You are on page 1of 259

1

აგათა კრისტი

უდანაშაულობის

გამოცდა

მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე

2
„მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ...
„მაინც მაშინებს ჩემი ყველა სატანჯველი,
ვიცი, მაინც არ გამამართლებ“.

წიგნი იობისა, 9:20, 28

3
თავი I

უკვე ბინდდებოდა, როცა ბორანს მიუახლოვდა.


გაცილებით ადრეც შეეძლო მისვლა, თუმცა, სიმართლე ითქვას,
ფეხს ითრევდა.
ჯერ იყო სადილი მეგობრებთან ერთად რედქეიში; მსუბუქი,
უდარდელი საუბარი, ჭორების გაცვლა საერთო ნაცნობებზე – ყო-
ველივე ეს მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ თავს არიდებდა იმას, რაც
უნდა გაეკეთებინა. მეგობრებმა ჩაიზე დარჩენა შესთავაზეს და და-
თანხმდა. მაგრამ ბოლოს დადგა დრო, როდესაც მიხვდა, მეტს ვე-
ღარ გააჭიანურებდა.
ყველას დაემშვიდობა. დაქირავებული მანქანა უკვე ელოდებო-
და. ჯერ შვიდი მილი გაიარეს გზატკეცილზე სანაპიროს გასწვრივ,
სადაც უამრავი ხალხი ირეოდა, შემდეგ ტყეში ვიწრო გზაზე შეუხვი-
ეს, რომელიც მდინარის პატარა, ქვიან ნავმისადგომთან ბოლოვდე-
ბოდა.
მძღოლმა ენერგიულად შემოჰკრა მძიმე ზარს მეორე ნაპირიდან
ბორნის მოსახმობად.
– დაგელოდოთ,სერ?
– არა, – მიუგო ართურ კალგარიმ, – მანქანა შევუკვეთე. ერთ
საათში იქ უნდა დამხვდეს და დრაიმუთში წამიყვანოს.
მან მგზავრობის საფასური გადაიხადა და წვრილმანი გასამრჯე-
ლოც დაამატა. მძღოლმა სიბნელეს თვალი გაუშტერა და თქვა:
– ბორანი მალე მოვა, სერ.
შემდეგ მშვიდობიანი ღამე უსურვა, მანქანა მოაბრუნა და ფერ-
დობს აუყვა. ართურ კალგარი სანაპიროზე მარტო დარჩა თავის
ფიქრებსა და უსიამოვნო წინათგრძნობასთან. „როგორი უდაბური
ადგილია, – გაუელვა თავში, – როგორც შოტლანდიის რომელიმე

4
მივარდნილი ყურე. არადა, სულ რაღაც რამდენიმე მილზე რედქეია
სასტუმროებით, მაღაზიებით, ბარებითა და უამრავი ხალხით“.
უკვე მერამდენედ გააოცა ინგლისური პეიზაჟის მძაფრმა კონ-
ტრასტულობამ. ნიჩბების სუსტი ტყლაშუნი მოესმა – ნავმისადგომს
ბორანი მოადგა. როდესაც ნაპირზე დაამაგრეს, ართურ კალგარი
დაღმართზე დაეშვა და ზედ გადავიდა. მებორნე ბერიკაცი აღმოჩ-
ნდა და წამით კალგარიმ წარმოიდგინა, რომ მებორნე და ბორანი
ერთიანი და განუყოფელი ფანტასტიკური არსება იყვნენ.
ნაპირს მოსცილდნენ თუ არა, ზღვიდან სუსხიანმა სიომ დაუბერა.
– ცივა ამ საღამოს, – ჩაილაპარაკა მებორნემ.
კალგარიმ თავი დააქნია და თქვა, გუშინ უფრო თბილოდაო·
შეამჩნია – ან მოეჩვენა – რომ ბერიკაცი შეფარული ცნობისმოყ-
ვარეობით უყურებდა. ალბათ, ფიქრობდა, რა უცნაური ვინმეაო. ტუ-
რისტული სეზონი უკვე დამთავრდა, თანაც უცნობს უჩვეულო დროს
მოუნდომებია მგზავრობა.
– ნავმისადგომის კაფეში ასე გვიან ჩაისაც ვერ შეუკვეთდა. არც
ბარგი ჰქონდა, მაშასადამე, დარჩენას არ აპირებდა („მართლაცდა,
– გაიფიქრა კალგარიმ, – რატომ არ მოვედი უფრო ადრე? ნუთუ იმი-
ტომ, რომ ქვეცნობიერად ამ მომენტის გადადება, დროის შეძლების-
დაგვარად გაყვანა მსურდა?").. რუბიკონის გადალახვა – მდინარე...
მდინარე... ფიქრებით სხვა მდინარეს – თემზას დაუბრუნდა.
თვალგაშტერებული მისჩერებოდა მას (ნუთუ ეს მხოლოდ გუშინ
იყო?), შემდეგ მზერა ერთი მაგიდის დაშორებით მჯდომ კაცზე გა-
დაიტანა. მის ჩაფიქრებულ თვალებში რაღაც ისეთი იმალებოდა,
რაც ართურს ვერ ამოეცნო
– დაფარული, გამოუთქმელი აზრი..
„როგორც ჩანს, ჩინებულად ახერხებენ იმის დამალვას, რაც
თავში უტრიალებთ", – გაიფიქრა მან.
ახლა, როცა უნდა ემოქმედა, შიშმა შეიპყრო. არა, გასაკეთებე-
ლი უნდა გააკეთოს, შემდეგ კი... დაივიწყოს!

5
წუხანდელი საუბარი გაახსენდა და შუბლი შეეჭმუხნა. სასიამოვ-
ნო, წყნარმა, შემპარავმა ხმამ წარმოთქვა:
– დოქტორო კალგარი, დარწმუნებული ხართ, რომ ასე უნდა მო-
იქცეთ?
‒ სხვა რა შემიძლია? – მიუგო გაცხარებით, – ეს თქვენც იცით.
უნდა დამეთანხმოთ. ამას თავს ვერ ავარიდებ.
მაგრამ ვერ მიხვდა, რას გამოხატავდა შეუვალი ნაცრისფერი
თვალები, პასუხმა კი, ცოტა არ იყოს, გააოცა:
– ადამიანმა პრობლემას ყველა მხრიდან უნდა შეხედოს, ყველა
ასპექტი გასათვალისწინებელია.
– განა სამართლიანობის თვალსაზრისით მხოლოდ ერთი ასპექ-
ტი არ არსებობს? – იკითხა კალგარიმ და წამით გაიფიქრა, რომ სა-
მარცხვინო წინადადებას სთავაზობდნენ – ამ საქმის მიჩუმათებას.
– ერთგვარად, დიახ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ უფრო მნიშ-
ვნელოვანიც არსებობს. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე... სამარ-
თლიანობაა. არ მეთანხმებით?
– არა. ოჯახის წევრებსაც უნდა გავუწიოთ ანგარიში.
– დიახ... დიახ, რა თქმა უნდა. მე სწორედ მათ ვუწევ ანგარიშს.
„სისულელეა, – გაიფიქრა კალგარიმ, – მათ რომ ანგარიშს
უწევდეთ...
– ეს მხოლოდ თქვენი საქმეა, დოქტორო კალგარი, – უთხრა თა-
ნამოსაუბრემ, – ცხადია, ისე უნდა მოიქცეთ, როგორც საჭიროდ
ჩათვლით.
ბორანი ნაპირს მიადგა. რუბიკონი გადაილახა.
– თქვენგან ოთხი პენსია, სერ, – უთხრა მებორნემ დასავლეთის
საგრაფოებისთვის დამახასიათებელი კილოთი, – აქეთობას ხომ არ
გადაიხდით?
– არა, – მიუგო კალგარიმ, – უკან არ დავბრუნდები (როგორ
ავის მომასწავებლად გახმიანდა ეს სიტყვები!).
მან ფული გადაიხადა და იკითხა:
– ხომ არ იცით სახლი „სანი ფოინთი“?

6
ცნობისმოყვარეობამ მყისვე წამოყო თავი – ბერიკაცის თვალებ-
ში ინტერესი გაჩნდა.
– ცხადია, ვიცი. აი, იქ, თქვენგან ხელმარჯვნივ, ხეების მიღმა.
ბორცვზე ახვალთ და გზას მარჯვნივ გაუყვებით, შემდეგ კი ახალ
გზას შენობების მწკრივის გასწვრივ. „სანი ფოინთი“ ბოლო სახლია.
– გმადლობ.
– „სანი ფოინთი“ თქვით, არა, სერ? სადაც მისის არგაილი... ·
– დიახ, დიახ, – გააწყვეტინა კალგარიმ, რომელსაც ამ თემაზე
ლაპარაკი არ სურდა, – „სანი ფოინთი“. .
მებორნემ აუჩქარებლად, უცნაურად გაიღიმა და უეცრად ეშმაკ
ფავნს დაემსგავსა.
– თვითონ უწოდებდა ასე სახლს – ომის დროს. ცხადია, ახალა-
შენებული სახლი იყო, ჯერაც უსახელო. ტყიან ფერდობზე დგას –
ვაიფერს ფოინთზე! მაგრამ ეს სახელი არ მოსწონდა და „სანი ფოინ-
თი“ დაარქვა. ჩვენ მაინც „ვაიფერს ფოინთს“ ვუწოდებთ.
კალგარიმ მებორნეს სწრაფად გადაუხადა მადლობა, მშვიდო-
ბიანი საღამო უსურვა და ფერდობს აუყვა. ყველა სახლებში შეყუჟუ-
ლიყო, თუმცა მოეჩვენა, რომ კოტეჯების ფანჯრებიდან უხილავი
თვალები მიაცილებდნენ, იცოდნენ, სად მიდიოდა და ერთმანეთს
ეუბნებოდნენ: „ის „ვაიფერს ფოინთში" მიდის...“
„ვაიფერს ფოინთი“... სწორედ რომ შესაფერისი, შემაძრწუნებე-
ლი სახელი იყო...
გველის კბილზე ბასრი...
თავს ძალა დაატანა და მსგავს ფიქრებს გასაქანი აღარ მისცა.
ყურადღება უნდა მოეკრიბა და გადაეწყვიტა, რა ეთქვა...

***
კალგარი ახალ, ლამაზ ქუჩას გაუყვა, რომლის ორივე მხარეს
თანამედროვე კოხტა სახლები იდგა. თითოეულს რვა აკრი ბაღი
ჰქონდა; ალპური ყვავილები, ქრიზანთემა, ვარდი, სალბი, ნემსიწვ-

7
ერა... ყოველი მეპატრონე ინდივიდუალურ გემოვნებას ამჟღავნებ-
და.
ქუჩის ბოლოში ჭიშკარი დაინახა, რომელზეც გოტიკური ასოე-
ბით ეწერა: სანი ფოინთი. კუტიკარი შეაღო, მოკლე ბილიკი გაიარა
და მკვიდრად ნაგებ თანამედროვე, უსახო, წაწვეტებულსახურავიან
და ზღურბლიან სახლს მიადგა. ასეთს ნებისმიერ რესპექტაბელურ
მამულში ან ახალაშენებულ რაიონში შეხვდებოდით. კალგარის აზ-
რით, ის ვერაფერს მატებდა საუცხოო პეიზაჟს.
აქ მდინარე მკვეთრად, თითქმის ას ოთხმოცი გრადუსით უხვევ-
და. მოპირდაპირე მხარეს ტყიანი ფერდობები ამშვენებდა. მარ-
ცხნივ, შორს, დინების ზედა ნაწილში, მდინარის კლაკნილი, სალეკი
მდელოები და ხეხილის ბაღები მოჩანდა.
კალგარი ერთხანს მდინარეს მისჩერებოდა. გაიფიქრა, რომ
აქაურობას კოშკი მოუხდებოდა, უცნაური, ზღაპრული კოშკი! თაფ-
ლაკვერის ან შაქარყინულის. მის ნაცვლად კი იდგა მტკიცე, უსახო
სახლი, რომელზეც ბევრი ფული დაეხარჯათ, თუმცა იოტისოდენა
ფანტაზია ვერ გამოეჩინათ.
ბუნებრივია, ამაში არგაილებს ბრალი არ მიუძღოდათ, ვინაიდან
სახლი თავად კი არ აუშენებიათ, იყიდეს. მიუხედავად ამისა, ეს სახ-
ლი მათ ან რომელიმე მათგანმა (მისის არგაილმა?) აირჩიეს...
„ამას ვეღარ გადადებ“, – უთხრა საკუთარ თავს და ზარის ღი-
ლაკს მიაჭირა ხელი.
იდგა და ელოდებოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ხელმეორედ და-
რეკა.
ნაბიჯების ხმა არ გაუგონია, მაგრამ უეცრად კარი გაიღო.
შეკრთა და ოდნავ უკან დაიხია. ისედაც აღგზნებულს მოეჩვენა,
რომ მის წინაშე ტრაგედიის მუზა აღიმართა. კარის ღიობში ყმაწვი-
ლი ქალი იდგა. თითქმის ბავშვურ სახეზე ტანჯვა აღბეჭდოდა. „ტრა-
გიკული ნიღაბი, – გაიფიქრა კალგარიმ, – ყოველთვის სიჭაბუკის
ნიღაბია... უმწეობა, განწირულობა, ბედისწერის მოახლოება... მო-
მავლიდან...“

8
ყურადღება მოიკრიბა, რაციონალიზმს მოუხმო და დაასკვნა,
რომ ირლანდიურ ტიპს ხედავდა: თვალების ღრმა სიცისფრე, მუქი
ჩრდილი მათ გარშემო, ურჩი შავი თმა, თავისა და სახის სევდიანი
სილამაზე...
ახალგაზრდა ქალიშვილი, დაძაბული და მტრულად განწყობი-
ლი.
– დიახ? – თქვა მან, – რა გნებავთ?
– მისტერ არგაილი შინაა? – სტანდარტულად, თავაზიანად
ჰკითხა კალგარიმ.
– დიახ, მაგრამ არავის იღებს. უცნობებს ვგულისხმობ. ის თქვენ
არ გიცნობთ, ხომ ასეა?
– არ მიცნობს, მაგრამ...
– თუ ასეა, აჯობებს მისწეროთ, – უთხრა ქალიშვილმა და კარის
მიხურვა დააპირა,
– მაპატიეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო. თქვენ... მის არ-
გაილი ხართ?
– დიახ, ესთერ არგაილი, – უხალისოდ გამოტყდა ქალიშვილი,
– მაგრამ მამა არავის იღებს, თუკი შეხვედრა წინასწარ არ არის შე-
თანხმებული. ასე რომ, გიჯობთ მისწეროთ.
– გრძელი გზა გამოვიარე.
ქალიშვილი არ შერხეულა·
– ყველა ასე ამბობს. მეგონა, ამას ბოლო მოეღებოდა, – თქვა და
გამკიცხავი კილოთი განაგრძო, – თქვენ, ალბათ, რეპორტიორი
ხართ?
– არა, არა, რას ბრძანებთ!
ქალიშვილმა ეჭვიანად შეხედა – თითქოს არ სჯეროდა.
– კარგი, მითხარით, რა გნებავთ.
მის ზურგს უკან, ჰოლის სიღრმეში, ართურ კალგარიმ კიდევ ერ-
თი სახე გაარჩია, უბრალო, ბრტყელი სახე. მისი აღწერა რომ ეთხო-
ვათ, ბლინს შეადარებდა. შუახნის ქალი კინკრიხოზე დამაგრებული

9
დახვეული მოყვითალო-მოთეთრო თმით. სადარაჯოზე მდგომ დრა-
კონს ჰგავდა.
– მის არგაილ, საქმე თქვენს ძმას ეხება.
ესთერ არგაილმა სწრაფად ამოიოხრა და უნდობლად იკითხა:
– მაიკლს?
– არა, ჯეკს.
– ვიცოდი! – იფეთქა ესთერმა, – ვიცოდი, რომ ჯეკოს გამო მოხ-
ვედით! რატომ თავს არ დაგვანებებთ? საქმე ხომ უკვე დასრულდა.
რა საჭიროა მასთან მიბრუნება?
– დანამდვილებით ვერასდროს იტყვით, რომ რაღაც დასრულ-
და.
– მაგრამ ეს საქმე ნამდვილად დასრულდა! ჯეკო მოკვდა. რატომ
არ გინდათ მოასვენოთ? ყველაფერი დასრულდა. თუ ჟურნალისტი
არა ხართ, მაშასადამე, ექიმი, ფსიქოლოგი ან სხვა ვინმე იქნებით.
წადით, გთხოვთ. მამაჩემის შეწუხება არ შეიძლება. მას არ სცალია.
ქალიშვილმა კარის მიხურვა დააპირა. კალგარიმ ის გააკეთა,
რაც თავიდანვე უნდა გაეკეთებინა: სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან წე-
რილი და ქალიშვილს გაუწოდა.
– ეს მისტერ მარშალისგანაა.
გაოცებულმა ქალიშვილმა წერილი გამოართვა, თითები მოუჭი-
რა და გაუბედავად თქვა:
– მისტერ მარშალისგან? ლონდონიდან?
მოულოდნელად მას ის შუახნის ქალი შეუერთდა, რომელიც ჰო-
ლის სიღრმეში იდგა, და ეჭვიანად მიაჩერდა კალგარის. კაცს ქალ-
თა მონასტერი გაახსენდა. რა თქმა უნდა, ეს მონაზვნის სახე უნდა
ყოფილიყო! როგორ მოუხდებოდა თეთრი გახამებული ჩაჩი, თუ რა-
საც უწოდებენ, შავი სამოსი და მოსასხამი. ის მონასტრის მეკარეს
უფრო ჰგავდა, რომელიც ეჭვის თვალით გბურღავთ სქელი კარის
პატარა ფანჯრიდან, შემდეგ კი გულის კანკალით გაძლევთ შესვლის
უფლებას და მნახველების ოთახისკენ ან მონასტრის წინამძღვარ-
თან მიჰყავხართ.

10
‒ მისტერ მარშალისგან მოხვედით? – იკითხა მანბრალმდებ-
ლის კილოთი.
ესთერი კონვერტს დაჰყურებდა, რომელიც ხელში ეჭირა. შემ-
დეგ სიტყვის უთქმელად შეტრიალდა და კიბეს სირბილით აუყვა.
კალგარი ზღურბლზე იდგა და მოთმინებით იტანდა მონაზვნისა
და დრაკონის ნაზავის ეჭვით აღსავსე მზერას. ცდილობდა რამე ეთ-
ქვა, მაგრამ ვერაფერი მოეფიქრებინა, ამიტომ წინდახედულად
დუმდა.
მალე ესთერის ცივი და გულგრილი ხმა გაისმა:
– მამა ამბობს, ამოვიდესო.
დრაკონი უხალისოდ გადგა გვერდზე, თან მოსულს ეჭვიან მზე-
რას არ აცილებდა. ართურ კალგარი შევიდა,შლაპა სკამზე დადო და
კიბეზე ავიდა, სადაც ესთერი ელოდებოდა.
გააოცა იქაურობის თვალში საცემმა სისუფთავემ. ართურ კალ-
გარის ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ძვირად ღირებულ კერ-
ძო კლინიკაში მოხვდა.
დერეფანი გაიარეს, სამი საფეხურით დაბლა ჩავიდნენ და კარ-
თან გაჩერდნენ. ესთერმა შეაღო და ართური ჟესტით შეიპატიჟა.
შემდეგ თვითონაც შევიდა და კარი მიხურა.
ეს ბიბლიოთეკა იყო. კალგარიმ მიიხედ-მოიხედა და შვებით
ამოისუნთქა. ამ ოთახის ატმოსფერო ძირეულად განსხვავდებოდა
დანარჩენი სახლისგან. აქ მამაკაცი ცხოვრობდა, მუშაობდა და ის-
ვენებდა. კედლები წიგნებით სავსე კარადებს დაეფარა. ოთახში მა-
სიური და ძალზე შელახული, მაგრამ მოსახერხებელი სავარძლები
იდგა. მაგიდაზე ქაღალდები და წიგნები ეწყო – ერთისიტყვით, სა-
სიამოვნო უწესრიგობა სუფევდა. შესვლისას ართურმა თვალი მოჰ-
კრა, რომ მეორე, შორეული კარიდან ახალგაზრდა და ძალზე მიმ-
ზიდველი ქალი გავიდა. სტუმრის შესახვედრად მაგიდიდან სახლის
პატრონი წამოდგა. ხელში გახსნილი წერილი ეჭირა.

11
ლეო არგაილი ისეთი გამხდარი და გაძვალტყავებული კაცი იყო,
კალგარის ლამის მოეჩვენა, თითქმის არ არსებობსო. მის წინ მოჩ-
ვენება იდგა და არა ადამიანი. სასიამოვნო ხმა ჰქონდა, თუმცა ჟღე-
რადობა აკლდა.
– დოქტორო კალგარი, – თქვა მან, – დაბრძანდით.
კალგარი მაგიდასთან მდგარ სკამზე დაეშვა და შეთავაზებული
სიგარეტი აიღო. ლეო არგაილი აუჩქარებლად დაჯდა. ისე დინჯად
მოძრაობდა, თითქოს ამ სახლში დრო არაფერს ნიშნავდა. ლაპა-
რაკისას ოდნავ იღიმებოდა და ფერმკრთალ თითს მსუბუქად ათამა-
შებდა წერილზე.
– მისტერ მარშალი წერს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შემატ-
ყობინოთ, თუმცა არ აზუსტებს, რის თაობაზე, – მან უფრო ფართოდ
გაიღიმა და დაამატა, – იურისტები ყოველთვის ფრთხილობენ,
ოღონდ კი ზედმეტი ვალდებულება არ აიღონ.
უეცრად ართურს თავში გაუელვა, რომ მის წინ სავსებით ბედნიე-
რი ადამიანი იჯდა. არა სიცოცხლით სავსე და მხიარული, როგორც
ჩვეულებრივ ხდება, არამედ ბედნიერი თავის უღიმღამო, მაგრამ სა-
სიამოვნო, განმარტოებულ თავშესაფარში. ამ ადამიანს გარე სამყა-
როსთან არაფერი აკავშირებდა, რაც სულაც არ ადარდებდა. კალ-
გარის ეს ძალიან უკვირდა, თუმცა მიზეზს ვერ მიმხვდარიყო.
– დიდი თავაზიანობა გამოიჩინეთ, როცა ჩემთან შეხვედრას და-
თანხმდით, – თქვა მან საუბრის დასაწყებად, – გადავწყვიტე, რომ
მოწერას პირადად ნახვა ჯობდა, – ის გაჩუმდა, შემდეგ კი ნერვიუ-
ლად დაამატა, – მიმძიმს... ძალიან მიმძიმს...
– ნუ აჩქარდებით, – თავაზიანად, მაგრამ გულგრილად უთხრა
არგაილმა.
ის წინ გადაიხარა, თითქოს ჩვეული გულისხმიერებით სტუმრის
დახმარება სურდა
– ვინაიდან მარშალისგან მოხვედით წერილით, ვფიქრობ, თქვე-
ნი ვიზიტი ჩემს უბედურ ვაჟს, ჯეკოს უკავშირდება... ანუ ჯეკს... შინ
ჯეკოს ვეძახდით.

12
ახლა, როცა საშინელი სიმართლე უნდა ეთქვა, ართურს საგულ-
დაგულოდ მომზადებული ყველა სიტყვა და ფრაზა გადაავიწყდა.
კვლავ ენა დაება.
– ძალზე რთულია... – და სიტყვა გაუწყდა.
დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ ლეომ ფრთხილად თქვა:
– თუ ეს დაგეხმარებათ... კარგად გვესმის, რომ ჯეკოს ნორმა-
ლურ ადამიანს ძნელად თუ უწოდებდა კაცი. რაც უნდა გვითხრათ,
არა მგონია, გაგვაოცოს. მართალია, საშინელი ტრაგედია დატრია-
ლდა, მაგრამ თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯეკო ვერ აც-
ნობიერებდა, რას სჩადიოდა.
– ცხადია, ვერ აცნობიერებდა, – ეს ესთერმა თქვა.
კალგარი მისმა ხმამ შეაკრთო. ქალიშვილი აღარც ახსოვდა. ის სა-
ვარძლის საიდაყვეზე იჯდა მისგან ხელმარცხნივ. როდესაც მისკენ
შეტრიალდა, ესთერი მოუთმენლად გადმოიხარა მისკენ და თით-
ქოს საიდუმლოს ანდობსო, უთხრა:
– ჯეკო ყოველთვის საშინლად იქცეოდა... პატარა ბიჭივით...
როდესაც გაცეცხლდებოდა, სტაცებდა რამეს ხელს და გესროდათ...
– ესთერ... ესთერ.. ძვირფასო, – გაისმა არგაილის შეშფოთებუ-
ლი ხმა.
შემცბარმა ქალიშვილმა ხელი ტუჩებთან მიიტანა, წამოწითლდა
და მოულოდნელად დაბნეული ბავშვივით განაგრძო:
– მაპატიეთ, – თქვა მან, – არ მინდოდა... დამავიწყდა... ეს არ
უნდა მეთქვა... ახლა, როცა ჯეკო... ახლა, როცა ყველაფერი დამ-
თავრდა და... და...
– ყველაფერი დასრულდა, – შეეშველა არგაილი, – ყველაფერი
წარსულში დარჩა. ვცდილობ... ყველანი ვცდილობთ გვახსოვდეს,
რომ ის ავადმყოფი იყო... ბუნების შეცდომა... ვფიქრობ, ეს საუკე-
თესო ახსნაა, – მან კალგარის შეხედა, – არ მეთანხმებით?
– არა! – მიუგო კალგარიმ.

13
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მძაფრად წარმოთქმულმა უარყო-
ფითმა პასუხმა ორივე მსმენელი განაცვიფრა.კალგარიმ ნათქვამის
შერბილება სცადა და შეცბუნებულმა დაამატა:
– მე... მომიტევეთ... საქმე ის არის, რომ თქვენ ბევრი რამ არ
იცით.
– ოჰ! – ჩაფიქრებით თქვა არგაილმა და ქალიშვილისკენ მიტ-
რიალდა, – ესთერ, აჯობებს, მარტო დაგვტოვო...
– არ წავალ! უნდა მოვისმინო... ყველაფერი უნდა ვიცოდე.
– შეიძლება გული გეტკინოს...
ესთერმა მოუთმენლად შესძახა:
– რა მნიშვნელობა აქვს, კიდევ რა საშინელება ჩაიდინა ჯეკომ?
ყველაფერი დასრულდა.
– დამიჯერეთ, გთხოვთ, – სასწრაფოდ ჩაურთო კალგარიმ, –
თქვენს ძმას არაფერი ჩაუდენია... პირიქით.
– ვერაფერი გავიგე...
ოთახის შორეულ კუთხეში კარი გაიღო და შემოვიდა ახალგაზ-
რდა ქალი, რომელიც კალგარიმ ცოტა ხნის წინ შეამჩნია. პალტო
ეცვა. ხელში ტყავის პატარა პორტფელი ეჭირა.
მან არგაილს მიმართა:
– მივდივარ. თუ კიდევ რამეა...
არგაილი წამით შეყოყმანდა (ალბათ, ყოველთვის ყოყმანობსო,
გაიფიქრა კალგარიმ), შემდეგ ქალს ხელზე ხელი მოჰკიდა და წინ
გამოიყვანა.
– დაჯექი, გვენდა, – თქვა მან, – ეს... ე-ე... დოქტორი კალგარია,
ეს კი მის ვოენი, რომელიც... – ის კვლავ შეყოყმანდა, – რომელიც
რამდენიმე წელია, ჩემი მდივანია. გვენდა, დოქტორ კალგარის
სურს რაღაც გვიამბოს... ან რაღაც გვკითხოს... ჯეკოზე...
– უნდა გიამბოთ, – გააწყვეტინა კალგარიმ, – თქვენ კი, რაც
დრო გადის, მართალია, გაუცნობიერებლად, ამ ამოცანას მირთუ-
ლებთ. ყველამ გაოცებით შეხედა, თუმცა კალგარის მოეჩვენა, რომ
გვენდა ვოენის თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალმა გაიელვა.

14
თითქოს წამით ისინი მოკავშირეები გახდნენ, ქალმა უსიტყვოდ უთ-
ხრა: „დიახ... ვიცი, არგაილები რთული ხალხია“.
„როგორი მომხიბლავი ქალია, – გაიფიქრა კალგარიმ, ‒ არცთუ
ახალგაზრდაა – ოცდაჩვიდმეტი ან ოცდათვრამეტი წლის იქნება.
დახვეწილი ფიგურა, წაბლისფერი თმა, თაფლისფერი თვალები...
სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ასხივებს. ეტყობა, თავისი საქმის
მცოდნე და ჭკვიანიც არის“.
არგაილმა მისთვის დამახასიათებელი გულგრილობით თქვა:
– დოქტორო კალგარი,არ მეგონა, თუ უხერხულ მდგომარეობა-
ში ჩაგაგდებდით. მერწმუნეთ, ეს განზრახვა არმქონია. თუ საქმის
არსს გაგვაცნობთ...
– დიახ, დიახ. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც ვთქვი. უბრალოდ,
თქვენ და თქვენი ქალიშვილი დაჟინებით იმეორებთ, რომ ყველა-
ფერი დასრულდა... მორჩა... წარსულს ჩაჰბარდა, მაგრამ არაფერი
დასრულებულა. ნათქვამია, „არ უნდა დავმშვიდდეთ, სანამ...“
– „სანამ სამართლიანობა არ იზეიმებსო", – დაასრულა მის ვო-
ენმა, – კიპლინგის სიტყვებია.
ქალმა კალგარის გასამხნევებლად თავი დაუქნია და კაცმა მის-
დამი მადლიერება იგრძნო.
– მაგრამ საქმეზე გადავალ, – განაგრძო კალგარიმ, – როდესაც
იმას მოისმენთ, რის თქმასაც ვაპირებ, მიხვდებით.. .რატომ ვითრევ
ფეხს. უფრო სწორად, რატომ ვგრძნობ თავს უხერხულად. თავდა-
პირველად ორიოდე სიტყვას საკუთარ თავზე მოგახსენებთ. მე გე-
ოფიზიკოსი ვარ და ცოტა ხნის წინ ექსპედიციაში ვმონაწილეობდი
ანტარქტიკაზე. რამდენიმე კვირაა, რაც ინგლისში დავბრუნდი.
‒ ჰეის ბენტლის ექსპედიცია? – ჰკითხა გვენდამ.
კალგარიმ კვლავ მადლიერებით აღსავსე მზერა მიაპყრო ქალს.
– დიახ, ჰეის ბენტლის ექსპედიცია იყო. ამას იმიტომგიყვებით,
რომ ჩემზე წარმოდგენა შეგექმნათ, აგრეთვე იმის ასახსნელად, თუ
რატომ არ ვიცოდი არაფერი ბოლო ორი წლის განმავლობაში აქ...
მიმდინარე მოვლენებზე.

15
გვენდამ კვლავ გაუწოდა დახმარების ხელი:
– მკვლელობასთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებს
გულისხმობთ?
– დიახ, მის ვოენ, სწორედ მათ, – კალგარი არგაილს მიუბრუნ-
და, – მაპატიეთ, თუ ტკივილს გაყენებთ, მაგრამ ზოგიერთი თარიღი
და დრო უნდა დავაზუსტო. შარშანწინ, 9 ნოემბერს, საღამოს 6 სა-
ათისთვის, თქვენს ვაჟიშვილ ჯეკ (თქვენთვის ჯეკო) არგაილსა და
დედამისს, მისის არგაილს, შორის საუბარი გაიმართა.
– დიახ, მასსა და ჩემს ცოლს შორის.
– ჯეკმა დედას უთხრა, რომ პრობლემა შეექმნა და ფული სთხო-
ვა. ეს უწინაც მომხდარა...
– ბევრჯერ, – თქვა ლეომ და ამოიოხრა.
– მისის არგაილმა უარი უთხრა. ჯეკი შეურაცხყოფასა და მუქა-
რაზე გადავიდა. ბოლოს, ოთახიდან გავარდა და დედას გამოსძახა,
მე კიდევ დავბრუნდები, შენ კი მაგ უარს ინანებო. „გინდა ციხეში
ჩამსვან?“ – ჰკითხა დედას, მისის არგაილმა კი უპასუხა: „ზოგჯერ
მჯერა, რომ ეს შენთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა“.
ლეო არგაილი მოუსვენრად აწრიალდა.
– მე და ჩემი ცოლი ხშირად ვმსჯელობდით ამ საკითხზე. ჩვენ
ძალზე... უკმაყოფილო ვიყავით ჩვენი ბიჭით. ბევრჯერ დავეხმარეთ,
გვსურდა ახალი ცხოვრება დაეწყო. გვეჩვენებოდა, რომ ციხეში
მოხვედრა მასზე დადებითად იმოქმედებდა, – მისტერ არგაილმა
ხმადაბლა დაამატა, – მაგრამ განაგრძეთ, თუ შეიძლება.
– იმავე საღამოს, მოგვიანებით, თქვენი მეუღლე მოკლეს, –
თქვა კალგარიმ, – თავში ქარცახი ჩაარტყეს. მასზე თქვენი ვაჟიშვი-
ლის თითების ანაბეჭდი აღმოაჩინეს. საწერი მაგიდის უჯრიდან კი,
სადაც თქვენი ცოლი ფულს ინახავდა, დიდი თანხა დაიკარგა. პო-
ლიციამ თქვენი შვილი დრაიმუთში დააკავა. მას ფული უპოვეს, ძი-
რითადად, ხუთგირვანქიანი ბანკნოტები. ერთ-ერთ მათგანზე დაწე-
რილი სახელითა და მისამართით დაასკვნეს, რომ ეს ფული იმავე
დღეს, დილით, მისის არგაილმა ბანკიდან გამოიტანა. ჯეკს ბრალი

16
წაუყენეს და ის სასამართლოს წინაშე წარდგა, – კალგარი ორიოდე
წამით გაჩუმდა, – განაჩენი – განზრახ მკვლელობა.
საბედისწერო სიტყვა, როგორც იქნა, ითქვა. მკვლელობა...
ოღონდ ის ხმამაღლა კი არა, ყრუდ გახმიანდა და სქელ ფარდებში,
წიგნებში, ხალიჩაში ჩაიკარგა... სიტყვა შეიძლება ყრუდ წარმოით-
ქვას ან საერთოდ არ ითქვას, მაგრამ ქმედება...
‒ მისტერ მარშალმა, ბრალდებულის ადვოკატმა, მითხრა, რომ
თქვენი შვილი დაკავების დროს თავის უდანაშაულობაზე უდარდე-
ლად, თითქმის მხიარულად ლაპარაკობდა. ირწმუნებოდა, რომ
მტკიცე ალიბი ჰქონდა იმ დროზე, როდესაც, პოლიციის მტკიცებით,
დანაშაული მოხდა, კერძოდ, შვიდსა და რვის ნახევარს შორის.
თქვა, რომ დაახლოებით შვიდ საათზე მანქანა გააჩერა აქედან ერ-
თი მილის დაშორებით, რედმინ-დრაიმუთის გზატკეცილზე, სიბნელ-
ეში ავტომობილის მარკა ვერ გაარჩია, მაგრამ ახსოვდა, რომ შავი
თუ მუქი ლურჯი სედანი იყო, საჭესთან შუახნის მამაკაცი იჯდა. პო-
ლიციამ ძალისხმევა არ დაიშურა მანქანისა და მძღოლის საპოვნე-
ლად, თუმცა ვერსად აღმოაჩინეს. ჯეკ არგაილის ადვოკატებიც კი
დარწმუნებული იყვნენ, რომ მათმა დაცვის პირმა ყველაფერი სა-
ხელდახელოდ შეთხზა, თანაც სრულიად არადამაჯერებლად...
სასამართლოში დაცვის მთავარი ხაზი ფსიქიატრების ჩვენებებზე
გადიოდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, ჯეკ არგაილი ფსიქიკურად გა-
უწონასწორებელი პიროვნებააო. მაგრამ მოსამართლე გესლიანი
კომენტარებით გამოეხმაურა ამ ჩვენებებს და ისინი ბრალდებულის
საზიანოდ შეაფასა. ერთი სიტყვით, ჯეკ არგაილს სამუდამო პატიმ-
რობა მიუსაჯეს. ის ციხეში სასჯელის მოხდის დაწყებიდან ექვს თვეში
გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.
კალგარი გაჩუმდა. მას სამი წყვილი თვალი მისჩერებოდა. გვენ-
და ვოენი ინტერესითა და ყურადღებით უსმენდა, ესთერი კვლავაც
ეჭვიანად უყურებდა, ლეო არგაილი კი უტყვი მზერით.
– ადასტურებთ, რომ ფაქტები სწორად გადმოვეცი? – იკითხა
კალგარიმ.

17
– დიახ, ზედმიწევნით სწორად, – მიუგო ლეომ, – თუმცა ვერ გა-
მიგია, რისთვის დაგჭირდათ ამ მტკივნეული ფაქტების ჩამოთვლა,
რომელთა დავიწყებასაც ყველანი ვცდილობთ.
– მომიტევეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. რო-
გორც ვხვდები, განაჩენს ეთანხმებით?
– თუ მხოლოდ ფაქტებს გავითვალისწინებთ, უნდა ვაღიაროთ,
რომ მკვლელობა მოხდა, მაგრამ თუ საქმეს ღრმად ჩავწვდებით, შე-
მამსუბუქებელ გარემოებებსაც აღმოვაჩენთ. ბიჭი ფსიქიკურად გა-
უწონასწორებელი იყო, თუმცა იურისტებმა ის ქმედუნარიანად ჩათ-
ვალეს. ჩვენი ამჟამინდელი კანონები არასრულყოფილია, კარგა
ხნის მოძველებული. გარწმუნებთ, დოქტორო კალგარი, რომ რე-
იჩელი – ჩემს განსვენებულ მეუღლეს ვგულისხმობ – პირველი აპა-
ტიებდა საბრალო ბიჭს მის უგუნურსაქციელს. უაღრესად ჭკვიანი და
კეთილი ქალი იყო და ადამიანთა ფსიქოლოგიაშიც ჩინებულად ერ-
კვეოდა. მას სამუდამო პატიმრობას არ მიუსჯიდა.
– იცოდა, რომ ჯეკოს საშინლად მოქცევა შეეძლო, – თქვა ეს-
თერმა, – ჩემი ძმა ყოველთვის ასეთი იყო... საკუთარ თავს ვერა-
ფერს უხერხებდა.
– მაშასადამე, ეჭვი არავის შეგპარვიათ? – აუჩქარებლად იკით-
ხა კალგარიმ, – მის უდანაშაულობას ვგულისხმობ.
ესთერს თვალები გაუფართოვდა.
– როგორ შეგვეძლო? ცხადია, არა – ის დამნაშავე იყო.
– არა, დამნაშავე არა, – შეეპასუხა ლეო, – ეს სიტყვა არ მომ-
წონს.
– ეს სიტყვა არც არის შესაფერისი, – კალგარიმ ამოიხვნეშა, –
ჯეკ არგაილი... უდანაშაულოა!

18
თავი II

ამ სიტყვებს თითქოს სენსაცია უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ასე არ


მოხდა. კალგარი მოელოდა, რომ ყველა დაიბნეოდა, დაეტყობოდა,
ეჭვნარევი სიხარული დაეუფლებოდათ, შეკითხვებს დააყრიდნენ...
იმედი გაუცრუვდა. მხოლოდ დაძაბულობა და ეჭვი გააჩინა. გვენდა
ვოენი მოიღუშა. ესთერი გაფართოებული თვალებით მისჩერებო-
და. შეიძლება ეს ბუნებრივიც იყო – ასეთი განცხადების ერთბაშად
მიღება ეძნელებოდათ.
ლეო არგაილმა ყოყმანით თქვა:
– დოქტორო კალგარი, იმის თქმა გსურთ, რომ ჩემს აზრს
იზიარებთ? მიგაჩნიათ, რომ ჯეკი ვერ აცნობიერებდა, რას სჩადი-
ოდა?
– იმას ვგულისხმობ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია! ნუთუ
ვერ გაიგეთ? არ ჩაუდენია. ვერ ჩაიდენდა... რომ არა საბედისწერო
გარემოებათა დამთხვევა, ჯეკ არგაილი უდანაშაულობას დაამტკიც-
ებდა· მე შევძლებდი მისი უდანაშაულობის დამტკიცებას.
– თქვენ?
– მე ვიჯექი იმ მანქანის საჭესთან.
კალგარიმ ეს ისე ჩვეულებრივად თქვა, თავდაპირველად ვერა-
ვინ ვერაფერს მიხვდა. სანამ გონს მოეგებოდნენ, კარი გაიღო და
არაფრით გამორჩეული გარეგნობის მრგვალსახიანი ქალი შემოვი-
და.
– როდესაც კარს ჩავუარე, საუბარს მოვკარი ყური, – თქვა მი-
კიბ-მოუკიბავად, – ეს კაცი ამბობს, რომ ჯეკოს მისის არგაილი არ
მოუკლავს. საიდან მოიტანა ეს? რა იცის?...
ეს კი თქვა ქალმა, მაგრამ უეცრად, კალგარის გასაოცრად, შე-
მართული და მკაცრი გამომეტყველება შეეცვალა.
– მეც უნდა მოვისმინო, – ჩაილაპარაკა საცოდავად, – არ შემიძ-
ლია გარეთ დარჩენა, მეც მინდა ვიცოდე ყველაფერი.

19
– რა თქმა უნდა, კირსტი. თქვენც ოჯახის წევრი ხართ, – თქვა
ლეო არგაილმა და განაგრძო, – ეს მის ლინდსტრომია, ეს კი დოქ-
ტორი კალგარი. ჩვენი სტუმარი დაუჯერებელ რამეს ამბობს.
კალგარის გაუკვირდა, რომ ქალს შოტლანდიური სახელი ერ-
ქვა, ვინაიდან უზადო ინგლისურით ლაპარაკობდა, მხოლოდ კილო
ჰქონდა ოდნავ უჩვეულო.
– აქ არ უნდა მოსულიყავით, – თქვა კირსტიმ საყვედურის კი-
ლოთი, – არც მსგავსი რამ უნდა გეთქვათ. ამით მხოლოდ ხალხს
აღიზიანებთ. ისინი უკვე შეურიგდნენ თავს დამტყდარ უბედურებას,
თქვენ კი ტკივილს უახლებთ. ყველაფერი ღვთის ნებით მოხდა.
ქალის თვითკმაყოფილმა კილომ ართური აღაშფოთა. „რო-
გორც ჩანს, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სხვისი
უბედურებით ტკბებიან, – გაიფიქრა მან, მაგრამ ამ სიამოვნებას არ
მივანიჭებ“.
– იმ საღამოს, თვრამეტ საათსა და ორმოცდათხუთმეტ წუთზე, –
თქვა ცივად და საქმიანად, – რედმინ-დრაიმუთის გზატკეცილზე ავ-
ტომობილში ახალგაზრდა კაცი ჩავისვი, რომელიც მანქანის გაჩე-
რებას ცდილობდა. დრაიმუთამდე მივიყვანე. გზაში ერთმანეთს გა-
მოველაპარაკეთ. სასიამოვნო და სიმპათიური კაცი იყო.
– ჯეკო მართლაც კარგად აღზრდილი იყო, – თქვა გვენდამ, –
ყველა ასე ფიქრობდა, მაგრამ ხასიათი არ უვარგოდა. ცხადია, პა-
ტიოსნებასთანაც მწყრალად იყო, – დაამატა ჩაფიქრებით, – თუმცა
უცხო თვალი ამას ადვილად ვერ შეამჩნევდა.
მის ლინდსტრომი გვენდას მიუბრუნდა:
– ასე ნუ ლაპარაკობთ, ის ხომ მკვდარია.
– დოქტორო კალგარი, განაგრძეთ, თუ შეიძლება, –ოდნავ
მკვეთრად თქვა ლეო არგაილმა, – რატომ ადრევე არ მოხვედით?
– დიახ, – გაცხარებით თქვა ესთერმა, – რატომ აარიდეთ თავი
ამ ყველაფერს? გაზეთები ყველას მოუწოდებდნენ დახმარებისკენ.
როგორ გამოიჩინეთ ასეთი ეგოიზმი, ასეთი ბოროტება...

20
– ესთერ, ესთერ, – გააწყვეტინა მამამ, – დოქტორ კალგარის
თხრობა არ დაუსრულებია.
კალგარიმ ქალიშვილს მიმართა:
‒ ვხვდები, რასაც გრძნობთ. ისიც ვიცი, მე რას ვგრძნობ და რას
ვიგრძნობ ყოველთვის... – მან თავს ძალა დაატანა და განაგრძო, –
ახლა კი ნება მომეცით ბოლომდე გიამბოთ ყველაფერი.
იმ საღამოს გზებზე ბევრი მანქანა მოძრაობდა. როდესაც დრა-
იმუთში ჩავედით და ახალგაზრდა კაცი გადმოვსვი, რომლის სახე-
ლიც არ ვიცოდი, უკვე რვის ნახევარზე გაცილებით მეტი იყო. ეს, ჩე-
მი აზრით, პირწმინდად აბათილებს ჯეკ არგაილისთვის წაყენებულ
ბრალდებას, ვინაიდან, პოლიციის მტკიცებით, დანაშაული შვიდსა
და რვის ნახევარს შორის მოხდა.
– დიახ, – თქვა ესთერმა, – მაგრამ თქვენ...
– მოითმინეთ, თუ შეიძლება. იმისათვის, რომ ყველაფერი გა-
იგოთ, ცოტათი უკან უნდა დავბრუნდე. დრაიმუთში ორი დღე დავ-
რჩი მეგობრის ბინაში. ის მეზღვაურია და იმ დროს ზღვაში იყო გა-
სული. მანვე მათხოვა თავისი ავტომობილიც, რომელიც მის გარაჟ-
ში იდგა. სწორედ იმ დღეს, 9 ნოემბერს, ლონდონში მიწევდა დაბრე-
ნება. გადავწყვი ტე საღამოს მატარებელს გავყოლოდი, რათა მოხუ-
ცი ძიძის მონახულებაც მომესწრო – ის ჩვენს ოჯახში ყველას ძალ-
იან უყვარს. პატარა კოტეჯში ცხოვრობს, პოლგარტში, დრაიმუთის
დასავლეთით ორმოციოდე მილზე. შევუარე კიდეც. დაბერებულია
და გულმავიწყობაც შეჰპარვია, მაგრამ მე მიცნო, უზომოდ გაუხარ-
და და აღელდა, რადგან გაზეთში წაიკითხა, რომ „პოლუსზე მივემ-
გზავრებოდი", როგორც თვითონ თქვა. მასთან ცოტა ხანს დავრჩი,
რათა არ გადამეღალა. დრაიმუთში დასაბრუნებლად სანაპიროს
ნაცვლად სხვა გზა ავირჩიე – ჩრდილოეთისკენ გავემართე, რედ-
მინში, ძველი კანონიკ ფისმარშის სანახავად.
მას ბიბლიოთეკაში ბევრი იშვიათი წიგნი აქვს, მათ შორის ძვე-
ლი ტრაქტატი ნავიგაციაზე, საიდანაც რაღაცის ასლი უნდა გადამე-
ღო. ხანდაზმულ ჯენტლმენს ტელეფონი არა აქვს, ვინაიდან ეშმაკის

21
გამოგონებად მიაჩნია, ისევე, როგორც რადიო, ტელევიზია, კინო
და რეაქტიული თვითმფრინავები, ამიტომ შესაძლოა შინ არ დამ-
ხვედროდა. მართლაც არ გამიმართლა – სახლი დაკეტილი დამ-
ხვდა. ცოტა ხანს ეკლესიაში დავყავი, შემდეგ კი დრაიმუთისკენ ავი-
ღე გეზი მთავარი გზით, რითაც ერთგვარი სამკუთხედი შევკარი.
დროც მქონდა, რომ ბინაში შემევლო, ჩემოდანი ამეღო, ავტომობი-
ლი გარაჟში დამეყენებინა და მატარებლისთვის მიმესწრო. გზად,
როგორც უკვე გითხარით, მანქანაში ახალგაზრდა კაცი ჩავისვი და
დრაიმუთში ჩავიყვანე. რკინიგზის სადგურში მისულს ცოტაოდენი
დრო კიდევ მქონდა. მთავარ ქუჩაზე გამოვედი სიგარეტის საყიდ-
ლად.
გზაზე გადასვლისას მოსახვევიდან დიდი სიჩქარით მომავალი
სატვირთო მანქანა გამოვარდა და დამეჯახა. გამვლელების თქმით,
უვნებლად გადავრჩი. მართლაც წამოვდექი და სავსებით ნორმა-
ლურად ვიქცეოდი. ვთქვი, რომარაფერი მჭირდა, რომ მატარებელ-
ზე მაგვიანდებოდა, მაგრამ როდესაც პადინგტონის სადგურში მივე-
დით, უკვე უგონოდ ვიყავი და საავადმყოფოში წამიყვანეს. იქ ტვი-
ნის შერყევა დამიდგინეს – როგორც გავიგე, მსგავსი შენელებული
ეფექტი იშვიათობა არ ყოფილა.
რამდენიმე დღის შემდეგ გონზე მოვედი, მაგრამ არაფერი მახ-
სოვდა არც უბედური შემთხვევის და არც ლონდონში დაბრუნების
შესახებ. უფრო ზუსტად, ბოლო, რაც მახსოვდა, ძიძასთან პოლგარ-
ტში მგზავრობა იყო. ამას სუფთა ფურცელი მოსდევდა. დამარწმუ-
ნეს, რომ ეს ხშირად ხდება. საფუძველი არ მქონდა მეფიქრა, რომ იმ
საათების განმავლობაში, რომლებიც მეხსიერებიდან ამომივარდა,
რამე მნიშვნელოვანი მოხდა. არავის, არც მე,თავში აზრადაც არ
მოგვსვლია, რომ იმ საღამოს რედმინ-დრაიმუთის გზატკეცილზე შე-
მეძლო გავლა.
ინგლისიდან ჩემს გამგზავრებამდე ცოტა დრო რჩებოდა. სა-
ავადმყოფოდან, სადაც სრულ სიმშვიდეში მამყოფებდნენ და გაზე-
თებიც არ მოჰქონდათ, აეროპორტში გავემგზავრე გასაფრენად და

22
ექსპედიციასთან შესაერთებლად. ექიმებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ
ექსპედიციაში მონაწილეობისთვის გამოვდგებოდი, მაგრამ მათი
აზრი უგულებელვყავი. მომზადებამ ისე გამიტაცა, რომ არც გაზეთე-
ბისთვის მეცალა და, მით უმეტეს, არც კრიმინალური ქრონიკის-
თვის. მოგვიანებით, ჯეკის დაპატიმრების შემდეგ, გაზეთებში ხმა-
ური შეწყდა, იმ დროისთვის კი, როცა საქმე სასამართლომდე მივი-
და და კვლავ დაიწყეს დეტალების გამოქვეყნება, უკვე ანტარქტი-
კისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი.
ართური მცირე ხნით გაჩუმდა. ყველა ყურადღებითუსმენდა.
– ყველაფერი დაახლოებით ერთი თვის წინათ ინგლისში დაბ-
რუნების შემდეგ აღმოვაჩინე. ნიმუშების გასახვევად ძველი გაზეთე-
ბი დამჭირდა და ბინის დიასახლისმა მთელი შეკვრა მომიტანა –
მათ ცეცხლის დასანთებად იყენებდა. ერთ-ერთი მაგიდაზე გავშალე
და ახალგაზრდა კაცის ფოტოსურათი დავინახე. სახე მეცნო. შევეცა-
დე გამეხსენებინა, სად მენახა და ვინ იყო, მაგრამ ვერ შევძელი. უც-
ნაურია, მაგრამ მახსოვდა, რაზე ვსაუბრობდით – გველთევზებზე.
მონუსხულივით უსმენდა საგას გველთევზების ცხოვრებაზე. მაგრამ
როდის? სად? წავიკითხე, რომ ამ ახალგაზრდას, ჯეკ არგაილს,
მკვლელობაში ადანაშაულებდნენ, და რომ პოლიციაში განაცხადა,
რომ ქალაქამდე ვიღაცამ მიმიყვანა შავი სედანითო.
უეცრად ჩემი ცხოვრების ეს დაკარგული ნაწილი გამახსენდა.
სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი ჩავისვი მანქანაში და დრაიმუთში ჩა-
ვიყვანე. იქ დავშორდი და ბინაში დავბრუნდი... შემდეგ ქუჩაზე გა-
დავდიოდი სიგარეტის საყიდლად., თვალწინ გამიელვა სატვირთო
მანქანამ, რომელმაც წამაქცია. ამის მერე, საავადმყოფოში მოხ-
ვედრამდე, არაფერი მახსოვდა. კვლავ ვერ ვიხსენებდი, როგორ მი-
ვედი რკინიგზის სადგურამდე და როგორ ჩავჯექი ლონდონისკენ მი-
მავალ მატარებელში. სტატია რამდენჯერმე გადავიკითხე, სასამარ-
თლო პროცესი ერთი წლის წინათ დასრულებულა, საქმე თითქმის
დაივიწყეს.

23
„ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დედამისი მოკლა, – გაჭირვე-
ბით გაიხსენა ჩემი ბინის პატრონმა, – არ ვიცი, რა ბედი ეწია, მგონი,
ჩამოახრჩვეს“. იმ პერიოდის გაზეთები გადავიკითხე და „მარშა-
ლიტმარშალში“ წავედი, რომლის იურისტებიც ბრალდებულის ინ-
ტერესებს იცავდნენ. იქ შევიტყვე, რომ უბედურ ახალგაზრდას ვე-
ღარ დავეხმარებოდი, ვინაიდან ის ციხეში პნევმონიით გარდაცვლი-
ლა. მაგრამ სამართლიანობა უნდა აღმდგარიყო, თუნდაც მისი
ხსოვნის გულისთვის. მისტერ მარშალთან ერთად პოლიციაში წავე-
დი. საქმე პროკურორს წარუდგინეს.
მარშალს თითემის არ ეპარებოდა ეჭვი, რომ საქმეს განსახილვე-
ლად შინაგან საქმეთა მინისტრს გადასცემდნენ.
მისტერ მარშალისგან აუცილებლად მიიღებთ დაწვრილებით ან-
გარიშს, რომელიც ჩემი თხოვნით ჯერ არ გამოუგზავნია, ვინაიდან
ძალიან მინდოდა სიმართლე ჩემგან გაგეგოთ. ვალდებული ვიყავი
ეს გამოცდა გამევლო. დარწმუნებული ვარ, დანაშაულის შეგრძნება
მუდამ თან გამყვება. მე რომ ქუჩაზე გადასვლისას მეტი სიფრთხილე
გამომეჩინა... – ის წამით გაჩუმდა, – მესმის, რომ ჩემზე გული არას-
დროს მოგიბრუნდებათ... თუმცა ფორმალურად უდანაშაულო ვარ...
თქვენ... ყველანი დამადანაშაულებთ.
– არა, ცხადია, არ გადანაშაულებთ, – სწრაფად ჩაილაპარაკა
გვენდამ თბილი და კეთილგანწყობილი კილოთი, – უბრალოდ...
ასე მოხდა. გარემოებათა ტრაგიკული... წარმოუდგენელი დამთხვე-
ვა.
– მათ თუ დაგიჯერეს? – იკითხა ესთერმა.
ართურმა გაოცებით შეხედა ქალიშვილს.
– პოლიციამ... პოლიციაში დაგიჯერეს? ხომ შეიძლება ეს ყველა-
ფერი გამოგეგონებინათ.
კალგარის უნებურად გაეღიმა.
– როგორც მოწმე, პატივისცემას ვიმსახურებ, – მიუგო რბილად,
– ანგარება არ მამოძრავებს. პოლიციამ ყველაფერი გულდასმით
შეამოწმა – სამედიცინო ცნობები, თვითმხილველთა ჩვენებები

24
დრაიმუთში, რომლებიც ჩემს ნათქვამს ადასტურებენ. მისტერ მარ-
შალმა იურისტების დამახასიათებელი სიფრთხილე გამოიჩინა. არ
სურდა თქვენთვის იმედი ჩაესახა, სანამ წარმატებაში არ დარწმუნ-
დებოდა.
ლეო არგაილი სკამზე შეირხა და ამ ხნის განმავლობაში, სანამ
კალგარი ლაპარაკობდა, პირველად ამოიღო ხმა:
– რას გულისხმობთ წარმატებაში?
– მომიტევეთ, – სწრაფად მიუგო კალგარიმ, – ეს არცთუ შესაფე-
რისი სიტყვაა. თქვენს ვაჟიშვილს იმ დანაშაულში დასდეს ბრალი,
რომელიც არ ჩაუდენია, გაასამართლეს, მსჯავრი დასდეს. ის ციხეში
გარდაიცვალა. ჭეშმარიტება ძალზე გვიან დადგინდა, მაგრამ შესაძ-
ლებელია სამართლის აღდგენა. ის უნდა აღდგეს და ამისთვის ყვე-
ლაფერს გააკეთებენ. სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი დე-
დოფალს მიმართავს, ის კი ჯეკ არგაილს შეიწყალებს.
ესთერს გაეცინა.
– შეწყალება იმისთვის, რაც ადამიანს არ ჩაუდენია?
– მესმის თქვენი. ტერმინოლოგია ხშირად ვერ ასახავს საქმის
არსს, მაგრამ ეს აუცილებელია, რათა პარლამენტში შეკითხვა გაგ-
ზავნონ. პასუხში მკაფიოდ იქნება მითითებული, რომ ჯეკ არგაილს
არ ჩაუდენია ის დანაშაული, რისთვისაც მსჯავრი დასდეს. ამ ფაქტს
გაზეთებიც გააშუქებენ.
ართური გაჩუმდა. ყველა დუმდა. კალგარის ვარაუდით, ეს არ-
გაილებისთვის, ალბათ, დიდი მოულოდნელობა იყო, თუმცა სასია-
მოვნო მოულოდნელობა.
ის წამოდგა.
– ვშიშობ, – თქვა ყოყმანით, – მეტს ვერაფერს დავამატებ... გარდა
იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ და კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას...
იმედია, გამიგებთ. ტრაგედიამ, რომელმაც მისი ცხოვრება დაასრუ-
ლა, ჩემს ცხოვრებასაც დაღი დაასვა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში,
– კალგარის ხმაში ვედრების კილო გაისმა, – ეს რაღაცას მაინც ნიშ-

25
ნავს – იმის ცოდნა, რომ ჯეკს ეს საშინელი დანაშაული არ ჩაუდე-
ნია... რომ მისი სახელი... თქვენი სახელი... საზოგადოების თვალში
კვლავ შეუბღალავი იქნება, არა?
შესაძლოა ართურს იმედი ჰქონდა, რომ ვინმე მაინც უპასუხებ-
და, მაგრამ ასე არ მოხდა.
მხრებში მოხრილი ლეო არგაილი სავარძელში იჯდა. გვენდა მას
თვალს არ აცილებდა. ესთერს ფართოდ გახელილი თვალები სივ-
რცისთვის გაეშტერებინა. მის ლინდსტრომმა თავი შეარხია და რა-
ღაც ჩაიდუდღუნა.
კალგარი უმწეოდ იდგა კართან და მათ შეჰყურებდა.
ბოლოს, ინიციატივა საკუთარ თავზე გვენდა ვოენმა აიღო – მას-
თან მივიდა, მკლავზე შეეხო და უთხრა:
– აჯობებს წახვიდეთ, დოქტორო კალგარი. ეს მათთვის ძალზე
ძლიერი შოკი იყო. დრო სჭირდებათ ყველაფრის გასაცნობიერებ-
ლად.
ართურ კალგარიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. კიბეს-
თან მას მის ლინდსტრომი დაეწია.
– გაგაცილებთ, – უთხრა მან.
ართურმა უკან მიიხედა და სანამ კარი დაიხურებოდა, დაინახა,
როგორ დაეშვა მუხლებზე ესთერი ლეო არგაილის სავარძლის
გვერდით. ამან, ცოტა არ იყოს, გააოცა.
კიბის უჯრედზე გვარდიელივით გაჭიმულმა მის ლინდსტრომმა
კალგარის მკაცრად მიმართა:
– თქვენ ჯეკს ვერ გააცოცხლებთ. მაშ, რა საჭიროა მათთვის წარ-
სულის გახსენება? ისინი უკვე შეეგუნენ თავიანთ მწუხარებას. ახლა
კვლავ დაიტანჯებიან. ჯობდა, ყველაფერი ძველებურად დაგეტოვე-
ბინათ. ქალს უკმაყოფილო კილო ჰქონდა.
– მის სახელს სამარცხვინო ლაქა უნდა მოშორდეს, – თქვა არ-
თურ კალგარიმ.
– ოჰ, რა მშვენიერი სიტყვებია! მათ ცხოვრება დაალაგეს. მაგრამ
თქვენ ვერ ხვდებით, ეს რას ნიშნავს. მამაკაცებს ფიქრი არ უყვართ,

26
– ქალმა ფეხი დააბაკუნა, – მე ამ ოჯახის ყველა წევრი მიყვარს. აქ
1940 წელს მოვედი მისის არგაილის დასახმარებლად, როდესაც
თავშესაფარი გახსნა იმ ბავშვებისთვის, რომელთა სახლებიც
დაიბომბა. მათ არაფერი გააჩნდათ. მათთვის ყველაფერს ვაკეთებ-
დით. ეს თითქმის თვრამეტი წლის წინათ იყო. მისი სიკვდილის შემ-
დეგ მაინც დავრჩი აქ, რათა მათ მივხედო, რათა სახლში სიმყუდრო-
ვე და სისუფთავე სუფევდეს, სასმელ-საჭმელი დროულად ჰქონდეთ.
მე ყველა მათგანი მიყვარს, დიახ, მიყვარს... ჯეკო კი... ის კარგი ბიჭი
არ იყო! თუმცა ისიც მიყვარდა. მაგრამ ის... არაფრად ვარგოდა!
მის ლინდსტრომი მკვეთრად შეტრიალდა და წავიდა. როგორც
ჩანს, დაავიწყდა, რომ სტუმარი უნდა გაეცილებინა. ართური ნელა
დაეშვა კიბეზე. კართან რთული საკეტის გასაღებად შეყოვნდა. უეც-
რად ზურგს უკან მსუბუქი ნაბიჯების ხმა მოესმა – კიბეზე ესთერი ჩა-
მორბოდა.
ქალიშვილი კართან მივიდა და გააღო. ახლა იდგნენ და ერთმა-
ნეთს მისჩერებოდნენ. კალგარი ვერ ხვდებოდა, რატომ უყურებდა
ქალიშვილი ასეთი ტრაგიკული და გამკიცხავი მზერით.
– რატომ მოხვედით? – მიახალა ესთერმა, – ოჰ, რატომ მოხვე-
დით?
კალგარიმ უმწეოდ შეხედა მას.
– თქვენი არ მესმის. ნუთუ არ გსურთ თქვენი ძმის სახელს შავი
ლაქა მოშორდეს? ნუთუ არ გსურთ სამართლიანობის აღდგენა?
– სამართლიანობა! – ზიზღით შესძახა ქალიშვილმა.
– თქვენი არ მესმის... – გაიმეორა კალგარიმ.
– კვლავ სამართლიანობა აგიჩემებიათ! რა მნიშვნელობა აქვს
მას ჯეკოსთვის? ის მოკვდა. ახლა მთავარი ჯეკო არ არის. მთავარი
ჩვენ ვართ!
– რას გულისხმობთ?
– ახლა საქმე დამნაშავეებს კი არ ეხება, არამედ უდანაშა-
ულოებს.
ქალიშვილი კალგარის ხელში ჩააფრინდა და თითები მოუჭირა.

27
– მთავარი ჩვენ ვართ. ნუთუ ვერ ხვდებით, რა დღეში ჩაგვყა-
რეთ?
კალგარი ესთერს მიაჩერდა.
სიბნელეს მამაკაცის ფიგურა გამოეყო.
– დოქტორო კალგარი, – თქვა მან, – თქვენი ტაქსი მოვიდა, სერ,
რათა დრაიმუთში წაგიყვანოთ.
– ოჰ... ე-ე... გმადლობ.
კალგარი კვლავ ესთერისკენ მიტრიალდა, მაგრამ ის უკვე სახ-
ლში შესულიყო.
კარი ხმაურით დაიკეტა.

28
თავი III

ესთერი ნელა აუყვა კიბეს, თან ჩაფიქრებული სახით მაღალ შუბ-


ლზე ჩამოშლილ ხშირ წაბლისფერ თმას ისწორებდა. კიბის ბოლო-
ში კირსტენ ლინდსტრომი იდგა.
– წავიდა?
– დიახ, წავიდა.
– ძალიან ინერვიულე, ესთერ, – კირსტენმა ქალიშვილს მხარზე
ნაზად დაადო ხელი, – წამომყევი. ცოტა ბრენდის დაგალევინებ. ძა-
ლას შეგმატებს.
– კირსტი, არა მგონია, ახლა ბრენდი მინდოდეს.
– შეიძლება არ გინდა, მაგრამ მოგიხდება.
ესთერი აღარ შესწინააღმდეგებია. ისინი დერეფანს გაუყვნენ და
კირსტენ ლინდსტრომის პატარა სასტუმრო ოთახში შევიდნენ.ესთე-
რმა შეთავაზებული ბრენდი აიღო და მოსვა. კირსტენ ლინდსტრომ-
მა გაღიზიანებული კილოთი თვქვა:
– ყველაფერი ძალზე მოულოდნელად მოხდა. უნდა გავეფრთხი-
ლებინეთ. რატომ მისტერ მარშალმა არ შეგვატყობინა ეს ამბავი?
– ვფიქრობ, დოქტორმა კალგარიმ არ დაანება. თავად სურდა
მოსვლა ჩვენთვის ამ ამბის მოსაყოლად.
– მოსულიყო და თვითონ ეთქვა! იმაზე თუ იფიქრა, ეს ამბავი რა
დღეში ჩაგვყრიდა?
– ჩანს, – თქვა ესთერმა უცნაური, ყრუ ხმით, – იფიქრა, გაუხარ-
დებათო.
– გაგვიხარდებოდა თუ არა, შოკი ნამდვილად არ აგვცდებოდა.
ასე არ უნდა მოქცეულიყო.
– მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, გაბედულად მოიქცა, – ჩა-
ილაპარაკა ესთერმა და წამოწითლდა, – იმას ვგულისხმობ, რომ
რთულია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მიხვიდე ოჯახში და თქვა, რომ
მისი ერთ-ერთი წევრი, რომელიც მკვლელობისთვის გაასამარ-

29
თლეს და მერე ციხეში გარდაიცვალა, უდანაშაულოა. ჰო, გაბედუ-
ლად მოიქცა... თუმცა ვისურვებდი სიმხდალე გამოეჩინა და არ მო-
სულიყო, – დაამატა მან.
– ეს... ყველას გვსურდა, – მყისვე აიტაცა მის ლინდსტრომმა.
ესთერს თავისი წუხილი წამით გადაავიწყდა და ცნობისმოყვა-
რეობით შეხედა თანამოსაუბრეს.
– მაშასადამე, მეთანხმები, კირსტი? მეგონა, მხოლოდ მე ვფიქ-
რობდი ასე.
– სულელი არა ვარ, – მკვეთრად თქვა მის ლინდსტრომმა, – შე-
მიძლია ის შედეგები წარმოვიდგინო, რომლებზეც დოქტორი კალ-
გარი არც დაფიქრებულა.
ესთერი წამოდგა.
– მამასთან უნდა წავიდე, – თქვა მან.
მის ლინდსტრომი დაეთანხმა.
‒ ჰო, ახლა იმაზე უნდა დაფიქრდეს, როგორ ჯობია მოქცევა.
როდესაც ესთერი ბიბლიოთეკაში შევიდა, გვენდა ვოენი ტელე-
ფონზე ნომერს კრეფდა. მამამ ხელის დაქნევით მოიხმო ქალიშვი-
ლი, ისიც მიუახლოვდა და სავარძლის საიდაყვეზე ჩამოუჯდა.
– მერისა და მიკისთან დაკავშირებას ვცდილობთ, – თქვა კაცმა,
– დაუყოვნებლივ უნდა შეიტყონ ყველაფერი.
– ალო! – თქვა გვენდა ვოენმა, – მისის დარანტი ხართ? მერი?
გვენდა ვოენი ვარ. მამათქვენს სურს დაგელაპარაკოთ.
ლეო ტელეფონთან მივიდა და ყურმილი აიღო.
– მერი, როგორ ხარ? ფილიპი როგორ არის?... კარგია. რაღაც
განსაკუთრებული მოხდა და გადავწყვიტე დაუყოვნებლივ მეთქვა.
ახლახან ვინმე დოქტორი კალგარი გვეწვია, თან ენდრიუ მარშალის
წერილი მოიტანა. ეს ჯეკოს უკავშირდება. – დაუჯერებელი ამბავია
– ისეთი პირი უჩანს, ყველაფერი, რაც ჯეკომ სასამართლოში
თქვა: – თუ როგორ ჩაიყვანა დრაიმუთში ვიღაცამ თავისი მანქანით,
სრული სიმართლეა. სწორედ დოქტორ კალგარის ჩაუსვამს ჯეკო

30
მანქანაში, – ლეო გაჩუმდა, რათა ქალიშვილის სიტყვებისთვის მო-
ესმინა, – კარგი, მერი, დეტალებს აღარ მოვყვები... თავის დროზე
უბედური შემთხვევის გამო არ განაცხადა. ტვინის შერყევა ჰქონდა.
ყველაფერი დადასტურებულია. ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდშევიკ-
რიბოთ და დავილაპარაკოთ. იქნებ მარშალმაც მოახერხოს მოს-
ვლა. კარგი იურისტის რჩევაც დაგვჭირდება. შეძლებთ შენ და ფი-
ლიპი?... ჰო... ჰო, ვიცი... მაგრამ მართლა ვფიქრობ, ძვირფასო,
რომ ეს მნიშვნელოვანია... ჰო... მოგვიანებით დამირეკე. ახლა მი-
კის უნდა დავუკავშირდე.
მან ყურმილი დადო. გვენდა ვოენი ტელეფონის აპარატთან მი-
ვიდა.
– მიკის ახლავე დავურეკო.
– გვენდა, თუ წინააღმდეგი არა ხარ, ჯერ მე დავრეკავ.
დონალდს უნდა დაველაპარაკო, – ითხოვა ესთერმა.
– რა თქმა უნდა, – თქვა ლეომ, – თუ არ ვცდები, ამ საღამოს მას-
თან შეხვედრას აპირებ, არა?
– ვაპირებდი, – მიუგო ესთერმა.
მამამ ყურადღებით შეხედა ქალიშვილს.
– ძალიან განიცადე, ძვირფასო?
– არ ვიცი, – თქვა ესთერმა, ტელეფონთან მივიდა და ნომერი აკ-
რიფა, – შეიძლება დოქტორ კრეიგს დაველაპარაკო? დიახ, დიახ,
ესთერ არგაილი ვარ.
ხანმოკლე დუმილის შემდეგ კი განაგრძო:
– თქვენ ხართ, დონალდ?... ამ საღამოს თქვენთან ერთად ლექ-
ციაზე წასვლას, ალბათ, ვერ შევძლებ... არა,ავად არა ვარ... უბრა-
ლოდ... უბრალოდ, ძალზე უცნაური ამბავი შეგვატყობინეს.
სანამ დოქტორ კრეიგის პასუხს ისმენდა, ესთერმა ყურმილს ხე-
ლი დააფარა და მამას ჰკითხა:
– ეს საიდუმლო არ არის, ხომ?

31
– არა, – აუჩქარებლად თქვა ლეომ, – საიდუმლო არარის, მაგ-
რამ... მინდა დონალდს ვთხოვო, რომ ჯერჯერობით სხვას არ გაუმ-
ხილოს. ხომ იცი, როგორ ვრცელდება ჭორი.
– ჰო, ვიცი, – მიუგო ესთერმა და ყურმილში განაგრძო, – დო-
ნალდ, ამას შესაძლოა კარგი სიახლეც ვუწოდოთ, მაგრამ, იმავ-
დროულად, დამთრგუნველიცაა. მირჩევნია, ამაზე ტელეფონით არ
ვილაპარაკო... არა, არა, აქ არ მოხვიდეთ... არა, გეთაყვა, დღეს
არა. იქნებ ხვალ. საქმე... ჯეკოს ეხება. ჰო... ჰო... ჩემს ძმას... ახლა-
ხან გაირკვა, რომ დედა მას არ მოუკლავს... ოღონდ, დონალდ, თუ
შეიძლება, ეს ჯერ არავის უთხრათ. ხვალ ყველაფერს მოგიყვებით...
არა, დონალდ, არა... დღეს არავის ნახვა არ შემიძლია... არც თქვე-
ნი. გთხოვთ... და არაფერი თქვათ.
მან ყურმილი დადო და ხელით ანიშნა გვენდას, რომ შეეძლო და-
ერეკა. გვენდა ტელეფონთან მივიდა და დრაიმუთთან დაკავშირება
ითხოვა. ლეომ ქალიშვილს ალერსიანად უთხრა:
– ესთერ, რატომ არ გინდა ლექციაზე წასვლა დონალდთან ერ-
თად? ყურადღებას სხვა რამეზე გადაიცტანდი.
– არ მინდა, მამა. არ შემიძლია.
‒ შენ ისე ლაპარაკობდი.. დონალდს შთაბეჭდილება დარჩებო-
და, რომ ეს ცუდი სიახლეა. უნდა გითხრა, ესთერ, რომ ასე არ არის.
დიახ, დოქტორმა გაგვაოცა და ცხადია, ძალიან, ძალიან გაგვახარა
კიდეც... სხვაგვარად როგორ იქნებოდა?
– მაშასადამე, ყველას ასე ვეტყვით, არა?
– ჩემო ძვირფასო... – ფრთხილად დაიწყო ლეომ.
– მაგრამ ეს ხომ სიმართლე არ არის, – თქვა ესთერმა, – ცუდი
სიახლეა. ძალზე გულდასაწყვეტი.
– ხაზზე მიკია, – თქვა გვენდამ.
ლეო კვლავ აპარატთან მივიდა, ქალს ყურმილი გამოართვა და
ვაჟიშვილსაც იგივე უთხრა, რაც ქალიშვილს. მიკიმ სიახლე მერი

32
დარანტისგან განსხვავებულად მიიღო,‒ არც პროტესტი გამოუხა-
ტავს, არც გაოცება, არც უნდობლობა, თითქოს განსაკუთრებული
არაფერი მომხდარიყოს.
– რა ჯანდაბაა! – თქვა მან, – ამდენი ხნის შემდეგ? დაკარგული
მოწმე! გამოდის, იმ საღამოს ჯეკოს არ გაუმართლა.
ლეო კვლავ შეუდგა ლაპარაკს. მიკი უსმენდა.
– ჰო, – თქვა ბოლოს, – გეთანხმები. აჯობებს, სასწრაფოდ შე-
ვიკრიბოთ და მარშალს რჩევა ვკითხოთ, – უეცრად მან გაიცინა.
ლეოს კარგად ახსოვდა ეს სიცილი. ასე იცინოდა მიკი პატარაობი-
სას, როდესაც ფანჯრის ახლოს, ბაღში თამაშობდა, – როგორი ფსო-
ნებია? – განაგრძო მიკიმ, – რომელმა ჩვენგანმა ჩაიდინა ეს?
ლეომ ყურმილი დაახეთქა და აპარატს მოშორდა.
– რა თქვა? – ჰკითხა გვენდამ.
ლეომ მიკის სიტყვები გადასცა.
– ჩემი აზრით, სულელური ხუმრობაა, – თქვა გვენდამ.
ლეომ მას სწრაფად გახედა.
– იქნებ არც უხუმრია, – ჩაილაპარაკა ხმადაბლა.

***

მერი დარანტმა ოთახი გადაჭრა, ლარნაკიდან ჩამოცვენილი


ქრიზანთემების ფურცლები აკრიფა და ფრთხილად ჩაყარა სანაგვე
კალათაში. ეს იყო ოცდაშვიდი წლის მაღალი, მშვიდი გამომეტყვე-
ლების ქალი. მართალია, ნაოჭები ჯერ არ გასჩენოდა, მაგრამ ასაკ-
თან შედარებით მეტის შეხედულება ჰქონდა – შეიძლება მისთვის
დამახასიათებელი სერიოზულობის გამო, რაც თითქოს მისი მაკია-
ჟის განუყრელი ნაწილი გამხდარიყო. ლამაზი იყო, თუმცა არა მომ-
ხიბლავი. სახის სწორი ნაკვთები, გლუვი კანი, ხასხასა ცისფერი

33
თვალები, აკურატულად დავარცხნილი და კეფაზე აგროვილი წაბ-
ლისფერი თმა. ასეთ სტილს მაშინ მოდურად მიიჩნევდნენ, თუმცა
მერი ამას არად დაგიდევდათ – უბრალოდ, ეს საკუთარ სტილად
აერჩია და არასდროს ღალატობდა. მისი გარეგნობა წესრიგიანო-
ბით მისსავე სახლს ჰგავდა. მტვერი, ჭუჭყი თუ არეულობა უზომოდ
აწუხებდა. ინვალიდის ეტლში მჯდომი კაცი ღიმილით აკვირდებო-
და, როგორ ფრთხილად იღებდა ის ყვავილის ჩამოცვენილ ფურ-
ცლებს და კალათაში ყრიდა.
– ოჰ, ეს სალუქი არსება, – თქვა კაცმა, – ყველა ნივთი თავის
ადგილზე უნდა იდოს, – მან გაიცინა, თუმცა მის სიცილში მცირედი
გაღიზიანებაც იგრძნობოდა, მაგრამ მერი დარანტს ეს არ ადარდებ-
და.
– მიყვარს, როცა ყველაფერი მოწესრიგებულია, – დაეთანხმა
კაცს, – იცი, ფილ, არც შენ მოგეწონებოდა არეულ-დარეული სახ-
ლი.
– ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთების შანსი არა მაქვს, – სიმ-
წარენარევი კილოთი მიუგო ქმარმა.
მათი ქორწინებიდან მალევე ფილიპ დარანტს პარალიზული პო-
ლიომიელიტი დაემართა. მერისთვის, რომელიც მას აღმერთებდა,
ის არა მარტო ქმარი, არამედ ბავშვიც გახდა. კაცს დროდადრო ეუ-
ხერხულებოდა კიდეც ცოლის ასეთი მესაკუთრული სიყვარული. ქა-
ლი ვერ ხვდებოდა, იმის გაცნობიერებით მიღებული სიამოვნება,
რომ ქმარი მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული, კაცს ზოგჯერ ძა-
ლიან აღიზიანებდა.
ფილიპ დარანტმა ისე სწრაფად განაგრძო ლაპარაკი, თითქოს
ეშინოდა, ცოლს თანაგრძნობის გამოხატვა არ დაეწყო:
– უნდა გითხრა, რომ მამაშენმა წარმოუდგენელი სიახლე გამ-
ცნო! ამდენი ხნის შემდეგ! როგორ შეგიძლია ასე მშვიდად შეხვდე ამ
ამბავს?
– მგონი, ჯერ ვერ გავაცნობიერე... ეს ხომ დაუჯერებელია, თავ-
დაპირველად ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა. ესთერს რომ დაერეკა,

34
ვიფიქრებდი, ყველაფერი მისი წარმოსახვის ნაყოფია-მეთქი. ხომ
იცი, როგორი ხასიათი აქვს.
ფილიპ დარანტის გამომეტყველებას სიმწრის განცდა მოაკლდა.
მან ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
– შმაგი და მგზნებარე არსება, რომელიც ცხოვრებაში უსიამოვ-
ნებებს ეძებს და კიდეც პოულობს.
მერიმ მის სიტყვებს ყურადღება არმიაქცია – სხვა ადამიანების
ხასიათის თავისებურებები არ აინტერესებდა.
– იმედია, ეს სიმართლეა, არა? – ეჭვნეულად იკითხა მან, – ან
იქნებ ყველაფერი იმ კაცმა მოიგონა?
– იმ გონებაგაფანტულმა მეცნიერმა? ამის დაშვება თავისუფ-
ლად შეიძლება, – თქვა ფილიპმა, – მაგრამ, როგორც ჩანს, ენდრიუ
მარშალმა სერიოზულად აღიქვა. თანაც, შეგახსენებ, რომ ფირმა
„მარშალიტმარშალი“ მკაცრად იცავს იურიდიულ პრინციპებს.
მერი დარანტი მოიღუშა.
– ფილ, რა მოჰყვება ამ ყველაფერს?
– რა მოჰყვება? ჯეკოს სრული რეაბილიტაცია. თუ, რა თქმა უნ-
და, ხელისუფლებაც დარწმუნდება. როგორც ვატყობ, ეჭვის საფუძ-
ველი არც არსებობს.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, – თქვა მერიმ და ამოიოხრა.
ფილიპ დარანტმა კვლავ გაიცინა და ტუჩები მოპრუწა.
– პოლი! – შესძახა მან, – შენ ბოლოს მომიღებ.
მერი დარანტს ამ სახელს მხოლოდ ქმარი ეძახდა, რაც სრული-
ად არ შეესაბამებოდა ქალის აღნაგობას. მან ფილიპს ოდნავ გაოცე-
ბით შეხედა.
– ვერ ვხვდები, რით გაგამხიარულე.
– შენი შემწყნარებლური და თავაზიანი დამოკიდებულებით, –
მიუგო ფილიპმა, – როგორც რომელიმე ლედი აქებს პროვინციულ
ხელნაკეთ ნამუშევრებს საქველმოქმედო ბაზრობაზე.

