა და მქუხარედ ააგუგუნა. ქალმა,
რაღა თქმა უნდა, იცნო. რამდენიმე წუთის განმავლობაში უხმოდ უს-
მენდა, შემდეგ ფანჯარა მიიჯახუნა და ჟალუზები ჩამოუშვა.
ფრანგი როსკიპი, გაიფიქრა რუდოლფმა და „მარსელიოზა“ კო-
მიკური ჭყვირილით დაამთავრა. როცა საყვირი ტუჩიდან მოიშორა,
ანაზდად გვერდით მდგარი გოგონა ეცა, გადაეხვია და გადაკოცნა.
გარშემო „ვაშა“ შემოსძახეს. რუდოლფს გაეღიმა. ამბორი ეამა! რა
კარგია მართლა, ახლა ხომ იცის, სად ცხოვრობს ეს ქალიშვილი.
მან საყვირი კვლავ ბაგესთან მიიტანა და პროცესიამ მუსიკის ტაქ-
ტზე ცეკვა-ცეკვით განაგრძო გზა.

93
IV

ქალმა მორიგი სიგარეტი გააბოლა. მარტო ვარ ამ ცარიელ სახ-


ლში, გაიფიქრა მან და ფანჯრები მაგრად მიხურა, რათა ქუჩიდან შე-
მოსული მხიარული, შეძახილები, მუსიკის ხმები და ფეიერვერკის
გრუხუნი არ გაეგონა.
აბა, რა ედღესასწაულებოდა. დღევანდელ დღეს, როცა ქმრები
ცოლებს, ბავშვები – მშობლებს, მეგობრები მეგობრებს ღიმილით
აჯილდოვებდნენ, როცა ქუჩაში თვით უცნობებიც კი ერთმანეთს ეხ-
ვეოდნენ, მისთვის კაციშვილს არ გაუღიმია, გულში არავის ჩაუკ-
რავს.
მერი ქალიშვილის ოთახში ავიდა და შუქი აანთო, აქ ყველაფერი
სისუფთავით ბზინავდა, საწოლს გულმოდგინედ გაუთოვებული გა-
დასაფარებელი ეფარა, მაგიდის ბრინჯაოს ლამპას კრიალი გა-
უდიოდა, ხოლო ტუალეტის ხასხასა ვარდისფერ მაგიდაზე ფაქიზად
ჩაემწკრივებინათ ქილები და შუშები – გასამშვენიერებელი საშუა-
ლებები. „პროფესიული ფანდებია,“ – გაიფიქრა მერი ჯორდახმა,
იგი წიგნის პატარა კარადას მიუახლოვდა და შექსპირის სქელი ტო-
მი გადმოიღო. ფულიანი კონვერტი ისევ „მაკბეტის“ გვერდებს შო-
რის იდო, იქ, სადაც თვითონვე შეინახა. მისმა ქალიშვილმა ფულის
გადასამალავადაც კი ვერ მოიცალა, თუმც უკვე მიხვდა, რომ დედამ
ყველაფერი იცოდა. მერი პირველივე წიგნს წაეტანა, რაც ხელში
მოხვდა. ფულიანი კონვერტი ინგლისური პოეზიის ანთოლოგიაში
ჩადო. არა უშავს რა, ცოტა ინერვიულოს.
ქალი სამზარეულომი გავიდა. ბაკანში მარტოდმარტო ვახშმო-
ბის შემდეგ დარჩენილი ჭუჭყიანი ჭურჭელი ეწყო. მერიმ ფურნაკში
გაზი ჩართო, შემდეგ ქურასთან სკამი მიდგა, დაიხარა და თავი ფურ-
ნაკში შეყო. გაზს უსიამო სუნი უდიოდა.
გავიდა რამდენიმე წუთი. თავბრუ დაეხვა. ფურნაკს მოსცილდა
და გაზი გადაკეტა. აბა, რა ეჩქარებოდა, სასტუმროს მიაშურა, პატა-
რა ოთახში გაზის სუნი ტრიალებდა. შუა ოთახში გაქუცულ, გამოხუ-
ნებულ ხალიჩაზე მუხის კვადრატული მაგიდა და მაგიდის გარშემო

94
აკურატულად შემოწყობილი ხის ოთხი სკამი იდგა. იგი მაგიდას მი-
უჯდა, ჯიბიდან ფანქარი ამოიღო, მოსწავლის რვეულიდან, სადაც სა-
ფუნთუშეში ვაჭრობის აღრიცხვას აწარმოებდა, რამდენიმე ფურცე-
ლი ამოხია და წერას შეუდგა.
„ძვირფასო გრეთჰენ! – დაიწყო მან, – გადავწყვიტე, თავი მოვიკ-
ლა. ვიცი – ეს მომაკვდინებელი ცოდვაა, მაგრამ სიცოცხლე აღარ
შემიძლია. ამ წერილს ერთი ცოდვილი მეორე ცოდვილს სწერს, ახ-
სნა-განმარტება, მე მგონი, საჭირო, არ არის, შენც კარგად მოგეხ-
სენება, რაზედაც ვლაპარაკობ, ჩვენი ოჯახი დაწყევლილია, – დაწ-
ყევლილი ვარ მე, შენ, მამაშენი და შენი ძმა ტომიც. მე მგონი, ამ უბე-
დურებას მარტო რუდოლფმა აარიდა თავი, თუმცა, ვინ იცის, ეგებ
ერთ მშვენიერ დღეს ამ წყევლამ იმასაც უწიოს, მაგრამ, მადლობა
ღმერთს, ამას მე ვერ მოვესწრები. აქამდე გიმალავდი, რომ ნაბიჭ-
ვარი ვიყავი, არც მამა მინახავს თვალით და არც დედა. გაფიქრებაც
კი მიმძიმს, ალბათ როგორ ცხოვრებას ეწეოდა დედაჩემი და რო-
გორ დაეცა.
სულ არ გამიკვირდება თუ შენც მის კვალს გაჰყვები და სადმე ქუ-
ჩაში ამოგხდება სული. მამაშენი პირუტყვია. შენ ჩვენი ოთახის
გვერდით გძინავს და გესმის, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. იგი მხე-
ცია. რამდენჯერ მიფიქრია, მომკლავს-მეთქი, ერთხელ კი ჩემი თვა-
ლით ვნახე, კინაღამ ცემით მიიყვანა სიკვდილის პირას კაცი, რო-
მელსაც ფუნთუშების საზღაურად რვა დოლარი ემართა. შენი ძმა
ტომასი მართლაც რომ მამამისის შვილია. არ გაგიკვირდეს ერთ
მშვენიერ დღეს ციხეში ამოჰყოს თავი ან უფრო უარესი დაემართოს.
მე გალიაში ვეფხვებთან ერთად ვცხოვრობ.
ალბათ მეც დამნაშავე ვარ. სისუსტე გამოვიჩინე, მამაშენს ნება
მივეცი ეკლესიიდან მოვეწყვიტე და შვილები ქრისტეს ფეხის მკვნე-
ტელები გამეზარდა. საშინლად ვიღლებოდი, ძალა არ მყოფნიდა
მყვარებოდი და მამაშენისაგან, მისი გავლენისაგან დამეფარე. შენ
რომ ყოველთვის ისეთი სუფთა, ფაქიზი იყავი, ისე კარგად იქცეოდი,
რომ მეც ყურადღება მოვადუნე. ჰოდა, ამის შედეგად მოხდა ის, რაც
შენ ჩემზე უკეთ იცი.

95
შენს ძარღვებში უწმინდური სისხლი ჩქეფს და ბუნებით ცოდვი-
ლი ბრძანდები. შენს ოთახში სისუფთავე და წესრიგი სუფევს, მაგ-
რამ სული საჯინიბოსავით გიყარს. მამაშენს შენნაირი ქალი უნდა
მოეყვანა ცოლად, რადგან ფერი ფერსაო და მადლი ღმერთსაო. ჩე-
მი უკანასკნელი სურვილია: სასწრაფოდ გაეცალე ამ სახლს, რათა
შენი მაგალითით რუდოლფიც არ გახრწნა. ამ საშინელი ოჯახიდან
ერთი წესიერი კაცი მაინც თუ გამოვიდა, შესაძლოა, უფალმა მოგვი-
ტეგოს სხვათა ცოდვანი“.

მუსიკა და მხიარული შეძახილები ქუჩაში სულ უფრო და უფრო


ხმამაღლა გაისმოდა. შემდეგ მერიმ საყვირის ხმა გაიგონა და იცნო.
ფანჯრის ძირას რუდოლფი უკრავდა. ქალი მაგიდიდან წამოდგა,
სარკმელთან მივიდა და გამოაღო. დიახ, ეს მისი შვილი გახლდათ,
უკან კი ათასობით ჭაბუკი და ქალიშვილი მოჰყვებოდა, შვილი მის-
თვის უკრავდა– "როცა იღიმებიან ირლანდიელი ქალის თვალები“.
ქალმა ხელი დაუქნია, იგრძნო ლოყებზე ცრემლი როგორ და-
ედინა. რუდოლფმაც ხელი დაუქნია, მელოდია ბოლომდე ჩაათავა
და თავის პროცესიას წინ გაუძღვა.
ატირებული მერი კვლავ სკამზე დაეშვა. სიკვდილს გადამარჩი-
ნა, გაიფიქრა მან, ჩემმა შესანიშნავმა შვილმა სიცოცხლე მაჩუქა!
ქალმა წერილი ნაკუწებად აქცია, სამზარეულოში გავიდა, ქა-
ღალდის ნაგლეჯები ქვაბში ჩაყარა და ცეცხლი წაუკიდა.

როგორც კი რადიოში გერმანიის კაპიტულაციის ამბავი გამოაც-


ხადეს, ფეხზე მოსიარულე ყველა დაჭრილმა ფორმა უნებართვოდ
გადაიცვა და ჰოსპიტალი მიატოვა. მაგრამ სულ მალე ბევრი მათგა-
ნი ბოთლებით დატვირთული უკანვე დაბრუნდა და ახლა საერთო
ოთახში ისეთი სუნი იდგა, როგორც დუქანში. ყავარჯნებზე დაყ-
რდნობილები ბარბაცით დაეხეტებოდნენ დერეფნებში ან კიდევ, ინ-

96
ვალიდების ეტლებით დასეირნობდნენ და სიმღერებს აგუგუნებ-
დსენ. ნავახშმევს ზეიმი ლოთების ქეიფში გადაიზარდა: ისინი ფან-
ჯრებს ჯოხებს ურტყამდნენ, კედლებიდან პლაკატებს გლეჯდნენ,
წიგნებსა და ჟურნალებს ხევდნენ და ქაღალდების გროვად აქცევ-
დნენ. ერთ-ერთი ექთანი კართან მივიდა და გრეთჰენი თავისთნ იხ-
მო.
– მე მგონი, გიჯობს აქაურობას გაეცალო, – ურჩია მან ჩუმი, შემ-
ფოთებული ხმით. – მალე სულ აიშვებენ თავს.
ოთახიდან დამსხვრეული მინის წკრიალი მოისმა, ვიღაც ჯარის-
კაცმა ფანჯარას ცარიელი ბოთლი ესროლა. შემდეგ ნაგვის რკინის
კალათს ხელი დაავლო .და მეორე ფანჯარაში მოისროლა.
– კიდევ კარგი, იარაღი რომ არა აქვთ, – შენიშნა ექთანმა. – წა-
დი შინ და ხვალ დილით მოდი, დალაგებაში მომეხმარები.
წასვლამდე გრეთჰენმა მძიმედ დაჭრილთა პალატაში შეიარა.
ოდნავ განათებულ ოთახში სიჩუმე სუფევდა. საწოლთა უმრავლე-
სობა დაცარიელებული იყო. იგი რიგით ბოლო საწოლს მიუახლო-
ედა, სადაც ტოლმეტ ჰიუზი იწვა. საწოლის გვერდით გლუკოზით სავ-
სე საწვეთელა ედგა. ყმაწვილს ნაწამებ სახეზე ფართოდ გახელილი,
უზარმაზარი თვალები ციებ-ცხელებიანივით უელავდა. გრეთჰენი
მაშინვე იცნო და გაუღიმა. გრეთჰენმაც გაუღიმა და საწოლის კიდე-
ზე ჩამოუჯდა. ამ ბოლო დღეებში იგი შესამჩნევად გამხდარიყო.
ექიმმა ქალს უთხრა, ყმაწვილი ერთ კვირასაც ვერ გაატანსო.
‒ ხომ არ გინდა რამე წაგიკითხო? ‒ ჰკითხა მან.
ტოლმეტმა უარის ნიშნად თავი გაიქნია და ხელი მოჰკიდა. ხე-
ლისგული ჩიტის ფეხივით გაკნაჭული ჰქონდა. მან კვლავ გაიღიმა
და თვალები დახუჭა. გრეთჰენი გაუნძრეგვლად იჯდა, სანამ ყმაწ-
ვილს არ ჩაეძინა. შემდეგ პალატიდან ფეხაკრეფით გამოვიდა.
თავს დამარცხებულად გრძნობდა და ავტობუსის გაჩერებისაკენ
ილაჯგაწყვეტილი გაეშურა. იდგა ფარნის ქვეშ, საათს შესცქეროდა
და იცდიდა. იქნებ ავტობუსის მძღოლებიც სწორედ ახლა ზეიმობენ
გამარჯვებას? ცოტა მოშორებით, ხეების ჩრდილქვეშ რაღაც მანქანა
მიმალულიყო. ანაზდად ადგილიდან დაიძრა და გაჩერებას მიუახლ-

97
ოვდა. გრეთჰენმა ბოილანის „ბიუიკი“ იცნო. თავში მშფოთვარე ახ-
რმა გაუელვა: ჰოსპიტალში ხომ არ დავბრუნდეო?
‒ ხომ არ მიგიყვანოთ, მადამ? – ბოილანმა კარი გამოაღო.
–არა, გმადლობთ.
მთელი თვეა ერთმანეთი არ ენახათ, ნიუ-იორკში რომ გაემგზავ-
რნენ, იმ საღამოს შემდეგ თვალი არ მოუკრავს. ამ ხნის განმავლო-
ბაში ქალმა ორი წერილი მიიღო, შეხვედრას სთხოვდა, მაგრამ არ-
ცერთს არ უპასუხა.
ქალი მანქანას სასწრაფოდ გაეცალა. ბოილანი მანქანიდან გად-
მოვიდა და დაეწია.
– წამოდი ჩემთან, – ყრუდ უთხრა მან და ხელი წაავლო, – ახლა-
ვე წამოდი.
‒ ხელი გამიშვი, – ქალმა ხელი უხეშად გამოსტაცა.
‒ კეთილი, რაკიღა ასეა, გეტყვი, რასაც ვაპირებდი. ცოლად მინ-
და შეგირთო.
გრეთჰენმა ხმამაღლა გადაიხარხარა, თვითონაც არ იცოდა რა-
ტომ. ეგებ იმიტომ, რომ ასეთ რამეს არ მოელოდა.
– სერიოზულად გეუბნები, ცოლად მინდა შეგირთო, – გაიმეორა
ბოილანმა.
– იცი, რას გეტყვი, სჯობს, გაემგზავრო იმ შენს იამაიკაზე, მე კი
აქედან წერილებს გამოგიგზავნი. მისამართი ჩემს მდივანს დაუტო-
ვე, მაპატიე, აგერ ჩემი ავტობუსიც მოვიდა,
როგორც კი ავტობუსის კარი გაიღო, ქალი მაშინვე შიგ შევარდა,
მთლად კანკალებდა. ავტობუსი რომ არ გამოჩენილიყო, იგი ბოი-
ლანს უთუოდ დაეთანხმებოდა და ცოლად გაჰყვებოდა.

VI

კლოდი უკან იჯდა და ჯანმრთელი ხელით ტომს ჩასჭიდებოდა.


ტომი მოტოციკლს თემშარაზე მიაქროლებდა. რასაკვირველია, არ
იცოდა, რამდენად სერიოზული იყო კლოდის დამწვრობა, მაგრამ

98
ესმოდა, რომ სასწრაფოდ რამე უნდა ეღონა. საავადმყოფოში მისი
წაყვანა, რა თქმა უნდა, არასგზით. არ შეიძლებოდა: მაშინვე მიი-
კითხ-მოიკითხავდნენ რა მოხდა, ჰოდა, შერლოკ ჰოლმსობა სულაც
არ იყო საჭირო იმის დასადგენად, რომ ბოილანის მამულში აბრია-
ლებულ ჯვარსა და მის დამწვარ ხელს შორის რაღაც კავშირი არსე-
ბობდა. რასაკვირველია, კლოდი ყველაფერს თვითონ არ დაიბრა-
ლებს. იგი იმ გმირთაგანი როდია, ვისაც შეუძლია წამებით სული
ამოხდეს, საიდუმლო კი მაინც არ გასცეს.
– აბა, ერთი ყური დამიგდე, – უთხრა ტომმა და დაამუხრუჭა, –
ოჯახში შინაური ექიმი ხომ არა გყავთ?
– გვყავს, – უპასუხა კლოდმა. – ბიძაჩემი.
– სად ცხოვრობს?
კლოდმა მისამართი ოდნავ გასაგონად წაიბუტბუტა, ისეთი შეში-
ნებული იყო, ენას ძლივს ატრიალებდა. ტომი ცდილობდა, მთავარი
ქუჩებისათვის გვერდი აევლო და ისე მიადგა ქალაქის განაპირას
ერთ დიდ სახლს. ჭიშკარზე აბრა იყო გამოკრული, „დოქტორი რო-
ბერტ ტინკერი". ტომმა მოტოციკლი გააჩერა და კლოდს ჩამოსვლა-
ში დაეხმარა.
– იცი, რას გეტყვი, შიგ მარტო უნდა შეხვიდე, გაიგე? ბიძაშენს
რაც გინდა ის უთხარი, მაგრამ ჩემზე კრინტი არ დასძრა. ხომ გეს-
მის? ისე კი, უმჯობესი იქნება, თუ დილით მამაშენი პორტ-ფილიპს
მოგაშორებს, იმიტომ, რომ ხვალ ქალაქში ღმერთმა უწყის, რა ამბა-
ვი ატყდება! საკმარისია ვინმემ შენი შეხვეული ხელი დაინახოს, ათ
წუთში წირვას გამოგიყვანენ.
პასუხის ნაცვლად კლოდმა ამოიოხრა და ტომს მხარზე მიეყუდა.
ტომმა ჩამოიცილა,
‒ ფეხზე დადექი, კაცი არა ხარ? ‒უთხრა მან. ‒ ახლა კი წადი და
შეეცადე, ბიძაშენის გარდა თვალი არავინ მოგკრას თუ გავიგე, რომ
დამასმინე, მოგკლავ.
– ტომ! ‒ ასლუკუნდა კლოდი.
‒ ხომ გესმის ჩემი, მოგკლავ-მეთქი. შენ მშვენივრად იცი, რომ
არ ვხუმრობ. ‒ მან ტომს სახლისაკენ უბიძგა.

99
კლოდი ბორძიკ-ბორძიკით შევიდა ეზოში და პარმაღზე ავიდა.
ტომი მის შესვლას არ დალოდებია, მოტოციკლს მოაჯდა და იქაუ-
რობას გაეცალა. ქალაქის თავზე ჯვარი ისევ გიზგიზებდა.
ტომი მდინარისაკენ ჩავიდა, სვიტერი გაიხადა, რომელსაც დამ-
წვარი მატყლის საშინელი სუნი უდიოდა. ქვა იპოვნა, სვიტერში გა-
ახვია და ბოხჩა წყალში მოისროლა, სვიტერის გადაგდება ენანებო-
და ‒ ტომისათვის მას ბედნიერება მოჰქონდა, მაგრამ ზოგჯერ, რო-
გორც ახლა, სჯობს საყვარელი ნივთი თავიდან მოიშორო.

100
თავი მეექვსე

„გერმანული კერძი, ‒ გაიფიქრა მერი ჯორდახმა, როცა აქსელმა


სამზარეულოდან თეფშით წითელი კომბოსტოთი და გუფთით შეზა-
ვებული შემწვარი იხვი გამოიტანა. ემიგრანტი”.
ქალს დიდი ხანია ქმარი ასეთ კარგ გუნებაზე არ ენახა, მესამე
რაიხის დაცემამ იგი გაამხიარულა და გააგულუხვა. ხარბად ათვა-
ლიერებდა გაზეთებს და სიცილით იგუდებოდა გერმანელ გენერ-
ლებზე, რომლებიც რეიმსში კაპიტულაციის დოკუმენტებს აწერდნენ
ხელს. კვირა დღეც იყო და რუდოლფის დაბადების დღეც. ბიჭს ჩვიდ-
მეტი წელი შეუსრულდა. ჯორდახმა გამოაცხადა, ეს მოვლენა უნდა
ავღნიშნოო. ოჯახში არავის დაბადების დღეს არ იხდიდნენ, მან რუ-
დოლფს შესანიშნავი სპინინგი აჩუქა. ვინ იცის, რა ღირს ეს ნივთი!
გრეთჰენსაც ნება დართო, დღეის ამას იქით, თავისთვის ჯამაგირის
მეოთხედი კი არ დაეტოვებინა, როგორც წინათ აკეთებდა ხოლმე,
არამედ მისი ნახევარი. ფული ტომასსაც უბოძა ახალი სვიტერის შე-
საძენად იმ ძველის ნაცვლად, რომელიც მისი თქმით, ბიჭს სადღაც
დაეკარგა. გერმანიას ყოველ კვირა დამარცხება რომ ეგემა, აქსელ
ჯორდახის ცხოვრება იქნებ უფრო ასატანი გამხდარიყო.
და აი, ისინი მაგიდასთან შეიკრიბნენ. ამ ზეიმის მიზეზი, შეცბუნე-
ბული რუდოლფი წელში გამართული იჯდა. თეთრი პერანგი ემოსა
და ჰალსტუხი ეკეთა. თეთრ, ინგლისურ, მაქმანიან, გრძელსახე-
ლოებიან ბლუზაში გამოწყობილი გრეთჰენი თვით უმანკოების გან-
სახიერება გახლდათ. მრუში! ტომასს სახეზე მისთვის დამახასიათე-
ბელი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა და ამ შემთხვევის აღსანიშ-
ნავად საგულდაგულოდ დაბანილ-დავარცხნილი მოსულიყო. გა-
მარჯვების დღის შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა, სკოლიდან პირ-
დაპირ შინ ბრუნდებოდა, საღამოობით იჯდა თავის ოთახში და გაკ-
ვეთილებს ამზადებდა. საფუნთუშეშიც კი ჩადიოდა დასახმარებ-

101
ლად, ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა. დედას პირველად გაჰ-
კრა გულში იმედის ნაპერწკალმა – იქნებ ევროპაში დადუმებულმა
იარაღმა, რაღაც სასწაულის ძალით, ჯორდახები ნორმალურ ოჯა-
ხად აქციოსო.

II
კმაყოფილმა აქსელმა მაგიდაზე იხვიანი თეფში დადგა. დილი-
დან სადილს ამზადებდა, ცოლს სამზარეულოში ფეხი არ შეადგმევი-
ნა, თუმცა ასეთი შემთხვევის გამო მის კულინარულ შესაძლებლო-
ბებზე ჩვეულებრივი დამამცირებელი შენიშვნების მიცემას გვერდი
მაინც ვერ აუარა. იხვი საკმაოდ ტლანქად, მაგრამ საქმის ცოდნით
დაანაწილა და ყველას მოზრდილი ნაჭერი გადაუღო. პირველი
თეფში ცოლს დაუდგა, რამაც იგი საოცრად გააკვირვა. ორი ბოთლი
კალიფორნიული რისლინგი გამოიღო და ჭიქები ზარ-ზეიმით შეავ-
სო.
– ჩემ შვილს, რუდოლფს გაუმარჯოს, მისი დაბადების დღის სად-
ღეგრძელო მინდა შევსვა, – ხრინწიანი ხმით წარმოთქვა მან, ‒ ვუ-
სურვოთ გაემართლებინოს ჩვენი იმედები, მწვერვალზე ასულიყოს
და ჩვენ არ დავვიწყებოდეთ.
სადღეგრძელო ყველამ სერიოზული სახით შესვა, მაგრამ დედამ
შენიშნა, რომ ტომასმა შუბლი შეიჭმუხნა, იქნებ უბრალოდ ღვინო
ემჟავა.
ჯორდახს არ დაუზუსტებია, რომელ მწვერვალზე უნდა ასულიყო
მისი ვაჟიშვილი. ეს არც იყო აუცილებელი. მწვერვალი ხომ რჩეულ-
თა ადგილსამყოფელია, თავისი ზღუდეებითა და პრივილეგიებით.
როცა ადამიანი მწვერვალს მიაღწევს, მაშინვე შენიშნავს ამას ‒ მას
ხოტბას ასხამენ ისინი, ვისი „კადილაკებიც“ ადრევე მიადგნენ ამ
მწვერვალს.

102
III

რუდოლფი ცოტას ჭამდა. იხვი ოდნავ ცხიმიანი ეჩვენა. მან კი


იცოდა, რომ ცხიმიანი კერძისაგან მუწუკები ამოსდიოდა. კომბოს-
ტოსაც ზომიერად მიირთმევდა –დღეს, სწორედ სადილის შემდეგ
იმ გოგონას უნდა შეხვედროდა, გამარჯვების დღეს მის ლენოს სახ-
ლის წინ რომ გადაკოცნა, ამიტომ არ უნდოდა კომბოსტოს სუნით აყ-
როლებულიყო. ღვინოც ოდნავ მოსინჯა. რახანია გადაწყვიტა ცხოვ-
რებაში არასოდეს არ დამთვრალიყო, მუდამ თავდაჭერილი ყოფი-
ლიყო ‒ სხეულიცა და გონებაც მორჩილებაში ჰყოლოდა, არც ცო-
ლის შერთვას აპირებდა ‒ მშობლების მაგალითი ასეთი გადაწყვე-
ტილების სასარგებლოდ მეტყველებდა.
გამარჯვების მეორე დღეს რუდოლფი იმ ქუჩისაკენ გაეშურა, სა-
დაც ის ქერანაწნავებიანი გოგონა ცხოვრობდა და მისი სახლის წინ
სეირნობა დაიწყო. მოლოდინი გაუმართლდა ‒ გოგონა ათი წუთის
შემდეგ გამოვიდა და ხელი დაუქნია. იგი დაახლოებით მისი ტოლი
იქნებოდა. ნათელი, ცისფერი თვალები ჰქონდა, ბაგეზე ეფინა გულ-
ღია, გულითადი ღიმილი ადამიანისა, რომელსაც ცხოვრებაში ცუდი
არაფერი შემთხვევია, ცოტა გაიარ-გამოიარეს, ნახევარი საათის შე
მდეგ კი რუდოლფს უკვე ეგონა, რომ ისინი მთელი ცხოვრება იც-
ნობდნენ ერთმანეთს. გოგონა პორტ-ფილიპში კონეკტიკუტიდან
გადმოსახლებულიყო. ჯული ერქვა სახელად. მამამისი ელექტრო-
კომპანიასთან იყო დაკავშირებული, უფროსი ძმა კი ჯარში მსახუ-
რობდა საფრანგეთში, სწორედ ამიტომ გადაკოცნა რუდოლფი იმ
დღეს ‒სიხარულით ცაში დაფრინავდა, რომ ომი დამთავრდა და ძმა
ცოცხალი გადაურჩა. გოგონას მოსწონდა სერიოზული ბიჭები, რუ-
დოლფი კი სწორედ ასეთი ბიჭი ჩანდა.
რუდოლფსაც უნდოდა თავისი მშობლებივით გულდაჯერებული
ყოფილიყო, რომ მწვერვალს უთუოდ დალაშქრავდა. ჭკვიანი გახ-
ლდათ, იმდენად ჭკვიანი, რომ კარგად წესმოდა, მარტო ჭკუით ვე-
რაფერს გახდებოდა. დედ-მამის მოლოდინის გასამართლებლად

103
და წარმატების მისაღწევად სხვა რამეც იყო საჭირო – იღბალი, გვა-
რიშვილობა, ნიჭი... ჯერჯერობით არ იცოდა, იღბლიანი იყო თუ არა.
ბუნებრივია, გვარიშვილობის იმედი არ უნდა ჰქონოდა. არც ის უწ-
ყოდა, რისი ნიჭი ებოძებინა ბუნებას.
ბევრი რამ ეხერხებოდა. მაგალითად, მშვენივრად უკრავდა საყ-
ვირზე, მაგრამ თავს როდი იტყუებდა, იმასაც აღიარებდა, რომ ორნი
მისი ორკესტრიდან მასზე გაცილებით უკეთ უკრავდნენ.: მოკლე
მანძილზე დაბრკოლებებიან რბენაში სკოლაში ბადალი არ ჰყავდა,
მაგრამ ალბათ დიდი ქალაქის საუკეთესო კოლეჯში რომ ესწავლა,
იქნებ გუნდში არც კი ჩაერიცხათ. თხზულებას სენდი ჰოუპერვუდზე,
მათი სკოლის გაზეთის რედაქტორზე უკეთესად წერდა და მაინც,
საკმარისი იყო სენდის ერთი სტატია წაგეკითხათ, მაშინვე მიხვდე-
ბოდით – ადრე თუ გვიან იგი უთუოდ ჭეშმარიტი მწერალი დადგე-
ბოდა.
რუდოლფს ერთი რამის ნიჭი ჰქონდა მხოლოდ, ‒ ყველას თავს
აწონებდა. მან ეს იცოდა, იცოდა, რომ სწორედ ამიტომ ირჩევდნენ
კლასის მამასახლისად ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. იგი
გრძნობდა, რომ ეს არ იყო ნამდვილი ნიჭი. შეგნებულად ცდილობ-
და ყველასათვის თავი მოეწონებინა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა,
ოღონდ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა დაემყარებინა, თავს იკ-
ატუნებდა, თითქოს მათი დარდით კვდებოდა. არა, მოწონების უნა-
რი – ნამდვილი ნიჭი არაა,– ფიქრობდა იგი, იმიტომ, რომ არ ჰყავდა
ახლო მეგობრები და, საერთოდ, თუ გამოტეხილად ვაღიარებთ,
ხალხი გულზე დიდადაც არ ეხატებოდა. ყოველ დილა-საღამოს დე-
დას რომ კოცნიდა, კვირაობით კი მასთან ერთად სასეირნოდ დაი-
არებოდა, ესეც წინასწარ გასიგრძეგანებული ჰქონდა. ცდილობდა
მასში მადლიერების გრძნობა გაეღვივებინა. უნდოდა მზრუნველი,
მოსიყვარულე შვილის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. სინამდვილე-
ში კი, საკვირაო გასეირნება გულზე მძიმე ლოდად აწვა და როცა დე-
და კოცნის საპასუხოდ თავზე ხელს გადაუსვამდა, შავ დღეში ვარდე-
ბოდა, თუმცა ამას როდი იმჩნევდა. მასში ორი ადამიანი ცხოვრობ-

104
და: ერთის არსებობა მხოლოდ მან იცოდა, მეორეს კი ქვეყანა ხე-
დავდა.
იგი დარწმუნებული იყო, რომ დედა, და და ზოგიერთი მასწავლე-
ბელიც მას ლამაზად მიიჩნევდნენ, თავად კი ამაში ეჭვი ეპარებოდა.
ეჩვენებოდა, თითქოს კანი ზედმეტად მუქი ჰქონდა, ცხვირი საკმაოდ
გრძელი, ღაწვები ბრტყელი, თვალები არც თუ ისე დიდი და მისი
წენგოსფერი კანისათვის სრულიად შეუფერებელი. თმა ‒ შავი, რო-
გორც მდაბიოს. იგი რეგულარულად აკვირდებოდა ჟურნალ-გაზე-
თებში გამოქვეყნებულ ფოტოსურათებს. უნდოდა სცოდნოდა, რო-
გორ იცვამდნენ საუკეთესო სკოლების მოსწავლეები, აგრეთვე ისე-
თი კოლეჯის სტუდენტები, როგორიც ჰარვარდი და პრინსტონია.
ცდილობდა მათთვის მიებაძა რაღა თქმა უნდა, სადამდეც ბიუჯეტი
გასწვდებოდა, მაგრამ იმასაც გრძნობდა: პირველკურსელ სტუდენ-
ტებს ერთხელ წვეულებაზე რომ მიეპატიჟებინათ, მისი პროვინციუ-
ლობის ამოცნობას დიდი ლარი და ხაზი არ დასჭირდებოდა, თუმცა
ღმერთმა უწყის თავი რად მოჰქონდა.
გოგონებთან ძალზე მორცხვად იქცეოდა და ერთხელაც არ გა-
მიჯნურებულა, რასაკვირველია, იმ სულელურ ამბავს თუ არ ჩავ-
თვლით, მის ლენოსთან რომ შეემთხვა. ისეთ სახეს მიიღებდა ხოლ-
მე, თითქოს გოგონები სრულებით არ აინტერესებდა: აქაოდა, ამ
ბავშვურ სისულელეებზე—პაემანზე, ფლირტსა და ამბორზე მნიშვნ-
ელოვანი საქმეები მაწუხებსო. სინამდვილეში კი შიშით გული უს-
კდებოდა, ვინძლო ანაზდად ერთ-ერთი მათგანი არ მიმხვდარიყო,
მისი მედიდურობისა და დარბაისლურ მანერების მიუხედავად, ერ-
თი გამოუცდელი და სასაცილო ბიჭი რომ ბრძანდებოდა.
ცოტა არ იყოს, შურითაც კი ივსებოდა ძმის მიმართ. ტომასი თა-
ვის ჭკუაზე ცხოვრობდა, სხვათა აზრს აინუნში არ აგდებდა. განგებას
ნამდვილი ნიჭი ებოძებინა–სისასტიკე· ზოგიერთებს ეშინოდათ მი-
სი, ზოგიერთებს ჭირის დღესავით სძულდათ. სიყვარულით, რასაკ-
ვირველია, არავის უყვარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, არასდროს და-
ფიქრებულა, რომელი ჰალსტუხი გაეკეთებინა ან როგორ ეპასუხა
ინგლისურის გაკვეთილზე. იგი მტკიცე ბუნებისა გახლდათ და თუ

105
რამეს ხელს მოჰკიდებდა, წინასწარ კირკიტს არ მოჰყვებოდა, ყო-
ველ ნაბიჯს არ მოზომავდა.
‒ საუცხოო იხვია, მამი, ‒ უთხრა რუდოლფმა, რაკი იცოდა, რომ
მამა მისგან კომპლიმენტს მოელოდა. – დიდებული გამოვიდა. –
მართალია, იმაზე მეტი მიირთვა, ვიდრე უნდოდა, მაგრამ თეფში და-
სამატებლად მაინც მიუმარჯვა.

IV

გრეთჰენი უჩუმრად მიირთმევდა. „ნეტავი როდის ვუთხრა, რო-


გორ შევურჩიო შესაფერისი მომენტი?“ –ფიქრობდა იგი.
პარასკევს განყოფილების უფროსმა მისტერ ჰატჩენსმა გამოიძა-
ხა და მოკლე შესავალი სიტყვა წარმოთქვა იმის თაობაზე თუ როგო-
რი კარგი და კეთილსინდისიერი მუშაკია გრეთჰენი, შემდეგ კი აც-
ნობა, ბრძანება მივიღე, თქვენ და კიდევ ერთი ქალიშვილი სამსახუ-
რიდან უნდა დაგითხოვოთო, თან დასძინა, მმართველთან მივედი
და გავასაჩივრე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ დავშვრი, მმართვე-
ლმა მითხრა, ევროპაში ომის დამთავრებასთან დაკავშირებით, მო-
სალოდნელია წარმოების დაცემა და იძულებული ვართ, მომჭირ-
ნეობა გავწიოთ, შტატები შევამციროთო. გრეთჰენმა და იმ გოგონამ
ყველაზე გვიან დაიწყეს მუშაობა და, ბუნებრივია, ჯერ ისინი უნდა
გაეთავისუფლებინათ, მისტერ ჰატჩენსი ამას რომ ეუბნებოდა, ძა-
ლიან ღელავდა. ცხვირსახოციც კი ამოიღო და ცხვირი უხეშად მო-
იწმინდა, იმის დამადასტურებლად, რომ თვითონ არაფერ შუაში
იყო.
გრეთჰენს მისტერ ჰატჩენსის დაწყნარება მოუხდა: სულ არ ვაპი-
რებდი მთელი ცხოვრება „ბოილანის აგურისა და ცემენტის“ ქარხა-

106
ნაში მემუშავა და ვიცი, პირველ რიგში რატომაც მათავისუფლებე-
ნო, მაგრამ მისტერ ჰატჩენსისათვის გათავისუფლების ნამდვილი
მიზეზი არ გაუმხელია. ტედი ბოილანის შურისძიების აქტის შესა-
ნიღბად მსხვერპლად შეწირული იმ გოგონას წინაშე თავს დამნაშა-
ვედ გრძნობდა.

შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჯორდახმა ტორტი გა-


მოაცხო. ზედ ჩეიდმეტი სანთელი ენთო; ჩვიდმეტი და კიდევ ერთი,
რათა რუდოლფს წლები მომატებოდა. ის-ის იყო აქსელმა ოთახში
ტორტი შემოიტანა და ყველამ სიმღერა წამოიწყო – „გილოცავთ
დაბადების დღესო", რომ კარზე ვიღაცამ დარეკა. სიმღერა მაშინვე
შეწყდა. ზარი ჯორდახის სახლში თითქმის არასოდეს ირეკებოდა. აქ
სტუმრად კაციშვილი არ დაიარებოდა, ფოსტალიონი კი ფოსტას კა-
რის ღრიჭოში ჩურთავდა ხოლმე.
– ვინ ეშმაკია ნეტავ? – უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა ჯორდახმა.
იგი ყოველგვარი მოულოდნელობის მიმართ მტრულად იყო გან-
წყობილი, თითქოს ამას უთუოდ უსიამოვნება უნდა მოჰყოლოდა.
– წავალ, ვნახავ, – თქვა გრეთჰენმა, რომელსაც ეჭვი არ შეჰპარ-
ვია, რომ ბოილანი ეახლა: მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
კარი რომ გამოაღო, ორი მამაკაცი დაინახა. ორივეს იცნობდა·
მისტერ ტინკერი ბოილანის ფაბრიკაში მუშაობდა, ხოლო მის ძმას
– მღვდელს, მწითურ ზორზოხას, რომელიც ნავსადგურის მტვირ-
თავს უფრო ჰგავდა (შემთხვევით სულ სხვა პროფესია რომ აირჩია),
მთელი ქალაქი იცნობდა.
– დილა მშვიდობისა, მის ჯორდახ,–უთხრა ტინკერმა და შლაპა
მოუხადა.

107
‒ გამარჯობათ, მისტერ ტინკერ. გამარჯობათ, მამაო, – მიესალ-
მა გრეთჰენი.
‒ ხელი ხომ არ შეგიშალეთ? – ტინკერის ხმა საზეიმოდ და დარ-
ბაისლურად ჟღერდა, უფრო დარბაისლურად, ვიდრე მისი ღვთის-
მსახური ძმისა.
– მამათქვენს ერთ მნიშვნელოვან საქმეზე უნდა მოველაპარა-
კოთ, შინ ბრძანდება?
‒ შინ არის, მობრძანდით, ახლავე დავუძახებ,– უთხრა გრეთჰენ-
მა. მამაკაცები ბნელ დერეფანში შევიდნენ და კარი მაშინვე მიიხუ-
რეს, თითქოს ეშინოდათ ქუჩიდან ვინმეს არ დაენახა. გრეთჰენმა
შუქი აანთო და სასტუმროში ავიდა.
რუდოლფმა ტორტი გაჭრა. გრეთჰენს ყველამ გაკვირვებით შე-
ხედა.
– მისტერ ტინკერი და მისი ძმა მოვიდა, მღვდელი. შენთან ლა-
პარაკი უნდათ, მამა.
ტომასმა პირი გააწკლაპუნა, თითქოს კბილებში ხორცის ნამცე-
ცი ჩარჩენიაო.
– მღვდელიღა გვაკლდა, ‒ თქვა გაღიზიანებულმა ჯორდახმა. –
ეს არამზადები კაცს კვირა დღესაც აღარ ასვენებენ. – მაგრამ მაინც
წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ყველას ესმოდა, კოჭლობ-კოჭლო-
ბით, მძიმე ნაბიჯებით კიბეზე როგორ ეშვებოდა.
– აბა, ჯენტლმენებო, – ორმოცსანთლიანი ნათურით განათე-
ბულ დერეფანში ატუზულ კაცებს მისასალმებლად მიუბრუნდა:‒ის-
ეთი რა სასწრაფო საქმე გაქვთ, რომ აუცილებელი იყოს მუშა კაცი
საკვირაო სადილიდან წამოაგდოთ?
‒ მისტერ ჯორდახ, ‒ უთხრა ტინკერმა, ‒ხომ არ აჯობებდა, პირი-
სპირ გველაპარაკა?
‒ ვითომ რაო, აქ ცუდია, თუ?– შეეკითხა კიბეებზე მდგარი ჯორ-
დახი, რომელიც ტორტის ჭამას განაგრძობდა დერეფანში შემწვარი
იხვის სუნი ტრიალებდა.
ტინკერმა ზევით აიხედა;
– არ მინდა ვინმემ ყური მოჰკრას.

108
‒ როგორც ვიცი, ერთმანეთთან დასამალი არაფერი გვაქვს –
თუგინდ მთელმა ამ წყეულმა ქალაქმა გაიგონოს. მე თქვენი ფული
არ მმართებს და არც თქვენა გაქვთ ჩემი ვალი, – მაგრამ მიუხედა-
ვად ამისა, ქუჩაში გასასვლელი კარი მაინც გამოაღო და მისტერ
ტინკერსა და მის ძმას საფუნთეშეში შეუძღვა.

VI

მერი ჯორდახი ყავის ადუღებას ელოდებოდა. რუდოლფს თვალი


წამდაუწუმ საათისკენ მიურბოდა, პაემანზე დაგვიანებისა ეშინოდა.
სკამის საზურგეზე გადაწოლილი ტომი თავისთვის ცხვირში გაუგებ-
რად რაღაცას ღიღინებდა და თან ჩანგლით თეფშზე აკვიატებულ
რიტმს უკაკუნებდა.
– თუ ხათრი გაქვს, კმარა, – სთხოვა დედამ. – მაგ შენმა კაკუნმა
თავი ამატკივა.
– მაპატიე, – უპასუხა ტომასმა, – ჩემი შემდეგი კონცერტისათვის
საყვირზე დაკვრას ვისწავლი.
„ერთხელ მაინც მიპასუხოს თავაზიანად“, – გაივლო გულში მე-
რიმ, ხმამაღლა კი გაგულისებით თქვა: – ნეტავ სად დაიკარგნენ?
საუკუნეში ერთხელ ვსადილობთ ოჯახში ნორმალურად. მან გრეთჰ-

ენს საყვედურით გადახედა, – შენ ხომ მისტერ ტინკერთან ერთად


მუშაობ, იქნებ რამე დააშავე?
– ალბათ, გაიგეს, რომ აგური მოვიპარე, – თქვა გრეთჰენმა.
‒ ამ სახლში თავაზიანად მოქცევა ერთი დღეც არ შეუძლიათ, –
ჩაილაპარაკა დედამ და წამებულის სახით სამზარეულოში გავიდა.
ოთახში ჯორდახი შემოვიდა. სახეზე არაფერი არ ეწერა.
‒ ტომ, ერთი ქვევით ჩამოდი, – მიმართა მან ტომს.

109
·

VII

– გამარჯობათ, მისტერ ტინკერ. გამარჯობათ, წმინდა მამაო, ––


გულღია ბავშვური ღიმილით მიესალმა საფუნთუშეში შესული ტო-
მასი.
‒ რაც მე მითხარით, ამასაც გაუმეორეთ, ‒ ბრძანს ჯორდახმა.
‒ შვილო ჩემო, – მიუბრუნდა მღვდელი ტომასს, – ჩვენ ყველა-
ფერი ვიცით. კლოდმა თავის ბიძას ყველაფერი გაუმჟღავნა და ძა-
ლიან სწორადაც მოიქცა. აღსარებას მონანიება მოსდევს, მონანიე-
ბას კი შენდობა...
– ეს სისულელეები საკვირაო სკოლისათვის შეინახეთ,— სიტ-
ყვა გააწყვეტინა ჯორდახმა· იგი კარს მიყრდნობოდა, თითქოს ეში-
ნოდა, რომელიმე მათგანი არ გაქცეულიყო.
ტომი ჩუმად უსმენდა. ტუჩებზე ღიმილი უთამაშებდა, როგორც
ჩხუბის წინ.
– თქვი, ეს შენ ჩაიდინე?– მიუბრუნდა მას აქსელი.
– მე ჩავიდინე, – უპასუხა ბიჭმა. – „ო, ერთი ხელში ჩამივარდე-
ბოდეს ეს ლაჩარი, არამზადა კლოდი“, – გაიფიქრა მან.
‒ შენ შეგიძლია წარმოიდგინო, შვილო ჩემო, – დასძინა
მღვდელმა, – რა მოელით შენს ოჯახს და კლოდის ოჯახს, რომ გა-
მოირკვეს ვინ წაუკიდა ცეცხლი ჯვარს ასეთ დღეს?
– რა მოელის და ქალაქიდან გაძევება! – ჩაერია საუბარში
აღელვებული ტინკერი. – მამაშენი ერთ პურსაც კი ვეღარ გაასა-
ღებს, თუნდაც უფასოდ. მთელ ქალაქს ახსოვს, რომ უცხოელები
ბრძანდებით, გერმანელები!
– აი, უკვე დაიწყეს, ‒ თქვა ჯორდახმა. – ვარსკვლავ-ზოლებიან
დროშას ქვეყნად ბადალი არ მოეპოვება!
‒ ფაქტი ფაქტია,–შენიშნა მისტერ ტინკერმა,‒ ჰოდა, ფაქტებს
ვერსად გაექცევი· უფრო მეტიც, ბოილანმა რომ გაიგოს, ვინ გადაწ-

110
ვა მისი ორანჟერეა, ყველას სამართალში მიგვცემს, მარჯვე ადვო-
კატს დაიქირავებს, ის კი დაამტკიცებს, რომ ეს ძველი ორანჟერეა
უძვირფასეს უძრავ ქონებას წარმოადგენდა. ‒ მან მუშტის ქნევა და-
იწყო, – შენ და კლოდს რა გენაღვლებათ, უწლოვანები ბრძანდე-
ბით, ჩვენ და მამაშენმა უნდა ვზღოთ! მთელი ჩვენი ცხოვრების და-
ნაზოგი...
ტომასი ხედავდა, როგორ გაშმაგებით შეჰკრა მუშტები მამამ,
თითქოს საცაა ყელში უნდა სწვდეს და დაახრჩოსო.
– დამშვიდდი, ჯონ, – უთხრა მღვდელმა ტინკერს. – ნეტავ რად
უფუჭებ ბიჭს უარესად გუნებას? ვიმედოვნებ, მისი გონიერება ყვე-
ლას გვიხსნის, – იგი ტომს მიუბრუნდა და დასძინა: – აღარ შეგეკით-
ხები, ვინ ეშმაკმა გაიძულა ჩვენი კლოდი ასეთი ღვთის დამგმობი
საქციელის ჩასადენად წაგექეზებინა.
– თავისი პირით გითხრათ, ტომმა მოიფიქრაო? – სახტად დარჩა
ტომი.
– კლოდისნაირ ბიჭს, ქრისტიანულ ოჯახში გაზრდილს, რომე-
ლიც ყოველ კვირა ეკლესიაში დაიარება, აზრადაც არ მოუვიდოდა
ასეთი საძაგელი რამ, – უპასუხა მღვდელმა.
– კეთილი, – ჩაიბურტყუნა ტომასმა. – ეშმაკმა დალახვროს,
კლოდის ჯერიც მოვა.
‒ საბედნიეროდ, – განაგრძობდა მღვდელი, – როცა იმ საზა-
რელ საღამოს დასახიჩრებული ხელით თავის ბიძას, დოქტორ რო-
ბერტ ტინკერს მიადგა, შინ იმის გარდა არავინ იყო. დოქტორმა ტინ-
კერმა ბიჭს სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და აიძუ-
ლა ეთქვა, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგ კი თავისი მან-
ქანით შინ წაიყვანა. მადლობა ღმერთს, კაციშვილს არ დაუნახავს,
მაგრამ კლოდს მძიმე დამწვრობა აქვს და ერთი სამი კვირა ხელშეხ-
ვეულმა უნდა იაროს, შინ ამდენ ხანს მისი დარჩენა შეუძლებელია.
ვაითუ, მოახლემ ეჭვი მიიტანოს ან რომელიმე გულჩვილმა სკოლის
მეგობარმა მოინახულოს...
– ო, ღმერთო ჩემო, ენტონი, ქადაგად ნუ დაეცი, ‒ შეაწყვეტინა
ძმას მისტერ ტინკერმა. მკვდრისფერი სახე უცახცახებდა, თვალები

111
სისხლით აევსო. იგი ტომასს მიუახლოვდა. – ის არამზადა გუშინ სა-
ღამოს ნიუ-იორკში გავამგზავრეთ, დღეს დილით კი კალიფორნიის-
კენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავსვით. სან-ფრანცისკოში დეიდამი-
სი ცხოვრობს. გამოკეთებამდე მასთან დარჩება, შემდეგ სამხედრო
სასწავლებელში გავაგზავნით, მერე კი თუგინდ სიკვდილამდე
პორტ-ფილიპში ფეხს ნუღარ მოდგამს. მამაშენს თავი მხრებზე თუ
აბია, ურჩევნია დაუყოვნებლივ მოგაშოროს აქაურობას და, რაც შე-
იძლება, შორს წაგიყვანოს, სადაც კაციშვილი არ გიცნობს და შე-
კითხვებით გულს არ გაგიწყალებს.
‒ ამაზე თუ სწუხართ, ‒ თქვა ჯორდახმა. ‒ ამ საღამოს იგი აქ უკ-
ვე აღარ იქნება. ახლა კი მოშორდით აქედან, ორივემ გვარიანად
მომაბეზრეთ თავი.
კაცმა კარი მიუჯახუნა და ტომასს მიუბრუნდა.
‒რაო, არამზადავ, გაები მახეში! მე შენ გასწავლი ჭკუას, იქნებ
გონს მოეგო. ბიჭს კოჭლობ-კოჭლობით მიუახლოვდა და მუშტი მო-
უქნია. ტომასს მუშტი თავში მოხვდა. დაბარბაცდა, მაგრამ მაშინვე
თავისდა უნებურად იქით შეუტია და მამას მარჯვენა ხელი ელვის
სისწრაფით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, საფეთქელთან სთხლიშა.
აქსელი დაბარბაცდა, ხელი წინ გაიშვირა, მაგრამ არ დაცემულა.
გაკვირვებული შვილს შესცქეროდა, რომელსაც ცისფერი თვალები
უსაზღვრო ზიზღით უელავდა.
‒ მოდი, დამარტყი, – დამცინავად უთხრა ტომმა.‒ შვილი თავის
გულად მამას აღარ გაარტყამს.
ჯორდახმა ხელი მოიქნია და კიდევ ერთხელ უთავაზა.
ტომასს მარცხენა ლოყა მაშინვე გაუსივდა და გაუწითლდა, მაგ-
რამ სახეზე მაინც ღიმილი ეფინა.
აქსელმა ხელები ძირს დაუშვა. ეს სიმბოლური გარტყმა იყო და
სხვა არაფერი. უაზრობაა, გაიფიქრა თითქოსდა ბურანში მყოფმა.
ოჰ, ეს შვილები...
– კმარა. – თქვა მან. – რასაკვირველია, რუდოლფი სადგურამდე
მიგაცილებს და ოლბანამდე მიმავალ პირველივე მატარებელში
ჩაგსვამს, იქ გადაჯდები და ოჰაიოში გაემგზავრები, ჩემს ძმასთან.

112
მე დავურეკავ და დაგხვდება. უნივთებოდ წაბრძანდები· არ მსურს,
ვინმემ ჩემოდნებით დაგინახოს.
ისინი საფუნთუშედან გამოვიდნენ. მზით დაბრმავებულმა ტო-
მასმა თვალები მოჭუტა.
‒ აქ დამელოდე. რუდოლფს ვეტყვი ჩამოვიდეს. არავითარი
სურვილი არა მაქვს დედასთან დამშვიდობება მოგიწყო, – ჯორდახ-
მა საფუნთუშის კარი დაკეტა და შინ კოჭლობ-კოჭლობით შევიდა.

VIII

ათი წუთის შემდეგ აქსელი უკანვე გამოვიდა რუდოლფთან ერ-


თად, რომელსაც ტომასის ერთადერთი, ორი წლის წინ ნაყიდი კოს-
ტიუმის მომწვანო ზოლებიანი პიჯაკი მოჰქონდა. იგი ამ კოსტიუმში
ვეღარ ეტეოდა. თავისუფლად განძრევა უჭირდა, სახელოები დავიწ-
როვებოდა.
გაოცებისაგან თვალებგაფართოებული რუდოლფი ძმის შესიე-
ბულ ლოყას მიაშტერდა. მამა ავადმყოფს ჰგავდა. შავგვრემანი სახე
ერთიანად გამწვანებოდა, ქუთუთოები შეშუპებოდა.
მხოლოდ ერთხელ გავარტყი და ეს რა დაემართა, გაიფიქრა ტო-
მასმა.
– რუდოლფმა იცის, როგორ მოიქცეს, – უთხრა აქსელმა.– ფუ-
ლი მივეცი. აი, ბიძაშენის მისამართი. – მან ტომასს ქაღალდის ნაგ-
ლეჯი გაუწოდა. – ახლა კი წადი და ამიერიდან თვალით აღარ დამე-
ნახო.
– დალახვროს ეშმაკმა თქვი რა მოხდა? – შეეკითხა რუდოლფი,
როგორც კი კუთხეში შეუხვიეს.
– არაფერი.
– გაგარტყა, არა? ნეტავ შეგახედა, რას ჰგავხარ.
– ჰო, გასაოცარი დარტყმა იყო, ‒ დაცინვით შენიშნა ტომმა· –
ჩემპიონის ტიტულის პირველი პრეტენდენტი გვყავს.

113
‒ ზევით რომ ამოვიდა, კაცის სახე არ ჰქონდა.
– ერთხელ მოვდე და ეგ იყო. – ტომასმა ჩაიცინა, ამასწინანდე-
ლი ეპიზოდი გაახსენდა.
– შენ გაარტყი?
– რატომაც არა, აბა მამები რისთვის არსებობენ?
– ღმერთო ჩემო! ამის შემდეგ კიდევ ცოცხალი ხარ?
– როგორც ხედავ.
– ახლა გასაგებია, რატომ უნდა შენი მოშორება. – თავი გაიქნია
რუდოლფმა. ძმაზე ბრაზი მოსდიოდა: მისი გულისათვის ჯულისთან
პაემანი უცდებოდა.
‒ როგორც ჩანს, მართლაცდა რაღაც დააშავე, რაკიღა მამამ ჯი-
ბეზე ხელი გაიკრა და გზის ფულად ორმოცდაათი დოლარი გამოი-
მეტა.
–ჯაშუშობაზე წამასწრეს იაპონელების სასარგებლოდ, ‒ მშვი-
დად უპასუხა ტომასმა.
‒ შენცა ხარ რაღა!
ავტობუსის გაჩერებამდე ხმა არ ამოუღიათ. სადგურში რომ მი-
ვიდნენ, რუდოლფი ბილეთის ასაღებად გაეშურა. მამამ წინასწარ
გააფრთხილა, არავის არ უნდა გაეგო, ტომასი საით მიემგზავრებო-
და, ამიტომ ბილეთი ოლბანამდე უნდა შეეძინა, იქ კი ტომასი ბი-
ლეთს უკვე თვითონ იყიდდა.
რუდოლფს სალაროში ხურდა რომ დაუბრუნეს, ერთი იყო. გო-
ნებაში გაუელვა ბილეთი თავისთვისაც აეღო, ოღონდ საწინააღმდე-
გო მიმართულებით, ნიუ-იორკამდე. რატომ უნდა წავიდეს ტომასი
სახლიდან პირველი? მაგრამ, რასაკვირველია, რუდოლფს არავი-
ფარი ბილეთი ნიუ–იორკამდე, არ უყიდია·
ტომასი ხის ქვეშ, სკამზე იჯდა, ფეხები ფართოდ გაეჩაჩხა. სრუ-
ლიად მშვიდად გამოიყურებოდა, თითქოს განსაკუთრებული არა-
ფერი შემთხვეოდა. რუდოლფმა ირგვლივ მიმოიხედა და დარწმუნ-
და თუ არა, რომ არავინ უყურებდა, ძმას ბილეთი გაუწოდა. ტომასმა
ზანტად ახედა.

114
‒ შეინახე, შეინახე, ‒ სწრაფად უთხრა რუდოლფმა,‒ აი, ხურდა
– ორმოცდაორი დოლარი და ორმოცდაათი ცენტი. მე მგონი, ოლ-
ბანში ბილეთს რომ იყიდი, გვარიანი თანხა უნდა დაგრჩეს.
ტომასმა ფული ჯიბეში ისე ჩაიდო, არც კი დაუთვლია.
‒ ბებერს ალბათ სისხლი გაუშავდა, როცა ამ ფულს თავისი სამა-
ლავიდან იღებდა, შემთხვევით თვალი ხომ არ მოგიკრავს, სად ინა-
ხავს?
– არა.
– აფსუს. თორემ შემეძლო ერთხელაც ბნელი ღამით დავბრუნე-
ბულიყავი და გამეძარცვა. თუმცა, რომ იცოდე კიდეც, მაინც არ მეტ-
ყვი. ჩემი ძამიკო რუდოლფი ასეთი კაცი არ გახლავთ!
იქვე, შორიახლო პატარა ორადგილიანი მანქანა გაჩერდა. მანქ-
ანიდან ცისფერკაბიანი ქალიშვილი და მაღალი, მზემოკიდებული
სამხედრო-საჰაერო ძალების ლეიტენანტი გადმოვიდნენ. ისინი ბა-
ქანზე შეჩერდნენ და ერთმანეთი გადაკოცნეს.
– მაკოცე, ძვირფასო, ეს მე დავუშინე ყუმბარები ტოკიოს! – წა-
მოიძახა ტომმა.
‒ მაინც რატომ მაიმუნობ?
‒ მომისმინე, წოლილხარ თუ არა ვინმესთან? – დაინტერესდა
ტომასი.
ძმის სიტყვებში რუდოლფს მამის მიერ იმ დღეს მიცემული შე-
კითხვის ექო შემოესმა, როცა მან მის ლენოს სილა გააწნა და ამან
ბიჭი საოცრად აღაშფოთა.
– რა შენი საქმეა?
– სულაც არ არის ჩემი საქმე, – მხრები აიჩეჩა ძმამ. – უბრალოდ,
გავიფიქრე, რაკიღა დიდი ხნით მივემგზავრები, კარგი იქნებოდა
გულახდილად გველაპარაკა-მეთქი.
– კეთილი. თუ ეს ასე გაინტერესებს, გეტყვი, ჯერ არ ვწოლილ-
ვარ, ‒ უპასუხა დაძაბულმა რუდოლფმა.
– ასეც ვიცოდი, ‒ თქვა ტომმა, – მაკინლი-სტრიტზე ერთი დაწე-
სებულებაა, „ალისასთან“ ჰქვია. ხუთ დოლარად რიგიან ქალს აიყ-
ვან. უთხარი, ძმამ გამომაგზავნა-თქო.

115
– ჩემს თავზე მე თვითონ ვიზრუნებ, – უპასუხა რუდოლფმა. იგი
ტომასზე ერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ ძმა ისე იქცეოდა, რომ
რუდოლფი მის გვერდით თავს ბავშვად გრძნობდა.
– ჩვენი საყვარელი დაიკო კი ამას რეგულარულად სჩადის, –
თქვა ტომასმა. – მოგეხსენება თუ არა შენ ეს ამბავი?
– თავისი საქმისა. თვითონ იცის, ‒ მაგრამ რუდოლფს თავზარი
დაეცა. გრეთჰენი.. ასეთი სუფთა, ფაქიზი, თავაზიანი...
– აბა თუ მიხვდები, ვისთან? – განაგრძობდა ტომასი. – თეოდორ
ბოილანთან.
– საიდან იცი? ‒ რუდოლფი დარწმუნებული იყო, რომ ტომი ტყუ-
ოდა.
– მის სახლთან ვიდექი და ფანჯრიდან დავინახე, სასტუმრო
ოთახში სულ დედიშობილა რომ შემოვიდა, ორი ჭიქა ვისკი ჩამოას-
ხა და ზევით, საძინებელში გრეთჰენს გასძახა: „გრეთჰენ, ქვევით ჩა-
მოხვალ თუ ვისკი ზევით ამოგიტანოო”.‒ტომასმა პრანჭვა-გრეხით
გაიღიმა, ბოილანს გამოაჯავრა.
– მაგრამ გრეთჰენი ხომ არ დაგინახავს,–გამოექომაგა დას რუ-
დოლფი. ‒ იქნებ სხვა იყო,
–მაინც რამდენ გრეთჰენს იცნობ პორტ-ფილიპში? – შეეკითხა
ტომასი. – გარდა ამისა, კლოდ ტინკერმა დაინახა, როგორ მიემ-
გზავრებოდნენ ორივენი „ბიუიკით“ ბოილანის სახლში. გრეთჰენი
მას ბერნსტაინის მაღაზიასთან ხვდება, სწორედ იმ საათებში, როცა
დაჭრილებს უნდა უვლიდეს ჰოსპიტალში. მართლა, იქნებ ბოილა-
ნიც დაჭრეს ესპანეთ-ამერიკის ომში?
‒ ღმერთო ჩემო, – წაიჩურჩულა რუდოლფმა, – იმ უსახურთან...
– ალბათ რაღაც მოსწონს? იქნებ ხელსაც აძლევს? – უდარდე-
ლად თქვა ტომასმა. – აბა ერთი ჰკითხე...
– ხომ არ გითქვამს, რომ იცი?
– მეტი საქმე არა მაქვს! დაე, ისიამოვნოს! ისე, გასართობად
ვუთვალთვალებდი. იგი ჩემთვის არ არსებობს.
ტომმა სიმღერა წამოიწყო: – ტრა-ლა-ლა, ტრა-ლა-ლა... საიდან
ჩნდებიან ბავშვები, დედიკო?

116
რუდოლფი ძმას გაოცებული შეჰყურებდა: ნეტავ ასე ნაადრევად
საიდან ჩაბუდდა მასში ეს მომწიფებული ზიზღი?
‒ აბა, ჩემი წასვლის დროა, ‒ ტომი წამოდგა. ისინი ბაქანზე გა-
ვიდნენ და როგორც კი მატარებელი გაჩერდა, ტომი საფეხურზე
შეხტა.
– ყური მიგდე, ‒ უთხრა რუდოლფმა. – თუ შინიდან რამე დაგ-
ჭირდეს, მომწერე. ქვას გავხეთქავ და გამოგიგზავნი.
– თქვენი არაფერი მინდა, – სიტყვა მოუჭრა ტომასმა.
იგი საბოლოოდ და უკომპრომისოდ აჯანყდა. ბავშვურად მრგვა-
ლი სახე სიხარულით გაცისკროვნებოდა, თითქოსდა ცირკში მიემ-
გზავრებოდა.
– კეთილი, რაკიღა ასეა, წარმატებას გისურვებ, ‒ უხერხულად
უთხრა რუდოლფმა. რაც არ უნდა იყოს, ტომი მაინც მისი ღვიძლი
ძმაა და ღმერთმა უწყის, ამიერიდან როდის შეხვდებიან ერთმა-
ნეთს...
– ჰო, მართლა, მომილოცნია, – დღეიდან მთელი საწოლი შენს
განკარგულებაშია. ტყის ნადირის სუნის ატანა აღარ მოგიხდება.
იცოდე, ღამ-ღამობით პიჟამოს ჩაცმა არ დაგავიწყდეს. – ტომი შე-
მობრუნდა და ვაგონში უკანმოუხედავად შევიდა. მატარებელი და-
იძრა.

IX

გრეთჰენი ჩემოდანს ალაგებდა, ძველ, ნახმარ ჩემოდანს, რომ-


ლითაც ჯერ კიდევ პორტ-ფილიპში ჯვრის დასაწერად ჩამოსულ დე-
დამისს თავისი მზითევი ჩამოეტანა.
შინ გამეფებულმა და ჩხუბის მომასწავებელმა დაძაბულმა ატ-
მოსფერომ, სასტუმრო ოთახში შემობრუნებული მამის უცნაურმა

117
გამომეტყველებამ და მისმა ბრძანებამ – უკან გამომყევიო – ყოვე-
ლივემ ერთად გრეთჰენი საბოლოოდ შეაგულიანა. სხვა ასეთი კვი-
რა, შესაძლოა, აღარც დასდგომოდა. თუ გამგზავრება სურდა, სჯობ-
და დღესვე აეკრა გუდა-ნაბადი.
იგი ჩქარობდა, უნდოდა მამის მოსვლამდე წასულიყო, თუმც
მასთან შესახვედრად მომზადებული გახლდათ და იცოდა, რომ შეს-
ძლებდა კიდეც ეთქვა – სამსახურიდან დამითხოვეს და ნიუ-იორკში,
სხვა სამუშაოს საძებნელად მივდივარო·
თუმცა, დღეს მამა საშიში აღარ ჩანდა: როცა რუდოლფთან ერ-
თად გადიოდა, ძალზე მორჩილი, დაბნეული სახე ჰქონდა, გრეთჰენ-
მა მთელი წიგნები გადაქექა, ვიდრე იმ კონვერტს იპოვნიდა, სადაც
ფული იდო. ეს რა გიჟური თამაში გაუმართა დედამისმა?! ერთ მშვე-
ნიერ დღეს ნამდვილად საგიჟეთში ამოჰყოფს თავს. გრეთჰენს იმე-
დი ჰქონდა, რომ თანდათანობით ისწავლიდა დედის შებრალებას.
მან ჩემოდანი დერეფანში გამოიტანა. აქედან კარგად ხედავდა
დედას, რომელიც მაგიდასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, მაგიდაზე
ჭუჭყიანი, სადილის ნარჩენებით სავსე ჭურჭელი ელაგა. დედა კი კე-
დელს მიშტერებოდა და აბოლებდა,
– დედი, მე ბარგი შევკარი და მივემგზავრები, – მიმართა მას
ოთახში შესულმა გრეთჰენმა.
მერიმ თავი ნელ–ნელა მოაბრუნა, შვილს დაბინდული თვალე-
ბით გადახედა და ყრუდ შეეკითხა:
‒ შენს მრუშთას მიბრძანდები, არა? – გინების ლექსიკონი საკ-
მაოდ არქაული ჰქონდა· მას მთელი დარჩენილი ღვინო გადაეკრა
და უკვე გვარიანად შეზარხოშებული ბრძანდებოდა.
‒ არავისთან არ მივდივარ, დამითხოვეს და ნიუ-იორკში მივემ-
გზავრები. სხვა სამუშაო უნდა ვეძებო, მოვეწყობი თუ არა, მაშინვე
წერილს გამოგიგზავნი.
– მეძავო, – უთხრა დედამ.
გრეთჰენმა კოპები შეკრა ‒ ნეტავ ათას ცხრაას ორმოცდახუთ
წელს ვიღას ახსოვს ისეთი სიტყვები, როგორიც „მეძავია?“ მაგრამ

118
მერე თავს ძალა დაატანა და ლოყაზე აკოცა. დედას კანი უხეში და
ხორკლიანი ჰქონდა.
‒ ცრუ ამბორია, – თქვა დედამ, რომელიც წინ უაზროდ იყურებო-
და. – ხანჯალი თაიგულში.
„ღმერთო ჩემო, რა წიგნებს კითხულობდა ყმაწვილქალობაში“, -
გაიფიქრა გრეთჰენმა და ანაზდად გონებაში გაუელვა, რომ დედა
ალბათ თავიდანვე დაღლილი და ნატანჯი დაიბადა და, ამიტომ ბევ-
რი რამ ეპატიებოდა. მან ერთხანს შეიცადა, სცადა თავის თავში ერ-
თი ბეწო სიმპათია მაინც ეპოვნა ამ მთვრალი ქალის მიმართ, თამ-
ბაქოს ბოლში გახვეული აულაგებელ მაგიდასთან რომ იჯდა.
‒ იხვი! ‒ ზიზღით თქვა დედამ. – ნეტავ ახლა იხვს ვინღა მიირ-
თმევს?
გრეთჰენმა თავი საცოდავად გაიქნია, დერეფანში გავიდა, ჩემო-
დანი აიღო და კიბეზე დაეშვა.
ქუჩაში შინისაკენ სწრაფად მომავალი რუდოლფი დაინახა, ბიჭ-
მა დას თვალი ჰკიდა თუ არა, მაშინვე მასთან მიირბინა.
– შენ საითღა გაგიწევია? ·
– ნიუ-იორკში მივემგზავრები,–უდარდელად უპასუხა გრეთჰენ-
მა.
სახლიდან ორი კვარტლის იქით ტაქსი გააჩერეს და სადგურისა-
კენ გაემგზავრნენ. გრეთჰენი ბილეთის ასაღებად გაეშურა, რუ-
დოლფი კი მის ძველმოდურ ჩემოდანზე ჩამოჯდა და დაფიქრდა,
სწყინდა, დის გახარებულ თვალებს რომ ხედავდა – რაც არ უნდა
იყოს, მარტო სახლიდან ხომ არ მიდიოდა, ძმასაც ხომ შორდებოდა!
‒ მატარებელი მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ჩამოდგება, –
უთხრა გრეთჰენმა და მაჯაზე ხელი წაავლო. ‒დავლევდი რამეს. მო-
დი, ვიზეიმოთ ეს ამბავი. ჩემოდანი ჯერჯერობით შემნახველ საკანში
ჩააბარე.
– თან წამოვიღებ. იქ რომ დავტოვო, ათი ცენტის გადახდა მოგ-
ვიხდება

119
– ხომ შეიძლება კაცმა ცხოვრებაში ერთხელ თავს ფუფუნების
უფლება მისცეს? – გაიცინა გრეთჰენმა. – მოდი, ჩვენი ქონება ერ-
თიანად დავანიავოთ. ფული მარჯვნივ და მარცხნივ ვფლანგოთ!
ბარში იმ ორი ჯარისკაცის გარდა რომლებიც დახლთან ლუდს
მოღუშული მიირთმევდნენ, კაცი არ ჭაჭანებდა. გრეთჰენმა ვისკი
თამამად შეუკვეთა, თითქოს მთელი ცხოვრება ბარში სმას იყო ნაჩ-
ვევი.
‒ რა მოხდა, რატომ ხარ ასე შუბლშეკრული?– ძმას ხუმრობით
თითი ლოყაში ატაკა. – დღეს ხომ შენი დაბადების დღეა.
‒ ჰო, ჰო, – სიტყვა გააგრძელა რუდოლფმა.
‒ ხომ არ იცი, მამამ ტომასს რად აუკრა გუდა-ნაბადი?
‒ არ ვიცი. არც ერთს და არც მეორეს ჩემთვის არაფერი უთ-
ქვამთ. ტინკერებთან უნდა იყოს დაკავშირებული. ის კი ვიცი, რომ
ტომმა მამას გაარტყა.
‒ რას ამბობ, ‒ გაოცდა გრეთჰენი, ‒ მართლაც რომ ღირსსახ-
სოვარი დღეა.
– ნამდვილად ასეა, – კვერი დაუკრა რუდოლფმა, – მერე დაზე
ტომის ნათქვამი რომ გაახსენდა, გულში გაივლო,‒ ეს დღე იმაზე
უფრო ღირსსახსოვარია, ვიდრე შენ გგონია.
ბარმენმა ვისკი მოიტანა. გრეთჰენმა ჭიქა ასწია:
– გაუმარჯოს ჯორდახების ოჯახს, პორტ- ფილიპის მშვენებას.–
და ერთბაშად რამდენიმე ყლუპი მოსვა, თითქოს წყურვილი ჰკლავ-
და, თითქოს უნდოდა, რაც შეიძლება, ჩქარა შეესვა პირველი ჭიქა,
რათა სათქმელი კვლავაც გაემეორებინა,– ესეც ოჯახია, რაღა, –
დასძინა მან თავის ქნევით. – წავიდეთ ერთად, ნიუ-იორკში ვიცხოვ-
როთ.
‒ შენც ხომ იცი, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია.
– მეც ასე მეგონა, მაგრამ ხომ ხედავ, ვაკეთებ.
– რატომ მიემგზავრები? რა მოხდა?
– ბევრი რამ, – სიტყვა ბანზე აუგდო გრეთჰენმა და ვისკის გვარია-
ნი ყლუპა მოსვა. – უმთავრესად ერთი კაცის გულისათვის მივდი-
ვარ. – მან ძმას გამომწვევად შეხედა, – ჩემი ცოლად შერთვა სურს.

120
– ვის? ბოილანს?
‒ შენ რა იცი? ‒ გუგები გაუფართოვდა და ჩაუმუქდა გრეთჰენს.
– ტომმა მითხრა.
– იმან საიდანღა გაიგო?
„რატომ არ უნდა ვუთხრა, – გაიფიქრა ბიჭმა. თვითონვე მალა-
პარაკებს“, – სირცხვილი და ეჭვი კლავდა და უნდოდა დისთვის გუ-
ლი ეტკინა.
‒ ბოილანის სახლთან იყო და ფანჯარაში შეიხედა.
‒ მაინც, რა დაინახა? – ცივად შეეკითხა გრეთჰენი.
– ბოილანი. დედიშობილა.
– საცოდავი ტომი, ‒ გაიცინა გრეთჰენმა. მის სიცილში ფოლა-
დის წკარუნი ისმოდა. ‒ დედიშობილა ბოილანი დიდად სახარბიე-
ლო სანახავი არ უნდა იყოს, მეც ხომ არ დამინახა დედიშობილა?
– არა.
– აფსუს. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ტყუილუბრალოდ აღარ
აასკდებოდა იმ სიშორეს. ‒ მან ეს ძალზე დაუნდობლად წარმოთ-
ქვა, თითქოსდა განგებ სტანჯავდა საკუთარ თავს.
წინათ რუდოლფს ასეთი რამ არასოდეს შეუმჩნევია.
‒ მაინც რამ აფიქრებინა, რომ იქ მაინცდამაინც მე ვიყავი?
– ბოილანს ხმამაღლა უკითხავს, ქვევით ჩამოხვალ თუ ვისკი ზე-
ვით ამოგიტანოო.
‒ ჰო, ეგ სწორედ იმ ღამეს მოხდა, დაუვიწყარ ღამეს. მოვა დრო
და უთუოდ დაწვრილებით გიამბობ ყველაფერს.– გრეთჰენი ძმას
ყურადღებით მიაშტერდა, – აგრე განრისხებული ნუ მიყურებ, ბო-
ლოს და ბოლოს, დებიც იზრდებიან და მამაკაცებთანაც სეირნობენ.
‒კი მაგრამ, ბოილანი, მწარედ თქვა მან, ‒ ეს ბეხრეკი ბებერი.
‒ სხვათაშორის, შენ რომ გგონია, არც ისეთი ბებერია და არც ის-
ეთი ბეხრეკი.
– მაშ რატომღა გაურბიხარ?
– იცი, რომ დავრჩე, ადრე თუ გვიან ცოლად უნდა გავყვე; ტედი
ბოილანი კი შენს უმწიკვლო ლამაზ დაიკოს ქმრად არ გამოადგება.

121
რთულია, არა? – მან ბარმენს ხელი დაუქნია: – გეთაყვა, ვისკი კი-
დევ მოგვიტანეთ, – და განაგრძო: ‒ ჰო, მართლა, მე რომ მოვდი-
ოდი, დედა გახეთქილი მთვრალი ბრძანდებოდა, შენი დაბადების
დღისათვის ნაყიდ ღვინოს სულ წირვა გამოუყვანა. მთვრალი, ჭკუ-
იდან გადამცდარი ბებერი ქალი, მეძავი მიწოდა. – გრეთჰენმა ჩა-
იხითხითა, – უკანასკნელად ტკბილად დაულოცა გზა გოგონას, რო-
მელიც დიდ ქალაქში მიემგზავრება... თავს უშველე, ‒ ხრინწიანი
ხმით უთხრა ძმას. – გაეცალე აქაურობას. ვიდრემდე საბოლოოდ
არ დაგამახინჯეს. გაიქეცი ამ სახლიდან, სადაც არავის მეგობარი
არა ჰყავს და კარზე ზარს კაციშვილი არ დარეკავს.
– არავინ არ მამახინჯებს! ‒ უპასუხა რუდოლფმა.
–არა ხარ გულწრფელი, ჩემო ძამიკო. – გრეთჰენი უკვე თავის
მტრულ განწყობილებას აღარ მალავდა. ‒მე ვერ მომატყუებ. შენ
ყველა გაღმერთებს, თვითონ კი ყველა და ყველაფერი ფეხებზე გკი-
დია. თუ შენი აზრით, ასეთი კაცი ხეიბარი არ არის, შეგიძლია თუნ-
დაც ამ წუთას ინვალიდების ეტლში მიკრა თავი.
– რისი გულისათვის! ‒ რუდოლფი მაგიდიდან წამოდგა. ‒ თუ
შენ ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვს, მაშ რა მინდა შენს გვერდით?
მე შენ სრულებით არ გჭირდები.
– მართალია, არ მჭირდები, – კვერი დაუკრა გრეთჰენმა.
– აჰა, შენი ჩემოდნის ქვითარი, – მან დას ქაღალდის ნაგლეჯი
გაუწოდა.
– გმადლობთ, – აუღელვებლად უთხრა გრეთჰენმა, – დღეს ყვე-
ლა ჩვენთაგანმა ჩვენზე დაკისრებული კეთილი საქმე აღვასრუ-
ლეთ.
რუდოლფი ბარიდან გამოვიდა. გრეთჰენი არ ამდგარა, იჯდა და
ვისკის დარჩენილ ულუფას ბოლომდე ცლიდა. ლამაზი სახე აჭარ-
ხლებოდა, თვალები უბრწყინავდა. გონებით ახლა ათასი მილის იქ-
ით დაფრინავდა, სადღაც შორს, შორს საფუნთუშის თავზე წამომ-
დგარი ბინძური ბინიდან, დედ-მამისგან, ძმებისაგან და საყვარლი-
საგან.., ყოველწლიურად მილიონობით ქალიშვილის მშთანთქავი,
დიდი ქალაქისაკენ მიმავალ გზას ადგას.

122
რუდოლფი შინისკენ ნელ-ნელა მიეხეტებოდა. თვალები ცრემ-
ლებით ავსებოდა. საკუთარი თავი ებრალებოდა. დაც მართალია და
ძმაც. ისინი მიხვდნენ რა კაციც არის. აუცილებლად უნდა გამოიცვა-
ლოს, მაგრამ როგორ? რა უნდა შეიცვალოს ადამიანმა, რომ სხვა-
ნაირი კაცი გახდეს? გენები? ქრომოსომები? ზოდიაქოს ნიშანი?
იგი თავს საბოლოოდ განადგურებულად და დამარცხებულად
გრძნობდა. „ეს დაბადების დღე არასოდეს დამავიწყდება, – ფიქ-
რობდა გულში.

123
თავი მეშვიდე

ტომასი გარაჟში მარტო იყო. მექანიკოსი კოინი ავადმყოფობდა,


მეორე დამხმარე მუშა გამოძახებაზე გაემგზავრა.
დღის ორი საათი იყო. ჰეროლდ ჯორდახი კი ჯერ ისევ სახლში
იჯდა და სადილობდა. „Saurbraten , mit Spetzli,3 სამი ბოთლი თეთ-
რი ლუდი, შემდეგ კი ნახევარი საათი ჩასუქებულ ცოლთან ერთად
ფართო საწოლზე გაგორება – მთავარია, მუშაობით თავი არ გაიც-
ხელო, თორემ დროზე ადრე მიიღებ ინფარქტს.
მოახლე ტომს ყოველდღე თან ბუტერბროდებსა და ხილს ატან-
და, ტომი ძალზე კმაყოფილი იყო ასეთი სადილით. მოსწონდა, გა-
რაჟში რომ ჭამდა: ოღონდაც ბიძამისი და მისი ოჯახი რაც შეიძლება,
იშვიათად დაენახა, განა ის არ კმაროდა, მათთან ერთად ერთ ჭერქ-
ვეშ რომ ცხოვრობდა ერთი ბეწო სოროში, სხვენზე, სადაც მთელი
ღამე ოფლად იღერებოდა: დღის განმავლობაში სახურავს მზეზე
ვარვარი გაუდიოდა და აუტანელი სიცხე იდგა. კვირაში თხუთმეტ
დოლარს აძლევდნენ. ძია ჰეროლდმა პორტ-ფილიპში აგიზგიზე-
ბულ ხანძარზე ხელი მოითბო.
ტომასმა „ფორდს“ ზეთი გამოუცვალა და ჯერჯერობით საქმე
აღარა ჰქონდა. რასაკვირველია, ბიძა რომ გარაჟში ყოფილიყო,
ძმისწულს საქმეს მაშინვე გამოუჩენდა. მაგალითად, აიძულებდა
ტუალეტები ჩაერეცხა ან ეზოს კუთხეში, აბრის ქვეშ მდგარი ძველი
მანქანების მოქრომული ბამპერები გაეპრიალებინა. ტომმა ზანტად
გაიფიქრა: იქნებ ჯობდა, სალარო გამეძარცვა და გავპარულიყავი?
მან სალაროს ყუთი გამოს წია– შიგ სულ ათი დოლარი და ოცდაათი
ცენტი იდო. სადილად მიმავალ ძია ჰეროლდს დილის ნავაჭრი მუ-
დამ თან მიჰქონდა, სალაროში მხოლოდ წვრილ ფულს ტოვებდა,

3
ცომის გუფთიანი მოხრაკული (გერმ)

124
თუ ვინიცობაა კლიენტებისათვის ხურდის დაბრუნება იქნებოდა სა-
ჭირო. ფული ფუქსავატურად რომ ეხარჯა, გარაჟის, გასაწყობი სად-
გურის, ძველი მანქანებისა და ქალაქის საავტომობილო სააგენტოს
მანქანების სადგომის მფლობელი ვერ გახდებოდა.
ტომასმა ბუტერბროდებიანი პარკი აიღო და ქუჩაში გავიდა. გა-
რაჟის კედელს ერთი დანჯღრეული ხის სკამი მიადგი და ჩრდილში
მოკალათდღა, იჯდა და გვერდზე ჩავლილ მანქანებს თვალს ადევ-
ნებდა.
ისე კი, ამ ქალაქში იგი საკმაოდ კარგად ცხოვრობდა. ელიზიუმი
ოჰაიოს შტატში სიდიდით პორტ-ფილიპს როდი ჩამოუვარდებოდა,
მაგრამ მასზე გაცილებით უფრო მდიდარი იყო. აქ ვერც ჯურღმუ-
ლებს მოჰკრავდით თვალს და ვერც დაცემის სხვა ნიშანწყალს შე-
ნიშნავდით, რასაც ტომასი შინ ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევდა. იქვე,
შორიახლოს, პატარა ტბა მდებარეობდა. ნაპირზე ორი საზაფხულო
სასტუმრო და კოტეჯები იდგა, მათი მეპატრონეები ზამთრობით
კლივლენდში ცხოვრობდნენ, ხოლო ზაფხულს აქ ატარებდნენ.
ელიზიუმი პატარა კურორტს ჰგავდა: აქ ბევრ კარგ მაღაზიასა და
რესტორანს ნახავდით, ეწყობოდა საცხენოსნო ატრაქციონები და
აფრებიანი რეგატები. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ ისეთი შთაბეჭ-
დილება გრჩებოდათ, თითქოს ელიზიუმში ყველას ფული ჰქონდა, –
სწორედ ამით განსხვავდებოდა უპირველესად ეს ქალაქი პორტ-ფი-
ლიპისაგან.
ტომასმა პარკიდან გასანთლულ ქაღალდში კოხტად გახვეული
ბუტერბროდი ამოიღო. ჭვავის ახალი პურის თხელ ნაჭერზე ბეკონი,
სალათის ფოთლები და მაიონეზით ბლომად შეზავებული პომიდ-
ვრის პატარ-პატარა ნაჭრები იდო, ამ ბოლო დროს ჯორდახების მო-
ახლე კლოტილდა მას ყოველდღე ნაირ–ნაირ, უცნაურ ბუტერბრო-
დებს უმზადებდა. სათნო ქალი გახლდათ ეს კლოტილდა ‒ კანადე-
ლი ფრანგი, ოცდახუთი წლის ჩუმი არსება. ჯორდახების ოჯახში იგი
ყოველდღე დილის შვიდი საათიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშა-
ობდა, ორ კვირაში ერთხელ აძლევდნენ კვირა დღეს დასვენების

125
უფლებას და ისიც მხოლოდ დღის მეორე ნახევრიდან. ნაღვლიანი,
მუქი ფერის თვალები და შავი თმა ჰქონდა.
საღამოობით ქალაქიდან გვიან დაბრუნებულ ტომასს, რომელ-
საც ძია ჰეროლდი და ბიცოლა ელზა, ისევე, როგორც მისი მშობლე-
ბი, შინ ვერ აჩერებდნენ, – მაგიდაზე ყოველთვის ქალის მიერ მის-
თვის გადანახული ღვეზელის ნაჭერი ხვდებოდა.
ჰორტ-ფილიპის შესახებ ზედმეტი შეკითხვებისათვის თავი რომ
აერიდებინა, კაციშვილთან არ მეგობრობდა, ცდილობდა ყველას
თავაზიანად მოქცეოდა და ამ ხნის განმავლობაში, რაც ელიზიუმში
იმყოფებოდა, ჩხუბი ერთხელაც არ აუტეხია – ამასწინანდელი უსია-
მოვნებანი ჯერაც კარგად ახსოვდა.
თავს უბედურად სულაც არ გრძნობდა სიხარულით ცაში დაფრი-
ნავდა, მშობლების უღელს რომ დაუძვრა. უხაროდა, ძმასთან ერთ
სახლში ცხოვრება და ერთ საწოლზე წოლა რომ აღარ უხდებოდა.
სკოლაში აღარ დადიოდა და ამაზე დიდი ბედნიერება აბა რა უნდა
ყოფილიყო. გარაჟში მუშაობა არ ეზიზღებოდა, თუმცა ძია ჰეროლ-
დი დიდი აბეზარი კაცი იყო, დღენიადაგ ფუსფუსებდა და რაღაცაზე
წუწუნებდა. ბიცოლა ელზა ტომასს თავს კრუხივით დასტრიალებდა
და მალიმალ ფორთოხლის წვენს უმარჯვებდა. მისი აზრით, ეს ცარ-
იელი კუნთები – უჭმელობის შედეგი გახლდათ. საერთოდ, ძიაცა და
მისი ცოლიც დიდი ქვემძრომი ადამიანები ბრძანდებოდნენ მაგრამ
მისთვის სიკეთის მეტი არა უნდოდათ რა. ტომასს ბიძაშვილები,
ორი პატარა გოგონა, თავს არასოდეს არ აბეზრებდნენ.
ამ ოჯახში კაციშვილმა არ იცოდა, რატომ იყო სახლიდან გამოგ-
დებული. ძია ჰეროლდმა სცადა, გამოეკითხა ყველაფერი, მაგრამ
ტომასმა მიკიბულ-მოკიბულად უპასუხა, სკოლაში საქმეები ცუდად
მქონდაო. – თუმცა ეს სიმართლეს სავსებით შეეფერებოდა, – და მა-
მის აზრით, მისთვისვე აჯობებდა სახლიდან წასულიყო და თავი თვი-
თონვე ერჩინა. ძია ჰეროლდი ისეთი კაცი როდი იყო, ვინც მორალუ-
რი საფუძვლების ფორმირებაზე დამოუკიდებელი ცხოვრების ზე-
გავლენას სათანადოდ ვერ აფასებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მა-
ინც ძალიან უკვირდა ტომასს შინიდან დღემდე ერთი წერილიც რომ

126
არ მიეღო და აქსელის დარეკვის შემდეგ, რომელმაც ტომასის ჩას-
ვლა შეატყობინა, პორტ-ფილიპთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა.
თავად ჰეროლდ ჯორდახი თითით საჩვენებელი მეოჯახე გახლდათ,
თავის ქალიშვილებზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, ცოლის საჩუქ-
რებისათვის ფული არასოდეს ენანებოდა, რაც არ უნდა იყოს, სწო-
რედ მისი კაპიტალის წყალობით მოახერხა ელიზიუმში ასე ბატონ-
კაცურად ცხოვრება.
ჰეროლდ ჯორდახი თავის ძმას სულაც არ ჰგავდა მაგრამ მიუხე-
დავად ამისა, ერთ რამეში მას მაინც სავსებით ეთანხმებოდა: სწამ-
და, გერმანელებს ბავშვური ბუნება რომ ჰქონდათ და მათი ომში
ჩათრევა იოლი საქმე იყო. „ორკესტრი დაკვრას დაიწყებს თუ არა,
ისინი მაშინვე სამხედრო ნაბიჯით იწყებენ სიარულს, – ამბობდა იგი.
მერედა, რა ყრია ამ ომში?
სერჟანტი ღრიალებს, შენ კი წვიმაში მიბაკუნებ. იმის ნაცვლად,
რომ ცოლის გვერდით სუფთა, თბილ საწოლში იწვე, ნაგავში გძი-
ნავს, სრულიად უცხო ადამიანების ნასროლ ტყვიას მკერდს უშვერ,
შემდეგ კი, თუ ბედმა გაგიღიმა და ცოცხალი გადარჩი, ჯარისკაცის
ძველ ფორმაში რჩები, საკუთარი ღამის ქოთანიც კი არ გაგაჩნია,
ომი ხელს აძლევს მსხვილ, კრუპისნაირ მწარმოებლებს, რომლებ-
იც ჯარებს ზარბაზნებითა და სამხედრო ხომალდებით ამარაგებენ
უბრალო კაცს კი, – იგი მხრებს იჩეჩავდა. ‒ სტალინგრადი? მითხა-
რით ერთი, ვის რად სჭირდება?“· მიუხედავად ამისა, ჰეროლდ ჯორ-
დახი სულით ხორცამდე გერმანელი ბრძანდებოდა, იგი არავითარ
მონაწილეობას არ ღებულობდა ამერიკელი გერმანელების საზოგა-
დოებრივ მოძრაობაში. მოსწონდა იქ ცხოვრება, სადაც ცხოვრობ-
და. სიამოვნებდა. ყოფნა იმ კაცად, ვინც იყო და არავითარ შემთხვე-
ვაში არ შევიდოდა ისეთ ორგანიზაციაში, რომელიც მის სახელს
ჩრდილს მიაყენებდა. „მე არავის ვემტერები“, – ასეთი იყო მისი
ცხოვრების ერთადერთი ძირითადი პრინციპი. პოლონელს,
ფრანგს, ინგლისელს, ებრაელს, ვისაც გნებავთ... თუნდაც
რუსს,ყველას შეუძლია შეიძინოს ჩემგან მანქანა ანდა ათი გალონი

127
ბენზინი და თუ ნამდვილი ამერიკული დოლარებით გამისწორდება
– იგი ჩემი მეგობარი გახდება.
ტომასი ბიძამისის სახლში საკმაოდ მშვიდად ცხოვრობდა, მაგ-
რამ იცოდა: ნავსაყუდელი ეს დროებითია, ადრე თუ გვიან იგი უნდა
წავიდეს აქედან. ჯერჯერობით კი არსად არ ეჩქარებოდა.
ის- ის იყო პარკიდან მეორე ბუტერბროდის ამოღებაა აპირებდა,
რომ გარაჟს ოცდათვრამეტი წლის გამოშვების „შევროლე“ მოადგა,
რომელიც ორ ტყუპ დას ეკუთვნოდა, ტომმა დაინახა, რომ მანქანაში
მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იჯდა.
მან არ იცოდა, რომელი იყო – ეტელი თუ ედნა. ქალაქელი ბიჭე-
ბის უმრავლესობის მსგავსად, ტომს ღამე ერთთანაც ჰქონდა გატა-
რებული და მეორესთანაც, მაგრამ წინანდებურად ერთმანეთისაგან
მაინც ვერ ანსხვავებდა.
– გამარჯობა, ტყუპისცალო, ‒ უთხრა მან ქალიშვილს, მახეში
რომ არ გაბმულიყო.
– გამარჯობა, ტომ.
სწორ წაბლისფერთმიანი თექვსმეტი წლის მზემოკიდებული
ტყუპები ეშხიანი გოგოები იყვნენ. აბა ვის არ ესიამოვნებოდა მათ-
თან ერთად ხალხში გამოჩენა, მაგრამ ყველამ იცოდა, ქალაქში კა-
ცი არ მოიძებნებოდა, დებთან ლოგინში რომ რომ არ წოლილიყო.
‒ აბა მითხარი,კ რა მქვია, – დაიჟინა ქალიშვილმა.
– დამეხსენ.
– თუ არ მეტყვი, სხვასთან ჩავასხამ ბენზინს.
– მიბრძანდი. ფულს ბიძაჩემი იდებს ჯიბეში, მე კი არა.
‒ პიკნიკზე უნდა დამეპატიჟებინე, – უთხრა გოგონამ,– ტბაზე.
საღამოს. შემწვარი სოსისები და მთელი სამი ყუთი ლუდი გვექნება,
მაგრამ თუ არ მეტყვი, რა მქვია, არ დაგპატიჟებ.
ტომი ქალიშვილს ღიმილით შესცქეროდა, დროის მოგებას ცდი-
ლობდა. ანაზდად, დასაჯდომზე, მის გვერდით თეთრ საბანაო კოს-
ტიუმს ჰკიდა თვალი.‒ უბრალოდ, შენი გაბრაზება მინდოდა, ეტელ,
– უთხრა მან. ეტელს თეთრი საბანაო კოსტუმი ჰქონდა, ედნას კი
ლურჯი. –მაშინვე გიცანი.

128
– რაკიღა სწორად გამოიცანი, მიდი, სამი გალონი ჩამისხი.
– კი არ გამოვიცანი, თავიდანვე ვიცოდი. დაგიმახსოგრე.
– აბა რა გეგონა! – ეტელმა მიმოიხედა და ცხვირი აიბზუა.‒ რო-
გორ შეიძლება ასეთ საძაგელ ადგილას მუშაობა? შენისთანა ყმაწ-
ვილი გაცილებით უკეთეს სამუშაოს იშოვნის, მაგალითად, სადმე
კანტორაში.
როცა მათ ერთმანეთი გაიცნეს, ტომასმა უთხრა, ცხრამეტი წლი-
სა ვარ და საშუალო სკოლა დავამთავრეო.
–აქაურობა ძალიან მომწონს. მიყვარს ჰაერზე მუშაობა.
‒ახლა კი სასწრაფოდ მანქანა დაქოქე და წადი, სანამ ბიძაჩემი
არ მოსულა და შენი ბენზისის ტალონი არ მოუთხოვია.
‒ სად შევხვდეთ დღეს ერთმანეთს? – შეეკითხა ეტელი და ძრავა
ჩართო.
‒ ბიბლიოთეკასთან, რვის ნახევარზე. შეგიძლია?
‒ კეთილი, რვის ნახევარზე, ლამაზო. მთელი დღე მზეზე დავიხ-
რუკები, შენზე ვიფიქრებ და ვიოცნებებ, ‒ ხელი დაუქნია და მანქანა
ადგილიდან დაძრა.
ტომმა კვლავ ჩრდილში, დანჯღრეულ სკამზე მოიკალათა და მე-
ორე ბუტერბროდი ამოიღო. ზედ ორად გაკეცილი ქაღალდის ფურც-
ელი იდო. გაშალა. ბავშვურად სწორი ასოებით ფანქრით იყო ნაწე-
რი: „მე შენ მიყვარხარ“. თვალები მოჭუტა. ნაწერი მაშინვე იცნო –
სამზარეულოში, თაროზე მუდამ იდო ბლოკნოტი, სადაც კლოტილ-
და ყოველდღე იწერდა ხოლმე, თუ რა უნდა ეყიდა.
ტომმა ჩუმად დაუსტვინა და ხმამაღლა წაიკითხა: „მე შენ მიყ-
ვარხარ“. მას ის-ის იყო თექვსმეტი შეუსრულდა, მაგრამ ხმა ჯერ კი-
დევ არ დაბოხებოდა. ოცდახუთი წლის ქალი, რომელსაც ერთი-ორ-
ჯერ თუ გამოლაპარაკებია, სიყვარულს ეფიცებოდა.
პიკნიკზე რომ არ წავა, ამას წყალი არ გაუვა!

129
II

რუდოლფმა თავისი ჯაზ-ჯგუფი შემდეგნაირად მონათლა: „ხუთნი


მდინარიდან“, რადგან ყველანი პორტ-ფილიპში ცხოვრობდნენ, ჰუ-
ძონის ნაპირას, თანაც, მისი აზრით, ეს სახელი საკმაოდ არტისტუ-
ლად ჟღერდა და პროფესიონალიზმზე მიანიშნებდა.
მათ სამკვირიანი კონტრაქტი დაუდეს და ყოველ საღამოს კვი-
რის გარდა, ქალაქის გარეუბანში მდებარე გზისპირა დანსინგაში
„ჯეკი და ჯულიში“ უკრავდნენ. უზარმაზარი ფიცრული ბარაკი მოცეკ-
ვავეთა ბრაგაბრუგისაგან ზანზარებდა. კედლის გასწვრივ ბარის
გრძელი დახლი გაჭიმულიყო, ნახევარი დარბაზი პატარა მაგიდე-
ბით იყო გავსებული, სადაც სტუმრები ლუდს მიირთმევდნენ. ჭაბუ-
კებს ტენისის მაისურები ეცვათ, ბევრი გოგო კი შარვლებით მოდი-
ოდა, აქ ქალიშვილები უკავალრებოდაც დაიარებოდნენ, იდგნენ კე-
დელთან ატუზულები და ელოდნენ, როდის მიიწვევდნენ საცეკვაოდ
ან კიდევ ერთმანეთს ეცეკვებოდნენ, ერთი სიტყვით, ეს დანსინგი
მდიდრული დაწესებულება არ იყო, მაგრამ რუდოლფის ჯაზს რიგი-
ან გასამრჯელოს უხდიდნენ.
ნასიამოვნებმა რუდოლფმა დაკვრის დროს სიხარულით შენიშ-
ნა, რომ ჯულიმ უარით გაისტუმრა ერთი პიჯაკიანი და პალსტუხიანი
ჭაბუკი ‒ აშკარად პირველკურსელი სტუდენტი, რომელმაც საცეკვ-
აოდ მიიწვია. ჯულის მშობლებმა ქალიშვილს ნება დართეს, შაბათი
საღამო რუდოლფთან გაეტარებინა და შინ გვიან დაბრუნებულიყო.
– ისინი რუდოლფს ენდობოდნენ. იგი ქალიშვილების მშობლებს
ყოველთვის მოსწონდათ და არც თუ უსაფუძვლოდ.
რუდოლფმა ორკესტრის მუსიკალური ავტოგრაფის სამი ტაქტი
დაუკრა და ამრიგად თხუთმეტწუთიანი შესვენება გამოაცხადა, ჯუ-
ლის ანიშნა სუფთა ჰაერზე გავიდეთო! ფანჯრები გამოღებული კი
იყო, მაგრამ ბარაკში მაინც ცხელოდა და ნესტი იდგა, ვითარცა კონ-
გოს ხეობაში.
ხეების ქვეშ რომ გავიდნენ, სადაც მანქანები ჩაემწკრივებინათ,
რუდოლფს ჯულიმ ხელი ჩაკიდა. გოგონას ხელისგული მშრალი,

130
თბილი, რბილი და ძალზე ახლობელი ჰქონდა საოცარია, რა რთულ
გრძნობებს განიცდის ადამიანი, მაშინაც კი, როცა უბრალოდ ხელში
ქალიშვილის ხელი უჭირავს. მათ ავტოსადგომს ჩაუარეს, გასცდნენ
დანსინგის შესასვლელს, სადაც კართანაზე სუფთა ჰაერზე გამოსუ-
ლი მოცეკვავეები ირეოდნენ. ერთ-ერთი მანქანის კარი გამოაღეს,
შიგ ჩასხდნენ და სიბნელეში კოცნა დაიწყეს. ისინი ყველგან იკოც-
ნებოდნენ, სადაც კი დროს მოიხელთებდნენ მაგრამ ეს იყო და ეს.
სხვა რამის უფლებას თავს არ აძლევდნენ. გოგომ თავი უკან გა-
დააგდო და ბიჭმა ყელი დაუკოცნა.
–მე შენ მიყვარხარ, ‒ წაიჩურჩულა უჩვეულო სიხარულით ელ-
დანაცემმა რუდოლფმა, რაც თავის სიცოცხლეში პირველად წარ-
მოთქმულმა ამ სიტყვებმა მიანიჭა.ქალმა გულში ჩაიკრა, მის გად
ატკეცილ, ძლიერ ხელებს გაზაფხულის, გარგარის სურნელი უდი
ოდა.
მოულოდნელად კარი გაიღო და მამაკაცის ხმა შემოესმათ:
– რა ჯანდაბას აკეთებთ აქ?
რუდოლფი წელში გაიმართა და ქომაგივით ჯულის მხარზე ხელი
დაადო.
– ატომური ბომბის აფეთქებაზე ვმსჯელობთ,—აუღელვებლად
უპასუხა მან. ‒ თქვენი აზრით, მაინც აქ რისთვის შემოვძვრებოდით?
– ერჩივნა მომკვდარიყო, ვიდრე ჯულის წინაშე თავისი დაბნეულო-
ბა გაემჟღავნებინა. ანაზდად მამაკაცს გაეცინა.
‒ სულელურ შეკითხვს პასუხიც სულელური მოსდევს, – შენიშნა
მან და განზე გადგა. ხეზე დაკიდებული ფარნის მკრთალ შუქზე, რუ-
დოლფმა იცნო იგი‒ სწორად გადავარცხნილი მოყვითალო თმა,
აბურძგნილი ღია ფერის წარბები.
‒ მაპატიე, ჯორდახ, – თქვა ბოილანმა. მის ხმაში დამცინავი გაკ-
ვირვება გამოსჭვიოდა.
„იცის ვინცა ვარ, ‒ გაიფიქრა რუდოლფმა, – მაგრამ ნეტავ სა-
იდან?“
– მოხდა ისე, რომ ეს ჩემი მანქანაა,‒ დასძინა ბოილანმა,– მაგ-
რამ, გეთაყვათ, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.

131
ხელს არ შევუშლი მსახიობს მოკლე შესვენების ჟამს. ჯერ გამგზავ-
რებას მაინც არ ვაპირებდი· წავალ, დავლევ რამეს. დიდ პატივს
დამდებთ, თუ თქვენ და თქვენი ქალბატონი ამ საღამოს უარს არ
მეტყვით და ძილის წინ ჩემთან ერთად თითო-თითო ჭიქას მიირ-
თმევთ. – მან თავი ოდნავ დახარა, კარი ფრთხილად მოკეტა და
იქაურობას გაეცალა.
ჯული გაუნძრევლად იჯდა, სირცხვილით იწვოდა.
– მან იცის ვინცა ვართ, – წაიჩურჩულა გოგონამ,
‒ მე მიცნობს, – შეუსწორა რუდოლფმა.
‒ მითხარი, ვინ არის?
– ამ კაცის გვარი ბოილანია, საქვეყნოდ ცნობილი წმინდა ოჯა-
ხის შთამომავალი ბრძანდება.
ისინი მანქანიდან ჩუმად ჩამოვიდნენ და დანსინგში დაბრუნ-
დნენ. რუდოლფმა ჯული თავის მაგიდასთან დასვა. კიდევ ერთი
ბოთლი ლიმონათი შეუკვეთა, თავად კი ესტრადას მიაშურა.
ღამის ორ საათზე, როცა ბიჭებმა „ღამე მშვიდობისა, ქალბატო-
ნებო“ დაუკრეს და თავიანთი ინსტრუმენტების შეგროვება დაიწყეს,
ბოილანი ჯერ ისევ ბარის დახლთან იჯდა, საშუალო ტანის თვითდა-
ჯერებული კაცი, რომელსაც თხელი შალის შარვალი და შრიალა ტი-
ლოს პიჯაკი ეცვა, მაისურებში, მოწითალო ყავისფერ ჯარისკაცულ
ფორმებსა და იაფფასიან ლურჯ სადღესასწაულო კოსტიუმებში
გამოწყობილი ჭაბუკების ჯგუფისაგან მკვეთრად გამოირჩეოდა. შე-
ნიშნა თუ არა, რომ რუდოლფი და ჯული წასვლას აპირებდნენ, დინ-
ჯად მიუახლოვდა მათ და ჰკითხა:
– ბალღებო, მანქანა თუ გყავთ, სახლამდე რომ მიხვიდეთ?
‒ საერთოდ, როგორ არა, – უპასუხა რუდოლფმა.
„ვინ არის მაგისი „ბალღი“, ‒ სიძულვილით გაიფიქრა მან. –
ერთ ჩვენს ამხანაგს ჰყავს და ჩვეულებრივ ყველანი იმითი მივდი-
ვართ·
– ჩემს მანქანაში სჯობია,– თქვა ბოილანმა ჯულის ხელმკლავი
გამოსდო და გასასვლელისაკენ გაემართა,

132
რუდოლფმა შვებით ამოისუნთქა, როცა ბოილანმა ჯულის მისა-
მართი ჰკითხა, რათა შინ პირველად ის მიეყვანა. – აღარ დასჭირ-
დებოდა შემდეგ ეჭვიანობის სცენის გამართვა. გუნებაწამხდარი და
უჩვეულოდ კრიჭაშეკრული ჯული მათ შუა იჯდა წინა საჯდომზე და
პირდაპირ იყურებოდა.
ბოილანი მანქანას სწრაფად და გულდაჯერებით მიაქროლებდა,
გამალებული ნახტომებით პროფესიონალი მძღოლივით უკან იტო-
ვებდა წინ მიმავალ მანქანებს.
რუდოლფს არ შეეძლო არ აღფრთოვანებულიყო ბოილანის სა-
ჭესთან ჯდომით და ანაზდად თავი უხერხულად იგრძნო – მას არ
ჰქონდა ბოილანით აღფრთოვანების უფლება: ეს უკვე ღალატი იქ-
ნებოდა.
– თქვენი ჯაზი ძალზე რიტმულია, – შენიმნა ბოილანმა, – ვინანე
კიდეც ცეკვისათვის უკვე მეტისმეტად ბებერი რომ ვარ.
რუდოლფმა გულში მოუწონა ასეთი გულახდილობა. მას ახირე-
ბულ და არასაკადრის საქციელად მიაჩნდა, როცა ოცდაათ წელს გა-
დაცილებული ადამიანები ცეკვავდნენ. და კვლავ თავი დამნაშავედ
იგრძნო: ბოილანი რატომღაც ისევ თვალში მოუვიდა. კიდევ კარგი,
რომ გრეთჰენთან ცეკვა მაინც არ დაუწყია, ქვეყნის სასაცილო არც
ის და არც თავისი თავი არ გაუხდია, როცა ბებრები ახალგაზრდებ-
თან ცეკვავენ, ეს უკვე ამაზრზენი სანახავია.
– თქვენ ძალზე ლამაზი ბრძანდებით, ჯული, ‒ თქვა ბოილანმა
და ქალიშვილს გადახედა. – გიყურებთ და მიხარია, რომ ჯერჯერო-
ბით კოცნისათვის მაინც არა ვარ ისე ბებერი.
„ბებერი, ბინძური, ქალების მუსუსი“, – გაიფიქრა რუდოლფმა,
იგი ნერვიულად უჭერდა ხელს საყვირის ბუდეს. უნდოდა, ბოილანი-
სათვის ეთხოვა მანქანა გაეჩერებინა, მაგრამ ფეხით ისა და ჯული
დილის ოთხ საათზე ადრე ქალაქში ვერ ჩავიდოდნენ. მან გულში შე-
ნიშნა, რომ მაშინაც კი პრაქტიკული იყო, როცა საქმე მის ღირსებას
ეხებოდა.
‒ ე.. ე.. რუდოლფ... შენ ხომ რუდოლფი გქვია, – მიუბრუნდა ბო-
ილანი.

133
‒ დიახ.– მისი დაიკო ხომ პირში წყალს ვერ დაიგუბებს!
‒ რას აპირებ? პროფესიონალი მესაყვირე გინდა გახდე? – ხან-
შიშესული, კეთილმოსურნე მოძღვრის კილოთი შეეკითხა ბოილა-
ნი.
– არა, ისე კარგად არ ვუკრავ.
–მერე რა, გონივრულია, – დაეთანხმა ბოილანი. – მუსიკოსებს
ძაღლური ცხოვრება აქვთ, თანაც ყველა ჯურის ნაძირალებთან ამ-
ფსონობა უხდებათ.
– ამაში კი ნამდვილად ეჭვი მეპარება, – შეეკამათა რუდოლფი.
არ უნდოდა, ბოილანს ყველაფერი ხახვივით შერჩენოდა. – არა
მგონია, რომ ისეთი ადამიანები, როგორიცაა ბენი გუდმანი, პოლი
უაიტმანი და ლუის არმსტრონგი – ნაძირალები იყვნენ.
– ღმერთმა უწყის.
– ისინი მსახიობები ბრძანდებიან. – ცივად შენიშნა ჯულიმ.
‒ ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ჩემო პაწიავ, ჩუმად ჩაიცინა
ბოილანმა და კვლავ რუდოლფს მიუბრუნდა: – რას აპირებ მომა-
ვალში?!
– ჯერჯერობით არ ვიცი, თავდაპირველად კოლეჯში უნდა შევი-
დე.
‒ ოჰო, მაშ კოლეჯში აპირებ შესვლას? – ბოილანს ხმაში გაოცე-
ბა შეეპარა, მოწყალე გაოცება.
– მაინც რატომ არ შეუძლია კოლეჯში შესვლა? – გაცხარდა ჯუ-
ლი. – სულ ხუთოსანია და ახლახან არისტშიც მიიღეს.
‒ მართლა? გთხოვთ მაპატიოთ ჩემი უმეცრება, მაგრამ რას
ნიშნავს არისტი?
‒ სკოლის საპატიო სამეცნიერო საზოგადოებაა, ‒უმალვე უპა-
სუხა რუდოლფმა, შეეცადა ჯული უხერხოლი სიტუაციიდან დაეხსნა;
მას არ უნდოდა ვინმეს მის დასაცავად ასე ბავშვურად გამოედო თა-
ვი. ‒ საერთოდ, განსაკუთრებული არაფერია. პრაქტიკულად ყვე-
ლას, ვინც წერა-კითხვა იცის...
– შენ ბრწყინვალედ მოგეხსენება რომ არც ასეა საქმე, – აღ-
შფოთდა ჯული. – არისტის წევრები – სკოლის ყველაზე ნიჭიერი

134
მოსწავლეები არიან. არისტში მე რომ მიმიღონ, თავს ასე არ მოვი-
საწყლებდი.
– რასაკვირველია, ეს დიდი პატივია. იგი უბრალოდ მორცხვობს.
ჩვეულებრივი მამაკაცური კეკლუცობაა, ‒ სცადა შერიგება ბო-
ილანმა, – მერედა, რომელ კოლეჯში აპირებ შესვლას, რუდოლფ?
– ჯერ არ გადამიწყვეტია.
‒ ჰო, ეს ძალზე სერიოზული საკითხია. ადამიანებმა, ვისაც შენ
იქ გაიცნობ, შესაძლოა, შენს შემდგომ ცხოვრებაზე დიდი გავლენა
მოახდინონ, გინდა ჩემს alma mater --ში ერთ- ორ სიტყვას შეგაწევ?
ახლა, როცა ჩვენი გმირები ომიდან შინ ბრუნდებიან, შენი ხნის
ბიჭებისათვის არ იქნება ადვილი კოლეჯში მოწყობა.
– გმადლობთ, ‒ მადლობა გადაუხადა რუდოლფმა. ესღა აკ-
ლდა, – წინ ჯერ კიდევ დიდი დრო მაქვს.
ისინი ჯულის სახლს მიუახლოვდნენ.
– აი, ჩვენც მოვედით, პაწიავ, ‒ თქვა ბოილანმა. რუდოლფმა თა-
ვისი კარი გამოაღო და მანქანიდან ჩამოვიდა.
– გმადლობთ, რომ მოგვიყვანეთ, – ცივად გადაუხადა მადლობა
ჯულიმ, მანქანიდან გადმოვიდა, რუდოლფს გვერდით ჩაუარა და
ზღურბლისკენ გაეშურა რუდოლფი უკან გაჰყვა. სანამ გოგონა გასა-
ღების ძებნაში თავჩაღუნული ჩანთაში იქექებოდა, ბიჭმა სცადა ნი-
კაპი აეწია და გამოსამშვიდობებლად ეკოცნა, მაგრამ გაჯავრებულ-
მა ჯულიმ თავი აარიდა.
– მლიქვნელო, – მიახალა და ბრაზიანად გამოაჯავრა: – „განსა-
კუთრებული არაფერია პრაქტიკულად, ყველა, ვინც წერა-კითხვა
იცის...“
‒ ჯული!
‒ მიდი, მდიდრებს მიელაქუცე, – (რუდოლფს იგი ასეთი ფერმიხ-
დილი და ნირწამხდარი არასოდეს ენახა). – უხამსი ბებერი, თმას
იღებავს. წარბებსაც კი იღებავს! წარმოგიდგენიათ, ზოგიერთები
არაფერს არ თაკილობენ, ოღონდ მანქანით გაისეირნონ.

135
‒ ჯული, არა ხარ მართალი. – ბოილანის შესახებ სრული სიმარ-
თლე რომ სცოდნოდა, მაშინ რუდოლფისათვის კიდევ გასაგები იქ-
ნებოდა მისი გულისწყრომა, მაგრამ მხოლოდ იმის გულისთვის,
რომ ცდილობდა უბრალოდ თავაზიანი ყოფილიყო... – ხვალ შემო-
გივლი, ასე ოთხ საათზე...
‒ მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი–სიტყვა შეაწყვეტინა ჯუ-
ლიმ –მოიცადე, სანამ „ბიუიკს“ შევიძენ, აი, მაშინ მოდი. – მან, რო-
გორც იქნა, გასაღები იპოვნა, შინ შევიდა და კარი მიიჯახუნა.
რუდოლფი უკან ნელა გამობრუნდა. თუ ამას სიყვარული ჰქვია,
აბა რა ჯანდაბად უნდა ასეთი სიყვარული? იგი მანქანაში ჩაჯდა.
‒ ჯული მშვენიერი ქალიშვილია,–თქვა ბოილანმა, ‒ თქვენ
მარტო იკოცნებით? ეს არის და ეს?
‒ ეგ ჩემი პირადი საქმეა, სერ, – უპასუხა რუდოლფმა.
ამ კაცის მიმართ სიბრაზის მიუხედავად, იგი მოხიბლული იყო სა-
კუთარი თავით, ასე ცივად და სიტყვამოსწრებულად რომ პასუხობ-
და. რუდოლფ ჯორდახი არავის მისცემს უფლებას, მდაბიოსავით
მოექცნენ.
‒ რაღა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა ბოილანმა და ამოიოხრა, –
მაგრამ ცდუნება შენს ასაკში დიდი უნდა იყოს... – იგი გაჩუმდა,
თითქოსდა მისი ლოგინის წიაღ გავლილ ქალიშვილთა მწკრივი და-
უდგა თვალწინ. ‒ ჰო, მართლა, – დასძინა მან გულგრილი, თავა-
ზიანი ტონით. – შენი დის წერილები ხომ არ მოგდის?
– ზოგჯერ, – ყურები ცქვიტა რუდოლფმა.
გრეთჰენი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ახალგაზრდა ქალების ქრი-
სტიანული ასოციაციის საერთო საცხოვრებელში და თეატრის კარი
ატალახებული ჰქონდა. ცდილობდა რომელიმე დასში მოწყობილი-
ყო სამუშაოდ, მაგრამ პროდიუსერებს სულაც არ სურდათ ისეთი გო-
გოების აყვანა, რომლებიც სკოლის სცენაზე გამოდიოდნენ და რო-
ზალინდას როლს ანსახიერებდნენ მხოლოდ, ამიტომ იყო, რომ
აქამდე სამუშაო ვერა და ვერ იშოვნა, სამაგიეროდ, უკვე მოასწრო
ნიუ-იორკში გამიჯნურება. პირველ წერილში იგი ბოდიშს უხდიდა

136
რუდოლფს პორტ-ფილიპიდან გამგზავრების დღეს ცუდად რომ მო-
იქცა ‒ მაშინ ზედმეტად გაცხარებული იყო და, რას ლაპარაკობდა,
თვითონაც არ იცოდა, მაგრამ ახლაც წინანდებურად მიაჩნდა, რომ
მისთვის საზიანოა დიდი ხნით პორტ-ფილიპში დარჩენა. ჯორდახე-
ბის ოჯახი–ჭაობია,–იწერებოდა იგი და ამ აზრს მამაზეციერი ვერ
შეაცვლევინებდა.
– გეცოდინება ალბათ, ჩვენ ერთმანეთს რომ ვიცნობთ,‒ უხალი-
სოდ უთხრა ბოილანმა,
– დიახ, ვიცი.
– ჩემზე რამე ხომ არ უთქვამს?
‒ რაღაც არ მახსოვს.
– ჰო, ‒ გაუგებარი იყო, რისი თქმა სურდა ბრილანს ამ შორის-
დებულით. ‒ მისამართი თუ გაქვს? ხანდახან ნიუ-იორკში ჩავდივარ
ხოლმე და შემიძლია, გოგონას გემრიელი ვახშმით გავუმასპინ-
ძლდე.
‒ სამწუხაროდ, მისამართი არა მაქვს, – იცრუა რუდოლფმა. –
ხშირად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადის ხოლმე.
– გასაგებია, ‒ ბოილანი, რასაკვირველია, ყველაფერს ხვდებო-
და, მაგრამ არ ჩასძიებია, – როცა გაიგებ, შემატყობინე, გეთაყვა.
ერთი მისი ნივთი შემომრჩა, იქნებ უნდა უკან დავუბრუნო.
‒ კეთილი.
ბოილანმა ვანდერჰოფ-სტრიტზე შეუხვია და საფუნთუშესთან შე-
ჩერდა.
– აი, მოვედით კიდეც, – თქვა მან. – პატიოსანი მშრომელი კაცის
სახლი. ‒ ცხადი იყო, აბუჩად იგდებდა. ‒ მაშ, ღამე მშვიდობისა, ჭა-
ბუკო. მადლობას გწირავ საამო საღამოსათვის.
‒ ღამე მშვიდობისა, – რუდოლფი მანქანიდან ჩამოვიდა, –გმად-
ლობთ.
– ჰო, აი კიდევ რა მინდა გითხრა, შენი და მეუბნებოდა, თევზაო-
ბის ტრფიალი არისო. ჩემს მამულში მშვენიერი ნაკადული ჩამო-
დის, სავსეა კალმახებით. როცა გინდა, მოდი.

137
– გმადლობთ. – მის მოსყიდვასს აპირებდნენ თუმცა იცოდა,
რომ დაიყოლიებდნენ. – ვეცდები, შემოვიარო.

III

– დიახ, მე ჩემი სხეულით ვაჭრობას ვაპირებ და ამას საქვეყნოდ


ვაცხადებ! – თქვა კენტუკის შტატიდან ჩამოსულმა მერი-ჯეინ ჰეკეტ-
მა. – ნიჭი არავის სჭირდება. მათ სხეული აინტერესებთ. – ნორჩი,
მადის აღმძვრელი სხეული.
გრეთჰენი და მერი-ჯეინ ჰეკეტი მიღების მოლოდინში სხვა ქა-
ლიშვილებთან და ახალგაზრდა კაცებთან ერთად ნიკოლსის ვიწ-
რო, ძველ აფიშებაკრულ მოსაცდელში ისხდნენ. ხმა დაირხა, თით-
ქოს ბაიარდ ნიკოლსი ახალი პიესის დადგმას აპირებდა და მსახიო-
ბები ესაჭიროებოდა ‒ ოთხი მამაკაცი და ორი ქალი.
ბრტყელმკერდა, ტანკენარი, მოხდენილი ქალიშვილი მერი- ჯე-
ინი მანეკენობით ირჩენდა თავს. მას ბროდვეიზე ორ წარუმატებელ
პიესაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ნახევარი სეზონი მხო-
ლოდ ერთი ზაფხულის გულისათვის შეკოწიწებულ უბადრუკ დასში
მუშაობდა. ყოველივე ეს უფლებას აძლევდა, ღირსეულად დაეჭირა
თავი, როგორც სცენის ვეტერანს ეკადრებოდა. მან თვალი გადაა-
ვლო ბაიარდ ნიკოლსის მიერ ოდესღაც დადგმული პიესები აფიშებ-
ზე კეკლუცად მიყრდნობილ მსახიობთა ჯგუფს და ხმამაღლა შენიშ-
ნა:
‒ ერთი ამ ახალგაზრდა კაცებს დამიხედე. მხრებამდე ძლივს
მწვდებიან. სანამ არ დაიწყებენ ისეთი პიესების წერას, სადაც გმირი
ქალები მთელი სამი აქტის განმავლობაში დაჩოქილები ითამაშე-
ბენ, როლს მე ვერ ვეღირსები. ღმერთო ჩემო, ეს რა დაემართა ამე-
რიკულ თეატრს?! მამაკაცები ყველანი ლილიპუტები არიან. თუ ხუთ
ფუტზე მაღალი შეგხვდა – წყალი არ გაუვა – ჰომისტია.
– ფუ, ფუ, მერი-ჯეინ, ‒თქვა მაღალმა ახალგაზრდა კაცმა.

138
‒ საინტერესოა, აბა თუ გახსოვს, უკანასკნელად როდის აკოცე
ქალიშვილს? ‒ ჩააცივდა ქალი.
– ოცდარვა წელს, პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის არჩევის აღსა-
ნიშნავად, ‒დაუფიქრებლად უპასუხა მან.
მისაღებში ყველას გულითადად გაეცინა.
გრეთჰენს მოსწონდა ამ ახლი სამყაროს ატმოსფერო, რომელ-
შიც იგი ჩაეფლო, აქ ყველანი ერთმანეთს უბრალოდ ელაპარაკე-
ბოდნენ. სახელით მიმართავდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთი-
სათვის დახმარება აღმოეჩინათ. თუ რომელიმე ქალიშვილი ყურს
მოჰკრავდა, რომ სადმე როლი იყო თავისუფალი და შემსრულე-
ბელს ეძებდნენ, ამ ამბავს მაშინვე თავის ამხანაგებს ატყობინებდა
და შეეძლო გასინჯვისათვის შესაფერისი კაბაც კი ეთხოვებინა.
გრეთჰენი ერთი დიდი სტუმართმოყვარე კლუბის წევრად გრძნობ-
და თავს, სადაც შესვლის უფლებას წარმოშობა და ფული კი არ იძ-
ლეოდა, არამედ ახალგაზრდობა, პატივმოყვარეობა და ერთმანე-
თის ნიჭიერების რწმენა.
ახლა მას დილის ათ საათამდე ეძინა და ამის გამო სინდისი სუ-
ლაც არ ქენჯნიდა. ახალგაზრდა, უცოლო მამაკაცების ბინებში სტუმ-
რად დაიარებოდა და დილამდე იქ იჯდა, რეპეტიციას გადიოდა ‒
სრულიად არ აღელვებდა, ვინ რას იფიქრებდა. კვირაში სამჯერ სა-
ბალეტო კლასში დადიოდა, რათა სცენაზე ნარნარი სიარული ესწავ-
ლა გამვლელ-გამომვლელთა გამოხედვას რომ შენიშნავდა, გრეთ-
ჰენი გრძნობდა: მათ ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იგი ნიუ-იორკში
იყო დაბადებული. ასე ეგონა, სამუდამოდ მოიშორა თავიდან წინან-
დელი სიმორცხვე. იგი ხშირად ვახშმობდა მსახიობებთან და მომა-
ვალ რეჟისორებთან, თავის გადასახდელს თვითონვე იხდიდა,
მაგრამ საყვარლები არ ჰყავდა: ყველაფერი ერთად ხომ არ შეიძლ-
ებოდა, ჯერ სამუშაო უნდა ეშოვნა.
კაბინეტის კარი გაიღო და ბაიარდ ნიკოლსი გამოვიდა, მას გა-
მოჰყვა დაბალი, ხმელ-ხმელი კაცი, რომელსაც ავიაციის კაპიტნის
ჩალისფერი ფორმა ეცვა.

139
– თუ რამე გამოჩნდა, ვილი, – ეუბნებოდა გზადაგზა ნიკოლსი,–
–უთუოდ შეგატყობინებ· – ხმა ყრუ და ნაღვლიანი ჰქონდა. ნი-
კოლსს თავისი წარუმატებლობის გარდა, თავში არაფერი უტრია-
ლებდა. მან უაზროდ გადაავლო თვალი მისაღებში თავმოყრილ
ხალხს.
– შემდეგ კვირას შემოგივლი და სადილად წაგიყვან, – უთხრა
კაპიტანმა. მისი დაბალი ხმა, ლამის ბარიტონი, სრულებით არ შე-
ენოდა ასეთ ხმელ-ხმელ აღნაგობას და ჩია ტანს. წელგამართული
მოდიოდა, თითქოს დღესაც კურსანტი იყო. მაგრამ სახე სამხეიდ-
როს სულაც არ მიუგავდა. მეტისმეტად გრძელი, წაბლისფერი, ყალ-
ყზე დამდგარი თმით, მაღალი, მასიური შუბლით კაპიტანი თითქოს
ბეთჰოვენს მოგაგონებდათ. თვალები კაშკაშა ცისფერი ჰქონდა.
– მისტერ ნიკოლს... – ნაბიჯი წინ წადგა ახალგაზრდა კაცმა, რო-
მელიც ახლახან მერი-ჯეინთან ლაზღანდარობდა.
– მომავალ კვირას, ბერნი, – თავი აარიდა ნიკოლსმა და მისა-
ღები კვლავ უაზროდ მიათვალ-მოათვალიერა.
‒ მის საუნდერს, – მიმართა მან მდივანს, – ერთი წუთით შემო-
დით ჩემთან.–ხელი უღონოდ, ნაღვლიანად ჩაიქნია და თავისი კა-
ბინეტის კარს იქით მიიმალა.
– ქალბატონებო და ბატონებო,–საზეიმოდ განაცხადა კაპიტან-
მა, – ჩვენ იმ საქმეს არ ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. მოდით,
გავხსნათ სამხედრო საქონლის საკომისიო მაღაზია, მოთხოვნილე-
ბა წინათ გავრცელებულ საღეჭ რეზინებზე მეტად დიდია! – და მის
წინ კოშკივით წამოყუდებულ მერი-ჯეინს რომ შეხედა, დასძინა: –
სალამი, პაწაწინავ.
‒ მიხარია, იმ წვეულების შემდეგ ცოცხალს რომ გხედავ, ვილი,
– უთხრა მერი-ჯეინმა და ლოყაზე აკოცა, რისთვისაც იგი იძულებუ-
ლი გახდა, დახრილიყო.
– გამოგიტყდები, ცოტა რამ გავიხსენეთ, – კვერი დაუკრა კაპი-
ტანმა. – სულიდან იმ საბრძოლო დღეების შავბნელი მოგონებები
ჩამოვირეცხეთ,
– უფრო სწორად, დაასველეთ, არა? – შენიშნა მერი-ჯეინმა.

140
– ნუ დაგვტუქსავ ჩვენი პატარა სიხარულის გამო. ნუ გავიწყდება,
როცა თქვენ წინდების სამაგრებს უკეთებდით რეკლამას, ჩვენ იმ
დროს ტყვიამფრქვევების ცეცხლქვეშ მაღლა, ბერლინის ავბედით
ცაში დავფრინავდით.
‒ რაო, შენ მართლა ბერლინის თავზე დაფრინავდი? ‒ გაუკვირ-
და მერი-ჯეინს.
‒ რასაკვირველია, არა, – მან გრეთჰენს გაუღიმა, თავისი გმი-
რობის მითს დიდების შარავანდედი ჩამოაცალა და კვლაც მერი-ჯე-
ინს გადახედა: მოთმინებით გელოდები, პატარავ.
‒ ჰო, მართლა,–თქვა ქალმა. – გაიცანით, გრეთჰენ ჯორდახი –
ვილი ებოტი.
– ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ბედმა დღეს ნიკოლსის მისა-
ღებში მომიყვანა, – თქვა ებოტმა.
– გამარჯობა, – გრეთჰენმა სკამიდან ოდნავ წამოიწია, რაც არ
უნდა იყოს, მაინც კაპიტანია.
– ალბათ თქვენც მსახიობი ბრძანდებით.
– ვცდილობ, გავხდე მსახიობი.
– საშინელი პროფესიაა, – შენიშნა ებოტმა. –ითამაშო შექსპირი
ლუკმა პურისათვის!
– ნუ კეკლუცობ, ვილი, – თქვა მერი-ჯეინმა.
– თქვენ დიდებული მეუღლე და ჩინებული დედა იქნებით, მის
ჯორდახ. მოვა დრო და გაიხსენებთ ამ ჩემს სიტყვებს, მაგრამ რატომ
ადრე არსად არ შემხვედრიხართ?
– ნიუ-იორკში ახლახან ჩამოვიდა, – უპასუხა მის ნაცვლად მერი
ჯეინმა, მისი ნათქვამი გაფრთხილებასავით აჟღერდა: – ცხვირს ნუ
ჰყოფ იქ, სადაც არ გეკითხებიან. იქნებ ეჭვიანობს?
– ო, ნიუ-იორკში ახლახან ჩამოსული ეს გოგოები! – წამოიძახა
ებოტმა. – შეიძლება მუხლებზე ჩამოგიჯდეთ?
– ვილი! – აღშფოთდა მერი–ჯეინი.
გრეთჰენს გაეცინა, მერე ებოტიც აჰყვა. მას თეთრზე თეთრი,
სწორი და წვრილი კბილები ჰქონდა.
‒ ბავშვობაში დედის ალერსი არ მღირსებია.

141
კაბინეტიდან ნიკოლსის მდივანი გამოვიდა და გამოაცხადა:
– მის ჯორდახ, მისტერ ნიკოლსი გთხოვთ შემობრძანდეთ. და-
ნარჩენებს შეუძლიათ წავიდ-წამოვიდნენ.
გრეთჰენი წამოდგა, ქვედატანზე ნაკეცები ნერვიულად გაისწო-
რა, ნიკოლსის კაბინეტი მისაღებზე ბევრად დიდი როდი იყო. შიშვე-
ლი კედლები, ხელოვნური ტყავის საქაღალდეებში ჩაწყობილი პი-
ესების დედნებით ავსებული საწერი მაგიდა, მაგიდის გვერდით ‒
ხის სავარძლები, დამტვერილი ფანჯრები. საერთოდ მთელი ოთახი
სევდიან შთაბეჭდილებას სტოვებდა. ეტყობოდა, მის პატრონს საქმე
ცუდად ჰქონდა და ყოველი თვის პირველ რიცხვში დიდი გაჭირვე-
ბით აგროვებდა ფულს შენობის საარენდო ქირის გადასახდელად.
გრეთჰენი რომ შევიდა, ნიკოლსი ზეზე წამოდგა, ხელით ანიშნა
დაბრძანდიო, შემდეგ თვითონაც დაჯდა და კარგახანს შეწუხებული
გამომეტყველებით აკვირდებოდა, ხმას არ იღებდა. გეგონებოდათ,
სურათი შესთავაზეს და ვერ გაურკვევია დედანია თუ ასლიო. გრეთ-
ჰენი ისე ნერვიულობდა, რომ მუხლები უკანკალებდა.
– ალბათ თქვენ გსურთ იცოდეთ მაქვს თუ არა თეატრში მუშაო-
ბის გამოცდილება, – დაიწყო მან. ბევრს ვერაფერს დავიტრაბახებ,
მაგრამ...
– არა, – შეაწყვეტინა კაცმა. – ამჯერად მთავარი ეგ არ არის. მის
ჯორდახ, როლი, რომელშიც თქვენ უნდა გამოგცადოთ, გულახდი-
ლად გეტყვით, აბსურდულია. ‒ მან თავი ნაღვლიანად გაიქნია,
თითქოს უმძიმდა იმის აღიარება, თუ რა უაზრო მოქმედებისკენ
უბიძგებდა მის მიერ არჩეული პროფესია. – შეგიძლიათ ითამაშოთ
საბანაო კოსტიუმით? უფრო სწორად, სამი საბანაო კოსტიუმით.
– იცით რა...‒ ქალმა გაურკვევლად გაიღიმა. – ეს მთელ რიგ
მიზეზებეა დამოკიდებული. – იდიოტი! მაინც რაზეა დამოკიდებუ-
ლი? საბანაო კოსტიუმის ზომაზე? როლის სიდიდეზე? მკერდის ზომ-
აზე? დედა გაახსენდა. იგი თეატრში თავის სიცოცხლეში არ ყოფი-
ლა. ბედნიერი ქალი.

142
‒ სამწუხაროდ, ეს უსიტყვო როლია. ქალიშვილმა მხოლოდ სამ-
ჯერ უნდა გაიაროს სცენაზე ყველა მოქმედებაში ერთხელ და ყო-
ველთვის სხვადასხვა საბანაო კოსტიუმი უნდა ეცვას.
– გასაგებია, – თქვა გრეთჰენმა. მას ნიკოლსზე ბრაზი მოსდი-
ოდა. მისი ბრალი იყო, ებოტი მერი-ჯეინს რომ გაჰყვა, მიდი ახლა და
ეძებე. კაპიტანი, კაპიტანი... ქალაქში ექვსი მილიონი მოსახლეა!
მოიკეტავს ლიფტის კარს კაცი და მერე უკვე ვეღარ გაიგებ ცამ ჩაყ-
ლაპა თუ მიწამ. ეს კი მეუბნება, სცენაზე გაიარეო! თანაც ლამის დე-
დიშობილა.
‒ პიესაში ეს გოგონა – სიმბოლოა! ყოველ შემთხვევაში დრამა-
ტურგი ასე ამტკიცებს; იგი სიჭაბუკეს, ახალგაზრდობას, სილამაზესა
და ვნებებს განასახიერებს, ‒ განაგრძობდა ნიკოლსი ყრუ ხმით. –
ადამ და ევას დროინდელი ქალური საიდუმლო. მე ავტორის პირით
ვლაპარაკობ. როცა იგი სცენაზე გაივლის, დარბაზში ყოველმა მა-
მაკაცმა უნდა იგრძნოს ეს და გაიფიქროს: „ღმერთო ჩემო, ნეტავ
ცოლი რამ შემართვევინაო“, მე კვლავ ციტატა მომყავს. საბანაო
კოსტიუმი თუ გაქვთ?
– დიახ... მგონი უნდა მქონდეს.
‒ შესძლებთ ხუთ საათზე თეატრ „ბელასკოში“ მოხვიდეთ და სა-
ბანაო კოსტიუმიც თან იქონიოთ? რეჟისორიც იქ იქნება და ავტო-
რიც.
‒ კეთილი, ხუთ საათზე მოვალ, – თავი დაუქნია გრეთჰენმა. ნახ-
ვამდის, სტანისლავსკი! იგრძნო, რომ წამოწითლდა. პირფერი. რას
იზამ, სამუშაო სამუშაოა.
სადარბაზოდან რომ გამოვიდა, მაშინვე ებოტსა და მერი-ჯეინს
ჰკიდა თვალი. გრეთჰენს გაეღიმა. მერე რა, რომ ქალაქში ექვსი მი-
ლიონი კაცი ცხოვრობს, ეს ორნი მაინც მას ელოდებოდნენ.
‒ ერთად ხომ არ ვისადილოთ? – შეეკითხა ვილი.
‒ შიმშილით გული მიმდის, – უპასუხა გრეთჰენმა, იგი მსახიო-
ბის საპირფარეშოში იდგა შავ საბანაო კოსტიუმში გამოწყობილი.
კარზე დააკაკუნეს და რეჟისორის თანაშემწის ხმა გაიგონა:
– მის ჯორდახ, თუ მზად ხართ, გელოდებით.

143
სახეზე ალმურმოდებულმა გრეთჰენმა კარი გამოაღო. საბედნი-
ეროდ, სცენა ცუდად იყო განათებული და მისი სიწითლე არავის შე-
უნიშნავს.
– უბრალოდ, რამდენჯერმე გაიარ-გამოიარეთ, – უთხრა რეჟი-
სორის თანაშემწემ.
ჩაბნელებულ დარბაზში, დაახლოებით მეათე რიგში, ვიღაც-ვი-
ღაცეებს ჰკიდა თვალი.
სცენის იატაკი დაგვილი არ იყო, უკანა კედლის შიშველი აგურე-
ბი რომის ნანგრევებს მოგაგონებდათ.
‒ მის გრეთჰენ ჯორდახი, – წამოიყვირა რეჟისორის თანაშემწემ
დარბაზის ბნელ უფსკრულში, თითქოსდა ბოთლი, რომელშიც ბა-
რათი იდო, ზღვის ღამისეულ ტალღებში მოისროლა, აი, ცურვაც და-
ვიწყე. ქალს გაქცევა მოუნდა. გრეთჰენმა მთელი სცენა გაიარა. ისე
ეჩვენებოდა, თითქოს მთაზე ადიოდა, საბანაო კოსტიუმში გამოწყო-
ბილი მოჩვენება.
დარბაზში სიჩუმე სუფევდა. გრეთჰენი უკანვე გამობრუნდა. ხმა
არავის ამოუღია. კიდეგ ორჯერ გაიარ-გამოიარა წინ და უკან, თან
შიშით გული უსკდებოდა, შიშველ ფეხებში ხიჭვი არ შემესოსო.
– გმადლობთ, მის ჯორდახ,–გაისმა ნიკოლსის სევდიანი ხმა. –
ჩინებულია, ხვალ შემოიარეთ და კონტრაქტს გაგიფორმებთ.
თურმე ყველაფერი რა ადვილი ყოფილა. სიწითლემ მაშინვე გა-
დაუარა.
ვილი ნახევრადჩაბნელებულ ბარ „ალგონკვინში“ მარტოდმარ-
ტო იჯდა და ვისკის შეექცეოდა. გრეთჰენი მაშინვე შენიშნა და მბრუ-
ნავ ტაბურეტზე შემოტრიალდა,
– ჩვენი მზეთუნახავი იმ მზეთუნახავს ჰგავს, რომელმაც ეს-ეს
არის მიიღო თეატრ „ბელასკოში“ როლი, როლი, რომელიც გადაგ-
ვიშლის ადამ და ევასდროინდელ ქალურ საიდუმლოს. ციტატა მომ-
ყავს. – სადილობისას, როცა გრეთჰენმა ნიკოლსთან საუბრის ამბა-
ვი უამბო, მან და მერი–ჯეინმა ბევრი იცინეს
გრეთჰენი მეორე ტაბურეტზე ჩამოჯდა გილის გვერდით.
– გამოცანა გეკუთვნის. შენს წინ მომავალი სარა ბერნარია.

144
– იგი ამ როლს ვერასდროს ვერ შეასრულებდა, ხის ფეხი ჰქონ-
და. შამპანური ხომ არ დაგველია?
– მერი-ჯეინი სადღაა?
– წავიდა. პაემანი აქვს დანიშნული.
‒ რაკიღა ასეა, შევსვათ შამპანური. – და ორივეს გაეცინა.
‒ დღეს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,—თქვა ვილიმ, –
შეგვიძლია აქ დავრჩეთ და მთელი ღამე სმაში გავატაროთ, თუ
გინდა, სადმე სხვაგან ვივახშმოთ ან სიყვარულით გავერთოთ. ან კი-
დევ ამხანაგებს მივაშუროთ, გიყვარს წვეულებები?
– არ ვიცი. იშვიათად დავდივარ, – უპასუხა გრეთჰენმა და მის წი-
ნადადებას– სიყვარულით გავერთოთო, ყური არ ათხოვა. ვილი
სულ ხუმრობდა და ძნელი იყო იმის თქმა, როდის ლაპარაკობდა სე-
რიოზულად და როდის არა. ალბათ ომის დროსაც კი ახერხებდა გა-
ხუმრებას აფეთქებულ ყუმბარებსა და ალმოდებული ფრთებით
ძირს ჩამოვარდნილ თვითმფრინავებზე.
‒ რაკიღა ასეა, გადაწყდა, ამხანაგებთან მივდივართ,‒ განაცხა-
და ვილიმ, – მაგრამ აბა, რა გვეჩქარება. იქ მთელი ღამე სეირნო-
ბენ, ამიტომ ვიდრე სიამოვნებათა გიჟურ ორომტრიალში გადავეშ-
ვებოდეთ, მინდა შენს შესახებ რაღაც-რაღაცები გავიგო. – მან კი-
დევ დაისხა შამპანური. ხელი ოდნავ უკანკალებდა, ბოთლი ჭიქის
კიდეს ეხლებოდა და მელოდიური რაკუნი გაჰქონდა.
‒ მაინც რისი გაგება გსურს?
– თავიდან დავიწყოთ. საცხოვრებელი ადგილი?
– ახალგაზრდა ქალების ქრისტიანული ასოციაციის საერთო
საცხოვრებელი.
– ღმერთო ჩემო, –ამოიკვნესა კაცმა. – შენ როგორ გგონია, ქა-
ლის კაბა რომ გადავიცვა, თავს ნორჩ ქრისტიანად ვერ გავასაღებ
და შენს მეზობლად ოთახს ვერ ვიქირავებ? მე ხომ ტანმორჩილი
ვარ და თანაც ქერა გაუპარსავს ბეწვები თითქმის არ მეტყობა. მამა-
ჩემი კი მთელი სიცოცხლე ქალიშვილზე ოცნებობდა
– ვშიშობ, ამაოდ დაშვრები. მოხუცი ქალი, ვინც გასაღებს გვაძ-
ლევს, ჭაბუკს ქალიშვილისაგან ასი მილს იქით გამოარჩევს.

145
– მაშ ასე. გავაგრძელოთ. მამაკაცების საქმე როგორღა გაქვს?
– ამჟამად მარტო ვარ, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ უპასუხა
გრეთჰენმა. – შენ?
– ჟენევის კონვენციის მიხედვით, სამხედრო ტყვეს უფლება აქვს
მხოლოდ თავისი გვარი, რანგი და საფოსტო ნომერი გაცნობოს, –
მან გაიღიმა და ქალს ხელი ხელზე დაადო. – მაგრამ მე ყველაფერს
გაგიმხელ. სულს გადაგიშლი. გიამბობ, თუ როგორ მინდოდა ჯერ
კიდევ აკვანში მწოლიარეს მამის მოკვლა, სამ წლამდე დედის
მკერდს ვერ ამაგლიჯეს, მოგითხრობ ბიჭებთან ერთად მეზობლის
ქალიშვილს ბეღლის უკან რა დღეს ვაყრიდი, ‒მოულოდნელად სა-
ხე სერიოზული გაუხდა. მაღალი, ამობურცული შუბლიდან თმა
გადაიყარა. – სჯობს ახლა გაიგო ყველაფერი, ვიდრე მერე. ცო-
ლიანი ვარ.
შამპანურმა ქალს ყელი ჩასწვა.
‒ ვიდრე ხუმრობდი, უფრო მეტად მომწონდი.
– მეც მაშინ უფრო მომწონდა საკუთარი თავი. – სერიოზულად
თქვა კაცმა, – მაგრამ არც თუ ისე უიმედო მდგომარეობაა· ამჟამად
ვცდილობ, გავშორდე. სანამ მამიკო ჯარისკაცობანას თამაშობდა,
დედიკომ სხვა გასართობი იპოვნა.
– კი მაგრამ, სად არის... შენი ცოლი? ‒გრეთჰენს ეძნელებოდა
ამის თქმა.– რა უცნაურია, გაიფიქრა მან. – ამ კაცს ხომ სულ რამ-
დენიმე საათია ვიცნობ.
– კალიფორნიაში. ჰოლივუდში. როგორც ჩანს, მსახიობი ქალე-
ბის მიმართ გულგრილი არ გახლავარ.
– დიდი ხანია, რაც ცოლი გყავს?
‒ მეხუთე წელია.
‒ რამდენი წლისა ხარ? – შეეკითხა ქალი.
– თუ მართალს გეტყვი, მომცემ პირობას, რომ არ მიმატოვებ?
– რა სისულელეა. მაინც რამდენის?
– ოცდაცხრა წლისა. ო, ღმერთო ჩემო!

146
– დღის მუქზე ოცდასამ წელზე მეტს არ მოგცემდი, – გაოცებით
გაიქნია თავი გრეთჰენმა. – ომამდე რას აკეთებდი? ნიკოლსს სა-
იდან იცნობ?
‒ ორი სპექტაკლი დავდგით ერთად. მე საზენიტო არტილერია
გახლავარ. რეკლამას მივსდევ, ქვეყნად ყველაზე საძაგელ საქმეს.
გინდა შენი პორტრეტი გაზეთში გამოვჭიმო, გოგონავ?–მის ხმაში
აშკრა ზიზღი იგრძნობოდა. – ჯარში მიმავალს იმედი მქონდა რომ
ბოლოს და ბოლოს ამ სამუშაოს ჩამოვშორდებოდი, მაგრამ უფრო-
სობა ჩემს პირად საქმეს გაეცნო და ინფორმაციის სამსახურში მიკ-
რეს თავი. დასაჭერი ვარ, ოფიცრის წოდებას რომ ვატარებ. – შამპა-
ნური ხომ არ დაგიმატო? – ვილიმ თავისთვისაც დაისხა. ბოთლის
ყელი ჭიქის კიდეზე საცოდავად აწკარუნდა. ნიკოტინისაგან გაყვით-
ლებული თითები უკანკალებდა.
– კი მაგრამ, საზღვარგარეთ ხომ ყოფილხარ... ხომ გიფრენია,
არ ეშვებოდა გრეთჰენი. ვილიმ სადილობისას უამბო, ინგლისში
როგორ დაფრინავდა.
‒ მედლის მისაღებად რამდენიმე გაფრენაც საკმარისია. მისი
წყალობით ლონდონში გაჭირვება არ მიგრძვნია. თვითმფრინავში
უბრალო მგზავრი ვიყავი და აღტაცებული ვადევნებდი თვალს, სხვე-
ბი როგორ ომობდნენ.
–კი მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ხომ შეიძლებოდა შენც მოეკა-
ლით, – გრეთჰენს სურდა ვილი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოეყ-
ვანა. – როდის აპირებ ჯარიდან განთავისუფლებას?
‒ მე ისედაც უვადო შვებულებაში ვარ. ფორმით მხოლოდ იმიტომ
დავიარები, რომ სპექტაკლზე უფასოდ მიშვებენ, გარდა ამისა, კვი-
რაში ორჯერ ჰოსპიტალში მივდივარ ზურგის სამკურნალოდ, უფორ-
მოდ აბა ვინ დამიჯერებს, რომ კაპიტანი ვბრძანდები.
– ზურგს მკურნალობ? დაჭრილი იყავი?
– მთლად ასე არ არის. ერთხელ მეტისმეტად ენერგიულად დავ-
ფრინდით მიწაზე და რიგიანად დავინჯღერით. შემდეგ პატარა ოპე-
რაციის გადატანა მომიხდა. ერთი წლის შემდეგ ყველას ვუამბობ,
რომ ეს ნაჭრილობევი შრაპნელისაგან მაქვს

147
ვილიმ ფული გადაიხადა და ისინი ბარიდან გამოვიდნენ.

მთელი დღის აუტანელი სიცხის შემდეგ ცოტა აგრილდა, სუსტი


ნიავი ქროდა ცათამბჯენების ზევით ჩაფერფლილი ცის კაბადონზე
ფერმიხდილი ფაიფურის მთვარე დაცურავდა. ისინი ქუჩაში ხელი-
ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ.
წიგნის მაღაზიის წინ შეჩერდნენ. ვიტრინაში ახალი პიესები გა-
მოეფინათ. ოდეტსი, ჰელმანი, შერვუდი, კაუფმანი და ჰარტი.
– ლიტერატურული ცხოვრება, ‒ ამოიოხრა ვილიმ. ‒ ერთი
ცოდვა უნდა გაგიმხილო. როგორც ყველა არტილერისტი-რეკლა-
მისტი, მეც პიესას ეწერ.
–ჰოდა, მოვა დრო და შენს პიესასაც გამოფენენ ვიტრინაში, –
თქვა ქალმა.
– ღმერთმა ქნას! შენ კარგი მსახიობი ხარ?
‒ მხოლოდ ერთი როლის მსახიობი გახლავარ... ადამ და ევას
დროინდელი ქალური საიდუმლოება.
– ციტატა მომაქვს, –– მხარი აუბა კაცმა და ორივეს გაეცინა.
წვეულება ორმოცდამეთხუთმეტე ქუჩაზე ეწყობოდა, ლენსინ-
გტონსა და პარკ-ავენიუს შორის. როცა მათ პარკ-ავენიუს ჩაუარეს,
მოსახვევიდან ტაქსი გამოვარდა. ტაქსიდან მერი-ჯეინი გადმოვიდა
და იქვე მდგარი ხუთსართულიანი სახლისაკენ გაიქცა.
– მერი-ჯეინი, – თქვა ვილიმ, – დაინახე?
– დავინახე.
მათ ნაბიჯი შეანელეს. ვილიმ გრეთჰენს ყურადღებით შეხედა.
‒ იცი, თავში ერთი იდეა მომიგიდა. მოდი, ნურავისთან ნუ წა-
ვალთ. წვეულება ჩვენ თვითონ გავმართოთ.
‒ მეც მაგას ველოდი, როდის შემომთავაზებდი, – გამოუტყდა
გრეთჰენი.
– ასეულო, ზურგი-სა-კენ! – ბრძანა ვილიმ, მარჯვედ შემოტრი-
ალდა და ქუსლი ქუსლზე მიირტყა. ისინი უკან გამობრუნდნენ და გე-
ზი მეხუთე ავენიუსაკენ აიღეს.

148
ბარ „მუხის დარბაზში” მათ ცივი კალის ტოლჩებით პიტნიანი ჯუ-
ლეპი 4 შესვეს, შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ და ცენტრისაკენ მიმავა-
ალ ორსართულიან ავტობუსში ჩასხდნენ. ზედა სართულზე მოიკა-
ლათეს, ვილიმ პილოტურა მოიხადა, ნიავმა თმა აუწეწა, ახლა კი-
დევ უფრო ახალგაზრდა ჩანდა.
გრეთჰენს სურდა თავისკენ მიეზიდა, გულში ჩაეკრა და ქოჩორზე
ეკოცნა, მაგრამ იქაურობა ხალხით იყო სავსე.
მეშვიდე ქუჩაზე ჩამოვიდნენ, რესტორან „ბრევურტში” შევიდნენ
და ღია ვერანდაზე მაგიდას მიუსხდნენ. ვილიმ მარტინი შეუკვეთა,
„მადაზე მოგვიყვანსო“, ‒ შემდეგ ნესვი,შემწვარი წიწილა მიირ-
თვეს და კალიფორნიული წითელი ღვინო დააყოლეს. თითქმის
მთელი ბოთლი მარტო თვითონ გამოსცალა. იმ დღეს ძალზე ბევრის
დალევა მოუხდა, მაგრამ გეგონებოდათ ღვინო მასზე სულაც არ
მოქმედებდა. თვალები ისევ ნათელი ჰქონდა, არც ენა ებმოდა.
ისინი დუმდნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. თუ ახლავე არ ვა-
კოცე, – ფიქრობდა გრეთჰენი, – უთუოდ საგიჟეთში წასაყვანი გავ-
ხდები.
ყავის შემდეგ ვილიმ თითო სირჩა კონიაკი შეუკვეთა, საინტერე-
სოა, მაინც რამდენი დახარჯა დღეს? გრეთჰენმა გულში გამოიანგა-
რიშა – ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებს არავითარ შემთხვევაში არ
დახარჯავდა.
‒ მდიდარი ხარ? – შეეკითხა, როცა ვილი ფულს იხდიდა.
– სულიერად, – ვილიმ საფულე ამოაბრუნა. მაგიდაზე ექვსი ცა-
ლი ქაღალდის ფული დავარდა ‒ ორი ას-ას დოლარიანი და ოთხი
ხუთ-ხუთ დოლარიანი, – აი ვილი ებოტის მთელი ქონება, – თქვა
მან. – ხომ არ გინდა ჩემს ანდერძში შენც მოგიხსენიო?
ორას ოცი დოლარი! გრეთჰენი გაოგნებული იყო, მასაც კი ბან-
კში თავის ანგარიშზე უფრო მეტი ფული ჰქონდა ‒ის, რაც ბოილანი-
სეული რვაასი დოლარიდან შემორჩა, – მაგრამ, მიუხედავად ამისა,

4
ჯ უ ლ ე პ ი - კონიაკისგან ან სოდიანი, შაქრიანი და ყინულიანი ვისკისაგან
დამზადებული სასმელი

149
სადილზე ოთხმოცდათხუთმეტ ცენტზე მეტის დახარჯვას მაინც ვერ
ბედავდა. ნუთუ პირწავარდნილი მამაა– ამ აზრმა გული შეუკუმშა,
ვილიმ ფული მოხვეტა და ჯიბეში დაუდევრად ჩაიჩარა.
– ომმა მასწავლა ფულის ყადრი.
‒ მშობლები მდიდრები გყავს? – კვლავ შეეკითხა გრეთჰენი.
– მამაჩემი მებაჟედ მუშაობდა კანადის საზღვარზე, ‒ უპასუხა ვი-
ლიმ. – თანაც პატიოსანი კაცი იყო. ექვსნი ვყავდით. მეფესავით
ვცხოვრობდით. ხორცს კვირაში სამჯერ მივირთმევდი
‒ მე კი ფულის მიმართ გულგრილი არა ვარ, – გამოუტყდა
გრეთჰენი.–ვხედავდი, სიღარიბემ დედაჩემი რა დღეშიც ჩააგდო.
– მშვიდად დალიე, შენ მის კვალს არ გაჰყვები, – გული გაუკეთა
ქალს ვილიმ. – მალე მე კვლავ დავიწყებ კაკუნს ჩემს ოქროსმბად
საბეჭდ მანქანაზე...
კონიაკი ბოლომდე შესვეს. გრეთჰენს ოდნავ თავბრუ ეხვეოდა,
მაგრამ სიმთვრალეს არ გრძნობდა. არა, არა, იგი მთვრალი სულაც
არ არის,
ვერანდიდან ქვევით ჩამოვიდნენ. ვილიმ ტაქსი გააჩერა და
ქალს კარი გაუღო.
‒ ოტელი „სტენლი", მეშვიდე ავენიუ, – უთხრა მძღოლს, მანქა-
ნაში რომ ჯდებოდა.
მათ ერთმანეთს აკოცეს. შამპანური, შოტლანდიური ვისკი,კენ-
ტუკური პიტნის ჯულეპი, კალიფორნიული წითელი ღვინო, ფრანგუ-
ლი კონიაკი... გრეთჰენმა ვილის თავი მკერდზე მიიკრა და სახე მის
ხშირ, აბრეშუმივით თმაში ჩარგო.
– მთელი დღე ამაზე ვოცნებობდი, – ჩასჩურჩულა ქალმა.
ოტელ „სტენლის“ ფასადი სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებ-
და. ეტყობოდა, არქიტექტორი იტალიაში იყო ნამყოფი ან კიდევ
დოჟთა სასახლის ფოტოსურათები ენახა.
ვილი გასაღების მოსატანად წავიდა, გრეთჰენი კი ვესტიბიულში
ელოდებოდა. პალმები კასრებში, ფსევდო იტალიური სტილის მუქი
ხის სკამები, იაფფასიანი თოჯინებივით შეღებილი ქერა კულულე-
ბიანი ქალები, რომლებსაც სახეები პოლიციის სერჟანტებს მიუგავ-

150
დათ. კუთხე-კუთხე თავშეყრილი მამაკაცები, რომლებიც იმაზე კამა-
თობდნენ თუ მომავალ დოღზე რომელ ცხენზე შეეჩერებინთ თავიან-
თი არჩევანი. საქმეზე ჩამოსული სამხედროები. ორი გრძელკანჭება
ქალიშვილი, სტატისტები მიწებებული წამწამებით, წუღებიანი ვი-
ღაც მოხუცი ქალი, წარუმატებელი დღით უკმაყოფილო კომივოი-
აჟერები, დეტექტივები, აქეთ-იქით ფხიზლად თვალებს რომ აცე-
ცებდნენ, რათა მანკიერება დროულად ემხილებინათ.
გრეთჰენი თამამად მიუახლოვდა ლიფტს და ვილისათვის არც კი
შეუხედავს, როცა იგი გასაღებით ხელში მომავალი დაინახა.
–მეშვიდე ‒ უთხრა ვილიმ მელიფტეს.
მეშვიდე სართულზე იტალიისადმი არქიტექტორის სიყვარულის
ნატამალიც კი არ იგრძნობოდა. ხუროთმოძღვრის შთაგონება,
ჩანს, ექვსი სართულით ქვევით ამოიწურა· ვიწრო დერეფნები, ყა-
ვისფერ საღებავჩამოქერცლილი რკინის კარები, ოდესღაც თეთრი
კაფელის იატაკი უხალიჩოდ. გვაპატიეთ, ყმაწვილებო, ვეღარ გა-
გაბრიყვეთ, უმჯობესია, სიმართლე იცოდეთ: თქვენ ამერიკაში
ხართ.
ვილიმ კარი გააღო და ისინი ნომერში შევიდნენ.
‒ შუქს არ ავანთებ– ასე უფრო მშვიდად იქნები. – თქვა მან, ‒
ოთახი საშინელია, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი ვიშოვნე. ისედაც
სულ ხუთი დღით დამრთეს აქ დარჩენის ნება. ქალაქის სასტუმრო-
ებში ტევა არ არის.
მაგრამ გაქუცულ ჟალუზებს შორის ელექტრობით გაკაშკაშებუ-
ლი ნიუ-იორკი მათ ნომერს იმგვარად ანათებდა, რომ გრეთჰენი მა-
შინვე მიხვდა, სად ამოჰყო თავი. პაწაწკინტელა ოთახი, ვიწრო სა-
წოლი, მაგარი ხის სკამი, ბაკანი, უაბაზანოდ, საწერ მაგიდაზე შავად
მოჩანდა ოფიცრის პერანგების გროვა.
კაცი დინჯად ხდიდა ტანთ, ჯერ წითელი სარტყელი შეხსნა, მერე
– კაბის ზედა ღილი, შემდეგ მეორე, მესამე... ქალი მისი თითების
მოძრაობას თვალს ადევნებდა და ითვლიდა. კაცი მუხლებზე იდგა.
მეშვიდე, მერვე... მეთერთმეტე!
– ეს მთელი დღის სამუშაოა, – თქვა ვილიმ. კაბა გახადა და სკა-

151
ამის ზურგზე ფრთხილად გადაკიდა. გრეთჰენმა ფეხსაცმელები გა-
იძრო, საწოლთან მივიდა და გადასაფარებელთან ერთად საბანიც
გადასწია. თეთრეული ნახმარი იყო. ქალი დაწვა, ხედავდა, როგორ
მოიხსნა ვილიმ ჰალსტუხი, როგორ შეიხსნა ღილები. როცა პერან-
გიც გაიხადა, ქალმა დაინახა, რომ მას კაუჭებიანი და ზონრებიანი
სამედიცინო კორსეტი ეცვა.
აი, თურმე რატომ დადის ასე წელში გამართული ეს ახალგაზრდა
კაპიტანი! „ჩვენ მეტისმეტად ენერგიულად დავჯექით მიწაზე და და-
ვინჯღერით“, ‒ გაახსენდა მისი ნათქვამი ქალს.
‒ ეს დროებითია. კიდევ რამდენიმე თვე და ყველაფერი კარგად
იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ექიმი ასე მარწმუნებს, – შეცბუნე-
ბული ვილი ზონრებს აწვალებდა.– სინათლე ხომ არ ავანთო?
‒არავითარ შემთხვევაში.
საწოლთან, ტუმბოზე ტელეფონი აწკრიალდა. ორივენი გაინაბ-
ნენ. კვლავ ზარი. ვილიმ ყურმილი აიღო,
– ალო!
– კაპიტანი ებოტი ბრძანდებით? – იკითხა მამაკაცის შეწუხე-
ბულმა ხმამ. ვილის ყურმილი ყურიდან მოშორებით ეჭირა და გრეთ-
ჰენ ყველაფერი ესმოდა. – როგორც ვიცით, თქვენს ოთახში ახალ-
გაზრდა ქალი იმყოფება, თქვენი ნომერი კი მხოლოდ ერთადგილი-
ანია.
– კეთილი, მომეცით ორადგილიანი ნომერი.
‒ სამწუხაროდ, ყველა ნომერი დაკავებულია. ნოემბრამდე არ
გათავისუფლდება.
‒ბიბი მაფენს. მოდით, ისეთი სახე მივიღოთ, თითქოს იგი ორ-
ადგილიანია, ჩაწერეთ ჩემს ანგარიშზე.
– სამწუხაროდ, არ შემიძლია, – უპასუხა ხმამ. – ვშიშობ, ქალბა-
ტონს ოტელის დატოვება მოუხდება.
‒ ქალბატონი აქ არ ცხოვრობს, უბრალოდ, სტუმრად მეწვია, –
თქვა ვილიმ. – თანაც იგი ჩემი მეუღლეა.
– ქორწინების მოწმობა ხელთა გაქვთ, კაპიტანო?
– ძვირფასო, – ხმამაღლა თქვა ვილიმ, რომელსაც ყურმილი ზედ

152
გრეთჰენის თავთან ეჭირა–ქორწინების მოწმობა თან ხომ არ წამო-
გიღია?
– არა, შინ დავტოვე, ‒ თითქმის ყურმილში უპასუხა გრეთჰენმა.
‒ ხომ გაგაფრთხილე, უიმისოდ არ წამოხვიდე-მეთქი!— გაღი-
ზიანებული ქმრის კილოთი თქვა ვილიმ.
– მაპატიე, ძვირფასო,–მშვიდად უპასუხა გრეთჰენმა.
– შინ დაუტოვებია. ‒ თქვა კაცმს ყურმილში. ‒ ხვალ წარმოგიდ-
გენთ. შევატყობინებ, სასწრაფოდ გამომიგზავნონ·
‒ კაპიტანო, ჩვენს ოტელში აკრძალულია მამაკაცებთან ქალე-
ბის ვიზიტები,–აუწყა ხმამ.
– დიდი ხანია? ‒გულზე ცეცხლი შემოენთო ვილის, ‒ეს სორო
თვით ბანგკოკამდეა ცნობილი, როგორც სუტენიორების, ბუკმეკე-
რების, ჯიბგირების, ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და ნაქურდალის
შემსყიდველების თავშესაფარი. ერთ პატიოსან პოლიციელს შეუძ-
ლია თქვენი მდგმურებით ნიუ-იორკის მთელი ციხე აავსოს.
– ადმინისტრაცია გამოიცვალა, – არ ეშვებოდა ხმა. – ახლა
ჩვენ რესპექტაბელური ოტელების რიცხვში შევდივართ და გვინდა
ჩვენს სასტუმროს სხვა რეპუტაცია შევუქმნათ, ასე, რომ, კაპიტანო,
თუ ხუთი წუთის შემდეგ ქალბატონი არ დატოვებს თქვენს ნომერს,
მანდ ამოსვლა მომიწევს.
– ჯანდაბამდე გზა გქონია, ‒ შეუღრინა ვილიმ, ყურმილი და-
ახეთქა და გაბოროტებულმა კორსეტის ზონარების შეკვრა დაიწყო.
‒ აი, ასე, მიდი და იბრძოლე ამ ქვეწარმავლების გულისათვის! რაც
არ უნდა გადაიხადო, ამ დაწყევლილ ქალაქში ახლა ერთ თავისუ-
ფალ ნომერსაც ვერ იშოვნი.
გრეთჰენმა გაიცინა. ვილი ქალს მიაჩერდა, მერე იმასაც გაეცინა
– შემდეგში, ღვთის გულისათვის, ქორწინების მოწმობის წამო-
ღება არ დაგავიწყდეს.

153
თავი მერვე

კლოტილდა მას თავს ბანდა. ორთქლი გახვეული ბიჭი ძია ჰე-


როლდისა და ბიცოლა ელზას დიდ აბაზანაში იჯდა, თვალები დახუ-
ჭული ჰქონდა და მზეზე გაწოლილი ხვლიკივით თვლემდა. ძია ჰე-
როლდი, ბიცოლა ელზა და მათი ორივე ქალიშვილი დასასვენებ-
ლად სარატოგაში გაემგზავრნენ, სადაც, ჩვეულებრივ, ყოველ წე-
ლიწადს ორი კვირით ჩადიოდნენ და მთელ სახლში ტომისა და
კლოტილდას გარდა კაცი არ ჭაჭანებდა. კვირა დღე გახლდათ და
გარაჟი დაკეტილი იყო.
– ახლა ხელებს დაგბან.
კლოტილდამ აბაზანის გვერდით ჩაიჩოქა და ჯაგრისით ხელის-
გულებსა და ფრჩხილებქვეშ კანში ჩარჩენილი ჭუჭყის მოცილება
დაუწყო. ქალს გაშლილი და ძირს თავისუფლად ჩამოშვებული თმა
სავსე, მკვრივ მკერდს უფარავდა. კლოტილდა მოახლეს მუხლმოყ-
რილიც კი არ ჰგავდა.
‒ აბა, ადექი.
ბიჭი ფეხზე წამოდგა და ქალმა ბეჭები გაუსაპნა.
შავგვრემანი, ოდნავ ცხვირჩაჭყლეტილი, მაღალღაწვება ქალი
თავისი შავი, გრძელი, სწორი თმით სასკოლო სახელმძღვანელოში
დაბეჭდილ სურათს აგონებდა რომელზედაც ინდიელი ქალიშვილე-
ბი ტყეში გამოჩენილ პირველ თეთრკანიან ახალმოშენეებს ესალ-
მებოდნენ. მარჯვენა ხელზე ნაიარევი – ნაირნაირად დაკბილული
ნახევარმთვარე – თეთრად მოუჩანდა. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ,
კანადაში, ქმარს ცეცხლმოკიდებული ნაფოტი დაურტყია. ქმარზე
ლაპარაკი არ უყვარდა. ტომასი მას რომ უყურებდა, ყელში რაღაც
ებჯინებოდა და ვერ გაეგო, სიცილი უნდოდა თუ ტირილი.
– ახლა ფეხებს დაგბან, – უთხრა კლოტილდამ.
ფეხები რომ დაბანა, მერე მის გავარდისფერებულ, ორქლისაგან

154
აპრიალებულ ტანს მუშტრის თვალით დააცქერდა და სერიოზულად
შენიშნა – იგი არასდროს არ ხუმრობდა:
– წმინდა სებასტიანს ჰგავხარ, ოღონდ უისროდ.
ბიჭისთვის სრულიად ახალი ამბავი იყო, რომ მის სხეულს შეიძ-
ლებოდა პირდაპირი დანიშნულების გარდა, სხვა რაიმე ღირებულე-
ბაც ჰქონოდა. იგი ღონიერი, მარჯვე ბიჭი იყო, თამაშიც ეხერხებოდა
და ჩხუბიც იცოდა, მაგრამ თავის სიცოცხლეში არ უფიქრია, რომ მი-
სი ყურება ვიღაცას უბრალოდ სიამოვნებას ანიჭებდა.
კლოტილდამ აბაზანის რეცხვა დაიწყო, ტომასმა კი ჯორდახების
საძინებელს მიაშურა და სუფთა, გახამებულ ზეწარზე დაწვა. ერთი
ასეთი დღის გულისათვის იგი ათას ჯვარს დაწვავდა.
ქალი შემოვიდა, იატაკზე პირდაპირ შიშველი ფეხებით მოტყა-
პუნობდა. სახეზე ის ნაზი, შორეული და ფიქრიანი გამომეტყველება
გაჰყინვოდა, რომელიც ტომასს აგრერიგად უყვარდა და ერთი სუ-
ლით ელოდებოდა, ქალი გვერდით მიუწვა.
ბიჭი მას სათუთად, ალერსით დაეუფლა. ფანჯრის მინებს შორის
ფუტკრები დაბზუოდნენ.იგი ფიქრობდა, რომ ამ ქალის გულისათვის
ცეცხლში ჩაღგებოდა, ყველაფერს შეუსულებდა, ოღონდ კი რაიმე
ეთხოვა.
‒ ჯერ ნუ ადგები,–უთხრა ქალმა და კისერში აკოცა.‒ყველაფე-
ოს რომ გავამზადებ, დაგიძახებ, – და სამზარეულოში გავიდა.
ტომი იწვა და ჭერს მიშტერებოდა, უზომო მადლიერების გრძნო-
ბას განიცდიდა, მაგრამ გული თან სიმწრით უტიროდა. ჭირის დღე-
სავით სძულდა საკუთარი თავი, რადგან მხოლოდ თექვსმეტი წლისა
იყო და ამ ქალისათვის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. იგი ვაჟს თა-
ვისი სხეულით გულუხვად აჯილდოვებდა, ბიჭი ღამ-ღამობით შეუმ-
ჩნევლად შეიპარებოდა ხოლმე მის პაწაწკინტელა ოთახში, მაგრამ
ისიც კი არ შეეძლო, რომ პარკში მასთან ერთად გაესეირნა ან კიდევ
ყელსახვევი ეჩუქებინა, რადგან მაშინვე მითქმა-მოთქმა ატყდებო-
და, ხოლო ბიცოლა ელზას მახვილი თვალი, მაშინვე შენიშნავდა
ახალ ჭრელ ნივთს სამზარეულოს იქით, სოროში მდგარი ძველი კო-
მოდის ყუთში. არ შეეძლო მისი წაყვანა ამ საზიზღარი სახლიდან, სა-

155
დაც იგი მონობამი ცხოვრობდა. ოცი წლისა რომ ყოფილიყო...
სამზარეულოს მაგიდაზე ორ თეფშს შორის ყვავილები იდგა·
ფლოკსები. მუქი ცისფერი. ამ სახლში მებაღის მაგივრადაც კლო-
ტილდა მუშაობდა. იცოდა ყვავილების მოვლა.
„ჩვენი კლოტილდა აუწონელი ოქროა“, ‒ ამბობდა ბიცოლა ელ-
ზა. წელს ვარდები ორჯერ უფრო დიდები გაიზარდა, ვიდრე შარშან.
‒ შენ შენი ბაღი უნდა გქონდეს, – უთხრა ტომმა და მაგიდას მი-
უჯდა. დაე, ოცნებაში მაინც დაასაჩუქროს. ლინოლეუმი შიშველ
ტერფებს საამოდ უგრილებდა. მუქად უპრიალებდა ჯერ კიდევ ნამი-
ანი, საგულდაგულოდ გადავარცხნილი სქელი, გრუზა თმა. კლო-
ტილდას უყვარდა,ს როცა ირგვლივ ყველაფერი ქათქათა, ფაქიზი
და გაკრიალებული იყო, ქვაბები იქნებოდა ეს, ტაფები, მაგიდა. შე-
მოსასვლელი თუ ყმაწვილები. ამით მაინც გაუხაროს გული.
ქალმა თევზის სქელი შეჭამადით სავსე დიდი თეფში დაუდგა,
თავად კი წინ დაუჯდა.
თევზს ცხვრის ნაზი ბარკალი მოჰყვა, ახალი, ნორჩ ოხრახუშმოყ-
რილი შემწვარი კარტოფილით, მერე მთელი ჯამი ერბოიანი მუხუ-
დო, ცოცხალი პამიდვრით შეზავებული ხრაშუნა სალათა. იქვე, მა-
გიდაზე, ცხელ-ცხელი ფუნთუშებით სავსე ლანგარი იდგა, ზედ კარა-
ქის დიდი ნაჭერი იდო, გვერდით – ცივი რძით ალიცლიცებული ხე-
ლადა.
კლოტილდა ყურადღებით ადევნებდა თვალს და იღიმებოდა,
როცა იგი კერძის დასამატებლად თეფშს მიუმარჯვებდა. სანამ ჯორ-
დახები მთელი ოჯახითურთ სარატოგაში ისვენებდნენ, ქალი ყოველ
დილით პროდუქტებისათვის ავტობუსით მეზობელ ქალაქში მიემ-
გზავრებოდა. ელიზიუმში გამყიდველები, რა თქმა უნდა, მაშინვე მი-
ურბენინებდნენ მისის ჯორდახს ამბავს, რომ მის არყოფნაში მოახ-
ლე ხორცის საუკეთესო ნაჭრებსა და არჩეულ ხილს ყიდულობდა.
– კლოტილდა, აქ რატომ მუშაობ? ‒ შეეკითხა ტომი.
‒ მაშ, სად უნდა ვიმუშაო? – გაუკვირდა ქალს.
– სადაც გნებავს. გინდა მაღაზიაში, გინდა ფაბრიკაში, ოღონდ
მოსამსახურე ნუ იქნები.

156
– მომწონს ოჯახის საქმე. მსიამოვნებს კერძის დამზადება, – უპა-
სუხა ქალმა. – ბიცოლაშენი კარგად მეპყრობა. მაფასებს. მადლო-
ბელი ვარ, თავისთან რომ ამიყვანა, როცა ორი წლის წინათ აქ ჩა-
მოვედი. მე ხომ მაშინ ქალაქში კაცს არ ვიცნობდი და არაფერი არ
გამაჩნდა. რა უნდა ვაკეთო მაღაზიაში ან ფაბრიკაში? ანგარიში მი-
ჭირს, დაზგისა კი, უბრალოდ, მეშინია. მომწონს სახლში ფუსფუსი.
– მაგრამ ეს ხომ სხვისი სახლია, – ტომს ბრაზი მოსდიოდა იმაზე,
რომ ეს ორი ჩასუქებული ღორი ქალს ისე იბრიყვებდა, როგორც უნ-
დოდათ.
– მთელი ეს კვირა ჩვენი სახლია, – თქვა კლოტილდამ და ხელზე
მოუალერსა.
მეორე საღამოს, სამუშაოს შემდეგ ბიბლიოთეკას რომ ჩაუარა,
იგი თავისდა უნებურად შეჩერდა, ველოსიპედი ცხაურთან მიაყუდა
და შენობაში შევიდა. თავის სიცოცხლეში თითქმის არაფერი წა-
ეკითხა, გაზეთებში სპორტის ახალ-ახალი ამბებისთვისაც არ გადა-
უვლია თვალი. შესაძლოა, ეს თავისებური პროტესტი იყო, ‒ მისი
და-ძმა ხომ დღენიადაგ წიგნებში ცხვირჩარგულები ისხდნენ და სა-
საცილო, ამაღლებული იდეებით ჰქონდათ თავები გამოტენილი.
სამკითხველო დარბაზში გამეფებულმა სიჩუმემ და იმ არასტუ-
მართმოყვარულმა, დაკვირვებულმა მზერამ, რომელიც ბიბლიოთე-
კარმა მის ჭუჭყიან, გაქონილ ტანსაცმელს მიაპყრო, ტომი შეაცბუნა.
დამფრთხალი ბიჭი დადიოდა ათასობით წიგნით გამოტენილ თარო-
ებს შორის და არ იცოდა რომელი შეიცავდა მისთვის საჭირო ცნო-
ბებს. ბოლოს და ბოლოს მაინც ბიბლიოთეკარს მიმართა. :
– მაპატიეთ, მემ, მინდა რაიმე ცნობა ვიპოვნო წმინდა სებასტია-
ნის შესახებ.
‒ მაინც, რა გაინტერესებთ?
– ისე, საერთოდ, – თქვა მან და მაშინვე ინანა აქ რომ მოვიდა.
‒ საცნობარო დარბაზში ბრიტანეთის ენციკლოპედია გადაათვა-
ლიერეთ.
‒ დიდად გმადლობთ, მემ.
მან გადაწყვიტა, ხვალიდან, სამუშაოს შემდეგ სუფთა ტანსაცმელი

157
პირდაპირ გარაჟში გადაეცვა, კანში ჩამჯდარი ჭუჭყის ზედა ფენა სა-
ხელდახელოდ მაინც ჩამოებანა. ახლა ძაღლივით ეპყრობოდნენ,
ხომ შეიძლებოდა ასეთი რამ თავიდან აერიდებინა, თანაც, კლო-
ტილდასაც ესიამოვნებოდა.
ათი წუთი გავიდა, სანამ ენციკლოპედიის საჭირო ტომს იპოვნი-
და. მაგიდაზე წინ დაიდო და ფურცვლა დაუწყო. აი, ისიც, სებასტიანი
წმ. ქრისტიანი წამებული. სულ ერთი აბზაცია. ესე იგი დიდი ვინმე
არ უნდა იყოს.
„როცა მშვილდოსნებმა მომაკვდავი მარტოდმარტო მიატოვეს,
– კითხულობდა ტომი, – მოვიდა ღვთისმოსავი ქალი ირინე და მისი
სხეული თან წაიღო დასამარხავად, მაგრამ დაინახა თუ არა, რომ
ჯერ კიდევ სული ედგა, შინ მიიყვანა და ჭრილობების მკურნალობა
დაუწყო. სებასტიანი ჯერ რიგიანად გამოკეთებულიც არ იყო, რომ
კვლავ სასწრაფოდ იმპერატორს ეახლა. მან კი ბრძანა, მაშინვე და-
ეპატიმრებინათ და როზგის ქვეშ სული ამოეხადათ. (როზგის! ო,
ღმერთო ჩემო –გაიფიქრა ტომმა.–ეს კათოლიკები არანორმალუ-
რები არიან), – ახალგაზრდა, ლამაზი მეომარი წმინდა სებასტიანი
– რელიგიური ფერწერის საყვარელი სახეა. როგორც წესი, მას შიშ-
ველს, ისრებით განგმირულს ხატავენ. იგი მძიმე, მაგრამ არასასიკ-
ვდილო ჭრილობიდან სისხლისაგან იცლება“.
ჩაფიქრებულმა ტომმა წიგნი დახურა. ახალგაზრდა, ლამაზი მე-
ომარი... მას შიშველს ხატავენ. ახლა ყველაფერი ნათელია. კლო-
ტილღა საოცარი ქალია. მას თავისი სიყვარულის სიტყვებით გად-
მოცემა არ შეუძლია მაგრამ ამ სიყვარულს რელიგიური სახეებით
გამოხატავს, იმით, თუ როგორ უმზადებს კერძებს, როგორ ეფერება.
მან წიგნი ადგილზე დადო და ის-ის იყო წასვლა დააპირა, რომ
ანაზდად გონებაში გაუელვა, ალბათ კლოტილდაც ერთ-ერთი წმინ-
დანის სახელიაო. რაკიღა ერთგვარი გამოცდილება უკვე ჰქონდა,
მან სწრაფად იპოვნა ენციკლოპედიის საჭირო ტომი. ‒ „წმ. კლო-
ტილდა – ბურგუნდიის მეფის ჰილპერიკის ქალიშვილი„ ფრანკთა
მეფის ხლოდვიგის მეუღლე”.
ტომს თვალწინ დაუდგა. ოფლში გაღვრილი კლოტილდა სამზა-

158
რეულოს ფურნაკთან, მერე ძია ჰეროლდის ჭუჭყიანი სარეცხის რეც-
ხვისას და კოპები შეიკრა. ბურგუნდიის მეფის, ჰილპერიკის ქალიშ-
ვილი, ხლოდვიგის, ფრანკთა მეფის მეუღლე; მშობლები შვილის
მომავალზე ნამდვილად არ ფიქრობენ, როცა ბავშვს სახელს არქმე-
ვენ.
ბიბლიოთეკარი ქალის მაგიდას რომ ჩაუარა, შეჩერდა.
‒ გმადლობთ, მემ, – შემდეგ კი მოულოდნელად ჰკითხა: – მით-
ხარით, გეთაყვა, შეიძლება ამ ბიბლიოთეკაში ჩავეწერო?
ქალი გაოცებული მიაჩერდა, მაგრამ ბარათი მაინც აიღო და შიგ
ტომის გვარი, წლოვანება და მისამართი ჩაწერა.
ისინი სამზარეულოში ვახშმობდნენ, ხანდახან თუ გამოელაპა-
რაკებოდნენ ერთმანეთს. კლოტილდამ სუფრის ალაგება რომ და-
იწყო, ბიჭი მიუახლოვდა, ხელი მოხვია და უთხრა:
– კლოტილდა – ბურგუნდიის მეფის, ჰილპერიკის ქალიშვილი,
ფრანკთა მეფის ხლოდვიგის მეუღლე.
‒ რაო, რაო? ‒ შეეკითხა პირკატანაცემი ქალი და თვალები გა-
უფართოვდა.
‒ მინდოდა გამეგო, საიდან წარმოდგებოდა შენი სახელი,გამო-
უტყდა ტომი – ბიბლიოთეკაში შევედი და ენციკლოპედიაში ამოვი-
კითხე. შენ მეფის ასული და მეფის მეუღლე ხარ.
კლოტილდა მას დიდხანს არ აშორებდა თვალს, მერე შუბლზე
აკოცა, თითქოსდა საჩუქრისათვის მადლობა გადაუხადა.

