You are on page 1of 240

აგათა კრისტი

მივიწყებული მკვლელობა

მთარგმნელი ელენე გეგელაშვილი


მივიწყებული მკვლელობა

I - ძიება

გვენდა რიდი ნავსაყუდელზე იდგა. მას მთელი სხეული უთრთოდა.


დოკები, საბაჟო ფარდულები და მთლიანად ინგლისი, სადამდეც თვალი
სწვდებოდა, აღმა-დაღმა ირწეოდა. სწორედ იმ წუთას გვენდამ გადაწყვე-
ტილება მიიღო - გადაწყვეტილება, რომელსაც ესოდენ მნიშვნელოვანი
ამბები უნდა მოჰყოლოდა.
არა, ლონდონში მატარებლით არ წავა, როგორც აქამდე აპირებდა.
ბოლოს და ბოლოს, რატომ წავიდეს მატარებლით?! მას ხომ იქ არავინ
ელოდება, არც მისი იქ ჩასვლის ამბავი იცის ვინმემ!..
სამი დღე საშინლად ღელავდა ზღვა და როგორც იქნა, გვენდამ თავი
დააღწია გემის განუწყვეტელ რწევა-ჭრიალს. არავითარი სურვილი
აღარ ჰქონდა ჩამჯდარიყო ისევ და ისევ მოჭრიალე და რწევად მატარე-
ბელში. იგი სასტუმროში მოეწყობა, მყარად ნაგებ, რიგიან სასტუმროში,
რომელიც ასევე მყარად დგას მიწაზე. მერე დაწვება მაგარ, ურყევ სა-
წოლზე, რომელიც არც ჭრიალებს და არც ირწევა. ერთს გემოზე გა-
მოიძინებს და მეორე დილით ყველაფერი ნათელი გახდება.
ბრწყინვალე მოფიქრებაა! გვენდა მანქანას დაიქირავებს და აუჩქა-
რებლად შემოივლის ინგლისის სამხრეთ ნაწილს, გზადაგზა სახლებსაც
შეათვალიერებს, შეარჩევს ერთ ლამაზ, კოხტა სახლს და კიდეც შეიძენს.
ეს საქმე პირადად მას აკისრია, ასე მოილაპარაკეს გვენდამ და გაილ-
სმა. დიახ, მართლაც ბრწყინვალე მოფიქრებაა! ამასობაში ცოტათი ინ-
გლისსაც გაეცნობა, რომლის შესახებ გაილსი ბევრს უამბობდა, მაგრამ
ჯერჯერობით თვალით არ ენახა იგი. თუმცა ახალზელანდიელთა უმრავ-
ლესობის მსგავსად, გვენდასაც სამშობლოდ მიაჩნდა ინგლისი. ჯერჯე-
რობით კი არცთუ ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა ეს ქვეყანა; მოღ-
რუბლული დღე იყო, გადაუღებლად წვიმდა და მძაფრი, აბეზარი ქარი
განუწყვეტლივ სისინებდა.
გვენდა მორჩილად მიჰყვებოდა საპასპორტო და საბაჟო განყოფილე-
ბის რიგს და ფიქრობდა: „არა მგონია, პლიმუტი ინგლისის საუკეთესო
ადგილი იყოს.“ მაგრამ, მეორე დილითვე, სულ შეიცვალა განწყობილე-
ბა. კაშკაშა, მზიანი დილა გათენდა და მისი ფანჯრებიდან საუცხოო ხედი
გადაიშალა... და, რაც მთავარია, ირგვლივ სამყარო აღარ ტორტმანებ-
და, გარინდულიყო. ერთი სიტყვით, ეს იყო ინგლისი! და აქ არის ისიც,
გვენდა რიდი, სამოგზაუროდ წამოსული ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა,
გათხოვილი ქალი. ჯერჯერობით მან ზუსტად არ იცის, როდის ჩამოვა გა-
ილსი ინგლისში; შეიძლება, რამდენიმე კვირაში ჩამოვიდეს, ან სულაც
ექვსი თვე დაუგვიანდეს. თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ გაილსზე ადრე
გვენდა ჩავიდოდა ინგლისში და შეარჩევდა შესაფერის სახლს. ორივეს
ერთი სურვილი ამოძრავებდა: სადმე, მყუდრო ადგილას დაბინავებუ-
ლიყვნენ სამუდამოდ. გაილსის სამუშაო სულ მგზავრობასთან იყო დაკავ-
შირებული; მართალია, ზოგჯერ გვენდასაც თან გაიყოლებდა, მაგრამ
საამისო პირობები, იქნებ, ყოველთვის არ ჰქონოდათ. ამიტომ გადაწყვი-
ტეს, საკუთარი სახლი შეეძინათ მყუდრო და მოხერხებულ ადგილას.
სულ ცოტა ხნის წინ გაილსმა დეიდისაგან მემკვიდრეობით ავეჯი
მიიღო. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა იყო, რომ ჩანაფიქრი გა-
ნეხორციელებინათ. თუმცა გაილსი და გვენდა ისედაც შეძლებულად
ცხოვრობდნენ და მაინც მოაგვარებდნენ თავიანთ საქმეს.
გვენდა პირველად, ცოტა არ იყოს, შეფიქრიანდა, ამხელა საქმე მარ-
ტომ როგორ ვითავოო.
- ხომ არ აჯობებდა, ორივეს ერთად გვეზრუნა ამ საქმეზე, - ჰკითხა
ქმარს.
გაილსმა სიცილით მიუგო:
- ხომ იცი, სახლების ბევრი არაფერი გამეგება, ამიტომ რასაც შენ
მოიწონებ, ის მეც მომეწონება. ისე კი, კარგი იქნება, სახლს პატარა ბა-
ღიც ჰქონდეს. ოღონდაც ისეთი არა, რაღაც ახალი სტილის სისაძაგლეს
რომ აშენებენ. არც მაინცდამაინც დიდი სახლი გვჭირდება. მე თუ მკით-
ხავ, სადმე სამხრეთ სანაპიროზე ჯობია. ყოველ შემთხვევაში, ზღვასთან
ახლოს რომ ვიყოთ.
- იქნებ, გუნებაში გაქვს რომელიმე ადგილი? - ჰკითხა გვენდამ.
- რა თქმა უნდა, არა, - მიუგო გაილსმა.
გაილსი მცირეწლოვანი იყო, როცა დაობლდა, არც გვენდას ჰყავდა
მშობლები. არდადეგებზე ხან ერთ ნათესავს მიჰყავდა თავისთან, ხან
მეორეს, ხან სად და ხან სად, მაგრამ არც ერთ კუთხეს არ აღუძრავს მას-
ში განსაკუთრებული ემოციები. ამიტომ ახალ სახლს გვენდა თავისი გე-
მოვნებით შეარჩევს. რაც შეეხება საქმეზე ერთად ზრუნვას, ეს არ მოხერ-
ხდება, ვინაიდან გაილსმა არ იცის, როდის მოიცლის. იქნებ, ექვს თვესაც
ვერ მოიცალოს. ამ ხანში რა უნდა აკეთოს გვენდამ? სასტუმროში იბო-
რიალოს? რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც გადაწყვიტეს, სახლის შერჩევა-
შეძენის საქმე მხოლოდ გვენდას მოეგვარებინა.
- ასე გამოდის, ყველაფერზე მარტომ უნდა ვიზრუნო, არა? - ჩაილაპა-
რაკა გვენდამ. თანაც მოსწონდა ეს ჩანაფიქრი, გუნებაში უკვე გადაეწყვი-
ტა, გაილსის ჩასვლამდე კიდეც ეყიდა სახლი, კიდეც მოეწყო-
მოეწესრიგებინა იქაურობა და ისე დაეხვედრებინა.
ისინი მხოლოდ სამი თვის დაქორწინებული იყვნენ. გვენდას კი ძალი-
ან უყვარდა ქმარი.
გვენდამ დილით ლოგინში ისაუზმა, მერე ადგა და თავისი გეგმის გან-
ხორციელებას შეუდგა. ის დღე, მთლიანად, პლიმუტის დათვალიერებას
მოანდომა. დიდადაც ისიამოვნა. მეორე დღეს კი დაიქირავა კომფორტუ-
ლი ავტომობილი მძღოლითურთ და ინგლისის დასათვალიერებლად
გაემართა.
შესანიშნავი ამინდი იდგა და მგზავრობაც სასიამოვნო იყო. დევონ-
შირში გვენდამ რამდენიმე სახლი შეათვალიერა, მაგრამ თვალში არც
ერთი არ მოუვიდა. იგი არ ჩქარობდა. საქმეში ისე მალე გაიწაფა, უმალ
ხვდებოდა ბინით მოვაჭრე აგენტების თვალთმაქცობას, როდესაც ამა თუ
იმ ბინას გაზვიადებულად უქებდნენ. ამგვარ უპერსპექტივო წინადადებებს
უკვე ყურსაც აღარ ათხოვებდა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, სამშაბათ საღამოს, მიხვეულ-
მოხვეული გზებით, გვენდას მანქანა ნელა დაეშვა დილმაუტისაკენ. ჯერ
არ გასცდენოდნენ ამ ზღვისპირა კურორტის თვალწარმტაც შემოგარენს,
რომ სახლებით ვაჭრობის სამმართველოს ჩაუარეს. გვენდამ თვალი
მოჰკრა იქვე, ხეებში ჩამალულ ვიქტორიანული სტილის თეთრ ვილას.
სიხარულისგან გული შეუტოკდა. სახლმა შორიდანვე მოხიბლა. სწორედ
ეს არის მისი სახლი! დარწმუნებულია. უკვე ბაღიც წარმოიდგინა, მაღა-
ლი, ლამაზი ფანჯრებიც... და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს სწო-
რედ ამ სახლს დაეძებდა.
დღე იწურებოდა. გვენდამ გადაწყვიტა, სასტუმროში დაბინავებულიყო.
მეორე დილითვე იგი ბინით მოვაჭრე აგენტებთან გაეშურა.
დიდი ხანი არ გასულა, რომ გვენდა, სახლის დასათვალიერებელი
ორდერით ხელში, უკვე ათვალიერებდა ძველებური სტილის მისაღებ
ოთახს. ორი ფრანგული ფანჯარა ტერასაზე გადიოდა; ტერასის წინ, ქვე-
მოთ, ყვავილნარი ეშვებოდა გაშლილი მდელოებისკენ, ბაღის ბოლოში
კი ხეებს შორის ზღვა მოჩანდა.
„ეს ჩემი სახლია, - ფიქრობდა გვენდა, - ჩემი მშობლიური კერა. ასე
მგონია, ყველა მის კუთხე-კუნჭულს ვიცნობ“...
კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა მაღალი, მელანქოლიური გამო-
მეტყველების მანდილოსანი. ისე სრუტუნებდა, ეტყობოდა, სურდო ჰქონ-
და.
- მისის ჰენგრეივი, თუ არ ვცდები! ორდერი მაქვს მისტერ გალ-
ბრაიტისა და მისტერ პენდერლეისგან. სახლის დათვალიერება მსურს.
ბოდიშს ვიხდი, ასე ადრიანად რომ შეგაწუხეთ.
მისის ჰენგრეივმა ცხვირი მოიხოცა და ნაღვლიანად მიუგო:
- არა უშავს.
დაიწყეს სახლის დათვალიერება.
დიახ, სწორედ ისეთი სახლია, როგორიც უნდა; არც ძალიან დიდია...
ცოტათი ძველმოდური კია, მაგრამ ის და გაილსი მიუმატებენ ერთ ან
ორ სააბაზანოს, სამზარეულოსაც გადააკეთებენ. კარგია, რომ ქურა უკვე
დადგმულია. ნიჟარასაც გამოცვლიან.. ამ ფიქრებში გართულ გვენდას
ბუნდოვნად ესმოდა მისის ჰენგრეივის მონოტონური ხმა, რომელიც დე-
ტალურად ჰყვებოდა განსვენებული მაიორ ჰენგრეივის უკანასკნელი
ავადმყოფობის ამბავს. გვენდა ცალი ყურით უსმენდა და ცდილობდა,
როგორმე გამოეხატა ნაამბობით გამოწვეული თანაგრძნობა. მისის ჰენ-
გრეივი კი აღარ ჩერდებოდა:
- ყველა ჩემი ნათესავი კენტში ცხოვრობს და მოწადინებულნი არიან
მეც იქ გადავიდე, მათთან ახლოს ვიყო. მაიორს ძალიან უყვარდა დილ-
მაუტი. წლების განმავლობაში გოლფის კლუბის მდივნად მუშაობდა, მაგ-
რამ მე თვითონ...
- დიახ... რასაკვირველია... თქვენთვის საშინელებაა... ბუნებრივია, დი-
ახ... ყველა საავადმყოფო ერთნაირია... რასაკვირველია... თქვენ უნდა
იყოთ... - აზრმიუტანლად პასუხობდა გვენდა, თან თავისაზე ფიქრობდა:
„აქ თეთრეულის კარადა დაიდგმება. ზუსტად ორსაწოლიანი ოთახია,
ზღვისკენ მშვენიერი ხედით. გაილსს უთუოდ მოეწონება. ეს პატარა ოთა-
ხი, შეიძლება, გაილსმა საპირფარეშოდ გამოიყენოს. რატომღაც მგონია,
რომ სააბაზანო წითელი ხით იქნება მოპირკეთებული. აი, არც შევ-
მცდარვარ. რა საუცხოოა! თან აბაზანაც შუაში დგას. ამას ხელს არ ვახ-
ლებ, ასევე დავტოვებ, როგორც ისტორიულ ნაშთს! რამოდენა აბაზანა-
ა?! ისე, აჯობებდა, ზედ ვაშლები ყოფილიყო გამოხატული, ანდა იალ-
ქნიანი ნავები და ფერადი იხვები, მაშინ სულაც ზღვაში გეგონებოდა თა-
ვი... ალბათ, ამ თავისუფალ უკანა ოთახს ქრომითა და მწვანე ფერით
შევღებავთ და სააბაზანოდ გადავაკეთებთ. მილებს სამზარეულოს ზე-
მოთ ავიყვანთ, სამზარეულო კი, როგორც არის, ისევე დარჩება...“
- პლევრიტი, - განაგრძობდა მისის ჰენგრეივი გულისგამაწყალებლად,
- მესამე დღეს ფილტვების ორმხრივ ანთებაზე გადაუვიდა...
- საშინელებაა, - ჩაილაპარაკა გვენდამ.
„ამ გასასვლელის ბოლოში, ნეტავი, მეორე საძინებელიც ხომ არ
არის?“ - გაიფიქრა გვენდამ. მართლაც იყო, თანაც ისეთი, როგორსაც
მოელოდა: დიდი, მომრგვალებული, დახრილი ფანჯრით. „ამ ოთახსაც,
რა თქმა უნდა, შევაკეთებთ, თუმცა ურიგოდ არ გამოიყურება. საინტერე-
სოა, რატომ მაინცდამაინც მდოგვისფერს ირჩევენ ოთახებისთვის მისის
ჰენგრეივი და მისნაირები?!“
ამასობაში გვენდა და მისის ჰენგრეივი იმავე მარშრუტით უკან მობ-
რუნდნენ. გვენდა გონებაში ითვლიდა: „ექვსი, არა, იმ პატარა ოთა-
ხიანად შვიდია. თან კიდევ სხვენი...“
ფეხქვეშ იატაკი ოდნავ ჭრაჭუნებდა. გვენდას ისეთი გრძნობა დაეუფ-
ლა, თითქოს მისის ჰენგრეივი კი არა, თვითონ ცხოვრობდა ამ სახლში.
მისის ჰენგრეივი კი გარეშე პირი იყო, სხვის საქმეებში ჩარეული, რომე-
ლიც ოთახებში მდოგვისფრად ღებავდა კედლებს. გვენდამ თვალი გა-
დაავლო ფურცელს, სადაც ჩამოწერილი იყო ამ სახლის უძრავი ქონების
თითოეული დეტალი თავისი ფასით.
რამდენიმე დღეში გვენდა კარგად გაეცნო ამ ნივთების ღირებულებას.
მიუხედავად იმისა, რომ სახლი სათანადო შეკეთებას და მოდერნიზება-
საც საჭიროებდა, წარმოდგენილი თანხა მაინც არ ეძვირა. ყურადღება
მიიქცია მხოლოდ ერთმა ფრაზამ - „ღიად იყიდება“. ეტყობა, მართლა
ძალიან ნდომებია მისის ჰენგრეივს თავისიანებთან კენტში გადასვლა.
კიბეზე რომ ჩადიოდნენ, წამით უჩვეულო შიშმა გაჰკრა გვენდას. შიშმა
უცებ კი გაუარა, მაგრამ რაღაც გაურკვეველი კვალი მაინც დაუტოვა.
- ამ სახლში სულები ხომ არ ბუდობენ?
ამ დროს მისის ჰენგრეივი ერთი საფეხურით დაწინაურებულიყო და
ისევ იმას ჰყვებოდა, სიკვდილის პირას მისულ მაიორ ჰენგრეივს როგორ
ეცლებოდა ძალ-ღონე. გვენდას შეკითხვაზე შეურაცხყოფილმა ახედა:
- მერწმუნეთ, არა, მისის რიდ. მსგავსი რამ ვინმემ ჩაგაწვეთათ?
- პირადად თქვენ არაფერი გაგიგიათ ან არ დაგინახავთ? აქ არავინ
მომკვდარა?
„რა სულელური შეკითხვაა, - მაშინვე გაუელვა გვენდას, - ცხადია,
მაიორი ჰენგრეივი“...
- ჩემი მეუღლე წმინდა მონიკას საავადმყოფოში გარდაიცვალა, -
ოფიციალური ტონით მიუგო მისის ჰენგრეივმა.
- დიახ, გასაგებია, თქვენ უკვე მითხარით...
მისის ჰენგრეივი საკმაოდ ცივად განაგრძობდა:
- ეს სახლი, ალბათ, ასი წლის მაინც იქნება და ამ ხნის განმავლობაში,
ბუნებრივია, ვინმე მოკვდებოდა. მის ელუორთი, ვისგანაც ეს სახლი ჩემ-
მა საყვარელმა მეუღლემ შვიდი წლის წინ იყიდა, საოცრად ჯანმრთელი
გახლდათ. საზღვარგარეთ გამგზავრებას და მისიონერობას აპირებდა,
არც მისგან გამიგია, ოჯახში ვინმე მოგვიკვდაო!
გვენდამ უკვე აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ დაემშვიდებინა მისის
ჰენგრეივი. ამ საუბრით ისევ მისაღებში შევიდნენ. მყუდრო, მშვიდი და
მომხიბლავი იყო ეს ოთახი. სწორედ ასეთ სიმყუდროვეზე ოცნებობდა
გვენდა. მისი უეცარი შეშფოთება აუხსნელი დარჩა. ნეტა, რა დაეტაკა?
სახლში ყველაფერი რიგზე ჩანს.
გვენდამ მისის ჰენგრეივისგან ნებართვა ითხოვა და ბაღის დასათვა-
ლიერებლად ფრანგული ფანჯრიდან ტერასზე გავიდა. მდელობისკენ
რომ ჩაუყვა, უცებ გაუელვა: „აქ კიბე ხომ არ იყო?“ მსგავსი არაფერი ჩან-
და, მხოლოდ ყვავილები გაბარდულიყო და მთლად დაეფარა ზღვის ხე-
დი. გვენდამ თავი გადააქნია. ცოტაც და, სულ გარდაქმნის აქაურობას.
იგი მიჰყვებოდა მისის ჰენგრეივს ტერასის გაყოლებით და მდელობის
ბოლოში გავიდნენ. მან თვალი შეავლო გადაზრდილ და მოუვლელ ბუჩ-
ქნარს. ყვავილებით დახუნძლული ბუჩქები კარგა ხნის გაუსხლავი ჩანდა.
მისის ჰენგრეივმა უცებ მოიბოდიშა:
- ბაღი ძალიან მიშვებულია. რა ვქნა, საშუალება არ მაქვს. მებაღეს
კვირაში ორჯერ გავურიგდი, მაგრამ მატყუებს და ხშირად არ მოდის.
შემდეგ პატარა ბოსტანი დაათვალიერეს, ამ სახლს მეტი არც სჭირდე-
ბოდა. მერე ისევ მისაღებში დაბრუნდნენ. გვენდამ მისის ჰენგრეივს უთ-
ხრა:
- ძალიან მომწონს „ჰილსაიდი“, მაგრამ ვერ ავჩქარდები. ცოტას კი-
დევ გავივლი და სხვა სახლებსაც დავათვალიერებ.
მისის ჰენგრეივს, ცოტა არ იყოს, გუნება წაუხდა და ამოიოხრა.
გვენდა სააგენტოში დაბრუნდა, შესყიდვის ორდერი ოფიციალურად
გააფორმა და იქვე თავისი წინადადებებიც დაურთო. მერე კარგა ხანს
ისეირნა დილმაუტის მიდამოებში. ეს იყო პატარა, მომხიბლავი, ძველე-
ბური ზღვისპირა ქალაქი. ქალაქის ბოლოს, „თანამედროვე“ უბანში, იდ-
გა ერთი თუ ორი ახალი სტილის სასტუმრო და რამდენიმე გასაცოდავე-
ბული ბუნგალო. მაგრამ, საბედნიეროდ, თავისი გეოგრაფიული მდება-
რეობით, ამ ზღვისპირეთს ერთი მხრიდან შემაღლებული ბორცვი ეკრა,
რაც ზედმეტი გაფართოებისგან იცავდა ქალაქს.
ლანჩის შემდეგ გვენდას სააგენტოდან ტელეფონით აცნობეს, რომ მი-
სის ჰენგრეივი ყველა მის წინადადებას დათანხმდა. გვენდას ეშმაკურად
ჩაეცინა და მაშინვე ფოსტაში გაეშურა. მან საჩქაროდ გაუგზავნა გაილსს
დეპეშა...
„როგორ გავახარებ, - ფიქრობდა გვენდა. - გაიგოს, რომ გულხელ-
დაკრეფილი არ ვმჯდარვარ“.
II - შპალერი