35
– მაგრამ ეს ხომ მართლა ძალიან კარგია! – თქვა გაოცებულმა
მერიმ, – ახლა არ მითხრა, კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენს ოჯახში
მკვლელიაო.
– არ ვიტყოდი, რომ მკვლელი ჩვენს ოჯახშია.
– ეს თითქმის ერთი და იგივეა. იმას ვგულისხმობ, რომ ამან
ძალზე შეგვაშფოთა და ბევრი უხერხულობა შეგვიქმნა. ყველას
ცნობისმოყვარეობა კლავდა. როგორ მძულდა ისინი!
– მაგრამ თავი მშვენივრად გეჭირა, – თქვა ფილიპმა, – შენი
ცისფერი და ცივი მზერით სუსხავდი. აიძულებდი, უკან დაეხიათ და
სინდისის ქენჯნა ეგრძნოთ. შენ შესანიშნავად გეხერხება ემოციების
დაფარვა.
‒ ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონდა. უაღრესად არასასიამოვ-
ნო იყო, – თქვა მერი დარანტმა, – მაგრამ ის მოკვდა და ამას თან-
დათან ბოლო მოეღო. ახლა კი ხელმეორედ დაიწყებენ წარსულის
ქექვას, რაც ძალზე დამღლის.
– ჰო, – ჩაფიქრებით თქვა ფილიპ დარანტმა. ის შეკრთა, სახეზე
ტკივილი აღებეჭდა. მერი მაშინვე მის გვერდით გაჩნდა.
– კვლავ სპაზმებია? მოიცა, ბალიშს გაგისწორებ. აი, ასე. უკეთე-
სია?
– შენ მედდა უნდა იყო საავადმყოფოში, – ჩაილაპარაკა ფილიპ-
მა.
– სულაც არ მინდა სხვების მოვლა. მხოლოდ შენი მოვლა
მსურს.
ქალმა ეს უბრალოდ წარმოთქვა, მაგრამ ამ უბრალო სიტყვების
მიღმა ძლიერი გრძნობა იმალებოდა.
ტელეფონმა დარეკა. მერიმ ყურმილი აიღო.
– ალო... დიახ... გისმენთ... აჰ, შენ ხარ... – ის ფილიპს მიუბრუნ-
და, – მიკია. ჰო... ჰო... ვიცით... მამამ დარეკა... ჰო, ცხადია... ჰო...
ჰო... ფილიპი ამბობს, რახან იურისტებს ეჭვი არ ეპარებათ, მაშასა-

36
დამე, ასეც არისო... მაგრამ, მიკი, მართლა ვერ გამიგია, რა გა-
ნერვიულებს... არც ასეთი სულელი ვარ... მომისმინე, მიკი, ჩემი აზ-
რით, შენ... ალო!.. ალო! – ქალი გაბრაზდა და მოიღუშა, – გამითი-
შა, – მან ყურმილი დადო, – არა, ფილიპ, მიკის ვერაფერი გავუგე.
– რა თქვა?
– ძალზე გაღიზიანებულია. მითხრა, ბრიყვი ხარ, მოსალოდნელ
შედეგებს ვერ აცნობიერებო. ჯოჯოხეთური დღეები დაგვიდგებაო!
სწორედ ასე თქვა. მაგრამ რატომ? ვერ გამიგია.
– როგორც ჩანს, დამფრთხალია, – ჩაფიქრებული სახით თქვა
ფილიპმა.
– მაგრამ რატომ?
– იცი, მიკი მართალია. ამას ბევრი რამე მოჰყვება.
მერის დაბნეულობა დატყო.
– იმას გულისხმობ, რომ ამ საქმით დაინტერესება გაიღვიძებს?
ცხადია, მიხარია, რომ ჯეკოს ბრალდება მოუხსნეს, მაგრამ ძალიან
უსიამოვნო იქნება, თუ მითქმა-მოთქმა ატყდება.
– მთავარი ის არ არის, რას იტყვიან მეზობლები. უფრო მნიშვნე-
ლოვანი რამეც არსებობს.
მერიმ კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.
– პოლიციაც დაინტერესდება!
– პოლიცია? – გაიკვირვა მერიმ, – ვითომ რატომ?
– აბა, დაფიქრდი, ჩემო კარგო, – უთხრა ფილიპმა.
მერი აუჩქარებლად მივიდა მასთან და გვერდით მიუჯდა.
– ეს კვლავ გაუხსნელი დანაშაული იქნება, – თქვა ფილიპმა.
– აჰ, თავს არ შეიწუხებენ – ამდენი დრო გავიდა!
– ეს სასურველის რეალობად გასაღების ჩინებული მაგალითია,
– მიუგო ფილიპმა, – ოღონდ, ვშიშობ, აშკარად უსაფუძვლო.
– მას შემდეგ, რაც ასე სულელურად მოიქცნენ... ამხელა შეცდო-
მა დაუშვეს ჯეკოს საქმეში და წარსულის ქექვას მოისურვებენ?
– იქნებ არც მოინდომონ, მაგრამ მაინც მოუწევთ! ეს მათი მოვა-
ლეობაა.

37
– ოჰ, ფილიპ, უთუოდ ცდები. ლაპარაკით გულს მოიოხებენ და
დაწყნარდებიან.
– და ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ, – დამცინავად
დაასრულა ფილიპმა.
– რატომაც არა?
ფილიპმა თავი გადააქნია.
– ყველაფერი არც ისე მარტივადაა... მამაშენი მართალია. უნდა
შევიკრიბოთ და მოვითათბიროთ. მარშალიც უნდა მოვიწვიოთ, რო-
გორც მან თქვა.
– გულისხმობ, რომ... „სანი ფოინთში“ უნდა წავიდეთ?
– ჰო.
– ოჰ, ამას ვერ შევძლებთ.
– რატომ?
– შეუძლებელია. შენ ინვალიდი ხარ...
– არა ვარ ინვალიდი, – გაღიზიანებული კილოთი თქვა ფილიპ-
მა, – სავსებით ჯანმრთელი და ძლიერი ვარ. უბრალოდ, ფეხებმა
დამაღალატეს. შესაფერისი ტრანსპორტით ტიმბუქტუმდეც კი ჩა-
ვალ.
‒ „სანი ფოინთში“ გამგზავრება ძალიან გავნებს. ამ არასასია-
მოვნო საქმის ამოქექვა...
– ეს ჩემი თავსატეხი არ არის.
– ...თანაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მივატოვოთ სახ-
ლი. ბოლო დროს ქურდობამ და ძარცვამ იმატა.
– ვინმეს ვთხოვოთ, რომ ჩვენს არყოფნაში მიხედოს.
– რა ადვილი სათქმელია... მერედა, ვის ვთხოვოთ?
– თუნდაც მოხუც მის... არ მახსოვს, რა ჰქვია... ყოველ-დღე რომ
მოდის აქ. გეყოფა მომიზეზება, პოლი. თქვი, რომ წასვლა არ გინდა.
– ჰო, არ მინდა.
– იქ ცოტა ხანს დავრჩებით, – დაამშვიდა ფილიპმა, – აუცილებ-
ლად უნდა წავიდეთ. ასეთ დროს ოჯახმა ერთიანი ფრონტით უნდა
იმოქმედოს. უნდა შევთანხმდეთ, როგორ მოვიქცეთ.

38
***
კალგარიმ ადრიანად ისადილა დრაიმუთის სასტუმროში და თა-
ვის ნომერში ავიდა. ჯერაც განიცდიდა იმას, რაც „სანი ფოინთში" გა-
მოიარა. ცხადია, ელოდა, რომ მძიმე მისიის შესრულება მოუწევდა.
ამიტომ ძალ-ღონე მოიკრიბა, რათა ღირსეულად გაერთმია თავი.
მაგრამ ყველაფერი სრულიად სხვა მხრივ აღმოჩნდა მტკივნეული
და უსიამოვნო. წამოწვა, სიგარეტი გააბოლა და ფიქრებით კვლავ
ამასწინანდელ მოვლენებს მიუბრუნდა.
ყველაზე მკაფიოდ თვალწინ ესთერის სახე ედგა დამშვიდობები-
სას, მისი ზიზღით აღსავსე მიუღებლობა სამართლიანობისკენ მო-
წოდებისა! რა თქვა ამაზე? „ახლა საქმე დამნაშავეებს კი არ ეხება,
არამედ უდანაშაულოებს". შემდეგ კი: „ნუთუ ვერ ხვდებით, რა დღე-
ში ჩაგვყარეთ?“
ვერ ხვდებოდა, ასეთი რა ჩაიდინა.
ახლა სხვები. ქალი, რომელსაც კირსტის ეძახდნენ (რატომ კირ-
სტი – შოტლანდიური სახელი? ის შოტლანდიელი არ არის... უფრო
დანიელი ან ნორვეგიელია). რატომ ელაპარაკებოდა ასე მკაცრად,
გამკიცხავად?
ლეო არგაილიც უცნაური ჩანდა – გულდახურული, განდგომი-
ლი. არადა, ბუნებრივი რეაქცია იქნებოდა, თუ იტყოდა: „მადლობა
ღმერთს, ჩემი შვილი უდანაშაულოა!“
შემდეგ ის ქალიშვილი... ლეოს მდივანი. ცდილობდა თავაზია-
ნობა გამოეჩინა და დახმარებოდა, მაგრამ მასაც უცნაური რეაქცია
ჰქონდა. გაახსენდა, როგორ იდგა მუხლებზე არგაილის სავარძლის
გვერდით. თითქოს... თითქოს.. თანაუგრძნობდა, ანუგეშებდა. რა
ჰქონდა კაცს სანუგეშო? ის, რომ მისი შვილი მკვლელი არ აღმოჩ-
ნდა? და, ცხადია... ჰო, ცხადია... ამ საქციელში უფრო მეტი იკითხე-
ბოდა, ვიდრე მდივნის განცდები – თუნდაც სტაჟიანი მდივნის... რას
ნიშნავდა ყოველივე ეს? რატომ...
საწოლთან მდგარ მაგიდაზე ტელეფონმა დარეკა. მან ყურმილი
აიღო.– ალო?

39
– დოქტორო კალგარი, თქვენ გკითხულობენ.
– მე
ართური გაოცდა. როგორც ახსოვდა, არავისთვის უთქვამს, რომ
ღამეს დრაიმუთში გაათევდა.
– ვინ არის?
– მისტერ არგაილია, – მიუგო პორტიემ ხანმოკლე დუმილის
შემდეგ.
‒ ოჰ, უთხარით... – ართურ კალგარი აპირებდა ეთქვა, ახლავე
ჩამოვალ ჰოლშიო, მაგრამ თავი შეიკავა: თუკი ლეო არგაილი მას
დრაიმუთში ჩამოჰყვა და დაადგინა, რომელ სასტუმროში გაჩერდა,
მაშასადამე, მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა და საუბარი ხალხმრა-
ვალ ჰოლში ნამდვილად ხელს არ მისცემდა.
ამიტომაც თქვა:
– სთხოვეთ ჩემს ნომერში ამოვიდეს, კარგი?
ართური საწოლიდან წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა, სანამ
კარზე არ დააკაკუნეს.
კალგარიმ კარი გააღო. ·
– შემობრძანდით, მისტერ არგაილ, მე...
შეცბუნებულს სიტყვა გაუწყდა. ეს ლეო არგაილი კი არა, ოციო-
დე წლის ახალგაზრდა კაცი იყო, ლამაზი და შავგვრემანი, მაგრამ
გაბოროტებული, ბრაზიანი, ხელმოცარული ადამიანის სახით.
‒ არ მელოდით, – თქვა ახალგაზრდამ, – მამაჩემს ელოდით. მე
მაიკლ არგაილი ვარ.
– შემოდით, – კალგარიმ სტუმარი შემოუშვა და კარი მიხურა, –
როგორ გაიგეთ, რომ აქ ვიყავი? – ჰკითხა მოსულს და პორტსიგარი
გაუწოდა.
მაიკლ არგაილმა სიგარეტი აიღო და უსიამოვნოდ ჩაიცინა.
– ძალზე იოლი იყო! დიდ სასტუმროებში დავრეკე იმ იმედით,
რომ რომელიმე მათგანში გაჩერდებოდით. მეორე ცდაზე გამიმარ-
თლა.
– რატომ გსურდათ ჩემი ნახვა?

40
– მინდოდა მენახა, ვინ ბრძანდებით... – აუჩქარებლად მიუგო
მაიკლ არგაილმა და კალგარის შემფასებლური მზერა შეავლო:
ოდნავ მოხრილი მხრები, ჭაღარაშეპარული თმა, თხელი, მგრძნო-
ბიარე სახე.
– მაშ, თქვენ ხართ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც „ჰეის ბენტლით“
პოლუსისკენ გაემგზავრა. არც ისე კარგად გამოიყურებით.
ართურ კალგარიმ ოდნავ გაიღიმა.
– ზოგჯერ გარეგნობა იტყუება, – თქვა მან, – საკმაოდ ძლიერი
ვარ. მთავარი კუნთების ძალა როდია. სხვა მნიშვნელოვანი თვისე-
ბებიც არსებობს – ამტანობა, მოთმინება, სპეციალური ცოდნა.
– რამდენი წლის ხართ? ორმოცდახუთის?
– ოცდათვრამეტის.
– მეტის შეხედულება გაქვთ.
– დიახ... დიახ, ალბათ, ასეა, – კალგარის წამით გული სევდამ
მოუწურა, როდესაც მის წინ მდგომ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე
კაცს უყურებდა, – მაშ, რატომ გსურდათ ჩემი ნახვა? – გაუმეორა,
ცოტა არ იყოს, მკვახედ. არგაილი მოიღუშა.
– განა ბუნებრივი არაა? შევიტყვე, რაც განაცხადეთ ჩემს ძვირ-
ფას ძმაზე.
კალგარი დუმდა.
მაიკლ არგაილმა განაგრძო:
– ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის მისთვის?
– დიახ, – ხმადაბლა მიუგო კალგარიმ, – მისთვის ძალზე დაგ-
ვიანებულია.
– რატომ მალავდით აქამდე? რომელ ტვინის შერყევაზეა საუბა-
რი?
კალგარიმ მოთმინებით უამბო ყველაფერი. უცნაურია, მაგრამ
ახალგაზრდა კაცის უხეშმა და თითქმის შეურაცხმყოფელმა კილომ
თავდაჯერებულობა შემატა. ყოველ შემთხვევაში, მას ძმის ბედი აინ-
ტერესებდა.

41
– მაშასადამე, მთავარი ჯეკოს ალიბია, არა? დარწმუნებული
ხართ, რომ დრო არ გეშლებათ?
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, – მტკიცედ მიუგო კალგ-
არიმ.
– იქნებ შეცდით? თქვენ, მეცნიერებს, დაბნეულობაგჩვევიათ და
ყურადღებას არ აქცევთ ისეთ წვრილმანებს, როგორიც დრო და ად-
გილია.
კალგარი გამხიარულდა.
– თქვენს წარმოსახვაში მეცნიერი მხატვრულ ნაწარმოებში წარ-
მოდგენილი პროფესორია, რომელიც ცალ-ცალ წინდას იცვამს,
დაბდურაა, არ ახსოვს, რა დღეა დღეს და სად იმყოფება. ძვირფასო
ახალგაზრდავ, სამეცნიერო მუშაობა დიდ სიზუსტესა და უშეცდომო
გაანგარიშებას მოითხოვს. გარწმუნებთ, არ შევმცდარვარ. თქვენი
ძმა შვიდი საათისთვის ჩავისვი მანქანაში, დრაიმუთში კი შვიდ სა-
ათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე ჩამოვსვი.
– იქნებ თქვენი საათი არასწორ დროს უჩვენებდა, ან მანქანის
საათმა შეგაცდინათ.
– ორივე საათი ერთსა და იმავე დროს უჩვენებდა.
– იქნებ ჩემმა ძმამ აგიბნიათ თავგზა? ეს ეხერხებოდა.
– მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ ცდილობთ დაამტკიცოთ,
რომ ვცდები? – კალგარი გაცხარდა, – მეგონა, გამიჭირდებოდა
ოფიციალური ხელისუფლების დარწმუნება, რომ ადამიანს უსამარ-
თლოდ დასდეს მსჯავრი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, მისი
ოჯახის დასარწმუნებლად გაცილებით მეტი ძალისხმევა თუ დამ-
ჭირდებოდა.
– მაშასადამე, მიხვდით, რომ ჩვენი დარწმუნება უფრო რთუ-
ლია?
– ასეთ... უცნაურ რეაქციას არ ველოდი.
მიკიმ ყურადღებით შეხედა კალგარის.
– არ დაგიჯერეს?
– თითქმის ასე გამოვიდა...

42
– თითქმის – არა. სწორედ ასეა. თუ კარგად დაფიქრდებით, ეს
ბუნებრივიცაა.
– რატომ? რატომ არის ბუნებრივი? დედათქვენი მოკლეს.
მკვლელობაში თქვენი ძმა დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს.ახლა
ირკვევა, რომ ის უდანაშაულო იყო. კმაყოფილება და მადლიერება
უნდა გეგრძნოთ – ის ხომ თქვენი ძმაა.
– ის ჩემი ძმა არ იყო, – თქვა მიკიმ, – და არც მოკლული იყო
ჩემთვის დედა.
– რა?
– ნუთუ არავინ გითხრათ? ჩვენ, ყველანი, ნაშვილები ვართ. მე-
რი, ჩემი უფროსი „და“, ნიუ-იორკიდანაა, დანარჩენები ომის დროს
აგვიყვანეს. დედაჩემი უშვილო იყო. ამიტომ გვიშვილა და მშვენიე-
რი პატარა ოჯახი შექმნა. მერი, მე, ტინა, ესთერი, ჯეკო... კომფორ-
ტული, მდიდრული სახლი და უანგარო დედობრივი სიყვარული!
იცით, დროთა განმავლობაში აღარც ახსოვდა, რომ მისი ღვიძლი
შვილები არ ვიყავით... მაგრამ ჯეკომ ნამდვილად არ გაუმართლა,
თუმცა მისთვის ისიც „ძვირფასი ბიჭუნა“ იყო.
– ეს არ ვიცოდი.
– ჰოდა, ნუ ჩამჩიჩინებთ ამ სიტყვებს – „დედათქვენი“, „თქვენი
ძმა“! ჯეკო საზიზღარი ტიპი იყო!
– მაგრამ არა მკვლელი, – მტკიცედ განაცხადა კალგარიმ. მიკიმ
მას შეხედა და თავი დააქნია.
– კარგი, თქვენ ასე ამბობთ და აზრის შეცვლას არ აპირებთ. ჯე-
კოს დედა არ მოუკლავს. თუ ასეა, ვინ მოკლა? ამაზე არც გიფიქრი-
ათ. იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეთ? დაფიქრდით და მიხვდებით, რა
დღეში ჩაგვყარეთ...
მიკი მკვეთრად შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.

43
თავი IV

‒ ძალიან დამავალეთ, მისტერ მარშალ, რომ კვლავ დათან-


ხმდით ჩემთან შეხვედრას, – ბოდიშის კილოთი თქვა კალგარიმ.
– არაფერია, – მიუგო ადვოკატმა.
– უნდა გითხრათ, რომ „სანი ფოინთში“ ვიყავი და ჯეკ არგაილის
ოჯახს შევხვდი.
– სწორად მოქცეულხართ.
– ვფიქრობ, მხოლოდ ახლა შეიტყვეთ ჩემი ვიზიტის შესახებ,
არა?
– დიახ, დოქტორო კალგარი, ასეა.
‒ შესაძლოა თქვენთვის რთული გასაგებია, რატომ დავბრუნდი
აქ ხელმეორედ... საქმე ის არის, ყველაფერი ისე არ წარიმართა,
როგორც ველოდი.
– ხდება ხოლმე, – თქვა ადვოკატმა. ჩვეულებისამებრ, ცივად და
უემოციოდ ლაპარაკობდა, თუმცა ართურ კალგარის მის ხმაში რა-
ღაც გამამხნევებელი მოესმა.
– მეგონა, ყველაფერი ამით დასრულდებოდა, – განაგრძო მან,
– ცხადია, ველოდი არგაილების სამართლიან აღშფოთებას. მარ-
თალია, ტვინის შერყევას, ჩემი აზრით, სტიქიური უბედურება შეგ-
ვიძლია ვუწოდოთ, სრული უფლება ჰქონდათ მტრული დამოკიდე-
ბულება გამოევლინათ. ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ მაინც მქონ-
და იმედი, რომ მადლიერებასაც გამოხატავდნენ, ჯეკ არგაილის სა-
ხელს სამარცხვინო ლაქა რომ მოვაცილე. არადა, ყველაფერი პი-
რიქით მოხდა.
– გასაგებია.
– მისტერ მარშალ, ელოდით, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა?
მახსოვს, პირველ ჯერზე თქვენგან ცოტა დაბნეული წამოვედი, ვი-
ნაიდან ვგრძნობდი, რომ ჩემს განზრახვას სკეპტიკურად შეხვდით.
ნუთუ წინასწარ იცოდით, რომ არგაილები ამ სიახლეს ასე აღიქვამ-
დნენ?

44
– დოქტორო კალგარი, თქვენ ჯერ არ გითქვამთ, როგორ აღიქ-
ვეს მათ ეს.
ართურ კალგარიმ სკამი წინ გააჩოჩა.
– ვფიქრობდი, რომ საქმეს დავასრულებდი, დასასრულს შევუც-
ვლიდი, ასე ვთქვათ, უკვე დაწერილ ტრაგედიას, მაგრამ მიმანიშ-
ნეს, უფრო სწორად, მაიძულეს დამენახა, რომ, ჩემდა უნებურად,
ტრაგედიას ახალი აქტი დავამატე. თქვენი აზრით, სწორად ჩამოვა-
ყალიბე მათი დამოკიდებულება?
მისტერ მარშალმა ნელა დააქნია თავი.
– დიახ, – თქვა მან, – შეიძლება ასეც ითქვას. რომ არ დაგიმა-
ლოთ, მაშინვე გავიფიქრე, ბოლომდე ვერ ხვდება-მეთქი ამ საქმის
ყველა ნიუანსს. თუმცა როგორ უნდა მიმხვდარიყავით – თქვენ ხომ
წინაისტორია და სხვა ფაქტები არ იცოდით, გარდა იმისა, რაც გაზე-
თებში იწერებოდა.
– გეთანხმებით. ამას ახლა ვხვდები – თითქოს თვალი ამეხილა,
– ართურმა ხმას აუწია და აღელვებით განაგრძო, – მათ ვერც შვება
შევატყვე და ვერც მადლიერება. მხოლოდ შიში დაეუფლათ – იმის
შიში, რაც მომავალში ელით. მართალი ვარ?
– ვფიქრობ, მართალი ხართ, – ფრთხილად მიუგო მარშალმა, –
თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი კატეგორიული
არ ვიქნებოდი.
– თუ ასეა, – თქვა კალგარიმ, – არ შემიძლია წავიდე და მშვიდად
დავუბრუნდე ჩემს სამუშაოს, დავკმაყოფილდე იმით, რომ ის გავა-
კეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ
ჩემმა სიახლემ სხვა ადამიანებს ცხოვრება აუწეწა. ახლა უფლება
არა მაქვს ხელები დავიბანო და მათ ზურგი შევაქციო.
მისტერ მარშალმა ჩაახველა.
– ძალზე უცნაური თვალსაზრისია, დოქტორო კალგარი.
– მე ასე არ ვფიქრობ... მართლა არ ვფიქრობ. ადამიანმა პასუხი
უნდა აგოს თავის ქმედებებზე, და არა მარტო ქმედებებზე, არამედ

45
იმ შედეგებზეც, რაც მათ მოსდევს. ორი წლის წინათ მანქანაში ჩა-
ვისვი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტოსტოპით მგზავრობდა.
ამით დასაბამი მივეცი მოვლენათა განსაზღვრულ ჯაჭვს. ახლა განზე
ვერ გავდგები.
ადვოკატმა კვლავ თავი დააქნია.
– კარგი, – მოუთმენლად განაგრძო ართურ კალგარიმ, – თუ
გნებავთ, ამას უცნაურობა უწოდეთ, მაგრამ საქმე ჩემს გრძნობებს,
ჩემს სინდისს ეხება. მხოლოდ იმის გამოსწორება მსურდა, რისი თა-
ვიდან აცილებაც ჩემს ძალას აღემატებოდა. ვერ გამოვასწორე, პი-
რიქით, იმ ადამიანთა მდგომარეობა დავამძიმე, რომლებიც მანამ-
დეც დაიტანჯნენ. თუმცა ჯერაც ვერ მივმხვდარვარ, რატომ.
– დიახ, – აუჩქარებლად თქვა მარშალმა, – დიახ, ვერ ხვდებით,
რატომ. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამყაროს მოწ-
ყვეტილი იყავით, გაზეთებს არ კითხულობდით, არაფერი იცოდით
არც ამ სასამართლო პროცესზე, არც არგაილების ოჯახზე. ინგლის-
ში რომ ყოფილიყავით, კრიმინალური ქრონიკის თვალის მიუდევ-
ნებლადაც აუცილებლად მოჰკრავდით ყურს ამ გახმაურებულ საქ-
მეს. არგაილის საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება თა-
ვის დროზე საქვეყნოდ გახმაურდა, არაფერი კონფიდენციალური
არ ყოფილა. ახლა კი რა გამოდის? თუკი დანაშაული ჯეკ არგაილს
არ ჩაუდენია, – თქვენი ნათქვამის მიხედვით კი ის ამას, უბრალოდ,
ვერ შეძლებდა, – მაშ, ვინ ჩაიდინა? ეს დანაშაულის ჩადენის გარე-
მოებებთან გვაბრუნებს. მკვლელობა ნოემბერში მოხდა, საღამოს
შვიდსა და რვის ნახევარს შორის. მისის არგაილი შინ იმყოფებოდა,
ოჯახის წევრების გარემოცვაში. კარ-ფანჯარა საიმედოდ ჩაეკეტათ.
თუკი ვინმე შევიდა სახლში, მას ან საკუთარი გასაღები ჰქონდა, ან
თვითონ მისის არგაილმა შეუშვა. სხვა სიტყვებით, ეს უცხო პირი
ვერ იქნებოდა. არ შემიძლია ბორდენების საქმე არ გავიხსენო. ის
ამერიკაში მოხდა. ერთ კვირადღეს, დილით, მისტერ ბორდენი და
მისი ცოლი ნაჯახის დარტყმით მოკლეს. არავის არაფერი გაუგონია

46
და არ დაუნახავს, არავის შეუმჩნევია, რომ სახლს ვინმე მიუახლოვ-
და. ახლა ხვდებით, დოქტორო კალგარი, რატომ არ გაახარა ოჯახის
წევრები და, პირიქით, რატომ შეაშფოთა იმ სიახლემ, რომელიც
თქვენ მათ ამცნეთ?
– გულისხმობთ, – ნელა ჩაილაპარაკა კალგარიმ, – რომ ერჩივ-
ნათ ჯეკ არგაილი დამნაშავე ყოფილიყო?
– დიახ, – მიუგო მარშალმა, – რა თქმა უნდა. შესაძლოა ცინიკუ-
რად ჟღერდეს, მაგრამ ჯეკ არგაილი საუკეთესო გამოსავალი აღ-
მოჩნდა იმ უსიამოვნო ფაქტიდან, რასაც ოჯახში მომხდარი მკვლე-
ლობა ჰქვია. ჯერ პრობლემური ბავშვი იყო, შემდეგ დამნაშავე მოზ-
არდი, ბოლოს კი ფიცხი მამაკაცი. ოჯახის წევრებმა მის საქციელს
გამართლება მოუძებნეს. მასზე წუხდნენ, თანაუგრძნობდნენ, საკუ-
თარ თავს, ერთმანეთსა და მთელ ქვეყანას უმტკიცებდნენ, რომ ჯეკი
ვერ აცნობიერებდა, რას სჩადიოდა, რომ ფსიქიატრებს ამ ყველაფ-
რის ახსნა შეეძლოთ! დიახ, ძალზე ხელსაყრელ გამოსავალს მიაგ-
ნეს.
– ახლა კი... – დაიწყო კალგარიმ და გაჩუმდა.
– ახლა კი, – თქვა მისტერ მარშალმა, – ცხადია, ყველაფერი შე-
იცვალა. სრულიად სხვაგვარი ვითარებაა... მათთვის შემაშფოთებე-
ლი.
‒ ჩემი სიახლე თქვენთვისაც უსიამოვნო აღმოჩნდა, არა? –
ჰვითხა კალგარიმ.
– უნდა ვაღიარო, რომ კი. გამოგიტყდებით, ამან კიდეც... გამა-
ღიზიანა. საქმე, რომელიც დამაკმაყოფილებლად – დიახ, მე ამ სიტ-
ყვას გამოვიყენებ – დაიხურა, ახლა კვლავ გაუხსნელია.
– ეს ოფიციალური თვალსაზრისია? – იკითხა კალგარიმ, – ანუ
პოლიცია მას თავიდან გამოიძიებს?
– ოჰ, რასაკვირველია, – მიუგო მარშალმა, – როდესაც ჯეკ არ-
გაილი დამნაშავედ ცნეს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე

47
(ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ თხუთმეტ წუთს ბჭობდნენ), პოლიცი-
ისთვის საქმე დასრულდა. მაგრამ ახლა, როცა ის სიკვდილის შემ-
დეგ შეიწყალეს, მაშასადამე, საქმე ხელმეორედ აღიძვრება.
– და პოლიცია ახალ გამოძიებას დაიწყებს?
– ამის დადასტურება თითქმის დანამდვილებით შემიძლია. რა
თქმა უნდა, – დაამატა მარშალმა და ნიკაპი ჩაფიქრებით მოისრისა,
– საეჭვოა, რომ ამდენი ხნის შემდეგ, საქმის სპეციფიკური ხასიათი-
დან გამომდინარე, რამე შედეგს მიაღწიონ... ძალიან მეეჭვება. კარ-
გი, ვთქვათ, დაადგენენ, რომ დამნაშავე ოჯახის რომელიმე წევრია.
შესაძლოა დამაჯერებელი ვერსიაც წამოაყენონ კონკრეტულ პირზე,
მაგრამ უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება ძალზე გაძნელდება.
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა კალგარიმ, – გასაგებია... დიახ, ის
სწორედ ამას გულისხმობდა.
– ვისზე ლაპარაკობთ? – მყისვე დაინტერესდა ადვოკატი.
– ქალიშვილზე, – მიუგო კალგარიმ, – ესთერ არგაილზე.
– აჰ, დიახ... ახალგაზრდა ესთერი, – მარშალმა ცნობისმოყვა-
რეობით განაგრძო, – რა გითხრათ?
– უდანაშაულოებზე ლაპარაკობდა, – თქვა კალგარიმ,– მით-
ხრა, მთავარი დამნაშავე კი არ არის, არამედ უდანაშაულოებიო. ახ-
ლა ვხვდები, რას გულისხმობდა...
მარშალმა მას სწრაფად შეავლო თვალი.
– იმედია, ასეა.
‒ ესთერი იმას გულისხმობდა, რაც თქვენ თქვით ახლახან, რომ
ოჯახი კიდევ ერთხელ აღმოჩნდება ეჭევექვეშ...
– კიდევ ერთხელ კი არა, პირველად, – გააწყვეტინა მარშალმა,
– ოჯახზე არასდროს მიუტანიათ ეჭვი. თავიდანვე ყველა სამხილი
მხოლოდ ჯეკ არგაილის დანაშაულზე მიუთითებდა.
კალგარიმ ხელი ჩაიქნია და თქვა:
‒ ოჯახი ეჭვქვეშ აღმოჩნდება – სავარაუდოდ, დიდი ხნით, იქნებ
სამუდამოდაც. შესაძლოა თვითონაც არ იციან, რომელი მათგანია

48
დამნაშავე. დაიწყება ერთმანეთის თვალთვალი, უნდობლობა... აი,
ეს არის ყველაზე ცუდი. მათ მართლა არ იციან, ვინ...
სიჩუმე ჩამოვარდა. მარშალი ყურადღებით მისჩერებოდა კალ-
გარის, მაგრამ არაფერს ამბობდა.
– გაიგეთ, რომ ეს საშინელებაა... – თქვა კალგარიმ და გამ-
ხდარ, მეტყველ სახეზე ემოციები აღებეჭდა, – საშინელებაა... წლი-
დან წლამდე გაურკვევლობაში ცხოვრება, ერთმანეთზე დაეჭვება.
ეს ადამიანების ურთიერთობაზე მოქმედებს. გაქრება სიყვარული,
ნდობა...
მარშალმა ჩაახველა.
– ძალზე ხომ არ ამძაფრებთ ვითარებას?
– არა, – თქვა კალგარიმ, – არა მგონია. მომიტევეთ, მისტერ
მარშალ, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენზე მკაფიოდ წარმომიდგენია მო-
სალოდნელი შედეგები.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
– ეს ნიშნავს, – დაამატა კალგარიმ, – რომ უდანაშაულოები და-
იტანჯებიან... უდანაშაულოები კი არ უნდა იტანჯებოდნენ... მხო-
ლოდ დამნაშავეები... აი, ამიტომ... აი, ამიტომ არ შემიძლია ხელები
დავიბანო და წავიდე.ვერ ვიტყვი, მე სწორად მოვიქეცი, ის გავაკე-
თე, რაც შემეძლო, ხელი შევუწყვე სამართლიანობის აღდგენას-
მეთქი, იმიტომ, რომ თვითონაც ხედავთ, ჩემმა ქმედებამ სამარ-
თლიანობა ვერ აღადგინა. მან ვერც დამნაშავე დასაჯა და ვერც უდა-
ნაშაულოებს ააცილა ეჭვი.
– ვფიქრობ, მეტისმეტად ემოციური ხართ, დოქტორო კალგარი.
რასაც ამბობთ, უდავოდ, მართალია, მაგრამ. ვერ ვხვდები, რა... რი-
სი გაკეთება შეგიძლიათ.
– ვერც მე, – გულწრფელად აღიარა კალგარიმ, – მაგრამ ეს ნიშ-
ნავს, რომ უნდა ვცადო. ამიტომაც მოვედი თქვენთან, მისტერ მარ-
შალ. მსურს – ვფიქრობ, უფლებაც მაქვს – ვიცოდე ამ საქმის წინა-
ისტორია.

49
– რა თქმა უნდა, – მყისვე დაეთანხმა მისტერ მარშალი, – სა-
იდუმლო არაფერია. ნებისმიერ ფაქტს მოგაწვდით, რომელსაც მო-
ისურვებთ, ოღონდ მხოლოდ ფაქტებს. არგაილების ოჯახთან ახლო
ურთიერთობა არასდროს მქონია. ჩვენი ფირმა მისის არგაილს
წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ჩვენ ვთანამშრომლობდით
მასთან ნდობითი ფუნქციით აღჭურვილი ფონდების შექმნაში და
საქმის იურიდიული მხარის მოგვარება გვევალებოდა. მისის არგა
ილს კარგად ვიცნობდი, მის ქმარსაც. მაგრამ „სანი ფოინთში" გამე-
ფებულ ატმოსფეროზე, იქ მცხოვრებთა ხასიათსა და სხვა თვისებებ-
ზე მხოლოდ ის ვიცი, რასაც მისის არგაილი ამბობდა.
– ეს გასაგებია, – თქვა კალგარიმ, – მაგრამ მე უფრო შორეული
ამბები მაინტერესებს. როგორც შევიტყვე, მას ღვიძლი შვილები არ
ჰყავდა და ყველა იშვილა. ასეა?
– დიახ. მისის არგაილი, ქალიშვილობაში რეიჩელ კონსტემი
იყო, რუდოლფ კონსტემის, ძალიან მდიდარი კაცის, ერთადერთი
ქალიშვილი. დედაც ძალზე მდიდარი ჰყავდა – ამერიკელი ქალი.
რუდოლფ კონსტემი ქველმოქმედი იყო და ეს ინტერესი თავის შვი-
ლსაც პატარაობიდანვე ჩაუნერგა. ის და მისი ცოლი ავიაკატასტრო-
ფაში დაიღუპნენ. რეიჩელს მემკვიდრეობით უზარმაზარი ქონება
ერგო და იმაში დახარჯა, რასაც, პირობითად, საქველმოქმედო საქ-
მიანობა შეგვიძლია ვუწოდოთ. მას ყველა ნიუანსი აინტერესებდა
და ხშირად საკუთარ თავზე იღებდა ბავშვთა თავშესაფრების, სა-
ავადმყოფოებისა და სკოლების მოწყობის საორგანიზაციო საკით-
ხების მოგვარებას. სწორედ ამ საქმიანობისას გაიცნო მან ლეო არ-
გაილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ასევე
გაეტაცა ეკონომიკური და სოციალური რეფორმების იდეებს. მისის
არგაილი უშვილო იყო და ეს მისთვის ნამდვილი ტრაგედია გახდა,
რამაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა – ასეთია უნაყოფო ქალე-
ბის ხვედრი. თუ მისი ფსიქოლოგიის გაგება გსურთ, ეს აუცილებ-
ლად უნდა გაითვალისწინოთ. მას შემდეგ, რაც ბევრ ცნობილ
ექიმთან იმკურნალა და საბოლოოდ გადაეწურა დედობის იმედი,

50
ნუგეშად ის აირჩია,რაზეც ხელი მიუწვდებოდა – ნიუ-იორკის რომე-
ლიღაც ჯურღმულიდან გოგო წამოიყვანა და იშვილა. ის ახლა მისის
დარანტია. ამის შემდეგ მისის არგაილი მთლიანად ბავშვებთან და-
კავშირებულ საქველმოქმედო საქმიანობაზე გადაერთო, როდესაც
1939 წელს ომი დაიწყო, მან ჯანმრთელობის სამინისტროს ეგიდით
ბავშვთა თავშესაფარი გახსნა. ამისთვის იყიდა სახლი, რომელსაც
თქვენ უკვე ეწვიეთ – „სანი ფოინთი"“.
– უწინ მას „ვაიფერს ფოინთი“ ერქვა, – ჩაურთო კალგარიმ.
– დიახ, დიახ, მართალს ბრძანებთ. ვფიქრობ, ამჟამად ის უფრო
შეეფერება ამ სახლს, ვიდრე მისი არჩეული „სანი ფოინთი”. 1940
წელს იქ უკვე დაახლოებით თექვსმეტი ბავშვი იყო, ისინი, ვისზეც
მშობლებმა ვერ იზრუნეს, ან რომლებიც ევაკუაციის დროს თავიანთ
ოჯახებს ჩამორჩნენ და დაიკარგნენ. მათთვის ყველაფერი კეთდე-
ბოდა.
მე ვაფრთხილებდი მისის არგაილს, რომ ასეთ ფუფუნებას მიჩვე-
ულ ბავშვებს ომის შემდეგ საკუთარ სახლებში დაბრუნება გაუჭირ-
დებოდათ, მაგრამ ჩემს რჩევებს ყურად არ იღებდა – ძალზე მიეჯაჭ-
ვა იმ ბავშვებს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მათი ნაწილი ‒
– ობლები და ისინი, ვინც არასასიკეთო ოჯახებიდან იყვნენ, თავის-
თან დაიტოვა. ასეთი ხუთი აღმოჩნდა: მერი ფილიპ დარანტის ცო-
ლია, მაიკლი დრაიმუთში მუშაობს, ტინა შერეული რასის წარმო-
მადგენელია, ესთერი და, რა თქმა უნდა, ჯეკო. ისინი გაიზარდნენ და
არგაილებს თავიანთ მშობლებად მიიჩნევდნენ. ყველა მათგანმა სა-
უკეთესო განათლება მიიღო, რომლის ყიდვაც ფულით შეიძლება.
მოკლედ, თუკი ის პირობები, რომლებშიც ეს ბავშვები გაიზარდნენ,
რამეს ნიშნავდა, მათ კარგი მომავალი ელოდათ. ყველაფერი ჰქონ-
დათ, რაც კი ადამიანმა შეიძლება ინატროს. ჯეკი, ან ჯეკო, როგორც
მას ეძახდნენ, ყოველთვის პრობლემური ბავშვი იყო. ერთხელ სკო-
ლაში ფული მოიპარა და იძულებული გახდნენ, იქიდან წამოეყვა-
ნათ. უნივერსიტეტის პირველ კურსზეც უსიამოვნო ამბავში გაეხვია.
ორჯერ გადაურჩა ციხეში მოხვედრას. უმართავი ხასიათი ჰქონდა,

51
ეს, ალბათ, უკვე თქვენც იცით. ორჯერ გაფლანგა ფული და არგაი-
ლებმა დაფარეს. ორჯერ მისცეს თანხა საქმის წამოსაწყებად და ის
ორივეჯერ კრახით დაასრულა. ჯეკ არგაილის სიკვდილის შემდეგ
მის ქვრივს წლიური საშემოსავლო დაუნიშნეს, რასაც დღემდე იღე-
ბს.
გაოცებული კალგარი წინ გადაიხარა.
– მის ქვრივს? ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მას ცოლი ჰყავდა.
– ღმერთო ჩემო! – გაღიზიანებულმა ადვოკატმა თითი გაატკა-
ცუნა, – ეს ჩემი შეცდომაა. დამავიწყდა, რომ ბოლო დროს გაზეთებს
არ კითხულობდით. სხვათა შორის, არც არგაილებმა იცოდნენ, რომ
ჯეკო დაქორწინდა. მისი ცოლი „სანი ფოინთში“ მისი დაპატიმრები-
დან მეორე დღეს მივიდა. სასოწარკვეთილი იყო. მისტერ არგაილმა
ის ძალზე გულთბილად მიიღო. ეს ახალგაზრდა ქალი ფასიან მო-
ცეკვავედ მუშაობდა დრაიმუთის „ცეკვის სასახლეში“. მასზე მოყო-
ლა, ალბათ, იმიტომ არ გამახსენდა, რომ ჯეკის გარდაცვალებიდან
ორიოდე თვეში კვლავ გათხოვდა. მისი ქმარი, მგონი, ელექტრიკო-
სია დრაიმუთში.
– ის ქალი უნდა ვნახო, – თქვა კალგარიმ და საყვედურის კილო-
თი განაგრძო, – პირველ ყოვლისა, მისი მონახულება მმართებდა.
– რასაკვირველია. მის მისამართს მოგცემთ. ვერ გამიგია, რა-
ტომ არაფერი გითხარით მასზე, როცა ჩემთან პირველად მოხვე-
დით.
კალგარი დუმდა.
– ის ძალზე... ასე ვთქვათ... უმნიშვნელო ფაქტორი იყო, – ბოდი-
შის კილოთი განაგრძო ადვოკატმა, – ჟურნალისტებიც კი იშვიათად
აწუხებდნენ. ერთხელაც არ მოუნახულებია ქმარი ციხეში, ინტერე-
სიც არ გამოუხატავს...
კალგარი ღრმად ჩაფიქრდა, ბოლოს კი თქვა:
– იქნებ ზუსტად მითხრათ, ვინ იმყოფებოდა სახლში იმ საღამოს,
როდესაც მისის არგაილი მოკლეს?
მარშალმა მას სწრაფად გახედა.

52
– რა თქმა უნდა, ლეო არგაილი და მისი უმცროსი ქალიშვილი
ესთერი; სტუმრად მყოფი მერი დარანტი თავის ინვალიდ, საავად-
მყოფოდან ახალგამოსულ ქმართან ერთად. კიდევ კირსტენ ლინ-
დსტრომი, რომელსაც, ალბათ, უკვე შეხვდით – ის შვედი მედდა და
მასაჟისტია, თავიდანვე ეხმარებოდა მისის არგაილს თავშესაფარში
და ახლაც ოჯახშია. მაიკლი და ტინა არ იყვნენ – მაიკლი დრაიმუთ-
ში მუშაობს, ავტომობილებს ყიდის, ტინა კი რედმინში, ბიბლიოთე-
კაში, და იქვე ცხოვრობს.
მარშალი გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
– მის ვოენიც იყო – მისტერ არგაილის მდივანი. ის სახლიდან
მანამ წავიდა, სანამ მისის არგაილის ცხედარს აღმოაჩენდნენ.
– მე მასაც შევხვდი, – თქვა კალგარიმ, – მომეჩვენა, რომ ძალ-
ზე... მიჯაჭვულია მისტერ არგაილზე.
– დიახ, დიახ, ვფიქრობ, მალე თავიანთ ნიშნობას გვამცნობენ.
– ოჰო!
– ცოლის სიკვდილის შემდეგ მისტერ არგაილი ძალზე გულჩახ-
ვეული გახდა, – თქვა ადვოკატმა და მის ხმაში საყვედურის კილო
გაისმა.
– დიახ, რა თქმა უნდა, – დაეთანხმა კალგარი, – მისტერ მარ-
შალ, მოტივზე რას იტყვით?
– ძვირფასო დოქტორო კალგარი, ამ საკითხზე ვარაუდების გა-
მოთქმა გამიჭირდება!
– მე კი ვფიქრობ, შეძლებთ. თვითონ თქვით, რომ ფაქტების
დადგენა შესაძლებელია.
– პირდაპირი ფინანსური დაინტერესება არავის ჰქონია. მისის
არგაილს რამდენიმე დისკრეციული ნდობითი ფუნქციით აღჭურვი-
ლი ფონდი ჰქონდა. გეცოდინებათ, ისინი ახლა ფართოდაა გავრცე-
ლებული. ეს ფონდები ბავშვების სასარგებლოდ დაფუძნდა. მათ
ნდობით აღჭურვილი სამი პირი ვმართავთ – მე, ლეო არგაილი და
ამერიკელი იურისტი, მისის არგაილის შორეული ნათესავი.

53
სხვათა შორის, ფონდების არცთუ მცირე თანხას ისე ანაწილებენ
ნდობით აღჭურვილი პირები, რომ უპირატესობა იმ ბენეფიციარს
ენიჭება, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.
– მისტერ არგაილზე რას იტყვით? მან თუ მიიღო ფინანსური სარ-
გებელი მეუღლის სიკვდილით?
– ბევრი არაფერი. როგორც უკვე გითხარით, მისის არგაილის
ქონების უმეტესი ნაწილი ფონდებში გადანაწილდა. რაც დარჩა,
ქმარს დაუტოვა, არცთუ დიდი თანხაა.
– მის ლინდსტრომი?
– რამდენიმე წლის წინათ მისის არგაილმა მას ძალიან კარგი
რენტა უყიდა, – თქვა მარშალმა და გაღიზიანებული კილოთი და-
ამატა, – მოტივი? ჩემი აზრით, არავითარი, მით უმეტეს, ფინანსური.
– ფსიქოლოგიური? იქნებ იყო რამე განსაკუთრებული... უთან-
ხმოება?
– ვშიშობ, ვერაფრით დაგეხმარებით, – გადაჭრით განაცხადა
მარშალმა, – მათ ოჯახურ ცხოვრებას თვალს არ ვადევნებდი.
– ვინმე თუ ადევნებდა?
მარშალი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ კი თითქოს უხალისოდ თქვა:
– შეგიძლიათ აქაურ ექიმთან წახვიდეთ, ექიმ... ე-ე...მაკმასტერ-
თ ან, მგონი, ასე ჰქვია. ახლა პენსიაზეა, მეზობლად ცხოვრობს.
ომის დროს მისის არგაილის თავშესაფარს ემსახურებოდა. მან, ალ-
ბათ, ბევრი რამ იცის „სანი ფოინთის“ ბინადართა შესახებ“. თქვენზ-
ეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა მის დარწმუნებას, რომ რამე
გიამბოთ. თუ მოახერხებთ, შესაძლოა სასარგებლო ინფორმაცია
მიიღოთ, თუმცა... მაპატიეთ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ ნუთუ
ფიქრობთ, რომ პოლიციაზე უკეთ გაარკვევთ ყველაფერს?
– არ ვიცი, – მიუგო კალგარიმ, – შესაძლოა, არა, მაგრამ ერთში
კი დარწმუნებული ვარ, უნდა ვცადო. დიახ, უნდა ვცადო.

54
თავი V

მთავარ კონსტებლს წარბები ნელ-ნელა აუცოცდა შუბლზე, თუმ-


ცა ჭაღარა თმას ვერ მიაღწია. მან ჭერი შეათვალიერა, შემდეგ
კვლავ დააშტერდა ქაღალდებს მაგიდაზე.
– დაუჯერებელია! – შესძახა მან.
ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც დროული და სწრაფი პასუხების
გაცემა ევალებოდა, თქვა:
– დიახ, სერ.
– მხიარული ამბავია, – ჩაიბურტყუნა მაიორმა ფინიმ და მაგიდა-
ზე თითები ააკაკუნა, – ჰიუიში აქ არის?
– დიახ, სერ. სუპერინტენდანტი ჰიუიში დაახლოებით ხუთი წუ-
თის წინ მოვიდა.
– კარგი, – თქვა მთავარმა კონსტებლმა, – ჩემთან გამოგზავ-
ნეთ, გასაგებია?
სუპერინტენდანტი ჰიუიში მაღალი, სევდიანი გამომეტყველების
კაცი იყო. მისი მელანქოლიური სახის დანახვაზე ვერაფრით წარმო-
იდგენდით, რომ საბავშვო ზეიმების სული და გული იყო, უყვარდა
ხუმრობა და მონეტების გამოღება პატარა ბიჭების ყურებიდან, რი-
თაც მათ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.
– გამარჯობა, ჰიუიშ, – უთხრა მთავარმა კონსტებლმა,‒ ხათაბა-
ალაში გავეხვიეთ. რას ფიქრობთ ამაზე?
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა ამოიოხრა და მითითებულ სკამზე
დაჯდა.
– როგორც ჩანს, ორი წლის წინ შეცდომა დავუშვით, – თქვა მან,
– ის ყმაწვილი... რა ჰქვია...
მთავარმა კონსტებლმა ფურცლები ააშრიალა.
– კალორი... არა, კალგარი. პროფესორია... იქნებ გონებაგა-
ფანტული ვინმეა? მგონი, ასეთებს ხშირად ერევათ დრო და მისთა-
ნები, არა?

55
შესაძლოა კონსტებლს სურდა მისთვის კვერი დაეკრათ, მაგრამ
ჰიუიში, ჩანს, არც აპირებდა.
მან თქვა:
– როგორც ვხვდები, მეცნიერია.
– მაშასადამე, თქვენი აზრით, უნდა დავიჯეროთ, რასაც ამბობს?
– ვფიქრობ, სერ რეჯინალდს სჯერა, მას კი ასე ადვილად ვერავინ
გააცურებს, – დაასკვნა ჰიუიშმა და ამით პატივისცემა გამოამჟღავნა
მთავარი პროკურორის მიმართ.
– რა გაეწყობა, – უხალისოდ თქვა მაიორმა ფინიმ, – თუ მთავარ
პროკურორს სჯერა, ჩვენ რაღა გვეთქმის. მაშასადამე, საქმის ხე-
ლახლა გამოძიება მოგვიწევს. ის დოკუმენტები თუ მოიტანეთ, მე
რომ გთხოვეთ?
– დიახ, სერ, აქა მაქვს.
სუპერინტენდანტმა მაგიდაზე ქაღალდების დასტა დადო.
– უკვე გადაავლეთ თვალი? – ჰკითხა მთავარმა კონსტებლმა.
– დიახ, სერ, წუხელ ჩავუჯექი. თუმცა ყველაფერი ისედაც მახ-
სოვს. ეს ხომ არცთუ დიდი ხნის წინათ მოხდა.
– თუ ასეა, საქმეს შევუდგეთ, ჰიუიშ. საიდან დავიწყოთ?
– თავიდან, სერ, – განაცხადა სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა, –
პრობლემა ისაა, რომ მაშინ იოტისოდენა ეჭვიც არ გაგვჩენია.
– დიახ, – თქვა მთავარმა კონსტებლმა, – ყველაფერი თითქოს
სავსებით ცხადი იყო. არ იფიქროთ, ჰიუიშ, რომ რამეში გადანა-
შაულებთ. მაშინ ყველაფერში ასი პროცენტით გეთანხმებოდით.
– სხვა აზრი მართლა არ მოგვსვლია თავში, – ჩაფიქრებით თქვა
ჰიუიშმა, – დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ქალი მოკლეს. შვილი
მას ემუქრებოდა. ქარცახზე მისი თითების ანაბეჭდიც აღმოჩნდა.
ჩვენ სწრაფადვე დავაკავეთ ის და ფულიც ვუპოვეთ.
– როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ მან თქვენზე?
ჰიუიში ჩაფიქრდა.

56
– ცუდი, – თქვა ბოლოს, – ძალზე თავხედურად და თავდაჯერე-
ბულად იქცეოდა. სულ თავის ალიბზე ლაპარაკობდა, დროს ახსე-
ნებდა. უტიფარი... გეცოდინებათ ასეთი ტიპები... მკვლელები,
როგორც წესი, უტიფრები არიან. ფიქრობენ, რომ ჭკუა გადმოსდით
თავიდან. ჰგონიათ, რაც უნდა გააკეთონ, ყოველთვის მართლები
არიან, სხვები კი არ ადარდებთ. აშკარად, ცუდი ადამიანი იყო.
– დიახ, – დაეთანხმა ფინი, – ცუდი ადამიანი იყო. ყველაფერი
ამას მოწმობს. თქვენ თავიდანვე იმ აზრს ემხრობოდით, რომ
მკვლელობა მან ჩაიდინა?
სუპერინტენდანტი კვლავ ჩაფიქრდა.
– ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. ამ ტიპის
ადამიანები ხშირად ხდებიან მკვლელები. როგორც ჰარმონი 1938
წელს. მას ბევრი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი: იპარავდა ველო-
სიპედებს, სძალავდა ხალხს ფულს, ატყუებდა მოხუც ქალებს. ბო-
ლოს, ქალი მოკლა, მჟავა გადაასხა, გაიხარა, ეს რომ შერჩა, და
მკვლელობას დაეჩვია. ჯეკო არგაილიც ასეთ ადამიანად აღვიქვი.
– როგორც ჩანს, შევგცდით, – აუჩქარებლად თქვა მთავარმა
კონსტებლმა.
– დიახ, – დაეთანხმა ჰიუიში, – დიახ, შევცდით. ყმაწვილიც
მკვდარია. ცუდი საქმეა. გაითვალისწინეთ, – დაამატა და უეცრად
გამოცოცხლდა, – რომ ის უვარგისი ადამიანი იყო. შესაძლოა დედა
არ მოუკლავს – მართლა არ მოუკლავს, როგორც ახლა აღმოვაჩი-
ნეთ, მაგრამ ცუდი ადამიანი იყო.
– კარგი, წინ წავიდეთ, მეგობარო, – ჩაიბუზღუნა ფინიმ, – ვინ
მოკლა მისის არგაილი? თქვენ ამბობთ, რომ წუხელ ამ საქმეს თვა-
ლი გადაავლეთ. ქალი ვიღაცამ მოკლა, თვითონ ხომ არ ჩაირტყამ-
და ქარცახს თავში? ვიღაც სხვამ ჩაარტყა, მაგრამ ვინ?
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა ამოიოხრა და სკამის საზურგეზე გა-
დაწვა.
‒ საინტერესოა, ოდესმე თუ გავიგებთ ამას, – ჩაილაპარაკა მან.
– რთული საქმეა, არა?

57
– დიახ, იმიტომ, რომ ცხელ კვალზე ვეღარ გავყვებით, იმიტომ,
რომ ძალზე ცოტა სამხილს თუ ვიპოვით... არასდროს ყოფილა.
– მაშასადამე, ეს მან ჩაიდინა, ვინც სახლში იყო, მის ახლობელ-
თაგან რომელიმემ.
– აბა, სხვა ვინ იქნებოდა, – თქვა სუპერინტენდანტმა, – ოჯახის
ერთ-ერთი წევრი ან ის, ვისაც თვითონ გაუღო კარი და შემოუშვა.
არგაილები იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, საგულდაგულოდ
რომ რაზავენ ყველაფერს. ურდულები ფანჯრებზე, ჯაჭვები და დამა-
ტებითი საკეტები კარზე. ორიოდე წლის წინათ ისინი გაძარცვეს და
მას შემდეგ ყველაფრის ეშინიათ, – ის წამით გაჩუმდა და განაგრძო,
– პრობლემა ის არის, სერ, რომ მაშინ გულდასმით არაფერი დაგ-
ვითვალიერებია. ჯეკო არგაილის დანაშაული თითქოს ხელისგულ-
ზე იდო. ცხადია, ახლა ჩანს, რომ მკვლელმა ამით ისარგებლა.
– ისარგებლა იმით, რომ ყმაწვილი იქ იყო, დედას წაეჩხუბა და
დაემუქრა?
– დიახ. მკვლელს ისღა დარჩენოდა, ოთახში შესულიყო, ხელ-
თათმანი წამოეცვა, ჯეკოს დაგდებული ქარცახი აეღო, უკნიდან მიჰ-
პაროდა მისის არგაილს, რომელიც მაგიდასთან იჯდა და წერდა, და
ქარცახი თავში ჩაერტყა.
მაიორმა ფინიმ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
– რატომ?
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა ნელა დააქნია თავი.
– დიახ, სერ, ეს უნდა გავარკვიოთ. ეს ერთ-ერთი სირთულე იქ-
ნება. მოტივის არარსებობა.
– ერთი შეხედვით, აშკარა მოტივი არც ყოფილა. მდიდარი და
დიდი ქონების პატრონი ქალების უმრავლესობასავით მისის არგა-
ილმა წინასწარ იზრუნა, რომ კანონის ფარგლებში მემკვიდრეობის
გადასახადს გაჰქცეოდა. ბენეფიციართა ფონდი უკვე არსებობდა,
ყველა შვილი თავის სიკვდილამდე უზრუნველყო. როდესაც მისის
არგაილი გარდაიცვლებოდა, ისინი დამატებით ვერაფერს მიიღებ-
დნენ. მესმის, უსიამოვნო, ანჩხლი, ძუნწი ქალი რომ ყოფილიყო,

58
არადა, ბავშვებისთვის ფულს არასდროს იშურებდა. ყველას მისცა
კარგი განათლება, სოლიდური თანხა საქმის წამოსაწყებად, არც ჯი-
ბის ფულის მიცემა ავიწყდებოდა და არც კეთილგანწყობას, სიკეთე-
სა და სიყვარულს აკლებდა
– ასეა, სერ, – დაეთანხმა სუპერინტენდანტი ჰიუიში, – ერთი შე-
ხედვით, არავის ჰქონდა მისი თავიდან მოშორების მოტივი. ოღო-
ნდ... – ის გაჩუმდა.
– რა, ოღონდ, ჰიუიშ?
– როგორც ვხვდები, მისტერ არგაილი ხელმეორედ აპირებს და-
ქორწინებას – გვენდა ვოენზე, რომელიც წლების განმავლობაში
მასთან მდივნად მუშაობდა.
– დიახ, – ჩაფიქრებით თქვა მაიორმა ფინიმ, – ვფიქრობ, აქ მო-
ტივი იკვეთება. მაშინ ეს არ ვიცოდით. მაშასადამე, ამბობთ, რომ
რამდენიმე წელია, რაც მასთან მუშაობს. თქვენი აზრით, მკვლელო-
ბის მომენტისთვის მათ შორის რამე ხდებოდა?
– მეეჭვება, სერ, – მიუგო სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა, – სო-
ფელში ეს არ დაიმალებოდა და მალევე ატყდებოდა მითქმა-მოთექ-
მა. არა მგონია, მათ შორის ისეთი ურთიერთობა ყოფილიყო, რაც
მისის არგაილს ეჭვიანობის ან საყვედურის თქმის საბაბს მისცემდა.
– დიახ, – თქვა მთავარმა კონსტებლმა, – მაგრამ მისტერ არგა-
ილს შესაძლოა ძალიან სურდა გვენდა ვოენზე დაქორწინება.
– ის მიმზიდველი ახალგაზრდა ქალია, – ჩაილაპარაკა სუპერინ-
ტენდანტმა ჰიუიშმა, – გლამურული არ ეთქმის, თუმცა ლამაზია და
სასიამოვნო მანერები აქვს.
– ალბათ, დიდი ხანია უყვარს მისტერ არგაილი. ასე მგონია,
მდივანი ქალები არასდროს არიან გულგრილი თავიანთი ბოსების
მიმართ.
– მაშასადამე, ამ ორს რაღაც მოტივი ჰქონია, ახლა შვედი ქალბა-
ტონი, რომელიც ოჯახს სახლის საქმეებში ეხმარება. მას შესაძლოა
არც ისე ძლიერ უყვარდა მისის არგაილი, როგორც ერთი შეხედვით

59
ჩანს. იქნებ წყენა დაუგროვდა – რეალური თუ წარმოსახვითი, მაგ-
რამ მისის არგაილის სიკვდილი ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტან-
და, ვინაიდან განსვენებულმა მას უკვე უყიდა ძალზე სარფიანი რენ-
ტა, თანაც, სასიამოვნო და გონიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს
და არა ისეთის, რომელსაც ვინმესთვის თავში ქარცახის ჩარტყმა
შეუძლია. თუმცა ადამიანს რას გაუგებ? თუნდაც ლიზი ბორდენის
საქმე გავიხსენოთ.
– მართალია, – თქვა მთავარმა კონსტებლმა, – დანამდვილე-
ბით ვერაფერს ვიტყვით. იქნებ ვინმე უცხო იყო?
– ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს, – მიუგო სუპერინტენდანტმა,
– სხვათა შორის, უჯრა, რომელშიც ფული იდო, გამოწეული იყო.
თითქოს სურდათ ყურადღება ძარცვაზე გადაეტანათ, მაგრამ ეს აშ-
კარად დილეტანტურად გააკეთეს. ასე მოქცევა ახალგაზრდა ჯეკოს
შეეძლო კვალის ასარევად.
– ფულთან დაკავშირებითაც უცნაური ვითარება შეიქმნა, – თქვა
მთავარმა კონსტებლმა.
– დიახ, – დაეთანხმა ჰიუიში, – ძალზე რთული ასახსნელია.
დადგენილია, რომ ერთ-ერთი ხუთგირვანქიანი კუპიურა, რომელიც
ჯეკ არგაილს აღმოუჩინეს, მისის არგაილმა ბანკში აიღო იმავე
დღეს, დილით., მასზე „მისის ბოთლბერი“ ეწერა. ჯეკო ირწმუნებო-
და, რომ ფული დედამ მისცა, მაგრამ მისტერ არგაილისა და გვენდა
ვოენის მტკიცებით, მისის არგაილი თვრამეტ საათსა და ორმოცდა-
ხუთ წუთზე ბიბლიოთეკაში შევიდა და მათ უთხრა, ჯეკო ფულს
მთხოვსო, მან კი ის მტკიცე უარით გაისტუმრა.
– იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვიცით, – შენიშნა მთავარმა
კონსტებლმა, – სავსებით შესაძლებელია, რომ არგაილმა და ვოენ-
მა იცრუეს.
– დიახ, შესაძლებელია... ან იქნებ... – სუპერინტენდანტი გაჩუმ-
და.
– განაგრძეთ, ჰიუიშ, – გაამხნევა ფინიმ.

60
– ვთქვათ, ვიღაცამ – ჯერჯერობით მას „იქსი“ ვუწოდოთ – ყური
მოჰკრა, როგორ ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა ჯეკო დედას. დავუშ-
ვათ, „იქსმა“ ამ შემთხვევის გამოყენება გადაწყვიტა: აიღო ფული,
დაეწია ახალგაზრდა კაცს და უთხრა, რომ დედამისმა აზრი შეიცვა-
ლა – ხაფანგი გამზადებულია. შემდეგ ქარცახი აიღო, რომელიც მა-
ნამდე ჯეკოს ეჭირა, და ისე იმოქმედა, რომ მასზე საკუთარი თითე-
ბის ანაბეჭდი არ დაეტოვებინა.
– დალახვროს ეშმაკმა! – შესძახა გაბრაზებულმა მთავარმა კონ-
სტებლმა, – სრულიად არ შეესაბამება იმას, რაც ამ ოჯახზე ვიცი. კი-
დევ ვინ იყო სახლში არგაილის, გვენდა ვოენის, ესთერ არგაილისა
და იმ ლინდსტრომის გარდა?
– უფროსი ქალიშვილი მერი დარანტი და მისი ქმარი.
– რომელიც ხეიბარია, არა? ის უნდა გამოვრიცხოთ. მერი და-
რანტზე რას იტყვით?
– უაღრესად მშვიდი არსებაა, სერ. წარმოუდგენელია, რამემ აა-
ღელვოს ან... მით უმეტეს, ვინმე მოკლას.
– მოსამსახურეები? – იკითხა მთავარმა კონსტებლმა.
– მხოლოდ დღის განმავლობაში მუშაობენ, სერ. ექვსი საათის-
თვის ყველანი მიდიან სახლიდან.
– ახლა კი დროსთან დაკავშირებული ინფორმაცია მანახვეთ.
სუპერინტენდანტმა ფურცელი მიაწოდა.
– ჰმ... დიახ, გასაგებია. თვრამეტ საათსა და ორმოცდახუთ წუთ-
ზე მისის არგაილი ბიბლიოთეკაში შევიდა და ქმარს უთხრა, რომ ჯე-
კო ემუქრებოდა. საუბარს გვენდა ვოენიც შეესწრო, შვიდი გათავდა
თუ არა, ის სახლში წავიდა. შვიდამდე ორი-სამი წუთით ადრე ესთერ
არგაილმა ცოცხალი და საღ-სალამათი დედა ნახა. აქედან მოყო-
ლებული რვის ნახევრამდე მისის არგაილი არავის უნახავს, სანამ
მისი ცხედარი მის ლინდსტრომმა არ აღმოაჩინა.შვიდსა და რვის ნა-
ხევარს შორის შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო. ქალის მოკ-
ვლა შეეძლო ესთერს; გვენდა ვოენსაც შეეძლო მისი მოკვლა, მას

61
შემდეგ, რაც ბიბლიოთეკიდან გავიდა, მანამ, სანამ სახლიდან წავი-
დოდა.
ამის ჩადენის შესაძლებლობა მის ლინდსტრომსაც ჰქონდა
„ცხედრის აღმოჩენამდე“. ლეო არგაილიც მარტო იყო ბიბლიოთე-
კაში რვის ათი წუთიდან მის ლინდსტრომის მიერ განგაშის ატეხამ-
დე. ამ ოცი წუთის განმავლობაში მას შეეძლო სასტუმრო ოთახში
ცოლთან შესვლა და მისი მოკვლა, ისევე, როგორც მერი დარანტს,
რომელიც ამ დროს მაღლა იმყოფებოდა. ვერც იმას გამოვრიცხავთ,
რომ თვითონ მისის არგაილმა შეუშვა ვინმე სახლში, – ჩაფიქრებით
დაამატა მაიორმა ფინიმ, – ჩვენ ვფიქრობდით, რომ მან გაუღო კარი
ჯეკს. თუ გახსოვთ, ლეო არგაილმა თქვა, გავიგონე, როგორ დარე-
კეს, როგორ გაიღო და დაიხურა კარიო, თუმცა ზუსტი დრო ვერ და-
ასახელა. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სწორედ ჯეკო დაბრუნდა და დედა
მოკლა.
– მას დარეკვა არ დასჭირდებოდა, – თქვა ჰიუიშმა, – გასაღები
ჰქონდა... ყველას ჰქონდა.
– არგაილებს კიდევ ჰყავთ ერთი ვაჟი, არა?
– დიახ, მაიკლი. მანქანების გამყიდველია დრაიმუთში.
– ვფიქრობ, აჯობებს გაარკვიოთ, რას აკეთებდა იმ საღამოს,
– ორი წლის შემდეგ? – იკითხა სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა, –
განა ვინმეს რამე გაახსენდება?
– მაშინ არ დაგიკითხავთ?
– როგორც მახსოვს, კლიენტის მანქანას ამოწმებდა. ცხადია, ეჭ-
ვის საფუძველი არა გვაქვს, მაგრამ მაიკლსაც აქვს გასაღები და ამ
დანაშაულის ჩადენა მასაც შეეძლო.
მთავარმა კონსტებლმა ამოიოხრა.
– არ ვიცი, ჰიუიშ, როგორ გაართმევთ თავს ამ ყველაფერს. არც
ის ვიცი, ოდესმე თუ მაინც მივაღწევთ რამეს.
– მეც მინდა ვიცოდე, ვინ მოკლა მისის არგაილი, – თქვა ჰიუიშ-
მა, – საუცხოო ქალი იყო. მან ბევრი გააკეთა ხალხისთვის, გაუბე-

62
დურებული ბავშვებისთვის... ასეთი ადამიანების მოკვლა არ შეიძ-
ლება. დიახ, მინდა სიმართლე გაირკვეს. თუნდაც ვერასდროს მო-
ვიპოვოთ საკმარისი მტკიცებულება მთავარი პროკურორის დასაკ-
მაყოფილებლად, მინდა სიმართლე დადგინდეს
– წარმატებას გისურვებთ, ჰიუიშ, – თქვა მთავარმა კონსტებ-
ლმა, – საბედნიეროდ, ამჟამად ცოტა საქმე გვაქვს. გული ნუ დაგ-
წყდებათ, თუკი ვერაფერს მიაღწევთ. ასეთი საქმეები ცხელ კვალზე
უნდა გაიხსნას. დიახ, ცხელ კვალზე.

63
თავი VI

კინოთეატრის დარბაზში შუქი აინთო. ეკრანზე სარეკლამო გან-


ცხადებები აციმციმდა. მებილეთეები ლიმონათისა და ნაყინის და-
ტარებას შეუდგნენ. ართურ კალგარი ყურადღებით აკვირდებოდა
მათ. ტანსრული წაბლისფერთმიანი ქალიშვილი, მაღალი შავგვრე-
მანი ქალი და ტანდაბალი ქერათმიანი ქალიშვილი. აქ სწორედ ამ
უკანასკნელის სანახავად მოვიდა. ჯეკოს ცოლის. ჯეკოს ქვრივის,
ამჟამად ჯო კლეგის მეუღლის. სასიამოვნო, არაფრით გამორჩეული
პატარა სახე, უხვად ფერ-უმარილწასმული, ამოქნილი წარბები,
იაფფასიანი პერმანენტით გაუხეშებული და გაფშეკილი თმა. არ-
თურმა მისგან ნაყინი იყიდა.
მისი ბინის მისამართი ჰქონდა და მისვლასაც აპირებდა, მაგრამ
ჯერ თვალის შევლება სურდა, ოღონდ ისე, რომ მას ვერ შეემჩნია.
გაიფიქრა, რომ მისის არგაილს, ალბათ, სხვანაირი რძლის ყოლა
სურდა. როგორც ჩანს, ჯეკოც ამიტომ უმალავდა მას თავის ახლობ-
ლებს.
კალგარიმ ამოიოხრა, ნაყინის ცარიელი ჭიქა სკამქვეშ დადო და
საზურგეზე გადაწვა. შუქი კვლავ ჩაქრა, ეკრანი განათდა და სხვა
ფილმი დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ართური წამოდგა და დარბაზი-
დან გავიდა.
მომდევნო დილით, თერთმეტი საათისთვის, ქალის სახლისკენ
გაემართა. კარი დაახლოებით თექვსმეტი წლის ყმაწვილმა გაუღო,
ართურის შეკითხვის პასუხად კი თქვა:
– კლეგები? ზედა სართული.
კალგარი კიბეზე ავიდა და კარზე დააკაკუნა. მას თვითონ მისის
მორინ კლეგი შეეგება. ელეგანტური უნიფორმისა და მაკიაჟის გა-
რეშე სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა, ეს იყო მოსულელო,
გულუბრყვილო, არაფრით გამორჩეული სახე. მან ამოქნილი წარ-
ბები ოდნავ აწკიპა და სტუმარს გაოცებით მიაჩერდა.

