You are on page 1of 469

სარჩევი

სარჩევი 2
პირველი 3
მეორე 15
მესამე 29
მეოთხე 44
მეხუთე 64
მეექვსე 80
მეშვიდე 93
მერვე 108
მეცხრე 118
მეათე 127
მეთერთმეტე 137
მეთორმეტე 151

.
21
პირველი

იმ ზაფხულის მიწურულს, როცა ისეთ სასოწარკვეთაში


ჩავარდა, რომ დატრიალებული უბედურებიდან
გამოსავლის პოვნის იმედიც კი გადაეწურა, მისის
პენმარკმა გააცნობიერა, რომ შვიდი ივნისი, ფერნის
გრამატიკის სკოლის პიკნიკის დღე, ამასთან, მისი
ბედნიერების უკანასკნელი დღეც იყო, რადგან მას მერე
აღარც კმაყოფილება უგრძნია და აღარც – სიმშვიდე.

ეს პიკნიკი პელიკან ბეის სანაპიროზე, მუხებში ჩაფლულ


ბენედიქტში, ფერნების საზაფხულო მამულში
ყოველწლიურად იმართებოდა. დები ფერნები სამყაროს
სწორედ აქ მოვლენოდნენ და თავიანთ ერთფეროვან,
უხალისო ზაფხულთა დღეებიც აქ გაელიათ. აქაურობა
ისე უყვარდათ, რომ მაშინაც კი, როცა ფინანსურად
გაუჭირდათ, ძველი მამულის გაყიდვას თავიანთი
ქალაქის სახლის სკოლად გარდაქმნა არჩიეს, მეგობრების
შვილებისთვის. პიკნიკი ყოველთვის ივნისის პირველ
შაბათს იმართებოდა, რადგან სამ დათაგან უფროსი, მის
ოქტავია, დარწმუნებული იყო, რომ, მიუხედავად
არაერთი ისეთი შემთხვევისა, როცა პიკნიკი წვიმის გამო
სახლში გადაიტანეს, ივნისის პირველი შაბათი ღია ცის
.
31
ქვეშ დროის გასატარებლად საუკეთესო დღე გახლდათ.

– როცა პატარა გოგო ვიყავი, ზუსტად იმხელა, რამხელაც


თქვენ ხართ ახლა, – ეუბნებოდა ის ყოველ ზაფხულს
თავის მოწაფეებს, – ბენედიქტის პიკნიკს ყოველთვის
ივნისის პირველ შაბათს ვმართავდით. ჩვენი ყველა
ნათესავი და მეგობარი, ისინიც კი, ვინც თვეები არ
გვენახა, ამ დღეს აუცილებლად გვსტუმრობდა. ეს,
შეიძლება ითქვას, ერთგვარი ოჯახური თავყრილობა
იყო; სიცილით, სიურპრიზებითა და ნაზი, მხიარული
ხმებით აღსავსე თავყრილობა. ეს დღე ყველას ლამაზად
და ბედნიერად ამახსოვრდებოდა. ეჰ, მაშინ უთანხმოება
რა იყო, არც ვიცოდით; მაღალი საზოგადოების წევრებს
შორის დავა წარმოუდგენელი რამ გახლდათ,
ქალბატონებსა და ბატონებს შორის უხეში სიტყვა
არასოდეს ითქმოდა. ისე ტკბილად გვახსენდება ჩემს
დებსა და მე ის დრო! როგორი სიამოვნებით
დავაბრუნებდით იმ დღეებს!

ასეთ დროს მის ბარჯის ფერნი, შუათანა და, რომლის


ტვინიც ყველაზე პრაგმატულად იყო მოწყობილი და
ამიტომ სკოლის ადმინისტრაციულ საკითხებსაც ის
უძღვებოდა, ამატებდა: – იმ დროს ყველაფერი
გაცილებით მარტივი იყო. სახლი მოახლეებს ვერ
.
41
იტევდა, ყველა იმაზე ოცნებობდა, რამით დაგხმარებოდა,
რაიმეთი ესიამოვნებინე. დედა და მოახლეების ნაწილი
პიკნიკამდე რამდენიმე დღით ადრე მანქანით
გამოემგზავრებოდნენ ხოლმე ბენედიქტში. ზოგჯერ
პირველ ივნისსაც კი აქ იყვნენ – ამ დროს სეზონი
ოფიციალურად გახსნილად კი ითვლებოდა, მაგრამ
სანაპიროს ძირძველი მოსახლეები ჩვენი პიკნიკის
დღემდე ზაფხულს დაწყებულად არ მიიჩნევდნენ.

– ბენედიქტი თვალწარმტაცი ადგილია, – ამბობდა მის


კლაუდია ფერნი, – „პატარა, დაკარგული მდინარე“ ჩვენს
მიწას ხეობის მხრიდან აკრავს და იქვე ყურეში ჩაედინება,
– მის კლაუდია სკოლაში ხელოვნებას ასწავლიდა და
ასეთ დროს მექანიკურად ამატებდა ხოლმე, – ამ
ადგილებში გარემო ბომბუას მდინარეთა მომხიბვლელ
პეიზაჟებს მაგონებს, – მერე იაზრებდა, რომ მოწაფეთაგან
ზოგიერთს, შესაძლოა, არ სცოდნოდა ბომბუას ვინაობა
და სასწრაფოდ ამატებდა, – მცირეწლოვან

.
51
ჯგუფთა საყურადღებოდ, ბომბუა თანამედროვე ფრანგი
პრიმიტივისტია. ოჰ, ვერ წარმოიდგენთ, რარიგ
მოქნილია მისეული დაუხვეწელობა! როგორი საოცარი
კომპოზიციები და მწვანე ფერის აღქმა აქვს! მოგვიანებით
ბომბუაზე მრავალ საინტერესო ამბავს ისწავლით.

მოპიკნიკეთა გრძელი და სასიამოვნო დღე ფერნების


ქალაქის სახლიდან, აწ უკვე სკოლიდან, იწყებოდა;
თითოეული მოსწავლის მშობელი მკაცრად იყო
გაფრთხილებული, რომ შვილები სკოლის გაზონზე რვა
საათამდე მოეყვანა – არც ერთი წამით გვიან. გეგმის
მიხედვით, სწორედ ამ დროს უნდა დაძრულიყვნენ
ადგილებიდან დაქირავებული ავტობუსები. ამიტომაც
მისის ქრისტინ პენმარკმა – ადამიანმა, რომელსაც
ჭირივით ეზიზღებოდა დაგვიანება და, საერთოდ,
ნებისმიერი სულიერის ლოდინისთვის გაწირვა,
მაღვიძარა ექვს საათზე მომართა. ჩათვალა, რომ ზუსტად
ამდენი დრო ეყოფოდა დილის ჩვეული პროცედურების
ჩასატარებლად და ბოლო წამებზე გახსენებული იმ
პატარ-პატარა საქმეების მოსაგვარებლად, რომლებიც
სიჩქარეში, შეიძლება, თავიდანაც კი ამოგივარდეს
ადამიანს.

მისის პენმარკმა დაგეგმილი საათის გონებაში ჩასაბეჭდად


.
61
ჩაძინების წინ საკუთარ თავს გაუმეორა:
„ზუსტად ექვს საათზე გაახელ თვალებს, იმ
შემთხვევაშიც კი, თუ მაღვიძარას რაიმე მოუვა“; მაგრამ
მაღვიძარამ დროულად დარეკა. ერთი მორიდებული
დამთქნარების შემდეგ მისის პენმარკი საწოლში წამოჯდა
და მაშინვე თავისთვის აღნიშნა, რომ, მის ოქტავიას
დაპირებისამებრ, მშვენიერი დილა გათენებულიყო. ქერა,
ლამის ჩალისფერი თმა შუბლიდან გადაიყარა და
სააბაზანოსკენ გასწია. იქ სარკის წინ დადგა და თავის
გამოსახულებას დიდხანს მიაშტერდა. კბილის ჯაგრისი
ისე უსიცოცხლოდ შერჩენოდა ხელში, თითქოს ვერ
გადაუწყვეტია, რა უყოსო. ნაცრისფერი, შორიშორს
ჩასმული, მშვიდი თვალები ჰქონდა; სახის კანი –
გარუჯული და მკვრივი. უცებ ტუჩები მოზიდა და დღის
პირველი, საცდელი, ტრივიალური ღიმილი გამოიხმო
სახეზე; და ასე, სარკის წინ მექანიკურად გაღიმებულმა,
სასხვათაშორისოდ ყური ჰკიდა ფანჯრიდან შემომავალ
ხმებს: შორს მანქანა დაქოქეს, წყნარი ქუჩის კიდეებზე
ჩამომწკრივებულ მარადმწვანე მუხებში მოფრთხიალე
ბეღურები აჟღურტულდნენ, სადღაც ბავშვმა შეჰყვირა და
მყისიერად დადუმდა. მერე, თითქოს გონს მოეგოო, უცებ
გამოფხიზლდა, ჩვეული ენერგიით აღიჭურვა, წყალი
გადაივლო, ჩაიცვა და საუზმის მოსამზადებლად
სამზარეულოსკენ გასწია.
.
71
მოგვიანებით ქალიშვილის საძინებელში ბავშვის
გასაღვიძებლად შევიდა. ოთახი ცარიელი და ისე
პირწმინდად დალაგებული დაუხვდა, გეგონებოდა იქ
დიდი ხანია, არავის უცხოვრიაო. საწოლი ზედმიწევნით
გაესწორებინათ, ტუალეტის მაგიდაზე თითოეული
ნივთი თავის კუთვნილ ადგილასა და ჩვეული კუთხით
ფაქიზად დაეწყოთ. ფანჯრისპირა მაგიდაზე
ქალიშვილის საყვარელი თავშესაქცევი – დანაწევრებული
ფაზლი მხოლოდ ნახევრად იყო აწყობილი. მისის
პენმარკს თავისთვის გაეღიმა და ბავშვის სააბაზანოში
შეაბიჯა. იქაურობაც ისევე მოწესრიგებული იყო,
როგორც საძინებელი. მოზრდილი პირსახოცი
გასაშრობად გულდასმით იყო გაშლილი. ამის
შემხედვარე ქრისტინს კვლავ ნაზად გაეღიმა და
გაიფიქრა: „არაფრით დამიმსახურებია ასეთი ხელმარჯვე
შვილი. როცა რვა წლის ვიყავი, მეეჭვება, რაიმე მსგავსის
გაკეთება შემძლებოდა“. მერე ფართო, ელეგანტური და
ძველმოდური ხის პარკეტით მოპირკეთებულ და
გულმოდგინედ მორთულ დერეფანში გავიდა და
მხიარულად დაიძახა:

– როდა! როდა!... სად ხარ, საყვარელო? უკვე ადექი და


გაემზადე?
.
81
ბავშვმა თავისი ჩვეული ფრთხილი ხმითა და ნელი
ტემპით, ისე, თითქოს ყოველი სიტყვის ამოთქმა რაღაც
საშიშროებას შეიცავსო, უპასუხა:

– აქ ვარ. მისაღებ ოთახში.

როდას შეფასებისას მისის პენმარკს ყველაზე ხშირად


ზედსართავები „წყნარი“, „მორცხვი“, ან
„ძველმოდური“ ესმოდა ხოლმე. ახლაც, კარის
ზღურბლზე მდგომმა დედამ თანხმობის ნიშნად გაიღიმა
და კიდევ ერთხელ დაფიქრდა იმაზე, თუ ვისგან ერგო
მემკვიდრეობით თავის შვილს მსგავსი
თავშეკავებულობა, მოწესრიგებულობა და გულგრილი
თვითკმარობა. მერე ოთახში შევიდა და თქვა:

– დავიჯერო, ჩემ დაუხმარებლად შეძელი თმის


დავარცხნა და დაწვნა?

ბავშვი ნახევრად შემოტრიალდა ისე, რომ დედას მისი


სწორი, თხელი და ღია ყავისფერი თმის შეთვალიერება
შეძლებოდა: შესაშური სიზუსტით გაყოფილი თმის ორი
წვრილი, სახრჩობელასავით მორკალული ნაწნავი ორი
პატარა ბაფთით იყო შეკრული. მისის პენმარკმა
ბაფთების შემოწმება დაიწყო. რომ დარწმუნდა,
.
91
მჭიდროდ და მყარად იყვნენ დამაგრებულები, ბავშვის
შუბლთან მოკლედ შეკრეჭილ თმას საკოცნელად
მოზიდული ტუჩებით ოდნავ შეეხო და თქვა:

– საუზმე სულ მალე იქნება. დღეს განსაკუთრებით


კარგად უნდა ისაუზმო, რადგან პიკნიკის ცნებაში
არაფერია ისეთი მერყევი, როგორიც წახემსების დრო.

როდა მაგიდას მიუჯდა და სახეზე უკიდურესი


უმანკოება გამოისახა, თან, თითქოს რაღაც საიდუმლო
გაახსენდაო, გაიღიმა და მარცხენა ლოყა ჩაეჩვრიტა. მერე
ნიკაპი დასწია და ჩაფიქრებული მზერით ამოიხედა;
კვლავ გაიღიმა, მაგრამ უკვე ძალიან ნაზად, უცნაურად,
გაუბედავად; ამჯერად ტუჩებიც გაეპო და წინა ორ კბილს
შორის ღარი გამოუჩნდა.

– უბრალოდ, ვაღმერთებ ამ პატარა ღარს, ძვირფას


როდას კბილებს შორის რომ აქვს, – ეს სიტყვები ზედა
სართულზე მცხოვრებმა მისის მონიკა ბრიდლავმა
ზუსტად წინა დღით თქვა, – როგორი ძველმოდურია ეს
ჩვენი როდა, თავისი წინამოთი, ნაწნავებითა და
ჩაჩვრეტილი ლოყით. ბებიაჩემის ახალგაზრდობაში რომ
ბავშვები იყვნენ, იმათი ასლია. ბებიაჩემს სახლში ერთი
ფერადად დაბეჭდილი სურათი ჰქონდა, რომელიც
.
101
მეხსიერებიდან არ ამომდის; მოციგურავე პატარა გოგო
იყო გამოსახული. ოჰ, ისეთი მოწესრიგებული, კოხტა
გოგო იყო, მოფრიალე თმით, ზოლიანი წინდებით,
თასმებიანი ციგურებით და ერთმანეთთან შეხამებული
ბეწვის ქუდითა და ხელთათმანებით. თან სრიალებდა,
თან იღიმოდა და მასაც კბილებს შორის ღარი მოუჩანდა.
რაც მეტად ვუფიქრდები, მით მეტად მაგონებს ის ბავშვი
როდას.

ამ სიტყვებზე მისის ბრიდლავი მოულოდნელად


გაჩუმდა და იმაზე ფიქრმა გაიტაცა, პენმარკების პატარა
გოგოსადმი თავისი სიყვარული მრავალი წლის წინ
ბებიამისთან ნანახ სურათს ხომ არ გამოეწვია. საქმე ისაა,
რომ მისის ბრიდლავი აზრსმოკლებული ფიქრის
არსებობას არ აღიარებდა; სჯეროდა, რომ ნებისმიერი
წარმოთქმული სიტყვა, შემთხვევით დაცდენილიც კი,
რაღაც უფრო დიდის ნაწილი იყო და მაშინაც კი, როცა
სხვები ამას ვერ ამჩნევდნენ, ერთობ თანმიმდევრული
ლოგიკური ბმით მიემართებოდა სხვა აზრთა წყობებს.
ახლაც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სწორედ ფერადი
სურათით აღფრთოვანებამ დაუდო საფუძველი
ბავშვისადმი მის სიყვარულს. ამას წყალი არ

.
111
გაუვიდოდა!... უსათუოდ ასე იყო!... მერე გაახსენდა,
რომ თავის ძმას, ემორის, რომელთანაც ბინას იყოფდა,
ისევე ძლიერ უყვარდა ეს ბავშვი. აი, ემორის
აღფრთოვანება კი ნამდვილად ვერ იქნებოდა
ასოციაციურად დაკავშირებული ძველ
ლითოგრაფიასთან, რადგან თავისზე ცხრა წლით
უმცროს ძმას მოციგურავე გოგოს სურათი ვერაფრის
დიდებით ვერ ექნებოდა ნანახი. ეს იმიტომ, რომ ბებია
ემორის დაბადებამდე ორი წლით ადრე მომკვდარიყო და
მისი ნივთებიც მაშინვე მიმოფანტულიყვნენ... ასე რომ,
ძალიან საეჭვო იყო... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის ვარაუდს, რომ... აქ
მისის ბრიდლავი შეყოვნდა და მღელვარებისგან წარბები
აეწკიპა – ნუთუ, თავისი ნაცადი ასოციაციური სიბრძნე
სინამდვილეში სულაც არ იყო ისეთი წყალგაუვალი,
როგორიც აქამდე ეგონა?!

ეს სიტყვები მისის ბრიდლავმა მაშინ წარმოთქვა და


გაიფიქრა, როცა გასულ დილას, ფერნის სკოლის
შემაჯამებელი გაკვეთილიდან, მისის პენმარკთან და მის
ქალიშვილთან ერთად აუჩქარებელი ნაბიჯით
ბრუნდებოდა სახლში. იმ დღეს სკოლაში ტრადიციული
ზეპირი გამოკითხვა ჩატარდა, რომელსაც ასევე
ტრადიციული ცხარე ცრემლებით დაგვირგვინებული
.
121
გონების დაბინდვები მოჰყვა. ეს ყველაფერი მშობლების
ცხვირსახოცების მოუქნელი ფრიალით, დამამშვიდებელი
სიტყვების კორიანტელითა და თავზე ხელის
დაუსრულებელი გადასმებით დასრულდა. მის ბარჯის
ფერნი (შუათანა და) ყოველწლიური სიტყვით გამოვიდა
და, როგორც ყოველთვის, ღირსება და სამართლიანობა
აქო; ბოლოს კი ერთ დროს რომში განსწავლულმა მის
ფერნმა ქნარზე სოლო შეასრულა.

როცა შემამზადებელი ეტაპი მოილიეს და ბავშვების


გუნდმა სკოლის ჰიმნი დაამღერა, სხვადასხვა უნარში
წარმატების მიღწევისთვის განკუთვნილი ჯილდოების
დარიგების ცერემონიალიც დაიწყო. სულ ბოლოს
ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს გადასცემდნენ: ოქროს
მედალს ის მოსწავლე დაიმსახურებდა, რომელმაც
სასწავლო წლის მანძილზე ყველაზე მეტად გაიუმჯობესა
კალიგრაფია („ქალბატონის ან ბატონის ღირსების
უპირატესი განმსაზღვრელი მისი კალიგრაფიის
ხარისხია“, ხშირად უყვარდა გამეორება მის ოქტავია
ფერნს. „ინდივიდის კალიგრაფიის გამართულობა,
მოქნილობა და დახვეწილობა უტყუარად ამჟღავნებს
მისი მეპატრონის ჭეშმარიტ ხასიათსა და ბუნებას, მაშინ,
როცა ნებისმიერი სხვა საზომი არასრულფასოვან სურათს
ხატავს“).
.
131
როდამ წლის დაწყებისთანავე კალიგრაფიის მედალს
დაადგა თვალი და იმ დღიდან მოყოლებული ერთხელაც
არ შეჰპარვია ეჭვი, რომ მისი მფლობელი გახდებოდა.
მიზნის მისაღწევად გულმოდგინედ მეცადინეობდა.
კონცენტრირებულს, ენის წვერი კბილებს შორის
ეჩრებოდა და კალამს მთელი ძალით ბღუჯავდა. მაგრამ
ისე მოხდა, რომ ლამაზი მედალი მას კი არა, ერთ
ჩამოლეულ, მორიდებულ პატარა ბიჭს, სახელად კლოდ
დეიგლს ერგო. ბიჭი როდას კლასში სწავლობდა და
ასაკითაც მისხელა იყო.

როცა სავარჯიშოებს მორჩნენ და მოსწავლეები და მათი


მშობლები ფერნების გაზონზე მარადმწვანე მუხების
ჩრდილში დასეირნობდნენ, მის კლაუდია როდას
მიუახლოვდა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– გული არ გაიტეხო, რომ ვერ დაიმსახურე მედალი,


თუმცა კარგად მესმის, მსგავსი რამეები შენს ასაკში
რამდენად მნიშვნელოვანია. თანაც, გამარჯვებასთან
ძალიან ახლოს იყავი, – შემდეგ მისის ბრიდლავს
მიუტრიალდა და დაურთო, – როდა საოცარი
მონდომებით ვარჯიშობდა, თავგამოდებით შრომობდა
კალიგრაფიის გასაუმჯობესებლად! ყველამ კარგად
.
141
ვიცოდით, როგორ ძლიერ სურდა ამ

.
151
მედლის მიღება და, რა დასამალია, მე პირადად
დარწმუნებული ვიყავი, რომ მიიღებდა კიდეც. მაგრამ
ჟიურის წევრებმა, რომლებიც სრულიად
მიუკერძოებლები იყვნენ, რადგან არც კი იცოდნენ,
რომელი ხელნაწერი რომელ ბავშვს ეკუთვნოდა,
გადაწყვიტეს, რომ სემესტრის განმავლობაში ყველაზე
შესამჩნევად დეიგლების პატარა ბიჭმა გაიუმჯობესა
კალიგრაფია. მართალია, როდა გაცილებით
გამართულად და მოხდენილად წერს, მაგრამ, რას
ვიზამთ, მედალი სწორედაც რომ კალიგრაფიის
გაუმჯობესებაში გადაიცემა.

ქრისტინს წინა დღით გადამხდარი ეს ამბები გაახსენდა


და მიხვდა, რომ ქალიშვილი ასე ჩუმად იმედგაცრუების
გამო იყო. ამიტომ რაც შეეძლო მხიარულად თქვა:

– აი, ნახავ, როგორი იდეალურად გადასარევი დღე


გელოდება! როცა ჩემხელა გახდები და ალბათ შენ
თვითონ გეყოლება პატარა გოგო, რომელიც სკოლის
პიკნიკებზე ივლის, დღევანდელი დღე სასიამოვნო
მოგონებად გაგახსენდება.

როდამ ფორთოხლის წვენი მოწრუპა და დედის


სიტყვებზე დაფიქრდა; მერე ემოციისგან დაცლილი
.
161
ხმით, ისე, თითქოს ნათქვამი თავად არც კი ეხებაო,
აღნიშნა:

– ვერაფრით ვხვდები, რისთვის გადაეცა კლოდ დეიგლს


მედალი. ის ჩემი იყო. ყველამ იცოდა, რომ მედალი ჩემი
იყო.

– ხდება ხოლმე ასე, – ქრისტინმა ბავშვს ლოყაზე ხელი


მოუთათუნა, – და ასეთ დროს ისღა დაგვრჩენია, ბედს
შევეგუოთ. შენს ადგილზე, საერთოდაც, დავივიწყებდი
ამ ამბავს, – ბავშვის თავი თავისკენ მიიზიდა და როდაც,
ბოლომდე მოუთვინიერებელი ცხოველის მსგავსად,
იძულებული გახდა, მოფერება გულგრილი მორჩილებით
აეტანა. მერე მყისიერად დაკარგა მოთმინება, შუბლზე
თმა გაისწორა და დედისგან თავი გაითავისუფლა.
თუმცა, რადგან მიხვდა, მსგავსი ქცევა უყურადღებობასა
და უხეშობაში შეიძლებოდა ჩათვლოდა, ძალდატანებით,
სწრაფად გაიღიმა და ენის წვერი ფორთოხლის წვენით
სავსე ჭიქისკენ გაასრიალა.

ქრისტინს გაეღიმა და თქვა:

– ჰო, ვიცი, რომ არ გიყვარს, როცა ზედმეტად გეხებიან.


მაპატიე.
.
171
–ჩემი იყო, – ჯიუტად გაიმეორა როდამ, – მედალი ჩემი
იყო, – მისი მრგვალი, ღია ყავისფერი თვალები ურჩად
და გაშტერებით იმზირებოდნენ, – ჩემი იყო, – თქვა, –
მედალი ჩემი იყო.

ქრისტინმა ამოიოხრა და სასტუმრო ოთახში გავიდა. იქ


ფანჯრის ქვეშ ჩაიმუხლა და მძიმე, ძველმოდური
დარაბები გადასწია. დილის მზის ნაზი სინათლე ოთახში
შემოიღვარა. უკვე შვიდი ხდებოდა და ქუჩა სწრაფად
იღვიძებდა. მოხუცი მისტერ მიდლტონი ტერასაზე
გამოვიდა, დაამთქნარა, მუცელი მოიფხანა და დილის
გაზეთის ასაღებად ფრთხილად დაიხარა;
ურთიერთსაპირისპირო კუთხეებიდან ტრუბიებისა და
კანკელების მზარეულები გამოჩნდნენ, ერთმანეთს თავის
დაქნევით და ხელის აწევით მიესალმნენ და
თავთავიანთი სახლების შესასვლელებში თითქმის
სინქრონულად გაუჩინარდენ; მოზარდმა გოგომ, რომლის
ფეხებიც ისეთი წვრილი და უფორმო იყო, რომ პატარა
ბავშვის მიერ უხეიროდ შესრულებულ ნახატს
მოგაგონებდათ, თავზე შემოხვეული შარფი კიდევ უფრო

.
181
მოიჭირა და მოუქნელად, ხტუნვა-ხტუნვით გაიქცა
ავტობუსისკენ. სირბილისას მუხლებს შიგნით ისე
ხრიდა, თითქოს ცხოვრებაში პირველად მოირგო
ციგურები და ახლა სრიალს ცდილობსო...

მისის პენმარკმა რამდენიმე წამით უყურა ამ მრავალგზის


ნანახ სიუჟეტებს, მერე ფანჯარას ზურგი შეაქცია და
სასტუმრო ოთახის მილაგებას შეუდგა. როცა ქმრის
სამსახურმა მათ ოჯახს ამ პატარა ქალაქში ამოაყოფინა
თავი, ბინებში ცხოვრებით თავმობეზრებული პენმარკები
კერძო სახლის ყიდვას შეეცადნენ; მაგრამ რადგან იმ
მომენტში შესაფერისი ადგილი ვერ იპოვეს, კვლავ
კორპუსში დასახლდნენ და თავი იმით დაიმშვიდეს,
ოდესმე, მომავალში, სახლსაც ავიშენებთო.

ბინა სამსართულიან, მონუმენტურ შენობაში დაიდეს. ეს


ვიქტორიანული ელეგანტურობის კლასიკური ნიმუში
წითელი აგურით იყო ნაშენები, ფასადზე დადგმული
კოშკურები, შუშაბანდები, შპილები და
მოჩუქურთმებული ჭავლები ერთგვარი
არქიტექტურული სიგიჟის თვალისმომჭრელ ჰარმონიას
ქმნიდნენ. შენობა ქუჩის ბოლოს, პატარა, ბუნებრივ
ბორცვზე იყო აღმართული და გარშემო ბუჩქები და
კარგად მოვლილი გაზონი ერტყა. სახლის უკან
.
191
განლაგებული სივრცე შენობის დაგეგმარების ეტაპზევე
იმის გათვალისწინებით იყიდეს, რომ მომავალში იქ
ბინებში მცხოვრები ბავშვები ითამაშებდნენ. საბოლოოდ,
ეს ტერიტორია აგურის მაღალი კედლით
შემოსაზღვრულ კერძო პარკად იქცა. პენმარკები ზუსტად
ამ სათამაშო მოედანმა მიიზიდა და არა – უზარმაზარმა
და არაპრაქტიკულმა ბინამ.

ამ დროს ზარმა დარეკა და ქრისტინმა კარის გასაღებად


გასწია. ზღურბლზე მდგომმა მისის მონიკა ბრიდლავმა,
ზედა სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა, მხიარულად
დაიწყო:

– მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ასეთ


მნიშვნელოვან დილას არ ჩაგეძინათ. მეგონა, ჩემი ძმა
ემორიც წამოვიდოდა, მაგრამ ჯერ კიდევ სძინავს. არავის
და არაფერს ძალუძს მისი რვა საათამდე გამოფხიზლება,
მაგრამ თვალების გახელა და იმის თქმა კი მოასწრო,
მანქანა შენობის წინ გავაჩერე და შეგიძლიათ
გამოიყენოთო. ასე რომ, თუ წინააღმდეგი არ იქნები,
ფერნის სკოლაში მე წაგიყვანთ. სხვა თუ არაფერი,
ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანაში დასახარჯ დროს
მაინც დაგაზოგინებთ, – მერე ბავშვს მიუტრიალდა, თავი
გვერდით ოდნავ გადახარა და თქვა, – ჩემო ძვირფასო,
.
201
შენთვის ორი საჩუქარი მაქვს: პირველი ემორისგანაა.
ხელოვნური ბრილიანტებით მორთული მზის სათვალეა.
ემორიმ გადმოგცა, ასე შენს ლამაზ ყავისფერ თვალებს
დღის სინათლისგან დაიცავო.

ბავშვი მისის ბრიდლავისკენ სწრაფი ნაბიჯით დაიძრა,


სახეზე ის ნაცნობი გამომეტყველება გამოესახა, რომელიც
ქრისტინს „როდას უკიდურეს დაინტერესებად“
მოენათლა. სანამ მისის ბრიდლავი სათვალეს მოარგებდა,
მორჩილად იდგა, მერე შეტრიალდა და თავი სარკეში
შეითვალიერა. მონიკამ ერთი ნაბიჯი უკან გადადგა,
ტაში შემოჰკრა და აღტაცებით აღმოხდა:

– ვინაა ეს ჰოლივუდის მომაჯადოებელი ვარსკვლავი?


ნუთუ, ეს ის პატარა როდა პენმარკია, რომელიც თავის
არაჩვეულებრივ მშობლებთან ერთად ჩემი კორპუსის
პირველ სართულზე ცხოვრობს?! ნუთუ შესაძლებელია,
რომ ეს საოცარი, დახვეწილი ქმნილება ის პატარა როდა
პენმარკი იყოს, რომელიც ყველას უყვარს და რომელსაც
ყველა აღმერთებს?!

მცირეხნიანი დრამატული პაუზის მერე მისის ბრიდლავმა


ხმას ერთი ტონით დაუწია და განაგრძო:

.
211
– ახლა კი მეორე ჯილდო, რომელიც უკვე ჩემგანაა, –
ამის თქმაზე ხელჩანთიდან წვრილ ჯაჭვზე
ჩამოკიდებული ოქროს გული ამოაძვრინა და განმარტა,
რომ ეს მედალიონი მაშინ გადაეცა, როცა თავადაც რვა
წლის იყო და რომ მთელი ამ წლების განმავლობაში
ძვირფასეულობის ყუთში ჩაგდებული გული ამ დღის
მოსვლას ელოდებოდა. ეს მედალიონი დაბადების დღეზე
უჩუქებიათ და ამიტომ მის ცალ მხარეს ძოწის თვალი
იყო ჩასმული. დაბადების დღე იანვარში ჰქონდა და ამ
თვის ძვირფასი ქვა სწორედ ძოწი გახლდათ. მისის
ბრიდლავი პირობას დებდა, რომ პირველივე ხელსაყრელ
მომენტში მედალიონიდან ამ ქვას ამოაღებინებდა და
როდას დაბადების თვის შესაბამისი თვლით, ფირუზით
ჩაანაცვლებინებდა. ასევე, მედალიონის გაწმენდასა და
ჯაჭვის მოშვებული შესაკრავის გამაგრებასაც გეგმავდა,
სხვა თუ არაფერი, მისის ბრიდლავს ეს ყელსაბამი
ორმოცდაათ წელზე მეტია, ჰქონდა.

– შეიძლება, ორივე ქვა დავიტოვო? – ჰკითხა როდამ, –


შეიძლება, პატარა ძოწის თვალიც დავიტოვო?

ქრისტინმა გაიღიმა და თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.

– როდა! როდა! ასეთ რამეს როგორ ამბობ?!


.
221
მაგრამ მისის ბრიდლავს სიამოვნებისგან ისტერიული
სიცილი წასკდა:

– რა თქმა უნდა, შეიძლება! რა თქმა უნდა, ჩემო


უძვირფასესო! – მერე ჩამოჯდა და გააგრძელა, – ერთი
სიამოვნებაა ასეთ ბუნებრივ პატარა გოგოსთან
ურთიერთობა. აი, მაგალითად, როცა ბიძაჩემმა, ტომას
ლაითფუტმა ზუსტად ეს მედალიონი გადმომცა, სიტყვის
დაძვრაც კი გამიჭირდა. ვიდექი შუა სასტუმრო ოთახში
მღელვარებისა და სირცხვილის პატარა, მთრთოლვარე
გროვა და უხერხულად ვჭმუჭნიდი ჩემს ნაქსოვ კაბას.

როდა მისის ბრიდლავს მიუახლოვდა, კისერზე ხელები


შემოაჭდო და ისეთი სიძლიერით აკოცა, გეგონებოდა
მთელი თავისი ცნობიერება ამ ერთი ქმედების
შესასრულებლად მომართაო. მერე ნაზად გაიცინა და
მონუსხული ქალის ლოყას თავისი ლოყა გაუსვა.

– დეიდა მონიკა, – ტკბილად, მორცხვად და ისე ნელა


წარმოთქვა, თითქოს ამ სახელის ტუჩებიდან მოწყვეტა
ენანებაო, – ოჰ, დეიდა მონიკა!

ქრისტინი შეტრიალდა, სასადილო ოთახისკენ გაემართა

.
231
და ნახევრად აღფრთოვანებით, ნახევრად შეცბუნებით
გაიფიქრა: „მაინც როგორი მსახიობია ჩემი როდა.
ზუსტად იცის, როგორ უნდა მოექცეს ადამიანებს, რომ
სასურველი შედეგი მიიღოს“.

როცა სასტუმრო ოთახში დაბრუნდა, მისის ბრიდლავი


ბავშვის კაბას ათვალიერებდა.

– ისე გამოწყობილხარ, თითქოს სანაპიროზე გამართულ


პიკნიკზე კი არა, შუადღის ჩაიზე იყო დაპატიჟებული, –
ამბობდა მხიარულად, – კი, ვიცი, რომ დროს ჩამოვრჩი,
მაგრამ მეგონა, დღევანდელი ბავშვები პიკნიკებზე
კომბინეზონებსა და სპორტულ ტანსაცმელში
დადიოდნენ. მაგრამ შენ, ჩემო სიყვარულო, მაგ შენს
თეთრ-წითელ კოპლებიან კაბაში ნამდვილ პრინცესას
ჰგავხარ.

.
241
დავიჯერო, არ გეშინია, რომ დაისვრები? არ გეშინია,
რომ წაიქცევი და ამ შენს ახალთახალ ფეხსაცმელებს
გაცვეთ?

– არა, არც კაბას დასვრის და არც ფეხსაცმელებს


გააჭუჭყიანებს, – აღნიშნა ქრისტინმა. მერე წამით
შეყოვნდა, თითქოს ვერ გადაწყვიტა, თქვას თუ არაო, და
მაინც დაამატა, – როდა არასოდეს არაფერს სვრის, მეც
ვერაფრით ვხვდები, ამას როგორ ახერხებს, – მისის
ბრიდლავის თვალები მეტ ახსნას მოითხოვდნენ და
ქრისტინმაც განაგრძო, – მე კი მინდოდა, რომ სხვა
ბავშვებივით ჩაეცვა, მაგრამ ისე გამიძალიანდა... თანაც,
რა შავდება ამით? თუ ბავშვს თავის გამოსასვლელ
კაბათაგან ერთ-ერთის ჩაცმა სურს, ჩაიცვას, რა მოხდა?!

– კომბინეზონი არ მიყვარს, – გულწრფელად, მაგრამ


გაუბედავად თქვა როდამ, – მგონია, რომ გოგონას... – აქ
შეყოყმანდა, თითქოს წინადადების დასრულება
ეთაკილებაო.

მისის ბრიდლავს სიამოვნებისგან სახე გაებადრა და ბავშვს


შეეშველა:

– იმის თქმა გინდა, რომ კომბინეზონები გოგონებს არ


.
251
შეეფერებათ, ხომ? – მერე მორჩილი ბავშვი კიდევ
ერთხელ ჩაიხუტა და აღფრთოვანებით შესძახა, – ოჰ,
ჩემო პატარა, ძველმოდურო პრინცესავ! ოჰ, ჩემო
სრულიად დახვეწილო საოცრებავ!

მოგვიანებით, როცა გამგზავრების სამზადისი მოილიეს,


როდამ მედალიონის უსაფრთხოდ შესანახად თავისი
საძინებელისკენ გასწია და როგორც კი ფეხი ხალიჩიდან
მუხის პარკეტზე გადადგა, ფეხსაცმელებმა მჭახე,
სტაკატოს მსგავსი ხმა გამოსცა.

– ეს რა არის? მისტერ ფრედ ასტერი ხომ არ ცეკვავს


სტეპს ჩვენი სახლის კიბეზე?! – წარბები აყარა მისის
ბრიდლავმა, – რა გაქვს მაგ ფეხსაცმელების ძირებზე?
რაღაც სრულიად ახალ მოდას ჩამოვრჩი?

როდა მობრუნდა, ერთი ხელი მონიკას მხარს დააყრდნო


და მორჩილად დაელოდა, სანამ მისის ბრიდლავი
თითოეულ ფეხს ჰაერში აუწევდა და ახალ ფეხსაცმელებს
შეისწავლიდა. სათამაშო მოედნისთვის შექმნილი
საბავშვო მოდელის პირობაზე, როდას ფეხსაცმელი
შესამჩნევად მძიმე იყო, რადგან სქელი ტყავის ქუსლებზე
ნახევარმთვარის ფორმის მეტალის საჭერები ჰქონდა
მიმაგრებული.
.
261
– ქუსლებს სირბილისას ადვილად ვცვეთ ხოლმე, –
განმარტა როდამ, – ამიტომ დედამ ეს მეტალის
ფირფიტები დაამაგრებინა, რომ ფეხსაცმელებმა მეტხანს
გამიძლონ. ხომ კარგი იდეაა?

– ეს ჩემი კი არა, როდას იდეა იყო, – თქვა ქრისტინმა, –


ვშიშობ, ქება არ დამიმსახურებია. შენც ხომ იცი, როგორი
დაბნეული და არაპრაქტიკული ვარ. ასეთი რამ თავში
აზრადაც არ მომივიდოდა. იდეა მთლიანად როდას
ეკუთვნის.

– მგონია, რომ არაა ურიგო იდეა, – წყნარად თქვა როდამ,


– ფულს დაგვაზოგინებს.

.
271
– ოჰ, ჩემო ხელმომჭირნე პაწია გენიალობავ, –
აღფრთოვანდა მონიკა, – ოჰ, ჩემო ყაირათიანო პატარა
დიასახლისო, – ბავშვი ძლიერად ჩაიხუტა და დაამატა, –
რა უნდა ვუყოთ ამ საოცრებას, ქრისტინ? არა, მითხარი,
რა უნდა ვუყოთ ამ სასწაულებრივ არსებას?

მოგვიანებით, როცა ბინიდან გამოვიდნენ,


გასასვლელისკენ ჩამავალ მარმარილოს კიბეზე შეჩერება
მოუწიათ, რადგან მეეზოვე ლეროი ჯეზაპი სახლსა და
ქუჩას შორის მოკირწყლულ ბილიკს სარწყავი მილით
ასუფთავებდა. კაცი ისეთი ბრაზიანი შეუპოვრობითა და
პირქუში გულჩათხრობით ასრულებდა თავის
ტრივიალურ საქმეს, თითქოს სურს, ზეციდანაც
შეამჩნიონ, როგორ უსამართლოდ ექცევა ცხოვრებაო.
ტუჩები მომუშავე ხელებთან უნისონში მოძრაობდნენ და
გონებაში მილიონჯერ გადამღერებულ აზრებს
ახმოვანებდნენ; ისინი ჩამოთვლიდნენ ჩაგვრის იმ
მრავალფეროვან ფორმებს, რომელთა გადატანაც ლეროი
ჯეზაპს ყოველწამიერ, ხმაამოუღებლად უწევდა. ის ხომ
უბედურ ადამიანთა იმ სიაში ეწერა, რომელშიც
მჩაგვრელი სისტემის საცოდავი მსხვერპლნი
დაბადებიდანვე, მემკვიდრეობით ირიცხებიან და
რომლიდანაც ამოწერა – როგორც ეს დიდი ხანია, ყველა
ჭკუათმყოფელმა მშვენივრად იცის და აღიარებს კიდეც –
.
281
წარმოუდგენელი ამბავია.

მეეზოვეს კიბეზე შემდგარი ორი ქალი და პატარა გოგო


კი შეემჩნია, მაგრამ თავს იკატუნებდა, თითქოს არაფერი
დაუნახავს და არც სარწყავი მილი მოუცილებია
დატბორილი ქვაფენილიდან. სანაცვლოდ, ქუჩისკენ
შეტრიალდა და საგანგებოდ არიდებული მზერით წყლის
ჭავლი ისე მაღლა ატყორცნა, რომ ბილიკის პირას
მდგომები იძულებულნი გახდნენ, სასწრაფოდ უკან,
სადარბაზოსკენ დაეხიათ. მათი დამფრთხალი
მოძრაობით გახალისებულმა ლეროიმ აღფრთოვანების
დასამალად ცალი ხელი პირზე აიფარა.

– ლეროი, თუ არ შეწუხდებით, იქნებ, წყლის მილი


გაწიოთ, – წყნარად მიმართა მისის ბრიდლავმა, –
ჩემი ძმის მანქანისკენ მივდივართ. ისედაც ვაგვიანებთ.

მეეზოვემ ამ სიტყვებსაც წაუყრუა, თითქოს ვერ გაიგოო.


უნდოდა, უკანასკნელ შესაძლებელ მომენტამდე გაეწელა
ეს სცენა, მაგრამ მონიკას მოთმინება აღარ ეყო და
დაიყვირა:

– ლეროი! მთლად ხომ არ გადარეულხართ?!

.
291
მეეზოვემ ქალს შეურაცხყოფილი მზერა ჰკიდა, წამით
შეყოვნდა, თითქოს ვერ გადაუწყვეტია, როგორ
მოიქცესო; მერე სარწყავი მილი დანანებით გასწია და
წყლის ჭავლი გაზონზე გადაიტანა.
– ვმუშაობ აქ მე, – ჩაიბუტბუტა, – მარა თქვენ რა იცით ამ
სიტყვის მნიშვნელობა. ავტობუსით სეირნობის და
პიკნიკების დრო ყველას არ აქვს. ზოგ-ზოგიერთებს სუ
მუშაობა გვიწევს.

ცალი ხელით დოინჯშემორტყმული ლეროი კვლავ იმაზე


ჩაფიქრდა, როგორ უსამართლოდ იყენებდნენ სხვები. ის
არც უზარმაზარ, მოსამსახურეებით გატენილ ბინაში
ცხოვრობდა და არც გაპრიალებული ავტომობილი ყავდა
უსაქმურად სასეირნოთ. სანაცვლოთ, დანჯღრეული და
გაუბედურებული მანქანით უწევდა სიარული,
ჯართათაც რო არ ჩაიბარებდნენ. არც საგარეო
ტანსაცმელი ებადა; არც ძვირიან კერძო სკოლაში უვლია
პატარაობისას, რო მერე პიკნიკებზე უდარდელ და
არაფრის მაქნის მოსწავლეებთან ერთად ეტარებია დრო.
არა, ბატონო! სკოლაში საკუთარი ფეხით დადიოდა!
თანაც, ყველანაირ ამინდში და ხშირათ – ფეხშველა. მარა,
სამაგიეროთ, იმის თქმა მაინც შეეძლო, რო

.
301
სამყაროსგან განებივრებულ დოყლაპიებზე ჭკვიანი იყო.
თუ მოინდომებდა, თვალდახუჭულს შეეძლო ამ ბეყეების
გაპამპულება...

უცებ საკუთარი თავი საშინლად შეეცოდა. არა, ბატონო!


არც ეხა ებადა რამე და არც მაშინ, როდასხელა ბიჭი რო
იყო. მთლიან სამყაროს მის წინააღმდეგ შეეკრა პირი, რო
ყველა ძალით და ხერხით წაეგლიჯა ბედნიერების შანსიც
კი. ამ ფიქრებში გართულმა გააცილა მზერით სველი
ქვაფენილიდან მანქანის მიმართულებით მიმავალნი.
მაგრამ როცა ქალებმა და პატარა გოგომ ტროტუარს
მიაღწიეს, ხისტად შემოტრიალდა და სარწყავი მილი ისე
ასწია, რომ მისთვის ესოდენ საძულველ ადამიანებს
ფეხებზე წყალი მიესხურათ.

მისის ბრიდლავის ხელი, რომელიც უკვე მანქანის კარის


სახელურს იყო ჩაჭიდებული, დრამატული სისწრაფით
დაეშვა. ქალმა თვალები დახუჭა. სახე და კისერი
აელანძა, მაგრამ მაინც მოახერხა ათამდე წყნარად
დათვლა. მერე, როგორც თავის კეთილშობილურ
აღზრდას შეეფერებოდა, მშვიდად და დეტალურად
დაუსვა დიაგნოზი ლეროის ფსიქიკურ მდგომარეობას:
აქამდე მეეზოვეს ემოციურად მოუმწიფებელ, ფეთქებად
და ირაციონალური რისხვით განაწამებ ადამიანად
.
311
თვლიდა, რომელიც, გარკვეულწილად, თანდაყოლილი
ფსიქოპათიისკენაც კი იყო მიდრეკილი. მაგრამ ახლა,
როცა ავადმყოფობის ასეთ გამოვლენას პირისპირ შეეჩეხა,
დაეჭვდა, ზედმეტად შემწყნარებლური დიაგნოზი ხომ არ
დავსვიო. უკვე ფიქრობდა, რომ ლეროი ნამდვილად
შიზოფრენიით იყო დაავადებული და პარანოიის
მკაფიოდ გამომჟღავნებული სიმპტომებიც აწუხებდა. და
სხვა რამეც იყო გასათვალისწინებელი: უკვე საკმარისად
მოეთმინა მისი უტაქტობა და უხეშობა – ამ აზრს
კორპუსის სხვა ბინადრები ერთხმად იზიარებდნენ.
ლეროიმ ეს, შეიძლება, არ იცოდა, მაგრამ სწორედ მისის
ბრიდლავის მადლიერი უნდა ყოფილიყო, რომ
სამსახური ჯერ კიდევ ჰქონდა: სხვა მოსახლეები, –
თავისი ძმის, ემორის ჩათვლით, რომელიც ნამდვილად
არ იყო ხელწამოსაკრავი კაცი, – უკვე დიდი ხანია,
მეეზოვის გაშვებას ითხოვდნენ. მაგრამ თავად ლეროის
დასაცავად გამოვიდა და არა იმიტომ, რომ მის საქციელს
ამართლებდა, არამედ იმიტომ, რომ გონებაამღვრეულ
ადამიანად თვლიდა და არ უნდოდა ირაციონალური,
გაუთვითცნობიერებელი ქმედებების გამო ასე მკაცრად
დასჯილიყო.

ქრისტინი რბილად, დამაწყნარებელი მოძრაობით შეეხო


მისის ბრიდლავის მკლავს.
.
321
– ჩვენი დასველება არ უნდოდა, – თქვა, – განზრახ არ
უქნია. დარწმუნებული ვარ.

– განზრახ ქნა, – თქვა როდამ, –


ლეროის კარგად ვიცნობ. მისის
ბრიდლავს აღშფოთებისგან
მხრები შეერხა.
– ეს არ ყოფილა შემთხვევითობა, ძვირფასო ქრისტინ!
გარწმუნებ, არ ყოფილა, – მაგრამ გულისწყრომა ნელ-
ნელა აკლდებოდა და უკვე შემწყნარებლური ტონით
დაამატა, – ეს წინასწარგაზრახული ქმედება იყო...
ნევროზული ბავშვის გესლიანი გამოხტომა.

– განზრახ გააკეთა, – თქვა როდამ ცივად და დინჯად.


მერე ლეროის თავისი მრგვალი, გამჭოლი თვალებით
მიაშტერდა, თითქოს მისი მთრთოლვარე გონების
ფიქრების წაკითხვა შეუძლიაო, და ამჯერად პირდაპირ
მიმართა, – ამის გაკეთება ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტე,
როცა კიბეზე ვიდექით. ჩვენი დასველების
გადაწყვეტილების მიღების მომენტში გიყურებდი.

.
331
მერე ლეროი გამოერკვა და მიხვდა, რომ ზღვარს
გადააბიჯა, რომ ზიზღმა და უსამართლობის გრძნობამ
თავგზა აუბნია და გონების დაუკითხავად
გადაადგმევინა აბსურდული ნაბიჯი. შეშფოთებული და
დარცხვენილი მეეზოვე მუხლებით სველ ქვაფენილზე
დაეცა, მოიხარა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და
დამცირებისა და ფარ-ხმლის დაყრის ნიშნად მისის
ბრიდლავისა და მისი სტუმრების ფეხსაცმელების
გასაწმენდად გაიშვირა.

მისის პენმარკმა სწრაფად და უხერხულად გაიწია უკან.

– ოჰ, არა. გთხოვთ... არ გინდათ!

მონიკამ მანქანის კარი გააღო. სიბრაზე ბოლომდე


დაჰკარგოდა და, თავისი აფეთქებით დარცხვენილმა,
სევდიანად ამოიოხრა:

– ოჰ, კარგით, კარგით! მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემს


მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ეცადეთ, საკუთარ
თავზე არ გამოსცადოთ.

ლეროიმ ხელში შერჩენილი ცხვირსახოცი დაჭმუჭნა და


.
341
ქუჩაში მოისროლა. წამოიმართა, ძალები დაიბრუნა და
გააცნობიერა, რომ მშვენივრად შეეძლო, სიტუაციიდან
უკეთესი გამოსავალი ეპოვა, ეს საქციელი კი მხოლოდ
წამიერი დაბნეულობისთვის უნდა მიეწერა... ეს
მომხიბვლელი მისის პენმარკი, ეს უტვინო ქერა
ვერასოდეს მიხვდებოდა მომხდარის ნამდვილ
მნიშვნელობას. ზედმეტად შტერი იყო იმ ზიზღის
საფუძვლის გასაგებათ, რასაც ის, ლეროი, მათ მიმართ
გრძნობდა. ის იმ მიამიტი, ადვილათ სამართავი ქალების
ჯგუფს მიეკუთვნებოდა, სულ რო სხვა ადამიანების
შეცოდებაში არიან და სიკეთის გაკეთების სურვილი
ახრჩოფთ. როგორი საშინელებაც არ უნდა გაგეკეთებია
ასეთისთვინ, მაინც საკუთარ თავს ჩათვლიდა
დამნაშავეთ. გათამამებულმა და
ამპარტავნებადაბრუნებულმა ლეროიმ გაზონზე ზიზღით
გადააფურთხა.

აი, ქალბატონი ბრიდლავი, ეგ ენაგატლეკილი ძუკნა კი


სუ სხვა საქმეა. ისიც საკუთარ თავს დაიდანაშაულებდა
მსგავს სიტუაციაში, ოღონდ სუ სხვა მიზეზით. ამ ქალს
გონია, რო უჭკვიანესია; გონია, რო ყველაფერი იცის,
რისი ცოდნაც შესაძლებელია; გონია, რო მასზე
ჭკუისკოლოფი ქვეყნად არავინაა. კი, მასაც მშვენივრად
შეაწუხებდა სინდისი, მარა არა თავმდაბლობის გამო. არა,
.
351
ბატონო – უფრო თავის თავზე დიდი წარმოდგენის გამო.
იმიტო, რო ადამიანებს ზემოდან უყურებს და ვერ
წარმოუდგენია, ვინმე თავისი თანასწორი არსებობდეს.
ამიტო უსამართლობათ თვლის, რიგითი ადამიანებისგან
მოელოდეს დახვეწილობას, სიჭკვიანეს ან პატიოსნებას.
ამ თვისებებით ხო მარტო თითონაა შემკობილი. რა თქმა
უნდა, როცა მოგვიანებით მომხდარზე კიდევ ერთხელ
დაფიქრდება, თავს საშინლათ იგრძნობს და სინდისის
დასამშვიდებლათ თავის მოახლესაც ჩამოუშვებს, რო
ათდოლარიანით გამოისყიდოს ყველა ის დანაშაული,
რაც მეეზოვის წინაშე ჩაუდენია. არა, ეს ქალი
ნამდვილათ იშვიათი ხილია!

ლეროიმ სარწყავი მილი კვლავ ხელში შემართა.


საბოლოო გამარჯვება მაინც მას დარჩებოდა. როცა საქმე
ამ ჭკუასუსტებს ეხებოდა, სხვანაირათ წარმოუდგენელი
იყო. აი, ნახავთ, თუ არა. უბრალოთ, დაცდაა საჭირო და
სამაგიეროს მიიღებენ... და მერე როდამ თქვა, ძალით
გააკეთეო. ვიცი, როგორიც ხარ. თავიდანვე იცოდი, რომ
ამას გააკეთებდიო.

.
361
ბავშვის სახეზე აღშფოთება არ იკითხებოდა. გაკიცხვის
ნაკვალევიც კი არ ჩანდა; მეეზოვის ხასიათის
თავდაჯერებული შეფასების უკან არაფერი იმალებოდა
და ლეროიც ამან შეაცბუნა. იმ მომენტში მიხვდა, რომ ამ
პატარა გოგოს აბსოლუტურად ესმოდა მისი; რომ რაც
უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა, სხვებს კი გააცუცურაკებდა
და თავის ჭკუაზე ატარებდა, მაგრამ მასთან ვერაფერს
გააწყობდა. ბავშვის ცივ თვალებში ასახულმა
გულგრილმა ცოდნამ ლეროი აიძულა, დაბნეულად
შეტრიალებულიყო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ამ
გოგომ განაიარაღა. და როცა ავტომობილი ადგილიდან
დაიძრა, მოტრიალდა და დილის მზის სხივმა მისის
ბრიდლავის გაშვერილი ხელიდან ბეჭდების თვლები
წამიერად აირეკლა, მეეზოვემ ჩუმად დააწია, – ოღონდ
არა მისის ბრიდლავს, არამედ – ბავშვს:

– ეს ძუკნა, ესა! პატარა, საზიზღარი ძუკნა! ამისგან


ყველაფერია მოსალოდნელი. ისიც არ გამიკვირდება,
ნეკნებში დანა გაუყაროს ვინმეს, რო ამოჩქეფილი
სისხლის ყურებით დატკბეს.

– ზოგჯერ, როცა ლეროი განსაკუთრებით ბოროტ


ხასიათზეა, – თქვა როდამ წყნარად, – ამბობს, რომ
.
371
პარკის ჭიშკრის გასაღები დაკარგა და კარს არ აღებს, რომ
ბავშვებმა ვერ ითამაშონ. მოსწონს, როცა ადამიანებს
ალოდინებს და ახვეწნინებს. ვფიქრობ, ლეროი ძალიან
ბოროტი კაცია.

ამასობაში მისის ბრიდლავს ბოლომდე დაბრუნებოდა


ჩვეული მხიარული ხასიათი და თქვა:

– უბრალოდ, ვაღმერთებ პატარა როდას გამოთქმას, – აქ


სიყვარულის გამოსახატად ბავშვის ბიბილოს შეეხო, –
საოცარი გამოთქმა აქვს. როგორი გამაოგნებელი
გამოთქმა გაქვს, ჩემო ძვირფასო. იქნებ, როდისმე
მასწავლო?

ქრისტინს წყნარად გაეცინა, შვილს ხელზე შეეხო და თქვა:

– ჩემი შოკისმომგვრელი შუადასავლური და კენეტის


ახალი ინგლისის შტატისთვის დამახასიათებელ
გამოთქმებს თუ გავითვალისწინებით, საცოდავი ბავშვი
თავიდანვე განწირული იყო.

ლეროიმ სარწყავი მილი წყალსადენის ონკანიდან


გამოაძრო და სარდაფში შესანახად დაახვია, თან
ფიქრობდა: „როდას ჭკუაში ვერავინ აჯობეფს, ეს უნდა
.
381
ვაღიარო. და მეც ვერავინ მაჯობეფს ჭკუაში. როგორც
ჩანს, როდა და მე სულმთლათ ერთნაერები ვართ“.

მაგრამ ამ უკანასკნელში კი შეცდა და, როგორც მალე


ვნახავთ, როდამ ისეთი ამბების დატრიალება შეძლო,
როგორებზეც ლეროის მხოლოდ ოცნება შეეძლო.

მეორე

.
391
მისის პენმარკმა ქალიშვილი ფერნის სკოლაში გასულ
აგვისტოს შეიყვანა. ახალი მოსწავლეების მიღებაზე
პასუხისმგებლმა მისის ბარჯის ფერნმა პირველი
გასაუბრების დღეს მახვილგონივრულად მიუგო:

– არ გეგონოთ, რომ ეგრეთ წოდებული „პროგრესული“


სკოლა ვართ. ჩვენ აქ მოწაფეებს ნატიფი ცხოვრებისთვის
ესოდენ სასურველ თავაზიანობასა და ელეგანტურობის
ნაწილსაც კი ვაუფლებინებთ; თუმცა, პრაქტიკული
საკითხების მყარ საფუძველსაც ვუმუშავებთ. ჩვენს
ბავშვებს გამართულად წერასა და გამოთქმით კითხვას
ვასწავლით. არითმეტიკასაც ისე ვაწვდით, როგორც უნდა
მიეწოდებოდეთ – წიგნიდან და დაფიდან და არა – ბაღში
დაყრილი ქვიშიდან, ნიჟარებსა და ყვავილების ფოთლებს
რომ იყენებენ ხოლმე სათვლელ ერთეულებად.

– დიახ, ვიცი, – უპასუხა ქრისტინმა, – მე და ჩემი


მეუღლე ჩვენი სახლის, „ფლორაბელის“ კორპუსის ერთ-
ერთ ბინადარს, მისის ბრიდლავს ვესაუბრეთ და მისი
მონათხრობიდან დავასკვენით, რომ თქვენი სკოლა
როდას მსგავსი ხასიათის მქონე ბავშვისთვის იდეალური
იქნებოდა.

ამ მომენტში ოთახში მის კლაუდია ფერნი შემოვიდა და


.
401
ერთ-ერთ საკარტოთეკო ბლოკს მიუახლოვდა. მისის
პენმარკმა კი მორიდებით განაგრძო:

– მისის ბრიდლავს, რა თქმა უნდა, იცნობთ, ხომ?!

დებმა სწრაფად გადახედეს ერთმანეთს, თითქოს


გაოცდნენ, თავში ასეთი კითხვა რომ დაებადაო.

– მონიკა ბრიდლავს? – აღმოხდა მის ბარჯის ფერნს, –


მონიკას ამ ქალაქში ყველა იცნობს. ის ერთ-ერთი
გამორჩეული მოქალაქეა. რამდენიმე ზამთრის წინ
„სამოქალაქო ასოციაციის“ ჯილდოც კი დაიმსახურა,
როგორც წლის ყველაზე ფასეულმა მოქალაქემ.

მის ოქტავია ფერნიც შემოვიდა და თავის საწერ მაგიდას


მიუჯდა.

– ვშიშობ, გვარი პენმარკი არასოდეს გამიგია, – თქვა


თავაზიანი ღიმილით, – უცნაური გვარია და
აუცილებლად დამამახსოვრდებოდა. დიდი ხანია, აქ
ცხოვრობთ?

– არა, ახლახან ჩამოვედით. ჩემი ქმარი „კალენდარ


სთიმშიფის“ ხალხთან მუშაობს და ბალტიმორიდან სულ
რაღაც ერთი კვირის წინ, მათი თხოვნით
.
411
გადმოვსახლდით. ჯერ წესიერად არავის ვიცნობთ.

მისის ფერნმა ისე ამოიოხრა, თითქოს უსიამოვნო


საქმისთვის უხდება ხელის მოკიდებაო და ქრისტინმა
როგორც კი შეამჩნია, რა მიმართულებით იწყებდა ფიქრს
თანამოსაუბრე, მაშინვე დამამშვიდებელი ტონით
დაამატა:

– ჩემი ქმარი ახალი ინგლისიდანაა. რამდენადაც ვიცი, იქ


გაცილებით კარგად იცნობენ გვარ პენმარკს.

.
421
– ჩვენი სკოლა არც ისე იაფია, – მიუგო მისის ბარჯის
ფერნმა, – მაღალი წლიური გადასახადი გვაქვს, რაც იმ
სტანდარტების შესაბამისია, რომლებზე დაყრდნობითაც
ვირჩევთ მოწაფეებს. მსურველთა უმრავლესობას უარით
ვისტუმრებთ ხოლმე.

– ჩვენ არც ამპარტავნები ვართ და არც სნობები, –


დაურთო მის ოქტავიამ, – ბავშვების პრობლემები
გულთან ახლოს მიგვაქვს და თითოეული მათგანის
საქმეს სრულიად მიუკერძოებლად ვუდგებით. მაგრამ
მიგვაჩნია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებში
ვერაფრით ეწერება იმ უმაღლესი სტანდარტების დაწევა,
რომლებიც მისმა წინაპრებმა განუსაზღვრეს. მსგავსი
ქცევა რუზველტების მმართველობის დროს გარკვეულ
წრეებში პოპულარობით სარგებლობდა; და ჩვენ გვწამს,
რომ ასეთი დამოკიდებულება იმ მიღწევებზე ხაზის
გადასმის ტოლფასია, რომელთა დანერგვაზეც ამდენი
იშრომეს ყოფილმა პრეზიდენტებმა. ამით მათი არა
მარტო პატივი და სახელი ილახება, არამედ ნიავდება
მატერიალური მონაპოვარიც, – შეყოვნდა და გააგრძელა,
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიულ იდეალს
კი ვიცავთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მსგავსი იდეალის
რეალობაში ხორცშესხმა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,
როცა გარკვეული ჯგუფის უკლებლივ ყველა წევრი
.
431
საზოგადოებრივი იერარქიის ერთ დონეზე დგას, თანაც,
რაც მაღლა, მით უკეთესი.

მისის პენმარკმა ეს საოცარი განცხადება გონებაში


გადახარშა და თქვა:

– ვფიქრობ, ჩვენი ოჯახის სტატუსი მისაღები იქნება


თქვენთვის, – შემდეგ უფრო ფრთხილად ისიც დაამატა,
რომ თავად ცენტრალურ დასავლეთში იყო დაბადებული
და ბავშვობაში თითქმის მთელი ქვეყანა შემოევლო;
სკოლა პერლ ჰარბორში დაემთავრებინა, უმაღლესი
განათლების ხარისხი კი მინესოტას უნივერსიტეტში
მიეღო. აკადემიური მოსწრებით დიდად არ
გამოირჩეოდა, მაგრამ გამსვლელ ქულებს ყოველთვის
იღებდა. აქ მისის პენმარკი შეყოყმანდა, ხელებს დახედა
და დაურთო:

– მამაჩემი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვიყავი, მეორე


მსოფლიო ომის დროს თვითმფრინავით ჩამოვარდა.
რიჩარდ ბრავო ერქვა და ერთ დროს ცნობილი
ჟურნალისტი და ომის მიმომხილველი გახლდათ.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – თქვა მის ოქტავიამ, –


ვიცნობთ მის ნაწერებს. წარმოსახვის შესაშური უნარი და

.
441
წერის მომხიბვლელი მანერა ჰქონდა, – დებს
მიუტრიალდა, მათ თანხმობის ნიშნად თავები დაუკრეს
და გააგრძელა, – საოცარი სიღრმისა და გაგების კაცი იყო.
მისი სიკვდილი დიდი დანაკარგი გახლდათ.

– ბიბლიოთეკაში წიგნად გამოცემული მისი ნაწერების


კრებულიც კი გვაქვს, – თქვა მისის ბარჯისმა. მაგრამ მის
ოქტავიამ, იმის მანიშნებლად, რომ საკითხი
გადაწყვეტილი იყო, და ხელის აწევით შეაჩერა. მისის
პენმარკს უკვე მოეპოვებინა თავისი ქალიშვილის მათ
სკოლაში სწავლის უფლება.

– როგორც ალბათ ისედაც იცით, – უთხრა მშობელს, –


მოწაფეების მიღებაში შეზღუდულები ვართ. მომდევნო
სემესტრის კვოტა უკვე ამოვწურეთ, მაგრამ მე და ჩემი
დები რიჩარდ ბრავოს პატარა შვილიშვილისთვის,
რასაკვირველია, გამოვნახავთ დამატებით ადგილს, –
შემდეგ წამოიმართა, თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა.

ამასობაში დებიდან უმცროსმა, მისის კლაუდიამაც იპოვა


ის, რასაც კარტოთეკაში ეძებდა და თქვა:

.
451
– ანუ მონიკა ბრიდლავი თქვენი მეზობელია, ხომ?! ერთ-
ერთ საკარნავალო წვეულებაზე, საზოგადოებაში ჩემი
გამოსვლის წელს, ჩემი კაბის ბოლოს ფეხი დაადგა და
კუდი მოაძრო. ისეთი სირცხვილი ვიწვნიე! მაშინვე
სახლში წავედი და დაბრუნება ვეღარაფრით გავბედე!

– მონიკა პირველი ქალი იყო ჩვენს ქალაქში, რომელმაც


თმა მოკლედ შეიკრიჭა, – თქვა მისის ბარჯისმა, – და
ასევე პირველი ქალი იყო, ყოველ შემთხვევაში,
პატივცემული საზოგადოებიდან, რომელმაც სხვების
თანდასწრებით დაიწყო მოწევა.

– რომ ნახავთ, – განაგრძო მის კლაუდიამ, – გადაეცით,


რომ ვიცი, რატომაც დამაბიჯა კაბაზე. იმ საღამოს
პოლკოვნიკმა გლასმა სამჯერ იცეკვა ჩემთან, მასთან კი –
არც ერთხელ.

ქრისტინმა თავი დაუქნია და შეპირდა, რომ გადასცემდა.


თუმცა, ეს დაპირება მხოლოდ პიკნიკის დღეს გაახსენდა,
როცა სკოლასთან მიახლოებულებმა დაინახეს, როგორ
მიათრევდა მის კლაუდია გაზონზე ფურცლებით სავსე
ტომარას. მისის პენმარკს გაეღიმა და მას შემდეგ, რაც
მანქანა გააჩერეს და როდა ლეღვის ხესთან შეკრებილ
.
461
ჯგუფს შეუერთდა, მისის ბრიდლავს მის კლაუდიას
სიტყვები გადასცა. მონიკას მაშინვე სიცილი წასკდა და
აღნიშნა, რომ ის დღე მშვენივრად ახსოვდა.

ეს ამბავი „პეგასუსის საზოგადოების“ ყოველწლიურ,


გამოწკეპილ საღამოზე მომხდარა. მისის ბრიდლავს
საცეკვაო ფეხსაცმლის წვერი ოდნავ შეუხია საბრალო,
მოუქნელი კლაუდიას კაბის კუდისთვის და თითქმის
შეუმჩნევლად დაუქაჩავს ნაჭერი. ამაზე კლაუდიას
ჩაუხითხითია და, პოლკოვნიკ გლასთან მკლავგაყრილს,
სიარული გაუგრძელებია. და ამ დროს, როგორც
ივარაუდა, კუდი კაბას ისე მოულოდნელად გამოჰყოფია,
რომ ძმები მარქსების ფილმში გეგონებოდა თავი. საქმე
ისაა, რომ ფერნის გოგოებს იმ პერიოდში ხელმომჭირნედ
უხდებოდათ ცხოვრება და გარდერობიც საზიარო
ჰქონდათ – ეს იყო ერთგვარი ტომარა, სადაც ჩაყრილი
თითოეული ნაჭრის ნაგლეჯი დების მიერ მრავალგზის
გამოიყენებოდა. ასე რომ, გამუდმებით იმის ცდაში
იყვნენ, რაც შეიძლება მრავალფეროვნად შეეხამებინათ
შეზღუდული რაოდენობის ტანსაცმელი და ამით
სიახლის ილუზია შეექმნათ. მაგრამ რადგან ერთმანეთის
ნაცვამის მორგება უხდებოდათ ხოლმე, ნაჭრებს კი არ
აკერებდნენ, დროებით ქინძისთავებით ამაგრებდნენ,
რომ მეორე დღეს მარტივად შეძლებოდათ ახალი სამოსის
.
471
აწყობა.

მისის ბრიდლავმა ბოლოჯერ გადაიკისკისა და ცოტა


ხნით დადუმდა. მერე კი აღიარა, რომ კლაუდია სწორად
მიუხვდა საქციელს. მან მართლაც განზრახ დაადგა ფეხი
კაბას. მაგრამ არა იმიტომ, რომ კლაუდია სამჯერ ეცეკვა
პოლკოვნიკ გლასს, – გაბღენძილ და საოცრად დამღლელ
კაცს, რომლის ინტერესები თევზაობითა და
მიუკერძოებლად დამყარებული დისციპლინის
რეგენერაციული ძალით შემოიფარგლებოდა, – არამედ
იმიტომ, რომ კლაუდია მისი ძმის, ემორის მოხიბვლას
ცდილობდა. მისის ბრიდლავს კი მყარად გადაეწყვიტა,
რომ, რა ბედიც უნდა სწეოდა უეიჯების ოჯახს, მასში
მოუვლელი, ძროხისებრი კლაუდია ფერნის ფეხი
არასოდეს გაჭაჭანდებოდა!

ორი ავტობუსი უკვე ჩამომდგარიყო და ბავშვების


ნაწილს ადგილების დაკავებაც მოესწროთ. მისის
ბრიდლავმა როდას დაუძახა და როცა ბავშვი
მიუახლოვდა, უთხრა:

.
481
– აბა, სადაა დეიგლების პატარა ბიჭი, აი, კალიგრაფიის
მედალი რომ მოიგო? უკვე მოვიდა? რაღაც არ
დამინახავს.

– აი, იქაა, – უპასუხა როდამ, – ჭიშკართან დგას.

ბიჭი ფერმკრთალი და თვალშისაცემად გამხდარი იყო და


გრძელ, სოლისებრ სახეზე სქელი, ვარდისფერი ქვედა
ტუჩი შეუფერებელად გამობურცვოდა. გვერდით
გადამეტებული მზრუნველობით შეპყრობილი დედა
ედგა; გადმოკარკლულთვალებიანი, დაძაბული ქალი
მორჩილად მდგარ შვილს ნერვულად დასტრიალებდა,
ხან ქუდს უსწორებდა, ხან ჰალსტუხს და ხანაც წინდებს.
პერიოდულად სახეზე ცხვირსახოცსაც უსვამდა.

ბიჭს კალიგრაფიის მედალი პერანგის ჯიბეზე ჰქონდა


მიმაგრებული და დედამისმა, გეგონება იგრძნო, რომ ეს
ნივთი იმ წამს განხილვის თემა გახლდათ, შვილს ერთი
ხელი მხარზე ჩამოადო, მეორით კი მედალი ისე ასწია,
თითქოს ის მის შვილს კი არა, თავად მოეგო.

– არ გინდა, მიხვიდე და მიულოცო? – აღტაცებითა და


მუდარით სავსე ხმით მიმართა მისის ბრიდლავმა როდას,
– წარმოიდგინე, როგორი დახვეწილი საქციელი იქნება,
.
491
თუ ეტყვი, რომ, მიუხედავად წაგებისა, მისი წარმატება
ძალიან გახარებს!

მერე ბავშვს ხელი ჩასჭიდა და ჭიშკრისკენ წაყვანა


დაუპირა, მაგრამ როდა გაძალიანდა და თქვა:

– არა! არა! – თან თავი მტკიცედ გააქნია და დაამატა, –


სულაც არ მიხარია, რომ მოიგო. მედალი ჩემი იყო. მას
მისცეს, მაგრამ ჩემი იყო.

მისის ბრიდლავი ბავშვის ხმაში გაპარულმა ცივმა ტონმა


წამით შეაცბუნა, მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა.

– ოჰ, ნეტა, მეც შენსავით ბუნებრივი ინსტინქტები


მქონდეს, ძვირფასო, – მერე ქრისტინს გადახედა,
თითქოს სურს, მისგან მიიღოს დასტურიო და
მხიარულად დაურთო, – ბავშვის გონება ისეთი
უცოდველია. ისე უცხოა მისთვის მუხანათობა და
ვერაგობა, – მაგრამ მისის პენმარკი უკვე მის ოქტავია
ფერნისკენ მიემართებოდა და ისიც თავის კანტურით
ელოდა მასთან საუბრის დაწყებას.

ერთმანეთს სკოლის გვერდითა, პატარა ვერანდაზე,


რკალისებრი ჟასმინის ბუჩქებთან გაუსწორდნენ.

.
501
– მე და ჩემი დები ძალიან იმედგაცრუებულები ვართ,
რომ მისტერ პენმარკმა დღესაც ვერ მოახერხა მოსვლა, –
თქვა მის ოქტავიამ, – მისი გაცნობის შესაძლებლობა ჯერ
კიდევ არ მოგვცემია, არადა, მის შესახებ იმდენი
სასიამოვნო რამ გვესმის, რომ ერთი სული გვაქვს, როდის
ვნახავთ. ყველა ამბობს, საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა
კაციაო. სიმართლე გითხრათ, ჯერ კიდევ გუშინ,
შემაჯამებელ გამოცდაზე ვიმედოვნებდით მის ხილვას.
მაგრამ ალბათ ზედმეტად დაკავებული იყო, რომ
ჩვენთვის მოეცალა.

ქრისტინმა განუმარტა, რომ ქმარს სამსახური ამ ეტაპზე


ოჯახთან ყოფნის დროს ნაკლებად უტოვებდა. ახლაც
დასავლეთის სანაპიროზე განლაგებული პორტის
შესაძლებლობების აღსაწერად

.
511
სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდა. ამ საქმეზე სულ რაღაც
ერთი კვირის წინ წასულიყო და ერთადერთი, რაც ამის
მერე მასზე გაეგო, ადგილზე ჩასვლის შემატყობინებელი
დეპეშა გახლდათ. ქმარი, რა თქმა უნდა, ენატრებოდა,
მაგრამ იმ ფაქტს უკვე შეგუებოდა, რომ მთელი
ზაფხულის მის გარეშე გატარება მოუწევდა.
შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მისტერ პენმარკი
არაფრის დიდებით არ დააკლდებოდა წინა დღის
შემაჯამებელ გაკვეთილს, რადგან მასაც, თავის მხრივ,
მრავალი რამ გაეგო მის ფერნებზე და პირადად გაცნობის
სურვილიც გამოეთქვა.

მოსაუბრეები ვერანდაზე მდგარ სარწეველა სავარძლებზე


ჩამოსხდნენ და მცირეხნიანი პაუზის მერე მშობლების
გამოუთქმელი კითხვების ამოცნობაში დაოსტატებულმა
მის ოქტავიამ თქვა:

– ალბათ გაინტერესებთ, რას ვფიქრობთ როდაზე და


როგორ ვაფასებთ მის გასულ სასწავლო წელს.

მისის პენმარკმა დაუმოწმა, რომ აინტერესებდა და თან


დაურთო, რომ თითქმის დაბადებიდან მოყოლებული
როდა მისთვისაც და ქმრისთვისაც ერთგვარ გამოცანას
წარმოადგენდა. რთული იყო, ზუსტად გამოგეყო და
.
521
განგესაზღვრა, მაგრამ ბავშვს ზრდასრული
ადამიანისთვის ნიშნეული ისეთი მომწიფებულობა
ახასიათებდა, რომ ცოლ-ქმარში შეშფოთებასაც კი
იწვევდა. ამიტომ ორივე შეთანხმდა, რომ ამ სკოლის
მსგავსი დაწესებულება, სადაც განსაკუთრებულ
ყურადღებას დისციპლინასა და ძველმოდური
ღირებულებების გამომუშავებას ექცეოდა, იდეალური
იქნებოდა როდასთვის, რადგან თუ ვერ აღმოფხვრიდა,
შეასუსტებდა მაინც მისი ხასიათისთვის ნიშნეულ
უჩვეულო და შემაშფოთებელ შტრიხებს.

მის ფერნმა ახლადმოსულ ოჯახებს თავი დაუქნია, ცალი


ხელი შუბლზე მიიბჯინა, აზრები მოიკრიბა და თქვა,
რომ გარკვეული გაგებით როდა სკოლის არსებობის
მანძილზე ყველაზე წარჩინებულ მოწაფედ შეიძლებოდა
ჩათვლილიყო. მას ერთი დღეც არ გაეცდინა; ერთხელაც
არ დაეგვიანა; ერთადერთი ბავშვი იყო სკოლის
ისტორიაში, რომელსაც მთელი სასწავლო წლის
განმავლობაში ყოველ თვე გაკვეთილებზე ყოფაქცევაშიც
ასი ქულა დაემსახურებინა და კლასგარეთ –
თავშეკავებულობასა და ზომიერებაშიც. და მისის
პენმარკს ბავშვებთან ურთიერთობის ისეთივე
გამოცდილება რომ ჰქონოდა, როგორიც მის ფერნს
დაეგროვებინა თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე,
.
531
მიხვდებოდა, ეს როგორი საოცარი მაჩვენებელი
გახლდათ. მის ოქტავიამ გაცვეთილი ჩალის ქუდი ისე
დაიხურა, რომ თვალები დილის ძლიერი მზისგან
მოეჩრდილა, რადგან სხივებს უკვე მათ თავზე
აღმართული ქაფურის ხის ფოთლებიდან გამოძრომა
მოესწროთ.

– როდა კონსერვატიული, ყაირათიანი ბავშვია, –


გააგრძელა საუბარი მის ფერნმა, – და ალბათ ყველაზე
მოწესრიგებული პატარა გოგო მათ შორის, ვინც კი
ოდესმე შემხვედრია.

– როდა ნამდვილად მოწესრიგებულია, – გაეცინა


ქრისტინს, – ჩემი ქმარი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ
ვერაფრით ხვდება, ვისგან გამოჰყვა ბავშვს
სისუფთავისადმი ასეთი სიყვარული. ფაქტია, რომ ჩვენ
ორისგან ნამდვილად არა.

ამ დროს მის ბარჯისი მიუახლოვდათ, დის გვერდით


სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანი უსმინა საუბარს და თქვა:

.
541
– ვფიქრობ, როდას ხასიათის საიდუმლო იმ მარტივ
ფაქტშია, რომ, ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით, სხვა
ადამიანები არ სჭირდება. საოცრად თვითკმარი გოგონაა!
ცხოვრებაში არასოდეს მინახავს მასავით
დამოუკიდებელი არსება!

მისის პენმარკმა ამოიოხრა, ხაზგასმული გაზვიადებით


ხელები ასწია და თქვა:

– ზოგჯერ მინდება, რომ მეტად იყოს სხვებზე


დამოკიდებული. ხანდახან რას არ მივცემ, რომ ნაკლებად
პრაქტიკული და მეტად მოსიყვარულე გახდეს.

– მის შეცვლას ვერ შეძლებთ, – ბავშვებთან მთელი


თავისი გამოცდილების გასიგრძეგანებით, წყნარად
წარმოთქვა მის ოქტავიამ, – ბავშვი თავის
განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობს და
დარწმუნებული ვარ, იქაურობა დრამატულად
განსხვავდება ჩემი და თქვენი სამყაროებისგან.

– მხოლოდ რვა წლისაა ეს პატარა გოგო და უკვე


ჩამოყალიბებული ადამიანია. ეს არც ერთ ასაკში არაა
ხშირი, – თქვა მის ბარჯისმა. მერე ადგა, კიბეებზე
დაეშვა, უცებ შეყოვნდა და დაამატა, – როდა ბევრი
.
551
ბავშვისთვის უჩვეულო თვისებებს ფლობს. პირველ
რიგში, მისი სიმამაცეა გამოსარჩევი. ისეთ
შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს შიშის ფიზიკურად
განცდა არ შეუძლია; ისეთი რაღაცების წინაშე
ინარჩუნებს სიმშვიდეს, როგორი ამბებიც რიგით ბავშვს
შიშის ზარს სცემს და აიძულებს, ან იტიროს, ან
უკანმოუხედავად გაიქცეს. არც ენატანიაა, ეს უკვე
დავადგინეთ. გასულ ზამთარს ერთ-ერთმა ბიჭმა ქუჩის
მოპირდაპირე სახლში მცხოვრები მისის ნიქსონის
ფანჯარას ქვა ესროლა და...

– უნდა გენახათ, რა ამბავი ატეხა ადელაიდა ნიქსონმა.


გვეგონა, წყალბადის ყუმბარა გვესროლესო,
– მეგობრულად ჩაურთო მის ოქტავიამ.

– ეგ იქით იყოს და, – გააგრძელა მის ბარჯისმა, – საქმე


ისაა, რომ როდა სროლის მომენტს შეესწრო და, რა თქმა
უნდა, იცოდა დამნაშავის ვინაობა. მაგრამ როცა
გამოვკითხეთ, ავუხსენით, რომ მისი, როგორც პატარა,
პატივცემული მოქალაქის მოვალეობა იყო დამნაშავის
გამოვლენა, სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ. მშვიდად
განაგრძობდა ვაშლის ჭამას და ზოგჯერ რომ ახასიათებს
ხოლმე, ისე – ოდნავ დამცინავადაც კი გვიყურებდა.

.
561
– აჰ! კი, ვიცი! ვიცი, რომელ მზერაზეც ამბობთ! – თქვა
ქრისტინმა, – არაერთხელ მინახავს საკუთარი თვალით!

– სიმართლეს ვერასოდეს გავიგებდით, – აღნიშნა მის


ბარჯისმა, – თავად პატარა ბიჭს რომ არ ატყდომოდა
მეორე დღეს ტირილი და დანაშაული არ ეღიარებინა.

ამ მომენტში მის ოქტავიამ, როგორც სკოლის უფროსმა,


თავის თავზე აიღო ისტორიის გაგრძელება.

– თავდაპირველად მე და ჩემმა დებმა ვიფიქრეთ, რომ


როდა თავნებობისა და თანამშრომლობაზე უარის თქმის
გამო უნდა დასჯილიყო. მაგრამ მერე დავასკვენით, რომ
მისი საქციელი ერთგულების დემონსტრაცია იყო და
ოფიციალური შენიშვნა – რომელიც მის უმწიკვლო
დახასიათებას ერთხელ და სამუდამოდ გააფუჭებდა – არ
უნდა მიეღო. მან უბრალოდ დასმენა ითაკილა.

.
571
აღელვებულმა ქრისტინმა მის ოქტავიას მკლავზე ხელი
შეახო.

– პოპულარული არის? სხვა ბავშვებს მოსწონთ?

სანამ მის ოქტავია პასუხს მოასწრებდა, სანამ


გადაწყვეტდა, სიმართლე შეეფერადებინა, თუ
ეღიარებინა, რომ სხვა მოსწავლეებს როდასი თან
ეშინოდათ და თან სძულდათ ის, ტროტუარზე მდგომმა
დამ, კლაუდიამ, იყვირა, რომ დანარჩენი ბავშვებიც უნდა
მოსულიყვნენ და სიაში ჩანიშნულიყვნენ. ავტობუსები –
გასამგზავრებლად, პიკნიკი კი დასაწყებად იყო მზად.
მის ფერნმა და მისმა დებმა ბოლო წუთებში
გახსენებული ისეთი ნივთები აიკიდეს, რომლებიც
ვინმეს შემთხვევით შეიძლებოდა დასჭირვებოდა და
მისის პენმარკთან ერთად ჭიშკრისკენ მიმავალ გრძელ,
მოკირწყლულ ბილიკზე დაეშვნენ.

მცირეხნიანი არეულობის, სიცილისა და უხერხული


მოძრაობების შემდეგ დები ფერნები, მათი დამხმარეები
და მოწაფეები თავთავიანთ ადგილებზე მოეწყვნენ და
პირველი ავტობუსიც დაიძრა. მძღოლი დამფრთხალი
ჩიტივით გაფაციცებით იყურებოდა უკან, წამიერად
აყურადებდა და მერე კვლავ სწრაფი მოძრაობით წინ
.
581
იხედებოდა. პირველი ავტობუსი დაბალტოტებიანი
ქაფურის ხის ქვეშ იდგა და როცა მძღოლი ადგილიდან
დაიძრა, მანქანის გვერდი ხის მწვანე ტოტებს გამოედო
და სურნელოვანი ფოთლების ასფალტზე შრიალით
ცვენის ხმა გაისმა.