II

ჩალის კალათში, სველ გვიმრაზე ორი თევზი ფართხალებდა.


ბოილანის თქმისა არ იყოს, კალმახი ნაკადულში მართლაცდა უხ-
ვად იყო.
რუდოლფს ძველი ველვეტის შარვალი და რეზინის ყელიანი
ფეხსაცმელები ეცვა, მეხანძრეები რომ ატარებენ. ფეხსაცმელები
ნაცვამი იყიდა, თანაც ზომაზე საკმაოდ დიდი.

159
მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა და ახლაც კი, დღის ბოლოს,
ნაცრისფერი ჰაერი ისევ ნესტით იყო გაჟღენთილი. ამღვრეულ
წყალში კალმახი ანკესს ძნელად ეგებოდა. მაგრამ მარტო ის, რომ
ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა და სიჩუმე სუფევდა ‒ ქვებზე მო-
ხეთქებული წყლის ტყლაშუნი ისმოდა მხოლოდ – ბიჭს უსაზღვრო
სიამოვნებას ანიჭებდა.
იგი ნაკადულხე გადებულ ერთ-ერთ დეკორატიულ ხიდზე იდგა.
ვიღაცის ფეხის ხმა შემოესმა. ბიჭმა კანაფი სპინინგის კოჭზე დაახ-
ვია და მოლოდინად იქცა. ხიდზე ბოილანი მოდიოდა, უქუდოდ იყო,
ნატის ქურთუკი და მოჯირითის შარვალი ეცვა, ყელზე ჭრელი შარფი
ეხვია.
‒ დილა მშვიდობისა, მისტერ ბოილან, – მიესალმა რუდოლფი
და თავი უხერხულად იგრძნო. ღელავდა, ვაითუ დაავიწყდა კიდეც,
რომ მიმიპატიჟა ან ეგებ ისე, ცალყბად მითხრა, ზრდილობის გული-
სათვისო.
‒ როგორია მიღწევები?
‒ აი, ჯერჯერობით მხოლოდ ორი დავიჭირე.
–დღეს ისეთი დღეა, მაგასაც არა უჭირს, ‒ შენიშნა ბოილანმა და
ამღვრეულ წყალს ჩახედა. – ხელს აღარ შეგიშლი, მე გასასეირნებ-
ლად გამოვედი. უკან ამავე გზით დავბრუნდები და თუ ისევ აქ დამ-
ხვდები, იმედი მაქვს უარს არ მეტყვი და ჩემს სახლში ერთ ჭიქას შეს-
ვამ.
ხელი დაუქნია და გზა განაგრძო.
რუდოლფმა სატყუარა გამოცვალა. ანკესი სამჯერ მოისროლა,
ვიდრე თევზი წამოეგებოდა. იგი კანაფს ფრთხილად სწევდა, ცდი-
ლობდა ქვებისა და წყალმცენარეებისათვის აერიდებინა. თევზი
ორჯერ ანკესს კინაღამ მოსწყდა. ბოლოს, როცა ქანცი გამოეცალა,
რუდოლფმა ბადე აიღო და წყალში შევიდა. ყინულივით ცივი წყალი
მაშინვე ჩექმის ყელში ჩაუვიდა. თევზი რომ ბადეში გაეხვია, უკან
მობრუნებული ბოილანი მხოლოდ მაშინღა შენიშნა, იგი კვლავ
ხიდზე იდგა და თვალს ყურადღებით ადევნებდა.
‒ ვაშა,– თქვა მან როცა რუდოლფი ჩექმების ჭყაპა-ჭყუპით ნაპი-

160
რზე გამოვიდა. – სუფთა ნამუშევარია.
რუდოლფმა კალმახს ბოლო მოუღო და კალათში ჩადო.
‒ მე ამას ჩემს სიცოცხლეში ვერ გავაკეთებდი, – შენიშნა ბო-
ილანმა. – მოვკლა საკუთარი ხელით... ‒ მას ხელთათმანები ეცვა.
რუდოლფი ჩექმებს სიამოვნებით გაიხდიდა და წყალს გადმოღ-
ვრიდა, მაგრამ წინდები დაკემსილი ჰქონდა და ბოილანის წინაშე
დედის უხეში ნახელავის დემონსტრირება არ უნდოდა.
თითქოს მის აზრებს კითხულობსო, ბოილანმა უთხრა:
–მე მგონი, ფეხთ უნდა გაიხადო და ჩექმებიდან წყალი გადმოღ-
ვარო. წყალი ალბათ ცივია.
– ნამდვილად ასეა, – დაეთანხმა რუდოლფი და ჩექმები გაიხა-
და. ბოილანს, მგონი, არაფერი შეუნიშნავს. ხშირ ტყეს ათვალიე-
რებდა, რომელიც სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე მისი
ოჯახის საკუთრება გახდა.
‒ წინათ აქედან სახლი მოჩანდა. მაშინ ეს ჯაგნარი არ იყო. აქ
მთელი წელიწადი ათი მებაღე მუშაობდა. ახლა ერთსაც ვეღარ
იშოვნი... თუმცა, აზრიც არა აქვს... ჰო, მართლა, მგონი, სადღაც ჭა-
ობის ჩექმები უნდა მეყაროს. არც კი მახსოვს, როდის ვიყიდე. თუ
კარგად მოგივიდა, შეგიძლია წაიღო, შევიდეთ სახლში და გაისინჯე.
რუდოლფი თევზაობიდან პირდაპირ შინ დაბრუნებას აპირებდა,
ავტობუსის გაჩერებამდე კარგა მანძილი იყო და უნდა აჩქარებული-
ყო. ჯულის მშობლებმა ვახშმად მიიპატიჟეს და მერე ჯოლისთან ერ-
თად კინოში წასვლა ჰქონდა განზრახული, მაგრამ ჭაობის ჩექმები...
ახლები ოც დოლარზე ნაკლები არ ეღირება.
– გმადლობთ, სერ, – უთხრა მან,
– „სერს“ ნუ მეძახი. ისედაც თავი საკმაოდ ბებერი მგონია, მომე-
ცი, კალათს მე წამოვიღებ.
– მძიმე სულაც არ არის.
– მომეცი, შეიძლება მაშინ მაინც ვიფიქრო, რომ დღეს რაღაც სა-
სარგებლო საქმე გავაკეთე.
„რა უბედური ყოფილა, – გაიფიქრა გაოცებულმა რუდოლფმა.
დედაჩემივით უბედური“. მან ბოილანს კალათი გაუწოდა, იმანაც მკ-

161
ლავგზე ჩამოიკიდა. გორაკზე წამომდგარი უზარმაზარი სახლი
მთლად სუროს დაეფარა – გაუთლელი ქვისაგან ნაშენი გამოუსადე-
გარი ციხე-სიმაგრე, რომლის დანიშნულება თავის ბინადართა დაც-
ვა იყო აბჯარასხმული რაინდებისა და ბირჟის მერყეობისაგან.
‒ სასაცილოა, არა? ‒ წაიბუტბუტა ბოილანმა,
‒ დიახ.
– შენ ძალიან გყვარებია ლაპარაკი, – გაიცინა ბოილანმა და მუ-
ხის მასიური კარი შეაღო. – შემოდი.
„ამ კარში ჩემი და შემოდიოდა, – გაიფიქრა რუდოლფმა, ისე,
კაცმა რომ თქვას, უნდა შემოვბრუნდე და აქაურობას გავეცალო“.
მაგრამ არ წასულა.
ისინი დიდ, ბნელ, მარმარილოს იატაკიან ჰოლში აღმოჩნდნენ.
განიერი ხვეული კიბე ზედა სართულზე ადიოდა, მაშინვე ხნიერი
მსახური შეეგებათ, რომელსაც ნაცრისფერი შალის პიჯაკი ეცვა და
ბაფთიანი პალსტუხი ეკეთა.
‒ საღამო მშვიდობისა, პერკინს, – მიესალმა ბოილანი,– ეს მის-
ტერ ჯორდახია, ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი.
პერკინსმა ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი, რაღაცით ინ-
გლისელს ჰგავდა, სახე მეფისა და სამშობლოს ერთგული ვასალისა
ჰქონდა. მან რუდოლფს გაქუცული ფეტრის შლაპა გამოართვა და
კედელთან მდგარ გრძელ მაგიდაზე ისე დადო, ვითარცა გვირგვინი
მეფის საფლავზე.
‒ პერკინს, თუ არ შეწუხდებით, საიარაღოში ჩემი ძველი, ჭაობის
ჩექმები მომიძებნეთ. მისტერ ჯორდახი მეთევზეა. აი, ნახეთ! – მან
კალათს თავი ახადა. – ჩვენს მხარეულს წაუღეთ. იქნებ ვახშამი მოგ-
ვიმზადოს. ვახშმად ხომ დარჩები, რუდოლფ, ასე არ არის?
რუდოლფი შეყოყმანდა. მაშინ ჯულისთან პაემანი უნდა გააცდი-
ნოს. მაგრამ ის ხომ ბოილანის წყაროზე თევზაობდა, თანაც ჩექმებ-
საც მიიღებს საჩუქრად.
– შეიძლება აქედან დავრეკო? – იკითხა მან.
‒ რაღა თქმა უნდა. ‒ ბოილანი პერკინსს მიუბრუნდა.‒ მოუტა-
ნეთ, გეთაყვა, მისტერ ჯორდახს ერთი წყვილი რიგიანი თბილი წინ-

162
და და პირსახოცი. ფეხები დაუსველდა. ჯერ ახალგაზრდაა და ამას
აინუნში არ აგდებს, მაგრამ ერთი ორმოცი წლის შემდეგ, როცა ჩემ-
სავით და თქვენსავით რევმატიზმი გააწვალებს და ბუხრამდე მის-
ვლა გაუჭირდება, მაშინ მოიგონებს დღევანდელ დღეს.
– მესმის, სერ – უპასუხა პერკინსმა და გავიდა, ან სამზარეულოს
მიაშურა, ან იმ იდუმალ საიარაღოს.
– მე მგონი, გირჩევნია ჩექმები აქვე გაიხადო. თავს უფრო მო-
ხერხებულად იგრძნობ, ‒ შენიშნა ბოილანმა, ამით თავაზიანად მი-
ახვედრა, რომ დიდად არ აღფრთოვანდებოდა თუ რუდოლფი მთელ
სახლს აუტალახიანებდა. რუდოლფმა ჩექმები გაიხადა. დაკემსილი
წინდები თავმოყვარეობას ულახავდა.
ჰოლიდან სასტუმრო ოთახში შევიდნენ. რუდოლფი ასეთ დიდ
ოთახში თავის სიცოცხლეში არ ყოფილა. მაღალი ფანჯრები, ხავერ-
დის შინდისფერი ფარდებით ყრუდ დაფარული, კედლებზე ჩამწკრი-
ვებული წიგნის თაროები. უთვალავი სურათი. მეცხრამეტე საუკუნის
სამოსელში გამოწყობილი ფერუმარილწასმული ქალბატონები,
შთამბეჭდავი სახის წვერიანი, ხნიერი მამაკაცები. ზეთის საღებავე-
ბით შესრულებული, აქა-იქ დახეთქილი დიდი პეიზაჟები, როიალზე
მიმოყრილი, ალბომებად შეკრული ნოტები, მეორე კედელზე – ბა-
რი. ფართო, რბილი დივანი, ტყავის რამდენიმე სავარძელი, მაგიდა-
ზე ჟურნალების დასტები. წარმოუდგენელი ზომის, ღია ფერის
ალბათ ასი წლის წინათ მოქსოვილი თურქული ხალიჩა რუდოლ-
ფის დაკვირვებულ თვალს როგორღაც გახუნებული და გაქუცული
ეჩვენა. მათი მისვლისათვის პერკინსს დიდი ბუხარი აეგიზგიზებინა.
სქელ, რკინის ცხაურზე გადებულ შეშას მშვიდად გაუდიოდა ტკაცატ-
კუცი. ექვსი თუ შვიდი ჭაღი ირგვლივ რბილ, საღამოს შუქს აფრქვევ-
და. რუდოლფმა სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ოდესმე ისიც სწო-
რედ ასეთ ოთახში იცხოვრებდა.
– შესანიშნავი ოთახია,–ვერ დაფარა მან თავისი გულწრფელი
აღტაცება.
‒ მარტო კაცისათვის მეტისმეტად დიდია, – თქვა ბოილანმა. –
ორთავესთვის დავასხამ ვისკის.

163
– გმადლობთ, – მისმა დამაც ხომ სადგურის ბარში ვისკი შეუკ-
ვეთა. ახლა იგი ამ კაცის გულისათვის ნიუ–იორკშია გადახვეწილი.
იქნებ ეს უკეთესიც იყოს? მოიწერა, როგორც იქნა, სამუშაო ვიმოვ-
ნეო. თეატრში თამაშობს. კვირაში სამოც დოლარს უხდიან.
‒ შენ ხომ დარეკვა გინდოდა, – შეახსენა ბოილანმა და ვისკი და-
უსხა. ‒ ტელეფონი მაგიდაზეა, ფანჯარასთან.
რუდოლფმა ყურმილი აიღო.
იმედი ჰქონდა, ჯული სახლში არ დახვდებოდა, მაგრამ გოგონა
ტელეფონთან თვითონ მივიდა.
– რუდი! ‒ სიხარულით წამოიძახა მან. რუდოლფმა სინდისის
ქეჯნა იგრძნო.
‒ ჯული... დღევანდელ საღამოზე მინდა გითხრა.. რაღაც შეიცვა-
ლა.
‒ რა შეიცვალა? ‒ შეეკითხა ცივად ჯული. საოცარია, როგორ შე-
ეძლო ამ სიმპათიურ გოგონას, რომელმაც ტოროლასავით სიმღერა
იცოდა, ასეთი მკვეთრი, წრიპინა ხმით ლაპარაკი.
‒ ახლა ვერ აგიხსნი, მაგრამ...
‒ მაინც რატომ ვერ ამიხსნი ახლა?
‒ არ შემიძლია, მორჩა და გათავდა. – რუდოლფმა ბოილანს გა-
დახედა, მაგრამ იგი მისკენ ზურგით იდგა. – მოკლედ, მოდი, ხვალი-
სათვის გადავდოთ, კინოში ხვალაც ეს სურათი გავა, და...
– ეშმაკსაც წაუღიხარ! – ქალმა ყურმილი დაუკიდა.
რუდოლფს ერთხანს ხმა არ ამოუღია, შეძრწუნებული იდგა. განა
შეიძლებოდა ქალიშვილი ასეთი უტეხი ყოფილიყო.
‒ ჰოდა, ძალიან კარგი, ჯული,—ჩასძახა მან დადუმებულ ყურ-
მილს,–ესე იგი, ხვალამდე, ჯერჯერობით. – კარგად ითამაშა. ყურ-
მილი დაკიდა.
‒აი, შენი ვისკი,– შეეხმიანა ოთახის მეორე ბოლოდან ბოილანი,
მას ტელეფონით საუბარი თითქოს არც გაუგონიაო.
რუდოლფი მიუახლოვდა და ჭიქა გამოართვა.
‒ შენ გაგიმარჯოს! – თქვა ბოილანმა და ვისკი ტუჩებთა მიიტანა.
რუდოლფმა ვერა და ვერ აიძულა თავი, მასაც „თქვენ გაგიმარჯ-

164
ოთო“ დაეყოლებინა, მაგრამ სასმელი შესვა თუ არა, ტანში სითბომ
დაუარა და ვისკი ისე საზიზღარი აღარ ეჩვენა.
– გმადლობთ, რომ დარჩი. არ მიყვარს მარტო სმა, არადა ახლა
აუცილებლად უნდა დამელია. დღეს საოცრად უხალისო დღე მქონ-
და. რას დგახარ, დაჯექი,–მან ბუხართან მდგარ დიდ სავარძელზე
მიუთითა. რუდოლფი დაჯდა, ის კი ბუხრის დაფას დაყრდნობილი
წინ აესვეტა. დაზღვევის აგენტები მესტუმრნენ გამარჯვების დღეს
მომხდარი უცნაური ხანძრის გამო, თუ ნახე, ჯვარი როგორ იწვოდა?
– გავიგე.
– უცნაურია, მაინცდამაინც ჩემი მამული რატომ აირჩიეს? არც
კათოლიკე ვარ, არც ზანგი და არც ებრაელი. კუკლუსკლანელებს
აშკარად თვალები აუბეს. დაზღვევის აგენტებს აინტერესებდათ,
მტრები ხომ არა მყავდა. მტრები როგორ არა მყავს, მაგრამ მათ თა-
ვიანთი თავი სააშკარაოზე არ გამოაქვთ. ჯვარი სახლთან ახლო უნ-
და დაედგათ, რომ ეს მავზოლეუმიც დამწვარიყო, – ბედნიერი ვიქ-
ნებოდი. ბაბუაჩემმა იგი სამარადჟამოდ ააგო და ახლა იძულებული
ვარ აქ ვიცხოვრო. – ბოილანს გაეცინა, – მაპატიე, ენად გავიკრიფე,
მაგრამ ისე იშვიათად მეძლევა ხოლმე ისეთ ვინმესთან ლაპარაკის
საშუალება, ვისაც ცოტა მაინც ესმის ჩემი.
– მაშ აქ რატომღა ცხოვრობთ? – ყმაწვილკაცური ლოგიკით
იკითხა რუდოლფმა.
– განწირული ვარ, – უპასუხა მელოდრამატული კილოთი ბოი-
ლანმა.–ამ კლდესა ვარ მიჯაჭვული და არწივი გულ-ღვიძლს მიკორ-
ტნის. იცი ვისი სახეა ეს?
‒პრომეთესი.
‒ ერთი ამას დამიხედეთ, სკოლაში ხომ არ გასწავლიდნენ?
– დიახ, ‒ დაუდასტურა ბიჭმა, თან უნდოდა დაეყოლებინა: „მე
კიდევ ბევრი რამ ვიცი, მისტერ“.
– გეშინოდეს ოჯახური ძლევამოსილებისა! – წამოიძახა ბო-
ილანმა, მან ბოლომდე შესვა ვისკი და ბარისკენ გაემართა, რომ კი-
დევ დაესხა...– რუდოლფ, შენ გაწევს ოჯახის წინაშე მოვალეობის
ტვირთი? ისეთი წინაპრები თუ გყავს, რომელთა იმედები უთუოდ უნ-

165
და გაამართლო?
‒ წინაპრები არა მყავს.
– ნამდვილი ამერიკელი ხარ. ‒ შენიშნა ბოილანმა. ‒ აი, ჩექმე-
ბიც.
ოთახში პერკინსი შემოვიდა, რომელმაც ჭაობის მაღალყელიანი
ჩექმები, პირსახოცი და წყვილი ღია-ცისფერი შალის წინდა შემოი-
ტანა. მან ჩექმები რუდოლფის გვერდით ააყუდა, პირსახოცი სავარ-
ძლის სახელურზე გადაკიდა, წინდები კი მის გვერდით, მაგიდის კი-
დეზე დადო.
რუდოლფმა თავისი სველი, დაკემსილი წინდები გაიხადა და ჯი-
ბეში ჩაჩურთვას აპირებდა, მაგრამ პერკინსმა მაშინვე გამოართვა.
მან ფეხები პირსახოცით გაიწმინდა, რომელსაც ლავანდის სუნი ას-
დიოდა და მორთმეული წინდები ჩაიცვა. ფაფუკი შალი. ბიჭი წამოდ-
გა და ჩექმები ამოიცვა. ერთ მუხლზე სამკუთხედ ნახვრეტს დაეღო
პირი,– ზედგამოჭრილია. – „ორმოცდაათ დოლარზე ნაკლები არ
ეღირება“.– გაიფიქრა მან. ამ ჩექმებში თავს თითქმის დ’ არტანია-
ნად გრძნობდა.
– ეს ჩექმები, მე მგონი, ჯერ კიდევ ომამდე მაქვს ნაყიდი, – თქვა
ბოილანმა, – როცა ცოლმა მიმატოვა. მეგონა, თევზაობას დავიწ-
ყებდი... მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ძაღლი მოვიყვანე, უზარმა-
ზარი ირლანდიური ნაგაზი. ჩინებული ქოფაკი., ხუთი წელი მყავდა.
ერთმანეთს არაჩვეულებრივად მივეჩვიეთ. ერთ მშვენიერ დღეს ვი-
ღაცამ მომიწამლა, ჰო, როგორც ჩანს, მტრები მყავს ან იქნებ ვი-
ღაც-ვიღაცების ქათმებს დასდევდა და ეს იყო და ეს.
რუდოლფმა ჩექმები გაიხადა, ხელში ისე ეჭირა, თითქოს არ
იცოდა სად წაეღო.
‒ ღმერთო ჩემო, მგონი გახეულია, ‒ შენიშნა ბოილანმა.
– არა აუშავს, შევაკეთებინებ, – სასწრაფოდ უპასუხა რუდოლ-
ფმა.
– არა, პერკინსს ვთხოვ და თვითონ შეაკეთებინებს, – ბოილანი
მაგიდას მიუახლოვდა და ვისკი დაიმატა. – გინდა სახლი დაგათვა-
ლიერებინო?

166
– დიახ, – უპასუხა რუდოლფმა, – ძალიან აინტერესებდა, რას
ეძახდა ბოილანი საიარაღოს.
– წავიდეთ. ეს დიდ დახმარებას გაგიწევს, როცა შენ თვითონ წი-
ნაპარი გახდები. გეცოდინება, როგორ უნდა აწყენინო შენს შთამო-
მავლებს.
ჰოლში ბრინჯაოს უშველებელი ფიგურა იდგა. კლანჭებით კამე-
ჩის ზურგს ჩაფრენილი გეფხვი.
– ხელოვნება, – თქვა ჩაფიქრებულმა ბოილანმა. – მე რომ პატ-
რიოტი ვყოფილიკავი, ავდგებოდი და ამ ნივთს ზარბაზნისთვის გა-
დასადნობად ჩავაბარებდი, – მან ჩუქურთმებიანი, კუპიდონებითა
და გირლიანდებით დამშვენებული უზარმაზარი კარის სახელური
გამოსწია. ‒ სამეჯლისო დარბაზი.–კაცმა შუქი აანთო.
ოთახი სკოლის ტანვარჯიშის დარბაზზე პატარა როდი იყო. მა-
ღალლ ჭერზე ზეწარში შეფუთული უზარმაზარი ბროლის ჭაღი ეკი-
და. შავი ხის პანელებით გაწყობილი კედლების გასწვრივ შალითა-
გადაკრული სკამები ჩაემწკრივებინათ.
– მამას უამბნია ჩემთვის, რომ დედას ერთხელ მეჯლისზე შვიდა-
სი კაცი მოუპატიჟებია. ორკესტრი ვალსებს უკრავდა. ზედიზედ ოც-
დახუთ ვალსს, როგორია?– მან შუქი ჩააქრო და ისინი სახლის სიღ-
რმეში შევიდნენ. ბოილანმა წიგნებით გატენილი უშველებელი ოთა-
ხის კარი ოდნავ გამოაღო, აქ ტყავისა და მტვრის სუნი იდგა. – ბიბ-
ლიოთეკა, ვოლტერი, კიპლინგი და ა.შ.
‒ აი საიარაღოც. – ბოილანმა შემდეგი კარი გამოაღო და შუქი
აანთო.
შავი ხის შემინულ ვიტოინებში საფანტიანი და სანადირო თოფე-
ბი აეყუდებინათ. კედლები ნადავლით იყო დამშვენებული – ირმის
რქები, ჭრელკუდიანი ხოხბების ფიტულები. თოფები ის-ის იყო და-
ეზეთათ და პრიალი გაუდიოდათ. ირგვლივ არაჩვეულებრივი სი-
სუფთავე სუფევდა. მტვერს ვერსად ვერ შენიშნავდით.
‒ სროლა თუ იცი? ‒ შეეკითხა ბოილანი და ტყავის სკამს ისე მო-
აჯდა, თითქოს უნაგირიაო.
– არა. ‒ რუდოლფს ხელები ექავებოდა, ისე უნდოდა ამ საოცარ

167
თოფებს შეხებოდა.
– თუ გინდა გასწავლი. სადღაც მიგდია ძველი სასწავლო სტენდი
– თეფშების სამიზნე. თუმცა ახლა აქ ვერაფერზე ვეღარ ინადირებ.
კურდღლებს თუ დახოცავ ან ხანდახან ირემს თუ წააწყდები. მან
ოთახი მიათვალ–მოათვალიერა. – თვითმკვლელობისათვის შესა-
ფერისი ადგილია. ჰო, ოდესღაც ამ მამულში დიდებული ნადირობა
იმართებოდა. მწყრები, იხვები, ირმები. მაგრა ეს ძალიან დიდი ხნის
წინათ იყო!
აღარც კი მახსოვს, უკანასკნელად თოფი როდის გავისროლე.
შენს წვრთნას რომ შევუდგები, ეგებ თვითონაც ახალგაზრდობა გა-
ვიხსენო. ეს მამაკაცების სპორტია. მამაკაცი თავისი გუნებით ‒ მო-
ნადირეა. ვინ იცის, იქნებ ოდესმე გამოგადგეს კიდეც კარგი მსრო-
ლელის რეპუტაცია. კოლეჯში ერთ ყმაწვილთან ვსწავლობდი, რო-
მელიც ჩრდილო კალიფორნიაში დაქორწინდა, ერთ-ერთი ყველაზე
მდიდარი მემკვიდრე შეირთო და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,
რომ გამჭრიახი თვალი და მტკიცე ხელი ჰქონდა. რივზი ერქვა სახე-
ლად. ღარიბი ოჯახიშვილი ბრძანდებოდა, მაგრამ დიდებული მანე-
რები კი ჰქონდა. სწორედ ამან უშველა. არ გინდა მდიდარი იყო?
– როგორ არ მინდა.
– კოლეჯის შემდეგ რას აპირებ?
– ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ!
–გირჩევ იურისტი გამოხვიდე,–უთხრა ბოილანმა. – ამერიკა იუ-
რისტების ქვეყანაა. მათზე მოთხოვნილება ყოველწლიურად იზ-
რდება. მგონი, შენი და მეუბნებოდა, სკოლის სადისკუსიო კლუბის
გუნდის კაპიტანიაო, მართლა ასეა?
‒ დიახ, – დის ხსენებაზე რუდოლფმა ყურები ცქვიტა.
– ჩვენ შეგვიძლია ერთ მშვენიერ დღეს ნიუ-იორკში გავემგზავ-
როთ და შენი და მოვინახულოთ, – ისინი საიარაღოდან გამოვიდ-
ნენ. – პერკინსს ვუბრძანებ ამ კვირას სასწავლო სტენდი მომიძებ-
ნოს და რამდენიმე მტრედი მიყიდოს. როცა ყველაფერს გავამზა-
დებ, დაგირეკავ.
– ჩვენ ტელეფონი არა გვაქვს...

168
‒ ჰო, მართლა! მახსოვს, ერთხელ თქვენი ნომერი ტელეფონე-
ბის წიგნში ვეძებე და ვერ ვიპოვნე. არა უშავს, ბარათს გამოგიგზავ-
ნი. მგონი, შენი მისამართი უნდა მახსოვდეს. – ჩაფიქრებულს მზერა
მარმარილოს კიბეებისაკენ გაექცა. იქ, ზევით, საინტერესო არაფე-
რია. დედაჩემის სასტუმრო ოთახი და საძინებელია. ოთახთა უმრავ-
ლესობა დაკეტილია. თუ წინააღმდეგი არ იქნები, წუთით ზევით
ავალ, სავახშმოდ გამოვეწყობი. თავი ისე იგრძენი, როგორც შინ. –
კაცი მეორე სართულზხე ასასვლელ კიბეებს აუყვა. იქ მისი
ახალგაზრდა სტუმარისათვის საინტერესო აღარაფერი იყო, თუ არ
ჩავთვლით იმ საწოლს, სადაც მისმა დამ უმანკოება დაკარგა.

III

რდოლფი სასტუმრო დარბაზში დაბრუნდა და თვალს ადევნებ-


და, როგორ შლიდა პერკინსი სავახშმოდ სუფრას, ბუხართან.
– ჩექმების თაობაზე დავრეკე, სერ, – უთხრა მან,– ოთხშაბათის-
თვის შეაკეთებენ.
– გმადლობთ, მისტერ პერკინს.
– მიხარია, თუ რამეში გამოგადგებით, სერ.
სერ! თანაც ორჯერ ზედიზედ!
რუდოლფი ვისკის წრუპადა და გრძნობდა, ალკოჰოლი როგორ
ეძალებოდა. ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ დღეს დაბრუნდეს აქ და
ეს სახლიც იყიდოს პერკინსთან ერთად, ყველაფერთან ერთად, ბო-
ლოს და ბოლოს, იგი ხომ ამერიკაში ცხოვრობს!
შემოვიდა ბოილანი. ნატის ქურთუკის ნაცვლად ახლა ხავერდის
ქურთუკი ჩაეცვა. ეს იყო და ეს.
‒ შხაპი აღარ მივიღე, არ გალოდინე. იმედი მაქვს, მაპატიებ, –
უთხრა მან და ბართან მივიდაა ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. – სა-
სადილოში შეგვცივდებოდა,·– შენიშნა მან და ბუხრის წინ მდგარ
მაგიდას გადახედა, – ერთ დროს აქ პრეზიდენტ ტაფტს უვახშმია,

169
თურმე სუფრა სამოც კაცზე ყოფილა გაშლილი, – და ყველას მაღა-
ლი თანამდებობა ეჭირა. – იგი როიალს მიუახლოვდა, ტაბურეტზე
დაჯდა, გვერდით ჭიქა დაიდგა და რამდენიმე აკორდი აიღო. – ვი-
ოლინოზე ხომ არ უკრავ?
– არა.
– მაშ, მარტო საყვირზე იცი დაკვრა?
‒ მთლად ასე არ არის, რასაკვირველია, შემიძლია როიალზე-
დაც ავაწყო.
–აფსუს, შეიძლებოდა რაღაც დუეტები გვესწავლა. სამწუხაროდ,
არაფერი მსმენიას დუეტებზე ფორტეპიანოსა და საყვირისათვის.
ბოილანმა დაკვრა დაიწყო. რუდოლფი იძულებული იყო ეღია-
რებინა, რომ იგი კარგად უკრავდა.
– თუ მიხვდი, რას ვუკრავ?
– არა,
‒ შოპენია. ნოქტიურნი რე-ბემოლ-მაჟორი.
ოთახში პერკინსი შემოვიდა.
‒ ვახშამი მზად არის, სერ.
რუდოლფმა ინანა, რომ დარჩა ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს
ბოილანი მის მახეში გაბმას ცდილობდა.
რთული პიროვნებაა ეს ბოილანი. აი, შენი შოპენიც, ჭაობის ჩექ-
მებიც, ვისკიც, ფილოსოფიაც და საიარაღოც,, დამწვარი ჯვარიც და
მოწამლული ძაღლიც.. რუდოლფმა იგრძნო, რომ ასეთი რამეები-
სათვის ჯერ მზად არ იყო და ბოილანს ვერ აჯობებდა. ახლაღა მიხ-
ვდა, რატომ გადაწყვიტა გრეთჰენმა, რომ ამ კაცს აუცილებლად უნ-
და გაქცეოდა. ბოილანმა დაკვრა შეწყვიტა, წამოდგა, რუდოლფს
იდაყვზე ხელი თავაზიანად წაავლო და მაგიდასთან მიიყვანა. პერ-
კინსი ჭიქებს თეთრი ღვინით ავსებდა. შუა მაგიდაზე სპილენძის
ღრმა ლანგარზე რაღაც საწებელით შეკმაზული მოხარშული კალმა-
ხი იდო. რუდოლფს გუნება წაუხდა – კალმახი შემწვარი ერჩივნა.
ისინი ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ. თვითეულს წინ სამი
სხვადასხვანაირი ჭიქა ედგა და დანა-ჩანგლების მთელი კომპლექ-
ტი ედო. პერკინსმა კალმახი მოხარშულ ახალ კარტოფილთან ერთ-

170
ად ვერცხლის ლანგარზე გადადო. რუდოლფს მიუახლოვდა და
გვერდით დაუდგა. რუდოლფმა კალმახის ნაჭერი და რამდენიმე
კარტოფილი ფრთხილად გადმოიღო. მაგიდის ვერცხლეულის სიუხ-
ვემ გააოგნა, მაგრამ ცდილობდა თავისი დაბნეულობა სხვას არ შე-
ემჩნია. ერთხანს უხმოდ მიირთმევდნენ. რუდოლფი ყურადღებით
ადევნებდა თვალს, როგორ ხმარობდა დანა-ჩანგალს ბოილანი.
მარჯვე მსროლელი, შესანიშნავი მანერები...
‒ სამუშაო უკვე იშოვნა? – შეეკითხა ბოილანი, თითქოს წამოწ-
ყებული საუბარი არც კი შეუწყვეტიაო,‒ მეუბნებოდა, მსახიობი უნ-
და გამოვიდეო.
‒ არ ვიცი, დიდი ხანია წერილი აღარ მიმიღია, – იცრუა რუდოლ-
ფმა, არ სურდა, თვითონ რაც იცოდა, ბოილანისთვისაც გაეზიარები-
ნა.
– როგორ გგონია, მიაღწევს წარმატებას? ‒განაგრძობდა ბო-
ილანი, – შენი აზრით, ნიჭიერია?
– ვფიქრობ, რომ ნიჭიერია, რაღაც აქვს. სკოლაში ის რომ სცენა-
ზე გამოვიდოდა, კაციშვილი აღარ ახველებდა.
ბოილანს გაეცინა და რუდოლფი მიხვდა, რომ ბავშვურად გამო-
უვიდა.
– ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინვე შენიშნავდით, მაყურებე-
ლი მხოლოდ მას უყურებდა, თვალს არ აშორებდა, – ისე კი არა,
როგორც სხვა მსახიობებს. ალბათ ნიჭიც სწორედ ეს არის.
– თანახმა ვარ, – ბოილანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, –
იგი არაჩვეულებრივად ლამაზი ქალიშვილია, მაგრამ შენ, როგორც
ძმა, ალბათ ამას ვერც კი გრძნობდი.
– როგორ არ ვგრძნობდი.
‒მართლა?– უხალისოდ თქვა ბოილანმა გეგონებოდათ, ლაპა-
რაკის სურვილიც კი დაეკარგაო. პერკინსს ანიშნა, ჭუჭყიანი თეფშე-
ბი აელაგებინა, თვითონ წამოდგა, დიდ რადიოლასთან მივიდა და
ბრამსის მეორე კონცერტის ფირფიტა დადო. მუსიკა ისე ხმამაღლა
ჟღერდა, რომ დესერტს მუნჯებივით მიირთმევდნენ.
ვახშამი დამთავრდა, ბოილანმა ერთი სირჩა კონიაკი დაისხა

171
და რაღაც სიმფონიური მუსიკის ფირფიტა დადო. რუდოლფი მთე-
ლი დღე თევზაობას გადაჰყვა და ძალზე დაიღალა. ორმა ჭიქა ღვი-
ნომ თვალები აურია, გრძნობდა, ძილი როგორ ერეოდა. ბოილანი
თავაზიანად იქცეოდა, მაგრამ გულჩათხრობილი იყო. რუდოლფი
ხვდებოდა, რომ ბოილანის იმედები ვერ გაამართლა, გრეთჰენზე
სიტყვა არ დასცდენია.
სავარძელში მოკალათებულ ბოილანს თვალები მიელულა და
კონიაკს წრუპავდა. მთელი მისი არსება მუსიკას მოეცვა. სწორედ
ასევე შეეძლო მჯდარიყო სულ მარტოდმარტო ან თავის ირლანდი-
ურ ქოფაკთან ერთად. „იქნება სურს თავისი ძაღლის თანამდებობა
შემომთავაზოს“ ‒ გაიფიქრა გულნატკენმა რუდოლფმა.
ფირფიტა გაკაწრული იყო და როცა ტკაცუნი დაიწყო, გაღიზიანე-
ბულმა ბოილანმა კოპები შეიკრა, წამოდგა და რადიოლა გამორ-
თო.
‒ შენ გინდა, რომ სახლში ახლავე წაგიყვანო?
– მინდა, თუ შეიძლება,–შვებით ამოისუნთქა რუდოლფმა და წა-
მოდგა.
ბოილანმა მის ფეხებს დახედა.
– მაგრამ ასე ხომ ვერ წახვალ, შენი ჩექმები უთუოდ ჯერ კიდევ
სველი იქნება. მოიცადე, რამეს მოგიძებნი.—იგი სასტუმროდან გა-
ვიდა და კიბეს აუყვა. მალე უკანვე დაბრუნდა, ხელში პატარა საგზაო
ჩანთა და მუქი შინდისფერი მოკასინები ეჭირა.
‒ გაიზომე, ‒ შესთავაზა მან.
მოკასინები ძველი იყო, მაგრამ იდეალურად გაკრიალებული,
ტყავის ფოჩიანი. სქელძირიანი. რუდოლფს ფეხზე ზუსტად მოერგო.
‒ ორი დღის შემდეგ უკანვე დაგიბრუნებთ, ‒ დაპირდა იგი.
‒ ნუ შეწუხდები, ‒ უპასუხა ბოილანმა. – ასი წლისაა, რა ხანია,
აღარ გხმარობ.
ანკესი, კალათი და ჩოგანბადე უკვე „ბიუიკის“ უკანა
დასაჯდომზე ეწყო. ქვემოთ კი რუდოლფის სველი ჩექმები იდო, ბო-
ილანმა ჩანთა სათევზაო აღკაზმულობის გვერდით დაუდევრად მი-
აგდო, მანქანაში ჩაჯდა და რადიო ჩართო. ირგვლივ ჯაზის ჰანგები

172
დაიღვარა. მთელი გზა ვანდერპოფ-სტრიტამდე ხმა არ ამოუღიათ.
– აი, მოვედით კიდეც, – თქვა ბოილანმა და მანქანა ზედ სა-
ფუნთუშის წინ გააჩერა.
– დიდბ მადლობა ყველაფრისათვის, – მადლობა გადაუხადა
რუდოლფმა.
‒ პირიქით, მე ვარ მადლობელი, – უპასუხა ბოილანმა, ნამდვი-
ლად ვისიამოვნე.
ის-ის იყო რუდოლფმა კარის სახელურს ხელი წაავლო და გად-
მოსვლა დააპირა, ბოილანი იდაყვზე ფრთხილად შეეხო.
– მაპატიე, შეიძლება ერთი რამ გთხოვო?
‒ რასაკვირველია.
– ამ ჩანთაში, – ბოილანმა თავით უკანა დასაჯდომისაკენ მი-
ანიშნა, – რაღაც-რაღაცეებია შენი დისათვის. ძალიან მინდა, გა-
ვუგზავნო, ხომ არ შეგიძლია, როგორმე ეს ჩანთა გადასცე?
– გულახდილად რომ გითხრათ, არ ვიცი, როდის ვნახავ, მაგრამ
როგორც კი დროს მოვიხელთებ, უთუოდ შევასრულებ თქვენს
თხოვნას, – დაპირდა რუდოლფი.
– დიდ სამსხურს გამიწევ, ‒ ბოილანმა საათს დახედა.– ჯერ არც
თუ ისე გვიანია. იქნებ სადმე შევსულიყავით. და დაგველია? ო, რომ
იცოდე, როგორ არ მინდა ჩემს პირქუშ სახლში დაბრუნება.
‒ სამწუხაროდ, ხვალ ძალიან ადრე ვარ ასადგომი, – თქვა რუ-
დოლფმა. უნდოდა მარტო დარჩენილიყო, თავის შთაბეჭდილებებში
გარკვეულიყო და წინასწარ განეჭვრიტა, რა მოჰყვებოდა ამ კაცთან
ნაცნობობას.
‒ ადრე? მაინც რა დროს?– შეეეითხა ბოილანი.
‒ დილის ხუთ საათზე.
‒ დილის ხუთ საათზე? დაუჯერებელია! საინტერესოა, რა შეიძლე-
ბა გააკეთოს კაცმა ასე ადრიანად?
– მამაჩემის მუშტრებისათვის ველოსიპედით ფუნთუშებს დავა-
ტარებ, – უპასუხა რუდოლფმა.
– გასაგებია, – თავი დაუქნია ბოილანმა, – ნამდვილად, ვიღაცამ
ხომ უნდა ჩამოარიგოს ფუნთუშები, – მან გაიცინა, ‒ უბრალოდ, ფუ-

173
ნთუშების დამტარებელს სულაც არ ჰგავხარ.
‒ ეს ჩემი ძირითადი დანიშნულება არ არის, – შენიშნა რუდოლ-
ფმა.
‒ აბა, ძირითადი რა არის? – დაბნეულმა ბოილანმა ფარები აან-
თო. ფურნის სარდაფში შუქი არ ენთო – მამა ჯერ ღამის ცხობას არ
შესდგომოდა. საინტერესოა, ეს შეკითხვა იმისთვის რომ დაესვათ,
რას უპასუხებდა ნეტავ? რა არის მისი ძირითადი დანიშნულება –
ფუნთუშების ცხობა?
‒ჯერ არ ვიცი, ‒უპასუხა რუდოლფმა და შეტევაზე თვითონ გა-
დავიდა: – თქვენი რაღაა?
‒ არც მე ვიცი. ჯერჯერობით. შენ როგორ გგონია?
‒ ძნელი სათქმელია, ‒ გაუბედავად უპასუხა ბიჭმა. ეს კაცი უწეს-
რიგოდ მიმობნეული მოზაიკაა. რუდოლფი ცოტა მოზრდილი რომ
იყოს, ალბათ შესძლებდა ცალ-ცალკე კვადრატებისაგან ერთი
მთლიანი სურათის აწყობას.
‒ აფსუს, მე ვფიქრობდი, ჭაბუკის მახვილი თვალი მაინც შენიშნ-
ავდა ჩემში რაღაც ისეთს, რის დანახვის უნარი თავად არ გამაჩნია.
– სხვათა შორის, მაინც რამდენი წლისა ბრძანდებით? ‒ შეე-
კითხ, რუდოლფი. ბოილანი წარსულზე იმდენს ლაპარაკობდა, თით-
ქოს ინდიელების და პრეზიდენტ ტაფტის დროს ყოფილიყო ნაცხოვ-
რები და რუდოლფი მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ იგი ძველმოდუ-
რი უფრო იყო, ვიდრე ბებერი.
‒ აბა, გამოიცანი, – მხიარულად შესთავაზა კაცმა.
‒ არ ვიცი..‒ რუდოლფი შეყოყმანდა. ოცდათხუთმეტ წელზე უფ-
როსი მამაკაცები რუდოლფს ყველა ერთი ხნისა ეგონა, რასაკვირ-
ველია, ჭაღარაწვერიანი ბებრების გარდა, რომლებიც ჯოხზე დაბჯე-
ნილები კოჭლობ-კოჭლობით დადიოდნენ, ამიტომ არასდროს არ
უკვირდა, როცა გაზეთებში ოცდათხუთმეტი წლის კაცის სიკვდილის
ცნობას წააწყდებოდა ხოლმე.
– ორმოცდაათის?
‒ შენი და უფრო კეთილი იყო, – გაიციწა ბოილანმა, – ბევრად
უფრო კეთილი. ორმოცი სულ ახლახან შემისრულდა. ჯერ მთელი

174
ცხოვრება წინა მაქვს.– და ირონიულად დასძინა: – ვაი რომ!
საშინლად თვითდარწმუნებული უნდა იყო კაცი, რომ თავს ამ
„ვაი რომ“-ის უფლება მისცე.
‒ შენ როგორიღა იქნები ორმოცი წლისა? ისეთი, როგორიც მე
ვარ?
– არ, – მტკიცედ უპასუხა რუდოლფმა.
‒ ძალზე გონივრულია. როგორც ჩანს, არ გსურს მე რომ მგავდე,
საინტერესოა, რატომ?
‒ მინდა ვიცხოვრო ისეთივე ოთახში, როგორიც თქვენია. მქონ-
დეს იმდენი ფული, წიგნები, რამდენიც თქვენა გაქვთ, მყავდეს
თქვენნაირი მანქანა. თქვენსავით ·ენაწყლიანი ვიყო. ვიცოდე იმდე-
ნი, რამდენიც თქვენ იცით. შემეძლოს ევროპაში მოგზაურობა...
‒ მაგრამ...
– მაგრამ თქვენ მარტოხელა ბრძანდებით, თანაც უბედური.
– ესე იგი, შენი აზრით, ორმოცი წელი რომ შეგისრულდება, არც
მარტო იგრძნობ თავს და არც იმედგაცრუებული იქნები? გეყოლება
ლამაზი, მოსიყვარულე ცოლი, სიმპათიური, ჭკვიანი შვილები, რომ-
ლებსაც ეყვარები და რომლებსაც მომავალ ომში გაისტუმრებ... –
ბოილანი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს პატარებს ზღაპარს
უყვებაო.
– ცოლის შერთვას სულაც არ ვაპირებ, – სიტყვა შეაწყვეტინა
რუდოლფმა.
‒ ოჰო, ქორწინების თაობაზე საკუთარ დასკვნებამდე ხომ არ
მისულხარ? შენი ხნისა მე სულ სხვანაირი ვიყავი. წინასწარ ვიცოდი
ცოლს რომ შევირთავდი. ჩემი ოცნება იყო ეს ყრუ ციხე-სიმაგრე ბავ-
შვების ჟივილ-ხივილით ავსებულიყო, მაგრამ შენიშნე ალბათ, არც
ცოლი მყავს და არც არავინ იცინის ჩემს სახლში, თუმც ჯერ ყველა-
ფერი არ დამიკარგავს –მან ოქროს ჰორტსიგარიდან სიგარეტი
ამოიღო და სანთებელა გაატკაცუნა. ცეცხლის შუქზე თმა მთლად ჭა-
ღარა გამოუჩნდა, ხოლო სახეზე ღრმა ნაოჭების ჩრდილი დაეფინა,
– შენ დას ცოლად გამოყოლა ვთხოვე. გითხრა თუ არა?
–დიახ, მითხრა,

175
‒ აგიხსნა, რატომ არ გამომყვა?
– არა.
– ჩემი საყვარელი რომ იყო, ისიც გითხრა?
– დიახ,
–მკიცხავ?
– დიახ.
– მაინც რატომ?
– მასზე ბევრად ხნიერი ბრძანდებით.
– ამ უარით თვითონ არაფერი დაუკარგავს. მე კი დავკარგე... თუ
ნახავ, უთხარი, რომ ჩემი წინადადება ისევ ძალაში რჩება. ეტყვი?
– არ ვეტყვი.
ბოილანმა მის უარს თითქოს ყური არ ათხოვა.
– ერთი საიდუმლოება მინდა გაგიმხილო. იმ საღამოს „ჯეკი და
ჯილიში“ შემთხვევით კი არ მოვსულვარ. შენ თვითონ იცი. ასეთ ად-
გილებში სიარული სრულებით არ შემეფერება, მაგრამ გადავწყვი-
ტე აუცილებლად გამეგო, სად უკრავდი ხოლმე. შენ და ჯული დან-
სინგიდან რომ გამოხვედით, უკან დაგედევნეთ. შესაძლოა, ქვეცნო-
ბიერად ვიმედოვნებდი კიდეც, და-ძმა ერთმანეთისათვის მიმემ-
სგავსებინეთ.
– ჩემი ძილის დროა, – არ დაინდო რუდოლფმა და მანქანიდან
გადმოვიდა.
– ჩანთა არ დაგავიწყდეს,–შეახსენა ბოილანმა.
რუდოლფმა თავისი ანკესი, კალათი და ჩანთა აიღო. ჩან თა ისე-
თი მსუბუქი იყო, ცარიელი გეგონებოდათ,
‒ ასეთი დიდებული საღამოსათვის კიდევ ერთხელ გიხდი მად-
ლობას, ‒უთხრა ბოილანმა, – ვშიშობ, მარტო მე ვისიამოვნე, ისიც
მხოლოდ ერთი წყვილი, ძველი ჩექმების ფასად, რომლებიც მე მა-
ინც არ მჭირდება. სასროლ სტენდს რომ გავმართავ, მაშინვე შეგატ-
ყობინებ. ახლა კი წადი, ფუნთუშების ახალგაზრდა, უცოლო დამ-
ტარებელო· დილის ხუთ საათზე შენზე დავიწყებ ფიქრს.
მან ძრავა ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.

176
IV

კლოტილდა საბანწაფარებული იწვა. თმა ბალიშზე გაეშალა, სა-


ხე ნაზ ღიმილს გაეცისკროვნებინა. ტომასმა ქალს აკოცა, ღამე
მშვიდობისა უსურვა ოთახიდან გავიდა და კარი უხმაუროდ მიიხუ-
რა.
სხვენზე ვიწრო კიბით უჩუმრად აიპარა, თავისი ოთახის კარი შე-
აღო და სინათლე აანთო... მის საწოლზე ზოლებიან პიჟამოში გა-
მოწყობილი ძია ჰეროლდი იჯდა.
კაშკაშა სინათლისაგან თვალებმოჭუტული ძია ჰეროლდი უკბი-
ლო პირით იღიმებოდა ‒ კბილები ჩასმული ჰქონდა და ღამ-ღამო-
ბით ჩამოიხსნიდა ხოლმე.
‒ საღამო მშვიდობისა, ტომი, – წაიჩლიფინა მან.– უკვე საკმა-
ოდ გვიანია. ღამის პირველი საათი უნდა იყოს. საინტერესოა, სად
ერთობოდი ამდენ ხანს?
‒ ისე, ქალაქში დავეხეტებოდი, ‒ უპასუხა ტომასმა.
– ტომი, ხომ კარგად ცხოვრობ ჩვენთან, ასე არ არი? ‒ დორბლე-
ბის ფრქვევით შეეკითხა ძია ჰეროლდი.
‒ რაღა თქმა უნდა.
‒ ჭამით ხომ კარგად გაჭმევთ, როგორც საკუთარ პირმშოს, არა?
– რაღა თქმა უნდა, – ტომასი ცდილობდა ჩუმად ელაპარაკა, ეში-
ნოდა ბიცოლა ელზა არ გაეღვიძებინა, ეგღა აკლდა, ამ საუბარს ბი-
ცოლა ელზაც დასწრებოდა.
‒ სუფთად ცხოვრობ, წესიერ ოჯახში· ისე გექცევით, როგორც
ოჯახის წევრს, – არ ცხრებოდა ძია ჰეროლდი, ‒ საკუთარი ველო-
სიპედით დაგრიალებ.
– მე არაფერს ვუჩივი.
‒ სამუშაოც კარგი გაქვს და გასამრჯელოსაც იმდენს იღებ, რამ-
დენსაც უფროსები, მამაშენმა რომ დამირეკა და მთხოვა შენთან წა-
იყვანეო; ულაპარაკოდ დავეთანხმე, პორტ-ფილიპში შენ რაღაც
უსიამოვნება შეგემთხვა, ხომ ასეა? მაგრამ ძია ჰეროლდს ერთხე-
ლაც არაფერი უკითხავს. მე და ბიცოლა ელზამ შეგიკედლეთ, მორ-

177
ჩა და გათავდა. – პიჟამოს ქურთუკი შეეხსნა და წინ გამოჩრილი
მუცლის სქელი, ვარდისფერი ნაკეცები გამოუჩნდა. – შენ გგგონია,
ყოველივე ამის საფასურად რაიმე შეუძლებელს გთხოვ? განა მად-
ლობას მოველი? არა. ბევრი არაფერი მინდა: ახალგაზრდა კაცი
კარგად უნდა იქცეოდეს და დასაძინებლად დროზე წვებოდეს. საკუ-
თარ ლოგინში, ტომი.
აი, რაში ყოფილა საქმე“, – გაიფიქრა ტომასმა. ამ არამზადამ
ყველაფერი იცის!
– ჩვენ წესიერი ხალხი ვართ, ტომი, ჩვენს ოჯახს ყველა პატივს
სცემს. ბიცოლაშენს საუკეთესო ოჯახებში ეპატიჟებიან, გაოცდები,
რომ გითხრა, ბანკში რა კრედიტს მაძლევენ, რესპუბლიკური პარ-
ტიიდან ოჰაიოს შტატის საკანონმდებლო ასამბლეაში კენჭისყრაც
კი შემომთავაზეს, თუმცა. ამერიკაში არ დავბადებულვარ. ჩემი ქა-
ლიშვილები კარგად იცმევენ.... მათზე უკეთ ჩაცმულ-დახურული ქა-
ლაქში არავინ დაიარება, სანიმუშო მოსწავლეები არიან. ყოველ
კვირა საკვირაო საეკლესიო სკოლაში მანქანით მე თვითონ დავა-
ტარებ. ჰოდა, ამ ორ უმანკო ანგელოზს ახლა სწორედ ამ სახლში,
პირდაპირ შენი ოთახის ქვევით სძინავს.
– ყველაფერი ნათელია, – თქვა ტომასმა... დაე, ამ ბებერმა სუ-
ლელმა ბოლომდე ჩაათავოს თავისი სათქმელი.
‒ შენ ღამის პირველ საათამდე ქუჩაში არ დაეხეტებოდი, ტომი, –
სევდიანად დასძინა ძია ჰეროლდმა. – ვიცი, სადაც იყავი. მომწყურ-
და და სამზარეულოში შევედი, მინდოდა მაცივრიდან ერთი ბოთლი
ლუდი გამომეღო და ხმაური შემომესმა. მრცხვენია კიდეც ამაზე ლა-
პარაკი, ტომი. ისიც შენს წლოვანებაში, იმ სახლში, სადაც ჩემი გო-
გონები ცხოვრობენ.
– მერედა რა მოხდა? – კუშტად ჩაიბურტყუნა ტომასმა.
თვალწინ წარმოუდგა კარს უკან მოყურადებული ძია ჰეროლდი
და ამ აზრმა გული აურია,
‒ მერედა რა მოხდა! – გაიმეორა ძია ჰეროლდმა. – მეტი არაფ-
რის თქმა არ შეგიძლია? მერედა რა მოხდაო?!
‒ აბა რა უნდა გითხრათ? ‒ ტომასს უნდოდა ეყვირა.

178
„მე მიყვარს კლოტილდა! ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის, რაც
კი ჩემს უხამს ცხოვრებაში მომხდარა, კლოტილდასაც ვუყვარვარ.
ცოტა დიდი რომ ვიყო, ამ დაწყევლილ წესიერ სახლს, ამ პატივცე-
მულ ოჯახს უთუოდ მოვაშორებდი“, მაგრამ, რასაკვირველია, მას
ამის თქმა არ შეეძლო. საერთოდ არაფრის თქმა არ შეეძლო. უძლუ-
რებისაგან სული ეხუთებოდა.
‒ მე მინდა აღიარო, რომ გრცხვენია ამ ბინძური კავშირისა, რო-
მელშიც ამ უმეცარმა, ეშმაკმა გლეხის ქალმა ჩაგითრია, – წაიჩურ-
ჩულა ძია ჰეროლდმა. ‒ უნდა შემპირდე, რომ შენს სიცოცხლეში
აღარ მიეკარები. არც ამ სახლში და არც კიდევ სხვაგან.
– არაფერს არ გპირდებით.
‒ კეთილი, არაფერს არ მპირდები, – ბანი მისცა ძია ჰეროლ-
დმა.–და არც საჭიროა. შენგან რომ გავალ, ახლა იმას მივადგები·
ის აუცილებლად ბევრ რამეს დამპირდება, გარწმუნებ.
‒ თქვენ ასე ფიქრობთ? ‒ შეეკამათა ტომი, მაგრამ ეს სიტყვები
თვითონაც ფუჭი, ბავშვური მოეჩვენა.
‒ კი არ ვფიქრობ, ვიცი, ტომი, – ჩურჩულით თქვა ძია ჰეროლ-
დმა. – ის ყველაფერს შემპირდება, რასაც კი მოვისურვებ. სხვა გზა
არა აქვს. მე რომ დავითხოვო, აბა სად უნდა წავიდეს? კანადაში ხომ
არ დაბრუნდება თავის ლოთ ქმართან, ცემით სული რომ ამოხა-
დოს?
– სხვა სამუშაოს იშოვნის. სულაც არ არის აუცილებელი კანადა-
ში დაბრუნება.
– ერთი ამ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს დამიხე-
დეთ, ეგ შენ გწამს ასე. შენი აზრით, ყველაფერი ასე ადვილია? შენ
გგონია, პოლიციას არ მივმართავ?
‒პოლიცია აქ რა შუაშია?
‒ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, ტომი. მან უწლოვანი გაცდუნა. თექ-
ვსმეტი წლისა ბრძანდები მხოლოდ. ეს უკვე დანაშაულია, ტომი. სე-
რიოზული დანაშაული· ამერიკა– ცივილიზებული ქვეყანაა და ბავ-
შვებს აქ კანონი იცავს. თუ ციხეში არ ჩასვეს, რასაკვირველია, გა-
ასახლებენ, როგორც უცხოელს, რომელიც სხვის ქვეყანაში მცირე -

179
წლოვან ბავშვებს რყვნის. მოქალაქეობა არა აქვს და კანადაში დაბ-
რუნება მოუხდება. ეს ამბავი გაზეთებში დაიბეჭდება და ქმარი მის
ჩასვლას დაელოდება. ო, დიახ, იგი ყველაფერს დამპირდება, – გა-
იმეორა ძია ჰეროლდმა და წამოდგა. მეცოდები, ტომი. შენ დამნაშა-
ვე არა ხარ. ეგ შენ სისხლში გაქვს გამჯდარი. მამაშენი მუდამ მეძა-
ვებთან დაიარებოდა. მრცხვენოდა ქუჩაში რომ ვესალმებოდი. დე-
დაშენი კი, იცი თუ არა შენ, რომ უკანონო შვილია. მონაზვნებმა აღ-
ზარდეს ობოლთა თავშესაფარში აბა, ერთხელ სცადე და შეეკითხე
მშობლების ვინაობა. ახლა კი დაწექი და დაიძინე,– ტომასს ჰე-
როლდმა მხარზე ხელი დაჰკრა. – ცუდი ყმაწვილი კი არა ხარ. ძა-
ლიან გამეხარდებოდა ოჯახის საამაყო ადამიანად რომ მექციე. სი-
კეთე მინდა შენთვის, კმარა, დაიძინე. – და ძია ჰეროლდი, უფორმო
ზოლებიან პიჟამოში გამოწყობილი ეს ლუდის კასრი, ოთახიდან
გავიდა, დარწმუნებული თავის სიძლიერეში, ფეხმშიშველი ფეხაკ-
რეფით წატანტალდა.
ტომასმა შუქი ჩააქრო, საწოლზე დაწვა და, რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, ბალიშს მუშტი ხეთქა.
მეორე დილით ბიჭი ადრიანად ადგა, უნდოდა საუზმემდე კლო-
ტილდას დალაპარაკებოდა, მაგრამ ქვევით რომ ჩავიდა, ძია ჰე-
როლდი უკვე სასადილო მაგიდასთან იჯდა და გაზეთს კითხულობ-
და.
– დილა მშვიდობისა, ტომი, – მიესალმა იგი და ყავა მოხვრიპა.
ოთახში კლოტილდა შემოვიდა, ტომასისათვის ფორთოხლის
წვენით სავსე ჭიქა შემოიტანა. ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს. კო-
პებშეკრული იყო და გულჩათხრობილი.
საუზმის შემდეგ ტომი, როგორც ყოველთვის, სამუშაოზე გაეშუ-
რა, გადაწყვიტა დღისით უკანვე მობრუნებულიყო, როცა შინ კლო-
ტილდას გარდა არავინ იქნებოდა.
გარაჟიდან ოთხ საათამდე ფეხი ვერ მოიცვალა. იმ დღეს ბიცო-
ლა ელზა ქალიშვილებითურთ კბილის ექიმთან გაემგზავრა, ორივე
გოგონა სალტეებს ატარებდა. ტომმა ნამდვილად იცოდა, რომ ძია
ჰეროლდი ამ დროს სადემონსტრაციო დარბაზში იმყოფებოდა, მი-

180
სი ვარაუდით კლოტილდა შინ მარტო უნდა ყოფილიყო.
ველოსიპედით სახლს რომ მიუახლოვდა, კლოტილდა ფანჯრე-
ბის წინ შლანგით მდელოსა რწყავდა, თოვლივით ქათქათა ხალათი
ეცვა. ბიცოლა ელზას უნდოდა, რომ მისი მოახლე მოწყალების დას
ჰგვანებოდა. ეს იდეალური სისუფთავის თავისებური რეკლამა გახ-
ლდათ· აქაოდა, ჩემს სახლში იატაკის ალოკვაც კი შეიძლებაო.
‒ კლოტილდა, მოდი შინ შევიდეთ, უნდა მოგელაპარაკო, – უთ-
ხრა ტომმა.
– არა მცალია, – მაწ წყლის ნაკადი პეტუნიების ბუჩქებს მიუოშ-
ვირა.
‒ იყო წუხელის შენთან ბიძაჩემი?
– ჰო, შემოიარა.
– მერედა, შემოუშვი?
– სახლის პატრონი ეგ არის, ‒ კუშტად უპასუხა კლოტილდამ.
‒ პირობა ხომ არ ჩამოურთმევია? ‒ ბიჭი თითქმის ყვიროდა,
მაგრამ თავს ვერა და ვერ იკავებდა.
– პირობა მივეცი, რომ ჩემს სიცოცხლეში შენთან მარტო აღარ
დავრჩები, – სიტყვა შეაგება ქალმა.
– მაგრამ, რასაკვირველია, სერიოზულად არ შეპირებიხარ,
არა? – შეევედრა ტომასი.
‒ არა, სერიოზულად შევპირდი: – იგი ხელში შლანგის ბუნიკს
ატრიალებდა. თითზე ნიშნობის ბეჭედი უელავდა. ‒ ჩვენს შორის
ყველაფერი დამთავრებულია.
– არა,– ტომასს უნდოდა ხელი ეტაცნა და ერთი რიგიანად შეენ-
ჯღრია, – ჭირსაც წაუღია ეს სახლი! სხვა სამუშაო იშოვნე. მეც წამო-
ვალ და...
‒ სისულელის ლაპარაკს თავი დაანებე, – მკვახედ შეაწყვეტინა
კლოტილდამ. – შენ ხომ იცი რა დანაშაულიც მაქვს ჩადენილი, ‒გა-
მოაჯავრა მან ძია ჰეროლდს. – ისე იზამს, ამ ქვეყნიდან სულ გამა-
სახლებენ, – მერე ნაღვლიანად დასძინა: ჩვენ რომეო და ჯულიეტა
არა ვართ. შენ მოწაფე ბრძანდები, მე კი – მზარეული, დაბრუნდი
გარაჟში.

181
– ნუთუ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხე? ‒ ტომასს სასოწარკვე-
თოდა. ეშინოდა, აქვე, კლოტილდას თვალწინ არ აქვითინებული-
ყო.
– რა უნდა მეთქვა? ველური კაცია. ეჭვიანობს, ხოლო როცა კაცი
ეჭვიანობს, გინდა მასთან გილაპარაკია, გინდა კედელთან ან ხეს-
თან.
– ეჭვიანობს? – ვერ მიხვდა ტომასი.
‒ ორი წელია დამდევს, ‒ მშვიდად თქვა კლოტილდამ. – მისი
ცოლი თვალს მოხუჭავს თუ არა, ყოველღამ ჩემს კარზეა ატუზული
და კატასავით ფხაჭუნობს.
– ო, ეგ გასიებული არამზადა! ამის შემდეგ დავუდარაჯდები.
–არა, შენ მაგას არ ჩაიდენ, – შეეკამათა კლოტილდა. – ამის
შემდეგ ავდგები და შემოვუშვებ. უმჯობესია, თავიდანვე იცოდე ეს
ამბავი.
‒ შემოუშვებ? იმას შემოუშვებ?
– მე მოახლე ვარ, – უთხრა ქალმა,– და ისე ვცხოვრობ, როგორც
მოახლეს შეეფერება. სულაც არ მინდა სამუშაო დავკარგო, ციხეში
ამოვყო თავი ან კანადაში დავბრუნდე. ყველაფერი უნდა დაივიწყო.
Alles kaput5 ეს მშვენიერი ორი კვირა იყო. შენ მშვენიერი ბიჭი ხარ.
მაპატიე, უსიამოვნებაში რომ გაგხვიე...
‒ კმარა! კმარა! – დაიყვირა ბიჭმა. ‒ ამიერიდან ქალს არ მივე-
კარები, სანამ...
სუნთქვა შეეკრა, სათქმელი ვერ დაამთავრა, ველოსიპედს შეახ-
ტა და წავიდა. მიდიოდა და გზას ვერ ამჩნევდა. უკან ერთხელაც არ
მიუხედაევს, ამიტომ კლოტილდას შავგვრემან სახეზე აღბეჭდილი
სასოწარკვეთილება და ცრემლებიც არ დაუნახავს.

5
ყველაფერი მთავრდება (გერმ)

182
თავი მეცხრე

მეტროდან მერვე ქუჩაზე რომ ამოვიდა, გრეთჰენმა ჯერ ექვსი


ბოთლი ლუდი იყიდა, მერე ვილის კოსტუმის გამოსატანად ქიმწმენ-
დაში შეიარა. მიწაზე ბინდი ჩამოწვა, ნოემბრის ადრეული ბინდი. ჰა-
ერს სუსხი დაჰკრავდა. ხალხს პალტოები ეცვა და ყველა აჩქარებუ-
ლი მიაბიჯებდა. გრეთჰენის წინ სიცივისაგან აბუზული გოგონა მი-
დიოდა, შარვალი და ფარაჯა ეცვა. თავზე შარფი ეხვია. ისეთი სანა-
ხავი გახლდათ, გეგონებოდათ ლოგინიდან ეს-ესაა წამომდგარაო,
თუმცა უკვე ნაშუადღევის ექვსი საათი იქნებოდა. „გრინვიჩ ვილე-
ჯის“ მომხიბვლელობა სწორედ ამაში გამოიხატებოდა: ვისაც რო-
დის მოეპრიანებოდა, ლოგინიდან მაშინ დგებოდა. და კიდევ ერთი
სასიამოვნო თავისებურება ახასიათებდა – ქალაქის ამ ნაწილში მო-
სახლეობის ძირითად მასასს ახალგაზრდობა შეადგენდა.
ფარაჯიანი გოგონა გრილ-ბარ „კორკორანში“ შევიდა, რომე-
ლიც გრეთჰენისათვის კარგად იყო ცნობილი, მეზობლად მდებარე
სხვა ათობით ბარის დარად: ახლა იგი თავისი ცხოვრების უმეტეს ნა-
წილს ბარებში ატარებდა.
ნაბიჯს აუჩქარა. ბოთლებით სავსე ტილოს ჩანთამ მხარი ჩამოს-
წყვიტა. გრეთჰენი სულ ახლახან დამთავრებული რეპეტიციიდან
მოდიოდა, რვა საათისათვის კი ისევ თეატრში უნდა დაბრუნებული-
ყო. პიესა დიდი წარმატებით არ სარგებლობდა, მაგრამ ივნისამდე,
ეჭვგარეშეა, სცენიდან მაინც არ მოხსნიდნენ. გრეთჰენს ყოველ სა-
ღამოს სამჯერ უხდებოდა საბანაო კოსტუმით სცენაზე გავლა-გამოვ-
ლა. რამდენჯერმე უცნაური წერილები და ვახშამზე მიწვევის დეპე-
შები მიიღო, ორჯერ კი ვიღაცამ ვარდებიც გამოუგზავნა.
გრეთჰენმა კიბეები აირბინა და მესამე სართულზე ავიდა. ბინის
კარს შეაღებდით თუ არა, პირდაპირ სასტუმრო ოთახში შედიოდით.
– ვილი, – დაიძახა მან. ბინა პატარა იყო, სულ ორი ოთახისგან
შედგებოდა და ყვირილს აზრი არ ჰქონდა, მაგრამ გრეთჰენს მოსწ-

183
ონდა მისი სახელის ხმამაღლა წარმოთქმა,
გაქუცულ დივანზე რუდოლფი იჯდა, ხელში ლუდით სავსე ჭიქა
ეჭირა.
– სალამი, – ბიჭი წამოდგა და დას ლოყაზე აკოცა.
‒ რუდი! აქ რას აკეთებ? – წამოიძახას მან, ლუდიანი ჩანთა ია-
ტაკზე დადო და ვილის კოსტუმი სკამის საზურგეზე გადაკიდა.
‒ ზარი დავრეკე და შენმა მეგობარმა შემომიშვა, – უპასუხა ბიჭ-
მა.
‒ შენი მეგობარი ტანსაცმელს იცვამს, – გამოსძახა ვილიმ მე-
ორე ოთახიდან. იგი ხშირად მთელი დღე ოთახში ხალათით დადი-
ოდა.
‒ ო, როგორ გამიხარდა შენი ნახვა.‒ გრეთჰენმა პალტო გაიხა-
და და ძმა გულში მხურვალედ ჩაიკრა. შემდეგ, კარგად რომ შეეთ-
ვალიერებინა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. წინათ, როცა ყოველდღე
ხედავდა, ვერ გრძნობდა, როგორი ლამაზი იყო: შავგვრემანი. მოხ-
დენილი, დაბადების დღეზე გრეთჰენის ნაჩუქარ ცისფერ პერანგსა
და სპორტულ პიჯაკში გამოწყობილი, ნათელი, მომწვანო თვალები
ჰქონდა. – აბა, დაჯექი, – სახელო ჩამოქაჩა დამ, – მიამბე, როგორ
არის შინ საქმეები. ღმერთო ჩემო, როგორ მიხარია შენი ნახვა! ‒
გრეთჰენს მოეჩვენა თითქოს მისი ხმა არაბუნებრივად ჟღერდა. წი-
ნასწარ რომ სცოდნოდა, ჩამოსვლას აპირებდა, ვილის ამბავს აუცი-
ლებლად შეატყობინებდა. ასეა თუ ისე, ბიჭი ჯერ მხოლოდ თვრამე-
ტი წლისაა, ჩამოვიდა დის სანახავად, ეჭვი არაფერში არ ეპარებო-
და და ანაზდად გაიგო, რომ იგი ვიღაც კაცთან ცხოვრობს.
‒ შინ ყველაფერი ძველებურადაა, ‒ უთხრა რუდოლფმა, იქნებ
შეცბუნებულიც იყო, მაგრამ არ შეიმჩნია. აი, ვისგან უნდა ისწავლოს
კაცმა სიდინჯე. ‒ ახლა მარტოდმარტო დარჩენილს, საერთო სიყვა-
რულის ტვირთის ზიდვა სულ მე მიხდება·
გრეთჰენმა გაიცინა. ნერვიულობა სისულელეა. უბრალოდ, წი-
ნათ ძმას ჯეროვნად ვერ აფასებდა – იგი ხომ უკვე დიდი ბიჭია.
‒ დედა როგორ არის?
– ძველებურად, „ქარწაღებულებს“ კითხულობს, ‒ უპასუხა ბიჭ-

184
მა.– ავადმყოფობს, ექიმებმა უთხრეს ფლებიტი გაქვსო.
– მაშ, საფუნთუშეში ვინღა მუშაობს?
‒ ერთი ქალია, მისის კუდეხი. ქვრივი. კვირაში ოცდაათ დო-
ლარს ვუხდით.
‒ მამა, რასაკვირველია, ამით აღფრთოვანებულია, – შენიშნა
გრეთჰენმა.
– ჰო, დიდადაც არ უხარია,
– თვითონ როგორღაა?
‒ მართალი რომ გითხრა, სულაც არ გამიკვირდება, თუ ერთ
მშვენიერ დღეს მამა დედაზე უფრო სერიოზულად დაავადებული აღ-
მოჩნდება. რაც შენ წახვედი, მდინარეზეც არ გასულა.
– რა დაემართა? -- გაკვირვებულმა გრეთჰენმა იგრძნო, რომ ეს
ამბავი მასაც ნამდვილად აღელვებდა.
– ძნელი სათქმელია. ხომ იცნობ. არასდროს არაფერს არ ლაპა-
რაკობს.
– მიხსენებენ მაინც?
– არა, კრინტს არ სძრავენ.
– ტომასს?
– ის ხომ სულ დაივიწყეს, ახლაც არ ვიცი, რა მოხდა მაშინ. ტო-
მასი, რასაკვირველია, არაფერს არ იწერება.
– აი ოჯახი ამას ჰქვია, – თქვა გრეთჰენმა. ორივენი. გაჩუმდნენ,
თითქოს წუთიერი დუმილით პატივი სცეს ჯორდახების მოდგმას.
– კეთილი, – გრეთჰენმა ფიქრები თავიდან მოიშორა. – როგორ
მოგწონს ჩვენი სადგომი?
ეს ბინა გრეთჰენმა და ვილიმ უკვე ავეჯით გაწყობილი იქირავეს·
ავეჯი ისეთი სანახავი იყო, თითქოს სარდაფიდან ამოუთრევიათო,
მაგრამ გრეთჰენმა ყვავილის რამდენიმე ქოთანი იყიდა, კედლები
კი ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათებითა და ტურისტული სააგენ-
ტოს სარეკლამო პლაკატებით ააჭრელა, სომბრეროიანი ინდიელი
თვალწარმტაცი სოფლის ფონზე – ეწვიეთ ნიუ-მექსიკოს!
– ძალიან კარგია, ‒კუშტად უპასუხა რუდოლფმა.
– საშინელი სიღარიბეა, რასაკვირველია, მაგრამ ერთი საოცა-

185
რი უპირატესობა აქვს – ეს პორტ-ფილიპი არ არის.
ოთახში ვილი შემოვიდა. გზადაგზა თმას ივარცხნიდა. გრეთჰენს
სულ ხუთი საათი იყო, რაც არ ენახა, მაგრამ მარტო რომ ყოფილიყ-
ვნენ, მაშინვე კისერზე ჩამოეკიდებოდა, თითქოს რამდენიმე წელი
არ შეხვედროდნენ ერთმანეთს. ვილი დივანისაკენ დაიხარა და
გრეთჰენს ლოყაზე ეამბორა. რუდოლფი თავაზიანად წამოდგა.
‒ დაჯექი დაჯექი, რუდი, მე წოდებით შენზე უფროსი როდი ვარ.
ოჰ-ოჰ! ‒ მან ლუდსა და გაწმენდილ კოსტუმს ჰკიდა თვალი. – იცი,
გაცნობის პირველივე დღეს შენს დას ვუწინასწარმეტყველე, რომ
დიდებული მეუღლე და საუკეთესო დედა იქნებოდა,‒მერე გრეთ-
ჰენს ღიმილით მიუბრუნდა და დასძინა: – ჩვენ შეგვიძლია არაფერი
არ დავმალოთ, მე მას უკვე ყველაფერი ავუხსენი, რუდიმ იცის, რომ
ჩვენ ასე ცოდვილებივით მხოლოდ ფორმალურად ვცხოვრობთ.
ისიც ვუთხარი, წინ წინადადება რომ მოგეცი, მაგრამ შენ არ დამე-
თანხმე, თუმც იმედი მაქვს ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის.
მართლაც ასე იყო. კაცმა რამდენჯერმე სთხოვა ცოლად გაჰყო-
ლოდა, გრეთჰენსაც თითქმის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ვილის მისი
ცოლად შერთვა სრულიად სერიოზულად ჰქონდა განზრახული.
– ცოლი რომ გყავს, ის თუ უთხარი? ‒ შეეკითხა გრეთჰენი. მას
არ უნდოდა, რუდის გულში რაღაც ხინჯი ჩარჩენოდა.
– რასაკვირველია. მე ჩემი მიჯნურების ძმებს არასდროს არა-
ფერს არ ვუმალავ. ჩემი ქორწინება – ბალღობა იყო. წუთიერი გა-
ელვება. ქარის პირველი დაქროლვისთანავე ჩამოფლეთილი ღრუ-
ბელი. რუდი ჭკვიანი ბიჭია და ყველაფერი ესმის. იგი შორს წავა.მო-
ვა დრო და ჩვენს ქორწილზედაც იცეკვებს. სიბერეში გვიპატრო-
ნებს. შენ როგორ ფიქრობ, რუდი, სიძედ თუ გამოგადგები?
– ძნელი სათქმელია, – რუდიმ ვილი თავისი ფიქრიანი მომწვა-
ნო თვალებით სერიოზულად აათვალ–ჩაათვალიერა, – სრულებით
არ გიცნობთ.
– მართალს ამბობ, რუდი, კაცს გული ბოლომდე არასდროს არ
უნდა გადაუშალო. ესაა ჩემი უბედურება: მეტისმეტად გულახდილი
გახლავარ, რაც გულში მაქვს, ენაზეც ის მაკერია. ‒ და კვლავ გრეთ-

186
ჰენს მიუბრუნდა: ‒ მართლა, მე შევპირდი, დღეს შენს სპექტაკლზე
მინდა წამოვიყვანო, შემდეგ რესტორანში წავიდეთ და ერთად ვი-
ვახშმოთ.
– სამწუხაროდ, დღეს არ მცალია, არა უშავს, სხეა დროს იყოს,
– უპასუხა რუდოლფმა. – გრეთჰენ, ჩანთაში შენთვის რაღაც-რაღა-
ცეებია, მთხოვეს გადმომეცა.
– რა არის ეს, ვინ გამომიგზავნა?
– კაცმა, რომელსაც ბოილანი ჰქვია.
– ო, ‒ იგი დივანიდან წამოდგა და ჩანთასთან მივიდა.– საჩუქა-
რია? რა კარგია! – ჩანთა აიღო, მაგიდაზე დადო და გახსნა. შიგ ჩა-
იხედა თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ გუმანმა თავიდანვე არ უმტყუ-
ნა. – ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყდა, რა წითელია, – მშვიდად მე-
ნიშნა. მან და კაბა გულზე მიიდო.
‒აი, მესმის! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა ვილიმ.
რუდოლფი ორივეს თვალს ყურადღებით ადევნებდა.
– ჩემი გარყვნილი ახალგაზრდობის სამახსოვროა, –თქვა
გრეთჰენმა და რუდოლფს ხელზე ხელი მოუთათუნა. – ნუ სწუხარ,
ვილიმ ყველაფერი იცის ბოილანზე.
– ო, ძაღლივით მივახვრიტავ, როგორც კი ვნახავ, აფსუს, ჩემი
პისტოლეტი უკვე ჩავაბარე.
– დავიტოგო, ვილი? – ჭოჭმანით შეეკითხა გრეთჰენი.
– რაღა თქმა უნდა, თუ, რასაკვირველია, შენ უფრო კარგად გად-
გას, ვიდრე ბოილანს.
– მაინც რა გზით და რატომ გამომიგზავნა შენი ხელით? – შე-
ეკითხა ქალი და კაბა მაგიდაზე დადო.
‒ შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ზოგჯერ
ვხვდებით ხოლმე,–უპასუხა რუდოლფმა –შენი მისამართი მთხოვა,
მაგრამ არ მივეცი.
‒ გადაეცი, რომ დიდ მადლობას ვუხდი და როცა ამ კაბას ჩავიც-
ვამ, ყოველთვის გავიხსენებ ხოლმე.
‒ თუ გსურს, შეგიძლია შენი პირით უთხრა. აქ იმან მომიყვანა და
ახლა ბარში მელოდება მერვე ქუჩაზე.

187
‒ სწორია, მოდი ყველანი იქ წავიდეთ და იმ ტიპთან ერთად დავ-
ლიოთ! – თქვა ვილიმ.
– მე არ მსურს მასთან ერთად დალევა, –– თქვა გრეთჰენმა.
– ასე გადავცე? ‒ შეეკითხა რუდოლფი,
‒ დიახ, სწორედ ასე გადაეცი.
რუდოლფი წამოდგა.
– მგონი, ჩემი წასვლის დროა.
‒ ჩანთა არ დაგავიწყდეს, – შეახსენა გრეთჰენმა და ძმას ცნო-
ბისმოყვარეობით შეხედა·–რუდი, ხშირ-ხშირად ხვდები ხოლმე?
‒ კვირაში ორჯერ,
– მოგწონს?
‒ არ ვიცი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.
– უფრთხილდი, ‒ დაარიგა გრეთჰენმა.
– ნუ ღელავ, – რუდოლფმა ვილის ხელი გაუწოდა. ‒ ნახვამდის.
ლუდისათვის მადლობას გიხდით.
– ახლა უკვე გზა იცი. როცა გინდა, მაშინ ჩამოდი. შენი ნახვა. ყო-
ველთვის გამეხარდება. – ვილიმ ხელი თბილად ჩამოართვა.
გრეთჰენმა კარი გაუღო. ბიჭი შეყოყმანდა, თითქოს უნდოდა კი-
დევ რაღაცა ეთქვა, მაგრამ მერე ორივეს მხოლოდ ხელი დაუქნია
და წავიდა.
‒ დიდებული ძმა გყავს. მინდა მას ვგავდე, – თქვა ვილიმ.
‒ შენც არა გიჭირს რა.
– თავის ასაკთან შედარებით გაცილებით მოწიფულია.
‒ მართლაც, ზომაზე მეტად მოწიფულია, – თქვა გრეთჰენმა–მე-
ტისმეტად ხელმოჭერილია... მაინც რაზე ლაპარაკობდით, ვიდრე მე
მოვიდოდი?
‒ მას ჩემი სამუშაო აინტერესებდა, მე მგონი, ძალზე ეუცნაურა
ის ამბავი, რომ მისი დის მეგობარი დღისით სახლში ზის, და კი ამ
დროს საარსებო პურს შოულობს· ვიმედოვნებ, შევძელი მისი დამ-
შვიდება.
ვილი თავისი ნაცნობის მიერ ამასწინათ დაარსებულ ახალ ჟურ-
ნალში მუშაობდა. ჟურნალი რადიოსადმი მიძღვნილ მასალებს ბეჭ

188
დავდა. ვილის ძირითადი სამუშაო ის გახლდათ, რომ დილის გადა-
ცემები მოესმინა და იმასაც ერჩივნა ეს საქმე შინ ეკეთებინა, ვიდრე
ერთ პაწაწკინტელა, გაბოლილ, ხალხით გაჭედილ რედაქციაში
მჯდარიყო. კვირაში ოთხმოცდაათ დოლარს უხდიდნენ და იმ სამოც-
თან ერთად, რომელსაც გრეთჰენი იღებდა, თავს იოლად ირჩენ-
დნენ მაგრამ კვირის ბოლოს მუდამ უკაპიკოდ რჩებოდნენ, რადგან
ვილის რესტორნებში სიარული უყვარდა და ბარებიდან გვიანობამ-
დე არ გამოდიოდ
‒ არ უთხრი დრამატურგიც რომ ხარ? ‒ შეეკითხა გრეთჰენი.
– არ მითქვამს, დაე, მერე თვითონ გაიგოს.
ვილის გრეთჰენისათვის თავისი პიესა დღემდე არ ეჩვენებინა.
ჯერჯერობით მხოლოდ აქტნახევარი ჰქონდა დაწერილი და ყვე-
ლაფრის ხელახლა გადაკეთებას აპირებდა.
‒ ჩაიცვი ეს კაბა. მოდი, ვნახოთ, როგორა გაქვს,– შესთავაზა მან
და კაბა მიაწოდა. გრეთჰენი საძინებელში გავიდა, სამუშაოზე წას-
ვლამდე ლოგინს მუდამ ფაქიზად ასწორებდა, მაგრამ ახლა საწოლი
არეულ-დარეული დახვდა: ვილის ნასადილევს ძილი უყვარდა. ორ-
თვენახევარზე მეტი არ იყო, რაც ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ
გრეთჰენმა უკვე მოასწრო ამ კაცის ჩვევების ძირფესვიანად შესწავ-
ლა. ოთახში მისი ნივთები სად აღარ ეყარა. კორსეტი კი ზედ იატაკ-
ზე, ფანჯარასთან ეგდო. გრეთჰენს გაეღიმა. ვილის ბავშვური სი-
ფეთხუმეც კი სიამოვნებას ჰგვრიდა იქაურობას კმაყოფილებით
ალაგებდა.
კაბაზე ელვა შესაკრავი რის ვაი-ვაგლახით აიწია და თავისი თა-
ვი სარკეში კრიტიკულად შეათვალიერა. კაბა მართლაც მეტისმე-
ტად გულამოჭრილი იყო. სარკიდან მომზირალი წითელკაბიანი ქა-
ლი მასზე გაცილებით უფროსი ჩანდა – ნიუიორკის ნამდვილი
მკვიდრი, თავის მომხიბვლელობაში დარწმუნებული, ქალი, რო-
მელსაც შეუძლია სადაც სურს იქ წავიდეს და კონკურენციისა არ შე-
ეშინდეს, სასტუმრო ოთახში რომ დაბრუნდა, ვილიმ, რომელიც მე-
ორე ბოთლს ხსნიდა, აღტაცებით დაუსტვინა:
‒ ყველას ადგილზევე მოცელავ.

189
– ძალიან მიშველი ხომ არა ვარ?
– ყველა მამაკაცი, ვინც კი ამ კაბაში თვალს მოეგკრავს, სასწრა-
ფოდ მის გახდას მოინდომებს. – ვილი ქალს მიუახლოვდა და ზურ-
გზე ელვა შესაკრავი ჩაუწია. – მითხარი ერთი, მაინც რა გვინდა ამ
ოთახში?
ისინი საძინებლისაკენ გაემართნენ და სასწრაფოდ ტანთ გაიხა-
დეს. ერთხელაც ასე მოხდა, როცა იგი ამ კაბას ბოილანის თანდას-
წრებით ისინჯავდა, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ვილისთან სულ სხვა
სიახლოვე ჰქონდა. ნაზი, ალერსიანი, უცოდველი, ბუნებრივი და მა-
თი ერთად ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
ვილი ზურგზე ფრთხილად გადაბრუნდა. ისინი ბავშვებივით ხე-
ლიხელჩაკიდებულები იწვნენ და ხმას არ იღებდნენ. ოთახში ბნე-
ლოდა. მუქი სასტუმრო ოთახის გამოღებული კარიდან შემოდიოდა
მხოლოდ.
‒ ახლა კი, როცა ჩემზე შენი ძალაუფლება უკვე გამოსცადე, მო-
დი ვისაუბროთ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ? – შეეკითხა კა-
ცი და გააბოლა.
გრეთჰენი შეყოყმანდა. ჯერ არა, მერე ვეტყვი, გაიფიქრა მან.
‒ ჩვეულებრივად. გასპარი კვლავ გასაქანს არ მაძლევს, – გას-
პარი პიესაში მთავარ როლს ასრულებდა. – როგორ გგონია, არ უნ-
და მოელაპარაკო? არ უნდა უთხრა, რომ შენს გოგოს თავი დაანე-
ბოს? იქნებ სჯობდეს ერთი ალიყური უთავაზო,
– ხომ მომკლა! – თქვა ვილიმ ისე, რომ სრულებით არ შემცბა-
რა. – ხარივით ღონიერია,
‒ მხდალი შევიყვარე. – გრეთჰენმა ყურზე აკოცა, ‒ შენ რომ ვინ-
მე აგკიდებოდა, იქვე სულს გავაფრთხობინებდი.
‒ ეჭვი არ მეპარება, – გაიცინა ვილიმ.
– დღეს თეატრში ნიკოლსი იყო. დამპირდა, მომავალ წელს
ახალ პიესაში როლს მოგცემო, დიდ როლს.
‒ ვარსკვლავი გახდები, – თქვა ვილიმ. – შენი სახელი აფიშებზე
აკიაფდება და მე ძველი ფეხსაცმელივით გადამისვრი.
“სულ ერთი არ არის როდის გაიგებს: – ახლა თუ შემდეგ“, ‒გაი-

190
ფიქრა ქალმა:
– მომავალ სეზონში, მე მგონი, მუშაობას საერთოდ ვეღარ შევ-
ძლებ.
– ეგ როგორ? – ვილიმ იდაყვზე წამოიწია და გაოცებითშეხედა
გრეთჰენს.
– დღეს დილით ექიმთან ვიყავი,– უთხრა მან... ‒ფეხმძიმედ ვარ.
ვილი დაჯდა და სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო.
– წავალ, ცოტას დავლევ, – იგი ლოგინიდან უხერხულად წამოდ-
გა, ძველი ხალათი მოისხა და სასტუმრო ოთახში გავიდა. გრეთჰენ-
მა გაიგონა ლუდი როგორ დაისხა. ქალი სიბნელეში იწვა და თავს
მიტოვებულივით გრძნობდა. „კრინტი არ უნდა დამეძრა, – გაიფიქ-
რა მან. ახლა ყველაფერს ჯვარი დაესვა.“ მაგრამ მაშინვე გადაწყვი-
ტა, თუ შემედავება, ვეტყვი აბორტს გავიკეთებ-მეთქი. იცოდა,
აბორტის გაკეთებას ვერასოდეს ვერ გაბედავდა, მაგრამ თქმით კი
უთუოდ ეტყოდა.
ვილი საძინებელ ოთახში შემოვიდა. ქალმა საწოლთან შუქი
აანთო. უნდოდა, სინათლის შუქზე ელაპარაკა: მისი თვალების გა-
მომეტყველებით უფრო მეტს შეიტყობდა, ვიდრე სიტყვებით.
– მომისმინე, ძალიან ყურადღებით მომისმინე, – ვილი საწოლის
კიდეზე ჩამოჯდა. – ან განქორწინებას მოვახერხებ, ან იმ უნამუსოს
სიცოცხლეს გამოვასალმებ. მერე ჯვარს დავიწერთ და ახალგაზრდა
დედების კურსებზე ვივლი, ვისწავლი ჩვილის გახვევას, მის კვებას.
გასაგებია თუ არა, მის ჯორდახ?
გრეთჰენი სახეზე ყურადღებით დააცქერდა. ვილი არ ხუმრობდა.
– გასაგებია, – მშვიდად უპასუხა ქალმა.

191
II

როცა რუდოლფი ჩანთით ხელში ბარში შევიდა, ტვიდის პალტოში


გამოწყობილი ბოილანი დახლთან იდგა და თავის ჭიქას მიშტერე-
ბოდა.
– ჩანთით რატომ მოხვედი?–შეეკითხა იგი.
– არ აიღო.
– კაბა?
– კაბა დაიტოვა.
– რას დალევ?
– ლუდს,
– გეთაყვა, ერთი ჭიქა ლუდი მოგვიტანე, ‒ იხმო ბოილანმა ბარ-
მენი. ისევ ვისკი დამისხი, – ბოილანმა კედელზე დაკიდებულ სარკე-
ში თავის გამოსახულებას გადაავლო. თვალი. წარბები უფრო მეტად
გახუნებოდა, ვიდრე წინა კვირას ჰქონდა. სახე ისე გარუჯოდა, გეგო-
ნებოდათ რამდენიმე თვე სადღაც, სამხრეთის პლიაჟზე გაუტარე-
ბიაო. რუდოლფმა უკვე იცოდა, რომ ასე მხოლოდ კვარცის ნათურე-
ბის წყალობით შავდებოდა. „მუდამ იმას ვცდილობ, რაც შეიძლება
უკეთ გამოვიყურებოდე, მაშინაც კი, როცა კვირების განმავლობაში
კაციშვილს არ ვხვდები. ამით ერთგვარად ჩემს თავს ვცემ პატივს“, -
‒ აუხსნა ერთხელ ბოილანმა. რუდოლფი ისედაც შავტუხა გახ-
ლდათ, ამიტომ, მისი აზრით, უკვარცოდაც შეეძლო თავისთავის პა-
ტივისცემა.
ბარმენმა წინ ლუდი და ვისკი დაუდგა. როცა ბოილანმა თავის
ჭიქას ხელი წაავლო, თითები ოდნავ უკანკალებდა. „საინტერესოა,
მაინც რამდენის დალევა მოასწრო?“ ‒ გაიფიქრა რუდოლფმა.
– უთხარი, აქ რომ ვარ? ‒ შეეკითხა იგი.
– ვუთხარი.
– მოვა?
‒ არა, არ მოვა. მის მეგობარს უნდოდა წამოსვლა და თქვენი
გაცნობა, მაგრამ იმან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, – სიმართლის
დამალვას აზრი არ ჰქონდა.

192
– შემთხვევით, ხომ არ დაქორწინებულან?
‒ არა, დღესდღეობით იმას სხვა ცოლი ჰყავს.
ბოილანმა სარკეში კვლავ ·თავის გამოწახულებას გადახედა.
– მაინც, როგორი კაცია? შენ თუ მოგეწონა?
– ახალგაზრდაა, საკმაოდ სიმპათიური, წამდაუწუმ ხუმრობს.
‒ ხუმრობს... ‒ გაიმეორა ბოილანმა·–თუმცა, რატომაც არ უნდა
იხუმროს?... ბინა კარგი აქვთ?
– ორ ოთახიანი, ავეჯით გაწყობილი, ულიფტო სახლში ცხოვრო-
ბენ.
– შენი და სიმდიდრეს რომანტიული ათვალისწუნებით უყურებს.
მოვა დრო და თითზე იკბენს, კიდევ ბევრ რამეს ინანებს.
– ჩემი აზრით, ბედნიერი უნდა იყოს, – შენიშნა რუდოლფმა. ბო-
ილანის წინასწარმეტყველება სულაც არ ეჭაშნიკა, მას არ სურდა
გრეთჰენს თითზე ეკბინა.
‒ ჩემი წინადადება უკან რომ არ წამიღია, თუ გადაეცი?
‒ არა. მე მგონი, უმჯობესია თქვენ თვითონვე უთხრათ. გარდა
ამისა, ხომ არ შემეძლო ასეთი რამ მისი მეგობრის თანდასწრებით
გადამეცა.
– მერედა რა მოხდებოდა?
– ტედი, თქვენ ძალზე ბევრს სვამთ.
– მართლა? შესაძლებელია. ესე იგი, შენ არ გსურს ერთხელ კი-
დევ მიხვიდე მათთან? ჩემთან ერთად?
– ხომ იცით, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია.
‒ დიახ, ვიცი. თქვენს ოჯახში არავის არაფრის შნო არა აქვს.
‒ აი, რას გეტყვით, მე შემიძლია მატარებელში ჩავჯდე და შინ
დავგბრუნდე, ახლავე, ამ წუთას.
– მაპატიე, რუდოლფ, – ბოილანი ხელხე ფრთხილად შეეხო. –
მთელი ეს ხანი აქ ვიდექი და ვფიქრობდი: აი ახლა შემოვა-მეთქი
შენთან ერთად. ის კი არ მოვიდა, მაპატიე უტაქტო საქციელი – უბ-
რალოდ, გული დამწყდა. ბოდიშს გიხდი. შენ, რასაკვირველია, მარ-
ტო არსადაც არ გაგიშვებ, ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, მაშ მო-
დი, ვისარგებლოთ ამით და ეს ღამე ნიუ-იორკში მხიარულად გავა-

193
ტაროთ. აქვე, ახლოს ერთი კარგი რესტორანი მეგულება. ჰოდა,
იქიდან დავიწყოთ.
ვახშმის შემდეგ, რომელიც თორმეტ დოლარზე მეტი ღირდა,
როგორც ეს რუდოლფმა შენიშნა, როცა ანგარიშს თვალი შეავლო,
ისინი რაღაც სარდაფში მოწყობილ ღამის კლუბში ჩავიდნენ. იქაუ-
რობა ახალგაზრდებით, უმეტესად ზანგებით იყო სავსე, მაგრამ ბო-
ილანი, რიგიანი გასამრჯელოს ფასად, მაშინვე ზედ საცეკვაო მო-
ედანთან ახლოს მდგარ მაგიდასთან მიიყვანეს, ირგვლივ გამაყ-
რუებელი და მშვენიერი მუსიკის ჰანგები იღვრებოდა. ორკესტრით
აღფრთოვანებული რუდოლფი მთელი ტანით წინ გადაიხარა და
ზანგ-მესაყვირეს თვალს ვერ სწყვეტდა. სკამის ზურგს მისვენებული
ბოილანი კი ფიქრებს მისცემოდა, სიგარეტს აბოლებდა და ვისკის
ეძალებოდა. რუდოლფმაც ვისკი შეუკვეთა – რაღაც ხომ უნდა შეეკ-
ვეთა, – მაგრამ სასმელისთვის პირი არ დაუკარებია.
ბოილანს მთელი დღის განმავლობაში იმდენი დაელია, რომ
მანქანის საჭეს რუდოლფი უნდა მისჯდომოდა ამიტომ სრული სიფ-
ხიზლე მართებდა.
– ტედი! ‒ მათი მაგიდის წინ მოკლე, უმკლავებო და ზურგმოშიშ-
ვლებულ კაბაში გამოწყობილი ქალი შეჩერდა, ტედი ბოილან! მე
უკვე მკვდარი მეგონე.
– სალამი, სისი, – უპასუხა ბოილანმა და ფეხზე წამოდგა, რო-
გორც ხედავ, ცოცხალი ვარ.
ქალმა ყელზე ხელი მოხვია და ტუჩებში აკოცა. გაბრაზებულმა
ბოილანმა პირი მიიბრუნა. რუდოლფი სკამიდან გაუბედავად წა-
მოდგა.
– ამდენხანს სად იმალებოდი? – ქალმა ერთი ნაბიჯით უკან და-
იხია ისე, რომ ბოილანის სახელოსთვის ხელი არ გაუშვია. ნაძვის
ხესავით ასხმული სამკაულები თვალისმომჭრელად ციმციმებდნენ
და სხივებს აფრქვევდნენ. რუდოლფს ვერა და ვერ ამოეცნო ნამ-
დვილი იყო თუ ხელოვნური. ქალი მალიმალ რუდოლფს გადახე-
დავდა ხოლმე და იღიმებოდა. – ასი წელია არ მინახავხარ, – ენას
არ აჩერებდა, პასუხს არც კი ელოდებოდა და რუდოლფს ისე ურცხ-

194
ვად მისჩერებოდა, – უბრალოდ, დაუჯერებელი ხმები დაირხა! მო-
დი, ჩვენს მაგიდასთან წავიდეთ. იქ მთელმა ჩვენმა კომპანიამ მო-
იყარა თავი. სუზი, ჯეკი, კარენი... შენი ნახვა სწყურიათ. მართლაც-
და შესანიშნავად გამოიყურები, სულ არ დაბერებულხარ. წამოდი
და შენი მომაჯადოებელი ნაცნობიც თან წამოიყვანე, რაღაც ვერ
გავიგონე, რა ჰქვია, ძვირფასო?
‒ნება მომეცი, მისტერ რუდოლფ ჯორდახი წარმოგიდგინო, –
ცივად უთხრა ბოილანმა, – რუდოლფ, ეს მისის საიქსია.
– მეგობრები უბრალოდ სისის მეძახიან, – სიტყვა ჩაურთო ქალ-
მა და კვლავ ბოილანს მიუბრუნდა. – იგი თვით მშვენიერებაა. ახლა
გასაგებია, რატომ გვიღალატე.
– ნუ იქნები იმაზე დიდი იდიოტი, ვიდრე ღმერთს შეუქმნიხარ, სი-
სი, – გაცხარდა ბოილანი.
‒ შენ კი ისევ ისეთი საძაგელი ხარ, ტედი, – ჩაიხითხითა ქალმა.
– აუცილებლად მოდი ჩვენებთან. – ხელი კეკლუცად დაუქნია, შეტ-
რიალდა და მაგიდათა ლაბირინთებს შორის დარბაზის ბოლოსაკენ
გაეშურა.
ბოილანი სკამზე დაეშვა და რუდოლფსაც ანიშნა, შენც დაჯექიო,
რუდოლფს ლოყებზე ალმური ასდიოდა, მაგრამ, საბედნიეროდ,
დარბაზში ბნელოდა.
‒ ტუტუცი ქალია, – უთხრა ბოილანმა და ვისკი ბოლომდე შესვა.
– ომამდე ამ ქალთან რომანი მქონდა, ძალიან დაბერდა. – და რუ-
დოლფისათვის არც კი შეუხედავს, ისე შესთავაზა: – მოდი, წავიდეთ
აქედანი ძალიან ხმაურია და აქაურობა შავკანიანი ძმებითაა სავსე.
ეს ყველაფერი მონათმფლობელთა გემს მაგონებს, მონათა წარმა-
ტებით დაგვირგვინებული ამბოხების შემდეგ.
მისის საიქსი ერთადერთი ქალი გახლდათ, ვისაც. ბოილანმა
რუდოლფი წარუდგინა და თუკი მისი ყველა ნაცნობი ამ ქალსა ჰგავ-
და, არც იყო საკვირველი იმ ბექობზე სრულ სიმარტოვეში ცხოვრება
რომ არჩია.
ისინი მეოთხე ქუჩაზე გამოვიდნენ და იქითკენ გაეშურნენ, სა-
დაც ბოილანმა მანქანა დააყენა. ჩაუარეს მაღაზიებს, ბარებს, საიდ-

195
ანაც მუსიკა და ხმამაღალი ლაპარაკი მოისმოდა.
– ნიუ-იორკი ისტერიულია, – თქვა ბოილანმა. – იგი დაუკმაყო-
ფილებელ ფსიქოპათსა ჰგავს. ღმერთო. ჩემო, რა დრო დავკარგე
ფუჭად... ბოდიშს გიხდი ამ ალქაჯის გულისათვის, – ბარში შეხვედ-
რამ აშკარად წონასწორობა დააკარგვინა, – ადამიანები პირუტყვე-
ბი არიან... ნიუ-იორკში მეორეჯერ რომ ჩამოვალთ, შენი გოგოც თან
წამოიყვანე. შენ მეტისმეტად მგრძნობიარე ხარ. ასეთ სიბინძურეში
ვერ ჩაეფლობი.
– კეთილი, დავპატიჟებ, – უპასუხა რუდოლფმა, თუმცა კარგად
იცოდა, რომ ჯული არასდროს არ დაეთანხმებოდა. მას არ სურდა
ბოილანთან მეგობრული ურთიერთობის გაბმა, მტაცებელს, „შეღე-
ბილ ქარაფშუტას“ ეძახდა.

III

გარაჟის კედელს მიყრდნობილი ტომასი მორყეულ სკამზე იჯდა,


ბალახის ღეროს ღეჭავდა და მოპირდაპირე მხარეს მდებარე ხე-
ტყის საწყობისაკენ იყურებოდა. ნათელი დღე იდგა და შემოდგომის
ფოთლები ყვითლად ღვიოდნენ. ერთი კლიენტის მანქანაში ორ სა-
ათამდე ზეთის გამოცვლა უნდა მოესწრო, მაგრამ ტომასი არ ჩქა-
რობდა. წინა საღამოს სკოლის მეჯლისზე ჩხუბი ატეხა. მთელი სხე-
ული სტკიოდა, ხელები დასიებოდა.
ძია ჰეროლდი გასაწყობი სადგურის უკანა მხრიდან, თავისი პა-
ტარა კანტორიდან გამოვიდა. ტომასმა იცოდა, რომ ბიძას ხშირად
საყვედურებით ავსებდნენ მის გამო და ჩხუბის ამბებსაც წვრილ-
წვრილად უკაკლავდნენ, მაგრამ ძია ჰეროლდს ამაზე ტომასთან
კრინტი ერთხელაც არ დაუძრავს. რა ხანია ტომასისათვის, საერ-
თოდ, უბრალო შენიშვნაც კი არ მიუცია. ამ ბოლო დროს ძია ჰე-
როლდი ცუდად გამოიყურებოდა. ფუმფულა, ვარდისფერი სახე
მთლად გაყვითლებოდა და ჩამოღვენთოდა, ზედ ისეთი შეშინებუ-

196
ლი გამომეტყველება ეფინა, თითქოს ყოველ წუთს ყუმბარის აფეთ-
ქებას ელოდებაო, ეს ყუმბარა ტომასი გახლდათ. საკმარისი იყო მას
ბიცოლა ელზასთან ბიძამისისა და კლოტილდას ურთიერთობაზე
ერთი სიტყვა დასცდენოდა და ჯორდახების სახლში ტრისტან და
იზოლდას დუეტი კარგა ხნით დადუმდებოდა. ტომასი, რასაკვირვე-
ლია, არაფრის თქმას არ აპირებდა, მაგრამ თავის განზრახვას არც
ძია ჰეროლდს უმხელდა. დაე, ცოტა დაიტანჯოსო.
ტომასს სახლიდან საუზმე აღარ დაჰქონდა. ზედიზედ სამი დღის
განმავლობაში ხელუხლებელს სტოვებდა სამზარეულოს მაგიდაზე
კლოტილდას მიერ გამზადებულ ხილითა და ბუტერბროდებით სავ-
სე პაკეტს. ქალი არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ სამი დღის შემდეგ,
მიხვდა თუ არა, რაშიც იყო საქმე, საუზმიანი პაკეტისათვის ბიჭს მა-
გიდაზე თვალი აღარ მოუკკრავს. ახლა ტომასი სასადილოში ჭამდა,
იქვე, გარაჟთან, საიმისო ფული კი ჰქონდა. ძია ჰეროლდმა ხელფა-
სი ათი დოლარით გაუზარდა. პირუტყვი.
– მე თუ მიკითხონ, სადემონსტრაციო დარბაზში ვიქნები, – უთ-
ხრა ძია ჰეროლდმა, ტომასს ხმა არ ამოუღია, ისევ გზის გაღმა იყუ-
რებოდა. ძია ჰეროლდმა ამოიოხრა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
მალე ბენზინის სვეტს მისის დორნფილდის „ფორდი“ მიადგა.
ტომასი მანქანას უხალისოდღ მიუახლოვდა.
– გამარჯობა, ტომი, ერთი ბაკი ამივსე გეთაყვა, – სთხოვა მისის
დორნფილდმა, ფუნთუშა, ოცდაათიოდე წლის ქალმა, რომელსაც
იმედგაცრუებული, ბავშვივით ცისფერი თვალები ჰქონდა, მისი ქმა-
რი მოლარედ მუშაობდა ბანკში და ეს ძალზე მოსახერხებელი იყო,
იმიტომ, რომ მისის დორნფილდმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, სად
იმყოფებოდა იგი სამუშაო საათებში. – ძალიან კარგი იქნება თუ
დღეს მესტუმრები, – იგი ამას ნიადაგ სტუმრობას უწოდებდა. ძალზე
პრანჭვა-გრეხით ლაპარაკობდა.
– თუ გავთავისუფლდი, მოვალ, ‒ უპასუხა ტომასმა, რადგან არ
იცოდა ნასადილევს რა ხასიათზე იქნებოდა. ხანდახან ასეთი სტუმ-
რობისათვის ქალი ათი დოლარით ასაჩუქრებდა. როგორც ჩანს,
მისტერ დორნფილდი ცოლს ფულს თითქმის სულ არ აძლევდა.

197
მისის დორნფილდთან „სტუმრობის“ შემდეგ ტომასს საყელოზე
მუდამ პომადის კვალი აჩნდა, ისიც განგებ არ იწმენდდა, რათა
კლოტილდას შეემჩნია, როცა თეთრეულს გასარეცხად აგროვებდა·
მაგრამ არც ამან უშველა და საერთოდ – არაფერმა არ უშველა. არც
მისის დორნფილდმა, არც მისის ბერიმენმა, არც ტყუპებმა... ყველა-
ნი ღორები იყვნენ და სხვა არაფერი კლოტილდა ვერც ერთმა ვერ
დაავიწყა.
ტომს ეჭვი არ ეპარებოდა, კლოტილდამ იცოდა მისი სამიჯნურო
ამბები – ამ მყრალ ქალაქში აბა რა დაიმალებოდა, – და იმედი
ჰქონდა, რომ ქალიც მასავით იტანჯებოდა, მაგრამ თუ იტანჯებოდა
კიდეც, არაფერს იმჩნევდა.
ტომასმა ის-ის იყო პურის ნატეხით თეფშზე საწებელა სულ ერ-
თიანად მოასუფთავა, რომ სასადილოში პოლიციელი ჯო კუნცი შე-
მოვიდა.
‒ ტომას ჯორდახი ბრძანდებით, არა? ‒ შეეკითხა იგი და ტომასს
მიუახლოვდა.
– გამარჯობა, ჯო, – უპასუხა ტომასმა. კუნცი აუცილებლად კვი-
რაში ორჯერ მაინც შემოივლიდა ხოლმე გარაჟში.
სულ იმუქრებოდა, პოლიციიდან უნდა წამოგვიდეო – იქ ძალიან
ცოტას უხდიდნენ.
– ხომ აღიარებ, რომ ტომას ჯორდახი ხარ? ‒ ოფიციალური ტო-
ნით შეეკითნა კუნცი.
– მე მგონი, კარგად მოგეხსენება რაც მქვია. ეს რა ხუმრობაა?
– გამომყევი, შვილო. შენი დაპატიმრების ორდერი მაქვს. – ტო-
მასს მან იდაყვზე ხელი წაავლო.
– ყავა და ღვეზელი მაქვს კიდევ შეკვეთილი. გასწი შენი თათები,
ჯო, – შეუღრინა ტომმა.
‒ გადაიხადე, შვილო, და ხმაურს ნუ ატეხავ.
– კეთილი, კეთილი, ‒ ტომასმა დახლზე ოთხმოცდახუთი ცენტი
დადო და წამოდგა. ‒ ეშმაკმა დალახვროს, ჯო, ასე შეიძლება ხელიც
მომტეხო!
– არასრულწლოვანთა გაუპატიურება გედება ბრალად,– უთხრა

198
სერჟანტმა ხორვასმა, – ბიძაშენს შევატყობინებ, შეუძლია ადვოკა-
ტი დაგიქირაოს, გაიყვანეთ.
კუნცმა ტომასს ზურგში უბიძგა, დერეფანში გაიყვანა და კამერა-
ში შეაგდო. იქ ერთი პატიმარი კიდევ დახვდა ‒ მთელი კვირის გა-
უპარსავი, წვერგაბანჯგვლული, გამხდარი, ასე ორმოცდაათი წლის
კაცი, ტანსაცმელჩამოფლეთილი, ბრაკონიერობისათვის დაეპატიმ-
რებინათ. ირემი მოუკლავს. ოცდამესამედ ჩამსვეს ამ საქმისთვისო,
– უთხრა მან ტომასს.

IV

ჰეროლდ ჯორდახი ბაქანზე ნერვულად მიმოდიოდა. მატარებე-


ლი დღეს თითქოსდა ჯიბრზე იგვიანებდა. ჰეროლდს მთელი ღამე
თვალი არ მოუხუჭავს. ელზა ცრემლებად იღვრებოდა და ამტკიცებ-
და, სამუდამოდ თავი მოგვეჭრა; ამიერიდან ქალაქმი აღარ გამეს-
ვლება, მთლად ტუტუცი ხარ, ამ პირუტყვს ჩვენს სახლში ფეხი რომ
შემოადგმევინეო.
მართალს ამბობს. ნამდვილად იდიოტია. ყველაფერი მისი კეთი-
ლი გულის ბრალია. მერე რა რომ ნათესავები არიან ‒ იმ დღეს აქ-
სელმა რომ დაურეკა, უარი უნდა ეთქვა. ჰეროლდს მოაგონდა, რომ
ციხეში მჯდარი ტომასი თითქოსდა მთლად ჭკუაზე შეიშალა, უსირ-
ცხვილოდ და უსინდისოდ აღიარებდა ყველაფერს, გვარებსაც ასა-
ხელებდა, ღმერთმა უწყის, კიდევ რას იტყოდა! ამ პატარა არამზა-
დას ჭირის დღესავით სძულდა იგი. აბა, ვინ დაუდგება თავდებად,
რომ პირს არ დააღებს და ქვეყანას არ მოსდებს ბენზინის ტალონებს
შავ ბაზარზე რომ ყიდულობს, ნახმარი მანქანებით ვაჭრობს, რო-
მელთა გადამცემი კოლოფები ას მილზე მეტს ვერ უძლებენ, ახალი
მანქანების სპეკულაციას რომ ეწევა ფასების კონტროლის შესახებ
კანონის გვერდის ავლით, ავტომანქანებს, სადაც მხოლოდ ბენზი-
ნის მილია დაზიანებული, დგუშებისა და სარქველების რემონტს

199
რომ უკეთებს? კლოტილდაზედაც რომ თქვას რამე? საკმარისია
ასეთ ყმაწვილს შინ ფეხი შემოადგმევინო და შენი სული მის ხელშია.
ჰეროლდს სიმწრის ოფლმაც კი დაასხა, თუმცა სადგურში ციოდა დ·ა
ძლიერი ქარიქროდა.
იმედი პქონდა, რომ აქსელი ფულს ბლომად ჩამოიტანდა და ტო-
მასის დაბადების მოწმობასაც თან მოაყოლებდა. მან აქსელთან დე-
პეშა აფრინა, სთხოვდა, დამირეკეო – აქსელს ტელეფონი არ ჰქონ-
და, დეპეშა უფრო სარწმუნო რომ ყოფილიყო, შემაშფოთებელი
ტექსტი შეადგინა, და მაინც ძალიან გაუკვირდა, როცა ტელეფონის
ზარი აწკრიალდა და მავთულის მეორე ბოლოდან ძმის ხმა შემოეს-
მა.
მატარებელი, როგორც იქნა, ჩამოდგა, ვაგონებიდან რამდენიმე
კაცი ჩამოვიდა და გზას აჩქარებული ნაბიჯით გაუდგა, ჰეროლდს წა-
მით გული გადაუქანდა. აქსელი არსად არ ჩანდა. ასეთი რამ აქსელს
სჩვეოდა – შეეძლო მთელი სიმძიმე მარტო მისთვის აეკიდა. საერ-
თოდ, აქსელი უცნაური მამა იყო. არც ტომასისათვის და არც ჰე-
როლდისათვის ერთი წერილიც არ გამოუგზავნია. ტომასის დედა-
საც, ამ გაკნაჭულ, ამპარტავან ჯაგლაგს, მეძავეთა მოდგმას, ვაჟი-
სათვის ერთი სტრიქონიც კი არ მოუწერია, ისევე როგორც მის ორ
შვილს. ასეთი ოჯახისაგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
და უეცრად მან აქსელს ჰკიდა თვალი:· ბაქანზე კოჭლობ-კოჭ-
ლობით მისკენ მოეშურებოდა დრაფის პალტოში გამოწყობილი და
კეპიანი მოსული კაცი. „რა იქნებოდა, ცოტა რიგიანად ჩაეცვა“,—
გაიფიქრა ჰეროლდმა· გაუხარდა, რომ ბნელოდა და ირგვლივ ცოტა
ხალხი იყო.
‒ აი, მეც ჩამოვედი, ‒ თქვა აქსელმა. მან ძმას ხელიც კი არ გა-
უწოდა.
‒ გამარჯობა. შემეშინდა, ვაი თუ აღარ ჩამოვიდეს-მეთქი. ფული
ჩამოიტანე?
– ხუთი ათასი.
– მე მგონი, საკმარისი იქნება.
– საკმარისია თუ არ არის საკმარისი, მე მეტი არა მაქვს, ‒სიტყ-

200
ვა შეაწყვეტინა აქსელმა. იგი ძალიან დაბერებულიყო და ავადმყო-
ფის შესახედაობა ჰქონდა, ახლა უფრო შესამჩნევად კოჭლობდა.
– ნავახშმევი ხარ? ელზას მაცივარში უთუოდ ექნება რამე.
‒ დროს ნუღარ ევკარგავთ, ‒ თქვა აქსელმა, – ფული ვის უნდა
მივცე?
‒ მამას. აბრაჰამ ჩეისს. იგი ქალაქმი ერთ-ერთი გავლენიანი კა-
ცია. შენს შვილს ხათაბალაში გაბმაღა აკლდა. ერთი ამას დამიხე-
დეთ. ფაბრიკის გოგოები თვალში აღარ მოსდის, – თავი გაიქნია შე-
წუხებულმა ჰეროლდმა. – ჩეისები ქალაქში ერთ-ერთი უძველესი
ოჯახთაგანია. პრაქტიკულად აქ ყველაფერი მაგათ ხელშია. ბედს
უმადლოდე, თუ შენგან ფული აიღო.
– ეგ მართალია.
ისინი მანქანაში ჩასხდნენ და ჩეისის სახლისაკენ გაემგზავრნენ.
– დავურეკე, – განაგრძობდა ჰეროლდი. – ვუთხარი, რომ ჩამო-
დიხარ. პირდაპირ ცოფებს ყრის. ვერც გაამტყუნებ. როცა კაცი ოჯახ-
ში შემოვა და უეცრად გაიგებს, რომ მისი ქალიშვილი ფეხმძიმედაა,
თავისთავად არც ეს არის მაინცდამაინც კარგი ამბავი, მაგრამ როცა
ერთდროულად ორია ფეხმძიმედ!.. თანაც ტყუპები!.. ეს კიდევ წვე-
თია ზღვაში. ტომასს ელიზიუმში უკვე ათი კაცი მაინც ჰყავს გა-
ლახული···– ტომასის ჩხუბის ამბავმა ჰეროლდის ყურამდე რამდე-
ნადმე გაზვიადებული სახით მიაღწია, ‒ საოცარია, აქამდე რომ არ
დაიჭირეს. მისი ყველას ეშინია და სავსებით ბუნებრივია, როცა ეს
სკანდალი მოხდა, ყველაფერი მაგას დააბრალეს. მერედა, მითხარი
ერთი, ამით ვინ დაზარალდა? მე და ელზა.
– საიდან გაიგეს, რომ სწორედ ჩემი შვილია დამნაშავე? – შე-
ეკითხა აქსელი და ძმის უკანასკნელი რეპლიკა ერთ ყურში შეუშვა
და მეორედან გამოუშვა,
‒ ტყუპებმა თავისი პირით უამბეს მამას ამის შესახებ. საერთოდ
კი, ქალაქში კაცი არ დარჩენილა, ვისთანაც მათ ღამე არ გაეტარე-
ბინოთ, მოწიფული მამაკაცებიც კი არ გაუშვიათ ხელიდან. ეს ამბავი
მთელმა ქვეყანამ იცის. მაგრამ, როდესაც დამნაშავის დადგენა გახ-
და საჭირო, ბუნებრივია, პირველად შენი შვილის სახელი ამოტივტ-

201
ივდა. აბა, მეზობლის სიმპათიურ ბიჭს ხომ არ დაადებდნენ ხელს, ან
პოლიციელ კუნცს, ან კიდევ ჭაბუკს ჰარვარდის უნივერსიტეტიდან,
რომლის მშობლები ჩეისებს კვირაში ორჯერ ბრიჯს ეთამაშებიან.
ორივე ძუკნა, იცი, რა გაიძვერაა. შენს ტომასს კი, გოგოებისათ-
ვის ნაცარი რომ შეეყარა, უთქვამს, ცხრამეტი წლისა ვარო. ჩემი ად-
ვოკატი მეუბნება, ჭაბუკს, რომელიც თვრამეტი წლისა არ არის, მცი-
რეწლოვანთა გაუპატიურებისათვის, ციხეში არ სვამენო.
‒ მაშ, რაშია საქმე? მისი დაბადების მოწმობა ჩამოვიტანე.
– სამწუხაროდ, ყველაფერი ასე იოლი როდია, – თქვა ჰეროლ-
დმა. – მისტერ ჩეისი იფიცება, ციხეში ამოვალპობ, როგორც უწლო-
ვან ბოროტმოქმედს და იქიდან ფეხს არ მოვაცვლევინებ, სანამ ოც-
დაერთი წელი არ შეუსრულდებაო. არც გაუჭირდება. ტომასი კი ამ
დროს ცეცხლზე ნავთს ასხამს, დამდგარა და ამტკიცებს, თითქოს
პირადად იცნობს ოც კაცს მაინც, რომლეგსაც ამ გოგოებთან ღამე
აქვთ გატარებული. გვარებსაც კი ასახელებს, ამიტომ ყველა გაბო-
როტებულია, ბიჭმა მთელ ქალაქს თავი მოსჭრა და აბა ვინ შეარ-
ჩენს.
– მაგ აბრაჰამთან კარგი ურთიერთობა გაქვს? – არ აცალა სათ-
ქმელი აქსელმა.
‒ მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი. „ლინკოლნი“ მივყიდე, საერ-
თოდ კი სხვადასხვა წრეში ვტრიალებთ... ო, ეს წყეული ომი. რომ
იცოდე, ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გაჭირვებით შევრჩი ზედა-
პირს და აი ახლა, როცა ბოლოს და ბოლოს, მშვიდად ამოვისუნთქე,
ეს შემემთხვა!
– გეტყობა, საქმეები არც თუ ისე ცუდად უნდა გქონდეს, – შენიშ-
ნა აქსელმა.
– ყველაფერი მოჩვენებითია, – უპასუხა ჰეროლდმა, თუ ძმას
ფულის სესხება ედო გულში, მისამართი შეეშალა და ეგ იყო.
– ვინ მომცემს იმის პირობას, რომ აბრაჰამი ფულს ჯიბეში არ
ჩაიდებს და ბიჭს ციხეში არ ამოალპობს? – შეეკითხა აქსელი.
– მისტერ ჩეისი სიტყვის კაცია. მის წინაშე მთელი ქალაქი თითის
წვერებზე დადის – პოლიციელებიც, მოსამართლეებიც და ქალაქის

202
თავიც. თუ გეტყვის, საქმეს მივჩქმალავო, წყალი აღარ გაუვა.
ძმები დიდსვეტებიან თეთრ სახლთან შეჩერდნენ და მანქანიდან
გადმოვიდნენ. ჰეროლდმა ზარი დარეკა, შლაპა მოიხადა და მკერ-
დზე მიიხუტა, თითქოსდა დროშის საზეიმო აღმართვას ესწრებოდა.
აქსელს კეპი არ მოუხდია.
კარი გაიღო. ზღურბლთან მოახლე იდგა.
– მისტერ ჩეისი გელოდებათ,–უთხრა მან.

კამერის კართან კუნცი აისვეტა·


‒ გამოდი, ჯორდახ, – უთხრა მან, მას შემდეგ, რაც ტომასმა ძია
ჰეროლდის დაქირავებულ ადვოკატს უამბო, მათ შორის, ვისაც ტყუპ
დებთან ღამე აქვთ გატარებული, კუნციც ურევიაო, პოლიციელი ტო-
მასის მიმართ განსაკუთრებულ მეგობრულ დამოკიდებულებას
აღარ ამჟღავნებდა. კუნცი ცოლიანი იყო და სამი შვილი ჰყავდა.
აქსელი, ძია ჰეროლდი და ადვოკატი ტომასს ჰორვასის კაბინეტში
ელოდებოდნენ. ტომმა მაშინვე შენიშნა, რომ მამას ავადმყოფის შე-
სახედაობა ჰქონდა. იმ დღესაც კი, როცა სილა უთავაზა, აქსელი გა-
ცილებით უკეთ გამოიყურ·ბოდა.
– ტომას, – მიუბრუნდა მას ადვოკატი,–ძალიან მიხარია, სასია-
მოვნო ამბავი რომ უნდა შეგატყობინო: ყველაფერი დიდებულად
დამთავრდა, თავისუფალი ბრძანდები.
– ამით იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ აქ კალთაზე უკვე აღარა-
ვინ მეჭიდება? – შეეკითხა ტომასი და კაბინეტში მსხდომ მამაკაცებს
ეჭვის თვალით გადახედა, სახეზე მხიარული გამომეტყველება არ-
ცერთს არ ეხატა.
‒ სრული სიმართლეა, – უპასუხა ადვოკატმა.
– წავედით. ამ მყრალ ქალაქში ისედაც დიდი დრო დამეკარგა–
აქსელი ერთბაშად შემობრუნდა და ოთხახიდან კოჭლობა- კოჭლო-

203
სით გავიდა. ქუჩაში მზე ანათებდა. საკანს ფანჯრები არ ჰქონდა და
იქ მჯდომარე ვერაფრით ვერ გაარკვევდი გარეთ როგორი ამინდი
იყო. ტომასს მამა და ძია ჰეროლდი აქეთ-იქიდან მოჰყვებოდნენ და
იმასაც თავი. ისევ პატიმარი ეგონა.
მანქანაში აქსელი წინ, ძმის გვერდით მოკალათდა, ტომასი უკა-
ნა დასაჯდომზე მარტოდმარტო იჯდა, არაფერი არ უკითხავს.
‒ თუ გაინტერესებს, გეტყვი, მე შენ გამოგისყიდე, –უთხრა აქ-
სელმა ისე, რომ ტომასისაკენ არც კი მობრუნებულა; წინ იყურებო-
და. – იმ შეილოკს ხუთი ათასი ჩავუთვალე მისი ერთი გირვანქა
ხორცის საფასურად. ალბათ დღემდე ამდენი ფული გომბიოსთან გა-
ტარებული ნახევარი საათის გულისათვის კაციშვილს არ გადაუხ-
დია. იმედი მაქვს, ისიამოვნე მაინც.
ტომასს უნდოდა მამისათვის ეთქვა, რომ ძალიან ნანობდა, რაც
შეემთხვა და ოდესმე უთუოდ უკან ჩაუთვლიდა ამ ფულს, მაგრამ
პირში ენა არ უბრუნდებოდა.
‒ ოღონდ არ გეგონოს, რომ ეს შენთვის ან ჰეროლდის გული-
სათვის ჩავიდინე... – განაგრძობდა აქსელი. – დღესვე რომ სული
ამოგხდეთ, მადაც კი არ წამიხდება. მე ეს ოჯახში ერთადერთი ღირ-
სეული კაცის გულისათვის, შენი ძმის, რუდოლფის გულისათვის გა-
ვაკეთე. არ მსურს, რომ დიდი ცხოვრების გზაზე გასვლის წინ მზით-
ვების ნაცვლად კატორღელი ძმა შერჩეს ხელში. ჩვენ დღეს უკანას-
კნელად ვხედავთ ერთმანეთს, ამიერიდან შენთან საერთო არაფერი
მაქვს. ახლა მატარებელში ჩავჯდები, შინ გავემგზავრები და ჩვენს
შორის ყველაფერი დამთავრდება, გასაგებია?
‒ გასაგებია,–უპასუხა ტომასმა·
‒ შენც დღესვე გაემგზავრები ამ ქალაქიდან, – ძმას ხმის კანკა-
ლით მისცა ბანი ძია ჰეროლდმა.ასეთია მისტერ ჩეისის პირობა და
მეც სავსებით ვეთანხმები. ახლა სახლში მიგიყვან, შენს ნივთებს შე-
აგროვებ და ჩემს ჭერქვეშ ერთ ღამესაც ვეღარ გაათევ. ესეც ხომ გა-
საგებია?
– გასაგებია, გასაგები, – გაგულისდა ტომასი. „ეგეც ჭირს წა-
უღია და მაგის ქალაქიც. ნეტავი ვის სჭირდება ეს ჯურღმული?“

204
ერთმანეთისათვის ხმა აღარ გაუციათ. ძია ჰეროლდმა აქსელი
სადგურში მიიყვანა. იგი მანქანიდან გადმოვიდა, კარი უსიტყვოდ
მიიხურა და გზას კოჭლობ-კოჭლობით გაუდგა.
სხვენზე, მის ოთახში, საწოლზე ძველი, გაქუცული ჩემოდანი
იდო. ტომასმა კლოტილდას ჩემოდანი იცნო; საწოლიდან ზეწრები
აელაგებინათ, ლეიბი აეკეცათ, თითქოსდა ბიცოლა ელზას გული
უსკდებოდა, გამგზავრებამდე ძმისწულმა რამდენიმე წუთით თვა-
ლის მოხუჭვა არ მოისურვოსო.
ტომასმა ჩემოდანში სასწრაფოდ ჩაალაგა თავისი თითზე ჩამო-
სათვლელი ნივთები: რამდენიმე პერანგი, ქვედა საცვლები, წინ-
დები, მეორე წყვილი ფეხსაცმელი და სვიტერი. შემდეგ სამუშაო
კომბინეზონი გაიხადა, რომლითაც დააპატიმრეს და დაბადების
დღეზე ბიცოლა ელზას მორთმეული ახალი ნაცრისფერი კოსტუმი
ჩაიცვა, ჩემოდანი დაკეტა, ქვევით ჩავიდა და სამზარეულოსაკენ გა-
ემართა. უნდოდა კლოტილდასთვის ჩემოდნის გამო მადლობა გა-
დაეხადა, მავრამ ქალი სამზარეულოში არ დაუხვდა.
სასადილო ოთახში ძია ჰეროლდი იდგა და ვაშლის ღვეზელის
დიდ ნაჭერს მიირთმევდა, აკანკალებული ხელით ლუკმებს პირში
იტენიდა. ასე იცოდა ხოლმე, ნერვიულობის დროს პირს არ აჩერებ-
და.
– კლოტილდას თუ ეძებ, დროს ტყუილუბრალოდ კარგავ, – უთ-
ხრა ძია ჰეროლდმა. კინოში გავისტუმრე გოგოებთან და ელზასთან
ერთად.
„რას იზამ, გაიფიქრა ტომასმა, კინოს მაინც ნახავს. ზოგი ჭირი
მარგებელია.“
– ფული თუ გაქვს? – შეეკითხა ძია ჰეროლდი და ღვეზელი ხარ-
ბად გადასანსლა, – არ მინდა მაწანწალობისათვის ციხეში მოხვდე
და ყველაფერი თავიდან დაიწყოს.
‒ მაქვს, – უპასუხა ტომასმა, ოცდაერთი დოლარი და ცოტაოდე-
ნი ხურდა ფული ჰქონდა.
‒ ძალიან კარგი. მომეცი აქ გასაღები.
ტომასმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მაგიდაზე დადო.

205
უნდოდა დარჩენილი ღვეზელი ძია ჰეროლდისათვის პირდაპირ
სახეში ეთხლიშა, მაგრამ აბა ამით რა შეიცვლებოდა? ისინი ერთმა-
ნეთს ჯიქურ მისჩერებოდნენ. ჰეროლდს ნიკაპზე ღვეზელის ნამცე-
ცები მიჰკრობოდა.
– აკოცე კლოტილდას ჩემს მაგივრად, – უთხრა ბიჭმა და სახლი-
დან გავიდა.
სადგურში ბილეთში ოცი დოლარი გადაიხადა, რათა ელიზიუმი-
დან, რაც შეიძლება, შორს წასულიყო.

206
თ ავი მეათე

კატა მას მთელი ღამე უძრავი, გაბოროტებული თვალებით მის-


ჩერებოდა. რუდოლფს ეს ცივი მზერა საგონებელში აგდებდა. თავს
მუდამ უხერხულად გრძნობდა, როცა ვინმეს არ მოსწონდა, სულერ-
თია, თუ გინდა კატა ყოფილიყო.
ბიჭმა მისი გულის მოგება სცადა: ჯამში რძე ერთხელ კიდევ და-
უმატა, თავხე ხელს უსვამდა, ეფერებოდა: „ჩემო ლამაზო ფისუნია,
ლამაზო“ – მაგრამ კატამ იცოდა, რომ თვალთმაქცობდა და გორგა-
ლივით მოკუნტული მკვლელობის გეგმებს აწყობდა.
მამა სამი დღის წინათ გაემგზავრა. ელიზიუმიდან არაფერი არ
ისმოდა და რუდოლფმა არ იცოდა კიდევ რამდენი ღამე უნდა გაეტა-
რებინა სარდაფში გავარვარებულ ღუმელთან, ფქვილის მტვერში
ამოგანგლულს, კიდევ რამდენ ხანს უნდა მდგარიყო და დაბუჟებუ-
ლი ხელებით მძიმეზე მძიმე ტაფები ეტრიალებინა, უკვირდა, რო-
გორ შეეძლო მამას მთელი ცხოვრება, წლიდან წლამდე ამის ატანა.
საფუნთუშეში გატარებული სამი ღამის შემდეგ რუდოლფს ძალა
მთლად გამოელია, ლოყები ჩაუცვივდა, თვალები ჩაუღამდა დი-
ლაობით ისევ ხუთ საათზე დგებოდა და ველოსიპედით მუშტრებთან
ფუნთუშები დაჰქონდა. მერე სკოლაში უნდა წასულიყო. ხვალ მა-
თემატიკამში გამოცდას აბარებდა, მას კი მოსამზადებლად დროც
არ ჰქონდა.
მთლად ოფლში გაღვრილი, ფქვილში ამოგანგლული, ქონიან
ტაფებთან მეომარი რუდოლფი ღვიძლი მამის აჩრდილს დაემსგავ-
სა, ბარბაცებდა სასჯელის ტვირთქვეშ, რომელსაც მამამისი ექვსი
ათასი ღამის განმავლობაში მორჩილად ეწეოდა. სანიმუშო, ერთგუ-
ლი შვილი... მერედა, რა ბედენაა ნეტავ...– იგი მწარედ ნანობდა,
რომ დღესასწაულის დღეებში, როცა ფურნეში განსაკუთრებით ბევ-
რი სამუშაო იყო, მამას ხელს უმართავდა და მის პროფესიას თით-
ქმის დაეუფლა კიდეც. ტომასი მასზე უფრო ჭკვიანია – ოჯახს აინუნ-
შიც არ აგდებს. რაც არ უნდა დიღი უსიამოვნება შემთხვეოდა, – აქ-

207
სელმა ელიზიუმიდან დეპეშა რომ მიიღო, რუდოლფისათვის არაფე-
რი უთქვამს, – დღეს ტომასი მაინც ალბათ უფრო კარგად გრძნობს
თავს, ვიდრე სიცხისაგან გავარვარებულ სარდაფში შვილის მოვა-
ლეობის აღმსრულებელი მისი ძმა.
გრეთჰენზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ‒ სამოც დოლარად კვი-
რაში სამჯერ სცენაზე უბრალოდ გავლა-გამოვლის მეტს არაფერს
აკეთებს.
რუდოლფმა დაიანგარიშა, დაახლოებით რა შემოსავალი ჰქონ-
და ჯორდახს საფუნთუშედან და აღმოჩნდა, რომ საარენდო გადასა-
ხადისა და სხვა ხარჯების გამოკლებით, საფუნთუშეში ავადმყოფი
დედის ნაცვლად მოვაჭრე ქვრივისათვის მისაცემი ოცდაათი დოლა-
რის ჩათვლით, მოგება კვირაში სულ სამოც დოლარს შეადგენდა.
მაშინვე ის გაახსენდა, ბოილანს ნიუ-იორკის რესტორანში ერთი
ვახშამი თორმეტი დოლარი რომ დაუჯდა. ახლა იმ დღეს შესმული
ღვინის საფასურს აღარ იკითხავთ!
გაცეცხლებულმა ღუმელში შემდეგი ტაფა შეაგდო.

ხმებმა გამოაღვიძეს. დაიკვნესა. ნუთუ უკვე ხუთი საათია? ნუთუ


დრო ასე მალე გავიდა? საწოლიდან მექანიკურად წამოდგა და გა-
ოცებულმა შენიშნა, რომ ტანთ არ გაეხადა. თავი უაზროდ გაიქნია,
ეს როგორ მოხდა? დაბინდული თვალებით საათს შეხედა ‒ ექვსის
თხუთმეტ წუთს აჩვენებდა. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ დილა კი
არა საღამო იყო. სკოლიდან დაბრუნებული საწოლზე დაეგდო, ღა-
მის სამუშაოს წინ ცოტაოდენს დავისვენებო და ვერ შენიშნა, რო-
გორ ჩაეძინა. ყურთ მამის ხმა ჩაესმა. ესე იგი, სანამ მას ეძინა, ისიც
მოსულიყო. თავში მაშინვე ეგოისტურმა აზრმა გაუელვა: ამაღამ მუ-
შაობა აღარ მომიხდებაო, იგი კვლავ დაწვა.
ქვემოდან ხმები მოესმოდა, – ერთი მაღალი, აღგზნებელი, მე-
ორე დაბალი, რომელიც პირველს რაღაცას უმტკიცებდა. დედ-მამა
ერთმანეთს ლანძღავდა. ბიჭი ძალზე დაღლილ-დაქანცული გახ-
ლდათ და მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო, მაგრამ დაძინება
უკვე აღარ შეეძლო და უნებურად სმენად გადაიქცა.

208
მერი პეის ჯორდახი გრეთჰენის ოთახში გადადიოდა. ავადმყოფ
ფეხებს ძლივს დაათრევდა, საძინებლიდან, რომელიც მთელი ოცი
წელიწადი ჭირის დღესავით სძულდა, თავისი ნივთები გამოჰქონდა
და საწოლზე ყრიდა, სადაც ერთ დროს გრეთჰენს ეძინა.
– კმარა, – ბურტყუნებდა იგი თაგის დაუსრულებელ მონოლოგს,
– ამ ოთახთან კავშირი გაწყვეტილია. რასაკვირველია, ოცი წლით
დავაგვიანე, მაგრამ ამჯერად, როგორც იქნა, თავი დავაღწიე. ჩემ-
თან აღარავის აღარაფერი ესაქმება. დღეიდან, როგორც მომეპრია-
ნება, ისე ვიცხოვრებ. ამიერიდან იმ სულელის დუდუკზე აღარ ვიცეკ-
ვებ, რომელმაც ,წარმოგიდგენიათ, ცხრა მთა გადაიარა, რათა სრუ-
ლიად უცნობი კაცისათვის ხუთი ათასი დოლარი ჩაეტანა, მთელი
ცხოვრების დანაზოგი! ჩემი ცხოვრების. დღე და ღამ წელში ვწყდე-
ბოდი. ყველაფერზე უარს ვამბობდი, ეს ფული რომ დამეგროვებინა,
უდროოდ დავბერდი. ჩემი ვაჟიშვილი კოლეჯში შესგლას აპირებდა.
უნდოდა ჯენტლმენი გამხდარიყო, ახლა კი ვერსად ვეღარ შევა და
ვერაფერიც ვეღარ გახდება, იმიტომ, რომ ჩემმა უმშვენიერესმა
ქმარმა კეთილშობილება გამოიჩინა და ოჰაიოს მილიონერებს ხუ-
თი ათასი დოლარი მიართვა, რათა მისი უძვირფასესი ძმა და ჩასუ-
ქებული ცოლი არ გაწითლებულიყვნენ, როცა თავიანთი „ლინკოლ-
ნით“ ოპერაში გაემგზავრებოდნენ.
–მე ეს არც ჩემი ძმის გულისათვის გამიკეთებია და არც მისი
ზონხროხა ცოლის გულისათვის, – უთხრა აქსელ ჯორდახმა. იგი სა-
წოლზე იჯდა და ხელები მუხლებს შორის უღონოდ ჩამოეშვა. – ერ-
თხელ უკვე აგიხსენი, ყველაფერი რუდის გულისათვის ჩავიდინე.
აბა, რა აზრი აქვს კოლეჯში მის შესვლას, თუ ერთ მშვენიერ დღეს
უეცრად გაირკვევა, რომ მისი ძმა ციხეში ზის?
‒ მისი ადგილი სწორედ იქ არის. თუ შენ განზრახული გაქვს, ყო-
ველთვის, როცა ციხეში ჩასმას დაუპირებენ, ხუთ-ხუთი ათასი დო-
ლარი იხადო, მიაგდე ეს ფურნე და ნავთობის ბიზნესი წამოიწყე ან
კიდევ ბანკირი გახდი, იმ კაცს ფულს რომ აძლევდი, ნამდვილად გე-
გონა, კეთილ საქმეს სჩადიოდი, იქნებ ამაყობდი კიდეც! აბა რა! შე-

209
ნი შვილი არ არის! კვიცი გვარზე ხტის... პირწავარდნილი მამაა. ერ-
თი გოგო არ ყოფნის! არა, იგი ხომ აქსელ ჯორდახის შვილია! ორი
ერთად უნდა მიართვა! კეთილი, თუ აქსელ ჯორდახს სურს დაამტკი-
ცოს, რომ ლოგინში ბრწყინვალე მამაკაცი ბრძანდება, უმჯობესია,
წყვილი ტყუპი-გოგონები გამონახოს. ამ სახლში მეტს ვერაფერს
ეღირსება. ჩემი გოლგოთა დამთავრებულია.
‒ ღმერთო ჩემო, – ამოიოხრა რუ·დოლფმა – გოლგოთა?
– სისაძაგლე! უსინდისობა! – დაიკივლა მერიმ. – თაობიდან თა-
ობამდე. შენი ქალიშვილიც კარგი ვინმეა – მეძავი! ჩემი თვალით
მინახია ფული, რომელიც მამაკაცმა მომსახურებისათვის მისცა.
რვაასი დოლარი! ჩემი თვალით ვნახე. წიგნში ჰქონდა დამალული.
რვაასი დოლარი! შენი შვილები ძვირად ჰყიდიან თავიანთ თავს!
არა უჭირს, ამიერიდან ჩემს თავს მეც ფასს დავადებ. თუ ჩემგან რა-
იმე დაგჭირდა, თუ გინდა საფუნთუშეში ვივაჭრო ან ჩემს ლოგინში
ჩაგაწვინო, – კეთილი ინებე და გადამიხადე! ჩვენ იმ ქვრივს კვირა-
ში ოცდაათ დოლარს ვაძლევთ, ის კი მხოლოდ ჩემი სამუშაოს ნა-
ხევარს აკეთებს – ღამით თავის სახლში იძინებს. მაშ, იცოდე, – ჩემი
ფასი კვირაში ოცდაათი დოლარია! ესეც. შეღავათიანი ფასია, მაგ-
რამ თავდაპირველად ძველი ვალი დამიბრუნე – ოცი წლის მანძილ-
ზე ოცდაათ-ოცდაათი დოლარი კვირაში. ეს ოცდაათი ათასია. რო-
ცა ამ ოცდაათ ათასს მაგიდაზე დამიდებ, მაშინ ვილაპარაკოთ.‒მან
დარჩენილ ფუთებს ხელი დასტაცა, გრეთჰენის ოთახში ელვის სის-
წრაფით შევარდა და კარი ხმაურით მოიხურა.
ჯორდახმა თავი გაიქნია, წამოდგა და შვილთან კოჭლობ-კოჭ-
ლობით ავიდა. ის საწოლზე იწვა და ჭერს მისჩერებოდა.
‒ ალბათ, ყველაფერი გაიგონე?‒შეეკითხა ჯორდახი.
‒ დიახ, გავიგონე.
‒ მაპატიე,– უთხრა მამამ, ისე რომ არც კი შეუხედავს. – მაშ,
კარგი, საფუნთუშეში ჩავალ, ვნახავ. როგორაა საქმეები.
‒ საღამოს ჩამოვალ, მოგეხმარები, – უთხრა რუდოლფმა.
‒ არ არის საჭირო, დაიძინე, შენ იქ არაფერი გესაქმება, – კაცი
ოთახიდან გავიდა.

210
თავი მეთერთმეტე

ბადი ვესტერმენის სარდაფში ნათურები ბჟუტავდნენ, ბავშვებმა


სარდაფი ლამის ბუნაგად აქციეს და იქ ხშირად წვეულებებს მარ-
თავდნენ. დღეს აქ ოცმა გოგონამ და ჭაბუკმა მოიყარა თავი. ზოგი-
ერთები ცეკვავდნენ, სხვები ბნელ კუნჭულებში ერთმანეთს ეხვეოდ-
ნენ, დანარჩენები უბრალოდ მუსიკას უსმენდნენ.
შუა ოთახში ყელიყელგადაჭდობილი ალექს დეილი და ლაილა
ბელკამპი ცეკვის დროს ნება-ნება ირწეოდნენ. ყველამ იცოდა, რომ
ისინი ივნისში, სკოლის დამთავრების შემდეგ, დაქორწინებას აპი-
რებდნენ. რუდოლფი ახლა ძალიან ნანობდა, რომ იმ საღამოს, რო-
ცა მამა ელიზიუმიდან დაბრუნდა, დედის ლაპარაკი არ ჩაიწერა –
კარგი იქნებოდა ალექსსაც მოესმინა. ეს სიტყვები ყველა საქმროს
უნდა მოესმინა. იქნებ მაშინ მაინც აღარ დაშურებოდნენ ჯვარისწე-
რას.
რუდოლფი კუთხეში ძველ, დანჯღრეულ სავარძელში იჯდა, ჯულ-
ის კი მის მუხლებზე მოეკალათნა. სხვა გოგონებიც ესხდნენ ბიჭებს
კალთაში, მაგრამ რუდოლფს არ უნდოდა ჯულიც მათსავით მოქცეუ-
ლიყო. არ სიამოვნებდა ასეთ სიტუაციაში.რომ ხედავდნენ, თანაც
ალბათ მარჩიელობდნენ კიდეც, თუ რას განიცდიდა ამ დროს. ზოგი-
ერთი რამ იმდენად ინტიმურია, რომ არ შეიძლება გახვიდე თავს და
ხალხის თვალწინ გააკეთო. მას ვერ წარმოედგინა ტედი ბოილანი,
რომელსაც უცხოთა თანდასწრებით მუხლებზე ქალი ეყოლებოდა
დასკუპებული, მაგრამ ჯულისათვის ამაზე სიტყვა რომ გადაეკრა,
მაშინვე აფეთქდებოდა. ჯულიმ განცხადება ბარნარდის კოლეჯში
შეიტანა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მოხვდებოდა. იგი ჩინებულად

211
სწავლობდა. რუდოლფს ურჩევდა კოლუმბიის უნივერსიტეტში შესუ-
ლიყო. მაშინ ისინი ნიუ-იორკში ერთმანეთის გვერდი-გვერდ იქნე-
ბოდნენ. რუდოლფი ისეთ სახეს იღებდა, თითქოს ჯერ არ ჰქონღდა
გადაწყვეტილი რომელს აირჩევდა – ჰარვარდისა თუ იელის უნი-
ვერსიტეტს. გამბედაობა არ ყოფნიდა ჯულისათვის გამოტეხილად
ეთქვა, რომ საერთოდ არსად შესვლას არ აპირებდა.
ჯული ჩაეხუტა, თავი ნიკაპზბე მოუთათუნა და ჩაიღიღინა. შინ
რომ ყოფილიყო, ერთი გულიანად გაეცინებოდა. ქალის თავს ზემო-
დან ბადი ვესტერმენთან თავმოყრილ ბიჭებს შესცქეროდა. ალბათ,
აქ იგი ერთადერთი კაცია, ვინც ქალთან ერთხელაც არ წოლილა.
ბადმა, დეილმა, კესლერმა, როგორც საერთოდ დანარჩენთა უმ-
რავლესობამ, რასაკვირველია, უკვე გაიარეს ამის გზა, თუმც, ვინ
იცის, ზოგ-ზოგები ეგებ ტყუილებსაც კი ახეთქებდნენ. მაგრამ იგი
ყველასაგან მარტო ამით როდი გამოირჩეოდა. საინტერესოა, მო-
იპატიჟებდნენ კია ამ წვეულებაზე, რომ სცოდნოდათ, მამამისს ორი
კაცი ჰყავდა მოკლული, ძმა გაუპატიურებისათვის ციხეში იყო ნაჯ-
დომი, და ფეხმძიმედ ბრძანდებოდა (თვითონვე მოსწერა, უსიამო
სიურპრიზი თავიდან რომ აერიდებინა) და ცოლიან კაცთან ცხოვ-
რობდა, დედა კი მამას ლოგინში მხოლოდ იმ პირობით უწვებოდა,
თუ იგი ოცდაათ დოლარს გადაუხდიდა?
დიახ, ჯორდახები საოცარი ოჯახია. ამას ლარი და ხაზი არ სჭირ-
დება. აქ მყოფ ყველა ბიჭს მომავლის მკაფიო გეგმები ჰქონდა. კეს-
ლერის მამა აფთიაქის მეპატრონე გახლდათ და კესლერი ფარმა-
ცევტული სკოლის დამთავრებას აპირებდა, რათა შემდგომ მამის
საქმე გაეგრძელებინა. სმარეტის მამა უძრავი ქონების ყიდგა-გა-
ყიდვას მისდევდა, შვილს ჯერ ჰარვარდის უნივერსიტეტში, შემ-
დგომ კი კომერციულ კურსებზე შესვლა ეწადა. ლოუსონების ოჯახი
სამრეწველო კონცერნს წარმოადგენდა და ლოუსონ-უმცროსს
სურდა საინჟინრო საქმეს დაუფლებოდა. იმ გონებაჩლუნგ დეილ-
საც კი ყველაფერი გაესიგრძეგანებინა, უნდოდა მამამისთან ერთად
სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობით ვაჭრობისათვის მოეკიდა.
ხელი.

212
რუდოლფი მეგობრების მიმართ მწარე შურით აღივსო, ფირფი-
ტიდან კლარნეტის ვერცხლისფერი მაქმანი იღვრებოდა – უკრავდა
ბენი გუდმანი. რუდოლფს იმისიც შურდა. მგონი, ყველაზე მეტადაც.
ახლა კარგად ესმოდა მათი, ვინც ბანკებს ძარცვავდა.
ანაზდად აქედან წასვლა მოუნდა. ეს დღეები საშინლად იღლე-
ბოდა. ქვრივს დილიდან საღამომდე მუშაობა არ შეეძლო, რადგან
ბავშვებისათვის უნდა მიეხედა. რუდოლფი ახლა დილაობით მარტო
ფუნთუშებს კი არ ეზიდებოდა, სკოლის შემდეგ დღის ოთხი საათი-
დან საღამომდე დახლთან იდგა. სპორტული ვარჯიშები, ბუნებრი-
ვია, მიატოვა. სადისკუსიო კლუბზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი.
გაკვეთილების დასამზადებლად ძალა აღარ ჰყოფნიდა და ნიშნებ-
საც დაბალს იღებდა. ამას ისიც დაემატა, რომ შობის შემდეგ გაცივ-
და და დღემდე ვერა და ვერ გამომჯობინდა.
– ჯული, მოდი სახლში წავიდეთ, ‒ შესთავაზა მან.
ქალი მის მუხლებზე გაოცებული გასწორდა,
‒ რატომ უნდა წავიდეთ? ჯერ ხომ ძალიან ადრეა, თანაც ასეთი
მშვენიერი საღამოა.
– ვიცი, ვიცი,– დინჯად უთხრა რუდოლფმა. – მაგრამ ძალიან
მინდა აქედან წასვლა.
‒ შენი ნებაა, მე არ გაკავებ. სახლამდე ვინმე მიმაცილებს, – გაბ-
რაზდა ქალი და კალთიდან წამოხტა.
რუდოლფს ერთი სული ჰქონდა თავისი გულის ნადები გადაეშა-
ლა, იქნებ მაშინ მაინც მიმხვდარიყო.
– ღმერთო ჩემო! – თქვა ჯულიმ. თვალებზე ცრემლი აუკიაფდა.
– ამდენი თვის განმაკვლობაში, პირველად მოვახერხეთ სადღაც წა-
მოსვლა, ჰოდა, აქ ფეხი შემოვდგით თუ არა, მაშინვე უკან გაქცევა
მოგინდა.
– რაღაც თავს საშინლად ვგრძნობ, – უპასუხა ბიჭმა და წამოდგა.
– უცნაურია, სწორედ მაშინ, როცა ჩემთან ხარ, თავს ნიადაგ ცუ-
დად გრძნობ. ეჭვი არ მეპარება, ტედი ბოილანთან ცუდად არას-
დროს არა ხარ, დიდებულად ბრძანდები..

213
‒ მოეშვი ბოილანს, ჯული. ღმერთია მოწამე, რა ხანია არ მინა-
ხავს,
– კი მაგრამ, მაინც რა მოხდა? თმის საღებავი ხომ არ შემოაკ-
ლდა?
‒ ძალზე მოსწრებული ხუმრობააუთხრა არაქათგამოცლილმა
რფდოლფმა.
ჯული მიტრიალდა და ფირსაკრავთან თავმოყრილ ყმაწვილებ-
თან მივიდა.
რუდოლფმა პალტო ჩაიცვა და კარი ისე გაიხურა, კაციშვილს არ
დამშვიდობებია. მდინარიდან თებერვლის. ცივი ქარი უბერავდა.
რუდოლფს ხველა აუვარდა, საყელო აიწია, იგრძნო საყელოში წვე-
თები წურწურით როგორ ჩასდიოდა. სახლისაკენ დინჯად გაემურა.
ტირილი უნდოდა.
სარდაფის სარკმლიდან სინათლე გამოკრთოდა. მარადი ცეც-
ხლი. აქსელ ჯორდახი–უცნობი ჯარისკაცია. „მოიფიქრებს კია ვინმე
სარდაფში შუქის ჩაქრობას, მამა რომ აღარ იქნება?“ – გაიფიქრა
რუდოლფმა.
იმ საღამოს შემდეგ, როდესაც დედამ თავისი გიჟური მონოლო-
გი წაიკითხა ოცდაათი დოლარის შესახებ, რუდოლფს მამა ძალიან
ებრალებოდა. მამა ახლა სახლში დინჯად და უჩუმრად დაიარებო-
და, როგორც საავადმყოფოდან მძიმე ოპერაციის შემდეგ დაბრუნე-
ბული კაცი, კაცი, რომელმაც სიკვდილის პირველი ძახილი გაიგო-
ნა. წინათ რუდოლფს იგი მუდამ ძლიერი, ძალიან ძლიერი ეგონა,
მისი ხმა მთელ სახლში ქუხდა, გამართული მტკიცე ნაბიჯით სიარუ-
ლი იცოდა: ახლა კი, უმეტესად დუმდა. გაუბედავად დააბიჯებდა და
გული შეგიშფოთდებოდათ, ისეთი დამნაშავის გამომეტყველებით
შლიდა ხოლმე გაზეთს ან ყავას იდუღებდა, ცდილობდა ზედმეტად
არ ეხმაურა. ანაზდად, რუდოლფმა იგრძნო, რომ მამა სიკვდილი-
სათვის ემზადებოდა. იდგა დერეფანში დაფიქრებული. ბიჭი და ამ-
ხნის განმავლობაში თავის თავს პირველად ეკითხებოდა, უყვარდა
თუ არა მამა. იგი სარდაფში ჩავიდა.

214
აქსელი სკამზე იჯდა და ღუმელს მიშტერებოდა. მის გვერდით,
იატაკზე ვისკის. ბოთლი იდგა. კუთხეში კატა მოკუნტულიყო.
‒ გამარჯობა, მამი,–მიესალმა რუდოლფი.
მამა ნელ–ნელა შემობრუნდა და თავი დაუქნია.
‒ შემოგიარე, რომ გამეგო ჩემი დახმარება ხომ არ გინდა?
‒ არა, – უპასუხა მამამ, ბოთლი აიღო და მოსვა, ‒როგორ გა-
ლუმპულხარ, პალტო გაიხადე.
რუდოლფმა პალტო გაიხადა და საკიდზე ჩამოკიდა.
– როგორაა საქმეები, მამი? ‒ წინათ ასეთი შეკითხვა თავის
დღეში არ მიუცია. ჯორდახმა ჩუმად ჩაიხითხითა, მაგრამ არ უპასუ-
ხა, ისევ სასმელს მიეძალა. მერე თქვა:
– დღეს სტუმარი მეწვია. მისტერ ჰარისონი.
მისტერ ჰარისონი სახლის მეპატრონე იყო და ყოველი თვის სამ
რიცხვში პირადად მოდიოდა საარენდო გადასახადის წასაღებად.
– კი მაგრამ, დღეს ხომ სამი არ არის, – გაუკვირდა რუდოლფს.
–რა უნდოდა?
– ჩვენი სახლის აღებას აპირებენ. აქ ახალი კვარტალი უნდა აა-
შენონ, პირველ სართულზე მაღაზიებს გახსნიან. პორტ-ფილიპი
მხრებს შლის. პროგრესი პროგრესია, როგორც მისტერ ჰარისონმა
ბრძანა,
‒ შენ რაღას აპირებ?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა აქსელმა. – იქნებ ხაბაზები კიოლნში
მაინც დასჭირდეთ... ერთ მშვენიერ დღეს ბედმა რომ გამიღიმოს და
მდინარის პირას, წვიმასა და უკუნეთ ღამეში მთვრალი ინგლისელი
შემომხვდეს, უეჭველად შევძლებდი გერმანიაში დაბრუნებას.
‒ რაზე ამბობ? ‒ ყურები ცქვიტა რუდოლფმა.
– ამერიკაშიც ასე არ ჩამოვედი? ჰამბურგში, ერთ ბარში, სანტ-
პაულის რაიონში ვიღაც მთვრალი ინგლისელი ფულების დასტას
აფრიალებდა. ქუჩაში უკან დავედევნე, დავეწიე და დანით დავემუქ-
რე. ჩხუბი ამიტეხა, მეც ავდექი და დანა გავუყარე, ფული ჩავიჯიბე,
იმას კი არხში ვუკარი თავი,

215
– მე მგონი, სულაც არ არის საჭირო ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამისი
მოყოლა, – შენიშნა რუდოლფმა.
– შენ რა, პოლიციას ხომ არ უნდა მიმგვარო? აბა, შენ იცი. სულ
არ დამავიწყდა – შენ ხომ მაღალი პრინციპები გამოძრავებს,
‒ მამი, უნდა დაივიწყო ეს ამბავი. ამდენი წლის შემდეგ აბა, რაღა
აზრი აქვს წარსულის გამოქექვას?
– ო, მე მარტო ეგ როდი მახსოვს, – დაბნეულმა აქსელმა ბოთლი
პირთან მიიტანა.–მახსოვს, როგორ გადმოვბარგდი შტატებში. მა-
ასთან უკან დახევის დროს, მახსოვს, ჰოსპიტალში მეორე კვირის
შემდეგ ფეხი როგორ მიყარდა. რა დამავიწყებს ჰამბურგის პორტში
ყავით დატვირთულ, ას-ას გირვანქიან ტომრებს როგორ ვეზიდებო-
დი, ფეხზე ჭრილობა გამეხსნა და სისხლი მდიოდა. მახსოვს, ინგლი-
სელი, არხში რომ ვაგდებდი, ყვირილით იკლებდა იქაურობას: „შენ
მაგას არ ჩაიდენო“. მახსოვს იმ ოჰაიოელი კაცის სახე, აბრაჰამ ჩე-
ისს რომ ეძახდნენ, როცა მაგიდაზე ხუთი ათასი დოლარი დავუდე,
ქალიშვილების შერცხვენა უფრო ადვილად რომ გადაეტანა, – აქსე-
ლი ისევ ვისკის მიეძალა, ოცი წელი მუშაობით წელში გავწყდი და
ყველაფერი შენი ძმის ციხიდან დახსნას მოხმარდა. დედაშენს რომ
ჰკითხო, სწორად არ მოვიქეცი. შენც ასე მიგაჩნია?
– არა.
– ახლა ძალზე გაგიჭირდება, რუდი, ძალზე გაგიჭირდება, მაპა-
ტიე. ვცდილობდი, რაც კი შემეძლო, ყველაფერი გამეკეთებინა.
‒ მერე რა. როგორმე თავს გავიტან.–·უპასუხა რუდიმ, თუმც ამა-
ში დარწმუნებული სულაც არ იყო.
‒ ფული უნდა იშოვნო, ‒ განაგრძობდა აქსელი. – თავი არავის
გააბრიყვებინო. გაზეთების ლაყბობას სხვა ფასეულობათა შესახებ,
ყური არ ათხოვო. მდიდრები ღარიბებს ფულის არარაობას მხო-
ლოდ იმიტომ უქადაგებენ, რათა თვითონ მოიხვეჭონ და საკუთარ
ტყავს გაუფრთხილდნენ· იყავი ისეთი, როგორიც აბრაჰამ ჩეისია.
რამდენი გაქვს ამჟამად ბანკში?
‒ ასსამოცი დოლარი.

216
– არ დახარჯო. ცენტსაც კი ნურავის მისცემ. მუხლებზე ხოხვით
რომ მოვიდე შენთან, შიმშილით სული რომ მხდებოდეს, ლუკმა პუ-
რი რომ გთხოვო, ხელს ნუ გამიმართავ, ათ ცენტსაც კი ნუ მომცემ.
– თავს ტყუილუბრალოდ იწვალებ, მამა, წადი, წაშოწექი, შენს
მაგივრად მე ვიმუშავებ.
– არა, აქ შენი ადგილი არ არის. თუ გსურს, სალაპარაკოდ ხან-
დახან შემოიარე ხოლმე, მაგრამ ტაფას ხელი არ ახლო. შენ უფრო
საინტერესო საქმეები გაქვს. გაკვეთილები ისწავლე. ყველაფერი
შეისწავლე! ყოველი შენი ნაბიჯი გაითვალისწინე, რუდი... მამათა
ცოდვები! განა რამდენმა თაობამ უნდა იტანჯოს? მე ვერაფერს გიან-
დერძებ, ცოდვების გარდა, ცოდვები კი რამდენიც გინდა იმდენი
მაქვს. ორი მოკლული, ყველა მეძავი, ვისთანაც ვწოლილვარ და
ისიც, რაც დედაშენს დღე ვაყარე. ტომასს დავანებე, სარეველასა-
ვით გაზრდილიყო. ღმერთმა უწყის ახლა გრეთჰენი რას შვრება?
მგონი დედამისმა რაღაც იცის. შენ თუ ნახულობ? რას აკეთებს?
‒ უმჯობესია, არაფერი იცოდე.
– ესე იგი, ისეა, როგორც მე ვფიქრობდი,–თქვა მამამ.– ღმერთი
ყველაფერს ხედავს. ეკლესიაში არ დავიარები, მაგრამ ვიცი, ღმერ-
თი ყველაფრის მხილველია.
‒ აბა, რას ამბობ, ‒ თქვა რუდოლფმა. – ვერაფერსაც ვერ ხე-
დავს, ‒ მისი ათეიზმი შეუვალი იყო! ‒ უბრალოდ, ბედმა არ გაგიღი-
მა, მორჩა და გათავდა. ხვალ შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს,–
შენს ცოდვებზე პასუხი შენვე უნდა აგო, აი რას ქადაგებს ღმერთი.
რუდოლფს მოეჩვენა, რომ მამას მისი არსებობა სულ გადაავიწ-
ყდა და იქ, სარდაფში ახლა ის სულაც რომ არ ყოფილიყო, მაინც იგ-
ივეს გაიმეორებდა ისეთივე ყრუ და სასტიკი ხმით.
– ზღე, ცოდვილო, – გაიმეორა აქსელმა. – შენც დაგსჯი და შენს
შვილებსაც შენი საქმეებისათვის. – მან ვისკის მოზრდილი ყლუპი
მოსვა და ტანში ჟრჟოლა იგრძნო. – წადი, დაწექი. მე კიდევ უნდა
ვიმუშავო.

217
– ღამე მშვიდობისა, მამი, – უთხრა რუდოლფმა და პალტო საკი-
დიდან ჩამოხსნა. მამა ბოთლით ხელში ჩუმად იჯდა და წინ იყურე-
ბოდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა.
„ღმერთო ჩემო, -- გაიფიქრი რუდოლფმა და კიბეებს აუყვა,– მე
კი მეგონა, დედაჩემი შეიშალა-მეთქი, ჭკუიდან“.

II

აქსელმა ვისკი გადაჰკრა და მუშაობას შეუდგა. ანაზდად იგ-


რძნო, რომ რაღაცას ღიღინებდა, მაგრამ არ იცოდა რას. ამან ძალზე
შეაშფოთა. უეცრად გაახსენდა: ამ სიმღერას. მღეროდა დედამისი,
როცა სამზარეულოში ფუსფუსებდა.
ჩუმად წაიმღერა:

Schlaf, Kindlein, schlaf,


Dien Vater, hüt die Schalaf,
Die Muter hüt die Zeigen
Wir wollen das Kindlein wiegen6

დედა ენა... ო, რა შორს მოისროლა აქსელი ბედმა. თუმცა, ვინ


იცის, იქნებ უფრო შორს უნდა გადაეგდო?
მაგიდაზე ფუნთუშებიანი ბოლო ტაფა შემოდგა, თაროსთან მივი-
და და თავის ქალითა და ჩონჩხით მოხატული თუნუქის ქილა გადმ-
ოიღო, პატარა კოვზით ფხვნილი ამოიღო, ალალბე·დზე ერთ ფუნ-
თუშას წაეტანა, გააბრტყელა, ცომში ფხვნილი აურია, ისევ დააგუნ-
დავა, ტაფაზე დადო და ღუმელში შედგა. ესეც ჩემი უკანასკნელი სა-
ლამი ამ ქვეყანას, ‒ გაიფიქრა მან, ბაკანს მიუახლოვდა, პერანგი
გაიხადა, ხელ-პირი დაიბანა, მკერდზე წყალი შეისხა, ფქვილის

6
იძინე, შვილო, იძინე, მამაშენი ცხვარს მწყემსავს, დედაშენი- თხებს, გვინდა
დავაძინოთ ჩვენი პატარა (გერმ)

218
ტომრის ბოლოთი შეიმშრალა და კვლავ ტანთ ჩაიცვა. მერე სკამზე
ჩამოჯდა და თითქმის ცარიელი ბოთლი მოიყუდა.
კაცი ღუმელს მისჩერებოდა და ცხვირში იმ სიმღერას დუდუნებ-
და, რომელსაც დედამისი სამზარეულოში მღეროდა ხოლმე, როცა
იგი ჯერ კიდევ ბალღი იყო.
ჯორდახმა ტაფა ზუსტად თავის დროზე გამოიღო, ფუნთუშები
სულ ერთნაირი იყო. ღუმელში გაzი გამორთო, პალტო ჩაიცვა, კეპი
დაიხურა, ქუჩაში გამოვიდა და: მდინარისაკენ კოჭლობ-კოჭლობით
წაჩანჩალდა. ფარდულს რომ მიუახლოვდა, ბოქლომი გააღო და
შიგნით მუქი აანთო. ნავს ხელი დაავლო და ნავმისადგომის
დანჯღრეულ წანწალაზე გადაიტანა. მდინარე ღელავდა, წყალზე ქო-
ჩორა ტალღები აშლილიყვნენ და ნაპირს ზღართანით ეხეთქებოდ-
ნენ. აქსელმა ნავი წყალში ჩაუშვა. წანწალადან კიჩოზე სხარტად გა-
დახტა, ნიჩბები ორკაპაში ჩადგა და ნაპირს მოსწყდა.
დინებამ ნავი მაშინვე აიტაცა და წინ გააქანა. ნიჩბებს შუა მდინა-
რისაკენ უსვამდა. ქიმს ტალღებმა გადაუარეს. სახეში წვიმა სცემდა.
მალე ნავი წყლით აივსო, იგი ისევ მშვიდად უსვამდა ნიჩბებს. მდი-
ნარე მას ნიუ-იორკისაკენ, ყურესკენ, ოკეანისაკენ მიაქროლებდა.

მეორე დღეს ნავი დათვის მთის ძირას იპოვნეს. აქსელ ჯორდა-


ხის ცხედარი კი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო.

219
ნაწილი მეორე

თავი პირველი

1949 წელი

დომინიკ ჯოზეფ აგოსტინო პატარა საწერ მაგიდასთან იჯდა ტან-


ვარჯიშის დარბაზის უკანა ოთახში და გაზეთის სპორტულ სვეტში
თავის შესახებ დაწერილ შენიშვნას კითხულობდა. სამი საათი იყო·
დიდებული დრო კლუბის წევრები, ძირითადად ხანშიშესული, გახ-
დომის მსურველი ბიზნესმენები მხოლოდ ხუთ საათზე იყრიდნენ
თავს.
დომინიკი ბოსტონში დაიბადა და ერთ დროს მოკრივეთა შორის
„ბოსტონელი ლამაზის“ მეტსახელით იყო ცნობილი. ძლიერ დარ-
ტყმას არასდროს არ ფლობდა, ჰოდა, ცოცხალი რომ გადარჩენი-
ლიყო, მთელ რინგს გარშემო სულ ცეკვა-ცეკვით უვლიდა ხოლმე.
ოციანი წლების დამლევსა და ოცდათიანი წლების დამდეგს დომი-
ნიკმა მსუბუქ წონაში რამდენიმე ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა
და ახლა ძალზე ახალგაზრდა სპორტული მიმომხილველი, ვისაც
დომინიკი რინგზე შეუძლებელია ხსომებოდა, საღებავებს არ იშუ-
რებდა იმ დროის გამოჩენილ მოკრივეებთან მისი ორთაბრძოლე-
ბის დასასურათხატებლად. შემდეგ შენიშვნა იტყობინებოდა, რომ
ღომინიკი ახლა კარგ ფორმაში იმყოფებოდა, რაც არსებულ სინამ-
დვილეს სულაც არ შეეფერებოდა ‒ თან ციტირებული იყო მისი ხუმ-
რობით ნათქვამი, რომ კლუბის ზოგიერთი ახალგაზრდა წევრი მას
წვრთნის დროს „ტოლს აღარ უდებდა“ და ამიტომ თანაშემწის აყვა-
ნას ან კიდევ სილამაზის შესანარჩუნებლად სახეზე ნიღბის აფარე-
ბას აპირებდა, შენიშვნა ძალზე თავშეკავებულად, მეგობრული კი-
ლოთი იყო ღაწერილი და დომინიკი მკითხველს სპორტის ოქროს
ხანის ვეტერანად წარმოუდგებოდა რომელიც რინგზე გატარებული
მრავალი წლის წყალობით ცხოვრებას ფილოსოფიურად უდგებო-

220
და. აბა რა! მას ყველაფერი დაეკარგა უკანასკნელ ცენტამდე და ფი-
ლოსოფოსობის მეტი აღარაფერი დარჩენოდა, თუმც რაც მართა-
ლიას, მართალია, ამის? თაობაზე შენიშვნის ავტორთან სიტყვა არ
დასცდენია·
მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა. შვეიცარმა შეატყობინა, რომ
ვიღაც ჭაბუკს მისტერ აგოსტინოს ნახვა სურდა, დომინიკმა უბრძა-
ნა, შემოუშვიო.
გარეგნულად ბიჭი ცხრამეტი-ოცი წლისა იქნებოდა, გახუნებუ-
ლი ცისფერი სვიტერი და კედები ეცვა. ქერა იყო, ცისფერთვალება,
ბავშვური სახის, ხელებზე მანქანის ზეთი ჩაჰკვდომოდა, თუმცა ეტ-
ყობოდა, მის ჩამოსაბანად ცდა არ დაეკლო.
– რა გინდა? – შეათვალიერა იგი დომინიკმა.
‒ გუშინ გაზეთი წავიკითხე.
‒ მერედა რაო? –დომინიკი მუდამ ალერსიანი– იყო და კლუბის
წევრებს დღენიადაგ ღიმილით აჯილდოვებდა, სამაგიეროდ მთელ
გულის ჯავრს უცხო კაცზე იყრიდა ხოლმე.
‒შიგ წერია, რომ გიძნელდებათ კლუბის ახალგაზრდა წევრებთან
მუშაობა და კიდევ სხვა რამეებიც, – უთხრა ჭაბუკმა.
– მერედა რაო?
‒ მისტერ აგოსტინო, ვიფიქრე, თანაშემწე ხომ არ გჭირდებათ-
მეთქი.
– მოკრივე ხარ?
‒ არც მთლად მასეა, მაგრამ ძალიან მინდა მოკრივე გავხდე. რა-
ღაც მეტისმეტად ხშირად ვჩხუბობ, – მან გაიღიმა.– ხომ შეიძლება
ამ საქმისათვის ფული გადამიხადონ?
– წამოდი. – დომინიკმა ბიჭი გასახდელში გაიყვანა,ძველი
სპორტული კოსტუმი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი მისცა. სანამ იგი
ტანსაცმელს იცვლიდა, ყურადღებით აათვალ-ჩაათვალიერა. მაღა-
ლი კანჭებს ფართო, ოდნავ დახრილი მხრები, ღონიერი კისერი. წო-
ნა ას ორმოცი – ას ორმოცდახუთი გირვანქა. ცარიელი კუნთები.
ქონის ნატამალი არ გააჩნდა.
ტანვარჯიშის დარბაზში, კუთხეში, სადაც ლეიბები ელაგა, დომი-

221
ნიკმა ჭაბუკს მოკრივის ხელთათმანები გადაუგდო.
– ვნახოთ, რისი შნო გაქვს
რამდენჯერმე საკმაოდ მაგარი დარტყმები მიაყენა, მაგრამ ჭაბუ-
კი სხარტი იყო და ორჯერ დომინიკს ისე უთავაზა, რომ დარტყმა საგ-
რძნობი გახდა, ეჭვგარეშეა, ბიჭი –მებრძოლია. მაგრამ როგორი?
ეს დომინიკმა ჯერჯერობით არ იცოდა.
– კარგი, გეყოფა. – დომინიკმა ხელები ჩამოუშვა, – აბა, ახლა
ყური დამიგდე. ეს ბარი კი არ არის, ჯენტლმენების კლუბია. აქ ისინი
დასალილავებლად კი არ მოდიან. მათი მიზანი – ფორმის შენარჩუ-
ნება და გზადაგზა თვითდაცვის ვაჟკაცური ხელოვნების დაუფლე-
ბაა. საკმარისია, ცემა დაუწყო, იმ დღესვე გამაგდებენ, ერთი დღის
შემდეგ კი შენც პანღურს ამოგკრავენ.
‒ გასაგებია, – უთხრა ჭაბუკმა. – უბრალოდ, მინდოდა მეჩვენე-
ბინა, რა შემიძლია.
– ჯერჯერობით, ბევრი არაფერი, მაგრამ სწრაფი რეაქცია გაქვს
და კარგად მოძრაობ. სად მუშაობ?
‒ გარაჟში, მაგრამ მინდა ისეთი სამუშაოთ ვიშოვნო, რომ ხელე-
ბი სუფთა მქონდეს.
– რამდენს იღებ?
– კვირაში ორმოცდაათ დოლარს.
–ოცდათხუთმეტს გადაგიხდი, მაგრამ შეგიძლია გასაშლელი
საწოლი მასაჟის კაბინეტში დაიდგა და იქ დაიძინო, აუზის გაწმენდა-
ში, ლეიბების მტვერსასრუტით გასუფთავებაში დაგვეზმარები და
თან სხვა დამხმარე სამუშაოსაც შეასრულებ.
– კეთილი.
– რაკიღა ასეა, ჩათვალე, რომ მიღებული ხარ. რა გქვია?
– ტომას ჯორდახი.
– მთავარია, რამე საქმეში არ გაება, – უთხრა დომინიკმა.