გავიდა თვე. გვენდა „ჰილსაიდში“ დასახლდა. მან გაილსის დეიდის


ნაანდერძევი ავეჯით სახლი საგულდაგულოდ მოაწყო. ეს ყველაფერი
საუკეთესო ხარისხის ძველებური ნივთები გახლდათ. ორი თუ სამი უზარ-
მაზარი კარადა გვენდამ გაყიდა, დანარჩენი კი საჭიროების მიხედვით
ოთახებში გაანაწილა. ყველა ნივთი ჰარმონიულად შეერწყა იქაურობას.
მისაღებში იდგა ბუნებრივი მარგალიტებით ინკრუსტირებული და ვარ-
დებითა და კოშკებით მოხატული რამდენიმე პატარა მაგიდა. იქვე იდგა
მონაოჭებული აბრეშუმით გაწყობილი ხელსაქმის მაგიდაც, ცოტა ქვე-
მოთ კი პალისანდრის ხის საწერი მაგიდა. სავარძლები გვენდამ საძინე-
ბელ ოთახებში მოათავსა; კიდევ იყიდა ორი მოზრდილი, რბილი სავარ-
ძელი - თავისთვის და გაილსისთვის, ისინი ბუხრის ორსავე მხარეს დად-
გა. ჩესტერფილდის დიდი ტახტი ფანჯარასთან მოათავსა. ფარდებად
ძველებური, ღია ცისფერი ჩითი აირჩია - ვაზებით, ვარდებითა და ჩიტე-
ბით მოხატული. მისი აზრით, ოთახი უკვე მშვენივრად გამოიყურებოდა.
მუშებს მთლიანად არ ჰქონდათ სამუშაო დამთავრებული, ამიტომ გვენ-
დამ ნაწილობრივ დაალაგა სახლი. სამზარეულოსა და სააბაზანო ოთა-
ხების რეკონსტრუქცია რაკი მოთავდა, დანარჩენის კეთილმოწყობაზე
დროებით თავი შეიკავა. გადაწყვიტა, ერთხანს ასე ეცხოვრა, ახალი სახ-
ლისთვის თვალი შეეჩვია, მერე საძინებელ ოთახებს სასურველი ფერის
შპალერებს შეურჩევდა. ერთი სიტყვით, სახლი მშვენივრად გამოიყურე-
ბოდა და აუცილებელი არ იყო ყველაფრის ერთბაშად გადაკეთება.
მისის კოკერი სამზარეულოში მოკალათდა. ეს მშვიდი და კეთილშო-
ბილი ქალი პირველ ხანებში აღშფოთებული იყო გვენდას გადაჭარბებუ-
ლი დემოკრატიზმით, მაგრამ, რაკი გვენდას ღირსეულად ეჭირა თავი,
მისის კოკერსაც თანდათან გაუარა დაძაბულობამ.
დილით მისის კოკერმა სინზე გაწყობილი საუზმე შეუტანა გვენდას და
ლოგინში მიართვა.
- როცა მამაკაცი შინ არ არის, ალბათ ლედის ურჩევნია ლოგინში ისა-
უზმოს, - თქვა მისის კოკერმა.
გვენდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ან კი რა ეთქმოდა ასეთი
ტიპური ინგლისური ადათ-წესის წინააღმდეგ.
- ახლახან შევწვი, - შენიშნა მისის კოკერმა და ტაფამწვარი შესთავაზა.
- მართალია, თქვენ შემწვარი თევზი მთხოვეთ, მაგრამ საძინებელში შეგ-
ნებულად არ მოგიტანეთ, სუნს დატოვებს. თევზს ვახშმად მოგართმევთ.
- ო, გმადლობთ, მისის კოკერ.
ქალმა მადლიერად გაუღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
დიდ საძინებელ ოთახში არ წვებოდა გვენდა. იქ მერე დაიძინებს, რო-
ცა გაილსი ჩამოვა. ჯერჯერობით პატარა ოთახი აირჩია, რომელსაც ლა-
მაზად მომრგვალებული კედლები და დახრილი ფანჯრები ჰქონდა. რა-
ტომღაც აქ ყველაზე მყუდროდ და ბედნიერად გრძნობდა თავს. მან თვა-
ლი მოავლო ოთახს და თავშეუკავებელი აღფრთოვანებით წარმოთქვა:
- ძალიან მომწონს ეს ოთახი.
მისის კოკერმაც მიიხედ-მოიხედა და კეთილგანწყობით დაუდასტურა:
- მართლაც ლამაზი ოთახია, ქალბატონო. თუმცა პატარაა, მაგრამ
ფანჯრის გისოსებზე ეტყობა, რომ ერთ დროს საბავშვო ოთახი იქნებო-
და.
- ეს არც მიფიქრია, შესაძლოა, მართლა საბავშვო იყო.
- ჰოო, - მრავალმნიშვნელოვნად თქვა მისის კოკერმა და გავიდა,
თითქოს ისიც უნდოდა ეთქვა: თუკი ოჯახში მამაკაცია, შეიძლება საბავ-
შვო ოთახიც საჭირო გახდესო.
გვენდას ალმური მოედო. ისევ მოათვალიერა ოთახი. მაშ, საბავშვო
ოთახი? მართლაცდა შესანიშნავი იქნებოდა! წარმოიდგინა და უცებ მო-
აწყო კიდეც ეს ოთახი; აგე, იმ კედელთან, თოჯინების სახლი დაიდგმება,
იქვე დაბალი კარადა - სათამაშოებისთვის. ბუხარში ცეცხლი იგიზგიზებს.
ირგვლივ, მაღალ ცხაურზე, ბავშვის საცვლები გაიფინება... მაგრამ ეს სა-
შინელი მდოგვისფერი კედლები ყოვლად დაუშვებელია. აქ ჭრელი შპა-
ლერი უნდა გაიკრას მხიარული ნახატებით. ცხადია, იშოვის ხასხასა ფე-
რის ყაყაჩოებითა და ღიღილოს კონებით მოხატულ შპალერს... რა საუც-
ხოო იქნება! გვენდას თითქოს გაახსენდა კიდეც, რომ სადღაც უნახავს
ასეთი შპალერი...
ბევრი ავეჯი არ არის საჭირო. ორი განჯინა საკმარისია, მაგრამ იმ
კუთხის განჯინის გასაღები დაუკარგავთ და გაუქმებულია. ზემოდან
შეუღებავთ და, ეტყობა, წლების განმავლობაში აღარ გაუღიათ. ამ განჯი-
ნას იგი აუცილებლად გაახსნევინებს მუშებს, ვიდრე ისინი აქ არიან. აბა
რა, ისედაც არ ჰყოფნის ადგილი ტანსაცმლისთვის.
რაც დრო გადიოდა, გვენდა თავს ისე გრძნობდა „ჰილსაიდში“, რო-
გორც მშობლიურ სახლში. ერთხელაც საუზმისას, ფიქრებში გართულს,
ფანჯარასთან ჩახველება მოესმა. საუზმე სწრაფად მოათავა და გაიხედა.
ეს გახლდათ ფოსტერი - თავის ნებაზე მომუშავე მებაღე, სიტყვის გატეხა
რომ არაფრად უღირდა.
გვენდამ შხაპი მიიღო, ტვიდის ქვედაწელი და სვიტერი გადაიცვა და
ბაღში გავიდა. ფოსტერი მისაღები ოთახის ფანჯრებთან მუშაობდა, გვენ-
დას თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, აქედან მდელოზე ბილიკი ჩაეყ-
ვანა. ფოსტერი სასტიკ უარზე იდგა, ირწმუნებოდა, ამით ფორსიტიაც მო-
ისპობა და იასამნის ბუჩქებიც ვეღარ გაიხარებსო, მაგრამ გვენდამ თავი-
სი გაიტანა. რა გაეწყობოდა, ახლა ფოსტერი დიდი ენთუზიაზმით ასრუ-
ლებდა ამ სამუშაოს.
იგი ხალისიანად მიესალმა გვენდას.
- როგორც ვატყობ, ყველაფერს ძველ ყაიდაზე აკეთებთ, ქალიშვი-
ლო. - ფოსტერმა ხაზგასმით მიმართა: ქალიშვილოო.
- რატომ ძველ ყაიდაზე?
ფოსტერმა მიწიანი ბარი ჩამობერტყა.
- რატომ და, აქ ძველ საფეხურებს წავაწყდი. ხედავთ, საითკენ ჩადის,
როგორც თქვენ გნებავდათ. ეტყობა, ვიღაცას ზედ მცენარეები დაურგავს
და მოუშლია საფეხურები.
- დიდი სისულელე უქნიათ, - თქვა გვენდამ, - მდელოსკენ უსათუოდ
ხეივანი უნდა ჩადიოდეს და მისაღების ფანჯრებიდან კი ზღვა მოჩანდეს.
ხეივნის გაგონებაზე ფოსტერი შეიჭმუხნა. მაგრამ ბოლოს, უხალისოდ,
მაინც დათანხმდა.
გვენდა უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. „ძველ ყაიდაზეო...“ რატომ
ძველ ყაიდაზე?! ან რამ მოაფიქრა მას, სწორედ იქ გაეყვანა ბილიკი, სა-
დაც უწინ ყოფილა? რასაკვირველია, უბრალოდ დაემთხვა. მაგრამ მა-
ინც...
- ჰოდა, იმას მოგახსენებდით, - განაგრძო ფოსტერმა, - რა თქმა უნდა,
ცუდი არ იქნება... ოთახიც უფრო განათდება, ზღვაც გამოჩნდება... მაგ-
რამ აფსუსია ამ ბუჩქების მოსპობა. ჩემ დღეში არ შემხვედრია ასეთი ჯან-
საღი ფორსიტია. მაინც, რარიგად გაუხარია... ვიგელა კი, რა გითხრათ,
საკმაოდ ძვირი ღირს და არც გადაირგვება, კარგა ხნისა ჩანს.
- მართალი ხართ, მაგრამ ასე გაცილებით აჯობებს.
- ჰმ, რა ვიცი, აბა, - ფოსტერმა თავი მოიფხანა. - შეიძლება, თქვენც
მართალი იყოთ.
- გასაგებია, - თქვა გვენდამ და უცებ ჰკითხა: - ამ სახლში ჰენგრეივე-
ბამდე ვინ ცხოვრობდა? მგონი, დიდხანს არ უცხოვრიათ, არა?
- დაახლოებით ექვსი წელი. იმათზე წინ, თუ არ ვცდები, ელუორთები
ცხოვრობდნენ, ოთხი შინაბერა და მათი ძმა. მისიონერები იყვნენ. უფრო
ადრე კი, მოიცათ გავიხსენო... ჰო, მომაგონდა, მისის ფაინდსონი. ჩემმა
მზემ, ნამდვილი მემამულე იყო. წარმოშობით აქაური გახლდათ, ჯერ კი-
დევ ჩემს დაბადებამდე ცხოვრობდა თურმე აქ.
- და აქვე გარდაიცვალა?
- არა. ეგვიპტეში თუ სადღაც იქითკენ. აი, ის მაგნოლია მისი დარგუ-
ლია. ყვავილების დიდი მოტრფიალე იყო. იმ დროს, - განაგრძობდა
ფოსტერი, - ირგვლივ, გორაკებზე, არც ერთი სახლი არ იდგა, არც კი-
ნო, არც ახალი მაღაზიები, ვერც ამდენ მოსეირნე ხალხს ნახავდით... -
როგორც მოხუცებს სჩვევიათ, ეტყობოდა, ფოსტერსაც არ მოსწონდა სი-
ახლეები. - მხოლოდ და მხოლოდ სიახლენი, სხვა არაფერი, მხოლოდ
სიახლენი, - წაილუღლუღა მან.
- მერე, სიახლეში რა არის ცუდი? - გაიოცა გვენდამ. - ბოლოს და ბო-
ლოს, დღეისათვის ბევრი რამ გაუმჯობესდა.
- ასე ამბობენ, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ. ცვლილებები კი, იცოცხლე ბევ-
რია. - მან მესრისკენ გაიშვირა ხელი. მიღმა რაღაც შენობა მოჩანდა. -
უწინ იქ პოლიკლინიკა იყო. მშვენიერი ადგილია, თან ცხვირწინ. ჯერ ად-
გნენ და, ქალაქიდან ერთი მილის დაშორებით ახალი პოლიკლინიკის
უზარმაზარი შენობა ააგეს. აბა, რა სახარბიელო იყო ამ სიშორეზე
სიარული, სულ ცოტა, ოცი წუთი მაინც სჭირდებოდა იქამდე მისვლას. ან-
და, მიღების დღეს, დროზე რომ მოხვედრილიყავი იქ, სამი პენსი უნდა
დაგეხარჯა ავტობუსზე. - მან ხელმეორედ გაიშვირა ხელი მესრისკენ. -
ახლა კი, ჩემო ბატონო, სამი წელია, რაც იმ შენობაში ქალთა სკოლა
დააარსეს. ცვლილებებია, სულ ცვლილებები. გაიხედავ და, იყიდიან
სახლს, ათი-თორმეტი წელი თუ გაძლეს, მერე ტოვებენ და სადღაც მი-
დიან. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან. რა არის ამაში მოსაწონი? გაქცევა-
ზე თუ გიჭირავს თვალი, ხეირიანს ვერაფერს მოაშენებ.
გვენდამ კმაყოფილებით გადახედა მაგნოლიას და თქვა:
- მისის ფაინდსონზე ეს არ გვეთქმის, არა?
- ჰო, რაც მართალია, მართალია. წესიერი ქალი გახლდათ. აქ ახალ-
გათხოვილი ჩამოვიდა. შვილებიც აქ დაზარდა, კიდეც დააქორწინა, მერე
ქმარი დაასაფლავა. ბოლო ხანებში, ზაფხულობით შვილიშვილები ჩა-
მოჰყავდა. დაახლოებით ორმოცისა იქნებოდა, აქედან რომ გადავიდა, -
ფოსტერმა ეს თბილად გაიხსენა.
გვენდა ღიმილით შევიდა სახლში. მუშებს გამოელაპარაკა და მისა-
ღებში გამობრუნდა. დაჯდა საწერ მაგიდასთან და რამდენიმე წერილი
დაწერა. უპასუხოდ დარჩენილ კორესპონდენციებში გაილსის ბიძაშვი-
ლის წერილიც ნახა. იგი ლონდონში ცხოვრობდა, ცოლთან. როდესაც
გვენდამ ლონდონში წასვლა დააპირა, სთხოვეს მათთან მისულიყო.
ჩელსში მათ საკუთარი სახლი ჰქონდათ. რაიმონდ ვესტი საკმაოდ ცნო-
ბილი მწერალი გახლდათ, მისი მეუღლე ჯოანი - მხატვარი. სასიამოვნო
იქნებოდა მათთან სტუმრობა.
ამ დროს ჰოლიდან გონგის წკრიალი მოისმა. შავ, მოჩუქურთმებულ
ხეში ჩასმული გონგი გაილსის დეიდის ყველაზე საყვარელი ნივთი გახ-
ლდათ. როგორც ჩანს, მისის კოკერს ძალიან მოსწონდა ამ გონგის ხმა
და მუდამ ხმამაღლა არეკვინებდა. გვენდამ ხელები ყურებზე აიფარა და
წამოდგა. მან სწრაფად გაიარა მისაღები და ბოლო ფანჯარასთან, კე-
დელს მიადგა. უცებ შეცბა და გაჩერდა. უკვე მესამედ მოსდის ასე - როცა
მისაღებიდან სასადილო ოთახისკენ მიეშურება, ყრუ კედელს მიადგება
ხოლმე.
იგი უკან გამობრუნდა, ჰოლში გავიდა, მისაღებს შემოუარა და სასადი-
ლოში შევიდა. ეს ძალიან მოუხერხებელი იყო, განსაკუთრებით ზამთარ-
ში; ჰოლში საკმაოდ ციოდა, ცენტრალური გათბობა მხოლოდ მისაღებ-
ში, სასადილოსა და ზემო ორ საძინებელში ჰქონდათ გაყვანილი. „ვერ
გამიგია, რატომ არ უნდა იყოს მისაღებიდან სასადილოში გასასვლელი
კარი?!“ - ფიქრობდა გვენდა და შერატონის კოხტა მაგიდასთან იჯდა. ეს
მაგიდა მან ახლახან შეიძინა დეიდას მასიური, ოთხკუთხა, წითელი ხის
სასადილო მაგიდის სანაცვლოდ. - „ამ კარის შესახებ უსათუოდ მოველა-
პარაკები მისტერ სიმსს, როგორც კი ვნახავ“.
მისტერ სიმსი, მშენებელი დეკორატორი, შუა ხნის, რიხიანი კაცი იყო.
იგი ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა და ხელში მუდამ მომზადებული
ჰქონდა პატარა ბლოკნოტი: ვინიცობაა, მის კლიენტს თავში რაიმე ყუ-
რადსაღები იდეა მოსვლოდა, მაშინვე ჩაიწერდა.
როდესაც გვენდამ მისტერ სიმსს თავისი ჩანაფიქრი გაუზიარა, იგი
უყოყმანოდ დათანხმდა.
- ეგ უბრალო საქმეა, მისის რიდ, და გამოგიტყდებით, გაცილებით გა-
გიადვილებთ ოთახებში მისვლა-მოსვლას.
- რა დაჯდება? - გვენდას, ცოტა არ იყოს, ეჭვი შეეპარა მისტერ სიმსის
ენთუზიაზმსა და თანხმობაზე. მას უკვე გამოცდილი ჰქონდა პატარ-
პატარა უსიამოვნებები გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო, რომლებიც
მისტერ სიმსის მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში არ შედიოდა.
- რაღაც უმნიშვნელო თანხა, - დამაჯერებლად უთხრა მისტერ სიმსმა.
გვენდა უფრო მეტად დაეჭვდა. მისტერ სიმსის ამ „უმნიშვნელო“ თან-
ხებს უნდობლად შეხედა, რადგან ადრე, ასევე კეთილსინდისიერად შედ-
გენილი ხარჯები, საკმაოდ „მნიშვნელოვანი“ შეიქნა.
- იცით, რას გეტყვით, მისის რიდ, - წაელაქუცა მისტერ სიმსი, - მე
ვთხოვ ტეილორს, კარგად შეამოწმოს კედელი და მერე მოგახსენებთ
საბოლოო პასუხს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კედელი რა
მდგომარეობაშია.
გვენდა უსიტყვოდ დაეთანხმა. შემდეგ სამადლობელი წერილი მისწე-
რა ჯოან ვესტს და სინანულს გამოთქვამდა, რომ მოუცლელობის გამო
ვერ ეწვეოდა, მუშებს უმეთვალყურეოდ ვერ დატოვებდა.
მოგვიანებით გვენდამ ზღვის სუფთა ჰაერზე გაისეირნა. შინ რომ დაბ-
რუნდა, მისაღებში ტეილორი დახვდა - მისტერ სიმსის უფროსი მუშა. იგი
სარეკონსტრუქციო კედელთან იდგა და შემოსვლისთანავე თავაზიანად
მიესალმა გვენდას.
- სულ იოლი საქმეა, მისის რიდ, - თქვა მან. - აქ უწინაც ყოფილა კა-
რი. მერე, ეტყობა, ვიღაცას თვალში აღარ მოსვლია და ბათქაშით
შეულესავთ.
გვენდა სახტად დარჩა. „გასაოცარია, - ფიქრობდა იგი, - რატომღაც
სულ მეგონა, რომ აქ კარი უნდა ყოფილიყო“. ისიც გაახსენდა, სასადი-
ლოში ლანჩზე რომ მიდიოდა, რა დამაჯერებლად მიადგა კედელს, სწო-
რედ ამ ადგილას. ამ ფაქტმა ისევ შეაცბუნა გვენდა. კაცმა რომ თქვას,
საოცარი კია... რატომ უნდა ყოფილიყო ასე დაჯერებული კარის არსე-
ბობაში? კედელს გარედან არაფერი ემჩნეოდა. ბუნებრივია, მისაღები-
დან სასადილოში გასასვლელი კარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხომ შე-
იძლება, რომელიმე სხვა ადგილას. გვენდას კი ერთი და იგივე ადგილი
ჰქონდა ამოჩემებული, ფიქრებშიაც რომ იყო გართული, ავტომატურად
მიადგებოდა ხოლმე იმ ყრუ კედელს.
„დარწმუნებული ვარ, - ფიქრობდა იგი, - ნათელმხილველობა და მის-
თანები ჩემგან შორსაა“.
მართლაც, თავის დღეში არ შემთხვევია გვენდას მსგავსი რამ; იქნებ,
ფსიქიკური არასრულყოფილებაა? მაგრამ იგი არ ეკუთვნის ამ კატეგო-
რიას. იქნებ, მართლა ასეა?! მაშ ის ბილიკი, ტერასიდან მდელობისკენ
რომ ეშვებოდა? საიდან უნდა სცოდნოდა ამ ბილიკის არსებობა, რომ
დაიჟინა, ზუსტად ნაბილიკარზე ბუჩქების გაკაფვა?!
„შეიძლება, მართლა არანორმალური ვარ, - ფიქრობდა შეშფოთებუ-
ლი გვენდა, - ანდა ეს ყველაფერი ამ სახლთან არის დაკავშირებული“.
იმ დღეს მისის ჰენგრეივს რატომ ჰკითხა, ამ სახლში სულები ხომ არ
არიანო? არა, სულებს აქ რა უნდა! პირიქით, სათაყვანო სახლია! აქ ყვე-
ლაფერი რიგზეა. აკი მისის ჰენგრეივიც განცვიფრდა ამ შეკითხვაზე. იქ-
ნებ თვალთმაქცობდა ამ განცვიფრებით.
„ღმერთო ჩემო, მგონი, ჰალუცინაციები დამეწყო“, - ვერ ისვენებდა
გვენდა. მერე თავს ძალა დაატანა და ტეილორთან დაწყებული საუბარი
განაგრძო.
ტეილორი მაშინვე გაჰყვა და განჯინის კარი შეამოწმა.
- ბევრი საღებავი აქვს ზემოდან გადასმული. თუ გნებავთ, ხვალვე გა-
ვახსნევინებ მუშებს, - შეჰპირდა იგი.
გვენდამ მადლობა უთხრა. ტეილორი წავიდა.
იმ ღამით გვენდამ ვერ მოისვენა. ადგილს ვერ პოულობდა. ჯერ მისა-
ღებში იჯდა, რაღაცის კითხვა დაიწყო, იქნებ გული გადავაყოლოო, მაგ-
რამ გარკვევით და განუწყვეტლივ ესმოდა ავეჯის ყრუ ჭრაჭუნი. რამდენ-
ჯერმე უკან მიიხედა, აცახცახდა. შემდეგ თავის მოტყუება სცადა, თითქოს
არ ეშინოდა ზემოთ, საძინებელში ასვლა. ბოლოს, გაბედა, წამოდგა, სი-
ნათლე ჩააქრო და ჰოლში გავიდა. ისევ მოერია შიში, კიბეზე ასვლას
ვერ ბედავდა. მერე თითქმის სირბილით ავიდა კიბეზე, გასასვლელიც
გაირბინა და თავისი საძინებლის კარი შეაღო. ოთახში შესვლისთანავე
გაუარა შიშმა და დაწყნარდა. ოთახს სიყვარულით მოავლო თვალი. აქ,
უკვე გულდამშვიდებულმა, ბედნიერად იგრძნო თავი. ამ ოთახში არავი-
თარი საფრთხე არ მოელის. გვენდამ ლოგინზე გადაფენილ პიჟამას და
საწოლქვეშ ფლოსტებს გადახედა; „ექვსი წლის ბავშვივით იქცევი, გვენ-
და, ბაჭიებით მოხატული ბოცვერის ფეხსაცმელები გაკლია მხოლოდ!“
მერე შვებით ამოისუნთქა, ლოგინში ჩაწვა და მალე ჩაეძინა.
მეორე დღეს ქალაქში უამრავი საქმე ჰქონდა. შინ რომ დაბრუნდა, უკ-
ვე ლანჩის დროც იყო.
- მუშებმა თქვენს ოთახში განჯინა გააღეს, ქალბატონო, - მოახსენა მი-
სის კოკერმა და მაგიდაზე დაუწყო შემწვარი თევზი, კარტოფილის პიურე
და არაჟანში ჩათუთქული სტაფილო.
- ძალიან კარგი, - მიუგო გვენდამ.
მოშიებოდა და გემრიელად შეექცა საჭმელს. ბოლოს მისაღებში ყავაც
დააყოლა და ისე ავიდა საძინებელში. უმალ განჯინასთან მივიდა და კა-
რი გამოაღო.
მოულოდნელობისგან ერთი ამოიძახა და ადგილზე გაშეშდა.
განჯინის შიგნით, კედელზე, ძველი შპალერი შერჩენილიყო. უწინ, ეტ-
ყობა, ამ ოთახშიც ისეთი შპალერი ყოფილა გაკრული - წითელი ყაყაჩო-
სა და ცისფერი ღიღილოს კონებით მოხატული...
დიდხანს იდგა გვენდა გაოგნებული, მერე ბარბაცით მივიდა საწოლ-
თან და ჩამოჯდა.
გვენდა იმ სახლში იმყოფება, რომელიც ადრე თვალით არ უნახავს.
იმ ქვეყანაშია, სადაც თავის დღეში არ ყოფილა. მაგრამ ორი დღის წინ,
როცა ლოგინში იწვა და გონებაში ამ ოთახის შპალერს არჩევდა, სწო-
რედ ისეთი შეარჩია, როგორიც ოდესღაც აქ ყოფილა გაკრული. თავში
უგუნური აზრები დაუტრიალდა. შეეცადა, როგორმე აეხსნა, რა ხდებოდა
მის თავს. გაახსენდა დონის ექსპერიმენტი, - ნუთუ ეს არის წარსულის
ჭვრეტა - ნაცვლად მომავლისა!
აქამდე იგი კარისა და ბილიკის ამბავს უბრალო დამთხვევად თვლი-
და, მაგრამ შპალერიც დამთხვევაა განა? დაუჯერებელია ფანტაზიით
შექმნა რაიმე განსაკუთრებული ნახატი და მერე სინამდვილეში იხილო
იგი.
არა, ამის ახსნა ერთადერთი გზით შეიძლება, მაგრამ სწორედ ის აში-
ნებს გვენდას, ფიქრიც არ უნდა იმაზე... იგი წამდაუწუმ ხედავს არა მო-
სახდენს, არამედ მომხდარს, რაც დიდი ხნის წინ ხდებოდა ამ სახლში.
შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ ნახოს აქ, რის ნახვაც არასასურველია მის-
თვის... გვენდას უკვე აშინებს ეს სახლი! მაგრამ მიზეზი ამისა სახლია თუ
თავად ის?! გვენდა ერთი წუთითაც არ დაუშვებს, რომ იგი ნათელმხილ-
ველებს განეკუთვნება.
გვენდამ მწარედ ამოიოხრა, პალტო ჩაიცვა და ფოსტისკენ გაეშურა.
საჩქაროდ დაწერა დეპეშის ტექსტი:
„ვესტი, 19 ადვეის მოედანი, ჩელსი, ლონდონი.
გადავიფიქრე. ხვალ ჩამოვდივარ თქვენთან.
გვენდა“.
III - „სახეზე დააფარეთ, თვალები მიბნელდება, რა
ახალგაზრდა მოკვდა!“