პირველი ავტობუსის დაძვრისთანავე, როცა ჰაერში


სასიამოვნო მგზავრობის მოლოდინი დაირხა, ქუჩის
მოპირდაპირე მხარეს აღმართული სახლის გაზონზე
წინგაშვერილი თათებით კმაყოფილად გაშოტილი ორი
ერდელტერიერი გააფთრებით წამოხტა, ისტერიული
ყეფა მორთო და ღობის გასწვრივ ბზრიალ-ბზრიალით
გაიქცა. ერთ-ერთ პატარა ბიჭს ქუდი თავიდან მოსწყდა
და ქუჩაში გადაფრინდა. წინმავალი ავტობუსი შეჩერდა,
მონიკა ბრიდლავი სიცილით და სახეაწითლებული
დაედევნა ქუდს და პატრონს დაუბრუნა; უკანა
ავტობუსში პატარა გოგოს ფიქალი ფანჯრიდან
გადაუვარდა, – რატომ გადაწყვიტა, რომ ეს ნივთი
პიკნიკზე გამოადგებოდა, რთული ასახსნელია. ამჯერად
ამ ავტობუსის მძღოლს მოუწია ყვირილისა და
გულისგამაწვრილებელი სტვენის ფონზე შეეჩერებინა
ავტობუსი, ქუჩაზე ჩასულიყო და ფიქალი ამოეტანა. ამ
შუალედში მისის დეიგლი ადგილს მოსწყდა, ავტობუსს
გვერდით ამოუდგა და ბოლოჯერ წაეპოტინა თავის ვაჟს.
.
591
ქალი შვილის მორჩილად და უხალისოდ გაწვდილ ხელს
მიეფერა და თქვა:

– თავის ტკივილმა გაგიარა? სუფთა ცხირსახოცი გაქვს?

– ფრთხილად! ფრთხილად ფანჯარასთან, ქალბატონო! –


გაზვიადებული დაყვავებით მიმართა ფიქალით ხელში
მომავალმა მძღოლმა.

– თავი ზედმეტად არ გადაიღალო, – დაძაბული,


აფორიაქებული ხმით აგრძელებდა მისის დეიგლი, –
და მზეს შეძლებისდაგვარად მოერიდე.

ავტობუსები ხელმეორედ დაიძრნენ ნელა და


სახლებიდან გამოსულმა ადამიანებმა მგზავრებს
ღიმილით დაუქნიეს ხელი. ქუჩის კუთხეს რომ
მიუახლოვდნენ, მის ოქტავიას მიერ მრავალგზის
გაფრთხილებულმა მძღოლებმა სიფრთხილით მოუხვიეს
და ქუჩაში ჩვეულმა სიწყნარემ დაისადგურა. პიკნიკი
ოფიციალურად დაიწყო. სწორედ ამ დროს როდა თავისი
სკამიდან ადგა და დეიგლების

.
601
პატარა ბიჭის სიახლოვეს ჩამოჯდა. ბავშვის თვალები
კალიგრაფიის მედალს მიშტერებოდნენ, თუმცა ხმის
ამოღება არც უფიქრია. ცოტა ხნის მერე, თითქოს ძალები
მოიკრიბაო, ბიჭის სკამთან გაჩნდა, ხელი გაიწვდინა და
მედალს შეეხო. დამფრთხალმა კლოდმა უკან გაიწია და
თქვა:

– სხვა ადგილას არ გინდა წახვიდე? არ გინდა, თავი


გამანებო?

მას შემდეგ, რაც ავტობუსები თვალს მიეფარნენ, მისის


პენმარკი მისის ბრიდლავის ავტომობილისკენ დაიძრა.
გზად მეგობრის ადგილმდებარეობის გასარკვევად თავი
მიატრიალა და დაინახა, რომ მონიკა, როგორც
ყოველთვის, ადამიანთა ჯგუფის ცენტრში იდგა. გარშემო
დიდი ხნის უნახავი ნაცნობები ეხვია და, როგორც
ყოველთვის, გაცხარებით ლაპარაკობდა – ხელებსა და
მხრებს გამუდმებით ამოძრავებდა და ნათქვამის
ხაზგასასმელად კისერს მონდომებით ატრიალებდა.

ამის დანახვაზე მისის პენმარკმა ქუჩისა და ტროტუარის


შუაში ვიწრო ზოლად გაყვანილ გაზონზე გადაინაცვლა.
აქ უკეთ დაელოდებოდა, როდის დაასრულებდა
მეგობარი ისტორიის მოყოლას. ამ დროს ქუჩაზე ორი
.
611
კაცი გამოჩნდა და მის უკან აღმართული ცოცხმაგარა ხის
ქვეშ შედგა. ორივემ ერთდროულად დახედა თავთავიანთ
მაჯის საათებს.

– ამას წინათ წავიკითხე, – დაიწყო ორიდან მაღალმა, –


რომ ეპოქა, რომელშიც ვცხოვრობთ, შფოთვისა არისო.
იცი, რას ვფიქრობ? ასე მგონია, რომ მშვენიერი... ძალიან
სამართლიანი შეფასებაა. სახლში რომ მივედი, რუთსაც
ვუთხარი და იმანაც, წყალი არ გაუვაო.

– კაცობრიობის ისტორიის ყველა ეპოქა შფოთვისაა, –


მიუგო მეორემ, – მე თუ მკითხავ, ახლა ჩვენ ძალადობის
დროში ვცხოვრობთ. თითქოს ბოლო პერიოდია, ყველას
ძალადობაზე უჭირავს თვალი. თითქოს იქამდე არ
მოვისვენებთ, სანამ გასანადგურებელი აღარაფერი
დარჩება. საკმარისია, ცოტა ხნით შეჩერდე და
დაფიქრდე, რომ მიხვდე, როგორ საშიშ დროში
ვცხოვრობთ.

– ჰო, შესაძლოა შფოთვისა და ძალადობის ეპოქაში


ვცხოვრობთ.

– აი, ახლა უკვე რთულია, არ დაგეთანხმო. მართლაც,


მგონი, ესაა ჩვენი ეპოქის უზუსტესი დახასიათება.
.
621
თავები უკმაყოფილოდ გააქნიეს და მომავალ კვირას
ლანჩზე შეხვედრა დათქვეს. ამ დროს თავთავიანთმა
ცოლებმაც უხმეს და მათკენ გაემართნენ. მისის პენმარკი
ჩუმად იდგა და გაგონილს გონებაში აანალიზებდა. უცებ
გააცნობიერა, რომ ადამიანის არსებობა ძალადობასთან
იყო გადაჯაჭვული. უფრო მეტიც, შესაძლოა, სწორედ მას
ეჭირა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი თითოეულის
გულში – სიკეთის უკან, თანაგრძნობის უკან, თვით
სიყვარულის განცდის უკან ფესვებგამგდარი,
ამოუძირკველი მანკიერი თესლი ბუდობდა. ზოგჯერ
ღრმად იყო ჩაფლული, ზოგჯერ კი – ზედაპირთან
ახლოს; მაგრამ ის მაინც ყოველთვის იქ იყო და
ხელსაყრელ პირობებს ელოდა, რომ თავი ამოეყო და
მთელი თავისი ირაციონალური სისაზარლით
გაფურჩქნულიყო.

მოგვიანებით მისის ბრიდლავი ბალახზე მდგომ


ქრისტინს გაუსწორდა და მასთან ერთად, ელეგანტური
მიხვრა-მოხვრით მანქანისკენ რომ დაიძრა, თქვა:

.
631
– კლაუდია ფერნის კაბის კუდის ისტორია
სიმბოლიზმებითაა დახუნძლული, ამიტომ სულაც არ
მიკვირს, ამდენი წლის მერეც რომ ახსოვს და შენც კი
მოგიყვა. როცა ნერვებს ვმკურნალობდი, კლაუდიას კაბის
კუდი სულ მიტივტივდებოდა ხოლმე გონებაში. ეგ კი
არა, მგონი, ჩემი შფოთვით გამოწვეული ნევროზის
ცენტრალური ფაქტორიც კი იყო, – მისის ბრიდლავმა
გამვლელებს თავი დაუკრა, ხელი ზანტად დაუქნია და
განაგრძო, – საბრალო ემორის მიმართ ჩემი ინცესტური
მიდრეკილება ისეთი ცხადი რამაა, რომ ანალიზსაც არ
საჭიროებს; ასე რომ, ამით თავს არც ვიწუხებდი –
ინცესტი ხომ ესოდენ ბანალურია. ჩემი ფსიქიატრისთვის
გაცილებით საინტერესო ის გარემოება აღმოჩნდა, რომ
დაუძლეველი სურვილი, მომეგლიჯა კაბის ბოლო,
პენისისადმი ლატენტური მტრობისა და პენისის შურის
გამოხატულება იყო და ამასთან, არა მარტო კაცების,
არამედ ქალების დასახიჩრებისა და კასტრაციის
იმპულსსაც ააშკარავებდა.

მისის ბრიდლავი საუბრისას ჟესტიკულირებდა,


ნათქვამის ხაზგასასმელად კი თავს აქნევდა; კიდევ ბევრი
რამის თქმა სურდა, მაგრამ ისიც ესმოდა, რომ
სიფრთხილე მართებდა, მაშინაც კი, როცა სრული
მეცნიერული განყენებულობით საუბრობდა ისეთ
.
641
ობიექტურ და გონიერ არსებასთან, როგორიც ქრისტინი
იყო. მსგავს ემოციურად დამუხტულ საკითხებს
ნახევრადცივილიზებული ტომის პრიმიტიული ტაბუები
ედო და მათი განხილვა გარყვნილის თუ არა, ოდნავ
ხუშტურიანი ადამიანის იარლიყის მიწებებას მაინც
უდრიდა. არადა, საცოდავი კლაუდიას კაბის კუდის
მოგლეჯის ერთი შეხედვით მარტივი და უცოდველი
ისტორია იმდენ ასოციაციას იწვევდა და იმხელა მიზეზ-
შედეგობრივი ჯაჭვის გაბმის საშუალებას იძლეოდა, რომ
მის ანალიზს დიდი სიამოვნებით დაუთმობდა დროს.
მაგრამ თავი უნდა მოეთოკა; ენა უნდა მოეკვნიტა და არ
გაეცხადებინა ის დასკვნები, რომლებიც, ღმერთი
უწყოდა, მიუკერძოებელი და შემმეცნებელი
მსმენელისათვის ისედაც სრულიად აშკარა უნდა
ყოფილიყო...

მაგრამ ქრისტინს მისის ბრიდლავის სიტყვებისთვის


ისედაც არ დაუგდია დიდად ყური. გონება კვლავ
მოსმენილ დიალოგსა და ძალადობის თემაზე ფიქრით
ჰქონდა მოცული. მამამისმა, რომელიც ძლიერ უყვარდა,
თავი სხვების გულცივ ძალადობას შეაკლა. ახლა კიდევ
ერთხელ რომ გაახსენდა ეს ამბავი, გაიფიქრა:
„ზედმეტად ახალგაზრდა იყო; სიცოცხლის იმდენი წელი
ჰქონდა წინ. ის ამბავი რომ არ მომხდარიყო, ახლაც
.
651
ცოცხალი შეიძლებოდა ყოფილიყო და ისევე
დამამშვიდებდა, როგორც პატარაობისას მამშვიდებდა,
რამის რომ შემეშინდებოდა“. გაახსენდა, ბოლოს როდის
ნახა – ერთი კვირით ადრე იმ დღიდან, როცა სადღაც,
წყნარი ოკეანის სამხრეთით მტრის ცეცხლმა მისი
თვითმფრინავი ჩამოაგდო. აეროპორტში მხოლოდ
თვითონ მიჰყვა, დედამისი მაშინ ავად იყო და მამის,
როგორც შემდგომში აღმოჩნდა, უკანასკნელ გზაზე
გაცილება ვერ შეძლო. და სანამ მისი ბარგის გაფორმებით
იყო დაკავებული, – ყოველთვის იჟინებდა, რომ ამ
უმარტივესი პროცედურით გამოევლინა ზრუნვა –
მამამისმა ხელები მოჰხვია და ლოყა ლოყაზე მჭიდროდ
მიაბჯინა. ახლა რომ ფიქრობდა, შესაძლოა,
წინათგრძნობაც კი ჰქონდა, რომ თავისი დასასრული
ახლოვდებოდა, რომ იმ მოგზაურობაში მიდიოდა,
რომლიდანაც აღარასოდეს დაბრუნდებოდა, რადგან
აკოცა და ყურში ნაზად ჩასჩურჩულა: „ჩემი ცხოვრების
ნათელი წერტილი ხარ. შენ მიყვარდი ყველაზე და
ყველაფერზე მეტად. მინდა, კარგად გახსოვდეს ეს, იმის
მიუხედავად, თუ რა მოხდება. მინდა, ყოველთვის
კარგად გახსოვდეს. და ყოველთვის ისეთად დარჩი,
როგორიც ამ წამს ხარ“.

ამის გახსენებაზე ქრისტინმა თავი ისე შეატრიალა, რომ


.
661
მოწოლილი გრძნობები მონიკას მახვილ მზერას ვერ
შეემჩნია და ოდნავ გასაგონად წარმოთქვა: „მახსოვს,
მამა. მახსოვს“.

.
671
მისის ბრიდლავმა მანქანა მარადმწვანე მუხის ქვეშ
გააჩერა. თავი რომ ასწია და სახლის უკან სპილენძის
გაპრიალებით დაკავებულ ლეროის ჰკიდა თვალი,
ტუჩები სინანულით მოპრუწა.

– ვწუხვარ, რომ სარწყავი მილის გამო ასეთი ამბავი


ავტეხე, მაგრამ ლეროი წმინდანსაც კი გამოიყვანს
წონასწორობიდან. სულ უნდა მახსოვდეს, რომ
ცხოვრებაში ჩვენნაირი შესაძლებლობები და
უპირატესობები არ ჰქონია და უფლება არ მაქვს, მისგან
ბევრს ველოდო. მე კიდევ თავი ვერ მოვთოკე და ეს
მარტივი ჭეშმარიტებები დავივიწყე.

მისის ბრიდლავის ხმის გაგონებაზე ლეროიმაც თავი


ასწია და თვალი გაუსწორა. ქალმა თავი დაუკრა და
მხიარულად დაუქნია ხელი იმის საჩვენებლად, რომ მათ
შორის ჩამოვარდნილი პატარა გაუგებრობა უკვე
წარსულს ჩაბარდა და რომ მასზე აღარც გაბრაზებული
იყო და აღარც დასჯას უპირებდა; რომ საკუთარ თავში
მისი უზრდელობის შენდობის ძალა ეპოვა. მაგრამ
ლეროის დაშოშმინება ასეთი მარტივი არ იყო,
გამარჯვება ხომ აშკარად მას მოეპოვებინა.
მისალმებისთვის არ უპასუხებია; მხოლოდ რამდენიმე
წამით მიაშტერდა მისის ბრიდლავს, მხრები აიჩეჩა და
.
681
შიდა ეზოს მიმართულებით შენობის კუთხეს მიეფარა,
იქ, სადაც ახალი გარაჟები, უწინ კი ეტლების
დასაყენებელი კაბინები იყო ჩამწკრივებული. მერე
კედელს მიეყრდნო და ცემენტზე გადააფურთხა. პირი
ბრაზისა და უკმაყოფილებისგან მოღრეცოდა.

ეს ვითომ ყოვლისმცოდნე, ეს მონიკა ბრიდლავი; ეს


ენაგატლეკილი ძუკნა. რო გონია, თავის გარდა არავინ
არაფერი არ იცის. დადის აქ და აყენებს ყველას
შეურაწყოფას; დადის და ზემოდან უყურებს ადამიანებს,
რომლებიც მასზე არაფრით ნაკლებები არ არიან და
გონია, რო ყველაფერი იცის. მარა არაუშავს, ადრე თუ
გვიან ასწავლის ჭკუას. მოიყვანს აზზე ამ ბოზს. აი,
სულაც არ გაუკვირდება, იმნაირი რო აღმოჩნდეს, რა
ქვია... გაზეთები რო წერენ ამ ბოლო დროს ქალების
მოყვარულ ქალებზე... ლეროის გონება უხამსობების
ნაკადით აივსო და ტუჩებიდან ჩურჩულით
გადმოიღვარა; მერე გზა გააგრძელა, თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა და ხელების მოკლე, მკვეთრი მოძრაობით
ჰაერს აპობდა. გაიგონა, როგორ დაიკეტა მისის
ბრიდლავის მანქანის კარი და როგორ აუყვა გზას
საუბარში გართული ორი ქალი. ლეროი იაპონური
ბუჩქის ფოთლებს ამოეფარა და მიმავლებს თვალი
გააყოლა.
.
691
აი, ეს უტვინო ქერა კი – ეს ღორივით ნასუქი ქრისტინ
პენმარკი – სუ სხვა ამბავია. დიდი სიამოვნებით
მოიხელთებდა ერთ მშვენიერ დღეს ქვევით, სარდაფში.
მერე კი ასწავლიდა ჭკუას. სარდაფიდან გაუსვლელად
გაუხსნიდა გონებას, აღვირს ახსნიდა, მარა თოკიდან არ
აუშვებდა. ყველაფერს ინსტრუქციების დაცვით
გადმოულაგებდა და ზოგ ისეთ რამესაც განუმარტავდა,
წიგნებშიც რო არ წერია. იქამდე არ მოეშვებოდა, სანამ
ღმუილით შებრალებას არ თხოვდა. და როცა მისგან
ყველაფერს მიიღებდა, ის მაინც დაუკმაყოფილებელი
ძუკნასავით უკან აედევნებოდა. და ქვითინით
შეემუდარებოდა, რო კიდე მიეღო – დიახაც! და ზოგჯერ
მისცემდა და ზოგჯერ – არა, გააჩნია, რა ხასიათზე
იქნებოდა.

მისის ბრიდლავმა კარის სახელურისკენ რომ წაიღო ხელი,


მზერა მაჯის საათს ჰკიდა და შეჰკივლა:

– ღმერთო, დიდებულო – უკვე ცხრის თხუთმეტი


წუთია! – მერე კიბეები სწრაფად აიარა, რომ ძმა
საწოლიდან აეყენებინა და სამსახურში გაეშვა.

.
701
თავის ბინაში შევიდა თუ არა, ქრისტინმა ჭიქა ყავა
მოიმზადა, მისაღებ ოთახში შეიტანა და დილის გაზეთის
თვალიერებასთან ერთად მოჰყვა წრუპვას. მაგრამ გონება
წაკითხულიდან ცოტას თუ აღიქვამდა, რადგან
ფიქრებით კვლავ წარსულში იყო.

ქმარი ნიუ-იორკში გაიცნო, მაშინ ოცდაოთხი წლისა იყო


და ახალი გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არასოდეს
იქორწინებდა. იმ წელს დედასთან ერთად გრამერსი
პარკის უბანში ცხოვრობდა. დედამისს გული აწუხებდა
და მთლიანად მის მოვლაზე იყო გადართული.
სიამოვნებდა, რომ იმის მცირედი ნაწილის გადახდის
საშუალება მისცემოდა, რაც დედამისს მისთვის
გაეკეთებინა; თუმცა დედა, იმისდა მიუხედავად, რომ
იცოდა, დიდი დღე აღარ ეწერა, უარზე იყო, თავი
ავადმყოფად ეგრძნო, ან სხვისთვის უტიფრად მოეთხოვა,
მომიარეო. შედეგად, ქრისტინმა სამხატვრო მუზეუმში
დაიწყო მუშაობა; იქ დიდად არ ტვირთვადნენ და
დედამისიც, რაიმე თუ დასჭირდებოდა, მარტივად
შეძლებდა დაკავშირებას.

იმ ზამთარს მისის ბოგარდუსმა, დედამისის ძველმა


მეგობართაგანმა, ქრისტინი თავისი დისშვილის,
ახალგაზრდა საზღვაო ლეიტენანტის, კენეტ პენმარკის
.
711
საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე მიიპატიჟა.
ქრისტინი წასვლას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ
დედამისისთვის ესიამოვნებინა. მოხუცი თვლიდა, რომ
ქალიშვილი ზედმეტად სერიოზული იყო და მეტი
გართობა სჭირდებოდა. ლეიტენანტი ქრისტინს მაშინვე
მოეწონა და ცოტა ხნით, სანამ სხვა სტუმრების
ხმაურიანი დროსტარება შეუშლიდათ ხელს, ცეცხლის
პირას ისხდნენ და პარიზის სკოლის მხატვრებს
განიხილავდნენ.

წვეულება ადრე დატოვა, დარწმუნებულმა, რომ


ლეიტენანტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ
მოუხდენია; მაგრამ მან მეორე შუადღესვე მიაკითხა
მუზეუმში და უთხრა, რომ მოდილიანის იმ ნახატის
ნახვა სურდა, რომელზეც ქრისტინი წინა ღამით ასე
აღტაცებით ესაუბრებოდა. ნახატი აჩვენა, იმან კი მიუგო:

– მინდა, იმ გოგოს ვუყიდო, რომლის ცოლად შერთვასაც


ვაპირებ. როგორ გგონია, მოეწონება?

ქრისტინი დარწმუნებული იყო, რომ იმ გოგოს ნახატი


მოეწონებოდა; მაგრამ, თუ სასწაული მოხდებოდა და არ
მოეწონებოდა, ლეიტენანტს ურჩევდა, მსგავს უნიათო
არსებასთან ურთიერთობით დრო არ დაეკარგა.
.
721
ლეიტენანტმა ნახატი იყიდა და თან წაიღო.

იმ ღამით, ვახშმამდე დაურეკა. ასე უთხრა, შენი ნახვის


იმედი კი მქონდა, მაგრამ საღამოს დეიდა კლარასა და
ოჯახურ მოგონებებს ვუთმობ და ვეღარ გამოვაო. მაგრამ
თერთმეტზე კიდევ დაურეკა და ამცნო, რომ, როგორც
იქნა, დეიდა დასაძინებლად გაისტუმრა და დარჩენილი
საღამო მის განკარგულებაში გახლდათ. შესთავაზა,
საცეკვაოდ წავიდეთო. სახლში დაღლილი და კმაყოფილი
დაბრუნდა; უკვე იცოდა, რომ კენეტ პენმარკი
ერთადერთი მამაკაცი იყო დედამიწის ზურგზე,
რომელთან ყოფნასაც ისურვებდა. მეორე დღეს კვირა იყო
და ლეიტენანტმა რომ დაურეკა, ქრისტინმა ჩაიზე
დაპატიჟა, დედაჩემს გაგაცნობო; ამის მერე ყველა
შესაძლო ადგილიდან ეთნოგრაფიული მუზეუმი აარჩიეს
და იქ წავიდნენ.

ორშაბათს კენეტმა დედამისს ვარდები, ქრისტინს კი


ორქიდეა გაუგზავნა.

.
731
შვებულება სამშაბათს უმთავრდებოდა და იმ დილას
გამოსამშვიდობებლად მუზეუმში მიაკითხა. მოდილიანი
აჩუქა და უთხრა:

– იმედია, გესმის, ეს რას ნიშნავს, ჩემო გოგო! – ამ


სიტყვებზე ყველას თანდასწრებით მკლავებში
მოიმწყვდია და აკოცა. მერე მიტრიალდა და
აუღელვებლად გავიდა ოთახიდან.

დედა იმ ზამთარს გარდაეცვალა. გაზაფხულზე


ლეიტენანტი პენმარკი მის სანახავად ჩამოვიდა და
იქორწინეს კიდეც. ქრისტინი დღემდე დარწმუნებული
იყო, რომ ყველაზე იღბლიან ქორწინებაში ცხოვრობდა.
კენეტს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად, სხვას არავის ზედაც
არ შეხედავდა.

მოგონებებში გართულმა, გაზეთი გვერდზე გადადო და


ბინის დასუფთავებას შეუდგა. ქმარი უკვე ენატრებოდა,
და, მიუხედავად იმისა, რომ მის ხშირ მივლინებებს
შეგუებოდა, განშორების პერიოდებში კომფორტულად
თავს მაინც ვერაფრით გრძნობდა. ახლაც, საერთო
ოთახის შუაგულში ჩუმად მდგარს, ის აზრი აეკვიატა,
რომ მთელი ცხოვრება ვიღაცის ლოდინში გაეტარებინა:
ჯერ – მამამისის, ახლა კი – ქმრის.
.
741
ამ ჯერზე, რადგან კენეტს ხანგრძლივი მოგზაურობა
უწევდა, ქრისტინის დამგზავრების ვარიანტზეც კი
დაფიქრდნენ; თუმცა, დანანებით, მაგრამ მაინც მოუწიათ
ამ იდეაზე უარის თქმა. ერთმანეთი დააჯერეს, რომ ეს
ზედმეტი ხარჯი იქნებოდა და სჯობდა, ეს ფული
მომავალში სახლის აშენებისთვის გადაენახათ. ნამდვილი
მიზეზი კი გაცილებით ღრმა იყო და მათ ქალიშვილს
უკავშირდებოდა. ბავშვის თან წაყვანა საზრიანად არ
ეჩვენებოდათ და ისიც იცოდნენ, რომ სხვა ადამიანთან,
თუნდაც ისეთ მომთმენთან და მოსიყვარულესთან,
როგორიც მისის ბრიდლავი გახლდათ, ქალიშვილის
დატოვების საკითხის განხილვაც კი გამორიცხული იყო.

მათ შვილს თავიდანვე რაღაც უცნაურობა სჭირდა,


მაგრამ იმის იმედით, რომ მალე გადაუვლიდა და სხვა
ბავშვებს დაემსგავსებოდა, მის გამორჩეულობას
ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგრამ იმედი არა და არ
მართლდებოდა. როდა ექვსი წლის რომ გახდა,
ბალტიმორში ცხოვრობდნენ. ქალიშვილი საყოველთაოდ
რეკომენდებულ, პროგრესულ სკოლაში შეიყვანეს; მაგრამ
ერთი წლის თავზე დირექტორმა მისი სკოლიდან
გადაყვანა სთხოვათ. როდესაც მისის პენმარკმა ახსნა-
განმარტების მოსასმენად მიაკითხა, დირექტორმა
.
751
თვალები თავისი სტუმრის ღია ნაცრისფერი პიჯაკის
საყელოზე მიმაგრებულ ოქროსფერ-ვერცხლისფერ ზღვის
ცხენს გაუშტერა და მკვახედ, თითქოს ორივე – ტაქტიცა
და მოთმინებაც – დიდი ხნის წინ ამოეწურაო, მიუგო,
რომ როდა ცივი, თვითკმარი, რთული ბავშვი იყო,
რომელიც საკუთარი წესებით ცხოვრობდა და არა –
გარშემომყოფების. მათ მალევე აღმოაჩინეს, რომ ბავშვი
გაქნილი და მოხერხებული მატყუარა გახლდათ. რაღაც
საკითხებში ასაკთან შედარებით გაცილებით
ჩამოყალიბებული იყო, რაღაც საკითხებში კი თითქმის
არ განვითარებულიყო. მაგრამ ყველა ამ გარემოებამ
მხოლოდ მცირედით იქონია ზეგავლენა სკოლის
ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე; ბავშვის
გარიცხვის ნამდვილი მიზეზი ის გახლდათ, რომ ის
ჩვეულებრივი, თუმცა გვარიანად წარმატებული ქურდი
აღმოჩნდა.

მისის პენმარკმა თვალები დახუჭა და ჩუმად წარმოთქვა:

– არ დაგიშვიათ, რომ შეიძლება, ცდებოდეთ?! რომ არის


შანსი, უსამართლოდ განსჯიდეთ?!

.
761
დირექტორმა დაარწმუნა, რომ ერთხელ კი არა,
მრავალგზის დაეჭვდა ამ განაჩენის სამართლიანობაში.
ახლაც კი, ამ კონკრეტულ წამს, აწუხებდა ეს აზრი,
მაგრამ არა ქურდობასთან კავშირში, რადგან ამ მხრივ
ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო; ქურდისთვის მახე
დაეგოთ და როდა დანაშაულზე წაესწროთ. მას ბავშვის
დასჯა სრულიადაც არ სურდა, პირიქით, სიმპათიით იყო
მისდამი გამსჭვალული.

– მსგავს პრობლემას სკოლაში ადრეც გადავყრილვართ, –


თქვა ბოლოს დირექტორმა. – ამიტომ როდა მაშინვე
სკოლის ფსიქიატრთან წავიყვანე, რომ მისი აზრიც
გაგვეთვალისწინებინა.

ქრისტინმა ამოიხრა, სახეზე ხელები აიფარა და სუსტი


ხმით ამოთქვა:

– და რა აზრის იყო? რა გირჩიათ?

დირექტორმა შეიცადა და მერე მიუგო, რომ ფსიქიატრმა


როდა შეაფასა, როგორც ყველაზე უცნაურად
განვითარებული ბავშვი, ვინც კი ოდესმე უნახავს. მას
გასაოცრად გამჭრიახი და პრაქტიკულად გამომთვლელი
გონება ჰქონდა; სრულიად დაცლილი იყო ბავშვებისთვის
.
771
დამახასიათებელი დანაშაულის გრძნობისა და
შფოთვისგან; და, რაღა თქმა უნდა, საერთოდ არ გააჩნდა
მოყვასის სიყვარულის უნარი, რადგან მხოლოდ
საკუთარი თავი ანაღვლებდა. მაგრამ ალბათ ყველაზე
გასაოცარ თვისებად მისი უსაზღვროდ განვითარებული
მომხვეჭელობის სურვილი უნდა ჩათვლილიყო. ის
პატარა, მომხიბვლელ ცხოველს წააგავდა, რომლის
მოშინაურება და ადამიანური არსებობის ჩარჩოებში ჩასმა
შეუძლებელი გახლდათ...

ათ საათზე ფოსტალიონი მოვიდა. ქმარს წერილი


გამოეგზავნა. მიჯრით დაწერილი ფურცლების
კითხვისას ქრისტინს ნაზი, კომპლიმენტის მიღებისას
რომ იციან ხოლმე შეცხადება, ისეთი გაძალიანებული
ხმით აღმოხდა: „ოჰ, კენეტ! ოჰ, კენეტ!“ გონებიდან ერთი
ხელის მოსმით მოიცილა შემაწუხებელი ფიქრები და
ირაციონალური ბედნიერების ტალღა დაატყდა. ამ
მომენტში დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ჰქონდა,
რაც კი ქალს შეეძლო ესურვა. მაგიდას მიუჯდა, რომ
წერილისთვის ეპასუხა, მაგრამ იქამდე ხელები ლოყებზე
მიიდო და გარეთ მზით მორბილებულ, მწვანე ქუჩას
გახედა; ასე ჩაეჭიდა თავის ბედნიერებას, რაც
გონივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან ამის
მერე მსგავსი აღარაფერი უგრძნია.
.
781
მესამე

მისის ბრიდლავი, ძმასთან ერთად, პენმარკებზე ერთი


სართულით ზემოთ ცხოვრობდა. მის ცხოვრებაში ერთი
ისეთი გრანდიოზული ამბავი მომხდარიყო, რომლის
დავიწყებაც ვეღარასოდეს შეძლო. ოცდაათი წლისაც არ
იყო მონიკა, როცა ქმარი, რომელმაც აღარ იცოდა, რა
ეღონა, მის სურვილს დაემორჩილა და ვენაში პროფესორ
ფროიდთან ფსიქოანალიზის ჩასატარებლად გაუშვა.
მისის ბრიდლავი არასოდეს დაღლილა ფროიდის
ანალიზის მეთოდებზე ლაპარაკით, არასოდეს

.
791
ამოუწურავს ის შესაძლებლობები, რომლებიც მასთან
შეხვედრიდან გამომდინარეობდნენ. პირველი
ინტენსიური სესიის გავლის მერე პროფესორს
გულახდილად უღიარებია, რომ მისის ბრიდლავის
განსაკუთრებულ ტემპერამენტს ვერაფერს მოუხერხებდა
და ურჩევია, ლონდონში თავისი მოწაფე, ექიმი აარონ
კეტელბაუმი მოეძებნა, რომ დახმარება მისგან ეთხოვა.
ასეც მოიქცა.

– ერთობ უპრიანი რჩევა გამოდგა, – ხშირად უთქვამს


მისის ბრიდლავს, – ამით ოდნავადაც არ მსურს ექიმი
ფროიდის პროფესიონალიზმის დაკნინება, რადგან ის,
მიუხედავად უცნაურობებისა, მაინც ჩვენი დროის
უდიდეს გენიად მიმაჩნია; მაგრამ ექიმი კეტელბაუმი
მეტად... მეტად, როგორც იტყვიან, sympatico იყო, ხომ
გესმით. ფროიდი იმდენად ერთგულობდა მეცხრამეტე
საუკუნის მატერიალიზმს, რომ ამ გარემოებამ მთელი
თვალსაწიერი გაუმრუდა, ყოველ შემთხვევაში, მე ასე
მომეჩვენა. ამასთან, ამერიკელი ქალებიც სძულდა,
განსაკუთრებით ისინი, ვისაც დამოუკიდებლად
აზროვნება შეეძლოთ და კაცებს არაფრით
ჩამოუვარდებოდნენ. აი, ექიმ კეტელბაუმს კი
ინდივიდუალური სულის ძალისა სწამდა, სქესი მისთვის
იმდენად ტრივიალური რამ იყო, რომ ინტერესის ღირსად
.
801
არ თვლიდა. მისი გონება, ჩემის მსგავსად, მისტიკური
უფრო იყო, ვიდრე ემპირიული. ბევრ რამეში დამეხმარა
და როცა რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალა, ფოსტით
ყვავილები გავაგზავნე და ერთი კვირა ვტიროდი.

მეუღლეს სამი წლის მერე დაუბრუნდა და მაშინვე


განქორწინებისთვის მზადებას შეუდგა. ქმარს
შეწინააღმდეგება არ უცდია. როცა კვლავ
გათავისუფლდა, გადაწყვიტა, რომ მისი მოვალეობა
ძმაზე, ემორიზე ზრუნვა იყო და ასეც მოიქცა. ძმის
ხასიათის ანალიზი სიამოვნების წყაროდ ექცა და ემორი
ამას, ძირითადად, ჩუმად იტანდა.
ბოლო ხანს, საკუთარი მრავალსაფეხურიანი დედუქციის
საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ემორი,
როგორც თავადვე იტყოდა, „ლატენტური
ჰომოსექსუალი“ იყო; და ერთხელ, გასულ გაზაფხულს,
თავის პომპეზურ წვეულებათაგანზე ამ თემაზე ისე
თავისუფლად დაიწყო მსჯელობა, რომ სუფრაზე
მსხდომთაგან ერთადერთი ადამიანი, რომელიც
უხერხულობისგან არ იშმუშნებოდა, თავად გახლდათ.

– „ლატენტური“ რას ნიშნავს? – ჰკითხმა ემორიმ, – რაღაც


ახალი ტერმინია.

.
811
– დაფარულს ნიშნავს, აი, ნიღაბს რომ იფარებ, – თქვა
მისის ბრიდლავმა, – ასე ვთქვათ, შენიღბული.

– რაღაც ისეთს ნიშნავს, რაც ჯერ ზედაპირზე არ


ამოტივტივებულა, – დაურთო კენეტ პენმარკმა.

– აი, ეგ კი ზუსტია! – თქვა ემორიმ და სუსტად ჩაეცინა.

ჩაპუტკუნებული, ლოყებღაჟღაღა კაცი იყო, თავის დაზე


რამდენიმე წლით უმცროსი. თმა ვარდისფერ,
გუმბათისფორმიან შუბლზე გვარიანად შეთხელებოდა.
პატარა და მკვრივი მუცელი უცნაურად მოჭიმვოდა და
მომრგვალებოდა, თითქოს ბუნებამ სპეციალურად
გამოძერწა ასეთად, რომ ჩამოკონწიალებული
უზარმაზარი საათის ჯაჭვისა და გერბისთვის სათანადო
ფონი შეექმნაო. ფრენკ ბილინგსმა, რომელსაც მონიკა
ყოველთვის „ემორის ბანქოს თანამოთამაშე მეგობრად“
მოიხსენიებდა, თქვა:

– აი, საიდან მოიტანე ეს იდეა, მონიკა? რამ მოგაფიქრა?

.
821
– ჩემი მოსაზრება, – მიუგო მისის ბრიდლავმა, –
დაფუძნებულია წმინდა ასოციაციებით შექმნილ
სამხილზე, ეს კი სამხილის საუკეთესო ნაირსახეობაა, –
ღვინო მოსვა, ლოყები ფიქრიანად დაბერა და
სერიოზული ხმით განაგრძო, – დავიწყოთ იმით, რომ
ემორი ორმოცდათორმეტი წლისაა და არასოდეს
უქორწინია. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ როდისმე ჰქონია
სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა. – აქ, რადგან
შეატყო, რომ რეჯინალდ ტასკერი, „ემორის
საიდუმლოებით-მოცული-მკვლელობების-მოყვარული
მეგობართაგანი“, სიტყვის გაწყვეტინებას უპირებდა,
ხელი აღმართა და დამაშოშმინებელი ტონით წარმოთქვა,
– გთხოვ! გთხოვ! – და შემდეგ სწრაფად განაგრძო, –
ახლა მოდით, ობიექტურად შევხედოთ ფაქტებს.
რომლებია ემორის ყველაზე მნიშვნელოვანი
ცხოვრებისეული ინტერესები?! რა საგნები იკავებენ
ყველაზე დიდ ადგილს მის ფსიქიკაში?! თევზაობა,
ერთგული დიასახლისების დანაწევრებული სხეულებით
სავსე, საიდუმლოებით მოცული მკვლელობები; ბანქო,
ბეისბოლი და კაცების კვარტეტებში სიმღერა, – აქ
შეყოვნდა და განაგრძო, – და კვირა დღეებს როგორ
ატარებს ჩვენი ემორი? როგორ და სხვა კაცებთან ერთად

.
831
ნავზე. თევზაობს, მოგეხსენებათ. და ქალბატონები თუ
არიან ხოლმე მათთან ერთად? შემიძლია,
დაუფიქრებლად გიპასუხოთ ამ კითხვაზე – არა, არ
არიან.

– დიახაც, რომ არ არიან! – თქვა ემორიმ.

მისის ბრიდლავმა მიმოიხედა და მაშინღა მიხვდა, რა


გავლენა მოეხდინა მის სიტყვებს სტუმრებზე. თავი
გადაიქნია და გაოცებული ხმით წარმოთქვა:

– ვერ ვხვდები, რა ვთქვი ასეთი გამაოგნებელი. ეს ხომ


ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება! ფაქტობრივად,
ჰომოსექსუალობა ინცესტზე უფრო ბანალურიც კია!
ექიმი კეტელბაუმი მიიჩნევდა, რომ ეს მხოლოდ პირადი
არჩევანის საკითხია.

მაგრამ შეცდომა იქნებოდა, რომ ეს იდეებით


შეპყრობილი, ყბედი მოხუცი ქალი ზოგადად შტერ
ადამიანად მიგეჩნიათ. ის მოზრდილი თანხა, რომელიც
ქმარმა განქორწინების მერე სიამოვნებით დაუთმო, მისის
ბრიდლავმა უძრავ ქონებაში დააბანდა. ამ არჩევნამდე
სექსუალური სიმბოლიზმისა და იმ წყალგაუვალი
ლოგიკის საფუძველზე დაყრდნობით მივიდა, რომელიც
.
841
მოწმობდა, რომ თუ ქალაქი ზრდას განაგრძობდა, – ამას
კი ყველა წინასწარმეტყველებდა, – ის აუცილებლად
მიაღწევდა მის საკუთრებაში მყოფ მიწებამდე.
წარმატებაც მუდმივად თან სდევდა: პოპულარული
კულინარიული წიგნი დაეწერა; ქალაქის ფსიქიატრიულ
კლინიკაზე იყო პასუხისმგებელი; დაუღალავ
სამოქალაქო მუშაკად მიიჩნეოდა; საქველმოქმედო
ფონდის მახვილგონიერი, მარჯვე თავმჯდომარე
გახლდათ.

სკოლის პიკნიკის დღეს მისის ბრიდლავმა ქრისტინს


დაურეკა და ლანჩზე დაპატიჟა. ემორის მეთევზე
მეგობართაგანს მშვენიერი, შვიდფუნტიანი წითელი
თევზი გამოეგზავნა. თავად ემორის ამ წამს დაერეკა და
ეთქვა, რადგან შაბათია, საწარმოს შუადღეს დავკეტავ და
ლანჩისთვის სახლში ვიქნებიო. ისიც უთხოვია, თევზი
მოამზადეო, რაც მისის ბრიდლავს დიდი ხანია, არ უქნია,
მაგრამ ვიზამო, მაინც შეპირებია.

– ემორი თავის მეგობარსაც პატიჟებს, რეჯი ტასკერს, აი,


კრიმინალურ ამბებზე რომ წერს, შენ და კენეტმა გასულ
გაზაფხულზე გაიცანით ჩვენს ბინაში. ჰოდა, ჩემს ძმას
უნდა, რომ მის გართობაში

.
851
დაგვეხმარო. შეგიძლია, ცოტა ადრე ამოხვიდე, სადღაც
შუადღისთვის? განახებ, როგორ უნდა მოამზადო
წითელი თევზი. მთელი საიდუმლო სოუსშია.

მოგვიანებით მისის ბრიდლავმა არჩია, რომ ლანჩი


პირქუში, შეფიცრული სასადილო ოთახის ნაცვლად
მისაღებ ოთახს მიერთებულ, გვიმრებითა და აფრიკული
იებით დამშვენებულ ფანჩატურში გაემართა; და როცა
ძმა და მისი მეგობარი მოვიდნენ, სუფრა გაშლილი
დაახვედრა. კაცები საუბრობდნენ ახლახან მომხდარ
მკვლელობაზე, რომლის შესახებ ადგილობრივი
გაზეთები წერდნენ. როგორც აღმოჩნდა, რეჯინალდ
ტასკერი ამ შემთხვევაზე თავის მკვლელობებზე
ორიენტირებულ ჟურნალთაგანისთვის დაწერას გეგმავდა
და ახლა თავდაპირველი ფაქტების შეგროვების
პროცესში იყო. მისის ბრიდლავმა მათი საუბრის
ნაწყვეტებს რომ ჰკიდა ყური, გაიცინა, თავი გადაიქნია
და თქვა:

– არ ეშვებით, ხომ, თქვენსას?!

სასამართლო საქმე საავადმყოფოს შუახნის ექთანს,


მისის დენისონს შეეხებოდა. ქალს პირველ მაისს
თავისი გვარიანად დაზღვეული ორი წლის
.
861
ძმისშვილის, შირლის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
ზუსტად ამ დროს სოფელს გახსენებოდა, რომ ექთნის
მეორე ძმისშვილი, 1952 წელს მოკლულის და, ორი
წლით ადრე მსგავს გარემოებებში და ისიც ორი წლის
ასაკში გარდაცვლილიყო. მისის დენისონს, როგორც
დაზღვევის მოსაკრებლის მიმღებ პირს, მაშინ
პირველი ბავშვის სიკვდილის ხარჯზე ხუთი ათასი
დოლარი გადასცემოდა; მეორე ბავშვი უკვე ექვსად
დაეზღვია.

მისის ბრიდლავი სტუმარს მისაღებ ოთახში შეეგება;


ქრისტინი უკან მიჰყვა და თან ჟურნალების მაგიდაზე
მარტინით სავსე დოქი დადგა. მისალმების მერე
ფანჩატურისკენ გაემართნენ, რომ საბოლოოდ
დარწმუნებულიყვნენ ლანჩისთვის გაშლილი მაგიდის
მზადყოფნაში და რეჯიმ იმის აღნიშვნა არ დააყოვნა,
რომ ექთან დენისონის ქმარი, რომელიც გულზიდვის,
ატკიებული ყელისა და კრუნჩხვებისგან შემდგარი
ოჯახური ტრადიციების ერთგული გახლდათ, 1951
წლის შემოდგომას მომკვდარიყო და, რაღა თქმა უნდა,
სიცოცხლის დაზღვევით გარანტირებული
სტანდარტული თანხა დაეტოვებინა.

ქრისტინმა ოდნავ გაიცინა, ხელები ყურებზე აიფარა და


.
871
ისეთი ჩუმი ხმით, რომ კაცებს არ გაუგონიათ, თქვა, რომ
მსგავსი ისტორიების მოსმენა არ უყვარდა. ყველაფერი,
რაც დანაშაულთან იყო კავშირში, განსაკუთრებით კი
მკვლელობა, დეპრესიაში აგდებდა და ანერვიულებდა.
დენისონის საქმეზე სტატიებს კი გადაჰყროდა გაზეთში,
მაგრამ მათ წასაკითხად ძალები ვერ მოეკრიბა; მაშინვე
გადაეფურცლა და სხვა, უფრო მხიარულ ამბებზე
გადასულიყო.

– ფსიქიკური დაბლოკვის შემთხვევაა! – სიამოვნებისგან


დაძაბული ხმით უჩურჩულა მისის ბრიდლავმა, – აი, თუ
შეძლებ, რომ რაიმე მოვლენას დაუკავშირო ეს ემოცია,
შეიძლება შენი შფოთვის გასაღებიც კი ვიპოვოთ, – მერე
მაგიდის შუაში განთავსებული დეკორაცია შეასწორა და
რადგან ქრისტინისგან პასუხი ვერ მიიღო, სერიოზული
ტონით განაგრძო, – მითხარი, პირველი რაც მოგივიდა
თავში! სულ რომ სისულელედ მოგეჩვენოს, მაინც
მითხარი!

რეჯინალ ტასკერი კი განაგრძობდა, რომ იმ წლის


პირველი მაისის დილას ექთანმა დენისონმა თავისი
რძლის ოჯახი მოინახულა. ლანჩის დროს მიუსწრო.
მისვლისთანავე ძმისშვილ შირლის

.
881
დაავლო ხელი და თამაში დაუწყო. ბავშვისთვის
საჩუქარი ჰქონია გამზადებული, უთქვამს ოჯახისთვის,
მაგრამ დავიწყებია და ისე შეწუხებულა, რომ იქვე
მაღაზიაში შესვლა და ტკბილეულისა და გაზიანი
სასმელის ყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი.

– საერთოდ არაფერი მომდის თავში, – თქვა ქრისტინმა, –


სრული სიცარიელეა.

– სინამდვილეში, ექთან დენისონს ძმისშვილისთვის


საჩუქრის მიტანა სულაც არ დავიწყებოდა, – თქვა
რეჯინალდ ტასკერმა, – ეს საჩუქარი ათცენტიანი
დარიშხანი გახლდათ, რომელიც რძალთან მიმავალს,
გზაზე შეეძინა. თუმცა, ალბათ ეს უფრო საკუთარი
თავისთვის განკუთვნილ საჩუქრად უნდა ჩაითვალოს და
არა – ძმისშვილისთვის, რადგან გეგმის წარმატებით
ასრულების შემთხვევაში მხოლოდ თვითონ რჩებოდა
მოგებული.

– კარგი, მაგრამ ამ მომენტში რაზე ფიქრობ? – არ


ეშვებოდა მისის ბრიდლავი. ამასობაში ქალები
სამზარეულოში გაბრუნებულიყვნენ და სანამ მისის
ბრიდლავი დიდ, ხის თეფშში სალათს ურევდა,
ქრისტინმა მიუგო:
.
891
– იმაზე ვფიქრობდი, რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა
დებ ფერნებზე მამაჩემის რეპუტაციამ. მის ბარჯისს
მიაჩნია, რომ მამაჩემს ძალიან ვგავარ, მიუხედავად იმისა,
რომ სიცოცხლეში არასოდეს უნახავს და მხოლოდ მის
ფოტოებზე დაყრდნობით დაასკვნა.

– უნდა ვაღიარო, რომ არაორდინალური ასოციაციაა.


ჯერჯერობით ახსნა მიჭირს, – დაეჭვებით თქვა მისის
ბრიდლავმა. თვალები მოჭუტა, პირი მოკუმა და მისაღებ
ოთახში გაჩაღებულ დიალოგს სასხვათაშორისოდ
მიუგდო ყური. რეჯი ტასკერის ჩანაწერების მიხედვით,
ექთანი დენისონი საჩუქრით ხელდამშვენებული
დაბრუნდა და ძმისშვილი შირლისთვის მაშინვე
ფორთოხლის გაზიანი სასმელი მოამზადა. მომდევნო
საათის განმავლობაში ის ბავშვის კრუნჩხვებს შესაშური
მზრუნველობით აკვირდებოდა. მოგვიანებით, ალბათ
იმიტომ, რომ ბავშვის ბრძოლისუნარიანობა, სადაც იყო,
მამიდის განზრახვაზე გაიმარჯვებდა, ექთანმა დენისონმა
თქვა, რომ, მისი აზრით, პატარა შირლის ავადმყოფობის
ბოლომდე დასაძლევად უსათუოდ წაადგებოდა
ფორთოხლის გაზიანი სასმელის ერთი-ორი ყლუპი; ეს
მის მუცელს უპირობოდ დაამშვიდებდა და ბავშვს
საბოლოოდ გამოაცოცხლებდა. ჭიქა თავად მიუტანა და
.
901
შირლიმ, როგორც მოსიყვარულე, დამჯერ გოგოს
შეეფერება, მამიდის მზრუნველობით გაწვდილი
ხელიდან შესვა.

– კარგი, მაშინ მეორე ასოციაცია რა არის? – დაიჟინა


მისის ბრიდლავმა, – იქნებ, მეორე ასოციაცია უფრო
გასაგები იყოს.

– მეორე კიდევ უფრო სულელურია, – მიუგო ქრისტინმა.


წამიერად გონებაში თავისი წარსული გადაატრიალა და
მერე, გრძნობებს აყოლილმა, წარმოთქვა, – ყოველთვის
ისეთი გრძნობა დამყვებოდა, რომ ნაშვილები ვიყავი, რომ
ბრავოები ჩემი ნამდვილი მშობლები არ იყვნენ. ერთხელ
დედაჩემსაც კი ვკითხე ამაზე – მაშინ ჩიკაგოში
ვცხოვრობდით და სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა
– მაგრამ პასუხის ნაცვლად მითხრა, ვის ელაპარაკეო?
თავში ასეთ იდეებს ვინ გიდებსო? ისე განერვიულდა,
მეორედ აღარ მიკითხავს.

.
911
– ოჰ, ჩემო საბრალო, უცოდველო არსებავ! – თქვა
მონიკამ, – ნუთუ, არ გსმენია, რომ ნაშვილობაზე
ფანტაზიების შეთხზვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი
ფენომენია ბავშვებში? იყო დრო, მჯეროდა, რომ სამეფო
სისხლის – თუ არ ვცდები, პლანტაგენეტების მოდგმის –
ვიყავი და ჩემმა მშობლებმა შემთხვევით მიპოვეს. ახლა
ვერ ვიხსენებ, ჩემს ფანტაზიებში როგორ მოვახერხე ჩემი
კიბის საფეხურებზე აღმოჩენა, მაგრამ ხუთი წლის ასაკში
ყველაფერი დამაჯერებლად მქონდა მოფიქრებული.
მსგავს ფანტაზიებს ხალხთა მითები და ზღაპრები
კვებავენ.

მისის ბრიდლავის სიცილი მოულოდნელად შეწყდა.


სიჩუმეში კვლავ მოისმა რეჯინალდ ტასკერის ხმა. მას
შემდეგ, რაც ბავშვმა დარიშხანის მეორე დოზა მიიღო და
აშკარა იყო, რომ სიკვდილისგან თავს ვეღარ დაიძვრენდა,
ექთანმა დენისონმა გამოაცხადა, რომ სასწრაფოდ
ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო რაღაც პირადი საქმის
მოსაგვარებლად. როგორც აღმოჩნდა, ეს პირადი საქმე იმ
აგენტის პოვნა იყო, რომლისგანაც ძმისშვილის ორი
სიცოცხლის დაზღვევათაგან უფრო მცირეთანხიანი
ეყიდა; თურმე, მიმდინარე თვის შენატანი ჯერ არ
გადაეხადა და იმ კონკრეტულ დღეს ეწურებოდა ვადა.
სასყიდელი დროულად დაფარა და იმის ცოდნით
.
921
ივახშმა, რომ დღის მანძილზე სარფიანი ბიზნეს-გარიგება
გაახერხა. დარწმუნებული იყო, რომ ბავშვი შუაღამემდე
ვერ გასტანდა და ამაში არ შემცდარა, რადგან პატარა
გოგო რვა საათისთვის მოკვდა და ორივე სადაზღვევო
პოლისის განაღდების უფლება უბოძა.

მისის ბრიდლავმა, რომელიც საუბარს ისმენდა და


შიგადაშიგ თავსაც აქნევდა, თქვა, რომ, მისი აზრით,
რეჯინალდ ტასკერი სულაც არ იყო ურიგო თავის
საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ ფსიქიატრ,
ექიმ უერთის დონემდე კიდევ ბევრი აკლდა. ეგ კი არა,
ბოლიტოს და რაფჰედის თანასწორადაც კი არ მიაჩნდა,
მაგრამ მის საუკეთესო ნამუშევრებს რაღაცნაირი
შემწყნარებლური ირონია გასდევდათ, რაც იმავე
სფეროში მომუშავე სხვა მწერლებისგან გამოარჩევდა.
შემდეგ, ლანჩის მომზადებას რომ მორჩნენ, მისის
ბრიდლავი და ქრისტინი კაცებს მისაღებ ოთახში
შეურთდნენ.

ყველამ კოქტეილი მოიმარჯვა, მონიკამ ფეხი ფეხზე


მჭიდროდ და თავდაჯერებულად გადაიდო და თქვა:

– და არ შეგიძლიათ, სხვა რამეზე ილაპარაკოთ?

.
931
– „სხვა რამეში“ ყოველთვის სექსს გულისხმობს, – თქვა
ემორიმ და ქრისტინს ისე მიუტრიალდა, თითქოს მისგან
ელის მხარდაჭერასო, მაგრამ პასუხად მხოლოდ ღიმილი
მიიღო. ქრისტინმა თვალები დახარა და ფიქრებით კვლავ
წარსულს მიეკედლა. ბავშვობის ყველაზე ბედნიერ
მომენტებშიც კი რაღაც უფორმო, მოუხელთებელი ამბები
უმღვრევდნენ გონებას; რაღაც საშინელი შემთხვევის
ნახევარმოგონება შემორჩენოდა, რომლის მნიშვნელობა
მაშინაც კი ვერ ამოეხსნა, როცა ეს მოვლენა მომხარიყო.
მაგრამ ეს ამბები ისეთი უფორმონი და შორეულნი
იყვნენ, რომ წარმოსახვაში რეალური მოგონების
ნაცვლად დაუსაბუთებელი შიშის ბუნდოვან გრძნობად
ქცეულიყვნენ. ქრისტინმა ამოიოხრა, თმა შუბლიდან
გადაიყარა და გაიფიქრა: „მგონი, ერთ დროს სადღაც
ფერმაში ვცხოვრობდი და ძმები და დები მყავდნენ,
რომლებთანაც ვთამაშობდი ხოლმე“.

მონიკამ ყბა გამოსწია და მერე სწრაფი, წყვეტილი


მოძრაობით თავი მარცხნივ ისე გადაიქნია, თითქოს
ნიკაპით კენჭი დააბალანსა და მერე მისი მხარზე
გადაგდება სცადაო.

.
941
– ჩემი ტიკი დღეს განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, –
თქვა, – დარწმუნებული ვარ, რომ არ ვიცი, მიზეზი რა
არის, – სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო, – ექიმ
კეტელბაუმს ვესაუბრე ამ ჩემს ტიკზე; ვკითხე, როგორ
მოვიშორო-მეთქი. მან კი გაკვირვებით შემომხედა და
მითხრა, „კი, მაგრამ, ძვირფასო ქალბატონო, ეს ხომ
ასეთი ნორჩი, ასეთი დამაინტრიგებელი ჟესტია. რატომ
უნდა ახლოთ ხელი?“

– ეგ შენი კეტელბაუმი მაგარი ტიპი უნდა ყოფილიყო, –


თქვა ემორიმ.

მონიკა მშვიდად დაეთანხმა. ექიმი კეტელბაუმი ბრძენი


და საოცრად გამოსადეგი კაცი იყოო, დაურთო და ქალის
ყავისფერმა თვალებმა სინათლე ზანტად აირეკლა.
ეჭვგარეშეა, რომ ის მისი ძმის და რეჯინალდის
ძალადობით გატაცებას მომენტალურად შეაფასებდა,
როგორც მათი ქვეცნობიერის ძალისხმევას, მოექციათ
დესტრუქციული იმპულსები საზოგადოებისთვის
მიღებულ ჩარჩოებში: უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ
არც ერთი მათგანი არ გამოვიდა ქირურგი, ეს ხომ
მკვლელობის ისტორიების კითხვასა და წერაზე
გაცილებით დრამატული იქნებოდა. ამ საკითხებზე
.
951
წარსულში ბევრი ეფიქრა და იმ დასკვნამდე მისულიყო,
რომ რაც უფრო დიდია იმპულსი, მით გამალებით
მუშაობს ამ იმპულსისგან დაცვის მექანიზმი, რადგან
მხოლოდ ასე თუ მოახერხებს გადარჩენას სოციალური
ცხოველი.

ამ სიტყვებზე ვენეციური დარაბებისთვის დახრის


კუთხის შესაცვლელად წამოდგა. რეჯინალდმა, რომელიც
მთელი ცხოვრების განმავლობაში იცნობდა თავისი
მეგობრის დას, გამომწვევად შეავლო ქალს თვალი და
გვარიანად შევსებულ დუნდულზე უჩქმიტა. მისის
ბრიდლავი მომენტალურად მხიარულების
განსახიერებად გარდაიქმნა, ბინა მისმა სიცილმა მოიცვა.
რეჯინალდს კოქტეილი შეუვსო და როცა ამ
უკანასკნელმა ჭიქა ჩამოართვა, თან შეგროვებული
ფაქტების დარჩენილი ნაწილიც სწრაფად შეაჯამა.

მოგვიანებით ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც


გარდაიცვალა. მისი მდგომარეობით დაეჭვებულმა
ექიმებმა აუტოფსია მოითხოვეს და დარიშხანიც სწრაფად
აღმოაჩინეს. ქრისტინმა კვლავ დაიხშო ხელებით ყურები
და გაიფიქრა: „ზედმეტად მოწყვლადი ვარ. ძლიერი
ხასიათით საერთოდ არ გამოვირჩევი“. მერე ნერვიულად
გაიცინა და თქვა:
.
961
– ოჰ, გთხოვთ! გთხოვთ!

რეჯინალდი სიცილში აჰყვა, დაყვავებით მოუთათუნა


მხარზე ხელი და თქვა, რომ მისი აზრით, ეს ამბავი თავის
ჟანრში კლასიკად ქცევისთვის იყო განწირული. ჯერ
მარტო ექთანი დენისონის ცივგონებიანი ყაირათიანობა
რად ღირდა; ის გარემოება, რომ თვიური გადასახადის
დაფარვა გაახსენდა, მთელ ამ ამბავს ყოველდღიურობის
ელფერს სძენდა; მეორეც, ამბავს თან ახლა დაფარული
კომიკურობა, რაც გამოარჩევს კიდევაც კლასიკას რიგითი
ამბისგან; კერძოდ, აუტოფსიის მერე, მას შემდეგ, რაც
თავისი ბრალეულობა დადასტურდა და თავადაც აღიარა
დანაშაული, ექთანი დენისონი სინდისმა შეაწუხა და
აღნიშნა, რომ იმაზე მეტად ნანობდა ძმისშვილის
მოწამვლას, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემა შეეძლო;
მოთქმისას აღმოხდა, მსგავს საზარელ დანაშაულს
არაფრის დიდებით არ ჩავიდენდი, წინასწარ რომ
მცოდნოდა, დარიშხნის ასეთ მოცუცქნულ დოზას ასე
მარტივად თუ იპოვიდნენ სხეულშიო...

.
971
სამის ნახევარზე, როცა ლანჩს მორჩნენ, რეჯინალდმა
განაცხადა, რომ წასასვლელი იყო და სანამ ქალები
სამზარეულოს ალაგებდნენ, ემორიმ სამსაათიანი ახალი
ამბების მოსასმენად რადიო ჩართო. კომენტატორმა ცოტა
ხნით გამოთქმით ისაუბრა მსოფლიო ამბებზე, შემდეგ
ხმას დაუწია და მძიმედ განაგრძო:

– მთხოვეს, მეცნობებინა, რომ ფერნის გრამატიკული


სკოლის ყოველწლიურ პიკნიკზე წასულ ბავშვთაგან ერთ-
ერთი ამ შუადღეს ყურეში დაიხრჩო. გარდაცვლილის
სახელის განდობის უფლება იქამდე არ გვაქვს, სანამ
მომხდარს მშობლებს არ შეატყობინებენ. ველით
დამატებით ინფორმაციას ამ ტრაგიკულ მოვლენასთან
დაკავშირებით.

მისის ბრიდლავი და ქრისტინი მაშინვე მისაღებ ოთახში


გაჩნდნენ და რადიოსთან შეშფოთებულები გაქვავდნენ.

– როდა არაა, – გამამხნევებელი ხმით წარმოთქვა მისის


ბრიდლავმა, – როდა ამისთვის ზედმეტად
თავდაჯერებულია, – მერე ქრისტინს წელზე ხელი
შემოხვია და განაგრძო, – ვიღაც ისეთი იქნებოდა,
როგორიც მე ვიყავი ბავშვობაში. ვიღაც მორიდებული,
.
981
დაბნეული ბავშვი იქნებოდა. საკუთარი ჩრდილისაც რომ
ეშინიათ, ისეთი. ჩემნაირი. საკუთარი თავის რწმენა
საერთოდ არ მქონდა. როდას ეს არ ჰგავს.

მოგვიანებით, ახალი ამბების მიწურულს, დიქტორი


ადგილობრივ ტრაგედიას მიუბრუნდა; ამჯერად უკვე
შეეძლო გაემხილა, რომ პატარა მსხვერპლი კლოდ
დეიგლი გახლდათ, უილოუს ქუჩის 126-ე ნომერში
მცხოვრები მისტერ და მისის დვაით დეიგლების
ერთადერთი ვაჟი. მომხდარი დამატებითი
დეტალებითაც შეავსო; ფერნების მიწაზე ძველი
ნავმისადგომი ყოფილა, რომელიც დიდი ხანია, არავის
გამოეყენებინა. ჯერ არ იცოდნენ, როგორ აღმოჩნდა
პატარა ბიჭი ამ ნავმისადგომზე, რადგან ბავშვები
ზედმიწევნით იყვნენ გაფრთხილებულები, რომ
იქაურობას არ გაკარებოდნენ; მაგრამ, როგორც ჩანს,
პატარა დეიგლმა რაღაცნაირად მოახერხა იქ მისვლა,
რადგან როცა ლანჩის შემდეგ, დადგენილი წესის
თანახმად, ბავშვები გადაითვალეს და მიხვდნენ, რომ
კლოდი აკლდათ, მისი სხეული სწორედ ამ
ნავმისადგომთან, ძველ ხიმინჯებს შორის გაჩხერილი
იპოვეს. ბავშვი ერთ-ერთმა მცველმა აღმოაჩინა, მანვე
გამოიყვანა ნაპირზე და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა.
ერთი ამოუხსნელი გარემოება ის გახლდათ, რომ ბიჭს
.
991
შუბლსა და ხელებზე დაზიანებები ეტყობოდა, მაგრამ
საბოლოოდ მიიჩნიეს, რომ სისხლი გვამის ხიმინჯებზე
მინარცხებებისგან ჩაქცეულიყო.

– საბრალო ბავშვი! საბრალო პატარა


ბიჭუნა! – აღმოხდა ქრისტინს.
დიქტორი აგრძელებდა:
– სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ პატარა დეიგლმა
ფერნის სკოლის შემაჯამებელ გამოცდაში ოქროს მედალი
აიღო. ბოლოს, როცა ცოცხალი ნახეს, ეს მედალი ზედ
ებნია, მაგრამ სხეულის აღმოჩენისას ვეღარ იპოვეს.
ვარაუდობენ, რომ მედალი პერანგს როგორღაც მოსძვრა,
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფსკერი კარგად
დაათვალიერეს, მედლის პოვნა მაინც ვერ მოხერხდა.

.
100
1
ქრისტინი მაშინვე თავის ბინაში დაბრუნდა. დიდი
იმედი ჰქონდა, რომ ქალიშვილს არც ნაპირზე
გამოყვანილი ბიჭი დაუნახავს და არც მცველებისთვის
უყურებია, სანამ ისინი ბავშვის გრძნობაზე მოყვანას
ცდილობდნენ. თუკი თავისი შვილი შეშინებული ან
აღელვებული იქნებოდა, ქრისტინს სურდა,
ზღურბლთანვე შეგებებოდა და დაემშვიდებინა. როდა
მგრძნობიარე ბავშვი არ იყო – ყოველ შემთხვევაში,
ხატოვანი წარმოსახვით არ გამოირჩეოდა – მაგრამ
სიკვდილის გარდაუვალობას, ფიქრობდა ქრისტინი,
თუკი ამის გაცნობიერება სათანადო შემზადების გარეშე,
მოულოდნელად დაატყდებოდა თავს, ყველაზე მშვიდ
ადამიანზეც შეეძლო ზეგავლენის მოხდენა. თუმცა, როცა,
როგორც იქნა, როდა დაბრუნდა, ისეთივე მშვიდი და
გაწონასწორებული ეჩვენა, როგორც დილით. ისე
წყნარად შემოვიდა, ისეთი უზრუნველობით ითხოვა ჭიქა
რძე და არაქისის სენდვიჩი, რომ დედამისი იმაზეც კი
დაფიქრდა, ნეტა, ბოლომდე თუ გაიაზრა მომხდარის
მნიშვნელობაო. დამახასიათებელი ნაზი და მშვიდი ხმით
ჩაეკითხა და როდამ კიო, ყველაფერი კარგად გავიგეო, ეგ
კი არა, თურმე, მას ურჩევია მცველებისთვის,
ხიმინჯებთან დაძებნეთო. სხეულის წყლიდან გამოტანას
ესწრებოდა; ისიც დაინახა, როგორ დაასვენეს გვამი
გაზონზე.
.
101
1
ქრისტინმა უემოციო ბავშვს ხელები მოხვია და თქვა:

– უნდა შეეცადო და ეს სურათები თავიდან ამოიგდო. არ


მინდა, რომ მომხდარის გამო შეშინებული ან
განერვიულებული იყო. ასეთი ამბები ხდება ხოლმე და
ამას უნდა შევეგუოთ.

როდამ დედის ჩახუტება მორჩილად აიტანა და


გაოცებული ხმით უპასუხა, რომ ოდნავადაც არ
გრძნობდა თავს შეწუხებულად. სხეულის აღმოჩენამ და
ბიჭის გონზე მოყვანის მცდელობებმა ძალიან
დააინტერესა, რადგან აქამდე მსგავსი რამ არ ენახა.
ქრისტინმა გაიფიქრა:
„როგორი გულგრილია, როგორ არ ანაღვლებს ისეთი
ამბები, რომლებიც მას უშუალოდ არ ეხება“. როდას
ხასიათის ამ შტრიხის გაგება არასოდეს შეეძლო; ამ
თვისებას მან და კენეტმა ერთხელ ხუმრობით „როდას
რეაქცია“ შეარქვეს და მას მერე ერთმანეთში ასე
მოიხსენიებდნენ ხოლმე; მაგრამ ამ მომენტში ქრისტინს
გულმა რეჩხი უყო, ისეთი დეპრესია იგრძნო, რომლის
ვერც ახსნა და ვერც თავისთვის ნაცნობ რეალობის
მოდელში მოთავსება შეძლო.

.
102
1
როდამ დედისგან თავი გაითავისუფლა. თავის ოთახში
შევიდა და ფაზლის აწყობა გააგრძელა. მოგვიანებით
ქრისტინმა სენდვიჩი და რძე შეუტანა და მაგიდაზე
დაუდო. ქალს სახეზე კვლავ გაოცება გამოხატვოდა და
კოპებშეკრულმა უთხრა:

– მაინც, არასასიამოვნო სანახავი იქნებოდა და ეცადე,


ცუდ მოგონებად არ დაგრჩეს, – ბავშვს თავზე აკოცა და
განაგრძო, – კარგად მესმის, სინამდვილეში რასაც
გრძნობ, ჩემო სიყვარულო.

როდამ ფაზლის ერთ ნაწილს სურათში კუთვნილი


ადგილი მიუჩინა, დედას ახედა და გაოცებული ხმით
უთხრა:

– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ, დედა. არაფერსაც არ


ვგრძნობ.

ქრისტინმა ამოიოხრა და მისაღებ ოთახში გაბრუნდა.


კითხვა სცადა, მაგრამ კონცენტრაცია ვერ შეძლო. მერე
როდამ, თითქოს ბუნდოვნად იგრძნოო, რომ რაღაც
დააშავა, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინა, რამაც, გაუგებარი
მიზეზების გამო დედამისი ძლიერ გაანაწყენა, ფაზლი
მიატოვა და სკამზე
.
103
1
ჩამომჯდარ ქრისტინს თავისი მომხიბვლელი,
გაუბედავი, ლოყაზე ნაჩვრეტდამჩნეული ღიმილით
მიუახლოვდა. ზუსტად გათვლილი სიყვარულის
სიმულაციისთვის ლოყა ლოყაზე მიადო, კეკლუცად
გაიცინა და მაშინვე გაშორდა იქაურობას.

„რაღაც დააშავა“, გაიფიქრა ქრისტინმა. „რაღაც


სერიოზული დააშავა, ასე რომ შეეცადა ჩემი გულის
მოგებას“.

მოეჩვენა, თითქოს თავისმა ქალიშვილმა პირველად


იგრძნო, რომ გარშემომყოფთაგან რაღაც ფიზიკური ან
სულიერი თვისება განასხვავებდა და ამ განსხვავების
შენიღბვას სხვათა ფასეულობების მიბაძვით შეეცადა;
მაგრამ რადგან გულში სპონტანურობის ნასახიც არ
მოეპოვებოდა, რომ მისი კარნახით ემოქმედა, სხვა
ადამიანების აზროვნების ტიპთა და ფასეულობათა
შორის გზის გასაკვალად მხოლოდ ფრთხილი ანალიზი,
აწონ-დაწონვა და ექსპერიმენტების ჩატარება შეეძლო.

როდა დედამისს კიდევ ერთხელ მიუახლოვდა, პირიდან


მონდომებით ამოუშვა მხიარული ხმა და ქრისტინს
ტუჩებზე აკოცა, რაც საკუთარი ნებით დიდი ხანია, არ
უქნია. შემდეგ თვალები მოჭუტა, თავი უკან გადააგდო,
.
104
1
თითქოს სიყვარულის გამომხატველ მზერას ბოლოჯერ
ესვრისო, და თქვა:

– კოცნებით სავსე კალათა რომ მოგცე, სანაცვლოდ რას


მომცემ? – ქრისტინმა კარგად იცოდა ეს თამაში,
რომლითაც როდა და მამამისი იქცევდნენ ხოლმე თავს.
სინაზისა და სიბრალულის გრძნობები ერთდროულად
დაატყდა, ბავშვი მკლავებში მოიმწყვდია და წესების
თანამხმად უპასუხა:

– რას და – ჩახუტებებით სავსე კალათას.

მოგვიანებით, როცა ფაზლით თამაში მობეზრდა, როდამ


გორგოლაჭებიანი ფეხსაცმელები გამოიღო და თქვა, რომ
პარკში წასვლა სურდა. დედამ ნება დართო და სულ მალე
ლეროის გაჯავრებული ხმა შემოესმა. მაშინვე
სამზარეულოს ფანჯარასთან გაჩნდა.

– როგორ შეგიძლია, გორგოლაჭებით ერთობოდე, როცა


შენი საწყალი პატარა სკოლელი ყურეში დახრჩობის
შემდეგ ჯერაც არ გამშრალა? – ამბობდა კაცი, – ეხა სახში
უნდა იჯდე და ცრემლები ღაპაღუპით გდიოდეს; ან, ეგ
თუ არა, ეკლესიაში უნდა იყო და ლურჯ თასში სანთელს
ანთებდე.
.
105
1
როდა კაცს მიაშტერდა, მაგრამ არაფერი უპასუხებია.
პარკის მიმართულებით წავიდა და მძიმე რკინის
კარიბჭის გაღებას შეუდგა; მაგრამ ლეროი თავის
დანებებას არ უპირებდა. უკან მისდია და განაგრძო:

– მე თუ მკითხავ, საერთოდაც არ გადარდებს იმ პატარა


ბიჭის ამბავი.

როდამ განცვიფრებისგან ჩვეული სიმშვიდე წამით


დაივიწყა, ციგურები ჰაერში გააქნია და თქვა:

– რატომ უნდა მანაღვლებდეს?! კლოდ დეიგლი


დაიხრჩო, მე ხომ არა.

ლეროიმ თავი გაიქნია, სახე ირონიულმა ღიმილმა


დაუღრიცა და ბავშვს გაშორდა. სამუშაო დღის
დასასრული ახლოვდებოდა და მექანიკურად მიჰყო
ხელი იმ წვრილ-წვრილი მოვალეობების

.
106
1
შესრულებას, რომლებიც სახლში წასვლამდე უნდა
მოეგვარებინა, მაგრამ პატარა გოგოს სიტყვები თავიდან
არ ამოსდიოდა. ეზო დაგავა, დარწმუნდა, რომ სარდაფის
კარი საიმედოდ იყო ჩაკეტილი და სანამ ამას აკეთებდა,
ბავშვის ხმის მიბაძვით, თავისთვის იმეორებდა, „რატომ
უნდა მანაღვლებდეს?! კლოდ დეიგლი დაიხრჩო, მე ხომ
არა“. ეს როდა მაგარი ვიღაც იყო! ამ პატარა როდას სუ
ცალ ფეხზე ეკიდა ყველა ცოცხალი არსება, საკუთარი
ლამაზი დედიკოც კი! ეს როდა ყველაზე ავი პატარა გოგო
იყო, ვინც კი ოდესმე ენახა! ეს პატარა როდა ბევრი რამით
გავდა მას; ეს გოგო თავს არავის დააჩაგვრიებდა, და არც
ლეროი დააჩაგვრიებდა ვინმეს თავს! უეჭველი ეგრე იყო
ამაზე მაზიანსაც ჩამოვიდოდა...

ლეროი სამსახურიდან მთელი ორი მილის მოშორებით,


გენერალ ჯექსონის ქუჩაზე, შეუღებავ ფიცრულში, თავის
ცოლთან, ტელმასთან და სამ გალეულ, ჭიჭყინა შვილთან
ერთად ცხოვრობდა. ნაგებობა ქუჩის დონეზე ოდნავ
დაბლა განთავსებულ მიწის ნაკვეთზე იყო აშენებული და
როცა წვიმდა, სახლის ქვეშ წყალი გუბდებოდა. ტელმას
ვერანდის შემოსაღობად მიწაში ლუდის ბოთლები
ჩაერჭო და შიგნით ყვავილები ჩაერგო, მაგრამ მიწა
ზედმეტად ნოტიო იყო და დიდი ჭადრისა და
შესასვლელის წინ ამოსული აყვავებული ტუხტის
.
107
1
ბუჩქისგან მეტისმეტად დაჩრდილული, რომ რაიმეს
გაეხარა.

იმ ღამით, სანამ ივახშმებდა, ლეროი ცოლთან ერთად


ვერანდაზე იჯდა და ფეხებს მორყეულ ღობეზე
ასვენებდა. დეიგლების ბიჭის ამბის მოყოლა დაიწყო,
მაგრამ ტელმამ კოღოებს ხელი მოუქნია, დაამთქნარა და
თქვა:

– ტყუილათ მიყვები. რადიოთი უკვე მოვისმინე.

მერე, თითქოს ქმრის სიტყვებმა რაღაც გაახსენაო,


თითქოს სიჩუმის ატანა არ შეუძლიაო, შიგნით შევიდა,
რადიო ჩართო და იმ საცეკვაო გადაცემაზე მომართა, ასე
ძალიან რომ მოსწონდა. ვერანდაზე რომ დაბრუნდა,
ლეროიმ უთხრა:

– ღმერთო, არ შეგიძლია, ცოტა დაუწიო? არ აქვს კაცს


საკუთარ სახში მშვიდათ ყოფნის უფლება?

– მე ეგრე მომწონს, – უთხრა ცოლმა, – მუსიკის ხმამაღლა


მოსმენა მომწონს.

ზორბა, ზანტი ქალი იყო და მსუქანი ბავშვის მსგავს


სახეზე მუდამ სიცარიელე აღბეჭდოდა. თავის
.
108
1
სარწეველაში ჩაჯდა და ქმარს დაუცაცხანა:

– პეტუნიებს ნუ აფურთხებ. ისედაც ძლივას ამოვიყვანე


ამხელაზე. თუ მაინცდამაინც ფურთხება გინდა, აგე –
კიბეები.

ლეროიმ ჩაიბუზღუნა და კიბეზე გადავიდა. მერე,


თითქოს ცოტა ხნით დაავიწყდა, რომ თანამოსაუბრეს
ცხოვრების უსამართლობაზე ჩივილით ვერ
განაცვიფრებდა, თქვა:

– ხო, მიჩხიკინე. მიჩხიკინე და დამამცირე, როგორც


ყველა მამცირებს. შეჩვეული ვარ. ავიტან. მშვენივრათ
ვიცი, რო ერთი საცოდავი მოიჯარე გლეხი ვარ.

.
109
1
– ახლა მისმინე, ლეროი, – თქვა ტელმამ მოთმინებით, –
მე მაინც ნუ მაყრი თვალებში ნაცარს, ყველაფერი კარგად
ვიცი. მოიჯარე არასოდეს ყოფილხარ; სოფელშიც კი
არასოდეს გიცხოვრია, მე კიდე ბავშვობა იქ გავატარე. არც
მამაშენი ყოფილა მოიჯარე გლეხი. მამაშენი
ნავსადგურის მტვირთავი იყო და ეს ჩემზე კარგათ
მოგეხსენება. ამ საქმით კაი ფულსაც შოულობდა.
მამაშენის სახლში არავის არ უშიმშილია, არავის არაფერი
დაკლებია. აი, შენ რო ვერ ივარგე მამაშენივით, მაგია
საცოდაობა.

– შანსი არ მომცემია, – თქვა ლეროიმ, – ცხოვრებას არც


ერთი შანსი არ მოუცია იმისთვის, რო რამესთვის
მიმეხწია.

– მშვენივრადაც მოგცემია. შანსები ოხრად გქონდა.


უბრალოთ, ზარმაცი ხარ.

ტელმამ კაბის საყელო დაქაჩა და ზანტად დაინიავა; მერე


ფეხები კიბის მოაჯირს შემოაწყო და ქმრის ლანძღვა
გააგრძელა. ზარმაცი, მატყუარა, ბინძური ეძახა. მისი ხმა
რადიოდან წამოსულ მუსიკას ფარავდა. იმის მაგივრათ,
რომ ადამიანების კეთილგანწყობა გამოეყენებინა, ლეროი
ისე იქცეოდა, ისე აყენებდა სხვებს შეურაწყოფას, რო
.
110
1
მასზე სულელი კაცის პოვნა გაჭირდებოდა. რა გასაკვირი
იყო, რო სუ სამსახურს კარგავდა. მაგალითად,
„ფლორაბელში“ მაცხოვრებლებს რო ლანძღავდა, მაგ
მაცხოვრებლებიდან ზოგს იცნობდა და სულაც არ იყვნენ
იმნაირები, ლეროი რანაირებადაც წარმოადგენდა – მისის
ბრიდლავი, მაგალითად, ძაანაც სასიამოვნო, მხიარული
ქალბატონი ჩანდა და გულკეთილობაც არ აკლდა. იქნება
და, მათზე მისდღემჩი ბუზღუნის ნაცვლათ, ერთხელ
ეცადა და რაღაც სასიამოვნო გაეკეთებია; იქნება და...

ამ დროს, შუა წინადადებაში, თითქოს საკუთარი


რჩევებისა და მორალის კითხვის სმენა მობეზრდაო,
სწრაფად თქვა:

– სანამ საჭმელს გავაკეთებდე, ლუდი არ გინდა?

მერე ლუდი ვერანდაზე გამოიტანა. ჯერ კიდევ არ


დაბნელებულიყო და ბავშვები სახლის უკან, ბაღში
თამაშობდნენ. ეტყობოდა, ისეთი თამაში აერჩიათ,
რომელიც გამუდმებულ შეხლა-შემოხლასა და ყვირილს
მოითხოვდა. მათი წიოკი მუსიკას ახშობდა და ტელმა
სახლში შებრუნდა, რომ რადიოსთვის ოდნავ კიდევ
აეწია.

.
111
1
– ღმერთო დიდებულო! – თქვა ლეროიმ და ლუდი
გამოცალა, – სახში მაინც არ აქ კაცს წყნარად არსებობის
უფლება? თუ დავიჭირე ის ლაწირაკები, სათითაოთ
ტყავს გავაძრობ.

– ვერ დაიჭერ, – მიუგო მშვიდად ტელმამ, – ძაან სწრაფად


დაერეკებიან.

და ამ მომენტში ლეროიმ ის სიტყვები გაიმეორა, როდამ


რომ დეიგლების ბიჭის სიკვდილზე უთხრა. ტელმამ
ოდნავ გაიცინა და დაცარიელებული ლუდის ქილა
ღობის იქით, ქუჩაში მოისროლა. მერე ადგა, ოფლიან
დუნდულებზე მიკრული კაბა გამოქაჩა და თქვა:

– ხოდა, რა გინდა, ჭკვიანურად უთქვია.

.
112
1
– უავესი გოგოა, – თქვა ლეროიმ, – ცხოვრებაში არ
შევხვედრილვარ ასეთ ბავშვს, – ჩიბუხი ამოიღო,
მოუკიდა, ჩუმად გააბოლა და იმაზე ფიქრი დაიწყო, რომ
პარკში მოთამაშე სხვა ბავშვებს – აი, მათ, ვინც ავები არ
იყვნენ – მისი ეშინოდათ და ასეც უნდა ყოფილიყო.
საკმარისი იყო, ოდნავ ხმამაღლა დაეღრინა და მაშინვე
შეხტებოდნენ და კუდამოძუებულები გარბოდნენ
პარკიდან; ყოფილა შემთხვევა, რო პატარა გოგოები
აუტირებია კიდევაც და ისინიც დედიკოებთან
გაქცეულან ენის მისატანად. მარა თავის დაძვრენას
ყოველთვის ახერხებდა, ან თავს ისულელებდა და
ამბობდა, რო მსგავსი არაფერი მომხდარა ან იმას
იმიზეზებდა, რო პატარა გოგო იქცეოდა ცუდათ –
მაგალითად, ყვავილებს თელავდა, ან დუმფარებიანი
ტბიდან ოქროს თევზის ამოყვანას ცდილობდა. მარა, აი,
იმ პატარა როდა პენმარკზე არაფერი არ ჭრიდა – ყოველ
შემთხვევაში, ჯერ არ ჭრიდა. ცოტა დრო ჭირდებოდა და
მასაც მოუვლიდა. სუ ცოტა ხანში მასაც აიძულებდა,
შიშით შემხტარიყო და სხვებივით სირბილით გაცლოდა.
ამის წარმოდგენაზე ლეროის კმაყოფილებით ჩაეცინა და
ცოლის ყვავილებს გამომწვევად დააფურთხა.

ტელმამ მარაოთი კოღოები დააფრთხო და თქვა:

.
113
1
– მამაშენი მთელი ცხოვრება კაი ფულს აკეთებდა.
მამაშენი კარგი შემომტანი იყო. ამას ვერ დავუკარგავ,
ამის თქმას არ დავზარდები.