კარგა ხანს ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა. ბიჭი სწრაფად ირ-


ჯებოდა, ყველას მოწიწებით ექცეოდა და ძირითად მოვალეობასთან
ერთად დომინიკისა და კლუბის წევრების პატარ-პატარა დავალებე-

222
ბსაც სიამოვნებით ასრულებდა. წესად შემოიღო ყველას ღიმილით
შეხვედროდა და ხნიერი ჯენტლმენების მიმართ. განსაკუთრებული
ყურადღება გამოეჩინა კლუბში გამეფებული მეგობრული ვითარე-
ბა, სტუმართა სიდინჯე და მათი არც თუ თვალშისაცემი სიმდიდრე
ძალიან მოსწონდა.
დომინიკი ტომასის წარსულით არ დაინტერესებულა, ბიჭს კი სა-
ჭიროდ არ მიაჩნდა მოეთხრო, როგორ დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა
თვეების განმავლობაში, როგორ ათევდა ღამეებს ცინცინატის,
კლივლენდისა და ჩიკაგოს თავშესაფრებში, შრომობდა გამწყობ
სადგურებში, არ უნდოდა იმ დროზე ლაპარაკი, როცა სირაკუზის
სასტუმროში შიკრიკად მუშაობდა. ნომერში მეძავ ქალებს მიაცი-
ლებდა ხოლმე და კარგ გასამრჯელოსაც იღებდა, ვიდრემდე ერთ
სუტენერს, რომლის აზრით მისი გოგონები სანდომიან, ბავშვური.
შესახედაობის ბიჭს ზედმეტ საკომისიო გასამრჯელოს უხდიდნენ,
დანა ხელიდან არ გამოსტაცა. ტომასს დომინიკისათვის არც ის უამ-
ბნია, როგორ აძრობდა ტყავს მთვრალ კლიენტებს და ნომრებიდან
ფულს იპარავდა, იგი ამას ფულის გულისათვის კი არ სჩადიოდა,
ფული დიდადაც არ იტაცებდა, – უბრალოდ, ყულფში თავის გაყოფა
მოსწონდა.
ხანდახან, როცა ირგვლივ კლუბის წევრთაგან არავინ იყო და
დომინიკის არსებაში პატივმოყვარეობა იღვიძებდა, იგი ხელთათ-
მანებს იკეთებდა და ტომასთან კომბინაციებს ამუშავებდა, სხვადას-
ხვა ილეთებს ასწავლიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ტომასი კარგი
მოკრივე დადგა. და, როცა კლუბის ზოგიერთი არც თუ დიდად წარ-
ჩინებული წევრი რინგზე უპარტნიოროდ რჩებოდა, ტომასი გამოდი-
ოდა. წაგება სულაც არ სწყინდა და მოგებითაც ცდილობდა უცბად
არ მოეგო, მოწინააღმდეგეს რომ არ ეუკადრისა. კვირის ბოლოს გა-
სამრჯელოდ მიღებული ოცი-ოცდაათი დოლარი უგროვდებოდა.
იგი კლუბის მზარეულს დაუმეგობრდა, რიგიანი მარიხუანის საიმე-
დო მიმწოდებლები მიუყვანა, სამაგიეროდ, მზარეული ჭამაში ფულს
არ ახდევინებდა. ტაქტიანად იქცეოდა და კლუბის წევრებთან ლაპა-
რაკს თავს არიდებდა. ძირითადად ისინი ადვოკატები, მაკლერები,

223
ბანკირები, სანაოსნო, სამრეწველო კომპანიების ჩინოვნიკები იყ-
ვნენ, წესიერად იწერდა ყველაფერს, რასაც ტელეფონით მათი ცო-
ლები და საყვარლები აბარებდნენ, თანაც ისეთ სახეს მიიღებდა, გე-
გონებოდათ მამა აბრამის ბატკანიაო.
სმა არ უყვარდა და კლუბის წევრები, როცა ვარჯიშის შემდეგ
ვისკის დასალევად თავს იყრიდნენ ხოლმე, ამ თვისების გამო, ხში-
რად აქებდნენ.
მისი საქციელი რაიმე გარკვეული გეგმებით როდი იყო ნაკარ-
ნახევი. უბრალოდ, ესმოდა, რომ კარგი იქნებოდა თუ ამ კლუბში მო-
სიარულე სოლიდური ადამიანები მისდამი კეთილად განეწყობოდ-
ნენ. გარდა ამისა, მობეზრდა დაუსრულებელი წანწალი და უსიამო
საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, რაც ბოლოს და ბოლოს ჩხუბით მთავ-
რდებოდა ხოლმე და ისევ ამერიკის უკიდეგანო გზებზე ხეტიალი უხ-
დებოდა. მას სიმყუდროვე, კლუბის საიმედო თავშესაფარი და აქა-
ურ სტუმართა სათნო დამოკიდებულება გულს უხარებდა.
რასაკვირველია, ყველა არ მოსწონდა, მაგრამ ცდილობდა, ყვე-
ლასთან დინჯი და ალერსიანი ყოფილიყო: არ ღირდა ვინმეს გადა-
კიდება ‒ წარსულში ისედაც ბევრი უსიამოვნება ჰქონდა გადატანი-
ლი. დომინიკს, კი, უკლებლივ, კლუბის ყველა წევრი მხოლოდ იმი-
ტომ ეჯავრებოდა, რომ იმათ ფული ჰქონდათ, მას კი –გროში არ ება-
და. „აი, მოდის მესაჩუსეტსის ყველაზე- დიდი თაღლითი“, – გადაუ-
ჩურჩულებდა ხოლმე ტომასს და გასახდელში შემოსულ მედიდურ,
ჭაღარა ჯენტლმენზე მიანიშნებდა, თან მაშინვე ხმამაღლა დასძენ-
და: – მადლობა ღმერთს, მოხვედით, სერ. მიხარია თქვენი ნახვა,
რაღაც თვალში გვაკლდით.
ტომასი ყველას აკვირდებოდა, ყველაფერს საგანგებოდ იმახ-
სოვრებდა, დომინიკისაგან სასარგებლო თვალთმაქცობას სწავ-
ლობდა. ამ ბუნებით შეუბრალებელ ყოფილ მოკრივეს მისი ფარი-
სევლური, ანარქიისა და ძალადობის მღაღადებელი სიტყვების მი-
უხედავად, მაინც კარგი თვალით უყურებდა.
ტომასს მისტერ რიდიც ძალიან მოსწონდა, საფეიქრო კონცერ-
ნის ეს უწყინარი, მხიარული პრეზიდენტი, რომელიც, მაშინაც კი,

224
როცა იქაურობა თავისი რიგის მომლოდინე კლუბის თავისუფალი
წევრებით იყო სავსე, ტომასთან კრივს ამჯობინებდა. რიდი ასე ორ-
მოცდახუთი წლისა იქნებოდა. უკვე საკმაოდ ჩასუქებული ბრძანდე-
ბოდა, მაგრამ ჯერ მაინც რიგიანი მოკრივე გახლდათ და მისი ორ-
თაბრძოლა ტომასთან ხშირად ყაიმით მთავრდებოდა. როგორც წე-
სი, პირველ რაუნდში უპირატესობა რიდის მხარეზე იყო ხოლმე,
მაგრამ ბოლოს ღონე ეცლებოდა და ფარ-ხმალს ყრიდა. „ახალ-
გაზრდა ფეხები, ახალგაზრდა ფეხები", – სიცილით იმეორებდა იგი,
ტომასთან ერთად საშხაპეს მიაშურებდა და პირსახოცით ოფლიან
სახეს იმშრალებდა. ყოველი ბრძოლის შემდეგ ტომასს ხუთ დო-
ლარს ჩუქნიდა. რიდს ერთი ახირებული თვისება ჰქონდა – პიჯაკის
მარჯვენა ჯიბეში დღენიადაგ ფაქიზად დაკეცილი ასდოლარიანი
ედო. ოდესღაც ასდოლარიანმა ქაღალდმა სიცოცხლე შემინარჩუ-
ნაო, – გამოუტყდა იგი ტომასს. ერთხელ, როცა რიდი ერთ-ერთ ღა-
მის კლუბში იმყოფებოდა, იქ ხანძარი გაჩენილა და ბევრი ხალხი
დაღუპულა. გვამებს ქვეშ მოყოლილი რიდი კართან ეგდო თურმე,
არც განძრევა შეეძლო და ვერც საშველად უხმობდა ვისმეს. ამ
დროს ყური მოუკრავს, რომ მეხანძრეები გვამებს დაეძებდნენ, უკა-
ნასკნელი ძალ-ღონე მოუკრეფია, ჯიბეში ხელი ჩაუყვია და ასდოლა-
რიანი ქაღალდი ამოუთრევია. ხელი რის ვაი-ვაგლახით გაუნთავი-
სუფლებია და ასდოლარიანი უღონოდ აუფრიალებია. მეხანძრეს
მაშინვე შეუნიშნავს, ფული აუღია და რიდი დაუხსნია. რიდი ორი
კვირა საავადმყოფოში წოლილა. კარგახანს ენა ჩავარდნილი ჰქო-
ნია, მაგრამ გადარჩენილა. გადარჩენილა და მას შემდეგ ასდოლა-
რიანი ქაღალდის უძლეველობა მტკიცედ სწამდა. ტომასსაც ურჩევ-
და ასდოლარიანი ქაღალდი შეძლებისამებრ მუდამ ჯიბით ეტარები-
ნა, იმასაც ეჩიჩინებოდა, ფული დააგროვე და აქციები შეიძინე, იმი-
ტომ, რომ ახალგაზრდა ფეხები თანდათან დაგიბერდებაო.
უსიამოვნება კლუბში უკვე სამი თვის მუშაობის შემდეგ შეემ-
თხვა. აბაზანის მიღების შემდეგ გასახდელში რომ შევიდა და თავი-
სი კარადა გააღო, კარის შიდა მხარეს დამაგრებული, დომინიკის
ხელით დაწერილი ბარათი დაინახა: „კლუბი დაიხურება თუ არა, შე-

225
მოიარე. დ. აგოსტინო.
ზუსტად საღამოს ათ საათზე, როგორც კი კლუბი დაიხურა, ტო-
მასი დომინიკის კაბინეტში შევიდა. აგოსტინო მაგიდასთან იჯდა და
„ლაიფს“ დინჯად კითხულობდა· მან ტომასს ქვემოდან ამოხედა,
ჟურნალი გვერდზე გადასდო, წამოდგა, დერეფანში ცხვირი გაყო ‒
მიათვალ-მოათვალიერა, ვინმე ხომ არ არისო, და კარი მიიხურა.
– დაჯექი, პატარავ.
– რა მოხდა? -- შეეკითხა ტომასი.
– მეც სწორედ მაგის გაგება მსურს, – უპასუხა დომინიკმა. – კე-
თილი, პატარავ, მიკიბულ-მოკიბულ ლაპარაკს არ დაგიწყებ. ვიღა-
ცა ჩვენს კლიენტებს საფულედან ფულს წაპნის. ეს ჩასუქებული
არამზადები ისეთი მდიდრები ბრძანდებიან, რომ უმეტესობას წარ-
მოდგენაც კი არა აქვს, რამდენი უდევს ჯიბეში და თუ რაღაც ათი-
ოცი დოლარი დააკლდება, ფიქრობს, ან დავკარგე ან წინა დღეს
ზედმეტი მიანგარიშესო, მაგრამ არის მათ შორის ერთი ტიპი, რომე-
ლიც დარწმუნებულია, რომ არ სცდება. მე ის არამზადა გრინინგი
მყავს მხედველობაში. მან განაცხადა, თითქოს გუშინ საღამოს, სა-
ნამ ჩემთან ხურდებოდა, ვიღაცამ კარადიდან ათი დოლარი ამოაცა-
ლა. დღეს კლუბის სხვა წევრებსაც უთხრა და მოულოდნელად იმა-
თაც ერთხმად მტკიცება დაიწყეს რომ ამ ბოლო თვეებში ფულს
ჩვენც ერთთავად ვიღაც გვპარავსო.
– კი მაგრამ, მე რა შუაში ვარ? ‒შეეკითხა ტომი რომელიც ყვე-
ლაფერს მიხვდა.
‒ გრინინგს მიაჩნია, რომ ეს ამბავი შენი მოსვლის დღიდან და-
იწყო.
– აი ნამდვილი სულელი! ‒ გამწარდა ტომასი. გრინინგი, თვა-
ლებგამოციებული, ოცდაათი წლის კაცი ბირჟის კანტორაში მუშა-
ობდა და დომინიკს ეკრივებოდა. სიჭაბუკეში ნახევარმძიმე წონაში
ერთი დასავლეთამერიკული კოლეჯის მხარეზე გამოდიოდა და
დღემდე კარგ ფორმაში ბრძანდებოდა. დომინიკს იგი კვირაში ოთ-
ხჯერ შეუბრალებლად სცემდა. ჩვეულებრივ, ისინი სამ რიგ ორწუ-
თიან რაუნდებს ატარებდნენ და დომინიკი გრინინგის დარტყმებზე

226
მთელი ძალით პასუხის გაცემას ვერ ბედავდა, რინგიდან ნაწვალე-
ბი და მთლად დალილავებული ჩამოდიოდა.
‒ სწორი ხარ, სულელია, ამას წყალი არ გაუვა, – კვერი დაუკრა
დომინიკმა. – დღეს შენი კარადა გამაჩხრეკინა, მაგრამ, საბედნი-
ეროდ, ერთი ათიანიც არ აღმოგაჩნდა. მიუხედავად ამისა, პოლი-
ციის გამოძახებას აპირებს, რათა როგორც ეჭვმიტანილი, აღრიც-
ხვაზე აგიყვანოს.
– თქვენ რა უთხარით?
– შევეხვეწე, ამას ნუ იზამს, დავპირდი, მე. თვითონ მოველაპა-
რაკები-მეთქი... ‒ მითხარი, შენი ნახელავია?
– არა. გჯერა თუ არა ჩემი?
დომინიკმა მხრები უღონოდ აიჩეჩა.
–არ ვიცი. მაგრამ ფული ვიღაცამ ხომ მართლა აწაპნა,
–გასახდელში დილიდან საღამომდე ათასი ჯურის კაცი
ტრიალებს, მე რატომ უნდა დამაბრალონ?
‒ ხომ აგიხსენი, შენ მოხვედი თუ არა, ყველაფერი მაშინ დაიწყო-
მეთქი.
‒ ჩემგან რა გინდათ? გუდა-ნაბადი ავიკრა?
‒ რას ამბობ, – თავი გაიქნია დომინიკმა. – უბრალოდ, გაფ-
რთხილდი. ეცადე, მათ ცხვირწინ იტრიალო. იქნებ, გადავრჩეთ. ეშ-
მაკსაც წაუღია ეგ დაწყევლილი გრინინგი და მისი ათდოლარიანიც.
წამოდი, ლუდით გაგიმასპინძლდები,ღმერთო ჩემო, ეს რა დღეა.
ტომასი ფოსტიდან რომ დაბრუნდა, სადაც მას პაკეტის წასაღე-
ბად აგზავნიდნენ ხოლმე, გასახდელში კაცი არ ჭაჭანებდა. ყველას
ზევით მოეყარა თავი, კლუბთაშორისი მატჩი ტარდებოდა. ყველა იქ
იყო ერთის გარდა. სინკლერი, კლუბის ახალგაზრდა წევრი, გუნდის
შემადგენლობაში კი შედიოდა, მაგრამ ჯერ მისი ჯერი არ დამდგა-
რიყო. ტანადმა, მაღალმა სინკლერმა სულ ახლახან მიიღო იუ-
რისტის დიპლომი ჰარვარდში. იგი ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო
გამოსული, რომელსაც გაზეთებში ხშირ-ხშირად ახსენებდნენ.
ახალგაზრდა სინკლერი მამასთან მუშაობდა ადვოკატთა კანტორა-
ში. ტომასს ბევრჯერ გაუგონია კლუბის ხანშიშესული წევრების ნათ-

227
ქვამი, სინკლერი-შვილი ბრწყინვალე ადვოკატია და შორს წავაო.
მაგრამ ახლა, როცა ტომასი გასახდელში ფეხაკრეფით შევიდა, სინ-
კლერი ღია კარადის წინ იდგა და პიჯაკის ჯიბიდან საფულეს ფრთხი-
ლად იღებდა. ტომასი ერთბაშად ვერ მიხვდა, კარადა ვისი იყო, მაგ-
რამ ის კი ზუსტად იცოდა, რომ სინკლერისა არ უნდა ყოფილიყო,
რადგან სინკლერის კარადა მისი კარადის გვერდით მდებარეობდა.
სინკლერს მუდამ გულღია, ვარდისფერლოყება სახეზე მკვდრისფე-
რი ედო, საშინლად დაძაბული ჩანდა, შუბლი ოფლს დაეცვარა, ტო-
მასი წუთით შეყოყმანდა, არ იცოდა, მოახერხებდა, თუ არა შეუმ-
ჩნევლად გაპარვას. ამასობაში სინკლერმა, როგორც იქნა, საფულე
ამოიღო, ზევით აიხედა და ტომასი დაინახა.. გაქცევა გვიანღა იყო.
ტომასი უმალვე მასთან გაჩნდა და ხელი სტაცა. სინკლერი აჩქარე-
ბით და მძიმედ სუნთქავდა, გეგონებოდათ სირბილით ქვეყანს შე-
მოუვლიაო.
– უმჯობესია, საფულე უკანვე ჩადოთ, სერ – ჩასჩურჩულა ტომას-
მა.
– კეთილი, – თქვა სინკლერმა –ჩავდებ ისიც ჩურჩულით ლაპა-
რაკობდა.
ტომასი ხელს არ უშვებდა და გამალებული ფიქრობდა. სინ-
კლერს პირზე რომ დადგომოდა, უთუოდ სამუშაოს დაკარგავდა. გა-
ნა დააყენებდნენ კლუბის წევრები კლუბში ისეთ მსახურს, ვინც მათი
წრის კაცს თავს ლაფი დაასხა. პირში წყალი რომ დაიგუბოს... ტომა-
სი დროის მოგებას ცდილობდა.
– იცით თუ არა, სერ, რომ ყველას ეჭვი ჩემზე აქვს?
‒ მაპატიე,– უთხრა სინკლერმა, მთლად. კანკალებდა, მაგრამ
ხელიდან დასხლტომას მაინც არ აპირებდა.
– სამი რამ უნდა გააკეთოთ. საფულე უკანვე ჩადეთ და დამპირ-
დით, რომ ასე რამეს თქვენს სიცოცხლეში აღარ ჩაიდენთ...
– გპირდები, ტომი დიდ მადლობას მოგახსენებ.
‒ უნდა დამიმტკიცოთ, რომ მადლობელი ხართ, ‒უთხრა ტომმა.
– ახლავე ხელწერილს დამიწერთ, რომ ჩემი ხუთი ათასი დოლარი
გმართებთ, სამ დღეში ნაღდი ფული უნდა მომცეთ. ერთმანეთს ხუთ-

228
შაბათს შევხვდებით, საღამოს თერთმეტ საათზე, სასტუმრო „ტურენ-
სი“ ბარში. ეს ვალის გასტუმრების საღამო იქნება.
– მოვალ, – ოდნავ გასაგონად წაიჩურჩულა სინკლერმა.
ტომასმა ხელი გაუშვა, ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო, სა-
დაც სხვადასხვა დავალებების შესრულების დროს გაწეულ წვრილ-
წვრილ ხარჯებს იწერდა, სუფთა ფურცელი გადაშალა და სინკლერს
ფანქარი გაუწოდა. რასაკვირველია, სინკლერი მაგარი ნერვების
პატრონი რომ ყოფილიყო, მაშინვე მოტრიალდებოდა და იქაურო-
ბას მყისვე გაეცლებოდა. ტომასს რომ მოპრიანებოდა კიდეც ეს ამ-
ბავი ვინმეთვის ეამბნა, სინკლერს შეეძლო ყველაფერი ხუმრობაში
გაეტარებინა. საბედნიეროდ, სინკლერს ნერვები ღალატობდა. მან
ბლოკნოტი აიღო და ხელწერილი შეადგინა.
თერთმეტს ხუთი წუთი აკლდა, როცა კოსტუმში გამოწყობილი
და ჰალსტუხშებმული ტომი – დღეს მას სურდა ჯენტლმენს ჰგვანე-
ბოდა – სასტუმრო „ტურენის“ ბარში შევიდა და კუთხეში მდგარ მა-
გიდას მიუჯდა, საიდანაც დარბაზის შემოსასვლელი ხელისგული-
ვით მოჩანდა ოფიციანტი რომ მიუახლოვდა, ტომასმა ერთი ბოთლი
ლუდი შეუკვეთა.
ხუთი ათასი დოლარი, ფიქრობდა იგი. ხუთი ათასი! მამამისსაც
ზუსტად ამდენივე წაგლიჯეს, ახლა იგი წაართმევს მათ ამ ფულს. ტო-
მასი სინკლერს სულაც არ მტრობდა. იგი სიმპათიური ახალგაზრდა
კაცი იყო, კეთილი თვალები ჰქონდა, მშვიდი ხმა, იცოდა თავის და-
ჭერა. რომ გაეგოთ, კლეპტომანია სტანჯავდა, მისი კარიერა მაშინ-
ვე კრახით დამთავრდებოდა, მაგრამ აბა რას იზამ – ასეთია ცხოვ-
რება.
თორმეტის სამ წუთზე კარი გაიღო და სინკლერი შემოვიდა. ჩაბ-
ნელებულ დარბაზს თვალი გაუბედავად მიმოავლო. ტომასი წამოდ-
გა.
– საღამო მშვიდობისა, სერ, – მიესალმა იგი, როცა სინკლერი
მის მაგიდას მიუახლოვდა. ‒ რას დალევთ?
– წყლიან ვისკის, თუ შეიძლება, – თავაზიანად უპასუხა სინ-
კლერმა და ოფიციანტმა მის წინ ჭიქა დადგა თუ არა, ხარბად გამო-

229
ცალა. – მე მინდა შენ იცოდე, ამ ფულს იმიტომ კი არ ვიპარავდი,
რომ მჭირდებოდა.
– ვიცი.
– ავადმყოფი ვარ, ‒უთხრა სინკლერმა. – ეს ავადმყოფობაა.
ფსიქიატრთან დავიარები.
– სწორადაც იქცევით.
‒ არა გრცხვენია, ავადმყოფ კაცს რომ ასე ეპყრობი?
‒ არა, სერ.
‒ ისე კი, მოხერხებული არამზადა ყოფილხარ.
– მე მგონი, მართალს ბრძანებთ, სერ.
სინკლერმა პიჯაკი შეიხსნა, ჯიბიდან სქელი კონვერტი ამოიღო
და მაგიდაზე ტომასსა და თავის შუა დადო.
– ამას არაფერი არ აკლია. დათვლა საჭირო არ არის,
– ეჭვი არ მეპარება, სერ, –– ტომასმა კონეერტი პიჯაკის გვერ-
დით ჯიბეში ჩაიჩარა.
– გელოდები, – თქვა სინკლერმა.
ტომასმა ხელწერილი ამოიღო და მაგიდაზე დადო. სინკლერმა
დახედა და დახია, მერე ნაკუწები საფერფლეში ჩაყარა.
– ვისკისთთვის მადლობა მომიხსენებია, – მადლობა გადაუხა-
და, წამოდგა და ბარიდან გავიდა.
ტომასმა ლუდი მშვიდად ჩაათავა, ანგარიში გაასწორა, სასტუმ-
როს ვესტიბიულში გავიდა და ერთი ღამით ნომერი იქირავა.
ფართო, ორსაწოლიან ლოგინზე გემრიელად გამოიძინა, დი-
ლით კი დომინიკს დაურეკა და უთხრა, ოჯახური საქმეების გამო,
იძულებული ვარ, ნიუ-იორკში გავემგზავრო, უკან მხოლოდ ორშა-
ბათს დავბრუნდებიო. კლუბში მუშაობის სამი თვის მანძილზე ტომს
ერთი დასვენების დღე არ უთხოვია და დომინიკი იძულებული გახ-
და, დათანხმებოდა,მაგრამ უბრძანა ორშაბათს დილით სამუშაოზე
აუცილებლად გამოცხადებულიყო.
როცა იგი მატარებლიდან გადმოვიდა, შემოდგომის წვიმა ცრი-
და, რაც პორტ-ფილიპს მომხიბვლელობას სულაც არ მატებდა.
ტომს შეეძლო ტაქსი აეყვანა, მაგრამ ამდენი ხნის არყოფნის შე-

230
მდეგ ფეხით გავლა ამჯობინა. მშობლიური ქალაქის ქუჩები ნელ-
ღნელა შეამზადებენ მას. რისთვის? ჯერ თვითონაც არ იცოდა.
გზად ერთი ნაცნობიც კი არ შეხვედრია, კაციშვილი არ მისალ-
მებია. უცხო, გულჩათხრობილი ადამიანები წვიმაში აჩქარებული
მიაბიჯებდნენ. ესეც შენი ტრიუმფალური დაბრუნება, აღტაცებული
შეხვედრა...
ამ ხნის განმავლობაში ვანდერჰოფ სტრიტი ძალზე შეცვლილი-
ყო. ქუჩაზე ახალი, უზარმაზარი, ციხისმაგვარი შენობა აეშენები-
ნათ. შიგ რაღაც ფაბრიკა იყო მოთავსებული. ბევრი წვრილ–წვრი-
ლი მაღაზია დაგმანული დახვდა, ხოლო რაც ღია იყო, იმათ აბრებ-
ზეც სულ უცნობი გვარები ეწერა. წვიმა პირდაპირ თვალებში სცემ-
და, ამიტომ ტომასი თავჩაღუნული მიდიოდა და როცა, ბოლოს და
ბოლოს, თავი მაღლა ასწია, იქვე გაქვავდა: იმ ადგილას, სადაც
ფურნე ჰქონდათ და მისი სახლი იდგა, რომელშიც იგი დაიბადა,
უზარმაზარი სასურსათო მაღაზია წამოეჭიმათ.
ტომასმა გზა გაუბედაგად განაგრძო, ერთ დროს ფურნის გვერ-
დით მდებარე გარაჟი მთლად გადაეკეთებინათ და აბრას ახალი მე-
პატრონის სახელი ამშვენებდა... მაგრამ გადასახვევთან მისულმა
დაინახ, რომ ჯარდინოს მწვანე დუქანი ისევ თავის ადგილას იდგა.
ბიჭი შიგ შევიდა და შეიცადა, სანამ მისის ჯარდინო ვაჭრობას მორ-
ჩებოდა ვიღაც ბებერ ქალთან, რომელიც ცდილობდა მუხუდო რაც
შეიძლება, იაფად ეყიდა. ბებერი, როგორც იქნა, წავიდა და მისის
ჯარდინო ახლა მას მიუბრუნდა. ამ პატარა, უფორმო ქალს, მტაცებ-
ლის კაუჭა ცხვირი ჰქონდა, ქვედა ტუჩზე დიდი ხალი ეჯდა,ზედ ორი
მსხვილი ბეწვი ამოსვლოდა.
– რა გნებავთ?
‒ მის ჯარდინო, – ტომასმა პიჯაკის საყელო აიწია, უფრო დარბა-
ისლური შესახედაობა რომ ჰქონოდა, – თქვენ ალბათ აღარც გახ-
სოვართ.. მე თქვენი.. შეიძლება ასე ითქვას, მეზობელი ვიყავი. აქ
საფუნთუშე გვქონდა... ჩემი გვარია ჯორდახი.
– თქვენ რომელი ჯორდახი ბრძანდებით?–შეეკითხა მისის ჯარ-
დინო და ახლომხედველი თვალები მიაშტერა.

231
– უმცროსი.
‒ ჰო, მახსოვს. პატარა განგსტერი.
ტომასმა სცადა მისის ჯარდინოს გული ღიმილით მოელბო, მაგ-
რამ ქალი ნირს არ იცვლიდა.
– მერედა რა გნებავს?
···· – რა.. ხანია, აქ არ ვყოფილვარ მშობლების მოსანახულებ-
ლად ჩამოვედი, ფურნე კი აღარ დამხვდა.
‒ უკვე რამდენიმე წელია, დაანგრიეს, ‒გაბრაზებით აიჩეჩა
მხრები მისის ჯარდინომ, თან ვამლები ისე დაალაგა, რომ შავი ლა-
ქები არ გამოჩენილიყო. – განა შენთვის ნათესავებს არაფერი უც-
ნობებიათ?
‒ მათ შესახებ საკმაოდ კარგა ხანია არაფერი მსმენია, იქნებ
თქვენ იცით, ამჟამად სად არიან?
‒ საიდან უნდა ვიცოდე? ისინი ხომ ბინძურ იტალიელებთან ლა-
პარაკს არასდროს არ კადრულობდნენ. – ქალმა დემონსტრატიუ-
ლად შეუბრუნა ზურგი და ნიახურის კონების გადარჩევა დაიწყო.
‒ რას იზამ. მადლობას გიხდით, მაპატიეთ,–ტომასი კარისკენ
გაემართა.
‒ მოიცა, – გასძახა მისის ჯარდინომ,‒ შენ რომ მიემგზავრებო-
დი, მამაშენი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო?
– დიახ.
– მაშ ასე, იგი გარდაიცვალა,‒ მისი ხმა აშკარა სიამოვნებით
ჟღერდა. – დაიხრჩო მდინარეში. ამ ამბის შემდეგ, დედაშენი სად-
ღაც გაემგზავრა, ხოლო სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობდით, დაან-
გრიეს, და ახლა... მის ადგილას ეს უზარმაზარი მაღაზია ააშენეს,
რომელიც მალე მთლად ბოლოს მოგვიღებს, – მწარედ დაამთავრა
მან. სადგურისაკენ მიმავალმა ტომასმა ბანკში შეიარა, იჯარით სე-
იფი აიღო, შიგ ოთხიათას ცხრაასი დოლარი შეინახა, ასი კი ჯიბეში
დაიტოვა. გაიფიქრა, ფოსტაში შევივლი და იქ უთუოდ მომცემენ დე-
დაჩემისა და ძმის მისამართებსო, მაგრამ მერე ამაზეც ხელი ჩაიქ-
ნია. იგი აქ მათთან კი არა, მამასთან მოდიოდა. ვალი უნდა გადაეხა
და.

232
თავი მეორე

1950 წელი

ქირით აღებული შავი მანტიით და პატარა ქუდით რუდოლფი კო-


ლეჯის გამოსაშვები კლასის მოსწავლეთა შორის იჯდა.
‒ ახლა, ათას ცხრაას ორმოცდაათ წელს, სწორედ საუკუნის შუ-
აგულში ჩვენ, ამერიკელებმა, რამდენიმე შეკითხვა უნდა მივცეთ სა-
კუთარ თავს. რა გვაქვს ხელთ? რა გვსურს? რაში გამოიხატება ჩვენი
სიძლიერე და ჩვენი სისუსტე? რა გველის წინ? – ორატორი, მთავ-
რობის დიდი მოხელე ვაშინგტონიდან იყო ჩამოსული სტუმრად კო-
ლეჯის პრეზიდენტთან (პატივისცემის ნიშნად), ვისთანაც ერთ დროს
კორნელში სწავლობდა.
„სწორედ ახლა, საუკუნის შუაგულში, – ფიქრობდა რუდოლფი
და სკამზე მოუსვენრად წრიალებდა, – რა მაქვს ხელთ? რა მსურს?
რაში გამოიხატება ჩემი ძლიერება და ჩემი სისუსტე? რა მელის წინ?
მაქვს ბაკალავრის დიპლომი, ვალი ოთხი ათასი და მყავს მომაკ-
ვდავი დედა. მსურს ვიყო მდიდარი, თავისუფალი და ყველას ვუყ-
ვარდე. ჩემი ძლიერება? შემიძლია ოცდასამ წუთსა და ოთხმოც წამ-
ში ორასოცი იარდის გარბენა. ჩემი სისუსტე? პატიოსანი კაცი ვარ.
იგი ვაშინგტონელ დიდ კაცს მისჩერებოდა და გულშიეღიმებოდა. –
რა მელის წინ?აბა, თუ მეტყვი, მეგობარო.
ვაშინგტონელი მოღვაწე აშკარად პაციფისტებს განეკუთვნებო-
და.
‒ მთელ მსოფლიოში იზრდება მილიტარიზმის ტალღა, – განაც-
ხადა მან ზარზეიმით. ‒ მშვიდობის ერთადერთი საყრდენი ამერიკის
შეერთებული შტატების სამხედრო ძლიერებაა. ომის თავიდან ასა-
ცილებლად აშშ-მა უნდა გაზარდონ, განამტკიცონ თავიანთი შეი-
არაღებული ძალები ისე, რომ მათ შეეძლოთ კონტრდარტყმის მიყე-
ნება და სხვათა სამხედრო მისწრაფებების შეკავების ფაქტორად იქ-
ცნენ.

233
რუდოლფმა მოსწავლეთა რიგებს თვალი გადაავლო. ნახევარზე
მეტი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, ბევრი უკვე და-
ცოლშვილდა კიდეც და ამ ზეიმის აღსანიშნავად საპარიკმახეროში
ნამყოფი მათი ცოლები უკანა რიგებში ისხდნენ. ზოგიერთებს ხელ-
ში ჩვილები ეჭირათ, იმიტომ რომ შინ დამტოვებელი კაცი არ ჰყავ-
დათ: თითქმის ყველანი ავტოფურგონებში ცხოვრობდნენ ან ხმა-
ურიან საერთო საცხოვრებელში ქირაობდნენ ოთახებს, ვიდრე მათი
ქმრები იმ დიპლომებისათვის იბრძოდნენ რომლებიც მათთვის
დღეს უნდა გადაეცათ. რუდოლფს აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ
ისინი მილიტარიზმის მზარდ ტალღაზე.
რუდოლფის გვერდით ბრედფორდ ნაიტი იჯდა, მრგვალსახიანი,
ჯანღონით სავსე ახალგაზრდა კაცი ტალსიდან. ნაიტმა, იმხანად ქვე-
ითმა სერჟანტმა, ომი ევროპაში გაატარა. რუდოლფის საუკეთესო
მეგობარი იყო კოლეჯში. სიტყვების გაწელვის ოკლაჰომური მანე-
რის მიუხედავად, ენერგიული, გულღია ჭაბუკი გახლდათ, ცინიკური
და ცოტა ეშმაკიც. დღეს ორივენი სათევზაოდ ბრძანდებოდნენ და
ქვეყნის ლუდი ჰქონდათ გადაკრული. ბრედი ცდილობდა რუდოლ-
ფი დაეყოლიებინა, რათა ტალსში გაჰყოლოდა და მამამისთან ერ-
თად ნავთის რეწვისათვის მოეკიდათ ხელი. „ოცდახუთი წელი რომ
შეგისრულდება, უკვე მილიონერი იქნები,შვილო“, – ეუბნებოდა
ბრედი. ამ მხარეში ნავთი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა. „კადილაკებს“
ხელთათმანივით გამოიცვლი, ბრედის მამა ოცდაოთხი წლისა ყო-
ფილა, მილიონერი რომ გამხდარა, მაგრამ ახლა თავი რის ვაი-ვაგ-
ლახით გაჰქონდა. „დროებით გვიჭირს“, – ამბობდა ბრედი. მამა-
მისს დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე ჩამოსვლის საშუ-
ალებაც კი არ ჰქონდა.
ამ ცერემონიალს არც ტედი ბოილანი დასწრებია, თუმცა რუდ-
ოლფმა მას მოსაწვევი ბარათი გაუგზავნა, სულაც არ მეპრიანება ამ
მშვენიერ ივნისის დღეს, ორმოცდაათი მილის იქით ერთ უბადრუკ
სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში ვიღაც დემოკრატის სიტყვის მო-
სასმენანდ გამოვიქცეო. ბოილანს დღემდე ვერ ეპატიებინა რუ-
დოლფისათვს ორმოცდაექვს წელს სწავლის ქირის გადახდაზე უა-

234
რი რომ სტკიცა და ახალი ინგლისის ერთ-ერთ უძველეს უნივერსი-
ტეტში შესვლაც კი არ უცდია. „მაგრამ, რაც გინდა იყოს, ეს ამბავი
მაინც უნდა აღვნიშნოთ, წერდა ბოილანი თავის წერილში, როცა ეს
აურზაური მინელდება, ჩამოდი ჩემთან, შამპანური დავლიოთ და
შენს მომავალზე მოვითათბიროთ“.
რუდოლფს უიტბის კოლეჯი შემთხვევით არ აურჩევია. ჯერ ერ-
თი, იელის ან ჰარვარდის უნივერსიტეტში რომ შესულიყო, ბოილა-
ნის ვალი ოთხი კი არა, ვინ იცის რამდენი ათასი ექნებოდა, მეორეც,
წარმოშობისა და უფულობის გამო ამერიკული საზოგადოების ჭაბუკ
ლორდთა შორის თავს მუდამ გარიყულად იგრძნობდა. უიტბიში კი
სიღარიბე ჩვეულებრივი მოვლენა იყო. აქ იშვიათად თუ შეხვდებო-
დი ისეთ სტუდენტს, ვინც ზაფხულობით არ მუშაობდა, რათა შემოდ-
გომით სახელმძღვანელოების და ტანსაცმლის ფულის გადახდის
საშუალება ჰქონოდა.
მან უიტბი კიდევ იმიტომ აირჩია, რომ კოლეჯი იქვე იყო, პორტ-
ფილიპთან და კვირაობით რუდოლფს შეეძლო დედა მოენახულები-
ნა, რომელიც ახლა თითქმის აღარ გამოდიოდა თავისი ოთახიდან.
მას უფლება არ ჰქონდა, მშობელი უმეთვალყუროდ დაეტოვებინა –
მარტოხელა, ეჭვებით აღსავსე, ნახევრად შერეკილი ქალი უიმისოდ
მთლად დაიღუპებოდა.
პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში, საღამოო-
ბით და შაბათობით კოლდერვუდის უნივერმაღში მუშაობა რომ და-
იწყო, უიტბიში იაფფასიანი ოროთახიანი ბინა იშოვნა სამზარეულო-
თი და დედა თავისთან გადაიყვანა.
აი, სწორედ იქ ელოდებოდა იგი დღეს. დედამ წინასწარ გააფ-
რთხილა: ცერემონიალზე ვერ მოვალ, თავს შეუძლოდ ვგრძნობ,
გარდა ამისა, არ მინდა ჩემი შესახედაობით სირცხვილში ჩაგაგ-
დოო”.
სირცხვილში ჩაგდება,– ეს მართლაცდა მეტისმეტად მკაცრი
ნათქვამია, – გაიფიქრა რუდოლფმა და თავის თანაკურსელთა ფა-
ქიზად ჩაცმულ-დახურული, სერიოზული მშობლები მიათვალ-მო-
ათვალიერა, ჰოდა, რასაკვირველია, დედა თავისი სილამაზით და

235
და მორთულ-მოკაზმულობით აქ კაციშვილს ვერ დააბრმავებდა.
ერთია ‒ იყო კარგი შვილი, ხოლო სულ სხვაა – სიმართლეს თვალი
აარიდო.
ამრიგად, ახლა მერი პეის ჯორდახს დასიებული და თითქმის
უმოძრაო ფეხები წინ გაეჩაჩხა, თავის აუბადრუკ ოთახში სარწევე-
ლაში მოკალათებული ფანჯარასთან იჯდა, სიგარეტის ფერფლი წა-
მოსასხამზე ეყარა და ვერ ხედავდა, როგორ გადასცემდნენ მის
შვილს ხელოვნურ პერგამენტზე შევსებულ დაგრაგნილ დიპლომს.
‒ სამხედრო წრეთა ძლიერება შიშის მომგვრელია, – ქუხდა დი-
ნამიკებში ორატორის ხმა, – მაგრამ ჩვენ ერთი უდიდესი უპირატე-
სობა გვაქვს, – მთელი მსოფლიოს უბრალო ადამიანთა სწრაფვა
მშვიდობისაკენ...
თუ რუდოლფი უბრალო ადამიანებს მიეკუთვნება მაშინ მთავ-
რობის ჩინოვნიკი, ბუნებრივია, ამ ხალხში მასაც გულისხმობდა. კო-
ლეჯში ბიჭს ომის შესახებ იმდენი რამ ჰქონდა გაგონილი, რომ წინა
თაობის ბედს უკვე აღარ შენატროდა.
თავისი სიტყვის დასასრულს ორატორმა, ჩვეულებისამებრ, ამე-
რიკა – ეს უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანა ‒ ქებით მოიხსენია.
აქ დამსწრე ახალგაზრდათა ნახევარს დიდი ხანი არ არის, რაც ამე-
რიკის გულისათვის ამ სოფლიდან წასვლის რეალური შესაძლებ-
ლობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ორატორი წარსულს კი არ იგონებდა,
თვალი მომავლისაკენ ეჭირა და ისეთ სფეროთა შესაძლებლობებზე
ლაპარაკობდა, როგორიცაა მეცნიერება, კომუნალური მომსახურე-
ბა, იმ ხალხთათვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე ლაქლაქებდა,
ვისაც ბედი ნაკლებ სწყალობდა, ვიდრე ჩვენო, ეს ვაშინგტონელი
ჩინოვნიკი ცუდი კაცი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი გამონათ-
ქვამები ამერიკის შესაძლებლობების შესახებ ათას ცხრაას ორმოც-
დაათი წლისათვის რამდენადმე მაღალფარდოვნად ჟღერდა, ევან-
გელისტური და წმინდა ვაშინგტონური ჩანდა. ყოველივე ეს, რასა-
კვირველია, სავსებით შეშვენოდა საზეიმო საღამოზე წარმოსათ-
ქმელ სიტყვას, მაგრამ მის წინ მსხდომი, შავ მანტიებში გამოწყობი-
ლი, ამ პატარა საფინანსო, საწყალი სასოფლო-სამეურნეო კოლეჯ-

236
ის დამთავრების დიპლომის აღების მომლოდინე სამასზე მეტი ღა-
რიბი კაცის შვილის მიწიერ სურვილებს, მე მგონია, სულაც არ შე-
ეფერებოდა. ისინი შეშფოთებულები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ,
ხვალიდან თავი როგორ ერჩინათ.
მასწავლებელთათვის განკუთვნილ პირველ რიგში მოკალათე-
ბულმა ისტორიისა და ეკონომიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა
დენტონმა პირი მოაბრუნა და პროფესორ ლოიდს ყურში რაღაც ჩას-
ჩურჩულა. რუდოლფს გაეღიმა, წარმოიდგინა, როგორ კომენტარს
უკეთებდა პროფესორი დენტონი მთავრობის წევრის რიტუალურ
მჭერმეტყველებას. დაბალი ტანის, ღვარძლიან, ჭაღარაშერთულ
დენტონს ცხოვრებაზე გული ჰქონდა გატეხილი, რადგან უკვე მიმ-
ხვდარიყო, რომ კათედრის გამგის თანამდებობა მისი სამეცნიერო
კარიერის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენდა. სტუდენტებთან მე-
ცადინეობისას ძალიან ბევრ დროს უთმობდა ტირადებს იმის თაობა-
ხე, თუ როგორ გაყიდეს – მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ კიდევ
სამოქალაქო ომის დროს მსხვილმა ფინანისტებმა და ბიზნესმენებ-
მა ამერიკის ეკონომიური და პოლიტიკური სისტემა. „ამერიკული
ეკონომიკა – ეს კოჭის გაგორების შულერული ფანდია, –აცხადებდა
იგი აუდიტორიაში. – კანონები საგულდაგულოდ ისე მოგონილი,
რომ მდიდრებს მხოლოდ შვიდიანები მოუვიდეთ, დანარჩენებს კი –
მარტო ორიანები“.
იგი სემესტრში ერთხელ მაინც აუცილებლად შეახსენებდა ხოლ-
მე სტუდენტებს, რომ მორგანს 1932 წელს საშემოსავლო გადასახა-
დი ერთი ცენტიც კი არ პქონდა გადახდილი.
„ყურადღება მიაქციეთ, ჯენტლმენებო! ‒ ნაღვლიანად იმეორებ-
და იგი. მე კი, რომელიც მასწავლებლის ჩვეულებრივ ხელფასს ვი-
ღებდი, სწორედ იმავ წელს ფედერალურ მთავრობას ხუთასოცდაშ-
ვიდი დოლარი და ოცდაათი ცენტი ჩავუთვალე“.
მაგრამ, რუდოლფმა შენიშნა, რომ დენტონის სიტყვები სულაც
არ ახდენდნენ ისეთ ეფექტს, როგორსაც პროფესორი მოელოდა.
იმის ნაცვლად, რომ სტუდენტები აღშფობულიყვნენ და სასწრაფოდ
გაერთიანებულიყვნენ გარდაქმნისათვის ბრძოლაში, ბევრი მათგა-

237
ნი, მათ შორის რუდოლფიც, იმ დღეზე ოცნებობდა, როცა სიმდიდ-
რისა და ძალაუფლების მწვერვალს დალაშქრავდა, მორგანივით
უღელს თავს დააღწევდა ან პროფესორი დენტონის სიტყვებით რომ
ვთქვათ, „ამომრჩევვლთა დაკანონებული მონობისაგან გათავი-
სუფლდებოდა“.
რუდოლფმა დენტონთან სამი კურსი მოისმინა და გამოცდები
ბრწყინვალედ ჩააბარა, ამის შემდეგ მასწავლებელმა მას ისტორიის
კათედრაზე პედაგოგის ადგილი შესთავაზა.
მიუხედავად იმისა, რომ რუდოლფი შინაგანად დენტონის პოზი-
ციებს სულაც არ ეთანხმებოდა და გულუბრყვილობად მიაჩნდა, პე-
დაგოგთა შორის ყველახე დიდ პატივს მაინც მას სცემდა და ეჭვი არ
ეპარებოდა, რომ კოლეჯში სწავლის პერიოდში თუ რამ სასარგებ-
ლო შეესწავლა, მხოლოდ მისი წყალობა იყო.
ორატორმა დასასრულ ღმერთი ახსენა და სიტყვა დაამთავრა.
გაისმა აპლოდისმენტები. შემდეგ გამოსაშვები კურსის მოსწავლე-
ებს რიგრიგობით დიპლომები ჩამოურიგეს.
რუდოლფმა ქირით აღებული მანტია და ქუდი ჩააბარა და ბრედ-
თან ერთად ავტოსადგომს მიაშურა, ორივენი ბრედის ძველ, ომამ-
დელი გამოშვების, „ შევროლეში“ ჩასხდნენ.
‒ მოდი, მაღაზიას ჩავუაროთ, – უთხრა რუდოლფმა. – კოლდერ-
ვუდს შევპირდი, შემოგივლი-მეთქი.
კოლდერვუდის პატარა უნივერმაღი უოიტბის მთავარი სავაჭრო
ქუჩის ყველაზე გაცხოველებულ კუთხეში მდებარეობდა. იგი აქ ჯერ
კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან იდგა. თავდა-
პირველად ქალაქის მთვლემარე მოსახლეობის, სტუდენტებისა და
ოლქის შეძლებული ფერმერების მარტივი მოთხოვნილებების და-
მაკმაყოფილებელი დუქანი იყო. ქალაქი ფართოვდებოდა და ფერს
იცვლიდა, მასთან ერთად ფართოვდებოდა და სახეს იცვლიდა მაღა-
ზიაც. ახლა ორსართულიანი უნივერმაღის ვიტრინებს ათასნაირი
საქონელი ამშვენებდა. რუდოლფი თავდაპირველად საწყობის გამ-
ბედ მუშაობდა იმ თვეებში, როცა განსაკუთრებით გაცხოველებული
ვაჭრობა იყო გაჩაღებული, მაგრამ ისე კეთილსინდისიერად ეკიდე-

238
ბოდა თავის მოვალეობას და იმდენი საქმიანი გონივრული წინადა-
დებები წამოაყენა, რომ დუნკან კოლდერვუდმა, მაღაზიის პირველი
მეპატრონის შთამომავალმა, იგი დააწინაურა, თუმცა მაღაზია ძვე-
ლებურად პატარა იყო და ერთ კაცს რამდენიმე კაცის მაგივრობის
გაწევა შეეძლო. ახლა რუდოლფი გამყიდველის, ვიტრინების დეკო-
რატორის, რეკლამის ავტორის, ახალი საქონლის შესყიდვის კონ-
სულტანტის სამუშაოს ასრულებდა და ზაფხულობით, როცა მუშაობა
დილიდან საღამომდე უხდებოდა, კოლდერვუდი კვირაში ორმოც-
დაათ დოლარს უხდიდა.
დუნკან კოლდერვუდი, ხმელ-ხმელი, სიტყვაძუნწი, ასე ორმოც-
დაათი წლის კაცი, გვიან დაქორწინდა, მაგრამ სამი ქალიშვილის
მამა გახლდათ. მაღაზიის გარდა, შიგ ქალაქში და მის ფარგლებს
გარეთ დიდძალ მიწებს ფლობდა, მაგრამ რამდენს – ეს უკვე მხო-
ლოდ მისი საქმე იყო. ყბედობა არ უყვარდა და იცოდა ფულის ყად-
რი.
ბრედმა მანქანა გააჩერა და რუდოლფი მაღაზიაში შევიდა. მთა-
ვარ სავაჭრო დარბაზში ქალების ხმები გაისმოდა, ტანსაცმლის და
სუნამოს სუნი ტრიალებდა ოდნავ, – რაც რუდოლფს ყოველთვის
გულზე ეფონებოდა. მთელი მაღაზიის გავლით იგი კოლდერვუდის
კაბინეტისაკენ მიემართებოდა, გამყიდველები უღიმოდნენ, ხელს
მეგობრულად უქნევდნენ. ერთმა მიულოცა კიდეც და იმანაც საპა-
სუხოდ ხელი დაუქნია. რუდოლფი ყველას უყვარდა, განსაკუთრე-
ბით‒ ხანშიშესულებს. მათ აზრადაც კი არ მოსდიოდათ, რომ თუ
ვინმეს ანთავისუფლებდნენ ან სამუშაოზე იღებდნენ, რჩევას ყო-
ველთვის რუდოლფს ეკითხებოდნენ.
კოლდერვუდის კაბინეტის კარი, როგორც ყოველთვის, გამოღე-
ბული იყო. კოლდერვუდს უყვარდა, როცა ყველაფერი იცოდა, რაც
მაღაზიაში ხდებოდა, იგი მაგიდას უჯდა და რაღაც წერილს წერდა.
მართალია, მდივანი კი ემსახურებოდა – მისი ოთახი კაბინეტის
გვერდით მდებარეობდა, – მაგრამ ზოგიერთ რამეს მდივანსაც კი არ
ენდობოდა. ყოველდღე საკუთარი ხელით ოთხ-ხუთ წერილს ადგენ-
და, მარკას თავად აკრავდა და წერილს საფოსტო ყუთში თვითონვე

239
აგდებდა, მართალია, კარს ღიად სტოვებდა, მაგრამ კოლდერვუდს
არ უყვარდა, როცა საქმეს სწყვეტდნენ რუდოლფი ზღურბლთან შე-
ჩერდა.
კოლდერვუდმა წინადადება ჩაათავა, გადაიკითხა, შემდეგ რუ-
დოლფს გამოხედა, წერილი გადააბრუნა და უთხრა:
– შემოდი, რუდი,– ხმა ცივი ჰქონდა და აუღელვებელი.
– დილა მშვიდობისა მისტერ კოლდერვუდ.
რედოლფი არ მოელოდა, კოლდერვუდი ანაზდად ფეხზე წა-
მოდგა, მაგიდას გარშემო შემოუარა და ხელი ჩამოართვა, ‒ რო-
გორ ჩაიარა ყველაფერმა?
‒ მოულოდნელი არაფერი მომხდარა,–უპასუხა რუდოლფმა.
– ჩამოჯექი, – კოლდერვუდი კვლავ მაგიდას მიუჯდა, სწორზურ-
გიან ხის სკამზე იჯდა, რუდოლფიც მაგიდის მარჯვნივ ასეთსავე სკამ-
ზე მოკალათდა. – ამერიკაში ბევრი ადამიანი, ვინც ურიცხვი ქონე-
ბის დაგროვება შესძლო, ან საცაა უნდა დააგროვოს, გაუნათლებ-
ლადაც იოლად მიდის. იცი თუ არა, შენ ეს ამბავი?
–დიახ.
– მეცნიერებს ქირაობენ, – თითქმის მუქარით წარმოთქვა კოლ-
დერვუდმა. თავად საშუალო სკოლაც კი არ ჰქონდა დამთავრებუ-
ლი.
– ვეცდები, ჩემმა განათლებამ გამდიდრებაში ხელი არ შემიშა-
ლოს, – უთხრა რუდოლფმა.
კოლდერვუდს მოკლედ და ცივად გაეცინა.
– დარწმუნებული ვარ, შესძლებ მაგის გაკეთებას, რუდი, – მე-
გობრულად მიმართა მან, მაგიდის უჯრა გამოსწია, იქიდან ხავერ-
დის ყუთი გამოიღო და რუდოლფის წინ დადო. – აიღე, შენია.
რუდოლფმა ყუთს თავი ახადა: შიგ ლამაზი, ხავერდის სამაჯუ-
რიანი შვეიცარული საათი იდო,
‒ ძალზე გულკეთილი ბრძანდებით, – მადლობა გადაუხადა რუ-
დოლფმა, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა.
შემცბარმა კოლდერვუდმა ვიწრო პალსტუხი გაისწორა: გულუხ-
ვობა დიდადაც არ ემარჯვებოდა.

240
– შენ ჩვენი მაღაზიისათვის ბევრი რამ გაგიკეთებია, ‒ დასძინა
მან. – ჭკვიანი კაცი ხარ და ვაჭრობის ნამდვილი ნიჭი გაქვს.
‒ გმადლობთ, მისტერ კოლდერვუდ,–უთხრა რუდოლფმა. აი,
სიტყვაც ამას ჰქვია. ვაშინგტონურ მონაჩმახს კი არ ჰგავს მილიტა-
რიზმის აბობოქრებულ ტალღასა და „უბედური ძმებისადმი დახმა-
რების გაწევაზე“.
ფიქრებში წასულმა კოლდერვუდმა ჩაახველა, წამოდგა და კე-
დელზე გაკრულ კალენდართან მივიდა, გეგონებოდათ, სახიფათო
საქმის დაწყების წინ თარიღის საბოლოო დაზუსტება გადაუწყვე-
ტიაო.
‒ რუდი, რას იტყვი, მე რომ ჩემთან სრულ განაკვეთზე მუშაობა
შემოგთავაზო?
‒ გააჩნია, რა სახის სამუშაოს შემომთავაზებთ,‒ფრთხილად
უპასუხ რუდოლფმა. იგი ელოდა ამ წინადადებას და გულში უკვე გა-
დაწყვეტილიც ჰქონდა, რა პირობებზე უნდა დათანხმებოდა.
– სამუშაო ისეთივეა, რაც წინათ. გარკვეული თანამდებობა ხომ
არ გინდა?
– თანამდებობას გააჩნია
‒ გააჩნია, გააჩნია... ‒ გამოაჯავრა კოლდერვედმა, მაგრამ მა-
ინც გაეცინა. – მმართველის თანაშემწის თანამდებობაზე რას იტ-
ყვი?
– ჯერჯერობით მომწონს.
– ალბათ, უნდა ავდგე და კაბინეტიდან გაგაგდო, –თქვა კოლ-
დერვუდმა. უეცრად ნათელი თვალები მთლად გაეყინა.
– არ მსურს უმადური გეგონოთ, ‒ უთხრა რუდოლფმა, – მაგრამ
უნდა ვიცოდე, მომავალში რისი იმედი შეიძლება მქონდეს, სხვა წი-
ნადადებაც შემომთავაზეს და...
‒ როგორც ჩანს, შენც, ზოგიერთი ყეყეჩივით ნიუ-იორკში გაქცე-
ვა გიზიდავს, გინდა სასწრაფოდ დაიმორჩილო იგი და წვეულებიდან
წვეულებაზე იწანწალო.
‒ არც მთლად აგრეა საქმე.‒ უპასუხა რუდოლფმა. მას ჯერჯერო-
ბით თავი სანიუიორკოდ მზად არ მიაჩნდა.‒ მე მომწონს ამ ქალაქში

241
ქალაქში ცხოვრება.
‒ მე მგონი, არც თუ უსაფუძვლოდ, – თითქმის შვებით ამოისუნ-
თქა კოლდერვუდმა და კვლავ ადგილზე დაჯდა.
– ყური მიგდე, რუდი. მე უკვე ახალგაზრდა აღარა ვარ. ექიმები
მირჩევენ, შრომას მოვუკლო. ვაჟიშვილები არა მყავს... მას შემდეგ,
რაც მამა მომიკვდა, აქ ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი. ვიღა-
ცამ ხომ უნდა შემცვალოს. – მან თავი დახარა და ხშირ წარბებქვე-
მოდან რუდის გამომცდელად მიაჩერდა. ‒ თავდაპირველად კვირა-
ში ას დოლარს მიიღებ, ერთი წლის შემდეგ კი – ვნახოთ, შენი აზ-
რით, სამართლიანია თუ არა?
‒ სრულიად სამართლიანია, – უპასუხ რუდოლფმა. თვითონ სა-
მოცდათხუთმეტს ვარაუდობდა.
– შენ შენი კაბინეტი გექნება, მეორე სართულზე, შეფუთვის
ძველ განყოფილებას გადავასხვაფერებთ. კარზე აბრას გამოვკი-
დებთ. „მმართველის თანაშემწე“, მაგრამ სამუშაო საათებში სავაჭ-
რო დარბაზში უნდა იტრიალო. თუ თანახმა ხარ – მომეცი შენი ხე-
ლი. – რუდოლფმა ხელი გაუწოდა და კოლდერვუდმა მაგრად ჩამო-
ართვა. – მაგრამ ჯერ, ალბათ, ცოტა ხანს დასვენებას მოისურვებ.
მესმის. რამდენი ხანი გეყოფა? ორი კვირა? თვე?
– ხვალ ცხრა საათზე სამუშაოზე გამოვცხადდები,‒ უპასუხა რუ-
დოლფმა და წამოდგა.
კოლდერვუდმა გაიღიმა და აშკარა ხელოვნური კბილები გამო-
უჩნდა.
– მე მგონი, შენში არ შევმცდარვარ. ხვალამდე.

მერი პეის ჯორდახი ფანჯარასთან იჯდა და ქვევით იყურებოდა.


ქუჩას გასცქეროდა, რუდოლფს ელოდებოდა. შვილი შეპირდა, ცე-
რემონიის შემდეგ მაშინვე ჩამოვალ და ჩემს დიპლომს გაჩვენებო.
რასაკვირველია, კარგი იქნებოდა, მისთვის რაღაც წვეულების მაგ-
ვარი გაემართა, მაგრამ საამისოდ ძალა არ შესწევდა, თანაც მის მე-
გობართაგან კაციშვილს არ იცნობდა; განა იმიტომ, რომ რუდოლფ
მეგობრები არ ჰყავდა ტელეფონი წამდაუწუმ რეკავდა და ახალგაზ-

242
რდა ხმები ეკითხებოდნენ: „მე ჩარლი ვარ“ ან „მე ბრედი ვარ, რუდი
სახლშია?“ მაგრამ რატომღაც ბიჭი შინ არავის ეპატიჟებოდა. თუმც,
უკეთესიც კია. განა ეს სახლია? ქსოვილების მაღაზიის თავზე ორი
ბნელი ოთახი, თანაც ისეთ ქუჩაზე, სადაც ერთ ხეს ვერ მოჰკრავთ
თვალს. ჩანს, მთელი სიცოცხლე მაღაზიის თავზე ცხოვრება უწერია.
ქუჩის გაღმა, მათ პირდაპირ, ზანგის ოჯახი ცხოვრობდა და. ფანჯრი-
დან სულ შავი სახეები მოსჩერებოდნენ, ავხორცი ველურები. ბავ-
შვთა თავშესაფარში გაიგო, რა შვილებიც ბრძანდებიან.
ქალმა გააბოლა და მოსასხამიდან სიგარეტების ფერფლი ჩა-
მოიბერტყა.
ამრიგად, რუდოლფმა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავისას
მიაღწია. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს თეოდორ ბოილანი,
ქალს იგი თვალით არ ენახა, მაგრამ რუდოლფს ნათქვამი ჰქონდა,
რა ჭკვიანი და ხელგაშლილი კაცი იყო. ისე, მისი ვაჟიშვილი კი იყო
ამის ღირსი, თავისი ქცევითა და ჭკუით... ადამიანებს სიამოვნებ-
დათ, როცა მას ხელს უმართავდნენ. რას იზამ, ახლა იგი უკვე ფეხზე
დადგა და...
თუმცა დედისთვის თავისი გეგმები არ გაუზიარებია, ქალმა იცო-
და, რომ გულხელდაკრეფილი არ გაჩერდებოდა. გეგმები რუ-
დოლფს ყოველთვის ჰქონდა. რასაკვირველია, თუ ვინმე ქალიშვი-
ლი ეჟვანს არ შეაბამდა და თავს ცოლად არ შეართვევინებდა. მერი
პეისი მოიბუსხა. რუდოლფი კარგი ბიჭია. ასეთი მზრუნველი შვილი
მართლაც იშვიათია. ის რომ არ ყოფილიყო, ღმერთმა უწყის, რა ბე-
დი ეწეოდა მას შემდეგ, როცა ღამით აქსელი დაიკარგა. მაგრამ,
საკმარისია, ჰორიზონტზე გოგო გამოჩნდეს, ბიჭებს მაშინვე თავგზა
ებნევათ, მათ შორის საუკეთესონიც კი ყველაფერხე ხელს იღებენ:
სახლზე, მშობლებზე, კარიერაზე... მერი პეის ჯორდახს ჯული ნანახი
არ ჰყავდა, მაგრამ იცოდა, რომ იგი ბარნარდის კოლეჯში სწავლობ-
და, იცოდა, რუდოლფი ყოველ კვირა მასთან დაიარებოდა ნიუ-იორ-
კში, მერედა, რა შორი გზა იყო, აქედან და იქიდან, ლამის შუაღამი-
სას ბრუნდებოდა ხოლმე, ფერმკრთალი, თვალებგამოღამებული,
აღელვებული, გულჩათხრობილი. მიუხედავად ამისა, აგერ უკვე ხუ-

243
თი წელიწადი იყო, რაც ჯულის ხვდებოდა. კმარა, სხვა უნდა გაიჩი-
ნოს, აუცილებლად მოელაპარაკება. რა დროს ეგ არის. ჯერ თავისი
თავისათვის უნდა იცხოეროს – ვინ იცის, კიდევ რამდენი ქალიშვი-
ლი ჩამოეკიდება სიხარულით კისერზე.
კუთხიდან დიდი სიჩქარით, მუხრუჭების ჭრიალით მანქანა გამო-
ვარდა. მერიმ რუდოლფს ჰკიდა თვალი. გიშრისფერ თმას ქარი უწე-
წავდა, პირდაპირ ჭაბუკ უფლისწულს ჰგავდა!
მანქანა გაჩერდა და იქიდან რუდოლფი ჩამოხტა. მარდი, მოხდე-
ნილი, მშვენიერ ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი, მისი ტანის პატ-
რონს ყველაფერი უხდებოდა: მაღალი იყო, ფართობეჭებიანი, მა-
ღალკანჭება, მერი ჯორდახი ფანჯარას მოსცილდა., რუდოლფს მის-
თვის არასოდეს არ უთქვამს, მაგრამ იცოდა, არ მოსწონდა, როცა
დედა დილიდან საღამომდე ფანჯარასთან იყო მიმჯდარი და ქუჩაში
იყურებოდა.
წელი ძლივს აითრია. თვალი შალის კიდით მოიწმინდა და სასა-
დილო მაგიდისაკენ კოჭლობ-კოჭლობით წაჩანჩალდა. კიბეზე შვი-
ლის ნაბიჯების ხმა შემოესმა, სიგარეტი სასწრაფოდ საფერფლეში
ჩააგდო.
– აი, დატკბი, ‒ უთხრა ოთახში შემოსულმა რუდოლფმა და მა-
გიდაზე მის წინ პერგამენტის გრაგნილი გაშალა,–ლათინურადაა.
მერიმ გოთური შრიფტით დაწერილი მისი გვარი ამოიკითხა და
თვალზე ცრემლი მოადგა.
მამაშენის მისამართი რომ ვიცოდე... ერთი დაანახვა, რას მიაღ-
წიე მის დაუხმარებლად.
– დედი,– ნაზად უთხრა რუდოლფმა, ‒ მამა აღარ არის.
– ეს მაგას უნდა, რომ ხალხმა ასე იფიქროს. მაგრამ ჩემზე უკეთ
ხომ კაციშვილი არ იცნობს. იგი არ მომკვდარა, გაიქცა. და აი ახლა,
სწორედ ამ წუთებში, ზის სადღაც და ყველას დასცინის. გვამი ხომ
ვერ იპოვნეს, ასე არ არის?
– რაც გინდა, ის იფიქრე, ‒ ამოიოხრა რუდოლფმა. ‒ ჩანთა უნ-
და ჩავალაგო. ღამის გასათევად ნიუ-იორკში დავრჩები, – იგი თა-
ვის ოთახში გავიდა და ჩანთაში საპარსი, ფუნჯი, პიჟამო და სუფთა

244
პერანგი ჩააწყო. ‒ რამე ხომ არ გჭირდება? – გასძახა მან დედას. –
ვახშამი თუ გაქვს?
– კონსერვებს გავხსნი, – უპასუხა მერიმ, – ქუჩის მხარეს გაიხე-
და და ჰკითხა: ‒ იმ ყმაწვილთან ერთად მიდიხარ? მანქანას ისე და-
ატარებს, რაღაც თვალში არ მომდის. თავზეხელაღებული, ხანდახან
თუ გიფიქრია. მაინც, რა უნდა ვქნა, შენ რომ რამე დაგემართოს?
ძაღლივით სანაგვეში გადამისვრიან.
– დედი, დღეს ხომ ზეიმი გვაქვს, უნდა ვიმხიარულოთ.
‒ შენი დიპლომისათვის ჩარჩოს შევუკვეთავ. ეგრე იყოს, წადი,
დრო გაატარე. ღირსი ხარ. ოღონდ ძალიან არ დაიგვიანო. სად გა-
ჩერდები? ყოველი შემთხვევისათვის ტელეფონის ნომერი დამიტო-
ვე.
– არაფერი არ მომივა.
‒ მაინც დამიტოვე.
– გრეთჰენთან ვიქნები.
‒ მეძავი! – ისინი გრეთჰენზხე არასდროს არ ლაპარაკობდნენ,
მაგრამ მერიმ იცოდა, რომ რუდოლფი დასთან სტუმრად დაიარებო-
და.
– ო, ღმერთო ჩემო, – ამოიოხრა რუდოლფმა.
მერიმ, რასაკვირველია, ცოტა შეტოპა და ეს თვითონაც იცოდა,
მაგრამ უკან დახევა არ სურდა.
– შენი გეგმების შესახებ სიტყვა არ დაგცდენია, – შენიშნა მან. –
ახლა ხომ ახალ ცხოვრებას იწყებ. მეგონა, დროს გამონახავდი, ჩემ-
თან დაჯდებოდი და მიამბობდი... გინდა, ჩაის მოგიმზადებ...
– ხვალ, დედი, ხვალ ყველაფერს გიამბობ, ნუ ღელავ, –მან
ქალს ერთხელ კიდევ აკოცა და გაუჩინარდა. კიბეები მკვირცხლად
ჩაირბინა· მერი ჯორდახი წამოდგა, სარკმელს ბარბაცით მიუახ-
ლოვდა და დღენიადაგ ფანჯარასთან მიმჯდარი ეს ბებრუხუნა ქალი
ისევ თავის სარწეველა სავარძელში მოკალათდა. დაე, დაინახოს.
მანქანა ადგილიდან დაიძრა, ბიჭს ზევით არც კი აუხედია.
ეჰ, ყველამ მიატოვა, ყველამ როგორც ერთმა, მათ შორის, ყვე-
ლაზე გამორჩეულმაც კი.

245
მანქანამ ბორცვი ქშენა-ქშენით აიარა და ქვის ნაცნობ ჭიშკარში
შევიდა.
ივნისის ამ მზიან დღესაც კი ალვებით შემორაგულ შესასვლელ
ბილიკს ბნელი, კუშტი ჩრდილები ეფინა. ღვთის ანაბარად მიგდებუ-
ლი, ყვავილნარებით გარშემორტყმული სახლი ნელ-ნელა, მაგრამ
თვალდახელს შუა ინგრეოდა.
– ეშერთა კარის დაცემა, – თქვა ბრედმა, მანქანა მოაბრუნა და
ეზოში შეიყვანა. რუდოლფი აქ ისე ხშირად დაიარებოდა, რომ
მსგავსი ასოციაციები არასოდეს აღძვრია, მისთვის ეს უბრალოდ
ბოილანის სახლი იყო და სხვა არაფერი, – ვინ ცხოვრობს აქ? ურ-
ჩხული?
‒ აქ ჩემი ერთი კარგი ნაცნობი ცხოვრობს, – უპასუხა რუდოლ-
ფმა. მას ბოილანზე ბრედისათვის არასოდეს არაფერი უამბნია. –
ოჯახის მეგობარი. განათლება მისი წყალობით მივიღე. წამოდი, გა-
გაცნობ. შამპანურით გაგვიმასპინძლდებიან.
კარი პერკინსმა გააღო.
– დილა მშვიდობისა, სერ, – მიესალმა იგი. სასტუმრო ოთახი-
დან როიალის ხმები იღვრებოდა. რუდოლფმა შუბერტის სონატა იც-
ნო. ‒ მისტერ ჯორდახი და მისი მეგობარი, – გამოაცხადა პერკინ-
სმა, როცა სასტუმროს კარი შეაღო.
ბოილანმა პასაჟი ბოლომდე ჩაათავა და წამოდგა. მაგიდაზე ყი-
ნულით სავსე ვედროში ჩაციებული შამპანურის ბოთლი და ორი მა-
ღალი, წვრილი ჭიქა იდგა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – მან რუდოლფს ხელი ღი-
მილით გაუწოდა. ‒ მიხარია შენი ნახვა. – ბოილანს ორი თვე სამ-
ხრეთში გაეტარებინა და ძალზე გაშავებულიყო, თმა და სწორი წარ-
ბები მთლად გახუნებოდა. წუთით რუდოლფს მოეჩვენა, რომ სახეზე
რაღაც შეცვლოდა, მაგრამ ჯერ ვერ გაერკვია სახელდობრ რა.
‒ ნება მომეცით, ჩემი მეგობარი ბრედფორდ ნაიტი წარმოგიდ-
გინოთ. ერთ ჯგუფში ვსწავლობდით.
– გამარჯობათ, მისტერ ნაიტ, – ბოილანმა ხელი ჩამოართვა. –
როგორც ჩანს, თქვენც უნდა მოგილოცოთ.

246
– მე მგონი, – გაიღიმა ბრედმა.
– პერკინს, კიდევ ერთი ჭიქა გვჭირდება, – უთხრა ბოილანმა,
თან ბოთლი ყინულით სავსე პატარა ვედროში შეაბრუნ-შემოაბრუნა
და იკითხა: – როგორ არის საქმე, ყურადსაღები იყო თუ არა დემოკ-
რატის სიტყვა, არაფერი უთქვამს სიმდიდრის უღელზე?
‒ ატომურ ბომბზე ისაუბრა –უპასუხა რუდოლფმა.
‒ ისიც ხომ არ უთქვამს, სად ვაპირებთ ახლა მის ჩამოგდებას?
‒ მგონი არსად, ‒ რუდოლფმა თავადაც არ იცოდა, რად აღეძრა
მთავრობის წევრის გამოქომაგების სურვილი – საერთოდ, მის სიტ-
ყვებში ბევრი საღი აზრი იყო ჩაქსოვილი.
‒ მართლა? იქნებ უჩუმარი რესპუბლიკელია? – დაიგესლა ბო-
ილანი.
ანაზდად რუდოლფი მიხედა, ბოილანს სახე რამ შეუცვალა. თვა-
ლები აღარ ჰქონდა ჩამოსიებული. ალბათ სამხრეთში ერთი რიგია-
ნად გამოიძინა.
ბოილანმა ჭიქები შეავსო.
‒ ამრიგად მინდა მომავლის სადღეგრძელო შევსვათ,‒ თქვა
მან.– დროის ამ საშიშ და გაურკვეველ კატეგორიას გაუმარჯოს.
‒ ეს მართლაც კოკა-კოლაზე გემრიელი უნდა იყოს, – თქვა
ბრედმა, რუდოლფს სახე ოდნავ მოეღუშა. ბრედმა თავი განგებ მო-
ისოფლელა – მას ბოილანის ელეგანტურობა და დახვეწილობა
ეჩოთირებოდა.
‒ რა მოხდება, ბაღში რომ გავიდეთ და ეს ბოთლი მზის შუქზე გა-
მოვცალოთ? ‒ წინადადება წამოაყენა რუდოლფისაკენ მიბრუნე-
ბულმა ბოილანმა, – როცა სუფთა ჰაერზე სვამ, მუდამ არის ამაში
რაღაც სიხარულის მომნიჭებელი.
– მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ გვეჩქარება, ‒ იუარა რუ-
დოლფმა.
– ოჰო! – გაოცებისაგან ბოილანმა წარბები. აზიდა. ‒ მე კი ვფიქ-
რობდი, ერთად ვივახშმებდით. – თქვენც გეპატიჟებით, მისტერ ნა-
იტ.
– გმადლობთ, მაგრამ ყველაფერი რუდიზეა დამოკიდებული.

247
– ნიუ-იორკში გველოდებიან, – განუმარტა რუდოლფმა.
– მესმის წვეულება, ყმაწვილკაცები... ‒ ბოილანმა კვლავ შამპა-
ნური ჩამოისხა. – ასეთ დღეს ეს ყველაფერი ბუნებრივია..., დას ხომ
არ შეხვდები?
– დიახ, მასთან ვიკრიბებით. ‒ რუდოლფს ტყუილი არ სჩვეოდა.
‒ მოკითხვა გადაეცი, – სთხოვა ბოილანმა. – იმედი მქონდა,
ვახშმობისას ყველაფერზე მშვიდად მოვილაპარაკებდით, მაგრამ
რაკიღა გეჩქარებათ... რასაკვირველია, ასეთ საღამოს გული თქვე-
ნი თანატოლებისაკენ მიგიწევთ. მიუხედავად ამისა, თუ შეგიძლია,
რამდენიმე წუთი მაინც დამითმე.
– თუ გნებავთ, მე მანამ გავისეირნებ, – შესთავაზა ბრედმა.
– თქვენ ძალზე თავაზიანი ბრძანდებით, მისტერ ნაიტ. – ბოი-
ლანს ხმაში წუთით დაცინვა შეეპარა, – მაგრამ მე და რუდოლფს და-
სამალი არაფერი გვაქვს. ასე არ არის, რუდოლფ?
– არ ვიცი,‒ ცივად უპასუხა რუდოლფმა. ბოილანის მიერ წამოწ-
ყებულ ამ გაუგებარ თამაშში იგი მონაწილეობის მიღებას სულაც არ
აპირებდა.
– აი, რა გავაკეთე, – საქმიანი კილოთი წამოიწყო ბოილანმა. –
ევროპის გარშემო სამოგზაუროდ „ქუინ მერიზე“ბილეთი გიყიდე.
ორი კვირის შემდეგ გაემგზავრები, ასე რომ, მეგობრების მოსანახუ-
ლებლად დრო ბევრი გაქვს. პასპორტს აიღებ და ყველა აუცილებელ
საქმეს თავს დაადგამ. მე ვფიქრობ, ლონდონი, პარიზი, რომი და
სხვა ქალაქები რიგიანად უნდა დაათვალიერო. კაცმა რომ თქვას,
ნამდვილი განათლება კოლეჯის დამთავრების შემდეგ იწყება.
– არ შემიძლია, – თქვა რუდოლფმა და ჭიქა, ადგილზე დადგა.
– რატომ? – გაუკვირდა ბოილანს. – ევროპაში მოგზაურობა ხომ
შენი ოცნება იყო.
– წავალ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მექნება.
‒ ო, სულ ეგ არის? – გაეცინა ბოილანს. სწორად ვერ მიმიხვდი.
ეს ჩემი საჩუქარია. მე მგონი, მოგზაურობა დიდად გარგებს. ერ-
თგვარ პროვინციულობას თავს დააღწევ – ოღონდ ნუ გეწყინება.
ეგების აგვისტოში სადმე, სამხრეთ საფრანგეთში, მეც შემოგიერთ-

248
დე.
– გმადლობთ, ტედი, მაგრამ არ შემიძლია,
– საწყენია, – მხრები აიჩეჩა ბოილანმა. – თუმცა, ჭკვიანმა კაცმა
თვითონ უკეთ იცის, როდის მიიღოს საჩუქარი და როდის არა, რა-
საკვირველია, თუ უფრო საინტერესო გეგმები გაქვს...
– ხვალიდან კოლდერვუდთან ვიწყებ მუშაობას მთელ განაკვეთ-
ზე.
– შე საწყალო, მოსაწყენი ზაფხული გელის,–შენიშნა ბოილანმა,
– მაკვირვებს შენი გემოვნება. იმის მაგივრად, რომ საფრანგეთში
გაემგზავრო, ამჯობინებ ერთ მივარდნილ ქალაქმი ფეთხუმ დიასახ-
ლისებს ქვაბები და ტაფები მიჰყიდო. თუმცა, ეგეც შენი საქმეა. ზაფ-
ხულის მერე რაღას აპირებ? ჩემი რჩევისამებრ, სამართალს უნდა
მოჰკიდო ხელი, თუ დიპლომატიურ სამსახურში მოხვედრას შეეც-
დები?
აი უკვე წელიწადზე მეტი იყო, რაც ბოილანი რუდოლფს აგულია-
ნებდა, უნდოდა ამ პროფესიებიდან ერთ-ერთი აერჩია. თავად ბო-
ილანი უპირატესობას იურისპრუდენციას ანიჭებდა. მტკიცე ხასია-
თითა და ჭკუით დაჯილდოებულ ახალგაზრდა კაცს, ‒ სწერდა იგი
რუდოლფს, – იურისპრუდენცია ძალაუფლებისაკენ და სიმდიდრი-
საკენ უკაფავს გზას, ამერიკა იურისტების ქვეყანაა. ხშირად კარგ
იურისტს თავისი დამქირავებელი კომპანია ხელში უჭირავს და თან-
დათანობით მისი ბატონ-პატრონიც ხდება. ჩვენ ძნელბედობის ჟამს
ვცხოვრობთ და, რაც დრო გადის, იგი უფრო და უფრო რთულდება.
იურისტი, კარგი იურისტი – ერთადერთი საიმედო მეგზურია, რომე-
ლიც გვეხმარება ჩვენ სირთულეების წიაღში გზის გაკაფვაში და
ამის საფასურად შესაბამის ანაზღაურებას იღებს. პოლიტიკაშიც
კი... ნახე, რამდენ იურისტს უჭირავს სენატში სავარძელი. ხომ შეიძ-
ლება, შენც გაიკეთო ასეთი კარიერა? ღმერთია მოწამე, ქვეყნისათ-
ვის შენი ინტელექტისა და ხასიათის ადამიანის შრომით სარგებლო-
ბა უფრო სარფიანია, ვიდრე კაპიტოლიუმის ბორცვზე ზოგიერთი ამ
ჯამბაზ-ვიგინდარის რჩენა. თუ არადა, სახელმწიფო დეპარტამენტში
მუშაობაზე იფიქრე. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ მსოფლიოს

249
განვაგებთ, ანდა ვისწრფვით ამისაკენ. ჩვენ პოსტებზე ჩვენი საუკე-
თესო ხალხი უნდა დავაყენოთ. რაც მათ საშუალებას მისცემს ჩვენი
მეგობრებისა და მტრების საქმიანობაზე ზეგავლენა იქონიონ.
– შენ ჩემს შეკითხვაზე პასუხი არ გაგიცია, – არ ეშვებოდა ბო-
ილანი. – რა გირჩევნია?
‒ არც ერთი და არც მეორე, – უპასუხა რუდოლფმა. – კოლდერ-
ვუდს შევპირდი, შენთან სულ ცოტა ერთი წელი მაინც ვიმუშავებ-
მეთქი.
– გასაგებია. როგორც ვხედავ, შენ მაღლა როდი მიიწევ, – იმედი
გაუცრუვდა ბოილანს.
– არა, ასე არ არის, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ.
‒ რა გაეწყობა, შენი მოგზაურობა ევროპაში ჩაიშალა, – თქვა
ბოილანმა. – აღარ გაგაჩერებთ. მეგობრები გელიან. მოხარული
ვარ, რომ გაგიცანით, მისტერ ნაიტ. – მან შამპანური ბოლომდე გა-
მოსცალა და ოთახიდან გავიდა.
ჭიშკარს რომ გასცდნენ, ბრედმა უთხრა:
‒ ამ ტიპს თვალებზე რაღაც უცნაური სჭირს. ვერ გამიგია. ისეთი
შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კანი თვალების გარშემო...‒ იგი
გაჩუმდა, შესაფერის შედარებას. ეძებდა, – თითქოს კანი... დაუჭი-
მესო. ოჰ, იცი რას გეტყვი? დაგენიძლავები, ეს-ეს არის პლასტიკური
ოპერაცია გაიკეთა.
ნამდვილად, გაიფიქრა რუდოლფმა. პო, რასაკვირველია,სამ-
ხრეთში ძილით გული არ უჯერებია.
‒ შესაძლოა, – კვერი დაუკრა მან. – ტედი ბოილანისაგან კაცი
ყველაფერს უნდა მოელოდეს.

– საჭმელი სამზარეულოშია, – მხიარულად აუწყა გრეთჰენმა ახ-


ლადშემოსულ წყვილს თავად კი პაწაწკინტელა სასტუმრო ოთახს
თვალი მიმოავლო და გაიფიქრა: რას წარმოადგენს ეს ხალხი? რა
უნდათ აქ?
ოთახში ოცდაათამდე კაცმა მოიყარა თავი, მათგან ნახევარს
არც კი იცნობდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი მოვა?

250
წინასწარ ამის თქმა არასდროს შეეძლო. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭ-
დილება რჩებოდა, თითქოს ვილი ქუჩაში პირველივე შემხვედრს
სახლში ეპატიჟებოდა. მერი-ჯეინი სამზარეულოში განკარგულე-
ბებს იძლეოდა, ბარმენს ცვლიდა. მერი-ჯეინს ახლა ძალიან უჭირ-
და·–მეორე განქორწინების შემდეგ სულს ითქვამდა, – ამიტომ ყვე-
ლა თავყრილობაზე უნდა მიეწვიათ.
გრეთჰენმა შენიშნა რომ ერთ-ერთმა სტუმართაგანმა ფერფლი
ზედ ხალიჩას დააბერტყა, მერე კი ნამწვი იქვე დააგდო და ქუსლით
გასრისა. ქალმა წარბი შეკრა.
რუდოლფი, როგორც ყოველთვის, ჯონი ჰიტთან ერთად, კუთხე-
ში მიმჯდარიყო და ორივენი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობ-
დნენ. მეტწილად ჯონი ლაპარაკობდა, რუდოლფი კი უსმენდა. ოც-
დახუთი წლის პიტი უკვე უოლ-სტრიტზე ერთ-ერთი სამაკლერო
ფირმის პარტნიორი ბრძანდებოდა და, როგორც ამბობდნენ, ბირჟა-
ზე დიდძალი ქონება დაეგროვებინა, იგი მომხიბვლელი ყმაწვილი
იყო, მოკრძალებული, დინჯი, ცქვიტი თვალები და მშვიდი ხმა ჰქონ-
და. გრეთჰენმა იცოდა, რომ ნიუ-იორკში ჩამოსული რუდოლფი ხში-
რად მასთან ერთადღ ვახშმობდა და ბეისბოლზე დაიარებოდა.
როცა კი უნებლიედ მათი საუბრისათვის ყური მოუკრავს, ისინი
სულ ერთსა და იმავეძე ლაპარაკობდნენ; საბირჟო გარიგებასა და
კომპანიების შერწყმაზე, ახალი ფირმების შექმნასა და მოგებაზე,
გადასახადების შემცირების ხერხებზე. ქალს ყოველივე ეს უზომოდ
მოსაწყენი ეჩვენებოდა, მაგრამ რუდოლფს, ეტყობა, ძალიან იტა-
ცებდა, ერთხელ გრეთჰენმა ჰკითხა, იმ ხალხთაგან, ვინც ჩემს სახ-
ლში დაიარება, მაინცდამაინც ჯონის რატომ დაუმეგობრდიო, რუ-
დოლფმა სრულიად სერიოზულად უპასუხა: „შენს ძმაკაცებს შორის
იგი ერთადერთია, ვისგანაც შეიძლება რაღაც ვისწავლოო”.
აბა, ვინ გაიგებს მისი ძმის ამბავს? მიუხედავად ამისა, გრეთჰენი
სულაც არ აპირებდა ძმის საპატივცემულოდ ასეთი წვეულების გა-
მართვას, მაგრამ, რატომღაც მათ სახლში ყოველთვის ასეთი წვე-
ულება იმართებოდა. სტუმართა შემადგენლობა პერიოდულად იც-
ვლებოდა. მოდიოდნენ მსახიობი ქალები, მსახიობი კაცები, ახალ-

251
გაზრდა რეჟისორები, ჟურნალისტები, მანეკენები, ქალიშვილები
ჟურნალ „ტაიმიდან“, პროდიუსერები რადიოდან, ყმაწვილი სარეკ-
ლამო სააგენტოდან, მერი-ჯეინისნაირი დიაცები, რომლებიც
ქმრებს გაშორდებოდნენ თუ არა, მაშინვე საქვეყნოდ გაჰყვიროდ-
ნენ, ჩვენი ყოფილი ქმრები ჰომოსექსუალისტები არიანო, ახალგაზ-
რდა კაცები უოლ-სტრიტიდან, ყალთაბანდებს რომ ჰგავდნენ, მა-
დის მომგვრელი მდივანი ქალი, მესამე ჭიქის შემდეგ ვილისთან
კურკურს რომ იწყებდა, ყოფილი პილოტი ვილის ესკადრილიიდან,
გრეთჰენს ნიადაგ ლონდონზე რომ ელაქლაქებოდა, ვიღაცის დაუკ-
მაყოფილებელი ქმარი, რომელიც ჯერ გრეთჰენს დაუწყებდა ხოლ-
მე არშიყობას, ბოლოს კი, მერი-ჯეინს აეკიდებოდა.
დიახ, სტუმართა შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა,
მაგრამ სულ ერთსა და იმავეზე კი საუბრობდნენ,
თვეში ერთხელ ასეთი საღამოს გამართვას კიდევ არა უჭირდა
რა, თვეში ორჯერაც აიტანდა კაცი,მთელი ოთახი რომ არ დაენაგ-
ვიანებინათ. ისე კი ყველა ლამაზი, განათლებული ახალგაზრდა
იყო. ფული ყველას ჰქონდა, ღმერთმა უწყის, საიდან და ყველა კა
რგად იცვამდა. პორტ-ფილიპში რომ ცხოვრობდა, გრეთჰენი სწო-
რედ ასეთ მეგობრებზე ოცნებობდა, მაგრამ ისინი უკვე ხუთი წელია
გარს ახვევიან... ეს გაუთავებელი ქეიფი სამზარეულოში, დაუსრე-
ბელი წვეულებები.
მან ხალხი გაბედული ნაბიჯით გაარღვია, კიბისაკენ გაეშურა და
სხვენზე მდებარე ოთახში ავიდა, სადაც ბილის ეძინა, მისი საწოლი-
სა და სათამაშოების გარდა, აქ კიდევ ერთი დიდი მაგიდა იდგა, სა-
დაც გრეთჰენი მუშაობდა ხოლმე.
მაგიდაზე საბეჭდი მანქანა იდგა, წიგნები, გაზეთების და ჟურნა-
ლების აკოკოლიკებული დასტები ელაგა. გრეთჰენს უყვარდა შვი-
ლის გვერდით მუშაობა, ბავშვს კი საბეჭდი მანქანის კაკუნი ხელს
სულაც არ უშლიდა.
ქალმა მაგიდის ლამპა აანთო და დაინახა, რომ ბიჭს არ ეძინა,
იწვა პიჟამოიანი თავის საწოლში, გვერდით, ბალიშზე ნაჭრის ჟირა-
ფი ედო, ბავშვი ჰაერში ხელებს ნელ-ნელა აცეცებდა, თითქოს ქვევ-

252
იდან ამოსული სიგარეტის ბოლში რაღაც ფიგურებს ხატავსო.
გრეთჰენმა თავი დამნაშავედ იგრძნო, მაგრამ ხალხს სიგარეტის წე-
ვას ხომ ვერ აუკრძალავდა იმიტომ, რომ ზევით ოთხი წლის ბავშვს
ეძინა, რომელსაც ეს იქნებ სულაც არ ეპიტნავებოდა. გრეთჰენი და-
იხარა და შვილს შუბლზე ეამბორა. აბაზანის შემდეგ ბიჭს საპნისა და
ჩვილის სუფთა კანის სუნი უდიოდა.
– მე რომ გავიზრდები, ‒ თქვა მან, – სტუმრად კაციშვილს არ
დავპატიჟებ.
მამას სულაც არა ჰგავს, გაიფიქრა გრეთჰენმა მაგრამ მაინც მი-
სი ასლია: მასავით ქერათმიანი, ლოყებიც ეკუჭება. ჯორდახებისა
არაფერი სცხია... თუმცა, ბავშვობაში ტომასიც ასეთი იყო.
– დაიძინე, ბილი, – გრეთჰენი კვლავ საწოლზე დაიხარა და კი-
დეგ ერთხელ აკოცა. შემდეგ მაგიდას მიუახლოვდა და ხელში მოხ-
ვედრილ პირველსავე წიგნს წაეტანა ‒„ფსიქოლოგიის საფუძვლე-
ბი“. იგი კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებულ საღამოს კურსებზე
დაიარებოდა. სტანჯავდა თავისი უცოდინარობა და ერიდებოდა ვი-
ლის განათლებული მეგობრებისა, ხანდახან კი თავად ვილისიც
რცხვენოდა.
ბილი რომ გაჩნდა, გრეთჰენმა თეატრი მიატოვა. მოგვიანებით
დავბრუნდები, როცა გაიზრდება და მთელი დღე აღარ დავჭირდე-
ბიო, ირწმუნებდა მაშინ თავს. მაგრამ ახლა მტკიცედ იცოდა, რომ
მსახიობი აღარასოდეს გახდებოდა.
დიდი ამბავი, ბევრი არაფერი დაუკარვავს. მერე ისეთი სამუშაოს
ძებნა დაიწყო, რომელიც შეიძლებოდა შინ გაეკეთებინა. საბედნიე-
როდ, სულ ადვილად იშოვნა კიდეც. ცდილობდა, ვილის დახმარე-
ბოდა: როცა მას მობეზრდებოდა ან სხვა საქმეებით იყო დაკავებუ-
ლი, მის მაგივრად რადიოდადგმებზე, შემდეგ კი ტელეპროგრამებ-
ზე რეცენზიებს სწერდა. თავდაპირველად ცოლის სტატიებს ხელს
ვილი აწერდა, მაგრამ მალე რედაქციაში ადმინისტრაციული
სამუშაო შესთავაზეს, ხელფასიც მოუმატეს და ამიერიდან რეცენზი-
ებს გრეთჰენი ხელს თვითონ აწერდა. რედაქტორმა ქალს პირში
უთხრა, შენ ვილიზე გაცილებით უკეთ წერო, მაგრამ იმ დროისათვ-

253
ის თავადაც კარგად იცოდა, რა ლიტერატურული ნიჭის პატრონიც
ბრძანდებოდა მისი ქმარი. ერთხელ, ძველ ჩემოდანს რომ ალაგებ-
და, მისი პიესის პირველ აქტს წააწყდა. უბადრუკი რამ იყო. ის რაც
ვილის ნაამბობის მიხედვით ჭკვიანური და სასაცილო ეჩვენებოდა,
ქაღალდზე უხამსობად ქცეულიყო. რასაკვირველია, ქალს თავისი
შთაბეჭდილების თაობაზე სიტყვა არ დასცდენია, პიესა რომ წა-
იკითხა, ისიც კი არ უთქვამს, მაგრამ ცდილობდა, დაერწმუნებინა,
რომ ადმინისტრაციულ სამუშაოხე გადასულიყო.
გრეთჰენმა მანქანაში ჩადებულ გაყვითლებულ ფურცელს გადა-
ხედა. ზევიდან ფანქრით სათაურის ვარიანტი ეწერა „კომერსანტის
ქებათა ქება“ და გრეთჰენმა ფურცელს თვალი გააყოლა. „ნდო-
ბას,–წერდა იგი, – რომელიც ყველა ამერიკელის ეროვნულ თვისე-
ბად ითვლება, კომერსანტები სარფიანად იყენებენ. ისინი მოტყუე-
ბით ან მუქარით გვახვევენ თავს თავიანთ საქონელს, მიუხედავად
იმისა, სასარგებლოა იგი ჩვენთვის, გვესაჭიროება თუ პირიქით –
საშიშია. სიცილით გვხოცავენ, წვნიანის კონცენტრატები რომ გვა-
ყიდინონ, გვაშინებენ საუზმისათვის ჯემი რომ შემოგვაჩეჩონ,
„ჰამლეტიდან“ ციტატებს გვიკითხავენ და ავტომობილებს გვთავა-
ზობენ, რა სისულელეს აღარ ჩმახავენ, სასაქმებელი რომ შევიძი-
ნოთ...“
გრეთჰენმა წარბი შეიკრა. ვერა, ვერ გასწვდა. თანაც ტყუილუბ-
რალო შრომაა. აბა ვინ მიუგდებს ყურს და მითუმეტეს ხელს ვინ გა-
უმართავს? ამერიკელებს ჰგონიათ, იმას ყიდულობენ, რაც მათ
სურთ. იქ, ქვევით, მისი სტუმრების უმრავლესობა ცოტად თუ ბევ-
რად სწორედ იმ გზით იხვეჭს ქონებას, რასაც მათი მასპინძელი აქ,
ზევით ჰგმობს. მან მანქანიდან ფურცელი ამოიღო და სანაგვე ყუთში
მოისროლა – სულ ერთია, ამ სტატიას არავინ არასდროს არ დაბეჭ-
დავს. ამაზე თვით ვილი იზრუნებს.
კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი ვილიმ შემოაღო.
‒ მე კიდევ ვფიქრობდი, სად გაქრა-მეთქი.
– მინდოდა გონს მოვსულიყავი.
– გრეთჰენ, – უსაყვედურა მან. ნასვამს სახე ოდნავ შეწითლებ-

254
ოდა, ზედა ტუჩი ოფლით დაცეაროდა, ‒ისინი მარტო ჩემი კი არა,
შენი მეგობრებიც არიან.
–არავისი მეგობრები არ არიან, ‒ პირში ეცა გრეთჰენი. – უბრა-
ლოდ, სმა უყვართ, მორჩა და გათავდა,
‒ შენი აზრით, მაინც რა უნდა ვქნა? გავყარო?
– დიახ, უნდა გაყარო.
‒ ხომ იცი, ეს შეუძლებელია. ჩამოდი ქვევით, ძვირფასო. ღმერ-
თმა უწყის, შენზე რას იფიქრებენ.
‒ უთხარი, რომ ანაზდად საშინელმა სურვილმა შემიპყრო, მინ-
და ბავშვს ძუძუ ვაწოვო. ზოგიერთი ტომის ქალები ბავშვებს ძუძუს
შვიდ წლამდე აწოვებენ იქ, ქვევით ხომ ყველაფერი იციან. ვნახოთ,
იქნებ მათთვის ესეც ცნობილია.
– საყვარელო, – ვილი ქაღლს მიუახლოვდა და ხელი მოხვია.
ქალს ჯინის სუნი ეცა.‒ დამშვიდდი, გემუდარები; ძალიან ნერვული
გახდი.
‒ ო, ნუთუ შენ ეს შენიშნე?
– რასაკვირველია, შევნიშნე. – კაცმა ლოყაზე აკოცა.
ცრუ კოცნაა, გაიფიქრა გრეთჰენმა. უკვე ორი კვირაა ერთად არ
წოლილან.
– თავი სულ არ გებრალება. ბავშვი, სამუშაო, სწავლა... – ვილი
ნიადაგ იმის ცდაში იყო, რომ გრეთჰენს როგორმე სწავლისათვის
თავი დაენებებინა. – ნეტავი ამით რისი დამტკიცება გსურს? მე ისე-
დაც ვიცი, რომ ნიუ-იორკში შენ ყველაზე ჭკვიანი ქალი ხარ.
‒ იმის ნახევარსაც კი არ ვაკეთებ, რაც უნდა გავაკეთო. მარ-
თლაცდა კარგი იქნებოდა, ქვევით ჩავსულიყავი და საყვარლად შე-
საფერისი კანდიდატისათვის ჩანგალი მომედო, ნერვები დამემშვი-
დებინა. – ქალი მკლავებიდან დაუსხლტა, მობრუნდა და ოთახიდან
გავიდა.
ჯონი ჰიტთან ლაპარაკით გულნაჯერები რუდოლფი ჯულისთან
ერთად კუთხეში იდგა. ალბათ ჯული მაშინ მოვიდა, როცა გრეთჰენი
ზევით იმყოფებოდა. გრეთჰენმა რუდოლფს ხელი დაუქნია, მაგრამ
მისი ყურადღება ვერ მიიპყრო. ის იყო, რუდოლფისაკენ და ჯულისა-

255
კენ გაემართა, რომ ანაზდად ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს და-
რექტორმა, ჩინებულად ჩაცმულ-დახურულმა და ზედმიწევნით ლა-
მაზად თმადავარცხნილმა კაცმა გააჩერა.
– ძვირფასო დიასახლისო, – უთხრა კაცმა, რომელიც ინგლი-
სელ მსახიობს ჰგავდა. მას ალეკ ლისტერს ეძახდნენ. თავისი კარიე-
რა რადიოკომპანია სი-ბი-ესის შიკრიკობიდან დაეწყო, მაგრამ მას
შემდეგ ბევრ წყალს ჩაევლო. – ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ. დიდე-
ბული საღამო იყო.
‒ თქვენ შესაფერისი კანდიდატი ხომ არ ბრძანდებით? – თვალი
თვალში გაუყარა გრეთჰენმა,
‒ რა ბრძანეთ? – საგონებელში ჩავარდნილმა ლისტერმა ჭიქა
მეორე ხელში გადაიტანა ქარაგმებით ლაპარაკს ნაჩვევი არ იყო.
– არაფერი,‒ უპასუხა გრეთჰენმა, ‒ცნობიერების ნაკადი. მოხა-
რული ვარ, რომ მოგწონთ ჩემი სამხეცე.
– ძალიან მომწონს, –უყოყმანოდ შეაქო კაცმა, – ძალიან. გარდა
ამისა, სტუმართა შემადგენლობაც მომწონს და თქვენი სტატიებიც,
თუ თქვენ ჩემი აზრის გამოთქმის უფლებას მომცემთ,–დასძინა მან,
თუმც კარგად იცოდა, რომ გულდამშვიდებით შეეძლო ყველაფერზე
თავისი აზრი გამოეთქვა, – მშვენიერი სტატიებია, მაგრამ... მე თუ
მკითხავთ, ზედმეტად სუსხიანი. მათში ერთგვარი მტრული განწყო-
ბილება იგრძნობა. გამოგიტყდებით, მათ ეს სასიამოვნო სიმახვი-
ლეს ანიჭებს, მაგრამ საერთო მიმართულება მთელი სარეკლამო
ბიჩზნესის წინააღმდეგ...
– ო, ესე იგი ეს თქვენც შენიშნეთ, არა?–დინჯად წარმოთქვა
გრეთჰენმა.
– დიახ, შევნიშნე, ‒ მკვახედ უპასუხა ლისტერმა, რომელიც
ქალს გულგრილად შეჰყურებდა. მისი გულითადობა უცებ სადღაც
გაქრა და სახე ერთ წამში ოფიციალური და გულცივი გაუხდა, ‒ თა-
ნაც მარტო მე კი არ შემინიშნავს, დღეს, როცა თითქმის თითოეული
ჩვენთაგანის მოქმედებას იკვლევ–იძიებენ და რეკლამის მესვეურ-
ნი ძალზე ფრთხილობენ, რათა ფული ისეთ ხალხს არ გადაუხადონ,
ვისი პოზიციებიც შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს...

256
– რაო, მაფრთხილებთ?
‒ ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებთ, ‒უთხრა კაცმა მეგობრუ-
ლად.
‒ ძალზე სასიამოვნოა, ძვირფასო,–მხარზე ხელი ფრთხილად
შეახო და ნაზად გაუღიმა გრეთჰენმა, – მაგრამ ვშიშობ, ცოტა დაგ-
ვიანებული უნდა იყოს. მე მოსკოვის კმაყოფაზე მყოფი მებრძოლი
კომუნისტი გახლავართ.
– ყურადღება არ მიაქციო, ალეკ, – უთხრა ვილიმ, – მათთან ახ-
ლოს მივიდა და გრეთჰენს იდაყვზე ხელი მაგრად წაავლო,‒ დღეს
გრეთჰენი ყველას თავს ესხმის სამზარეულოში გავიდეთ, დავლიოთ
რამე.
‒ გმადლობთ, ვილი! –უპასუხა ლისტერმა მაგრამ ჩემი წასვლის
დროა. დაპირებული ვარ, დღეს კიდევ ორ ოჯახში უნდა შევიარო. ‒
კაცი გრეთჰენს ლოყაზე ნაზად ეამბორა, – ნახვამდის, ძვირფასო.
იმედი მაქვს, დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი.
– თქვენს სიტყვებს მარმარილოზე ამოვჭრი, – უთხრა ქალმა.
დინჯი და გულგრილი ლისტერი გასასვლელისაკენ გაეშურა.
გზად თავისი ჭიქა წიგნის კარადაზე დადგა. მერე პრიალა ზედაპირს
ლაქა დააჩნდებოდა.
‒ რა მოხდა? – წყნარად შეეკითხა ვილი. – ფული გეზიზღება,
არა?
– ეგ კაცი მეზიზღება. – გრეთჰენი ქმარს მოშორდა და ღიმილით
გაბადრული იმ კუთხისაკენ გაეშურა, სადაც რუდოლფი და ჯული სა-
უბრობდნენ. ჯული, ეტყობოდა, ტირილს აპირებდა. რუდოლფს კი
დაძაბული და ჯიუტი გამომეტყველება ჰქონდა.
– მე მგონი, ეს საშინელებაა, – ამბობდა ჯული, ‒ დიახ, მე ასე მი-
მაჩნია,
– დღეს შესანიშნავად გამოიყურები,ჯული, ‒ ვისაც გინდა, შეაც-
დენ‒ სიტყვა შეაწყვეტინა გრეთჰენმა.
‒ყოველ შემთხვევაში, მე ამას ვერ ვგრძნობ, – ჯულის ხმა აუკა-
ნკალდა.
– კი, მაგრამ რა მოხდა?

257
‒ რუდოლფი სამუდამოდ კოლდერვუდთან მუშაობას აპირებს
ხვალიდან.
– სამუდამო არაფერია, – თქვა რუდოლფმა.
– მთელი ცხოვრება დახლს ვერ უნდა მოშორდეს ერთ მიყრუე-
ბულ ქალაქში, – ყურს არ უგდებდა და თავისას გაიძახოდა ჯული. –
ღირდა კია ამისათვის კოლეჯის დამთავრება?
– რამდენჯერ აგიხსენი, რომ მთელი ცხოვრება დახლთან დგო-
მას სულაც არ ვაპირებ, – შეედავა რუდოლფი.
– არა, რაკიღა ასეა, კეთილი ინებე და დას ყველაფერი უამბე,–
არ ცხრებოდა ჯული.
– მაინც, რა მოხდა?—შეეკითხა გრეთჰენი. რაც მართალია მარ-
თალია, რუდოლფის არჩევანმა მასაც იმედი გაუცრუა, თუმცა გულ-
ში შვებით ამოისუნთქა: კოლდერვუდთან თუ იმუშავებდა, დედას
კვლავ ზრუნვას არ მოაკლებდა.
‒ უნდოდათ ჩემთვის საჩუქარი ებოძებინათ, ზაფხულის გატარე-
ბა ევროპა·ში,– მშვიდი ხმით თქვა რუდოლფმა.
‒ ვინ შემოგთავაზა? ‒ შეეკითხა გრეთჰენი, თუმცა პასუხი თვი-
თონაც კარგად იცოდა.
– ტედი ბოილანმა. დარწმუნებული ვარ, მშობლები რუდოლ-
ფთან გამგზავრების ნებას დამრთავდნენ, – თქვა ჯულიმ. – ეს იქნე-
ბოდა ყველაზე დიდებული ზაფხული ჩვენს ცხოვრებაში.
– მე არა მაქვს დრო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდებული ზაფ-
ხულისათვის, – გარკვევით წარმოთქვა რუდოლფმა თითოეული
სიტყვა.
– რუდი, მე მგონი, ასეთი დაძაბული მუშაობის შემდეგ, უფლება
გაქვს დაისვენო, – უთხრა გრეთჰენმა.
– ევროპა არსად არ გაიქცევა, იქით მაშინ გავემგზავრები, რო-
დესაც ვიგრძნობ, რომ საამისოდ მომწიფებული ვარ.
– გრეთჰენ, – მიუახლოვდა მას ახალგაზრდა კაცი, – გვინდოდა
ფირფიტა დაგვედო, მაგრამ, ეტყობა, ფირსაკრავი გაფუჭდა.
– მერე კიდევ მოგელაპარაკებით, – უთხრა გრეთჰენმა რუდოლ-
ფსა და ჯულის, – მოვიფიქრებთ რამეს. – და ახალგაზრდა კაცთან

258
ერთად ფირსაკრავისაკენ გაემართა.
როცა რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მხარეს გაიხედა, შენიშნა,
რომ ორივენი წასულიყვნენ. „ამიერიდან ამ სახლში მთელი წელი-
წადი არავითარი წვეულება აღარ გაიმართება“, – გადაწყვიტა
გრეთჰენმა და სამზარეულოში გავიდა,სადაც მერი-ჯეინმა ვისკი და-
უსხა.
ისინი მეხუთე ავენიუსაკენ მიემართებოდნენ· ჯული რუდოლფი-
საგან მოშორებით მიაბიჯებდა. გაბუშტული ტუჩები მაგრად მოეკუ-
მა.
‒ შენ იქ ქალი გყავს, – თქვა მან ბოლოს, – იმიტომაც გინდა იმ
სოროში დარჩენა.
რუდოლფს გაეცინა.
‒ ჰო, იცინგე, იცინე, ვერ მომატყუებ,– სიმწრით განაგრძობდა
ჯული. ‒ საგალანტერიო განყოფილების გამყიდველმა, ან მოლა-
რემ, ან კიდევ სხვა ვიღაცამ თავბრუ დაგახვია. ვიცი, მასთან გძი-
ნავს.
რუდოლფს მის უსაფუძლო ბრალდებაზე კვლავ გაეცინა.
– ან არა და მაშინ არასრულფასოვანი ხარ. უკვე ხუთი წელია,
ერთმანეთს ვხვდებით, მეუბნები მიყვარხარო, კოცნის მეტს კი არა-
ფერს ვაკეთებთ.
– შენ ერთხელაც არ გიგრძნობინებია, რომ უფრო მეტს მოელო-
დი.
– ეგრე იყოს. აი ახლა გაგრძნობინებ. გელოდები. დაუყოვნებ-
ლივ. – „სენტ-მორიცში“ ვარ გაჩერებული. ნომერი ცხრაას ოცდასა-
მი.
– არა, ‒ უპასუხა რუდოლთმა.
– ან მატყუებ, ან მართლა არასრულფასოვანი ხარ.
‒ მინდა ჩემი ცოლი გახდე. თუ გსურს, ხელი მომავალ კვირას
მოვაწეროთ.
‒ მერე სად გავატარებთ ჩვენს თაფლობის თვეს? კოლდერვუდის
უნივერმაღის სააგარაკო ავეჯის განყოფილებაში? მე შენ ჩემს

259
თეთრ, უმანკო სხეულს გთავაზობ, დაცინვით განაგრძობდა იგი,–
სანაცვლოდ კი არაფერს მოვითხოვ, ვის სჭირდება ქორწილი? მე
თავისუფალი, ემანსიპირებული, ვნებიანი ამერიკელი ქალი ვარ!
შენ გინდა შენთან ერთად უბადრუკ პროვინციულ ქალაქში დამასა-
მარო. მე კი მუდამ მეგონა, რომ ჭკვიანი იყავი, მიმაჩნდა, რომ წინ
ბრწყინვალე მომავალი გელოდა, კეთილი, გამოგყვები ცოლად.
მომავალ კვირას გამოგყვები, მაგრამ იმ პირობით, თუ ზაფხულს ევ-
როპაში გავატარებთ, შემოდგომაზე კი სამართლის შესწავლას შე-
უდგები, თუმც ეს უკანასკნელი სავალდებულო არ არის. ჩემთვის სუ-
ლერთიაა რა საქმეს მოჰკიდებ ხელს, ოღონდ ნიუ-იორკში უნდა ვიც-
ხოვროთ. მეც ვიმუშავებ. მინდა ვიმუშავო. უიტბიში აბა რა უნდა გა-
ვაკეთო? დილიდან საღამომდე იმაზე ვიფიქრო, შინ რა ფერის წინ-
საფრით დაგხვდე? .
– სიტყვას გაძლევ, ხუთი წლის შემდეგ ან ნიუ-იორკში ვიცხოვ-
რებთ, ან კიდევ სხვაგან, სადაც შენ მოისურვებ.
‒ სიტყვას მაძლევ! სიტყვის მოცემა ადვილია, მაგრამ მე სულაც
არ ვაპირებ ჩემი ცხოვრებიდან მთელი ხუთი წლის ამოშლას. უბრა-
ლოდ, შენი ვერაფერი გამიგია. კარგი, მიბრძანე ერთი, ამით რას
მოიმკი?
– მე იმათზე ორი წლით ადრე ვიწყებ მუშაობას ვისთანაც ვსწავ-
ლობდი და ვიცი რასაც ვაკეთებ. კოლდერვუდი მენდობა. კოლდერ-
ვუდი კი მალე მსხვილ საქმეებს დაატრიალებს. მაღაზია მხოლოდ
პირველი ნაბიჯია, შეიძლება ითქვას ტრამპლინი. კოლდერვუდი
ამის ბაიბურშიც არ არის, მე კი ვიცი, და როცა ნიუ-იორკში გადავ-
ბარგდები, ერთი უცნობი, ახლადკოლეჯდამთავრებული, სამუშაოს
ძებნაში კარდაკარ მოხეტიალე ახალგაზრდა კაცი არ ვიქნები, შლა-
პით ხელში მოსაცდელში არ ვიყურყუტებ, სანამ მიმიღებდნენ; ხუთი
წლის შემდეგ ნიუ-იორკში რომ ჩამოვალ, უკვე კართან გულთბი-
ლად შემომეგებებიან. დიდხანს ვიყავი ღარიბ-ღატაკი, ჯული, და
ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაჭირვებაში კვლავ აღარასოდეს აღ-
მოვჩნდე.

260
‒ შენ ბოილანის პირმმო ბრძანდები, იმან დაგღუპა, ფული!... ნუ-
თუ შენთვის ფული ასე ბევრს ნიშნავს? მხოლოდ ფული... ასეც რომ
იყოს.. იურისტი რომ გახდე...
– მე მეტს ვეღარ მოვიცდი, – უთხრა მან. –საკმაოდ დიდხანს ვი-
ცადე. მეყოფა სწავლაც, როცა იურისტი დამჭირდება, დავიქირავებ.
თუ ჩემთან ყოფნა გსურს ‒ დიდებულია. თუ არა და... –– მაგრამ მან
სიტყვის გაგრძელება ვეღარ შესძლო და დამნაშავესავით დასძი-
ნა:–····თუ არადა... ჯული... მე არ ვიცი... მეგონა, ყველაფერი ვიცო-
დი, ყველაფერი მესმოდა. მაგრამ შენი ვერა გამიგია რა.
– მშობლებსაც კი ვატყუებდი, ოღონდაც შენთან ვყოფილიყავი,
– ჯულიმ უკვე ტირილი დაიწყო. – მაგრამ შენ არა ხარ ის რუდოლ-
ფი, მე რომ მიყვარდა. – შენ ბოილანის მარიონეტად იქეცი. შენთან
ლაპარაკი აღარ მსურს.
მწარედ აქვითინებულმა გოგონამ გამვლელ ტაქსის ხელი დაუქ-
ნია. მანქანაში შეხტა და კარი მიიჯახუნა.
ადგილზე გაქვავებულმა რუდოლფმა მიმავალ მანქანას თვალი
გააყოლა, შემდეგ მობრუნდა და ნელი ნაბიჯით ისევ დის სახლისა-
კენ წაჩანჩალდა. იქ ჩანთა დარჩა.
გრეთჰენმა ლოგინი სასტუმრო ოთახში გაუშალა.

261
თავი მესამე

1950 წელი

ტომასმა კლიტეში საჭირო ციფრები აკრიფა და თავისი კარადა


გააღო. აი, უკვე რამდენიმე თვე იყო, გასახდელში ყველა კარადას
კლიტე ედო. ეს ბრიუსტერ რიდის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა
მას შემდეგ, რაც ჯიბიდან ცნობილი ასდოლარიანი ასიგნაცია და-
ეკარგა.
ტომასი იმ საბედისწერო შაბათ დღეს პორტ-ფილიპში იმყოფე-
ბოდა. ორშაბათს კლუბში რომ დაბრუნდა, დომინიკმა ეს ახალი ამ-
ბავი სიამოვნებით აუწყა: „ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ ქვეწარმავ-
ლებმა იციან, რომ შენ არაფერ შუაში არა ხარ და აღარც მე დამადა-
ნაშაულებენ, სამუშაოზე ქურდი დაგიქარავებიაო“, ‒ უთხრა დომი-
ნიკმა. უფრო მეტიც, ისიც კი მოახერხა, რომ კლუბს ტომასისათვის
ხელფასი კვირაში ათი დოლარით გაეზარდა.
ტომასი დარბაზში რომ შევიდა, დომინიკი და გრინინგი ხელ-
თათმანებს იცვამდნენ. დომინიკი გაცივებული იყო, თანაც წინა სა-
დამოს ზომაზე მეტი დაელია. თვალები დაწითლებოდა, ფეხს ძლივს
ითრევდა. სავარჯიშო კოსტიუმი ტანზე ტომარასავით ეთრეოდა·
დომინიკი ბებერივით გამოიყურებოდა, გაჩეჩილ თმებს შუა მოტიტ-
ვლებული თავი უპრიალებდა, თავის წონით კატეგორიასთან შედა-
რებით გაცილებით მაღალი გრინინგი დარბაზში წინ და უკან მოუთ-
მენლად დააბიჯებდა. გაკაშკაშებული ნათურების შუქზე თვალები
სულ უფერული მოუჩანდა, მოკლედ შეკრეჭილი ქერა თმა კი ‒ თით-
ქმის პლატინისფერი, ვარდისფერი ლოყები ჰქონდა, სწორი ცხვი-
რი, მტკიცე ნიკაპი და მძიმე ყბა, უდაოდ ლამაზი გახლდათ და მდი-
დარი ოჯახიშვილი რომ არ ყოფილიყო, რომლებიც აქტიორის პრო-
ფესიას აგდებულად ეკიდებიან, უეჭველია, კოვბოური ფილმების
ვარსკვლავი გახდებოდა..

262
იმ დღიდან, რაც გრინინგმა ათი დოლარის ქურდობა დააბრალა,
ტომასს ხმა ერთხელაც არ გაუცია და ახლაც, დარბაზში რომ შემო-
ვიდა, იქითკენ არც კი გაუხედავს.
– მომეხმარე რა, პატარა, – სთხოვა დომინიკმა. ტომასმა ხელ-
თათმანებზე ზონრები შეუკრა.
დომინიკმა დარბაზის კარის თავზე დაკიდებულ დიდ საათს ახე-
და, რათა დრო დაენიშნა და არავითარ შემთხვევაში შეუსვენებლივ
ორ წუთზე მეტ ხანს არ ევარჯიშა, მერე ხელები მკერდზე მიიდო და
გრინინგისაკენ გაეშურა.
‒ თუ მზად ხართ, შეგვიძლია დავიწყოთ, სერ.
გრინინგმაც არ დააყოვნა და მყისვე მისკენ დაიძრა. იგი ტრადი-
ციული აკადემიური მანერით იბრძოდა. გრძელი ხელების წყალო-
ბით დომინიკს თავში მოულოდნელ დარტყმებს აყენებდა, დომინიკს
გაცივება და ბახუსი მალევე შეეტყო. სული ეხუთებოდა. ცდილობ-
და დარტყმებს გაქცეოდა, თავით გრინინგს ნიკაპზე მიყუდებოდა და
სრულიად უენთუზიაზმოდ მუცელში უნიათოდ უბრაგუნებდა. ანახ-
დად გრინინ გმა უკან დაიხია და მარჯვენა ხელით ელვის უსწრაფესი
აპერკოტი ხეთქა, რომელიც დომინიკს შიგ კბილებში მოხვდა.
„სულმდაბალი“, – გაიფიქრა ტომასმა, მაგრამ ხმამაღლა კრინ-
ტი არ დასცდენია და არც სახის გამომეტყველება შესცვლია.
დომინიკი ლეიბზე ჩაიკეცა და უნებლიედ უზარმაზარი ხელთათ-
მანი გასისხლიანებულ ბაგესთან მიიტანა. გრინინგი მის წამოსაყე-
ნებლად არც კი განძრეულა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და დომი-
ნიკს დაფიქრებული მიაჩერდა. ელოდა, როდის ადგებოდა. დომი-
ნიკმა ხელთათმანიანი ხელი ტომასს გაუწოდა,
– გამხადე, პატარავ, ‒ ხრინწიანი ხმით უთხრა მან. ‒ დღეისთვის
კმარა.სამარისებურ სიჩუმეში ტომასი დაიხარა, ზონრები შეხსნა და
ხელთათმანი წააძრო, იცოდა, ძველი მოკრივე სხვისი დახმარებით
წამოდგომას არ მოინდომებდა, ამიტომ ხელი არც გაუწვდია. დომი-
ნიკი ზეზე ნელ–ნელა წამოდგა და გასისხლიანებულე პირი სახე-
ლოთი მოიწმინდა.

263
‒ მაპატიეთ, · სერ, – უთხრ მან გრინინგს, ‒დღეს მგონი, ფორ-
მაში არა ვარ.
– ჩემთვის ასეთი მოთელვა საკმარისი არ არის,– უკმაყოფი-
ლოდ შენიშნა გრინინგმა, – მაშინვე უნდა გეთქვათ,თუ თავს შეუძ-
ლოდ გრძნობდით, აღარც მე გავიხდიდი. – შენ რას იტყვი, ჯორდახ?
– მიუბრუნდა იგი ტომასს. – გინდა რამდენიმე წუთით ჩემთან წა-
ივარჯიშო?
გაოცებულმა ტომასმა დომინიკს გადახედა, რომლის ნაღვლიან,
შემუპებულ თვალებში სიცილიურმა ზიზღმა იფეთქა·
– ეგრე იყოს, ტომ, თუ მისტერ გრინინგი ასეთ სურვილს გამოთ-
ქვამს,– ჩუმად ჩაილაპარაკა მან და თან სისხლი გადმოაფურთხა. –
მე მგონი, შენ შეგიძლია სამსახური გაუწიო.
ტომასმა ხელთათმანები წამოიცვა, დომინიკმა კი ზონრები ხმი-
სამოუღებლივ შეუკრა. ტომასს ჩვეული დაძაბული გრძნობა დაეუფ-
ლა: შიში, სიამოვნება, მოუთმენლობა, ხელებსა და ფეხებში თით-
ქოს ელექტროდენმა დაუარა. თავს ძალა დაატანა და მხიარულად,
ბავშვურად გაუღიმა გრინინგს, რომელიც თვალს სახეგაქვავებული
ადევნებდა. დომინიკი განზე გადგა.
– ყველაფერი რიგზეა, – თქვა მან.
გრინინგი, რომელსაც მარცხენა ხელი ნიკაპზე აეფარებინა,
მარჯვენა კი წინ გაეშვირა, ტომასისაკენ დაიძრა. ბიჭმა მარცხენა ხე-
ლის დარტყმა ადვილად მოიგერია და მისკენ მოქნეული მარჯვენა
მაშინვე აიცდინა. გრინინგი ტომასზე მაღალი იყო, მაგრამ სულ რვა-
ცხრა გირვანქით მეტს იწონიდა, იმაზე უფრო სწრაფად მოძრაობდა,
ვიდრე ტომასი მოელოდა და ბიჭს შემდეგი დარტყმა საფეთქელს ზე-
მოთ მოხვდა. რახანია ტომასს ერთი რიგიანად არ უჩხუბია და თავა-
ზიანი მოთელვები კლუბში მოვარჯიშე უწყინრ ჯენტლმენებთან ასე-
თი ორთაბრძოლისათვის როდი კმაროდა. გრინინგმა ცრუ გამოხ-
დომა გააკეთა და მარცხენა ხელი ტომასს თავში გაუუქანა: „მამა-
ძაღლი, არ ხუმრობს“, – გაიფიქრა ტომასმა, დაიხარა, მარცხენა ხე-

264
ლი გრინინგს ფერდში მოარტყა, მარჯვენა კი ნიკაპში მოსდო. გრი-
ნინგი კლანჩში შევიდა და მარჯვენა ნეკნებში დასცხო. იგი ღონიერი
იყო, ძალიან ღონიერი, ამას აბა რა ლარი და ხაზი სჭირდებოდა.
ტომასმა დომინიკს სწრაფი მზერა ესროლა, რაღაც ნიშანს ელო-
და, მაგრამ იგი გვერდზე მშვიდად იდგა. მაშ ასე, ძალიან კარგი, გა-
დაწყვიტა ტომასმა, დავიწყოთ, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნება...
გრინინგი საზრიანად და უხეშად იბრძოდა, თავისი სიმაღლისა
და წონის უპირატესობით სარგებლობდა. ტომასი კი ზუსტ დარ-
ტყმებში მთელ იმ ზიზღს აქსოვდა, ასე დიდხანს რომ მალავდა
ცხრაკლიტულში. „ესეც შენ, კაპიტანო, ‒ ამბობდა გულში, და რა
ილეთს აღარ მიმართავდა, – ეგეც შენ, მდიდარო, ლამაზმანო, აი კი-
დევ, შენ, პოლიციელო, მიიღე შენი ათი დოლარის საზღაური“.
ორივეს ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა, როცა ტომასმა საბო-
ლოოდ ის დარტყმა მიაყენა, რომელიც დასასრულის დასაწყისს ნი-
იშნავდა, უაზროდ მომღიმარმა გრინინგმა უკან დაიხია, მაღლა შე-
მართულ ხელებს აქეთ-იქით უღონოდ იქნევდა. ტომასმა გარს შემო-
უარა, იგი უკანასკნელი, გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადებოდა,
მაგრამ ამ დროს მათ შორის დომინიკი ჩადგა.
– ჯერჯერობით საკმარისია ჯენტლმენებო, – უთხრა მან, – კარგი
მოთელვა იყო.
გრინინგი უმალ გონს მოეგო და ტომასს ცივად მიაჩერდა,
– ხელთათმანები გამხადეთ, დომინიკ, ‒ მოკლედ უთხრა მან.
სახიდან სისხლის მოწმენდა არც კი უფიქრია. დომინიკმა ხელთათ-
მანებზე ზონრები შეხსნა და გრინინგი დარბაზიდან წელში გამართუ-
ლი გავიდა.
‒ კლუბში მუშაობას უნდა გამოვემშვიდობო, ‒ თქვა ტომასმა.
– ადვილი შესაძლებელია, ‒ კვერი დაუკრა დომინიკმა, – მაგ-
რამ ასეთი ბრძოლა ამად ღირს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, –
კაცმა გაიღიმა.
გავიდა სამი დღე, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა. არც დომი-
ნიკს, არც ტომასს კლუბის წევრებთან გრინინგთან ორთაბრძოლის
შესახებ სიტყვა არ დასცდენიათ.

265
შესაძლოა, გრინინგი დიდად სირცხვილნაჭამი იყო იმის გამო,
რომ სიმაღლითაც მასზე დაბალი და წონითაც მასზე მსუბუქი ოცი
წლის ბიჭი მოერია და სკანდალის ატეხვა ამიტომაც ვერ გაებედა.
ყოველ საღამოს, კლუბის დახურვის შემდეგ დომინიკი იტყოდა
ხოლმე:
– ჯერ სიმშვიდეა, – და ხეზე აკაკუნებდა, აქაოდა თვალი არ გვე-
ცესო.
მაგრამ მეოთხე დღეს ტომასს ჩარლი, გასახდელის დამლაგებე-
ლი მიუახლოვდა.
–დომინიკი თავისთან გიბარებს, – უთხრა მან, – ახლავე წადი.
დომინიკი საწერ მაგიდასთან იჯდა, წინ ფული ედო, ცხრა ათდო-
ლარიანი და იმას თვლიდა, ტომი კაბინეტში რომ შევიდა, დომინიკ-
მა ნაღვლიანად გამოხედა.
– აი, აიღე წინასწარ შენი ორი კვირის ხელფასი, პატარავ, – უთ-
ხრა მან.–დღეს დილით კლუბის კომიტეტის კრება იყო, გაგათაგი-
სუფლეს.
–იმ უკანასკნელი დარტყმის ნება უნდა მოგეცათ, – შენიშნა ტო-
მასმა.
– ალბათ ასე უნდა მოვგქცეულიყავი...
– თქვენც შეგხვდებათ უსიამოვნება?
– შესაძლებელია... – უპასუხა დომინიკმა და დასძინა; – თავს
მოუფრთხილდი. ჩემი რჩევა გახსოვდეს. მდიდრებს ნუ ენდობი.

266
თავი მეოთხე

1954 წელი

მან ზუსტად მაშინ გაიღვიძა, შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა. მაღ-


ვიძარას არასდროს არ ქოქავდა. უიმისოდაც იოლად გადიოდა.
ოთახში ციოდა. ღია ფანჯარაში ქარი ფარდებს აფრიალებდა,
გარედან ზამთრის ადრიანი დილის მკრთალი შუქი გამოდიოდა.
დღევანდელი დღე განსაკუთრებული უნდა იყოს, გუშინ მაღაზიის
დახურვამდე კოლდერვუდთან შეიარა და მაგიდაზე სქელი კონვერ-
ტი დაუდო.
‒ მინდა წაიკითხოთ, როცა დროს მოიხელთებთ.
‒ მორიგი ახირებული იდეაა? ‒ შეეკითხა იგი. – ისევ ჩემს შეგუ-
ლიანებას აპირებ?
– დიახ, – გაიღიმა რუდოლფმა.
– იცი რას გეტყვი, ყმაწვილო, მას შემდეგ, რაც შენ ჩემს მაღაზია-
ში მუშაობა დაიწყე, ქოლესტერინი მომემატა, შესამჩნევად მომემა-
ტა.
– მისის კოლდერვუდმა მთხოვა, დაარწმუნე, შვებულება აიღო-
სო.
‒ ნუთუ? –წაიბუზღუნა კოლდერვუდმა. – იმან არ იცის, რომ მა-
ღაზიაში შენი მარტო დატოვება ათი წუთითაც კი არ შეიძლება.
და მაინც შინ მიმავალმა კოლდერეუდმა კონვერტიც თან წაიღო.
რუდოლფი დარწმუნებული იყო: საკმარისია კოლდერვუდმა იმის
კითხვა დაიწყოს, რაც კონვერტში დევს,რომ მერე ვეღარ მოეშვე-
ბაო.
საბანი გადასწია, ადგა, სწრაფად მივიდა ფანჯარასთან და დაკე-
ტა. ცდილობდა სიცივისაგან არ აკანკალებულიყო, პიჟამო გაიხადა
და თბილი სპორტული კოსტუმი, შალის წინდები და ჩოგბურთის
ფეხსაცმელი ჩაიცვა მერე დრაფის კუბოკრული პალტო წამოისხა,

267
დედა რომ არ გაეღვიძებინა, კარი ფრთხილად მიიხურა და ქუჩაში
გავიდა.
ქვევით, სადარბაზოსთან კვენტინ მაკჰოვერნი ელოდებოდა,
ისიც სპორტულ კოსტუმში იყო გამოწყობილი, ზემოდან სქელი სვი-
ტერი ეცვა. ნაქსოვი ქუდი ყურებამდე ჩამოეფხატა. თოთხმეტი წლის
კვენტინი მოპირდაპირე სახლში მცხოვრები ზანგების უფროსი შვი-
ლი გახლდათ. რუდოლფი და კვენტინი ყოველ დილით ერთად დარ-
ბოდნენ ხოლმე,
– გამარჯობა, კვენტ, – მიესალმა რუდოლფი.
‒ გაგიმარჯოს, რუდი, ‒ უპასუხ ბიჭმა. – საშინლად ცივა. დედა-
ჩემს ჰგონია, ორივენი არანორმალურები ვართ.
‒ არა უჭირს, ოლიმპიური თამაშებიდან ოქროს მედალს რომ
ჩამოუტან, სულ სხვაგვარად აჭიკჭიკდება.
რუდოლფმა გარაჟის კარი გამოაღო, თავისი მოტოციკლი გამო-
იყვანა, ზედ მოაჯდა და ძრავა ჩართო. კვენტინი უკანა დასაჯდომზე
მოკალათდა, რუდოლფს წელზე ხელები შემოხვია და ისინი ქუჩაში
გაიჭრნენ· ცივი ქარი სახეში სცემდათ, თვალები ეცრემლებოდათ.
უნივერსიტეტის სპორტულ მოედნამდე სულ რამდენიმე წუთის
სავალი იყო ‒ უიტბის კოლეჯი ახლა უნივერსიტეტად გადაკეთდა.
რუდოლფმა მოტოციკლი გააჩერა, გადმოვიდა, პალტო გაიძრო და
დასაჯდომზე მიაგდო.
‒ გიჯობს სვიტერი გაიხადო, თორემ უკან დაბრუნებისას გაცივ-
დები, – უთხრა მან კვენტინს.
კოლეჯშირომსწავლობდა რუდოლფს მაშინ სპორტისათვის არ
ეცალა. ახლა გულს ეფინებოდა, რომ ეს დაკავებული, საქმიანი კაცი
დროს პოულობდა და კვირაში ექვსჯერ დილდილობით ნახევარი სა-
ათით სირბილს მაინც ახერხებდა. ამას ფორმის შესანარჩუნებლად
აკეთებდა. გარდა ამისა, სიამოვნებას ანიჭებდა სისხამი დილის სიმ-
ყუდროვე, მიწის სურნელი, ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შეგ-
რძნება, მოხერხებული სარბენი ბილიკი... თავდაპირველად მარტო-

268
კა დარბოდა, მაგრამ ერთხელ, შინიდან რომ გამოვიდა, სადარბა-
ზოსთან მდგარი, სპორტულ კოსტუმში გამოწყობილი კვენტინი და-
ინახა.
‒ მისტერ ჯორდახ, – გამოელაპარაკა ბიჭი, ‒ კარგახანია შევ-
ნიშნე, რომ ყოველ დილით ვარჯიშობთ. წინააღმდეგი ხომ არ იქნე-
ბით თქვენთან ერთად მეც რომ ვირბინო?
რუდოლფი ის-ის იყო უარის თქმას აპირებდა – მას სიამოვნებდა
დილით მარტო ყოფნა, სანამ მაღაზიაში მოფუსფუსე ხალხის ზედა-
ხორაში ჩაიძირებოდა, მაგრამ კვენტინმა, თითქოსდა ჩანაფიქრს
მიუხვდაო, დასძინა: ოთხას ორმოცი იარდის დისტანციაზე სირბილ-
ში ჩემი სკოლის სახელით გამოვდივარ, ყოველდღე თუ სერიოზუ-
ლად ვივარჯიშებ, ჩემს შედეგს უთუოდ გავაუმჯობესებ. სულაც არ
არის აუცილებელი გამომელაპარაკოთ, მისტერ ჯორდახ. უბრა-
ლოდ, თქვენს გვერდით სირბილის ნება მომეცით,
იგი მორცხვად და ჩუმად ლაპარაკობდა. რუდოლფმა შეატყო,
რად უღირდა ბიჭს მთელი თავისი გამბედაობა მოეკრიფა და ასეთი
თხოვნით მიემართა მოწიფული თეთრი კაცისათვის, რომელიც
აქამდე მხოლოდ გზად თუ მიესალმებოდა ხოლმე. კვენტინის მამა
კოლდერვუდის მაღაზიაში სატვირთო ავტომანქანის მძღოლად მუ-
შაობდა.
– კეთილი, – უთხრა რუდოლფმა, – წავიდეთ.
აყლაყუდა, წვრილფეხება კვენტინი თანაბარი ტემპით დარბოდა.
რუდოლფი კმაყოფილი იყო ერთად რომ ვარჯიშობდნენ. კვენტინთ-
ან უფრო მკვირცხლად დარბოდა, ვიდრე მარტოკა.
ბოლოს კიდევ ორი წრე დაარტყეს, გახურებულებმა და ოფლია-
ნებმა ტანთ ჩაიცვეს, მოტოციკლს მოასხდნენ და გაღვიძებული ქუ-
ჩებით შინ გამოემგზავრნენ.
რუდოლფს თვალში მოსდიოდა ყმაწვილი და გადაწყვიტა, ზაფ-
ხულის არდადეგების დროს მაღაზიაში მისთვის რაიმე სამუშაო გა-
მოენახა: კვენტინის ოჯახს ცოტაოდენი ფულის წამატება ნამდვი-
ლად არ აწყენდა.
როცა იგი ოთახში შევიდა, დედა უკვე ფეხზე დახვდა.

269
– რა ამბავია ქუჩაში? – შეეკითხა იგი.
– ცივა, ‒ უპასუხა შვილმა. ‒ ბევრი არაფერი დაგაკლდება, თუ
დღეს შინ დარჩები. – ორივენი ჯიუტად ებღაუჭებოდნენ ილუზიას,
ისე იქცეოდნენ, თითქოსდა დედა სხვა ქალებივით ყოველდღე საქ-
მეებზე დაიარებოდა.
იგი სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო: ჯერ ცხელი წყალი ჩამო-
უშვა, მერე – გაყინული. მთელი სხეული უხურდა, ტანს რომ იმშრა-
ლებდა, ესმოდა როგორ ჩართო დედამ წვენსაწური, მისთვის ერთი
ჭიქა ფორთოხლის წვენი რომ დაემზადებინა, მერე ყავის მოდუღე-
ბას შეუდგა. ესმოდა მისი მძიმე, ბაჯბაჯა ნაბიჯების ხმა, თითქოსდა
იატაკზე ვიღაც მძიმე ტომარას მოათრევსო.
რუდოლფმა ნაცრისფერი შარვალი, თხელი, ცისფერი პერანგი
ჩაიცვა, მუქი წითელი ჰალსტუხი გაიკეთა და ტვიდის ყავისფერ პი-
ჯაკში გამოეწყო. მმართველის თანაშემწის თანამდებობაზე რომ და-
ნიშნეს, პირველ წელიწადს მუქი, უბრალო კოსტუმებით დაიარებო-
და, მაგრამ ახლა უკვე დიდი გავლენით სარგებლობდა და ჩაცმაც
სხვაგვარად დაიწყო. იმ თანამდებობისათვის, რომელიც მას ეკავა,
ჯერ სულ ახალგაზრდა იყო და ცდილობდა ნაძალადევად მედიდური
შესახედაობა არ ჰქონოდა. სწორედ ამიტომაც მანქანის ნაცვლად
მოტოციკლი შეიძინა. დარსა თუ ავდარმი უშლაპოდ, ქარში თმაგა-
წეწილი რუდოლფი მაღაზიას ხმაურით რომ მოადგებოდა ხოლმე,
კაციშვილი ვერ იტყოდა, მმართველის ახალგაზრდა თანაშემწეს
თავი დიდი ვინმე ჰგონიაო. გონივრულად უნდა მოიქცე, რომ სხვებს
შენი რომ არ შეშურდეთო.
იგი სამზარეულოში გავიდა, დედას დილა მშვიდობისა უსურვა
და ეამბორა, ქალმა მხიარულად, ქალწულივით გაიღიმა. საკმარისი
იყო, რუდოლფს საუზმის წინ მისი კოცნა დავიწყებოდა, გრძელი მო-
ნოლოგის მოსმენისაგან თავს ვეღარ დაიძვრენდა, აქაოდა, ცუდად
მეძინა და ექიმის გამოწერილი წამლები სრულებით არ მარგია –
წყალში გადაყრილი ფულიაო.

270
იგი დედას არ უმხელდა რამდენს შოულობდა, არც იმას ეუბნე-
ბოდა, რომ თავისუფლად შეეძლო ამაზე უფრო რიგიანი ბინის დაქი-
რავება. იგი შინ სტუმრების მიღებას სულაც არ აპირებდა. ფული
სხვა მიზნებისათვის სჭირდებოდა.
რუდოლფი სამზარეულო მაგიდას მიუჯდა, წვენი და ყავა მოსვა,
ბუტერბროდი მიირთვა. დედამ მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა დალია.
სწორი თმა შუბლზე ჩამოშლოდა, თვალები ამოღამებოდა, მაგრამ
რუდოლფი თვლიდა, რომ ახლა იგი უფრო კარგად გამოიყურებო-
და, ვიდრე ამ უკანასკნელი სამი წლის წინათ. სრულიად შესაძლებე-
ლი იყო ოთხმოცდაათ წლამდეც კი ეცოცხლა. თუმცა, ამის საწინა-
აღმდეგო რუდოლფს არაფერი ჰქონდა. მისი წყალობით გაანთავი-
სუფლეს სამხედრო სამსახურიდან, ერთადერთი მარჩენალი, ინვა-
ლიდი დედის პატრონი. დედის ამ უკანასკნელმა და ყველაზე დიდმა
საჩუქარმა გადაარჩინა კორეის გაყინულ სანგრებს.
– წუხელ ტომასი დამესიზმრა, – თქვა მან. – ისე გამოიყურებო-
და, თითქოს შვიდი წლისა იყო. ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა:
„მაპატიე, მაპატიეო·" დაფიქრებულმა ქალმა ყავა მოსვა. წინათ
სიზმარში არასოდეს გამომცხადებია, რამე ხომ არ იცი მასზე?
– არა.
‒ ხომ არაფერს მიმალავ?
– არაფერს. რატომ უნდა დაგიმალო?
‒ მინდოდა სიკვდილის წინ თვალი შემევლო. რაც არ უნდა იყოს,
ჩემი სისხლი და ხორცია.
‒ სიკვდილზე ფიქრი ჯერ ადრეა, ‒ შენიშნა რუდოლფმა.
– შეიძლება, – დაეთანხმა მერი. – რატომღაც ასე მგონია, გაზა-
ფხულზე თავს უკეთ ვიგრძნობ. ისევ ვისეირნებთ.
– აი ეს უკვე სხვა ლაპარაკია, – გაიღიმა რუდოლფმა, ყავა ბო-
ლომდე დალია და წამოდგა. – ვახშამს დღეს მე თვითონვე მოვამზა-
დებ. შინ დაბრუნებისას რაიმეს მოვაყოლებ.
– ოღონდ ნუ მეტყვი რას მოიტან, – კეკლუცად უთხრა ქალმა. –
დაე, სიურპრიზი იყოს.

271
– კეთილი, გაგიკეთებ სიურპრიზს, ‒ აკოცა რუდოლფმა გამომ-
შვიდობებისას და ოთახიდან გავიდა.

რუდოლფის კაბინეტში ორი საწერი მაგიდა იდგა – მეორე მაგი-


დასთან მისის ჯაილსი იჯდა, მისი მდივანი, ენერგიული შინაბერა.
კედლების გასწვრივ, ფართო თაროებზე წყება-წყებად ელაგა ჟურ-
ნალების სიმეტრიული დასტები: „ვოგი“, „სევენტინი“, „გლამური“,
„პარპერს ბაზარი“, „ესკვაირი“, „პაუზ ენდ გარდენი“. აქედან ამოკ-
რებდა ხოლმე რუდოლფი უნივერმაღის სრულყოფის იდეებს. უიტბი
თვალსა და ხელს შუა იცვლებოდა, ისინი, ვინც აქ ნიუ-იორკიდან ჩა-
მოდიოდნენ, შეძლებულები იყვნენ და ფულს დაუფიქრებლად ფან-
ტავდნენ. ქალაქის ძირეული მკვიდრნი ახლა გაცილებით უკეთ
ცხოვრობდნენ, ვიდრე წინათ და თანდათანობით ჩამოსულთა ფაქიზ
გემოვნებას ისისხლხორცებდნენ.
დარეკა ტელეფონმა. რუდოლფმა ყურმილი აიღო.
– ჯორდახი ბრძანდებით? პროფესორი დენტონი ვარ. მაპატიეთ,
რომ გაწუხებთ, მაგრამ დღეს რამდენიმე წუთს ხომ ვერ დამით-
მობთ? – დენტონის ხმა რაღაც უცნაურად ჟღერდა, გეგონებოდათ,
ცდილობდა ჩურჩულით ელაპარაკა, თითქოს ვიღაც იყო მიყურადე-
ბული და ეშინოდა.
‒ აბა ამას რა კითხვა უნდა, პროფესორო, რასაკვირველია, შე-
მიძლია, – უპასუხა რუდოლფმა. იგი დენტონს საკმაოდ ხშირად
ხვდებოდა ხოლმე, როცა კოლეჯის ბიბლიოთეკაში დაიარებოდა,
საიდანაც წიგნები გამოჰქონდა საქმის წარმოებისა და ეკონომიკის
შესახებ. – მთელი დღე მაღაზიაში ვარ.
‒ მაღაზიაში კი არა, იქნებ სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევ-
ხვედროდით ერთმანეთს? ერთად ხომ არ გვესადილა? – ყრუ ხმით
სთხოვა დენტონმა.
– სადილისათვის სულ ორმოცდახუთი წუთი მაქვს...

272
– ჰოდა, ძალიან კარგი. სადმე მაღაზიის ახლოს შეგხვდებით, –
თითქმის სულმოუთქმელად, სასწრაფოდ შესთავაზა დენტონმა. აუ-
დიტორიაში მუდამ ნელა და გარკვევით ლაპარაკობდა. – იქნებ
„რიპლიმი“ სჯობდეს? იქვეა, თქვენთან, კუთხეში.
– კეთილი, – დაეთანხმა ამ არჩევანით გაოცებული რუდოლფი.
„რიპლი“ ლუდხანას უფრო პგავდა, ვიდრე რესტორანს, სადაც ძირი-
თადად მუშები დაიარებოდნენ; მაგრამ დასანაყრებლად კი არა,
არამედ დასალევად. აბა, რა უნდოდა იქ ისტორიისა და ეკონომიკის
ხანშიშესულ პროფესორს: – პირველის თხუთმეტ წუთზე თუ შეგიძ-
ლიათ?
‒ შემიძლია, გმადლობთ, ჯორდახ, დიდი მადლობა. თქვენი
მხრივ ეს დიდი პატივისცემაა. პირველის თხუთმეტ წუთზე იქ ვიქნე-
ბი, – საჩქაროდ უთხრა დენტონმა. – ვერც კი გამომითქვამს, როგო-
რი მადლობელი ვარ... ‒ მან ყურმილი ისე დაკიდა, რომ ფრაზა არც
დაუმთავრებია.
რუდოლფმა იმ დღეს პირველად დაიწყო მაღაზიის შემოვლა.
დინჯად მიდიოდა, გამყიდველებს უღიმოდა, თუ თვალში რამე არ
მოუვიდოდა, კი არ ჩერდებოდა, ისეთ სახეს იღებდა, თითქოს არ შე-
უნიშნავსო. მოგვიანებით კაბინეტში მიბრუნებული მდივანს შესაბა-
მისი განყოფილებების უფროსებთან თავაზიან ბარათებს უკარნა-
ხებდა. ჰალსტუხები, რომლებიც ფასდაკლებით იყიდება, დახლებზე
საკმოდ აკურატულად არ ალაგია, მისის კეილს პარფიუმერიის გან-
ყოფილებაში თვალები ზედმეტად შეუღებავს. კაფეტერიაში ცხელა,
საჭიროა ვენტილაციის გაუმჯობესება.
იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა უნივერმაღში სულ
ახლახან მისი ინიციატივით გახსნილ განყოფილებებს, კერძოდ,
იაფფასიანი ბიჟუტერიით, იტალიური სვიტერებით, ფრანგული მო-
სასხამებითა და ბეწვის ქუდებით მოვაჭრე პატარა სექციას. სექციას
საოცრად დიდი მოგება შემოჰქონდა; კაფეტერია მხოლოდ შემოსა-
ვლის წყარო კი არ იყო, იგი დიასახლისთა თავშეყრის ადგილად იქ-
ცა. ისინი მაღაზიიდან ხელცარიელი არასოდეს არ გადიოდნენ; გუ-
ლისყურით ეკიდებოდა სათხილამურო სექციას სპორტული საქო-

273
ნლის განყოფილებაში, ფირფიტების განყოფილებაც მისი იდეა გახ-
ლდათ და ამით მაღაზიაში მშობლების ფულების მფლანგველი მრა-
ვალი ყმაწვილი მიიზიდა. კოლდერვუდი, რომელიც ხმაურს ვერ
იტანდა და მაინცადამაინც კეთილად არ იყო განწყობილი ყმაწვილ
კაცთა უმრავლესობის საქციელის მიმართ (მისი სამი ქალიშვილი,
რომელთაგანაც ორნი უვე მოზრდილები ბრძანდებოდნენ, მესამე.
კი, ფერმკრთალი, ჩამომხმარი გოგონა, ჯერ ისევ სკოლაში დაიარე-
ბოდა, მოსაწყენი ვიქტორიანული თავდაჭერილობით გამოირჩეოდ-
ნენ), ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამ განყოფილების შექმნას, მაგ-
რამ რუდოლფმა ფირფიტებზე ამერიკელი ახალგაზრდების ყოველ-
წლიური გასავლის სტატისტიკური გამოკვლევები შედეგები გააც-
ნო, დარბაზში ხმისგაუმტარი ჯიხურების დადგმას შეპირდა და იმა-
ნაც ფარ-ხმალი დაყარა. ვინ იცის, რამდენჯერ მოსვლია გული. რუ-
დოლფზე, მაგრამ ყმაწვილი მოხუცს ნიადაგ თავაზიანად და მოთმი-
ნებით ეპყრობოდა და იცოდა ამა თუ იმ სიტუაციაში თავის ჭკუაზე
როგორ ეტარებინა. კოლდერვუდი მეგობრების წრეში ყოველთვის
ამაყობდა თავისი თანაშემწე-ბიჭით და იკვეხნიდა, რომ დროულად
მოისაზრა და არჩევანი სწორედ მასზე შეაჩერა. ჯამაგირიც გაუორ-
კეცა ისე, რომ რუდოლფს არც კი უთხოვია. ხოლო შობაზე სამი ათა-
სი დოლარი პრემია ჩაუთვალა... „იგი მარტო ჩემს მაღაზიას კი არ
აახლებს, – იტყოდა ხოლმე კოლდერვუდი, როცა რუდოლფი მის სი-
ახლოვეს არ იყო.– ეგ მამაძაღლი თავად მეც მათანამედროვებს,
თუმცა, თუ საქმე საქმეზე მიდგა, ახალგაზრდა კაცი სწორედ ამიტო-
მაც ვიქირავე“.
თვეში ერთხელ რუდოლფს შინ ეპატიჟებოდა მოსაწყენ პურიტა-
ნულ ვახშამზე, სადაც კოლდერვუდის ქალიშვილები მხოლოდ მაშინ
ალაპარაკდებოდნენ, როცა უშუალოდ მათ მიმართავდნენ, ხოლო
სუფრაზე ყველაზე მაგარი სასმელი ვაშლის წვენი იყო. უფროსმა ქა-
ლიშვილმა, ყველაზე სანდომიანმა პრუდენსმა, რამდენჯერმე სთხო-
ვა რუდოლფს, ქალაქგარეთ კლუბში წამომყევიო. მშობლიური სახ-
ლის გარეთ პრუდენსი ივიწყებდა ვიქტორიანულ წეს-ჩვეულებებს,

274
მაგრამ რუდოლფს თავი მუდამ მორიდებით ეჭირა. იგი თავის გეგ-
მებში არ ითვალისწინებდა ისეთ სახიფათო ბანალურობას, როგო-
რიც ბოსის ქალიშვილზე დაქორწინებაა.
ჯერჯერობით ცოლის შერთვას სულაც არ აპირებდა. აბა, რა საჩ-
ქარო იყო. სამი თვის წინ ჯულის ქორწილზე მიწვევა მიიღო. ნიუ-
იორკში თხოვდებოდა, ვიღაც ფიცჯერალდზე. რუდოლფი ქორწილ-
ზე არ წასულა, მაგრამ მისალოც დეპეშას რომ წერდა, თვალები
ცრემლიანი ჰქონდა. მას სძულდა საკუთარი თავი ასეთი სისუსტის
გამო და მუშაობაში ჩაფლულმა თითქმის შესძლო კიდეც ჯულის გუ-
ლიდან ამოღება.
იგი ყველა ქალიშვილს ერიდებოდა. უნივერმაღში რომ გაივლი-
და, გამყიდველთა მისკენ მიმართულ კეკლუც მზერას იჭერდა ხოლ-
მე. ისინი სიამოვნებით გააბამდნენ მასთან რომანს. რასაკვირვე-
ლია, არც თვითონ რჩებოდა გულგრილი, მაგრამ ცდუნებას სძლევ-
და და ყველასთან თავი თავაზიანად და გულცივად ეჭირა.
კოლდერვუდმა რომ დაურეკა, ვიტრინების გაფორმების ახალ
ესკიზებს ათვალიერებდა.
‒ რუდი, ერთი წუთით შემოდი ჩემთან, – კოლდერვუდის ხმა
სრულიად მშვიდად ჟღერდა და არავითარ ემოციებს არ გამოხატავ-
და.
როგორც ყოველთვის, კოლდერვუდის კაბინეტის კარი ღია იყო.
‒ შემოდი, რუდი და კარი მიხურე. – მის წინ, მაგიდაზე წინა სა-
ღამოს რუდოლფის მიერ კონვერტით გადაცემული ქაღალდები
ელაგა.
‒ უნდა გამოგიტყდე, ‒ რბილად დასძინა კოლდერვუდმა, – იმათ
შორის, ვინც კი ჩემი ცხოვრების გზაზე შემხვედრია, შენ ყველაზე სა-
ოცარი ყმაწვილი ხარ.
რუდოლფი დუმდა.
– კიდევ ვინ წაიკითხა ეს ყველაფერი? ‒ შეეკითხა კოლდერვუდი
და ქაღალდებზე ანიშნა.
– არავინ.
‒ ვინ დაბეჭდა? მის ჯაილსმა?

275
– არა. მე თვითონ, შინ დავბეჭდე.
– საიდან გაიგე, ტბის გვერდით ოცდაათი აკრი ჩემი საკუთრება
რომაა? ‒ შეეკითხა პირდაპირ საქმეზე გადასული კოლდერვუდი.
ნაკვეთი ოფიციალურად ნიუ-იორკის ერთ კორპორაციაზე ირიც-
ხებოდა. ჯონ პიტმა რა ხერხს აღარ მიმართა იმის დასადგენად, რომ
მიწის ნამდვილი მფლობელი დუნკან კოლდერვუდი იყო.
– სამწუხაროდ, თქვენს შეკითხვაზე პასუოხის გაცემა არ შემიძ-
ლია, – უთხრა რუდოლფმა.
– რუდი, აქამდე არც ერთხელ არ მქონია საბაბი შენს სიმართლე-
ში დავეჭვებულიყავი, და არც ახლა მინდა მომატყუო.
– ტყუილის თქმას არც ვაპირებ.
– რა არის ეს? ეშმაკური სვლაა, გინდა ხელში ჩამიგდო?
– არა, სერ, ეს უბრალოდ, რეკომენდაციაა – მაქსიმალურად
როგორ გამოიყენოთ თქვენი მდგომარეობა და თქვენი საკუთრება,
როგორ უნდა შეეგუოთ ქალაქის ზრდას, გააფართოვოთ თქვენი კო-
მერციული ინტერესების წრე. როგორ უნდა იხეიროთ საგადასახა-
დო კანონებისაგან და ამასთანავე თქვენს ცოლ-შვილს დიდი ქონე-
ბა დაუტოვოთ.
‒ რამდენი გვერდია? ‒ შეეკითხა კოლდერვუდი. – ორმოცდა-
ათი? სამოცი?
‒ ორმოცდაცამეტი.
– გვარიანი რეკომენდაციაა, ‒ ჩაიბუზღუნა კოლდერვუდმა, –
ყველაფერი შენ თვითონ მოიფიქრე?
კოლდერვუდმა თითი მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს ატაკა.
– დიახ.– რუდოლფი სულაც არ აპირებდა ეამბნა მრავალი თვის
განმავლობაში მეთოდურ კონსულტაციებს ჯონი ჰიტისაგან როგორ
იღებდა, მისი წყალობით შეიტანა თავის გეგმაში ზოგიერთი ახალი
განყოფილება, ‒ მაგრამ თუ ნებას დამრთავთ, სერ, ერთ რჩევას
მოგცემთ. კარგი იქნებოდა ნიუ-იორკში ჩასულიყავით და თქვენს
ბანკირებს და იურისტებს მოთათბირებოდით.

276
‒ კეთილი, დავუშვათ, მე ეს ყველაფერი უფრო საგულდაგულოდ
შევისწავლე, და დაგეთანხმე. წამოვიწყე მთელი ეს ხათაბალა ზუს-
ტად ისე, როგორც შენ მთავაზობ: ჩამოვაყალიბებ სააქციო საზოგა-
დოებას, გამოვუშვებ აქციებს, ბანკებს დავესესხები და იდიოტივით
ავაშენებ ტბაზე იმ წყეულ სავაჭრო ცენტრს, იქვე თეატრსაც.
ვთქვათ, ეს ყველაფერი გავაკეთე, შენ აქედან რა გამორჩენა გექნე-
ბა?
‒ მინდა იმ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე გავხდე, რომ-
ლის პრეზიდენტი თქვენ იქნებით და, ბუნებრივია, ამ მდგომარეო-
ბის შესაფერისი ხელფასი მივიღო, ამასთანავე, შემდგომი ხუთი
წლის განმავლობაში მქონდეს შესაძლებლობა, აქციების პაკეტის
ნაწილი შევიძინო. ავდგებოდი და მოადგილეს ავიყვანდი, რათა
აქაურობას გაძღოლოდა, როცა მე სხვა საქმეებით ვიქნებოდი დაკა-
ვებული, – მან უკვე მისწერა ოკლაჰომაში ბრედ ნაიტს შესაძლო ვა-
კანსიის შესახებ.
‒ შენ, ვატყობ, ყველაფერი გაისიგრძეგანე რუდი. ‒ კოლდერვუ-
დის ხმაში აშკარად მტრული განწყობილება გამოსჭვიოდა.
– ამ პროექტზე ერთ წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი და ვცდილობდი
ყველა შესაძლო პრობლემები წინასწარ ამომეცნო, – მშვიდად უთ-
ხრა რუდოლფმა.
‒ რომ გითხრა „არა“-მეთქი, მაშინ რაღას იზამ?
– ვშიშობ, ამ მემთხვევაში წლის ბოლოსათვის უფრო პერსპექ-
ტიული სამუშაოს მოძებნა მომიხდება, მისტერ კოლდერვუდ, –
მტკიცედ უპასუხა რუდოლფმა.
– კეთილი, შეგიძლია წახვიდე. ჩემს გადაწყვეტილებას გაცნო-
ბებ.
რუდოლფის პროექტი ძალზე რთული და დაწვრილებით აწო-
ნილ–დაწონილი იყო. ქალაქი ფართოვდებოდა, თანდათან ტბას
უახლოვდებოდა. იზრდებოდა მოსახლეობა სიდარტონშიც, უიტბი-
დან ათი მილით დაშორებულ ქალაქში, რომელიც სულ ახლახან მას
საავტომობილო გზატკეცილით დაუკავშირდა, ქალაქგარეთ სავაჭ-
რო ცენტრები მთელ ამერიკას მოეფინა და ხალხი ძირითადად ყვე-

277
ლაფერს იქ ყიდულობდა. კოლდერვუდის ოცდაათი აკრი მიწა მომა-
ვალი სავაჭრო ცენტრისათვის იდეალურად შესაფერის ადგილს
წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო სრულიად დაეკმაყოფილებინა
ორივე ქალაქის მოთხოვნილება. თუ კოლდერვუდი თავად ვერ
ისარგებლებდა ასეთი შესაძლებლობით, ეჭვგარეშე იყო ერთი-ორი
წლის შემდეგ ინიციატივას ბიზნესმენები ან რომელიმე კორპორა-
ცია ჩაიგდებდნენ ხელში, რის შედეგადაც მკვეთრად შემცირდებო-
და კოლდერვუდისა და მისი უიტბის უნივერმაღის შემოსავალი.
თავის გეგმაში რუდოლფი რიგიანი რესტორნისა და თეატრის
მშენებლობასაც დაჟინებით მოითხოვდა, რათა მუშტარი სავაჭრო
ცენტრისაკენ საღამოობითაც მიეზიდა. საზაფხულო თეატრალური
სეზონის დამთავრების შემდეგ თეატრში კინოფილმების ჩვენებაც
შეიძლებოდა.

პროფესორი დენტონი ბარში თავს აშკარად უხერხულად


გრძნობდა – აქაურ სტუმართა გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯე-
ლებდით, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში კოლეჯს სიახლოვეს არ
გაჰკარებოდა.
– გმადლობთ, გმადლობთ, რომ მოხვედით, ჯორდახ, ‒ სასწრა-
ფოდ ჩაუჩურჩულა მან.– მე ვისკი ავიღე, თქვენთვის რა შევუკვეთო?
– დილით არა ვსვამ ხოლმე, – უარი უთხრა რუდოლფმა და მა-
შინვე ინანა: ვაი თუ მისი ნათქვამი დენტონს საყვედურად მიეჩნია.
‒ სწორადაც იქცევით, ‒ შენიშნა პროფესორმა. – გონება კაცს
ნათელი უნდა ჰქონდეს. ჩვეულებრივ, ასეთ დროს არც მე ვსვამ
ხოლმე, მაგრამ... იქნებ დავმსხდარიყავით? ვიცი, რომ მალე უნდა
დაბრუნდეთ. ‒ მან ფული დახლზე დადო და რუდოლფი ბარის წინ
კედლის გასწვრივ გაჭიმულ ბოლო კაბინაში შეიყვანა. ისინი ერთმა-
ნეთის პირისპირ დასხდნენ და გაზინთული მენიუს შესწავლა დაიწ-
ყეს.
– თუ შეიძლება, წვნიანი, დაკეპილი ბივშტექსი და ერთი ჭიქა ყა-
ვა მომიტანეთ, – უთხრა დენტონმა ოფიციანტს, ‒ თქვენ რაღას მი-
ირთმევთ, ჯორდახ?

278
– ამასვე,– უთხრა რუდოლფმა.
‒ თქვენი საქმეები დიდებულად მიდის, ჯორდახ, – შენიშნა მაგი-
დაზე დახრილმა პროფესორმა და რუდოლფს ფოლადის ბუდეში
ჩასმული სქელი მინებიდან უზომოდ გაფართოებული და შეშინებუ-
ლი თვალებით მიაჩერდა. ‒ ბევრისგან მსმენია ეს ამბავი მათ შო-
რის მისის დენტონსაც უთქვამს. იგი თქვენს მაღაზიაში კვირაში სამ-
ჯერ დადის, მეუბნება, უნივერმაღი პირდაპირ ჰყვავის, აუარებელი
ახალი საქონელიაო! რას იზამ! ხალხს უყვარს ყიდვა. ეტყობა, დღეს
ფული ყველას აქვს, პროფესორების გარდა. მაგრამ ეს საქმეს არ შე-
ეხება. აქ სასაყვედუროდ კი არ მოვსულვარ. ჯორდახ, უდავოდ სწო-
რად მოიქეცით, კათედრაზე რომ არ დარჩით... მეცნიერული სამყა-
რო! ‒ წამოიძას მან სიმწრით. – ირგვლივ შური, ინტრიგები, ღალა-
ტი, უმადურობა... ყოველი შენი ნაბიჯი უნდა გაისიგრძეგანო. ბიზნე-
სის სამყარო ბევრად უკეთესია. ხელი ხელსა ბანს და ორივე პირ-
საო. ნაზად გადაგსანსლავენ, პატიოსნად მაინც...
– არც ეგრეა საქმე... – შეეკამათა რუდოლფი.–მე ბიზნესი მაქვს
მხედველობაში.
– რასაკვირველია, ეგრე არ არის, ‒ კვერი დაუკრა დენტონმა. –
ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული. თეორიას ბრმად არ უნდა
დაუჯერო. მაშინ ცხოვრებაზე რეალური წარმოდგენა გეკარგება.
ყოველ შემთხვევაში, მე მახარებს თქვენი წარმატება და მე მჯერა,
რომ ამას ყოველგვარი კომპრომისის გარეშე მიაღწიეთ.
ოფიციანტმა ქალმა წვნიანი მოიტანა. ის რომ წავიდა,დენტონმა
სიტყვა გააგრძელა:
– ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მომიხდეს, კოლეჯის სურო-
შემოხვეულ კედლებს ჭირივით მოეერიდებოდი. ამ კედლებმა შეზ-
ღუდულ, გაბოროტებულ ადამიანად მაქციეს, უიღბლო, მხდალ კა-
ცად...
– მე თქვენზე ამგვარ რამეს ვერ ვიტყვი. – რუდოლფი გააოგნა იმ
დახასიათებამ, რომელიც დენტონმა თავის თავს მისცა. წინათ რუ-
დოლფს ყოველთვის ეგონა, რომ პროფესორი ფრიად კმაყოფილი
იყო საკუთარი თავისა.

279
– მე სულ შიშით და გულის ფანცქალით ვცხოვრობ, ‒ დენტონმა
წვნიანი ხმაურით მოხვრიპა და გაიმეორა: ‒ შიშით და გულის ფან-
ცქალით.
‒ თუ რითიმე დახმარების აღმოჩენა შემიძლია, პროფესორო, –
წამოიწყო რუდოლფმა, – მე უთუოდ...
– კეთილი გული გაქვთ, ჯორდახ, კეთილი გული. მე ყველასაგან
მაშინვე გამოგარჩიეთ. სხვები თავქარიანები და შეუბრალებლები
იყვნენ, თქვენ კი – სერიოზული, მოწყალე. თქვენ სწავლობდით და
ცოდნისაკენ ისწრაფვოდით, სხვები კი მხოლოდ კარიერაზე ფიქ-
რობდნენ! დიახ, ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით გაკვირდებო-
დით. თქვენ შორს წახვალთ, ენდეთ ჩემს სიტყვას. კოლეჯში ოც წელ-
ზე მეტია, ვასწავლი. ჩემს ხელში ათასობით ყმაწვილმა გაიარა. მთე-
ლი სიგრძე-სიგანით შევისწავლე ისინი და შემიძლია უცებ გამოვი-
ცნო რისი უნარი აქვთ. ‒ დენტონმა წვნიანი მიირთვა და ახლა ბიფ-
შტექსზე გადავიდა. ‒ წარმატების მისაღწევად თქვენ კაცს არ მოკ-
ლავთ. მე კარგად გიცნობთ, ვიცი თქვენი გონებისა და ხასიათის ამ-
ბავი. კეთილშობილი, მტკიცე პრინციპების ადამიანი ბრძანდებით,
დახვეწილი და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ. მე მახვილი
თვალი მაქვს და ყველაფერს ვხედავ.
რუდოლფი ჩუმად ჭამდა, ელოდა, როდის ჩაივლიდა ქების ნაკა-
დი და გრძნობდა, რომ დენტონს ძალზე დიდი რაღაც უნდა ეთხოვა,
თორემ ასე ცამდე არ აიყვანდა.
– ომამდე, – განაგრძობდა დენტონი და ბიფშტექსს ღეჭავდა, –
უფრო ხშირად გვხვდებოდნენ თქვენნაირი ახალგაზრდები: პრინცი-
პულები, წესიერები, პატიოსნები. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი
აღარ არის – დაიღუპნენ და ჩვენ უკვე აღარც კი გვახსოვს, სად მო-
ცელა ისინი სიკვდილმა. ახლანდელი თაობა კი... – მან მხრები უი-
მედოდ აიჩეჩა, – ეშმაკია, ანგარიშიანი, პირმოთნე. მხოლოდ იმაზე
ფიქრობს, რა წაგგლიჯოს ისე, რომ თავი არ გაიცხელოს, რომ გით-
ხრათ არც კი დაიჯერებთ, რამდენი სტუდენტი ცდილობს გამოცდე-
ბზე ჩემს გაცურებას. ფული რომ მქონდეს, ამ ქვეყანას მოვშორდე-
ბოდი, რაც შეიძლება შორს წავიდოდი და სადმე კუნძულზე დავსახ-

280
ლდებოდი.– შეშფოთებულმა დენტონმა საათს დახედა და დარბაზს
თვალი შეთქმულივით მიმოავლო. მის გვერდით კაბინა ცარიელი
იყო, ბართან, გასასვლელის ახლოს რამდენიმე კაცი იდგა მხო-
ლოდ, მაგრამ ისინი ამ საუბარს ვერ გაიგონებდნენ.– სჯობია საქმე-
ზე გადავიდე.—დენტონმა ხმას დაუწია და მაგიდაზე გადაიხარა.–
უსიამოვნება მაქვს, ჯორდახ, დიდი უსიამოვნება. ჩემი თავიდან მო-
შორება უნდათ.
‒ ვის?
– ჩემს მტრებს,–დენტონმა დარბაზი კვლავ გულდასმით მიათ-
ვალ-მოათვალიერა, თითქოს სამუშაო სპეცტანსაცმელში გადაც-
მულ თავის მტრებს ეძებსო.
‒ მე რომ ვსწავლობდი, მეგონა, ყველანი მშვენივრად გეპყრო-
ბოდნენ, – უთხრა რუდოლფმა.
‒ ო, რომ იცოდეთ, ჩვენთან რამდენი წყალქვეშა დინებაა, რაზე-
დაც სტუდენტებს ეჭვიც არ ეპარებათ. ინტრიგები, სულ ინტრიგები,
აუდიტორიებში, უფროსების კაბინეტებში, თვით კოლეჯის პრეზი-
დენტის კაბინეტში! ჩემი უბედურება ის არის, რომ ძალზე პირუთვნე-
ლი და მიამიტი გახლავართ, მჯეროდა მითის სრული თავისუფლე-
ბის შესახებ. ჩემი მტრები შესაფერის დროს ელოდნენ. ჩემი მოად-
გილე კარგა ხნის წინათ უნდა დამეთხოვა – როგორც მეცნიერი, იგი
არც ღვინოა და არც წყალი, – მაგრამ სულ მებრალებოდა და არ ვან-
თავისუფლებდი. მიუტევებელი სისუსტე გამოვიჩინე, ჩემს ადგილს
უმიზნებდა და რა ხანია თურმე ჩემს დოსიეს ადგენდა. იწერდა
მთვრალების მონაჭორებს, ჩემი ლექციებიდან კონტექსტების გარე-
შე ამოგლეჯილ ცალკეულ ფრაზებს. ახლა მსხვერპლად უნდა მიმიტ-
ანონ, ჯორდახ, მათ იპოვნეს თავიანთი ეშმა და ეს თურმე მე ვყ-
ოფილვარ
– კარგად არ მესმის.
‒ ეშმებზე ნადირობა, ‒თქვა დენტონმა, ‒გაზეთებს ხომ კითხუ-
ლობთ. „გარეკეთ კომუნისტები სკოლებიდან”.
‒ მერედა, თქვენ რომ კომუნისტი არა ხართ, პროფესორო?–
გაეცინა რუდოლფს. – და ეს თქვენ თვითონაც იცით.

281
‒ ჩუმად ილაპარაკეთ, ჩემო ბიჭო. – შეშინებულმა დენტონმა
აქეთ-იქით მიმოიხედა, – ასეთ რამეებზე ხმამაღლა არ გაჰყვირიან.
– მე მგონი, ტყუილუბრალოდ შფოთავთ, პროფესორო, – დაამ-
შვიდა რუდოლფმა. – მან გადაწყვიტა ყველაფერი ხუმრობაში გა-
ეტარებინა. – გული შემიქანდა, უფრო სერიოზული რამ მეგონა.
ვფიქრობდი, ვინმე სტუდენტი მისი დახმარებით ხომ არ დაფეხმძიმ-
და-მეთქი.
– თქვენ შეგიძლიათ იცინოთ, – თქვა დენტონმა,– ახალგაზრდა
ხართ, მაგრამ ახლა არც კოლეჯებში და არც უნივერსიტეტებში დი-
დი ხანია აღარავინ იცინის. უაზროზე უაზრო ბრალდებები წამომიყე-
ნეს: თითქოსდა ოცდათვრამეტ წელს ხუთი დოლარი შევწირე რა-
ღაც საეჭვო ქველმოქმედებას და ზოგიერთ ჩემს ლექციაში კარლ
მარქსს ვიმოწმებდი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, შეიძლება განა მეც-
ხრამეტე საუკუნის ეკონომიკური თეორიის კურსი წაიკითხო და
კარლ მარქსი არ მოიხსენიო! არა, თქვენ არაფერი არ იცით, ჩემო
ბიჭო! უბრალოდ, თქვენ არაფერი არ იცით! უიტბის უნივერსიტეტი
სოფლის მეურნეობის ფაკულტეტისათვის მთავრობისგან ყოველ-
წლიურად სუბსიდიას იღებს და აი ვიღაც რეგვენი საკანონმდებლო
ასამბლეიდან წარმოთქვამს სიტყვას, აყალიბებს კომიტეტს და იმის
გულისათვის, რომ მისი სახელი გაზეთში მოხვდეს, მოითხოვს გამო-
ძიებას. პატრიოტი! რწმენის დამცველი! ჰა! უნივერსიტეტში,–
ოღონდ ეს ჩვენს შორის დარჩეს, ჯორდახ, – ზოგიერთი პედაგოგის
წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამოსაძიებლად სპეცია-
ლური კომისიაა შექმნილი. ისინი მზად არიან რამდენიმე
მსხვერპლი გაიღონ – ჩემი მეთაურობით, ოღონდაც შტატის
ასამბლეამ უნივერსიტეტს სუბსიდია არ წაართვას. ახლა, ვიმედოვ-
ნებ, ყველაფერი ნათელია?
‒ ღმერთო ჩემო! ‒ მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა როდოლ-
ფმა.
‒მართლაც, ‒ბანი მისცა დენტონმა. – ღმერთო ჩემო, მე არ ვი-
ცი, თქვენ რა პოლიტიკური შეხედულებები გაქვთ....
‒ პოლიტიკას არ მივსდევ.

282
– დიდებულია, დიდებული! ‒ შექო დენტონმა. ‒ თუმცა, აჯობებ-
და, რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილიყავით. წარმოგიდგენიათ, მე
ხმა მივეცი ეიზენჰაუერს! – მან ყრუდ ჩაიცინა. – ჩემი შვილი კორეა-
ში აბრძოდა, ეიზენჰაუერი კი დაგვპირდა, ომს ბოლოს მოვუღებო.
თუმცა, საარჩევნო კომპანიის წინ რაღას არ დაპირდები კაცს!
– კონკრეტულად რითი შემიძლია დაგეხმაროთ, პროფესორო?
– შეეკითხა რუდოლფი.
– აი, მანამდეც მივედით, – თქვა დენტონმა და ყავა გამოსცალა.
– კომისია ჩემს საქმეს ზუსტად ერთი კვირის შემდეგ განიხილავს,
ესე იგი შემდეგ სამშაბათს, დილის ორ საათზე. ჩემს წინააღმდეგ წა-
ყენებული ბრალდების თაობაზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა
მაქვს – ოცდაათიან წლებში ფულის შეწირვა იმ ორგანიზაციის სა-
სარგებლოდ, რომელიც, ვითომდა, აბრის მაგივრობას ეწეოდა და
ხელს აფარებდა კომუნისტების არალეგალურ საქმიანობას. ლექცი-
ებზე ათეისტური და მემარცხენე ფრაზები: სტუდენტთათვის შინ სა-
კითხავად საეჭვო ხასიათის წიგნების რეკომენდირება. როცა ქვეყა-
ნაში ისეთი განწყობილება სუფევს, როგორც ამჟამად, როცა ეს და-
ლესი მთელ მსოფლიოში ატომურ ომზე გაჰყვირის, როცა ცნობილ
ვაშინგტონელ მოღვაწეებს ცილს სწამებენ და თეთრი სახლიდან
ხელზე მოსამსახურე დამნაშავე ბიჭებივით აძევებენ, – უბრალო
უნივერსიტეტელი პროფესორის კარიერა შეიძლება ჩურჩულით
ნათქვამმა ერთმა სიტყვამაც კი დაღუპოს. საბედნიეროდ, უნივერსი-
ტეტმში სინდისი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ – თუმც მეეჭვება, რომ
შერჩებათ. იგი მთელი წლის განმავლობაში; მე უფლება უნდა მომ-
ცენ თავი ვიმართლო და მოწმეები მოვიწვიო, რომლებიც თავდე-
ბად დამიდგებიან...
– მაინც რა გინდათ რომ ვთქვა? – სიტყვა შმეაწყვეტინა რუდოლ-
ფმა.
– ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ, ჩემო ბიჭო, – სასო-
წარკვეთილი ხმით უპასუხა დენტონმა –სპეციალურად თქვენს და-
გეშვას არ ვაპირებ. თქვით ის, რასაც ჩემზე ფიქრობთ. სამი კურსი
მისმენდით, აუდიტორიის გარეთაც არაერთხელ გვისაუბრია, სახლ-

283
შიც მოდიოდით, თქვენ ჭკვიანი ყმაწვილი ბრძანდებით და ვერავინ
გაგაცურებთ. ილაპარაკეთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. თქვენ უმ-
წიკვლო რეპუტაცია გაქვთ, კოლეჯში თქვენზე ყველას დიდი წარ-
მოდგენა ჰქონდა, – თქვენ იმედის მომცემი, თავშეურცხვენელი
ახალგაზრდა ბიზნესმენი ბრძანდებით და თქვენს ჩვენებებს დიდი
ფასი ექნება,
– დიახ, რასაკვირველია, – უთხრი რუდოლფმა. „ამას შეიძლება
უსიამოვნება მოჰყვეს,“ – გაუელვა გონებაში. ‒„დაიწყება თავდას-
ხმები, მერედა კოლდერვუდი რას იტყვის? მაღაზიას პროკომუნის-
ტურ პოლიტიკამში ვითრევ“. ‒ რასაკვირველია, დაგიცავთ. – „ახ-
ლა ამის დრო სულ არ არის“, – გაიფიქრა აღელვებულმა
– მე თქვენში ეჭვი არასდროს არ მეპარებოდა, ჯორდახ, – დენ-
ტონმა ხელი მაგრად ჩამოართვა. – ო, რომ იცოდეთ, რამდენმა ადა-
მიანმა მითხრა უარი, ოცი წელიწადი კი მეგობარს მიწოდებდნენ.
თავს იძვრენენ, ლაჩრულად იქცევიან! ეს ქვეყანა კი არ არის, ნაცე-
მი ძაღლების ბუნაგია. თუ გნებავთ, დაგიფიცებთ, რომ კომუნისტი
ჩემს სიცოცხლეში არ ვყოფილვარ.
‒ რა სისულელეა, პროფესორო! – რუდოლფმა საათზე დაიხედა.
– მაპატიეთ, მაგრამ მაღაზიაში მაგვიანდება. მომავალ სამშაბათს
ორ საათზე კომისიაზე გამოვცხადდები.
რუდოლფმა ფულის ამოსაღებად ჯიბეში ხელი ჩაიყო. – ნება მო-
მეცით, ჩემი დანახარჯი გადავიხადო.
დენტონმა ხელით შეაჩერა.
– თქვენ მე მოგიპატიჟეთ, ჩემი სტუმარი ბრძანდებით. წაბრძან-
დით, ძვირფასო, წაბრძანდით, აღარ გაგაჩერებთ. ‒ იგი წამოდგა.
აქეთ-იქით ერთხელ კიდევ მიიხედ-მოიხედა და დარწმუნებულმა,
რომ არავინ უთვალთვალებდა, ხელი კვლავ მაგრად ჩამოართვა.
რუდოლფი ქუჩაში ნელ-ნელა მიაბიჯებდა. ირგვლივ უჩვეულო
არაფერი იყო და გამვლელები ნაცემ ძაღლებს სულაც არ ჰგავდნენ.
საწყალი დენტონი, გაახსენდა, რომ პირველად სწორედ დენტონის
ლექციებზე მოიფიქრა, როგორ გამხდარიყო ცნობილი კაპიტალის-
ტი. გულში გაეცინა კიდეც. დიახ, ბებერი ჩერჩეტი დენტონი! ის ახლა

284
სიცილის გუნებაზე სულაც არ არის.
კაბინეტში მაგიდაზე მოკლე წერილი დახვდა: „იმედი მაქვს, ნიუ-
იორკში მალე ჩამოხვალ. უსიამოვნება მაქვს. მინდა მოგეთათბი-
რო. გკოცნი, გრეთჰენი“.
– ო, ღმერთო ჩემო, – თქვა მან ხმამაღლა, წერილი დაჭმუჭნა და
სანაგვე ყუთში ჩააგდო.