რაიმონდ ვესტი და მისი მეუღლე ყველანაირად ცდილობდნენ გაილ-


სის ახალგაზრდა ცოლისთვის კარგი მასპინძლობა გაეწიათ. გვენდას კი
უცხოდ და უჩვეულოდ მიაჩნდა მათი აჟიოტაჟი და მოუსვენარი ყოფა.
რაიმონდი, თავისი უცნაური გარეგნობით, აქოჩრილ ყორანს წააგავდა.
მისი გადასლეპილი თმა და ხმამაღალი ლაპარაკი რაღაც გაუგებარ თე-
მებზე ძალიან აღიზიანებდა გვენდას. თითქოს რაიმონდი და ჯოანი საკუ-
თარ ენაზე ლაპარაკობდნენ. ადრე გვენდა არასდროს მოხვედრილა მა-
ღალი ინტელექტუალობით გამორჩეულ საზოგადოებაში და, გულახდი-
ლად რომ ვთქვათ, მაღალფარდოვანი გამოთქმებისა არაფერი გაეგე-
ბოდა.
- ჩვენ უკვე დავგეგმეთ, თეატრში წაგიყვანოთ და ორი-სამი კარგი
დადგმა გაჩვენოთ, - თქვა რაიმონდმა და გვენდას გადახედა, რომელიც
უხალისოდ წრუპავდა ჯინს, თუმცა ნამგზავრზე ჩაი უფრო სასიამოვნო იქ-
ნებოდა.
გვენდა უმალ გამოცოცხლდა და სახე გაუბრწყინდა.
- ამ საღამოს სადლერს ველსის თეატრში ბალეტს დავესწროთ. ხვალ,
ჩემი საყვარელი დეიდა ჯეინის დაბადების დღის შემდეგ, ვნახავთ სპექ-
ტაკლს „თავადის ქალი მალფიდან“, რომელშიც ჯილგუდი მონაწილე-
ობს. პარასკევს კი ვიტმორის თეატრში უსათუოდ უნდა ნახო რუსულიდან
თარგმნილი დრამა „ისინი უფეხოდ მიდიოდნენ“, ეს ერთ-ერთი თვალსა-
ჩინო წარმოდგენაა ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
გვენდა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მისთვის საგანგებოდ შედგე-
ნილ გეგმას. ბოლოს და ბოლოს, გაილსი როცა ჩამოვა, თანამედროვე
სპექტაკლებსა და შოუს მაშინ ნახავენ ერთად. მას ცოტათი კი ეჩოთირა
სახელწოდება - „ისინი უფეხოდ მიდიოდნენ“. შეიძლება, მართლა მოსა-
წონია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე გახმაურებული „თვალსაჩინო“ დადგმე-
ბი ხშირად იმედს ვერ ამართლებენ.
- დეიდა ჯეინი უთუოდ მოგეწონებათ, - დასძინა რაიმონდმა. - სულით
ხორცამდე ვიქტორიანელია. ტუალეტის მაგიდის ფეხებზე სულ ჩითის არ-
შია აქვს შემოვლებული. იგი სოფელში ცხოვრობს, თან ისეთ სოფელში,
სადაც მნიშვნელოვანი თავის დღეში არაფერი მომხდარა, ნამდვილი
წუმპეა.
- ერთხელ აკი მოხდა რაღაც? - ჩაერია ჯოანი.
- ოჰ, ჩვეულებრივი მკვლელობა სიყვარულის ნიადაგზე, ყოველგვარი
ჩახლართული ამბების გარეშე. - ხელი ჩაიქნია რაიმონდმა.
- რა ვიცი, მაშინ ძალიან იყავი გატაცებული ამ ამბით?! - არ მოეშვა
ჯოანი.
- სოფელში ზოგჯერ კრიკეტის თამაშითაც ვარ გატაცებული, - ღირ-
სეულად აღნიშნა რაიმონდმა.
- ასე იყო თუ ისე, დეიდა ჯეინმა ამ მკვლელობის გახსნაში დიდი
წვლილი შეიტანა!
- ცხადია, აბა, უჭკუო ხომ არ გგონია, ძალიანაც აინტერესებს სხვისი
პრობლემები.
- პრობლემები? - იკითხა გვენდამ. - რა პრობლემები?
რაიმონდმა გაურკვევლად გაშალა ხელები.
- რა და, ყველანაირი პრობლემა. მაგალითად, რატომ წაიღო მაღა-
ზიის გამყიდველის ცოლმა ქოლგა ეკლესიაში მშვენიერ საღამოს; ან რა-
ტომ აღმოჩნდა მწნილის პაწაწინა ნაგლეჯი იქ, სადაც იპოვეს; ანდა რა
მოუვიდა დიაკვნის მეტაეპეს და ასე შემდეგ. დეიდა ჯეინი ყველაფერს
იყენებს საქმისთვის. ასე რომ, თუ ვინიცობაა ცხოვრებაში რაიმე პრობ-
ლემამ შეგაწუხოს, ჩემო გვენდა, დეიდაჩემს მიმართე და ის გაგცემს სა-
თანადო პასუხს.
რაიმონდმა გაიცინა. გვენდამაც გაიცინა, მაგრამ არც ისე გულწრფე-
ლად.
მეორე დღეს გვენდას გააცნეს დეიდა ჯეინი, ანუ მის მარპლი. ეს გახ-
ლდათ სანდომიანი, მაღალი, სუსტი აღნაგობის მოხუცი - ცისფერთვალა,
ვარდისფერლოყებიანი, სათუთი და ფუსფუსა მიხრა-მოხრით. ხშირად ეს
ცისფერი თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
დეიდა ჯეინის დაბადების დღის აღსანიშნავი სადილის შემდეგ მისი
უდიდებულესობის თეატრში წასვლა გადაწყვიტეს. მათთან ერთად წავიდ-
ნენ აგრეთვე ხანში შესული მხატვარი და ახალგაზრდა ვექილი. მხატვა-
რი სულ გვენდას ელოლიავებოდა, რაც შეეძლო ართობდა; ახალგაზ-
რდა ვექილი კი მთელი ყურადღებით მის მარპლისა და ჯოანისკენ იყო.
ეტყობოდა, მის მარპლის რეპლიკები ძალიან მოსწონდა. თეატრში გვენ-
და რაიმონდსა და ახალგაზრდა ვექილს შორის იჯდა.
სპექტაკლი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, კულმინაციურ წერ-
ტილს აღწევდა, როცა რამპის ჩირაღდნის ქვეშ მსახიობის ტრაგიკული
ხმა გაისმა: „სახეზე დააფარეთ, თვალები მიბნელდება, რა ახალგაზრდა
მოკვდა!“
გვენდამ დაიკივლა.
იგი წამოხტა, ბარბაცით ჩაიარა პარტერი, შემდეგ გასასვლელისკენ
გაირბინა, კიბე ძლივს აათავა და ქუჩაში გავარდა. თავზარდაცემული, პა-
ნიკაში ჩავარდნილი, შეუჩერებლივ გარბოდა ჰაიმარკეტისკენ. პიკადი-
ლიმდე არ იყო მისული, რომ თავისუფალი ტაქსი დაინახა, გააჩერა და
ჩელსის მისამართი უთხრა.
ტაქსი ადგილზე მივიდა და გაჩერდა. გვენდამ აკანკალებული ხელით
გაუწოდა მძღოლს ფული, მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფად აირბინა
კიბე. კარი მოსამსახურემ გაუღო. როგორც კი შეხედა, გაოცებულმა
ჰკითხა:
- ადრე მობრძანებულხართ, მის, ცუდად ხომ არა ხართ?
- მე... არა... კი... მე სუსტად ვგრძნობ თავს...
- რით გემსახუროთ, მის, ბრენდის ხომ არ მიირთმევთ?
- არა, არაფერი არ მინდა. ზემოთ ავალ და დავწვები. შეკითხვებისა-
გან რომ თავი დაეღწია, საჩქაროდ ავიდა ზემოთ, ტანსაცმელი გაიხადა,
იატაკზე დაყარა და ლოგინში ჩაწვა. ისევ კანკალებდა, გულს ბაგაბუგი
გაჰქონდა. პირაღმა იწვა და ჭერს უაზროდ მისჩერებოდა. მას არ გაუგია
რაიმონდისა და ჯოანის მოსვლა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო
და მის მარპლი შემოვიდა. მას იღლიებში ორი ცხელი სათბურა ამოედო
და ხელში ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა.
გვენდა საწოლში წამოჯდა და კანკალის დაფარვას ცდილობდა.
- ო, მის მარპლ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მომივიდა. არ ვიცი, რა
დამემართა. მაპატიეთ, ყველანი შეგაწუხეთ...
- აბა, ახლა დაწყნარდი, ჩემო საყვარელო გოგონა, - უთხრა მის მარ-
პლმა. - დაიდე ეს სათბურები და უცებ გათბები.
- ეგ ნამდვილად არ მჭირდება.
- როგორ არა, აი ასე. ახლა ჩაიც დალიე!
ჩაი ძალზე ცხელი იყო, თან მუქი და ტკბილი, მაგრამ გვენდამ უსიტ-
ყვოდ დალია. კანკალმა თითქოს უკლო.
- ახლა კი ეცადე, როგორმე დაიძინო, - ურჩია მის მარპლმა. - ეგ ნერ-
ვული შოკია, ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ. ნურაფერზე ნუღა იფიქრებ,
აბა, დაიძინე! - საბანი გაუსწორა, გაუღიმა, ლოყაზე ხელი მოუთათუნა და
ოთახიდან გავიდა.
ქვემოდან რაიმონდის გაღიზიანებული ხმა ისმოდა, ჯოანს ეკითხებო-
და:
- ღმერთო ჩემო, რა მოუვიდა ამ გოგოს, ავად ხომ არ გახდა?
- აბა, რა ვიცი, ჩემო ძვირფასო რაიმონდ, მხოლოდ ის ვიცი, რომ
უცებ დაიკივლა. მგონი, სულაც პიესამ გამოიწვია უსიამოვნო ემოცია.
- სავსებით სწორია, გეთანხმები. ვებსტერი მართლაც შემაძრწუნებე-
ლია, მაგრამ რას ვიფიქრებდი... - აღარ დაამთავრა რაიმონდმა, რადგან
ოთახში მის მარპლი შემოვიდა. - ხომ ყველაფერი რიგზეა?..
- კი. მე ვფიქრობ, მძიმე შოკი განიცადა.
- შოკი? ნუთუ ეს ელისაბედის დროინდელმა დრამამ გამოიწვია?
- გარდა ამისა, ალბათ, სხვა მიზეზიც იყო, - მრავალმნიშვნელოვნად
თქვა მის მარპლმა.
საუზმე ზემოთ აუგზავნეს გვენდას. მან მხოლოდ ყავა დალია და ტორ-
ტის პატარა ნაჭერი შეატანა. ცოტა ხნის შემდეგ ადგა და ქვემოთ ჩავიდა.
ჯოანი უკვე სტუდიაში წასულიყო, რაიმონდი კი თავის სამუშაო ოთახში
გახლდათ. მის მარპლი ფანჯარას მისჯდომოდა, რომელიც მდინარეს გა-
დაჰყურებდა, და ხელსაქმით იყო გართული. გვენდა რომ შევიდა, მან
მშვიდი ღიმილით ახედა:
- დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო, ხომ უკეთ ხარ?
- დიახ, უკვე კარგად ვარ. რა სულელურად მოვიქეცი წუხელ. ისინი...
ისინი ჩემზე ძალიან გაბრაზდნენ?
- ო, არა, ჩემო კარგო. პირიქით, ძალიან წუხდნენ.
- რაზე წუხდნენ?
მის მარპლი ისევ ხელსაქმით გაერთო.
- იმაზე, რომ წუხელ შენ რაღაც საშინლად განიცადე. - შემდეგ ალერ-
სიანად დაუმატა: - ნუ დამიმალავ, ყველაფერი მიამბე, ასე აჯობებს.
გვენდას მოუსვენრობა დაეტყო, ბოლთის ცემა დაიწყო.
- უკეთესია, ფსიქიატრს ვეჩვენო.
- რასაკვირველია. ლონდონში ბევრი საუკეთესო სპეციალისტია, მაგ-
რამ დარწმუნებული ხარ, რომ გჭირდება ეს?
- არ ვიცი, არ ვიცი. მგონია, ჭკუიდან ვიშლები... ნამდვილად ჭკუიდან
ვიშლები. ოთახში მოახლე ქალი შემოვიდა და გვენდას დეპეშა გაუწოდა,
თან ჰკითხა:
- ქალბატონო, ბიჭმა დამაბარა, პასუხს დაველოდო თუ წავიდეო?
გვენდამ დეპეშა გახსნა. დილმაუტიდან იყო. ერთხანს უაზროდ დააც-
ქერდა დეპეშას, მერე ხელში მოჭმუჭნა და ანგარიშმიუცემლად უთხრა:
- ნუ დაელოდები პასუხს.
- მგონი, ცუდი არაფერია, ძვირფასო?
- გაილსისგან არის, ჩემი ქმრისგან. ერთ კვირაში უკვე აქ იქნება, -
დაბნეულად და საცოდავი ხმით წარმოთქვა გვენდამ.
მის მარპლმა ხმამაღლა ჩაახველა.
- რასაკვირველია, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნოა.
- სასიამოვნო? ჯერ ისიც ვერ დამიდგენია, სრულ ჭკუაზე ვარ თუ არა.
თუ მართლა შეშლილი ვარ, ჯობდა სულაც არ გავთხოვილიყავი გაილ-
სზე, თანაც ეს სახლი... ყველაფერი აქედან მოდის. აღარ ვიცი, რა ვქნა...
- ჩამოჯექი აქ, საყვარელო, ყველაფერი მიამბე. - მის მარპლმა ტახ-
ტზე გვერდით მოისვა გვენდა.
ცოტათი სული მოითქვა გვენდამ და სხაპასხუპით დაიწყო მოყოლა.
მის მარპლს მთლიანი სურათი გადაეშალა, დღიდან ჰილსაიდში გვენ-
დას ჩამოსვლისა, რამაც ამ ზომამდე მიიყვანა იგი.
- ჰოდა, ისე შევშინდი, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე, იქაურობისთვის თა-
ვი რომ დამეღწია. - ჰყვებოდა გვენდა, - მაგრამ, როგორც ხედავთ, ვერ
დავაღწიე თავი, აქაც მოსვენებას არ მაძლევს, თან დამდევს. გუშინ საღა-
მოს კი... - მან თვალები დახუჭა, ძლივს შეიკავა ცრემლი.
- გუშინ საღამოს რა მოხდა? - წყნარად ჰკითხა მის მარპლმა.
- ალბათ, არ დამიჯერებთ, - სწრაფად განაგრძო გვენდამ, - თქვენ
გგონიათ, მე ახირებული ან ისტერიკიანი ვარ. მერწმუნეთ, ყველაფერი
უნებლიეთ მოხდა, სპექტაკლის დამთავრებისას. ძალიან მომეწონა
პიესა. იმწუთას სულ არ გამხსენებია ჩემი სახლი. და სწორედ მაშინ, რო-
ცა ეს სიტყვები შემომესმა, აი, მაშინ, თითქოს ცისფერი ბურუსიდან ამო-
ტივტივდა ყველაფერი... - გვენდამ აკანკალებული, ჩახლეჩილი ხმით
ამოთქვა: - „სახეზე გადააფარეთ, თვალები მიბნელდება, რა ახალგაზ-
რდა მოკვდა!“ თითქოს მეც იქ გავჩნდი და კიბის რიკულებიდან ვიჭყიტე-
ბოდი ჰოლში. იატაკზე გაშხლართული გვამი დავინახე, ოქროსფერ-
თმიანი, სახეგალურჯებული... უსულოდ ეგდო, დამხრჩვალი... და ვიღაც
საზარელი ხმით იძახდა ამ სიტყვებს... მერე იმისი ხელებიც დავინახე,
ნაცრისფერი, დანაოჭებული... ხელები კი არა, მაიმუნის თათები. ვერ
გადმოგცემთ, რა საშინელება იყო. ის უკვე მკვდარი იყო. გესმით, მკვდა-
რი...
- ვინ იყო მკვდარი? - ალერსიანად ჩაჰკითხა მის მარპლმა.
- ელენი... - სწრაფად და ანგარიშმიუცემლად წამოიძახა გვენდამ.
IV - ელენი?..

გვენდა ერთხანს უაზროდ მიაჩერდა მის მარპლს, შემდეგ შუბლზე თმა


გადაიწია.
- საიდან მომაფიქრდა ეს სახელი? - ამოთქვა მან. - რატომ ვახსენე
ელენი? საერთოდ არ ვიცნობ ელენს... - და სასოწარკვეთილებით ჩამო-
უშვა ხელები. - ხომ ხედავთ, არანორმალური ვარ! რაღაცები მეჩვენება!
არარსებულ რამეებს ვხედავ! ჯერ იყო და შპალერი, ახლა კიდევ
მკვდრები... ვგრძნობ, თანდათან უარესობისკენ მივდივარ, უარესობის-
კენ.
- დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებ, ძვირფასო, - შეაწყვეტინა მის
მარპლმა.
- მაშინ, ყველაფრის მიზეზი სახლი ყოფილა. არ ვიცი, ჯადოა თუ რა-
ღაც ჭირი... თვალნათლივ ვხედავ, რაც კი მომხდარა იქ, ანდა - რაც მო-
მავალში უნდა მოხდეს. ეს მთლად უარესი, იქნებ, იმ სახლში ვინმე
ელენს მოკვლას უპირებენ?! ერთი რამ ვერ გამიგია: თუ მართლა მოჯა-
დოებულია სახლი, მაშინ, როცა იქ არ ვარ, რატომ უნდა ვხედავდე ამ-
გვარ საშინელებებს? არა, სახლი არაფერ შუაშია, მე ვარ დაავადებული,
უთუოდ უნდა გავესინჯო ფსიქიატრს, თანაც დაუყოვნებლივ.
- რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო გვენდა, ექიმის ნახვა მუდამ შეგიძ-
ლია, მაგრამ ჯერ ჩვენ თვითონ გავარკვიოთ ზოგიერთი რამ. პირველ
ყოვლისა, ფაქტები შევამოწმოთ და ვეცადოთ, ამ უცნაურ მოვლენებს
უმარტივესი ლოგიკური ახსნა-განმარტება მივცეთ. როგორც წეღან მიამ-
ბე, შენი აღელვების მიზეზი სამი შემთხვევა იყო: ნარგავებით დაფარული
ბილიკი, ბათქაშით გადალესილი კარი და შპალერი, რომელიც მხო-
ლოდ წარმოდგენაში გქონდა წარმოსახული და სინამდვილეშიც ზუსტად
ისეთივეს წააწყდი. ხომ ასეა?
- დიახ.
- ძალიან კარგი. ეგ უმარტივესად შეგვიძლია ავხსნათ: ოდესღაც, ად-
რე, ყველაფერი ეს შენ უკვე ნანახი გქონდა.
- თქვენ, ალბათ, სხვა ცხოვრებას გულისხმობთ?
- ო, არა, ჩემო ძვირფასო, მხოლოდ ამ ცხოვრებას. უკეთ რომ
ვთქვათ, ყველაფერი ეს შენი მოგონებებია.
- როგორ, მის მარპლ, ინგლისში რომ არასოდეს ვყოფილვარ?
- დარწმუნებული ხარ, ჩემო კარგო?
- რასაკვირველია. რაც თავი მახსოვს, ახალ ზელანდიაში ვცხოვრობ-
დი, ქრისტჩერჩის მახლობლად.
- იქ დაიბადე?
- არა, მე დავიბადე ინდოეთში. მამაჩემი ბრიტანეთის არმიის ოფიცერი
გახლდათ. დედა ადრე გარდამეცვალა, ორიოდე წლის თუ ვიქნებოდი.
აღსაზრდელად მამამ ნათესავებთან გამგზავნა. შემდეგ მამაც მალე გარ-
დაცვლილა.
- თუ გახსოვს, ინდოეთიდან ახალ ზელანდიაში როგორ ჩახვედი?
- არა. რაღაც ბუნდოვნად მაგონდება გემზე ყოფნა. მრგვალი ფანჯარა
მახსოვს, ალბათ, ილუმინატორი. მახსოვს კიდევ თეთრფორმიანი წითუ-
რი კაცი. მას ცისფერი თვალები ჰქონდა, მგონი, ნიკაპზე ნაჭდევიც აჩნდა.
მახსოვს, ხელში ამიქნევდა მაღლა, თან მეშინოდა, თანაც მსიამოვნებდა,
მაგრამ ყველაფერი ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ბუნდოვნად მაგონდება.
- ძიძა ან გამზრდელი თუ გახსოვს?
- ძიძა არა და გამზრდელი კი. ალბათ, იმიტომ, რომ ხუთ წლამდე ჩემ-
თან იყო. მახსოვს, ქაღალდისგან სათამაშო იხვებს მიკეთებდა ხოლმე.
ჰო, გემზეც ჩემთან იყო და მიჯავრდებოდა, კაპიტნის კოცნაზე რომ ვტი-
როდი, არ მსიამოვნებდა მისი უხეში წვერი.
- ეს კი საინტერესოა, ჩემო კარგო, როგორც ვხედავ, ორი მოგზაურო-
ბა გერევა ერთმანეთში. ერთხელ შეხვედრიხარ ნიკაპზე ნაჭდევიან წი-
თურ კაცს, მეორედ კი - წვერიან კაპიტანს.
- ჰოო, - ჩაფიქრდა გვენდა, - ეტყობა, ამერია.
- ადვილი შესაძლებელია, როცა დედა მოგიკვდა, მამამ ჯერ ინგლის-
ში წაგიყვანა და სწორედ ამ სახლში, „ჰილსაიდში“ ცხოვრობდით. აკი
თქვი, როგორც კი შევდგი ფეხი, საკუთარი სახლივით განვეწყვეო. იქნებ
ის საძინებელი, შენთვის რომ აირჩიე, მაშინ საბავშვო ოთახი იყო?!
- კი, ფანჯრის გისოსებზე ეტყობა, რომ მართლა საბავშვო ოთახი იქ-
ნებოდა.
- ჰოდა, კედლებზეც ის ლამაზი, ყაყაჩოებითა და ღიღილოებით მოხა-
ტული შპალერი იქნებოდა გაკრული. ბავშვებს შესანიშნავად ამახსოვ-
რდებათ თავიანთი ოთახი. მეც არასდროს მავიწყდება ჩემი ოთახის მო-
ვარდისფრო ზამბახებიანი კედლები, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც
ახალ შპალერს გააკრავდნენ ზემოდან, ისევ ჩემს ბავშვობაში.
- ალბათ, იმიტომ მომეძალა სათამაშოებზე ფიქრიც: თოჯინების სახ-
ლი, სათამაშოების კარადა...
- რა თქმა უნდა, მოდი, ახლა გავიხსენოთ სააბაზანო ოთახი და წი-
თელ ხეში ჩასმული აბაზანა. გახსოვს, რომ მითხარი, დანახვისთანავე
მოცურავე იხვები წარმოვიდგინეო?
გვენდა ისევ ჩაფიქრდა.
- სწორია. თითქოს წინასწარ ვიცოდი, სად რა იქნებოდა, სამზარეულო
თუ თეთრეულის კარადა. მერე ფიქრი ამეკვიატა, სასადილოსა და მისა-
ღებს შორის კარი უნდა იყოს-მეთქი. მაგრამ წარმოუდგენელია, ინგლის-
ში ჩასვლისთანავე რაღა იმ სახლს მივადექი, სადაც ჩემს მეხსიერებამდე
მიცხოვრია. ხომ დაუჯერებელია?
- ყველაფერი ხდება, ჩემო ძვირფასო. ეგ მხოლოდ თვალსაჩინო დამ-
თხვევაა და არც ისე იშვიათი. შენს ქმარს სურვილი დაებადა სამხრეთ სა-
ნაპიროზე ჰქონოდა სახლი. ეს საქმე შენ ითავე და შემთხვევით წააწყდი
ასეთ სახლს, მოგეწონა, ფასიც ხელმისაწვდომი იყო და შეიძინე კიდეც.
ეს ყველაფერი გონივრულია. სახლი რომ მოჯადოებული იყოს, რო-
გორც შენ ამბობ, მაშინ სულ სხვა რეაგირებას მოახდენდა. აბა, როდისმე
თუ გაგჩენია გაშმაგების ანდა ზიზღის გრძნობა, გარდა იმ მომენტისა,
როცა კიბეზე იჯექი და რიკულებიდან ჰოლში იჭყიტებოდი?!
გვენდას თვალებში ისევ გაუელვა შიშმა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ... რომ ელენი... და ეს მართალია?
- გულახდილად რომ გითხრა, ასე მგონია, ჩემო კარგო, - მშვიდად
მიუგო მის მარპლმა. - თუკი დანარჩენ შემთხვევებს მოგონებებს მივა-
წერთ, ესეც მოგონებად უნდა მივიჩნიოთ...
- ესე იგი, მე მართლა მინახავს ვიღაც მოკლული, დამხრჩვალი, რო-
მელიც იქ იწვა?
- ვეჭვობ, რომ მაშინ შენს ბავშვურ გონებას დამხრჩვალად აღექვა იგი.
ეს გუშინდელმა პიესამ შთაგაგონა და ახლა უცებ გააანალიზე გალურჯე-
ბული, კონვულსიით დაღმეჭილი სახე. ჩემი აზრით, ერთი ციცქნა ბავშვი,
როცა ასეთ რამეს დაინახავს, იმწამსვე ინსტინქტურად შეიცნობს ძალა-
დობას, სიკვდილსა და ბოროტებას. მერე ამას დაუკავშირებს იქვე გაგო-
ნილ სიტყვებსაც. ცხადია, მკვლელმა მართლა დაიძახა ის სიტყვები და
ბავშვისთვის განა შემაძრწუნებელი არ იქნებოდა? ბავშვი საოცარი არსე-
ბაა, თუ რამემ შეაშინა, განსაკუთრებით მისთვის შეუცნობელმა, იგი ამაზე
არ ილაპარაკებს, გულში დამალავს და შეიძლება კიდეც დაივიწყოს.
თუმცა ეს შიში მაინც ცოცხლობს შორეულ მოგონებაში.
გვენდამ ღრმად ამოისუნთქა.
- თქვენ გგონიათ, რომ მეც ასე დამემართა? მაშ, რატომ არ მახსოვს?
- ყოვლად შეუძლებელია ადამიანს უბრძანო, გინდა თუ არა, ესა და ეს
გაიხსენეო. როცა საგანგებოდ მოიწადინებ რაიმეს მოგონებას, სწორედ
მაშინ გიმტყუნებს მეხსიერება. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იოლი დასაძ-
ლევია. წეღან მიამბე, რომ სპექტაკლის ბოლო წუთებში მოგჩვენებია,
თითქოს კიბეზე იჯექი და რიკულებში იჭყიტებოდი. ეს უთუოდ ყურადსა-
ღებია. ჩვეულებრივ, რიკულებში კი არ ვიჭყიტებით, რიკულებს ზემოდან
ვიყურებით. ეს ბავშვის მოქმედებაა.
- როგორი გამჭრიახი ხართ, - მადლიერებით უთხრა გვენდამ.
- როგორც ხედავ, ასეთ წვრილმანსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
- კი მაგრამ, ვინ იყო ელენი? - წამოიძახა გაოგნებულმა გვენდამ.
- გვენდა, საყვარელო, დარწმუნებული ხარ, რომ ის ნამდვილად ელე-
ნი იყო?
- კი... რა საოცარია! რომ არ ვიცი, ვინ არის ელენი? თანაც დარწმუნე-
ბული ვარ, რომ ელენი იყო. ნამდვილად ელენი იწვა იქ... სხვა, დანარ-
ჩენი საიდან გავიგო?
- მომისმინე, ჩემო კარგო, პირველ ყოვლისა, უნდა გამოარკვიო, ბავ-
შვობისას ყოფილხარ თუ არა ინგლისში. ამიტომ შენს ნათესავებს...
- დეიდა ელისონს? - სიტყვა გააწყვეტინა გვენდამ, - რა თქმა უნდა,
ემახსოვრება.
- მე, შენ ადგილას, დეიდა ელისონს დაუყოვნებლივ გავუგზავნიდი წე-
რილს. მივწერდი, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩემთვის აუცილებელია
ვიცოდე, როდისმე ვყოფილვარ თუ არა ინგლისში-თქო. ჰოდა, შენი
ქმრის ჩამოსვლამდე, ალბათ, პასუხსაც მიიღებ.
- ო, გმადლობთ, მის მარპლ, როგორ ზრუნავთ ჩემზე, უკვე მჯერა,
რომ მართალი ხართ. ეს თუ სწორი გამოდგა, ყველაფერი რიგზე იქნება.
ესე იგი, უჩვეულო არაფერი მომხდარა?!
მის მარპლმა გაიღიმა.
- იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ამ დღე-
ებში ჩემს ძველ მეგობრებთან ვაპირებ სტუმრობას, ჩრდილოეთ ინგლის-
ში. ათი დღის შემდეგ დავბრუნდები, ალბათ, ლონდონის გავლით. შენ
და შენი ქმარი თუ ამ დროისთვის აქ იქნებით და დეიდა ელისონის პა-
სუხს შემატყობინებთ, კარგი იქნება.
- რა თქმა უნდა, მის მარპლ! ისედაც ძალიან მინდა გაგაცნოთ გაილ-
სი. იცით, რა ბიჭია? ჰოდა, ამ ამბებზეც ერთად ვიმსჯელებთ.
გვენდა უცებ კარგ გუნებაზე დადგა.
მის მარპლი კი რატომღაც ფიქრებში ჩაიძირა.
V - მივიწყებული მკვლელობების გახსენება

ათი დღის შემდეგ მის მარპლი მეიფერის პატარა სასტუმროში შევიდა.