– ეს პატარა როდა პენმარკი ერთი ავი გოგოა, – ხმამაღლა


თქვა ლეროიმ, – მარა ერთ რამეს ვერ დაუკარგავ: ენის
ტარტარი არ უყვარს. რაც ჩვენს შორის მოხდება, ჩვენს
შორისვე დარჩება.

– იცი, რას გეტყვი? – უთხრა ტელმამ, – დაანებე მაგ


გოგოს შენ თავი ერთი რაა. გეყურება, ლეროი?
ხათაბალაში გაეხვევი, მდიდრების და მათი ღლაპების
საქმეებში ცხვირის ჩაყოფას თუ არ შეეშვები. გეუბნევი,
დიდ ხათაბალაში გაეხვევი.

– არაფერსაც არ ვუპირებ, – თქვა ლეროიმ, – ოდნავ


შევუჩხიკინეფ და ეგაა.

– გეუბნევი. გეუბნევი და გამიგონე.

ტელმა სკამიდან წამოიმართა, ბავშვებს დაუძახა და


ვახშმის მოსამზადებლად სამზარეულოში შევიდა. მაგრამ
ლეროი ცოტა ხნით კიბეზე დარჩა. ეწეოდა თავის ჩიბუხს
და პენმარკების პატარა გოგოზე ფიქრობდა. ძალიან

.
114
1
გააკვირვებდა იმის გაცნობიერება, რომ ამ პატარა გოგოზე
ერთგვარად შეყვარებულიც კი იყო, რომ ეს აკვიატება,
როდას ყოველი გადადგმული ნაბიჯით დაინტერესება,
ბავშვისადმი პერვერსიული, მახინჯი გატაცების ნაწილი
გახლდათ.

იმ ღამით, სადილის მერე, ქრისტინი უილოუს ქუჩაზე


დეიგლების სახლისკენ გაემართა. წასვლის მიზანი
ბოლომდე თავადაც ვერ გაეანალიზებინა. კიბეებს რომ
მიუახლოვდა, ჯერ დაღამებულიც არ იყო. ცას ნაზი, მუქი
ლურჯი ფერი ედო და ჰორიზონტზე ერთი-ორი
ვარსკვლავი თუ მოჩანდა. კარი მისტერ დეიგლმა გაუღო.
თავისი შვილის გადიდებული ვერსია იყო: ისეთივე
ფერმკრთალი, ლურჯად დაძარღვული შუბლი, ისეთივე
წინ გამოგდებული ყბა და პატარა, მოპრუწული ქვედა
ტუჩი ჰქონდა, როგორიც ვაჟიშვილს. სტუმარს ცივი და
ნოტიო ხელი გაუწოდა. ქრისტინმა თავისი სახელი
უთხრა, მიუსამძიმრა და თუ რაიმეთი შევძლებ
დახმარებას, თქვენ გვერდით მიგულეთო. მან კი თავი
ვერ დაიმორჩილა და მთრთოლარე ხმით მიუგო:

.
115
1
– ყველასთვის, ვინც ჩვენს ბიჭს იცნობდა, ამ სახლის კარი
მუდამ ღიაა, – მერე კიდევ უფრო გამოაღო კარი და
დაამატა, – თქვენ პირველი ხართ. იმ ადამიანებს არ
ვეკუთვნით, ხშირი სტუმრიანობით რომ გამოირჩევიან
და არც ბევრი მეგობარი გვყავს.

მისაღებ ოთახს მდიდრული უგემოვნობის უსახური


ელფერი ედო. სადაც არ გაიხედავდი, ყველგან მძივები
და ლენტები ეკიდა. „ყველაფერი უადგილოდ დგას“,
გაიფიქრა ქრისტინმა. ავეჯი, ფერები, სურათები; დიდი
აღმოსავლური ხალიჩაც კი თვალს სტკენდა.

– არეულობა უნდა მოგვიტევოთ, – უთხრა მისტერ


დეიგლმა, – ახლახან დავბრუნდით დამკრძალავი
ბიუროდან, სადაც გადაასვენეს. ყველაფერი ოდნავ
არეულია და მისის დეიგლის ხელი აკლია... უნდა
შემოხვიდეთ და ჩემს ცოლს გაესაუბროთ. იქნებ, რამე
ისეთი უთხრათ... იქნებ, რაიმენაირად შეძლოთ... –
ცოლის ოთახის კარზე დააკაკუნა და ჩურჩულით
წარმოთქვა, – ჰორტენზია! სტუმარი გვყავს. კლოდს
იცნობდა. მისი პატარა გოგო ჩვენი ბიჭის კლასელი იყო
და პიკნიკზეც ერთად იყვნენ.

.
116
1
მერე სტუმარს გზა დაუთმო და სავარძელზე მიწოლილი
მისის დეიგლიც წამოიმართა. თმა აჰბურძგნოდა,
თვალები ჩაწითლებოდა და შეშუპებოდა, ეტყობოდა,
რომ ჯერ კიდევ მიღებული დამამშვიდებლების
ზეგავლენის ქვეშ იყო.

– ზოგი ამბობს, რომ კლოდი მორიდებული იყო და


საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა, მაგრამ ეს ტყუილია,
– თქვა, – იმას არ ვამბობ, რომ ბრაზიანი, აგრესიული
ბიჭი იყო, არც ეს იქნებოდა სიმართლე. იმას
ვგულისხმობ, რომ, სინამდვილეში, მგრძნობიარე,
არტისტული ბავშვი იყო. დიდი სიამოვნებით
დაგათვალიერებინებდით მის დახატულ ყვავილებს,
მაგრამ ასე მალე მათ დანახვას ვერ შევძლებ.

მისის დეიგლს სიტყვა გაუწყდა და სახე ბალიშში ჩარგო.


ქრისტინი გვერდზე მიუჯდა, მისი ფაფუკი, ბეჭდებიანი
ხელი ხელში აიღო და თანაგრძნობით მოუჭირა.

– ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, – განაგრძო


კლოდის დედამ, – ჩემი გულისსწორი ხარო, ასე მეტყოდა
ხოლმე, მერე თავის პატარა მკლავებს კისერზე
შემომაჭდობდა და თავის ყველა ფიქრს მიზიარებდა.

.
117
1
აქ შეჩერდა, საუბრის გაგრძელება უჭირდა. მერე
დაურთო:

– ვერ ვხვდები, მედალი რატომ ვერ იპოვეს.


დარწმუნებული ვარ, სათანადოდ არ უძებნიათ. ეს
მედალი ერთადერთი რამ იყო, რაც ცხოვრებაში მოუგია.
მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო, – ამის თქმაზე,
თითქოს მედლის დაკარგვა შვილის დაკარგვაზე მეტად
ემძიმებაო, შეუკავებელი ქვითინი აუვარდა. სახე
ფერმკრთალი და შეშუპებული ჰქონდა, თვალებზე თმა
უსიცოცხლოდ დაჰფენოდა. ლაპარაკის გასაგრძელებლად
ძალები რომ მოიკრიბა, განაგრძო, – ვიღაცამ თქვა, ალბათ
მედალი პერანგიდან მოძვრა და ქვიშაში ჩაიძირაო,
მაგრამ ჩემს ქმარსაც ვუთხარი, რომ არამგონია. ვერ
ვხვდები, თავისით როგორ უნდა მომძვრალიყო. ჩემი
ხელით მივამაგრე, მყარი და ძლიერი შესაკრავი ჰქონდა.

.
118
1
მისის დეიგლმა სველი პირსახოცით სახე რომ
მოიწმინდა, ჩამოვარდნილ სიჩუმეში ქრისტინმა ნაზად
თქვა:

– ვიცი. ზუსტად ვიცი.

– საქმე ისაა, რომ სათანადოდ არ უძებნიათ, – გაიმეორა


მისი დეიგლმა, – ასე თქვეს, ბევრი ვეძებეთო, მაგრამ
ვუთხარი, მიბრუნდით და კიდევ მოძებნეთ-მეთქი. ჩვენ
შორის ისეთი სათუთი კავშირი იყო. ისე ახლოს ვიყავით
ერთმანეთთან. ასე მეუბნებოდა, ჩემი ერთადერთი
გულისსწორი ხარო და როცა გავიზრდები, ცოლად
მოგიყვანო. ყველაფერს მიჯერებდა. იქამდე არ
გადადგამდა ნაბიჯს, სანამ ჩემთან არ განიხილავდა და მე
არ დავთანხმდებოდი. თავის მედალთან ერთად
დასაფლავება ენდომებოდა. უთქმელად ვიცი. მინდა,
რითიც შემიძლია, ყველაფრით ვასიამოვნო... ეტყვით იმ
კაცებს, რომ, თუ შეუძლიათ, კიდევ ერთხელ დაძებნონ
მედალი?

მეოთხე

.
119
1
ქრისტინი სახლში რომ დაბრუნდა, დიდ სკამთაგან ერთ-
ერთში მოკალათებული როდა საკვირაო სკოლაში
მომავალი დღისთვის მიცემულ დავალებას სწავლობდა
და ამოკითხულ სიტყვებს ტუჩებით უხმოდ ხაზავდა.
ყოველ კვირას როდა ქუჩის მოპირდაპირედ მცხოვრებ
ტრუბიების პატარა გოგოებთან ერთად ლოუელის
ქუჩაზე, პრესვიტერიანული ეკლესიის სკოლაში
დადიოდა; დავალებებს გულმოდგინედ ასრულებდა და
არც გაკვეთილებს აცდენდა. მასწავლებელს, მის ბელ
ბლექველს, ღრმად სწამდა, რომ მოწაფეებში სწავლის
წყურვილის გაღვივება და გაკვეთილებზე ბეჯითად
სიარულის წახალისება პატარ-პატარა ჯილდოებით იყო
შესაძლებელი. ყოველ ჯერზე, როცა მოწაფე საკვირაო
სკოლის კლასში დროულად, მეორე ზარის
დარეკვისთვის მივიდოდა და წინა კვირას მიცემული
ილუსტრირებული ბარათის უკანა მხარეზე დაბეჭდილი
გაკვეთილი ზეპირად ეცოდინებოდა, ამ ბარათს
დროებით მასწავლებელს აძლევდა და ის
ღვთისმოსაობისა და სიბეჯითის ნიშნად ზედ ოქროსფერ
პეპელას აწებებდა. როცა ბავშვი თორმეტ ასეთ
ოქროსფერპეპლიან ბარათს დააგროვებდა, სანაცვლოდ
„სასიამოვნო და შემეცნებით ჯილდოს“ იღებდა.

ამ კვირის დავალება ძველი აღთქმის ერთ-ერთ ყველაზე


.
120
1
სისხლიან მცნებას შეეხებოდა; კერძოდ, საუკუნო
წყევლასა და უსასტიკეს განადგურებას უქადდა ყველას,
ვინც ვერ შეძლო ან არ ინება იმ დღისთვის განკუთვნილი
რომელიღაცა ებრაული წესის ბრმად ასრულება.
ქრისტინი ქალიშვილს ლამფის ქვეშ წყნარად მიუჯდა.
ჯერ კიდევ დეიგლების ტრაგედიაზე ფიქრობდა, მაგრამ
ამ დროს როდამ მომავალი დღის ბარათი გადააწოდა და
სთხოვა, დავალება გამომკითხეო. ქრისტინმა ტექსტი
ნელა წაიკითხა, თავი გაიქნია და გაიფიქრა: „ნუთუ, აღარ
დარჩა ადგილი, სადაც ძალადობა არ ბატონობს?
სამყაროში არსად არაა დასადგურებული ნამდვილი
მშვიდობა?“ წაკითხულმა დააეჭვა, მსგავსი რაღაცების
სწავლა თუ იქნებოდა სასარგებლო ქალიშვილისთვის.
მაგრამ პროტესტი მხოლოდ ნაზი ამოოხვრით გამოხატა,
რადგან გადაწყვიტა, რომ რწმენის საკითხები სხვებმა
უკეთესად იცოდნენ და ბავშვს ბარათზე გაწერილი
კითხვები დაუსვა. როდას გულდასმით ესწავლა

.
121
1
გაკვეთილი და თვითკმაყოფილების ნიშნად სახეზე
ჩვეული მომხიბვლელი, მაგრამ ზერელე ღიმილი
გამოისახა, მერე თავისი ძვირფასეულობის ყუთისკენ
გასწია და უკან უკვე მოპოვებული, პეპლებით
დამშვენებული თერთმეტი ბარათით დაბრუნდა.

– დარწმუნებული ვარ, ხვალ ჯილდოს მივიღებ, – უთხრა


დედას, – ძალიან დარწმუნებული ვარ.

– როგორ გგონია, რა იქნება? რაიმე კარგი უნდა იყოს,


არა?

– წიგნი იქნება, ალბათ, – თქვა როდამ, – მის ბელი


თითქმის ყოველთვის გონების გასაუმჯობესებელ
წიგნებს არიგებს ხოლმე.

სახეზე უკვე ჯილდოს მიღების მოლოდინი აღბეჭდოდა,


ბარათები მოაქუჩა და კომოდის უჯრაში, კუთვნილ
ადგილას დააბრუნა.

მოგვიანებით მისის პენმარკმა შუადღის გაზეთი


გადაიკითხა და ადრე დაწვა; თუმცა, დაძინება ვერაფრით
შეძლო, სიბნელეში ჰორტენზია დეიგლის დაცრემლილი,
მორღვეული სახე ელანდებოდა; საბოლოოდ მაინც
.
122
1
ჩასთვლიმა და კოშმარი ესიზმრა, რომლის გახსენებაც
მეორე დღეს ვეღარ შეძლო. დილას იმაზე ადრე გაეღვიძა,
ვიდრე კვირაობით სჩვეოდა და ყურებში ჩამდგარი
ეკლესიის ზარების გაბმული, ტრიუმფალური ხმების
ფონზე თავისთვის და ქალიშვილისთვის საუზმე
მოამზადა.

იმავე დღეს, მოგვიანებით, როდა ეკლესიიდან


ამოიღლიავებული ჯილდოთი დაბრუნდა; წიგნი იყო, –
„ელსი დინსმორი“. როდა მაშინვე პარკში წავიდა, წიგნი
გადაშალა და მონდომებით დაიწყო კითხვა. გეგონებოდა,
იმის მოლოდინშია, რომ აქ იპოვის ადამიანების იმ
ღირებულებების მნიშვნელობას, რომელთა ახსნაც ასე
უჭირსო – ღირებულებებისა, რომელთა სიმულირებასაც
მთელი ძალით ცდილობდა და რომლებისგანაც ასე
უცნაურად იყო დაცლილი. მაგრამ წიგნი მოსაწყენი
აღმოჩნდა და, სახლში დაბრუნებულმა, პიანინოზე
გამების მეცადინეობა გადაწყვიტა. როდას მასწავლებელი
ამბობდა, რომ ბავშვს თითქმის არანაირი მუსიკალური
ნიჭი არ გააჩნდა – მხოლოდ ჯიუტი მოთმინების ხარჯზე
უკრავდა და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთ
დღესაც მისაღები დონისთვის მიეღწია და ბევრ ნიჭიერ
ბავშვზე გამართულადაც კი დაეკრა.

.
123
1
ნაშუადღევს დერეფნის საპირისპიროდ მცხოვრებმა
მოხუცმა, მისის ფორსაიტმა ლანგარზე დაწყობილი,
საკუთარი ხელით გამომცხვარი, ლიმონისბეზეებიანი
ტარტები შემოიტანა. მოხუცმა იცოდა, რომ ქალი ხშირად
არაა ხოლმე თავისთვის და შვილისთვის მსგავსი
დამატებითი ნუგბარის მომზადების ხასიათზე,
განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილი პატარა გოგოა, ქმარი
კი წასულია. ამიტომ იფიქრა, ქრისტინს და როდას
ლანჩზე ამ ტარტებით ვასიამოვნებო, თანაც ამჯერად
რიგიანები გამოსვლოდა. დღეც ისეთი მშვენიერი იდგა.
და თუკი მისის პენმარკი სადმე წასვლას გეგმავდა, არც
როდასთვის თვალყურის დევნებას დაიზარებდა.
საერთოდ არ შეწუხდებოდა, იოტისოდენადაც არ. ამ
შუადღეს შვილიშვილებსაც ელოდა სტუმრად და ერთი
ბავშვის დამატება არაფერს შეუცვლიდა.

მისის პენმარკმა დროებით გაწყვიტა დეპრესიული


ფიქრების ჯაჭვი, მოხუცი ქალისკენ გადაიხარა და
შუბლზე მხურვალედ აკოცა. მისის ფორსაიტი კი თავის
ბინაში დაბრუნდა და ქმარს წყნარად უთხრა:

– ქრისტინი ძალიან კეთილი, ალერსიანი ქალია. კარგია


ასეთი მეზობლის ყოლა.

.
124
1
დეიგლების ბიჭი ორშაბათს დაასაფლავეს და გაზეთებმა
მომხდარი იმავე შუადღეს აღწერეს. საფლავი
„მიძღვნილი ყვავილებით იყო შემოსაზღვრული“, მაგრამ
ყველაზე შთამბეჭდავი თაიგული გარდაცვლილმა
ფერნის გრამატიკული სკოლის მოსწავლეებისგან მიიღო;
თითოეული პატარა კლასელის მიერ მოტანილი
ულამაზესი გარდენიების კონები ჯერ კუბოს, მერე კი
თავად საფლავს ხალიჩასავით გადააფარეს.

მისის პენმარკმა გაზეთი დაკეცა და შესასვლელის


მაგიდაზე დადო. დაფიქრდა, როდასთვის რატომ არავის
უთხოვია ყვავილების მიტანა. იქნებ, განზრახ
დამიმალესო, ეჭვი შეეპარა. მაგრამ მერე გაიფიქრა, რომ
საჭიროზე მეტ ყურადღებას უთმობდა ამ ამბავს:
არანაირი წინასწარი განზრახვა არ ყოფილა. შესაძლოა,
ერთ-ერთმა მის ფერნმა მაშინ დარეკა, როცა სახლიდან
იყო გასული, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდო იყო.
შესაძლოა, როდას სახელი შემთხვევით გამორჩათ
სიიდან. შესაძლოა...

გადაწყვიტა, რომ ამ უყურადღებობაზე ფიქრს


შეეშვებოდა, თუმცა გული ცოტათი მაინც ეტკინა და
საკუთარ თავს უთხრა, ამის შესახებ არავისთან, მონიკასა
.
125
1
და ემორისთანაც კი, არ დავძრავ კრინტსო. იმ შუადღეს
ქრისტინმა ქალაქში საყიდლებზე მანქანით წასვლა
გადაწყვიტა, როდაც თან გაიყოლა. თავისთვის ცისფერი
საღამოს კაბა შეარჩია, როდასთვის კი შემოდგომას
სკოლაში ჩასაცმელი კაბების შესაკერად ნაჭრები იყიდა.
მაგრამ სახლში რომ დაბრუნდა და როდა პარკში
დუმფარებიან ტბორს შემოვლებულ ცემენტიან წრეზე
საციგურაოდ წავიდა, ქრისტინი მომხდარმა კვლავ
შეაწუხა და, გრძნობას აყოლილმა, ფერნების სკოლაში
დარეკა.

ყურმილი მის ოქტავიამ აიღო.

– დეიგლების ბიჭის გასვენების შესახებ გაზეთში


წავიკითხე, ბავშვებმა ლამაზი გარდენიები მიართვესო,
ეწერა, – უთხრა ქრისტინმა, – ვწუხვარ, რომ როცა როდას
წილ ყვავილებზე დამირეკეთ, სახლში არ ვიყავი.

პასუხმა ცოტა ხნით დააყოვნა; ქრისტინმა ლამის


ყურმილს იქით მდგომი მის ფერნის სირცხვილი
შეიგრძნო. მაგრამ, როგორც იქნა, მოხუცმა ქალმა ძლივს
გასაგონი ხმით მიუგო:

– სკოლაში იმდენი ბავშვი დადის. ყვავილების ხალიჩა


.
126
1
სულაც არ ყოფილა ისეთი ძვირად ღირებული,
გაზეთებმა როგორადაც წარმოაჩინეს. გთხოვთ, არ
ინერვიულოთ. ფული უკვე შეგროვებულია და
ყვავილების საფასურიც ბოლომდეა გასტუმრებული.

– დამირეკეთ ყვავილების თაობაზე? – ჰკითხა


ქრისტინმა, – თუ არ დაგირეკავთ, მგონია, რომ ამის
შესახებ უნდა ვიცოდე.

მის ფერნმა წყნარი, დამამშვიდებელი ხმით უპასუხა:

– არა, ძვირფასო, არ დაგვირეკავს. მე და ჩემმა დებმა ასე


ვარჩიეთ.

– გასაგებია! – თქვა ქრისტინმა, – ცოტა ხნით შეიცადა და


მერე დაურთო, – სხვა ბავშვებიც გამოტოვეთ, თუ
მხოლოდ მე არ დამირეკეთ?

.
127
1
– მე და ჩემმა დებმა ვიფიქრეთ, რომ ცალკე ისურვებდით
ყვავილების გაგზავნას, – თქვა მის ფერნმა. ცოტა ხნით
კვლავ დადუმდა, თითქოს დიდი სიფრთხილით არჩევს
სიტყვებსო, და მერე ორჭოფულად განაგრძო, – თანაც,
დიდი ხანი სულაც არაა, რაც აქ გადმოხვედით.
საერთოდაც, ეს როდას პირველი სემესტრია ჩვენთან.

– გასაგებია. გასაგებია, – გაიმეორა ქრისტინმა და მერე


რბილად დაამატა, – მაგრამ რატომ ჩათვალეთ, რომ
ყვავილების ცალკე გაგზავნას ვარჩევდით? როდა ბიჭს არ
ემეგობრებოდა და მე და ჩემი ქმარი დეიგლებს არც კი
ვიცნობდით.

– არ ვიცი, ძვირფასო, – მიუგო მის ფერნმა, – მომკალით


და დანამდვილებით ვერ გიპასუხებთ, – მერე, თითქოს
პატიებას ითხოვსო, ლამის ჩურჩულით დაურთო, – ახლა
უნდა წავიდე. სტუმრები გვყავს და რას იფიქრებენ?!

მისის პენმარკი ტელეფონს გაეცალა, სხვა დროს


აუღელვებელ სახეზე კოპები შეყროდა. თუკი მომხდარს
რაღაც ფარული განზრახვა ედო საფუძვლად, მისთვის ეს
განზრახვა გაურკვეველი იყო; თუ მართლა არსებობდა
ქვენა მიზეზები, მისი გონება ვერაფრით სწვდებოდა მათ.
.
128
1
სჯობდა, თავი დაერწმუნებინა, რომ სრულიად
უმნიშვნელო რამ მომხდარიყო, რომ ეს უბრალო
დაუდევრობა იყო და ამის შესახებ ქმარსაც კი არ
მიწერდა. „სხვა თუ არაფერი, – გაახსენა ქრისტინმა
საკუთარ თავს, – კენეტს თავისი პრობლემებიც თავზე
საყრელად აქვს და ამის მიმატება ნამდვილად
ზედმეტია“. მაგიდას მიუჯდა და მხიარული, ჭორებით
სავსე წერილი მისწერა; როგორც ყოველთვის, ახლაც
ძალიან მენატრებიო, მაგრამ იმაზე ფიქრი მამშვიდებს,
რომ წინ გველის ცხოვრების მრავალი წელი, რომლებსაც
ერთად, სვებედნიერ ყოფასა და სიმშვიდეში
გავატარებთო. ბოლოს კი კიდევ ერთხელ დაუდასტურა,
შენდამი სიყვარული არ გამნელებიაო. „დეიგლის
დახრჩობას და ამ ამბით გამოწვეულ ჩემს ფიქრებს
საერთოდ არ შევეხები“, უთხრა საკუთარ თავს.
„სამწუხარო, უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ, ბოლოს
და ბოლოს, პირადად მე ხომ არ შემხებია, ასე რომ
განვიცდი?“

ერთი კვირის თავზე მისის პენმარკმა ფერნის სკოლიდან


წერილი მიიღო. მოკლე, თავაზიანი და მკაფიოდ
გადმოცემული შინაარსის მქონე ტექსტი იყო.
არსობრივად ის ეწერა, რომ სკოლას, სამწუხაროდ,
მომავალი სექტემბრის სემესტრისთვის უკვე შეევსო
.
129
1
ყველა ადგილი და ამიტომ როდას ჩარიცხვა ვერ
ხერხდებოდა. წერილის ავტორი დარწმუნებული იყო,
რომ მისტერ და მისის პენმარკებს დიდად არ
გაუჭირდებოდათ ბავშვისთვის სხვა გეგმების დაწყობა.
ხელს კი კვლავ სინანულით, გულწრფელი, საუკეთესო
სურვილებითა და მთელი გულით ბარჯის უიზერსპუნ
ფერნი აწერდა.

მთელი ის დილა ქრისტინმა წარბებშეკრულმა გაატარა,


ეს ტექსტი თავიდან ერთი წამითაც არ ამოსვლია.
ნაშუადღევს წერილი მისის ბრიდლავს ანახა და რჩევა
ჰკითხა.

– რაც მეტს ვცხოვრობ და მეტს ვუყურებ, მით მეტად


მიჭირს ფერნის გოგოების მსგავსი ადამიანების პატარა,
შეკუმშული ტვინების ამოცნობა! – თქვა მისის
ბრიდლავმა, მერე თავისი კენჭი მხარზე გადაიგდო და
განაგრძო, – სიმართლე კი ისაა, რომ როდა მათთვის
ზედმეტად მომხიბვლელი, ზედმეტად ჭკვიანი და
ზედმეტად უჩვეულოა! იმ პატარა ჩერჩეტ ნევროტიკებს
არ ჰგავს, რასაც ეტყვიან, ყველაფრის რომ სჯერათ და
ტვინებში ერთი საკუთარი, ორიგინალური აზრი არ
უჭაჭანებთ. როდა მყარად დგას ფეხზე; ეგ კი არა,
საკუთარი გადაწყვეტილებებით ცხოვრობს. ბავშვი
.
130
1
სრულიად

.
131
1
თვითკმარია. მის ფონზე სხვები სულელებად და
უნიათოებად ჩანან. აი, სინამდვილეში რას ჩივიან მის
ფერნები, ეჭვიც არ შეგეპაროს!

მერე სიგარეტს მოუკიდა და ჩამოვარდნილ სიჩუმეში


ქრისტინმა გაიფიქრა: „მონიკას როდა უყვარს და მეც
ვუყვარვარ. და როცა ვინმე უყვარს, მასში ცუდის
დანახვის უნარი ეკარგება. ბოლომდე ერთგულია.
არაჩვეულებრივი მეგობარია“.

– შენს ადგილზე, მომავალ სემესტრში როდას საჯარო


სკოლაში მივიყვანდი, – თქვა მისის ბრიდლავმა, – მაგრამ
თუ გგონია, რომ იქ შესაფერის მეგობრებს ვერ გაიჩენს,
მაშინ პირადი რეპეტიტორი უნდა ვუპოვოთ. მოკლედ,
სანერვიულო და საჩქარო არაფერია. ჩემი რომ იყოს,
ბარჯის ფერნის უტიფარ წერილს პასუხსაც არ
ვაღირსებდი.

მაგრამ გულზეშემოყრილ ქრისტინს პანიკის შეტევა


დაატყდა თავს, ვაითუ ბალტიმორის სკოლაში მომხდარი
ინციდენტი გამეორდაო, გაიფიქრა. თავის დამშვიდებას
შეეცადა: „არაფერი მსგავსი არ მომხდარა; რომ
მომხდარიყო, დიდი ხნის წინ გამაგებინებდნენ“.
მიუხედავად ამისა, მაინც გრძნობდა, რომ რაღაც მისთვის
.
132
1
გაუგებარი დატრიალებულიყო. ალბათ დები ფერნები
ისეთ ინფორმაციას ფლობდნენ, რომლის გაზიარებაც არ
ისურვეს და მესამე შუადღეს, თითქოს მნიშვნელოვანი
არაფერი მომხდარაო, ქრისტინმა სკოლაში დარეკა და
მომხდარის განსახილველად დებთან შეხვედრა ითხოვა.

მის კლაუდია დიდ, ფორმალურად მორთულ სადარბაზო


ოთახში შეუძღვა და ლამის საყვედურით უთხრა:

– წლის ამ პერიოდში, როგორც წესი, ბენედიქტში ვართ


ხოლმე, მაგრამ დეიგლების ბავშვის სიკვდილმა
ზაფხული ჩაგვიმწარა.

– იქ აღარასოდეს წავალ, – მტკიცედ თქვა ოქტავიამ, – იმ


ადგილს ჩემთვის სამუდამოდ დაეკარგა ფასი.

მან პატარა ზარი მოიმარჯვა და თითქმის


მომენტალურად მოახლემ ოთახში ჩაი, პური და კარაქი
შემოიტანა. მოსამსახურე რომ გავიდა, ქრისტინმა,
როგორც თავად მოეჩვენა, ზედმეტად მკვახედ განაცხადა,
გონებიდან ვერაფრით ვიშორებ იმაზე ფიქრს, რომ ბიჭის
დახრჩობა და როდას სკოლიდან გაშვება რაღაცნაირად
ურთიერთგადაბმულიაო. ეს ფიქრი მოსვენებას
უკარგავდა და სურდა, მათგან გულწრფელი პასუხი
.
133
1
მიეღო; გაეგო, სწორად ფიქრობდა, თუ არა.

– კი მაგრამ, რატომ გგონიათ, რომ ამ ორ მოვლენას


შორის რაიმე კავშირი არსებობს? – მის ოქტავია
დაძაბული ჩანდა, – დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ
მე და ჩემს დებს მსგავსი არაფერი განგვიხილავს.

– მაშინ შემიძლია დავასკვნა, რომ კავშირი ნამდვილად არ


არსებობს?

მის ოქტავიამ ჩაი მოწრუპა და აღნიშნა, მთელი გულით


ვიმედოვნებდი, რომ ამ დიალოგს თავიდან
ავიშორებდიო. ვერ ხვდებოდა, ამ საკითხის განხილვით
ვინ რას მოიგებდა; მაგრამ რადგან მისის

.
134
1
პენმარკმა არ დაიშალა და ამაზე ლაპარაკი დაიწყო,
რადგან მართლა სურდა სიმართლის გაგება, მაშინ უნდა
ეღიარებინა, რომ ამ ორ ამბავს შორის კავშირი, თანაც
სრულიად კონკრეტული, მართლაც არსებობდა.

– ავტობუსები ჯერ დაძრულნიც კი არ იყვნენ, როდა ბიჭს


რომ შეუჩნდა, – თქვა მის ბარჯისმა, – მოსვენებას არ
აძლევდა. მის სკამს გვერდიდან არ შორდებოდა,
თავისუფლად არ ამოასუნთქა, სულ მის მედალს
მიშტერებოდა. ბოლოს კლოდის გვერდით მჯდომი
ბავშვი ადგა და სხვაგან გადაჯდა, როდამ კიდევ მაშინვე
გათავისუფლებული სკამი დაიკავა. უნდოდა, რომ
კლოდს მედალი მოეხსნა და როდასთვის ხელში დაჭერის
უფლება მიეცა; მაგრამ ბიჭუნამ მედალი ხელით დაფარა
და უთხრა, გამანებე თავი! გამანებე თავიო!

– იქამდე არ მოისვენა, – განაგრძო კლაუდია ფერნმა, –


სანამ მხარში ხელი არ მოვავლე და წინ, მძღოლთან
ახლოს, კლოდისგან რაც შეიძლება შორს, მარტო არ
დავსვი. მაგრამ მაშინაც არ შეეშვა და მთელი გზა
კისერმოღრეცილი უყურებდა მედალს.

მისის პენმარკმა ამოიოხრა და თქვა:

.
135
1
– კი, როდა ნამდვილად აგრესიული ბავშვია და ამასთან
– ეგოისტიც, ეს არ მესწავლება. მაგრამ, მგონი, ჩვენი
სამყარო სავსეა ეგოისტი, აგრესიული ხალხით, არა? მე
და ჩემი ქმარი ვიმედოვნებთ, რომ გაზრდასთან ერთად
ხასიათიც შეეცვლება.

– ვწუხვარ, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, – თქვა ბარჯის


ფერნმა, – ყურესთან რომ ვიყავით, მაშინ, როცა სხვა
ბავშვები ერთად ჟრიამულობდნენ და თამაშობდნენ,
როდა საცოდავ ბიჭს კუდში აედევნა, ცხოვრება
მოუწამლა. სიტყვასაც არ ეუბნებოდა, მხოლოდ მედალს
მიშტერებოდა და ბოლოს, პატარა ბიჭს, რომელიც,
როგორც ვიცით, ისედაც ნერვიული და სუსტი იყო,
ისეთი საშინელი ცახცახი აუტყდა, რომ ჩემთან მოვიხმე
და ვუთხარი, როდას ყურადღება არ მიაქციო-მეთქი. ამის
მერე ბიჭმა ერთი ისეთი უცნაური რამ ჩაიდინა, რაზეც
დღემდე ხშირად მეფიქრება. მედალი მოიხსნა და
მთხოვა, პიკნიკის დასრულებამდე მე მქონოდა.

– მერე გამოართვით? ანუ შესაძლებელია, რომ მედალი


სულაც არ დაკარგულა?

მის ოქტავიამ დამატებითი ცხელი წყლისთვის ზარს


ხელმეორედ შემოჰკრა. მოსამსახურის გასვლის მერე მის
.
136
1
ბარჯისმა თხრობა განაგრძო:

– არა, არ გამომირთმევია. მედალი უკან, პერანგზე


მივუბნიე და ვუთხარი, საკუთარი თავის რწმენა უნდა
აიმაღლო-მეთქი. შევახსენე, რომ მედალი მას ეკუთვნოდა
და არავის სხვას; რომ ის სამართლიანად
დაემსახურებინა. ამიტომ მხოლოდ მისი იყო. მისი
ტარების ყველანაირი უფლება ჰქონდა, – მის ბარჯისი
ფანჯარას მიუახლოვდა და ბაღს გადახედა, – როდასაც
დავუძახე და დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ
უკიდურესად გაუზრდელად, ჩვენი მოწაფისთვის
შეუფერებლად იქცეოდა.

.
137
1
– ჩემს დებს დაახლოებით ამ დროისთვის შევუერთდი, –
ჩამოართვა სიტყვა მის კლაუდიამ, – და მეც ვესაუბრე
როდას ზრდილობასა და სამართლიან შეჯიბრზე; მაგრამ
ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, გამომთვლელი
გაოგნებით მომისმინა და არაფერი უთქვამს.

– რთულად გასაგები ბავშვია, – თქვა ქრისტინმა, – არაა


გამორიცხული, რომ მისი აღზრდისას რაღაც შეცდომა
დავუშვით.

– იმედი მქონდა, რომ დატუქსვას რამე ზეგავლენა


ექნებოდა მასზე, – განაგრძო კლაუდიამ, – მაგრამ ერთი
საათიც არ გასულიყო, რომ ერთ-ერთი ჩვენი
უფროსკლასელი როდას და პატარა დეიგლს ჩვენგან
მოშორებით გადაეყარა. ბიჭი თურმე განერვიულებული
ჩანდა და ტიროდა, როდა კი წინ ედგა და გზას
უღობავდა. უფროსკლასელი გოგო ხეებსამოფარებული
უყურებდა, არც ერთს არ შეუმჩნევია. ის იყო, უნდა
ჩარეულიყო, რომ როდამ პატარა ბიჭს ხელი კრა და
მედალს წაეპოტინა. მაგრამ ბიჭი ხელიდან დაუსხლტა და
სანაპიროსკენ, იმ ძველი ნავმისადგომის მიმართულებით
გაიქცა, სადაც იპოვეს კიდეც. როდა უკან გაჰყოლია,
ოღონდ თურმე არ მირბოდა. როგორც უფროსმა გოგომ
გვითხრა, ნელ-ნელა მიდიოდაო.
.
138
1
– არ დაგიშვიათ, რომ, შეიძლება, ის დიდი გოგო
სიმართლეს არ ამბობდეს?

– ძნელად სავარაუდოა, – თქვა მის კლაუდიამ, – იმ


ზედამხედველთაგანი იყო, ბავშვებისთვის თვალყურის
სადევნებლად რომ ავარჩიეთ. თითქმის თხუთმეტისაა და
საბავშვო ბაღიდან მოყოლებული ჩვენთან იზრდება. ამ
ხნის განმავლობაში მისი ხასიათის კარგად შესწავლა
მოვასწარით და წუნს ნამდვილად ვერ დავუდებთ. არა,
მისის პენმარკ. მან ზუსტად ის მოყვა, რაც დაინახა.

– მოგვიანებით, – თქვა მის ოქტავიამ, – ალბათ სადღაც


შუადღისთვის, ერთ-ერთმა მცველმა ნავმისადგომიდან
მომავალ როდას ჰკიდა თვალი. დაუყვირა და ის-ის იყო
ჩასვლასაც იწყებდა, ბავშვი იქაურობისგან რომ
მოეშორებინა, მაგრამ ამ დროს როდა თავისით
დაბრუნებულა სანაპიროზე და მცველიც შეშვებია,
რადგან იმ დროისთვის დიდად საყურადსაღებო
შემთხვევად არ მიუჩნევია.

– სიმართლე ითქვას, – განაგრძობდა მის ოქტავია, –


მცველს როდა სახელით არ ამოუცნია; ეს გასაკვირი არაა,
რადგან არც ერთი ბავშვის სახელი არ იცოდა. და, კი,
.
139
1
ასეთ შორ მანძილზე თავისუფლად შეიძლებოდა,
წესიერად ვერც დაენახა. მხოლოდ წითელკაბიანი გოგო
ახსენა და რადგან როდა ერთადერთი იყო იმ დღეს, ვისაც
წითელი კაბა ეცვა, ლოგიკურად დაასკვნეს, რომ მცველმა
სწორედ ის დაინახა.

ოთახში მის ოქტავიას ბებერი, დაჩაჩანაკებული


სპანიელი შემოფრუტუნდა. ქალმა ხელში აიყვანა და
მუხლებზე დაისვა. ღონემიხდილმა ძაღლმა ენა
გადმოაგდო და პატრონის ლოყის ალოკვას შეეცადა.

– როგორც უკვე გითხარით, მცველმა როდა


ნავმისადგომთან დაახლოებით შუადღისას დაინახა, –
განაგრძო მის ოქტავიამ, – პირველზე ლანჩის ზარმა
ჩამოჰკრა და როცა ბავშვების გადათვლა დავიწყეთ,
კლოდი ვეღარ ვიპოვეთ. დანარჩენი, ვიმედოვნებ,
თავადაც მოგეხსენებათ.

.
140
1
– დიახ. დიახ. რადიოთი მოვისმინე, – ქრისტინმა
გაუცნობიერებლად გახსნა და ჩაკეტა თავისი ჩანთა და
მერე, თავისდაუნებურად, ერთი წლის წინ ბალტიმორში
მომხდარი ამბავი გაახსენდა. იმ სახლის ერთ-ერთ ბინაში,
სადაც მაშინ ცხოვრობდნენ, ერთ გოგოს ლეკვი ჰყავდა და
მის დანახვაზე როდასაც მოუნდა ძაღლი. იმით
გახარებულმა მშობლებმა, რომ შვილი საკუთარი თავის
გარდა სხვა არსებამაც დააინტერესა, ცხოველი თავად
აარჩევინეს და მაშინვე უყიდეს. პატარა, ხუჭუჭა
ტერიერი იყო. თავიდან როდა თავისი ძაღლით
აღფრთოვანებული იყო. ყველგან დაჰყავდა, ყველას
ანახებდა და მისი ფასითა და ჯიშით მოჰქონდა თავი.
მაგრამ მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ძაღლისთვის
თავად უნდა მოევლო – კენეტმა გადაწყვიტა, რომ ეს
ბავშვისთვის არაჩვეულებრივი სავარჯიშო იქნებოდა და
ამ გზით პასუხისმგებლობასა და სიკეთეს შეაჩვევდა –
როცა გაირკვა, რომ თავად უნდა ეჭმია, ესეირნებინა და
კითხვისთვის, ფაზლების ამოხსნისთვის ან
ფორტეპიანოზე ვარჯიშისთვის გაკუთვნილი დრო
მოეკლო, ძაღლმა როგორღაც მოახერხა და ფანჯრის
რაფიდან ეზოში გადავარდა.

ქრისტინმა ძაღლის მომაკვდავ წკმუტუნს ჰკიდა ყური.


ქალიშვილის ოთახში რომ შევიდა, როდა ფანჯარასთან
.
141
1
დაუხვდა. ბავშვი რაღაცას უემოციოდ დაჰყურებდა.
შვილს გვერდით ამოუდგა და ქვევით, სამი სართულით
დაბლა, ხერხემალგადამტყდარი პატარა ტერიერი
დაუხვდა.

– რა მოხდა? – იკითხა ქრისტინმა, – ძაღლს რა


დაემართა?

მაგრამ როდამ გვერდით ისე ჩაუარა, გეგონებოდა,


მომხდარი მას სრულიადაც არ ეხებაო. კართან შეჩერდა
და თქვა:

– მგონი, ფანჯრიდან გადავარდა.

ეს იყო ერთადერთი ახსნა, რომელიც მან და კენეტმა


ბავშვს დააცდენინეს. მაგრამ ახლა, ამის გახსენებისას,
მისი პენმარკმა ეს ორი უბედური შემთხვევა ბუნდოვნად
დაუკავშირა ერთმანეთს და სიბრაზის მოულოდნელი
შემოტევა იგრძნო. ხელი აუკანკალდა და მისმა ჩაის
ფინჯანმა ლანგარზე გაიწკარუნა. გარშემო ისე
მიმოიხედა, თითქოს ვიღაცისგან თავდასხმას მოელისო.
ფინჯანი ფრთხილად დადო, თვალები დახუჭა და
იქამდე შეიცადა, სანამ არ დარწმუნდა, რომ დები
ფერნების მსგავსად გაწონასწორებული, რბილი და
.
142
1
თავაზიანი ხმა ამოუვიდოდა პირიდან.

– იმაზე მიანიშნებთ, რომ როდას ბიჭის სიკვდილთანა


აქვს რაიმე კავშირი? – თქვა, – ესაა ამ ყველაფრის
მიზანი?

ამ სიტყვებმა დებ ფერნებზე უცნაური ზეგავლენა


მოახდინა. ისე გაოგნებულებმა გადახედეს ერთმანეთს,
თითქოს მათი სტუმარი ჭკუიდან გადამდგარიყო.

– რას ბრძანებთ! რა თქმა უნდა, არა, – წარმოთქვა


შეშფოთებულმა მის ოქტავიამ, – ამის წარმოდგენაც
შეუძლებელია! რვა წლის ბავშვი და ამგვარ საქმეში
გარეული?!

ოჰ, არა! მსგავსი რამ აზრადაც არ მოგვსვლია.

– მსგავსი რამ რომ გვეფიქრა, – თქვა მის კლაუდიამ, –


მაშინვე შესაბამის უწყებებს შევატყობინებდით.

.
143
1
– ოჰ, არა, არაფერი მსგავსი მელოდრამატული, მისის
პენმარკ – გაიღიმა ბარჯისმა, – ჩვენ მხოლოდ იმას
ვჩივით, რომ როდა თავის დაძვრენას შეეცადა და
სიმართლე ბოლომდე არ გვითხრა. ასე გვგონია, რომ
რაღაც ისეთი იცის, რაც არავისთვის გაუნდვია.

მის ოქტავიამ სენდვიჩს ლუკმა მოაგლიჯა და ძაღლს


აჭამა. მერე თქვა, რომ ბავშვს სამართლიანზე
სამართლიანად მოექცნენ და მომხდარის ახსნის
შესაძლებლობა მისცეს. ტრაგედიის მერე დიდი ხნის
განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს, მან კი ყველაფერი
წარბშეუხრელმა უარყო; უარყო, რომ ბიჭს ავტობუსში
აწუხებდა, რომ ტყეში მისი მედლის წართმევა სცადა,
რომ ძველ ნავმისადგომთან იყო ჩასული. ისეთი
გულუბრყვილობითა და დამაჯერებლობით უარყოფდა
ყველაფერს, რომ დები ცოტა ხნით საკუთარი თვალით
ნანახშიც კი დაეჭვდნენ.

– გასაგებია, გასაგებია, – თქვა ქრისტინმა და დებმა


ფერნებმა თემაზე საუბარი რომ განაგრძეს, გონებით
კვლავ ბავშვის ბალტიმორის სკოლიდან გარიცხვის
ამბავს დაუბრუნდა. გაახსენდა, რომ ქმარმა მომხდარის
მსუბუქად შეფასება სცადა, ალბათ საკუთარი და ცოლის
.
144
1
ნერვების დასაზოგად. ბევრ ბავშვს სჩვევია ნივთების
აღებაო, თქვა; თავადაც აუღია ბავშვობაში სხვისი
ნივთები და არაუშავს, შეძლებისდაგვარად წესიერ
ადამიანად ჩამოყალიბდა. თუნდაც ყველაფერი
სიმართლე ყოფილიყო, დიდად ნერვიულობა არ ღირდა.
და ტყუილს რაც შეეხება, ეს ხომ ბავშვებში გაზრდის
პროცესის თანამდევია – განსაკუთრებით
ფანტაზიაგანვითარებულებშიო.

ერთმანეთი მსგავსი გამართლებებით დაამშვიდეს, მაგრამ


გულის სიღრმეში ორივე ხვდებოდა, რომ როდას
შემთხვევა განსაკუთრებული იყო. სხვა ბავშვები
ბაღებიდან ხილს და გაზონებიდან ყვავილებს კრეფდნენ
დაუკითხავად; და მათი ტყუილებიც იმ გამოგონილი
სამყაროების ჯადოსნური ნაწილი იყო, რომლებშიც
მოცემულ მომენტში ცხოვრობდნენ. მათ შვილს მსგავსი
არაფერი ახასიათებდა. როდას მხოლოდ მატერიალური
საგნები აინტერესებდა და მისი აზრიანად დალაგებული
ტყუილებიც იმ ზრდასრული ადამიანის ტყუილებს
წააგავდა, რომელთა მიზანიც სხვებისთვის თვალის აბმა
და შეცდომაში შეყვანაა.

ქრისტინი რეალობას დაუბრუნდა.

.
145
1
– ვწუხვართ, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიდა, –
ამბობდა მის ბარჯისი, – ან რომ როდას კავშირი ჩვენს
სკოლასთან ასე გაწყდა. მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდას
ცუდი ზეგავლენა აქვს სხვა მოწაფეებზე, ჩვენ კი მათი
ინტერესების დაცვა გვავალია.

– მიგვაჩნია, რომ როდასნაირი ტემპერამენტის მქონე


ბავშვთან გამკლავების, მისი გაგების უნარი არ შეგვწევს,
– თქვა კლაუდიამ, – მიგვაჩნია, რომ მეტს ვერაფერს
გავაწყობთ.

მის ოქტავია წამოიმართა და სტუმარს ანიშნა, ინტერვიუ


დასასრულს უახლოვდებაო.

– ვფიქრობთ, თქვენი გოგონა სადმე სხვაგან უფრო


ბედნიერად იგრძნობს თავს. გულახდილად გეუბნებით,
არ გვინდა, ჩვენს სკოლაში დარჩეს.

.
146
1
ქრისტინი სახლში აფორიაქებული და დასევდიანებული
დაბრუნდა. დასამშვიდებლად ჩაი გაიკეთა და
სამზარეულოს მაგიდასთან დალია. ამ ადგილიდან
სათამაშო მოედნის დანახვაც შეეძლო და შენობის უკან
ფართოდ გაშლილი, მოკირწყლული შიდა ეზოსიც.
პარკში კორპუსის მცხოვრებთა შვილები და მეზობლის
ის ბავშვები ჟრიამულობდნენ, რომელთაც იქ თამაშის
ნება ჰქონდათ დართული; საქანელებზე ქანაობდნენ,
დუმფარებიან ტბორში ჭყუმპალაობდნენ,
დასრიალებდნენ, დარბოდნენ ან სხვა საბავშვო
გასართობით იქცევდნენ წივილ-კივილით თავებს.
როდაც პარკში იყო, მაგრამ ხმაურიანი ბავშვებისგან თავი
შორს ეჭირა. ბებერი თეთრი ბროწეულის ქვეშ სკამზე
იჯდა და დასწრებისა და ბეჯითობისთვის
დამსახურებულ „ელსი დინსმორს“ კითხულობდა. მერე
სარდაფიდან ლეროი ჯეზაპი გამოვიდა, ხელში ნაგვის
საწვავი ღუმელიდან გამოფხეკილი ფერფლით სავსე
სათლი ეჭირა. ჭიშკართან შეჩერდა, რომ ტბორში შესული
ბავშვებისთვის შეეღრინა და დამუქრებოდა, თუ კიდე
გასრესთ დუმფარებს, მშობლებს დავუძახებ და სუ
მათრახით გავაწკეპლინებ თქვენს თავებსო. შემდეგ
ზეცაში ისე აღაპყრო თვალები, თითქოს ღმერთს
სთხოვდა, დაინახე, რა დღეში ვარო, ხეივანში გავიდა და
მისის პენმარკის თვალსაწიერიდან გაქრა.
.
147
1
ქრისტინი ნელ-ნელა გონს მოდიოდა, დეპრესია თითქოს
ჩაის სითბოში გამლღვალიყო. დებმა ფერნებმა ხომ
მხოლოდ ის უთხრეს როდას შესახებ, რაც ისედაც კარგა
ხანია, იცოდა და – მათზე უკეთესადაც. კენეტს და მას
უკვე აღარ აკვირვებდათ ბავშვის მიზანდასახულობა,
ორპირობა, დაუსრულებელი ტყუილები და უნარი,
უცოდველი გულუბრყვილობით დაეძვრინა თავი
უხერხული სიტუაციებიდან. და ახლა, როცა მოსმენილი
სიმშვიდეში კარგად აწონ-დაწონა, გააცნობიერა, რომ ამის
მეტი დებ ფერნებს არც არაფერი გაუნდვიათ მისთვის.

მათი ბრალდებები, თუ შეიძლება, მსგავს ბუნდოვან


უკმაყოფილებას ბრალდება ეწოდოს, ერთზე მეტი
ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდნენ. იმაში დიდად
ეჭვი არ ეპარებოდა, რომ როდა დეიგლების ბიჭს
შეუჩნდა, ან რომ ტყეში მისი მედლის წართმევა სცადა –
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ამ ყველაფერს
გულახდილი შეუპოვრობით უარყოფდა. მაგრამ კლოდ
დეიგლი – და ამას ყველა დაადასტურებდა –
მსხვერპლად იყო დაბადებული, საკუთარი
განადგურებისთვის გაჩენის დღიდან მოეწერა ხელი.
თანატოლზე ძალადობა როდას ხასიათში საერთოდ არ
ჯდებოდა. დეიგლის ადგილას ვინმე უფრო გამბედავი
.
148
1
და თავდაჯერებული ბავშვი რომ ყოფილიყო, ისეთი,
რომელიც, თუ საჭირო გახდებოდა, ხელსაც
შემოუბრუნებდა, როდას აზრადაც არ მოუვიდოდა მისი
შეწუხება.

შვილის გამართლებას სულაც არ ცდილობდა, რადგან


არაფრით შეეძლო ამ საქციელის პატიება. მხოლოდ იმას
ეუბნებოდა საკუთარ თავს, რომ საქმე არც ისე ცუდად
იყო, როგორც თავიდან ეგონა. როდა მისი სისხლი და
ხორცი იყო და უყვარდა. შვილის დაცვა, მისი
ინტერესების გათვალისწინება, მისი უდანაშაულობის
დაჯერება ქრისტინის პირდაპირი მოვალეობა იყო. ჭიქა
გარეცხა და ადგილზე დააბრუნა. ამ სიტუაციიდან
მაქსიმალურ სარგებელს გამოიტანდა. მომავლის იმედი
ექნებოდა. დაიჯერებდა, რომ საბოლოოდ ყველაფერი
კარგად დასრულდებოდა.

მერე მისაღებ ოთახში დაბრუნდა და მონიკას იმის


სათქმელად დაურეკა, რომ მისი რჩევის გათვალისწინება
და მომავალი სემესტრიდან როდას საჯარო სკოლაში
მიყვანა გადაეწყვიტა. ყურმილმა მისის ბრიდლავის
ხალისიანი ხმა გამოატარა – გადაწყვეტილებას
უწონებდა; მერე უფრო ხმადაბლა ამცნო, რომ ზუსტად
ახლა მილდრედ ტრელისს და ედიტ მარკუსონს
.
149
1
მასპინძლობდა. მონიკას ალკოჰოლიკების
სარეაბილიტაციო კლინიკის გახსნა სურდა და ქალები ამ
საკითხზე სასაუბროდ მოსულიყვნენ. მისის ტრელისს და
მისის მარკუსონს მონიკა მთელი ცხოვრებაა, იცნობდა;

.
150
1
კარგი ოჯახებიდან გამოსული მომხიბვლელი გოგოები
იყვნენ; მაგრამ რაც მისი ამჟამინდელი მიზნისათვის იყო
ყველაზე მნიშვნელოვანი, ორივე ფულის მოსიარულე
ტომარა გახლდათ. დასანანი მხოლოდ ის იყო, რომ
ემორი ჩვეულზე ადრე დაბრუნებულიყო სახლში და თან
თავისი რეჯინალდ ტასკერიც წამოეყოლებინა, ეს კი
გეგმებს რევდა. ორივე ნასვამი იყო, ემორის მოეწია
კიდეც. პრობლემა ის კი არ იყო, რომ გამომწვევად
იქცეოდნენ ან შეუფერებელ ლექსიკას იყენებდნენ; არა, ეს
მონიკას მეგობრებს ოდნავადაც არ შეაწუხებდა, რადგან
ორივე ნაკითხი ქალბატონი იყო. უბრალოდ, ემორი და
მისი მეგობარი გვიმრებთან ჩამომსხდარიყვნენ და,
ვითომ ჩუმჩუმად, სულელურ კომენტარებს ისროდნენ.
პერიოდულად კი ემორი ხერესის გრაფინს ავლებდა
ხელს და სტუმრებს ჭიქებს უვსებდა. მისის ბრიდლავმა
ჩაიხითხითა და ქრისტინს ჰკითხა, ხომ არ ამოვიდოდა
და ბიჭებს ყურადღებას საკუთარ თავზე ხომ არ
გადაატანინებდა, რომ ამასობაში თვითონ მდიდარი
მეგობრების ჯიბეების შეთხელება დასცლოდა.

– შენი ახალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვი, აი,


ისინი, წინ რომ ტყავის ბაფთებითაა მორთული. და
წინდები გაისწორე. ემორი ისე გაღმერთებს, რომ შენ
დანახვაზე ყველაფერი ავიწყდება. ასე ამბობს, ქალაქში
.
151
1
ყველაზე ლამაზი ფეხები ქრისტინს აქვსო.

კაცები კართანვე შეხვდნენ, სამზარეულოში გაიყვანეს და


სასმელი დაუსხეს.

– რატომ ხდება ისე, რომ ქრისტინის მსგავს ლამაზ


გოგოებს არასოდეს უნდებათ თავიანთ ქვეცნობიერზე
სახალხოდ საუბარი? – იკითხა რეჯიმ.

ემორიმ ქალს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა და თქვა:

– აი, ამას ნამდვილად არაფერი დაეწუნება,


არა, ბიჭო? სულ მთლად არაფერი. მისაღებ
ოთახში მონიკა საუბრობდა:
– ყელში მაქვს ამოსული რომანები, სადაც მგრძნობიარე
ბიჭებსა და მათ პირველ სექსუალურ გამოცდილებებზე
გვიყვებიან. შენც იცი, ედიტ, როგორცაა ხოლმე; ზიზღით
სავსენი მიიპარებიან სახლში, თავებს დამცირებულად და
დამნაშავედ გრძნობენ. ზოგჯერ ჭკუიდან გადადიან,
ზოგჯერ ფანჯრებიდანაც კი ხტებიან, ისეთი სათუთნი
და ნატიფნი არიან.

– სექსი ჯანსაღი და ნორმალური გამოცდილებაა, –


დაბეჯითებით წარმოთქვა მისის მარკუსონმა და ხერესი

.
152
1
მოწრუპა.

რეჯინალდის გრძელი, მქრქალი ცალი თვალი,


ახალგაზრდა კამბალას მცოცავი თვალივით, მეორეზე
ოდნავ დაბლა იყო განლაგებული. ქრისტინს მხარზე
ხელი მოუთათუნა და უთხრა:

– მაგ შავი ატლასის კაბის ქვეშ რაცაა, ნუთუ ყველაფერი


ნამდვილად თქვენ ხართ?

– არა, ავეჯის გადამკვრელი მოდის ხოლმე კვირაში


ორჯერ და მაფუებს, – გაიცინა ქრისტინმა. მერე სასმელი
მოიმარჯვა, კაცებისგან ოდნავ უკან დაიხია და გაიფიქრა:
„როდა ალბათ მართლაც ჩაჰყვა ბიჭს სანაპიროზე.
შეიძლება, პატარა დეიგლი ნავმისადგომისკენ იმიტომ
გაიქცა, რომ როდა

.
153
1
ჩამოეშორებინა, ის კი უკან გაჰყვა. შეიძლება, როდასგან
თავის დასაცავად უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და
ხიმინჯებში ჩავარდა. არ ვიცი, მართლა ასე მოხდა თუ
არა, მაგრამ ეს არის შესაძლოთაგან ყველაზე ცუდი
ვერსია...“

– აი, წიგნი, რომელსაც დიდი სიამოვნებით


წავიკითხავდი, – აგრძელებდა მისის ბრიდლავი, –
იქნებოდა ბიჭზე, რომელსაც სისათუთისა არაფერი
სცხია, – სასმელი მოწრუპა, ჩაიხითხითა და განაგრძო, –
ეს ჩემი ბიჭი რიგითი, საძაგელი ბიჭუნაა, რომელიც რომ
გაიზრდება, რიგით, საძაგელ კაცუნად იქცევა. ვფიქრობ,
სკოლის მერე სასურსათო მაღაზიაში უნდა მუშაობდეს.
ის სათითაოდ აგროვებს ხურდა ფულს, რომ პირველად
წავიდეს ქალაქის ბოზთან, რომელიც ბებერი და მსუქანია
და დროებითი ზავის დღიდან მოყოლებული არ
უბანავია.

მისის ტრელისმა მჭახედ გადაიხარხარა. მერე თითქოს


საკუთარი ხმის სიმძლავრემ დააფრთხოო, მყისიერად
გაჩუმდა, წელში გასწორდა და თქვა:

– მსგავს რამეს თუ დაწერ, ათას ეგზემპლარს ვიყიდი.

.
154
1
„მაგრამ ბიჭმა თუ უკან დაიხია და წყალში გადავარდა“,
ფიქრობდა ქრისტინი, „ამ დროს კი როდა იქ იყო, რატომ
არ დაუძახა იმ მცველს, რომელმაც ნავმისადგომთან
დაინახა? რატომ მაშინვე არ გაიქცა? რატომ აცალა ბიჭს
სიკვდილი?“ გვერდით გაიხედა და მთელი არსებით
გააჟრჟოლა. „ამაზე ფიქრით თავს არ დავიტანჯავ“,
უთხრა საკუთარ თავს. „უცნაური და საშინელი აზრია.
და აღარ ვიფიქრებ“.

– ჩემი საძაგელი, რიგითი პატარა ბიჭუნა, – ამბობდა


მისის ბრიდლავი, – ბორდელიდან ირონიული ღიმილით
და თვალების ეშმაკური ტრიალით გამოვა. სტვენა-
სტვენითა და ტანის რხევით ჩაივლის. იმაზე იფიქრებს,
მამამისი სკოლის მიტოვებისა და ჩანთების ქარხანაში
სრული განაკვეთით მუშაობის ნებას თუ დართავს. ამ
გზით მეტი ფულის დაგროვებას შეძლებს და გაცილებით
ხშირად შეეძლება იმ გაოფლილი ბებერი ბოზის
მონახულება, რამდენიმე წამის წინ რომ დააკარგვინა
ვაჟიშვილობა. ჩემი ბიჭი ისეთი საყვარელი, ისეთი
ნორმალური ბიჭი იქნება!

ამ დროს კარში ემორის თავი გამოჩნდა:

– გოგოებო, თუ ბინძურ თემებზე აპირებთ საუბარს, მე და


.
155
1
რეჯის ოთახის დატოვება მოგვიწევს.

გოგოებმა თავდავიწყებით გადაიკისკისეს და მონიკამ


ძმას შესძახა, ხერესის ახალი ბოთლი გახსენი, ჩემს
სტუმრებს საქმეზე საუბრის დაწყებამდე კიდევ ერთი-
ორი ყლუპის მოსმა უნდათო. მერე მისის მარკუსონისკენ
მიტრიალდა და უთხრა:

– ძვირფასო, ემორის მდგომარეობის გამო მე გიხდი


ბოდიშს. ის, უბრალოდ, მთვრალია. ემორიმ
ყინულის ნატეხი ხელიდან გააგდო, ფეხის კვრით
ღუმელის ქვეშ შეაგორა და თქვა:
– არა, უყურეთ, რა, ამას ვინ ამბობს!

.
156
1
სანამ ემორი ხერესის ბოთლს გამოიღებდა, მისაღებ
ოთახში ქრისტინი და რეჯინალდიც შემოვიდნენ და
დასხდნენ. ქრისტინმა უთხრა, რომ წინა ნახვისას
გამართულ საუბარზე ფიქრობდა. მაშინ რეჯინალდი იმ
ქალის ისტორიას მოჰყვა, თავისი ძმისშვილი დაზღვევის
ფულისთვის რომ მოეწამლა. ახლა იმის გაგება უნდოდა,
ასეთი ადამიანები რა ასაკიდან იწყებდნენ თავიანთ
სისხლიან კარიერას. ბავშვები თუ სჩადიან ხოლმე
დანაშაულსო? თუ მართალია, როცა ფიქრობს, რომ
მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს შესწევთ მსგავსი
საზარელი საქციელის ჩადენის ძალაო?

რეჯინალდის აზრით, ასეთი სერიოზული საკითხების


განხილვისთვის შესაფერისი დრო არ იყო; მაგრამ
ქრისტინს თუ მართლა აინტერესებდა, შეეძლო მისთვის
დაერეკა ან სულაც ერთ დღეს ლანჩზე სწვეოდა ბინაში.
თუმცა ახლა, ხითხითისა და ზოგადი არეულობის
მიუხედავად, იმას მაინც ეტყოდა, რომ ბავშვები
ძალიანაც ხშირად სჩადიოდნენ მკვლელობებს და
ზოგჯერ ეს ჭკვიანურადაც კი გამოსდიოდათ. ზოგი
მკვლელი, კერძოდ კი ისეთი გამორჩეულები, რომლებიც
სახელგანთქმულნი ხდებოდნენ, როგორც წესი,
ბავშვობიდან იწყებდა საქმიანობას. მათი გენია ადრეული
ასაკიდანვე იჩენდა თავს, ზუსტად ისე, როგორც
.
157
1
გამოჩენილ პოეტებში, მათემატიკოსებში ან მუსიკოსებში
ხდება ხოლმე.

აქ რეჯინალდი შეჩერდა და სიჩუმეში მონიკას ხმა


მკვეთრად გაისმა:

– ხშირად მიფიქრია, ნორმან ბრიდლავს რატომ გავყევი


ცოლად-მეთქი. ბოლო პერიოდია, იმ დასკვნამდე მივედი,
რომ მისმა სახელმა მიმიზიდა, – აქ ძმას შეავლო თვალი
და განაგრძო, – სახელი ნორმანი ჩემში სიტყვა
„ნორმალურის“ ასოციაციას იწვევს; ეს არცაა გასაკვირი,
მხოლოდ ბოლო მარცვლები განასხვავებთ.
„ნორმალური“ კი ისეთი დამამშვიდებელი სიტყვაა! ეს
ზუსტად ის სიტყვაა, რომელსაც ჩემი თაობის
აფორიაქებული წარმომადგენლები ეძებდნენ.

– სადაა ხერესი? – მისის ტრელისმა ემორის თითი


დაუქნია, – ხერესს რა უყავი, ემორი?

მისის მარკუსონმა, რომელიც ქალაქად ბოსტნეულის


გასაყიდად ჩამოსულ, უგემოვნოდ ჩაცმულ, მოხუც
ფერმერს უფრო წააგავდა, ვიდრე მდიდარ ქალს, თავისი
გაცვეთილი ქუდი ხელის ზურგით გადაიწია და თქვა:

.
158
1
– როგორ მაინტერესებს, რაზე საუბრობს დღევანდელი
ახალგაზრდობა. ჩვენ რომ ახალგაზრდები ვიყავით,
სექსითა და საზოგადოებაში წინსვლის სურვილით მაინც
გქვონდა ტვინები დაკავებული. ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ ახლანდელი თაობა ტელევიზიისა და ბანქოს გარდა
აღარაფერზე ლაპარაკობს.

მონიკამ მოთმინებით მოიცადა, სანამ სტუმარი სიტყვას


დაასრულებდა და განაგრძო:

– აი „ბრიდი“ კი ჩემთვის სიტყვა „დიდთან“


ასოცირდება, ხოლო „ლავი“, რაღა თქმა უნდა,
სიყვარულთან. ასე რომ, კომბინირებულად ნორმან
ბრიდლავი ჩემს გონებაში არა მხოლოდ დალაგებული,
ნორმალური ადამიანის ხატს აჩენს, არამედ ასევე
ისეთისას, რომელიც დიდ სიყვარულს ატარებს.
დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ ასეთი მარტივი
ასახსნელია, მაგრამ თავის დროზე აზრადაც არ
მომსვლია.

.
159
1
– მე კიდევ მეგონა, ნორმან ბრიდლავს იმიტომ გაყევი,
რომ ერთადერთი კაცი იყო, რომელმაც ცოლობა გთხოვა,
– თქვა ემორიმ, მაგრამ სანამ მონიკა პასუხს მოასწრებდა,
გაიცინა და დაურთო, – აი, ქრისტინს რაც შეეხება, თავს
ვდებ, თავისი დიდი ნაცრისფერი თვალებისა და
ყვითელი თმის გადამკიდე, სულ ქოლგით იგერიებდა
ბიჭებს.

– ძალიან ცდებით, – თქვა ქრისტინმა, – პოპულარული


არასოდეს ვყოფილვარ. ბიჭებისთვის ზედმეტად
გულახდილი და პირდაპირი ვიყავი.

მისის ტრელისს სიცილი წასკდა და მისის მარკუსონიც


აიყოლია მხიარულებაში.

– როგორი ხალისიანი საღამო გამოვიდა, მონიკა, – თქვა


მისის ტრელისმა. – დროა, მოეშვა, არხეინად მოკალათდე
და იმაზე დარდს მორჩე, ჩემგან და ედიტისგან რამდენის
გამოცინცვლას მოახერხებ. არ იღელვო, ბევრს მიიღებ.
ედიტმა და მე აქ მოსვლამდე, გზად უკვე ვილაპარაკეთ.
შესაძლოა, მთლად იმდენი არ მიიღო, რამდენის იმედიც
გქონდა, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არ დარჩები.

– როგორ გამოთვრა ეს სამი ბებრუცუნა, – ყველას


.
160
1
გასაგონად თქვა ემორიმ, – ისე, ერთნახევარი კვარტა
ხერესი კი გამოსცალეს და რა გასაკვირია.

სამივე ქალბატონი ფეხზე წამოიმართა და ემორის ცივად


მიაშტერდა. მონიკამ თავი მოთოკა, ჭიქა დადო და თქვა:

– წამო, გოგოებო, ბიბლიოთეკაში წავიდეთ. იქ ხელს


ვერავინ შეგვიშლის. კალმისტრებიც გვაქვს, ფურცლებიც
და ცარიელი ჩეკებიც ქალაქის ყველა ბანკიდან.

ერთმანეთს წელზე შემოხვიეს ხელები, გასასვლელისკენ


დაიძრნენ და როცა უზარმაზარ, ძველმოდურ დასაკეც
კარში გაიარეს, ერთდროულად შემოატრიალეს თავები
და წივილ-კივილით გადაიხარხარეს.

ქრისტინმა ჭიქა დადო, სასმელი თითქმის არც


დაულევია, და გაიფიქრა: „მაგრამ, ვთქვათ, ბიჭს
ნავმისადგომის ბოლოში გაჰყვა და კლოდმა როდასთვის
მედლის მიცემას, მისი ყურეში მოსროლა ამჯობინა.
ვთქვათ, როდამ ჯოხი ან რაიმე მაგდაგვარი აიღო და ბიჭს
დაარტყა. ის წატორტმანდა და წყალში ჩავარდა, როდამ
კი გონებადაკარგული ბავშვი სიკვდილის პირისპირ
დატოვა. იქნებ...“

.
161
1
თავი დახარა და სავარძლის სახელურებს ჩაეჭიდა,
სასოწარკვეთისა და დანაშაულის გრძნობები ტვინს
თაგვებივით უკვნეტდნენ. ცოტა გონს რომ მოეგო, ადგა
და თქვა, ბინაში უნდა დავბრუნდეო. უკვე თითქმის
ხუთი საათი იყო და როდა მალე ამოვიდოდა ეზოდან.
მერე მონიკას გასძახა, მივდივარო. მისის ბრიდლავმა
თავისი მეგობრები ბიბლიოთეკაში დატოვა და მაშინვე
მისაღებ ოთახში გაჩნდა.

– ნუთუ, თქვენნაირ პატარა, ლამაზ არსებას არ ეშინია


პირველ სართულზე კაცის დაცვის გარეშე ცხოვრება? –
ჰკითხა რეჯიმ.

.
162
1
– რეალურად პირველი სართული არც გამოდის, – თქვა
მონიკამ, – შემოსასვლელს ფრიად მაღალი კიბეები აქვს,
შეამჩნევდი. და ქვეშ უზარმაზარი სარდაფია, რომლის
მოზრდილი ნაწილი მიწის ზევითაა. რეალურად
ქრისტინის ფანჯრები მიწიდან დაახლოებით ათი ფუტის
სიმაღლეზეა.

– საერთოდ არ მეშინია. კენეტმა რევოლვერი მიყიდა და,


ისე მოხდა, რომ მისი ხმარება მშვენივრად ვიცი, –
ქრისტინმა გაიღიმა და დაურთო, – თავიდან ძალიან
გამიკვირდა, რომ აქ ვისაც მოესურვება, ყველას
თავისუფლად შეუძლია რევოლვერის ქონა. ნიუ იორკში
რევოლვერის ტარება საშინელ ამბად ითვლება.

– უნდა გქონდეს ტარების უფლება, – თქვა ემორიმ, –


ერთი რევოლვერი ყველას უნდა ჰქონდეს, გარდა, რა
თქმა უნდა, იმ გაიძვერასი, რომელიც სროლას არ
მოერიდება. ჩვენი შტატი ყველაზე ცივილიზებულია;
ჩვენ მსხვერპლისთვის გადარჩენის შანსის მიცემის
გვწამს.

ბინაში დაბრუნებული მისის პენმარკი გაშტერებული


იდგა. „ყველაფერი კარგად იქნება“, შელოცვასავით
იმეორებდა, გეგონება ასე გადაირჩენს თავსო. „საერთოდ
.
163
1
არაფერია სანერვიულო. როგორც ყოველთვის, ახლაც
ბუზს სპილოდ ვაქცევ. სულელივით ვიქცევი“.
აღმოსავლეთით გამავალ ოთახებში ბინდი წვებოდა და
ქრისტინმა შუქი აანთო, თან ფიქრს განაგრძობდა:
„დედაჩემი სულ დამცინოდა, როგორ გიყვარს
ყველაფრის გაბუქებაო. მახსოვს, ერთხელ ლონდონის
სასტუმროში ვიღაც ნაცნობებს ელაპარაკებოდა, როცა
მოულოდნელად მკლავები გალეულ მხრებზე მომხვია –
დედა ყოველთვის მოალერსე და მოსიყვარულე ქალი იყო
– და თქვა, „ქრისტინი სრულიად ამოუხსნელ რამეებზე
ნერვიულობს ხოლმე!“... ახლა არ მახსოვს,
კონკრეტულად რაზე ამბობდა, მაგრამ მაშინ კი ვიცოდი,
რას მოაყოლა“.

ქრისტინი გვიანი შუადღის სახლის საქმეებს ითავებდა,


როცა მისაღებ ოთახში ჩუმად მდგარმა, ჯიუტად გაიქნია
თავი და გაიფიქრა: „არანაირი მიზეზი არ მაქვს,
ვიფიქრო, რომ როდას პატარა დეიგლის სიკვდილთან
რამე აკავშირებს. ამის დამადასტურებელი არანაირი
რეალური სამხილი არ არსებობს. ვერაფრით გამიგია, ასე
უცნაურად რატომ ვიქცევი. გეგონება, საკუთარი შვილის
საწინააღმდეგოდ ბრალის წაყენებაზე მეტად არაფერი
მინდაო. და ეს მაშინ, როცა მსგავსი ეჭვების საფუძვლად
სისულელის მეტი არაფერი მაქვს...“
.
164
1
უცებ სკამზე მოცელვით დაეშვა, თითქოს დგომისთვის
საჭირო ძალა გამოელიაო, და თავი სავარძლის
სახელურზე მიასვენა. იმ წამს გააცნობიერა, რომ ის, რისი
გახსენებაც თავს აუკრძალა – ის იდუმალებით მოცული
ამბავი, რომელთან პირისპირ შეხვედრასაც აქამდე ვერ
ბედავდა – გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად,
კიდევ ერთხელ შეეპარა გონებაში. ოჰ, არა!

პატარა ბიჭის აუხსნელი სიკვდილი არ იყო ერთადერთი


მიზეზი, რამაც ასე საშინლად შეურყია უკიდურესი
ძალისხმევით მიღწეული სიმშვიდე და
გაწონასწორებულობა. სინამდვილეში, ბიჭის სიკვდილი
მხოლოდ დაერთო სხვა, ერთობ უცნაურ სიკვდილს;
სიკვდილს, რომელიც ასევე აუხსნელი იყო და რომელშიც
ასევე იყო გარეული მისი ქალიშვილი, როგორც
მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი. ცალკე
აღებული თითოეული შემთხვევა კიდევ შეიძლებოდა იმ
გარდაუვალ უბედურ შემთხვევათა სიაში ჩაგეწერა,
რომლებიც ყველას და ყველგან ემართება ხოლმე; მაგრამ
თუ ამ ორ ამბავს გვერდიგვერდ დაალაგებდი და მათ
შორის იდუმალ მსგავსებებს დააკვირდებოდი,
ყველაფრის შემთხვევითობისთვის მიწერა გაცილებით
რთულდებოდა...
.
165
1
პირველი სიკვდილი ბალტიმორში, წელიწადზე მეტი
ხნის წინ დადგა, მაშინ როდა მხოლოდ შვიდის იყო. იმ
პერიოდისთვის მათთან კორპუსში ერთი მოხუცი ქალი,
მისის კლარა პოსტი, და მისი დაქვრივებული
ქალიშვილი, ედნა ცხოვრობდნენ. მოხუც ქალბატონს
როდა უჩვეულოდ ძლიერად შეუყვარდა (უცნაური იყო,
გაიფიქრა მისი პენმარკმა, როგორ ახერხებდა როდა
მოხუცი ხალხის გულის დაპყრობას, მაშინ, როცა
თანატოლებს მისი ატანა არ ჰქონდათ.) შუადღისას
სკოლიდან დაბრუნებული ბავშვი ხშირად ადიოდა
ხოლმე ზევით, თავისი გასული საუკუნის მეგობრის
მოსანახულებლად. მოხუცი ქალბატონი ოთხმოცდაათს
იყო მიტანებული და, ცოტა არ იყოს, ბავშვური
თვისებები დასჩემებოდა; როდას უკიდურესი
სიამოვნებით გადმოულაგებდა ხოლმე თავის ძვირფას
ნივთებს. ამ სამშვენისებს შორის ყველაზე მეტად
გამჭვირვალე სითხით სავსე კრისტალის ბურთით
ამაყობდა. ამ პატარა ბურთში ოპალის ფრაგმენტები
ბზინავდნენ და ტივტივებდნენ და თუ გაამოძრავებდი,
გადასხვაფერებულები, მიმართულებას ქაოსურად
იცვლიდნენ. კრისტალის წვერში პატარა ოქროს ბეჭედი
იყო ჩაჭედილი და მასში მოხუც ქალბატონს შავი ლენტი

.
166
1
გაეყარა, რომ ოპალის კულონის ყელსაბამად ტარება
შესძლებოდა.

ქალი ხშირად ამბობდა, რომ უძილობის ჟამს ბურთის


შეჯანჯღარება და მოლივლივე ოპალებით დახატული
ნაირ-ნაირი სურათების ყურება უყვარდა. მისი
ქალიშვილი ედნა მეზობლებთან საუბრისას ხშირად
თავის ქნევით აღნიშნავდა ხოლმე:

– დედას ჰგონია, რომ ოპალებში თავისი ბავშვობის


დანახვა შეუძლია. არ ვეწინააღმდეგები. ვცდილობ, ავყვე.
ამ დღეებში გასახარი ბევრი არაფერი დარჩენია.

როდაც აღფრთოვანებული იყო მოლივლივეოპალებიანი


ბურთით და როცა ის და მოხუცი ქალბატონი მარტო
რჩებოდნენ, ზოგჯერ მისის პოსტი თავისი სკამის
გვერდით მიდგმული მაგიდიდან კულონს იღებდა და
ეუბნებოდა:

– როგორი ლამაზია, ხომ, ჩემო ძვირფასო? თავს დავდებ,


რომ ძალიან გინდა, შენი იყოს.

როდა თანხმობის ნიშნად მონდომებით უქნევდა თავს,


ამაზე მისის პოსტს ეღიმებოდა და ამბობდა:
.
167
1
– ერთ მშვენიერ დღეს გახდება კიდევაც შენი, ჩემო
სიყვარულო. როცა მოვკვდები, ანდერძით შენ
დაგიტოვებ – მთელი გულით ვფიცავ. ედნა, შენც ხომ
გაიგონე, რა ვთქვი?

– კი, დედა, გავიგონე.

მერე კმაყოფილებისგან აკრიახებული მოხუცი ქალბატონი


ურთავდა:

– მაგრამ ნაადრევად ნუ გაიხარებ, ტკბილო, ჯერ


სიკვდილს ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენ დღეგრძელი
ოჯახიდან ვართ, არა, ედნა?!

– კი, დედა, ნამდვილად ასეა. მაგრამ ყოველთვის


მჯეროდა, რომ შენ სხვებზე მეტხანსაც კი იცოცხლებდი.

.
168
1
– ჩემმა ძვირფასმა მამამ ოთხმოცდაცამეტ წლამდე
იცოცხლა, – მოხუცი ქალბატონის სახეს სიამოვნების
ღიმილი ეფინებოდა, – და ასეთი ახალგაზრდა არ
მოკვდებოდა, თავზე ხე რომ არ დასცემოდა.

– ვიცი, – ეუბნებოდა როდა, – მოყოლილი გაქვთ.

– დედამ კიდევ მამის რეკორდი მოხსნა, – აგრძელებდა


მოხუცი ქალბატონი, – დედა ოთხმოცდაჩვიდმეტისა
გარდაიცვალა და ბევრი ამტკიცებს, დღემდე ცოცხალი
იქნებოდა, იმ ცივ ღამეს პენდელტონებს რომ ესტუმრა,
ფეხები რომ არ დასველებოდა და პნევმონია არ
დამართნოდაო.

მერე კი, ერთ შუადღეს, როცა ედნა სუპერმარკეტში


წასულიყო, ხოლო მოხუცი და როდა მარტონი იყვნენ,
მისის პოსტი როგორღაც უკანა, ხვეული კიბიდან
დაგორდა და კისერი მოიტეხა. ედნა რომ დაბრუნდა,
როდა მომხდარის მოსაყოლად კართან დაუხვდა.
უბედური შემთხვევა უცოდველი, დამაჯერებელი
მიზეზით აუხსნა. მოხუც ქალს უკანა კიბის ქვეშ კნუტის
კნავილი შემოესმა. დაუჩემებია, ცხოველი დაკარგულია
და სანახავად უნდა გავიდეო. ბავშვი უკან გაჰყოლია.
მერე მოხუცს, როგორღაც, კიბემდე მანძილი ვერ
.
169
1
გამოუთვლია, ფეხი აცდენია და ხუთი საფეხურით
დაბლა, მოცემენტებულ ეზომდე ჩაგორებულა. როდამ ის
ადგილიც აჩვენა, სადაც სხეული ეგდო და მისის
პენმარკი მეზობლებს იმ დროისთვის შეუერთდა, თავისი
ქალიშვილი უბედური შემთხვევის ამბავს ხელმეორედ
რომ ჰყვებოდა.

ედნა ბავშვს უცნაური, დაძაბული მზერით მიშტერებოდა.

– დედას კატები ეზიზღებოდა, – თქვა მან, – მთელი


ცხოვრება ეშინოდა მათი. სულ რომ ბალტიმორში
არსებულ ყველა კნუტს ჩვენი კიბის ქვეშ აეტეხა კნავილი,
მათ სანახავად მაინც არ გავიდოდა.

როდას განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა.

– კი მაგრამ, მის ედნა, ფაქტია, რომ გავიდა. გარეთ


პატარა კნუტის მოსაძებნად გავიდა, როგორც უკვე
ვთქვი.

– ახლა სადაა ის კნუტი? – ჰკითხა ედნამ.

– გაიქცა, – დარწმუნებით წარმოთქვა როდამ, –


დავინახე, როგორ ჩარბოდა კიბეზე. პატარა, ნაცრისფერი
კნუტი იყო თეთრი თათებით, – მერე, უეცრად
.
170
1
შეშფოთებულმა, ედნას სახელოზე მოქაჩა და დაურთო, –
შემპირდა, რომ მოვკვდები, შუშის ბურთი შენი
გახდებაო. ახლა ხომ გახდა ჩემი?

– როდა! როდა! – აღმოხდა მისის პენმარკს, – ასეთი რამის


თქმა როგორ შეგიძლია!

– მაგრამ მართლა შემპირდა, დედა, – თქვა როდამ


მოთმინებით, – შენი გახდებაო. მის ედნამაც გაიგონა.

ედნამ ბავშვს უცნაურად შეხედა.

.
171
1
– კი, შეგპირდა, – თქვა მან, – უკვე შენია. ახლავე წავალ
და მოგიტან.

მისის პენმარკს ეს ამბავი მტკივნეული სიცხადით


გაახსენდა და ახლა რომ დაუფიქრდა, ისიც მოაგონდა,
რომ არც თვითონ და არც მისი ქმარი გასვენებაში არ
დაუპატიჟებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა
მეზობლები უკლებლივ წავიდნენ. ისიც გაახსენდა, რომ
მოგვიანებით, როცა ედნას ლიფტთან შეხვდა და საუბარი
დაუწყო, გარდაცვლილის ქალიშვილმა, რომელიც აქამდე
მუდამ თავაზიანი და მეგობრული იყო, იმ დღეს ზურგი
შეაქცია, ვითომ, არაფერი გაუგონიაო... გარკვეული
დროის განმავლობაში როდა ყოველ ღამე დაწოლამდე
ბურთს ზედ იბნევდა; მერე ბალიშს ეყრდნობოდა,
ტუჩებს კუმავდა, თვალებს გარდაცვლილ ქალს რომ
სჩვეოდა, ისე ჭუტავდა და მოძრავ ოპალებს იმგვარად
აშტერდებოდა, თითქოს მოხუცისგან მხოლოდ კულონი
კი არა, ხასიათიც წაიღოო.

ემოციებს აყოლილი ქრისტინი სწრაფი ნაბიჯით


გაემართა ბავშვის ოთახისკენ. ოპალის ბურთი პატარა
გოგოს საწოლის ერთ-ერთ რიკულზე თილისმასავით იყო
ჩამოკიდებული. კულონი აიღო და რამდენიმე წამით
მუჭში გაიჩერა. მერე მოულოდნელად გააგდო, თითქოს
.
172
1
რაღაც ბოროტს შეეხო და იმან ხელი დასწვაო.