შვიდის თხუთმეტ წუთზე მაღაზიიდან რომ გამოვიდა, ჟინჟღლავ-


და. „დღეს სწორედ წვიმაღა მაკლდა, – სინანულით გაიფიქრა მან
და მანქანებს შორის თავისი მოტოციკლით გაძვრა-გამოძვრა. ის
იყო სახლს მიუახლოვდა, რომ დედისათვის მიცემული პირობა გა-
ახსენდა, ვახშმად რაიმეს მოვაყოლებო. ერთი შეიკურთხა და პირი
უკან, ქალაქის საქმიანი ნაწილისაკენ იბრუნა, სადაც მაღაზიები
შვიდ საათამდე მუშაობდნენ. სიურპრიზი გამიკეთეო, გაახსენდა დე-
დის თხოვნა. „ორი კვირის შემდეგ შენს მოსიყვარულე ვაჟიშვილს
ქუჩაში გააგდებენ, დედიკო. როგორ მოგეწონება ასეთი სიურპრი-
ზი?“
პირველივე მაღაზიაში შევიდა, ქათამი, კარტოფილი, ერთი ქი-
ლა ბარდა და სადესერტოდ ვაშლის ნახევარი ღვეზელი იყიდა. დი-
ასახლისებს შორის რომ გადი-გამოდიოდა, კოლდერვუდთან საუბა-
რი გაახსენდა და კუშტად ჩაეცინა! აღტაცებული, თაყვანისმცემლე-
ბით გარშემორტყმული ვუნდერკინდი-ფინანსისტი, აზიზად მომზა-
დებულ ვახშამზე მიემართება განცალკევებით მდგარ თავის საგვა-
რეულო სახლში,რომელიც ჩვენი მკითხველებისათვის კარგადაა
ცნობილი ჟურნალებში „ლაიფსა“ და „ჰაუს ენდ გარდენში” და-
ბეჭდილი ფოტოსურათებით. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ერთი
ბოთლი ვისკი იყიდა. ასეთ საღამოს დალევა აუცილებელია.
ოდნავ შეზარხოშებული დასაძინებლად ჩვეულებრივზე ადრე
დაწვა და ძილის წინ გაიფიქრა, მთელი დღის განმავლობაში ერთა-
დერთი სიამოვნება – კვენტინთან დილის გარბენი იყოო.
კვირამ ისე ჩაიარა, უჩვეულო არაფერი მომხდარა. კოლდერ-
ვუდს მაღაზიაში შეხვედრისას რუდოლფთან პროექტის შესახებ სიტ-

285
ყვა არ დასცდენია, მხოლოდ მიმდინარე საქმეებზე ელაპარაკებო-
და.
როცა რუდოლფმა გრეთჰენს დაურეკა და აცნობა, ნიუიორკში
მომავალი კვირის ბოლომდე ვერ ჩამოვალო, შეატყო, დას გული
ეტკინა, მაგრამ არ მოისურვა საქმის ვითარება ტელეფონით აეხსნა.
„არა უჭირს, გადადება შეიძლება,“ – უთხრა მან. რუდოლფი ცოტა
დამშვიდდა. თუ გადადება შესაძლებელია, ჩანს, ისეთი არაფერია.
იგი დენტონის საქმის გამომკვლევი კომისიის წინაშე მოსალოდ-
ნელ გამოსვლაზე ღელავდა. ღმერთმა უწყის, ეგებ კომისიას დენტო-
ნის წინააღმდეგ ფაქტებიც კი მოეპოვება, რომლებიც თვითონაც არ
იცის, ანდა არ გაუმხილა. ამ შემთხვევაში რუდოლფი თანამზრახ-
ველს ემგვანება ან მატყუარას ან კიდევ სულელს. მაგრამ ყველაზე
მეტად ის აწუხებდა, რომ კომისიის წევრები, რომლებსაც მტკიცედ
ჰქონდათ გადაწყვეტილი დენტონის თავიდან მოშორება, ბუნებრი-
ვია, მტრულად მოეკიდებოდნენ ყველას, ვინც მის დაცვას შეეცდე-
ბოდა. რუდოლფს მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანთა სიმპა-
თიების მოპოვება, მათი გულის მონადირება სურდა, განსაკუთრე-
ბით ხანშიშესულების, სოლიდური მდგომარეობის მქონეთა მომად-
ლიერებას ცდილობდა. და ახლა მარტო იმისი გაფიქრებაც კი, რომ
სწავლული ბატონების მთელი ჯგუფის წინაშე უნდა წარმდგარიყო,
რომლებიც გამკიცხავად დაუწყებდნენ ყურებას, შიშის ზარსა სცემ-
და· მთელი კვირის განმავლობამში თავის სათქმელს გულში იმეო-
რებდა, ცდილობდა დენტონიც ღირსეულად დაეცვა და მსაჯულებიც
მოეხიბლა. კვირის ბოლოს ძილი სულ გაუკრთა,
ორშაბათს, მაღაზიის შემოვლა რომ დაამთავრა, კოლდევუდმა
თავისთან იხმო.
– მაშ ასე, რუდი, – წამოიწყო მან. – ყურადღებით შევისწავლე
შენი პროექტი და ნიუ-იორკში ვიღაც-ვიღაცებს მოვეთათბირე.
ხვალ დილით მივემგზავრებით და ორ საათზე ჩემს იურისტებს შევ-
ხვდებით მათ კანტორაში უოლ-სტრიტზე. რამდენიმე შეკითხვას
მოგცემენ. ელექტრომატარებლით წავალთ თერთმეტ საათსა და
ხუთ წუთზე. ჯერჯერობით არაფერს გპირდები, მაგრამ, იმათ, ვისაც

286
ველაპარაკე, ჩემი აზრით, შენი წინადადება ჭკუაში დაუჯდათ. ‒ მან
ყურადღებით გახედა რუდის და უკმაყოფილოდ უთხრა: – შენ კი
თითქოსდა არც გიხარია?
‒ ო, ძალიან მიხარია, სერ, ძალიან,–რუდოლფმა გაღიმებს სცა-
და. – „სამშაბათს, ორ საათზე, – ფიქრობდა იგი.–დენტონს შევპირ-
დი სამშაბათს ორ საათზე კომისიის წინაშე წარვდგები-მეთქი“.–ეს
დიდებული ახალი ამბავია, სერ. უბრალოდ, ცოტა არ იყოს, არ მო-
ველოდი და დავიბენი. – მან კვლავ გაიღიმა, სცადა მხიარული და
მიამიტი სჩვენებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ, დღისით, მის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა.
ყურმილი მისის ჯაილსმა აიღო.
‒ გავიგებ, ადგილზეა თუ არა. ვინ კითხულობს? – ყურმილს ხე-
ლისგული დააფარა და რუდოლფს მიუბრუნდა : – პროფესორი დენ-
ტონია.
რუდოლფი ჯერ შეყოყმანდა, მერე ყურმილი აიღო.
‒ დილა მშვიდობისა, პროფესორო,–გულთბილად მიესალმა
იგი დენტონს·– როგორ არის საქმე?
– ჯორდახ, – ჩახლეჩილი ხმით მიმართა დენტონმა. – „რიპლი-
ში“ ვარ. არ შეგიძლიათ რამდენიმე წუთით აქ მოხვიდეთ? უნდა მო-
გელაპარაკოთ.
– კეთილი, პროფესორო, ახლავე მანდ გავჩნდები, – უპასუხა
რუდოლფმა. სულერთი არ არის, როდის ეტყვის? იქნებ სჯობდეს კი-
დეც ახლავე უთხრას.
ბარში შესულმა რუდოლფმა დენტონი უცბად ვერ დაინახა. იგი
ისევ ბოლო კაბინაში იჯდა. პალტო ეცვა და შლაპა ეხურა. მაგიდაზე
დახრილს ჭიქა ორივე ხელით ეჭირა. გაუპარსავი იყო, დაჭმუჭნული
ტანსაცმელი ეცვა, სათვალის მინები ჭუჭყიანი და დაორთქლილი
ჰქონდა. რუდოლფს ანაზდად გონებაში გაუელვა, რომ პროფესორი
პოლიციის უაზრო მოლოდინში ბაღის სკამზე ჩამომჯდარ ბებერ
ლოთსა ჰგავდა.
– სალამი, პროფესორო, – რუდოლფი კაბინაში უხმაუროდ შევი-
და და დენტონს წინ დაუჯდა. – მიხარია თქვენი ნახვა, ‒მან გაიღიმა,

287
თითქოსდა დენტონის დარწმუნებას ცდილობდა, რაც ვიყავი, ისევ
ისა ვარო.
დენტონმა თვალები გულგრილად მიაპყრო და ხელიც კი არ გა-
უწოდა. მუდამ ღაჟღაჟა სახეზე ახლა ფერი არ ედო.
– დალიეთ რამე, – შესთავაზა მან ყრუ ხმით. თავად კი, ეტყობო-
და, უკვე გადაკრულში იყო და კარგა ბლომადაც დაელია.
– ვისკი, გეთაყვა.
‒ ჩემს მეგობარს სოდიანი ვისკი მოართვით. მე კი ისევ ბურბონი
მომიტანეთ, – უთხრა დენტონმა მათთან მისულ ოფიციანტ ქალს.
დენტონი ხელებში მომწყვდეულ ჭიქას უხმოდ, თვალგაშტერე-
ბით შესცქეროდა. გზაში რუდოლფმა გადაწყვიტა როგორ მოქცეუ-
ლიყო. გამოუტყდება, რომ ხვალ დღის ორ საათზე ვერაფრით ვერ
შესძლებს კომისიის წინაშე გამოსვლას, მაგრამ სხვა დროს მზადაა
გამოვიდეს თუ კომისია საქმის გადადებაზე დათანხმდება. თუ სხდო-
მას არ გადადებენ, საღამოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან შეივ-
ლის და ეტყვის იმას, რის თქმასაც აპირებდა. თუ დენტონს ეს ხელს.
არ აძლევს, დღესვე შეუძლია მისი დასაცავი სიტყვის დაწერა და
დენტონი ტექსტს კომისიის წინშე თვითონვე წაიკითხავს.
რუდოლფი თავზარდაცემული ელოდა იმ წუთს, როცა დენტონი-
სათვის თავისი წინადადებები უნდა გადმოელაგებინა, მაგრამ იმას,
რომ ხვალ კოლდერვუდთან ერთად ნიუ-იორკში 11-05 წუთზე უნდა
გამგზავრებულიყო, წყალი არ გაუვიდოდა.
– მეუხერხულება სამუშაოს რომ გაცდენთ, ჯორდახ, ‒ ძლივს გა-
საგონად ჩაიბურტყუნა დენტონმა ისე, რომ თავი არ აუწევია, მაგრმ
უსიამოვნება ადამიან ეგოისტად აქცევს. კინოთეატრს რომ ჩავუ-
არე, კინოკომედიის ბილეთებზე მდგარი გრძელი რიგი დავინახე და
გავიფიქრე: „ნუთუ ამათ არ იციან რა ხდება ჩემს თავს, რა ეკინო-
ებათ-მეთქი?“ – დენტონმა უნიათოდ ჩაიცინა. ‒ აბსურდია. ოცდა-
ცხრამეტი წლიდან ორმოცდახუთ წლამდე ევროპაში ორმოცდაათი
მილიონი კაცი გამოესალმა სიცოცხლეს, მე კი იმ დროს კინოში კვი-
რაშში ორჯერ დავიარებოდი. ‒ მაგიდაზე დაიხარა, ჭიქა, რომელიც
ორივე ხელით ეჭირა, ხარბად გამოსცალა. ხელები უკანკალებდა.

288
‒ მითხარით, რა მოხდა? ‒ ნაზად შეეკითხა რუდოლფი.
– არაფერი, თუმც ეს მართალი არ არის. ბევრი რამ მოხდა... ყვე-
ლაფერი დამთავრებულია.
‒ ვერ გავიგე, რა ბრძანეთ. – რუდოლფი შეეცადა ხმაში თავისი
სიხარული არ გამოემჟღავნებინა –ესე იგი ყველაფერი სისულელე
იყო. ტყუილუბრალოდ ატეხეს ვაი-უშველებელი. ბოლოს და ბო-
ლოს, ხომ არ შეიძლება ადამიანები ასეთი იდიოტები იყვნენ. თქვენ
გინდათ თქვათ, რომ საქმე შეწყვიტეს, არა?
‒ მე მინდა გითხრათ, რომ საქმე მე თვითონ შევწყვიტე. – უპასუ-
ხა დენტონმა, თავი ასწია და თავისი ძველი, ყავისფერი ფეტრის
შლაპის ქვემოდან რუდოლფს ნაღვლიანად თვალებში მიაჩერდა. –
დღეს სამსახურიდან გადავდექი.
– შეუძლებელია! ‒ წამოიძახა რუდოლფმა.
– ასეა. თვითონვე შემომთავაზეს, დამპირდნენ, თუ ასე მოვიქ-
ცეოდი, საქმეს შეწყვეტდნენ უბრალოდ, მე თვითონ არ შემეძლო
ხვალ კომისიის წინაშე გამოჩენა. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ კო-
ლეჯში მუშაობის ოცი წლის შემდეგ!... მე უკვე ბებერი ვარ. მეტისმე-
ტად ბებერი. ალბათ, ახალგაზრდა რომ ვიყო.. ახალგაზრდები უფ-
რო უბრალოდ ეკიდებიან აბსურდს. მათ სწამთ სამართლიანობის
შესაძლებლობა. ჩემი ცოლი მთელი კვირაა ცრემლებად იღვრება.
მეუბნება, ასეთ თავის მოჭრას ვერ გადავიტან, მოვკვდებიო. რასაკ-
ვირველია, ეს ჰიპერბოლაა, მაგრამ, როცა შენს თვალწინ ქალი შვი-
დი დღე- ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ ტირის, შენი ნებისყო-
ფაც დუნდება. ასე, რომ ყველაფერი დამთავრებულია. მინდოდა
მადლობა გადამეხადა თქვენთვის და მეთქვა, ხვალ ორ საათზე
აღარ მოსულიყავით.
– ბედნიერი ვიქნებოდი, მათთვის რომ ყველაფერი მომეხსენე-
ბინა, – უპასუხა რუდოლფმა, გულში კი შვებით ამოისუნთქა. – ახლა
რას აპირებთ?
‒ თავის დასაღწევი ვარიანტი შემომთავაზეს, – უხალისოდ თქვა
დენტონმა.–ერთი ჩემი ნაცნობი ჟენევის საერთაშორისო სკოლაში
მუშაობს. სამუშაოდ მიმიწვია. ბუნებრივია, ხელფასს ნაკლებს მივი-

289
ღებ, მაგრამ ასეა თუ ისე, რაღაც სამუშაო მაინც მექნება. თანაც, მე
მგონი, ჟენევაში ამდენი მანიაკი არ უნდა იყოს. თვით ქალაქიც, ამ-
ბობენ, მიმზიდველიაო.
‒ კი მაგრამ, ეს ხომ მხოლოდ საშუალო სკოლაა, თქვენ კი მთე-
ლი ცხოვრება კოლეჯებში ასწავლიდით, – გაცხარდა რუდოლფი.
‒ მინდა გავეცალო ამ წყეულ ქვეყანას, – კუშტად უთხრა დენ-
ტონმა.
‒ რუდოლფს თავის სიცოცხლეში არ გაეგონა, რომ ამერიკისათ-
ვის ვინმეს წყეული ქვეყანა ეწოდებინა და იგი დენტონის მწარე სიტ-
ყვებმა შეაძრწუნა.
– არც ისეთია, როგორც თქვენ გეჩვენებათ, – შენიშნა მან.
– კიდევ უარესია.
– ყველაფერი დავიწყებას მიეცემა, და თქვენ უკანვე მოგიწვევენ.
‒ არასოდეს! – წამოიქახა დენტონმა. – მუხლებზე დაჩოქილი
რომ შემევედრონ, მაინც არ დავბრუნდები.
‒ მითხარით, რითი დაგეხმაროთ? – შეეკითხა რუდოლფი, ‒ ფუ-
ლი. ხომ არ გჭირდებათ?
უარის ნიშნად დენტონმა თავი გააქნია.
– ჯერჯერობით გვეყოფა. სახლი უნდა გავყიდოთ. მას შემდეგ,
რაც ჩვენ შევიძინეთ, უძრავ ქონებაზე ფასებმა საგრძნობლად აიწია.
ქვეყანა ყვავის!.. ‒კაცმა ცივად გაიცინა, ზეზე მკვირცხლად წამოხ-
ტა. – ჩემი წასვლის დროა, ყოველდღე ცოლს ფრანგულის გაკვეთი-
ლებს ვუტარებ.
მან რუდოლფს დანახარჯის გადახდის ნება დართო. ქუჩაში
პალტოს საყელო აიწია და ახლა კიდევ უფრო დაემსგავსა ბებერ
ლოთს.
– ჟენევიდან წერილებს გამოგიგზავნით. – მან რუდოლფს ხელი
უხალისოდ ჩამოართვა. – რაც შეიძლება ნეიტრალურ წერილებს·
ღმერთმა უწყის, ვინ ხსნის დღეს მათ. – ეს უთხრა და ფლატუნ-ფლა-
ტუნით გასწია წინ, წელში მოხრილი, ბებერი მეცნიერი თავისი წყე-
ული ქვეყნის მოქალაქეთა ჯგროს შეერია·

290
თავი მეხუთე

‒ რატომ მაკითხავ წამდაუწუმ? ‒ უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა


ბილი, როცა ისინი შინ ბრუნდებოდნენ. – მე ხომ პატარა აღარა ვარ?
‒ მალე უკვე ყველგან მარტოკა ივლი, – მიუგო ქალმა და გადა-
სასკლელთან უნებლიედ ხელი წაავლო.
– როდის?
– მალე.
– როდის?
‒ როცა ათი წელი შეგისრულდება.
– ეშმაკმა დალახვროს.
‒ შენ ხომ იცი, ასეთი ლაპარაკი არ შეიძლება.
‒ მამა რომ ამბობს?
‒ შენ ხომ მამა არა ხარ.
– ხანდახან მენც ასე ლაპარაკობ.
‒ ეს მე ვარ. მეც არ უნდა ვილაპარაკო ასე.
– მაშ, რატომ ლაპარაკობ?
– იმიტომ, რომ ვბრაზდები.
– ახლა მეც გაბრაზებული ვარ. ყველა ბავშვი შინ მარტო დადის
და დედები ზედ ჭიშკართან კი არ ხვდებიან, როგორც პატარებს.
გრეთჰენმა იცოდა, რომ ბიჭი მართალს ამბობდა. გრძნობდა,
რომ ზედმეტად შფოთიანი დედა იყო და ოდესმე ძვირად დაუჯდებო-
და ეს ამბავი, მაგრამ თავს ვერ ერეოდა. იმის გაფიქრებაც კი შიშსა
ჰგვრიდა, რომ ბილის მანქანებით გატენილ გრინვიჩ-ვილიჯზე უნდა
გაევლო.
‒ როდის? – კვლავ ჯიუტად შეეკითხას ბილი და სცადა ხელი გა-
მოეგლიჯა.
– ათი წლის რომ გახდები, – გაუმეორა ქალმა.
‒ კიდევ ერთი წელიწადი! ‒ აბუხღუნდა ბილი, ‒ ეს არაადამია-
ნობაა.
გრეთჰენს გაეცინა, დაიხარა და კინკრიხოზე აკოცა.
ბილი უმალვე განზე გახტა.

291
‒ რამდენჯერ გთხოვე, ყველას თანდასწრებით ნუ მკოცნი-მეთ-
ქი.
სახლთან მათ რუდოლფი და ჯონი შეხვდნენ. ორივეს ხელში ქა-
ღალდის პარკები ეჭირათ, საიდანაც ბოთლის თავები მოჩანდა.
უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე რუდოლფი ნიუ-იორკში ხში-
რად ჩამოდიოდა. კოლდერვუდსა და ჯონი ჰიტის კანტორას შორის
რაღაც საქმეები წარმოებდა, რუდოლფმა რა არ იღონა გრეთჰენი-
სათვის ამ საქმის არსი რომ გაეცნო, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა-
ფერი გააგებინა. მგონი, ეს ყველაფერი რაღაცით კორპორაცია „დ.
კ. ენტერპრაისიზის“ ჩამოყალიბების გადაწყვეტილებასთან იყო და-
კავშირებული, პირველი ორი ასო დუნკან კოლდერვუდის ინიცია-
ლებიდან მიმდინარეობდა. ქალისათვის მხოლოდ ერთი რამ იყო
ცხადი: ამის შედეგად მისი ძმა მდიდარი კაცი გახდებოდა, დაეხსნე-
ბოდა უნივერმაღს და, სულ ცოტა, ნახევარი წელიწადი მაინც, უიტ-
ბიში აღარ იცხოვრებდა. მან უკვე სთხოვა დას ნიუ-იორკში ერთი პა-
ტარა, ავეჯით გაწყობილი ოთახი გამოეძებნა, რუდოლფი და ჯონი
აღგზნებულები ჩანდნენ, თითქოს უკვე ნასვამებიც იყვნენ. გრეთჰენ-
მა ოქროსფერ ფოლგაშემოკრული ბოთლებით შეატყო, რომ შამპა-
ნური მოჰქონდათ.
– სალამი, ბიჭებო, – მიესალმა იგი. ‒ რატომ წინასწარ არ გა-
მაფრთხილეთ, მოსვლას თუ აპირებდით?
‒ თვითონაც არ ვიცოდით, ‒ უპასუხა რუდოლფმა. ‒ ექსპრომ-
ტია. – ზოგიერთი რამ გვინდა ავღნიშნოთ. – მან დას ლოყაზე აკოცა.
ღვინის სუნი სულაც არ ასდიოდა.
სასტუმრო ოთახი აყრილ-დაყრილი დახვდათ. ახლა გრეთჰენი
აქ მუშაობდა, ზედა ოთახი კი შვილს დაუთმო. მაგიდებზე, დივანზეც
კი, წიგნები, ბლოკნოტები, ნაწერით აჭრელებული ფურცლები ეყა-
რა. გრეთჰენი მუშაობაში პედანტიზმით არ გამოირჩეოდა, და, რო-
გორც კი ხანდახან აქაურობის მოწესრიგებას დააპირებდა, ოთახში
გამეფებული ქაოსი კიდევ უფრო ძლიერდებოდა. იგი თავგადაკლუ-
ლი მწეველი გახდა და საფერფლეები ნამწვავებით იყო სავსე. თვით

292
თვით ვილიც კი, რომელიც აკურატული სულაც არ ბრძანდებოდა,
დროდადრო დაიჩივლებდა ხოლმე „ეშმაკმა დალახვროს, ეს სახლი
კი არა, რომელიღაც ქეციანი გაზეთის რედაქციააო!“
გრეთჰენმა შენიშნა, რომ რუდოლფმა ოთახს თვალი უკმაყოფი-
ლოდ მიმოავლო. იქნებ, ჰკიცხავს კიდეც დას და იმ პეწენიკ გოგოს
ადარებს, როგორიც იყო ცხრამეტი წლისა? ანაზდად პედანტ, კოხ-
ტაპრუწა ძმაზე ტყუილ-უბრალოდ გაბრაზდა, მთელ ოჯახს მე ვუძ-
ღვები და სარჩენ ფულსაც მე ვშოულობ, ნუ გავიწყდება ეს ჩემო
ძმაოო.
– ბილი, ადი ზევით და გაკვეთილები მოამზადე, – მიმართა მან
შვილს და საკიდზე პალტო და შარფი საგულდაგულოდ ჩამოკიდა.
‒ო...ო... ‒ბიჭმა სიტყვა ისე გაჭიმა, ვითომდა იმედი გაუცრუვ-
დაო, თუმც თვითონაც ერთი სული ჰქონდა, სანამ თავის ოთახში
ავიდოდა.
გრეთჰენმა სამი ჭიქა გადმოიღო.
– მაინც რას ზეიმობთ? –შეეკითხა რუდოლფს, რომელიც შამპა-
ნურის ბოთლსა ხსნიდა.
– ჩვენ ჩვენი გავიტანეთ. – უთხრა რუდოლფმა. – დღეს, რო-
გორც იქნა, ხელი მოაწერეს, ახლა შეგვიძლია, მთელი სიცოცხლის
მანძილზე დილას, შუადღესა და საღამოს შამპანური მივირთვათ.
‒ შესანიშნავია, ‒ ყოველგვარი გამოთქმის გარეშე თქვა გრეთ-
ჰენმა. მისთვის გაუგებარი იყო, რატომ სწირავდა თავს რუდოლფი
თავის სამუშაოს.
მათ ჭიქები ერთმანეთს მიუჯახუნეს.
‒ ამრიგად, კორპორაცია „დ.კ. ენტერპრაისიზის“ აღორძინებას
და მისი გამგეობის თავმჯდომარეს, ახლადგამომცხვარ მაგნატს გა-
უმარჯოს, – დაილოცა ჯონი და ორივემ გაიცინა.
ნერვები ჯერ ისევ უკიდურესად დაჭიმული ჰქონდათ. ისინი კა-
ტასტროფის შემდეგ ბედად გადარჩენილ იმ ადამიანებს ჰგავდნენ,
გადარჩენას ერთმანეთს გაგიჟებული რომ ულოცავდნენ.
რუდოლფი ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ჭიქით, ხელში ოთახში გა-
ნუწყვეტლივ ბოლთასა სცემდა, საწერ მაგიდაზე დაყრილ წიგნებს

293
ფურცლავდა. გაზეთებს შლიდა. ამ ბოლო დროს ძალზე გახდა და
დაძაბული ჩანდა, თვალები უბრწყინავდა, ლოყები ჩასცვივნოდა.
სამაგიეროდ, ფულსა და ბედის ანაზდად შემობრუნებას ჩვეული,
პირმრგვალი და აუღელვებელი ჯონი ლამის ნამძინარევი სახით დი-
ვანზე მშვიდად იჯდა.
– თუ ვილის თავი მხრებზე აბია, – თქვა ჯონიმ, – ვინმეს უნდა
სთხოვოს, ისესხოს ან უბრალოდ მოიპაროს გვარიანი თანხა და „დ.
კ. ენტერპრაისიზის“ კომპანიაში დააბანდოს. სრულიად სერიოზუ-
ლად ვლაპარაკობ. ამ კომპანიას დიდი მომავალი აქვს.
‒ ვილი მეტისმეტად ამაყია, რომ იმათხოვროს მეტისმეტად ცნო-
ბილი, რათა ისესხოს და მეტისმეტად ლაჩარი, რომ მოიპაროს, –
უპასუხა გრეთჰენმა. მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა. – ალბათ ის
არის. ერთი სული აქვს მაცნობოს, რომ ვახშმად ვერ მოდის, – მან
ყურმილი აიღო და წინასწარ ნაწყენი ხმით წარმოთქვა: – ალლო! –
შემდეგ შეფიქრიანებულმა ყურმილი ძმას გადასცა. – შენ გირეკა-
ვენ.
– მე? – გაუკვიირდა რუდოლფს. – კაციშვილმა არ იცის, რომ აქა
ვარ.
– მისტერ ჯორდახს სთხოვენ.
– დიახ, გისმენთ, ‒ თქვა მან, ყურმილი რომ აიღო.
‒ ჯორდახი ხართ? ‒ გაისმა ჩახლეჩილი და იდუმალი ხმა.
– დიახ.
– ელი ვარ. დღეს საღამოს შენზე ხუთასი დოლარი ჩავედი. კარგი
ფსონია – შვიდი ხუთზე.
– ერთი წუთით... ‒ წამოიწყო რუდოლფმა, მაგრამ მავთულის მე-
ორე ბოლოს ყურმილი უკვე დაკიდეს. – ძალზე უცნაურია... ვიღაც
ელი რეკავდა, დღევანდელ საღამოს შენზე ხუთასი დოლარი ჩავე-
დიო, ფსონი შვიდი ხუთზეაო. ჩუმ-ჩუმად დოღზე შენ ხომ არ თამა-
შობ, გრეთჰენ?
– ელის საერთოდ არ ვიცნობ, და არც ხუთასი დოლარი მაბადია.
თანაც მისტერ ჯორდახი იკითხეს და არა მისის ჯორდახი, – გრეთჰე-
ნი ქალიშვილობის გვარით იბეჭდებოდა და ტელეფონების წიგნში

294
მისი ტელეფონი ჯორდახის გვარზე იყო, ალბათ ნომერი აერიათ,
– რაღაც მეექჭვება, ‒ შენიშნა რუდოლფმა, – განა რამდენი ჯორ-
დახი უნდა იყოს ნიუ-იორკში? ოდესმე შეხვედრიხარ სხვა ჯორდა-
ხებს?
გრეთჰენმა უარის ნიშნად თავი გაიქნია. რუდოლფმა ტელეფო-
ნების წიგნი აიღო და ასო „ჯ“ გადაშალა. – ტ. ჯორდახი, ქუჩა ოთ-
ხმოცდაცამეტი. – მან ცნობარი ნელ–ნელა დახურა და მაგიდაზე და-
დო. ‒ ტ. ჯორდახი. – იგი გრეთჰენს მიუბრუნდა: ‒ შენი აზრით, ის
არის?
‒ არა მგონია, – უპასუხა გრეთჰენმა.
‒ ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა? – იკითხა ჯონმა,
‒ ჩვენ ძმა გვყავს, ტომას ჯორდახი, – უპასუხა რუდოლფმა.
‒ ოჯახში ყველაზე პატარაა, იგი ახლაც ბავშვია! – ცალყბად ჩა-
იცინა გრეთჰენმა.
‒ უკვე ათი წელია აღარ გვინახავს, – თქვა რუდოლფმა.
– ჯორდახებს ოჯახი არაჩვეულებრივად მეგობრულია. – შენიშნა
გრეთჰენმა. მთელი დღის დაღლილ-დაქანცულს შამპანური მყისვე
მოერია და დივანზე წამოწვა.
– კი მაგრამ, რას აკეთებს ეგ თქვენი ძმა? – დაინტერესდა ჯონი.
‒ აზრზე არა ვარ, – უპასუხა რუდოლფმა.
– თუ ისეთი გაიზარდა, როგორიც უნდა გაზრდილიყო, პოლიცი-
ას ემალება ალბათ, – დაიგესლა გრეთჰენი.
– მე მაინც გავარკვევ, – რუდოლფმა კვლავ ცნობარი გადაშალა
და ნომერი აკრიფა. ქალმა უპასუხა. ხმაზე ეტყობოდა, ახალგაზრდა
იყო. ‒ საღამო მშვიდობისა, მემ, – თავაზიანად და ოფიციალურად
მიმართა რუდოლფმა. – შეიძლება მისტერ ტომას ჯორდახს ველაპა-
რაკო?
‒ არა, არ შეიძლება, – სიტყვა მოუჭრა ქალმა. მას მაღალი, თით-
ქმის მკივანა სოპრანო ჰქონდა. – კი მაგრამ, ვინ კითხულობს? ‒
ხმაში ეჭვი შეეპარა.
– მეგობარი ვარ, – უპასუხა რუდოლფმა. – მისტერ ჯორდახი შინ
ბრძანდება?

295
– სძინავს, – გული მოუვიდა ქალს. ‒ საღამოს მატჩი აქვს, ტელე-
ფონზე სალაპარაკოდ არა სცალია. – ქალმა ყურმილი დააგდო.
ლაპარაკის დროს რუდოლფს ყურმილი ყურიდან მოშორებით
ეჭირა, ქალი კი მავთულის მეორე ბოლოს ხმამაღლა ლაპარაკობ-
და, ასე რომ გრეთჰენმა და ჯონმა ყველაფერი გაიგონეს.
– ეტყობა, ჩვენი ტომასია, – თქვა გრეთჰენმა.
რუდოლფმა მაგიდასთან მდგარი სავარძლიდან „ნიუ-იორკ ტა-
იმსი“ აიღო და სპორტული გვერდი გადაშალა.
‒ აი, თურმე რა ყოფილა, – და მან ხმამაღლა წაიკითხა: „საღა-
მოს პროგრამის მშვენება – ტომი ჯორდახისა და ვირჯილი უოლ-
ტერსის ორთაბრძოლა, საშუალო წონითი კატეგორია, ათი რაუნდი,
სანისაიდ-გარდენზი”. უნდა წავიდე.
– რა საჭიროა? – გაოცდა გრეთჰენი.
– რაც არ უნდა იყოს, ჩემი ძმაა.
‒ უიმისოდ აგერ უკვე ათი წელია ვცხოვრობ და კიდევ ოცსაც
ვიცხოვრებ, – თქვა გრეთჰენმა კვლავ ტელეფონი აწკრიალდა. რუ-
დოლფმა სასწრაფოდ ყურმილი აიღო, მაგრამ ეს ვილი რეკავდა.
– სალამი, რუდი, – ისეთი ხმაური იდგა, ეტყობოდა, ბარიდან რე-
კავდა. – არა, არ დაუძახო, უბრალოდ გადაეცი, რომ სამწუხაროდ,
დღეს საქმიან ვახშამზე ვარ და გვიან დავბრუნდები. ნუ დამელოდე-
ბა, დასაძინებლად დაწვეს.
– შეგიძლია არ გადმომცე, რაც გითხრა, – გაიღიმა დივანზე წა-
მოწოლილმა გრეთჰენმა და ჯონის მიუბრუნდა: – როგორ ფიქრობ,
არ არის მეორე ბოთლის. გახსნის დრო?
სანამ მეორე ბოთლს გამოსცლიდნენ, გრეთჰენმა ტელეფონით
მომსვლელი ძიძა გამოიძახა. მათ გაიგეს, სად მდებარეობდა სანი-
საიდ–გარდენზი, შემდეგ ქალმა თმა დაივარცხნა და მუქი შალის კა-
ბა გადაიცვა, თუმც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს მოკრივეთა მატჩის
Comme il faut 7 იყო.
სანისაიდ-გარდენზზე რომ მივიდნენ, შეჯიბრი უკვე დაწყებული

7
აქ: შესაფერისი ტუალეტი (ფრანგ)

296
იყო. მებილეთემ ისინი რინგიდან მესამე რიგში მიიყვანა. გრეთ-
პჰენმა შენიშნა, რომ დარბაზში ქალები ცოტანი ისხდნენ და შავი კა-
ბა არც ერთს არ ეცვა.
დღემდე კრივზე ერთხელად არ იყო ნამყოფი. როცა რინგიდან
რეპორტაჟს გადმოსცემდნენ, ტელევიზორს მაშინვე გამორთავდა
ხოლმე. თვით ის აზრი, რომ მოწიფულ ადამიანებს შეუძლიათ ერ-
თმანეთს ფულის გულისათვის უაზროდ თავ-პირი დაამტვრიონ,
ცხოველური ეჩვენებოდა, ამ დარბაზში მის გარშემო მყოფ ხალხს
ამგვარი სანახაობების მოყვარულთათვის სრულიად შესაფერისი
სახეები ჰქონდათ, გრეთჰენი დარწმუნებული იყო, რომ ამდენი მა-
ხინჯი ერთად თავის სიცოცხლეში არ ენახა.
მეორე ორთაბრძოლის დროს მოწინააღმდეგემ მოკრივეს წარბი
გაუხეთქა და ორივენი სისხლით მოითხვარნენ. სისხლის დანახვაზე
ბრბო აღრიალდა და ამ ღრიალზე გრეთჰენს კინაღამ პირღებინება
დაეწყო. მთავარი ბრძოლა რომ გამოაცხადეს, მას მკვდრისფერი
ედო და გულისრევას ძლივს იკავებდა. ცრემლებსა და თვალებხე
გადაფარებულ სიგარეტის ბოლს მიღმა მან დაინახა, როგორ
მკვირცხლად ავიდა რინგზე წითელხალათიანი მამაკაცი და ტომასი
იცნო.
საოცარია, მაგრამ ტომასი გარეგნულად თითქმის არ შეცვლი-
ლიყო, მხოლოდ ჩამოსხმულ, ნავარჯიშევ კუნთებზე ეტყობოდა,
რომ პროფესიონალი-მოკრივე გახლდათ. სახე კი ისევ ისეთივე
ჰქონდა: უმანკო, მიმზიდველი, ბავშვური.
სანამ რეფერი ბრძოლის პირობებს აცხადებდა, ტომასს პირზე
სულ ღიმილი ეკერა, მაგრამ რუდოლფი ხედავდა, ორჯერ ტუჩები
ნერვულად როგორ გაილოკა.
მისი მოწინააღმდეგე, ხმელ-ხმელი ზანგი, ტომასზე გაცილებით
მაღალი იყო და ხელებიც ბევრად უფრო გრძელი ჰქონდა. იგი ერთ
ადგილზე ტოკავდა, თითქოს მეომრების ცეკვას ასრულებსო და
თავს უქნევდა თავის მწვრთნელს, რომელიც ყურში ბოლო რჩევა-
დარიგებას ჩასჩურჩულებდა.
გრეთჰენი, რომელსაც სახეზე ტანჯული გამომეტყველება აღბეჭდ-

297
ოდა, ძმას თვალს არ აშორებდა. მისი ბავშვური ღიმილის მიღმა იგი
ფარულ გულისწყრომას გრძნობდა, ტკივილის მიყენების სურვილს,
სხვისი ტანჯვით მიღებული სიამოვნებით წინასწარ ტკბობას – ყვე-
ლაფერს, რაც მას ტომასს აგრერიგად აშორებდა, როცა ისინი
პორტ-ფილიპში ცხოვრობდნენ. რასაკვირველია, ეს მოსალოდნე-
ლიც იყო, სწორედ ასეთი ბოლო უნდა ჰქონოდა – მუშტით უნდა ერ-
ჩინა თავი, – ფიქრობდა იგი.
ორივენი ღონივრები იყვნენ, ორივენი ერთნაირად ელვის სის-
წრაფით მოძრაობდნენ. ზანგი ნაკლებ აგრესიულად მოქმედებდა,
მაგრამ გრძელი ხელების წყალობით თავს უკეთ იცავდა. ტომასი გა-
ნუწყვეტლივ უტევდა, დარტყმას დარტყმაზე აყენებდა, აიძულებდა
უკან დაეხია, ხოლო კუთხეში რომ მიაგდებდა და თოკთან მიიმ-
წყვდევდა, უბრალოდ ცემით სულს ხდიდა.
„მოკალი ეგ შავკანიანი!“ – ყვიროდა ვიღაც უკანა რიგებიდან,
როცა ტომასი დარტყმების სერიას ზედიზედ ატარებდა. გრეთჰენი
კოპებს იკრავდა, სირცხვილით იწვოდა, აქ რომ იმყოფებოდა, ყვე-
ლას მაგივრად რცხვენოდა, ვინც ამ დარბაზში იჯდა. „ოჰ, არნოლდ
სიმს, შენ, საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილო, კოჭლობ-კოჭ-
ლობით რომ დაიარებოდი და მეუბნებოდი, რა ლამაზი ფეხები გაქ-
ვთო, მისის ჯორდახ, ოჰ, კორნუელზე მეოცნებე არნოლდ სიმს, ბო-
დიშს გიხდი დღევანდელი საღამოსათვის“.
მატჩი ათი რაუნდის ნაცვლად მხოლოდ შვიდი რაუნდი გაგ-
რძელდა. ტომასს ცხვირიდან სისხლი სდიოდა და წარბიც გახეთქი-
ლი ჰქონდა, მაგრამ უკან არ იხევდა და მოწინააღმდეგეს წამდაუწუმ
გულქვა, უმოწყალო რობოტივით უახლოვდებოდა, სულს ხდიდა.
მერვე რაუნდზე ზანგი ხელებს ძლივსღა იქნევდა. შუბლში ძლიერი
დარტყმით ტომასმა იგი ძირს დასცა. როცა მსაჯმა რვამდე დაითვა-
ლა, ზანგი ბარბაც-ბარბაცით ზეზე ძლივს წამოდგა. სახეგასისხლია-
ნებული, მაგრამ ბაგემომღიმარი ტომასი მაშინვე შეუბრალებლად
გავარდა წინ და ზანგს დარტყმები სეტყვასავით დააყარა. გრეთჰენს
მოეჩვენა, რომ ამ ორიოდე წამში მან სულ ცოტა ორმოცდაათჯერ მა-
ინც მოასწრო დარტყმა. ზანგი ყურთასმენის წამღებ გუგუნში პირით

298
ძირს დაეხეთქა. წამოდგომა სცადა, ერთ მუხლზე წამოიწია კიდეც.
ოდნავ წელში მოხრილი ტომი კუთხეში უცდიდა, გაფაციცებული, გა-
სისხლიანებული; მოუღლელი გეგონებოდათ, ერთი სულით ელო-
დებოდა მოწინააღმდეგის წამოდგომას და ბრძოლის გაგრძელებას.
გრეთჰენი მზად იყო დაეფიცა, რომ ტომასს თვალებში სინანულმა
გაუელვა, როცა ზანგი იატაკხე უიმედოდ დავარდა და რეფერიმ
თვლა დაამთავრა.
ქალს გული ერეოდა. პირზე ცხვირსახოცი აიფარა და გაოცე-
ბულს ამ მყრალი სუნით გაჟღენთილ დარბაზში სუნამოს უჩვეუ-
ლოდ უცხო სურნელი ეცა. იჯდა მოკუნტული; იატაკს დაჰყურებდა და
მაღლა ახედვის თავი არ ჰქონდა. ეშინოდა, გული არ შეღონებოდა
და ამით რინგზე გამარჯვებულ მხეცთან თავისი საბედისწერო ნათე-
საობის ამბავი მთელი ქვეყნიერებისათვის არ ეუწყებინა.
რუდოლფს მთელი მატჩის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ზოგ-
ჯერ ტუჩები უკმაყოფილოდ ებრიცებოდა. მხოლოდ – უხეში, სის-
ხლიანი მუშტი-კრივი, არავითარი სტილი, არავითარი სილამაზე.
მოკრივეებმა რინგი დასტოვეს. პირსახოცსა და ხალათში გახვე-
ულ ზანგს თოკებს შუა გაძვრომა უშველეს. ტომასი რინგიდან ღიმი-
ლით გავიდა და გამარჯვებული მაყურებელს ხელს უქნევდა. გარშე-
მოხვეული ადამიანები მოწონების ნიშნად ზურგზე ხელს უტყაპუნებ-
დნენ.
ხალხი თანდათან წავიდ-წამოვიდა, მაგრამ გრეთჰენი და რუ-
დოლფი ისევ ჩუმად ისხდნენ და წამოდგომას არ აპირებდნენ, ერ-
თმანეთს თვალს არიდებდნენ ბოლოს გრეთჰენმა, რომელსაც მაღ-
ლა ახედვისა ეშინოდა, ყრუდ ჩაილაპარაკა:
‒ წავიდეთ აქედან.
‒ უნდა შევუაროთ.
–რა საჭიროა?
– ჩვენ მოვედით აქ. ვნახეთ რინგზე, ვალდებული ვართ, შევ-
ხვდეთ კიდეც, – მტკიცედ უთხრა რუდოლფმა.
– მას ჩვენთან არაფერი კავშირი არა აქვს. – გრეთჰენმა თვითო-
ნაც იცოდა, რომ მართალს არ ამბობდა.

299
წელზე პირსახოცმოხვეული ტომასი ჭუჭყიან, მასაჟისათვის გან-
კუთვნილ ტახტზე იჯდა. ექიმი გახეთქილ წარბზე ნაკერებს ადებდა.
გვერდით რამდენიმე მამაკაცი ედგა. რუდოლფმა იცნო: ისინი ტო-
მასს რინგის კუთხეში გარს ეხვეოდნენ. მრგვალ თეძოებზე მჭიდ-
როდ მომდგარ კაბაში გამოწყობილი ვიღაც ახალგაზრდა ქალი წამ-
დაუწუმ ჩუმ-ჩუმად ამოიოხრებდა ხოლმე, როგორც კი ექიმი კანში
ნემსს გაუყრიდა· კუპრივით შავი თმა ჰქონდა, სქელ ფეხებზე შავი,
ნეილონის წინდები ეცვა. ორი წვრილი, თითქოსდა ფანქრით გადა-
ხატული, ამოქნილი, მაღალი, ძაფივით წარბი სახეს გაოცებული
თოჯინის გამომეტყველებას ანიჭებდა. ოთახში ოფლის, მასაჟის მა-
ლამოს, სიგარეტის ბოლისა და შარდის სუნი ტრიალებდა. – გასახ-
დელიდან საპირფარეშოში გამავალი კარი ღია იყო.
– მორჩა. სულ ეს არის, – თქვა ექიმმა, უკან დაიხია და თავი
გვერდზე გადახარა, რათა თავისი ნახელავით დამტკბარიყო. – ათი
დღის შემდეგ კვლავ შეგიძლია იჩხუბო.
– გმადლობთ, დოკ, – უპასუხა ტომასმა, თვალები გაახილა და
რუდოლფი და გრეთჰენი დაინახა. – ღმერთო დიდებულო! – თქვა
მან და ძლივს გაიცინა. – თქვენ აქ რა ჯანდაბა გინდათ?
– ამ დილით ვიღაც ელმა დამირეკა და შემატყობინა, რომ დღე-
ვანდელი საღამოსათვის შენზე ხუთასი დოლარი დადო, ფსონი შვი-
დი ხუთზე, ‒ უთხრა რუდოლფმა.
– ყოჩაღ, ელ, შე ძველო, – ჩაიბურტყუნა ტომასმა და შეშფოთე-
ბულმა მრგვალთეძოებიან შავგვრემან ქალს ისე გადახედა, გეგო-
ნებოდათ არ უნდოდა ეს ამბავი მისთვის გაემხილა.
– გამარჯვებას გილოცავ, – უთხრა რუდიმ ძმას, ნაბიჯი წინ გა-
დადგა და ხელი გაუწოდა. ტომასი წუთით შეყოყმანდა, შემდეგ გა-
იღიმა და ძმას თავისი დაწითლებული, დასიებული ხელი შმეაგება.
– მოხარული ვარ შენი ამბით, ტომ, – მიმართა გრეთჰენმა, „მო-
მილოცნიაო“ მაინც ვერ უთხრა.
‒ მართლა? გმადლობთ, – უპასუხ გამხიარულებულმა ტომასმა,
რომელიც დას გაკვირვებული მისჩერებოდა. – მოდით, ყველას ერ-
თმახეთს გაგაცნობთ... ეს ჩემი ძმაა, რუდოლფი, ჩემი და ‒ გრეთჰე-

300
ნი,– ეს კი ჩემი ცოლია, ტერეზა, ჩემი მენეჯერი შულცი, მწვრთნელი
პედი.. და სხვანი, – მან ხელი გვერდით თავშეყრილი მამაკაცებისა-
კენ აგდებულად ჩაიქნია.
– ძალზე სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – თქვა ტერეზამ ისეთი-
ვე ეჭვშეპარული ხმით, როგორც დილით, როცა რუდოლფს ტელე-
ფონით უპასუხა.
–მე არც კი ვიცოდი, ნათესავები თუ გყავდა, – გაოცდა შულცი.
– დღემდე ამაში არც მე ვიყავი დარწმუნებული, – უპასუხა ტო-
მასმა. – როგორც იტყვიან ხოლმე, ჩვენი გზები გაიყარა.
– კეთილი, ალბათ სალაპარაკო ბევრი გექნებათ, ერთმანეთს
ახალ ამბებს გაუზიარებთ, წავიდეთ, ბიჭებო, – შულცმა პიჯაკი ჩაიც-
ვა, გამობერილ მუცელზე ღილი რის ვაი-ვაგლახით შეიკრა. ‒ დღეს
დიდებულად იმუშავე, ტომი, – უთხრა ბოლოს და ექიმთან და სხვებ-
თან ერთად ოთახიდან გავიდა.
– ამრიგად, ძვირფასი ოჯახი ხელახლა შეერთდა, – გაიღიმა ტო-
მასმა. – ვფიქრობ, ასეთი დიდი მოვლენა აუცილებლად უნდა ვიდ-
ღესასწაულოთ, ‒ შენ რა აზრისა ხარ, ტერეზა?
– ჩემთვის არასოდეს არ გითქვამს და-ძმა რომ გყავდა, – წივანა,
ნაწყენი ხმით უპასუხა ტერეზამ.
‒ უბრალოდ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რატომღაც მი-
მავიწყდნენ. – თქვა ტომასმა და ტახტიდან ჩამოხტა. – ახლა კი, თუ
ქალბატონები გარეთ გაბრძანდებიან, ტანთ ჩავიცვამ.
ქალები დერეფანში გავიდნენ. გრეთჰენი გახარებული იყო და-
ხუთულ, აყროლებულ ოთახს თავი რომ დააღწია.
‒ თუ ქალბატონები გარეთ გაბრძანდებიან, – გამოაჯავრა ტერე-
ზამ და თან გულმოსულმა გზადაგზა ჟღალი მელიის ძველი მანტო
წამოისხა. – შეიძლება კაცმა იფიქროს, შიშველი არასოდეს მინა-
ხავგს, – ქალმა გრეთჰენის კოხტა კაბას, დაბალქუსლიან ფეხსაც-
მელს, ქამრიან, უბრალო სპორტულ პალტოს აშკარად მტრულად
შეავლო თვალი. ალბათ გრეთჰენის ჩაცმულობა თავისი საკუთარი
სტილის –შეღებილი თმის, ტანზე შემოტმასნილი კაბის, მეტისმეტად
ავხორცი და მეტისმეტად მსუქანი ფეხების, თვალში საცემად გატყა-

301
პნილი სახის აბუჩად აგდებად მიიჩნია. – მე არც კი ვიცოდი თუ ტომი
ასეთი კეთილშობილი ოჯახიშვილი ბრძანდებოდა, – გესლიანად
შენიშნა მან,
– ჩვენ არც თუ ისეთი კეთილშობილები ვართ, ნუ ღელავთ, ‒უპა-
სუხა გრეთჰენმა და იქვე მდგარი ერთადერთი სკამისაკენ გაეშურა
იმ იმედით, რომ ამ საუბარს ბოლოს მოუღებდა. – თუ წინააღმდეგი
არ იქნებით, დავჯდები, ძალიან დავიღალე. – ტერეზამ ჟღალი მე-
ლიის ქვეშ მხრები გაბრაზებით შეარხია. მერე დერეფანში ნერვუ-
ლად ბოლთის ცემა დაიწყო. მაღალ, წვრილ ქუსლებს ბეტონის
იატაკზე მოუთმენლად დააბაკუნებდა.
ტომასი დინჯად იცვამდა. დროდადრო ძმას ღიმილით გადახე-
დავდა ხოლმე, გაოცებული თავს იქნევდა და იმეორებდა: „დალახ-
ვროს ეშმაკმა“,.
– როგორ გრძნობ თავს, ტომი? ‒ შეეკითხა რუდოლფი,
‒ ნორმალურად. თუმცა, ხვალ დილით სისხლს მოვშარდავ. იმ
არამზადამ ორჯერ თირკმელებში გვარიანად ჩამცხო, საერთოდ კი
მატჩმა ცუდად არ ჩაიარა, შენ როგორ ფიქრობ?
– ჰო,– დაეთანხმა რუდოლფი. გამბედაობა არ ეყო, გულახ-
დილად ეთქვა, რომ მისი აზრით, ეს ერთი უხეში მუშტი-კრივი იყო და
სხვა არაფერი.
– თავიდანვე ვიცოდი, რომ გავაგორებდი, თუმც ფსონს ჩემზე არ
ჩამოსულან, – განაგრძობდა ტომასი, – შვიდი ხუთზე! არა უშავს რა.
ამით შვიდასი დოლარი გავაკეთე. – იგი ახლა ტრაბახა ბიჭუნას
ჰგავდა. –დასანანი კი, ტერეზას თანდასწრებით რომ მითხარი ეს ამ-
ბავი. გაიგო ახლა ფული რომ გამიჩნდა და სულს ამომხდის.
‒ დიდი ხანია დაქორწინდით? ‒ შეეკითხა რუდოლფი.
– ოფიციალურად, ორი წელია, დაორსულდა და მეც გადავწყვი-
ტე: ჯანდაბას, რაც არის არის, შევირთავ-მეთქი. საერთოდ არა უშა-
ვს რა, ცოტა ბრიყვია, მაგრამ რას იზამ. სამაგიეროდ, ბიჭი გამოვიდა
ჩინებული! – მან რუდოლფს მტრულად გადახედა.–ვინ იცის, იქნებ
ავდგე და ბიჭუნა ძია რუდოლფთან გავაგზავნო, რომ ჯენტლმენად
აქციოს, თორემ მამასავით ღარიბი, გონებაჩლუნგი მოკრივე გაიზრ-

302
დება.
– ძალიან მინდა მისი ნახვა,–უთხრა ცივად რუდოლფმა.
– კეთილი, როცა გენებოს მაშინ მობრძანდი –უპასუხა ტომასმა
და შავი სვიტერი გადაიცვა. – შენ თვითონ თუ გყავს ცოლი?
‒ არა.
‒ როგორც ყოველთვის, ოჯახში ყველაზე ბრძენი შენა ხარ.
გრეთჰენი გათხოვდა?
– დიდი ხანია. ბიჭი უკვე ცხრა წლისაა.
– ეს მოსალოდნელიც იყო, – თავი დაიქნია ტომასმა. ‒ ადრევე
უნდა გავარდნილიყო. გადასარევი დიაცია, კიდევ უფრო გალამაზე-
ბულა, ისევ ისეთივე ნამუსგარეცხილია, როგორც წინათ?
‒ არ არის საჭირო, ტომ, ‒ შეეხვეწა რუდოლფი, – იგი ქალიშვი-
ლობაშიც შესანიშნავი ადამიანი იყო და ქალიც ძალიან კარგი დად-
გა.
‒ ჩანს, ამჯერად შენს სიტყვას უნდა ვენდო, – გაიცინა ტომმა და
მაგიდაზე მდგარი გაბზარული სარკის წინ თმა საგულდაგულოდ გა-
დაივარცხნა. ‒ აბა საიდან უნდა ვიცოდე? ოჯახში მე მუდამ უცხო კა-
ცი ვიყავი.
‒ უცხო არასოდეს ყოფილხარ.
– ამას მე მეუბნები, ძამიკო? – ტომასმა სავარცხელი ჯიბეში ჩა-
იდო და სარკეში თავისი დასიებული, დალილავებული და ნაჭრი-
ლობევი სახე, სალბუნაკრული წარბი კიდევ ერთხელ კრიტიკულად
შეათვალიერა. ‒ ჰო, დღეს ლამაზი ვარ. რომ მცოდნოდა, შენ მოხ-
ვიდოდი, უთუოდ წვერს გავიპარსავდი. – იგი სარკეს მოშორდა და
სვიტრზე ღია ფერის ტვიდის პიჯაკი გადაიცვა. ‒ გარეგნობაზე გეტ-
ყობა, რუდი, საქმეები რიგზე გაქვს. ბანკის ერთ-ერთ ვიცე-პრეზი-
დენტს ჰგავხარ.
– არ ვუჩივი, – უთხრა რუდოლფმა, თუმცა ვიცე-პრეზიდენტთან
შედარება სულ არ ეამა.
‒ ჰო, სხვათა შორის, ‒ დასძინა ტომასმა, – რამდენიმე წლის წინ
პორტ-ფილიპში ვიყავი და მამის სიკვდილის ამბავი შევიტყვე.
– თვითმკვლელობით დაამთავრა თავისი სიცოცხლე.

303
‒ ვიცი ყველაფერი, მისის ჯარდინომ, ბოსტნეულის დუქნის პატ-
რონმა მიამბო. ჩვენი სახლი დაუნგრევიათ. სარდაფში შუქი არ ენ-
თო და კაციშვილი არ შეგებებია უძღებ შვილს, – დასძინა დაცინვით,
– დედა როგორ არის, ისევ ცოცხალია?
‒ ცოცხალია, ჩემთან ცხოვრობს.
– ბედი გქონია, – ჩაიცინა ტომასმა.
ვიდრე ძმა ტანთ იცვამდა, რუდოლფი მისი მშვენიერი, თავისი
ძლიერებით შიშისმომგვრელი სხეულის აუჩქარებელ მოძრაობას
თვალს ადევნებდა და უცნაურ გრძნობას განიცდიდა, რომელშიც
ერთმანეთთან იყო შერწყმული სიბრალულიცა და სიყვარულიც, წა-
დილი იმისა, რომ ეს გაბედული, შურისმაძიებელი კაცი, ჯერ ისევ
თითქმის ბავშვი, როგორმე დაეხსნა აი ასეთი საღამოებისაგან, ურ-
ცხვი ცოლისაგან, მოღრიალე ბრბოსაგან, მარჯვე ექიმებისაგან, ნა-
კერებს რომ ადებდნენ, – ყველა ამ შემთხვევითი ადამიანისაგან,
ვინც გარს ეხვია და მის ხარჯზე ცხოვრობდა.
კარი ყურთამდე გაიღო და ოთახში ტერეზა შემოვარდა, საღება-
ვების სქელი ფენით დაფარულ სახეზე ბრაზი მორეოდა.
– თქვენ რა, აქ მთელი ღამე ლაპარაკს აპირებთ? ‒ იკითხა გა-
ჯავრებულმა.
– ახლავე, ახლავე, ძვირფასო, უკვე მზადა ვართ. – უპასუხა ტო-
მასმა, რუდოლფს მიუბრუნდა და დასძინა: ‒ გვინდოდა სადმე გვე-
ვახშმა, შენ და გრეთჰენიც ხომ არ შემოგვიერთდებით?
– ჩინურ რესტორანში მივდივართ. ვაღმერთებ ჩინურ სამზარე-
ულოს, – განაცხადა ტერეზამ.
–ვშიშობ, დღეს ვერ მოვახერხებ, ტომ. გრეთჰენი შინ უნდა დაბ-
რუნდეს, ძიძა რომ გაუშვას, – უთხრა რუდოლფმა.
და შენიშნა თუ არა, ტომასმა ცოლს ალმაცერად როგორ გადა-
ხედა, მიხვდა – ტომასი ფიქრობს: ძმას ჩემს ცოლთან ერთად ხალ-
ხში გამოჩენა ესირცხვებაო.
– რას იზამ, – ტომასმა მხრები გულუბრყვილოდ აიჩეჩა, – კეთი-
ლი, სხვა დროს იყოს, – და უკვე კართან მისული ანაზდად ცივად შე-
მობრუნდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო:‒ჰო, ხვალ ხუთი საათისა-

304
თვის შემთხვევით ქალაქში ხომ არ იქნები?
– ტომი, – ხმამაღლა დაუძახა ცოლმა, – წავალთ სავახშმოდ თუ
არა?
‒ ხმა გაიკმინდე,–მოუჭრა ტომმა,—იქნები, რუდი?
– ვიქნები, – უპასუხა რუდოლფმა. ხვალ არქიტექტორებსა და
იურისტებს უნდა შეხვედროდა. – სასტუმროში დაგელოდები, ჩემ-
თან. ოტელი „უორიკი“, ქუჩა...
‒ ვიცი, სადაც არის, ‒ უთხრა ტომასმა. – მოვალ.
ისინი დერეფანში გავიდნენ. გრეთჰენს დაძაბულ სახეზე ფერი არ
ედო და რუდოლფმა წამით ინანა კიდეც თან რომწამოიყვანა, მაგამ
სინანული მაშინვე გაქრა. ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ მოწიფული
ადამიანია, გაიფიქრა მან. ხომ არ შეიძლება მუდამ ყველაფერს და-
უმალოს. ისიც საკმარისია, ათი წლის მანძილზე დედასთან შეხვედ-
რას თავს რომ არიდებს.
მეორე გასახდელის კარს რომ ჩაუარა, ტომასი კვლავ შეჩერდა.
‒ ერთი წუთით აქ უნდა შევიხედო, ვირჯილს გამოვემშვიდობები.
წამომყევი, რუდი. უთხარი, რომ ჩემი ძმა ხარ, ცოტა გულს მოეშვება.
– ჩვენ, მგონი, აქედან ვეღარასოდეს გავალთ, – ჩაიბურტყუნა
ტერეზამ.
ტომასმა ქალს ყური არ ათხოვა, კარი გამოაღო და რუდოლფი
წინ შეუშვა. ზანგს ჯერაც არ ჩაეცვა.
თავჩაქინდრული ტახტზე იჯდა და ხელები მუხლებშუა მოექცია.
გვერდით, დასაკეც სკამზე მიმზიდველი, ფერადკანიანი ქალიშვილი
მისჯდომოდა და ხმას არ იღებდა. ალბათ ცოლი თუ იყო ან კიდევ და.
თეთრკანიანი კუთხის ასისტენტი თვალს ზემოთ უზარმაზარ კოპზე
ყინულიან ბუშტს ფრთხილად ადებდა, ზანგი თვალს სულ ვერ ახელ-
და.
– როგორ გრძნობ თავს, ვირჯილი?–შეეკითხა ტომასი და მოწი-
ნააღმდეგეს მხარზე ხელი თანაგრძნობით მოხვია.
‒ ისე რა,– უპასუხა ზანგმა რუდოლფმა შენიშნა, რომ იგი ოცი
წლისა ძლივს იქნებოდა.
‒ ვირჯილი, გაიცანი, ეს ჩემი ძმაა, რუდი. იმიტომ მოვიდა, რომ გი-

305
თხრას რა შესანიშნავად იბრძოდი.
– დიახ, ეს დიდებული ბრძოლა იყო, – კვერი დაუკრა რუდოლ-
ფმა, ზანგს ხელი ჩამოართვა და ენას კბილი დააჭირა, რომ არ წა-
მოსცდენოდა: „შე საწყალო, მოკრივის ხელთათმანები აღარასო-
დეს აღარ გაიკეთო“.
საოცრად ძლიერია ეგ თქვენი ძმა, – შენიშნა ვირჯილიმ.
‒ უბრალოდ, ბედმა გამიღიმა, – თქვა ტომასმა. – გვარიანად გა-
მიღიმა. წარბზე ხუთი ნაკერის დადება მომიხდა.
‒ განგებ არ ჩამიდენია, ტომი. გულწრფელად გეუბნები, განგებ
არ ჩამიდენია...
‒ რასაკვირველია, ეგ მეც ვიცი, – დაამშვიდა იგი ტომასმა. – ვინ
ამბობს, მერე, რომ განგებ ჩაიდინეო. გამოსამშვიდობებლად შემო-
გიარე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი წესრიგში
გაქვს. – მან ზანგს მხრებზე ხელი კვლავ მაგრად მოხვია.
– გმადლობთ, დიდი მადლობა,–უთხრა ვირჯილიმ.
– წყეული მენეჯერები! ‒ შეიკურთხას დერეფანში გამოსულმა
ტომასმა. – ხომ ნახე, ის არამზადა გასახდელში არც შემოსულა. არც
კი დაიცადა, რომ გაეგო, სად წაიყვანეს ვირჯილი – შინ თუ საავად-
მყოფოშის კრივი – ბრიყვული პროფესიაა.
ქუჩაში ტაქსი გააჩერეს. გრეთჰენმა თავისი გაიტანა და მძღოლს
გვერდით მიუჯდა, ტერეზა კი ტომასსა და რუდოლფს შორის მოკა-
ლათდა. მას სუნამოს მძაფრი სუნი ასდიოდა, მაგრამ როცა რუდიმ
მინა ჩამოუშვა, ქალმა პროტესტი განაცხადა:
– ღვთის გულისათვის! ქარი თმას ამიწეწავს.
რუდოლფმა მოუბოდიშა და მინა ისევ ასწია.
ისინი მანჰეტენის მხარეს უხმოდ მიემართებოდნენ. ტერეზას ტო-
მასის ხელი წამდაუწუმ ტუჩებთან მიჰქონდა და კოცნიდა, თითქოს-
და ამით თავისი საკუთრების უფლების განმტკიცება სურდა.
ხიდზე რომ გავიდნენ, რუდოლფმა თქვა:
– ჩვენ აქ ჩამოვალთ, ტომ.
‒ მართლა არ შეგიძლიათ ჩვენთან ვახშმობა? – კვლავ გაუბედა-
ვად შეეკითხა ტომასი.

306
– მთელ ქალაქში ყველაზე საუკეთესო კერძებს იქ ამზადებენ, –
თქვა ტერეზამ. მგზავრობამ მშვიდად ჩაიარა, იგი აღარავითარ საფ-
რთხეს აღარ გრძნობდა და ახლა სტუმართმოყვარეობის გამოჩენა
უხდოდა. ვინ იცის, იქნებ მომავალში გამოადგეს კიდეც. – თქვენ
არც კი იცით, რა სიამოვნებას იკლებთ.
‒ შინ უნდა წავიდე, ‒ განაცხადა გრეთჰენმა. ხმა უკანკალებდა,
საცაა ისტერიკა დაემართებოდა. – აუცილებლად შინ უნდა დავ-
ბრუნდე.
გრეთჰენი რომ არა, რუდოლფი ძმასთან უთუოდ დარჩებოდა.
ასეთი გახმაურებული ტრიუმფის შემდეგ გულდასაწყვეტი იყო, რომ
ტომასს სულ მარტოდმარტო უნდა ევახშმა თავის ენაგატლეკილ
ცოლთან ერთად იქ, სადაც კაციშვილი არ იცნობდა, კაციშვილი არ
მიესალმებოდა. ოდესმე აუცილებლად აანაზღაურებს დღევანდელ
დღეს.
მძღოლმა მანქანა გააჩერა და გრეთჰენი და რუდოლფი მანქანი-
დან გადმოვიდნენ.
– ნახვამდის, ნათესავებო, – გაიცინა ტერეზამ.
– ესე იგი, ხვალ, ხუთზე, რუდი, – უთხრა ტომასმა და რუდოლფმა
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ღამე მშვიდობისა, – ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა გრეთჰენ-
მა. – თავს გაუფრთხილდი.
ტაქსმა რომ ჩაიარა, გრეთჰენმა რუდოლფს ხელი სტაცა, თით-
ქოსდა ეშინოდა არ წაქცეულიყო. რუდოლფმა სხვა ტაქსი გააჩერა
და მძღოლს მისამართი მისცა. მანქანაში გრეთჰენმა ვერ მოითმინა,
რუდოლფს მიეკრა და აქვითინდა. რუდისაც თვალებზე ცრემლები
მოადგა. მან და გულში მაგრად ჩაიკრა და თავზე ხელი გადაუსვა.
ბოლოს გრეთჰენმა ტირილი შეწყვიტა, წელში გასწორდა და
ცხვირსახოცით თვალები მოიწმინდა.
– მაპატიე, არ შეიძლება კაცი ჩემნაირი საზარელი სნობი იყოს...
საწყალი ბიჭი, საწყალი ბიჭი...
შინ რომ მივიდნენ, ძიძას სასტუმრო ოთახში, დივანზე ეძინა. ვი-
ლი ჯერ არ დაბრუნებულიყო,. არავის არ დაურეკიაო, უთხრა ძიძამ,

307
ბილი სულ კითხულობდა, სანამ ჩაეძინებოდა, მერე მე ზევით
ფრთხილად ავედი და, რომ არ გამეღვიძებინა, შუქი ჩუმად ჩავაქ-
რეო.
გრეთჰენმა ორ ჭიქაში სოდიანი ვისკი დაასხა და დივანზე ფეხ-
მორთხმული დაჯდა. რუდოლფი დიდ სავარძელში ჩაეშვა. იქაურო-
ბას მხოლოდ მაგიდის ლამპა ანათებდა. გაწამებულები ნელ-ნელა
სვამდნენ და სიჩუმის მადლიერები იყვნენ.
– ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა, ‒ დაარღვია ბოლოს დუმილი
გრეთჰენმა. – იმ ბიჭს უკვე მთლად ილაჯი ჰქონდა გაწყვეტილი, რო-
ცა ტომმა ზედიზედ ღმერთმა უწყის რამდენჯერ უთავაზა.. წინათ
ვფიქრობდი, ეს უბრალოდ თავის რჩენის რამდენადმე უჩვეულო
ხერხია-მეთქი, და სხვა არაფერი... მაგრამ დღეს ყველაფერი სხვაგ-
ვარად იყო, ხომ მართალია?
– ჰო, ეს უჩვეულო პროფესიაა, – კვერი დაუკრა რუდოლფმა. –
ძნელი სათქმელია, რაზე ფიქრობს კაცი, როცა რინგზე იბრძვის.
– შენ არ გრცხვენოდა?
– მე თუ მკითხავ, დიდ სიხარულს არ განვიცდიდი, მაგრამ ამერი-
კაში, სულ ცოტა, ათი ათასი მოკრივე მაინცაა და ყოველი მათგანი
ვიღაცის შვილია, ვიღაცის ძმაა.
‒ მე კი რატომღაც მგონია, რომ ჩვენა ვართ დამნაშავე: შენ, მე,
ჩვენი მშობლები – დამნაშავენი ვართ, დღეს რომ ის ასეთ ჭაპან-
წყვეტაშია... ღმერთო ჩემო, როგორ აირ-დაირია ყველაფერი ყვე-
ლანი როგორ ავირ-დავირიენით! დიახ, ყველანი. შენც. მითხარი
ერთი, ცხოვრებაში რამე მაინც თუ განიჭებს სიამოვნებას?
– ცხოვრებას მე სხვაგვარად ვუდგები.
– შენ კომერსანტი-ბერი ხარ, – მკვახედ მიახალა გრეთჰენმა. –
სიღატაკის აღთქმის ნაცვლად სიმდიდრის აღთქმა მიგიცია. ბოლოს
და ბოლოს, ალბათ ასე სჯობდა, არა?
– სისულელეებსს ნუ ლაპარაკობ, – რუდოლფი ახლა ნანობდა,
ზევით რომ ამოჰყვა.
– კიდევ ორი სხვა აღთქმაც გაქვს მიცემული, – განაგრძობდა
გრეთჰენი, – აღთქმა უბიწოებისა და აღთქმა მორჩილებისა. უბიწო-

308
ება ჩვენი დედა-ქალწულის გულისათვის, ასე არ არის? მორჩილე-
ბის ფიცი კი – დუნკან კოლდერვუდის წინაშე, უიტბის სავაჭრო პა‒‒
ლატის წმინდა მოძღვრის წინაშე.
– ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, – უპასუხა რუდოლფმა,
თუმც თავის დაცვა და ახსნა-განმარტება სულაც არ სიამოვნებდა.
‒ შენ რა, წმინდა მამაო, მონასტრიდან გაქცევას ხომ არ აპირები
ცოლის შერთვა, ცოდვებით გაბინძურება და დუნკან კოლდერვუდის
თავიდან მოცილება ხომ არ გადაგიწყვეტია?
‒ შენი ფხუკიანობის ჩემზე გადატეხვა დიდი სისულელეა, – რუ-
დოლფმა სცადა მშვიდად ელაპარაკა, იგი ზეზე წამოდგა.
‒ მაპატიე,– მოუბოდიშა გრეთჰენმა, მაგრამ ხმა ისევ მკაცრი
ჰქონდა. – ჩვენს ოჯახში მე ყველაზე უარესი ვარ, ვცხოვრობ კაცთან,
რომელიც მეზიზღება, ვაკეთებ ყალთაბანდურ, წვრილმან, უსარგებ-
ლო სამუშაოს. მთელ ნიუ-იორკში მე ყველაზე ხელმისაწვდომი დი-
აცი ვარ... ხომ არ გესირცხვილება, ძმაო?
–მე მგონი, ეგ ტიტული დაუმსახურებლად მიისაკუთრე.
‒ მოსწრებული ნათქვამია. სია ხომ არ გინდა? ჯონი პიტიდან და-
ვიწყოთ. შენ ფიქრობ, ასე კარგად მხოლოდ შენი ლამაზი თვალები-
სათვის გეპყრობა?
‒ ვილი რაღას ფიქრობს? ‒ შეეკითხა რუდოლფი და მის დაცინ-
ვას ყური აარიდა. აბა, რა მნიშვნელობა აქვს როგორ და რატომ
დაუახლოვდნენ ისინი ერთმანეთს – დღეს ჯონ პიტი მისი მეგობა-
რია.
‒ ვილი არაფერზე არ ფიქრობს ოღონდაც ბარებში იაროს და
დროდადრო ვინმე მთვრალ ქალთან ლოგინში იგორავოს. ამ ცხოვ-
რებაში მინიმუმ სამუშაოზე და მინიმუმ პატიოსნებაზეც ყაბულსაა.
ბედად ათი მცნების ტექსტით აჭრელებული დაფა სჯულისა ხელთ
რომ ჩაუვარდეს, იცი უმალვე რას გაიფიქრებს – რომელ ტურისტულ
სააგენტოს მიასაღოს, რაც შეიძლება ძვირად, სინის მთაზე ექსკურ-
სიის სარეკლამოდ.
რუდოლფმა გადაიხარხარა. უნებლიედ გრეთჰენსაც გაეცინა.
‒ ისე არაფერი არ უნვითარებს ადამიანს მჭერმეტყველებას, რო-

309
გორც უიღბლო ქორწინება.
‒ ვილიმ თუ იცის რა აზრისა ხარ მასზე?
– იცის და სავსებით მეთანხმება, უბედურებაც ეს არის! მისი
თქმით, ამ ქვეყანაზე არაფერი და არავინ არ აღაფრთოვანებს, მით
უმეტეს საკუთარი თავი.
‒ მაშ რატომღა ცხოვრობთ ერთად? – ჯიქურ მიახალა რუდოლ-
ფმა.
– ხომ გახსოვს, ერთხელ წერილი გამოგიგზავნე, გთხოვე, ნიუ-
იორკში ჩამოდი-მეთქი? მაშინ თითქმის გადაწყვეტილი მქონდა გავ-
შორებოდი და მინდოდა შენთვის რჩევა მეკითხა.
– მაშ, რატომღა გადაიფიქრე?
გრეთჰენმა მხრები აიჩეჩა.
– ბილი გამიხდა ავად. ისეთი კი არაფერი სჭირდა. ექიმს ჯერ
ბრმა ნაწლავი ეგონა. მე და ვილიმ მთელი ღამე მის საწოლთან გა-
ვატარეთ. რომ დავინაზე, რა ფერმკრთალი იწვა, როგორ იტანჯებო-
და, ვილი კი მის გვერდით დაფუსფუსებდა, ვიგრძენი, როგორ უყ-
ვარდა და ანაზდად შემეშინდა. იმის გაფიქრებაც კი მიმძიმდა, რომ
ჩემი შვილიც სტატისტიკური გამოკვლევების სევდიან გრაფაში უნ-
და მოხვედრილიყო ‒ გაყრილი მშობლების უბედური პირმშო, მუ-
დამი ნორმალურ ოჯახს დანატრებული, რომელიც ერთ მშვენიერ
დღეს იძულებული იქნებოდა ფსიქოანალიტიკოსებისათვის მიემარ-
თა,მაგრამ... – ხმა ისევ მკაცრი გაუხდა, – დედობრივი სენტიმენტა-
ლიზმის ამ მომხიბვლელმა შეტევამ გამიარა. ჩვენი მშობლები ერ-
თმანეთს მაშინ რომ დაშორებოდნენ, როცა მე ცხრა წლისა ვიყავი,
ვინ იცის, იქნებ ცოტა უკეთესიც გამოვსულიყავი, ვიდრე დღესა ვარ.
– მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა გადაწყვეტილი გაქვს გაშორდე,
არა?
‒ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბილის მე დამიტოვებს, –
უპასუხა გრეთჰენმა, – მაგრამ ვილი ამაზე არასოდეს არ დაყაბულ-
დება.
რუდოლფი ცოტა ხანს გაჩუმდა და ვისკი მოსვა.
– შენ გინდა გავიგო, შეიძლება თუ არა რამენაირად ვაიძოლო?

310
‒ იგი ამ საქმეში თავის სიცოცხლეში არ ჩაერეოდა, რომ არ ენახა
მისი და ტაქსში დღეს გულამოსკვნილი როგორ ქვითინებდა.
‒ თუ შენ გგონია, რომ ეს რამეს უშველის,–მხრები აიჩეჩა გრეთ-
ჰენმა. – მე მინდა ერთ კაცთან მეძინოს და არა ათთან. მინდა პატიო-
სანი ვიყო და რაიმე სასარგებლო, აუცილებელ საქმეს ვაკეთებდე.
სადღაც შორს, საათმა ღამის პირველი დაჰკრა.
– რა გაეწყობა,–თქვა გრეთჰენმა. – ტომასმა და იმ ქალმა უეჭ-
ველად უკვე მიირთვეს თავიანთი ჩინური ვახშამი. ნუთუ ჯორდახე-
ბის ისტორიაში ეს პირველი ბედნიერი ქორწინებაა? ნუთუ ტომის და
მის ცოლს უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ და თავს ევლებიან
ერთმანეთს? ერთად ტეხენ ჩინურ კვერებს და ფუმფუშა საქორწინო
სარეცელს თავიანთი სხეულებით ათბობენ?
შემოსასვლელ კარში კლიტე გაჩხაკუნდა.
– ო-ოჰ, ‒ გაბმით წარმოთქვა გრეთჰენმა. – მედლებით მკერ-
დდამშვენებული ვეტერანი შინ დაბრუნდა.
– სალამი, ძვირფასო, ‒ ვილი ოთახში საგულდაგულოდ წელგა-
მართული შემოვიდა და გრეთჰენს ლოყაზე აკოცა. ‒ როგორ ბრძან-
დება ჩვენი კომერციის პრინცი? – მან რუდოლფს ხელი დაუქნია.
– მიულოცე, – უთხრა გრეთჰენმა, – დღეს ხელშეკრულებას მო-
აწერა ხელი.
– მომილოცნია, – ვილიმ თვალები მოჭუტა და სასტუმრო ოთახი
მიათვალ-მოათვალიერა. – ღმერთო, რა უკუნი სიბნელეა! რაზე ლა-
პარაკობდით? სიკვდილზე? სამარეზე? ღამით საჩალიჩო შავბნელ
საქმეებზე? – იგი ბართან მივიდა და ვისკი დაისხა, ‒ მაინც, როგორ
გაატარეთ დღევანდელი საღამო?
– ოჯახური შეხვედრა გვქონდა, – თქვა დივანზე წამოწოლილმა
გრეთჰენმა. – კრივზე ვიყავით.
– რაო? ‒ შეეკითხა სახტად დარჩენილი ვილი. ‒ რას ამბობს,
რუდი?
– მერე გიამბობს. – რუდი წამოდგა. – ჩემი წასვლის დროა.– ვი-
ლის თანდასწრებით იგი თავს უხერხულად გრძნობდა და არ სურდა
ეთვალთმაქცა, ვითომდა ეს საღამო სხვა საღამოებისგან არ განსხვ-

311
ავდებოდა, არ სურდა თავი მოეჩვენებინა თითქოს გრეთჰენს არა-
ფერი უთქვამს. იგი დივანზე დაიხარა და დას აკოცა. ვილიმ კარამდე
მიაცილა.
რუდოლფს ესმოდა, როგორ გადარაზა ვილიმ ჯაჭვით კარი. ერ-
თი სული ჰქონდა ეთქვა: ხიფათი გარედან კი არ გემუქრება, ვილი.
შენ მას ახლა ოთახში შენთან ერთად კეტავ“.

312
თავი მეექვსე
I

დილით მან სისხლი მოშარდა, მაგრამ ტკივილი არ უგრძვნია.


ელექტრომატარებელი გვირაბში რომ გადიოდა, სარკეში თავისი
ანარეკლი დაინახა. ახვეული თვალი, ცოტა არ იყოს, ავბედით შესა-
ხედაობას აძლევდა, საერთოდ კი,–გაიფიქრა მან,–ბანკში მიმავა-
ლი სხვა რომელიმე კაცისაგან არაფრით არ განვსხვავდებიო.
ტერეზამ ერთი ალიაქოთი აუტეხა, რადგან ტოტალიზატორში
დადებული ფულისა, და მისი თქმით, კუდაბზიკა ნათესავების შესა-
ხებ მასთან სიტყვა არ დასცდენია.
„ეს შენი და ისე მიყურებდა, როგორც ვიღაც ვიგინდარას, შენმა
ცხვირაბზეკილმა ძმამ კი მინა ჩამოსწია, გეგონებოდა სუნი ამდიო-
და ცხენივით. თანაც, კუთხეში მიიკუნჭა – თითქოს ჩემი შეხებით
ათაშანგს აიკიდებდა. ათი წელია ღვიძლი ძმა არ უნახავთ და მას-
თან ერთად ჭიქა ყავის დალევაც არ ინებეს! შენ კი, დიდო მოკრივევ,
ერთი საყვედურიც არ დაგცდენია, თითქოსდა ასეც უნდა ყოფილი-
ყო! მისი სიტყვები ტომასს მთელი ღამე ყურში უწიოდა და ცუდად
ეძინა, მაგრამ ყველაზე საშინელება ის იყო, რომ ქალი მართალს ამ-
ბობდა. იგი უკვე სრულიად მოწიფული კაცი გახლდათ, მაგრამ და-
ძმა დაინახა თუ არა, მათ გვერდით თავი ისევ უგვანო, სულელ, უნია-
თო და წყალწაღებულ ბიჭად იგრძნო, როგორც ბავშვობაში.
ერთი წამით გონებაში გიჟურმა აზრმა გაუელვა. იქნებ სჯობდეს
ოლბანამდე ელექტრომატარებლიდან არ ჩამოვიდეს, იქ სხვა მატა-
რებელში გადაჯდეს და ელიზიუმში გაემგზავროს. მთელ დედამიწის
ზურგზე იმ ერთადერთ სულიერს მიაკთხოს, ვინც უზომო სიყ-
ვარულით უყვარდა და რომელთანაც თავს ნამდვილ მამაკაცად
გრძნობდა თუმცა მაშინ თექვსმეტი წლისა იყო მხოლოდ, მივიდეს
კლოტილდასთან, ბიძამისის მოახლესთან.
მაგრამ, როდესაც მატარებელი პორტ- ფილიპში გაჩერდა, ტომა-
სი ძირს ჩამოვიდა, და, როგორც აპირებდა, ბანკისაკენ გაეშურა.

313
II

კოლინ ბერკი ორმოცდამეთექვსმეტე ქუჩაზე, მედისონსა და


პარკ ავენიუს შორის ცხოვრობდა. იგი ნაცნობ, თეთრ ვესტიბიულში
შევიდა და ზარის ღილაკს თითი დააჭირა. რამდენჯერ მოსულა აქ?
რამდენჯერ დაუჭერია შუადღისას ამ ღილაკზე ხელი? ოცჯერ? ოცდა-
ათჯერ? სამოცჯერ? ერთიც იქნება, დაითვლის,
ავტომატური საკეტი გაჩხაკუნდა, ქალი კარს მიაწვა, ლიფტში
ჩაჯდა და მეოთხე სართულზე ავიდა.
კაცი კარში იდგა ‒ ფეხშიშველი, პიჟამოს ზემოდან ხალათწამო-
ხურული. ერთმანეთს აკოცეს. არ არის საჭირო, აჩქარება საჭირო
არ არის.
ხარახურით გამოჭედილ დიდ სასტუმრო ოთახში, პიესებით სავ-
სე საქაღალდეებით მოფენილ მაგიდაზე საუზმის ნარჩენები და ბო-
ლომდე შეუსმელი ყავიანი ჭიქა იდგა. ბერკი რეჟისორი იყო და თე-
ატრის განრიგიით ცხოვრობდა – დასაძინებლად დილის ხუთ საათ-
ხე ადრე იშვიათად წვებოდა ხოლმე.
მათ ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გააცნო იმ ჟურნალის რე-
დაქტორმა, სადაც ქალი სტატიებს ბეჭდავდა, ყველას ეგონა, რომ
იგი ბერკის შესახებ სტატიის დაწერას აპირებდა, რადგან მის დად-
გმულ პიესას ქებით გამოეხმაურა. მაშინ, სადილზე კაცი სულ არ
მოსწონებია, მედიდური მოეჩვენა დოგმატიკოსი და მეტისმეტად
თვითდარწმუნებული.
სტატია მაინც არ დაწერა, მაგრამ გავიდა სამი თვე და რამდენიმე
შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ მის ნებას დაჰყვა ‒ შესაძლოა,
იმიტომ, რომ თვითონ ასე სურდა, ანდა ვილიზე იძია შური, იქნებ
მოწყენილობამ სძლია ანდა ნერვებმა უღალატა. ვინ იცის, ეგებ მი-
შინ მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. ქალმა რახანია მიზეზების
კვლევას თავი დაანება.

314
ბერკი ფეხზხე იდგა, ყავას ნება-ნება მიირთმევდა და ალერსიანი,
მუქი-ნაცრისფერი თვალები შავ, სქელ წარბთა ქვემოდან ქალისათ-
ვის მიეპყრო. იგი ოცდათხუთმეტი წლისა გახლდათ, ჩია, გრეთჰენზე
დაბალი, მაგრამ მუდამ ისეთი დაძაბული, ჭკვიანი, ნებისყოფით აღ-
სავსე და გულღია სახე ჰქონდა, რომ ძალაუნებურად მოსაუბრეებს
მისი სიჩიავე უმალვე ავიწყდებოდათ. რეჟისორის პროფესიამ რთუ-
ლი და ფაქიზი ადამიანების თავკაცობას დააჩვია და მბრძანებლური
ხასიათი მთელ მის გარეგნობაში იგრძნობოდა. გუნება სწრაფად ეც-
ვლებოდა და ზოგჯერ გრეთჰენსაც მკვახედ ელაპარაკებოდა. ბერკი
მწვავედ განიცდიდა როგორც საკუთარ, ასევე, საერთოდ, ადამიან-
თა ნაკლოვანებებს, გული ადვილად მოსდიოდა და ზოგჯერ რამდე-
ნიმე კვირა ისე იკარგებოდა, სიტყვას არავის დაუგდებდა. იგი ცოლ-
თან გაყრილი იყო და ქალების მუსუსად ითვლებოდა. თავდაპირვე-
ლად გრეთჰენი გრძნობდა, რომ კაცს იგი მხოლოდ უმარტივესი და
სრულიად გასაგები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სჭირ-
დებოდა, მაგრამ ახლა, როცა ამ გამხდარ, დაბალ, ლურჯხალათწა-
მოსხულ მამაკაცს შეჰყურებდა, მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ
უყვარდა და ქვეყნად სხვა აღარავინ სჭირდებოდა – რას აღარ გა-
იღებდა მსხვერპლად, ოღონდ მთელი თავისი ცხოვრება მის გვერ-
დით გაეტარებინა.
– მშვენიერო გრეთჰენ, წარმტაცო გრეთჰენ, სულგრძელო გრეთ-
ჰენ, – თქვა მან და ჭიქა ტუჩიდან მოიშორა.–ო, ყოველ დილით ჩემ-
თან რომ შემოდიოდე და ლანგარით საუზმე შემოგქონდეს!...
– წარმოგიდგენია! დღეს ჩინებულ გუნებაზე ხარ,
– არც ისე, ‒ კოლინ ბერკმა ჭიქა მაგიდახე დადო, გრეთჰენს
მიუახლოვდა და ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ.– წინ აუტანელი
დღე მელის. ამ ერთი საათის წინ ჩემმა თეატრალურმა აგენტმა და-
მირეკა – ორ საათსა და ოცდაათ წუთზე კომპანია „კოლამბიაში“ უნ-
და ვიყო. დასავლეთში გამგზავრებას და ფილმის გადაღებას მთა-
ვაზობენ.
– ოჰო! ‒ დაბნეულმა ქალმა სიგარეტი გააბოლა. – მე მეგონა,
ამ წელიწადს პიესის დადგმას აპირებდი.

315
– სიგარეტი გადააგდე,–უთხრა ბერკმა.– როცა ცუდ რეჟისორს
უნდა მაყურებელს პერსონაჟებს შორის დაძაბული ურთიერთობა
აჩვენოს, იგი აუცილებლად აქტიორს გააბოლებინებს ხოლმე...
ქალმა გაიცინა და სიგარეტი ჩააქრო.
‒ პიესა ჯერ მზად არ არის და იმისდა მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,
რა დროს ანდომებს ავტორი მის გადაწერას, ერთ წელზე ადრე მზად
მაინც არ იქნება. სხვა დანარჩენი კი, რაც ჯერჯერობით შემომთავა-
ზეს, სისულელეა... კარგი, ნუ მიყურებ ასე ნაღვლიანად.
‒ არა უჭირს, უბრალოდ, მინდოდა ლოგინში ჩაგგორებოდი და
იმედი გამიცრუვდა.
ამჯერად კაცს გაეცინა.
– ოჰ, რა ლექსიკონი აქვს ჩვენ გრეთჰენს პირდაპირ უნდა მოგა-
ხალოს, უქარაგმოდ.. „კოლამბია ფიქჩერსთან“ თვეზე მეტია, მო-
ლაპარაკებას ვაწარმოებ. სრულ თავისუფლებას მანიჭებენ: სცენა-
რი – ჩემი სურვილისამებრ, დიალოგების ავტორი ‒ ვინც მე მომეპ-
რიანება, არავითარი კონტროლი, გადაღებები მხოლოდ ბუნების
წიაღში, მონტაჟის საბოლოო ვარიანტის უფლება ‒ საერთოდ ყვე-
ლაფერი – იმ პირობით, თუ ხარჯთაღრიცხვას არ გადავაჭარბებ,
ხარჯთაღრიცხვა კი საკმაოდ გვარიანია. თუ ფილმი იმაზე უარესი
გამომივიდა, ვიდრე ბროდვეიზე ჩემი დადგმები, ამაში დამნაშავე
მხოლოდ მე ვიქნები. ჩამოდი პრემიერაზე, შენი მხარდაჭერა დამ-
ჭირდება.
ქალმა გაიღიმა, მაგრამ ვაი იმ გაღიმებას.
– ჩემთვის არ გითქვამს, რომ ეს ასე სერიოზული იყო. შენ კი თვე-
ზე მეტია თურმე მოლაპარაკებას აწარმოებ.
‒ კვეხნა არ მიყვარს, – თქვა მან. – არ მიხდოდა შენთვის მეთ-
ქვა, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვეოდა.
ქალმა გულის გადასაყოლებლად სიგარეტი გააბოლა. მიმიფურ-
თხებია რეჟისორული შტამპებისათვის დაძაბული სიტუაციებითურ-
თო, გაიფიქრა.

316
– მე რაღა ვქნა? აქ უნდა ვიჯდე და გელოდო? ‒ შეეკითხა იგი და
პირიდან ბოლი გამოუშვა, თუმც იცოდა, რომ ეს შეკითხვა არ უნდა
მიეცა.
– შენ რა უნდა ქნა? – კითხვა გაიმეორა კაცმა და ქალს დაფიქ-
რებული მიაჩერდა. – თვითმფრინავები ყოველდღე დაფრინავენ...
– თუ ბილისთან ერთად ჩამოვედი, შეიძლება შენთან ვიცხოვ-
როთ? – ფრთხილად შეეკითხა იგი.
კაცი მიუახლოვდა, თავზე ორივე ხელი შემოხვია და შუბლზე
აკოცა. ქალი ოდნავ დაიხარა.
– აბა, დროა, უნდა გავიპარსო და ჩავიცვა. უკვე მაგვიანდება.
გრეთჰენი დაელოდა, სანამ იგი გაიპარსავდა, აბაზანას მიიღებ-
და და ჩაიცვამდა, მერე ტაქსით მეხუთე ავენიუსკენ გაემართნენ, სა-
დაც კინოკომპანიისს დირექცია იმყოფებოდა. ბერკმა მის შეკით-
ხვას მაინც არ უპასუხა, მაგრამ სთხოვა საღამოს დამირეკე, გიამბობ
რითი დაგვირგვინდება „კოლამბია ფიქჩერსთან“ საუბარიო.

ΙΙΙ
დღის ბოლოს იგი უკვე ძალზე დაღლილ-დაქანცული იყო. მთე-
ლი დილა იურისტებთან გაატარა, ისინი კი, ქვეყნად ყველაზე უც-
ხვირპირო და მოსაბეზრებელი ადამიანები აღმოჩნდნენ. მერე არ-
ქიტექტორები ეწვივნენ და იმათაც არაქათი გამოაცალეს. სავაჭრო
ცენტრის გეგმაზე მუშაობდა და მისი ნომერი ნახაზებით იყო სავსე.
ჯონ ჰიტის რჩევით კონტრაქტი დადო იმ ახალგაზრდა არქიტექ-
ტორთა ფირმასთან, რომლებსაც თავიანთი ნამუშევრებისათვის უკ-
ვე მიღებული ჰქონდათ რამდენიმე საპატიო პრემია, მაგრამ საქმეს
მაინც ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ. ისინი უდავოდ ნიჭიერი და გატა-
ცებული ადამიანები იყვნენ, მაგრამ ძირითადად დიდ ქალაქებში მუ-
შაობდნენ და თავიანთ იდეებს ფრთებს მხოლოდ მინითა და ლი-
თონით ან ფოროვანი ცემენტით ასხამდნენ. რუდოლფმა იცოდა,

317
რომ ამ ხალხს იგი გამოუსწორებელ კონსერვატორად მიაჩნდა, მაგ-
რამ მაინც უფრო ტრადიციულ ფორმებსა და მასალებს მოითხოვდა.
თვითონაც თანამედროვე ვარიანტები ერჩივნა, მაგრამ იცოდა, რომ
ტრადიციული არქიტექტურა უფრო მეტად შეეფერებოდა იმ ადამი-
ანთა გემოვნებას, რომლებიც ახალი ცენტრის მუშტრები უნდა გამ-
ხდარიყვნენ და ამასთანავე, კოლდერვუდის გულსაც, რასაკვირვე-
ლია, მარტოდენ ტრადიციული სტილი მოინადირებდა.
დარეკა ტელეფონმა. რუდოლფმა საათს შეხედა – ლამის ხუთი
საათი იყო. ტომი დაპირდა ამ დროს მოვალო. მან ყურმილი აიღო,
მაგრამ ეს ჰიტი აღმოჩნდა.
‒ შენ რაც მთხოვე, გავარკვიე, ხელთ ფანქარი ხომ არა გაქვს?
ჩაიწერე. – მან კერძო დეტექტივის სააგენტოს მისამართი და სა-
ხელწოდება უკარნახა. – ჩემი მონაცემებით, სანდონი უნდა იყვნენ.
– იგი არ დაინტერესებულა, რატომ დასჭირდა რუდოლფს კერძო
დეტექტივი. ჩანს, ყველაფერს ხვდებოდა.
რუდოლფმა ყურმილი დაკიდა და იგრძნო, რომ კიდევ უფრო და-
იღალა. გადაწყვიტა დეტექტივებთან დარეკვა ხვალისათვის გადა-
ედო. წინათ ხუთ საათზე ასეთი დაღლა არასოდეს უგრძვნია. იქნებ
ასაკის ბრალია? გაეცინა. ოცდაშვიდი წელი სულ ახლახან შეუს-
რულდა. სარკეში ჩაიხედა. სწორად გადავარცხნილ შავ თმაში ერთი
ღერი ჭაღარაც კი არ ერია. არც თვალები ჰქონდა შესიებული. სუფ-
თა, მოშავგვრემანო კანზე არც ზედმეტი რამ და არც ფარული ავად-
მყოფობის კვალი არ ეტყობოდა. შეიძლება მართლაც ბევრს შრო-
მობდა, მაგრამ მის ახალგაზრდა, გადატკეცილ, დინჯ სახეს ეს სუ-
ლაც არ ემჩნეოდა.
კვლავ ტელეფონმა დარეკა. ამჯერად კარისკაცი იყო.
– თქვენთან თქვენი ძმა მოვიდა, მისტერ ჯორდახ.
– სთხოვეთ, ამოვიდეს. –რუდოლფმა არქიტექტორთა სქელი ეს-
კიზები სასწრაფოდ კარადაში შეყარა. არ უნდოდა ასე ვინმე გამო-
ჩენილი კაცის შთაბეჭდილება მოეხდინა, მნიშვნელოვან საქმეებს
რომ ატრიალებს.

318
კაკუნის ხმა შემოესმა და კარი გააღო. ოჰო, ჰალსტუხიც გაუკე-
თებია, გესლიანად გაიფიქრა რუდოლფმა, აქაოდა დარაჯისა და კა-
რისკაცის წინაშე თავი არ შევირცხვინოო. მან ძმას ხელი ჩამოარ-
თვა·
– შემოდი, დაჯექი. ხომ არ დალევ? აქ ერთი ბოთლი ვისკი მაქვს,
სხვა რამე თუ გინდა, დავრეკავ და მოვატანინებ.
– არ არის საჭირო, ვისკიც სავსებით მაკმაყოფილებს, – უპასუხა
ტომმა. იგი დაძაბული იჯდა, ხელები მუხლებს შუა ჩაედო. თითები
უკვე დეფორმირებული, დაკოტიტებული ჰქონდა. პიჯაკი ღონიერ
მხრებზე მჭიდროდ შემოტმასნოდა.
– დილის გაზეთი კარგად გამოეხმაურა გუშინდელ ბრძოლას, –
შენიშნა რუდოლფმა.
– ჰო, წავიკითხე... იცი რას გეტყვი, მოდი, დროს ნუ დავკარგავთ,
რუდი, – მან ჯიბიდან სქელი კონვერტი ამოიღო, ადგა, საწოლთან
მივიდა, კონვერტი გახსნა და გადმოატრიალა, ასდოლარიანი კუ-
პიურები გადმოცვივდა. –აქ ხუთი ათასია. შენია.
‒ არ მესმის, რას მეუბნები. შენ ჩემი არაფერი გმართებს.
– ეს კოლეჯში სწავლის ფულია, რომელიც ჩემი გულისათვის ვერ
დაამთავრე, რადგან იძულებული ვიყავით ოჰაიოში იმ არამზადები-
სათვს ფული ჩაგვეთვალა, მინდოდა ეს ფული მამასთვის გადამეცა,
მაგრამ იგი ცოცხალი აღარ არის. ახლა ეს ფული შენია.
– შენ მას ისეთი გაჭირვებით შოულობ, რომ ასე არ უნდა ფლან-
გო, ‒ უთხრა რუდოლფმა და გუშინდელი სისხლიანი მუშტი-კრივი
დაუდგა თვალწინ.
– ეს ფული ოფლით არ მომიპოვებია,–უპასუხა ტომასმა,‒ადვი-
ლად ჩამივარდა ხელში. მეც ისევე წავგლიჯე, როგორც ოდესღაც მა-
მაჩემს წაგლიჯეს. შანტაჟით. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა. რამდენი-
მე წელიწადი ფულს სეიფში ვინახავდი. ნუ სწუხარ, ამის გამო ციხეში
არ ვმჯდარვარ.
– ეს ხომ სულელური ჟესტია.

319
– მეც სულელი ვარ და სულელურად ვიქცევი. აიღე. ახლა შენთან
ბარი ბარში ვარ. – მან საწოლს ზურგი შეაქცია და ვისკი სულმოუთ-
ქმელად გადაკრა. – მაშ კარგი, მე წავედი.
‒ ერთი წუთით მოიცადე, დაჯექი, – რუდოლფმა მხარზე ხელი
დაჰკრა და ამ წამიერი შეხებითაც კი იგრძნო მისი კაჟისებრი კუნთე-
ბის ძალა. – მე ეს ფული სრულებით არ მჭირდება. კარგად ვშო-
ულობ. აი სულ ახლახან ერთი მსხვილი გარიგება დავდე და მალე
მდიდარი გავხდები... მე...
‒ მოხარული ვარ, – სიტყვა შეაწყვეტინა ტომასმა, – მაგრამ ეს
საქმეს არ ეხება. მინდა ჩემს მყრალ ნათესავებს ვალი დავუბრუნო.
ეს არის და ეს.
– ამ ფულს მე არ ავიღებ, ტომ. დადე ბანკში, თუნდაც შენი შვი-
ლის სახელზე.
– ნუ სწუხარ, ჩემს შვილზე მე თვითონ ვიზრუნებ, ‒ ხმაში სიბრაზე
გამოერია.
‒ მაგრამ ეს ხომ ჩემი ფული არ არის,–უმწეოდ თქვა რუდოლფ-
მა. – რა ვუყო ამ ფულს, ეშმაკმა დალახვროს?
– დაახურდავე, დედაკაცებს დაახარჯე, ქველმოქმედებას მოახ-
მარე. უკან არ წავიღებ.
‒ დაჯექი, რა, ბოლოს და ბოლოს. უნდა მოვილაპარაკოთ. – რუ-
დოლფმა ძმას კვლავ სავარძლისაკენ უბიძგა, ამჯერად უფრო თამა-
მად. ჭიქები შეავსო და ტომს წინ დაუჯდა. – მომისმინე, ტომ, – და-
იწყო მან, – ჩვენ უკვე ის ბავშვები აღარა ვართ, ერთ საწოლში რომ
ვიწექით და ერთმანეთის ნერვებზე ვმოქმედებდით. ჩვენ მოწიფული
ადამიანები ვართ, თანაც ძმები.
‒ სად იყავი ამ ათი წლის განმავლობაში, ძმაო? სად ბრძანდებო-
დით შენ და პრინცესა გრეთჰენი? ერთი ღია ბარათიც არ გამოგიგზა-
ვნიათ.
– მაპატიე, – უთხრი რუდოლფმა. – გრეთჰენს რომ დაელაპარა-
კები, ისიც პატიებას გთხოვს გუშინ საღამოს, რინგზე რომ გიყურებ-
დით, ანაზდად მივხვდით, – ერთი ოჯახის შვილები ვართ და ჩვენი
ვალია – ვიზრუნოთ ერთმანეთზე.

320
– ჩემი ვალი ხუთი ათასი დოლარია. აი, საწოლზე დევს. სხვა
არავის არავისი არაფერი მართებს, – ტომასი თავჩაქინდრული იჯ-
და, ნიკაპით ლამის მკერდს ეხებოდა.
‒ რაც გინდა ის მითხარი, რაც გინდა ის იფიქრე ჩემს საქციელზე
მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა მე მინდა დაგეხმარო,
‒ არავის დახმარება არ მჭირდება.
‒ არა, გჭირდება. – ჯიუტად გაიმეორა რუდოლფმა. ‒ მომისმინე,
ტომ, მე მართალია, სპეციალისტი არა ვარ, მაგრამ იმდენი მატჩი კი
მინახავს, ამა თუ იმ მოკრივის შესაძლებლობებში რომ გავერკვე.
მოვა დრო და მაგრად გაგლახავენ. შენ მოყვარული ხარ. ერთია იყო
ჩემპიონი მოყვარულთა შორის, ხოლო პროფესიონალებთან, ნა-
ვარჯიშევ, ნიჭიერ, პატივმოყვარე მოკრივეებთან ბრძოლა სულ
სხვაა. ერთ მშვენიერ დღეს შენც კატლეტივით გაგაბრტყელებენ,
ტრავმებზე – ტვინის შერყევაზე, დასახიჩრებაზე, დაჟეჟილ თირკმე-
ლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
– ცალ ყურში ცუდად მესმის, – სიტყვა გააწყვეტინა და მოულოდ-
ნელად გამოუტყდა ტომი. პროფესიულმა საუბარმა გულახდილობი-
საკენ უბიძგა. – აი უკვე წელიწადზე მეტია. ჯანდაბას მაგის თავი, მუ-
სიკოსი ხომ არა ვარ.
–საქმე მხოლოდ ტრავმები როდია, – დასძინა რუდოლფმა. –
ადრე თუ გვიან, უფრო ხშირად წააგებ, ვიდრე მოიგებ ან ანაზდად
იგრძნობ, რომ სამუდამოდ გამოიფიტე, ჰოდა, ერთიც იქნება, ვიღაც
პირტიტველა ბიჭი გაგლახავს. შენ ეს ჩემზე უკეთ იცი. მაშინ რაღას
იზამ? როგორ ირჩენ თავს? ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლისა ყვე-
ლაფერს თავიდან ხომ არ დაიწყებ?
– ნუ დამჩხავი.
‒ მე, უბრალოდ, ყველაფერს საღად ვუყურებ. ‒ რუდოლფი წამ-
ოდგა და ტომასს ჭიქა კვლავ შეუვსო, ძმა მეტ ხანს რომ შეეჩერები-
ნა.
– შენ ისევ ისეთივე ხარ, როგორიც იყავი, რუდი. ყოველთვის გი-
ხარია უმცროს ძმას საქმიან, პრაქტიკულ რჩევას რომ აძლევ, – ჩა-
იცინა ტომმა.

321
– ახლა მე დიდი ორგანიზაციის სათავეში ვდგავარ, – უთხრა რუ-
დოლფმა. – მუშახელს ვაგროვებ თავისუფალი ადგილი ბევრია და
მე შემიძლია შესაფერისი სამუშაო გამოგინახო.
– როგორი? სატვირთო მანქანები ვატარო კვირაში ორმოცდაათ
დოლარად?
– არა, უფრო უკეთესი. სულელი არა ხარ და ბოლოს და ბოლოს
რატომაც არ შეიძლება სექტორის ან განყოფილების გამგე გახდე, ‒
უთხრა რუდოლფმა, რომელმაც თავად არ იცოდა, ტყუილს ამბობდა
თუ სჯეროდა თავისი ნათქვამისა. – საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი
საღი აზრი და სწავლის სურვილი.
‒ მე საღი აზრი არ გამაჩნია და არც არაფრის სწავლა არა მსურს.
განა შენ არ იცი? – სიტყვა მოუჭრა ტომმა და წამოდგა. – ჰო, კარგი,
კმარა, ჩემი წასვლის დროა. ოჯახი მელოდება.
‒ რა გაეწყობა, როგორც გსურს ისე მოიქეცი. იქნება, ერთ მშვე-
ნიერ დღეს გადაიფიქრო...
– არ გადავიფიქრებ.
– მომისმინე, იქნებ დღეს საღამოს თქვენთან შემოვიარო, შენს
ვაჟიშვილს მოვინახულებ, მერე შენ და შენს ცოლს სადმე ვახშმად
დაგპატიჟებთ? ამაზე რას იტყვი?
– ხვიშტი-მეთქი, გეტყვი, – უთხრა ტომასმა და კარი გამოაღო. –
ისევ რინგზე მოდი და იქ მნახე. გრეთჰენიც თან წამოიყვანე. გულშე-
მატკივრები მე ხელს არ შემიშლიან. ოღონდაც თავს ნუ შეიწუხებთ
და გასახდელში ნუ შემოხვალთ.
– და მაინც დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე შენ იცი, სად უნდა მი-
პოვნო. ‒ მიმართა ღონემიხდილმა რუდოლფმა. – ჰო, მართლა, შე-
გიძლია უიტბიში ჩამოხვიდე, დედა მოინახულო. შენს ამბავს მეკით-
ხებოდა.
– რას გეკითხებოდა, ჯერ არ ჩამოუხრჩვიათო? –ცალყბად ჩა-
იცინა ტომასმა.
– ამბობდა, ნეტავ სიკვდილის წინ ერთხელ მაინც დამანახაო.
– მაესტრო, ახლა ვიოლინოების ჯერია, – დამცინავად თქვა ტო-
მასმა.

322
რუდოლფმა ქაღალდზე თავისი უიტბის მისამართი და ტელეფო-
ნის ნომერი დაუწერა.
– აი ჩემი მისამართი, თუ შემთხვევით გადაიფიქრებ...
ტომასი წუთით შეყოყმანდა, მერე ფურცელი ჯიბეში დაუდევრად
ჩაიჩურთა.
– ერთმანეთს ათი წლის შემდეგ შევხვდებით, ძამიკო...შესაძ-
ლოა,,.. – იგი გავიდა და კარი მიიხურა.
რუდოლფი მიხურულ კარს მიაჩერდა ნეტავ რამდენ ხანს ცოც-
ხლობს ზიზღი? ოჯახში, ალბათ, მარადის. იგი საწოლთან მივიდა,
ფული კონვერტში ჩააწყო და კონვერტი დააწება. ხვალ იგი ამ თან-
ხას თავისი ძმის სახელზე „დ. კ. ენტერპრაისიზის“ აქციებში დააბან-
დებს. მოვა დრო და ტომასს დასჭირდება ეს ფული, მაგრამ მაშინ ხუ-
თი ათასი კი არა, გაცილებით მეტი იქნება.

323
თავი მეშვიდე

„ძვირფასო შვილო, ‒ კითხულობდა ტომასი მრგვალი, ბავშვური


ხელით გამოყვანილ სტრიქონებს. ‒ შენი ნიუ-იორკის მისამართი
რუდოლფმა მომცა, გადავწყვიტე, ვისარგებლო შემთხვევით და ამ-
დენი წლის შემდეგ ჩემს დაკარგულ ბიჭთან კავშირი აღვადგინო“.
ოთახში ტერეზა შემოვიდა. წინსაფარი აეფარებინა. საღებავე-
ბით დაფარული სახე ოფლისაგან ოდნავ უბზინავდა. მის კვალდაკ-
ვალ ბავშვი მობობღავდა.
‒ წერილი მიიღო, ‒ წაიბუზღუნა მან. მას შემდეგ, რაც ტომასმა
ინგლისში შეჯიბრზე მიწვევის ამბავი აუწყა და მიხვდა, რომ მას თან
არ წაიყვანდა, ტერეზა ქმარს ალერსით დიდად აღარ ანებივრებდა.
– ქალის ნაწერია.
– ღმერთო ჩემო, დედაჩემის წერილია,
– მეც დაგიჯერე, რაღა,
– აჰა, შენი თვალით ნახე, – წერილი ცხვირწინ აუფრიალა,
– ახლა დედაც გამოგიჩნდა. შენი ოჯახი დღეებით კი არა, საათო-
ბით იზრდება, – ქალმა ბავშვი ხელში აიტაცა და სამზარეულოში გა-
ვიდა.
ტერეზას ჯიბრზე ტომასმა გადაწყვიტა წერილი ბოლომდე ჩა-
ეკითხა და გაეგო, რა უნდოდა იმ ბებერ კუდიანს:
„რუდოლფმა მიამბო რა ვითარებაში შეხვდით ერთმანეთს და
გულახდილად უნდა გითხრა, შენი პროფესიის არჩევანმა ძალზე
დამწყვიტა გული. თუმცა, მამაშენის ხასიათს თუ გავითვალისწი-
ნებთ, ამაში საოცარი არაფერია, ყოველ შემთხვევაში, ეს ალბათ
თავის რჩენის პატიოსანინ გზაა. შენი ძმა ამბობს, ძალზე დადინჯე-
ბულა, ცოლიც შეურთავს და ბავშვიც ჰყავსო. იმედი მაქვს, ბედნიე-
რი ხარ. რუდოლფს არ უთქვამს, როგორი ცოლი გყავს მაგრამ ვიმე-
დოვნებ, თქვენ უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე მამაშენთან ვცხოვრობდი.
არ ვიცი, გითხრა თუ არა რუდოლფმა, მაგრამ მამაშენი ერთ მშვენი-
ერ საღამოს შინიდან წავიდა და სადღაც გაქრა, კატასთან ერთად. მე
ავად ვარ და, ჩანს, ჩემი დღეები დათვლილია. კარგი იქნებოდა, ნიუ-

324
იორკში ჩამოვსულიყავი და თვალი შემევლო ჩემი შვილისა და პა-
ტარა შვილიშვილისათვის, მაგრამ ასეთი მგზავრობის ძალა აღარ
მემწევს, რუდოლფს მოტოციკლის ნაცვლად მანქანის ყიდვა საჭი-
როდ რომ მიაჩნდეს, იქნებ ჩამოვსულიყავი კიდეც. მანქანა რომ
ჰყავდეს, ეგების ხანდახან კვირაობით ეკლესიაშიც წავეყვანე და
ალბათ მაშინ შევძლებდი თანდათანობით ჩემი დანაშაულის გამოს-
ყიდვას მამაშენთან გატარებული, მისი წყალობით ღმერთისაგან
განდგომილი წლების გამო, თუმცაღა ჩივილი ცოდვად ჩამეთვლე-
ბა. რუდოლფი ძალზე კეთილია, ზრუნავს ჩემზე, ტელევიზორიც კი
მიყიდა, რომლის წყალობითაც, დღეები ასე თუ ისე, მალე ილევიან.
რუდოლფი თავის პროექტზე იმდენს მუშაობს, რომ მინ თითქმის
არასდროს არ არის მარტო. ღამეს თუ გაათევს, ყველაფერზე ეტყო-
ბა, განსაკუთრებით ჩაცმულობაზე, რომ საქმე აწყობილი აქვს. მაგ-
რამ იგი ხომ ყოველთვის კარგად იცვამდა და ჯიბის ფული მუდამ
ჰქონდა.
ტყუილს ვერ ვიტყვი – მთელი ჩვენი ოჯახის ხელახალ შეერთება-
ზე სულაც არ ვოცნებობ, რადგანაც შენი და უკვე გულიდან ამოვიღე.
საამისოდ საკმაოდ დამაჯერებელი მიზეზები მქონდა. მაგრამ ჩემი
ორივე ვაჟიშვილი ისევ ერთად რომ დავინახო, სიხარულით ავტირ-
დები.მთელი ცხოვრება შრომაში გამიტარებია. საშინლად ვიღლე-
ბოდი და შენ იმდენ ყურადღებას არ გაქცევდი მაგრამ ახლა, ჩემი
ცხოვრების ბოლო დღეებში, იქნებ შევძლოთ და აღვადგინოთ ჩვენს
შორის მშვიდობა,
როგორც მივხვდი, შენს ძმას ძალზე ალერსიანად არ შეხვედრი-
ხარ. ალბათ საფუძველიც გაქვს. იგი საკმასოდ გულცივ ადამიანად
გადაიქცა, თუმცა არ შემიძლია ჩემს მიმართ უყურადღებობა ვუსაყ-
ვედურო. თუ მასთან შეხვედრა არ გსურს, შეგატყობინებ, შინ როდის
არ იქნება. ეს კი სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება, ჰოდა, ჩვენ
ხელს არავინ შეგვიშლის.
აკოცე ჩემს მაგივრად ჩემს შვილიშვილს,
შენი მოსიყვარულე დედა“.

325
„ღმერთო მოწყალეო, გაიფიქრა ტომასმა.– იმ ქვეყნიდან მელა-
პარაკება.
იგი კარგახანს იჯდა გაუნძრევლად, სივრცეში იყურებოდა და არ
ესმოდა, სამზარეულოში მისი ცოლი ბავშვს როგორ ტუქსავდა. იმ
წლებს იხსენებდა, როცა ისინი ფურნის თავზე ერთად ცხოვრობ-
დნენ და გრძნობდა, რომ გაძევებული და გადასახლებული იყო – ახ-
ლა უფრო მეტად გრძნობდა ამას, ვიდრე მაშინ, როცა მართლა გა-
აძევეს ქალაქიდან და უბრძანეს, უკან არასოდეს დაბრუნებულიყო.
ვინ იცის, იქნებ სჯობდეს კიდეც გაემგზავროს მოხუცებულის სანახა-
ვად და მის ძვირფას, საყვარელ რუდოლფზე დაგვიანებული საჩივრ-
ები მოისმინოს.
იგი შულცს მანქანას გამოართმევს და დედას ეკლესიაში წაიყ-
ვანს. დიახ, სწორედ ასე მოიქცევა. დაე, ყველამ დაინახოს, როგორ
ტყუოდნენ მის წინაშე.

II

ყოფილმა პოლიციელმა, ამჟამად კი კერძო დეტექტივმა მისტერ


მაკენამ რუდოლფს მაგიდაზე ანგარიში დაუდო და შენიშნა:
– მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აქ ყველა აუცი-
ლებელი ინფორმაციაა თავმოყრილი თქვენთვის საინტერესო სუბი-
ექტზე. არცერთ კომპეტენტურ ადვოკატ არ გაუჭირდება მოსარჩლი-
სათვის განქორწინების მიღება, სრულიად ნათელია, რომ დაზარა-
ლებული სწორედ ის გახლავთ.
რუდოლფმა სუფთად დაბეჭდილ გვერდებს თვალი ზიზღით გა-
დაავლო. ჩანს, ამჟამად, ტელეფონის საუბრის მიყურადება ისევე
ადვილია, როგორც ერთი გოგორა პურის ყიდვა, რაღაც ხუთი დო-
ლარის გულისათვის სასტუმროს კარისკაცი მიკროფონს რომელ
ნომერშიც გნებავთ იმ ნომერში დაგადგმევინებთ. მდივანი ქალის

326
რესტორანში მიპატიჟების ფასად, სანაგვე ყუთიდან სამიჯნურო ბა-
რათების ნაფლეთებს ამოაძვრენენ და კოხტად დააწებებენ. მიტო-
ვებული მიჯნურები სიამოვნებით მოსდებენ ქვეყანას ყოფილი საყ-
ვარლების საიდუმლოებებს. პოლიციის არქივების და მოწმეთა სა-
იდუმლო ჩვენებების გაცნობა ყველას შეუძლია, თუ ცოტაოდენ
ფულს გადაიხდის.
რუდოლფმა ყურმილი აიღო და ვილის დაურეკა.
– სალამი, კომერციის პრინცს. რას უნდა ვუმადლოდე ასეთ პა-
ტივს? – მხიარულად შეეკითხა იგი. ხმაზე ეტყობოდა, ერთი სამი
ბოთლი მარტინი მაინც ექნებოდა დალეული.
– ვილი, სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე.
‒ მომისმინე, მეგობარო, შეიძლება ითქვას, დაბმული ვარ
– ვილი, გაფრთხილებ: შენთვის უკეთესი იქნება, თუ ახლავე
მოხვალ.
– კეთილი,–მორჩილად უპასუხა ვილიმ.–რაიმე დასალევი შეუკ-
ვეთე.
ვილი იმ სავარძელში მოკალათებულიყო, სადაც სულ ახლახან
ყოფილი პოლიციელი იჯდა და დეტექტივის ანგარიშს ყურადღებით
კითხულობდა.
‒ როგორც ჩანს, დრო ფუჭად არ დაგიკარგავს, – შენიშნა მან,
საქაღალდეს ხელი დაჰკრა და შეეკითხა: – რას უპირებ ყოველივე
ამას?
რუდოლფმა ხელი გაუწოდა, ერთად აკინძული გვერდები გამო-
ართვა, ნაფლეთებად აქცია და სანაგვე ყუთში ჩაყარა.
‒ რას ნიშნავს ეს? – გაოცდა ვილი.
– ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ შემიძლია ამ ცნობებს მსვლელობა
მივცე. კაციშვილი მათ ვეღარ იხილავს და არავის არაფერი არ ეცო-
დინება. თუ შენს ცოლს განქორწინება სურს, სხვა გზას უნდა დაად-
გეს.
– აი თურმე როგორ ყოფილა საქმე. მაშასადამე, ეს გრეთჰენის
იდეაა?

327
– მთლად არა. გრეთჰენმა მითხრა, რომ შენგან წასვლას აპი-
რებს, მაგრამ ბავშვი მასთან უნდა დარჩეს. ჰოდა, მეც შევთავაზე,
დაგეხმარები-მეთქი.
– საინტერესოა, რა დაგიჯდა ეს ყველაფერი?
– ხუთასორმოცდაათი დოლარი.
– აფსუს. ჩემთვის უნდა მოგემართა. მთელ ამ ინფორმაციას ნა-
ხევარ ფასად მოგცემდი. ხომ არ გინდა დანახარჯი აგინაზღაურო?
–არ მჭირდება, ქორწილზე შენთვის არაფერი მიჩუქებია. ჩათვა-
ლე, რომ ეს ჩემი საქორწინო საჩუქარია, – უპასუხა რუდოლფმა.

ტომასი ოდნავ განათებულ ვესტბიულში შევიდა და „ჯორდახის”


აბრის ქვემოთ ზარს ხელი დააჭირა. რამდენიმე დღის წინათ მან დე-
დას ტელეფონით შეატყობინა, როდის ჩავიდოდა. დედა დაპირდა,
შინ დაგხვდებიო. ერთხანს შეიცადა და კვლავ დარეკა. სიცოცხლის
არავითარი ნიშანწყალი არ ჩანდა, ალბათ ბოლო წუთებში რუდოლ-
ფმა თუ სთხოვა ნიუ-იორკში ხლებოდა, ფეხსაცმელები გაეწმინდა ან
კიდევ სხვა ამდაგვარი რამ გაეკეთებინა და ისიც სიხარულით ცას
ეწია, შვილის ძახილზე უმალვე იქით გაქანდა, – მწარედ გაიფიქრა
ტომასმა.
იგი მობრუნდა და წასვლას აპირებდა, მგონი კმაყოფილიც კი
იყო, ყველაფერმა ასე რომ ჩაიარა, მართალი გითხრათ, დედასთან
შეხვედრის სურვილი სულაც არ სწვავდა, – მაგრამ ანაზდად საკე-
ტის ჩხაკუნი შემოესმა. მან კარს კვლავ ხელი ჰკრა, ვესტიბიული
გაიარა და კიბეს აუყვა, დედა მეორე სართულზე, კიბის თავზე იდგა.
ასი წლისას ჰგავდა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და ტომი
მაშინღა მიხვდა, ამდენხანს რატომ ალოდინა. იმის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, რა გაჭირვებით ადგამდა ფეხებს, კარებამდე მისვლას
ხუთი წუთი მაინც დასჭირდებოდა. ლოყებზე უკვე ცრემლები სდი-
ოდა.
‒ ჩემო შვილო, ჩემო შვილო, – იმეორებდა იგი და ტომს თავისი
ჯოხებივით წვრილი ხელებით გულში იკრავდა. – უკვე იმედიც კი გა-
დამეწურა, რომ გნახავდი.

328
რაღაც ოდეკოლონის მძაფრი სუნი ასდიოდა. ტომასმა სველ
ლოყაზე ფრთხილად აკოცა, მაგრამ თვითონაც არ იცოდა, რას
გრძნობდა.
მის ხელს დანდობილმა დედამ იგი შინ შეიყვანა. პაწაწკინტელა,
ბნელ სასტუმროში ისევ ის ავეჯი იდგა, რომელიც ტომასს ჯერ კიდევ
ვანდერჰოფ-სტრიტზე ერთად ცხოვრების დროიდან ახსოვდა. მაში-
ნაც ძველისძველი და ნახმარი იყო, ახლა კი მთლად ძირი ვარდებო-
და. გამოღებულ კარს იქით მეზობელ ოთახში ვიწრო საწოლს, სა-
წერ მაგიდას და უთვალავ წიგნებს ჰკიდა თვალი. თუ რუდოლფი ამ-
დენი წიგნის ყიდვის უფლებას აძლევს თავს, ალბათ ახალი ავეჯის
შეძენაც შეუძლია, გაიფიქრა ტომასმა.
‒ დაჯექი, დაჯექი, ‒ უთხრა აღელვებულმა დედამ და ერთადერთ
დაძველებულ სავარძელთან მიიყვანა. – რა შესანიშნავი დღეა. ‒
წრიპინა ხმა ჰქონდა, რადგან თავის დღე და მოსწრება სულ წუწუ-
ნებდა. დასიებულ, უფორმო ფეხებზე ფართო, რბილი ფაჩუჩები ეც-
ვა, ინვალიდები რომ ხმარობენ ხოლმე. ისე დადიოდა, თითქოს
მრავალი წლის წინათ საავტომობილო კატასტროფაში მოხვედრი-
ლიყო.–შესანიშნავად გამოიყურები, მართლაც რომ შესანიშნავად,
მე მეშინოდა, ჩემს ბიჭს მთელი სახე დამახინჯებული არ ჰქონდეს-
მეთქიი შენ კი თურმე ლამაზი ყოფილხარ. სულ ჩემს გვარზე წახვე-
დი. ირლანდიელს ჰგავხარ, მაშინვე გეტყობა. იმ ორს არც შეგადა-
რებ. – ტომასი სავარძელში გაუნძრევლად იჯდა, დედა კი წინ და
უკან ძლივძლივობით დაბაჯბაჯებდა, ფართო, ჭრელი კაბა გალეულ
ტანზე ტომარასავით ეკიდა. – რა სიმპათიური კოსტ·ემია,–დასძინა
მან და შვილს სახელოზე წაეტანა. – ჯენტლმენის შესაფერისი. მე მე-
გონა, წინანდებურად სვიტერით დაიარებოდი. – დედამ მხიარულად
გაიცინა: ახლა მის ბავშვობას ქალის თვალში რომანტიული ნისლი
ფარავდა. – ო, ვიცოდი, ბედი ისე არ გამწირავდა, რომ სიკვდილის
წინ ჩემი ბიჭისათვის თვალი ერთხელ მაინც არ შემევლო. მაჩვენე
ჩემი შვილიშვილი, სურათი უთუოდ თან გექნება. დარწმუნებული
ვარ, ჯიბით დაგაქვს, ყველა ბედნიერ მამასავით.
ტომასმა შვილის ფოტოსურათი ამოიღო.

329
– რა ჰქვია? – შეეკითხა დედა.
– უესლი.
თვალცრემლიანი მერი ფოტოსურათს დიდხანს დაჰყურებდა,
შემდეგ ეამბორა,
– რა საყვარელი, რა მშვენიერი ბიჭუნაა.
ტომასს არ ახსოვდა, დედას ბავშვობაში მისთვის ოდესმე ეკოც-
ნოს.
‒ უნდა ჩამიყვანო და მაჩვენო, – უთხრა მან.
– ინგლისიდან რომ დავბრუნდები, აუცილებლად წაგიყვან·
– ინგლისიდან? ეს-ესაა ვიპოვნეთ ერთმანეთი, შენ კი ისევ დასა-
კარგავში აპირებ გამგზავრებას.
– სულ რამდენიმე კვირით მივდივარ.
– გეტყობა, გვარიან ფულს შოულობ, რაკიღა ასეთი მოგზაურო-
ბის თავი გაქვს, – შენიშნა დედამ.
– სამუშაოდ მივდივარ, – ტომასი სიტყვა „კრივის“ თქმას განგებ
ერიდებოდა. – გზის ფულს მინაზღაურებენ. – მას არ უნდოდა დედას
მდიდარი ჰგონებოდა: ჯერ ერთი, ეს სიმართლეს სრულიად არ შე-
ეფერებოდა, მეორეც, ოჯახში ერთი ქალიც საკმარისია, რომელიც
ყველაფერს თვითონ ეპატრონება.
– იმედი მაქვს, შავი დღისათვის ფული შემონახული გექნება? –
შეშფოთებით შეეკითხა დედა. – შენი პროფესიის პატრონი...
– რასაკვირველია, – უპასუხა შვილმა, – ჩემზე ნუ სწუხარ, – მე-
რე ოთახს თვალი მიმოავლო და დასძინა: – რუდიკი, უეჭველია, აგ-
როვებს.
– ბინას გულისხმობ, არა? ჰო, გადასარევი ბინა არა გვაქვს, მაგ-
რამ ბედს არ ვემდური. რუდი ერთ ქალს ფულს უხდის, ყოველდღე
რომ დამილაგოს და როცა კიბეზე ასვლა მიჭირს, მაღაზიაში გამეგ-
ზავნოს. მეუბნება, უკვე დავიწყე უფრო დიდი ბინის ძებნაო, თანაც
პირველ სართულზე, შეღავათი რომ მქონდეს, თავისი სამუშაოს შე-
სახებ სიტყვა არ დასცდება, მაგრამ გასულ თვეში გაზეთში მესამე
სტატია დაიბეჭდა, ქალაქში ერთ-ერთი ყველახე ფხიანი და იმედის
მომცემი ახალგაზრდა ბიზნესმენიაო, ასე, რომ, ვფიქრობ, საქმეები

330
კარგად უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც სწორად იქცევა, ფულს რომ
ზოგავს. ფული ჩვენს ოჯახში ყველა უბედურების მიზეზია. სწორედ
ფულმა დამაბერა ასე უდროოდ. – მან საკუთარი თავის მიმართ სიბ-
რალული იგრძნო და ამოიოხრა. – მამაშენი ფულის გიჟი იყო. უჩ-
ხუბრად მისგან ათ დოლარსაც ვერ ვეღირსებოდი, რაც არ უნდა
დამჭირებოდა, ინგლისში რომ იქნები, გაიკითხ-გამოიკითხე, ვინ-
მეს ხომ არ შეხვედრია. ამ კაცმა თავი სად აღარ შეიძლება ამოყოს.
ის ხომ წარმოშობით ევროპელია. ასე, რომ სრულიად ბუნებრივია,
იქნებ უკანვე დაბრუნდა და იქ იმალება.
„სულ გადარეულა, ‒ გაიფიქრა ტომასმა. – უბედური მოხუცი.
რუდის ამახე არაფერი უთქვამს“.
–აუცილებლად გავიკით-გამოვიკითხავ, – გული არ დასწყვიტა
ტომასმა.
‒ შენ კარგი ბიჭი ხარ, ‒ უთხრა დედამ. – გულის სიღრმეში ყო-
ველთვის ვიცოდი, რომ კარგი ბიჭი იყავი. შენზე უბრალოდ შენი ძმა-
კაცები ახდენდნენ ცუდ ზეგავლენას... უფრო მეტი თავისუფალი
დრო რომ მქონოდა, შეიძლებოდა კარგი დედა ვყოფილიყავი და
ბევრი უსიამოვნება ამერიდებინა. შენ შენს შვილს მკაცრად უნდა
მოექცე. გიყვარდეს, მაგრამ მკაცრად გაზარდე. შენი ცოლი კარგი
დედაა?
‒ არა უჭირს, ‒ უთხრა მან. ტერეზაზე ლაპარაკი არ უნდოდა. სა-
ათს შეხედა. ეს საუბარი და ბნელი ბინა გულს უმძიმებდა. – იცი, უკ-
ვე ორი საათია. მოდი, წავიდეთ და სადმე ვისადილოთ. ქვევით მან-
ქანა მელოდება.
– ვისადილოთ? რესტორანში? ო, რა კარგია, – წამოიძახა პატა-
რა გოგონასავით გახარებულმა მერიმ. – ჩემი მოწიფული, ღონიერი
შვილი თავის ბებერ დედას სადილად რესტორანში ეპატიჟება.
‒ ჩვენ ქალაქის საუკეთესო რესტორანში გავემგზავრებით, – და-
პირდა ტომასი.
შულცის მანქანით ნიუ-იორკში რომ ბრუნდებოდა, ჩავლილ
დღეს იგონებდა და ფიქრობდა, მოისურვებდა თუ არა კიდევ ერ-

331
თხელ დედის მონახულებას. მისი ყმაწვილური წარმოდგენა დედა-
ზე, როგორც ბუზღუნა, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო, უმოწყალო
ქალზე, რომელსაც ფანტასტიკურად უყვარდა ერთი შვილი მეორის
საზიანოდ, დღეს უკვე შეიცვალა. დედა ახლა უწყინარი, საბრალო
ბებერი იყო, გულსაკლავად მარტოსული, პაწაწკინტელა ყურადღე-
ბის გამომჟღავნებით გახარებული და ვაჟიშვილის სიყვარულს მოწ-
ყურებული.
სადილზე დედისათვის კოქტეილი შეუკვეთა და სასმელით ოდ-
ნავ გაბრუებულმა ქალმა ჩაიხითხითა:
– თავი საშინელი ანცი გოგო მგონია!
სადილის შემდეგ მთელი ქალაქი შემოატარა, ტომი გაოცებული
იყო იმით, რომ დედამისი უიტბიში უკვე რამდენიმე წელიწადი ცხოვ-
რობდა, მისი ასავალ–დასავალი კი არ იცოდა, უნივერსიტეტიც კი
არ ენახა, სადაც მისი შვილი სწავლობდა.
– არ მეგონა, თუ ასეთი ლამაზი ქალაქი იქნებოდა, – წამდაუწუმ
იმეორებდა დედა, ხოლო კოლდერვუდის უნივერმაღს რომ ჩაუარა,
წამოიძახა: – რამხელაა! იცი, შიგ ერთხელაც არ შევსულვარ. წარ-
მოგიდგენია, აქ ხომ ყველაფერს რუდი განაგებს!
ტომასმა მანქანა სადგომზე გააჩერა, დედასთან ერთად უნივერ-
მაღის პირველი სართული ნელ-ნელა ჩამოიარა და თხუთმეტ დო-
ლარად ნატის ჩანდა უყიდა. ქალმა გამყიდველს სთხოვა, ძველი
ჩანთა ქაღალდის პაკეტში ჩაედო, ხოლო ახალი, ვიდრე მაღაზიაში
დაიარებოდნენ, ხელში სიამაყით ეჭირა.
იმ დღეს დედას პირი არ გაუჩერებია. პირველად უამბო თავშესა-
ფარში ცხოვრების შესახებ, როგორ მუშაობდა ოფიციანტად და სირ-
ცხვილით როგორ იწვოდა უკანონო შვილი რომ იყო, როგორ და-
დიოდა განათლების მისაღებად ბუფალოს საღამოს სკოლაში; ისიც
კი უთხრა, გათხოვებამდე ჩემთვის კაციშვილს არ უკოცნიაო, თავი-
სი ოცნებები გადაუშალა, პატარა მყუდრო რესტორნის გახსნას რომ
აპირებდა და ის იმედებიც გაანდო, თავის შვილებზე რომ ამყარებ-
და. შინ რომ დაბრუნდნენ, დედამ ბიჭის ფოტოსურათი სთხოვა. ჩარ-
ჩოში ჩავსვამ და საძინებელ ოთახში ტუმბოზე დავდგამო, – უთხრა

332
მან. როცა ტომმა შვილის სურათი გადასცა, ქალი თავის ოთახში წა-
ჩანჩალდა და იქიდან ძველი, დრო-ჟამისაგან ჩაყვითლებული ფო-
ტო გამოიტანა: თვითონ იყო ცხრამეტი წლის ასაკში – თეთრ კაბაში
გამოწყობილი ტანკენარი, სერიოზული გოგონა.
– ეს კი შენ გქონდეს. – იგი ჩუმად შესცქეროდა, როგორ ფრთხი-
ლად სდებდა საფულეში ტომი მის ფოტოსურათს, სადაც წინათ შვი-
ლის სურათი ედო. ‒ იცი, შენ რატომღაც ჩემთან ყველაზე ახლო
ხარ. ჩვენ ერთნაირები ვართ. უბრალოები. არა ისეთები, როგორიც
შენი დაა ან შენი ძმა. მე მიყვარს რუდი. ყოველ შემთხვევაში, ასე
მეჩვენება. უნდა მიყვარდეს კიდეც. მაგრამ მისი არ მესმის, ხანდა-
ხან კი უბრალოდ მეშინია. შენ კი... – მერიმ გაიცინა. – შენ ისეთი
დიდი და ღონიერი ხარ. მუშტით ირჩენ თავს... შენთან ყველაფერი
მეადვილება, თითქოს ტოლები ვიყოთ, თითქოს ძმა იყო ჩემი... და
დღეს... დღეს ყველაფერმა დიდებულად ჩაიარა. თავი ვიგრძენი
ადამიანად, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ციხეში იჯდა და
ბოლოს და ბოლოს გარეთ გამოვიდა.
ტომასმა დედა გულში ჩაიკრა და აკოცა. იგი შვილს წუთით ნდო-
ბით მიეხუტა.
– იცი, რაც შენ მოხვედი, ერთი სიგარეტიც აღარ მომიწევია.

შინ მიმავალმა ტომმა გზად მანქანა გააჩერა. სასაუზმეში შევიდა


და ვისკი შეუკვეთა. საფულედან ფოტოსურათი ამოიღო და დიდხანს
დაჰყურებდა ახალგაზრდა ქალს, რომელიც მერე მისი დედა გახდა.
გახარებული იყო, რომ მოინახულა. ახლა, ცარიელ ბარში, მარ-
ტოდმარტო მჯდარი უჩვეულო სიმშვიდის გრძნობას განიცდიდა:
დღეიდან ადამიანებს, რომელთა მიმართ ზიზღი უნდა ჰქონოდა, ერ-
თი კაცი გამოაკლდა.

333
ნაწილი მესამე

თავი პირველი

საკმაოდ საამო დილა იყო, თუ ბურუსს არ ჩავთვლით, წყალწყა-


ლა, უფერული წვენით რომ ავსებდა დაბლობის ფიალას, სადაც
ლოს-ანჯელესი ჩაძირულიყო. ფეხშიშველი, ღამის პერანგისამარა
გრეთჰენი ფარდებს შორის გასხლტა, ვერანდაზე გავიდა და ქვევით,
გაჭვარტლულ, მაგრამ მზით გაცისკროვნებულ ქალაქს, შორს გა-
ელვებულ უმოძრაო ზღვას გადახედა. მან ნამაანი ბალახისა და გამ-
ლილი ყვავილების სურნელით გაჟღენთილი სექტემბრის დილის
ჰაერი ღრმად შეისუნთქა. აქ, მთაზე, ქალაქის ხმაური არ აღწევდა
და ადრიანი დილის მდუმარებას მინდორზე მოხეტიალე გნოლების
კუტკუტი არღვევდა მხოლოდ.
აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნიუ-იორკში, ‒ ვინ იცის, მერამ-
დენედ გაიფიქრა მან. – გაცილებით უკეთესი.
ბიჭის გაღვიძება ჯერ ძალზე ადრე იყო, თანაც მას წინ უჩვეულო
დღე მოელოდა. კოლინის ადგომაც მით უმეტეს არ ღირდა. როცა
იგი თავიანთ ფართო საწოლზე მარტო დატოვა, კაცს ზურგზე ეძინა:
წარბები შეეჭმუხნა, ხელები გულზე დაეკრიფა. გეგონებოდათ, ძილ-
ში სპექტაკლს უყურებდა, რომელსაც, რაც არ უნდა ნდომებოდა,
ვერ შეაქებდა.
გრეთჰენი დაცვარულ ბალახზე ფეხშიშველა სიამოვნებით და-
აბიჯებდა. მთელი სახლი შემოიარა. ბაღის კარში დაგრაგნილი ახა-
ლი გაზეთები ჩაეჩურთათ.

334
პირველ გვერდს ნიქსონისა და კენედის სურათები ამშვენებდა,
ისინი თავიანთ ამომრჩევლებს ყველა სურვილის აღსრულებას პირ-
დებოდნენ.
თავის თავს შეახსენა, რომ აღრიცხვიდან მოხსნის ტალონები უნ-
და აეღო – იგი და კოლინი ნოემბერში ნიუ-იორკში იქნებიან, ხოლო
ყოველი ხმა ნიქსონის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანია.
საერთოდ კი, მას შემდეგ, რაც სტატიების წერას თავი დაანება,
პოლიტიკა დიდადაც არ აღელვებდა. მაკარტიზმის პერიოდმა პირა-
დი სიმართლის მნიშვნელობის რწმენა შეუნელა და საჯარო გამოს-
ვლებისადმი შიში ჩაუნერგა. კოლინს საერთოდ არავითარი გარ-
კვეული პოლიტიკური შეხედულება არ გააჩნდა და იმის მიხედვით,
თუ იმ წუთში ვისთან კამათობდა, ხან თავზეხელაღებულ სოციალის-
ტად აცხადებდა თავს, ხან ნიჰილისტად, ხან ერთიანი დაბეგვრის
სისტემის მომხრედ, ხან კიდევ მონარქისტად, მაგრამ საბოლოოდ
ხმას ყოველთვის დემოკრატებს აძლევდა. არც ისა და არც გრეთჰე-
ნი ჰოლივუდის ბობოქარ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეო-
ბას არ ღებულობდნენ – კანდიდატებს ზეიმს არ უმართავდნენ, პეტი-
ციებს ხელს არ აწერდნენ და საარჩევნო. კომპანიის ფონდში ფულის
შესაგროვებლად გამართულ კოკტეილებს არ ესწრებოდნენ. საერ-
თოდ, თითქმის არსად არ დაიარებოდნენ. კოლინი ცოტასა სვამდა
და ვერ იტანდა ჰოლივუდის თავყრილობებზე მთვრალ, ფუჭ ლაქ-
ლაქს. ვილისთან მრავალი წლის უთავბოლო, ბოჰემური ცხოვრე-
ბის შემდეგ გრეთჰენი შეჰხაროდა შინაური საზრუნავით აღსავსე
დღეებსა და კოლინთან, თავის მეორე ქმართან გატარებულ ნაზ,
მშვიდ ღამეებს.
კოლინის უარის თქმას, როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე,
„ხალხში გასვლაზე“ მისი კარიერისათვის ვნება სულაც არ მოუტა-
ნია. „მხოლოდ უნიჭობას ძალუძს ჰოლივუდის დუდუკზე იცეკვოს“,
ამტკიცებდა იგი. მისი ტალანტი პირველივე სურათში წარმოჩინდა.
მეორე ფილმით კვლავ თავისი ნიჭიერება ცხადყო, ახლა კი, როცა
ხუთი წლის მანძილზე მესამე სურათს იღებდა, უკვე თავისი თაობის

335
ერთ-ერთ უბრწყინვალეს რეჟისორად ითვლებოდა. მხოლოდ ერ-
თხელ დამარცხდა, როცა პიესა დადგა ნიუ-იორკში, სადაც იგი პირ-
ველი ფილმის გადაღების შემდეგ დაბრუნდა. სპექტაკლი მხოლოდ
რვაჯერ უჩვენეს. პიესა სცენიდან რომ მოხსნეს, კოლინი სამი კვი-
რით სადღაც გაუჩინარდა. რომ დაბრუნდა, გულჩათხრობილი ჩან-
და, სიტყვაძვირი და რამდენიმე თვე დასჭირდა, ვიდრე იგრძნობდა,
რომ კვლავ შეეძლო ახალ სამუშაოს შესდგომოდა.
იგი იმათ რიცხვს როდი განეკუთვნებოდა, ვისაც მარცხთან შე-
გუების უნარი გააჩნია და გრეთჰენსაც აიძულებდა მასთან ერთად
ეტანჯა, თუმც ქალი წინასწარ აფრთხილებდა, პიესა დასადგმელად
ჯერ მზად არ არისო. მიუხედავად ამისა კოლინს მაინც მისი აზრი
აინტერესებდა, ყველა თავის ნამუშევარზე სრულ გულწფელობას
მოითხოვდა. აი, ახლაც გრეთჰენს მოსვენებას არ აძლევდა მისი
ახალი ფილმის ერთი ეპიზოდი, რომელიც გუშინ საღამოს გასინჯეს
მონტაჟის რეჟისორთან, სემ კორისთან ერთად, გრძნობდა, ამ ეპი-
ზოდში რაღაც ისე არ იყო, მაგრამ ზუსტად რა, ვერ გაეგო. გასინჯვის
შემდეგ კოლინისათვის სიტყვა არ უთქვამს, მაგრამ, დარწმუნებული
იყო, საუზმეზე უთუოდ ყველაფერს წვრილად გამოჰკითხავდა და ახ-
ლა მეთოდურად, კადრობით ცდილობდა გონებაში ამ ეპიზოდის აღ-
დგენას.
გრეთჰენმა ხალათი წამოისხა და სასტუმრო ოთახში შევიდა,
სათვალე გაიკეთა და მაგიდას მიუჯდა, გაზეთი გადაათვალიერა. ის
იყო გაზეთის გადადებას აპირებდა, ანაზდად სპორტულ გვერდზე
ორი მოვარჯიშე მოკრივის ფოტოსურათს ჰკიდა თვალი: „ჰენრი კუე-
ილსი თავის სპარინგ-პარტნიორთან ტომი ჯორდახთან ერთად ლას-
ვეგასის მატჩისათვის ემზადება, რომელიც მომავალ კვირას გა-
იმართება“.
გრეთჰენს იმ საღამოს შემდეგ, როცა ნიუ-იორკში რუდოლფთან
ერთად ტომასის გასახდელში შეიარა, ძმის შესახებ არაფერი სმე-
ნოდა და თვალიც არ მოეკრა, თუმცა ქალი კრივის ბაიბურშიც არ

336
იყო, მაგრამ, მაინც მიხვდა, რომ ტომასი ვიღაცას სავარჯიშო პარ-
ტნიორად გაეხადა, ესე იგი მისი სპორტული კარიერა ჩაესვენა. მან
გაზეთი დაკეცა წამოდგა და შვილის გასაღვიძებლად გაემართა.
ბილის ფეხი ფეხზე გადაედო, საწოლზე იჯდა და გიტარის სიმებს
ნაზად აჟღერებდა. ძალზე ღია. ფერის თმა, ჩაფიქრებული თვალები,
ღინღლით დაფარული აღაჟღაჟებული ლოყები, ჯერ კიდევ ბავშვურ
სახეზე საკმაოდ დიდი ცხვირი, თხელი, ბალღური კისერი ჰქონდა,
კვიცივით გრძელკანჭება იყო... მუდამ ფიქრებში წასული, გაუღიმა-
რი, ახლობელი.
მის გვერდით სკამზე საგულდაგულოდ ჩალაგებული ჩემოდანი
იდო, – თავისი მშობლების დაუდევრობის მიუხედავად, და ვინ იცის,
იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ შინ არეულ-დარეულობის მეტი არა-
ფერი ენახა, ბილი დიდად წესრიგის მოყვარული გაიზარდა.
გრეთჰენმა კინკრიხოზე აკოცა. არავითარი რეაქცია. არც სი-
ძულვილი, არც სიყვარული. მან ბოლო აკორდი ჩამოჰკრა და დედას
მიუბრუნდა:
–აბა, მზადა ხარ?
‒ ბარგი ჩალაგებულია, – უპასუხა ქალმა, – ჩემოდნებიღა
გვაქვს დასაკეტი. – ბილის ლამის პათოლოგიური შიში ჰქონდა,
სადმე არ დაგვიანებოდა: სკოლა იქნებოდა თუ მატარებელი, თვით-
მფრინავი თუ წვეულება, გრეთჰენმა იცოდა ეს ამბავი და ცდილობ-
და ყველაფერი წინასწარ მოემზადებინა.
ბილი წამოდგა და სააბაზანოში გავიდა, ქალი კი კოლინის გა-
საღვიძებლად გაემართა. კაცი მოუსვენრად ბორგავდა და ძილში
რაღაცას ბურტყუნებდა. ცოლმა ყურის ძირში აკოცა· კაცს გაეღვიძა,
თვალები გაახილა, ერთხანს გაუნძრევლად იწვა, ჭერს უაზროდ
მიშტერებოდა, ბოლოს როგორც იქნა, ხმა ამოიღო: :
– ღმერთო ჩემო, ჯერ ხომ ისევ ღამეა! – გრეთჰენმა კვლავ აკო-
ცა. ‒ კარგი, კარგი, დილა იყოს, ‒ ჩაიბუზღუნა მან, თმა აეჩეჩა, წა-
მოდგომა სცადა, მაგრამ კვნესა-კვნესით კვლავ ზურგზე დაეცა და
ხელები ცოლისკენ გაიშვირა. – დამეხმარე, წამოაყენე საცოდავი
ბებერი.

337
გრეთჰენმა ხელი სტაცა და წამოსწია. კოლინი საწოლის კიდეზე
ჩამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა, შემდეგ ანაზდად ქალს გაფაციცე-
ბული მიაშტერდა, – მომისმინე, გუშინ გასინჯვაზე შეგატყვე, ბო-
ლოდან მეორე ნაწილში რაღაც არ მოგეწონა.
„საუზმემდე ვერ მოითმინა“, ‒ გაიფიქრა ქალმა.
– მე ეგ არ მითქვამს.
‒ თქმა რა საჭიროა, – შენიშნა კოლინმა. ‒ სუნთქვას რომ მოუხ-
შირებ, ისიც კმარა.
– კეთილი, ზოგიერთი რამ მართლაც არ მომეწონა, თუმცა მაშინ
რა იყო, ვერ გავარკვიე.
– ახლა?
– ახლა, მგონი მივხვდი.
– აბა, გულახდილად მითხარი,
– ეს ის ეპიზოდია, როცა კაცი ყველაფერს გაიგებს და იწყებს და-
ჯერებას, რომ ეს მისი ბრალია.., გესმის, შენ მას მთელ სახლში და-
ატარებ. დადის და ხან ერთ სარკეში იყურება, ხან მეორეში; სააბა-
ზანოში, კარადის დიდ სარკეში, დაბნელებულ სასტუმრო ოთახში,
საპარსის გამადიდებელ სარკეში, ბოლოს გუბეში, კარის წინ...
‒ ყველაფერი ძალზე გასაგებია, – სიტყვა შეაწყვეტინა გაღიზია-
სებულვა კოლინმა. – იგი საკუთარ თავს სწავლობს. ბანალურად
რომ ვთქვათ, საკუთარ გულში იხედება, – სხვადასხვანაირი განათე-
ბის დროს სხვადასხვა წერტილებიდან, – რათა ჩახვდეს... მოკლედ,
მაინც რა არ მოგეწონა?
‒ ორი რამ, ‒ მშვიდად უპასუხა ქალმა, – ჯერ ერთი, ტემპი. – ამ
წუთებამდე ყველა ამბავი ფილმში სწრაფად ვითარდება, დინამიუ-
რად – ეს ფილმის საერთო სტილია, და უცებ, თითქოს მხოლოდ იმის
გულისათვი,ს მაყურებელს კულმინაციური მომენტის დადგომა რომ
ამცნო, ტემპს მკვეთრად სცემ. ეს მეტისმეტად თვალშისაცემია.
– ჩანაფიქრიც სწორედ ასეთია, – ყოველი სიტყვა გარკვევით
წარმოთქვა კოლინმა. – დიახ, თვალმისაცემი უნდა იყოს.
– თუ გაჯავრდები, ხმას აღარ ამოვიღებ.

338
– უკვე გავჯავრდი, ასე რომ, გირჩევნია მითხრა. შენ თქვი „ორი
რამეო“. მეორე რაღაა?
‒ მეტისმეტად დიდხანს აჩვენებ წინა პლანით და იგულისხმება –
მაყურებელმა უნდა დაინახოს, რომ იგი იტანჯება, ეჭვებს შეუპყრია,
თავგზა არევია...
– მადლობა ღმერთს, ამას მაინც მიხვდი...
– გავაგრძელო თუ სასაუზმოდ წავიდეთ? ი)
‒ შემდეგში არასდროს არ დავქორწინდები ასეთ ჭკვიან დედა-
კაცზე. განაგრძე.
‒ მაშ ასე, შენი აზრით, ეს ეპიზოდი გვისურათხატებს, როგორ იტ-
ანჯება ღა იჭვნეულობს იგი და უთუოდ აქტიორიც ფიქრობს, რომ ამ
ეჭვებსა და ტანჯვას განასახიერებს, მაყურებელი კი სულ სხვა რამეს
ხედავს – ლამაზი ახალგაზრდა კაცი დგას და ტკბება სარკეში
საკუთარი თავის ხილვით, მას მხოლოდ ის აწუხებს, მარჯვედაა თუ
არა განათებული მისი თვალები.
– ეშმაკმა დალახვროს! უსინდისო ხარ. ამ ეპიზოდს ჩვენ ოთხი
დღე ჩავკირკიტებდით.
– შენი რომ ვიყო, სულ ამოვჭრიდი,–უთხრა ქალმა.
– თუ ასეა, შემდეგი სურათი შენ გადაიღე, მე კი შინ დავრჩები,
სადილს დავამზადებ. – კოლინი საწოლიდან ჩამოხტა და სააბაზა-
ნოსკენ გაეშურა. კართან რომ მივიდა, პირი უკან იბრუნა. – ყველა
ქალს, ვისაც კი ვიცნობდი, ყოველთვის მიაჩნდა, რომ ყველაფერი,
რასაც მე ვაკეთებ, დიდებულია, მე კი ავდექი და ცოლად შენ მოგიყ-
ვანე.
‒ კი არ მიაჩნდათ, – ალერსით უთხრა ქალმა, – ისე გეუბნებოდ-
ნენ. – მერე ახლოს მივიდა და ლოყაზე აკოცა.
– ძალიან მომენატრები, – წაიჩურჩულა კოლინმა. – ძალიან. –
მერე ხელი უხეშად წაჰკრა. – ახლა კი წადი, იცოდე, ყავა მართლა
შავი უნდა იყოს!
კაცი წვერს იპარსავდა და რაღაცას მხიარულად ღიღინებდა. დი-
ლით კოლინის სიმღერა ‒ პირდაპირრ დაუჯერებელია! მაგრამ ქა-
ლი გრძნობდა, ეს ეპიზოდი იმასაც იმთავითვე აწუხებდა. ახლა კი

339
უკვე იცოდა, რაშიც ცდებოდა, გულზე მოეშვა და დღესვე უდიდესი
სიამოვნებით ამოჭრიდა ფილმიდან ოთხი დღის მუშაობის შედეგს,
რომელიც სტუდიას ორმოცი ათასი დოლარი დაუჯდა.

აეროპორტში ადრე მივიდნენ და როცა მათი ჩემოდნები საბარ-


გო დგარს მიეფარა, ბილიმ შვებით ამოისუნთქა...
ბილის ტვიდღის ნაცრისფერი კოსტუმი და ვარდისფერი პერანგი
ეცვა, ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა, თმა საგულდაგულოდ გადაევარ-
ცხნა, გაკრიალებული კანი ჰქონდა, უმუწუკო. გრეთჰენმა გულში გა-
ივლო, ჩემი შვილი ძალზე მიმზიდველი ყმაწვილია და თავის თოთხ-
მეტ წელთან შედარებით უფრო დიდი შესახედაობა აქვსო. ტანად მი-
სი სიმაღლისა იყო, ესე იგი, კოლინზე მაღალი.
მთელი გზა აეროპორტამდე გრეთჰენი ცდილობდა როგორმე
თავი შეეკავებინა, რადგან მანქანის ტარების კოლინისებური მანე-
რა ძალზე ანერვიულებდა. მგონი, ეს ერთადერთი რამაა, რასაც იგი
ცუდად აკეთებს, – გაიფიქრა ქალმა. ხან ძალზე ნელა დაჰყავდა,
როგორც მთვარეულს და თავის ფიქრებს ეძლეოდა, ხან მოულოდ-
ნელად ყველას გადაასწრებდა, ვიღაცას ცხვირწინ ჩაუქროლებდა
ან წინ არ უშვებდა, სხვა მძღოლებს კი ლანძღავდა. მაგრამ, როცა
ქალს მოთმინება ელეოდა მის გაფრთხილებას დააპირებდა, კაცი
მაშინვე შეუღრენდა: „ნუ იქნები, რა, ტიპიური ამერიკელი ცოლი!“
თავად კი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მანქანას შესანიშნავად
დაატარებდა.
– დრო ბევრი გვაქვს, – თქვა კოლინმა. – წავიდეთ, ყავა დავლი-
ოთ.
რესტორანში გრეთჰენმა და კოლინმა თითო ჭიქა ყავა შეუკვე-
თეს, ბილიმ კი– კოკა-კოლა, რომელიც მან დრამამინის ტაბლეტებს
დააყოლა, თვითმფრინავში გული რომ არ არეოდა.
– თვრამეტ წლამდე ავტობუსში ცუდად ვხდებოდი, ‒ უთხრა კო-
ლინმა, რომელიც ბიჭს თვალს არ აშორებდა, – მაგრამ, როგორც კი
პირველად ქალიშვილთან დავწექი, მაშინვე გამიარა.

340
ბილიმ ყურადღებით შეხედა. კოლინი ყოველთვის ისე ელაპარა-
კებოდა, როგორც მოზრდილ ადამიანს და გრეთჰენს ხანდახან ეჭვი
ეპარებოდა, სწორი იყო მისი ასეთი საქციელი თუ არა. მან არ იცო-
და, ბილის თავისი მამინაცვალი უყვარდა თუ უბრალოღ ეგუებოდა.
ღმერთმა უწყის, იქნებ ეზიზღებოდა კიდეც. ბილი თავის ემოციებს
არასდროს არ ამჟღავნებდა. კოლინი კი ბიჭის გულის მოსანადი-
რებლად თავს დიდადაც არ იცხელებდა. ზოგჯერ უხეშად ექცეოდა,
ზოგჯერ მისი სასკოლო საქმეებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა და
გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებოდა, ხანდახან ეთამაშებოდა
კიდეც და ძალზე ალერსიანადაც ეპყრობოდა, ხანდახან კი განზე გა-
უდგებოდა ხოლმე. გერის სწავლის ფულსაც კოლინი იხდიდა, რად-
გან ვილი ებოტი მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი და საარ-
სებო სახსარიც არ გააჩნდა. ქმარი გრეთჰენს ნებას არ აძლევდა ბი-
ლისათვის ეთქვა სწავლის ფულს ვინ იხდიდა, მაგრამ გრეთჰენს ეჭ-
ვი არ ეპარებოდა, რომ ბიჭი დიდი ხანია ყველაფერს თვითონ მიხვ-
და.
‒ შენი ხნისა რომ ვიყავი, – დასძინა კოლინმა, ‒ მეც სხვა ქალაქ-
ში გამაგზავნეს სასწავლებლად, პირველი ერთი კვირა ღრიალით
ვიკლებღი იქაურობას; მთელი წელიწადი სკოლა ჭირივით მეჯაერე-
ბოდა, მეორე წელიწადს ცოტა შევეგუე. მესამე წელიწადს უკვე სას-
კოლო გაზეთის რედაქტორი გავხდი, პირველად განვიცადე უფრო-
სობის სასიამოვნო გრძნობა და თუმც კაციშვილისათვის არ გამიმ-
ხელია, სკოლა უზომოდ შემიყვარდა. ბოლო წელიწადს ცრემლებად
ვიღვრებოდი, იმიტომ, რომ მასთან განშორება მიმძიმდა.
– მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – უთხრა ბილიმ.
– ძალიანაც კარგი. ეს მშვენიერი სკოლაა, თუ დღეს, რასაკვირ-
ველია, მშვენიერი სკოლა საერთოდ არსებობს. ბოლოს და ბოლოს,
რომ დაამთავრებ, ის მაინც გეცოდინება, როგორ იწერება ინგლი-
სურად მარტივი გაუვრცობელი წინადადება. აჰა, – მან ბიჭს კონვერ-
ტი გაუწოდა·–შეინახე და დედას არავითარ შემთხვევაში არ გაუმხი-
ლო, შიგ რა დევს.

341
– გმადლობთ, ‒ მადლობა გადაუხადა ბილიმ და კონვერტი პი-
ჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო.
თვითმფრინავის დატვირთვა ის-ის იყო დაიწყო, ისინი კი გასას-
ვლელს უკვე ორჯერ მიადგნენ.
– მოდი, დაჯექი, ბილი, – უთხრა გრეთჰენმა. – მინდა კოლინს
გამოვემშვიდობო.
– თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე, მე გადავიხდი, – და კოლინმა
ბილის ხელი მაგრად ჩამოართვა.
ვიდრე კოლინი მის შვილს ელაპარაკებოდა, გრეთჰენი ქმარს
სახეში მისჩერებოდა და უხეში ნაკვთების მიღმა ჭემმარიტ სინაზესა
და მზრუნველობას ჭვრეტდა. მკაცრი თვალები ხშირ, შავ წარბებ-
ქვემოდან სიყვარულით ანთებოდა.
„არა, მე არ შევმცდარვარ მასში“, – გაიფიქრა ქალმა.
ბილიმ დინჯად გაიღიმა და თვითმფრინავისაკენ გაეშურა, გიტა-
რა ხელში შაშხანასავით ეჭირა.
–ნუ სწუხარ, ‒ უთხრა კოლინმა და ბიჭს თვალი გააყოლა. – ყვე-
ლაფერი რიგზე იქნება.
– იმედი მაქვს, ‒ უპასუხა გრეთჰენმა. ‒ კონვერტში ფულია?
– რამდენიმე დოლარი, – სიტყვა დაუდევრად დაუგდო კოლინმა.
– სახარჯოდ მივეცი, სწავლა ძალიან რომ არ გაუძნელდეს. არის წუ-
თები, როცა ბიჭს ერთი ზედმეტი რძიანი კოკტეილის ან „ფლეიბოის“
ახალი ნომრის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ვილი უნდა დაგ-
ხვდეთ?
– ჰო.
‒ ბიჭს სკოლაში ერთად მიიყვანთ?
‒ ერთად მივიყვანთ.
‒ ალბათ სწორია, – გადაჭრით განაცხადა კოლინმა·‒მოზარდის
ცხოვრების მნიშვლოვან მოვლენებს ორივე მშობელი უნდა ესწრებ-
ოდეს. მაშ ასე, ორი კვირის შემდეგ ნიუ-იორკში შევხვდებით. უჩე-
მოდ არ გაერთო და ფეხი არსად არ გაადგა.
‒ მაგაზე შეგიძლია არ იდარდო, ‒ გაიღიმა გრეთჰენმა და ლოყა-
ზე აკოცა.

342
ვილი ებოტი ლოს-ანჯელესის რეისის მომლოდინე ხალხის პატა-
რა ჯგუფში იდგა. მუქი. სათვალე ეკეთა. ღრუბლიანი და ნესტიანი
დღე იყო. გრეთჰენი ვილის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მას წინა
ღამე სმაში გაეტარებინა. მუქი სათვალის დანიშნულება ის იყო, რომ
ცოლ-შვილს მისი დაწითლებული, ანთებული თვალები არ დაენახა.
„ერთხელ მაინც შეეკავებინა თავი, – გაიფიქრა ქალმა, – რა იქნე-
ბოდა, ერთ საღამოს მაინც არ დაელია, შვილის ჩამოსვლის წინ,
რომელიც უკვე რა მდენიმე თვეა არ უნახავს“, ‒ მაგრამ მან სცადა
თავისი სიფიცხე გულშივე ჩაეკლა. მეგობრული, უშფოთველი დამო-
კიდებულება გაყრილ მშობლებს შორის თავიანთი ნაშიერის თან-
დასწრებით – უიღბლო სიყვარულის იძულებითი თვალთმაქცობაა.
ბილიმ მამას თვალი მოჰკრა თუ არა, მყისვე მის შესახვედრად
გაექანა, გადაეხვია და გადაკოცნა. გრეთჰენი განგებ ფეხს ითრევ-
და, არ უნდოდა მათთვის ხელი შეეშალა.
– სალამი, ძვირფასო, მიესალმა ვილი, ლოყაზე აკოცა, თან ბი-
ლის მხარზე ეხვეოდა. შვილის მიერ გამოვლენილი სიყვარულით
კმაყოფილი ფართოდ (უაზროდ?) იღიმებოდა.
გაყრის დროს ვილი ზედმიწევნით სანიმუშოდ იქცეოდა და ახლა
ქალს არ შეეძლო მისთვის „ძვირფასოს“ დაძახება აეკრძალა. ან კი-
დევ საცოდავი ამბორის უფლება ჩამოერთმია. მის მუქ სათვალეზე
სიტყვა არ დასცდენია და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ღვინის სუნს
სრულებით ვერ გრძნობდა ვილი აკურატულად იყო ჩაცმული, ისე,
როგორც მამას შეეფერებოდა, რომელსაც შვილი ახალი ინგლისის
ერთი რიგიანი სკოლის დირექტორისათვის უნდა წარედგინა. ხვალ,
როცა ისინი სკოლაში გაემგზავრებიან, ყველაფერს იზამს, რომ რო-
გორმე დათრობას გადაარჩინოს.
ქალი ლუქსის ნომრის პატარა სასტუმრო ოთახში მარტო იჯდა.
ფანჯრებს მიღმა საღამოს ნიუ-იორკის ჩირაღდნები კიაფობდნენ,
ქუჩიდან დიდი ქალაქის ნაცნობი, ამაფორიაქებელი ხმაური შემო-
დიოდა. ქალი გულუბრყვილოდ ფიქრობდა, რომ შვილი ოტელში

343
ღამეს მასთან ერთად გაათევდა, მაგრამ გზაში, აეროპორტიდან
რომ მოდიოდნენ, ვილი ბიჭს შეეკითხა!
‒ მე მგონი, დივანზე დაწოლას არ იუარებ, ხომ ასეა? მე მხოლოდ
ერთი ოთახი მაქვს, მაგრამ იქ დივანიც დგას. მართალია, რამდენი-
მე ზამბარა გაწყვეტილია, მაგრამ ჩემი აზრით, შენს ასაკში ასეთი
რამ ძილს ვერ დაგიფრთხობს... რას იტყვი? თანახმა ხარ?
– რასაკვირველია, – გამოეხმაურა ბილი. კილოზე სიყალბის ნა-
ტამალიც არ ეტყობოდა. იგი არც კი მობრუნებულა, დედისკენ არც
კი მოუხედავს, თუმცა აბა დედას რა უნდა ეთქვა?
ოტელში რუდოლფის ბარათი გადასცეს. წინა დღეს გრეთჰენმა
დეპეშა გამოუგზავნა, ჩამოვდივარო და სთხოვა ერთად ევახშმათ.
ძმა ატყობინებდა, დაკავებული ვარ და ხვალ დილით დაგირეკავო.
თავისთან, ნომერში ბარგი ამოალაგა, აბაზანა მიიღო და იმაზე დაი-
წყო ფიქრი, ტანთ რა ჩაეცვა. ბოლოს და ბოლოს უბრალოდ ხალათი
წამოისხა – არ იცოდა ამ საღამოს დრო როგორ მოეკლა. ყველა, ვი-
საც კი ნიუ-იორკში იცნობდა, ან ვილის მეგობარი იყო, ან თავისი
ყოფილი საყვარელი, ან კიდევ შემთხვევითი ხალხი, სამი წლის წი-
ნათ კოლინმა რომ გააცნო, როცა გრეთჰენი მისი ფიასკოგანცდილი
სპექტაკლის პრემიერაზე ჩამოვიდა. ცხადია, იგი არც ერთ მათგან-
თან დარეკვას არ აპირებდა.
უკვე ყაბულს იყო ვილისთან დაერეკა. თავს მოიკატუნებდა,
თითქოს შვილის ჯანმრთელობის ამბავი აღელვებდა,‒ დრამამინის
მიუხედავად თვითმფრინავში მაინც გული ერეოდა, – და ვილიც,
ალბათ, სადმე სავახშმოდ მიიპატიჟებდა.
უკვე ტელეფონთან მივიდა კიდეც, მაგრამ თავი დროზე შეიკავა.
”მოეშვი ქალურ ოინებს. განა შვილს არა აქვს უფლება, თუნდაც ერ-
თი საღამო მამამისთან მშვიდად გაატაროს და დედის ეჭვიანი შემო-
ხედვა არ ღაინახოს!“
იგი პატარა, ძველმოდური ავეჯით გაწყობილ ოთახში აღელვე-
ბული დააბიჯებდა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ოდესღაც, ნიუ-
იორკში პირველად ჩამოსვლისას საოცრად ბედნიერად გრძნობდა
თავს. ო, რა მიმზიდველი და მაცდური ეჩვენებოდა მაშინ ეს ქალაქი.

344
იგი ახალგაზრდა იყო, ღარიბი, მარტოსული და ნიუ-იორკმაც გულ-
თბილად მიიღო ‒ თავისუფლად და გაბედულად დაეხეტებოდა მის
ქუჩებში. ახლა კი უფრო დაბრძენებულს, უფრო წლოვანსა და მდი-
დარს აქ თავი ტუსაღი ჰგონია. ქმარი – სამი ათას მილს იქითაა,
შვილი – რამდენიმე კვარტალს მიღმა, მაგრამ მათგან მაინც ხელ-
ფეხშებორკილია. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეუძლია ჩავიდეს ქვე-
ვით და ოტელის რესტორანში ივახშმოს. რა მოხდა მერე, კიდევ ერ-
თი ქალი მიუჯდება ჭიქით ხელში პატარა მაგიდას. ეცდება, სხვის
საუბარს ყური არ მიუგდოს, თანდათანობით ღვინომორეული მეტო-
დოტელთან ძალზე ხმამაღალი და გაუთავებელი ლაქლაქით გულს
იჯერებს. ღმერთო ჩემო, რა დამღლელია ხანდახან ქალობა.
გრეთჰენი საძინებელ ოთახში გავიდა, კარადიდან ყველაზე უბ-
რალო, შავი კაბა გადმოიღო – მოდელიორის ეს ნახელავი უზომოდ
ძვირი ღირდა და კოლინს აბსოლუტურა არ მოსწონდა, ‒ ჩაცმას შე-
უდგა. დაუდევრად შეიღება სახე, თმაზე ჯაგრისი გადაისვა და ის იყო
გასვლას აპირებდა, რომ ტელეფონი აწკრიალდა.
იგი თითქმის სირბილით გამობრუნდა უკან, „თუ ეს ვილი– გა-
იფიქრა მან, ყველაფრისათვის მიმიფურთხებია, ავდგები და ვივახ-
შმებ მასთან“, მაგრამ ეს ვილი არ იყო ჯონი ჰიტი რეკავდა.
– სალამი, – მიესალმა იგი, ‒ რუდოლფმა მითხრა, აქ რომ უნდა
გაჩერებულიყავი, ჰოდა, ახლა სწორედ აქეთკენ ჩამოვიარე და ეი-
ფიქრე, იქნებ მივუსწრო-მეთქი...
“ცრუპენტელა, ‒ ჯაიფიქრა ქალმა, – საღამოს, ათს რომ თხუთ-
მეტი წუთი უკლია, სასტუმრო „ალგონკვინს“ ისე, უბრალოდ, კაციშ-
ვილი არ ჩაუვლის“, – მაგრამ ხმამაღლა სიხარულით წამოიძახა:
– ჯონი! რა სასიამოვნო სიურპრიზია!
– მე აქ ვარ, ქვევით, და ჯერ თუ არ გივახშმია... – მისი ხმა ად-
რეული წლების გამოძახილივით ჟღერდა.
‒ იცი რა,‒ უთხრა მან ყოყმანით და თანაც ზიზღით საკუთარი თა-
ვის მიმართ ასეთი თვალთმაქცობის გამო. – ჩაცმული არა ვარ და
ნომერში ვაპირებდი ვახშმის შეკვეთას. თვითმფრინავში საშინლად
დავიღალე, ხვალ კი ადრიანად უნდა ავდგე...

345
‒ ბარში გელოდები, ‒ უთხრა ჯონიმ და ყურმილი დაკიდა.
„ნაპატიები, თვითდაჯერებული უოლ-სტრიტელი ნაძირალაა“,
გაიფიქრა ქალმა. შემდეგ საძინებელ ოთახში გავიდა და სხვა კაბა
გადაიცვა. გრეთჰენმა ბარში კაცი მთელი ოცი წუთი ალოდინა.
– რუდოლფი ძალზე გულნატკენია, დღეს შენთან მოსვლა რომ
ვერ შესძლო, – უთხრა ჯონიმ.
ისინი პატარა ფრანგულ რესტორანში ისხდნენ ორმოცდამეათე
ქუჩაზე. ხალხი ცოტა იყო. „ფრთხილობს“, – გაიფიქრა გრეთჰენმა,
– „აქ ნაცნობს იშვიათად თუ შეხვდება კაცი. იდეალური ადგილია
ქმრიან ქალთან სავახშმოდ, რომელიც ერთ დროს შენი საყვარელი
იყო“.
შესვლისთანავე მეტრდოტელმა მათ გულთბილად გაუღიმა და
კუთხის მაგიდასთან მიიპატიჟა, რათა მათი საუბარი კაციშვილს არ
არ მოესმინა.
– ძალიან უყვარხარ, – დასძინა ჯონიმ. თვითონ მთელი ცხოვრე-
ბის მანძილზე ჭეშმარიტი სიყვარული არავის მიმართ არ განუც-
დია.– შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომელსაც იგი აღმერთებს და არ
არის გამორიცხული, რომ აქამდე უცოლოდ სწორედ შენს გამოა
დარჩენილი: იგი აღფრთოვანებულია შენით და შენნაირი ქალი ვერ
უპოვნია.
– ისეა ჩემით აღფრთოვანებული, რომ ერთი საღამოც კი ვერ
მოიცალა, თუმცა ერთმანეთი მთელი წელიწადია არ გვინახავს.
– მომავალ კვირას ახალ სავაჭრო ცენტრს სსნის პორტ-ფილიპ-
ში, ერთ-ერთ ყველასე უმსხვილეს ცენტრს. ნუთუ ამის შესახებ შენ-
თვის არაფერი უცნობებია?
– მომწერა,‒ გამოუტყდა ქალი. – ალბათ თარიღისათვის უბრა-
ლოდ ყურადღება არ მიმიქცევია.
‒ბოლო წუთებში, როგორც ყოველთვის, საქმე ისევ თავზე საყრე-
ლად: აქვს, დღეღამეში ოცდაოთხ საათს მუშაობს. ვერ წარმომიდ-
გენია, როგორ უძლებს. თუმც შენც კარგად იცი, როგორია, როცა
საქმე სამუშაოს ეხება.

346
‒ ჰო, ვიცი,–კვერი დაუკრა გრეთჰენმა.–სამუშაოს პირველ რიგ-
ში აყენებს. უბრალოდ, სამუშაოს გიჟია.
– განა შენი ქმარი ასეთი არ არის? განა ის ნაკლებს შრომობს?
ალბათ ისიც გაღმერთებს, მაგრამ ხომ ხედავ, ნიუ-იორკში ჩამოსას-
ვლელად დრო ვერც იმან მოიხელთა.
– ორი კვირის შემდეგ აქ იქნება. თანაც მას სულ სხვაგვარი სა-
მუშაო აქვს.
– რასაკვირველია, სურათის გადაღება – წმინდათაწმინდა საქ-
მეა, ჰოდა, ქალსაც შეუძლია იამაყოს, როცა მას ამ საქმეს მსხვერ-
პლად წირავენ. დიდი ბიზნესი კი ‒ აბუჩად ასაგდები და საზიხღარი
ხელობაა. ადამიანმა მთელი ეს სიბინძურე დიდი სიხარულით უნდა
მიაგდოს და ნიუ-იორკში გამოექანოს, რათა თავის ეულ, უმანკო,
სპეტაკ დაიკოს შეხვდეს და სავახშმოდ წაიყვანოს.
– შენ რუდოლფს კი არა, საკუთარ თავს იცავ, – ცივად უთხრა გრ-
ეთჰენმა.
– ორივეს, – უპასუხა ჯონიმ, – იმასაც და ჩემს თავსაც...თუმც ჩე-
მი დაცვა არავის არ სჭირდება, როცა ხელოვანს თავისი თავი თანა-
მედროვე ცივილიზაციის ერთადერთ ძვირფას პროდუქტად მიაჩნია
– ეს მისი საქმეა. მაგრამ თუ იმას იმედი აქვს, რომ ფულით განებივ-
რებული ჩემნაირი ყეყეჩი და უვარგისი ადამიანი მის აზრს გა-
იზიარებს, ეს იდიოტიზმია თუ სხვა არაფერი. ხელოვნება კარგი სატ-
ყუარაა დიაცთათვის და ბევრ დამწყებ ხელოვანს თუ მომავალ
ტოლსტოის მათ სარეცელში ამოაყოფინებს თავს, მაგრამ მე არ
მოვტყუვდები. თუ გინდა, დავნიძლავდეთ, გრინიჩ-ვილეჯში რომე-
ლიმე მანსარდაზე რომ მემუშავა და არა უოლ-სტრიტზე კონდიცი-
ონერების ოფისში, ადრევე, ბერკის გაცნობამდე გამომყვებოდი ცო-
ლად.
‒ ვერა, ვერ გამოიცანი. – ჩაიცინა გრეთჰენმა. – ღვინო კიდევ
დამისხი. – ქალმა ჭიქა გაუწოდა. ჰიტმა თითქმის პირთამდე შეუვსო,
შემდეგ ოფიციანტი იხმო და მეორე ბოთლი შეუკვეთა. კაცი ჩუმად
იჯდა, ფიქრების მორევში ჩაძირულიყო. გრეთჰენი გააოცა მისმა
უეცარმა გაცხარებამ ‒ ასეთი რამ სულ არ სჩვეოდა.