მას აღფრთოვანებით შეხვდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
- ეს გაილსია, მის მარპლ. ვერ წარმოიდგენ, გაილს, რამდენი სიკეთე
მახსოვს მის მარპლისგან.
- მოხარული ვარ თქვენი გაცნობის, მის მარპლ. გავიგე, გვენდა იმ
ზომამდეც მისულა, კინაღამ საგიჟეთში ამოუყვია თავი.
მის მარპლმა კეთილგანწყობით შეათვალიერა გაილსი - სანდომიანი
გარეგნობის, მაღალი, ქერა ახალგაზრდა. გაილსი ხშირ-ხშირად ახამხა-
მებდა თვალებს, ალბათ, მორცხვობისგან მოსდიოდა ასე, მაგრამ ეს მა-
ნერა უფრო მატებდა მიმზიდველობას. მის მარპლს არც მისი ძლიერი
ნიკაპი დარჩენია შეუმჩნეველი.
- ჩაი იმ პატარა კაბინეტში დავლიოთ, - თქვა გვენდამ. - იქ არავინ შე-
მოვა. მერე მის მარპლს დეიდა ელისონის წერილს ვაჩვენებ. - და ცოტა
ხნის შემდეგ დასძინა: - დიახ, მივიღე პასუხი, დაახლოებით, რასაც თქვენ
მოელოდით.
ჩაის შემდეგ სამივენი პატარა მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ და გვენდამ
წერილის კითხვა დაიწყო:
„ძვირფასო გვენდა, შენი ნერვიულობის ამბავმა ძალიან ამაღელვა.
მართალი გითხრა, სულ გამომრჩა მხედველობიდან ის ფაქტი, რომ შენ
პატარაობისას ინგლისში ცხოვრობდი, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. დე-
დაშენი - ჩემი და მეგანი - სტუმრად იმყოფებოდა ერთ-ერთი ჩვენი მე-
გობრის ოჯახში, რომელიც მაშინ ინდოეთში ცხოვრობდა. იქ გაიცნო მე-
განმა მამაშენი - მაიორი ჰოლიდეი. ისინი იქვე დაქორწინდნენ და მალე
შენც დაიბადე, დაახლოებით ორი წლის შემდეგ საბრალო დედაშენი
გარდაიცვალა. ეს დიდ უბედურებად დაატყდა ჩვენს ოჯახს. მაიორ ჰო-
ლიდეისთან მიწერ-მოწერა არ შეგვიწყვეტია, თუმცა ერთმანეთს არ ვიც-
ნობდით. ბოლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ შენი აღზრდა ჩვენთვის
მოენდო. ეს ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქებდა მწუხარებას. მას, როგორც
სამხედრო პირს, უმწეო ბავშვის მოვლა-პატრონობა უთუოდ გაუძნელდე-
ბოდა. ამაზე მამაშენმა სასტიკი უარი შემოგვითვალა. მოგვწერა, სამხედ-
რო სამსახურს თავს ვანებებ და შვილთან ერთად ინგლისში ვაპირებ
დაბრუნებასო. თან იმედს გამოთქვამდა, როდისმე, ალბათ, ჩამოხვალთ
და მოგვინახულებთო.
როგორც ჩანს, როცა სამშობლოში ბრუნდებოდა, გზაში ერთი ახალ-
გაზრდა ქალი გაიცნო, მოეწონა და ინგლისში ჩასვლისთანავე ცოლადაც
შეირთო. ეს ქორწინება მაინცდამაინც ბედნიერი არ გამოდგა. ერთი
წლის შემდეგ ისინი გაიყარნენ. სწორედ იმ ხანებში მამაშენმა წერილი
მოგვწერა. აინტერესებდა - კვლავაც გვქონდა თუ არა შენი წამოყვანისა
და აღზრდის სურვილი. ცხადია, ჩემო ძვირფასო, სიხარულით ცას ვეწი-
ეთ. ამის შემდეგ, მალე შენმა ინგლისელმა ძიძამ ჩვენთან ჩამოგიყვანა.
მამაშენმა თავისი ქონების მეტი წილი შენზე გააფორმა და შემოგვთავა-
ზა, გვეშვილებინე და ჩვენი გვარი მიგეღო. ამ წინადადებამ, ცოტა არ
იყოს, გაგვაოცა. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ გვეპარებოდა მის კე-
თილ განზრახვაში, მაინც უარი განვაცხადეთ. დაახლოებით ერთი წლის
შემდეგ მამაშენი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მე ვფიქრობ, შენი გა-
მოგზავნა როცა გადაწყვიტა, უკვე შელახული ჰქონდა ჯანმრთელობა და,
ცხადია, შენს მომავალზე ზრუნავდა.
ინგლისში მამასთან ერთად სად ცხოვრობდი, ამას ზუსტად ვერ გეტ-
ყვი. მის წერილებზე მისამართი კი ეწერა, მაგრამ რა გასაკვირია, რომ
დამვიწყებოდა, მას შემდეგ თვრამეტი წელი გავიდა... თუ არ ვცდები,
სადღაც სამხრეთ ინგლისში ცხოვრობდით, მგონი, დილმაუტში, კარგად
აღარც მახსოვს. შენი დედინაცვალი, მგონი, მეორედ გათხოვდა. მისი ქა-
ლიშვილობის გვარი და სახელიც არ მახსენდება. ერთ-ერთ წერილში კი
იხსენიებდა მამაშენი, როცა თავისი ქორწინების ამბავი შეგვატყობინა.
მახსოვს, ძალიან გვეწყინა, ადრე რომ შეირთო ცოლი. ალბათ, გემზე
ხანგრძლივმა სიახლოვემაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ შეუღლე-
ბაში. თან შენზედაც ზრუნავდა, რა თქმა უნდა.
თავს დამნაშავედ ვგრძნობ, აქამდე რომ არ გაგაგებინე შენი ბავშვო-
ბის ისტორია. სულ გადამავიწყდა, დედაშენის გარდაცვალების შემდეგ
შენზე ზრუნვის გარდა აღარაფერი მახსოვდა.
აი, რაც შემიძლია, ყველაფერს გატყობინებ. დარწმუნებული ვარ, მა-
ლე გაილსიც შენთან იქნება. უთუოდ გიმძიმთ ცალ-ცალკე ყოფნა. და-
ნარჩენ ახალ ამბებს სხვა წერილში მოგწერ. ახლა ნაჩქარევად ვწერ დე-
პეშის პასუხს.
შენი მოსიყვარულე დეიდა ელისონ დენბი.
პ.ს. რატომ არ მწერ შენი მღელვარების მიზეზს?“
- ხომ ხედავთ, თითქმის გამართლდა თქვენი სიტყვები, - დაამთავრა
გვენდამ.
მის მარპლმა ოდნავ მოჭმუჭნული წერილი გაასწორა.
- კი, ასე გამოდის. უწინაც ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რომ საღი გო-
ნების წყალობით დასკვნის გამოტანა ადვილია.
- ასეა თუ ისე, თქვენი მადლობელი ვარ, მის მარპლ, - უთხრა გაილ-
სმა. - საბრალო გვენდა კინაღამ გადაგვერია. მართალი გითხრათ, მეც
დავეჭვდი, რაიმე ფსიქიკური ანომალიებისადმი მიდრეკილება ხომ არ
აქვს-მეთქი, ანდა ნათელმხილველი და ამის მსგავსი ხომ არ იყო...
- ალბათ, ეს უკანასკნელი უფრო გაღელვებდა, - გაიხუმრა გვენდამ, -
ცხადია, ჩემამდე უცოდველი არ იქნებოდი.
- სწორედაც ვიყავი, - მიუგო გაილსმა.
- ახლა რაღას იტყვი თქვენს სახლზე? - ჰკითხა მის მარპლმა.
- იქ ყველაფერი რიგზეა. ხვალვე დავბრუნდებით შინ. გაილსსაც ერთი
სული აქვს, როდის ნახავს.
- ძვირფასო მის მარპლ, დარწმუნებული ვარ, საიდუმლოებით მოცუ-
ლი მკვლელობის კვალს მივადექით, რომელიც ჩვენი სახლის ზღურ-
ბლთან მოხდა, უფრო სწორად - ჩვენს ჰოლში... - თქვა გაილსმა.
- სწორია, მეც ასე ვფიქრობ, - მშვიდად დაუდასტურა მის მარპლმა.
- გაილსი ხომ დეტექტივებზე ჭკუას კარგავს... - ჩაერია გვენდა და ეშ-
მაკურად გახედა გაილსს.
- განა ესეც დეტექტივი არ არის? ჰოლში ახალგაზრდა, ლამაზი ქა-
ლის გვამი, სახელის გარდა ყველაფერი უცნობია. ამ შემთხვევიდან კი
თითქმის ოცი წელია გასული. ხელთ არ მოგვეპოვება არავითარი გასა-
ღები, მაგრამ მაინც, ცდა ბედის მონახევრეა! ყველანაირად უნდა ვეცა-
დოთ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ დამაკავშირებელი ძაფები მო-
ვიძიოთ... თუმცა ეჭვი მეპარება, რაიმე შედეგს მივაღწიოთ.
- შესაძლებელია, მივაღწიოთ კიდეც, ისიც ამდენი წლის შემდეგ... -
თქვა მის მარპლმა.
- ყოველ შემთხვევაში, ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. - გაილსი გა-
ჩუმდა, სახე აელეწა.
მის მარპლს მოუსვენრობა დაეტყო, მოიღუშა.
- მაგრამ ხომ შეიძლება, ამით თქვენც ზიანი მოგადგეთ? გირჩევთ, ამ
საქმეს თავი მიანებოთ.
- თავი მივანებოთ? ასე გასაიდუმლოებულ მკვლელობას - თუკი მარ-
თლა მკვლელობაა?!
- მე ვფიქრობ, ნამდვილი მკვლელობაა. ამიტომაც, თქვენს ადგილას,
მოვეშვებოდი. მკვლელობა ისეთი საქმეა, არ შეიძლება უპასუხისმგებ-
ლოდ ხელის მოკიდება.
- მაპატიეთ, მის მარპლ, მაგრამ ყველა თუ ასე მიუდგა? - დაიწყო გა-
ილსმა.
მის მარპლმა სიტყვა შეაწყვეტინა:
- ოჰ, ვიცი, ზოგჯერ მოვალეობადაც მივიჩნევთ. ხშირად უდანაშაულო
ისჯება, ეჭვიც ბევრზე აქვთ. ამ დროს ბოროტმოქმედი არხეინად დადის
და კიდევ შეუძლია ჩაიდინოს დანაშაული. მაგრამ თქვენ ნუ გავიწყდებათ,
რომ ეს მკვლელობა დიდი ხნის წინანდელია. იქნებ, თავის დროზე იგი
არც მიუჩნევიათ მკვლელობად. მაშინ, ალბათ, თქვენს ყურამდეც მოაღ-
წევდა ეს ამბავი სულაც მოხუცი მებაღის ანდა იქაური მცხოვრებლების-
გან. რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მკვლელობა მუდამ ახალ ამბად რჩე-
ბა. ეტყობა, მაშინ რაღაცნაირად თავი დააღწიეს გვამს და ეჭვი არავისზე
მიუტანიათ. აბა, დაფიქრდით, განა ღირს ყველაფრის თავიდან გაქექვა?
შეგწევთ კი ამის უნარი?
- მის მარპლ, - წამოიძახა გვენდამ, - ნუთუ მართლა ასე ზრუნავთ
ჩვენზე?
- რასაკვირველია, ჩემო კარგო. ისეთი მომხიბლავი წყვილი ხართ,
ახალშეუღლებულნი, ბედნიერები... ჩემი კეთილი რჩევაა, ისეთ რამეს ნუ
გამოედევნებით, რამაც, შესაძლოა, ბოლოს გული გატკინოთ და აგაფო-
რიაქოთ.
გვენდამ გაოცებით შეხედა.
- გადაკრულად რატომ ლაპარაკობთ, მის მარპლ. თქვით, რისი თქმაც
გსურთ!
- არაფრის, ძვირფასო. უბრალოდ, მინდა დაგარიგოთ. ცხოვრების
დიდი გზა განვვლე და კარგად ვიცნობ ადამიანის მგზნებარე ბუნებას.
ამიტომაც გირჩევთ, მოეშვით ამ ამბავს.
- რატომ უნდა მოვეშვათ? - მტკიცედ წარმოთქვა გაილსმა, - „ჰილ-
საიდი“ ხომ ჩვენი სახლია? ჩემი და გვენდასი. იქ კი ვიღაც მოუკლავთ,
ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ჰოდა, ჩემს სახლში ჩადენილ ბო-
როტმოქმედებას მე გვერდს ვერ ავუვლი, თუნდაც გაცილებით ადრე
მომხდარიყო.
მის მარპლმა ამოიოხრა.
- მაპატიეთ, - თქვა მან. - ცხადია, ყველა გულადი ვაჟკაცი ასევე მოიქ-
ცეოდა. კარგად მესმის შენი და აღფრთოვანებულიც ვარ, მაგრამ მე მა-
ინც ჩემსას გირჩევ, დამიჯერე.
მეორე დღეს სანტ მერი მიდში უკვე გაეგოთ, რომ მის მარპლი ლონ-
დონიდან დაბრუნდა. იგი დილის თერთმეტ საათზე უკვე ჰაი სტრიტზე
უნახავთ. თორმეტს რომ ათი წუთი აკლდა, მან დიაკვნის სახლში შეიარა.
ნაშუადღევს კი სოფლის განთქმული ჭორიკანები ეწვივნენ. ჯერ გულდას-
მით მოისმინეს მის მარპლის შთაბეჭდილებები დიდებულ ლონდონზე,
თავაზიანად მოიხადეს ეს ვალი. შემდეგ მოჰყვნენ და დაწვრილებით
ჩაუჭიკჭიკეს, როგორ ჩატარდა ნაქარგების ფარდულის საზეიმო გახსნა,
რომელი ადგილი შეარჩიეს ახალი საჩაიესთვის და სხვადასხვა.
იმავე საღამოს, მოგვიანებით, მის მარპლი ჩვეულებისამებრ ფუსფუ-
სებდა თავის ბაღში. მთელი ყურადღება სარეველების განადგურებაზე
ჰქონდა გადატანილი და მეზობლების ჭორაობას სხვათა შორის ისმენდა.
ვახშმობისას იგი უგუნებოდ შეიქნა. მოახლე გოგონა კი არ ცხრებოდა,
იქაური აფთიაქარის ცხოვრება-საქმიანობაზე ელაპარაკებოდა. მეორე
დღესაც შეუძლოდ გახლდათ მის მარპლი. ამის თაობაზე დიაკვნის
ცოლმა და ორმა-სამმა მეზობელმა თავიანთი აზრიც გამოთქვეს. იმავე
საღამოს მის მარპლი ლოგინში ჩაწვა და განაცხადა, რომ თავს ცუდად
გრძნობდა, დილით კი ექიმი ჰაიდოკი გამოიძახა.
ექიმი ჰაიდოკი, წლების განმავლობაში, მკურნალობის გარდა კიდეც
მეგობრობდა მის მარპლთან. მან ამჯერადაც ყურადღებით მოისმინა
ავადმყოფის სიმპტომები, გულდასმით გასინჯა, მერე სტეტოსკოპი შეინა-
ხა და სკამის საზურგეზე გადაწვა.
- თქვენი ასაკისთვის ზედმიწევნით ჯანმრთელი ხართ, მიუხედავად ასე-
თი სუსტი აგებულებისა, - უთხრა ექიმმა.
- მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არაფერი მაწუხებს. ეტყობა, გა-
დაღლილი ვარ, არაქათი გამომელია, - შესჩივლა მის მარპლმა.
- როგორც ჩანს, ამ ბოლო ხანებში ბევრი იხეტიალეთ, გვიანაც იძინებ-
დით, ალბათ.
- რასაკვირველია, დღევანდელი ლონდონი საშინლად დამქანცვე-
ლია. ჰაერიც სულ მთლად გამოფიტულია, რა შედარებაა მაცოცხლებელ
ზღვის ნიავთან.
- სანტ მერი მიდზე ეს არ ითქმის.
- ჰო, მაგრამ იქაც დახუთულია, თან სინოტივე... ალბათ, ამაში დამე-
თანხმებით?
ექიმმა გამომცდელად შეხედა მის მარპლს.
- გასაგებია. მოსამაგრებელ საშუალებებს გამოგიგზავნით.
- გმადლობთ, ექიმო, ისტონის სიროფიც ძალიან მშველის.
- თქვენი რჩევა არ მჭირდება, მე უკეთ ვიცი.
- ჰაერის გამოცვლა ხომ... - მის მარპლმა უწყინარი თვალებით შეხე-
და ექიმს.
- ორი დღის წინ არ ჩამოხვედით?
- კი, მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ლონდონში სრულებით ვერ დავისვენე.
მერე ჩრდილოეთისკენ გავემგზავრე, ერთ-ერთ პატარა, სამრეწველო
რაიონში, სადაც მაცოცხლებელი ზღვის ჰაერი მაკლდა სწორედ.
ჰაიდოკმა საექიმო ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა. შემდეგ მობ-
რუნდა და ეშმაკურად გადახედა მის მარპლს.
- მოდით, გულახდილად მითხარით, რატომ გამომიძახეთ, რას მოით-
ხოვთ ჩემგან?! თუ პროფესიული დასტური გნებავთ, რომ თქვენთვის
ზღვის ჰაერი აუცილებელია, ამასაც არ დაგზარდებით.
- ეგრეც ვიცოდი, - მადლიერებით მიუგო მის მარპლმა.
- მართლაც მოგიხდებათ ზღვის ჰაერი. კარგი იქნება, თუ ისტბონში
წახვალთ. მერწმუნეთ, ზედგამოჭრილია თქვენი მდგომარეობისთვის.
- მგონი, ისტბონში ახლა ძალიან ცივა.
- მაშინ ბორნმაუტში, ანდა კუნძულ უაიტზე გირჩევთ.
მის მარპლმა ექიმს თვალი ჩაუკრა.
- მე ვფიქრობ, დასასვენებლად პატარა, მყუდრო ადგილი ჯობია.
ჰაიდოკი ისევ დაჯდა.
- როგორც ვატყობ, ჩემს ცნობისმოყვარეობაზე ვარჯიშობთ, მის
მარპლ. მითხარით მაინც, რომელი ზღვისპირა ქალაქი გნებავთ?
- ჰმ, დილმაუტი.
- დიახ, მართლაც ლამაზი და მყუდრო ადგილია, მაგრამ საკმაოდ მო-
საწყენიც. რატომ მაინცდამაინც დილმაუტი?
მის მარპლი ერთხანს დუმდა. მერე თვალებში ისევ მოუსვენრობა და-
ეტყო.
- ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით, წააწყდით
ფაქტს, საიდანაც ირკვევა, რომ თვრამეტი-ოცი წლის წინ მოხდა მკვლე-
ლობა. ეს ამბავი მხოლოდ თქვენ იცოდით. ეჭვი თავიდანვე არავისზე
მიუტანიათ და ყველაფერი დავიწყებას მიეცა... საინტერესოა, ასეთ შემ-
თხვევაში როგორ მოიქცეოდით?
- მკვლელობის გახსენება, არა?
- დიახ.
ჰაიდოკი, წამით ჩაფიქრდა.
- ამის გამო ვინმე უსამართლოდ ხომ არ დაუსჯიათ? - ჰკითხა მან.
- რამდენადაც ვიცი, არა, - მიუგო მის მარპლმა.
- ჰმ, მივიწყებული მკვლელობის გახსენება, მიძინებული მკვლელობა.
იცით, რას გეტყვით? ამ მიძინებულ მკვლელობას მე არ გავაღვიძებდი.
აი, ასე მოვიქცეოდი. ასეთ საქმეში გარევა სახიფათოცაა.
- მეც ეგ მაშინებს, - თქვა მის მარპლმა.
- ამბობენ, მკვლელი ბოროტმოქმედებას ბევრჯერ ჩაიდენსო. ეს არ
არის სწორი. არსებობენ ისეთი მკვლელებიც, ერთხელ რომ ჩაიდენენ
ბოროტმოქმედებას და იქიდან თავის დაძვრენას მოახერხებენ, მერე სო-
როში ღრმად ჩაიმალებიან და თავს აღარც გამოყოფენ. რა თქმა უნდა,
ამას ბედნიერი ცხოვრება არ ჰქვია, როცა სულ შურისძიებისა და სამა-
გიეროს მოლოდინში არიან. უცხო თვალისთვის კი ვითომ ყველაფერი
რიგზეა. ზოგჯერ ერთადერთ დანაშაულს ჩაიდენენ და ამით საწადელს
აღწევენ, კმაყოფილდებიან. მაგრამ, ვთქვათ, მათ სიცოცხლეს რომ საფ-
რთხე დაემუქროს, მაშინ, როგორღა მოიქცევიან? ვთქვათ, თქვენს ბო-
როტმოქმედს - სულერთია, ქალია თუ კაცი - უკვე გული საგულესა აქვს,
ეჭვმიტანილიც არ ყოფილა და უცებ, მეტისმეტი ცნობისმოყვარეობით,
ვიღაცამ განიზრახა მისი საქმეების ზვერვა, ძიება და მიზანსაც მიაღწია.
მაშინ? როგორ მოიქცევა თქვენი ბოროტმოქმედი? ღიმილით დაელო-
დება, დანაშაულის კვალი ჩემამდე როდის მოვაო? რა თქმა უნდა, არა.
ამიტომაც გირჩევთ, თუ თქვენს პრინციპულ ინტერესს არ ეხება, თავს ნუ
გამოიდებთ ამ საქმეში.
- მე არაფერ შუაში ვარ. ორი შესანიშნავი ახალგაზრდა მებრალება.
თუ გსურთ, ყველაფერს გიამბობთ.
მის მარპლმა დაწვრილებით დაიწყო მოყოლა. ჰაიდოკი გაუნძრევ-
ლად უსმენდა.
- საოცარია, - თქვა ბოლოს ჰაიდოკმა, - საოცარი დამთხვევაა. ამგვა-
რი არაფერი მსმენია. ალბათ, გრძნობთ, რაც მოჰყვება ამას.
- ეჰ, რასაკვირველია. მაგრამ ისინი ხომ ვერც წარმოიდგენენ...
- ცხადია, დიდი უბედურება იქნება მათთვის. მერე კი ბევრს ინანებენ.
ოჯახის საიდუმლოებაში სხვამ არ უნდა უფათუროს ხელი. თუმცა, ერთი
მხრივ, გაილსსაც ვეთანხმები. დალახვროს ეშმაკმა, მის ადგილას მეც
ასე მოვიქცეოდი. უკვე მეც ძალიან დავინტერესდი, - ჰაიდოკი უცებ გაჩუმ-
და და მკაცრად გახედა მის მარპლს - გასაგებია, რატომაც დაიჩემეთ
დილმაუტში წასვლა. მაგრამ მაინც არ გირჩევთ სხვის საქმეში ჩარევას.
- მათზე ვდარდობ. ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები არიან,
რაც მთავარია, მიამიტები, სხვანაირად არ შემიძლია, უნდა ჩავიდე და
მივხედო.
- აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ვიღაცებს უნდა მიხედოს! ადამიანო,
აღარ მოგბეზრდა მკვლელობებთან ფუსფუსი? ახლა ეს ძველისძველი
მკვლელობაც გინდა თავზე მოიხვიო?
მის მარპლმა გაიღიმა.
- იმაში ხომ მეთანხმებით, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის ურიგო არ
იქნება რამდენიმე კვირით დილმაუტში ყოფნა.
- მაგ დილმაუტმა სულაც ბოლო არ მოგიღოთ! თუმცა ხომ ვიცი,
თქვენსას მაინც არ დაიშლით...
როდესაც მის მარპლი თავის მეგობრებთან - პოლკოვნიკ ბენტრისა
და მისის ბენტრისთან სტუმრად მიდიოდა, პოლკოვნიკი ბენტრი გზაში
შემოხვდა. ხელში თოფი ეჭირა და თავისი საყვარელი სპანიელი ფეხდა-
ფეხ მოსდევდა. იგი გულთბილად მიესალმა მის მარპლს.
- დიდად მოხარული ვარ, რომ მშვიდობით დაბრუნებულხართ. რა ამ-
ბებია ლონდონში?
მის მარპლმა მოკლედ უამბო, ინგლისი ისევ ძველებურად თვალწარ-
მტაცია; ჩემმა დისწულმა რამდენიმე საუკეთესო წარმოდგენაც მაჩვენა
და ყველაფრით ძალიან ნასიამოვნები ვარო.
- სანაძლეოს დავდებ, ვინმე თანამედროვე ბღენძის იქნებოდა. მე პი-
რადად მუსიკალური კომედიები მიყვარს.
მის მარპლი დაბეჯითებით უმტკიცებდა, ძალიან საინტერესო რუსული
პიესა იყოო.
- რუსები! - წამოიძახა პოლკოვნიკმა, - მახსოვს, საავადმყოფოში რომ
ვიწექი, იქ დოსტოევსკის რომანი წამაკითხეს. - მერე დასძინა: - მის
მარპლ, დოლი ალბათ ბაღშია და იქ მიაკითხეთ.
მისის ბენტრი მართლაც მეტი წილი ბაღში ფუსფუსებდა, მებაღეობით
გახლდათ გატაცებული. მისი საყვარელი ლიტერატურა ბოლქვის კატა-
ლოგები იყო. სალაპარაკო თემაც პრიმულებით, ბოლქვებით, ყვავილო-
ვანი ბუჩქნარითა და ალპური მცენარეებით გახლდათ შეზღუდული.
ტვიდის გახუნებულ ტანსაცმელში გამოწყობილი მისის ბენტრი თავის
სანუკვარ ბაღში ორად მოხრილიყო და ყვავილთა კვლებიდან სარევე-
ლებს თხრიდა.
ფეხის ხმა რომ შემოესმა, მისის ბენტრი ვაი-ვიშით გაიმართა წელში.
ეტყობოდა, ეს გატაცება რევმატიზმის ფასად დაუჯდა. მიწით მოთხვრი-
ლი ხელისგული შუბლზე გადაისვა და მეგობარს მიესალმა.
- ვიცოდი, რომ ჩამოხვედი, ჯეინ, - უთხრა დოლიმ. - ჩემი ახალი
დელფინიუმები თუ მოგწონს? აგე, ის პატარა ჯენტიანსი ნანახი გაქვს?
ბევრი კი ვიწვალე, მაგრამ, მგონი, ყველა გავახარე. ახლა ერთი წვიმაც
რომ მოვიდოდეს, მეტი არაფერი მინდა. წელს უსაშველოდ მშრალი
ზაფხულია. ჰო, მართლა, ესთერმა მითხრა შენზე, ავად არისო. - ესთერი
მისის ბენტრის მზარეულიც იყო და სოფელთან მაკავშირებელიც, - კიდევ
კარგი, მართალი არ ყოფილა.
- როგორც ჩანს, გადავიღალე, - მიუგო მის მარპლმა. - ექიმმა
ჰაიდოკმა ზღვის ჰაერი მირჩია. ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს.
- ჰო, მაგრამ ახლა რა დროს წასვლაა? - შეწუხდა მისის ბენტრი. -
მოვლა-პატრონობა ბაღს სწორედ ახლა სჭირდება. შენი ნაკვეთი ყვავი-
ლობაზეა მისული.
- ექიმ ჰაიდოკს ასე მიაჩნია საჭიროდ.
- ჰმ, ჰაიდოკი სხვა ექიმებივით უჭკუო არ ჩანს, - უხალისოდ დაეთანხმა
მისის ბენტრი.
- დოლი, იმ შენი მზარეულის შესახებ მინდა გკითხო... - დაიწყო მის
მარპლმა.
- რომელი მზარეულის? - გააწყვეტინა მისის ბენტრიმ, - შენ რა, მზა-
რეული გჭირდება? იმაზე ხომ არ მეკითხები, სმა რომ უყვარდა?
- არა, არა. გახსოვს, შესანიშნავ ნამცხვრებს რომ აცხობდა? მგონი,
ყასაბის ცოლი იყო...
- ოჰ, ალბათ, მოკი თერთლი გაინტერესებს, - უცებ გაიხსენა მისის
ბენტრიმ, - ტანდაბალი ქალი, არა? თუ გახსოვს, რა ნაღვლიანი ხმა
ჰქონდა, გეგონებოდა, ეს-ესაა ტირილს დაიწყებსო. მზარეულობაში მარ-
თლაც ბადალი არ ჰყავდა. ქმარი კი საშინელი ზარმაცი და ზონზროხა
იყო, არტური სულ მარწმუნებდა, ვისკიში წყალს ურევსო. აბა, რა ვიცი,
შეიძლება, ასეც იყო. საერთოდ, გულსატკენია, როცა ცოლ-ქმარში ერთი
უხეიროა. წარმოგიდგენია? ერთმა დამქირავებელმა მემკვიდრეობა
დაუტოვა მათ. ჰოდა, სადღაც სამხრეთ ზღვისპირეთში გადავიდნენ და
პანსიონატი გახსნეს.
- ასეც ვიცოდი. დილმაუტში ხომ არა?
- ჰო, მეთოთხმეტე სი პრეიდის ქუჩა, დილმაუტი.
- გადავწყვიტე, რადგან ექიმმა ჰაიდოკმა ზღვისპირეთი მირჩია, დილ-
მაუტში წავალ-მეთქი. თუ გახსოვს, გვარად საუნდერსები ხომ არ იყვნენ?
- როგორ არა, კარგად მოგიფიქრებია. ჯეინ, ამას რა სჯობია? მისის
საუნდერსი შესანიშნავად მოგივლის. თან სეზონის მიწურულიცაა და პან-
სიონატში სიამოვნებით მოგაწყობენ, ძვირიც არ დაგიჯდება, კარგი კვება
და ზღვის სუფთა ჰაერი უცებ გამოგაკეთებს.
- გმადლობთ, დოლი. მეც ასე მგონია.
VI - ძიებაში დახელოვნება