როცა როდა პარკიდან დაბრუნდა, წიგნის თავის


ადგილზე დადებაც ვერ მოასწრო, რომ ქრისტინმა მკაცრი
ხმით ჰკითხა:

– დებ ფერნებს რაც კლოდ დეიგლზე უთხარი, ყველაფერი


სიმართლე იყო?

– კი, დედა. სრული სიმართლე. ხომ იცი, რომ მას შემდეგ


აღარ ვტყუი, რაც მითხარი, აღარ მოიტყუოო.

ქრისტინმა ცოტა ხნით შეიცადა და განაგრძო:

– კლოდის დახრჩობის ამბავთან რამე – თუნდაც


სულ უმნიშვნელო – გაკავშირებს? როდა
გაოგნებული მიაშტერდა და მერე ფრთხილად
მიუგო:
– ამას რატომ მეკითხები, დედა?

– მინდა, სიმართლე მითხრა, როგორიც უნდა იყოს ის.


ყველაფერს გავუმკლავდებით, მაგრამ ამისათვის
სიმართლე უნდა ვიცოდე, – მერე ბავშვს მხარზე ხელი
დაადო და ემოციებს აყოლილმა დაურთო, – მინდა, რომ
თვალებში შემომხედო და ისე მითხრა. სრული
.
173
1
სიმართლე უნდა ვიცოდე.

ბავშვმა თავისი წრფელი მზერა შეანათა და უთხრა:

– არა, დედა. არაფერი მაკავშირებს.

– მომავალ წელს ფერნების სკოლაში აღარ წახვალ, –


მცირეხნიანი დუმილის მერე უთხრა მისის პენმარკმა, –
შენი იქ ყოფნა აღარ უნდათ.

.
174
1
ბავშვის სახეზე სიფრთხილის გამომეტყველება გაჩნდა.
დაიცადა, დარწმუნდა, რომ დედამისი საკითხის
განვრცობას აღარ აპირებდა, უკან ნელა დაიხია და თქვა:

– კარგი. კარგი, – მაშინვე თავისი ოთახისკენ გაემართა,


მაგიდას მიუჯდა და ფაზლის აწყობას შეუდგა.

მოგვიანებით ქრისტინმა თავისი საბეჭდი მანქანა


გამოიტანა და ქმრისთვის წერილის წერას შეუდგა. იმაზე
გაცილებით გრძელი გამოუვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ
წერდა ხოლმე. თარიღად 1952 წლის 16 ივნისი
მიუთითა და დაიწყო: ჩემო სიყვარულო, ჩემო
ცხოვრებავ!!! ბეჭდავდა და ბეჭდავდა, თითქოს მხოლოდ
ასე თუ დაიძვრენს თავს შემაწუხებელი ფიქრებისგანო.
დაწვრილებით უამბო მართლწერის მედალზე, რომლის
მოგებაც როდამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა;
დეიგლების ბიჭის სიკვდილზე მიწერა; იმასაც მოუყვა,
რომ ფერნის სკოლა მომავალ სემესტრში როდას
მიღებას აღარ აპირებდა; ბალტიმორში მოხუცი
ქალბატონის სიკვდილიც გაიხსენა.

ასე დაწერა, ვერ გამიგია, ეს ამბები ასე რატომ მაშინებსო.


ყოველთვის მშვიდ ადამიანად მივიჩნეოდი. ჩემი
.
175
1
სიმშვიდე იყო ერთ-ერთი იმ თვისებათაგანი, რომელზეც
ჩვენი შეხვედრის პირველ დღეს, მამიდაშენის ბინაში
მითხარი, ვაღმერთებ შენშიო; აი, მაშინ, როცა ყველა
დანარჩენი ერთმანეთის ხმების გადაფარვას ცდილობდა.
კვლავ გახსოვს ის დღეები? გახსოვს ის სიტყვები, რაც
მეორე საღამოს მითხარი, საცეკვაოდ ერთად რომ
წავედით? მე მახსოვს, სიყვარულო! თითოეული სიტყვა
მახსოვს! ის მომენტი მახსოვს, როცა პირველად მივხვდი,
რომ მიყვარდი და რომ ყოველთვის მეყვარებოდი.
გთხოვ, არ დამცინო, მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როცა
ხურდა ფული აკრიფე, მიმოიხედე და გამიღიმე.

როგორი ბედნიერი საღამო იყო. მაგრამ ახლა თავს ისე


ვგრძნობ, თითქოს რაღაც საშინელ მახეში ვარ
გამომწყვდეული, აქ მოხვედრას საერთოდ არ ველოდი
და არც თავის დაძვრენა ძალმიძს. ასე მგონია, რაღაც
ისეთთან უნდა მომიწიოს პირისპირ შეყრა, რომლის
დაძლევის უნარი არ გამაჩნია. იმდენი წვრილმანია,
იმდენი ფარული წვრილმანი, რომლებსაც არათუ ვერ
აგიხსნი, ჩემს თავშიც კი ვერ დავალაგებ ლოგიკურ,
გასაგებ აზრებად.

ამ გრძელ წერილში ამოკითხული სიტყვების


საფუძველზე დასკვნები არ უნდა გამოიტანო, რადგან ჩემ
.
176
1
მიერ მოთხრობილ ამბებს, როგორც თავადაც ხედავ,
ერთზე მეტი ახსნა შეიძლება მოეძებნოს. მაგრამ რა ვქნა,
რომ გონებიდან არ ამომდის მოხუცი მისის პოსტის
სხეული, რომელიც ცემენტზე იმ დროს აღმოჩნდა, როცა
როდა სტუმრობდა; და გონებიდან არ ამომდის
დეიგლების ბიჭის შუბლსა და ხელებზე ნაპოვნი
სისხლჩაქცევები, რომლებიც ჩემი თვალით არც კი
მინახავს. არ ვიცი. რა გითხრა, როცა მე თვითონაც
არაფერი ვიცი.

როგორ მინდა, რომ ახლა აქ იყო. ხომ ჩამიხუტებდი და


ჩემს სისულელეებზე ბევრს იცინებდი; შენი რბილი,
საამო ხმით იცინებდი და ლოყას ლოყაზე გამისვამდი და
მეტყოდი, რომ ტყუილად ვნერვიულობ. და, მიუხედავად
ამისა, გრძნეული რომ ვიყო და შენი ამ წამს ჩემთან გაჩენა
შემეძლოს, მაინც არ გაგაჩენდი აქ. გეფიცები, არ
გამოვიყენებდი ამ ძალას, ჩემო უძვირფასესო.

.
177
1
ჩემო ტკბილო! ჩემო ტკბილო! საშინლად განვიცდი. რა
ვქნა? მომწერე და მითხარი, რა უნდა ვქნა.
დაუყოვნებლად მომწერე – არ ვიცოდი, ასეთი სუსტი თუ
ვიყავი.

ბეჭდვას მორჩა, მაგრამ საბოლოო წერტილის დასმამდე


დიდი ხნით ადრე უკვე იცოდა, რომ წერილს არ
გააგზავნიდა, რადგან კარგად ესმოდა, კარიერისთვის
როგორ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა ამ მომენტში მისი
ქმარი. ესმოდა, რომ ახლანდელი წარმატება ან
წარუმატებლობა არა მხოლოდ კენეტის, არამედ მის
ბედსაც გადაწყვეტდა, რადგან მათი ცხოვრება
სამუდამოდ იყო ურთიერთგადაჯაჭვული. არა! კენეტს
მუშაობა წყნარად და შეუშფოთებლად უნდა
გაეგრძელებინა, თავად კი თავისი საქმეებისთვის უნდა
მიეხედა. როდას პრობლემა არსებითად მისი პრობლემა
იყო და გადაწყვეტითაც თავად უნდა გადაეწყვიტა.
რამენაირად უნდა გამკლავებოდა.

კონვერტზე მისამართი დაწერა, ბეჭედი დაასვა და


საწერი მაგიდის უჯრაში შეინახა. ამ უჯრას ყოველთვის
გასაღებით კეტავდა, რადგან რევოლვერიც იქ ედო. ამის
მერე თავი უკეთ იგრძნო: შესაძლოა, არაფრისგან ქმნიდა
პრობლემებს. შესაძლოა…
.
178
1
მეხუთე

კვირის ბოლოსკენ მისის ბრიდლავმა დაურეკა და უთხრა:

– საშინლად მრცხვენია, რომ ამდენი ხანია, როდას


მედალიონისთვის დრო ვერ გამოვნახე; მაგრამ ამ
დილით ქალაქში მივდივარ და ბარემ შევაკეთებ. როდას
თუ გამოართმევ, წასვლამდე ჩამოგაკითხავ და
გავიყოლებ.

ქრისტინმა მიუგო, რომ როდა კანკელების ვაზის დიდი


ტალავერის ქვეშ თამაშობდა, მაგრამ დარწმუნებული
იყო, რომ მედალიონს მის დაუხმარებლადაც იპოვიდა.
ბავშვი თავის ძვირფას ნივთებს კომოდის ზედა უჯრაში
ჩადებულ შოტლანდიური შოკოლადის ყუთში ინახავდა
და მედალიონიც უეჭველად მანდ ექნებოდა.

მედალიონი მართლაც იქ აღმოჩნდა, სადაც ვარაუდობდა


და ყუთის ადგილზე დაბრუნებისას მისის პენმარკმა
უჯრის ფსკერზე გადაკრული მუშამბის ქვეშ რაღაც
ბრტყელსა და მეტალისებურს დაჰკრა ხელი.
დაფარული ნივთის ამოსაცნობად ამობურცული ადგილი
საჩვენებელი თითით შემოხაზა და ინტუიციით
.
179
1
თავსდატეხილი პანიკით მოცულმა ნაჭერი რომ
მოგლიჯა, ხელთ კალიგრაფიის მედალი შერჩა.

რამდენიმე წამი ნანახის მნიშვნელობის გააზრება ვერ


შეძლო, გონებამ ამ აღმოჩენით განპირობებული დასკვნის
გამოტანაზე უარი უთხრა; წიგნში ოდესღაც ამოკითხული
ამბის ნაწილად აღიქვა; ამბისა, რომელსაც მის
ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა,
ყოველგვარი ღირებულებისგან იყო დაცლილი. მერე,
როცა მედლის აღმოჩენის მნიშვნელობა ბოლომდე
გაისიგრძეგანა, ნივთი მუშამბის ქვეშ დააბრუნა,
მტევნები ლოყებზე მიიჭირა და თავგზააბნეულმა

.
180
1
ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ შეძლო. „ყველაფერი, რაც
მედლის შესახებ მითხრა, ტყუილი იყო“, გაიფიქრა,
„ყველაფერი. მთელი ამ დროის განმავლობაში თვითონ
ჰქონდა“.

მერე ფანჯარასთან მივიდა და იქ შედგა, ქუჩის


გადაღმიდან თავისი ქალიშვილისა და კანკელების
ბავშვების მჭახე ხმები შემოესმა. ბავშვური სევდა
შემოაწვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უსაშველოდ
უსამართლოდ მოექცნენო; იმის გამო დასაჯეს, რაც
სინამდვილეში არ ჩაუდენიაო…

ასეთი რა უბედურება სჭირდა როდას? რატომ არ


შეეძლო, თანატოლი გოგოებივით მოქცეულიყო? რა იყო
მისი უცნაური, ასოციალური ქცევის საფუძველი?
ფიქრებით თავისი პატარა გოგოს ცხოვრებას გადაევლო –
დაბადებიდან მოყოლებული დღემდე – და შეეცადა
მიმხვდარიყო, სად დაუშვა შეცდომა მისი აღზრდისას,
მისდამი სიყვარულის გამოვლენისას – რადგან ახლა უკვე
ცხადი იყო, რომ ბევრი შეცდომა დაეშვა. თვითგვემის ამ
მომენტში საკუთარი თავის დადანაშაულების სურვილმა
აიტანა. რაც უნდა პატარა, რაც უნდა გულუბრყვილო
დაუდევრობები ჩაედინა, წინდაუხედავი
გადაწყვეტილებები მიეღო, მაინც უნდა აღმოეჩინა ისინი.
.
181
1
მაგრამ ვერაფრით შეძლო რაიმე მნიშვნელოვანის პოვნა.

ჯერ კიდევ ფანჯარასთან იდგა და ვერ გადაეწყვიტა, რა


მოემოქმედებინა. ხელები შფოთვისა და ეჭვების
სპაზმებისგან ხან მუჭებად ეკვროდა, ხანაც – ეშლებოდა.
ამ დროს კარზე მონიკამ დარეკა. ქრისტინმა სწრაფად
გაუღო და მედალიონი მიაწოდა. მონიკა ჩვეულზე
მხიარულ ხასიათზე ჩანდა. ისე ელაპარაკა მედალიონსა
და იმ მნიშვნელობებზე, რაც ამ ნივთს ერთ დროს
მისთვის ჰქონდა, თითქოს კვლავ ექიმი კეტელბაუმის
სავარძელში იჯდა და თერაპიისთვის ასოციაციების
ჯაჭვს აგებდა.

ქრისტინი უღიმოდა, უსმენდა და თავს უკრავდა, მაგრამ


გონებაში თითქმის არც ერთი სიტყვა არ შეუშვია.
„როდას თავიდანვე მიეწოდებოდა სიყვარული და
მზრუნველობა“, ფიქრობდა ის. „არასოდეს დარჩენილა
უყურადღებოდ და არასოდეს ყოფილა ზედმეტად
გათამამებული. უსამართლოდაც არავინ არასოდეს
მოქცევია. კენეტი და მე ყოველთვის ხაზგასმით
ვაგრძნობინებდით, რომ ჩვენთვის სასურველი და
მნიშვნელოვანი იყო. მისი არც აზროვნების მესმის და
არც ხასიათის. მისი არაფერი მესმის“.

.
182
1
– მედალიონს ჩემი მონოგრამა არასოდეს ჰქონია, –
ამბობდა მისის ბრიდლავი, – მაგრამ, თუ წინააღმდეგი არ
იქნები, როდასას მაინც ამოვაკვეთინებ უკანა მხარეზე.

„რაც უნდა იყოს მიზეზი“, გაიფიქრა ქრისტინმა,


მოსაუბრეს თავის დაკვრით ზერელედ მიუგდო, – კი, კი,
რა თქმა უნდა, – მერე ოდნავ შეტრიალდა და შუბლით
კარს მიეყრდნო, „გარემოს ამასთან არანაირი კავშირი არ
უნდა ჰქონოდა. მიზეზი რაღაც უფრო ღრმა უნდა
ყოფილიყო“. ქრისტინმა ამოიოხრა, თავი ასწია, მისის
ბრიდლავს კიდევ ერთხელ შეხედა და გაიფიქრა: „რაღაც
ბნელი. რაღაც ბნელი და აუხსნელი“.

– როდას მეორე სახელის ინიციალი ხომ არ აქვს? –


მხიარულად ჰკითხა მონიკამ, – რა უცნაურია, ამის
კითხვა აქამდე თავში აზრდაც არ მომსვლია.

ქრისტინი რეალობას დაუბრუნდა და უპასუხა, რომ


ბავშვის სრული სახელი როდა ჰოუვი პენმარკი იყო. ასე
კენეტის დედის, შეუბღალავი რეპუტაციის მქონე,
მედიდური ქალის საპატივცემულოდ დაარქვეს. უფროსი
მისის პენმარკი თავისი ვაჟის ბრავოს ოჯახის
წარმომადგენელზე დაქორწინების

.
183
1
გულმხურვალე წინააღმდეგი იყო. ბრავოები, მისი
თქმით, საერთაშორისო მაწანწალების ოჯახი გახლდათ,
ფესვების გადგმა ვერსად რომ ვერ მოეხერხებინათ.
დისიდენტი ბოჰემიელები იყვნენ, ყოველ შემთხვევაში,
რიჩარდ ბრავო, ოჯახის მამა, ნამდვილად ასეთი იყო. ეს
მისი ნაწერებიდან კარგად ჩანდა, რადგან გამუდმებით
ფუნდამენტური და საუკუნოდ დადგენილი წესრიგის
წინააღმდეგ გამოდიოდა, ისეთ საკითხებს აყენებდა
კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორებსაც მასზე მეტად
სტაბილური ადამიანები თაობიდან თაობამდე
ინახავდნენ და პატივს სცემდნენ. ის საშინელი
შედეგებიც იწინასწარმეტყველა, რასაც თავისი ვაჟი
უპირობოდ მოიმკიდა, თუკი არ დაიშლიდა და „ამ
სიგიჟეში“ თავს გაყოფდა. სურდა, ის მაინც ყველას
დაემახსოვრებინა, რომ თავიდანვე ყველაფერს ცხადად
ხედავდა და თავისი ვალი პირნათლად შეასრულა –
შვილი წინასწარ გააფრთხილა, იმისდა მიუხედავად, თუ
რამდენად რთული იყო მისთვის ეს; იმისდა
მიუხედავად, თუ რამდენად მტკივნეული იყო დედის
გულისთვის ვაჟის გულისსწორის დაწუნება. როდას
ეჭვიანი მოხუცი ქალის საპატივცემულოდ შეურჩიეს
სახელი, რომ ამით მისი ამპარტავნებისთვის ხარკი
მიეგოთ; რომ ასე ეცადათ მისი კეთილგანწყობის
მოპოვება – ამ ცდას სრული წარმატებით დაგვირგვინება
.
184
1
არ ეწერა.

მონიკამ მედალიონი გამოართვა, ჩანთაში ჩაიგდო და


თქვა:

– აჰ, კი, ეგ ახალი ინგლისისეული ტიპი ჩემთვის


ნაცნობია; კარგად ნაცნობია, ძვირფასო.

რომ წავიდა, ქრისტინი პარკზე გამავალ ფანჯარას


მიუჯდა. საჩვენებელი თითი სკამის მხარზე
გაუცნობიერებლად დაუსრიალებდა. შვილზე ფიქრობდა
და სამოქმედო გეგმას სახავდა. მერე, მოულოდნელად,
იგრძნო, რომ ასე ადრეც ყოფილა, ეს დამქანცველი
ფიქრები ადრეც ჰქონია და როგორც მაშინ ვერ უპოვია
გამოსავალი, ახლაც ისევე უშედეგო იქნებოდა ეს
მცდელობები. კვლავ საკუთარი თავი შეეცოდა. ქმარს ეს
არასოდეს უთქვამს, მაგრამ მაინც იცოდა, რომ
ბალტიმორში მოხუცი ქალის სიკვდილი და მოგვიანებით
ბავშვის პროგრესული სკოლიდან ქურდობის
ბრალდებით გამოგდება იყო იმის რეალური მიზეზი,
რატომაც კენეტმა ამ ქალაქში გადმოსასვლელად ახალი,
გარკვეულწილად ნაკლებად პრესტიჟული თანამდებობა
ითხოვა, რადგან ასე სრულიად უცხო ადამიანების
გარემოცვაში აღმოჩნდებოდნენ... მაგრამ როცა თავის
.
185
1
შეცოდებით გული იჯერა, როცა ყველა ის შემთხვევა
ჩამოთვალა, როცა უსამართლოდ მოექცნენ, როცა უფრო
ბედნიერ ქალებს შეადარა თავისი თავი, იმ ქალებს,
რომელთა შვილებიც ჩვეულებრივები და მარტივად
მისახვედრები იყვნენ, გაწონასწორებულობა დაიბრუნა,
და მასთან ერთად იმედი და სამყაროსადმი ჩვეული
კეთილგანწობაც.

დაუსაბუთებელი დასკვნების გამოტანას შეეშვებოდა.


იქნებ, როდას გულწრფელად და დამაჯერებლად შეეძლო
აეხსნა, როგორ გაჩნდა მის უჯრაში კალიგრაფიის
მედალი. შესაძლოა, როცა დები ფერნები თავს დააცხრნენ
და ჩამჭრელი კითხვები დააყარეს, ის უბრალოდ შეშინდა
და მედალის ადგილმდებარეობა ვერ გაამხილა. თანაც ამ
კონკრეტულ შემთხვევაში არც კი მოუტყუებია, მხოლოდ
სიმართლე დამალა, რადგან, რამდენადაც იცოდა, არავის
მოსვლია თავში, ბავშვისთვის ეკითხა, მედალი შენ ხომ
არ გაქვს, ან ხომ არ იცი, სად არისო.

სახე ცივი წყლით დაიბანა, პომადა წაისვა და ათი წუთით


ჩამოჯდა, რომ საბოლოოდ აეყვანა თავი ხელში. მერე
ქუჩა გადაკვეთა, კანკელების უკანა ეზოში შევიდა და
როდა წამოიყვანა. როცა სახლში დაბრუნდნენ, მედალი
სამალავიდან გამოიტანა და მაგიდაზე დადო. როდას
.
186
1
აღელვებისგან თვალები გაუფართოვდა, მერე
გადაატრიალა და ფრთხილად მოხუჭა.

.
187
1
– როგორ აღმოჩნდა კალიგრაფიის მედალი შენს
უჯრაში? – ჰკითხა ქრისტინმა, – სიმართლე მითხარი,
როდა.

როდამ ცალი ფეხსაცმელი გაიხადა, ნელა დაათვალიერა,


ისევ ჩაიცვა, მაგრამ პასუხის გაცემას მაინც აყოვნებდა.
მერე გაიღიმა, დედამისს ცეკვა-ცეკვით გაეცალა.
ქრისტინმა იცოდა, რომ ბავშვის ამ მოძრაობით
ნაცნობები ყოველთვის იხიბლებოდნენ და როდა ახლა
ამას დროის მოსაგებად აკეთებდა.

– როცა ახალ სახლში გადავალთ, შეიძლება, ვაზის


ტალავერი ჩვენც გვქონდეს? შეიძლება? შეიძლება, დე?

– კითხვაზე მიპასუხე, როდა! მაგრამ გაითვალისწინე,


რომ პიკნიკის დღეზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე გგონია.
მის ოქტავია ფერნი შეხვედრისას ბევრ რამეს მომიყვა. ასე
რომ, გთხოვ, ჩემ დასამშვიდებლად ახალი ისტორიის
შეთხზვით თავი არ შეიწუხო.

მაგრამ ბავშვი ხმას მაინც არ იღებდა. მისი გონება


მუშაობას განაგრძობდა და თან დედამისისგან ელოდა
საუბრის გაგრძელებას, რომ დაცდენილ სიტყვებში
.
188
1
ამოეცნო ის პასუხები, რომელსაც მისგან ელოდნენ.
მაგრამ ქრისტინი თითქოს განზრახვას მიუხვდაო.
ბავშვის ცივი გონებით გამოანგარიშებულმა, მაგრამ
მოუქნელმა მცდელობამ – თავი დაეძვრინა შექმნილი
სიტუაციიდან, კიდევ მეტად გააღიზიანა და მხოლოდ ეს
თქვა:

– როგორ აღმოჩნდა კლოდ დეიგლის მედალი შენი


კომოდის უჯრაში? იქ თავისით ნამდვილად ვერ
ჩახტებოდა. პასუხს ველოდები, როდა.

ქრისტინი სკამიდან წამოდგა და ოთახში სიარულს


მოჰყვა, სიბრაზემ მოულოდნელად დაუარა ტანში. ბავშვი
რიგიან გატყეპას იმსახურებსო, გაიფიქრა. როდაზე
არავის არასდროს ხელი არ აღუმართავს და, შესაძლოა,
სწორედ ამის ბრალი იყო, ასეთ დღეში რომ ჩაცვივდნენ.
მაგრად და გულდასმითაა გასატყეპი; სასწრაფოდ უნდა
ჩაუტარდეს გაკვეთილი სიკეთესა და სხვა
ადამიანებისადმი მზრუნველობის მნიშვნელობაზე.
მაგრამ სიბრაზე მალევე ჩაუცხრა და მაშინვე თავს
გამოუტყდა, რომ რაც უნდა ჩაედინა ბავშვს, მისთვის
ტკივილის მიყენებას ვერასოდეს შეძლებდა. შესაძლოა, ეს
როდამაც იცოდა. შესაძლოა, სწორედ ამაში იყო მისი
თავაზიანი და შეუპოვარი სიჯიუტის ძალა.
.
189
1
– არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა იქ მედალი, დედა, – როდას
თვალები უცოდველობისგან გაფართოვებოდა, – საიდან
უნდა ვიცოდე, როგორ აღმოჩნდა იქ მედალი?!

– იცი. მშვენივრად იცი, როგორც აღმოჩნდა.

ქრისტინი კვლავ ჩამოჯდა და შერბილებული ხმით


განაგრძო:

– პირველი, რისი გაგებაც მაინტერესებს, ესაა: პიკნიკის


დღეს ერთხელ მაინც – ერთხელ მაინც – თუ გახვედი
ნავმისადგომზე?

.
190
1
– კი, დედა, – ორჭოფობით წარმოთქვა როდამ, – ერთხელ
გავედი.

– ეს იქამდე იყო, სანამ კლოდს გამოიჭერდი, თუ მერე?

– კლოდი არ გამომიჭერია, დედა. საიდან მოიტანე?

– ნავმისადგომზე როდის გახვედი, როდა?

– ძალიან ადრე. პიკნიკზე რომ მივედით, მალევე.

– ხომ იცოდი, რომ იქ წასვლა გეკრძალებოდათ? რატომ


წახვედი?

– დიდი ბიჭებიდან ერთ-ერთმა თქვა, ხიმინჯებზე


პატარა ნიჟარები იზრდებაო. არ მჯეროდა, რომ ნიჟარებს
ხეზე გაზრდა შეეძლოთ და ამაში დასარწმუნებლად
წავედი.

– მიხარია, ნავმისადგომზე ყოფნა მაინც რომ აღიარე, –


თავი დაუკრა ქრისტინმა, – მის ფერნმა მითხრა, რომ
ერთ-ერთმა მცველმა დაგინახა, როგორ ბრუნდებოდი
იქიდან. მაგრამ მას თუ დავუჯერებთ, ეს იმაზე
გაცილებით გვიან მოხდა, ვიდრე შენ ამბობ. მას თუ

.
191
1
დავუჯერებთ, ეს ლანჩამდე სულ ცოტა ხნით ადრე
მოხდა.

– ჰოდა, ცდება. ეს მის ფერნსაც ვუთხარი. იქ იმ დროს


ვიყავი, რა დროც გითხარი, – მერე, თითქოს იგრძნო, რომ
პირველი ქულა მოიგოო, დაურთო, – მაგ კაცმა
დამიყვირა, გამოდი მანდედანო და მეც გამოვედი.
გაზონზე დავბრუნდი და კლოდიც დავინახე. მაგრამ არ
შემიწუხებია. უბრალოდ ველაპარაკებოდი.

– რაზე ელაპარაკებოდი?

– ვუთხარი, კი მეწყინა, რომ ვერ მოვიგე მედალი, მაგრამ


შენ სამართლიანად დაიმსახურე-მეთქი. მერე კლოდმა
მითხრა, მომავალ წელს აუცილებლად შენ მოიგებო,
რადგან ერთსა და იმავე მოწაფეს მედალს ორჯერ
არასოდეს აძლევენო.

ქრისტინმა უიმედოდ გაიქნია თავი.

– გთხოვ! გთხოვ, როდა! ეს თამაში არაა. სიმართლე უნდა


ვიცოდე.

– კი მაგრამ, სიმართლეს გეუბნები, – გულწრფელად


წარმოთქვა როდამ, – არც ერთი სიტყვა არ მომიტყუებია.
.
192
1
ქრისტინი ცოტა ხნით ჩუმად იყო, მერე კი თქვა:

– მის ფერნმა მითხრა, რომ ერთ-ერთმა ზედამხედველმა


დაგინახა, როგორ შეეცადე კლოდის პერანგიდან მედლის
მოგლეჯას. მართლა დაინახა იმ გოგომ ის, რასაც ამბობს,
რომ დაინახა?

.
193
1
– ეგ გოგო მერი ბეტ მასგროუვია, – თქვა როდამ, –
ყველას მოსდო, რომ დამინახა; ლეროი ჯეზაპმაც კი იცის,
რომ მერი ბეტ მასგროუვიმ დამინახა, – აქ შეჩერდა, მერე
ნათელი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა, თითქოს
სრული გულახდილობის მეტი აღარაფერი დარჩენიაო და
განაგრძო, – კლოდი და მე ჩვენ გამოგონილ თამაშს
ვთამაშობდით. მითხრა, თუ ათი წუთის მანძილზე
შევძლებდი მის დაჭერას და მედალზე ხელის შეხებას –
აი, როგორც გაშეშობანაშია – მაშინ ერთი საათით
დამრთავდა მედლის ტარების უფლებას. როგორ
შეუძლია მერი ბეტს იმის მტკიცება, რომ მედალი კლოდს
გამოვართვი? არ გამომირთმევია.

– მერი ბეტს არ უთქვამს, რომ მედალი გამოართვი. თქვა,


რომ ხელი წაავლე და სცადე, გამოგერთმია. ასე თქვა,
რომ დავიყვირე, კლოდი სანაპიროსკენ გაიქცაო. იმ დროს
უკვე გქონდა მედალი?

– არა, დედა. იმ დროს არ მქონია.

დაკითხვის ქვეშ მყოფი როდა უფრო და უფრო


იბრუნებდა თვითდაჯერებას და როცა საბოლოოდ
დარწმუნდა, რომ დედამისმა თითქმის არაფერი ან
ძალიან ცოტა იცოდა, მიუახლოვდა, მკლავები კისერზე
.
194
1
შემოხვია და ისეთი სითბოთი აკოცა ლოყაზე, რომ
ქრისტინი საბოლოოდ მოლბა.

– როგორ ჩაგივარდა მედალი ხელში, როდა? – თქვა


ბოლოს.

– აჰ, ეგ მოგვიანებით მოხდა.

– ზუსტად უნდა მომიყვე, რა მოხდა, როდა.

– როცა კლოდმა პირობა არ შეასრულა, – თქვა როდამ, –


სანაპიროზე ჩავყევი. იქ გაჩერდა და მითხრა, რომ
მედალს მთელი დღით მათხოვებდა, თუ იმ ორმოცდაათ
ცენტს მივცემდი, შენ რომ სახარჯად გამატანე.

– ეს სიმართლეა, ჩემო ძვირფასო? მართლა ასე იყო?

– კი, დედა, – ასე მარტივად მოპოვებული


გამარჯვებისგან როდას ხმაში ოდნავშესამჩნევი
დამცინავი ტონი გაეპარა, – ზუსტად ასე მოხდა.
ორმოცდაათი ცენტი მივეცი და მედლის ტარების
უფლება მომცა.

– მაგრამ თუ მედლის ტარებისთვის ფული გადაუხადე,


მის ფერნი რომ კითხვებს გისვამდა, ესეც რატომ არ
.
195
1
უთხარი? ამდენი ხანი რატომ მალავდი ამ ამბავს?

ბავშვი ვითომ აღელდაო, სლუკუნი და თვალების ცეცება


დაიწყო.

– მის ფერნს არ მოვწონვარ. არ მოვწონვარ, დედა! ძალიან


არ მოვწონვარ. შემეშინდა, რომ თუ მედლის ქონაში
გამოვუტყდებოდი, ჩემზე ცუდ რაღაცებს იფიქრებდა, –
მერე დედისკენ გაექანა, ჩაეხუტა, თავი მის მხარზე
დაასვენა და თვალები ზევით აღაპყრო, თითქოს
მინიშნებას ელოდებაო.

.
196
1
– ხომ იცოდი, როგორ უნდოდა მისის დეიგლს მედლის
პოვნა? იცოდი, როგორ გადაუხადა იმ კაცებს ფული, რომ
ხელახლა ჩასულიყვნენ წყალში მის მოსაძებნად; ამაზე
ვილაპარაკეთ. იცოდი, რომ გასვენების დღე მედლის
პოვნის იმედით გადაწია. უნდოდა, კლოდისთვის
საფლავში ჩაეტანებინა. ეს ყველაფერი ხომ იცოდი,
როდა?

– კი, დედა. ალბათ ვიცოდი.

– თუ იცოდი, როგორ განიცდიდა მედლის დაკარგვას,


რატომ არ მიეცი? თუ შენით მიტანის გეშინოდა, მე
წავიღებდი შენ მაგივრად.

ბავშვს არაფერი უთქვამს; მხოლოდ დამამშვიდებელი


ხმები ამოუშვა ყელიდან და დედას კისერზე ნაზად
მოეფერა. ქრისტინი დაელოდა, მერე თვალები დახუჭა
და თქვა:

– მისის დეიგლს კლოდის სიკვდილმა გული გაუტეხა.


თითქმის განადგურდა. არა მგონია, ამის ბოლომდე
გადატანა ოდესმე შეძლოს, – ბავშვის მკლავები კისრიდან
მოიშორა, თავი ააწევინა და უთხრა, – გესმის, რასაც
ვამბობ? ცოტათი მაინც გესმის, როდა?
.
197
1
– ალბათ კი, დედა. ანუ, მგონია, რომ კი, დედა.

მაგრამ ქრისტინმა ამოიოხრა და გაიფიქრა: „სრულიადაც


არ ესმის. ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს, რის თქმას
ვცდილობ“.

როდამ თავი ჯიუტად გაიქნია და თქვა:

– სულელური სურვილია, პიჯაკზე მედალმიბმული რომ


უნდოდა კლოდის დასაფლავება. კლოდი უკვე მკვდარი
იყო, ხომ?! საიდან გაიგებდა, მედალი მიბნეული ჰქონდა
თუ არა?

თავისდა გასაკვირად, ბავშვმა იგრძნო, როგორ შეკრთა


დედამისი. შეცდომა რომ გამოესწორებინა, ლოყა პატარ-
პატარა, ძლიერი კოცნებით დაუფარა.

– აჰ, ჩემი დედიკო ყველაზე საყვარელია! – თქვა მან, –


ვისაც ვიცნობ, ყველას ვეუბნები, რომ მსოფლიოში
ყველაზე საყვარელი დედიკო მყავს!

მაგრამ ქრისტინმა შვილი ჩამოიცილა და, ფანჯარასთან


ეულად მჯდარმა, ხეებში გახერგილ ქუჩას დაუწყო
ყურება. რადგან ათასგზის ნაცადმა და წარმატებით
.
198
1
დაგვირგვინებულმა ხერხმა ამჯერად ასე უცნაურად ვერ
გაჭრა, როდამ თავი ცალ მხარეს გადააგდო და თქვა:

– კლოდის დედას თუ ასე ძალიან უნდა პატარა ბიჭის


ყოლა, წავიდეს და ობოლთა თავშესაფრიდან
გამოიყვანოს ერთი.

ამის გაგონებაზე ქრისტინმა ის ქნა, რაც აქამდე არასოდეს


უქნია; ბავშვი უეცრად თავსდატეხილი ზიზღით
მოიშორა და თქვა:

.
199
1
– გთხოვ, წადი! ნუღარ მელაპარაკები!
ერთმანეთისთვის არაფერი გვაქვს სათქმელი.
როდამ მხრები აიჩეჩა და დაყვავებით თქვა:
– კარგი, მაშინ. კარგი, დედა.

მერე პიანინოს მიუჯდა და წინა კვირას მასწავლებლისგან


მიღებული ნოტების გარჩევა დაიწყო. გულწრფელი
მონდომებით მეცადინეობდა, ენა კბილებშორისი
ღარიდან გამოვარდნოდა და როცა არასწორ ნოტს
აიღებდა, ოხრავდა, უკმაყოფილოდ თავს აქნევდა და
სულ თავიდან იწყებდა დაკვრას.

ოდნავ მოგვიანებით ქრისტინი ლანჩის მზადებას


შეუდგა. როცა ქალიშვილთან ერთად ჭამას მორჩა და
უკანასკნელ გარეცხილ თეფშს ინახავდა, სამზარეულოს
ფანჯრიდან გაიხედა და შიდა ეზოში მდგარ ლეროის
ჰკიდა თვალი. მეეზოვემ ჩაიცინა და თავისი ყვითელი,
უსწორმასწორო კბილები გამოაჩინა, მერე თვალები
გამომწვევად გადაატრიალა და ზურგი შეაქცია. წინა
ღამით ცოლთან ერთად ლუდის დასალევად წასულიყო
და ახლა ჯერ კიდევ გამოყოლილი ნაბახუსევი აწუხებდა.
ეს ხიზილალაზე ნასუქი, ვარდისფრად ჩამრგვალებული
ქრისტინ პენმარკი, გაიფიქრა გზად. ეს უტვინო ქერა!
მთელი ცხოვრება რო ღრუბლებში დაფრინავს, ფუ!
.
200
1
ნამდვილი ქარაფშუტა ქერა. ამ შტერ ქრისტინს როდა
თავზე ყავს შემომჯდარი.

ლეროი სარდაფის სიგრილეში შევიდა და გონებაში


კვლავ სარწყავი მილის ინციდენტი ამოუტივტივდა.
გაახსენდა, როგორ უხეშად მიმართა იმ დღეს მისის
ბრიდლავმა. ჯერ კიდევ არ დასცლოდა მისთვის
სამაგიეროს გადახდა, მარა ამის დროც მოვიდოდა; აი,
ნახავდნენ, თუ არ მოვიდოდა...

მისის ბრიდლავს გარაჟის კარი ღია დარჩენოდა, მანქანა


კი არსად ჩანდა. ეტყობა, ქალაქის ცენტრში წასულიყო
ფულის საფლანგავად და სალაქლაქოდ. ქაღალდში
გახვეულ ლანჩს კი არ შეექცეოდა; არა, ბატონო.
რომელიმე მდიდრულ რესტორანში შებრძანდებოდა მისი
უდიდებულესობა და იქაქანებდა და იქაქანებდა.
ლეროიმ ხარახურით სავსე ოთახს შეავლო თვალი და
კუთხეში მიტოვებული დიდი მიწის საფხეკი შენიშნა.
სამოქმედო გეგმა დასახა და სიამოვნებისგან სიცილი
წასკდა. მიწის საფხეკი გარეთ გამოაგორა და მისის
ბრიდლავის გარაჟის წინ გააჩერა. მერე, თითქოს ეს
საკმარისი არ არისო, თავისი სათლები იქვე დაალაგა და
საწმენდ ჯოხზე წამოცმული სველი ტილო მიწის საფხეკს
გადაატარა, რომ ნამოქმედარის სიმყრალე ჰაერშიც
.
201
1
განფენილიყო. რომ მორჩა, ბოლოჯერ შეავლო იქაურობას
თვალი და როცა ნახელავის არტისტულობაში
დარწმუნდა, სარდაფში დაბრუნდა, ლანჩის ჭამა
დაასრულა და იქვე ხითხითით ჩამოჯდა. ლეროი იმის
წარმოდგენამ გაართო, რა სახე ექნებოდა მისის
ბრიდლავს, მანქანიდან ცხელ მზეში გადმოსვლა და
გარაჟის წინ აზიდული წინაღობის ჩამოცილება რომ
მოუწევდა.

სარდაფში სახელდახელოდ მოწყობილი საწოლი ედგა –


ერთ კუთხეში, ძველი, დამტვრეული სავარძლის უკან
მოექუჩებინა ქაღალდები და ნახერხი. თუ კორპუსის
მცხოვრებთაგან ვინმე შიგნით შეჭვრეტას გადაწყვეტდა,
ამ ადგილს ადვილად ვერ შეამჩნევდა; და ხშირად, როცა
ისეთ ხასიათზე იყო, როგორზეც დღეს, იქ უყვარდა
შეძრომა და ყველასგან უჩუმრად წათვლემა. ახლაც
ქაღალდებსა და ნახერხზე გადაფარებული ძველი,
დალიანდაგებული საბანი გაასწორა, ზედ გაწვა,
ავხორცულად ამოიხვნეშა და გონება საჯირითოდ
გაუშვა. დაფიქრდა, ნეტა ის ვნებიანი ქერა რითი ერთობა
ხოლმე,

.
202
1
მისი ქმარი ასე ხშირად როა წასულიო. თავისი ნება რო
იყოს, დიდი სიამოვნებით ჩამოიყვანდა აქ და ანახებდა,
დროსტარება როგორ უნდოდა. ამ წამს ისეთ განწყობაზე
იყო, რო მასზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა. და როცა
მასთან ყოფნით გულს იჯერებდა, ის ტვინგამორეცხილი
ქერა გაიქცეოდა და ქმარს წერილს მიწერდა, უკან
ჩამოსული აღარ გნახოო. ლეროიმ მხარი იცვალა და
ჭერზე მცოცავ ბუზს მიაშტერდა.

ეგ უტვინო ქერა, ვერაფერს იტყვი, გარეგნობით არ


დაიწუნებოდა – ბევრ კინოვარსკვლავს უჯოკრავდა.
მაგრამ ლეროისთვის ზედმეტად შტერი იყო. ზედმეტად
რბილი და მოსულელო. მისი მოთვინიერება და მოდრეკა
უმარტივესი საქმე იქნებოდა. საკმარისი იყო, ნამცეცები
გადაგეყარა და ისე აკენკავდა, როგორც დაგიბარებია.
ამით მეტისმეტად გავდა თავის ცოლს... მარა ის ავი
პატარა როდა სუ სხვა ამბავია. იმ ავ გოგოს ადვილად ვერ
გააბითურეფ. და როცა გაიზრდება, მერე ხო საერთოდ
საშიში გახდება. თუ ვინმე კაცი გაუბედავს და ცუდათ
მოქცევას დაუპირებს, თვალის დაუხამხამებლად
გამოაძრობს სხეულიდან ხერხემალს. ლეროის
კმაყოფილებით გაეღიმა, ავხორცულმა ფანტაზიებმა
მოიცვა, საწოლზე ნელა გადაბრუნდა და მომენტალურად
ჩაეძინა.
.
203
1
მისის პენმარკმა როდა პარკში სათამაშოდ რომ გაუშვა,
ბავშვის სასკოლო კაბებისთვის ამორჩეული ნაჭერი
გადმოიღო და პირველის კერვას შეუდგა. ნაჭერი უკვე
თარგზე გამოეჭრა, როცა თავისი ბინისკენ მიმავალმა
მისის ბრიდლავმა გზად მასთან შევლა გადაწყვიტა.
ქალაქში მგზავრობას მოეღალა და რაღაცაზე
გაბრაზებულიც ჩანდა. ქრისტინს შეთავაზებული
ყინულიანი ჩაი ჩამოართვა, მოყლუპა და უთხრა:

– ერთი დღითაც აღარ ვაპირებ ლეროის ატანას. სულ


უფრო საზიზღარი ხდება. მის საცოდავ ცოლსა და
ბავშვებზე რომ არ შემტკიოდეს გული, უკვე... – აქ სიტყვა
გაუწყდა, მხრები აიჩეჩა და გააგრძელა,
– მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე კიდევ ერთხელ საუბარს?
უჩემოდაც კარგად იცნობ. მომხდარის განხილვას არ
ვაპირებ!

მაგრამ, რა თქმა უნდა, განიხილა, თანაც – დეტალურად.


საუბარს რომ მორჩა, ხასიათზე მოსვლაც მოესწრო და
სიცილითა და თავის უკან სწრაფი გადაგდებით თქვა:

– მაგრამ რატომღა მოვიკატუნო თავი, ძვირფასო


ქრისტინ? ლეროის თათხვა მსიამოვნებს და
.
204
1
დარწმუნებული ვარ, ეს თვითონაც მშვენივრად
მოეხსენება. არის ჩემში რაღაც ბაზრის ქალისეული და
ლეროი ერთადერთია, ვისაც ამ თვისებების ზედაპირზე
ამოტანა და სუფთა ჰაერზე განიავება შეუძლია.

ქუდი მოიხადა, სავარძელზე მიაგდო და მოულოდნელად


შესძახა:

– როდას მედალიონი! მაგისთვის შემოვედი და არა


ლეროი ჯეზაპზე სალაყბოდ.

მერე ახსნას მოჰყვა, როგორ მიიტანა მედალიონი


პეიჯსონებთან, რადგან მათ ქალაქში საუკეთესო
იუველირებად თვლიდა და როგორ ესაუბრა თვით
მოხუც მისტერ პეიჯსონს, რომელსაც დიდი ხანია,
იცნობდა. მისტერ პეიჯსონს მისი სიტყვებისთვის
მოუსმენია და მისი არჩევანიც მოუწონებია; მაგრამ ისიც
უთქვამს, რომ მედალიონის ორი კვირით დატოვება
მოუწევდა. ესეც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან
საქმეები თავზე საყრელად ჰქონდა. ამაზე მისტერ
პეიჯსონისთვის უპასუხებია, რომ

.
205
1
მედალიონის იმავე დღეს წამოღების იმედი ჰქონდა და
არა ორი კვირის შემდეგ – უფრო მეტიც, იმედოვნებდა,
რომ საქმე ორ საათშიც გაკეთდებოდა. მაგრამ მისტერ
პეიჯსონს თავისი ფუყე თავი გაუქნევია და უთქვამს, რომ
ეს გამორიცხული იყო – უბრალოდ, ფიზიკურად
შეუძლებელი.

– წარმომიდგენია, ამაზე რა უპასუხე საცოდავ მოხუცს! –


გაეღიმა ქრისტინს.

– ოჰ, ეჭვი მეპარება, – მხიარულად შეჰყვირა მისის


ბრიდლავმა, – ეჭვი მეპარება, რომ შენც კი, ასე ძალიან
კარგად რომ მიცნობ, ძვირფასო ქრისტინ, შეგიძლია
გამოიცნო, როგორ გავუმკლავდი მისტერ პეიჯსონს! –
თავისი უზარმაზარი, ცილინდრისებრი ფეხები წინ
გამოდო და გააგრძელა, – საკითხს ძალიან მარტივად და,
შეიძლება ითქვას, ოსტატურადაც კი მივუდექი. მშვიდი
ხმით ვუთხარი, არ უნდა დაგავიწყდეთ, ძვირფასო
პეიჯსონ, რომ ამ წელს ისევ მე ვუძღვები „სახალხო
სკივრის“ საქველმოქმედო საქმიანობას და ერთი სული
მაქვს, როდის დამიბრუნდება მედალიონი, რადგან
მაშინვე სახლში უნდა გავიქცე და შემოწირულობების ის
ცხრილი გავაკეთო, რომლის მიხედვითაც მოვთხოვ
ინდივიდებსა და კომპანიებს ფულის გაღებას-მეთქი.
.
206
1
თუმცა, უმედალიონოდაც მიხარია, რომ მაღაზიაში
შემოგიარეთ, რადგან აზრზე არ ვიყავი, რომ თქვენს
ბიზნესს ასე სარფიანად მიუდიოდა საქმეები. აქამდე
ვფიქრობდი, ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობა
მიმეწერა თქვენთვის, მაგრამ დღეს ნანახმა დამარწმუნა,
რომ ციფრი უნდა გავზარდო – კი, კი, ნამდვილად უნდა
გავზარდო-მეთქი!

– მონიკა! მონიკა! როგორ არ გრცხვენია!

– რატომ უნდა მრცხვენოდეს?! – შეჰკივლა მისის


ბრიდლავმა, – ოდნავადაც არ მრცხვენია, ჩემო ძვირფასო
ქრისტინ!... ვგონებ, ორიათას ხუთასი იქნება
სამართლიანი შემოწირულობა თქვენნაირი
ბიზნესისთვის-მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, რა თქმა უნდა,
თან თვალიც ჩავუკარი. რას ვგულისხმობდი, მარტივად
კი მიმიხვდა, მაგრამ ასე მითხრა, რამდენიც
გაგიხარდებათ, იმდენის ჩაწერა შეგიძლიათ ჩემს
სახელზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვალდებული
ვარ, გადავიხადოო. არ არსებობს კანონი, რომელიც
მაიძულებს, რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ
თუნდაც პენი გამაღებინოს
„სახალხო სკივრისთვისო“, – მისის ბრიდლავმა ჭიქა
დადო და ხელსახოცის კიდით თვალები მოიწმინდა, –
.
207
1
ასე გგონიათ, მისტერ პეიჯსონ-მეთქი? – ვკითხე.
დარწმუნებული ხართ, რომ არ ცდებით-მეთქი? ეჭვიც არ
მეპარებაო, მითხრა. შედეგად, მომიწია, ამეხსნა, როგორ
ვუმკლავდებით ხოლმე მსგავს შემთხვევებს. მათ
„რთულად ამოსაღებთა“ საქაღალდეში ვდებთ და ამის
მერე ჩვენს მოხალისეებს ვუშვებთ საქმეზე. ასე ვუთხარი,
პირველ რიგში გასული წლის დებიუტანტებს ვუხმობთ,
ეს გოგოები ქველმოქმედების სახელით ყველაფერზე
არიან წამსვლელები. მათ დაევალებათ, რომ თქვენი
ფულის მრიცხველის წინ დადგნენ და მოთქმა-გოდება
დაიწყონ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღაზია
კლიენტებით იქნება გავსებული, ისინი ვედრებას
დაგიწყებენ, რომ კეთილი საქმისთვის ფული გაიმეტოთ.
მაგრამ თუ ეს არ იმუშავებს, მომიწევს საქმეში მოხუცი
მის მინი პრინგლი ჩავრთო – აი, ის კი ნამდვილადაა
ხვეწნა-მუდარის არნახული ექსპერტი-მეთქი. ჰოდა,
როგორც კი მის მინის სახელი ვახსენე, მივხვდი, რომ
საქმე მოგებული იყო, ჩემო ძვირფასო.

აქ მისის ბრიდლავი შეყოვნდა და ქრისტინს აუხსნა, რომ


რადგან მას ჯერ კიდევ არ ჰქონია მის პრინგლის
გაცნობის ბედნიერება, წინ დიდი სიამოვნება ელოდა. მის
მინის ხმა ყველაზე ბასრი დანასავით ჭრიდა ჰაერს და
გემის სიგნალივით ძლიერად და მონოტონურად
.
208
1
გაისმოდა.

.
209
1
მარტორქისებრი მგრძნობელობითა და მკბენარა კუს
სიჯიუტით იყო დაჯილდოებული. მინი მთელ ქალაქში
ყველაზე საშიში კუდიანი ბებრუხანა გახლდათ, თავად
მონიკაზე უარესიც კი...

– ვიცოდი, რომ ბებერი მისტერ პეიჯსონი გამოჭერილი


მყავდა, – გააგრძელა ამბის მოყოლა მისის ბრიდლავმა, –
მაგრამ ბოლოჯერ მაინც გაიბრძოლა და მითხრა, მინი
პრინგლი სრულიად არ შემაწუხებს. ეგ ქალი ძალიანაც
მომწონს. მის სტუმრობას ჩვენს მაღაზიაში ყოველთვის
მივესალმებითო. მე კიდევ ვუპასუხე, რომ მინი
შემოსასვლელ კარში ჩადგებოდა და მას და, რა თქმა
უნდა, მის კლიენტებსაც შეახსენებდა, რომ მართალია,
აყვავებული ბიზნესი ჰქონდა, ნამდვილი ოქროს საბადო,
მაგრამ ეს მისი კი არა, „უან ონ ჰაის“ დამსახურება უფრო
იყო. სინამდვილეში, „უან ონ ჰაის“ გადაეცა მისთვის ეს
აწყობილი, წარმატებული ბიზნესი; მაგრამ „უან ონ ჰაი“
იმისთვისაც მზად იყო, რომ ერთი ხელის მოსმით აღეგავა
ის პირისაგან მიწისა, ყველაფერი წაერთმია ბებერი
მისტერ პეიჯსონისთვის, თუკი ის თავის სამოქალაქო
ვალდებულებებს არ შეასრულებდა და „სახალხო
სკივრს“ კუთვნილ შემოწირულობას არ გადასცემდა.

– ამას მართლა გააკეთებდი? – გაოცებით იკითხა


.
210
1
ქრისტინმა.

– რა თქმა უნდა, არა, ჩემო ძვირფასო! – მიუგო მისის


ბრიდლავმა, – მსგავსი რამ რომ ჩამედინა, ემორი
აბაზანაში ჩამახრჩობდა. მუქარის შესრულება აზრადაც
არ გამივლია. საცოდავ მისტერ პეიჯსონს მხოლოდ
ვეხუმრებოდი, მაგრამ ის შენსავით არ იყო
დარწმუნებული, სერიოზულად ვეუბნებოდი, თუ არა.
საქმე ისაა, რომ ექსცენტრული ქალის რეპუტაცია მაქვს,
ეს კი, სიტყვაზე მენდე, მსგავს სიტუაციებში დიდ
უპირატესობას მაძლევს ხოლმე. ადამიანებს
ექსცენტრულების ეშინიათ. ვერასოდეს შეუძლიათ
დარწმუნებით თქვან, თავში რა წამოგვიფრენს, შემდეგს
რას მოვიმოქმედებთ. ჰოდა, რომ დავასრულო ეს
გაწელილი ისტორია, – დაურთო მისის ბრიდლავმა, –
მაღაზიიდან გავედი და ზურგს უკან სიტყვა მივუგდე,
რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, ზუსტად
პირველის ნახევარზე შემოგივლით. ეჭვი არ მეპარება,
რომ მაგ დროისთვის მედალიონი მზად გექნებათ-მეთქი.

– და დაგხვდა მზად, რომ მიხვედი? – გაეცინა ქრისტინს.

– ოჰ, ჩემო ძვირფასო! ოჰ, ჩემო უძვირფასესო და


უგულუბრყვილესო ქრისტინ! რა თქმა უნდა, მზად
.
211
1
დამხვდა! – მიუგო მისის ბრიდლავმა და საფულიდან
მედალიონი ამოიღო. გაწმენდილიც იყო, შემკვრელიც
გაკეთებული ჰქონდა, თვალიც – გამოცვლილი და უკანა
მხარეს ასოები რ. ჰ. პ.-ც ლამაზად იყო ამოკვეთილი.
მისის ბრიდლავმა მედალიონი მისის პენმარკს გადასცა
და კმაყოფილი ხმით განაგრძო საუბარი. მას შემდეგ, რაც
მიზნისთვის მიეღწია, ძვირფასი მისტერ პეიჯსონის
დაშანტაჟების გამო სინდისის ქენჯნას შეუწუხებია. მერე
გახსენებია, რომ მოხუცს ყველაფერზე მეტად ქოქოსის
ღვეზელი უყვარდა. მაგრამ მათი არჩევისას ერთობ წუნია
ყოფილა: მხოლოდ ცოცხალი ქოქოსით დამზადებულ
ღვეზელებს აღიარებდა და არა – ყუთებში ჩაპრესილი
უგემური, გამომშრალი ნაზავისგან გამოთხიპნილებს.
უყვარდა, როცა ქოქოსის რძეს ნადუღ კრემს ამატებდნენ
და ღუმელში შედგმამდე ცომში ცოცხალი ქოქოსის
პატარ-პატარა ნაკუწებს ურევდნენ. ღვეზელის თავზეც
უნდა მოგებნია ქოქოსის მტვერი და მერე ღუმელში
იქამდე დაგეტოვებინა, სანამ გვერდები ყავისფრად არ
დაებრაწებოდა. ამის შესახებ მოხუცს მისის
ბრიდლავისთვის რამდენიმე წლით ადრე მოეყოლა, ისიც
ეთქვა, რომ მისის პეიჯსონი, სანამ გარდაიცვლებოდა,
ზუსტად ამ რეცეპტით უცხობდა ხოლმე ღვეზელებს;
მაგრამ მისი სიკვდილის მერე გემრიელი ღვეზელი აღარ
უჭამია, რადგან მოკლე გზებისა
.
212
1
და მარტივი გადაწყვეტილებების მოყვარული
თანამედროვე თაობის არც ერთი წარმომადგენელი არ
შეიწუხებდა ამისთვის თავს.

მისის ბრიდლავმა საყიდლების ჩანთა გახსნა და დიდი,


ხაოიანი ქოქოსი ამოაძვრინა.

– დემეტრიოსების ხილის დახლთან გავჩერდი, – თქვა, –


და ყველაზე კარგი ამოვარჩიე. ახლავე ავალ ჩემთან და
მისტერ პეიჯსონს, ამ საყვარელ კაცს, ისეთ ქოქოსის
ღვეზელს გავუკეთებ, როგორიც უყვარს. შეიძლება,
თვითონ ვერც მიხვდეს, მაგრამ მის ცოლზე გემრიელიც
გამომივა, რადგან იმ ქალს, საუკეთესო შემთხვევაში,
უგულო მზარეული ეთქმოდა. სინამდვილეში, ეს იქნება
საუკეთესო ღვეზელი, რაც ცხოვრებაში გაუსინჯავს.
ქალაქში ყველაზე კარგ ცომს ვზელ, ეს მაინც ზუსტად
ვიცი.

მისის ბრიდლავის წასვლის მერე ქრისტინს დილით


განცდილი სევდა დაუბრუნდა და იმ საღამოს, სადილის
მერე, როდას უთხრა:

– მთელი დღე მედალზე ვფიქრობდი. მისის დეიგლს


უნდა დავუბრუნო, ვუთხრა, რომ შენ მოიპარე და
.
213
1
პატიება ვთხოვო.

– მედალი არ მომიპარავს, დედა. ასეთ რამეს როგორ


ამბობ? ხომ გითხარი, კლოდმა მომყიდა.

– არ ვიცი, მედალი როგორ ჩაგივარდა ხელში, –


გატანჯული ხმით მიუგო ქრისტინმა, – მაგრამ იმ გზით
რომ არ ჩაგვარდნია, რომლითაც ამბობ, ეგ ცხადია.
თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართალს ამბობ, მაინც
უნამუსოდ მოიქეცი, კლოდის სიკვდილის მერე რომ არ
დააბრუნე.

ბავშვი დაჟინებით მიაშტერდა, ცივი, ეშმაკური


გამოთვლის პროცესი ასახოდა სახეზე, ამის დედისგან
დამალვას აღარც ცდილობდა, რადგან ქრიტინმა უკვე
მეტისმეტად ბევრი იცოდა.

– ეს მედალი მისის დეიგლის არაა, – თქვა ბოლოს, –


მისის დეიგლს არ მოუგია. მე უფრო მეკუთვნის, ვიდრე –
მას.

ქრისტინმა ბავშვის არგუმენტს წაუყრუა და თქვა:

– მალე დავბრუნდები. იქამდე მინდა, რომ ბინაში იყო.

.
214
1
გესმის, რას გეუბნები?

თავდაპირველად ისიც იფიქრა, ბავშვს თან წავიყვან, რომ


სხვების სევდა ნახოს და ჭკუა ისწავლოსო, მაგრამ მერე
გადაწყვიტა, რომ ეს ერთდროულად უხერხულიც
იქნებოდა და უშედეგოც. მედალი საფულეში ჩაიდო და
მარტო წავიდა ისე, რომ თავისი განზრახვა არავისთვის
გაუნდვია. კარი კვლავ მისტერ დეიგლმა გაუღო, მაგრამ
ამჯერად ორჭოფობა ეტყობოდა. სულ ცოტა ხნით
თითქოს ვერც გადაწყვიტა, მიეღო თუ არა სტუმარი. ეს
დრო მისის პენმარკისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ
დაძაბულობა ეგრძნო. ბოლოს მასპინძელმა მტევნები
შეატყუპა და ქრისტინი მისაღებ ოთახში შეიპატიჟა.

.
215
1
გზად მოულოდნელად მოუხვია და ცოლის
დასაძახებლად გავიდა. იმავე წუთს დერეფნის მეორე
მხარეს განთავსებული ოთახიდან ქრისტინს მისის
დეიგლის მეტალისებური, ისტერიული ხმა შემოესმა.

– რაღატომ მოვიდა?! არ ჰკითხე? საკმარისად არ


გაგვიხეთქა გულები, ახლა ხელმეორედ რომ არ
მოსულიყო და ჩვენი უბედურებით არ ეხარა? იმისთვის
მოვიდა, რომ შეგვახარბოს, როგორი ჯანმრთელი,
როგორი ბედნიერი ბავშვი ჰყავს, მაშინ, როცა ჩემი... – აქ
ხმა ლამის ყმუილში გადაუვიდა და ქმარმა ნერვიულად
მიუგო:

– გთხოვ, ჰორტენზია. გთხოვ! ესმის შენი ხმა.

– ჰოდა, ესმოდეს! – დაიყვირა მისის დეიგლმა, – მინდა,


რომ ესმოდეს! რა მნიშვნელობა აქვს? – მერე
შერბილებული ხმით, ღონემიხდილმა განაგრძო, –
უთხარი, წავიდეს. უთხარი, რომ მისი ნახვის სურვილი
არ გვაქვს და ახლავე სახლში უნდა დაბრუნდეს.

მისტერ დეიგლი მისაღებ ოთახში შემოვიდა.

– ჰორტენზია ამ დღეებში თავის თავს არ ჰგავს, –


.
216
1
მოუბოდიშა ქრისტინს, – ალბათ გესმით მისი. ყველა
ადამიანი სძულს, რომელიც მასზე ბედნიერია – და
მარტო ღმერთმა უწყის, რომ ყველა ცოცხალი არსება
მასზე ბედნიერია. კლოდის სიკვდილიდან
მოყოლებული, გონზე არ მოსულა და დღემდე ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს. ამ შუადღესაც იყო
მოსული, – მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და დასძინა, –
მისი მდგომარეობა ძალიან გვაშფოთებს.

მისის პენმარკმა თანაგრძნობის ნიშნად ხელი ხელზე


მოუჭირა და კარისკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს ოთახში
მისის დეიგლი შემოვარდა. თვალები ჩაწითლებული და
ჩამოსიებული ჰქონდა, თმა გაზეპილ ბღუჯებად
ჩამოჰყროდა შეშუპებულ და ალმურმოდებულ სახეზე;
გეგონებოდა, სულ ახლახან რომელიღაცა შხამიანმა
მწერმა დაკბინაო. ქრისტინი მკლავებში მოიმწყვდია და
უთხრა:

– არ წახვიდეთ. რადგან მოხვედით, უნდა დარჩეთ კიდეც.

მერე აქვითინდა, თავი სტუმრის მხარს მიადო და


ალაპარაკდა:

– მიხარია, რომ მოსვლა შეძელით. თქვენი ბოლო ვიზიტი


.
217
1
ძალიან მესიამოვნა. ეს ჩემს ქმარსაც ბევრჯერ ვუთხარი.
თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ და გეტყვით, რომ არ ვტყუი.
დიდი გულისხმიერება გამოიჩინეთ, რომ კიდევ
მოხვედით. ნეტა, მისის პენმარკი კიდევ მოვიდეს-მეთქი,
სულ ამას ვამბობდი.

მერე სტუმარი გაათავისუფლა, სავარძელზე ჩამოჯდა და


განაგრძო:

– მოდით, გვერდით მომიჯექით, ქრისტინ. ხომ


შეიძლება, სახელით მოგმართოთ? მშვენივრად მესმის,
რომ ჩემზე მაღალი სოციალური ფენიდან ხარ.
დარწმუნებული ვარ, მეჯლისზე დებიუტიც კი გქონდათ,
მაგრამ, იქნებ, ამ ერთხელ მაპატიოთ. ალბათ არ იცით,
რომ სილამაზის სალონში ვმუშაობდი. სახელი ქრისტინი
ყოველთვის მელამაზებოდა. ჰორტენზიას რაღაცნაირი
დამძიმებული ჟღერადობა აქვს, არ მეთანხმებით?
პატარაობისას სხვა ბავშვები თავიანთ გამოგონილ
სიმღერას

.
218
1
მიმღეროდნენ ხოლმე. ასე იყო, „ამ ჩვენს გოგო
ჰორტენზიას ტვინის ნაცვლად პროტეზი აქვს. მოდით, ეს
მისი სახელი დავაწეროთ ჩეჩმის ფიცარს“. – მისის
დეიგლმა ამოიხვნეშა, თვალები მოიწმინდა და თქვა, –
ხომ იცით, როგორი ბოროტები შეიძლება იყვნენ
ბავშვები.

– ჰორტენზია! ჰორტენზია! – გააჩერა მისტერ დეიგლმა.


მერე მისის პენმარკს მიუტრიალდა და დაურთო, –
ჰორტენზია თავის თავს არ ჰგავს. ექიმის
მეთვალყურეობის ქვეშ გვყავს.

– ძალიან მომხიბვლელი ქალბატონი ხართ, ქრისტინ.


მაგრამ, როგორც ვიცით, ქერები სწრაფად ჭკნებიან. ისე
გემოვნებიანად იცვამთ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,
ტანსაცმლის საყიდლად საკმარისზე მეტი ფული გაქვთ.
ახალგაზრდა გოგო რომ ვიყავი, სულ იმაზე ვოცნებობდი,
რომ თქვენნაირად ლამაზი ვყოფილიყავი, მაგრამ, რა
თქმა უნდა, ოცნებას ასრულება არ ეწერა, – აქ რაღაც
შორეული მოაგონდა და ჩაიცინა, – მის ოქტავია ფერნი
მოვინახულე, რომ პატარა კლოდის სიკვდილზე
გამომეკითხა, მაგრამ იმის მეტი ვერაფერი მითხრა, რაც
უკვე გაზეთებში ამომეკითხა ან რადიოთი მომესმინა. ოჰ,
მაგრამ კარგი გაქნილი ვინმე კია ეგ თქვენი მის ოქტავია
.
219
1
ფერნი! წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ არაფერს
გამიმხელდა და ეჭვი არ შეგეპაროთ, არაფერი
დასცდენია. არადა, იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს. ამ
ამბავში რაღაც ვერ არის, სულ ამას ვუჩიჩინებ მისტერ
დეიგლს. მოგეხსენებათ, ცოლი გვიან მოიყვანა, ორმოცს
იყო გადაცილებული. თუმცა, არც მე ვყოფილვარ,
როგორც იტყვიან, „გაუფურჩქვნელი კოკორი“.

– გთხოვ, ჰორტენზია! გთხოვ! ნება მომეცი, საწოლამდე


მიგაცილო, დასვენება გჭირდება.

– ამ ამბავში რაღაც ვერ არის, ქრისტინ! – დარწმუნებული


ტონით გაიმეორა მისის დეიგლმა. მერე მისის
პენმარკისკენ იმპულსურად შეტრიალდა და თქვა, –
როგორც გავიგე, თქვენი პატარა გოგო იყო უკანსაკნელი,
რომელმაც კლოდი ცოცხალი ნახა. შეგიძლიათ,
ჰკითხოთ, რაზე ისაუბრეს და მერე მე მომიყვეთ? იქნებ,
რამე დეტალი გაახსენდეს. სულ ერთია, რამდენად
უმნიშვნელო. მის ოქტავია არაფრის თქმას არ აპირებს,
ამას შევეგუე.

– მის ფერნმა რაც იცოდა, ყველაფერი გითხრა,


ჰორტენზია. უნდა შეეშვა იმაზე ფიქრს, რომ ყველა შენი
მტერია.
.
220
1
– მის ფერნს ვძულვარ. იცის, რომ მამაჩემს სესეილია
სტრიტის ქუჩაზე, ნავმისადგომებთან ახლოს, ხილის
დახლი ჰქონდა.

მერე, რომ დაინახა, ქრისტინი სიტყვის გაწყვეტინებას


უპირებდა, თავისი ნამიანი ხელისგული ტუჩებზე მიადო
და ნაზად უთხრა:

– კი, კი, ვძულვარ. მის მაგივრად თავს ნუ იმართლებთ.


სულელი არ ვარ. ეგ რომ არც იყოს მიზეზი, იმის გამო
მაინც ნამდვილად ვეზიზღები, გათხოვებამდე
სილამაზის სალონში რომ ვმუშაობდი. ის და მისი დები
ხშირად მოდიოდნენ ხოლმე იქ. იცით, რა, მისის
პენმარკ? მის ბარჯისი თმას იღებავს. რომ იცოდეს,
ვინმეს გავანდე ეს საიდუმლო, გული გაუსკდებოდა,
მაგრამ სიმართლეს ვამბობ. ნამდვილად იღებავს თმას.

.
221
1
ქრისტინმა მგლოვიარე ქალს ხელები შემოხვია, თვალები
დახუჭა და გაიფიქრა: „არ მომცე ემოციების გამოხტვის
უფლება! ახლა არა! დამაცადე, სანამ სახლში მივალ და
ვეღარავინ დამინახავს!“

მისტერ დეიგლმა სიგარეტს მოუკიდა და ოთახში


უმიზნოდ მოჰყვა ბოლთის ცემას, ვაზა გადაადგილა,
სურათი გაასწორა, უგემოვნო ლამფაზე აბლაბუდასავით
ჩამოკონწიალებული მძივების აცმას შეავლო თითები.

– ჰორტენზია თავის თავს არ ჰგავს, მისის პენმარკ, –


თქვა, – უნდა აპატიოთ, – მერე ცოლს მიუბრუნდა და
მუდარით უთხრა, – საწოლში თუ დაბრუნდები, მისის
პენმარკი გვერდით ჩამოგიჯდება და ცოტა ხნით ხელს
დაგიჭერს.

მისის დეიგლი საწოლისკენ გაემართა და ქრისტინს


შეემუდარა:

– მართლა დარჩებით?! მართლა დარჩებით, ქრისტინ?! –


მერე კი მორიდებულად დაურთო, – როგორ შეგიძლიათ,
ასეთი უბრალო ტანსაცმელი ასე მოიხდინოთ?!
არასოდეს შემეძლო უბრალო ტანსაცმლის მორგება. არ
ვიცი, რატომ... ვიცი, რომ ყველა დედა ამას ამბობს და
.
222
1
სხვები დასცინიან ხოლმე, მაგრამ მართლა უტკბილესი
ბავშვი იყო. უსაყვარლესი, უძვირფასესი პატარა ბიჭი
იყო. ასე ამბობდა, ჩემი გულისსწორი ხარო. ამბობდა, რომ
გავიზრდები, ცოლად მოგიყვანო. მე მეცინებოდა და
ვპასუხობდი, იქამდე დიდი ხნით ადრე დაგავიწყდები-
მეთქი. რომ გაიზრდები ჩემზე ლამაზ გოგოს იპოვი და
ცოლად იმას მოიყვან-მეთქი, – ხმას ნელ-ნელა ისევ
უმაღლებდა და როცა ქმარზე და მისის პენმარკზე
დაყრდნობილი, თავის საძინებელში შევიდა, უკვე
გოდებაზე იყო გადასული, – და, იცით, ამაზე რა
მიპასუხა, ქრისტინ? ასე მითხრა, არაო, არ
დამავიწყდებიო, იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში არ
არსებობს შენზე ლამაზი და ტკბილი გოგოო! ჩემი თუ არ
გჯერათ, ჩვენს მზარეულს ჰკითხეთ. ამ საუბარს
ესწრებოდა, ყველაფერი გაიგონა და ჩემთან ერთად
აუტყდა სიცილი. ხელებზე ის საშინელი სისხლჩაქცევები
ჰქონდა და ის უცნაური ნამგლის ფორმის სიწითლე
შუბლზე, მორგში რომ დაუფარეს. ეტყობა, სიკვდილამდე
სისხლი სდიოდა. ექიმმა თქვა ასე. სხეული
დაუთვალიერა და თქვა, სისხლდენა ჰქონდაო, მაგრამ
წყალმა ჩამოჰბანაო! – მერე საწოლში გადატრიალდა, სახე
ბალიშში ჩარგო და აქვითინდა, – რა მოუვიდა
კალიგრაფიის მედალს? სადაა ახლა? უფლება მაქვს,
ვიცოდე, ასე რომ, ნუ ცდილობთ ჩემ შეჩერებას! დედა
.
223
1
ვარ მე პატარა ბიჭის და თუ გავიგებ, რა მოუვიდა მის
მოგებულ კალიგრაფიის მედალს, იმასაც მივხვდები,
თავად მას რა მოუვიდა! რატომ არავინ არ პოულობს
მედალს, რომ მომიტანოს? მაშინ ზუსტად
მეცოდინებოდა.

მისის დეიგლი საწოლის კიდეზე წამოჯდა და თქვა:

– ვერ ვხვდები, რატომ ჩათვალეთ, რომ დაუპატიჟებლად


შეგეძლოთ აქ მოსვლა, მისის პენმარკ. მაგრამ ჩემზე თუ
ზრუნავთ, კეთილი ინებეთ და ახლავე წაბრძანდით.

– ჰორტენზია თავის თავს არ ჰგავს, –


თქვა მისტერ დეიგლმა. მისის
დეიგლმა სახეზე ბღუჯებად
ჩამოყრილი თმა გადაიწია:
– აუტანლად ვიქცევი! სრულიად აუტანლად ვიქცევი!

.
224
1
– ჰორტენზია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა, – თქვა
მისტერ დეიგლმა.

ქრისტინი სახლში რომ დაბრუნდა, მედალი კვლავ


ჩანთაში ედო, როდა კი წყნარად იჯდა ლამფის შუქის
ქვეშ და თავის წიგნს კითხულობდა. დედის სახეზე
შეწუხებული, უბედური გამომეტყველება დაინახა,
მისგან ჩუმი საყვედური, მტკივნეული გაკიცხვა იგრძნო.
დაფიქრებით მოჭუტა თვალები და იმის ამოცნობას
შეეცადა, რა უთხრა დედამისმა მისის დეიგლს და რა
უპასუხა მან. წამოდგა, გაიღიმა, თავი უკან გადააგდო და
ხელი ხელს საყვარლად შემოჰკრა – ეს პატარა,
მომხიბვლელი ჟესტი ვიღაცისგან სახელდახელოდ
გადაეღო.

– კოცნებით სავსე კალათა რომ მოგცე, სანაცვლოდ რას


მომცემ?

მაგრამ ქრისტინს არ უპასუხებია და პანიკაში


ჩავარდნილმა როდამ დედამისისთვის სასწრაფოდ
მხიარული ცეკვა შეასრულა. მერე წელზე ხელები
შემოხვია და ჰკითხა:

– რას მომცემ სანაცვლოდ, დედა? რას მომცემ?


.
225
1
ქრისტინი მოულოდნელად სკამზე დაეშვა, თითქოს
დგომისთვის საჭირო ენერგია აღარ აქვსო, და ბავშვს
მკლავები შემოხვია. ლოყა ლოყაზე მიადო და თქვა:

– ოჰ, ჩემო ძვირფასო! ოჰ, ჩემო ძვირფასო! – მაგრამ


ბავშვის კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.

მეექვსე

მისის პენმარკს დაძინება კვლავ გაუჭირდა. ყურებში


მისის დეიგლის ხან ზედმეტად გამკივანი, ხანაც
ზედმეტად ხრინწიანი ხმა ედგა; ესმოდა, როგორ
ამტკიცებდა ქალი, ჩემს ვაჟს ყველაზე მეტად მე
ვუყვარდიო; ესმოდა, როგორი შეუკავებელი
სასოწარკვეთით ითვლიდა ბიჭის სიკვდილის აუხსნელ
ფაქტორებს. ბოლოს ჩაეძინა და კვლავ ისეთი საზარელი
სიზმარი ნახა, რომ დამახსოვრება ვერ შეძლო. მაგრამ
მეორე დღეს რომ გაეღვიძა, ხალიჩაზე ნაზ ქარგად
გადმოღვრილ მზეს თვალი რომ ჰკიდა და დილის
ნაცნობი ხმები შემოესმა, თავი შედარებით წყნარად
იგრძნო. მერე, თითქოს ერთმა მივიწყებულმა სიზმარმა
.
226
1
წამოყო თავი და ასევე მივიწყებული სურვილი
გაუღვიძაო, ქრისტინმა უცებ გააცნობიერა, რა უნდა
გაეკეთებინა და რომ ამის გაკეთება უკვე დიდი ხანია,
უნდოდა. ბენედიქტში უნდა წასულიყო და საკუთარი
თვალით ეხილა ის ტყე, ის სახლი, ის ყურე და ის ძველი
ნავმისადგომი.

ცხრაზე მის ოქტავია ფერნს დაურეკა და მანაც უთხრა,


თქვენი აბსოლუტურად მესმისო. დიდი სიამოვნებით
გაჰყვებოდა ქრისტინს და არემარესაც
დაათვალიერებინებდა. ხვალ წავიდეთო, შესთავაზა და
შეთანხმდნენ, რომ მისის პენმარკი ათისთვის სკოლის
შესასვლელთან მიაკითხავდა. ქრისტინმა ყურმილი
დაკიდა და გაიფიქრა: „როდა, ბევრი სხვა ბავშვისგან
განსხვავებით, არასოდეს

.
227
1
ყოფილა ურჩი, ზარმაცი ან თავხედი. ყოველთვის
საჭიროზე მეტი კარგი თვისებით გამოირჩეოდა. მარტო
ეს ერთი რამ, ეს ერთი უცნაურობა ჰქონდა ნაკლად“.

მოგვიანებით, ფოსტალიონის მოლოდინში მიუჯდა


ფანჯარას. იმედი ჰქონდა, რომ კენეტისგან წერილს
მიიღებდა. დაინახა, დანიშნულ დროს როგორ შემოუხვია
ფოსტალიონმა ქუჩაზე და როგორ დაუხვდა
ქვაფენილთან მეზობელი, მისის ფორსაიტი, რომელიც,
უეჭველად, მასავით წერილს ელოდა.

– რაიმე ახალი ხომ არ გაგიგიათ კორეაში დაკარგულ


თქვენს ვაჟზე? – ჰკითხა ქალმა.

– არა, ქალბატონო. არაფერი გაგვიგია. იმედის მეტი რა


დაგვრჩენია.

– ამბის გაგების ლოდინზე სევდიანი არაფერია, მისტერ


კრიკმოს. მთელი გულით გისამძიმრებთ. იმ დღიდან
ვლოცულობ მისთვის, რაც დაკარგულად გამოაცხადეს.

– ვაფასებ ამას. კარგია თქვენნაირი მეგობრის ყოლა.

– ზოგჯერ ვერაფრით გამიგია, რატომ არის სამყაროში

.
228
1
ამდენი ტკივილისა და ბოროტების ადგილი. მაგრამ ამას
ვერავინ ავცდებით.

ფოსტალიონმა მიუგო, რომ ახალი გამოცდილებისთვის


ორნაირად შეიძლებოდა შეგეხედა – როგორც ტკივილის
მომტანისთვის, ან როგორც ბედნიერების
მომასწავებლისთვის.

– აი, მე ყველაფერში ნათელი მხარის დანახვას ვარჩევ,


სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, – თქვა მან, –
ახლაც ნათელ მხარეს ვუყურებ და გამუდმებით იმას
ვიმეორებ, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც
მე მინდა.

– ეს ნამდვილად სჯობს გამუდმებით უბედურების


მოლოდინში ყოფნას.

– ბოლო მსოფლიო ომი კარგად მახსოვს. ახლობელი


ადამიანებისთვის გულისგამგმირავი შეტყობინებების
მიტანა მიწევდა. ამაზე რთული ცხოვრებაში არაფერი
გამიკეთებია, მაგრამ თავს ვუმეორებდი, ეს ვიღაცამ ხომ
უნდა გააკეთოს და ვიყო მე, რა გაეწყობა-მეთქი. მაგრამ
ალბათ ახლა იმავეს ვეღარ შევძლებდი.

.
229
1
ფოსტალიონმა გზა გააგრძელა და მისის ფორსაიტს უკვე
საკუთარ ბინაში დაბრუნება მოესწრო, ქრისტინმა
საფოსტო ყუთიდან ნანატრი წერილი რომ ამოაძვრინა.
ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა. გაიგო, რისი გაკეთება
მოესწრო ქმარს და რისი გაკეთება დარჩენოდა. ქრისტინი
და როდა უსაშველოდ ენატრებოდა. ერთი სული ჰქონდა,
როდის მოათავებდა ყველაფერს და მათთან
დაბრუნდებოდა.

კითხვას რომ მორჩა, სიტყვებს შორის ჩაქსოვილი


მნიშვნელობები ბოლომდე რომ ამოწოვა, საძინებელ
ოთახში შევიდა და ტუალეტის მაგიდაზე მდგარ ქმრის
ფოტოს მიაშტერდა. ფოტოზე კენეტი საზღვაო
უნიფორმით იყო, როგორც მაშინ, ერთმანეთი რომ
გაიცნეს. მუქი თმა ისე მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი,
თავის ქალის ფორმა უჩანდა; ყავისფერი თვალები
სამყაროს ერთგვარი გულუბრყვილო

.
230
1
მონდომებით უყურებდნენ – მისი ეს თვისება ქრისტინს
ყოველთვის ხიბლავდა და გულს უჩუყებდა. და იმ წამს
მისი ნახვის დაუოკებელმა სურვილმა მოიცვა, მისი
რბილი სიცილის გაგონება, მისი მკლავების სითბოს
შეგრძნება მოუნდა. ხელი ფოტოსკენ გაიწვდინა და
თითით ქმრის გლუვ, ნარუჯ ლოყას შეეხო. გულში
კვლავ გაზიარებული სიყვარულის სითბო ჩაეღვარა,
მისმა გონებამ ხელახლა გაიხსენა ერთად განცდილი
სათუთი, აბსურდული, საიდუმლო სიხარულები. და
მერე, რადგან ქმრის თავისთან მოხმობა არ შეეძლო,
სევდიანად გატრიალდა და როდას სასკოლო კაბების
კერვას შეუდგა.

მალევე მიხვდა, რომ საქმეს გულს ვერ უდებდა, ფიქრები


სულ სხვაგან უქროდა, ამიტომ საბეჭდი მანქანა მაგიდაზე
დადო და კენეტს კიდევ ერთი გრძელი წერილი დაუწერა.
მოუყვა თავის უსაზღვრო შიშზე, რომელსაც საფუძვლად
კვლავ ორაზროვანი ფაქტები ედო, მაგრამ მაინც არ
აპირებდა ქრისტინისგან დახსნას. მედლის პოვნაზეც
დაწერა და როდას ირიბ პასუხებზეც, როცა დაკითხვა
მოუწყო. დეიგლებთან მეორე სტუმრობა აღუწერა.
მისწერა ფოსტალიონზეც, რომლის შვილი კორეაში იყო
დაკარგული. მომავალში ის აუცილებლად მისი
სიტყვებით იხელმძღვანელებდა – ისევე შეხედავდა
.
231
1
თავისგან დამოუკიდებელ მოვლენებს, როგორც
ფოსტალიონი უყურებდა; ეჭვებს უკან მოიტოვებდა;
მხოლოდ ბედნიერებას დაელოდებოდა და არა –
მწუხარებას. ასე მიწერა: ამ წერილებს, რომელთა
გამოგზავნაც არ შემიძლია, ჩემთვის ვინახავ, ძვირფასო.
როცა დამიბრუნდები და ყველა ჩემი შიში გაქარწყლდება,
შესაძლოა, ერთადაც კი წავიკითხოთ ისინი. მერე შენს
მკლავებში მომიქცევ და ჩემს სუსტ, დაუსაბუთებელ
შიშებზე იცინებ, შენი საყვარელი, რბილი ხმით
გაამასხარავებ ჩემს ზღვარგადასულ წარმოსახვას...
წერდა და წერდა. წერდა იმაზე, თუ როგორ მიმართა
დასამშვიდებლად თავისზე ძლიერ ძალებს. რელიგიური,
ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არასოდეს
ყოფილა, მაგრამ ყოველთვის სწამდა რაღაც ძალის,
რომელმაც სამყარო შექმნა და დღემდე უძღვებოდა მას.
არჩია, ეს ძალა კეთილისმყოფლად ჩაეთვალა. ახლა უკვე
გარკვევით ხედავდა, წარსულში ორთოდოქსულ რწმენას
იმიტომ განუდგა, რომ ინსტიტუტები ღმერთის
ადამიანის მსგავს არსებად წარმოჩენას ცდილობდნენ,
იმავე სიბრტყეში განიხილავდნენ, რომელშიც ადამიანი
საზღვრავს საკუთარ თავს; უნდოდათ, რომ მისი ძალა
მომნუსხველ რიტუალებში მოემწყვდიათ; მის უზენაეს
კანონებს იმ კანონებში ურევდნენ, რომლებიც ადამიანმა
თავისი უსაფრთხოებისთვის გამოიგონა...
.
232
1
წერდა: მგონი, მონიკასავით დავიწყე ლაპარაკი, არა?
გიკვირს, რომ ეს ფიქრები ჩემს თავში გაჩნდა, თანაც
დიდი ხნის წინ? ამდენი წლის განმავლობაში რომ
ვუჩიჩინებდი თავს, რიგითი პასიური პიროვნება ხარ-
მეთქი, საბოლოოდ, მაინც ვერ დავაჯერე. ის თვისებები,
ასე მარტივად რომ ამჩნევენ სხვები, დედაჩემისგან მაქვს
შეძენილი. მამაჩემი, მომხიბვლელობის, ბრწყინვალე
გონებისა და სიკეთის მიუხედავად, დროდადრო
სრულიად ამოუცნობი ხდებოდა ხოლმე. ეჭვებისა და
ნევროზული დეპრესიების პერიოდები უდგებოდა და ამ
დროს ჯერ დედაჩემთან, მერე კი ჩემთან მოდიოდა
სიმშვიდისა და საკუთარი თავისადმი რწმენის ხელახლა
მოსაპოვებლად. მამაჩემისთვის დანაკლისის შევსება,
იმის მიცემა, რაც საკუთარი თავის დასაბრუნებლად
ესაჭიროებოდა, დედასთვის უდიდესი სიხარული,
ცხოვრების მთავარი არსი იყო; ამაში ერთხელ თავად
გამომიტყდა. დედის სიმშვიდე მეც გადმომედო, ალბათ,
იმიტომ, რომ მეც უსაზღვროდ მიყვარდა მამა. არ
მოტყუვდე ჩემში, ძვირფასო. ეცადე, თავგზა არ აგიბნიო.
ჩემში, სულ ღრმად, ამღვრეული, ძლიერი ემოციები
სახლობენ. ახლა ისინი ზედაპირისკენ მოიწევენ და უნდა
ვიბრძოლო, რომ მათზე კონტროლი დავიბრუნო.
საშინლად მენატრები. ისე მოგელტვი, აი, ამ წამს! ამ
.
233
1
წერილს რომ მიიღებ, ყველა საქმე, რაც უნდა
მნიშვნელოვანი გეგონოს ისინი, მიატოვე და
დამიბრუნდი. დამცინე. მითხარი, რომ ჩემს ეჭვებს

.
234
1
საფუძველი არ გააჩნიათ. შენს მკლავებში მომიმწყვდიე.
მხოლოდ დამიბრუნდი! ჩემო ძვირფასო, დამიბრუნდი!
გემუდარები, მალე დამიბრუნდი!