347
– სულელი ვარ, – ჩუმად თქვა ბოლოს. – ცოლად გამოყოლა უნ-
და მეთხოვა.
‒ ალბათ, დაგავიწყდა, რომ იმ ხანად ქმარი უკვე მყავდა. – შე-
ნიშნა გრეთჰენმა.
– ალბათ შენც გავიწყდება, კოლინ ბერკი რომ გაიცანი, ქმარი
მაშინაც გყავდა, ‒ უპასუხა ჯონიმ.
– მაშინ სულ სხვა წელი იყო, ის კი – სულ სხვა ადამიანი, – მხრე-
ბი აიჩეჩა გრეთჰენმა.
– მომისმინე, – ჯონიმ ქალს თავისი რბილი, სწორი, მსუქანი თი-
თები ოდნავ მოუცაცუნა, ‒ ერთ კითხვაზე მიპასუხე: შენ, ნიუ-იორკი-
სათვის დაბადებულ საოცარ ქალს, როგორ გაგყავს დღეები ისეთ
სოროში, როგორიც ანჯელესია?
– დროის დიდ ნაწილს ლოცვაში ვატარებ, ღმერთს მადლობას ვწ-
ირავ, ნიუ-იორკში რომ არ ვცხოვრობ.
– დანარჩენ დროს რასა იქმ? თუ ღმერთი გწამს, არ მითხრა,
თითქოს სახლში ჯდომა და ფუსფუსი გულზე გეხატებოდეს, სულმო-
უთქმელად ელოდებოდე, როდის დაბრუნდება მამიკო სტუდიიდან
და გიამბობს, რა ილაპარაკა სემ გოლდვინმა სადილზე.
– თუ გინდა იცოდე, – მისი სიტყვები ქალს გულზე ლახვარივით
მოხვდა და ხმა აიმაღლა, –დასაჯდომად სულ არ მცალია. მე ნაწილი
ვარ იმ ადამიანის ცხოვრებისა, რომლის წინაშეც ქედს ვიხრი, მე მას
ვეხმარები და ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის, რასაც აქ ვაკე-
თებდი, მედიდურ სახეს ვიღებდი, ქმარს ჩუმ-ჩუმად ვღალატობდი,
ჟუონალებში სტატიებს ვბეჭდავდი და იმ კაცთან ვცხოვრობდი, რო-
მელიც კვირაში სამჯერ უგონოდ თვრებოდა·
– ო, ქალთა რევოლუციის ახალი ვარიანტი: ეკლესია, ბავშვები,
სამზარეულო... ღმერთო ჩემო, ვინ ვინა და შენ...
‒ ეკლესიას თუ უკუვაგდებთ, ჩემი ცხოვრების შენეული დასუ-
რათხატება აბსოლუტური სიმართლეა. კმაყოფილი ხარ?–ქალი
წამოდგა და გასასვლელისაკენ გაემართა·
‒ გრეთჰენ! ‒მიაძახა ჯონმა მიმავალს. მის ხმაში გულწრფელი
გაოცება ჟღერდა. ის, რაც ახლა მოხდა, ყოვლად დაუჯერებელი და

348
ნაცნობი თამაშის წესებით სრულიად დაუშვებელი რამ იყო, მაგრამ
გრეთჰენი რესტორნიდან ისე გავიდა, უკან არც კი მოუხედავს.
იგი სწრაფად გაეშურა მეხუთე ავენიუს მხარეს, შემდეგ, თანდა-
თან ბრაზმა გაუარა და ნაბიიი შეანელა. სისულელეა ყველაფრის
გულთან ახლოს მიტანა, – გადაწყვიტა მან. – კაცმა რომ თქვას, აბა
რა მესაქმება, რას ფიქრობს ჯონ ჰიტი ჩემი ცხოვრების შესახებ? იგი
თავს იკატუნებს, ვითომდა ეგრეთწოდებული „თავისუფალი“ ქალე-
ბი მოსწონს, რადგან იმათთან თვითონაც შეუძლია თავის ქეიფზე
მოიქცეს. განა ძალუძს გაიგოს რას ნიშნავს მისთვის დილით გაღვი-
ძება და სარეცელზე თავის გვერდით კოლინის ხილვა? დიახ, იგი არ
არის ქმრისაგან თავისუფალი, ქმარი კი – მისგან, სწორედ ამის გა-
მო არიან ორივენი ასეთი კარგები და ბედნიერები. ყბედობა თავი-
სუფლებაზე ‒ მტკნარი “ სიცრუეა და სხვა არაფერი.
მეორე დღეს ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ვილი რეკავდა.
‒ ნახევარი საათის შემდეგ გამოგივლით. ჩვენ უკვე ვისაუზმეთ,
– უთხრა მან.

სკოლის მთავარი შენობა წითელი აგურით ნაშენები, განკერ-


ძოებით მდგარი თეთრსვეტებიანი კოლონისტური ნაგებობა იყო.
მისგან ცოტა მოშორებით მოსწავლეთა საერთო საცხოვრებლები ‒
ძველი ხის სახლები იდგა. ხშირი ხეები, სპორტული მოედნები.
ისინი კიბეს აუყვნენ და სააქტო დარბაზში შევიდნენ, სადაც მშობ-
ლებსა და მოსწავლეებს უვვე მოეყარათ თავი. მაგიდასთან, გულ-
თბილად მომღიმარი ხნიერი ქალი ახალბედების რეგისტრაციას
აწარმოებდა. მან ბილის ფერადი ჟეტონი გადასცა, რომელიც პიჯა-
კის ლაცკანზე უნდა მიებნია, ჯერ მოზრდილი ბიჭების ჯგუფს მიუბ-
რუნდა და გასძახა: „დევიდ კროფორდ!“ თვრამეტიოდე წლის სათ-
ვალიანი ჭაბუკი სასწრაფოდ მაგიდას მიუახლოვდა,
– უილიამ, – წაიჩურჩულა გრეთჰენმა, რომელიც შვილსა და დე-
ვიდს უკან მისდევდა, – თავდაპირველად ვერც კი მივხვდი, ის ქალი
ვის მიმართავდა.

349
‒ სრული სიმართლეა, უილიამ, ‒უფროსკლასელის ავტორიტე-
ტული ხმით კვერი დაუკრა კროფორდმა. – მუდამ მზად ვარ გემსა-
ხურო. შენი ბარგი სადაა? წამოდი, გაგაცილებ.
‒ უილიამ,–წაიჩურჩულა გრეთჰენმა, – თავდაპირველად ვერც
კი მივხვდი, ის ქალი ვის მიმართავდა.
– ეს კარგი ნიშანია, –– უპასუხა ებოტმა. – სკოლაში რომ მიმა-
ბარეს, ყველანი ერთმანეთს მხოლოდ გვარებით მივმართავდით.
მაშინ ჯარში წასაყვანად გვამზადებდნენ.
ბილისათვის განკუთვნილი ოთახი სულ ერთი ბეწო იყო. შიგ ორი
საწოლი, ორი პატარა საწერი მაგიდა და ტანსაცმლის ორი კარადა
იდგა.
‒ შენი ოთახის მეზობელი უკვე ჩამოვიდა. ჯერ არ გაგიცვნია? ‒
შეეკითხა კროფორდი.
‒ არა,– უპასუხა ბილიმ ისეთი დინჯი, მისთვისაც კი უჩვეულო კი-
ლოთი, რომ გრეთჰენმა ანაზდად სრულიად უსუსურად იგრძნო თა-
ვი: შვილის ცხოვრება უკვე მასზე აღარ იყო დამოკიდებული.
ზარი ჩამოკრეს. მოსწავლეებს სადილად უხმობდნენ.
– უილიამ, სასადილო მთავარ შენობაშია, სადაც რეგისტრაცია
მიმდინარეობდა, – უთხრა კროფორდმა, – ახლა კი, თუ შენ წინააღ-
მდეგი არ იქნები, ხელების დასაბანად წავალ. დაიმახსოვრე: თუ გა-
გიჭირდა, იმ წუთას მე მითხარი, – წელში გამართული და თავაზი-
ანი, ფერადი ფლანელის კოსტუმში გამოწყობილი დევიდი დერე-
ფანში გავიდა ფეხზე სამი წლის მანძილზე სკოლაში ტარებისაგან
შელახული თეთრი ჩექმები ეცვა.
‒ ჩანს, ძალზე სიმპათიური ბიჭი უნდა იყოს. – თქვა გრეთჰენმა.
‒ ვნახოთ, თქვენ რომ წახვალთ, მაშინ როგორი იქნება, – შენიშ-
ნა ბილიმ.
– აბა, უკვე სადილად წასელის დროა, – უთხრა ებოტმა.
– სასადილომდე გამოგყვებით, – ბანი მისცა გრეთჰენმა. გული
ყელში ებჯინებოდა, მაგრამ ბილის თვალწინ ხომ არ ატირდებოდა.
სანამ მთავარ შენობასს მიუახლოედებოდნენ, გრეთჰენი შეჩერ-
და. დამშვიდობების დროც მოვიდა, მას კი არ სურდა ბილის

350
მშობლებისა და მოსწავლეების თანდასწრებით დამშვიდობებოდა.
ბილიმ დედას ხელი მოხვია და სასწრაფოდ გადაკოცნა. ქალმა გა-
ღიმებაც კი შესძლო, შემდეგ ბიჭმა მამას ხელი ჩამოართვა.
– გმადლობთ, რომ ჩამომიყვანეთ, – უთხრა მან, მობრუნდა და
სკოლის შენობისაკენ მიმავლ საფეხურებს დინჯი ნაბიჯებით აუყვა,
სხვა ბიჭების ჯგუფში შეერია და თვალს მიეფარა. გამხდარი, აწოწი-
ლი ბავშვური სხეული სამუდამოდ დაუსხლტა დედოაბრივ მზრუნვე-
ლობას, რათა იმ მამაკაცთა საკრებულოს შეერთებოდა, რომლებ-
საც ახლა მხოლოდ შორიდანღა მისწვდებოდათ დედების ხმები,
ერთ დროს აგრერიგად რომ ამშვიდებდა, უნანავებდა, ხიფათისაგან
იცავდა.
გრეთჰენი შვილს თვალცრემლიანი მისჩერებოდა. ვილიმ ქალს
მხარზე ხელი მოხვია და ორივენი, ერთმანეთის მიმართ გამოჩენი-
ლი სითბოს გამო უზომოდ მადლიერები, მანქანისაკენ უხმოდ გაემ-
ართნენ. ქალი წინ იჯდა და დაძაბული სულ პირდაპირ იყურებოდა,
ანაზდად რაღაც უცნაური ხმები შემოესმა. ვილიმ მანქანა ერთბაშად
დაამუხრუჭა. იგი სლუკუნებდა და თავის შეკავებას არც კი ცდილობ-
და; პოდა, გრეთჰენმაც აფრები აუშვა, მისკენ გადაიწია და ორივენი
ერთმანეთს გადაეხვივნენ, ისინი ბილის. მისტიროდნენ, მის მომა-
ვალს, თავიანთ თავს, თავიანთ სიყვარულს, ყველა შეცდომას, გაფ-
რენილ, უიღბლო ცხოვრებას.

–მე ყურადღებას ნუ მომაქცევთ, – უმეორებდა რუდოლფს ფო-


ტოაპარატაკიდებული ქალიშვილი, როცა გრეთჰენი და ჯონ ჰიტი
მანქანიდან გადმოვიდნენ, სადგომს ჩაუარეს და იმ ადგილს მიუახ-
ლოედნენ, სადაც უზარმაზარი პლაკატის ქვეშ წარწერით „კოლდერ-
ვუდი“, რუდოლფი იდგა. იმ დღეს პორტ-ფილიპის ჩრდილო გარეუ-
ბანში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნებოდა ‒ ამ რაიონს გრეთჰენი
ჩინებულად იცნობდა, რადგანაც ბოილანის მამულისაკენ მიმავალი
გზა სწორედ მასზე გადიოდა.

351
გრეთჰენსა და ჯონის გახსნის ცერემონიალზე დააგვიანდათ,
იმიტომ რომ ჰიტი მხოლოდ შესვენების შემდეგ განთავისუფლდა,
ჯონი ყოველნაირად ცდილობდა გამოესწორებინა თავისი დანაშაუ-
ლი გრეთჰენის წინაშე, როგორც დაგვიანების, ასევე რესტორანში
ამასწინდელი საუბრის გამო და პორტ-ფილიპში ჩასვლამდე თით-
ქმის აღადგინეს კიდეც თავიანთი მეგობრული ურთიერთობა. მანქა-
ნაში უმეტესად ჯონი ლაპარკობდა, მაგრამ არც საკუთარ თავზე და
არც გრეთჰენზე სიტყვა არ დასცდენია. იგი სულ წვრილად და აღფრ-
თოვანებით უხსნიდა ქალს, როგორ გახდა რუდოლფი წარჩინებუ-
ლი მენეჯერი და მეწარმე. ჯონის თქმით, თანამედროვე წარმოების
რთულ მექანიზმში რუდოლფი მისი ხნის სხვა ბიზნესმენებზე ბევრად
უკეთ ერკვეოდა.
და და ჯონი რომ დაინახა, რუდოლფმა ფართოდ გაიღიმა და მათ
შესახვედრად გაემართა. ადამიანი, რომელიც მილიონებს ატრია-
ლებდა, აქციების პაკეტებით ჟონგლიორობდა, სადაზვერვო კაპიტა-
ლს განაგებდა, გრეთჰენისათვის უბრალოდ ძმა იყო, მზემოკიდებუ-
ლი, ლამაზი, ჩინებულად შეკერილ სადა კოსტუმში გამოწყობილი
ახალგაზრდა კაცი და გრეთჰენი კვლავ გააოცა იმან, თუ რა სხვა-
დასხვანაირები იყვნენ მისი ძმა და მისი ქმარი. ჯონის ნაამბობიდან
იგი მიხვდა, რომ რუდოლფი კოლინზე ბევრად უფრო მდიდარი გახ-
ლდათ და ურიცხვ ადამიანზე იმ რეალურ უფლებამოსილებას, რაიც
რუდოლფის ხელში იყო მოქცეული, კოლინი სიზმრადაც ვერ იხი-
ლავდა – და მაინც, მიუხედავად ამისა, კოლინს მოკრძალებულს
მშობელი დედაც კი ვერ უწოდებდა. რა წრეშიც არ უნდა მოხვედრი-
ლიყო, ყველასაგან გამოირჩეოდა. თავი მედიდურად ეჭირა, ყოყო-
ჩობდა, მტერს ადვილად გაიჩენდა ხოლმე.
რუდოლფი კი, რომელ საზოგადოებაშიც გინდათ, ყველგან
ახლობელ კაცად მიაჩნდათ და ლმობიერი მიმართვითა და დამოკა-
დებულებით ყველას გულს ადვილად ინადირებდა.
‒ ჩინებულია,– ამბობდა რუდოლფის გვერდით ჩაცუცქული გო-
გონა და თან სურათს სურათზე იღებდა.

352
‒იქნებ? მომეციო, გაგაცნოთ, – მიუბრუნდა მას რუდოლფი– ეს
ჩემი დაა, მისის ბერკი, ჩემი კოლეგა ჰიტი, ეს კი... ა-ა-ა- მისს...
ღვთის გულისათვის, მაპატიეთ.
– პრესკოტი. შეგიძლიათ, უბრალოდ ჯინი დამიძახოთ. გეთაყვა,
ყურადღებას ნუ მომაქცევთ, – ქალიშვილმა მორცხვად გაიღიმა და
წელში გასწორდა. იგი დაბალი ტანისა იყო, სწორი, გრძელი წაბ-
ლისფერი თმა კეფაზე თავისუფლად შემოეხვია. სახე ჭორფლიანი
ჰქონდა, კოსმეტიკის ნატამალიც არ ეცხო, მხარზე გადაკიდებული
სამი ფოტოაპარატისა და ფირებით გატენილი მძიმე ჩანთის მიუხე-
დავად, მსუბუქად და თავისუფლად დააბიჯებდა.
რუდოლფს ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ, ხელს ართმევ-
დნენ, ულოცავდნენ, აღფრთოვანებულები ეუბნებოდნენ, ქალაქს
დიდი საქმე გაუკეთეო. იგი მორიდებით იღიმებოდა, „მიხარია, ყვე-
ლაფერი რომ მოგეწონათო“, – პასუხობდა, ამასთანავე ბრწყინვა-
ლე მეხსიერებას წარმოაჩენდა, ყველას სახელით მიმართავდა, მის
პრესკოტი კი წამდაუწუმ ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა.
– ეტყობა, დღეს აქ მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, – შენიშნა
გრეთჰენმა.
– თითქმის, – უპასუხა რუდოლფმა და თან დასძინა: – ვიღაცამ
მითხრა, ტედი ბოილანიც კი ჩამოვიდაო. ალბათ, ვნახავთ, – მან დას
ყურადღებით გადახედა.
– ტედი ბოილანი, – გაიმეორა გრეთჰენმა სრულიად გულგრი-
ლად, – ის კიდევ ცოცხალია?
‒ ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ. მე თვითონ დიდი ხანია
აღარ შევხვედრივარ. ერთი წუთით აქ დამელოდეთ, დირიჟორს უნ-
და მოველაპარაკო. ძველ მელოდიებს რაღაც იშვიათად უკრავენ.
იგი უკან დაბრუნდა ერთ ტანკანარ, ძალიან მიმზიდველ, თეთრი ტი-
ლოს გახამებულ კაბაში გამოწყობილ ქერა გოგონასთან და გაოფ-
ლიანებულ, დასრესილ, ზოლებიან კოსტუმში ჩაცმულ მელოტ მამა-
კაცთან ერთად. კაცი რუდოლფზე უფროსი იქნებოდა.

353
– ვირჯინია კოლდერვუდი, ჩემი ბოსის უმცროსი ქალიშვილი
გახლავთ, – წარუდგინა რუდოლფმა ქალიშვილი, ‒ გრეთჰენ, შენ
უთუოდ გახსოვს ალბათ ბრედფორდ ნაიტი?
– აბა მოიგონეთ, კოლეჯის დამთავ·რების მემდეგ რუდისთან ერ-
თად თქვენთან რომ ჩამოვედი და მთელი ღვინო დაგილიეთ? – შე-
ახსენა ბრედმა. ·
გრეთჰენსაც მაშინვე გაახსენდა: ყოფილი სერჟანტი ოკლაჰომუ-
რი აქცენტით, მის ბინაში განურჩევლად ყველა ქალს რომ ეარშიყე-
ბოდა. აქცენტი უკვე ისე აღარ ეტყობოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყო-
ფილ სერჟანტს თავზე თმა სცვიოდა.
ქალს ისიც გაახსენდა რომ რამდენიმე წლის წინათ რუდოლფმა
იგი უიტბიში მიიწვია და კოლდერვუდის უნივერმაღში დირექტორის
თანაშემწედ დანიშნა. რუდოლფს მოსწონდა ეს კაცი, თუმც ახლა ნა-
იტის შემყურე ქალი, ვერა და ვერ მიმხვდარიყო რითი იზიდავდა იგი
მის ძმას. რუდოლფი ეუბნებოდა, ბრედ ნაიტი ჭკვიანიაო, ადამიანებ-
თან შეხმატკბილებული და ყველა ბრძანებას ზეღმიწევნით ზუსტად
ასრულებსო. ·
– რასაკვირველია, მახსოვხართ, ბრედ, – მიმართა გრეთჰენმა,
– ამბობენ, შეუცვლელი კაციაო.
– ნუ მარცხვენთ, მემ, – უპასუხა ნაიტმა.
– ჩვენ ყველანი შეუცვლელები ვართ, -- გაიღიმა რუდოლფმა.
– ყველანი არა, – სერიოზულად შეეკამათა ქალიშვილი, ისე
რომ რუდოლფისათვის თვალი არ მოუშორებია, გრეთჰენი მიხვდა
მისი თვალების გამომეტყველებას.
ქალიშვილის გარდა ყველას გაეცინა. საბრალო, გაიფიქრა
გრეთჰენმა. მაგისთანა თვალებით სჯობს ვინმე სხვას შეხედოს.
‒ მამათქვენი სადღაა? – შეეკითხა რუდოლფი ვირჯინიას, – მინ-
და ჩემი და გავაცნო.
‒ შინ წავიდა, – უთხრა ქალიშვილმა. -- მერის სიტყვაში რაღაც
არ ეჭაშნიკა, მერი სულ თქვენზე ლაპარაკობდა, ის კი არ უხსენებია.
‒ უბრალოდ, აქ დავიბადე და, როგორც ჩანს, მერს ეს თავის დამ-
სახურებად მიაჩნია, ‒ გაიხუმრა რუდოლფმა.

354
– და კიდევ იცით რა არ მოეწონა, აი ის, სურათებს მარტო თქვენ
რომ გიღებთ, – ვირჯინიამ ხელი მის პრესკოტისაკენ გაიშვირა, რო-
მელსაც რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია და დაძაბული მათ ჯგუფს
სურათს უღებდა. – გირჩევნიათ დაურეკოთ და დაამშვიდოთ.
– მოგვიანებით დავრეკავ, თუ დრო მექნა,–უდარდელად უპასუ-
ხა რუდოლფმა. ‒ ჰო, მართლა, ერთი საათის შემდეგ ყველანი ვიკ-
რიბებით, გვინდა სადმე დასალევად წავიდეთ. იქნებ თქვენცა და
ბრედიც შემოგვიერთდეთ.
– ხომ იცით, ბარებში ჩემი გამოჩენა არ შეიძლება,–თქვა ვირ-
ჯინიამ.
‒ წავიდეთ, ვირჯინია, ‒ უთხრა ნაიტმა, – ფორთოხლის შუშხუ-
ნაზე დაგპატიჟებ, მამაშენის ფირმა სტუმრებს უფასოდ რომ სთავა-
ზობს.
ვირჯინია ნაიტს ძალზე უხალისოდ დაეთანხმა.
– იგი მისი ოცნების მამკაცი რომ არ არის, სრულიად ნათელია,
– თქვა გრეთჰენმა და თვალი გააყოლა.
‒ ბრედთან ამაზე კრინტი არ დასძრა, – უთხრა რუდოლფმა, სიზ-
მარშიც კი იმას ხედავს, ცოლად როგორ შეირთოს, მათ ოჯახში ფეხი
როგორ შედგას და ახალი იმპერია დააარსოს. როგორაა საქმე,
მივდივართ თუ არა დასალევად?
– ვშიშობ, უარი უნდა გითხრათ, – გრეთჰენმა საათს დახედა, –
რეაზე კოლინმა უნდა დამირეკოს და ოტელში რომ არ დავხვდე,
ძალზე გაჯავრდება. ჯონი, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, ახლავე რომ
გავემგზავროთ?
– თქვენს განკარგულებაში ვარ, მემ, – თავაზიანად უპასუხა კაც-
მა,
თავისი ნომრის კარს რომ აღებდა, ტელეფონის ზარის თავგამო-
დებული წკრიალი შემოესმა, კალიფორნიიდან რეკავდნენ, მაგრამ
კოლინი კი არა, სტუდიის დირექტორი რეკავდა, დღეს პირველ სა-
ათზე კოლინი საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპარ. მისი ქმა-
რი უკვე ნახევარი დღეა ცოცხალი აღარ იყო, მან კი ამის შესახებ
არაფერი იცოდა...

355
თანაგრძნობისათვის დირექტორს მშვიდად მადლობა გადაუხა-
და, ყურმილი დაკიდა და დიდხანს მარტოდღდმარტო იჯდა ნომერ-
ში, შუქს არ ანთებდა

თავი მეორე

1960 წელი

გაისმა სავარჯიშო მატჩის უკანასკნელი რაუნდის მაუწყებელი


გოგის ხმა და შულცმა მიაძახა: „ეცადე, უფრო მეტად ბაგირთან მი-
იმწყვდიო, ტომი“, მოკრივე, ვისაც კუელსი ხუთი დღის შემდეგ უნდა
შეხვედროდა, განთქმული იყო იმით, რომ მოწინააღმდეგის ბა-
გირთან მიყენება იცოდა და ტომასს, როგორც სპარინგ-პარტნი-
ორს, მისი სტილისათვის უნდა მიებაძა, მაგრამ კუელსის ბაგირთან
მიყენება ასე ადვილი საქმე როდი იყო. სწრაფი და მოუხელთებელი
მოკრივე რინგზე თითქმის ცეკვავდა, ხელებით ელვის სისწრაფით
მუშაობდა და მოწინააღმდეგეს მოკლე, ზუსტ დარტყმებს აყენებდა,
მომავალი მატჩი მთელი ქვეყნისათეის ტელევიზიით უნდა ეჩვენები-
ნათ და მასში მონაწილეობისათვის კუელსი ოცი ათასს იღებდა, ტო-
მასს კი, როგორც მის სპარინგ–პარტნიორს, ექვსასი დოლარი ერ-
გებოდა. უფრო ნაკლების გადახდასაც აპირებდნენ, მაგრამ შულ-
ცმა, რომელიც ორივე მოკრივის მენეჯერი იყო, მატჩის ორგანიზა-
ტორებს გასაქანი არ მისცა. შეხვედრას ფარულად მაფია აფინანსებ-
და, მაფიოზებს კი ქველმოქმედება როდი იტაცებთ.
ტყავის მუზარადს ქვემოდან კუელსის გაბოროტებული და
ბრტყელი სახე ტომასს ცივი, გამორეცხილი თვალებით მისჩერებო-
და, როცა კუელსი ტომასსთან ვარჯიშობდა, ბაგეზე მუდამ დამცინა-
ვი ღიმილი უთამაშებდა, თითქოსდა ტომასთან ერთად ერთ რინგზე

356
ყოფნაც კი აბსურდი იყო და სხვა არაფერი, ტომასთან ვარჯიშის
მთელი ხნის განმავლობაში კუელსს მისთვის ხმა ერთხელაც არ გა-
უცია. არც კი მისალმებია. ვითარებაში ტომასს მხოლოდ ერთი რამ
ანუგეშებდა,‒კუელსის ცოლთან რეგულარულად ეძინა და გულში
ედო ერთ მშვენიერ დღეს ეს ამბავი კუელსისათვის მოეხსენებინა.
სპარინგ-პარტნიორებს შეხვედრის მთავარი მონაწილისათვის
ტრავმების მიყენების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ სავარჯიშო მატ-
ჩის უკანასკნელი რაუნდი მიმდინარეობდა და ტომასი, რომელიც
მოსალოდნელ სასჯელზე სულ არ ფიქრობდა, ჯიქურ უტევდა, რათა
ერთი, ლაზათიანი დარტყმა მაინც მიეყენებინა და არამზადა იატაკ-
ზე დაეგდო. კუელსი გულისნადებს მიუხვდა და ბაგეზე კიდევ უფრო
მედიდური ღიმილი დაეფინა. იგი ერთბაშად განზე გადგებოდა
ხოლმე, ტომასის დარტყმებს პაერშივე იგერიებდა და მიზნამდე
მიღწევის საშუალებას არ აძლევდა.
რაუნდმა ისე ჩაიარა, იგი არც კი გაოფლიანებულა, სხეულზე ერ-
თი დალილავებული ადგილი არ ჰქონდა, თუმცა ტომასი მთელი
ორი წუთის განმავლობაში გამუდმებით ცდილობდა „წატანებოდა“.
‒ კრივის გაკვეთილის ფული უნდა გადამიხადო, უსაქმურო, ‒ უთ-
ხრა კუელსმა, გონგმა რომ ჩამოჰკრა,
– იმედი მაქვს, პარასკევს სიცოცხლეს გამოგასალმებენ, ჩალის
ფასად ღირებულო, ‒ უპასუხა ტომასმა, ბაგირზე გადაძვრა და სა-
აბაზანოსაკენ გაეშურა, კუელსმა კი ერთხანს სახტუნელაზე იხტუნა-
ვა, რამდენიმე ტანვარჯიშული ილეთი გააკეთა, მსუბუქ საწვრთნელ
მსხალთან წაივარჯიშა. ეს არამზადა არასდროს არ იღლებოდა,
თავდავიწყებით მუშაობდა და ამაზე ეტყობოდა, რომ საბოლოოდ
საშუალო წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული და ბანკში ანგა-
რიშზე ერთი მილიონი არ ასცდებოდა.
ტომასმა შულცს კონვერტში ჩადებული ორი რაუნდის გასამრჯე-
ლო–ორმოცდაათი დოლარი გამოართვა. სწრაფად გაარღვია თავ-
მოყრილი ხალხი და ლას-ვეგასის პაპანაქება სიცხეში გარეთ გამო-
ვიდა. თეატრის კონდიციონერების სიგრილის შემდეგ ისეთი არაბუ-
ნებრივი და ავის მომასწავებელი სიცხე იდგა, თითქოსდა ვიღაცა

357
მეცნიერი-მანიაკი ქალაქს ცეცხლს განგებ უკიდებდა, რათა ყველა-
ზე მტანჯველი საშუა ლებით აღეგავა იგი პირისაგან მიწისა.
ვარჯიშის შემდეგ ტომასს წყურვილი კლავდა, გავარვარებული
ქუჩა გადაჭრა და რომელიღაც დიდ ოტელში შევიდა, ვესტიბიულში
გრილოდა, იქაურობა ჩამობნელებული იყო. კლიენტების მოლო-
დინში ძვირადღირებული მეძავები წინ და უკან ბოლთასა სცემდნენ,
ხანშიშესული მანდილოსნები სათამაშო ავტომატებთან ატუზული-
ყენენ, მან გვერდზე ჩაუარა მაგიდებს, სადაც რულეტს ატრიალებ-
დნენ და კამათელს აგორებდნენ, ბარში შევიდა და ლუდი შეუკვეთა.
ამჟამად წონა ნორმაზე აქვს, შულციც ახლო-მახლო არ არის, ესე
იგი, ყვირილს არავინ დაიწყებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც კუელსი გა-
მოჩნდა, ჩემპიონის ტიტულის ეს ნამდვილი პრეტენდენტი, შულცმა
იგი უკვე ფეხებზე დაიკიდა.
ტომასმა ლუდი კიდევ დალია, წამოდგა და გასასვლელისაკენ
გაემართა, მაგრამ წუთით შეჩერდა, უნდოდა დაენახა კამათელს
როგორ აგორებდნენ. დიდი თანხა ტრიალებდა. ჯიბიდან ფულიანი
კონვერტი ამოიღო და კოჭი იყიდა, რამდენიმე წუთის შემდეგ მთე-
ლი ფულიდან მხოლოდ ათი დოლარიღა დარჩა და იმდენი ჭკუა კი
ეყო, რომ თამაში მაშინვე შეწყვიტა.
იგი ერთ გაუბედურებულ სასტუმროში დაბრუნდა. კუელსი ფეშე-
ნებტლურ ოტელ „სენდზში“ ცხოვრობდა, სადაც კინოვარსკვლავები
ჩამოდიოდნეწ. მისი ცოლი დილიდან საღამომდე აუზის ნაპირას იწ-
ვა და მზეზე შავდებოდა, მაგრამ ნახევარ საათს მაინც ყოველთვის
მოიხელთებდა ხოლმე, რათა ჩუმ-ჩუმად ტომასთან შეერბინა, ვნე-
ბიანი ბუნებისა ვარო, უხსნიდა იგი ტომასს, კუელსი კი ცალკე იძი-
ნებს, რადგან სერიოზული მოკრივეა და მნიშვნელოვან მატჩზე უნდა
გამოვიდესო. ტომასი სერიოზული მოკრივე უკვე აღარ იყო და მნი-
შენელოვანი მატჩები აღარ მოელოდა, ასე, რომ შეეძლო, თავის თა-
ვისათვის ყველაფრის უფლება მიეცა. სასტუმროში ტერეზას ბარათი
დახვდა, მაგრამ არც კი გაუხსნია. ისედაც იცოდა მისი შინაარსი –
ფულის გამოგზავნის მორიგი მოთხოვნა იყო. ტერეზა ამჟამად მუშა-
ობდა და მასზე მეტსაც შოულობდა, მაგრამ აბა იმას რა დააოკებდა.

358
სამუშაოდ რომელიღაც ღამის კლუბში მოწყობილიყო, სიგარეტ-
ებს ყიდიდა, კურტუმს იქნევდა და თან ხალხს ჯერჯერობით კანონით
დაშვებულ ზღვარამდე გამიშვლებულ ფეხებს აჩვენებდა. გულუხვ
გასამჯელოსაც იღებდა. მან განაცხადა, შინ ბავშვთან ჯდომა, როცა
ქმარი დღენიადაგ მოგზაურობს, ყელში ამომივიღა და საკუთარი კა-
რიერის გაკეთება მსურსო, მისთვის ღამის კლუბში სიგარეტებით
ვაჭრობა ერთგვარ შოუს წარმოადგენდა. ვაჟიშვილი თავიდან მო-
იშორა, დასთან გააგდო ბრონკსში და მაშინაც კი, როცა ტომასი ნიუ-
იორკში ჩამოდიოდა, შინ მხოლოდ დილის ხუთ-ექვს საათზე ბრუნ-
დებოდა, ჩანთა ოცდოლარიანი ქაღალდებით ჰქონდა გამოტენი-
ლი. ღმერთმა უწყის, ამ ფულს რა გზით შოულობდა, მაგრამ ტომასს
ეს ამბავი უკვე სრულებით აღარ აღელვებდა.
იგი თავის ნომერში ავიდა და საწოლზე წამოწვა, უნდა მოეფიქ-
რებინა ათ დოლარად მომავალ პარასკევამდე თავი როგორ გაეტა-
ნა. კუელსის ამასწინანდელი დარტყმებისაგან ლოყებზე კანი ეწვო-
და, ოთახში კონდიციონერი თითქმის არ მუშაობდა და სიცხისაგან
ტომასი ოფლად იღვრებოდა.
მან თვალები დახუჭა და ღრმა, არაჯანსაღ ძილს მისცა თავი.
სიზმრად საფრანგეთს ხედავდა, იქ ჩაიარა მისი ცხოვრების საუკე-
თესო ხანამ, ჰოდა, ხშირად ესიზმრებოდა ხმელთაშუა ზღვის პირას
გატარებული ის მოკლე პერიოდი, თუმცა ეს ყველაფარი თითქმის
ხუთი წლის წინათ იყო და მოგონებათა ბრწყინვალებას უკვე ყავლი
გასვლოდა,
გაიღვიძა, მაგრამ სიზმრიდან მაინც ვერ გამორკვეულიყო, რო-
ცა ზღვა და შენობები სადღაც გაუჩინარდნენ და გონების თვალს ჩა-
მოშორდნენ, ლას-ვეგასის უბადრუკი სასტუმროს დამსკდარ კედ-
ლებს გადახედა და მძიმედ ამოიოხრა.
ლაჟვარდოვან სანაპიროზე ლონდონის მატჩზე მოპოვებული
გამარჯვების შემდეგ ჩამოვიდა. სულ ადვილად გაიმარჯვა, მომდევ-
ნო მატჩი კი, რომელზედაც შულცი მოელაპარაკა, ერთი თვის შემ-
დეგ პარიზში უნდა გამართულიყო და ნიუ-იორკში ასეთი მოკლე

359
ხნით დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა. ტომასი ლონდონში ერთ მარ-
ჯვე გოგონას გადაეყარა, რომელმაც უთხრა, კანში ერთი ჩინებული,
მყუდრო სასტუმრო ვიციო და რადგანაც გამარჯვების შემდეგ ტო-
მასს თავის სიცოცხლეში პირველად ჰქონდა ბევრი ფული, თანაც
წარმატება თავში ავარდნოდა და ეგონა, ევროპაში ნებისმიერ მოკ-
რივეს ერთი ხელით გავაგორებო, ორი დღით გოგონასთან ერთად
კანში გასხლტა. ორ დღეს ათი დღე მოჰყვა. სასოწარკვეთილი შულ-
ცი დეპეშებს უგზავნიდა, ტომასი კი პლაჟზე ეგდო, ბევრს ჭამდა,
იქაური ვარდისფერი ღვინის შეყვარებაც მოასწრო და წონაში ზედ-
მეტი თხუთმეტი გირვანქაც მოიმატა. როგორც იქნა ჩააღწია პარიზს,
მაგრამ ფრანგმა მოკრივემ რინგზე კინაღამ სული ამოხადა ტომასი
თავის სიცოცხლეში პირველად ჩავარდა ნოკაუტმი და მოულოდნე-
ლად გამოირკვა, რომ ევროპაში შეჯიბრზე უკვე კაცი აღარ ეპატიჟე-
ბოდა. წინა მატჩში აღებული მთელი ფული ლონდონელ მარჯვე გო-
გონას დაახარჯა, რომელსაც სხვა ღირსების გარდა, ძვირფასეულო-
ბისადმი სიყვარულიც ახასიათებდა, ნიუ-იორკში რომ მიფრინავ-
დნენ, შულცს მისთვის ხმა არ გაუცია.
ფრანგმა მოკრივემ ტომასს ისეთი რამ დააკარგვინა, რასაც უკვე
ვეღარასოდეს დაიბრუნებდა, ახლა მატჩებს სულ უფრო და უფრო
იშვიათად სთავახობდნენ და გაცილებით ნაკლებსაც უხდიდნენ.
იწვა ახლა დასრესილ ლოგინში, დახუთულ ოთახში და ამაზე
ფიქრობდა. ანაზდად დიდი ხნის წინ ოტელ „უორიკში“ ძმის ნათქვა-
მი გაახსენდა. თუ რუდოლფი მის კარიერას თვალს ადევნებდა, ახ-
ლა ალბათ თავის გულზვიად დაიკოს ეტყოდა: „წინასწარ გავაფ-
რთხილე, ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა“.
წავიდეს ერთი, მიმიფურთხებია ძმისათვის.
ვინ იცის, ეგებ შემდეგში ისევ შეესხას ფრთები და ბრწყინვალე
გამარჯვებაც მოიპოვოს. კვლავ დაიწყებენ მის გარშემო ტრიალს და
წარსული დიდებაც დაუბრუნდება. ხომ შემთხვევიათ ასეთი რამ სხვა
მოკრივეებს, მასზე გაცილებით უფროსებსაც კი.

360
ამ აზრმა ტომასს გუნება გამოუკეთა. ის იყო ქვევით ჩასვლას და
ბოლო ათი დოლარით კამათელის ყიდვას აპირებდა, ტელეფონმა
დარეკა.
კორა რეკავდა, კუელსის ცოლი. ყურმილში ისტერიულად, და-
რეტიანებულივით გაჰკიოდა: ‒ მან ყველაფერი იცის! ყვლაფერი
იცის! – იმეორებდა. ვიღაც ბოროტმა მსახურმა დაგვაბეზღა. კინა-
ღამ მომკლა, მგონი, ცხვირი ჩამიტეხა. გირჩევნია ქალაქიდან გაი-
ქცე, ახლავე! შენთან წამოვიდა, ღმერთმა უწყის, რას გიზამს, მერე
კი ისევ მე მომიბრუნდება! მაგრამ დაცდას სულაც არ ვაპირებ! უკვე
აეროპორტში მივემგზავრები. ბილეთს ავიღებ. გირჩევ, შენც ასე მო-
იქცე. შენ იმას არ იცნობ. ნამდვილი მკვლელია!
ტომასმა მის პანიკურ ჭყივილს ყური აღარ ათხოვა და ყურმილი
დადო. შემდეგ კართან მივიდა, მოსინჯა ღია იყო თუ არა. იგი ჩხუბს
თავს არასდროს არ აარიდებდა. ეს ახალი ამბავი კი, როგორც მოკ-
რივეს, უდიდეს სიამოვნებას ჰპირდებოდა, სასტუმროს პატარა ნო-
მერი მოწინააღმდეგეს კუთხე-კუთხე სირბილის საშუალებას არ მის-
ცემდა. ჰოდა, ვეღარც დარტყმებს აარიდებდა თავს.
მან ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, ელვა–შესაკრავი ბოლომდე შეიკ-
რა, ყელში რომ არ წვდომოდა, საყელო აიწია. წუთიც და დერეფნი-
დან ფეხის ხმა შემოესმა, შემდეგ კარი გაიღო და ოთახში კუელსი შე
ვარდა,
‒ სალამი, ‒მიესალმა ტომასი.
კუელსმა კარი მიიხურა და კლიტე გადააბრუნა.
‒ მე ყველაფერი ვიცი, ჯორდას, – უთხრა კუელსმა.
‒ რა იცი? ‒ მიამიტად შეეკითხა ტომასი, თან კუელსის ფეხებს
თვალს არ აშორებდა, მისი პირველი შემოტევა რომ არ გამოპარვო-
და.
–შენი და ჩემი ცოლის ამბავ
‒ ჰო... კი...კი... ‒თქვა ტომასმა, – ზოგჯერ მასთან მძინავს, ნუ-
თუ შენთვის ეს არ მითქვამს?
იგი მის თავდასხმას მომზადებული დახვდა და კინაღამ გაეცინა,
როცა კუელსმა, რინგის ამ დენდმა, დახვეწილი კრივის მიმდევარმა,

361
მარჯვენა ბრმად მოუქნია, ‒ეს გახლდათ გამოუცდელი ლაწირაკის
დარტყმა. ტომასსაც ეს უნდოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ დარტყმ-
ას თავი ადვილად აარიდა და პირდაპირ ახლო ბრძოლაზე გადავი-
და, რეფრენი გვერდით არ ჰყავდა და აბა, ვინ გააშველებდა. ტომასი
კუელსს ნეტარებით, გაშმაგებით ჟეჟავდა. ქუჩის ძველმა ჩხუბის-
თავმა, რომელმაც ყველა ილეთი ჩინებულად იცოდა, კუელსი კე-
დელთან მიიმწყვდია, ოდნავ უკან დაიხია და ერთი მაგარი აპერკო-
ტი დააკერა, მერე კვლავ დაიჭირა და კედელთან ატუზულს სულ
იდაყვები, მუხლები, თავი ურტყა. რომ არ დაცემულიყო, მარცხენა
ხელით ყელში წვდა, მარჯვენათი კი ცხვირპირი ამოუმტვრია. ბო-
ლოს, როცა უკან დაიხია, კუელსი გასისხლიანებულ ხალიჩაზე უგო-
ნოდ დაეხეთქა.
კარზე ბრახუნი დაიწყეს. შულცის ხმა გაიგონა. ტომასმა კარი
გააღო და შემოუშვა. შულცმა სიტუაცია ერთი თვალის შევლებით
გაისიგრძეგანა.
‒ ჩერჩეტო, ‒ უთხრა მან. – მისი ბნედიანი ცოლი ვნახე და ყვე-
ლაფერი მიამბო. მეგონა, მოგისწრებდით. შენ ბრწყინვალე მოკრი-
ვე ბრძანდები, ტომი, როცა ბრძოლა დახურულ კარში მიმდინარე-
ობს, ხომ ასეა? ფულის გულისათვის საკუთარ ბებიასაც ვერ გალა-
ხავ, უფასოდ კი მზად ხარ მთელი შენი სილამაზე და სიძლიერე წარ-
მოაჩინო, ‒ მან კუელსის უსიცოცხლო სხეულის წინ დაიჩოქა, გად-
მოაბრუნა, გახეთქილი შუბლი ყურადღებით დაათვალიერა, მერე
ხელისგული ნიკაპზე გადაუსვა. ‒ მგონი, ყბა ჩაუმტვრიე. ორი
იდიოტი! ახლა იგი რინგზე, ამ პარასკევს კი არა და, ოცდაათი პა-
რასკევის შემდეგაც ვეღარ გამოვა. ჰო, ეს ამბავი ზოგ-ზოგებს ძალზე
მოეწონებათ, ძალზე! ბიჭებმა ამ ცხენის გავაზე ცოტა ფული კი არ
დადეს. – შულცმა კუელსის უსიცოცხლო სხეულს ფეხი გაგულისე-
ბით წაჰკრა. – ო, როგორ გაუხარდებათ, როცა გაიგებენ, როგორ
მიჟეჟე. ჩემი რჩევაა: ახლავე, წუთი არ დაკარგო, ისე სასწრაფოდ გა-
ეცალე აქაურობას, სანამ ამას... ამ ქმარს საავადმყოფოში წავიყვან-
დე. შენს ადგილას რომ ვიყო, თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი,

362
ოკეანეს მივადგებოდი, ხოლო იქ რომ მივირბენდი, მაშინვე გადავ-
სერავდი და თუ სიცოცხლე მენდომებოდა, ერთ ათ წელიწადს აქეთ
პირს აღარ ვიზამდი, ჰო, მართლა, თვითმფრინავით არსად გაფრინ-
დე: როგორც კი ძირს ფეხს ჩამოდგამ, სადაც არ უნდა იყო, უკვე და-
დარაჯებული იქნებიან, რასაკვირველია, ვარდებით არ დაგხვდები-
ან.
– შენ რას მთავაზობ? ფეხით წავიდე? ‒ შეეკითსა ტომასი, ‒სულ
ათი დოლარი მაქვს.
‒მოდი, დერეფანშო გავიდეთ, —შულცმა შეშფოთებით დახედა
კუელსს, რომელიც ოდნავ შეირხა. საკეტიდან გასაღები გამოიღო
და დერეფანში რომ გავიდნენ, კარი გარედან დაკეტა· ‒შენ, რასაკ-
ვირველია, ტყვიებით დაცხრილვის ღირსი ხარ, მაგრამ რას იზამ,
ძალზე დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ და...– მან აქეთ-იქით ნერვიუ-
ლად მიიხედ-მოიხედა, შემდეგ საფულე ამოიღო, და ტომასს ფული
გაუწოდა: – აიღე,ჯიბეში ახლა მეტი არა მაქვს. ასორმოცდაათი დო-
ლარია, ჩემი მანქანა წაიყვანე, ქვეეით დგას, რენოს აეროპორტში
სადგომზე დატოვე, იქიდან კი ავტობუსით დასავლეთისაკენ გაემ-
გზავრე· მე ვიტყვი, რომ მანქანა მომპარე. ცოლთან არავითარ შემ-
თხვევაში კონტაქტი არ დაამყარო, მას თვალთვალს დაუწყებენ. მე
თვითონ დავურეკავ. ვეტყვი, გაიპარა და მისი ასავალ–დასავალი
კაცმა არ იცის ტყუილად ელოდები მისგან-მეთქი. არ ვხუმრობ, სას-
წრაფოდ გუდა-ნაბადი უნდა აიკრა და რაც შეიძლება, შორს გადაიხ-
ვეწო. აქ, შეერთებულ შტატებში, საღაც არ უნდა იყო, შენი სიცოც-
ხლე ბეწვზე ჰკიდია, – დაფიქრებულმა შულცმა ჭრილობებისაგან
დამახინჯებული წარბები შეიჭმუხნა·–უფრო საიმედო იქნება, თუ
რომელიმე გემზე დაიწყებ მუშაობას. ნიუ-იორკში- რომ ჩახვალ,
სასტუმრო “ეგეოსის მეზღვაურში“ შეიარე, იქ ქვეყნის ბერძენი მეზ-
ღვაური იყრის. თავს. ადმინისტრატორი იკითხე, რაღაც გრძელი,
ბერძნული სახელი ჰქვია, მაგრამ ყველა პეპის ეძახის. უთხარი, რომ
მე გამოგაგზავნე და ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სასწრაფოდ გა-
გიყვანოს ამერიკიდან. არაფერს არ გკითხავს. ოდესღაც, ომის

363
დროს სავაჭვრო ფლოტში ვმუშაობდი და დიდი დახმარება აღმოვუ-
ჩინე. შენი თავი ყველაზე ჭკვიანი არ გეგონოს, გულშიც კი არ გაივ-
ლო, რომ მოახერხებ სადმე ევროპაში ან იაპონიაში კრივით ფულის
შოვნას· ამ წუთიდან შენ უბრალო მეზღვაური ხარ. მორჩა და გათავ-
და, გასაგებია?
‒ გასაგებია, შულც, – უპასუხა ტომასმა.
‒ჰოდა, ამიერიდან შენი ასავალ-დასავალი აღარ მაინტერე-
სებს, ხომ მიხვდი?
– მივხვდი, – ტომასი თავისი ნომრის კარისაკენ გაემართა.
– სად მიდიხარ?! – შეაჩერა იგი შულცმა.
‒პასპორტი დამრჩა, იქნებ დამჭირდეს.
– სად დევს?
‒ ტუმბოს ზედა უჯრაში.
– აქ დამელოდე, – უთხრა შულცმა, მე თვითონ მოგიტან, – მან
კარი გააღო, ოთახში შევიდა და წუთის შემდეგ პასპორტითურთ
უკან დაბრუნდა. – აი, აიღე და მომავალში ეცადე, თავით იფიქრო და
არა იმით, კუელსის ცოლს რომ მოსწონს· ახლა კი, დაიკარგე აქე-
დან. უნდა ავდგე და ეს იდიოტი ხელახლა ნაწილ-ნაწილ ავაწყო.

364
თავი მესამე

ისინი მოლაპარაკებისამებრ ერთმანეთს თერთმეტ საათზე უნდა


შეხვედროდნენ, მაგრამ ჯინმა დარეკა და გააფრთხილა, რომ ცოტა
ხანს დააგვიანდებოდა·
რუდოლფმა უთხრა ‒ არა უჭირს რა, მაინც რამდენიმე ადგილას
უნდა დავრეკოო. შაბათი დილა იყო. მთელი კვირის განმავლობაში
იმდენი საქმე ჰქონდა, რომ დასთან დარეკა ვერ მოახერხა და სინ-
დისი ქენჯნიდა. დაკრძალვის შემდეგ კალიფორნიიდან რომ დაბ-
რუნდა, დას, როგორც წესი, კვირაში სულ ცოტა ორჯერ-სამჯერ მა-
ინც ურეკავდა. ნიუ-იორკში გადმოსახლება და თავის ბინაში ცხოვ-
რებაც შესთავაზა. ძირითადად ბინა მთლიანად გრეთჰენის განკარ-
გულებაში იქნებოდა რადგან კოლდერვუდმა კანტორის ნიუ-იორ-
კში გადმოტანაზე უარი განაცხადა, რუდოლფი ქალაქში თვეში ათი
დღე თუ ჩერდებოდა ხოლმე, მაგრამ გრეთჰენმა ჯერჯერობით კალი-
ფორნიაში დარჩენა ამჯობინა ბერკს ანდერძი არ დაუტოვებია ‒ ყო-
ველ შემთხვევაში, დღესდღეობით ვერავინ შესძლო მისი პოვნა, –
ჰოდა, ყოფილი ცოლი, სასამართლოს მეშვეობით, უძრავი ქონების
დიდ წილს მოითხოვდა და თან გრეთჰენის ბინიდან გამოსახლებას
ცდილობდა.
რუდოლფმა საქალაქთაშორისო საუბარი შეუკვეთა, პატარა სას-
ტუმრო ოთახში მაგიდას მიუჯდა და შეეცადა ბოლომდე ამოეხსნა
„ტაიმსში" მოთავსებული კროსვორდი, რომლის შევსება საუზმის
დროს ვერ მოახერხა.
მან ეს ავეჯიანი, უგემოვნოდ შეღებილი ლითონის უხეში სკამე-
ბით გაწყობილი ოთახი დროებით იქირავა. მისი მთავარი ღირსება
პატარა სამზარეულო იყო მაცივრითურთ, სადაც ყინული არასდროს
არ ილეოდა. რუდოლფს მოსწონდა თავისი ხელით კერძის მომზა-
დება და მარტო ჭამა, თან გაზეთს კითხულობდა. ზოგჯერ ჯინი შემო-
უვლიდა ხოლმე და ორი კაცისათვის საუხმეს მოამზადებდა. ღამე
არასგზით არ რჩებოდა და არც ეუბნებოდა რატომ.
ტელეფონი აწკრიალდა. რუდოლფმა ყურმილი აიღო, მაგრამ ეს

365
გრეთჰენი არ იყო. ყურმილში კოლდერვუდის ბებრული ხმა გაიგო-
ნა: ‒ რუდი,–უთხრა მან, როგორც ყოველთვის, ყოველგვარი თავა-
ზიანი წინასიტყვაობის გარეშე. – ამ საღამოს უიტბიში ხომ არ დაბ-
რუნდები?
‒ გულახდილად რომ გითხრათ. არ ვაპირებდი, მისტერ კოლ-
დერვუდ, – უპასუხს რუდოლფმა. – ამ დასვენების დღეებში აქ რა-
ღაც საქმეები მაქვს, ორშაბათს კი თათბირია დანიშნული და...
– სასწრაფოდ უნდა გნახო, ‒გაღიზიანებული კილოთი ჩაიზმუი-
ლა კოლდერვუდმა. რაც დრო გადიოდა, იგი უფრო და უფრო სულ-
სწრაფი და ფხუკიანი ხდებოდა.
– სამშაბათს დილით კანტორაში ვიქნები, მისტერ კოლდერვუდ.
არ შეიძლება ამ საქმის ორშაბათამდე გადადება?
– არა, არ შეიძლება. თანაც კანტორაში კი არა, ჩემს სახლში მინ-
და გნახო. – ხმა უკმეხი და დაძაბული·ჰქონდა·– ხვალ, ნავახშმევს
გელოდები.
– კეთილი, მისტერ კოლდერვუდ, ‒უპასუხა რუდოლფმა. კოლ-
დერვუდმა ყურმილი ისე დააგდო, არც კი გამომშვიდობებია.
რუდოლფმა ტელეფონს კუშტად გადახედა. კვირისათვის ფეხ-
ბურთის ორი ბილეთი ჰქონდა ნაყიდი, თავისთვის და ჯინისთვის,ახ-
ლა კი კოლდერვუდის სასწრაფო გამოძახების გამო, მატჩის გაცდე-
ნა მოუხდება, უკვე დროა, მოხუცი ლოგინში ჩაწვეს და მშვიდად გა-
ნუტევოს სული.
კვლავ ტელეფონი აწკრიალდა. ამჯერად გრეთჰენი რეკავდა.
ბერკის სიკვდილის შემდეგ, ყმაწვილქალობიდანვე გამორჩეული,
მისი ცოცხალი, წკრიალა და მელოდიური ხმა სადღაც გაქრა. ეტყო-
ბოდა, უხაროდა რუდოლფის ხმის გაგონება, მაგრამ ეს უნიათო სი-
ხარული იყო, ასე ელაპარაკებიან ავადმყოფები საავადმყოფოში
მათ მოსანახულებლად მოსულ ნაცნობებს.
დამ უთხრა, ყველაფერი წესრიგში მაქვს, კოლინის ქაღალდებს
ვარჩევ, უთვალავ სამძიმრებზე პასუხებს ვაგზავნი და იურისტებს ვე-
თათბირები მემკვიდრეობის საკითხებზეო. მადლობა გადაუხადა ჩე-
კისათვის, რუდოლფმა წინა კვირას რომ გაუგზავნა, თან დასძინა,

366
როგორც კი დავა მემკვიდრეობის თაობაზე მოწესრიგდებოდა, მა-
შინვე სრულად დაუბრუნებდა მთელ ფულს, ძმა წამდაუწუმ რომ უგ-
ზავნიდა.
– მაგაზე ნუ სწუხარ, ‒ უთხრა რუდოლფმა. – არაფრის დაბრუნე-
ბა არ არის საჭირო.
– რა კარგია, რომ დამირეკე, – განაგრძობდა გრეთჰენი, თით-
ქოს არ ესმოდა რუდოლფის ნათქვამი. – მე თვითონ ვაპირებდი და-
რეკვას, მინდოდა კიდევ ერთი რამ მეთხოვნა. გუშინ ბილის წერილი
მივიღე. ისეთი განწყობილებით იყო ნაწერი, რაღაც არ მომეწონა.
წერილში თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია, ვგერაფერში შე-
ედავები, მაგრამ ბილი ხომ საერთოდ ასეთია: პირდაპირ არასდროს
არ გეტყვის, რა აწუხებს. და მაინც ისეთი გრძნობა მაქვს, ბილი
სასოწარკვეთილი უნდა იყოს. იქნებ დრო მოიხელთო და ჩახვიდე
მასთან, გაარკვიო რაშია საქმე.
რუდოლფი შეყოყმანდა. საეჭვოა დისშვილი ისე იყოს მისდამი
კეთილად განწყობილი, რომ გული წრფელად გადაუშალოს. ვაითუ
სკოლაში მის მისვლას უარესი შედეგი მოჰყვეს.
კარზე ზარი დარეკეს.
‒ ერთი წუთით დღაიცადე, ‒ სთხოვა რუდოლფმა. ‒ ვიღაც მო-
ვიდა. – და სასწრაფოდ კარისაკენ გაეშურა,‒ ტელეფონით ვლაპა-
რაკობ,–უთხრა მან ოთახში შემოსულ ჯინს და კვლავ ყურმილი
აიღო. – ჰო, გრეთჰენ. მე ალბათ ასე მოვიქცევი: ხვალ დილითვე ჩა-
ვალ მასთან, წავიყვან სადმე სადილად და შევეცდები ყველაფერში
გავერკვე.
‒ სულ არ მინდა, რომ გაწუხებ, ‒ უთხრა გრეთჰენმა, – მაგრამ
ისეთი წერილია... ისეთი სევდიანი.
‒ უთუოდ უბრალო რაღაცაა. იქნებ, შეჯიბრზე მხოლოდ მეორე
ადგილი დაიკავა ან ალგებრის გამოცდახე ჩაფლავდა, ან კიდევ რა-
ღაც სხვა მიზეზია ამდაგვარი. ბავშვების ამბავი ხომ იცი.
‒ კი მაგრამ, ბილი რომ ასეთი არ არის,– უპასუხა გრეთჰენმა, მე
გეუბნები, სასოწარკვეთილია. – ეტყობოდა, ცრემლებს ძლივს იკა-
ვებდა.

367
– კარგი, ხვალ საღამოს დაგირეკავ, ჯერ ვნახავ და მერე დაგე-
ლაპარაკები,– შეპირდა რუდოლფი. ‒ შინ ხომ იქნები?
– ჰო ვიქნები.
მან ყურმილი ფრთხილად დაჰკიდა და წარმოიდგინა, როგორ
ელოდებოდა გამოცარიელებულ სახლში მისი და ტელეფონის ზა-
რის წკრიალს და თან დაღუპული ქმრის ქაღალდებს ჩაპკირკიტებ-
და. რეუდოლფმა თავი გაიქნია ‒ ამაზე ხვალ ვიფიქროთო· მერე
ჯინს გაუღიმა, რომელიც მაგარ ხისზურგიან სკამზე მოკრძალებით
იჯდა, ფეხებზე შალის წითელი წინდები და მოკასინები ეცვა. სადად
გადავარცხნილი, კეფის ოდნავ ქვემოთ შავი ხავერდით გადაკრული
თმა ზურგზე თავისუფლად ჩამოშლოდა. როგორც ყოველთვის, სახე
გეგონებოდათ საგულდაგულოდ დაუბანიაო. თვითონაც მთლად
მოსწავლეს ჰგავდა. გაკანჭული ტანი აქლემის ბეწვის ჩაფართხუნე-
ბულ სპორტულ პალტოში სულ აღარ მოუჩანდა.
ჯინი ოცდაოთხი წლისა გახლდათ, მაგრამ ამ წუთას თექვსმეტ
წელზე მეტს არ მისცემდით. აქ პირდაპირ სამუშაოდან მოსულიყო
და კართან იატაკზე დაუდევრად მიგდებული ფოტოაპარატები და
ფირებიანი ჩანთა იდო.
– ახლა ნამდვილი ბავშვი ხარ. ალბათ ერთი ჭიქა რძე და ღვეზე-
ლი უნდა შემოგთავაზო, – გაუღიმა რუდოლფმა.
– შეგიძლია, ცოტა უფრო მაგარი რამით გამიმასპინძლდე, დი-
ლის შვიდი საათიდან ფეხზე ვტრიალებ, ქუჩა-ქუჩა, დავეხეტები.
რუდოლფი ქალს მიაუხლოვდა და შუბლზე აკოცა. ჯინმა ღიმი-
ლით დააჯილდოვა.
ჯინი ვისკის წრუპავდა და თან საკვირაო „ტაიმსში“ სამხატვრო
გალერეების სიებს ათვალიერებდა. როცა რუდოლფი შაბათობით
თავისუფალი იყო, ისინი, ჩვეულებრიევ, მუზეუმებში დაიარებოდ-
ნენ. ქალი „კერძო“ ფოტოგრაფი გახლდათ და ხშირად ხელოვნები-
სადმი მიძღვნილი ჟურნალებისა და კატალოგთა გამომცემლების
შეკვეთებს ასრულებდა.
‒ მორგებული ფეხსაცმელი ჩაიცვი, – უთხრა ჯინმა, ‒ დღეს მთე-
ლი ქვეყანა უნდა შემოვიაროთ. – თავის ტანთან შედარებით, უჩვეუ-

368
ლოდ დაბალი და ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა.
‒ შენ ცხრა მთას იქით წამოგყვები, – გაეხუმრა.
ის-ის იყო გასვლა დააპირეს, ტელეფონმაც დარეკა. რუდოლფს
დედა ურეკავდა უიტბიდან ქალმა ისეთი ტონით წარმოთქვა მისი სა-
ხელი, რომ შვილი უმალვე მიხვდა, სასიკეთოს არაფერს ეტყოდა.
– რუდოლფ, არ მინდა კვირა დღე ჩაგიმწარო,–მერი დარწმუნე-
ბული იყო, იგი ნიუ-იორკში მხოლოდ იმიტომ ჩადიოდა, რომ დრო
ჩუმ-ჩუმად, უსირცხვილოდ ეტარებინა. – მაგრამ გათბობა არ მუშა-
ობს, ვიყინები, მკლავს ამ ნანგრევებში გამჭოლი ქარი,
სამი წლის წინათ რუდოლფმა უიტბის გარეუბანში ერთი ფერმე-
რის საკმაოდ მყუდრო, დაბალჭერიანიი მეთვრამეტე საუკუნის-
დროინდელი სახლი შეიძინა, მაგრამ დედამისი მას მხოლოდ და
მხოლოდ „ამ ძველ, ბნელ სარდაფს“ უწოდებდა ან კიდევ „გამჭოლი
ქარისაგან აკლებულ ნანგრევებს“.
– მარტა ვერაფრით დაგეხმარება? – შეეკითხა რუდოლ ფი. მარ-
ტა მოსამსახურე იყო და მათთან ერთად ცხოვრობდა: მთელ ოჯახს
ის ატრიალებდა, კერძს ამზადებდა და დედას უვლიდა; რუდოლფმა
იცოდა, რომ ასეთი სამუშაოსათვის მისთვის გაცილებით მეტი უნდა
გადაეხადა.
– მარტა! –აღშფოთებით ჩაიბუზღუნა დედამ. – მზად ვარ, ახლა-
ვე პანღური ამოეკრა,
‒ დედ...
‒ დიახ, დიახ. ვთხოვე, საქვაბეში ჩადი და ნახე, რა მოხდა-მეთქი,
ცივი უარი მტკიცა. – დედამ ხმას ნახევარი ოქტავით აუწია.–წარმო-
გიდგენია, თურმე სარდაფისა ეშინია! ამის ნაცვლად, ჭკუის სწავლე-
ბა დამიწყო, სვიტერი ჩაიცვითო. გარწმუნებ, რომ უფრო მკაცრად
უნდა ეპყრობოდე, ვეღარ გაბედავდა ასეთი რჩევა-დარიგებების მო-
ცემას, თვითონ ჩვენს ხარჯზე ისე ჩასუქდა, რომ ჩრდილო პოლუსზე-
დაც. არ გაიყინება, შინ რომ დაბრუნდები, თუ საერთოდ დაბრუნება
ინებე, გთხოვ ამ ქალს მოელაპარაკო.
– ხვალ დილით უიტბიში ვიქნები და მოველაპარაკები,– უთხრა
რუდოლფმა. მან შენიშნა, რომ ჯინი ღვარძლიანი ღიმილით მისჩერ-

369
ებოდა. აბა რა! მისი მშობლები სადღაც, შორს, შუაგულ დასავლეთ-
ში ცხოვრობდნენ და ორი წელია არც ენახა.– მანამდე ჩვენს კანტო-
რაში დარეკე, დღეს ბრეტ ნაიტი მორიგეობს. ჩემი თხოვნა გადაეცი,
იქნებ ვინმე ხელოსანი გამოგიგზავნოს.
– შენ ვერც კი წარმოიდგენ, აქ როგორ ცივა, –ენად გაიკრიფა
მერი, – ქარი ყველა ჭუჭრუტანიდან უბერავს, არ მესმის, რატომ არ
შეგვიძლია ნორმალური ადამიანებივით რიგიან, ახალ სახლში ვიც-
ხოვრთოთ.
ეს ძველი სიმღერა იყო და რუდოლფს პასუხის გაცემა საჭიროდ
არ მიაჩნდა. როცა დედა ბოლოს და ბოლოს მიხვდა,რომ იგი ბევრს
შოულობდა, უეცრად სიმდიდრისაკენ დაუოკებელი ლტოლვა აღეძ-
რა. შვილს ყოველთვიურად უნივერმაღიდან მისი ნავაჭრის ანგარი-
შები რომ მოსდიოდა, უნებლიედ შუბლს იკრავდა ხოლმე.
‒ მარტას უთხარი, სასტუმრო ოთახში ბუხარი დაანთოს და კარი
დაკეტოს, – ურჩია რუდოლფმა, ––მაშინვე ჩათბები
‒ მარტამ ბუხარი აანთოს! – გაიმეორა დედამ. – თუ იკადრა.
ხვალ ვახშმად შინ იქნები?
– არა მგონია. კოლდერვუდებთან უნდა მივიდე. – ეს ნახევრად
სიცრუე იყო: იქ ვახშმად დარჩენას სულ არ აპირებდა, მაგრამ მეხ-
ვედრით ნამდვილად უნდა შეხვედროდა. ასე იყო თუ ისე, დედასთან
ვახშმობა არ სურდა.
‒ კოლდერვუდი, კოლდერვუდი! ხანდახან მგონია. კიდევ ერ-
თხელ რომ გავიგონო მისი სახელი, ავდგები და დავიყვირებ-მეთქი.
– დედი, უნდა წავიდე, მელოდებიან, – უთხრა რუდოლფმა და
ყურმილს რომ კიდებდა, დედის ტირილი შემოესმა.
‒ დროა მოხუცები ლოგინში ჩაწვნენ და სიცოცხლეს გამოესალ-
მონ, – უთხრა მან ჯინს, – ჩქარა წავიდეთ, სანამ კიდევ ვიღაცამ არ
დარეკა.
კარი რომ მიიხურა რუდოლფმა სიხარულით შენიშნა, რომ ჯინმა
თავისი ფოტოაპარატები ოთახში დატოვა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ
იგი დღეს უკან დაბრუნდებოდა. წინასწარ მისი საქციელის ამოცნო-
ბა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ხანდახან, გასეირნების შემდეგ,

370
შინ ერთად მოდიოდნენ; თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ზოგ-
ჯერ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ტაქსს გამოიძახებდა
და თავის ბინას მიაშურებდა, რომელსაც ერთ გოგონასთან ერთად
ქირაობდა, ზოგჯერ გაუფრთხილებლად წაადგებოდა თავს, სწორედ
იმ დროს, როცა შეიძლებოდა სახლში სულ არ ყოფილიყო.
ჯინი თავისი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და ცხოვრობდა
ისე,ე როგორც ეპრიანებოდა. რუდოლფი მასთან სტუმრად ერთხე-
ლაც არ ყოფილა, ისინი ან აქ ან კიდევ რომელიმე ბარში ხვდებოდ-
ნენ ერთმანეთს. რატომ იყო მისთვის ეს ასე მოსახერხებელი, არ
ეუბნებოდა, ახალგაზრდობის მიუხედავად, თვითდარწმუნებული და
დამოუკიდებელი ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებდა. პორტ-ფი-
ლიპის სავაჭრო ცენტრის გახსნის დროს ჯინის გადაღებული ფოტო-
სურათების ნახვის შემდეგ, რუდოლფი დარწმუნდა, რომ იგი ძალზე
პროფესიულად მუშაობდა, გააოცა მიი ფოტოსურათების გაბედულ-
მა მანერამ, რასაც ისეთი მორცხვი ახალგაზრდა გოგონასაგან რო-
გორიც რუდოლფს იგი პირველი შეხვედრის დროს მოეჩვენა, ცოტა
არ იყოს, არ მოელოდა, ჯინი იმ დიაცთა კატეგორიას როდი მიეკუთ-
ვნებოდა, რომლებიც საყვარლებს თავისთ ბიოგრაფიის წვრილმა-
ნებით უმალვე თავს დააცხრებიან ხოლმე, რუდოლფმა მის შესახებ
ძალიან ცოტა რამ იცოდა, იგი რომელიღაც დასავლეთ შტატში დაი-
ბადა. მშობლებთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა.მისი უფროსი
ძმა ოჯახის კუთვნილ ფირმაში მუშაობდა, რომელიც, მგონი, წამლე-
ბის წარმოებას მისდევდა. ოცი წლისა იყო, კოლეჯი რომ დაამთავ-
რა. სოციოლოგიაში დასპეციალდა. ფოტოგრაფია ბავშვობიდანვე
იტაცებდა, თუ გსურს რამეს მიაღწიო, ნიუ-იორკში უნდა იმუშაოო,
სწორედ ამიტომ ჩამოვიდა ამ ქალაქში.
ცხოვრებაში სხვა მამაკაცებიც ჰყავდა. ამ თემაზე ენას როდი
ატარტარებდა· წინა ზაფხული საზღვაო კრუიზებს მიუძღვნა. გემების
სახელწოდებებს არ იტყობინებოდა. ევროპაშიც·ყოფილა· ერთ–ერ-
თი იუგოსლავური კუნძული მოსწონებია და კიდევ აპირებდა იქ გამ-
გზავრებას. ახალგაზრდულად იცვამდა და მოულოდნელი ფერების
შერჩევა უყვარდა, რაიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს სრულებით

371
არ ესადაგებოდა, მაგრამ თუ დააკვირდებოდით მაშინვე დარწმუნ-
დებოდით, რომ ისინი დიდებულად ავსებდნენ ერთურთს. ძვირფასი
ნივთები არ გააჩნდა და პირველი სამი შეხვედრის შემდეგ, რუდოლ-
ფი დარწმუნებული იყო, რომ მთელი მისი გარდერობი ზეპირად
იცოდა.
ჯინი კვირის „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილ კროსვორდებს მას-
ზე სწრაფად ხსნიდა. ხელწერა მამაკაცური ჰქონდა, დაუხუჭუჭებუ-
ლი. თანამედროვე მხატვრობა იტაცებდა, რომელიც რუდოლფს არ
ესმოდა. „ასეა თუ ისე, შენ მაინც დააკვირდი ამ სურათებს, – ეუბნე-
ბოდა .„იგი,– მოვა დრო და ბარიერი დაემხობა“· :
ეკლესიაში არ დაიარებოდა. კინოში ცრემლი არ ჩამოუვარდე-
ბოდა, ჯონ ჰიტმა მასზე არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა.
წვიმას ყურადღებას არ აქცევდა და საგანგებოდ დავარცხნილი
თმის დაშლას აინუნში არ აგდებდა. ამინდს ან ქუჩაში გადატვირ-
თულ მოძრაობას არასდროს არ უჩიოდა. არასდროს არ ამბობდა,
„მე შენ მიყვარხარ“.
‒ მე შენ მიყვარხარ, – უთხრა რუდოლფმა. – ისინი საწოლზე
გვერდიგვერდ იწვნენ და საბანი კისრამდე ამოეკეცათ.
საღამოს შვიდი საათი იყო და ოთახში ბნელოდა. მათ დღეს ოცი
სამხატვრო გალერეა შემოიარეს· რუდოლფის ცხოვრებაში არავი-
თარი ბარიერი არ დამხობილა. შემდეგ იტალიურ რესტორანში
ივახშმეს, რომლის მეპატრონე შალის წითელწინდებიანი გოგონე-
ბის მიმართ მტრულად სულაც არ იყო განწყობილი. სადილის დროს
რუდოლფმა უთხრა, ხვალ მასთან ერთად ფეხბურთზე წასვლას რომ
ვერ ახერხებდა და აუხსნა კიდეც, რატომ, ჯინმა მშვიდად მოუსმინა
და ბილეთები გამოართვა, ერთ ჩემს ნაცნობს წავიყვან, რომელიც
ერთ დროს „კოლუმბიას“ გუნდში ნახევარმცველად თამაშობდაო.
როცა ისინი ქალაქში დიდიხნის ხეტიალის შემდეგ შინ დაბრუნ-
დნენ, იგრძნეს, რომ ორივენი გაითოშნენ – დეკემბრის ისეთი სუს-
ხიანი დღე იდგა, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. რუდოლფმა ჩაიდა-
ნი შემოდგა და რომიანი ცხელი ჩაი დალიეს. შემდეგ ლოგინში ჩაწ-
ვნენ. ერთად თავს კარგად გრძნობდნენ.

372
‒ სწორედ ასეთი უნდა იყოს ზამთრის შაბათი საღამო ნიუ-იორ-
კში, ‒ თქვა ქალმა, ალერსით გულნაჯერები ერთმანეთის გვერდით
მშვიდად იწვნენ. ‒ ხელოვნება, სპაგეტი, ლოგინი.
‒ მე შენ მიყვარხარ, – უთხრა რუდოლფმა. – მინდა, ცოლად გა-
მომყვე.
წუთით ქალი გაყუჩდა, მერე გაიწია, საბანი გადაიგდო და ტანთ
ჩაცმა დაიწყო.
„ყველაფერი გავაფუჭე“, ‒ გაიფიქრა კაცმა.
‒ რა დაგემართა?
– ამ თემას დედიმობილა არასდროს არ განვიხილავ, ‒ სერიო-
ზულად უპასუხა ჯინმა.
რუდოლფს გაეცინა, მაგრამ სულაც არ ეცინებოდა. ნეტავ რამ-
დენჯერ უმსჯელია გათხოვებაზე ამ ლამაზ, თვითდაჯერებულ, ქცე-
ვის საკუთარი, იდუმალი წესების მქონე ქალიშვილს? და ნეტავ რამ-
დენ მამაკაცთან? წინათ ეჭვის ჭია გულს არასოდეს უღრღნიდა,
უსარგებლო, არარენტაბელური გრძნობაა.
იგი ლოგინიდან გამოძვრა და ტანთ სწრაფად ჩაიცვა. ჯინი სას-
ტუმრო ოთახში იჯდა და რადიომიმღებს ატრიალებდა. დიქტორების
ხმები მეტისმეტად მეგობრულად, თავაზიანად და ტკბილად ჟღერ-
დნენ. ასეთი ხმით ნათქვამ „მე შენ მიყვარხარს“ კაციშვილი არ და-
იჯერებდა.
‒ რამე დამისხი –უთხრა ქალმა ისე, რომ პირი არ მოუბრუნებია.
ვისკი დაუსხა. იგი მამაკაციფით სვამდა. რომელმა ყოფილმა
საყვარელმა მიაჩვია სმას?
–შენ რას იტყვი? ‒ კაცი მის წინ იდგა და გრძნობდა,რომ მდგომა
რეობა მის სასარგებლოდ არ ვითარდებოდა. იგი მათხოვარს ჰგავ-
და. საძინებლიდან ფეხშიშველი, უპიჯაკოდ გამოვიდა სულაც არ
ჰქონდა იმ მამაკაცის შესახედაობა, რომელიც ქალს ცოლობას
სთხოვს·
‒ თავზე ნამდვილი დომხალი გაქვს, – უთხრა ქალმა. – ასე გა-
ჩეჩილი უფრო სიმპათიური ხარ.
‒ შეიძლება სიტყვებშიაც დომხალი მაქვს? იქნებ ვერ გაიგე, საძ-

373
ინებელ ოთახში რა გითხარი?
– რატომაც არა, გავიგე. შენ გინდა ცოლად შემირთო.
– სრული ჭე შმარიტებაა.
‒ მოდი, კინოში წავიდეთ... აქ, კუთხეში, ერთი სურათი გადის,
რომელიც ძალიან მინდა ვნახო.
‒ თავს ნუ იძვრენ...
‒ ხვალ უკანასკნელად აჩვენებენ, შენ კი ხვალ აქ არ იქნები.
– პასუხს ველი.
‒ნასიამოვნები უნდა ვიყო? რა გაეწყობა, მართლაც ნასიამოვნე-
ბი ვარ, ახლა კი კინოში წავიდეთ.
– უარს თუ მეტყვი, მოვკვდები.
‒ დარწმუნებული ხარ? – თავჩაღუნული ქალი თავის ჭიქაში იყუ-
რებოდა და ვისკის თითით ურევდა. რუდოლფი მის კინკრიხოს და
ლამპის შუქზე მოელვარე მხრებზე დაფენილ თმას ხედავდა მხო-
ლოდ.
– დიახ.
– მართალი მითხარი?
– ნაწილობრივ, – უთხრა კაცმა. – ნაწილობრივ ვარ დარწმუნე-
ბული. ეს მე ნაწილობრივ მომკლავს.
ახლა ქალს გაეცინა.
‒ უკიდურეს შემთხვევაში, პატიოსანი ქმარი მაინც იქნები.
‒ პასუხს ველი, – არ ეშვებოდა რუდოლფი. ნიკაპზე ხელი წაავ-
ლო და აიძულა თვალი თვალში გაეყარა. ქალი შეშინებული და და-
ეჭვებული მისჩერებოდა, პაწაწა სახეზე მკვდრის ფერი ედო.
‒ ნიუ-იორკში რომ ჩამოხვალ, დამირეკე – უპასუხა მან.
– ეს პასუხი არ არის, – შენიშნა რუდოლფმა.
– ერთი მხრივ – პასუხია, უნდა მოვიფიქრო.
‒ რატომ?
‒ იმიტომ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რომ სატრაბახო სრულები-
თაც არ არის და ახლა მინდა ავწონ-დავწონო, როგორ მოვიქცე,
რომ კვლავ ჩემი თავის პატივისცემა შევძლო.
‒ ისეთი რა ჩაიდინე? – რუდოლფი დარწმუნებული არ იყო, რომ

374
სიმართლის გაგება სურდა.
‒ შენ რომ გაგიცანი, რომანი მქონდა. ეს რომანი დღემდე
გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობ: „ნეტავ რა
არის ეს? ჩემ სიცოცხლეში პირველად მძინავს ორ მამაკაცთან!“
ისიც ცოლობას მთხოვს·
– იმიტომ არ მეპატიჟებოდი არა, სტუმრად? შენთან ცხოვრობს?
– არა,
– მაგრამ ხომ მოდიოდა? ‒ გაკვირვებულმა რუღოლფმა შენიშ-
ნა, რომ ამ ამბავმა გული მწარედ დაუკოდა და მაინც ჭრილობის
გაღრმავებას ცდილობდა.
– იცი რა გმატებდა განსაკუთრებულ მიმზიდველობას? ‒ უთხრა
ჯინმა. – ის, რომ თავში მეტისმეტად დარწმუნებული იყავი და ამი-
ტომ არავითარ შეკითხვებს არ მაძლევდი. თუ სიყვარული შენზე ცუ-
დად მოქმედებს, უმჯობესია არავინ შეიყვარო.
– რა საძაგელი დღეა,–ჩაიბურტყუნა რუდოლფმა.
‒ აი ხომ ხედავ, ყველაფერი გადაწყდა კიდეც. – ჯინი ადგა და ჭი-
ქა მაგიდაზე ფრთხილად დადგა. – კინო გადაიდო.
რუდოლფი შესცქეროდა, პალტოს როგორ იცვამდა, თუ ახლა წა-
ვიდა, გაიფიქრა მან, ვეღარასოდეს ვეღარ ვნახავ. იგი ჯინს მიუახ-
ლოვდა, მოეხვია და აკოცა.
– ცდები. კინო არ გადაიდო.
ქალმა გაუღიმა, მაგრამ ბაგე უკანკალებდა, თითქოს გაღიმება
უჭირდა.
– მაშინ სასწრაფოდ ჩაიცვი. ვერ ვიტან, როცა დაწყებაზე ვაგვი-
ანებ.

მეორე დილით, როდღესაც მანქანა ნაწვიმარ გზატკეცილზე


მიჰყავდა, რუდოლფი ბილიზე კი არ ფიქრობდა, ვისთანაც ახლა მი-
ემგზავრებოდა, არამედ ჯინზე. ისინი კინოში შევიდნენ. ცუდი სურა-
თი გამოდგა. მერე მესამე ავენიუზე ერთ პატარა დუქანში ივახშშეს
და ისეთ რამეებზე ლაპარაკობდნენ, რაც არცერთს არ აინტერესებ-
და; ახლად ნანახ ფილმზე, სხვა ფილმებზე, სპექტაკლებზე, წიგნებ-

375
ზე, საჟურნალო სტატიებსა და პოლიტიკურ ჭორებზე. ეს იყო საუბა-
რი უცნობ ადამიანებს შორის, შეუღლებაზე და სამი ადამიანის
სიყვარულზე ლაპარაკს გაურბოდნენ. ჩვეულებრივზე მეტს სვამ-
დნენ. ბიფშტექსი რომ მიირთვეს და ბოლოს თითო სირჩა კონიაკი
დააყოლეს, რუდოლფმა შვებით ამოისუნთქა, ქალი ტაქსში ჩასვა,
თვითონ კი შინ ფეხით გაეშურა, მოუსვენრად ეძინა, ხოლო როცა
გაეღვიძა, გუმინდელი საღამო და დღევანდელი საქმეები გაახსენ-
და, ფანჯრის მიღმა დეკემბრის ჭუჭყიანი წვიმა კვირა დილის სრუ-
ლიად შესაფერის გაფორმებად მიიჩნია.
მან მანქანა სკოლის მთავარ შესასვლელთან გააჩერა, ძირს ჩა-
მოვიდა და გაუბედავად მიიხედ-მოიხედა. არ იცოდა დისწული სად
მოეძებნა, იქვე, შორიახლო მდგარი სამლოცველოდან ახალგაზ-
რდული ხმები მოისმოდა, ხმაშეწყობილად მღეროდნენ: „წინ, წინ,
წადი, ქრისტეს მხედრიონო“.
„კვირა დღე, საეკლესიო წირვაზე აუცილებელი დასწრება“, ––
გაიფიქრა მან, ნუთუ კერძო სკოლებს ასეთი რამ აქამდე შემორჩათ?
როცა იგი ბილის ტოლი იყო, ყოველ დილით აიძულებდნგნ ამერი-
კის შეერთებული შტატების დროშის წინ თავი დაეხარა და ერთგუ-
ლების ფიცი დაედო. აი. უფასო სკოლის უპირატესობა – ეკლესია
სახელმწიფოსგან გამოყოფილია.
მის გვერდით დიდებული „ლინკოლნ-კონტინენტალი“ გაჩერდა.
ძვირადღირებული სკოლა. აქ ამერიკის მომავალი მმართველები
იზრდებოდნენ. თვითონ „შევროლეთი“ ჩამოვიდა. საინტერესოა,
რას იტყოდნენ მასზე მასწავლებელთა წრეში, მოტოციკლით რომ
ჩამოსულიყო, რომელიც დღემდე შენახული აქვს, მაგრამ ახლა მეტ-
წილად გარაჟში უსაქმოდ უყენია, „ლინკოლიდან“ მედიდური შესა-
ხედაობის, ელეგანტურ ლაბადაში გამოწყობილი მამაკაცი გადმო-
ვიდა, მისი თანამგზავრი ქალი მანქანაში დარჩა. კაცს მიხვრა-მოხ-
ვრაზე ეტყობოდა, რომ, სულ ცოტა, რომელიმე კომპანიის პრეზი-
დენტი მაინც უნდა ყოფილიყო – ლოყებღაჟღაჟა, ენერგიული, კარგ
სპორტულ ფორმაში. რუდოლფმა უკვე კარგახანია ისწავლა ამ ტი-
პის ხალხის გამოცნობა.

376
‒ დილა მშვიდობისა სერ, – მიესალმა რუდოლფი მედიდური ავ-
ტომატის ისეთი ხმით, ჩვეულებრივ, კომპანიების პრეზიდენტებს
რომ მიმართავდა ხოლმე. – ხომ ვერ მეტყვით, „სილიტოუ-ჰოლი“
სად არის?
‒ დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა,–ალერსიანად გამოე-
პასუხა კაცი. ფართოდ გაიღიმა და თავისი მშვენიერი, ხუთიათას
დოლარად ღირებული ხელოვნური კბილები გამოაჩინა. – ახლავე
მიგასწავლით. ჩემი შვილი შარშან სწორედ იქ ცხოვრობდა. აი იქ.–
მან ხელი დაახლოებით ოთხას იარდს იქით მდგარი კოტეჯისაკენ
გაიშვირა. შეგიძლიათ მანქანით მიხვიდეთ. ისევ ამ გზას დაადექით.
სიბნელეში ჩაძირული კოტეჯის ზღურბლს რომ გადააბიჯა, რუ-
დოლფმა ოთხი წლის, ცისფერ კომბინეზონში გამოწყობილი გოგო-
ნა დაინახა, სამთვლიანი ველოსიპედით ფართო ჰოლში დასეირ-
ნობდა. გოგონას გარშემო მორბენალმა სეტერმა ყეფა ატეხა, რუ-
დოლფი, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა. ვაჟთა სკოლაში ოთხი წლის
გოგონას ნახვას არ მოელოდა.
კარი გაიღო და ჰოლში სანდომიანი, მრგვალსახიანი ახაგაზრდა
ქალი შემოვიდა.
‒ გაჩუმდი, ბონი, ‒ უბრძანა მან ძაღლს და რუდოლფს გაუღიმა.
– ნუ გეშინიათ, არ იკბინება. თქვენ ვისი მამა ბრძანდებით?
– მამა არ გახლავართ, – უპასუხა კაცმა. ‒ მე ბილი ებოტის ბიძა
ვარ, დღეს დილით დაგირეკეთ.
სასიამოვნო მრგვალ სახეზე უცნაური გამომეტყველება აღებეჭ-
და. თანაგრძნობა?... ეჭვი?... შვება?...
‒ დიახ, დიახ, თქვენ გელოდებოდით. მე მილი ფერვეზერი ვარ,
უფროსი აღმზრდელის მეუღლე. ბიჭი საცა სამლოცველოდან დაბ-
რუნდება. ჩვენთან ხომ არ შემობრძანდებით, რამეს ხომ არ და-
ლევთ?
– არ მინდა შეგაწუხოთ, ‒ უთხრა რუდოლფმა, მაგრამ მაინც
უკან გაჰყვა
სასტუმრო ოთახი ფართო იყო და მყუდრო: ძველი ავეჯი, უთვა-
ლავი წიგნი...

377
‒ ჩემი ქმარიც სამლოცველოშია,–აუწყა მისის ფერვეზერმა, მე
მგონი, სადღაც ცოტაოდენი ხერესი უნდა მქონდეს. – მეორე ოთახი-
დან ბავშვის ტირილის ხმა შემოეს ათ.– ჩემი უმცროსი შვილი თავს
მახსენებს, – თქვა მან და რუდოლფს სასწრაფოდ სირჩა ხერესით
შეუვსო. – მაპატიეთ, ახლავე დავბრუნდები. ‒ ქალი გავიდა და ტი-
რილიც მაშინვე შეწყდა. რომ შემობრუნდა, თმა გაისწორა და ხერე-
სი თავისთვისაც დაისხა, – დაბრძანდით.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ამ ქალის შემყურე რუდოლფმა
გულში გაივლო, რომ მისის ფერვეზერი, რომელმაც ბილი სულ რამ-
დენიმე თვის წინათ ნახა, ახლა მას გაცილებით უკეთ იცნობდა, ვიდ-
რე თვითონ, აქ დისშვილის დასახსნელად ჩამოსული.
– ბილი ძალიან კარგი ბიჭია, - როგორც იქნა, სიჩუმე დაარღვია
მისის ფერვეზერმა. ‒ ისეთი ლამაზი, თავაზიანი, ჩვენ აქ თავზეხე-
ლაღებულებიც გვყვანან, ამიტომ ვაფასებთ იმათ, ვინც კარგად იქ-
ცევა.
– დედამისი ძალიან ღელავს... ‒ წამოიწყო რუდოლფმა.
– მართლა? – მისი რეაქცია მეტისმეტად სწრაფი იყო. ეს იმას
ნიშნავს, რომ მარტო გრეთჰენი როდია შეშფოთებული.
– ამ კვირას შვილის წერილი მიიღო. რასაკვირველია, დედებმა
გაზვიადება იციან.., მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ბი-
ლი სასოწარკვეთილია, ‒ აზრი არ ჰქონდა ამ აშკარად წინდახედუ-
ლი და კეთილად განწყობილი ქალისათვის თავისი ჩამოსვლის მი-
ხეზის დაფარვას···–სიტყვა „სასოწარკვეთილება“ პირადად მე გადა-
მეტებული მეჩვენა, მაგრამ მაინც ჩამოვედი, რომ გავიგო რაშია საქ-
მე. დედამისი კალიფორნიაში ცხოვრობს და..: – იგი შეყოყმანდა. –
საერთოდ, ახლახან გათხოვდა, მეორედ.
‒ ო, ჩვენს სკოლაში ამით ვერავის გააკვირვებთ, – რამდენია
ჩვენი მოსწავლეების მშობლები განქორწინებული და მეორედ და-
ქორწინებული.
‒ მისი ქმარი ამ რამდენიმე თვის წინ დაიღუპა.
‒ აი, რა ყოფილა, – თანაგრძნობით წარმოთქვა მისის ფერვე-
ზერმა.–ო, რა უბედურებაა, იქნებ ბილიც იმიტომ...

378
მან სათქმელი ბოლომდე არ დაამთავრა.
‒ თქვენც შენიშნეთ, რომ ბილის რაღაც ემართება? – შეეკითხა
რუდოლფი.
– ალბათ, უმჯობესი იქნება ამაზე ჩემს ქმარს ესაუბ როთ. – მან
ხელი მოკლედ შეკრეჭილ თმაზე გაუბედავად გადაისვა, – ეს, რო-
გორც ამბობენ, მას ეხება.
‒ მე ვიცი, თქვენ ისეთს არაფერს მეტყვით, თქვენი მეუღლე რომ
არ დაგეთანხმოთ, ‒ შენიშნა რუდოლფმა. მას ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ ქმრის არყოფნაში ქალი ისეთი დაძაბული არ იქნებოდა და
სკოლას ქომაგად არ დაუდგებოდა, თუ სკოლა იყო რამეში დამნაშა-
ვე. – ცუდი ნიშნები აქვს? ან იქნებ რომელიმე ბიჭი რატომღაც დას-
ცინის?
‒ არა,– უპასუხა მისის ფერვეზერმა და მეორე სირჩა ხერესი და-
უსხა, – კარგად მეცადინეობს და, ჩემი აზრით, სწავლა სრულებითაც
არ უჭირს. ჩვენ ბავშვებსს არასდროს არ მივცემთ ერთმანეთის და-
ცინვის უფლებას, უბრალოდ... – მან მხრები აიჩეჩა, – იგი არაჩვეუ-
ლებრივი ბიჭია. მე და ჩემი ქმარი ვცდილობდით მივმხვდარიყავით
რა იყო მიზეზი, მაგრამ ამაოდ, იგი... იგი ძალიან გულჩათხრობი-
ლია, არავისთან კონტაქტი არა აქვს – არც ბავშვებთან, არც მასწავ-
ლებლებთან. მისმა მეზობელმა, იმან, ვინც მის ოთახში ცხოვრობს,
გვთხოვა სხვა კოტეჯში გადაგვეყვანა...
‒ ხომ არ ჩხუბობენ?
‒არა, ‒უარის ნიშნად თავი გაიქნია მისის ფერვეზერმა, ‒ გვარწ-
მუნებს,რომ ბილი საერთოდ არ ელაპარაკება. არასოდეს! არაფერ-
ზე! იგი ფაქიზად ალაგებს ოთახში თავის ნაწილს, გაკვეთილებს და-
ნიშნულ დროს ამზადებს, ერთი საყვედური არ წამოსცდება, მაგრამ
როცა გამოელაპარაკებიან, ან „ჰოს“ ამბობს ან „არას“. მორჩა და
გათავდა. ფიზიკურად კარგადაა განვითარებული, მაგრამ თამაშებ-
ში არასდროს არ მონაწილეობს. შაბათობით სპორტულ შეჯიბრებე-
ბს ვაწყობთ, სხვა სკოლებს ვეჯიბრებით და ბავშვები სტადიონზე იკ-
რიბებიან,ის კი ზის თავის ოთახში და კითხულობს...–მისის ფერვეზ-
ერს ხმა ახლა ისეთივე შეშფოთებული ჰქონდა, როგორც გრეთჰენს.

379
‒ მოზრდილი რომ იყოს, ალბათ ვიფიქრებდი, მელანქოლია თუ
სტანჯავს მეთქი.. მესმის, ამით ვერაფერს ახსნი... – მან დამნაშავე-
სავით გაიღიმა...–ეს სიმპტომების აღწერაა და არა დიაგნოზი, მაგ-
რამ ეს ერთადერთი დასკვნაა, რომელიც მე და ჩემმა ქმარმა გამო-
ვიტანეთ· თუ თქვენ შესძლებთ, უფრო გარკვევით გაიგოთ, როგორ
შეიძლება სკოლა დაეხმაროს, დიდ მადლობას მოგახსენებთ.
‒ შეიძლება ბილის ოთახში შევიდე? – შეეკითხა რუდოლფი. – იქ
·დაველოდები.– იქნებ ოთახში რაიმემ მიმანიშნოს, ბიჭთან როგორ
მოვიქცე?
– სიამოვნებით, მესამე სართულზეა, უკანასკნელი კარი, მარ-
ცხნივ.
გეგონებოდათ ოთახი შუაში უხილავი კედლით გადაუტიხრი-
ათო. ერთ მხარეს – ფირფიტებით ავსებული, დასრესილი საწოლი.
ძირს, იატაკზე წიგნების გროვა, კედლებზე ვიმპელები, ქალიშვილე-
ბისა და სპორტსმენების ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოსურათე-
ბი. მეორე მხარეს საგულდაგულოდ გასწორებული საწოლი, სრუ-
ლიად შიშველი კედლები. საწერ მაგიდაზე ორი ფოტოსურათი:
გრეთჰენისა და ბერკისა. გრეთჰენი სურათზე კალიფორნიაშია გა-
დაღებული, თავის სახლში, შეზლონგში ხის, ბერკის ფოტოსურათი
კი, რომელიღაც ჟურნალიდან იყო ამოჭრილი. ვილი ებოტის ფოტო
მაგიღაზე არ იდო.
თუ განსაკუთრებული სიფაქიზე ყმაწვილური ნევრასთენიის და-
მახასიათებელ ნიშანთვისებად მიაჩნიათ, მაშინ ბილი ნამდვილი
ნევრასთენიკი უნდა ყოფილიყო. რუდოლფს გაახსენდა როგორი
ფაქიზი იყო თვითონაც ამ ასაკში, არანორმალურად მას კაციშვილი
არ თვლიდა.
მიუხედავად ამისა, ოთახმა მასზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება
დატოვა. მას არ უნდოდა ბილის მეზობელთან შეხვედრა, ამიტომ
ძირს ჩამოვიდა და კოტეჯის შესასვლელთან აისვეტა. მზე ახლა უფ-
რო კაშკაშებდა, სამლოცველოდან ჯგუფ-ჯგუფად ბრუნდებოდნენ
დაბანილ–დავარცხნილი ბავშვები და ანაზდად თითქოს სადღაც გა-
იფანტა საპატიმროსეული ბურუსი, რამაც რუდოლფი თავდაპირვე-

380
ლად უსიამოდ გააოცა. ბიჭები გაცილებით უფრო მაღლები იყვნენ,
ვიდრე რუდოლფის კლასელები მათ ასაკში. ამერიკელები სიმაღ-
ლეში მიდიან. რასაკვირველია, ყველა თვლიდან, რომ ეს კარგის
მომასწავლებელი ნიშანი იყო, მაგრამ არის კი ასე– ისინი უფრო ად-
ვილად დაგიწყებენ ზევიდან ყურებას, მეგობარო.
ბილის მან თვალი შორიდან ჰპკიდა, მხოლოდ ბილი მოაბიჯებდა
მარტოდმარტო. ნელა მოდიოდა, ლაღად, თავი მაღლა აეწია, არც
გამომწვევი და არც უსიამო შესახედაობა არა ჰქონდა. რუდოლფს
გაახსენდა, მისი ხნისა როგორ ხვეწდა სიარულს, ცდილობდა მხრე-
ბი არ შეეტოკებინა და მსუბუქი, შეპარული ნაბიჯებით ევლო, რომ
თავის ტოლებზე უფროსი და კოხტა ჰგონებოდათ.
– გამარჯობა, რუდი, ‒ კუშტად მიესალმა ბილი. ‒გმადლობთ,
ჩემს სანახავად რომ ჩამოხვედი.
– საღამოს უიტბიში უნდა ვიყო, – უთხრა რუდოლფმა, ‒ჰოდა,
გადავწყვიტე, გზად შენთან შემომევლო, რათა ერთად გვესადილა.
ბილი გულცივად შეჰყურებდა და რუდოლფს ეჭვი არ ეპარებო-
და: ბიჭმა იცოდა, რომ ეს ვიზიტი შემთხვევითი არ იყო.
– აქ სადმე, ახლომახლო, ერთი რიგიანი რესტორანი არ მოიძებ-
ნება? ‒შიმშილით ეკვდები.
– ამას წინათ მამამ სადილად საკმაოდ კარგ ადგილას წამიყვანა·
‒ როდის?
– ერთი თვის წინ. გასულ კვირას კვლავ ჩამოსვლას აპირებდა,
მაგრამ მერე მომწერა, რომ ბოლო წუთებში იმ კაცს, რომელიც, ჩვე-
ულებრივ, მანქანას აძლევს ხოლმე, ქალაქიდან სასწრაფოდ გამ-
გზავრება მოუხდა.
შესაძლებელია, ებოტის ფოტოსურათი თავდაპირველადმაგი-
დაზე გრეთჰენისა და კოლინის სურათების გვერდით იდო, გაიფიქ-
რა რუდოლფმა: ალბათ ბილიმ ამ წერილის შემდეგ მოაშორა იქაუ-
რობას,
– ვინმე ხომ არ უნდა გააფრთხილო, რომ სადილად ბიძაშენთან
ერთად მიდიხარ?
‒ მე არავინ არ უნდა გავაფრთხილო,–ცივად უპასუხა ბილიმ.

381
რუდოლფმა მხოლოდ ახლაღა მიაქცია ყურადღება იმას, რომ
ბავშვები სიცილითა და ხუმრობით მიაბიჯებდნენ მათ გვერდით, ბი-
ლი კი არავის ხმას არ სცემდა, მასაც არავინ უახლოვდებოდა. „რო-
გორც ჩანს, ყველაფერი მართლაც ისეა, როგორც გრეთჰენი ფიქ-
რობს. ‒ გაიფიქრა მან. ‒ შეიძლება,უფრო უარესადაც“.
‒ მაშინ, წავიდეთ გზას შენ მაჩვენებ – რუდოლფმა მხრებზე ხე-
ლი მოხვია, მაგრამ დისშვილს, თითქოს ეს აინუნშიაც არ ჩაუგდია.
‒ მე ვიცი, რატომ არ ათხოვა იმ კაცმა მამაჩემს მანქანა, –უთხრა
ბილიმ და ბიფშტექსი გადასანსლა. – წინა გზობაზე, მანქანის სად-
გომიდან რომ გამოდიოდა, ხეს დაეჯახა და ფრთა შეუჭეჭყა. სადი-
ლობამდე სამი ჭიქა მარტინი და ლია, სადილის შემდეგ კი ორი სირ-
ჩა კონიაკი და ერთი ბოთლი ღვინო.
რა დაუნდობელია ახალგაზრდობა. რუდოლფს უხაროდა, ახლა
წყალს რომ სვამდა.
– რა იცი, იქნება მამა რატომღაც ცუდ გუნეზახე იყო. ‒ უთხრა მან
ბიჭს. აქ იმიტომ კი არ ჩამოსულა, რომ მამა-შვილს შორის არსებულ
სიყვარულს ძირი გამოუთხაროს.
– ალბათ. იგი ყოველთვის რატომღაც ცუდ გუნებაზეა, – შენიშნა
ბილიმ და ჭამა განაგრძო, მამამისს ჭამის მადაზე სულ არ ეტყობო-
და, რამე თუ აწუხებდა.
‒ სკოლაში კარგად იკვებებით? ‒ შეეკითხა რუდოლფი ისე, უბ-
რალოდ, გაჭიანურებული პაუზა რომ დაერღვია.
‒ საკმაოდ.
‒ ბავშვები როგორი არიან?
‒ არა უშავთ რა. თუმც... არც ისეთი კარგები არიან, მეტისმეტი
ტრაბახი უყვართ: ზოგი ამბობს, მამაჩემი დიდი ვინმეა, თვით პრეზი-
დენტთან სადილობს და რჩევა-დარიგებებს აძლევს, ქვეყანა რო-
გორ მართოსო, ზოგი ზაფხულში არდადეგებზე სადმე კი არა, ნიუ-
პორტში უნდა გაემგზავროს, ზოგს საკუთარი საჯინიბო აქვს, ერთი
ბიჭის მშობლებმა კი ოცდახუთი ათასი მეჯლისზე მიაფშვნეს მისი და
რომ სრულწლოვანი გახდა...
– ასეთ დროს შენ რაღას ამბობ?

382
‒ გაჩუმებული ვარ. – ბილი ბიძას მტრულად მიაჩერდა. – რა უნ-
და ვთქვა? ის, რომ მამაჩემი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და უკა-
ნასკნელი სამი წლის განმავლობაში სამჯერ დაითხოვეს სამსახური-
დან? ან იქნებ ისა, რომ სადილის შემდეგ მანქანას მშვენივრად და-
ატარებს? – ეს ყველაფერი დიდი კაცივით დინჯი და ჩვეულებრივი
ტონით წარმოთქვა.
– შენ შეგეძლო მამინაცვალზე გეამბნა რამე.
‒ იმაზე რა უნდა მეამბნა? უკვე აღარ არის. ცოცხალიც რომ
იყოს, მთელ სკოლაში ექვსი ყმაწვილიც არ მოიძებნება, ვისაც მისი
სახელი გაგონილი ჰქონდეს. იმათ, ვინც პიესებს წერს ან კინოს იღე-
ბს, ისინი სულელებად თვლიან.
– მასწავლებლებზე რაღას იტყვი? – შეეკითხა რუდოლფი, გულ-
ში იმედი ჰქონდა, რომ ბილის სკოლაში რამე მაინც მოსწონდა.
– იმათთან რა ხელი მაქეს?– უპასუხა ბიჭმა და შემწვარ კარტო-
ფილს კარაქი გადაუსვა. – რასაც მავალებენ, ყველაფერს ვამზადებ,
მორჩა და გათავდა.
‒ რა მოხდა, ბილი? – დადგა ჯიქურ შეკითხვის დროც, რუდოლ-
ფი დისშვილს ძალიან ცუდად იცნობდა, ამიტომ ამ შეკითხვას მი-
კიბულ-მოკიბულად ვერ მისცემდა.
– დედამ გთხოვათ, არა, აქ ჩამოსულიყავით, ხომ ასეა? – ბილი
გამომცდელად და გამომწვევად უყურებდა.
– თუ აუცილებლად გსურს იცოდე, ჰო, დედამ გამომგზავნა.
‒ ტყუილად ავაფორიაქე. ის წერილი არ უნდა გამეგზავნა.
‒ არა, შენ ძალიან სწორად მოიქეცი. მაინც რა ამბავია, ბილი?
– მე თვითონაც არ ვიცი. ‒ ბილიმ ჭამა შეწყვიტა· რუდოლფი ხე-
დავდა, როგორ ცდილობდა თავი შეეკავებინა და მშვიდად
ელაპარაკა·— ყველაფერი ცუდადაა. ისეთი გრძნობა მაქვს, აქ რომ
დავრჩე, მოვკვდები.
‒ არ მოკვდები,– მკვახედ უთხრა რუდოლფმა·
‒ჰო, რასაკვირველია, ალბათ არ მოვკვდები, უბრალოდ, ასე
მგონია, აქ ჩემი ადგილი არ არის. მე. სულაც არ მინდა, ისეთი გავ-
ხდე, როგორებიც ეს ყმაწვილები დადგებიან, მე მინახავს მათი მამე-

383
ბი. ბევრ მათგანს ოცდახუთი წლის წინ ამ სკოლაში უსწავლია, ისინი
თავიანთ შვილებს ჰევანან, ოღონდ მათზე უფროსები ბრძანდები-
ან— პრეზიდენტს მიუთითებენ, რა გააკეთოს, ის კი არ ესმით, რომ
კოლინ ბერკი უდიდესი ადამიანი იყო, არც ის-იციან, რომ ცოცხალი
აღარ არის. მე აქ უცხო ვარ, რუდი. მამაჩემიც უცხოა. აქ კოლინ ბერ-
კიც უცხო იქნებოდა· აქ თუ დავრჩი, ოთხი წლის შემდეგ ისეთი ვიქ-
ნები, როგორიც ყველაა. მე კი ეს არ მსურს. მოკლედ არ ვიცი... მან
თავი ზანტად გაიქნია და ქერა კულული, მამისგან მემკვიდრეობით
მიღებულ მაღალ მუბლზე ჩამოეშალა. – თქვენ, ალბათ, მიგაჩნიათ,
რომ სისულელეს ვლაპარაკობ· ალბათ, ფიქრობთ, სახლი მომენატ-
რა ან გული დამწყდა გუნდის კაპიტნად რომ არ ამირჩიეს, ანდა კი-
დევ სხვა რამეა ამდაგვარი...
– მე მაგას სულაც არ ვფიქრობ, ბილი. არ ვიცი, მართალი ხარ
თუ არა, მაგრამ აშკარაა, შენ შენი მიზეზები გაგაჩნია, – უთხრა რუ-
დოლფმა. „სახლი მომენატრაო“, – გულშიგაიმეორა მან ბილის
სიტყვები. – მაგრამ რომელი სახლი?
‒ სამლოცვეღოში სალოცავად სიარული აუცილებელია, – გა-
ნაგრძო ბილიმ. – კვირაში შვიდჯერ უნდა ვითვალთმაქცო, ვითომ
ქრისტიანი ვარ, მე კი არა ვარ ქრისტიანი, არც დედა მყავს ქრისტია-
ნი და არც მამა. არც კოლინი იყო ქრისტიანი. რატომ უნდა ვიტეხო
თავი ჩემი ოჯახის გულისათვის და ეს დაუსრულებელი ქადაგებანი
მოვისმინო!
„იყავი პატიოსანი, განდევნე ბოროტი ზრახვანი, ნუ იფიქრებ სექ-
სზე, ჩვენმა მეუფემ, იესო ქრისტემ თავი შესწირა ჩვენი ცოდვების
გამოსყიდვას ‒ თქვენ მოგეწონებათ კვირაში შვიდჯერ ამ აბდაუბდ-
ის მოსმენა?
‒ არც ისე, ‒ დაეთანხმა რუდოლფი.
‒ ახლა ფული?– გვერდით ოფიცაანტმა ჩაიარა და ბილიმ ხმას
დაუწია, მაგრამ მაინც გაცხარებული ლაპარაკობდა ‒ საიდან უნდა
გავაჩინოთ ახლა ფული ჩემი რესპექტაბელური განათლებისათვის,
როცა კოლინი ცოცხალი აღარ არის?
‒ მაგაზე ნუ სწუხარ –უთხრა რუდოლფმა, ‒მე უკვე ვუთხარი დედ-

384
აშენს ეგ ჩემზე იყოს.
ბილი გაბრაზებული მიაჩერდა, თითქოს რუდოლფი გამოუტყდა,
შენს წინააღმდეგ შეთქმულებას ვამზადებო.
‒ მე ისე ძალიან არ მომწონხართ, ძია რუდოლფ, რომ თქვენგან
ასეთი საჩუქარი მივიღო.
რუდოლფს თავზარი დაეცა, მაგრამ არ შეიმჩნია.რაც არ უნდა
იყოს, ბილი ჯერ სულ ბავშეია, თოთხმეტი წლისაა მხოლოდ.
‒ მაინც რატომ არ მოგწონვარ –მშვიდად შეეკითხა იგი.
– იმიტომ რომ ეს სკოლა თქვენისთანებისთვისაა — შეგიძლიათ
აქ თქვენი საკუთარი შვილი გამოგზავნოთ.
– ამაზე, მე მგონი, არ გიპასუხებ.
– მაპატიეთ, ეს რომ გითხარით, მაგრამ მე ნამდვილად ასე გფიქ-
რობ. –გრძელი წამწამებით მოარშიებული სილურჯე ნამმა აუკიაფა,
ებოტის თვალები,
‒ პატივს გცემ გულწრფელობისათვის, –უთხრა რუდოლფმა ‒
შენს წლოვანებაში ბავშვები, ჩვეულებრივ, უკვე აღარ ამჟღავნებენ
თავიანთ ნამდვილ გრძნობებს მდიდარი ბიძების მიმართ.
– აბა აქ როგორ უნდა დავრჩე, როცა ქვეყნის მეორე მხარეს დე-
დაჩემი გამოცარიელებულ სახლში სულ მარტოდმარტო ზის და
ღამეებს ტირილში ათენებს?‒ბილი სხაპასხუპით ლაპარაკობდა,
სულმოუთქმელად, ‒ დაიღუპა კოლინისნაირი კაცი, მე კი ფეხბურ-
თის იდიოტურ მატჩებზე ღრიალით უნდა ავიკლო აქაურობა ან შავ
კოსტიუმში გამოწყობილ ვიღაც ბოისკაუტს მოვუსმინო, ხსნა იესო
ქრისტეშია? ხომ ასეა? –ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა, ცხვირს-
ახოცით იწმენდდა და თავის გაბოროტებულ მონოლოგს განაგ-
რძობდა, – იცით, რას გეტყვით, თუ აქედან არ წამიყვანთ, გავიქცევი
და როგორმე ჩავალ დედაჩემთან, რითაც შევძლებ, ყველაფრით
დაეეხმარები.
– კეთილი, –უთხრა რუდოლფმა – კმარა ამაზე ლაპარაკი. ჯერ-
ჯერობით არ ვიცი, რის გაკეთებას მოვახერხებ, მაგრამ გპირდები,
რაიმეს უთუოდ ვიღონებ, გინდა?
ბილიმ თავი საცოდავად დაუქნია, ცრემლები კიდევ ერხელ მოიწ-

385
მინდა და ცხვირსახოცი ჯიბეში ჩაიდო,
– ახლა კი მოდი სადილი დავამთავროთ, – უთხრა რუდოლფმა,
თვითონ კერძისთვის პირი თითქოს არც კი დაუკარებია, უბრალოდ
უყურებდა, როგორ მოასუფთავა ბილიმ თავისი თეფში, ვაშლის ღვე-
ზელი შეუკვეთა და იმასაც სასწრაფოდ მოუღო ბოლო. თოთხმეტი
წელი – ყველაფრის მშთანთქმელი ასაკია. ცრემლები, სიკვდილი,
შეცოდება, ვაშლის ღვეზელი და ნაყინი ერთმანეთშია არეულ-და-
რეული, სინდისის უქეჯნავად.
სადილის შემდებგ, სკოლაში რომ მიემგზავრებოდნენ, რუდოლ-
ფმა უთხრა: – წადი შენს ოთახში. ნივთები ჩაალაგე და ქვევით,
მანქანაში დამელოდე.
მან ფერვეზერების ბინაში დარეკა. კარი მაღალმა, წელში ოდნავ
მოხრილმა კაცმა გაუღო. შუბლზე თმის კულული ჩამოშლოდა, სუფ-
თა, ვარდისფერ სახეზე ალერსიანი ღიმილი ეფინა, რა ნერვები უნ-
და ჰქონდეს კაცს, ამ ბიჭების გვერდით რომ იცხოვროს?
‒ მისტერ ფერვეზერ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ სულ
რამდენიმე წუთით დაგაყოვნებთ. მე ბილი ებოტის ბიძა ვარ და...
– ჰო, ჰო, ჰო, ‒ ფერვეზერმა ხელი გაუწოდა. – ცოლმა მითხრა,
სადილის წინ შემოგივლიათ. მობრძანდით, გეთაყვა.– იგი რუ-
დოლფს სასტუმრო ოთახში შეუძღვა. ‒ გთხოვთ, დაბრძანდეთ, ყავა
ხომ არ გნებავთ?
‒ არი, გმადლობთ· ყავა ეს–ეს არის დავლიე, წუთით შემოვიარე,
– უთხრა რუდოლფმა და უხერხულობა იგრძნო, იმიტომ რომ ბილის
მამა კი არ იყო, არამედ ბიძა. – ველაპარაკე, მისტერ ფერვეზერ. არ
ვიცი, ეს საუბარი რამდენად გამომივიდა, მაგრამ მინდა ბილი აქე-
დან წავიყვანო. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღით მაინც. ჩემი
აზრით, ეს სრულიად აუცილებელია.
– ნუთუ მართლა ყველაფერი ასე ცუდადაა?
– დიახ, ცუდადაა.
‒ ჩვენ ცდა არ დაგვიკლია, რაც კი შეგვეძლო, – უთხრა ფერვე-
ზერმა, კილოზე ეტყობოდა, თავის მართლებას არ აპირებდა.
–ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ, ბილი მთლად ჩვეულებრივი ბიჭი

386
არ არის და ამ უკანასკნელ ხანებში, თანაც ძალზე მოკლე დროის
განმავლობაში, მის ცხოვრებაში ბევრი სრულიად არაჩვეულებრივი
რამ მოხდა... ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს.
– ესე იგი, თქვენ გინდათ წაიყვანოთ, არა? მაინც რამდენი ხნით?
– ძნელია ამის თქმა. შეიძლება, რამდენიმე დღით, შესაძლოა,
ერთი თვით, იქნებ სამუდამოდაც.
– ერთი შეხედვით, ჩვენ, მასწავლებლებს მშვიდი პროფესია კი
გვაქვს, მაგრამ რამდენი დამარცხება გვიგემია, ‒ ამოიოხრა ფე
რვეზერმა. ‒ ბილის უთხარით, ჩვენ ყოველთვის მზადა ვართ, უკანვე
მივიღოთ. იგი ნიჭიერი ბიჭია და გაცდენილს ადვილად დაეწევა.
იმედია, ერთი-ორი დღის შემდეგ შეგვატყობინებთ თქვენს გადაწ-
ყვეტილებას.
‒ აუცილებლად, ‒ უპასუხა რუდოლფმა, ‒ ყველაფრისათვის
მადლობა მომიხსენებია.

როცა ისინი სკოლის ჭიშკარს გამოსცდნენ, რუდოლფის გვერ-


დით, წინა დასაჯდომზე მოკალათებულმა ბილიმ თქვა:
‒ მე აქ ჩემ სიცოცხლეში არ დავბრუნდები. – არც კი უკითხავს,
საით მიდიოდნენ.
უიტბიში ექვსის ნახევარზე ჩამოვიდნენ· ადრეული ზამთრის ბინ-
დბუნდს ქუჩის ფარნები ანათებდნენ. გზაში ბილის უმეტესად ეძინა.
რუდოლფი შიშით ფიქრობდა იმ წუთზე, როცა დედამისს შვილიშ-
ვილს წარუდგენდა. ქალს მისთვის ჩვეული ნატიფი გამოთქმით.
სრულიად შესაძლებელია ამდაგვარი რამ ეთქვა: „მრუშის „ჯილა-
გი!“
ერთი წუთით გულში გაუელვა, ბილი სასტუმროში დაეტოვებინა,
მაგრამ· ეს იდეა მაშონვე უკუაგდო: ასეთი დღის შემდეგ ბიჭის მარ-
ტოდმარტო დატოვება დიდი უსულგულობა, თანაც გულდედლობაც
იქნებოდა. არა, მოხუცს. ბოლოს და ბოლოს თავისი ადგილი უნდა
მიუჩინოს.
მიუხედავად .ამისა, რუდოლფმა, ბილი შინ რომ მიიყვანა, შვე-
ბით „ამოისუნთქა, რადგან სასტუმროში დედა არ დაუხვდა, მან დერ-

387
ერეფანში მიიხედ-მოიხედა ‒ მისი ოთახის კარი დაკეტილი იყო.
ალბათ, მარტასთან წაკინკლავდა და ახლა იბუტება. ასე სჯობია, ჯერ
მარტოკა მოელაპარაკება, შვილიშვილთან შესახვედრად მოამზა-
დებს.
იგი ბილისთან ერთად სამზარეულოში გავიდა. ფურნაკიდან სა-
სიამოვნო სუნი მოდიოდა. მარტა მაგიდასთან იჯდა და გაზეთს კით-
ხულობდა. ისეთი მსუქანი სულაც არ იყო, დედა რომ ჰკილავდა. მო-
უქნელმა, გამხდარმა ორმოცდაათი წლის შინაბერამ კარგად იცო-
და, რომ სიკეთეს კაცი ამ ქვეყანაზე არავისგან არ უნდა მოელოდეს
და ყოველთვის მზად გახლდათ წყენისათვის წყენითვე ეპასუხა.
‒ მარტა, – მიმართა რუდოლფმა – ეს ჩემი დისწულია, ბილი,
რამდენიმე დღე ჩვენთან დარჩება, გზაში დაიღალა, აბაზანა მოუმ-
ზადე და რაიმე ცხელი კერძი მიართვი. ხომ შეგიძლია ამის გაკეთე-
ბა? ძილით კი ჩემი ოთახისს გვერდით დაიძინებს.
– იმას დისწული არასდროს არ უხსენებია, – უთხრა მარტამ და
გააფრთებულმა დედის ოთახისაკენ გაიხედა.
– იმან ჯერ ამის შესახებ თვითონაც არაფერი იცის, ‒უპასუხა რუ-
დოლფმა, რომელიც ცდილობდა მხნედ ელაპარაკა, რათა ბილი
არაფერს მიმხედარიყო.
‒ დღეს სწორედ იმის გაგებაღა აკლდა, რომ შვილიშვილი ჰყავს,
– შენიშნა მარტამ.
ბილი განზე ჩუმად იდგა. ვერ გაეგო, რა მოხდა, მაგრამ თავის-
თავად ეს ამბავი რაღაც არ მოსწონდა. მარტა მაგიდიდან წამოდგა.
სახეზე უკმაყოფილება ეწერა, თუმც იმას ყოველთვის ასეთი სახე
ჰქონდა, მაგრამ, აბა, ბილის ეს საიდან უნდა სცოდნოდა?
– წამოდი ყმაწვილო, ‒ უთხრა ქალმა. – ვფიქრობ, შენისთანა
გამხდარი ბიჭისათვის ადგილი მოიძებნება.
რუდოლფი გაოგნებული იყო: მარტას ენაზე ეს თითქმის თავაზი-
ან მოპატიჟებას ნიშნავდა.
მან ვისკი დაისხა, ჭიქაში ყინული ბლომად ჩაიგდო და რბილ სა-
ვარძელში მოკალათდა. აუჩქარებლად სვამდა – მოსალოდნელი
სცენა სულ არ იტაცებდა. ბოლოს ჭიქა გამოცალა, თავს ძალა დაატ

388
ანა და სავარძლიდან წამოდგა, დერეფანი გაიარა და კარზე დააკა-
კუნა. დედის ოთახი პირველ სართულზე იყო, რათა მოხუცს კიბეზე
ასვლა არ დასჭირებოდა. თუმცა ამჟამად, ორი ოპერაციის შემდეგ
‒ პირველმა ფლებიტისგან განკურნა, მეორემ – კატარაქტისგან, –
იგი საკმაოდ თავისუფლად დაიარებოდა.
‒ ვინ არის? – უკმეხად იკითხა მან კარს უკან,
‒ მე ვარ, დედა, ხომ არ გძინავს?
– ახლა უკვე აღარ მძინავს.
რუდოლფმა კარი შეაღო.
– განა შეიძლება დაძინება, როცა სახლში თითქოს სპილოების
ჯოგი დაბრახუნობს, –მოესმა საწოლიდან დედის ხმა.
მერი მაქმანშემოვლებულ ბალიშებზე მიყრდნობილი იჯდა. ვარ-
დისფერი, რაღაც ვარდისფერივე ბეწვით გაწყობილი ღამის პერანგი
ეცვა, თვალებზე ექიმის მიერ ოპერაციის შემდეგ დანიშნული სქელ-
მინებიანი სათვალე ეკეთა. ახლა კითხვაც შეეძლო, ტელევიზორის
ყურებაც და კინოში სიარულიც, მაგრამ სათვალე მის ზომაზე მეტად
გაფართოებულ თვალებს არანორმალურ, უაზრო და უგულო გამო-
მეტყველებას ანიჭებდა.
მას შემდეგ, რაც ახალ სახლში გადმოვიდნენ, ექიმებმა სასწაუ-
ლები მოახდინეს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მაღაზიის თავზე ცხოვ-
რობდნენ, რუდოლფი ურჩევდა ოპერაცია გაეკეთებინა ‒ იგი ხედავ-
და, რომ ეს მისთვის აუცილებელი იყო,‒ მაგრამ ქალი კატეგორი-
ულ უარზე იდგა.
‒ არ მსურს ღარიბების პალატაში ვიწვე, რათა საყველპუროდ
ნასწავლმა მედიკოსებმა, რომლებიც დანით ხელში ძაღლთანაც არ
მიიშვებიან, ჩემზე ექსპერიმენტები აწარმოონო, ‒ ამბობდა იგი
რუდოლფის აზრებს ყურს არ ათხოვებდა. სანამ უბადრუკ ბინაში
ცხოვრობდნენ, მამაზეციერიც ვერ დაარწმუნებდა, რომ ღარიბი არ
იყო და ქველმოქმედი საავადმყოფოების უგულო ზრუნვას მინდო-
ბილ ღარიბთა ბედი არ ემუქრებოდა.
ახალ ბინაში რომ გადმოვიდნენ და მარტამ ხმამაღლა წაუკითხა,
თუ რას სწერდნენ გაზეთები რუდოლფის წარმატებების შესახებ, შვ-

389
ილის ნაყიდი ახალი მანქანით რომ გაისეირნა, მხოლოდ მაშინღა
დაყაბულდა. წინასწარ დარწმუნდა, რომ ოპერაციას გამოჩენილი
და მეძვირე ექიმები გაუკეთებდნენ და ამიტომ საოპერაციოში თამა-
მად შეაბიჯა, ფულის რწმენამ პირდაპირ ფრთები შეასხა, სამარის.
პირას მდგარი სიცოცხლისკენ შემოაბრუნა, რუდოლფს იმედი ჰქონ-
და, რომ გამოცდილი ექიმების მზრუნველობის წყალობით, დედას
სიცოცხლის ბოლო წლები ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებოდა. ქალს
კი, შეიძლება ასე ითქვას, მეორე ახალგაზრდობა დაუბრუნდა. ახ-
ლა, როდესაც მანქანა, რუდოლფს არ სჭირდებოდა, საჭეს ცხვირ-
პირჩამომტირალი მარტა მიუჯდებოდა და დედას, სადაც კი მოეპ-
რიანებოდა, ყველგან დაატარებდა. იგი ხშირად დაიარებოდა საპა-
რიკმახეროებსა და სილამაზის სალონებში (ახლა თმა დაკულულე-
ბული და ლამის ცისფრად ჰქონდა შეღებილი); ქალაქის კინო-თეატ-
რების ხშირი სტუმარი ბრძანდებოდა. ტაქსს ისე დაიბარებდა, ხარ-
ჯებს აინუნში არ აგდებდა; ეკლესიაში წირვაზე დადიოდა. კვირაში
ორჯერ თავის ახალ ნაცნობებს საეკლესიო მრევლიდან ბრიჯს ეთა-
მაშებოდა, როცა რუდოლფი შინ არ იყო ხოლმე, ვახშმად მღვდლებს
ეპატიჟებოდა. „ქარწაღებულების“ ახალი გამოცემა შეიძინა. მის კა-
რადაში კაბები, კოსტიუმები და შლაპები აღარ ეტეოდა, ხოლო ავე-
ჯით გამოვსებული ოთახი ანტიკვარული მაღაზია გეგონებოდათ:
მოოქროვილი მაგიდები, შეზლონგი, ათობით სხვადასხვანაირი
ფრანგული სუნამოს შუშებით დამშვენებული ტრელაჟი. თავის სი-
ცოცხლეში პირველად დაიწყო ტუჩების წითლად შეღებვა. რუ-
დოლფს ეჩვენებოდა რომ ფერუმარილგათხაპნილი და მყვირალა
ჩაცმულობით დედა შემზარავ მოჩვენებასა ჰგავდა, თუმცა, უდავოა,
ახლა უფრო გამოცოცხლებული იყო, ვიდრე წინათ, მაგრამ თუ იგი
ამ გზით ცდილობდა თავისი უღიმღამო ბავშვობისა და დიდი ხნის
ტანჯული ქორწინების შევსებას, რუდოლფს დედისთვის ამ სათამა-
შოების ჩამორთმევის უფლება არ ჰქონდა.
ერთხანს დააპირა, ქალაქში მისთვის ბინა ექირავებინა და მარ-
ტასთან ერთად საცხოვრებლად იქ გადაეყვანა, მაგრამ მალევე გა-
დაიფიქრა. წარმოიდგინა, როგორი სახე ექნებოდა დედას, როცა შვ-

390
ილი სახლიდან გააბრძანებდა, როგორ თავზარს დასცემდა უმადუ-
რობა შვილისა, რომელიც მთელ ქვეყანას ერჩივნა, რომელსაც ღამ-
ღამობით, საფუნთუშეში თორმეტ საათს ნამუშევარი, პერანგებსუუ-
თოვებდა, რომელსაც მთელი თავისი ახალგაზრდობა, მეგობრები
და ორი დანარჩენი შვილი შესწირა.
აი, ამიტომ დატოვა· იგი აქ. რუდოლფი ის კაცი არ იყო, ვისაც ვა-
ლის გადახდა ავიწყდება ხოლმე. !
– ვინ არის ზევით? სახლში ქალი ხომ არ მოგიყვანია? — საყვე-
დურით შეეკითხა დედა.
‒ შენ თვითონ იცი, რომ მე სახლში, როგორც შენ ამბობ ხოლმე,
ქალი არასდროს არ მომიყვანია, თუმცა ვერ გამიგია, თუ მოვისურ-
ვებ, რატომ არ შემიძლია ჩემს თავს ამის უფლება მიგცე, – უპასუხა
რუდოლფმა.
‒ შენს ძარღვებში მამაშენის სისხლი ჩქეფს,– უთხრა დედამ. ეს
საშინელი ბრალდება იყო.
‒ იქ შენი შვილიშვილია. სკოლიდან ჩამოვიყვანე.
– ექვსი წლის ბავში აგრე არ დააბოტებს.
– ეს ტომასის შვილი კი არ არის, გრეთჰენის ვაჟიშვილია.
‒ ამ სახელის გაგონებაც არ მინდა, – დედამ ყურებში თითი და-
იცო: ტელევიზორის წინ ჯდომამ გაამდიდრა მისი ჟესტიკულაცია.
რუდოლფი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. დედის ხელებს ფრთხი-
ლად შეეხო და ძირს დაუშვა. „ძალიან უნებისყოფო ვიყავი, ‒გაიფი-
ქრა მან ისე, რომ დედის ხელები ხელიღან არ გაუშვია, –. ეს საუბა-
რი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ უნდა წამომეწყო“.
‒ ახლა კი ყური დამიგდე, დედა,–ალაპარაკდა იგი.– ბილი კარ-
გი ბიჭია, ამჟამად რაღაც უსიამოვნებები აქვს და...
‒ მე ჩემს სახლში იმ მეძავის ნაბიჭვარს ვერ ავიტან, ‒განაცხადა
დედამ.
– გრითჰენი მეძავი არ არის და არც მისი შვილია ნაბიჭვარი, –
უთხრა რუდოლფმა, ‒ და არც ეს სახლი გახლავს შენი.
‒ო, ვიცოდი, რომ ერთ შშვენიერ დღეს ამ სიტყეებს რომ წამომა-
ძახებდი.

391
რუდოლფმა მ ელოდრამის ამ პრელუდიას ყური არ ათხოვა.
‒ ბიჭი ჩვენთან რამდენიმეე დღე დარჩება, მას ახლა მზრუნ-
ველობა და სულიერი სითბო ესაჭირიება· მე, შენ და მარტა არაფერს
არ დავაკლებთ.
–არ მსურს მისი ატანა ჩემს გვერდით,–წარმოთქვა დედამ ციტა-
ტა რომელიღაც თავისი საყვარელი წიგნიდან, – ამ კარს გადავრა-
ზავ და მარტამ კერძი ლანგარით აქ მომიტანოს.
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი, დედა, – მშვიდად უთხრა რუ-
დოლფმა, ‒ მაგრამ თუ მაგას იზამ, მორჩა, ყველაფერს ჯვარი დავ-
სმება ‒ არც მანქანა გექნება, არც ბრიჯის თამაშში გატარებულ სა-
ღამოებს ეღირსები, არც კრედიტს მიიღებ მაღაზიებში, არც სილამა-
ზის სალონებში ივლი, არც მამა მაკდონელისთან ივახშმებ. აბა, და-
ფიქრდი. – იგი წამოდგა. ‒ ახლა კი ჩემი წასვლის დროა, მარტა ბი-
ლის ვახშამს უმზადებს, გირჩევ, მათთან გახვიდე.
როცა რუდოლფი ოთახიდან გადიოდა, დედას ლოყებზე ღაპაღუ-
პით ცრემლები ჩამოსდიოდა. „მოხუცის შეშინება იაფფასიანნი ტრი-
უკია, – გაიფიქრა შვილმა, – რატომ არ შეიძლება, უბრალოდ მოკ-
ვდეს? თმადაუხვევლად, სუნამომოუპკურებლად, ფერუმარილწაუს-
მელად“.

რუდოლფმა რომ დარეკა, კარი თვით კოლდერვუდმა გაუღო.


იგი მუხის პანელებით გაწყობილ ბნელ ოთახში შეუძღვა,
რომელსაც კაბინეტს ეძახდა. აქ წითელი ხის საწერი მაგიდა და მუ-
ხის დამსკდარსახელურიანი ტყავის რამდენიმე სავარძელი იდგა,
წიგნის შემინული კარადები გამოჭედილი იყო გადახდილი ანგარი-
შებითა და საქმიანი ოპერაციების ოქმებით სავსე საქაღალდეებით
– დაჯექი, რუდი, – მიიპატიჟა მან და ერთ-ერთ სავარძელზე მი-
უთითა, თან ნაღვლიანად შენიშნა: –გატყობ, დალევა მოგისწრია.
სამწუხაროდ, ჩემი სიძეებიც სვამენ.– კოლდერვუდს ორი ქალიშვი-
ლი უკვე გათხოვილი ჰყავდა,
ერთი ახლა ჩიკაგოში ცხოვრობდა, მეორე კი – არიზონას შტატ-
ში. რუდოლფის აზრით, ორივე ქალიშვილს გათხოვება იმდენად სი-

392
ყვარულმა კი არ აფიქრებინა, რამდენადაც გეოგრაფიამ: ცხრა მთას
იქით გადაიკარგებოდნენ, ოღონდაც მამას მოშორებოდნენ. – მაგ-
რამ მე ამ თემაზე სასაუბროდ კი არ მოგიწვიე, – დასძინა კოლდერ-
ვუდმა. ‒ მინდა კაცურად გელაპარაკო... მისის კოლდერვუდი და
ვირჯინია შინ არ არიან, კინოში წავიდნენ, ასე რომ შეგვიძლია თა-
ვისუფლად ვისაუბროთ. – ასეთი გრძელი წინასიტყვაობა მოხუცს
არ სჩვეოდა· თავს ცოტა უხერხულადაც გრძნობდა· მისთვის ეს უჩ-
ვეულო იყო. -რუდოლფ, –მან ავისმომასწავებლად ჩაახველა, – გა-
მოგიტყდები, მაოცებს შენი საქციელი,
‒ ჩემი საქციელი? – წუთითთ რუდოლფს თავში უცნაურმა აზრმა
გაუელვა: კოლდერვუდმა როგორღაც ჩემი და ჯინის ამბავი ხომ არ
იყნოსაო.
– დიახ, შენი საქციელი, - გაუმეორა კოლდერვუდმა და გულნატ-
კენმა დასძინა:–ასეთი რამ შენ სულ არ შეგშვენის. შენ ჩემთვის შვი-
ლივით იყავი. შვილზე ძვირფასი, ყოველთვის პატიოსან, გულღია
კაცად მიმაჩნდი და სულით ხორცამდე გენდობოდი, და უცებ თით-
ქოს ხუშტურმა წამოგიარა, ჩემ ზურგს უკან ამოქმედდი, თანაც სრუ-
ლიად უსაფუძვლოდ: შენც იცი, შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი,
ჩემი სახლის კარზე დაგერეკა და მეც სიხარულით მიგიღებდი.
– მაპატიეთ, მისტერ კოლდერვუდ, მაგრამ არ მესმის, რაზე მე-
ლაპარაკებით, – უთხრაი რუდოლფმა. სიბერე სიბერეა, როგორც
ჩანს, არც კოლდერვუდია გამონაკლისი,
‒მე ჩემი ქალიშვილის, ვირჯინიას გრძნობებზე გელაპარაკები,
რუდი, მოდი ნუ უარყოფ!
‒კი მაგრამ, მისტერ კოლდერვუდ...
‒ შენ მის გრძნობებზე თამაშობ. არ ვიცი, რატომ. შენ იქურდე იქ,
სადაც შეგეძლო მოგეთხოვა, – დაასრულა გაბრაზებულმა კოლ-
დერვუდმა.
– გარწმუნებთ, მისტერ კოლდერვუდ, მე...
– ტყუილი შენ არ გჩვევია, რუდი.
– მე არ ვტყუივარ. უბრალოდ, არ ვიცი...
– კარგი, რაკიღა ასეა, გეტყვი, ვირჯინია ყველაფერში გამომიტყ-

393
და! – დაიქუხა კოლდერვუდმა.
‒ რა ჰქონდა გბმოსატეხი! ‒ რუდოლფი თავის უმწეობას
გრძნობდა, მაგრამ თან სიცილს ძლივს იკავებდა.
– ჩემი ქალიშვილი კი სულ სხვას ამბობს. დედამისს გამოუცხა-
და, რომ უყვარხარ და სასწავლებლად ნიუ-იორკში აპირებს გამ-
გზავრებას, მდივნობა უნდა შეისწავლოს, რომ ერთმანეთს თავი-
სუფლად შეხვდეთ.
– ღმერთო, შემეწიე!
– ამ სახლში მამაზეციერის სახელს ტყუილად არ ახსენებენ, რუ-
დი.
‒ მისტერ კოლდერვუდ, ჩემი ურთიერთობა ვირჯინიასთან მხო-
ლოდ იმით მთავრდებოდა, რომ ხანდახან წასახემსებლად ვპატი-
ჟებდი ან ლიმონათითა და ნაყინით ვუმასპინძლდებოდი, როცა შემ-
თხვევით მაღაზიაში შევეჩეხებოდი ხოლმე.
‒ შენ იგი მოაჯადოვე, – უთხრა კოლდერვუდმა, ‒შენი გული-
სათვის კვირაში ხუთჯერ ცხარე ცრემლებად იღვრება, უმანკო ახალ-
გაზრდა ქალიშვილი ასე არ მოიქცევა, მამაკაცის ოსტატურად დაგე-
ბულ მახეში რომ არ იყოს გაბმული, მაშ, ასე, ყმაწვილო, მინდა ვი-
ცოდე, ახლა რას აპირებ?
როცა კოლდერვუდი ამბობდა „ყმაწვილოო“, ეს უკვე კარგს არა-
ფერს მოასწავებდა, რუდი გამალებული ისიგრძეგანებდა, რა საფ-
რთხე მოელოდა. კომპანიაში მტკიცე ადგილი ეკავა, მაგრამ ძირი-
თადი ძალაუფლება მაინც კოლდერვუდის ხელში იყო. ბრძოლა შე-
იძლება, თუმცა, საბოლოოდ, ალბათ ის გაიმარჯვებს. ო, რა ჩერჩე-
ტი ყოფილა ეს ვირჯინია!
‒ თქვენი აზრით, მაინც რა უნდა გავაკეთო, სერ? ‒ შეეკითხა
რუდოლფი, რათა დრო მოეგო.
‒ ისეთი არაფერი, ‒ უთხრა კოლდერვუდმა აშკარა იყო, იმ წუ-
თიდან მოყოლებული, როცა მისის კოლდერვუდმა მას „ბედნიერი“
ახალი ამბავი აუწყა თავიანთი ქალიშვილის შერცხვენის შესახებ,
თავში მხოლოდ ეს პრობლემა უტრიალებდა, – შეირთე ვირჯინია.
ჩემს სრულუფლებიან პარტნიორად გაგხდი, ანდერძში კი, მას შემ-

394
დეგ , რაც მისის კოლდერვუდსა და ქალიშვილებხე როგორც საჭი-
როა, ისე ვიზრუნებ, ჩემი აქციების ძირითად ნაწილს შენ დაგიტო-
ვებ. კორპორაცია ხელში გეყოლება. ეს საუბარი დავივიწყოთ და
არასდროს აღარ დაგამუნათებ, რუდი, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა,
რომ ისეთი ჭაბუკი, როგორიც შენა ხარ, ჩემი ოჯახის წევრი გახდება.
დიდი ხანია ამახე ვოცნებობ. მე და მისის კოლდერვუდს გული
გვწყდებოდა როცა ჩვენ სტუმართმოყვარე ოჯახში შემოსული, გა-
რეგნულად არავითარ ინტერესს არ იჩენდი ჩემი ქალიშვილების მი-
მართ, თუმცა ისინი თავისებურად სანდომიანები, კარგად აღზრდი-
ლები და, თავს ნებას მივცემ ავღნიშნო, სავსებით უზრუნველყო-
ფილნი არიან. ჰოდა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ ვირჯინი-
ასს დაადგი თვალი, რატომ პირდაპირ არ მითხარი ყველაფერი.
– მე თვალი არავისთვის არ დამიდგია! –წამოიძახა შეცბუნე-
ბულმა რუდოლფმა. – ვირჯინია მომხიბვლელი ქალიშვილია და
დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი ცოლი იქნება, მაგრამ მე წარმოდ-
გენაც არ მქონდა, თუ მოვწონდი.
‒ რუდი, ‒ მკაცრად უთხრა კოლდერვუდლმა, – მრავალი წე-
ლია, გიცნობ. შენ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კაცი ხარ, ვინც კი მე
შემხვედრია. ჰოდა, ახლა გყოფნის თავხედობა იჯდე აქ და მიმტკი-
ცო...
‒ საკმარისია! ‒ ჯანდაბას ბიზნესი, გაიფიქრა რუდოლფმა, ‒ახ-
ლავე მოგახსენებთ, რასაც გავაკეთებ, დავჯდები აქ და ფეხს არ მო-
ვიცვლი სანამ მისის კოლდერვუდი და ვირჯინია არ დაბრუნდებიან
და აი მაშინ, თქვენი და თქვენი მეუღლის თანდასწრებით ჯიქურ შე-
ვეკითხები, როდის ვეარშიყებოდი ან თუნდაც ერთხელ თუ მიკოც-
ნია, თუ იტყვის "ჰოო“, ტყუილი იქნება, მაგრამ მე მიმიფურთხებია
ამისათვის, მაშინვე გავეცლები აქაურობას და თქვენ შეგიძლიათ,
რაც გინდათ, ის უყოთ, თქვენს ოხერ კორპორაციას; თქვენს ოხერ
აქციებს და თქვენს ოხერ ქალიშვილს!
‒რუდი! ‒ კოლდერვუდი აშკარად შეცბუნებული იყო, მაგრამ
რუდიმ შენიშნა, რომ თავისი პოზიციების სიმტკიცეში მოხუცს ეჭვი
შეეპარა.

395
‒ ადრე რომ მოეფიქრებინა და გამომტყდომოდა სიყვარულში, ‒
განაგრძობდა რუდოლფი, რომელმაც ოსტატურად გამოიყენა მექ-
მნილი უპირატესობა და უკვე მოსალოდნელ შედეგებზე ფიქრობ-
და,–იქნებ, რაღაც მომხდარიყო. მე იგი ნამდვილად მომწონს, მაგ-
რამ ახლა , ძალზე გვიანია, გუშინ სხვა ქალიშვილს ვთხოვე ცოლად
გამოყოლა.
– ვხედავ, მართალს მეუბნები. არ ვიცი, რა დაემართა იმ სუ-
ლელს, – თქვა კოლდერვუდმა და გაგულისებულმა საფერფლე გან-
ზე გასწია, – ჰმ, წარმომიდგენია, რას იტყვის ჩემი ცოლი. „შენ ვერ
გაზარდე, შენი წყალობით გამოვიდა მეტისმეტად მორცხვი, ზედმე-
ტად დაჰფოფინებდი! რომ იცოდე, რა ბრძოლების გადატანა მომიხ-
და ამ ქალთან! არა, ჩემს დროს ასე არ იყო: ქალიშვილები დედებს
როდი უკაკლავდნენ, რომ უყვართ ისეთი კაცები, რომლებიც მათ
ზედაც არ უყურებენ. ეს ყველაფერი ღვინის ბრალია. ღვინო ქალებს
ჭკუას აკარგვინებს კეთილი, ნუღარ დაელოდები. თავად მოვაგვა-
რებ ყველაფერს. წადი, უნდა დავწყნარდე.
რუდოლფიც წამოდგა და კოლდერვუდიც.
–გინდათ ერთ რჩევას მოგცემთ? ‒ უთხრა რუდოლფმა.
‒ შენი დღე და მოსწრება სულ რჩევას მაძლევ, – ჩაიბუზღუნა გა-
ღიზიანებულმა კოლდერვუდლმა. – სიზმარშიაც კი ვხედავ, როგორ
ჩამჩურჩულებ ყურში რჩევას, უკვე ზედიზედ რამდენი წელია. ზოგ-
ჯერ ვნანობ, საერთოდ რომ გამოჩნდი ჩემს მაღაზიაში იმ ზაფხულს.
მაინც რა უნდა მირჩიო?
‒ გაუშვით ვირჯინია ნიუ-იორკში, ისწავლოს მდივნობა და ერთი-
ორი წელი იქ მარტო იცხოვროს.
– დიდებული რჩევაა, – მწარედ თქვა კოლდერვუდმა. – შენ ქა-
ლიშვილი არა გყავს და გეადვილება რჩევა-დარიგების მიცემა. წა-
მოდი, კარებამდე მიგაცილებ.

როცა რუდოლფმა კარი შეაღო, სამზარეულოდან ხმაური შემო-


ესმა. ჩუმად გაიარა სასტუმრო ოთახი, მერე სასადილო და სამზარე-

396
ულოს კართან შეჩერდა, მიაყურადა.
‒ შენ იზრდები და კარგად უნდა იკვებო. მიყვარს, როცა ბიჭებს
კარგი მადა აქვთ, – ეუბნებოდა ბილის, დედა. – მარტა, კიდევ ერთი
ნაჭერი ხორცი გადაუღე და სალათიც დაუმატე. ნუ შემედავები, ბი-
ლი! ჩემს სახლში სალათს ყველა ბავშვი მიირთმევს.
„ღმერთო, შემეწიე,“ – გაიფიქრა რუდოლფმა.
‒ მართალია, უკვე ბებერი ვარ, – განაგრძობდა დედა, – და რა-
ღა დროს ჩემი ქალური სისუსტეა, მაგრამ მიყვარს, როცა ბიჭები
ლამაზები არიან და კარგად აღზრდილები. მისი ხმა კეკლუცად და
მხიარულად ჟღერდა. – იცი, ჩემი აზრით, ვისა ჰგავხარ? მე, რასაკ-
ვირველია, იმისთვის ეს პირში არ მითქვამს, ვშიშობდი არ გავეთა-
მამებინა,–პატივმოყვარე ბავშვზე ცუდი არაფერია,– მაგრამ შენ მე
შენს ბიძას,რუდოლფს მაგონებ. ის კი, როგორც ამბობდნენ ქალაქ-
ში ყველაზე ლამაზი ბიჭი იყო და ახლაც ყველაზე ლამაზი ახალგახ-
რდა კაცია.
‒ მე მეუბნებიან, მამას ჰგავხარო, – განაცხადა ბილიმ, თოთხმე-
ტი წლის ბავშვისთვის ჩვეული პირდაპირობით, მაგრამ არა მტრუ-
ლად. კილოზე ეტყობოდა, აქ ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუ-
თარ სახლში.
‒ სამწუხაროდ, არა მქონია მამაშენის გაცნობის ბედნიერება,–
დედას ხმამი სიცივე შეეპარა. – მაგრამ, რასაკვირველია, რაღაც
მსგავსება უთუოდ უნდა იყოს, თუმცა, ჩვენი უფრო ბევრი გცხია, გან-
საკუთრებით ძია რუდოლფისა. ხომ მართალია, მარტა? ისეთივე
თვალები, ისეთივე მტკიცე ბაგენი, მხოლოდ თმა გაქვს სხვანაირი,
მაგრამ ჩემი აზრით, თმა მეორეხარისხოვანი დეტალია, თმა ადამია-
ნის ხასიათს თითქმის არ გამოხატავს.
რუდოლფმა კარს უბიძგა და სამზარეულოში შევიდა, ბილი მაგი-
დის ბოლოში იჯდა, ქალები კი აქეთ-იქით შემოსხდომოდნენ. აბაზ-
ხანის შემდეგ ჯერ კიდევ სველი თმა სწორად გადაევარცხნა და თით-
ქოს კრიალი გაუდიოდა. კმაყოფილი იღიმებოდა, მადიანად ილუკ-
მებოდა· უბრალო ყავისფერ კაბაშიგამოწყობილი დედა კეთილი ბე-
ბიის როლს თამაშობდა, მარტა ისე გაბრაზებული აღარ გამოიყურე-

397
ოდა, არც ტუჩები ჰქონდა ჩვეულებისამებრ მოკუმული ‒ თითქოს,
სიამოვნებდა, სახლში სიჭაბუკის სიომ რომ დაჰბერა.
‒ყველაფერი წესრიგშია? – იკითხა რუდოლფმა, ‒კარგად დაგ-
ანაყრეს?
‒ვახშამი ბრწყინვალეა. –უპასუხა ბილიმ. სახეზე ამასწინანდე-
ლი განცდების კვალიც აღარ ეტყობოდა.
‒იმედია, შოკოლადის პუდინგი გიყვარს, არა, ბილი?‒შეეკითხა
დედა, თან კარში მდგომ შვილს ცალი თვალით გადახედა,‒მარტა
საოცრად გემრიელ პუდინგს ამზადებს.
‒ ჰო, ‒თავი დაუქნია ბილიმ, – ძალიან მიყვარს.
‒ ბავშვობაში რუდოლფსაც ძალიან უყვარდა, ყველაფერს ერ-
ჩივნა, ხომ მართალია, რუდოლფ?
‒ როგორ არა, მართალია, – კვერი დაუკრა რუდოლფმა, თუმცა
არ ახსოვდა პუდინგი წელიწადში ერთხელ მეტად ეჭამოს, და მითუ-
მეტეს, ქებით არასოდეს მოუხსენებია, მაგრამ არ ღირდა ახლა დე-
დის ფანტაზიის აღმაფრენისათვის ხელი შეეშალა, ბებიის როლი
რომ უკეთ განესახიერებინა, ახლა ლოყებიც კი არ შეეღება, რის-
თვისაც ნამდვილად ქების ღირსი იყო, ‒ ბილი, ‒ მიუბრუნდა იგი
ბიჭს, – დედაშენს ველაპარაკე.
ბილიმ კუშტად და შიშით გადახედა, თითქოს მეხის გავარდნას
ელოდებაო.
‒ შენს მოლოდინშია, სამშაბათს ან ოთხშაბათს თვითმფრინავში
ჩაგსვამ და გაგამგზავრებ.
‒ როგორ გუნებაზეა? ‒აკანკალებული ხმით იკითხა ბილიმ.
– ძალიან ბედნიერია, შენ რომ გნახავს, – უპასუხა რუდოლფმა.
– საწყალი გოგონა, ღმერთო, რა ცხოვრება ჰქონდა: რა აღარ გა-
დახდა! ‒ ამოიოხრა დედამ. რუდოლფი ცდილობდა მისკენ არ გა-
ეხედა. –მაგრამ ეს რა საშინელებაა, ბილი, – ენას არ აჩერებდა
იგი.–ეს–ესაა ვიპოვნეთ ერთმანეთი, შენ კი შენს მოხუც ბებიასთან
სულ ცოტა ხნითაც კი არ შეგიძლია დარჩე. თუმცა, ახლა, როცა პირ-
ველი ნაბიჯი გადადგმულია, ალბათ კალიფორნიაში ჩამოვალ შენს
სანახავად. რა დიდებული იქნება, არა, რუდოლფ?

398
– რასაკვირველია, – კვერი დაუკრა რუდოლფმა.
– კალიფორნია, – ოცნებით წარმოთქვა დედამ, – როგორ მინ-
დოდა იქ ჩასვლა. გამიგონია, ნამდვილი სამოთხეაო. სანამ მოვ-
კვდებოდე... მარტა, მგონი, დროა, ბილის პუდინგი მოართვა.
‒ახლავე, მემ,– უთხრა მარტამ და მაგიდიდან წამოდგა.
‒ მე კი, დროა, დასაძინებლად გავეშურო,—დედამ წელი ძლივს.
აითრია. ‒ ჩემს წლოვანებაში კაცი ადრე უნდა დაწვეს, მაგრამ იმე-
დია, ვახშმის შემდეგ, სანამ დაიძინებდე, შემოხვალ და აკოცებ შენს
ბებიას, არა, ბილი?
– დიახ, მემ, – უპასუხა ბიჭმა.
‒ ბებია-თქო, ‒ შეუსწორა დედამ.
– დიახ, ბებია, – მორჩილად გაიმეორა ბილიმ.
ჰოდა, მერიმაც შვილს გამარჯვებული მზერა სტყორცნა და სამ-
ზარეულოდან გავიდა.

399
თავი მეოთხე

მზის ჩასვლისთანავე ფარდები გადასწიე. ნუ დაჯდები საღამოო-


ბით ვერანდაზე და ნუ დაუწყებ ყურებას ქვემოთ გაშლილი ქალაქის
სინათლეებს. კოლინს უყვარდა შენს გვერდით ჯდომა და აივნიდან
ქალაქის ცქერა. იგი ამბობდა, ქვეყნად ყველაზე მეტად ეს ხედი მომ-
წონს, იმიტომ, რომ ამერიკა ღამითაა დიდებული სანახავიო.
ძაძებს ნუ ჩაიცვამ –– გლოვა ტანსაცმლით როდი გამოიხატება.
ნუ დაწერ აღელვებულ ბარათებს მეგობრებისა და ნაცნობების
თანაგრძნობის საპასუხოდ და ნუ მოიხსენიებ წერილებში ისეთ სიტ-
ყვებს, როგორიცაა „გენიოსი“, „დაუვიწყარი“, „ხელგაშლილი“, „სუ-
ლით ძლიერი“ „ თავაზიანდ და მოკლედ უპასუხე, მორჩა და გათავ-
და.
ნუ იტირებ შვილის თანდასწრებით.
ნუ წაჰყვები სავახშმოდ მეგობრებს ან კოლინის კოლეგებს, რომ-
ლებიც ეცდებიან მარტოობის ტანჯვა შეგიმსუბუქონ.
როცა რაღაც გაგიჭირდება, ნუ გაიწვდი ხელს ტელეფონისკენ,
რათა კოლინს სტუდიაში დაურეკო· იქ მისი კაბინეტი ცარიელია.
ნუ აჰყვები ცდუნებას და ნუ უკარნახებ იმ ხალხს, ვინც მის ბოლო
სურათს ამთავრებს, როგორ სურდა კოლინს მისი გაკეთება.
ნუ მისცემ ინტერვიუს და ნუ დაწერ სტატიებს. ნუ იქნები ბიოგრა-
ფიული წვრილმანების თავწყარო. ნუ გახდები დიდი პიროვნების
ქვრივი. ნუ იმარჩიელებ, როგორ მოიქცეოდა იგი ამა თუ იმ სიტუ-
აციაში, ცოცხალი რომ·ყოფილიყო.
ნუ აღნიშნავ მისი დაბადების დღეს და თქვენი ქორწილის წლის-
თავებს.
არ წახვიდე არავითარ გასინჯვებსა ან პრემიერებზე.
როცა თავზე გადაგიფრენენ აეროპორტიდან აფრენილი თვით-
მფრინავები, ნუ გაიხსენებ თქვენს ერთად მოგზაურობას.
ნუ დალევ მარტოდმარტო ან სხვების თანდასწრებით, როგორც
არ უნდა გსურდეს. ერიდე სპირტიან სასმელებს.

400
ყველაფერს ჩუმად გაუმკლავდი.
აალაგე მაგიდიდან ყველა წიგნი და სცენარი. ახლა ეს ყალბად
გამოიყურება.
სახლში ქმრის მხოლოდ ერთი ფოტოსურათი დატოვე, დანარჩე-
ნები შეაგროვე, ყუთში ჩაალაგე და სარდაფში შეინახე·
როცა ვახშამს ამზადებ, ნუ მოჰყვები კერძების ამორჩევას, რომ-
ლებიც შენს ქმარს უყვარდა.
ტანსაცმლის ჩაცმის დროს ნუ დადგები კარადასთან, ნუ დაუწყებ
შენს კაბებს ყურებას და ნუ იტყვი გულში: „იმას ამ კაბაში უფრო მოვ-
წონდიო“.
შვილთან თავი მშვიდად და უბრალოდ დაიჭირე· ნუ მიეტმასმას-
ნები და იმასაც ნუ მისცემ ნებას,მოგეტმასნოს, როცა მეგობრები სა-
ცურაო აუზში, ბეისბოლსა თუ კინოში ეპატიჟებიან, უთხარი: „რასაკ-
ვირველია, წადი, მე შინ საქმე თავზესაყიელად მაქვს და მარტო უფ-
რო ჩქარა გავართმევ თავს“,
ნუ ლამობ მამის მაგივრობა გაუწიო, წესისამებრ, ის, რაც მამა-
კაცმა უნდა ასწავლოს, მამაკაცისაგან უნდა გაიგოს. ნუ შეეცდები
მის გართობას იმის შიშით, აქაოდა ამ დარდით განადგურებულ
ქალთან მარტოდ დარჩენილი მოწყენილიაო, აქ, ამ გორაკზ ეწამო-
კორტოხებულ სახლში მოწყვეტილიაო იმ ადგილებს, სადაც ახალ-
გაზრდობა დროს ატარებს.,
ნუ იფიქრებ სექსზე. არ გაგიკვირდეს, თუ ერთ მშვენიერ დღეს
ამაზე ფიქრს დაიწყებ.
არავითარ შემთხვევაში არ გაება მახეში, როცა შენი ყოფილი
ქმარი დარეკვას და თანაგრძნობით აღტკინებული კვლავ შეუღლე-
ბას შემოგთავაზებს, მაშინაც კი, როცა ერთმანეთი გიყვარდათ,
თქვენი კავშირი ხანმოკლე იყო, ქორწინება კი, რომელსაც საფუძ-
ვლად სიკვდილი უდევს, კატასტროფა იქნება.
იმუშავე ბაღში, გაშავდი, გარეცხე ჭურჭელი, ოჯახს წესიერად გა-
უძეხი, დაეხმარე შვილს გაკვეთილების დამზადებაში, ნუ შეიმჩნევ,
რომ მისგან უფრო მეტს მოელი, ვიდრე. სხვა მშობლები თავიანთი
შვილებისაგან, კოცნას ხშირად ნუ დაუწყებ.

401
იყავ მოწყალე საკუთარი დედის მიმართ, რომლის მონახულება-
საც აპირებს შენი შვილი საზაფხულო არდადეგების დროს, გულში
თქვი, ზაფხულამდე დიდი დროა-თქო.
ეცადე ყოველთვის რაღაცა აკეთო, მაგრამ რა?
– თქვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებით? ყველა-
ფერი გადაქექეთ, მისის ბერკ? ‒ შეეკითხა მისტერ გრინფილდი, ად-
ვოკატი, რომელთანაც კოლინის აგენტმა მიაგზავნა.
– მთელი სახლი ყირაზე დავაყენე, მისტერ გრინფილდ, – უპასუ-
ხა გრეთჰენმა. ‒ ათას ხელნაწერს, ათას ანგარიშს წავაწყდი, რო-
მელთაგან ზოგიერთი ჯერ გადახდილიც არ არის, მაგრამ ანდერძი
არსად არ ჩანს.
– ჩვენც საგულდაგულოდ მოვიძიეთ, ‒ ამოიოხრა გრინფილდმა,
‒ სრულიად დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ თქვენს ქმარს საკუთა-
რი, მუდმივი იურისტიც კი არ ჰყოლია, ყველა კონტრაქტს მისი აგენ-
ტი ადგენდა თურმე და როგორც ეს აგენტი ამტიცებს, თქვენი ქმარი
ხშირად კონტრაქტის პირობებსაც კი არ კითხულობდა, ხოლო თა-
ვის პირ ცოლთან განქორწინების დროს მის ადვოკატს ქორწინების
დასარღვევი ხელშეკრულების შედგენის უფლებაც კი მისცა.
გრეთჰენს ყოფილი მისის ბერკი არასდროს არ ენახა, მაგრამ ახ-
ლა, კოლინის სიკვდილის შემდეგ, მასზე ბევრი რამ შეიტყო. ოდეს-
ღაც სტიუარდესა ყოფილა, შემდეგ – მანეკენი, ფული გაგიჟებით უყ-
ვარდა, მაგრამ ფულის შოვნა ქალისათვის შეუფერებელ და საზიზ-
ღარ საქმედ მიაჩნდა. განქორწინების შემდეგ კოლინისგან ოციათას
დოლარს იღებდა, ხოლო გარდაცვალებამდე ცოტა ადრე, სასამარ-
თლოში უჩივლა,რათა ორმოცი ათასი წაეგლიჯა, რამეთუ კოლინს,
მას შემდეგ, რაც ჰოლივუდში მუშაობა დაიწყო, შემოსავალი საგრ-
ძნობლად გაეზარდა, უმეტეს დროს საზღვარგარეთ ატარებდა, ამე-
რიკაში კი ვიღაც ახალგაზრდა კაცთან ერთად ცხოვრობდა, ხან ნიუ-
იორკში, ხან პალმ-ბიჩში, ხანაც მზიან ველზე იდებდა ბინას, თავის
საყვარელთან დაქორწინებას არ აპირებდა და ეს გონივრულიც
იყო: ერთადერთი პუნქტი, რომელიც კოლინმა შესძლო განქორწი-

402
ნების კონტრაქტმი შეეტანა, მისი მეორედ გათხოვების შემთხვევა-
ში, ალიმენტის გადახდის ავტომატურ შეწყვეტას ითვალისწინებდა.
აშკარა იყო, ქალი და მისი ადვოკატები კანონებში შესანიშნავად
ერკვეოდნენ და დაკრძალვისთანავე, რომელზედაც თვითონ არ ჩა-
მოვიდა, ბანკში კოლინის ანგარიშებსა და უძრავ ქონებას ყადაღა
დაადეს, რათა გრეთჰენისათვის სახლის გაყიდვაში ხელი შეეშა-
ლათ.
რადგანაც გრეთჰენს ბანკში ცალკე ანგარიში გახსნილი არ
ჰქონდა, როცა დასჭირდებოდა, ფულს კოლინს ართმევდა, ხარჯებს
კი მისი მდივანი ანაზღაურებდა, ქალი უსახსროდ დარჩა და მთლი-
ანად რუდოლფზე იყო დამოკიდებული.
კოლინი დაზღვეული არ გახლდათ, მას ამერიკული სადაზღვევო
კომპანიები უდიდეს მძარცველებად მიაჩნდა, ამიტომ გრეთჰენს მი-
სი სიკვდილის შემდეგ დაზღვევის თანხა არ მიუღია· კატასტროფა
მხოლოდ და მხოლოდ კოლინის მიზეზით მოხდა – საკუთარი გაუფ-
რთხილებლობით ხეს შეასკდა, – ამიტომ გრეთჰენს სასამართლო-
ში საქმის აღძვრა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა.
ის კი არადა, ლოს-ანჯელესის ოლქის ხელისუფლება ხის დაზიანე-
ბის გამო სარჩელის წარმოდგენასაც კი აპირებდა.
– მე აუცილებლად უნდა წავიდე ამ სახლიდან, მისტერ გრინ-
ფილდ, – უთხრა გრეთჰენმა. განსაკუთრებით საღამოობით უჭირდა
ხოლმე: გაურკვეველი ფაჩუნი ბნელ კუთხეებში, მქრქალი იმედი,
რომ ყოველ წუთს შეიძლება კარი გაიღოს და კოლინი შემოვიდეს
ვიღაც მსახიობის ან ოპერატორის ლანძღვა-გინებით,
‒ მე თქვენი კარგად მესმის, – უპასუხა გრინფილდმა, იგი მარ-
თლაც წესიერი კაცი აღმოჩნდა. – მაგრამ თუ თქვენ ამ სახლს დას-
ცლით, ან უბრალოდ აქ აღარ იცხოვრებთ, მისტერ ბერკის ყოფილი
ცოლი უეჭველად იპოვნის კანონში თავისთვის ხელსაყრელ რომე-
ლიმე პარაგრაფს და უმალ აქ გადმობარგდება. მას საუცხოო ადვო-
კატები ჰყავს, ძალიან კარგი და თუ ხელმოსაჭიდი არსებობს რამე,

403
იმათ ეს არაფრით გამოეპარებათ, კანონებში კი, თუ როგორც საჭი-
როა ისე გამოქექავ, თითქმის ყოველთვის იპოვნი მარჯვე ხელმოსა-
ჭიდს.
–ოღონდ არა ჩემთვის, ‒უიმედოდ თქვა გრეთჰენმა.
–ამას დრო გვიჩვენებს, ძვირფასო მისის ბერკ. საქმე ძალზე
არეულ-დარეულია, სახლი თქვენი ქმრის სახელზეა· გირაოს ფული
ჯერჯერობით სრულად გადახდილი არ არის, ქონების ოდენობა და-
უდგენელია და შეიძლება, კიდევ მრავალი წლის განმავლობამში
ვერ დადგინდეს. მისტერ ბერკი სოლიდური, ფრიად სოლიდური შე-
მოსავლის პროცენტებს იღებდა მის მიერ დადამული სამი ფილმის
გაქირავებით. მისი საავტორო უფლებები ითვალისწინებდნენ
გრძელვადიან მონაწილეობას კინოკომპანიების მოგებებში, ჰონო-
რარებს მისი ფილმების საზღვაოგარეთ გაქირავებისათვის, და აგ-
რეთვე მასთან უშუალოდ დაკაკშირებული პიესების შესაძლო ეკ-
რანიზაციისათვის,
გრეთჰენი სავარძლიდან წამოდგა.
– ყველაფრისათვის დიდ მადლობას მოგახსენებთ მისტერ გრინ-
ფილდ, ‒თხრა მან, – მაპატიეთ, ამდენი დრო რომ წაგართვით
– რას ბრძანებთ,– ადვოკატისათვის ჩვეული თავაზით უპასუხა
მისტერ გრინფილდმა. – მე, ბუნებრივია, საქმის ვითარებას გაცნო-
ბებთ ხოლმე.

404
თავი მეხუთე

გემბანზე ციოდა, მაგრამ ტომასს მოსწონდა აქ მარტო დგომა და


ატლანტიკის აგორებული ნაცრისფერი ტალღების ცქერა. მორიგეც
რომ არ იყო, მაინც მოდიოდა აქ კარგ ამინდსა თუ უამინდობაში, იდ-
გა ჩუმად მორიგის გვერდით და საათობით უყურებდა გემის ცხვირი
წყალში ტლანქად როგორ ერჭობოდა, მერე ქაფის თეთრ მაქმანებ-
ში ზევით ამოდიოდა.
ტომასი თავს მშვიდად გრძნობდა, არაფერზე არ ფიქრობდა,
არც სურვილი ჰქონდა და არც საჭიროდ მიაჩნდა, რამეზე ეფიქრა.
გემი ლიბერიის დროშის ქვეშ მიცურაგდა, თუმცა ორი რეისის
მანძილზე ლიბერიის ნაპირებს ერთხელაც არ გაჰკარებია·
პეპი, სასტუმრო „ეგეოსის მეზღვაურის“ ადმინისტრატორი, შულ-
ცის დაპირებისამებრ ტომასს ძალიან დაეხმარა. ტანსაცმელი და ამ
სასტუმროში გარდაცვლილი ბებერი ნორვეგიელი მეზღვაურის ჩან-
თა გადასცა და სამუშაოდ მოაწყო საბერძნეთის კომპანიის კუთ-
ვნილ გემზე „ელგა ანდერსონზე“, რომელსაც ტვირთი პობოკენიდან
როტერდამში, ალხესირასსა, გენუასა და პირეაში გადაჰქონდა. ტო-
მასი ნიუ-იორკში გატარებული რვა დღის განმავლობაში თავისი
ნომრიდან გარეთ არ გამოსულა, კერძი პეპის მოჰქონდა, რადგან
ტომასმა განაცხადა, რომ არ სურდა მსახურს დაენახა – ზედმეტი შე-
კითხვები, აბა. რაში სჭირდებოდა. „ელგა ანდერსონის“ გასვლის
წინ პეპიმ იგი პობოკენის ნავსადგურში მიიყვანა, თვითონ პირსს მი-
აშორა და სანამ ტომასი გემბანზე არ ავიდა, იქიდან ფეხი არ
მოუცვლია. როგორც ჩანს, ომის წლებში შულცმა პეპის სავაჭრო
ფლოტში მუშაობის დროს ნამდვილად დიდი დახმარება აღმოუჩინა.
„ელგა ანდერსონი“ (ათი ათასი ტონის წყალწყვის, „ლიბერტის“
კლასის) 1943 წელს იყო აგებული და კარგი დროება ჰქონდა გატა-
რებული. ხომალდი ხელიდან ხელში გადადიოდა; მის მეპატრონე-
ებს, რომლებიც წამდაუწუმ იცვლებოდნენ, სწრაფი გამდიდრების
მეტი არაფერი ადარდებდათ, რემონტზე კი კაციშვილი თავს არ იც-

405
ხელებდა–ხანდახან აუცილებელ რამეს თუ შეუკეთებდნენ მხო-
ლოდ, ოღონდაც ეს ვარცლი არ ჩაძირულიყო და თუგინდ გაჭირვე-
ბით ემოძრავა.
კორპუსი ნიჟარებით დაიფარა, მექანიზმს ჭრაჭაჭრუჭი გაუდიო-
და და რახრახებდა. ხომალდი, ვინ იცის რამდენი წელია, არ გადაე-
ღებათ, ყველაფერი დაჟანგებულიყო. „ელგა ანდერსონზე“ საშინ-
ლად კვებავდნენ. კაპიტანი ბებერი, მორწმუნე მანიაკი იყო, რომე-
ლიც ქარიშხალის დროს მუხლებზე დაეცემოდა ხოლმე ზედ თავის
ბოგირზე და ლოცვას იწყებდა. იგი ომის დროს ნაპირზე გადმოეს-
ვასთ ნაცისტების მიმართ სიმპათიის გამოჩენისათვის. ათ სხვადას-
ხვა ქვეყანაში გაცემული საბუთების მქონე ოფიცრები სხვა ხომალ-
დებიდან გამოეპანჩურებინათ – ზოგი პროფესიული მოუმზადებ-
ლობისათვის, ზოგი ლოთობისათვის, ზოგი კიდევ ქურდობისათ-
ვის, ეკიპაჟი ატლანტიის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე
მდებარე თითქმის ყველა ქვეყნიდან თავშეყრილ ჭრელ ბრბოს წარ-
მოადგენდა: ბერძნები, იუგოსლავები, ნორვეგიელები, იტალიელე-
ბი, მაროკოელები, ამერიკელები – ვინმეს რომ შეემოწმებინა, უმ-
რავლესობას საბუთები ყალბი აღმოაჩნდებოდა. კაიუტ-კომპანიაში
სადაც პოკერის თამაში წუთით არ წყდებოდა, ლამის ყოველდღე
მუშტი-კრივი იმართებოდა, მაგრამ ოფიცრები ჩხუბში ჩარევას თავს
არიდებდნენ.
ტომასი პოკერის სათამაშოდ არასოდეს არ ჯდებოდა, ჩხუბითაც
არ ჩხუბობდა. ლაპარაკს მხოლოდ მაშინ იწყებდა, თუ აუცილებელი
იყო. არანაირ შეკითხვებზე არ პასუხობდა და გული საგულესა ჰქონ-
და. გრძნობდა, რომ იპოვნა თავისი ადგილი ამ პლანეტაზე. არც ზრ-
უნვა წონის მომატებაზე, არც სისხლიანი შარდი, არც ფულის შოვ-
ნის ციებ-ცხელება ყოველი თვის ბოლოს.
ერთ მშვენიერ დღეს შულცს უთუოდ დაუბრუნებს იმ ასორმოც-
დაათ დოლარს, რომელიც მან ლას-ვეგასში მისცა. პროცენტებით
დაუბრუნებს.
ტომასს ზურგიდან ფეხის ხმა შემოესმა, მაგრამ არ მობრუნებუ-
ლა.

406
‒ მძიმე ღამე იქნება,–უთხრა კაცმა რომელიც მას მიუახლოვდა·
პირდაპირ შტორმის შესახვედრად მივცურავთ.
ტომასმა ჩაიზმუკუნა. მან დუაიერის ხმა იცნო, შუა დასავლეთე-
ლი ჭაბუკისა. ხანდახან მის ინტონაციაში რაღაც არამამაკაცური გა-
მოკრთოდა, კბილები წინ გამოჩროდა და ხომალდზე მეტსახელად
კურდღელი შეარქვეს.
– იმედია, ძალიან ძლიერ შტორმში არ მოვხვდებით, – თქვა
დუაიერმა, თორემ ჩვენნაირი „ლიბერტის“ კლასის ბევრი ვარცლი
შტორმის დროს უბრალოდ შუაზე იპობა ხოლმე. თანაც, გაგიხარია,
ისე დაგვტვირთეს. არ შეგინიშნავს, როგორა ვართ დაფერდებული
მარცხენა ქიმისკენ?
– არა.
– ეშმაკსაც წაუღია! აქ მხოლოდ იმიტომ მოვეწყე, რომ რაღაც--
რაღაცების იმედი მქონდა.
ტომასმა იცოდა: დუაიერს უნდოდა ტომასს ეკითხა, კერძოდ, რა
ჰქონდა მხედეელობაში, მაგრამ იგი დუმდა და ჩაშავებულ ჰორი-
ზონტს გაჰყურებდა.
– იცი,– დუაიერი მიხვდა, რომ ტომასი ლაპარაკში მხარს არ აუ-
ბამდა. – მე მესამე კლასის დიპლომი მაქვს. ამერიკულ გემებზე და-
საწინაურებლად, ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენი წელი უნდა მეცა-
და. ამგვარ ვარცლზე კი, მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ ვინმე ნაძი-
რალა ღრეობის შემდეგ წყალში გადავარდება ან სადმე ნავსადგურ-
ში პოლიციაში ამოჰყოფს თავს და მეც გზა სწორედ მაშინ გამეხსნე-
ბა. გასაგებია? ტომასმა საპასუხოდ რაღაც გაურკვევლად წაილუღ-
ლულა. იგი დუაიერს ცუდი თვალით არ უყურებდა, მაგრამ გულზე
დიდადაც არ ეხატებოდა.
‒ შენც თანაშემწეობას აპრებ, არა? – შეეკითხა დუაიერი.
‒ მაგაზე არ მიფიქრია, – უხალისოდ უპასუხა ტომასმა.
‒ ეს ერთადერთი ყურადსაღები ვარიანტია. – უმალვე მივხვდი,
როგორც კი ზღვაში პირველად გავედი. უბრალო მეზღვაური საბო-
ლოოდ ხელცარიელი რჩება. სანამ ზღვაშია, ძაღლივით ცხოვრობს,

407
ორმოცდაათი წლისა კი უკვე ბეხრეკია. ასეა ამერიკელ ხომალდებ-
ზედაც, სადაც პროფკავშირებიცაა და კიდევ, არ ვიცი, რაღა არ არის,
თუნდაც ახალი ხილი. დიდი ამბავია – ახალი ხილი! კაცმა მომავალ-
ზე უნდა იფიქროს. სამხრეულებზე ოფიცრის ნიშანი აბა ვის აწყენს.
ამ რეისის შემდეგ ბოსტონში გავემგზავრები, მეორე თანაშემწის წო-
დების მისაღებად გამოცდები უნდა ჩავაბარო.
ტომასმა ცნობისმოყვარეობით შეხედა, დუაიერს ყვითელ, სამ-
ხრეთ-დასავლურ ჩაჩზე მეზღვაურის თეთრი ქუდი წამოეცვა. რეზი-
ნისძირიანი სამუშაო ჩექმები ეცვა. იგი ტანმორჩილი იყო და შორეუ-
ლი ნაოსნობის მეზღვაურის საკარნავალო კოსტუმში გამოწყობი-
ლი, ბიჭსა ჰგავდა. ზღვის ქარისაგან სახეზე ვარდისფერი დაჰკრავ-
და? მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც იმ ხალხს ადევს, ვინც მთელ
დღეებს ჰაერზე ატარებს.
ყინვაში სიცივესმიუჩვეველი გოგონასავით ლოყებღაჟღაჟა იყო,
ლამის მუდარაჩამდგარ ნაზ, შავ თვალებს გრძელი, შავი წამწამების
მაქმანი ერტყა. მეტისმეტად დიდი პირი ჰქონდა, მოუსვენარი ტუჩე-
ბი კი – მეტისმეტად ფუმფულა. დუაიერი ხელებს ჯიბეში ხან ჩაიყოფ-
და, ხან ამოიღებდა.
ეშმაკმა დალახვროს, გაიფიქრა ტომასმა, იგი ჩემთან: გემბანზე
ტყუილუბრალოდ არ მოვიდოდა და ტყუილუბრალოდ არ გამომე-
ლაპარაკებოდა. საერთოდ, ნეტავ გვერდით რომ ჩამივლის, რა უნ-
და, რატომ მიღიმის დღენიადაგ? სჯობს, ერთბაშად ვაგრძნობინო,
რომ ის არა ვარ, ვინცა ვგონივარ.
– თუ ჯიბეში თანაშემწის დიპლომი გიდევს და ასეთი განათლე-
ბული ვინმე ბრძანდები, რაღა გინდა აქ, ჩემთან, უბრალო მეზღვა-
ურთან? – უხეშად უთხრა ტომასმა. – იქნებ, შენი ადგილი დიდებულ
თბომავალზეა? ჩაგეცვა ოფიცრის თეთრი კიტელი და გეცეკვა რო-
მელიმე მდიდარ მემკვიდრესთან.
‒ მე სულაც არ ვიპრანჭები, ჯორდახ, – დამნაშავესავით უთხრა
დუაიერმა. ‒ ღმერთმანი, არ ვიპრანჭები. უბრალოდ, მინდა ხანდა-
ხან ვინმეს გამოველაპარაკო, შენ კი, მგონი, ჩემი ტოლი უნდა იყო,

408
თანაც ამერიკელი. გარდა ამისა, იცი შენი თავის ფასი. მე ეს მაშინ-
ვე შეგატყვე. ამ ხომალდზე სხვები უბრალოდ პირუტყვები არიან.
სულ დამცინიან. მე მაგათნაირი არ გეგონო. პატივმოყვარე გახლა-
ვარ. მე მაგათ პოკერს არ ვეთამაშები. ამას უთუოდ შენც შენიშნავ-
დი.
– მე არაფერიც არ შემინიშნავს, – უთხრა ტომასმა.
– ისინი ფიქრობენ, რომ მე მამათმავალი ვარ. არც ეგ შეგინიშ-
ნავს?
– არა, არ შემინიშნავს, – უთხრა ტომასმა. კაიუტ კომპანიაში იგი
მხოლოდ საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს შედიოდა.
‒ თითქოს ვიღაცამ დამწყევლა, – თქვა დუაიერმა. – სადაც არ
წავედი მესამე თანაშემწედ დასაქირავებლად, ყველგან ერთი და
იგივე მეორდება. ჯერ საბუთებსა და რეკომენდაციებს მისინჯავენ,
მერე ერთი-ორი წუთით გამომელაპარაკებიან, შემდეგ უცნაურად
დამიწყებენ ყურებას და მეუბნებიან, ვაკანსია არა გვაქვსო. მე კი წი-
ნასწარ ვიცი, რომ აი, ახლა, ისევ იმდაგვარადვე შემომხედავენ, მაგ-
რამ მე ისეთი სულაც არა ვარ, ჯორდახ! გეფიცები!
– ვინ გაიძულებს რომ დაიფიცო, – უთხრა ტომასმა. ამ საუბარმა
გუნება წაუხდინა. მას არ სურდა რაიმე სცოდნოდა სხვათა საიდუმ-
ლოებებსა და უსიამოვნებებზე. უნდოდა მხოლოდ თავისი სამუშაო
შეესრულებინა, ხომალდით სხვადასხვა ნავსადგურებში შესულიყო,
ზღვები გადაესერა და არაფერზე არ ეფიქრა·
– დალახვროს ეშმაკმა, მე ხომ საცოლე მყავს! – დაიყვირა დუა-
იერმა და შარვლის უკანა ჯიბიდან საფულე დააძრო, იქიდან კი ფო-
ტოსურათი ამოიღო. – აი, – მან ფოტოსურათი ტომასს ცხვირწინ
აუფრიალა. – ეს ჩემი გოგო და მე ვართ შარშან ზაფხულში.– ფო-
ტოსურათზე ძალიან სანდომიანი, ჩათქვირული, ქერა კულულებია-
ნი ქალიშვილი კაფანდარა, მაგრამ მამლის წონა მოკრივესავით
ძარღვმაგარი და კუნთებიანი დუაიერის გვერდით იდგა.
ხომალდის ცხვირს მიხეთქებულმა ტალღამ სურათს შხეფები შე-
ასხურა.