- როგორ ფიქრობ, დაახლოებით სად ეგდო გვამი? აი, აქ ხომ არა? -


ჰკითხა გაილსმა.
გვენდა და გაილსი ჰოლში იდგნენ. ისინი წინაღამით ჩამოვიდნენ და
გაილსი უკვე შემზადებული იყო საგამომძიებლო საქმისთვის. იგი უც-
ნაურად იყო ატაცებული, როგორც ბავშვს ემართება ხოლმე ახალი სა-
თამაშოს დანახვაზე.
- ჰო, დაახლოებით აქ, - დაუდასტურა გვენდამ. მერე კიბეზე ავიდა,
ჰოლისკენ გადაიხედა და უფრო დამაჯერებლად გაიმეორა: - კი, მგონი,
ზუსტად ამ ადგილას.
- აბა, ჩაცუცქდი, - უთხრა გაილსმა, - წარმოიდგინე, რომ სამი წლის
ხარ.
გვენდა უსიტყვოდ დაემორჩილა.
- ფაქტობრივად, შენ ვერ დაინახავდი იმ ფრაზის მთქმელს.
- არა, არ მახსოვს. ალბათ, მოშორებით იდგა, აი იქითკენ. მისი თათე-
ბი მოჩანდა მხოლოდ.
- თათები? - წარბები მოჭმუხნა გაილსმა.
- დიახ, თათები, რუხი თათები...
- მომისმინე, გვენდა, ადამიანს თათები არა აქვს.
- ვიცი, მაგრამ იმას ჰქონდა.
გაილსმა ეჭვით შეხედა ცოლს.
- ალბათ, მერე შეიგრძენი ასე.
- გაილს, იქნებ, მართლა მოლანდება იყო?! იცი, რამდენს ვფიქრობ
ამაზე? იქნებ, სულაც დამესიზმრა? ხომ შეიძლება, ბავშვმა სიზმარი ნა-
ხოს, ძალიან შეეშინდეს და შემდეგ ცხადივით დაამახსოვრდეს. მე მგონი,
ასე იქნებოდა, თორემ აქ რომ მკვლელობა მომხდარიყო, თუნდაც უეც-
რად მომკვდარიყო ვინმე, ანდა ამ სახლსა და მის მცხოვრებლებზე
რაიმე ეჭვი რომ ყოფილიყო, ცხადია, ამის შესახებ დილმაუტში ყველას
ეცოდინებოდა.
უცებ გაილსი უმწეო ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც ხელიდან თითქოს
საყვარელი სათამაშო გამოსტაცესო.
- შეიძლება, მართლა კოშმარი იყო, - უხალისოდ დაეთანხმა იგი, მე-
რე ისევ გაუნათდა სახე, - არა, - წამოიძახა მან, - შეიძლება სიზმარში გე-
ნახა მაიმუნის თათები ან ვიღაც მოკლული, მაგრამ დალახვროს ეშმაკმა,
ეს სიტყვები „თავადის ქალი მალფიდან“ როგორღა დაგესიზმრებოდა?
- იქნებ, სადმე გაგონილი ჩამყვა ძილში?!
- მოიცა, მგონი, მივხვდი, რაშიცაა საქმე. შენ თათები დაგესიზმრა, ხომ
ასეა? ჰოდა, როცა ცხადში გვამი დაინახე და ის სიტყვებიც გაიგონე, შიშ-
მა შეგიპყრო და კოშმარები დაგეწყო, თათები გელანდებოდა... იქნებ,
მაიმუნების გეშინოდა, ა?
- რა ვიცი, შესაძლებელია... - დაბნეულად თქვა გვენდამ.
- გვენდა, იქნებ, კიდევ გაიხსენო რამე. მოდი, თვალები დახუჭე და
თავს ძალა დაატანე, ამაზე იფიქრე... და იქნებ გაიხსენო, ა?
- არა, გაილს, რაც მეტად ვინდომებ, მით უფრო მავიწყდება ყველაფე-
რი. ზოგჯერ ეჭვიც მიჩნდება, მართლა ვნახე თუ არა. იქნებ, იმ საღამოს
თეატრში მართლა ნერვული შოკი მომივიდა.
- არა მგონია, მიზეზი მაინც იქნებოდა. მის მარპლსაც ასე მიაჩნია. „ე-
ლენზე“ რას იტყვი? ელენი უნდა გახსოვდეს!
- არაფერიც არ მახსოვს, სახელის გარდა.
- იქნებ, სახელიც გეშლება?
- არა, ნამდვილად ელენი იყო, - დამაჯერებლად მიუგო გვენდამ.
- თუ ამდენად დარწმუნებული ხარ, რომ მართლა ელენი იყო, მაშინ
ბუნდოვნად მაინც უნდა გახსოვდეს იგი; იცნობდი თუ არა, აქ ცხოვრობდა
თუ დროებით იყო ჩამოსული?!
- დამიჯერე, რომ გეუბნები, არ ვიცი, - გაღიზიანებით მიუგო გვენდამ.
გაილსმა სხვა ხერხს მიმართა.
- ვინმე თუ გახსოვს, მაგალითად, მამაშენი?!
- არა, იქ მისი სურათი ეკიდა და დეიდა ელისონი სულ მეუბნებოდა, ის
შენი მამიკოაო. აქ, ამ სახლში არ მახსოვს იგი.
- ძიძაც არ გახსოვს? არც გამზრდელი?..
- არა, არა. რაც მეტს ვინდომებ, უფრო მებინდება გონება. ნაცნობი
საგნები რეალურობას კარგავენ. ასე მგონია, თითქოს ქვეცნობიერად ვა-
კეთებ ყველაფერს, როგორც მაშინ, კარის ნაცვლად ყრუ კედელს რომ
მივადგებოდი ხოლმე. რა ვიცოდი, იქ თუ კარი იყო უწინ. გაილს, ცოტა
თუ დამაცლი, იქნებ, თავისთავად გამახსენდეს, ნუ ჩამაცივდები. მე მგო-
ნია, ამაოდ ვწვალობთ, ძალიან დიდი დროა გასული.
- არა მგონია. მოხუცი მის მარპლიც ასევე ფიქრობს.
- თუ მაგრეა, რატომ ერთი სიტყვაც არ დასცდა, რა გზას დავდგომო-
დით? - თქვა გვენდამ. - მე კი ვფიქრობ, რაღაცას გვიმალავს. ჩვენს ად-
გილას რომ თვითონ იყოს, ნეტავ როგორ მოიქცეოდა, რას იღონებდა?..
- ეჭვიც არ მეპარება, ასევე მოიქცეოდა, - გადაჭრით მიუგო გაილსმა, -
მოდი, ამ ვარაუდებსა და თეორიებს შევეშვათ და თანმიმდევრულად მივ-
ყვეთ საქმეს, ერთი რამ დადგენილია; სიკვდილიანობის აღმნუსხველი
საეკლესიო დავთარი უკვე შევამოწმე. ამ ასაკის „ელენი“ არსად არ არის
მოხსენიებული. საკვირველია, მთელი იმ დროის განმავლობაში არც ერ-
თი ელენი არ არის რეგისტრირებული. მხოლოდ ბოლოში წერია ვინმე
ოთხმოცდათოთხმეტი წლის ელენ პაგი. რამენაირად, უფრო რეალური
გზა უნდა გამოვძებნოთ. თუკი მამაშენი და, შესაძლოა, დედინაცვალიც,
ამ სახლში ცხოვრობდნენ, ისინი იყიდდნენ ანდა იჯარით აიღებდნენ ამ
სახლს.
- როგორც მებაღე ფოსტერმა თქვა, აქ სულ პირველად მისის ფაინ-
დსონს უცხოვრია, მერე ვინმე ელუორთებს და ბოლოს კი ჰენგრეივებს.
სხვა არავინ უხსენებია.
- ხომ შეიძლება, მამაშენს ცოტა ხნით ეყიდა სახლი და მერე გაეყიდა.
გამორიცხული არ არის, რომ ავეჯიანი სახლი აეღო იჯარით. ამიტომ,
სახლების შემსყიდველ სააგენტოში შევიაროთ, იქაური აგენტებიც მოვი-
კითხოთ და ვნახოთ, რას გვეტყვიან.
სახლების შემსყიდველი სააგენტოებისა და მათი აგენტების ნახვა დიდ
სიძნელეს არ წარმოადგენდა, სულ ორიოდე სააგენტო იყო დილმაუტში:
ერთი - ვილკინსონების ფირმა, ათი-თერთმეტი წლის წინ დაარსებული,
რომელიც უმთავრესად პატარა ბუნგალოებისა და ქალაქის განაპირა
სახლების შესყიდვასა და იჯარით აღებას განაგებდა, მეორე კი - გალ-
ბრაიტისა და პენდერლეის სააგენტო, რომელსაც თვით მისტერ გალ-
ბრაიტი და მისი კომპანიონი პენდერლეი განაგებდნენ. გვენდამაც მათი
მეშვეობით შეიძინა „ჰილსაიდი“.
სააგენტოში მისვლისთანავე გაილსმა გალბრაიტს და პენდერლეის
მისვლის მიზეზი აუხსნა. მოახსენა, რომ ის და მისი მეუღლე „ჰილ-
საიდით“ აღფრთოვანებული არიან, ასევე დილმაუტითაც. მისის რიდმა
ახლახან გაიგო, რომ ბავშვობაში თურმე დილმაუტში უცხოვრია. აქაურო-
ბა ბუნდოვნად ჩარჩა მეხსიერებაში და რატომღაც ეჭვი გაუჩნდა, რომ
„ჰილსაიდი“, სადაც ახლა ცხოვრობენ, მისი ბავშვობის დროინდელი სახ-
ლია. ამაში მთლად დარწმუნებულიც არ გახლავთ და აინტერესებს, არ-
სებობს თუ არა რაიმე საბუთი, რომ მაიორ ჰოლიდეის ეს სახლი ეყიდა
ანდა იჯარით აეღო; დაახლოებით თვრამეტი-ცხრამეტი წლის ამბავია...
მისტერ პენდერლეიმ მობოდიშებით გაშალა ხელები და აუხსნა:
- ამ საქმეში ვერ გამოგადგებით, მისტერ რიდ. ჩვენი აღრიცხვა ასე
შორეულ პერიოდს არ მოიცავს. მხედველობაში მაქვს მოკლევადიანი
იჯარით გაცემული ავეჯიანი სახლები. სამწუხაროდ, არაფერი შეგვიძ-
ლია, მისტერ რიდ. ჩვენი უფროსი კლერკი, მისტერ ნარაკოტი რომ ცოც-
ხალი ყოფილიყო, უთუოდ გიშველიდათ. გასაოცარი მეხსიერება ჰქონ-
და, ოცდაათი წელიწადი იმუშავა ამ ფირმაში.
- სხვას არავის ემახსოვრება?
- ჩვენს შტატში არავინ მეგულება. ერთადერთი ბატონი გალბრაიტია,
მაგრამ ისიც კარგა ხანია პენსიაზე გავიდა.
- ყოველი შემთხვევისთვის, მას რომ მივმართო?
- აბა, რა ვიცი. ვერაფერს გეტყვით... - მისტერ პენდერლეი შეყოყმან-
და, - შარშან დამბლა დაეცა, ახლაც სუსტადაა. საკმაოდ ასაკიანია, უკვე
ოთხმოცს გადააბიჯა.
- დილმაუტში ცხოვრობს?
- ჰო, „კალკუტის ლოჯიაში“. მეტად ლამაზი და კოხტა კარ-მიდამო
აქვს სიტონის გზაზე. ისე, გულახდილად რომ გითხრათ, მეეჭვება...
- როგორც ვატყობ, საიმედო პირი არ უჩანს, - თქვა გაილსმა და გვენ-
დას შეხედა, - მაგრამ ამბობენ, ცდა ბედის მონახევრეაო. წინასწარ ნუ გა-
ვაგებინებთ, ავდგეთ და პირდაპირ მივიდეთ.
„კალკუტის ლოჯიას“ საგულდაგულოდ მოვლილი, ლამაზი ბაღი ერ-
ტყა, იქ საოცარი სიმყუდროვე და სიმშვიდე სუფევდა. სასტუმრო ოთახი,
სადაც ისინი შეიპატიჟეს, ცოტაოდენ გადატვირთული იყო ავეჯით, მაგ-
რამ საამო სურნელი ტრიალებდა. თვალისმომჭრელად ელავდა სპი-
ლენძის ნივთები. ფანჯრებზე მძიმედ ეშვებოდა კუწუბიანი ფარდები.
ოთახში შემოვიდა შუახნის გამხდარი ქალი და ორთავეს ეჭვის თვა-
ლით გადახედა.
გაილსმა მისვლის მიზეზი აუხსნა და მის გალბრაიტიც დამშვიდდა.
- სამწუხაროდ, ვერაფერში გამოგადგებით, - უთხრა მან, - დიდი ხნის
წინანდელი ამბავია. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.
- ზოგჯერ გაცილებით ადრინდელიც ახსოვთ ხოლმე, - ჩაერია გვენდა.
- პირადად მე ამის შესახებ არაფერი გამიგია. ისედაც, მამაჩემის საქ-
მეებში არ ვერეოდი. თქვენ მაიორი ჰოლიდეი გაინტერესებთ, არა?
დილმაუტში ნამდვილად არ მომიკრავს ყური ამ გვარისთვის.
- იქნებ, მამათქვენს ახსოვდეს? - ჩააცივდა გვენდა.
- მამაჩემს? - მის გალბრაიტმა თავი გააქნია, - არა მგონია, მას დღეს-
დღეობით აღარაფერი აინტერესებს, უკვე მეხსიერებაც ღალატობს...
ფიქრებში წასული გვენდა თითბრის მაგიდას მიშტერებოდა. შემდეგ
ბუხრის თავზე შემოწყობილ ებენოსისგან გამოკვეთილ სპილოებზე გა-
დაიტანა მზერა.
- მე კი მეგონა, გემახსოვრებოდათ, - ჩაილაპარაკა გვენდამ. - იმ
დროს მამაჩემი ახალჩამოსული გახლდათ ინდოეთიდან. თქვენს სახლს
„კალკუტის ლოჯია“ ჰქვია, არა?
- დიახ, - მიუგო მის გალბრაიტმა, - მამა რამდენიმე წლით კალკუტაში
გაგზავნეს, რომელიღაც ფირმის წარმომადგენლად. მერე ომი დაიწყო
და 1920 წელს იგი ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ გული მაინც იქ დარჩა.
სულ ნაღვლობდა, კალკუტაში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდიო.
დედაჩემი კი მხარს არ უბამდა, ვერ იტანდა უცხო მხარეებს, ვერც იქაურ
ჰავას. აღარ ვიცი, რით დაგეხმაროთ, რა ვიღონო. იქნებ, მართლა მამა-
ჩემი გენახათ, მაგრამ, მგონი, დღეს შეუძლოდ უნდა იყოს.
მის გალბრაიტმა გვენდა და გაილსი პატარა კაბინეტში გაიყვანა, მისა-
ღები ოთახის უკან. ძველ მოზრდილ ტყავის სავარძელში კუნძივით იდო
სახემოღრეცილი, თეთრულვაშა მოხუცი. მის გალბრაიტმა მოხუცს სტუმ-
რების თხოვნა მოახსენა. ამის შემდეგ მოხუცმა მოწონებით შეათვა-
ლიერა გვენდა.
- ეეჰ, სადღაა ის მეხსიერება, - მძიმედ ამოთქვა მან. - ჰოლიდეი მკით-
ხეთ, არა? სრულებით არ მახსოვს ეს გვარი. იორკშირის სკოლაში
ოდესღაც კი ვიცნობდი ერთ ბიჭს, გვარად ჰოლიდეის, მაგრამ ეს სამოც-
დაათი წლის წინ მაინც იქნებოდა.
- თუ არ ვცდები, მამაჩემს „ჰილსაიდი“ იჯარით ჰქონდა აღებული, - უთ-
ხრა გვენდამ.
- „ჰილსაიდი“? მაშინაც „ჰილსაიდი“ ერქვა? - მისტერ გალბრაიტმა ერ-
თადერთი საღი თვალი მოჭუტა და ისევ გაახილა.
- იქ ხომ ფაინდსონი ცხოვრობდა, დიდებული ქალი...
- იქნებ, მამაჩემმა იჯარით ავეჯიანი სახლი აიღო?.. იგი ინდოეთიდან
ახალჩამოსული გახლდათ.
- ინდოეთიდან? თქვენ თქვით ინდოეთიდანო? მახსოვს, მახსოვს,
ახალგაზრდა კაცი, სამხედრო. ის იმ გაიძვერა მუჰამედ ჰასანსაც კარგად
იცნობდა, მე რომ ნოხებში გამაცურა. ჰო, ახალგაზრდა ცოლი და პატა-
რა ბავშვი ჰყავდა, გოგონა...
- ის გოგონა მე გახლავართ, - გული მიეცა გვენდას.
- რას ამბობთ?! ერიჰაა, როგორ გარბის დრო. რა მითხარით? რა
გვარი იყო? ავეჯიან სახლს ეძებდა, არა? ჰოო, მის ფაინდსონი იმ ზამ-
თარს ეგვიპტეში თუ სადღაც იქითკენ გაიწვიეს... ყველაფერი მასხა-
რაობაა, მე და ჩემმა ღმერთმა... მაშ, რა გვარი იყო?
- ჰოლიდეი. - გაუმეორა გვენდამ.
- სწორია, ჩემო კარგო, სავსებით სწორია... ჰოლიდეი, მაიორი ჰოლი-
დეი. კარგი ყმაწვილი იყო, ცოლიც ლამაზი ჰყავდა, ქერათმიანი, სულ
მთლად ახალგაზრდა... ქალს თავისიანებთან ახლოს უნდოდა ყოფნა თუ
რაღაც ამგვარი... მართლა, რა ლამაზი იყო...
- ვინ იყვნენ ის თავისიანები?
- წარმოდგენა არა მაქვს, არავითარი წარმოდგენა. თქვენ სულ არ
ჰგავხართ მას.
გვენდას კინაღამ წამოსცდა, ის ჩემი დედინაცვალი იყოო, მაგრამ
დროზე შეიკავა თავი, საქმე არ გაფუჭდესო.
- როგორ გამოიყურებოდა? - იკითხა გვენდამ.
- როგორ და, დარდიანად, - წარმოუდგენელი რიხით მიუგო მისტერ
გალბრაიტმა. - დიახ, დარდიანად. ძალიან კარგი ყმაწვილი ჩანდა ის
ახალგაზრდა მაიორი. როდესაც გაიგო, რომ მე კალკუტაში ვცხოვრობ-
დი, დაინტერესდა. აბა, ახლანდელ ახალგაზრდებს კი არ ჰგავდა, ინ-
გლისიდან რომ ვერ გადაადგმევინებ ფეხს, თანაც რა გონებაჩლუნგები
არიან! მე კი, იცოცხლეთ, მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი. ჰო, რა
გვარი იყო ის სამხედრო? ავეჯით მოწყობილ სახლს ეძებდა, არა?
მისტერ გალბრაიტი მოშლილი გრამაფონივით იმეორებდა ერთსა და
იმავეს. შემდეგ, თითქოს გონება გადაეწმინდაო, დაიწყო:
- „სანტ კატერინა“, დიახ, „სანტ კატერინა“ აიღეს იჯარით. კვირაში ექვს
გინეას იხდიდნენ, ვიდრე მისის ფაინდსონი ეგვიპტეში იმყოფებოდა. იქვე
გარდაიცვალა, საწყალი. გადაწყვიტეს, მისი სახლი აუქციონზე გაეყიდათ.
მოიცათ, მოიცათ, მაშინ ვინ იყიდა? ჰო, ელუორთებმა. სწორია, სამი და-
ნი იყვნენ. სახლს სახელიც შეუცვალეს, „სანტ კატერინა“ პაპისტურიაო.
პაპისტურს ყველაფერს ცუდი თვალით უყურებდნენ. რაღაც ბროშურებ-
საც ავრცელებდნენ ხალხში. შესახედავად ვერაფერი შვილები იყვნენ.
განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იჩენდნენ მკვიდრი მოსახლეობისადმი
- უგზავნიდნენ ტანსაცმელს, ბიბლიასაც კი. მეტად სერიოზულად ეკიდე-
ბოდნენ წარმართთა გაქრისტიანების საქმეს.
გალბრაიტმა უცებ ამოიხვნეშა, სავარძლის ზურგს მიეყრდნო და გა-
ნაგრძო:
- დიდი ხანი გავიდა, დიდი ხანი, გვარებს ვეღარ ვიხსენებ. ახალგაზ-
რდა მაიორი ინდოეთიდან... შესანიშნავი ყმაწვილი... ძალიან დავიღა-
ლე, გლედის, ჩაი მომიტანე!
გაილსმა და გვენდამ მადლობა გადაუხადეს მისტერ გალბრაიტსა და
მის ქალიშვილს და ოთახიდან გავიდნენ.
- ერთი რამ მაინც ხომ გავარკვიეთ, - თქვა გვენდამ. - მამაჩემს და მე
თურმე გვიცხოვრია „ჰილსაიდში“. აწი როგორ ვიმოქმედოთ?
- რა იდიოტი ვარ, - წამოიძახა გაილსმა, - სომერსეტის სახლი...
- რა შუაშია სომერსეტის სახლი?
- რა და, სომერსეტის სარეგისტრაციო კანტორაში გადავხედოთ ქორ-
წინების დავთრებს და მოვძებნოთ მამაშენის ქორწინების ჩანაწერი.
დეიდა ელისონი ხომ გწერს, მამაშენი მეორედ დაქორწინდა, როგორც
კი ინდოეთიდან დაბრუნდაო. რატომ ადრე არ მომაფიქრდა. სავსებით
შესაძლებელია, რომ „ელენი“ შენი დედინაცვლის ახლო ნათესავი, ან
სულაც უმცროსი და იყო. ყოველ შემთხვევაში, რადგან სახელი უკვე ვი-
ცით, გაგვიადვილდება ისეთი ვინმეს პოვნა, ვინც იცნობდა „ჰილსაიდის“
მცხოვრებლებს. ხომ გახსოვს, გალბრაიტმა რომ გვითხრა, დილმაუტში
იმიტომ ეძებდნენ სახლს, მისის ჰოლიდეის თავისიანებთან ახლოს ყოფ-
ნა უნდოდაო. თუ მისიანები აქ ახლოს ცხოვრობენ, იქნებ დამატებით კი-
დევ გავიგოთ რამე.
- რა გონებამახვილი ხარ, გაილს! - უთხრა გვენდამ აღფრთოვანებით.
გაილსმა ლონდონში წასვლა საბოლოოდ მაინც გადათქვა. აქამდე
თუ ენერგიულად და დამოუკიდებლად მიჰყვებოდა საქმეს, ახლა გადაწ-
ყვიტა, რომ ჩვეულებრივი ცნობების მიღება უფლებამოსილი დაწესებუ-
ლებების მეშვეობითაც შეიძლებოდა. ამიტომ, საქალაქთაშორისო ტელე-
ფონით დაუკავშირდა თავის დაწესებულებას.
- პასუხი მოვიდა, - აღტაცებით დაიძახა გაილსმა და კონვერტიდან
ამოიღო ნოტარიუსით დამოწმებული ქორწინების მოწმობის ასლი. - ნა-
ხე, გვენდა, „პარასკევი, ჩვიდმეტი აგვისტო, კენსინგტონის მმაჩის ბიურო.
კელვინ ჯეიმს ჰოლიდეი - ელენ სპენლოვ კენედი“.
- ელენი? - შეჰკივლა გვენდამ.
ისინი ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- მაგრამ... მაგრამ... - ბლუკუნით დაიწყო გაილსმა, - ნუთუ ის ელენი
იყო?.. შეუძლებელია. ის მინდა ვთქვა, რომ, როცა ერთმანეთს გაშორ-
დნენ და მეორედ გათხოვდა, აქედან ხომ წავიდა?
- საიდან იცი, რომ წავიდა? - შეაწყვეტინა გვენდამ და ისევ დააცქერდა
ქაღალდს, სადაც გარკვევით ეწერა ელენ სპენლოვ კენედი.
ელენი...
VII - ექიმი კენედი

რამდენიმე დღის შემდეგ გვენდა სანაპირო ქუჩით შინ ბრუნდებოდა.