წერას რომ მორჩა, წერილი საწერი მაგიდის ბოქლომიან


უჯრაში ჩადო. თავის ფანჯარასთან მივიდა, ხელები
ლოყებზე აიფარა და ცოტა ხანს ასე შეყოვნდა. მერე კი,
რომ იგრძნო, გულზე ცოტა მოშვებოდა, ყოველდღიურ
საქმეებს მიუბრუნდა. მოგვიანებით დილის გაზეთის
წასაკითხადაც მოიცალა. პირველ გვერდზე გრძელი
სტატია გამოეტანათ, მკვლელობის იმ საქმეზე იყო,
სასამართლოში ამ დღეებში რომ განიხილებოდა. საქმის
დეტალები დაწვრილებით იყო აღწერილი, რადგან
ზოგიერთი ფაქტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის
აქამდე ცნობილი არ ყოფილა. ჩვეულებრივ, ქრისტინი
მსგავსი ამბებით არ ინტერესდებოდა, მაგრამ ახლა
მთელი წერილი გულდასმით გადაიკითხა. მთავარი
მოქმედი პირი ვიღაც კაცი, სახელად ჰობარტ ლ.
პონდერი იყო, რომელსაც დაზღვევის ფულის აღების
მიზნით საკუთარი ცოლის მკვლელობა ედებოდა
ბრალად.

ის იყო, გრძელი სტატიის კითხვა მოათავა, რომ მისის


ბრიდლავმა დროის გასაყვანად შემოუარა. ოთახში
.
235
1
შემოაბიჯა, მაგიდაზე წიგნი დადო და თქვა:

– ოდნავ ფერმკრთალი და დაღლილი მეჩვენები,


ძვირფასო. გაღიზიანებულს ჰგავხარ. რამე გაწუხებს?

მისის პენმარკმა უთხრა, რომ პონდერის საქმეს


კითხულობდა და, ალბათ, ეს იყო მიზეზი. მისის
ბრიდლავმა, თითქოს ამ სახელის ხსენებამ ამოქოქაო,
სწრაფ-სწრაფად უამბო, რომ ერთ დროს ჰობარტ
პონდერის დედას იცნობდა. ქალს ორი შვილი ჰყავდა –
უფროსი, ჰობარტი, რომელიც ახლა მკვლელობისთვის
სამართლდებოდა, და მისი ძმა, ჩარლზი. ჰობარტს
თავიდანვე ეტყობოდა, რომ უიღბლო ვარსკვლავზე
გაჩენილიყო. შვიდი თუ რვა წლის ასაკში ჩარლი
შემთხვევით ძველ მაცივარში ჩაეკეტა და გამოყვანა
დაავიწყდა.

– ეს რა წიგნია? როდასთვის მოიტანე? – ჰკითხა


ქრისტინმა.

– ილუსტრირებული „რობინზონ კრუზოა“. ემორის


პატარაობისდროინდელია. იფიქრა, როდას
დააინტერესებსო.

.
236
1
მაგრამ მისის ბრიდლავი იმის ჩიტი არ იყო, ასე ადვილად
დაეთმო პონდერების ისტორია და გააგრძელა, რომ
ჰობარტის დედის მხრიდან ბებია, რომელიც
ქალიშვილის გათხოვების მერე პონდერებთან
ცხოვრობდა, ჰობარტის გოლფის ჯოხით საიდუმლო
ვითარებაში მოკლეს. მაშინ ბიჭი თოთხმეტი წლისა იყო.

– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა „რობინზონ კრუზო“, –


თქვა ქრისტინმა, – დარწმუნებული ვარ, როდასაც
მოეწონება.

– მერე, ჰობარტი ოცის რომ გახდა, – ულმობლად


აგრძელებდა მისის ბრიდლავი, – მამამისმა ავტოფარეხში
ჩამოიხრჩო თავი. ეს შემთხვევაც ბურუსით იყო მოცული
და დღემდე ვერავინ შეძლო სიმართლეში გარკვევა. მერე
დედამისიც მოულოდნელად მოკვდა. დისპეპსიის მწვავე
შეტევისგანო, თქვეს. და ახლა ეს საშინელი ამბავი მის
ცოლსა და საფანტ თოფზე, – აქ ამოიოხრა და უცებ
დაეჭვებით ჰკითხა, – ასე უცებ მკვლელობის საქმეებმა
რატომ დაგაინტერესა?

.
237
1
მეორე დილით მისის პენმარკმა ქალიშვილი მისის
ფორსაიტთან დატოვა და უთხრა, რომ ბენედიქტიდან
დაბრუნებისთანავე მოაკითხავდა. როდას თან „რობიზონ
კრუზო“ წამოეღო და ფორსაიტების ბინიდან ფუმფულა
ნახევარმთვარესავით გამოჩრილ, მარმარილოს პატარა
აივანზე გავიდა. კითხვას შეუდგა, მაგრამ მაშინვე
ლეროის ხმა შემოესმა, მეეზოვე საკუთარ თავს
ებუტბუტებოდა და შიგადაშიგ იცინოდა. აივნიდან
გადაიხარა და დაინახა, რომ ლეროი ქვევით, ტკბილი
ზეთისხილის ბუჩქზე მუშაობდა. თვითონ ზევით არ
აუხედავს, მაგრამ იცოდა, რომ ბავშვის ყურადღება
მოეპოვებინა და მოკუმული ტუჩებიდან გამოსცრა:

– წამომჯდარა აქ მისის ფორსაიტების პატარა ქანდარაზე,


დაუჭერია წიგნი, გეგონება უმანკო კრავი იყოს. გეგონება,
ბუზს არ აიფრენსო. შეუძლია, სხვები გააპამპულოს
თავისი უცოდველი გამოხედვით, ასე მოხერხებულად რო
ირგებს ხოლმე სახეზე, როცა კი მოეპრიანება, მარა
ჩემთან ეს არ გაუვა. ჩემთან არა! მე ვერ გამაცურებს,
ოდნავადაც ვერა!

ბავშვი სრულიად უემოციოდ დაჰყურებდა და მერე,


თითქოს მისი არსებობა მობეზრდაო, წიგნს მიუბრუნდა.
.
238
1
ლეროიმ ჩაიცინა და ჩუმად განაგრძო:

– ჭკვიანებთან ლაპარაკი არ ეპიტნავება. მარტო იმათთან


ლაპარაკობს, ვისი გამასხარავებაც შეულია, მაგალითათ –
თავის დედიკოსთან და მისის ბრიდლავთან და კიდე
მისტერ ემორისთან.

როდამ წიგნი თითზე გადაიკეცა და თქვა:

– სისულელეების ლაპარაკს გირჩევნია, ბუჩქი გასხიპო.

ლეროის თვალები ბავშვის თვალების სიცივეს შეეჯახა.


ასე კისერგადაგდებულმა, მაკრატელი ბინძურ
კომბინეზონზე მიიბჯინა და, თითქოს რომელიღაცა
ანტიკურ თეატრში აივნის სცენას ათამაშებენო, ასძახა:

– აქამდე დროს ჩამოვრჩებოდი, მარა ეხა კი მუჭში


მყავხართ, მის! ჩიტმა ამბები მომიტანა, არც ისე
სასიამოვნო ამბები. გავიგე, ის პატარა კლოდი ტყეში
გიცემია, თან ისე, ფერნების სამივე დამ ერთიანი
ძალებით ძლივს აგადღლიზეს იმ საცოდავისგან. ხო, ხო,
ასე გავიგე, რო შენს გაკავებას მაგდენი ადამიანი
დაჭირვებია. ასე გავიგე, ბიჭი ნავმისადგომისკენ შენს
.
239
1
გამო გაქცეულა. შენი შეშინებია და იმიტო გაქცეულა,
ზუსტად ასე გავიგე.

როდამ ახლაღა ჩათვალა ლეროი სრული ყურადღების


ღირსად, წიგნი დადო და უთხრა:

– თუ მსგავსი ტყუილების ლაპარაკს გააგრძელებ, რომ


მოკვდები, სამოთხეში ვერ მოხვდები.

– საკმარისზე მეტი გავიგე, – აგრძელებდა ლეროი, –


ხალხის ლაპარაკს ყურს ვუგდებ, მათ სიტყვებს
ვიმახსოვრებ. შენსავით კი არ ვარ, ენის ტარტარის მეტს
რო არაფერს აკეთეფ და სხვას სიტყვის

.
240
1
ჩაკვეხებას არ აცლი. მე სუ ვისმენ. ასე ვიგეფ ყველაფერს.
ამიტომაცაა რო მე ჭკვიანი ვარ, შენ კიდე –
შტერი.

– ხალხი ხშირად ტყუის, – თქვა როდამ, –


და, მგონი, შენ ყველაზე მეტს ტყუი.
ლეროიმ მაკრატელი ძლიერად მოიქნია და
უპასუხა:
– ვიცი, რაც უქენი იმ ბიჭს, ნავმისადგომზე როცა
მოიმწყვდიე. ვიცი. სხვები, შეილება, გაამასხარაო, მარა მე
ვერ გამამასხარავებ, იმიტო, რო მე შტერი არ ვარ. მუჭში
მყავხართ, მის. ხოდა, გირჩევნია, ამიერიდან
ზრდილობიანათ მომექცე.

– ამდენი თუ იცი, აბა,


მითხარი, რა ვუქენი?
ლეროიმ დრამატულად
დაუშვა მაკრატელი და თქვა:
– რა უქენი და ჯოხი აიღე და დურთე, აი, რა უქენი!
იმიტო ჩაარტყი, რო არ დაგიჯერა და მედალი არ მოგცა.
მეგონა, აქამდეც მენახა ავი პატარა გოგოები, მაგრამ შენ
უავესი ხარ.

როდამ ხელები აივნის მარმარილოს დააყრდნო და თქვა:


.
241
1
– იტყუები. ყველამ იცის, რომ მატყუარა ხარ. შენი ერთი
სიტყვისაც არავის სჯერა.

– გინდა, გითხრა, მერე რა ქენი? კი ბატონო, გეტყვი.


მედალი პერანგიდან წაგლიჯე. მერე კიდე იმ საყვარელ,
პატარა ბიჭს ნავმისადგომიდან ხიმინჯებში უკარი თავი,
– ლეროიმ თავისთვის ჩაიცინა და გაიფიქრა, ეხა ხო
ყურადღებით მისმენს, ეხა ხო ავანერვიულეო.

როდა ზემოდან დააშტერდა, ნათელი ყავისფერი თვალები


უცოდველი გაკვირვებისგან გაუფართოვდა.

– შენს ადგილზე, შემეშინდებოდა მსგავსი


ტყუილების ლაპარაკის, – თქვა
მკაცრად, –
შემეშინდებოდა, რომ სამოთხეში ვერ მოვხვდებოდი.

– თვალებს მეამიტათ ნუ აფახულებთ, მის როდა,


ტყვილად წუხდებით. შტერი არ ვარ, ვიღაც-
ვიღაცეებივით...

მაგრამ ამ დროს აივანზე მისის ფორსაიტი გამოვიდა,


ლეროი სასწრაფოდ მუხლებზე დაეცა და ტკბილი

.
242
1
ზეთისხილის ბუჩქის გასხეპა დაიწყო.

– ვის ელაპარაკებოდი, როდა? – იკითხა მოხუცმა


ქალბატონმა. წყნარად მიმოიხედა და ვერავინ რომ ვერ
შენიშნა, დაურთო, – დარწმუნებული ვიყავი, რომ ხმები
შემომესმა.

– ჩემთვის ხმამაღლა ვკითხულობდი, – უპასუხა როდამ.


წიგნი აიღო და გადაშალა, – ხმამაღლა კითხვა მიყვარს.
ასე უკეთესად ვიგებ დაწერილს.

.
243
1
ქვევით, შენობის კედელთან ჩაკუზული ლეროი
საკუთარი გონებამახვილობით აღფრთოვანებული
ხითხითებდა. ეს პატარა, ავი გოგო მას სდებდა
ტყუილებში ბრალს! ეს პატარა გოგო, რომელიც ქალაქში
ნებისმიერს თვალის დაუხამხამებლად გააპამპულებდა!
როდაზე და ჯოხზე მაგარი რაღაც მოიგონა. თვითონ
ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, რო სიმართლე არ იყო!
ზედმეტად ჭკვიანი იყო იმის დასაჯერებლათ, რო რვა
წლის გოგოს ასეთი რაღაცის გაკეთება შეეძლო. მარა
ჭკვიანურად კი გამოუვიდა. ყველას კი არ შეეძლო
საჭირო დროს ასეთი ამბის მოგონება. და მერე, მისის
ფორსაიტის ხმა რომ მიწყდა და კარის მიკეტვაც გაიგონა,
ფეხზე ფრთხილად წამოიმართა და წაიჩურჩულა:

– მშვენივრათ იცი, რო მართალს ვამბობ.


მშვენივრათ იცი, რო სწორეთ მივხვდი, რა მოხდა.
როდა მარმარილოს მოაჯირს გადმოეყრდნო და
თქვა:
– ყველაფერი, რასაც ამბობ, ტყუილია. სულ ტყუილებს
ლაპარაკობ, ლეროი. ყველამ იცის, რომ მატყუარა ხარ.

– მე კი არა ვარ მატყუარა, – შეეპასუხა ლეროი, – შენ ხარ.

და მერე, თითქოს აივანზე გათამაშებული სიძულვილის


.
244
1
პატარა სცენის დასრულება გადაწყვიტაო, როდამ წიგნი
ბინაში შეიტანა. ლეროიმ კი ისეთი სიამოვნებით
განაგრძო ტკბილი ზეთისხილის ბუჩქის გასხეპა,
გეგონებოდა, ტოტებს კი არა, ბავშვს ანაკუწებსო.

მისის პენმარკმა მანქანა ფერნის სკოლის ჭიშკართან


გააჩერა. მის მოლოდინში დარაბებს მიღმა დაყუდებული
მის ოქტავია მაშინვე გარეთ გამოვიდა. ცოტა ხნით
სიჩუმეში იმგზავრეს, შიგადაშიგ ორივესთვის
უინტერესო საკითხებზე თუ ჩამოაგდებდნენ სიტყვას; და
მერე, როცა ბენედიქტს მიუახლოვდნენ და მარადმწვანე
მუხებით დაჩრდილულ, იელების გრძელ ხეივანში
შევიდნენ, მის ფერნმა თქვა:

– სანამ აქ ხართ, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ


ჩვენი ოლეანდრები. უძველესი ხნისანი არიან. ბაბუაჩემს
იმისთვის დაურგავს, რომ თავისი მიწა სამანქანო გზიდან
გამოეყო, ახლა კი უკვე ხეებად არიან ქცეულები. როგორც
ხედავთ, წელიწადის ამ დროს ყვავილობენ.

მერე, მანქანიდან რომ გადმოვიდნენ, მის ფერნმა თქვა:


წინა საღამოს დავურეკე ბენედიქტის ზედამხედველებს
და შუადღისთვის ლანჩი მზად დაგვხვდებაო.
განსაკუთრებული არაფერი: კიბორჩხალებიანი
.
245
1
ომლეტები, დოიანი ორცხობილები, რაიმე მწვანე სალათა
და ცივი ყავაო. იმედია, მისის პენმარკს კიბორჩხალები
უყვარსო.

– ამ სეზონზე განსაკუთრებით მომრავლებულები არიან,


– თქვა, – სანაპიროსთან, მეჩხერ წყალში თავისუფლად
დაიჭერ. ერთხელ, სადღაც როდასხელა პატარა გოგო რომ
ვიყავი, მამაჩემმა ღრმა წყალში პატარა სივრცის
შემოღობვა გადაწყვიტა. დაჭერილი კიბორჩხალები იქ
უნდა მოგვესუქებინა და იმ პერიოდისთვის
მოგვემრავლებინა, როცა მათი სეზონი გადაივლიდა.
მაგრამ ეს იდეაც ისეთივე არაპრაქტიკული გამოდგა,
როგორც მამაჩემის იდეათა უმრავლესობა. საქმე ისაა,
რომ ერთად მომწყვდეული კიბორჩხალები ერთმანეთის
ჭამაზე გადავიდნენ და თავები იქამდე გაინადგურეს,
სანამ ჩვენ მოვასწრებდით მათ შეჭმას.

.
246
1
ნელა მიდიოდნენ და ყველაფერს აკვირდებოდნენ.
„პატარა, დაკარგულ მდინარეზე“ გადებულ ხიდზე
შეყოვნდნენ და შავ, დუნე წყალში თავიანთ მქრქალ
ანარეკლებს გადახედეს. მერე ლანჩის ზარის ხმა
შემოესმათ და სახლში დაბრუნდნენ. მოგვიანებით
ქრისტინმა თქვა, რომ ნავმისადგომზე მარტო უნდოდა
გასვლა, თუკი, რასაკვირველია, მის ფერნი ამის ნებას
დართავდა. მის ფერნი თავაზიანად დათანხმდა.

– რა თქმა უნდა, – მიუგო მან, – რა თქმა უნდა. მე


მოგვიანებით შემოგიერთდებით, თუ წინააღმდეგი არ
იქნებით. ქალაქში მცხოვრები ერთი ჩემი მეგობრისთვის
ცეცხლისფერი ოლეანდრების დაკრეფა მინდა, გიჟდება
ამ ფერზე. ეს ერთგვარი ბოტანიკური აზარტია, ასეთი
ელფერის მქონე მცენარე სხვაგან არსად შემხვედრია.
ბევრი დრო გვაქვს. შუადღისთვის არაფერი დამიგეგმავს.

ქრისტინი ნავმისადგომის ბოლოში გავიდა და იქ


ყოყმანით შედგა. მერე, რადგან ზუსტად იცოდა,
რისთვის გადაეწყვიტა ამ ადგილის მონახულება, ჩანთა
გახსნა, კალიგრაფიის მედალი ამოიღო და ხიმინჯებში
ჩააგდო. გაიფიქრა, რომ გარკვეულწილად, მასაც ისეთივე
ბრალი მიუძღვოდა, როგორიც როდას. ოდნავ შეხტა,
.
247
1
როცა გაიაზრა, როგორი ქვეშქვეშა და უნამუსო
გამხდარიყო, გამუდმებულ შფოთვასა და დანაშაულის
გრძნობას გაენადგურებინა მისი ხასიათი. მაგრამ ამ წამს
ეს ეჩვენებოდა მედლის თავიდან მოშორების საუკეთესო
გზად, რადგან დეიგლებთან ხელმეორედ ვიზიტის მერე
ბოლომდე გაეთავისებინა, ნივთის მათთვის დაბრუნებას
ვერასოდეს შეძლებდა. მერე, თითქოს თავისი ქცევის
გამართლება უნდაო, საკუთარ თავს უთხრა:

– როდა ჩემი სისხლი და ხორცია. მისი ყოველგვარი


განსაცდელისგან დაცვა ჩემი პირდაპირი მოვალეობაა.

ფიქრების დასალაგებლად ქარიშხლებისგან თითქმის


განადგურებულ, მორყეულკედლებიან კოტეჯში შევიდა
და გარკვეულ ხანს დაბნეული იდგა. მისი განცდები,
შეიძლება, უსაფუძვლო იყო, მაგრამ, შეიძლება, – არც. ეს
ბოლომდე დარწმუნებით როგორ უნდა სცოდნოდა?!
როგორ უნდა გაეგო სიმართლე?! ეჭვი საზიზღარი,
გამანადგურებელი გრძნობა არისო, გაიფიქრა. ამას
სიმართლის გაგება სჯობდა, როგორიც უნდა ყოფილიყო
ის. ჩამოჯდა და ხელები უმწეობისგან ჰაერში აღმართა.

მის ფერნი რომ შეუერთდა, მკლავზე ოლეანდრებიანი


კალათა ჰქონდა გადაკიდებული. ხმაამოუღებლად
.
248
1
ისხდნენ და თვალწინ გადაშლილ ყურეს მისჩერებოდნენ.
სიჩუმეს მხოლოდ ნაპირიდან წყალში ზოლად შემავალი
ქვიშის თავზე გრძელ, გრაციოზულ თაღებად მხტომარე
კეფალი აპობდა. ბოლოს მის ფერნმა თქვა:

– შუბლი გახსენით. ღიმილი გაცილებით გშვენით.


მენდეთ, არაფერია ქვეყანაზე კოპების შეყრისა და, მით
უმეტეს, ცრემლების ღირსი.

– მეტყვით, რას ფიქრობთ, რა მოხდა იმ დღეს პიკნიკზე?


– ჰკითხა ქრისტინმა, – როგორც ხედავთ, ვნერვიულობ
და განვიცდი.

– კი მაგრამ, ხომ უკვე გითხარით, – გაიკვირვა მის


ფერნმა. მერე დაკრეფილი ყვავილები კალათიდან
ამოიღო და უკან თითო-თითოდ, სათუთად ჩაალაგა.
უთხრა, რომ, მისი აზრით, ბიჭი როდას

.
249
1
თავდასხმებს ნავმისადგომის მიმართულებით გაექცა და,
შესაძლოა, აი, ამ კოტეჯსაც კი შეაფარა თავი. მაგრამ
როდამ მიაგნო და როცა კლოდმა დაინახა, როგორ
უახლოვდებოდა გოგო, დაიბნა, უკან დაიხია და წყალში
ჩავარდა.

– დიახ. დიახ, – თქვა ქრისტინმა, – სრულიად


შესაძლებელია.

მის ფერნმა განაგრძო, რომ კლოდი, მიუხედავად სუსტი


შესახედაობისა, კარგი მოცურავე იყო და ეს, რა თქმა
უნდა, როდამაც იცოდა. ამიტომ წყალში ჩავარდნილი
რომ დაინახა, ალბათ იფიქრა, ნაპირზე თავისუფლად
გამოცურავსო. საიდან ეცოდინებოდა, რომ ხიმინჯები
ზუსტად იმ ადგილას იყო ჩასობილი? საერთოდაც,
მიაჩნია, რომ ბავშვები უცნაური არსებები არიან. ისინი
იმავე სტანდარტებით არ უნდა განვსაჯოთ, რომლებითაც
ზრდასრულებს განვსჯით. ბავშვები ხშირად საოცრად
დაუცველები და უმწეონი არიან. შესაძლოა, ბიჭის
წყალში ჩავარდნის მომენტში ქრისტინის ქალიშვილს
თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ კლოდს
ახალი სამოსი გაუფუჭდებოდა და ამის გამო თავად
დაიტუქსებოდა. მცველმა რომ ზუსტად იმ დროს
დაუყვირა, შესაძლოა, ამან კიდევ უფრო დააფეთა და
.
250
1
უკანმოუხედავად გამოიქცა სანაპიროსკენ. შესაძლოა, აი,
იმ ირმის რქის ბუჩქის უკნიდანაც კი უყურებდა; მაგრამ
როცა კლოდმა ნაპირზე არ გამოცურა, ბავშვური
აუხსნელი ლოგიკით დაასკვნა, რომ ნავმისადგომის ქვეშ
მის შესაშინებლად იმალებოდა. ამიტომ თავიდან
არაფერი მოუმოქმედებია და მერე, როცა უკვე გვიანი
იყო, რა თქმა უნდა, მომხდარის აღიარების შეეშინდა.

მის ფერნმა კალათა დადო, თვალები მოიჩრდილა და


ლურჯ, მოლივლივე ყურეს გახედა.

– რადგან გსურთ, რომ ბოლომდე გულახდილი ვიყო, –


თქვა მან, – ვგონებ, ყველაზე ცუდი, რაც შეგვიძლია
ვივარაუდოთ, ეს არის: საგანგებო მდგომარეობაში
აღმოჩენილი როდა ბრძოლის ველიდან შეშინებული
ჯარისკაცივით გაიძურწა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ
უამრავი ჯარისკაცი, უამრავი მასზე უფროსი და ჭკვიანი
ადამიანი შეუშინებია მათ ცხოვრებაში გაჩენილ
პირველივე დაბრკოლებას და თავპირისმტვრევით
გაქცეულა.

წამოდგნენ და ნავმისადგომისკენ დაეშვნენ. მის ფერნმა


ქრისტინს გრძნობით მოჰკიდა მკლავზე ხელი.

.
251
1
– მე არ ვარ თქვენი მტერი, – თქვა, – ჩემზე ასე აღარ
უნდა იფიქროთ. თუ დაგჭირდით, მაშინვე მომმართეთ.
აუცილებლად.

– ბიჭის სიკვდილმა ისე გამაუბედურა, – უთხრა


ქრისტინმა, – ისე ამაფორიაქა, დამნაშავედაც კი
მაგრძნობინა თავი.

მის ფერნმა მიუგო, რომ მისის პენმარკის მდგომარეობა


მშვენივრად ესმოდა; მაგრამ დანაშაულის გრძნობას რაც
შეეხებოდა, გაუჭირდებოდა სხვისთვის რჩევის მიცემა,
რადგან თავადაც მთელი ცხოვრება ირაციონალური
სინდისის ქენჯნით იყო გაწამებული. არადა, ცივ გულზე
რომ გაეანალიზებინა, მიხვდებოდა, რომ ეს სულელური,
ულოგიკო დანაშაულის გრძნობა, სინამდვილეში,
მხოლოდ სიამაყის მტკივნეული ფორმა გახლდათ.

.
252
1
თუმცა, არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ თითოეული
ადამიანი გამუდმებით დანაშაულის გრძნობით
იტანჯებოდა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი განვითარება, ჩვენი
ადგილი ამ სამყაროში ზუსტადაც რომ ამ წინაპირობას
ეფუძნებოდა. ჩვენ ხომ თავიდანვე იმას გვასწავლიან, რომ
ადამიანური იმპულსები სამარცხვინო და
დამამცირებელია. რომ კაცი სრულიად წაბილწული
არსებაა, რომ თავად მისი დაბადება უკვე არის ისეთი
ფარული ცოდვის შედეგი, რომელიც რაიმენაირად უნდა
მოინანიო. ამიტომ გულუბრყვილოებად მიაჩნდა ის
ადამიანები, რომლებიც იმ ფაქტმა გააოცა, რომ
კომუნისტების მიერ შეპყრობილი ეპისკოპოსები,
მღვდლები და კარდინალები ზეწოლის ქვეშ
მომენტალურად გატყდნენ და ყველა ის ბოროტი ქმედება
და გაუგებარი ცოდვა აღიარეს, რაც მათმა ჯალათებმა
დააბრალეს: ისინი ჯერ კიდევ აკვნიდან იყვნენ
დაჩვეულნი, რომ მხრები ინდივიდუალური ცოდვებით
ჰქონდათ დამძიმებულები. თავისი აზრით, გასაოცარი ის
კი არ იყო, რომ ასე მალე აღიარეს საზარელი,
შეუძლებელი დანაშაულები, არამედ ის, რომ ამის
გასაკეთებლად ამდენი დრო დასჭირდათ.

– არ ვიცი, – უთხრა ქრისტინმა, – დიდად


ინტელექტუალი არ ვარ.
.
253
1
მანქანაში ჩასხდნენ და მის ფერნმა განაგრძო, რომ კაცი
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა ღმერთის რაობის
გაგებას, თუკი უსასრულობას, ანუ იმ ანომალიას
ჩაწვდებოდა, რასაც უსაზღვრო სამყარო ეწოდება.
მიაჩნდა, რომ მათსავით მოკვდავი არსებების მცდელობა,
უფლისთვის მიესადაგებინათ ადამიანური მორალური
პრინციპები, ან ამ პრინციპებზე დაყრდნობით ამოეხსნათ
მისი ბუნება, ერთდროულად სიშტერეც იყო და
კადნიერებაც.

ქრისტინმა გაიფიქრა: „როდას ნათქვამს მივიღებ.


სიტყვაზე ვენდობი. არანაირი საფუძველი არ მაქვს
ვიფიქრო, რომ ბალტიმორში მოხუცი ქალისა და
დეიგლების პატარა ბიჭის სიკვდილი ერთმანეთთან
კავშირშია. თუ არ მინდა, ნერვიულობას გადავყვე,
როდას უნდა დავუჯერო“.

მის ფერნი წყნარად განაგრძობდა თავის მონოლოგს,


მხოლოდ შიგადაშიგ თუ გადაუხვევდა მთავარი თემიდან
და ისიც იმისათვის, რომ რომელიმე უცხო ხის ან
ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის
შესახებ მიეწოდებინა თანამგზავრისთვის ცნობები.

.
254
1
– დარწმუნებით საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ
ბოროტებისა და სიკეთის ჩვენეულ აღქმას რაიმე კავშირი
აქვს ღმერთთან? – ამბობდა ის, – საიდან შეგვიძლია
ვამტკიცოთ, რომ ჩვენეული კრიტერიუმები და
განმარტებები მისთვისაც გასაგებია? ბუნებაში,
ცხოველების სასტიკ ქცევებში ნამდვილად არაფერია
ისეთი, რაც მიგვანიშნებს, რომ ღმერთი ჩვენსავით სჯის.

– შესაძლებელია. ვერაფერს გეტყვით, – თქვა ქრისტინმა.

– მონიკა ბრიდლავმა ერთხელ, თავის ერთ-ერთ


საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით რომ
გამოდიოდა, ხუმრობით ასე მომიხსენია: „სკოლის
ქალბატონებს შორის ყველაზე გულუბრყვილო,
რომანტიკული „უისლერის დედაო“, („უისლერის
დედა“ – ამერიკელი მხატვრის, ჯეიმს ებოტ მაკნილ
უისლერის (1834-1903) მიერ ტილოზე ზეთით
შესრულებული ნახატი, რომელზეც მხატვრის დედაა
გამოსახული) – მის ფერნმა ქედმაღლურად ჩაიცინა,
გვერდით მოდებული კალათა გაასწორა და განაგრძო,
– სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. მონიკას
სჯერა, რომ კაცის ტვინს შეუძლია დივანზე წოლითა
და სხვა კაცთან დაუსრულებელი ლაყბობით
შეიცვალოს. არადა, ხშირად ეს სხვა
.
255
1
კაცი თავისი პაციენტივით გზააბნეული არსებაა.
სინამდვილეში, მონიკა ჩემზე დიდი მიამიტი
რომანტიკოსია.

ლანჩის მერე როდამ პარკში ჯდომის ნებართვა ითხოვა


და მისის ფორსაიტი დათანხმდა. წიგნი აიღო და თავის
ჩვეულ ადგილას, ბროწეულის ხის ქვეშ დაჯდა. სწორი
გვერდის მიგნება ძლივს მოასწრო, რომ ლეროი,
რომელსაც ბავშვისთვის დიდი ხნით თავის განებება არ
შეეძლო, პარკში გაჩნდა და როდას უკან გვას მოჰყვა.
კარგა ხანი ერთ ადგილს უსვა ცოცხი და ბოლოს,
როგორც იქნა, ხმა ამოიღო:

– ზიხარ მანდ და კითხულობ წიგნს, გეგონება, ანგელოზი


იყო. ამ დროს, შეილება, იმაზე ფიქროფ, როგორ უთავაზე
იმ პატარა ბიჭს ჯოხი. აი, ამ წამს მაგაზე ფიქროფ, ხო?
ამიტომ ჩანხარ ასეთი ნასიამოვნები და ბედნიერი, ხო?

– მორჩი ბილიკის გვას და მომშორდი, –


თავმობეზრებული, მაგრამ შემწყნარებლური,
ზრდასრული ადამიანის ტონით მიუგო როდამ, – შენი
მოსმენა არ მსურს. სისულელეების მეტს არაფერს
ლაპარაკობ.

.
256
1
ლეროიმ ცოცხს ცოტა ხნით ხელი უშვა და ფრუტუნითა
და თავის ქნევით ბროწეულის ხეს დააკვირდა. გამხმარი
ტოტი მოწყვიტა და ხელში დაიჭირა. მერე ბავშვის წინ
დადგა, ტოტი ხელისგულზე გაიჩერა და გულუბრყვილო
ხმით ჰკითხა:

– დაახლოებით ამ ზომის ჯოხი დაარტყი?

– ან დაგავე, ან სხვა ვინმეს ელაპარაკე.

– იმის მერე, რაც პატარა კლოდი ყურეში ჩააგორე, უკან,


ნავმისადგომზე ამოძრომა სცადა. შენ კიდე იქამდე
ურტყი მტევნებზე, სანამ ხელები არ გაუშვა და არ
ჩაიძირა; მარა სანამ ამას იზავდა, ერთი მაგრა კიდე ხიე
საფეთქელში, იმდენი სისხლი მაგიტომაც გამოუვიდა.

როდამ სანიშნის ძებნა დაიწყო, არ უნდოდა, ფურცლის


მოკეცვით წიგნი დაეზიანებინა. მის წინ ბილიკზე
მტრედის პატარა, რბილი ბუმბული ეგდო; აიღო, მტვერი
სულის შებერვით გადაწმინდა და წიგნში სანიშნედ
ჩადო. მერე გვერდით დაიდო და ლეროის
აუღელვებლად მიაშტერდა.

– თავს იკატუნებ, თითქოს არ იცოდე, რაზე ვლაპარაკოფ,

.
257
1
– მეეზოვე ნასიამოვნები ჩანდა, – მარა სინამდვილეში
მშვენივრათაც იცი. სხვებივით შტერი არ ხარ – რაც არ
უნდა ავი იყო, ეს უნდა ვაღიარო. შენც მოგეკითხება ჭკუა,
ჩემი არ იყოს. დებილი ხარო, შენზეც ვერავინ იტყვის.
ამიტომაც, ის სისხლიანი ჯოხი სხვებისთვის დასანახ
ადგილას არ დაგიგდია. ოჰ, არა! მაგის ჩიტი ხარ?!
ნავმისადგომიდან რო გამოიქეცი, ჯოხი თან წაიყოლე.
მერე, ყველასგან მოფარებულმა, ხეებს შორის გაიარე,
სანაპიროზე დაბრუნდი და სისხლიანი ჯოხი კარქათ
გარეცხე. მერე ტყეში გადააგდე, იქ, სადაც ვერავინ
მისდღემჩი ვერ იპოვნიდა.

– მგონი, ძალიან სულელი კაცი ხარ.

.
258
1
– შეილება, სულელი ვიყო, მარა შენსავით სულელი მაინც
არ ვარ, – თქვა ლეროიმ. ეს სცენა სულ უფრო მეტ
სიამოვნებას გვრიდა. ამ პატარა, ავ გოგოს თავი ისე
მოქონდა, თითქოს ეს სიტყვები არ ადარდებსო, მარა ისე
ძაანაც ადარდებდა! გულის სიღრმეში შეშინებული იყო,
მერე რა, რო არ აღიარებდა, – შენ ხარ სულელი, მე კი არა,
– გააგრძელა, – იმიტო, რო გეგონა, სისხლის ჩამორეცხვა
შესაძლებელია, არადა არაა.

– რატომ არაა?

– იმიტო რო არაა. რაც არ უნდა რეცხო, სისხლი


ბოლომდე მაინც არ შორდება. ყველამ იცის ეს, შენს
გარდა. შენც გეცოდინებოდა, ამდენს რო არ ლაყბობდე
და იმათ უსმენდე, ვისაც ჭკუა მოეკითხებათ.

ლეროი გამალებით მოჰყვა გზის ხვეტას.

– ეხა კიდე გეტყვი, რას ვიზავ, თუ უკეთესათ მოქცევას


არ დამიწყეფ, – თქვა, – პოლიციას დავურეკავ და ვეტყვი,
იმ ჯოხის ძებნა დაიწყონ ტყეში. ხოდა, იპოვნიან
კიდევაც. ისინი ყავთ, რა ქვია... „ჯოხის მეძებრები“ და
მაგენი დაეხმარებიან; და მაგ ჯოხის მეძებრებს ყველა
ისეთი ჯოხის პოვნა შეუძლიათ, სისხლი რომლებსაც
.
259
1
უსვიათ. და როცა ეგ ჯოხის მეძებრები იმ ჯოხს
მოაცუნცულებენ, რომელიც შენ ასეთი მონდომებით ხეხე
და გეგონა, ისე გაასუფთავე, რო ვერავინ მიხვდებოდა
ზედ სისხლი თუ ქონდა, პოლიციელები ზედ სპეციალურ
ფხვნილს მოაყრიან და იმ საცოდავი პატარა ბიჭის
სისხლი ისე მშვენივრად გამობრდღვიალდება, რო ეგრევე
გაირკვევა, რაც უქენი. ჯოხი მაშინვე ლამაზათ
გალურჯდება, აი, სუ მთლათ შაშვის კვერცხისფრათ. და
მერე ეგ პოლიციელები მოვლენ და…

ლეროი სწრაფად შეტრიალდა, რადგან დაინახა, რომ


მისის პენმარკი პარკში ქალიშვილის მოსაძებნად
შემოვიდა და მათკენ გამოემართა. ქრისტინმა მაშინვე
იგრძნო დაძაბულობა და ლეროის უთხრა:

– ამჯერად რას ეუბნებოდით? რითი გააღიზიანეთ?

– როგორ გეკადრებათ, მისის პენმარკ, – ლეროი ცოცხს


ჩამოეყრდნო, – არც არაფერი განსაკუთრებული არ
მითქვია. ცოტა ვილაპარაკეთ, სუ ესაა.

– რა გითხრა? – ქალიშვილს
მიუტრიალდა ქრისტინი. როდა
სკამიდან წამოდგა, წიგნი აიღო
.
260
1
და თქვა:
– ლეროიმ მითხრა, უფრო ხშირად უნდა ირბინო და
ითამაშოო. მითხრა, თუ კითხვის მეტს არაფერს გააკეთებ,
ახლომხედველი გახდებიო.

მაგრამ მისის პენმარკმა ქალიშვილის თვალებში ცივი


სიბრაზე დალანდა და ისიც შეამჩნია, ბავშვის ამ
სიტყვებზე როგორ გამოესახა გამარჯვების ირონიული
ღიმილი ლეროის. ისევ იგრძნო, როგორ უდუღდებოდა
სისხლი, მაგრამ ხმა და ხელები დაიმორჩილა და თქვა:

– ამიერიდან როდას არც ერთ შემთხვევაში აღარ გასცეთ


ხმა. გასაგებია?

.
261
1
ლეროიმ მოჩვენებითი მტკივნეული გაოგნებით
გააფართოვა თვალები და თქვა:

– პატარა გოგოსთვის არაფერი ცუდი არ მითქვია.


თვითონაც ეგ არ თქვა?

– არ აქვს მნიშვნელობა, მაინც გეკრძალებათ მასთან


საუბარი. თუ მას, ან ვინმე სხვა ბავშვს, კიდევ ერთხელ
გაანერვიულებთ, პოლიციაში გიჩივლებთ. კარგად
გაიგეთ?

ქრისტინმა ქალიშვილს ხელი მოჰკიდა და დუმფარებიანი


ტბორის შემოვლით გასასვლელისკენ წაიყვანა. როცა
ჭიშკარს მიუახლოვდნენ და ქრისტინმა სახელური
მძიმედ ჩამოსწია, როდა მოტრიალდა და ლეროის
მკაცრი, დაფიქრებული და შემფასებლური მზერა
ესროლა. მერე კი ბავშვებს შორის ხშირად წარმოთქმული,
ერთდროულად ბრძნული და ღრმა აზრის შემცველი
ფრაზა მიუგდო:

– რასაც ჩემზე ამბობ, სინამდვილეში შენს თავზე ამბობ.

იმ ღამით, ვახშმის მერე, ლეროიმ ფეხსაცმელები გაიძრო,


.
262
1
გადაიხარხარა და თავის ცოლს მომხდარი უამბო.
საკუთარი სამი შვილი ამ დროს ტუხტის ბუჩქის ქვეშ
ფეხშიშველი იჯდა სკამზე და ბალახში ამოსულ
გულისაბას ყვავილებს ფეხის თითებით წიწკნიდა. როცა
ლეროი თხრობას მორჩა, ტელმამ ხმადაბლა, ისე, რომ
ბავშვებს არ გაეგოთ, თქვა:

– მომბეზრდა შენთვის იმის ჩიჩინი, რომ მაგ ბავშვს


მოეშვა, ლეროი. შარში გაეხვევი, იცოდე. იქამდე არ
გაანებებ იმ ბავშვს თავს, სანამდე რამე ცუდს არ მოიწევ.

– რა გინდა, მომწონს, ნერვებს რო ვაწიწკნი იმ ავ გოგოს.


აქამდე არაფერი გამომდიოდა, მარა ეხა, როგორც იქნა,
მივიქციე მისი ყურადღება.

– თავს ცუდ რამეს აუტეხავ, გეუბნევი მე შენ.

– არაფერსაც არ ავუტეხავ. ეგ პატარა როდა კაი ვინმეა.


ღნავილით არ გარბის და ენა არ მიაქვს. ავია, ავი ეგ
პატარა როდა, მარა თან კაი ვინმეცაა, – მერე ჩუმად
იჯდა, იღიმოდა, თავს აქნევდა და სადილს ინელებდა.

გარშემო უცნაური სუნი იდგა, რთულად გასარჩევი ობის


სუნი, რომლის წყაროს პოვნაც შეუძლებელი იყო.
.
263
1
თითქოს საწოლებზე იწვიმა და მერე ჩრდილში
ამოშრნენო. ტელმა ლუდის ასაღებად სახლში შევიდა.
რომ დაბრუნდა, თქვა:

– როდამ, შეილება, არც ჩაგიშვას, მაგრამ ვინმე ხო


გაიგონებს შენს ლაპარაკს, აგერ, როგორც მისის პენმარკმა
გაიგონა კინაღამ დღეს. მერე შარს ვერ აცდები. ვთქვათ
და გაიგონა შენი სიტყვები და პოლიციას დაურეკა, ხო
დაგემუქრა დღეს, დაურეკავო?! მერე სად მიდიხარ?
პოლიციელები სადგურში წაგიყვანებენ და კბილებს
ჩამოგილეწავენ.

ლეორიმ გაიზმორა, შემწყნარებლურად გაიცინა და თქვა:

.
264
1
– მაინც ვინ გგონივარ? ვიღაცა დებილი?

მეშვიდე

ამის მერე ქრისტინი ცოტა დამშვიდდა, თითქოს მის


ფერნის უყოყმანო ტონმა მისი ეჭვებიც გააქარწყლაო, და
მომდევნო დღეები ჩვეულ საქმეებს აგვარებდა – კერძებს
ამზადებდა, კერავდა და ბავშვსა და სახლს უვლიდა.
მისის ბრიდლავთან ერთად შუადღის ქორწილსაც
დაესწრო და გულიც კი აუჩუყდათ. კენეტის
საწოლისთვის ძველმოდური, მყარი ლეიბი შეიძინა.
დაესწრო წვეულებას, რომელიც ქმრის კომპანიის
ხაზინადარმა თავისი ნიუ ორლეანელი დისწულების
საპატივცემულოდ გამართა. ქრისტინს მიზნად დაესახა
თავისი შიშების უგულებელყოფა, თავისი ეჭვების
დავიწყება და ამას მაშინ ახერხებდა, როცა ან
დაკავებული, ან კი სხვა ხალხის გარემოცვაში
იყოფებოდა. მაგრამ ღამით, როდას რომ ეძინა და სახლში
ისეთი სიჩუმე იწვა, რომ ნებისმიერი გაფაჩუნება მის
ტვინში გამაყრუებელ ხმად გარდაიქმნებოდა, ეჭვები
უკან უბრუნდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა.
.
265
1
ერთ დილით კი იმაში დარწმუნებულს გაეღვიძა, რომ
თუკი თავს ხელში არ აიყვანდა და ემოციების
გაკონტროლებას უკეთ არ შეეცდებოდა, მალე მისის
დეიგლივით შეიშლებოდა. ამ დროს იმასაც მიხვდა, რომ
თუ მართლა აეჭვებდა როდას ნორმალურობა და თუ
მართლა ჰქონდა საფუძველი მის შიშს, რომ ბავშვს
კრიმინალური მიდრეკილებები ახასიათებდა,
პრობლემისთვის თვალი უნდა გაესწორებინა; თუ ეჭვები
გამართლდებოდნენ, საკითხში უნდა გარკვეულიყო, იმ
თემებზე უნდა ეკითხა და ესწავლა ყველაფერი,
რომლებსაც წარსულში თავს არიდებდა – რაც უნდა
არასასიამოვნო ყოფილიყო ის რეალობა, რომელშიც
აღმოჩნდა, ყველა დაბრკოლება მხნედ და ჭკვიანურად
უნდა გადაელახა. თუ შესაძლებელი იქნებოდა,
გამოსავალი უნდა ეპოვა; თუ არადა – საუკეთესო
კომპრომისი გამოეძებნა. მხოლოდ ცოდნით შეძლებდა
შვილის დახმარებას, გაგებითა და სიფრთხილით უნდა
ესწავლებინა როდასთვის, როგორ გამოემუშავებინა
ცხოვრებისადმი უფრო მისაღები დამოკიდებულება და
მიზნები.

თავისდაუნებურად რეჯინალდ ტასკერი და მასთან


გამართული საუბრები გაახსენდა. მოუნდა, მაშინვე
.
266
1
დაერეკა და რჩევა ეთხოვა, მაგრამ ამ დროისთვის ეჭვებს
უკვე მოესწროთ საღ აზრში შემოპარვა და შეეშინდა, რომ
რეჯინალდი მსგავსი დაინტერესების უკან ნამდვილ
მოტივს ამოიცნობდა. მერე, იმის მიუხედავად, რომ
საკუთარი დანაშაულებრივი ჩუმჩუმელობა შეეზიზღა,
მაინც გადაწყვიტა, საკითხს სხვაგვარად მიდგომოდა.
საღამოს წვეულებას გამართავდა და სხვა, ამ ეტაპზე
მისთვის სრულიად უინტერესო სტუმრებთან ერთად,
მასაც დაპატიჟებდა; მერე რეჯინალდს სადმე მარტო
მოიხელთებდა და ვითომ სასხვათაშორისოდ, თითქოს იმ
წამს შემთხვევით მოაფიქრდაო, სთხოვდა,
ლიტერატურის შერჩევაში დახმარებოდა.
რასაკვირველია, მსგავს ვითარებაში რეჯინალდს თავში
აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ქრისტინის ამ ინტერესის
უკან დროის გაყვანის გარდა სხვა მოტივი დაენახა.
მაგრამ თუ მაინც დაეჭვდებოდა, ყველაფერს იზამდა,
რომ მისი ფიქრები სხვა მიმართულებით წაეყვანა.
ეტყოდა, რომ რადგან კენეტის მოლოდინში დრო
აუტანლად მიიზლაზნებოდა, რომანის დაწერაში
გადაეწყვიტა ძალების ცდა.

.
267
1
ქრისტინმა წვეულება ივნისის ბოლო დღეს გამართა.
დერეფნის მოპირდაპირედ მცხოვრებ მისის ფორსაიტს
როდას დატოვებაზე წინასწარ შეუთანხმდა; მაგრამ
როდას სურდა, ცოტა ხნით გამოსულიყო და დედის
სტუმრები ენახა. ქრისტინი დასთანხმდა და როცა
სტუმრები შეიკრიბნენ, მისის ფორსაიტმა ბავშვი
გამოიყვანა. როდას თეთრ ბამბის ქსოვილზე ყვითლად
მოქარგული კაბა ეცვა, რომლის კერვაც დედამისს
რამდენიმე დღის წინ დაესრულებინა. თეთრი
ფეხსაცმელებიდან ყვითელი წინდები მოუჩანდა და
თავისი ყულფის ფორმის ნაწნავები პატარა ყვითელი
ბაფთებით გაენასკვა. სტუმრები მისით აღფრთოვანებას
ვერ მალავდნენ. ბავშვი ჩვეულ მორიდებულ,
მომხიბვლელ ღიმილს აფრქვევდა, მისის ფორსაიტისგან
ახლახან ნასწავლ რევერანსებს აკეთებდა;
კომპლიმენტებს დარბაისლური სიდინჯით ისმენდა და
ფართოდ გახელილ თვალებში ფარისევლური უმანკოება
ედგა. ზრდილი, ღირსეული და სერიოზული იყო და
როცა მისის ფორსაიტმა უთხრა, წასვლის დროაო, მძიმედ
დაუკრა თავი, ნასიამოვნები და განებივრებული
ცხოველის მსგავსი ყრუ ხმა ამოუშვა, დედისკენ გაიქცა
და წინასწარგამოთვლილი სპონტანურობით ჩაეხუტა.

.
268
1
მერე, კვლავ სახეზე ღიმილით, მორცხვად
თვალებდახრილმა და ცალი ნაჩვრეტით
ლოყადამშვენებულმა, მისის ფორსაიტს ხელი მოჰკიდა,
წვივზე დაუცველი ლეკვივით აეკრა და მასთან ერთად
დატოვა ოთახი.

ბავშვი რომ წავიდა და სტუმრებიც აღარ საჭიროებდნენ


მასპინძლის ყურადღებას, ქრისტინი რეჯინალდს
მიუახლოვდა და უთხრა, რომ მას მერე, რაც მონიკასთან
ბინაში ექთან დენისონზე ისაუბრეს, კრიმინალურმა
სფერომ სულ უფრო და უფრო გაიტაცა; პონდერის
სასამართლოზეც კი წაიკითხა სტატიები. მერე მხარზე
შეეხო, თავი გვერდზე გადააგდო და თანამოსაუბრის
ცოდნის წინ განიარაღებული, გამოუტყდა, რეჯინალდი
რომ არ ყოფილიყო, მსგავსი შოკისმომგვრელი
ისტორიებით ცხოვრებაში არ დაინტერესდებოდა – და
ნუთუ არ რცხვენოდა, ასე არხეინად რომ დაიარებოდა
ქალაქში და ასაკოვან გათხოვილ ქალბატონებს ტვინებს
უმღვრევდა? რეჯინალდმა მიუგო, რომ ოდნავადაც არ
რცხვენოდა. პირიქით, მოხუცებულობის ჟამს
შემორჩენილ სიამოვნებათაგან სწორედ ეს ეამაყებოდა
ყველაზე მეტად და თავის მემუარებში ამაზე ვრცლად და
ცოტა გაზვიადებულადაც კი აპირებდა დაწერას.

.
269
1
მათ უკან აივნიდან მკვეთრად მოისმა ახალგაზრდა
ინტელექტუალი კაცის ხმა:

– დიდ მწერალს, რომელსაც რაღაც აქვს სათქმელი, არ


ედარდება არც სტილი და არც აზრის ახირებული
გადმოცემის მანერა. აი, აიღეთ ისეთი პიროვნება,
როგორიც ტოლსტოია. მისი „ანა“ ახლახან გადავიკითხე.
ტოლსტოის ტრივიალურობა არ აშინებდა. ბანალურობა
მისი სტიქია იყო. ამიტომაც გადაურჩა მისი ნაწერები
ჟამთა დინებას.

– ამ საკითხს უკანასკნელად როცა შევეხეთ, – თქვა


ქრისტინმა, – ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულები
ახსენეთ. თქვით, და მე ძალიან მიჭირს ამის დაჯერება,
რომ ბავშვები ხშირად სჩადიან ხოლმე საზარელ
დანაშაულებს. ასე თქვით, რომ ისინი, ვისაც ბედმა
თავიანთ სფეროში გამორჩეულობა არგუნა, თითქმის
ყოველთვის ახალგაზრდები იწყებენ მოღვაწეობასო.
სერიოზულად თქვით ეს, თუ, უბრალოდ, ჩემი
გულუბრყვილობით ისარგებლეთ?

– რა გითხრათ, არასოდეს მიფიქრია, რომ ტოლსტოის


სტიქია ბანალურობაა. დიკენსის – კი ბატონო. მაგრამ
ტოლსტოისა – მეეჭვება.
.
270
1
რეჯინალდმა მიუგო, რომ ნამდვილად არ ხუმრობდა. მას
განსაკუთრებით გარკვეული ტიპაჟის ბოროტმოქმედი
აინტერესებდა, ამ კონრეტულ ტიპაჟში
სპეციალიზდებოდა და უკვე დიდი ხანია, რაც შესაბამის
სასამართლო საქმეებზე დაწერილ სტატიებს
გაზეთებიდან ჭრიდა და აგროვებდა. უფრო მეტიც, ამ
ტიპაჟის აღმწერი ნაშრომისთვის ჩანაწერებსაც კი
აკეთებდა. მსგავსი ტიპის ბოროტმოქმედი, რომელიც
ყველა სხვა სახეობისგან გამოირჩეოდა, ქალიც იმდენივე
გვხვდებოდა, რამდენიც – კაცი, რაც უკვე უცნაური
გახლდათ. ასეთი ტიპის ბოროტმოქმედები, თუ ძალიან
შტერები ან ძალიან უიღბლოები არ აღმოჩნდებოდნენ,
ყოველთვის მსხვილი კალიბრის მკვლელები ხდებოდნენ.
ისინი არასოდეს კლავდნენ იმ მოტივებით, რომლებიც
ასე ხშირად ხდებიან ხოლმე გულთბილი, მაგრამ
მოსულელო ადამიანების გზიდან აცდენის მიზეზები.
ისინი არასოდეს კლავენ ვნებისთვის, რადგან,
სავარაუდოდ, ჟინის განცდის უნარისგან დაცლილები
არიან. იგივე ითქმის ეჭვიანობაზეც, ან უპასუხო
სიყვარულზე, ან თუნდაც შურისძიებაზე. მათში
სექსუალური სისასტიკის ნატამალიც კი არ შეიმჩნევა.
ისინი მხოლოდ ორი მიზეზით კლავენ – ხეირის
გამოსარჩენად, რადგან ყველა მათგანს მომხვეჭელობის
დაუოკებელი ჟინი მართავს, და იმ ხიფათის
.
271
1
ასარიდებლად, რომელიც მათ უსაფრთხოებას ემუქრება.

– რა საინტერესოა, – თქვა ქრისტინმა, – ნებას მომცემთ,


თქვენ მიერ შეგროვებულ მასალას გავეცნო? ძალიან
ფრთხილად მოვეპყრობი.

შეკრებილებს შორის მარტინით ხელში მოსიარულე მისის


ბრიდლავი ქრისტინს და რეჯინალს მიუახლოვდა. მათ
საუბარს დრამატული გაოგნებით დაუგდო ყური და მერე
ემოციურად აღმოხდა:

– ძვირფასო ქრისტინ, რა მოგელანდა? ასე როგორ


შეიცვალე ამ საკითხისადმი დამოკიდებულება?

– არა მგონია, რაიმე კონკრეტული მიზეზი


არსებობდეს, – უხერხულად გაიღიმა ქრისტინმა.
მისის ბრიდლავმა ჯიუტად გაიქნია თავი, მათ
შორის ჩაჯდა და თქვა:
– მიზეზი არსებობს, ძვირფასო ქრისტინ; ჩვენი ყოველი
ნაბიჯის უკან მყარი ფსიქოლოგიური მიზეზი დგას,
უბრალოდ, მისი დანახვა არც ისე ადვილია ხოლმე, –
მერე კი აშკარად უადგილოდ მოაყოლა, – როცა ექიმი
კეტელბაუმი ფსიქოანალიზს მიტარებდა, ამ საბრალო
კაცის მიმართ ისეთ პოზიტიურ ტრანსფერენციას
.
272
1
განვიცდიდი, რომ სულ ადრე მივდიოდი ხოლმე
სეანსებზე. ჩემ წინ ერთი მომხიბლავი ახალგაზრდა
ინგლისელი კაცი იყო ჩაწერილი და მოსაცდელ ოთახში
ხშირად გადავეყრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ზოგჯერ,
როცა ექიმ კეტელბაუმს პაციენტებს შორის ტელეფონზე
საუბარი უწევდა და სეანსის დაწყებას მიგვიანებდა, ამ
ახალგაზრდას ვესაუბრებოდი. ამ კაცმა – მისი სახელი
წლების წინ დამავიწყდა, რაც ასევე სიმპტომატურია,
როგორც თავადაც მალე ნახავთ – ერთხელ გამომიცხადა,
რომ ჩემით გამორჩეულად მოხიბლული იყო. ერთი
დეტალი რომ არა, ჩემთვის იდეალური ქალი
იქნებოდითო, მითხრა. ხვდებით, ხომ, როგორი უცნაური
ხასიათის ვინმე იყო? ასე მითხრა, მხოლოდ ცალფეხა
ქალებს ვაღმერთებო, მე კიდევ აშკარად ორივე ფეხი
ადგილზე მქონდა.

რეჯინალდმა დაუსტვინა.

– აი, მესმის სიუჟეტის განვითარება!

.
273
1
– მე კიდევ ვუპასუხე, – განაგრძო მონიკამ, – ვაღიარებ,
ძალიან მომხიბვლელი ბრძანდებით-მეთქი. მეტსაც
გეტყვით, ყველაზე მშვენიერი წამწამები გაქვთ იმ კაცთა
შორის, რომლებიც ცხოვრებაში შემხვედრია, მაგრამ რაც
უნდა გადასარევი იყოთ, თუ გგონიათ, რომ თქვენი
გულის მოსაგებად ფეხს მოვიჭრი, საოცრად ცდებით,
ჩემო ძვირფასო-მეთქი!

რეჯინალდმა და ქრისტინმა ერთდროულად გაიცინეს და


მისის ბრიდლავმა, რომელიც თავადაც ვერ იკავებდა
ხითხითს, განაგრძო:

– ჰოდა, ეს ჩვენი უცნაური გემოვნების ახალგაზრდა


ბრიტანელებისთვის ჩვეული თავშეკავებულობით
მომაშტერდა და მითხრა, მენდეთ, ამის იმედი არც
მქონიაო.

– კი მაგრამ, ცალფეხა ქალებს სად პოულობდა? – ჰკითხა


ქრისტინმა.

– ჩემო ძვირფასო, – მიუგო მონიკამ, – ჩემო ძვირფასო,


როგორ ერთნაირად ვაზროვნებთ. მეც ზუსტად ეს კითხვა
დავუსვი. მან კიდევ სრული გაოგნებით შემომხედა და
.
274
1
მითხრა, რას ჰქვია, ვპოულობ? ჩემო ძვირფასო
ქალბატონო, საკითხავი უფრო ისაა, მათგან თავს როგორ
ვიძვრენ! ლონდონი სავსეა ცალფეხა ქალებით, თქვენც
აუცილებლად შეამჩნევდით. სადაც უნდა გაიხედო,
ყველგან ისინი არიანო.

ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა და მერე ქრისტინმა თქვა:

– ამ ისტორიის მორალი ჩემთვისაა განკუთვნილი? რაც


მესიზმრება, ის მელანდება?

– ზუსტადაც! – თქვა მისის ბრიდლავმა. მერე კი


დაურთო, რომ ყოველთვის სიმპტომატურად ეჩვენებოდა
ბინძური ან კრიმინალური ისტორიების იგნორირება
მისის პენმარკის მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მის ამ თვისებას ხსნიდა, როგორც ნეგატიური რეაქციით
შენიღბულ პოზიტიურ სურვილს. ეს კი მარტივად იმას
ნიშნავდა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ის არ იყო
ემოციურად მზად, რომ სიძულვილისა და
განადგურებისაკენ თავისი ლტოლვა საჭირო
ნეიტრალურობით გაეანალიზებინა. მაგრამ ახლა, როცა
აშკარად დაძლია შფოთიანობა, როგორც იქნა, ამის
გაკეთება შეძლო. საბოლოო ჯამში, ქრისტინის
კრიმინალური ისტორიებით მოულოდნელი
.
275
1
დაინტერესება ახარებდა, რადგან ამით ის
ცხოვრებისადმი ახალ, ჯანსაღ დამოკიდებულებას
ავლენდა. ეს მეტად სრულქმნილი შემწყნარებლობის
შეძენისა და ფსიქოლოგიური სიმწიფის მაჩვენებელი
გახლდათ.

ამ სიტყვებზე შემოტრიალდა, მეგობარს გამომცდელად


მიაშტერდა და დაბნეულმა ქრისტინმა ის ახსნა-
განმარტება ჩამოარაკრაკა, რაც წინასწარ იმ
შემთხვევისთვის გაემზადებინა, თავისი დაინტერესების
გამართლება თუ მოუწევდა. თქვა, რომ გულის სიღრმეში
ყოველთვის სურდა რომანის დაწერა, თუმცა ძალიან კი
ეეჭვებოდა, რომ რამე ხეირიანი გამოუვიდოდა. მაგრამ,
ამისდა მიუხედავად, რეჯინალდისგან გაგონილი ამბები
ისეთი უჩვეულონი იყვნენ, ისეთი განსაკუთრებულნი
– ყოველი შემთხვევისთვის, მისთვის – რომ მათი იმ
ავტობიოგრაფიული წიგნისთვის გამოყენება მოუნდა,
რომელზე ფიქრიც არ ასვენებდა. ეს ისტორიები წიგნს
რეალურად მომხდარი შემთხვევებით

.
276
1
გაამდიდრებდა. აქ უცაბედი სიფრთხილით გაჩერდა და
გაიფიქრა: „ავტობიოგრაფიული წიგნია-მეთქი, რატომ
ვთქვი? ალბათ უცნაურად ჟღერდა“.

ქრისტინი დაელოდა, მისის ბრიდლავი დაუდევრობით


დაცდენილ ამ სიტყვაზე თუ გამოეკიდებოდა, მაგრამ ასე
რომ არ მოხდა, ადგა და თქვა, რომ სხვა სტუმრებიც უნდა
გაერთო. ზუსტად ამ დროს რეჯინალდმა მისის პენმარკს
თავისი შეგროვებული მასალის თხოვება შესთავაზა. უკვე
მრავალი საქმის დამუშავება და უხეშ კატეგორიებად
გადანაწილება მოესწრო. თავისი წიგნი, თუკი ოდესმე
თავს მოაბამდა მის დაწერას, მხატვრული არ იქნებოდა,
ამიტომ მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი ვერ
იარსებებდა. მერე ჰკითხა, რომანის სიუჟეტი თუ გაქვთ
არჩეული, ან რაიმე დეტალების მოფიქრება თუ
მოასწარითო. ქრისტინმა, არაო, უპასუხა; მხოლოდ ის
იცოდა, რომ რომანი ქალ სერიულ მკვლელზე იქნებოდა
და იმ საზარელ შედეგებზე, რომელიც არა მხოლოდ
მისმა მსხვერპლებმა იწვნიეს, არამედ –
გადარჩენილებმაც. კარგად ესმოდა, რომ კიდევ ბევრი
ჰქონდა მოსაფიქრებელი, მაგრამ ამ ეტაპზე სულ ეს იყო.

მომდევნო დილას მისის ფორსაიტმა ქრისტინს უთხრა,


ბავშვს მინდა ვასიამოვნო, აქვე, კუთხეში ნაყინისა და
.
277
1
გაზიანი წყლის დასაგემოვნებლად წავიყვანო.
სამოცდაათს მიტანებული, გალეული, მაღალი ქალი იყო,
წვრილი მენჯებითა და ჩამოყრილი მხრებით. თავის
დროზე ლამაზად ითვლებოდა
– გიბსონების იდეალური გოგო, როგორც მისის
ბრიდლავი მოიხსენიებდა ხოლმე. ახლაც ჭაღარაშერეულ,
ღია ფერის თმას თავისი საუკეთესო წლების მსგავსად
პომპადურის სტილზე ატარებდა, ოღონდ უკვე ამ
ვარცხნილობის შედარებით მორიდებული, ნაკლებად
გამომწვევი, ანუ მეტად მომრგვალებული ვარიანტი
შეერჩია; მისი ცენტრში მჭიდროდ შეკრული კვანძი
პრესპაპიეთი გამაგრებულ ბალიშს წააგავდა. მისის
ფორსაიტი და ბავშვი ერთდოულად გამოვიდნენ
სადარბაზოდან და როდამ ტროტუარის შორიახლოს
მდგომი, მისი მომლოდინე ლეროი შენიშნა.

მეეზოვეს უცებ ბავშვის გაწამების ახალი საშუალება,


მისადმი ლტოლვით გაჯერებული ზიზღის გამოვლენის
ახალი გზა მოაფიქრდა. საკუთარი იდეა დახვეწილად და
გონებამახვილურად მოეჩვენა. სარდაფში ჩავიდა და
გალიაში დილით ჩაგდებული მკვდარი ვირთხა
გამოიტანა. კისერზე ბაფთა შეაბა და შობიდან
შემონახულ სასაჩუქრე ყუთში ჩადო. მერე ყუთი ფერად
ქაღალდში გაახვია, საშობაო ლენტით შეკრა და ბავშვის
.
278
1
დაბრუნებას დაელოდა.

უკან მომავლებს თვალი რომ ჰკიდა, დაიცადა, სანამ


მისის ფორსაიტი ზურგს შეაქცევდა და როდას
ეშმაკურად თვალი ჩაუკრა, თან თავით კორპუსის უკანა
მხარისკენ ანიშნა, მაგრამ ბავშვს მისთვის ყურადღებაც არ
მიუქცევია; ქვაფენილზე უშფოთველად იდგა, თითქოს
დამატებით ახსნა-განმარტებას ელოდებაო. და როცა
მოხუცი ქალი კიბეებზე ავიდა, შეჩერდა და თავის
მოუწესრიგებელ ჩანთაში გასაღების მოსაძებნად ხელი
მოაფათურა, ლეროი უფრო ახლოს მივიდა და თითქოს
პატარა გოგოს სერენადას უმღერისო, ჩუმად ზუზუნს
მოჰყვა.

– ძაან კაი საჩუქარი მაქვს! კი, კი, ძაან კაი! შენთვის


ვინახავდი!

როდამ თავი დაუკრა, მეეზოვე სარდაფში შევიდა და კარს


ისე ამოეფარა, ვერავის რომ ვერ დაენახა. როდა მალევე
შეუერთდა და ლეროიმ ჩურჩულით, რომელიც აშკარად
ზედმეტი იყო, რადგან ახლომახლო სულიერიც არ
ჭაჭანებდა, უთხრა:

.
279
1
– მე თუ მკითხავ, უნდა დავმეგობრდეთ. ამიტომაც
საჩუქარი გაგიკეთე, რომ შენთვის ნათქვამი ბოროტი
სიტყვები გამოვისყიდო. ეგ საჩუქარი რო ვნახე, რაზეც
გეუბნები, ხელათვე შენ გამახსენდი. ეს საჩუქარი
ნამდვილად როდა პენმარკს მახსენებს-თქო, ვთქვი.

– რა არის ეს, ლეროი? რა მომიტანე?

– გასხენი. გასხენი ყუთი და ნახავ.

ბავშვმა ყუთი გახსნა. მერე თავი აწია და ლეროის


უცნაური, შორსმჭვრეტელი მზერით მიაშტერდა.
ლეროიმ გადაიხარხარა და თავისი ნამოქმედარის
მახვილგონივრულობით აღფრთოვანებული, სკამზე
დაესვენა. თუმცა, სიცილის დროსაც კი დაძაბულობა
ეტყობოდა, თითქოს ის და ბავშვი რაღაც საიდუმლო
შეთქმულების წევრები არიანო.

– გინდა გითხრა, რას წარმომადგენინებს ეს შენი


საჩუქარი? – ჰკითხა როდას, როცა სული მოითქვა,
– რას და, კუბოში მწოლიარე მკვდარ კლოდს, – მერე
ბავშვის პასუხს დაელოდა, მაგრამ რადგან ვერ მიიღო,
განაგრძო, – თავიდან, მეთქი, რამე კარგსუნიან თაიგულს
მივართვამ-თქო, მარა დრო ვერ გამოვნახე, რო
.
280
1
სასაფლაოზე წავსულიყავი და კლოდის პატარა
საფლავიდან ყვავილები მომეპარა.

როდა წამოდგა, მაგრამ ლეროი მკლავზე სწვდა და უთხრა:

– ეხა ხო ისევ მეგობრები ვართ და ერთი ეს მითხარი,


იპოვნე ის სისხლიანი ჯოხი, ასე კარგათ რო გარეცხე?
იმიტო რო, თუ არა, გირჩევნია, იჩქარო. დიდი შანსია,
ისევ გავბრაზდე შენზე და პოლიციელებს ვუთხრა, რო
წავიდნენ და მოძებნონ.

იმ საღამოს რეჯინალდმა პენმარკების ბინაში


შეპირებული მასალის მისატანად შეიარა. თითოეულ
საქმეზე პატარა ფურცელი ჰქონდა მიმაგრებული და ზედ
მოკლე შინაარსი და ხშირად საკუთარი კომენტარებიც
ეწერა. რომ წავიდა და როდაც წიგნის წასაკითხად პარკში
ჩავიდა, ქრისტინმა ერთ-ერთი საქაღალდე აიღო და სამი
საქმის მინაწერს შეავლო თვალი: ახალგაზრდები.
მარტივი სიტუაცია. არცთუ გონიერი დამნაშავეები.
ადრევე დაჭერილები.

რეიმონდ უოლში, თექვსმეტი წლის ბიჭი. თავისზე


ახალგაზრდა მეგობარი რამდენიმე დოლარის
გულისთვის იარაღის გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა.

.
281
1
ბიულა ჰანიკატი და ნორმა ჯინ ბრუკსი, ორი გოგო. ორი
დოლარის გამო მოკლეს ფერმერი, რომელიც
დაუმეგობრდათ. მილტონ დრურიმ დედამისი მოკლა და
ცეცხლი წაუკიდა, რომ მისი ჩანთიდან ფული
მიესაკუთრებინა.

ფურცლების ამ შეკვრას, რომელშიც, რეჯინალდის


თქმით, მარტივი და გარკვეულწილად შედარებით
ჯანსაღი საქმეები ელაგა, თავისივე ხელით
შესრულებული ჩანაწერი ჰქონდა მიმაგრებული.
თითოეული დამნაშავე საოცრად სულელურად
მოქმედებდა; თითოეული მათგანი ახალგაზრდობაში
დაიჭირეს – სავარაუდოდ, კარიერის დასაწყისშივე.
რეჯინალდის აზრით, ყოველ მათგანს სიხარბე
ამოძრავებდა – მათი ტიპაჟისთვის ჩვეული მოტივი. არც
ერთს არ გააჩნდა ადამიანური მორალის შეგრძნება; არც
ერთს არ შეეძლო ერთგულების, სინაზის, მადლიერების
ან სიყვარულის არსის გააზრება; ყველანი ცივები,
ულმობლები და სრულიად ეგოისტები იყვნენ. შესაძლოა,
ზოგადი

.
282
1
ტიპაჟისთვის დამახასიათებელი თვისებები ამ მარტივ
საქმეებში უკეთ ჩანდა, ვიდრე უფრო რთულებში,
რომლებსაც სხვა საქაღალდეები ეძღვნებოდათ.

მისის პენმარკმა ამოიოხრა, სიგარეტს მოუკიდა და


შეკვრა მაგიდაზე დააბრუნა; სხვებისთვის ხელიც არ
უხლია. თავის ფანჯარას მიუახლოვდა, ჩამოსაჯდომთან
ჩაიკუზა და მწვანე, უშფოთველ ხეებს, ივლისის ცხელ
მზეზე მოციმციმე ფოთლებს დიდი ხნით გაუშტერა
მზერა. მერე სკამს დაუბრუნდა და კითხვა განაგრძო.
ამჯერად ჩანაწერები პირველ ჯგუფთან შედარებით
უფრო გამოცდილ საქმოსნებს შეეხებოდა, მაგრამ არც
ესენი ბრწყინავდნენ გონიერებით. პირველებისგან იმით
განსხვავდებოდნენ, რომ ცოტა ხნით მაინც წყალობდათ
ბედი და დაჭერის მომენტში თავიანთი უკვე
მრავალფეროვანი ტექნიკის დახვეწის პროცესში იყვნენ.

ტილი კლიმეკმა, ილინოისიდან, ხუთი ქმარი დაზღვევის


ფულის ასაღებად მოწამლა. ჰიუსტონ რობერტსმა,
მისისიპიდან, ორი ცოლი და ერთი შვილიშვილი ასევე
სარგებლის მისაღებად მოკლა. მეორე შვილიშვილისთვის
ბოლოს მოღებაც სცადა, მაგრამ ბავშვი გამოკეთდა,
თავად კი დაიჭირეს. დეიზი დე მელკერმა, სამხრეთ
აფრიკიდან, ასევე ეკონომიკური მიზნებით ბევრი
.
283
1
ადამიანის საწამლავით გასტუმრება მოასწრო.
საბოლოოდ, ხუთას დოლარად დაზღვეული ვაჟის
მოწამვლისთვის სიკვდილით დასაჯეს.

მისის პენმარკმა საქმეები უჯრაში შეინახა, ფანჯარას


დაუბრუნდა და ქალიშვილს ლანჩისთვის დაუძახა. როდა
პარკიდან ნელი სვლით გამოვიდა, მაგრამ სარდაფის კარს
რომ ჩაუარა, ლეროიმ თავი გამოყო და უთხრა:

– პოლიციელები რო იპოვნიან ჯოხს და გაალურჯებენ,


მოვლენ და ელექტროსკამზე დაგსვავენ. ძაან ნელა
ამოგიწვავენ შიგნეულობას. გინახია, დედაშენი ბეკონებს
რო წვავს, როგორ იჭმუჭნებიან? აი, შენც მასე
დაიხრუკები ელექტროსკამზე. ჯერ გაყავისფრდები და
მერე სუ დაიჭმუჭნები.

– ელექტროსკამი ჩემთვის ზედმეტად დიდია, – უპასუხა


როდამ, – არ მომერგება.

– გეგონოს, – ჩაიცინა ლეროიმ, – გითხრა ეხა! შენნაირი


პატარა, ავი გოგოებისთვის სპეციალური სკამი აქვთ.
ზუსტად შენი ზომის ვარდისფერი სკამუკა. საკუთარი
თვალით მინახია მილიონჯერ მაინც, მის. ძაან ლამაზ
ვარდისფრადაა შეღებილი და კარგად გამოიყურება, მარა,
.
284
1
რა თქმა უნდა, შიგ ღორის მწვადივით აშიშხინებულ
გოგოებს დიდად არ ელამაზებათ ხოლმე ეგ სკამი.

– ჯოხის გალურჯებაზე რაც თქვი, შენი მოგონილია. თუ


არ შეეშვები ამ ისტორიების გამოგონებას, სამოთხეში ვერ
მოხვდები. ცუდ ადგილას მოხვდები, რომ მოკვდები,
გამიგონე, ლეროი.

– მიდი, მიდი, სახლში შედი და ლანჩი ჭამე. დედიკომ ხო


გაგაფრთხილა, რო აღარ უნდა მელაპარაკო და მეც
გამაფრთხილა, შენ რო აღარ გელაპარაკო. ასე რომ, აღარ
ვაპირებ შენთან ლაპარაკს. მარა გირჩევნია, იპოვნო ეგ
ჯოხი, მეტი ვერაფრით გიშველი. კიდე ბევრი ისეთი
რაღაცეების ახსნა შემილია, შენ რო დაგაინტერესებს, მარა
შენმა დედიკომ მითხრა, აღარ ელაპარაკოო. შედი სახში
და მომეშვი.

.
285
1
როდა თვალს რომ მიეფარა, ლეროი თავის
სახელდახელოდ შეკოწიწებულ საწოლზე გაწვა და
საკუთარ სიჭკვიანეზე ფიქრმა გაიტაცა. ეხა კი მიეგნო
ბავშვის სუსტი წერტილისთვის; პატარა ავი გოგოს
ანერვიულება მოეხერხებია, თანაც მაგრა. ბევრი აღარ იყო
იქამდე დარჩენილი, სანამ ლეროის ხმის გაგონებაზეც კი
შეხტომას და ცქმუტვას მოყვებოდა. აი, დაიცათ და
ნახავთ, თუ არა.

როდა ბინაში დაბრუნდა და ლანჩს შეექცა; მერე, როცა


პიანინოზე იმეცადინა, დედამისს სასხვათაშორისოდ
უთხრა:

– მართალია, რომ როცა რაიმესგან სისხლს ჩამორეცხავ,


პოლიციელებს შეუძლიათ, ფხვნილი დააყარონ და
სისხლი მაინც გამოაჩინონ? სისხლიანი ადგილი მართლა
გალურჯდება?

– ასეთ თემებზე ვინ გელაპარაკება? ლეროი?

– არა, დედა, ლეროი არ ყოფილა. ხომ მითხარი, ლეროის


აღარ ელაპარაკოო. ვიღაც კაცების ლაპარაკს მოვკარი
ყური. პარკის ჭიშკარს რომ ჩაუარეს, ამაზე
ლაპარაკობდნენ.
.
286
1
მისის პენმარკმა უპასუხა, რომ სისხლის ლაქების შესახებ
არაფერი იცოდა, თუმცა, თუკი როდას მართლა
აინტერესებდა პასუხი, შეეძლო, ბიძია რეჯინალდისთვის
დაერეკა, ის ამ საკითხების ექსპერტი იყო. მაგრამ როდამ
მოულოდნელი აღელვებით თავი სწრაფად გაიქნია და
არაო, თქვა. სწორედ ამ დროს ქრისტინი სამზარეულოში
ლანჩის დარჩენილი ჭურჭლის გასარეცხად გაბრუნდა,
მაგრამ ეჭვებმა დარია ხელი და იმაზე დაფიქრდა, რატომ
უსვამდა ბავშვი ასეთ უცნაურ კითხვებს. უკვე დიდი
ხანია, იცოდა, რომ როდა, სხვა ბავშვებისგან
განსხვავებით, უმიზეზოდ არასოდეს სვამდა კითხვას.

მოგვიანებით ქრისტინმა დაინახა, როგორ გაემართა


როდა თავისი საძინებლისკენ და უკან ქაღალდში
გახვეული შეკვრით დაბრუნდა. მერე, ფრთხილად რომ
მიმოიხედა და იმაში დარწმუნდა, ვერავინ მხედავსო,
უკანა დერეფანში გამავალი კარი გააღო და ზურგს უკან
ჩუმად მოიკეტა. მისის პენმარკმა სამზარეულოს კარი,
რომელიც ასევე უკანა დერეფანში გადიოდა, ჭრიალით
შეაღო და ქალიშვილს ცნობისმოყვარეობითა და შიშით
გაადევნა თვალი. რომ დაინახა, ბავშვი ნაგვის საწვავ
ღუმელში ჩამავალ მილს მიუახლოვდა, დერეფანში
გავარდა, შვილს მხარზე ხელი წაუჭირა, მილს ზურგით
.
287
1
გადაეფარა და თქვა:

– რა გაქვს შეკვრაში? მომეცი, როდა! ახლავე მომეცი!

– არაფერი არ მაქვს, დედა.

– რაღაც ისეთი გიდევს შიგნით, რისი დაწვაც გინდოდა.


მომეცი!

ქრისტინმა კოპებშეყრილ ბავშვს შეკვრა ჩამოართვა და


უკან, ბინაში შესასვლელი კარისაკენ წაუძღვა, მაგრამ
პანიკას აყოლილმა როდამ უკან დაიხია და
მოულოდნელად გამომწყვდეული ცხოველივით კბენასა
და ხელ-ფეხის ქნევას მოჰყვა. როცა ბავშვმა ბასრი
კბილები მაჯაში ჩაასო, მისის პენმარკს უნებურად შეკვრა
გაუვარდა, როდამ დრო იხელთა, ხელი სტაცა და
დერეფნის

.
288
1
ბოლოსკენ გაიქცა. ბავშვს უკვე ღუმელის მილის
გასახსნელზე ჰქონდა ხელი წავლებული, დედა რომ
დაეწია და მცირეხნიანი წაბრძოლების მერე ხელმეორედ
გამოგლიჯა შეკვრა.

როგორც კი მიხვდა, რომ დამარცხდა, როდა დაშოშმინდა


და დედამისს ისეთი ცივი, დაუნდობელი სიძულვილით
მიაშტერდა, ქრისტინს თავისდაუნებურად ხელი
აღემართა და გულზე შემოეჭირა. მერე როდამ
პირველყოფილი პატარა ცხოველის მსგავსი ხმები
ამოუშვა და ისევ თავდავიწყებით მიაფრინდა დედამისს.
მაგრამ ამჯერად მისის პენმარკი მხრებში ჩაებღაუჭა და
ისე შეანჯღრია, რომ შვილის კულულებმა ზევით-ქვევით
ხტომა, ბოლომდე განუვითარებელმა კისერმა კი წინ და
უკან ქნევა იწყო. ქრისტინმა ბავშვი წინ გაიგდო, მისაღებ
ოთახში შევიდა და შეკვრა გახსნა. იქ, როგორც უკვე
ისედაც იცოდა, ის მეტალისფირფიტებიანი
ფეხსაცმელები ელაგა, რომლებითაც როდა პიკნიკზე
წავიდა, იმ დღის მერე კი ერთხელაც აღარ ჩაუცვამს.

– ახლა ვხვდები, სისხლმა ასე რატომ დაგაინტერესა.


კლოდს ეს ფეხსაცმელი ჩაარტყი, არა? – ქრისტინი
საკუთარი ხმის სიმშვიდემ გააოცა, თითქოს მოვლენების
საზარელ განვითარებას გვერდიდან უყურებსო, –
.
289
1
ფეხსაცმელი ჩაარტყი, არა? – გაიმეორა, – მითხარი!
სიმართლე მითხარი!

როდას მაშინვე არ უპასუხებია. ქრისტინს სიფრთხილით


ახედა, ამ წუთსაც კი ისეთ სამოქმედო გეგმას სახავდა,
რომელიც დედამისის დამორჩილებას, მისი
კეთილგანწყობისა და ერთგულების დაბრუნებას
შეაძლებინებდა.

– უკვე ყველაფერი ვიცი, ასე რომ, ტყუილების თქმას აზრი


აღარ აქვს, – თქვა მისის პენმარკმა, –
ფეხსაცმელი ჩაარტყი. ამიტომ აჩნდა შუბლსა და ხელებზე
ნახევარმთვარის ფორმის იარები.