409
– უმჯობესია, შეინახო, ‒ უთხრა ტომასმა, –თორემ წყალი სულ
გაგიფუვებს.
დუაიერმა ცხვირსახოცი ამოიღო, სურათს გადაუსვა და საფულე-
ში ჩადო.
–უბრალოდ მინდა იცოდე, – უთხრა მან, – თუ ხანდახან შენთან
გამოლაპარაკებას დავაპირებ, ამაში ისეთი არაფერია.
– კეთილი, – უთხრა ტომასმა – მეცოდინება.
– მთავარია, ყველაფერს ნათელი მოეფინოს,—თითქმის მტრუ-
ლად წარმოთქვა დუაიერმა. – მორჩა და გათავდა. – იგი უკმეხად
შემობრუნდა და იქაურობას გაეცალა.
ტომასმა თავი გააქნია, სახეზე ცივი შხეფები იგრძნო: ყველას
თავისი საფიქრალი აქვს, ფიქრებით სავსეა ხომალდი, მაგრამ თუ
თვითეულმა თავისი საწუხარის მოყოლა დაგიწყო, შეიძლება წყალ-
ში გადავარდე.
ისინი უკვე ხმელთაშუა ზღვაში იყვნენ და გიბრალტარში გადი-
ოდნენ, მაგრამ ისეთი ცუდი ამინდი იდგა, ენა ვერ იტყვის. კაპიტანი,
უეჭველია, ბოგირზე დამხობილი უფალ ღმერთსა და ადოლფ ჰიტ-
ლერზე ლოცულობდა. ღრეობის შემდეგ გემიდან არავინ გადავარ-
დნილა და დუაიერი ჯერჯერობით არავის დაუწინაურებია. ის და ტო-
მასი გემბანზე მიხრახნილ რკინის მაგიდასთან ისხდნენ, კიჩოზე.
ისეთი ძლიერი შტორმი ამოვარდა, რომ ხომალდი ტალღებს ეხეთ-
ქებოდა, მხოფავი ხრახნი წამდაუწუმ წყლიდან ყურყუმალავდებო-
და, კიჩო კი ხან ერთ გვერდზე გადაყირავდებოდა, ხან მეორეზე და
ჭრიალი გაუღიოდა – დუაიერი და ტომასი მაგიდაზე გაშლილ ქა-
ღალდებს, წიგნებსა და რუკებს გადაფოფრებოდნენ, რათა ეს ყვე-
ლაფერი იატაკზე არ მიმოფანტულიყო. ისინი ყოველდღე, სულ ცო-
ტა, ორი საათი მაინც მეცადინეობდნენ და ტომასს, რომელიც სკო-
ლაში თავს დიდადაც არ იცხელებდა, უკვირდა, ასე სწრაფად რომ
ითვისებდა დუაიერის ახსნა-განმარტებებს ნავიგაციის წესების, სექ-
სტანთან მუშაობის, ვარსკვლავთა რუკების დატვირთვის შესახებ –
ეს ყველაფერი ტომასს ხუთი თითივით უნდა სცოდნოდა, როცა გა-
მოცდას ჩააბარებდა მესამე თანაშემწის წოდების მისაღებად. კიდევ

410
ისაოცებდა, რომ ეს მეცადინეობა სიამოვნებას რომ ანიჭებდა. იწვა
ფიქრებში წასული თავის ვიწრო საწოლზე, მის კაიუტაში გაჭიმული
ორი მეზღვაურის ხვრინვს ყურს უგდებდა და გრძნობდა, რატომ შე-
იცვალა აგრერიგად. ეს მარტო წლოვანების ბრალი არ იყო, იგი წი-
ნანდებურად წიგნებს ახლო არ ეკარებოდა, არც გაზეთებს კითხუ-
ლობდა და არც სპორტულ სვეტებს, მაგრამ საზღვაოსნო რუკების,
ტექნიკური პროსპექტების, ძრავების ნახაზებისა და ფორმულების
წყალობით ამ ძაღლური ცხოვრებიდან თავის დახსნა უნდოდა. დი-
დი ხნის ნანატრ გამოსავალს ეძებდა.
დუაიერს თავისი ცხოვრების მანძილზე გემბანის მეზღვაურადაც
ემუშავა და სამანქანო განყოფ·ლებაშიც, ფრიად ღრმა თუ არა, საკ-
მაო წარმოდგენა ჰვონდა სახომალდო ტექნიკაზე, ტომასს კი გარაჟ-
ში მუშაობის გამოცდილება ხელს უწყობდა ადვილად მიმხვდარიყო,
დუაიერი რაზე ლაპარაკობდა.
იგი არასდროს არ ეკითხებოღა ტომასს მის წარსულზე, ტომასი
კი პირში წყლის დაგუბებას ამჯობინებდა. დუაიერის გაკვეთილები
გულს მადლიერების გრძნობით უვსებდნენ და თანდათანობით ტო-
მასი ამ კაცის მიმართ სიმპათიით იმსჭვალებოდა.
ეს აზრი თავში ტომასს მარსელში მოუვიდა. შუაღამე იქნებოდა,
მან და დუაიერმა ის-ის იყო თევზის რესტორანში ივახშმეს, ძველ
ნავსადგურში. ტომასს გაახსენდა, რომ ისინი საფრანგეთის სამ-
ხრეთ სანაპინროზე იმყოფებოდნენ და არა სხვაგან და ორივემ ერ-
თად სამ ბოთლ ვარდისფერ ღვინოს წირვა გამოუყვანეს. რატომაც
არა, – ისინი ხომ საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე არიან. თუმცა
მარსელს ტურისტულ კურორტს ვერ უწოდებ. „ელგა ანდერსონს“
ღუზა დილის ხუთ საათზე უნდა ამოეღო და მთავარი იყო ამ დრო-
ისათვის უკან დაბრუნება მოესწროთ, აბა, სხვა რა ჰქონდათ საფიქ-
რალი. ვახშმის შემდეგ ქალაქში დაეხეტებოდნენ, ცოტა ხნით ხან
ერთ ბარში შეივლიდნენ, ხან მეორეში და ახლა სანაპიროს შორი-
ახლო მდებარე პატარა, ბნელ ბარში მოკალათებულიყვნენ, უკრავ-
და მუსიკალური ავტომატი, რამდენიმე ჩასუქებული მეძავი ქალი

411
სასმელის შეთავაზების მოლოდინში დახლთან ატუზულიყო. ტომა-
სი დიაცთან დაწოლაზე უარს არ იტყოდა, მაგრამ ამათ მეტისმეტად
ბინძური შესახედაობა ჰქონდათ, არ იყო გამორიცხული, რომ ათა-
შანგიც ებოძებინათ, გარდა ამისა, იოტისოდენადაც არ შეეფერე-
ბოდნენ მის წარმოდგენას ქალებზე, ვისთანაც შეიძლებოდა საფ-
რანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გულის გადაყოლება.
ტომასს, რომელიც კედელთან მიდგმულ მაგიდასთან ღვინოს
წრუპავდა და დაბინდული თვალებით ჭყეტელა ფერის კაბებში გა-
მოწყობილ სქელკანჭება მეძავებს მისჩერებოდა, თავისი ცხოვრე-
ბის ათი საუკეთესო დღე გაახსენდა, ის ათი დღე, რომელიც კანში
ძვირფასეულობის ტრფიალ, მარჯვე ინგლისელ გოგონასთან ჰქონ-
და გატარებული.
– მომისმინე, – უთხრა მან დუაიერს, რომელიც მის წინ იჯდა და
ლუდს მიირთმევდა, – ერთი იდეა მომივიდა.
‒ რა იდეა? ‒ ყურებდაცქვეტილი დუაიერი ცერად გასცქეროდა
დახლთან აყუდებულ დიაცებს, ეშინოდა, რომელიმე მათგანი მათ
მაგიდას არ მისჯდომოდა და ხელი მის მუხლზე არ ჩამოედო.
‒ მოდი, მივაფურთხოთ ამ დაწყევლილ ვარცლს.
– ჭკუიდან ხომ არ შეიშალე! მარსელში რა ჯანდაბა უნდა გავაკე-
თოთ? მაშინვე თავს ციხეში გვიკრავენ.
‒ თავს არავინ არსად არ გვიკრავს. მე ხომალდიდან სამუდამოდ
გაპარვას არ გთავაზობ. აქედან რომელ ნავსადგურში უნდა შევი-
დეთ? თუ არ ვცდები, გენუაში, ასე არ არის?
– ჰო, ასეა, – უხალისოდ დაუკრა კვერი დუაიერმა.
‒ ჰოდა, გენუაში დავეწევით. ვეტყვით, დავთვერით, დაგვეძინა
და დაგვაგვიანდა-თქო. რას გვიზამენ, დიდი-დიდი, რამდენიმე დღის
ფული დაგვიქვითონ, მორჩა და გათავდა. მუშა ხელი მაინც არ ყოფ-
ნით.
– კეთილი, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში რა უნდა ვაკეთ-
ოთ? ‒შეეკითხა შეშფოთებული დუაიერი.

412
– ვიმოგზაურებთ, გრანდიოზულ ტურნეს გავმართავთ! მატარე-
ბელში ჩავსხდებით და კანში გავვარდებით მილიონირების ამ თა-
ეშესაფარში, როგორც გაზეთებს უყვართ წერა. აქ ერთხელ უკვე
ნამყოფი ვარ. ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეები გავატარე. პლაჟ-
ზე გავიშოტებით, ქალს ვიპოვნით. ფული ჯერ არ დაგვიხარჯავს...
‒ მე ფულს ვაგროვებ, – უთხრა დუაიერმა.
‒ამდენი ხნის შემდეგ, ხომ გვაქვს ადამიანური ცხოვრების
უფლება,‒ სიტყვა დინჯად ჩამოართვი ტომასმა. ახლა, როცა კანი
ასე ახლოს იყო და ასე ხელმისაწვდომი, მას ვერ წარმოედგინა, რო-
გორ შეიძლებოდა ამ გაუბედურებულ ხომალდზე სევდიან ყოფას
დაბრუნებოდა, ვახტზე მდგარიყო და ის ნარეცხი ეჭამა, რომლითაც
იქ მეზღვაურებს უმასპინძლდებოდნენ.
– მე თან კბილის ჯაგრისიც კი არ წამომიღია, – უთხრა დუაიერ-
მა.
– კბილის ჯაგრისს მე გიყიდი! შენ არ იყავი, ყურები რომ გამომი-
ჭედე, შესანიშნავი მეზღვაური ვარ და ჯერ კიდევ ბავშვობაში ზემო
ტბაზე ბრტყელძირიან ნავს დავაქროლებდიო?
– რა კავშირი აქვს ზემოს კანთან?
– რა კავშირი აქვს? ‒ კითხვა შეუბრუნა ტომასმა. – ახლავე აგიხ-
სნი. ესე იგი, თუ დაგიჯერებ, შენ შეგეძლო აფრებიანი ნავების ტა-
რება ტბაზე...
– თუ ღმერთი გწამს, ტომი, – შეევედრა დუაიერი. – მე ხომ ჩემს
სიცოცხლეში არ მითქვამს, ქრისტეფორე კოლუმბი ვარ მეთქი ან კი-
დევ სხვა ვიღაც, დიდი მოგზაური. უბრალოდ, ბავშვობაში მართლაც
დავატარებდი ბრტყელძირიან ნავს და კატარღებს, ჰოდა...
– მოკლედ, ხომ შეგიძლია მათი მართვა, ასე არ არის? – არ ეშ-
ვებოდა ტომასი.
‒ ჰო, რასაკვირველია, შემიძლია, – გამოუტყდა დუაიერი, – მაგ-
რამ ჯერჯერობით არ მესმის...
‒ კანის ნავსადგურში იახტა ვიქირაოთ, – სიტყვა გააწყვეტინა
ტომმა. – მინდა, საკუთარი თვალით ვიხილო, რისი შნო გაქვს, თეო-

413
რიის, რუკების და წიგნების დიდი ოსტატი ბრძანდები, მაგრამ, საინ-
ტერესოა, პრაქტიკულად როგორია საქმის ვითარება? იქნებ შენს
სიტყვებს უნდა ვენდო? მერე მეც ხომ მასწავლი? მინდა, ნამდვილი
სპეციალისტის გამოცდილება გავიზიარო, თუმცაღა, ჯანდაბას შენი
თავი. თუ ასეთი გულდედალი ხარ, მარტო წავალ. დაბრუნდი ხო-
მალდზე, როგორც გამგონე ბიჭი.
– კარგი, იყოს შენებურად, – უთხრა დუაიერმა. მე ჩემს სიცოც-
ხლეში ასეთი რამ არ ჩამიდენია, მაგრამ გყაბულდები. ეშმაკსაც წა-
უღია ეს ხომალდი! – და მან ლუდის ტოლჩა სულმოუთქმელად გა-
მოსცალა.
ახლა ყველაფერი ისეთი მშვენიერი აღარ იყო, როგორც მის-
თვის დაუვიწყარ იმ შორეულ ხანაში, რადგან ამჯერად გვერდს დუა-
იერი უმშვენებდა და არა ის მარჯვე ინგლისელი გოგო, მაგრამ, ბედს
მაინც არ უოჩიოდა. „ელგა ანდერსონზე“ მორიგეობას, აქოთებული
კერძების ჭამას და ორ მხვრინავ მაროკოელთან ერთად აყროლე-
ბულ კაიუტაში ძილს მაინც სჯობდა.
მათ პატარა, იაფფასიან, მაგრამ არც თუ უხეირო სასტუმროში
ნომერი იქირავეს და საბანაოდ გასწიეს თუმცა ჯერ კიდევ გაზაფხუ-
ლი იდგა და წყალი ისეთი ცივი იყო, რომ შიგ კაცი დიდხანს ვერ გა-
ჩერდებოდა. გარშემო ისეთივე თეთრი სახლები მოჩანდა, ღვინოც
ისეთივე ვარდისფერი იყო, ზეცაც ცისფერი, ნავსადგურში კი, წყლის
ზედაპირზე ძველებურად დიდებული იახტები გარინდულიყვნენ.
ერთი ბეწო აფრებიანი გემი იქირავეს. დუაიერი არ ტყუოდა ‒
ნამდვილად შეეძლო პაწაწინა გემების მართვა. ორ დღეში ტომასმა
მისგან ბევრი რამ ისწავლა და თითქმის გაბედულად გაჰყავდა უკვე
ზღვაში აფრებიანი გემი. აფრებს კეცავდა, ნარნარად უახლოვდებო-
და ნავსადგურს და გემს ნაპირს მიაყენებდა ხოლმე.
მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს მაინც ნავსადგურში ატარებდნენ:
დინჯად დაეხეტებოდნენ პირსებზე და უჩუმრად ტკბებოდნენ ნაპირ-
თან გარინდული და მომავალი საზაფხულო სეზონისათვის გამზადე-
ბული აფრიანი გემების, დიდი იახტების და კატარღების ცქერით.
‒ წარმოგიდგენია ქვეყნად რამდენი ფულია, ჩვენთვის კი, ღმერთს

414
არაფერი გამოუმეტებია, – თავს იქნევდა ტომი.
თვალში მოუვიდათ სენ–პიერის სანაპიროზე მდებარე ერთი ბა-
რი, სადაც ხშირად დაიარებოდნენ მეზღვაურები და კატარღების კა-
პიტანები. მათ შორის, ინგლისელებიც იყვნენ, ბევრმა კი ინგლისუ-
რი იცოდა, ტომი და დუაიერი, როგორც მოიხელთებდნენ, მეზღვაუ-
რებს საუბარს გაუბამდნენ ხოლმე.
ბარის ერთ-ერთი მუდმივი სტუმართაგანი გახლდათ კაფანდარა,
მზემოკიდებული, ჭაღარა ინგლისელი ჯენინგსი, რომელიც ომის
დროს ბრიტანეთის ფლოტში მსახურობდა, ახლა კი ხუთკაიუტიანი
იახტის მფლობელი – ნამდვილი მფლობელი – გახლდათ. იახტა
ძველი და ჭირვეულია, უთხრა მათ ინგლისელმა, მაგრამ ხუთი თი-
თივით ვიცნობ, ამით მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მოვიარე:
მალტა, საბერძნეთი, სიცილია – სად აღარ ვყოფილვარ. სწორედ
რომ ბედმა გამიღიმაო, გამოტყდა ერთხელ იგი. ამ იახტის ყოფილ
მფლობელს, ვისთანაც ჯენინგს ადრე უმუშავია, ცოლი ჭირისდღესა-
ვით სძულდა თურმე და სიკვდილის წინ ჯიბრზე იახტა ჯენინგსის-
თვის უანდერძებია.
ჯენინგსი თავმომწონედ წრუპავდა პასტისს. მის მომცრო, მაგრამ
სუფთა და მყუდრო იახტა „გერტრუდა II“-ს ღუზა ზედ ბარის პირდა-
პირ ჩაეშვა. ჯენინგსიც პასტისს შეექცეოდა და მას ალერსით შეს-
ცქეროდა, ეს სიამოვნებასა გვრიდა. შეიძლება ითქვას, ყველაფერი
ხელთა ჰქონდა.
‒ როცა კაცს თავისი იახტა აქვს, – ეს სულ სხვა ცხოვრებაა, თქვა
ჯენინგსმა. – გამოგიტყდებით, აქ მშვენივრად ვგრძნობ თავს. პურის
ფულისთვის ლივერპულის დოკებში ტვირთის თრევით წელს არ
ვიწყვეტ, და არც ზამთრის შტორმში ჩრდილოეთის ზღვაში რომელი-
ღაც ვარცლზე ძრავების წმენდით ვიწურები სიმწრის ოფლში, გარდა
ამისა, აქ გადასახადებიც დაბალია. ახლა კლიმატს არ იკითხავთ!
მან ხელი გაიქნია და ბარის ფანჯრის იქით გადაჭიმულ ნავსადგურზე
მიანიშნა, სადაც ნაზი მზე ალერსით ელაციცებოდა ღუზაზე მოქანავე
გემების ქიმებს, – მდიდრების ამინდია. დიახ, დიახ. მდიდრების
ამინდი.

415
– მითხარი, ჯენინგს, რა ეღირება რიგიანი იახტა, ვთქვათ ისეთი,
როგორიც შენია? – შეეკითხა ტომასი. ჯენინგსი მათ ხარჯზე სვამდა
და ტომს შეკითხვების მიცემის უფლება ჰქონდა.
ჯენინგსმა ჩიბუხი დინჯად გააბოლა.
– ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია, იანკი, – ცოტაოდენი
ფიქრის შემდეგ წარმოთქვა მან. – იახტა ქალივითაა. ზოგი ძვირად
ფასობს, ზოგი–იაფად მაგრამ ფასი ჯერ კიდევ არ იძლევა იმის გა-
რანტიას, რომ შენ ნამდვილ სიამოვნებას მიიღებ. თავისი სიბრძნით
კმაყოფლმა ჯენინგსმა გაიცინა.
‒ მინიმუმი დამისახელე, – არ ეშვებოდა ტომასი. – ყველაზე და-
ბალი ფასი.
ჯენინგსმა ზურგი მოიქექა და თავისი პასტისი გამოსცალა. ტო-
მასმა სასწრაფოდ კიდევ შეუკვეთა.
– ყველაფერი შემთხვევის საქმეა, ბედი როგორ გაგიღიმებს, –
თქვა ჯენინგსმა. – დავუშვათ, კაცმა პატარა, კარგი გემი იყიდა ოც-
დაათ ათას გირვანქად. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მის ცოლს ზღვის
ავადმყოფობა აწუხებს, ან მთელი წლის განმავლობაში თავის საქ-
მეებში ხელი მოეცარა და კრედიტორები გასაქანს არ აძლევენ ანდა
საგადასახადო ინსპექტორები გადაეკიდნენ: შეიძლება არ აცნობა,
რომ იახტა შვეიცარიის ბანკში ჩუმად დადებული ფულითა აქვს ნა-
ყიდი – აი, მაშინ იგრძნობს იგი, რომ მისი საქმე წასულია. ამიტომ
საჭიროა გემი სასწრაფოდ თავიდან მოიშოროს, ამ კვირას კი, თით-
ქოს მის ჯიბრზე, გემის ყიდვას არავინ აპირებს... ხომ გესმის, საით
გიკაკუნებ, იანკი?.. ამრიგად, იგი სასოწარკვეთილია. ორშაბათამ-
დე, ტყავში რომ გაძვრეს, ხუთი ათასი გინეა უნდა იშოვოს, არადა
დაიღუპება. ჰოდა, თუ ამ დროს შენ შეეჩეხე, შენ კი ჯიბეში ხუთი ათა-
სი გინეა აღმოგაჩნდა...
–გინეა – რამდენია? – შეეკითხა დუაიერი.
– ხუთი ათასი გინეა–·–ეს თხუთმეტი ათასი დოლარია, – თქვა
ტომმა, – ასე არ არის?
‒ დაახლოებით,–უპასუხა ჯენინგსმა და დასძინა: ან კიდევ, მაგა-
ლითად, ყური მოჰკარით, რომ აუქციონზე იყიდება რაღაც სამხედ-

416
რო გემი ან მებაჟეების მიერ კონტრაბანდის გადატანისათვის ჩა-
მორთმეული გემი. რასაკვირველია, განახლება დასჭირდება, მაგ-
რამ თუ ყველაფერს შენი ხელით გააკეთებ და იმ მძარცველებს
ფულს არ გადაუხდი, რომლებიც ნავსაშენის გარშემო ტრიალებენ,
მაშინ ასე რვა-ათ ათას გირვანქად იახტას იყიდი, მოაწესრიგებ და
შეგიძლია, ზღვაშიც გახვიდე.
– რვა-ათი ათასი გირვანქა, – გაიმიორა დუაიერმა, – ჩვენთვის
იგივეა, რაც რვა-ათი მილიონი დოლარი.
‒ გაჩუმდი, ‒სიტყვა შეაწყვეტინა ტომასმა, – არსებობს ფულის
შოვნის სხვადასხვა გზები.
‒ მართლა? საინტერესოა.
‒ გზები არსებობს, ერთხელ ერთ საღამოს ხუთი ათასი დოლარი
გავიკარი.
‒ როგორ?— გაოცებისაგან დუაიერს სუნთქვა შეეკრა.
ტომასს, მას შემდეგ, რაც „ეგეოსის მეზღვაური“ მიატოვა, პირვე-
ლად წამოსცდა სიტყვა თავის წარსულზე და ახლა ნანობდა, რომ
ენას კბილი არ დააჭირა.
‒ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ, – მკვახედ უპასუხა მან და
კვლავ ჯენინგს მიუბრუნდა: – მომისმინე, შეგიძლია, ერთი დახმა-
რება გამიწიო?
‒ ყველაფერს გაგიკეთებ, რაც შემიძლია. მხოლოდ იმ პირობით,
თუ ფული არ დამეხარჯება, –ჩაიცინა მან.
– თუ რამეს ყურს მოჰკრავ... ოღონდ რიგიანი იახტა უნდა იყოს
და იაფიანი... შეგვატყობინე, კარგი?
– სიამოვნებით ღაგეხმარები, – უოთხრა ჯენინგსმა.–შენი მისა-
მართი დამიტოვე.
ტომასი შეყოყმანდა. მას ერთადერთი მისამართი ჰქონდა ‒ სას-
ტუმრო „ეგეოსის მეზღვაური“ და ეს მისამართი მხოლოდ დედამ
იცოდა. სანამ კუეილსთან იჩხუბებდა, მოხუცთან საკმაოდ ხშირად
დაიარებოდა, როცა დარწმუნებული იყო, რომ რუდოლფი არ შეეფე-
თებოდა. შემდეგ ნავსადგურებიდან, სადაც მათი გემი შედიოდა
ხოლმე, წერილებს სწერდა, ბარათებს უგზავნიდა, თვალთმაქცობ-

417
და, ვითომდა საქმეები კარგად ჰქონდა.
– მისამართი დამიტოვე, მეგობარო, – გაიმეორა ჯენინგსმა.
‒ შენი მისამართი მიეცი, – უთხრა ტომასმა დუაიერს.
‒ შენ ოდესმე ამოიგდებ მაგ თავიდან ფუჭ ოცნებებს თუ არა? ––
უთხრა დუაიერმა·
‒ მოიქეცი ისე, როგორც მე გეუბნები.
დუაიერმა მხრები აიჩეჩა და ჯენინგსს თავისი მისამართი გადას-
ცა.
– ას თვალსა და ას ყურს გამოვიბამ, – დაპირდა ჯენინგსი, მისა-
მართიანი ქაღალდის ნახევი ძველ, გაქუცულ ტყავის საფულეში შე-
ინახა.
ტომასმა ფული გადაიხადა და დუაიერთან ერთად ნაპირს გაუყ-
ვა, თან გემებს ყურადღებით ათვალიერებდა.
‒ შენ ფული რამდენი გაქვს? – მოულოდნელად შეეკითხა ტომა-
სი. ბანკს ვგულისხმობ, ხომ ამბობდი, ვაგროვებო.
– ორიათასორასი დოლარი, ‒ უხალისოდ უპასუხა დუაიერმა. ‒
ყური მიგდე, ტომი, მოეშვი ოცნებებს, სულერთია, ჩვენ ვერასდროს
ვერ...
– მთავარია, ხმა გაიკმინდო, – უთხრა ტომასმა. – ერთ მშვენიერ
დღეს მე და შენ საკუთარი იახტა გვექნება და ამ ნავსადგურში დავა-
ყენებთ. აქ კი მდიდრების ამინდია, ფულს როგორმე ვიშოვით.
– მე კანონთან ხუმრობას არ ვაპირებ, – დუაიერს ხმაში შიში შე-
ეპარა. ჩემს სიცოცხლეში დანაშაული არ ჩამიდენია და არ მსურს ამ
გზას დავადგე.
– დანაშაულზე ვინ ლაპარაკობს? ‒ უთხრა ტომასმა, თუმცაღა
ასეთმა აზრმა გონებაში მართლაც გაუელვა, მთელი თავისი კარიე-
რის მანძილზე ბევრ ისეთ ადამიანს შეხვედრია, ვისაც დუაიერი ბო-
როტმოქმედს უწოდებდა. ისინი ძვირფას კოსტუმებში გამოპრანჭუ-
ლები დაიარებოდნენ, მდიდრული ავტომანქანებით დასრიალებ-
დნენ, მშვენიერ დიაცებთან ხელმკლავგამოდებულები დასეირნობ-
დნენ და ირგვლივ ყველა დიდი პატივით ექცეოდა, მათი დანახვა
უხაროდათ პოლიციელებსაც და პოლიტიკოსებსაც, ბიზნესმენებსაც

418
და კინოვარსკვლავებსაც. ისინი სხვა ადამიანებისგან არაფრით
განსხვავდებოდნენ. განსაკუთრებული არაფერი ჰქონდათ, გარდა
დანაშაულისა‒თავის რჩენის ერთ-ერთი ხერხთაგანისა, შესაძლოა,
უფრო იოლისა, ვიდრე დანარჩენებია. მაგრამ მას დუაიერის შეში-
ნება არ უნდოდა, ჯერჯერობით მაინც. თუ ოდესმე მის ოცნებას
ფრთები შეესხა, დუაიერი აუცილებლად გამოადგება იახტას ჩააბა-
რებს. მარტოკა საქმეს თავს ვერ გაართმევს, ასე რომ, ჯერჯერობით
არ დააფრთხობს. არც ისეთი იდიოტია.
მეორე დღეს დილაუთენია მატარებელში ჩასხდნენ და გენუ-
ისაკენ გაემგზავრნენ. ერთი დღე შემოინახეს, რადგა გზაში მონტე-
კარლოში გაჩერება გადაწყვიტეს. იქნებ ბედმა კაზინოში მაინც გა-
უღიმოთ?
ტომასს პლატფორმის მეორე ბოლოსკენ რომ ჩაევლო, თვალს
შეასწრებდა პარიზის ექსპრესიდან გადმოსულ, უთვალავი ახალი
ჩემოდნით დატვირთულ თავის ძმას, რუდოლფს და ტანწერწეტა,
სანდომიან ქალიშვილს.

419
თავი მეექვსე

მუშამ ბარგი მანქანაში ჩატვირთა, „მერსიო“, უთხრა, ფული რომ


აჩუქეს და გაუღიმა, თუმცა მაშინვე ეტყობოდათ – ამერიკელები იყ-
ვნენ. ამ წელიწადს ფრანგები ამერიკელებს ღიმილით არ აჯილდო-
ებდნენ.
რუდოლფმა ზღვისპირა ალპების რუკა პარიზშივე შეიძინა, შეის-
წავლა და მათ თავღია „პეჟოთი“ ჩაუარეს თეთრ ქალაქს, ხმელთა-
შუა ზღვის მოალერსე სხივებქვეშ ნაპირ-ნაპირ ჩაუქროლეს გოლფ-
დე ჟუანს, სადაც ოდესღაც ნაპოლეონი დაბანაკდა, ჟუან-დე-პენს,
სეზონის დაწყების წინ ჯერ კიდევ მიყუჩებული დიდებული ოტელე-
ბით და გორაკზე წამომდგარ ფიჭვებში ჩაფლულ კრემისფერ ოტელ
„დიუკაპისკენ“ გაემართნენ.
მათი ქორწილი კინაღამ სულ არ ჩაიშალა. ჯინი დიდხანს ყოყმა-
ნობდა. არც „ჰოს“ ამბობდა, არც „არას“ და რუდოლფი ყოველთვის,
როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მზად იყო, ქალისათვის ლა-
მის ულტიმატუმი წაეყენებინა. ისე კი ერთმანეთს ძალიან იშვიათად
თუ ხვდებოდნენ. კაცი დროის უმეტეს ნაწილს უიტბისა და პორტ-ფი-
ლიპში ატარებდა. და, როცა ბოლოს და ბოლოს, ნიუ-იორკში ჩამო-
დიოდა, იქ ხშირად ჯინის ბარათი ელოდა, რომლითაც იგი ატყობი-
ნებდა, რომ მორიგი რეპორტაჟის გადასაღებად ქალაქგარეთ იყო
წასული.
ერთ საღამოს რესტორანში ვიღაც ხმელ-ხმელ, მძივებივით
მრგვალთვალებიან ახალგაზრდა კაცთან დაინახა, რომელსაც
გრძელი, აბურდული თმა და ერთი კვირის გაუპარსავი მუქი ჯაგარი
ამშვენებდა. შემდეგ შეხვედრაზე რუდოლფმა ჰკითხა, ვინ არისო და
ისიც გამოუტყდა ‒ სწორედ ის ყმაწვილია, ვისთანაც რომანი მქონ-
დაო, ხოლო, როდესაც ჩაეძია, ისევ აგრძელებ მასთან წოლას თუ
არაო, ქალმა უპასუხა, რა შენი საქმეაო.
რუდოლფი თავს დამცირებულად თვლიდა, ასეთი შეუხედავი მე-
ტოქე რომ ჰყავდა და როცა ჯინმა უთხრა, ჩვენში რეკლამის ფოტოგ-

420
რაფებს შორის ამ ყმაწვილს ბადალი არ მოეპოვებაო, შვება სრულე-
ბითაც არ უგრძვნია. იმ საღამოს კარი გაიჯახუნა და წავიდა, გადაწ-
ყვიტა დაეცადა, სანამ ჯინი თვითონ არ დარეკავდა, მაგრამ ქალი
დუმდა და, ბოლოს, რუდოლფმა ვეღარ მოითმინა, თავად დაურეკა,
გულში კი დაიფიცა, ლოგინში თუ დავწვები მასთან, თორემ ცოლად
არაფრის გულისთვის არ შევირთავო.
ჯინმა ძირისძირობამდე შეურყია წარმოდგენა საკუთარ თავზე
და მხოლოდ ლოგინში (სადაც თავს ერთმანეთთან ასე კარგად
გრძნობდნენ) თუ გადაეყრებოდა ხოლმე გულიდან მღრღნელი შეგ-
რძნება იმისა, რომ მთელი ეს სიტუაცია მისთვის დამამცირებელი
იყო.
ყველა ნაცნობი მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ ნაცნობი ქალიშვი-
ლები მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, მათთვის თავბრუ როგორ დაე-
ეხვიათ და ცოლად გაჰყოლოდნენ, მაშ, ისეთი რა ხინჯი აქვს ხასი-
ათში, რა ნაკლი, როგორც საყვარელს, და საერთოდ, რა უსიამო
თვისება გააჩნია ისეთი, რომ ორივე გოგონამ, რომლებსაც მან ცო-
ლად შერთვა შესთავაზა, უარი უთხრა ცოლობაზე.
ვირჯინია კოლდერვუდის ამბავმა გუნება სრულებით ვერ გამოუ-
კეთა. ბებერი კოლდერვუდი მის რჩევას აჰყვა და ქალიშვილი ნიუ-
იორკში გაისტუმრა, სადაც იგი სამდივნო კურსებზე შევიდა. მაგრამ
თუ ვირჯინია ახლა სტენოგრაფიასა და მანქანაზე ბეჭდვას სწავ-
ლობდა კიდეც, რაღაც უცნაური განაწესი ჰქონდა, იმიტომ, რომ ნი-
ადაგ, როცა რუდოლფი ნიუ-იორკში ჩამოდიოდა, სულ მის სახლთან
ტრიალებდა: ან მოპირდაპირე სადარბაზოში იმალებოდა ან თავს
იკატუნებდა, ვითომ შემთხვევით შეეფეთა. შუაღამისას ურეკავდა,
ხანდახან სამჯერ, ზოგჯერ კი ოთხჯერაც, რომ ეთქვა: „რუდი, მე შენ
მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ! მინდიხარ!“ ყველაფერი ეს მის შრო-
მისუნარიანობას დაეტყო! გაოცებით შენიშნა, უბრალო ანგარიშე-
ბის აზრს რომ ჩასწვდომოდა, რამდენჯერმე უნდა გადაეკითხა. მო-
უსვენრად ეძინა და ძალაგამოლეული იღვიძებდა.
ნიკაპზე მუწუკები თავის სიცოცხლეში პირველად გაუჩნდა.

421
მთელი დღე ურეკავდა, ათჯერ, ოცჯერ დაურეკა, მაგრამ ყურ-
მილს არავინ იღებდა. კიდევ ერთხელ, უკანასკნელად ვცდიო, გა-
დაწყვიტა ბოლოს, კაცი ნიუ-იორკში, თავისი ბინის სასტუმრო ოთახ-
ში კოპებშეკრული იჯდა. დავთვრები, დიაცებს ავეკიდები აწ ბარში
ვინმეს მუშტი-კრივს გავუმართავო, მერე შინ დავბრუნდები, თუ სა-
დარბაზოში ვირჯინია კოლდერვუდს მოვკარი თვალი, აქ მოვიყვან,
ლოგინში ჩავიწვენ, შემდეგ კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავ-
რეკავ, რათა გიჟების პერანგები მოგვიტანონ და ორივენი თან წაგ-
ვიყვანონო.
ზარი, ზარი ‒ ის იყო უკვე ყურმილის დაკიდებას აპირებდა, რომ
ანაზდად მავთულის მეორე ბოლოს ჯინის ჩუმი, ბავშვურად შემპარა-
ვი ხმა შემოესმა.
–ალო?
‒ შენი ტელეფონი გაფუჭებულია? ‒ შეეკითხა იგი.
– არ ვიცი. დღეს მთელი დღე სახლში არ ვყოფილვარ.
– იქნებ სახლში არც მთელი ღამე აპირებ დარჩენას?
პაუზის შემდეგ, ქალმა უპასუხა:– არა.
– შევხვდებით ერთმანეთს? ‒ კაცი მზად იყო ყურმილი დაეგდო,
თუ ჯინი „არას“ ეტყოდა. ერთხელ კიდეც გამოუტყდა, შენ ჩემში ორ-
გვარ გრძნობას ბადებ, ან სიშმაგეს ან კიდევ აღტაცებასო.
– გინდა კია?
– ესე იგი, რვა საათზე, არა? შინ ნურაფერს დალევ. მოხვალ და
აქ დავლიოთ. – კაცმა ფანჯარამი გაიხედა, –– ვირჯინია კოლდერ-
ვუდი არსად არ ჩანდა.
‒ აბაზანა უნდა მივიღო და არ მსურს სადმე თავპირისმტვრევით
გავვარდე. შენ თვითონ ხომ ვერ მოხვალ?
– დაჰკარით დაფდაფებს, ატეხეთ ხმაური! – უთხრა მან.
– გეთაყვა, ნუ ცდილობ ენაწყლიანობით თავი მოიწონო, – თქვა
ქალმა და ჩაიქირქილა.
– რომელი სართულია?
– მეოთხე. სახლი ულიფტოა. გულს გაუფრთხილდი. ‒ ქალმა
ყურმილი დაკიდა.

422
კაცმა აბაზანა მიიღო და ტანთ გამოიცვალა. ხელები უკანკალებ-
და და წვერის პარვისას კანი მაგრად გაიჭრა. სისხლი დიდხანს არ
შეუჩერდა და უკვე ცხრის ხუთი წუთი იყო აღმოსავლეთის მეორმო-
ცე ქუჩაზე მდებარე მისი ბინის ზარს ხელი რომ დააჭირა.
კარი ჯინსებსა და სვიტერში გამოწყობილმა ვიღაც უცხო გოგო-
ნამ გაუღო.
– გამარჯობათ. მე ფლორენსი მქვია, – უთხრა მან და დაიძახა; –
ჯინ, კავალერი მოგივიდა.
‒ გმადლობთ, ფლორენს, ‒ მადლობა გადაუხადა რუდოლფმა
და ჯინის ოთახში გავიდა. ქალი მაგიდასთან პატარა სარკის წინ დე-
დიშობილა იჯდა და წამწამებს იღებავდა. რუდოლფს არც კი ეგონა
თუ საერთოდ წამწამებს იღებავდა, მაგრამ არც მის წამწამებზე და
არც იმაზე, დედიშობილა რომ იჯდა, არაფერი უთქვამს. გაოცებული
ოთახს ათვალიერებდა.
კედლები თითქმის სულ ერთიანად მისი ფოტოსურათებით იყო
დაფარული: რუდოლფი მომღიმარი, კოპებშეკრული, თვალებმოჭუ-
ტული, რუდოლფი, რომელიც ბლოკნოტში რაღაცას იწერს. ზოგი პა-
ტარა ზომის, ზოგი უზომოდ გადიდებული სურათები. ყველა ფოტოზე
რუდი მისთვის ხელსაყრელ რაკურსში იყო აღბეჭდილი. „ყველა-
ფერმა ჩაიარა, – გაიფიქრა მადლიერებით აღვსილმა კაცმა. –– ყვე-
ლაფერმა ჩაიარა. უკვე გადაწყვიტა“.
– ამ კაცს საიდანღაც ვიცნობ, ‒ თქვა მან.
– ასეც ვფიქრობდი, რომ იცნობდი, – უთხრა ქალმა. ვარდისფე-
რი, შიშველი, ნატიფი ჯინი მშვიდად განაგრძობდა წამწამების შე-
ღებვას.
ვახშმობისას ქორწილზე ლაპარაკობდნენ, ხოლო დესერტი რომ
მოიტანეს, ლამის იყო ყველაფერი არ გადაიფიქრეს.
‒მე, პირადად, – მწარედ წარმოთქვა რუდოლფმა, – ისეთი ქა-
ლიშვილები მომწონს, რომლებმაც იციან, რა უნდათ.
– ჰოდა, მეც ვიცი, რა მინდა, – უპასუხა ჯინმა. კამათის დროს
სულ უფრო და უფრო იღუშებოდა. – მე მგონი, უკვე მივხვდი დასვე-
ნების დღეებს როგორ გავატარებ, – განაგრძო მან. – დავრჩები შინ,

423
ამ ფოტოსურათებს სულ ერთიანად ჩამოვგლეჯავ და კედლებს შევა-
თეთრებ.
უპირველეს ყოვლისა, ქალი დაჟინებით მოითხოვდა მათი და-
ქორწინების ამბავი კაციშვილს არ გაეგო. რუდოლფს კი უნდოდა
სასწრაფოდ ყველასათვის ეცნობებინა, მაგრამ ჯინმა თავი გაიქნია.
– ქვეყანას არ უნდა მოვდოთ.
– კი, მაგრამ მე მყავს და და დედა, – უთხრა რუდოლფმა, – ჰო,
მართლა, ძმაცა მყავს.
‒ საქმეც ეგ არის. მეც მყავს მამა და ძმა, მაგრამ არც ერთს არ
დავპატიჟებ. თუ გაიგეს, რომ შენ შენიანებს შეატყობინე, მე კი ამათ
არაფერი ვუთხარი, ათი წელი ცოფების ყრას არ მორჩებიან. ხოლო,
რომ დავქორწინდებით, არ მსურს შენს მოყვრებთან საერთო მქონ-
დეს რამე, და შენც არ მინდა ჩემს ნათესავებთან რაიმე ურთიერთო-
ბა გააბა. არავითარი ნათესაობა, არ გამაგონო ოჯახური სადილები
მადლიერების დღესასწაულზე, კერიასთან! სწორედ ეგღა მაკლია.
რუდოლფი დაყაბულდა, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. მით
უმეტეს, რომ მის დაქორწინებას გრეთჰენი, რომელმაც სულ რამდე-
ნიმე თვის წინ ქმარი დაკარგა, დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდე-
ბოდა. ხოლო ქორწილზე ასლუკუნებული, ეკლესიაში სასიარულოდ
განკუთვნილი ერთ-ერთი უჩვეულო კაბით მორთულ-მოკაზმული
დედის დასწრება არც რუდოლფს აღაფრთოვანებდა. ჰოდა, რაღა
თქმა უნდა, თავიდან აირიდებდა სცენას, რომელსაც ვირჯინია კოლ-
დერვუდი გაუმართავდა, როგორც კი ამ ახალ ამბავს გაიგებდა. მაგ-
რამ, ამავე დროს, თუ იგი თავის განზრახვას ჯინ ჰიტს და ბრედ ნაიტს
არ გაუმხელდა, შეიძლებოდა სამუშაოზე საქმე გართულებოდა, მით
უმეტეს, რომ დაქორწინების შემდეგ მაშინვე საქორწინო მოგზაუ-
რობაში გამგზავრებას აპირებდა, რუდოლფი და ჯინი შეთანხმდნენ,
რომ არავითარ წვეულებას არ გამართავდნენ, უმალვე ნიუ-იორკს
დატოვებდნენ, ეკლესიაში ჯვრისდაუწერლადაც იოლად გავიდოდ-
ნენ, და თავიანთ თაფლობის თვეს ევროპაში გაატარებდნენ.მაგრამ
ვერა და ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა ეცხოვრათ ევროპიდან

424
დაბრუნების შემდეგ. ჯინი სამუშაოს დატოვებასა და უიტბიში ცხოვ-
რებაზე უარს ამბობდა.
‒ მე შინაყუდა არა ვარ და პატარა ქალაქები არ მიყვარს, – ჯი-
უტად განაცხადა: მან. – აქ სამუშაოცა მაქვს და პერსპექტივებიც,
ჰოდა, სულ არ ვაპირებ ყველაფერ ამაზე ხელის აღებას იმიტომ,
რომ ვიღაცას ჩემი ცოლად შერთვა სურს.
– ჯინ, – გააფრთხილა კაცმა.
– კეთილი, კეთილი, ‒ მხოლოდ იმიტომ, რომ გათხოვება მინდა.
– ასე სჯობია, – უთხრა მან.
‒ უფრო მეტად მოგეწონები, თუ მუდამ დღე ერთად არ ვიცხოვ-
რებთ.
– არა, პირიქით.
‒ ჰო, კარგი, შენ მაშინ უფრო მომეწონები.
იგი ამაზედაც დაყაბულდა, მაგრამ უხალისოდ.
– უკანასკნელად გიხათრე, – უთხრა კაცმა,
დღითიდღე სულ უფრო და უფრო თბებოდა. ისინი საათობით
ეფიცხებოდნენ მზეს. ორივენი მაგრად გაშავდნენ. და ჯინს მზისა და
მარილიანი წყლისაგან თმა სულ გაუხუნდა.
იგი რუდოლფს ოტელის კორტებზე ჩოგბურთის თამაშს ას-
წავლიდა და ეუბნებოდა, ნიჭიერი ხარო. ქალი ფრიად სერიოზუ-
ლად ეკიდებოდა ამ გაკვეთილებს და როცა რუდოლფი შეცდომებს
უშვებდა, მკვახე შენიშვნებს აძლევდა. მან წყლის თხილამურებზე
სიარულიც ასწავლა. რუდოლფის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,
უკვირდა, ამდენი საქმე ასე ჩინებულად რომ ეხერხებოდა.
სადაც არ უნდა წასულიყვნენ, ჯინს ყველგან ფოტოაპარატი დაჰ-
ქონდა და დაუსრულებლად უღებდა სურათებს ანძების, ციხეების,
პალმების, ტალღების, ფონზე. „შენი ფოტოსურათებისაგან ნიუ-
იორკში, ჩვენი საძინებელი ოთახისათვის შპალერი უნდა დავამზა-
დოოი”, ‒ ეუბნებოდა იგი.
ანტიბის კოსცხი რომ მობეზრდებოდათ, იტალიაში გამგზავრებ-
ას პირებდნენ· რუკაზე რგოლი შემოავლეს მენტონს, მილანს (აქ

425
„საიდუმლო სერობაა“ სანახავი) რაპალოს, სან-რემოს, ფლორენ-
ციას (იქ მიქელანჯელოა და ბოტიჩელი!), ბოლონიას, სიენას, ასი-
ზის, რომს, მზეზე ეს სახელები ზანზალაკებივით წკრიალებდნენ.
ჯინს უკვე ყველაფერი მოვლილი ჰქონდა. გავა კიდევ კარგა ხანი,
სანამ რუდოლფი მის შესახებ ყველაფერს შეიტყობს.
ანტიბის კონცხზე ყოფნა არ მობეზრებიათ.
მათ კოლდერვუდს დეპეშა გაუგზავნეს, არ ვიცით, როდემდე შეგ-
ვაგვიანდებაო.
ოტელში ხმას არავის სცემდნენ ერთი იტალიელი კინოვარ-
სკვლავის გარდა, რომელიც ისეთი ლამაზი გახლდათ, რომ არ შე-
იძლებოდა, არ დალაპარაკებოდნენ. ჯინმა მთელი დილა მისი სუ-
რათების გადაღებას მოანდომა და სურათები „ვოგს“ გაუგზავნა
ნიუ–იორკში. „ვოგიდან“ დეპეშა მიიღეს, ფოტოსურათები სექტემ-
ბრის ნომერში დაიბეჭდებაო.
ამ თვეს ვერაფერი დაჩრდილავდა. და თუმცა ანტიბის კონცხი
ჯერ არ მოყირჭებოდათ, მაინც მანქანაში ჩასხდნენ და სამხრეთისა-
კენ, რუკაზე რგოლებშემოვლებული ქალაქების სანახავად გაემ-
გზავრნენ. იმედი არსად არ გასცრუებიათ.
ისინი პორტოფინოში ქვაფენილით მიკირწყლულ მოედანზე კა-
ფემში ისხდნენ, შოკოლადის ნაყინს მიირთმევდნენ, მთელი დედა-
მიწის ზურგზე ყველაზე უკეთეს ნაყინს და ქალებს ათვალიერებ-
დნენ, რომლებიც ტურისტებს ღია ბარათებს, მაქმანებს და ამოქარ-
გულ სუფრებს სთავაზობდნენ. ჯინი ნავსადგურში ღუზაჩაშვებულ
იახტებსაც მისჩერებოდა.
მათ შორის ერთ-ერთი ყველასაგან გამოირჩეოდა: კოხტა, თეთ-
რი, ასე სამოცი ფუტი სიგრძისა, მშვენიერი, მართლაცდა წმინდა
იტალიური ყაიდის.
‒გინდა, ასეთი გქონდეს? ‒ შეეკითხა ჯინი, თან ნაყინს კოვზით
ურევდა.
‒ ვის არ მოუნდება?
– გიყიდი, – უთხრა ქალმა.

426
‒ გმადლობთ, ‒უპასუხა კაცმა, ‒ ეგებ სართად "ფერარიც“ მო-
აყოლო და წაულის სარჩულიანი პალტოც, ორმოცათასიანი სახლიც
ანტიბის კონცხზე, თუკი ასეთი ხელგაშლილი ბრძანდები
– არა, მე არ გეხუმრები, – უთხრა ჯინმა და ნაყინის ჭამა განაგ-
რძო, – თუ მართლა გინდა.
რუდოლფმა ყურადღებით შეხედა. იგი მშვიდი იყო და სერიოზუ-
ლი.
‒ რაღაც არ მესმის, – თქვა მან, – „ვოგი“ შენ ამდენ ფულს რომ
არ გიხდის?
– მე „ვოგის“ იმედი არცა მაქვს. თვითონ ვარ უზომოდ მდიდარი.
დედის სიკვდილის შემდეგ ნამდვილად სათაკილო რაოდენობის ფა-
სიანი ქაღალდები მერგო წილად. მამამისი ამერიკის ერთ-ერთი უმ-
სხვილესი ფარმაცევტული ფირმის მფლობელი იყო.
‒ რა ჰქვია იმ ფირმას? – დაეჭვდა რუდოლფი.
ქალმა დაუსახელა, კაცმა დაუსტვინა და კოვზი გვერდზე გადას-
დო.
‒ სანამ ოცდახუთი წელი არ შემისრულდება, მამა და ძმა ჩემს მე-
ურვეებად ითვლებიან და ჩემს ქონებას მე არ განვაგებ, მაგრამ ახ-
ლაც კი ჩემი წლიური შემოსავალი სამჯერ მეტი მაინცაა შენს შემო-
სავალზე. იმედია, მთელი დღით გუნება არ გაგიფუჭე?
რუდოლფს ხარხარი აუტყდა.
‒ ეშმაკმა დალახვროს! თაფლობის თვეც ამას ჰქვია!
იმ დღეს დათმობაზე წავიდნენ; ქალმა იახტის ნაცვლად, მჭახე
ვარდისფერი პერანგი უყიდა, რომელიც რაღაც საეჭვო რეპუტაციის
ერთ პატარა მაღაზიაში შეარჩია იქვე, ნავსადგურთან.
მოგვიანებით, როცა რუდოლფი დაინტერესდა, რატომ ადრე არ
გამიმხილეო ეს ამბავი, ჯინმა მის შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა.
– ვერ ვიტან ფულზე ლაპარაკს, – უთხრა მან. – ჩვენს ოჯახში
პირზე სულ ეგ ეკერათ. უკვე თხუთმეტი წლისა იმ დასკვნამდე მივე-
დი, რომ ფული სულსა ხრწნის თუ მარტო იმაზე იფიქრე. რაც თხუთ-
მეტი წელი შემისრულდა, საზაფხულო არდადეგებზე შინ ფეხი ერ-

427
თხელაც არ მიმიდგამს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ დედის და-
ტოვებული ფულიდან ცენტიც არ დამიხარჯავს. მამაჩემს და ჩემს
ძმას უფლება მივეცი ეს ფული საქმეში დაებანდებინათ. მათ უნდათ
ნება დავრთო ჩემი კაპიტალის შემოსავლით ისარგებლონ, როცა
მათი მეურვეობის ქვეშ აღარ ვიქნები, მაგრამ დიდი სიურპრიზი
ელოდებათ. ისინი პირველი შესაძლებლობისთანავე შეეცდებიან
გამაცურონ, მე კი არ მსურს, რომ გამაცურონ. მითუმეტეს, მათ.
– კეთილი, ამ ფულით რის გაკეთებას აპირებ?
– ეს ფული შენს განკარგულებაში იქნება ჩემს სასარგებლოდ, –
უთხრა ჯინმა, მაგრამ მაშინვე გამოასწორა; – მაპატიე, ჩვენს სასარ-
გებლოდ. როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიხმარე. ოღონდ ჩემ-
თან ამაზე ნუ ილაპარაკებ და ნუ დახარჯავ ისე, რომ ჩვენი ცხოვრება
ზანტ, მდიდრულ, ფუჭ არსებობად იქცეს.
– სხვათა შორის, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობა-
ში ჩვენ საკმაოდ მდიდრულად ვცხოვრობთ, ‒ შენიშნა რუდოლფმა.
– ჩვენ შენი საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს ვხარჯავთ, თანაც
ეს თაფლობის თვეა და არა ნამდვილი ცხოვრება, ‒ შეეკამათა ჯინი.
რომში, ოტელში რუდოლფს ბრედფორდ ნაიტის დეპეშა დახვდა:
„დედაშენი საავადმყოფოშია წრტ ექიმი შეშინებულია წრტ დიდხანს
სიცოცხლე არ უწერია წრტ სასწრაფოდ უნდა დაბრუნდე“.
რუდოლფმა დეპეშა ჯინს გაუწოდა. მათ ის-ის იყო პასპორტი ად-
მინისტრატორს გადასცეს და ჯერ ისევ ვესტიბიულში იდგნენ. ჯინმა
დეპეშა უხმოდ წაიკითხა და რუდოლფს დაუბრუნა.
– უნდა გავიგოთ ნიუ-იორკში მიმავალი საღამოს რეისი არის თუ
არა, – თქვა მან. ოტელში ისინი თითქმის ხუთ საათზე ჩამოვიდნენ.
‒ არა, – უპასუხა რუდოლფმა. – ჩვენ არ დავიწყებთ იმის გარ-
კვევას, საღამოს რეისი არის თუ არა. ნურას უკაცრავად. მოხუცი
რომიდან დღეს ვერ გამიტყუებს. ხვალ გავფრინდებით. ერთ დღეს
ჩვენი თავისთვის ვიცხოვრებთ. დედას ჩემს ჩასვლამდე არაფერი
მოუვა. ქვეყნად არაფრის გულისათვის არ დაიკლებს ჩემს თვალწინ
სიკვდილის სიამოვნებას.

428
თავი მეშვიდე
I

გენუაში „ელგა ანდერსონზე“ კვლავ შედგა თუ არა ფეხი, მაშინ-


ვე მიხვდა, რომ ფალკონეტისთან ჩხუბი არ ასცდებოდა.
ლორივით წითელხელებიანი და ბოლოკივით პატარა თავიანი
ბუღასავით ზორბა ფალკონეტი, ერთ დროს შეიარაღებული ძარცვი-
სათვის ციხეში იყო ნაჯდომი, ხომალდზე კი მთელ ეკიპაჟს შიშის
ზარს სცემდა. ბანქოს ქაღალდს თაღლითურად ცვლიდა, მაგრამ
როდესაც ერთხელ სამანქანო განყოფილების ერთი მზეთავი პირზე
წაადგა, ფალკონეტიმ, ვიდრე სხვა მეზღვაურები განზე გაათრევ-
დნენ, ის საწყალი კინაღამ იქვე მიახრჩო. წესად გაიხადა, ყოველი
რეისის წინ, რაღაც წვრილმანის გულისათვის რამდენიმე მეზღვა-
ურს შარს მოსდებდა და უღვთოდ მიბეგვავდა, რათა ეჭვი არავის შე-
პარგოდა, გემბანზე ბატონი ვინ იყო. როცა იგი იქ იჯდა, რადიომიმ-
ღებს თითს კაციშვილი ვერ დააკარებდა და ყველა, მოსწონდა თუ
არ მოსწონდა, იმ გადაცემებს ისმენდა, რომელიც ფალკონეტის მო-
ეპრიანებოდა. ეკიპაჟში ერთი ზანგი ჰყავდათ, სახელად რენვეი,
რომელიც შემოსულ ფალკონეტის თვალს ჰკიდებდა თუ არა, მაშინ-
ვე გარეთ გავარდებოდა. „მე არ ვაპირებ ზანეთან ერთ ოთახში ჯდო-
მას“,–გამოაცხადა ფალკონეტიმ, როდესაც რენვეი პირველად და-
ინახა. რენვეის ხმა არ ამოუღია, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუც-
ვლია.
–ეი, შენ, ზანგო, ხომ არ დაყრუვდი? – უთხრა ფალკონეტიმ, მე-
რე მიუახლოვდა, იღლიებში ხელი სტაცა, კარამდე მიათრია და ტი-
ხარს იქით მოისროლა. კაციშვილს კრინტი არ დასცდენია და არც
ხელი გაუნძრევია. „ელგა ანდერსონზე“ ყველა თავის ტყავს უფ-
რთხილდებოდა, ფალკონეტი ნახევარ ეკიპაჟს ფულს ესესხებოდა.
თეორიულად ვალს იღებდა, მაგრამ მისი უკან დაბრუნების იმედი

429
აღარავის ჰქონდა. თუ ვინმე ხუთი-ათი დოლარის მიცემაზე უარს ეტ-
ყოდა, თავდაპირველად არაფერს შეიმჩნევდა, მაგრამ ორი-სამი
დღის შემდეგ უთუოდ ჩხუბს წამოიწყებდა და მერე ხალხი თვალებ-
დალილავებული, ცხვირჩატეხილი ან კბილებჩამტვრეული დაიარე-
ბოდა.
ფალკონეტი ტომასს არასდროს წაკინკლავებია, თუმცა მასზე გა-
ცილებით ზორბა გახლდათ. უსიამოვნებას ტომასიც გაურბოდა და
ფალკონეტის ნიადაგ თავს არიდებდა. მართალია, დინჯად იქცეოდა
და თვალში არ ეჩხირებოდა, მაგრამ მასში იყო რაღაც ისეთი, რაც
ფალკონეტის აიძულებდა მსხვერპლი სუსტებს შორის ეძებნა.
თუმცა, იმავ საღამოს, გენუიდან გასვლის შემდეგ, როგორც კი
ტომასმა და დუაიერმა კაიუტ-კომპანიაში ფეხი შედგეს, ფალკონე-
ტიმ, რომელიც ამ დროს ბანქოს არიგებდა, თქვა: – აი. ჩვენი მიჯნუ-
რებიც მოვიდნენ! – და ტუჩები ისე გააწკლაპუნა, თითქოს იკოცნე-
ბაო.
მაგიდასთან სიცილი ატეხეს, რადგანაც ფალკონეტის ხუმრობა-
ზე რომ არ გაგეცინა კარგი დღე არ დაგადგებოდა. დუაიერი გაწით-
ლდა, ტომასმა კი ყავა მშვიდად დაისხა, მაგიდიდან გაზეთი აიღო და
კითხვა დაიწყო.
– იცი რას გეტყვი, დუაიერ, – განაგრძო ფალკონეტიმ, – გინდა
შენი იმპრესარიო ვიყო? შინ ჯერ კარგახანს ვერ დავბრუნდები, ჩვე-
ნი ბიჭებიდან ბევრი ისარგებლებდა შენი მომსახურებით მარტოო-
ბის წუთებში. ასე არ არის, ბიჭებო?
ტომასი, თითქოს არაფერი მომხდარაო, კითხვას განაგრძობდა
და ყავას მიირთმევდა. იგი გრძნობდა დუაიერის მუდარით სავსე გა-
მოხედვას, მაგრამ, სანამ საქმე არ გართულდებოდა, საჩხუბრად გა-
წევას არ აპირებდა.
– რა აზრი აქვს ვინმეს მუქთად ფერებას, როცა ამ გზით შეგიძ-
ლია რიგიანი ფულიც იშოვნო და თანაც ბევრი გააბედნიერო, – არ
ცხრებოდა ფალკონეტი. – ჩვეულებრივი ჰოლივუდის აგენტივით ათ
პროცენტს გამოგართმევ. რას იტყვი, დუაიერ?

430
დუაიერი ზეზე წამოხტა და კაიუტ-კომპანიიდან გავარდა. მაგი-
დასთან მეზღვაურებმა კელავ სიცილი ატეხეს. ტომასი კითხვას გა-
ნაგრძობდა, თუმცა ხელები უკანკალებდა. თავი უნდა შეიკავოს·
ფალკონეტისნაირი აყლაყუდა რომ მიბეგვოს, რომელიც წლების
განმავლობაში მთელ ეკიპაჟს შიშის ზარსა სცემდა, მეზღვაურები
დაინტერესდებიან, სად ისწავლაო ასეთი ჩხუბი, მერე უთუოდ ვიღა-
ცას გაახსენდება, რომ ოდესღაც რინგზეც უნახავს. ნავსადგურები კი
სავსეა ნაძირალებითა და მუქთახორებით, რომლებიც მზად არიან
მიცვივდნენ ვინმე, რაც შეიძლება, დიდ განგსტერთან და ყველაფე-
რი წვრილად ჩაუკაკლონ.
– ეი, საყვარელო, – ფალკონეტიმ კვლავ გააწკლაპუნა ტუჩები.
– ნუთუ შენ დაუშვებ იმას, რომ შენმა მეგობარმა ატირებულმა და-
იძინოს?
ტომასმა გაზეთი წყნარად დაკეცა და მაგიდაზე დადო, შემდეგ ყა-
ვის ჭიქით ხელში ნელა დაიძრა ადგილიდან. ფალკონეტი თვალს
ადევნებდა და იღიმებოდა. ტომასმა ყავა სახეში შეასხა. ფალკონე-
ტი არც კი განძრეულა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.
– თუ კიდევ ერთხელ გააწკლაპუნებ ტუჩებს, – უთხრა ტომასმა,
– რამდენჯერაც გვერდით ჩაგივლი, იმდენჯერ კბილებში ჩაგცხებ,
ასე იქნება ხობოკამდე.
ფალკონეტი წამოდგა.
– შენთან, გინდ ცხრა მთას იქით წამოვალ, საყვარელო, – თქვა
მან და ტუჩები ისევ ააწკლაპუნა.
‒ გემბანზე გელოდები, ‒ უთხრა ტომასმა. – მარტოკას.
‒ მე არავის დახმარება არ მჭირდება, – უპასუხა ფალკონეტიმ.
ტომასი მიბრუნდა და კიჩოსკენ გაემართა. იქ საჩხუბრად ადგი-
ლი დიდი იყო. არ ღირდა ვიწრო ოთახში შეჭიდება ფალკონეტისთა-
ნა ჯანღონით სავსე გოლიათთან.
ზღვა მშვიდი იყო, ჰაერი გამჭირვალე, ცას ვარსკვლავები ანა-
თებდნენ. – ო, ეს მუშტები, – ამოიგმინა გულში ტომასმა, – ყველა-
ფერს მუდამ ჩემი მუშტები წყვეტენ.
ფალკონეტი გემბანზე გამოვიდა. იგი მარტო იყო.

431
„იქნებ გადავრჩე, გაიფიქრა ტომასმა. ვერავინ დაინახავს, რო-
გორ გავუმკლავდები.“
‒ გაინძერი, შე გაფიჟვინებულო პირუტყვო, – დაუძახა მან. –
მთელი ღამე ხომ არ დაგელოდები.
– რაკიღა ასეა, იცოდე, შენ თავს დააბრალე, ჯორდახ, – უთხრა
ფალკონეტიმ და იმავ წამს მუშტი-კრივზე გადავიდა. ისე იქნევდა
მუშტებს, როგორც ქუჩაში ჩხუბის დროს იციან ხოლმე. ტომასი გან-
ზე გადგა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მარჯვენათი გულის კოვ-
გზთან სდრუზა. ფალკონეტიმ ისე მწარედ ამოიხრიალა, თითქოს ახ-
რჩობენო და უკან დაიხია. ტომასმა ნაბიჯი წინ გადადგა და ისევ მუ-
ცელში უთავაზა. ფალკონეტი ძირს დაეცა. გემბანზე ეგდო და იკრუნ-
ჩხებოდა. ყელში რაღაც ახრჩობდა გონება არ დაუკარგავს, თავზე
წამომდგარ ტომასს ზიზღით შესცქეროდა, მაგრამ ხმის ამოღების
თავი აღარა ჰქონდა.
„სუფთა და სწრაფი ნამუშევარია, სიამოვნებით გაიფიქრა ტომას-
მა. ამ აყლაყუდას არაფერი შეეტყობა და თუ თვითონ არ წამოაყრან-
ტალა, ეკიპაჟიდან კაციშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს, რა მოხდა.
თავად ტომასი, ბუნებრივია, კრინტს არ დასძრავს, ფალკონეტიმ კი
კარგი გაკვეთილი მიიღო და ენის ტარტარი სულაც არ სჭირდება“.
– კეთილი, პირუტყვო, – უთხრა ტომასმა. – ახლა უკვე ჭკუა ისწა
ვლე და ამიერიდან ენას მუცელში ჩაიგდებ.
ფალკონეტი ანაზდად ადგილს მოწყდა და ტომასმა იგრძნო, რო-
გორ სწვდა უზარმაზარი ხელი კოჭებში და ქვევით დაქაჩა ფალკო-
ნეტის მეორე ხელში რაღაცამ გაიელვა. ტომასმა დანას ჰკიდა თვა-
ლი. იგი ერთბაშად მუხლებზე დაეცა, ფალკონეტის სახეზე დააწვა
და დანიანი ხელი გადაუგრიხა. ფალკონეტის ჯერ კიდევ სუნთქვა ეკ-
ვროდა და თითები, დანის ტარს რომ უჭერდა, ადვილად მოუდუნდა.
ტომასმა ფალკონეტის ორივე ხელი მუხლებში მოიქცია დანა გამოს-
ტაცა და გვერდზე გადააგდო. მერე, ერთი-ორი წუთი, გემბანზე გარ-
თხმულ მოწინააღმდეგეს ცხვირ-პირს მუშტებით უზელდა.

432
ბოლოს წელში გაიმართა, ფალკონეტი უძრავად იწვა. მისი თა-
ვის გარშემო, ვარსკვლავების შუქით განათებულ გემბანზე სისხლის
შავი გუბე იდგა. ტომასმა დანა აიღო და წყალში გადაისროლა,
ტომი მძიმედ სუნთქავდა მაგრამ არა დაღლილობისგან, იგი აღ-
გზნებული იყო. ეშმაკმა დალახვროს, გაიფიქრა მან, მე ხომ მარ-
თლაც ვისიამოვნე.
იგი კაიუტაში შევიდა. ბანქოს თამაში მაშინვე შეწყდა, ტომასმა
ყავადანი აიღო და ყავა დაისხა.
– ნახევარი ჭიქა გამიფუჭდა, – თქვა მან, დაჯდა და კვლავ გაზეთი
გადაშალა.

ჯიბეში თავისი ნაშრომი ფულითა და მხარზე გადაკიდებული


მკვდარი ნორვეგიელის ჩანთით იგი ტრაპზე დაეშვა. დუაიერი ფეხ-
დაფეხ მოჰყვებოდა. ტომასს კაციშვილი არ დამშვიდობებია. იმ ღა-
მის შემდეგ, როცა შტორმის დროს ფალკონეტი გემიდან წყალში გა-
დავარდა, მეზღვაურები ტომასს ხმას აღარ სცემდნენ. ჯანდაბამდე
გზა ჰქონიათ. ფალკონეტი თვითონ გახლდათ დამნაშავე. მართა-
ლია, ტომასს გაურბოდა, მაგრამ სახეზე ჭრილობები რომ მოუშუშ-
და, მთელ ჯავრს დუაიერზე იყრიდა, თუ ტომასი ახლო-მახლო არ
იყო. დუაიერი ეუბნებოდა – ფალკონეტი გვერდით ისე არ ჩამივ-
ლის, ტუჩები რომ არ ააწკლაპუნოსო. ერთხელ კი, როდესაც ტომასი
მორიგეობიდან ბრუნდებოდა, დუაიერის კაიუტიდან ყვირილი შემო-
ესმა. კარი ჩაკეტილი არ იყო და შიგ შევარდნილმა ტომასმა იატაკზე
დაცემული დუაიერი დაინახა, ფალკონეტი მას შარვალს ხდიდა. ტო-
მასმა ფალკონეტის ცხვირში მუშტი უთავაზა, მერე კი პანღურის
კვრით კაიუტიდან გარედ გაისროლა.
– მე ერთხელ უკვე გაგაფრთხილე, – უთხრა მან. – ახლა კი
სჯობს თვალით აღარ დამენახო, იმიტომ, რომ ყოველთვის, თვალს
მოგკრავ თუ არა, შენ წილს მიიღებ.
– ღმერთო ჩემო, ტომი, – უთხრა აცრემლებულმა დუაიერმა. –
ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, რაც შენ გამიკეთე! ათასი წელი
მემახსოვრება!

433
– გეყოფა სლუკუნი! თითს ვეღარ დაგაკარებს, – უპასუხა ტომას-
მა.
ის დღე იყო და ის დღე, ფალკონეტი კაციშვილს აღარ გადაჰკი-
დებია. ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ ტომასს თვალში არ მოხვედ-
როდა, მაგრამ დღეში ერთხელ სადღაც მაინც გადაეყრებოდნენ
ხოლმე ერთმანეთს და ტომასი მალ-მალე ეუბნებოდა: „მოდი აქ, შე
პირუტყვო, შენა,“ ფალკონეტის სახე ნერვულად აუთრთოლდებო-
და, ფეხებისთრევით მორჩილად მიჩანჩალდებოდა ხოლმე ტომას-
თან, და ისიც, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ნიკაპში მუშტს ამოჰკრავ-
და. ამას განგებ, დემონსტრატიულად, მეზღვაურთა თვალწინ აკე-
თებდა, თუმცა ოფიცერთა თანდასწრებით ასეთი რამ არასოდეს ჩა-
უდენია. მაგრამ ეკიპაჟს ხომ ვერაფერს გამოაპარებდა: მეზღვაუ-
რებმა დაინახეს თუ არა, როგორ მოუქცია იმ საღამოს ტომმა ღრან-
ჭი ფალკონეტის, მაშინვე ყველაფერს მიხვდნენ· უფრო მეტიც, სპიგ-
ნელიმ, გემბანის მეზღვაურმა, ერთ მშვენიერ დღეს ტომასს უთხრა:
„მე კი სულ ვფიქრობდი, ნეტავ ადრე სად მინახავს-მეთქი?“ ‒ „ადრე
ვერსად ვერ მნახავდი“, – სიტყვა მოუჭრა ტომასმა, თუმცა იცოდა,
გადაფიცვას აზრი არ ჰქონდა. „ილაპარაკე, ილაპარაკე, – უთხრა
სპინელიმ. – ხუთი-ექვსი წლის წინათ თვითონ ვარ მომსწრე, რო-
გორ ჩააგდე ნოკაუტში ერთი ზანგი რინგზხე, კუინსში“. ‒ „კუინსში
ჩემს სიცოცხლეში ფეხი არ დამიდგამს“. – „ეგ შენი საქმეა, – შემ-
რიგებლურად აიქნია ხელები სპინელიმ, – ეგ მე სულაც არ მეხება.
ტომასს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სპინელი თავის ახალ აღმოჩე-
ნას მთელ ეკიპაჟს მოსდებდა, ხოლო პროფესიონალ მოკრივეთა
ჟურნალ „რინგ მეგეზინში“ არავის არ გაუძნელდებოდა მისი კარიე-
რის შესახებ ცნობების პოვნა, ღია ზღვაში შეეძლო გული საგულეს
პქონოდა, ნაპირზე კი ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოება. ჯერჯე-
რობით იგი ნეტარებით განაგრძობდა ფალკონეტის მორალურ გა-
ნადგურებას. უცნაური ის იყო, რომ მეზღვაურებმა, რომლებსაც
სულ ახლახან ფალკონეტი შიშის ზარსა სცემდა და რომლებსაც იგი
ჭირისდღესავით სძულდათ, ტომასიც გულიდან ამოიღეს იტალიე-
ლების მიმართ მისი დამოკიდებულების გამო. მათთვის დამამცირე-

434
ბელი იყო იმის შეგნება, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოთმინე-
ბით იტანდნენ იმ არაკაცის უმსგავსო საქციელს, რომელსაც ყოყო-
ჩობა სულ ათიოდე წუთში მოაშლევინა ადამიანმა, ვინც ზოგიერ-
თებს მხრებამდე არც კი სწვდებოდა და ორი რეისის მანძილზე ხმა
ერთხელაც არ აუმაღლებია.
თუ ტომასი ოთახში გახლდათ, ფალკონეტი ცდილობდა შიგ ფეხი
არ შეედგა. ერთხელ იქიდან დროზე ვერ მოძურწა, ტომასს არ გაურ-
ტყამს, მაგრამ უთხრა:
–აქ იჯექი, პირუტყვო. კომპანიონს მოგიყვან.
იგი რენვეის კაიუტაში ჩავიდა. ზანგი მარტო იყო.
– წამომყევი, – უთხრა ტომასმა.
შეშინებული რენვეი ფეხდაფეხ მიჰყვა. ფალკონეტის რომ ჰკიდა
თვალი, უკან დაიხია, მაგრამ ტომასმა ხელი ჰკრა და შიგნით შეაგ-
დო.
‒ ჩვენ, უბრალოდ, კარგად აღზრდილი ჯენტლმენებივით ამ ჯენ-
ტლმენს გვერდით მოვუსხდებით და მუსიკას მოვისმენთ, – უთხრა
ტომასმა. ოთახში რადიო უკრავდა.
ტომასი ფალკონეტის მარჯვნივ მოკალათდა, რენვეი კი – მარ-
ცხნივ. ფალკონეტი არ განძრეულა. იჯდა მორჩილად, თვალები და-
ეხარა და მაგიდაზე უძრავად დადებულ ვეება ხელებს მისჩერებოდა.
‒ ჰო, კარგი დღეისათვის საკმარისია. ახლა შეგიძლია წახვიდე,
პირუტყვო, – უთხრა ბოლოს ტომასმა.
ფალკონეტი ისე წამოდგა, რომ მოთვალთვალე მეზღვაურები-
სათვის არც კი შეუხედია, გემბანზე გავიდა და წყალში გადახტა. კა-
პიტნის მეორე თანაშემწემ, რომელიც იმ წუთებში გემბანზე იმყოფე-
ბოდა, ეს ყველაფერი დაინახა, მაგრამ შორს გახლდათ და ხელის
შეშლა ვერ მოასწრო. ხომალდი მოაბრუნეს და ეკიპაჟი მის ძებნაში
ნახევარი საათის განმავლობაში არც თუ დიდი გულმოდგინებით
ტრიალებდა ერთ ადგილზე, მაგრამ ზღვა მეტისმეტად ბობოქარი
იყო, ღამე კი მეტისმეტად ბნელი და ფალკონეტი ვერა და ვერ იპოვ-
ნეს.
პირსთან ტომასმა და დუაიერმა ტაქსი იქირავეს·

435
–ბროდვეის და ოთხმოცდაცხრამეტის კუთხეში·—მიუბრუნდა
მძღოლს ტომასი. მან თქვა ის, რამაც ანაზდად თავში გაუელვა, მაგ-
რამ გვირაბს რომ უახლოვდებოდნენ, მაშინღა მიხვდა, ბროდვეისა
და ოთხმოცდაცხრამეტის კუთხე იქვე იყო, იმ სახლის გვერდით, სა-
დაც ოდესღაც ტერეზასთან და თავის ვაჟიშვილთან ერთად ცხოვ-
რობდა. მას სულაც არ ადარდებდა, რომ შესაძლოა, ტერეზას თავის
სიცოცხლეში აღარ შეხვედროდა, მაგრამ შვილის მონატრებამ აი-
ძულა მძღოლისათვის ეს მისამარტი მიეცა – ეგებ შემთხვევით ბიჭი
დავინახოო!
სანამ მანქანა ბროდვეიზე მიქროდა, ტომასს გაახსენდა, რომ
დუაიერი ახალგაზრდობის ასოციაციის ქრისტიანულ საერთო საცხ-
ოვრებელში აპირებდა გაჩერებას სამოცდამეექვსე ქუჩაზე და იქ უნ-
და დალოდებოდა მისგან ამბებს, ტომასს არაფერი უთქვამს მისთ-
ვის სასტუმრო “ეგეოსის მეზღვაურის“ შესახებ.
‒ შენ ხომ მალე გამომეხმაურები, ტომი? – შეეკითხა შეწუხებუ-
ლი დუაიერი და ტაქსიდან გადმოვიდა.
‒არ ვიცი, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, – და ტომასმა მანქანის
კარი მოიჯახუნა.ახლა არც დუაიერის დარდი ჰქონდა და არც მისი
ცრემლნარევი მადლობებისა,
ტომასი პარკ–ავენიუსა და ოთხმოცდამეექვსე ქუჩის კუთხეში
ჩამოვიდა, შეიცადა, სანამ მანქანა თვალს მოეფარებოდა, მერე სხვა
ტაქსი იქირავა და მძღოლს უბრძანა მეჩვიდმეტე ქუჩისა და მეოთხე
ავენიუს გზაჯვარედინზე გაეჩერებინა.
იქ რომ მივიდნენ, ერთი კვარტალი ფეხით გაიარა, კუთხეში შე-
უხვია, შემდეგ უკან დაბრუნდა და სასტუმროს მხოლოდ ამის შემ-
დეგ მიაშურა.
პეპი მაგიდის იქით იდგა. ტომასი რომ დაინახა, კრინტი არ დაუძ-
რავს, გასაღები ისე გადასცა, ტომასი სასწრაფოდ მესამე სართულ-
ზე, გასაღებზე აღნიშნულ ნომერში ავიდა, ჩანთა იატაკზე დააგდო,
მდოგვისფერ გადასაფარებლიან, ჩამსხვრეულ საწოლზე დაწვა და
დაღარულ ჭერს მიაშტერდა·

436
ათი წუთის შემდეგ კარზე დააკაკუნეს. ასე მხოლოდ პეპი აკაკუ-
ნებდა. ტომასი წამოდგა და კარი გააღო.
– ახალი ხომ არაფერია? – შეეკითხა იგი.
პეპიმ მხრები აიჩეჩა. მუქ სათვალეს მიღმა, რომელსაც არც დღე
იხსნიდა და არც ღამე, ძნელი იყო მისი თვალთა გამომეტყველების
ამოცნობა.
– ვიღაცამ იცის, რომ აქა ხარ, – უთხრა პეპიმ. – უფრო სწორად,
ვიღაცამ იყნოსა, რომ ნიუ-იორკში ჩამოსვლისას აქ ჩერდები ხოლ-
მე.
წრე შეიკრა. ტომასს ყელი გაუშრა·
‒ როგორ დაასკვენი, პეპი?– ხრინწიაწი ხმით შეეკითხა იგი.
‒შვიდი-რვა დღის წინ ვიღაც ტიპი მოვიდა და გიკითხა, აქ ხომ არ
არისო.
‒ შენ რა უთხარი,
– ვუთხარი, რომ პირველად მესმის მისი სახელი-მეთქი.
– იმან რაო?
– იმან კი მითხრა, ვიცი, აქ რომ ჩერდებაო, თანაც დასძინა, ძმა
ვარო.
– როგორ გამოიყურება?
‒ შენზე მაღალია, მოხდენილი, შავგვრემანი, მოკლედ გაკრეჭი-
ლი, თვალები მომწვანო, კანი მუქი, მზემოკიდებული, დიდებული
კოსტიუმი ეცვა. განათლებული კაცივით ლაპარაკობდა, მანიკურე-
ბი...
– ეგ ზუსტად ჩემი წყეული ძამიკოა, – თქვა ტომასმა, –მისა-
მართს უეჭველად დედა მისცემდა. მე კი დამიფიცა, კაციშვილს არ
ვეტყვიო, კაციშვილს. კარგია, რომ ჯერჯერობით მთელმა ქალაქმა
არ იცის. რა უნდოდა ჩემს ძმას?
‒ შენთან ლაპარაკი სურდა. მე ვუთხარი: რა გადავცე, თუ აქ ამ
გვარის კაცმა შემოიარა-მეთქი? თავისი ტელეფონი დამიტოვა. სად-
ღაც, უიტბიში ცხოვრობს.
‒ დიახ, ის არის, ‒ გაიმეორა ტომასმა. – კეთილი, დავურეკავ,
როცა საჭიროდ მივიჩნევ. ამჟამად სხვა საქმეებით ვარ დაკავებული,

437
ხოლო მისი პირიდან ჯერ კარგი ამბავი ერთხელაც არ გამიგია. მინ-
და რაღაც- რაღაცები გთხოვო, პეპი.
პეპიმ თავი უსიტყვოდ დაუქნია. იმ ფულის გულისათვის, რომელ-
საც მას ასეთი მემთხვევის დროს უხდიდნეს, მზად იყო, ნემსის ყუნ-
წში გამძვრალიყო.
‒ პირველი – ერთი ბოთლი ვისკი მომიტანე, – უთხრა ტომასმა,
– მეორე – პისტოლეტი მიშოვნე. მესამე – შულცს დაუკავშირდი და
ჩემი სახელით შეეკითხე, ცეცხლი ხომ არ განახლებულა-თქო, ამას-
თანავე გამიგე, შემიძლია თუ არა მისი აზრით, რისკი გავწიო და ვა-
ჟიშვილი მოვინახულო, მეოთხე –გოგო მომგვარე. ყველაფერი ზუს-
ტად ასეთი თანმიმდევრობით გააკეთე.
– ასი დოლარი, ‒ უთხრა ლაკონურად პეპიმ.
ტომასმა საფულე ამოიღო და პეპის ორი ორმოცდაათ დოლა-
რიანი ასიგნაცია გადასცა. შემდეგ საფულე გაუწოდა.
‒ სეიფში შეინახე. ‒როცა დათვრება და ვიღაც უცნობი დიაცი
ჯიბეების ქექვას დაუწყებს, სულაც არ არის საჭირო, იქ ზღვაზე ნა-
შოვნი მთელი ფული იპოვოს.
პეპიმ საფულე აიღო და გავიდა. იგი პირს მაშინ აღებდა, როცა
მართლაცდა სხვა გზა არ არსებობდა· ჰოდა, მისი დუმილი სრულად
ნაზღაურდებოდა თითებზე ორი ბრილიანტის ბეჭედი უელავდა, ფე-
ხებზე კი ნიანგის ტყავის ფეხსაცმელები ეცვა. ის რომ გავიდა, ტო-
მასმა კარი მიიხურა, ისევ დაწვა და მანამდე არ ამდგარა, ვიდრე პე-
პი ვისკის ბოთლით, სამი ქილა ლუდით, ბუტერბროდებიანი თეფ-
შით და ინგლისური „სმიტვესონის“ პისტოლეტით არ დაბრუნდა,
რომელსაც სერიული ნომერი წაქლიბული ჰქონდა.
– ხელთ შემთხვევით აღმომაჩნდა, – უთხრა მან და ტომასს პის-
ტოლეტი გაუწოდა. პეპის ხშირად ბევრი რამ ხელთ „შემთხვევით“
აღმოაჩნდებოდა ხოლმე.‒ ოღონდ სასტუმროში არ იხმარო.
ვისკიმ არ უშველა, თუმცა ბოთლი წარამარა პირთან მიჰქონდა.
თვალთაგან არ შორდებოდა გემბანის მოაჯირთან გაქვავებულ მეზ-
ღვაურთა სახეები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, როგორ ეშვე-
ბოდნენ ისა და დუაიერი ტრაპზე. თვალები ზიზღით უელავდათ. ან

438
იქნებ, მართლებიც იყვნენ? აღვირახსნილი მყეფარასა და ყოფილი
ბოროტმოქმედისათვის თავისი ადგილის მიჩენა ერთია, მისი თვით-
მკვლელობამდე მიყვანა კი სულ სხვაა. სულის სიღრმეში ტომასი
გრძნობდა, რომ ადამიანი, თუ მას თავი ადამიანად მიაჩნია, ვალდე-
ბულია იცოდეს, როდის დაოკდეს და ამ მზის ქვეშ სხვასაც დაუტო-
ვოს თავისი ადგილი. რასაკვირველია, ფალკონეტი ნამდვილი ღო-
რი გახლდათ და ღირსიც იყო ჭკუა ესწავლებინათ, მაგრამ ეს გაკვე-
თილი ოკეანის ფსკერზე არამც და არამც არ უნდა დამთავრებული-
ყო.
იგი კვლავ ვისკის მიეძალა. სურდა ფალკონეტის სახე, როცა ტო-
მასმა უთხრა: „ახლა კი, შეგიძლია, წახვიდე, პირუტყვოო”, გული-
დან გადაეგდო. უნდოდა დაევიწყებინა, როგორ წამოდგა ფალკონე-
ტი მაგიდიდან, როგორ გააყოლეს თვალი მეზღვაურებმა...
ვისკიმ არ უშველა.
ბავშვობაში ძალიან მწარდებოდა და სწყინდა, როცა ძმა ნადირს
ეძახდა, მაგრამ ახლა ვინმემ ასე რომ მიმართოს, აქვს კია წყენის
უფლება? ნამდვილად სწამდა, თუ მას ხალხი დაეხსნებოდა, არც
თვითონ აღმართავდა ვინმეზე ხელს, მის სულს სიმშვიდე სწყურო-
და. ეგონა, რომ ზღვამ სისასტიკის ტვირთი ჩამოხსნა, მომავალი,
რომელზედაც ისა და დუაიერი ოცნებობდნენ, უშფოთველი უნდა
ყოფილიყო და შეუბღალავი, სათუთი ზღვა, სათუთი ადამიანები...
ამის ნაცვლად, მის სინდისზეა ადამიანის სიკვდილი და იგი, პისტო-
ლეტმომარჯვებული, ერთი უბადრუკი სასტუმროს ნომერში იმალე-
ბა – დევნილი საკუთარ ქვეყანაში. ღმერთო, მაღალო, ტირილი მა-
ინც ეხერხებოდეს?
პეპიმ კარზე რომ დღააკაკუნა, ბოთლი უკვე ნახევრამდე ცარი-
ელი იყო.
‒ შულცს ველაპარაკე, – უთხრა პეპიმ. – ცეცხლი ჯერ არ განე-
ლებულა, უმჯობესია, აქაურობას გაეცალო.
‒ ხომ არ უთქვამს, შემიძლია თუ არა შორიდან მაინც შევავლო
თვალი ჩემს შვილს?
‒ არ გირჩევს, – უპასუხა პეპიმ. – ჯერჯერობით არ ღირს.

439
‒ არ გირჩევს, – გაიმეორა ტომასმა. – ეჰ, შულცს რა ენაღვლება,
მისი შვილი ხომ არ არის, ჩემზე რამეს ხომ არ ლაპარაკობენ?
– სასტუმროში ეს ეს არის დაბინავდა ერთი ბერძენი „ელგა ან-
დერსონიდან“. ბევრს ყბედობს, ჰყვება, როგორ გამოასალმე სი-
ცოცხლეს ვიღაც ფალკონეტი. მან იცის, რომ შენ ყოფილი მოკრივე
ხარ. სანამ რომელიმე გემზე არ მოგაწყობ, უმჯობესია, ოთახიდან
გარეთ ცხვირი არ გამოჰყო.
– მე არსად წასვლას არ ვაპირებ, გოგო სად არის, მე რომ გთხო-
ვე?
– ერთ საათში იქნება.
ტომასს მთელი კვირის განმავლობაში ნომრიდან გარეთ ფეხი
არ გამოუდგამს. ამ ხნის მანძილზე პეპიმ ექვსი ბოთლი ვისკი მო-
უტანა, დიაცი ტომსს აღარ მოუთხოვია. მეძავების მიმართ ლტოლვა
გაუნელდა. გასავარჯიშებლად პისტოლეტს ხან გატენიდა, ხან დაც-
ლიდა. ცდილობდა, ფალკონეტის სახე გულიდან ამოეგდო. მთელი
დღე საკანში გამომწყვდეული პატიმარივით ოთახში ბოლთასა
სცემდა. თან ჰქონდა დუაიერის ნათხოვარი სახელმძღვანელო ნა-
ოსნობაზე და თავს ძალას ატანდა, რომ დღეში ორი საათი მაინც
ეკითხა. ლოგინსაც თავად იშლიდა და ოთახსაც თავად ალაგებდა,
მოახლეს რომ არ დაენახა. პეპის დღეში ათ დოლარს უხდიდა ‒ ამ
თანხაში ყველაფერი შედიოდა, რასაკვირველია, სპირტიანი სასმე-
ლების გარდა,‒და უკვე რესურსებიც ელეოდა, ჰოდა, ჯავრს პეპიზე
იყრიდა, უყვიროდა, თათხავდა, აქამდე ვერცერთ გემზე რომ ვერ
მოაწყო, მაგრამ პეპი მხრებს იჩეჩდა მხოლოდ და ეუბნებოდა, ახლა
სეზონი არ არის და მოთმინება გმართებსო. პეპისთვის ადვილი
სათქმელი იყო მოითმინეო, თვითონ თავისუფალი კაცი გახლდათ
და სადაც მოეპრიანებოდა, იქ დაიარებოდა.
პეპიმ კარზე სამ საათზე მიუკაკუნა. ეს მისი ვიზიტებისათვის შე-
უფერებელი დრო გახლდათ. ჩვეულებრივ, იგი დღეში სულ სამჯერ
თუ შემოივლიდა ხოლმე: საუზმე, სადილი და ვახშამი შეჰქონდა.
– ახლა აქ შენი ძმა იყო, – აცნობა პეპიმ.
–რა უთხარი?

440
– ვუთხარი, მგონი, ვიცი სად უნდა ვიპოვნო-მეთქი. ნახევარი სა-
ათის შემდეგ დაბრუნდება. გინდა მისი ნახვა?
ტომასი ერთი პირობა დაფიქრდა, შემდეგ კი დაყაბულდა:
– რატომაც არა? თუ იმ ძაღლიშვილს ეს სიამოვნებას მიანიჭებს,
მობრძანდეს.
პეპიმ თავი დაუქნია:
– რომ მოვა, მოვიყვან შენთან.
ნახევარი საათი უსაშველოდ გაგრძელდა.
კარზე დააკაკუნეს, მაგრამ პეპის კაკუნს არ ჰგავდა.
– ვინ რის? ‒ წაიჩურჩულა ტომასმა.
– ეს მე ვარ, რუდი.
ტომასმა კარი გააღო, ოთახში რუდოლფი შემოვიდა და ტომასმა,
ვიდრე ძმას ხელს ართმევდა, კარი ისევ გასაღებით გადაკეტა. ძმის-
თვის სკამი არ შეუთავაზებია. რუდოლფს მსუბუქი, ზოლებიანი ქსო-
ვილის საგულდაგულოდ გაუთოვებული კოსტუმი ეცვა– თბილი
დღეები იდგა. „ალბათ, სამრეცხაოდან ნიადაგ მთელი იარდი სიგ-
რძის ანგარიში მოსდის,‒გაიფიქრა ტომასმა.
რუდოლფმა ძალისძალად გაიღიმა.
– ქვევით რომ კაცია, როცა შენზე ვეკითხებოდი, ფრიად უცნაუ-
რად იქცეოდა.
– იცის თავისი საქმე. – ცივად უპასუხა ტომასმა,
–აქ ორი კვირის წინაც შემოვიარე
‒ მითხრეს.
– ჩემთან ხომ არ დაგირეკია?
‒ არა.
რუდოლფმა ოთახი ცნობისმოყვარეობით მიათვალ -მოათვალი-
ერა. სახეზე უცნაური გამომეტყველება აღბეჭდოდა, თითქოს საკუ-
თარ თვალებს არ უჯერებდა.
‒ როგორც ვატყობ, ვიღაცას ემალები?
– ამ საკითხის კომენტირებაზე უარს ვაცხადებ როგორც გაზეთე-
ბი წერენ ხოლმე.
– ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება?

441
– არა. ‒ აბა რა უნდა ეთქვა თავისი ძმისთვის, მიდი, იპოვნე კაცი,
რომელსაც ფალკონეტი ჰქვია, გრძედი – ოცდაექვსი გრადუსი და
ოცდაოთხი მინუტი, განედი – ოცდათვრამეტი გრადუსი და ოცდა-
თერთმეტი მინუტი, სიღრმე ათი ათასი ფუტი? წადი, უთხარი ლას-ვე-
გასელ განგსტერს, რომელსაც მანქანის საბარგულში შაშხანა აქვს
დამალული, ტომასი ძალიან ნანობს ჰენრი კუელსი რომ გალახა და
მომავალში ასე აღარ მოიქცევაო?
– მიხარია შმენი ნახვა, ტომ, თუმცა მარტო მოსანახულებლად კი
არ მოვსულვარ, – უთხრა რუდოლფმა.
– ეს მე უკვე ვიგრძენი,
‒ დედა კვდება. შენი ნახვა უნდა.
‒ რას ნიშნავს კვდებაჩ დღეს მოკედება? ერთი კვირის შემდეგ?
ორი თვის შემდეგ?
– ყოველ წუთს შეიძლება დაიღუპოს. უკვე ორი ინფარქტი გადაი-
ტანა.
‒ ღმერთო ჩემო!–ტომასს თავის სიცოცხლეში აზრადაც არ მოს-
ვლია, რომ დედა შეიძლებოდა გარდაცვლილიყო. ჩანთაში მისთვის
გამზადებული საჩუქარიც კი ედო ‒ კანში ნაყიდი შარფი. შარფზე
ხმელთაშუა ზღვის ძველთაძველი რუკა იყო გამოხატული, სამფე-
როეანი, ადამიანები, ვისთვისაც საჩუქრები მიგაქვს, არ კვდებიან·
‒ მე ვიცი, ხანდახან რომ ნახულობდი, – განაგრძობდა რუდოლ-
ფი, და რამდენიმე წერილიც გამოუგზავნე. ბოლო დროს ძალიან ღვ-
თისმოშიში გახდა და სიკვდილის წინ ყველასთან შერიგება სურს.
მთხოვა, გრეთჰენიც ჩამოვიდესო.
– ჩემთან რა აქვს შესარიგებელი, – უთხრა ტომასმა. ‒ მე არ ვემ-
დური. ის არაფერ შუაში არ იყო. მე თვითონ გავამწარე ბევრჯერ. ხო-
ლო ჩვენი კარგი მამისაგან...
– მოკლედ, გინდა თუ არა ჩემთან ერთად წამოსვლა? ჩემი მან-
ქანა სასტუმროს წინ დგას.
ტომასმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ჩანთაც თან წამოიღე, აუცილებელი ნივთებითურთ, – უთხრა
რუდოლფმა, ‒კაცმა არ იცის, ეს ამბავი რამდენ ხანს გასტანს.

442
– ათი წუთი დამაცადე, ‒ სიტყვა ჩამოართვა ტომასმა. – შესას-
ვლელთან ნუ დამელოდები. ჯერჯერობით სადმე ახლომახლო იტ-
რიალე. ათი წუთის შემდეგ კი მეოთხე ავენიუსკენ გაემართე და გეზი
ჩრდილოეთისაკენ აიღე. მეც მაგ გზას დავადგები, ტროტუარის კი-
დეზე ვივლი. თუ ვერ დამინახავ, ორი კვარტლით უკან დაბრუნდი,
მერე ისევ მეოთხე ავენიუსკენ წადი. მოსინჯე, რომ მარჯვენა კარი
ღია იყოს. ეცადე ნელა იარო. რა მანქანა გყავს?
– სამოცი წლის გამოშვების მწვანე „შევროლე“.
ტომასმა კარი გააღო.
– სასტუმროში ნურავის გამოელაპარაკები,
ძმა რომ გავიდა, ტომასმა კარი დაკეტა, ნესესერში საპარსი და
კბილის ჯაგრისი ჩადო. ჩემოდანი არ ჰქონდა, ამიტომ პაკეტი აიღო,
რომლითაც პეპიმ ბოლო ბოთლი ვისკი მოუტანა და შიგ ორი პერან-
გი, ქვედა საცვალი, წინდები და თხელ ქაღალდში გახვეული შარფი
ჩაჩურთა. ნერვების დასამშვიდებლად კიდევ ერთი ყლუპი გადაჰ-
კრა დაფიქრდა, დარჩენილი ნახევარი ბოთლი მეორე პაკეტში ჩა-
დო: გზაში გამოადგებოდა, შემდეგ ჰალსტუხი გაიკეთა და მარსელ-
ში ნაყიდი ლურჯი კოსტუმი ჩაიცვა. როცა დედა გიკვდება, შენც შე-
საფერისად უნდა გეცვას. ტუმბოდან „სმიტვესონი“ გამოიღო, ჩახმა-
ხი შეამოწმა, პისტოლეტი პიჯაკის ქვეშ ქამარში გაირჭო და კარი გა-
აღო. დერეფანში გაიხედა, იქ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ოთახიდან
გამოვიდა, დაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო.
ქუჩაში მზე სახეში ეცა და თვალები აახამხამა. აჩქარებული მი-
დიოდა, მაგრამ ისე, რომ არავის ჰგონებოდა თითქოს ვიღაცას ემა-
ლებაო.
მეოთხე ავენიუზე ერთნახევარი კვარტალიც არ ჰქონდა გავლი-
ლი, რომ უკან „შევროლე“ მოადგა. ტომასმა იქაურობა სასწრაფოდ
მიათვალ-მოათვალიერა და მანქანაში ჩახტა.
ქალაქს გასცდნენ თუ არა, კარგ გუნებაზე დადგა და მოგზაურო-
ბა უკვე სიამოვნებას ანიჭებდა. გრილი სიო უბერავდა, ფანჯრის მიღ-
მა ველების ქორფა ჯეჯილი გაიელვებდა ხოლმე.

443
პაკეტიდან ბოთლი ამოიღო და რუდოლფს შესთავაზა, მაგრამ
ძმამ უარის ნიშნად თავი გაიქნია, ცოტას ლაპარაკობდნენ. რუდოლ-
ფმა უამბო, რომ გრეთჰენი მეორედ გათხოვდა და მისი მეორე ქმარი
ახლახან საავტომობილო კატასტროფაში დაიღუპა, ტომასს ისიც
უთხრა, რომ თვითონაც დაქორწინდა.
ჯორდახებს სამარე გამოასწორებსო, გაიფიქრა ტომასმა.
საათში სამოცდაათი მილის სიჩქარით მიდიოდნენ, როცა უეც-
რად მათ უკან სირენა აღრიალდა.
– დალახვროს ეშმაკმა,– შეიგინა რუდოლფმა და მანქანა გზის
პირას გააჩერა.
მათ პოლიციელი მიუახლოვდა.
‒ დილა მშვიდობისა, სერ, ‒ უთხრა მან. რუდოლფი იმ ყაიდის
ადამიანებს განეკუთვნებოა, რომლებსაც პოლიციელები უთუოდ
ასე მიმართავენ ხოლმე: „დილა მშვიდობისა, სერ“, ‒ თუ შეიძლება,
თქვენი მართვის უფლება მაჩვენეთ, – სთხოვა პოლიციელმა, მაგ-
რამ სანამ მართვის უფლებას შეამოწმებდა, წინა დასაჯდომზე, რუ-
დოლფსა და ტომასს შორის დადებულ ბოთლს მიაჩერდა დაჟინე-
ბით. – თქვენ საათში სამოცდაათი მილის სიჩქარით მოდიოდით იმ
ზონაში, სადაც ორმოცდაათს არ უნდა გადააჭარბოთ, – უთხრა მან
და ტომასის აჭარხლებულ, ქარდაკრულ სახეს, მის ჩატეხილ ცხვირ-
სა და ლურჯ მარსელურ კოსტუმს დააცქერდა.
– ვშიშობ, მართალი ბრძანდებით, – უთხრა რუდოლფმა·
– ყმაწვილებო, თქვენ სვამდით?.–ეს კითხვასავით კი არ ჟღერდა
არამედ როგორც დასტური.
– მე წვეთი არ დამილევია, – უთხრა რუდოლფმა. – მანქანის სა-
ჭესთან კი მე ვზივარ.
– ეს ვინ არის? –– პოლიციელმა ხელში ჩაბღუჯული მართვის
მოწმობა ტომასისაკენ გაიშვირა.
– ჩემი ძმაა, – უპასუხა რუდოლფმა,

444
– რაიმე საბუთი ხომ არა გაქვთ? –– მკვახედ და დაეჭვებით შე-
ეკითხა ტომასს პოლიციელი. ტომასმა ჯიბიდან პასპორტი ამოაძ-
ვრანა. პოლიციელმა იგი ისე ფრთხილად გადაშალა,თითქოსდა
პასპორტი შეიძლებოდა აფეთქებულიყო.
– რატომ დაგაქვთ თან პასპორტი?
– მეზღვაური გახლავართ.
პოლიციელმა რუდოლფს მართვის მოწმობა დაუბრუნა, ტომასის
პასპორტი კი ჯიბეში ჩაიჩარა.
– ამას ჯერჯერობით მე დავიტოვებ. ამასაც წავიღებ, ‒ მან ბოთ-
ლზე მიანიშნა და რუდოლფმა ბოთლი გადასცა. – ახლა კი მობრუნ-
დით და უკან გამომყევით.
– მომისმინეთ, – უთხრა რუდოლფმა. – იქნებ უბრალოდ დაგვა-
ჯარიმოთ გადაჭარბებული სიჩქარისათვის და გაგვიშვათ. ჩვენ აუ-
ცილებლად...
– მე უკვე ვთქვი მობრუნდით და უკან გამომყევით, – სიტყვა მო-
უჭრა ოფიცერმა და თავისი მანქანისაკენ გაემართა, სადაც საჭეს-
თან მეორე პოლიციელი იჯდა.
სხვა რა გზა ჰქონდათ, ისინიც ადგნენ და მობრუნდნენ. საპოლი-
ციო უბნამდე ათ მილზე მეტი იყო. ტომასმა მოახერხა რუდოლფის
შეუმჩნევლად პიჯაკს ქვემოდან პისტოლეტი ამოეძვრინა და დასაჯ-
დომის ქვეშ ამოედო. პოლიციელს მანქანა რომ გაეჩხრიკა, შეიძ-
ლებოდა ტომასი ციხეში მოხვედრილიყო ექვსი თვიდან ერთ წლამ-
დე – უკანონოდ შეძენილი იარაღის გადამალვის ბრალდებით.
პოლიციელმა, რომელმაც ისინი დააკავა, უბანში მისვლისთანა-
ვე სერჟანტს მოახსენა, სიჩქარეს გადააჭარბეს, გარდა ამისა, სხვა
დარღვევაშიც ედებათ ბრალი, ‒მანქანაში სპირტიანი სასმელის ბო-
ლომდე შეუსმელი ბოთლია ნაპოვნი და ამიტომ აუცილებელია ,ექ-
სპერტიზის ჩატარება სიმთვრალის ხარისხის დასადგენადო. რუ-
დოლფმა სერჟანტზე აშკარად კარგი შთაბეჭდილება დასტოვა, იგი
თითქმის ლაქუცით ელაპარაკებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,
ორივეს სთხოვა სინჯში ჩაესუნთქათ, ტომასი კი აიძულა ანალიზი-
სათვის შარდი ჩაებარებინა.

445
უკვე ბნელოდა, როცა ისინი, როგორც იქნა, საპოლიციო უბნი-
დან გამოვიდნენ, ვისკი იქ დატოვეს და გადაჭარბებული სიჩქარი-
სათვის გადახდილი ჯარიმის ქვითარი აიღეს. სერჟანტი იმ დას-
კვნამდე მივიდა, რომ მთვრალი არც ერთი არ ყოფილა. მაგრამ პო-
ლიციელი, რომელმაც ისინი დააკავა, ვიდრე პასპორტს დააბრუნებ-
და, მიგ დიდხანს ყურადღებით იყურებოდა. ტომასმა ყურები ცქვიტა
‒ ღმერთმა უწყის, რამდენი პოლიციელია მაფიასთან ღაკავშირებუ-
ლი. მაგრამ, აბა, რას იზამ.
‒ შენ უნდა გეფიქრა, რომ ჩემი წამოყვანა არ ღირდა, – უთხრა
ტომასმა, როცა მათ უბანი დატოვეს. – მე იმისთვისაც კი მაპატიმრე-
ბენ, რომ ვსუნთქავ.
– სისულელეა, – მოკლედ მოუჭრა რუდოლფმა და გაზს ფეხი და-
აჭირა.
საავადმყოფოში რომ მივიდნენ ათი იყო დაწყებული.
შესასვლელში რუდოლფი ექთანმა. შეაჩერა და რაღაც ჩასჩურ-
ჩულა.
– გმადლობთ, – უთხრა რუდოლფმა რაღაც უცნაური და უცხო
ხმით, მერე ტომასთან მივიდა: – დედა ერთი საათია, რაც გარდაიც-
ვალა.

II

– უკანასკნელად მხოლოდ ესა თქვა, – ჰყვებოდა გრეთჰენი, –


„მამას გადაეცი, სადაც არ უნღა იყოს, რომ ყველაფერი შევუნდე“,
შემდეგ გონება დაკარგა და აღარც გამობრუნებულა.
‒ ამ თემაზე ცოტა შერყეული იყო, – თქვა ტომასმა, – მეც მთხო-
ვა, მამა ევროპაში მომეძებნა·
გვიანი საღამო იყო, სამივენი იმ სახლის სასტუმრო ოთახში ის-
ხდნენ, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუდოლფი
დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბილის ზედა ოთახში ეძინა, მარტა
კი სამზარეულოში იჯდა და ცრემლებად იღვრებოდა, იმ ქალს დას-
ტიროდა, რომელიც დღენიადაგ ტირანივით ექცეოდა და სტანჯავდა.

446
ბილიმ დედა დაიყოლია, უიტბიში წასვლის ნება მიეცა, რათა ბებია-
სათვის თვალი უკანასკნელად შეევლო და გრეთჰენმაც, რომელმაც
გადაწყვიტა სიკვდილთან გაცნობა სასარგებლოაო, შვილიც თან ჩა-
მოიყვანა. ვიდრე მერის უკანასკნელად ჟანგბადიან პალატაში მო-
ათავსებდნენ, მან ქალიშვილს შეუნდო.
რუდოლფმა დაკრძალვის თადარიგი მაშინვე დაიჭირა. იგი მამა
მაკდონელის მოელაპარაკა და „მთელი სულელური ფარსის“ მოწ-
ყობაზე დაყაბულდა, როგორც შემდეგ ჯინს მოახსენა, ნიუ-იორკში
რომ დაურეკა. საფლავზე სათქმელი სიტყვა, სულის მოსახსენიებე-
ლი წირვა – მოკლედ, ყოველივე, რაც საჭირო იყო, შესრულდებო-
და, მაგრამ სახლში ყველა ფანჯრის დაკეტვა და ფარდების ჩამოშვე-
ბა – ნურას უკაცრავად. იგი დედის მეტისმეტად განებივრებას სუ-
ლაც არ აპირებდა. ჯინმა კუშტად უთხრა, თუ შენ გინდა, ჩამოვალო,
მაგრამ რუდოლფმა უპასუხა, საჭირო არ არისო.
დეპეშამ, რომელმაც რომში მოუსწრო, ქალი წონასწორობიდან
გამოიყვანა, „ნათესაობა“! ‒ იმეორებდა იგი. „ყოველთვის ეს წყე-
ული ნათესაობა!“ ჯინი იმ საღამოსაც და მერეც, თვითმფრინავში,
ძალზე ბევრს სვამდა. რუდოლფს ხელი რომ არ შეეშველებინა, უთუ-
ოდ ტრაპიდან ჩამოვარდებოდა. როცა იგი ნიუ-იორკიდან მიემგზავ-
რებოდა, ღონემიხდილი ჯინი ლოგინში იწვა. ახლა, როცა თავის და-
ძმასთან ერთად გარინდულ სახლში იჯდა, იმ სახლში, სადაც ამდენი
ხანი მიცვალებულთან ერთად ცხოვრობდა, – უხაროდა, რომ მისი
ცოლი მათთან ერთად არ იყო.
‒ ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, – მწარედ თქვა ტომასმა,
– დედა გიკვდება, შენ კი ამ დროს პოლიციელს შარდს აბარებ ანა-
ლიზისათვის!—ტომასი ერთადერთი იყო, რომელიც სვამდა, მაგ-
რამ არ თვრებოდა.
საავადმყოფოში გრეთჰენმა ძმას აკოცა და მოეხვია: მწუხარება-
ში ჩავარდნილი ქალი გულთბილი იყო, მოსიყვარულე, ახლობელი

447
და სულ აღარ ჰგავდა იმ ზვიად, ქედმაღალ ქალბატონს, როგორიც
მას ახსოვდა. ტომასი გრძნობდა: დადგებოდა დრო, როცა ისინი და-
ივიწყებდნენ წარსულს და საბოლოოდ შერიგდებოდნენ. მას ნათე-
სავების გარეშეც ბევრი მტერი ჰყავდა.
‒ მაპატიეთ, ახლავე მოვალ. – მან სასტუმრო ოთახი დატოვა და
მისთვის და ბილისთვის განკუთვნილ ოთახში ავიდა.
‒ მგონი, შეიცვალა, არა? ‒ უთხრა გრეთჰენმა რუდოლფს, როცა
ისინი მარტონი დარჩნენ.
– ჰო, გამოიცვალა.
‒ როგორღაც, დადინჯდა. თითქოს გაულახიათო.
– ყოველ შემთხვევაში, ეს კარგის მომასწავებელია, – შენიშნა
რუდოლფმა.
კიბეებზე ძმის ნაბიჯების ხმა რომ შემოესმათ, ორივენი გაჩუმ-
დნენ ტომასი სასტუმროში შემოვიდა, ხელში თხელ ქაღალდში გახ-
ვეული რბილი ოაღაც ეჭირა.
– ეს შენ, – თქვა მან და გრეთჰენს შეკვრა გაუწოდა. ქალმა საჩუ-
ქარი გახსნა ‒ ხმელთაშუა ზღვის ძველთაძველი რუკით მოხატული
შარფი. სამფეროვანი.
– გმადლობთ, ‒ უთხრა მან. – რა მშვენიერია! – ადგა და ძმას
აკოცა. ამ კოცნამ ტომასზე უცნაურად იმოქმედა. მან იგრძნო, რომ
ახლა შეეძლო ყოველგვარი სისულელე ჩაედინა:აღრიალებულს
რაღაც გაეტეხა ან ზევით ასულიყო, პისტოლეტი აეღო და ფანჯრი-
დან მთვარისათვის ტყვიები დაეშინა.
‒ კანში ვუყიდე დედას. ·
‒ კანში? ‒კითხვა გაუმეორა რუდოლფმა.–როდის იყავი კანში?
ტომასმა უთხრა და როცა გამოითვალეს, გამოირკვა, რომ დაახ-
ლოებით ორივენი იქ ერთსა და იმავე დროს ყოფილან.
‒ რა უაზრობაა, ‒ შენიშნა რუდოლფმა, – ღვიძლი ძმები ერთმა-
ნეთს გვერდს უცხოებივით უვლიან. ამიერიდან ერთმანეთი აღარ
უნდა დავკარგოთ, ტომ.

448
‒ ჰო! ‒ უპასუხა ტომასმა. მას მართლაც უნდოდა გრეთჰენთან
შეხვედრა, მაგრამ რუდოლფი... ეს სულ სხვა საქმეა. რუდოლფის
გულისათვის ძალიან ბევრი იტანჯა.
‒ რასაკვირველია, ‒თქვა მან·– მე ჩემს მდივან ქალს ვუბრძანებ
ჩემი გეგმებისა და მარშუტების ნუსხა გამოგიგზავნოს ხოლმე·–იგი
წამოდგა.– კარგი, გვეყოფა, დასაძინებლად წავედი. დღეს დილი-
დან ფეხზე ვარ.
ტომასი მეორე სართულზე ავიდა. არა, იგი ძალიან არ დაღლი-
ლა, მაგრამ არ უნდოდა რუდოლფთან ერთად ერთ ოთახში ყოფნა.
რომ იცოდეს, სად დგას დედის ცხედრიანი კუბო, აქედან ახლავე გა-
იქცეოდა და მთელ ღამეს მიცვალებულთან გაატარებდა. არ ახსოვ-
და, ცხოვრებაში დედას ერთხელ მაინც ჩახუტებოდა.

III
დაკრძალვაზე ტედი ბოილანი მოვიდა, საერთოდ ბევრმა ხალხმა
მოიყარა თავი. უიტბისა და პორტ-ფილიპის გაზეთებმა ისეთი გამო-
ჩენილი ადამიანის დედის სიკვდილი, როგორც რუდოლფ ჯორდახი
გახლდათ, მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნიეს და ნეკროლოგი
თვალსაჩინო ადგილას. მოათავსეს. აბა, მერი ჯორდახზე რა უნდა
დაეწერათ, ამიტომ გაზეთებმა მისი შვილის მიღწევები და ტიტულე-
ბი ჩამოთვალეს.. კორპორაცია „დ. კი ენტერპრაისიზ“ გამგეობის
თავმჯდომარე, უიტბის სავაჭრო პალატის თანათავმჯდომარე, უიტ-
ბის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უნივერსიტეტის მეურვე-
თა საბჭოს წევრი, უიტბისა და პორტ-ფილიპის კეთილმოწყობის კო-
მისიის წევრი.
„საწყლი დედა, გაიფიქრა რუდოლფმა და გაჭედილი ეკლესია
მიათვალ-მოათვალიერა, რომ ხედავდეს რამდენი ხალხი მოვიდა
მისი ხსოვნის საპატივცემულოდ, ნეტარების მწვერვალზე იქნებო-
და“.

449
სასაფლაოზე ხეთა ტოტებში ზაფხულის მოსვლით გახარებული
ჩიტები ჟღურტულებდნენ. მერის პარტნიორები, ვისთანაც იგი ბრიჯს
თამაშობდა, მწარედ სლუკუნებდნენ. როცა კუბო სამარეში ჩაუშვეს.
რუდოლფი, ტომასი და გრეთჰენი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდ-
გნენ. გრეთჰენი ბილის ხელს არ უშვებდა.
ბოილანი მათ მაშინ დაეწიათ, როცა ისინი რიგში ჩამწკრივებულ
შავ ლიმუზინებს უახლოვდებოდნენ.
‒ მაპატიეთ, თავი მოგაბეზრეთ, – თქვა მან, – მაგრამ უბრალოდ
მინდა თანაგიგრძნოთ. ჯერ სრულიად ახალგაზრდა ქალი იყო...
რუდოლფი წამით დაიბნა. მას დედა ღრმა მოხუცებული ეგონა,
იყო კიდეც ღრმა მოხუცებული. ოცდაათი წლისა უკვე მოხუცებული
გახლდათ, კვდომა კი უფრო ადრეც დაიწყო. – ახლა შვილი პირვე-
ლად მიხვდა, რომ დედა მხოლოდ ორმოცდათექვსმეტი წლისა იყო,
თითქმის ბოილანის კბილა. რა გასაკვირი იყო, რომ მან „ახალგაზ-
რდა“ უწოდა.
– გმადლობთ, ტედი, – მადლობა გადაუხადა მან და ბოილანს ხე-
ლი ჩამოართვა. გარეგნობის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, ბოილა-
ნი ჯერ სიკვდილს არ აპირებდა. თმა ისეთივე ფერისა ჰქონდა, რო-
გორც ყოველთვის, სახე – მზემოკიდებული, უნაოჭო, ისევ ისე წელ-
გამართული დაიარებოდა, ფეხსაცმელებს, ჩვეულებისამებრ, პრი-
ალი გაუდიოდათ.
‒ როგორ მიდის საქმეები, გრეთჰენ? ‒ შეეკითხა იგი გრეთჰენს.
–ძალიან კარგად, ტედი, გმადლობთ, – უპასუხა ქალმა.
– თუ არ ვცდები, ეს შენი ვაჟიშვილი უნდა იყოს.– ბოილანმა კო-
პებშეკრულ ბილის გაუღიმა.
‒ ბილი, ეს მისტერ ბოილანია,–უთხრა გრეთჰენმა შვილს, – ჩვე-
ნი ძველი მეგობარი.
‒ მიხარია, რომ გაგიცანი, ბილი, – ბოილანმა ბიჭს ხელი ჩამო-
ართვა·—იმედი მაქვს, სხვა დროს ერთმანეთს უფრო მხიარულ ვით-
არებაში შევხვდებით.

450
ბილიმ არაფერი არ უპასუხა, ტომასი ბოილანს თვალებმოჭუტუ-
ლი მისჩერებოდა. რუდოლფს მოეჩვენა, დახრილ ქუთუთოებს ქვე-
მოდან სიცილს ძლივს იკავებდა. იქნებ ის საღამო გაახსენდა, როცა
დაინახა, როგორ დადიოდა ოთახში დედიშობილა და ჭიქაში ვისკის
ასხამდა, რათა ზევით, ლოგინში მწოლიარე გრეთჰენისათვის მიერ-
თმია. რაზე აღარ ფიქრობენ ადამიანები სასაფლაოზე·
– ეს ჩემი ძმაა, – გააცნო რუდოლფმა ტომასი.
– ჰო ვიცი, – ბოილანმა ტომასს თვალი წამით შეავლო, მაგრამ
ხელი არ გაუწვდია და კვლავ რუდოლფს მიუბრუნდა: – რუდი, თუ
მთელი შენი მრავალფეროვანი საქმიანობის მიუხედავად, დროს
მოიხელთებ, დამირეკე. იქნებ ერთად გვევახშმა. უნდა გამოგიტყდე,
შენ მართალი იყავი, როცა ეს კარიერა აირჩიე. გრეთჰენიც თან წა-
მოიყვანე, თუ თავისუფალი იქნება.
– მე კალიფორნიაში მივემგზავრები, – თქვა გრეთჰენმა.
– რა დასანანია. ჰო, კეთილი, მეტს აღარ დაგაყოვნებთ. – მან
თავი ოდნავ შესამჩნევად დაიქნია და მანქანისკენ გაემართა, მოხ-
დენილი, ფაქიზი, თვით შავ კოსტუმშიაც კი – პატარა პროვინციული
ქალაქის მცხოვრებთა სევდიან, სამგლოვიარო პროცესიაში გარეუ-
ლი თეთრი ყვავი.
გრეთჰენი თითქმის თავზარდაცემული იყო, რადგან ანაზდად
მიხვდა როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს რუდოლფი და ბოილანი – გა-
რეგნობით კი არა, და, რასაკვირველია, არც ხასიათებით,–ადამია-
ნებთან ურთიერთობით, ლაპარაკის მანერით, ჟესტებით, ტანსაც-
მლის სტილით, სიარულით. მას აინტერესებდა, გრძნობდა თუ არა
რუდოლფი, რას უნდა უმადლოდეს ამ კაცს და ესიამოვნება თუ არა
ძმას ამის შეხსენება.
სახლში რომ დაბრუნდნენ, გადაწყვიტეს დაელიათ. გაფითრე-
ბულმა და მობუზულმა ბილიმ თავის ტკივილი მოიმიზეზა და ზევით
ავიდა. მარტა, რომელიც ისევ სლუკუნებდა, სამზარეულოში გავიდა,
რათა წასახემსებლად რამე მოემზადებინა. რუდოლფი თავისთვის
და გრეთჰენისათვის მარტინის ურევდა, ტომასმა კი ყინულიანი ვის-

451
კი დაისხა. მერე მხრებში დავიწროებული პიჯაკი გაიხადა, საყელო
შეიხსნა. იგი მაგარ ხის სკამზე ოდნავ წინ გადაწეული და მუხლებს
შუა ხელებჩაკიდებული იჯდა. „სადაც და რაზედაც არ უნდა იჯდეს,
გაიფიქრა რუდოლფმა და ძმას ვისკიანი ჭიქა გაუწოდა, ყოველთვის
გეჩვენება, თითქოს რინგის კუთხეში ტაბურეტზე ზისო”.
– ამ სახლს რას უპირებ? ‒ შეეკითხა გრეთჰენი რუდოლფს.
რუდოლფმა მხრები აიჩეჩა:
‒ ალბათ, დავიტოვებ. სულერთია, უიტბიში ყოფნა ხშირად მიხ-
დება, რასაკვირველია, მარტო ჩემთვის ეს სახლი უზარმაზარია...
შენ ხომ არ გადმოხვიდოდი?
გრეთჰენმა უარის ნიშნად თავი გაიქნია. ადვოკატებთან დავას
დასასრული არ უჩანდა.
– მე კალიფორნიიდან ფეხს ვერ მოვიცვლი.
‒ შენ რაღას იტყვი? ‒ შეეკითხა რუდოლფი ტომასს.
‒ მე? – გაოცდა იგი. – აქ რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო?
‒ შეგიძლია სამუშაო იშოვნო. ‒ რუდოლფმა განგებ არ უთხრა ‒
„მე მოგაწყობო“, ‒ ხომ არ დაიწყებ იმის უარყოფას, რომ ეს სახლი
უკეთესია, ვიდრე ის სასტუმრო, სადაც ნიუ-იორკში ხარ გაჩერებუ-
ლი.
– არა, აქ დარჩენას არ ვაპირებ. და საერთოდ, ეს არ არის საჩე-
მო ადგილი. აქ ხალხი ისე მომჩერებია, როგორც მაიმუნს ზოოპარ-
კში.
– ნუ აზვიადებ, – უთხრა რუდოლფმა.
‒ შენმა მეგობარმა ბოილანმა ხელის ჩამორთმევაც კი არ ინება.
როცა სასაფლაოხე ხელს არ გართმევენ, აბა სხვას რაღას უნდა
ელოდე?
–ჰო, იგი განსაკუთრებული შემთხვევაა.
– ეგ მართლაც ასეა, ‒ ტომს გაეცინა. ხმამაღლა არ გაუცინია,
მაგრამ ამ სიცილის გამო ოთახში რატომღაც მღელვარებამ და-
ისადგურა.
‒ რა გაცინებს? ‒ შეეკითხა რუდოლფი, გრეთჰენმა კი ტომს შეშ-
ფოთებით გადახედა.

452
‒ სხვა დროს რომ ნახავ, უთხარი, სწორად მოიქცა, ხელი რომ
არ ჩამომართვა.
– მაინც რას გულისხმობ, ტომ?
‒ ჰკითხე, ახსოვს თუ არა გამარჯვების დღე ევროპაში, ის საღა-
მო, როცა მის მამულში ჯვარს ცეცხლი წაუკიდეს და მერე ხანძარი
გაჩნდა.
‒ ამით რისი თქმა გსურს... შენ ხომ არ გააკეთე? ‒ მკვახედ შე-
ეკითხა რუდოლფი.
– მე და ერთმა ჩემმა მეგობარმა.
‒ რა ძალა გედგა? – შეეკითხა გრეთჰენი.
‒ ბავშვური აზარტი გახლდათ· ჩვენ ხომ ის-ის იყო გავიმარჯვეთ.
‒ მაგრამ კბილი სწორედ იმას რად დაადგი?
ტომასი გაჩუმდა და გრეთჰენისაკენ არც მობრუნებულა, ისე უპა-
სუხა:
– იმას იმხანად რომანი ჰქონდა ერთ გოგონასთან, რომელსაც
მაშინ კარგად ვიცნობდი. ჰოდა, ეს ამბავი სულ არ მეჭაშნიკებოდა.
გითხრათ, რა ერქვა იმ გოგონას?
‒ აუცილებელი არ. არის, – მშვიდად უპასუხა გრეთჰენმა.
– ვინ იყო შენი მეგობარი? -- შეეკითხა რუოუდოლფი.
– რა მნიშვნელობა აქვს?
– მას კლოდი ერქვა. გვარი არ მახსენდება, ქალაქში ხშირად ერ-
თად დაეხეტებოდით ხოლმე. მაშ, ის იყო, არა?
ტომასს გაეღიმა, მაგრამ არ უპასუხა.
– მალევე, ამის შემდეგ, იგი სადღაც გაქრა, – თქვა რუდოლფმა,
– ახლა მომაგონდა.
–- დიახ, იგი გაქრა, მის კვალდაკვალ მეც გავუჩინარდი, ესეც
ხომ არ მოგაგონდა?
– ესე იგი, ვიღაცამ გაიგო, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ?
– დიახ, ვიღაც-ვიღაცეებმა გაიგეს, ‒ ირონიულად დაუკრა კვერი
ტომასმა.
– კიდევ კარგი, ბედმა გაგიღიმა და თავი ციხეში არ ამოჰყავი, –
უთხრა გრეთჰენმა.

453
– მამასაც სწორედ ეგ ჰქონდა მხედველობაში, როცა ქალაქიდან
გამაძევა. ჰო, ისე არაფერი არ აგონებს ადამიანებს წარსულ, კეთილ
დროებას, როგორც დასაფლავება.
– ტომ, ახლა შენ ხომ ისეთი აღარა ხარ, არა? ‒ უთხრა გრეთჰენ-
მა.
ტომასი დას მიუახლოვდა, დაიხარა და შუბლზე ნაზად ეამბორა.
– ვიმედოვნებ, რომ ისეთი აღარა ვარ. – იგი წელში გასწორდა
და დასძინა: ‒ზევით ავალ, ვნახავ, ბილი როგორაა, კარგი ყმაწვი-
ლია. ალბათ გულზე მოეშვება, მარტო რომ არ იქნება.
რუდოლფმა თავისთის და დისთვის ისევ მარტინი მოამზადა,
უხაროდა, რომ თავს რაღაცით ირთობდა, ისეთ ადამიანთან ყოფნა,
როგორიც მისი ძმაა, ადვილი როდი იყო. სასტუმროდან ტომასის
გასვლის შემდეგაც კი ოთახში შემამფოთებელი დაძაბულობა სუ-
ფევდა.
‒ ღმერთო ჩემო, – როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია გრეთჰენმა.
– ნუთუ ჩვენ ყველას ერთნაირი გენები გვაქვს?
– ვინ არის ჩვენს შორის ის მახინჯი, ურომლისოდაც ოჯახი არ
არსებობს? ვინ? შენ, მე, ის?
‒ ჩვენ ურჩხულები ვიყავით, რუდი, შენც და მეც.
რუდოლფმა მხრები აიჩეჩა:
– დედაჩვენიც ურჩხული იყო, მამაჩვენიც. შენ იცი, რატომაც იყ-
ვნენ ისინი ასეთები, ან, ყოველ შემთხვევაში, წინათ მეგონა, რომ
იცოდი, – მაგრამ განა ეს რაიმეს ცვლიდა? მე ვცდილობ, ურჩხული
არ ვიყო.
– შენ ბედი გწყალობს, – შენიშნა გრეთჰენმა.
– მე ბევრს ვმუშაობ, – გაცხარდა რუდოლფი.
– კოლინიც ბევრს მუშაობდა. მაგრამ შენ კოლინი არა ხარ და
ხეს არასოდეს არ შმეასკდები.
– რაკიღა ასეა, მაპატიე, ჯერ ისევ ცოცხალი რომ გარ, – ხმაში
წყენა დაეტყო რუდოლფს.
‒ გთხოვ, სხვაგვარად არ გამიგო. მიხარია, რომ ჩეენს ოჯახში
არის კაცი, რომელიც ხეს არასდროს არ შეასკდება. ეს კაცი ტომი არ

454
გახლავს და, რასაკვირველია, არც მე. ჩვენს შორის ალბათ ყველა-
ზე უარესი მე ვარ. მარტო მე გადავწყვიტე მთელი ოჯახის ბედი. ერ-
თხელ, შაბათ დღეს პორტ-ფილიპის ახლოს ერთ გზაშარაზე რომ არ
ვმდგარიყავი, ჩვენი ცხოვრება სრულიად სხვაგვარად წარიმართე-
ბოდა. იცოდი შენ ეს ამბავი თუ არა?
– რაზე ლაპარაკობ?
‒ ტედი ბოილანზე, – უთხრა გრეთჰენმა იმგვარი კილოთი,–
თითქოს ეს ისედაც ცხადი იყო, – მაშინ მახეში გამაბა და ახლა ასე-
თი იმიტომ გახლავართ. კაცები, ვისთანაც ღამე გამიტარებია, ჩემს
ლოგინში მისი მიზეზით ხვდებოდნენ, მისი მიზეზით გავიქეცი ნიუ-
იორკში. ტედი ბოილანის მიზეზით შევხვდი ვილი ებოტს, რომელიც
ბოლოს და ბოლოს ჭირისდღესავით შემძულდა, იმიტომ რომ იგი
ტედი ბოილანისაგან დიდად არ განსხვავდებოდა და მიყვარდა კო-
ლინი, რადგანაც ტედი ბოილანს არაფრით არ ჰგავდა· ჩემი გაბო-
როტებული სტატიები, რომლებიც ყველას ასე ჭკვიანური ეჩვენებო-
და, ამერიკის წინააღმდეგ იყო მიმართული, იმიტომ, რომ მან შვა
ისეთები, როგორიც ტედი ბოილანია და მათ იოლი ცხოვრება არგუ-
ნა წილად.
‒შენ აკვიატებული იდეა გაწუხებს... ოჯახის ბედი! იქნებ ბოშა
ქალთან მისულიყავი, გამოგეკითხა შენი ამბავი, ყელზე ავგაროზი
ჩამოგეკონწიალებინა და ბოლოს და ბოლოს დამშვიდებულიყავი?
– ბოშა ქალთან მისვლა მე არ მჭირდება. ტედი ბოილანი რომ არ
გამეცნო და ლოგინში არ ჩავწოლოდი, როგორ გგონია, ტომი გო-
რაკზე ჯვარს ცეცხლს წაუკიდებდა განა? შენი აზრით, გაასახლებ-
დნენ აქედან, ამქვეყნად ტედი ბოილანი რომ არ ყოფილიყო? შენი
აზრით, იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა, პორტ-ფილიპში რომ
დარჩენილიყო და შინ ეცხოვრა?
‒ შეიძლება არც ყოფილიყო, – აღიარა რუდოლფმა. ‒ მაგრამ
მაშინ სხვა რამ მოხდებოდა.
‒ მიუხედავად ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა. იყო ტედი ბოილანი,
რომელიც მის დასთან იწვა. ხოლო შენ...
– ჩემი თავის ამბავი მე უკეთ მომეხსენება, – სიტყვა პირზე შეატე-

455
ხა რუდოლფმა.
– მართლა ასეა? შენ გგონია, ტედი ბოილანს ფული რომ არ ესეს-
ხებინა, შესძლებდი კოლეჯის დამთავრებას? ის რომ არ ყოფილიყო
ჩაიცვამდი და დაიხურავდი ისე, როგორც ახლა გაცვია და გახუ-
რავს? იქნებოდი წარმატებასა და ფულებზე ასე გაგიჟებული და ეც-
დებოდი მწვერვალი უმოკლესი გზით დაგელაშქრა?
ქალმა მეორე ჭიქა მარტინი ჩაათავა.
– კეთილი, – უთხრა რუდოლფმა. – მის პატივისაცემად ძეგლს
წამოვჭიმავ.
–მართლაც, იქნებ გმართებს კიდეც ამის გაკეთება. შენი ცოლი
იმდენი ფულის პატრონია, თავისუფლად შეგიძლია, თავს ამის უფ-
ლება მისცე.
– ეს უკვე აკრძალული დარტყმაა, – გული მოუვიდა რუდოლფს.
‒ შენ ხომ იცი, რომ წარმოდგენაც არ მქონდა...
‒ ჰოდა, მეც მაგას მოგახსენებდი. ნიადაგ ბედის წყალობამ შენი
ჯორდახებისეული სიმახინჯე სხვა რაღაცად აქცია.
‒ შენს საკუთარ ჯორდახებისეულ სიმახინჯეზე რაღას იტყვი?
გრეთჰენი უცბად შეიცვალა: ხმამ სიტლანქე დაკარგა, სახე ნაღ-
ვლიანი, ნაზი და ნორჩი გაუხდა.
‒ კოლინის გვერდით მე ურჩხული არ ვყოფილვარ, – თქვა მან.–
მეორე კოლინს ჩემს სიცოცხლეში ვეღარ ვიპოვნი.
ძმამ ხელი ხელზე ნაზად მოუთათუნა – რუდოლფს, იგრძნო თუ
არა, რა გაუქარვებელი იყო მისი დის მწუხარება, სიბრაზემ მაშინვე
გაუარა.
‒ რომ გითხრა, იპოვნი-მეთქი, ხომ არ დამიჯერებ?
– არ დაგიჯერებ.
‒ მაშ, როგორღა აპირებ მომავალში ცხოვრებას? სახლში გა-
მოიკეტები და მთელი ცხოვრება ძაძებში ივლი?
– არა.
– აბა რას გააკეთებ?
– სწავლას დავიწყებ.
– სწავლას? – გაოცდა რუღოლფი. ‒ შენს ასაკში?

456
– კალიფორნიის უნივერსიტეტში შევალ, საღამოს კურსებზე ვივ-
ლი, იქვე, ლოს-ანჟელესში, ამრიგად, შევძლებ შინაც ვიყო და ბი-
ლიზეც თვალი დავიჭირო. უკვე შევიარე და მოველაპარაკე კიდეც.
მიმიღებენ.
– კი მაგრამ, რა უნდა ისწავლო?
– ბილის კლასში ერთი ბიჭია. მამამისი ფსიქიატრია. აი, იმან
შთამაგონა ეს იდეა. კვირაში რამდენჯერმე კლინიკაში შეთავსებით
მუშაობს არაპროფესიონალ ფსიქოანალიტიკოსებთან. ისინი ექი-
მის დიპლომიანები არ ბრძანდებიან, მაგრამ ფსიქოანალიზის კურ-
სი მოსმენილი და გამოცდებიც ჩაბარებული აქვთ. შეუძლიათ ხელი
მოჰკიდონ ისეთ საქმეს, რომელიც ფრიად ღრმა ფსიქიატრიულ
ცოდნას არ საჭიროებს. ჯგუფურ თერაპიას იყენებენ. ამეცადინებენ
ბავშვებს, რომლებსაც რატომღაც არ სურთ წერა-კითხვის შესწავ-
ლა, ან განგებ აგრესიულად იქცევიან, გაკვეთილებს უტარებენ დან-
გრეული ოჯახების გულჩათხრობილ პირმშოთ, ზანგ და მექსიკელ
ბავშვებს, რომლებიც სკოლაში გვიან იწყებენ სიარულს, სხვა მოწა-
ფეებს ვერ ეწევიან და რწმენას კარგავენ...
– მოკლედ რომ ვთქვათ, – ვერ მოითმინა და სიტყვა გააწყვეტინა
ძმამ, – შენ გინდა, უნივერსიტეტის დამთავრების ქაღალდით მეი-
არაღებულმა, მარტოკამ გადაწყვიტო უამრავი პრობლემა: ზანგე-
ბის, მექსიკელების და...
– შევეცდები, ერთი პრობლემა მაინც გადავჭრა ან შეიძლება
ორი, იქნებ ასის გადაჭრაც კი მოვახერხო, – თქვა გრეთჰენმა. –
ამასთანავე, გადავწყვეტ ჩემს საკუთარ პრობლემასაც. დაკავებული
ვიქნები და ვინმეს მაინც გამოვადგები.
საღამოს რვა საათი იწყებოდა, ოტელ „ალგონკვინს“ რომ მიად-
გნენ. გრეთჰენი და ბილი აქ გაჩერდნენ, რადგანაც რუდოლფის ბი-
ნაში, სადაც ჯინი ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი საძინებელი იყო.
ტომასი ბილის კვალდაკვალ მანქანიდან ჩამოვიდა, ბიჭს მხრებ-
ზე ხელი მოხვია.
– მეც მყავს ვაჟიშვილი, ბილი, – უთხრა მან. – შენზე ბევრად უმ-
ცროსია. ოდნავ შენნაირი რომ გაიზარდოს, ვიამაყებ

457
ამ სამი დღის განმავლობაში ბიჭმა პირველად გაიღიმა.
– ტომ, ოდესმე კიდევ გნახავ? – შეეკითხა გრეთჰენი.
– რასაკვირველია მნახავ, – უპასუხა მან. – ვიცი, როგორ გიპოვ-
ნო. დაგირეკავ.
გრეთჰენი და ბილი სასტუმროში შევიდნინ, უკან მებარგული
მიჰყვებოდათ და ორი ჩემოდანი მიჰქონდა.
‒ აქედან უკვე ტაქსით წავალ, რუდი, – უთხრა ტომასმა–შენ
ალბათ შინ გეჩქარება, ცოლთან.
– სიამოვნებით დავლევდი რამეს, ‒ თქვა რუდოლფმა, ‒ მოდი,
ბარშ შევიდეთ და..
‒ გმადლობ, მაგრამ არა მცალია, ‒ იუარა ტომასმა, მას ძმის
მხრმიღმა მეექვსე ავენიუზე იმიმავალ მანქანების ნაკადზე ეჭირა
თვალი.
–ტომ, უნდა მოგელაპარაკო, ‒უთხრა რუდოლფმა.
‒ მე მგონი, უკვე ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ყველაფერი მით-
ხარი.
‒ ჰოო? შენ ასე გგონია? ‒ გაბრაზდა რუდოლფი. – რომ გითხრა,
ახლა შენ სამოცათასამდე დოლარი გაქვს-მეთქი, იქნებ მაშინ გა-
დაიფიქრო?
‒ დიდი ხუმარა ვინმე ბრძანდები, რუდი, -- ჩაიცინა ტომასმა.
‒ მე არ ვხუმრობ, ბარში შევიდეთ.
ტომასი ფეხდაფეხ გაჰყვა.
‒ ჰო, კარგი, მოგისმენ, – დაყაბულდა ტომასი, როცა ოფიციან-
ტმა ვისკი მოართვა.
‒ ის დაწყევლილი ხუთი ათასი დოლარი ხომ გახსოვს, მაშინ
რომ მომეცი? – შეეკითხა რუდოლფი.
– ის დაწყევლილი ფული? რასაკვირველია, მახსოვს.
‒ მაშინ შენ გამომიცხადე, როგორც გინდა ისე მოიხმარეო. შენი
სიტყვებიც კი მახსოვს: „გაფლანგე, დედაკაცებს დაახარჯე, ქველ-
მოქმედებას შესწირე...“
‒ კი, მე მჩვევია ასეთი რამ, – კვლავ ჩაიცინა ტომასმა.
‒ ჰოდა, მე ისინი ჩემი კომპანიის აქციებში დავაბანდე, შენს სახე

458
ლზე. ახლა შენი წილი დაახლოებით სამოცი ათასი დოლარი ღირს.
ტომასმა ვისკი სულმოუთქმელად გამოსცალა, თვალები მოჭუტა
და მოისრისა, რუდოლფი განაგრძობდა:
‒ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რეგულარულად
ვცდილობდი დაგკავშირებოდი, მაგრამ სატელეფონო კომპანიაში
მაცნობეს, რომ შენი ტელეფონი გამოთიშულია, წერილებს კი უკან
მიბრუნებდნენ ბეჭდით „ადრესატი აქ აღარ ცხოვრობს“. დედა სანამ
საავადმყოფოში არ წაიყვანეს, არ მეუბნებოდა, მიწერ-მოწერა რომ
გქონდათ. გაზეთებში სპორტულ განყოფილებებს თვალს ვადევნებ-
დი, მაგრამ შენს შესახებ არსად არაფერს არ წერდნენ – თითქოს მი-
წამ ჩაგყლაპა.
– მე დასავლეთ შტატების ამომრჩევლების წინაშე გამოვდიოდი,
– უთხრა ტომასმა და თვალები გაახილა. ბურანში იყო.
– ისე კი, მიხაროდა კიდეც, რომ ვერ გპოულობდი, – განაგრძობ-
და რუდოლფი. ვიცოდი, რომ ჩვენი აქციების კურსი აიწეოდა, არ
მინდოდა, ცთუნებას აჰყოლოდი და დროზე ადრე გაგეყიდა. ჰოდა,
მართალი გითხრა, მე მიმაჩნია, არც ახლა არ უნდა გაჰყიდო.
– შენ ამბობ, ხვალ რომ მივიდე და განვაცხადო, აქციები მაქვს,
რომელიც მსურს გავასაღო-მეთქი, სამოც ათას დოლარს მომცემენ
ნაღდ ანგარიშზე?
– მოგცემენ, მაგრამ მე არ გირჩევ.
– რუდი, შენ ჩინებული ბიჭი ხარ, მართლაც, ჩინებული, და იქნებ
ვცდებოდი კიდეც, ალმაცერად რომ გიყურებდი მთელი ამ წლების
განმავლობაში, მაგრამ ახლა არავის რჩევა-დარიგების მოსმენას
არ ვაპირებ. შენ მხოლოდ იმ კაცის მისამართი მომეცი, რომელიც მე
მელოდება, რათა სამოცი ათასი დოლარი ჩამითვალოს.
რუდოლფი მიხვდა, რომ კამათს აზრი არა ჰქონდა. ფურცელზე
ჯონ ჰიტის კანტორის მისამართი დაწერა და ტომასს გაუწოდა.
– ხვალ მიდი, – უთხრა რუდოლფმა. -– ჰიტს მე დავურეკავ და
დაგელოდება. ოღონდ, ტომ, გეთაყვა, ჭკუით მოიქეცი.
– ჩემზე ნუ სწუხარ, რუდი. დღეიდან ისე დავჭკვიანდები, რომ შენ
უბრალოდ ვერც კი მიცნობ.

459
ტომასმა თავისთვის და რუდისთვის კიდევ ვისკი შეუკვეთა. ოფი-
ციანტის მოსახმობად ხელი რომ ასწია, პიჯაკი გადაეღეღა და რუდიმ
ქამარში გაჩრილ პისტოლეტს მოჰკრა თვალი, მაგრამ კრინტი არ
დაუძრავს. მან ძმას ყველაფერი გაუკეთა, რაც შეეძლო, სხვა დანარ-
ჩენი მის ძალ-ღონეს აღემატებოდა.
– ერთი წუთით აქ დამელოდე, კარგი? უნდა დავრეკო. ტომასი
ბარიდან გავიდა, ავტომატი იპოვნა, აეროპორტის ცნობათა ბიურო-
ში დარეკა და პარიზში მიმავალი ხვალინდელი რეისების ამბავი გა-
იგო. შემდეგ ახალგაზრდობის ქრისტიანული ასოციაციის საერთო
საცხოვრებელში დარეკა და დუაიერს დაუძახეთო, სთხოვა. ყურ-
მილთან დიდხანს არავინ მოდიოდა და ტომასს ის-ის იყო ყურმილი
უნდა დაეკიდა, რომ მავთულის მეორე ბოლოდან ხმა შემოესმა:
‒ ალო, ვინ ლაპარაკობს?
– ეს მე ვარ, ტომი. მომისმინე...
‒ ტომ! – სიხარულით წამოიძაა დუაიერმა. – მე კი ვზივარ და
შენს ზარს ველოდები. ღმერთო ჩემო! უკვე ავღელდი, გავიფიქრე,
ხომ არ მოკვდა-მეთქი...
‒ პირს აღარ დაკეტავ?! – სიტყვა შეაწყვეტინა ტომასმა. – ყური
მიგდე. ხვალ საღამოს რვა საათხე აიდლუაილდის. აეროპორტიდან
თვითმფრინავი პარიზში მიფრინავს. საღამოს ექვს საათზე წინასწრი
შეკვეთების სალაროსთან დამელოდე,ბარგითურთ.
– კარგი, ტომ, მესმის.
‒ მთავარია, არ დააგვიანო.
– არ დავაგვიანებ, ეჭვი არ შეგეპაროს.
ტომასმა ყურმილი დაკიდა.
ბარში დაბრუნებულმა დაიჟინა, სასმელის ფულს მე გადავიხ-
დიო, ხოლო როცა ქუჩაში გამოვიდნენ, ვიდრე ტაქსში ჩაჯდებოდა,
ძმას ხელი მაგრად მოუჭირა.
– მომისმინე, ტომ, – უთხრა რუდოლფმა, – მოდი, ამ კვირას ერ-
თად ვისადილოთ. მინდა ჩემი ცოლი გაგაცნო.
‒ დიდებული აზრია! პარასკევს დაგირეკავ, – უპასუხა ტომასმა,
იგი ტაქსში ჩაჯდა და მძღოლს უბრძანა, მანქანა მეოთხე და მეთვრა-

460
მეტე ავენიუს კუთხეში მიეყვანა. იგი უკანა დასაჯდომზე იჯდა, თავი-
სუფლად გაშხლართულიყო, მუხლებზე ქაღალდის პაკეტი ედო თა-
ვისი ბარგი-ბარხანით, როცა კაცს სამოცი ათასი დოლარი გაუჩნდე-
ბა, მას სადილად ყველა ეპატიჟება, საკუთარი ძმაც კი.

461
ნაწილი მეოთხე

თავი პირველი

1963 წელი

სახლს რომ მიუახლოვდა, წვიმდა ‒კოკისპირული, ტროპიკული


თავსხმა მოდიოდა – თელავდა ყვავილებს, ვერცხლისფერ ტყვი-
ებად სხლტებოდა კრამიტის სახურავებიდან. წვიმას ბექობის კალ-
თებზე ბულდოზერების მიერ გადათხრილი მიწა ერთიანად გადაე-
რეცხა და მეზობელთა ბაღებსა და აუზებში ჩაეტანა. ორი წელი გა-
ვიდა კოლინის გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ მან ანგარიშმიუ-
ცემლად მაინც გარაჟში შეიხედა, რომ დაენახა, მისი მანქანა იქ იდ-
გა თუ არა.
სახელმძღვანელოები თავის ძველ „ფორდში“ დატოვა და კარი-
საკენ გაიქცა. მხოლოდ რამდენიმე იარდი უნდა გაერბინა, მაგრამ
წვიმამ თმა მთლად გაულუმპა. შინ რომ შევიდა, ლაბადა გაიხადა და
სველი თავი გაიქნ-გამოიქნია. ხუთის ნახევარი იყო მხოლოდ, მაგ-
რამ სახლი სიბნელეში ჩაძირულიყო და ქალმა ჰოლში შუქი აანთო.
ბილი უქმე დღეებში მეგობრებთან ერთად მთაში გაემგზავრა და ქა-
ლი იმედოვნებდა, იქ უფრო კარგი ამინდი იქნებოდა, ვიდრე აქ, სა-
ნაპიროზე.
ხელი საფოსტო ყუთში ჩაჰყო – რაღაც ანგარიშები, რეკლამები
და წერილი ვენეციიდან – რუდოლფის ხელი იცნო. მან სასტუმრო
ოთახს მიაშურა და გზადაგზა ყველგან შუქი აანთო, სველი ფეხსაც-
მელები წაიძრო, ჭიქაში ცოტაოდენი ვისკი დაისხა, სოდით გააზავა,
დივანზე აძვრა, ფეხები მოიკეცა, განათებული ოთახების სითბო სი-
ამოვნებას გვრიდა. მან მოახერხა კოლინის ყოფილ ცოლზე გამარ-
ჯვება და სამუდამოდ ამ სახლში დარჩენას აპირებდა. სასამართლ-

462
ოს გადაწყვეტილებით, კოლინის ქონების ოდენობის საბოლოო
განსაზღვრამდე გრეთჰენისათვის დროებითი დახმარება უნდა
გადაეხადათ მისივე წილის ხარჯზე და ახლა იგი უკვე რუდოლფზე
აღარ იყო დამოკიდებული.
ქალმა წერილი გახსნა. გრძელი ბარათი იყო. ამერიკაში რომ
ცხოვრობდა, რუდოლფი ტელეფონით დარეკვას ამჯობინებდა, მაგ-
რამ ახლა ევროპაში მოგზაურობდა და იქიდან წერილებს უგზავნი-
და. უნდა ვიგულისხმოთ, აუარება თავისუფალი დრო ჰქონდა, რად-
განაც წამდაუწუმ იწერებოდა.
„ძვირფასო გრეთჰენ, ‒ კითხულობდა ქალი, – ვენეციაში წვიმს.
ჯინი სურათების გადასაღებადაა წასული. იგი ამბობს, წვიმაში უფ-
რო კარგად შეიძლება დაიჭირო ვენეციის განწყობილება – ქვევი-
დანაც წყალია და ზევიდანაც წყალიო. მე კი ჩემს ნომერში მოხერხე-
ბულად მოვიკალათე და მშვენიერებისაკენ არავითარ ლტოლვას
არ განვიცდი. ჯინი, ამასთანავე, ფოტოების თემატიკურ სერიებსაც
ამზადებს და ხალხს ყველაზე გულსაკლავ ვითარებაში უღებს სურა-
თებს. იგი ამტკიცებს, რომ გაჭირვება და სიბერე, ხოლო სასურვე-
ლია ორივე ერთად, განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს ადამიან-
თა ხასიათებს და ქვეყნებს. არც კი ვცდილობ შევეკამათო, თავად მე
ლამაზი ახალგაზრდები და მზის სინათლე მთელ ქგეყნიერებას მირ-
ჩევნია, მაგრამ მე ხომ მისი ობივატელი ქმარი ვარ მხოლოდ და სხვა
არაფერი.
დაუსრულებლად ეტკბები უსაქმურობით. ამდენი ხნის ფუსფუსი-
სა და დაძაბული მუშაობის შემდეგ მივხვდი, თურმე ზარმაცი ვყო-
ფილვარ და თავი ბედნიერად რომ ვიგრძნო, ჩემთვის დღეში ორი
შედევრის ხილვა და უცხო ქალაქში უმიზნოდ ხეტიალიც საკმარი-
სია, ან საათობით კაფეში მაგიდასთან ჯდომა, გეგონება ვიღაც
ფრანგი ან იტალიელი ვბრძანდებოდე, ან კიდევ თავის მოკატუნება
(თითქოს ხელოვნებისა გამეგებოდეს რამე) და სურათების გალერე-
აში გახურებული ვაჭრობა, ახალბედა მხატვრების ტილოების შეძე-
ნა, რომელთა შესახებ კაციშვილს არასოდეს არაფერი სმენია და ვი-
სი ნამუშევრებიც ალბათ ჩემს სასტუმროს უიტბიში საშინელებათ

463
ოთახად აქცევენ. ჯინი დედამიწის ზურგზე ყველაზე უმშვენიერესი
ქალია. მე კი – უსაზღვროდ მოყვარული ქმარი, ჰოდა, დავყვები
უკან ფოტოაპარატებით ხელში, ოღონდაც ყოველ წუთს მის გვერ-
დით ვიყო, რასაკვირველია, როცა არ წვიმს, ჯინს საოცრად უჭრის
თვალი და მასთან გატარებულ ექვს თვეში უფრო ბევრი რამ შევიტ-
ყვე, ვიდრე სამოცი წლის განმავლობაში გავირჯებოდი, მარტო რომ
მემოგზაურა. ლიტერატურის მიმართ გულგრილია, გაზეთებსაც კი
არ კითხულობს, ხოლო თეატრი სევდასა ჰგვრის, ასე რომ, ცხოვრე-
ბის ამ სფეროზე პასუხს მე ვაგებ.
ჰო, კიდევ, ჩვენს პატარა „ფოლკსვაგენს“ დიდებულად და-
ატარებს, მე კი შემიძლია დავტკბე ბუნების მშვენიერებით, ალპების
ხედებითა და რონის ველებით. უფსკრულში გადაჩეხვისა სულაც არ
მეშინია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, დილაობით მანქანას ის და-
ატარებს, სადილზე ერთ ბოთლ ღვინოს სვამს ხოლმე, ამის შემდეგ
საჭესთან მე ვზივარ, ფხიზელი.
ახლა ფეშენებელურ ადგილებში აღარ ვჩერდებით, როგორც
თაფლობის თვეში ვაკეთებდით, იმიტომ რომ– „უკვე ნამდვილი
ცხოვრებით ვცხოვრობთ“–ჯინი ასე ამბობს. ჩვენ თავს არც ცუდად
ვგრძნობთ და არც მოწყენილები ვართ. იგი ძალზე გულღიაა და ჩემი
ფრანგულის, მისი იტალიურის, აგრეთვე ჩვენი მშობლიური ინგლი-
სურის წყალობით, რომელზედაც თითქმის ყველანი ლაპარაკობენ,
სრულიად მოულოდნელად რა ჯურის ხალხს აღარ ვეცნობით: ბურ-
გუნდიელ მევენახეს, ბიარიცის პლიაჟელ მასაჟისტს, ლურდელ
რეგბისტს, მხატვარ-აბსტრაქციონისტს, მღვდლებს, მეთევზეებს,
ფრანგული ფილმების ეპიზოდებში მონაწილე მსახიობებს, მოხუც
ინგლისელ ქალებს, რომლებიც ტურისტული ავტობუსით მოგზა-
ურობენ, ინგლისის არმიის ყოფილ მედესანტეებს, ევროპის ბაზებში
განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებს, პარიზის დეპუტატთა პალა-
ტის წევრსაც კი დავუახლოვდით, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფ-
ლიოს ერთადერთი იმედი –ჯონ ფიცჯერალდ კენედია. თუ შემთხვე-
ვით კენედის შეხვდე, იცოდე, ამის თქმა არ დაგავიწყდეს!“
დარეკა ტელეფონმა, გრეთჰენმა წერილი განზე გადადო, დივანი-

464
დან წამოდგა და ყურმილი აიღო, სემ კორი რეკავდა– მონტაჟის ძვე-
ლი რეჟისორი, რომელიც კოლინთან ერთად მუშაობდა სამივე
ფილმზე. სემი, ეს ერთგული მეგობარი, სულ ცოტა, კვირაში სამჯერ
მაინც ურეკავდა და ხანდახან გრეთჰენი სტუდიაში მიჰყვებოდა
ხოლმე ახალი ფილმების გასინჯვაზე, რომლებიც, სემის აზრით, შე-
იძლებოდა მისთვის საინტერესო ყოფილიყო. სემი ორმოცდათხუთ-
მეტი წლისა იყო, კარგა ხნის დაოჯახებული, ბედნიერი და ქალი მას-
თან თავს თავისუფლად და შინაურულად გრძნობდა. კოლინის წრი-
დან იგი ერთადერთი კაცი გახლდათ, ვისთანაც ქალი კავშირს არ
წყვეტდა.
– გრეთჰენ, – უთხრა, სემმა –დღეს Nouvelle Vague8 ს მორიგი
ფირი უნდა გავსინჯოთ, სულ ახლახან მივიღეთ პარიზიდან. მერე
ვახშმად გეპატიჟები.
‒ მაპატიე, სემ, მაგრამ ვერ წამოვალ, დღეს ჩემთან სამეცადი-
ნოდ ჩემი თანაკურსელი უნდა მოვიდეს.
‒ მეცადინეობა, მეცადინეობა, – წაიბუზღუნა სემმა. – სკოლის-
დროინდელი გაფრენილი, ბედნიერი წლები, – მან სკოლა მეცხრე
კლასიდან მიატოვა და უმაღლესი განათლების წინაშე არავითარ
მოწიწებას არ გრძნობდა.
– სხვა დროს იყოს სემ, კარგი?
–ეგ რა სათქმელია, აბა რა, – უპასუხა კაცმა. – შენი სახლი ბე-
ქობიდან ჯერ არ ჩამოურეცხია წვიმას?
– არც არაფერი უკლია.
– კალიფორნიისგან სხვას რას უნდა მოელოდე.
‒ ახლა ვენეციაშიც წვიმს, –- უთხრა გრეთჰენმა,.
‒ ნეტავ საიდან იგებ ასეთ ზესაიდუმლო ინფორმაციას?
‒ ვზივარ და ჩემი ძმის წერილს ვკითხულობ. იგი ახლა ვენეცი-
აშია. იქაც წვიმა მოდის.
სემმს რუდოლფი მაშინ გაიცნო, როცა იგი ჯინთან ერთად გრეთ-
ჰენს ერთი კვირით სტუმრად ეწვია. ისინი რომ წავიდნენ, სემმა შენი-

8
ახალი ტალღა (ფრანგ)- მიმდინარეობა 60-იანი წლების ფრანგულ კინოში

465
შნა, რუდოლფი კარგი ყმაწვილია, ცოლზე უზომოდ გაგიჟებული
რომ არ იყოსო.
– წერილს რომ მისწერ, ჰკითხე, ეგებ მოისურვოს და ერთ იაფ-
ფასიან სურათში, რომლის გადაღებასაც მე ვაპირებ, ხუთი მილიონი
დააბანდოს.
სემი მრავალი წლის განმავლობაში ჰოლივუდელ, უზომოდ მდი-
დარ საქმოსანთა წრეში ტრიალებდა. სწამდა, ადამიანები, ვისაც
ბანკში ათი ათას დოლარზე მეტი ჰქონდა დაგროვილი, ქვეყნად
მხოლოდ იმიტომ დაიარებოდნენ, რომ სხვებს ეწვალათ, გამონაკ-
ლისს მხოლოდ ნიჭით დაჯილდოებული მდიდრები წარმოადგენ-
დნენ. ნიჭი კი ერთი იყო მხოლოდ,–კინოს გადაღება, – სემს ასე მი-
აჩნდა.
‒ დარწმუნებული ვარ, სიხარულით პირდაპირ ცას ეწევა, ‒უპა-
სუხა გრეთჰენმა·
‒ კეთილი, აბა, შენ იცი, არ დასველდე,–უთხრა სემმა და ყურ-
მილი დაკიდა.
კოლინს სიკვდილის შემდეგ სემი დიდხანს ესაუბრა გრეთჰენს
და გააფრთხილა, თუ იგი ჰოლივუდში ტრიალის მეტს არაფერს გა-
აკეთებდა და მარტოოდენ კოლინის ქვრივად დარჩებოდა, მწარე
ხვედრი არ ასცდებოდა. მან გვარიანად გაიცნო იგი სამი ფილმის გა-
დაღების პროცესში და იცოდა, კოლინი მის აზრს ფრიად დიდ ანგა-
რიშს უწევდა და არცთუ უსაფუძვლოდ. სემმა შესთავაზა, ჩემთან
იმუშავეო და დაჰპირდა, რომ ყველაფერს ასწავლიდა, რაც თავად
იცოდა. „ამ ქალაქში მარტოხელა ქალისათვის სტუდიაში სამონტა-
ჟო მაგიდაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. მთელი დღის განმავ-
ლობაში საკუთარ თავთან მარტოდმარტო არ იქნები, აფორიაქებუ-
ლი არ იწრიალებ, მეთოდურად, წესიერად იმუშავებ და შენი შრო-
მის ნაყოფსაც თვალნათლივ იხილავ – ეს იგივეა, რაც ყოველდღე
თითო-თითო ღვეზელის ცხობა“.
მაშინ გრეთჰენმა უპასუხა: „გმადლობთ, არაო“, რადგანაც არ
სურდა, თუნდაც წვრილმანებში, თავისი გარდაცვლილი ქმრის რე-
პუტაციით ესარგებლა, გარდა ამისა, უკვე უნივერსიტეტში განცხად-

466
ებაც შეეტანა, მაგრამ მას შემდეგ, ყოველთვის, როცა სემს ელაპა-
რაკებოდა, გულს ეჭვის ჭია უღრღნიდა, პასუხი ნაჩქარევად ხომ არ
გავეციო? ისინი, ვინც უნივერსიტეტში მის გარშემო ტრიალებდნენ,
ფრიად ახალგაზრდები იყვნენ, მეტისმეტად სწრაფი ტემპით ცხოვ-
რობდნენ, ისეთი საგნები აინტერესებდათ, რაც გრეთჰენს უსარგებ-
ლო ეჩვენებოდა, ყველაფერს ერთბაშად ითვისებდნენ და ერთ წამ-
ში ათასობით ინფორმაციის გადამუშავება შეეძლოთ, მაშინ, როდე-
საც თვითონ იმავე მასალასთან მტანჯველი შერკინება კვირების
განმავლობაში უხდებოდა,
იგი დივანს დაუბრუნდა და ხელში ისევ რუდოლფის წერილი
აიღო. რუდოლფი ვენეციაშია თავის ლამაზ მეუღლესთან ერთად,
რომელიც სრულიად შემთხვევით მდიდარიც აღმოჩნდა, რუდოლფს
მუდამ ბედი სწყალობს.
„უიტბიდან უკმაყოფილო ბუზღუნი მესმის, –კითხულობდა გრეთ-
ჰენი. ‒ მოხუცი კოლდერვუდი ფრიად უარყოფითად ეკიდება ჩემს
გაჭიანურებულ ტურნეს ევროპის გარშემო, ჰოდა, ჯონიც კი, რომე-
ლიც ნატიფი მრუშის პურიტანულ ნამუსიანობას ეფარება, ზრდილო-
ბიანად გადმომიკრავს სიტყვას, მეტისმეტად ხანგრძლივი შვებულე-
ბა გამოგივიდაო. მე კი ეს შვებულებად სრულებით არ მიმაჩნია,
თუმცა აქამდე დრო ასე სასიამოვნოდ ჩემს სიცოცხლეში არ გამიტა-
რებია. ეს მოგზაურობა ჩემთვის ჩემი სწავლა-განათლების გაგრძე-
ლებაა, სწორედ იმ სწავლა-განათლების გაგრძელება, რომლის უფ-
ლება მაშინ არ მქონდა, როცა კოლეჯი დავამთავრე, იმიტომ,
რომძალზე ღარიბი ვიყავი და უნივერმაღში უნდა დამეწყო მუდმი-
ვად მუშაობა.
შინ რომ დავბრუნდები, ბევრი რამ მაქვს გადასაწყვეტი, ამაზე უკ-
ვე აქედანვე ვფიქრობ, ვფიქრობ მაშინაც კი, როცა დოჟების სასახ-
ლეში ტიციანის ტილოს შევყურებ ანდა წმინდა მარკოზის მოედანზე
ყავას შევექცევი. ვშიშობ, ეს ყოველივე მაღალფარდოვნად ჟღერს,
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე უნდა გადავწყვიტო როგორ ავაგო
ჩემი შემდგომი ცხოვრება. ოცდათხუთმეტი წლისა ვარ ღა ფულიც
იმდენი მაქვს – ძირითად კაპიტალსაც ვგულისხმობ და წლიურ შე-

467
მოსავალსაც – სიკვდილამდე შემიძლია დიდებულად ვიცხოვრო.
ჩემი გემოვნება უკიდურესი ექსტრავაგანტურობითაც რომ გამოირ-
ჩეოდეს და ჯინიც ღარიბი იყოს, ჩვენ მაინც ჩიტის რძე არ დაგვაკ-
ლდება. ამერიკაში თუ ერთი გამდიდრდი, გენიოსი უნდა იყო ანდა
პათოლოგიურად გაუმაძღარი, რომ კვლავ სიღარიბის მორევში გა-
დაეშვა. ზიზღს მგვრის ის აზრი, რომ დარჩენილი ცხოვრება ყიდვა-
გაყიდვას უნდა მივუძღვნა და ჩემი ისედაც სოლიდური კაპიტალის
გაზრდაზე ვიზრუნო.
რასაკვირველია, შემიძლია ფილანტროპული საქმიანობა წამო-
ვიწყო და ფული დავურიგო იმ დარიბებს, ან მხატვრებსა თუ მეცნი-
ერებს, რომლებიც ამას იმსახურებენ, და თუმცა, ჩემი აზრით, ახლაც
გულუხვად შემაქვს ჩემი მესაწირი სხვადასხვა ფონდებში, ჩემი თავი
ვერ წარმომიდგენია არბიტრის როლში, რომელიც სწყვეტს ვის უნ-
და აღმოუჩინოს დასმარება და ვის არა. ჰოდა, გარდა ამისა, მოღვა-
წეობის ეს სახეობა არ შეიძლება კაცმა ძირითად და ერთადერთ საქ-
მიანობად აქციო, ყოველ შემთხვევაში. ასეთი რამ მე არ შემეფერე-
ბა.
ალბათ გეცინება, თუმცა მე თვითონაც მეცინება: ვიღაც ჯორდახ-
თაგანი ღელავს, ბევრი ფული რომ აქვს; მაგრამ ცხოვრების ზიგზა-
გები ამერიკაში მეტისმეტად გაუთვალისწინებელია, ჰოდა, მე სწო-
რედ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი.
აი,კიდევ ერთი გამართლებული გარემოება ‒მე მიყვარს ჩემი
სახლი უიტბიში, მიყვარს ეს ქალაქიც. სადმე სხვა ადგილას ნამდვი-
ლად ვერ ვიცხოვრებ. ამასწინათ ჯინიც გამომიტყდა, რომ იქ ცხოვ-
რება იმასაც მოსწონს. მითხრა, თუ ოდესმე შვილები გვეყოლება,
მირჩევნია უიტბიში გავზარდო და არა ნიუ-იორკშიო. რას ვიზამ, მე-
ვეცდები ვიყოლიო შვილები ან თუნდაც ერთი შვილი. მაგრამ უიტ-
ბიში თუ არაფერი გავაკეთე, ისე ცხოვრება არ შეიძლება. მეზობლე-
ბი მაშინვე იმას იფიქრებენ, არანორმალურიაო და ქალაქი ჩემს
თვალში შნოსა და ლაზათს დაკარგავს. არ მსურს ტედი ბოილანად
გადავიქცე. ამერიკაში რომ დავბრუნდები, „ტაიმსის” ახალ ნომერს
ვიყიდი და გადავათვალიერებ განცხადებებს სამუშაოზე დაქირავებ-

468
ის შესახებ·
ჯინი ეს-ესაა მოვიდა. მთლად გალუმპულა, ბედნიერი და ცოტა-
თი მთვრალია. წვიმას ერთ-ერთ კაფეში შეუგდია და ორ თავაზიან
ვენეციელს კარგა გვარიანად გამოუთვრია. მოკითხვას გითვლის.
გრძელი და აბსოლუტურად ეგოისტური წერილი გამომივიდა· შენ-
განაც სწორედ ასეთს ველოდები. პარიზში გამომიგზავნე. ჯერ არ ვი-
ცი იქ როდის ვიქნებით, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ალბათ აუცი-
ლებლად ჩავალთ. გკოცნით შენ და ბილის,
რუდოლფი

P.S. შემატყობინე, გწერს თუ არა ტომი წერილებს? დედის დაკ-


რძალვის შემდეგ მისგან არაფერი მიმიღია.

გრეთჰენი ფანჯარასთან მივიდა და ქვევით გადაიხედა. წვიმა არ


წყდებოდა. ბექობის ძირას გართხმული ქალაქი წყალში ჩაძირული-
ყო.
ქალი ძმის წერილზე ფიქრობდა. წერილებში ისინი ერთმანეთს
უფრო თბილად ეპყრობოდნენ, ვიდრე შეხვედრების დროს. რუ-
დოლფი თავის ბარათებში იმ თვისებებს ამჟღავნებდა, რომლებსაც
ჩვეულებრივ მალავდა ხოლმე, წერის დროს გამბედაობა, პატივ-
მოყვარეობა და თავდაჯერება აკლდა. სტრიქონებს შორის მისი
ფართო ბუნება გამოსჭვიოდა, ყველაფრის მიტევების უნარი, და ეს
თვისება განსაკუთრებით გხიბლავდათ, რადგან მის წარმოჩინებას
სულაც არ ცდილობდა და კრინტი არასდროს დასცდენია იმ შეცდო-
მებზე, რომელთა პატიებაც საჭირო იყო. ბილიმ ერთხელ უამბო,
როგორ შეურაცხყო რუდოლფი, როცა მან სკოლაში ჩააკითხა, მაგ-
რამ რუდოლფს ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმ ეპიზოდზე და ბიჭს ყო-
ველთვის დიდი სითბოთი და მზრუნველობით ეპყრობოდა. ყველა
ბარათის ბოლოს უთუოდ სწერდა, გკოცნით შენ და ბილის.
„გულითადობა უნდა ვისწავლო“, ‒ ფიქრობდა ქალი და წვიმას
გაჰყურებდა.
მან არ იცოდა, რა ეპასუხა რუდოლფისათვის ტომზე. ტომი ბარა-

469
თებს ხშირ-ხშირად არ უგზავნიდა, მაგრამ თავის ამბავს ყოველთვის
ატყობინებდა. მან გრეთჰენს, ისევე როგორც ერთ დროს დედას,
სიტყვა ჩამოართვ,ა რომ რუდოლფს მის მისამართს არ გაუმხელდა.
ამჟამად, სწორედ დღევანდელ დღეს, ტომიც იტალიაში იმყოფებო-
და. მართალია, ნახევარკუნძულის მეორე ბოლოს და საკმაოდ სამ-
ხრეთით, მაგრამ მაინც იტალიაში, სულ რამდენიმე დღის წინ ქალმა
ძმისაგან წერილი მიიღო, ხმელთაშუა ზღვის ნაპირას, რომის სამ-
ხრეთით მდებარე ქალაქ პორტო-სანტო სტეფანოდან იწერებოდა.
ტომმა და მისმა ძმაკაცმა, ვიღაც დუაიერმა, ბოლოს და ბოლოს გა-
მოძებნეს თურმე თავიანთი შესაფერისი იახტა, ხელმისაწვდომ ფა-
სებში შეიძინეს და მთელი შემოდგომა და ზამთარი ნავსაშენში ჯახი-
რობდნენ, რათა პირველი ივნისისათვის სანაოსნოდ მოემზადები-
ნათ.
„ყველაფერს ჩვენ თვითონვე ვაკეთებთ, – წერდა ტომი ხაზებიან
ქაღალდზე, მსხვილი, ბავშვური ხელით. ‒ დიზელები ხელახლა
ავაწყვეთ და სულ გავაახლეთ. მთელი ელექტროგაყვანილობა შევ-
ცვალეთ, კორპუსი მოვასუფთავეთ და ხვრელები დავგმანეთ, წევის
ხრახხნები მოვაწესრიგეთ, გენერატორი შევაკეთეთ, ახალი სამზა-
რეულო მოვაწყვეთ, კორპუსი და კაიუტები გადავღებეთ, ნახმარი
ავეჯი ვიყიდეთ და ისიც გადავღებეთ· დუაიერს ნამდვილი დეკორა-
ტორის ნიჭი აღმოაჩნდა – ერთი შეგახედა, როგორი სანახავია სა-
ლონი და კაიუტები. უქმე დღეებშიც ვმუშაობთ, დღეში თოთხმეტი
საათი,მაგრამ უთუოდ გაგვიმართლებს. სასტუმროში ფული რომ არ
დაგვეხარჯოს, იახტაზე ვცხოვრობთ, თუმცა იგი ახლა საყრდენებზე
დგას, მიწაზე. დუაიერიცა და მეც მზარეულებად არ გამოვდგებით,
მაგრამ არ ვშიმშილობთ. რეისებში სიარულს რომ დავიწყებთ, მზა-
რეულის აყვანა მოგვიხდება. მე ყველაფერი გავისიგრძეგანე და გა-
დავწყვიტე– სულ სამი კაცისგან შემდგარი ეკიპაჟი მეყოლება ჩემი
და დუაიერის ჩათვლით. თუ ბილის უნდა, ჩამოვიდეს ჩვენთან, ხაფ-
ხულში, რაიმე საქმეს მოვუნახავთ, სამუშაო კი ყოველთვის თავხე-
საყრელად გვაქვს. მე რომ ვნახე, მომეჩვენა, რომ არგებდა ზაფ-
ხულში ჰაერზე რიგიანად წამუშავება. ზღვაოსნობაში კაპიტნად დუ-

470
აიერი იქნება, თუმცა ხომალდი ჩემი ფულითაა ნაყიდი. იმას მესამე
თანაშემწის დიპლომი აქვს და იახტის ტარება იცის, მაგრამ მეც მას-
წავლის და იმ დღეს, როცა მარტოკა, სხვის დაუხმარებლად შევ-
ძლებ იახტის პორტში შეყვანას, ისე რომ არაფერს დავაჯახო, კაპი-
ტანი მე გავხდები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებ შენს პირობას, რუდის არაფერი უამ-
ბო. თუ ყურში ჩასწვდა, რომ ჩემთვის შექუჩებული ფულით გახვრე-
ტილი ვარცლი ვიყიდე ხმელთაშუა ზღვაში და მეტი ვერაფერი მოვა-
ხერხე, ბოღმით გულზე გასკდება. მისი აზრით ხომ ფული იმიტომ
არსებობს, რომ ბანკში ინახებოდეს. რას იზამ, ყველას თავისი გზა
აქვს. როცა ყველაფერი მოწესრიგდება და ფულის გაკეთებას და-
ვიწყებ, სამოგზაუროდ მოვიწვევ ცოლთან ერთად, უფასოდ. დაე,
თავისი თვალით ნახოს, მართლა ესეთი ჩერჩეტია მისი ძმა თუ არა.
შენს თავზე დაწვრილებით არაფერს მწერ, მაგრამ შენი წერილე-
ბის მიხედვით ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დიდად მხიარუ-
ლი ცხოვრება არ უნდა გქონდეს. თანაგიგრძნობ. იქნებ, მიაგდო
ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებ და სულ სხვა რამეს მოჰკიდო ხე-
ლი! ჩემი მეგობარი დუაიერი ცოტა მამაკაცს რომ ჰგავდეს, გთხოვ-
დი, ცოლად გაჰყევი და ჩვენი მზარეული გახდი-მეთქი. გეხუმრები!
თუ მდიდარი მეგობრები გყავს, რომლებიც ამ ზაფხულს ხმელ-
თაშუა ზღვაზე გასეირნებას აპირებენ, მიშუამდგომლე, ჩემთან გა-
მოაგზავნე. ახლა უკვე აღარ ვხუმრობ.
ნიუ-იორკში რომ მოხვდები, პატივი დამდე, მიიკითხ-მოიკითხე
სად არის ჩემი ცოლი, რას აკეთებს და ჩემი ბიჭუნა როგორაა. მშობ-
ლიური ქვეყანა მთელი თავისი მშვენიერებით სულაც არ მენატრე-
ბა, მაგრამ ჩემი ბიჭის ნახვა ქვეყანას მირჩევნია.
ასეთ გრძელ წერილს იმიტომ გწერ, რომ კოკისპირულად წვიმს
და ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ჯიხურის (იგი ცისფერი იქნე-
ბა) მეორედ შეღებვა. არ დაიჯერო, თუ გეტყვიან, ხმელთაშუა ზღვაზე
წვიმა არ იცისო, დუაიერი სადილს ამზადებს და საჭმელად მიხმობს.
ვერც კი წარმოიდგენ, რა საშინლად ყარს მისი ნაცოდვილარი.
მიყვარხარ, გკოცნი, ტომი“ .

471
ყველგან წვიმს. წვიმს პორტო-სანტო სტეფანოში, ვენეციაში,
წვიმს კალიფორნიაში. ჯორდახებს ამინდი არ სწყალობთ... მაგრამ
ასეა თუ ისე, მისი ოჯახის ორ წევრს სხვა რამეში მაინც უმართლებს
ბედი, გინდაც ეს წყალობა დიდხანს არ გაგრძელდეს.
– დღე-ღამეში ყველაზე საშინელი დრო დღის ხუთი საათია, –
ხმამაღლა თქვა გრეთჰენმა, საკუთარი თავის მიმართ სიბრალული
რომ არ ეგრძნო, ფარდები ჩამოუშვა და კვლავ ვისკი დაისხა.
მეორე დილით ორი საკვირაო ლექცია გააცდინა. სამაგიეროდ,
სემ კორის დაურეკა სტუდიაში და სთხოვა, შეიძლება თუ არა შენთან
სალაპარაკოდ მოვიდეო.

472
თავი მეორე

მართალია, ჯინი ორსულად იყო, მაგრამ რუდისთან ერ-


თადსასაუზმოდ ყოველ დილით მაინც ქვევით ჩადიოდა.
‒მინდა დღის ბოლოს შენს ნაკლებ არ დავიღალო,‒ეუბნებოდა
იგი, ‒სულაც არ მსურს იმ ამერიკელ ცოლებს ვგავდე, რომლებიც
დილიდან საღამომდე ლოგინში გორაობენ, ხოლო, როცა ქმრები
სამუშაოდან ბრუნდებიან, ყოველ საღამოს ისევ გარეთ ექაჩებიან,
იმიტომ, რომ არ იციან, თავიანთი ენერგია სად დახარჯონ. უმეტე-
სად ოჯახების დანგრევის მიზეზი ღალატი კი არ არის, არამეედ სწო-
რედ „ენერგეტიკული“ ჰარმონიის უქონლობა.
ფანჯარაში აპრილის ფერმკრთალი მზე იღვრებოდა. ისინი მაგი-
დასთან ისხდნენ და ელოდნენ, როდის მოიტანდა მარტა ყავას, დე-
დამისის სიკვდილის მემდეგ მარტას ვეღარ იცნობდით, ჭამით ისევ
ისე ჭამდა, როგორც წინათ. მაგრამ შესამჩნევად გასუქდა, დადინ-
ჯდა და სანაქებო მეოჯახედ იქცა. სახეზე მკაცრი ნაოჭებიც გაუსწორ-
და, ერთდროს ნერვულად მოკუმულ ბაგეზე ახლა რაღაც ღიმილის
მაგვარი დასთამაშებდა. ზოგი ჭირი მარგებელია, გაიფიქრი რუ-
დოლფმა, რომელიც თვალს ადევნებდა, რა ფრთხილად დადგა მარ-
ტამ ჯინის წინ ყავადანი. სხვა დროს იგი ამ ყავადანს მაგიდაზე და-
ახეთქებდა და ჩვეულებრივ თავის წყეულ ბედს შეაჩვენებდა.
ორსულობამ ჯინსი სახე დაუმრგვალა, ახლა უკვე აღარ ჰგავდა
იმ ჯიუტ მოსწავლეს, რომელსაც მტკიცედ გადაეწყვიტა, ნემსის ყუნ-
წმი გამძვრალიყო, ოღონდაც თავის კლასში ბადალი არ ჰყოლოდა.
მშვიდ და ქალურ სახეს მზის სხივები ნაზად უცისკროვნებდნენ.
– დღეს შენ წმინდანსა ჰგავხარ, ‒ უთხრა რუდოლფმა.
– რასაკვირველია, წმინდანი იქნები, ორი თვე კაცისშვილთან
თუ არ შესცოდავ, – უპასუხა ქალმა.
–იმედი მაქვს, ბავშვი ეღირება ამად,
– ღმერთმა ჰქნას!
‒ როგორ იქცევა დღეს?