საშინელი ამინდი იყო. გვენდამ ცოტა ხნით შემინულ ფარდულს შეაფარა
თავი.
- მის მარპლ?! - შესძახა გაოცებულმა.
მართლაც მის მარპლი გახლდათ. თბილ, ხაოიან პალტოზე ზემოდან
შალი მოეხვია.
- ალბათ, გაგიკვირდათ, აქ რომ მნახეთ! - უთხრა მის მარპლმა. - ჩემ-
მა ექიმმა ზღვის პირას მირჩია დასვენება. თქვენ კიდევ იმდენი მელაპა-
რაკეთ დილმაუტზე, ცდუნებამ მძლია. თანაც გავიგე, რომ ჩემი მეგობრის
ყოფილ მზარეულსა და მის ქმარს აქვე პანსიონატი გაუხსნიათ და მშვე-
ნივრად მოვეწყვე.
- ჩვენ რატომ არ გვინახულეთ? - უსაყვედურა გვენდამ.
- რა ვიცი, ჩემო კარგო, მოხუცები ხშირად მოსაწყენნი არიან. ახალშე-
უღლებულებსაც, ცხადია, მარტო ყოფნა ურჩევნიათ...
- რას ბრძანებთ! - შეაწყვეტინა გვენდამ.
- მერწმუნეთ, ასეა, - ღიმილით მიუგო მის მარპლმა. - თქვენს სტუმარ-
თმოყვარეობაში ეჭვი არ მეპარება, აუცილებლად გინახულებთ. სხვა,
როგორა ხართ, როგორ არის თქვენი საიდუმლოებით მოცული საქმე?
რამე გამოდის?
- როგორ არა, მგონი, ცხელ კვალს მივადექით, - უთხრა გვენდამ, იქ-
ვე გვერდით მიუჯდა და დაწვრილებით უამბო ყველაფერი. შემდეგ
დაუმატა, - ახლა რამდენიმე ადგილობრივ გაზეთში, „ტაიმსსა“ და სხვა
ყოველდღიურ გაზეთებში განცხადება გამოვაქვეყნე, ყველას ვთხოვთ,
თუკი რამე იციან ელენ ჰოლიდეის, ქალიშვილობისას კენედის შესახებ,
სასწრაფოდ დაგვიკავშირდნენ და გვაცნობონ. იმედია, ვინმე გამოგვეხ-
მაურება.
- ალბათ, ალბათ. მეც ასე ვფიქრობ, - ჩვეულებრივ დინჯად დაუდასტუ-
რა მის მარპლმა, მაგრამ თვალებში რაღაც წუხილი ემჩნეოდა. მისს მარ-
პლმა უცებ ეჭვით გადახედა ახალგაზრდა ქალს. მისი ოპტიმიზმი ყალბი
ეჩვენა. გვენდა გადაჭარბებულ ემოციებს აჰყოლოდა. სინამდვილეში კი
რაღაც აღელვებს, ფიქრობდა მის მარპლი, რაღაც აწუხებს. როგორც
ჩანს, ის ხვდება, რომ ამ ამბავთან რაღაც აკავშირებს. ამას ექიმი ჰაიდო-
კიც ვარაუდობდა. დიახ, ასეა, მაგრამ უკან დახევა უკვე გვიანაა.
- დამერწმუნეთ, ჩემო ძვირფასო, ძალიან მაინტერესებს თქვენი საქმე,
- ალერსიანად და თითქოს თავის მართლებით უთხრა მის მარპლმა. -
მართალი გითხრათ, ცხოვრებაში მაინცდამაინც ბევრი რამ არ განმიცდია
და თუ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამომართმევთ, თქვენი საქმე მართლა
მაინტერესებს და შედეგი აუცილებლად შემატყობინეთ.
- რა თქმა უნდა, ყოველ მიზეზს გარეშე... - მიუგო გვენდამ. - თქვენ
ყველაფერი უნდა იცოდეთ. თქვენ რომ არა, დღეს მე, ალბათ, საგიჟეში
ვიქნებოდი. აქაური მისამართი მითხარით, სად გნახოთ. ძალიან
გთხოვთ, ჩაიზე გვეწვიოთ, თან ჩვენს სახლსაც ნახავთ. ნუთუ არ გაინტე-
რესებთ იმ ბოროტმოქმედების ადგილი?!
მის მარპლმა ნერვიულად გაიცინა. როცა გვენდა გაშორდა, მის მარ-
პლმა თავი გადააქნია და სახე მოეღუშა.
გაილსი და გვენდა ფოსტას ყოველდღე ათვალიერებდნენ, მაგრამ
ჯერჯერობით, ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. მხოლოდ ორი წერილი
მიიღეს, ისიც კერძო საგამომძიებლო კანტორის აგენტებისაგან, რომლე-
ბიც სთავაზობდნენ გამოძიება ჩვენ მოგვანდეთო. ეგ იყო და ეგ.
- ამას მერეც მოვასწრებთ, - თქვა გაილსმა, - და თუ საქმე იქამდე მი-
ვიდა, რომ აუცილებელი შეიქნა საგამომძიებლო სააგენტოს ჩარევა, მა-
შინ პირველხარისხოვან ფირმას მივმართავ და არა იმათ, გაზეთებში გა-
მოქვეყნებული განცხადების წყალობით რომ უდგათ სული. ჯერ ჩვენ
თვითონ მოვუვლით ამ საქმეს.
გაილსის ოპტიმიზმი, უკეთ რომ ვთქვათ, თავდაჯერებულობა, რამდე-
ნიმე დღეში გამართლდა. მიიღეს კიდევ ერთი წერილი, საოცარი გაურ-
კვეველი ხელით ნაწერი, როგორც პროფესიონალებს სჩვევიათ ხოლმე.
„გოლს ჰილი
ვუდლეი ბოლტონი.
პატივცემულო სერ!
„ტაიმსში“ გამოქვეყნებული თქვენი განცხადების პასუხად მოგახსენებთ,
რომ ელენ სპენლოვ კენედი გახლავთ ჩემი და. დიდი ხანია მასთან და-
კარგული მაქვს კავშირი. მადლობელი ვიქნები, თუ მომანიჭებთ ბედ-
ნიერებას და მის შესახებ რამეს მაცნობებთ.
პატივისცემით, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯეიმს კენედი“
- ვუდლეი ბოლტონი, - გაიმეორა გაილსმა, - შორს არ უნდა იყოს.
ვუდლეი კემპში პიკნიკებზე მიდიან ხოლმე. მაღლობზეა, დაახლოებით
ოცდაათი მილის დაშორებით. მოდი, გვენდა, ექიმ კენედის მივწეროთ,
რომ მისი ნახვა გვინდა და მერე ვეწვიოთ. ან, იქნებ, თვითონ ისურვოს
ჩვენთან ჩამოსვლა.
წერილის პასუხი მალე მოვიდა. ექიმი კენედი იტყობინებოდა, რომ
მომავალ ოთხშაბათს მზად იყო მათ მისაღებად.
დათქმულ დღეს გვენდა და გაილსი ექიმ კენედისთან გაემგზავრნენ.
ვუდლეი ბოლტონი პატარა სოფელი გახლდათ, მაღლობზე გაფანტუ-
ლი სახლებით. აღმართზე, გზის პირას, ყველაზე მაღალი შენობა იდგა -
გოლს ჰილი, რომელიც ვუდლეი კემპის მხრიდან ზღვას გადაჰყურებდა.
- რა გაშიშვლებული და უფერული ადგილია, - თქვა გვენდამ და
მოიბუზა.
სახლი მართლაც უღიმღამო და უკაცრიელი ჩანდა. მისი პატრონი, ეტ-
ყობა, უგულებელყოფდა თანამედროვე სიახლეებს, როგორიცაა ცენ-
ტრალური გათბობა და მისთანები. კარი გააღო შემზარავი გარეგნობის
შავგვრემანმა ქალმა. გაიარეს თითქმის ცარიელი ჰოლი და კაბინეტში
შევიდნენ. ექიმი კენედი ფეხზე ადგომით მიესალმა სტუმრებს. იგი ჭაღა-
რა, ხანში შესული კაცი იყო. საოცრად გამჭოლი თვალები და გაღინ-
ღლული წარბები ჰქონდა. მან კარგად შეათვალიერა ორივენი და მი-
მართა:
- თუ არ ვცდები, მისტერ და მისის რიდი? აგე, იქ დაბრძანდით, მო-
ხერხებული სავარძლებია. მაშ ასე, რისთვის გარჯილხართ? რაშია საქ-
მე?
გაილსმა წინასწარ მოფიქრებული ტექსტით დაიწყო, რომ ის და მისი
ცოლი ახლახან დაქორწინდნენ ახალ ზელანდიაში, სადაც მისი ცოლი
ადრეულ ბავშვობაში ცხოვრობდა სულ ცოტა ხნით. ახლა ძალიან მოწა-
დინებულია მოიძიოს თავისი ოჯახის ყველა ძველი მეგობარი და ნათესა-
ვი.
ექიმი კენედი ოფიციალური და გახევებული სახით უსმენდა გაილსს.
თუმცა თავი თავაზიანად ეჭირა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, არ სიამოვ-
ნებდა, ასე დაჟინებით რომ ეძალებოდნენ სენტიმენტალურ ნათესაობა-
ზე.
- თქვენ გგონიათ, რომ ჩემი და, - ჩემი ნახევარდა - და, ალბათ, მეც,
თქვენი ნათესავები უნდა ვიყოთ? - ისევ თავაზიანად, მაგრამ გულგრი-
ლად ჰკითხა მან გვენდას.
- ის ჩემი დედინაცვალი იყო, - მიუგო გვენდამ, - მამაჩემის მეორე ცო-
ლი. მე, რასაკვირველია, ის კარგად არ მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი.
ჩემი ქალიშვილობის გვარი ჰოლიდეია.
კენედიმ გაოცებით შეხედა გვენდას და სახე გაებადრა. გულგრილო-
ბის კვალიც არ დარჩენია სახეზე.
- ღმერთო ჩემო, - წამოიძახა მან, - ნუთუ თქვენ გვენი ხართ?
გვენდამ თავი დააქნია. სასიამოვნო გრძნობამ დაუარა დიდი ხნის მი-
ვიწყებული საალერსო სახელის გაგონებაზე.
- დიახ, - მიუგო თითქმის ჩურჩულით, - გვენი გახლავართ.
- ღმერთო მოწყალეო, როგორ გაზრდილხართ, კიდეც გათხოვილ-
ხართ... როგორ გარბის დრო! ალბათ, ეს თხუთმეტი წლის წინ იყო, თუმ-
ცა არა, გაცილებით ადრე, თვრამეტი-ცხრამეტი წლის წინ. რა თქმა უნ-
და, მე არ გემახსოვრებით?!
- მე მამაც არ მახსოვს. რაღაც ბუნდოვნად მაგონდება.
- ცხადია. მახსოვს, მამათქვენი მეუბნებოდა, რომ მისი პირველი ცო-
ლი ახალი ზელანდიიდან ყოფილა. მართლაც საუცხოო ქვეყანაა, საუც-
ხოო.
- დიახ. მართლა ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ მე ინგლისიც მომწონს.
- დროებით ხართ ჩამოსული თუ აქ დარჩენას აპირებთ? - ექიმმა კენე-
დიმ თან ზარი დააწკრიალა, - ჩაიზე უნდა დაგპატიჟოთ.
ოთახში დარბაისელი მოახლე ქალი შემოვიდა და იქვე, კართან გა-
ჩერდა.
- თუ შეიძლება, ჩაი მოგვიტანეთ, კიდევ, ჰმ, ცხელ-ცხელი გახუხული
პურები კარაქით, კიდევ ნამცხვარი და სხვა რამეც მოაყოლეთ... - უთხრა
ექიმმა კენედიმ.
- გასაგებია, ბატონო. - თქვა ქალმა და გავიდა.
- საერთოდ, ჩაის დიდი მოყვარული არ გახლავართ, - თითქოს სხვა-
თა შორის წაილაპარაკა ექიმმა კენედიმ, - მაგრამ ჩვენი შეხვედრის აღ-
სანიშნავად...
- გმადლობთ ყურადღებისთვის, - მიუგო გვენდამ, - არა, ჩვენ სტუმ-
რად კი არ მოვსულვართ. აკი მოგახსენეთ, სახლი შევიძინეთ, „ჰილ-
საიდი“, - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაუმატა მან.
- ჰოო, გასაგებია, დილმაუტში. გამახსენდა, წერილი ხომ იქიდან მომ-
წერეთ, - გაურკვეველი ტონით დასძინა ექიმმა კენედიმ.
- საოცარი დამთხვევაა, არა, გაილს? - მიმართა გვენდამ.
- მართლაც საოცარია, - მიუგო გაილსმა, - პირდაპირ განსაცვიფრებე-
ლი.
- ის სახლი სრულიად შემთხვევით შევიძინეთ, - განაგრძობდა გვენდა.
ექიმი კენედი გაოცებული შეჰყურებდა.
- ჰოდა, ზუსტად ის სახლი გამოდგა, სადაც ოდესღაც მიცხოვრია, გეს-
მით? - არ ცხრებოდა გვენდა.
ექიმი კენედი უცებ მოიღუშა.
- „ჰილსაიდი“? - ჰო, გასაგებია. როგორ არა, როგორ არა, გავიგე, სა-
ხელი შეუცვლიათ. მგონი, უწინ სანტ რაღაც ერქვა, თუ ის სახლია, მე
რომ ვფიქრობ. ლიჰემპტონის გზაზე, არა? ქვემოთ, ქალაქისკენ რომ ჩა-
დის. თუ არ ვცდები, მარჯვენა მხარეს.
- დიახ, დიახ.
- სწორედ ის არის, საკვირველია, როგორ ავიწყდება კაცს სახელები.
ერთი წუთით... ჰო, გამახსენდა, „სანტ კატერინა“ ერქვა უწინ.
- მე ხომ ნამდვილად იქ ვცხოვრობდი? - ჰკითხა გვენდამ.
- რა თქმა უნდა, ცხოვრობდით. - ექიმი კენედი გაკვირვებული უმზერ-
და გვენდას. - რატომ მოისურვეთ იქ დაბრუნება? ცხადია, არც გემახსოვ-
რებათ იქაურობა?!
- არა, მაგრამ, რატომღაც ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მშობ-
ლიურ სახლში დავბრუნდი.
- მშობლიურ სახლში... - გაიმეორა ექიმმა კენედიმ.
მისი სიტყვები არაფრის მთქმელი იყო, მაგრამ გაილსი მაინც დაინტე-
რესდა, რას ფიქრობდა იგი.
- ალბათ უკვე მიხვდით, რაც მაინტერესებდა. დარწმუნებული ვიყავი,
თქვენგან გავიგებდი მამაჩემის, ელენისა და... საერთოდ, ყველაფრის შე-
სახებ, - დაამთავრა შეცბუნებულმა გვენდამ.
ექიმმა კენედიმ ისევ მიაპყრო გვენდას ფიქრიანი თვალები.
- ჩემი აზრით, - დაიწყო მან, - ახალ ზელანდიაში ბევრს ვერაფერს
გეტყოდნენ. ანდა საიდან უნდა სცოდნოდათ? ბევრი არც მე ვიცი, მაგრამ
მაინც მოგიყვებით:
ჩემი და, ელენი, მამათქვენთან ერთად დაბრუნდა ინდოეთიდან გე-
მით. მამათქვენი უკვე ქვრივი იყო. მას პატარა ბავშვი მოჰყავდა. ელენს
შეეცოდა იგი, იქნებ, კიდეც შეუყვარდა, არ ვიცი. მამათქვენი რაკი მარ-
ტოხელა იყო, შეიძლება, მასაც შეუყვარდა ელენი. ახლა ძალიან ძნელია
იმის გარკვევა, როგორ მოხდა ეს, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, ლონ-
დონში ჩასვლისთანავე ისინი დაქორწინდნენ და ამის შემდეგ ჩემთან ჩა-
მოვიდნენ დილმაუტში. კელვინ ჰოლიდეი კარგი ახალგაზრდა იყო. თუმ-
ცა ცოტაოდენ გადაღლილი და განერვიულებული კი ჩანდა, მაგრამ, მე
მგონი, მაინც ბედნიერად გრძნობდნენ თავს. - ექიმი კენედი წამით გაჩუმ-
და, მერე ისევ განაგრძო: - მიუხედავად ამისა, არ გასულა ერთი წელიც,
რომ ელენი სხვასთან გაიპარა. ალბათ, ეს იცით?!
- ვისთან გაიპარა? ვინ იყო ის? - ჰკითხა გვენდამ.
ექიმი კენედი გამჭოლი თვალებით მიაჩერდა გვენდას.
- არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს. ალბათ, დიდი ნდობით არ ვსარგებ-
ლობდი. ისე კი ყველაფერს ვამჩნევდი. როგორ ვერ შევამჩნევდი, როცა
კელვინსა და ელენს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. მიზეზი, ცხადია, არ
ვიცოდი. მე მუდამ მკაცრი დამცველი გახლდით ცოლქმრული ერთგულე-
ბისა და ყველა ზნეობრივი წესების. ამიტომ ელენმა, ალბათ, საჭიროდ
არ ცნო თავისი ამბები ჩემთვის გაენდო. ჩემამდე ეს მხოლოდ ჭორებით
აღწევდა, პიროვნება კი არასოდეს დაუსახელებია. მათ ოჯახში ხშირად
ჩამოდიოდნენ სტუმრები ლონდონიდან და ინგლისის სხვადასხვა კუთხი-
დან. ჩემი აზრით, ვინმე მათგანი იქნებოდა.
- ესე იგი, ოფიციალური განქორწინება არ მომხდარა?
- ეს იმიტომ, რომ ელენს არ უნდოდა. კელვინმა კი მითხრა, შესაძ-
ლოა ვცდები, მაგრამ ყველაფერი იმან გადამაწყვეტინა, რომ აქ ცო-
ლიანი კაცია ჩარეულიო.
- მაშ, მამაჩემი...
- არც იმას უნდოდა გაყრა, - მოკლედ და ოფიციალურად პასუხობდა
ექიმი კენედი.
- გთხოვთ, გამაგებინოთ, უცებ რატომ გადაწყვიტა მამაჩემმა ახალ ზე-
ლანდიაში გავეგზავნე?
ექიმი კენედი ერთხანს შეყოვნდა, მერე უპასუხა:
- მგონი, თქვენი იქაური ნათესავები ითხოვდნენ ამას. ჰოდა, რაკი
მეორე ქორწინებამაც არ გაუმართლა, ასე ამჯობინა.
- რატომ თვითონ არ წამიყვანა ჩემიანებთან?
ექიმმა კენედიმ ჩიბუხი მოიმარჯვა გასაწმენდად და ბუხრის თავზე თვა-
ლით დაიწყო რაღაცის ძებნა.
- მაგაზე ვერაფერს გეტყვით, საერთოდ, ძალიან ცუდად გრძნობდა
თავს...
- რატომ? მითხარით, რით გარდაიცვალა?
ამასობაში კარი გაიღო და მოახლე ქალმა სავსე ლანგარი შემოიტა-
ნა. ლანგარზე ეწყო გახუხული პურები, კარაქი და მურაბა. ექიმმა კენე-
დიმ გვენდას სთხოვა, მასპინძლობა გაგვიწიე, ჩაი დაგვისხიო. გვენდამაც
მაშინვე გაავსო ჩაის ჭიქები და ორთავეს მიაწოდა. შემდეგ თვითონაც მი-
უჯდა მაგიდას და პურის ნაჭერი გადაიღო. ექიმმა კენედიმ ნაძალადევი
სიხალისით მიმართა:
- აბა, ახლა თქვენი სახლის შესახებ მიამბეთ. ალბათ ბევრი რამ გა-
დააკეთეთ, გააუმჯობესეთ. ყველაფერს რომ მორჩებით, ცხადია, ვეღარც
ვიცნობ იმ სახლს.
- დიახ, მართლაც გვარიანად გადავაკეთეთ. სააბაზანოები სულ შევ-
ცვალეთ, - მიუგო გაილსმა.
- რით გარდაიცვალა მამაჩემი? - კვლავ წამოიწყო გვენდამ და ექიმ
კენედის შეაცქერდა.
- ზუსტად ვერ გეტყვით, ჩემო კარგო. როგორც მოგახსენეთ, თავს ცუ-
დად გრძნობდა. ბოლოს სანატორიუმში გაემგზავრა, მგონი, სადღაც აღ-
მოსავლეთ სანაპიროზე, და დაახლოებით ორი წლის შემდეგ კიდეც
გარდაიცვალა.
- რომელ სანატორიუმში?
- მაპატიეთ, მაგრამ არ მახსოვს. აკი გითხარით, მგონი, აღმოსავლეთ
ზღვისპირეთში-მეთქი. - ექიმ კენედის ემჩნეოდა, რომ რაღაცას ორჭო-
ფობდა.
გაილსმა და გვენდამ ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ გაილსმა ჰკით-
ხა:
- იმას მაინც ხომ ვერ გვეტყვით, ბატონო, სად არის დასაფლავებული?
ბუნებრივია, გვენდას ძალიან აინტერესებს მამის საფლავის ნახვა.
- იცით, რა გითხრათ? - საკმაოდ უხალისოდ დაიწყო ექიმმა კენედიმ, -
არ ღირს წარსულზე ზედმეტად თავის გამოდება. სულ ფუჭია წინაპართა
ესოდენი გაღმერთება. მხოლოდ მომავალზე, მომავალზე უნდა იფიქ-
როს კაცმა. გეტყობათ, საღი ახალგაზრდები ხართ, სიცოცხლით სავსენი.
თქვენ წინ მთელი სამყაროა. მოდით, მომავალზე მეტი იფიქრეთ, წინ
გაიხედეთ, რაში გესაჭიროებათ წარსულის გამოქექვა, ანდა რა აზრი
აქვს ყვავილები მიიტანოთ მის საფლავზე, ვისაც, ფაქტობრივად, არც იც-
ნობდით.
- მე გულით მინდა ვნახო მამაჩემის საფლავი, - აღელვებით მოუჭრა
გვენდამ.
- არა მგონია, შემეძლოს თქვენი დახმარება, - კვლავ ცივი თავაზიანო-
ბით მიმართა ექიმმა კენედიმ. - მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, უკვე მეხ-
სიერებაც მღალატობს... მით უმეტეს, მამათქვენი რაც დილმაუტიდან წა-
ვიდა, აღარ მინახავს. მახსოვს, ერთხელ კი მომწერა სანატორიუმიდან,
თუ არ ვცდები, აღმოსავლეთ ზღვისპირეთიდან, დანამდვილებით ვერ
გეტყვით. აბა, საფლავი საიდან უნდა ვიცოდე?
- საოცარია! - ამოთქვა გვენდამ.
- რა გაოცებთ? ჩვენ მხოლოდ ელენი გვაკავშირებდა. მე ძალიან მიყ-
ვარდა ელენი. ერთი, რომ ნახევარდად მეკუთვნოდა, მეორეც, ჩემზე ბევ-
რად უმცროსი იყო და მის მიმართ საკმაო მზრუნველობას ვიჩენდი, სა-
თანადო სკოლის შერჩევა იქნებოდა ეს თუ სხვა საკითხები. მაგრამ, გუ-
ლახდილად რომ გითხრათ, ელენმა არ გამიმართლა, მეტისმეტად ქა-
რაფშუტა გამოდგა, ჯერ იყო, ვიღაც უხეირო ყმაწვილს გადაეყარა და კი-
ნაღამ ფათერაკში გაება. კიდევ კარგი, რომ დროზე გავიგე და გადავარ-
ჩინე. მერე ინდოეთში წასვლა გადაწყვიტა, იქ ვალტერ ფეინს უნდა გაჰ-
ყოლოდა ცოლად. თითქოს ამაში ცუდი არაფერი ჩანდა. ვალტერ ფეინი
მშვენიერი ყმაწვილი იყო, თანაც დილმაუტის გამოჩენილი ვექილის ვაჟი.
იგი თავიდანვე აღმერთებდა ელენს, მაგრამ ელენი მას ზედაც არ უყუ-
რებდა. მიუხედავად ამისა, მაინც მოიწადინა ინდოეთში წასვლა და ვალ-
ტერ ფეინის ცოლობა. მაგრამ იქ რომ ჩავიდა, ისევ აიცრუა გული. ცოტა
ხნის შემდეგ დეპეშა მივიღე მისგან, ინგლისში ვაპირებ დაბრუნებას და
გზის ფული გამომიგზავნეო. და სწორედ ინგლისში დაბრუნებისას შეხვდა
კელვინს გემზე. ჰოდა, ლონდონში ისე დაქორწინდნენ, მე არაფერი ვი-
ცოდი. ასე ვთქვათ, მუდამ ჩემი დის მოსარჩლის როლში გამოვდიოდი.
და მას შემდეგ გავწყვიტე კელვინთან ურთიერთობაც, რაკი ის ელენმა
მიატოვა. - ექიმმა კენედიმ უცებ ტონი შეცვალა, - ხომ არ იცით, სად არის
ახლა ელენი? დიდი ხანია არაფერი ისმის მისგან.
- ჩვენც არ ვიცით, - მიუგო გვენდამ. - წარმოდგენა არა გვაქვს.
- ეჰ, თქვენი განცხადება რომ წავიკითხე, იმედი მომეცა, იქნებ, რამე
იციან-მეთქი. - მან ცნობისმოყვარედ გადახედა ცოლ-ქმარს. - მაშ, გამა-
გებინეთ, გაზეთში რატომ განაცხადეთ?
- გვინდოდა რამენაირად დავკავშირებოდით... - დაიწყო გვენდამ და
გაჩუმდა.
- ისეთ ვინმეს, ვინც არ გახსოვდათ, არა?
- მე მეგონა, - სწრაფად განაგრძო გვენდამ, - თუკი ელენს მოვძებნი-
დით, მამაჩემზე ყველაფერს გავიგებდი.
- დიახ, რა თქმა უნდა, მესმის თქვენი გულისტკივილი, მაგრამ, სამწუ-
ხაროდ, ვერაფერს გიშველით. იმდენი ხანი გავიდა, რომ უკვე მეხსიერე-
ბა მღალატობს.
- ის მაინც თუ იცით, რა სახის სანატორიუმი იყო? ფილტვებით დაავა-
დებულთა ხომ არა? - იკითხა გვენდამ.
- დიახ, დიახ. მგონი, ეგ იყო.
- თუ აგრეა, უფრო ადვილად მოვძებნით, - თქვა გაილსმა და წამოდ-
გა. - თქვენი დიდი მადლობელი ვართ, ჩემო ბატონო, იმედია, გვინახუ-
ლებთ, „ჰილსაიდში“ გვეწვიეთ.
ისინი ოთახიდან გამოვიდნენ. გვენდამ უკან მიიხედა და დაინახა, ექიმი
კენედი ბუხართან იდგა წარბებშეჭმუხნილი და გაჭაღარავებულ ულვაშზე
ხელს ისვამდა.
- ექიმი კენედი რაღაცას გვიმალავს, არ გვეუბნება, - თქვა გვენდამ,
როცა უკვე მანქანაში სხდებოდნენ. - ო, გაილს, აქ უთუოდ რაღაც იმალე-
ბა. ნეტავ, სულაც არ წამოგვეწყო...
ორივენი უცნაურმა შიშმა შეიპყრო, ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- მართალი იყო მის მარპლი, რად გვინდოდა ამდენი ხნის ამბის გა-
მოქექვა, - თქვა გვენდამ სინანულით.
- ჰოდა, გავანებოთ თავი ყველაფერს, მოვრჩეთ, - გაუბედავად დაუმა-
ტა გაილსმა. - გვენდა, ძვირფასო, მგონი, ასე აჯობებს, არა?
გვენდამ თავი გააქნია.
- არა, გაილს, უკანდახევა შეუძლებელია, მთელი ცხოვრების განმავ-
ლობაში დავიტანჯებით. საქმეს ბოლომდე უნდა მივყვეთ. ექიმმა კენედიმ
თუ რამე დაგვიმალა, ალბათ, კეთილი განზრახვით. მაგრამ ჩვენ რა მო-
ვიგეთ ამით? რადაც უნდა დაგვიჯდეს, გაილს, საქმეს ბოლომდე უნდა
მივყვეთ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გავიგოთ, რა მოხდა?! თუნდაც
მამაჩემი იყოს... - ვეღარ შეძლო სიტყვის დამთავრება გვენდამ.
VIII - კელვინ ჰოლიდეის მანია