როდა ნელი ნაბიჯით გაეცალა, თვალებში ჯიუტი


დაბნეულობა ასახოდა. მერე დივანზე დაემხო, სახე
ბალიშში ჩარგო და შესაბრალის ქვითინს მოჰყვა;
შიგადაშიგ კი თვალებზე აფარებულ თითებს შორის
დედამისისკენ იჭვრიტებოდა. მაგრამ დრამატული
შესრულება დაუფასებელი დარჩა, ქრისტინი ბავშვს
ახლადშეძენილი უემოციო ინტერესით აკვირდებოდა.
მერე გაიფიქრა: „ჯერჯერობით დილეტანტია, მაგრამ
დღითი დღე უმჯობესდება. ხელობას აშკარად ხვეწს.
რამდენიმე წელიწადში ისე დადგამს სცენებს, სიყალბის
.
290
1
ნატამალიც აღარ შეეტყობა. მერე უკვე ბოლომდე
დამაჯერებელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ“.

– მიპასუხე! – ქრისტინი მოულოდნელად გაბრაზდა, –


მიპასუხე!

რადგან დარწმუნდა, რომ დედამისზე შთაბეჭდილებას


ვერ ახდენდა, როდა დივნიდან ადგა, ქრისტინს დინჯი
ნაბიჯით მიუახლოვდა და წინ დაუდგა.

– ფეხსაცმელი ჩავარტყი, – თქვა წყნარად, – სხვა გზა არ


მქონდა, დედა. ფეხსაცმელი უნდა ჩამერტყა.

მისის პენმარკს სიბრაზე ემატებოდა და სასოწარკვეთის


მომენტში ისეთი ძალით გააწნა სახეში სილა, რომ ბავშვი
შებარბაცდა და უკან ერთ-ერთ დიდ, გაფუებულ სკამს
უხეიროდ გამოფშეკილი ფეხებით დაენარცხა.
შეშინებულმა ქრისტინმა ხელის მტევნები შუბლზე
მიიჭირა. გრძნობდა, რომ ცუდად ხდებოდა. თავის
ხელში ასაყვანად ჩამოჯდა და სიბრაზემ რომ გადაუარა
და მხოლოდ გულისრევისა და სიტუაციის
არარეალურობის შეგრძნება შერჩა, დაქანცული ხმით
წარმოთქვა:

.
291
1
– აცნობიერებ მაინც, რომ ის ბიჭი მოკალი?

– თავის თავს დააბრალოს, – წყნარად თქვა როდამ, –


მთლიანად კლოდის ბრალი იყო და არა ჩემი. რომ
დაეჯერებინა ჩემთვის და მედალი მოეცა, აღარც
დავარტყამდი, – კვლავ ტირილი მორთო და შუბლი
სკამის მხარს მიაბჯინა, – კლოდის ბრალი იყო, – თქვა, –
მისი ბრალი იყო.

ქრისტინმა თვალები დახუჭა.

– მომიყევი, რა მოხდა. ამჯერად მხოლოდ სიმართლე


მითხარი. ვიცი, რომ შენ მოკალი, ასე რომ, ტყუილს აზრი
აღარ აქვს. თავიდან დაიწყე და ყველაფერი მომიყევი.

როდა დედას მკლავებში ჩაეკონა და თქვა:

– აღარ ვიზამ, დედა! აღარასოდეს აღარ ვიზამ!

ქრისტინმა ბავშვს თვალები გაუმშრალა, შუბლზე თმა


გაუსწორა და მშვიდად უთხრა:

– პასუხს ველოდები. მითხარი. უნდა ვიცოდე.

.
292
1
– მომეცი-მეთქი მედალი და არ მომცა, სულ ეს იყო...
ჰოდა, მერე გამექცა და ნავმისადგომთან დამემალა,
მაგრამ ვიპოვე და ვუთხარი, ფეხსაცმელს ჩაგარტყამ,
მედალს თუ არ მომცემ-მეთქი. თავი გააქნია. არაო,
მითხრა. ჰოდა, პირველად მაშინ ჩავარტყი და მერე
მედალი მოიხსნა და მომცა, როგორც ვეუბნებოდი.

– მერე რა მოხდა?

– რა და, გაქცევა სცადა და მეც მეორედ ჩავარტყი


ფეხსაცმელი. ის კიდევ არ გაჩერდა, ტიროდა და
ხმაურობდა და შემეშინდა, ვინმეს არ გაეგო. ჰოდა, კიდევ
ჩავარტყი, დედა. ამჯერად უფრო ძლიერად და წყალში
ჩავარდა.

ქრისტინმა თვალები დახუჭა.

– ოჰ, ღმერთო ჩემო! ოჰ, ღმერთო ჩემო!

პატარა გოგო ახლა უფრო ძლიერად ტიროდა, პირი


მღელვარებისგან მოღრეცოდა.

– მედალი არ წამირთმევია. კლოდმა თვითონ მომცა, რომ

.
293
1
ვთხოვე. მაგრამ მერე მითხრა, მის ოქტავიას ვეტყვი, რომ
წამართვი და უკან დაგაბრუნებინებსო. მეორედ ამიტომ
დავარტყი.
„რა უნდა ვთქვა? რა უნდა გავაკეთო?“
გაიფიქრა მისის პენმარკმა. უცებ ბავშვმა
ცრემლები მოიწმინდა, დედას ჩაეხუტა
და კეკლუცად თქვა:

.
294
1
– ოჰ, მსოფლიოში ულამაზესი დედა მყავს! მსოფლიოში
საუკეთესო დედა მყავს! ყველას ამას ვეუბნები. ასე
ვამბობ, მსოფლიოში უტკბილესი...

– ორივე ხელის ზურგზე რატომ ჰქონდა სისხლჩაქცევები,


როდა?

– წყალში რომ ჩავარდა, ნავმისადგომზე ამოცოცებას


შეეცადა. მაგრამ აღარ ჩავარტყამდი, კიდევ რომ არ
ეყვირა, უფროსებს ყველაფერს მოვუყვებიო. მაგრამ
იყვირა და მეც ხელებში ჩავარტყი, რომ ნავმისადგომიდან
ჩავარდნილიყო. მაგრამ მაშინვე არ გაუშვია ხელები.
არადა, ძლიერად ვურტყამდი, დედა. ჰოდა, ამიტომ ისევ
თავში რტყმა მომიწია და მერე კიდევ ხელებზეც. მაგ
დროს ჩავარტყი ყველაზე ძლიერად და ფეხსაცმელიც
იმიტომ გამისისხლიანდა. ჰოდა, ბოლოს, როგორც იქნა,
თვალები დახუჭა და ხელები ნავმისადგომს გაუშვა,
როგორც ვეუბნებოდი. მაგრამ ყველაფერი მისი ბრალი
იყო, დედა. ხომ არ უნდა ეთქვა, დაგაბეზღებო?

მერე, რადგან ლეროის სიტყვები გაახსენდა, ბავშვი კვლავ


ატირდა, მაგრამ ამჯერად შიშისგან და ისე ძლიერად,
რომ ამოსუნთქვას ძლივს ახერხებდა.
.
295
1
– მართლა დამსვამენ იმ პატარა სკამზე და ელექტროობას
ჩართავენ? – დედამისს კიდევ უფრო მიუახლოვდა, –
ჩემი ბრალი არაა, რომ კლოდი დაიხრჩო. მისი ბრალია.

ზარდაცემული ქრისტინი ოთახში უაზროდ ბოლთის


ცემას მოჰყვა, ხელები ლოყებზე მიეჭირა. ბავშვი წელზე
აეკრო და პანიკით შეპყრობილმა და აკანკალებულმა
უთხრა:

– ხომ არ მისცემ უფლებას, რომ იმ სკამზე დამსვან?..


დედა! დედა! ხომ არ მისცემ უფლებას, რომ რამე
დამიშავონ?

ქრისტინი უცებ შედგა, შეშინებულ ბავშვს მიუტრიალდა


და თქვა:

– ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. არ ვიცი, რას


გავაკეთებთ, მაგრამ გპირდები, რომ ვერავინ ვერაფერს
დაგიშავებს.

ბავშვს გულზე მოეშვა და თვალები შეიმშრალა. ჩვეული


ღიმილი და მომხიბვლელი ნაჩვრეტი გამოაჩინა.
დედამისს დაზეპირებული, გულის ამაჩუყებელი
.
296
1
ჟესტების კოლაჟი დაუდგა, ბოლოს კი თავისი წკრიალა,
ანგელოზისებრი ხმით ჰკითხა:

– კოცნებით სავსე კალათა რომ მოგცე, რას მომცემ


სანაცვლოდ?

– გთხოვ! – შესძახა ქრისტინმა, – გთხოვ!

– მიპასუხე, დედა! კოცნებით სავსე კალათა რომ მოგცე,


რას...

– შენს ოთახში შედი და წაიკითხე, – უთხრა მკაცრად


მისის პენმარკმა. მერე გასავათებული ხმით დაურთო, –
უნდა ვიფიქრო. უნდა გადავწყვიტო, როგორ სჯობს
მოქცევა.

.
297
1
მაგრამ ჯერ თქმაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ
გააცნობიერა, ასეთ დასტრესილ მდგომარეობაში
ვერაფრით შეძლებდა იმ გადაწყვეტილების მიღებას,
რომელიც ასე აუცილებელი იყო ახლა, ბავშვისადმი ამ
ახალი დამოკიდებულების გაჩენის პირობებში. და რომც
მიეღო, მისი განხორციელებისთვის საჭირო სამოქმედო
გეგმას მაინც ვერ დასახავდა. გონებას ლოგიკური ბმების
გაკეთების უნარი დაჰკარგვოდა. სანაცვლოდ, აზრები
მბრუნავი ბორბალივით სწრაფად და წრიულად
ტრიალებდნენ და ქრისტინს თავის დახსნის საშუალებას
არ აძლევდნენ. მის ყურებს ბავშვის აღიარება მკაფიო,
მაგრამ უხმო თარგად დასდებოდა.

ხომ უნდოდა, რომ ეჭვებისგან გათავისუფლებულიყო,


სიმართლე გაეგო – ჰოდა, აი, გაიგო კიდეც. იმან, რაც
უკვე დიდი ხანია, წარმოსახვაში აშინებდა, როგორც იქნა,
ხორცი შეისხა, გარდაუვალ რეალობად იქცა. ახლა კი,
განსაცდელის ჟამს, თავს იმით იმშვიდებდა, რომ, რაც
უნდა საზარელი ყოფილიყო სიმართლე, ეჭვები მაინც
აღარ დაღრღნიდა, სიმართლის გაგების შიში აღარ
გატანჯავდა.

ცოტა ხნის მერე ბავშვის ოთახში შევიდა და უთხრა:


.
298
1
– არ გინდა, პარკში ჩახვიდე და ითამაშო? მარტო ყოფნა
მინდა. უნდა მოვიფიქრო, რა იქნება საუკეთესო გზა
ჩვენთვის, ყველასთვის.

როდამ ღიმილით რომ დაუქნია თავი და კარისკენ


გაემართა, დასძინა:

– უნდა შემპირდე, რომ არავის ეტყვი იმას, რაც მე


მითხარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გესმის? გესმის,
რომ... – მაგრამ ამ დროს ქალიშვილის თვალებში
შემწყნარებლური დაცინვა შენიშნა და თავი საოცრად
გამოუცდელ, მოუხერხებელ არსებად იგრძნო. ხმა
შეუკრთა და გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ ეს
გაფრთხილება მხოლოდ საკუთარ დილეტანტურ
გამოუწვრთნელობას ააშკარავებდა, რომ იმის
იოტისოდენა შანსიც კი არ არსებობდა, რომ როდა თავის
ნამოქმედარს ვინმესთან აღიარებდა. როდა, ერთი
შეხედვით, მორჩილების განსახიერება იყო, მაგრამ მაინც
ეტყობოდა, რომ დედამისის მდგომარეობა ართობდა.
ღონემიხდილმა ქრისტინმა ესეც შეამჩნია და დაამატა:

– ბალტიმორში მოხუც ქალთან როგორ მოახერხე? უკვე


იმდენი ვიცი, ამის გაგება დიდად აღარაფერს შეცვლის.
.
299
1
და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულმა როდამ
ღიმილითა და თავმდაბლურად მიუგო:

– ხელი ვკარი, დედა. ოდნავ ვკარი ხელი.

ბავშვი რომ წავიდა, ქრისტინმა სააბაზანოში უმიზნოდ


შეაბიჯა. ცოტა ხნით დაბნეული იდგა, მაგრამ როცა
სარკეში თავის გამოსახულებას ჰკიდა თვალი, მისკენ
თითი გაიშვირა და ხარხარი აუტყდა. მერე შუბლით
სარკეს მიეყრდნო და ხელები უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა.
იცოდა, რომ დარჩენილი ცხოვრება ამ საიდუმლოს
შენახვის ცდაში უნდა გაეტარებინა; ძალა უნდა
გამოენახა, რომ მომავლისთვის იმედით შეეხედა.

.
300
1
ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ თავისი შვილი სხვა
ადამიანთან გაეანალიზებინა, მაგრამ იცოდა, ეს
შეუძლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
კენეტისთვის თქმაც კი რთული იქნებოდა, თუმცა, რა
თქმა უნდა, ამის გაკეთება აუცილებლად მოუწევდა.
მერე, როცა გაზიარების სურვილი აუტანელი გახდა,
რეჯინალდ ტასკერს გადაუშალა გული, ოღონდ ისე, რომ
მონაყოლის სინამდვილედ ინტერპრეტირება
შეუძლებელი ყოფილიყო. კერძოდ, დაურეკა და უთხრა,
რომ თავისი რომანის სტრუქტურაზე დაეწყო
სისტემატური მუშაობა. გადაეწყვიტა, რომ ამბავი
ბოროტმოქმედი ბავშვის გარშემო იტრიალებდა;
ბავშვისა, რომელიც ბევრი თვისებით წააგავდა იმ
მკვლელების პატარაობას, რომლებზეც სტატიებსაც
კითხულობდა.

– და დედა? ისიც ბოროტმოქმედი იქნება?

– არა. დედა ჩვეულებრივი ადამიანია, დუნე და ცოტა


მოსაწყენიც კი.

– აი, შენი კონფლიქტიც, – თქვა რეჯიმ, – როცა


გაარკვევთ, როგორ განავითარებთ მას, მეც მითხარით,
კარგი?
.
301
1
ცოტა ხნით ორივესთვის ნაცნობ ადამიანებზე იჭორავეს
და საუბარს რომ მორჩნენ, ქრისტინი კვლავ ფანჯარასთან
ჩამოჯდა და ხელები კალთაში დაასვენა. გონებაში
გიჟურად მბრუნავ აზრთა წყობას სისწრაფისთვის ოდნავ
მოეკლო და თავს ძალა დაატანა, რომ იმაზე
დაფიქრებულიყო, მომავალში რა უნდა ეღონა
ბავშვისათვის. პირველ რიგში, მისი ფსიქოლოგიური
მდგომარეობა უნდა დაედგინა. თუ როდა, ასე ვთქვათ,
გიჟი იყო, მაშინ თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლად
ვერ ჩაითვლებოდა. თუ გიჟი იყო, განა, ისეთ ადგილას არ
უნდა მიეყვანათ, სადაც უმკურნალებდნენ და, შესაძლოა,
გამოაჯანმრთელებდნენ კიდეც – სადაც, სხვა თუ
არაფერი, ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას მაინც არ
დაანებებდნენ?! მაგრამ ამის გაფიქრებისთანავე
ქრისტინმა თავი სწრაფად გააქნია. როდა გიჟი არ იყო, და
ვინც ერთხელ მაინც გასაუბრებოდა ბავშვს, ამას
უყოყმანოდ დაადასტურებდა. და რომც ყოფილიყო, ის
და კენეტი შეთანხმებულიყვნენ, რომ ეს იქნებოდა
ქალიშვილისთვის საუკეთესო გამოსავალი, წამოჭრილი
საკითხები როგორ უნდა მოეგვარებინათ? კენეტის
ოჯახისთვის უნდა გაეგებინებინათ?! თავი უმწეოდ
გაიქნია. არ იცოდა, მსგავს სიტუაციაში ადამიანები
როგორ მოქმედებდნენ.
.
302
1
უცებ ადგა და ბინაში სიარულს მოჰყვა,
ანგარიშმიუცემლად დაიწყო ნივთების ერთი ადგილიდან
მეორეზე გადატანა, თითქოს, რადგან აფორიაქებული
გონების დამშვიდება შეუძლებელი იყო, საკომპენსაციოდ
გარემოს დალაგება დაიწყოო. თავს დარჩენილი
სასამართლო საქმეების წაკითხვა აუკრძალა; ამით
მხოლოდ შფოთვას გაიძლიერებდა და დეპრესიას
გაიღრმავებდა. და მერე მექანიკურად მომართული
თოჯინის მსგავსი მონოტონური მოძრაობით
მიუახლოვდა მაგიდას და მოწადინებით განაგრძო
კითხვა. თითქოს გულის სიღრმეში იმის იმედი ჰქონდა,
რომ ეს საქმეები ადრე თუ გვიან კითხვებზე პასუხს
აპოვნინებდნენ; საკუთარ ცხოვრებაზე რაღაც დაფარულ
ცოდნას გაუმხელდნენ – ცოდნას, რომელსაც, ახლა უკვე
გრძნობდა, თავს ვეღარაფრით აარიდებდა.

იმ საქმეებს მიადგა, სადაც უფრო წარმატებული


სერიული მკვლელი ქალები ფიგურირებდნენ. ყველა
მათგანს მხოლოდ ფულადი სარგებლობა ამოძრავებდა.
მაგალითად, მისის არჩერ-გილიგანი, მოხუცებულთა
სახლის მფლობელი, თავისი პაციენტების სიკვდილის
მერე მოზრდილ თანხას იღებდა და ყველა შესაძლო
ხერხს მიმართავდა, რომ ზარალში არ წასულიყო; იყო
.
303
1
კიდევ ბელ განესი

.
304
1
ინდიანადან, რომელიც თავის თაყვანისმცემლებს ჯერ
ნაჯახით ხოცავდა და მერე, როგორც ვარაუდობდნენ,
სილოსის მსგავსად დანაკუწებულებს, ღორებს აჭმევდა;
კიდევ იყო მის ბერტა ჰილი, რომელიც სოფელ „საამო
ღელეში“ ცხოვრობდა; იყო კიდევ ქრისტინ უილსონი,
ინგლისელი გოგო, რომელიც ისეთი ენთუზიაზმით
იყენებდა უცუნას, რომ მისი თანამედროვე ექიმები
იმაშიც კი დაეჭვდნენ, რაიმე უცნობი ეპიდემია ხომ არ
გაჩნდა ინგლისშიო; იყვნენ კიდევ მისის ჰანი, მისის
ბრენანი, მის ჯეინ ტოპანი; იყო სუზი ოლაჰი, რომელმაც
უნგრეთის ლამის ორი სოფლის კაცები თითქმის
დაუხმარებლად გაწყვიტა.

სერიულ მკვლელ კაცებზეც იყო რამდენიმე საქმე, მაგრამ


ქრისტინმა მხოლოდ ერთი წაიკითხა: ალბერტ გუაიმ,
კვებეკელმა ოქრომჭედელმა, ხალხით სავსე
თვითმფრინავი იმის გამო ააფეთქა, რომ თავისი ცოლის,
მგზავრთაგან ერთ-ერთის, სამოგზაურო დაზღვევის
ფული აეღო. გუაის საქმეზე შენიშვნა იყო მიმაგრებული.
რეჯინალდის აზრით, ეს კაცი ოცდასამმსხვერპლიან
სერიულ მკვლელთა პრესტიჟულ სიაში
დაუმსახურებლად, შემთხვევით აღმოჩნდა. ისეთ
გამორჩეულ არტისტებთან შედარებით, როგორებიც
ალფრედ კლაინი, ჯეიმს პ. უოტსონი ან „უბადლო ბესი
.
305
1
დენკერი“ გახლდათ, გუაი ჭეშმარიტად მოუქნელად და
შტერადაც კი უნდა ჩათვლილიყო.

მისის პენმარკმა საქაღალდეები გვერდით გადადო,


პარკზე გამავალ ფანჯარასთან შედგა და დაბნეული ხმით
წარმოთქვა:

– ბესი დენკერი. ბესი დენკერი... სად გამიგია ეს სახელი?


– ვენეციური დარაბების თოკი თითებში აათამაშა. ცოტა
ხნით მისი ტუჩები აზრის დაუტანებლად გამოთქვამდნენ
სიტყვებს, – ბესი დენკერი! ავგუსტ დენკერი! ემა
დენკერი!.. და კიდევ ის მოხუცებული ქალი, კუზინა ადა
გუსტავსონს რომ ვეძახდით.

მოულოდნელად პანიკაატანილმა, როდას პარკიდან


უხმო და როცა ბავშვი წინ დაუდგა, მკაცრად უთხრა:

– აიღე ფეხსაცმელები და ღუმელში ჩაყარე!

ბავშვი ბრძანების ასასრულებლად დაიძრა და ქრისტინმა


გამკივანი, განაწამები ხმით მიაძახა:

– სწრაფად! სწრაფად, როდა! ჩაყარე ღუმელში! დაწვი


მალე!

.
306
1
თავად კართან შეჩერდა და უყურებდა, როგორ გავიდა
დერეფნის ბოლოში პატარა გოგო, როგორ გადმოხსნა
კარი და როგორ ჩაყარა სისხლით დალაქავებული
ფეხსაცმელები დაბლა, ღუმელში.

მერვე

.
307
1
მოგვიანებით, შუადღეს, მისის ბრიდლავმა მისის
პენმარკის ბინაში, როგორც სჩვეოდა, ენერგიულად და
ქოთქოთით შეაბიჯა. საყიდლებიდან დაბრუნებულიყო
და პირველივე შემხვედრ სკამზე რომ დაესვენა, თქვა:

– ორივე ჩვენგანს პატარა საჩუქარი ვუყიდე. დიდი ხანია


მინდოდა მქონოდა, მაგრამ ვერსად ვპოულობდი. ისიც
ვიცოდი, რომ შენც მოგეწონებოდა, ჩვენი
სამზარეულოები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.

საჩუქარი სამზარეულოს ონკანის თავზე დასამაგრებელი


სასაპნე აღმოჩნდა.

– ჩამოკიდებისას კაფელის გახვრეტაც კი არაა საჭირო, –


მისის ბრიდლავმა სასაპნის უკან მიმაგრებული რეზინის
წრეები დაანახა მასპინძელს, – წარმოგიდგენია?
აბუსალათინის ზეთი უნდა წაუსვა თურმე და ერთი
სწრაფი და ძლიერი მოძრაობით მიაკრა კედელს. ისე
ეწებება, მილურსმული გეგონება.

მაგრამ მისის პენმარკი ჯერ კიდევ შვილის სიტყვების


გავლენის ქვეშ იყო და მონიკას უგულისყუროდ უსმენდა,
ოდნავ იღიმოდა და დროის თანაბარ შუალედებში
ზრდილობის გულისთვის თავს აქნევდა.
.
308
1
მისის ბრიდლავმა დაინიავა და განაგრძო:

– მგონი, ვერასდროს შევეჩვევი გამყიდველების


სითავხედეს. სასაპნეები ვისგანაც ვიყიდე, გამომიცხადა,
სჯობს, გაჩვენოთ, ქალბატონო, როგორ უნდა მიაკრათო.
ჰოდა, ვუპასუხე, ჩემო ძვირფასო ბატონო, დამერწმუნეთ,
კითხვა შემიძლია და მოხმარების წესი გარკვევით აწერია
შეფუთვას-მეთქი. და მერე კაცებმა რომ იციან ხოლმე,
განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა კაცებიც უსმენენ, ეგრე
აგდებულად ჩაიცინა და თქვა, ქალბატონებს დიდად არ
ეხელთებათ ტექნიკური საქმეები. ჩემს ცოლს,
მაგალითად, ნათურის სწორად მოხრახნაც კი არ
შეუძლიაო. მე კიდევ ვუთხარი, გავკადნიერდები და
ვიტყვი, თქვენ ან სხვა ნებისმიერ კაცს რაც შეუძლია, მეც
მშვენივრად შემიძლია და არც ის გამაოცებს, ისეთი
რაღაცების შეკეთება შევძლო, რასაც თქვენ თავს ვერ
მოაბამთ-მეთქი.

მისის ბრიდლავი თავისი ნასიამოვნები, გულიანი ხმით


კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა; გამყიდველისთვის
ნათქვამ სიტყვებსა და მისგან მიღებულ პასუხებს
იმეორებდა. მისის პენმარკი თანაგრძნობის ნიშნად
უღიმოდა და ხელები ისე ელაგა კალთაში, გეგონებოდა
.
309
1
გამოძრავების ძალა წართმევიათო. მისის ბრიდლავის
ისტორია მის გონებამდე ბუნდოვნად, ამბად კი არა,
საკუთარი ფიქრების ფონად აღწევდა. კვლავ როდას
პრობლემის მოსაგვარებელ გზებს სახავდა. ცდილობდა,
გადაეწყვიტა, როგორ მოქცეოდა ახლა, როცა უკვე
ყველაფერი იცოდა... იქნებ, პოლიციაში უნდა წასულიყო
და თავისი შვილის საქციელი განეცხადებინა? ვითომ, ეს
იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი? რა თქმა უნდა,
ძნელად სავარაუდო იყო, რომ ასეთ პატარა ბავშვს
მკვლელობისთვის დაიჭერდნენ და გაასამართლებდნენ.
მაგრამ წაყვანით კი ნამდვილად წაიყვანდნენ და რამე
დაწესებულებაში ჩაკეტავდნენ. „ადრე ასეთ ადგილებს
გამოსასწორებელ სკოლებს ეძახდნენ“, გაიფიქრა და
მონიკას მისამართით მეგობრული ღიმილით თავი
დაიქნია. „მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც ასე
ჰქვიათ“.

.
310
1
– აი, ახალგაზრდა გოგო რომ ვიყავი, – ხაზგასმული
სილაღით განაგრძო მონიკამ, – უფროსი ძმა მყავდა,
რომელიც მოგვიანებით ქუნთრუშით მოკვდა. მამაჩემის
სახელი ერქვა, მაიკლ ლენიერ უეიჯისი, და ძალიან
გონებაგახსნილი ბავშვი იყო. მახსოვს, ერთხელ, პატარა
რომ ვიყავი და ისეთი მორცხვი, რომ უცხო ადამიანი ხმას
თუ გამცემდა, გავრბოდი და ვიმალებოდი, ვიღაცამ თქვა,
როგორ გაგიმართლათ, მისის უეიჯის, რომ შვილებიდან
სულელი გოგო გამოგადგათ და არა ბიჭიო. გოგოს
სიშტერე საგანგაშო არაა. ყოველთვის მოახერხებს,
შეძლებულ პატრონს ჩაბარდეს და მშვენივრად
იცხოვროს; უფრო მეტიც, შესაძლოა, ცოტა სიშტერე
გამოადგეს კიდეც. აი, ბიჭი სულ სხვა ამბავია. ბიჭი
ჭკვიანი უნდა იყოს, თუ უნდა, რომ ამ სამყაროში
ადგილი დაიმკვიდროსო.

აქ შეჩერდა და ქრისტინს გადახედა. მისის პინმარკმა,


რომელსაც ნათქვამიდან ცოტა რამ თუ გაეგო, მორჩილად
გაიღიმა და თქვა:

– კი, სიმართლეა, მონიკა. ნამდვილად ასეა, არა? – მერე


კვლავ თავი დახარა და გაიფიქრა, რომ თუ აღიარებდა და
სამართალდამცავები როდას წაიყვანდნენ და რომელიმე
ნახევრადსადამსჯელო დაწესებულებაში ჩასვამდნენ, ეს
.
311
1
ამბავი აუცილებლად გასაჯაროვდებოდა და გაზეთებშიც
დაიბეჭდებოდა. შესაძლოა, ისეთ უჩვეულო ამბად
მოსჩვენებოდათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც
გაევრცელებინათ სტატიები... ქრისტინმა წარბები შეყარა,
თვალწინ სტატიების სათაურები წარმოუდგა: ბრავოს
შვილიშვილი, ორმაგი მკვლელი, ან თითისტოლამ ორი
მოკლა. როგორც კი პირველ ნაბიჯს გადადგამდა,
გასაჯაროების თავიდან აცილება შეუძლებელი
გახდებოდა. მონიკა და ემორი და დები ფერნები – ეგ კი
არა, ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანი –
გაიგებდა და მას და კენეტს შეიცოდებდა. ამის
გაფიქრებაც კი ცუდად ხდიდა. ქმრის კარიერა
ხელმეორედ დასამარდებოდა. იძულებულები
გახდებოდნენ, აქაურობა დაეტოვებინათ, ახალი
თავშესაფარი ეპოვათ. ეღირსებოდათ კი ამის მერე
ოდესმე სიმშვიდე, თუ სულ გაქცევაზე უნდა სჭეროდათ
თვალი? სიცოცხლის ბოლომდე თავიანთი შვილის
სიხარბის მსხვერპლებად უნდა დარჩენილიყვნენ?..

მისის ბრიდლავს დაბნეულობა შეეტყო, მაგრამ მაინც


განაგრძო:

– დედაჩემი, რომელიც სრულიად უხერხემლო იყო –


ალბათ, როგორც ყველა მაშინდელი ქალი – ყველას
.
312
1
ყველაფერზე თავს უქნევდა, განსაკუთრებით კი – კაცებს.
ამაზეც უპასუხა, დიახ, ბიჭისთვის მართლაც
მნიშვნელოვანია, რომ ჭკუა უჭრიდესო. და მერე
სტუმარმა დაურთო, გოგოს კარგი ცხოვრებისთვის
მხოლოდ სილამაზე სჭირდება. გოგოებისთვის
მნიშვნელოვანია, რომ ლამაზები იყვნენო. ეს თქვა და იმ
მომენტში გადავწყვიტე, რომ ლამაზი არაფრის დიდებით
არ ვიქნებოდი, მაშინაც კი, თუ ბუნება ასე გადაწყვეტდა,
რაც, რა თქმა უნდა, არ მომხდარა.

აქ ჩაიხითხითა, თავისი კენჭი მხარზე გადაიგდო და


შეშფოთებით გახედა მისის პენმარკს, რომელსაც
მექანიკურად გამოსახოდა ყალბი ღიმილი. ქრისტინმა
თავდაპირველად ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მისის
ბრიდლავი ინტერესით ათვალიერებდა. იმაზე
ფიქრობდა, დანაშაულების გამოაშკარავება არა მხოლოდ
ბავშვის ან თავისი და ქმრის, არამედ კენეტის დედისა და
გაუთხოვარი დების ცხოვრებასაც გაანადგურებდა.

ისინი ჩვეულებრივი, ღვთისმოშიში არსებები იყვნენ,


მათგან ოდნავ განსხვავებული ადამიანებისადმი ზიზღის
მეტი არაფერი ემეტებოდათ. ბოროტმოქმედი პენმარკის
არსებობას არასოდეს შეეგუებოდნენ. ბავშვის
პათოლოგიურობას ქრისტინის ბრალად ჩათვლიდნენ.
.
313
1
რაც უნდა მწარე ყოფილიყო ამ ცოდნით

.
314
1
ცხოვრება, როგორმე გადაიტანდა; აი, ქმრის
მდგომარეობა კი მისაზე გაცილებით რთული იქნებოდა.
თვითონ ვერც ხვდებოდა და არც აღიარებდა, მაგრამ
ოჯახს კენეტზე დიდი გავლენა ჰქონდა. ამ ოჯახმა
ქრისტინი თავიდანვე აითვალწუნა. არც უცდიათ,
დაემალათ, რომ მათ ქორწინებას არ ამართლებდნენ. ხომ
შეიძლებოდა, თავიანთ საერთო ტრაგედიასთან შეგუების
მერე კენეტს გულში ეჭვის ჭია შეძვრენოდა და იმაზე
დაფიქრებულიყო, დედაჩემი და დები მართლები ხომ არ
იყვნენო?! ქრისტინმა კვლავ ამოიოხრა და უმწეობისგან
თავი გააქნია.

– ჰოდა, ასე გამოვუცხადე ჩემს თავს, – ამბობდა მისის


ბრიდლავი, – ისევე და ისეთივე ჭკვიანი ვიქნები,
როგორც ნებისმიერი კაცია-მეთქი, – მოუსვენრად
აწრიალდა და გააგრძელა, – გავიფიქრე, მაინც, ვინ
ჰგონიათ თავები ამ კაცებს-მეთქი? მამაზეციერივით რომ
დააბიჯებენ გაბღენძილები! მე მივუჩენ კუთვნილ
ადგილს-მეთქი.

ქრისტინი თავის ქნევით, უგულისყუროდ დაეთანხმა.


რაც უფრო მეტად უფიქრდებოდა საკითხს, მით მეტად
უჭირდა იმის დანახვა, რა სარგებლობას მოუტანდა ამ
ეტაპზე ბავშვის მხილება. გამოსასწორებელ სკოლაში
.
315
1
რომც წაეყვანათ, ეს სამომავლოდ რას შეცვლიდა? თუ
რაც ასეთ დაწესებულებებზე გაეგო, სიმართლე იყო,
მაშინ სკოლა კიდევ მეტად გარყვნიდა როდას. თუმცა,
ეჭვი ეპარებოდა, რომ უარესი გარყვნა შესაძლებელი
იყო... მერე, რადგან იგრძნო, რომ მისგან რაღაცას
მოელოდნენ, თავი ასწია, კვლავ გაიღიმა, ტუჩებით
გაუგებარი ხმა გამოუშვა და, როგორც იქნა, თქვა:

– კი, კი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა, მონიკა.

მისის ბრიდლავმა ცოტა ხნით კიდევ განაგრძო ლაპარაკი,


მაგრამ მის ხმას დამაჯერებლობა ნელ-ნელა ეკარგებოდა.
კაცების სრულყოფილების შესახებ თავისი
მოურიდებელი აზრის დასასრულს თვალები ასწია და
მისის პენმარკს გამომცდელად მიაშტერდა. როცა
დარწმუნდა, მეგობარი აღარც კი ცდილობს, მომაჩვენოს,
გისმენო, გაღიზიანებულმა ჰკითხა:

– რა გჭირს დღეს? ფერმკრთალი და შეწუხებული


ჩანხარ. აშკარად რაღაც გაწუხებს. ვინ გაწყენინა,
ძვირფასო ქრისტინ? ვინ მოგექცა ცუდად?

მერე ისევ აწრიალდა, ფეხები წინ გაიგდო,


მუხლისთავები საზაფხულო კაბიდან გამოებურცა და
.
316
1
ფეხსაცმლის ძირები ხალიჩაზე ულაზათოდ გადაეზნიქა.
შემდეგ ხელოვნურად დაწვრილებული ხმით,
გაურჩებული ბავშვების დასაშოშმინებლად რომ
იყენებენ, თუმცა კი გულწრფელი თანაგრძნობით, თქვა:

– არაფერს დაგიმალავ, ძვირფასო ქრისტინ. ეს დღეებია,


ემორი და მე შენზე ვნერვიულობთ. გუშინ სადილობისას
განგიხილავდით და იმ დასკვნამდე მივედით, რომ
ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავხარ. არ მეტყვი, რა
გაწუხებს? არ მომცემ დახმარების საშუალებას?

ქრისტინმა მომხიბვლელად გაიღიმა და ხმით,


რომლითაც თავადაც იცოდა, ვერავის მოატყუებდა,
გაპროტესტებას შეეცადა.

.
317
1
– არაფერია, მონიკა. ბოლო დროა, უძილობა მაწუხებს.
შესაძლოა, სიცხის ბრალია. ნუ გავიწყდება, რომ შენსა და
ემორისგან განსხვავებით, ასეთ ამინდს შეჩვეული არ ვარ.
უბრალოდ, ოდნავ გადავიღალე. გთხოვ, ჩემზე ნუ
ნერვიულობთ.

– ფერნების პიკნიკიდან მოყოლებული საკუთარ თავს არ


ჰგავხარ, – თქვა მონიკამ, – ემორიმ აღნიშნა გუშინ.
თავიდან არ დავეთანხმე, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები,
მგონი, მართალია, – შეიცადა და მერე მხიარულად
დასძინა, – ოჰ, კარგი, თუ არ გინდა თქმა, რა გაეწყობა, –
წასასვლელად წამოდგა, – რა საჩქაროა, ძვირფასო.
დარწმუნებული ვარ, როცა შესაფერისი მომენტი
დადგება, ყველაფერს მეტყვი.

– არაფერია სათქმელი, – თქვა ქრისტინმა, – საერთოდ


არაფერი.

ცოტა ხნით, თითქოს მისის ბრიდლავის სიტყვების


უარსაყოფად და იმის დასამტკიცებლად, რომ არ
შეცვლილა, ხალისიანად ესაუბრა მეგობარს; მაგრამ
მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ იღიმოდა და
კითხვებს სვამდა, შინაგანად თავს აქნევდა და ამბობდა:
„ცდები. როდაზე არასოდეს არაფერს გეტყვი არც შენ და
.
318
1
არც ვინმე სხვას. ასეთი რაღაც როგორ უნდა უთხრა
ვინმეს?“

იმ ღამით მისის პენმარკმა დიდხანს იფხიზლა, საწოლში


ნერვიულად წრიალებდა, მაგრამ დილისკენ მშფოთვარე
ძილით ჩაეძინა და დამთრგუნველი სიზმარი ესიზმრა.
თეთრ ქალაქში დადიოდა. ამ ქალაქში არავინ
ცხოვრობდა, თუმცა ხალხით მაინც სავსე იყო. თავს
ზემოთ მოქუფრული ცა გადაჭიმულიყო, უცნაური,
ქოშების ფორმის ღრუბლები უმოძრაოდ დასწოლოდნენ
ჰორიზონტს. ქუჩებში დაიარებოდა, რომ იმ პატარა
სახლებში შეეჭყიტა, სადაც ხალხი ცხოვრობდა და თან
არც ცხოვრობდა. თან იმეორებდა:

– დავიკარგე. ვინმემ, იქნებ, ამ ცივი ადგილიდან


გასასვლელი გზა მიმასწავლოთ?

და მერე ქალაქი ხალხით გადაივსო. მათში ისე მარტივად


გადიოდა, როგორც ისინი გადიოდნენ ქრისტინში. არც
ხმას სცემდნენ და არც მის არსებობას იმჩნევდნენ და
თქვა:

– მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ეს ჯერ არ იციან.

.
319
1
დაღლილი და განერვიულებული აქვითინდა და იმ
სახლის წინ შედგა, რომელიც იცოდა, თავისი იყო. მერე
გაიქცა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, გააცნობიერა, რომ
არაფერს წარმოადგენდა, რომ სხვებივით უხორცო
მოჩვენება იყო. ბოლოს ქალაქის მიღმა პატარა ბორცვს
მიაღწია და მის თავზე აძვრა. იქ წამოწოლილმა და შიშით
აკანკალებულმა, ფეხსაცმლის ფორმის სახლი დაინახა.
ზედ როდას ლამაზად გამოყვანილი ხელით სახელი
„ქრისტინ დენკერი“ ეწერა. მოულოდნელად სახლი
არარაში ჩაიშალა და ზედაპირზე ნაცრისფერი მტვერი
ამოიფრქვა, რომელიც ნელ-ნელა დაეფინა ნასახლარს. ამ
დროისთვის უკვე ძილბურანში იყო და თქვა:

– ყველას გაგვანადგურებს. არც მე დამიღწევია თავი. მოვა


დრო და ყველას გაგვანადგურებს.

აკანკალებულმა გაიღვიძა, ღამის პერანგი ოფლით


დასველებოდა. ადგა, სიგარეტს მოუკიდა და სიბნელეში
მოწია. მერე, უცებ, ორიოდე კორპუსის მოშორებით,
ღარიბი უბნის შეუღებავი

.
320
1
ფიცრულების უკანა ეზოებში მამლები აყივლდნენ და
მიხვდა, განთიადი ახლოვდებოდა. ფანჯარასთან მივიდა
და ხეებშემოვლებული მდინარის თავზე ახედა ცას,
რომელზეც ვარდისფერი და მარგალიტისებრი
ნაცრისფერი მიიპარებოდნენ, მერე კი აღმოსავლეთით
მდინარის დაკლაკნილ კალაპოტსა და ყურეებს ჰკიდა
თვალი. უეცრად აქვითინდა, მტევნებით წითელაგურიან
კარნიზს დაეყრდნო. დაგროვილი ნამი ხელებქვეშ
ბებერებივით დაუსკდა. საძინებელ ოთახში შევიდა და
საკითხავი ნათურა აანთო. სფეროდან წამოსულმა შუქმა
განთიადის ზებუნებრივი ნახევარსინათლე დააფრთხო.

ქრისტინმა ქალიშვილის საძინებლის კარი გამოიკეტა,


რომ საბეჭდი მანქანის ხმას ბავშვი არ გაეღვიძებინა და
თავის მაგიდასთან მიმჯდარმა, კვლავ მისწერა თავის
ქმარს გრძელი, ვნებიანი წერილი, რომლის გაგზავნასაც
ასევე არ აპირებდა. იქ გამოუტყდა თავის შფოთვებსა და
სასოწარკვეთაში; ხომ მოითხოვდა, რომ სიმართლე
სცოდნოდა და ახლა, როცა გაიგო, ვერაფრით
მიმხვდარიყო, რითი დასრულდებოდა როდას ამბავი. ამ
ცოდნამ მარტო ის დადებითი მოუტანა, რომ ტვინი
ეჭვებით აღარ ეღრღნებოდა. მაგრამ აი, ამ წამს იმას
ნატრობდა, რომ არაფერი სცოდნოდა, რომ, საღი აზრის
საპირისპიროდ, მაინც ჰქონოდა ბავშვის უდანაშაულობის
.
321
1
პატარა იმედი.

პრობლემა, რომლის წინაშეც ის და კენეტი აღმოჩნდნენ –


პრობლემა, რომლის არსიც თავად ბოლომდე
გაეთავისებინა, მაგრამ ქმარმა ჯერ მისი არსებობის
შესახებაც არ იცოდა – ისეთი რთული იყო, რომ
დამაკმაყოფილებელი გამოსავლის პოვნა შეუძლებელი
ჩანდა. რა უნდა გამხდარიყო მათი ვალი ბავშვისა და იმ
საზოგადოების მიმართ, რომელშიც ცხოვრობდნენ?

წერდა: რა იქნებოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყავი, ჩემო


სიყვარულო. გვერდით ყოფილიყავი და მხარში
ამომდგომოდი. გერჩია, რა მეღონა. მაგრამ არ ხარ და შენ
ჩამოსვლამდე შეძლებისდაგვარად უნდა გავუმკლავდე.
უნდა ვცადო და დავიჯერო, რომ როდა ზედმეტად
პატარაა იმისათვის, რომ თავისი ნამოქმედარის არსი
ესმოდეს, თუმცა მასზე პატარა ბავშვებსაც კი მშვენივრად
ესმით ასეთი რაღაცები. ჩემსავით შენც ხომ არ გგონია,
რომ ჭკუა ისწავლა და ასე აღარასოდეს მოიქცევა?
გადავწყვიტე, რაც შეიძლება ნაკლები ვიფიქრო ამ
საკითხებზე. იმის იმედი უნდა გამოვნახო, რომ
საბოლოოდ ყველაფერი თავისით მოგვარდება.

თითქმის სულ მთლად გავნადგურდი, ჩემო სიყვარულო.


.
322
1
რა ვქნა ახლა? მალე დამიბრუნდი! ჩემ გვერდით
მჭირდები. საშინლად მჭირდები. დამიბრუნდი! თუ
ღმერთი გწამს, მალე დამიბრუნდი! ოდნავადაც არ ვარ
ისეთი მამაცი, როგორადაც თავი მომაქვს.

როცა წერილი მზად იყო, სხვებთან ერთად ჩაკეტა


უჯრაში. ამასობაში გათენებულიყო, მზე გვარიანად
ამოსულიყო, ქრისტინმაც ყავა გაიმზადა და დასალევად
ჩამოჯდა. სახეზე უცნაური, შორსმჭვრეტელი მზერით
კვლავ თავისი ფიქრის ურღვევ წრეში ტრიალებდა...
სულელურად და თავხედურადაც კი დაუშვა ის აზრი,
რომ მარტო უნდა მიეღო ბავშვის მომავლისთვის საჭირო
გადაწყვეტილებები, თითქოს მხოლოდ მისი აზრები
ფასობდნენ... არა, ასე არ იყო; ბავშვზე
პასუხისმგებლობას თანაბრად იყოფდა კენეტთან; და
როცა საქმეებს მოაგვარებდა და კვლავ მასთან
გაჩნდებოდა, წყნარად გააანალიზებდნენ სიტუაციას;
ერთმანეთს გააძლიერებდნენ; ერთად დასახავდნენ
სამოქმედო გეგმას.

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა – რაც უნდა ჩაედინა


ბავშვს, ის მათი სისხლი და ხორცი იყო და სამყაროს
ბოროტებისგან შვილის დაცვა მათი პირდაპირი
მოვალეობა გახლდათ. ქრისტინმა არ
.
323
1
იცოდა, რას იგრძნობდა კენეტი, როცა ისიც
დადასტურებულად გაიგებდა როდას ჩადენილს; თავად
რაც შეეხებოდა, მყარად გადაეწყვიტა, რომ მთელი
ძალით დაიცავდა ბავშვს. რა თქმა უნდა, სხვების
კეთილდღეობასაც გაითვალისწინებდა. ბავშვი
გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებოდა, რომ
ვინმესთვის ზიანის მიყენების საშუალება არ მიეცა.
მაგრამ, შესაძლოა, ამ საკითხებზე განუწყვეტელი
ფიქრით თავს ტყუილად იწვალებდა; შესაძლოა, ასეთი
რამ აღარც განმეორებულიყო, რადგან როდამ უკვე
იცოდა, რომ დედამისს ყველაფერი გაეგო. მაგრამ რაც
უნდა ყოფილიყო ახლა პატარა გოგო, რადაც უნდა
ქცეულიყო ის მომავალში, ქრისტინი მას მაინც დაიცავდა.
ამაში ნამდვილად გახლდათ დარწმუნებული. ბავშვის
დაცვა თავისი მოვალეობა იყო. როგორი ურჩხული უნდა
ყოფილიყო, თუ საკუთარ შვილს უღალატებდა და
გაანადგურებდა?! ამის წარმოდგენაც არ შეეძლო და
სასოწარკვეთილმა ქრისტინმა თავი გაიქნია, ყავა
ლამბაქზე გადმოეღვარა და უნებურად წამოიყვირა.

– სხვა რა გავაკეთო?! ღმერთო ჩემო, სხვა რისი გაკეთება


შემიძლია მის დასაცავად?!

ჭიქა სამზარეულოში გაიტანა და გასაშრობად დადო,


.
324
1
მერე სკამთან დაბრუნდა და, მიუხედავად იმისა, რომ
მათი კითხვა თან გულს ურევდა და თან აშინებდა,
საქმეები გადმოალაგა. თავს გაუმეორა, რომ
სინამდვილეში წაკითხვა სულაც არ უნდოდა, მაგრამ
რადგან უკვე დაეწყო, შუა გზაში ვეღარ მიატოვებდა.
თავი იმით იმართლა, უმეცრებაში საკმარისზე მეტხანს
ვიცხოვრეო; უფრო ადრე რომ გამესწორებინა
რეალობისთვის თვალი, შესაძლოა, გაცილებით მალე
გამეგო როდასთვისო. მაგრამ ღრმად გონებაში
მშვენივრად ხვდებოდა, რომ ეს, ერთი შეხედვით
ლოგიკური, ახსნა-განმარტება მხოლოდ
ნახევრადსიმართლე იყო და უფრო მნიშვნელოვანი
მიზეზი არსებობდა. მართალია, თავს უჩიჩინებდა, რომ
მეტის წაკითხვა არ უნდოდა, მაგრამ კითხვას
დაუძლეველი მონდომებით იმის იმედით განაგრძობდა,
რომ ერთ-ერთ საქაღალდეში არა მხოლოდ თავისი
შვილის ენიგმატური გონების საიდუმლოს წააწყდებოდა,
არამედ საკუთარ თავში დამალულ გამოცანებსაც
ამოხსნიდა. მერე ოდნავ ამოიოხრა და იმის მოლოდინით
შეუდგა კითხვას, რომ მსგავს საქმეს გადააწყდებოდა.

ამ დროს მის საძინებელში რვა საათზე დაყენებული


მაღვიძარა აწკრიალდა. ქრისტინმა ქალიშვილი გააღვიძა
და საუზმის მომზადება დაიწყო. სამზარეულოს
.
325
1
ფანჯრიდან სამსახურში მომავალ ლეროის ჰკიდა თვალი.
ავტოფარეხების კარებს რომ მიაღწია, მეეზოვემ
დაამთქნარა, გაიზმორა, ჩაიხვიხვინა და როდას ფანჯარას
ახედა. იდგა ფანჯრის ქვეშ და ჩურჩულებდა:

– როდა! პატარა როდა, გღვიძავს უკვე?

მისის პენმარკმა უკან დაიხია, რომ ლეროის ვერ დაენახა


და იმანაც რომ სიფრთხილით მიმოიხედა და ვერავინ
შეამჩნია, ნაზად თქვა:

– როდა! როდა! ერთი ეგ მითხარი, იპოვნე, რასაც ეძებდი?

ფანჯრის მიღმა ბავშვის ლანდიც არ ჩანდა, ლეროი


შეტრიალდა და თავისი უხმო, თვითკმაყოფილი
სიცილით გაიცინა:

– თუ ჯერ არ გიპოვნია, გიჯობს უკეთესათ მოძებნო. ერთ


რაღაცა ნაღდია: გირჩევნია, ყველაფერი ქნა, რო შენამდე
მე არ ვიპოვნო.

.
326
1
ხმამაღალი ჩურჩულით საუბრობდა, ტუჩებზე
ქვეშქვეშურად თითაფარებული; მერე, კედლის მოაჯირს
მიყრდნობილმა, თვალები კვლავ ბავშვის ფანჯარას
გაუსწორა და დაიბზუილა:

– ზზზზ! ზზზზ! ხო იცი, რისი ხმაცაა? თუ არ იცი,


გიჯობს, მალე გაარკვიო, – ისევ გაიცინა და გააგრძელა, –
ზზზზ! ზზზზ! – მერე სარდაფის კარისკენ გაემართა და
დაურთო, – ვიცი, რო მაგ შენი ფარდის უკნიდან მისმენ.
ვიცი, რო ჩემი ყველა სიტყვა გაიგონე.

ბავშვი სასაუზმოდ რომ გამოვიდა, ქრისტინმა უთხრა:

– გავიგონე, შენ და ლეროი როგორ ლაპარაკობდით. იმ


უცნაური ხმის გამოშვებით რისი თქმა უნდოდა?

– როგორ ვლაპარაკობდით, არ გაგიგონია, – სწრაფად


შეუსწორა ბავშვმა, – ლეროი რომ მელაპარაკებოდა, ეგ
გაიგონე. მე არ ველაპარაკები ლეროის.

– რისი თქმა უნდოდა იმ სისინით?

– მე რა ვიცი. ლეროი სულელი კაცია. მის ნათქვამს


.
327
1
ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე.

როდა მაგიდას მიუჯდა და ხელსახოცი გაშალა,


ნამძინარევ თვალებში სრული სიმშვიდე და
უშფოთველობა ედგა. მერე პირზე ელეგანტურად
ხელაფარებულმა დაამთქნარა და კოვზი მოიმარჯვა.
ქრისტინი უყურებდა და ფიქრობდა: „არც სინანულის
უნარი აქვს და არც დანაშაულის გრძნობა. სრულიად
უშფოთველია“. და მერე, ბავშვი პარკში რომ იყო, მისის
პენმარკი საქმეების კითხვას მიუბრუნდა. დროდადრო
ჩერდებოდა და კრიმინალური გონების უცნაურ
ბუნებაზე ფიქრდებოდა, თავისი მდგომარეობისთვის
ნიშნეული დასკვნები გამოჰქონდა. ცდილობდა, ამოეცნო,
რა ძალამ აქცია ეს ადამიანები ასეთებად. არასწორი
აღზრდა იყო მიზეზი? ცუდი გარემო? თუ რაიმე
თანდაყოლილი დეფექტი, რომლის გამოსწორებაც
მხოლოდ ოდნავ თუ იქნებოდა შესაძლებელი?

ამ ვარაუდებმა ისე გადაღალა, რომ მოგვიანებით


რეჯინალდ ტასკერს დაურეკა აზრის საკითხავად.
რეჯინალდმა თქვა, რომ მსგავსი საქმეები, რომლებითაც
ახლა უკვე ორივენი იყვნენ დაინტერესებულები, წლების
მანძილზე ეკითხა, ეგროვებინა, აღენუსხა, გადაეხარშა და
დაესკვნა, რომ გარემოს დამნაშავეებზე მცირე გავლენა
.
328
1
თუ ჰქონდა; თუმცა, ისიც შესაძლებელი იყო, რომ
გარკვეულ ზედაპირულ გამოვლინებებზე მაინც
მოქმედებდა. ასეთი ტიპის ბოროტმოქმედების გასაგებად
ყველაზე მარტივი გზა ის იყო, რომ ისინი ორმოცდაათი
ათასი წლის წინ მცხოვრები ნორმალური ადამიანების
მსგავსებად ჩაგეთვალა. იმ პერიოდში კაცობრიობას ჯერ
არ ჰქონდა ცივილიზაციის შენება დაწყებული და არც ის
მორალური პრინციპები გამოეცალკევებინა აქსიომური
პრინციპებისგან, რომლებითაც დღეს ვხელმძღვანელობთ.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი უმრავლესობა


როგორღაც ახერხებდა დამყარებული წესრიგისა და
ჩვეულების ქვეშ მოდრეკას, იმ უცნაური გრძნობის
გამომუშავებას, სინდისს რომ ვუწოდებთ, მისაღები
მორალური სახის მორგებას. მაგრამ ზოგიერთი
სრულიად იყო დაცლილი მსგავსი უნარისგან, იმისდა
მიუხედავად, მოაქცევდით მათ კეთილშობილური
გავლენის ქვეშ, თუ არა. მათ

.
329
1
სხვა ადამიანის სიყვარულის უნარიც კი არ გააჩნდათ,
თუ არ ჩავთვლით ხორციელი ჟინის ყველაზე
პრიმიტიულ გამოვლინებებს. თეორიულად ისინი კარგის
და ცუდის არსს კი ხვდებოდნენ, მაგრამ მათი ეთიკური
ღირებულებების გათავისება არ შეეძლოთ. ისინი
ჭეშმარიტ ბოროტმოქმედებად იბადებოდნენ და მათი
შეცვლა და გადასხვაფერება შეუძლებელი იყო...

ყურმილი რომ დაკიდა, მისის პენმარკი საქაღალდეებს


მიუბრუნდა და კითხვა განაგრძო. კითხულობდა და
კითხულობდა და ბოლოს იმ საქმემდეც მიაღწია,
რომელზეც რეჯინალდის ხელით
„შეუდარებელი ბესი დენკერი“ ეწერა. ქრისტინს
უღონოდ ეჭირა ხელში ფურცლების დასტა და
კოპებშეყრილი ცდილობდა გაერკვია, რატომ ეცნობოდა
ასე ძლიერად ეს სახელი. სტატია ეკუთვნოდა მედისონ
კრავატეს, რომლის წერის მანერის შესწავლაც ქრისტინს
უკვე მოესწრო. ჟურნალისტი თავისი პროფესიისთვის
დამახასიათებელი ირონიული გონებამახვილობით
წერდა.

სტატია ასე იწყებოდა: რომ მთხოვოთ, თქვენი ფავორიტი


მკვლელი ქალი დაგვისახელეთო, ამ ნიჭიერი დების
არმიიდან არ გამოვარჩევდი თეთრთმიან ევა ქუუს,
.
330
1
რომლის სახელის სიფარფატეს მხოლოდ მისივე გულის
სიმძიმე თუ გადასწონიდა. ჩემი რჩეული არც ეშხიანი,
ცხელი შოკოლადის მოყვარული მის მედლინ სმითია,
რომელზეც ასერიგად კარგავენ ჭკუას ბრიტანელები. ის
არც არანაკლებ გაღმერთებული ლიზი ბორდენია,
რომლის სახელიც საუკუნოდ იცხოვრებს უნიჭოდ
შეთხზულ სახოტბო ლექსებში და რომელმაც, როგორც
ამბობენ, ხელობა კნუტებისთვის თავების ნაჯახით
წაგდებინებით გამოწრთო. ის არც მომხიბლავი ლიდა
საუტარდია, რომელიც უნდობელი აუდიტორიისგან
ბოლომდე ვერ ეღირსა დამსახურებულ
აპლოდისმენტებს. ის არც წმინდანისებრი ანა ჰანია,
რომელმაც დარიშხნის, საძილე აბებისა და სტრიქნინის
პარალელურად ამერიკას ახალი სასიკვდილო იარაღი,
არც მეტი, არც ნაკლები, კროტონის ზეთი წარუდგინა,
ჩემო ძვირფასებო!

არა, ჩემი რჩეული მკვლელობის ხელოვნების ამ


უნიჭიერეს არტისტთა სიაში არ წერია. ჩემს გულში
პირველი ადგილი შეუდარებელ ბესი დენკერს უჭირავს,
დედოფალთდედოფალს: ბესი დენკერს, რომელსაც
გულის ნაცვლად საყინულე ედგა, ხერხემლის ნაცვლად –
რკინის ჯაჭვი, ხოლო ტვინის სანაცვლოდ –
კომპტომეტრის მსგავსი ზუსტი და უემოციო
.
331
1
ინსტრუმენტი. ამ საოცარი ქალისადმი აღფრთოვანება
არასოდეს დამიმალავს. ბესი დენკერი ჩემს სიაში
პირველია. ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. ბესი დენკერი
ჩემი გულისსწორია და არ მაინტერესებს, სხვები რას
იფიქრებენ.

ამ სიტყვების წაკითხვაზე მისის პენმარკმა ამრეზით


გააქნია თავი, ფურცლები გადადო და სახლის საქმეების
მოგვარებას შეუდგა. იმ შუადღეს, რადგან გონების
გაწმენდა სჭირდებოდა, ქრისტინმა როდა კინოში
წაიყვანა. იჯდა ჩაბნელებულ დარბაზში და პრიმიტიულ
ისტორიაზე კონცენტრირებას ცდილობდა, მაგრამ ვერ
შეძლო. ფილმი რომ დასრულდა, თავის პატარა გოგოს
საკონდიტროში შეუძღვა და ნაყინითა და ნამცხვრებით
გაუმასპინძლდა. ნაწერებისთვის იქამდე არ შეუხედავს,
სანამ როდამ არ დაიძინა; მერე კი სწრაფად მიუბრუნდა
დენკერის საქმეს და საზარელ დეტალებს გაეცნო.

გაიგო, რომ ბესი დენკერი, დაბადებით ბესი შობერი,


აიოვას შტატის ერთ-ერთ ფერმაში მცხოვრები ჰაინც და
მამი (გუსტავსონ) შობერების უფროს შვილად 1882
წელს მოვლენია სამყაროს. ჰყოლია უმცროსი და-ძმა.
პატარა ბიჭი უბედური შემთხვევის შედეგად
გარდაცვლილა. კერძოდ, დარიშხანის დოზით,
.
332
1
რომელიც ბესის, შვიდი წლის ბავშვის უმანკო ჭკუით,
შაქარში არევია და ძმის კარაქიან პურზე მოუყრია.
პატარა გოგო კი, რომელიც უფროს დას ჭიდან წყლის
ამოღებაში ეხმარებოდა, როგორღაც შიგნით
ჩავარდნილა და დამხრჩვალა. წლების მერე, როცა
მისის დენკერსს თავისი

.
333
1
უშრეტი ენერგიითა და მიზანმიმართულებით უკვე
მოესწრო მთელი თავისი ოჯახის ამოჟლეტა და სულ სხვა
დანაშაულების გამო ასამართლებდნენ, მეზობლებმა
გაიხსენეს, რომ მისი ბაბუა გუსტავსონი ერთ კვირა
შუადღეს, სახლის უკანა ბაღში სარწეველაში მჯდომი,
იარაღის გასროლით მოკლეს. მაშინ ვერავინ მიხვდა,
როგორ მოხდა ეს, ან ვინ გაისროლა. იმ დროისთვის,
რასაკვირველია, ვერავინ მიიტანდა ეჭვს ჩუმ,
დიდთვალება, პატარა ბესი შობერზე, რომელიც
უბედური შემთხვევისას ბაბუამისთან მარტო იყო
დარჩენილი და მხოლოდ თერთმეტი წლის გახლდათ.

მისტერ კრავეტე ბოდიშს უხდიდა აუდიტორიას თავისი


იდეალის ადრეული წლების ასე ზედაპირულად
გადმოცემისთვის; მაგრამ თუკი მკითხველს უფრო
დაწვრილებით მოუნდებოდა ამბის გაგება, ბესი შობერ
დენკერის ახალგაზრდობის წლებზე უფრო ღრმა კვლევა
დააინტერესებდა, მაშინ ურჩევდა, გარდაცვლილი
რიჩარდ ბრავოს ავტორობით შესრულებული სტატიების
არაჩვეულებრივ სერიას გასცნობოდა. ბრავო მისის
დენკერის სასამართლოს აშუქებდა და ამ ქალის ისტორია
უკანასკნელ დეტალამდე შეესწავლა; ის ბესი დენკერის
ადრეული მოღვაწეობის საყოველთაოდ აღიარებული
ექსპერტი გახლდათ.
.
334
1
მისის პენმარკს ხელები გაუოფლიანდა. აკანკალებულმა
გადადო საქაღალდე და სიგარეტს მოუკიდა. იმაზე
დაფიქრდა, რატომ არასოდეს უხსენებია მამამისს
დენკერის საქმე, თუკი მის ექსპერტად ითვლებოდა.
არადა, თავის ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან
დაკავშირებულ სხვა ამბებს ყოველთვის განიხილავდა.
ან, შეიძლება, ახსენებდა კიდეც, და რადგან ქრისტინს არ
აინტერესებდა მსგავსი ამბები, მალევე დაივიწყა? თუ ეს
უკანასკნელი ვარაუდი იყო სიმართლე, მაშინ ისიც
გასაგები ხდებოდა, რატომ ეცნო სახელები დენკერი,
შობერი და გუსტავსონი; რატომ ჰქონდა ისეთი
შეგრძნება, თითქოს შორეულ წარსულში თითოეულ
მათგანს იცნობდა; რატომ შეეძლო ახლა, წაკითხვამდეც
კი გამოეცნო მომხდარი ამბის დეტალები. ზუსტი
პასუხები არ იცოდა. და უცებ მოუნდა, არც არასოდეს
გაეგო. იგრძნო, რომ უგუნურად მოიქცა, ეს ცივი
გონებით გამოთვლილი ყინულოვანი სიხარბის
ისტორიები რომ წაიკითხა. სინამდვილეში, მათ
ქრისტინისთვის არავითარი ღირებულება არ ჰქონდათ.
იდეა შეცდომად მოეჩვენა. კითხვას აღარ გააგრძელებდა.

მაგრამ, თავისდაუნებურად, ქრისტინის მეხსიერებაში


დენკერის საქმე ცოცხლდებოდა.
.
335
1
– მგონი, ერთი ბიჭი იყო, სახელად სონი. ნამდვილი
სახელი ლუდვიგი იყო, არა?! კიდევ სხვა ბიჭიც იყო,
ემაზე უფროსი, პიტერი ერქვა... კი, ნამდვილად პიტერი
ერქვა. და კიდევ ერთი გოგო, დენკერების ბავშვებიდან
ყველაზე პატარა, მაგრამ ახლა მის სახელს ვერ ვიხსენებ;
არადა, ნამდვილად ვიცოდი.

სარკესთან მივიდა, თავის თავს გაოგნებული მიაშტერდა


და გაიფიქრა: „ჭკუიდან ხომ არ ვიშლები? ეს ადამიანები
საიდან უნდა მცოდნოდნენ?“ მერე თავს გაუმეორა, რომ
მეტს აღარ წაიკითხავდა. ამჯერად სიტყვას აასრულებდა.
ჩანაწერებს მეორე დილითვე დაუბრუნებდა რეჯინალდს.
გონებიდან განდევნიდა იმ აზრებს, რომლებიც
ზედაპირზე ამოსვლისთვის იბრძოდნენ. საათს გახედა
და რომ ნახა, შუაღამეს გადაცილებულიყო,
დასაძინებლად წავიდა, თუმცა კვლავ მოუსვენრად იყო
და ძილი არ გაჰკარებია. თავის თავს უთხრა:

– როგორ შეიძლება, ბესი დენკერი მაწუხებდეს? მასზე


აღარაფრის გაგება აღარ მსურს. საკუთარი პრობლემებიც
მეყოფა.

.
336
1
მეცხრე

ყოველი წლის ათ ივლისს მისის ბრიდლავი და მისი ძმა,


ემორი უეიჯისი თავიანთ ბინას კეტავდნენ და დარჩენილ
ზაფხულს სასტუმრო „თოლიაში“ ატარებდნენ. როგორც
წესი, გამგზავრებამდე მონიკა ქალაქის განაპირა კლუბში
გრანდიოზულ ფურშეტს აწყობდა; ასე ცდილობდა
მეგობრებისგან იმ დანაკლისის გამოსყიდვას, მისი
ესოდენ ხანგრძლივი გამგზავრების გამო რომ უნდა
ეწვნიათ. წელს ვახშამი ოთხ ივლისს დაგეგმა, რადგან ამ
დღეს კლუბი ფოიერვერკების საღამოს მართავდა და
გადაწყვიტა, სანახაობით ბარემ ჩემს სტუმრებსაც
გავართობო. წვეულებისთვის ივნისის შუა რიცხვებიდან
მოყოლებული ემზადებოდა. მისის პენმარკთან
მრავალგზის და ყოველმხრივ განეხილა მოსაგვარებელი
საკითხები, მასთან ერთად არჩევდა შესაფერის
სასმელებსა და საკვებს, რომლებიც თავისი ნაცადი
მომწოდებლებისთვის უნდა შეეკვეთა.

ამიტომ მისის ბრიდლავს ცოტა გაუკვირდა, როცა ოთხი


ივლისის დილას ქრისტინმა დაურეკა და ვერ მოვალო,
.
337
1
ამცნო. თავადაც მოგეხსენება, რომ ცოტა ცუდად ვარო.
თან, როდასაც ვერაფერს ვუხერხებ, მისის ფორსაიტი
უკვე ისე შევაწუხე ბავშვის მოვლით, რომ კიდევ ერთხელ
ვერ ვთხოვო... რა თქმა უნდა, შემიძლია, ჩვეულებრივ
ძიძას დავურეკო, მაგრამ გარკვეული მიზეზებით,
რომელთა ახლა განხილვის სურვილი არ მაქვს, ამის
გაკეთება არ მინდაო.

მისის ბრიდლავი როდასთვის ძიძის აყვანის იდეამ


გააცინა. ასეთი თავდაჭერილი, წყნარი და
ჩამოყალიბებული ბავშვისთვის აღმზრდელის მიჩენა
ლამის აბსურდულად მოეჩვენა. ბავშვი იქით მოუვლიდა
ნებისმიერ ზრდასრულს! მერე დაამატა:

– ჯესი ფორსაიტზე ნუ ღელავ. როდას აღმერთებს.


ბავშვთან რამდენიმე საათის გატარება, პირიქით,
გაახალისებს. ზუსტად ამასწინათ მეუბნებოდა,
როდასთან საუბარს არაფერი მირჩევნიაო. კი მინდოდა
მეპასუხა, კი მაგრამ, ჯესი, ძვირფასო, როდა შენთვის
ცოტა ზედმეტად განვითარებული ხომ არაა-მეთქი,
მაგრამ, რა თქმა უნდა, თავი შევიკავე. არადა, საკუთარი
შვილიშვილები ვერ იტანენ და პირში დასცინიან. აი,
როდა კიდევ, როგორც ნამდვილ პატარა ქალბატონს
შეშვენის, მეტი ტაქტით გამოირჩევა და მოხუცებს პატივს
.
338
1
სცემს.

– ალბათ ასეა. ალბათ მართალი ხარ, მონიკა.

– უბრალოდ, ჭირვეულობ და ეგაა, – ხალისიანად


განაგრძო მისის ბრიდლავმა, – ამ ბოლო დროს ისე
მიივიწყე სოციალური მოვალეობები, რომ ემორიმაც კი,
რომელიც, როგორც წესი, ვერაფერს ამჩნევს ხოლმე,
აღნიშნა ეს. აი, რას გეტყვი, ეგ შენი დეპრესია უნდა
მოიშორო და წვეულებაზე მოხვიდე, თუნდაც ამის
ხასიათზე საერთოდ არ იყო. როგორც ყოველთვის, ახლაც
საღამოს დედოფალი იქნები, დაოჯახებული კაცებიც
ვნებითა და იმაზე ოცნებით გაგაყოლებენ თვალს, ნეტა
ჩვენი ცოლები ოდნავ მაინც ჩამოჰგავდნენ ქრისტინსო.
ყველაფერი მე მომანდე, ძვირფასო; შენ მარტო
გამოპრანჭვა

.
339
1
გევალება. მე კლუბში ადრე უნდა მივიდე, რომ
დეკორაციები შევამოწმო, მაგრამ ემორი უკვე
გაფრთხილებულია, რომ ექვსისთვის გამოგიაროს.

წვეულებაზე მისის პენმარკმა მაშინვე შეამჩნია


რეჯინალდი და მისკენ გზა გაიკვლია. ტერასაზე ღია
ფრანგული კარის გვერდით ჩამოსხდნენ და რეჯინალდმა
ჰკითხა, როგორ მიდიოდა სასამართლო საქმეების
კითხვის პროცესი. ქრისტინმა უპასუხა, რომ დენკერის
საქმის დასაწყისზე იყო გაჩერებული; რამდენიმე გვერდი
წაეკითხა, მაგრამ ისე გაღიზიანებულიყო, რომ გვერდით
გადაედო. აქ შეჩერდა, დაბნეულობა დაეტყო, და მერე
ჰკითხა:

– გქონიათ შემთხვევა, როცა უცხო ადგილას ხართ ან


უცხო ადამიანს გაიცნობთ, ან თუნდაც რაღაც საუბარს
მოჰკრავთ პირველად ყურს და იმის შეგრძნება
დაგეუფლებათ, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა?

– კი, საკმაოდ ხშირადაც. ამ მოვლენას სახელიც ჰქვია,


ოღონდ ახლა ვერ ვიხსენებ.

– ჰოდა, რაც უნდა სულელურად ჟღერდეს, მსგავსი


გრძნობა მაქვს ბესი დენკერზე. ვერაფრით გამიგია.
.
340
1
– ალბათ ადრე წაიკითხეთ ამ საქმეზე და,
უბრალოდ, თავიდან ამოგივარდათ. ცოტა
ხნის მერე ქრისტინმა თქვა:
– გამიკვირდა, როცა მამაჩემის სახელი აღმოვაჩინე ამ
საქმეში. ისიც კი არ ვიცოდი, რომ მსგავს ადამიანებს
შეხვედროდა.

– შესაძლოა, სწორედ ამიტომ გეცნობათ ეს საქმე. ალბათ


პატარა რომ იყავით, მამათქვენის საუბარი მოისმინეთ.

– არა მგონია. რაღაც სხვა ამბავია, დარწმუნებული ვარ.

რეჯინალდმა აღფრთოვანებით აღნიშნა, რომ ბრავოს


მიერ შედგენილი სასამართლოს ანგარიშები მშრალი
სიზუსტით დაწერილი ჟურნალისტური სტატიების
საზღვრებს სცდებოდა; უფრო მეტად პატარა, დახვეწილ
ესეებს ჩამოჰგავდნენ; და ისინი უკვე ჟანრის კლასიკადაც
ქცეულიყვნენ. ქრისტინის მამას დენკერის საქმით ისეთი
სტანდარტი დაუწესებია, რომლის მიღწევაც ბევრ სხვა
ჟურნალისტს უშედეგოდ უცდია. მიმბაძველები
მრავლად ჰყავდა, მაგრამ ორიგინალს ვერავინ
გასწორებია.

.
341
1
– გამუდმებით რაღაც ახალს
ვიგებ ხოლმე მასზე.
რეჯინალდმა თავი დაუკრა,
კოქტეილი ჩაცალა და თქვა:
– სანამ დენკერის საქმეს გადადებდით, სადამდე მისვლა
მოასწარით? – და როცა პასუხი მიიღო, უთხრა, რომ
საქმის ადრეული, ზოგჯერ სრულიად დაუჯერებელი,
ასპექტების წაკითხვისგან დაიცავდა და დანარჩენს თავად
მოუყვებოდა.

.
342
1
მორიგი კოქტეილი აიღო, ფიქრების მოსაკრებად
თვალები დახუჭა და ჩვეული მსუბუქი ტონითა და
სწრაფი ტემპით უამბო, რომ ბესის მამა, მოხუცი ჰაინც
შობერი, უცნაურ გარმოებაში მოკვდა; უბედურ
შემთხვევაში სალეწი მანქანა იყო გარეული, მაგრამ
ზუსტად რა მოხდა, ვერავინ დაადგინა. მოგვიანებით –
წლების შემდეგ – მისის დენკერის თაყვანისმცემლებმა
ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ იმ დროისთვის
ბესი მამამისთან მუშაობდა, მაგრამ მის სიკვდილში ხელი
ერია თუ არა, ბოლომდე არასოდეს დადასტურებულა.
რაც უნდა ყოფილიყო სიკვდილის მიზეზი,
გარდაცვლილმა ცოლი ფინანსურად წელში გამართული
დატოვა. იმ დროისთვის ბესი ოცი წლის იყო და ერთი
სული ჰქონდა, მთელი ძალებით როდის შეუდგებოდა
შემთხვევით თუ არა, ხელსაყრელი პირობებით
დაწყებული კარიერის საფეხურებზე აღმასვლას.
გრძნობდა, რომ ქალაქში მეტი გასაქანი ექნებოდა და
ფიქრებით უკვე ნებრასკას შტატის ომაჰაში იყო.

მაგრამ გარკვეული დრო ფერმაში დარჩენა მოუწია, რომ


ქმრის სიკვდილის მერე დისპეპსიით გაწამებული
დედისთვის მიეხედა. მერე, როცა გეგმისამებრ დედაც
მოკვდა და ბესიმ ფერმაცა და დაზღვევის ფულიც
.
343
1
მიისაკუთრა, მიწა გაყიდა და გადასახლდა. ომაჰაში ვინმე
ვლადიმირ კუროვსკიზე, ერთობ შეძლებულ კაცზე
იქორწინა. პატარძლის დაჟინებული თხოვნით,
კუროვსკიმ ხეირიანად დაიზღვია თავი და შედეგად ერთ
წელზე ნაკლებ დროში მგლოვიარე ქვრივს მოზრდილი
ქონება დაუტოვა.

ქვრივმა კუროვსკიმ სადაზღვევოს პოლისი გაანაღდა,


უძრავი ქონება გაყიდა და კანზას სითიში გადასახლდა.
სულ მალე ახალგაზრდა ფერმერი, ავგუსტ დენკერი
გაიცნო და მასზე იქორწინა. ავგუსტი შეძლებული
ოჯახიდან იყო, თუმცა კონკრეტულად მის შტოს ბევრი
არაფერი ებადა. მას შემდეგ, რაც მისის დენკერმა კანზას
სითი დატოვა და ქმართან ერთად მის ფერმაში ჩავიდა,
თავისი კარიერის ის გრძელი მონაკვეთი, ის
სახელგანთქმული ფაზა დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით
ბესის თანამედროვენი გააოცა და აღაფრთოვანა.

რეჯინალდმა თავისთვის და ქრისტინისთვის სიგარეტს


მოუკიდა და განაგრძო, რომ რიჩარდ ბრავომ
არაჩვეულებრივი ნაშრომი შექმნა ავგუსტ დენკერზე. ის
ამ კაცს ტიპურ მსხვერპლად, იმ წინასწარგანწირულ
არსებად მიიჩნევდა, რომელიც გამუდმებით იჩენს ხოლმე
თავს სერიული მკვლელების კარიერაში – სწორედ ასეთი
.
344
1
ადამიანების ბუნებრივი მიმნდობლობა და
გულუბრყვილო აზროვნება აძლევს ხოლმე მკვლელს
ხანგრძლივი კარიერის ქონის შესაძლებლობას.
რეჯინალდს ენახა ავგუსტ დენკერის ფოტო, რომელიც
მისი ამ არაჩვეულებრივ ქალზე ქორწინების პერიოდში
იყო გადაღებული. ქერა კაცი იყო, დახვეწილი, თითქმის
ფემინური ნაკვთებით; მისი თვალები სამყაროს
უცოდველობითა და გულწრფელობით უყურებდნენ.
ფრიად მომხიბვლელი იყო, ამ სიტყვის უარყოფითი
გაგებით. ვიოლინოზე უკრავდა, მაგრამ, როგორც
ამბობდნენ, არც ისე კარგად...

მისის პენმარკმა ხელები თვალებზე მიიჭირა, თავი


გაიქნია და სულმოუთქმელად აღმოხდა:

– არა, არა, ვიოლინო არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ.


რომელიღაც ჩასაბერი საკრავი იყო... მგონი, კორნეტი.

ამ დროს ტერასაზე სტუმრები გამოვიდნენ და ლაპარაკს


მოყვნენ. რეჯინალდმა მოიცადა, სანამ იქაურობას
გაეცლებოდნენ და მერე კვლავ მისის დენკერის მიერ
ჩადენილ არაჩვეულებრივ

.
345
1
დანაშაულებზე ალაპარაკდა. იმ დროისთვის, როცა
ავგუსტ დენკერს ცოლად გაჰყვა, ბესის მთელი მისი
ოჯახის გაჟლეტის გეგმა უკვე შეემუშავებინა და ცოტა
ხნით ყველაფერი გეგმისამებრ მიდიოდა.

– ამდენი ხანი როგორ შეძლო, რომ არ დაეჭირათ? –


სიტყვა გააწყვეტინა რეჯინალდს ქრისტინმა, –
ასეთმა სიკვდილიანობამ არავინ დააეჭვა?

რეჯინალდის აზრით, ის ფაქტი, რომ ბესი დენკერი


დიდი ხნის მანძილზე არ გამოუჭერიათ, არც ისე
უჩვეულო იყო, როგორც ეს მისის პენმარკს ეჩვენებოდა.
პირველ რიგში, კარგი ადამიანები იშვიათად ეჭვიანობენ,
რადგან ვერ წარმოუდგენიათ, რომ სხვები ისეთ რამეებს
შეიძლება სჩადიოდნენ, რისი გაკეთებაც თავად აზრადაც
არ მოუვათ. როგორც წესი, ისინი ყველაზე
არადრამატულ ახსნას უძებნიან ხოლმე მომხდარს და
მერე აღარ უღრმავდებიან. ამასთან, ნორმალურ
ადამიანებს ჰგონიათ, რომ ცივსისხლიანი მკვლელები
გარეგნულადაც ისეთი საზარლები უნდა იყვნენ,
როგორებიც შინაგანად არიან, რაც ძალიან შორსაა
სიმართლისგან. აქ შეჩერდა და მერე დაურთო, რომ
ნამდვილი ურჩხულები, როგორც წესი, თავიანთ
ნორმალურ დებსა და ძმებზე მეტად ნორმალურადაც კი
.
346
1
იქცევიან. ისინი სიკეთეზე დამაჯერებლად სიმულირებენ
სათნოებას – აი, როგორც პლასტმასის ატმის ცვილის
კვირტი უფრო სრულყოფილად გვეჩვენება, უფრო მეტად
შეესაბამება ჩვენს წარმოდგენას ატმის კვირტზე, ვიდრე
ნაკლოვანი ორიგინალი, რომლის მიხედვითაც ის
შექმნეს.

რეჯინალდი დახვეწილად გაიზმორა და განაგრძო, რომ


ბესი დენკერი თავისი დროის ერთ-ერთ ჭეშმარიტად
ნიჭიერ მსახიობად უნდა ჩათვლილიყო. სოფლად
ცხოვრების პერიოდში ის ბეჯითად დადიოდა
ეკლესიაში, სტუმრობდა ქმრის ოჯახის წევრებს,
საეკლესიო ბაზრობებისთვის დაუღალავად აცხობდა
ორცხობილებსა და ნამცხვრებს და არც პატარ-პატარა
მზრუნველობას იშურებდა თავისზე ნაკლებად
იღბლიანთათვის.

რეჯინალდი დაუღალავად საუბრობდა, მაგრამ მისის


პენმარკს მოუსვენრობა შეეტყო და ბოლოს სიტყვაც
გააწყვეტინა.

– ადა გუსტავსონი ვინ იყო? – ჰკითხა, – მისის დენკერის


ცხოვრებაში რა როლი შეასრულა? რეჯინალდმა სიგარეტი
ბალახზე დააფერფლა, გაიცინა და მიუგო:
.
347
1
– აჰ, ეგ ქალი!

და მაშინვე აუხსნა, რომ ადა გუსტავსონი მისის დენკერის


დაბალი ფენიდან წამოსული ნათესავი გახლდათ,
ექსცენტრული შინაბერა, რომელიც ბესის ცხოვრებაში
მოგვიანებით გამოჩნდა, ანუ მას შემდეგ, რაც დენკერების
უმრავლესობა უკვე იმქვეყნად გაესტუმრებინა. ამ ქალს
ბესის სასამართლო პროცესის ჩანაწერებში, როგორც წესი,
„ბებერ ადა გუსტავსონად“ მოიხსენიებდნენ. იმ
დროისთვის ის სამოცდაათ წელს მიტანებულიყო, მაგრამ
გონებასა და ჯანს ჯერ არ უჩიოდა. და რადგან
სიცოცხლის დარჩენილი დღეების გასატარებლად სხვა
ადგილი არ გააჩნდა, თავის შორეულ ნათესავთან, მისის
დენკერთან გადაწყვიტა თავშესაფრის პოვნა. თუმცა, ამ
ადგილის შესანარჩუნებლად ბებერ ადას მუშაობა
უწევდა; საჭმელს ამზადებდა, იატაკებს ხეხავდა, ბესის
ბავშვებს უვლიდა ან ავგუსტთან და სხვა კაცებთან
ერთად ყანაშიც კი მუშაობდა. ქვეშქვეშა და გამჭრიახი
გონებისა იყო, ალბათ მასშიც გენეტიკურად ბუდობდა
ბესისეული ხასიათის მარცვლები;

.
348
1
და სწორედ ის იქცა ბესის ნემეზისად, მისი დამარცხების
მთავარ მიზეზად. ეს ქალი ცინიკური მზერითა და
მოკუმული დამჭკნარი ტუჩებით აკვირდებოდა ფერმაში
გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს. კარგა ხნის მანძილზე
ხმა არ ამოუღია, მაგრამ ძვირფასი ბესის ეჭვიანი
თვალებით გაცილება დასჩემდა, თან
მრავალმნიშვნელოვნად აქნევდა თავს, თითქოს მასზე
ინფორმაციას აკოწიწებს და კინძავს, რომ უკვე
ჩამოყალიბებული წარმოდგენა გაიმყაროსო. საბოლოოდ,
მისის დენკერი სწორედაც რომ კუზინა ადა გუსტავსონის,
და არა რომელიმე დენკერის, მკვლელობის გამო
გაასამართლეს და დასაჯეს, რადგან სწორედ ეს
დანაშაული აღმოჩნდა ყველაზე მარტივად გასახსნელი.

ქრისტინი ხანგრძლივ თხრობას ჩუმად უსმენდა და თან


ფიქრობდა: „კუზინა ადა ბუნდოვნად მახსოვს. სახლში
დიდად არავის გვიყვარდა. ძაღლი ჰყავდა, სახელად
სპოტი. მეც მიღრენდა, ემისაც და სონისაც, მაგრამ მაინც
ვემეგობრებოდით. აი, პიტერს კი, მახსოვს, ვერაფრით
შეეწყო“.