473
– კარგად. მართალია, ბევრს დარბის, თანაც, მე მგონი, მძიმე
ჩექმებით, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა!
– გოგო რომ იყოს?
– მაშინ იძულებული ვიქნები, ჩავაგონო, რომ არ შეიძლება ერ-
თბაშად ორ კაცთან რომანის გაბმა, – უთხრა ჯინმა. ორივეს გაეცი-
ნათ.
– დღეს რას აპირებ? – შეეკითხა რუდოლფი.
– ძიძა მოვა და უნდა მოველაპარაკო, მერე საბავშვო ოთახისათ-
ვის ავეჯს მოიტანენ და მე და მარტამ უნდა მივალაგ-მოვალაგოთ,
შემდეგ ვიტამინები მაქვს მისაღები, მერე ავიწონები... ერთი სიტ-
ყვით, საქმე ბევრია. შენი გეგმები როგორია?
‒ უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი. დღეს იქ მეურვეთა საბჭოს
სხდომაა. კანტორაშიც უნდა შევიარო...
– იმედია, იმ ბებერ გველეშაპ კოლდერვუდს ბუზღუნის უფლებას
აღარ მისცემ, არა?
მას შემდეგ, რაც კოლდერვუდმა გაიგო, რომ რუდოლფი ივნისში
ბიზნესისათვის თავის დანებებას აპირებდა, ყოველი შეხვედრის
დროს სულ იმას ჯუჯღუნებდა: „აბა ვინ მიდის დასასვენებლად ოცდა-
თექვსმეტი წლის ასაკშიო?“
„მე“,‒ უპასუხა ერთ მშვენიერ დღეს რუდოლფმა,მაგრამ მოხუ-
ცს ამის დაჯერება არ უნდოდა. ბუნებით ძალზე ურწმუნო კოლდერ-
ვუდი ეჭვობდა, რომ რუდოლფი ვერაგულად იქცეოდა, რათა კორ-
პორაციის საქმიანობახე სრული კონტროლი დაეწესებინა; აი ამი-
ტომ იყო, რომ მოხუცს არაერთხელ გადაუკრავს სიტყვა, თუ არსად
არ წახვალ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. უფრო მე-
ტიც, კოლდერვუდმა მათი ცენტრალური კანტორის ნიუ-იორკში გა-
დატანაც კი შესთავაზა, მაგრამ რუდოლფმა განუცხადა, რომ ნიუ-
იორკში ცხოვრებას არ აპირებდა. ახლა ჯინი სავსებით იზიარებდა
მის სიყვარულს ჩვეულებრივი ფერმერული სახლისადმი და არქი-
ტექტორთან ერთად მისი გაფართოების გეგმებს აწყობდა.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსისაკენ მიმავალი
გზა სპორტმოედნის გვერდით გადიოდა და რუდოლფმა იქ კვენტინ

474
მაკგოვერნს ჰკიდა თვალი, ნაცრისფერ სავარჯიშო კოსტიუმში გა-
მოწყობილი კვენტინი ბილიკზე დარბოდა. რუდოლფმა მანქანა და
ამუხრუჭა, გადმოვიდა. კვენტინმა,მაღალმა, სერიოზულმა ახალ-
გაზრდა კაცმა, რომელსაც ოფლისაგან სახე უბრწყინავდა, – მასთან
მიირბინა. რუდოლფმა ხელი ჩამოართვა.
‒ მეცადინეობა თეთრთმეტზე მეწყება,–უთხრა კვენტინმა,–
დღეს კი მშვენიერი დღეა. ნამდვილად ცოდვა იქნება, რომ არ ვირ-
ბინო, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მთელი ზამთარი
სახეღმძღვანელოებით ხელში ოთხ კედელს შუა გავატარე.
ისინი უკვე დილდილაობით ერთად აღარ დარბოდნენ. დაქორ-
წინების შემდეგ, ჯინის გულის მოსაგებად რუდოლფმა ჩოგბურთის
თამაში დაიწყო.
– როგორ არის წარმატებების საქმე, კვენტინ?
– არა უჭირს. ორას ოც იარდს ოცდაორ და რვა მეათედ სეკუნდში
გავრბივარ. მწვრთნელი დამპირდა, ოთხასორმოციარდიან დის-
ტანციაზე და ამასთან ერთად ესტაფეტაში გამოგიყვანო.
– დედაშენი ახლა რაღას ამბობს?
კვენტინს გაეღიმა, ზამთრის ის სუსხიანი დღეები დაუდგა თვალ-
წინ.
‒ მეუბნება, ცხვირი მეტისმეტად არ აბზიკოო. დედები ყველანი
ერთნაირები არიან.
– სწავლის საქმე როგორღაა? – შეეკითხა რუდოლფი.
– ალბათ, რაღაც გაუგებრობა მოხდა. საუკეთესო სტუდენტთა
სიაში შემიტანეს.
– დედაშენი ამაზე რაღას ამბობს?
‒ მეუბნება, ეს იმიტომ მოხდა, რომ ფერადკანიანი ხარ და ადმი-
ნისტრაციას თავისი ლიბერალობის დემონსტრირება უნდაო. –
კვენტინს ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.
‒ თუ დედა ამის შემდეგაც არ მოგეშვება, უთხარი, მე დამირე-
კოს,
– აუცილებლად, მისტერ ჯორდახ.
– აბა, ჩემი წასვლის დროა, მამას მოკითხვა გადაეცი.

475
– მამა მომიკვდა, მისტერ ჯორდახ, – მშვიდად უთხრა კვენტინმა.
– მაპატიე. ‒ რუდოლფი მანქანაში ჩაჯდა. ეშმაკმა დალახვროს,
გაიფიქრა მან. კვენტინის მამა კოლდერვუდთან, სულ ცოტა, ოცდა-
ხუთი წელი მაინც მუშაობდა. ვიღაცას ხომ უნდა მოსვლოდა აზრად
და შეეტყობინებინა უფროსებისათვის მისი სიკვდილის ამბავი.
კვენტინთან საუბრის შემდეგ რუდოლფს დილა უკვე აღარ ეჩვე-
ნებოდა ისეთი ნათელი და საამო.
ადმინისტრაციული კორპუსის წინ, ავტოსადგომზე ნემსის ყუნწი
არ ჩავარდებოდა და რუდოლფმა მანქანა განზე, შენობიდან თით-
ქმის ხუთასი იარდის დაშორებით დააყენა. ის იყო, უნდა შეემოწმე-
ბინა, კარი ჩაიკეტა თუ არაო, რომ ანაზდად ვიღაცის ხმა შემოესმა:
– სალამი, ჯორდას!
ლეონ პარისონი ეძახდა, მეურვეთა საბჭოს წევრი, რომელსაც
თათბირზე მიეჩქარებოდა. ჰარისონი სამოცი წლის მაღალი, წარმო-
სადეგი მამაკაცი იყო – დარბაისელი, სენატორივით ჭაღაროსანი და
მაცდურად გულთბილი ადამიანებთან ურთიერთობაში. იგი ადგი-
ლობრივ გაზეთს გამოსცემდა, რომელიც მამისაგან მემკვიდრეო-
ბით ჰქონდა მიღებული, როგორც შიგ უიტბიში, ასევე მის გარეუბ-
ნებში მდებარე მიწების დიდ ნაკვეთებთან ერთად. რუდოლფმა იცო-
და, რომ ჰარისონის გაზეთი დღითიდღე ძალას ჰკარგავდა, მაგრამ
ეს ამბავი სულაც არ ადარდებდა. გაზეთის რედაქცია სხვადასხვა
ქალაქების გაზეთებიდან გამოგდებული ერთი მუჭა დაბალხელფა-
სიანი, წყალწაღებული ლოთებისაგან შედგებოდა. რუდოლფმა
ცხოვრების წესად გაიხადა ამ გაზეთში დაბეჭდილი არც ერთი სიტ-
ყვა არ დაეჯერებინა, ამინდის შესახებ ცნობებიც კი არ ერწმუნა.
‒ როგორ არის საქმე, მეგობარო? – შეეკითხა ჰარისონი, მხარზე
ხელი გადახვია და ადმინისტრაციული კორპუსისაკენ დაემგზავ-
რა·–როგორც ყოველთვის, ძველ კონსერვატორებს აფეთქებას გვი-
პირებთ, არა? – მან ხმამაღლა გადაიხარხარა, რუდოლფს აგრძნო-
ბინა, რომ მშვიდობიან გუნებაზე იყო.

476
‒ მე ისევ ისეთივე სტანდარტული წინადადებები მაქვს, – უპასუ-
ხა რუდოლფმა. – მაგალითად, მინდა ცეცხლს მივცე საბუნებისმეტ-
ყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და ამ გზით პროფესორი ფრედე-
რიქსი თავიდან მოვიშორო.
ფრედერიქსი ფაკულტეტის დეკანი გახლდათ, მაგრამ რუდოლ-
ფმა იცოდა, რომ უფლება ჰქონდა მასზე იერიში მიეტანა: საბუნების-
მეტყველო მეცნიერებათა სწავლება აქ სხვა უნივერსიტეტებთან შე-
დარებით ძალზე დაბალ დონეზე იდგა. ფრედერიქსი და ჰარისონი
გულითადი მეგობრები იყვნენ და ფრედერიქსი ჰარისონის გაზეთში
სშირად აქვეყნებდა თავის სამეცნიერო სტატიებს, რომელთა წაკით-
ხვისას რუდოლფს უნივერსიტეტის გამო სარცხვილი სწვავდა.
გაზეთის პირველ გვერდზე წელიწადში სამჯერ მაინც იბეჭვდებო-
და ფრედერიქსის სტატიები, რომლებიც კიბოს მკურნალობის ახა-
ლი მეთოდის აღმოჩენას იუწყებოდნენ.
– ოჰ, ერთი ამ ბიზნესმენებს დამიხედეთ, – მწარედ ამოიოხრა
ჰარისონმა, – თქვენ წმინდა მეცნიერების როლს ვერასოდეს ვერ
დააფასებთ, თქვენთვის ექვს თვეში თქვენი კაპიტალდაბანდებები-
დან მოგების მიღებაა თავი და თავი. ყოველი სინჯიდან დოლარების
ცვენას ელით.
როცა ხელს აძლევდა, ჰარისონი თავის ვრცელ მიწის ნაკვეთებს,
ბანკში დაბანდებულ კაპიტალს როდი ივიწყებდა. ნამდვილი, ცივ-
სისხლიანი ბიზნესმენივით ირჯებოდა, სხვაგვარ სიტუაციაში კი, რო-
ცა მარტოოდენ გამომცემელი იყო და სტამბის საღებავების გარდა
არა იცოდა რა, თავი განმანათლებელი ლიტერატორივით ეჭირა.
ლათინურში გამოსაშვები გამოცდების მოხსნაზე პროტესტს აცხა-
დებდა და ინგლისურ ლიტერატურაში ახალი პროგრამის წინააღ-
მდეგ ილაშქრებდა, რადგანაც იგი ჩარლზხ დარვინის შემოქმედების
მეტისმეტად ზედაპირულ გაცნობას ითვალისწინებდა, დორლეკე-
რი, უნივერსიტეტის ახალი პრეზიდენტი, ჰარვარდის დიპლომიანი
ენერგიული კაცი, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იგი მეურვე-
თა საბჭოს ფრთების გაშლის უფლებას როდი აძლევდა და არც მათ
დუდუკზე ცეკვა უყვარდა. რუდოლფთან გულითადი, მეგობრული

477
დამოკიდებულება ჰქონდა. მეუღლესთან ერთად ჯორდახებთან
სტუმრად ხშირ-ხშირად ჩამოდიოდა. რუდოლფს სრულიად გულახ-
დილად ესაუბრებოდა და არც იმას უმალავდა, რომ მეურვეთა საბ-
ჭოს წევრთა უმრავლესობის თავიდან მოშორებას აპირებდა დორ-
ლეკერს ჰარისონი თვალში არ მოსდიოდა.
თათბირი დიდი ხნის წინათ შემოღებული წესისამებრ მიმდინა-
რეობდა, საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ დამსწრეთ აუწყა,
რომ ფულადი შესაწირის ზრდის მიუხედავად, ხარჯი კიდევ უფრო
სწრაფად მატულობდა და სწავლის გადასახადის გადიდება, აგრეთ-
ვე სტიპენდიების რაოდენობის შეზღუდვა მოითხოვა.
ჰარისონმა შეშფოთება გამოხატა სტუდენტურ გაზეთში გამოქ-
ვეყნებული სტატიის გამო, რომელიც ატომური იარაღის გამოცდის
საწინააღმდეგო დემონსტრაციის ჩატარებისაკენ მოუწოდებდა.
სტუდენტების პოლიტიკაში ჩათრევისა და ამერიკის შეერთებული
შტატების მთავრობის მიმართ უპატივცემულობის გამო, რედაქციას
დისციპლინური სასჯელი უნდა დავადოთ,–განაცხადა მან. დორლე-
კერმა თქვა, „ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არ არის ამერიკაში თავი-
სუფლების გათელვის შესაფერისი ადგილი.“ კენჭისყრით დაადგი-
ნეს, რედაქტორისათვის არავითარი დისციპლინური სასჯელი არ
მიეცათ.
– საბჭომ თავისი მოვალეობების შესრულებას თავი აარიდა, –
აყვირდა ჰარისონი.
რუდოლფი მეურვეთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახ-
ლდათ და სხდომებზე ხმადაბლა და მოწიწებით ლაპარაკობდა, მაგ-
რამ იმის გამო, რომ დორლეკერთან მეგობრობდა და ყოფილ უნი-
ვერსიტეტდამთავრებულებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს (მან
კოლდერვუდის დაყაბულებაც კი შესძლო და ბიბლიოთეკის ახალი
ფრთის მისაშენებლად ხუთი ათასი დოლარი შეატანინა) შესაწირს
ხელიდან მარჯვედ აგდებინებდა, აგრეთვე იმიტომაც, რომ უიტბის
ცხოვრებაში ჩახედული იყო და ქალაქისა და უნივერსიტეტის დამო-
კიდებულება კარგად მოეხსენებოდა, საბჭოში დიდი გავლენით სარ-
გებლობდა და ეს ამბავი თვითონაც იცოდა.

478
‒ თქვენთვის ცნობილია,– არ ცხრებოდა დორლეკერი, ‒ რომ
დღეს უნდა განვიხილოთ მომავალი სასწავლო წლისათვის ვაკან-
ტურ თანამდებობაზე კანდიდატების საკითხი. ჯერჯერობით თავისუ-
ფალია ეკონომიური ფაკულტეტის დეკანის ადგილი. ჩვენ დიდხანს
ვარჩევდით შესაფერის კაცს, ვეთათბირეთ ფაკულტეტის თანამ-
შრომლებს და ახლა გვინდა მხარდასაჭერად წამოვაყენოთ იმ კაცის
კანდიდატურა, რომელიც ერთ დროს უიტბის ყოფილ კოლეჯში ის-
ტორიისა და ეკონომიკის გაერთიანებულ კათედრას უძღვებოდა,კა-
ცი, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ევრ-
ოპაში მუშაობდა და იქ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.
მხედველობაში მყავს პროფესორი ლოურენს დენტონი,‒
პროფესორის სახელი რომ ახსენა, დორლეკერი თითქოსდა
შემთხვევით, შემობრუნდა და თვალი ოდნავ შესამჩნევად ჩაუკრა
რუდოლფს. რუდოლფს თავის ყოფილ მასწავლებელთან მიმოწერა
ჰქონდა და იცოდა, რომ დენტონი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნე-
ბობდა, ბედმა იგი უსამშობლო კაცად ვერ აქცია.
რუდოლფმა დორლეკერს ყველაფერი უამბო დენტონის შესახ-
ებ და დორლეკერმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტანა. დენტონმა
კი, თავისი პოზიციები განიმტკიცა, რადგან ევროპაში ყოფნის
დროს დაწერა წიგნი გერმანიის ეკონომიკის აღორძინების შესახებ,
რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა.
‒დენტონი...‒თქვა ჰარისონმა, ‒მახსოვს ეს სახელი, მას პროკ-
ომუნისტური საქმიანობისათვის პანღური ამოჰკრეს.
‒ ყურადღებით გადავათვალიერე მისი დოსიე, მისტერ ჰარისონ,
‒მიუბრუნდა მას დორლეკერი და ვნახე, რომ პროფესორისათვის
არასოდეს არავითარი ბრალდება არ წაუყენებიათ და მისი მოღვაწ-
ეობის გამოძიება ოფიციალურად არავის უწარმოებია. პროფესორი
დენტონი იმიტომ გადადგა, რომ ევროპაში წასულიყო სამუშაოდ.
‒იგი კომუნისტი იყო ან რაღაც ამდაგვარი, ‒ჯიუტად განაცხადა
ჰარისონმა.‒უნივერსიტეტში უიმისოდაც საკმარისად გვყვანან სხვ-
ვადასხვა ჯურის თავგასული მჩხავანები, არ არის საჭირო საზღვარ-
გარეთიდან მათი გამოწერა.

479
‒იმხანად, ‒რბილად თქვა დორლეკერმა, ‒ქვეყანას მაკარტიზ-
მის ჩრდილი ადგა და ბევრი პატივცემული ადამიანი უდანაშაულოდ
დაზარალდა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და
ახლა შეგვიძლია ადამიანზე უბრალოდ მისი ნიჭიერების მიხედვით
ვიმსჯელოთ.პირადად მე, ბედნიერი ვიქნები, თუ დავამტკიცებ, რომ
უიტბის უნივერსიტეტი მხოლოდ მკაცრად აკადემიური მოსაზრებით
ხელმძღვანელობს.
‒თუ თქვენ აქ ამ კაცს მიიღებთ, ჩემი გაზეთი პირში წყალს არ და-
იგუბებს, ‒დაემუქრა ჰარისონი.
‒თქვენს შენიშვნას არასაკადრისად ვთვლი, მისტერ ჰარისონ, –
მშვიდად თქვა დორლეკერმა, – და დარწმუნებული ვარ, როცა ჩა-
უფიქრდებით, უარს იტყვით ამ განზრახვაზე. ახლა კი, თუ არავის
არაფრის დამატება არ სურს, მე მგონი, შეიძლება კენჭი ვუყაროთ.
– ჯორდახ, – კოპები შეიკრა ჰარისონმა, – ჩემი აზრით, ამ საქმე-
ში შენი ხელი არ ურევია.
– გამოგიტყდები, ურევია, – უპასუხა რუდოლფმა. – აქ რომ
ვსწავლობდი, პროფესორ დენტონის ლექციები ყველაზე საინტერე-
სო ლექციებად მიმაჩნდა, გარდა ამისა, მე მგონი, მისი უკანასკნელი
წიგნი უბრალოდ ბრწყინვალე ნაშრომია.
– რა გაეწყობა, უყარეთ კენჭი, უყარეთ, – ჩაიბურტყუნა ჰარი-
სონმა. – ვერ გამიგია, რისი გულისათვის დავიარები ამ სხდომებზე.
კენჭისყრის დროს მარტო ჰარისონი გამოვიდა წინააღმდეგი და
რუდოლფმა გადაწყვიტა სხდომის დამთავრებისთანავე, დევნილი-
სათვის ჟენევაში დეპეშა ეფრინა.
კარზე დააკაკუნეს.
‒ მობრძანდით, – მოიხმო დორლეკერმა, მისი მდივანი ქალი შე-
მოვიდა.
– მაპატიეთ, რომ გაცდენთ,‒ თქვა მან, – მაგრამ მისტერ ჯორ-
დახს ტელეფონთან სთხოვენ. ვუთხარი, სხდომა მიმდინარეობს-
მეთქი, მაგრამ...
რუდოლფი სკამიდან წამოხტა და მისაღებში გავიდა, ტელეფონს
ეცა.

480
– რუდი, მე მგონი, უმჯობესია შინ მოხვიდე, და რაც შეიძლება
ჩქარა. ტკივილები დამეწყო. ‒ ჯინი მხიარული და მშვიდი ხმით ლა-
პარაკობდა.
– ახლავე მანდ გავჩნდები, – უპასუხა მან, ყურმილი დადო და
მდივან ქალს მიუბრუნდა. ‒ პრეზიდენტ დორლეკერთან და საბჭოს
წევრებთან მომიბოდიშეთ. მეუღლე საავადმყოფოში უნდა წავიყვა-
ნო. ჰო, მართლა, თუ შეიძლება, საავადმყოფოშიც დარეკეთ, ექიმ
ლევინს შეატყობინონ, რომ მისის ჯორდახი ნახევარ საათში მანდ
იქნება.
მთელი ეს უსასრულო დღე საავადმყოფოში ჯინის საწოლთან გა-
ატარა, ხელში მისი ხელი ეჭირა. რუდოლფს ვერც კი წარმოედგინა,
საიდან ჰქონდა ქალს ასეთი მოთმინების უნარი, ექიმი ლევინი სულ
არ ღელავდა. პირველი მშობიარობის დროს ეს ყოველივე სრული-
ად ბუნებრივიაო, განაცხადა მან. ექიმი დროდადრო ჯინის პალატა-
ში ისეთი სახით შეიხედავდა ხოლმე, თითქოს ვიზიტად შეიარაო.
რუდოლფს რომ შესთავაზა, ქვევით, კაფეტერიაში ჩაბრძანდით და
ივახშმეთო, კაცი შეცბა. ნუთუ ექიმს ჰგონია, რომ მას შეუძლია ცო-
ლი ასეთ ტანჯვაში მიატოვოს, თავად კი პირის პატივისთვის გაეშუ-
როს?!
‒ მე მამა ვარ და არა მეანი,–გულისწყრომით უპასუხა მან.
–სხვათა შორის, მამებიც ჭამენ. მათ თავიანთი ძალების მოფ-
რთხილება მართებთ. – გაიცინა ლევინმა.
„ძაღლისშვილი, უგულო მატერიალისტი. თუ ოდესმე თავში ვე-
ლური აზრი გაუელვებთ და მეორე ბავშვს მოინდომებენ, ნამდვილ
ექიმს მოიწვევენ და არა რობოტს“.
ლამის შუაღამე იყო, ბავშვი რომ დაიბადა, გოგონა. როცა ექიმი
ლევინი სამშობიარო განყოფილებიდან გამოვიდა იმის საუწყებ-
ლად, რომ დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობდნენ, რუდოლფს
მისი სიყვარულის გუდა გაეხსნა.
ქუჩაში ციოდა. დილით, შინიდან რომ გამოვიდა, თბილოდა და
პალტო თან არ წამოუღია. ვიდრე მანქანამდე მივიდოდა, კანკალი
დააწყებინა.

481
გრძნობდა, რომ ძალზე აღელვებული იყო და იცოდა, ძილი არ
მიეკარებოდა. უნდოდა ვინმესთვის დაერეკა და მამად გახდომა ედ-
ღესასწაულა, მაგრამ უკვე ღამის ორი საათი იყო და აბა ვინ უნდა გა-
ეღვიძებინა. მანქანის ღუმელი ჩართო და შინ მისვლამდე გათბობაც
მოასწრო. ფანჯარაში სინათლე ენთო – მარტას შუქი არ ჩაექრო.
მდელოს გავლით სადარბაზო კარს რომ მიუახლოვდა, შენიშნა –
პარმაღის ჩრდილში ვიღაც შეირხა.
–ვინ არის აქ? – მკვახედ იკითხა მან.
ფიგურა ნელ–ნელა სინათლეზე გამოვიდა. ვირჯინია კოლდერ-
ვუდი. ნაცრისფერი, ბეწვშემოვლებული პალტო ეცვა, თავზე შარფი
ეხვია.
– ო, ღმერთო ჩემო, ვირჯინია! – გაოცდა რუდოლფი. ‒ აქ რას
აკეთებთ?
‒ მე უკვე ყველაფერი ვიცი. – იგი სულ ახლო მივიდა. ფერ-
მკრთალი, გამხდარი, ლამაზი სახიდან რუდოლფს დიდი, შავი თვა-
ლები დაჟინებით მისჩერებოდნენ. – საავადმყოფოში რამდენჯერმე
დავრეკე. ვუთხარი, ვითომ შენი და ვიყავი. ყველაფერი ვიცი, გააჩი-
ნა ჩემი ბავშვი.
‒ ვირჯინია, სჯობს შინ წახვიდეთ. – რუდოლფმა, ქალირომ არ
შეხებოდა, უკან დაიხია. – მამათქვენმა თუ გაიგო, ამ ღამით აქ რომ
დაეხეტებით...
– მიმიფურთხებია, ვინ რას გაიგებს, – თქვა მან, – სულ არ მრცხ-
ვენია.
–მოდით, შინ წაგიყვანთ, – შესთავაზა რუდოლფმა. დაე, მისმა
საკუთარმა ოჯახმა გაარჩიოს, სრულ ჭკუაზეა იგი თუ არა. აბა, რა მი-
სი თავსატეხია. თანაც ასეთ ღამეს, – თქვენ ერთი გემოზე უნდა გა-
მოიძინოთ და...
‒ მე სახლი არა მაქვს, ‒ სიტყვა შეაწყვეტინა ვირჯინიამ. – მე შენ
გეკუთვნი და ჩემი ადგილი აქ არის, შენს გვერდით.
‒ არა, თქვენი აღგილი აქ არ არის, ვირჯინია,–სასოწარკვეთით
წარმოთქვა რუდოლფმა. მუდამ გონივრულ მოქმედებას ჩვეული,

482
ახლა სრულიად უმწეო გახლდათ. – მე აქ ჩემს ცოლთან ერთად
ვცხოვრობ.
‒ მან შენ შეგაცდინა და შენი თავი მომპარა. ნამდვილი სიყვარუ-
ლი დაასამარა. დღეს ღმერთს ვევედრებოდი, საავადმყოფოში მომ-
კვდარიყო.
– ვირჯინია! ‒აქამდე რუდოლფს მართლაცდა არასდროს შეში-
ნებია მისი სიტყვებისა, მისი საქციელისა. ქალს შეეძლო იგი გაეღი-
ზიანებინა, გაემხიარულებინა ან მის გულში სიბრალული აღეძრა,
მაგრამ ეს უკვე ყველა ზღვარს სცილდებოდა, პირველად მიხვდა,
რომ იგი საშიშიც იყო. შინ მივა თუ არა, საავადმყოფოში უნდა და-
რეკოს და ყველა გააფრთხილოს, რომ ვირჯინია ახლადშობილთა
განყოფილებასა და ჯინის პალატას ახლო არ გააკარონ.
– ყური მათხოვეთ, – უთხრა მან თავაზით, – ჩაჯექით ჩემს მანქა-
ნაში და შინ მიგიყვანთ.
‒ ბავშვივით ნუ მექცევი, – თქვა ქალმა, – დიდი ხანია ბავშვი
აღარა ვარ: აქვე, გვერდით საკუთარი მანქანა მიდგას და არავის
წაყვანა არ მჭირდება.
‒ ვირჯინია, საშინლად დავიღალე და თვალი ცოტა თუ არ მო-
ვატყუე... ‒უთხრა კაცმა. – მართლა რამე თუ გაქვთ სათქმელი,
ხვალ დილით დამირეკეთ.
‒ მე შენთან ღამის გატარება მინდა, – განუცხადა ჯიბეში ხელებ-
ჩაყოფილმა ქალმა ისე, რომ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია, თვა-
ლად ჩვეულებრივი, ნორმალური ქალიშვილი იყო, კარგად ჩაცმულ
-დახურული. ‒ მინდა, დღეს შენთან ვიყო. ვიცი, შენც ეს გსურს. მე
შენს თვალებში უომალვე ამოვიკითხე. – იგი ჩქარ-ჩქარა, მონოტო-
ნურად ჩურჩულებდა, ‒ უბრალოდ, ვერ გაბედე, სხვებივით შენც მა-
მაჩემისა გეშინია. დამეუფლე, არ ინანებ, შენ მე ისევ ის პატარა გო-
გონა ხომ არ გგონივარ, ჩვენს სახლში პირველად რომ დამინახე. ნუ
ღელავ, დიდი ხანია ბავშვი აღარა ვარ. რაღაც-რაღაცების სწავლაც
მოვასწარი. თუმცა, შეიძლება მე უფრო ნაკლები გამოცდილება
მქონდეს, ვიდრე შენს ფასდაუდებელ მეუღლეს, რომელიც იმ ფო-
ტოგრაფთან სატრფიალო ქსელებს აბამდა... ო, გიკვირს, ეს ამბავი

483
რომ ვიცი?! მე ყველაფერი ვიცი და ვინ მოსთვლის რამდენი რამის
მოყოლა შემიძლია. – მაგრამ ამ დროს კაცმა კარი გააღო, შევიდა
და გასაღებით დაკეტა, ვირჯინია კი პარმაღზე დატოვა. ქალი კარს
მუშტებს უბრაგუნებდა. სახლში ფეხი შედგა თუ არა, პირველი სარ-
თულის ყველა კარი და ფანჯარა ჩარაზა. როცა სადარბაზოს კართან
მობრუნდა, პატარა ქალური ხელების გახელებული ბრახუნი უკვე
აღარ ისმოდა. საბედნიეროდ, მარტას არ გაღვიძებია. მან პარმაღზე
შუქი ჩააქრო, მერე საავადმყოფოში დარეკა და დაქანცული ზევით
ავიდა ‒ ჯინისა და თავის საძინებელ ოთახს მიაშურა.
„მომილოცნია დაბადების დღე, შვილო, შენ რესპექტაბელურ ქა-
ლაქში დაიბადე“, – გაიფიქრა მან და ჩაიძინა.

გარეუბნის კლუბის ბარში კაცი არ ჭაჭანებდა, რადგან შაბათი


დღე იყო და კლუბის წევრთა უმრავლესობა გოლფისა და ტენისის
კორტებიდან ჯერ არ დაბრუნებულიყო· რუდოლფი ლუდს მარტოღ-
მარტო შეექცეოდა. ჯინი ქალების გასახდელში ტანსაცმელს იცვლი-
და. საავადმყოფოდან ხუთი კვირის დაბრუნებული იყო, მაგრამ ტე-
ნისში ორი ხელის მოგება მაინც მოახერხა. რუდოლფს გაახსენდა,
რა მოზეიმე, გამარჯვებული სახით დატოვა ჯინმა კორტი და გაეღი-
მა.
ცოლის მოლოდინში დახლზე დადებული „უიტბი სენტინელის“
ახალი ნომერი გადაშალა და მაშინვე ინანა. გაზეთის პირველ გვერ-
დზე სტატია დაებეჭდათ უნივერსიტეტში პროფესორ დენტონის მო-
წვევის შესახებ. სტატია სავსე იყო იმ პირთა ისევ ძველებური ინსი-
ნუაციებითა და მოჩმახული დამოწმებებით, რომლებსაც არ სურ-
დათ თავიანთი გვარების გამჟღავნება და შეშფოთებას გამოხატავ-
დნენ იმის გამო, რომ უნივერსიტეტის მგძნობიარე ახალგაზრდობას
ძალზე საეჭვო გავლენის ქვეშ მოხვედრა ემუქრებოდა.
– ო, რა ძაღლის შვილი ბრძანდები, ჰარისონ, – ხმამაღლა წარ-
მოთქვა რუდოლფმა.
– რამე ხომ არ მოგართვათ, მისტერ ჯორდახ? – შეეკითხა ბარ-
მენი, რომელიც ბარის მეორე ბოლოს გაზეთს კითხულობდა.

484
– გეთაყვა, კიდევ მომიტანეთ ლუდი, ჰენკ, – სთხოვა რუდოლ-
ფმა. მან გაზეთი გვერდზე მოისროლა და სწორედ ამ წუთს მტკიცედ
გადაწყვიტა, ჰარისონისაგან გაზეთი შეესყიდა. ამით მთელ ქალაქს
დიდ სამსახურს გაუწევდა. მისი შესყიდვა სულ თავისუფლად შეიძ-
ლებოდა. უკვე სამი წელია, გაზეთს ჰარისონისათვის კაპიკი მოგება
არ მოჰქონდა და თუ მას არ ეცოდინებოდა, რომ გაზეთს რუდოლფი
ყიდულობდა, სიამოვნებით გაჰყიდდა ხელმისაწვდომ ფასად. საჭი-
როა, ორშაბათს ჯონ ჰიტს მოელაპარაკოს ამ ოპერაციის ტექნიკურ
დეტალებზე.
იგი ლუდს წრუპავდა, გადაწყვიტა ჰარისონზე არ ეფიქრა. ამ
დროს ბარში გოლფიდან დაბრუნებული ბრედ ნაიტი შემოვიდა თა-
ვის სამ პარტნიორთან ერთად. რუდოლფმა მის ნარინჯისფერ შარ-
ვალს თვალი ჰკიდა თუ არა, კოპები შეიკრა.
‒ შენ რა, ქალთა ტურნირის მონაწილეთა სიაში ხომ არ ჩაეწერე?
‒ შეეკითხა იგი ბრედს, როცა მამაკაცები დახლს მიუახლოვდნენ.
ნაიტმა მხარზე ხელი დაჰკრა და გაიცინა.
– ბუნება, რუდი, მამრებს უფრო ჭრელა-ჭრულა ბუმბულით
აჯილდოებს, ვიდრე მდედრებს, გამოსასვლელ დღეებში კი მე ბუნე-
ბას ვერწყმი, – მერე ბარმენს მიუბრუნდა და განუცხადა: ‒ ყველას
მე ვუმასპინძლდები, ჰენკ. დღეს დიდი მოგება ვნახე.
ბრედის ერთ-ერთი პარტნიორი ერიკ სანდერლინი კლუბის
სპორტულ კომიტეტს თავკაცობდა, და ახლაც თავის საყვარელ თე-
მაზე საუბრობდა, გოლფის მოედნის მისეული პროექტის გაფართო-
ებისა და გაუმჯობესების გეგმებს აწყობდა. კლუბის ტერიტორიას მი-
წის დიდი, ტყიანი ნაკვეთი ემიჯნებოდა, სადაც ერთი უპატრონოდ
მიგდებული ფერმა იდგა და სანდერლინი კლუბის წევრებს შორის
წერილს ავრცელებდა, სადაც ყველას სესხის გამოშვებას და ამ ნაკ-
ვეთის შეძენას სთავაზობდა.

485
‒ მაშინ ჩვენი კლუბი პირველი კლასისა გახდება, – ამბობდა სან-
დერლინი. – ჩვენ გპა-ს9 ტურნირში მონაწილეობაც კი შეგვეძლება.
კლუბის წევრთა რიცხვი, უეჭველია, გაორკეცდება.
„ამერიკაში ყველა ნიადაგ „გაორკეცებისა“ და უმაღლეს თან-
რიგში მოხვედრისაკენ მიისწრაფვის“,–მტრულად გაიფიქრა რუ-
დოლფმა. მიუხედავად ამისა, მაინც უხაროდა, რომ ბარში გოლფზე
ლაპარაკობდნენ და არა „სენტინელის“ სტატიაზე.
‒ შენც გახარებული ხარ, რუდი? მოაწერ ხელს სესხზე ჩვენთან
ერთად? – შეეკითხა სანდერლინი.
– მაგაზე ჯერ არ მიფიქრია, – უპასუხ რუდოლფმა. ‒ ორი კვირა
მადროვე და მოვიფიქრებ.
– მაინც რა გაქვს მოსაფიქრებელი? – შეუტია სანდერლინმა.
– ბებერი რუდი ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს, – ჩა-
ერია მათ საუბარში ბრედი.– გაპარსვა რომ უნდა, მაშინაც კი, ორი
კვირა ფიქრობს ხოლმე·
– ძალიან კარგი იქნება, თუ ისეთი ცნობილი კაცი, როგორიც შე-
ნა ხარ, მხარში ამოგვიდგება, – არ ეშვებოდა სანდერლინი, – ასე
უბრალოდ ვერ დაგეხსნები.
‒ჭვი არ მეპარება, ერიკ,–შენიშნა რუდოლფმა. სანდერლინს გა-
ეცინა, მისი სიჯიუტე რომ ამხილეს და ორ სხვა მამაკაცთან ერთად
საშხაპეში შევიდა.
ბრედი ბარში დარჩა და ისევ ვისკი შეუკვეთა, სახე მუდამ წითე-
ლი ჰქონდა, კაცი ვერ გაიგებდა მზისაგან, თუ სპირტიანი სასმელი-
საგან.
– ცნობილი კაცი ხარ, – გაუმეორა ბრედმა, ‒უიტბიში შენზე ყვე-
ლანი ისე ლაპარაკობენ, თითქოს კოშკისხელა იყო.
– სწორედ ამიტომ მივეჩვიე ამ ქალაქს, – თქვა რუდოლფმა.
– ამ ქალაქში ბიზნესიდან წასვლის შემდეგაც აპირებ დარჩენას?
– შეეკითხა ბრედი, ისე, რომ რუდოლფისკენ არ გაუხედია და ჰენკს,
რომელმაც მის წინ ვისკიანი ჭიქა დადგა, თავი დაუქნია.

9
გოლფის მოთამაშეთა პროფესიული ასოციაცია

486
– კი მაგრამ, მაინც ვინა თქვა, რომ ბიზნესიდან წასვლას ვაპი-
რებ? რუდოლფი ბრედს თავის გეგმებში ცხვირს არ აყოფინებდა.
‒ ხმები დაირხა.
–ვინ გითხრა ეს ამბავი?
– ვირჯინია კოლდერვუდმა.
‒ ჰო -ო .
‒ ყური მოუკრავს, მამამისი ამის შესახებ დედამისს რომ ელაპა-
რაკებოდა, მე და ვირჯინია ამ უკანასკნელი ორი თვის მანძილზე
ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, კარგი გოგოა.
‒ჰო-ო.
– შენ და მოხუცმა უკვე მოითათბირეთ, ვის დანიშნავთ შენს ად-
გილზე?
‒ დიახ, მოვითათბირეთ.
– მაინც ვის?
– ჯერ არ გადაგვიწყვეტია.
– კეთილი! – ბრედმა გაიღიმა, სახე ჩვეულებრივზე უფრო წა-
მოუწითლდა, – იმედი მაქვს, ვიდრე სხვები გაიგებდნენ, ათი წუთით
ადრე მაინც აცნობებ ამ ამბავს შენს ძველ თანაკურსელს.
‒ აუცილებლად, კიდევ რა გითხრა მის კოლდერვუდმა?
‒ ისეთი არაფერი, – თქვა ბრედმა. – მითხრა, მიყვარხარო და ასე
შემდეგ. დიდი ხანია არ გინახავს?
‒ დიდი ხანია, – რუდოლფს მისთვის იმ ღამის შემდეგ,რაც ინიდი
დაიბადა, თვალი მოუკრავს, ექვსი კვირა –კარგა ხანი იყო.
– ჩვენ სულ ვიცინით! მაცდური გარეგნობა აქვს, ძალზე მხი-
არულია.–აი ამ პიროვნების კიდევ ერთი ახალი თვისება, თურმე
სიცილი ჰყვარებია. შუაღამისას სხვის კართან თავაშვებულად მხი-
არულია.
‒ გამოგიტყდები, ცოლად მინდა შევირთო, – გული გადაუშალა
ბრედმა.
– რატომ? – შეეკითხა რუდოლფი, თუმცა ხვდებოდა რატომაც.
– მომწყინდა ქალებში ხეტიალი, – უთხრა ბრედმა, – მალე ორ-
მოცი მომიკაკუნებს და უკვე ის აღარა ვარ, რაც გიყავი.

487
„ტყუილია, ყველაფერს არ მეუბნები, – გაიფიქრა რუდოლფმა. –
არა, ჩემო მეგობარო, მარტო ეგ არ არის“,
– შეიძლება, შენმა მაგალითმაც იმოქმედა, – განაგრძობდა ბრე-
დი. – თუ დაოჯახება შენისთანა კაცსაც ჭკუაში დაუჯდა, მაშინ არც მე
მაწყენს ცოლქმრული ბედნიერების სამოთხე! – მან ჩაიცინა, ჯან-
მრთელმა, სახეწითელმა.
– პირველად ამ ბედნიერების სამოთხეში, მე მგონი, დიდხანს არ
გაჩერებულხარ.
‒ რაც მართალია – მართალია, – კვერი დაუკრა ბრედმა. მისი
პირველი ქორწინება, როცა ერთ-ერთი ნავთობმრეწველის ქალიშ-
ვილზე დაქორწინდა, ნახევარი წელი გრძელდებოდა, –მაგრამ მა-
შინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი. თანაც, ჩემი პირველი ცოლი ისეთი
კარგი ოჯახიშვილი როდი იყო, როგორიც ვირჯინიაა. ჰოდა, იქნებ
ბედმა ამჯერად მაინც გამიღიმოს.
რუდოლფმა ღრმად ამოისუნთქა.
‒ არა, ბრედ, შენ არ გაგიღიმებს, – მშვიდად შენიშნა მან. მერე
ვირჯინია კოლდერვუდის შესახებ ყველაფერი უამბო, – მის მიერ
მოწერილ წერილზე, ტელეფონის ზარზე, მის სახლთან მოწყობილ
ჩასაფრებაზე, ექვსი კვირის წინათ გამართულ უკანასკნელ საზიზ-
ღარ სცენაზე.
ბრედი ჩუმად უსმენდა, მერე კი მხოლოდ ესა თქვა:
– რა დიდებულია, ალბათ, როცა ვინმეს ასე ძალიან უყვარხარ,
მეგობარო.
ორი კვირის შემდეგ რუდოლფმა დილის ფოსტასთან ერთად
ვირჯინია კოლდერვუდისა და მისტერ ბრედფორდ ნაიტის ქორწილ-
ზე მიწვევის ბარათი მიიღო. საეკლესიო ორღანმა საქორწილო მარ-
ში დაუკრა და მამასთან ხელკავგამოდებული ვირჯინია სკამებს შო-
რის გასასვლელისკენ გაემართა. თეთრ, საქორწილო კაბაში გა-
მოწყობილი კოხტა, ნაზი, ნარნარი და მშვიდი ჩანდა. რუდოლფს
რომ ჩაუარა, ზედაც არ შეუხედავს, თუმცა იგი და ჯინი პირველ რიგ-
მი იდგნენ. გაოფლილი და ივლისის სიცხისაგან აწითლებული ნეფე

488
ჯონ ჰიტთან ერთად (იგი ხელისმომკიდე იყო) მათ საკურთხეველ-
თან ელოდებოდა, ირგვლივ ყველას უკვირდა, ბრედმა ხელისმომ-
კიდედ რუდოლფი რომ არ აირჩია, მაგრამ თავად რუდოლფს ეს ამ-
ბავი სულ არ აოცებდა.
„ეს სულ ჩემი ნახელავია, – ფიქრობდა რუდოლფი და წირვას
დაბნეული უსმენდა. – მე მოვიწვიე იგი აქ ოკლაჰომიდან, მე შევიყ-
ვანე კორპორაციაში, მე ვთქვი უარი საცოლეზე, ყველაფერი ჩემი
ნახელავია, მაგრამ ვაგებ კია ამაზე პასუხს?“
ქორწილი გარეუბნის კლუბში გადაიხადეს. საჩრდილობელიან
გრძელ მაგიდაზე საუზმე გაეწყოთ, ხოლო მდელოზე ჭრელჭრულა
ქოლგებქვეშ დადგმული მაგიდები იყო მოფენილი. ტერასაზე, სა-
დაც ორკესტრი უკრავდა, უკვე საქორწინო მოგზაურობაში გასამ-
გზავრებლად გამოწყობილი ნეფე-დედოფალი თავიანთ პირველ
ცეკვას, ვალსს ასრულებდნენ.
ჯვრისწერის შემდეგ, როგორც წესი იყო, რუდოლფმა პატარძა-
ლი გადაკოცნა. ვირჯინიამ ზუსტად ისე გაუღიმა, როგორც სხვებს
უღიმოდა. „იქნებ ყველაფერმა ჩაიარა, – გაიფიქრა მან. – იქნებ ახ-
ლა მაინც დამშოშმინდეს“.
რუდოლფი და ჯინი მაგიდას მიუახლოვდნენ, თითო ჭიქა შამპა-
ნური აიღეს და ტეხასიდან ჩამოსულ ბრედის მამას გამოელაპარაკ-
ნენ, კაცს თავზე ფართოფარფლებიანი ფეტრის შლაპა ეხურა, ხმელ-
ხმელსა და სახედამსკდარს მზემოკიდებული კისერი მთლად და-
ნაოჭებული ჰქონდა და სულ არ ჰგავდა იმ კაცს, ურიცხვ ქონებას
რომ იძენს და კარგავს. იგი უფრო მსახიობს მოგაგონებდათ, ეპიზო-
დურ როლებში რომ იღებენ და კოვბოურ ფილმში შერიფის როლს
ასრულებს.
‒ბრედს რაღა არ უამბნია თქვენზე, სერ, – უთხრა მოხუცმა ნაიტ-
მა რუდოლფს.– დიახ, მისტერ ჯორდახ, ჩემი შვილი თქვენს ვალს
ვერასოდეს ვერ გადაიხდის და არ იფიქროთ, რომ ეს ამბავი არ
იცოდეს. თქვენ რომ დაურეკეთ და აქ სამუშაო შესთავაზეთ, ოკლა-
ჰომაში თავი გაჭირვებით გაჰქონდა· იმხანად, რა დასამალია და,
მეც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ფული ჟანგიანი საბურღი

489
კოშკურის შესაძენადაც კი ვერ მომეგროვებინა, ჩემს ბიჭს რომ დავ-
ხმარებოდი. ტრაბახად ნუ ჩამითვლით და ახლა კვლავ ფეხზე წამოვ-
დექი, მაშინ კი იფიქრებდით, საწყალი პიტ ნაიტის საქმე უკვე წასუ-
ლიაო. მე და ბრედი ერთ ოთახში ვცხოვრობდით და ძალა რომ არ
გამოგვლეოდა, დღეში სამჯერ ცხარე წიწაკას მივირთმევდით.
უცბად ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა რუდის, მისი მე გობ-
რის ტელეფონის ზარის ხმა. ბრედი ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ვუთხა-
რი; დამიჯერე, ისარგებლე იმით, რასაც მთავრობა გთავაზობს და
კოლეჯში შედი, სანამ დემობილიზებულთათვის შეღავათები არსე-
ბობს, იმიტომ, რომ ახლა ჩვენს ქვეყანაში ისეთი დროა, თუ ადამი-
ანს განათლება არა აქვს, არავინ აინუნში არ აგდებს. ჩემი ბრედი
კარგი ბიჭია, ეყო ჭკუა და მოხუც მამას დაუჯერა და აბა ახლა შეხე-
დეთ! ‒ თვალებგაბრწყინებულმა მამამ იმ მხარეს, გაიხედა, სადაც
მისი ვაჟიშვილი, ვირჯინია და ჯონი ჰიტი შამპანურს მიირთმევდნენ
უფრო ახალგაზრდა სტუმრების ჯგუფთან ერთად. ‒ ჩინებულად
არის ჩაცმულ-დახურული, შამპანურს გეახლებათ, წინ დიდებული
მომავალი უღიმის, ჰყავს ლამაზი ცოლი, რომელსაც დიდი მემკვიდ-
რეობა ელის. და თუ ოდესმე იმის უარყოფას დაიწყებს, რომ ყოვე-
ლივე ამას თავის მეგობარს, რუდის არ უნდა უმადლოდეს, ტყუილე-
ბის გუდას პირველად მისი მოხუცებული მამა უწოდებს.
ბრედი, ვირჯინია და ჯონი თავიანთი პატივისცემის გამოსახატა-
ვად ნაიტს ეახლნენ და მოხუცმა ვარჯინია მაშინვე საცეკვაოდ წაიყ-
ვანა, ბრედმა კი ჯინი გაიწვია.
‒ ჰარისონი ორშაბათს პასუხს გვაცნობებს ‒თქვა ჯონიმ, როცა
რუდოლფთან მარტო დარჩა. – ჩემის აზრით, დაგყაბულდება და
შენს სათამაშოს მიიღებ.
რუდოლფმა თავი დაუქნია, თუმცა გაღიზიანდა, რადგანაც ჯო-
ნიმ, რომელსაც არ ესმოდა გაზეთ „სენტინელის“ მეშვეობით დიდი
ფული როგორ ეშოვნა, მას სათამაშო უწოდა. მაგრამ, ამის მიუხე-
დავად, ჯონიმ, როგორც ყოველთვის, მაინც შეძლო ყველაფერი მო-
ეგვარებინა. მან იპოვნა ვიღაც ჰემლინი, რომელსაც რამდენიმე პა-
ტარა ქალაქში გაზეთების ხელში ჩაგდება განეზრახა და დათანხმდა

490
„სენტინელი“ ეყიდა, ხოლო სამი თვის შემდეგ რუდოლფისათვის მი-
ეყიდა. ჰემლინმა, გაქნილმა საქმოსანმა, ასეთი სამსახურისათვის
გაზეთის ღირებულების სამი პროცენტი მოითხოვა, მაგრამ ჯონიმ
ისე აურ-დაურია ჰარისონის მიერ დადებული თავდაპირველი ფასი,
რომ მისი პირობის მიღება ღირდა.
ბარის დახლთან რუდოლფმა მხარზე ხელი დაჰკრა სიდ გრო-
სეტს, რომელიც ბოლო არჩევნებამდე უიტბის მერი იყო და ყოველ
ოთხ წელიწადში რესპუბლიკელთა ყრილობაზე დელეგატად აგზავ-
ნიდნენ. გულთბილმა, გულითადმა კაცმა, პროფესიით ადვოკატმა,
ყველას პირი აუკრა, ვინც ამბობდა, მერის პოსტზე ყოფნისას
ქრთამს იღებდაო, მაგრამ შემდეგ მაინც არჩია ბოლო არჩევნებზე
თავისი კანდიდატურა აღარ წამოეყენებინა. სწორედ მოიქცაო, ამ-
ბობდნენ ქალაქში.
‒ გამარჯობა, ყმაწვილო,–მიესალმა გროსეტი.–თქვენზე დღეს
ბევრს ლაპარაკობენ.
– კარგს თუ ცუდს? ‒ შეეკითხა რუდოლფი.
– რუდოლფს ჯორდახზე ცუდი არასდროს არავის არ სმენია,–
უთხრა გროსეტმა. ‒ პოლიტიკურმა კარიერამ მას დიპლომატიაც
შეასწავლა.
– ეს კი ჭეშმარიტებაა, – გაიღიმა ჯონ ჰიტმა.
– გამარჯობა, ჯონი. ‒ გროსეტი ხელის ჩამოსართმევად მუდამ
მზად იყო. წინ კიდევ არჩევნები ელოდა. – ავტორიტეტული წყარო-
დან შევიტყვე, – განაგრძობდა გროსეტი, რომ თვის ბოლოს „დ. კ.
ენტირპრაისიზს“ ტოვებთ.
‒ რა წყაროა ასეთი?
‒ მისტერ დუნკან კოლდერვუდი.
‒როგორც ჩანს, დღევანდელი დღის მღელევარებამ საწყალი
მოხუცის გონებაზეც იმოქმედა, – უთხრა რუდოლფმა. მას არ სურდა
გროსეტთან თავის საქმეებზე ელაპარაკა და მომავალი გეგმები გა-
ეზიარებინა·
– იმ დღესვე, როცა დუნკან კოლდერვუდის გონებას მღელვარე-
ბა თავის კვალს დაამჩნევს, დამიძახეთ და აქ გავჩნდები, – გაიღიმა

491
გროსეტმა ‒იგი ამტკიცებს, თითქოს ბაიბურშიც არ იყოს თქვენს
მომავალ გეგმებზე. უფრო მეტიც, არ იცის, საერთოდ გაქვთ თუ არა
გეგმები, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში რაიმე წინადადებას ელოდე-
ბით... იქნებ სჯობდეს ამ დღეებში მოვილაპარაკოთ?
‒ მომავალ კვირას ნიუ-იორკში ვიქნები.
– თუმცა რა საჭიროა დამალობანას თამაში? არასდროს არ გი-
ფიქრიათ პოლიტიკისათვის მოგეკიდათ ხელი?
‒ ოცი წლისა რომ ვიყავი, ვფიქრობდი, – უთხრა რუდოლფმა.–
მაგრამ ახლა უკვე ბებერი ვარ და, ბრძენი...
– სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, –– ცივად შეაწყვეტინა სიტყვა
გროსეტმა.–პოლიტიკური საქმიანობა ყველას იტაცებს. განსაკუთ-
რებით ისეთ ხალხს, როგორიც თქვენ ბრძან დებით. მდიდარი ხართ,
პოპულარობით სარგებლობთ, უდიდეს წარმატებას მიაღწიეთ,
გყავთ ლამაზი ცოლი. ასეთი ხალხი ახალი სამყაროს დაპყრობას
ლამობს.
– ოღონდ არ მითხრათ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ჩემი კანდი-
დატურა გინდათ წამოვაყენო, რაკიღა კენედი ცოცხალი აღარ არის,
– მე მესმის, რომ ხუმრობთ,– სერიოზულად უთხრა გროსეტმა.
– მაგრამ ვინ იცის, იქნება კია ეს ხუმრობა ათი- თორმეტი წლის შემ-
დეგ. არა, რუდი, თქვენ თქვენი პოლიტიკური კარიერა ადგილობ-
რივ დონეზე უნდა დაიწყოთ, აქ, უიტბიში, სადაც ყველასთვის საყვა-
რელი კაცი ბრძანდებით. არა ვარ მართალი, ჯონი? – იგი დასტუ-
რისთვის მეჯვარეს მიუბრუნდა.
‒ მართალია, ყველასთვის საყვარელია, – თავი დაუქნია ჯონიმ.
– წარმოშობით ღარიბი ოჯახიშვილი, კოლეჯი ამავე ქალაქში
დაამთავრა, ლამაზი, განათლებული, საზოგადოებრივი ცხოვრებით
დაინტერესებული...
– მე ყოველთვის მეგონა, რომ პირადი ცხოვრება უფრო მაინტერ-
ესებდა, – უთხრა რუდოლფმა, რათა ხოტბათა ნაკადი შეეჩერებინა.
– კეთილი, შეგიძლიათ განაგრძოთ ხუმრობა, – დასძინა გრო-
სეტმა, – მაგრამ, საკმარისია გაიხსენოთ ის ურიცხვი კომისიები,
რომელთა წევრიც თქვენ ბრძანდებით. ერთი მტერიც კი არა გყავთ.

492
‒ შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ, სიდ, – რუდოლფს სიამოვნებდა
ამ ჯიუტი, ტანმორჩილი კაცის გამოჯავრება, მაგრამ უფრო მეტი ყუ-
რადღებით უსმენდა, ვიდრე ერთი შეხედვით გეგონებოდათ.
– მე ვიცი, რასაც ვლაპარაკობ,
‒ თქვენ ისიც არ მოგეხსენებთ დემოკრატი ვარ თუ რესპუბლიკე-
ლი, ხოლო ლეონ ჰარისონს თუ შეეკითხებით, გეტყვით, რომ კომუ-
ნისტი გახლავართ.
– ლეონ ჰარისონი ბებერი რეგვენია, – უთხრა გროსეტმა. – ჩემი
ნება რომ იყოს, ხელმოწერას ჩავატარებდი და შეგროვილი ფულით
ჰარისონის გაზეთს ვიყიდიდი,
რუდოლფმა თავი ვერ შეიკავა და ჯონი ჰიტს თვალი ჩაუკრა.
‒ მე ვიცი, თქვენ რას წარმოადგენთ, ‒არ ეშვებოდა გროსეტი, –
თქვენ კენედის ტიპის რესპუბლიკელი ბრძანდებით. ეს კი ნაღდი ვა-
რიანტია. ჩვენს პარტიას სწორედ თქვენნაირი ადამიანები ესაჭირო-
ება.
‒ რაკიღა იარლიყიანი ქინძისთავი ჩამარჭეთ, სიდ, ახლა შეგიძ-
ლიათ მინის ქვეშ მომათავსოთ. ‒ რუდოლფს არ უყვარდა, როცა მას
რომელიმე თანრიგს მიაკუთვნებდნენ, როგორიც არ უნდა ყოფილი-
ყო იგი.
‒ მე მსურს უიტბის მუნიციპალიტეტში მოგათავსოთ. მერის სა-
ვარძელში ჩაგსვათ. მოდით, სანაძლეო დავდოთ, რომ მე ამის გაკე-
თება შემიძლია, ამაზე რას იტყოდით? მერე მაღლა წახვალთ, სულ
მაღლა და მაღლა. სენატორობა ალბათ სულც არ გინდათ? სენატო-
რი ნიუ-იორკიდან? ეს, მე მგონი, თავმოყვარეობას შელახავდა,
არა?
‒სიდ, მე თქვენ უბრალოდ გაბრაზებდით, – რბილად უთხრა
რუდოლფძა. თქვენ წინადადებით ნასიამოვნები ვარ, ნამდვილად
ნასიამოვნები. მომავალ კვირას უთუოდ შემოგივლით, პირობას გა-
ძლევთ. ახლა. კი გავიხსენოთ, რომ ქორწილზე ვიმყოფებით და არა
სასტუმროს გაბოლილ ნოერში. პატარძალს უნდა ვეცეკვო.

493
მან ჭიქა ღადგა, გროსეტს მხარზე ხელი მეგობრულად დაჰკრა
და ვირჯინიას საძებნელად გაეშურა, მასთან ჯერ არ ეცეკვა და ერ-
თხელ მაინც რომ არ გაეწვია, უთუოდ ჭორები დაირხეოდა. უიტბი
პატარა ქალაქი იყო და იქ შეუმჩნეველი არაფერი რჩებოდა.
დემოკრატიული პარტიის ერთგული მიმდევარი, პოტენციური
სენატორი პატარძალს მიუახლოვდა, მოკრძალებული და ბედნიერი
ქალი ტენტის ქვეშ იდგა და თავის ახლადმოვლენილი მეუღლის
მხარზე ხელი ალერსიანად და კოხტად ჩამოედო.
– პატივს ხომ ვერ დამდებთ? – შეეკითხა რუდოლფი.
– რაც ჩემია, შენიცაა, – უთხრა ბრედმა, – შენ ეს კარგად მოგეხ-
სენება.
რუდოლფი ვირჯინიასთან ერთად ტერასაზე გავიდა. იგი უმწიკ-
ვლო პატარძალივით ღირსეულად ცეკვავდა, მისი გრილი თითები
რუდოლფის ხელზე უმოძრაოდ ესვენა, მხარზე მსუბუქად, ჰაეროვ-
ნად ეხებოდა, თავი უკან გადაეგდო – ვირჯინიამ იცოდა, რომ ყველა
მას უყურებდა, ქალიშვილებს შურდათ მისი, მამაკაცებს კი – მისი
ქმრისა.
– ბედნიერებასს გისურვებთ, მრავალ, მრავალ წელს იბედნი-
ერე, – უთხრა რუდოლფმა.
ქალმა ჩუმად ჩაიცინა.
– ბედნიერი ვიქნები, – თქვა მან და თეძოთი ოდნავ მიეკრა, –
ეჭვი არ მეპარება, ბრედი ჩემი ქმარი იქნება, შენ კი – საყვარელი.
‒ ო, ღმერთო, ჩემო,–ამოიოხრა რუდოლფმა. ვირჯინიამ ტუჩებ-
ზე პაწაწა თითი საყვედურით მიაფარა და ხმა არცერთს აღარ
ამოუღია. ქალი ბრედს უკან რომ მიუყვანა, მიხვდა, რომ მეტისმე-
ტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ეს ამბავი უსასრულოდ გაგ-
რძელდებოდა. გაგრძელდებოდა მილიონი წლის შემდეგაც კი.
რუდოლფს ახალდაქორწინებულთა კვალზე სხვა სტუმრებივით
ბრინჯი არ დაუბნევია, როცა ისინი ბრედის მანქანით საქორწინო
მოგზაურობაში გაეშურნენ, იგი კლუბის კიბეებზე იდგა, კოლდერვუ-
დის გვერდით. ბრინჯი არც იმას დაუყრია. მოხუცს კოპები შეეკრა ‒
ან თავისი ფიქრები ეძალებოდნენ, ან კიდევ თვალებში მზე სცემდა,

494
სტუმრები მაგიდას მიუბრუნდნენ, წასვლის წინ ერთი ჭიქა შამპანუ-
რის შესასმელად,
მაგრამ კოლდერვუდი კიბეებზე დარჩა, ზაფხულის ბურუსში გახ-
ვეულ შორეთს გასცქეროდა, სადაც მისი ნაბოლარა ქალიშვილი
თავის ქმართან ერთად გაუჩინარდა. სანამ ქორწილი დაიწყებოდა,
კოლდერვუდმა რუდოლფს უთხრა, უნდა მოგელაპარაკოო, და ახ-
ლა რუდოლფმა ჯინს ხელი დაუქნია: აქაოდა, მე მერე მოვალო და
ქალმაც მამაკაცები მარტო დატოვა.
‒ აბა რას იტყვი? ‒ დაარღვია ბოლოს დუმილი კოლდერვუდმა.
– დიდებული ქორწილი იყო.,
– მე მაგას არ გეუბნები.
– ძნელი სათქმელია, როგორ აეწყობა მათი თანაცხოვრება, –
მხრები აიჩეჩა რუდოლფმა.
– იმას შენი ადგილის დაკავების იმედი აქვს.
– ეს სავსებით ბუნებრივიცაა.
‒ მაგრამ მე არ ვენდობი, – თავი გაიქნია კოლდერვუდმა.– სულ
არ მსიამოვნებს ასეთი ლაპარაკი ადამიანზე, რომელიც პატიოსნად
მემსახურებოდა და თანაც ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდა, მაგრამ
ვერა და ვერ მოვიშორე თავიდან ეს აკვიატებული აზრი.
– მას შემდეგ, რაც ჩვენთან მუშაობს, ერთი მცდარი ნაბიჯი არ გა-
დაუდგამს, – თქვა რუდოლფმა.
„ერთის გარდა, – გაივლო მან გულში. – არ დამიჯერა, როცა
ვირჯინიაზე ყველაფერი ვუამბე. ან კიდევ უარესი – დამიჯერა, მაგ-
რამ მაინც დაქორწინდა“.
‒ რასაკვირველია, იგი შენი მეგობარია, – განაგრძობდა კოლ-
დერვუდი და მელიასავით ეშმაკია, შენ მას მრავალი წელია იცნობ
და რაკიღა აქ გამოიძახე და დიდი, მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებ-
ლო პოსტი ჩააბარე, ესე იგი, ენდობი, მაგრამ მას რაღაც ისეთი...
კოლდერვუდმა კვლავ გააქნია თავისი დიდი თავი. მის კუშტ, მოყ-
ვითალო სახეს უკვე მოახლოებული სიკვდილის დაღი აჩნდა, ‒იგი

495
სვამს, ქალების მუსუსია –ნუ შემედავები, რუდი, ვიცი, რასაც ვლა-
პარაკობ. – უყვარს ახარტული თამაშები, იგი მოდგმით ოკლაჰომი-
დანაა...
რუდოლფმა ჩაიზლუქუნა.
– გასაგებია, ბებერი გახლავარ და მე ჩემი ხუშტურები მაქვს. აბა
რას იზამ, ალბათ შენ გამანებივრე, რუდი, ჩემს სიცოცხლეში შენსა-
ვით არავის მივნდობივარ. მაშინაც კი, როცა ჩემი გონების ხმის წი-
ნააღმდეგ მოქმედებისკენ მიბიძგებდი – შენ გაოცებული იყავი, რო-
ცა იგებდი, რა ხშირად ხდებოდა ეს ამბავი, – მჯეროდა, არასდროს
ისეთს არაფერს ჩაიდენდი, რაც, შენის აზრით, ჩემს ინტერესებს შე-
ლახავდა ან ინტრიგის სუნი დაჰკრავდა, ან კიდევ ჩემს რეპუტაციას
ჩრდილს მიაყენებდა.
‒ გმადლობთ, მისტერ კოლდერვუდ. ‒ თქვა რუდოლფმა.
‒ მისტერ კოლდერვუდ, მისტერ კოლდერვუდ, – ჯუჯღუნით გა-
მოაჯავრა მოხუცმა, ‒ შენ რა, სულ მისტერ კოლდერვუდი უნდა და-
მიძახო, სანამ კუბოში არ ჩავწვები?
– გმადლობთ, დუნკან – ძლივს ამოღერღა რუდოლფმა.
– ახლა მთელი ჩემი ცხოვრებისეული საქმე ამ კაცს უნდა გადავ-
ცე... ‒ კოლდერვუდის გაბზარულ ხმაში ბებრული წყენა ჟღერდა. ‒
ეს ამბავი ჩემი სიკვდილის შემდეგაც რომ მოხდეს, სულ ერთია, მა-
ინც არ მომეწონება, მაგრამ თუ შენ ასე მიგაჩნია.., – იგი შეწუხებუ-
ლი გაჩუმდა, ისე რომ ფრაზა არ დაუმთავრებია.
რუდოლფმა ამოიოხრა, ყოველთვის ვიღაც უნდა გაყიდოო, გა-
იფიქრა მან.
– მე ასე მიმაჩნია, – თქვა მან მშვიდად. – ჩვენს იურიდიულ გან-
ყოფილებაში ერთი ახალგაზრდა იურისტი მუშაობს, გვარად მეტერ-
სი.
‒ვიცნობ, ‒სიტყვა შეაწყვენა კოლდევურდმა. ‒ფერმკრთალი,
სათვალიანი. ორი შვილი ჰყავს, ფილადელფიიდანაა.
‒სანამ ჰარვარდში იურიდიულზე შევიდოდა, უირტონის ბიზნესის
სკოლა დაამთავრა., ჩვენთან ოთხ წელზე მეტია მუშაობს. საქმე ხუ-
თი თითივით იცის. ნიუ-იორკის იურიდიულ კანტორებში უფრო მეტ

496
ფულს იშოვნიდა მაგრამ აქ ცხოვრება მოსწონს,
– კეთილი, – უთხრა კოლდერვუდმა. – ხვალვე აცნობე ეს ამბა-
ვი.
– მე მირჩევნია, თქვენ თვითონ გამოუცხადოთ, დუნკან, – მან
კოლდერვუდს სახელით თავის სიცოცხლეში მეორედ მიმართა.
‒ როგორც ყოველთვის, არ მინდა ის გავაკეთო, რასაც შენ მირ-
ჩევ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ვიცი, მართალი ბრძანდები. მე
თვითონ ვეტყვი. ახლა კი წავიდეთ, შამპანური მივირთვათ. ხედავს
ღმერთი, რა ძვირი დამიჯდა და მეც მაქვს სრული უფლება დავლიო.
ახალი დანიშვნის ამბავი საქორწინო მოგზაურობიდან ახლად-
დაქორწინებულთა ჩამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი. ბრედმა
წყენა არ შეიმჩნია, როგორც ეს ჯენტლმენს შეშვენოდა და არც ის
გამოუკითხავს რუდოლფისათვის, თუ ვინ მიიღო ასეთი გადაწყვეტი-
ლება, მაგრამ სამი თვის შემდეგ, კორპორაცია მიატოვა და ვირჯი-
ნიასთან ერთად ტალსაში გაემგზავრა, სადაც მამამისმა თავის ნავ-
თობის კომპანიაში პარტნიორად აიყვანა.
ბრედი რუდოლფს ბარათებს რეგულარულად უგზავნიდა, მხნე,
მხიარულ, მეგობრულ ბარათებს. „საქმეები ჩინებულად მაქვს, –
წერდა იგი, იმაზე მეტს ვშოულობ, ვიდრე ოდესმე ვშოულობდი,
ტალსაში თავს კარგად ვგრძნობ. აქ გოლფს დიდ ფულზე თამაშობენ
და აგერ სამი შაბათია ათას დოლარზე მეტს ვიგებ. ვირჯინია ყველას
უყვარს და ურიცხვი მეგობარი გაიჩინა. გოლფი იმასაც იტაცებს“.
ბრედი რუდოლფს ურჩევდა, მასთან ერთად ნავთობზე გარკვეული
ათანხა დაებანდებინა. „მომგებიანი საქმეა, კუპონებს ყვავილები-
ვით აკრეფ" – წერდა იგი. მისი თქმით, სურდა სამაგიერო გადაეხადა
ყველაფრისათვის, რაც რუდოლფმა გაუკეთა და სწორედ ახლა ეძ-
ლეოდა საამისო შესაძლებლობა.
რუდოლფი, რომელიც ბრედის წინაშე თავს დამნაშავედ
გრძნობდა, ვერა და ვერ ივიწყებდა დუნკან კოლდერვუდთან გარე-
უბნის კლუბის კიბეებზე საუბარს. მან დაიწყო აქციების შეძენა ნავ-
თობკომპანიისა – „პიტერ ნაიტი და ვაჟიშვილი“. ჯონი ჰიტმა სათა-
ნადო ცნობები შეაგროვა და დაადგინა, რომ ეს კომპანია მაღალი

497
კრედიტუნარიანობით გამოირჩეოდა და იმანაც აქციებში ზუსტად
იმდენივე თანხა დააბანდა, რამდენიც რუდოლფმა.

თავი3

1965 წელი

ტომასი გემბანზე ჩაცუცქულიყო, რაღაცას უსტვენდა და ღუზის


ჯალამბრის ბრინჯაოს კოჭას აპრიალებდა. მართალია, ივლისი ის
იყო იწყებოდა, მაგრამ უკვე თბილოდა და ისიც ფეხშიშველი უპე-
რანგოდ მუშაობდა. მხრებზე და ზურგზე მზე შავად მოჰკიდებოდა და
ფერით ანტიბის ნავსადგურში გემებზე მომსახურე ყველაზე შავტუხა
იტალიელებს როდი ჩამოუვარდებოდა. ტანად ისეთი ჯმუხი აღარ
იყო, როგორც წინათ, როცა კრივს მისღევდა აღარც კუნთები ასკდე-
ბოდა, დაურბილდა, დაეჩუტა. როცა გამელოტებულ კინკრიხოს,
როგორც ახლა, ქუდით იფარავდა, იმაზე უფრო ახალგაზრდა შესა-
ხედაობა ჰქონდა, ვიდრე ორი წლის წინათ.
ქვემოდან სამანქაო განყოფილებიდან ჩაქუჩის კაკუნი ისმო-
და— პინკი კიმბოლი და დუაიერი ტუმბოს შეკეთებით იყვნენ გარ-
თულები. ხვალ იახტა ამ სეზონში პირველ რეისში უნდა გასულიყო,
საცდელი ჩაშვების დროს კი მარცხენა ძრავა გადაეწვათ. პინკიმ,
რომელიც „ვეგაზე“, ნავსადგურის ყველაზე დიდ ხომალდზე მექანი-
კოსად მუშაობდა, შესთავაზა გაერკვიათ, რა აფერხებდა საქმეს. პა-
ტარ-პატარა უწესივრობას დუაიერი და ტომასი თავადვე ადგამდნენ
თავს, მაგრამ, როცა რთული რემონტი იყო საჭირო, დასახმარებ-
ლად უთუოდ სხვას მიმართავდნენ. საბედნიეროდ, ტომასი ზამთარ-
ში კიმბოლს დაუმეგობრდა. „კლოტილდა“ სწორედ მისი დახმარე-
ბით მოაწესრიგეს და საზაფხულო სეზონისათვის მოამზადეს.
ტომასმა დუაიერს აღარ დაუწყო იმის ახსნა-განმარტება, თუ რა-
ტომ მონათლა იახტა ასე, როცა პორტო-სანტო-სტეფანოში სახელი

498
გამოუცვალეს და „პენელოპას“ ნაცვლად „კლოტილდა“ უწოდეს.
მაშინ გულში გაივლო, თუ იახტას ქალის სახელი უნდა მივცეთ, ხომ
შეიძლება „კლოტილდა“ დავარქვაო? ასე იყო თუ ისე, „ტერეზას“
დარქმევას ნამდვილად არ აპირებდა.
ისინი უკვე წარმატებით დაცურავდნენ „კლოტილდაზე“ ორი სე-
ზონის განმავლობაში და, თუმცა, არც ტომასი და არც დუაიერი არ
გამდიდრებულან, ბანკში ორივეს შავი დღისათვის რაღაც თანხა მა-
ინც დაუგროვდათ. მომავალ სეზონს იმ ორ წინა სეზონზე იღბლიანი
პირი უჩანდა. ტომასი ბრინჯაოს კოჭას აპრიალებდა, მასში მზის ანა-
რეკლს მისჩერებოდა და შვებას გრძნობდა. მანამდე, ვიდრე თავის
ცხოვრებას ზღვას დაუკავშირებდა, გონებაშიც კი არ გაუვლია, რომ
ისეთი უბრალო, უაზრო სამუშაო, როგორიც რკინის გაპრიალებაა,
ასეთ სიამოვნებას მიანიჭებდა.
საერთოდ, ყველაფერი, რასაც გემზე აკეთებდა, სიამოვნებას
ანიჭებდა. კაცი, რომელსაც თავის სიცოცხლეში ერთი თეფშიც კი არ
გაერეცხა, ახლა საათობით ქვაბებსა და ტაფებს ხეხავდა, თვალს
ადევნებდა, რომ მაცივარში უზადო სისუფთავე ყოფილიყო, აკრია-
ლებდა ქურასა და ფურნაკს. როცა იახტაზე მგზავრები ამოდიოდნენ,
ტომასს, დუაიერსა და სარეისოდ დაქირავებულ მზარეულს ღია ყა-
ვისფერი შორტები ეცვათ, ქათქათა ტენისურებზე კი ლურჯი ასოე-
ბით გემის სახელწოდება ეწერათ. საღამოობით ან ცივ ამინდში ეკი-
პაჟი მეზღვაურის ერთნაირ, სქელ, მუქი ლურჯი ფერის სვიტერებს
ატარებდა, ტომასმა კოკტეილის დამზადება და მირთმევა ისწავლა,
წესისამებრ ‒ ყინულით, ოდნავ დაორთქლილი, ლამაზი სირჩებით
მიართმევდა ხოლმე, თავად იშვიათად სვამდა, ძირითადად – პას-
ტისს, ხანდახან ლუდს თუ გადაკრავდა.
როცა გემზე იახტის დამქირავებელი მგზავრები ამოდიოდნენ.
იგი მათ კაპიტნის ოქროსკოკარდიანი ქუდით ეგებებოდა. გრძნობ-
და, რომ ეს მოგზაურობას ზღვის ეგზოტიკას ჰმატებდა. ფრანგულად,
იტალიურად და ესპანურად ერთი-ორი ფრაზა ისწავლა, ასე რომ, სა-
ნავსადგურო ფორმალურობის გავლის დროს პასუხის გაცემა შეეძ-
ლო, მაგრამ როცა რამე სადავო ხდებოდა, ეს ცოდნა ზღვაში წვეთი

499
იყო მხოლოდ. დუაიერი ენას უფრო ადვილად სწავლობდა და ვიღას
აღარ ეყბედებოდა.
ტომასმა გრეთჰენს აქაფებულ ტალღებზე გაფრენილი, შხეფებში
გახვეული „კლოტილღას“ ფოტოსურათი გაუგზავნა, და გრეთჰენ-
მაც მოსწერა, ამ ფოტოსურათს სასტუმრო ოთახში ბუხრის თავზე მი-
ვუჩინე ადგილიო. „ერთ მშვენიერ დღეს, – სწერდა გრეთჰენი, – ან-
ტიბში ჩამოვალ და შენთან ერთად ვიმოგზაურებო“. ატყობინებდა,
რომ კინოსტუდიაში რაღაც სამუშაოს აკეთებდა და ძალიან დაკავე-
ბული იყო... ერთხელ კიდევ დაუმოწმა, რომ თავისი სიტყვისათვის
არ უღალატია და რუდოლფისათვის არც მისი ადგილ-სამყოფელი
გაუმხელია და არც ის უთქვამს, რას აკეთებდა. ამერიკასთან ტომასს
მხოლოდ გრეთჰენი აკავშირებდა და როცა გულს კაეშანი მოაწვე-
ბოდა, როცა შვილი მოენატრებოდა, წერილებს მხოლოდ დას უგ-
ზავნიდა. მან დუაიერი აიძულა წერილი მიეწერა ბოსტონში იმ გო-
გოსათვის, რომელზედაც, თუ მას დავუჯერებდით, დაქორწინებას
აპირებდა და ეთხოვა, როცა ნიუ-იორკში ჩასვლა მოუხდებოდა, სას-
ტუმრო „ეგეოსის მეზღვაურში“ მისულიყო და პეპი ენახა, მაგრამ
გოგონა დუმდა.
მალე, ასე ორი წლის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, თავად
ჩავა ნიუ-იორკში და შეეცდება შვილი იპოვნოს. ფალკონეტისთან
შეტაკების შემდეგ, კაციშვილთან აღარ უჩხუბია. ფალკონეტის ძვე-
ლებურად ყოველღამ სიზმარში ხედავდა. ტომასი დიდად აღარ გა-
ნიცდიდა იმ შორეულ ამბავს, მაგრამ სწუხდა, რომ ფალკონეტი და-
იღუპა, და თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მაინც გვერ შე-
გუებოდა იმ განცდას, რომ ამ კაცის სიკვდილში ბრალი თვითონ მი-
უძღოდა.
მანქანების განყოფილებაში კაკუნი შეწყდა და მალე ლიუკიდან
კიმბოლის ჟღალი თავი გამოჩნდა. მერე გემბანზე დუაიერიც ამოძ-
ვრა. კიმბოლმა ხელები გაიწმინდა და ჩვარი წყალში მოისროლა,
– ახლა ყველაფერი რიგზე იქნება, კაპიტანო.
კიმბოლს, გონებაჩლუნგ ინგლისელს, ჭორფლიანი სახე ჰქონ-
და, მზე არასდროს ეკიდებოდა და მთელი ზაფხული კაშკაშა ვარდი-

500
სფერი დაჰკრავდა. კიმბოლი, როგორც თვითონ იცოდა თქმა, სას-
მელს არ ეტანებოდა. ნასვამი ჭირვეული ხდებოდა და ბარებში მუშ-
ტი-კრივზე გადადიოდა. იგი ნიადაგ უფროსობას ეკინკლავებოდა და
ერთ გემზე ერთ წელიწადზე მეტს არ ჩერდებოდა, მაგრამ რაკიღა
გემის დიდებული მექანიკოსი გახლდათ, ახალ სამუშაოს ადვილად
პოულობდა.
იგი ტომასს თავიდანვე შეეწყო – ერთმანეთს სანაპიროზე ხვდე-
ბოდნენ, გულღიად ესალმებოდნენ, ნავსადგურის შესასვლელში
მდებარე ბარში ერთურთს ლუდით უმასპინძლდებოდნენ, კიმბოლი
მიხვდა, რომ ტომასი ყოფილი მოკრივე ბრძანდებოდა და ტომასმაც
უამბო რამდენიმე მატჩის შესახებ, იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო პრო-
ფესიონალი, აუწყა ლონდონში გამარჯვებისა და შემდგომი ორი და-
მარცხების ამბავი, არც ლას-ვეგასის ოტელის ნომერში კუეილსთან
უკანასკნელი შეტაკების ისტორია დაუმალავს. ეს ისტორია განსა-
კუთრებით მოეწონა ჩხუბისთავ კიმბოლს, მაგრამ ფალკონეტიზე
ტომასს კრინტი არ დაუმძრავს, დუაიერს კი იმდენი ჭკუა ეყო, რომ
ენისთვის კბილი დაეჭირა.
ტომასისა და კიმბოლის მეგობრობა ერთ საღამოს ნიცაში, ნავ-
სადგურის პატარა ბარში მომხდარმა შემთხვევამ კიდევ უფრო გა-
ნამტკიცა. დუაიერმა და ტომასმა ამ ბარში სრულიად შემთხვევით
ამოჰყვეს თავი. დახლს კაციშვილი არ ეკარებოდა, რადგან იქაურო-
ბას მთვრალი კიმბოლი იცავდა და ხმამაღლა რაღაცას გაჰყვირო-
და, ფრანგ მეზღვაურთა ჯგუფსა და გამომწვევად ჩაცმულ-დახურულ
ბანდიტის შესახედაობის ახალგაზრდებს მიმართავდა – ტომასმა
დიდი ხანია ისწავლა ასეთი სუბიექტების ამოცნობა და მათ ყოველ-
თვის თავს არიდებდა: ისინი წვრილი ხულიგნები და დაბალი რანგის
განგსტერები გახლდნენ, რომლებიც ლაჟვარდოვან სანაპიროზე იმ
მსხვილი ბანდების თავკაცთა დავალებებს ასრულებდნენ, ვისი
შტაბბინებიც მარსელში მდებარეობდა. ტომასმა გუმანით იგრძნო,
რომ ისინი შეიარაღებულები უნდა ყოფილიყვნენ.‒პისტოლეტები
თუ არა, დანები მაინც უნდა ჰქონოდათ.
პინკი კიმბოლი დამტვრეული ფრანგულით მათ რაღაცას უყვირ-

501
ოდა, ტომასს არ ესმოდა რას ამბობდა, მაგრამ კიმბოლის კილოზე
და ამ ჭაბუკების მოქუფრულ სახეებზე ატყობდა. რომ პინკი მათ შეუ-
ურაცხყოფას აყენებდა.
მთვრალი კიმბოლი ფრანგების მიმართ ყოველგვარ პატივისცე-
მას ჰკარგავდა. თუ იტალიაში გაილეშებოდა, იტალიელების მი-
მართ ჰკარგავდა პატივისცემას, თუ ესპანეთში გათრიაქდებოდა, ეს-
პანელების აბუჩად აგდებას იწყებდა. გარდა ამისა, ღვინით გამ-
ტყვრალს, გეგონებოდათ თვლაც ავიწყდებოდა, ჰოდა, ის ფაქტი,
რომ თვითონ მარტო იყო, მის წინააღმდეგ კი სულ ცოტა ხუთი კაცი
მაინც იბრძოდა, უფრო აგულიანებდა და ენას აღარ აჩერებდა.
– იმდენს იზამს, ცხვირს წაიტეხავს, დღეს ყელს გამოსჭრიან, –
წაიჩურჩულა დუაიერმა რომელსაც ბევრი რამ ესმოდა, რასაც კიმ-
ბოლი გაჰყვიროდა. – ჩვენც ზედ მიგვაყოლებენ, თუ გაიგეს, რომ მი-
სი მეგობრები ვართ.
ტომმა დუაიერს ხელი ღონივრად სტაცა და იმ ადგილისკენ წა-
ათრია, სადაც კიმბოლი იდგა.
– სალამი, პინკი, ‒ გაამხნევა მან.
ახალი მტრების შესახვედრად მომართული პინკი სწრაფად შე-
მობრუნდა.
‒ ოჰ, ეს თქვენა ხართ. ძალიან კარგი. მე გადავწყვიტე ამ
maquereaux 10-ს რაღაც რაღაცები გავაგებინო, ისევ მაგათ არ-
გებთ...
– კმარა, პინკი, – სიტყვა გააწყვეტინა ტომასმა და პირი დუაირი-
საკენ იბრუნა. – ჯენტლმენებს მინდა ერთი-ორი სიტყვა ვუთხრა. შენ
კი ზუსტად და თავაზიანად უთარგმნე. – მან ბარის ავად გარშემორ-
ტყმულ დანარჩენ სტუმრებს მეგობრულად გაუღიმა. ‒ უკვე მიხ-
ვდით, ალბათ, მეგობრებო, რომ ეს ინგლისელი ჩემი მეგობარია, –
მან შეიცადა, ვიდრე ანერვიულებულმა დუაიერმა მისი სიტყვები არ
თარგმნა. დახლის გარშემო შემოკრებილ ფრანგებს სახის გამო-
მეტყველება არ შეცვლიათ‒თანაც იგი მთვრალია, ‒დასძინა ტომა-

10
სუტენიორებს

502
სმა. – ბუნებრივია, არავის არ სურს, რომ მისი მეგობარი დაზარალ-
დეს, მთვრალი იქნება იგი თუ ფხიზელი. ვეცდები, აქ სიტყვით აღარ
გამოვიდეს. ჰოდა, აბა, რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობს ახლა ან
რა თქვა მანამდე,– დღეს აქ ჩხუბი არ ატყდება. დღეს ამ ბარში პო-
ლიციელი მე გახლავართ და წესრიგსაც მე დავიცავ. გეთაყვა, გადა-
თარგმნე. – უბრძანა მან დუაიერს,
დუაიერმა ენის ბორძიკით გადათარგმნა, პინკიმ კი ზიზღით გა-
ნაცხადა:
– განა ეს საქმეა, კაპიტანო?! ვის წინაშე ხრი დროშას?
– უფრო მეტიც, -- კვლავ ალაპარაკდა ტომასი, – მინდა ყველას,
აქ დამსწრეს მე გავუმასპინძლდე, ბარმენ, გთხოვ! ‒ მან გაიღიმა,
მაგრამ გრძნობდა, როგორ დაეჭიმა კუნთები და ყოველ წუთს მზად
იყო, მთელი კომპანიიდან ყველაზ ბრგე, კვადრატულყბიან, შავ ტყა-
ვის ქურთუკში გამოწყობილ კორსიკელს დასძგერებოდა.
მათ, ვისაც იგი მიმართავდა, ერთმანეთს გაუბედავად გადახე-
დეს, ისინი ხომ ბარში საჩხუბრად არ იყვნენ მოსულები!
ჰოდა, ცოტა ჩაიბუზღუნეს, მერე დახლს რიგრიგობით მიუახ-
ლოვდნენ და ტომასის ხარჯზე სასმელი გადაჰკრეს.
– ესეც მოკრივეა, რაღა, ზიზღით ჩაიბურტყუნა პინკიმ, – თქვენი,
იანკების ომები მხოლოდ შერიგებებში გამოიხატება. – მაგრამ ათი
წუთის შემდეგ მშვიდად დაყაბულდა ბარიდან გაეყვანათ. მეორე
დღეს „კლოტილდაზე“ რომ მივიდა, თან ერთი ბოთლი პასტისი მი-
იტანა.
– გმადლობთ, ტომი. შენ რომ არა, ორ წუთში თავს გამიპობ-
დნენ. ვერ გამიგია, ორ ჭიქას გადავკრავ თუ არა, რა მემართება, თა-
ნაც არასდროს არ ვიმარჯვებ... ჩემი გამბედაობისათვის თავიდან
ფეხებამდე მხოლოდ და მხოლოდ იარებით ვარ დაჯილდოებული, –
მას გაეცინა.
ტომასმა არ იცოდა, პინკის ცხოვრებაში განა ისეთი რა შემთხვე-
ოდა, რომ ერთი დალევით ეს გულითადი, ცოტა გაუთლელი, მაგრამ
ალერსიანი კაცი უეცრად გამძვინვარებულ მხეცს ემსგავსებოდა.
ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს თავად პინკიმ უამბოს ყველაფე-

503
ერი. პინკი ჯიხურში შევიდა, ხელსაწყოებს გადახედა, დიზელების
რახრახს გულდასმით მიაყურადა.
– საზაფხულო სეზონისათვის უკვე მზადა ხართ, – თქვა მან. –
თქვენს საკუთარ ხომალდზე. ჰოდა, მშურს თქვენი.
‒ მთლად მზად არა ვართ, – უპასუხა ტომასმა, – მზარეული გვაკ-
ლია.
‒ რაო? ‒გაოცდა პინკი. – ის ესპანელი რა იქნა, გასულ კვირას
რომ აიყვანე?
ესპანელს კარგი დახასიათებები ჰქონდა და „კლოტილდაზე რომ
ემუშავა დიდი გასამრჯელო არ უთხოვია, მაგრამ, ერთხელ, საღა-
მოს, როცა ესპანელი ნაპირზე გადადიოდა, ტომასმა თვალი მოჰკრა
ჩექმის ყელში დანა როგორ ჩაიტენა. „ეგ რაღად გინდა?“ ‒ შეეკით-
ხა ტომი. „პატივი რომ მცენ“, – უპასუხა ესპანელმა. მეორე დღეს ტო-
მასმა იგი სამსახურიდან დაითხოვა. მას გემზე არ სჭირდებოდა ისე-
თი კაცი, რომელიც ჩექმის ყელში დანას ატარებდა, რათა მისთვის
პატივი ეცათ.
‒ ნაპირზე გადავსვი! ‒ უოთხრა ტომმა კიმბოლს და მიზეზიც მო-
ახსენა –მზარეული-სტიუარდი ისევ საძებნელი მყავს, ორ კვირას
კიდევ გავუძლებ. ჩემს მგზავრებს იახტა მხოლოდ დღე დასჭირდე-
ბათ, ჰოდა, საჭმელსაც თან მოიტანენ, მაგრამ ზაფხულში მზარეული
აუცილებელია.
– არ გიფიქრია ქალი დაგექირავებინა? – შეეკითხა პინკი.
ტომასმა კოპები შეკრა.
– საჭმლის კეთებისა და სხვა სისულელეების გარდა, „კლოტილ-
დაზე“ მძიმე სამუშაოც ულევია.
‒ ჩვენც ჯანიანი ქალი ავიყვანოთ, – ურჩია პინკიმ.
– ცხოვრებაში ქალის გულისათვის ბევრი უსიამოვნება გადამ-
ხდენია, – შენიშნა ტომასმა, – როგორც ჯანიანების, ასევე სუსტების
გულისთვისაც.
– გიფიქრია განა, ყოველ ზაფხულს რამდენი დღე გეკარგება აყ-
როლებულ ნავსადგურებში მგზავრების თეთრეულის გარეცხვა-
გაუთოების მოლოდინში, ისინი კი ამ დროს დგანან და ბუზღუნებენ,

504
რადგან თავიანთ უძვირფასეს წუთებს ტყუილუბრალოდ ფლანგა-
ვენ.
‒ ჰო, ძალიან უხერხული მდგომარეობაა,— კვერი დაუკრა ტო-
მასმა. – ხომ არ გეგულება ვინმე?
– როგორ არა, იგი „ვეგაზე“ მუშაობს მოახლედ და უკვე ყველა-
ფერი მობეზრდა. ზღვა სიგიჟემდე უყვარს, მთელი ზაფხული კი სა-
რეცხის მანქანის მეტს ვერაფერს ხედავს.
– კეთილი, –– უხალისოდ თქვა ტომასმა, – მოიყვანე, მოველა-
პარაკები, მაგრამ გააფრთხილე, დანა შინ დატოვოს.
ექვს საათზე მან ნავსადგურში პინკის ჰკიდა თვალი, ვიღაც ქალ-
თან ერთად მოდიოდა. ქალი ტანმორჩილი იყო, მკვრივი. ორი ნაწ-
ნავი ჰქონდა. ჯინსები, ლურჯი სვიტერი და თოკისძირიანი სანდლე-
ბი ეცვა.
– ეს კეიტია, ‒ გააცნო ქალი პინკიმ. – მე რომ გელაპარაკე.
‒ სალამი, კეიტ,– ტომასმა ხელი გაუწოდა და ქალმაც ჩამოარ-
თვა. ისეთი რბილი ხელი ჰქონდა, სულ არ ჰგავდა სამრეცხაოში
წელწახრილ ქალის ხელს, რომელსაც ხომალდზე სხვა მძიმე სამუ-
შაოს გაკეთებაც ძალუძს. თავის თავზე რომ ჰყვებოდა, ჩუმად ლაპა-
რაკობდა, კერძების დამზადებაც მეხერხება და რეცხვაც, შემიძლია
გემზე ყველაფერი გავაკეთო. ფრანგულად და იტალიურად ღმერ-
თმა უწყის, როგორ ვბაასობ, მაგრამ მეტეოროლოგიური ცნობები
ორივე ენაზე კარგად მესმისო, – თქვა მან ღიმილით. საჭესთან დგო-
მაც შემიძლია და კურსის დაჭერაც, ვახტიდან ფეხს არ მოვიცვლი.
უცბად თუ დამჭირდა, მანქანასაც ვატარებ. იმ გასამრჯელოზედაც
ყაბულსა ვარ, რომელსაც ის გაგდებული დანიანი ესპანელი იღებ-
დაო. მზეთუნახავს ვერ უწოდებდით, მაგრამ ჩასხმული, ჯან-ღონით
სავსე, სასიამოვნო შესახედაობის შავგვრემანი ქალი იყო და მოსა-
უბრეს პირდაპირ თვალებში მისჩერებოდა.
ზამთრობით, როცა ნაპირზე ჩამოსვამდნენ, ლონდონში ბრუნ-
დებოდა და იქ ოფიციანტად იწყებდა მუშაობას. იგი არც გათხოვილი
და არც დანიშნული არ ყოფილა და სურდა, უბრალოდ, როგორც
ეკიპაჟის წევრს, ისე მოპყრობოდნენ. არც მეტი, არც ნაკლები

505
– ეს ჩვენი ველური ინგლისური ვარდია, ‒ თქვა პინკიმ, – ხომ
ასეა, კეიტ?
‒ მოეშვი ხუმრობას, პინკი, – უპასუხა ქალიშვილმა, – მე აქ მუ-
შაობა მსურს. მომწყინდა ხმელთაშუა ზღვაზე გახამებულ თეთრ
ფორმასა და თეთრ წინდებში წანწალი, გეგონებათ, მოწყალების და
ვიყო. აღარ მინდა „მისისა“ ან „მად-მუაზელის“ დაძახებაზე გამოხ-
მაურება. თქვენს იახტაზე დიდიხანია თვალი მიჭირავს, ტომ. ჰოდა,
ძალიან მომწონს, – არცთუ ისე დიდია, – ბრიტანეთის სამეფო იახტ-
კლუბის ყოყლოჩინებს რომ აქვთ, სამაგიეროდ, გაკრიალებულია
და სიმპათიური. ჰოდა, რასაკვირველია, გემზე ქალების სიჭარბე არ
იქნება, მე არ მომიხდება მათი კაბების საუთოვებლად მთელი დღე
მონტე-კარლოში სირბილი, რათა საღამოობით ამ კაბებში გამოპ-
რანჭულებმა სასახლეში მეჯლისზე თავი მოიწონონ.
– შენი ნებაა,–ტომასმა თავისი რესპექტაბელური მგზავრების
გამოქომაგება სცადა. ‒ ისე კი, ღატაკებს არც ჩვენ ვატარებთ.
‒ ხომ მიმიხვდით, რაზეც ვლაპარაკობ,–უთხრა ქალიშვილმა. –
სიტყვამ მოიტანა და არც მინდა თვალები აგიხვიოთ. ნავახშმი
ბრძანდებით?
–არა.
ამ დროს დუაიერი ჯიხურში ცხვირჩამოშვებული ფუსფუსებდა,
დილით ნაყიდი თევზისაგან კერძის დამზადებას ცდილობდა, მაგ-
რამ ტომასი ჯიხურიდან გამოსული ხმაურის მიხედვით ადვილად მი-
ხვდა, რომ ჯერჯერობით არაფერი მზად არ იყო,
– ვახშამს მოგიმზადებთ, – თქვა ქალიშვილმა. – აი, ახლავე. თუ
მოგეწონებათ, დამტოვეთ „კლოტილდაზე“. ჩავალ „ვეგაზე“, ჩემს
ნივთებს წამოვიღებ და დღესვე გადმოვბარგდები. თუ არა და მაინც
არაფერს ჰკარგავთ. მშიერი თუ დარჩით, ქალაქში გაბრძანდით,
რესტორანი გვიანობამდე ღიაა. პინკი, ნუ წახვალ, ჩვენთან ივახშმე.
ისინი ჯიხურში ვახშმობდნენ. კეიტმა სუფრა გააწყო და რატომ-
ღაც მისი სუფრა დუაიერის გაწყობილზე უფრო ლამაზი ჩანდა. მან
ორი ბოთლი ღვინო გახსნა და ყინულით სავსე ვედროში ჩადგა. მე-
რე მოშუშული თევზი მოამზადა კარტოფილთან, ხახვთან, ნიორთან,

506
კვლიავთან, თეთრ ღვინოსთან და ბეკონის ნაჭრებთან ერთად. მა-
მაკაცებმა პირი დაიბანეს, წვერი გაიპარსეს, სუფთა ტანსაცმელი ჩა-
იცვეს და სანამ გემბანზე ისხდნენ და ჯიხურიდან შემოსული სურნე-
ლებით ტკბებოდნენ, ორ-ორი ჭიქა პასტისი გადაჰკრეს·
კეიტმა თევზით სავსე დიდი ჯამი შემოიტანა, მაგიდაზე სალათის
გვერდით უკვე იდო პური და კარაქი. ქალმა ყველას თევზი გადა-
უღო, მერე მაგიდას მშვიდი და თვითდაჯერებელი მიუჯდა. ტომასმა,
როგორც კაპიტანმა, ღვინო დაასხა.
ტომასი, რომელმაც ჭამა პირველმა დაიწყო, გულდასმით ილუკ-
მებოდა, კეიტმაც თავი დაღუნა და ჭამას შეუდგა.
–პინკი,– უთხრა ტომასმა, ‒ შენ ნამდვილი მეგობარი ხარ. გინ-
და გამასუქო? კეიტ, შენ სამუშაოზე მიღებული ბრძანდები.
ქალმა თავი ასწია და გაიღიმა. მათ ეკიპაჟის ახალი წევრის სად-
ღეგრძელო შესვეს.
ყავაც კი ყავას ჰგავდა.
ვახმმობის შემდეგ, ვიდრე კეიტი ჭურჭელს რეცხავდა, მამაკაცე-
ბი გემბანზე ისხდნენ, საღამოს სიჩუმეს აყურადებდნენ, კიმბოლის
მოტანილ სიგარებს ეწეოდნენ და ზღვისპირა ალპებიდან მთვარის
ამოსვლას თვალს ვერ სწყვეტდნენ.
– დუაიერ, – თქვა სკამის ზურგზე გადაწოლილმა ტომასმა, და
ფეხები წინ გაჩაჩხა, – ჩვენ ხომ სწორედ ამაზე ვოცნებობდით.
დუაიერს სიტყვა არ შეუბრუნებია.
დუაიერი ტომასის კაიუტაში გადაბარგდა, სადაც მეორე საწო-
ლიც იდგა, ხოლო თავის ყოფილ კაიუტაში კეიტს სუფთა ზეწრები
დაუგო. ტომასი ღამ-ღამობით ხვრინავდა – რინგზე ცხვირი პქონდა
გატეხილი, მაგრამ დუაიერი ბედს დამორჩილდა, ყოველ შემთხვე-
ვაში, დროებით.
კვირის თავზე იგი კვლავ დაუბრუნდა თავის კაიუტას, იმიტომ
რომ კეიტი ტომასთან გადაბარგდა, ქალმა თქვა, ხვრინვა მე სულ არ
მაწუხებსო.
გუდჰარტები, ეს ხანშიშესული ცოლქმარი, ყოველ წელიწადს ივ-
ლისში ოტელ „დიუ კაპში“ ცხოვრობდნენ. გუდჰარტი ჩრდილოეთ

507
კაროლინაში რამდენიმე საფეიქრო ფაბრიკის მფლობელი ბრძან-
დებოდა, მაგრამ უკვე ყველა საქმე შვილისათვის გადაეცა. გუდჰარ-
ტი მაღალ-მაღალი, მოსული, ჭაღარაშერთული მამაკაცი იყო. წელ-
ში გამართული ნება-ნება დაიარებოდა და გადამდგარ პოლკოვნიკს
პგავდა. თმაშევერცხლილი მისის გუდჰარტი თავის მეუღლეზე ცო-
ტათი ახალგაზრდა გახლდათ და ჯერ კიდევ შეეძლო შარვალი ეტა-
რებინა. გასულ წელს გუდჰარტებმა „კლოტილდა“ ორი კვირით და-
იქირავეს და მოგზაურობა ისე მოეწონათ, რომ ზამთრის დამდეგს
ტომასთან მიწერ-მოწერა გააბეს და მოილაპარაკეს, ამ წელიწადს
მის იახტაზე ორი კვირა კვ ლავ ემოგზაურათ·
გუდჰარტები მეტისმეტად თავმდაბალი მგზავრები იყვნენ. ყო-
ველ დღე ზუსტად დილის ათ საათზე ტომასი ღუზას სასტუმროს პირ-
დაპირ, ნაპირთან რაც შეიძლება ახლოს, ჩაუშვებდა ხოლმე და გუდ-
ჰარტები იახტას კატერით მიადგებოდნენ. თან ოტელის რესტორნი-
დან აუარება საჭმელი და ხელსახოცებში შეხვეული ღვინის ბოთლე-
ბი მოჰქონდათ, ტომასს „კლოტილდა“ რომელიმე ვიწრო სრუტეში,
ნაპირიდან ოთხი ათასი იარდის დაშორებით მდებარე ლერენსის
კუნძულებს შორის შეჰყავდა და მთელი დღე იქ იდგა. ამ ადგილებში
ქარი თითქმის არასდროს არ უბერავდა, სიღრმე თორმეტ ფუტს არ
აღემატებოდა და წყალი ისეთი გამჭვირვალე იყო, რომ ფსკერზე
მოშრიალე წყალმცენარეებსაც კი დაინახავდით.
გუდჰარტები საბანაო კოსტიუმებს იცვამდნენ და გასაბერ ლეი-
ბებზე შავდებოდნენ, ან კითხულობდნენ, ან თვლემდნენ, ზოგჯერ
ჩაყვინთავდნენ და ცურაობდნენ.
მისტერ და მისის გუდჰარტები ჩუმად, ლაპარაკობდნენ და რო-
გორც ერთმანეთის, ასევე სხვების მიმართაც, ძალზე თავაზიანები
ბრძანდებოდნენ.
ზუსტად ორის ნახევარზე ტომასი მათ კოკტეილს უმზადებდა, ნა-
ირფეროვანი გემოვნებით არ გამოირჩეოდნენ – ნიადაგ „სისხლიან
მერის“ უკვეთავდნენ. შემდეგ დუაიერი გემბანის თავზე ტენტს გაჭი-
მავდა და გუდჰარტები იმას მიირთმევდნენ, რაც სასტუმროდან
ჰქონდათ წამოღებული. ჩვეუულებრივ, სუფრაზე ლანგუსტი, როსტ-

508
ბიფი, თევზის სალათი ან მწვანილით შენელებული ცივი თევზი ელა-
გა, არც ლორიანი ნესვი, ყველი და ხილი აკლდა. ცოლ-ქმარს მუდამ
იმდენი სანოვაგე მოჰქონდა, მათთან ერთად მეგობრებსაც რომ
ესადილათ, საჭმელი ეკიპაჟისთვისაც რჩებოდა, სადილად სამყო-
ფიც და ვახშმადაც,
ტომასს მხოლოდ ყავის მომზადება არ ეხერხებოდა, მაგრამ მას
შემდეგ, რაც იახტაზე კეიტი გამოჩნდა, ეს პრობლემაც გადაწყდა.
რეისის პირველსავე დღეს, როცა ქალი ჯიხურიდან ყავადნით ხელში
გამოვიდა, თეთრ შორტებსა და აფუებულ მკერდზე შემოტმასნილ
თეთრ ტენისურში გამოწყობილი, რომელსაც ცისფერი ასოებით
სიტყვა „კლოტილდა“ ეწერა და ტომასმა ქალი ცოლ-ქმარს წარუდ-
გინა, მისტერ გუდჰარტმა მოწონებით შენიშნა: „კაპიტანო, თქვენი
ხომალდით მოგზაურობა ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო სა-
სიამოვნო ხდება“.
ერთხელ გუდჰარტმა პკითხა:
–კაპიტანო, ამ მხარეში ბევრია განა ჯორდახის გვარის ხალხი?
– მართალი გითხრათ, არ ვიცი. რა მოხდა?
– გუშინ ოტელის მმართველის თანაშემწესთან საუბრისას თქვე-
ნი გვარი რომ ვახსენე, იმან მითხრა, ზოგჯერ „დიუკაპში“ სტუმრად
ჩამოდის ვინმე რუდოლფ ჯორდახი მეუღლითურთო.
‒ ჩემი ძმა გახლავთ, – უხალისოდ უპასუხა ტომასმა. მან იგ-
რძნო, რომ გუდპჰარტი ცნობისმოყვარეობით მისჩერებოდა და მის
აზრებს ხვდებოდა. – ჩვენი გზები გაიყარა, – სიტყვა მოუჭრა ტომმა.
– ჩვენს ოჯახში იგი მუდამ ყველაზე ჭკვიანად ითვლებოდა.
‒ვინ იცის, ‒ თქვა დაფიქრებულმა გუდჰარტმა. – იქნებ სწორედ
თქვენ გამოდექით ყველაზე ჭკვიანი. მთელი ჩემი ცხოვრება ვმუშა-
ობდი და როცა დავბერდი და სამსახური მივატოვე, მხოლოდ ახლა-
ღა შევძელი ორი კვირა ისე გამეტარებინა, როგორც დღეს ვატარებ.
– მან ნაღვლიანად ჩაიცინა. – სხვათაშორის, ოჯახს მეც ყველაზე
ჭკვიანად მივაჩნდი.

ესპანეთში მოგზაურობას ცუდად არ ჩაუვლია, თუმცა კრუსის

509
კონცხთან გრიგალი ამოვარდა და პორტში ხუთი დღე დაჰყვეს.
„კლოტილდა“ ორმა ღიპიანმა პარიზელმა ბიზნესმენმა იქირავა,
თან ორი ქალი ახლათ, ცხადია, ცოლები არ უნდა ყოფილიყვნენ.
წყვილები წამდაუწუმ იცვლებოდნენ, მაგრამ ტომასმა ლაჟვარდო-
ვან სანაპიროზე ბინა იმიტომ კი არ დაიდო, რომ ფრანგი ბიზნესმე-
ნებისათვის თავის დაჭერა ესწავლებინა, სანამ ისინი ფულს უხდიდ-
ნენ და თავიანთ დიაცებს წვეტიან ქუსლებზე სიარულის უფლებას არ
აძლევდნენ, გემბანზე კვალი რომ არ დაეტოვებინათ, ტომასს მათ-
თვის ხელის შეშლა გუნებაშიც არ გაუვლია. ქალები მხოლოდ ტრუ-
სების ამარა შავდებოდნენ. კეიტს ეს ამბავი ჭკუაში არ მოსდიოდა,
თუმცა ერთ მათგანს მართლაცდა საოცარი მკერდი ჰქონდა. გარდა
ამისა, ეს ამბავი „კლოტილდას“ ხელს არ უშლიდა თავისი კურსით
ევლო, თუმცაღა გზად რიფებს რომ გადაჰყროდნენ და საჭესთან
დუაიერი მდგარიყო, ალბათ გემი გაირიყებოდა.
საოცარმკერდიანმა დიაცმა ტომასს ამკარად აგრძნობინა, რომ
ღამით გემბანზე შეხვედრასა და მასთან დროს გატარებაზე უარს არ
იტყოდა, სანამ მისი ჟიული კაიუტაში ხვრინავდა, მაგრამ ტომასმა
უოთხრა, რომ მხოლოდ იახტა ჰქონდა გაქირავებული და სხვა სამ-
სახურის გაწევა მის მოვალეობაში არ შედიოდა. ამ მგზავრებთან
ისედაც ბევრს ნერვიულობდა. გრიგალით გამოწვეული დაგვიანე-
ბის გამო ორივე წყვილი მარსელში გადმოვიდა, რათა პარიზისკენ
მიმავალი მატარებლისათვის მიესწროთ, ბიზნესმენებს პარიზში
მომლოდინე ცოლები დოვილში უნდა წაეყვანათ და დარჩენილი
ზაფხული იქ გაეტარებინათ.
ისინი ანტიბში ისე დაბრუნდნენ, ნავსადგურებში არც შეუვლიათ,
დუაიერს რვასაათიანი ვახტიდან ფეხი არ მოუცვლია, რათა ტომას-
სა და კეიტს გამოეძინათ: ჯერ შუადღე არ იყო, ანტიბში რომ ჩავიდ-
ნენ, ტომასს იქ ორი წერილი დახვდა ‒ ერთი ძმისა, მეორე კი – უც-
ხო ხელით ნაწერი. თავდაპირველად რუდოლფის წერილი გახსნა.
‒ ძვირფასო ტომი, – წაიკითხას მან. – როგორც იქნა, გავიგე შე-
ნი ამბავი, ჩანს საქმე კარგად მიგდის, რამდენიმე დღის წინ მისტერ
გუდჰარტმა დამირეკა და მიამბო, შენი იახტით რომ უმგზავრია.რო-

510
გორც გამოირკვა, ჩვენ მის ფირმასთან რაღაც საერთო საქმეები
გვაკავშირებს, და მე მგონი, აინტერესებდა გაეგო, რას წარმოად-
გენს შენი ძმა მან და მისმა ცოლმა კოკტეილზე მიგვიპატიჟეს. შენც
ხომ იცი, გუდჰარტები ძალზე სასიამოვნო, ხანშიშესული წყვილია.
მათ ფრიად თბილად მოგიხსენიეს, აღტაცებით ლაპარაკობდნენ
შენს იახტაზე და ზღვაზე ცხოვრების შესახებ. შენ საუკეთესო კაპი-
ტალდაბანდება მოახდინე კორპორაცია „დ. კ-ს“ აქციებიდან ამოღე-
ბული ფულის ასეთი გამოყენებით. ფრიად მოუცლელი რომ არ ვიყო
– მე მგონი, დავთანხმდები და ამ შემოდგომით უიტბის მერად ჩემს
კანდიდატურას წავაყენებ – არც კი დავფიქრდებოდი, ჯინთან ერ-
თად თვითმფრინავში ჩავჯდებოდი და მანდ ჩამოვფრინდებოდი
ლურჯ ზღვაზე შენი იახტით გასასეირნებლად, იქნებ მომავალ წელს
მაინც მოვახერხო, ჯერჯერობით კი გთხოვ „კლოტილდა“ ერთი
რეისით (როგორც ხედავ, გუდპარტებმა ყველაფერი მიამბეს და შე-
ნი იახტის სახელიც კი ვიცი) ჩემს მეგობარს მიაქირავო, რომელიც
მალე უნდა დაქორწინდეს და სურს თაფლობის თვე ხმელთაშუა
ზღვახე გაატაროს. შენ იგი ალბათ გახსოვს – ჯონ პიტი. თუ ნერვებს
აგიშლის, დასვი გასაბერ ნავზე და გაუშვი, თუ ბიჭია დადგეს და თვი-
თონ იმოგზაუროს.
ისე კი, მართალი გითხრა, მიხარია შენი ამბავი და გთხოვ წერი-
ლი გამომიგზავნო. თუ რამეში მაინც შემიძლია გამოგადგე, მომწე-
რე უყოყმანოდ!
შენი მოსიყვარულე რუდოლფი.

ტომასმა წერილი რომ წაიკითხა, წარბი შეიკრა. არ მოეწონა


იმის შეხსენება, რომ „კლოტილდას“ ყიდვას რუდოლფს უნდა უმად-
ლოდეს, მაგრამ ბარათი მეგობრული იყო, დიდებული ამინდი იდგა,
ზაფხულის სეზონს კარგი პირი უჩანდა და არ ღირდა გუნების გაფუ-
ჭება ძველი წყენინების მოგონებით. მან წერილი ფაქიზად დაკეცა
და ჯიბეში ჩაიდო.
მეორე წერილს რუდოლფის მეგობარი უგხავნიდა, ჰიტს აინტე-
რესებდა, შეეძლო თუ არა „კლოტილდას“ იმედი ჰქონოდა თხუთმე-

511
ეტი სექტემბრიდან ოცდაათ სექტემბრამდე. სეზონი თავდებოდა,
სხვა წინადადება ტომასისათვის არავის შეუთავაზებია და კიდევ ერ-
თი რეისი სწორედ რომ ხელს აძლევდა. ჰიტი სწერდა, რომ მონტე-
კარლოსა და სენ-ტროპეზს შორის სანაპიროს გასწვრივ მოგზაურო-
ბა სურდა, ორი მგზავრი გემზე, სეზონის ბოლოს მოკლე კრუიზი აბა
რა დიდი საქმე იყო.
ტომასი მაგიდას მიუჯდა და ჰიტს აცნობა, რომ თხუთმეტში ან ნი-
ცის აეროპორტში დახვდებოდა ან ანტიბის სადგურში.
კეიტმა გაიგო თუ არა, რომ რუდოლფის წყალობით, კიდევ ერთ
რეისში უნდა გამგზავრებულიყვნენ, ტომასი აიძულა, ძმისათვის
მადლობის წერილი მიეწერა, ის იყო კონვერტის დალუქვას აპირებ-
და, რომ გაახსენდა, ძმამ შესთავაზა უყოყ მანოდ მიეწერა თავისი
გასაჭირი. „რატომაც არა? – გაიფიქრა მან. ამის გამო კაცი არ დახა-
რალდება. და პოსტსკრიპტუმში მიაწერა: „ერთ რამეში ხომ ვერ და-
მეხმარები? სხვადასხვა მიზეზების გამო მე დღემდე ნიუ-იორკში
დაბრუნება არ ძალმიძს, მაგრამ შეიძლება ეს მიზეზები უკვე აღარც
არსებობს. რამდენიმე წელია ჩემი შვილის შესახებ არა გამიგია რა,
არ ვიცი, სად არის, როგორაა, არც ის ვიცი, საერთოდ, ცოლიანი თუ
ვარ. ძალიან მინდა მისი ნახვა და, თუ შესაძლებელია, გარკვეული
დროით აქ, ჩემთან ჩამოყვანა. იქნებ, შენც გახსოვს ის საღამო, რო-
ცა შენ და გრეთჰენმა მატჩის შემდეგ ჩემთან შემოიარეთ? მაშინ გა-
სახდელში ჩემი მენეჯერი დაგხვდათ. გაგაცანით კიდეც. მას გერმან
შულცი ჰქვია. უკანასკნელი ცნობების მიხედვით ოტელ „ბრისტოლ-
ში“ ცხოვრობდა მერვე ავენიუზე, მაგრამ ახლა შეიძლება იქ აღარ
ცხოვრობს. თუ გარდენზე მდებარე კანტორას მიაკითხაე, ისინი გა-
არკვევენ, ცოცხალია თუ არა და ცხოვრობს თუ არა ნიუ- იორკში. შე-
უძლებელია ტერეზასა და ჩემს ბიჭზე რამე არ იცოდეს. თავდაპირვე-
ლად ნუ ეტყვი ჩემს ადგილსამყოფელს. უბრალოდ შეეკითხე: „ცეც-
ხლი განელდა თუ არა-თქო“. იგი ყველაფერს მიხვდება. თუ იპოვნი,
შემატყობინე, რას გეტყვის, ამით ჭეშმარიტად ფასდაუდებელ დახ-
მარებას გამიწევ და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები.“

512
თავი მეოთხე

ოტელ „ბრისტოლში“ გერმან შულცი კაციშვილს არ ახსოვდა,


მაგრამ მედისონ-სკვერ გარდენზე მდებარე რეკლამისა და ინფორ-
მაციის ბიუროში ერთმა მაინც იპოვნა მისი მისამართი – ავეჯით გაწ-
ყობილი ოთახები დასავლეთის ორმოცდამეცამეტე ქუჩაზე.
გამხმარი სისხლისფერი, დაბზარული კარი, ფლატუნ-ფლატუ-
ნით მოსიარულე, წელში მოხრილმა მოხუცმა გააღო, რომელსაც პა-
რიკი გვერდზე მოქცეოდა. ნესტისა და შარდის სუნი ცხვირში მორი-
დანვე გეცემოდათ.
‒ მისტერ შულცი შინაა? ‒ შეეკითხა რუდოლფი.
‒ მეოთხე სართული, დერეფნის ბოლოს, – მოხუცმა უკან დაიხია
და რუდოლფი შიგ შეუმვა.
რუდოლფი კიბეს აუყვა. იგი მიხვდა, რომ სუნი, რომელიც მო-
ხუცს უდიოდა, მთელ სახლს გასჯდომოდა.
დერეფნის ბოლოს, მეოთხე სართულხე ოთახის კარი ღია იყო.
აქ, ზედ სახურავის ქვეშ, სულისშემზუთველი სიცხე იდგა. რუდოლ-
ფმა მამშინვე იცნო ის კაცი, რომელიც ერთ დროს ტომასმა წარუდ-
გინა, როგორც შულცი. შულცი აულაგებელი საწოლის კიდეზე, ბინ-
ძურ ზეწარზე იჯდა და კედელს გაქვავებული მისჩერებოდა.
რუდოლფმა კარის წირთხლზე დააკაკუნა, შულცმა თავი ნელა,
გაჭირვებით მოაბრუნა.
‒ რა გნებავთ? ‒ შეეკითხა იგი, მისი ხმა მკვახედ და მტრულად
ჟღერდა.
რუდოლფი ოთახში შევიდა და ხელი გაუწოდა:
– მე ტომას ჯორდახის ძმა გახლავართ.
შულცმა ხელი სასწრაფოდ ზურგს უკან დამალა. მას ჭუჭყიანი,
იღლიებგამოსველებული სპორტული პერანგი ეცვა. მუცელი ბურ-
თივით წინ გამოსჩროდა. შულცმა ტუჩები ძლივძლივობით აამოძრ-

513
ავა, თითქოს პირში ცუდად მორგებული ჩასმული ყბები უდგასო.
თავზე ორი ღერი თმა არ შერჩენოდა და ავადმყოფური შესახედაობა
ჰქონდა.
‒ ხელს არ ჩამოგართმევთ, ‒უთხრა მან, ‒ართრიტის გამო.
რუდოლფს დაჯდომაც არ შესთავაზა, თუმცა საწოლის გარდა,
აბა, სად უნდა ჩამომჯდარიო.
‒ძაღლის შვილი, ‒თქვა შულცმა, ‒მისი სახელის გაგონებაც არ
მსურს.
რუდოლფმა საფულე ამოიღო და ოც-ოც დოლარიანი ასიგნაცია
ამოაძვრინა.
‒მთხოვა, ეს გადმომეცა.
‒საწოლზე დადეთ, ‒შულცს სახეზე გაყინული, ბოროტი გამომე-
ტყველება სულაც არ შესცვლია,‒ჩემი ასორმოცდაათი დოლარი მა-
რთებს.
‒ ხვალ ვაიძულებ, დანარჩენიც დაგიბრუნოთ, ‒უთხრა რუდოლ-
ფმა.
‒კარგა ხნის წინ უნდა დაებრუნებინა. ახლა რაღა უნდა ჩემგან?
რაო, კიდევ ვინმეს დასახიჩრებას ხომ არ აპირებს?
‒ არა, აღარავითარი უსიამოვნებები აღარა აქვს.
‒ სამწუხაროა, ‒გესლიანად შენიშნა შულცმა.
‒მან მთხოვა, მეკითხა თქვენთვის: „ცეცხლი განელდა თუ
არაო“.‒ამ სიტყვებს რომ ამბობდა, იგრძნო, რა უცნაურად ჟღერდნ-
ენ.
შულცს სახე ეშმაკური, საიდუმლოებით მოცული გაუხდა და რუ-
დოლფს ალმაცერად გახედა.
‒თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ხვალ ამ დანარჩენ
ფულსაც გამომიგზავნის?
– ეჭვი არ მეპარება.
– კეთილი – უთხრა შულცმა, ‒ რაკიღა ასეა, შეგიძლიათ გადას-
ცეთ, რომ ცეცხლი უკვე განელდა. ყვლაფერი უკან დარჩა. იმ დოყ-
ლაპია კუელსს, მას შემდეგ რაც თქვენმა ძმამ გაასილაქა, ბრძოლა
ერთხელაც არ მოუგია. მე კი მეგონა, რომ მისი წყალობით კარგა

514
ბლომად ფულს ვიშოვიდი. მთელ იმედებს იმაზე ვამყარებდი. ეჰ,
ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
ზოგმა სული განუტევა, ზოგმა ციხეში ამოჰყო თავი. ახლა თქვენი
ოხერი ძმა აღარავის აღარ ახსოვს, ასე გადაეცით. ჰო, აი კიდევ რა
უთხარით: ის, რაც მე მაგის გულისათვის გავაკეთე, ას ორმოცდაათ
დოლარზე მეტი ღირს.
‒ აუცილებლად გადავცემ, – დაჰპირდა რუდოლფი,რომელიც
ცდილობდა ისე ელაპარაკა თითქოს იცოდა რას გულისხმობდა მო-
ხუცი. ‒ კიდევ ერთი რამ უნდა გაიგოს.
‒ ამ ფულის პირობაზე ბევრ შეკითხვებს მაძლევთ.
– თავისი ცოლის ამბავი აინტერესებს.
შულცმა ჩაიფრუტუნა:
‒ იმ კახპასი? – მან ეს სიტყვები გარკვევით დამარცვლა. – მისი
ფოტოსურათი გაზეთებში დაიბეჭდა, ორჯერ „დეილ ნიუსში“ მოხ-
ვდა, ორჯერ დააპატიმრეს იმის გულისათვის, რომ ბარებში მამაკა-
ცებს ეტორღიალებოდა. იგი იფიცებოდა, ტერეზა ლავალი მქვიაო,
ფრანგი ვარო. მაგრამ ის ალქაჯი მე მაშინვე ვიცანი. ფრანგიო, მამა
უცხონდა! ეგენი ყველანი კახპები არიან, ყველანი, უკლებლივ. ბევ-
რი რამის მოყოლა შემიძლია, მისტერ...
‒ ხომ არ იცითი სად ცხოვრობს? – რუდოლფს არც ამ სულისშემ-
ხუთველ, ავისმომასწავებელ ოთახში ნახევარი დღის გატარების
პერსპექტივა ხიბლავდა და არც ქალების შესახებ შულცის აზრის
მოსმენა ეპრიანებოდა. – ბიჭი სად არის?
– იცის ვინმემ განა? ‒ თავი გააქნია შულცმა. ‒ მე იმასაც კი ვერ
გეტყვით, თვითონ სად ვცხოვრობ. ტერეზა ლავალი. ფრანგი – კაც-
მა კვლავ ჩაიფრუტუნა. – ეგეც ფრანგია, რაღა!
‒ დიდი მადლობა, მისტერ შულც, ‒ უთხრა რუდოლფმა, – აღარ
შეგაწუხებთ.
‒ ეგ რა შეწუხებაა? სასიამოვნო იყო თქვენთან ბაასი. იმ ფულს
მართლა ხვალ გამომიგზავნით?
– გარანტიას გაძლევთ.
– დიდებული კოსტიუმი გაცვიათ, – უთხრა შულცმა. – მაგრამ ეს

515
ჯერ კიდევ არავითარ გარანტიას არ იძლევა.

II

რუდოლფის დეპეშით ჯიბეში ტომასი თვითმფრინავიდან კენე-


დის სახელობის აეროპორტში ჩამოვიდა და სხვა ათასობით მგზავ-
რთან ერთად სანიტარული და იმიგრაციული ინსპექციის დახლს
ჩაუარა, უკანასკნელად აქ რომ იყო, აეროპორტს აიდლუაილდის აე-
როპორტი ერქვა. შუბლში ტყვია მეტისმეტად ძვირი საფასურია იმის
წილ, რომ აეროპორტს შენი სახელი დაარქვან.
„იმიგრაციული ინსპექციის“ ნიშნიანმა ზორბა ირლანდიელმა
ტომასს ისე გადახედა, თითქოს იმის გაფიქრებაც კი არ სიამოვნებ-
და, რომ იგი ისევ ამ მხარეში უნდა შემოეშვა. დიდ, შავ წიგნს დიდ-
ხანს ჩაჰკირკიტებდა. ჯორდახების გვარს ეძებდა და ეტყობოდა გუ-
ლი დასწყდა, შიგ ამ გვარს რომ ვერ წააწყდა.
ტომასმა საბაჟო დათვალიერების დარბაზი გაიარა და თავის
ბარგს დაელოდა. რამდენი ხალხია! გეგონებოდათ, მთელი ამერიკა
ევროპაში გატარებული შვებულებიდან უკან ბრუნდებოდა. საიდანა
აქვს ამ ხალხს ამდენი ფული?!
ზევით, შემინულ შუშაბანდში დამხვდურები ირეოდნენ. მან რუ-
დოლფს დეპეშა გაუგზავნა, რეისის ნომერი და ჩამოსვლის დრო აც-
ნობა, მაგრამ ძმა შუშაბანდში შეკრებილ ხალხს შორის არ ჩანდა.
წუთით გულზე ცეცხლი შემოენთო. აქ. იმიტომ კი არ ჩამოფრენილა,
რომ ძმის ძებნაში ძთელი ნიუ-იორკი მოიაროს.
ჰიტთან ერთად მოგზაურობის შემდეგ ანტიბში დაბრუნებულს უკ-
ვე მთელი კვირა იყო რუდოლფის დეპეშა ელოდა.
”ძვირფასო ტომ,‒ წაიკითხახა მან. ‒შეგიძლია თავისუფლად
გადმოფრინდე წრტ იმედი მაქვს შენი შვილის მისამართს მალე გა-
ვიგებთ წრტ გკოცნი წრტ რუდოლფი".

516
როგორც კი თავისი ჩემოდანი დაინახა, მაშინვე ხელი სტაცა და
მებაჟის დახლთან მისასვლელ რიგში ჩადგა. ინსპექტორმა ჩემოდა-
ნი გაახსნევინა და შიგ დიდხანს იქექებოდა. ტომასს საჩუქარი არა-
ვისთან არ ჩამოჰქონდა და იგი მშვიდობიანად გაატარეს.
მუშა აუყვანია, თავისი ჩემოდანი გასასვლელისაკენ თვითონვე
წაიღო. ხალხში მდგარმა რუდოლფმა – მას, მგონი ყველაზე მსუბუ-
ქად ეცვა: უშლაპოდ, სპორტული შარვლითა და თხელი პიჯაკით მო-
სულიყო, ხელი დაუქნია, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და რუ-
დოლფი ჩემოდანს სწვდა,მაგრამ ტომასმა არ დაანება.
– მშვიდობით ჩამოფრინდი? – შეეკითხაი რუდოლფი, როცა ისი-
ნი აეროპორტის შენობიდან გამოვიდნენ.
– ნორმალურად,
‒ მანქანა სულ ახლოს დავტოვე. დამელოდე. წამში აქ გავჩნდე-
ბი.
როცა რუდოლფი წავიდა, ტომასმა შენიშნა, რომ ძმა ისევ ისეთი-
ვე მსუბუქი ნაბიჯებით დაიარებოდა და როგორც სიჭაბუკეში იცოდა
ხოლმე, სიარულის დროს მხრებს სულ არ არხევდა.
მან საყელო შეიხსნა და ჰალსტუხის კვანძი მოიშვა... მართალია,
ოქტომბრის დამდეგი იყო, მაგრამ ნოტიო გამონაბოლქვით გაჟღენ-
თილი, დამწვარი ბენზინის სუნით ნაჯერი სულისშემხუთველი სიცხე
იდგა. ტომასს ნიუ-იორკის კლიმატი უკვე აღარც კი ახსოვდა, „ნეტავ
ხალხი აქ როგორ ცხოვრობსო“, გაიფიქრა.
ხუთი წუთის შემდეგ რუჯოლფიც მოსრიალდა ცისფერი „ბიუ-
იკით“, ტომმა ჩემოდანი უკანა დასაჯდომზე მოისროლა და ძმის
გვერდით დაჯდა. მანქანაში კონდიციონერი მუშაობდა და გრილო-
და.
‒ აბა, რა არის ახალი? – შეეკითხა ტომასი.
‒ შულცს მივაგენი,– უპასუხა რუდოლფმა – დეპეშაც სწორედ მა-
შინ გამოგიგზავნე. მან მითხრა, რომ ცეცხლი დიდიხანია განელდა.
ზოგი ციხეში ზის, ზოგმა უკვე სული განუტევაო, აღარ მიკითხავს, რა
ჰქონდა მხედველობაში.
– ტერეზასა და ჩემს შვილზე რა ისმის?

517
რუდოლფმა კონდიციონერის ბერკეტები გასწი-გამოსწია, კოპე-
ბი შეიკრა.
– არც კი ვიცი, როგორ დავიწყო...
‒ თქვი, ნუ გეშინია. მაგარი ვარ, გავუძლებ.
‒ შულცი მათი ადგილსამყოფლის ბაიბურშიც არ არის, მაგრამ
გაზეთებში შენი ცოლის ფოტოსურათები უნახავს, ორჯერ.
– ასე უცებ ნეტავ რა მოხდა? – წუთით ტომასი დაიბნა. იქნებ ამ
ფსიქოპათმა ბოლოს და ბოლოს სცენაზე ან ღამის კლუბში მართლა
კარიერა გაიკეთა?
– ბარებში პროსტიტუციის გულისათვის დაუჭერიათ. ორჯერ,–
უთხრა რუდოლფმა, – სულ არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ სხვა
რა გზაა.
‒ ერთი, შენც მოგცლია, – უხეშად ჩაილაპარაკა ტომასმა. – სხვა
რამეს არც მოველოდი.
‒ შულცმა მითხრა, რომ რეპორტიორებისათვის თავისი გვარი
არ გაუმხელია, მაგრამ მე მაინც ვიცანიო. მეც გავიკითხ-გამოვიკით-
ხე. სწორედ ის ბრძანდება. პოლიციაში მისამართიც მომცეს.
– ბიჭი როგორღაა?
– სამხედრო სკოლაში სწავლობს, ორი დღეა, რაც დავადგინე.
‒ მთელი ცხოვრება იმაზე ვოცნებობდი, რომ ჩემი ვაჟიშვილი ჯა-
რისკაცი გამხდარიყო!... როგორ გაიგე ეს სასიხარულო ამბები?
– კერძო დეტექტივი დავიქირავე.
– ელაპარაკა იმ ძაღლიშვილს?
– არა.
– ესე იგი, კაციშვილმა არ იცის აქ რომ ვარ, არა?
– ჩემს გარდა კაციშვილმა არ იცის. კიდევ ერთი რამ მოვიმოქმე-
დე. მე მგონი, წინააღმდეგი არ იქნები?
‒ რას აპირებ?
– ერთ ნაცნობ ადვოკატს ველაპარაკე. გვარი არ დამისახელე-
ბია, შენ შეგიძლია სულ ადვილად გაეყარო და ბიჭი თან წაიყვანო,
ტერეზას საქციელის გამო.
‒ კარგად უნდა გამოამწყვდიონ ციხეში. და გასაღები გადააგდონ

518
‒ მომისმინე, – პაუზის შემდეგ უთხრა რუდოლფმა,— მე დღეს
უიტბიში უნდა დავბრუნდე, გინდა თან წამომყევი, გინდა აქ დარჩი,
ჩემს ბინაში. აქ ახლა არავინ ცხოვრობს, მოახლე ყოველ დილით
მოდის და მტვერს წმენდს.
‒ გმადლობთ, აქ დავრჩები, ამ ოთახში. ხომ არ შეგიძლია ხვალ
დილით იმ ადვოკატს შემახვედრო?
‒ როგორ არ შემიძლია.
– ესე იგი, ხელთა გაქვს ჩემი ცოლის მისამართი და იცი იმ სამ-
ხედრო სკოლის სახელწოდება, არა?
რუდოლფმა თავი დაუქნია.
– დიდებულია, მე მეტი არაფერი მინდა.
– ნიუ-იორკში რამდენ ხანს დარჩები?
‒ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დამჭირდება, რომ გან-
ვქორწინდე და ბიჭი თან წავიყვანო ანტიბში.
‒ ჯონი ჰიტი მწერდა, მოგზაურობით ფრიად კმაყოფილი ვარო.
მის საცოლეს ძალზე მოსწონებია შენი იახტა,–შენიშნა რუდოლფმა·
‒ არა მგონია, რამის დათვალიერება მოესწრო, – ეჭვით გაიქნია
თავი ტომასმა, – ყოველ ხუთ წუთში ტანსაცმელს იცვლიდა. ეს იყო
და ეს. ალბათ ოცდაათი ჩემოდანი მაინც ექნებოდა წამოღებული.
კიდევ კარგი, იახტაზე სხვა მგზავრები არ იყვნენ. ორი ცარიელი კაი-
უტა მარტო მისი ბარგით გამოვტენეთ.
– იგი ძალზე მდიდარი ოჯახიშვილია, – გაიღიმა რუდოლფმა.
‒ მაშინვე შეატყობ, სიმდიდრე თვალში გცემს. იმას კი, შენს მე-
გობარს, არა უჭირს რა. ცუდ ამინდს არ უჩიოდა და იმდენ შეკითხვას
იძლეოდა, რომ მეორე კვირის ბოლოს ალბათ მარტოკა შესძლებდა
„კლოტილდა“ თვით ტუნისამდეც კი ჩაეყვანა. იგი მეუბნებოდა, რომ
მომავალ ზაფხულს კრუიზში შენს მოპატიჟებას აპირებდა ცოლი-
თურთ.
‒ თუ დრო მექნა, წავყვები.
‒ რაო, მართლა უნდა იყარო კენჭი იმ ჯურღმულში მერის თანამ-
დებობაზე? – შეეკითხა ტომასი.
‒ უიტბი ჯურღმული სულაც არ არის, ‒ უთხრა რუდოლფმა, მაინც

519
რატომ არ მოგწონს ეს იდეა?
‒ პირადად მე ჩალის ფასად არ მიღირს ამ ქვეყნის ყველაზე უმ-
შვენიერესი პოლიტიკოსი.
‒ შეიძლება შევძლო და აზრი შეგაცვლევინო,
– ძლივს გვეღირსა ერთი კარგი ადამიანი, ჰოდა, ბუნებრივია,
ისიც სიცოცხლეს გამოასალმეს.
– ყველას ხომ ვერ გამოასალმებენ სიცოცხლეს.
– ვინც მათ უნდათ, გამოასალმებენ, –– ჯიუტად თქვა ტომასმა.
‒ ტომ, ნუთუ ამერიკა არასდროს არ გენატრება?
– აბა ჩემთვის რა გაუკეთებია? აი, ახლა მოვრჩები ჩემსსაქმეებს,
გავემგზავრები აქედან და სამუდამოდ ამოვიგდებ გულიდან, აღარ
ვიფიქრებ მასზე.
‒ საშინელებაა, ასე რომ ლაპარაკობ,
– ჩვენი ოჯახიდან ერთი პატრიოტიც კმარა.
– შენი ბიჭის საქმე როგორღა იქნება?
– როგორ უნდა იყოს?
– რამდენ ხანს გეყოლება ევროპაში?
– მთელი ცხოვრება.–უპასუხა ტომასმა.–თუ შენ პრეზიდენტად
აგირჩევენ და ამ ქვეყანაში წესრიგს დაამყარებ, ციხეში უკრავ თავს
ყველა გაიძვერას, გენერალს, პოლიციელს, მოსამართლეს, კონ-
გრესმენსა და სხვა ძვირფას ადვოკატებს და, თუ ამასთანავე სიცოც-
ხლეს არ გამოგასალმეს, შეიძლებამხოლოდ მაშინ გამოვაგზავნო
ჩემი შვილი აქ სტუმრად.
–განათლებას როგორღა მიიღებს?
‒ სკოლები ანტიბშიც არის. აქაურ დამპალ სამხედრო სკოლებზე
უკეთესი სკოლებია,
‒ კი მაგრამ, იგი ხომ ამერიკელია,
‒ მერედა რა მოხდა?
– მოხდა. იგი ფრანგი ხომ არ არის,
– ფრანგი არასდროს არ იქნება. იქნება უესლი ჯორდახი.
– იგი უსამშობლოდ დარჩება.
‒ შენის აზრით, მაინც სად არის ჩემი სამშობლო? აქ? –ტომასმა

520
გაიცინა.– ჩემი შვილის სამშობლო ჩემი იახტაა ხმელთაშუა ზღვა-
ში, იგი ერთი ქვეყნიდან, სადაც ღვინოს აყენებენ და ზეითუნის ზეთს
ხდიან, მეორე ქვეყანაში გადაინაცვლებს, იქაც ღვინოს აყენებენ და
ზეითუნის ზეთს ხდიან.
რუდოლფმა ეს საუბარი აღარ გააგრძელა და დანარჩენი გზა
პარკ ავენიუმდე, სადაც მისი ბინა მდებარეობდა, არცერთს ხმა აღარ
ამოუღია. კარისკაცმა ტომასი ეჭვის თვალით შეათვალიერა: საყე-
ლო გაღეღილი ჰქონდა, ჰალსტუხი მოშვებული, ფართოშარვლიანი
ლურჯი კოსტიუმი ეცვა, გენუაში ნაყიდი, ყავისფერლენტიანი მწვანე
შლაპა ეხურა.
‒ ჩემს კარისკაცს შენი ჩაცმულობა არ მოეწონა, – უთხრა რუ-
დოლფმა და ბინის კარი შეაღო.
‒ ცუდად არ მოწყობილხარ, ‒ შენიშნა ტომასმა და უზარმაზარი
ბუხრიანი სასტუმრო ოთახის შუაში გაჩერდა, სადაც ოქროსფერ ხა-
ვერდგადაკრული დივანი იდგა, რომელსაც ორივე მხრიდან ორი
მოხერხებული, რბილი სავარძელი ჰქონდა მიდგმული. მაგიდებზე
ცოცხალი ყვავილებით სავსე ლარნაკები, იატაკი ღია ჩალისფერი
ნოხით მოფენილი. მუქი მწვანე ფერის კედლებზე აბსტრაქციონის-
ტების სურათები. ფანჯრები დასავლეთის მხარეს გადაჰყურებდნენ
და ფარდებს შუა სასტუმრო ოთახში მზის სხივები იღვრებოდა, ნა-
ზად ზუზუნებდა კონდიციონერი და ოთახში სასიამოვნოდ გრილო-
და.
‒ ნიუ-იორკში იმაზე იშვიათად ჩამოვდივართ, ვიდრე ჩვენ
გვსურს. ჯინი კვლავ ფეხმძიმედაა და ეს ორი თვეა თავს ძალზე შე-
უძლოდ გრძნობს, ‒ უთხრა რუდოლფმა და ბუფეტის კარი გამოაღო.
‒ აი აქ ბარია, ყინული მაცივარშია, თუ აქ გინდა ისადილო და არა
რესტორანში, ხვალ დილით მოახლეს უთხარი. გემრიელ კერძებს
ამზადებს.
რუდოლფმა თავისთვის და ტომასისთვის სოდიანი ვისკი დაასხა
და ვიდრე სვამდნენ, პოლიციიდან მიღებული ქაღალდები, კერძო
დეტექტივის ანგარიში გადმოიღო და ეს ყველაფერი ძმას გადასცა.
მერე ადვოკატს დაურეკა და შეიპირა, რომ მეორე დღე, ათ საათზე

521
ტომასს შეხვდებოდა.
‒ მაშ ასე, ‒ თქვა მან, როცა ვისკი ბოლომდე ჩაათავეს, – კიდევ
რა შემიძლია გაგიკეთო? თუ გინდა, სკოლაში წამოგყვები.
– სკოლას მე მოვუვლი, ნუ სწუხარ.
– ფული ხომ არ გჭირდება?
– ფული ჩეჩქივით მაქვს. გმადლობთ.
‒ თუ საჭირო შევიქენი, უიტბიში დამირეკე, –უთხრა რუდოლ-
ფმა.
‒ შევთანხმდით, ბატონო მერო, – გაეღიმა ტომასს. მათ ერთმა-
ნეთს ხელი ჩამოართვეს და რუდოლფი წავიდა, დატოვა ტომასი მა-
გიდასთან, სადაც პოლიციიდან მიღებული ქაღალდები და დეტექ-
ტივის ანგარიში იდო.

„ჰილტოპის“11 სამხედრო სკოლა მართლაცდა გორაკის წვერზე


წამომართულიყო, სკოლა რომ სამხედრო იყო, ამაში კაციშვილს
ეჭვი არ შეეპარებოდა. მასაც ციხესავით” გარს ნაცრისფერი ქვის
მაღალი გალავანი ერტყა, ჭიშკარს რომ ჩაუარა, ტომასმა ქირით
აღებული მანქანის ფანჯრიდან მტვრიან მოედანზე მარშით მომავა-
ლი მონაცრისფრო ფორმაში გამოწყობილი ბიჭები დაინახა.
იგი მიხვეულ-მოხვეული გზით ქვის შენობას მიუახლოვდა, რო-
მელიც პატარა ციხე-კოშკს ჰგავდა, სკოლის ტერიტორია მოვლილ-
ნაპატრონები გახლდათ: კოხტა ყვავილნარები, გაკრეჭილი გაზო-
ნები, უფრო დიდი, უფრო სოლიდური სხვა სახლები იმავე ქვით ნა-
გები, რითაც ციხე-კოშკი იყო აშენებული.
„ტერეზა, როგორც ჩანს, თავისი სამსახურის საზღაურად კლიენ-
ტებს დიდ ფულს ცინცლავს, რაკიღა შეუძლია ბიჭი ასეთ სკოლაში
მიაბაროს“. – გაიფიქრა ტომასმა.
იგი მანქანიდან გადმოვიდა და შენობაში შევიდა. გრანიტით მო-
პირკეთებულ ჰოლში ბნელოდა და ციოდა. კედლებზე დროშები,
მახვილები, გადაჯვარედინებული თოფები და ესპანეთ-ამერიკის

11
გორაკის წვერი (ინგლ)

522
ომში, მექსიკურ კამპანიებში, პირველ და მეორე მსოფლიო ომებსა
და კორეაში დაღუპულ აქაურ კურსდამთავრებულთა სახელებამოტ-
ვიფრული მარმარილოს დაფები ეკიდა. ჰოლი იმ ფირმის საგამოფე-
ნო დარბაზს ჰგავდა,რომელიც თავის პროდუქციას რეკლამას უკე-
თებს. კიბეზემოკლედ თმაშეკრეჭილი ბიჭი ჩამოდიოდა, სახელოზე
უამრავი უცნაური ნიშანი ჰქონდა დაკერებული,
‒ შვილო, სად არის აქ უფროსის კაბინეტი? – მიუბრუნდა მას ტო-
მასი.
ყმაწვილი „სმენაზე“ გაეჭიმა, თითქოს ტომასი გენერალი მაკარ-
ტური ყოფილიყოს:
– აქეთ, სერ. ,
„პილტოპის“ სამხედრო სკოლაში მოსწავლეებს უთუოდ უფრო-
სების მიმართ პატივისცემას უნერგავდნენ. იქნებ ამიტომ განამწესა
ტერეზამ უესლი აქ. იმასაც ეგ უნდოდა, თუ შვილს აიძულებდნენ
მისთვის პატივი ეცა.
ბიჭმა დიდი ოთახის კარი შეაღო. პატარა ბარიერით შემორაგულ
მაგიდასთან ორი ქალი იჯდა.
– მიბრძანდით, სერ, – უთხრა ჭაბუკმა, ქუსლი ქუსლს შემოჰკრა,
მარდად შეტრიალდა და უკანვე გაბრუნდა. ტომასი იქვე მდგარ მა-
გიდას მიუახლოვდა, ქალმა მის წინ გაშლილ ქაღალდებს თვალი
მოსწყვიტა და ზევით აიხედა.
– რა გნებავთ, სერ?
– აქ ჩემი შვილი სწავლობს, – მიმართა მას ტომასმა, – ჯორდახი
გახლავართ,– მინდა ვინმე უფროსს მოველაპარაკო.
ქალმა უცნაურად გადახედა, გეგონებოდათ ამ გვარის გაგონე-
ბამ რაღაც უსიამოვნო რამ გაახსენაო, მერე წამოდგა.
–-მოვახსენებ თქვენს შესახებ პოლკოვნიკ ბეინბრიჯს, სერ. ჯერ
დაბრძანდით. – მან კედელთან მდგარ სკამზე მიუთითა და ოთახის
მეორე ბოლოს, კარისკენ გაემართა. ქალი მსუქანი იყო. თვალად
ასე ორმოცდაათი წლისა იქნებოდა. ფეხებზე წინდები მობრეცოდა,
„ჰილტოპის“ სამხედრო სკოლაში ახალგაზრდა ჯარისკაცებს ქალის
სიტურფით როდი ანებივრებდნენ

523
რამდენიმე წუთის შემდეგ ქალი დაბრუნდა, ბარიერის პატარა
კარი გამოაღო და აუწყა:
– პოლკოვნიკი ბეინბრიჯი გელოდებათ, სერ. – მან ტომასი ოთა-
ხის ბოლომდე მიაცილა და როცა იგი კაბინეტშიშევიდა, კარი მიხუ
რა. პოლკოვნიკ ბეინბრიჯის ოთახის კედლებსაც დროშები ამშვე-
ნებდნენ, აქვე ეკიდა ფოტოსურათები გენერალ პეტონისა, გენერალ
ეიზენჰაუერისა და თვით ბეინბრიჯისა, საველე მუნდირში გამოწყო-
ბილი ამ კუშტი მებრძოლისა, რომელსაც გულზე ბინოკლი ეკიდა,
თავზე ჩაჩქანი ეხურა და პისტოლეტი მოემარჯვებინა. როგორც
ჩანს, სურათი მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გადაღებული.
პოლკოვნიკი, რომელიც ზეზე წამოდგა, რათა ტომისათვის ხელი ჩა-
მოერთმია, მთლად მელოტი გახლდათ, ვერცხლის ჩარჩოიანი სათ-
ვალე ეკეთა ხელში არც იარაღი ეჭირა და არც ბინოკლი, ჰოდა, ომი-
სადმი მიძღვნილ პიესაში მოთაშაშე მსახიობს უფრო ჰგავდა.
– კეთილი იყოს თქვენი ფეხი „ჰილტოპში“, მისტერ ჯორდახ, ‒
უთხრა ბეინბრიჯმა, მართალია, „სმენაზე“ არ იდგა, მაგრამ სწორედ
რომ ასეთი შთაბეჭდირება გრჩებოდათ, ‒ დაბრძანდით,–სახეზე
რამდენადმე უცნაური გამომეტყველება აღებეჭდა, თითქმის ისეთი-
ვე, როგორიც კარისკაცს რუდოლფის სახლში.
„თუ ნიუ-იორკში კარგახნით დავყოვნდი, ალბათ სხვამკერავის
პოვნა მომიხდება“, – გაიფიქრა ტომასმა,
‒ არ მინდა დიდი დრო წაგართვათ, პოლკოვნიკო, ჩემი შვილის,
უესლის სანახავად ჩამოვედი,
– დიახ, რასაკვირველია, მესმის, –უთხრა ბეინბრიჯმა ოდნავ
ენის ბორძიკით. – მალე მეცადინეობებს შორის შესვენება დაიწყება
და მის მოსაყვანად ვინმეს გავაგხავნი. – უხერხულად ჩაახველა. ‒
ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს სკოლაში, როგორც იქნა, ამ ახალ-
გაზრდას ოჯახიდან ვიღაცამ მოაკითხა ხომ არ ვცდები, თქვენ მისი
მამა ბრძანდებით, არა?
– დიახ,– უპასუხა ტომასმა. – მეც სწორედ ასე მოვახსენე თქვენს
მდივანს.
– მაპატიეთ, რომ გეკითხებით, მისტერ... მისტერ ჯორდახ, ‒და-

524
ბნეული პოლკოვნიკი ეიზენჰაუერის სურათს შეჰყურებდა, – მაგრამ
განცხადებაში უესლის სკოლაში მიღების შესახებ, გარკვეგვით ეწე-
რა, რომ მამამისი გარდაიცვალა.
„უმსგავსი, – გაიფიქრა ტომასმა, – ნამდვილად არაფრის მაქნი-
სი უმსგავსი!“
– როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ, ‒ თქვა მან.
– დიახ, ვხედავ, – ნერვულად უპასუხა ბეინბრიჯმა, ‒ ალბათ, რა-
ღაც შეცდომა გაიპარა, თუმცა გაუგებარია, როგორ.
– რამდენიმე წელიწადი საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, სიტყვა
შეაწყვეტინა ტომასმა. – მე და ჩემს ცოლს ცუდი ურთიერთობა
გვაქვს.
– ასეც რომ იყოს. –ბეინბრიჯმა მოუსვენრად დაჰკრა ხელისგუ-
ლი მაგიდაზე მდგარ ბრინჯაოს ქვემეხს, – რასაკვირველია, წესი არ
არის ოჯახურ საქმეებში ჩარუვა...მე არ მქონია მისის ჯორდახის
გაცნობის პატივი, ერთმანეთს წერილებს ვუგზავნით მხოლოდ, მაგ-
რამ იგი ხომ სწორედ ის მისის ჯორდახია, ანტიკვარიატს რომ მის-
დევს ნიუ-იორკში? – უიმედოდ შეეკითხა ბეინბრიჯი.
– შესაძლებელია, მის კლიენტებს შორის ანტიკვარებიც იყვნენ,
არ ვიცი, – უპასუხა ტომასმა, ‒ მოკლედ, მე ჩემი ბიჭის ნახვა მსურს.
‒ ხუთი წუთის შემდეგ მეცადინეობა დამთავრდება, – თქვა ბეინ-
ბრიჯმა, – დარწმუნებული ვარ, გაუხარდება თქვენთან შეხვედრა.
ძალიან გაუხარდება. ასეთ ვითარებაში... მამასთან შეხვედრა, მე
მგონი, სწორედ რომ ზედგამოჭრილია მისთვის...
–რა ვითარებაში?
– იგი მძიმე ბიჭია, მისტერ ჯორდახ, ძალიან მძიმე. ბევრ თავსა-
ტეხს გვიჩენს.
– მაინც რას?
– იგი მეტისმეტად... მ.. შეუგუებელია, – ბეინბრიჯს თითქოს გა-
უხარდა შესაფერის სიტყვას რომ მიაგნო. ‒ წამდაუწუმ ჩხუბობს, სუ-
ლერთია ვისთან. არც ასაკს დაგიდევთ, არც სიმაღლეს, წინა სემეს-
ტრში ერთ პედაგოგსაც კი გაარტყა და იმან მთელი კვირა მეცადი-
ნეობა ვეღარ ჩაატარა, თქვენი შვილი...იგი ძალიან მარჯვედ...ე-ე...

525
როგორ ვთქვა... მუშტს კარგად ხმარობს, ისეთ სკოლაში, როგო-
რიც ჩვენია, რაღა თქმა უნდა, მივესალმებით, როცა ჭაბუკი, ასე
ვთქვათ, ბუნებრივ აგრესიულობას ამჟღავნებს მაგრამ უესლი... –
ბეინბრიჯმა ამოიოხრა, – მისი აგრესიულობა ბიჭების უბრალო მუშ-
ტი-კრივად გადაიქცევა ხოლმე, ჰოდა, რამდენიმე ბიჭი საავადმყო-
ფოში დავაწვინეთ. უფროსკლასელები... უკიდურესად გულახდილი
ვიქნები. მას.... აი... მას გულში – სხვა სიტყვა ვერ მიპოვნია–დიდი
კაცის ბოღმა უდევს. ჩვენ კი, პედაგოგებს, ეს ძალზე სახიფათოდ მი-
გვაჩნია.
„ჯორდახის სისხლი, მწარედ გაიფიქრა ტომასმა, დაწყევლილი
ჯორდახის სისხლი.“
‒სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, მისტერ ჯორდას, რომ ამ სემეს-
ტრში უესლის გამოსაცდელი ვადა მივეცით, ყოველგვარი შეწყნარ-
ების გარეშე.
‒ რაკიღა ასეა, პოლკოვნიკო, უნდა გახაროთ, – უთხრა ტომას-
მა. – გადავწყვიტე, უესლისა და მის საქმეებს მე თვითონ მოვკიდო
ხელი.
– სასიამოვნოა იმის გაგონება მისტერ ჯორდახ, რომ ყველა-
ფერს თქვენ თვითონვე მოაგვარებთ, ჩვენ ბევრჯერ მივწერეთ დედა-
მისს, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, ისეა დაკავებული, რომ არც კი გა-
მოგვხმაურებია,
– დღესვე წავიყვან სკოლიდან, – უთხრა ტომასმა. – მისი დარდი
ნუღარ გექნებათ.
ბეინბრიჯს ხელი აუკანკალდა, რომელსაც ბრინჯაოს ქვემეხს
უთათუნებდა.
‒ რა საჭიროა ასეთი რადიკაღლური ზომების მიღება, სერ? – უთ-
ხრა გაუბედავად. ბრძოლები ნორმანდიასა და რეინზე კარგა ხანია
წარსულს ჩაბარდა და იგი ახლა სამხედრო ფორმაში გამოწყობილი
მოხუცი იყო მხოლოდ.
‒ ჰო, მაგრამ მე მიმაჩნია საჭიროდ, – შენიშნა ტომასმა და ზეზე
წამოდგა, ბეინბრიჯმაც მაგიდიდან წამოიწია.
– მაგრამ ეს... ეს ჩვენ წესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ აუცილებლად

526
დედამისის წერილობითი ნებართვა უნდა მივიღოთ, ასეა თუ ისე,
საქმეს მასთან ვაწარმოებდით და წინასწარ მთელი სწავლის ფული
იმან გადაიხადა. თანაც ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ თქვენს
ჭეშმარიტ ნათესაურ კავშირში ბიჭთან.
ტომასმა საფულე ამოიღო და ბეინბრიჯს მაგიდაზე თავისი პა-
პორტი დაუდო. პოლკოვნიკმა წითელი წიგნაკი ფრთხილად გადა-
შალა.
– ჰო, რასაკვირველია, თქვენც ჯორდახი ბრძანდებით და მაინც,
მერწმუნეთ, სერ, ჩემი ვალია ბიჭის დედას დავუკავშირდე.
– დრო რომ აღარ წაგართვათ, პოლკოვნიკო, ‒ ტომასმა პიჯაკის
გულისჯიბიდან პოლიციის ცნობა ამოიღო ტერეზა ჭორდახ-ლავა-
ლის შესახებ და გაუწოდა, ‒ წაიკითხეთ, გეთაყვა.
ბეინბრიჯმა წაიკითხა, სათვალე მოიხსნა და თვალები ზანტად
მოისრისა.
– ღმერთო ჩემო! ‒ მან ქაღალდი სასწრაფოდ ტომასს დაუბრუნა,
თითქოსდა შეეშინდა, მაგიდაზე წუთითაც რომ დებულიყო, სამუდა-
მოდ სკოლის დოკუმენტაციაში არ მოხვედრილიყო.
‒ ახლაც აპირებთ ბიჭის აქ დატოვებას? – შეეკითხა ჯიქურ ტომა-
სი.
– რასაკვირველია, ეს ცვლის საქმის ვითარებას, – უთხრა ბეინ-
ბრიჯმა. – არსებითად ცვლის.

ნახევარი საათის შემდეგ ისინი სამხედრო სკოლის ჭიშკარს გა-


მოსცდნენ. უკანა დასაჯდომზე უესლის ჯარისკაცური ზანდუკი იდო,
თვითონ კი, ჯერ ისევ ფორმაში გამოწყობილი, წინ, ტომასის გვერ-
დით იჯდა. ბიჭუნა თავის წლოვანებასთან შედარებით, უფრო მოსუ-
ლი გახლდათ, ფერმკრთალი იყო და მუწუკიანი. დაღვრემილი თვა-
ლებითა და ფართო, მტკიცე ბაგეებით აქსელ ჯორდახს მოგაგონებ-
დათ. ისე ჰგავდა ბაბუას, როგორც მამა-შვილი ერთმანეთს. როცა
იგი პოლკოვნიკის კაბინეტში შეიყვანეს ტომასის დანახვახე არავი-
თარი ემოციები არ გამოუხატავს, ასევე არ ჩაუგდია აინუნში, როცა
გამოუცხადეს, რომ სკოლიდან გამოჰყავთ, ტომასისთვის ისიც კი არ

527
უკითხავს სად მიჰყავდა.
– ხვალ,– უთხრა ტომასმა, როცა სკოლა მათ ზურგს უკან გაუჩი-
ნარდა, – ადამიანურად ჩაგაცმევ და დაიმახსოვრე, ამიერიდან
აღარ იჩხუბებ.
უესლი დუმდა.
‒ ხომ გესმის ჩემი?·
– დიახ, სერ.
– ასე ნუ მეძახი, მე სერ კი არა მამა ვარ შენი,– უთხრა ტომასმა.

თავი მეხუთე

1966 წელი

მუშაობაში გართულ გრეთჰენს ერთი პირობა სულ გადაავიწყდა,


რომ იმ დღეს ორმოცი წელი შეუსრულდა, იგი რკინის მაღალ სკამზე
იჯდა ხმის სამონტაჟო აპარატის წინ, ბერკეტს თითს აჭერდა და ეკ-
რანს ყურადღებით შესცქეროდა. ბგერით ბილიკს გამოსახულებას
უფარდებდა. ხელებზე ემულსიით გათხუპნილი, ჭუჭყიანი, თეთრი
ხელთათმანები ეცვა.
იგი უკვე მესამე სურათს ამონტაჟებდა. სემ კორმა თავდაპირვე-
ლად ასისტენტად აიყვანა, შემდეგ, როცა ყველაფერი რიგიანად შე-
ასწავლა, რეჟისორებთან და პროდიუსერებთან ქება შეასხა და და-
მოუკიდებელი სამუშაოსაკენ გზა დაულოცა. მაღალი პროფესიული

528
დონისა და შემოქმედებითი ინდივიდუალიხმის გამო, კიდევ იმი-
ტომ, რომ რეჟისორობისკენ არ ისწრაფვოდა და შურით გულს არა-
ვის უვსებდა, სტუდიაში გრეთჰენზე ერთი ტაციაობა იყო. ამ მიზეზით
მას შეეძლო, სამუშაო თვითონ აერჩია
სურათს, რომელსაც ახლა ამონტაჟებდა, ნიუ-იორკში იღებდნენ
და ჰოლივუდის კარჩაკეტილი, ვიწრო, თითქმის ოჯახური ატმოსფე-
როს შემდეგ, სადაც ყველამ ყველაზე ყველაფერი იცოდა, ნიუ-იორ-
კი ქალს ხიბლავდა თავისი სილაღითა და მრავალსახიერებით. რო-
ცა თავისუფალი იყო, ცდილობდა, გაეგრძელებინა პოლიტიკური
საქმიანობა, რომელსაც ლოს-ანჯელესში კოლინის სიკვდილის შემ-
დეგ დიდ დროს ანდომებდა. თავის ასისტენტ იდა კოენთან ერთად
მიტინგებზე დაიარებოდა, სადაც ხალხი ვიეტნამში ომის შეწყვეტასა
და სკოლების ლიბერალიზებას მოითხოვდა. ხელს აწერდა ათობით
სხვადასხვა მოთხოვნას და კინემატოგრაფიის გავლენიან მოღვაწე-
თა ხელისმოწერებს აგროვებდა. ამიტომ აპატია თავის თავს კალი-
ფორნიის უნივერსიტეტის მიტოვება. გარდა ამისა, ბილიმ უკვე მი-
აღწია წვევამდელ ასაკს და იმის გაფიქრებაც კი, რომ იგი შეიძლე-
ბოდა ვიეტნამში მოეკლათ, მისთვის აუტანელი იყო. ჰოდა, იდა და
გრეთჰენი ხალათებისა და პალტოების საყელოებზე ნიშნებს იკე-
თებდნენ ლოზუნგით „ძირს ბომბი!“
საღამოობით, როცა მიტინგები არ ტარდებოდა, იგი თეატრს მი-
აშურებდა ხოლმე. ამდენი წლის შემდეგ თეატრმა კვლავ გაიტაცა.
ხანდახან იდაც თან მიჰყავდა – ეს უგემოვნოდ ჩაცმული, გესლიანი
პატარა ქალი, ზოგჯერ ევანს კინსელას დაემგზავრებოდა, რეჟი-
სორს – ახლა მასთან ჰქონდა რომანი. ზოგჯერ კი ნიუ-იორკში ჩამო-
სულ რუდოლფსა და ჯინს ან გადაღებებზე გაცნობილ რომელიმე
მსახიობს მიჰყვებოდა.
გრეთჰენი პატარა ეკრანს მისჩერებოდა და წარბებს იჭმუხნიდა.
კინსელას სურათი ისე გადაეღო, რომ ძნელი იყო ეპიზოდისათვის იმ
ტონალობის მიცემა, რომელიც, მისი აზრით, აქ აუცილებელი გახ-
ლდათ. თუ იგი გამომსახველობითი მონტაჟის დახმარებით საქმის
გამოსწორებას ვერ შესძლებდა ან თუ თვით კინსელა რაიმე ახალ

529
იდეას არ მიაშველებდა, ბოლოს და ბოლოს მთელი სცენა თავიდან
უნდა გადაეღოთ.
გრეთჰენმა მუშაობა შეწყვიტა და გააბოლა. ფირის კოლოფები,
რომლებსაც ისა და იდა საფერფლეებად იყენებდნენ, მუდამ ნამწ
ავებით იყო სავსე, ყველგან ყავის ცარიელი ქაღალდის ჭიქები იდგა,
კიდეებხე პომადის ნაკვალევით.
„ორმოცი წელი“ ‒ გაიფიქრა მან და ნაფაზი დაარტყა. დღეს მის-
თვის ჯერ კაციშვილს არ მიულოცია დაბადების დღე. თუმც აბა რა
უნდა მიელოცათ? და მაინც, ოტელის საფოსტო ყუთში შეიხედა, იმე-
დი ჰქონდა, ბილის დეპეშას იპოვნიდა, მაგრამ ყუთი ცარიელი დახ-
ვდა. იდასთან თავის დაბადების დღეზე ხმა არ ამოუღია, იდა თვი-
თონ ორმოცს გადაცილებული გახლდათ – არ ღირს ადამიანს სული
ერთხელ კიდევ მოუწამლო. და, რასაკვირველია, ევანსისთვისაც
არაფერი უთქვამს. იგი ოცდათორმეტისა იყო. ორმოცი წლის ქალე-
ბი ოცდათორმეტი წლის საყვარლებს თავიანთ დაბადების დღეს არ
ახსენებენ.
კარი გაიღო და ოთახში კინსელა შემოვიდა. ველვეტის შარვალ-
ზე, წითელ სპორტულ პერანგსა და თხელ შალის სვიტერზე თეთრი,
ქამრიანი ლაბადა ეცვა. ლაბადა სველი იყო. ქალს უკვე რამდენიმე
საათია ფანჯარაში არ გაეხედა და არ იცოდა, რომ ქუჩაში წვიმდა.
‒ სალამი, გოგონებო, – თქვა ევანსმა, მაღალმა, ხმელ-ხმელმა,
შავქოჩრიანმა მამაკაცმა. ნიკაპზე სილურჯე გადაჰკრავდა და ყო-
ველთვის ცუდად გაპარსული გეგონებოდათ. მისი ავადმოსურნენი
ამტკიცებდნენ, მგელს ჰგავსო. მას უკვე მოესწრო ექვსი სურათის
გადაღება და მათგან სამს დიდი წარმატებაც მოეპოვებინა. კაცმა
ჯერ იდას აკოცა ლოყაზე, მერე –გრეთჰენს, ერთ-ერთი ფილმი პა-
რიზში ჰქონდა გადაღებული და იქ მიეჩვია შეხვედრისას ყველას
კოცნას.
– მზადა ხარ? ‒ შეეკითხა იგი გრეთჰენს.
– თითქმის, – უპასუხა ქალმა, გული დასწყდა, რომ მუშაობისას
ვერ შენიშნა, დრო როგორ სწრაფად გავიდა. ურიგო არ იქნებოდა,
მის მოსვლამდე თმა დაევარცხნა და ტუჩები შეეღება.

530
ისინი ფილმების სადემონსტრაციო პატარა დარბაზში შევიდნენ,
სიბნელეში დასხდნენ და წინადღით გადაღებული კადრების გასინ-
ჯვას შეუდგნენ. ერთი და იგივე ეპიზოდები სხვადასხვა რაკურსებში,
ისევ და ისევ. გრეთჰენმა უკვე მერამდენად გაიფიქრა, რომ ევანსის
უჩვეულო, ოდნავ გიჟური ნიჭი ფირის ყოველ მეტრში აშკარად იგ-
რძნობოდა. გულში უკვე აწონ-დაწონა, როგორ დაიწყებდა მზა მასა-
ლის დამონტაჟებას.
შემდეგ ის ეპიზოდი გასინჯეს, რომელსაც მან მთელი დღე შე-
ალია, დიდ ეკრანზე იგი გრეთჰენს ისე აღარ მოეწონა, როგორც სა-
მონტაჟო მაგიდასთან, მაგრამ როცა შუქი აინთო, ევანსმა შენიშნა:
– მშვენიერია. მე მომწონს,
გრეთჰენი მასთან ორი წელია მუშაობდა და ამ სურათის გარდა,
კიდევ ერთი ფილმი ჰქონდა გაკეთებული· გრძნობდა, რომ კაცი თა-
ვისი თავის მიმართ დიდი მომთხოვნელობით არ გამოირჩეოდა,
– რაღაც გული მეთანაღრება, – თქვა ქალმა.‒ მინდა ამ მონაკ-
ვეთზე კიდევ ცოტა წავიმუშავო·
‒ დროის დაკარგვაა, – მოუჭრა სიტყვა ევანსმა. – გარწმუნებ,
ყველაფერი მშვენიერია.
‒ არ ვიცი, მაგრამ ეს ეპიზოდი ცოტა გაჭიანურებული მეჩვენება·
– მეც ეგ მინდა, – უთხრა კაცმა. – მეც ეგ მინდა, თუ გაჭიანურე-
ბულია. – იგი ჯიუტი ბავშვივით კამათობდა.
– ეს ხალხი ხან შემოდის, ხან გადის, – ფრთხილად დასძინა
გრეთჰენმა, – მათ ჩრდილები დასდევენ უკან, ავისმომასწავებელი
კი არაფერი ხდება...
‒ ნუ ცდილობ ჩემგან კოლინ ბერკის შექმნას, – ევანსი გაბრაზ-
ებული წამოდგა,‒ ნუ გავიწყდება, რომ მე ევანს კინსელა მქვია და
ყოველთვის ევანს კინსელა დავრჩები, გთხოვ დაიმახსოვრო.
‒ კმარა, ბავშვივით ნუ იქცევი, – შეუღრინა გრეთჰენმა.
‒ ჩემი ლაბადა სად არის? ნეტავ სად დავტოვე. ის ოხერი ლაბა-
და?– გაღიზიანებით და ხმამაღლა თქვა კაცმა.
– სამონტაჟოში დაგრჩა.

531
სამონტაჟოში ევანსმა ლაბადა დაუდევრად მოიგდო მხრებზე.
იდა ფირებს ალაგებდა, რომელზედაც დღეს მუშაობდნენ, ევანსი ის
იყო კარისაკენ გაეშურა, მაგრამ ანაზდად შეჩერდა და გრეთჰენთან
დაბრუნდა.
– მინდოდა ერთად გვევახშმა, მერე კინოში წავსულიყავით. შეგ-
იძლია? ‒ მან მშვიდობიანად გაუღიმა წუთითაც ვერ იტანდა, როცა
ვინმეს არ მოსწონდა.
‒ მაპატიე, არ შემიძლია, ძმამ უნდა გამომიაროს, გამოსასვლელ
დღეებში უიტბიში მივემგზავრებით.
ევანსი გულდამძიმებული ჩანდა, გუნება წამდაუწუმ ეცვლებოდა.
– მე კი გამოსასვლელ დღეებში ჩიტივით თავისუფალი გახლა-
ვარ· ვფიქრობდი, ერთად... – მან იდას გადახედა· იმედი ჰქონდა,
ოთახიდან გავიდოდა, მაგრამ იდა მუშაობას აუღელვებლივ განაგ-
რძობდა.
– კვირას მოვბრუნდები, სწორედ ვახშმის წინ, –უთხრა გრეთჰენ-
მა.
– კეთილი. უნდა შევურიგდე ამ აზრს. სხვა რა გზა მაქვს. შენს
ძმას მოკითხვა გადაეცი და ჩემი სახელით მიულოცე.
– რა მივულოცო?
‒ შენ რა, „ლუკში“ მისი პორტრეტი არ გინახავს? იგი ამ კვირაში
მთელ ამერიკაში ცნობილი პიროვნება გახდა.
– აი, თურმე რაზე ლაპარაკობ!

ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ათი ამომავალი პო-


ლიტიკური ვარსკვლავი, რომელთაც ჯერ ორმოცი წელი არ შესრუ-
ლებიათ", ორი ფოტოსურათი: რუდოლფი და ჯინი თავიანთი სახლის
სასტუმრო ოთახში და რუდოლფი მაგიდასთან მუნიციპალიტეტში,
„უიტბის ახალგაზრდა, ლამაზი მერი, რომელიც დაქორწინებულია
მშვენიერ, მდიდარ, ახალგაზრდა ქალზე, ‒ წერდა ჟურნალი, ‒
სწრაფად იხვეჭს ავტორიტეტს გავლენიან რესპუბლიკელთა წრეში.
– ეს ზომიერი ლიბერალი, ენერგიული ადმინისტრატორი არ მი-
ეკუთვნება პოლიტიკურ თეორეტიკოსთა რიცხვს: მთელი თავისი

532
ცხოვრება მხოლოდ ხელფასით საზრდოობდა. მერის პოსტზე იგი
ატარებს გარკვეულ კურსს, ებრძვის საბინაო მშენებლობაში დის-
კრიმინაციას, აქტიურად ილაშქრებს სამრეწველო საწარმოების
ნარჩენებით გარემოს გაბინძურების წინააღმდეგ. ქრთამის გული-
სათვის ციხეში თავი ამოაყოფინა პოლიციის უფროსს და სამ პოლი-
ციელს; გამოჰყო სესხი ახალი სკოლების მშენებლობისათვის; იგი
დიდი გავლენით სარგებლობს უიტბის უნივერსიტეტის მეურვეთა
საბჭოში. ამიტომ შესძლო ხელი შეეწყო ერთობლივი სწავლების შე-
მოღებისათვის. ქალაქის ამ შორსმჭვრეტელმა გარდამქმნელმა ექ-
სპერიმენტი ჩაატარა და შაბათობით დღის მეორე ნახევარში და სა-
ღამოობით აკრძალა ქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა,
რათა ქალაქელებს საშუალება ჰქონდეთ თავისუფლად ისეირნონ
და გზად მაღაზიებშიც შეიარონ, გახეთი „უიტბი სენტინელი“, რო-
მელსაც იგი გამოსცემს, საკმაოდ მკვახე გამოსვლების რუპორად
აქცია როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნული მართვის ორგანო-
ებს პატიოსანი მუშაობისაკენ მოუწოდა, მერთა ყრილობაზე ატლან-
ტიკ-სიტიში ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა და მხურვალე აპლო-
დისმენტებიც დაიმსახურა, მერთა მცირერიცხოვანი დელეგაციის
შემადგენლობაში ოცდაათი წუთით თეთრ სახლში იქნა მიწვეული“.
ამ სტატიას რომ წაიკითხავ, იფიქრებ, თითქოს უიტბიში ყველა-
ფერი მას გაუკეთებია და მხოლოდ მკვდრების გაცოცხლებაღა დარ-
ჩენია, – შენიშნა გრეთჰენმა. – ეს მასზე სიგიჟემდე შეყვარებული
ქალის დაწერილია უთუოდ, ჩემს ძმას ეხერხება ხალხის მოხიბვლა.
‒ შენი სიმპათიები და სიყვარული ნათესავებისა და ახლობლე-
ბის მიმართ სრულებით არ ჩრდილავს შენი მოსაზრებების ნათელ-
გონიერებას მათ შესახებ, ‒გაიცინა ევანსმა.
‒ უბრალოდ, იმედი მაქვს, ჩემს ნათესავებსა და ახლობლებს არ
სჯერათ იმ აბდაუბდისა, რასაც მათზე წერენ, – უპასუხა გრეთჰენმა,
რუდოლფს არ უთქვამს მისთვის „გილოცავ დაბადების დღესო“,
როცა ლიფტით ძირს დაეშვნენ და ბროდვეიზე გავიდნენ. არც გრეთ-
ჰენს შეუხსენებია, რუდოლფს პატარა ჩემოდანი მოჰქონდა, რომე-
ლიც ქალს დილასვე ჩაელაგებინა·

533
ისევ წვიმდა. ტაქსი არ ჩანდა და ისინი ფეხით გაუყვნენ პარკ -
ავენიუსაკენ მიმავალ გზას. დილით არ წვიმდა და გრეთჰენს თან
ქოლგა არ წამოეღო. მეექვსე ავენიუს რომ მიუახლოვდნენ, ქალი
თავით ფეხებამდე გაილუმპა.
– ნიუ-იორკს, სულ ცოტა, კიდევ ათი ათასი ტაქსი მაინც სჭირდე-
ბა, ‒ უთხრა რუდოლფმა. ‒ ამ ქალაქში ცხოვრება უბრალოდ სიგი-
ჟეა.
– ენერგიული ადმინისტრატორი, ზომიერი ლიბერალი, ქალაქის
შორსმჭვრეტელი გარდამქმნელი... – ციტატა მოიყგანა გრეთჰენმა.
‒ მაშ, წაიკითხე ეს სტატი? აბსოლუტური აბდაუბდაა, – გაიცინა
რუდოლფმა, მაგრამ, ქალს მოეჩვენა, რომ იგი კმაყოფილი იყო.
ისინი ორმოცდამეთორმეტე ქუჩაზე მიდიოდნენ· წვიმამ იმატა,
რესტორან „ოცდაერთს“ რომ მიუახლოვდნენ, რუდოლფმა ხელკავი
გამოსდო:
– მოდი, აქ შევიხედოთ და რამე დავლიოთ, მერე კარისკაცი
ტაქსს დაგვიჭერს.
– საღამო მშვიდობისა, მისტერ ჯორდახ, – ერთმანეთს არ აც-
ლიდნენ მისალმებას კარისკაცები, მეგარდერობეები, ადმინისტრა-
ტორი, მეტრდოტელი და ბარმენი, რუდოლფს ვინ აღარ ართმევდა
ხელს.
– ჯინი როგორაა? ‒ შეეკითხა გრეთჰენი ბარში.
ჯინს მეორე მუცელი მოეშალა და ქალი ამას მწარედ განიცდიდა
დადარდიანებული ჩანდა, მარტოსულივით გამოიყურებოდა, ანაზ-
დად წამოწყებულ საუბარს მკვახედ წყვეტდა, ზოგჯერ კი წინადადე-
ბას არ ამთავრებდა, დგებოდა და ოთახიდან გადიოდა. ფოტოსურა-
თების გადაღებაც მიატოვა და ერთხელ, როცა გრეთჰენმა ჰკითხა,
აპირებ თუ არა ისევ ფოტოგრაფიას დაუბრუნდეო, ჯინმა პასუხად
მხოლოდ თავი გაურკვევლად გაიქნია.
‒ ჯინი?
‒ უკეთესადაა, – მოკლედ უპასუხა რუდოლფმა,
მიუახლოვდათ ბარმენი. რუდოლფმა თავისთვის ვისკი შეუკვე-
თა, გრეთჰენისთვის კი მარტინი მოითხოვა.

534
კაცმა ჭიქა ასწია:
‒ მომილოცია დაბადების დღე.
თურმე ახსოვდა.
‒ ნუ შემიცოდებ, ‒ უთხრა ქალმა, – თორემ ავტირდები.
მან ჯიბიდან მოგრძო ტყავის კოლოფი ამოიღო და გრეთჰენს წინ,
დახლზე დაუდო.
‒ მოიზომე
კოლოფს ფირმა „კარტიეს“ წარწერა ჰქონდა, შიგ ლამაზი ოქ-
როს საათი იდო. ქალმა მძიმე ლითონის საათი მოიხსნა და მაჯაზე
კოხტა ოქროს სამაჯური შეიკრა. ერთადერთი საჩუქარი მთელი
დღის მანძილზე, ცრემლებს ძლივს იკავებდა. ძმას ლოყაზე ეამბო-
რა. „უნდა ვაიძულო ჩემი თავი, უკეთ ვიფიქრო მასზე“, – გადაწყვიტა
მან.
– დღეს კიდევ რა გაჩუქეს? –- ძმამ ეს შეკითხვა მეტისმეტად და-
უდევრად მისცა.
‒ არაფერი,
– ბილიმ არ დაგირეკა?
– არა.
‒ ორი დღის წინ შემთხვევით შევხვდი უნივერსიტეტის ახლოს და
შევახსენე.
– ძალზე დაკავებულია, ‒ სცადა შვილის გამართლება გრეთჰენ-
მა.
– იქნებ გაბრაზდა, შენი დაბადების დღე რომ შევახსენე და ვურ-
ჩიე დაერეკა? ბიძამის რუდოლფს დიდადაც არ სწყალობს.
‒ იგი არავის არ სწყალობს,–შენიშნა გრეთჰენმა.