მეორე დილით გვენდა და გაილსი თავიანთ ბაღში მოხუც ფოსტერს


ესაუბრებოდნენ. მათ მისის კოკერი მიეახლა და მოახსენა, ტელეფონთან
ექიმი კენედი გელოდებათო. ვინაიდან გვენდა გართული იყო საუბრით,
გაილსი შევიდა სახლში და ყურმილი აიღო.
- გაილს რიდი გისმენთ.
- ექიმი კენედი გელაპარაკებათ, მისტერ რიდ. წუხელ ბევრი ვიფიქრე
ჩვენი შეხვედრის შემდეგ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ზოგიერთი რამ,
რაც მე ვიცი, მინდა თქვენ და თქვენმა მეუღლემაც იცოდეთ. როდის შე-
იძლება თქვენი ნახვა? ნაშუადღევს შინ იქნებით?
- რა თქმა უნდა, რა დროს გამოივლით?
- სამ საათზე გეცლებათ?
- დიახ, გელოდებით.
- ეს ის ექიმი კენედი ხომ არ არის, ვესტ კლიფის გაღმა რომ ცხოვ-
რობდა? - განაგრძობდა მოხუცი ფოსტერი გვენდასთან საუბარს.
- მგონი, ის უნდა იყოს. თქვენ რა, იცნობდით მას?
- კარგი ექიმის ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ ექიმ ლეზენბის-
ნაირი პოპულარული მაინც არ იყო. მახსენდება, როგორი თბილი და
გულღია შეხვედრა იცოდა ლეზენბიმ. დიდებული ადამიანი გახლდათ.
ზედმიწევნით კარგი ადამიანი. ექიმი კენედი კი მუდამ ცივად და უკმეხად
შეგხვდებოდა, თუმცა თავის საექიმო საქმეში ბადალი არ ჰყავდა.
- მუშაობას როდის დაანება თავი?
- კარგა ხანია. დაახლოებით, თხუთმეტი წელი მაინც იქნება. ასე ამ-
ბობდნენ, ჯანმრთელობა აღარ უვარგაო.
ამ დროს ფანჯარაში გაილსმა გამოიხედა, გვენდას ცნობისმოყვარე
მზერა დაიჭირა და გასძახა:
- ნაშუადღევს აქ გვეწვევა.
- ჰოო, - თქვა გვენდამ და ისევ ფოსტერს მიუბრუნდა, - ექიმ კენედის
დას თუ იცნობდით?
- დას? არა. ცნობით არ ვიცნობდი, მაგრამ გამიგია, ლამაზი ქალი
იყოო. სკოლაში აქ სწავლობდა, შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და გათ-
ხოვდა. მაგრამ მალე უკანვე დაბრუნებულა. მერე ისევ ვიღაცასთან გაპა-
რულა, ასე ამბობდნენ. დიდი თავაწყვეტილი ქალი ყოფილა თურმე. პი-
რადად მე თვალი არ მომიკრავს. პლიმუტში დროებით ვმუშაობდით,
ნარდად აღებული სამუშაო მქონდა.
გვენდა ტერასას გაუყვა გაილსისკენ და ჰკითხა:
- რაო, რისთვის მოდის?
- ამას სამ საათზე გავიგებთ, - მიუგო გაილსმა.
მართლაც, ექიმი კენედი ზუსტად სამ საათზე ეწვიათ. მისაღებ ოთახში
როგორც კი შედგა ფეხი, იქაურობას თვალი მოავლო და წარმოთქვა:
- საოცარია, რომ ისევ აქ მოვხვდი.
შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდა და დაიწყო:
- როგორც ვიცი, თქვენ განზრახული გაქვთ, ის სანატორიუმი მოძებ-
ნოთ, სადაც კელვინ ჰოლიდეი გარდაიცვალა, არა? და გინდათ, დაწ-
ვრილებით გაიგოთ მისი გარდაცვალებისა და ავადმყოფობის მიზეზები.
- დიახ, მართალი ბრძანდებით, - მიუგო გვენდამ.
- ეჭვიც არ მეპარება, თქვენ ამას შეძლებთ. მაგრამ, ვფიქრობ, ნაკლებ
მტკივნეული იქნება თქვენთვის, თუ სიმართლეს ჩემგან გაიგებთ. თუმცა
ეს მისია ჩემთვის მეტად არასასიამოვნოა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გა-
გიმხილოთ. პირადად თქვენ, გვენდა, ჩემი ნაამბობი, ალბათ, დიდ ტკი-
ვილს მოგაყენებთ. მამათქვენი, კელვინ ჰოლიდეი, ტუბერკულოზით არ
ყოფილა ავად. იგი სულით დაავადებულთა საავადმყოფოში გარდაიცვა-
ლა.
- სულით დაავადებულთა? მაშ, მამაჩემი სულით დაავადებული იყო? -
შეაწყვეტინა გვენდამ და გაფითრდა.
- არა, ეს არ იყო სარწმუნო დიაგნოზი. ჩემი აზრით, იგი სავსებით
ნორმალური გახლდათ. მან დიდი ემოციური ტრავმა გადაიტანა, რის გა-
მოც უცნაურმა მანიამ შეიპყრო. საავადმყოფოში იგი თავისივე სურვი-
ლით წავიდა, არავის დაუძალებია. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მდგომა-
რეობა იქ თანდათან გაუარესდა და მალე გარდაიცვალა.
- უცნაური მანია? - გაოცდა გაილსი. - რა მანია?
- ირწმუნებოდა, რომ თავისი ცოლი დაახრჩო, - ცივად მიუგო ექიმმა
კენედიმ.
გვენდამ მწარედ ამოიგმინა. გაილსი სწრაფად მიუბრუნდა გვენდას და
მისი გაყინული თითები ხელებში მოიქცია.
- ჰოდა, მერე, მართლა ასე იყო? - იკითხა გაილსმა.
- რა თქვით? - გაისმა ექიმ კენედის დახშული ხმა, - რა თქმა უნდა,
არა. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
- კი მაგრამ, ეგ თქვენ საიდან იცით? - წამოიძახა გვენდამ.
- ჩემო საყვარელო ბავშვო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ელენმა
იგი სხვისი გულისთვის მიატოვა. კელვინი მანამდე იყო გამოსული წო-
ნასწორობიდან, ხშირად უჩიოდა უძილობას, კოშმარებს, ავადმყოფურ
ჰალუცინაციებს... მაგრამ უკანასკნელმა ფაქტმა სულ მთლად გაანადგუ-
რა. ამგვარ შემთხვევას ფსიქოლოგები თავისებურად განმარტავენ: რო-
ცა კაცი ამჯობინებს, მისი ცოლი მოკვდეს, ვინემ უორგულოს, მაშინ ყვე-
ლანაირად ცდილობს თავი დაირწმუნოს, იგი მართლა მკვდარიაო. უფ-
რო მეტიც, იმასაც იჯერებს, რომ თვითონ მოკლა იგი.
გვენდამ და გაილსმა ერთმანეთს შეხედეს და თვალებით მიანიშნეს,
რომ ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდათ.
- ესე იგი, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ კელვინს ელენი არ მოუკ-
ლავს, როგორც ამას თვითონ ირწმუნებოდა? - მშვიდად იკითხა გაილ-
სმა.
- ო, ღრმად დარწმუნებული გახლავართ. მე ხომ ელენისგან ორი წე-
რილი მივიღე: პირველი საფრანგეთიდან, დაახლოებით ერთი კვირის
შემდეგ მისი გაპარვიდან, მეორე კი, თუ არ ვცდები, ექვსი თვის შემდეგ.
ო, მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ ავადმყოფური მანია იყო,
სხვა არაფერი.
გვენდამ ამოიოხრა.
- ძალიან გთხოვთ, - თქვა მან, - დაწვრილებით მიამბეთ ყველაფერი.
- რა თქმა უნდა, რაც ვიცი, ყველაფერს გეტყვით, ჩემო კარგო. დავიწ-
ყოთ იქიდან, რომ კელვინი კარგა ხნის განმავლობაში საშინლად განერ-
ვიულებული გახლდათ. მეც შემომჩივლა, რაღაც მოუსვენრად მძინავს
და უცნაურ სიზმრებს ვხედავო. საქმე ის იყო, რომ ეს სიზმრები თითქოს
მეორდებოდა და ერთი და იგივე ფინალი ჰქონდა - კელვინი ახრჩობდა
ელენს. ბევრი ვიფიქრე, რათა ამ აკვიატებული მანიის სათავე მომეძებნა
და იმ დასკვნამდე მივედი, რომ, ალბათ, მის ბავშვობაში ოჯახურ კონ-
ფლიქტებს ჰქონდა ადგილი, ეტყობა, მისი მშობლები მაინცდამაინც სიამ-
ტკბილობით არ ცხოვრობდნენ... მაგრამ ეს ამბავი ახლა შორს წაგვიყ-
ვანს, უფრო სწორად, სულ სხვა სპეციალისტების ინტერესს წარმოად-
გენს. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, მე ვურჩიე კელვინს ფსიქოლოგისთვის
მიემართა. ბევრი კარგი სპეციალისტი დავუსახელე, მაგრამ მან ქვა ააგ-
დო და თავი შეუშვირა. მერე უკვე ეჭვი შემეპარა კელვინისა და ელენის
ურთიერთობაში, თუმცა ამის თაობაზე მისგან არაფერი მსმენია. არც მე
მიკითხავს, რადგან ზედმეტი შეკითხვები არ მჩვევია. ბოლოს მისმა ჰა-
ლუცინაციამ კრიტიკულ წერტილამდე მიაღწია. ერთ საღამოს იგი ჩემთან
მოვიდა, მგონი, პარასკევს. საავადმყოფოდან რომ დავბრუნდი, მისაღებ-
ში მელოდებოდა. ოთახში ფეხიც არ მქონდა შედგმული, რომ მომახა-
ლა, ელენი მოვკალიო. საშინლად დავიბენი. თვითონ ძალიან მშვიდად
ეჭირა თავი. „ალბათ, ისევ სიზმარი ნახე, არა?“ - ვკითხე გაკვირვებულმა.
„არა, ამჯერად ცხადზე მოგახსენებ, - მიპასუხა ისევ მშვიდი ხმით, - ეს სი-
ნამდვილეა. დამხრჩვალი ელენი იქ წევს. იგი მე დავახრჩვე“. შემდეგ
დინჯად და საზრიანად შემომთავაზა: „ჯობს, შინ წამომყვეთ და იქიდან
დავრეკოთ პოლიციაში“. სულ მთლად დავიბენი, აღარ ვიცოდი, რა მე-
ღონა ან რა მეფიქრა. მაშინვე გარაჟიდან მანქანა გამოვიყვანე და აქ წა-
მოვედით. სახლში ბნელოდა, ჩამიჩუმი არ ისმოდა. საძინებელ ოთახში
ავედით.
- საძინებელში? - შეაწყვეტინა გვენდამ სასოწარკვეთილი ხმით.
ექიმი კენედი გაოგნებული მიაჩერდა გვენდას.
- დიახ, დიახ, სწორედ იქ მოხდა ყველაფერი. ჰოდა, ზემოთ რომ ავე-
დით, იქ არავინ დაგვხვედრია. საწოლს არავითარი დამხრჩვალი ქალის
ნაკვალევი არ ეტყობოდა, ყველაფერი თავთავის ადგილას იყო ხელუხ-
ლებლად. საწოლის გადასაფარებელიც არ ჩანდა ხელნახლები. ცხადია,
ყველაფერი ჰალუცინაციის ბრალი იყო.
- მერე რა თქვა მამაჩემმა?
- ისევ და ისევ, დაჟინებით, თავისას იმეორებდა. მას სჯეროდა ეს, გეს-
მით? ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე დასამშვიდებელი წამალი
დაელია და თავის კაბინეტში დავაწვინე. ამის შემდეგ გულდაგულ დავათ-
ვალიერე იქაურობა. მისაღებში, საქაღალდე კალათში, ელენის წერილი
ვიპოვე დაჭმუჭნული, წავიკითხე და ყველაფერი ნათელი გახდა. ამგვარ
რაღაცას წერდა: „მშვიდობით, მაპატიე. ჩვენი ცოლქმრობა თავიდანვე
შეცდომა იყო. ახლა იმ ადამიანთან მივდივარ, ვინც ნამდვილად მიყ-
ვარს. თუ შეგიძლია, მაპატიე. ელენი“. როგორც დავასკვენი, ალბათ,
კელვინი ოთახში შევიდა, ეს წერილი წაიკითხა და დიდი ტრავმის შედე-
გად ისევ დაეწყო ჰალუცინაცია. მერე ჩემთან მოვიდა, უკვე დარწმუნებუ-
ლი, რომ ელენი მან მოკლა. შემდეგ მისი მოახლე ქალი დავკითხე. მით-
ხრა, საღამოს შინ გვიან დაბრუნდაო. ელენის ოთახშიც ავედით და მისი
ტანსაცმელი შევამოწმეთ. გამოირკვა, რომ მას ჩემოდნითა და ჩანთით
წაეღო საჭირო ტანსაცმელი. მივდექი და მთელი სახლი გავჩხრიკე, მაგ-
რამ ეჭვმისატანი ვერაფერი აღმოვაჩინე, და რა თქმა უნდა, დამხრჩვალი
ქალის ნაკვალევიც არსად ჩანდა. მეორე დილით, დიდი ვაი-ვაგლახით,
შევაგნებინე კელვინს, რომ მისი ბოროტმოქმედება მხოლოდ ჰალუცინა-
ცია იყო. თითქოს დამიჯერა, ყოველ შემთხვევაში, დამიდასტურა და
საავადმყოფოში დაწოლასა და მკურნალობაზე დამთანხმდა.
ერთი კვირის შემდეგ, როგორც წეღან მოგახსენეთ, ელენისგან წერი-
ლი მივიღე ბეარიციდან. მატყობინებდა, ესპანეთში მივემგზავრებიო. მა-
შინვე ვუთხარი კელვინს, რომ ელენი ოფიციალური განქორწინების წინა-
აღმდეგი იყო და ვურჩიე, ყველაფერი დაევიწყებინა. ელენის წერილიც
წავაკითხე, მაგრამ ნირიც არ შეცვლია. ეტყობა, მას თავისი გეგმები
ჰქონდა. ცოტა ხნის შემდეგ კელვინმა თავისი პირველი ცოლის ნათესა-
ვებს დეპეშა გაუგზავნა და სთხოვა, რომ ბავშვი წაეყვანათ. როცა ყველა-
ფერი მოაგვარა, საუკეთესო კერძო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწ-
ვა სამკურნალოდ; თუმცა ამ მკურნალობამ, სამწუხაროდ, უშედეგოდ
ჩაუარა. ორი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მე შემიძლია მოგცეთ იმ
საავადმყოფოს მისამართი, ნორფოლკში. საავადმყოფოს ახლანდელი
დირექტორი მაშინ ახალბედა ექიმი იყო. უთუოდ ყველაფერი ემახსოვ-
რება და მოგიყვებათ მამათქვენის ამბავს.
- მას შემდეგ თქვენი დისგან კიდევ მიიღეთ წერილი? - ჰკითხა გვენ-
დამ.
- როგორ არა, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ფლორენციიდან. მი-
სამართი არ მოუწერია, მხოლოდ წერდა, მოკითხვამდე მის კენედისო.
თითქოს გულისტკივილს გამოთქვამდა, იქნებ, სწორად არ ვიქცევი, კელ-
ვინს ოფიციალურად რომ არ ვეყრებიო, მაგრამ თუ კელვინი ამას მოიწა-
დინებს, შემატყობინოს და მაშინვე თანხმობას მივცემო. ეს წერილიც წა-
ვაკითხე კელვინს და გამომიტყდა, გაყრა არც მე მაინტერესებსო. ელენს
პასუხი გავუგზავნე და ყველაფერი ავუხსენი. ამის შემდეგ აღარაფერი ვი-
ცი ელენისგან - ცოცხალია თუ არა, ან სად იმყოფება. გაზეთში თქვენი
განცხადება რომ წავიკითხე, ცოტა იმედი მომეცა, იქნებ, რამე იციან ჩემი
დის შესახებ-მეთქი, ამიტომ დავინტერესდი. ძალიან ვწუხვარ, გვენი, -
ალერსით მიმართა მან, - ტკივილი რომ მოგაყენეთ, მაგრამ თქვენ ეს
უნდა გცოდნოდათ. და თუ დამიჯერებთ, ჩემი კეთილი რჩევაა, მოეშვით
ამ ძველ ამბებს...
IX - უცნობი ფაქტორი