64
– ჩემი გვარი კალგარია. მისტერ მარშალმა, ალბათ, მოგწერათ
ჩემზე.
მორინს სახე გაუნათდა.
– ოჰ, მაშ, თქვენ ხართ? შემოდით, შემოდით, – ის განზე გადგა
და კალგარის გზა დაუთმო, – ბოდიშს გიხდით, აქ არეულობაა. და-
სალაგებლად ვერ მოვიცალე, – მან ნახმარი თეფშები გასწია, სკა-
მიდან კი დაჭმუჭნილი ტანსაცმელი აიღო, – დაბრძანდით. რა კარ-
გია, რომ მოხვედით.
– თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს მაინც გამეკეთებინა, – უთ-
ხრა კალგარიმ.
ქალმა ოდნავ დარცხვენით ჩაიცინა, თითქოს ვერ მიხვდა, რა
იგულისხმა კაცმა.
– მისტერ მარშალმა მომწერა, – თქვა მან, – რომ ის, რასაც ჯეკი
ამბობდა, საბოლოოდ სიმართლე აღმოჩნდა, რომ იმ საღამოს ვიღა-
ცამ მანქანით დრაიმუთში ჩაიყვანა. მაშასადამე, ეს თქვენ იყავით,
არა?
– დიახ, – დაუდასტურა კალგარიმ, – მე ვიყავი.
– ეს ძნელი გადასატანია, – თქვა მორინმა, – მე და ჯო ნახევარ
ღამეს ამაზე ვლაპარაკობდით. ვუთხარი, ეს კინოს უფრო ჰგავს-მეთ-
ქი. თითქმის ორი წელი გავიდა არა?
– დიახ, დაახლოებით.
– არა, მსგავსი რამ მხოლოდ კინოში თუ მოხდება. ვინმეს რომ
უამბო, არ დაიჯერებს, იტყვის, რა სისულელეა, რეალურ ცხოვრება-
ში ასე არ ხდებაო. თურმე ხდება! მართლა ამაღელვებელია, არა?
– ვფიქრობ, შეიძლება მსგავსი რამის წარმოდგენა, –თქვა კალ-
გარიმ, რომელიც ერთგვარი ტკივილით შეჰყურებდა ქალიშვილს.
ის კი მხიარულად განაგრძობდა:
– საბრალო ჯეკი მოკვდა და ამას ვეღარ გაიგებს. ციხეში მას
ფილტვების ანთება დაემართა. ჩემი აზრით, იქ სინესტე იყო ან რა-
ღაც ამგვარი.კალგარი მიხვდა, რომ გულუბრყვილო მორინს ციხე

65
რომანტიკულ ადგილად წარმოედგინა – სველი მიწისქვეშა საკნები
და იქ მორბენალი ვირთხები.
– უნდა გითხრათ, რომ მაშინ, – განაგრძო ქალიშვილმა, – მისი
სიკვდილი შესაძლოა საუკეთესო გამოსავალი იყო.
– დიახ, შესაძლოა...
– იმას ვგულისხმობ, რომ გისოსებს მიღმა მრავალი წლის გან-
მავლობაში ჯდომას ჯობდა. ჯომ მირჩია, რომ ქმარს გავშორებოდი
და მე სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებდი.
– განქორწინება გსურდათ?
– რატომ უნდა მივჯაჭვოდი ადამიანს, რომელიც ვინ იცის, რო-
დის გამოვიდოდა ციხიდან? თანაც, მართალია, ჯეკი მიყვარდა და
ასე შემდეგ... მაგრამ საიმედო კაცს ვერ უწოდებდით. არც მქონია
იმედი, რომ ჩვენი ქორწინება დიდხანს გაგრძელდებოდა.
– განქორწინების პროცედურა მისი გარდაცვალების შემდეგ და-
იწყეთ?
– ასეც შეიძლება ითქვას. მე იურისტს მივმართე. ამის გაკეთება
ჯომ მაიძულა. ცხადია, ჯო ჯეკის ვერასდროს იტანდა.
– ჯო თქვენი ქმარია?
– დიახ.ის ელექტრიკოსია. ძალიან კარგი სამუშაო აქვს და აფა-
სებენ კიდეც. ყოველთვის მეუბნებოდა, ჯეკი კარგი ადამიანი არ არი-
სო, მაგრამ მაშინ მე, ცხადია, პატარა და უჭკუო გოგო ვიყავი, ის კი
ამას ჩინებულად იყენებდა.
– ჯეკოზე ყველა ამას ამბობს.
– ქალების მოხიბვლის ოსტატი იყო, თუმცა არ ვიცი, როგორ
ახერხებდა. სილამაზის არაფერი ეცხო – სახით მაიმუნს ვამსგავსებ-
დი, მაგრამ ეს ქალებთან ურთიერთობაში ხელს არ უშლიდა. ადრე
თუ გვიან, იმას აკეთებინებდა, რაც სურდა. ამის წყალობით რამდენ-
ჯერმე უხერხული მდგომარეობიდან დაიძვრინა თავი. ახალდა-
ქორწინებული ვიყავით, როცა პრობლემები შეექმნა გარაჟში, სა-
დაც კლიენტის მანქანას არემონტებდა. ვერ გავიგე, რა მოხდა სი-

66
ნამდვილეში. გარაჟის პატრონი ცოფს ყრიდა, მაშინ ჯეკიმ მის ცოლ-
თან დაიწყო არშიყი – ბებერ, ორმოცდაათი წლის ქალთან. დაუახ-
ლოვდა, თავი მოაწონა, გული მოინადირა, თავგზა აუბნია. იმ ქალმა
ჯეკის გულისთვის ქმარს იმდენი უჩიჩინა, რომ მან სასამართლოს
აღარ მიმართა, იმ პირობით, თუ ჯეკი დანაკლისს აანაზღაურებდა.
საბრალო ვერც მიხვდა, რომ სწორედ მისმა ცოლმა მისცა ჯეკს ფუ-
ლი. მე და ჯეკი კინაღამ სიცილით დავიხოცეთ.
კალგარიმ მორინს ზიზღნარევი მზერა მიაპყრო.
– ნუთუ ეს... სასაცილო იყო?
– ო, დიახI! არ მეთანხმებით? მართლა სასაცილო იყო. დედა-
ბერს ჯეკო ისე შეუყვარდა, მისთვის თავისი დანაზოგი არ დაიშურა.
კალგარიმ ამოიოხრა. „ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარ-
მოგვიდგენია“, – გაიფიქრა მან. ადამიანი, რომელსაც ასე გაცხარე-
ბით იცავდა, სულ უფრო ნაკლებად მოსწონდა. ცოტაც და, „სანი ფო-
ინთის“ ბინადრების თვალსაზრისს გაიზიარებდა, რაც თავდაპირვე-
ლად ძალიან აოცებდა.
– აქ იმიტომ მოვედი, მისის კლეგ, – თქვა მან, – რომ გამერკვია,
რისი გაკეთება შემიძლია იმის გამოსასწორებლად, რაც მოხდა.
მორინ კლეგს სახეზე გაოცება აღებეჭდა.
– ძალზე თავაზიანი ხართ, – თქვა მან, – მაგრამ რატომ წუხდე-
ბით? ჩვენ მშვენივრად ვართ. ჯოს კარგად უხდიან, მეც ვმუშაობ –
მებილეთე ვარ კინოთეატრში.
– დიახ, ვიცი.
– მომდევნო თვეში ტელევიზორს ვიყიდით, – ამაყად ამცნო
ქალმა სტუმარს.
‒ მიხარია, რომ ამ სამწუხარო მოვლენამ თქვენსცხოვრებას და-
ღი არ დაასვა, – უთხრა ართურ კალგარიმ, – იმაზე მეტად მიხარია,
ვიდრე სიტყვებით ამის გამოხატვა შემიძლია.
ართურს სულ უფრო უჭირდა შესაფერისი სიტყვების პოვნა ამ ახ-

67
ალგაზრდა ქალთან, რომელიც უწინ ჯეკოს ცოლი იყო. რასაც კი ამ-
ბობდა, ყველაფერი მაღალფარდოვნად და არაბუნებრივად ჟღერ-
და. რატომ ვერ ახერხებდა მასთან ბუნებრივად ლაპარაკს?
– ვშიშობდი, რომ ეს საშინლად დაგამწუხრებდათ·
მორინი ართურს ფართოდ გახელილი ცისფერი თვალებით მის-
ჩერებოდა და ვერ გაეგო, რას გულისხმობდა კაცი.
– პირველ ხანებში მართლა საშინელება იყო, – თქვა მან, – ყვე-
ლა მხოლოდ ჯეკზე ლაპარაკობდა, თუმცა, რომ არ დაგიმალოთ,
ყველაფრის მიუხედავად, პოლიციელები თავაზიანად მექცეოდნენ,
ზედმეტს არაფერს მეუბნებოდნენ.
კალგარის აინტერესებდა, რას ფიქრობდა ეს გოგო ამ ტრაგედი-
ის შესახებ, ამიტომ პირდაპირ ჰკითხა:
– თქვენ ფიქრობდით, რომ მკვლელობა მართლაც ჯეკმა ჩაიდი-
ნა?
– ანუ ვფიქრობდი თუ არა, რომ ჯეკიმ დედა მოკლა?
– დიახ, სწორედ ეს ვიგულისხმე.
– როგორ გითხრათ... ცხადია, ვფიქრობდი, რომ ამის გაკეთება
შეეძლო. მან, ბუნებრივია, თქვა, ეს არ ჩამიდენიაო, მაგრამ განა შე-
იძლებოდა ჯეკის ნათქვამის დაჯერება? ყველაფერი მის დანაშაულ-
ზე მიუთითებდა. საერთოდ, თუ მის საწინააღმდეგოდ იტყოდით რა-
მეს, ჯეკი საძაგლად იქცეოდა. ვიცოდი, რომ რაღაც პრობლემები
ჰქონდა, მაგრამ თითქმის არაფერს მიყვებოდა. როცა შეკითხვების
დასმას დავიწყებდი, ბრაზი ემატებოდა. მაგრამ იმ დღეს თითქოს
დამშვიდდა, თქვა, რომ ყველაფერი მოაგვარა, რომ დედა ფულს
მისცემდა. მოუწევს მოცემაო. ცხადია, დავუჯერე.
– როგორც მივხვდი, ახლობლებისთვის არ უთქვამს, რომ და-
ქორწინდა. არც თქვენ შეხვედრიხართ მათ.
– დიახ. საქმე ისაა, რომ ისინი მდიდრები არიან, დიდი სახლი
აქვთ და ა.შ., მე მათ როგორ მოვეწონებოდი. ჯეკიმ არჩია არ გამოვ-
ჩენილიყავი, იმასაც ფიქრობდა, რომ თუ შინ მიმიყვანდა, დედამისი

68
ჩემს ცხოვრებაშიც ისევე ჩაერეოდა, როგორც მისაში ყოფდა
ცხვირს. მითხრა, რომ მისის არგაილს მბრძანებლობა, ყველას თავ-
ვის ჭკუაზე ტარება უყვარდა, რაც ყელში ჰქონდა ამოსული, ჩვენ კი
ისედაც კარგად ვცხოვრობდით.
მისის კლეგი არც წყენას გამოხატავდა, არც აღშფოთებას – რო-
გორც ჩანს, ქმრის საქციელში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავდა.
– მისმა დაპატიმრებამ თავზარი დაგცათ, არა?
– დიახ, რა თქმა უნდა. გავიფიქრე, ეს როგორ გააკეთა-მეთქი,
მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევი. გაბრაზებულ გულზე ყოველთვის
საძაგლად იქცეოდა.
კალგარი წინ გადაიხარა.
– ერთი სიტყვით, თქვენ ძალიანაც არ გაგაოცათ იმან, რომ
ქმარმა დედამისს თავში ქარცახი ჩაარტყა და ფუ ლიც მოჰპარა?
– მისტერ... ე-ე... კალგარი, მაპატიეთ, მაგრამ ეს უკვე მეტისმე-
ტია. ჩემი აზრით, მას არ უნდოდა ასე ძლიერად ჩარტყმა. არა მგო-
ნია, რომ მის მოკვლას აპირებდა. დედამ ფულის მიცემაზე უარი უთ-
ხრა, მან კი ხელი ქარცახს სტაცა – მხოლოდ მის შესაშინებლად.
როდესაც ქალი გაჯიუტდა, ჯეკიმ ვეღარ მოითმინა და ჩაარტყა. დარ-
წმუნებული ვარ, მის მოკვლას არ აპირებდა. უბრალოდ, არ გაუმარ-
თლა. იცით, ფული ძალიან სჭირდებოდა. თუ ვერ იშოვიდა, ციხეში
მოხვდებოდა.
– მაშასადამე... თქვენ მას არ ადანაშაულებთ?
– არა, ცხადია, ვადანაშაულებ... არ მიყვარს, როცა ასე საზიზ-
ღრად, აგრესიულად იქცევიან, თანაც საკუთარი დედის მიმართ!
არა, ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. მე იმასაც ვფიქრობდი,
როგორც ჯო მეუბნებოდა, ჯეკისთან ყოველგვარი ურთიერთობა გა-
მეწყვიტა, მაგრამ ხომ იცით, როგორ ხდება. ქალიშვილისთვის ძალ-
ზე ძნელია გადაწყვეტილების მიღება. ჯო გაწონასწორებული ადამი-
ანია. მას დიდი ხანია, ვიცნობ. ჯეკი მისგან განსხვავდებოდა. მან გა-
ნათლება მიიღო და ა.შ. ფულს აქეთ-იქით ფანტავდა და მეგონა,

69
რომ თავზე გადასდიოდა, და, როგორც გითხარით, არც მომხიბვლე-
ლობა აკლდა. ნებისმიერს აუბნევდა თავგზას. მეც ასე დამემარ-
თა.„ინანებ, ჩემო კარგო“, – გამაფრთხილა მაშინ ჯომ. ამან ეჭვია-
ნობა და მკვახე ყურძენი გამახსენა. ალბათ, ხვდებით, რასაც ვგულ-
ისხმობ, მაგრამ საბოლოოდ, ჯო მართალი აღმოჩნდა.
კალგარი ქალს უყურებდა და ფიქრობდა, ნუთუ ჯერაც ვერაფერს
მიხვდაო.
– რა თვალსაზრისით? – იკითხა მან.
– იმ სიბინძურეში ჩამითრია, რომელშიც თვითონ აღმოჩნდა, მე
კი პატიოსანი ოჯახიდან ვარ. დედამ მკაცრად აღგვზარდა. ჩვენს სახ-
ლში ყოველთვის სიმშვიდე და მყუდროება სუფევდა, აქ კი ჩემი ქმა-
რი პოლიციამ დააკავა! მეზობლებმა ყველაფერი გაიგეს. გაზეთები
სულ ამაზე წერდნენ – „News of World“-იც და სხვებიც. უამრავი რე-
პორტიორი მოდიოდა და შეკითხვებს მისვამდა. მოკლედ, ძალზე
უსიამოვნო ვითარება შეიქმნა.
– მაგრამ, ჩემო კარგო, – უთხრა ართურ კალგარიმ, – ახლა ხომ
მიხვდით, რომ ჯეკს ეს არ ჩაუდენია?
მორინს ლამაზ, გულუბრყვილო სახეზე გაოცება აღებეჭდა.
– რა თქმა უნდა! ეს აღარ გამახსენდა და მაინც.. იმას ვგულის-
ხმობ, რომ ჯეკი იქ მივიდა, ხმაური ატეხა, დედას დაემუქრა... ასე
რომ არ მოქცეულიყო, არც დააპატიმრებდნენ. არ მეთანხმებით?
– დიახ, სიმართლეს ამბობთ, – მიუგო კალგარიმ და გაიფიქრა,
იქნებ ეს სიმპათიური მოსულელო გოგო ჩემზე საღად აზროვნებსო.
– ოჰ, საშინელება იყო, – განაგრძო მორინმა, – არ ვიცოდი, რა
გამეკეთებინა. შემდეგ დედამ ჯეკის ოჯახში მისვლა მირჩია. „მათ
შენთვის რამე უნდა გააკეთონ, – მითხრა მან, – ბოლოს და ბოლოს,
დაანახვე, რომ შენი უფლებები გაქვს და მათი დაცვაც შეგიძლია".
მეც ავდექი და წავედი. კარი უცხოელმა ქალმა გამიღო. თავდაპირ-
ველად ვერაფერი შევასმინე. არ მიჯერებდა. „შეუძლებელია, –
იმეორებდა ის, – შეუძლებელია ჯეკოს თქვენზე ექორწინა”. მისი
სიტყვები გულში მომხვდა. „ჩვენ დავქორწინდით, – ვუთხარი მას, –

70
თანაც არა მარტო მერიაში, ეკლესიაშიც. დედაჩემს ასე სურდა!"
„ტყუილია, – თქვა იმ ქალმა, – არ მჯერა“. ბოლოს მისტერ არგაილი
გამოვიდა. ძალიან გულთბილად მიმიღო. მითხრა, რომ არ მენერვი-
ულა, რომ დამეხმარებოდა და ყველაფერს გააკეთებდა ჯეკის დასა-
ცავად. ჩემი ფინანსური მდგომარეობითაც დაინტერესდა და მას შე-
მდეგ, დღემდე, ყოველკვირა მიგზავნის განსაზღვრულ თანხას. ჯო
უკმაყოფილოა, რომ ამ ფულს ვიღებ, მე კი ვუთხარი: „ნუ სულელობ.
შეუძლიათ და მაძლევენ“. როდესაც მე და ჯო დავქორწინდით, მის-
ტერ არგაილმა მოზრდილი თანხის ჩეკი გამომიგზავნა. თქვა, რომ
ძალიან გაუხარდა ამ ამბის გაგება და იმედი ჰქონდა, რომ ეს ქორ-
წინება წინაზე უფრო ბედნიერი იქნებოდა. დიახ, მისტერ არგაილი
ძალზე გულკეთილი ადამიანია.
გაისმა კარის გაღების ხმა და მორინმა თავი იქით მიატრიალა.
– აი, ჯოც მოვიდა.
ჯო ქერა, თხელტუჩებიანი ახალგაზრდა კაცი იყო. როდესაც მო-
რინის განმარტება მოისმინა, ოდნავ მოიღუშა.
– მეგონა, ეს ამბავი დავიწყებას მიეცემოდა, – თქვა უკმაყოფი-
ლოდ, – მაპატიეთ, რომ ამას გეუბნებით, სერ, მაგრამ არ ღირს წარ-
სულის ქექვა, კარგს არაფერს მოიტანს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ
მორინს არ გაუმართლა...
– დიახ, – უთხრა კალგარიმ, – მესმის თქვენი.
– ცხადია, იმ კაცთან საქმე არ უნდა დაეჭირა, – თქვა კლეგმა, –
ვიცოდი, რომ მისი ნდობა არ შეიძლებოდა. უწინაც არაერთხელ
გახვეულა ხათაბალაში. ორჯერ თავდებით გამოუშვეს. ვინც ამ გზა-
ზე დგება, მისგან გადახვევას ვეღარ ახერხებს. თავიდან ეს სხვისი
ფულის გაფლანგვა ან ქალებისგან მათი დანაზოგის მოტყუებით გა-
მოძალვაა, ბოლოს კი მკვლელობა.
– მაგრამ ჯეკ არგაილს არავინ მოუკლავს, – შეახსენა კალგა-
რიმ.
– ამას მხოლოდ თქვენ ამბობთ, სერ, – გადაჭრით მიუგო ჯო
კლეგმა.

71
– ჯეკ არგაილს უტყუარი ალიბი აქვს დანაშაულის ჩადენის დრო-
ისთვის. ის ჩემს მანქანაში იჯდა და მე ის დრაიმუთში ჩავიყვანე. ასე
რომ, მისტერ კლეგ, ჯეკი ამ დანაშაულს ვერაფრით ჩაიდენდა.
– შესაძლოა ასეცაა, სერ, – თქვა კლეგმა, – და მაინც, მომიტე-
ვეთ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ არ ღირს წარსულის ქექვა. ბო-
ლოს და ბოლოს, ის მოკვდა და მისთვის ამას მნიშვნელობა აღარ
აქვს. ახლა კი ხალხი კვლავ ალაპარაკდება და მითქმა-მოთქმა და-
იწყება.
კალგარი წამოდგა.
– შესაძლოა თქვენი გადმოსახედიდან ასე ჩანს, მისტერ კლეგ, –
თქვა მან, – მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რასაც სამართლიანობა
ჰქვია.
– ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ინგლისის სასამართლო ყველაზე
სამართლიანია, – ჩაილაპარაკა კლეგმა.
– მსოფლიოში საუკეთესო სისტემაც არ არის შეცდომისგან დაზ-
ღვეული, – თქვა კალგარიმ, – მართლმსაჯულება ადამიანების ხელ-
შია, ადამიანები კი ზოგჯერ ცდებიან.
რამდენიმე წუთის შემდეგ ის უკვე ქუჩაში მიაბიჯებდა. იმაზე მე-
ტად იყო შეწუხებული, ვიდრე მოელოდა. „იქნებ ჯობდა, – ფიქრობ-
და კალგარი, – ის დღე არასდროს გამხსენებოდა? ბოლოს და ბო-
ლოს, როგორც იმ თვითკმაყოფილმა თხელტუჩებიანმა ყმაწვილმა
თქვა, ჯეკი უკვე მკვდარია. ის იმ მოსამართლის წინაშე წარდგა, რო-
მელიც შეცდომას არ უშვებს. მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს,
მკვლელად დაამახსოვრდება ხალხს თუ ქურდბაცაცად“.
უეცრად კალგარი აღშფოთდა: „მაგრამ ამას ვიღაცისთვის ხომ
მაინც უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა! – გაიფიქრა მან, – ვიღაცას ხომ
უნდა გაუხარდეს მისი უდანაშაულობა. რატომ არავის უხარია? კარ-
გი, ამ ქალიშვილის გაგება კიდევ შეიძლება – ჯეკომ მას თავგზა აუბ-
ნია, თუმცა მორინს ის არასდროს ჰყვარებია. მას, ალბათ, არც შეუძ-
ლია ვინმეს შეყვარება, მაგრამ სხვები? მამა, და, ძიძა... მათ ხომ უნ-

72
და გახარებოდათ, შვება უნდა ეგრძნოთ, სანამ მომავლის შიში შე-
იპყრობდათ... ჰო... ვინმესთვის ხომ მაინც უნდა ყოფილიყო ძვირ-
ფასი“.

***

– მის არგაილი... მეორე მაგიდა.


კალგარი ერთხანს იდგა და ქალიშვილს აკვირდებოდა. კოხტა,
ტანდაბალი, მშვიდი და საქმიანი. მუქი ლურჯი კაბა თეთრი საყელო-
თი და მანჟეტებით, ყელამდე ჩამოშვებული აკურატულად და შავი
თმა. მუქი კანი. შერეული რასის წარმომადგენელი, რომელიც მისის
არგაილმა იშვილა.
ქალიშვილმა მას მუქი, გაუმჭვირვალე თვალები მიაპყრო, მათ-
ში არაფერი იკითხებოდა.
დაბალი, სასიამოვნო ხმა ჰქონდა.
– რით დაგეხმაროთ?
– მის არგაილი ხართ? მის კრისტინა არგაილი?
– დიახ.
– მე კალგარი ვარ, ართურ კალგარი, შესაძლოა გსმენიათ...
– დიახ, მსმენია თქვენზე. მამაჩემმა მომწერა.
– ძალიან მინდა დაგელაპარაკოთ.
ქალიშვილმა საათს შეხედა.
– ბიბლიოთეკა ნახევარ საათში დაიკეტება. შეგიძლიათ დამე-
ლოდოთ?
– რა თქმა უნდა. იქნებ სადმე ფინჯანი ჩაი დავლიოთ?
– გმადლობ, – უთხრა და იმ მამაკაცს მიმართა, რომელიც კალ-
გარის ზურგიდან მიუახლოვდა, – დიახ, რით დაგეხმაროთ?
კალგარი მაგიდას მოსცილდა. ერთხანს აქეთ-იქით და- დიოდა
და თაროებზე დაწყობილ წიგნებს ათვალიერებდა, თუმცა ტინა არ-
გაილსაც აკვირდებოდა. ქალიშვილს კვლავაც მშვიდი, საქმიანი,

73
აუღელვებელი გამომეტყველება ჰქონდა. ნახევარი საათი ნელა გა-
დიოდა, მაგრამ ბოლოს ზარის ხმა გაისმა და ქალიშვილმა კალგა-
რის თავი დაუქნია.
– რამდენიმე წუთში ქუჩაში შეგხვდებით.
ქალიშვილმა ართურს არ ალოდინა. შლაპა არ ეხურა, მუქი სქე-
ლი პალტო ეცვა. კალგარიმ ჰკითხა, სად ჯობდა წავლა
– რედმინს ცუდად ვიცნობ, – აუხსნა მან.
– აქვე, ეკლესიასთან, ერთი კაფეა. დიდი ვერაფერია, ამიტომ
ხალხმრავლობით არასდროს გამოირჩევა.
მალე უკვე პატარა მაგიდასთან ისხდნენ. გამხდარმა და დაღ-
ლილმა ოფიციანტმა მათი შეკვეთა ისე მიიღო, ენთუზიაზმის ნასა-
ხიც არ გამოუჩენია.
– კარგი ჩაი არ იქნება, – ბოდიშის კილოთი თქვა ტინამ, – მაგ-
რამ ვიფიქრე, რომ შედარებით განმარტოებულ ადგილს ამჯობინებ-
დით.
– დიახ, ასეა. მინდა აგიხსნათ, რატომ მოგძებნეთ. საქმე ისაა,
რომ უკვე შევხვდი თქვენი ოჯახის სხვა წევრებს, თქვენი ძმის, ჯეკოს,
ცოლის, უფრო სწორად, ქვრივის, ჩათვლით. ერთადერთი დარჩით,
ვისაც არ შევხვედრივარ, თუმცა არა, არც თქვენი გათხოვილი და მი-
ნახავს.
– თქვენი აზრით, აუცილებელია, ყველა ჩვენგანს შეხვდეთ?
ქალიშვილმა ეს თავაზიანად წარმოთქვა, თუმცა მის ხმაში ერ-
თგვარი გულგრილობა იგრძნობოდა, რის გამოც კალგარი უხერხუ-
ლად შეიშმუშნა.
– არა იმიტომ, რომ ურთიერთობა დავამყარო, – თქვა ცივად, –
არც ცნობისმოყვარეობის გამო (განა ეს ცნობისმოყვარეობა არ
იყო?). უბრალოდ, მინდოდა პირადად მეთქვა თითოეული თქვენგა-
ნისთვის, თუ როგორ ვწუხვარ, რომ სასამართლო პროცესის დროს
თქვენი ძმის უდანაშაულობაზე ვერაფერი ვთქვი.
– გასაგებია...
– თუ თქვენ ის გიყვარდათ... გიყვარდათ?

74
ქალიშვილი ერთხანს დუმდა, შემდეგ თქვა:
– არა, ჯეკო არ მიყვარდა.
– მე კი ბევრისგან მსმენია, რომ ის ძალზე... მომხიბლავი ადა-
მიანი იყო.
– მას არც ვენდობოდი და არც მიყვარდა, – უემოციოდ თქვა ქა-
ლიშვილმა.
– არასდროს გაგჩენიათ ეჭვი, რომ მას... მომიტევეთ... დედათქვ-
ენი არ მოუკლავს?
– აზრადაც არასდროს მომსვლია, რომ ეს ვინმე სხვამ ჩაიდინა.
ოფიციანტმა ჩაი მოიტანა. პური მაგარი იყო, კარაქი – ძველი,
ჩაი – წყალწყალა, ჯემის ნაცვლად – უცნაური მყარი მასა, ღვეზელი
საღებავით დახატულს ჰგავდა და საჭმელად უვარგისი იყო.
კალგარიმ ჩაი მოსვა და თქვა:
– მიმანიშნეს, რომ ჩემს ჩვენებას, რომელიც თქვენს ძმას მკვლე-
ლობის ბრალდებას უხსნის, შესაძლოა არასასიამოვნო შედეგები
მოჰყვეს, ოჯახის წევრებს კი ახალი საწუხარი და სანერვიულო გა-
გიჩნდებათ.
– იმიტომ, რომ გამოძიება თავიდან დაიწყება?
– დიახ. ამაზე უკვე იფიქრეთ?
– მამას, მგონი, მიაჩნია, რომ ეს გარდაუვალია.
– ვწუხვარ. გულწრფელად ვწუხვარ.
– რატომ წუხხართ, დოქტორო კალგარი?
– არ მინდა ახალი უსიამოვნებები მოგიტანოთ.
– მაგრამ თუ არაფერს იტყოდით, კმაყოფილი იქნებოდით?
– სამართლიანობას გულისხმობთ?
– დიახ, თქვენ კი – არა?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობდი, რომ სამართლიანობისაღდგენა
უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ახლა... თავს ვეკითხები, უფრო მნიშ-
ვნელოვანი რამეც ხომ არ არსებობსმეთქი?
– მაგალითად?
კალგარის ფიქრები ესთერს გადასწვდა.

75
– მაგალითად... უდანაშაულოთა დაცვა.
ქალიშვილის თვალები უფრო გაუმჭვირვალე გახდა.
– რას განიცდით, მის არგაილ?
ტინა არგაილი ორიოდე წამით დაფიქრდა, შემდეგ კი თქვა:
– იმ სიტყვებზე ვფიქრობ, რომლებიც „თავისუფლების დიდ ქარ-
ტიაში“ წერია: „არავის ვეტყვით უარს მართლმსაჯულებაზე“.
– გასაგებია, – უთხრა კალგარიმ, – ეს არის თქვენი პასუხი...

76
თავი VII

ექიმი მაკმასტერი მოხუცი კაცი იყო ბუჩქა წარბებით, ნაცრისფე-


რი გამჭრიახი თვალებითა და წინ წამოწეული ნიკაპით. შელახულ
სავარძელში გადაწოლილი ყურადღებით ათვალიერებდა სტუმარს.
როგორც ჩანს, ნანახით კმაყოფილი დარჩა.
კალგარიც სიმპათიით განიმსჭვალა მის მიმართ. მოეჩვენა, რომ
ინგლისში დაბრუნების შემდეგ პირველად შეხვდა ადამიანს, რომე-
ლიც გაუგებდა.
– ექიმო მაკმასტერ, გმადლობ, რომ ჩემთან შეხვედრას დათან-
ხმდით,‒ თქვა მან.
– არაფრის, – მიუგო ექიმმა, – როგორც კი პრაქტიკას თავი და-
ვანებე, საშინელი მოწყენილობა დამეუფლა. ახალგაზრდა კოლეგე-
ბი მარწმუნებენ, რომ მანეკენივით უნდა ვიჯდე და ჩემს ბებერ გულს
გავუფრთხილდე, მაგრამ ეს ჩემთვის არაბუნებრივი მდგომარე-
ობაა. დიახ, ასეა. რადიოს ვუსმენ და იქ დაუსრულებლად ლაქლაქე-
ბენ. ზოგჯერ შინამოსამსახურე დამიყოლიებს, რომ ტელევიზორი
ჩავრთო, მაგრამ რად გინდა – სულ ფილმები,ფილმები, ფილმები...
ყოველთვის საქმიანი ადამიანი ვიყავი, მთელი ცხოვრება დაუღა-
ლავად ვმუშაობდი. არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა. კითხვისას თვა-
ლები მეღლება. ამიტომ ნუ ბოდიშობთ, რომ დროს მართმევთ.
– პირველ ყოვლისა, უნდა აგიხსნათ, – დაიწყო კალგარიმ, – რა-
ტომ მაწუხებს ეს ყველაფერი. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ის გა-
ვაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა – მოვყევი ჩემს ტვინის შერყევასა
და მეხსიერების დროებით დაკარგვაზე და ახალგაზრდა კაცის უდა-
ნაშაულობადავადასტურე. ამის შემდეგ ერთადერთი გონივრული
და ლოგიკური საქციელი წასვლა და ამ ყველაფრის დავიწყება იქ-
ნებოდა. რას იტყვით? ასეა?
– გარემოებებს გააჩნია, – თქვა ექიმმა მაკმასტერმა, ორიოდე
წამით გაჩუმდა და განაგრძო, – რამე გაშფოთებთ?

77
– დიას, – მიუგო კალგარიმ, – ყველაფერი მაშფოთებს, საქმე ის
არის, რომ ჩემი ნათქვამი ისე არ აღიქვეს, როგორც ველოდი.
– ამაში უცნაური არაფერია, – თქვა ექიმმა მაკმასტერმა, – ეს
ყოველდღე ხდება. გონებაში წინასწარ გავდივართ რეპეტიციას,
მნიშვნელობა არა აქვს, ეს კოლეგებთან კონსულტაცია იქნება,
ახალგაზრდა ქალიშვილისთვის ხელისა და გულის შეთავაზება თუ
სკოლაში წასვლამდე შვილთან საუბარი. თუმცა საქმე საქმეზე რომ
მიდგება, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. არადა, უკვე მოიფიქრეთ
სათქმელი და სავარაუდო პასუხებიც განიხილეთ, მაგრამ პასუხები
არასდროსაა ისეთი, როგორიც, თქვენი აზრით, უნდა ყოფილიყო.
ვფიქრობ, ეს გაღიზიანებთ, არა?
– დიახ, – მიუგო კალგარიმ.
– სხვას რას ელოდით? იმას, რომ მადლობით აგავსებდნენ?
– ველოდი... – კალგარი დაფიქრდა, – დადანაშაულებას? შესაძ-
ლოა. აღშფოთებას? სავარაუდოდ, მაგრამ, იმავდროულად, მად-
ლობასაც.
მაკმასტერმა ჩაიცინა.
– მაშასადამე, არც მადლობა გითხრეს და არც განსაკუთრებული
აღშფოთება გამოუხატავთ?
– რაღაც ამგვარი მოხდა, – აღიარა კალგარიმ.
– იმიტომ, რომ ბევრი რამ არ იცოდით, სანამ იქ არ მიხვედით.
ჩემთან რამ მოგიყვანათ?
– მინდოდა მეტი შემეტყო ოჯახზე, – აუჩქარებლად თქვა კალგა-
რიმ, – მე მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები ვიცი. შესა-
ნიშნავი უანგარო მის არგაილი ყველაფერს აკეთებდა თავისი შვი-
ლობილებისთვის. იმავდროულად, თავდაუზოგავად მუშაობდა სა-
ზოგადოების საკეთილდღეოდ. მეორე მხრივ, პრობლემური ბავშვი,
რომელიც ახალგაზრდა დამნაშავედ გადაიქცა. სულ ეს არის, რაც
ვიცი. მეტი არაფერი. არც მისის არგაილზე.

78
– მართალი ხართ, – უთხრა მაკმასტერმა, – ყველაზე მნიშვნელო-
ვანზე მიუთითებთ. მკვლელობის გამოძიებისას ყოველთვის უნდა
დავფიქრდეთ მკვლელის პიროვნებაზე. როგორც წესი, იმის გარ-
კვევას ცდილობენ, თუ რა ჰქონდა განზრახული მკვლელს. თქვენ,
ალბათ, ფიქრობდით, რომ მისის არგაილი ისეთი ქალი იყო, რომ-
ლის მოკვლის მიზეზიც არ არსებობდა.
– მეგონა, ყველა ასე ფიქრობდა.
– ეთიკური თვალსაზრისით, სავსებით მართალი ხართ, – თქვა
მაკმასტერმა და ცხვირი მოისრისა, – თუმცა ჩინელების აზრით,
ქველმოქმედება ცოდვა უფროა, ვიდრე სათნოება. უნდა გითხრათ,
რომ ეს უბრალო საკითხი არ არის. ქველმოქმედება ადამიანების
ურთიერთობას ამახინჯებს, მათ ხელ-ფეხს უკრავს. ყველამ ვიცით,
როგორია ადამიანის ბუნება. თუ ვინმეს დაეხმარებით, მის მიმართ
კეთილგანწყობა გიჩნდებათ, ის კიდეც მოგწონთ.
მაგრამ საინტერესოა, მასაც თუ უჩნდება თქვენდამი ასეთივე
გრძნობა, ვისაც სიკეთე გაუკეთეთ? მასაც მართლა მოსწონხართ?
წესით, ასე უნდა იყოს, მაგრამ როგორ არის სინამდვილეში?
– კარგი, – თქვა დოქტორმა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, – ვნა-
ხოთ, რა გამოდის. მისის არგაილი შესანიშნავი დედა იყო, თუმცა,
უდავოდ, მოჭარბებულად კეთილმოწყალე. ან სურდა ეს, ან ცდი-
ლობდა ამას.
– მისის არგაილს ღვიძლი შვილები არ ჰყავდა, – შენიშნა კალ-
გარიმ.
– დიახ, – დაეთანხმა მაკმასტერი, – ვფიქრობ, სწორედ აქ წარ-
მოიშვა პრობლემა. შეხედეთ ნებისმიერ დედა კატას. ის გააფთრე-
ბით იცავს თავის კნუტებს, ყველას დაკაწრავს, ვინც მათთან მიახ-
ლოებას გაბედავს, მაგრამ გადის დაახლოებით ერთი კვირა და ის
საკუთარ ცხოვრებას უბრუნდება. მიდის კნუტებისგან, ისვენებს მათ-
გან, ნადირობს. როცა მათ რამე ემუქრებათ, დასახმარებლად მო-
დის, მაგრამ მათზე მუდმივად მიჯაჭვული აღარაა. მათთან თამა-

79
შობს, მაგრამ თუ რომელიმე კნუტი ცელქობაში გადააჭარბებს, და-
ტუქსავს და აგრძნობინებს, რომ დასვენება სურს. ის თავის ბუნებას
უბრუნდება. კნუტების წამოზრდასთან ერთად, სულ უფრო ნაკლე-
ბად ზრუნავს მათზე, მისი ფიქრები სულ უფრო მეტად არის მიმართუ-
ლი მეზობელი მამალი კატებისკენ. ასეთი ქცევა ნებისმიერი მდედ-
ობითი სქესის არსების ნორმალური ნიმუშია. ძლიერი დედობრივი
ინსტინქტის მქონე ბევრი ქალიშვილი და ქალი მინახავს, რომლე-
ბიც გათხოვებისკენ მიილტვიან, ძირითადად, იმიტომ, რომ გაუცნო-
ბიერებლად დედობის სურვილი აქვთ... და, აი, ჩნდება ახალშობი-
ლი. ქალი ბედნიერი და კმაყოფილია, მაგრამ ცხოვრება თავისას
ითხოვს. ქალი კვლავ იჩენს ყურადღებას ქმრისადმი, ინტერესდება
ადგილობრივი პრობლემებითა და ჭორებით და, ცხადია, თავისი
შვილებით. ყველაფრით, ოღონდ ზომიერად. დედობრივი ინსტინ-
ქტი, ფიზიკური თვალსაზრისით, სავსებით დაკმაყოფილებულია.
რაც შეეხება მისის არგაილს, მასში დედობრივი ინსტინქტი
მძლავრად იყო განვითარებული, თუმცა ბუნებამ ბავშვის ან ბავშვე-
ბის გაჩენით ფიზიკური დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ არგუ-
ნა. ამიტომ დედობრივი ინსტინქტი მასში არასდროს შესუსტებულა.
სურდა შვილი ჰყოლოდა, ბევრი შვილი. ისინი მუდამ ეცოტავებოდა.
დღედაღამ ბავშვებზე ფიქრობდა. ქმარს სათვალავში აღარ აგდებ-
და. ის მხოლოდ სასიამოვნო აბსტრაქცია იყო, პირველ ადგილზე კი
ბავშვები იდგნენ. მათი გამოკვება, ჩაცმა, მათთან თამაში, ყველა-
ფერი, რაც მათ უკავშირდებოდა. მათთვის ძალზე ბევრი კეთდებო-
ბდა. დედისგან მათ მხოლოდ მარტივი და აშკარა უგულეელყოფა
აკლდათ. ისინი უბრალოდ კი არ გაჰყავდათ ბაღში, რათა იქ ჩვე-
ულებრივი სოფლელი ბავშვებივით ეთამაშათ, არა, მათ ათასგვარი
მოწყობილობა უნდა ჰქონოდათ ცოცვისთვის, ქვები – ფეხების და-
საბიჯებლად, ნაკადულზე გადებული ხიდი, პატარა სახლი ხეებს შო-
რის სათამაშოდ, მოტანილი ქვიშა, სპეციალურად მოწყობილი პლა-
ჟი მდინარის ნაპირზე. არც უბრალო და ჩვეულებრივი საჭმელი

80
ეკადრებოდათ. ბოსტნეულს ხუთ წლამდე უხეხავდნენ, რძეს ასტე-
რილებდნენ, წყალს ამოწმებდნენ, ითვლიდნენ კალორიებისა და
ვიტამინების რაოდენობას! ამას გეუბნებით როგორც სპეციალის-
ტი, ვინც ამ ბავშვებს არაერთ წელს აკვირდებოდა. თვითონ მისის
არგაილი ჩემთან არ მკურნალობდა – როცა ექიმი სჭირდებოდა,
ჰარლისტრიტზე მიდიოდა მასთან. უნდა ითქვას, რომ ამას იშვია-
თად აკეთებდა, ვინაიდან ძლიერი, ჯანმრთელი ქალი იყო.
მაგრამ მე ადგილობრივი ექიმი ვიყავი და ბავშვების გასასინჯად
მიწვევდნენ, თუმცა მისის არგაილი ფიქრობდა, რომ ცოტა აგდებუ-
ლად ვეპყრობოდი მათ. მაგალითად, მე ვურჩევდი, რომ ბავშვებს
მაყვალი პირდაპირ ბუჩქიდან ეჭამათ; რომ არაფერი დაშავდებო-
და, თუკი ფეხს დაისველებდნენ ან სურდო შეეყრებოდათ; რომ თუ
ტემპერატურა 37 გრადუსი ჰქონდათ, ამაში განსაკუთრებული არა-
ფერი იყო, და არც ნერვიულობა ღირდა, ვიდრე ის 39-ს არ ასცდე-
ბოდა. ამ ბავშვებს ანებივრებდნენ, საჭმელს კოვზით აჭმევდნენ,
თავს დასტრიალებდნენ, უყვარდათ, ლამის აღმერთებდნენ, რამაც
მათზე კარგად ნამდვილად ვერ იმოქმედა.
– იმას გულისხმობთ, – თქვა კალგარიმ, – რომ ამან ჯეკოზე ცუ-
დად იმოქმედა?
– არა, მე მხოლოდ ჯეკო არ მიგულისხმია. ჩემი აზრით, ჯეკო თა-
ვიდანვე პრობლემური ბავშვი იყო. ახლა მისნაირებს „არამყარი
ფსიქიკის ბავშვებად” მოიხსენიებენ, თუმცა სახელწოდება არსს არ
ცვლის. არგაილებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის, არაფერი და-
უშურებიათ. ჩემს ცხოვრებაში ბევრი „ჯეკო“ მინახავს. როდესაც
ყმაწვილი საბოლოოდ ასცდება სწორ გზას, მშობლები, როგორც წე-
სი, ამბობენ: „ბავშვობაში უფრო მკაცრად უნდა მოვპყრობოდი!“ ან
„ძალზე მკაცრად ვექცეოდი, მეტი სითბო უნდა გამომეჩინა!“ ჩემი აზ-
რით, მათ შორის განსხვავება არ არის. ზოგი ცუდ გზას იმიტომ ად-
გება, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და სიყვარული აკლდა, ზოგიც ნე-

81
ბივრებისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში მცირე სტრესიც საკმარი-
სია შეცდომის დასაშვებად. ჯეკოს ამ უკანასკნელთა რიცხვს მივა-
კუთვნებ.
– მაშასადამე, არ გაგკვირვებიათ, როდესაც ის მკვლელობის
ბრალდებით დააპატიმრეს? – ჰკითხა კალგარიმ.
– რაღა დაგიმალოთ და, გამიკვირდა. იმიტომ კი არა, რომ ჯე-
კოსთვის მკვლელობა მიუღებელი იყო. ის იმ ახალგაზრდათა
რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც სინდისი არ გააჩნიათ. მე იმან
გამაკვირვა, თუ რა ხერხით ჩაიდინა მკვლელობა. დიახ, ვიცოდი,
რომ ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ა.შ. პატარაობისას ხშირად ესხმოდა
თავს სხვა ბავშვებს, ზოგჯერ მათ მძიმე სათამაშოს ან ხის ნაჭერს
ესროდა, მაგრამ ყოველთვის უფრო პატარას ირჩევდა და, ჩვეულე-
ბისამებრ, ეს ცხელ გულზე ჩადენილი საქციელი კი არ იყო, არამედ
სხვისთვის ტკივილის მიყენების ან იმის მიღების სურვილი, რაც
სურდა. მისგან ასეთ მკვლელობას არ ველოდი. მას სხვანაირი ქცე-
ვა ახასიათებდა.
ვთქვათ, თანამზრახველთან ერთად დანაშაული ჩაიდინა და პო-
ლიცია მისდევს. ასეთ დროს ჯეკოს მსგავსი ტიპები ამბობენ: „მიდი,
დასცხე, ძმაო! მიდი, ესროლე!“ ისინი მზად არიან მკვლელობაზე წა-
სასვლელად და სხვებს აქეზებენ, თუმცა გამბედაობა არ ჰყოფნით,
რომ ეს თვითონ ჩაიდინონ. აი, ამის თქმა მსურდა. როგორც ჩანს, –
დაამატა ექიმმა, – მართალი ვიყავი.
კალგარი ხალიჩას დასჩერებოდა, რომელიც ისე იყო გაცვეთი-
ლი, უწინდელი მოხატულობის ნასახიც არ შერჩენოდა
– არ ვიცოდი, რას შევეჩეხებოდი, – თქვა მან, – ვერ ვაცნობიე-
რებდი, როგორ შემოუტრიალდებოდა ეს სხვებს. ვერ წარმოვიდგენ-
დი, რომ მომიწევდა...
ექიმმა თანაგრძნობით დაუქნია თავი.
– დიახ, – თქვა მან, – ყველაფერი სხვაგვარად არის, არა? ახლა
გსურთ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.

82
– დიახ, – უთხრა კალგარიმ, – თქვენთან სწორედ ამაზე სალაპა-
რაკოდ მოვედი. თითქოს არც ჩანს იმის რეალური მოტივი, რომ
მკვლელობა არგაილების სახლში მყოფთაგან რომელიმემ ჩაიდი-
ნა.
– მხოლოდ ერთი შეხედვით, – მიუგო ექიმმა, – მაგრამ თუ უფრო
ღრმად ჩაეძიებით... ოჰ, ეჭვი არ მეპარება, დანაშაულის ჩადენის
მრავალ მიზეზს აღმოაჩენთ.
– მაინც?
– თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ეს უნდა დაადგინოთ?
– დიახ, ამ აზრს ვერაფერს ვუხერხებ.
– შესაძლოა თქვენს ადგილზე მეც ასე გადამეწყვიტა... არ ვიცი.
უნდა გითხრათ, რომ არგაილების ოჯახის ვერც ერთი წევრი საკუთ-
არ ბედს ვერ განკარგავდა – მანამ, სანამ მათი დედა – ასე მოვიხსე-
ნიებ, რადგან უფრო მოსახერხებელია – ცოცხალი იქნებოდა. მას
ყველა მათგანი ხელში ეჭირა.
– რას გულისხმობთ?
– მატერიალურ უზრუნველყოფას, თანაც ძალიან გულუხვს. დი-
დი შემოსავალი მათ შორის მეურვეების შეხედულებისამებრ ნა-
წილდებოდა. მართალია, მისის არგაილი მეურვეთა რიცხვში არ შე-
დიოდა, სანამ ცოცხალი იყო, მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებ-
დნენ.
ექიმი მაკმასტერი მცირე ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
– საინტერესოა, რომ ყველანი ცდილობდნენ მისგან თავის დაღ-
წევას, ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რასაც დედა თავს ახვევდათ. ის
კი ასე იქცეოდა, თანაც საუკეთესო განზრახვით. სურდა შვილებს
მყუდრო სახლი ჰქონოდათ, მათთვის კარგი განათლება მიეცა, იმ
პროფესიების დაუფლებაში დახმარებოდა, რომლებიც მათ თვი-
თონვე შეურჩია. ცდილობდა ისე მოპყრობოდა მათ, როგორც მისი
და ლეო არგაილის ღვიძლ შვილებს. ოღონდ, ცხადია, ისინი მისი და
ლეო არგაილის ღვიძლი შვილები არ იყვნენ. მათ სრულიად გან-

83
სხვავებული ინსტინქტები, გრძნობები, მიდრეკილებები და მოთ-
ხოვნილებები ჰქონდათ. ახალგაზრდა მიკი ახლა მანქანების გამ-
ყიდველად მუშაობს.
ესთერი, შეიძლება ითქვას, სახლიდან გაიქცა, რათა სცენაზე
ეთამაშა, თანაც ვიღაც ძალზე საეჭვო ტიპი შეუყვარდა. მსახიობად
ვერ ივარგა და შინ დაბრუნდა. იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ
დედა მართალი იყო. მერი დარანტი ომის დროს გათხოვდა დედის
სურვილის საწინააღმდეგოდ. მისი ქმარი ჭკვიანი და სიმპათიური
ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ბიზნესის არაფერი გაეგება. შემდეგ პო-
ლიომიელიტით დაავადდა. როდესაც გამოჯანმრთელება დაიწყო,
„სანი ფოინთში“ მოიყვანეს. მისის არგაილმა დაიჟინა, რომ მათ
მუდმივად იქ ეცხოვრათ. ფილიპი სიამოვნებით დათანხმდა, მერი
დარანტი კი ამას მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა – სურდა ქმარ-
თან ერთად საკუთარ სახლში ეცხოვრა. თუმცა დედამისი რომ არ
მომკვდარიყო, ეჭვი არ მეპარება, ფარ-ხმალს დაყრიდა.
მიკი, მეორე ვაჟი, ყოველთვის გამომწვევად იქცეოდა. ის ბი-
ოლოგიურმა დედამ მიატოვა, რასაც ძალზე განიცდიდა პატარაობი-
სას და ახლაც განიცდის. ვფიქრობ, გულის სიღრმეში დედობილი კი-
დეც სძულდა.
ახლა შვედ მემასაჟე ქალზე გადავიდეთ, მას მისის არგაილი არ
უყვარდა, სამაგიეროდ, ბავშვებს და ლეოს მიეჯაჭვა. მისის არგაილ-
მა მას ბევრი სიკეთე გაუკეთა. ისიც ცდილობდა მადლიერებით გა-
დაეხადა, ოღონდ არ შეეძლო... და მაინც, არა მგონია, თავისი კეთი-
ლისმყოფელი ისე ეჯავრებოდა, რომ მისთვის თავში ქარცახი ჩაერ-
ტყა – მას ხომ ნებისმიერ დროს შეეძლო წასვლა. რაც შეეხება ლეო
არგაილს...
– დიახ, მასზე რას იტყვით?
– ის ხელმეორედ აპირებს დაქორწინებას, – თქვა ექიმმა მაკმას-
ტერმა, – რაშიც წარმატებას ვუსურვებ. გვენდა ვოენი საუცხოო ქა-
ლია – გულკეთილი, გულისხმიერი, სასიამოვნო მოსაუბრე. ძალიან

84
უყვარს ლეო, თანაც, უკვე დიდი ხანია, რას გრძნობდა ის მისის არ-
გაილის მიმართ?
ამას, ალბათ, ისევე ხვდებით, როგორც მე. ბუნებრივია, მისის
არგაილის სიკვდილმა ყველაფერი გაამარტივა.
ლეო არგაილი იმ მამაკაცთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც საკუ-
თარ მდივანთან რომანს გააბამს სახლში, სადაც ცოლთან ერთად
ცხოვრობს. ვფიქრობ, არც მისის არგაილის მიტოვებას გადაწყვეტ-
და.
– მე ორივე მათგანი ვნახე, – აუჩქარებლად თქვა კალგარიმ, –
ორივეს გავესაუბრე. ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმეს...
‒ ვიცი, – მიუგო მაკმასტერმა, – ამის დაჯერება შეუძლებელია,
არა? და მაინც... ეს ოჯახის რომელიღაც წევრმა ჩაიდინა.
– მართლა ასე ფიქრობთ?
– არ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო. პოლიცია დარწმუნებულია, რომ
გარეშე პირი გამორიცხულია. ჩემი აზრით, ასეცაა.
– მაგრამ ვინ? – იკითხა კალგარიმ.
მაკმასტერმა მხრები აიჩეჩა.
– ვერაფერს მოგახსენებთ.
– თქვენ ხომ ყველა მათგანს კარგად იცნობთ. ნუთუ ეჭვი არავის-
ზე გაქვთ?
– რომც მქონდეს, მაინც არ გეტყოდით, – თქვა მაკმასტერმა, –
ასე ვერ მოვიქცევი. შესაძლოა რამე ფაქტორი გამომეპარა, მაგრამ
ახლა ვერც ერთ მათგანზე ვერ მივიტან ეჭვს. თუმცა ვერც რომელი-
მე მათგანს გამოვრიცხავ. დიახ, – განაგრძო ჩაფიქრებით, – ვფიქ-
რობ, სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ. პოლიცია მოკვლევას ჩა-
ატარებს, ინფორმაციას შეაგროვებს, ყველაფერს იღონებს, რაც შე-
უძლია, მაგრამ მტკიცებულების მოპოვება ამდენი ხნის შემდეგ, რო-
ცა ხელთ არაფერი გაქვს... – მან თავი გადააქნია, – არა, ჩემი აზ-
რით, სიმართლეს ვერასდროს შევიტყობთ. მსგავსი შემთხვევები
საკმაოდ ხშირია. მათზე გაზეთებშიც წერენ. დიდი ხნის წინანდელ

85
საქმეებში აშკარაა, რომ დანაშაული სამი, ოთხი ან ხუთი ადამიანი-
დან ერთ-ერთმა ჩაიდინა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებების
უქონლობის გამო ხელს ვერავის ადებენ.
– თქვენი აზრით, აქაც იგივე მოხდება?
– დიახ, ასე მგონია, – თქვა დოქტორმა მაკმასტერმა და კვლავ
გამჭრიახი მზერა მიაპყრო კალგარის, – საშინელებაა, არა?
– საშინელებაა, – დაეთანხმა კალგარი, – უდანაშაულოების-
თვის. სწორედ ეს მითხრა მან.
– ვინ? ვინ გითხრათ?
– იმ ქალიშვილმა – ესთერმა. მითხრა, ვერ ხვდებით, რომ ახლა
მთავარი უდანაშაულო ხალხიაო. თქვენც იმავეს ამბობთ... რომ ვე-
რასდროს გავიგებთ...
– ..რომელი მათგანია უდანაშაულო? – დაასრულა ექიმმა, – დი-
ახ, აი, სიმართლე რომ ვიცოდეთ – ყოველგვარი დაპატიმრების, სა-
სამართლოსა და განაჩენის გარეშე. მხოლოდ ვიცოდეთ. ვინაიდან
სხვაგვარად... – ექიმი გაჩუმდა.
– დიახ? – ჰკითხა კალგარიმ.
– ეს თქვენც იცით, – თქვა ექიმმა მაკმასტერმა, – რა საჭიროა
თქმა, თქვენ უკვე თქვით. ეს ბრეივოს საქმეს მაგონებს. მას შემდეგ
თითქმის ასი წელი გავიდა, მასზე კი კვლავ წერენ, გამოთქვამენ ვა-
რაუდს, თუ ვინ ჩაიდინა ეს: მისმა ცოლმა, მისის კოქსმა, ექიმმა გა-
ლიმ თუ, კორონერი დასკვნის მიუხედავად, თვითონ ჩარლზ ბრე-
ივომ დალია საწამლავი. ყველა ვერსია დამაჯერებელია, თუმცა ვე-
რავინ ვერასდროს შეიტყობს, რომელი მათგანია სწორი. მოგეხსე-
ნებათ, ოჯახმა ფლორენს ბრეივოს ზურგი შეაქცია. მან ლოთობასა
და მარტოობაში დალია სული. მისის კოქსი, სამ ბიჭუნასთან ერთად,
საზოგადოებამ გარიყა. მან სიბერემდე იცოცხლა, მაგრამ მისი ნაც-
ნობების უმრავლესობა მას მკვლელად თვლიდა. ექიმი გალი პრო-
ფესიულადაც განადგურდა და სოციალურადაც... ნამდვილი დამნა-
შავე სასჯელს გადაურჩა, უდანაშაულო ხალხი კი დაისაჯა.
– ეს არ უნდა მოხდეს, – თქვა კალგარიმ, – არ უნდა მოხდეს!

86
თავი VIII

ესთერ არგაილი სარკეში იყურებოდა. მის მზერაში პატივმოყვა-


რეობა კი არ იკითხებოდა, არამედ შეშფოთება და შეკითხვა, რაც სა-
კუთარ თავში დაეჭვებულ ადამიანებს ახასიათებთ. მან შუბლიდან
თმა გადაიწია და წარბი შეიკრა. უეცრად სარკეში დაინახა, რომ მის
უკან ვიღაც იდგა, შეკრთა და სწრაფად მიტრიალდა.
– აჰა! – თქვა კირსტენ ლინდსტრომმა, – შეგეშინდა!
– რას გულისხმობ, კირსტი?
– ჩემი შეგეშინდა. გაიფიქრე, რომ უკნიდან მოგეპარებოდი და
თავში ჩაგარტყამდი.
– ოჰ, კირსტი, ნუ სულელობ. ცხადია, ასე არ მიფიქრია.
– არა, გაიფიქრე, – თქვა მის ლინდსტრომმა, – და სწორადაც
მოიქეცი. სიფხიზლეა საჭირო. ამიტომაც აკვირდები ყოველ
ჩრდილს და ცახცახებ, როცა რამე გაუგებარს ხედავ.ამ სახლში ყო-
ფნა საშიშია. ახლა ეს ვიცით.
– კირსტი, ძვირფასო, – უთხრა ესთერმა, – ყოველ შემთხვევაში,
შენი არ უნდა მეშინოდეს.
– რა იცი? – ჰკითხა კირსტენ ლინდსტრომმა, – ამას წინათ, გა-
ზეთში წავიკითხე ორ ქალზე, რომლებიც ერთად წლების განმავლო-
ბაში ცხოვრობდნენ, უეცრად კი ერთმა მეორის მოკვლა სცადა. ახ-
რჩობდა, თვალების ამოთხრას ცდილობდა. მერედა, რატომ? რო-
გორც მან პოლიციაში მშვიდად განაცხადა, მის მეგობარს ეშმაკი ჩა-
უსახლდა. თითქოს დაინახა კიდეც, რომ ის მისი თვალებიდან იყუ-
რებოდა. ადამიანი ძლიერი და გამბედავი უნდა იყოს და ეშმაკი მოკ-
ლასო.
– მახსოვს ეს შემთხვევა, – მიუგო ესთერმა, – მაგრამ ის ქალი
შეშლილი იყო.
– მართალია, მაგრამ მან ხომ ეს არ იცოდა. არც სხვებმა იცოდ‒
ნენ, არავინ იცოდა, რა ხდებოდა იმ საცოდავი ქალის თავში, ჰოდა,
განა შენ კი იცი, რა ხდება ჩემს გონებაში? იქნებ მეც შეშლილი ვარ?

87
იქნებ მეც უეცრად მივხვდი, რომ დედაშენი ანტიქრისტე იყო და ამი-
ტომ უნდა მომეკლა?
– სისულელეა, კირსტი! აბსოლუტური სისულელე!
კირსტენ ლინდსტრომმა ამოიოხრა და სკამზე დაჯდა.
– ჰო, სისულელეა, – თქვა მან, – დედაშენი ძალიან მიყვარდა.
მისგან სიკეთის გარდა არაფერი მახსოვს, მაგრამ აი, რისი თქმა
მინდა, ესთერ, და შეეცადე გაიგო და დაიჯერო: ახლა არაფერი უნდა
მიიჩნიო სისულელედ, არც სხვას უნდა ენდო და არც მე.
ესთერმა დაჟინებით შეხედა კირსტენ ლინდსტრომს.
– როგორც ვხედავ, ამ ყველაფერს სერიოზულად უყურებ, – თქვა
მან.
‒ ძალზე სერიოზულად, – მიუგო კირსტენმა, – ყველას გვმარ-
თებს სერიოზულობა.. და გულწრფელობა. თავი არ უნდა მოვიკატუ-
ნოთ, თითქოს არაფერი მომხდარა. იმ კაცმა, აქ რომ მოვიდა, – ნე-
ტავი არ მოსულიყო, – მკაფიოდ განაცხადა, ჯეკო მკვლელი არ არი-
სო. თუ ასეა, მკვლელი სხვა ყოფილა დაეს ეს სხვა ერთ-ერთი ჩვენგ-
ანია.
– არა, კირსტი, არა. შესაძლოა ის, ვისაც...
– რა?
– ვისაც, მაგალითად, რაღაცის მოპარვა სურდა, ან დედაჩემის
ჯავრი სჭირდა.
– შენი აზრით, დედა მას სახლში შემოუშვებდა?
– შესაძლებელია, – თქვა ესთერმა, – ხომ იცი, როგორი იყო. თუ
ვინმე ეტყოდა, რომ ვიღაც ბავშვზე უნდა მოეყოლა, რომელსაც სას-
ტიკად ექცეოდნენ, შემოუშვებდა, თავის ოთახში წაიყვანდა და მო-
უსმენდა. შენ ასე არ ფიქრობ?
– ნაკლებად სავარაუდოა, – მიუგო კირსტენმა, – ყოველ შემ-
თხვევაში, ის, რომ დედაშენი მაგიდასთან დაჯდებოდა და ვინმეს უკ-
ნიდან მიპარვის უფლებას მისცემდა. არა, მასთან ვიღაც ახლობელი
იყო, ვისთანაც თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა.

88
– არ მინდა ასე ილაპარაკო, კირსტი! – შესძახა ესთერმა, – ძა-
ლიან არ მინდა. რა საჭიროა იმ საშინელების გახსენება?
– იმიტომ, რომ ის კვლავ აქ არის, ახლოს. თუ არ გინდა, აღარ
ვილაპარაკებ, მაგრამ გაფრთხილებ, არავის ენდო, იმასაც კი, ვი-
საც, შენი აზრით, კარგად იცნობ და ენდობი, მიფრთხილდი, მერისაც
უფრთხილდი, მამაშენსაც და გვენდა ვოენსაც.
– როგორ შევძლებ, რომ აქ ცხოვრება გავაგრძელო და ყველაზე
ეჭვი მქონდეს?
– თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, აჯობებს, ამ სახლიდან წახვიდე.
– ახლა არ შემიძლია.
– რატომ? ახალგაზრდა ექიმის გამო?
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ, კირსტი, – თქვა ესთერმა და წა-
მოწითლდა.
– ექიმ კრეიგს ვგულისხმობ. ის სასიამოვნო ახალგაზრდა კაცია,
კარგი, ყურადღებიანი და კეთილსინდისიერი. ჩათვალე, რომ გაგი-
მართლა, და მაინც, გიჯობს, წახვიდე.
– სისულელეა! – შესძახა ესთერმა, – სისულელეა! ოჰ, ნეტავ
დოქტორი კალგარი არ მოსულიყო!
– მეც ასე ვფიქრობ, – დაეთანხმა კირსტენი, – გულწრფელად
ასე ვფიქრობ.

***
ლეო არგაილმა ხელი მოაწერა ბოლო წერილს მათგან, რომლე-
ბიც გვენდა ვოენმა მიაწოდა.
– მორჩა? – იკითხა მან.
– დიახ.
– დღეს კარგად ვიმუშავეთ.
გვენდამ წერილებს მარკები დააკრა, ერთ დასტად დააწყო და
ჰკითხა:

89
– ხომ არ ფიქრობ, რომ შესაფერისი დროა საზღვარგარეთ გა-
სამგზავრებლად?
– საზღვარგარეთ? – ჩაეკითხა ლეო არგაილი.
– ჰო, არ გახსოვს? შენ ხომ რომსა და სიენაში აპირებდი გამგზავ-
რებას?
– დიახ, დიახ, ვაპირებდი.
– იმ საარქივო დოკუმენტების სანახავად, რომელთა შესახებაც
კარდინალმა მასალინიმ მოგწერა.
– დიახ, მახსოვს.
– თვითმფრინავის ბილეთი დავჯავშნო თუ მატარებელი გირჩევ-
ნია?
ლეო არგაილმა გვენდას ისე შეხედა, თითქოს ფიქრებით შორი-
დან დაბრუნდაო, და გაუღიმა.
‒ როგორც ჩანს, ჩემი თავიდან მოცილება გსურს, გვენდა.
– ოჰ, არა, ძვირფასო, არა.
ის სწრაფად მივიდა კაცთან და მის გვერდით მუხლებზე დაეშვა.
– მე შენ არასდროს დაგშორდებოდი, არასდროს, მაგრამ... მაგ-
რამ, ვფიქრობ... ოჰ, ვფიქრობ, შენთვის აჯობებს, რომ გაემგზავრო,
მას შემდეგ... რაც...
– მას შემდეგ, რაც დოქტორი კალგარი გამოჩნდა?
– ნეტავი საერთოდ არ მოსულიყო, – თქვა გვენდამ, –ნეტავი
ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო.
– მიუხედავად იმისა, რომ ჯეკო უსამართლოდაა მსჯავრდადებუ-
ლი იმაში, რაც არ ჩაუდენია?
– მას შეეძლო ამის ჩადენა, – თქვა გვენდამ, – ნებისმიერ დროს
შეეძლო. ვფიქრობ, შემთხვევითობაა, რომ ეს არ ჩაიდინა.
– უცნაურია, – ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა ლეომ, – მე არას-
დროს მჯეროდა, რომ ჯეკომ ეს ჩაიდინა. მართალია, სამხილების წი-
ნააღმდეგ ვერაფერს გავაწყობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც
სხვაგვარად ვფიქრობდი.
– რატომ? მას ხომ საშინელი ხასიათი ჰქონდა?

90
– ჰო, ასეა. ყოველთვის სხვა ბავშვებს ეჩხუბებოდა, უფრო ხში-
რად მასზე სუსტებს, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, თუ რეიჩელზე
ხელის აღმართვას გაბედავდა.
– რატომ?
– ეშინოდა მისი, – თქვა ლეომ, – უნდა გითხრა, რომ ჩემს ცოლს
დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ამას, სხვების მსგავსად, ჯეკოც გრძნობ-
და.
– მაგრამ ხომ არ ფიქრობ, – უთხრა გვენდამ, – რომ სწორედ
ამიტომ... ვგულისხმობ... – ის გაჩუმდა.
ლეომ მას კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო. ქალი ოდნავ
წამოწითლდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ, და შეტრიალდა. შემ-
დეგ წამოდგა, ბუხართან მივიდა, ჩაიცუცქა და ხელები ცეცხლს მი-
უშვირა. „ჰო, – გაიფიქრა მან, – რეიჩელს ძალაუფლების პრობლე-
მა არ ჰქონდა. თვითკმაყოფილი, თავდაჯერებული, ნამდვილი დედა
ფუტკარი, რომელიც ყველა ჩვენგანის ბედს განკარგავდა. განა ეს
საკმარისი მიზეზი არ არის, რომ კაცმა ხელი ქარცახს სტაცოს, თავ-
ში ჩასცხოს და ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმოს? რეიჩელი ყო-
ველთვის მართალი იყო, რეიჩელმა ყოველთვის ყველაფერი სხვებ-
ზე უკეთ იცოდა, რეიჩელი ყოველთვის აღწევდა თავისას".
გვენდა მკვეთრად წამოდგა.
– ლეო, – თქვა მან, – ხომ არ შეიძლება... მარტს არ დაველო-
დოთ და მალე დავქორწინდეთ?
ლეომ მას შეხედა. ერთხანს დუმდა, შემდეგ კი მიუგო:
– არა, გვენდა, არ შეიძლება. არა მგონია, ეს კარგი აზრი იყოს.
– რატომ?
– ვფიქრობ, აჩქარება არ ივარგებს, – თქვა ლეომ.
– რას გულისხმობ?
გვენდა მას მიუახლოვდა და კვლავ მუხლებზე დაეშვა.
– ლეო, რას გულისხმობ? უნდა მითხრა.
– ძვირფასო, უბრალოდ, ვფიქრობ, როგორც უკვე ვთქვი, არ უნ-
და ავჩქარდეთ.

91
– მაგრამ მარტში ხომ ვიქორწინებთ, როგორცკ ვაპირებდით?
– იმედია.., ჰო, იმედია...
– ისე ამბობ, თითქოს დარწმუნებული არა ხარ... ლეო, შენთვის
უკვე სულერთია?
– რას ამბობ, ჩემო კარგო, – ლეომ ქალს მხრებზე ხელები და-
ადო, – შენ ერთადერთი ხარ, რაც ამქვეყნად გამაჩნია.
– თუ ასეა... – მოუთმენლად დაიწყო გვენდამ.
– არა, – ლეო წამოდგა, – არა, ჯერჯერობით, არა. უნდა მოვიცა-
დოთ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ.
– რაში?
კაცმა არაფერი თქვა.
– ხომ არ ფიქრობ... ხომ არ ფიქრობ, რომ... – განაგრძო გვენ-
დამ.
– მე... მე არაფერს არ ვფიქრობ, – მიუგო ლეომ.
ამ დროს კარი გაიღო, კირსტენ ლინდსტრომმა ლანგარი შემოი-
ტანა და მაგიდაზე დადო.
– ჩაი, მისტერ არგაილ. გვენდა, თქვენც აქ მოგართვათ თუ ქვე-
ვით მიირთმევთ სხვებთან ერთად?
– ახლავე ჩავალ სასადილოში. წერილები მიმაქვს. უნდა გავ-
გზავნო.
გვენდამ ოდნავ აცახცახებული ხელით აიღო წერილები, რომლე-
ბსაც ლეომ ცოტა ხნის წინათ მოაწერა ხელი, და გავიდა. კირსტენ
ლინდსტრომმა მას თვალი გააყოლა, შემდეგ კი ლეოს მიუბრუნდა.
– რა უთხარით? – ჰკითხა მას, – ისეთი რა გააკეთეთ, რომ ასე
განაწყენდა?
– არაფერი, – დაღლილი ხმით უთხრა ლეომ, – არაფერი.
კირსტენ ლინდსტრომმა მხრები აიჩეჩა და სიტყვის უთქმელად
წავიდა. მიუხედავად ამისა, სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფი-
ლება. ლეომ ამოიოხრა და სავარძელზე გადაწვა. საშინელ დალლი-
ლობას გრძნობდა. ჩაი დაისხა, თუმცა პირი არ დაუკარებია. იჯდა,
სივრცისთვის თვალი გაეშტერებინა და წარსულს იხსენებდა

92
***
სოციალური კლუბი ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, რომე-
ლიც ძალიან მოსწონდა... სწორედ იქ შეხვდა პირველად რეიჩელ
კონსტემს. ის ახლა ცოცხალივით ედგა თვალწინ – საშუალო სიმაღ-
ლის, ძვალმსხვილი, ეცვა ძვირფასი კაბა, რომელსაც ლეო მაშინ სა-
თანადოდ ვერ აფასებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის კაბა ელეგან-
ტურობას ვერ მატებდა. მრგვალსახიანი ქალიშვილი, სერიოზული,
მგზნებარე და გულუბრყვილო, რაც ლეოს ასე იზიდავდა. რამდენი
რამის გაკეთება იყო საჭირო, რამდენი რამის გაკეთება ღირდა! მო-
უთმენლად, უთავბოლოდ, მაგრამ ისე გატაცებით ლაპარაკობდა,
რომ მასში თანაგრძნობა გამოიწვია, ვინაიდან თვითონაც ფიქრობ-
და, რომ ბევრის გაკეთება იყო საჭირო, ბევრი რამის გაკეთება ღირ-
და. სხვათა შორის, ლეო ყველაფერს ერთგვარი ირონიით უყურებ-
და, ამიტომ დარწმუნებული არ იყო, რომ ყოველთვის დიდი და უდა-
ვო მიღწევები ექნებოდათ. სამაგიეროდ, რეიჩელს არ ეპარებოდა
ეჭვი. თუ ამას და ამას გააკეთებდნენ, თუ ამა და ამ დაწესებულებას
ან საზოგადოებას ფინანსურად უზრუნველყოფდნენ, სასურველი შე-
დეგი თავისით მოვიდოდა.
ახლა კი ხვდებოდა ლეო, რომ რეიჩელი ადამიანებს ანგარიშს არ-
ასდროს უწევდა. ის მათ რომელიღაც პრობლემის ნაწილად აღიქ-
ვამდა, რომელიც უნდა გადაეჭრა. ვერ ხვდებოდა, რომ ისინი ერ-
თმანეთისგან განსხვავდებოდნენ, განსხვავებულად რეაგირებდნენ,
ინდივიდუალურობით გამოირჩეოდნენ. კიდეც უთხრა მაშინ, ზედმე-
ტის მოლოდინი არ გქონდესო. მაგრამ რეიჩელი ყოველთვის ძალი-
ან ბევრს ელოდა, თუმცა საპირისპიროს ირწმუნებოდა. დიახ, ის ყო-
ველთვის ძალზე ბევრს ელოდა და ამიტომ ყოველთვის იმედი უც-
რუვდებოდა. ლეოს რეიჩელი ერთი ნახვით შეუყვარდა და სასია-
მოვნოდ გაოცდა, როცა შეიტყო, რომ მას მდიდარი მშობლები ჰყავ-
და.ისინი გეგმავდნენ, რომ ერთობლივი ცხოვრება მაღალ იდეა-
ლებზე დაეფუძნებინათ და არა ჩვეულებრივ, უბრალო ყოველდღიუ-
რობაზე. ახლა მკაფიოდ ხედავდა იმ უმთავრესს, რითაც რეიჩელი

93
მას იზიდავდა – არაჩვეულებრივ გულითადობას. საუბედუროდ, ამ
გულითადობას ლეო ამაოდ ელოდა. დიახ, რეიჩელს ის უყვარდა,
მაგრამ მთავარი, რაც მას ქმრისა და ცხოვრებისგან სურდა, შვილე-
ბი იყო. შვილები კი არ ჰყავდათ.
მათ ექიმებთან სიარული დაიწყეს. ვისთან აღარ იყვნენ: ავტორი-
ტეტულებთან, რეპუტაციაშელახულებთან, ექიმბაშებთანაც კი. ბო-
ლოს რეიჩელი საბოლოო განაჩენს შეეგუა – მას არასდროს ეყო-
ლებოდა შვილები. ლეოს ცოლი ეცოდებოდა, ძალიან ეცოდებოდა,
ამიტომაც დაჰყვა მის სურვილს, რომ ბავშვი ეშვილათ. ისინი უკვე
მოლაპარაკებას აწარმოებდნენ შესაბამის დაწესებულებასთან,
როცა ერთხელ, ნიუ-იორკში ყოფნისას, კინაღამ მანქანით გაიტანეს
გოგონა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ღარიბ კვარტალში მრავალ-
ბინიანი სახლის სადარბაზოდან გამოვარდა.
რეიჩელი მანქანიდან გადმოხტა და გოგონასთან ჩაიმუხლა. სა-
ბედნიეროდ, ბავშვი რამდენიმე ნაკაწრით გადარჩა. ლამაზი, ოქ-
როსფერთმიანი და ცისფერთვალება გოგო იყო. რეიჩელმა დაიჟი-
ნა, საავადმყოფოში წაეყვანათ იმაში დასარწმუნებლად, რომ პატა-
რას სერიოზული ტრავმა არ ჰქონდა. მოგვიანებით მის ნათესავებს
დაელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ გოგონა ფეთხუმ დეიდასთან ცხოვრ-
ობდა, რომელსაც ლოთი ქმარი ჰყავდა. ჩანდა, რომ ბავშვი მათ მძი-
მე ტვირთად აწვათ – ის მხოლოდ იმიტომ შეიფარეს, რომ დაობ-
ლდა, რეიჩელმა უთხრა, რომ გოგონას რამდენიმე დღით თავისთან
წაიყვანდა. დეიდა, ცხადია, მყისვე დაეთანხმა.
– იმისთვისაც ვერ ვიცლი, რომ წესიერად მივხედო, – თქვა მან.
მერი იმ სასტუმროში წაიყვანეს, სადაც გაჩერდნენ. გოგონას ძა-
ლიან მოეწონა რბილი ლოგინი და საუცხოო სააბაზანო. რეიჩელმა
მას ახალი ტანსაცმელი უყიდა. მოულოდნელად მერიმ განაცხადა:
– არ მინდა შინ. აქ დავრჩები, შენთან.
რეიჩელმა მას აღფრთოვანებული მზერა მიაპყრო. როგორც კი
ქმართან მარტო დარჩა, თქვა: – მოდი, დავიტოვოთ. ეს ადვილად

94
მოგვარდება. გოგონას ვიშვილებთ. ის ჩვენი შვილი იქნება. დეიდა-
მისს, ალბათ, ერთი სული აქვს, თავიდან მოიშოროს.
ლეო ცოლს თითქმის დაუფიქრებლად დაეთანხმა. გოგონა წყნა-
რი, თავაზიანი და დამჯერი იყო. ჩანდა, რომ არ მიჯაჭვოდა დეიდასა
და ბიძას, რომლებთანაც ცხოვრობდა. თუკი ეს რეიჩელს გააბედ-
ნიერებდა, ამის საწინააღმდეგო რა უნდა ჰქონოდა. მათ კონსულტა-
ციები გაიარეს იურისტებთან, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და მა-
ლე მერი ო ’შონესი მერი არგაილი გახდა და მათთან ერთად გემით
გაემგზავრა ევროპაში. ლეოს აზრით, საბრალო რეიჩელი ახლა მა-
ინც იგრძნობდა თავს ბედნიერად. ასეც მოხდა – ის ბედნიერი იყო
და ეს თითქმის ავადმყოფურად აღაგზნებდა. გოგონას ძვირფას სა-
თამაშოებს არ აკლებდა. ისიც მშვიდად და თავაზიანად იღებდა მათ,
მაგრამ ლეოს შეშფოთების განცდა არ ტოვებდა – ეჩვენებოდა, რომ
მერი ძალზე ადვილად თანხმდებოდა ყველაფერს, სახლი და ახ-
ლობლები არ ენატრებოდა, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ დროთა
განმავლობაში ბავშვს ის და რეიჩელი შეუყვარდებოდა. თუმცა ახ-
ლაც კი ვერ ხედავდა ამის რეალურ ნიშნებს. მერი სიხარულსა და
კმაყოფილებას არ მალავდა, მაგრამ უყვარდა კი დედობილი? არა,
ლეო ამას ვერ გრძნობდა.
ლეომ გაიფიქრა, რომ ამის შემდეგ მან რეიჩელ არგაილისთვის
უკანა პლანზე გადაინაცვლა. რეიჩელი ბუნებით დედა იყო და არა
ცოლი. ახლა, როცა მერი ჰყავდა, დედობის სურვილი უფრო გაუძ-
ლიერდა. ერთი ბავშვი არ ჰყოფნიდა.
იმ დროიდან მოყოლებული მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებს
დაუკავშირა. ობოლთა თავშესაფრები, საქველმოქმედო ფონდები
ინვალიდი ბავშვებისთვის, ორთოპედია – მხოლოდ ბავშვები. ეს შე-
სანიშნავი იყო. ლეო აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მაგრამ ბავ-
შვებზე ზრუნვამ მისი მეუღლის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი და-
იკავა. თანდათან ლეოსაც გაუჩნდა საკუთარი ინტერესი. მან უფრო
საფუძვლიანად დაიწყო ეკონომიკის ისტორიის შესწავლა, რაც ყო-

95
ველთვის იტაცებდა. სულ უფრო მეტ დროს ატარებდა ბიბლიოთეკა-
ში. სამეცნიერო კვლევებზე გადაერთო, წერდა მომცრო, სტილისტუ-
რად გამართულ მონოგრაფიებს. საქმიანი, დაუღალავი, საკუთარი
თავითა და ცხოვრებით კმაყოფილი რეიჩელი კი მეურნეობას უძ-
ღვებოდა და სულ უფრო მეტ დროს უთმობდა ქველმოქმედებას.
ლეო დამთმობი და ხათრიანი იყო. ცოლს ამხნევებდა: „ჩინებული
წამოწყებაა, ძვირფასო“, „დიახ, დიახ, ასე განაგრძე“. მხოლოდ ზოგ-
ჯერ თუ მისცემდა თავს უფლებას, რომ გაეფრთხილებინა: „ვფიქ-
რობ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონი ამ ვალდებულების აღებამ-
დე. ემოციებს არ აჰყვე“.
რეიჩელი კვლავაც ეკითხებოდა რჩევას, მაგრამ ეს თანდათან
ფორმალობად გადაიქცა. მასში ავტორიტარიზმმა იმძლავრა. ყო-
ველთვის მართალი იყო, ყოველთვის იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
ლეო თავაზიანად იკავებდა თავს კრიტიკისა და შენიშვნებისგან. მი-
სი აზრით, ცოლს არც მისი დახმარება სჭირდებოდა და არც სიყვა-
რული. საქმეში ჩაფლულს ბედნიერების განცდა არ აკლდა, ენერგია
კი ულევი ჰქონდა.
უცნაურია, მაგრამ წყენას, რომელსაც უნებურად ცოლის მიმართ
გრძნობდა, მისდამი სიბრალულიც ერთვოდა. თითქოს იცოდა, რომ
რეიჩელის არჩეულ გზას შესაძლოა ხიფათი მოეტანა.
1939 წელს, ომის დაწყებისთანავე, მისის არგაილი უფრო გააქტ-
იურდა. როგორც კი გაუჩნდა იდეა, რომ თავშესაფარი გაეხსნა
ლონდონის ჯურღმულებში მცხოვრები ბავშვებისთვის, მაშინვე და-
უკავშირდა გავლენიან პირებს ხელისუფლებაში. ჯანმრთელობის
დაცვის სამინისტრო ძალზე დაინტერესდა მასთან თანამშრომლო-
ბით. რეიჩელმა შესაფერისი სახლიც შეარჩია: ახალი, თანამედრო-
ვე, იმ ადგილებიდან საკმაოდ დაცილებული შენობა, რომლებიც
იბომბებოდა. იქ ორიდან შვიდ წლამდე თვრამეტი ბავშვი განათავ-
სა, ყველა ღარიბი და არაკეთილსაიმედო ოჯახებიდან. ობლები,
უკანონოდ შობილები, ბავშვები, რომელთა დედებმა მათთან ერ

96
თად ევაკუირება არ მოისურვეს, ვინაიდან შვილებზე ზრუნვა მოჰ-
ბეზრებოდათ, ბავშვები იმ სახლებიდან, სადაც ცუდად ექცეოდნენ,
სამი-ოთხი ინვალიდიც. მათ მოსავლელად მისის არგაილმა, შინა-
მოსამსახურის გარდა, შვედი მემასაჟე და ორი კვალიფიციური მედ-
და დაიქირავა. ყველაფერი მხოლოდ კომფორტულად კი არა, მდიდ-
რულად მოაწყო. ერთხელ ლეომ ცოლის შეგონება სცადა:
– რეიჩელ, არ დაგავიწყდეს, რომ ბავშვებს იმ წარსულში დაბრუ-
ნება მოუწევთ, საიდანაც წამოვიყვანეთ. მათ ეს ამოცანა ძალიან არ
უნდა გაურთულო.
– ამ საბრალოებისთვის ზედმეტი არაფერია, – გულთბილად მი-
უგო ცოლმა, – არაფერი!
– გასაგებია, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი უკან უნდა დაბრუნ-
დნენ, – კვლავ შეახსენა ლეომ.
– შესაძლოა ამის აუცილებლობა არც დადგეს, შესაძლოა... მო-
მავალი გვიჩვენებს, – მოიგერია ქმარი რეიჩელმა.
ომმა თავისი ცვლილებები მოიტანა. მედდები, რომლებიც არ-
გაილების სახლში ჯანმრთელ ბავშვებზე ზრუნავდნენ, თავიანთ
უშუალო მოვალეობას – დაჭრილების მოვლას დაუბრუნდნენ. ბო-
ლოს მხოლოდ ერთი ასაკოვანი მედდა და კირსტენ ლინდსტრომი
დარჩნენ. მოსამსახურეებიც არ ჰყოფნიდათ, ამიტომ კირსტენი სახ-
ლის საქმეებშიც ეხმარებოდა. ერთგულად და თავდაუზოგავად მუ-
შაობდა.ახლა რეიჩელ არგაილს თავისუფალი წუთიც არ ჰქონდა,
რაც ბედნიერებას ანიჭებდა. ზოგჯერ გაუგებრობაც ხდებოდა, ერთხ-
ელ იმით შეშფოთებულმა რეიჩელმა, რომ პატარა მიკი გახდა და მა-
დაც დაკარგა, ექიმი გამოიძახა.
მისტერ მაკმასტერმა მიკი გასინჯა, ვერაფერი აღმოაჩინა და ივა-
რაუდა, რომ ბავშვს სახლი ენატრებოდა.
რეიჩელმა აღშფოთებით უარყო ეს აზრი:
– შეუძლებელია! თქვენ არ იცით, როგორ სახლში ცხოვრობდა,
თანაც, საშინლად ექცეოდნენ, სცემდნენ. იქ მისთვის ნამდვილი ჯო-
ჯოხეთი იყო.