ქრისტინი უცებ სკამიდან წინ გადაიხარა, ჭიქა დადო და


თითები ერთმანეთს გადააჭდო; მეხსიერებაში
გარდაუვალი ცოდნა უტივტივდებოდა. ამ ცოდნას ვეღარ
.
349
1
უარყოფდა. ტრაგედიის მოახლოება ისეთი სიცხადით
შეიგრძნო, რომ მისი თავიდან აცილების იმედი
გადაეწურა. ახლა უკვე იცოდა, რომ ბედს უნდა
შეგუებოდა. სკამზე ნახევრად მოტრიალდა, მწვანე
მდელოს მიღმა მესერს მიაშტერდა და ოდნავ გასაგონი
ხმით წარმოთქვა:

– რა ერქვა დენკერების
ყველაზე უმცროს შვილს?
ამ კითხვამ რეჯინალდი
გაამხიარულა.
– ჰაჰ! ქრისტინი ერქვა, სულ მთლად თქვენსავით. და,
როგორც ამბობენ, ისიც ასეთი ლამაზი იყო. მამამისივით
ქერა თმა ჰქონდა და ნაკვთებითაც მას ჰგავდა.
მამათქვენი შეხვედრია კიდეც ამ ბავშვს და მისით
მოხიბლულა. გოგონას გამოუვალი მდგომარეობის
აღმწერი ესეი მის ნაწერთაგან ერთ-ერთ საუკეთესო
ნამუშევრად ითვლება. დღემდე ახალ-ახალი ტირაჟით
ბეჭდავენ ხოლმე.

მისის პენმარკი მოულოდნელად წამოდგა, შეტორტმანდა


და თქვა, რომ თავს კარგად არ გრძნობდა, ამიტომ
ჯობდა, ახლავე სახლში წასულიყო. რეჯინალდმა
შესთავაზა, მანქანით მიგიყვანთო, მაგრამ ქრისტინმა
.
350
1
დაარწმუნა, რომ ტაქსის გამოძახება უფრო მარტივი
იქნებოდა. მაშინვე მისის ბრიდლავი მონახა და
ნაადრევად წასვლის მიზეზი აუხსნა. მასპინძელმა
გამომწვევი ტონით მიუგო:

– რა გჭირს ეს დღეები? საკუთარ თავს საერთოდ აღარ


ჰგავხარ. სახეზე გამუდმებით ფერი არ გადევს,
ძვირფასო. ცალი თვალი კი უკვე ყველასათვის
შესამჩნევად დაგიხტის.

ქრისტინს პასუხის გაცემის ძალაც გამოლეოდა და


აცახცახებული შეტრიალდა, მაგრამ მისის ბრიდლავმა
მკლავზე წაავლო ხელი და შეწუხებულმა უთხრა:

– თუ უნდა წახვიდე, რა გაეწყობა. მაგრამ ტაქსი რა


საჭიროა. ედიტ მარკუსონი ეს-ესაა მოვიდა – ხომ გახსოვს
ედიტი? – და მისი მძღოლი ჯერ კიდევ შესასვლელთან
უხვევს.

მისის ბრიდლავი ქრისტინს გარეთ გაჰყვა, მძღოლს ხელი


დაუქნია, მისამართი მიასწავლა და მეგობარს ურჩია:

.
351
1
– როგორც კი სახლში მიხვალ, დაწექი და წყნარად იყავი.
აქ რომ დაიშლებიან, აუცილებლად მოგაკითხავ და
დაგხედავ.

ქრისტინმა თავი დაუკრა, გვერდით გაიხედა და


თავისთვის ჩაილაპარაკა:

– ახლა ვიცი, ვინც ვარ. თავს ვეღარ მოვიკატუნებ, –


სკამის ზურგს მიეყრდნო და ლოყა ტყავის საფარს
მიაკრო. იცოდა, რომ ნერვული შეტევის პირას იყო,
მაგრამ როგორც კი ბინაში აღმოჩნდა და ნაცნობი
ნივთების გარემოცვაში დაიგულა თავი, პანიკა დაუცხრა.
ცოტა მოგვიანებით ქრისტინმა ქალიშვილის
წამოსაყვანად ფორსაიტების კარზე დააკაკუნა.

– აჰ, რა დასანანია! – თქვა მისის ფორსაიტმა, – როდასა


და მე ჩვენი საკუთარი პატარა ფურშეტი გვქონდა
დაგეგმილი და ეს-ეს იყო მაგიდის გაწყობას ვიწყებდით.
რადიოს ჩართვას და მუსიკის ფონზე სადილობას
ვაპირებდით. ცოტა ხნით რომ დატოვოთ, არ შეიძლება?
გპირდებით, ცივ ნიავს არ მივაკარებ.

ბალიშის ფორმის პომპადური, რომელიც საჭერებითა და


.
352
1
ქარვის პატარა სავარცხლებით დიდი რუდუნებით
შეემაგრებინა, ოდნავ ჩამოშლოდა და ცენტრში მჭიდროდ
შეკრული, ქვასავით კვანძი მომრგვალებული ბალიშიდან
მარცხენა ყურის მიმართულებით დაცურებულიყო. მისის
ფორსაიტმა ამოიოხრა, თმა შეისწორა და თავისი დიდი,
იისფერი თვალები ხვეწნა-მუდარით მიაპყრო ქრისტინს.

– ისე დამწყდება გული, როდას თუ წაიყვანთ, – თქვა


ალალად, – ორივეს ისე დაგვწყდება გული.

მისის პენმარკმა თქვა, რომ ბავშვს შეეძლო,


დარჩენილიყო. თავის მისაღებ ოთახში დაბრუნდა და
მერე, თითქოს შფოთსა და ზიზღზე ძლიერი ძალები
მართავენო, დაივიწყა, დედამისის საზარელ ცხოვრებაზე
ფიქრი რომ აუკრძალა თავს და დენკერის საქმის კითხვა
იმ ადგილიდან განაგრძო, სადაც რეჯინალდი
გაჩერებულიყო.

მეისონ კრავატეს მიხედვით, დენკერების ურთიერთობა


ისეთი მრავალშრიანი იყო, რომ მათ ისტორიებს
სამტომიანი ვიქტორიანული რომანი დაიტევდა.
იმისათვის, რომ მოქმედი პირების ნათესაურ კავშირებში
გარკვეულიყავი, წიგნის შიდა ყდაზე სქემები და
დიაგრამები უნდა დაგეტანა. მაგრამ ამ ოჯახში შესულ
.
353
1
პატარა ბესი შობერს დეტალების შესასწავლად დრო არ
დანანებია. სასიკვდილო მიზნის მისაღწევად თავისი
თითოეული ახლადშეძენილი ნათესავის ხასიათი და
ზნე-ჩვეულებები შესაშური მზრუნველობით გააანალიზა.
დაწვრილებით შეისწავლა, ვის როგორი ნათესაური
კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან და ვინ იდგა ყველაზე
ახლოს ბაბუა კარლ დენკერთან, რომლის ხელშიც იყო
ფული და რომელიც ისეთივე დაძაბული ყურადღებით
აკონტროლებდა თითოეულ პენის, როგორც ჩემპიონატზე
გასული მოჭადრაკე გეგმავს ყოველ სვლას... ბესი ამ
თამაშში ჩაერთო და ისეთი ოსტატობით, ისეთი
ცივსისხლიანი ბრწყინვალებით წარმართა სასიკვდილო
ხელი, რომ მოხუცის ფულმა მისი ქმრის მისამართით
იწყო დენა.

ამ შედეგს ბესიმ საწამლავით, ნაჯახით, შაშხანით,


საფანტი თოფითა და რამდენიმე ჩამოხრჩობითა და
დახრჩობით ინსცენირებული თვითმკვლელობით
მიაღწია. და რადგან ამ ოჯახს თავსდამტყდარი ყოველი
ტრაგედიის დაწვრილებით გადმოცემა უსაშველოდ დიდ
დროს წაიღებდა, იმას მაინც იტყოდა,

.
354
1
რომ ათი წლის თავზე ბესიმ ოცდასამი სვლით
დაასრულა ჭადრაკის ხელი. ამ სვლების გამბედაობამ,
ტრაგიკულმა ბრწყინვალებამ, დეტალებისადმი
შესაშურმა ყურადღებამ ბესი დენკერი ინტელექტუალი
მკვლელების მოყვარულთა ერთპიროვნულ ფავორიტად
აქცია. მაგრამ თუკი დაინტერესებული მკითხველი
დამატებითი ინფორმაციის მიღებას ისურვებდა, რათა
უკეთ შეესწავლა ეს არაჩვეულებრივი ქალი და
თითოეული დენკერის სიკვდილის დეტალები, მაშინ
ჯონათან მანდის
„დიდი ამერიკელი კრიმინალების“ სერიაში ბესი
დენკერისადმი მიძღვნილი ტომისთვის უნდა მიემართა.

ბინაში ბინდი წვებოდა და ქრისტინი მაგიდასთან


მივიდა, რომ ლამფა აენთო, მაგრამ გზად გაცრეცილი
ფერებით ელვარე დასავლეთის ცას ჰკიდა თვალი. მაღლა
მფრინავი ჩიტები რბილ, მქრქალ ფერებს ზოლებად
აპობდნენ; მარადმწვანე მუხები ყურიდან დაბერილი
საღამოს ნიავის ქვეშ რიტმულად არხევდნენ ტოტებს,
ყურის მიღმა კი თაღებად მოჩანდა უღრუბლო,
გაკრიალებული, მუქი ლურჯი ჰორიზონტი. ცოტა ხნით
ჩუმად იდგა და მერე ბინაში ნერვიული ნაბიჯით
უმიზნოდ სიარულსა და შუქის ჩართვა-გამორთვას
მოჰყვა.
.
355
1
ბოლოს მაინც საქაღალდეს მიუბრუნდა და ბოლომდე
ჩაიკითხა: ბესი დენკერის სასამართლოს პერიოდისთვის
დენკერების ოჯახის ერთადერთი ცოცხლად
გადარჩენილი წევრი ის პატარა გოგო გახლდათ,
რომელზეც ასე ბევრი დაწერილიყო. რა ბედი ეწია ამ
ტრაგიკულ ბავშვს, რომელიც სასწაულებრივად
გადაურჩა დედამისის „გენერალური წმენდის გეგმას“,
უცნობია, თუმცა ხმები დადის, რომ ის რომელიღაც
წარჩინებულმა ოჯახმა იშვილა. მაგრამ მაინც რთულია,
არ დაფიქრდე იმაზე, თუ როგორ წარიმართა მისი
ცხოვრება. სადაა ახლა? დაქორწინდა და შვილები ჰყავს?
დაივიწყა ბავშვობის წლებში გადატანილი
საშინელებები? იცოდა, რა ჩაიდინა დედამისმა? ესმოდა
ამ საქციელის არსი? დანამდვილებით ვერავინ იტყვის,
რა მოუვიდა ამ ტრაგიკულ, შეშინებულ პატარა გოგოს,
რომელმაც რაღაცნაირად შეძლო და დედამისს თავი
დააღწია. დიდი შანსია, რომ ამ კითხვებზე პასუხს
ვეღარასოდეს გავიგებთ. მისი ახალი ვინაობა მკაცრად
გასაიდუმლოებულია.

შემცბარმა ქრისტინმა საქაღალდე ხელიდან გააგდო,


საწოლში ჩაწვა, სახე ბალიშებში ჩარგო და აქვითინდა.

.
356
1
– აი, აქ ვარ, ასე თუ გაინტერესებს. აქ ვარ, – და მერე
დაურთო, – მაინც ვერ დავაღწიე თავი... რატომ გგონია,
რომ დავაღწიე?

მისის პენმარკმა კვლავ ვერ შეძლო დაძინება. იწვა


გულაღმა და თეთრი ჭერის მკრთალად გამონათებულ
ცენტრს მიშტერებოდა; ხილისა და ყვავილების
ჩახლართული დეკორაციები ერთ დროს ჭაღის ნაწილს
ქმნიდნენ. ფანჯრებს მიღმა ხეების შრიალი ისმოდა, სიო
ტოტებს ნაზად არხევდა. საიდანღაც ქაფურის გათელილი
ფოთლების სუნი მოდიოდა; უფრო შორიდან კი –
კანკელების ღამით მოყვავილე ჟასმინის ბუჩქების
გულისამრევად ტკბილი არომატი. მერე, როცა სიჩუმე
ისეთივე აუტანელი გახდა, როგორც მის თავში წრეზე
მბრუნავი ფიქრები, ადგა, უკანა აივანზე გავიდა და
ზევით აიხედა. მისის ბრიდლავის კაბინეტიდან შუქი
გამოდიოდა და სასოწარკვეთისგან ქრისტინმა მონიკას
ნომერი აკრიფა.

– როგორ გამიხარდა, რომ დარეკე, ძვირფასო ქრისტინ, –


თქვა მისის ბრიდლავმა, – ემორი და მე წვეულებიდან
რომ დავბრუნდით, მინდოდა დაგკავშირებოდი, მაგრამ
უკვე თერთმეტს იყო

.
357
1
გადაცილებული და დარწმუნებული ვიყავი, გეძინებოდა.
შენც ხომ იცი, როგორ იციან ამ სტუმრებმა. საკმარისია,
ოდნავ შეზარხოშდნენ და სახლის გზა ავიწყდებათ.

მერე თითქოს გაახსენდა, ემორის სძინავსო, ხმას დაუწია:

– გული დამწყდა, რომ ბოლომდე ვერ დარჩი. მაგრამ


თავს უნდა მიხედო. ავად გახდომის უფლებას არ
მოგცემთ. ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გადავიტანთ,
ძვირფასო ქრისტინ, – აქ ცოტა ხნით შეჩერდა და თითქოს
ამ პაუზის დროს მაჯის საათს დახედაო, თქვა, – არ
გინდა, ცოტა ხნით ამომირბინო? ჯერ მხოლოდ ორის
ნახევარია და ოდნავადაც არ მეძინება. ყავას მოვადუღებთ
– ახლავე დავადგამ წყალს
– და სამზარეულოში ბებერი ფერმერი ქვრივებივით
ჩამოვსხდებით.

მისის ბრიდლავი სტუმარს ზღურბლთან დაუხვდა და


ჩუმადო, პირთან თითის მიტანით ანიშნა. ყვავილებიანი
კიმონო ეცვა, სახეზე ცივი ნაღები წაეთხიპნა და თავში
თმის სახვევები გაერჭო. ჩუმად გაუცინა და თქვა:

– ყოველთვის ვგიჟდებოდი პატარა, მსუქან ლოკონებზე,


იმისდა მიუხედავად, რომ პატარა, მსუქანი ლოკონები
.
358
1
აშკარად არ არიან ჩემთვის შექმნილები. იცინე რამდენიც
გინდა, ძვირფასო. ოდნავადაც არ მაღელვებს ხოლმე,
როცა სხვები დამცინიან.

ქრისტინმა თავი დაუკრა და შერჩენილი ძალებით


გაღიმება სცადა. თან გაიფიქრა: „არ უნდა
ჩავკირკიტებოდი. ჩემი საიდუმლოს ამოსახსნელად
წარსულში ქექვა არ უნდა დამეწყო. ჩემი მამობილ-
დედობილი ბრძნულად მოიქცნენ, სიმართლე რომ
დამიმალეს. მართლები იყვნენ, რომ იმ წარსულისგან
დამიცვეს, რომელსაც ვერც შევცვლიდი და ვერც
შევეგუებოდი. მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ
შემეძლო. იძულებული ვიყავი, მეძებნა და მექექა. და
ახლა ყველაფერი ვიცი“.

ყავა რომ გადმოიღვარა, მისის ბრიდლავმა ჭიქებში


ჩამოასხა და სამზარეულოს მკვეთრ შუქში ერთად
ჩამოსხდნენ. მონიკა დეტალურად მოჰყვა თავის
ფურშეტზე, შიგადაშიგ ფიქრების გიჟური მდინარების ან
ტლანქი სიტყვათწყობების გამო იხდიდა ბოდიშებს. მერე
მოულოდნელად აზრთა მიმდევრობა სხვა გზით
წაუვიდა; ქრისტინს ლოყაზე შეეხო და უთხრა:

– რაღაც გაწუხებს. არ მეტყვი, რა? ვგონებ, ამ


.
359
1
დროისთვის უკვე უნდა იცოდე, რომ ჩემი ბოლომდე
ნდობა შეგიძლია.

ქრისტინმა თავი გაიქნია, ამოიოხრა და თვალები უმწეოდ


დახარა.

– არ შემიძლია. ვერ გეტყვი. შენც კი ვერ გეტყვი, მონიკა,


– საყინულესთან მივიდა, ნაღების მუყაოს ყუთი აიღო,
მონიკას კალის ჯამში ჩაასხა და გაიფიქრა: „როგორ უნდა
დავადანაშაულო როდა იმის გამო, რაც ჩაიდინა? მე
ვატარებდი იმ მანკიერ თესლს, რომელმაც ასეთად აქცია.
თუკი ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში – მე და არა
როდა“. მოულოდნელად დანაშაულის გრძნობამ აიტანა,
იმაზე დაფიქრდა, როგორ უმტყუნა ბავშვს; თუნდაც
უნებურად, მაგრამ მაინც უმტყუნა. „მე ვარ დამნაშავე“,
გაიმეორა თავისთვის. „მე ვარ მანკიერი თესლის
მატარებელი“.

.
360
1
მისის ბრიდლავმა ცოტა ხნით აცადა მეგობარს და მერე
უთხრა, რომ თუ ქრისტინი არ ეტყოდა, რა აწუხებდა,
თავად გამოიცნობდა.

– ერთი ეს მითხარი, – თქვა, – შენ და კენეტმა დაშორება


ხომ არ გადაწყვიტეთ? – მერე საკუთარ მდიდარ
ფანტაზიაზე გაეცინა და განაგრძო, – ჩილეში ვინმე
პატარა ესპანელი გოგო ხომ არ იპოვა და დაგტოვა
განშორების ორსიტყვიანი წერილის ამარა?

– მსგავსი არაფერი, მონიკა. ნეტა, სხვა დანარჩენშიც ისე


ვიყო დარწმუნებული, როგორც კენეტში ვარ.

მისის ბრიდლავმა კიდევ შეიცადა, ყავა მოსვა და თქვა:

– ერთადერთი, რაც თავში მომდის, ჯანმრთელობაა. ხომ


არ გეშინია, რომ რამე ავადმყოფობა გჭირს
– კიბო, მაგალითად? თუ ამას ეჭვობ, თამამად უნდა
შევეჭიდოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი
გაკეთებაც შესაძლებელია და ამ დღეებში იმდენის
გაკეთებაა უკვე შესაძლებელი; და ყველაფერს
გავაკეთებთ, სულ ყველაფერს.

– რამდენადაც ვიცი,
.
361
1
სრულიად ჯანმრთელი
ვარ. მისის ბრიდლავმა
ჭიქა დადო.
– კარგი, თავს გაგანებებ, ქრისტინ. მხოლოდ იმას გეტყვი,
რომ მთელი გულით და ძალიან მიყვარხარ, ჩემო
ძვირფასო – საკუთარი შვილივითაც კი. ემორიც ზუსტად
იმავეს გრძნობს; მაგრამ ამის თქმა საჭირო არაა, ისედაც
იცი.

ქრიტინმა თავი დაუკრა და შუბლი მაგიდაზე ჩამოდო.


მონიკა გვერდით ამოუდგა, ხელი მხარზე დაადო და
მისთვის უჩვეულო რბილი და სერიოზული ხმით თქვა:

– ხომ იცი, რომ შეგიძლია მენდო. ხომ იცი, რომ შეგიძლია


მენდო.

ქრისტინი უღონოდ წამოდგა, მოხუც ქალს მკლავები


შემოაჭდო და შეუკავებლად აქვითინდა. მისის
ბრიდლავმა დაყვავებით, მანუგეშებლად უთხრა:
– ძვირფასო, ძვირფასო ქრისტინ! ახლა თავს უკეთ
იგრძნობ. იქნებ, ცოტა ხნით დაძინებაც შეძლო, – მერე კი
ჩვეული ხმით დაურთო, – ექიმმა იუვინგმა საძილე აბები
დამიტოვა. ხომ გახსოვს, ერთი-ორი კვირის წინ მეც ცოტა
განერვიულებული ვიყავი და მაშინ გამომიწერა. არ
.
362
1
დამილევია. ახლავე მოგიტან. უძილობით თავის
გატანჯვა უაზრობაა.

უკან წამლის ბოთლით დაბრუნდა; მაგრამ როცა


ქრისტინი უკვე თავის ბინაში იყო, საწერი მაგიდის
ბოქლომიანი უჯრა გამოაღო და აბები პისტოლეტისა და
ქმრისთვის გაუგზავნელი წერილების გვერდით
მოათავსა.

.
363
1
მეათე

დიდი ხნის მერე ჩაეძინა და საზარელ სიზმარში ამოყო


თავი. ქუჩაზე ვიღაც ქალი მოდიოდა, ხელში ნაჯახი
ეჭირა. ფერმის სახლთან შეჩერდა და დაათვალიერა.
როცა ვერ იპოვა, რასაც ეძებდა, ბეღლისკენ გაემართა;
ნაჯახი ზურგს უკან ამოიფარა და დათაფლული ხმით
დაიძახა:

– ქრისტინ! სად ხარ, ქრისტინ? ჩემი ნუ გეშინია. როგორ


გგონია, დედაშენი რამეს დაგიშავებს?!

მაგრამ ქრისტინი მაღალ ბალახში იმალებოდა და პასუხს


არ სცემდა. და როცა ხელახლა აიხედა, ბეღელი
ფანჯრებით იყო სავსე და თითოეულიდან დედამისის
თითო მსხვერპლის სახე მოჩანდა. მხოლოდ ერთი
ფანჯარა იყო ცარიელი და დედამისის სიტყვები გაიგონა:

– ქრისტინ! ქრისტინ, დაიკავე კუთვნილი


ადგილი სხვების გვერდით! ფანჯრებთან
მდგომებმა ერთხმად შეჰყვირეს:
– ქრისტინს ვერასოდეს იპოვი. მისი ახალი ვინაობა
მკაცრად გასაიდუმლოებულია.
.
364
1
– ვიპოვი, – თქვა უსახო ქალმა, – სადაც უნდა იყოს,
ვიპოვი. მე შეუდარებელი ბესი დენკერი ვარ. მე ის ვარ,
ვისი გენერალური წმენდის გეგმაც ასე წარმატებით
განხორციელდა.

მერე უცებ გარკვევით დაინახა დედამისის მშვიდი,


არაფრით გამორჩეული სახე და, აკანკალებული, უფრო
მაგრად განერთხა მიწას. ფანჯრებში მდგომებმა კი
ერთმანეთს შეწუხებულებმა გადახედეს და თქვეს:

– შეუდარებელ ბესი დენკერს ამჯერად ქრისტინი უნდა.


ქრისტინ, დაიკავე კუთვნილი ადგილი სხვების
გვერდით. ვინმეს ხომ არ გინახავთ ქრისტინი?
ქრისტინი, აი, ისაა, თავის დაღწევა რომ შეძლო.

მისის პენმარკმა ნერვიულად იცვალა მხარი ბალიშზე,


სველი ხელები ერთმანეთს ჩასჭიდა და თავს ძალა
დაატანა, რომ გამოფხიზლებულიყო. საწოლზე წამოჯდა
და ზურგს უკან ბალიში გაისწორა. ცოტა ხანი
კანკალებდა, კბილები არათანაბარი შუალედებით
უკაწკაწებდა, გეგონება, სცივაო. კვლავ სცადა დაძინება
და საბოლოოდ მოახერხა კიდეც. ხელმეორედ რომ
გაიღვიძა, უკვე დილა იყო. წვიმდა და ქარი წვიმის
.
365
1
წვეთებს ხის კენწეროებსა და მშფოთავ ტოტებს
ანარცხებდა. პარკში დარგული ხეები, გალუმპულები და
უდაბურები, ქარის ქვეშ იზნიქებოდნენ, გააჟრჟოლებდათ
და კვლავ წელში იმართებოდნენ. საწვიმარი ღარებიდან
წყალი გადმოსჩქეფდა და უკანა ეზოში ისეთი მოჩხუბარი
ხმით ჩაედინებოდა, იფიქრებდი, ადამიანები საუბრობენ
და თუ ყურს კარგად მიუგდებ, სიტყვებსაც აუცილებლად
გაარჩევო.

.
366
1
ქრისტინმა ფანჯრები ჩაკეტა და სახლში შემოსული
წვიმისგან დასველებული იატაკი მოწმინდა.
სამზარეულოში შვილისთვის საუზმის მოსამზადებლად
რომ შევიდა, რეზინის ძველ საწვიმარში გახვეული
ლეროი დაინახა. მეეზოვეს სველი ფეხსაცმელების
ჭყაპუნით გამოჰქონდა სარდაფიდან ნაცარი. ქრისტინი
ფანჯარასთან დაბნეული შედგა, თითქოს დაავიწყდა,
რის გაკეთებას აპირებდა, და ლითონის რახარუხის ხმას
იქამდე უსმინა, სანამ ლეროიმ თავისი ტვირთი ქუჩის
პირას არ დადო, რომ ცხრა საათზე მოსულ მენაგვეს,
ჩვეულებისამებრ, თან წაეღო. ლეროი უკანა ეზოში
დაბრუნდა და დატბორილი, ფოთლებით გაჭედილი
დრენაჟის გასასუფთავებლად დაიხარა; და იმისდა
მიუხედავად, რომ მისი ჩიფჩიფი არ ესმოდა, ტუჩების
ფხუკიანი მოძრაობის შემყურე ქრისტინმა თითქოს
ამოიცნო მეეზოვის თითოეული სიტყვა.

როცა როდა საუზმობას მორჩა, ხელსახოცი დაკეცა და


ჭურჭლის კარადის უჯრაში შეინახა, დედამისს მისის
ფორსაიტის მონახულების ნებართვა სთხოვა. მოხუცი
ქალი ყაისნაღით ქსოვის სწავლას შეპირებოდა და რადგან
წვიმდა და გარეთ მაინც ვერ გავიდოდა, იფიქრა, რომ
პირველი გაკვეთილისთვის ხელსაყრელი დრო
იქნებოდა. მისის პენმარკს ორჭოფობა შეეტყო და კოპები
.
367
1
შეყარა.

რადგან როდას საზარელი მემკვიდრეობის შესახებ უკვე


ყველაფერი იცოდა, შეეძლო, დარწმუნებით ევარაუდა
მისი კარიერის ტრაექტორია. დაფიქრდა, მორალურად
რამდენად გამართლებული იყო შვილისთვის ვინმესთან
მარტო დარჩენის უფლების მიცემა; იქნებ, გვერდიდან
აღარ უნდა მოეშორებინა და მისი მიდრეკილებების
შესახებ სხვებიც გაეფრთხილებინა? მაგრამ მერე
გააცნობიერა, რომ მსგავსი ისტერიული
გადაწყვეტილებები ძალიან რთულად ასასრულებელი
იქნებოდა, თავი უღონოდ დახარა და კიდევ ერთხელ
დარწმუნდა, რომ ქმრის ჩამოსვლამდე ვერანაირ ნაბიჯს
ვერ გადადგამდა.

– თუ გაგიშვებ, უნდა შემპირდე, რომ მისის ფორსაიტს


არაფერს უზამ, – უთხრა შვილს, – კარგად გაიგე?

– ვერა, დედა. ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკობ.

– როდა, გთხოვ! მოდი, აღარ გვინდა უცოდველობანას


თამაში. ერთმანეთის კარგად გვესმის. მოდი, დღეიდან
აღარ მოვიკატუნოთ თავები. მშვენივრად ხვდები, რაზე
გელაპარაკები.
.
368
1
როდამ ჩაიხითხითა, თავი დაუქნია და სასხვათაშორისოდ
უთხრა:

– ვიცი, რასაც გულისხმობ. მაგრამ არაფერს ვუზამ, –


მერე ხელები ერთმანეთს გადააჭდო, თვალები
ეშმაკურად გადაატრიალა და დაურთო, – დეიდა ჯესის
ისეთი არაფერი აქვს, რაც მინდა, რომ ჩემი იყოს.

ბავშვი რომ წავიდა და დილის რუტინული საქმეები


ნაწილობრივ მოილია, მისის პენმარკმა მთელი სისავსით
გააცნობიერა, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მის
წარმომავლობას. პალისანდრის მაგიდის გაპრიალება
უცებ შეწყვიტა და მოღუშული გატრიალდა. წუთის მერე
ვერაფრით გაეხსენებინა, რამ მიიყვანა თავის
საძინებელში. ზამშის საწმენდი ტილო დადო და
საწოლის გვერდით ხელების სავსავით დაბნეული შედგა.

.
369
1
თავისი ნამდვილი ვინაობის აღმოჩენამ ბავშვთან
დაკავშირებულ მრავალ თავსატეხ კითხვაზე აპოვნინა
პასუხი. ახლა უკვე ხედავდა, რომ როდა საკუთარ
საქციელზე პასუხს არ აგებდა. დამნაშავე თავად იყო და
არა – ბავშვი, რადგან სწორედ მან გადასცა პატარა გოგოს
ბესი დენკერის მემკვიდრეობა. მემკვიდრეობა, რომელიც
ერთი თაობის მანძილზე თვლემდა, ახლა კი კვლავ
საბედისწეროდ აყვავებულიყო. ამის მერე როგორ უნდა
დაედანაშაულებინა თავისი შვილი? მისგან პასუხი
როგორ მოეთხოვა?.. საცოდავი, განადგურებული გონება
რაც მეტად უფიქრდებოდა ამ საკითხებს, მით უფრო
აშკარა ხდებოდა, რომ თავად მიუძღოდა ბრალი. ამიტომ
დაუღალავად იმეორებდა:

– როგორ მრცხვენია. როგორ მრცხვენია.

ბოლოს, სასოწარკვეთამ რომ სრულად მოიცვა, უღონოდ


ჩამოჯდა და, გამანადგურებელი დანაშაულის გრძნობის
რაიმენაირად შესამსუბუქებლად, უკანასკნელი ძალებით
გაიბრძოლა – იქნებ, მხოლოდ დამთხვევაა, რომ ბებიასა
და შვილიშვილს ერთნაირი კრიმინალური
მიდრეკილებები აღმოაჩნდათ? იქნებ, ეს რიგითი
შემთხვევაა, რომლის უკან არაფერიც არ იმალება? იქნებ,
.
370
1
ნაადრევად დაიდანაშაულა თავი; იქნებ, სულაც არ
წარმოადგენს ბესი დენკერისა და ბავშვის
შემაკავშირებელ რგოლს; იქნებ, სრულიად უცოდველია.
ქრისტინმა გააცნობიერა, რომ ვინმეს თუ ექნებოდა ამ
კითხვებზე პასუხი, უპირველეს ყოვლისა – რეჯინალდ
ტასკერს. მაგრამ მასთან დარეკვა მაინც კარგა ხანს ვერ
გადაწყვიტა. ეშინოდა, ვაითუ მიხვდეს, რომ წიგნისთვის
არ ვუსვამ ამ უცნაურ კითხვებს, ჩემი სიტყვები რეალობას
დაუკავშიროს და ის საიდუმლო ამოიცნოს, რომლის
შენახვასაც სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებო.

ბოლოს გადაწყვიტა, რომ რეჯინალდი, დიდი


ალბათობით, განზრახვას ვერ მიუხვდებოდა. ცოტა რამ
კი სმენოდა ქრისტინზე, მაგრამ სიმართლის
მისახვედრად ეს საკმარისი არ იყო. მხოლოდ თვითონ
ფლობდა თავსატეხის ყველა ნაწილს. ბალტიმორში
მოხუცი ქალის სიკვდილი, პიკნიკზე დეიგლების ბიჭის
დახრჩობა, ბავშვის საზარელი მემკვიდრეობა – ეს
ნაწილები უმარტივეს ფაზლს ქმნიდნენ; იმაზე
გაცილებით მარტივს, როდა რომ აწყობდა.

აღელვებული სცემდა ბოლთას, გადაწყვეტილება


ვერაფრით მიეღო და ბოლოს თავად რეჯინალდმა
მოუგვარა პრობლემა – შუადღეს დაურეკა, ჰკითხა, თავს
.
371
1
უკეთ თუ გრძნობდა და მაშინვე დაურთო:

– დენკერის საქმე ბოლომდე ხომ არ წაგიკითხავთ?


წასვლა რომ მოგიწიათ, ყველაზე დრამატულ ნაწილს
ვუახლოვდებოდით.

– კი, წავიკითხე.

– მაინც რა მაგარი ვინმე იყო, არა?!

– კი, კი, ნამდვილად იყო.

რეჯინალდი ლაყბობას მოჰყვა; მაგრამ ერთი წამით


აზრების მოსაკრებად რომ შეჩერდა, ქრისტინმა კითხვის
დასასმელად დრო იხელთა, თუმცა ეს ჩაფიქრებულზე
მოუქნელად კი გამოუვიდა.

.
372
1
რეჯინალდმა უპასუხა, რომ ამ საკითხით არასოდეს
დაინტერესებულა, მაგრამ ახლა რომ დაუფიქრდა,
რატომაც არა, სრულიად შესაძლებელი იყო. ამ
ადამიანებს ასეთებად არა პოზიტიური, არამედ
ნეგატიური თვისება აქცევდა. ეს იყო თანდაყოლილი
რაღაცის დანაკლისი და არა მოგვიანებით შეძენილი რამ.
აი, მაგალითად, სიბრმავე, სიმელოტე ან ჰემოფილია
ყოველთვის რაღაცის არქონით იყო გამოწვეული და
არავინ უარყოფდა, რომ ეს მდგომარეობები
მემკვიდრეობით გადადიოდნენ. გონებასუსტობაც
რაღაცის დანაკლისი იყო; და ისიც ნამდვილად
თაობიდან თაობას გადაეცემოდა...

ქრისტინმა რეჯინალდს დასამშვიდებლად მიმართა,


მაგრამ ნანატრი ვერ მიიღო და ჩუმი, სასოწარკვეთილი
ხმით უთხრა:

– კარგი, მაგრამ ფსიქიატრები რას ფიქრობენ?

რეჯინალდს მის გულუბრყვილობაზე გაეცინა. ამ


კითხვისთვის პასუხი რომ გაეცა, ჯერ თავად უნდა
დაეზუსტებინა რაღაცები: რომელი ფსიქიატრის და ამ
ფსიქიატრის რომელ წელს გამოთქმული აზრი
აინტერესებდა ქრისტინს?.. ამას წინათ თოს ძველი
.
373
1
საქმის ჩვენებები წაეკითხა. ქრისტინს ალბათ
დააინტერესებდა იმის გაგება, რომ იმ დროის ყველაზე
განსწავლული ექვსი ფსიქიატრი ბრალდების მხარეს
გამოვიდა, სხვა ასევე სახელგანთქმული ექვსი ფსიქიატრი
კი – ბრალდებულის.

ყურმილი რომ დაკიდა, მისის პენმარკი ბინაში სიარულს


მოჰყვა, გრძნობდა, რომ ცოტაც და ბოლომდე
განადგურდებოდა; და იმ წამს მოეჩვენა, რომ ცხოვრება,
არსებითად, საზარელი კანონზომიერებით წასვლოდა.
მაგრამ ეს აზრი ზედმეტად საშინელი იყო იმისთვის, რომ
ასე ერთბაშად გაესწორებინა თვალი და, ფანჯარასთან
მჯდომმა, ქარსა და წვიმაში მოდრეკილი ხეების
შემყურემ, წვრილი, შეშინებული ხმით თქვა:

– ოჰ, გთხოვ! ოჰ, გთხოვ!..

მერე, დანაშაულის გაუსაძლისი გრძნობით ატანილმა და


პანიკით შეპყრობილმა, ოთახში ნერვიულად სიარული
გააგრძელა. სველი ხელისგულები ერთმანეთზე
მიეტყუპებინა, თითქოს რომელიღაც შორეულ,
ულმობელ ძალას შესთხოვს სიმშვიდის დაბრუნებას და
იმ სიმართლის ტყუილად ქცევას, რომლის უარყოფის
ძალაც აღარ შერჩენიაო.
.
374
1
ქმარს მორიგი გრძელი, გრძნობებაშლილი წერილი
მისწერა... უთხრა, რომ, ფაქტობრივად, მოტყუებით
გაჰყოლოდა ცოლად. თავისი დედის ვინაობა გაანდო და
იმასაც მოუყვა, თავად როგორ გაიგო სიმართლე. რიჩარდ
ბრავო დენკერის საქმეს აშუქებდა. რთული არ იყო იმის
წარმოდგენა, როგორ გაიცნეს მან და მისმა ცოლმა პატარა
ქრისტინი – ერთადერთი გადარჩენილი. მაგრამ ის
ვერაფრით გაეგო, მისი შვილება რატომ გადაწყვიტეს.
შესაძლოა, ეგონათ, მიშველიდნენ, ორივენი ხომ საოცრად
კეთილები და მზრუნველები იყვნენ; ეგონათ, იმ
საშინელებიდან დამიხსნიდნენ, რომელშიც ასე პატარა
ასაკში გავეხვიე. თითქმის მიაღწიეს კიდეც წარმატებას,
მაგრამ ბოლომდე ვერ.

მას მერე, რაც ჩემზე სიმართლე გავიგე, სულ ის


მახსენდება, როგორ ეწინააღმდეგებოდა ჩვენს
ქორწინებას დედაშენი. თურმე, სამართლიანად
ამითვალწუნა – ოღონდ ნამდვილი მიზეზი ვერ

.
375
1
ამოიცნო. ალბათ ინსტინქტურად იგრძნო, რომ რაღაც
საზარელი მჭირდა, რომ მხოლოდ სასოწარკვეთასა და
უბედურებას მოგიტანდი. და ასეც იქნება, ჩემო
სიყვარულო. ამას ახლა უკვე შემაძრწუნებელი სიცხადით
ვხედავ.

მაგრამ დედაშენი როგორი მართალიც იყო, ჩვენს


ქორწინებას რომ ეწინააღმდეგებოდა, მეც ისევე მართალი
ვიყავი, შენი მივლინებისას როდას შესახებ არაფერი რომ
არ მითქვამს. ახლა უკვე ისიც კი არ ვიცი, ოდესმე
შევძლებ თუ არა ყველაფრის მოყოლას. არა მგონია.
გესმის ხომ, როგორ შემრცხვება ამის გამხელა?! როგორ
დამცირებულად ვიგრძნობ თავს?! ყველაფერი კარგად
უნდა გავაანალიზო, შეძლებისდაგვარად კარგად, და
როდასთან ერთად ცხოვრება იმ სიმამაცით უნდა
განვაგრძო, რომელიც ჯერ არ გამაჩნია. ბოლომდე უნდა
ვეცადო.

ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, ვცდებოდი, როცა


მეგონა, როდას პრობლემა ორივეს ერთნაირად
გვეხებოდა. ეს პრობლემა ჩემია და ამიტომ მარტომ უნდა
გადავჭრა. მარტო მე ვარ პასუხისმგებელი. ეს მე
გადავეცი ჩვენს შვილს მანკიერი თესლი, რამაც ასეთად
აქცია და არა – შენ. როცა დაბრუნდები და ყველაფერს
.
376
1
გაიგებ, – რადგან, რაღა თქმა უნდა, ვიცი, რომ
რამენაირად უნდა მოგიყვე, – და გააცნობიერებ ყველა
შესაძლო შედეგს, ვგონებ, მე და როდა უნდა მიგვატოვო.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ და ხელმეორედ უნდა
დაქორწინდე, ისეთი შვილები იყოლიო, როგორებსაც
იმსახურებ; ჯანსაღი ბავშვები, რომლებიც არ იქნებიან
ჩემი ქალიშვილისა და ჩემსავით დაღდასმულები.

სანამ წერილს დაასრულებდა, ზაფხულის ქარიშხალი


ჩადგა და ივლისის ცხელმა მზემ კვლავ გამოანათა,
კამფორის მწვეთავ ხეებს მიეფიცხა და მათ სველ
ფოთლებზე ისეთი დამაბრმავებელი ბრწყინვალებით
არეკლა სხივები, რომ დაუცველ თვალს ვერ
გაუსწორებდი. ქრისტინმა დარაბები რომ გამოაღო,
საწვიმარებიდან ჩამოსრიალებული წვიმის უკანასკნელი
წვეთების გუბეებში ჩაშვების ოხვრისმაგვარი ხმები
შემოესმა. შაბათი იყო და სულ მალე ემორიმ სველი,
ტლაპოებში არეკლილი ხეების ქვეშ მანქანა გააჩერა. და-
ძმა ქვაფენილზე გადმოვიდა, ფანჯარასთან მდგარი
ქრისტინი შენიშნა და ჩვეული გულთბილობით დაუქნია
ხელი. როცა მეზობლის თვალსაწიერს მიეფარნენ,
მონიკამ მწუხარედ თქვა:

– ნეტა, რა დაემართა ამ გოგოს?! ძალიან მაწუხებს მისი


.
377
1
მდგომარეობა და უკვე დამალვაც აღარ შემიძლია. თავს
ყოველთვის უვლიდა, ახლა კი, მგონი, თვეა, თმისა და
ფრჩხილებისთვის არ მოუცლია. გამოღამებული და
ფერმკრთალია. დარწმუნებული ვარ, არც კარგად
იკვებება. თვითონ არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ ვიცი.

– მისმინე! – მეგობრული ტონით მიუგო ემორიმ, –


მისმინე, მონიკა. არ გინდა, ქრისტინის პირად
ცხოვრებაში ხელების ფათურს მოეშვა? არ გინდა,
ერთხელ მაინც შენს საქმეს მიხედო?

იმ შუადღეს მისის პენმარკმა რეჯინალდისგან


ნათხოვარი საქმეები მოაგროვა და პატრონს დაუბრუნა.
სახლში შესვლას არ აპირებდა; უნდოდა, ზღურბლზევე
გადაეცა მოსამსახურისთვის შეკვრა და წასულიყო,
მაგრამ ზარი რომ დარეკა, რეჯინალდმა თვალი ჰკიდა და
კარი თავად გაუღო. დაჟინებით შეიპატიჟა და კოქტეილი
შესთავაზა. ქრისტინმა, ჩაი მირჩევნიაო და მოსამსახურე
მოსამზადებლად წავიდა. რეჯინალდმა ჰკითხა, რომანის
საქმეები როგორ მისდიოდა, თავის გმირებზე
დეტალურად მუშაობა თუ მოესწრო, სცენარი ბოლომდე
თუ ჩამოეყალიბებინა თავში.

.
378
1
ქრისტინმა უპასუხა, რომ წიგნი იქნებოდა ბავშვზე,
რომელიც ბებიამისის კრიმინალური კარიერის გზას
დაადგებოდა. რეჯინალდმა ამაზე მიუგო:

– ახლა ყველაფერი გასაგებია. ამ დილით იმაზე


ვფიქრობდი, ნეტა მემკვიდრეობისა და გარემოს
გავლენაზე რატომ დაინტერესდა-მეთქი.

– კი, – თქვა ქრისტინმა, – კი.

– და დედაზე რა ხდება? მასაც ისეთივე ლაქა სცხია?

– არა, არა მგონია. დედამისი რიგით, ცოტა ქარაფშუტა


ქალად წარმომიდგენია; ყოველი ფეხის ნაბიჯზე რომ
გხვდებიან, ისეთად. უმწეო და მოწყვლადია. ვშიშობ,
ცოტა ერთფეროვანი და მოსაწყენიც კი გამომივა.

– კარგი კონტრასტი იქნება, – რეჯინალდმა კოქტეილი


მოსვა და განაგრძო, – ახლა ეს მითხარით: დედამისმა
შვილის ამბავი ზუსტად იცის, თუ მხოლოდ ეჭვობს?
ანუ, ბავშვის საქმეებში რამენაირად თუა გარეული?

– კი, არის. ძალიანაც არის.


.
379
1
– და ამ რიგითმა დედამ დამნაშავე ბებიის შესახებ თუ
იცის?

– თავიდან არა, მაგრამ მერე იგებს და ეს


ქალიშვილის ბუნების ამოხსნაში ეხმარება.
რეჯინალდმა თავი დაუკრა და ცოტა ხნის მერე
თქვა:
– მომწონს. მაგრამ ერთი ეს დაიმახსოვრეთ: ეცადეთ, რომ
დაძაბულობა არსად მოგიდუნდეთ, – მერე, ქრისტინი
რომ წასასვლელად წამოდგა, დაურთო, – მონიკას
წვეულებაზე შეკრებილი ბებერი ყვავები თქვენმა
მოულოდნელმა გაუჩინარებამ დააინტრიგა. მათი
ვერდიქტი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველას
ორსულად ჰგონიხართ.

მსგავსი შესაძლებლობის წარმოდგენაზე მისის პენმარკს


ისტერიული ხარხარი აუტყდა, იმდენ ხანს იცინოდა, რომ
რეჯინალდი ცოტა შეშფოთდა კიდეც, კოქტეილი
გაუწოდა და უთხრა:

– აი, დალიეთ, ქრისტინ. აშკარად გჭირდებათ.

როცა მისის პენმარკი უკვე სახლში იყო, როდამ ერთი


.
380
1
საათით ფორტეპიანოზე იმეცადინა, შებინდებისას კი
ნათურასთან ჩამოჯდა და საკვირაო სკოლის მომდევნო
დღის დავალების მომზადებას შეუდგა. როცა ყველაფერი
დაიზეპირა, დედამისს სთხოვა, გამომკითხეო და
ქრისტინმაც უარი არ უთხრა. თან ფიქრობდა: „როდას
უცნაურად იზიდავს ძველი აღთქმის სისასტიკეები.
რაღაც ახლობლურს ხედავს იქ აღწერილ საზარელ,
პრიმიტიულ ძალადობებში“.

.
381
1
ბავშვმა ახლადდამსახურებული, პეპლებმიწებებული
ბარათები გამოიტანა და დედამისს ანახა:

– დარწმუნებული ვარ, რომ ხვალაც სრულყოფილად


ჩავაბარებ გაკვეთილს და ოთხი ბარათი დამიგროვდება;
და მერე სულ რაღაც რვა ცალი დამრჩება შესაგროვებელი.
ახალ ჯილდოს მალე ავიღებ. იმედია, ისევ წიგნი იქნება.

მეორე დღეს მისის პენმარკი ავად გახდა. თავბრუ


ეხვეოდა და გულისწასვლის შეგრძნება ტანჯავდა. მას
მერე, რაც ბავშვი საკვირაო სკოლაში გაისტუმრა, თავი
ხელებში ჩარგო და არარეალურობის ისეთი შეგრძნება
დაეუფლა, რომ ცოტა ხნით ისიც იფიქრა, ფეხზე ადგომას
ვეღარასოდეს შევძლებო. მოგვიანებით მისის
ბრიდლავმა, როგორც ყოველ კვირა დილას სჩვეოდა,
ამჯერადაც ჩამოაკითხა. ქრისტინმა ჯერ კიდევ
დერეფანში რომ გაიგო, როგორ ელაპარაკებოდა
მეგობარი მისის ფორსაიტს, კარის გასაღებად გაემართა
და მტკიცედ გადაწყვიტა, შიშებს ყურადღებას აღარ
მივაქცევო. მონიკამ, რომელიც მისი მდგომარეობის გამო
ჯერ კიდევ შეშფოთებული იყო, ბინაში ხაზგასმული
ხალისით შეაბიჯა. სანამ კიბეზე ჩამოდიოდა, თავისი
ანეკდოტთაგანი მოემზადებინა და როგორც კი სკამში
ჩაეშვა, ერთ ნაცნობ ქალზე ისტორიის მოყოლა დაიწყო.
.
382
1
ისეთი გამომწვევი ქალი ყოფილა, რომ თურმე მონიკას
მთელი სანაცნობოს დაცინვის თემა გამხდარიყო.

– საბრალო კონსუელა ჩემს ფურშეტზე დავპატიჟე,


ძალიან მინდოდა, შენთვის გამეცნო, მაგრამ გვიან
მოვიდა – მაგ დროისთვის უკვე წასული იყავი.

ქრისტინმა თავი დაუკრა და ძალდატანებით გაიღიმა,


მისის ბრიდლავმაც მოყოლა განაგრძო.

– ყველას ეცოდება კონსუელა, ასეთი ცუდი გემოვნება


როგორ აქვს საბრალოსო. ამ დილას მართა დევიდმა
წვეულების განსახილველად დამირეკა და მანაც ეს რომ
გამიმეორა, მაშინვე გავაჩერე და ვუთხარი, ოჰ, არა.
ნამდვილად არა. დამიჯერე, კონსუელა მსხვერპლის
გარდა ყველაფერია. მსგავსი ტანსაცმლის ტარებას არავინ
აიძულებს და არც უფულობა აწუხებს. არც
გამყიდველებს ასულელებინებს თავს. ოჰ, არა, არავითარ
შემთხვევაში, ძვირფასო. ასე სრულიად გააზრებულად და
მიზანმიმართულად იცვამს-მეთქი.

მისის პენმარკმა სასოწარკვეთით მიმოიხედა,


მოულოდნელად მეგობრის დაუსრულებელმა,
აგრესიულმა მხიარულებამ საშინლად გააღიზიანა.
.
383
1
სკამზე აწრიალდა და ხელებს ჩააშტერდა.

– რასაც გამყიდველი მიაჩეჩებს, იმას რომ ყიდულობდეს


თვალდახუჭული, – აგრძელებდა მისის ბრიდლავი, –
მაშინ სულ სხვა ამბავი იქნებოდა-მეთქი, ვუთხარი.
საერთოდაც, ამ დღეებში მსგავს ტანსაცმელს ვერც ერთ
მაღაზიაში ვეღარ იპოვი – ნავმისადგომებთან
ჩამწკრივებულ იაფფასიან დახლებზეც კი მსგავსი
აღარაფერი დევს. ფოსტითაც კი ვეღარ შეუკვეთავ
მაღალყელიან და ღილებიან ფეხსაცმელებს, ფერად
ვუალებს და იმ საშინელ უბეჩაკერებულ ქვედაბოლოებს.
მსგავს ნივთებს რომ მიაგნო, ხეირიანად გარჯა მოგიწევს.
ოჰ, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ კონსუელამ თავისი
უცნაური გარდერობის შექმნას სიცოცხლე მიუძღვნა,
ისეთივე ვნებით ნადირობს თავის სამოსზე, როგორც
მყვინთავი – უნაკლო მარგალიტზე.

ქრისტინი უცებ წამოდგა, თავბრუ დაეხვა და მისაღები


ოთახის ტახტზე წამოწვა. შეშფოთებული მონიკა
გვერდით მიუჯდა.

.
384
1
– არ ვაპირებ, გეკამათო, ქრისტინ, – უთხრა, – ახლავე
ჩემს ექიმს ვურეკავ, რომ გაგსინჯოს. თუ ავად ხარ, და
აშკარად ხარ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ.

ამას რომ ამბობდა, უკვე ნომერს კრეფდა და ექიმმა


უთხრა, დაუყოვნებლად მანდ გავჩნდებიო. მართლაც
მალე მოვიდა. მისის ბრიდლავი შესასვლელში დაუხვდა
და საქმის ვითარება ჩურჩულით მოახსენა. მსგავს
შესამზადებელ საუბრებს შეჩვეულმა ექიმმა ყურადღებით
მოუსმინა, მერე მისის პენმარკი გასინჯა და ვერაფერი
საგანგაშო ვერ აღმოუჩინა. ურჩია, ნაკლები ენერვიულა
და თავი ეიძულებინა, უკეთ ეჭამა. ბოლოს კი ინსომნიის
სამკურნალოდ საძილე აბები გამოუწერა. რომ წავიდა,
ქრისტინი საწოლიდან ადგა. მკაცრად გადაეწყვიტა, რომ
თავის პრობლემებზე აღარ იფიქრებდა და მომდევნო
დღეების მანძილზე თავს ისეთი მკაცრი რუტინა
განუსაზღვრა, ტრივიალური საქმიანობებით ისე შეავსო
დღის ყოველი წამი, რომ მომხდარზე ნერვიულობის დრო
არ დაიტოვა.

ქრისტინმა შვილისადმი უჩვეულო სინაზე გამოიმუშავა.


სულ თვალს აყოლებდა, ამშვიდებდა, ებოდიშებოდა,
მოთმინებით ემსახურებოდა, თითქოს თავისგან
.
385
1
გადაცემული მემკვიდრეობის გამო შენდობას სთხოვსო.
ისინი საერთო კოშმარს იზიარებდნენ, ის საერთო
წარსული, ის საერთო დანაშულის გრძნობა აახლოებდათ,
რომელსაც ვერანაირი ფიქრით ან სიტყვით ვერ
შეცვლიდი. ისინი ბესი დენკერის ცხოვრებას
შეეკავშირებინა. ამ ფაქტს ვერსად გაექცეოდნენ. ამ
რეალობიდან ვერც ერთი ვერ დაიძვრენდა თავს.

ზოგჯერ, როცა ბინაში ერთად იყვნენ, მისის პენმარკი


ილუზორულ, აუხდენელ ოცნებას ეძლეოდა, თავის
პატარა გოგოს მკლავებში იქცევდა და, სინანულით
აღსავსე, გულში იკრავდა. თითქოს სიყვარულს შეეძლო
ბავშვის ისეთ არსებად გარდასახვა, როგორადაც დედას
უნდოდა, რომ გადაქცეულიყო – უბრალო, მოსიყვარულე
ბავშვად; და ამ ავადმყოფური შეტევის გაძლიერების
მომენტებში ქრისტინი შვილს მოულოდნელად
შემოევლებოდა ხოლმე და შუბლს ან ლოყებს გამალებით
უკოცნიდა, მთელი ძალით ეხუტებოდა. მსგავს
მომენტებს როდა გაოგნებული, ჩუმად იტანდა, მერე
შუბლზე ჩამოყრილ თმასა და ტანსაცმელს ისწორებდა და
უკან იხევდა. შეძლებისდაგვარად ერიდებოდა დედამისს.
კითხულობდა, ფორტეპიანოზე უკრავდა, საკვირაო
სკოლის ტექსტებს იზეპირებდა, ქარგვაში ხელს
იწაფავდა, ბროწეულის ხის ქვეშ უსაქმოდ იჯდა და
.
386
1
თავის უცნაურ ფიქრებს მისცემოდა.

ერთხელ უკანდახეული ბავშვის შემყურე მისის პენმარკმა


სასოწარკვეთით შეჰყვირა:

– საერთოდ არ გიყვარვარ? საერთოდ არავინ გიყვარს?


ასეთი გულცივი ხარ?

როდა ულმობლად გაეშურა კარისკენ და გზად, რადგან


ვერ მიხვდა, მისგან რას ითხოვდნენ, მომხიბვლელად
გაიცინა, ნაცადი მოძრაობით, რომლითაც უფროსები ასე
იხიბლებოდნენ, თავი უკან გადააგდო და თქვა:

– რა სულელი ხარ! მე თუ მკითხავ, ძალიან სულელი ხარ!

გამგზავრების დღის მოახლოებასთან ერთად მისის


ბრიდლავი იმაზე დაფიქრდა, ღირდა თუ არა საერთოდ
წასვლა – მარტო უნდა დაეტოვებინა თუ არა ძვირფასი
ქრისტინი, რომელიც უცნაურად

.
387
1
აღელვებული იყო და თავს კარგად ვერ გრძნობდა.
იფიქრა, პრობლემას იმით მოვაგვარებ, რომ ქრისტინსა
და როდას თან წავიყვან სასტუმროშიო. დარწმუნებული
იყო, რომ თავის გავლენას თუ გამოიყენებდა, ასე გვიანაც
მოახერხებდა დამატებითი ოთახის დაჯავშნას. მაგრამ
ქრიტინმა უარი უთხრა. მეგობარს სთხოვა, მასზე არ
ენერვიულა. მშვენივრად იყო. თუ რამე მოხდებოდა,
მაშინვე დაურეკავდა.

– აჰ, რა გაეწყობა. შენსას არ დაიშლი, – უკმაყოფილოდ


აღმოხდა მონიკას. მერე კი უფრო ნაზად დაურთო, –
მაგრამ თუ დაგჭირდი, დამირეკავ. ამას მოვითხოვ. იცი,
სადაც მივდივარ. შორი არაა.

მეორე დღეს გამგზავრების დროც დადგა და ქრისტინი


ჩაბარგებაში მიეხმარა. როცა ყველაფერი მზად იყო,
მონიკამ მანქანა გზაზე გამოიყვანა და ქრისტინთან
ერთად ბინაში აბრუნდა. უნდოდა დარწმუნებულიყო,
რომ გაზი გამოერთო, ონკანები კარგად გადაეკეტა და
ფანჯრებიც ჩაერაზა. მერე უკანა აივნიდან ლეროის
გასძახა და ჩემოდნების ჩატანა და მანქანის საბარგულში
ჩალაგება სთხოვა.

მეეზოვე კიბეებზე ჩანთებით ეშვებოდა, როდა უკან რომ


.
388
1
ჩამოჰყვა. ეზოში გავიდნენ, ლეროიმ ბავშვს თვალი
ჩაუკრა და ისეთი ჩუმი ხმით უთხრა, ქალებს რომ ვერ
გაეგოთ:

– გიჯობს, მისის ბრიდლავს თხოვო, სანამ ყურეზეა, შენი


პატარა სისხლიანი ჯოხი მოძებნოს. დავიღალე იმის
გამეორებით, რო გირჩევნია ჩემამდე იპოვნო ეგ ჯოხი,
მარა შენ ყურსაც არ იბარტყუნებ.

– არ არსებობს ეგ ჯოხი.

ლეროიმ გაიცინა, თავი ერთ მხარეს გადააგდო და


მზაკვრული, არშიყით გაჯერებული ხმით დაიზუვლა:

– ზზზზ! ზზზზ! ხო იცით, რისი ხმაცაა ეს, მის როდა


პენმარკ?!

– მარტო ის ვიცი, რომ სულელი კაცი ხარ. მეტი არაფერი


ვიცი.

– ასეთ ხმას უშვებენ ავი ბავშვები, თავიანთ პატარა


ცისფერ სკამში რო იხრუკებიან.

– აბა, ვარდისფერი სკამიაო?

.
389
1
– ორი სკამი აქვთ. ამდენს რო არ ლაპარაკობდე, უკვე
შენითაც გეცოდინებოდა, მარა შენ ხო არ ისმენ, როცა
გელაპარაკებიან. ცისფერი სკამი პატარა ავი ბიჭებისთვის
აქვთ და ვარდისფერი – პატარა ავი გოგოებისთვის, –
ლეროიმ ხელები წელზე შემოირტყა და თეძოები
ავხორცულად აამოძრავა, – ბევრი არაფერი იცი, არა?
ადრე შენზე ვამბობდი, ჭკვიანია-თქო, მარა ეხა აღარ
ვამბობ. ეხა მგონია, რო ძაან შტერი ხარ.

ქალები კიბეებზე ჩამოვიდნენ და როცა მანქანა დაიძრა


და ქრისტინი სახლის შესასვლელისკენ გაემართა,
ლეროიმ ჩუმად ჩაიცინა, საჩვენებელი თითი ცხვირზე
მიიჭირა და აბზუილდა:

.
390
1
– ზზზზ! ზზზზ! ჩემზე უკეთ იცი, ეს რისი ხმაცაა.
მშვენივრად იცი. მარა თუ ჯერ არ იცი, სუ მალე გაიგეფ.

მისის პენმარკმა თავმოუტრიალებლად დაუძახა


ქალიშვილს და როდაც წამში მის გვერდით გაჩნდა.
ლეროი უკნიდან უყურებდა, როგორ მიდიოდნენ. ეს
ნაპატიები ქრისტინი ბოლო დროს ისე კარგად ვეღარ
გამოიყურებაო, გაიფიქრა. აშკარად გალეული და
დაღლილი ჩანდა. სახეზე კანი უცნაურად გადაკვროდა
და ფერიც დაეკარგა. და თვალებიც როგორ
ამოღამებოდა?! ერთ თვეში ათი წლით დაბერებულიყო.
ნეტა, რისი ბრალიაო, გაიფიქრა... ეს ხიზილალაზე
გაზრდილი ქრისტინი ალბათ იმით იტანჯება, აი, ბოლო
ომში საბრძოლო გათანგვას რო ეძახდნენ. არა, რაის
საბრძოლო გათანგვა, ეგ უფრო საწოლით იქნება
გათანგული!

საკუთარმა გამჭრიახობამ ისე აღაფრთოვანა, რომ უკანა


კიბეზე ჩამოჯდა და თვალების აქეთ-იქით ცეცებით
ჩუმად ახითხითდა. ვიღაცა გვარიანად თანგავდა, კი, კი.
ვიღაცა ყოველ ღამე, ყველა რო დაიძინებდა, უკანა
ტერასიდან მიძვრებოდა მის საძინებელში, რო ძვირფასი
მისის პენმარკი რიგიანად დაეღალა. და ეგ კიდე იდგა
ღამის პერანგში, ან უპერანგოთაც, ჰო, ჰო, უპერანგოთ,
.
391
1
და ელოდებოდა, რო შიგნით შეეპატიჟებია. ნეტა, ვინ
არის ის კაციო, დაინტერესდა. მისტერ ემორი უეიჯისი
ვერ იქნებოდა – ამისთვის ზედმეტად ბებერი იყო.
ფანჯრამდე მაინც ვერ აძვრებოდა. ვერც ის ჩია რეჯი
ტასკერი იქნებოდა, კრიმინალური ისტორიების პატარა
მჯღაბნელი. ეგ ისეთი იყო, ქალს მაგის მიმართ ინტერესი
რო გამოეხატა, ეგრევე ფანჯრიდან ისკუპებდა. დიდი
ხანი იმტვრია თავი, მაგრამ გონებაში მხოლოდ კაცის
გაურკვეველი ფორმა ეხატებოდა, რომელიც საკუთარ
სილუეტს საეჭვოდ ჩამოჰგავდა.

– საბრძოლო გათანგვა არ აწუხებს მაგას, – გაიმეორა


ბოლოს, – საწოლში ითანგება ხოლმე!

საკუთარი გამჭრიახობითა და გონებამახვილობით


ნასიამოვნებმა, თავი ააქიცინა და კვლავ სიცილი აუტყდა.

მეთერთმეტე

ქალაქის ერთ-ერთი სიამაყე ამანდა ბ. ტრელისის


სახელობის ბიბლიოთეკა იყო; აგურისა და ქვისგან ნაგები
შენობა ქუჩის მთელ სიგრძეზე გადაეჭიმათ. ამ ადგილას
ძველად ყვითელი ცხელებით დაღუპულთა სასაფლაო
.
392
1
მდებარეობდა, მაგრამ მერე საფლავები მიწასთან
გაასწორეს, მსხვერპლთა ძვლები კი სხვაგან გადაიტანეს.
ბიბლიოთეკის უკან ახლა ბაღი იყო გაშენებული და
ნახევრადჩამონგრეული კედლები, რომლებიც ადრე
საფლავებს გამვლელთა მზერისგან იცავდნენ, ამჯერად
ბაღის ღობედ ქცეულიყვნენ. ბუჩქნარს ბილიკები
მიუყვებოდა; კოტეჯებში სოფლური ყაიდის სკამები და
მაგიდები იდგა; ჟასმინები და მარჯნისფერი ვაზები
დაჩრდილულ ხეივნებს ქმნიდა.

რამდენიმე საფლავის ქვაც შემორჩენილიყო, თითქოს


ისინიც ბუჩქები არიანო, და მათზე ამოტვიფრული
თარიღების ქვეშ ჯერ კიდევ იკითხებოდა ძველმოდური
შეგონებები. ეს წარწერები

.
393
1
პატიოსან გამვლელებს სევდიან გუნებაზე აყენებდა,
ცხოვრების წარმავლობაზე აფიქრებდა და ფილოსოფიურ
კითხვებს უბადებდა.

ხშირად, დილაობით, ფოსტალიონის მოსვლის მერე,


როცა უკვე იცოდა, მიიღებდა თუ არა იმ დღეს ქმრისგან
წერილს, ქრისტინი ამ ბიბლიოთეკაში მიდიოდა და ბესი
დენკერის საზარელ ცხოვრებას უღრმავდებოდა. აქ
გაარკვია, რომ დედამისი სპეციალისტების წრეებში
ლეგენდად ითვლებოდა და მასზე მდიდარი
ლიტერატურაც შექმნილიყო. ქალს თავისი სიბოროტით
მრავალ ღვაწლმოსილ ადამიანზე დიდი პოპულარობა
მოეპოვებინა. და რაც მეტს კითხულობდა ქრისტინი, მით
მეტ შენიშვნას იწერდა ბლოკნოტში, რომელსაც სულ თან
ატარებდა. ეს ბლოკნოტი მეტ დამაჯერებლობას სძენდა
ბიბლიოთეკარისთვის მოყოლილ ისტორიას, მომავალში
წიგნის დაწერას ვგეგმავ და ჩანაწერებს ამისთვის
ვაკეთებო. ბიბლიოთეკარი კვლევისთვის საჭირო
ლიტერატურის მოძებნაში ეხმარებოდა.

ბიბლიოთეკაში ყოფნის პერიოდში მისის პენმარკი


როდას, როგორც წესი, მისის ფორსაიტს უტოვებდა,
მაგრამ ზოგჯერ თან მიჰყავდა კიდეც. ასეთ დროს როდა
დედამისისგან ოდნავ მოშორებით ჯდებოდა და თავის
.
394
1
შესაქცევად ან თაროებიდან შერჩეულ რომელიმე წიგნს
კითხულობდა, ან ყაისნაღით ქსოვდა, რადგან ამ
საქმიანობით თავისი მასწავლებლის მსგავსად
გატაცებულიყო. მისის პენმარკი ამ დროს კოტეჯში იჯდა
და დენკერის საქმეზე გაკეთებულ ბრავოს ჩანაწერებს
კითხულობდა. ბავშვისადმი დანაშაულის გრძნობით
გამსჭვალული სინაზე ნელ-ნელა განელებოდა.
ქალიშვილს ახლა უკვე გულგრილი ზიზღით
აკვირდებოდა. მასთან მარტო დარჩენისას იშვიათად
სცემდა ხმას და, როგორც ჩანდა, როდაც დედამისთან
ურთიერთობისას პირველად გრძნობდა თავს
კომფორტულად.

იმ დღეებში, როცა სახლში დარჩენას გადაწყვეტდა, მისის


პენმარკი თავის ფანჯარას უჯდა. ამ დროს როდა ან
დერეფნის მოპირდაპირე ბინას სტუმრობდა, ან პარკში
თამაშობდა. ქრისტინს ბავშვი გაეფრთხილებინა, რომ
ბროწეულის ხის ქვეშ მდგარი სკამიდან ფეხი არ
მოეცვალა; ასე გამუდმებით თვალსაწიერში ჰყავდა.
როდას მშვენივრად ესმოდა ამის მიზეზი. სიყვარულის
უწინდელ გამოვლინებებსა და ბრმა ნდობაზე
გაცილებით უკეთ ხვდებოდა, ასე რატომ ექცეოდნენ და
ბრძანებას ერთგვარი ცინიკური მორჩილებით
ასრულებდა.
.
395
1
ზოგჯერ, როცა ბიბლიოთეკაში მარტო მიდიოდა და
იცოდა, რომ როდას ლანჩით მისის ფორსაიტი
გაუმასპინძლდებოდა, ქრისტინს თავისი საჭმელი თან
მიჰქონდა და ხეივანში, სოფლური ყაიდის სკამზე
მჯდომი ჭამდა. ერთხელაც დამხმარე ბიბლიოთეკარი
ბაღში გამოვიდა და ლანჩის მირთმევა ქრისტინთან
ერთად გადაწყვიტა. უგემოვნოდ ჩაცმული ქალი,
რომელიც ლოყაზე თავის ბორდოსფერ ლაქას ისეთი
ამრეზით უყურებდა, რომ დაფარვის ღირსადაც არ
თვლიდა, მისის პენმარკს მოპირდაპირე მხარეს დაუჯდა
და უთხრა:

– მგონი, თქვენთვის თავი არ წარმიდგენია. ნატალი


გლასი ვარ და ძალიან მაინტერესებს, როგორ მიდის
თქვენი წიგნის საქმე. პირველი იქნება, არა?! დაიწყეთ
წერა, თუ ისევ კვლევის სტადიაზე ხართ?
– ჯერ მხოლოდ ვფიქრობ. სავარაუდოდ, არც
არაფერი გამომივა. რაიმეს თქმა ნაადრევია. მის
გლასმა თერმოსს თავი მოხრახნა, სენდვიჩი ჩაკბიჩა
და მოგუდული ხმით წარმოთქვა:

.
396
1
– რაზეა?

ქრისტინმა მასაც ისევე ჩამოუყალიბა საკუთარი


უბედურების მოკლე შინაარსი, როგორც – რეჯინალდ
ტასკერს. მის გლასი თავს უკანტურებდა, სენდვიჩს
ციცქნიდა და ჩამოყრილ ნამცეცებს გაწვდილ
ხელისგულში აგროვებდა. ბოლოს მართკუთხა მხრები
აიჩეჩა და თქვა:

– ჰო, რა ვიცი, ალბათ წერისას ცოტა შეამსუბუქებთ, –


ცოტა ხნის მერე კი დაურთო, – და ბავშვის მამა? ცოლის
დედაზე იცის? ბავშვზე ისიც ეჭვობს? – მის გლასი წამით
თითების წვერებით შეეხო ენას და განაგრძო, – თუ რაიმე
ისეთი დაგჭირდათ, რაც აქ არ გვაქვს, გამაგებინეთ.
იქნებ, გიშოვოთ.

– არა, მამამ ცოლის წარმომავლობაზე არ იცის. გახსოვთ,


გითხარით, რომ თვითონ ქალიც გვიან იგებს ამის შესახებ
– დაქორწინებიდან კარგა ხნის მერე. ქმარი ბავშვს
უცნაურობას კი ამჩნევს, მაგრამ იმდენად არა, რომ
განგაშის ზარებს შემოკრას.

სანამ მის გლასი ყავას წრუპავდა და გაგონილს გონებაში


.
397
1
ხარშავდა, სიჩუმე ჩამოწვა. მერე მკვახედ იკითხა:

– როგორ დაასრულებთ?

– არ ვიცი. ჯერ დასასრულს ვერ ვხედავ.

– არა მგონია, რომ ასეთ ისტორიას შეიძლება კარგი


დასასრული ჰქონდეს.

– არა, ვერ ექნება. მაგას მეც ვხვდები.

მის გლასმა პირთან სანახევროდ მიტანილი ყავის ჭიქა


ჰაერში გააშეშა, თვალები მოჭუტა და წინ ისე გადაიხარა,
თითქოს ბიბლიოთეკის შენობიდან ვიღაცამ დაუძახაო;
მერე, რომ დარწმუნდა, ასე არ იყო, თქვა:

– ერთადერთი დასასრული, რაც თავში მომდის, ასეთია:


იქამდე, სანამ მეზობლებზე გადავა, ბავშვს დედა
პისტოლეტით კლავს.

– აჰ, არა! – სწრაფად თქვა


ქრისტინმა, – აჰ, არა! მის
გლასი ასეთმა ცხარე
რეაქციამ გააკვირვა.

.
398
1
– ვერ ვხვდები, დედამ სხვა რა უნდა ქნას, – თქვა, – მე თუ
მკითხავთ, შარშია გახვეული.

– აჰ, არა! თავის შვილს ვერასოდეს ვერაფერს დაუშავებს.


ეს მის ხასიათს სრულიად ეწინააღმდეგება. ერთი სუსტი
ქალია, რომელიც დინებას მიჰყვება. მსგავსი
გადაწყვეტილების მიღების ძალა საერთოდ არ შესწევს.

.
399
1
– შეგიძლიათ, როგორც მწერლებს გიყვართ ხოლმე თქმა,
„საკუთარ თავზე აამაღლოთ“.

– აჰ, არა. ჩემი გმირი, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ,


მსგავს რამეს ვერ გადაიტანს. ძალა არ ეყოფა.
შეუძლებელია.

– მაგრამ ასეთი დასასრული ხომ განგიხილავთ?

– დიახ, – თქვა ქრისტინმა, – არაერთხელ. მაგრამ


შეუძლებელია.

– კარგი, ვგონებ, მართალი ხართ, – თქვა მის გლასმა, –


ახლა რომ დავფიქრდი, ბავშვის მოკვლა რომანის
დასასწყისს უფრო უხდება, ვიდრე დასასრულს – თუ, რა
თქმა უნდა, „ქარწაღებულნისხელა“ წიგნის დაწერას არ
გეგმავთ. თქვენმა გმირმა ბავშვი რომ მოკლას, მერე
სიკვდილამდე დანაშაულის გრძნობით ცხოვრება
მოუწევს. მომხდარი ქმარს უნდა აუხსნას და ისედაც,
უამრავი გართულება ექნება გადასალახი. ათასამდე
დეტალი გაუხდება მოსაგვარებელი, ახალი ცხოვრება
ექნება დასაწყები – თუ, რა თქმა უნდა, იქამდე
პოლიციელები არ დაიჭერენ და არ ჩამოახრჩობენ.

.
400
1
– არ ვიცი, – თქვა ქრისტინმა, – არ ვიცი, მაგრამ მალე
უნდა გადავწყვიტო. სასწრაფოდაა რამე მოსაფიქრებელი.

მის გლასმა სენდვიჩის ქაღალდი ნამცეცებთან ერთად


ჩაიკუჭა მუჭში, ცარიელი თერმოსი ამოიღლიავა და
ბიბილიოთეკისკენ გასწია. მერე შეყოვნდა და თქვა:

– თქვენმა იდეამ დამაინტერესა. სახლში რომ მივალ, უკეთ


დავფიქრდები.

ბიბლიოთეკაში სიარულით, სახლის საქმეებით, ბავშვის


ზედამხედველობითა და ქმრისთვის გრძელი წერილების
წერით მისის პენმარკმა, როგორც იქნა, ლეთარგიული
გულგრილობის მსგავს მდგომარეობას მიაღწია. მონიკა
შიგადაშიგ რეკავდა და ამოწმებდა, მეგობარი კარგად თუ
იყო. ერთ საღამოსაც აღფრთოვანებით მოახსენა, რომ
სასტუმროში ვიღაცას ჯავშანი გაეუქმებინა. კი,
მშვენივრად იცოდა, რომ სხვა ადამიანებისთვის გეგმების
დაწყობა თავის ყველაზე საძაგელ თვისებათაგანი იყო –
ან როგორ არ ეცოდინებოდა ემორის ხელში – მაგრამ
ქრისტინზე და როდაზე იმდენი ეფიქრებოდა, ისე ძლიერ
ენატრებოდა ისინი, რომ თავს უფლება მისცა და
გათავისუფლებული ოთახი მათ სახელზე გადააფორმა.
დიდი იმედი ჰქონდა, რომ ქრისტინი ამ სითავხედეს
.
401
1
აპატიებდა, მისი და ემორისადმი სიყვარულის სახელით
თავს ძალას დაატანდა და ათი დღით სასტუმროში
გადმობარგდებოდა. მერე მისის პენმარკის პასუხისთვის
არც დაუცდია, ისე დაურთო:

– ყველაფერი მოგვარებულია. ემორი ხვალ ასე


ექვსისთვის, მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გამოგივლით.
გთხოვ, ძვირფასო ქრისტინ, გამოჰყევით, რა! თუ
ჩალაგება გეზარება, მითხარი, დილით ჩამოვალ და შენ
მაგივრად ჩავალაგებ.

მისის პენმარკმა უთხრა, რომ ჩალაგებას მარტოც


გაართმევდა თავს და მომდევნო შუადღეს ის და როდა
ემორის გამზადებულები დაუხვდნენ. სასტუმროში
ყოფნა ესიამოვნა. დილაობით როდასთან ერთად ან
სანაპიროზე იწვა ან ტყეში სეირნობდა. საღამოობით ან
ემორის ეთამაშებოდა ბანქოს ან მონიკასა და მის
მეგობრებს – ბრიჯს. როდა იდეალურად იქცეოდა.
სასტუმროს სტუმრების

.
402
1
გამუდმებული ყურადღების ცენტრში იყო. ყველას
უღიმოდა, რევერანსებს უკეთებდა, თავის საყვარელ
მოხუცებს პატივისცემით ეპყრობოდა, ნაჩვრეტს
ამზეურებდა... როცა აგვისტოს პირველ დღეს მისის
პენმარკი ქალიშვილთან ერთად ქალაქში დაბრუნდა,
იგრძნო, რომ დაძაბულობა თითქმის სულ მოხსნოდა.
დამშვიდდა და მომავალს იმედიანად დაუწყო ყურება.

მეორე შუადღეს, როცა მშობლიურ რუტინას


უბრუნდებოდნენ, როდა პარკში წავიდა, რომ
ბროწეულის ხის ქვეშ სკამზე ყაისნაღით ექსოვა. ცოტა
ხანში ლეროი მიუახლოვდა.

– ვიცი მე, რატო ემუდარე დედაშენს, ყურეზე წამიყვანეო,


– თქვა, – გინდოდა, ის ჯოხი მოგეძებნა. მითხარი და,
გეფიცები, ჩვენს შორის დარჩება – იპოვნე ეგ შენი ჯოხი?

– ფანჯარასთან დგას და მიყურებს, – თვალების


აუწევლად თქვა როდამ; ვერც კი შეამჩნევდი, საუბრობდა
თუ არა, – ჩემთან ლაპარაკი თუ გინდა, გრაკლას ბუჩქთან
დადექი. მანდ ვერ დაგინახავს.

ლეროიმ მითითებულ ადგილზე ხითხითითა და


ბზუილით გადაინაცვლა.
.
403
1
– ზზზზ! – არ ცხრებოდა ის. ეს ხმა უსაზღვრო
გონებამახვილობის გამომხატველად მიაჩნდა. და მერე,
თითქოს მოულოდნელად გაუნათდა გონება და უკვე
დიდი ხნით ადრე გაგებული ფაქტების ნამდვილი
მნიშვნელობა გააცნობიერაო, ლოყა დაისრისა და თქვა, –
ის შენი მძიმე ფეხსაცმელები სად წავიდნენ? აი, იმათზე
ვამბობ, სიარულისას ტკაპ-ტკაპ-ტკაპ რო გაუდიოდათ.
პიკნიკის დღეს ეგენი გეცვა, მარა, მგონი, მაგის მერე აღარ
ჩაგიცვია.

– სულელი ხარ. მსგავსი ფეხსაცმელი არასოდეს მქონია.

– მშვენივრადაც გქონია! რო დადიოდი, ტკაპ-ტკაპ-ტკაპ


გაუდიოდათ. ზუსტად მახსოვს ეგ ხმა. ნერვებს მიშლიდა
და იმიტო. პიკნიკის დღეს ბილიკზე რო გამოხვედი, ჩემს
თავს ეგრე ვუთხარი, ნერვებს მიშლის-თქო ეს ტკაპ-
ტკაპი, გავწუწავ მაგ ფეხსაცმელებს-თქო. მაგიტომაც
მივუშვირე სარწყავი მილი.

– ფეხებს მტკენდნენ და გავაჩუქე.

– იცი, რას გეტყვი? – თქვა ლეროიმ, – იმ ბიჭისთვის


ჯოხი არ ჩაგირტყია. ეგ ფეხსაცმელები დურთე. ის ჯოხი

.
404
1
კიდე არ არსებობს და აქამდე მაგიტო არ ნერვიულობდი.
ეხა ხო სწორედ ვამბობ?

– სულელი ხარ. მეტი რა გითხრა.

– ჯოხი სულაც არ ჩაგირტყია. შენი ფეხსაცმელი ჩაარტყი.


ჩასარტყმელათ ჯოხის მოძებნა არ დაგჭირვებია. ისედაც
გქონდა ეგ რკინისძირიანი ფეხსაცმელები და ეგენი
ჩაარტყი.

– ნუღარ მელაპარაკები. სულელი კაცი ხარ.

– არ ვარ სულელი, შენ ხარ. ისეთი შტერი ხარ, რო


გითხარი, ჯოხი ჩაარტყი-თქო, დაიჯერე რო მართლა მასე
ვფიქრობდი. მარა ამას მარტო იმიტო გეუბნებოდი, რო
შენ გეპასუხა, არა ლეროი,

.
405
1
არანაირი ჯოხი არ ჩამირტყია. აგე, ის ფეხსაცმელი
ჩავარტყი, ქუსლზე რკინის ნაჭრები რო ქონდაო. ჯოხი
თავიდან მარტო იმიტო გითხარი, რო მენერვიულებინე.
მარა ისე სუ ვიცოდი, რაც ჩაარტყი.

როდა არ განძრეულა, პირი ოდნავ გაეღო და ხელების


მექანიკური მოძრაობით ახლადნასწავლი კვანძის
ამოყვანას ცდილობდა.

– სულ რაღაცებს იგონებ, – თქვა, – რომ მოკვდები, ცუდ


ადგილას ამოჰყოფ თავს.

ლეროიმ გრაკლას ბუჩქის ძირას ჩაიმუხლა და


ფოთლების თვალიერებას მოჰყვა; ასე გამვლელებს
ეგონებოდათ, მუშაობსო.

– ეხა მომისმინე, რას გეტყვი მაგ ფეხსაცმელებზე, –


უთხრა ბავშვს, – სანამ შენ და შენი დედიკო სასტუმროში
ნებივრობდით, თქვენი ბინის გასაღები ვიპოვნე. და
გინდა გითხრა, რა ვქენი, ეგ გასაღები რო ვიპოვნე?
თქვენს ბინაში შევედი და იქაურობა გადავჩხრიკე, აი, რა
ვქენი! ხოდა, ეგ შენი ფეხსაცმელები ვიპოვნე და
წამოვიღე. ეხა ეგ ფეხსაცმელები დაცულ ადგილას
მილაგია. ისე გადავმალე, რო ჩემს გარდა კაციშვილი ვერ
.
406
1
იპოვნის. გირჩევნია, ამიერიდან კარგათ მომექცე.
გირჩევნია, დამიჯერო ხოლმე და რასაც გეტყვი,
ყველაფერი გააკეთო. თუ კიდე ეგრე ცხვირაბზეკით
მომექცევი, მაგ ფეხსაცმელებს პოლიციელებს
გადავულოცავ და ვეტყვი, ზედ რაც უნდა მოძებნონ. ასე
ვეტყვი, პატარა კლოდ დეიგლის სისხლია-თქო მაგ
ფეხსაცმელებზე და ეხა თქვენ იცით და თქვენმა ბიჭობამ,
როგორ იპოვნით-თქო.

– სულ ტყუილებს ლაპარაკობ, – ზიზღით წარმოთქვა


როდამ, – არ გაქვს ეგ ფეხსაცმელი. ჩემი ხელით ჩავყარე
ნაგვის ღუმელში და დავწვი. შენს ადგილას ამდენი
ტყუილის თქმის შემეშინდებოდა.

ლეროიმ ჩვეული უხმო სიცილით გაიცინა, ცოტა ხანი


შეიცადა და თქვა:

– ეგ შენ გონია, რო დაწვი ეგ ფეხსაცმელები. არა, ცოტათი


მართლა დაწვი, მარა როგორც გინდოდა, ეგრე ბოლომდე
ვერ.

ბავშვის თვალებში უცნაური, მომლოდინე მზერა


გამოჩნდა. საქსოვი სკამზე დაიდო და კაცს შემაშინებელი
სიმშვიდით მიაშტერდა.
.
407
1
– მერე? – თქვა, – მერე?