ბილი უიტბის უნივერსიტეტში იმიტომ შევიდა, რომ კალიფორ-


ნიაში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ განაცხადა – განზრა-
ხული მაქვს სასწავლებლად რომელიმე აღმოსავლეთ შტატში გა-
ვემგზავროო. გრეთჰენს უნდოდა ლოს-ანჯელესის ან სამხრეთ კა-
ლიფორნიის უნივერსიტეტში შესულიყო და ძველებურად შინ ეც-
ხოვრა, მაგრამ შვილმა სრულიად გარკვევით აგრძნობინა, რომ შინ

535
ცხოვრება აღარ სურდა. იგი ძალიან ჭკვიანი ყმაწვილი გახლდათ,
მაგრამ ცოტას მეცადინეობდა და ნიშნების გამო არ შეეძლო სწავლა
აშშ-ის რომელიმე პრესტიჟულ აღმოსავლეთის კოლეჯში გაეგრძე-
ლებინა, გრეთჰენმა ძმას სთხოვა ესარგებლა თავისი გავლენით,
რათა ბილი უიტბიში მიეღოთ სასწავლებლად.ბილი წერილებს იშვ-
იათად უგზავნიდა ‒ ზოგჯერ ორი თვე გავიდოდა, სტრიქონსაც არ
მოიწერებოდა, ხოლო როცა წერილს ძლივს აღირსებდა, ორ სიტ-
ყვას თუ გამოიმეტებდა: იმ საგნებს ჩამოუთვლიდა, რომლებსაც
სწავლობდა და საზაფხულო არდადეგების გეგმებს ატყობინებდა ‒
ბიჭი ამჯობინებდა, არდადეგები შინიდან მოშორებით გაეტარებინა.
თვეზე მეტი იყო, რაც გრეთჰენი ნიუ-იორკში მუშაობდა, უიტბიდან
სულ რამდენიმე საათის სავალზე, მაგრამ შვილი ერთხელაც არ მო-
უნახულებია. აქამდე სიამაყე არ აძლევდა უფლებას თვითონ ხლე-
ბოდა, მაგრამ ახლა უკვე მეტი აღარ შეეძლო.
‒ რა ემართება ბილის? – შეეკითხა რუდოლფი.
– მსჯის.
‒ რისთვის?
– ევანსის გულისათვის, გცდილობდი, თავი არ გამეცა. ევანსს
ღამე ჩვენთან ერთხელაც არ გაუთევია., მე თვითონაც საღამოობით
მუდამ შინ ვბრუნდები, არ მახსოვს, გამოსასვლელ დღეებში მასთან
ერთად სადმე წავსულიყავი, მაგრამ ბილი მაინც მაშინვე ყველა-
ფერს მიხვდა და ჩემზე გული აიცრუა.
– გაუვლის, ჩვეულებრივი ბავშვური ეჭვიანობაა და სხვა არაფე-
რი.
‒ ღმერთმა ქნას,ს ევანსი ჭირივით ეზიზღება. საპნის ბუშტს ეძა-
ხის.
– მართლაც ასეთი ხომ არ არის?
გრეთჰენმა მხრები აიჩეჩა.
– ძნელი სათქმელია, კოლინთან ახლოს ვერ მივა, ისევე რო-
გორც მე.
‒ ევანსი შენს ცოლად შერთვას ხომ არ აპირებს?

536
– ჰოლივუდში აღზევებული ოცდაცამეტი წლის რეჟისორები ორ-
მოცი წლის ქვრივ ქალებზე არ ქორწინდებიან, თუ არ მდიდრებსა ან
გამოჩენილებზე ან ორივეზე ერთად. მე არც ერთი ვარ და არც მე-
ორე.
– უყვარხარ?
‒რა ვიცი, აბა?
– შენ თვითონ გიყვარს?
‒ არც ეგ ვიცი. ლოგინში თავს კარგად ვგრძნობ, მასთანმუშაო-
ბაც მომწონს, შევეჩვიე. მე აუცილებლად ვინმე მამაკაცთან შეჩვეუ-
ლი უნდა ვიყო და ვგრძნობდე, რომ ვჭირდები. ასე რომ, ევანსს უბ-
რალოდ ბედმა გაუღიმა. ცოლად გაყოლა რომ შემთავაზოს, და-
უფიქრებლად დავყაბულდებოდი, მაგრამ რომ არ მთავაზობს.
ბინაში ფეხი შედგეს თუ არა, ლითონზე ჩაქუჩის მაგარი დარ-
ტყმის ხმა შემოესმათ. რუდოლფი სასტუმრო ოთახში შევარდა. მას
გრეთჰენიც უკან დაედეგნა. ჯინი ბავშვივით შუა ოთახში იატაკზე იჯ-
და და კუბურებით თამაშობდა. ხელში ჩაქუჩი მოემარჯვებინა და მე-
თოდური სიჯიუტით მის წინ დაგროვილ ფოტოაპარატებსა და ობი-
ექტივებს ლაწალუწით ამსხვრევდა. ჯინს შარვალი და ჭუჭყიანი სვი-
ტერი ეცვა, როცა ჩაქუჩს მოიქნევდა, დაუბანელი თმა სახეზე ჩამო-
ეშლებოდა ხოლმე,
‒ ჯინ!–დაუყვირა რუდოლფმა. ‒ ჭკუიდან ხომ არ შეიშალე? რას
სჩადი?
ჯინმა თავი ასწია და ლოლუებად ჩამოშლილი თმიდან ეშმაკუ-
რად გამოხედა.
– ფრიად პატივცემულ მერს სურს იცოდეს, რას აკეთებს მისი
მშვენიერი, ახალგაზრდა მეუღლე? კეთილი, შემიძლია მოვახსენო
ფრიად პატივცემულ მერს. მისი მშვენიერი ახალგაზრდა ცოლი ყვე-
ლაფერ ამას ნაგვის გროვად აქცევს. ‒ ჯინს ენა ებმოდა, იგი გალე-
შილი იყო. ქალმა დიდ, ფართოკუთხიან ობიექტივს ჩაქუჩი მოუქნია
და ნამსხვრევებად აქცია.
რუდოლფმა ჩაქუჩი გამოსტაცა. ქალი არ გასძალიანებია.

537
– ფრიად პატივცემულმა მერმა თავის მშვენიერ, მდიდარ მეუღ-
ლეს ჩაქუჩი წაართვა, – თქვა ჯინმა. – არა უშავს რა, ძვირფასო ნაგ-
ვის გროვავ, ნუ აღელდები, სხვა ჩაქუჩის პოვნაც. შეიძლება შენ სულ
უფრო და უფრო ამაღლდები და დადგება ის დღეც, როცა მსოფლიო-
ში ერთ-ერთ დიდებულ და უმშვენიერეს ნაგვის გროვად იქცევი და
ფრიად პატივცემული მერი უიტბის მკვიდრთა გასახარად ქალაქის
პარკად გამოგაცხადებს.
რუდოლფს ჩაქუჩისთვის ხელი არ გაუშვია, დას გადახედა. თვა-
ლებში სირცხვილი და შიში უკრთოდა.
– ღმერთო ჩემო, ჯინ, – უთხრა მან ცოლს, – შენ სულ ცოტა, ხუთი
ათას დოლარად ღირებული აპარატურა გაანადგურე.
– ფრიად პატივცემული მერის მეუღლეს იგი აღარ სჭირდება, –
თქვა ჯინმა. – დაე, ახლა მე თვითონ გადამიღონ სურათები, ახლა
ფოტოგრაფიას ღარიბებმა და ნიჭიერმა ადამიანებმა მიჰყონ ხელი,
ო-ლა-ლა, – მან ნარნარად, ბალერინასავით აიქნია ხელები, – რა-
ღას უდგახართ, მომიტანეთ ჩაქუჩები! რუდი, ძვირფასო, ნუთუ ვერ
გრძნობ, რომ მოვალე ხარ, შენს მშვენიერ, მდიდარ, ახალგაზრდა
მეუღლეს რაიმე დასალევი მიართვა?
‒ შენ ისედაც რიგიანად დაგილევია.
‒ რუდოლფ, ‒უთხრა გრეთჰენმა,–უმჯობესია, მე წავალ, სუ-
ლერთია, დღეს უიტბიში მაინც ვეღარ გავემგზავრებით·
– მშვენიერი უიტბი! ‒ განაგრძო ჯინმა. – ქალაქი, სადაც ფრიად
პატიგცემული მერის მომხიბვლელი, მდიდარი, ახალგაზრდა მეუღ-
ლე პირზე ღიმილით ხვდება დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებ-
საც; სადაც იგი ხსნის საქველმოქმედო ბაზრებსა და ნიადაგ ქმარ-
თან ხელმკლავგამოდებული დაიარება ბანკეტებსა და პოლიტიკურ
მიტინგებზე; სადაც იგი ყველამ უნდა იხილოს გამოსაშვებ ცერემო-
ნიებზე, ოთხი ივლისის დღესასწაულზე, ფეხბურთის სტუდენტური
გუნდების შეჯიბრებებზე, ახალი ლაბორატორიების საზეიმო გახ-
სნაზე, ახალი საცხოვრებელი რაიონების საძირკვლების ჩაყრაზე
ფერადკანიანებისათვის განკუთვნილი დიდებული საპირფარე-
შოებითურთ!

538
‒ გაჩუმდი, ჯინ! – სიტყვა მკვახედ შეაწყვეტინა რუდოლფმა.
– არა, მართლაც უმჯობესია წავიდე, – გაიმეორა გრეთჰეენმა, –
დაგირეკავ.
– ასე საით მიეჩქარება ფრიად პატივცემული მერის დას? ‒ მიუბ-
რუნდა მას ჯინი, – ვინ იცის, ეგებ, ერთ მშვენიერ დღეს მას თქვენი
ხმაც დასჭირდეს. დარჩით, ჩვენ მყუდროდ, შინაურულად მოვიკა-
ლათებთ და დავლევთ. დარჩით და მომისმინეთ. ეს შეიძლება თქვე-
ნთვისაც აღმოჩნდეს ჭკუის სასწ... სასწავლებელი. – ქალი ენის
ბორძიკით ლაპარაკობდა. – სულ ასი გაკვეთილის ფასად შეგიძლი-
ათ ისწავლოთ, როგორ გადაიქცეთ საკუთარი ქმრის და... დანამა-
ტად. მე ჩემთვის სავიზიტო ბარათებს შევუკვეთავ მისის ჯორდახი,
ოდესღაც პროფესიონალი ფოტოგრაფი, ამჟამად კი დანამატი. შშ-
ში ათთაგან ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი დანამატი ოსტატ-
დება პარაზიტიზმსა და პირმოთნეობაში. კითხულობს ლექციებს
თემაზე: „როგორ უნდა გადაიქცე დანამატად“, – ქალმა ჩა-
იქირქილა.– ყველა წმინდა სისხლის ამერიკელ ქალს დიპლომი გა-
ნაღდებული აქვს.
გრთჰენი მობრუნდა და ოთახიდან ჩუმად გავიდა. რუდოლფს არ
შეუჩერებია, სველ ლაბადაში გამოკრული გაუნძრევლად იდგა. ხე-
ლში ჩაქუჩი ეჭირა და მთვრალ ცოლს დაჟინებით მისჩერებოდა.

„ალგონკვინში“ დაბრუნებულმა გრეთჰენმა ევანსს დაურეკა,


მაგრამ ტელეფონთან არავინ მისულა. გრეთჰენმა ტელეფონისტ
ქალს დაუბარა, ევანსისთვის გადაეცა, რომ მისის ბერკი არსად არ
გამგზავრებულა დასვენების დღეებში და მთელ საღამოს ოტელში
გაატარებს, მერე ცხელი აბაზანა მიიღო, ტანსაცმელი გამოიცვალა,
რესტორანში ჩავიდა და ივახშმა.

რ·ედოღფმა მას მეორე დღეს დილის ცხრა საათზე დაურეკა, ქა-


ლი მარტო იყო. ევანსი არ გამოჩენილა, რუდოლფმა შეატყობინა,
რომ მალევე, მისი წასვლის შემდეგ, ჯინი დასაძინებლად დაწვა, დი-

539
ლით სირცხვილნაჭვამმა გაიხსენა რაც დაემართა, ამჟამად ყველა-
ფერი წესრიგშიაო, უიტბიში გამგზავრებას ვაპირებთ და შენ გელი-
თო.
გრეთჰენი ტანთ იცვამდა, გუშინდელ სცენაზე ფიქრობდა და იხ-
სენებდა წინა შეხვედრების დროს ჯინის ასეთ შმაგს თუ არა, არც ნაკ-
ლებად უცნაურ საქციელს. თანდათან ყველაფერი გაირკვა. წინათ
ჯინი ახერხებდა გრეთჰენისათვის თვალი აება, რადგანაც ისინი ერ-
თმანეთს ხშირად არ ხვდებოდნენ, მაგრამ ახლა ყველაფერს ფარ-
და აეხადა – ჯინი ლოთი გახლდათ. ესმოდა ეს რუდოლფს? ნეტავ
რას აპირებდა?
უკვე ათს თხუთმეტი წუთი აკლდა, მაგრამ ევანსს არ დაურეკია.
გრეთჰენი ლიფტით ძირს დაეშვა და მზით გაჩახჩახებულ ორმოცდა-
მერვე ქუჩაზე გავიდა. მიდიოდა მაღალი, ტანკენარი, ლამაზკანჭება
ქალი, რომელსაც ფაფუკი, შავი თმა და დიდებული თეთრი კანი
ჰქონდა, ტვიდის კოსტუმი და აბრეშუმის ბლუზა ემოსა – სწორედ ის,
რაც დასვენების დღეებში ქალაქგარეთ გამგზავრებისას იყო საჭი-
რო. მხოლოდ ჩინებულად შეკერილი ჟაკეტის საყელოზე მიბნეული
ნიშანი „ძირს ბომბი“ მიგანიშნებდათ, რომ 1966 წლის გაზაფხულის
ამ მზიან დილით ამერიკაში ყველაფერი არც ისე კარგა იყო, რო-
გორც შეიძლებოდა ერთი შეხედვით მოგჩვენებოდათ.
ქერა, პუტკუნა ინიდი – იგი უკვე ორი წლისა გახლდათ, – ლოდი-
ნად ქცეულიყო. იგი დედისკენ გაექანა და დედა-შვილი დიდხანს ეხ-
ვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს. რუდოლფი, რომელიც გრეთ-
ჰენს კვალდაკვალ მისდევდა და მისი ჩემოდანი მიჰქონდა, დისათ-
ვის განკუთვნილ ოთახში ავიდა.
‒ რუდი, ‒ ხმას დაუწია გრეთჰენმა,–ჩვენ დღეს არ უნდა დავლი-
ოთ.
– რატომ? – რუდის ხმაში გაოცება გამოსჭვიოდა.
‒ ნუ ვაცდუნებთ ჯინს, თვითონ რომც არ დალიოს, მაინც... როცა
შენს გვერდით ვიღაც სვამს...
– ო, ეგ მე სულაც არ მაწუხებს, – უდარდელად თქვა რუდოლ-
ფმა. – გუშინ უბრალოდ ცოტა გაღიზიანებული ბრძანდებოდა.

540
– იგი სვამს, რუდი. ეს უკვე ალკოჰოლიზმია, – ფრთხილად შე-
აპარა გრეთჰენმა.
რუდოლფმა ყური არ ათხოვა:
– ნუ გამართავ მელოდრამას, შენ ეგ არ გჩვევია დროდადრო
ცოტა ზედმეტს გადაჰკრავს ხოლმე, ეგ არის და ეგ, ისევე, როგორც
მე და შენ ვიცით.
‒ არა. ეგ ჩვენსავით არ სვამს,‒ შეეპასუხა გრეთჰენი. – მაგის-
თვის წვეთის დალევაც არ შეიძლება. ერთი ყლუპი ლუდიც მავნ
ლია. არ უნდა შეხვდეს ისეთ ხალხს, ვისაც სმა უყვარს. რუდი, მე ვი-
ცი, რასაც ვამბობ. ჰოლივუდში მაგისთანა ქალები ბევრია. არიან
ისეთები, რომლებიც, როგორც ეგ, ჯერჯერობით დაწყებით სტადია-
ში იმყოფებიან, არიან ისეთებიც, ვისი საქმეც უკვე წასულია. შემ-
დგომი სტადიები კი უბრალოდ შემზარავია. ჰოდა, მაგის ბოლოც ეგ'
არის. შენ უნდა დაიფარო იგი. ·
ქვევით ტელეფონმა დარეკა, მერე ჯინის ხმა შემოესმათ:
– გრეთჰენ, შენ გეძახიან! ბილი რეკავს.
– გთხოვ, ჩემი სიტყვები ყურად იღო, ‒ უთხრა გრეთჰენმა რუ-
დოლფს.
– ქვევით ჩადი, შენს შვილს ელაპარაკე, – ცივად უპასუხა ძმამ.
ტელეფონში ბილის კარგა მოწიფული კაცის ხმა ჰქონდა:
– სალამი, დედა! რა კარგია, რომ ჩამოხვედი. – მას შემდეგ, რაც
გრეთჰენის ცხოვრებაში ევანსი გაჩნდა, ბილი უკვე დედას ეძახდა
და არა დედიკოს, როგორც წინათ. მაშინ ქალს ეგონა, რომ ასეთი
დიდი ბიჭის ბაგეთაგან ეს ძალზე ბავშვურად ჟღერდა, მაგრამ ახლა
შვილის ხმა რომ გაიგონა, იგრძნო, როგორ აკლდა მის გულს
ალერსიანი „დედიკო“, ‒ გამიგონე, ძალზე უხერხულად ვგრძნობ
თავს, – უთხრა ბილიმ. ‒ გთხოვ, ბოდიში მომხადო რუდოლფის წი-
ნაშე, თუ შეიძლება.კარგი? სადილად დამპატიჟა, ჩვენ კი აქ პირველ
საათზე ბეისბოლი გვაქვს, ჰოდა, ბურთი მე უნდა მივაწოდო, ასე
რომ, ვშიშობ, თავს ვერ დავიხსნი.
– კეთილი, შენს მაგივრად ბოდიშს მოვუხდი, – უპასუხა გრეთ-
ჰენმა, – ერთმანეთს როდის შევხვდებით?

541
‒ ხომ გესმის, ახლა მიჭირს ამის თქმა, – ბილის ხმაზე დაბნეუ-
ლობა ეტყობოდა, – თამაშის შემდეგ ერთ ყმაწვილთან ვიკრიბებით.
გრანდიოზული საღამო იქნება ლუდით და...
‒ სად. თამაშობთ? სანახავად მოვალ. შეგვიძლია შესვენებაზე
ვილაპარაკოთ.
– აი უკვე, გაბრახდი.
– სულ არ გავბრაზებულვარ, როგორც შენ ამბობ, სად თამაშობ?
– სტუდქალაქის აღმოსავლეთ მხარეს. იქ სპორტმოედნები ერთ-
მანეთის მიყოლებაზეა. მოაგნებ.
სადილის შემდეგ გრეთჰენმა ძმას მანქანა გამოართვა და უიტბის
სტუდქალაქში გაემგზავრა.
ბეისბოლს სამ მოედანზე თამაშობდნენ. ქალმა შვილს თვალი იმ
მოედანზე ჰკიდა, სადაც ყველაზე საძაგლად თამაშობდნენ და მოთა-
მაშეთა ნახევარზე მეტს გოგოები შეადგენდნენ.
ერთ-ერთი მათგანი ბალახზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. მხო-
ლოდ მაშინღა გამოერკვეოდა, როცა მისი გუნდელი ამხანაგები
თავზე წაადგებოდნენ და დასჭყივლებდნენ, არიქა, ბურთს გაედევ-
ნეო. თამაში, როგორც ჩანს, კარგა ხნის დაწყებული იყო, რადგანაც,
როცა გრეთჰენი პირველი დაცვის ხაზს მიუახლოვდა, უკვე ანგარიშ-
ზე კამათობდნენ: ცხრამეტი თექვსმეტზე იყო თუ თვრამეტი თხუთ-
მეტზე. სრულიად აშკარა გახლდათ – ბილის რომც არ ეთამაშა,
ამით არაფერი დაშავდებოდა. ტოტებზე ფოჩებჩამოკონწიალებულ,
გახუნებულ ჯინსებსა და ნაცრისფერ ტენისურაში გამოწყობილი ბი-
ლი ბურთს აწოდებდა, გოგონებს ფრთხილად ესროდა, ბიჭებს კი –
ძლიერად.
ბილის გრეთჰენი მაშინვე არ დაუნახავს და ერთხანს ქალი
თვალს ადევნებდა, რა ზანტად და მოხდენილად მოძრაობდა იგი.
მეტისმეტად გრძელი თმა სახეზე ეცემოდა, სახე ლამაზი ჰქონდა,–
ვილი ებოტის გაუმჯობესებული ვარიანტი – ვნებიანი, ძლიერი, უკ-
მაყოფილო. შუბლი მასავით ამობურცული და მაღალი, თვალები
უფრო მუქი და ღრმად ჩამჯდარი, ცხვირი უფრო გრძელი, ათრთო-

542
ლებული ფართო ნესტოებით, მარჯვენა ლოყა გაღიმებისას არასი-
მეტრიულად ეკუჭებოდა. კბიდები – ჩაწიკწიკებული, ყმაწვილურად,
თვალის დამაბრმავებლად თეთრი.
„ეჰ, ხასიათითაც რომ ასევე კარგი იყოს“, – გაიფიქრა გრეთჰენ-
მა, მისმა შვილმა კი ამ დროს ბურთი ერთ ლამაზ, პუტკუნა გოგონას
გადასცა, რომელიც მაღლა შეხტა, ვერ დაიჭირა და ნაძალადევი სა-
სოწარკვეთილებით შესძახა: „არა, მე არაფერი არ გამომივა!“ ·
შესვენებისას ბილიმ თვალი ჰკიდა ხაზს იქით მდგარ გრეთჰენს
და მასთან მივიდა.
– სალამი, დედა, – უთხრა მან და ლოყაზე ეამბორა. ნიშანი –
„ძირს ბომბი!“ რომ დაინახა, თვალებში დამცინავმა ნაპერწკლებმა
გაუელვეს. – ხომ გეუბნებოდი, ადვილად მომაგნებ-მეთქი.
‒ ხელი ხომ არ შეგიშალე?– შეეკითხა გრეთჰენი და მიხვდა,
რომ სწორი ტონი ვერ აირჩია „გიყვარდე, მე დედა ვარ შენი“.
– არა, რას ამბობ, – უპასუხა შვილმა და ამხანაგებს გასძახა: ‒
ბიჭებო! ჩემს მაგივრად ვინმემ ითამამოს, სტუმარი მყავს. – დედა
არავისთვის არ წარუდგენია. – იქნებ გაგვესეირნა? სტუდქალავს
დაგათვალიერებინებ.
– რუდოლფს და ჯინს გული დასწყდათ, სადილად რომ არ მოხვე-
დი, – უთხრა გრეთჰენმა, როცა ისინი მოედანს გასცდნენ. ისევ ის
ტონი.
– მართლა? – გულგრილად წარმოთქვა ბილიმ. ––ძალიან ვწ-
უხვარ.
– რუდოლფი ამბობს, პირველად როდი ვეპატიჟებიო, შენ კი
მათთან ფეხი ერთხელაც არ მიგიდგამს.
– ხომ იცი, როგორც ხდება, ხან რა მიშლის ხელს, ხან კიდევ რა.
– ძალიან მესიამოვნებოდა მათთან რომ დაიარებოდე.
– ვეცდები, მივიდე. ვისაუბრებთ თაობათა გაუცხოების შესახებ,
ან კიდევ იმაზე, რატომ ეწევა უნივერსიტეტში ყველა მარიხუანას. მი-
სი გაზეთი კარგად აშუქებს ასეთ ამბებს.
– შენ ეწევი მარიხუანას?
– დედავ, ძვირფასო, ცაში ნუ ფრინავ, დაეშვი მეოცე საუკუნეში.

543
‒ როგორ მელაპარაკები? – აღშფოთდა ქალი,
– დღეს დიდებული დღეა. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
მოდი, ნუ ვიჩხუბებთ.
‒ შენი გოგოც თქვენთან თამაშობდა?
ბიჭმა ერთხელ მოსწერა, თავისი ჯგუფელი ერთი გოგო რომ მოს-
წონდა.
‒არა. დასვენების დღეებში მშობლები ესტუმრნენ და... ახლა
ისეთი სახე უნდა მიიღოს, თითქოს მე არც ვარსებობ,მამამისი ვერ
მიტანს და არც მე მეხატება გულხე. იგი ამბობენ, რომ მე მის შვილზე
ამორალურ გავლენას ვახდენ, ვრყვნი. პითეკანთროპია. . .
‒ ვინმეზე რაიმე კარგის თქმა თუ შეგიძლია?
‒ რასაკვირველია, შემიძლია. ალბერ კამიუზე. მაგრამ იგი ცოც-
ხალი აღარ არის, ჰო, მართლა, როგორ ბრძანდება მეორე პოეტი,
ევანს კინსელა?
‒ ცოცხალია, – უპასუხა გრეთჰენმა.
‒ რას ბრძანებ? აი, ეს კი ახალი ამბავია! სენსაციური ამბავი!
„კოლინი რომ არ დაღუპულიყო, იგი ასეთი არ იქნებოდა, – გა-
იფიქრა გრეთჰენმა. სულ სხვანაირი გაიზრდებოდა. დაბნეული,
ძალზე მოუცლელი კაცი ჯდება მანქანის საჭესთან, ასკდება ხეს, მი-
სი სიკვდილი კი თავის კვალს სტოვებს სხვა თაობებზე...
– სწავლის საქმე როგორღაა?
ბილი დაიღრიჯა.
‒ რუდოლფის თქმით, საქმეები კარგად არ უნდა გქონდეს. იგი
ამბობს, შეუძლიათ გამორიცხონ კიდეცო.
‒ ალბათ, ამ ქალაქში მერი სრულიად მოცლილი უნდა იყოს, რა-
კიღა დრო აქვს გაარკვიოს, რამდენი ლექცია გავაცდინე ყოველ სე-
მესტრში.
–თუ გამოგაგდეს, ჯარში გიკრავენ თავს. შენ რა, ეს ხომ არ გინ-
და?
‒ რა განსხვავებაა?–უდარდელად უპასუხა ბიჭმა. ‒ ჯარში ისეთი
მოწყენილობა მაინც არ სუფევს, როგორიც აქ ზოგიერთ მეცადინეო-
ბაზეა.

544
‒ თუნდაც ხანდახან ჩემზე თუ გიფიქრია? ‒ აბსოლუტურად მცდა-
რი ილეთი. კლასიკური დედობრივი შეცდომაა, მაგრამ რაც ითქვა,
ითქვა. – შენი აზრით, რა გუნებაზე დავდგები, შენ რომ ვიეტნამში
წაგიყვანონ?
‒ მამაკაცები ომობენ, დედაკაცები ცრემლებად იღვრებიან, –
თქვა ბილიმ. – რატომ უნდა იყოს ჩვენთან სხვაგვარად?
‒ შენ რას აკეთებ ამის შესაცვლელად? მაგალითად, ომი რომ
შეწყდეს? აუარება სტუდენტი მთელ ქვეყანაში დღე და ღამე...
– ახირებულები, – სიტყვა შეაწყვეტინა ბილიმ. – დროის ფუჭად
კარგვაა ‒ მეტისმეტად მოხერხებული საკენკი ძალიან ბევრი მსხვი-
ლი საქმოსნისათვის. ფეხებზე არა ჰკიდიათ, რას გაჰყვირიან ერთი
მუჭა ნერვიული ცინგლიანები, რასაკვირველია, თუ შენ გინდა, ჩა-
მოვიკონწიალებ მაგ შენს ნიშანს. რა დიდი საქმეა! პენტაგონს, რაღა
თქმა უნდა, შიშის კანკალი აუტყდება, როცა გაიგებს, რომ ბილი
ებოტი ატომური იარაღის გამოცდის აკრძალვას მოითხოვს.
– ბილი, – გრეთჰენი შეჩერდა და შვილს თვალებში ჩახედა.–
ცხოვრებაში რამე თუ გაინტერესებს?
– მე მგონი, არაფერი, – მშვიდად უპასუხა მან. – მერე და ცუდია.
განა?
‒ იმედი მაქვს, ეს პოზიორობაა, სულელური, ბავშვური პოზიო-
რობა.
‒ ეს პოზიორობა არ არის, – თქვა მან. – თან, აღარც, მე ვარ ბავ-
შვი, ნუთუ აქამდე არ შეგინიშნავს, მე უკვე სრულიად მოწიფული
ადამიანი გახლავარ და, ჩემის აზრით, გარშემო ყველაფერი დალპა.
შენს ადგილზე ვეცდებოდი, ერთხანს ყველაფერი მიმეყურისძირე-
ბინა. თუ სწავლის ფულის გამოგზავნა გიჭირს, ნუ გამომიგზავნი. შენ
არ მოგწონვარ, როგორიც დავდექი და შენს თავს სდებ ამაში
ბრალს, რა გაეწყობა, ვინ იცის, იქნებ ნამდვილად შენა ხარ დამნა-
შავე, იქნებ არც არის შენი ბრალი. მაპატიე, ასე რომ ვლაპარაკობ,
მაგრამ ფარისეველი არამც და არამც არ მინდა გამოვიდე. ჩემის აზ-
რით, უფრო ბედნიერი იქნები, თუ ჩემს გამო აღარ ინერვიულებ. ასე
რომ, დაბრუნდი ჩემს ძვირფას ძია რუდოლფთან და შენს ძვირფას

545
ევანს კინსელასთან. მე კი წავალ, ბეისბოლს ვითამაშებ. – იგი მიბ-
რუნდა და სპორტული მოედნისაკენ მიმავალ ბილიკს ფართო ნაბი-
ჯებით გაუყვა.
გრეთჰენმა დიდხანს ვერ მოსწყვიტა თვალი, ვიდრე იგი შორეულ
ნაცრისფერ ფიგურად არ იქცა, შემდეგ ნელა, დინჯად გაეშურა იქით,
სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული,
ახლა რაღა აზრი ჰქონდა კიდევ ერთი დღით უიტბიში დარჩენას.
მან ჩუმად ივახშმა რუდოლფთან და ჯინთან ერთად, სისხამ დილით
ელექტრომატარებელში ჩაჯდა და ნიუ–იორკში დაბრუნდა.
ოტელში წერილი დახვდა. ევანსი ატყობინებდა, რომ დღეს მას-
თან ერთად ვერ ივახშმებდა,

თავი მეექვსე

1967 წელი

თვითმფრინავი ნიუ-იორკიდან დალასში მიფრინავდა. რუდოლ-


ფის გვერდით მოკალათებული ჯონ ჰიტი გატენილი პორტფელიდან
ამოღებულ ქაღალდებს ჩაჰკირკიტებდა. რუდოლფიც საბუთებს ჩას-
ცქეროდა. მას მუნიციპალიტეტისათვის მომავალი წლის ბიუჯეტი
უნდა წარედგინა და კოპებშეკრული მუნიციპალიტეტის ფინანსის-
ტის მიერ მომზადებულ სქელ ხარჯთაღრიცხვას ათვალიერებდა.
ყველაფერი ძვირდებოდა და პოლიციელებს, მეხანძრეებს, სახელ-
მწიფო სკოლების პედაგოგებსა და მოსამსახურეებს ხელფასი ჯერ
კიდევ კარგა ხნის წინათ უნდა მომატებოდათ. შემაშფოთებლად გა-
იზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, განსაკუთრებით, უიტბის ზანგ მოსახ-
ლეობას შორის, ვისაც დახმარება სჭირდებოდა; დაგეგმილი იყო
ახალი წყალგამწმენდი კოლექტორის მშენებლობა, თუმცა ყველა

546
გადასახადის ზრდის წინააღმდეგ ილაშქრებდა, შტატებისა და ფედე-
რალური მთავრობის მხრივ დახმარება კი, იმავე დონეზე რჩებოდა.
„ახია ჩემზე, – გაიფიქრა მან, – სამი ათასი ფუტის სიმაღლეზედაც კი
იმაზე ვიმტვრევ თავს, ფული საიდან ვიშოვნო“.
ამჯერად ჯონ ჰიტიც ფულზე ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში,
საკუთარი და რუდოლფის ფულის დარდი ჰკლავდა ნაიტს. მამის
გარდაცვალების შემდეგ კანტორა ტალსიდან დალასში გადაეტანა
და ახლა რუდოლფი და ჯონი იქ მიფრინავდნენ, რათა „პიტერ ნაიტი
და შვილის“, აქციებში თავიანთი კაპიტალდაბანდების ბედი გაერკვ-
ვიათ ბოლო ხანებში ბრედს ბედმა უმტყუნა და ჯონი და რუდოლფი,
როგორც გაირკვა, ფულს ერთი ცარიელი ჭაბურღილიდან მეორეში
აბანდებდნენ. ჰოდა ნავთი თუ სადღაც აღმოჩნდებოდა კიდეც, ჭა-
ბურღილების ექსპლუატაციას ხან გრუნტის წყლები ართულებდნენ,
ხან დაუსრულებელი ზვავები, ხანაც წინასწარ გაუთვალისწინებელი
მყარი გეოლოგიური ქანები, რომელთა გაბურღვა ძალიან ძვირი
ჯდებოდა. ჯონი ჰიტმა ყველაფერი ფრთხილად გაიკითხ-გამოიკით-
ხა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბრედი უკვე რა ხანია, ანგარიშებ-
ში ცრუ ინფორმაციას იძლეოდა და უბრალოდ, მათ ფულს ითვისებ-
და.
დალასში რომ ჩაფრინდნენ, ბრედი არ დახვედრიათ, თავისი
თანაშემწე – მაღალი, ბრგე მამაკაცი გამოაგზავნა, რომელსაც ჩა-
ლის ქუდი ეხურა, ვიწრო ჰალსტუხი ეკეთა და ზოლებიანი პიჯაკი ეც-
ვა. მან მოიბოდიშა (მისტერ ნაიტს თათბირი აქვსო, თქვა) და სიცხის
ბურუსში გახვეული გზით კონდიციონერებით აღჭურვილი „კადილა-
კით“ ქალაქის ცენტრში მდებარე ოტელში მიიყვანა, სადაც ბრედს
მათთვის სასტუმროიანი და ორ საძინებელიანი ნომერი გაემზადე-
ბინა·
კედლის გასწვრივ მდგარ მაგიდაზე დამწკრივებული იდგა ექვს–
ექვსი ბოთლი შოტლანდიური და ხორბლის ვისკი, ჯინი, რაყი, ერთი
ბოთლი ვერმუტი, ყინულის ნატეხებით სავსე ვედრო, რამდენიმე
დუჟინი კოკა-კოლა და სოდიანი წყალი, ლიმონებიანი კალათი,

547
ძვირფასი ხილით სავსე უზარმაზარი ლანგარი და სხვადასხვა ზომის
უთვალავი სირჩა და ჭიქა.
– ლუდი და შამპანური მაცივარშია, – უთხრა ბრედის თანაშემ-
წემ··–თუ, რასაკვირველია, ასეთი რამ გიყვართ. ყველაფერი მის-
ტერ ნაიტის ხარჯზეა, თქვენ მისი სტუმრები ბრძანდებით.
‒ჩვენ ხვალ უკანვე მივემგზავრებით, – შენიშნა რუდოლფმა.
– მისტერ ნაიტმა მთხოვა კომფორტით მომეწყვეთ. თქვენ ტეხას-
ში ხართ და არა სხვაგან. მისტერ ნაიტი ხუთი საათისათვის უთუოდ
განთავისუფლდება. თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, კანტო-
რაში დამირეკეთ, – უთხრა მან წასვლისას.
‒ თვალს გვიხვევენ, ‒შენიშნა ჯონიმ და თავიანთი ნომერი და
ბოთლებით გავსებული მაგიდა მოათვალიერა, რუდოლფმა იგ-
რძნო, რომ ჯონის თავისი გაუთავებელი ეჭვიანობით მოთმინებიდან
გამოჰყავდა.
‒ რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო, ‒ უთხრა რუდოლფმა. –
გამაგებინე, ბრედი როცა მოვა. – იგი თავის საძინებელ ოთახში გა-
ვიდა და კარი მიიხურა.
უპირველეს ყოვლისა შინ დარეკა. იგი ცდილობდა ჯინისთვის
დღეში სამჯერ მაინც დაერეკა. ბოლოსდაბოლოს გრეთჰენის რჩე-
ვას დაუჯერა და სახლში სპირტიან სასმელს აღარ აჭაჭანებდა; თუმ-
ცა, უიტბიში სასმელის შოვნა ძნელი როდი იყო ‒ ქალაქი მოფენი-
ლი გახლდათ ღვინის მაღაზიებითა და ბარებით; მაგრამ დღეს შეეძ-
ლო არ აღელვებულიყო. ჯინი მხნედ ლაპარაკობდა და თავს კარგად
გრძნობდა. იგი პირველ საბავშვო დღესასწაულზე ინიდის წასაყვა-
ნად ემზადებოდა,
ამ ორი თვის წინათ საჭეს მთვრალი მართავდა – ინიდი უკან ეჯ-
და– და მანქანა დაამტვრია, მაგრამ თვითონაც და ინიდიც ამჯერად
იოლად გადარჩნენ.
‒ დალასი როგორ მოგწონს? ‒ შეეკითხა ჯინი.
‒ ტეხასელები, როგორც ვატყობ, აქ კარგად ცხოვრობენ, მაგრამ
დანარჩენებისა რა მოგახსენო.
– როდის დაბრუნდები?

548
‒ მაშინვე, როგორც კი გავნთავისუფლდები,
– იცოდე, არ დააგვიანო, – უთხრა ცოლმა რუდოლფს.
მისთვის არ უთქვამს თუ რატომ დასჭირდა ჯონისთან ერთად ტე-
ხასში გამგზავრება, ხოლო როცა ჯინი მთვრალი არ გახლდათ, ჩვე-
ულებრივ, ეჭვები უღრღნიდა გულს.
შემდეგ რუდოლფი მუნიციპალიტეტში თავის მდივანს დაუკავ-
შირდა· იგი მოქალაჩუნო, თუმცა ნიადაგ აუღელვებელი, ახალგაზ-
რდა კაცი იყო, მაგრამ დღეს სიმშვიდე დაჰკარგვოდა.
დილით „სენტინელის“ რედაქციის წინ სტუდენტებს დემონსტრა-
ცია გაემართათ. თადარიგის ოფიცერთა მომზადების ფაკულტეტის
შენარჩუნების შესახებ დაბეჭდილ მოწინავე სტატიას აპროტესტებ-
დნენ. რუდოლფმა თავად მოიწონა ეს პუბლიკაცია, იმიტომ, რომ
სტატია ზომიერი ტონით იყო დაწერილი და მასში სამხედრო მომზა-
დებას აუცილებელ საგნად სულაც არ ითვალისწინებდნენ. სტატია-
ში მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ სამხედრო ფაკულტეტი იმ სტუ-
დენტებისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, ვინც სამხედრო კა-
რიერას მიჰყვებოდა, აგრეთვე იმათთვის, ვისაც მიაჩნდა, რომ „ასეა
თუ ისე, სამშობლოს დასაცავად კაცი მუდამ მზად უნდა იყოს“, მაგ-
რამ გონების ტკბილმა ხმამ სტუდენტები ვერა და ვერ დააშოშმინა.
რედაქციის ფანჯარას ქვა ესროლეს და საჭირო შეიქნა პოლიციის
გამოძახება. მდივანმა მოახსენა: მუნიციპალიტეტში უნივერსიტე-
ტის პრეზიდენტმა დორლეკერმა დარეკა და მითხრა (სიტყვა-სიტ-
ყვით): „თუ მერია, რატომ ადგილზე არ ბრძანდებაო?“ პოლიციის
უფროსმა ოტმენმაც შემოიარა. ძალზე შეშფოთებულია. მითხრა,
მერთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო. ასე, რომ უმჯობესია
სასწრაფოდ ჩამოვიდესო. ორჯერ ოლბანიდან დარეკეს. უიტბის ზან-
გი მოსახლეობის წარმომადგენელთა დელეგაციამ პეტიცია გად-
მომცა – საცურაო აუზს ეხება.
–საკმარისი, უოლტერ, ‒ უთხრა დაქანცულმა რუდოლფმა. ყურ-
მილი დაკიდა და საწოლზე, ზედ ლაჟვარდისფერ, სრიალა, აბრეშუ-

549
მის გადასაფარებელზე წამოწვა. რო-გორც უიტბის მერი, იგი წელი-
წადში ათი ათას დოლარს იღებდა და მთელ ამ თანხას ქველმოქმე-
დებას სწირავდა, საზოგადოების სამსახური...
იგი საწოლიდან წამოდგა, ღვარძლიანად შენიშნა, რომ აბრეშუ-
მის გადასაფარებელს მისი ფეხსაცმელების ჭუჭყიანი კვალი დააჩ-
ნდა და სასტუმრო ოთახში გავიდა. ჯონი უხარმაზარ საწერ მაგიდას
უპიჯაკოდ მისჯდომოდა და თავის ქაღალდებში იქექებოდა.
‒ მე უკვე ეჭვიც აღარ მეპარება, რუდი, – უთხრა ჯონიმ, – რომ ამ
ძაღლიშვილმა პატარა ბავშვებივით გაგვძარცვა.
‒ ეგ მერე იყოს, – უთხრა რუდოლფმა. ‒ ამჟამად კი საზოგადო-
ების თავდადებულ და ერთგულ მსახურს საზრუნავი ისედაც უამრავი
მაქვს. მან ჭიქაში ყინულის რამდენიმე ნატეხი ჩააგდო, ზევიდა კო-
კა-კოლა დაასხა, ფანჯარას მიუახლოვდა და ძირს გართხმულ და-
ლასს გახედა.
შემდეგ საძინებელ ოთახში დაბრუნდა და უიტბის პოლიციის უფ-
როსთან ტელეფონით ლაპარაკი შეუკვეთა. ზარის მოლოდინში თა-
ვის თავს სარკეში ათვალიერებდა. საინტერესოა, როდის დაარ-
ტყამს პირველი ინფაქტი?
როცა ოტმენი დაალაპარაკეს, პოლიციის შეფს ხმაზე ეტყობოდა,
ძალზე ცუდ გუნებაზე იყო.
–ჭიაღუები ქილებიდან ამოუშვით, –უთხრა ოტმენმა, – ლეიტე-
ნანტმა სლეტერიმ დღეს, დილის ცხრა საათზე კაფეტერიაში პირ-
ველკურსელი დააკავა, რომელიც მარიხუანას ეწეოდა. თქვენ წარ-
მოგიდგენიათ, დილის ცხრა. საათზე! უნციაზე მეტი მარიხუანა აღ-
მოაჩნდა. სანამ არ ჩასვეს, პირი არ გაუჩერებია. ჩვენთან, საერთო
საცხოვრებელში, ორმოცდაათი კაცი მაინც ეწევა ჰაშიშსა და მარი-
ხუანასო, განაცხადა. იქ რომ მიაკითხოთ, სულ ცოტა, გირვანქა „ბა-
ლახს“ იპოვნითო, გვითხრა. ამასწინათ დორლეკერმა დამირეკა და
მირჩია, სტუდქალაქს მოერიდეთო, მაგრამ მალე ამ ამბავს მთელი
ქალაქი შეიტყობს, და თუ მე გულზე ხელები დავიკრიფე, მითხარით
ერთი, ჩემზე რას იფიქრებენ? უნივერსიტეტი ხომ არც ჰავანაშია,
არც ბუენოს-აირესში, ეშმაკმა დალახვროს, დაწყევლილ უიტბიში

550
მდებარეობს და კანონი კანონია. თუ თქვენ აუცილებელი ზომების
მიღების ნებას არ დამრთავთ, შეგიძლიათ სამსახურიდან გადამ-
დგარად მიგულოთ.
– კეთილი, – უპასუხა რუდოლფმა,–დაურეკეთ დორლეკერს უთ-
ხარით მე რომ მელაპარაკეთ და საღამოს რვა საათზე უნივერსიტე-
ტის საერთო საცხოვრებელში ჩხრეკის ჩატარება გიბრძანეთ. ჩხრე-
კის ორდერს მოსამართლე სეტერი მოგცემთ, თქვენი ბიჭები თან
ხელკეტებს ნუ იქონიებენ. არ მსურს, უსიამო ინციდენტები მოხდეს.
ჩხრეკის თაობაზე ხმები სასწრაფოდ დაირხევა და იქნებ სტუდენ-
ტებს იმდენი ჭკუა კი ეყოთ, რომ „ბალახი“ თქვენს მისვლამდე სადმე
გადაყარონ.
– დღევანდელ ახალგაზრდობას არ იცნობთ, მერო, ‒ ნაღვლია-
ნად უთხრა ოტმენმა, ‒ იმის ჭკუაც კი არა აქვთ, ცხვირი მოიწმინ-
დონ.
რუდოლფმა დალასის სასტუმროს ტელეფონის ნომერი მისცა
და უბრძანა, ჩხრეკის ჩატარებისთანავე მასთან დაერეკა. ყურმილი
დადო და კოკა-კოლა გამოსცალა. თვითმფრინავში უგემურად
ასადილეს და გულის ძმარვა ჰკლავდა.
კვლავ ტელეფონი აწკრიალდა·
–რუდი, ‒ შემოესმა გრეთჰენის ხმა.
‒დიახ,‒იმ დღის შემდეგ,რაც გრეთჰენმა უთხრა ჯინი
ალკოჰოლიკიაო,და-ძმას შორის შავმა კატამ გადაირბინა,
გრეთჰენი მართალი აღმოჩნდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათი
ურთიერთობა მაინც არ გამოსწორებულა·
‒არ დაგირეკავდი, მაგრამ უბრალოდ ჭკუიდან ვიშლები!
‒ რაშია საქმე?
ეს ბილის ეხება. ხომ იცი ერთი თვის წინ უნივერსიტეტიდან რომ
გარიცხეს?
– არა, არ ვიცოდი. თავის გულისნადებს მე არასდროს მიზიარებ-
და.
– იგი ახლა ნიუ-იორკში ცხოვრობს, ვიღაც გოგონასთან ერთად.

551
– გრეთჰენ, ძვირფასო, – უთხრა რუდოლფმა, – აი ამ წუთში ნა-
ხევარი მილიონი ჭაბუკი გოგონასთან ცხოვრობს. უმჯობესია,
ღმერთს მადლობა შესწირო, ვიღაც ბიჭს რომ არ გადაჰყრია.
– მაგას არ გეუბნები. იგი ხომ უკვე სტუდენტი აღარ არის, ჰოდა,
ჯარში გაიწვიეს.
‒ მერე რა, ზოგი ჭირი მარგებელია, ჯარი ორ წელიწადში კაცად
აქცევს.
– შენ გოგო გყავს და რა გენაღვლება. მე კი ბიჭის დედა ვარ, დე-
დისერთასი. არა მგონია, შუბლში ტყვიამ კაცად აქციოს·
– კი მაგრამ, რითი შემიძლია დაგეხმარო?
– მთელი ვაშინგტონი შენი ნაცნობია,
– თუ ბიჭმა სწავლას თავი დაანება და თან ჯანმრთელიცაა, ჯარი-
დან აბა ვინ გაანთავისუფლებს, ვაშინგტონელებიც ვერას უშველი-
ან.
‒ მე მესმის, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რასაც ისინი ლაპა-
რაკობენ და წერენ, ძნელია მაგ იმედით ყოფნა, მაგრამ მე ხომ სამ-
ხედრო სამსახურიდან დახსნას არა გთხოვ,
– მაშ, რა უნდა გავაკეთო?
– ეცადე, ისარგებლო ამ ნაცნობობით, რომ ვიეტნამში არ წაიყ-
ვანონ.
რუდოლფმა ღრმად ამოისუნთქა. ჰო, მართალია, იცნობდა ვა-
შინგტონში ისეთ ხალხს, ვისაც ამის გაკეთება. შეეძლო და ალბათ
მათთვის რომ მიემართა, სიამოვნებით შეუსრულებდნენ თხოვნას,
მაგრამ პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული სწორედ ასეთი სახის
წვრილმანი ურთიერთდახმარება ეჯავრებოდა ქვეყანაზე ყველაზე
მეტად. იგი მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და ამა-
ხინჯებდა იმ ჭეშმარიტ მიზეზებს, რისთვისაც იგი პოლიტიკური კა-
რიერის გზას დაადგა. ბიზნესის სამყაროში, ჩვეულებრივი ამბავია,
როცა შენთან მოდის კაცი თხოვნით მოაწყო მისი დისშვილი ან ბი-
ძაშვი ლი რომელიმე ხელსაყრელ თანამდებობაზე, იმასთან და-
კავშირებით, რამდენად ვალდებული ხარ შენ ამ კაცის წინაშე ან მო-
მავალში რას ელოდები მისგან, ხანდახან კი უბრალოდ იმის გამო,

552
მოგწონს შენ იგი თუ არა, დაუფიქრებლად ეხმარები მის ნათესავს
ან არ ეხმარები. მაგრამ ბოროტად გამოიყენო იმ ამომრჩევლების
მიერ მინიჭებული ძალაუფლება, რომელთა წინაშე პირობა გაქვს
დადებული პატიოსნად და მკაცრად დაიცვა კანონები, ისარგებლო
შენი მდგომარეობით, რათა შვილი შენი დისა სიკვდილის მუქარას
ააცდინო, ამავე დროს ხმამაღლა ან უხმოდ მოიწონო მისი ტოლი
ათასობით სხვა ახალგაზრდის სასიკვდილოდ გამგზავრება – ეს
სულ სხვა საქმე გახლავთ.
– გრეთჰენ, იქნებ, რაიმე სხვა გზა გამონახო...
‒ აჰა,– ქალი უკვე ისტერიულად გაჰყვიროდა, ‒ თუ შენ არა-
ფერს არ გამიკეთებ, ნიუ-იორკში ჩავალ, მოეკიდებ ხელს ბილის და
კანადაში წავიყვან ან შვეციაში. გპირდები, დიდი სკანდალი ატყდე-
ბა, როცა ხმამაღლა მოვდებ ქვეყანას, თუ რატომ მოვიქეცი ასე.
‒ ღმერთო ჩემო, გრეთჰენ, რა დაგემართა? კლიმაქსი გეწყება
თუ? ‒ კაცმა გაიგონა მავთულის მეორე ბოლოს ყურმილი როგორ
დააგდეს.
„ოჯახი. ნაღვლიანად გაიფიქრა რუდოლფმა. იგი მუდამ ოჯახის
პატრონი და ქომაგი გახლდათ, თვითონაც არ იცოდა, რატომ, სა-
ფუნთუშეში მამის ნაცვლად მუშაობდა, ფუნთუშებს დაარბენინებდა;
სანამ დედა ცოცხალი იყო, ცივ ნიავს არ აკარებდა, კერძო დეტექ-
ტივთან საქმის დაჭერაც კი არ უთაკილია; ვილი ებოტთან უსიამო
სცენასაც გაუძლო; გრეთჰენს განქორწინების მიღებაში მიეხმარა
და მისი მეორე ქმარიც თბილად მიიღო. მისი წყალობით იშოვნა ფუ-
ლი ტომასმ·ა და თავი დააღწია იმ საშინელ ყოფას, რომელ მაც კი-
ნაღამ შთანთქა. ის იყო, კონტინენტის მეორე რომ გავარდა კოლინ
ბერკის დაკრძალვაზე, რათა დას მისი მწუხარების ყველაზე მძიმე
წუთებში მხარში ამოსდგომოდა. მან წამოიყვანა სკოლიდან უმადუ-
რი და უტიფარი ბილი, როცა იქ გაძლება უჭირდა, მანვე მოაწყო
უიტბის უნივერსიტეტში, თუმცა ბილის ისეთი ნიშნები ჰქონდა, უბრა-
ლო ტექნიკურ სასწავლებელშიც კი არ მიიღებდნენ; დედას გული სა-
გულეს რომ ჰქონოდა, მანვე მოძებნა ტომასი სასტუმრო „ეგეოსის
მეზღვაურში“, მერე შულცის მისამართი გაიგო, ფული დაუბრუნა და

553
ადვოკატი აიყვანა, რათა ტომისათვის თავისი ვაჟიშვილი დაებრუ-
ნებინა და მეძავი ცოლისათვის გაეშორებინა.
იგი მადლობას არ თხოულობდა, თუმცა მადლობას ისედაც არა-
ვინ უხდიდა. იგი ხომ ამას მადლობის გულისათვის არ სჩადიოდა;
სამაგიეროდ, საკუთარი სინდისის წინაშე იყო სუფთა და პატიოსანი.
მას შეგნებული ჰქონდა თავისი მოვალეობა, როგორც საკუთარი
თავის, ასევე სხვების მიმართ და სინდისი სხვაგვარად მოქცევის უფ-
ლებას არ აძლევდა. მოვალეობას კი დასასრული არ უჩანდა, აი ეს
იყო ცუდი,
რუდი ტელეფონთან მივიღა და კალიფორნიასთან ლაპარაკი შე-
უკვეთა. დამ ყურმილი რომ აიღო, კაცმა უთხრა:
– კარგი, გრეთჰენ, უკან დაბრუნებისას ვაშინგტონში გავჩერდე-
ბი და შევეცდები რაიმე გავაკეთო, ნუ ინერგიულებ.
– გმადლობ, რუდი, ‒ ჩუმად ჩაილაპარაკა ქალმა. – ვიცოდი,
რომ დამეხმარებოდი.

ბრედი მათ ნომერში ექვსის ნახევარზე გამოცხადდა. ტეხასის


მზისაგან და ტეხასური სასმელისაგან სახე კიდევ უფრო გაღაჟღაჟე-
ბოდა. გასუქებულიყო და გულითადობას ასხივებდა. მას მუქი, ზო-
ლებიანი საზაფხულო კოსტუმი და ცისფერი მოდური პერანგი ეცვა,
მაჯებზე მარგალიტის ვეება საკინძეები ეკეთა.
– მაპატიეთ, რომ ვერ დაგხვდით, მაგრამ ვიცი, ჩემი თანაშემწე
არაფერს დაგაკლებდათ.—მან ვისკი დაისხა და მეგობრებს თვა-
ლებგაბრწყინებულმა გაუღიმა·–ბიჭებო, თქვენ ადრეც უნდა ჩამო-
სულიყავით და საკუთარი თვალით გენახათ, საიდან მოედინება
თქვენი ფული. ჩვენ ახლა ახალ ჭას ვბურღავთ. ჰოდა, იქნებ ხვალ
თვითმფრინავი დავიქირავოთ, ჩავფრინდეთ იქ და ვნახოთ, საქმეე-
ბი როგორ მიდის. აფსუს, ვირჯინია აქ არ არის. გული საშინლად
დასწყდება, როცა გაიგებს, მისი არყოფნის დროს რომ ჩამოხვედით.
ახლა ჩრდილოეთშია, მამამისთან. ამბობენ, ავადმყოფობსო, ვიმე-
დოვნებ, სერიოზული არაფერია. ეგ მოხუცი ძალიან მიყვარს.

554
– კმარა, გეთაყვა, ბრედ, – სიტყვა პირზე შეატეხა რუდოლფმა. –
ჩვენ კარგად მოგვეხსენება რატომ წავიდა შენგან ვირჯინია. რო-
გორც შენ ამბობ, მართლა მამის მოსანახულებლად კი არ გამგზავ-
რებულა.
ორი კვირის წინ რუდოლფთან კოლდერვუდმა შეიარა და უამბო,
ვირჯინიამ ბრედი მიატოვა, იმიტომ, რომ იგი ვიღაც კინომსახიობ
ქალს გადაეყარა. კვირამი სამჯერ დალასიდან ჰოლივუდში დაყია-
ლობს და ფულების საქმეები აეწეწ-დაეწეწაო. სწორედ კოლდერვუ-
დის ვიზიტის შემდეგ შეეპარა რუდოლფს რაღაც ეჭვი და თავისი გუ-
ლისნადები ჯონის გაუზიარა.
– მეგობარო, – ბრედმა ვისკი მოსვა, – არ მესმის, რას ლაპარა-
კობ? ეს ეს არის ჩემს ცოლს ტელეფონით ველაპარაკე. დღეს-ხვალ
დაბრუნდება და...
–არც გილაპარაკია და არც დაბრუნებას აპირებს, ბრედ. ეს შენც
მშვენივრად იცი, – უთხრა რუდოლფმა.
‒ ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ, –დასძინა ჰიტმა. – ჰოდა, ეს
ჩვენც ვიცით.
‒ ეშმაკმა დალახვროს, ბიჭებო, ამდენი ხნის მეგობრები რომ არ
ვიყოთ, ვიფიქრებდი, გულზე არ ვეხატები-მეთქი, – მიუხედავად იმი-
სა, რომ ნომერში კონდიციონერი მუშაობდა, ბრედს მაინც ოფლმა
დაასხა და ცისფერ პერანგს ლურჯი ლაქები დააჩნდა. მან კვლავ
ვისკი დაისხა და როცა ჭიქაში ყინულს აგდებდა, გალაქულფრჩხი-
ლებიანი მოკლე თითები აუკანკალდა.
‒ მოდი,გულახდილად ბრძანე, დრო ნუ გაგყავს, ‒უთხრა ჯონიმ.
– რას იზამ, ‒ბრედს გაეცინა, უფრო სწორად, გაცინება სცადა, ‒
შეიძლება ხანდახან თავს ნებას ვაძლევდი და მართლაც განზე დავ-
ეირნობდი, მაგრამ შენ ხომ მიცნობ, რუდი. შენ კი არ გგავარ. ძალზე
სუსტი ხასიათი მაქვს. და როცა ვინმე ვარია გამეკეკლუცება, პატარა
სიამოვნებაზე უარს ვერ ვამბობ. ვირჯინიას კი ყველაფერი გულთან
მიაქვს.
‒ ჩვენ ვირჯინიასთან შენი დამოკიდებულება სულაც არ გვაინ-
ტერესებს, – სიტყვა გააწყვეტინა ჯონიმ.‒ ჩვენ. გვაინტერესებს, რა

555
იქნა ჩვენი ფული, რაღაც-რაღაცეები გადავამოწმეთ და აღმოჩნდა,
რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში თვითეული ჩვენთაგანი-
სათვის დაახლოებით სამოცდაათ-სამოცდაათი ათასი დოლარი
აგიცლია.
– გეყოთ ჩემი გაპამპულება, ბიჭებო,–თქვა ბრედმა,სახე აელე-
წა. ბაგეზე ღიმილი ისე გაეყინა, თითქოს ზედ მიუკერებიათო, ოფ-
ლისაგან საყელო დაეცვარა. ‒ ხუმრობთ, არა? – გაუბედავად გა-
იმეორა მან. – ეს ხომ გაპამპულებაა, ასორმოცი ათასი დოლარი!
ღმერთო მაღალო!
– ბრედ! – გააფრთხილა იგი რუდოლფმა.
‒ კეთილი!–ამოიოხრა ბრედმა.– როგორც ჩანს, არ ხუმრობთ, ‒
იგი ჭრელ სავარძელზე მძიმედ დაეშვა. სქელი, არაქათგამოცლილი
კაცი მხრებჩამოყრილი, ნაღვლიანი იჯდა ჭრელქსოვილგადაკრულ
მდიდრულ სავარძელში დალასის ყველაზე მდიდრული სასტუმროს
ყველაზე მდიდრულ ნომერში,– ახლავე გიამბობთ, რაც მოხდა.
საქმე კი ის იყო, რომ, როცა ბრედი ერთი წლის წინ ჰოლივუდში
იმ ახალი, ჯიბესქელი ხალხის საძებნელად ჩავიდა, ვინც მის კომპა-
ნიაში ფულს დააბანდებდა, მან ერთი ახალგაზრღა მსახიობი ქალი
სანდრა დილსონი გაიცნო თურმე – „უმშვენიერესი, უმანკო არსე-
ბა“, როგორც ბრედი ამბობდა, ქალზე მაშინვე გული შეუვარდა, მაგ-
რამ იგი კარგა ხანს ახლო არ იკარებდა, მასზე შთაბეჭდილება რომ
მოეხდინა, რა ძვირფასეულობა აღარ უყიდა. „თქვენ ვერ წარმოიდ-
გენთ რა ფასები ადევს იქ ქვებს! – თქვა ბრედმა. – შეიძლება იფიქ-
როთ, ხალხი თვითონ ბეჭდავს თავიანთთვის ფულს“. როცა ისა და
მის დილსონი დოღზე მიბრძანდებოდნენ, ბრედი,ქალისთვის თვალ-
ში ნაცრის შესაყრელად, კოლოსალურ თანხას დებდა. „თუ გინდათ
იცოდეთ, –თქვა ბრედმა, – ჩემი წყალობით ახლა ამ გოგონას ოთ-
ხასიათასის ძვირფასეულობა აქვს ასხმული, მაგრამ ხანდახან ლო-
გინში ისეთ რამეებს სჩადიოდა, ერთი ცენტიც აღარ მენანებოდა, –
დასძინა გამომწვევად ბრედმა. ‒ მე მიყვარს იგი, თავგზა ამებნა და
ვამაყობ კიდეც, მზად ვარ პასუხი ვაგო.

556
ფულის საშოვნელად, ბრედმა ყოველთვიური ანგარიშების გა-
ყალბება დაიწყო. „ნავთობსაძიებო და საექსპლოატაციო“ სვეტში
კარგა ხნის მიგდებული ან ცარიელი ჭაბურღილები შეჰქონდა, შეს-
ყიდული დანადგარების ფასებს ათჯერ-თხუთმეტჯერ ზრდიდა. ერთ-
ერთმა ბუღალტერმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ბრედი, ხმა რომ
არ ამოეღო და დახმარებოდა, დიდძალ ფულს უხდიდა. კომპანიის
რომელიღაც მეანაბრემ ცნობების შეგროვება სცადა, მაგრამ ბრედი
ჯერჯერობით ახერხებდა ხალხისათვის თვალი აეხვია.
– დღეისათვის რამდენი მეანაბრე გყავს?–შეეკითხა ჯონი.
– ორმოცდათხუთმეტი.
‒ ორმოცდათხუთმეტი იდიოტი! ‒ მწარედ შენიშნა პიტმა.
– ციხეში ჩაჯდომა მოგიხდება, ბრედ, – უთხრა რუდოლფმა.
‒ მაგრამ შენ ხომ ამას არ გააკეთებ რუდი? შენ არ მოექცევი ასე
შენს საუკეთესო მეგობარს, რომელიც შენს გვერდით იჯდა გამოსაშ-
ვებ საღამოზე.
– სწორედ ასე მოვიქცევი.
– ერთი წუთით, – ჩაერია საუბარში ჯონი. ‒ჯერჯერობით თავი
დავანებოთ ციხეზე ლაპარაკს. ჩემთვის ამჟამად ის უფრო მნიშვნე-
ლოვანია თუ რა გზით დავიბრუნოთ უკან ჩვენი ფული, ვიდრე ამ
რეგვენის ციხეში ჩასმა,
‒აი, ეს სულ სხვა საუბარია, – გაიმეორა ბრიდმა, ‒ ახლა ჩვენ
მართლაც საქმეზე გადავედით. წყალწაღებული კაცი არ გეგონოთ,
კრედიტს ჯერ კიდევ მაძლევენ.
‒ამ ოთახიდან რომ გახვალ, – უთხრა რუდოლფმა, – აშშ-ის არ-
ცერთი ბანკი კრედიტად ერთ ცენტსაც აღარ მოგცემს, ამაზე მე თვი-
თონ ვიზრუნებ.– იგი თავის ზიზღს ამ კაცის მიმართ გაჭირვებით მა-
ლავდა.
– ჩემს კითხვას არ უპასუხე, ამჟამად აქტივში რამდენი გაქვს?
– აი.. საბუღალტრო დოკუმენტაცია არც მაინცდამაინც... ე-ე..
წარმტაცად გამოიყურება, – ბრედის ღიმილში იმედმა გაიელვა. –
მაგრამ ცოტაოდენი მაინც გადავინახე და ასე ვთქვათ, შავი დღი-
სათვის, ამ ფულს სხვადასხვა ბანკების სეიფებში ვინახავთ. ყველა

557
მეანაბრეს, რასაკვირველია, ვერ გავისტუმრებ, მაგრამ თქვენ, ბიჭე-
ბო, საკმაოდ დიდ თანხას დაგიბრუნებთ.
– ეს რა, ვირჯინიას ფულია? ‒შეეკითხა რუდოლფი.
– ჰმ! – ჩაიბუზღუნა ბრედმა. – შვილის კუთვნილ ფულზე მისი მო-
ხუცი ისეა ჩაფრენილი, ერთ სოსისს ვერ ვიყიდი, შიმშილით რომ სუ-
ლი მხდებოდეს.
‒ ის ჩვენხე უფრო ჭკვიანი გამოდგა, – შენიშნა რუდოლფმა,
– ღვთის გულისათვის, რუდოლფ, ‒ საცოდავად შეევედრა კა-
ცი.– ცეცხლზე ნავთს ნუ მასხამ. მე ისედაც ცუდად ვარ.
– ხელზე რამდენი გაქვს? ‒შეეკითხა ჯონი.
‒ შენ ხომ გესმის, ჯონი, ეგ ფული არსად აღრიცხულიარ არის და
კომპანიამ ამის შესახებ არაფერი იცის.
– გასაგებია. რამდენი გაქვს?
– ასი ათასამდე· შემიძლია თვითეულ თქვენთაგანს დაახლო-
ებით ორმოცდაათი ათასი მივცე. და გარანტიას გაძლევთ, მოგვიან-
ებით მთლიანად გადაგიხდით.
‒ რა გზით? ‒ მკვახედ შეეკითხა რუდოლფი.
‒ კიდევ ხომ რჩება ჭაბურღილები, სადაც ნავთია... – გაუბედა-
ვად ჩაიბუტბუტა ბრედმა. რუდოლფი ხედავდა, რომ ბრედი ტყუოდა,
– შემიძლია სანდრასთანაც ჩავიდე, ავუხსნა, რომ დროებით გაჭირ-
ვებაში ვარ ჩავარდნილი და ვთხოვო ძვირფასეულობა დამიბრუ-
ნოს...
რუდოლფმა თავი სკეპტიკურად გაიქნია,
– ნუთუ გჯერა, რომ დაგიბრუნებს?
‒ იგი დიდებული გოგონაა, რუდი, აუცილებლად უნდა გაგაცნო.
– ღმერთო ჩემო, ოდესმე თუ დაკაცდები?
‒ აქ მომიცადე, – უთხრა ჯონიმ ბრედს. – რუდის პირისპირ უნდა
მოველაპარაკო. – მან თავისი ქაღალდები მაგიდიდან დემონსტრა-
ციულად აიღო და რუდოლფის საძინებელი ოთახისაკენ გაეშურა.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ბიჭებო, ამასობაში ცოტა რომ
დავლიო? ‒ ენის ბორძიკით შეეკითხა ბრედი,
როცა ისინი საძინებელ ოთახში შევიდნენ, ჯონიმ კარი მიიხურა.

558
– უნდა გადავწყვიტოთ, –თქვა მან, – თუ მას მართლაც თითქმის
ასი ათასი ნაღდი ფული აქვს, როგორც თავად ბრძანებს, შეგვიძლია
სულ გამოვართვათ და ზარალი ავინაზღაუროთ, თუ გამორთმევას
არ ვაპირებთ, კრედიტორებს ყველაფერი უნდა შევატყობინოთ, მო-
ვიწვიოთ კრედიტორთა თათბირი და ბრედი გაკოტრებულად გამო-
ვაცხადოთ. ანდა, შეგვიძლია სასამართლოშიც კი ვუჩივლოთ. მის
ფულზე ყველა კრედიტორს თანაბარი უფლება ექნება, ან თვითეულ
კრედიტორს კაპიტალდაბანდებების ოდენობის პროპორციულად
გადაუნაწილებენ, ანდა ყველას ბრედის ფაქტიური დავალიანების
პროპორციულად გაუნაღდებენ.
– აქვს განა უფლება მარტო ჩვენ გადაგვიხადოს, სხვები კი ხა-
ხამშრალი დატოვოს? ‒ შეეკითხა რუდოლფი.
– ჯერ ხომ არ გაკოტრებულა, – უპასუხა ჯონიმ, – ვფიქრობ, სა-
სამართლოში კაციშვილი ვერ შემოგვედავება.
‒არა, ასე არ ივარგებს, – თქვა რუდოლფმა. – ადგეს და ეს ასი
ათასი საერთო ყულაბაში მოაქციოს. მოდი, სეიფის გასაღები დღეს-
ვე ჩამოვართვათ, ფულის აღება რომ ვეღარ მოასწროს.
‒ ვიცოდი, რომ ამას იტყოდი, – ამოიოხრა ჰიტმა. – რაინდები
ჯერ არ გადაშენებულან.
‒ის თუ თაღლითია, ეს იმას არ ნიშნავს, მეც თაღლითი გავხდე,
ოღონდაც ზარალი ავინაზღაურო·
– მე ხომ გითხარი, საეჭვოა სასამართლოში ვინმე რამეში შე-
მოგვედავოს-მეთქი, ‒ შეახსენა ჯონიმ.
–სულერთია, მე ეგ ხელს არ მაძლევს.
ჯონიმ რუდოლფს გამომცდელად გადახედა,
‒ ნეტავი რას იზამ, მე რომ მივიდე ახლა მასთან და ვუთხრა: „კე-
თილი, მიმაქვს ჩემი წილი და მეტს აღარ ვთამაშობ-მეთქი?“
– აქციონერთა თათბირს მოვახსენებ –წყნარი ხმით წარმოთქვა
რუდოლფმა – და შენს წინააღმდეგ სასამართლოში საქმეს აღ-
ვძრავ.
– ფარ-ხმალს ეყრი, ჩემო ძვირფასო. პატიოსან პოლიტიკოსთან
საერთო ენას გამონახავს განა ვინმე?!

559
ისინი ისევ სასტუმრო ოთახში შემობრუნდნენ. ბრედი ფანჯარას-
თან იდგა და ხელში სავსე ჭიქა ეჭირა, ჯონიმ თავიანთი გადაწყვეტი-
ლება აუწყა. ბრედი თავს უხმოდ უქნევდა, მათი ნათქვამი კარგად
არც კი ესმოდა.
‒ ხვალ დილის ცხრა საათზე აქ უნდა დაგვხვდე, ‒უთხრა რუ-
დოლფმა,–ბანკის გახსნამდე. ჩვენ შენთან ერთად ჩამოვივლით
ყველა იმ სეიფს, რომელიც შენ მოიხსენიე. შენს ფულზე ჩვენვე ვიზ-
რუნებთ. ხელწერილს მოგცემთ. ცხრას რომ ერთი წუთი დააკლდე-
ბა, აქ თუ არ გაჩნდები, პოლიციას დაგაყენებ თავხე და თაღლითად
გამოგაცხადებთ.
– რუდი, – საცოდავად გააგრძელა ბრედმა.
‒ თუ გსურს შენი მარგალიტის საკინძები შეინარჩუნო, – დასძი-
ნა რუდოლფმა, ‒ სადმე მოშორებით გადამალე, იმიტომ, რომ თვის
ბოლოს შერიფი ვალების საზღაურად მთელი შენი ქონების აღწე-
რას მოახდენს, მაგ ცისფერი პერანგის ჩათვვლით
‒ ეჰ, ‒ თქვა გულდამძიმებულმა ბრედმა. – თქვენ, ბიჭებო, არ
გესმით ეს რა არის. მდიდრები ბრძანდებით. ცოლები მილიონერები
გყავთ. ყველაფერი გაქვთ, რასაც მოისურვებთ. თქვენ არ იცით, რას
ნიშნავს ჩემს მდგომარეობაში ჩავარდნა...
– გულს ნუ გვიჩუყებ, ‒ უხეშად გააწყვეტინა სიტყვა რუდოლფმა.
ასე ცხოვრებაში კაციშვილზე არ გაბრაზებულა, ცდილობდა თავი
შეეკავებინა, რათა ამ კაცს მუშტებით არ დასძგერებოდა, – ხვალ
დილის ცხრა საათზე აქ იყავი,
‒ ვიქნები, – უთხრა ბრედმა, – როგორც ვატყობ, ჩემთან ვახშმო-
ბას არ ინებებთ, არა?
– წაეთრიე აქედან, სანამ სიცოცხლეს არ გამოგასალმე,– ვეღარ
მოითმინა და დაუყვირა რუდოლფმა.
ბრედი კარისკენ გაემართა.
‒ რას იზამ, გისურვებთ დალასში დრო კარგად გაგეტარებინოთ.
შესანიშნავი ქალაქია. ჰოდა, არ დაგავიწყდეთ, – მან ხელი ნომერსა
და მაგიდაზე გამწკრივებული ბოთლებისკენ გაიშვირა, – ამას ყვე-
ლაფერს მე გადავიხდი, – და ოთახიდან გავიდა.

560
ბრედი მეორე დღეს, როგორც უბრძანეს, დალასის სხვადასხვა
ბანკების სეიფების გასაღებების აცმით ხელში ზუსტად დილის ცხრა
საათზე გამოცხადდა. თვალები დასწითლებოდა და ისე გამოიყურე-
ბოდა, მთელი ღამის უძინარი გეგონებოდათ.
დილის დიდი ნაწილი იურისტთან მისვლას და ბანკების ჩამოვ-
ლას მოანდომეს. რუდოლფი ჩქარობდა, არ უნდოდა დალასიდან
ვაშინგტონში შუადღისას მიმავალ თვითმფრინავზე დაგვიანებოდა.

თვითმფრინავში საუზმეზე და პირველი კლასის მგზავრთათვის


განკუთვნილ კოკტეილზე უარი განაცხადა. პორტფელიდან ხარ-
ჯთაღრიცხვის პროექტი ამოიღო, მუშაობა უნდოდა, მაგრამ ციფ-
რებს გულს ვერ უდებდა. განწირული, თავლაფდასხმული, გაკოტ-
რებული ბრედი ედგა თვალწინ, რომელსაც ციხე ელოდა. მერედა
რისთვის? გაუმაძღარი. ჰოლივუდელი დიაცის გულისათვის. სისაძა-
გლეა. ბრედმა თქვა, რომ უყვარს და არაფერს არ ნანობს. სიყვარუ-
ლი... აპოკალიფსის მეხუთე მხედარი, ყოველ შემთხვევაში, ტეხას-
ში შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ბრედი რაიმე მაღალ
გრძნობებს განიცდიდეს. რუდოლფი ახლა დარწმუნდა, რომ ბრედი
მხოლოდ სამიკიტნოებისა და საროსკიპოებისთვის იყო დაბადებუ-
ლი. შეიძლება რუდოლფმა ადრეც იცოდა ეს ამბავი, მაგრამ თავს არ
უტყდებოდა. რატომღაც ყოველთვის ძნელია დაჯერება, რომ სიყვა-
რული სხვებსაც ძალუძთ, იქნებ ფაქტის აღიარებაზე უარის თქმა,
რომ ბრედს სიყვარულის უნარი შესწევს ‒ სხვა არა არის რა, თუ არა
ქედმაღლობა? თვითონაც ხომ უყვარს ჯინი, გაიფიქრა რუდოლფმა.
მზად არის კია, მისი გულისათვის თავი დაიღუპოს? არა, მგონი, არა,
რა გაეწყობა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უფრო ფუქსავატია,
ვიდრე ეს ენატარტარა, ოფლიანი, უცნაური, ცისფერპერანგიანი კა-
ცი! განა თავად არ მიუძღვის ბრალი, რომ თავის მეგობარს ასეთი
შავი დღე დაუდგა და მომავალში კიდევ უარესი მოელის?

561
რასაკვირველია, უფრო ადვილი იქნებოდა, მოუცლელობა მო-
ემიზეზებინა და ჯონ ჰიტი დალასში საქმის მოსაგვარებლად მარტო-
კა გაეშვა, გულახდილად თუ ვიტყვით, ასეთმა აზრმა გაუელვა კი-
დეც გონებაში, მაგრამ მაშინვე უარყო, გულდედლობად მიიჩნია.
იგი დალასში იმიტომ გაეშურა, რომ საკუთარი თავის მიმართ პატი-
ვისცემა შეენარჩუნებინა. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა?
მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ესეც პატივმოყვარეობაა. იქნებ მუდმივმა
წარმატებებმა დაუჩლენგეს გრძნობები, თვითკმაყოფილი გახადეს,
საკუთარ უცოდველობაში დარწმუნებული?
როცა ბრედს საბოლოოდ გაკოტრებულად მიიჩნევენ, გადაწყვი-
ტა რუდოლფმა, მხარში ამოვუდგები· რა იქნება ჩუმად წელიწადში
ხუთი ათასი რომ გავუგზავნო ისე, რომ ეს ფული ვერც ბრედის კრე-
დიტორებმა და ვერც მთავრობამ ხელში ვერ ჩაიგდოს? მაგრამ შე-
იძლება კია ამ ფულით ‒ ბრედს იგი უკიდურესად დასჭირდება და
ვერ შესძლებს მასზე უარის თქმას – იმ ტკივილისა და დამცირების
ანაზღაურება, რასაც იგრძნობს ბრედი, როცა ფულს აიღებს იმ კაცი-
საგან რომელმაც მძიმე წუთებში ზურგი შეაქცია?
აინთო ტაბლო „შეიკარით ქამრები“. თვითმფრინავი ძირს დაეშ-
ვა რუდოლფმა ქაღალდები პორთფელში ჩაალაგა, ამოიოხრა და
ქამარი შეიკრა.
ოტელ „მეიფლაუერში“ მას ტელეფონოგრამა დახვდა. მდივანი
სთხოვდა სასწრაფოდ უიტბიში დაერეკა. რუდოლფმა ორჯერ დარე-
კა, მაგრამ ხაზი დაკავებული იყო და გადაწყვიტა ჯერ ერთ სენატორს
დაკავშირებოდა, რომელიც ალბათ შესძლებდა ბილი იმ განსაცდე-
ლიდან დაეხსნა, აშშ-ის ჯარისკაცს რომ ემუქრება, მხოლოდ მესამე
მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, დაუკავშირდა თავის მდივანს.
– მაპატიეთ, ბატონო მერო, – უთხრა ზანტად უოლტერმა, – მაგ-
რამ, ჩემის აზრით, უმჯობესია სასწრაფოდ უკან დაბრუნდეთ. გუშინ,
მას შემდეგ, რაც სახლში წავედი, ღმერთმა უწყის რა დაიწყო. დღეს
დილით შევიტყვე მხოლოდ, თორემ უფრო ადრე დაგიკავშირდებო-
დით.
‒ რა ამბავია? რა მოხდა? – სული დაელია რუდოლფს.

562
‒ ყველაფერი ისე აირდაირია, დარწმუნებული არა ვარ, მოვლე-
ნათა თანამიმდევრობის აღდგენა შევძლო. საერთოდ, როცა ოტმე-
ნი საერთო საცხოვრებელში ჩამოვიდა, სტუდენტებმა შესასვლელ-
თან ბარიკადები აღმართეს და შიგ ფეხი არ შეადგმევინეს, დორლე-
კერმა სცადა ოტმენი დაერწმუნებინა პოლიციელები უკანვე გაეხმო,
მაგრამ იმან ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. პოლიციელებმა კვლავ
შესვლა რომ სცადეს, სტუდენტებმა, რაც ხელში მოხვდათ, ყველა-
ფერი დაუშინეს. ოტმენს თვალში ქვა მოარტყეს. ამბობენ, სერიოზუ-
ლი არაფერიაო, მაგრამ იგი ახლა საავადმყოფოში წევს და პოლი-
ციამ დროებით უკან დაიხია. მერე სხვა სტუდენტებმა მოაწყვეს მა-
სობრივი დემონსტრაცია... თქვენი სახლის წინ. ეს-ეს არის დავ-
ბრუნდი იქიდან. ყვავილნარი სახლის წინ საშინელ მდგომარეობა-
შია. მისის ჯორდახს დასაწყნარებელი მივეცით და...
‒ დანარჩენს უიტბიში რომ ჩამოვალ, მაშინ მიამბობთ, პირვე-
ლივე თვითმფრინავით მოვფრინავ,
– ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდით, ‒უთხრა უოლტერმა.– და უკვე
სკენლონი გამოვაგზავნე მანქანით, „ლა გარდიაში“ დაგელოდებით
ძონძროხა სკენლონი ლაპარაკის დროს ქშინავდა, სული ეხუთე-
ბოდა. იგი ისევ პოლიციაში ირიცხებოდა, თუმცა უკვე თითქმის სა-
მოცი წლისა იყო და პენსიაზე უნდა გაეშვათ. მას რევმატიზმი სტან-
ჯავდა და რუდოლფთან მძღოლად რომ განამწესეს, ამით მის მი-
მართ ჭეშმარიტი გულმოწყალება გამოიჩინეს.
‒ყველაფერის თავიდან დაწყება რომ მომიხდეს,– ქოშინით თქვა
სკენლონმა, ‒ გეფიცებით, იმ ქალაქის პოლიციაში სამუშაოდ არა-
ვითარ შემთხვევაში არ წავიდოდი, სადაც სტუდენტები და შავგავია-
ნები ცხოვრობენ.
‒ სკენლონ, ღვთის გულისათვის! – ხმა ჩააკმენდინა რუდოლ-
ფმა. იგი პირველი დღიდანვე ამაოდ ცდილობდა სკენლონის ლექ-
სიკონი გამოესწორებინა, რუდოლფი წინა სკამზე იჯდა ბებერი პო-
ლიციელის გვერდით, რომელსაც მანქანა ისე ნელა მიჰყავდა, კაცს
ნერვები აეშლებოდა. მაგრამ სკენლონი დიდად იწყენდა, საჭეს რუ-
დოლფი რომ მისჯდომოდა.

563
‒ მე სერიოზულად გეუბნებით, სერ, – უთხრა სკენლონმა. – ისი-
ნი უბრალოდ ველურები არიან, მხეცები. კანონს აფთართა ხროვაზე
მეტად როდი სცემენ პატივს. პოლიციას კი საერთოდ სასაცილოდ
იგდებენ. რა თქმა უნდა, რა ჩემი საქმეა მიგითითოთ, მაგრამ
თქვენს ადგილას პირდაპირ გუბერნატორს მივმართავდი და
ვთხოვდი ჯარი გამოეგზავნა.
– ეგ კიდევ მოესწრება, – უთხრა რუდოლფმა.
‒ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ. ეგეც საჭირო იქნება. ხომ იცით
ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში რა ჩაიდინეს.
– უიტბი არც ნიუ-იორკია და არც კალიფორნია.
– სულერთია. აქაურობა სავსეა სტუდენტებითა და შავგავიანე-
ბით, – ჯიუტად შეეპასუხას სკენლონი და გაჩუმდა. შემდეგ ისევ ალა-
პარაკდა: ‒ გუშინ შინ რომ ყოფილიყავით, იქნებ მაშინ მიმხვდარი-
ყავით რაზე ვჩიჩინებ.
‒ჰო, გავიგე, ‒ უთხრა რუდოლფმა.– ყვავილნარი გადაუთე
ლავთ.
– მარტო ეგ რომ იყოს. მე თვითონ იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ რუ-
ბერტიმ ყველაფერი მიამბო, ‒ რუბერტიც პოლიციელი გახლდათ. ‒
‒ რასაც ისინი იქ სჩადიოდნენ, ღვთის გმობაა! რუბერტიმ სწორედ
ასე თქვა: ღვთის გმობააო! იმათ უნდოდათ თქვენ გამოსულიყავით
და უწმაწური სიმღერები გემღერათ, ახალგაზრდა გოგონები იყვნენ,
კურტნის მუშებივით კი იგინებოდნეწ, მერე თქვენს ბაღში ყვავილე-
ბი და ბუჩქები ამოგლიჯეს, ხოლო, როცა მისის ჯორდახმა კარი გა-
აღო...
‒ კარი გააღო? ‒ შეძრწუნებით ჩაეკითხა რუდოლფი. ‒რატომ?
– ხომ გესმით, სახლს ქვები, ტალახის გუნდები, ლუდის ქილები
დაუშინეს, ყვირილით იკლებდნენ იქაურობას: „გამოვიდეს ის მ.“
მრცხვენია თქმა, სერ, მაგრამ ასე ამბობდნენ თქვენზე, პოლიციე-
ლებიდან იქ რუბერტისა და ციმერმანის გარდა, კაცი არ იყო. დანარ-
ჩენებმა უნივერსიტეტს მიაშურეს, აბა, ორი ადამიანი რას გახდებო-
და ამ ველური ინდიელების აღრიალებული ბრბოს წინააღმდეგ? იქ

564
სამასმა კაცმა მოიყარა თავი. ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, კარი
მისის ჯორდახმა გამოაღო და ჩხუბი დაუწყო.
‒ ო, ღმერთო ჩემო, ‒ ამოიოხრა რუდოლფმა.
‒ სანამ სხვა გეტყოდეთ, სჯობს ჩემგან გაიგოთ ეს ამბავი,– უთ-
ხრა სკენლონმა. – მისის ჯორდახმა კარი რომ გააღო, მთვრალი
ბრძანდებოდა, თან სულ დედიშობილა გამოვიდა, ამ ამბავს სტუ-
დენტური გაზეთის ფოტოგრაფიც ესწრებოდა თურმე და რამდენიმე
ფოტოსურათიც გადაიღო. რუბერტი უკან დაედევნა, მაგრამ სხვა
სტუდენტებმა გზა გადაუღობეს და ფოტოგრაფიც მიიმალა. არ ვიცი,
რას უპირებენ ამ ფოტოსურათებს, მაგრამ ფოტოსურათები ნამდვი-
ლად მათ ხელშია.
რუდოლფმა სკენლონს უბრძანა გეზი პირდაპირ უნივერსიტეტი-
საკენ აეღო. მთავარი ადმინისტრაციული კორპუსი გაჩახჩახებული
იყო. სტუდენტები ფანჯრებიდან ნაკუწებად ქცეულ დოკუმენ-
ტებს.ძირს ისროდნენ და შენობის ირგვლივ გარსშემოხვეულ პო-
ლიციელებს ხმამაღლა ლანძღვა-გინებით იკლებდნენ, პოლიციე-
ლები ცოტანი იყვნენ, მაგრამ უკვე ხელკეტები მოემარჯვებინათ ხეს-
თან მდგარ ოტმენის მანქანას რომ მიუახლოვდნენ, რუდოლფმა და-
ინახა, როგორ გამოიყენეს სტუდენტებმა მისი ცოლის ფოტოსურა-
თები შიშველი ჯინის საოცრად გადიდებული ფოტოსურათები მე-
ორე სართულის ფანჯარაში გამოეკიდათ.
როცა რუდოლფი მანქანიდან გადმოვიდა, მერი რამდენიმე სტუ-
დენტმა იცნო და ველური, საზეიმო კივილ-წივილით მიეგება.
ოტმენი თავისი მანქანის გვერდით იდგა, თავი და თვალი გადა-
ბინტული ჰქონდა, პოლიციელს ქუდი კინკრიხოზე მოეგდო. მუზარა-
დები მხოლოდ ექვს პოლიციელს ეხურა, რუდოლფს გაახსენდა, ნა-
ხევარი წლის წინ ოტმენს თავადვე სტკიცა მტკიცე უარი, როცა იმან
პოლიციელებისათვის დამატებით თორმეტი ცალი მუზარადის შეძე-
ნის უფლება სთხოვა, მაშინ რუდოლფს ეს ზედმეტ ხარჯად მოეჩვენა,
ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე ოტმენმა უთხრა:
– თქვენმა მდივანმა მაცნობა, რომ ჩამოდიოდით და ჯერჯერო-
ბით არაფერი მოგვიმოქმედებია დორლეკერი და ორი პროფესორი

565
მძევლად ჰყავთ, შენობა დღეს, საღამოს ექვს საათზე ჩაიგდეს ხელ-
ში.
რუდოლფმა თავი დაუქნია და კორპუსის ფასადს გადახედა. ქვე-
და სართულის ერთ-ერთ ფანჯარაში კვენტინ მაკგოვერნს ჰკიდა
თვალი. მაკგოვერნი უკვე ასპირანტი იყო და ქიმიის ფაკულტეტზე
მუშაობდა. კვენტინი ფანჯრიდან იღიმებოდა, რუდოლფი დარწმუნე-
ბული იყო, რომ კვენტინი ხედავდა მას და გრძნობდა: ეს ღიმილი
სწორედ მას ეკუთვნოდა.
‒ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ოტმენ, – თქვა მან, –მე მინდა აუ-
ცილებლად აი, ის ზანგი დააპატიმროთ, ქვედა სართულის მარცხენა
მესამე ფანჯარაში რომ იყურება. იგი კვენტინ მაკგოვერნია, თუ აქ
ვერ მოახერხებთ, შინ აიყვანეთ.
ოტმენმა თავი დაუქნია.
– თქვენთან ლაპარაკი სურთ, სერ. უნდათ, რომ მიხვიდეთ სი-
ტუაციის განსახილველად.
– განსახილველი არაფერი გვაქვს, ‒ უარის ნიშნად თავი გაიქ-
ნია რუდოლფმა. – არავისთან არავითარ მოლაპარაკებას არ აპი-
რებდა შიშველი ცოლის ფოტოსურათის ქვეშ.‒ მიდით და შენობა
მოასუფთავეთ.
– თქმა ადვილია, გაკეთება კი უფრო ძნელი,– უპასუხა
ოტმენმა, – სამჯერ უკვე ვუბრძანე გასულიყვნენ, მაგრამ სიცილი
დამაყარეს.
– გითხარით, შენობა მოასუფთავეთ-მეთქი, – რუდოლფი გააფ-
რთებული იყო, გამძვინვარებული. იცოდა, რასაც აკეთებდა.
‒ მაინც რა გზით? ‒ შეეკითხა ოტმენი·
–იარაღი ხომ გაქვთ.
‒ იმის თქმას ხომ არ აპირებთ, ცეცხლი დაუშინეთო? ‒ ყურებს
არ უჯერებდა ოტმენი. – როგორც ჩვენ ვიცით, არცერთი მათგანი
შეიარაღებული არ არის.
რუდოლფი წუთით შეყოყმანდა.
‒ არა, – თქვა მან. – იარაღი არ იხმაროთ. მაგრამ თქვენ გაქვთ
ხელკეტები და ცრემლმდენი გაზი.

566
‒ იქნებ უკეთესია უბრალოდ მოვიცადოთ, სანამ თვითონ მობეზ-
რდებათ და დაიღლებიან? თუ არაფერი შეიცვალა, შეგიძლიათ ჯარი
გამოიხმოთ, – გაუბედავად შესთავაზა ოტმენმა.
– არა, აქ ჯდომას და ცდას სულაც არ ვაპირებ, – განაცხადა რუ-
დოლფმა, იმაზე ხმა არ ამოუღია, რაც ოტმენმაც მშვენივრად იცოდა;
უნდოდა კედლიდან ჯინის ფოტოსურათი სასწრაფოდ ჩამოეგლი-
ჯა.‒ უბრძანეთ თქვენს ბიჭებს, ცრემლმდენი გაზიდან დაიწყონ.
‒ ბატონო მერო, ‒ ნელა წარმოთქვა ოტმენმა, ‒გთხოვთ, ეს
ბრძანება წერილობით გასცეთ და ხელიც მოაწეროთ.
– მომეცით თქვენი ბლოკნოტი,
ოტმენმა ბლოკნოტი გაუწოდა და რუდოლფმა დასაბჯენად იგი
მანქანის კაპოტზე შემოსდო, ბრძანება დაწერა, ცდილობდა ყველა
ასო გარკვევით მოეხაზა. ხელი რომ მოაწერა, ბლოკნოტი ოტმენს
დაუბრუნა.
როცა ცრემლდენი გაზის პირველი ყუმბარა პირველი სართუ-
ლის ფანჯარას მოხვდა, იქიდან შეშინებული კივილი გაისმა, ყუმბა-
რას ყუმბარა მოჰყვა და სტუდენტთა სახეები სადღაც გაქრა. ურთი-
ერთდახმარებით პოლიციელებმა ფანჯარაში გადაძვრომა დაიწყეს,
მაგრა პოლიციელები ბევრნი არ იყვნენ და სტუდენტთა უმრავლე-
სობამ უკანა კარიდან გაპარვა მოახერხა, რუდოლფი იდგა და მაღ-
ლა იყურებოდა, იქითკენ ჰქონდა მზერა მიპყრობილი, სადაც ჯონის
ფოტოსურათი ეკიდა, ფანჯარაში პოლიციელი გამოჩნდა ფოტო ჩა-
მოგლიჯა და კორპუსში გაუჩინარდა.
ყველაფერი ძალიან მალე მოთავდა დაახლოებით ოცი სტუდენ-
ტი დააპატიმრეს. სამი თავში დაიჭრა, ერთი საკაცით წაიყვანეს. ხე-
ლებს თვალებზე იფარებდა. ვიღაც პოლიციელმა თქვა, ყმაწვილი
დაბრმავდაო, მაგრამ ალბათ ეს დროებითი სიბრმავე იყო.
ქუჩაში დორლეკერი და ორი პროფესორი გამოვიდნენ, თვალე-
ბი აცრემლებოდათ· რუდოლფი დორლეკერთან მივიდა·
‒ როგორ ბრძანდებით? ‒ შეეკითხა იგი.
დორლეკერმა თვალები მოჭუტა, რათა დაენახა, ვინ მიმართავ-
და.

567
– მე თქვენ არ გელაპარაკებით, ჯორდახ. ხვალ რეპორტიორები-
სათვის განცხადებას გავაკეთებ და თუ ხვალ საღამოს გაზეთს შეი-
ძენთ, გაიგებთ, რასაც ვფიქრობ თქვენზე. – იგი ვიღაცის მანქანაში
ჩაჯდა და წავიდა.
სტუდქალაქის ტერიტორიას რომ გასცდნენ, მათ შესახვედრად
სირენების ზუზუნით „სასწრაფო დახმარების“ მანქანები მოჰქროდ-
ნენ, უკან სკოლის ავტობუსი მოდიოდა, რომელიც პატიმართა გადა-
საყვანად გამოეძახებინათ,
– სკენლონ, – თქვა რუდოლფმა. – ჩემი აზრით, დღეის ამას
იქით, მერი უკვე აღარა ვარ, არა?
სკენლონს კარგა ხანს არ უპასუხია, იგი კუშტად გაჰყურებდა
გზას და როცა შეუხვია, ბებრულად ამოიოხრა.
‒ დიახ, მისტერ ჯორდახ, – თქვა ბოლოს. – მე მგონი, მართალი
ბრძანდებით.

თავი მეშვიდე

1968 წელი

ამჯერად, როცა თვითმფრინავიდან კენედის სახელობის აერო-


პორტში ჩამოვიდა, კაციშვილი არ დახვედრია. შავი სათვალე ეკეთა
და გაუბედავად მოაბიჯებდა .რუდოლფს არ შეატყობინა ჩამოსვლას
რომ აპირებდა, რადგან გრეთჰენის წერილის მეშვეობით გაიგო,
იმას თავისი გასაჭირი პქონდა, ჰოდა, არ უნდოდა ნახევრადბრმა
ძმის ჯავრიც ზედ დამატებოდა. ამ ზამთარს, როცა „კლოტილდა“ ან-
ტიბის ნავსადგურში იდგა და მას საზაფხულო სეზონისათვის ამზა-

568
დებდნენ, თოკი გაწყდა და სახეში მოხვდა. მეორე დღეს თავბრუხვე-
ვები დაეწყო და თვალში ყველაფერი ორად ეჩვენებოდა. კეიტი და
უელსი რომ არ აეფორიაქებინა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფე-
რი მომხდარაო. მისტერ გუდჰარტს წერილი გაუგზავნა და სთხოვა
მისთვის ერთი კარგი ნიუ-იორკელი თვალის ექიმი შეერჩია, პასუხი
რომ მიღო, კეიტს გამოუცხადა, ნიუ-იორკში მივემგზავრები გან-
ქორწინების საქმის დასაბოლოებლადო, კეიტი დაჟინებით სთხოვ-
და დავქორწინდეთო და ეს მისთვის სრულიად გასაგები იყო. ოქ-
ტომბერში ბავშვს ელოდნენ, ჰოდა, ახლა უკვე შუა აპრილი იდგა.
‒ ბადურის ნაწილობრივი დაზიანებაა, – თქვა ექიმმა, ნელ-ნე-
ლა, საგულდაგულოდ გასინჯა, ძალიან ეტკინა, – სამწუხაროდ, ქი-
რურგთან უნდა გაგაგზავნოთ.
ტომასმა თავი დაუქნია, რიგითი ტრავმა.
– რა ეღირება? მე მუშაკაცი ვარ და ჩეჩქივით ფულს ვერ გადა-
ვიხდი.
‒გასაგებია,– უპასუხა ექიმმა. ‒ქირურგ ჰოლიუელს ყველა-
ფერს ავუხსნი.
სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გამოეწერა. სახეზე ფერი
არ ედო, მთლად გაცრეცილი ჰქონდა და ექიმმა გააფრთხილა, კარ
გა ხანს მკვეთრ მოძრაობას და მძიმე სამუშაოს მოერიდეო. სამ კვი-
რაში თხუთმეტ გირვანქამდე დაიკლო, კოსტუმი ტანზე ისე ეთრე-
ოდა, როგორც კაჩხაზე, მაგრამ ახლა ნორმალურად ხედავდა და
თავს რომ აბრუნებდა, არც თავბრუ ეხვეოდა და არც გული მისდი-
ოდა. ოპერაციისა და საავადმყოფოში წოლისათვის ორასი ათას
დოლარზე ცოტა მეტი გადაიხადა, სამაგიეროდ შედეგი ამად ღირდა.
იგი ოტელ „პარამაუნტში" დაბინავდა და მაშინვე ძმას დაურეკა.
ყურმილი თავად რუდოლშფმა აიღო.
‒ რუდი, ‒ უთხრა ტომმა. ‒ როგორ არის საქმეები?
‒ ვინ ბრძანდებით?
‒ ტომი.
– ტომი?! სადახარ?
– აქა ვარ, ნიუ·იორკში. „პარამაუნტში“, შეიძლება შეგხვდე?

569
‒ რას ამბობ, რასაკვირველია, შეიძლება. – ხმაზე ეტყობოდა,
რომ რუდოლფი ნამდვილად გახარებული იყო, – ახლავე ჩემთან გა-
მოეშურე. მისამართი ხომ იცი. ლიფტი რომ მაღლა ავიდა, რუდოლ-
ფი უკვე დერეფანში ელოდებოდა·
– ღმერთო ჩემო, ტომ, – თქვა მან და ძმას ხელი ჩამოართვა. –
ძალიან გამიკვირდა შენი ხმა რომ გავიგონე. – ერთი ნაბიჯით უკან
დაიხია და ძმა გულდასმით შეათვალიერა,– რა მოგივიდა? შენ, რა,
ავად ხომ არა ხარ?
ტომასს შეეძლო ეთქვა, რომ კარგად არც რუდოლფი გამოიყუ-
რებოდა, მაგრამ ენას კბილი დააჭირა.
– ყველაფერს გიამბობ თუ დამალევინებ, – უპასუხა მან.
ექიმა გააფრთხილა, რომ სასმელსაც მორიდებოდა.
რუდოლფმა სასტუმრო ოთახში შეიყვანა, სადაც ყველაფერი
ისევ ისე იყო, როგორც წინათ, როცა ტომასი აქ ჩამოვიდა. ამ მყუდ-
რო, ფართო ოთახში სასიამოვნო, უმნიშვნელო ამბები უნდა ხდებო-
დეს და არა კატასტროფიული.
– ვისკის დალევ? – შეეკითხა რუდოლფი.
თანხმობის ნიშნად ტომასმა თავი დაუქნია, ძმა გაცილე უფრო
ხნიერი ჩანდა, ვიდრე უკანასკნელი შეხვედრის დროს, თვალების
გარშემო და შუბლზე ღრმა ნაოჭქბი ჩაჰკეცვოდა, ნელა დადიოდა,
თითქმის გაუბედავად,
– დაჯექი, მიამბე. ნიუ-იორკში რამ ჩამოგიყვანა. დიდი ხანია აქა
ხარ?
– სამი კვირა იქნება.
‒ რატომ აქამდე არ დამირეკე? ‒ შეეკითხა წყენით რუდოლფი.
‒ ოპერაციის გაკეთება მომიხდა, – უპასუხა ტომმა. ‒ თვალები
მაწუხებდა. ავადმყოფობისას მარტოობას ვამჯობინებ.
– მესმის შენი, – რუდოლფი წინ დაუჯდა, რბილ სავარძელში, –
მეც ასეთი ვარ.
– ახლა ყველაფერი წესრიგშია, ერთხანს უნდა გავფრთხილდე.
ეს არის და ეს, აბა, კარგად იყავი.–ტომასმა ჭიქა ასწია.

570
– შენც კარგად იყავი,– გამოეხმაურა რუდოლფი და ძმას ყურად-
ღებით შეხედა. – შენ მოკრივე ტომის უკვე აღარ ჰგავხარ.
‒ შენ კი – მერს, – უთხრა ტომმა და მაშინვე ინანა თავისი ნათ-
ქვამი.
მაგრამ რუდოლფმა გაიცინა მხოლოდ.
– გრეთჰენმა მითხრა, ყველაფერი მივწერეო, ჰო, ცოტა ბედმა
არ გამიღიმა.
‒ მომწერა, უიტბიმი სახლი გაჰყიდაო.
‒ იქ დარჩენა უკვე აღარ ღირდა. – დაფიქრებულმა რუდოლფმა
ჭიქაში ყინული მოურია, – ჩვენთვის ეს ბინაც საკმარისია, ინიდი ძი-
ძასთან ერთად პარკშია. მალე დაბრუნდება, შეხვდები. შენი ბიჭი
როგორღაა?
– მშვენივრად. უნდა მოისმინო ფრანგულად როგორ ლაპარა-
კობს! იახტასაც ჩემზე უკეთ მართავს.
‒ მიხარია, ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარა. ბილი კი, გრეთჰე-
ნის ბიჭი, არმიაში მსახურობს ბრიუსელში, ნატოს ჯარებში.
– ვიცი. მომწერა. ისიც შემატყობინა, რომ იქ შენ მოგიწყვია.
‒ ერთ-ერთი ჩემი უკანასკნელი ოფიციალური აქციათაგანი ან,
უფრო სწორად, ნახევრადოფიციალური.–რუდოლფი ახლა ჩუმად,
დინჯად ლაპარაკობდა, თითქოს არ უნდოდა მისი სიტყვები მეტისმ-
ეტად კატეგორიულად აჟღერებულიყვნენ.
– საწყენია, ასე რომ მოხდა, რუდი, ‒ თქვა ტომასმა. ძმა თავის
სიცოცხლეში პირველად შეეცოდა.
რუდოლფმა მხრები აიჩეჩა.
‒ კიდევ კარგი, უარესი რამ არ მოხდა. ყმაწვილი შეიძლებოდა
მომკვდარიყო, ის კი დაბრმავდა მხოლოდ.
– ახლა რას აპირებ?
– ო, საქმეს რა გამოლევს. ნიუ-იორკში კარგია ცხოვრება შენი
სიამოვნებისათვის, ჯინი რომ დაბრუნდება, ალბათ სამოგზაუროდ
წავალთ.
– სად არის?

571
‒ სანატორიუმშია.–უპასუხა რუდოლფმა და ჭიქაში ყინულების
ნატეხები ააწკარუნა. უფრო სწორად, ეს სანატორიუმი კი არ არის,
კლინიკაა, სადაც ხალხი სმას უნდა გადააჩვიოს. იქიდან ყველანი
განკურნებულნი გამოდიან, ჯინი უკვე მეორედაა ამ კლინიკაში, პირ-
ველად თითქმის ექვსი პირში წვეთი არ ჩაუშვია, მე მისი მონახულე-
ბის უფლება არა მაქვს – ასეთია ვიღაც ექიმის იდიოტური დანიშნუ-
ლება. მაგრამ კლინიკის დირექტორს ვუკავშირდები და იგი მეუბნე-
ბა, ჯინი ყოჩაღიაო, – ვისკი ყელში გადასცდა, ხველება აუტყდა – იქ-
ნებ არც მე მაწყინოს მკურნალობამ, – ღიმილით წშენიშნა მან, რო-
ცა ხველებამ გადაუარა, – შენ როგორღა ხარ? ახლა, როცა თვალე-
ბი მოგიწესრიგდა, რა გეგმები გაქვს?
– განქორწინება უნდა მოვახერხო, რუდი, – უთხრა ტომასმა, –
წინა გზობაზე მეჩქარებოდა, მინდოდა ჭაბუკი აქაურობისათვის რაც
შეიძლებოდა, მალე მომეშორებინა. ნიუ-იორკში რომ გავჩერებუ-
ლიყავი, უესლისათვის მიზეზები უნდა ამეხსნა. მე კი არ მსურს იცო-
დეს, რომ დედამისს მისი როსკიპობის გულისათვის დავშორდი, თა-
ნაც, მაშინ ნიუ-იორკსი რომ გავქორწინებოდი, დიდი დრო დამჭირ-
დებოდა და საგაზაფხულო სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი დამე-
კარგებოდა, მე კი ამის უფლება არა მაქვს. ახლა კი აუცილებლად
უნდა დავშორდე არა უგვიანეს ოქტომბრისა.
– რატომ?
‒ საერთოდ... მე ერთ ქალთან ვცხოვრობ. იგი ინგლისელია, დი-
დებული ადამიანი. ოქტომბერში შვილი უნდა შევვეძინოს.
‒ ყველაფერი გასაგებია,–თქვა რუდოლფმა —გილოცავ. ჯორ-
დახების მოდგმა იზრდება. იქნებ სწორედ ინგლისური სისხლი გვაკ-
ლდა. რითი შემიძლია დაგეხმარო?
–არ მინდა ტერეზასთან შეხვედრა· რომ დავინახო, ვაითუ თავი
ვერ შევიკავო და, ღმერთმა უწყის, რას ვუზამ, თუმცა, ვინ იცის, უკვე
რამდენი დრო გავიდა. იქნებ შენ ან სხვა ვინმემ დაიყოლიოს რენო-
ში ან სხვა ქალაქში ჩავიდეს, იქ უფრო ადვილია განქორწინება...
რუდოლფმა ჭიქა მაგიდაზე ნელა დადგა

572
– რასაკვირველია, – უთხრა მან, ‒ სიამოვნებით დაგეხმარები.
– კარში ხმაური ატყდა. ‒ აი, ინიდიც მოვიდა, – რუდოლფმა შვილი
თავისთან იხმო: – მოდი აქ, პატარავ.
ოთახში წითელ პალტოში გამოწყობილი ინიდი ხტუნვა-ხტუნვით
შემოვარდა, მამის გვერდით უცნობი მამაკაცი რომ დაინახა, ად-
გილზე გაქვავდა. რუდოლფმა ხელში აიყვანა და ეამბორა.
‒ მიესალმე ბიძაშენს. ბიძია ტომასი იახტაზე ცხოვრობს;

სამი დღის შემდეგ რუდოლფმა ტომასს დაურეკა და სადილად


მესამე ავენიუზე მდებარე რესტორანში მიიპატიჟა.
ბარში რომ შევიდა, ტომასი უკვე იქ დახვდა.
– ამრიგად, – თქვა რუდოლფმა და ძმის გვერდით მაღალ ტაბუ-
რეტზე წამოჯ·და, ‒ქალბატონი უკვე გზაშია. ნევადაში მიფრინავს.
– შენ ხუმრობ, – უთხრა ტომასმა.
– თავად მივიყვანე. აეროპორტში და სანამ თვითმფრინავი არ
აფრინდა, იქიდან ფეხი არ მომიცვლია.
‒ ოი, რუდი, შენ უბრალოდ სასწაულმოქმედი ხარ!
‒ საერთოდ კი ეს არც თუ ისე ძნელი გასაკეთებელი აღმოჩნდა,
– უთხრა რუდოლფმა და მარტინი შეუკვეთა, რათა ტერეზასთან გა-
ტარებული დილანდელი მძიმე მოგონებანი გულიდან გადაჰყროდა.
– ისიც მეორედ აპირებს ოჯახური ცხოვრების დაწყებას, – იცრუა
მან. – და ესმის, რომ უფრო გონივრული იქნება, თუ კეთილი სახე-
ლი, როგორც თვითონ ამბობს, ნიუ-იორკის სასამართლოებში არ
შეილახება.
‒ ბევრი აგაღლიტა? – შეეკითხა ტომასი. იგი თავის ცოლს კარ-
გად იცნობდა
– არა, – კვლავ იცრუა რუდოლფმა. – ბევრ ფულს ვშოულობ და
ასეთი მოგზაურობა არ გამიჭირდებაო
– რაღაც იმას არა ჰგავს, – ეჭვით გაიქნია თავი ტომასმა.
‒ ვინ იცის, იქნებ ცხოვრებამ ბოლოს და ბოლოს გული მოულბო.
რუდოლფი ტერეზას მთელი ორი დღე ევაჭრებოდა. როგორც იქ-
ნა, დაყაბულდა, გზის ხარჯების გაღება იკისრა იქით-აქეთ, პირველი

573
კლასის ავიაბილეთითურთ, ექვსი კვირის მანძილზე რენოში ოტე-
ლის ფულიც მას უნდა გადაეხადი, პლიუს ხუთასი დოლარი კვირაში
(გაცდენისათვის,როგორც ტერეზამ თქვა.) ამ თანხის ნახევარი
წინასწარ მისცა, მეორე ნახევარს კი მაშინ გადაგიხდი, როცა დაბ-
რუნდები და განქორწინების მოწმობას ჩამაბარებო,‒დაჰპირდა.
რუდოლფმა და ტომასმა მშვენივრად ისადილეს, თითო ბოთლი
ღვინოც შესვეს. შექეიფიანებულ ტომასს გული აუჩუყდა და მალ-მა-
ლე იმეორებდა, რომ იგი რუდოლფს სამარის კარამდე უნდა უმად-
ლოდეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ სულელი ვიყავი,
არ მესმოდა, როგორი შესანიშნავი ძმა მყავდაო.
კონიაკი დალია და თქვა:
– მომისმინე, ამასწინათ თქვი, რომ შენი ცოლის კლინიკიდან
გამოწერის შემდეგ სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ. ივლისის პირ-
ველ დღეებში ჩემი იახტა ორი კვირა თავისუფალია. ამ დროს თქვენ-
თვის შემოვინახავ. ჩამოდი ცოლთან ერთად ჩემთან და პატარა კრუ-
იზი მოვაწყოთ. თუ გრეთჰენი შესძლებს, ისიც თან წავიყვანოთ. შენ
აუცილებლად უნდა გაიცნო კეიტი. ეშმმაკმა დალახვროს, მაგ დრო-
ისათვის უკვე განქორწინებული ვიქნები. ასე, რომ პირდაპირ ქორ-
წილში ამოჰყოფ თავს. შევთანხმდეთ, რუდი? უარის თქმა არ გაბე-
დო.
– ეს ჯინზეა დამოკიდებული, ‒ გაუბედავად თქვა რუდოლფმა. –
არ ვიცი, როგორ იქნება...
– უთუოდ არგებს, ‒ არ ეშვებოდა ტომასი. ‒ გემზე ერთ ბოთლს
არ გავაჭაჭანებთ. რუდი, მოვალე ხარ ჩამოხვიდე.
– კეთილი, ‒ დაეთანხმა რუდოლფი. – პირველ ივლისს დაგვე-
ლოდე. იქნებ ორივესთვის მართლაც სასარგებლო აღმოჩნდეს რამ-
დენიმე ხნით საზღვარგარეთ გამგზავრება.

II

574
მერს მხარზე ბაფთი ჰქონდა გადადებული, იისფერ კაბაში გა-
მოწყობილი პატარძალი ორსულ ქალს სულაც არ ჰგავდა, ინიდს,
რომელსაც თეთრი ხელთათმანები ეცვა, დედისთვის ხელი წაევლო
და წარბშეკრული თვალს ადევნებდა იდუმალ თამაშებს, რომლებ-
საც მისთვის გაუგებარ ენაზე მოლაპარაკე უფროსები თამაშობ-
დნენ. ტომასს მზე მოჰკიდებოდა და კვლავ ჯანმრთელი და ძლიერი
ჩანდა. წონაში მომატებულიყო და თეთრი პერანგის საყელო კუნთი-
ან კისერზე მჭიდროდ ჰქონდა მომდგარი. მამის ზურგს უკან უესლი
იდგა, მაღალი, ტანადი თხუთმეტი წლის ჭაბუკი, რომელსაც კოს-
ტიუმის სახელოები უკვე დამოკლებოდა, სახე. მზისაგან გარუჯოდა,
თმა ხმელთაშუა ზღვის მზეზე მთლად გახუნებოდა. „გრეთჰენი
ბრწყინვალედ გამოიყურება“, – გაივლო გულში რუდოლფმა, სა-
დად გადავარცხნილი მუქი ფერის, ოდნავ ჭაღარაშერეული თმა ლა-
მაზთვალებიან გამხდარ სახეს უმშვენებდა, დედოფალივით დიდე-
ბული იყო, კეთილშობილი და ნაღვლიანი ქორწილი ადამიანებში
პოეტურ ნიჭს აღვიძებს, თვით რუდოლფი,– ამას თავადაც გრძნობ-
და, ზღვაზე გატარებული ერთი კვირის შემდეგ უფრო ახალგაზრდუ-
ლად გამოიყურებოდა, ვიდრე იმ დღეს, როცა ნიცაში ჩამოფრინდა,
კლინიკიდან დაბრუნებული ჯინი წვეთსაც აღარ სვამდა და არაჩ-
ვეულებრივად ლამაზი და ნაზი ჩანდა ტომასის იქაური მეგობრების
გვერდით, იმ ჯანმრთელ ხეპრეებს შორის, რომლებიც ზეიმის გამო
პიჯაკებში გამოწყობილიყვნენ და ჰალსტუხები გაეკეთებინათ, რაც
მათ ქარისაგან დამსკდარ და უხეშ სახეებს სულაც არ უხდებოდა.
მხოლოდ დუაიერი იყო დღეს ნაღვლიანი, წამდაუწუმ საღილეში
გარჭობილ თეთრ მიხაკს ისწორებდა. ტომასმა ძმას წვრილად უამ-
ბო მისი თავგადასავალი და რუდოლფმა უნებურად გაიფიქრა, იქ-
ნებ დუაიერს მეგობრის გაბედნიერებამ დასწყვიტა ასე გული, ბოს-
ტონში მომლოდინე გოგონა „კლოტილდაზე“ რომ გაცვალაო.
როცა რუდოლფმა კეიტი გაიცნო, თავდაპირველად ძმის არჩევა-
ნი დიდად არ ეჭაშნიკა. თვითონ ძალიან მოსწონდა ლამაზი ქალები,
კეიტი კი თავისი ბრტყელი, შავგვრემანი, უბრალო სახითა და

575
მკვრივად ჩასხმული ტანით სილამაზის დაწესებულ ეტალონებს სუ-
ლაც არ ესადაგებოდა, იგი გოგენის სურათებზე გამოხატულ ტა-
იტელ ქალებს ჰგავდა. მისი ლივერპულური კილო, ნელი და ცოტა
უბრალო ლაპარაკი თავდაპირველად ყურს სჭრიდა.
ორიოდე დღის შემდეგ, როცა დაინახა, კეიტი ტომასთან და უეს-
ლისთან ერთად მორჩილად როგორ ასრულებდა უმძიმეს სამუშა-
ოს, როგორი გულწრფელი, ნათელი სიყვრულით და თავსმოუხვევე-
ლი მზრუნველობით ეპყროდა ქმარსაც და მის ვაჟიშვილსაც, რუ-
დოლფს შერცხვა თავისი ნაადრევი დასკვნებისა, ტომი – იღბლიანი
კაცია. უთხრა კიდეც. არ დაუმალავს და ტომიც სერიოზულად და-
ეთანხმა.
მერმა სიტყვა დაამთავრა, ნეფე-დედოფალმა ბეჭდები გაცვალეს
და ნეფემ პატარძალს აკოცა,
რუდოლფმა და გრეთჰენმა, ახალგაზრდების შემდეგ, რეგის-
ტრაციის წიგნში ხელი მოაწერეს. რუდოლფი ცოტა შეყოყმანდა, მე-
რე კეიტთან მივიდა და გადაკოცნა, „ფელიქსთან” მათ შამპანური,
ნესვი და თეთრ ღვინოში ჩადებული თევზი ელოდათ. უკრავდა
აკორდეონისტი· მერმა პატარძლის სადღეგრძელო შესვა, პინკი
კიმბოლმა–ნეფისა· რუდოლფმა ახალდაქორწინებულების სადღეგ-
რძელო ფრანგულად წარმოთქვა, რითაც ყველანი გააოცა და ზღვა
აპლოდისმენტები დაიმსახურა. ჯინს თან ფოტოაპარატი ჰქონდა წა-
მოღებული და სურათებს იღებდა, მან ფოტოკამერა ხელში პირვე-
ლად აიღო მას შემდეგ, რაც მთელი აპარატურა გაანადგურა. თან-
აც, ეს რუდოლფის იდეა არ ყოფილა, ჯინმა თვითონ მოისურვა ფო-
ტოსურათების გადაღება,
სადილი ოთხ საათზე დაამთავრეს· შექეიფიანებულმა სტუმრებ-
მა ახალგაზრდები „კლოტილდაზე“ მიაცილეს, კიჩოზე წითელი ბაფ-
თით გადაკრული უშველებელი ყუთი იდგა ‒ რუდოლფის საქორწი-
ნო საჩუქარი. მისი სურვილისამებრ, ყუთი იახტაზე მაშინ აიტანეს,
როცა ყველანი მერიაში იყვნენ.
– ეს რაღა ოხრობაა? ‒ გაოცდა ტომი, როცა მოსალოცი ბარათი
წაიკითხა.

576
– გახსენი და გაიგებ, – გაიღიმა რუდოლფმა.
დუაიერი ჩაქუჩისა და ღოჯის მოსატანად წავიდა, ნეფე კი წელამ-
დე გაშიშვლდა და სტუმრებით გარშემორტყმულმა ყუთი გახსნა, შიგ
„ბენდიკსის“ ფირმის დიდებული რადარი იდო. რუდოლფმა ნიუ-
იორკიდან გამომგზავრების წინ გუდჰარტთან შეიარა და ჰკითხა,
ყველაზე მეტად რა უნდა ტომასს იასტაზე რომ ჰქონდესო, მისტერ
გუდჰარტმა ურჩია რადარი ეყიდა.
‒ რადარი! რამდენი წელია ამაზე ვოცნებობ!
გეგმით, ქორწილის შემდეგ პორტოფინოში უნდა გამგზავრებუ-
ლიყვნენ, მერე ნაპირის გასწვრივ მონტე-კარლოსათვის, მენტონი-
სა და სანრემოსათვის ჩაევლოთ, შემდეგ ღამით გენუის ყურე გადაე-
სერათ და დილით სადმე იტალიაში ჩაეშვათ ღუზა, ამინდის ცნობა
კარგი. იყო და მთელ კრუიზს, ტომის თქმით, მხოლოდ თხუთმეტი
საათი დასჭირდებოდა.
დუაიერმა და უესლიმ ტომასსა და კეიტს თითის განძრევის უფ-
ლება არ მისცეს და კიჩოზე წამოსვეს, ღუზა კი თვითონ აუშვეს, პორ-
ტში მდგარმა გემებმა სიგნალები აახმიანეს – ახლადდაქორწინე-
ბულთა პატივსაცემად. ნავსადგურიდან გასვლის შემდეგ ბაკენამდე
„კლოტილდა“ ყვავილებით სავსე მებადურთა კატერმა მიაცილა და
ორი მეზღვაური იახტას ყვავილებს ესროდა.
გრეთჰენი და რუდოლფი გემბანზე შეზლონგებში მოკალათებუ-
ლიყვნენ და მზის ჩასვლის ცქერით სტკბებოდნენ. ქვევით ჯინი ინი-
დს აძინებდა. ნეფეს შამპანურის შემდეგ ძილისთვის მიეცა თავი,
რუდღოლფი წინააღმდეგი იყო, რომ დღეს დუაიერსა და კეიტს კაი-
უტაში კერძი მოემზადებინათ და გადაწყვიტა ვახშმად ყველანი ნი-
ცაში ან მონტე-კარლოში მიეპატიჟებინა, მაგრამ კეიტი ჯიუტობდა,
„ასეთ დღეს ეს ყველაფერი მხოლოდ სიამოვნებას მომანიჭებს“,–
თქვა მან, ლურჯ სვიტერში გამოწყობილი უესლი – საღამოს აგრილ-
და – საჭესთან იდგა. იგი იახტაზე ფეხშიშველი დადიოდა და ყველა-
ფერს გაბედულად აკეთებდა, თითქოს ზღვაზე ყოფილიყოს დაბადე-
ბული.
გრეთჰენსა და რუდოლფსაც სვიტერები ეცვათ.

577
– ეს მართლაც ნეტარებაა, – ივლისში სიგრილე, – თქვა რუ-
დოლფმა.
‒ გიხარია, რომ ჩამოხვედი? – შეეკითხა გრეთჰენი.
– ძალიან.
‒ ოჯახი შეერთდა, არა, უფრო მეტი, – შეკავშირდა! პირველად
ცხოვრებაში და ყველაფერი ტომის წყალობით მოხდა. აბა ვინ იფიქ-
რებდა!
‒ მან ცხოვრებაში ისეთი რაღაც გაიგო, რასაც ჩვენ დღემდე ვერ
მივმხვდარვართ, ‒ შენიშნა რუდოლფმა.
– ეგ მართალია, ხომ მიაქციე ყურადღება, სადაც არ უნდა გამოჩ-
ნდეს, ყველგან სიყვარულითაა გარემოცული, მისი ცოლიც, დუა-
იერიც, ყველა მისი მეგობარი, მისი შვილიც კი, – გრეთჰენმა ჩაიცი-
ნა,
ქალმა უკვე უამბო რუდოლფს ანტიბში გამგზავრებამდე ბილი
რომ მოინახულა ბრიუსელში და რუდოლფმა იცოდა, რა იმალებო-
და ამ ირონიის მიღმა, ბილი, რომელიც სამხედრო სამსახურს ისეთ
ადგილას გადიოდა, სადაც ყოველგვარ საფრთხეს მოცილებული
იყო, საბეჭდ მანქანას უჯდა ჯარის კანცელარიაში. იგი, როგორც
გრეთჰენმა თქვა, ძალზე ცინიკური გახდა. პატივმოყვარეობას სამუ-
დამოდ გამოემშვიდობა, არაფერი არ იზიდავდა და მხოლოდ ვადის
გასვლას ელოდა.
ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს დასცინოდა, საკუთარი დე-
დის ჩათვლით. მას არ აღელვებდა ძველი სამყაროს საგანური, სხვ-

ადასხვა ჯურის სულელ გოგოებთან დაეხეტებოდა, ბრიუსელსა და


პარიხში, მარიხუანას ეწეოდა, ახლა კი ღმერთმა უწყის, იქნებ უფრო
ძლიერ ნარკოტიკებსაც კი ხმარობდა, და არც ციხეში მოხვედრისა
ეშინოდა, ‒ რაც მისთვის ისევე სულერთი იყო, როგორც უნივერსი-
ტეტიდან გარიცხვა.
დედას ძველებურად ცივად ექცეოდა. ბოლო ვახშმობის შემდეგ,
როცა ბოლოს და ბოლოს ევანს კინსელაზე დაიწყეს ლაპარაკი, ბი-

578
ლი აბობოქრდა. „მე ყველაფერი ვიცი თქვენი ხნის ადამიანების შე-
სახებ, – განაცხადა მან. – თქვენ ვითომდა მაღალი იდეალები
გაქვთ, წიგნებით, პიესებით და პოლიტიკით აღფრთოვანებულები
ბრძანდებით, რაიც ჩვენს თაობაში სიცილს იწვევს მხოლოდ. თქვენ
ქვეყნის გადარჩენაზე ლაყბობთ, ხან ერთ უნიჭო მხატვარს გაიხდით
კერპად, ხან მეორეს და ამას მხოლოდ იმის გულისათვის სჩადი-
ხართ, რომ თავი ახალგაზრდებად მოგვაჩვენოთ, რათა შექმნათ
შთაბეჭდილება, თითქოს ნაცისტები ეს-ეს არის მოიგერიეთ და სად
ღაც აქვე, გვერდით ‒ მეორე ბარში ან მეორე ლოგინში „მშვენიერი
ახალი სამყარო“ გელოდებათ.
‒ ზოგ რამეში ალბათ იგი მართალია, – ეუბნებოდა გრეთჰენი
რუდოლფს. – ულმობელია, მაგრამ არ სცდება, როცა ამტკიცებს,
რომ სამყაროს ფარისევლობა მართავს, შენ ხომ მე სხვაზე უკეთ
მიცნობ. როცა კრიტიკული მომენტი დადგა, მე ხომ არ მითქვამს
შვილისათვის „ციხეში წადი“, „დაიმალე“-მეთქი. მე ავდექი და დავუ-
რეკე ჩემს გავლენიან ძმას, ჩემი შვილის ტყავი გადავარჩინე; დაე,
სხვა დედებმა ჩააგონონ თავიანთ შვილებს, ციხეში ჩაჯდნენ ან თავს
გაქცევით უშველონ, ან ჯუნგლებში სიკვდილის შესახვედრად გაეშუ-
რონ.
რუდოლფმა პასუხი ვერ გასცა. იგი მისი თანამზრახველი გახ-
ლდათ, ბილი ერთსაც ბრალს სდებდა და მეორესაც. მაგრამ ეს კვი-
რა ისეთი გამაჯანსაღებელი იყო, ქორწილი კი ისეთი მხიარული და
იმედის მომცემი, რომ მან გონებიდან შეგნებულად ამოიგდო ყველა
სხვა აზრი, თუმცა გული სწყდებოდა, როცა საჭესთან მდგარ, მზემო-
კიდებულ და ცქვიტ უესლის შეჰყურებდა. მასაც და მის დასაც ბილის
ბედზე ფიქრები მოეძალათ.
‒ ნახე ერთი, – უთხრა გრეთჰენმა და უესლის გადახედა, – დედა
მეძავი ჰყავს, მამას საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია,სცემ-
დნენ,სდევნიდნენ, ამცირებდნენ. თექვსმეტი წლის შემდეგ არამზა-
დებს შორის ტრიალებდა. დრო რომ დადგა, შვილი თავისთან წამო-
იყვანა, სხვა ქვეყანაში, აიძულა უცხო ენა ესწავლა და უხეში, გაუთ-
ლელი ხალხის წრეში მოაქცია, რომლებმაც წერა-კითხვა ძლივს

579
იცოდნენ. იმ ასაკში, როცა ბილი შაბათობით ჯერ კიდევ ორ დო-
ლარს თხოულობდა კინოს ფულად, ტომასის ვაჟიშვილი უკვე მუშა-
ობდა. რაც შეეხება მომხიბვლელ ოჯახურ ცხოვრებას... გრეთჰენს
გაეცინა. – ჭაბუკის კაიუტა თხელი ტიხარითაა გამოყოფილი სოფ-
ლელი დედაკაცის, მამამისის საყვარლის, ცოდვის შვილის კაიუტი-
საგან, მერედა რა მოხდა? ბიჭი კაჟივითაა, დიდებულად მუშაობს,
თავაზიანია. ჰოდა, მამის ისეთი ერთგულია, რომ ტომის ხმის აწევაც
არ სჭირდება. საკმარისია, უბრალოდ მიუთითოს, ბიჭი მაშინვე სიტ-
ყვაშეუბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.. დალახვროს ეშმაკმა, ჩე-
მის აზრით, დროა ყველა წიგნი ბავშვთა აღზრდის შესახებ ხელახლა
გადაიწეროს· ჰოდა, რასაკვირველია, ამ ჭაბუკს სულ არ უნდა ეში-
ნოდეს, რომ რაღაც გასაწვევი კომისია ვიეტნამში გააგზავნის. მამა-
მისი ამას არ დაუშვებს. აი, რას გეტყვი, რუდი. შენს ადგილას, ინიდი
წამოიზრდება თუ არა და იახტაზე სიარულს შესძლებს ისე, რომ გე-
მიდან არ გადავარდეს, აქეთ გამოვაგზავნიდი, ტომთან, აღსაზრდე-
ლად... ღმერთო ჩემო, ახლა დიდი სიამოვნებით დავლევდი რამეს.
ტომს სასმელი უეჭველად სადმე გადანახული ექნება.
– სრულიად შესაძლებელია, – თქვა რუდოლფმა, ‒ შევეკითხე-
ბი.
იგი წამოდგა და კაიუტაში შევიდა. დუაიერი სალათს რეცხავდა,
უკვე ჩვეულებრივ სამუშაო სამოსელში გამოწყობილი კეიტი კი
ფურნაკში ხორცის ნაჭერს ცხიმს ასხამდა.
–კეიტ, –მიმართა რუდოლფმა. – ტომს ყოველი შემთხვევისათ-
ვის სადმე ერთი ბოთლი სასმელი ხომ არ ექნება გადანახული
კეიტმა ფურნაკის კარი მიხურა, წელში გასწორდა და დუაიერს
შეშფოთებით გადახედა.
– მე მეგონა, დაგპირდათ, რომ სანამ ჩვენთან იქნებოდით, არ-
ცერთი ჩვენთაგანი პირში წვეთს არ ჩაუშვებდა.
– ნუ სწუხარ, ‒ უთხრა რუდოლფმა. – ჯინი პატარასთან ერთად
კაიუტაშია. ეს ჩვენ გვინდა, მე და გრეთჰენს, გემბანზე ვსხედვართ
და უკვე საკმაოდ აცივდა.
– კურდღელო, – კეიტი დუაიერს მიუბრუნდა, – ჩადი, ამოიტანე.

580
დუაიერი თავისი კაიუტისაკენ გაეშურა და მალე ჯინის ბოთლით
ხელში უკანვე დაბრუნდა. რუდოლფმა სასმელი ორ ჭიქაში დაასხა
და ცოტაოდენი ტონიკი დაუმატა. იგი გემბანზე ავიდა და დას ჭიქა
მიაწოდა.
– თუ ჯინი გემბანზე გამოვიდა, ჩვენ ისეთი გამომეტყველება უნ-
და მივიღოთ, ვითომ ტონიკს ვსვამთ. მორჩა და გათავდა. ტონიკი ჯი-
ნის სუნს აქრობს.
– მაგ იმედით იყავი, მაგ იმედით.
ორივემ თითო ყლუპი მოსვა.
– ევანსი ჯინისათვს გიჟდება, – შენიშნა გრეთჰენმა, ‒ ჩვენ ამ
მხრივაც სხვადასხვანაირები ვართ.
– შენი საქმე როგორ მიდის?
‒ ძველებურად, – დაუდევრად უპასუხა დამ –ხან უარესდება, ხან
ისევ ისეა, მაგრამ საერთოდ ძველებურადაა,ალბათ უნდა მივატო-
ვო, მაგრამ ვჭირდები. შენ გგონია ძლიან ვუყვარვარ? არა, მაგრამ
ვჭირდები, იქნება ჩემს ასაკში სჯობდეს კიდეც, როცა კაცს არ უყვარ-
ხარ, სამაგიეროდ სჭირდები.
გემბანზე მჭიდროდ შემოტმასნილ ვარდისფერ შარვალსა და
ღია ცისფერ, ფაფუკ სვიტერში გამოწყობილი ჯინი გამოჩნდა. ჭიქებს
ალმაცერად გახედა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
‒ ინიდი როგორაა? ‒ შეეკითხა რუდოლფი.
‒ სძინავს ტკბილად, მეკითხებოდა, ის ბეჭდები, კეიტმა და ძია
ტომასმა ერთმანეთს რომ გაუცვალეს, სახსოვრად უნდა შეინახო-
ნო?–ჯინი მოიბუზა.–ვიყინები,‒ თქვა და რუდოლფს მხარზე მიეკრა.
ქმარმა ლოყაზე აკოცა.
‒ოჰო! სასაცილოდ დასძინა მან, ‒ვგრძნობ ინგლისურ სულის-
კვეთებას! – ტონიკმა ვერ მოატყუა. უმალვე მიხვდა ყველაფერს და
გაწითლდა. – ერთი წვეთი მომასმევინე.
რუდოლფი შეყოყმანდა. მარტონი რომ ყოფილიყვნენ, ჭიქაზე
თითს არ დააკარებინებდა, მაგრა გვერდით გრეთჰენი ეჯდა და მათ

581
შეჰყურებდა, კაცს არ შეეძლო დის თანდასწრებით ცოლი დაემცი-
რებინა. ადგა და ჭიქა გადასცა,ქალმა ერთი ყლუპი მოსვა და ჭიქა
უკანვე ·დაუბრუნა·
გემბანზე დუაიერი გამოვიდა, სუფრის გაშლა დაიწყო· იახტაზე,
ჩვეულებრივ, სანთლების შუქზე ვახშმობდნენ ხოლმე. მაგიდაზე ჩა-
ლისგან მოწნული საფენები დაეწყოთ, შუაში ყვავილების პატარა
ლარნაკი და სალათით გავსებული ხის ჯამი იდგა.
ანაზდად გემის კორპუსს რაღაც ყრუდ დაეჯახა და კიჩოს რახარუ-
ხი აუტეხა. ვიდრე უესლი ძრავას გამორთვას მოასწრებდა, ქვევით
ლითონის ღრჭიალი გაისმა. დუაიერი მოაჯირს ეცა და შავ წყალში
იახტას ადევნებულ თეთრ ქაფს დააცქერდა.
ტომასმა სვიტერი გადაიცვა, კაპიტნის ჯიხურში შევიდა, საჭეს-
თან დადგა. „კლოტილდა“ უმართავი შეიქნა და ქარის დაბერვისას
ტალღებზე ნება-ნება ირწეოდა. ტომასმა მარცხენა ძრავა ჩართო.
იგი ნორმალურად მუშაობდა, ჭანჭიკიც წესისამებრ ტრიალებდა,
მაგრამ როცა ტომასმა მარჯვენა ძრავის ამუშავება სცადა, ძირს
კვლავ ლითონის ღრჭიალი ატყდა, „კლოტილდამ“ ტორტმანი დაიწ-
ყო.
– წევის ხრახნია დაზიანებული, შეიძლება ლილვაკიც, – თქვა
ტომასმა.
უესლი ცრემლებს ძლივს იკავებდა.
– მამი მაპატიე, მორი ვერ შევნიშნე...
ტომასმა შვილს მხარზე ხელი დაჰკრა:
– შენ დამნაშავე არა ხარ, უეს, დამიჯერე. ჩადი ერთი სამანქანო
განყოფილებაში, ნახე, ტრიუმში წყალი ხომ არ შემოვიდა. – უთხრა
მან შვილს და ჩაიცინა. ‒ ხმელთაშუა ზღვის საქორწინო ძღვენი.
კაცმა ჩიბუხი გატენა, გააბოლა, ცოლს მხარზე ხელი გადახვია,
მშვიდად დაელოდა უესლის დაბრუნებას.
‒ მშრალია, ‒ მოახსენა უესლიმ, გემბანზე რომ ამოვიდა.
‒ ჩვენი ბებერი „კლოტილდა“ მაგარია, – თქვა ტომასმა, ანაზ-
დად გრეთჰენსა ღა რუდოლფს ხელში ჭიქები დაუნახა, – რაო, ზეიმს
ხომ არ ვაგრძელებთ?

582
– თითო ყლუპს შევსვამთ მხოლოდ, – უპასუხა რუდოლფმა.
ტომასმა თავი დაჟქსია.
‒ უესლი, – მიუბრუნდა იგი ვაჟიშვილს,‒ საჭესთან დადექი· ან-
ტიბში ვბრუნდებით ერთი ძრავით·
რუდოლფი ხვდებოდა, რომ ტომასს ერჩივნა საჭესთან თვითონ
დამდგარიყო, მაგრამ უნდოდა უესლის თავი დამნაშავედ არ
ეგრძნო.
ისინი საათში მხოლოდ ოთხი კვანძის სიჩქარით მოძრაობდნენ
და ანტიბში რომ ჩავიდნენ მდუმარე ნავსადგური სიბნელეში ჩაძირ-
ულიყო.

IV

ძილში ჩუმი, მაგრამ დაჟინებული კაკუნი ჩაესმა და გამოღვიძე-


ბულმა ტომასმა გაიფიქრა: „პეპი მოვიდა ალბათ“, მან თვალები გა-
ახილა და დაინახა, რომ კაიუტაში იწვა, გვერდით კეიტს ეძინა.
კაკუნი გრძელდებოდა.
‒ ვინ არის? – ჩურჩულით იკითხა მან, რომ კეიტისათვის ძილი
არ გაეკრთო.‒ ახლავე,–ტომასმა ტანთ ჩაიცვა, ისე რომ სინათლე
არ აუნთია. მთელი დღის დაღლილ-დაქანცულ კეიტს ღრმად ეძინა,
ფეხშიშველმა, შარვლისა და სვიტერის ამარამ, კარი ფრთხილად
გააღო და დერეფანში გავიდა, სადაც პინკი ელოდებოდა. კიმბოლი
კიმბოლი ღვინის სუნით ყარდა, მაგრამ დერეფანში უკუნი სიბნელე
იდგა და ტომს არ შეეძლო გაეგო პინკი უგონოდ მთვრალი იყო თუ
არა.
‒ რა ჯანდაბა გინდა?– შეეკითხა გაღიზიანებული ტომასი.
‒ ეს-ეს არის კანიდან ჩამოვედი,–ხრინწიანი ხმით უთხრა პინ-
კიმ.

583
‒ მერედა რა მოხდა? კანიდან რომ ჩამოდიხარ, ყოველთვის
ხალხს აღვიძებ ხოლმე?
‒ეი, შენ, მეგობარო, გირჩევნია მომისმინო. კანში შენი რძალი
ვნახე. ·
‒ შენ მთვრალი ხარ, პინკი, – ზიზღით წარმოთქვა ტომასმა. – წა-
დი, გამოიძინე.
‒ ვარდისფერი შარვალი ეცვა. ტყუილი რატომ უნდა გითხრა?
ისეთი მთვრალი კი არა ვარ, რომ ის ქალი ვერ ვიცნო, რომელსაც
დილიდან საღამომდე ვუყურებდი. ერთი პირობა გავოცდი კიდეც,
მივუახლოვდი და ვუთხარი: „მე თქვენ პორტოფინოში მგონიხართ-
მეთქი“. მან კი მიპასუხა „პორტოფინოს ვერ მივაღწიეთ, იმიტომ,
რომ ავარია მოგვივიდა. ჩვენ ანტიბის ნავსადგურშიც თავს საშინ-
ლად ჩინებულად ვგრძნობთ“.
‒ იმას არ შეეძლო ეთქვა „საშინლად ჩინებულადო“, – შენიშნა
ტომასმა, მას არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ჯინი ახლა თავის კაი-
უტაში, „კლოტილდაზე“ კი არ იყო, არამედ სადღაც შორს ემყოფე-
ბოდა,
‒ ეს ისე ვთქვი, გემოს ჩასატანებლად,–უთხრა პინკიმ, – ის კი
მართლა ვნახე.
‒ მაინც სად იყო, რა ადგილას? – ტომასმა თავის შეკავება სცა-
და, ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი, სხვები რომ არ გაეღვიძებინა.
‒ერთ სტრიპტიზულ დაწესებულებაში, „ვარდისფერი ჭიშკარი“
ჰქვია. ნაპოლეონის ქუჩაზე მდებარეობს. ბარში იჯდა ერთ არამზა-
დასთან ერთად, არ ვიცი, იუგოსლაველი იყო თუ სხვა ვიღაც. ერთი
სიტყვით, გაბარდინის კოსტუმი ეცვა, აქეთა მხარეს წინათაც მინა-
ხავს. სუტენიორია, ციხეში ნაჯდომი.
– დალახვროს ეშმაკმა! ქალი მთვრალი ხომ არ იყო?
– გალეშილი, შევთავაზე, ანტიბში წაგიყვან-მეთქი, მაგრამ მიპა-
სუხა: როცა საჭირო იქნება, სახლამდე ეს ჯენტლმენი მიმაცილებსო,
– აქ დამელოდე, – ტომასი ქვევით ჩავიდა, სალონი გადაჭრა,
დერეფანში გავიდა და გრეთჰენისა და ინიდის კაიუტებს ჩაუარა.
იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, როცა დიდი კაიუტის კარი გამოაღო,

584
დაინახა, რომ ფართო საწოლზე რუდოლფს მარტო ეძინა, პიჟამო
ეცვა.
ტომასმა კარი ჩუმად მიიხურა და პინკისთან დაბრუნდა.
– ჰო, ის ყოფილა.
– რას აპირებ? – შეეკითხა პინკი.
– წავალ და მოვაბრუნებ.
– გინდა მეც წამოგყვები? – იქ მხოლოდ თავზეხელაღებულები
დაიარებიან.
‒ არა, არ არის საჭირო, – უარის ნიშნად თავი გაიქნია ტომასმა.
– პინკი ფხიზელიც არ ვარგოდა, მთვრალი ხომ მით უფრო. – გმად-
ლობთ, წადი, დაიძინე. ერთმანეთს დილით შევხვდებით. – პინკიმ
პროტესტი განაცხადა, მაგრამ ტომასმა ნელა უბიძგა და უთხრა: წა-
დი, წადი, დაწექი.
შემდეგ თავის კაიუტაში დაბრუნდა, კაიუტას, სადაც დუაიერსა და
უესლის ეძინათ, ფეხაკრეფით ჩაუარა. კეიტს მხარზე შეეხო და გააღ-
ვიძა.
– ოღონდ ჩუმად, – უთხრა მან. – არ მინდა მთელი იახტა გააღ-
ვიძო·–მერე ყველაფერი უამბო, რაც პინკიმ აცნობა, – უნდა წავიდე
და უკან მოვაბრუნო.
–მარტო მიდიხარ?
– რაც უფრო ცოტა ხალხი გაიგებს, მით უკეთესია. მოვიყვან, ჩა-
ვუწვენ ქმარს საწოლში, დილით კი ის იტყვის, რომ ჯინს თავი სტკივა
და მთელი დღე უნდა იწვესო. ასე რომ, კაციშვილი ვერაფერს მიხ-
ვდება, არ მინდა უესლიმ და დუაიერმა მთვრალი ნახონ.
გარდა ამისა, არ სურდა ანაზდად ჩხუბი რომ ამტყდარიყო, უეს-
ლი და დუაიერი მის გვერდით აღმოჩენილიყვნენ.

‒ მეც შენთან ერთად წამოვალ,–უთხრა კეიტმა, საწოლიდან წა-


მოდგომა დააპირა, მაგრამ ტომმა არ დაანება.
‒ გარდა ამისა, არ მინდა იცოდეს, რომ სუტენიორის კამპანიაში
მთვრალი დაინახე, ჩვენ ხომ დარჩენილი დღენი მეგობრულად უნ-
და გავატაროთ.

585
– გაფრთხილდი, კარგი?
– რასაკვირველია, ნუ ნერვიულობ, – უთხრა ქმარმა და აკოცა.
– დაიძინე, ძვირფასო.
„სხვა მის ადგილას ყვირილს მორთავდა“, – გაიფიქრა მან და
გემბანხე გავიდა.

ჯინი ბარში არ იყო, როცა ტომასმა „ვარდისფერ ჭიშკარში“ ფეხი


შედგა. იქ არც გაბარდინის კოსტიუმიანი იუგოსლაველი დახვედ-
რია. დახლთან რამდენიმე მამაკაცი სტრიპტიზის ყურებით ერთო-
ბოდა. გვერდით ორი მეძავი ტრიალებდა. იქვე, შესასვლელთან,
ერთ-ერთი მოცეკვავის კომპანიაში მაგიდას სამი მამაკაცი მისჯდო-
მოდა. ტომასს ისინი თვალში არ მოუვიდნენ. სტრიპტიზი ის-ის იყო
დაიწყო, ორკესტრის მოგუგუნე მუსიკის ქვეშ სამეჯლისო კაბაში გა-
მოწყობილი წითურთმიანი ქალი პროჟექტორის მუქზე თეძოების
რხევით დადიოდა, და გრძელ, თითქმის მხრებამდე აჭიმულ ხელ-
თათმანებს ნება-ნება იძრობდა.
ტომასმა სოდიანი ვისკი შეუკვეთა, როცა ბარმენმა წინ ჭიქა და-
უდგა, მან ინგლისურად მიმართა:
– ვეძებ ერთ ამერიკელ ქალს, ახლახან აქ რომ იყო. წაბლისფე-
რი თმა აქვს. ვარდისფერი შარვალი აცვია, გაბარდინის კოსტიუმიან
მამაკაცს ახლდა.
–არავითარი ამერიკელი ქალი არ ნახა, – უპასუხა. ბარმენმა,
ტომასმა დახლზე ასი ფრანკი დადო.
‒ მგონი, დაიწყო მოგონება, – უთხრა ბარმენმა,
ტომასმა კიდევ ასი ფრანკი დაუმატა. ბარმენმა სასწრაფოდ მი-
მოიხედა. ფული მაშინვე სადღაც გაქრა, მან ჭიქა აიღო და გულმოდ-
გინედ დაიწყო წმენდა, ლაპარაკის დროს ტომასს ზედ არ უყურებდა.
ორკესტრი ძალხე ხმამაღლა უკრავდა და შეიძლებოდა გული საგუ-
ლეს გქონოდა, კაციშვილი სიტყვას ვერ გაიგონებდა.
– ტუალეტს იქით, ‒ სხაპასხუპით მიაყარა ბარმენმა. – იპოვნით
un escalier, კიბე, სარდაფისკენ. იქ დაიძინოს მუშაობის შემდეგ ჩვე-
ნი plongeur, ჭურჭლისმრეცხავი. იქნებ იქ იპოვნი, რასაც ეძებ· იმ

586
კაცს ·დანოვიჩი ქვია·sal type12 ფრთხილად იყავით. ბევრი მეგობა-
რი ჰყავს.
ტომასი უყურებდა, როგორ გაიხადა ქალმა ცალი წინდა, დააქ-
ნია და მეორე წინდაზე შესაკრავის შეხსნა დაიწყო. კაცმა ისეთი სახე
მიიღო, თითქოს სტრიპტიზს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს,
თან აუჩქარებლად დარბაზის ბოლოს განათებული წარწერისკენ
„ტუალეტი, ტელეფონი“ გაეშურა. ირგვლივ ყველა გამიშვლებულ
ქალს მისჩერებოდა და ტომასი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ
ყურადღება არავის მიუქცევია, წარწერის ქვეშ თაღში როგორ შევი-
და. კარს რომ ჩაუარა, საიდანაც საპირფარეშოს აყროლებული სუნი
გამოდიოდა, სარდაფში ჩამავალ საფეხურებს ჰკიდა თვალი. სას-
წრაფოდ ძირს ჩავიდა, მკრთალი ნათურით განათებული კიბე ფანე-
რის თხელი კარით იყო გაღობილი, ორკესტრის ხმაურში კარს იქი-
დან ქალის ისტერიული, ვედრებით სავსე ხმა შემოესმა, რომელიც
ანაზდად შეწყდა, თითქოს ქალს პირი მოუკუმესო.
ტომასმა კარს ფეხი ჰკრა, მაგრამ იგი დაკეტილი დახვდა. მაშინ
მან უკან დაიხია და კარს, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მხრით დაეტა-
კა. დამპალი ხე და საკეტი ერთდროულად დანებდა და მან სარდაფ-
ში ამოყო თავი. ჯინი ჭურჭლის მრეცხავის საწოლიდან წამოდგომას
ლამობდა, გაწეწილი თმა სახეზე ჩამოშლოდა. სვიტერის ცალი სა-
ხელო თითქმის შემოგლეჯილი ჰქონდა. გაბარდინის კოსტიუმიანი
მამაკაცი, დანოვიჩი, მის გვერდით იდგა, კარისკენ პირმობრუნებუ-
ლი. ჭერიდან ჩამოშვებულ მავთულზე ეულაღ ჩამოკონწიალებული
ნათურის შუქზე ტომასმა ღვინის ცარიელი ბოთლების მთელ ბატარ-

ეას, დაზგას და უწესრიგოდ მიყრილ-მოყრილ სადურგლო ინსტრუ-


მენტებს ჰკიდა თვალი.
– ტომ! – დაიყვირა ჯინმა. – წამიყვანე აქედან! – შიშისაგან ქალი
უკვე გამოფხიზლებულიყო, იქნებ არც ადრე იყო ისეთი მთვრალი,

12
საზიზღარი ტიპი( ფრანგ)

587
როგორიც პინკის ეგონა. მან წამოდგომა სცადა, მაგრამ დანოვიჩმა
უხეშად უბიძგა და უკანვე დააგდო.
‒ შენ რაღა გინდა? ‒ შეეკითხა იგი ტომასს. დანოვიჩი ინგლისუ-
რად ლაპარაკობდა, მაგრამ ენა ებმებოდა. ტომასის სიმაღლისა იქ-
ნებოდა, ფართო, ვეებერთელა ბეჭები ჰქონდა, ცალი ლოყა დანისა
თუ სამართებლის დასმისაგან ნაიარევით დამახინჯებოდა.
– მე ამ ქალის წასაყვანად მოვედი, – თქვა ტომასმა.
‒ ამ ქალს სახლში მე თვითონ მივიყვან, როცა საჭიროდ ჩავ-
თვლი. Fous –nioile camp13 იანკი! – მან ჯინს სახეში გაარტყა, როცა
ქალმა კვლავ წამოდგომა სცადა.
ტომასი საწოლისაკენ გაემართა.
– ჩხუბს ნუ დაიწყებ, – მშვიდად უთხრა მან დანოვიჩს. – ქალბა-
ტონი მე წამომყევება.
– თუ ასე ძალიან გჭირდება, აბა სცადე და წაიყვანე, – დანოვიჩმა
მოულოდნელად უკან დაიხია, ჩაქუჩის ტარს ხელი სტაცა და ჰაერში
აატრიალა.
„ეშმაკმა დალახვროს, – გაიფიქრა ტომასმა, ყველგან არის თი-
თო ფალკონეტი“.
– გემუდარები, ტომ! გემუდარები, – სლუკუნებდა ჯინი.
– ხუთ სეკუნდს გაძლევ, წაეთრიე აქედან, – დანოვიჩი ტომისა-
კენ გაემართა, ჩაქუჩი სახეში მოუღერა.
ტომასი გრძნობდა, ყველა ღონე უნდა ეხმარა, რომ ჩაქუჩი თავში
არ მოხვედროდა, დანოვიჩმა ჩაქუჩი ოდნავადაც რომ გაჰკრას, ყვე-
ლაფერი დამთავრდება.
– კეთილი, კეთილი, – უთხრა მან, ნაბიჯი უკან გადადგა და ხელ-

ები მორჩილად ასწია. – მუშტი-კრივს არ ვაპირებ, – მაგრამ, რო-


გორც კი კაცმა ჩაქუჩი მოუქნია, დაიხარა, ფეხებში შეუვარდა, და
რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავი მუცელში ამოარტყა. ჩაქუჩი მხარ-
ში მოხვდა და მხარი უმალვე დაუბუჟდა. დანოვიჩმა წონასწორობა

13
გაეთრიე

588
დაჰკარგა, ზურგზე დაეხეთქა და მის მუხლებს ჩაფრენილი ტომასი
ზემოდან წამოაჯდა, დაცემისას დანოვიჩმა, როგორც ჩანს, თავი და-
არტყა, რადგანაც წუთით მოდუნდა. ტომასმა ამით ისარგებლა და
თავში ხელი სტაცა. დანოვიჩმა ჩაქუჩი მოიქნია და ტომასს იდაყვში
მოახვედრა, რომელიც სახის დასაცავად წინ გამოეშვირა. ტომასმა
ჩაქუჩისაკენ გაიწია, მეორე ხელი დანოვიჩს თვალებში ატაკა, მაგ-
რამ ჩაქუჩს ვერ მისწვდა და მუხლში მაშინვე მწვავე ტკივილი იგ-
რძნო. ამჯერად ხერხი იხმარა და ჩაქუჩი დაიჭირა, იგი უკვე ყურად-
ღებას აღარ აქცევდა შეუიარაღებელი ხელით მიყენებულ დარ-
ტყმებს; ჩაქუჩს არ მოეშვა, სანამ იგი დანოვიჩს ხელიდან არ გა-
უვარდა და ცემენტის იატაკზე არ დაეცა. ტომასმა დანოვიჩს წიხლი
ჰკრა და ჩაქუჩს ეცა. ისიცა და დანოვიჩიც ზეზე წამოდგნენ, მაგრამ
ტომასი ნატკენი მუხლის გამო ძლივს ინძრეოდა, ჩაქუჩი მარცხენა
ხელში გადაიტანა,‒ მარჯვენა მხარი მთლად დაბუჟებოდა.
ორკესტრის ხმაურსა და საკუთარი მძიმე სუნთქვის მიღმა
ესმოდა, როგორ კიოდა ჯინი, მაგრამ მისი ხმა ყრუდ, თითქოს შო-
რიდან ჩაესმოდა,
დანოვიჩმა, რომელმაც იცოდა, რომ ტომასს ტრავმა ჰქონდა მი-
ღებული, ზურგიდახ მოუარა. ტომასმა თავს ძალა დაატანა და მობ-
რუნდა. დანოვიჩმა მისკენ ისკუპა და ტომასმა ჩაქუჩი იდაყვს ზემოთ
მიარტყა. დანოვიჩს ხელი ჩვარივით ჩამოეკიდა, მაგრამ მარცხენას
მაინც იქნევდა. როგორც კი თავზე აფარებული ხელი ძირს დაუშვა,
ტომასმა საფეთქელში სდრუზა, პირდაპირ კი არა, გვერდულად,
მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. დანოვიჩი დაბარბაცდა და ზურ-
გზე დაეცა, ტომასი მაშინვე ზემოდან წამოაჯდა და ჩაქუჩი თავში
მოუღერა. სუნთქვაშეკრულმა დანოვიჩმა ჯანმრთელი ხელი კვლავ
სახეზე აიფარა. ტომმა ჩაქუჩი სამჯერ ჩაარტყა მხარში, ხელის მტევ-
ანსა და იდაყვში, და ამით ყველაფერი დამთავრდა. დანოვიჩის მე-
ორე ხელიც ტანის გასწვრივ უგრძნობლად დაეკიდა. ტომასმა ჩაქუ-
ჩი აღმართა, რათა მისთვის ბოლო მოეღო, დანოვიჩს მიშისაგან
თვალები დაებინდა, საფეთქლიდან გაფითრებულ სახეზე შავი სის-
ხლი დაედინა.

589
– არა! – დაიყვირა მან. – არა! არ მომკლა! გემუდარები! – ხმა
ჩაეხლიჩა.
ტომასი დანოვიჩს ზემოდან აწვა და ცდილობდა , სული მოეთქვა.
მარცხენა ხელით ჩაქუჩს კვლავ თავში უღერებდა. თუ ვინმე სიკ-
ვდილს იმსახურებდა, ეს სწორედ დანოვიჩი გახლდათ. ჰო მაგრამ
ფალკონეტიც ხომ მოკვლის ღირსი იყო!
არა, დაე, ეს სხვა ვინმემ გააკეთოს, ტომასმა ჩაქუჩი მოატრიალა
და ტარით აკანკალებულ, მობრეცილ პირში ჩასჩარა, იგი გრძნობ-
და, როგორ უმტვრევდა წინა კბილებს. ახლა ტომასს ამ კაცის მოკ-
ვლა აღარ შეეძლო, მაგრამ დანოვიჩის ტანჯვა გულს როდი უჩუყებ-
და.
– მომეხმარე, წამოვდგე, ‒უთხრა მან ჯინს. იგი საწოლზე იჯდა,
მკერდზე ხელებმიკრული და მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ჩხუბში
ისიც მონაწილეობდა, ქალი ნელა, გაუბედავად წამოდგა ზეზე, ტომ-
თან მივიდა, ხელი იღლიაში ამოსდო და ასწია. ტომასი ადგა, იატაკ-
ხე მოკრუნჩხულ სხეულს გვერდი აუქცია და კინაღამ ისევ ძირს და-
ემხო. თავი უბრუოდა, ფეხქვეშ მიწა ეცლებოდა, მაგრამ აზრი არ
ერეოდა. სარდაფში მდგარ ერთადერთ სკამზე გადაკიდებულ ჯინის
თეთრ პალტოს თვალი რომ ჰკიდა, ქალს მიუბრუნდა:
‒ მიდი, ჩაიცვი.
ჯინს სვიტერი ტანზე შემოხეოდა და დარბაზში ასე ხომ ვერ გაივ-
ლიდნენ. შესძლებს კია საერთოდ სიარულს? ტომი იძულებული გახ-
და, კიბეზე ასვლისას ნატკენი ფეხისათვის ორივე ხელი შეეშველე-
ბინა. დანოვიჩი ცემენტის იატაკზე დაგდებული მიატოვეს. ჩამ-
ტვრეული პირიდან ჩაქუჩი გამოსჩროდა და სისხლი ნაკადად სდი-
ოდა.
დარბაზში ბნელოდა თუ სინათლის სხივს არ ჩავთვლით, შავ სა-
აცხენოსნო კაბაში გამოწყობილი, გასახდელად გამზადებული დი-
აცისკენ რომ იყო მიმართული, რომელსაც თავზე ქვაბურა-ქუდი
ეხურა, გრძელი წაღები ეცვა და ხელში მათრახი მოემარჯვებინა. ჯი-
ნის მხარს დაყრდნობილმა ტომასმა თავს ძალა დაატანა, რომ კოჭ-
ლობით არ გაევლო და ის იყო უკვე კლუბიდან უნდა გასულიყვნენ,

590
რომ ამ დროს კართან მჯდარი სამეულიდან ‒ ერთ-ერთმა თვალი
ჰკიდა, იგი წამოდგა და ტომასს გასძახა:
– AllÔ, Vous LA! Les Americains! Arrêter!Pas sivite!14
მაგრამ მათ გასვლა მოასწრეს და გზა განაგრძეს, იქვე ტაქსი გა-
მოჩნდა. ტომასმა მანქანა გააჩერა. ჯინმა ტომასი მანქანაში რის ვა-
ივაგლახით შეათრია, შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და ტაქსი უკვე ანტი-
ბისკენ მიჰქროდა, როცა კაცი, რომელიც მათ დარბაზში გამოეხმა-
ურა, ქუჩაში გამოვიდა და ძებნა დაუწყო.
ტაქსში ტომასი ქანცგამოლეული გადააწვა სკამის საზურგეს,
თეთრ პალტოში გამოხვეული ჯინი კუთხეში მიიყუჟა, ტომასისაგან
რაც შეიძლება შორს. კაცს ეს არ სწყენია ‒ თვითონაც ეზიზღებოდა
დანოვიჩის, სისხლისა და ნესტიანი სარდაფის სუნთან არეული სა-
კუთარი ოფლის სუნი, ერთხანს თითქოს გონება დაკარგა თუ ჩათ-
ვლიმა, თვალი მაშინ გაახი ლა, როცა მანქანა ანტიბის ნავსადგურს
მიუახლოვდა, თავის კუთხეში მოკუნტული ჯინი გულამოსკვნილი
ქვითინებდა,მაგრამ ტომასს უკვე მისი დარდი აღარა ჰქონდა. რო-
ცა ისინი ნავსადგურს მიუახლოვდნენ, სადაც „კლოტილდა” იდგა,
კაცმა გაიცინა. მისმა სიცილმა ჯინზე ისე. იმოქმედა, თითქოს მათ-
რახი გადაუჭირესო, ქალმა ტირილი მაშინვე შეწყვიტა:
– რაზე იცინი, ტომ? ‒ შეეკითხა იგი.
– ნიუ-იორკელი ექიმი გამახსენდა, – უპასუხა მან. ‒მირჩია,
მკვეთრ მოძრაობასა და ყოველგვარ ზედმეტ დაძაბვას ერიდეო. ერ-
თი დღეს ვენახე!
ტომი გაჭირვებით, დაუხმარებლად გადმოვიდა მანქანიდან,
ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და კოჭლობ-კოჭლობით აუყვა
ტრაპს ჯინის კვალდაკვალ. კვლავ თავბრუ დაეხვა და კინაღამ
წყალში გადავარდა,
– კაიუტაში ხომ არ მიგიყვანო? ‒ შეეკითხა ჯინი, როცა, ბოლოს
და ბოლოს, გემბანზე ავიდნენ.

14
ეი, ვინა ხართ! ამერიკელებო! შეჩერდით! ნუ ჩქარობთ! (ფრანგ)

591
‒ არ არის საჭირო, ‒ იუარა კაცმა. ‒ წადი და ქმარს უთხარი,
რომ დაბრუნდი, მოიგონე რამე.
ქალი დაიხარა და ტუჩებში აკოცა:
– გეფიცები, სიკვდილამდე პირში წვეთს არ ჩავუშვებ.
‒ თუ ასეა, –თქვა ტომმა,–მაშინ ამ საღამოს ფუჭად არ ჩაუვლია,
– და თავისი ნათქვამის შესარბილებლად ბავშვივით ნაზ ლოყაზე
ხელი ალერსით მოუთათუნა.
კეიტს არ ეძინა. კაიუტაში შუქი ენთო. ქმარი რომ დაინახა, შიში-
საგან შეჰყვირა.
– სუ, ჩუმად, – გააფრთხილა ტომასმა,
‒ რა მოხდა? – ჩურჩულით შეეკითხა ქალი.
– სასწაული! მოვახერხე კაცი არ მომეკლა, – იგი საწოლზე ძა-
ლაგამოლეული დაეცა. – ახლა კი ტანთ ჩაიცვი და ექიმი მომიყვანე.

ტომასი წყლის შხაპუნმა ადრე გააღვიძა, დუაიერი და უესლი გემ-


ბანს შლანგით რეცხავდნენ. მუხლი მჭიდროდ ჰქონდა გადახვეული
და მხარს რომ არხევდა, ტკივილისაგან იმანჭებოდა, თუმცა შეიძ-
ლებოდ უარესიც მომხდარიყო.
ექიმმა თქვა, მოტეხილობა არ არის, მაგრამ მუხლი ძლიერაა და-
ზიანებული და, შესაძლოა, იოგებიცო.
ჯანმრთელ ხელზე დაყრდნობილი ტომი საწოლიდან გადმოვიდა
და პატარა სარკის წინ ცალ ფეხზე დადგა. სახე დამახინჯებული
ჰქონდა. იქ, სარდაფში ეს არ უგრძვნია, მაგრამ როცა დანოვიჩს ეძ-
გერა, სახით ცემენტის იატაკს დაეხეთქა და ახლა ცხვირი გასიებო-
და, ტუჩები დაბერვოდა, შუბლი და ღაწვები მთლად დაჟეჟოდა.
ექიმმა ნაკწრები სპირტით მობანა და სახე ისე აღარ სტკიოდა,
როგორც სხვა რამ, მიუხედავად ამისა, ეშინოდა, ინიდს მის დანახ-
ვაზე თავზარი არ დასცემოდა და არ ეყვირა, „დედაო“.
იგი სარკის წინ დედიშობილა იდგა – მკერდი და მხრები მუქ-
ლურჯ სისხლისჩანაქცევებს დაეფარა. შარვლის ჩაცმას ხუთი წუთი
მოუნდა, პერანგი კი ვერა და ვერ გადაიცვა. პერანგით ხელში და

592
ჯანმრთელ ფეხზე ხტუნვა–ხტუნვით სამზარეულოსკენ გაემართა, ყა-
ვადანი უკვე ქურაზე იდგა. კეიტი ფორთოხალს წურავდა. როგორც
კი ექიმმა უთხრა, ტომასს საშიში არაფერი სჭირსო, სწრაფად დამ-
შვიდდა და ძველებურად აფუსფუსდა. ექიმი რომ წავიდა, ტომასმა
დაძინებამდე ყველაფერი უამბო.
‒ არ გინდა შენს ლამაზ ქმარს აკოცო? ‒ შეეკითხა იგი.
ქალს გაეღიმა, ნაზად ეამბორა და პერანგის ჩაცმაში მიეშველა.
‒ ვინმემ ხომ არ იცის?
‒ მე არც უესლისათვის, არც კურდღლისათვის არაფერი მით-
ქვამს, დანარჩენებს კი ჯერ ისევ სძინავთ, – უპასუხა ქალმა.
–თუ ვინმემ გკითხოს, უთხარი, „ლე კამეოში“ მთვრალთან იჩხუ-
ბა-თქო. ‒ ეს თვალსაჩინო გაკვეთილი იქნება იმათთვის, ვინც საკუ-
თარ ქორწილში გაილეშება.
კეიტმა თავი დაუქნია.
– მაშ კარგი, – თქვა ტომმა.– მე მგონი, უკვე შემიძლია გემბანზე
გასვლა და ტყუილების ლაპარაკი.
დუაიერმა და უესლიმ ტომასი რომ დაინახეს დუაიერი აწრიალ-
და:
– ღმერთო ჩემო, ეს რა აუტეხე შენს თავს?
უესლის კი აღმოხდა: მამა!
‒ მაშინ გიამბობთ, როცა ყველანი შევიკრიბებით, – უთხრა ტო-
მასმა –ამ ამბის ასჯერ გამეორებას არ ვაპირებ.
რუდოლფი გემბანზე ქალიშვილთან ერთად ამოვიდა და ტომას-
მა სახეზე შეატყო, რომ ჯინმა მას ყველაფერი გაანდო ან თითქმის
ყველაფერი გუშინდელი ღამის შესახებ, ინიდმა მხოლოდ ესა თქვა:
‒ ბიძია ტომ, დღეს შენ ძალიან სასაცილო ხარ!
– ეს მართლაც ასეა, ჩემო კარგო, – გაიღიმა ტომმა.
რუდოლფმა გაკვრით აღნიშნა, ჯინს თავი სტკივა და ლოგინიდან
ვერ დგებაო, ფორთოხლის წვენს საუზმის შემდეგ, მე თვითონ მივუ-
ტანო. როცა ისინი მაგიდას მიუსხდნენ გემბანზე გრეთჰენი გამოჩ-
ნდა.

593
– ღმერთო ჩემო, ტომ, ეს რა დაგმართია? – შეძრწუნებული შე-
ეკითხა და.
– ველოდი, როდის შემეკითხებოდით, – უპასუხა ტომასმა, შემ-
დეგ მან იქ მყოფთ „ლა კამეოში“ მთვრალთან ატეხილი ჩხუბის ამ-
ბავი უამბო. ოღონდ ის მთვრალი ჩემნაირი გალეშილი კი არ გა-
მოდგაო, შენიშნა სიცილით.
‒ ოჰ, ტომ, ‒ დაბნეულად მიმართა გრეთჰენმა. – მე კი მეგონა,
ჩხუბს თავი დაანებე.
– მეც ასე მეგონა, მაგრამ მთვრალი სხვაგვარად ფიქრობდა, –
უპასუხა კაცმა.
‒ შენც იქ იყავი, კეიტ? – უსაყვედურა გრეთჰენმა.
– მე მეძინა, – მშვიდად უპასუხა ქალმა. – ჩუმად გამეპარა, შენ
თვითონაც იცი, კაცები როგორები არიან,
– ჩემის აზრით, უბრალოდ სირცხვილია, – თქვა გრეთჰენმა, –
როცა მოზრდილი მამაკაცები ჩხუბობენ!
‒ მეც ასე ვფიქრობ, – მხარი აუბა ტომასმა, – განსაკუთრებით
სირცხვილია, როცა შენ თვითონ გცემენ. ახლა მოდით, ვისაუზმოთ.

იმავე დილით, მოგვიანებით, ტომასი და რუდოლფი გემბანზე


მარტონი ისხდნენ.
– ჯინმა ყველაფერი მიამბო, არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგი-
ხადო, ტომ, – უთხრა რუდოლფმა.
–კმარა, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, ჯინს, თავისი
აღზრდის გამო, ყველაფერი ეს უფრო შემზარავად მოეჩვენა, ვიდრე
სინამდვილეში იყო.

594
–გუშინ ყველანი მთელი დღე ვსვამდით, ‒ მწარედ თქვა რუ-
დოლფმა, – შემდეგ კი მე და გრეთჰენი ვახშმის წინ გემბანზე მოვკა-
ლათდით და სმა განვაგრძეთ... ჰოდა, იმანაც თავი ვეღარ შეიკავა,
ლოთები ხანდახან ისეთი ეშმაკები არიან, ვერ წარმომიდგენია, რო-
გორ მოახერხა საწოლიდან ადგომა, ჩაცმა და „კლოტილდადან“ გა-
პარვა ისე, რომ მე არ გავეღვიძებინე... ‒ მან თავი გაიქნია. – ამ ბო-
ლო დროს ისე კარგად იქცეოდა, რომ აღარ ვღელავდი, მაგრამ საკ-
მარისია ერთი–ორი სირჩა დალიოს, უკვე თავის შეკავება აღარ ძა-
ლუძს, სხვა ადამიანად იქცევა ხოლმე, ხომ არ გგონია, ფხიზელიც
ასე დაეხეტება, ღმერთმა უწყის სად, და მამაკაცებზე ნადირობს?
– რასაკვირველია, არა მგონია, რუდი.
‒ რატომ არ გამაღვიძე და თან არ წამიყვანე?
– ასეთი მოგზაურობა შენ არ შეგეფერება, რუდი.
– კი მაგრამ, მე ხომ მისი ქმარი ვარ, ეშმაკმა დალახვროს.
‒ ჰოდა, სწორედ ამის გამო არ იყო საჭირო შენი გაღვიძება.
– მაგრამ, იმას რომ მოეკალი...
‒ ჰო, წამიც და შეიძლებოდა სიცოცხლეს გამოვესალმებინე,––
გამოუტყდა ტომასი,
‒ შენც შეგეძლო მოგეკლა.
– მთელ ამ ამბავში იყო ერთი, – ერთადერთი მშვენიერი მომენ-
ტი, – თქვა ტომასმა, – ანაზდად გვიგრძენი, რომ ადამიანის მოკვლა
არ ძალმიძს.

VI

იგი გემბანზე მარტოდმარტო იჯდა და წყნარი საღამოს ჰაერს ნე-


ტარებით ისუნთქავგდა. კეიტი ქვევით იყო, კაიუტაში. დანარჩენები
კი მანქანით ორი დღით სასეირნოდ იტალიაში გაემგზავრნენ, უკვე
მეხუთე დღე იყო „კლოტილდას“ ნავსადგურში ღუზა ჰქონდა ჩაშვებ-

595
ული და ელოდა, როდის ჩამოიტანდნენ ჰოლანდიიდან ახალ მხო-
ხავ ხრახნსა და ლილვს. რუ დოლფმა თქვა, სანამ დროა, მანქანით
ერთი პატარა გასეირნება ძალზე გვარგებსო. იმ ბობოქარი ღამის
შემდეგ ჯინი უცნაურად გაყუჩდა რუდოლფი თავს არ იზოგავდა, რომ
მას მძიმე ფიქრები გაფანტვოდა. კეიტსა და ტომასსაც სთხოვა,
თქვენც გამოგვყევითო, მაგრამ ტომასმა თქვა, ნეფე-დედოფალს
მარტო დარჩენა ურჩევნიათო.
ნავსადგურში სიჩუმე სუფევდა, ბევრ იახტაზე სინათლეები უკვე
ჩაექროთ. ტომასმა დაამთქნარა, გაიზმორა და წამოდგა. ანაზდად
დაინახა, პირსის გასწვრივ ფარებჩამქრალი მანქანა მოჰქროდა.
იგი ზედ „კლოტილდას“ პირდაპირ გაჩერდა. ორი კარი ერთდროუ-
ლად გაიღო და მანქანიდან ორი კაცი გამოვარდა. მერე კიდევ –
ორი, დანოვიჩი ბოლოს გა მოჩნდა, ჩამოკიდებული ხელით.
იახტაზე კეიტი რომ არ ყოფილიყო, წყალში ჩაყვინთავდა და
დიდხანს მოუნდებოდნენ მის დაჭერას, მაგრამ ახლა უნდა მდგარი-
ყო და მათთვის ეცადა. მეზობელ იახტახე კაცი არ ჭაჭანებდა, დანო-
ვიჩი ქვევით დარჩა, სამი კაცი გემზე ამოვიდაა
‒ ამრიგად, ბატონებო, – თქვა ტომასმა, – რით შემიძლია გემსა-
ხუროთ?
თავში რაღაც მძიმედ მოხვდა.

გონება მცირე ხნით მხოლოდ ერთხელ დაუბრუნდა. უესლი და


კეიტი საავადმყოფოს პალატაში მის საწოლს არ მოსცილებიან.
‒ აღარასოდეს... – წარმოთქვა მან და გონება ისევ დაკარგა.
რუდოლფმა ნიუ-იორკიდან ცნობილი ნეიროქირურგი გამოიძა-
ხა, იგი ნიცის გზას ადგა, როცა ტომასი გარდაიცვალა. თავის ქალა
გახეთქილი ჰქონდა, ტვინში სისხლი ჩაექცაო, აუხსნა ქირურგმა რუ-
დოლფს.
რუდოლფმა გრეთჰენი, ჯინი და ინიდი ოტელში გადაიყვანა. დას
კი უბრძანა, ჯინისთვის წუთით თვალი არ მოეშორებინა.
პოლიციას ყვგელაფერი აცნობა, რაც კი იცოდა. პოლიციელებმა
ჯინი დაჰკითხეს, ქალს ნახევარი საათის შემდეგ ისტერიკა დაემარ-

596
თა და არაფერი დაუმალავს, უამბო „ვარდისფერი ჭიშკარის“ შესა-
ხებ, დანოვიჩი დააკავეს, მაგრამ მოწმეები ვერ იპოვნეს. დანოვიჩს
კი ხელთ უცილობელი ალიბი ჰქონდა მთელი ღამისთვის.

VII

დილით, კრემაციის შემდეგ, რუდოლფი და გრეთჰენი ტაქსით


კრემატორიუმში მივიდნენ და მეტალის ურნა წამოიღეს, ძმის ფერ-
ფლით, კრემატორიუმიდან ანტიბის პორტს მიაშურეს, სადაც კეიტი,
უესლი და დუაიერი ელოდნენ. ჯინი და ინიდი სასტუმროში დარჩნენ.
რუდოლფმა გადაწყვიტა, რომ კეიტს ასეთ დღეს ძალზე გაუჭირდე-
ბოდა ჯინის ბგვერდით დგომა, ხოლო თუ ჯინი დღეს დათრობას და-
აპირებს, საამისო საფუძველი აქვს კიდეცო, ფიქრობდა იგი.
გრეთჰენმა, ისევე როგორც სხვებმა, უკვე იცოდა სიმართლე.
ჩვეულებრივ სამუშაო ტანსაცმელში ჩაცმული კეიტი, უესლი და
დუაიერი მათ მოლოდინში გემბანზე იდგნენ. დუაიერს და უესლის
თვალები ტირილისაგან დასწითლებოდათ, კეიტს კი დარდისაგან
გაქვავებულ სახეზე ცრემლის ნაკვალევიც არ აჩნდა, რუდოლფმა
ურნა კაპიტნის ჯიხურში დადგა, დუაიერმა საჭეს ხელი წაავლო და
ერთი ძრავა ჩართო.
ისინი თითქმის ერთ საათს მიცურავდნენ სამხრეთისაკენ და ნა-
პირს სცილდებოდნენ, ერთი ძრავით შორს ხომ ვერ წავიდოდნენ
ღია ზღვაში და სანაპირო ხაზი კიჩოს იქით მკაფიოდ მოჩანდა.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ დუაიერმა იახტა მოაბრუნა და
ძრავა ჩააქრო, ხილვადობის არეში არც ერთი იახტა არ ჩანდა. ზღვა
ისეთ ლაჟვარდისფერ სიმშვიდეში გარინდულიყო, წყლის ჩქაფუნიც
კი არ ისმოდა. რუდოლფმა ჯიხურიდან ურნა გამოიტ·ანა და გახსნა.
კეიტმა ქვევიდან თეთრი და წითელი გლადიოლუსების თაიგული
ამოიტანა, ყველანი კიჩოზე გამწკრივდნენ. პირით უკიდეგანო, უკა-

597
აცრიელი ზღვისკენ.
უესლიმ რუდოლფს ურნა გამოართვა. თვალებზე უკვე ცრემლი
შეშრობოდა. ბიჭი წუთით გაქვავდა, შემდეგ მამის ფერფლი ნება-ნე-
ბა ზღვას მისცა. ყველაფერ ამას ერთი მოკლე წუთი დასჭირდა.
წყალმა ფერფლი აიტაცა და თან წაიღო, სადღაც შორს, ხმელთაშუა
ზღვის ცისფერ ზედაპირზე ქრებოდა ფერფლი.
მზემოკიდებული ხელის ქალური, ნაზი მოძრაობით კეიტმა თა-
იგული ზღვაში ჩააგდო.
უესლიმ ურნა გემიდან გადაისროლა, იგი მაშინვე ჩაიძირა. შემ-
დეგ უესლი კაპიტნის ჯიხურში შევიდა და ძრავა აამუშავა, ახლა ისი-
ნი ნაპირისაკენ მოცურავდნენ და მან იახტა ზუსტად ნავსადგურის
ვიწრო შესასვლელისკენ მიმართა.
კეიტი ძირს ჩავიდა, დუაიერი იახტის ცხვირისაკენ გაემართა,
რუდოლფი და გრეთჰენი კი, რომლებსაც სახეზე მკვდრის ფერი
ედოთ, კიჩოზე დატოვეს.
დუაიერი, რომელსაც თავი მსუბუქი ნიავისთვის მიეშვირა, იახ-
ტის ცხვირზე იდგა და გასცქეროდა, როგორ ახლოვდებოდნენ დი-
ლის მზის დამაბრმავებელი სხივებით განათებული სახლები, ძველი
ციხის კედლები და მწვანე ჭადრები.
„მდიდრების ამინდია“, ‒გაახსენდა მას.

598

You might also like