97
– და მაინც, – დაიჟინა ექიმმა მაკმასტერმა, – ასეთ შესაძლებ-
ლობას არ გამოვრიცხავ. უნდა აიძულოთ, რომ გელაპარაკოთ.
მართლაც, ერთ მშვენიერ დღეს მიკი ალაპარაკდა.
– ჩემს სახლში მინდა! – ქვითინებდა საწოლში და რეიჩელს ხე-
ლის კვრით იშორებდა, – სახლში მინდა, დედასა და ერნისთან.
განაწყენებული რეიჩელი ყურებს არ უჯერებდა.
– შეუძლებელია დედა ენატრებოდეს. ის მასზე არ ზრუნავდა,
სიმთვრალეში სცემდა კიდეც.
– ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ, რეიჩელ, – დაუყვავა ლეომ,
– ის დედამისია და მას დედა უყვარს.
– ისიც თუ დედაა!
– მისი სისხლი და ხორცია. სწორედ ამას გრძნობს ბავშვი. ამას
ვერაფერი შეცვლის.
– მაგრამ მან ახლა ჩემში უნდა დაინახოს დედა, – თქვა ქალმა.
„საბრალო რეიჩელი, – გაიფიქრა ლეომ, – მას ყველაფრის ყიდ-
ვა შეეძლო მათთვის... ეგოისტურად არ იქცეოდა, თავისთვის არ ყი-
დულობდა. მიტოვებულ ბავშვებს სახლი მისცა, სიყვარულს და
ზრუნვას არ აკლებდა. ყველაფერს ყიდულობდა, რაც შესაძლებელი
იყო, ოღონდ მათი სიყვარული ვერ იყიდა“.
შემდეგ ომი დამთავრდა. მშობლებისა და ახლობლების მოთ-
ხოვნით ბავშვებს ლონდონში გზავნიდნენ, თუმცა არა ყველას. ზო-
გიერთ მათგანს არავინ გამოეხმაურა. სწორედ მაშინ თქვა რეიჩელ-
მა: ‒იცი, ლეო, ისინი ახლა ჩვენი ლვიძლი შვილებივით არიან. ბო-
ლოს და ბოლოს, ნამდვილი ოჯახის შექმნა შეგვიძლია, ოთხი ან ხუ
თი ბავშვი აქ დავტოვოთ, ვიშვილოთ და აღვზარდოთ. ისინი ჩვენი
შვილები იქნებიან.
ლეო, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, თუმცა მიზეზს ვერ მიხვდა. არა,
წინააღმდეგი არ იყო. უბრალოდ, ინსტინქტურად ამ იდეის სიყალბე
იგრძნო. ნუთუ ასე ადვილად, ხელოვნურად შეიძლებოდა ოჯახის
შექმნა?
– ხომ არ ფიქრობ, რომ ეს სარისკო ნაბიჯია? – იკითხა მან.

98
– სარისკო? – მიუგო ცოლმა, – თუნდაც სარისკო იყოს. მაინც
ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა.
არა, ლეოც ფიქრობდა, რომ ღირდა, ოღონდ რეიჩელის თავდა-
ჯერებულობა აკლდა. იმ დროისთვის ისე დასცილდა ცოლს, ისე ჩა-
იკეტა საკუთარ ცივ, ნისლიან სამყაროში, რომ წინააღმდეგობის გა-
წევის თავი არ ჰქონდა. ამიტომ ის თქვა, რაც ხშირად უთქვამს:
– რეიჩელ, ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ მიგაჩნია.
ქალი ტრიუმფით და ბედნიერებით აღივსო, გეგმებს აწყობდა,
იურისტებს ეთათბირებოდა, მისთვის დამახასიათებელი ენერგიით
მოქმედებდა. ასე შექმნა თავისი ოჯახი. მერი, უფროსი, რომელიც
ნიუ-იორკიდან ჩამოიყვანეს; მიკი, ის ბიჭი, ჯურღმულში მდებარე
მშობლიური სახლი და უდარდელი, ფიცხი დედა რომ ენატრებოდა
და ტირილით იძინებდა ღამღამობით; ტინა, შერეული რასის მუქკა-
ნიანი კოხტა გოგო, რომლის დედაც მეძავი იყო, მამა კი – ინდოელი
მეზღვაური; ესთერი, უკანონოდ შობილი – დედამისმა, ახალგაზ-
რდა ირლანდიელმა, ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა; და ჯე-
კო, მაიმუნისსახიანი მომხიბლავი პატარა ბიჭი, რომლის სიცელქეც
ყველას აცინებდა. ის ყოველთვის ახერხებდა სასჯელის თავიდან
აცილებას და ისეთი მკაცრი ადამიანის გულის მოგებაც შეეძლო,
როგორიც მის ლინდსტრომი იყო. ჯეკოს მამა ციხეში იჯდა, დედა კი
სხვა მამაკაცთან ერთად წავიდა.
„ჰო, – გაიფიქრა ლეომ, – ამ ბავშვების შვილად აყვანა, მათთვის
სახლისა და სიყვარულის მიცემა, დედობისა და მამობის გაწევა ნამ-
დვილი საქმეა“. ლეოს აზრით, რეიჩელს გამარჯვებით ტკბობის სრუ-
ლი უფლება ჰქონდა, ოღონდ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგო-
რც ელოდნენ... მისი და რეიჩელის ღვიძლი შვილები სხვანაირები
იქნებოდნენ. ამათში კი წვეთი სისხლიც არ იყო რეიჩელის შრომის-
მოყვარე და მომჭირნე წინაპრებისა, არც ის შეუპოვრობა და პატივ-
მოყვარეობა, რაც ამ ოჯახის წარმომადგენლებს საზოგადოებაში
მტკიცე ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა, არც ის თვალში ნაკ-

99
ლებად საცემი გულკეთილობა და პატიოსნება, რომელიც თავის მა-
მასა და მის მშობლებში ახსოვდა, არც დედის მშობლებისთვის და-
მახასიათებელი ცოცხალი, ბრწყინვალე გონება.
მან და რეიჩელმა ამ ბავშვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, რაც
შეეძლოთ. ეს ბევრს ნიშნავდა, მაგრამ საკმარისი არ იყო. მათში უკ-
ვე არსებობდა მშობლების მანკიერი თვისებების მარცვლები, რამაც
ისინი თავშესაფარში მიიყვანა, და რომლებიც განსაზღვრულ პირო-
ბებში უფრო მძლავრად აღმოცენდებოდნენ. ამის მკაფიო მაგალი-
თად ჯეკო გამოდგებოდა. თავისი მომხიბვლელობით, მახვილგო-
ნიერებით, მოხერხებულობითა და სხვათა გაცურების უნარით ის,
შეიძლება ითქვას, უკვე ჩამოყალიბებული დამნაშავე იყო. ეს ჯერ კი-
დევ ადრეულ ასაკში გამოამჟღავნა ტყუილისა და ქურდობისკენ
მიდრეკილებით. რეიჩელი ფიქრობდა, რომ მათი აღმოფხვრა რთუ-
ლი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ძნელი მისაღწევი გამოდგა.
ჯეკო სკოლაში ცუდად სწავლობდა. უნივერსიტეტიდან გარიც-
ხეს, რასაც სხვადასხვა ინციდენტის გრძელი მწკრივი მოჰყვა, ლეო
და რეიჩელი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ბიჭი მიმხვდარიყო,
როგორ უყვარდათ ის, როგორ ენდობოდნენ. ცდილობდნენ მის-
თვის ისეთი საქმე შეერჩიათ, რაც მას შეეფერებოდა და წარმატების
გზაზე დააყენებდა.
ლეოს აზრით, მათ შესაძლოა მეტისმეტი ლმობიერებაც გამო-
იჩინეს, თუმცა სიმკაცრეც რომ გამოეჩინათ, შედეგი მაინც იგივე იქ-
ნებოდა. როცა ჯეკოს რამე სურდა, უკან არ იხევდა და მზად იყო ნე-
ბისმიერი საშუალება გამოეყენებინა, მაგრამ დანაშაულის, თუნდაც
წვრილმანი დანაშაულისჩასადენად ნიჭი არ ჰყოფნიდა. ყველაფერი
იმით დასრულდა, რომ ჯიბეგაფხეკილი დარჩა და ციხეში მოხვედ-
რის შიშით ფულის მოთხოვნა და მუქარა დაიწყო, თითქოს ამის უფ-
ლება ჰქონდა. შემდეგ გაიქცა, დედას კი ყვირილით უთხრა, რომ
დაბრუნდებოდა და ფული გაემზადებინა, თორემ...
მაშ, ასე... რეიჩელი მოკვდა. შორს დარჩა წარსული, წამოზ-
რდილ ბიჭებსა და გოგოებთან ბრძოლის ხანგრძლივი წლები. ის

100
დრო უფერულ მოგონებად გადაიქცა. და თვითონ? ისიც შორეული
და უფერული გახდა. თითქოს რეიჩელის ბობოქარმა ენერგიამ, მის-
მა სიცოცხლის წყურვილმა მთლიანად გამოფიტა, ძალა და ნების-
ყოფა წაართვა. არადა, როგორ სჭირდებოდა სითბო და სიყვარული.
ახლაც კი ძლივს იხსენებდა, როდის გააცნობიერა, რა ახლოს იყო
მისგან ეს ორივე. ხელის გაწვდენაზე... არა, მისთვის არ შეუთავაზე-
ბიათ, მაგრამ...
გვენდა... იდეალური, შეუცვლელი მდივანი, მისი მარჯვენა ხე-
ლი, გულკეთილი, თავაზიანი. რაღაცით რეიჩელს აგონებდა მათი
გაცნობის პირველ ხანს. ისეთივე გულისხმიერი, ყურადღებიანი და
ენერგიული, მაგრამ, გვენდას გულისხმიერება, ყურადღება და ენ-
თუზიაზმი მასზე იყო მომართული და არა ჰიპოთეზურ შვილებზე,
რომლებიც შესაძლოა ჰყოლოდა. ეს კოცონთან ხელების, გამოუყე-
ნებლობისგან ცივი და მოუხეშავი ხელების გათბობას ჰგავდა. რო-
დის გააცნობიერა პირველად, რომ ქალი მასზე ზრუნავდა? გაუჭირ-
დებოდა ამის თქმა. ეს მოულოდნელი აღმოჩენა არ ყოფილა, მაგ-
რამ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ გვენდა უყვარდა... და სანამ
რეიჩელი ცოცხალი იყო, ისინი ვერ დაქორწინდებოდნენ.
ლეომ ამოიოხრა, მხრებში გასწორდა და გაცივებული ჩაი და-
ლია,

101
თავი IX

კალგარი რამდენიმე წუთის წასული იქნებოდა, როცა ექიმ მაკ-


მასტერს ახალი სტუმარი ეწვია. მას კარგად იცნობდა, ამიტომ გულ-
თბილად მიესალმა.
– აჰ, დონ, მიხარია შენი ნახვა. შემოდი და მითხარი, რამ მოგიყ-
ვანა, რა აზრები გიტრიალებს თავში? ამას ყოველთვის ვხვდები,
როცა შუბლზე ასეთი უცნაური ნაოჭები გიჩნდება.
ექიმმა დონალდ კრეიგმა სევდიანად გაუღიმა. ეს იყო სიმპათი-
ური, სერიოზული ახალგაზრდა კაცი, რომელიც სერიოზულად უდ-
გებოდა საკუთარ თავსაც და სამუშაოსაც. პენსიაზე გასულ მოხუც
ექიმს გულწრფელად უყვარდა თავისი შემცვლელი, თუმცა ზოგჯერ
ეჩვენებოდა, რომ დონალდ კრეიგს იუმორის გრძნობა აკლდა.
კრეიგმა შეთავაზებულ სასმელზე უარი თქვა და პირდაპირ საქ-
მეზე გადავიდა:
– მაკ, ძალზე შეშფოთებული ვარ.
– იმედია, ამის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა არაა, – თქვა
დოქტორმა მაკმასტერმა. მისი აზრით, ავიტამინოზი კარგი ხუმრობა
იყო. ერთხელ ვეტერინარის დახმარება დასჭირდა, რათა ახალგაზ-
რდა კრეიგი დაერწმუნებინა, რომ მის ერთ-ერთ პატარა პაციენტს
ავიტამინოზი კი არ სჭირდა, არამედ შორს წასული დერმატოფი-
ტია,რომელიც თავისი კატისგან გადაედო.
– პაციენტები არაფერ შუაშია, – უთხრა დონალდ კრეიგმა, – ეს
მე მეხება.
მაკმასტერს გამომეტყველება მყისვე შეეცვალა.
– მაპატიე, ჩემო ბიჭო, მაპატიე. ცუდი ამბებია?
ახალგაზრდა კაცმა თავი გადააქნია.
– არა. ეს... მომისმინეთ, მაკ, რჩევა მჭირდება, თქვენ კი ყველას
წლებია, იცნობთ, ყველაფერი იცით მათზე. მეც უნდა ვიცოდე... უნდა

102
გავარკვიო, რა ხდება, და გადავწყვიტო, როგორ მოვიქცე მომავალ-
ში.
მაკმასტერმა გაოცებით ასწია ბუჩქა წარბები.
– აბა, მითხარი, რა ხდება, – თქვა მან.
– ეს არგაილებს ეხება. თქვენ, ალბათ, იცით... ვფიქრობ, უკვე
ყველამ იცის, რომ... მე და ესთერ არგაილს...
მოხუცმა ექიმმა თავი დაუქნია.
– საუცხოოდ გესმით ერთმანეთის, – თქვა მოწონების კილოთი,
– ვფიქრობ, ეს ძველმოდური გამოთქმა ამ შემთხვევას ზედმიწევ-
ნით შეესაბამება.
– მე ის ძალიან მიყვარს, – უბრალოდ თქვა დონალდმა, – და
მგონია... არა, დარწმუნებული ვარ... არც ისაა გულგრილი. ამ დროს
კი ეს ყველაფერი ხდება.
ხანდაზმულ ექიმს სახე გაუნათდა.
– აჰ, დიახ! ჯეკო არგაილს ბრალდება მოუხსნეს, – განაცხადა
მან, – მოუხსნეს, მაგრამ ეს მისთვის ძალზე დაგვიანებული აღმოჩ-
ნდა.
– დიახ. ისეთი შეგრძნება მაქვს – ვიცი, რომ ამას არ უნდა ვამ-
ბობდე, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ, – ჯობდა, ახალი ჩვენება
არ გამჟღავნებულიყო.
– ოჰ, როგორც ვიცი, მხოლოდ შენ არ გაწუხებს ეს შეგრძნება, –
თქვა მაკმასტერმა, – იგივე განცდა აქვს ყველას, დაწყებული მთა-
ვარი კონსტებლით თუ არგაილების ოჯახით და დამთავრებული
ახალგაზრდა მამაკაცით, რომელიც ანტარქტიკიდან დაბრუნდა და
ჯეკოს უდანაშაულობის მტკიცებულება წარმოადგინა. სხვათა შო-
რის, ის დღეს ჩემთან იყო, – დაამატა მან.
დონალდ კრეიგს სახეზე გაოცება აღებეჭდა.
– მართლა? მან რამე თქვა?
– შენ რის თქმას ელოდი მისგან?
– იქნებ რამე იცის, თუ ვინ...
ექიმმა მაკმასტერმა ნელა გადააქნია თავი.

103
– არა, – თქვა მან, – არაფერი. ან როგორ უნდა სცოდნოდა, რო-
ცა დასაკარგავიდან ჩამოვიდა და ყველა პირველად ნახა? ისეთი პი-
რი უჩანს, რომ არავინ არაფერი იცის.
– დიახ, დიახ, ალბათ, ასეა.
– ასე რამ შეგაშფოთა, დონ?
დონალდ კრეიგმა ღრმად ამოიოხრა.
– ესთერმა დამირეკა იმ საღამოს, როცა ეს კაცი, კალგარი, მათ-
თან მივიდა. პაციენტების მიღების შემდეგ მე და ესთერი დრაიმუთში
ვაპირებდით წასვლას ლექციის მოსასმენად თემაზე: „დამნაშავეთა
სახეები შექსპირის პიესებში“.
– აქტუალურია, – თქვა მაკმასტერმა.
– მან კი დამირეკა და მითხრა, რომ ვერ წამოვიდოდა, რომ ისე-
თი სიახლე შეიტყვეს, რომელმაც ყველა დაამწუხრა.
– აჰა, დოქტორ კალგარის სიახლე.
– დიახ. ესთერს კალგარი არც უხსენებია, მაგრამ ძალზე გაღი-
ზიანებული იყო. ისეთი ხმა ჰქონდა... არა, ამას სიტყვებით ვერ აგიხ-
სნით.
– ირლანდიური ტემპერამენტი, – შენიშნა მაკმასტერმა.
– თავზარდაცემული და შეშინებული ლაპარაკობდა. ამის ახსნა
არ შემიძლია.
– სხვას რას ელოდი? – ჰკითხა ექიმმა, – მას ხომ ჯერ ოცი წელიც
არ შესრულებია.
– მაგრამ რატომ იყო ასე გაღიზიანებული? გეუბნებით, მაკ, ის
რაღაცამ შეაშინა.
– მ-მ, დიახ, თუმცა... დიახ, შესაძლოა.
– ხომ არ ფიქრობთ... თქვენ რას ფიქრობთ?
– გაცილებით მნიშვნელოვანია, შენ რას ფიქრობ, – შენიშნა მაკ-
მასტერმა.
ახალგაზრდა კაცმა მწარედ ჩაილაპარაკა:

104
– ექიმი რომ არ ვიყო, ასეთ საკითხებზე არც დავფიქრდებოდი.
ქალიშვილი, რომელიც მიყვარს, ცუდს ვერაფერს ჩაიდენს, მაგრამ
ვინაიდან...
– მიდი, განაგრძე, მხრებიდან ტვირთი მოიხსენი·
– საქმე ისაა, რომ ნაწილობრივ ვიცი, რა ემართება ესთერს, ის
იტანჯება... იმ კომპლექსით, რომელიც ადრეულ ბავშვობაში ჩამოუ-
ყალიბდა.
– მართალია, – თქვა მაკმასტერმა, – ჩვენს დროში ასე ვლაპა-
რაკობთ.
– მან ჯერ ვერ შეძლო საზოგადოებაში სათანადოდ ინტეგრირე-
ბა. იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა,ის იტანჯებოდა, რაც სავსე-
ბით ბუნებრივია ახალგაზრდა ქალიშვილისათვის ‒ მას არ სურდა,
უფროსების ბრძანებებს დამორჩილებოდა, ცდილობდა, როგორმე
აერიდებინა თავიდან მშობლების თავშემაწყენელი სიყვარული: თა-
ნამედროვე თვალსაზრისით, ამას ბავშვებისთვის ზიანი უფრო მო-
აქვს, ვიდრე სარგებლობა. მას წინააღმდეგობის გაწევა და წასვლა
სურდა. ეს თვითონ მითხრა. ერთხელ კიდეც გაიქცა და მეოთხე კლა-
სის მოხეტიალე თეატრის დასს შეუერთდა. შექმნილ ვითარებაში
დედამისი, ჩემი აზრით, ძალზე გონივრულად მოიქცა – ესთერს
ლონდონში გამგზავრება და დრამატული ხელოვნების სამეფო აკა-
დემიაში შესვლა ურჩია, რათა საფუძვლიანად შეესწავლა სასცენო
ხელოვნება, რაკი ასე ძალიან უნდოდა, მაგრამ ესთერს არ სურდა.
გაქცევა და თეატრთან ერთად ხეტიალი მხოლოდ ჟესტი იყო და მე-
ტი არაფერი. სინამდვილეში არც სწავლას აპირებდა და არც მსა-
ხიობობას. მისთვის მნიშვნელოვანი იმის დამტკიცება იყო, რომ თა-
ვის ნებაზე სიარული შეეძლო. მაგრამ არგაილებს მისთვის დაბრუ-
ნება არ დაუძალებიათ – პირიქით, სრული თავისუფლება მისცეს და
ჯიბის ფულსაც უგზავნიდნენ.
– ძალზე ჭკვიანურად მოქცეულან, – ჩაურთო მაკმასტერმა.

105
– შემდეგ სულელური რომანი გააბა დასის შუახნის მსახიობთან.
ბოლოს მიხვდა, რომ უვარგის ადამიანთან დაიჭირა საქმე. მისის
არგაილი ჩავიდა, იმ კაცს დაელაპარაკა და ესთერი შინ დაბრუნდა.
– ეს ჭკუის სასწავლი გაკვეთილი აღმოჩნდა მისთვის, როგორც
ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ, – თქვა მაკმასტერმა, – მაგრამ
ჭკუის სასწავლი გაკვეთილები არავის უყვარს, მათ შორის ესთერ-
საც.
დონალდ კრეიგმა აღელვებით განაგრძო:
– ესთერმა გულში წყენა ჩაიდო, მით უმეტეს, საკუთარი თავის
წინაშე მაინც უნდა ეღიარებინა, რომ დედა სავსებით მართალი იყო;
რომ ვერც მსახიობად ივარგა და არც ის კაცი ღირდა იმად, მასთან
რომანი გაეჩაღებინა, მით უმეტეს, გულით არც უყვარდა. „დედამ
უკეთ იცის“ – ახალგაზრდებს ეს ყოველთვის აღიზიანებთ.
– დიახ, – თქვა მაკმასტერმა, – სწორედ ეს იყო საბრალო მისის
არგაილის ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა თვითონ ასე არასოდეს
ფიქრობდა. საქმე ისაა, რომ მართლა სხვებზე უკეთ იცოდა, რა და
როგორ გაეკეთებინა და თითქმის ყოველთვის მართალი იყო. სხვა
თვისებები რომ ჰქონოდა, როგორიცაა, მაგალითად, ვალებში ჩა-
ვარდნა, გასაღების დაკარგვა, მატარებელზე დაგვიანება, სულე-
ლურად მოქცევა, ისეთ ვითარებაში აღმოჩენა, როდესაც სხვის და-
უხმარებლად ვერაფერს გახდებოდა, მთელ ოჯახს უფრო მეტად ეყ-
ვარებოდა, ყველა მეტ-ნაკლებად თანასწორად იგრძნობდა თავს.
მისის არგაილს მიზნის მისაღწევად ეშმაკობა არ ჰყოფნიდა და ჯი-
ქურ მოქმედებდა. გახსოვს, ალბათ, მისი თვითკმაყოფილება. ტკბე-
ბოდა თავისი ძალაუფლებით, სიბრძნით, გამჭრიახობით. ახალგაზ-
რდებს ამასთან შეგუება უჭირთ.
– ვიცი, – თქვა დონალდ კრეიგმა, – ვხვდები. მშვენივრად ვაც-
ნობიერებ. ამიტომაც ვგრძნობ... მაინტერესებს...
ის გაჩუმდა.
– დონ, თუ ნებას მომცემ, შენ ნაცვლად, მე ვიტყვი, – დაყვავებით
უთხრა მაკმასტერმა, – შიშობ, ვაითუ ესთერმა გაიგონა, როგორ

106
ჩხუბობდნენ მისის არგაილი და ჯეკო, აღაშფოთა ყოვლისმცოდნე
დედის საქციელმა, გაშმაგებული იმ ოთახში შევიდა, ქარცახს ხელი
სტაცა და ქალი მოკლა. ამის გეშინია, არა?
ახალგაზრდა კაცმა სასოწარკვეთით დააქნია თავი.
– მთლად ასეც არაა. არ მჯერა, მაგრამ... მაგრამ ვგრძნობ...
ვგრძნობ, რომ შესაძლოა ასე მომხდარიყო. არა ვარ დარწმუნებუ-
ლი, რომ ესთერი გაწონასწორებული და თავშეკავებულია.
ვგრძნობ, რომ ასაკთან შედარებით მოუმწიფებელია, საკუთარი თა-
ვის ნაკლებად სწამს, თავგუნებაა. როდესაც არგაილების ოჯახის
სხვა წევრებს ვუყურებ, ისეთი განცდა მიჩნდება, რომ ისინი ამას არ
ჩაიდენდნენ. რაც შეეხება ესთერს... დარწმუნებული არა ვარ.
– გასაგებია, – თანაგრძნობით უთხრა ექიმმა მაკმასტერმა, –
დიახ, გასაგებია.
– მას არ ვადანაშაულებ, – სწრაფად დაამატა დონ კრეიგმა, –
ვფიქრობ, საბრალო გოგო ანგარიშმიუცემლად მოქმედებდა. ამას
მკვლელობას ვერ ვუწოდებ. ეს იყო ემოციური დაუმორჩილებლობ-
ის აქტი, ამბოხი, თავისუფლებისკენ სწრაფვა, იმის რწმენა, რომ ვე-
რასდროს გათავისუფლდებოდა, სანამ... სანამ დედამისი ცოცხალი
იქნებოდა.
– ბოლო ვარაუდი საკმაოდ დამაჯერებელია, – თქვა მაკმასტერ-
მა, – ეს ერთგვარი მოტივია, თუმცა უცნაური. კანონის თვალსაზრი-
სით, ნაკლებად სარწმუნოა. თავისუფლების, უფრო ძლიერი პიროვ-
ნების იძულებითი მორჩილებისგან თავის დაღწევის სურვილი. მი-
სის არგაილის სიკვდილის შემდეგ ოჯახის არც ერთ წევრს არ მი-
უღია მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი, ამიტომ კანონის
თვალში მათ მკვლელობის მოტივი არ ჰქონიათ. მაგრამ ის, რომ მი-
სის არგაილს დიდი გავლენა ჰქონდა მეურვეებზე, როგორც ჩანს,
მაინც აისახებოდა შვილების მატერიალურ მდგომარეობაზე. დიახ,
მისმა სიკვდილმა ყველას მოუტანა თავისუფლება. არა მარტო ეს-
თერს, ჩემო ბიჭუნი. ლეოს სხვა ქალზე დაქორწინების შესაძლებ-
ლობა მიეცა. მერის შეუძლია დაუბრკოლებლად იზრუნოს თავის

107
ქმარზე, მიკის – ისე იცხოვროს, როგორც მოესურვება. შესაძლოა
ბიბლიოთეკაში განმარტოებულ პატარა ტინასაც სურდა თავისუფ-
ლების მოპოვება.
– და მაინც, უნდა მოვსულიყავი თქვენთან და დაგლაპარაკებო-
დით, – თქვა დონალდმა, – უნდა გამეგო თქვენი აზრი. უნდა გამერ-
კვია, ხომ არ ფიქრობდით, რომ ეს შესაძლოა სიმართლე იყოს.
– ესთერს გულისხმობ?
– დიახ.
– ვფიქრობ, შესაძლებელია სიმართლე იყოს, – აუჩქარებლად
განაცხადა მაკმასტერმა, – მაგრამ არ ვიცი, ასე მოხდა თუ არა.
– თქვენი აზრით, შესაძლებელია ზუსტად ისე მომხდარიყო, რო-
გორც მე ვამბობ?
‒ დიახ, ვფიქრობ, სწორად, გონივრულად მსჯელობ, მაგრამ ეს
საკამათო საკითხია, დონალდ.
ახალგაზრდა კაცმა ღრმად ამოიოხრა.
– მაკ, მე სიცხადე მჭირდება. ეს ერთადერთია, რაც მინდა. უნდა
ვიცოდე. თუ ესთერი მომიყვება, თუ გამომიტყდება, მაშინ... ყველა-
ფერი კარგად იქნება. ჩვენ შეძლებისდაგვარად სწრაფად ვიქორწი-
ნებთ და მე მასზე ვიზრუნებ.
– მადლობა ღმერთს, რომ სუპერინტენდანტი ჰიუიში არ გისმენს,
– ცივად ჩაილაპარაკა მაკმასტერმა.
– როგორც წესი, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, – თქვა დო-
ნალდმა, – მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, მაკ, რომ პოლიციე-
ლები ფსიქოლოგიაში ცუდად ერკვევიან. ჩემი აზრით, ეს არც ცივ-
სისხლიანი მკვლელობა იყო და არც აფექტის მდგომარეობაში ჩა-
დენილი დანაშაული, არამედ უბედური შემთხვევა.
– დონ, შენ გიყვარს ის ქალიშვილი, – თქვა მაკმასტერმა.
– გაითვალისწინეთ, რომ კონფიდენციალურად გელაპარაკე-
ბით.
– მესმის, – მიუგო მაკმასტერმა.

108
– მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თუ ესთერი გამომიტყდება, ჩვენ
ერთად გადავიტანთ ყველაფერს, მაგრამ უნდა მითხრას, გაურკვევ-
ლობაში ვერ ვიცხოვრებ.
– იმას გულისხმობ, რომ ამ ეჭვით შეპყრობილი მას ცოლად ვერ
მოიყვან?
– თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას?
– არვიცი. მე რომ მსგავსი რამ შემმთხვეოდა, ჯერ, ალბათ, მის
უდანაშაულობაში დარწმუნებას შევეცდებოდი.
– მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავეა თუ უდანაშაულო. მთავა-
რია, ვიცოდე.
– მაშასადამე, თუკი მან მართლა მოკლა დედა, მზად ხარ მასზე
იქორწინო და მასთან ერთად, როგორც ამბობენ, დიდხანს და ბედ-
ნიერად იცხოვრო?
– დიახ.
– ასე არ იქნება! – თქვა მაკმასტერმა, – ეჭვი არასდროს მოგას-
ვენებს: ძალზე მწარე ხომ არ არის ყავა? ძალზე მძიმე ხომ არაა ქარ-
ცახი ბუხრის ცხაურზე? შენი ცოლი მიხვდება, რომ ამაზე ფიქრობ და
არაფერი გამოგივათ...

109
თავი X

– მარშალ, დარწმუნებული ვარ, მიხვდებით მიზეზს, რის გამოც


აქ მოსვლა და საუბარი გთხოვეთ.
– დიახ, რასაკვირველია, – თქვა მისტერ მარშალმა,– მისტერ
არგაილ, თქვენ რომ არ შემოგეთავაზებინათ, თვითონ გთხოვდით
აქ მოსვლის ნებართვას. დღეს ყველა დილის გაზეთში გამოქვეყნდა
შეტყობინება და ეჭვგარეშეა, პრესა კვლავ დაინტერესდება ამ საქმი
‒ ჩვენ უკვე დაგვირეკეს და ინტერვიუ გვთხოვეს, – ჩაურთო მე-
რი დარანტმა.
– ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო. გირჩევთ უპასუხოთ, რომ
ჯერ სათქმელი არაფერი გაქვთ, რომ, ბუნებრივია, კმაყოფილებასა
და მადლიერებას გრძნობთ, თუმცა ამ თემაზე მსჯელობისგან თავს
იკავებთ.
– სუპერინტენდანც ჰიუიშს, რომელიც მაშინ ამ საქმეს იძიებდა,
სურს ხვალ ჩვენთან მოვიდეს და გაგვესაუბროს, – თქვა ლეომ.
‒ დიახ, დიახ, ვშიშობ, საქმეში ახალი გარემოებები გამოჩნდება,
თუმცა არა მგონია, პოლიციამ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიოს.
რაც უნდა იყოს, ორი წელი გავიდა და, თუკი ვინმეს რამე ახსოვდა,
– სოფელს ვგულისხმობ, – ალბათ, უკვე დაავიწყდა. რა თქმა უნდა,
სამწუხაროა, მაგრამ რა გაეწყობა.
– ყველაფერი ისედაც აშკარაა, – განაცხადა მერი დარანტმა, –
სახლი საიმედოდ იკეტებოდა და მძარცველი მასში ვერ შეაღწევდა,
მაგრამ თუ ვინმე მოვიდოდა და იტყოდა, რომ დედასთან სათხოვა-
რი ჰქონდა, ან თავს მეგობრად ან ნაცნობად გაასაღებდა, მას აუცი-
ლებლად შემოუშვებდნენ. ვფიქრობ, ასეც მოხდა. მამა ამბობდა,
თითქოს მოესმა, რომ შვიდის შემდეგ კარზე დარეკეს.
მარშალმა ლეოს კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო. ‒ დი-
ახ, მგონი, ასე ვთქვი, – დაადასტურა მან, – ბუნებრივია, ახლა მი-
ჭირს ყველაფრის ზუსტად გახსენება, თუმცა მაშინ თითქოს მართლა

110
მომესმა ზარის ხმა. ჩასვლაც კი დავაპირე, მაგრამ გავიგონე, რომ
კარი გაიღო და დაიხურა. დაბლიდან არც ლაპარაკი ისმოდა,
არც ხმაური, რაც ძალით შემოჭრაზე მიანიშნებდა, თორემ, ცხადია,
მივხვდებოდი.
– მართალია, – თქვა მისტერ მარშალმა, – დიახ, ვფიქრობ, სწო-
რედ ასე მოხდებოდა. სამწუხაროდ, ცნობილია, რომ ბევრი დამნა-
შავე ამ გზით ახერხებს სხვის სახლში შეღწევას – დიასახლისს მეტ-
ნაკლებად დამაჯერებელ ამბავს უყვება საკუთარ გასაჭირზე, შეს-
ვლის ნებართვის მიღების შემდეგ კი მას თავში რამეს არტყამს, იღე-
ბს ფულს, რომელსაც მიაგნებს, და გარბის. დიახ, ჩემი აზრით, მოვ-
ლენების მსგავსი განვითარება უნდა ვივარაუდოთ.
მისტერ მარშალი დამაჯერებლად ლაპარაკობდა, დროდადრო
შეკრებილთ თვალს მოავლებდა, ყურადღებით აკვირდებოდა და
გონებაში დასკვნებს აკეთებდა.
მერი დარანტი – ლამაზი, უფანტაზიო, მშვიდი, ოდნავ ქედმაღა-
ლი, აშკარად თავდაჯერებული ჩანდა. მის უკან, ინვალიდის ეტლში,
მისი ქმარი იჯდა. „ფილიპ დარანტი ჭკვიანი კაცია, – გაიფიქრა მარ-
შალმა, – ბევრს მიაღწევდა, ბიზნესის რამე რომ გაეგებოდეს. ცო-
ლივით მშვიდად არ გამოიყურება. მოუსვენარი, შეწუხებული მზერა
აქვს. მშვენივრად ხვდება, რაც მოჰყვება ბოლოდროინდელ მოვლე-
ნებს. თუმცა არც მერი დარანტია ისეთი მშვიდი, როგორიც ჩანს. მას
ყოველთვის ეხერხებოდა საკუთარი გრძნობების დამალვა“.
ფილიპ დარანტი ოდნავ შეირხა სავარძელში, თან ადვოკატს გამ-
ჭრიახი, ოდნავ დამცინავი თვალებით მისჩერებოდა, მერი სწრაფად
შეტრიალდა და ქმარს ისე აღფრთოვანებით შეხედა, მისტერ მარშა-
ლი გაოცდა. ცხადია, იცოდა, რომ მერი დარანტი ერთგული ცოლი
იყო, მაგრამ მიეჩვია მის თავშეკავებასა და უემოციობას და მისგან
ძლიერი გრძნობის გამოვლენას არ ელოდა. აი, თურმე როგორი და-
მოკიდებულება ჰქონდა ქმრის მიმართ! რაც შეეხება ფილიპ და-
რანტს, მას შეშფოთება ეტყობოდა.„ალბათ, მომავალი აშინებს, –
გაიფიქრა მარშალმა, – ვინ იცის, იქნებ არცთუ უსაფუძვლოდ!“

111
ადვოკატის პირდაპირ მიკი იჯდა. ახალგაზრდა, ლამაზი, მკაც-
რად მოკუმული ტუჩებით. „რატომ არის ასეთი გაბრაზებული?‒ გაი-
ფიქრა მარშალმა, – განა მისთვის ოდესმე რამეს იშურებდნენ? რა-
ტომ აქვს ისეთი სახე, თითქოს მთელ ქვეყანას უპირისპირდება?“
მიკის გვერდით ტინა იჯდა, რომელიც პატარა, კოხტა, შავ კატას
ჰგავდა. მუქკანიანი, რბილი ხმით, დიდი შავი თვალებით, გრაციო-
ზული მიხრა-მოხრით. მშვიდი, თუმცა იქნებ ამ სიმშვიდის მიღმა
ემოციები იმალებოდა?
მარშალმა ტინაზე ბევრი არაფერი იცოდა. ის ბიბლიოთეკარად
მუშაობდა საგრაფოს ბიბლიოთეკაში, სადაც მისის არგაილმა მოაწ-
ყო. რედმინში ბინა ჰქონდა, სახლში კი უქმეებზე ჩამოდიოდა. ოჯახ-
ში, ალბათ, ხათრიან და წყნარ ადამიანად მიაჩნდათ... მაგრამ ვინ
იცის... ყოველ შემთხვევაში, ეჭვმიტანილთა სიიდან მისი გამორიც-
ხვა შეიძლებოდა – იმ საღამოს სახლში არ ყოფილა. ისიც აღსანიშ-
ნავია, რომ რედმინი აქედან ოცდახუთი მილის დაშორებით მდება-
რეობს. და მაინც, როგორც ჩანს, აქ არც ტინა იყო და არც მიკი.
მარშალმა სწრაფად გახედა კირსტენ ლინდსტრომს, რომელიც
მას ერთგვარი საბრძოლო იერით მისჩერებოდა. „ხომ შეიძლება, –
გაიფიქრა მარშალმა, – რომ უეცრად გაშმაგდა და თავის დამქირა-
ვებელს თავს დაესხა? ეს არცთუ ძალიან გამაკვირვებდა, თუმცა
სტაჟიანი ადვოკატის გაოცება ისედაც რთულია. ჩვენს დროში შესა-
ფერისი ჟარგონი მოიფიქრეს – „შინაბერას კომპლექსი“. შური, ეჭ-
ვი, წყენა ყველასა და ყველაფერზე, მიზეზით თუ უმიზეზოდ., დიახ,
ასეთი ტერმინი მოიფიქრეს. არადა, ხელსაყრელი იქნებოდა, ძალ-
ზე ხელსაყრელი – უცხოელია, ოჯახის წევრი არაა. მაგრამ შეძლებ-
და კი კირსტენ ლინდსტრომი ყველაფრის ისე მოწყობას, რომ ეს ჯე-
კოსთვის დაებრალებინათ? გამოეყენებინა ის, რომ გაიგონა, რო-
გორ ეჩხუბებოდა დედამისს? საეჭვოა. კირსტენ ლინდსტრომი ხომ
აღმერთებდა ჯეკოს, ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა ბავ-
შვებს. არა, ამას ვერ დავიჯერებ. არადა, დასანანია, ვინაიდან... არა,
ამ მიმართულებით არ უნდა ვიფიქრო".

112
მზერა ლეო არგაილსა და გვენდა ვოენზე გადაიტანა. გონივრუ-
ლი გადაწყვეტილება მიეღოთ და თავიანთი ნიშნობის შესახებ ჯერ
არ გამოეცხადებინათ. თუმცა ეს არავისთვის იყო საიდუმლო, მათ
შორის არც პოლიციისთვის, რომელიც ამ ვერსიას, ცხადია, აუცი-
ლებლად განიხილავდა. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა – ქმარი,
ცოლი და სხვა ქალი. მაგრამ მარშალი ვერაფრით დაიჯერებდა,
რომ ლეო არგაილი თავის მეუღლეს თავს დაესხა. მართლა ვერ და-
იჯერებდა. ბოლოს და ბოლოს, წლებია, რაც ლეო არგაილს იცნობ-
და და მას დიდ პატივს სცემდა. ინტელექტუალი, გულკეთილი, ნა-
კითხი ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებ-
და. მათ რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, ვისაც ქარცახით შეეძლო ცო-
ლის მოკვლა. ცხადია, როცა მისი ასაკის მამაკაცი შეყვარებულია...
მაგრამ არა! ამას მხოლოდ გაზეთები თუ დაწერდნენ. საინტერესო
საკითხავი კი იქნებოდა ბრიტანეთის ყველა კუნძულზე! სინამდვი-
ლეში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლეო...
და ქალი? მან არც ისე ბევრი იცოდა გვენდა ვოენზე. ახლა მის
მსხვილ ტუჩებსა და მოწიფულ სხეულს აკვირდებოდა. მას მართლა
უყვარდა ლეო. თანაც, ალბათ, უკვე დიდი ხანია. „საინტერესოა, –
გაიფიქრა მარშალმა, – ოდესმე თუ წამოჭრილა განქორწინების სა-
კითხი? რა რეაქცია ჰქონდა მისის არგაილს?“ ეს მან არ იცოდა. რაც
შეეხება ლეო არგაილს, მისი ძველმოდური შეხედულებების გათვა-
ლისწინებით, მსგავსი ნაბიჯი მისთვის მიუღებელი იქნებოდა. მაგ-
რამ თუ გვენდა ვოენი ლეო არგაილის საყვარელი იყო, რასაც მარ-
შალი თითქმის გამორიცხავდა, შეეძლო თუ არა მას შემთხვევით
ესარგებლა და მისის არგაილი თავიდან მოეშორებინა, თუკი დარ-
წმუნებული იქნებოდა, რომ მასზე ეჭვს არავინ მიიტანდა? შეეძლო
თუ არა ჯეკოს გაწირვა? ჯეკო მას არ უნდა ჰყვარებოდა, მიუხედავად
ახალგაზრდა კაცის მომხიბვლელობისა.
მისტერ მარშალს არ ესწავლებოდა ქალების სისასტიკის ამბავი.
მოკლედ, გვენდა ვოენის ეჭვმიტანილთა სიიდან ამოღება არ შეიძ-
ლებოდა. საეჭვოა, პოლიციას რამე სამხილისთვის მიეგნო. ან კი რა

113
სამხილი უნდა ჰქონოდა გვენდას წინააღმდეგ? მან მთელი დღე აქ
გაატარა – ლეო არგაილთან ერთად ბიბლიოთეკაში მუშაობდა, –
შემდეგ დაემშვიდობა და კიბეზე დაეშვა. ვერავინ იტყოდა, რომ მი-
სის არგაილის სასტუმრო ოთახში შევიდა, ქარცახი აიღო და ქალთ-
ან მივიდა, რომელიც თავდახრილი იჯდა მაგიდასთან, ქაღალდებს
დასჩერებოდა და არაფერს ეჭვობდა. როდესაც მისის არგაილი ისე
დაეცა, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო, გვენდას ისღა დარჩენოდა,
რომ ქარცახი დაეგდო, მთავარი კარიდან გასულიყო და გეზი შინის-
კენ აეღო, როგორც ყოველთვის აკეთებდა. მარშალს ეჭვი ეპარებო-
და, რომ პოლიცია ან ვინმე სხვა დაადგენდა, რა მოხდა სინამდვი-
ლეში.
ადვოკატის მზერა ესთერზე შეჩერდა. სიმპათიური ბავშვი. არა,
სიმპათიური კი არა, ლამაზი. უცნაურად, შემაშფოთებლად ლამაზი.
საინტერესოა, ვინ იყვნენ მისი მშობლები? მასში ველური, მეამბო-
ხის სული იგრძნობოდა, შესაძლოა თავზე ხელაღებულიც კი. რის
გამო უნდა გამხდარიყო თავზე ხელაღებული? ცხადია, უგუნურად
მოიქცა, როდესაც სახლიდან წავიდა, რომელიღაც თეატრალურ
დასს მიეკედლა და სულელური რომანი გააბა უვარგის მამაკაცთან,
თუმცა გონს მოეგო და შინ დაბრუნდა. და მაინც, არც მისი გამორიც-
ხვა შეიძლებოდა ეჭვმიტანილთა სიიდან· არავინ იცოდა, როგორ
მოიქცეოდა თავზე ხელაღებული ქალიშვილი. ბუნებრივია, ეს არც
პოლიციას ეცოდინებოდა.
მარშალს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდა, რომ თუკი პოლიცია
ეჭვს ვინმეზე მიიტანდა, რამე ქმედითის გაკეთებას შეძლებდა. მაშა-
სადამე, ვითარება ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი იყო. დამაკ-
მაყოფილებელი? ოდნავ შეკრთა, როდესაც ამ სიტყვაზე დაფიქრდა.
იყო კი? ნუთუ ჩიხი მართლა დამაკმაყოფილებელი გამოსავალი იყო
შექმნილი ვითარებიდან? „საინტერესოა, თვითონ არგაილებმა თუ
იციან სიმართლე, – ჰკითხა საკუთარ თავს, – როგორც ჩანს, არა,
არ იციან. ცხადია, გარდა ერთი მათგანისა, რომელმაც ყველაფერი
მშვენივრად იცის...“ არ იცოდნენ, მაგრამ იქნებ ვინმეზე ჰქონდათ

114
ეჭვი? და თუ ჯერ ეჭვი არავისზე აღსძვროდათ, მალე აღეძვრებო-
დათ, ვინაიდან, სანამ არაფერი იცოდნენ, არც შეკითხვები გაუჩნდე-
ბოდათ და არც წვრილმანების გახსენებას დაიწყებდნენ... უსიამოვ-
ნო ვითარება იყო, ძალზე უსიამოვნო.
ამ ფიქრებს ბევრი დრო არ წაუღია. მისტერ მარშალი გამოერ
ვა და დაინახა, რომ მიკის მისთვის დამცინავი მზერა მიეპყრო.
– მისტერ მარშალ, მაშასადამე, ეს არის თქვენი ვერდიქტი? –
იკითხა მიკიმ, – უცხო, უცნობი ბოროტმოქმედი, ცუდი პერსონაჟი,
რომელიც კლავს, ძარცვავს და მოუხელთებელია?
– როგორც ჩანს, ასეა, – თქვა მისტერ მარშალმა, – და ამ ვერ-
სიაზე უნდა შევთანხმდეთ.
მიკი სავარძელზე გადაწვა და გაიცინა.
– გვთავაზობთ, რომ თქვენს ვერსიას მივსდიოთ?
– დიახ, მაიკლ, სწორედ ამას გირჩევთ.
მისტერ მარშალის სიტყვები აშკარად გამაფრთხილებლად
ჟღერდა. მიკიმ თავი დაუქნია.
– გასაგებია, რასაც გვირჩევთ, – თქვა მან, – დიახ, დიახ, გავბე-
დავ და ვიტყვი, რომ მართალი ხართ. მაგრამ თქვენ ხომ არ გჯერათ
ამ ვერსიის? !
მისტერ მარშალმა ცივად შეხედა ახალგაზრდა კაცს. მის მზერა-
ში იკითხებოდა, რომ ძალზე რთული იყო იმ ადამიანებთან ურთი-
ერთობა, რომლებსაც სიფრთხილის შეგრძნება არ ჰქონდათ. ისინი
დაჟინებით ცდილობდნენ იმის თქმას, რაც არ უნდა ეთქვათ.
– ასეა თუ ისე, – მიუგო მან, – ეს ჩემი აზრია.
მის კილოში საყვედური გახმიანდა.
მიკიმ მაგიდასთან მსხდომნი შეათვალიერა.
– აბა, რას ვფიქრობთ? – იკითხა მან, – ტინა, ჩემო სიყვარულო,
თავდახრილი, წყნარად რომ ზიხარ, არანაირი იდეა არა გაქვს? რა-
მე, ასე ვთქვათ, არასასურველი ვერსია? შენ რას გაჩუმებულხარ, მე-
რი?

115
– მე, ცხადია, მისტერ მარშალს ვეთანხმები, – მკვახედ მიუგო მე-
რიმ, – სხვა აზრიც არსებობს?
– ფილიპი არ გეთანხმება, – უთხრა მიკიმ.
მერიმ თავი მკვეთრად მიატრიალა და ქმარს შეხედა.
– აჯობებს, გაჩუმდე, მიკი, – მშვიდად ჩაილაპარაკა ფილიპ და-
რანტმა, – როცა რთულ მდგომარეობაში ხარ, უსაგნო ლაპარაკს აზ-
რი არა აქვს, ჩვენ კი ახლა რთულ ვითარებაში ვართ.
– მაშასადამე, არავინ გამოთქვამს აზრს? – იკითხა მიკიმ, – კარ-
გი, რა გაეწყობა. თუ ასეა, მოდი, დასაძინებლად წასვლამდე ცოტა
ტვინი გავანძრიოთ. უნდა გითხრათ, რომ ეს ზოგჯერ ძალზე სასარ-
გებლოა. ბოლოს და ბოლოს, ყველას გვინდა გავიგოთ, რა მოხდა.
შენ ხომ არ იცი რამე, კირსტი? ჩვეულებრივ, არაფერი გამოგრჩება
ხოლმე. როგორც მახსოვს, ყოველთვის იცოდი, რა ხდებოდა, თუმცა
არასდროს ამბობდი.
კირსტენ ლინდსტრომმა ამაყად განაცხადა:
– მიკი, ვფიქრობ, უნდა გაჩუმდე. მისტერ მარშალი მართალია,
ძალზე ბევრი ლაპარაკი უგუნურებაა.
– შეგვეძლო კენჭისყრა მოგვეწყო, – თქვა მიკიმ, – ან ფურცელ-
ზე სახელი დაწერეთ და ქუდში ჩააგდეთ, საინტერესო იქნებოდა,
არა? გავიგებდით, ვინ მოაგროვებდა მეტ ხმას.
კირსტენ ლინდსტრომმა ხმას აუწნია.
– დაწყნარდი, – თქვა მან, – სულელ, უგუნურ ბიჭს ნუ დაემსგავ-
სები, როგორიც უწინ იყავი. ახლა დიდი ხარ.
– მე მხოლოდ ვთქვი, დავფიქრდეთ-მეთქი, – ჩაილაპარაკა სახ-
ტად დარჩენილმა მიკიმ.
– დავფიქრდებით, – თქვა კირსტენ ლინდსტრომმა მისი ხმა ნაღ-
ვლიანად გაისმა.

116
თავი XI

„სანი ფოინთში" ღამე ჩამოწვა. შვიდი ადამიანი სხვადასხვა


ოთახში წავიდა მოსასვენებლად, მაგრამ დაძინება ვერავინ შეძლო.

***
ფილიპ დარანტი ავადმყოფობისა და გადაადგილების უნარის
დაკარგვის შემდეგ სულ უფრო მეტ ნუგეშს პოულობდა გონებრივ
საქმიანობაში. ყოველთვის ჭკვიანი კაცი იყო და ახლა მიხვდა, რა
შესაძლებლობებს იძლეოდა ინტელექტი. ზოგჯერ იმის გამოცნო-
ბით ერთობოდა, როგორი გამოხმაურება ექნებოდა ამა თუ იმ გზავ-
ნილს.
უფრო ხშირად, ის, რასაც აკეთებდა ან ამბობდა, ბუნებრივად გა-
ჩენილი გულის წადილი კი არ იყო, არამედ რეაქციის ნახვის სურვი-
ლი. ეს თამაშს ჰგავდა. თუ გამოიცნობდა, წარმოსახვით პლუსს ის-
ვამდა.
ამგვარად გართობისას აღმოაჩინა, რომ ყურადღებით აკვირდე-
ბოდა სხვადასხვა ადამიანს, მათ განსაკუთრებულ თვისებებს, ცდი-
ლობდა გამოეცნო, რას წარმოადგენდა ესა თუ ის პიროვნება.
უწინ ადამიანები და მათი ფსიქოლოგია ნაკლებად აინტერესებ-
და. გარშემო მყოფთაგან ზოგი მოსწონდა, ზოგი არ მოსწონდა, ზოგი
ართობდა, ზოგიც მოწყენილობას ჰგვრიდა. ყოველთვის მოქმედება
ერჩივნა აზროვნებას.
მისი მდიდარი წარმოსახვა ფულის შოვნის სხვადასხვა სქემის
დამუშავებისკენ იყო მიმართული. ამ სქემებს არაფერი დაეწუნებო-
და, მაგრამ საქმიანი უნარ-ჩვევების ნაკლებობის გამო შედეგს ვერ
აღწევდა. ადამიანები მხოლოდ პაიკებად მიაჩნდა, მაგრამ ახლა,
როცა ავადმყოფობამ უწინდელ აქტიურ ცხოვრებას ჩამოაშორა,
იძულებული გახდა, მათთვის ანგარიში გაეწია.

117
ყველაფერი საავადმყოფოში დაიწყო, სადაც საქმე რომ არ ჰქო-
ნდა, მედდების სასიყვარულო ამბებს, ვნებებისა და წვრილმანი წყე-
ნის გამო ფარულ დაპირისპირებებს აკვირდებოდა. მალე ეს გარ-
თობა ჩვევად გადაექცა.
ახლა მხოლოდ ადამიანები აინტერესებდა. მათი შესწავლა, მეტი
ინფორმაციის შეგროვება და დასკვნების გამოტანა. იმის გამოცნო-
ბა, თუ რა მოტივი ჰქონდათ, რა ამოძრავებდათ. უხაროდა, როცა გა-
მოიცნობდა. ეს ძალზე თავშესაქცევი საქმიანობა აღმოჩნდა...
მხოლოდ დღეს საღამოს, ბიბლიოთეკაში ყოფნისას, გააცნობი-
ერა, რა ცოტა იცოდა ცოლის ოჯახზე. ვინ იყვნენ ისინი? რა იმალე-
ბოდა მათი გარეგნობის მიღმა, რა ხდებოდა მათ სულსა და გონება-
ში?
უცნაურია, რა ცოტა ვიცით ხალხზე. თუნდაც საკუთარ ცოლზე.
მან ჩაფიქრებით შეხედა მერის. რა იცოდა მასზე?
თავის დროზე მისი სილამაზე, მშვიდი და თავშეკავებული მანე-
რები მოეწონა და შეუყვარდა, თანაც შეძლებული იყო. მისთვის ამა-
საც ჰქონდა მნიშვნელობა – სანამ ჯიბეგაფხეკილ ქალიშვილს ცო-
ლად მოიყვანდა, მანამ ორჯერ მაინც დაფიქრდებოდა. მოკლედ, მე-
რი ყოველმხრივ აკმაყოფილებდა და მასზე იქორწინა. ზოგჯერ აჯავ-
რებდა, პოლის ეძახდა და უხაროდა, როცა ის დაბნეული სახით უყუ-
რებდა და მის ხუმრობას ვერ ხვდებოდა. მაგრამ რა იცოდა მასზე?
რას ფიქრობდა და რას გრძნობდა ის? ცხადია, იცოდა, რომ ქალს
უყვარდა და მისი ერთგული იყო. ამ უსაზღვრო ერთგულების გაფიქ-
რებაზე შეიშმუშნა და უნებურად მხრები აამოძრავა, თითქოს რაღაც
ტვირთის მოცილება სურდა. ერთგულება შესანიშნავი რამეა, როცა
შეგიძლია დღეში ცხრა-ათი საათი სადმე დაემალო. უწინ სიხარუ-
ლით ბრუნდებოდა შინ, ახლა კი ამ ერთგულებამ ხელ-ფეხი შეუკრა.
მას აღმერთებდნენ, იცავდნენ, თავს ევლებოდნენ, მასზე ზრუნავ-
დნენ. ოცნებობდა, რომ ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ, მარტო
დაეტოვებინათ... გასაქცევი უნდა ეპოვა, ეს კი მხოლოდ ფიქრებში
წასვლით შეეძლო – სხვა გზა არ ჰქონდა. ფანტაზიის სამეფოსთვის

118
ან გონების ვარჯიშისთვის უნდა მიემართა. გონების ვარჯიში. მაგა-
ლითად, ვინ იყო დამნაშავე მისი სიდედრის სიკვდილში? ის არ უყვა-
რდა, არც ქალს უყვარდა სიძე. სულაც არ უნდოდა მერი მას ცოლად
გაჰყოლოდა (საინტერესოა, საერთოდ თუ უნდოდა ვინმეზე ექორწი-
ნა?), თუმცა არაფერი გამოუვიდა. ის და მერი დაქორწინდნენ და
თავდაპირველად ბედნიერად, დამოუკიდებლად ცხოვრობდნენ,
მოგვიანებით კი ყველაფერი აირია. ჯერ ის სამხრეთამერიკული
კომპანია, შემდეგ – „Bicycle Accessories“... ორივე შემთხვევაში
კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, თუმცა ფინანსურ გაანგარიშებაში შეცდა.
ამას არგენტინის რკინიგზელთა გაფიცვაც დაემატა, რამაც საბო-
ლოო კატასტროფა გამოიწვია. არ გაუმართლა, მაგრამ რატომღაც
ეჩვენებოდა, რომ პასუხისმგებლობა მისის არგაილს ეკისრებოდა –
მას არასდროს სურდა ფილიპს წარმატებისთვის მიეღწია. შემდეგ
ავად გახდა. მისთვის და მერისთვის ერთადერთი გამოსავალი თით-
ქოს „სანი ფოინთში“ ცხოვრება უნდა ყოფილიყო, სადაც გულთბი-
ლად მიიღებდნენ. თვითონ დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ხე-
იბრისთვის, ნახევარი ადამიანისთვის, რა მნიშვნელობა ჰქონდა
სად იქნებოდა? მაგრამ მერიმ არ მოისურვა.
ისე მოხდა, რომ „სანი ფოინთში“ მუდმივად არ უცხოვრიათ. მი-
სის არგაილის სიკვდილის შემდეგ მეურვეებმა მერის დახმარების
თანხა გაუზარდეს და მათ კვლავ თავიანთ სახლში განაგრძეს ცხოვ-
რება.
მისის არგაილის დაღუპვას ფილიპ დარანტი ძალიან არ დაუმ-
წუხრებია. ცხადია, ჯობდა, ვთქვათ, ფილტვების ანთებით ან სხვა
ავადმყოფობით მომკვდარიყო საკუთარ ლოგინში. მკვლელობა კი
ყოველთვის საშინელებაა – სკანდალი, გაზეთებში ატეხილი ალია-
ქოთი. ნორმალური მკვლელობა მაინც ყოფილიყო – ვინმე შეშლი-
ლი დამნაშავით. მაგრამ მერის ძმა შეიქნა ბრალდებული, ნაშვილე-
ბი ბიჭი ცუდი მემკვიდრეობით. ასეთები ხშირად ადგებიან ცუდ გზას.

119
ახლა ყველაფერი ისევ აირეოდა. ხვალ სუპერინტენდანტი ჰიუ-
იში მოვიდოდა და დასავლეთ სანაპიროს მცხოვრებთათვის დამახა-
სიათებელი შემპარავი ხმით დაიწყებდა გამოკითხვას. უნდა მო-
ეფიქრებინათ, რა ეპასუხათ...
მერი სარკის წინ გრძელ ქერა თმას ივარცხნიდა. მისი უშფოთვე
ლი განდგომილება ფილიპს აღიზიანებდა.
– პოლი, იმედია, კარგად აწონ-დაწონე, რას იტყვი ხვალ.
ქალმა მას გაოცებით შეხედა.
– სუპერინტენდანტი ჰიუიში მოვა და კვლავ შეგეკითხება, რას
აკეთებდი 9 ნოემბრის საღამოს.
– აჰა, გასაგებია. ეს ხომ დიდი ხნის წინათ მოხდა. არა მგონია,
ვინმეს რამე ახსოვდეს.
– მას ნამდვილად ემახსოვრება, პოლი. მთავარი ესაა. მას ახ-
სოვს. ყველაფერი პოლიციელის პატარა და კოხტა ბლოკნოტში ექ-
ნება ჩაწერილი.
– მართლა? ნუთუ ამ ნივთებს ინახავენ?
– ალბათ, სამ ეგზემპლარად ათი წლის განმავლობაში! მაგრამ
შენ არ ინერვიულო – დასამალი არაფერი გაქვს. ჩემთან ერთად
იყავი ამ ოთახში. შენს ადგილას არ ვახსენებდი, რომ შვიდსა და
რვის ნახევარს შორის აქედან გახვედი.
– მე ხომ მხოლოდ სააბაზანოში შევედი. ბოლოს და ბოლოს, ყვე-
ლას აქვს სააბაზანოში შესვლის უფლება.
– მახსოვს, რომ მაშინ ეს მისთვის არ გითქვამს.
– ალბათ, დამავიწყდა.
– მეგონა, თვითგადარჩენის ინსტინქტი გამოძრავებდა... ყოველ
შემთხვევაში, მახსოვს, როგორ დაბრუნდი.
მოკლედ, ჩვენ აქ ვიყავით და პიკეტს ვთამაშობდით შვიდი სა-
ათიდან იმ დრომდე, როცა კირსტიმ განგაში ატეხა. ეს ჩვენი ვერსია
იქნება.
– კარგი, ძვირფასო, – მშვიდად, თითქმის გულგრილად ჩაილა-
პარაკა ქალმა.

120
„ნუთუ წარმოსახვის უნარი არა აქვს? – გაიფიქრა ფილიპმა, –
ნუთუ ვერ ხვდება, რომ მძიმე დრო გველოდება?“
ის წინ გადაიხარა.
– იცი, საინტერესოა... ნუთუ არ გაინტერესებს” ვინ მოკლა დედა-
შენი? ჩვენ ხომ ვიცით, – მიკი სავსებით მართალი იყო, – რომ ეს
ერთ-ერთმა ჩვენგანმა ჩაიდინა. მართლა არ გაინტერესებს მისი ვი-
ნაობა?
– ეს არც შენ ხარ და არც მე, – თქვა მერიმ.
– სხვა არაფერი გაღელვებს? პოლი, საოცარი არსება ხარ!
მერი წამოწითლდა.
– ვერ ვხვდები, რა გაოცებს.
– მჯერა, რომ ვერ ხვდები... მე კი სხვანაირი ვარ – ცნობისმოყ-
ვარე.
– ვფიქრობ, ვერასდროს ვერაფერს შევიტყობთ. ვერც პოლიცია
შეიტყობს.
– შესაძლოა. მათ მართლა ძალზე ცოტა ხელჩასაჭიდი აქვთ...
ჩვენგან განსხვავებით.
– რას გულისხმობ, ფილიპ?
– ჩვენ მეტი ცოდნა გვაქვს. ოჯახს შიგნიდან ვიცნობთ, ვიცით, ვინ
რითი ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, შენ უნდა იცოდე. თქვენ ხომ
ერთად გაიზარდეთ. მოდი, შენი აზრი მოვისმინოთ. რას იტყვი? ვინ
ჩაიდინა ეს?
– წარმოდგენა არა მაქვს, ფილიპ.
– უბრალოდ, ვარაუდი გამოთქვი.
– მირჩევნია არ ვიცოდე, ვინ ჩაიდინა, – მკვახედ თქვა მერიმ, –
მირჩევნია ამაზე არც ვიფიქრო.
– სირაქლემა, – თქვა მისმა ქმარმა.
– რომ არ დაგიმალო, ვერ ვხედავ მარჩიელობის აზრს. გაცილე-
ბით უკეთესია, თუ არაფერი გვეცოდინება. მაშინ ყველანი ძველებუ-
რად გავაგრძელებთ ცხოვრებას.

121
– ოჰ, არა, ამას ვერ შევძლებთ, – განაცხადა ფილიპმა, – აი, სად
ცდები, ჩემო კარგო. ლპობა უკვე დაიწყო.
– რისი თქმა გსურს?
– თუნდაც ესთერსა და მის მეგობარს შევხედოთ – იმ ახალგაზ-
რდა და სერიოზულ ექიმ დონალდს. კარგი, გონიერი ყმაწვილია,
მაგრამ შეშფოთებულია. არ ფიქრობს, რომ ეს მისმა შეყვარებულმა
ჩაიდინა... თუმცა არც იმაშია დარწმუნებული, რომ არ ჩაუდენია!
ამიტომაც შეჰყურებს ესთერს შეშფოთებით. როცა ჰგონია, რომ ის
ვერ ამჩნევს. ესთერი კი ყველაფერს ხედავს. აი, რა გამოდის! შე-
საძლოა ეს მან ჩაიდინა, რაც შენ უკეთ უნდა იცოდე, მაგრამ თუ არ
ჩაუდენია, დალახვროს ეშმაკმა, როგორ უნდა მოიქცეს იმ ახალგაზ-
რდა კაცთან? მუდმივად უმეოროს, მე არ ვყოფილვარო? სხვა რა
დარჩენია?
– ფილიპ, ვფიქრობ, ეს მხოლოდ შენი ფანტაზიაა.
– შენ კი, პოლი, ფანტაზიას საერთოდ არ იყენებ. ახლა საბრალო
ლეოზე გადავიდეთ. საქორწილო ზარები და გვენდა შედარებით შო-
რეული პერსპექტივა გახდა. ქალი ამას ძალიან განიცდის. ვერ შეამ-
ჩნიე?
– მართლა ვერ გამიგია, რატომ აიჩემა მამამ მის ასაკში ხელ-
მეორედ დაქორწინება.
– მას კი ესმის! თუმცა ისიც იცის, რომ ნებისმიერი მინიშნება ამა-
ზე მათთვის მკვლელობის მოტივად წარმოჩნდება. ასე გამოვა.
‒ იმის გაფიქრებაც არ შეიძლება, რომ მამამ დედა მოკლა! –
თქვა მერიმ, – შეუძლებელია.
– შესაძლებელია – გაზეთები წაიკითხე.
– ჩვენს წრეში შეუძლებელია.
– ეს სნობიზმია, პოლი. ახლა მიკიზეც ვთქვათ. მას რაღაც აწუ-
ხებს, უცნაური, გაბრაზებული ყმაწვილია. ტინა თითქოს მშვიდი, უშ-
ფოთველი და გულწრფელია, მაგრამ ხომ შეიძლება ეს პოკერის მო-
თამაშის სახე იყოს? შემდეგი საბრალო ბებერი კირსტია...
მერი ოდნავ გამოცოცხლდა,– ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა!

122
– კირსტი?
– დიახ. ვიცი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავი საშინ-
ლად სტკიოდა... ვფიქრობ, გაცილებით სავარაუდოა, რომ დანაშაუ-
ლი მან ჩაიდინა და არა რომელიმე ჩვენგანმა.
– საბრალო, – თქვა ფილიპმა, – ხომ არ ფიქრობ, რომ ამას თვი-
თონაც ხვდება? რომ შევთანხმდებით და მას დავაბრალებთ? ვინაი-
დან, ეს ძალზე მოსახერხებელია – ის ოჯახის წევრი არ არის. ნუთუ
ვერ შეამჩნიე, როგორ ღელავდა დღეს საღამოს? ის და ესთერი
მსგავს მდგომარეობაში არიან. რის თქმა ან გაკეთება შეუძლია მას?
გვითხრას, რომ თავისი მეგობარი და დამქირავებელი არ მოუკ-
ლავს? რა ფასი ექნება მის სიტყვებს? ის, ალბათ, ყველაზე ცუდ დღე-
შია... იმიტომ,რომ მარტოა. ახლა, ალბათ, ყოველ სიტყვას იხსე-
ნებს, ყოველ გულმოსულ მზერას დედაშენის მიმართ... ეშინია, რომ
ამას მის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ის ვერაფრით დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას.
– ფილ, დამშვიდდი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ რა შეგვიძლია?
– სიმართლის გაგება უნდა ვცადოთ.
– განა ეს შესაძლებელია?
– ალბათ, არსებობს რამე გზები. მინდა მოვსინჯო.
მერის შეშფოთება დაეტყო.
– რომელი გზები?
– ოჰ, მაგალითად, რამის თქმა და სხვების რეაქციაზე დაკვირვე-
ბა... შეიძლება მოფიქრება, – ის გაჩუმდა და დაამატა, – რაღაც ისე-
თი უნდა ითქვას, რასაც დამნაშავისთვის მნიშვნელობა აქვს, უდანა-
შაულოსთვის კი – არა, – ის კვლავ გაჩუმდა, დაფიქრდა, ცოლს შე-
ხედა და ჰკითხა, – მერი, ნუთუ არ გინდა უდანაშაულოებს დაეხმა-
რო?
– არა, – წამოსცდა ქალს. ის ქმართან მივიდა და მისი სავარ-
ძლის გვერდით ჩაიმუხლა, – ფილ, არ მინდა ამაში ჩაერიო. ნურა-
ფერს იტყვი და ნურც ხაფანგებს დააგებ. თავი დაანებე, ღვთის გუ-
ლისთვის, თავი დაანებე!

123
ფილიპმა წარბები ასწია
– კაა-რგი, – თქვა მან და ცოლს აკურატულად დავარცხნილ ოქ-
როსფერ თმაზე ხელი დაადო.

***
მაიკლ არგაილი იწვა და სიბნელეს ჩაშტერებოდა. თვალზე რუ-
ლი არ ეკარებოდა.
თავში ფიქრები უტრიალებდა, როგორც ციყვი დარბის ბორბალ-
ში, და წარსულს იხსენებდა. რატომ ვერ ანებებდა მას თავს? რატომ
მიათრევდა მთელი ცხოვრება? რა აზრი ჰქონდა ამას? რატომ ახსო-
ვდა ასე მკაფიოდ პატარა ოთახი ლონდონის ერთ-ერთ ჯურღმულში,
სადაც მხიარული ქაოსი სუფევდა, მას კი „ჩვენს მიკის“ ეძახდნენ.
ყოველდღიური ამაღელვებელი ატმოსფერო! გართობა ქუჩებში!
სხვა მისნაირ ბიჭებთან თამაში! დედა მბზინავი ოქროსფერი თმით
(იაფფასიანი საღებავით შეღებილით, როგორც ახლა ხვდებოდა). ის
ზოგჯერ მრისხანებას ვერ იოკებდა და ლანძღავდა ბიჭს (ჯინის ზე-
მოქმედება, ცხადია!), კარგ ხასიათზე კი საოცრად მხიარული იყო.
ისინი გემრიელად შეექცეოდნენ თევზსა და შემწვარ კარტოფილს,
დედა კი სენტიმენტალურ ბალადებს მღეროდა.
ზოგჯერ კინოშიც დადიოდნენ. რა თქმა უნდა, რომელიმე „ბიძის“
თანხლებით, როგორც ბიჭს მისთვის უნდა დაეძახა. მამამ დიდი ხნის
წინათ მიატოვა და მიკის ის არ ახსოვდა... დედა „ბიძებს“ მიკიზე ხე-
ლის აღმართვის უფლებას არ აძლევდა. „თავი დაანებე ჩვენს მი-
კის“, – ამბობდა ის.
შემდეგ ომის შფოთიანი დღეები დადგა. ჰიტლერის ბომბდამშე-
ნების მოლოდინი, სირენის გამაფრთხილებელი ხმა, ბომბების ზუ-
ზუნი... ღამღამობით თავს მეტროს აფარებდნენ. აი, სად იყო ნამდვი-
ლი მხიარულება! იქ მთელი ქუჩა იკრიბებოდა, თან სანდვიჩები და
სასმელი მიჰქონდათ. მატარებლები განუწყვეტლივ დაქროდნენ. აი,
ის იყო ნამდვილი ცხოვრება! მოვლენათა შუაგულში!

124
შემდეგ აქ ჩამოიყვანეს, ამ სოფელში. მივარდნილ, უსიცოცხლო
ადგილას, სადაც არასდროს არაფერი ხდებოდა!
„ომის დასრულებისთანავე დაბრუნდები, ჩემო საყვარელო“, –
უთხრა დედამ, მაგრამ ისე უდარდელად, თითქოს ეს ტყუილი იყო,
თითქოს სულ არ ადარდებდა მისი წასვლა. რატომ მასთან ერთად
არ გაემგზავრა? მის ქუჩაზე მცხოვრები ბევრი ბავშვის ევაკუაცია
მათ დედებთან ერთად მოახდინეს, დედამისმა კი ეს არ მოისურვა.
ის ჩრდილოეთში აპირებდა გამგზავრებას (მორიგ „ბიძიასთან“ ბი-
ძია ჰარისთან ერთად!) და სამხედრო ქარხანაში მუშაობას.
თვითონ, ალბათ, მაშინვე მიხვდა ყველაფერს, მიუხედავად იმი-
სა, რომ დედა ალერსიანად დაემშვიდობა. სინამდვილეში, მისთვის
სულერთი იყო... გაიფიქრა, რომ მას მხოლოდ ჯინი ადარდებდა. ჯი-
ნი და „ბიძიები“... ჰოდა, აქ აღმოჩნდა, ტყვეობაში, ჭამდა უგემურ,
უცნობ საჭმელს; დაუჯერებელია, მაგრამ დასაძინებლად ექვს საათ-
ზე წვებოდა სულელური ვახშმის შემდეგ, რომელიც რძისა და ნამ-
ცხვრისგან (რძისა და ნამცხვრისგან!) შედგებოდა. მაგრამ ვერ იძი-
ნებდა, თავი საბანქვეშ შეეყო და ტიროდა – დედასა და სახლს დას-
ტიროდა...
...და სულ იმ ქალის გამო! შეიტყუა და აღარ უშვებდა. გული გა-
უწყალა სენტიმენტალური საუბრებით. სულელური თამაშების თა-
მაშს აიძულებდა. მისგან რაღაც სურდა. ის, რაც მან გადაწყვიტა,
რომ არ მიეცა. არაფერია. მოიცდიდა. მოითმენდა! ერთ მშვენიერ
დღეს კი შინ დაბრუნდებოდა. დაუბრუნდებოდა მშობლიურ ადგი-
ლებს, თავის მეგობრებს, შესანიშნავ წითელ ავტობუსებს, მეტროს,
ვახშამს, რომელიც თევზისა და შემწვარი კარტოფილისგან შედგე-
ბოდა, ხალხმრავალ ქუჩებს, უპატრონო კატებს – გონებაში სევდია-
ნად ფურცლავდა წარსული ცხოვრების სიამოვნებათა კატალოგს.
უნდა დაელოდოს. ომი მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. ამ სულე-
ლურ ადგილს შერჩა, არადა, ლონდონი იბომბებოდა, ნახევარი
ლონდონი კი ცეცხლს მოეცვა. ოჰ! ცეცხლის ალი, ალბათ, ცას
სწვდებოდა, ხალხი იღუპებოდა, სახლები ინგრეოდა.

125
ამ ყველაფერს თავის წარმოსახვაში ნაირფერ სურათებად ხე-
დავდა. არაფერია. ომის დამთავრებისთანავე დედასთან დაბრუნ-
დებოდა. როგორ გაოცდებოდა, როცა ასე გაზრდილს დაინახავდა.

***
სიბნელეში მიკი არგაილმა ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ხმა-
ურით გამოუშვა.
ომი დამთავრდა. ომი დამთავრდა. ჰიტლერსა და მუსოს ყოფა
უტირეს... ზოგი ბავშვი შინ დაბრუნდა. მალე, ახლა... შემდეგ ის ქა-
ლი ლონდონიდან დაბრუნდა და თქვა, რომ მიკი „სანი ფოინთში“
დარჩებოდა და მისი საკუთარი ბიჭუნა გახდებოდა
მან ჰკითხა: „სად არის დედაჩემი? ბომბი მოხვდა?“
ის, რომ ბომბს მოეკლა... უკეთესი იქნებოდა· ბევრმა ბიჭმა სწო-
რედ ასე დაკარგა დედა.
მაგრამ მისის არგაილმა თქვა: „არა“. არ მოუკლავთ. მძიმე სამუ-
შაო ჰქონდა და მას კარგად ვერ მიხედავდა – რაღაც ამგვარი აბდა-
უბდა; არაფრის მთქმელი სიტყვები... დედას ის არ უყვარდა, არ სურ-
და მისი დაბრუნება... სამუდამოდ აქ უნდა დარჩენილიყო...
ამის შემდეგ ცდილობდა ჩუმად მოესმინა უფროსების საუბარი.
ერთხელ ყური მოჰკრა, როგორ უთხრა მისის არგაილმა ქმარს:
„გაუხარდა მისი თავიდან მოცილება... ის მისთვის არაფერს ნიშ-
ნავს“, და კიდევ რაღაც ას გირვანქა სტერლინგზე. მაშ, ასე, იცოდა,
რომ დედამ ას გირვანქად გაყიდა...
დამცირება... ტკივილი... მათი ბოლომდე დაძლევა ვერ შეძლო...
მისის არგაილმა კი ის იყიდა! ამ ქალში უდიდეს ძალას ხედავდა,
რომლის წინააღმდეგაც ის, ასეთი სუსტი და უღონო, ვერაფერს გა-
აწყობდა... მაგრამ გაიზრდებოდა, ძლიერი მამაკაცი გახდებოდა და
მას მოკლავდა...

126
ეს გადაწყვიტა თუ არა, თავი უკეთ იგრძნო. მოგვიანებით, როცა
სკოლაში დაიწყო სიარული, ცხოვრება არც ისე გაუსაძლისი გახდა.
მაგრამ არდადეგები სძულდა – იმ ქალის გამო, რომელიც მბრძა-
ნებლობდა, განკარგულებებს გასცემდა, მას საჩუქრებს არ აკლებ-
და... და გაოცებას ვერ მალავდა, ვინაიდან ის, მიკი, ამ ყველაფერს
გულგრილად უყურებდა. როდესაც ქალი კოცნიდა, ზიზღს გრძნობ-
და... მოგვიანებით სიამოვნებას ჰგვრიდა მისის არგაილის სულე-
ლური, მასთან დაკავშირებული გეგმების ჩაშლა. ბანკი? ნავთობის
კომპანია? არა, ბატონო, არა. სამუშაოს თვითონაც იპოვიდა.
უნივერსიტეტში სწავლისას დედის მოძებნა სცადა. შეიტყო, რომ
ის რამდენიმე წლის წინათ მომკვდარიყო ავტოკატასტროფაში მამა-
კაცთან ერთად, რომელიც მანქანას ნასვამი მართავდა...
რატომ არ შეეძლო ამ ყველაფრის დავიწყება? რატომ არ შეეძ-
ლო კარგად გაეტარებინა დრო და ცხოვრება გაეგრძელებინა? არ
იცოდა, რატომ არ შეეძლო.
ახლა კი... რა მოხდებოდა ახლა? ის ქალი მოკვდა, არა? ფიქრობ-
და, რომ ის რაღაც ას გირვანქად იყიდა. ფიქრობდა, რომ ყველაფ-
რის ყიდვა შეეძლო – სახლებისა და მანქანების... და ბავშვების, ვი-
ნაიდან საკუთარი შვილები არ ჰყავდა. ფიქრობდა, რომ ყოვლის-
შემძლე ღმერთი იყო! მაგრამ არ იყო. თავში ქარცახი ჩაარტყეს და
გვამად გადაიქცა, ჩვეულებრივ გვამად (როგორიც ოქროსფერთმი-
ანი გვამი იყო „ჩრდილოეთის დიდ გზაზე“ ავტოკატასტროფის
დროს...)!
ის ქალი მოკვდა. მაშ, რატომ შფოთავდა? რა ემართებოდა? იქ-
ნებ აღარ სძულდა იმის გამო, რომ მოკვდა?
მაშ, ეს იყო სიკვდილი...
ამ თავისი სიძულვილის გარეშე თავს დაკარგულად გრძნობდა –
დაკარგულად და შეშინებულად.