– აბა, ეხა მისმინე, – მიუგო ლეროიმ, – და მერე


გადაწყვიტე, ვინაა ჩვენს შორის შტერი, – კმაყოფილებით
ჩაიხითხითა და განაგრძო, – სარდაფში ვიყავი ჩემთვის,
ვისვენებდი და უცეფ მილში რაღაცის რახარუხით
ჩამოვარდნის ხმა გავიგონე. ხოდა, ვუთხარი ჩემს თავს,
რა მორახუნობს ნეტა-თქო მილში? ნამდვილად
რკინისძირებიანი ფეხსაცმელების ხმა არის-თქო. ხოდა,
სასწრაფოთ ღუმელის კარი გამოვაღე და იქ არ
დამხვდნენ? ნაცარზე ეყარნენ. კი ბატონო,
გატრუსულები ნამდვილად იყვნენ, მარა იმდენად არა,
რო მერე გალურჯება და სისხლის გამოჩენა ვერ
შეძლებოდათ. ელექტროსკამზე შენს დასმას რო ეყოფა,
იმდენი ადგილი ნაღდად გადავარჩინე.

.
408
1
ლეროიმ თავი უკან გადააგდო და გამკივანი, მოსულელო
ხმით გამარჯვების ყიჟინა დასცა, თან თვალების
კუთხეებიდან ბავშვს მზერას არ აშორებდა.

როდა ჩაფიქრებული წამოდგა, დუმფარებიან ტბორთან


მივიდა, ცალი ფეხი აუზის პირზე შედგა და გაჩერდა.
მერე, დარწმუნებულმა, რომ ლეროი ამჯერად
სიმართლეს ამბობდა, წყნარად თქვა:

– დამიბრუნე ფეხსაცმელები!

– აჰ, ვერ! ვერ დაგიბრუნებთ, მის როდა პენმარკ! ისეთ


ადგილას მაქ გადამალული, სადაც ჩემს გარდა ვერავინ
იპოვნის. იმისთვის შევინახავ მაგ ფეხსაცმელებს, რო
ამიერიდან კარგათ მომექცე ხოლმე.

ლეროი უკანა ეზოში შევიდა. იმდენად წარმატებულად


წაუვიდა გეგმა, რომ ამის ატანა ვეღარ შეძლო. სახლის
უკანა კიბეზე ჩამოჯდა და აქეთ-იქით რწევას მოჰყვა.
ბავშვი უკან გაჰყვა.

– გირჩევნია, მომცე ეგ ფეხსაცმელები, – უთხრა


მოთმინებით, – ჩემებია. დამიბრუნე.

.
409
1
– არავისთვის არ ვაპირებ მაგ ფეხსაცმელების
დაბრუნებას, გასაგებია? – ლეროის სიამოვნებისგან
სუნთქვა შეეკრა, თავი ხელებში მოიქცია. და მერე
ბავშვის გაშტერებულ, ცივ მზერაში ისეთი რამ შენიშნა,
რომ სიცილი სახეზე შეეყინა. შეცბუნებულმა, საკუთარ
ფეხსაცმელებს დახედა და თქვა, – იქამდე დავიტოვებ მაგ
ფეხსაცმელებს, სანამ... – აქ მოულოდნელად ხმა
გაუწყდა. პატარა გოგოსთან თამაშის გაგრძელება აღარ
მოუნდა. ადგა და ნერვიული ნაბიჯით გაეცალა.

– დამიბრუნე ფეხსაცმელები. დამიბრუნე ჩემი


ფეხსაცმელები.

როდა მეეზოვეს აედევნა, თან თავის მოთხოვნას


უმეორებდა. ბოლოს ლეროი მოუტრიალდა და უთხრა:

– ეხა მისმინე, როდა, უბრალოთ ვერთობოდი და


გატყუებდი მაგ ფეხსაცმელებზე. სამუშაო მაქვს. არ
გინდა, შენს საქმეს მიხედო და მე თავი გამანებო?

ნაბიჯს აუჩქარა, მაგრამ ბავშვი სახელოზე სწვდა და


დაქაჩა:

– გირჩევნია, დამიბრუნო

.
410
1
ჩემი ფეხსაცმელები. ლეროი
გაღიზიანებით გატრიალდა
და თქვა:
– გეყოს ყვირილი. უკვე ყველას ესმის შენი ხმა.

– დამიბრუნე ჩემი ფეხსაცმელები, – თქვა ბავშვმა, – რომ


დამალე, გირჩევნია იპოვო და დამიბრუნო.

– მისმინე, როდა! არავისი ფეხსაცმელები მე არ მაქვს.


უბრალოთ, გეხუმრე. ვერ ხვდები, როდის გეხუმრებიან?

.
411
1
ლეროი კვლავ პარკის მიმართულებით წავიდა, მაგრამ
ბავშვი მაინც ჯიუტად მიჰყვებოდა უკან და წყნარად
ეუბნებოდა:

– დამიბრუნე ჩემი ფეხსაცმელები. დამიბრუნე.

ლეროიმ დუმფარებიან ტბორზე მიყუდებულ თავის


ცოცხს ხელი დაავლო და მუდარით უთხრა:

– რატო არ მანებეფ თავს? რას გადამეკიდე? – მაგრამ


ბავშვი მაინც არ ეშვებოდა. სახელოს უქაჩავდა და თავის
მოთხოვნას უმეორებდა. ბოლოს ლეროის აღმოხდა:

– თავიდან უბრალოთ ვხუმრობდი, ბიჭი შენ მოკალი-


თქო. მარა ეხა მჯერა, რო მართლა მოკალი. მართლა
მჯერა, რო იმ შენი ფეხსაცმელით მოკალი, – კიდევ
ერთხელ დაიხია მეეზოვემ უკან და კიდევ ერთხელ
გადადგა ბავშვმა მისკენ ნაბიჯი. და მერე ლეროიმ,
თითქოს ცოტაც და სიბრაზისგან ფეხს დააბაკუნებსო,
გამკივანი ხმით იწივლა, – შედი სახში და პიანინოზე
იმეცადინე! გიმეორეფ, არავის ფეხსაცმელი არ მაქვს მე!

მერე სახლის წინ გავიდა, დარწმუნებული იყო, რომ


.
412
1
როდა აქ აღარ გამოყვებოდა. კამფორის ხის ქვეშ ეულად
შედგა და, გაოგნებულმა, თავის თავს გაუმეორა:

– მართლა მჯერა, რო ის პატარა ბიჭი მოკლა! აღარ მინდა


მასთან ურთიერთობა. თუ კიდე დამელაპარაკება, არ
ვუპასუხეფ.

ლეროი თავიდან ფიქრობდა, სახლში რომ დავბრუნდები,


მოპარული ფეხსაცმლის ისტორიით ტელმას
გავახალისებო, მაგრამ ახლა ზუსტად იცოდა, რომ ამ
ამბავს არც ცოლს და არც სხვა ვინმე სულიერს არასოდეს
მოუყვებოდა.

ლეროის ბავშვის ეშინოდა. მეორე დღეს სამსახურში რომ


მივიდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, როდას თავს
ავარიდებო. თავისდა საბედნიეროდ, ბავშვი იმ დილას
პარკში არ ჩამოსულა; მაგრამ დროდადრო მაღლა რომ
აიხედავდა, ფანჯარასთან მდგომ ლანდს ხედავდა.
მთელი დილის მანძილზე ის შეგრძნება აწუხებდა, რომ
როდა მის ყოველ ნაბიჯს აყოლებდა მზერას; საითაც
წავიდოდა, თავს იქით აბრუნებდა. და ერთხელ, თავი
სწრაფად რომ ასწია, მათი მზერები გადაიკვეთა. ლეროი
უხერხულად შეტრიალდა, პატარა გოგოს სახეზე
დაუფარავი რისხვა და ცივი ბრაზი აღჰბეჭდოდა.
.
413
1
თორმეტზე დუმფარებიანი ტბორის გვერდით სკამზე
შეექცა ლანჩს. პირველის ნახევარზე სარდაფში ჩავიდა,
რომ, ჩვეულებისამებრ, წაეძინა. ბევრი დრო არ
გასულიყო, მენაყინემ თავისი ზანზალაკებიანი
ოთხთვალა ქუჩაზე რომ შემოაგორა და უბნის
ბავშვებისთვის ნაყინის მისასაღებლად პარკის
შესასვლელთან გაჩერდა. ბავშვები წამში შემოეხვივნენ
და ცოტა ხნით პარკი და შიდა ეზო სრულიად
დაცარიელდა. როდამ მენაყინე რომ დაინახა, დედამისს
ესკიმოსთვის ფული სთხოვა. მისის პენმარკს უარი არ
უთქვამს. ბავშვმა კიბეზე დაშვება იწყო და მერე, თითქოს
იმ წამს რაღაც გადაწყვიტაო, მობრუნდა და
სამზარეულოში შევიდა. ქრისტინი უყურებდა, რას
აკეთებდა ქალიშვილი. დაინახა, როგორ აიღო ღუმელის
თავზე დადებული ყუთიდან ასანთის სამი დიდი ღერი.
ცოტა ხნით ხელში ეჭირა და უყურებდა, თითქოს
რაღაცას წყვეტსო. მერე, ეტყობა, სამი ღერი ებევრა და
ერთი

.
414
1
ყუთში დააბრუნა. უკანა კიბით ნელა დაეშვა, ესკიმო
იყიდა და დასაგემოვნებლად სარდაფის ახლოს, კიბეზე
ჩამოჯდა. ნაყინს პატარა, აკურატული ლუკმებით ჭამდა
და გვერდითა ოთახიდან გამომავალ ლეროის ხვრინვას
კმაყოფილებით უგდებდა ყურს.

მისის პენმარკს ამასობაში სამზარეულოს ფანჯარასთან


გადაენაცვლა, რომ არაფერი გამოპარვოდა. უნდოდა
ენახა, რას უპირებდა ასანთის ღერებს ბავშვი. პასუხის
გასაგებად დიდხანს ლოდინი არ მოუხდა. როდამ
ფრთხილად მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ არავინ
უყურებდა და თავისი აუღელვებელი, უცოდველი სახით
სარდაფის კარისკენ გასწია. კართან შედგა და ასანთი
ცემენტის კედელს გაჰკრა. აალებული ღერი ხელით
მოჩრდილა. ფეხის წვერებით სარდაფში დაეშვა და
ქრისტინის თვალსაწიერიდან გაუჩინარდა. იქ სწრაფად
დაიხარა და ლეროის სახელდახელოდ გაკეთებული
საწოლის ნახერხსა და ახოხოლავებულ ფურცლებს
ასანთის ღერი შეახო. სარდაფიდან ჩუმად გამოვიდა და
კარი ზურგს უკან მიიკეტა. მოშვებული ჭანჭიკი,
რომლითაც კარი ქარიანი ამინდის დროს იკეტებოდა,
გადასწია და თავდაპირველ ადგილს დაუბრუნა. ცალი
ხელით ნაყინის პატარა ლუკმებით ჭამა გააგრძელა,
მეორე ხელში დამწვარი ასანთის ღერი უსიცოცხლოდ
.
415
1
ეჭირა.

ეს ყველაფერი ისე სასხვათაშორისოდ, ისე უყოყმანოდ


გააკეთა, რომ მისის პენმარკმა თვალწინ გათამაშებული
ამბის რეალურობა ვერ დაიჯერა, მხოლოდ გონების
რაღაც ნაწილით მიხვდა, რაც მოხდა.
ფარდასამოფარებული, პარალიზებულივით იდგა და,
როგორც იქნა, ყვირილი რომ აუტყდა, სარდაფის კარის
მეორე მხრიდან ლეროის მოგუდული, საპასუხო
ღრიალის ხმა ექოსავით შემოესმა.

ჩარაზული ფანჯრებიდან კვამლმა იწყო გადმოგორება.


ლეროი მთელი ძალით მიეჯახა კარს, მაგრამ საკეტმა მის
წონას გაუძლო. მერე ერთ-ერთ ფანჯარაში მისი სახე
გამოჩნდა. დაინახა, როგორ გემრიელად შეექცეოდა
ნაყინს როდა. სასოწარკვეთილი, ხვეწნა-მუდარით სავსე
ხმით გასძახა:

– გააღე კარი, როდა! არ ვარ


შენზე გაბრაზებული!
ბავშვმა მომხიბვლელად
გაიცინა და თავი გაიქნია.
და იმ მომენტში, სიკვდილისპირა საზარელ წამებში,
ლეროიმ გააცნობიერა, რაც მომხდარიყო. ისევ დაიყვირა,
.
416
1
სასოწარკვეთის გრძელი, გულისგამგმირავი ხმა ამოუშვა.

– არ მაქვს ის ფეხსაცმელები! უბრალოთ გეხუმრებოდი!


არაფერი არ ვიცი მაგ ფეხსაცმელებზე!

როდა მოზომილი ლუკმის ყოველი მოკბეჩისას თავს


რიტმულად ხრიდა, დაინტერესებული თვალები კი
ზევით ჰქონდა გაშტერებული.

– იცი, – წყნარად თქვა, – იცი, სადაც არიან.

ლეროი კარს აწყდებოდა და, როგორც იქნა, ჭანჭიკი


მოეშვა. ეზოში გამოვარდა. ტანსაცმელი შემოწვოდა და
გაშავებულ ტანზე გრძელ, ცეცხლოვან ძონძებად ეკიდა.
ფეხსაცმლის თასმები ცეცხლში ჰქონდა, თმაც კი
აალებოდა.

– არ ვაპირებდი შენს ჩაშვებას! – დაიღრიალა, – საერთოდ


არ ვიცი, რა გააკეთე!

.
417
1
როდას ვარდისფერი, წინ და უკან სწრაფად მოძრავი ენა
ბოლოჯერ შეეხო სასუსნავს. მერე თავი ასწია,
ხელისგულები შეატყუპა და ბავშვური, საყვარელი,
წკრიალა სიცილით თქვა:

– რა სულელი ხარ.

მერე წამოდგა, კაბა გაისწორა და ნაყინის ჯოხი და


შესაფუთი ქაღალდი კიბის ქვეშ, ნაგვის ყუთში ჩააგდო.
ღიმილით შედგა და თავის კმაყოფილი ქნევით გახედა,
როგორ გაიქცა ცეცხლმოკიდებული ლეროი
დუმფარებიანი ტბორის მიმართულებით და როგორ
შეახო პარკის ჭიშკარს ხელი, მაგრამ ამ დროს მთელი
ტანით შეირხა და უკან გადაქანდა; მერე, კვლავ
სახელურზე გამოკიდებული, ჩაიკეცა, ჩაბღაუჭებული
ხელი გაეშალა და მოკვდა.

მისის პენმარკი ფანჯარას გაეცალა და თავისთვის თქვა:

– გული არ წამივა. განსაკუთრებული მდგომარეობაა.


აუცილებელია, რომ სიწყნარე შევინარჩუნო.

თავისი საძინებლისკენ წავიდა, რომ ცოტა ხნით


.
418
1
წამოწოლილიყო, მაგრამ საწოლამდე ვერ მიაღწია,
მოულოდნელად მუხლები მოეკეცა, ისეთი შეგრძნება
დაეუფლა, თითქოს ყურებში სისხლი დაუგუბდაო და
ცოტა ხნით გონება დაკარგა. აზრზე მოსულმა აღმოაჩინა,
რომ უკანა კიბეებზე ჩადიოდა, თან მოაჯირს
ეყრდნობოდა და თავდავიწყებით გაჰკიოდა:

– როდა! როდა! როდა!

უკანა ეზო ხალხით იყო სავსე – კორპუსში


მცხოვრებლები, გაღმა ქუჩიდან გადმოსული მეზობლები
და უცხო გამვლელები, რომლებსაც შემთხვევით
შეემჩნიათ სარდაფიდან ამოსული კვამლი, ყველა აქ
შეჯგუფულიყო. ქრისტინი მაშინვე პარკის ღობისკენ
წავიდა, ქალიშვილს გვერდით ამოუდგა და ფეხქვეშ
გაწოლილ მკვდარ კაცს დახედა…

ვიღაც სადღაც გაჰკიოდა და ქრისტინი მისი ვინაობით


დაინტერესდა. თავისზე მიშტერებულ ხალხს
მიუბრუნდა და დაბნეული და დამტუქსველი ხმით თქვა:

– გთხოვთ, მორჩით ყვირილს! ყვირილით საქმეს ვერ


უშველით! – თვალები დახუჭა და ღობეს მიეყრდნო; და
მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ადამიანი, რომელიც
.
419
1
ყვიროდა, თავად იყო.

კაცებს უკვე მოესწროთ მწკრივში ჩადგომა და ერთმანეთს


წყლით სავსე სათლებს აწოდებდნენ; ზოგს სარდაფის
ძირიდან შიდა ეზოს ასფალტზე დამწვარი ხარახურა
გამოჰქონდა. მერე მეხანძრეებიც მოვიდნენ; სასწრაფომ
ლეროის სხეული წაიღო... შემდეგი რაც ახსოვს, ის იყო,
რომ პარკში ბალახზე იწვა და ვიღაც იმ დუმფარებიანი
ტბორიდან ამოხაპულ წყალს ასხამდა სახეზე, რომლამდე
მიღწევაც ლეროიმ ვერ შეძლო. თავზე მისის კანკელი
დადგომოდა და გაღიზიანებით ეუბნებოდა:

– მორჩი ამ ყვირილს! მორჩი! მორჩი!

– უნდა შეეცადოთ და თავი ხელში აიყვანოთ! – მისის


ფორსაიტი გვერდით ჩამუხლულიყო.

.
420
1
– დავინახე! – თქვა ქრისტინმა, – ამჯერად დავინახე!
დავინახე, როგორ გამოვიდა სარდაფიდან! დავინახე,
ჭიშკართან როგორ მოკვდა!

– თავი ხელში უნდა აიყვანოთ, – გაიმეორა მისის


ფორსაიტმა, – თავს ძალა უნდა დაატანოთ და
დაწყნარდეთ, – მეზობელს სახეზე კიდევ ერთხელ
მოუსვა წყლიანი ხელი და განაგრძო, – როდასგან უნდა
აიღოთ მაგალითი. როდა ოდნავადაც არ
განერვიულებულა. პატარა, გამოცდილი ჯარისკაცივით
იქცეოდა.

მერე, მოულოდნელი სიმტკიცით, თითქოს უკანასკნელი


ძალები მოიკრიბაო, ქრისტინი წამოდგა, მისის
ფორსაიტზე და სრულიად უცხო კაცზე დაყრდნობილი,
თავის ბინაში ავიდა და საწოლზე დაესვენა. მხარი რომ
იცვალა, გაიფიქრა, ამჯერად ნამდვილად ჩემი ბრალი
იყოო. აქამდე ჯერ კიდევ შეეძლო თავი ემართლებინა,
მაგრამ ახლა – ვეღარ.

– ამჯერად ვიცოდი, რაც მოხდებოდა, – ყრუდ


ჩაილაპარაკა, – ან უნდა მივმხვდარიყავი. და არ უნდა
დამეშვა. როდასთვის კვირების წინ უნდა მომეხერხებინა
.
421
1
რამე. სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.

მისის ფორსაიტი სამზარეულოში ყინულის მოსატანად


წავიდა. ამ დროს ოთახში როდა შემოვიდა და დედამისს
ზიზღნარევი, აგდებული მზერით დახედა. შემდეგ
აუღელვებელი ტონითა და ისე ჩუმად, რომ ნათქვამი
ქრისტინის ყურამდეც კი ძლივს მივიდა, თქვა:

– ფეხსაცმელებზე იცოდა. ჩემ დასმენას აპირებდა.

მისის ფორსაიტი მისის პენმარკისთვის სახელდახელოდ


მომზადებული ყინულის შეკვრით დაბრუნდა და თქვა:

– ალბათ ისევ ეწეოდა სარდაფში, არადა, რამდენჯერ


გააფრთხილეს, ასე არ მოქცეულიყო. ფიქრობენ, რომ
ანთებული სიგარეტით ხელში ჩასთვლიმა. ზოგიერთებმა
კარგა ხნის წინ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ადრე თუ
გვიან ასეთი დასასრული ექნებოდა ამ ამბავს. აჰ, როგორ
თანავუგრძნობ მის ცოლსა და ოჯახს. მეეჭვება, იმ ქალს
მისი ღირსეულად დამარხვის ფული ჰქონდეს. მაინც
როგორი სევდიანი, როგორი უბედური შემთხვევაა, –
ფანჯარას მიუახლოვდა და დარაბები ისე გაასწორა, რომ
კედელს პატარა, ჰორიზონტალურად მოძრავი
სინათლეები დააჩნდა. სინათლის ეს ნაფლეთები ხეების
.
422
1
გამოძრავებასთან ერთად იცვლიდნენ განლაგებას და
წყალზე მზის ციმციმის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ.

– როდას ჩემს ბინაში წავიყვან, რომ არ შეგაწუხოთ, –


თქვა მისის ფორსაიტმა, – ძილი უნდა სცადოთ. მშვიდი
ძილის მერე თავს უკეთ იგრძნობთ. მაგრამ ასე
ნერვიულობას უნდა შეეშვათ, თორემ თავს
დაიავადმყოფებთ. ყველაფერი მე მომანდეთ და წყნარად
დაიძინეთ.

რამდენიმე წუთში, დიდი ხნის მერე პირველად,


ქრისტინს ღრმა, უსიზმრო ძილით დაეძინა და რომ
გაეღვიძა, ისეთი უსიცოცხლო სიმშვიდე იგრძნო,
რომელიც უწინდელ დაუოკებელ ტანჯვაზე
შემაშინებელიც კი იყო. თითქოს, როგორც იქნა,
გამანადგურებელი ქარიშხლის წყნარ შუაგულს
მიაღწიაო... სახე მშვიდად დაიბანა, თმა დაივარცხნა,
პომადა წაისვა და შვილს დაუძახა.

.
423
1
მოგვიანებით, შუადღეს, ტელეფონმა დარეკა. მისის
ბრიდლავი იყო. ლეროის სიკვდილზე გაეგო და სურდა,
დეტალები პირველწყაროსგან მოესმინა. ქრისტინმა რაც
იცოდა, ყველაფერი უამბო – კორპუსს ზიანი არ
მისდგომია; თავად სარდაფიც უმნიშვნელოდ დაიწვა;
ვარაუდობდნენ, რომ ლეროის ანთებული სიგარეტით
ხელში ჩაეძინა.

– მიხარია, რომ ასე მშვიდად გადაიტანე ეს ამბავი, –


გულწრფელად აღმოხდა მონიკას, – სიმართლე გითხრა,
ვშიშობდი, რომ ისევ გაღიზიანდებოდი და
ანერვიულდებოდი. სინამდვილეში, მხოლოდ იმისთვის
დავრეკე, რომ შენი მდგომარეობა გამეგო. არ
დაგადანაშაულებდი, რომ აფორიაქებულიყავი, ჩემო
ძვირფასო. სხვა თუ არაფერი, ამაზე საზარელი
ტრაგედიის წარმოდგენაც კი გაგიჭირდება ადამიანს, –
მერე მონიკა ამ სიტუაციისთვის სპეციალურად შერჩეულ
პატარა ანეკდოტს მოჰყვა, საუბრის განმავლობაში
პირველად გაიცინა და ყურმილი დაკიდა.

შებინდებისას მისის პენმარკმა ტაქსი გამოიძახა და


გენერალ ჯექსონის ქუჩაზე ლეროის სახლს ესტუმრა.
იქაურობა ხალხით იყო სავსე და მხოლოდ კარამდე
.
424
1
მიღწევა მოახერხა. შიგნით შესვლისთვის ძალა არ ეყო.
ქვრივს დაუძახეს და ისიც სტუმრის სანახავად გარეთ
გამოვიდა. ქრისტინი მასთან ერთად ვერანდასთან ახლოს
აყვავებული ტუხტის ქვეშ ჩამოჯდა, თავი წარუდგინა და
უთხრა:

– მინდა, ისეთი დასაფლავება მოვუწყო, როგორიც თქვენ


მოგესურვებათ. ხარჯებზე არ ინერვიულოთ. ყველაფერს
მე გადავიხდი.

ტელმა გაოცებული მიაშტერდა და ქრისტინმა განაგრძო:

– იცით, ვინც ვარ. დამკრძალავ ბიუროსაც და სხვებსაც


ჩემი ნომერი მიეცით. იმავეს გავუმეორებ, რაც თქვენ
გითხარით, – მერე ადგა და მომლოდინე ტაქსისკენ
გაემართა.

მეორე დილით რომ გაეღვიძა, „დიდი ამერიკელი


კრიმინალების“ სერიიდან დედამისისთვის მიძღვნილი
ტომის წაკითხვის დაუოკებელი სურვილი აეკვიატა.
ბიბლიოთეკაში წავიდა, წიგნი გამოიწერა და სახლში
წამოიღო. თავის ფანჯარას მიუჯდა და უკვე კარგად
ნაცნობი ისტორიების ამჯერად უფრო დეტალურად
კითხვას შეუდგა.
.
425
1
როცა ავგუსტ დენკერმა თავისი ცოლის მოპოვებული
ქონება მიიღო, ცვლილება დაეტყო და მორჩილ,
კეთილზნიან ქმრად ყოფნა შეწყვიტა. მოულოდნელად
თავი დიდ ვინმედ ჩათვალა. ბრძანებების გაცემა დაიწყო.
მაგრამ უპატიებელ შეცდომად მისის დენკერმა მხოლოდ
ის ჩაუთვალა, რომ, ვითომდა ქონების გაზრდის მიზნით,
არაპრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებდა და ფულს
ანიავებდა. ქმრის ასე მალე თავიდან მოცილებას არ
აპირებდა, მაგრამ რადგან შეატყო, რომ წლების გარჯა
წყალში ეყრებოდა, ცხოვრებაში პირველად თავის ცბიერ,
კონსერვატიულ, გენერალურ გეგმას გადაუხვია და
მისტერ დენკერს დარიშხანიანი კეფირით
გაუმასპინძლდა.

ამ ბოლო სვლით გეგმა უკანასკნელ დეტალამდე


განხორციელდა; ახალგაზრდობის ოცნებები აიხდინა;
როგორც იქნა, დენკერების ფულის მეპატრონე გახდა და
საკუთარი ხელით დათესილის წყნარად მომკისთვის
მოემზადა. იმ დღიდან მგლოვიარე, მაგრამ მამაცი
ქვრივის როლი უნდა

.
426
1
შეესრულებინა. საეჭვოა, ოდესმე ენანოს ჩადენილი, ან
სინდისის ქენჯნას შეეწუხებინოს. სავარაუდოდ, თავს
დამნაშავედ კი არა, პატარა, გამჭრიახ, უჩვეულო
საქონლით მოვაჭრე საქმიან ქალად მიიჩნევდა,
რომელსაც თავისი შორსმჭვრეტელობა და პრაქტიკულად
აზროვნების უნარი სხვა, ნიჭით ნაკლებად
დაჯილდოებულ ადამიანებზე უპირატეს მდგომარეობაში
აყენებდა...

მაგრამ ბესიმ თავის გაწკრიალებულ სახლში მშვიდად


ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ განგაშის პირველი
ზარებიც გაისმა. საქმე ის იყო, რომ კუზინა ადა
გუსტავსონმა, ჩუმმა და ეჭვიანმა დედაბერმა, სოფლად
ხმების გავრცელება დაიწყო: ავგუსტი შეგუბებული
ციებით სულაც არ მომკვდარა, როგორც ექიმმა თქვა. არა,
ბატონო! ბიძაშვილმა ბესიმ ჩაუყარა კეფირში რაღაც, ეს
მზესავით ნათელიაო!.. და ბაბუა დენკერის სიკვდილიც –
ასეთი უცაბედი ტრაგედია – ასევე საეჭვოდ
გამოიყურება. არ იცით, რომ მოხუცი ხარივით
ჯანმრთელი იყოო?.. თანაც, ადრე, ჩემს მშობლიურ
მხარეში პატარა ბესიზე უცნაური ამბები დადიოდა. განა,
საეჭვო არაა, რომ მას შემდეგ ემართებათ ადამიანებს
ცუდი ამბები, რაც მათით ძვირფასი ბესი
ინტერესდებაო?!
.
427
1
თავდაპირველად მეზობლები მოხუც ქალს
სერიოზულად არ აღიქვამდნენ. მერე, ერთ შუადღეს ადა
შერიფთან მივიდა და თავისი ისტორია მოუყვა.

– მოდით, ავგუსტი ამოვთხაროთ! – თქვა მან, – მოდით,


ავგუსტი ამოვთხაროთ და ვნახოთ!

მერე ოლქმა ავგუსტ დენკერის გვამის ექსჰუმირება


მოითხოვა. და როცა ბესიმ კუზინა ადას ხუშტურების
გამო ქმრის ხსოვნის წაბილწვაზე მოთქმა-გოდებით
განაცხადა უარი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა
სასამართლოს ნებართვა აიღეს და სხეული მაინც
ამოთხარეს. და ალბათ ცხოვრებაში პირველად მისის
დენკერი გაუკონტროლებელმა, ბრმა პანიკამ მოიცვა.
ჩვეული საღი აზრი, რომლის წყალობითაც ამდენისთვის
მიეღწია, სრულიად დაკარგა. თავის დასაცავად ისეთი
სულელური გეგმა შეიმუშავა, რომ დაუჯერებლიც კი
იყო: ყველას უთხრა, რომ ავგუსტი და ბაბუა დენკერი
მართლაც საწამლავით მომკვდარიყვნენ, მაგრამ თავად
ამაში ხელი არ ერია. ეს დანაშაულები, და სავარაუდოდ
სხვებიც, კუზინა ადამ ჩაიდინაო, თქვა. თავიდანვე
ეჭვობდა ამას, მაგრამ საკუთარ და შვილების
სიცოცხლეზე შიშით ხმას ვერ იღებდა. კუზინა ადა
.
428
1
არაერთხელ დამუქრებია, შენც მოგკლავ და შენს
შვილებსაც და მერე სახლსაც გადავწვავო. თუ ბესისა და
ბავშვებს რაიმე შეემთხვეოდათ, სურდა, ყველას კარგად
დაემახსოვრებინა მისი ეს სიტყვები და მომავალში
კუზინა ადას წინააღმდეგ მოწმეებად გამოსულიყვნენ...

იმ ღამით მან ადა გუსტავსონი და თავისი ყველა შვილი


დახოცა; ყველა, გარდა ნაბოლარა ქრისტინისა.
სავარაუდოდ, ბებერი ადა ჯერ თავისი ნაჯახით
დაარეტიანა და მერე ყასბის დანით მოაჭრა თავი. ამ
ყველაფერს რომ მორჩა, მოხუცს თავისი ტანსაცმელი
ჩააცვა და თითზე თავისივე ქორწინების ბეჭედი
წამოაცვა. თვითონ ქმრის სამოსში გამოეწყო და როცა
უკანასკნელად გამოიჯახუნა საკუთარი სახლის კარი,
მხოლოდ იმისთვისღა შეყოვნდა, რომ იქაურობისთვის
ცეცხლი წაეკიდებინა. იმედი ჰქონდა, რომ
სამართალდამცავები მოხუცი ქალის სხეულს მის
სხეულად მიიჩნევდნენ და გადაწყვეტდნენ, რომ მთელი
ოჯახი ადა გუსტავსონმა ამოხოცა. როგორც მალევე
გაირკვა, გათვლებში მწარედ შეცდა.

ბესიმ ბებერი ადას თავი გაზეთში გაახვია და


ცეცხლმოკიდებული სოფლის სახლიდან გაიქცა, მაგრამ
ამ მაქინაციით ვერავინ გააბითურა. პოლიციელებმა
.
429
1
მეორე დილითვე, კანზას სითის რკინიგზის

.
430
1
სადგურის მოსაცდელ ოთახში მჯდომს მიაკვლიეს.
მომრგვალებული შეკვრა კალთაში ედო და როცა ერთ-
ერთმა პოლიციელმა თოკი გადაჭრა და გაზეთი გაშალა,
მის გუსტავსონის თავი სკამების ქვეშ შეგორდა და
მოსაცდელი ოთახის მეტლახის იატაკის შუაგულამდე
გასრიალდა.

რატომ გადაურჩა უმცროსი ბავშვი ამ ტრაგედიას,


დანამდვილებით არავინ იცოდა. ერთი ჭორი დადიოდა,
რომელიც დროდადრო ახალი ძალით ტივტივდებოდა –
თითქოს ადა გუსტავსონს ქრისტინი სხვებზე მეტად
უყვარდა და მოსალოდნელი საფრთხისგან დასაცავად იმ
ღამით მეზობლად მდებარე ფერმაში გაგზავნა. მაგრამ ამ
ვერსიის გამამყარებელი ფაქტები არ არსებობდა. რიჩარდ
ბრავო მიიჩნევდა, რომ ქრისტინი დედამისმა მისი ასაკის
გამო დაინდო; ბავშვი ზედმეტად პატარა იყო და ვერც
მომხდარის არსს მიხვდებოდა და, შესაბამისად, ვერც
დედის წინააღმდეგ შეძლებდა ჩვენების მიცემას. ელის
ოლკოტ ფლაუერსი ფიქრობდა, რომ ბესი დენკერი
საკუთარი ნარცისული ამპარტავნების მსხვერპლი გახდა,
რადგან დაიჯერა, ყველას ჭკუაში მოვუგებ და გაქცევას
შევძლებო. ის, სავარაუდოდ, ახალ ადგილას ყველაფრის
თავიდან დაწყებას გეგმავდა და ქრისტინს, როგორც
ერთგვარ დაბანდებას, ამ მომავლისთვის ინახავდა. სხვა
.
431
1
თუ არაფერი, ბავშვი დაზღვევის პოტენციალის მქონე
ერთეულს წარმოადგენდა, რომლის განაღდებაც საჭირო
მომენტში იქნებოდა შესაძლებელი...

მისის პენმარკმა თვალები დახუჭა და თქვა:


– არა. ასე არ მომხდარა. ყველანი ცდებიან... არ მეძინა,
სონის ნაჯახი რომ ჩაარტყა; დავინახე, რაც ქნა და
ბალახში დასამალად ბეღლის უკან გავიქეცი. იქ
ბნელოდა და ვერ მიპოვა. ყველა სხვა რომ მოკლა, ჩემ
მოსაძებნად გამოვიდა. მეძახდა და მეძახდა. მიყვიროდა,
რომ არაფერს დამიშავებდა, სამალავიდან თუ
გამოვიდოდი. მაგრამ მე ფანჯრიდან დავინახე, სხვები
როგორ დახოცა და პასუხი არ გამიცია.

მეთორმეტე

მისის პენმარკს საუზმის მერე როდასთან ერთად


გამოწყობა და ქალაქგარეთ გზებზე მანქანის უმიზნოდ
ტარება დასჩემდა. მგზავრობისას დედა-შვილი იშვიათად
იღებდა ხმას, თითქოს ისე კარგად გაეგოთ
ერთმანეთისთვის, რომ კომუნიკაციას აზრი
დაჰკარგვოდა. ზოგჯერ კი, როცა მისის პენმარკი მანქანის

.
432
1
მართვის ხასიათზე არ იყო, პირველივე შემხვედრ
ავტობუსში ადიოდნენ, ერთმანეთისგან განცალკევებით
სხდებოდნენ და გაურკვეველი მიმართულებით
მიემგზავრებოდნენ. ასეთ დროს მათთვის თვალი რომ
შეგევლოთ, ვერც მიხვდებოდით, ერთად თუ იყვნენ.
მხოლოდ შიგადაშიგ გახედავდა ხოლმე ბავშვი დედას,
თითქოს მისგან ელის მინიშნებას, შემდეგი ნაბიჯი რა
იქნებაო.

ქალაქის ცენტრში იელის ბუჩქებით, კამელიებითა და


მარადმწვანე მუხებით გაშენებული სკვერი
მდებარეობდა. სკვერში ოთხი ურთიერთგადამავალი
აუზის მქონე რკინის დიდი შადრევანი იდგა. აუზებში
ჩამავალი წყალი წამით გუბდებოდა და მერე დაბლა,
წრიულ თხრილში ეშვებოდა. ამ ადგილას ყოველთვის
სიო უბერავდა. ზოგჯერ მისის პენმარკს თავისი შვილი
სწორედ ამ სკვერში მიჰყავდა,

.
433
1
რადგან იცოდა, ასეთ ხალხმრავალ ადგილას ნაცნობის
შეხვედრის შანსი ძალიან დაბალი იყო. მისვლისთანავე
რკინის სკამებზე სხდებოდნენ, – გულგრილად
მომზირალი ქრისტინი – თავისაზე, ქსოვით გართული
როდა – თავისაზე.

პარკი მაწანწალათა თავშესაფარი გახლდათ; მაგრამ ერთ


შუადღეს ქრისტინმა თავი ასწია და ბილიკზე მომავალი
მის ოქტავია ფერნი დალანდა. მოხუცი ქალბატონი
ყოყმანით შედგა, მერე კი ორჭოფულად დაუკრა თავი და
თქვა:

– ქრისტინ პენმარკ, თქვენ ხართ, არა?!

– დიახ. დიახ, რა თქმა უნდა, მის ფერნ.

– ასეც ვიფიქრე, მაგრამ ბოლომდე არ ვიყავი


დარწმუნებული. მერე დავინახე, ბილიკის მეორე
კიდესთან როდა რომ იჯდა და, რაღა თქმა უნდა,
მივხვდი.

ქრისტინმა თავაზიანად გაიღიმა, მაგრამ არც პასუხი


გაუცია და არც თავის გვერდით ჩამოჯდომა
შეუთავაზებია მოხუცი ქალბატონისთვის.
.
434
1
– ისე კარგად და ისეთი სიამოვნებით მახსენდება ხოლმე
ჩვენი დილა ბენედიქტში, – ცოტა ხნის მერე თქვა მის
ფერნმა, – მართლაც რომ მომხიბვლელი დღე იყო.
ოლეანდრის ყვავილებმა კარგად გაიდგეს ფესვები და
ორი მათგანი ზუსტად ამას წინათ გადავრგე ჩვენს უკანა
ბაღში.

მისის პენმარკმა იმის ნიშნად, რომ ნათქვამი გაიგო, თავი


დააქნია და მის ფერნმა საუბარი განაგრძო.

– იმედი მქონდა, რომ ჩემ მოსანახულებლად დროს


გამონახავდით, მაგრამ წარმომიდგენია, როგორი
დაკავებული ბრძანდებით ამ დღეებში.

აქ კვლავ დადუმდა, ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ


სრულიად უცხოს ესაუბრებოდა; თითქოს სხვისი პირადი
სივრცე უხეშად დაარღვიაო, თითქოს პარკში ყოფნის
უფლება არ ჰქონდაო, თითქოს ამ დროს ამ ადგილას
დგომა დასაბუთებასა და პატიების თხოვნას საჭიროებსო.

– სკვერის გავლით იშვიათად დავდივარ, – თქვა


სწრაფად, – მაგრამ ბარჯისი ქვედა ქუჩაზე მელოდება და
ასე მანძილი მოვიგე.

.
435
1
ნაბიჯი გადადგა, როდას თვალი ჰკიდა და ხელი
დაუქნია, მაგრამ ბავშვმა ჟესტი მშვიდი გულგრილობით
არ შეიმჩნია. მის ფერნი დაბნეული შედგა, ეტყობოდა,
ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა, როგორ ეიძულებინა თავი,
რომ მოძრაობა გაეგრძელებინა. მერე ისე გადაიზნიქა,
გეგონებოდა მისის პენმარკის გვერდით აპირებს
ჩამოჯდომასო; მაგრამ როგორც კი ეს იმპულსური
გადაწყვეტილება გააანალიზა, მისი მიზანშეწონილობა
მაშინვე უარყო და, თითქოს უცნობისთვის სავიზიტო
ბარათს ეძებსო, ჩანთაში ხელის უაზროდ ფათურს
მოჰყვა.

– აუცილებლად შევხვდეთ ამ დღეებში... მაგრამ ბარჯისს


მეტს ვერ ვალოდინებ. ვერ იტანს, როცა ალოდინებენ.

.
436
1
ერთ გვიან შუადღეს, როდასთან ერთად სკვერიდან რომ
დაბრუნდა, მისის პენმარკს ზარის ხმა შემოესმა და კარის
გასაღებად გასწია. დერეფანში ჰორტენზია დეიგლი
დაუხვდა. სტუმარი მისაღებ ოთახში შემოვიდა,
ქრისტინს გადაეხვია და თქვა:

– იმდენი ხანია მინდოდა, საპასუხო ვიზიტით


მოვსულიყავი; მაგრამ, მოგეხსენებათ, მგლოვიარე
ვიყავი. აი, ამ დილით კი მისტერ დეიგლს განვუცხადე,
რას უნდა ფიქრობდეს ჩემზე ქრისტინი-მეთქი? დღეს
აუცილებლად უნდა მოვინახულო-მეთქი.

ოდნავ ნასვამი იყო და მისის პენმარკმა სკამი გამოუწია.


ჰორტენზია ჩამოჯდა და ფანჯარასთან კითხვაში
გართულ როდას რომ ჰკიდა თვალი, თქვა:

– ესე იგი, ესაა თქვენი პატარა გოგო? რა გქვია? კლოდი


ისე ხშირად და ისეთი პატივისცემით გიხსენიებდა
ხოლმე. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მეგობრად
მიაჩნდი. ასე ამბობდა, ძალიან ჭკვიანიაო.

– როდა პენმარკი მქვია.

.
437
1
– მოდი, კარგად დამენახე, როდა... არ გინდა, დეიდა
ჰორტენზია კოცნით დაასაჩუქრო? უბედური შემთხვევის
დროს კლოდთან იყავი, არა, ძვირფასო? შენ ხომ ის
გოგონა ხარ, დარწმუნებული რომ იყო, მართლწერის
მედალს მოიგებდა და ამისათვის თავგამოდებით
ემზადებოდა?! მაგრამ ბოლოს მაინც ვერ მოიგე, არა,
სიყვარულო?! კლოდმა მოიგო, არა?! აბა, ახლა ეს
მითხარი – როგორ გგონია, სამართლიანად მოიგო, თუ არ
დაუმსახურებია? მსგავსი საკითხები, ახლა, როცა ის
მკვდარია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მის
ოქტავია ფერნს ალბათ ათჯერ მაინც დავურეკე, მაგრამ
სულ თავიდან მიშორებს. ასე მეუბნება…

ქრისტინმა ბავშვი სტუმრის ცხელი, ნესტიანი


მკლავებიდან გამოათავისუფლა და უთხრა:

– დროა, მისის ფორსაიტი მოინახულო. ერთი სული


აქვს, როდის გნახავს. არ უნდა ალოდინო. მისის
დეიგლი სკამზე გასწორდა.
– ჰო, აბა, რა, წადი. სოციალური
პასუხისმგებლობებისგან არ უნდა მოგაცდინო, არავითარ
შემთხვევაში. ჩემი ქმარიც კი მეუბნება ხოლმე,
ადამიანებს თავს აბეზრებო. არ გინდა, რომ ეს შენც
გულახდილად აღიარო?!
.
438
1
როდამ ქალს გამჭოლი, დაინტერესებული მზერა
ესროლა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გაისწორა და კარში
გავიდა.

– სახლში რაიმე დასალევი ხომ არ მოგეპოვებათ? – თქვა


მისის დეიგლმა, – სულ ერთია, რა. წუნია არ ვარ.
ბურბონი და წყალი მირჩევნია, მაგრამ ყველაფერ
სხვაზეც თანახმა ვარ.

.
439
1
მისის პენმარკი სამზარეულოში გავიდა და ყინულის
ნატეხების გამოღება დაიწყო. სინზე ბურბონის ბოთლი
და ერთი ჭიქა დადო და ამ დროს სამზარეულოში
შემოსულმა ჰორტენზიამ უთხრა:

– თქვენ არ შემომიერთდებით, ქრისტინ? ერთ მოხუც


ბატონს, მისტერ დეიგლის მეგობარს, გული აწუხებს. და,
იცით, რა უთხრა ექიმმა? დღეში სამი ჭიქა ალკოჰოლი
მიიღეთო. თურმე, არტერიებს ადუნებს. ოღონდ ეგ
მოხუცი ბატონი მშრალი კანონის თავგადაკლული
მომხრეა და მკაცრად იუარა.

ჰორტენზიამ წონასწორობა დაკარგა, წაბარბაცდა და


კედელს მიეჯახა.

– გეგონება, დღეში სამი ჭიქა რამეს აშავებდესო, – თქვა, –


მე თუ მკითხავთ, დღეში სამი ჭიქა არაფერს აშავებს.
დაშავებაზე გამახსენდა, ნეტა, რას იზამდა, მისი პატარა
ბიჭი რომ დამხრჩვალიყო და მერე ხიმინჯებს
მიხეთქებოდა? შეიძლება, თქვენ შემედავოთ, მაგრამ
ამით ნამდვილად დაუშავდებოდა. აი, დღეში სამი ჭიქა
ვისკის დალევაზე კი რა გითხრათ, – ჰორტენზიამ
ხმამაღლა გაიცინა, თმა აიწია და დაურთო, – მისტერ
დეიგლი ამ ამბავს რომ მომიყვა, გვერდების ატკიებამდე
.
440
1
ვხარხარებდი.

ქრისტინმა ყინულის ნატეხები საინში ჩაყარა და მისაღებ


ოთახში გაიტანა. მისის დეიგლმა გაუზავებელი ბურბონი
გადაკრა, წყალი მიაყოლა და განაგრძო:

– აქ იმისთვის მოვედი, რომ როდასთან ცოტა ხნით


მემუსაიფა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ გავთვალე, რომ
ამდენი სოციალური პასუხისმგებლობა ედებოდა
მხრებზე. მეგონა, ისიც ყველა პატარა გოგონასავით
იქნებოდა, სახლში რომ სხედან, დედებს უჯერებენ და
ზუსტად ვახშმის წინ ქალაქში ვიზიტებზე არ
დაეხეტებიან. მაპატიეთ, რომ როდას სოციალურ
ცხოვრებაში შევიჭერი. დიდი იმედი მაქვს, რომ
მომიტევებთ ამ თავხედობას, ქრისტინ. თავს საშინლად
დამნაშავედ ვგრძნობ. როდასაც მოვუბოდიშებ, რომ
დაბრუნდება.

– თავს კომფორტულად გრძნობთ? – ჰკითხა მისის


პენმარკმა, – ვენტილატორი თქვენი მიმართულებით ხომ
არ შემოვაბრუნო?

– კლოდის სიკვდილზე იმდენ ადამიანს ველაპარაკე.


მინდოდა, როდასთანაც მელაპარაკა. რა არის ამაში
.
441
1
ცუდი?! აუცილებლად ეცოდინება რაღაც ისეთი, რაც
ჯერ არ უთქვამს; შესაძლოა, მნიშვნელოვნად არ ჩათვალა
და დაავიწყდა. მაგრამ რაც კლოდს ეხება, ჩემთვის
ყველაფერი მნიშვნელოვანია. დამერწმუნეთ, ოდნავადაც
არ ვაპირებდი ბავშვისთვის რაიმეს უხეშად თქმას.
მხოლოდ მისი მკლავებში დარწევა და რამდენიმე
მარტივი კითხვის დასმა მინდოდა.

– ალბათ, სხვა დროს უმჯობესი იქნება.

– ოდნავადაც არ ვარ მთვრალი. გთხოვთ,


ამპარტავნულად ნუ მესაუბრებით, მისის პენმარკ.
უმაგისოდაც ბევრი გადავიტანე... მაგრამ როდამ იმაზე
მეტი იცის, ვიდრე ამბობს, მომიტევეთ, რომ თავხედობა
მყოფნის და არ გეთანხმებით. ხომ გახსოვთ, მცველს
ველაპარაკე. გრძელი და საინტერესო საუბარი
გამოგვივიდა. ასე მითხრა, ზუსტად კლოდის ხიმინჯებში
პოვნის წინ დავინახე როდა ნავმისადგომზეო.
გამორიცხულია, რაღაც ისეთი არ იცოდეს, რაც ჯერ არ
უთქვამს.

.
442
1
ტელეფონმა დარეკა და ქრისტინმა უპასუხა. ყურმილში
მისტერ დეიგლის აღელვებული ხმა შემოესმა. უნდოდა,
გაეგო, ცოლი იქ ხომ არ იყო. მისი ადგილსამყოფელის
გასარკვევად მთელ ქალაქში რეკავდა. მისის პენმარკმა
უთხრა, აქ არისო და ისიც შეპირდა, დაუყოვნებლად
მოვაკითხავ და წავიყვანო. დიალოგის ერთი მხარის
მოსმენის მერე მისის დეიგლმა თქვა:

– უთხარით, რომ ნასვამი ვარ და სცენებს ვაწყობ?


უთხარით, რომ საპატრულო მანქანას უნდა გამოუძახოს?

– თავად ხომ გაიგეთ, რაც ვუთხარი? მხოლოდ ის


შევატყობინე, რომ აქ ხართ.

– დიახ, ხმამაღლა ნამდვილად ეგ თქვით. მაგრამ ამ


დროს რას ფიქრობდით? ფიქრობდით, როგორ
მოვიშორო თავიდან ეს პარაზიტიო, აი, რას ფიქრობდით
სინამდვილეში... ჩვენ შორის დარჩეს: არ მადარდებს,
ჩემზე რას ფიქრობთ. გასაგებია? არ ვიცი, თავი ვინ
გგონიათ, ცხვირაბზუებული რომ დაიარებით და ყველას
ზემოდან უყურებთ. მაგ თქვენი პირმოთნეობით,
შეიძლება, ვიღაც-ვიღაცებს კი აბითურებთ, მაგრამ მე
მშვენივრად ვხედავ, სინამდვილეში როგორი ქვეშქვეშაც
ბრძანდებით.
.
443
1
– თუკი მართლა ასე ფიქრობთ, სჯობს, მეტჯერ აღარ
მოხვიდეთ.

– სულ რომ მილიონი დოლარი მომცენ, მაინც აღარ


მოვალ. დღესაც არ მოვიდოდი, როდას სოციალური
ცხოვრების შესახებ რომ მცოდნოდა. თქვენგან
განსხვავებით, ფუფუნებით არ გავზრდილვარ. არა, მე,
როგორც იტყვიან, მკაცრი ქუჩის სკოლა მაქვს
გამოვლილი, – ჭიქა ხელახლა შეივსო, გამოცალა და
განაგრძო, – გგონიათ, სხვებზე უკეთესი ხართ, არა?!
დადიხართ აქ და ადამიანებს სიკეთეებს უწყალობებთ.
კლოდი რომ მოკლეს, იმ ღამით ჩემს სახლში მოსვლა
თქვენთვის არავის უთხოვია. არც იმ მეორე მოსვლისას
დამიგლეჯია კალთები. იქიდან მოყოლებული სულ
იმაზე მეფიქრება, მეორედ რატომ მოხვედით. რაღაც
გაწუხებდათ, მაგრამ არ გათქვით. მისტერ დეიგლსაც
ზუსტად ეს ვუთხარი, მაგრამ გიჟად ჩამთვალა.

ჰორტენზია წამოდგა, შებარბაცდა და წონასწორობის


შესანარჩუნებლად საჩვენებელი თითი სკამის ზურგს
მიაჭირა.

– მისტერ დეიგლს არ დაველოდები, – თქვა, – ჩემით


.
444
1
წავალ. კარგად ვხვდები, როცა ზედმეტი ვარ, და იმ
ადგილას, სადაც ადამიანებს ამდენი სოციალური
პასუხისმგებლობა აქვთ, მე ნამდვილად ზედმეტი ვარ.
ალბათ ხვდებით, რას ვგულისხმობ.

– გთხოვთ, დაბრძანდით, მისის დეიგლ. თქვენმა ქმარმა,


დაუყოვნებლივ გამოვალო. წუთი წუთზე აქ იქნება.

– იაროს და ზვეროს, რამდენიც მოეპრიანება-მეთქი,


მისტერ დეიგლს ვუთხარი. კეთილიც იყოს, თუ ასე
ძალიან უნდა-მეთქი. ქრისტინს ყველაფერში
უმართლებს, იღბლიანია-მეთქი, ვუთხარი.

– დამიჯერეთ, თავს იღბლიანად ნამდვილად არ მივიჩნევ.

.
445
1
– უკაცრავად, რომ აღვნიშნავ, – თქვა მისის დეიგლმა, –
რადგან პირადი ხასიათის შენიშვნები კარგ ტონად არ
ითვლება, მაგრამ კარგად არ გამოიყურებით. ცოტა...
როგორ ვთქვა... ნაავადმყოფარს, მოუვლელს ჰგავხართ.
თუ ფული გიჭირთ, მესტუმრეთ და სილამაზის უფასო
სეანსს ჩაგიტარებთ. შემდეგ კვირას შემეხმიანეთ და
შევხვდეთ. მეგობრებს არასოდეს ვახდევინებ ხოლმე.
ერთი ცენტიც არ დაგეხარჯებათ.

კარზე დარეკეს, ამჯერად დვაით დეიგლი იყო.

– წამოდი, ჰორტენზია, – თქვა მან, – სახლში წასვლის


დროა.

ჰორტენზია ხმამაღლა აქვითინდა. მისის პენმარკს


მიუახლოვდა, ჩაეხუტა და თავი მხარზე ჩამოადო.

– რაღაც იცით! – თქვა, – რაღაც იცით და არ მეუბნებით!

მისის პენმარკმა გადაწყვიტა, რომ ბიბლიოთეკაში აღარ


წავიდოდა, – დედამისზე ცოტა რამ თუ დარჩენოდა
შეუსწავლელი. მაგრამ მომდევნო დილას მისის დენკერის
სიკვდილით დასჯის დეტალების ცოდნის სურვილით
გაეღვიძა. ამჯერად ბაღის ხეივანში არ გასულა;
.
446
1
მკვლევრებისთვის გამოყოფილ პატარა ოთახთაგან ერთ-
ერთში შევიდა და შესაბამისი პერიოდის ყოველდღიური
გაზეთები გადაშალა. მომდევნო რამდენიმე საათი
გულდასმით კითხულობდა... დედამისის
ელექტროსკამზე სიკვდილი იმ დროის სენსაცია ყოფილა,
ყველგან ამაზე წერდნენ. მისის დენკერის სიკვდილის წინ
გადაღებული ფოტოც კი დაებეჭდათ. რეპორტიორს
ციხეში შეეპარებინა ფოტოაპარატი, ღილაკის უკან
დაემალა და იმ წამს, როცა ბესი დენკერს დენმა დაჰკრა
და საჭერებში ააფართხალა, აპარატსაც გაუჩხაკუნებია.
ქრისტინმა დაძაბული ყურადღებით შეისწავლა ფოტო.
ყველაფერი თვალსაჩინოდ ჩანდა – დედის სახეზე
აფარებული შავი ნიღაბი; მაჯებში აწეული, შეკრული,
მთრთოლვარე, მოძრაობისგან გადღაბნილი ხელები;
მტაცებელი ფრინველის კლანჭების მსგავსად გაჩაჩხული
თითები; მაღალი ძაბვისგან გამოფშეკილი, შეკრული,
სქელი, მკვდრისფერი, უთმო ფეხები...

დიდხანს იჯდა ფოტოზე მიშტერებული... აქამდე თავს


იკატუნებდა, რომ ვერ ხვდებოდა, რითი
დასრულდებოდა როდას ამბავი. ახლა კი იცოდა, თუ
რამე არ შეიცვლებოდა, როდაც ბებიამისის ცხოვრების
იდიოტურ ხაზს გაიმეორებდა, მხოლოდ განსხვავებული
გარემოთი და დროით განპირობებული დეტალები თუ
.
447
1
შეიცვლებოდა. ისიც, რადგან როდა მართლაც ძალიან
ჭკვიანი იყო, დიდხანს დაიძვრენდა თავს
მართლმსაჯულებისგან; მაგრამ საბოლოოდ მაინც
დაიჭერდნენ და გაანადგურებდნენ... და მოღვაწეობასა
და გამოჭერას შორის გამავალ გზაზე ისიც ყველაფერს
გააჩანაგებდა, რასაც კი შეეხებოდა. საზოგადოების
ყურადღების შუაგულშიც აღმოჩნდებოდა, დიდ
ვნებათაღელვას გამოიწვევდა და სიცოცხლეს გაზის
კამერაში, ან თოკის ყულფში, ანდაც ელექტროსკამზე
სისხლში ძაბვის დავლის შედეგად აფართხალებული
დაასრულებდა. ეჭვგარეშე იყო, რომ ამ მომენტში
ქრისტინი საკუთარი შვილის ბოლო წამებს უყურებდა. ეს
რომ გაიაზრა, სახეზე ხელები აიფარა, შეტრიალდა და
წაიჩურჩულა:

– უფალო, შეგვიწყალე!

.
448
1
ახლა უკვე კითხვის გაგრძელება კი არა, დედამისზე
ფიქრიც აღარ უნდოდა და ძველი გაზეთები მათზე
პასუხისმგებელ პირს უკანვე ჩააბარა. თავისი ნივთები
მოაგროვა და წასასვლელად იყო გამზადებული, მის
გლასი რომ შემოვიდა ოთახში და უთხრა:

– თქვენს წიგნზე ვფიქრობდი, განსაკუთრებით


დასასრულზე. ხომ არ გადაგიწყვეტიათ რამე?

– დიახ, მგონი, გადავწყვიტე.

მის გლასს დამნაშავესავით გაეღიმა და თქვა, რომ რაღაც


უნდა ეღიარებინა და ბოდიშიც მოეხადა. ისეთი რამ
ჩაედინა, რაც, ახლა რომ უფიქრდებოდა, არაფრით არ
უნდა ექნა. კარგად მოეხსენებოდა, როგორ ეჭვიანად
იცავენ თავიანთ სიუჟეტებს მწერლები, მაგრამ იმდენად
დაინტერესებულა მისის პენმარკის სიტუაციით, რომ
მომავალი წიგნის ფაბულა სხვებისთვისაც გაენდო. ეს
ამბავი ასე მოხდაო: მისი და, ვისთან ერთადაც
ცხოვრობდა, ლიტერატურის დიდი მოყვარული
გახლდათ და ორივე მათგანი ერთი პატარა ჯგუფის
წევრები იყვნენ. ჯგუფი ყოველ კვირას იკრიბებოდა და
მწერლობის ახალ ტენდენციებს განიხილავდა. საქმე ის
გახლდათ, რომ უკანასკნელ შეხვედრაზე მის გლასს
.
449
1
ჯგუფის წევრებისთვის მისის პენმარკის სიუჟეტი
მოუხაზავს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც
არგუმენტის გასამყარებლად დასჭირვებია. ეჭვგარეშე
იყო, რომ წინდაუხედავად მოიქცა, მაგრამ იმაშიც
დარწმუნებული გახლდათ, რომ იქ დამსწრეთაგან
სიუჟეტის მითვისებას არც ერთი არ იკადრებდა.

ბევრი რომ არ გაეგრძელებინა, ისიც უთქვამს, ავტორს


რომანის დასასრულის მოფიქრება უჭირსო და ჯგუფს
ყველა შესაძლო სიტუაცია განუხილავს. დისკუსია
ნაფიცი მსაჯულების დავასაც კი წააგავდა. ყველაფერი
გაუანალიზებიათ, ფსიქიატრიული მკურნალობითა და
გამოსასწორებელი სკოლით დაწყებული, მომავლის ბრმა
რწმენით დასრულებული. ბოლოს კი კენჭი უყრიათ.
განაჩენი ერთსულოვანი იყო. წიგნის ერთადერთი
შესაძლო დასასრული ასეთი გახლდათ: დედა
საიდუმლოს არავის გაანდობდა, ბავშვს მოკლავდა და
მერე თავსაც მოიკლავდა.

– იმედია, უტაქტოდ არ მოვქცეულვარ, თქვენი მონაყოლი


რომ გავიმეორე, – დაასრულა მის გლასმა,
– ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხომ არც გითქვამთ,
საიდუმლოდ შეინახეთო.

.
450
1
– არა, არაფერი დაშავებულა. მსგავსი დასასრული მეც
მომივიდა თავში. შესაძლოა, მართლაც მაგის გამოყენება
მომიწიოს.

იმ ღამით მისის პენმარკმა ანდერძი დაწერა:

„ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემს ძვირფასეულობასა


და უტრილოს 1912 წლის პეიზაჟს ვუტოვებ ჩემს
მეგობარ მონიკა უ. ბრიდლავს, რომ მუდამ ახსოვდეს,
როგორი უშრეტი სიყვარულით მიყვარდა. ჩემს ქმარს,
კენეტ პენმარკს, ჩემი გულის ერთადერთ მეპატრონეს,
ვუბრუნებ მოდილიანის ნახატს იმის გულწრფელი
იმედით, რომ ჩემზე ღირსეულ მეპატრონეს მოუძებნის;
რომ თუ შეძლებს, მაპატიებს და კვლავ დაქორწინდება.
ჩემს საბანკო ანგარიშებს, ჩემს აქციებს, ჩემს
ობლიგაციებსა და მთელ ჩემს დარჩენილ ქონებას,
რომლის მფლობელობაშიც სიკვდილისას ვიქნები,
ვუტოვებ ტელმა ჯეზაპს, ლეროი ჯეზაპის ქვრივს,
რომელიც ცხოვრობს გენერალ ჯექსონის ქუჩის 572
ნომერში“.

.
451
1
ანდერძი 1952 წლის 3 აგვისტოთი დაათარიღა, ხელი
მოაწერა, საწერი მაგიდის უჯრაში ჩაკეტა და თავისთვის
თქვა:

– ცოდვების გამოსასყიდად მხოლოდ ამის გაკეთება


შემიძლია.

წერას რომ მორჩა, კარგა ხანს ჩაფიქრებული იჯდა. ახლა


უკვე იცოდა, რასაც იზამდა; ძლივს, გამოსავლის
ძებნისგან თავი აღარ უსკდებოდა. მხოლოდ იმის
მოფიქრებაღა რჩებოდა, ყველაზე გონივრულად და
მარტივად როგორ აესრულებინა ჩანაფიქრი. ბინაში
ბოლთას სცემდა და ისეთივე უემოციო კონცენტრაციით
სახავდა სამოქმედო გეგმას, როგორც ერთხელ ოჯახის
ბიუჯეტი გადაანაწილა. ყველაფერი წყნარად და
ფრთხილად უნდა მოეგვარებინა; თითოეული დეტალი
წინასწარ გაეთვალა... საკუთარი თავი დიდად არ
ანაღვლებდა. მაგრამ როდა არ უნდა გატანჯულიყო და
არც შეშინება უნდა მოესწრო. ვერც კი უნდა
გაეცნობიერებინა, რა ელოდა...

საწერი მაგიდის უჯრის საკეტი გახსნა და იმ


ავადმყოფური, მუდარით სავსე წერილების ნაწყვეტები
წაიკითხა, ქმრისთვის რომ მიეწერა. თითოეული მათგანი
.
452
1
ბუხარში დაწვა; ნაცარი მოაქუჩა და დრენაჟში ჩარეცხა.
თავის საბუთებსაც მეთოდურად დაუარა და ის ძველი
წერილები და ფოტოები დაანაკუწა, როდასთვის რომ
ინახავდა – გაიზრდება და ან გახალისდება, ან რაიმე
სასარგებლოს ისწავლისო. და როცა საკუთარი წარსული
შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გააცამტვერა,
სიგარეტი მოწია და დაშოშმინებული გონებით
დასაძინებლად დაწვა. მოღონიერებულსა და
დამშვიდებულს გაეღვიძა და ტუალეტის მაგიდიდან
აღებულ ხელის სარკეში რომ ჩაიხედა, თავს გადამხდარმა
ამბებმა შეაძრწუნა.

იმ დილით ბავშვი მისის ფორსაიტთან დატოვა – ახლა,


როცა ბესი დენკერის მემკვიდრეობას მალე მოეღებოდა
ბოლო, სანერვიულო აღარაფერი იყო – და სკვერთან
ახლოს სილამაზის სალონში მივიდა. იქ, საშრობის ქვეშ
ოდნავ გაღიმებულმა, საბოლოოდ შეიმუშავა გეგმა და
თავისი და ქალიშვილის სიკვდილის დღე დანიშნა.
ბინაში რომ დაბრუნდა, საფოსტო ყუთში ქმრის წერილი
დახვდა. მრავალგზის გადაიკითხა – იცოდა, რომ ეს
იქნებოდა მასთან დამყარებული უკანასკნელი კავშირი.
საქმეები კარგად მიდისო, ატყობინებდა კენეტი. იმედი
ჰქონდა, რომ სახლში აგვისტოს შუისკენ დაბრუნდებოდა.
ცოლი და შვილი ენატრებოდა და ერთი სული ჰქონდა,
.
453
1
როდის ნახავდა. ვარაუდობდა, რომ დიდი ხანი აღარ
მოუწევდა მათი მიტოვება. ქრისტინს კი სიკვდილამდე
სიყვარულს აღუთქვამდა.

მისის პენმარკმა ქმრის ფოტო აიღო, სინათლეს მიუშვირა


და დიდი ხნით ჩააჩერდა.

– რა კარგი მოსასმენია! – თქვა დათაფლული,


განყენებული ხმით, – რა სასიამოვნო მოსასმენია! –
ტუჩებით ფოტოზე გამოსახული კენეტის ტუჩებს შეეხო,
სინანულით ისე ამოიოხრა, თითქოს ამოკითხული
სიტყვები მას აღარ ეკუთვნისო და საქმეებს მიუბრუნდა.

თავიდანვე იცოდა, რომ შვილზე ფიზიკურად ვერ


იძალადებდა, ვერაფრით ვერ დაასახიჩრებდა. ამიტომ
ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებად ბავშვისთვის იმ
საძილე აბების მიცემა ეჩვენა, მისის ბრიდლავმა და
ექიმმა რომ გამოუწერეს, მიღებით კი არ მიუღია;
თითქოს ყოველთვის გრძნობდა, სხვა დროს
დასჭირდებოდა. მაგრამ როდასთვის აბების შეპარება
რთული იქნებოდა, ბავშვს

.
454
1
საფრთხის შეგრძნებისა და დაგებული მახიდან
დაძვრენის ველური ცხოველის მსგავსი, პირველყოფილი
ინსტინქტი ჰქონდა.

ქრისტინმა შვილისთვის სასიკვდილო დოზის ეჭვებისა


და შფოთვის გარეშე მიცემის რამდენიმე გზა მოიფიქრა
და მერე უარყო. ბოლოს კი, თავისი ჩანაფიქრი
ნორმალურობის ვუალით რომ შეენიღბა, როდა ექიმთან
გამოსაკვლევად წაიყვანა. ბავშვი მადას უჩიოდა; ბოლო
ხანს გონებადაფანტული და ფერმკრთალი ჩანდა;
იფიქრა, იქნებ, რამე აწუხებსო. ექიმმა პატარა გოგო
გამოიკვლია და მოგვიანებით, როცა მისის პენმარკთან
პირისპირ დარჩა, უთხრა, რომ მისი ქალიშვილი
სრულიად ჯანმრთელი იყო.

სახლისკენ გზაზე ქრისტინმა თქვა:

– ექიმი ფიქრობს, რომ ვიტამინის ტაბლეტები გჭირდება.


აქ შევიდეთ და ვიყიდოთ.

ქრისტინმა ტაბლეტები ბავშვის თანდასწრებით იყიდა.


მოგვიანებით ვიტამინები ბოთლიდან ამოიღო და მათ
ნაცვლად საძილე აბები ჩაყარა. იმ ღამით, როდა საწოლში
რომ იწვა, უთხრა:
.
455
1
– ალბათ, სჯობს, დღესვე მიიღო ტაბლეტები.
გადავადებას რა აზრი აქვს.

მაგრამ როცა როდამ დაინახა, დედამისს რამდენი აბი


მოეგროვებინა მუჭში, თქვა:

– ყველას ერთდროულად მიღება არ შეიძლება, არა?!

– ვკითხე ამაზე ექიმს. მეც არ ვიცოდი. ასე მითხრა,


როგორც წესი, თითო ტაბლეტს სვამენ ჭამის მერეო;
მაგრამ შენი მდგომარეობა ცოტა განსხვავებული ყოფილა
და ერთბაშად თუ მიიღებს, უკეთესი იქნებაო.

– აბა, ბოთლი მანახე, დედა, – თქვა როდამ.

მისის პენმარკმა ბოთლი გაუწოდა, ბავშვმა კარგად


დაათვალიერა, ეტიკეტი წაიკითხა და გადაამოწმა, რომ
დედამისის მუჭში მოქცეული აბები ბოთლში
ჩაყრილების იდენტური იყო.

– კარგი, დედა, – თქვა ბოლოს და პირველი აბი დალია.

ყოველ ტაბლეტს წყლის პატარა ყლუპს აყოლებდა,


ქრისტინი კი ეუბნებოდა:
.
456
1
– ახლა ყველაფერი შეიცვლება. ეს წამლები ყველაფერს
მოაგვარებს... ოღონდ ყველა უნდა მიიღო. აი, სულ
რამდენიმე დარჩა. უნდა შეეცადო და ბოლომდე დალიო,
– და როცა ბავშვმა უკანასკნელი საძილე აბი გადაყლაპა,
ქრისტინი გვერდით ჩამოუჯდა და ჰკითხა, – გინდა,
წაგიკითხო?

ბავშვმა თავი დაუკრა. „ხუთი პატარა წიწაკა და მათი


გაზრდის ამბის“ შუაში იყო და დედამისმა შესაბამისი
ადგილი რომ იპოვა, ნაზი ხმით შეუდგა კითხვას. ეგონა,
ბავშვი აღარასოდეს დაიძინებდა;

.
457
1
არ იცოდა, რამდენ ხანს შეძლებდა მოჩვენებითი
სიმშვიდის შენარჩუნებას. ბოლოს, დიდი ხნის მერე,
ბავშვის თვალები დაიხუჭა.

ქრისტინი დიდხანს იჯდა ქალიშვილის გვერდით, მისი


ჩუმი, მშვიდი სუნთქვის ნიშნებს აკვირდებოდა;
ფიქრობდა, მძინარე როგორი უცოდველი და საზარელი
ინსტინქტებისგან გათავისუფლებული ჩანდა. მერე
ერთბაშად იგრძნო, ეს ყველაფერი ტყუილიაო, ბავშვის
მიერ ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ ჩემს
წარმოსახვაში არსებობენო; მაგრამ თავი ხელში აიყვანა
და თქვა:

– არაფერსაც არ ვიგონებ. ყველაფერი სიმართლეა.

ქმრის ფოტოსკენ გადაიხარა და სიყვარულითა და დიდი


ვნებით მიაშტერდა. მისი სახე იმდენ მოგონებას, ერთად
გატარებულ იმდენ დღეს აცოცხლებდა, რომ შეეშინდა,
ისევ ნერვული შეტევა დამემართება და ქვითინს ვერ
შევიკავებო. მაგრამ არ დამართნია და ქმარს ხმამაღლა
უთხრა:

– შენ მაინც არ გაგანადგურებს ისე, როგორც მე


გამანადგურა. და არც დედაჩემივით სახალხოდ
.
458
1
მოკვდება. მის ბოლო სიტყვებს ვერავინ გაიგებს, მის
ბოლო ფიქრებზე არავინ დაწერს, ბოლო ტკივილით
გამოწვეული მისი კრუნჩხვების აღწერას დილის
ყავასთან ერთად არავინ წაიკითხავს. მსგავსი არაფერი
მოხდება. ეს უკვე შეუძლებელია, – მერე ფოტოს
თითებით შეეხო, სინანულით შეტრიალდა და ნაზი, ჩუმი
ხმით წარმოთქვა, – სიმართლე რომ გცოდნოდა,
დარწმუნებული ვარ, ოდესმე მაპატიებდი.

ბავშვს წარბზე ერთხელ აკოცა. თავისი საწერი მაგიდის


უჯრა ბოლოჯერ გააღო. პისტოლეტით ხელში დადგა და
გულგრილად დააკვირდა, თითქოს ამ ნივთის ნამდვილი
დანიშნულება არ იცისო. და მერე, თავისი საძინებლის
სარკის წინ მდგომმა, იარაღი ასწია და ტყვია ტვინში
დაიხალა.

თავის ძმასთან და ორ ახლადგაცნობილ ადამიანთან


ბანქოს თამაშში გართულმა მისის ბრიდლავმა კარტი
მაგიდაზე დააწყო და მესამედ თქვა:

– ქრისტინზე ვნერვიულობ. რაც გინდა, ის თქვი, ემორი,


მაგრამ რაღაც სჭირს. ამ საღამოს უკვე რამდენჯერ
დავურეკე და ყურმილს არ იღებს.

.
459
1
– იქნებ, არ უნდა ყურმილის აღება. იქნებ, კინოში
წავიდა. რატომ არ გინდა, დაწყნარდე და საცოდავ
ქრისტინს გული აღარ გაუწყალო?

– ქრისტინი ყოველთვის პასუხობს ტელეფონის ზარს. და


ბოლო პერიოდია, ღამით მარტო აღარ გადის. ეს ჩემზე
უკეთ იცი... არა, ემორი, რაღაც უცნაური ამბავია.

– ვინაა ეს ქრისტინი, ყოველ წამს რომ ახსენებთ? –


იკითხა მისის პრაისმა, – ნათესავია?

– მეზობელია, – მიუგო მისის ბრიდლავმა, – მაგრამ


ძალიან მიყვარს, ისიც და მისი პატარა გოგოც. ისეთი
სასიამოვნო ქალია – ისეთი ალერსიანი და მარტივი; აი,
რაღაცნაირად სრულიად გულახდილი.

მერე კარტი აჩეხა, დაარიგა და ჯიუტად გაიმეორა:

.
460
1
– თუკი ემორი მართალია და სადმეა წასული, ამის
შესახებ მისი ბინის გასწვრივ მცხოვრებ მისის ფორსაიტს
ეცოდინება. ახლავე დავურეკავ.

ემორიმ შემწყნარებლურად გაიცინა და თქვა:

– აი, რა უნდა უყო ასეთ ქალს?! რაც თავი მახსოვს, სულ


ასეთია.

– აბა, რა გითხრათ, – თქვა ენჯელინ პრაისმა, – მგონია,


რომ მისის ფორსაიტს აუცილებლად უნდა დაურეკოს, –
მერე მისის ბრიდლავს გახედა და ქალებმა ერთმანეთს
თანხმობის ნიშნად თავები დაუკრეს. ემორიმ მაჯის
საათს დახედა:

– თერთმეტია. თუ გინდა, რომ დაძინებამდე მიუსწრო,


გირჩევ, იჩქარო.

მაგრამ მისის ფორსაიტმა თქვა, რომ არც ქრისტინი და


არც როდა ვახშმის დაწყებიდან მოყოლებული აღარ
უნახავს. გარეთ არ გასულან. ამაში დარწმუნებული იყო.
მაგრამ, იქნებ, უბრალოდ, ადრე დაწვნენ
დასაძინებლადო.
.
461
1
– შეგიძლიათ, კარზე დაურეკოთ? – უთხრა მონიკამ, – მე
აქ დაგელოდებით.

როცა მისის ფორსაიტი დაბრუნდა, თქვა, რომ ზარი


დიდხანს რეკა. კარზეც აკაკუნა და ქრისტინსაც ეძახა;
მაგრამ პასუხი არ მიუღია.

– რამე ხომ არ მოხდა? – იკითხა, – რაიმეს გაკეთება


შემიძლია?

მისის ბრიდლავი მაგიდას დაუბრუნდა, მაგრამ ცოტა ხნის


მერე კარტი დაყარა და თქვა:

– სახლში მივდივარ. უნდა გავარკვიო, რა ხდება, – მერე


ემორის მიუტრიალდა და დაურთო, – თუ არ გინდა
წამოსვლა, შეგიძლია, დარჩე. მაგრამ მე ვნერვიულობ და
უნდა გავარკვიო.

– ხომ იცი, რომ ასე გვიან საჭესთან მარტო არ დაგსვამ, –


ემორიმ გაიცინა და მზადყოფნით განაგრძო, – თუ
მივდივართ, ნუღარ ვაყოვნებთ.

კორპუსს რომ მიუახლოვდნენ, ქუჩის მოპირდაპირე

.
462
1
მხარეს ჯონი კანკელმა გააჩერა მანქანა; ის-ის იყო,
შეყვარებული სახლამდე მიეცილებინა და,
დაპირებისამებრ, შინ თორმეტამდე დაბრუნებულიყო.
მისის ბრიდლავმა მასაც უხმო და კიბეებს ერთად
აუყვნენ. თავდაპირველად წინა კართან მივიდნენ, მისის
ბრიდლავმა დააკაკუნა და ზარი დარეკა. მისის
ფორსაიტიც გამოვიდა, კიმონოს საყელოს ჩაბღაუჭებოდა.

– ჯონი, როგორ გგონია, უკანა აივანზე აძვრომას და


სამზარეულოში გადასვლას შეძლებ? ფანჯარა დაკეტილი
თუ დაგიხვდა, ჩაამტვრიე. მერე პირდაპირ ბინაში შედი
და კარი გაგვიღე.

ჯონი კანკელი ასეც მოიქცა და ბინაში შებიჯებისთანავე


მონიკამ შეშინებული ხმით დაიძახა:

.
463
1
– ქრისტინ! ქრისტინ! ყველაფერი კარგადაა?

პირველ რიგში მისის პენმარკის საძინებელში შევიდნენ,


იქ ჯერ კიდევ ენთო შუქი, და კართან ჯგუფად შედგნენ;
მერე უკან დაიხიეს და მთელ ბინაში აანთეს შუქები.
მისის ფორსაიტი ბავშვის საძინებელში შევარდა და
სხვებიც რომ დაეწივნენ, თქვა:

– როდა ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ სასწრაფოდ უნდა


ვუხმოთ დახმარებას, – მერე ნახევრად პირდაფჩენილ
ჯონი კანკელს მიუტრიალდა და მოუთმენლად შესძახა, –
როდა ხელში აიყვანე და შენი მანქანით სააავადმყოფოში
წაიყვანე. რაც შეიძლება, სწრაფად ატარე. მგონი, ჯერ
კიდევ გვაქვს მისი გადარჩენის შანსი, მაგრამ უნდა
იჩქარო, – მერე კი მიაძახა, – დაიცა! დაიცა! მეც
გამოგყვები!

გასვენების მერე კენეტ პენმარკი მისის ბრიდლავის


მისაღებში იჯდა. როდა საავადმყოფოდან უკვე
გამოეწერათ და სანამ მისი მომავალი გაირკვეოდა, მისის
ფორსაიტთან რჩებოდა. დილით, გასვენებაში, მისის
ფორსაიტმა თქვა, ასეთი უბედური შემთხვევის
გათვალისწინებით, მზად ვარ უვადოდ, თუნდაც
.
464
1
სამუდამოდ დავიტოვო როდა, თუ, რა თქმა უნდა,
კენეტი დამთანხმდებაო. კაცმა უპასუხა, რომ დედამისი
და დები მომდევნო დღეს ჩამოდიოდნენ და როდა
უეჭველად მათ გაჰყვებოდა. მაგრამ ახლა, მონიკას დიდი
ვენტილატორის გვერდით მჯდომმა, აკანკალებულ
ხელზე შუბლი დააყრდნო და თქვა:

– რატომ ქნა ეს? ღვთის გულისათვის, ამიხსენით, ასეთი


რამ რატომ ჩაიდინა? – მონიკას მიუტრიალდა და
განაგრძო, – თქვენთან ყველაზე ახლოს იყო. იქნებ, რამე
ისეთი გითხრათ, რამაც შეიძლება მიგახვედროთ, ეს
რატომ გააკეთა? რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებულიყო.

– არ ვიცი, რატომ ქნა, – თქვა მისის ბრიდლავმა, – ამაზე


ფიქრით ვიჭყლეტ მეც ტვინს. მარტო იმის თქმა
შემიძლია, რომ არ ვიცი. მისი ყოველი ნაბიჯი გავიხსენე;
რისი მომსწრეც ვიყავი, ყველაფერი მოვიგონე.
რეჯინალდ ტასკერსა და მის ოქტავია ფერნსაც
ველაპარაკე, მაგრამ ისინიც გაოგნებულები არიან.

– მიზეზი არსებობდა. ქრისტინი უმიზეზოდ არაფერს


აკეთებდა. ვერ გამიგია. ვერ...

– ვგონებ, რაღაც ისეთ საზარელს გადაეყარა, რომლის


.
465
1
გადატანაც ვერ შეძლო. როცა ჩემთან ერთად სასტუმროში
იყო, ვემუდარებოდი, დეპეშას გავუგზავნი კენეტს და
სახლში დაბრუნებას ვთხოვ-მეთქი, მაგრამ ამის
გაგონებაც არ უნდოდა. ასე ამბობდა, ეს მას საერთოდ არ
ეხებაო. არადა, ამ უკანასკნელ დღეებში თითქოს
გამომჯობინდაო. მაგრამ მარტო არ უნდა დამეტოვებინა.
არ უნდა დამეტოვებინა. არ უნდა დამეტოვებინა.

– გგონიათ, რომ უბრალოდ, გაგიჟდა? – ჰკითხა კენეტმა.

– არა, არ მგონია. მთელი სულითა და გულით არ მგონია.

– ქრისტინი გიჟი არ ყოფილა, – თქვა ემორიმ, –


უკიდურესად განერვიულებული იყო.

.
466
1
კენეტმა ამოიოხრა და ხელი კვლავ შუბლზე მიიჭირა,
თითქოს ასე ცდილობს აუტანელი თავის ტკივილის
შემსუბუქებასო. მერე მისის ფორსაიტი შემოვიდა, პატარა
გოგოც თან ახლდა და როდამ მაშინვე მამის
ჩასახუტებლად გასწია. კენეტმა მკლავები მოხვია, ბავშვმა
გაუღიმა და თავი გვერდზე გადააგდო. მერე თავი
გამოითავისუფლა და ხალიჩაზე პატარა ცეკვა შეასრულა.
ნიკაპი ოდნავ ასწია, ნაჩვრეტი გამოაჩინა,
მომხიბვლელად შემოჰკრა ტაში და თქვა:

– კოცნებით სავსე კალათა რომ მოგცე, სანაცვლოდ რას


მომცემ?

– მოდი, სიყვარულო, – თქვა მისის ფორსაიტმა, – ჯერ არ


მოღონიერებულხარ. თავი არ უნდა გადაიღალო, – მერე
კენეტს მრავალმნიშვნელოვნად გადახედა და უთხრა, –
ჯერ ძალზე პატარაა, მომხდარის არსი რომ
გააცნობიეროს. როგორ ყოველმხრივ მიამიტია!

მაგრამ პატარა გოგო თამაშის შეწყვეტას არ აპირებდა.


მოხდენილი პირუეტი შეასრულა, რევერანსი მიაყოლა და
თქვა:

– რას მომცემ, მამა? რას მომცემ, თუ


.
467
1
კოცნებით სავსე კალათას მოგცემ? სანამ
კენეტი რამეს იტყოდა, წამიერი დუმილი
ჩამოვარდა.
– ჩახუტებების კალათას მოგცემ, – თქვა ბოლოს და მერე,
თითქოს, ამაში გახარჯა თავშეკავების უკანასკნელი
მარაგიო, სახეზე ხელები აიფარა და საზარელი, გამკივანი
ხმით აქვითინდა.

– წამო, როდა, – თქვა მისის ფორსაიტმა, – წამო, ჩემო


სიყვარულო, – ბავშვს ხელი მოკიდა და კარისკენ
წაიყვანა, – მოდი, დაბლა ჩავიდეთ და ფურცლებისგან
თოჯინები გამოვჭრათ. მამაშენი ხანგრძლივმა ფრენამ
გადაღალა. მოგვიანებით მოვალთ, დასვენებული რომ
იქნება.

მერე კენეტს მიუბრუნდა და თითქოს გლოვას


საყვედურობსო, უთხრა:

– სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეთ, მისტერ პენმარკ, და


ცხოვრებაზე არ უნდა გამწარდეთ. ღმერთის სიბრძნის
შემეცნება ყოველთვის არ ძალგვიძს, მაგრამ მის ნებას
უნდა დავემორჩილოთ. ახლა გგონიათ, რომ ყველაფერი
დაკარგეთ, მაგრამ ასე არაა. როდა მაინც ხომ დაგრჩათ.
მადლიერი უნდა იყოთ, რომ როდა კვლავ თქვენ
.
468
1
გვერდითაა.

.
469
1

You might also like