127
თავი XII

თავის უზადოდ მილაგებულ საძინებელში კირსტენ ლინ-


დსტრომმა ოდესღაც ქერა· ახლა კი ჭაღარა თმა ორად დაიწნა და
დასაძინებლად მოემზადა. ღელავდა და ეშინოდა.
პოლიციას უცხოელები არ უყვარდა. ინგლისში უკვე იმდენ ხანს
ცხოვრობდა, თავს უცხოელად არ გრძნობდა, თუმცა პოლიციელებ-
მა ეს არ იცოდნენ.
ეს დოქტორი კალგარი... რატომ მოვიდა აქ და რატომ ჩააგდო
ასეთ დღეში?
მართლმსაჯულებამ იზეიმა. ჯეკო გაახსენდა და კიდევ ერთხელ
გაიმეორა გულში: „მართლმსაჯულებამ იზეიმა“.
ჯეკო პატარა ბიჭი იყო, როცა გაიცნო.
ყოველთვის, დიახ, ყოველთვის ცრუპენტელა და თავნება იყო!
მაგრამ ისეთი მომხიბლავი, ისეთი საყვარელი. ყოველთვის ყველა-
ფერს პატიობდნენ. ყოველთვის ცდილობდნენ მისთვის სასჯელის
არიდებას.
ოსტატურად იტყუებოდა. ეს საშინელი სიმართლე იყო. ისე ოსტა-
ტურად იტყუებოდა, ყველას აჯერებდა. ბოროტი, სასტიკი ჯეკო.
დოქტორი კალგარი შესაძლოა ფიქრობდა, რომ იცოდა, რაზეც
ლაპარაკობდა! მაგრამ დოქტორი კალგარი ცდებოდა. ადგილი,
დრო და ალიბი. დიდი ამბავი! ჯეკოს ადვილად შეეძლო ამის მოწყო-
ბა. არავინ იცნობდა ჯეკოს ისე, როგორც ის, კირსტი.
ნეტავი ვინმე მაინც თუ დაუჯერებდა, რომ მოეყოლა, როგორი
იყო ჯეკო? ხვალ კი... რა მოხდება ხვალ? პოლიცია მოვა. ყველას სა-
ცოდავი გამომეტყველება აქვს, ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურე-
ბენ. არ იციან, რა ირწმუნონ და რა – არა.
მას ყველა მათგანი უყვარდა... ძალიან უყვარდა. მათ შესახებ
ყველაზე მეტი იცოდა. მისის არგაილზე მეტიც კი. ვინაიდან მისის
არგაილი დედის ძლიერ, მესაკუთრულ გრძნობას დაებრმავებინა.

128
ისინი მისი ბავშვები იყვნენ – ყოველთვის თავისად მიაჩნდა. კირ-
სტენი კი მათში პიროვნებებს ხედავდა, ისეთებს, როგორიც იყვნენ,
თავიანთი ღირსებითა და ნაკლით. მას რომ საკუთარი შვილები
ჰყოლოდა, შესაძლოა მასაც მესაკუთრული დამოკიდებულება ჰქო-
ნოდა. მაგრამ მისი მოწოდება დედობა არ იყო. მისი სიყვარული,
უმეტესწილად, ქმრისკენ იქნებოდა მიმართული, რომელიც არას-
დროს ჰყოლია.
უჭირდა მისის არგაილის მსგავსი ქალების გაგება. ის ხომ შვი-
ლებზე იყო გადარეული, სხვის შვილებზე, ქმარი კი მისთვის თით-
ქოს არც არსებობდა! მისტერ არგაილი ღირსეული, შესანიშნავი
ადამიანი იყო, ყველაზე უკეთესი, თუმცა მიტოვებული და გვერდზე
ჩაჩოჩებული. მისის არგაილი კი ისე გაეტაცა საკუთარ თავს, ვერ ამ-
ჩნევდა, რა ხდებოდა მის ცხვირწინ. ის მდივანი – ლამაზი და ძალ-
ზე ქალური. იქნებ ლეოსთვის არც იყო ძალზე გვიან... თუ ძალზე გვი-
ან იყო? ახლა, როცა მკვლელობამ კვლავ წამოყო თავი საფლავი-
დან, სადაც ის ჩააწვინეს, გაბედავდნენ კი თავიანთი ბედის ერთმა-
ნეთთან დაკავშირებას?
კირსტენმა მწუხარებით ამოიოხრა. რა ბედი ეწევათ მათ? მიკის,
რომელმაც ღრმად ჩაიმარხა ძლიერი, თითქმის პათოლოგიური
წყენა დედობილის მიმართ; აულაგმავ ესთერს, რომელსაც თავდა-
ჯერებულობა აკლია, თუმცა თითქოს სიმშვიდისა და უსაფრთხოების
მოპოვების შესაძლებლობა გაუჩნდა იმ ჩინებულ, ფლეგმატურ
ახალგაზრდა ექიმთან; ლეოსა და გვენდას, რომლებსაც მკვლელო-
ბის მოტივიც ჰქონდათ და, სიმართლე ითქვას, მისი ჩადენის შესაძ-
ლებლობაც, რასაც, ალბათ, ორივენი ხვდებოდნენ; ტინას, ამ პატა-
რა, კატასავით არსებას;
ეგოისტ, უგულო მერის, რომელიც, სანამ არ გათხოვდა, უგ-
რძნობელი ჩანდა.
კირსტენმა გაიფიქრა, რომ პირველ ხანებში თვითონაც აღ-
ფრთოვანებული იყო თავისი დამქირავებლით. ახლა ზუსტად ვეღარ
იხსენებდა, როდის გაუქრა ეს გრძნობა, როდის ჩასწვდა მის ბუნებას

129
და მიხვდა, რა სჭირდებოდა სინამდვილეში. თავდაჯერებული, კე-
თილმოსურნე, ტირანული – ერთგვარი მოსიარულე განსახიერება
არსებისა, სახელწოდებით „დედამ უკეთ იცის”, არადა, მათი დედა
არ იყო! თვითონ რომ ოდესმე ბავშვი გაეჩინა, უფრო თავმდაბალი
იქნებოდა.
მაგრამ რა საჭიროა რეიჩელ არგაილზე ფიქრი? რეიჩელ არგაი-
ლი მოკვდა.
საკუთარ თავზე უნდა იფიქროს... და სხვებზე. იმაზე, რაც შესაძ-
ლოა ხვალ მოხდეს.

***
მერი დარანტი ძილში შეკრთა. გაეღვიძა. დაესიზმრა, რომ
კვლავ პატარა ბავშვი იყო, კვლავ ნიუ-იორკში.
უცნაურია. რა ხანია, ის დღეები არ გახსენებია.
საოცარია, რომ რამე მაინც ახსოვდა. რამდენი წლის იყო მაშინ?
ხუთის? ექვსის?
დაესიზმრა, თითქოს სასტუმროდან შინ მიჰყავდათ – მრავალბი-
ნიან სახლში. არგაილები გემით გაემგზავრნენ ინგლისში, ის კი თან
აღარ წაიყვანეს. ბრაზმა და მრისხანებამ მოიცვა, მაგრამ მალევე
გააცნობიერა, რომ ეს მხოლოდ სიზმარში ხდებოდა.
ყველაფერი საუცხოოდ მოხდა. ის ავტომობილში ჩასვეს, სას-
ტუმროში ლიფტით მეთვრამეტე სართულზე აიყვანეს. იქ დიდი ოთა-
ხი და ჩინებული სააბაზანო დახვდა. იქ აღმოაჩინა, რამდენი რამის
ფლობა შეეძლოთ მდიდრებს! გაიფიქრა, აი, აქ დარჩენა რომ შემეძ-
ლოს და ეს ყველაფერი ჩემი იყოსო – სამუდამოდ...
ამის მიღწევა არ გასძნელებია – მხოლოდ გულის ამაჩუყებელი
სცენის გათამაშება დასჭირდა. მართალია, ეს ცოტა გაუჭირდა, ვი-
ნაიდან მგრძნობიარობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც მოახერ-

130
ხა. და ის აქ იყო! მოიწყო ცხოვრება! მდიდარი მშობლები, ტანსაცმე-
ლი, ავტომობილები, გემები, თვითმფრინავები, მოახლეები, ძვირ-
ფასი თოჯინები და სათამაშოები. ზღაპარი ახდა...
სამწუხაროა, რომ სხვა ბავშვებიც გაჩნდნენ. ცხადია, ეს ომმა მო-
იტანა. თუ ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდებოდა? ხარბი დედობრი-
ვი სიყვარული! იყო ამაში რაღაც არაბუნებრივი, ცხოველური.
ის ყოველთვის გრძნობდა ერთგვარ ზიზღს დედობილის მიმართ.
რა სულელური ნაბიჯი გადადგა, როცა ბავშვების არჩევა ღარიბები-
დან, უქონელი ხალხიდან დაიწყო!
ზოგს კრიმინალური მიდრეკილება ჰქონდა, როგორც ჯეკოს. ზო-
გი გაუწონასწორებელი იყო, როგორც ესთერი. ზოგი ხეპრე, რო-
გორც მიკი. რა გასაკვირია, რომ ყველაფერი ასე ცუდად შემოუტრი-
ალდა. თუმცა მათ ურჩობაში ვერ დაადანაშაულებდა. თვითონ იყო
დამნაშავე. გაახსენდა, როგორ გაიცნო ფილიპი, მამაცი ახალგაზ-
რდა მფრინავი, დედის უკმაყოფილება. „ოჰ, ეს ნაჩქარევი ქორწინე-
ბები. მოიცადე, სანამ ომი დამთავრდება“, მაგრამ მერის ლოდინი
არ სურდა. ისეთივე ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა, როგორიც დედას,
თანაც, მამამ მხარი დაუჭირა. ისინი დაქორწინდნენ, ომი კი მალე
დამთავრდა. მერის სურდა ფილიპი მხოლოდ მისი ყოფილიყო – ეს
დედის მეურვეობისგან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა. მაგრამ
ის ბედმა დაამარცხა და არა დედამ. ჯერ ფილიპის ფინანსური სქე-
მების ჩაშლა, შემდეგ საშინელი დარტყმა – პარალიზური პოლი-
ომიელიტი. როგორც კი ფილიპი საავადმყოფოდან გამოწერეს, ისი-
ნი „სანი ფოინთში“ აღმოჩნდნენ. გარდაუვალი ჩანდა, რომ იქ მო-
უწევდათ ცხოვრება. თითქოს ფილიპიც ასე ფიქრობდა. ის უფულოდ
დარჩა, სამეურვეო ფონდიდან კი მწირ დახმარებას იღებდნენ. მე-
რიმ თანხის გაზრდა მოითხოვა, მაგრამ უპასუხეს, რომ გონივრული
იქნებოდა, თუ ერთხანს „სანი ფოინთში“ იცხოვრებდნენ·
მერი ამას არ დაეთანხმა – არ სურდა ფილიპიც რეიჩელ არგაი-
ლის „შვილი“ გამხდარიყო. საკუთარი შვილების ყოლა არ ისურვა,
ვინაიდან მხოლოდ ფილიპი სჭირდებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ

131
თვითონ ფილიპი „სანი ფოინთში" ცხოვრებას არ ეწინააღმდეგებო-
და.
– შენთვისაც ასე აჯობებს, – უთხრა ცოლს, – თანაც, იქ სტუმრე-
ბიც ხშირად არიან და ცოტათი მაინც გაერთობი. მეც ყოველთვის
მსიამოვნებდა მამაშენთან ურთიერთობა.
რატომ არ სურდა მხოლოდ მასთან ყოფნა, თვითონ მერი ხომ მხ-
ოლოდ ამაზე ოცნებობდა? რისთვის სჭირდებოდა სხვებთან – თუნ-
დაც მამამისსა და ესთერთან – ურთიერთობა?
მერიმ იგრძნო, როგორ მოაწვა ამაო მრისხანების ტალღა. დე-
დამ, როგორც ყოველთვის, თავისას მიაღწია.
მაგრამ ამ გამარჯვებით დატკბობა ვერ მოახერხა...მოკვდა.
ახლა კი კვლავ წარსულის ქექვას აპირებდნენ. რატომ, ოჰ, რა-
ტომ? და რატომ აპირებდა ფილიპი აქტიურად მოქმედებას? გამო-
კითხვას, რაღაცის გარკვევას, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას?
ხაფანგების დაგებას...
რა სახის ხაფანგების?

***

ლეო არგაილი აკვირდებოდა, როგორ ნელა ავსებდა ოთახს დი-


ლის ნაცრისფერი, მკრთალი სინათლე.
მან ყველაფერი გულდასმით მოიფიქრა.
მკაფიოდ ხედავდა, რას შეეჩეხნენ ის და გვენდა.
იწვა და ცდილობდა შექმნილი ვითარებისთვის სუპერინტენდანტ
ჰიუიშის თვალით შეეხედა: შემოვიდა რეიჩელი და მათ ჯეკოს საქცი-
ელზე მოუყვა – მის გაშმაგებასა და მუქარაზე. გვენდა ტაქტიანად
გავიდა მეზობელ ოთახში, მან კი რეიჩელის დამშვიდება სცადა, უთ-
ხრა, რომ სწორად მოიქცა, როცა სიმტკიცე გამოიჩინა, რომ ჯეკოს
დახმარების მათმა უწინდელმა ცდამ კარგი ვერაფერი მოიტანა,

132
რომ ჯეკოს ის უნდა მიეღო, რასაც იმსახურებდა. დამშვიდებული რე-
იჩელი წავიდა.
შემდეგ გვენდა ოთახში დაბრუნდა, გასაგზავნი წერილები შეაგ-
როვა და ჰკითხა, კიდევ ხომ არ სურდა რამე. მის ხმაში ლეომ ის გა-
იგონა, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდა. მადლობა გადაუხადა
და უთხრა, რომ მეტი არაფერი სჭირდებოდა. ქალმა მშვიდობიანი
ღამე უსურვა, მარტო დატოვა, დერეფანს გაუყვა, კიბეზე დაეშვა, იმ
ოთახს გასცდა, სადაც რეიჩელი საწერ მაგიდასთან იჯდა და ისე გა-
ვიდა სახლიდან, ეს არავის დაუნახავს...
თვითონ კი ბიბლიოთეკაში იჯდა განმარტოებით· ვერავინ შე-
ამოწმებდა, შევიდა თუ არა გვენდა რეიჩელის ოთახში სახლიდან
გასვლამდე.
გამოდის, მასაც და გვენდასაც ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის
შესაძლებლობა...
...და მოტივიც, ვინაიდან მაშინ უკვე უყვარდათ ერთმანეთი. არა-
ვინ იყო, ვინც მათ დანაშაულს ან უდანაშაულობას დაამტკიცებდა.

***
მეოთხედი მილის დაშორებით გვენდა ლოგინში იწვა. ვერ იძი-
ნებდა. თვალები მშრალი ჰქონდა. ხელები მოემუშტა და იმაზე ფიქ-
რობდა, თუ როგორ სძულდა რეიჩელ არგაილი.
სიბნელეში მისი ხმა ჩაესმოდა: „გეგონა, ჩემს ქმარს ხელში ჩა-
იგდებდი, როცა მოვკვდებოდი. ვერ ჩაიგდებ – ვერასდროს შეძ-
ლებ“.

***
ესთერს ეძინა. დაესიზმრა, რომ უფსკრულის პირას იდგა დო-
ნალდ კრეიგთან ერთად, ის კი უეცრად წავიდა და მარტო დატოვა.

133
შეშინებულმა შეჰყვირა, შემდეგ კი დაინახა, რომ მეორე მხარეს
მყოფი ართურ კალგარი მას ხელებს უწვდიდა.
ესთერმა საყვედურით ჰკითხა:
– რატომ მომექეცით ასე?
მან კი მიუგო: – მე თქვენს დასახმარებლად მოვედი...
ესთერს გაეღვიძა.

***
ტინა პატარა სასტუმრო ოთახში ლოგინში წყნარად იწვა და
ღრმად და თანაბრად სუნთქავდა, თუმცა ძილი არ ეკარებოდა.
მისის არგაილზე ფიქრობდა, ოღონდ არც მადლიერებას
გრძნობდა და არც წყენას, მხოლოდ სიყვარულს. მისის არგაილი
მას აჭმევდა, ასმევდა, ათბობდა, კომფორტს არ აკლებდა, ძვირფას
სათამაშოებს ყიდულობდა·. უყვარდა მისის არგაილი. წუხდა, რომ
ის მოკვდა...
თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა.
სანამ დამნაშავედ ჯეკო მიაჩნდათ, ბევრ რამეს მნიშვნელობა არ
ჰქონდა.
მაგრამ ახლა?

134
თავი XIII

სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა შეკრებილთ ყურადღებით მოავლო


თვალი. დამაჯერებლად და ბოდიშის კილოთი ლაპარაკობდა:
– ვიცი, რომ ყველას გიმძიმთ ამ ყველაფრის ხელახლა განცდა,
– თქვა მან, – მაგრამ არჩევანი არა გვაქვს. იმედია, წაიკითხეთ გან-
ცხადება, არა? ის ყველა დილის გაზეთმა დაბეჭდა.
– სრული შეწყალება, – თქვა ლეომ.
– სასამართლო ტერმინოლოგია ყოველთვის აღიზიანებს ადა-
მიანებს, – განაცხადა ჰიუიშმა, – ეს ანაქრონიზმია, ისევე, როგორც
ბევრი სხვა იურიდიული ტერმინი, მაგრამ აშკარაა, რა იგულისხმება
მასში.
– მაშასადამე, თქვენ შეცდით, – უთხრა ლეომ.
– დიახ, – დაეთანხმა ჰიუიში, – შევცდით, – ის გაჩუმდა, შემდეგ
კი დაამატა, – თუმცა შეცდომა გარდაუვალი იყო – ჩვენ ხომ დოქ-
ტორ კალგარის ჩვენება არ გვქონდა.
‒ ჩემი ვაჟიშვილი დააპატიმრეთ, ის გეუბნებოდათ, რომ იმ საღა-
მოს ქალაქამდე მანქანით მიიყვანეს, – ცივად თქვა ლეომ.
– დიახ, გვეუბნებოდა. ჩვენ ძალისხმევა არ დავიშურეთ მისი სიტ-
ყვების გადასამოწმებლად, თუმცა ვერავის მივაგენით, ვინც მათ და-
ადასტურებდა. მისტერ არგაილ, ვხვდები, რა ტკივილსაც გრძნობთ,
მაგრამ ბოდიშს არ მოგიხდით – ჩვენ, პოლიციელებს, მხოლოდ სამ-
ხილების შეგროვება გვევალება, რომლებსაც პროკურორს ვუგზავ-
ნით. ის წყვეტს, აღძრას თუ არა საქმე. ამ შემთხვევაში მან დადები-
თად გადაწყვიტა... მოკლედ, მინდა გთხოვოთ, თუ შესაძლებელია,
თავიდან ამოიგდოთ წყენა და ბრაზი და კვლავ გაიხსენოთ ყველა-
ფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდება.
– ახლა რა აზრი აქვს? – მკვახედ იკითხა ესთერმა, – ვისაც უნდა
ჩაედინა ეს, უკვე მრავალი მილის დაშორებით იქნება აქედან და მას
ვერასდროს მიაგნებთ.
სუპერინტენდანტმა თავი მისკენ მიატრიალა.

135
– შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა იქნებ გაგვიმართლოს,‒თქვა მან,
– არ დაიჯერებთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა კვალი რამ-
დენიმე წლის შემდეგ აღმოგვიჩენია. მთავარია მოთმინება. მოთმი-
ნება და შეუპოვრობა.
ესთერმა პირი იბრუნა, გვენდა კი ისე შეკრთა, თითქოს ცივმა
ქარმა დაუბერა. მას მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა და მყისვე იგ-
რძნო მუქარა მშვიდი კილოთი წარმოთქმულ სუპერინტენდანტის
სიტყვებში.
– ახლა კი, თუ ნებას მომცემთ, დავიწყოთ, – თქვა ჰიუიშმა და
მომლოდინე მზერა მიაპყრო ლეოს, – მისტერ არგაილ, თქვენგან
დავიწყოთ.
– კერძოდ, რა გაინტერესებთ? ალბათ, გაქვთ ჩემი ორი წლის წი-
ნანდელი ჩვენება. ახლა გამიჭირდება ყველაფრის იმ სიზუსტით გახ-
სენება, როგორც მაშინ გავაკეთე. ზუსტი დრო ადვილად ავიწყდება
ადამიანს.
– გეთანხმებით, თუმცა ყოველთვის არსებობს შანსი, რომელი-
ღაც უმნიშვნელო ფაქტი, რომელსაც მაშინ ყურადღება არ მიაქცი-
ეთ, გონებაში ამოტივტივდეს.
– განა შეუძლებელია წლების გასვლის შემდეგ ესა თუ ის მოვ-
ლენა უფრო სწორად აღვიქვათ? – იკითხა ფილიპმა.
– ცხადია, ასეც ხდება ხოლმე, – მიუგო ჰიუიშმა და მას ინტერე-
სით შეხედა.
„ჭკვიანი კაცია, – გაიფიქრა მან, – ნეტავ რამე იდეა ხომ არა აქვს
ამასთან დაკავშირებით“.
– ახლა კი, მისტერ არგაილ, გთხოვთ, მოვლენების თანამიმდევ-
რობა გაიხსენოთ. მაშასადამე, თქვენ ჩაი მოგიტანეს?
– დიახ, სასადილო ოთახში, ჩვეულებისამებრ, ხუთ საათზე. ყვე-
ლანი შევიკრიბეთ, მისტერ და მისის დარანტების გარდა. მისის და-
რანტმა ჩაი თავის სასტუმრო ოთახში წაიღო, რათა იქ მეუღლესთან
ერთად დაელია.

136
‒ იმ დროს გაცილებით უმწეო ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ, – ჩაურ-
თო ფილიპმა, – სწორედ მაშინ გამომწერეს საავადმყოფოდან.
– გასაგებია, – ჰიუიში ლეოს მიუბრუნდა, – ყველანი, ანუ..
– ჩემი ცოლი და მე, ჩემი ქალიშვილი ესთერი, მის ვოენი და მის
ლინდსტრომი.
– შემდეგ? უბრალოდ, თქვენი სიტყვებით მიამბეთ.
‒ ჩაის შემდეგ მის ვოენთან ერთად აქ დავბრუნდი, ჩვენ ჩემი
წიგნის, „შუა საუკუნეების ეკონომიკა“, ერთ-ერთ თავზე ვმუშაობ-
დით, რომელსაც ვარედაქტირებდი. ცოლი პირველ სართულზე ჩა-
ვიდა, თავის სასტუმრო ოთახში – მას კაბინეტად იყენებდა. მოგეხ-
სენებათ, ის თითქმის მთელ დროს საზოგადოებრივ საქმიანობას
უთმობდა. იმ საღამოს ბავშვებისთვის ახალი სპორტული მოედნის
გეგმაზე მუშაობდა, რათა ადგილობრივი საბჭოსთვის წარედგინა.
– თქვენი შვილის, ჯეკის, მოსვლა თუ გაიგეთ?
– არა. არ ვიცოდი, რომ ის იყო. მე და გვენდამ გავიგონეთ, რომ
სადარბაზო კარზე დარეკეს, თუმცა არ ვიცოდით, ვინ მოვიდა.
– მისტერ არგაილ, არ დაფიქრებულხართ, ვინ უნდა ყოფილი-
ყო?
ამ სიტყვებმა ლეო თითქოს გაახალისა.
– მაშინ მეთხუთმეტე საუკუნეში ვიყავი და არა მეოცეში. სხვა რა-
მეზე არ ვფიქრობდი. ეს შესაძლოა ნებისმიერი ვინმე ან რამე ყოფი-
ლიყო. ქვემოთ იყვნენ ჩემი ცოლი, მის ლინდსტრომი, ესთერი და
შესაძლოა ჩვენი რომელიმე ყოველდღიური დამხმარეც. არავის მო-
უვიდოდა ფიქრად, რომ კარის გასაღებად მე წავიდოდი.
– შემდეგ?
– არაფერი. სანამ მოგვიანებით ჩემი ცოლი არ მოვიდა.
– მაინც როდის?
ლეო შეიჭმუხნა.
– ახლა მართლა მიჭირს ამის თქმა. მაშინ მომეჩვენა, რომ ნახე-
ვარი საათის... არა, უფრო გვიან, ალბათ, ორმოცდახუთი წუთის შემ-
დეგ.

137
– ჩაის სმა რომ დავასრულეთ, ექვსის ნახევარს გადაცილებული
იყო, – თქვა გვენდამ, – ვფიქრობ, როცა მისის არგაილი ბიბლიო-
თეკაში შემოვიდა, შვიდს დაახლოებით ოცი წუთი აკლდა.
– და მან თქვა...
ლეომ ამოიოხრა.
– ჩვენ ეს უკვე ბევრჯერ გავიმეორეთ, – განაცხადა უკმაყოფი-
ლოდ, – ცოლმა თქვა, რომ მასთან ჯეკო მივიდა, რომ მას პრობლე-
მები ჰქონდა, აგრესიულად და თავხედურად იქცეოდა, ფულს
სთხოვდა. ამბობდა, თუ ახლავე არ ვიშოვი ფულს, ციხე მემუქრებაო.
ჩემმა ცოლმა გადაჭრით უთხრა, რომ ერთ პენსსაც არ მისცემდა,
თუმცა ეჭვი ღრღნიდა, სწორად მოიქცა თუ არა.
– მისტერ არგაილ, ნება მომეცით ერთი შეკითხვა დაგისვათ, რა-
ტომ მაშინ არ დაგიძახათ მისის არგაილმა, როდესაც ბიჭმა ფული
მოსთხოვა? რატომ გითხრათ ეს მხოლოდ მოგვიანებით? ეს უცნაუ-
რად არ მოგეჩვენათ?
– არა, არ მომეჩვენა.
– ეს ხომ ბუნებრივი საქციელი იქნებოდა? ნაჩხუბარი ხომ არ იყა-
ვით?
– ოჰ, არა. უბრალოდ, ჩემი ცოლი გადაწყვეტილებების დამოუ-
კიდებლად მიღებას მიეჩვია. ხშირად წინასწარ ინტერესდებოდა ჩე-
მი აზრით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი მას ყოველთვის
ჩემთან განიხილავდა. ჯეკოზე ბევრჯერ გვისაუბრია. ბევრჯერ გაგ-
ვიცრუა იმედი. ცოლმა არაერთხელ გადაიხადა მოზრდილი თანხა
ჯეკოს გამოსახსნელად, მაგრამ ის კვლავ და კვლავ ახერხებდა შარ-
ში გახვევას. ამიტომ დახმარების შეწყვეტა გადავწყვიტეთ, რათა სა-
კუთარი მწარე გამოცდილებით მაინც ესწავლა ჭკუა.
– მიუხედავად ამისა, მისის არგაილი მაინც უხასიათოდ იყო?
– დიახ. ჯეკოს ასეთი თავხედობა რომ არ გამოეჩინა და არ და-
მუქრებოდა, შესაძლოა რეიჩელს დაეთმო და ერთხელაც გაემართა
ხელი, მაგრამ ჯეკოს დამოკიდებულებამ აზრი გაუმყარა.
– და ჯეკო წავიდა?

138
– დიახ.
‒ ამაში თვითონ დარწმუნდით თუ მისის არგაილმა გითხრათ?
– მან მითხრა. თქვა, რომ ჯეკო უყვიროდა, დაემუქრა, რომ დაბ-
რუნდებოდა და მისი მოსვლის დროისთვის ფული გაემზადებინა.
– თუ შეიძლება გაიხსენეთ, – ეს ძალზე მნიშვნელოვანია...მისმა
მისმა მუქარამ არ შეგაშფოთათ?
– ცხადია, არა. ჯეკოს გამოხდომები აღარ გვიკვირდა.
– არც ის გიფიქრიათ, რომ დაბრუნების შემდეგ მუქარას შეასრუ-
ლებდა?
– არა. ეს მაშინაც გითხარით. უბრალოდ, განცვიფრებული ვიყა-
ვი.
– და მართალიც აღმოჩნდით, – ჩაილაპარაკა ჰიუიშმა, – თქვენი
ცოლი მას არ მოუკლავს. როდის წავიდა თქვენგან მისის არგაილი?
– ეს ზუსტად მახსოვს. ამაზე ხშირად გვისაუბრია. შვიდი საათის-
თვის. შვიდს დაახლოებით შვიდი წუთი აკლდა.
ჰიუიში გვენდა ვოენს მიუბრუნდა.
– ადასტურებთ?
– დიახ.
– და საუბარი ისე წარიმართა, როგორც ახლა მისტერ არგაილმა
გვითხრა? რამეს ხომ არ დაამატებთ? იქნებ მას რამე გამორჩა?
– მე ყველაფერი არ მომისმენია. როდესაც მისის არგაილმა
თქვა, ჯეკო ფულს მთხოვსო, გავიფიქრე, ჯობდა წავსულიყავი, რათა
ცოლ-ქმარს თავი უხერხულად არ ეგრძნო-მეთქი. მე იქ გავედი, –
მან ხელი კარისკენ გაიშვირა, რომელიც ბიბლიოთეკის უკანა ნა-
წილში მოჩანდა, – ოთახში, სადაც, როგორც წესი, ვბეჭდავ. როდე-
საც გავიგონე, რომ მისის არგაილი წავიდა, მისტერ არგაილთან
დავბრუნდი.
– მაშინ შვიდს შვიდი წუთი აკლდა?
– დიახ, დაახლოებით... შესაძლოა ხუთი წუთიც.
– რა მოხდა შემდეგ, მის ვოენ?

139
‒ მისტერ არგაილს ვკითხე, მუშაობის გაგრძელებას ხომ არ აპი-
რებდა. მიპასუხა, გონება გამეფანტაო. დავინტერესდი, რამე ხომ არ
სჭირდებოდა, და როცა უარი მივიღე, ჩემი ნივთები მივალაგე და წა-
ვედი.
– როდის?
– რვის ხუთ წუთზე.
– კიბეზე დაეშვით და სადარბაზო კარიდან გახვედით?
– დიახ.
– მისის არგაილის სასტუმრო ოთახი უშუალოდ შემოსასვლელი
კარის მარცხნივ არის?
– დიახ.
– კარი ღია იყო?
– მხოლოდ ოდნავ.
– ოთახში არ შესულხართ და ღამე მშვიდობისა არ გისურვები-
ათ?
– არა.
– ჩვეულებრივ, ასე არ იქცეოდით?
– არა. სისულელეა ადამიანის შეწუხება და ხელის შეშლა მხო-
ლოდ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ღამე უსურვო.
– რომ შესულიყავით... შესაძლოა მისი ცხედარი აღმოგეჩინათ.
გვენდამ მხრები აიჩეჩა.
– შესაძლოა... თუმცა მგონია... უფრო სწორად, მაშინ ყველას
გვეგონა, რომ ის მოგვიანებით მოკლეს. ჯეკო ამას, ალბათ, ვერ შეძ-
ლებდა...
მას სიტყვა გაუწყდა.
– თქვენ თავში ჯერაც ის აზრი გიტრიალებთ, რომ მისის არგაი-
ლი ჯეკომ მოკლა, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ასე არ არის. მაშასადა-
მე, შესაძლებელია იმ დროისთვის ქალი უკვე მკვდარი იყო?
– შესაძლებელია... დიახ.
– სახლიდან გახვედით და პირდაპირ შინ გაემართეთ?
– დიახ. როდესაც მივედი, ჩემი დიასახლისი გამომელაპარაკა.

140
– ასე... ხომ არ შეხვედრიხართ ვინმეს გზაში, სახლთან ახლოს?
– არა მგონია... არა, – გვენდა შეიჭმუხნა, – ახლა მართლა ვერ
ვიხსენებ... ციოდა, ბნელოდა, ის გზა კი ჩიხია. ვფიქრობ, არავინ შემ-
ხვედრია, სანამ რედლაიენზე არ გავედი. იქ რამდენიმე ადამიანი
შემხვდა.
– რომელიმე მანქანამ ხომ არ ჩაგიარათ?
გვენდას სახეზე გაოცება აღებეჭდა.
– ოჰ, დიახ, მანქანა ნამდვილად მახსოვს. მან ქვედაკაბაზე წყა-
ლი შემომაშხეფა. შინ დაბრუნებისთანავე გავიწმინდე.
– რა მანქანა იყო?
– არ მახსოვს. ვერ შევამჩნიე. ეს მაშინ მოხდა, როცა ჩვენს ქუჩას
მივუახლოვდი. იქ ბევრი სახლია. ვინ იცის, რომლისკენ მიემართე-
ბოდა.
ჰიუიში კვლავ ლეოსკენ მიტრიალდა.
– თქვენ თქვით, რომ თქვენი მეუღლე ოთახიდან გავიდა, რაღაც
დროის შემდეგ კი გაიგონეთ, როგორ დარეკეს კარზე.
– დიახ... მგონი, დარეკეს. თუმცა დარწმუნებული არა ვარ,
– როდის მოხდა ეს?
– არ ვიცი. საათისთვის არ შემიხედავს.
– ხომ არ გაიფიქრეთ, რომ შესაძლოა თქვენი შვილი, ჯეკო დაბ-
რუნდა?
– არა... მე... კვლავ მუშაობაში ვიყავი ჩაფლული.
– კიდევ ერთი შეკითხვა, მისტერ არგაილ. იცოდით, რომ თქვენ-
მა ვაჟმა ცოლი მოიყვანა?
– წარმოდგენა არ მქონდა.
– არც დედამისმა იცოდა? ხომ არ ფიქრობთ, რომ იცოდა, მაგრამ
არ გითხრათ?
– დარწმუნებული ვარ, არც მან იცოდა, თორემ აუცილებლად
მეტყოდა. როდესაც მეორე დღეს ჩვენთან ჯეკოს ცოლი მოვიდა,
გავოცდი. ყურებს არ ვუჯერებდი, როცა მის ლინდსტრომი ოთახში

141
შემოვიდა და მითხრა: „ქვემოთ ახალგაზრდა ქალია.. ქალიშვილი...
ამტკიცებს, ჯეკოს ცოლი ვარო, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია“.
თქვენც ძალიან გაოცდით, არა, კირსტი?
– ვერ ვიჯერებდი, – თქვა კირსტენმა, – ორჯერ გავამეორებინე,
შემდეგ კი მისტერ არგაილთან წავედი. ეს შეუძლებლად მომეჩვენა.
– როგორც ვიცი, თქვენ ის ძალზე გულთბილად მიიღეთ, – უთ-
ხრა ჰიუიშმა ლეოს.
– ის გავაკეთე, რაც შემეძლო. გეცოდინებათ, რომ ჩვენი რძალი
კვლავ გათხოვდა, რაც ძალიან მიხარია. როგორც ჩანს, მისი ქმარი
სასიამოვნო და ღირსეული ახალგაზრდა კაცია.
ჰიუიშმა თავი დაუქნია და ესთერს მიუბრუნდა:
– ახლა კი, მის არგაილ, კიდევ ერთხელ მიამბეთ, რას აკეთებ-
დით იმ დღეს ჩაის დალევის შემდეგ.
– აღარ მახსოვს, – ქალიშვილი მოიღუშა, – ან როგორ უნდა მახ-
სოვდეს? უკვე ორი წელი გავიდა. რა ვიცი, რას ვაკეთებდი.
– ჩემი აზრით, მის ლინდსტრომს ეხმარებოდით ჩაის ფინჯნების
გარეცხვაში.
– მართალია, – თქვა კირსტენმა, – შემდეგ კი, – დაამატა მან, –
ზემოთ ახვედი, შენს საძინებელში. თუ გახსოვს, მოგვიანებით წას-
ვლას აპირებდი დრაიმუთის თეატრში, სადაც სამოყვარულო სპექ-
ტაკლი „გოდოს მოლოდინში“ უნდა გენახა.
ესთერი კვლავაც წარბშეკვრით და კუშტად იყურებოდა,
– თქვენ ხომ ეს უკვე ჩაწერილი გაქვთ, – უთხრა ჰიუიშს, – რატომ
უნდა გავიმეორო ერთი და იგივე?
– იმიტომ, რომ შესაძლოა რომელიმე მნიშვნელოვანი დეტალი
გაგახსენდეთ. მაშ, ასე, მის არგაილ, რომელ საათზე გახვედით სახ-
ლიდან?
– შვიდზე... დაახლოებით შვიდზე.
– ხომ არ გაიგონეთ, როგორ ჩხუბობდნენ დედათქვენი და თქვე-
ნი ძმა ჯეკი?
– არა, არ გამიგონია. ზემოთ ვიყავი.

142
– თეატრში წასვლამდე თუ ნახეთ მისის არგაილი?
– დიახ. ფული დამჭირდა. გარეთ გასულს გამახსენდა, რომ მან-
ქანაში ბენზინი თითქმის აღარ მესხა. დრაიმუთის გზაზე ავზის შევ-
სება მომიწევდა. ჰოდა, დავბრუნდი, რათა დედაჩემისთვის ფული
მეთხოვა... სულ ორიოდე გირვანქა, მეტი არ მჭირდებოდა.
– მოგცათ?
– კირსტიმ მომცა.
ჰიუიშს გაოცება დაეტყო.
– როგორც მახსოვს, უწინ ეს არ გითქვამთ.
– იმას ვამბობ, როგორც იყო, – გამომწვევად მიუგო ესთერმა, –
შევედი და ვთქვი, ცოტა ფული მჭირდება-მეთქი, ჰოლში კირსტენმა
ჩემი ნათქვამი გაიგონა და დამიძახა, მე მოგცემო. დედამ მითხრა:
„ჰო, კირსტის გამოართვი“.
– სწორედ მაშინ ვაპირებდი წასვლას ქალთა ინსტიტუტში, სადაც
ყვავილების კომპოზიციის შექმნაზე დაწერილი რამდენიმე წიგნი
უნდა წამეღო, – თქვა კირსტენმა, – ვიცოდი, რომ მისის არგაილს
არ ეცალა და არ სურდა შეეწუხებინათ.
– რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მომცა ფული? – გაღიზიანებით
იკითხა ესთერმა, – იმის გაგება გსურთ, როდის ვნახე დედა ცოცხა-
ლი? მაშინ ვნახე. მაგიდასთან იჯდა და რაღაც ქაღალდებს ათვალიე-
რებდა. ვუთხარი, ფული მჭირდება-მეთქი. კირსტენმა ჰოლიდან და-
მიძახა, მე მოგცემო. გამოვართვი, კვლავ შევედი დედასთან და ღამე
მშვიდობისა ვუსურვე, მან კი მითხრა, იმედია, სპექტაკლი მოგეწო-
ნებაო, და მთხოვა, მანქანა ფრთხილად მეტარებინა. ამას ყოველ-
თვის მეუბნებოდა. გარაჟში შევედი და მანქანა გამოვიყვანე.
– მის ლინდსტრომი?
– ფული მომცა და მაშინვე წავიდა.
კირსტენ ლინდსტრომმა სწრაფად დაამატა:
– ჩვენი გზის ბოლომდე არ ვიყავი მისული, როცა ესთერმა გადა-
მასწრო. ალბათ, მაშინვე წამოვიდა. მაღლა აუყვა გზატკეცილს, მე
კი მარცხნივ შევუხვიე, სოფლისკენ.

143
ესთერმა პირი გააღო, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგ-
რამ არაფერი თვქვა.
ჰიუიშმა ყურები დაცქვიტა. ხომ არ ცდილობდა კირსტენ ლინ-
დსტრომი მის დარწმუნებას, რომ ესთერი დანაშაულის ჩადენას ვერ
მოასწრებდა? იქნებ იმის ნაცვლად, ესთერს დედისთვის ღამე მშვი-
დობისა ესურვა, ისინი წაკამათდნენ, იჩხუბეს და ქალიშვილმა თავ-
ში ქარცახი ჩაარტყა?
ჰიუიში კირსტენს მიუბრუნდა და შემპარავად უთხრა:
– ახლა კი, მის ლინდსტრომ, მოვისმინოთ, თქვენ რა გახსოვთ.
ქალი ღელავდა, ხელებს აწვალებდა.
– ჩაი დავლიეთ. მაგიდიდან ჭურჭელი ავალაგე. ესთერი მეხმა-
რებოდა. როდესაც ეს საქმე დავასრულეთ, ის მაღლა ავიდა. შემდეგ
ჯეკო მოვიდა.
– გაიგონეთ, როგორ მოვიდა?
– დიახ. სახლში მე შემოვუშვი. მითხრა, გასაღები დავკარგეო,
და პირდაპირ დედამისისკენ გაემართა. გავიგონე, როგორ უთხრა:
„ცუდ მდგომარეობაში ვარ. უნდა დამიხსნა“. შემდეგ სამზარეულო-
ში გავედი და მეტი არაფერი გამიგონია. ვახშმისთვის რაღაც უნდა
მომემზადებინა.
– გაიგონეთ, როგორ წავიდა ჯეკო?
– რა თქმა უნდა! ის ხომ ყვიროდა. სამზარეულოდან გამოვვარ-
დი. ის კი აქ იდგა, ჰოლში. სიბრაზისგან ცახცახებდა და გაიძახოდა,
დავბრუნდები, შენ კი, ფული გაამზადეო, თორემ... სწორედ ასე
თქვა: „თორემ!“ ეს მუქარა იყო.
– შემდეგ?
– წავიდა და კარი გაიჯახუნა. მისის არგაილი ჰოლში გამოვიდა,
ძალზე ფერმკრთალი და გაღიზიანებული იყო.
„გაიგონეთ?“ – მკითხა მე. „შარში გაეხვია?“ – ვკითხე მას. თავი
დამიქნია და ბიბლიოთეკაში ავიდა მისტერ არგაილთან. ვახშმის-
თვის სუფრა გავაწყვე და ჩემს ოთახში ავედი ტანსაცმლის გამოსაც-

144
ვლელად. საქმე ისაა, რომ მეორე დღეს ქალთა ინსტიტუტში კონ-
კურსს მართავდნენ საუკეთესო თაიგულის გამოსავლენად, ჩვენ კი
შევპირდით, რომ ამ საქმეში დასახმარებლად შესაფერის წიგნებს
მივუტანდით.
– მაშასადამე, წიგნები წაიღეთ. რომელ საათზე დაბრუნდით?
– დაახლოებით რვის ნახევრისთვის. კარი ჩემი გასაღებით გავა-
ღე და დაუყოვნებლივ მისის არგაილის კაბინეტში შევედი, რათა
მისთვის კონკურსის ორგანიზატორთა მადლობა და ბარათი გადა-
მეცა. მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებზე დაედო. იქვე ქარცახი ეგდო.
საწერი მაგიდის უჯრები გამოეწიათ. გავიფიქრე, მისის არგაილს,
ალბათ, მძარცველი დაესხა თავს-მეთქი და არც შევმცდარვარ.
ახლა უკვე იცით, რომ მართალი ვიყავი! ეს მძარცველი იყო – გა-
რედან მოსული უცხო ადამიანი!
– ვინმე, ვინც სახლში თვითონ მისის არგაილმა შემოუშვა?
– რატომაც არა? – გამომწვევად შეუბრუნა კითხვა კირსტენმა, –
ის გულკეთილი ქალი იყო, ყოველთვის ძალზე გულკეთილი, და
არავისი და არაფრის ეშინოდა, თანაც, სახლში მარტო არ იყო. ზე-
მოთ სხვებიც იყვნენ – მისი ქმარი, გვენდა და მერი, შეეძლო მათ-
თვის დაეძახა.
– მაგრამ არ დაუძახა, – შენიშნა ჰიუიშმა.
– დიახ. იმიტომ, რომ იმ ვიღაცამ დამაჯერებელი ამბავი უამბო.
მისის არგაილი კი ყოველთვის ყველას უსმენდა. შესაძლოა კვლავ
მაგიდას მიუჯდა ჩეკის წიგნაკის მოსაძებნად, ვინაიდან ცუდი არაფე-
რი უეჭვია, მოსულს კი შესაძლებლობა ჰქონდა ქარცახი აეღო და
მისთვის თავში ჩაერტყა. იქნებ ის არც აპირებდა მის მოკვლას –
მხოლოდ მისი დარეტიანება, ფულისა და ძვირფასეულობის აღება
და წასვლა სურდა
– თუმცა, როგორც ჩანს,ვერ მოასწრო მხოლოდ საწერი მაგიდის
უჯრები გამოსწია.
– იქნებ რაღაც მოესმა ან, უბრალოდ, ნერვებმა უმტყუნა. მიხვდა,
რომ მოკლა, პანიკამ მოიცვა და წავიდა.

145
კირსტენი წინ გადაიხარა. თვალებში შიში და ვედრება ედგა.
– ეს ნამდვილად ასე მოხდებოდა... ნამდვილად!
სუპერინტენდანტი ქალის დაჟინებულმა ლაპარაკმა დააინტერე-
სა. რა იყო ეს? შიში საკუთარი თავის გამო? იქნებ თვითონ მოკლა
თავისი დამქირავებელი, უჯრები კი განზრახ გამოსწია, რათა ყვე-
ლას ეფიქრა, რომ ეს მძარცველმა ჩაიდინა? სამედიცინო ექსპერტი-
ზამ სიკვდილის ზუსტი დრო ვერ დაადგინა. მასში ეწერა, რომ ეს სა-
ღამოს შვიდსა და რვის ნახევარს შორის მოხდა.
– როგორც ჩანს, მართლა ასე მოხდა, – თავაზიანად თქვა მან.
ქალმა შვებით ამოისუნთქა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
ჰიუიში დარანტებს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– თქვენ თუ გაიგონეთ რამე?
– არაფერი, – მიუგო მერიმ, – მე ლანგრით შევიტანე ჩაი ჩვენს
ოთახში. ის სახლის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულია. იქ ვი-
ყავით, სანამ ვიღაცის ყვირილი არ მოგვესმა. ეს კირსტენი იყო, რო-
მელმაც დედაჩემის ცხედარი აღმოაჩინა.
– მანამდე ოთახიდან ერთხელაც არ გასულხართ
– არა, – თქვა მერიმ და პოლიციელს თვალი გაუსწორა, – ჩვენ
პიკეტს ვთამაშობდით.
ფილიპმა მოუსვენრობა იგრძნო. პოლი ისე იქცეოდა, როგორც
მან უთხრა. იქნებ ამის მიზეზი მისი უზადო მანერები, სიმშვიდე, აუჩ-
ქარებლობა და თავდაჯერებულობა იყო?
„პოლი, საყვარელო, ჩინებული მატყუარა ხარ!“ – გაიფიქრა მან.
– მე კი, სუპერინტენდანტო, – მიმართა ჰიუიშს, – არც მაშინ შე-
მეძლო და ჯერაც არ შემიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
– მაგრამ ახლა გაცილებით უკეთ ხართ, მისტერ დარანტ, არა? –
მხიარულად თქვა სუპერინტენდანტმა, მალე ფეხზეც დაგაყენებთ.
– ამას დიდი დრო დასჭირდება.
ჰიუიში ოჯახის ორ დარჩენილ წევრზე გადაერთო, რომლებსაც
ჯერ ხმა არ ამოეღოთ. მიკი გულხელდაკრეფილი იჯდა და ოდნავ

146
დამცინავად იღიმებოდა. სკამის საზურგეზე მიყრდნობილი პატარა
და კოხტა ტინა რიგრიგობით ათვალიერებდა იქ მყოფთ.
– ვიცი, რომ არც ერთი არ იყავით შინ, – თქვა მან, – მაგრამ იქ-
ნებ შემახსენოთ, რას აკეთებდით იმ საღამოს?
– ნუთუ მართლა გჭირდებათ შეხსენება? – ჰკითხა მიკიმ უკვე აშ-
კარად დამცინავად, – მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია გითხრათ.
მანქანას ვამოწმებდი. შეჭიდულობა ურევდა. ბევრი დრო წამართვა.
დრაიმუთიდან მინჩინჰოლამდე მორროუდით მივედი, უკან კი იფ-
სლის გავლით დავბრუნდი. სამწუხაროდ, მანქანებს ლაპარაკი არ
შეუძლიათ და ვერ დამემოწმებიან.
ტინამ, როგორც იქნა, თავი შეარხია და მიკის დაჟინებით მი-
აჩერდა, თუმცა სახეზე არაფერი ეტყობოდა.
– და თქვენ, მის არგაილ? რედმინის ბიბლიოთეკაში მუშაობთ,
არა?
– დიახ. ის ექვსის ნახევარზე იკეტება. გზად, ჰაისტრიტზე, რაღაც
ვიყიდე და შინ წავედი. ჩემი ბინა, პატარა ბინა, მორკომბმენშენზე
მდებარეობს. ვახშამი მოვიმზადე, შემდეგ კი გრამფირფიტებს ვუსმ-
ენდი და მუსიკით ვტკბებოდი.
– არსად გასულხართ?
– არა, არ გავსულვარ, – ხანმოკლე დუმილის შემდეგ მიუგო ქა-
ლიშვილმა.
– დარწმუნებული ხართ, მის არგაილ?
– დიახ, დარწმუნებული ვარ.
– თუ არ ვცდები, მანქანა გყავთ.
– დიახ.
‒ „ბაბლი“ ჰყავს, მცირელიტრაჟიანი, ცეროდენა, – თქვა მიკიმ,
– ცეროდენა, ცეროდენა, მძიმე შრომა და ცხვირიდან ძმრის დენა.
– დიახ, „ბაბლი“ მყავს, – სერიოზულად და უემოციოდ დაადას-
ტურა ტინამ.
– სად აყენებთ?

147
– ქუჩაში. გარაჟი არა მაქვს, მაგრამ სახლის გვერდით შესახვე-
ვია. ყველა იქ აყენებს მანქანას.
– მაშასადამე, სასარგებლოს ვერაფერს გვეტყვით? – ჰიუიში
თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ ჩააცივდა ქალიშვილს.
– არა მგონია, რამე მნიშვნელოვანი ვიცოდე.
მიკიმ მას სწრაფად გახედა.
ჰიუიშმა ამოიხვნეშა.
– სუპერინტენდანტო, ვშიშობ, ჩვენთან საუბარი ბევრით ვერაფ-
რით დაგეხმარათ, – უთხრა ლეომ.
– ასე ნუ იტყვით, მისტერ არგაილ, ვფიქრობ, ხვდებით, რომ ეს
ერთ-ერთი ყველაზე დიდი უცნაურობაა ამ საქმეში.
– მე... დარწმუნებული არა ვარ, რომ მივხვდი, რა იგულისხმეთ.
– ფული, – მიუგო ჰიუიშმა, – მისის არგაილის მიერ ბანკიდან გა-
მოტანილი ფული, მათ შორის ხუთგირვანქიანი ბანკნოტი, რომელ-
საც მეორე მხარეს ეწერა: „მისის ბოთლბერი, ბანგორროუდი 17".
ბრალდება, ძირითადად, იმას ემყარებოდა, რომ ეს კუპიურა, სხვებ-
თან ერთად, ჯეკ არგაილს უპოვეს დაკავებისას. იფიცებოდა, რომ
ფული დედამ მისცა, მისის არგაილმა კი თქვენ და მის ვოენს გით-
ხრათ, რომ ჯეკოსთვის ფული არ მიუცია. თუ ასეა, როგორ აღმოჩნ-
და მას ეს ორმოცდაათი გირვანქა? აქ ვერ დაბრუნდებოდა – ამას
დოქტორ კალგარის ჩვენება ადასტურებს. მაშასადამე, ეს თანხა
აქედან წასვლამდე უნდა ჰქონოდა. ვინ მისცა? თქვენ ხომ არა?
სუპერინტენდანტმა ჯიქურ შეხედა კირსტენ ლინდსტრომს, რო-
მელიც აღშფოთებისგან გაწითლდა.
– მე? არა, ცხადია, არა. როგორ შემეძლო?
‒ სად ინახებოდა ფული, რომელიც მისის არგაილმა ბანკიდან
გამოიტანა?
– ჩვეულებრივ, თავისი საწერი მაგიდის უჯრაში ინახავდა, –
თქვა კირსტენმა.
– ჩაკეტილში?
კირსტენი ჩაფიქრდა.

148
– უჯრას, სავარაუდოდ, დასაძინებლად წასვლის წინ კეტავდა.
ჰიუიშმა ესთერს შეხედა.
– იქნებ თქვენ აიღეთ ფული უჯრიდან და ძმას მიეცით?
– მე არც ვიცოდი, თუ ჩემი ძმა აქ იყო, თანაც, როგორ ავიღებდი
ფულს დედისგან ფარულად?
‒ ეს თავისუფლად შეგეძლოთ, როდესაც დედათქვენი ბიბლიო-
თეკაში წავიდა მისტერ არგაილთან სალაპარაკოდ, – თქვა ჰიუიშმა.
აინტერესებდა, მიხვდებოდა თუ არა ქალიშვილი, რომ მას ხაფანგს
უგებდნენ.
ესთერი ხაფანგში გაება.
– მაგრამ იმ დროისთვის ჯეკო იქ აღარ იყო. მე... – ის შეშინებუ-
ლი გაჩუმდა.
– როგორც ვხედავ, გცოდნიათ, როდის წავიდა თქვენი ძმა, – უთ-
ხრა ჰიუიშმა.
– მე... მე... ახლა ვიცი... მაშინ არ ვიცოდი, – გაცხარებით თქვა
ესთერმა, – ზემოთ ვიყავი, ჩემს ოთახში. გეუბნებით, არაფერი გამი-
გონია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯეკოსთვის ფულის მიცემას არ ვა-
პირებდი.
– მეც ამას გეუბნებით, – თქვა კირსტენმა, რომელსაც გაწითლე-
ბული და აღშფოთებული სახე ჰქონდა, – და თუ ჯეკოს ფულს მივცემ-
დი, ეს ჩემი ფული იქნებოდა! სხვისას არ მოვიპარავდი!
– ცხადია, არ მოიპარავდით, – უთხრა ჰიუიშმა, – მაგრამ ხვდე-
ბით, რა გამოდის აქედან? მისის არგაილმა, იმის მიუხედავად, თუ რა
გითხრათ თქვენ, – მან ლეოს შეხედა, – სავარაუდოდ, თვითონ მის-
ცა ჯეკოს ფული.
– ვერ დავიჯერებ. რატომ დამალავდა ამას?
– ის პირველი დედა არ იქნებოდა, რომელიც შვილს იმაზე შემ-
წყნარებლურად ექცევა, ვიდრე ამის აღიარება სურს.
– ცდებით, ჰიუიშ, ჩემი ცოლი ასე არასდროს იქცეოდა.

149
‒ ვფიქრობ, ამჯერად სწორედ ასე მოიქცა, – თქვა გვენდა ვოენ-
მა, – სუპერინტენდანტიც ამბობს, რომ სხვაგვარად ვერ მოხდებო-
და. ეს ერთადერთი შესაძლებელი ახსნაა.
– ბოლოს და ბოლოს, – შემრიგებლურად თქვა ჰიუიშმა, – ახლა
ამ ყველაფერს სულ სხვა კუთხით უნდა შევხედოთ. დაპატიმრების
დროს ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჯეკ არგაილი ცრუობდა, მაგრამ
კალგარისგან შევიტყვეთ, რომ სიმართლეს ამბობდა ავტოსტოპით
მგზავრობის შესახებ. ასე რომ, ფულზეც, სავარაუდოდ, სიმართლე
თქვა, კერძოდ, ის, რომ ფული დედამ მისცა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
ჰიუიში წამოდგა.
– აბა, ყველას მადლობას გიხდით. ვშიშობ, კვალი თითქმის და-
კარგულია, მაგრამ იქნებ გაგვიმართლოს.
ლეომ ის კარამდე მიაცილა. როდესაც დაბრუნდა, ამოიოხრა და
თქვა:
– აჰა, ყველაფერი დამთავრდა... ჯერჯერობით.
– სამუდამოდ, – არ დაეთანხმა კირსტენი, – ისინი ვერასდროს
დაადგენენ სიმართლეს.
– მერედა, ჩვენ რა სარგებლობას მოგვიტანს ეს? – შესძახა ეს-
თერმა.
– დამშვიდდი, ჩემო კარგო, – უთხრა მამამ და მასთან მივიდა, –
ნუ ნერვიულობ. დრო ყველაფერს განკურნავს.
– ყველაფერს ვერ განკურნავს. როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა?
ოჰ, როგორ უნდა მოვიქცეთ?!
– ესთერ, ჩემთან ერთად წამოდი, – უთხრა კირსტენმა და მხარზე
ხელი დაადო.
‒ არავინ მჭირდება, – თქვა ესთერმა და ოთახიდან სირბილით
გავიდა. რამდენიმე წამის შემდეგ ყველამ გაიგონა, როგორ გაჯა-
ხუნდა შემოსასვლელი კარი.
– ეს კარგს არაფერს მოუტანს, – ჩაილაპარაკა კირსტენმა.

150
– არც მე მგონია, რომ ეს სიმართლეა, – ჩაფიქრებით თქვა ფი-
ლიპ დარანტმა.
– რა არ არის სიმართლე? – ჰკითხა გვენდამ.
– რომ ჩვენ სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ... გული სხვა რა-
მეს მიგრძნობს, – მიუგო ფილიპმა და ეშმაკურ, ფავნის მსგავს სახე-
ზე უცნაური ღიმილი აღებეჭდა.
– ფილიპ, გთხოვ, ფრთხილად იყავი, – უთხრა უეცრად ტინამ.
ფილიპმა გაოცებით შეხედა.
– პატარა ტინა, შენ რა იცი ამ ყველაფერზე?
– იმედია, არაფერი, – მკაფიოდ და გარკვევით თქვა ტინამ.

151
თავი XIV

– ახალი არაფერია? – იკითხა მთავარმა კონსტებლმა.


– კონკრეტულად არაფერი, სერ, – მიუგო ჰიუიშმა, –მაგრამ ვერ
ვიტყვი, რომ დრო ტყუილუბრალოდ დავკარ-
– აბა, მომიყევით.
– მაშ, ასე. დროსა და გადაადგილებასთან დაკავშირებით უწინ-
დელი მონაცემები არ შეცვლილა. შვიდი საათისთვის მისის არგაი-
ლი ცოცხალი იყო, ქმარსა და გვენდა ვოენს ელაპარაკა, ქვემოთ ის
ესთერ არგაილმა დაინახა. სამივენი წინასწარ ვერ მოილაპარაკებ-
დნენ. ჯეკო არგაილზე ყველაფერი გაირკვა. რჩება შემდეგი ვარიან-
ტები: მისი მოკვლა შეეძლო მის ქმარს – ნებისმიერ დროს რვის ხუ-
თი წუთიდან რვის ნახევრამდე; გვენდა ვოენს – წასვლამდე, ანუ
რვის ხუთ წუთზე; ესთერს – ცოტა ხნით ადრე; კირსტენ ლინ-
დსტრომს – როდესაც მოვიდა, ანუ რვის ნახევრამდე ცოტათი ადრე;
დარანტს დამბლა ალიბის აძლევს, აი, მერის ალიბის კი მხოლოდ
მისი სიტყვები ამყარებს, რომ ის ყოველთვის მის გვერდით იყო.
შვიდსა და რვის ნახევარს შორის მასაც შეეძლო დაბლა ჩასვლა და
დედის მოკვლა. მხოლოდ ის არის გაუგებარი, თუ რისთვის სჭირდე-
ბოდა ეს. ჩემი აზრით, მკვლელობის მოტივი მხოლოდ ორ მათგანს
ჰქონდა: ლეო არგაილსა და გვენდა ვოენს.
– ფიქრობთ, რომ ეს ერთმა გააკეთა, თუ ორივენი შეთანხმებუ-
ლად მოქმედებდნენ?
– მგონი, ერთად ვერ იმოქმედებდნენ. ვფიქრობ, ეს აფექტის
მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულია და არა წინასწარგანზრა-
ხული მკვლელობა. მისის არგაილი ბიბლიოთეკაში შედის და მათ
უყვება, როგორ ემუქრებოდა ჯეკო და როგორ სთხოვდა ფულს. და-
ვუშვათ, მოგვიანებით ლეო არგაილი მასთან ჯეკოზე ან სხვა საკით-
ხზე საუბარს გადაწყვეტს და ქვევით ჩადის. სახლში სიჩუმეა. არავი-
ნაა. ის ცოლის სასტუმრო ოთახისკენ მიემართება. ქალი მისკენ

152
ზურგით მაგიდასთან ზის. და აი, ქარცახი, ჯერაც იქ, სადაც, შესაძ-
ლოა ჯეკომ დააგდო მას შემდეგ, რაც დედას ემუქრებოდა. ასეთ წყნ-
არ და თავშეკავებულ ადამიანებს ზოგჯერ აფეთქება სჩვევიათ. საკ-
მარისია ხელზე ცხვირსახოცის შემოხვევა, რათა ანაბეჭდები არ
დარჩეს, ქარცახის აღება, ცოლისთვის თავში ჩარტყმა და – მორჩა,
მზადაა. შემდეგ რამდენიმე უჯრის გამოწევა, რათა იფიქრონ, რომ
ფულს ეძებდნენ, და უკან, ბიბლიოთეკაში დაბრუნება. დალოდება,
სანამ ვინმე ცხედარს არ აღმოაჩენს... ან სხვა ვარიანტი: გვენდა ვო-
ენი სახლიდან გასვლამდე მისის არგაილის კაბინეტში შედის. ის
ცდუნების წინაშე დგება. მოკლას და ჯეკო განტევების ვაცად გადა-
აქციოს, თვითონ კი ლეო არგაილს გაჰყვეს ცოლად.
მაიორმა ფინიმ ჩაფიქრებით დააქნია თავი.
‒ დიახ, შესაძლოა. ნიშნობის გამოცხადებაც არ იჩქარეს, სიფ-
რთხილე გამოიჩინეს, გადადეს, სანამ ჯეკოს მკვლელობის ჩადენის-
თვის განაჩენი არ გამოუტანეს. დიახ, შესაძლებელია. ქმარი და მე-
სამე პირი ან ცოლი და მესამე პირი – ყოველთვის დაახლოებით ერ-
თი და იგივე სურათია. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, ჰიუიშ? რისი გა-
კეთება შეგვიძლია?
– არ ვიცი, სერ, – აუჩქარებლად მიუგო ჰიუიშმა, – შეიძლება რა-
ღაცაში დარწმუნებული ვიყოთ, მაგრამ სად არის მტკიცებულებები?
სასამართლოში ვერაფერს დავამტკიცებთ.
– ჰო, ასეა, მაგრამ თქვენ თუ ხართ დარწმუნებული? დარწმუნე-
ბული ხართ გულის სიღრმეში?
– არც ისე, როგორც მსურდა, – ნაღვლიანად თქვა სუპერინტენ-
დანტმა ჰიუიშმა.
– აჰ, რატომ?
– ის ისეთი ადამიანი არაა – მისტერ არგაილს ვგულისხმობ.
– ისეთი არაა, ვინც კლავს?
– იმდენად მკვლელობა არა მაქვს მხედველობაში, რამდენადაც
ჯეკო. არა მგონია, მისტერ არგაილს შეგნებულად გაეწირა ბიჭი.

153
– ხომ არ გავიწყდებათ, რომ ის მისი ღვიძლი მამა არ არის? შე-
საძლოა არც ადარდებდა ჯეკო, შესაძლოა ეჭვიანობდა, რომ ცოლი
მის მიმართ ამდენ სიყვარულსა და ყურადღებას იჩენდა.
– შესაძლებელია, მაგრამ მგონია, რომ ყველა შვილი უყვარდა.
ასე ჩანს, რომ უყვარდა.
– ცხადია, – ჩაფიქრებით თქვა ფინიმ, – მან იცოდა, რომ ყმაწ-
ვილს არ ჩამოახრჩობდნენ6... მაშინ... ეს უკვე სხვა საქმეა.
– საინტერესო აზრია, სერ. იქნებ ფიქრობდა, რომ ათწლიანი პა-
ტიმრობა – პრაქტიკაში სწორედ ამ ვადამდე დადის სამუდამო პა-
ტიმრობა – ბიჭს დიდ ზიანს ვერ მიაყენებდა.
– იმ ახალგაზრდა ქალზე რას იტყვით? გვენდა ვოენზე?
– თუ ეს მან ჩაიდინა, – თქვა ჰიუიშმა, – არა მგონია, ყოყმანი და-
ეწყო ჯეკოსთან დაკავშირებით. ქალები სასტიკი ხალხია.
– ნებისმიერ შემთხვევაში, იქით იხრებით, რომ დანაშაული ამ
ორიდან ერთ-ერთმა ჩაიდინა?
– დიახ, ამისკენ ვიხრები.
– თუმცა დარწმუნებული არა ხართ? – არ მოეშვა მთავარი კონ-
სტებლი.
– არა. იქ რაღაც ხდება. ასე ვთქვათ, წყალქვეშა დინებებია.
‒ ამიხსენით, ჰიუიშ.
– ძალიან მინდა ვიცოდე, რა აზრები უტრიალებთ თავში.. ერთმა-
ნეთზე.
– აჰა, გასაგებია. გაინტერესებთ, იციან თუ არა, ვინ ჩაიდინა
მკვლელობა?
– დიახ. ამაში ვერ გავრკვეულვარ. ყველამ იცის? და ყველა თა-
ნახმაა, ეს საიდუმლოდ შეინახოს? არა მგონია, სავსებით დასაშვე-
ბია, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი მოსაზრება და ეჭვი აქვს. მა-
გალითად, ის შვედი ქალი ფოლადის ნერვების გორგალია. მუდამ
ფრთხილობს. იქნებ თვითონაა მკვლელი? ისეთ ასაკშია, როცა ქა-
ლებს თავში ყველაფერი რიგზე არა აქვთ. წესიერად ვერც გაიგებ,

154
საკუთარ თავზე დარდობენ თუ სხვაზე. ჩემი აზრით, მას საკუთარი
თავის შიში არც ამოძრავებს, თუმცა შესაძლოა ვცდები.
– ლეოზე დარდობს?
– არა, არა მგონია. უფრო უმცროს ქალიშვილზე, ესთერზე.
– ესთერზე? ჰმ... მერედა, შეეძლო ესთერს ამის ჩადენა?
– თითქოს მოტივი არ ჩანს, მაგრამ ფიცხია და, შესაძლ
ცოტა გაუწონასწორებელიც.
– ლინდსტრომმა კი ქალიშვილზე, სავარაუდოდ, ჩვენზე მეტი
იცის.
– დიახ... და კიდევ არის პატარა, მუქკანიანი ქალიშვილი, რომე-
ლიც საგრაფოს ბიბლიოთეკაში მუშაობს.
– მაგრამ იმ ღამით იქ არ ყოფილა, ხომ ასეა?
– ასეა. თუმცა, ვფიქრობ, რაღაც იცის. შესაძლოა ისიც კი, ეს ვინ
ჩაიდინა.
– ხვდება, თუ იცის?
– შეწუხებულია. არა, როგორც ჩანს, ეს უბრალო ვარაუდი არაა.
ჰიუიშმა განაგრძო:
– არც მეორე ვაჟი დაგვავიწყდეს – მიკი. არც ის იყო სახლში იმ
საღამოს. ის ავტომობილში იჯდა, თუმცა მის გვერდით არავინ იყო.
ამბობს, რომ მანქანა გაასახმარისა ჭაობისა და მინჩინჰილის მი-
მართულებით, მაგრამ თავისუფლად შეეძლო იმავე მანქანით სახ-
ლამდე მისვლა, მკვლელობის ჩადენა და უკან გაბრუნება. გვენდა
ვოენმა ერთი დეტალი ახსენა, რომელიც მის წინა ჩვენებაში არ ყო-
ფილა. მისი თქმით, მთავარ გზაზე გამოსვლისას მანქანამ ჩაუარა.
არგაილების სახლისკენ მიმავალ ქუჩაზე თოთხმეტი სახლია და ავ-
ტომობილი შესაძლოა ნებისმიერი მათგანისკენ მიემართებოდა,
მაგრამ უკვე ორი წელია გასული და ეს, ცხადია, არავის ემახსოვრე-
ბა. იქნებ მიკის მანქანა იყო? ვერც ამას გამოვრიცხავთ.
– რატომ უნდა მოეკლა დედობილი?
– ამის მიზეზი არ ვიცით, თუმცა ის, ალბათ, არსებობდა.
– ეს ვინმემ იცის?

155
– ყველა მათგანმა, მაგრამ არაფერს გვეტყვიან, თუკი ცხადია,
უნებლიეთ არ წამოსცდებათ.
– თანდათან ვხვდები თქვენს ეშმაკურ ჩანაფიქრს, – თქვა მაი-
ორმა ფინიმ, – ვისზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ალბათ, ლინდსტრომზე. მთავარი მისი წინააღმდეგობის დაძ-
ლევაა. იმედს არ ვკარგავ, რომ გავარკვევ, ჰქონდა თუ არა გულში
წყენა ჩადებული მისის არგაილზე.
‒ დაბოლოს, ის პარალიზებული ყმაწვილი, – დაამატა ჰიუიშმა,
– ფილიპ დარანტი.
– მასთან რაღა გინდათ?
– ვფიქრობ, ამ საქმეზე ფიქრობს და რაღაცას ხვდება კიდეც. ცხა-
დია, გულს არ გადამიშლის, მაგრამ მინდა გავიგო, რა მიმართულე-
ბით მუშაობს მისი გონება. ჭკვიანი კაცია, ძალზე დაკვირვებული.
შესაძლოა რამე საინტერესო დეტალი აღმოაჩინა.

***

– გარეთ გავიდეთ, ტინა. სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ.


– ჰაერი? – ტინამ ეჭვით შეხედა მიკის, – ცივა, მიკი, – დაამატა
მან და გააჟრჟოლა.
– ტინა, მგონი, სუფთა ჰაერი არ გიყვარს. ამიტომაც ზიხარ მთე-
ლი დღე ბიბლიოთეკაში.
ტინას გაეღიმა.
– ზამთარში ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იქ სითბო და
სიმყუდროვეა.
– ვხედავ, ისე მოკუნტულხარ, როგორც კატა ბუხრის წინ. მიუხე-
დავად ამისა, გასეირნება არ გაწყენს. უნდა დაგელაპარაკო. მინ-
და... ღმერთო, როგორ მინდა ღრმად ვისუნთქო და აღარ ვიფიქრო

156
ამ ამბავზე, რომელიც პოლიციამ კვლავ დღის სინათლეზე გამოიტა-
ნა.
ტინა ზარმაცად, გრაციოზულად წამოდგა სკამიდან – მართლა
ჰგავდა კატას, რომელსაც მიკიმ შეადარა.
ვესტიბიულში ბეწვისსაყელოიანი ტვიდის პალტო ჩაიცვა და
ორივენი გარეთ გავიდნენ.
– პალტოს არ იცვამ, მიკი?
– არა. სულ არ მცივა.
– ბრრ, – გააჟრჟოლა ტინას, – რომ იცოდე, როგორ მძულს ეს
ქვეყანა ზამთარში. სიამოვნებით წავიდოდი საზღვარგარეთ, იქ, სა-
დაც ყოველთვის მზე ანათებს და ნოტიო, რბილი და თბილი ჰაერია.
– ახლახან სპარსეთის ყურეში შემომთავაზეს სამუშაო, – თქვა
მიკიმ, – ერთ-ერთ ნავთობკომპანიაში ავტოსატრანსპორტო განყო-
ფილების უფროსად.
– წახვალ?
– ალბათ, არა... რა აზრი აქვს?
სახლს შემოუარეს და ხეებს შორის ბილიკს გაუყვნენ, რომელიც
მდინარისკენ ეშვებოდა. შუაგზაზე, ფლატის თავზე, პატარა ფანჩა-
ტური იდგა, სადაც ძელსკამი მოჩანდა. ისინი არ დასხდნენ, უბრა-
ლოდ, შევიდნენ, რათა ქარს მორიდებოდნენ, და მდინარეს ზემოდან
დააცქერდნენ.
– ლამაზია, არა? – თქვა მიკიმ.
ტინა პეიზაჟს გულგრილად უყურებდა.
– ჰო, ალბათ, – თქვა მან.
‒ მაგრამ დაზუსტებით ვერ იტყვი, ასეა? – ალერსიანად უსაყვე-
დურა მიკიმ, – შენ სილამაზეს ვერ გრძნობ, ტინა, ვერც ვერასდროს
გრძნობდი.
– არც შენ გამოგიხატავს აღფრთოვანება ამ ადგილით, თუმცა
წლებია, აქ ვცხოვრობთ. ყოველთვის მოღუშული დადიოდი, დარ-
დობდი, ლონდონში დაბრუნება გსურდა.

157
– ეს სხვა საქმეა, – თქვა მიკიმ და თავი გადააქნია, – უბრალოდ,
აქ თავს უცხოდ ვგრძნობდი.
– მართალია, – ჩაილაპარაკა ტინამ, – შენ ყველგან უცხო ხარ.
– ყველგან უცხო ვარ, – ჩაფიქრებით გაიმეორა მიკიმ, – ალბათ,
ასეა. ღმერთო ჩემო, ტინა, რა საშინელი აზრია. ის ძველი სიმღერა
თუ გახსოვს? მგონი, კირსტენი გვიმღეროდა. მტრედზე. „ჩემო მტრე-
დო, საყვარელო, ჩემო მტრედო გულთეთრა". გახსოვს?
ტინამ თავი გადააქნია.
– ალბათ, შენ გიმღეროდა, მე... არა, არ მახსოვს.
მიკიმ განაგრძო, ვერ გაიგებდი, ლექსს ამბობდა თუ სიმღერას
ღიღინებდა:

„ოჰ, ძვირფასო, მე შორსა ვარ,


სად არ ვძებნე სავანე,
მოვიარე ზღვა და ხმელი,
მაგრამ ვერსად მივაგენ.
გვიან მივხვდი, შენს გულშია
ჩემი მყუდრო სავანე“.

მიკიმ ტინას შეხედა:


– იცი,ეს სიმართლეა.
ტინამ პატარა ხელისგული მკლავზე დაადო
– მოდი, მიკი, ჩამოვსხდეთ. აქ არც უბერავს და არც ძალიან ცი-
ვა.
ახალგაზრდა კაცი დაემორჩილა. ქალიშვილმა განაგრძო:
– ყოველთვის ასეთი ნაღვლიანი უნდა იყო?
– ეჰ, ჩემო ძვირფასო, შენ ამას ვერ მიხვდები.
‒ მშვენივრად ვხვდები, ‒ უთხრა ტინამ, მიკი, რატომ არ შეგიძ-
ლია მისი დავიწყება?
– მისი დავიწყება? ვის გულისხმობ?
– დედაშენს, – მიუგო ტინამ.

158
‒ დავივიწყო? - მწარედ იკითხა მიკიმ, ‒ როგორ დავივიწყო ამ-
დილანდელი დაკითხვის შემდეგ! როცა ვინმეს კლავენ, მას არ და-
გავიწყებინებენ.
– ეს არ მიგულისხმია, – უთხრა ტინამ, – ნამდვილ დედაზე გე-
ლაპარაკები.
– რატომ უნდა ვიფიქრო მასზე? ექვსი წლის შემდეგ მისთვის თვა-
ლიც არ მომიკრავს.
– მაგრამ, მიკი, შენ მასზე ფიქრობდი, ყოველთვის ფიქრობდი.
– განა ეს შენთვის ოდესმე მითქვამს?
– ზოგჯერ ამას უთქმელადაც ხვდებიან, – თქვა ტინამ.
მიკი მისკენ შეტრიალდა და სახეში შეხედა.
‒ ტინა, შენ წყნარი, ნაზი არსება ხარ. როგორც შავი კატის კნუ-
უტი. მინდა ბეწვზე ხელი გადაგისვა. ფისუნია! პატარა და საყვარელი
ფისუნია! – მან ქალიშვილს პალტოს სახელოზე ხელი გადაუსვა. უძ-
რავად მჯდომმა ტინამ ღიმილით უპასუხა:
– შენ ხომ ის არ გძულდა, ტინა? – ჰკითხა მიკიმ, – ჩვენგან გან-
სხვავებით.
– მაგრამ ეს სისასტიკეა, – თქვა ტინამ, თავი დააქნია და ფიცხად
განაგრძო, – შეხედე, რამდენი რამ მოგვცა ყველას – სახლი, სით-
ბო, სიყვარული, კარგი საჭმელი, სათამაშოები, მზრუნველობა, ყუ-
რადღება...
– ჰო, ჰო, – მოუთმენლად მიუგო მიკიმ, – ლამბაქზე დასხმული
რძე და ბეწვზე მოფერება· სულ ეს არის, რაც გსურდა, ფისუნია?
– მე ამისთვის მადლიერი ვიყავი, – უთხრა ტინამ, – თქვენ კი
არა.
– ნუთუ ვერ ხვდები, ტინა, რომ შეუძლებელია ძალდატანებითი
მადლიერება? ცუდია, როცა ვალდებული ხარ მადლიერება გამოხა-
ტო. მე არ მსურდა აქ ყოფნა. არ მინდოდა ფუფუნებაში ცხოვრება.
არ მინდოდა მშობლიური სახლის მიტოვება.
– შეიძლებოდა ის სახლი დაებომბათ, – შენიშნა ტინამ, – და
მომკვდარიყავი.

159
– მერე რა? დაე, დავებომბეთ. მე ჩემს საკუთარ სახლში, ჩემია-
ნებთან დავიღუპებოდი. ჩემს ადგილზე. აი, კვლავ ამ საკითხს და-
ვუბრუნდით. არაფერია იმაზე ცუდი, როცა თავს უცხოდ გრძნობ,
მაგრამ შენ, ფისუნიავ, მხოლოდ მატერიალური მხარე გაღელვებს.
– შეიძლება ნაწილობრივ ასეც არის, – თქვა ტინამ, – ალბათ,
ამიტომაც განვსხვავდები თქვენგან. ვერ ვგრძნობ იმ უცნაურ განაწ-
ყენებას, რასაც ყველანი განიცდით, განსაკუთრებით შენ, მიკი. ჩემ-
თვის რთული არ იყო მადლიერების გამოხატვა, არც გაჯიუტება
მჩვეოდა, საკუთარი „მე“-ს წარმოჩენა. არ მინდოდა იქ დარჩენა, სა-
დაც ვიყავი. მინდოდა საკუთარ თავს გავქცეოდი, სხვა ვინმე ვყოფი-
ლიყავი, მან კი სწორედ სხვა ადამიანად გადამაქცია, კრისტინა არ-
გაილად. მომცა სახლი, სიყვარული, შემიქმნა უსაფრთხო გარემო.
მე მიყვარდა დედა, რომელმაც ამ ყველაფრით უზრუნველმყო
– რას იტყვი შენს ღვიძლ დედაზე? მასზე არასდროს ფიქრობ?
– რატომ უნდა ვიფიქრო? ის თითქმის არ მახსოვს არ დაგავიწ-
ყდეს, რომ მხოლოდ სამი წლის ვიყავი, როცა აქ მომიყვანეს. მანამ-
დე, მასთან ყოფნისას, ყოველთვის მეშინოდა: აყალმაყალი გალე-
შილ მეზღვაურებთან, თვითონაც... ახლა, როცა გავიზარდე, ვხვდე-
ბი, რომ ისიც ყოველთვის მთვრალი იყო, – ტინა ისე უემოციოდ ლა-
პარაკობდა, თითქოს ვიღაც უცხოს ახასიათებდა, – არა, მასზე არ
ვფიქრობ, არ ვიხსენებ. დედაჩემი მისის არგაილი იყო, ეს კი ჩემი
სახლია.
– შენთვის ყველაფერი ადვილია, ტინა, – თქვა მიკიმ.
– შენთვის რატომაა რთული? იმიტომ, რომ თვითონ ირთულებ
ცხოვრებას! მიკი, შენ მისის არგაილი კი არ გძულდა, არამედ ღვიძ-
ლი დედა. ჰო, ვიცი, რასაც ვამბობ, ეს სიმართლეა, და თუ შენ მოკა-
ლი მისის არგაილი, – ამის გაკეთება კი შეგეძლო, მაშასადამე, ამ
ნაბიჯით შენი ღვიძლი დედის მოკვლა გსურდა.
– ტინა, დალახვროს ეშმაკმა, რა სისულელეა!
– ახლა კი, – მშვიდად განაგრძო ტინამ, – არავინაა, ვინც შეიძ-
ლება გძულდეს. ამიტომ მარტოსულად გრძნობ თავს, არა? მაგრამ,

160
მიკი, შენ სიძულვილის გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლო. ეს, ალ-
ბათ, რთულია, თუმცა შესაძლებელი.
– არ მესმის, რას ამბობ. რა იგულისხმე, როცა თქვი, რომ მე მისი
მოკვლა შემეძლო? შენ ხომ იცი, რომ იმ დღეს აქედან შორს ვიყავი.
კლიენტის მანქანას ვამოწმებდი მორროუდზე, მინჩინჰილთან.
– მართლა?
ტინა წამოდგა და გადასახედ მოედანზე გავიდა, საიდანაც ქვე-
მოთ მდინარე მოჩანდა.
– რაზე მიმანიშნებ, ტინა? – ჰკითხა მიკიმ და მას უკნიდან მიუახ-
ლოვდა.
ტინამ პლაჟისკენ გაიშვირა ხელი.
– ხედავ იქ იმ ორ ადამიანს?
მიკიმ სწრაფად გაიხედა.
– მგონი, ესთერი და მისი მეგობარი ექიმია, – თქვა მან,‒მაგრ-
ამ რას გულისხმობდი, ტინა? ღვთის გულისთვის, ნუ დგახარ კიდეზე.
– რატომ... გინდა ხელი მკრა? ეს ადვილია. მე ხომ პატარა ვარ.
– რატომ ამბობ, რომ იმ საღამოს აქ ყოფნა შემეძლო? ‒ ხრინ-
წიანი ხმით იკითხა მიკიმ.
ტინამ არ უპასუხა. შეტრიალდა და ბილიკს სახლისკენ გაუყვა.
– ტინა!
ტინამ წყნარად, აუღელვებლად უთხრა:
– ვნერვიულობ, მიკი. ძალზე ვნერვიულობ ესთერსა და დონ
კრეიგზე.
– არც ესთერი მადარდებს და არც მისი შეყვარებული.
– მე კი მათზე ვფიქრობ. ვშიშობ, ესთერი ძალიან იტანჯება.
– ჩვენ მათზე არ ვსაუბრობთ.
– მე კი ვსაუბრობ, ისინი ბევრს ნიშნავენ ჩემთვის.
– ტინა, შენ ყოველთვის ფიქრობდი, რომ აქ ვიყავი იმ საღამოს,
როცა დედა მოკლეს?
ტინამ დუმილი არჩია.
– მაშინ ეს არ გითქვამს.

161
‒ რატომ უნდა მეთქვა? ისედაც ცხადი იყო, რომ მკვლელობა ჯე-
კომ ჩაიდინა.
– ახლა კი ცხადია, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია.
ტინამ კვლავ თავი დააქნია.
– და რა? – ჰკითხა მიკიმ, – რა გამოდის?
ტინამ არ უპასუხა. ის სახლისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდა

***
ქვევით, პატარა პლაჟზე, ესთერი ფეხსაცმლის ჭვინტს ქვიშაში
ათამაშებდა.
– ვერ ვხვდები, რა არის სალაპარაკო, – თქვა მან.
– ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, – უთხრა დონ კრეიგიმ.
– ვერ გამიგია, რატომ... ლაპარაკს სარგებლობა არასდროს მო-
აქვს. ის ვითარებას ვერასდროს აუმჯობესებს.
– ის მაინც მოგეყოლა, რაც დღეს დილით მოხდა.
– არაფერი, – თქვა ესთერმა.
– რას ნიშნავს „არაფერი“? პოლიცია ხომ მოვიდა?
– დიახ, მოვიდა.
– ყველა დაგკითხეს?
– დიახ, ყველა, – თქვა ესთერმა.
– როგორი შეკითხვები დაგისვეს?
‒ ჩვეულებრივი, – მიუგო ესთერმა თანამოსაუბრეს, ‒ თითქმის
იგივე, როგორიცკ უწინ. სად ვიყავით, რას ვაკეთებდით, როდის ვნა-
ხეთ უკანასკნელად დედა ცოცხალი. დონ, ამაზე ლაპარაკი აღარ
მინდა. ყველაფერი დამთავრდა.
– ეს ჯერ დასასრული არ არის, ძვირფასო.
– ვერ ვხვდები, რატომ წრიალებ. შენ ხომ არ ხარ ამაში გარე-
ული.
– ძვირფასო, მინდა დაგეხმარო. ნუთუ გაუგებარია?

162
‒ ამაზე ლაპარაკი ვერაფრით დამეხმარება. მე მხოლოდ დავიწ-
ყება მინდა. აი, დავიწყებაში რომ დამხმარებოდი, მადლობელი ვიქ-
ნებოდი.
– ესთერ, ძვირფასო, სინამდვილეს ვერ გაექცევი. სიმართლეს
თვალი უნდა გაუსწორო.
– ამ სიმართლეს თვალებში, როგორც შენ ამბობ, დილიდან ვუ-
ყურებ.
– ესთერ, მიყვარხარ. ეს იცი,ხომ ასეა?
– ვფიქრობ, ვიცი.
– რას ნიშნავს „ვფიქრობ, ვიცი“?
– შენ სულ ამ საკითხს უბრუნდები.
– ასეც უნდა მოვიქცე, ესთერ.
– ვერ ვხვდები, რატომ. შენ ხომ პოლიციელი არა ხარ.
– ვინ იყო ის, ვინც ბოლოს ნახა დედაშენი ცოცხალი?
– მე, – თქვა ესთერმა.
– ვიცი. შვიდს რამდენიმე წუთი აკლდა, ხომ? სწორედ იმის წინ,
სანამ სახლიდან გახვიდოდი ჩემთან შესახვედრად.
– იმის წინ, სანამ სახლიდან გამოვიდოდი დრაიმუთის თეატრში
წასასვლელად, – დააზუსტა ესთერმა.
– მე კი თეატრში ვიყავი, არა?
– რა თქმა უნდა.
– ესთერ, შენ მაშინ უკვე იცოდი, რომ მიყვარხარ?
‒ დარწმუნებული არ ვიყავი, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებუ-
ლი, რომ თვითონაც შემიყვარდი.
– მითხარი, შენ ხომ უმნიშვნელო მიზეზიც არ გქონდა დედაშენის
მოსაკლავად?
– რეალურად არ მქონდა, – თქვა ესთერმა.
– ეს რას ნიშნავს
– იმას, რომ ხშირად მინდოდა მისი მოკვლა, – გულგრილად
თქვა ესთერმა და მხრები აიჩეჩა, – ზოგჯერ საკუთარი თავისთვის

163
მითქვამს: „ნეტავი მოკვდეს. მოკვდეს მაინც“. ზოგჯერ კი, – დაამატა
მან, – დამსიზმრებია, რომ ვკლავ.
– მერედა, როგორ კლავდი სიზმარში?
დონ კრეიგი მცირე ხნით ექიმად გადაიქცა, რომელიც პაციენტს
უსმენს.
‒ ზოგჯერ პისტოლეტით, – ხალისიანად მიუგო ესთერმა, – ზოგ-
ჯერ თავში ჩარტყმით.
ექიმმა კრეიგმა დაიკვნესა.
– ეს მხოლოდ სიზმრები იყო. სიზმრებში ხშირად საბრძოლო
განწყობაზე ვარ.
– მომისმინე, ესთერ, – ახალგაზრდა კაცი მას ხელში სწვდა, –
სიმართლე უნდა მითხრა. უნდა მენდო.
– ვერ ვხვდები, რა გინდა, – უთხრა ესთერმა.
– სიმართლე, ესთერ. შენგან სიმართლის გაგება მინდა. მიყვარ-
ხარ და ყოველთვის შეგიძლია მენდო. თუკი... თუ შენ მოკალი ის...
მე... ვფიქრობ შევძლებ, რომ ამას ახსნა მოვუძებნო. თუ ასე მოხდა,
ამაში ბრალი არ მიგიძღოდა. ხვდები? ცხადია, არც პოლიციას მივ-
მართავ. ეს ჩვენ შორის დარჩება. არავინ დაზარალდება. საქმე თან-
დათან დავიწყებას მიეცემა მტკიცებულებათა არარსებობის გამო,
მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდე! – მან ხაზგასმით წარმოთქვა
ბოლო სიტყვები.
ესთერი მას გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა, თუმცა
თითქოს ვერ ხედავდა...
– რა გინდა ჩემგან მოისმინო? – ჰკითხა კაცს.
– მინდა სიმართლე მითხრა.
– შენ ფიქრობ, რომ სიმართლე უკვე იცი. ხომ ასეა? შენი აზრით,
მკვლელი მე ვარ.
– ესთერ, ძვირფასო, ასე ნუ მიყურებ, – მან ქალს მხრებში ხელე-
ბი ჩაავლო და ოდნავ შეანჯღრია, – მე ექიმი ვარ და ვიცი, ეს როგორ
ხდება. ვიცი, რომ ადამიანები ყოველთვის არ აგებენ პასუხს თავი-

164
ანთ საქციელზე. ვიცი, რომ მშვენიერი, საყვარელი და... ნორმალუ-
რი ადამიანი ხარ. მე დაგეხმარები, შენზე ვიზრუნებ. ჩვენ დავქორ-
წინდებით და ბედნიერად ვიცხოვრებთ. არასდროს იგრძნობ თავს
მიტოვებულად და უსარგებლოდ, აღარც ვინმეს ტირანიაში იქნები.
ჩვენი საქციელის მიზეზი ხშირად ის არის, რასაც ადამიანთა უმრავ-
ლესობა ვერ აცნობიერებს.
– ჯეკოზეც დაახლოებით ასე ვამბობდით, არა? – თქვა ესთერმა.
– ჯეკო არ მაინტერესებს. მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ. ძალიან
მიყვარხარ, ესთერ, მაგრამ სიმართლე უნდა ვიცოდე.
– სიმართლე? – ჰკითხა ესთერმა და სახეზე დამცინავი ღიმილი
აღებეჭდა.
– გთხოვ, ძვირფასო.
ესთერმა პირი იბრუნა და მაღლა აიხედა.
– გვენდა მეძახის. ალბათ, სადილობის დროა.
– ესთერ!
– დამიჯერებ, თუ გეტყვი, რომ მე არ მომიკლავს?
– რა თქმა უნდა,მე... ცხადია, დაგიჯერებ.
– მე კი მგონია, რომ არ დამიჯერებ.
ესთერმა პირი იბრუნა და სირბილით გაუყვა ბილიკს. კრეიგმა
დადევნება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა.
– დალახვროს ეშმაკმა, – თქვა მან, – დალახვროს ეშმაკმა.

165
თავი XV

– მაგრამ ჯერ არ მინდა სახლში წასვლა, – თქვა ფილიპ დარან-


ტმა შესაბრალისად და გაღიზიანებით.
– დარჩენას აზრი აღარ აქვს. აქ ჯერ მისტერ მარშალთან ამ საქ-
მეზე სამსჯელოდ მოვედით, შემდეგ პოლიციას ველოდებოდით, რა-
თა დავეკითხეთ, ახლა კი ხელს არაფერი გვიშლის შინ წასვლაში.
– ვფიქრობ, მამაშენს ესიამოვნება, თუ ცოტახანს კიდევ დავრჩე-
ბით, – თქვა ფილიპმა, – უხარია, რომ პარტნიორი გაუჩნდა საღა-
მოობით ჭადრაკის სათამაშოდ. უნდა გითხრა, რომ დაფასთან ნამ-
დვილი ჯადოქარია. მეგონა, ცუდად არ ვთამაშობდი, მაგრამ ერთხე-
ლაც ვერ დავამარცხე.
– მამა სხვა პარტნიორსაც გამოძებნის, – ცივად უთხრა მერიმ.
– ვინმეს დაუსტვენს ქალთა ინსტიტუტიდან?
– თანაც, აუცილებლად უნდა ვიყოთ სახლში, – არ ეშვებოდა მე-
რი, – ხვალ მისის კარდენის დღეა. მან სპილენძის ნაკეთობები უნდა
გაწმინდოს.
– პოლი – იდეალური დიასახლისი! – სიცილით თქვა ფილიპმა,
– ის შენი მისის... დამავიწყდა, რა ჰქვია... უჩვენოდაც მშვენივრად
გაწმენდს ყველაფერს, არ მეთანხმები? და თუ ვერ შეძლებს, დეპე-
შით შეატყობინე, რომ ეს ერთი კვირის შემდეგ გააკეთოს.
– ფილიპ, შენ ოჯახის საქმეების არაფერი გაგეგება, ვერ წარმო-
იდგენ, რა ძნელია მეურნეობის გაძღოლა.
– არა მგონია, რთული იყოს, თუ თვითონ არ გაართულებ ყველა-
ფერს. ასეა თუ ისე, მე დარჩენა მინდა.
– ოჰ, ფილიპ, – გაღიზიანდა მერი, – აქაურობა ძალიან არ მომ-
წონს.
– მაგრამ რატომ?
– პირქუში გარემოა და, საერთოდ, ისეთი ატმოსფეროა...
მკვლელობაზე ლაპარაკი და მისთანები.

166
– კარგი რა, პოლი. არ მითხრა, რომ მსგავსი წვრილმანები გა-
ნერვიულებს. ეჭვი არ მეპარება, რომ მკვლელობა სრულიად არ გა-
ღელვებს. შენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ თითბრის ნა-
კეთობები პრიალებდეს, სახლში ნამცეცი მტვერიც არ იდოს, ქურქს
ჩრჩილი არ გაუჩნდეს...
– ზამთარში ბეწვეულს ჩრჩილი არ უჩნდება, – შენიშნა მერიმ.
– ხომ ხვდები, რისი თქმა მინდა... ჩემი აზრით, აქ გაცილებით სა-
ინტერესოა.
– უფრო საინტერესო, ვიდრე საკუთარ სახლში ყოფნა? – გაოცე-
ბითა და წყენით ჰკითხა მერიმ.
ფილიპმა სწრაფად შეხედა ცოლს.
– მაპატიე, ძვირფასო. სათქმელი კარგად ვერ გამოვხატე. ჩვენი
სახლი მსოფლიოში საუკეთესოა. შენ ის საოცრად გაალამაზე. კომ-
ფორტი, მყუდროება, სტილი... არაფერი აკლია, მაგრამ უნდა გით-
ხრა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მე რომ ისეთი ვიყო,
როგორიც... როგორიც უწინ ვიყავი. დღისით უამრავი საქმე მქონდა,
სხვადასხვა სქემაში ვიყავი ჩაფლული. რა ჯობდა საღამოობით შინ
შენთან დაბრუნებას და იმაზე საუბარს, რაც დღის განმავლობაში
მოხდა, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა.
– ოჰ, ვიცი, რომ ასეა. ფილ, არ გეგონოს, რომ ეს არ მახსოვს.
მახსოვს და ძალიან მტანჯავს.
– ჰო, – გამოცრა ფილიპმა, – ძალიან იტანჯები, მერი. ისე იტან-
ჯები, ამის გამო მეც მეტად ვიტანჯები. მე მხლოდ ყურადღების სხვა
რამეზე გადატანა მჭირდება... არა, – მან ხელი ასწია, – არ მითხრა,
რომ ამას თავსატეხების ამოხსნა, შრომითი თერაპია, სხვადასხვა
სახის მკურნალობა და წიგნების დაუსრულებლად კითხვა უშვე-
ლის.ზოგჯერ საშინლად მინდა ნამდვილი საქმის კეთება! აქ კი, ამ
სახლში, ძალზე საინტერესო საქმეა.
‒ ფილიპ, – მერი შეშფოთდა, – ჯერაც შენს იდეაზე ფიქრობ?

167
– თამაში „მკვლელზე ნადირობა",. მკვლელობა, მკვლელობა,
ვინ ჩაიდინა მკვლელობა? ჰო, პოლი, თითქმის გამოიცანი. ძალიან
მინდა დავადგინო, ვინ ჩაიდინა.
– მაგრამ რატომ? თანაც, როგორ დაადგენ? თუ ვინმე შემოიჭრა
ან ნახა, რომ კარი ღია იყო...
– შენ კვლავ იმით ინუგეშებ თავს, რომ დამნაშავე ვიღაც უცხო
პირია? ძვირფასო, ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ბებერმა
მარშალმა თავი მოგაჩვენათ, თითქოს გეთანხმებოდათ, სინამდვი-
ლეში კი თქვენი თანაგრძნობა სურდა. ამ საუცხოო ვერსიის არავის
სჯერა. ის, უბრალოდ, ტყუილია.
– თუ ტყუილია, – გააწყვეტინა მერიმ, – თუ ტყუილია, როგორც
ამბობ, და ეს ერთ-ერთი ჩვენგანის ჩადენილია, მაშინ არაფრის
ცოდნა არ მსურს. რა საჭიროა ვიცოდეთ? გაცილებით უკეთესი იქნე-
ბა, თუ არაფერი გვეცოდინება!
ფილიპ დარანტმა მას კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.
– პოლი, გინდა თავი ქვიშაში ჩაყო? ნუთუ ცნობისმოყვარეობის
ნატამალიც არ გაგაჩნია?
– გეუბნები, არაფრის გაგება არ მინდა! ჩემი აზრით, ეს საშინე-
ლებაა. მინდა დავივიწყო და მასზე აღარასოდეს ვიფიქრო.
– ნუთუ იმდენად არ გიყვარდა დედა, რომ მისი მკვლელის ვი-
ნაობა არ გაინტერესებს?
– ვთქვათ, გავიგეთ, ვინ მოკლა. მერე რა? გვეგონა, ეს ჯეკომ ჩა-
იდინა და ორი წელი მშვიდად ვცხოვრობდით.
– დიახ, – ფილიპმა თავი დააქნია, – ეს ყველას გვაწყობდა.
ცოლმა გაოცებით შეხედა.
– მე... მე მართლა არ მესმის, რას გულისხმობ, ფილიპ?
– პოლი, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემ-
თვის? ჩემი საზრიანობისთვის? იმას არ ვამბობ, რომ ძალზე განვი-
ცადე დედაშენის სიკვდილი, რომ ის ძალიან მიყვარდა. არა. მან ყვე-
ლაფერი გააკეთა, რათა ცოლად არ გამომყოლოდი. მაგრამ მასზე

168
წყენა გულში არ ჩამიდვია, ვინაიდან საბოლოოდ შენ მაინც ჩემი
გახდი.
ხომ მართალს ვამბობ, ჩემო კარგო? ასე რომ, არც შურისძიების
წყურვილი მახრჩობს და არც სამართლიანობისკენ სწრაფვა. არა.
ვფიქრობ, ეს... ძირითადად, ცნობისმოყვარეობაა, ნაწილობრივ კი
კეთილშობილური სურვილი.
– ასეთ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა არ ღირს, – თქვა მერიმ, ‒ ეს
კარგს არაფერს მოიტანს. ოჰ, ფილიპ, არ გინდა, გთხოვ. მოდი, სახ-
ლში წავიდეთ და ამაზე აღარ ვიფიქროთ.
– სხვათა შორის, – უთხრა ფილიპმა, – თავისუფლად შეგიძლია
იქ წამიყვანო, სადაც მოისურვებ. არა? მაგრამ მე აქ მინდა დარჩენა.
ნუთუ არასდროს გიჩნდება სურვილი, რომ ზოგჯერ მაინც გავაკეთო
ის, რაც მინდა?
– მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე იყოს, რო-
გორც შენ გინდა, – თქვა მერიმ.
– არა, ძვირფასო, შენ, უბრალოდ, მოგწონს, როცა ჩემზე ზრუ-
ნავ, როგორც პატარა ბავშვზე, და ყოველთვის თვითონ წყვეტ, რა
არის ჩემთვის უკეთესი, – სიცილით მიუგო ფილიპმა.
მერიმ ეჭვიანი მზერა მიაპყრო მას და თქვა:
– არასდროს ვიცი, როდის ლაპარაკობ სერიოზულად და როდის
არა.
– ცნობისმოყვარეობას რომ თავი დავანებოთ, – უთხრა ფილიპ-
მა, – ვინმემ ხომ უნდა დაადგინოს სიმართლე.
– რატომ? რა სარგებლობას მოიტანს ეს? კიდევ ვინმე ჩავსვათ
ციხეში? ჩემი აზრით, საშინელი იდეაა.
– შენ არასწორად გაიგე ჩემი ნათქვამი, – თქვა ფილიპმა, – მე
არ მითქვამს, რომ პოლიციას ჩავაბარებ იმას, ვინც ეს ჩაიდინა, თუ,
ცხადია, შევძლებ დამნაშავის გამოვლენას, რაშიც დარწმუნებული
არა ვარ. ბუნებრივია, ბევრ რამეს გარემოებები გადაწყვეტს. სავა-
რაუდოდ, პოლიციისთვის მის გადაცემას აზრი არ ექნება. კვლავაც
ვფიქრობ, რომ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.

169
– მაგრამ თუ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს, როგორ
აპირებ რამის დადგენას?
– რამის აღმოჩენის, ერთხელ და სამუდამოდ ზუსტად დადგენის
ბევრი ხერხი არსებობს, – მიუგო ფილიპმა, – უნდა გითხრა, რომ,
ჩემი აზრით, ეს აუცილებელიცაა. ამ სახლში არცთუ კარგი ვითარე-
ბაა და მალე უფრო გაუარესდება.
– რას გულისხმობ?
– პოლი, ნუთუ ვერაფერს ამჩნევ? თუნდაც მამაშენს და გვენდას?
– რას უნდა ვამჩნევდე? რატომ მოინდომა ხელმეორედ დაქორ-
წინება მის ასაკში...
– ეს გასაგებია, – თქვა ფილიპმა, – ბოლოს და ბოლოს, პირველ-
მა ქორწინებამ არცთუ გაუმართლა. ახლა ბედნიერების, თუ გნე-
ბავთ, შემოდგომის ბედნიერების, მოპოვების შანსი გაუჩნდა და ეს
შესაძლებელია. უფრო სწორად, შესაძლებელი იყო, ვინაიდან ახლა
მათ ურთიერთობაში რაღაც ისე არ არის.
– ალბათ, ამ გამოძიების გამო, – ივარაუდა მერიმ.
– მართალია, – დაეთანხმა ფილიპი, – ამ საქმის გამო. ისინი
სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს და ამის მიზეზი შესაძლოა მხო-
ლოდ ორი იყოს: ეჭვი ან დანაშაული.
– მერედა ვინ ვისზე ეჭვობს?
– ორივე ერთმანეთზე. ან, ვთქვათ, ერთი მხრივ, ეჭვია, მეორე
მხრივ, დანაშაულის შეგრძნება, ან პირიქით. მოკლედ, ან ასე, ან
ისე, როგორც მოგესურვება.
– კარგი, ფილიპ, თავგზა ნუ ამიბნიე, – უეცრად მერი ოდნავ გა-
მოცოცხლდა, – მაშასადამე, შენი აზრით, ეს გვენდამ ჩაიდინა? –
იკითხა მან, – შესაძლოა მართალი ხარ, ოჰ, რა კარგი იქნება, ეს
რომ გვენდა აღმოჩნდეს.
– საბრალო გვენდა. კარგი იმიტომ იქნება, რომ ოჯახის წევრი არ
არის?
– ჰო, – თქვა მერიმ, – იმას ვგულისხმობ, რომ მაშინ ყველა ჩვენ-
განი გამოირიცხება.

170
‒ მხოლოდ ეს გაწუხებს, არა? – ჰკითხა ფილიპმა, – მხოლოდ ის,
თუ როგორ აისახება ეს ჩვენზე?
– რა თქმა უნდა, – მიუგო მერიმ.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – გაღიზიანებით ჩაილაპარაკა
ფილიპმა, – პოლი, შენი პრობლემა ისაა, რომ წარმოსახვის უნარი
არა გაქვს. არ შეგიძლია შენი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინო.
– რა საჭიროა? – გაიკვირვა მერიმ.
– მართლაცდა, რა საჭიროა? – მხარი აუბა ფილიპმა, – გულ-
წრფელად გითხრა, ალბათ, თავშესაქცევად. იმავდროულად, შემიძ-
ლია ჩემი თავი მამაშენის და გვენდას ადგილზე დავაყენო და წარ-
მოვიდგინო, როგორ იტანჯებიან, თუკი უდანაშაულონი არიან. რა
მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ გვენდა ვეღარ შეძლებს იმ
ადამიანს მისთხოვდეს, ვინც უყვარს. იმავეს ვიტყვი მამაშენზე. მან
იცის, – შეუძლებელია არ იცოდეს, – რომ მის საყვარელ ქალს ამ
მკვლელობის ჩადენის შესაძლებლობაც ჰქონდა და მოტივიც. ის
ფიქრობს, რომ მკვლელი გვენდა არ არის, უნდა სჯეროდეს, რომ მას
არ ჩაუდენია, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ არის. და რაც
ყველაზე სამწუხაროა, ვერც ვერასდროს დარწმუნდება.
– მის ასაკში... – დაიწყო მერიმ.
– აგიჩემებია, მის ასაკში, მის ასაკში, – მოუთმენლად თქვა ფი-
ლიპმა, – ნუთუ ვერ ხვდები, რომ მის ასაკში ეს უფრო მძიმედ გადა-
სატანია? ეს ცხოვრებაში მისი ბოლო სიყვარულია. არა მგონია, კი-
დევ მიეცეს ამის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით ღრმა გრძნო-
ბაა... მაგრამ, მეორე მხრივ, – განაგრძო მან, – დავუშვათ, ლეომ
თავი დააღწია ჩრდილებისა და ნისლის ჩაკეტილ სამყაროს, რო-
მელშიც ამდენ ხანს ცხოვრობდა. იქნებ მან თვითონ ჩაარტყა ცოლს
თავში და სიცოცხლეს გამოასალმა? საბრალო. შესაძლოა ის კიდეც
შეგვეცოდოს, არა? არა, – დაამატა ხანმოკლე ფიქრის შემდეგ, – წა-
მითაც ვერ წარმომიდგენია, რომ ამას ჩაიდენდა, აი, პოლიცია წარ-
მოიდგენს. ახლა კი, პოლი, მოდი, შენი აზრიც მოვისმინოთ. ვინ
არის მკვლელი, შენი აზრით?

171
– აბა, რა ვიცი, – მიუგო მერიმ.
– კარგი, დავუშვათ, არ იცი, – უთხრა ფილიპმა, – მაგრამ თუ და-
ფიქრდები, იქნებ რამე ყურადსაღები აზრი მოგივიდეს თავში.
– უკვე გითხარი, ამაზე ფიქრი არ მინდა-მეთქი.
– საინტერესოა, რატომ... უბრალოდ, ზიზღის გამო? თუ იმიტომ,
რომ, შესაძლოა... იცი? ხომ შეიძლება შენს მშვიდ, აუღელვებელ
გონებაში სავსებით დარწმუნებული ხარ... ისე ხარ დარწმუნებული,
რომ არც ამაზე ფიქრი გინდა და არც ჩემთვის მოყოლა? ესთერზე
ფიქრობ?
– კარგი, რა, რატომ უნდა მოეკლა ესთერს დედა?
– რეალური მიზეზი არ ჰქონდა, არა? – ჩაფიქრებით თქვა ფი-
ლიპმა, – თუმცა ასეთი შემთხვევებიცაა აღწერილი – ალბათ, კიდეც
წაგიკითხავს... ბიჭს ან გოგოს მშობლები ცივ ნიავს არ აკარებენ,
ანებივრებენ. ერთ მშვენიერ დღეს კი უმნიშვნელო, სულელური რამ
ხდება: მოსიყვარულე მშობელი კინოში წასასვლელ ან ახალი ფეხ-
საცმლის საყიდელ ფულს არ აძლევს, ან ეუბნება, რომ შეყვარებულ-
თან შეხვედრის შემდეგ შინ ათ საათამდე მოვიდეს. ეს შეიძლება
წვრილმანია, მაგრამ მისგან, როგორც ნაპერწკლისგან, დიდი ხნის
განმავლობაში დაგროვილი წყენის მთელ ჯაჭვს მოედება ცეცხლი,
ქალიშვილს გონებაში აზრები აერევა, ხელს სტაცებს ჩაქუჩს, ნაჯახს
ან ქარცახს და... მორჩა. მსგავსი საქციელის ახსნა ყოველთვის
რთულია, მაგრამ ის ხდება. ეს გულში ჩამარხული მრავალი პრო-
ტესტის კულმინაციაა. ეს მაგალითი ესთერს მოერგებოდა. პრობ-
ლემა ისაა, რომ არავინ იცის, რა ხდება ესთერის ლამაზ თავში. ის,
ცხადია, სუსტი ხასიათისაა და არ მოსწონს, რომ ასეთია. დედათქვე-
ნი კი ისეთი ადამიანი იყო, რომ ამ სისუსტეს აგრძნობინებდა. ჰო,–
დაამატა ფილიპმა და თავისივე სიტყვებით გულმოცემული წინ გა-
დაიხარა, – ვფიქრობ, ესთერის წინააღმდეგ დამაჯერებელი არგუ-
მენტების მოყვანას შევძლებდი.
– ოჰ, იქნებ შეწყვიტო ასეთი ლაპარაკი, – უთხრა მერიმ.

172
– კარგი, შევწყვეტ, – დაეთანხმა ფილიპი, – ლაპარაკით არაფე-
რი გამოვა. თუმცა, ვინ იცის... პირველ ყოვლისა, მკვლელობის სა-
ვარაუდო სქემაა მოსაფიქრებელი, შემდეგ კი იმის გაანალიზება,
ვის მოერგება ეს სქემა, და როცა ყველაფერი მეტ-ნაკლებად გაირ-
კვევა, პატარ-პატარა ხაფანგები უნდა დააგო და დააკვირდე, ვინ გა-
ებმება.
– სახლში მხოლოდ ოთხი კაცი იყო, – თქვა მერიმ, – შენ კი ისე
ლაპარაკობ, თითქოს ათ-თორმეტ კაცს გულისხმობ. მამაზე გეთან-
ხმები: ამას ვერ ჩაიდენდა. ისიც სისულელეა, რომ ესთერს ამის ჩა-
დენის მიზეზი ჰქონდა. მოკლედ, რჩებიან კირსტი და გვენდა.
‒ შენ რომლისკენ იხრები? – ოდნავ დამცინავად ჰკითხა ფილიპ-
მა.
– ვერ წარმომიდგენია, ეს კირსტის ჩაედინოს, – უყოყმანოდ მი-
უგო მერიმ, – ის მუდამ მომთმენი და გულკეთილი იყო. დედასაც ყო-
ველთვის ერთგულობდა: ცხადია,შესაძლებელია თავში უეცრად რა-
ღაც გადაუბრუნდა. როგორც ამბობენ, ზოგჯერ ასეც ხდება, თუმცა
მისი უცნაური ქცევა არ მახსენდება.
– მართალია, – დაეთანხმა ფილიპი, – ჩემი აზრით, კირსტი აბ-
სოლუტურად ნორმალური ქალია, რომელსაც ყოველმხრივ სრულ-
ფასოვანი ცხოვრება სჭირდება. ამით, ალბათ, გვენდას ჰგავს, ოღო-
ნდ გვენდა მიმზიდველი და ლამაზია, საბრალო ბებერი კირსტი კი –
სულელი და შეუხედავი. არა მგონია, რომელიმე მამაკაცმა მას ორ-
ჯერ შეხედოს. არადა, ალბათ, როგორ უნდა! სიხარულით შეიყვა-
რებდა ვინმეს და გათხოვდებოდა. წარმომიდგენია, რა საშინელე-
ბაა, როცა ქალი შეუხედავია და ამის საკომპენსაციოდ არც განსა-
კუთრებული ნიჭით გამოირჩევა და არც გონებით, კირსტიმ აქ ძალ-
ზე დიდხანს იცხოვრა. ომის დასრულებისთანავე უნდა წასულიყო და
მემასაჟის პროფესიით მუშაობა გაეგრძელებინა. იქნებ ვინმე შეძ-
ლებული ხანში შესული პაციენტი წამოეგო ანკესზე.
– შენც სხვა კაცებს ჰგავხარ, – უთხრა მერიმ, – გგონიათ ქალი
მხოლოდ გათხოვებაზე ფიქრობს.

173
ფილიპს გაეცინა.
– მე კვლავაც ვფიქრობ, რომ ეს ყველა ქალისთვის უმთავრესია,
– თქვა მან, – სხვათა შორის, ტინასაც ხომ არა ჰყავს გულის სწორი?
– როგორც ვიცი, არა, – მიუგო მერიმ, – საკუთარ თავზე ლაპა-
რაკი არ უყვარს.
– ჩუმჩუმელაა, არა? ლამაზი არ ეთქმის, მაგრამ გრაციოზულია.
საინტერესოა, მან რა იცის ამ საქმეზე.
– ალბათ, არაფერი, – თქვა მერიმ.
– ასე გგონია? მე კი – არა.
– შენ სულ რაღაც გელანდება, – ჩაილაპარაკა მერიმ.
– არ მელანდება. იცი, რა თქვა? იმედია, არაფერი ვიციო. საინ-
ტერესო ნათქვამია. ნაძლევს ჩამოვალ, რაღაც იცის.
– რა უნდა იცოდეს?
– მაგალითად, რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი
რგოლი აღმოჩნდეს მოვლენათა ჯაჭვში, თუმცა თვითონ ამას ვერ
ხვდებოდეს. იქნებ მოვახერხო და რამე დავცინცლო.
– ფილიპ!
– კარგი რა, პოლი. მე ახლა ცხოვრების მიზანი მაქვს. საკუთარი
თავი დავარწმუნე, რომ ამ საქმეს საზოგადოების ინტერესებისთვის
უნდა მოვკიდო ხელი. რით დავიწყო? ალბათ, კირსტისთან უნდა წა-
ვიმუშაო. ის შედარებით მიმნდობია.
– ოჰ, ღმერთო, როგორ მინდა ამ გიჟურ განზრახვაზე ხელი აიღო
და შინ დავბრუნდეთ. იქ ბედნიერად ვცხოვრობდით. ყველაფერი
კარგად იყო... – მერის ხმა ჩაუწყდა. ის შეტრიალდა.
– პოლი! – შეშფოთებით მიმართა ფილიპმა, – ნუთუ შენთვის ეს
მართლა ასე მნიშვნელოვანია? რას წარმოვიდგენდი, თუ ასე შეწუხ-
დებოდი.
მერიმ მას იმედით შეხედა.
– მაშ, თანახმა ხარ შინ წავიდეთ და ყველაფერი დავივიწყოთ?

174
‒ ამის დავიწყებას ვერ შევძლებ, – თქვა ფილიპმა, – რომ წავი-
დეთ, მაინც ვერ მოვისვენებ, ვიწრიალებ, სულ ამაზე ვიფიქრებ. მე-
რი, მოდი, კვირის ბოლომდე დავრჩეთ, შემდეგ კი... ვნახოთ.

175
თავი XVI

– მამა, წინააღმდეგი ხომ არა ხარ, რომ ცოტა ხნით კიდევ დავ-
რჩე? – იკითხა მიკიმ.
– არა, ცხადია, არა. პირიქით, მესიამოვნება. ფირმაში ყველაფე-
რი რიგზეა?
– ჰო, – თქვა მიკიმ, – დავურეკე. შემიძლია ორშაბათამდე არ მი-
ვიდე. ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინეს. ტინაც დარჩება კვირის
ბოლომდე, – მიკი ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა, შემდეგ ჯიბეებ-
ში ხელებჩაწყობილმა ოთახი გადაჭრა, წიგნის კარადებს მიუახ-
ლოვდა და ზედა თაროებს ახედა. შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტად, უხერ-
ხულად განაგრძო, – იცი, მამა... ძალიან ვაფასებ, რაც თქვენ...
ჩემთვის გააკეთეთ, ბოლო დროს გავაცნობიერე... მივხვდი,როგო-
რი უმადური და სულელი ვიყავი.
– მადლიერება ზედმეტია, – უთხრა ლეო არგაილმა, – შენ ჩემი
შვილი ხარ, მიკი, და ყოველთვის შვილად მიმაჩნდი.
– ყველა მშობელი როდი ექცევა ასე შვილებს, – თქვა მიკიმ, –
შენ არასდროს მბრძანებლობდი.
ლეო არგაილს სახეზე მისთვის დამახასიათებელი მეოცნებე ღი-
მილი აღებეჭდა.
– ხომ არ ფიქრობ, რომ ეს მამის ერთადერთი ფუნქციაა? – თქვა
მან, – რომ ის შვილებს ბრძანებებით უნდა ელაპარაკოს?
– არა, სწორედ რომ პირიქით, – მიუგო მიკიმ და აჩქარებით გა-
ნაგრძო, – ნამდვილი სულელი ვიყავი. სულელი და სასაცილო. იცი,
ახლა რისი გაკეთება მინდა და რას ვაპირებ? სამუშაო შემომთავა-
ზეს ნავთობკომპანიაში, სპარსეთის ყურეში. დედას თავიდანვე უნ-
დოდა ჩემი იქ მოწყობა... ნავთობკომპანიაში, მაგრამ მაშინ გავჯი-
უტდი. ჩემს გემოზე მინდოდა ცხოვრება.

176
– მაშინ იმ ასაკში იყავი, – უთხრა ლეომ, – როცა ადამიანს უნდა
ყველაფერი თვითონ გააკეთოს. შენთვის მიუღებელი იყო, რომ არ-
ჩევანი შენ ნაცვლად სხვას გაეკეთებინა. ეს ყოველთვის გახასია-
თებდა, მიკი. როცა შენთვის წითელი სვიტერის ყიდვა უნდოდათ, აც-
ხადებდი, რომ ლურჯი გერჩივნა, თუმცა გულის სიღრმეში შესაძ-
ლოა სწორედ წითელი მოგწონდა.
– მართალია, – სიცილით დაეთანხმა მიკი, – ყოველთვის უკმა-
ყოფილო არსება ვიყავი.
– ყმაწვილი იყავი, – თქვა ლეომ, – ყალყზე დგებოდი, ლაგამ-
უნაგირს ვერ იტანდი, მორჩილება არ გსურდა. ეს ყველას გვემარ-
თება, თუმცა ბოლოს მაინც ამ გზას ვადგებით.
– დიახ, მეც ასე მგონია, – თქვა მიკიმ.
– ძალიან მიხარია, – უთხრა ლეომ, – რომ ასეთი მომავალი აირ-
ჩიე. ჩემი აზრით, მანქანების გაყიდვა და შემოწმება ის არ არის, რაც
შენ გჭირდება. ცუდი სამუშაო არ ეთქმის, ოღონდ უპერსპექტივოა.
– მიყვარს მანქანები, – თქვა მიკიმ, – იმის ჩვენება, თუ რა შეუძ-
ლიათ. კლიენტებთან ვითარების შესაბამისი ლაპარაკიც მეხერხე-
ბა, მაგრამ არ მსიამოვნებს. იქ კი მხოლოდ ტრანსპორტითან მექნე-
ბა საქმე – ტექმომსახურების კონტროლი მევალება. საპასუხის-
მგებლო თანამდებობაა.
– გაითვალისწინე, – შეახსენა ლეომ, – თუ თანხა დაგჭირდება
წილის შესაძენად რომელიმე, შენი აზრით, ღირებულ საწარმოში,
ფულის მიღებას ნებისმიერ დროს შეძლებ. ყოველთვის მზად ვარ
შენს მეურვეებს ვურჩიო, რომ საჭირო თანხა მოგცენ, ცხადია, თუ პი-
რობებს გაეცნობიან და მოიწონებენ. კონსულტაციას ექსპერტებთან
გავივლით. მოკლედ, ფული არის და შეგიძლია მაშინ აიღო, როცა
დაგჭირდება.
– გმადლობ, მამა, მაგრამ არ მინდა სხვის ხარჯზე ცხოვრება არ
მინდა.
– ჩემი ხარჯი არაფერ შუაშია. მიკი, ეგ ფული შენია. ის შენთვისაა
განკუთვნილი, შენთვის და ჩვენი სხვა შვილებისთვის. მე მხოლოდ

177
განაწილების და გადაცემის უფლება მაქვს – ეს ხომ ჩემი ფული
არაა, ჩემგან ხომ არ იღებ.– ის დედასია. – სამეურვეო ფონდი რამ-
დენიმე წლის წინათ შეიქმნა.
– არ მინდა ეს ფული! მასთან შეხებაც არ მინდა! არ შემიძლია...
მით უმეტეს, ახლა, როცა ყველაფერი ასე მოხდა...‒მან მამის მზერა
დაიჭირა, უეცრად გაწითლდა და გაუბედავად დაამატა, – მე... მე
სხვა რამის თქმა მინდოდა.
– რატომ არ გინდა? – ჰკითხა ლეომ, – ჩვენ გიშვილეთ, ანუ მთე-
ლი პასუხისმგებლობა, როგორც მორალური, ისე ფინანსური, საკუ-
თარ თავზე ავიღეთ. ვალდებულება ვიკისრეთ, რომ ღვიძლი შვილი-
ვით გაგზრდიდით და შენს მომავალსაც უზრუნველვყოფდით.
– მინდა თვითონ გავიკვლიო გზა, – ჩაილაპარაკა მიკიმ.
– ჰო, ვხედავ... კარგი, მიკი, თუ გადაიფიქრებ, გახსოვდეს, რომ
ფული გაქვს.
– გმადლობ, მამა. გმადლობ, რომ ჩემი გესმის... და თუ არ გეს-
მის, ყოველ შემთხვევაში, ნებას მაძლევ ჩემებურად მოვიქცე. მაპა-
ტიე, რომ ნორმალურად ვერ აგიხსენი... იმის თქმა მინდოდა, რომ
არ შემიძლია... სარგებლობა.. დალახვროს ეშმაკმა... რა ძნელია
ამაზე ლაპარაკი...
კარზე დააკაკუნეს, უფრო სწორად, დააბრახუნეს.
– ალბათ, ფილიპია, – თქვა ლეო არგაილმა, – მიკი, გაუღე, თუ
არ შეწუხდები.
მიკი კართან მივიდა და გამოაღო. ოთახში ინვალიდის ეტლით
ფილიპი შემოვიდა და ორივეს მხიარული ღიმილით მიესალმა.
– დაკავებული ხომ არა ხართ, სერ? – ჰკითხა ლეოს, – არ მეჩქა-
რება, დალოდებაც შემიძლია. ხელს არ შეგიშლით, ჩუმად შევათვა-
ლიერებ წიგნის თაროებს.
– არა, – მიუგო ლეომ, – ახლა არ ვმუშაობ.
– გვენდა არ მოსულა? – დაინტერესდა ფილიპი.
– დარეკა და თქვა, რომ თავი ასტკივდა და დღეს ვერ მოვა, –
მშვიდად უპასუხა ლეომ.

178
– გასაგებია, – თქვა ფილიპმა.
– კარგი, წავალ, – განაცხადა მიკიმ, – ტინას შევუვლი და სასე-
ირნოდ წავიყვან. ამ გოგოს სუფთა ჰაერის ეშინია.
ახალგაზრდა კაცი ოთახიდან მსუბუქი, ზამბარისებრი ნაბიჯებით
გავიდა.
– მეჩვენება, თუ მიკი მართლა შეიცვალა ამ ბოლო დროს, ‒იკი-
თხა ფილიპმა, – თითქოს სამყაროს, ჩვეულებისამებრ, გაბრაზებით
აღარ უყურებს.
– გაიზარდა, – მიუგო ლეომ, – თუმცა ამისთვის დიდი დრო დას-
ჭირდა.
‒ არცთუ შესაფერისი მომენტი შეარჩია განწყობის ასამაღლებ-
ლად, – უთხრა ფილიპმა, – გუშინდელი შეხვედრა პოლიციასთან
დამაიმედებელი ნამდვილად არ ყოფილა, არ მეთანხმებით?
– ცხადია, მტკივნეულია ყველაფრის თავიდან გადატანა, – მშვი-
დად უპასუხა ლეომ.
– თქვენი აზრით, მიკის მსგავს ახალგაზრდებს სინდისი აქვთ? –
ჰკითხა ფილიპმა, რომელიც თაროებს შორის ინვალიდის ეტლით
მიმოდიოდა და ხან ერთ წიგნს იღებდა, ხან მეორეს.
– უცნაური შეკითხვაა, ფილიპ.
– არა, არ არის. უბრალოდ, მაინტერესებს. ხომ არსებობენ ადა-
მიანები, რომლებსაც მუსიკალური სმენა არა აქვთ. ასევე ზოგიერთი
ადამიანი არც სინდისის ქენჯნას განიცდის და არც თუნდაც სინა-
ნულს თავისი საქციელის გამო. მაგალითად, ჯეკო არ განიცდიდა.
– დიახ, – დაუდასტურა ლეომ, – ნამდვილად არ განიცდიდა.
– მე მიკი მაინტერესებდა, – თქვა ფილიპმა, ცოტა ხანს დუმდა და
სხვა თემაზე გადავიდა, – შეიძლება რაღაც გკითხოთ, სერ? რა იცით
თქვენი შვილობილების წარმოშობაზე?
– ფილიპ, რატომ გსურთ ამის გაგება?
– ეს უბრალო ცნობისმოყვარეობაა. ყოველთვის საინტერესოა,
როგორ ვლინდება მემკვიდრეობითობა.
ლეო დუმდა. ფილიპი მას ინტერესით უყურებდა.

179
– იქნებ არ გსიამოვნებთ მსგავსი შეკითხვები? – იკითხა მან.
– არა, რატომ, – მიუგო ლეომ და წამოდგა, – თქვენ ჩვენი ოჯახის
წევრი ხართ და მათი დასმის უფლება გაქვთ. შექმნილ ვითარებაში
სავსებით მართებული შეკითხვაა. მაგრამ ჩვენს ბავშვებს ჩვეულებ-
რივად ნაშვილებს არ ვუწოდებდი. თქვენი მეუღლე, მერი, ოფიცი-
ალურად ვიშვილეთ, დანარჩენები კი ამ სახლში, ასე ვთქვათ, არა-
ფორმალური გზით მოხვდნენ. ჯეკო დაობლდა და ის მისმა ბებიამ
გამოგვატანა ომის დროს. თვითონ დაბომბვის დროს დაიღუპა და
ბიჭი ჩვენთან დარჩა. ასე გამოვიდა. მიკი უკანონო შვილია. დედა-
მისს მხოლოდ კაცები აინტერესებდა. მან სანაცვლოდ ასი გირვანქა
მოგვთხოვა და გადავუხადეთ. ჩვენ არ ვიცით, რა შეემთხვა ტინას
დედას. მას არც წერილი მოუწერია შვილისთვის, არც ომის შემდეგ
მოუთხოვია გოგონას დაბრენება, მისი მოძებნა კი ვერ შევძელით.
– ესთერი?
‒ ესთერიც უკანონოდ შობილია. დედა ირლანდიელი ჰყავდა,
ახალგაზრდა მედდა. როდესაც მისი გოგონაჩვენთან აღმოჩნდა, მა-
ლევე გაჰყვა ცოლად ამერიკელ ჯარისკაცს და ბავშვის აქ დატოვება
გვთხოვა. არ უნდოდა ქმარს უკანონო შვილზე შეეტყო. ომის მიწუ-
რულს ქმართან ერთად შტატებში გაემგზავრა. მას შემდეგ მასზე
არაფერი გვსმენია.
– თითოეულ მათგანს თავისებურად ტრაგიკული ისტორია ჰქო-
ნია, – თქვა ფილიპმა, – ეს საბრალო არსებები არავის სჭირდებო-
და.
– დიახ, – დაეთანხმა ლეო, – ამიტომაც დაჰფოფინებდა მათ რე-
იჩელი. სურდა მათთვის ნამდვილი დედობა გაეწია, ცდას არ აკლებ-
და, რომ სასურველ ადამიანებად ეგრძნოთ თავი, საკუთარი სახლი
ჰქონოდათ.
– სამაგალითო საქციელია, – თქვა ფილიპმა.
– ოღონდ... ოღონდ ისე არ გამოვიდა, როგორც ფიქრობდა, –
უთხრა ლეომ, – მას ეგონა, სისხლით ნათესაობა არაფერს ნიშნავს.

180
სინამდვილეში კი მაინც აქვს მნიშვნელობა. ღვიძლი შვილების ხა-
სიათსა და ქცევაში არის რაღაც ისეთი, რასაც ცნობთ და უსიტყვოდ
გესმით. შვილობილებთან მსგავსი კავშირი არ არსებობს. ამ შემ-
თხვევაში ინსტინქტურად ვერ გრძნობთ, რა ხდება ბავშვის გონება-
ში. ცხადია, მათზე საკუთარი აზრების, გრძნობებისა და შეხედულე-
ბების მიხედვით მსჯელობთ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს აზრე-
ბი და გრძნობები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს
ბავშვების აზრებისა და გრძნობებისგან.
– თქვენ, ალბათ, ყოველთვის ასე ფიქრობდით, – თქვა ფილიპმა.
– მე ვაფრთხილებდი რეიჩელს, – მიუგო ლეომ და თავი დააქნია,
– თუმცა, ცხადია, არ მიჯერებდა. არ უნდოდა დაჯერება. საკუთარ
თავს არწმუნებდა, რომ ისინი მისი ღვიძლი შვილები იყვნენ.
– ჩემი აზრით, ტინა ყოველთვის ამოუცნობი ბავშვის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა, – თქვა ფილიპმა, – შესაძლოა კანის ფერის გამო.
მამამისზე თუ იცით რამე?
– მგონი, მეზღვაური იყო... ინდოელი. დედამისმა ზუსტად არც
იცოდა, – ცივად დაამატა ლეომ.
– ვერავინ იტყვის, როგორ რეაგირებს მოვლენებზე და რას ფიქ-
რობს. ძალზე სიტყვაძუნწია, – თქვა ფილიპმა და ხანმოკლე დუმი-
ლის შემდეგ იკითხა, – ნეტავი რა იცის ამ საქმეზე ისეთი, რასაც არ
ამხელს?
მან შეამჩნია, როგორ გაუშეშდა ლეოს ხელი, რომლითაც ქა-
ღალდებს ფურცლავდა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი მის-
ტერ არგაილმა იკითხა:
– რატომ გგონიათ, რომ ყველაფერს არ ამბობს, რაც იცის?
– ეს ხომ აშკარაა, სერ. არ მეთანხმებით?
– ჩემთვის არ არის აშკარა, – თქვა ლეომ.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ისეთი იცის, რაც შესაძლოა საფ-
რთხეს უქმნიდეს კონკრეტულ პიროვნებას?

181
– მე ვფიქრობ, ფილიპ, – მომიტევეთ ამას რომ გეუბნებით, –
მსგავს საკითხებზე მსჯელობა ძალზე არაგონივრულია. თუ ფანტა-
ზიას გასაქანს მივცემთ, ბევრი რამის წარმოდგენა შეიძლება.
– მაფრთხილებთ, სერ?
– ეს მართლა თქვენი საქმეა, ფილიპ?
– იმას გულისხმობთ, რომ პოლიციელი არა ვარ?
‒ დიახ, სწორედ ამის თქმა მსურდა. პოლიციელები ვალდებული
არიან თავიანთი სამუშაო შეასრულონ. მათ ევალებათ იმის გარკვე-
ვა, რა და როგორ მოხდა.
– არ გინდათ თვითონ გაერკვეთ ამაში?
– იქნებ მეშინია იმის, რაც შეიძლება აღმოვაჩინო, – თქვა ლეომ.
აღელვებულმა ფილიპმა ხელი სავარძლის სახელურს მოუჭირა,
თუმცა წყნარად იკითხა: – იქნებ ისედაც იცით, ვინ არის მკვლელი?
იცით, სერ?
– არა.
ლეოს მკვეთრმა, მოჭრილმა პასუხმა ფილიპი გააოცა.
– არა, – გაიმეორა მისტერ არგაილმა და მაგიდას ხელი დაარ-
ტყა. ახლა აღარ ჰგავდა სუსტ, უღონო, გულჩახვეულ კაცს, რომელ-
საც ფილიპი კარგად იცნობდა, – არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა! გესმით?
არ ვიცი. წარმოდგენა არა მაქვს. და... არც მინდა ვიცოდე.

182
თავი XVII

– ესთერ,რას აკეთებ, ჩემო კარგო? – იკითხა ფილიპმა.


ის თავისი სავარძლით სწრაფად მიგორავდა დერეფანში. ეს-
თერს ფანჯარაში თავი გაეყო. დაძახებაზე შეკრთა და მოიხედა.
– აჰ, შენ ხარ? – თქვა მან.
– სამყაროს აკვირდები თუ თავის მოკვლას აპირებ? – გაეხუმრა
ფილიპი.
ქალიშვილმა გამომწვევად შეხედა.
– ასე რატომ ლაპარაკობ?
– გეტყობა, რომ ამაზე ფიქრობდი, – მიუგო ფილიპმა, – მაგრამ,
ესთერ, თუ მართლა აპირებ ამ ნაბიჯის გადადგმას, გაფრთხილებ,
ეს ფანჯარა არ გამოგადგება, მიწასთან ძალზე ახლოა. წარმოიდგი-
ნე, როგორ გაწვალდები ხელფეხმოტეხილი, ნაცვლად იმისა, სანე-
ტარო უმყოფობაში აღმოჩნდე, რისკენაც ასე მიილტვი.
– მიკი ამ ფანჯრიდან მაგნოლიის ხეზე გადადიოდა და ისე ეშვე-
ბოდა ძირს. უკანაც ამ გზით ბრუნდებოდა. დედას ეს არასდროს გა-
უგია.
– რას აღარ უმალავენ მშობლებს! ამ თემაზე წიგნის დაწერაც შე-
იძლება. მაგრამ თუ თვითმკვლელობაზე ფიქრობ, ესთერ, აჯობებს,
ფანჩატურთან მიხვიდე და იქიდან გადახტე.
– სადაც შვერილია მდინარის თავზე? იქ ხომ ქვებზე დაიმსხვრე-
ვა კაცი!
– ესთერ, ძალზე მძაფრი წარმოსახვა გაქვს. ადამიანთა უმრავ-
ლესობას აირღუმელში თავის შეყოფა ან ერთი მუჭა საძილე წამლის
დალევაც დააკმაყოფილებდა.
– მიხარია, რომ აქა ხარ, – მოულოდნელად თქვა ესთერმა, –
შენთან ნებისმიერ თემაზე შეიძლება საუბარი.

183
– კაცმა რომ თქვას, მეტი არაფერი დამრჩენია, – აღიარა ფი-
ლიპმა, – წამოდი, ჩემს ოთახში შევიდეთ და კიდევ ვილაპარაკოთ,
– მან დაინახა, რომ ქალიშვილი შეყოყმანდა და დაამატა:
– მერი ქვევითაა, თავისი მშვენიერი ხელებით რაღაც გემრიელი
უნდა მომიმზადოს.
– მერი ვერ გამიგებს, – თქვა ესთერმა.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა ფილიპი, – მერი ვერ გაგიგებს.
მან სავარძელი აამუშავა. ესთერი გვერდზე მიჰყვებოდა. ქალიშ-
ვილმა სასტუმრო ოთახის კარი გააღო და ფილიპს გზა დაუთმო.
– შენ კი გესმის, – თქვა და თვითონაც შევიდა, – რატომ?
– ზოგჯერ დგება დრო, როცა ამაზე ფიქრობ... მაგალითად, როცა
მე ეს დამემართა, მივხვდი, რომ შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ხე-
იბარი ვყოფილიყავი...
– ჰო, ალბათ, ეს საშინელება იყო, – ჩაილაპარაკა ესთერმა, –
საშინელება... შენ ხომ მფრინავი იყავი და დაფრინავდი.
– „ის მაღლა არის, ძირს კი მთა-ბარი, დაფრინავს ცაში, როგორც
ლანგარი“– დაეთანხმა ფილიპი.
– ძალიან ვწუხვარ, – უთხრა ესთერმა, – მართლა. უნდა დავფიქ-
რებულიყავი და თვითონ გამომეხატა თანაგრძნობა.
– მადლობა ღმერთს, რომ არ გამოხატე, – თქვა ფილიპმა, – ნე-
ბისმიერ შემთხვევაში, ეს ფაზა დასრულდა. ადამიანი ყველაფერს
ეჩვევა. ალბათ, ჩემი სიტყვები არ მოგწონს, მაგრამ გავა დრო და
დამეთანხმები. ცხადია, თუ მანამდე რამე სისულელეს არ ჩაიდენ.
ახლა კი, მიდი, მომიყევი, რა მოხდა. შენს შეყვარებულს, იმ გაუღი-
მარ ახალგაზრდა ექიმს წაეჩხუბე? ასეა?
– ეს ჩხუბი კი არა, გაცილებით უარესი იყო, – მიუგო ესთერმა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა ფილიპმა.
– არა, არ იქნება, – თქვა ესთერმა, – ეს დასასრულია.
– როგორი რადიკალური ხარ, ესთერ. შენთვის ყველაფერი შა-
ვად და თეთრად იყოფა, არა? ნახევარტონების გარეშე.

184
– ვერაფერს გავაწყობ, – თქვა ესთერმა, – ყოველთვის ასეთი ვი-
ყავი. რასაც გავიფიქრებდი, რასაც მოვინდომებდი, ყველაფერი
უკუღმა გამოდიოდა. მინდოდა ჩემი ცხოვრება მქონოდა, რაღაცის-
თვის მიმეღწია, რამე მეკეთებინა, მაგრამ სულ ტყუილად... ხშირად
ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე... თოთხმეტი წლიდან...
ფილიპი ყურადღებით აკვირდებოდა, შემდეგ მშვიდად, საქმია-
ნად უთხრა:
‒ ცხადია, თოთხმეტიდან ცხრამეტ წლამდე ასაკში ბევრი იკლავს
თავს. ეს ის ასაკია, როცა პროპორციები ირღვევა. ზოგი ბიჭი იმიტომ
დგამს ამ ნაბიჯს, რომ გამოცდაზე ჩაფლავების ეშინია, ზოგი გოგო
იმიტომ, რომ დედამ კინოში არ გაუშვა იმ ბიჭთან ერთად, რომელიც
თვალში არ მოსდიოდა. ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი არაბუ-
ნებრივად ხასხასა ფერისაა – სიხარულიც და მწუხარებაც. ან სრუ-
ლი წყვდიადი, ან უსაზღვრო ბედნიერება. მაგრამ აღქმის ეს სიმძაფ-
რე ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. შენი პრობლემა ის არის, ეს-
თერ, რომ სხვებთან შედარებით, ამისთვის მეტი დრო გჭირდება.
– დედა ყოველთვის მართალი იყო, – თქვა ესთერმა, –როცა რა-
ღაცის გაკეთება მინდოდა და ის მიშლიდა, აღმოჩნდებოდა, რომ მე
ვცდებოდი, ის კი – არა. ამას ვერ ვიტანდი, უბრალოდ, ვერ ვიტანდი!
ჰოდა, გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ
გამბედავი ვიყავი, შემემოწმებინა, რა შემეძლო... არაფერი გამოვი-
და, ცუდი მსახიობი გამოვდექი.
– ეს არცაა გასაკვირი, – უთხრა ფილიპმა, – შენ დისციპლინა
გაკლია. როგორც მსახიობები ამბობენ, როლში შესვლა გიჭირს,
ძალზე დიდ ყურადღებას უთმობ საკუთარ განცდებს, ჩემო კარგო.
ახლაც ასე იქცევი.
– შემდეგ ვფიქრობდი, რომ ნამდვილი რომანი მქონდა, – განაგ-
რძო ეთერმა, – და არა ბავშვური, სულელური. ის ჩემზე ბევრად უფ-
როსი იყო, ცოლიანი. თავს უბედურად გრძნობდა.
– სტანდარტული სიტუაციაა, – ჩაილაპარაკა ფილიპმა, – და
ამით, ცხადია, ისარგებლა.

185
– მეგონა, ეს... ოჰ, დიდი ვნება იქნებოდა. ხომ არ დამცინი? – ქა-
ლიშვილი გაჩუმდა და ფილიპს ეჭვიანად შეხედა.
– არა, ესთერ, არ დაგცინი, – ალერსიანად მიუგო ფილიპმა, –
მშვენივრად ვხვდები, რომ ძალიან დაიტანჯე.
– ეს დიდი ვნება არ აღმოჩნდა, – მწარედ თქვა ესთერმა, – არა-
მედ სულელური, იაფფასიანი რომანი. რაც იმ კაცმა თავის ცოლსა
და უბედურ ცხოვრებაზე მიამბო, ტყუილი გამოდგა. მე... მე მას ძა-
ლით ჩამოვეკიდე კისერზე. სულელი, ნამდვილი სულელი ვიყავი.
‒ ზოგჯერ საკუთარ გამოცდილებაზე გვიწევს სწავლა, – უთხრა
ფილიპმა, – იცოდე, ესთერ, ამან კი არ დაგაზარალა, პირიქით, და-
ქალებაში დაგეხმარა. ან დაგეხმარებოდა, რომ არ შესწინააღმდე-
გებოდი.
‒ დედა მაშინვე გამოეშურა.. ჩემს გადასარჩენად, – აღშფოთე-
ბით თქვა ესთერმა, – ჩამოვიდა, ყველაფერი მოაგვარა და მითხრა,
თუ მართლა მსურდა სცენაზე თამაში, ჯობდა დრამატული ხელოვნე-
ბის სკოლაში შევსულიყავი და მესწავლა. მაგრამ იმ დროს ეს უკვე
აღარ მინდოდა, ვინაიდან მივხვდი, რომ მსახიობობის ნიჭი არ მქონ-
და. ასე რომ, სახლში დავბრუნდი. სხვა რა დამრჩენოდა?
– ალბათ, ბევრი რამის მოფიქრება შეიძლებოდა, – მიუგო ფი-
ლიპმა, – თუმცა ეს ყველაზე ადვილი იყო.
– ჰო, – მყისვე დაეთანხმა ესთერი, – რა კარგად გესმის ჩემი.
საქმე ისაა, რომ ძალზე უნებისყოფო ვარ. ყოველთვის იოლ გზას
ვირჩევ და თუ რაღაცას წინ აღვუდგები, ან სისულელე გამომდის, ან
არაფერი.
– საკუთარი თავის რწმენა გაკლია, – შეაპარა ფილიპმა.
– შესაძლოა იმიტომ, რომ ნაშვილები ვიყავი, – თქვა ესთერმა,
– ეს მხოლოდ თხუთმეტი წლის ასაკში გავიგე. სხვებზე უკვე ვიცოდი,
ერთხელ კი ვიკითხე და... აღმოჩნდა, რომ მეც... ამან ჩემზე საშინ-
ლად იმოქმედა. თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.
– შენ ყველაფრის დრამატიზება გჩვევია, – უთხრა ფილიპმა.

186
– ის ჩემი ნამდვილი დედა არ იყო, – თქვა ესთერმა, – ვერას-
დროს ხვდებოდა, რას ვგრძნობდი. უბრალოდ, შემწყნარებლურად
და ალერსიანად მეპყრობოდა და ცხოვრებას მიგეგმავდა. ოჰ, რო-
გორ მძულდა! ვიცი, რომ საშინლად ვიქცეოდი, მაგრამ მძულდა!
– სხვათა შორის, გოგოების უმრავლესობას ერთხანს სძულს დე-
და, – შენიშნა ფილიპმა, – ასე რომ, შენს გრძნობებში განსაკუთრე-
ბული არაფერი ყოფილა.
– იმიტომ მძულდა, რომ ყოველთვის მართალი იყო.
როცა ადამიანი ყრველთვის მართალია, აუტანელია. მის გვერ-
დით თავს არასრულფასოვნად გრძნობ. ოჰ, ფილიპ, რა საშინელე-
ბაა! როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო?
– ცოლად გაჰყევი შენს სიმპათიურ ახალგაზრდა კაცს, – მიუგო
ფილიპმა, – და დადინჯდი. თერაპევტის კარგი, ერთგული მეუღლე
გახდი. თუ ეს არ კმარა შენთვის?
– მას არ უნდა ჩემი შერთვა, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ეს-
თერმა.
– დარწმუნებული ხარ? თვითონ გითხრა? თუ ეს შენი ფანტაზიის
ნაყოფია?
– ჰგონია, დედა მე მოვკალი.
– ოჰI – თქვა ფილიპმა და მცირე ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი ჰკით-
ხა, – მერედა, ასეა?
ქალიშვილი მკვეთრად მიტრიალდა მისკენ.
– რატომ მეკითხები ამას? რატომ?
– ისე, მაინტერესებს, ასე ვთქვათ, შიდაოჯახური საქმეა და არა
ხელისუფლებისთვის შესატყობინებელი
– მე რომ მომეკლა, შენი აზრით, გეტყოდი? – ჰკითხა ესთერმა,
– ცხადია, გაცილებით გონივრული იქნებოდა, თუ არ მეტყოდი,
– მიუგო ფილიპმა.

187
– ჰგონია, მე მოვკალი, – თქვა ესთერმა, – მითხრა, თუ გამოვუტ-
ყდები, მივენდობი, ყველაფერი კარგად იქნება – ჩვენ დავქორწინ-
დებით, ის კი ჩემზე იზრუნებს... რომ... რომ არ დაუშვებს, ამ შემ-
თხვევამ ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს.
ფილიპმა დაუსტვინა.
– კარგია, კარგი, – თქვა მან.
– რა არის კარგი? – ჰკითხა ესთერმა, – რა აზრი აქვს ვუმტკიცო,
რომ მე არ მომიკლავს? მაინც არ დაიჯერებს.
– უნდა დაიჯეროს, თუკი ეტყვი, რომ ეს არ ჩაგიდენია, – უთხრა
ფილიპმა.
– მე არ მომიკლავს, – განაცხადა ესთერმა, – გასაგებია? მე არ
მომიკლავს. არა, არა, არა, – ის გაჩუმდა, – რატომ არის ეს ძნელად
დასაჯერებელი?!
– სიმართლე ხშირად ძნელად დასაჯერებელია, – გაამხნევა ფი-
ლიპმა.
– ჩვენ არ ვიცით, – თქვა ესთერმა, – არავინ იცის. ყველანი ერ-
თმანეთს ვუთვალთვალებთ. მერი ალმაცერად მიყურებს. კირსტე-
ნიც... ის ისე ზრუნავს ჩემზე, მიცავს. მასაც ჰგონია, რომ ეს მე ჩავი-
დინე. როგორ მოვიქცე? იქნებ მართლა ჯობდეს, რომ ფანჩატურთან
ჩავიდე და გადავხტე...
– ღვთის გულისთვის, ესთერ, ნუ სულელობ. სხვა გზებიც არსე-
ბობს გამოსავლის მოსაძებნად.
– რომელი გზები? საიდან? ყველაფერი დავკარგე. როგორ ვიც-
ხოვრო ასე? – მან ფილიპს შეხედა, – შენ, ალბათ, ველური და გა-
უწონასწორებელი გგონივარ. იქნებ მართლა მოვკალი და ახლა სი-
ნანულმა შემიპყრო? იქნებ ვერ ვივიწყებ – აქ, – ქალიშვილმა თეატ-
რალურად მიიდო ხელი გულზე.
– პატარა იდიოტივით არ მოიქცე, – უთხრა ფილიპმა, ხელი გა-
უწოდა და თავისკენ მიიზიდა.
ესთერი ნახევრად გადაწვა სკამზე. კაცმა აკოცა.

188
– შენ ქმარი გჭირდება, ჩემო კარგო, – თქვა მან, – არა ის სერიო-
ზული ახალგაზრდა ვირი, დონალდ კრეიგი, რომელსაც თავი ფსი-
ქიატრიითა და ტერმინებით აქვს გატენილი. შენ პატარა სულელი და
იდიოტი ხარ, ესთერ, და ძალიან საყვარელი.
კარი გაიღო. მერი დარანტი მკვეთრად შეჩერდა ზღურბლზე. ეს-
თერმა ფილიპს ხელი უბიძგა და წამოდგა, კაცმა კი უხერხულად გა-
უღიმა ცოლს.
– პოლი, მე ესთერის გამხნევებას ვცდილობდი, – უთხრა მას.
– ოჰ, – თქვა მერიმ.
ის ოთახში შევიდა და ფრთხილად დადო ლანგარი პატარა მაგი-
დაზე. შემდეგ მაგიდა სავარძელთან მიაგორა. ესთერისთვის არ შე-
უხედავს. ქალიშვილი გაუბედავად უყურებდა ხან ფილიპს, ხან მის
ცოლს.
– კარგი, – თქვა ბოლოს, – აჯობებს, წავიდე... წავიდე და...მან
სათქმელი არ დაასრულა, ოთახიდან გავიდა და კარი მჭიდროდ გა-
იხურა.
‒ ესთერი ცუდ დღეშია, – ჩაილაპარაკა ფილიპმა, – თვით-
მკვლელობაზე ფიქრობს. მისი გადარწმუნება ვცადე, – დაამატა მან.
მერიმ არაფერი უპასუხა.
ფილიპმა ხელი მისკენ გაიწვდინა. ქალი განზე გადგა.
– პოლი, გაგაბრაზე? ძალიან გაგაბრაზე?
ქალი კვლავ დუმდა.
– ალბათ, იმიტომ, რომ ვაკოცე? კარგი, რა, პოლი, ერთი სულე-
ლური კოცნა დაგენანა? ისეთი საყვარელია, ისეთი გულუბრყვი-
ლო... უეცრად ვიგრძენი... ვიგრძენი, რა კარგი იქნება, უწინდელ
მხიარულ ყმაწვილად რომ გადავიქცე და ფლირტაობა დავიწყო-
მეთქი. მოდი ჩემთან, პოლი, მაკოცე. ერთმანეთს ვაკოცოთ და შევ-
რიგდეთ.
– სუპი შეჭამე, თორემ გაცივდება, – უთხრა მერი დარანტმა და
კარი გაიხუ

189
თავი XVIII

– სერ, ქვემოთ ახალგაზრდა ლედია, რომელსაც თქვენი ნახვა


სურს.
– ახალგაზრდა ლედი? – გაუკვირდა კალგარის. ვერ ხვდებოდა,
ვინ უნდა სწვეოდა. ქაღალდებით მოფანტულ მაგიდას შეხედა და
მოიღუშა. ყურმილში შვეიცარმა ხმადაბლა განაგრძო:
– ნამდვილი ახალგაზრდა ლედია, სერ. ძალზე სასიამოვნო გა-
რეგნობის ახალგაზრდა ლედი.
– კარგი, ამოვიდეს.
კალგარის გუნებაში გაეღიმა. შვეიცრის საქებარმა სიტყვებმა და
ხმადაბალმა საუბარმა გაამხიარულა. აინტერესებდა, ვინ ესტუმრა,
მაგრამ როდესაც ზარი დარეკეს, კარი გააღო და ესთერ არგაილი
დაინახა, უსაზღვროდ გაოცდა.
– თქვენ! – შესძახა უნებლიეთ, თუმცა მალევე მოეგო გონს და
შემოიპატიჟა, – შემობრძანდით, შემობრძანდით.
ქალიშვილი შემოუშვა და კარი მიხურა. უცნაურია, მაგრამ ეს-
თერმა მასზე ახლაც იგივე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორიც
პირველი შეხვედრისას. ლონდონური პირობითი წესების გაუთვა-
ლისწინებლად ეცვა: შლაპა არ ეხურა, შუბლსა და სახეზე უწესრი-
გოდ ჩამოშლილი მუქი კულულები ელფს ამსგავსებდა. შეხსნილი
ტვიდის პალტოს ქვეშ მუქი მწვანე ქვედაკაბა და სვიტერი მოუჩანდა.
ისე გამოიყურებოდა, თითქოს აღმა-დაღმა სეირნობიდან დაბ-
რუნდა და ჯერ სული ვერ მოეთქვა.
– გთხოვთ, – თქვა მან, – თუ შეიძლება, დამეხმარეთ.
– დაგეხმაროთ? – ჰკითხა გაოცებულმა კალგარიმ, – როგორ?
ცხადია, დაგეხმარებით, თუ შევძლებ.
– არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, – უთხრა ესთერმა, – არ
ვიცოდი, ვისთვის მიმემართა... ვინმე უნდა დამეხმაროს. ასე აღარ
შემიძლია, თქვენ კი ის ადამიანი ხართ, ვინც ეს ყველაფერი წამოიწ-
ყო.

190
– პრობლემა გაქვთ? რამე ცუდი მოხდა?
– ყველას გვაქვს პრობლემა, – მიუგო ესთერმა, – ადამიანი კი
ეგოისტია. ვგულისხმობ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ.
– დაბრძანდით, გთხოვთ, – თავაზიანად უთხრა კალგარიმ, სა-
ვარძლიდან ქაღალდები აიღო და ქალიშვილი დასვა, შემდეგ კი
კუთხეში მდგარ კარადასთან მივიდა.
‒ ცოტაოდენი ღვინო უნდა დალიოთ, – მიმართა ქალიშვილს, –
ჭიქა მშრალ ხერესზე რას იტყვით?
– ჩემთვის სულერთია.
– დღეს სიცივე და სინოტივეა. უნდა გახურდეთ.
კალგარი ესთერისკენ მიტრიალდა. ხელში გრაფინი და ჭიქა ეჭი-
რა. გამხდარი ქალიშვილი სავარძელში მოკუნტულიყო, შეწუხებუ-
ლი სახე ჰქონდა. კაცმა სიბრალული იგრძნო.
– ნუ ღელავთ, – რბილად უთხრა მას, ჭიქა გვერდით დაუდგა და
შეუვსო, – უნდა გითხრათ, რომ საქმე არასდროსაა ისე ცუდად, რო-
გორც გვეჩვენება ხოლმე.
– ასე ამბობენ, მაგრამ ეს სიმართლე არაა, – შეეპასუხა ესთერი,
– ზოგჯერ საქმე იმაზე ცუდადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, – მან
ღვინო მოსვა და საყვედურის კილოთი განაგრძო, – სანამ მოხვი-
დოდით, ნორმალურად, სავსებით ნორმალურად ვცხოვრობდით,
შემდეგ კი ყველაფერი აირია.
– თავს ვერ მოვიტყუებ, რომ ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ, –
თქვა ართურ კალგარიმ, – როდესაც პირველად მოვისმინე თქვენი
საყვედური, გავოცდი, თუმცა ახლა გავაცნობიერე, რა მოგიტანათ
ჩემმა... ე-ე... შეტყობინებამ.
– სანამ გვეგონა, რომ ეს ჯეკომ ჩაიდინა... – ესთერმა აღარ და-
ასრულა.
– ვიცი, ესთერ, ვიცი, მაგრამ პრობლემას უფრო ღრმად უნდა
ჩავწვდეთ. თქვენ მოჩვენებით უსაფრთხოებაში ცხოვრობდით. ის
ნამდვილი კი არა, მოგონილი იყო, ერთგვარი დეკორაცია. ზოგჯერ

191
ის უსაფრთხოების სურათს ქმნიდა, თუმცა რეალური უსაფრთხოება
ვერაფრით იქნებოდა.
– თუ სწორად გავიგე, – თქვა ესთერმა, თქვენ ამბობთ, რომ საჭ-
იროა გამბედაობა, რომ არ უნდა ვიყოთ იმის იმედად, რაც სიყალბეა
და, ერთი შეხედვით, ყველაზე იოლი გზა. ასეა? – ის ერთხანს დუმ-
და, შემდეგ კი დაამატა, – აი, თქვენ გეყოთ გამბედაობა! ამას ვხვდე-
ბი· მოხვედით და ყველაფერი გვითხარით. არ იცოდით, რას ვიგ-
რძნობდით, როგორი რეაქცია გვექნებოდა. ეს გაბედული ნაბიჯი
იყო. გამბედაობა ყოველთვის აღმაფრთოვანებს, ვინაიდან თვი-
თონ, როგორც ხედავთ, გამბედავი ნამდვილად არა ვარ.
– მითხარით, – სთხოვა კალგარიმ, – მითხარით, რა პრობლემა
გაწუხებთ. რაღაც განსაკუთრებულია, არა?
– სიზმარი ვნახე, – მიუგო ესთერმა, – ერთი ახალგაზრდა კა-
ცია... ექიმი...
– გასაგებია, – უთხრა კალგარიმ, – თქვენ მეგობრები ხართ. იქ-
ნებ მეგობრებზე მეტიც?
– ვფიქრობდი, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო,
– თქვა ესთერმა, – ისიც ასე ფიქრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც
ყველაფერი შეიცვალა...
– დიახ? – შეეშველა კალგარი.
‒ მისი აზრით, ეს მე ჩავიდინე, – თქვა ქალიშვილმა და სასწრა-
ფოდ დაამატა, – შესაძლოა ასე არ ფიქრობს, თუმცა არც საპირის-
პიროშია დარწმუნებული.... და ვერც რწმუნდება. მიაჩნია, – ამას
ვხედავ, – რომ ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტანილი ვარ. შესაძლოა
ასეცაა. შესაძლოა ყველანი ასე ვფიქრობთ ერთმანეთზე. ჰოდა, ამი-
ტომაც გადავწყვიტე, ვიღაც უნდა დაგვეხმაროს ამ საშინელ გაურ-
კვევლობაში-მეთქი. თქვენთან კი იმ სიზმრის გამო მოვედი, რომე-
ლიც ახლახან ვნახე: თითქოს დავიკარგე და დონს ვეღარ ვპო-
ულობდი. ის სადღაც წავიდა, მე კი უშველებელი ხრამის, უფრო სწო-
რად, უფსკრულის პირას აღმოვჩნდი. დიახ, ნამდვილი უფსკრულის
პირას. ეს სიტყვა რაღაც ძალიან ღრმას ნიშნავს, არა? ღრმას

192
და...გადაულახავს. მეორე მხარეს თქვენ იდექით. ხელები ჩემკენ
გამოიწვდინეთ და თქვით: „მე თქვენი დახმარება მინდა“, – ესთერმა
სული მოითქვა, – ამიტომაც გესტუმრეთ. სახლიდან გამოვიქეცი და
აქ მოვედი, ვინაიდან უნდა დამეხმაროთ.თუ არ დამეხმარებით, არ
ვიცი, რით დასრულდება ეს ყველაფერი. თქვენ უნდა დაგვეხმა-
როთ, აუცილებლად უნდა დაგვეხმაროთ! ამ დღეში ხომ თქვენ გამო
აღმოვჩნდით. შესაძლოა თქვათ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ, რომ უკ-
ვე გვითხარით სიმართლე, რომ ეს თქვენი საქმე არ არის. იტყვით,
რომ...
– არა, – გააწყვეტინა კალგარიმ, – მსგავსს არაფერს ვიტყვი. ეს
ჩემი საქმეა, ესთერ. გეთანხმებით. რახან დავიწყე, ვალდებული ვარ
საქმე ბოლომდე მივიყვანო. ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, რო-
გორც თქვენ.
– ოჰ! – ესთერს სახე წამოენთო და უეცრად უწინდელივით გა-
ლამაზდა, – მაშასადამე, მარტო არა ვარ. კიდევ არის ვიღაც.
‒ დიახ, ძვირფასო, კიდევ არის ვიღაც, ოღონდ საკითხავია, რას
გარგებთ ის. ჯერ ვერაფერი შევძელი, თუმცა ვცდილობ, ძალიან
ვცდილობ, – კალგარი დაჯდა და სავარძელი ქალიშვილისკენ მი-
აჩოჩა, – ახლა კი მიამბეთ, რა ხდება. ცუდი ამბავია?
– ხომ გესმით, რომ მკვლელი ერთ-ერთი ჩვენგანია? ეს ყველამ
ვიცით. მისტერ მარშალს თავი ისე მოვაჩვენეთ, თითქოს დავიჯე-
რეთ, რომ სახლში ვიღაცამ შემოაღწია, მაგრამ ის, ცხადია, ხვდება,
რომ ასე არ არის. მკვლელი ერთ-ერთი ჩვენგანია.
– თქვენი ახალგაზრდა კაცი... რა ჰქვია მას?
– დონი. დონალდ კრეიგი. ექიმია.
– დონი ფიქრობს, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ?
– შიშობს, რომ ასეა, – სევდიანად დააზუსტა ესთერმა და ხელები
ერთმანეთს მაგრად მოუჭირა, შემდეგ კითხვის გამომხატველი მზე-
რა მიაპყრო კალგარის, – იქნებ თქვენც მე გგონივართ?
– ოჰ, არა, არა, – თქვა კალგარიმ, – მშვენივრად ვიცი, რომ უდა-
ნაშაულო ხართ.

193
– ისე ამბობთ, თითქოს ამაში მართლა დარწმუნებული იყოთ.
– სავსებით დარწმუნებული ვარ.
– მაგრამ რა იცით? რა გაძლევთ ამის საფუძველს?
– თქვენი სიტყვები, რომლებიც მაშინ მითხარით, როცა იმ საღა-
მოს თქვენი სახლიდან გავდიოდი. გახსოვთ? ეს უდანაშაულობას შე-
ეხებოდა. ამის ასე შეგრძნებასა და გამოხატვას მხოლოდ უდანაშაუ-
ლო ადამიანი შეძლებდა.
– ოჰ – შესძახა ესთერმა, – ოჰ, რამხელა შვებაა! იმის ცოდნა,
რომ ვიღაც მართლა ასე გრძნობს.
– ახლა კი შეგვიძლია მშვიდად ვიმსჯელოთ შექმნილ ვითარება-
ზე, არა? – თქვა კალგარიმ.
– დიახ, – მიუგო ესთერმა, – გაცილებით მშვიდად ვარ.
– თავდაპირველად, ნება მომეცით დავინტერესდე – ოღონდ არ
დაგავიწყდეთ ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი, – რატომ შეიძლე-
ბა ვინმე ფიქრობდეს, რომ დედობილი თქვენ მოკალით?
– მე შემეძლო ამის გაკეთება, – თქვა ესთერმა, – ხშირად გამჩე-
ნია ამის სურვილი. ზოგჯერ ისე გაშმაგდები, რომ ვეღარ აცნობი-
ერებ, რას აკეთებ. გრძნობ, რომ უსარგებლო ხარ, უმწეო... დედა
ყოველთვის მშვიდი და თავდაჯერებული იყო, ყველაფერი იცოდა,
არაფერი ეშლებოდა. ხშირად მიფიქრია, ოჰ, როგორ მინდა მისი
მოკვლა-მეთქი, – ქალიშვილმა კალგარის შეხედა, – გესმით ჩემი?
ახალგაზრდობაში მსგავს მდგომარეობაში არასდროს ყოფილ-
ხართ?
ამ სიტყვებზე კალგარიმ მოულოდნელად ტკივილი იგრძნო. ეს
იმას ჰგავდა, როდესაც მიკიმ დრაიმუთის სასტუმროში უთხრა: „მე-
ტის შეხედულება გაქვთ“. ახალგაზრდობაში... როგორც ჩანს, ესთე-
რის აზრით, მას შემდეგ ძალზე დიდი დრო გავიდა. გაახსენდა, როცა
ცხრა წლის ასაკში თანაკლასელთან ერთად სერიოზულად მსჯე-
ლობდა ბაღში, როგორ მოეშორებინათ მისტერ უორბორო, კლასის
დამრიგებელი, რომლის სარკასტული და გესლიანი შენიშვნები მას-

194
ში გააფთრებასა და უმწეობის შეგრძნებას იწვევდა. ალბათ, ესთე-
რიც ამავეს განიცდიდა, მაგრამ მიუხედავად მისი და იმ ბიჭის – რა
გვარი ჰქონდა? პორჩი? დიახ, პორჩი – საშინელი ფანტაზიებისა,
ამის იქით საქმე, ცხადია, არ წასულა და მისტერ უორბორო იმ ქვეყ-
ნად არ გაუსტუმრებიათ.
– მომისმინეთ, – უთხრა ესთერს, – ამ ყმაწვილური განცდების
ასაკიდან დიდი ხნის წინ უნდა გამოსულიყავით, თუმცა თქვენი, ცხა-
დია, მესმის.
– უბრალოდ, დედა ასეთ ეფექტს ახდენდა ჩემზე. მხოლოდ ახლა
ვაცნობიერებ, რომ თვითონ ვიყავი დამნაშავე. ვფიქრობ, ცოტა ხანს
კიდევ რომ ეცოცხლა, სანამ ასაკი მომემატებოდა და ცხოვრებაში
ჩემს გზას ვიპოვიდი, შესაძლოა საერთო ენაც გამოგვენახა და მე-
გობრებიც გავმხდარიყავით. მაშინ მისი რჩევაც გამიხარდებოდა და
მის დახმარებასაც სიამოვნებით მივიღებდი, მაგრამ ისეთს, როგო-
რიც ვიყავი, ამის ატანა არ შემეძლო – მის გვერდით თავი არარაო-
ბად მიმაჩნდა. რასაც კი ხელს მოვკიდებდი, არაფერი გამომდი-
ოდა... თვითონაც ვხედავდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი. ამას ჯიბ-
რით ვაკეთებდი, მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, ვინ ვიყავი. სი-
ნამდვილეში არავინ ვიყავი. სითხე ვიყავი. დიახ, სწორედ ეს სიტყვა
შემეფერებოდა – არავითარი ფორმა, არავითარი სიმტკიცე. მხო-
ლოდ იმ ადამიანების სახეებს ვირგებდი, რომლებიც მომწონდნენ.
წარმოვიდგინე, რომ თუ სახლიდან გავიქცეოდი, მსახიობი გავხდე-
ბოდი და რომანს გავაბამდი, ყოველ შემთხვევაში...
– ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს შეიგრძნობდით, მიხვდე-
ბოდით, რომ რაღაც მაინც შეგეძლოთ?
– დიახ, დიახ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ უჭკუო ბავშვივით ვიქ-
ცეოდი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა ახლა დედა ცოცხალი
იყოს. ვინაიდან ეს ისეთი უსამართლობაა, საშინელი უსამართლო-
ბაა მის მიმართ! მან იმდენი გააკეთა ჩვენთვის, იმდენი რამ მოგვცა,
ჩვენ კი რით დავუფასეთ? არაფრით! ახლა უკვე გვიანაა, – ესთერი
გაჩუმდა, სული მოითქვა და უწინდელი გაცხარებით დაასკვნა, –

195
მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ინფანტილური სულელი გოგო აღარ
ვიქნები. ხომ დამეხმარებით, რომ სხვანაირი გავხდე?
– უკვე გითხარით: ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, –
თქვა კალგარიმ და ქალიშვილისგან საუცხოო ღიმილი მიიღო, – ახ-
ლა კი მომიყევით, რა ხდება იქ, თქვენთან.
– ის, რასაც მოველოდი, – მიუგო ესთერმა, – ყველანი ერთმა-
ნეთს მივჩერებივართ და ვცდილობთ გამოვიცნოთ, ვინ არის
მკვლელი, მაგრამ ვერაფერს ვხვდებით. მამა გვენდას უყურებს და
ფიქრობს, რომ შესაძლოა ის არის დამნაშავე. გვენდა მამაჩემს აკ-
ვირდება და ეჭვი ღრღნის, თუმცა დარწმუნებული არაა. მგონი, უკვე
გადაიფიქრეს დაქორწინება. ამ საქმემ ყველაფერი გააფუვჭა. ტინას
აზრით, მკვლელი მიკია. არ ვიცი, რატომ, ის ხომ მაშინ სახლში არ
ყოფილა. კირსტენი ფიქრობს, რომ მე ვარ, და ყველანაირად ცდი-
ლობს ჩემს დაცვას. მერი კი, ჩვენი უფროსი და, – თქვენ მას არ იც-
ნობთ, – მერი ეჭვობს, რომ მკვლელი კირსტენია...
– თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე
– ჩემი აზრით? – გაიმეორა გაოცებულმა ესთერმა.
– დიახ, თქვენი აზრით. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა.
ესთერმა ხელისგულები ასწია და თითები გაფარჩხა.
– არ ვიცი, – თქვა საწყალობელი ხმით, – ვერაფერი გამიგია.
მე... შესაძლოა საშინელებას ვამბობ... მაგრამ ყველასი მეშინია.
თითქოს ყველა ნაცნობი სახე ნიღაბია, მის უკან კი სხვა სახეა, უც-
ნობი და პირქუში. იქნებ მამა მამა კი არა, ვიღაც სხვაა მისი სახით?
კირსტენი ჩამჩიჩინებს, არავის ენდოო, მასაც კი. რაც შეეხება გვენ-
დას, ის ყოველთვის მომწონდა, მიხაროდა, რომ მამა მასზე დაქორ-
წინებას აპირებდა, მაგრამ ახლა გვენდაშიც აღარ ვარ დარწმუნებუ-
ლი. ვუყურებ და ვიღაც სხვას ვხედავ, სასტიკსა და შურისმაძიებელს.
აღარ ვიცი, ვინ ვართ სინამდვილეში. მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ
ყველა იტანჯება და ეს ძნელი ასატანია.
– წარმომიდგენია, – ჩაილაპარაკა კალგარიმ.

196
– რამდენი მწუხარებაა... რატომღაც ასე მგონია, რომ არც
მკვლელია უკეთეს დღეში. მას, ალბათ, ყველაზე მეტად უმძიმს...
თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?
– ალბათ, შესაძლებელია, – მიუგო კალგარიმ, – მართალია, ექ-
სპერტი არა ვარ, მაგრამ რატომღაც არ მჯერა, რომ მკვლელს სინ-
დისი ქენჯნიდეს.
– რატომ? ჩემი აზრით, საშინელი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ
ვიღაც მოკალი.
– დიახ, – დაეთანხმა კალგარი, – საშინელება უნდა იყოს, ამი-
ტომ, ვფიქრობ, მკვლელი ორიდან ერთ-ერთ ტიპს უნდა მიეკუთვნე-
ბოდეს. ის ან ისეთი ადამიანია, ვისთვისაც საშინელება არაა ვინმეს
მოკვლა, ვინც საკუთარ თავს ეუბნება: „ცხადია, სამწუხაროა, რომ
ამის გაკეთებამ მომიწია, მაგრამ ეს აუცილებელი იყო ჩემივე კე-
თილდღეობისთვის, ბოლოს და ბოლოს, ეს ჩემი ბრალი არაა. მე...
უბრალოდ, გარემოებებმა მაიძულა", ან...
– ან ვინ? – მოუთმენლად ჰკითხა ესთერმა.
– გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. მეორე ტი-
პის მკვლელს ასეთი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, უბრალოდ, არ
შეუძლია მშვიდად ცხოვრება. მან ან უნდა აღიაროს დანაშაული და
მოინანიოს, ან ახლებურად გაიაზროს თავისი ცხოვრების ეს ეპიზო-
დი, საკუთარ თავს უთხრას: „ამას არასდროს ჩავიდენდი, ესა და ეს
რომ არ მომხდარიყო. მკვლელი არა ვარ – მე ხომ მოკვლა არ მინ-
დოდა. ეს ჩემდა უნებურად მოხდა, დამნაშავე ბედისწერაა“. ხვდე-
ბით, რისი თქმა მინდა?
– დიახ, – უთხრა ესთერმა, – და ჩემი აზრით, საკმაოდ საინტე-
რესოა, – მან თვალები დახუჭა, – ვცდილობ წარმოვიდგინო...
– დიახ, ესთერ, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, თავს ძალა დაატა-
ნეთ, ვინაიდან დახმარება რომ შევძლო, ვითარებას თქვენი თვალე-
ბით უნდა შევხედო.

197
– მიკის სძულდა დედა, – აუჩქარებლად თქვა ესთერმა, – ყო-
ველთვის სძულდა... არ ვიცი, რატომ. ტინას, მგონი, უყვარდა. გვენ-
დას არ მოსწონდა. კირსტენი ყოველთვის მისი ერთგული იყო, თუმ-
ცა მიაჩნდა, რომ დედა ყოველთვის მართალი არ იყო. მამა... – მან
აღარ დაასრულა და დიდი ხნით ჩაფიქრდა.
– რას იტყვით მასზე? – ვეღარ მოითმინა კალგარიმ.
– მამა ბოლო დროს ძალზე შეიცვალა, დედას სიკვდილის შემ-
დეგ თითქოს სხვა ადამიანი გახდა. კარჩაკეტილობაზე უარი თქვა.
უფრო გაადამიანურდა, გამოცოცხლდა, ახლა კი კვლავ დაუბრუნდა
თავის... ჩრდილების სამყაროს, სადაც არავის უშვებს. არ ვიცი, რო-
გორი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან. ალბათ, უყვარდა, როცა
ცოლად მოიყვანა. არ ჩხუბობდნენ. თუმცა ვერ გეტყვით, რას
გრძნობდა სინამდვილეში, – მან კვლავ გაშალა ხელები, ‒ არავინ
იცის, ვინ რას გრძნობს, არა? რა იმალება მათი გამომეტყველებისა
და თავაზიანი სიტყვების მიღმა. ადამიანი შესაძლოა სავსე იყოს სი-
ძულვილით, სიყვარულით ან სასოწარკვეთილებით და ეს არავინ
იცოდეს!
საშინელებაა... ოჰ, დოქტორო კალგარი, რა საშინელებაა!
კალგარიმ მისი ხელები თავისაში მოიქცია.
– პატარა აღარ ხართ, ესთერ, – უთხრა მკაცრად, – ასე მხოლოდ
ბავშვებს ეშინიათ, თქვენ კი უკვე დიდი ხართ, ქალი, – მან ხელები
გაუშვა და საქმიანად ჰკითხა, – ლონდონში სადმე დარჩენა თუ შე-
გიძლიათ?
ესთერი ოდნავ დაიბნა.
– არ ვიცი. ალბათ. დედა, როგორც წესი, „კერტისში“ ჩერდებო-
და.
– ძალიან კარგი, მყუდრო სასტუმროა. თქვენს ადგილას იქ წავი-
დოდი და ნომერს ავიღებდი.
– ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით, – თქვა ესთერმა.
– ყოჩაღ. რომელი საათია? – კალგარიმ საათს შეხედა, – ოჰ, უკ-
ვე შვიდი ხდება. მოდი, სასტუმროში წადით და ნომერი აიღეთ, მე კი

198
რვას რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება, შემოგივლით და სავახ-
შმოდ წაგიყვანთ. თანახმა ხართ?
– შესანიშნავია, – მიუგო ესთერმა, – არ მეხუმრებით?
– არა, – უთხრა კალგარიმ, – ზუსტად იმას ვგულისხმობ, რაც
ვთქვი.
– შემდეგ? რა იქნება შემდეგ? სამუდამოდ „კერტისში“ ხომ ვერ
დავრჩები?
– თქვენი თვალსაწიერი თითქოს ყოველთვის უსასრულობითაა
შემოსაზღვრული.
– დამცინით? – ეჭვნეულად ჰკითხა ესთერმა.
– ცოტათი, – ღიმილით უპასუხა კალგარიმ.
დაბნეულმა ქალიშვილმა თვალები ააფახულა და თვითონაც გა-
იღიმა.
– მგონი, კვლავ ყველაფერს ვაბუქებ, – გამოტყდა ის.
‒ ვფიქრობ, ეგ ჩვეულება უფროა, – უთხრა კალგარიმ.
– ამიტომაც ვფიქრობდი, რომ სცენაზე კარგად ვითამაშებდი,
მაგრამ ცუდი მსახიობი გამოვდექი, ძალიან ცუდი.
– ჩემი აზრით, დრამა არც ცხოვრებაში გაკლიათ, – თქვა კალგა-
რიმ, – ახლა ტაქსიში ჩაგსვამთ და „კერტისში“ წადით, დაივარ-
ცხნეთ, დაიბანეთ, მოწესრიგდით. ბარგი თუ გაქვთ?
– დიახ, აუცილებელი ნივთები წამოვიღე.
– ჩინებულია, – კალგარიმ კვლავ გაიღიმა, – ნუ ღელავთ, ეს-
თერ. რამეს მოვიფიქრებთ.

199
თავი XIX

– კირსტი, თქვენთან დალაპარაკება მინდა, – თქვა ფილიპმა.


– რა თქმა უნდა, ფილიპ.
კირსტენ ლინდსტრომმა საქმეს თავი მიანება – მას კალათით
სუფთა თეთრეული მოეტანა და კომოდის უჯრებში აწყობდა.
– საუბარი აქ მომხდარ მოვლენებს შეეხება, – განაგრძო ფილიპ-
მა, – წინააღმდეგი ხომ არა ხართ?
– ვფიქრობ, ისედაც ბევრს საუბრობენ ამაზე, – მიუგო კირსტენ-
მა.
– და მაინც, ურიგო არ იქნება, თუ რაღაც საერთო აზრამდე მი-
ვალთ. ხომ იცით, რა ხდება ახლა?
– ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, – თქვა კირ-
სტენმა.
– თქვენი აზრით, ლეო და გვენდა მაინც დაქორწინდებიან?
– რატომაც არა?
– რამდენიმე მიზეზით, – თქვა ფილიპმა, – ჯერ ერთი, ლეო ჭკვი-
ანი კაცია და, ალბათ, ხვდება, რომ მათი ქორწინება პოლიციას იმას
მისცემს, რაც იქ ძალიან უნდათ – მისი მეუღლის მკვლელობის და-
მაჯერებელ მოტივს. ან სხვა ვარიანტი: ლეო ეჭვობს, რომ რეიჩელი
გვენდამ მოკლა. მგრძნობიარე კაცია და არ უნდა მეორე ცოლად ის
ქალი მოიყვანოს, რომელმაც მისი პირველი ცოლი მოკლა. აბა, რას
იტყვით?
‒ არაფერს, – მიუგო კირსტენმა, – რა უნდა ვთქვა?
– არ გინდათ თქვენს კარტს ვინმემ თვალი მოჰკრას? ასეა, კირ-
სტი?
– თქვენი არ მესმის,
– კირსტენ, ვის აფარებთ ხელს?
– არავისაც არ ვაფარებ, როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ,
მგონია, რომ ნაკლები ლაპარაკია საჭირო. იმასაც ვფიქრობ, რომ

200
ამ სახლში სტუმრად დიდხანს ყოფნა არ ღირს. ეს კარგს არაფერს
მოიტანს. ასე რომ, ფილიპ, დროა, მეუღლესთან ერთად შინ დაბრუ-
ნდეთ.
– მართლა? რატომ?
– იმიტომ, რომ შეკითხვებს სვამთ, – მიუგო კირსტენმა, – რაღა-
ცის გარკვევას ცდილობთ. თქვენს ცოლს კი არ უნდა, რომ ამას აკე-
თებდეთ. ის თქვენზე ჭკვიანია. შესაძლოა, ისეთ რამეს მიაგნოთ, რი-
სი პოვნაც არ გინდოდათ, ან თქვენს მეუღლეს არ სურდეს, რომ აღ-
მოაჩინოთ. გიჯობთ, სახლში წახვიდეთ, ფილიპ, თანაც სწრაფად.
– არ მინდა, – ჭირვეული ბავშვივით თქვა ფილიპმა.
– ასე ლაპარაკი პატარებს სჩვევიათ, – უთხრა კირსტენმა, – ამ-
ბობენ, რომ ეს არ უნდათ, ის არ უნდათ, მაგრამ მათ, ვინც მეტი იცის
ცხოვრებაზე, ვინც უკეთ ხედავს, რა ხდება, ისინი უნდა დაიყოლიონ
და ის გააკეთებინონ, რაც არ უნდათ.
– ამას ეძახით დაყოლიებას? – ფილიპმა ჩაიცინა, – ჩემი აზრით,
ეს ბრძანებაა.
– არა, არ გიბრძანებთ. ეს რჩევაა, – კირსტენმა ამოიოხრა, –
ყველას ამას ვურჩევ. მიკი თავის სამუშაოს უნდა დაუბრუნდეს, რო-
გორც ტინა დაბრუნდა თავის ბიბლიოთეკაში. მიხარია, რომ ესთერი
წავიდა. ის იქ უნდა იყოს, რაც წარსულს აღარ გაახსენებს.
– ამაში გეთანხმებით, – თქვა ფილიპმა, – ესთერთან დაკავში-
რებით მართალი ხართ, მაგრამ საკუთარ თავზე რას იტყვით, კირ-
სტენ? თქვენც უნდა წახვიდეთ?
– დიახ, – კირსტენმა ამოიოხრა, – უნდა წავიდე.
– მერედა, რატომ არ მიდიხართ?
– თქვენ ამას ვერ გაიგებთ. ჩემთვის უკვე დაგვიანებულია წას-
ვლა.
ფილიპმა ჩაფიქრებით შეხედა და უთხრა
– აქ ბევრი ვარიაციაა. ვარიაციები ერთ თემაზე. ლეო ფიქრობს,
რომ ეს გვენდამ ჩაიდინა. გვენდას აზრით, დამნაშავე ლეოა, ტინამ

201
რაღაც იცის, რაც იმის საფუძველს აძლევს, რომ ვიღაცაზე ეჭვი მი-
იტანოს. მიკიმ იცის, ეს ვისი ნამოქმედარია, თუმცა მისთვის სულერ-
თია. მერი თვლის, რომ ეს ესთერია, – ის მცირე ხნით გაჩუმდა, –
მაგრამ თემა ამ ვარიაციებით არ ამოიწურება. კირსტი, მე და თქვენ
მშვენივრად ვიცით, ეს ვინც ჩაიდინა. ასე არაა?
ქალმა მას შეშინებული მზერა მიაპყრო.
‒ ასეც ვიცოდი, – საზეიმო კილოთი განაცხადა ფილიპმა.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა კირსტენმა, – რისი თქმა გსურთ?
– არა, მე არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინა, – თქვა ფილიპმა, – თქვენგან
განსხვავებით. თქვენ არა მარტო ფიქრობთ, რომ იცით, ვინ არის
დამნაშავე, არამედ მართლა იცით. ასეა, არა?
კირსტენი მტკიცე ნაბიჯებით გაემართა კარისკენ, გამოაღო, შემ-
დეგ შემოტრიალდა და თქვა:
– უხეშად გამომივა, მაგრამ მაინც გეტყვით – თქვენ სულელი
ხართ, ფილიპ. ის, რის გაკეთებასაც ცდილობთ, სახიფათოა. თქვენ
იცით, რა არის საფრთხე. მფრინავი იყავით და იქ, ცაში, სიკვდილის-
თვის თვალებში არაერთხელ ჩაგიხედავთ. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ
თუ სიმართლეს მიუახლოვდებით, ისეთივე საფრთხის წინაშე აღ-
მოჩნდებით, როგორც მაშინ, ომის დროს?
– და თქვენ, კირსტი? თუკი სიმართლე იცით, თქვენ არ გემუქრე-
ბათ საფრთხე?
– მე შემიძლია ჩემს თავზე ზრუნვა, – პირქუშად თქვა კირსტენმა,
– ამას როგორღაც მოვახერხებ. თქვენ კი, ფილიპ, ინვალიდის სა-
ვარძლით გადაადგილდებით და უმწეო ხართ. დაფიქრდით ამაზე!
გარდა ამისა, – დაამატა მან, – ჩემს მოსაზრებებს ხმამაღლა არ გა-
მოვთქვამ. იმითაც კმაყოფილი ვიქნები, თუ ყველაფერი ისე დარჩე-
ბა, როგორც არის, ვინაიდან გულწრფელად ვფიქრობ, რომ ყველას-
თვის ასე ჯობია. ყველანი რომ წავიდნენ და თავ-თავიანთ საქმეს მი-
ხედონ, აღარც პრობლემა იარსებებს. თუ მკითხავენ, კვლავაც ვიტ-
ყვი, რომ, ჩემი აზრით, ეს ჯეკომ ჩაიდინა,
– ჯეკომ? – გაოცებული ფილიპი ქალს მიაშტერდა.

202
– რატომაც არა? ჯეკო ჭკვიანი იყო. მას შეეძლო ყველაფერი ისე
დაეგეგმა, რომ თვითონ საფრთხე არ დამუქრებოდა. ასე ჯერ კიდევ
ბავშვობაში იქცეოდა. ბოლოს და ბოლოს, ყალბ ალიბის გაიმზადებ-
და. განა ეს ყოველდღე არ ხდება ჩვენს დროში?
– ამ ალიბის ვერ გააყალბებდა. დოქტორი კალგარი...
– დოქტორი კალგარი, დოქტორი კალგარი, – მოუთმენლად
თქვა კირსტენმა, – ვინაიდან ცნობილი პიროვნებაა, მის სახელს ისე
წარმოთქვამთ, თითქოს ღმერთი იყოს! მაგრამ, აი, რას გეტყვით:
როდესაც ადამიანს ტვინის შერყევა ემართება, მისი მოგონებები შე-
საძლოა დამახინჯდეს და მას სრულიად სხვა დღე, სხვა დრო და სხვა
ადგილი ახსოვდეს!
ფილიპს თავი გვერდზე გადაეხარა და ისე უსმენდა.
– მაშასადამე, ეს არის თქვენი ვერსია, – თქვა მან, – და მას ემ-
ხრობით. ღირსეული მცდელობაა, მაგრამ ამის თვითონაც არ გჯე-
რათ. ხომ ასეა, კირსტი?
– მე გაგაფრთხილეთ, – მიუგო ქალმა, – მეტს ვერაფერს გავაკე-
თებ.
ის ოთახიდან გავიდა, თუმცა მაშინვე შემოყო თავი კარში და ჩვე-
ული საქმიანი კილოთი თქვა:
– მერის გადაეცით, რომ მისი სუფთა თეთრეული კომოდის მე-
ორე უჯრაშია.
ფილიპს გაეღიმა ასეთ უეცარ ცვლილებაზე, თუმცა ღიმილი მა-
ლევე გაუქრა...
გრძნობდა, რომ მღელვარება ემატებოდა. ისეთი განცდა ჰქონ-
და, რომ მიზანთან ახლოს იდგა. მისმა ექსპერიმენტმა კირსტენთან
დამაკმაყოფილებლად ჩაიარა, თუმცა ეჭვი ეპარებოდა, რომ ქა-
ლისგან მეტს გაიგებდა. აღიზიანებდა მისი ზრუნვა. მართალია, ხე-
იბარი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ თავს ვერ დაიცავდა. თვი-
თონაც ფრთხილობდა და მერიც მუდამ ცდილობდა, მარტო არ და-
ეტოვებინა.

203
მაგიდიდან ფურცელი აიღო და წერას შეუდგა. მოკლე შენიშვნე-
ბი, სახელები, კითხვის ნიშნები... გამოძიების სუსტი ადგილები...
უეცრად თავი დააქნია და დაწერა: „ტინა“ –დაწერა და ჩაფიქ-
რდა...
შემდეგ კიდევ ერთი ფურცელი აიღო.
როდესაც მერი შემოვიდა, თავი არ აუწევია.
– რას აკეთებ, ფილიპ?
– წერილს ვწერ.
– ვის? ესთერს?
– ესთერს? არა. ისიც კი არ ვიცი, სად გაჩერდა. ახლახან კირსტიმ
მისგან ღია ბარათი მიიღო, რომელზეც მხოლოდ „ლონდონი“ წე-
რია, მეტი არაფერი, – ფილიპს ჩაეცინა, – პოლი, მგონი, ეჭვიანობ.
ასეა?
ქალი მას ცისფერი, ცივი თვალებით მისჩერებოდა.
– შესაძლოა.
კაცმა უხერხულობა იგრძნო.
– ვის სწერ? – ჰკითხა ცოლმა და მიუახლოვდა.
– პროკურორს, – მხიარულად მიუგო ფილიპმა, თუმცა ბრაზი მო-
აწვა. ნუთუ წერილის დაწერაც არ შეეძლო ისე, რომ ანგარიში არ ჩა-
ებარებინა?
შემდეგ მერის სახეს მოჰკრა თვალი და შეებრალა.
– გეხუმრე, პოლი. ტინას ვწერ.
– ტინას? რატომ?
– ტინა ჩემი შეტევის მომდევნო ობიექტია. სად მიდიხარ, პოლი?
– სააბაზანოში, – უთხრა მერიმ და ოთახიდან გავიდა.
ფილიპს ჩაეცინა. სააბაზანოში, როგორც მკვლელობის ღამეს...
ამ საკითხზე მათი საუბარი გაახსენდა და კვლავ გაეცინა.

204
***

– მიდი, შვილო, – თქვა სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა, – მოვისმი-


ნოთ, რა გაქვს სათქმელი.
მასტერ სირილ გრინმა ღრმად ჩაისუნთქა, თუმცა სანამ რამეს
იტყოდა, დედამ დაასწრო:
– მისტერ ჰიუიშ, მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე. მოგეხსენე-
ბათ ბავშვების ამბავი. მხოლოდ კოსმოსურ ხომალდებსა და მისთა-
ნებზე საუბრობენ. მოდის სახლში და მეუბნება: „დედა, თანამგზავრი
დავინახე. მიწაზე დაეშვა“. მანამდე მფრინავ თეფშებს ახსენებდა.
ყოველთვის რაღაცას იგონებდა.
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა ამოიხვნეშა – რა კარგი იქნებოდა,
დედებს რომ არ დაეჟინებინათ, შვილების გვერდით ვიდგებითო, და
მათ ნაცვლად არ ელაპარაკათ.
– მიდი, სირილ, – თქვა მან, – მაშასადამე, სახლში მიხვედი და
დედას უთხარი, რომ რუსული თანამგზავრი თუ რაღაც ამგვარი და-
ინახე. ასეა, ხომ?
– მაშინ არაფერი ვიცოდი, – მიუგო სირილმა, – პატარა ვიყავი.
ეს ორი წლის წინათ მოხდა. ცხადია, ახლა უკეთ ვიცი.
– ეს ცეროდენა მანქანები, „ბაბლები“, იმ დროს სიახლე იყო, –
თქვა დედამისმა, – ჩვენს რაიონში არავის ჰყავდა. ამიტომ, როცა
ბავშვმა ის დაინახა, თანაც ხასხასა წითელი, ვერ წარმოიდგინა,
რომ ჩვეულებრივი მსუბუქი მანქანა იყო. მეორე დღეს მისის არგაი-
ლის მკვლელობის ამბავი გავრცელდა. სირილი, მოდის და მეუბნე-
ბა: „ეს იმ რუსების გაკეთებულია, რომლებიც თანამგზავრით მოფ-
რინდნენ. მათ, ალბათ, იმ სახლში შეაღწიეს და ქალი მოკლეს“. ვუთ-
ხარი, ნუ სულელობ-მეთქი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მისტერ
არგაილის ვაჟი დააპატიმრეს.
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა კვლავ მოთმინებით მიმართა ბიჭს:
– როგორც ვიცი, ეს საღამოს მოხდა. არ გახსოვს, რომელი სა-
ათი იყო?

205
– ჩაი რომ დავლიე, – თქვა სირილმა, რომელიც მძიმედ სუნ-
თქავდა, გონებას ძაბავდა და გახსენებას ცდილობდა, – დედა ქალ-
თა ინსტიტუტში იყო. სასეირნოდ გავედი... ბავშვებთან ერთად გზაზე
ვთამაშობდი, იქ, სადაც შესახვევია ახალ ქუჩაზე.
– საინტერესოა, რას აკეთებდით იქ? – მკაცრად ჰკითხა დედამ.
კონსტებლმა გუდმა, რომელმაც ძვირფასი მოწმე განყოფილება-
ში მოიყვანა, ჩარევა გადაწყვიტა. მან იცოდა, რას აკეთებდნენ სირი-
ლი და მისი მეგობრები ახალ ქუჩაზე. რამდენიმე სახლის მეპატრო-
ნე წუწუნებდა და პოლიციაში ჩიოდა, რომ მათი ბაღებიდან ქრიზან-
თემები იკარგებოდა. ისიც იცოდა, რომ ზოგიერთი უსინდისო ფარუ-
ლად აქეზებდა ყმაწვილებს, მათთვის ყვავილები მიეტანათ, რომ-
ლებსაც შემდეგ ბაზარში ყიდდნენ. კონსტებლი გუდი მიხვდა, რომ
ახლა სამართალდარღვევის ძველ საქმეებში ქექვის დრო არ იყო,
ამიტომ დამრიგებლურად თვქვა:
– მისის გრინ, მოგეხსენებათ ბიჭების ამბავი. ყოველთვის მიაგ-
ნებენ რამეს ცელქობის ჟინის დასაკმაყოფილებლად.
– დიახ, – დაეთანხმა სირილი, – ჩვენ, უბრალოდ, ვთამაშობ-
დით. სწორედ მაშინ დავინახე ის. „ოჰო, – ვთქვი მე, – ეს რა არის?“
ცხადია, ახლა ვიცი – სულელი ბავშვი აღარ ვარ. ეს ერთ-ერთი „ბაბ-
ლი“ იყო, ხასხასა წითელი.
– რომელი საათი? – მოთმინებით ჰკითხა სუპერინტენდანტმა
ჰიუიშმა.
– ე-ე... უკვე გითხარით, რომ ჩაი დავლიე, შემდეგ ბავშვები იქ წა-
ვედით და ვთამაშობდით. გავიგონე, როგორ დარეკა საათმა და გა-
ვიფიქრე: „უჰ! დედა მოვიდოდა. არ გაბრაზდეს, რომ არ დავხვდები“
და მაშინვე სახლისკენ გავიქეცი. დედას ვუთხარი, რომ დავინახე,
როგორ დაეშვა რუსების თანამგზავრი. მითხრა, იტყუებიო, არადა,
არ ვიტყუებოდი. ახლა, ცხადია, ყველაფერი ვიცი, მაშინ კი პატარა
ვიყავი, ხომ გესმით? სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა მიუგო, რომ ესმო-
და. მან კიდევ რამდენიმე შეკითხვა დასვა და მისის გრინი და მისი
შვილი გაუშვა. კონსტებლი გუდი ჰიუიშის კაბინეტში შეყოვნდა და

206
უფროსს იმ უმცროსი ჩინოსნის კმაყოფილი სახით შეხედა, რომელ-
მაც საზრიანობა გამოიჩინა და იმედი ჰქონდა, ეს დაუფასდებოდა.
– ეს ბიჭი ამბობდა, რომ მისის არგაილი რუსებმა მოკლეს, –
თქვა მან, – გავიგე თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, იქნებ ეს მნიშვნე-
ლოვანი იყოს-მეთქი.
– მნიშვნელოვანია, – დაუდასტურა სუპერინტენდანტმა, – მის
ტინა არგაილს წითელი „ბაბლი“ ჰყავს. როგორც ჩანს, კიდევ მომი-
წევს მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმა.

***

– მისის არგაილ, იმ საღამოს იქ იყავით?


ტინამ სუპერინტენდანტს შეხედა. ხელები მშვიდად დაეწყო მუხ-
ლებზე, შავ თვალებს არ ახამხამებდა, მღელვარების ნასახი არ ეტ-
ყობოდა.
– მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, – თქვა მან, – არ მახსოვს.
– იქ თქვენი მანქანა დაინახეს, – უთხრა ჰიუიშმა, – ასე იყო?
– მართლა?
– ყურადღება მოიკრიბეთ, მის არგაილ. როდესაც გთხოვეთ მო-
გეყოლათ, როგორ გაატარეთ ის საღამო, გვითხარით, რომ შინ წახ-
ვედით და გარეთ აღარ გამოსულხართ. ვახშამი მოიმზადეთ და გრა-
მოფონს უსმენდით. მაგრამ ეს სიმართლე არაა. შვიდი საათისთვის
თქვენი მანქანა „სანი ფოინთის“" მახლობლად გზაზე ნახეს. რას აკე-
თებდით იქ?
ქალიშვილმა არ უპასუხა. ჰიუიში ერთხანს დაელოდა, შემდეგ კი
ჰკითხა:
– სახლში შეხვედით, მის არგაილ?
– არა, – მიუგო ტინამ.
– მაგრამ მის სიახლოვეს იყავით?
– თქვენ ამბობთ, რომ ვიყავი.

207
– მთავარი ის არაა, რომ მე ვამბობ. მტკიცებულებები გვაქვს,
რომ იქ იყავით.
ტინამ ამოიოხრა.
– დიახ, – თქვა მან, – იმ საღამოს მანქანით იქით გავემართე.
– მაგრამ აცხადებთ, რომ სახლში არ შესულხართ?
– დიახ, სახლში არ შევსულვარ.
– რას აკეთებდით?
– უკან, რედმინში დავბრუნდი. როგორც გითხარით, ვახშამი მო-
ვიმზადე და ფირფიტებს ვუსმენდი.
– რატომ გაემგზავრეთ იქ, თუკი სახლში არ შეხვედით?
– გადავიფიქრე, – თქვა ტინამ.
– რამ გადაგაფიქრებინათ, მის არგაილ?
– როდესაც იქ მივედი, შესვლა აღარ მომინდა.
– იმიტომ, რომ რამე დაინახეთ ან გაიგონეთ?
ქალიშვილმა არ უპასუხა.
– მომისმინეთ, მის არგაილ. იმ საღამოს დედათქვენი მოკლეს.
შვიდსა და რვის ნახევარს შორის. თქვენ იქ იყავით, თქვენი ავტო-
მობილიც იქ იყო შვიდი საათისთვის. არ ვიცით, რამდენ ხანს იდგა
იქ. შესაძლოა დიდხანს. შეგეძლოთ სახლში შესულიყავით... რო-
გორც ვიცი, გასაღები გაქვთ.
– დიახ, მაქვს, – თქვა ტინამ.
– შესაძლოა სახლში შეხვედით. შესაძლოა დედათქვენის კაბი-
ნეტშიც და დაინახეთ, რომ მკვდარი იყო, ან შესაძლოა...
ტინამ თავი ასწია.
– ან შესაძლოა მე მოვკალი? ამის თქმა გსურთ, სუპერინტენდან-
ტო ჰიუიშ?
– ეს ერთ-ერთი ვარიანტია, – თქვა ჰიუიშმა, – მაგრამ, ვფიქრობ,
მის არგაილ, უფრო სავარაუდოა, რომ ის სხვამ მოკლა. თუ ასეა, ჩე-
მი აზრით, იცით ან ძალზე საფუძვლიანი ეჭვი გაქვთ, თუ ვინ არის
მკვლელი.
– სახლში არ შევსულვარ, – შეახსენა ტინამ.

208
– მაშასადამე, რაღაც დაინახეთ ან გაიგონეთ. დაინახეთ, რომ
ვიღაც შედიოდა ან გამოდიოდა. ის, ვისი ყოფნის შესახებაც არავინ
იცოდა. იქნებ ეს თქვენი ძმა მაიკლი იყო, მის არგაილ?
– მე არავინ დამინახავს, – თქვა ტინამ.
– მაგრამ რაღაც გაიგონეთ? – ჰკითხა ჰიუიშმა, – რა გაიგონეთ,
მის არგაილ?
– უკვე გითხარით, – მიუგო ტინამ, – უბრალოდ, გადავიფიქრე.
‒ მაპატიეთ, მის არგაილ, მაგრამ არ მჯერა. თქვენ რედმინიდან
ოჯახის სანახავად ჩამოხვედით. რატომ უნდა გამგზავრებულიყავით
უკან მათ უნახავად? ამისკენ რაღაცამ გიბიძგათ. მაშასადამე, ან რა-
მე უნდა დაგენახათ, ან გაგეგონათ, – ჰიუიში წინ გადაიხარა, – მის
არგაილ, ვფიქრობ, იცით, ვინ მოკლა დედათქვენი.
ტინამ ნელა გადააქნია თავი.
– მაგრამ რაღაც იცით, რისი თქმაც ჩვენთვის არ გინდათ. დაფიქ-
რდით, მის არგაილ, კარგად დაფიქრდით. ხვდებით, რა დღეში აგ-
დებთ თქვენს ახლობლებს? ნუთუ გინდათ, რომ ყველა მათგანი ეჭ-
ვმიტანილი იყოს? სწორედ ასე იქნება, თუ სიმართლეს ვერ დავად-
გენთ. დედათქვენის მკვლელი, ვინც უნდა იყოს ის, არ იმსახურებს
ხელის დაფარებას. თქვენ ვიღაცას იცავთ, არა?
სუპერინტენდანტი კვლავ ქალიშვილის შავ თვალებსა და შე-
უვალ მზერას წააწყდა.
– მე არაფერი ვიცი, – თქვა ტინამ, – არაფერი გამიგონია, არა-
ფერი დამინახავს. უბრალოდ... გადავიფიქრე.

209
თავი XX

კალგარი და ჰიუიში ერთმანეთს შეჰყურებდნენ. კალგარის მო-


ეჩვენა, რომ ერთ-ერთ ყველაზე პირქუშ და დათრგუნვილ კაცს ხე-
დავდა, რომელიც ოდესმე ენახა. ისეთი იმედგაცრუებული ჩანდა,
რომ კალგარიმ უნებურად გაიფიქრა, ალბათ, სუპერინტენდანტ ჰიუ-
იშის კარიერა მარცხის გრძელი მწკრივისგან შედგებაო. წარმოიდ-
გინეთ მისი გაოცება, როცა მოგვიანებით შეიტყო, რომ სუპერინტენ-
დანტ ჰიუიშს მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის მიეღწია.
ჰიუიშმა კი ხედავდა გამხდარ, ნაადრევად გაჭაღარავებულ მამა-
კაცს ოდნავ მოხრილი მხრებით, მგრძნობიარე სახითა და საოცრად
მიმზიდველი ღიმილით.
– ვშიშობ, არ იცით, ვინ ვარ, – უთხრა კალგარიმ.
‒ ოჰ, ჩვენ ყველაფერი ვიცით თქვენზე, დოქტორო კალგარი.
თქვენ ის ჯოკერი ხართ, რომელმაც მთელი თამაში არია არგაილე-
ბის საქმეში, – მიუგო ჰიუიშმა და სახეზე მოულოდნელად ღიმილი
გადაეფინა.
– თუ ასეა, თქვენი კეთილგანწყობის იმედი არ უნდა მქონდეს, –
თქვა კალგარიმ.
– ეს ჩვეულებრივი ამბავია, – თქვა სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა,
– ყველაფერი თითქოს ისეთი ცხადი იყო, რომ ვერავის გავკიცხავთ,
ვინც ასე ფიქრობდა. ასეთი შემთხვევები ხდება. როგორც ჩემი მო-
ხუცი დედა ამბობდა, ისინი ჩვენს გამოსაცდელადაა გამოგზავნილი.
თქვენზე არ ვბრაზობთ, დოქტორო კალგარი. ბოლოს და ბოლოს,
მთავარი სამართლიანობაა, არა?
– მე ყოველთვის მჯეროდა ამის და მომავალშიც ასე იქნება, –
თქვა კალგარიმ და ხმადაბლა დაამატა, – „არავის ვეტყვით უარს
მართლმსაჯულებაზე",
– „თავისუფლების დიდი ქარტია“, – ჩაილაპარაკა სუპერინტენ-
დანტმა ჰიუიშმა.

210
‒ დიახ, – დაუდასტურა კალგარიმ, – ის ჩემთან საუბრისას მის
ტინა არგაილმა გაიხსენა.
სუპერინტენდანტმა ჰიუიშმა წარბები ასწია.
– მართლა? არ ველოდი. უნდა გითხრათ, რომ ეს ახალგაზრდა
ლედი არცთუ აქტიურად გვეხმარებოდა მართლმსაჯულების ბორ-
ბლების დატრიალებაში.
– ამას რატომ ამბობთ?
– გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ინფორმაციის დამალვა იყო,
– თქვა ჰიუიშმა, – ამას წყალი არ გაუვა.
– რატომ დამალა? – ჰკითხა კალგარიმ.
– ეს ხომ ოჯახური საქმეა, – მიუგო ჰიუიშმა, – ერთმანეთს იცა-
ვენ. თქვენ რატომ გინდოდათ ჩემი ნახვა?
– ინფორმაცია მჭირდება, – უთხრა კალგარიმ.
– არგაილის საქმეზე?
– დიახ. ვხვდები, შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ იმ საქმეში ვერევი,
რომელიც მე არ მეხება...
– მაგრამ, გარკვეულწილად, გეხებათ, არა?
– მიხარია, რომ ასე ფიქრობთ. დიახ. პასუხისმგებლობას
ვგრძნობ, ვინაიდან ადამიანებს უსიამოვნება მოვუტანე.
– როგორც ფრანგები ამბობენ, კვერცხის გაუტეხავად ომლეტს
ვერ მოამზადებ, – თქვა ჰიუიშმა.
– მინდა რაღაც შევიტყო, – თქვა კალგარიმ.
– კერძოდ?
– მეტი ინფორმაცია მჭირდება ჯეკო არგაილზე.
– ჯეკო არგაილზე. ამის გაგონებას ნამდვილად არ ველოდი.
– ვიცი, რომ ცუდი წარსული ჰქონდა, – თქვა კალგარიმ, – დეტა-
ლების გაგება მინდა.
– ეგ იოლია, – მიუგო ჰიუიშმა, – მას ორჯერ მიუსაჯეს პირობითი
სასჯელი. კიდევ ერთ შემთხვევაში, სხვისი ფულის გაფლანგვის გა-
მო, იმან გადაარჩინა, რომ დროულად მოიტანა მითვისებული თახ-
ნხა.

211
– მოკლედ, იმედისმომცემი ახალგაზრდა დამნაშავე?
– დიახ, სერ, – დაეთანხმა ჰიუიში, – მკვლელი არ ყოფილა, რო-
გორც თქვენ დაგვიმტკიცეთ, თუმცა ბევრი ცუდის გაკეთება მოასწ-
რო. უნდა ითქვას, დიდი გაქანებით არ გამოირჩეოდა. მსხვილი
თაღლითობისთვის არც ჭკუა ჰყოფნიდა და არც გამბედაობა. მას
წვრილმან დამნაშავეს ვუწოდებდი. სალაროდან მცირე თანხის აღე-
ბა, ქალებისგან ფულის დაცინცვლა...
– და ამას ჩინებულად ახერხებდა, – თქვა კალგარიმ, – ქალების-
გან ფულის დაცინცვლას ვგულისხმობ.
– ეს ძალზე კარგი და უსაფრთხო საქმეა, – განაცხადა სუპერინ-
ტენდანტმა ჰიუიშმა, – ქალების გულს ადვილად იპყრობდა. ჩვე-
ულებრივ, საშუალო ასაკის ან ხანში შესულებს ირჩევდა. ვერ წარ-
მოიდგენთ, როგორი მიმნდობები არიან ქალები. ეს მისთვის მუდმი-
ვი შემოსავლის წყარო იყო. ქალებს აჯერებდა, რომ ისინი სიგიჟემ-
დე უყვარდა. რას არ დაიჯერებს ქალი, თუკი დაჯერება უნდა.
– შემდეგ? – ჰკითხა კალგარიმ.
ჰიუიშმა მხრები აიჩეჩა.
– ცხადია, ადრე თუ გვიან, მათ იმედი უცრუვდებოდათ. თუმცა სა-
სამართლოს არ მიმართავდნენ – არ უნდოდათ მთელი ქვეყნისთვის
ემცნოთ, რომ გაასულელეს. დიახ, ეს საკმაოდ უსაფრთხო საქმე იყ

– შანტაჟს თუ ეწეოდა? – დაინტერესდა კალგარი.


– როგორც ვიცი, არა, – მიუგო ჰიუიშმა, – თუმცა ესეც მის სტილ-
ში ჯდებოდა. არა, ასე ვთქვათ, აშკარა შანტაჟი, არამედ მინიშნება.
სულელური წერილები, დეტალები, რომლებიც ქმრებს არ უნდა გა-
ეგოთ. ცხადია, რათა ქალებს ხმა არ ამოეღოთ.
– გასაგებია, – თქვა კალგარიმ.
– სულ ეს არის, რისი გაგებაც გსურდათ? – ჰკითხა ჰიუიშმა.
– ჯერაც ვერაფრით შევხვდი არგაილების ოჯახის ერთ წევრს, –
თქვა კალგარიმ, – უფროს ქალიშვილს.
– აჰ, მისის დარანტს.

212
– მას შინ მივაკითხე, მაგრამ სახლი დაკეტილი დამხვდა. მით-
ხრეს, რომ ის და მისი ქმარი გაემგზავრნენ.
– ისინი „სანი ფოინთში" არიან,
– ჯერაც?
– დიახ. მისტერ დარანტმა ასე მოისურვა. როგორც ვხვდები,
ისიც ცდილობს საქმის გამოძიებას.
– ის ხეიბარია, არა?
– დიახ... პოლიომიელიტი... სევდიანი ამბავია. საბრალომ არ
იცის, დრო როგორ გაიყვანოს. ამიტომაც მოჰკიდა ხელი ამ საქმეს
ასე ენერგიულად. ფიქრობს, რომ კვალსაც მიაგნო.
– მერედა, მართლა ასეა?
ჰიუიშმა მხრები აიჩეჩა.
– შესაძლოა, – თქვა მან, – უნდა გითხრათ, რომ მას ჩვენზე მეტი
შესაძლებლობა აქვს – ოჯახსაც იცნობს და ინტელექტითაც და კარ-
გი ინტუიციითაც გამოირჩევა.
– თქვენი აზრით, მიაღწევს მიზანს?
– არ გამოვრიცხავ, – თქვა ჰიუიშმა, – მაგრამ რომც მიაღწიოს,
ჩვენ არაფერს გვეტყვის. ეს ოჯახის საიდუმლოდ დარჩება.
– სუპერინტენდანტო, თქვენ თუ იცით, ვინ არის დამნაშავე?
– დოქტორო კალგარი, მსგავსი შეკითხვები არ უნდა დამისვათ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ იცით?
– ცოდნა ერთია, – აუჩქარებლად თქვა ჰიუიშმა, – მაგრამ თუ
მტკიცებულებები არა გაქვთ, როგორ გამოიყენებთ ამ ცოდნას?
– და არც საჭირო მტკიცებულებების მოპოვების იმედია?
– ოჰ, მოთმინება არ გვაკლია, – განაცხადა ჰიუიშმა, – მცდელო-
ბას არ შევწყვეტთ.
‒ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან არგაილების ოჯახის წევ-
რები, თუკი თქვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება? – იკითხა
კალგარიმ და წინ გადაიხარა, – ამაზე თუ გიფიქრიათ?
– სერ, თქვენ სწორედ ეს გაწუხებთ, არა?

213
– მათ უნდა იცოდნენ, – მიუგო კალგარიმ, – რაც უნდა მოხდეს,
სიმართლე უნდა იცოდნენ.
– ხომ არ გგონიათ, რომ მათ ისედაც იციან?
კალგარიმ თავი გადააქნია.
– არა, არ იციან, – თქვა აუჩქარებლად, – და ეს ტრაგედიაა.

***
– ო-ო, – თქვა მორინ კლეგმა, – კვლავ თქვენ.
– ძალიან, ძალიან ვწუხვარ, რომ გაწუხებთ, – უთხრა კალგარიმ.
– ოჰ, სულაც არ მაწუხებთ. შემოდით. დღეს ვისვენებ.
კალგარიმ ეს უკვე იცოდა. სწორედ ამიტომ მოვიდა აქ.
– ჯო წუთი წუთზე მოვა, – ამცნო მორინმა, – მგონი, გაზეთები ჯე-
კოზე აღარ წერენ. აი, მას შემდეგ, რაც შეიწყალეს, პარლამენტში კი
შეკითხვა გაგზავნეს და გამოაცხადეს, რომ დედა მას ნამდვილად არ
მოუკლავს. მაგრამ რას აკეთებს პოლიცია და ვინ არის მკვლელი,
ამაზე არაფერი ისმის. ვერაფერი გაარკვიეს?
– თქვენ კვლავაც არა გაქვთ რამე იდეა?
– არა, არავითარი, – თქვა მორინმა, – თუმცა არ გამიკვირდება,
თუ ეს ჯეკოს ძმა აღმოჩნდება. ძალზე უცნაური და პირქუში ახალგაზ-
რდაა. ჯო ზოგჯერ ხედავს, როგორ დაატარებს ხალხს მანქანით. ის
„Bence Group“-ში მუშაობს. თვალადი ბიჭია, მაგრამ, ჩემი აზრით,
ძალზე პირქუში. ჯომ ყური მოჰკრა, რომ ირანში თუ სადღაც აპირებს
გამგზავრებას, ეს კი, ვფიქრობ, საეჭვოა, არა?
– საეჭვოს რა ხედავთ, მისის კლეგ?
– ეს ხომ ერთ-ერთი ადგილია, სადაც პოლიცია ვერ მისწვდება,
არა?
– თქვენი აზრით, გარბის?
– შესაძლოა გრძნობს, რომ ასე უნდა მოიქცეს.
– მგონი, ხალხი მართლა ასე ამბობს, – თქვა ართურ კალგარიმ.
– მათ ოჯახზე ბევრი ჭორი დადის, – შენიშნა მორინმა, – იმასაც
ამბობენ, რომ ქმარი და მდივანი ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ

214
ქმარს რომ ცოლის მოცილება ნდომოდა, ჩემი აზრით, მოწამლავდა.
ქმრები ასე ხშირად იქცევიან. ხომ მართალია?
– მისის კლეგ, როგორც ვხედავ, ჩემზე მეტი ფილმი გინახავთ.
– არა, ეკრანს საერთოდ არ ვუყურებ, – თქვა მორინმა, – როდე-
საც კინოთეატრში მუშაობ, ფილმები ყელში გაქვს ამოსული. აი, ჯოც
მოვიდა.
კალგარის დანახვა ჯო კლეგსაც გაუკვირდა, უკმაყოფილებაც კი
დაეტყო. მათ ცოტა ხანს ილაპარაკეს, ბოლოს კი კალგარი თავისი
ვიზიტის მიზანს მიადგა.
‒ ერთი ადამიანის გვარსა და მისამართს ხომ ვერ მეტყვით? –
თქვა მან.
მცირე ხნის შემდეგ კალგარიმ აკურატულად ჩაწერა ბლოკნოტ-
ში ერთიც და მეორეც.

***

„დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნება, – გაიფიქრა მან, –


ზორბა, მოუქნელი ქალია, რომელიც სილამაზით არასდროს გამო-
ირჩეოდა. სამაგიეროდ, თვალები აქვს ლამაზი – თაფლისფერი და
კეთილი“.
– დოქტორო კალგარი... – ქალი შეყოყმანდა, ცოტათი კიდეც
შეშფოთდა, – მე... არც კი ვიცი, რა გითხრათ...
კალგარი წინ გადაიხარა, რათა ეჭვი გაეფანტა, დაემშვიდებინა,
თანაგრძნობით გაემხნევებინა.
– ეს დიდი ხნის წინათ იყო, – განაგრძო ქალმა, – ეს... მე... მარ-
თლა არ მინდა გახსენება... იმ ამბის.
– მესმის თქვენი, – უთხრა კალგარიმ, – გარწმუნებთ, ეს არ გახ-
მაურდება. პირობას გაძლევთ.
– მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ წიგნის დაწერას აპირებთ ამაზე?

215
– მხოლოდ ქალის განსაზღვრული ტიპის აღწერას, – დააზუსტა
კალგარიმ, – რაც ძალზე საინტერესოა მედიცინისა და ფსიქოლო-
გიის კუთხით. არავითარი სახელი. უბრალოდ, მისტერ , მისის და ასე
შემდეგ...
– თქვენ ანტარქტიკაში იყავით, არა? – მოულოდნელად ჰკითხა
ქალმა.
კალგარი თემის ასეთმა უეცარმა შეცვლამ გააოცა.
– დიახ, – მიუგო მან, – დიახ, ჰეის ბენტლის ექსპედიციაში.
ქალი წამოწითლდა. წლები მოაკლდა. წამით კალგარიმ მასში
ახალგაზრდა ქალი დაინახა, ისეთი, როგორიც ერთ დროს იყო.
– წამიკითხავს ამ ექსპედიციაზე... ყოველთვის მიზიდავდა ყვე-
ლაფერი, რაც პოლუსებს უკავშირდება. პირველი, ვინც იქ მივიდა,
ნორვეგიელი ამუნდსენი იყო, არა? ვფიქრობ, პოლუსები გაცილე-
ბით საინტერესოა, ვიდრე ევერესტი, თანამგზავრები, გაფრენა
მთვარეზე და მისთანები.
კალგარიმ ქალის კეთილგანწყობის მოპოვების მოულოდნელი
შესაძლებლობით ისარგებლა და ექსპედიციაზე მოყოლას შეუდგა.
გაუკვირდა მასპინძლის რომანტიკული ინტერესი პოლარული
კვლევების მიმართ. ბოლოს ქალმა ამოიოხრა და თქვა:
– რა სასიამოვნოა იმ ადამიანის მოსმენა, ვინც თვითონ იყო იქ...
მაშასადამე, გინდათ ყველაფერი იცოდეთ... ე-ე... ჯეკიზე?
– დიახ.
– და არც ჩემს სახელს გამოიყენებთ რამეში?
– ცხადია, არა. ეს უკვე გითხარით. ხომ იცით, ეს როგორ კეთდე-
ბა: მისტერ ან მისის – კონკრეტული გვარების გარეშე.
– დიახ, დიახ, წამიკითხავს ასეთი წიტნი... ვფიქრობ, ეს იყო, რო-
გორც თქვენ თქვით, პათ... პათო...
– პათოლოგიური, – შეეშველა კალგარი.
– დიახ, ჯეკი აშკარად პათოლოგიური შემთხვევა იყო. უნდა გით-
ხრათ, რომ შეეძლო ძალზე საყვარელი ყოფილიყო, – თქვა ქალმა,

216
– საოცარი. რაღაცას გეტყოდათ და მისი ყოველი სიტყვის გჯერო-
დათ.
– ალბათ, თვითონაც სჯეროდა, – თქვა კალგარიმ.
– „მე შენ დედად გერგები“, – ვეუბნებოდი მე, ის კი მპასუხობდა,
რომ ქალიშვილები არ აინტერესებდა, რომ ისინი უხეშები იყვნენ,
მას კი გამოცდილი და მოწიფული ქალები იტაცებდნენ.
– ძალიან უყვარდით? – ჰკითხა კალგარიმ.
– ასე ამბობდა. ჩანდა, რომ ასეც იყო... – ქალს ტუჩები აუცახცახ-
და, – თვითონ კი, ალბათ, მხოლოდ ფულზე ფიქრობდა.
– არა, რატომ? – მიუგო კალგარიმ, რომელიც ცდილობდა სიმარ-
თლე ეთქვა, – შესაძლოა, მართლა გულწრფელად გაიტაცეთ, ოღო-
ნდ... უბრალოდ, ბუნებით იყო ტყუილისკენ მიდრეკილი და სხვაგვა-
რად არ შეეძლო.
ქალს სევდიანი, ნაოჭებშეპარული სახე ოდნავ გაუნათდა.
– დიახ, – თქვა მან, – სასიამოვნოა ამის გაფიქრება, სანუგეშო...
ჩვენ გეგმებს ვაწყობდით: წავიდოდით საფრანგეთსა და იტალიაში,
თუკი ის, რაც ჩაიფიქრა, გამოვიდოდა. მხოლოდ მცირე კაპიტალი
სჭირდებოდა, როგორც თვითონ ამბობდა.
„ჩვეულებრივი ხერხია, – გაიფიქრა კალგარიმ, – საინტერესოა,
რამდენი უბედური ქალი წამოეგო მის ანკესზე?“
– ვერ ვხვდები, რა დამემართა, – განაგრძო ქალმა, – მისთვის
ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც კი მთხოვდა.
– ეს ბუნებრივია, – ჩაურთო კალგარიმ.
– ალბათ, მხოლოდ მე არ მომექცა ასე, – ნაღვლიანად თქვა
ქალმა.
კალგარი წამოდგა.
– მადლობელი ვარ გულწრფელობისთვის.
– ახლა კი ის მკვდარია... მაგრამ არასდროს დამავიწყდება. მისი
მაიმუნის სახე! ზოგჯერ დაღვრემილი იჯდა, იჯდა... შემდეგ კი უეც-
რად გადაიხარხარებდა. უცნაური კაცი იყო! იცით, ძალიანაც ცუდი
ადამიანი არ უნდა ყოფილიყო.

217
ქალმა კალგარის კითხვით აღსავსე თვალებით შეხედა, მაგრამ
მას პასუხი არ ჰქონდა.

218
თავი XXI

ფილიპ დარანტს არაფერი მიანიშნებდა, რომ ეს დღე სხვებისგან


განსხვავდებოდა.
მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს დღე მის მომავალს ერ-
თხელ და სამუდამოდ გადაწყვეტდა.
კარგ ხასიათზე გაეღვიძა, თავს მხნედ გრძნობდა. ფანჯარაში შე-
მოდგომის თბილი მზე ანათებდა. კირსტენმა ტელეფონით მიღებუ-
ლი შეტყობინება მოუტანა, რომელმაც ხასიათი უფრო მეტად გამოუ-
კეთა.
– დღეს ტინა ჩაიზე მოვა, – უთხრა ცოლს, როდესაც მან ლან-
გრით საუზმე მოართვა.
– მართლა? ჰო, გამახსენდა – დღეს ხომ მხოლოდ სადილობამ-
დე მუშაობს, – თქვა მერიმ, რომელსაც შეწუხებული სახე ჰქონდა.
– რამე მოხდა, პოლი?
– არაფერი.
მერიმ კვერცხს თავი მოაცილა. ამან ფილიპი გააღიზიანა
– პოლი, ხელებს ჯერაც ვამოძრავებ.
– ოჰ, ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი.
– შენი აზრით, რამდენი წლის ვარ? ექვსის?
მერი ოდნავ გაოცდა, შემდეგ მკვეთრად თქვა:
– დღეს ესთერი ბრუნდება.
– მართლა? – დაბნეულად იკითხა ფილიპმა, ვინაიდან ტინასთან
დაკავშირებულ თავის გეგმებზე ფიქრობდა. შემდეგ ცოლის გამო-
მეტყველება შეამჩნია, – პოლი, ღვთის გულისთვის, ნუთუ გგონია,
რომ იმ გოგოს მიმართ ბიწიერი ვნება მამოძრავებს?
მერი შეტრიალდა.
– ყოველთვის ამბობ, ძალზე საყვარელიაო.
– ასეცაა.. მათთვის, ვისაც ლამაზი სხეული და არამიწიერი გა-
რეგნობა მოსწონს, – თქვა ფილიპმა და ცივად დაამატა, – ვფიქრობ,
მაცდუნებლად არ გამოვდგები, არა?

219
– არადა, ალბათ, როგორ გინდა.
– პოლი, ნუ სულელობ. არ ვიცოდი, თუ ასეთი ეჭვიანი იყავი.
– შენ ჩემზე არაფერი იცი.
ფილიპმა შეპასუხება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. თავში გაუ-
ელვა, რომ, ალბათ, მართლა ძალზე ცოტა იცოდა მერიზე.
– მინდა ჩემი იყო, – უთხრა ცოლმა, – მხოლოდ ჩემი და არავინ
იყოს ამქვეყნად ჩვენ ორის გარდა.
– პოლი, მალე სალაპარაკო გამოგველეოდა.
ეს ხუმრობის კილოთი თქვა, თუმცა მოუსვენრობა იგრძნო. დი-
ლის სინათლეს ძალა მოაკლდა.
– ფილიპ, მოდი, შინ წავიდეთ, – უთხრა ცოლმა, – გთხოვ, შინ
წავიდეთ!
– ძალიან მალე წავალთ, ოღონდ ახლა არა. საქმე წინ მიიწევს.
როგორც გითხარი, ჩაიზე ტინა მოვა, – თქვა ფილიპმა და განაგრძო,
რათა ცოლის ფიქრები სხვა მიმართულებით წაეყვანა, – ტინასგან
ბევრს ველოდები.
– რას გულისხმობ?
– მან რაღაც იცის.
– მკვლელობაზე?
– ჰო.
– რა უნდა იცოდეს? ის ხომ იმ საღამოს აქ არ იყო.
– ახლა ამაში დარწმუნებული არა ვარ. შესაძლოა იყო კიდეც. სა-
ოცარია, როგორ ეხმარება ადამიანს მოულოდნელად აღმოჩენილი
წვრილმანები. მისის ნერაკოტმა, მომსვლელმა შინამოსამსახურემ,
აი, მაღალი რომ არის, რაღაც მიამბო...
– ისეთი რა გიამბო?
– სოფელში ატეხილი მითქმა-მოთქმა. მისის... გვარი არ მახ-
სოვს... თავის შვილთან, ერნისთან... არა, სირილთან, ერთად პო-
ლიციის განყოფილებაში ყოფილა. იმ დღეს, როცა საბრალო მისის
არგაილი მოკლეს, ბიჭს რაღაც დაუნახავს.
– რა დაუნახავს?

220
– ეს მისის ნერაკოტმა არ იცოდა, იმ სირილის დედას ვერ ათქმევ-
ინა, მაგრამ, პოლი, განა ეს რთული მისახვედრია? ბიჭი სასეირნოდ
თუ სათამაშოდ გავიდა და ქუჩაში რაღაც დაინახა. ორი ვარიანტია:
ეს ან მიკი უნდა ყოფილიყო, ან ტინა. ჩემი აზრით, იმ საღამოს ტინა
მოვიდა.
– თუ ასეა, კიდეც იტყოდა.
– შესაძლოა არ თქვა. ერთი მილიდანაც კი ჩანს, რომ რაღაც
იცის, მაგრამ არ ამბობს. დავუშვათ, იმ საღამოს ტინა მოვიდა, სახ-
ლში შევიდა და დაინახა, რომ დედათქვენი მოკლულია.
– და სიტყვის უთქმელად წავიდა? სისულელეა.
– შესაძლოა საამისო მიზეზი ჰქონდა. იქნებ რაღაც დაინახა ან
გაიგონა და მიხვდა, ვინ არის მკვლელი.
– მას ჯეკო დიდად არასდროს უყვარდა. დარწმუნებული ვარ, მის
დაცვას არ მოინდომებდა.
– მაშასადამე, ვიღაც სხვაზე აღეძრა ეჭვი... მოგვიანებით კი, რო-
დესაც ჯეკო დააპატიმრეს, გადაწყვიტა, რომ შეცდა და საჭიროდ არც
ჩათვალა იმის აღიარება, რომ იმ საღამოს სახლიდან გამოვიდა.
თუმცა ჩვენების შეცვლა, ბუნებრივია, აღარ შეეძლო, ახლა კი, ცხა-
დია, სრულიად სხვა ვითარებაა.
– ეს მხოლოდ შენი წარმოსახვის ნაყოფია, ფილიპ, – უთხრა გა-
ღიზიანებულმა მერიმ, – უამრავ რამეს იგონებ, რაც სიმართლე ვე-
რაფრით იქნება.
– გარწმუნებ, შესაძლოა იყოს. შევეცდები ტინას ვათქმევინო,
რაც იცის.
‒ მან არაფერი იცის. ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ მკვლელის
ვინაობა იცის?
– ასე შორს არ წავიდოდი. უბრალოდ, მან შემთხვევით დაინახა
ან გაიგონა რაღაც. სწორედ ეს უნდა გავარკვიო.
– თუ არ უნდა, არაფერს გეტყვის.
– გეთანხმები. ის ჩინებულად ახერხებს ყველაფრის დამალვას.
პოკერის მოთამაშის სახე აქვს – მასზე არაფერი იკითხება. ოღონდ

221
ტყუილის თქმა არ ეხერხება – ამაში ვერ შეგედრება. აი, როგორ ვი-
მოქმედებ: ჩემს ვარაუდს შეკითხვის სახით გავუზიარებ, რათა მხო-
ლოდ „კი“ ან „არა“ მიპასუხოს. იცი, რა მოხდება? სამიდან ერთ-ერ-
თი: თუ „კი“ მიპასუხა, ყველაფერი ცხადი იქნება. თუ „არა“ თქვა, მა-
შინ, ვინაიდან ტყუილი არ ეხერხება, მისი გამომეტყველებით მყისვე
მივხვდები, სიმართლეს ამბობს თუ არა. თუკი პასუხის გაცემას არ
მოისურვებს და შეუვალ სახეს მიიღებს, ეს, პოლი, იგივე იქნება, რაც
„კი“. დამეთანხმე, რომ ამან შესაძლოა სასურველი შედეგი მოიტა-
ნოს.
– ფილ, გევედრები, დაანებე ამას თავი! დაანებე ამას თავი და
თანდათან ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.
– არა, ეს უნდა გაირკვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად
მოგვიწევს ესთერის შეჩერება, რომ ფანჯრიდან არ გადახტეს, კირ-
სტის კი ნერვული აშლილობა დაემართება. ლეო ისედაც უკვე სტა-
ლაქტიტად გადაიქცა, საბრალო გვენდა კი როდეზიაში აპირებს სა-
მუშაოდ წასვლას.
– ეს რა ჩვენი საქმეა?
– მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად, სხვა კი რაში გვადარდებს –
ამას გულისხმობ?
ფილიპკს სახეზე ბრაზი და მრისხანება აღებეჭდა. ამან მერი გაა-
ოცა. ასეთი გამომეტყველებით ქმარი არასდროს ენახა.
მან გამომწვევად შეხედა ფილიპს.
– რატომ უნდა ვზრუნავდე სხვებზე? – ჰკითხა ქმარს.
– ისინი არასდროს გადარდებდა, არა?
– ვერ ვხვდები, რისი თქმა გინდა.
ფილიპმა ამოიოხრა და ხელი ჰკრა ლანგარს, რომელზეც საუზმე
იდო.
– წაიღე ეს, აღარ მინდა.
– მაგრამ, ფილიპ...
კაცმა მოუთმენლად აიქნია ხელი. მერიმ ლანგარი აიღო და
ოთახიდან გავიდა. ფილიპმა სავარძელი მაგიდასთან მიაგორა და

222
კალამი აიღო, შემდეგ კი ფანჯარას მიაჩერდა. უეცრად გულზე თით-
ქოს რაღაც დააწვა. სულ ცოტა ხნის წინათ აზარტს შეეპყრო, ახლა
კი შეშფოთებასა და მოუსვენრობას გრძნობდა. თავს ძალა დაატანა,
სასწრაფოდ გაავსო ნაწერით ორი გვერდი, სავარძლის საზურგეზე
გადაწვა და ჩაფიქრდა.
ეს სიმართლეს ჰგავდა. შესაძლებელი ჩანდა, მაგრამ კმაყოფი-
ლი მაინც არ იყო. სწორ გზაზე იდგა? დარწმუნებით ვერც ამას იტყო-
და. მოტივი. აი, რა აკლდა ყველაზე მეტად. რაღაც ფაქტორი უნდა
ყოფილიყო, რომელიც მხედველობიდან გამორჩა.
მოუთმენლად ამოიოხრა. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდო-
და ტინა. ნეტავი ყველაფრის გარკვევა მოეხერხებინა. ცხადია, ეს
ოჯახშივე დარჩებოდა. მხოლოდ სიმართლის დადგენა სჭირდებო-
დათ. როგორც კი მას შეიტყობდნენ, დამთრგუნველი გარემო, ეჭ-
ვიანი დამოკიდებულება და უიმედობა გაქრებოდა და ყველა დამ-
შვიდდებოდა.
ყველა ძველებურად გააგრძელებდა ცხოვრებას, ბუნებრივია,
მკვლელის გარდა. ის და მერი კი შინ დაბრუნდებოდნენ და...
ამის გაფიქრებაზე კვლავ იგრძნო, რომ გულზე სიმძიმე დააწვა
და უეცრად მკაფიოდ გააცნობიერა – სახლში დაბრუნება არ სურდა.
გაახსენდა უზადო წესრიგი, ხასხასა, ჭრელი გადასაკრავი ავეჯზე,
მბზინავი თითბრის ნივთები. გარეცხილ-გასუფთავებული და ნათე-
ლი გალია!
ამ გალიაში გამოკეტილი და ინვალიდის სავარძელზე მიჯაჭვუ-
ლი ყოველი მხრიდან მოსიყვარულე და მზრუნველი ცოლის ფუს-
ფუსს ხედავდა.
მისი ცოლი... ცოლზე ფიქრისას თვალწინ ორი განსხვავებული
ქალი წარმოუდგებოდა: ერთი – ქერა, ცისფერთვალება, მოკრძა-
ლებული და ალერსიანი ქალიშვილი, რომელზეც დაქორწინდა, რო-
მელიც უყვარდა, რომელსაც ხშირად აჯავრებდა, ის კი მას უტყვი გა-
ოცებით შეჰყურებდა. სწორედ მას ეძახდა მოფერებით პოლის. მაგ-
რამ იყო მეორეც, რომელსაც მხოლოდ სრული სახელით – მერით –

223
მიმართავდა. ფოლადივით მტკიცე, ვნებიანი, თუმცა სიყვარულის
უნარის უქონელი მერი, ვისთვისაც არავინ არსებობდა საკუთარი
თავის გარდა. მას ფილიპიც კი მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდა, რომ
მისი იყო, მისი საკუთრება
ერთი სტრიქონი გაახსენდა ფრანგული ლექსიდან:
„Venus toute entière à sa proie attahè... “1
ეს მერი არ უყვარდა – მის ცივ ცისფერ თვალებში რაღაც უცხო
და უცნობი იმალებოდა...
ფილიპი ფიქრიდან გამოერკვა და საკუთარ თავზე გა ეცინა. არა,
აშკარად ისეთივე ნერვიული და მგრძნობიარე გახდა, როგორიც ამ
სახლის სხვა ბინადრები. გაახსენდა სიდედრის მონათხრობი ცოლ-
ზე, საყვარელ ქერათმიან გოგონაზე ნიუ-იორკში, რომელმაც მისის
არგაილს კისერზე ხელები შემოაჭდო და სლუკუნით უთხრა: „შენ-
თან მინდა დარჩენა. არ მინდა შენთან დაშორება!“
განა ამ სიტყვებს მოსიყვარულე გული არ ამბობდა? და მაინც,
როგორ არ ჰგავდა ეს მერის. ნუთუ ამხელა ცვლილება მოხდა მასში
დაქალების შემდეგ? ახლა მერისთვის ძნელი, თითქმის შეუძლებე-
ლი იყო სიყვარულის გამოხატვა.
კვლავ წარსულს დაუბრუნდა. ნუთუ ყველაფერი ასე მარტივად
აიხსნებოდა? იქნებ ეს სიყვარული კი არა, ანგარიშიანობა იყო? მიზ-
ნის მიღწევის საშუალება. სიყვარულის მოჩვენებითი გამოვლინება.
რაზე შეეძლო წასვლა მერის სასურველის ხელში ჩასაგდებად?
„თითქმის ყველაფერზე"“, – გაიფიქრა ფილიპმა და შეძრწუნდა.
გაბრაზებულმა კალამი დააგდო და სასტუმრო ოთახიდან საძი-
ნებელში გადაინაცვლა. იქ ტუალეტის მაგიდასთან მივიდა, სავარ-
ცხელი აიღო და შუბლიდან თმა გადაივარცხნა. საკუთარი თავი ეუც-
ხოვა.

1
„თავად ვენერა თავისი მსხვერპლი რომ მიუჯაჭვავს“- ფრაზა ფრანგი
დრამატურგის, ჟან რასინის ტრაგედიიდან „ფედრა“

224
„ვინ ვარ, – გაუელვა თავში, – და სად მივდივარ?“ – ამაზე არას-
დროს უფიქრია... სავარძლით ფანჯარასთან მიგორდა და გაიხედა.
ქვემოთ ერთ-ერთი მომსვლელი შინამოსამსახურე სამზარეულოს
ფანჯარასთან იდგა და შიგნით ვიღაცას ელაპარაკებოდა. ადგი-
ლობრივ დიალექტზე მსუბუქი აქცენტით წარმოთქმული სიტყვებიც
გაიგონა..
თვალებგაფართოებული იჯდა, თითქოს ტრანსში. მეზობელი
ოთახიდან ხმაური მოესმა. გამოერკვა და კართან მივიდა.
მის საწერ მაგიდასთან გვენდა ვოენი იდგა. როდესაც შემოტრი-
ალდა, ფილიპი გააოცა მისმა გამხდარმა, გატანჯულმა სახემ, რო-
მელსაც მზის შუქი ეცემოდა.
– გამარჯობა, გვენდა.
– გამარჯობა, ფილიპ. ლეომ Illustrated London News გამოგიგ-
ზავნა. მისი აზრით, მოგეწონება.
– ოჰ, გმადლობ.
– მშვენიერი ოთახია, – თქვა გვენდამ და მიიხედ-მოიხედა, –
მგონი, აქ არასდროს ვყოფილვარ.
– ნამდვილი სამეფო ნომერია, არა? – უთხრა ფილიპმა, – ყვე-
ლასგან მოშორებით. იდეალური ადგილია ინვალიდებისა და ახალ-
დაქორწინებულებისთვის, – თქვა და მყისვე ინანა, რომ ბოლო სიტ-
ყვა წამოსცდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, გვენდას ნიკაპი აუცახცახ-
და.
– უნდა წავიდე, საქმე მაქვს, – აჩქარდა ქალი.
‒ საოცხოო მდივანი ხარ.
‒ უკვე აღარ. შეცდომებს ვუშვებ.
‒ ვინ არ უშვებს? – თქვა ფილიპმა და დაამატა, – როდის ქორ-
წინდებით შენ და ლეო?
‒ ალბათ, არასდროს.
– ეს კი ნამდვილად შეცდომა იქნება, – უთხრა ფილიპმა.
– ლეოს აზრით, ჩვენი ქორწინება ცუდ შთაბეჭდილებას მოახ-
დენს... პოლიციაზე! – სიმწარენარევი ხმით განმარტა გვენდამ.

225
– დალახვროს ეშმაკმა, გვენდა, ზოგჯერ რისკის გაწევაა საჭირო.
– მზად ვარ რისკისთვის, – თქვა გვენდამ, – რისკის გაწევის
არასდროს მეშინოდა. მზად ვარ, ფსონი ბედნიერებაზე დავდო, მაგ-
რამ ლეო...
– დიახ? რა – ლეო?
– ლეო, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე რეიჩელ არგაილის ქმა-
რი იქნება
ფილიპმა ქალის თვალებში მრისხანება და წუხილი შეამჩნია და
გაოცდა.
– რა მნიშვნელობა აქვს, – განაგრძო გვენდამ, – მისის არგაილი
მოკვდა თუ არა. ის აქაა... ამ სახლში... ყოველთვის...

226
თავი XXII

ტინამ მანქანა სასაფლაოს კედელთან, ბალახზე გააჩერა,


ფრთხილად მოაშორა ქაღალდი მოტანილ ყვავილებს, ჭიშკარი გაი-
არა და ცენტრალურ გზას გაუყვა. ახალი სასაფლაო არ მოსწონდა.
გული დასწყდა, რომ მისის არგაილი ძველ სასაფლაოზე ვერ დამარ-
ხეს, რომელიც გარს ერტყმოდა ეკლესიას. იქ თითქოს საუკუნოვანი
სიმშვიდე სუფევდა. ასაკოვანი ურთხმელები, ხავსმოდებული საფ-
ლავის ქვები. აქ კი ყველაფერი ახალი, ერთნაირი, მოწესრიგებული
და საგულდაგულოდ დაგეგმილი იყო: მთავარი გზის ორივე მხარეს
ბილიკები გადიოდა, რაც სუპერმარკეტის შთაბეჭდილებას ტოვებ-
და. ეტყობოდა, რომ მისის არგაილის საფლავს კარგად უვლიდნენ.
კვადრა ტული მარმარილოს ცოკოლი გრანიტის ღორღით შეევ-
სოთ, თავთან ასევე გრანიტის დიდი ჯვარი აღემართათ.
ტინას ხელში მიხაკები ეჭირა. ის წარწერის წასაკითხად დაიხა-
რა: „სიყვარულით რეიჩელ ლუიზა არგაილის მოსაგონრად“. ქვე-
მოთ ეწერა: „დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას“2
უკნიდან ფეხის ხმა გაისმა. შეშინებულმა ტინამ თავი მიაბრუნა.
– მიკი!
– შენი მანქანა დავინახე და უკან გამოგყევი, თუმცა ისედაც აქ
მოვდიოდი.
– აქ მოდიოდი? რატომ?
– თვითონაც არ ვიცი. შესაძლოა გამოსამშვიდობებლად.
– გამოსამშვიდობებლად... მასთან?
მიკიმ თავი დააქნია.
– ჰო. დავთანხმდი იმ ნავთობკომპანიაში მუშაობას, რომელზეც
გიყვებოდი. სამ კვირაში მივემგზავრები.
– და აქ იმიტომ მოხვედი, რომ ჯერ დედას დაემშვიდობო?

2
ბიბლია, ძველი აღთქმა, „იგავნი სოლომონისა“ 31:28

227
– ჰო. შესაძლოა მადლობაც გადავუხადო და მოვუბოდიშო.
– რატომ უნდა მოუბოდიშო, მიკი?
– იმიტომ არა, რომ მოვკალი, თუ ამაზე მიმანიშნებ. ტინა, შენ
ფიქრობდი, რომ მკვლელი მე ვარ?
– დარწმუნებული არ ვიყავი.
– არც ახლა ხარ დარწმუნებული, ხომ ასეა? რომ დავიფიცო, არ
მომიკლავს-მეთქი, მაინც არ დაიჯერებ?
– მიკი, რისთვის უნდა სთხოვო პატიება?
– ძალზე ბევრი გააკეთა ჩემთვის, – ნელა წარმოთქვა მიკიმ, – მე
კი მისთვის მადლობაც არ მითქვამს. როგორ არ ცდილობდა ჩემ-
თვის ესიამოვნებინა, მე კი მხოლოდ ვბრაზობდი. მისთვის ერთხე-
ლაც არ მიჩუქებია თბილი სიტყვა ან მოსიყვარულე მზერა, ახლა კი
ვნანობ. სულ ეს არის.
– როდის გაგიქრა დედის სიძულვილი? მისი სიკვდილის შემდეგ?
– ჰო, ვფიქრობ, ასეა.
– მიკი, შენ მასზე არ ბრაზობდი.
– როგორც ჩანს, ასეა. მართალი ხარ. მე ჩემს ღვიძლ დედაზე
ვბრაზობდი. იმიტომ, რომ მიყვარდა, მიყვარდა, მას კი ფეხებზე ვე-
კიდე.
– ეს აღარ გტანჯავს?
– არა. შესაძლოა საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა. ბოლოს
და ბოლოს, ასეთი გაჩნდა ამ ქვეყანაზე. მხიარული და თავქარიანი.
ძალიან უყვარდა მამაკაცები და სასმელი, აგრეთვე, შვილების
ალერსი, ოღონდ მაშინ, როცა ხასიათზე იყო. თუმცა არც მათი და-
ჩაგვრის უფლებას აძლევდა ვინმეს. კარგი, არ ვუყვარდი, მერე რა?
მთელი ამ წლების განმავლობაში ამას ვერაფრით ვეგუებოდი. ახ-
ლა კი შევეგუე, – მან ტინას ხელი გაუწვდინა, – მომეცი, რა, ერთი
მიხაკი, – დას ყვავილი გამოართვა, დაიხარა და ჯვრის ძირში დადო,
– აჰა, დედა, – ჩაილაპარაკა, – უვარგისი შვილი ვიყავი... შენც არ

228
იყავი საუკეთესო დედა, მაგრამ ცდილობდი ყველაფერი შეძლების-
დაგვარად უკეთ გაგეკეთებინა, – მიკიმ ტინას გახედა, – რას იტყვი,
საკმარისია ასეთი მობოდიშება?
– ვფიქრობ, კი, – მიუგო ტინამ და საფლავზე დარჩენილი მიხაკე-
ბი დააწყო.
– ხშირად მოგაქვს მიხაკები?
– წელიწადში ერთხელ.
– პატარა ტინა, – თქვა მიკიმ.
ისინი ერთად გაუდგნენ გზას უკან.
‒ ტინა, მე ის არ მომიკლავს, – განაცხადა მიკიმ, – გეფიცები, არ
მომიკლავს. მინდა დაიჯერო.
– იმ საღამოს იქ ვიყავი.
მიკი მკვეთრად შეტრიალდა მისკენ.
– იქ იყავი? „სანი ფოინთში“?
– ჰო. სამსახურის გამოცვლა გადავწყვიტე და მშობლებთან რჩე-
ვის საკითხავად მივედი.
– მერე? განაგრძე.
მაგრამ ტინა დუმდა. მიკიმ იდაყვზე ხელი მოუჭირა:
– განაგრძე, ტინა. ყველაფერი უნდა მიამბო.
– ეს ჯერ არავისთვის მითქვამს.
– მითხარი, რა მოხდა. მიდი, გეყოფა ამდენი დუმილი.
– მოკლედ, იქ მივედი. მანქანა ჭიშკრამდე გავაჩერე. გეცოდინე-
ბა, იქ ერთი ადგილია, სადაც მანქანის ადვილად მოტრიალება შე-
იძლება.
მიკიმ თავი დაუქნია.
– მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ გავემართე. რომ არ და-
გიმალო, საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი. ხომ იცი, რა
ძნელი იყო დედასთან ლაპარაკი. მას ყოველთვის ეგონა, რომ ჩვენ-
ზე უკეთ იცოდა, რა გვჭირდებოდა. ვფიქრობდი, როგორ მეთქვა ჩე-

229
მი სათქმელი უკეთ. სახლამდე მივედი, შემდეგ მანქანასთან დავ-
ბრუნდი და კვლავ სახლისკენ წავედი. მოსალოდნელ საუბარს გო-
ნებაში ვატრიალებდი
– რომელი საათი იყო? – ჰკითხა მიკიმ.
– არ ვიცი. აღარ მახსოვს. მე... დრო ჩემთვის ბევრს არაფერს
ნიშნავს.
– ვიცი, ძვირფასო, – უთხრა მიკიმ, – შენთვის დრო თითქოს არ
არსებობს.
‒ ხეებს შორის მივდიოდი, – თქვა ტინამ, – ძალიან ფრთხი-
ლად...
– კატის კნუტივით, რომელსაც ჰგავხარ, – ალერსიანად უთხრა
მიკიმ.
– ...როცა გავიგონე.
– რა გაიგონე?
– ორი ადამიანი ერთმანეთს ეჩურჩულებოდა.
– მართლა? – მიკი დაიძაბა, – რას ამბობდნენ?
– ისინი ამბობდნენ... ერთმა თქვა: „შვიდსა და რვის ნახევარს
შორის. ამ დროს. დაიმახსოვრე და არ აგერიოს. შვიდსა და რვის ნა-
ხევარს შორის“. მეორემ უთხრა: „შეგიძლია მენდო“, შემდეგ კვლავ
პირველმა: „მერე კი, ძვირფასო, ყველაფერი შესანიშნავად იქნე-
ბა“...
ტინა გაჩუმდა. ცოტა ხნის შემდეგ მიკიმ ჰკითხა:
– მერედა, რატომ არ თქვი აქამდე?
– იმიტომ, რომ არ ვიცოდი... არ ვიცოდი, ეს ვინ თქვა.
– რა თქმა უნდა! ვინ თქვა, ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო,
კაცმა თუ ქალმა?
– არ ვიცი, – ამოიოხრა ტინამ, – როცა ჩურჩულით ლაპარაკო-
ბენ, ხმებს ძლივს არჩევ. მხოლოდ... ჩურჩული ისმის. ვფიქრობ...
ბუნებრივია... ვფიქრობ, რომ მამაკაცი და ქალი უნდა ყოფილეყვნენ
იმის მიხედვით...
– იმის მიხედვით, თუ რას ლაპარაკობდნენ?

230
– ჰო, მაგრამ ვინ იყვნენ... არ ვიცი.
– შენ, ალბათ, მამასა და გვენდაზე გაიფიქრე, არა?
– ხომ შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ? ამ შემთხვევაში, გვენდა
უნდა წასულიყო და შვიდსა და რვის ნახევარს შორის დაბრუნებუ-
ლიყო, ან გვენდამ და მამამ მოილაპარაკეს, რომ შვიდსა და რვის
ნახევარს შორის ქვევით ჩავიდოდნენ.
‒ ისინი რომ მამა და გვენდა ყოფილიყენენ, პოლიციას არ ეტყო-
დი. ასეა?
– ჰო, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი, – მიუგო ტინამ, – მაგ-
რამ დარწმუნებული არა ვარ. შესაძლოა სხვები ლაპარაკობდნენ,
მაგალითად.., ესთერი და ვიღაც... ან მერი. ოღონდ არა ფილიპთან
ერთად. ცხადია, არა ფილიპთან ერთად.
– როცა თქვი, ესთერი და ვიღაცო, ვინ იგულისხმე?
– მე... არ ვიცი.
– ის კაცი არ დაგინახავს?
– არა, – თქვა ტინამ, – არ დამინახავს.
– ტინა, მგონი, სიმართლეს არ ამბობ. ის ნამდვილად მამაკაცი
იყო?
– მე მაშინვე შევტრიალდი და მანქანისკენ წავედი, – თქვა ტინამ,
– სწორედ ამ დროს ვიღაცამ ძალზე სწრაფად გაიარა ქუჩის მეორე
მხარეს. ეს, უბრალოდ, ჩრდილი იყო სიბნელეში... და გავიგონე...
მომეჩვენა, თითქოს ჩვენი ქუჩის ბოლოში მანქანა დაქოქეს.
– და გადაწყვიტე, რომ ეს მე ვიყავი... – ჩაილაპარაკა მიკიმ.
– არ ვიცი. შესაძლოა შენც ყოფილიყავი. სიმაღლით და აღნაგო-
ბით გგავდა.
ისინი ტინას პატარა მანქანასთან მივიდნენ.
‒ ტინა, მანქანაში ჩაჯექი, – უთხრა მიკიმ, – შენთან ერთად მოვ-
დივარ „სანი ფოინთში“.
‒ მაგრამ, მიკი...
– აზრი არა აქვს შენთვის იმის მტკიცებას, რომ ეს მე არ ვიყავი.
ხომ ასეა? სხვა რა უნდა ვთქვა? ამიტომ „სანი ფოინთში“ წავიდეთ.

231
– მიკი, რას აპირებ?
– რატომ გადაწყვიტე, რომ რაღაცას ვაპირებ? შენ ხომ ისედაც იქ
მიდიოდი?
– ჰო, წერილი მივიღე ფილიპისგან.
ტინამ მანქანა დაქოქა. მიკი მის გვერდით იჯდა და დაძაბული
იყურებოდა წინ.
– ფილიპმა წერილი მოგწერა? რა უნდა?
– უნდა მასთან მივიდე. ჩემი ნახვა სურს. იცის, რომ დღეს მხო-
ლოდ შუადღემდე ვმუშაობ.
– გასაგებია. არ მოუწერია, რატომ უნდა შენი ნახვა?
– მომწერა, რომ ერთი შეკითხვა უნდა დამისვას და მასზე პასუ-
ხის მიღების იმედი აქვს. მე არაფრის მოყოლა არ მომიწევს – თვი-
თონ მეტყვის. ჩემგან მხოლოდ პასუხი უნდა – კი ან არა. მპირდება,
რომ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება.
– მაშასადამე, რაღაცას მიაგნო, არა? – თქვა მიკიმ, – საინტერე-
სოა.
„სანი ფოინთამდე“ მისვლას რამდენიმე წუთი სჭირდებოდა. რო-
დესაც მივიდნენ, მიკიმ თქვა:
– შენ სახლში შედი, მე კი ბაღში გავივლი და ვიფიქრებ. წადი, წა-
დი, ტინა. ფილიპთან ლაპარაკი გელოდება.
– შენ ხომ... შენ ხომ არ აპირებ...
– შეყვარებულთა ფლატიდან გადახტომას? – სიცილით დაასრუ-
ლა მიკიმ, – რას ამბობ! ნუთუ არ მიცნობ?
– ზოგჯერ მეჩვენება, რომ აქ არავინ არავის იცნობს.
ტინა შეტრიალდა და ნელა გაემართა სახლისკენ. ჯიბეებში ხელ-
ჩაწყობილმა და შუბლშეკრულმა მიკიმ დაღვრემით გააყოლა თვა-
ლი. ერთხანს იდგა, შემდეგ კი სახლის გარშემოვლა დაიწყო, თან
ყურადღებით იყურებოდა მაღლა. ბავშვობა გაახსენდა. ძველი მაგ-
ნოლია. რამდენჯერ ამძვრალა მასზე მეორე სართულამდე და კიბის
უჯრედის ფანჯრიდან სახლში შესულა. ხის ქვეშ მიწის პატარა ნაკვე-
თი იყო, რომელიც მის საკუთარ ბაღად ითვლებოდა. არა იმიტომ,

232
რომ ბაღების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. ერჩივნა,
ნაწილებად დაეშალა დასაქოქი სათამაშოები, რომლებსაც მისთვის
ყიდულობდნენ. „დამანგრეველი ეშმაკუნა“, – გაიფიქრა მან და ოდ-
ნავ გახალისდა. დიახ, ადამიანი, არსებითად, არ იცვლება.

***
სახლში შესული ტინა დერეფანში მერის შეეჩეხა. მერი გაოცე-
ბით მიაჩერდა.
– ტინა! რედმინიდან ჩამოხვედი?
– ჰო, – მიუგო ტინამ, – არ იცოდი, რომ ჩამოვდიოდი?
– დამავიწყდა, – უთხრა მერიმ, – მგონი, ფილიპმა მითხრა ამის
შესახებ.
ის შეტრიალდა და წასვლა დააპირა.
– სამზარეულოში მივდივარ. უნდა გავიგო, „ოვალტინი“3 თუ მოიტა-
ნეს, – თქვა მან, – ფილიპი ძილის წინ სვამს. კირსტენმა ყავა წაუღო.
ჩემს ქმარს ყავა ჩაიზე მეტად უყვარს. ამბობს, რომ ჩაისგან კუჭის
მოუნელებლობა ემართება.
– მერი, რატომ ექცევი ფილიპს ისე, როგორც ინვალიდს? –
ჰკითხა ტინამ, – ის ინვალიდი არ არის.
მერის თვალებში ცივმა მრისხანებამ გაიელვა.
‒ ტინა, როდესაც ქმარი გეყოლება, – თქვა გულმოსულმა, –
უკეთ გეცოდინება, რა ურჩევნიათ ქმრებს.
– მაპატიე, – ხმადაბლა უთხრა ტინამ.
‒ ოღონდაც როგორმე ამ სახლს თავი დავაღწიოთ, –მერიმ
ამოიოხრა, – ფილიპს ვნებს აქ ყოფნა. სხვათა შორის, დღეს ესთე-
რიც ბრუნდება.
– ესთერი? – გაოცდა ტინა, – მართლა? რატომ?

3
შოკოლადის სასმელი

233
– აბა, რა ვიცი! წუხელ დარეკა და თქვა, მოვდივარო. არ უთ-
ქვამს, რომელი მატარებლით ჩამოდის. ალბათ, ექსპრესით, რო-
გორც ყოველთვის. ვიღაცას დრაიმუთში მოუწევს წასვლა მის და-
სახვედრად.
მერი დერეფანში გაუჩინარდა, საიდანაც სამზარეულოში შეიძ-
ლებოდა მოხვედრა. ტინა ერთხანს იდგა და ყოყმანობდა, შემდეგ
კიბეს აუყვა. როდესაც ავიდა, მარჯვნიდან პირველი კარი გაიღო და
ესთერი გამოვიდა. ტინას დანახვაზე სახეზე გაკვირვება აღებეჭდა.
‒ ესთერ, მითხრეს, ბრუნდებაო, მაგრამ არ ვიცოდი, თუ უკვე ჩა-
მოხვედი.
– დოქტორმა კალგარიმ მომიყვანა მანქანით, – უთხრა ესთერ-
მა, – შემოსვლისთანავე მაღლა ამოვედი. სახლში, ალბათ, არავინ
იცის, რომ აქ ვარ.
– დოქტორი კალგარიც აქაა?
– არა, ჩამომსვა და დრაიმუთში წავიდა. იქ შეხვედრა აქვს და-
ნიშნული.
– მერის ჰგონია, რომ ჯერ არ ჩამოსულხარ.
– მერიმ არასდროს არაფერი იცის, – თქვა ესთერმა, – მას და
ფილიპს ყველასგან შორს უჭირავთ თავი. მამა და გვენდა, ალბათ,
ბიბლიოთეკაში არიან. როგორც ჩანს, ცხოვრება აქ ძველებურად
მიდის.
– რატომ არ უნდა მიდიოდეს?
– არ ვიცი. უბრალოდ, მეგონა, რომ ყველაფერი შეიცვალა.
ესთერმა ტინას გვერდი აუარა და კიბეზე ჩასვლა დაიწყო. ტინა
დერეფანს გაუყვა, თუმცა ბიბლირთეკაში არ შევიდა – პირდაპირ
აპარტამენტებისკენ გაემართა, სადაც დარანტები ცხოვრობდნენ.
დერეფნის ბოლოში, მათი ოთახის კართან, კირსტენ ლინდსტრომი
იდგა ლანგრით ხელში. ის მკვეთრად შემოტრიალდა.
– როგორ შემაშინე, ტინა, – თქვა მან, – სწორედ ახლა მიმქონდა
ფილიპთან ყავა და ნამცხვარი.
ტინა მიუახლოვდა და მის გვერდით დადგა.

234
კირსტენმა დააკაკუნა, კარს ხელი უბიძგა და ოთახში პირველი
შევიდა. მისი მაღალი, ზორბა ფიგურის მიღმა არაფერი ჩანდა, მაგ-
რამ უეცრად ტინამ გაიგონა, როგორ შეჰყვირა კირსტენმა, ლანგა-
რი კი ხელიდან გაუვარდა. ფინჯანი და თეფშები ბუხრის ცხაურზე და-
ეცა და გატყდა.
– ოჰ, არა! – შესძახა კირსტენმა, – ოჰ, არა!
– ფილიპი? – ესღა თქვა ტინამ. გაშეშებულ ქალს გვერდი აუარა
და ფილიპ დარანტის სავარძელს მიუახლოვდა, რომელიც მაგიდას-
თან იდგა. ქალიშვილმა გაიფიქრა, რომ ის, ალბათ, წერდა – მარ-
ჯვენა ხელის გვერდით ბურთულიანი კალამი მოჩანდა. კაცს თავი
მაგიდაზე ედო. მისი კეფის ძირში ტინამ პატარა, მუქი რომბი დაინა-
ხა, რომლიდანაც თეთრ საყელოზე სისხლი წვეთავდა.
– მოკლეს, – ჩაილაპარაკა კირსტენმა, – ცივი იარაღით, პირდაპ-
ირ ტვინში. საკმარისია, ბასრი წვერი შეარჭო და მორჩა.
შემდეგ მან უფრო ხმამაღლა განაგრძო:
– ხომ ვაფრთხილებდი. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო,
მაგრამ ბავშვივით იქცეოდა, რომელიც საშიში საგნებით თამაშობს
და არ ესმის, რით შეიძლება ეს დამთავრდეს.
„საშინელ სიზმარს ჰგავს“, – გაიფიქრა ტინამ. ის ფილიპის გვერ-
დით იდგა და მას დაჰყურებდა, კირსტენს კი კაცის მოშვებული ხელი
ეჭირა და მაჯაზე პულსის პოვნას ცდილობდა, თუმცა პულსი არ ისინ-
ჯებოდა. რა უნდა ეკითხა ფილიპს მისთვის? რა მნიშვნელობა ჰქონ-
და – ამიერიდან მაინც ვერაფერს გაიგებდა. ტინას ფიქრის თავი
აღარ ჰქონდა, მისი გონება მხოლოდ დეტალებს აფიქსირებდა: დი-
ახ, ფილიპი წერდა, კალამი იქვე იდო, ფურცელი კი არსად ჩანდა.
არავითარი ნაწერი. ვიღაცამ მოკლა და ნაწერი ფურცელი წაიღო.
ქალიშვილმა ხმადაბლა, მექანიკურად თქვა:
– სხვებს უნდა შევატყობინოთ.
– დიახ, დიახ, მათთან უნდა ჩავიდეთ. მამაშენს უნდა ვუთხრათ.

235
ისინი კარიკენ გაემართნენ. კირსტენს ტინასთვის მხარზე ხელი
მოეხვია. ტინამ მზერა ძირს დავარდნილ ლანგარსა და დამტვრეულ
ჭურჭელზე შეაჩერა.
– ეს არაფერია, – უთხრა კირსტენმა, – მოგვიანებით მივალა-
გებთ.
ტინა წაბორძიკდა. კირსტენმა ხელი შეაშველა. – ფრთხილად,
არ დაეცე.
ერთად გაუყვნენ დერეფანს. ბიბლიოთეკის კარი გაიღო და იქი-
დან ლეო და გვენდა გამოვიდნენ. ტინამ წყნარად, თუმცა მკაფიოდ
წარმოთქვა:
– ფილიპი მოკლეს. დანით.
ტინა თითქოს კვლავ სიზმარს ხედავდა. შეძრწუნებული მამისა
და გვენდას შეძახილებმა მას გვერდი აუარეს და დერეფანს გაუყ-
ვნენ ფილიპისკენ... ფილიპისკენ, რომელიც ცოცხალი აღარ იყო.
კირსტენმა ხელი გაუშვა და სწრაფად გასწია კიბისკენ.
– მერის უნდა ვუთხრა, – თქვა მან, – ოღონდ უნდა შევამზადო. საბ-
რალო მერი. მისთვის ეს საშინელი შოკი იქნება.
ტინა ნელა მიჰყვა უკან. თავზარდაცემულს ეჩვენებოდა, რომ
ძილ-ღვიძილში იყო, გულში უცნაურ ტკივილს გრძნობდა. სად მიდი-
ოდა? არ იცოდა. ეგონა, რომ არარეალურ სამყაროში იმყოფებოდა.
ღია კარს მიუახლოვდა და ზღურბლზე გადააბიჯა. სწორედ მაშინ
მოჰკრა თვალი მიკის, რომელიც სახლის კუთხიდან გამოდიოდა.
მისკენ ავტომატურად გაემართა, თითქოს მთელი დრო ამ მიზნისკენ
მიილტვოდა.
– მიკი, – თქვა მან, ‒ ოჰ მიკი!
ახალგაზრდა კაცმა ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა.
– ყველაფერი კარგადაა, – უთხრა მან, – ჩემთან ხარ.
ტინა მოდუნდა და ნელა დაეშვა მიწაზე. ამ დროს სახლიდან ეს-
თერი გამოვარდა.
– გული წაუვიდა, – უმწეოდ თქვა მიკიმ, – პირველად ვხედავ,
რომ ტინას გული წასვლოდეს.

236
– ეს შოკია, – უთხრა ესთერმა.
– შოკი? რას გულისხმობ?
– ფილიპი მოკლეს, – თქვა ესთერმა, – არ იცოდი?
– საიდან უნდა მცოდნოდა. როდის? როგორ?
– ახლახან.
კაცმა გაოცებით შეხედა მას, შემდეგ ტინა ხელში აიყვანა. მან და
ესთერმა ის მისის არგაილის კაბინეტში შეიყვანეს და დივანზე დააწ-
ვინეს.
‒ დოქტორ კრეიგს დაურეკე, – თქვა მიკიმ.
– აი, მისი მანქანა მოვიდა, – უთხრა ფანჯარასთან მისულმა ეს-
თერმა, – მამამ უკვე დაურეკა ფილიპის გამო. მე... – მან მიიხედ-
მოიხედა, – არ მინდა მასთან შეხვედრა.
ის ოთახიდან გავიდა და სწრაფად აუყვა კიბეს.
დონალდ კრეიგი მანქანიდან გადმოვიდა და სახლში შევიდა –
კარი ღია იყო. მას სამზარეულოდან გამოსული კირსტენი შეეგება.
– დღე მშვიდობისა, მის ლინდსტრომ. რა მოხდა? მისტერ არგა-
ილმა თქვა, თითქოს ფილიპ დარანტი მოკლეს. მართლა?
– დიახ, ასეა, – მიუგო კირსტენმა.
– მისტერ არგაილმა პოლიციას შეატყობინა?
– არ ვიცი.
– იქნებ მხოლოდ დაჭრილია? – იკითხა დონმა და მანქანისკენ
შეტრიალდა სამედიცინო ჩანთის ასაღებად.
– არა, – უთხრა კირსტენმა მშვიდი, დაღლილი ხმით, – მკვდა-
რია... დარწმუნებული ვარ... დანა ჩაარტყეს. აი, აქ, – მან ხელი კე-
ფაზე მიიდო.
ჰოლში მიკი შემოვიდა.
– გამარჯობა, დონ. აჯობებს, ტინას მიხედოთ, – თქვა მან, – გულ-
წასულია.
– ტინა? აჰ, გამახსენდა. ეს ის არის, რედმინში რომ ცხოვრობს?
ახლა სადაა?
‒აქვეა.

237
– კარგი, ჯერ მას დავხედავ, შემდეგ კი ზევით ავალ, – ის ოთახში
შევიდა და კირსტენს მხარზემოდან უთხრა, – რამე თბილი დაახუ-
რეთ და ცხელი ჩაი ან ყავა მოამზადეთ. როგორც კი გონს მოვა, და-
ალევინეთ. თუმცა თვითონაც იცით, როგორ მოიქცეთ...
კირსტენმა თავი დაუქნია.
– კირსტი!
სამზარეულოდან ნელა გამოვიდა მერი დარანტი და დერეფანს
გაუყვა. კირსტენი მისკენ გაემართა. იქვე მდგომი მიკი მათ უმწეოდ
შეჰყურებდა.
– ეს ტყუილია, – ხმამაღლა, მკვეთრად თქვა მერიმ, – ტყუილია!
შენ მოიგონე ეს სიცრუე. ფილიპი ახლახან ვნახე. არაფერი სჭირდა,
ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. იჯდა და წერდა. ვუთხარი, ნუ წერ-
მეთქი. რამდენჯერ ვუთხარი. რატომ აკეთებდა ამას? რატომ გაჯიუტ-
და? რატომ არ დამთანხმდა, რომ ამ სახლიდან წავსულიყავით?
კირსტენი ძალისხმევას არ იშურებდა მერის დასამშვიდებლად.
დონალდ კრეიგი სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა სასტუმრო ოთა-
ხიდან.
– ვინ თქვა, ქალიშვილი გულწასულიაო? – იკითხა მან.
მიკი მას მიაჩერდა.
– მაგრამ მას მართლა წაუვიდა გული, – თქვა მან.
– სად იყო, როცა გული წაუვიდა?
– ჩემთან... სახლიდან გამოვიდა და ჩემკენ გამოემართა, შემდეგ
კი უეცრად... დაეცა.
– მაშ, დაეცა? დაეცემოდა, აბა, რა იქნებოდა, – პირქუშად თქვა
დონალდ კრეიგმა და ტელეფონისკენ დაიძრა, – ახლავე სასწრაფო
დახმარება უნდა გამოვიძახო.
– სასწრაფო დახმარება? – კირსტენი და მიკი მას გაოცებით მი-
აჩერდნენ. მერის თითქოს არაფერი ესმოდა.
– დიახ, – თქვა გაბრაზებულმა დონალდმა და ნომრის აკრეფას
შეუდგა, – ქალიშვილს გული არ წასვლია, – განაგრძო მან, – ის

238
დაჭრეს. გასაგებია? ზურგში დანა ჩაარტყეს. დაუყოვნებლივ უნდა
გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

239
თავი XXIII

ართურ კალგარი სასტუმროს ნომერში იჯდა, კიდევ ერთხელ ათ-


ვალიერებდა თავის ჩანაწერებს და დროდადრო თავს აქნევდა.
დიახ... ახლა სწორ გზაზე იდგა. თავდაპირველად შეცდომა და-
უშვა და მთელი ყურადღება მისის არგაილის პიროვნებაზე გადაიტა-
ნა. ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს მართებული გადაწყვეტილება იქ-
ნებოდა, მაგრამ ეს მეათე შემთხვევა იყო.
ყოველთვის გრძნობდა, რომ მისთვის რაღაც უცნობი ფაქტორი
არსებობდა. თუ ამ ფაქტორს ამოიცნობდა, ამოცანაც ამოიხსნებო-
და. აქამდე ყოველთვის მოკლული ქალის სახე უშლიდა ხელს. მხო-
ლოდ ახლა მიხვდა, რომ მოკლულ ქალს განსაკუთრებული მნიშ-
ვნელობა არ ჰქონდა. კაცმა რომ თქვას, ნებისმიერი მსხვერპლი გა-
მოდგებოდა.
გადაწყვიტა მიდგომა შეეცვალა და იმ მომენტისთვის მიეპყრო
თვალი, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. ის ჯეკოს დაუბრუნდა.
არა ახალგაზრდა ჯეკოს, იმ მკვლელობისთვის პატიმრობამის-
ჯილ ადამიანს, რომელიც მას არ ჩაუდენია, არამედ ჯეკოს, როგორც
პიროვნებას. იყო თუ არა ჯეკო, ძველებური კალვინისტური დოქ-
ტრინის თანახმად, „განადგურებისთვის განწირული ჭურჭელი“? მას
ხომ ყველაფერი ჰქონდა ამ ცხოვრებაში? ექიმ მაკმასტერის აზრით,
ჯეკო იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც საბედისწე-
რო შეცდომების დასაშვებად იბადებიან, და რომ ვერანაირი გარე-
მო ვერ შეძლებდა მის დახმარებასა და გადარჩენას. მართლა ასე
იყო? ლეო არგაილი მასზე შემწყნარებლურად და სიბრალულით
ლაპარაკობდა. როგორ დაახასიათა? „ბუნების შეცდომა“. ის ეთან-
ხმებოდა თანამედროვე ფსიქოლოგიურ მიდგომას: ასეთი ფსიქი-
კის ადამიანი ავადმყოფია და არა დამნაშავე. რა თქვა ესთერმა? ჯე-
კო ყოველთვის საშინელი იყოო.

240
უბრალო, ბავშვური განცხადება. კირსტენ ლინდსტრომმა რაღა
თქვა? ჯეკო ბოროტი იყოო! სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა. ბოროტი!
ტინამ უთხრა: „მე ის არ მიყვარდა და არც ვენდობოდიო”. ასე რომ,
შეფასებები ერთმანეთს ჰგავდა. მხოლოდ მის ქვრივს, მორინ
კლეგს, ჰქონდა ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულება, მაგრამ
ის ჯეკოს საკუთარ თავთან მიმართებაში უყურებდა. მისი აზრით, ჯე-
კო მის სიყვარულს არ იმსახურებდა, მაგრამ მისმა მომხიბვლელო-
ბამ შეაცდინა, რაც ვერ ეპატიებინა. ახლა კი, როცა მეორედ გათ-
ხოვდა და ქორწინებით კმაყოფილი იყო, იმას იმეორებდა, რასაც მი-
სი ქმარი ფიქრობდა ჯეკოზე. კალგარის გაახსენდა, როგორ დაწ-
ვრილებით აღწერდაის ჯეკოს საეჭვო საქმეებსა და ხერხებს, ფულის
ხელში ჩასაგდებად. ფული...
ეს სიტყვა გადაღლილ კალგარის ისე ედგა თვალწინ, თითქოს
კედელზე უზარმაზარი ასოებით დაეწერათ. ფული! ფული! ფული!
როგორც ოპერის ლაიტმოტივი. მისის არგაილის ფული! დისკრეცი-
ულ ფონდში ჩადებული ფული! ფული, რომლითაც რენტა იყიდეს!
მისი ქმრისთვის განკუთვნილი დარჩენილი ქონება! ბანკიდან აღე-
ბული ფული! ფული საწერი მაგიდის უჯრაში! ესთერი, რომელიც
უფულოდ გავიდა სახლიდან და ორი გირვანქა კირსტენ ლინ-
დსტრომმა მისცა! ჯეკოს ჯიბეში ნაპოვნი ფული, რომელიც, როგორც
თვითონ ამტკიცებდა, დედამისმა მისცა. ყველაფერი ერთ მკაფიო
სქემაში თავსდებოდა, რომელიც ფულთან ასე თუ ისე დაკავშირებუ-
ლი დეტალებისგან შედგებოდა...
...და ამ სქემაში მკაფიოდ იკვეთებოდა ფაქტორი, რომელსაც ასე
გულმოდგინედ ეძებდა.
კალგარიმ საათს შეხედა. ესთერს დაჰპირდა, რომ ამ დროს და-
ურეკავდა. ტელეფონის ყურმილი აიღო და ოპერატორს ნომერი
უკარნახა.
როგორც იქნა, ბავშვურად სუფთა და წკრიალა ხმა გაისმა.
– ესთერ, კარგად ხართ?
– ოჰ, დიახ, კარგად ვარ.

241
კალგარი ერთბაშად ვერ მიხვდა, რომ ქალიშვილის პასუხში, ამ
უცნაურ დაზუსტებაში, რაღაც ქვეტექსტი იკითხებოდა, და მხოლოდ
ორიოდე წამის შემდეგ ჰკითხა:
– რა მოხდა?
– ფილიპი მოკლეს.
– ფილიპი? ფილიპ დარანტი?
კალგარი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
– დიახ... და ტინაც... არა, ის ცოცხალია, მაგრამ საავადმყოფოში
წაიყვანეს.
– მომიყევით, – უთხრა კალგარიმ და თხრობის პარალელურად
მანამ უსვამდა შეკითხვებს, სანამ ყველაფერი არ გაარკვია. შემდეგ
მკაცრად უბრძანა:
– გამაგრდით, ესთერ. ახლავე გამოვდივარ. თქვენთან... – მან
საათს გახედა, – დაახლოებით ერთ საათში ვიქნები. თავდაპირვე-
ლად სუპერინტენდანტი ჰიუიში უნდა ვნახო.

***
– მაინც რისი გაგება გსურთ, დოქტორო კალგარი? – იკითხა სუ-
პერინტენდანტმა ჰიუიშმა, მაგრამ სანამ კალგარი პასუხის გაცემას
მოასწრებდა, ჰიუიშის მაგიდაზე ტელეფონმა დარეკა და სუპერინ-
ტენდანტმა ყურმილი აიღო.
– დიახ... დიახ, მე ვარ. ერთი წუთით, – მან ფურცელი მიიჩოჩა.
კალამი აიღო და ჩასაწერად მოემზადა, – აბა, გისმენთ. დიახ, – ჰიუ-
იშმა ჩაიწერა, – რა? როგორ იწერება ბოლო სიტყვა? აჰა, გასაგებია.
ჯერჯერობით, ბევრს არაფერს ნიშნავს. დიახ. მეტი არაფერია? გმად-
ლობ, – მან ყურმილი დადო და თქვა, – საავადმყოფოდან დარეკეს.
– ტინა? – ჰკითხა კალგარიმ.
სუპერინტენდანტმა თავი დაუქნია.
– რამდენიმე წუთის წინ გონზე მოვიდა.

242
– რამე თქვა?
‒ არც კი ვიცი, უნდა გითხრათ თუ არა, დოქტორო კალგარი.
– გთხოვთ, მითხარით. იქნებ თქვენი დახმარება შევძლო.
ჰიუიშმა ჩაფიქრებით შეხედა მას.
– ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალზე ახლოს მიიტანეთ გულთან.
ასე არ არის, დოქტორო კალგარი?
– დიახ. საქმის განახლების გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
ის კი არა, ბოლო ორ ტრაგედიაზეც. ქალიშვილი გადარჩება?
– ექიმები ასე ფიქრობენ, – თქვა ჰიუიშმა, – დანის პირი გულს
არ შეეხო, თუმცა საფრთხეს ჯერ არ გაუვლია, – მან თავი გადააქნია,
– ყოველთვის ასეა. ადამიანებს არ სჯერათ, რომ მკვლელი საშიში
პიროვნებაა. სულელურად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა. ხომ იცოდ-
ნენ, რომ მკვლელი მათი წრიდან იყო. ეთქვათ ჩვენთვის, რაც იცოდ-
ნენ. საკუთარი თავის გაუსაფრთხოების ერთადერთი გზა პოლიცი-
ისთვის ყველაფრის დაუფარავად თქმაა. მათ დუმილი ამჯობინეს,
ინფორმაციას არ მიმხელდნენ. ფილიპ დარანტი კარგი კაცი იყო,
თავიც უმუშავებდა, მაგრამ სახლში შექმნილ ვითარებას საინტერე-
სო თამაშად აღიქვამდა. აქეთ-იქით დაძვრებოდა, ადამიანებს ხა-
ფანგს უგებდა. რაღაცას მიაგნო, ან ეგონა, რომ მიაგნო. კიდევ ვი-
ღაც ფიქრობდა, რომ დარანტი კვალს დაადგა. ამას ის მოჰყვა, რომ
დამირეკეს და შემატყობინეს, დარანტი მოკლეს – კეფაში დანა ჩა-
არტყესო. აი, რა მოსდევს ასეთ თამაშებს, როცა ადამიანი ვერ ხვდე-
ბა, რა საშიშია...
ჰიუიში გაჩუმდა და ჩაახველა.
– ქალიშვილი? – ჰკითხა კალგარიმ.
– ქალიშვილმა რაღაც იცოდა, – მიუგო ჰიუიშმა, – თუმცა ჩემ-
თვის ამის მოყოლა არ მოისურვა. ასე მგონია, ის ყმაწვილი უყვარ-
და.
– მიკის გულისხმობთ?
ჰიუიშმა თავი დააქნია.

243
– დიახ. ვფიქრობ, მიკისაც თავისებურად უყვარდა ტინა, მაგრამ
საკმარისი არაა ვინმეს სიყვარული, თუკი შიში გონებას გიბნელებს.
ქალიშვილი, ალბათ, ვერ ხვდებოდა, რომ მისთვის ცნობილი რაღაც
ფაქტი კაცისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს შეიცავდა. დარანტის
მკვლელობით შეძრწუნებული მიკის ჩაეხუტა, მან კი ამით ისარგებ-
ლა და ზურგში დანა ჩასცა.
– მაგრამ ეს მხოლოდ თქვენი ვარაუდია სუპერინტენდანტო ჰიუ-
იშ, არა?
– მთლად ვარაუდიც არაა, დოქტორო კალგარი. მას ჯიბეში დანა
უპოვეს.
– სწორედ ის დანა?
– დიახ. სისხლიანი. ცხადია, ექსპერტიზას ჩავუტარებთ, თუმცა
აშკარაა, რომ ტინას სისხლი იქნება. ტინასა და ფილიპ დარანტის.
– მაგრამ... ეს შეუძლებელია.
– ვინ გითხრათ, რომ შეუძლებელია?
– ესთერმა. მე დავურეკე და მითხრა, რა მოხდა სინამდვილეში.
– გითხრათ, არა? არადა, ფაქტები ყველაფერს ნათელს ჰფენს.
მერი დარანტი სამ საათსა და ათ წუთზე სამზარეულოში ჩავიდა. ამ
დროს მისი ქმარი ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. მათ გარდა, სახ-
ლში იყვნენ: ლეო არგაილი გვენდა ვოენთან ერთად – ბიბლიოთე-
კაში, ესთერ არგაილი – თავის ოთახში მეორე სართულზე, კირსტენ
ლინდსტრომი – სამზარეულოში. ხუთი საათის დასაწყისში ავტო-
მობილით მიკი და ტინა მოვიდნენ. მიკი ბაღში სეირნობდა, ტინა კი
კიბეზე ავიდა კირსტენის კვალდაკვალ, რომელსაც ფილიპისთვის
ყავა და ნამცხვარი მიჰქონდა. ტინა ესთერს შეხვდა. ისინი ერთმა-
ნეთს გამოელაპარაკნენ. შემდეგ ტინა მის ლინდსტრომს კართან
დაეწია და მასთან ერთად შევიდა ოთახში, იქ კი მკვდარი ფილიპი
ნახეს.
– მიკი ამ დროს ბაღში იყო. განა ეს იდეალური ალიბი არ არის?
– დოქტორო კალგარი, თქვენ არ იცით, რომ სახლის გვერდით
მაგნოლიის დიდი ხე დგას. პატარაობისას ბავშვებს მასზე აძრომა

244
უყვარდათ, განსაკუთრებით მიკის. ეს ერთ-ერთი გზა იყო, რომლი-
თაც ის სახლში შედიოდა და გამოდიოდა. მას დღესაც შეეძლო ხეზე
აძრომა, დარანტის ოთახში შესვლა, მისთვის დანის დარტყმა და
უკან გაბრუნება. ცხადია, ყველაფერი ზუსტად უნდა გაეთვალა, მაგ-
რამ საოცარია, რა შეუძლია ზოგჯერ გამბედაობას. სასოწარკვეთი-
ლი იყო. ნებისმიერ ფასად უნდა შეეშალა ხელი ტინასა და დარანტის
შეხვედრისთვის. საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
ორივე უნდა მოეკლა
კალგარი ჩაფიქრდა.
– სუპერინტენდანტო, თქვენ თქვით, რომ ტინა გონზე მოვიდა.
ხომ არ უთქვამს, ვინ დაარტყა დანა?
– არეულ-დარეულად ლაპარაკობდა, – თქვა ჰიუიშმა, – დარ-
წმუნებული არა ვარ, რომ სრულად მოვიდა გონზე, – მან ამოიოხრა,
– კარგი, დოქტორო კალგარი, სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ მის
ნათქვამს. თავდაპირველად მან სახელი წარმოთქვა: მიკი.
– მაშასადამე, ის დაადანაშაულა.
– როგორც ჩანს, – დაეთანხმა ჰიუიში და თავი დააქნია, – და-
ნარჩენი კი, ჩემი აზრით, აზრს იყო მოკლებული. ალბათ, ბოდავდა.
– რა თქვა?
ჰიუიშმა ჩანაწერებს ჩახედა.
‒ მაშასადამე, თავდაპირველად „მიკი“· შემდეგ დუმილი და
„ფინჯანი ცარიელი იყო". კვლავ დუმილი. დაბოლოს: „ანძაზე დაჯდა
მტრედი“, – მან კალგარის შეხედა, – ეს რამეს გეუბნებათ?
– არა, – მიუგო კალგარიმ, თავი გადააქნია და გაოცებით გა-
იმეორა, – ანძაზე დაჯდა მტრედი... რა უცნაურია.
– როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ საქმეში არც ანძებია და
არც მტრედები.
– მაგრამ ეს მისთვის რაღაცას ნიშნავდა. შესაძლოა ის მკვლე-
ლობას არც უკავშირდება. ღმერთმა იცის, სად დაფრინავს ახლა მი-
სი გონება.
კალგარი ერთხანს დუმდა, იჯდა და ფიქრობდა. ბოლოს იკითხა:

245
– მიკი დააპატიმრეთ?
– ჯერ მხოლოდ დავაკავეთ. ბრალი არა უგვიანეს ოცდაოთხ სა-
ათში უნდა წავუყენოთ.
ჰიუიშმა ცნობისმოყვარეობით შეხედა კალგარის.
– როგორც ვხვდები, თქვენთვის ამ პრობლემის პასუხი ის ყმაწ-
ვილი, მიკი, არ არის.
– დიახ, – მიუგო კალგარიმ, – ჩემთვის ამ პრობლემის პასუხი
მიკი არ არის. ახლაც კი... არ ვიცი, – ჰიუიში წამოდგა, ‒ ვფიქრობ,
მართალი ვარ. თუმცა ისიც მესმის, რომ თქვენს გადასარწმუნებ-
ლად დამაჯერებელი მტკიცებულებები საკმარისად არა მაქვს.
კვლავ უნდა წავიდე არგაილებთან, ყველა უნდა ვნახო.
– რა გაეწყობა, – უთხრა ჰიუიშმა, – ოღონდ ფრთხილად იყავით,
დოქტორო კალგარი. მაინც, რაში მდგომარეობს თქვენი იდეა?
– ექნება თქვენთვის მნიშვნელობა, – თქვა კალგარიმ, – თუ გეტ-
ყვით, რომ, ჩემი აზრით, ეს დანაშაული ვნების ნიადაგზე მოხდა?
ჰიუიშმა წარბები ასწია.
– დოქტორო კალგარი, ვნება ბევრნაირია: სიძულვილი, სიხარ-
ბე, სიძუნწე, შიში – ყველა ვნებაა.
– როდესაც ვთქვი, დანაშაული ვნების ნიადაგზე-მეთქი, ის ვიგუ-
ლისხმე, რასაც ჩვეულებრივ გულისხმობენ, – განმარტა კალგარიმ.
– თუ ლეო არგაილსა და გვენდა ვოენს გულისხმობთ, ჩვენ ყო-
ველთვის მათზე ვეჭვობდით, – თქვა ჰიუიშმა, –მაგრამ შექმნილ ვი-
თარებაში ისინი, მგონი, უნდა გამოვრიცხოთ.
– ყველაფერი გაცილებით რთულადაა, – უთხრა ართურ კალგა-
რიმ.

246
თავი XXIV

ბინდდებოდა, როცა ართურ კალგარი კვლავ მივიდა „სანი ფო-


ინთში“ – ზუსტად ისე, როგორც იმ საღამოს, პირველად სტუმრობი-
სას. „ვაიფერს ფოინთი", – გაიფიქრა მან და ზარი დარეკა.
მომდევნო მოვლენებიც გამეორებას ჰგავდა. კარი კვლავ ეს-
თერმა გაუღო. ამჯერადაც გამომწვევი გამომეტყველება ჰქონდა,
სახეზე ტრაგედიით გამოწვეული სასოწარკვეთილება აღბეჭდოდა.
ჰოლში, მის უკან, ახლაც დაინახა დაძაბული და ეჭვით მომზირალი
კირსტენ ლინდსტრომი. ისტორია მართლა მეორდებოდა, მაგრამ
რაღაც მომენტში უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ესთერის სახიდან
უიმედობა და შიში გაქრა და მათი ადგილი საყვარელმა, მეგობ-
რულმა ღიმილმა დაიკავა.
– თქვენ! – შესძახა მან, – მადლობა ღმერთს, რომ აქ ხართ!
კალგარიმ ხელებზე ხელები მოჰკიდა.
– ესთერ, მამათქვენი უნდა ვნახო. მაღლაა, ბიბლიოთეკაში?
– დიახ, დიახ, გვენდასთან ერთადაა.
მათ კირსტენ ლინდსტრომი მიუახლოვდა.
– რატომ მოხვედით აქ კვლავ? – საყვედურით ჰკითხა კალგა-
რის, – ნუთუ ცოტა უბედურება მოგვიტანეთ პირველად სტუმრობი-
სას? შეხედეთ, რა დღეში ჩაგვაგდეთ! ესთერსაც გაუფუჭეთ ცხოვრე-
ბა და მისტერ არგაილსაც. თანაც ორი სიკვდილი. ორი! ფილიპ და-
რანტი და პატარა ტინა. ყველაფერი თქვენი ბრალია!
– ტინა ჯერ არ მომკვდარა, – უთხრა კალგარიმ, – აქ კი იმიტომ
მოვედი, რომ გადაუდებელი საქმე მაქვს.
– რა საქმე? – ჰკითხა კირსტენმა, რომელიც იდგა და კალგარის
კიბისკენ მისასვლელ გზაზე ეღობებოდა.
– ის უნდა დავასრულო, რაც დავიწყე, – მიუგო კალგარიმ.
მან ქალს მხარზე ხელი დაადო, ოდნავ გვერდზე გასწია და კიბეზე
ასვლას შეუდგა. ესთერი მიჰყვა. კალგარიმ თავი მიაბრუნა და მხარ-
ზემოდან თქვა:

247
– გამოგვყევით, მის ლინდსტრომ. მინდა ყველანი შეიკრიბოთ.
როდესაც ბიბლიოთეკაში შევიდნენ, ლეო არგაილი საწერ მაგიდას-
თან სავარძელში იჯდა, გვენდა ვოენი კი ბუხართან ჩამუხლულიყო
და ცეცხლს მისჩერებოდა. ორივემ გაოცებით შეხედა შემოსულებს.
– მომიტევეთ, რომ შემოგეჭერით, – ჩაილაპარაკა კალგარიმ, –
მაგრამ როგორც უკვე ვუთხარი ამ ორ ქალს, ის უნდა დავასრულო,
რაც დავიწყე, – მან მიმოიხედა, – მისის დარანტი ჯერაც სახლშია?
მინდა ისიც აქ იყოს.
– ვფიქრობ, დასასვენებლად წამოწვა, – უთხრა ლეომ, – ის...
მან საშინლად განიცადა მომხდარი.
– მაინც მინდა აქ იყოს, – კალგარიმ კირსტენს შეხედა, – იქნებ
წახვიდეთ და მოიყვანოთ.
– შეიძლება არ მოისურვოს, – კუშტად მიუგო კირსტენმა.
– უთხარით, რომ შესაძლოა დააინტერესოს იმან, რაც მისი
ქმრის სიკვდილზე ითქმება.
– კარგი რა, კირსტი, – თქვა ესთერმა, – ნუ ხარ ასეთი ეჭვიანი
და თავი დაანებე ჩვენზე ზრუნვას. არ ვიცი, რის თქმას აპირებს დოქ-
ტორი კალგარი, მაგრამ ყველანი აქ უნდა ვიყოთ.
– როგორც გენებოთ, – ჩაილაპარაკა კირსტენმა და ოთახიდან
გავიდა.
– დაბრძანდით, – თქვა ლეომ და სტუმარს ბუხრის მეორე მხარეს
სავარძელზე მიუთითა.
კალგარი დაჯდა.
– მომიტევეთ, დოქტორო კალგარი, – უთხრა ლეომ, – მაგრამ
ძალიან ვწუხვარ, რომ მაშინ ჩვენთან მოხვედით.
– ეს უსამართლობაა! – გაცხარებით შესძახა ესთერმა, – ამის
თქმა საშინელი უსამართლობაა!
– ვიცი, რასაც გრძნობთ, – თქვა კალგარიმ, – თქვენს ადგილას,
ალბათ, მეც იმავეს განვიცდიდი. ერთხანს თქვენს მოსაზრებას ვი-
ზიარებდი, მაგრამ როდესაც ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი,
რომ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო.

248
კირსტენი ოთახში დაბრუნდა.
– მერი მოდის, – განაცხადა მან.
ისხდნენ და ელოდებოდნენ. მალე მერი დარანტიც შემოვიდა.
კალგარიმ ინტერესით შეხედა მას, ვინაიდან აქამდე არ ენახა. მშვი-
დი და გაწონასწორებული ქალი ჩანდა. აკურატულად ეცვა, თმაც სა-
გულდაგულოდ დაევარცხნა, მაგრამ სახე ნიღაბს მიუგავდა, უფრო
სწორად, მთვარეულს, რომელიც ძილში დადის.
ლეომ ისინი ერთმანეთს წარუდგინა. ქალმა თავი დაუკრა.
– გმადლობთ, რომ მოხვედით, მისის დარანტ, – უთხრა კალგა-
რიმ, – ვფიქრობ, უნდა მოისმინოთ, რის თქმასაც ვაპირებ.
– როგორც გენებოთ, – მიუგო მერიმ, – თუმცა რაც უნდა თქვათ,
ფილიპს ვერ გააცოცხლებს.
მერი ფანჯარასთან სკამზე დაჯდა. კალგარიმ იქ მყოფთ თვალი
მოავლო.
– თავდაპირველად, მინდა შემდეგი გითხრათ: როდესაც აქ პირ-
ველად მოვედი, რათა ჯეკოს უდანაშაულობა მემცნო, თქვენმა რეაქ-
ციამ გამაოცა. ახლა უკვე ვხვდები ამის მიზეზს, მაგრამ ყველაზე დი-
დი შთაბეჭდილება ჩემზე ამ ბავშვის – კალგარიმ ესთერზე მიუთითა,
– სიტყვებმა მოახდინა. მან წასვლისას მითხრა, მთავარი სამართ-
ლიანობა კი არ არის, არამედ ის, თუ რა დღეში აღმოჩნდებიან უდა-
ნაშაულოებიო. იობის წიგნის ბოლო თარგმანში არის ფრაზა, რომე-
ლიც ამას აღწერს – „უდანაშაულოთა გასაჭირი“, ჩემმა მოტანილმა
ამბავმა სწორედ ამიტომ მოგიტანათ ამდენი ტანჯვა, მაგრამ უდანა-
შაულოები არ უნდა იტანჯებოდნენ, არ უნდა დაიტანჯონ. დღეს აქ
იმიტომ ვარ, რომ უდანაშაულოთა ტანჯვა დასრულდეს, ამისთვის კი
ჩემი სათქმელი უნდა გითხრათ.
კალგარი გაჩუმდა. ყველა დუმდა. მან მშვიდად განაგრძო:
– ამბავმა, რომელიც მოგიტანეთ, ჩემი მოლოდინის საწინააღ-
მდეგოდ დიდად არ გაგახარათ. ჯეკოსთვის წარდგენილი ბრალდება
სავსებით ბუნებრივად მიგაჩნდათ. ეს, ასე ვთქვათ, ყველას გაკმაყო-
ფილებდათ, მისის არგაილის მკვლელობის საქმეში ოჯახისთვის სა-

249
უკეთესო გამოსავალი იყო.
– ძალზე კატეგორიული ხომ არა ხართ? – ჰკითხა ლეომ.
– არა, – მიუგო კალგარიმ, – რაც გითხარით, სიმართლეა. თქვე-
ნი აზრით, ჯეკოს მკვლელობის ჩადენა შეეძლო. გამორიცხავდით,
რომ დანაშაული უცხო პირმა ჩაიდინა, თანაც, ჯეკოს საქციელს გა-
მართლებასაც მოუძებნიდით. ის ბედუკუღმართი, ფსიქიკურად არა-
ჯანსაღი ადამიანი, პატარაობიდანვე პრობლემური ბავშვი იყო თან-
დაყოლილი ცუდი მიდრეკილებებით, საკუთარ საქციელზე პასუხს
არ აგებდა! ამ ყველაფერს ჩვენს დროში წარმატებით იყენებენ დამ-
ნაშავისთვის ბრალის შესამსუბუქებლად.
მისტერ არგაილ, თქვენ ამბობდით, რომ ჯეკოს არ ადანაშაულებ-
დით, რომ მას დედაც კი არ დაადანაშაულებდა, რომელსაც მან სი-
ცოცხლე მოუსწრაფა. ჯეკოს მხოლოდ ერთი ადამიანი ადანაშაუ-
ლებდა, – კალგარიმ კირსტენ ლინდსტრომს შეხედა, – თქვენ.
თქვენ მკაფიოდ და გარკვევით, მიკიბ-მოუკიბავად თქვით, რომ ჯე-
კო ცუდი ადამიანი იყო. სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათეთ.
– შესაძლოა, – თქვა კირსტენ ლინდსტრომმა, – შესაძლოა... დი-
ახ, შესაძლოა კიდეც ვთქვი, ვინაიდან სიმართლეა.
– დიახ, სიმართლეა. ის ცუდი ადამიანი იყო. ცუდი რომ არ ყოფი-
ლიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა... მაგრამ ისიც იცით, – განაგ-
რძო კალგარიმ, – რომ ჩემი ჩვენება მას ამართლებს.
– ჩვენებას ყოველთვის არ დაეჯერება, – შეეპასუხა კირსტენი, –
თქვენ ტვინის შერყევა გქონდათ. ვიცი, როგორ შეიძლება იმოქმე-
დოს ამან ადამიანზე – თითქოს ახსოვს ყველაფერი, მაგრამ ბუნ-
დოვნად, როგორც ბურუსში.
– მაშასადამე, კვლავაც ფიქრობთ, რომ ჯეკო მკვლელია? –
ჰკითხა კალგარიმ, – რომ ჯეკომ დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ კი
როგორღაც მოახერხა და ალიბი შეიქმნა? ასეა?
– ცხადია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ დიახ, დაახლოებით ასეა.
ახლაც ვფიქრობ, რომ ეს მან ჩაიდინა. უბედურება, რომელიც ამ
სახლს თავს დაატყდა, ადამიანების სიკვდილი ‒დიახ, ეს ყველაფე-

250
რი მისი, ჯეკოს, ნამოქმედარია!
– კირსტენ, შენ ხომ ყოველთვის გიყვარდა ჯეკო! – შესძახა ეს-
თერმა.
– შესაძლოა, – მიუგო კირსტენმა, – დიახ, შესაძლოა, მაგრამ მე
მაინც ვამბობ, რომ ის ცუდი ადამიანი იყო.
– ვფიქრობ, ამაში მართალი ხართ, – უთხრა კალგარიმ, – მაგ-
რამ ჩემთან დაკავშირებით კი ცდებით. ტვინის შერყევას ჩემს მეხ-
სიერებაზე გავლენა არ მოუხდენია. ის სრულად აღმიდგა. მკაფიოდ
მახსოვს, რომ იმ საღამოს, როდესაც მისის არგაილი მოკლეს, დრო-
ის სწორედ იმ მონაკვეთში, ჯეკო ჩემს მანქანაში იჯდა. ამიტომ შეუძ-
ლებელია – ამას გადაჭრით ვაცხადებ, – შეუძლებელია ჯეკო არგა-
ილს იმ საღამოს დედობილი მოეკლა. მისი ალიბი ეჭვს არ იწვევს.
ლეო შეიშმუშნა. კალგარიმ განაგრძო:
– თქვენ ფიქრობთ, რომ იმის გასამეორებლად მოვედი, რაც ერ-
თხელ უკვე გითხარით? ასე არაა. სხვა დეტალებიც არსებობს, რომ-
ლებიც გასათვალისწინებელია. ჯერ ერთი, სუპერინტენდანტ ჰიუ-
იშისგან შევიტყვე, რომ ჯეკო თავის ალიბიზე ძალზე თავდაჯერებუ-
ლად ლაპარაკობდა, ყველაფერი მკაფიოდ ახსოვდა – დროც, ად-
გილმდებარეობაც, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ დასჭირდებოდა.
ამას ემატება ჩემი საუბარი ექიმ მაკმასტერთან, რომელსაც ე.წ. მო-
საზღვრე დამნაშავეების შემთხვევების დიდი გამოცდილება აქვს.
მას არ გაჰკვირვებია, რომ ჯეკოს, როგორც თვითონ თქვა, „გულში
მკვლელობის მარცვლები ჰქონდა". ის უფრო იმან გააოცა, რომ ჯე-
კომ ეს მაინც ჩაიდინა. ექიმ მაკმასტერის აზრით, უფრო მოსალოდ-
ნელი იყო ჯეკოს მკვლელობის ჩადენისკენ სხვისთვის ებიძგებინა.
მერე თავს ვკითხე: იცოდა თუ არა ჯეკომ წინასწარ, რომ იმ საღამოს
მკვლელობა უნდა მომხდარიყო? ხომ არ იცოდა, რომ ალიბი დას-
ჭირდებოდა? განზრახ ხომ არ შეიქმნა ის? და თუ ასეა, მისის არგაი-
ლი ვიღაც სხვამ მოკლა... ჯეკომ კი იცოდა, რომ მას მოკლავდნენ.
მაშასადამე, ამ შემთხვევაში სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ,

251
რომ ჯეკო წამქეზებელია, რომელმაც მკვლელობა ჩაიფიქრა, მაგ-
რამ ამისკენ სხვას უბიძგა.
კალგარიმ კირსტენ ლინდსტრომს მიმართა:
– ასე ფიქრობთ, არა? თქვენ კვლავაც გრძნობთ ან გსურთ
გრძნობდეთ, რომ მკვლელობა ჯეკომ ჩაიდინა და არა თქვენ. საკუ-
თარ თავს უმტკიცებთ, რომ მისი ბრძანებით, მისი გავლენით მოქმე-
დებდით. ამიტომ გსურთ დანაშაული მთლიანად მას დაჰბრალდეს!
– მე? – ჰკითხა კირსტენმა, – მე? რას ამბობთ?
– მე ვამბობ, – თქვა კალგარიმ, – რომ ამ სახლში მხოლოდ ერ-
თი ადამიანია, რომელიც რაიმე ფორმით ჯეკო არგაილის თანამ-
ზრახველად გამოდგებოდა, და ეს თქვენ ხართ, მის ლინდსტრომ. ჯე-
კო ერთი თვისებით გამოირჩეოდა – საშუალო ასაკის ქალებში ვნე-
ბის აღძვრა შეეძლო. ის შეგნებულად იყენებდა ამ ძალას. ნდობის
მოპოვებასაც ადვილად ახერხებდა, – კალგარი მისკენ დაიხარა, –
ის თქვენი საყვარელი იყო, არა? გარწმუნებდათ, რომ უყვარდით და
თქვენი ცოლად მოყვანა სურდა? რომ როგორც კი ეს საქმე გამოვი-
დოდა და დედის ფულიდან თავის წილს მიიღებდა, დაქორწინდებო-
დით და სადმე შორს გაემგზავრებოდით. ასე არ იყო?
კირსტენი გაუნძრევლად, დადამბლავებულივით იჯდა და კალგა-
რის თვალს არ აცილებდა.
– ის ძალზე სასტიკად, უგულოდ მოგექცათ, – თქვა ართურ კალ-
გარიმ, – იმ საღამოს სასწრაფოდ დასჭირდა ფული, წინააღმდეგ
შემთხვევაში, პატიმრობა ელოდა. მისის არგაილმა დახმარებაზე
უარი უთხრა. როდესაც ჯეკომ მისგან ვერაფერი მიიღო, თქვენ მოგ-
მართათ.
– ნუთუ ფიქრობთ, რომ მისის არგაილის ფულს ავიღებდი, ნაც-
ვლად იმისა, ჩემი მიმეცა? – თქვა კირსტენ ლინდსტრომმა.
– არა, – მიუგო კალგარიმ, – თქვენსას მისცემდით, რომ გქონო-
დათ. მაგრამ, ვფიქრობ, არ გქონდათ... კარგ შემოსავალს იღებდით
რენტიდან, რომელიც მისის არგაილმა გიყიდათ, თუმცა იმ დროის-

252
თვის ჯეკომ, ალბათ, ყველაფერი დაგცინცლათ. ასე რომ, იმ საღა-
მოს ის მართლა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როდესაც
მისის არგაილი ქმართან ბიბლიოთეკაში ავიდა, სახლიდან ჩუმად
გახვედით. გარეთ ჯეკო გელოდებოდათ. მან აგიხსნათ, რა უნდა გა-
გეკეთებინათ. თავდაპირველად მისთვის ფული უნდა გადაგეცათ,
შემდეგ კი, სანამ გამქრალ ფულს აღმოაჩენდნენ, მისის არგაილი
უნდა მოგეკლათ, ვინაიდან ის ქურდობის ფაქტს არ დამალავდა. ჯე-
კომ გითხრათ, რომ უჯრები უნდა გამოგეწიათ, რათა ეფიქრათ, რომ
კაბინეტში მძარცველი შეიპარა, ქალისთვის კი თავში ქარცახი ჩა-
გერტყათ. ეს უმტკივნეულო სიკვდილი იქნებოდა, მისის არგაილი
ვერაფერს იგრძნობდა. ის კი, ჯეკო, თავის ალიბიზე იზრუნებდა. ამი-
ტომ მკაცრად შეთანხმებულ დროს უნდა გემოქმედათ – შვიდსა და
რვის ნახევარს შორის.
– ტყუილია, – თქვა კირსტენმა, რომელსაც კანკალი აუვარდა, –
ალბათ, ჭკუაზე შეიშალეთ, რახან ჩემზე ასე ლაპარაკობთ. მაგრამ
მის ხმაში აღშფოთება არ იგრძნობოდა – მხოლოდ საშინელი დაღ-
ლილობა.
– თუნდაც სიმართლე იყოს ის, რასაც ამბობთ, – თქვა მან, – ნუ-
თუ დავუშვებდი, რომ ჯეკო მკვლელობაში დაედანაშაულებინათ?
– ოჰ, დიახ, – განაცხადა კალგარიმ, – ბოლოს და ბოლოს, მან
გითხრათ, რომ ალიბი ექნებოდა. თქვენ ელოდით, რომ მას დააკა-
ვებდნენ, მაგრამ შემდეგ უდანაშაულოდ ცნობდნენ. ეს ყველაფერი
გეგმის ნაწილი იყო.
– მაგრამ როდესაც თავისი უდანაშაულობა ვერ დაამტკიცა, –
თქვა კირსტენმა, – ნუთუ მაშინ არ დავიხსნიდი?
– შესაძლოა, – მიუგო კალგარიმ, – შესაძლოა, რომ არა ერთი
ფაქტი. საქმე ისაა, რომ მკვლელობის მომდევნო დილას სახლში ჯე-
კოს მეუღლე მოვიდა. თქვენ არ იცოდით, რომ მას ცოლი ჰყავდა. ქა-
ლიშვილმა ორჯერ თუ სამჯერ გაგიმეორათ, ვინც იყო, სანამ დაიჯე-
რებდით. ეს რომ შეიტყვეთ, ფეხქვეშ თითქოს მიწა გამოგეცალათ.

253
თქვენ ნამდვილი ჯეკო დაინახეთ – გულქვა, ეშმაკი და თქვენდამი
სრულიად გულგრილი და გააცნობიერეთ, რა ჩაგადენინათ.
უეცრად კირსტენ ლინდსტრომი ალაპარაკდა უთავბოლოდ, გაც-
ხარებით:
– მე ის მიყვარდა... მთელი გულით მიყვარდა. სულელი ვიყავი,
შუახნის მიმნდობი სულელი. მან მაიძულა ასე მეფიქრა... მაიძულა
დამეჯერებინა. მითხრა, რომ ახალგაზრდა ქალები არასდროს მოს-
წონდა. მითხრა... ყველაფერს ვერ გავიმეორებ, რასაც მეუბნებო-
და... მე ის მიყვარდა. გიმეორებთ, მიყვარდა, ამ დროს კი ეს მოსუ-
ლელო და თვითკმაყოფილი ქალიშვილი გამოჩნდა. მაშინ მივ-
ხვდი,,რომ ყველაფერი ტყუილი იყო, უნამუსობა.,.. უნამუსობა მისი
და არა ჩემი.
– იმ საღამოს როცა აქ მოვედი, _ თქვა კალგარიმ თქვენ შეგე-
შინდათ, არა? შეგეშინდათ იმის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,
სხვების გამო შეშინდით: ესთერის გამო, რომელიც გიყვართ; ლეოს
გამო, რომლის მიმართაც სიმპათიას გრძნობდით... შესაძლოა
ხვდებოდით, რომ ეს მათ დააზარალებდა. მაგრამ, პირველ ყოვლი-
სა, საკუთარი თავის გამო შეშინდით. ხომ ხედავთ, სად მიგიყვანათ
ამ შიშმა... კიდევ ორი ადამიანი შეიწირეთ.
– თქვენ ამბობთ, რომ ტინა და ფილიპი მე მოვკალი?
– ცხადია, თქვენ მოკალით, – თქვა ართურმა, – მაგრამ ტინა
გონზე მოვიდა. სასოწარკვეთილმა კირსტენმა ყურები ჩამოყარა.
– მაშასადამე, მან გითხრათ, რომ ზურგში დანა ჩავარტყი? მე კი
მეგონა, ვერაფერი იგრძნო. შეშლილივით ვიყავი. შიშმა ამიტანა.
საფრთხე სულ უფრო მიახლოვდებოდა.
– გაინტერესებთ, რა თქვა ტინამ, როდესაც გონზე მოვიდა? –
ჰკითხა კალგარიმ, – „ფინჯანი ცარიელი იყო“. მივხვდი, რას გულის-
ხმობდა – თქვენ თავი მოაჩვენეთ, თითქოს ფილიპ დარანტისთვის
ყავა მიგქონდათ, სინამდვილეში კი მანამდე ჩაარტყით დანა კეფაში
და ოთახიდან გამოდიოდით, როდესაც ტინას ნაბიჯების ხმა მოგეს-

254
მათ. შეტრიალდით, რათა ეფიქრა, რომ ოთახში აპირებდით შეს-
ვლას. შემდეგ კი ტინამ, მიუხედავად იმისა, თავზარდაცემული იყო
ფილიპის სიკვდილით, მაინც შეამჩნია, რომ ლანგრიდან გადმო-
ვარდნილ ფინჯანში არაფერი ესხა და იატაკზე ყავა არ დაღვრილა.
– მაგრამ კირსტენი ტინას ვერ მოკლავდა! – შესძახა ესთერმა, –
ტინა ხომ კიბეზე დაეშვა და მიკისკენ გაემართა. თავისით, ვინმეს
დაუხმარებლად.
– ჩემო კარგო, – უთხრა კალგარიმ, – ისეც მომხდარა, რომ და-
ნით დაჭრილ ადამიანს მთელი ქუჩა გაუვლია და ეჭვიც არ აღძვრია,
თუ რამე სჭირდა! შოკში მყოფ ტინას ვერაფერი უნდა ეგრძნო – შე-
საძლოა მხოლოდ მსუბუქი ჩხვლეტა, როგორც ქინძისთავით, – ის
კვლავ კირსტენს მიუბრუნდა, – მოგვიანებით დანა მალულად ჩა-
უდეთ მიკის ჯიბეში. ამაზე მეტი საზიზღრობის წარმოდგენა შეუძლე-
ბელია...
კირსტენმა ვედრებით ასწია ხელები.
– სხვა გზა არ მქონდა... არაფერი შემეძლო... საფრთხე მიახ-
ლოვდებოდა... მალე ყველა მიხვდებოდა. ფილიპმა რაღაც შეიტყო.
ტინა... ტინამ, ვფიქრობ, ყური მოჰკრა, რას მეუბნებოდა ჯეკო იმ სა-
ღამოს სახლის უკან. ცოტაც და, ყველაფერი გაირკვეოდა.. მინდოდა
უსაფრთხოდ ვყოფილიყავი. მინდოდა... მაგრამ ეს შეუძლებელი აღ-
მოჩნდა! – კირსტენმა ხელები უღონოდ ჩამოყარა, – ტინას მოკვლა
არ მინდოდა, რაც შეეხება ფილიპს...
მერი დარანტი წამოდგა და ოთახი ნელა, თუმცა მტკიცედ გადაჭ-
რა. – შენ მოკალი ფილიპი? – თქვა მან, – ფილიპი შენ მოკალი?
უეცრად მერი ვეფხვივით ეცა კირსტენს. გვენდა მყისვე წამოხტა
და ხელი სტაცა. მას კალგარიც მიეშველა და მერი გააკავეს.
– შენ... შენ! – ყვიროდა ქალი.
კირსტენ ლინდსტრიმი მას ჯიქურ მიაჩერდა.
– რა მისი საქმე იყო? რატომ დაძვრებოდა აქეთ-იქით? რატომ
ეკითხებოდა ყველას? მას ხომ არაფერი ემუქრებოდა. მისთვის სიკ-
ვდილ-სიცოცხლის საკითხი არ იდგა. ამას თავშესაქცევ თამაშად

255
აღიქვამდა.ის შეტრიალდა, კარისკენ გაემართა და ისე, რომ არა-
ვისთვის შეუხედავს, ოთახიდან გავიდა.
– შეაჩერეთ! – შესძახა ესთერმა, – უნდა დავაკავოთ!
– წავიდეს, ესთერ, – უთხრა ლეომ.
– მაგრამ... თავს მოიკლავს.
– არა მგონია, – თქვა კალგარიმ.
– ის წლების განმავლობაში ჩვენი ერთგული მეგობარი იყო, –
ჩაილაპარაკა ლეომ, – ახლა კი...
– ფიქრობთ, რომ... პოლიციას ჩაჰბარდება? – იკითხა გვენდამ.
– გაცილებით სავარაუდოა, რომ უახლოეს რკინიგზის სადგურში
მივიდეს და მატარებლით ლონდონში გაემგზავროს, მაგრამ, ცხა-
დია, ვერსად დაიმალება. მის კვალს დაადგებიან და მიაგნებენ.
– ჩვენი ძვირფასი კირსტენი, – აცახცახებული ხმით თქვა ლეომ,
– ასეთი ერთგული, ასეთი მზრუნველი...
გვენდამ მხარში ხელი ჩაავლო და შეაჯანჯღარა.
– ლეო, ასე როგორ შეიძლება? დაგავიწყდა, რა დღეში ჩაგვყარა
ყველა? რამდენი ტანჯვა მოგვაყენა!
– დიახ, მართალია, – დაეთანხმა ლეო, – მაგრამ თვითონაც
იტანჯებოდა. მისი ტანჯვა ამ სახლში, ალბათ, ყველა ჩვენგანზე მოქ-
მედებდა. ‒ მისი წყალობით ეს ტანჯვა შესაძლოა სიცოცხლის ბო-
ლომდე გაგვყვებოდა, რომ არა დოქტორი კალგარი, –თქვა გვენ-
დამ, კალგარის მიუბრუნდა და მადლიერი მზერა მიაპყრო.
– რაღაც სასარგებლო მაინც გავაკეთე, – თქვა კალგარიმ, –
თუმცა დაგვიანებით.
– დიახ, დაგვიანებით! – სინანულით გაიმეორა მერიმ, – ძალიან
დიდი დაგვიანებით! ოჰ, რატომ არ ვიცოდით... რატომ ვერ მივ-
ხვდით? – მან გამკიცხავად შეხედა ესთერს, – მეგონა, დედა შენ მო-
კალი... ყოველთვის ასე ვფიქრობდი.
– ის კი ასე არ ფიქრობდა, – თქვა ესთერმა და კალგარიზე მი-
უთითა.
– ნეტავი მოვმკვდარიყავი, – ჩაილაპარაკა მერი დარანტმა.

256
– ჩემო ძვირფასო, – უთხრა ლეომ, – როგორ მინდა რამით და-
გეხმარო.
– მე ვერავინ დამეხმარება, – მიუგო მერიმ, – ყველაფერში ფი-
ლიპია დამნაშავე, რომელმაც აქ დარჩენა და ამ საქმეში გარევა გა-
დაწყვიტა. ჰოდა, კიდეც ემსხვერპლა, – მან იქ მყოფთ თვალი მოავ-
ლო, – არავის ესმის ჩემი, – თქვა და ოთახიდან გავიდა.
კალგარი და ესთერი მას უკან მიჰყვნენ. კართან მისულმა კალ-
გარიმ მიიხედა და დაინახა, რომ ლეომ გვენდას მხრებზე ხელი მოხ-
ვია.
– არადა, კირსტენი მაფრთხილებდა, – თქვა ესთერმა და კალგა-
რის გაფართოებული, შეშინებული თვალებით შეხედა, – თავიდანვე
მეუბნებოდა, რომ არავის მივნდობოდი... არც მას...
– დაივიწყეთ, ჩემო კარგო, – უთხრა კალგარიმ, – ახლა მხო-
ლოდ ეს გჭირდებათ – დავიწყება. ყველანი თავისუფალი ხართ.
უდანაშაულოებს ვერავინ შეხედავს ეჭვის თვალით.
– ტინა? გამოჯანმრთელდება? არ მოკვდება?
– ვფიქრობ, გამოკეთდება, – მიუგო კალგარიმ, – მგონი, მიკი
უყვარს, არა?
– ალბათ... შეიძლება... – დაბნეულად ჩაილაპარაკა ესთერმა, –
ეს თავში არასდროს მომსვლია. ისინი ხომ და-ძმასავით იზრდებოდ-
ნენ, თუმცა ერთმანეთს არ ენათესავებიან.
– სხვათა შორის, ესთერ, ხომ არ იცით, რას უნდა ნიშნავდეს ტი-
ნას სიტყვები: „ანძაზე დაჯდა მტრედი“?
‒ „ანძაზე დაჯდა მტრედი“.. – ესთერმა შუბლი შეიჭმუხნა, – მო-
იცადეთ, რაღაც ძალზე ნაცნობია. „სწრაფად მიცურავს გემი, ანძაზე
დაჯდა მტრედი. ეტყობა, ძალზე დარდობს, მის გულს მზეც კი ვერ ათ-
ბობს". ეს ხომ არ არის?
– შესაძლოა, – თქვა კალგარიმ.
– ეს სიმღერაა, – უთხრა ესთერმა, – იავნანას მსგავსი. კირსტენი
გვიმღეროდა. მხოლოდ ნაწყვეტები მახსოვს. „ო, ძვირფასო...“ და
კიდევ რაღაც და რაღაც...

257
„ოჰ, ძვირფასო, მე შორსა ვარ,
სად არ ვძებნე სავანე, მოვიარე ზღვა და ხმელი,
მაგრამ ვერსად მივაგენ.
გვიან მივხვდი, შენს გულშია
ჩემი მყუდრო სავანე“.

– გასაგებია, – თქვა კალგარიმ, – დიახ,დიახ, გასაგებია...


– ალბათ, დაქორწინდებიან, – ჩაილაპარაკა ესთერმა, – როდე-
საც ტინა გამოჯანმრთელდება... და მასთან ერთად ქუვეითში წავა.
ტინას ყოველთვის უნდოდა ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც თბი-
ლა. სპარსეთის ყურეში კი ძალიან თბილა, არა?
– მგონი, მეტისმეტადაც, – მიუგო კალგარიმ.
– ტინასთვის მეტისმეტად არასდროს თბილა.
– ჩემო კარგო, ახლა თქვენც შეგიძლიათ გაბედნიერება, – უთ-
ხრა კალგარიმ, ხელზე ხელი მოჰკიდა და გაღიმება სცადა, – ცო-
ლად გაჰყვებით თქვენს ახალგაზრდა ექიმს, დამშვიდდებით და არც
გიჟური ფანტაზიებით დაიტანჯებით, არც საშინელი სასოწარკვეთი-
ლებით.
‒ დონს გავყვები ცოლად? – გაოცებით ჰკითხა ესთერმა, – რა-
საკვირველია, დონს ცოლად არ გავყვები.
– მაგრამ ხომ გიყვართ?
– არა, ვფიქრობ, არ მიყვარს... მართლა არ მიყვარს... უბრა-
ლოდ, მაშინ ასე მეჩვენებოდა. მას ჩემი არ სჯეროდა. არ სჯეროდა,
რომ დედა მე არ მომიკლავს. როგორ შეეძლო... – ესთერმა კალგა-
რის თვალებში შეხედა, – სამაგიეროდ, თქვენ გჯეროდათ, რომ უდა-
ნაშაულო ვიყავი! აი, თქვენ კი გამოგყვებოდით ცოლად.
– მაგრამ, ესთერ, მე ხომ გაცილებით უფროსი ვარ თქვენზე, ეს,
უბრალოდ...
‒ ცხადია.. თუ გინდივართ, – თქვა ესთერმა და მის ხმაში მო-
ულოდნელად ეჭვი გახმიანდა.
– ოჰ, როგორ არ მინდიხართ! – შესძახა ართურ კალგარიმ.

258
259

You might also like