გაილსმა ექიმი კენედი გააცილა და ოთახში შებრუნდა. გვენდა გაუნ-


ძრევლად იჯდა, სახეშეფაკლული, თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა.
- რას ნიშნავს იმ ბებერი ეშმაკის სიტყვები? - დახშული ხმით წამოიწყო
გვენდამ, - მკვლელობა თუ ჰალუცინაცია? საქმეც ამაშია, მკვლელობა
თუ ჰალუცინაცია...
- გვენდა, ძვირფასო, - მიუახლოვდა გაილსი, ხელი მოხვია და იგ-
რძნო, რარიგ დაჭიმვოდა გვენდას სხეული.
- რატომ არ მოვეშვით ყველაფერს? რატომ? რატომ? ეს ხომ ჩემი
ღვიძლი მამაა, რომელმაც დაახრჩო ის. თურმე ღვიძლი მამის სიტყვები
ჩამრჩენია გონებაში და რა გასაკვირია, რომ გავიხსენე, ანდა შიშმა რომ
შემიპყრო და ამაფორიაქა. ჩემი ღვიძლი მამა!...
- მოიცა, გვენდა, მოიცა. ჯერ ხომ დანამდვილებით არ ვიცით?!
- როგორ არ ვიცით. მან თავისი პირით უთხრა ექიმ კენედის, ცოლი
მოვკალიო, ასე არ არის?
- მაგრამ ექიმი კენედი დარწმუნებულია, რომ ასე არ მომხდარა.
- ეს იმიტომ, რომ გვამი ვერ იპოვა. მაგრამ გვამი ნამდვილად იყო,
გესმის? იყო. მე თვითონ ვნახე.
- შენ აკი ჰოლში ნახე და არა საძინებელში.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- ერთი რამ ვერ გამიგია. რატომ უნდა ეთქვა ჰოლიდეის, რომ საძინე-
ბელ ოთახში დაახრჩო ცოლი, თუკი ეს ჰოლში მოხდა?
- ოჰ, რა ვიცი. ეს უმნიშვნელო დეტალია.
- მე კი საკმაოდ მნიშვნელოვანი მგონია. გვენდა, იმედს ნუ კარგავ,
საყვარელო. ასეთ შემთხვევაში ბევრი რამ არის გასარკვევი. ჯერ ერთი,
ვთქვათ, მამაშენმა ნამდვილად დაახრჩო ელენი ჰოლში. ამის შემდეგ რა
მოხდა?
- იგი ექიმ კენედისთან წავიდა და უთხრა, რომ ცოლი საძინებელში
დაახრჩო. მერე ორივენი აქ წამოვიდნენ და ნახეს, რომ გვამი არც საძი-
ნებელში და არც ჰოლში არ აღმოჩნდა.
- დალახვროს ეშმაკმა, ვის გაუგია მკვლელობა უგვამოდ? გვამი რაღა
იქნა.
- შეიძლება ნახეს გვამი, მაგრამ ექიმმა კენედიმ მამაჩემი დაინდო, არ
გაახმაურა ეს ამბავი. ალბათ, ჩვენც ამიტომ გვიმალავს.
გაილსმა თავი გააქნია.
- არა, გვენდა, არა მგონია, რომ ექიმი კენედი ასე მოქცეულიყო. იგი
საღად მოაზროვნე, ყოველგვარ ემოციებს მოკლებული შოტლან-
დიელია. შენ ფიქრობ, შეგნებულად გარისკავდა და თავს საფრთხეში ჩა-
იგდებდა? თანამონაწილე გახდებოდა პოსტ ფაქტუმ? არა მგონია. თუ მა-
ინცდამაინც ჰოლიდეის გადარჩენა უნდოდა, მაშინ მის ფსიქიკურ არას-
რულყოფილებას დაადასტურებდა, ეს ხომ შეეძლო? მაშ, რამ აიძულა,
რისი გულისთვის მიჩქმალავდა ამ საქმეს? კელვინ ჰოლიდეი მისი ნათე-
სავი იყო თუ, მე შენ გეტყვი, ახლო მეგობარი. არც ერთი და არც მეორე.
რაც უნდა იყოს, მისი და მოკლეს, თუნდაც ნახევარდა. ცხადია, კელვინს
ის ეყვარებოდა; მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიანული მსოფლმხედვე-
ლობის კაცისთვის ელენის ქარაფშუტობა არ იყო მოსაწონი. არა, ექიმი
კენედი ბოროტმოქმედებს არავითარ შემთხვევაში ხელს არ დააფარებ-
და. და თუ ამაზე წავიდოდა, რა თქმა უნდა, სულ სხვა გზით. უბრალოდ,
მოწმობას გააფორმებდა, ვითომ გულით ან სხვა რამით გარდაიცვალა
და თვითონაც მშრალად გამოვიდოდა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასე არ
მოქცეულა, თორემ საეკლესიო დავთარში იქნებოდა ელენი რეგისტრი-
რებული. გარდა ამისა, ჩვენც პირდაპირ გვეტყოდა, ელენი გარდაიცვა-
ლაო. მოკლედ, აქედან გამომდინარე, თუ შეგიძლია ამიხსენი, რა იქნა
გვამი?
- შეიძლება, მამაჩემმა დამარხა სადმე ბაღში.
- ჰოდა, შემდეგ ექიმ კენედისთან წავიდა და უთხრა, ცოლი დავახ-
რჩვეო? რატომ? იმ ვერსიას რატომ არ უნდა ვენდოთ, რომ „ელენს მა-
მაშენი მიუტოვებია“.
გვენდამ შუბლიდან თმა გადაიწია. დაძაბულობამ თითქოს გაუარა, ფე-
რიც დაუბრუნდა სახეზე.
- არ ვიცი, - გაუბედავად თქვა მან, - ათასნაირად მეცვლება აზრი, შენ
მაინც ისე დამისაბუთე ყველაფერი, რომ აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მაშ,
შენი აზრით, ექიმმა კენედიმ სიმართლე გვითხრა?
- რასაკვირველია, ეჭვიც არ მეპარება. მისი თვალთახედვით სავსებით
ლოგიკურია ჰალუცინაციები, სიზმრები, ბოლოს კულმინაციური წერტი-
ლი... იგი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ ჰალუცინაცია იყო, რადგან
მკვლელობა გვამის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ კი მისგან განსხვავე-
ბით სხვა პოზიციაში ვიმყოფებით, ჩვენ ვიცით, რომ გვამი ნამდვილად
არსებობდა. - გაილსი ცოტა ხნით გაჩუმდა და ისევ განაგრძო: - ექიმ კე-
ნედის ნაამბობიდან ყველაფერი კანონზომიერად გამოიყურება: გარდე-
რობიდან გამოღებული ტანისამოსი, ჩემოდანი, გამოსათხოვარი ბარა-
თი... შემდეგ ეს ორი წერილიც, ცოტა ხნის შემდეგ რომ მიიღო...
გვენდა უცებ აწრიალდა.
- აბა, იმ წერილებს როგორ ახსნი?
- თუკი ექიმ კენედის ნაამბობს სიმართლედ მივიჩნევთ, რაშიც მე ეჭვი
არ მეპარება, იმ წერილების ახსნაც იოლია.
- ესე იგი, უნდა ვირწმუნოთ, რომ ნამდვილად მისი დის ნაწერი იყო და
იცნო მისი ხელი?..
- იცი, გვენდა, აქ საეჭვოს ვერაფერს ვხედავ. ეგ ხომ არ არის რაიმე
ყალბ ჩეკზე ხელმოწერა?! საუკეთესო მიბაძვის შემთხვევაშიც, ექიმ კენე-
დის თვალში ეცემოდა ეს და მაშინვე ეჭვი დაებადებოდა. მას წინასწარ
ჰქონდა შექმნილი აზრი ელენის გაპარვაზე და წერილებმა ეს მხოლოდ
დაუდასტურა. საერთოდ რომ არ მიეღო წერილები, მაშინ, იქნებ, დაეჭ-
ვებულიყო. ასეა თუ ისე, მე ერთი რამ მაკვირვებს ამ წერილებთან დაკავ-
შირებით. შეიძლება, ექიმმა კენედიმ ყურადღება არც მიაქცია, მაგრამ მე
მაშინვე შევნიშნე, რომ ეს აშკარად ანონიმური წერილებია, რადგანაც
უმისამართოა და მხოლოდ „თვითმოკითხვამდე“ აწერია. არც იმ კაცის
სახელი და გვარია ნახსენები, ვისთანაც გაიპარა; აქედან ჩანს, რომ წე-
რილის ავტორს განზრახული ჰქონდა კონტაქტი შეეწყვიტა ყველასთან...
მოკლედ, ის მინდა გითხრა, რომ ამგვარ წერილებს მხოლოდ მკვლელი
დაწერდა თავისი მსხვერპლის ოჯახის დასაშოშმინებლად. ეს ხომ ცნობი-
ლი ხერხია. უცხოეთიდან ფოსტით წერილის გამოგზავნაც დიდი პრობ-
ლემა არ არის.
- შენ ფიქრობ, რომ მამაჩემი...
- არა, საქმეც ისაა, რომ არ ვფიქრობ. ყური მიგდე, ვთქვათ, კაცმა ცო-
ლის მოკვლა განიზრახა. ის იწყებს ცოლის ორგულობაზე ხმების გავ-
რცელებას. შემდეგ აწყობს ცოლის გაპარვის ინსცენირებას - წერს გამო-
სათხოვარ ბარათს, ჩემოდანში ალაგებს ტანსაცმელს და სახლიდან გა-
აქვს. მის მიერ დაწერილი ბარათები უცხოეთიდან მოდის ზუსტად გაანგა-
რიშებულ დროზე. ფაქტობრივად, მან მოკლა ცოლი და სადმე იატაკქვეშ
დამალა. ეს მკვლელობის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ხშირად მი-
მართავენ. მაგრამ წარმოუდგენელია, ამ კატეგორიის მკვლელი გაიქცეს
ცოლისძმასთან, მოუყვეს, რაც ჩაიდინა და უთხრას, პოლიციას აცნობეო.
მეორე ვარიანტი: თუ მამაშენი ემოციური ტიპის მკვლელი იყო, სიგიჟემ-
დე უყვარდა ცოლი და ბოლოს, ოტელოსავით ეჭვით შეპყრობილმა,
გაშმაგებულმა დაახრჩო ელენი, რაც ზუსტად შეესაბამება იმ სიტყვებს,
რომელიც მაშინ შემოგესმა, რასაკვირველია, მას უკვე იმის თავი აღარ
ექნებოდა, ტანსაცმელი ჩემოდანში ჩაელაგებინა, წერილები დაეწერა,
შემდეგ ცოლისძმასთან მისულიყო და ჩადენილი ბოროტმოქმედება
მშვიდად ეუწყებინა. მით უმეტეს, რომ მან ისიც იცოდა, ექიმი კენედი ამ
საქმეს არ მიჩქმალავდა. არა, სისულელეა. ეს ვერსია აბსოლუტურად გა-
მორიცხულია.
- საინტერესოა, საბოლოოდ რა დასკვნამდე მიხვედი, გაილს?
- არ ვიცი... მე მგონი, აქ უცნობი ფაქტორი ფიგურირებს. იგულისხმება
ვინმე X პიროვნება, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მისი ფანდი უკვე
გამჟღავნებულია.
- X-ი? - გაიოცა გვენდამ. - ალბათ, ჩემს დასამშვიდებლად ამბობ.
- არა, გეფიცები. ნუთუ შენ ვერ ამჩნევ, ფაქტების დაპირისპირებისას
როგორი შეუსაბამობაა. ჩვენ მხოლოდ ერთი ვიცით, რომ ელენ ჰოლი-
დეი მოკლეს, რაც შენი თვალით ნახე, - გაილსი ერთხანს ჩაფიქრდა, -
ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ, უკვე ვხვდები რაშიც არის საქმე. შენც
მართალი ხარ, გვენდა და ექიმი კენედიც. უთუოდ ელენი თავის შეყვარე-
ბულთან გასაქცევად ემზადებოდა, ვინ იყო ის, ჩვენთვის უცნობია...
- X-ი?
გაილსმა უარის ნიშნად ხელი გააქნია და განაგრძო:
- მან ის-ის იყო დაამთავრა წერა, რომ ქმარმა შემოუსწრო, ბარათი
საჩქაროდ გადაიკითხა, მოჭმუჭნა, საქაღალდე კალათში მოისროლა და
გაშმაგებული მივარდა ცოლს. შეშინებული ქალი ჰოლში გაიქცა, კელვი-
ნი დაედევნა და ყელში სწვდა. ქალი უგონოდ დაეცა ძირს. კელვინმა
უკან დაიხია, იატაკზე გაშხლართულ ცოლს დააცქერდა და ზუსტად ის
სიტყვები წარმოთქვა „ჰერცოგის ქალი მალფიდან“. ამ დროს, ზემოთ,
კიბეზე იდგა ბავშვი და რიკულებიდან იჭყიტებოდა.
- მერე? მერე რა მოხდა?
- საქმე იმაშია, რომ ელენი არ იყო მკვდარი. კელვინს ეგონა, რომ ის
მოკვდა, მაგრამ სინამდვილეში გულშეღონებული ეგდო. შესაძლოა, რო-
ცა ჭკუაზე გადასული ქმარი ქალაქის მეორე მხარეს, ექიმი კენედის სახ-
ლისკენ მიეშურებოდა, ამასობაში ელენის შეყვარებული მოვიდა, ანდა
ხომ შეიძლება, თვითონ ელენიც მოსულიერდა. ასეა თუ ისე, როგორც კი
გონს მოეგო, მაშინვე სახლიდან გაიპარა. უკვე ყველაფერი ნათელი
ხდება: კელვინი დარწმუნებულია, რომ ცოლი დაახრჩო. ტანსაცმელი,
რომელიც ელენმა წინასწარ ჩაალაგა ჩემოდანში, სახლიდან გატანი-
ლია. და ის შემდგომი ბარათებიც, რა თქმა უნდა, მისი ხელით არის და-
წერილი. მორჩა, ეს იყო და ეს. თითქმის ყველაფერი ახსნილია.
- განა ამით აიხსნება მამაჩემის ნათქვამი, რომ ელენი საძინებელ
ოთახში დაახრჩო? - გაუბედავად იკითხა გვენდამ.
- მაშინ კელვინი ისეთ მდგომარეობაში იქნებოდა, არც ახსოვდა, სად
რა მოხდა.
- როგორ მინდა დაგიჯერო, გაილს, - სასოწარკვეთილებით აღმოხდა
გვენდას, - მაგრამ ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა ქვემოთ
ვიჭყიტებოდი, ის ნამდვილად მკვდარი იყო.
- კი მაგრამ, ასე რამ დაგაჯერა? მაშინ ხომ სამიოდე წლის იყავი?
- ჩემი აზრით, ბავშვები ამას დიდებზე კარგად შეიგრძნობენ, ალბათ,
ინსტინქტით. ძაღლებიც ხომ გრძნობენ სიკვდილის მოახლოებას, თავს
ასწევენ მაღლა და ყმუიან. მე მგონი, ბავშვები გრძნობენ სიკვდილს...
- სისულელეა, მტკნარი სისულელე...
წინკარიდან ზარის წკრიალი მოისმა.
- ნეტა, ვინ უნდა იყოს? - იკითხა გაილსმა.
- ო, სულ დამავიწყდა, მის მარპლი იქნება. დღეს ჩაიზე მოვიპატიჟე.
გაილს, ახლა არაფერი არ მოვუყვეთ, - გააფრთხილა გვენდამ და კა-
რისკენ გაეშურა.
გვენდა ცდილობდა, სტუმართან როგორმე დაეფარა თავისი ნერ-
ვიულობა. მის მარპლიც, თითქოს ვერ ამჩნევსო დიასახლისის ნაძალა-
დევ მხიარულებასა და მჭევრმეტყველებას, განუწყვეტლივ ლაპარაკობ-
და. იგი აღფრთოვანებული იყო დილმაუტით, ყველაფერი მოსწონდა.
მის მარპლის მეგობრებმა მისწერეს დილმაუტში თავიანთ ნაცნობებს,
მანდ ჩვენი მეგობარი იმყოფებაო, და მის მარპლმა მრავალი სასიამოვ-
ნო მიპატიჟება მიიღო.
- ადამიანი თავს მარტოობაში აღარ გრძნობს, რაკი ადგილობრივ
მცხოვრებლებთან აქვს ურთიერთობა. ალბათ, ხვდებით, ძვირფასო, რა-
საც ვგულისხმობ. მისის ფეინმა ჩაიზე დამპატიჟა. ის აქაურ ვექილთა
საუკეთესო ფირმის მმართველის ქვრივია. ეს გახლავთ ძველმოდური,
შთამომავლობითი ფირმა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამ ფირ-
მას ამჟამად მისი ვაჟიშვილი განაგებს.
მის მარპლი დინჯად ჰყვებოდა სხვადასხვა ამბავს; მაგალითად, პან-
სიონის მეპატრონე ქალი მისდამი ძალიან ყურადღებიანია, თან არაჩ-
ვეულებრივად გემრიელ საჭმელებს ამზადებს. უწინ იგი მზარეულად მუ-
შაობდა მის მარპლის ძველ მეგობართან, მისის ბენტრისთან, კარგა ხნის
განმავლობაში. თვითონ აქაური არ იყო, მაგრამ ქმართან ერთად ხში-
რად ჩამოდიოდა სტუმრად დეიდასთან. ასე რომ, დილმაუტის ბევრი სა-
ინტერესო ამბის მომსწრეა.
- ჰო, მართლა, მებაღის კმაყოფილი თუ ხართ? სხვათა შორის, აქ მას
მეტსახელად „უქნარას“ ეძახიან. თურმე უფრო მეტს ყბედობს, ვიდრე საქ-
მეს აკეთებს.
- ყბედობა და ჩაის სმა გიყვარდეს, მისი მოგონილია, - მიუგო გაილ-
სმა. - დღეში, ალბათ, ხუთ ჭიქა ჩაის სვამს, სამაგიეროდ ჩვენი ზედამხედ-
ველობით საუცხოოდ მუშაობს.
- წამოდით, ჩვენი ბაღი ნახეთ, - სთხოვა გვენდამ.
მის მარპლმა დიდი ინტერესით დაათვალიერა სახლიც და ბაღიც, თან
სათანადო კომენტარებიც დაურთო. გვენდა მოლოდინით შეჰყურებდა,
რომ მის მარპლის გამჭრიახი თვალი რამე უჩვეულოს შენიშნავდა, მაგ-
რამ ამდაგვარი არაფერი მომხდარა.
მის მარპლმა ანეკდოტის მოყოლა დაიწყო პატარა ბავშვსა და ნიჟა-
რაზე, მაგრამ გვენდამ უცებ სიტყვა გააწყვეტინა.
- გაილს, მე ყველაფერი უნდა ვუამბო, სულერთია, მაინც...
მის მარპლმა გაკვირვებით შეხედა და მოსასმენად მოემზადა. გაილსს
ჯერ თითქოს სხვა რამის თქმა უნდოდა, მერე ისევ გვენდას მიმართა:
- შენი ნებაა.
გვენდა დაწვრილებით მოუყვა მის მარპლს, ექიმი კენედი რომ ინახუ-
ლეს, შემდეგ ისიც რომ ეწვია მათ და ყველაფერი, რაც მან უამბო.
- ადრე თქვენც ხომ ასე ფიქრობდით? თქვენც ხომ გეგონათ, რომ ამ
საქმეში მამაჩემი იყო გარეული?
გვენდა სულგანაბული ელოდა მის მარპლის პასუხს.
- რა თქმა უნდა, დასაშვებად მიმაჩნდა, - ალერსიანად მიუგო მან. -
ელენი ახალგაზრდა დედინაცვალი იყო. ჰმ, ასეთ შემთხვევაში, ხშირად
ქმარია ბოროტმოქმედი.
მის მარპლი ისეთი ტონით ლაპარაკობდა, თითქოს ჩვეულებრივ ამ-
ბავზე მსჯელობდა, არავითარი ემოცია.
- ახლა ვხვდები, ისე დაჟინებით რატომაც გვირჩევდით, რომ ამ საქმეს
შევშვებოდით, - ამოილაპარაკა გვენდამ. - ოჰ, ნეტავ დაგვეჯერებინა
თქვენთვის. ახლა უკვე გვიანღაა.
- არა, - მტკიცედ განაცხადა მის მარპლმა, - უკან ვეღარ დაიხევთ.
- გაილსს რომ ყური უგდოთ, ხან დავობს, ხან რაღაც წინადადებები
შემოაქვს...
- მე მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ ფაქტებში შეუსაბამობას ვამჩნევ, -
თქვა გაილსმა და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბა თავისი შეხედულებე-
ბი. ბოლოს საფუძვლიანად გაშიფრა თავისი თეორიაც. - ძალიან
გთხოვთ, მის მარპლ, დაარწმუნოთ გვენდა, რომ ეს ერთადერთი სწორი
და დასაშვები ვარიანტია.
მის მარპლმა ჯერ გაილსს შეხედა, მერე გვენდას მიმართა:
- ფრიად ჭკვიანური და დასაბუთებული ჰიპოთეზაა, მაგრამ, როგორც
თქვენ აღნიშნეთ, ვინმე X-ი მაინც არ არის გამორიცხული.
- X-ი! - წამოიძახა გვენდამ.
- უცნობი ფაქტორი, - დაუმატა მის მარპლმა, - რომელიც ჯერ არ ჩანს,
მაგრამ, აშკარა ფაქტების საფუძველზე, იგი არსებობს.
- ჩვენ გადავწყვიტეთ, ნორფოლკის სანატორიუმში წავიდეთ, სადაც მა-
მაჩემი გარდაიცვალა. შეიძლება, იქ გავიგოთ რაიმე, - თქვა გვენდამ.
X - ავადმყოფობის ისტორია

სოლთმარშის საავადმყოფო ზღვიდან დაახლოებით ექვსი მილის მო-


შორებით იყო. იქიდან ლონდონში ადვილად ჩახვიდოდით პატარა ქა-
ლაქ საუთ ბენჰამის გავლით.
გვენდა და გაილსი მზით გაკაშკაშებულ, ვრცელ სასტუმრო ოთახში
მიიღეს. კარი გაიღო და სანდომიანი, ჭაღარა მოხუცი ქალი შემოვიდა.
მას ხელში რძით სავსე ჭიქა ეჭირა. იქ მყოფთ თავი დაუკრა და ჩურჩუ-
ლით ჰკითხა:
- ეგ საბრალო ბავშვი თქვენია, ჩემო კარგო?
გვენდა შეცბა, მხრები აიჩეჩა და მიუგო:
- არა, არა, ჩემი არ გახლავთ.
- აა, მეც არ გამიკვირდა?.. - ქალმა თავი გააქნია და რძე მოსვა. მერე,
სასაუბროდ განწყობილმა, დინჯად განაგრძო: - თერთმეტის ნახევარია,
ზუსტად ის დროა. მუდამ თერთმეტის ნახევარზე ხდება. პირდაპირ
საოცარია. - შემდეგ ისევ წინ გადაიხარა და ჩუმად დაუმატა: - ბუხრის
უკან. მაგრამ არ თქვათ, რომ მე გითხარით.
ამასობაში, თეთრხალათიანი ახალგაზრდა მსახური ქალი შემოვიდა
და გვენდასა და გაილსს სთხოვა გაჰყოლოდნენ.
დერეფნის ბოლოში მათ ექიმი პენროუზი შემოხვდათ და კაბინეტში
შეიპატიჟა.
„ექიმი პენროუზიც ცოტათი გიჟს ჰგავს, - გაიფიქრა გვენდამ. - ყოველ
შემთხვევაში, ეს უფრო გეგონება გიჟი, ვიდრე ის სანდომიანი მოხუცი, წე-
ღან რომ შემოვიდა. ალბათ, ფსიქიატრები ასე გამოიყურებიან“.
- მივიღე თქვენი და ექიმ კენედის წერილი, მისის რიდ, - მიმართა
ექიმმა პენროუზმა. - ცნობარში მოვიძიე მამათქვენის ავადმყოფობის ის-
ტორია. რასაკვირველია, ისედაც კარგად მახსოვდა ეს ავადმყოფი, მაგ-
რამ მაინც გადავიკითხე და ყველაფერი აღვიდგინე. შემიძლია გიპასუ-
ხოთ, რაც გაინტერესებთ. თქვენი ბარათიდან გავიგე, რომ ეს ამბავი ახ-
ლახან გაგიგიათ.
გვენდამ მოკლედ აუხსნა, რომ ის ახალ ზელანდიაში იზრდებოდა დე-
დის ნათესავებთან. მამის შესახებ კი მხოლოდ ის იცოდა, რომ ინგლისის
ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმმა პენროუზმა თავი დააქნია.
- სავსებით სწორია, მისის რიდ. მამათქვენის ავადმყოფობა, უნდა გით-
ხრათ, განსაკუთრებული ნიშან-თვისებით ხასიათდება.
- სახელდობრ? - იკითხა გაილსმა.
- იგი შეპყრობილი იყო იდეფიქსის მძიმე ფორმით. საოცრად განერ-
ვიულებული და აგზნებული მაიორი ჰოლიდეი ირწმუნებოდა, რომ ეჭ-
ვიანობის ნიადაგზე ცოლი დაახრჩო. მიუხედავად ამისა, ბევრი სიმპტომი,
რომელიც მსგავს შემთხვევაში ვლინდება, არ იყო გამოკვეთილი და,
გულწრფელად რომ გითხრათ, მისის რიდ, ექიმ კენედის რომ კატეგო-
რიულად არ განეცხადებინა, მისის ჰოლიდეი ცოცხალიაო, მამათქვენის
სიტყვებს უთუოდ ჭეშმარიტებად მივიჩნევდი.
- თქვენ დაიჯერეთ, რომ ის ბოროტმოქმედი იყო? - ჰკითხა გაილსმა.
- ცხადია, თავიდან დავიჯერე. მაგრამ, კარგა ხნის შემდეგ, როდესაც
მაიორ ჰოლიდეის ბუნება კარგად შევისწავლე, უკვე სხვა აზრი გამიჩნდა.
მამათქვენი, მისის რიდ, შიზოფრენიით არ იყო დაავადებული, ამაში მერ-
წმუნეთ. ამ ავადმყოფობის არც ერთი დამახასიათებელი სიმპტომი არ
გააჩნდა - დევნის მანია, გაშმაგება, აგრესიულობა და სხვა. არც არავის
ერჩოდა, არც უგონობას ამჟღავნებდა, რაც თან ახლავს ამგვარ ავად-
მყოფობას. მუდამ მშვიდი, კეთილი და თავდაჭერილი იყო, მაგრამ ერ-
თადერთი, რაც აშკარად შეიმჩნეოდა, გახლდათ იდეფიქსი მისის ჰოლი-
დეის მოკვლის შესახებ. როგორც მივხვდი, ეს ბავშვობაში გადატანილი
მძიმე ემოციური ტრავმის შედეგი იყო, რამაც მოგვიანებით იჩინა თავი.
უნდა ვაღიარო, რომ ჩატარებული ანალიზების არც ერთი პასუხი არ გა-
მოგვადგა სწორი დიაგნოზისთვის. ძალიან ხშირად ანალიზები არ
შეესატყვისება ავადმყოფის მდგომარეობას. ზოგჯერ დროა საჭირო, დი-
დი დრო, რომ სწორი ანალიზები მივიღოთ და იმის მიხედვით ვიმოქმე-
დოთ. მამათქვენის შემთხვევაში ეს დრო არ გვეყო. - ექიმი პენროუზი შე-
ჩერდა და მერე მკვახედ წარმოთქვა: - ალბათ, თქვენთვის ცნობილია,
რომ მამათქვენმა თავი მოიკლა.
- ო, არა! - შეჰყვირა გვენდამ.
- მაპატიეთ, მისის რიდ, მე მეგონა, თქვენ იცოდით. რა თქმა უნდა, უფ-
ლებამოსილი ხართ მისაყვედუროთ, სათანადო სიფრთხილე რომ ვერ
გამოვიჩინე. შეგიძლიათ, ბრალი დაგვდოთ, ეს უბედურება თავიდან რომ
ვერ ავაცილეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, მაიორი ჰოლიდეი არავითარ საიმი-
სო საბაბს არ გვაძლევდა, რომ მასზე ამგვარი ეჭვი მიგვეტანა. იგი არ
გამოიყურებოდა მელანქოლიურად, გულჩათხრობილად, არც განმარ-
ტოებულად ყოფნას ცდილობდა. ერთია, რომ უძილობას უჩიოდა. ამის
გამო, ექიმებმა მცირე რაოდენობით ძილის საშუალებები დაუნიშნეს. რო-
გორც გამოირკვა, იგი ამ წამალს არ სვამდა, აგროვებდა. და როგორც
კი შეაგროვა გარკვეული რაოდენობა... - ექიმმა პენროუზმა სიტყვა ვერ
მოძებნა და ხელები გაშალა.
- ნუთუ ამდენად უბედური იყო საბრალო მამაჩემი?..
- მთლად ასე ნუ მიიჩნევთ... ჩემი აზრით, აქ დამნაშავის კომპლექსი
და თვითდასჯის სურვილი მოქმედებდა. პირველ ხანებში იგი დაჟინებით
მოითხოვდა პოლიციის გამოძახებას. ყოველნაირად შევეცადეთ დაგვერ-
წმუნებინა, რომ ის არ იყო ბოროტმოქმედი, მაგრამ ბოლომდე ვერ იქნა
და ვერ დავაჯერეთ. ჩვენ ისევ ვაგრძელებდით მისი უდანაშაულობის
მტკიცებას და, როგორც იქნა, ძლივს ვათქმევინეთ, რომ ბოროტმოქმე-
დების ფაქტი მას არ ახსოვდა. - ექიმმა პენროუზმა მაიორ ჰოლიდეის
ავადმყოფობის ისტორია გადაფურცლა. - რაც მთავარია, იმჟამინდელ
შემთხვევას მუდამ ერთი და იგივე სიზუსტით გვიყვებოდა: მივიდა სახ-
ლში, ირგვლივ ბნელა. მსახურნი შინ არ არიან. ჩვევისამებრ სასადილო
ოთახში გადის. შემდეგ რა ხდება, აღარ ახსოვს. მერე უკვე ჰყვება, რო-
გორ დგას საძინებელ ოთახში და დაჰყურებს დამხრჩვალ ცოლს, დარ-
წმუნებული, რომ თვითონ ჩაიდინა ეს...
- მაპატიეთ, ექიმო პენროუზ, ასე რატომ იყო დარწმუნებული, რომ მან
ჩაიდინა ბოროტმოქმედება? - შეაწყვეტინა გაილსმა.
- ღრმად დარწმუნებული იყო. რამდენიმე ხნის წინ ეჭვი გასჩენია
ცოლზე. როგორც თვითონ მიამბო, შეუნიშნავს, რომ მისი ცოლი საწამ-
ლავს და ნარკოტიკებს უყრიდა საჭმელ-სასმელში. ინდოეთში, სადაც მას
უცხოვრია, ჩვეულებრივი ამბავია, როცა ცოლები ნარკოტიკებით წამლა-
ვენ ქმრებს და გაგიჟებამდე მიჰყავთ. ამის თაობაზე იქ ხშირად იმართება
სასამართლო პროცესები. ჰოლიდეიმ ისიც მითხრა, რომ მას კარგა ხა-
ნია აწუხებდა ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები, ერეოდა დრო და
ადგილი და ასე შემდეგ... მაგრამ ცოლის ღალატზე არაფერი დასცდე-
ნია. მიუხედავად ამისა, ჩემი ღრმა რწმენით, მაინც ეს იყო ძირითადი
ფაქტორი და თითქოსდა მის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების საბაბი.
მაგრამ ჩემი ვარაუდით, ასე მოხდა: როცა ის მისაღებ ოთახში შევიდა,
წაიკითხა მაგიდაზე დატოვებული ცოლის ბარათი, სადაც ეწერა, რომ
ტოვებს მას და მიდის სხვასთან. ჰოლიდეიმ უცებ გადაწყვიტა, სჯობს ჩემი
ხელით მოვკლა, ვიდრე ამას ჩაიდენსო და აქედან დაეწყო ჰალუცინაცია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მას ძალიან უყარდა ცოლი? - ჰკითხა გვენ-
დამ.
- რა თქმა უნდა, მისის რიდ.
- თვითონ ვერ ხვდებოდა, რომ ეს ჰალუცინაცია იყო?
- ნაძალადევად კი დაგვეთანხმა, მაგრამ მაინც არ სჯეროდა. ისე
ჰქონდა შთაგონებული, რომ შეუძლებელი იყო მისი გადარწმუნება. ჩვენ
კი იმის საშუალება არ გაგვაჩნდა, მამათქვენის ბავშვობის დროინდელი
იდეფიქსის საბაბი დაგვედგინა...
- კი მაგრამ, თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ იგი არ იყო ბო-
როტმოქმედი? - შეაწყვეტინა გვენდამ, რომელსაც სრულებით არ აინტე-
რესებდა ადრინდელი იდეფიქსი.
- ო, თქვენ თუ მხოლოდ ეგ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მერწმუნოთ,
რომ კელვინ ჰოლიდეის რანაირი ეჭვიც უნდა გასჩენოდა ცოლზე, იგი
მას არ მოკლავდა, ვინაიდან ის თავისი ბუნებით მკვლელი არ იყო. -
ექიმმა პენროუზმა ჩაახველა და მაგიდის უჯრიდან პატარა, გაქექილი,
შავყდიანი საერთო რვეული ამოიღო. - თუ გნებავთ, ნახეთ, მისის რიდ,
შვილი ხართ და გაქვთ ამის უფლება. აქ ყოფნის პერიოდში მამათქვენის
მოკლე ჩანაწერებია. ჰოლიდეის ნივთები მისი ანდერძის ამსრულებელს
გადავეცით, უფრო სწორად, ვექილთა ფირმას. ამ ფირმის მმართველი
მაშინ ექიმი მაკგიური იყო. ეს ჩანაწერები მან შეინახა, როგორც ჰოლი-
დეის ავადმყოფობის ისტორიის დამატებითი მასალა. შემდეგ მაკგიურმა
თავის ნაშრომშიც მოიხსენია ეს შემთხვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხო-
ლოდ ინიციალებით - „მისტერ კ.ჰ.“ თუ ინებებთ, წაიღეთ ეს დღიური.
- დიდად გმადლობთ, - მადლიერებით უთხრა გვენდამ და მაგიდიდან
რვეული აიღო.
ლონდონში რომ ბრუნდებოდნენ, გვენდამ მატარებელშივე ამოაცოცა
ჩანთიდან პატარა შავყდიანი რვეული, გაშალა და კითხვა დაიწყო.
კელვინ ჰოლიდეი წერდა:
„მე მგონი, ამ ექიმებს თავიანთი საქმის ინჩიბინჩი არ გაეგებათ... ყვე-
ლაფერი სისულელეა. დედა თუ მიყვარდა? მამა თუ მძულდა? ერთი სიტ-
ყვაც არ დაეჯერებათ... მე ხომ ვიცი, რომ ეს სისხლის სამართლის საქ-
მეა. ჩემი ადგილი საბრალდებულო სკამზეა და არა აქ, საგიჟეთის პალა-
ტაში. სხვათა შორის, ზოგი აქაური ავადმყოფი ჯანმრთელი ადამიანივით
საღად და ნორმალურად გამოიყურება, თუკი მათ მტკივნეულ ადგილას
არ შეეხები. გამოდის, რომ მეც იმათ დღეში ვარ...
ჯეიმსს მივწერე... ვთხოვე, ელენს დაჰკავშირებოდა... მინდოდა, ჩემ-
თან მოსულიყო და მენახა, მართლა თუ ცოცხალია... ჯეიმსმა მიპასუხა,
რომ არ იცის სად იმყოფება იგი. იმიტომ, რომ ელენი მკვდარია, მე მოვ-
კალი იგი. ჯეიმსი კარგი კაცია, მაგრამ ამაოდ ცდილობს ჩემს მოტყუებას.
ელენი მკვდარია...
როდის დავიწყე ელენზე ეჭვიანობა? დიდი ხნის წინ. თითქმის იქიდან,
რაც დილმაუტში ჩამოვედით... მას გუნება შეეცვალა... სულ რაღაცას მი-
მალავდა... მე თვალყურს ვადევნებდი. ისიც განუწყვეტლივ მითვალთვა-
ლებდა...
საჭმელში თუ მირევდა რამეს? ოჰ, ეს კოშმარები, საშინელი სიზმრე-
ბი... ცხადშიც კოშმარები... ვიცი, ის საწამლავი იყო... მხოლოდ ელენს
შეეძლო ამის გაკეთება. რატომ? ვიღაცის გამო... ვიღაც მამაკაცის გამო,
ვისიც ეშინოდა... მინდა ჩემს თავთან მაინც ვიყო გულწრფელი. ხომ
ვფიქრობდი, რომ საყვარელი ჰყავდა... ვიღაც ჰყავდა... ვიცი, რომ ჰყავ-
და. ეს თვითონ მითხრა, გემზე... იყო ვიღაც კაცი, რომელიც უყვარდა,
მაგრამ ცოლად ვერ გაჰყვა... ორივენი ერთ ტაფაში ვიწვოდით... ვერც მე
ვივიწყებდი მეგანს. ზოგჯერ მაინც, პატარა გვენდა ძალიან მაგონებს მე-
განს... გემზე ელენი რა თბილად ეთამაშებოდა გვენდას... ელენ... რა
ლამაზი ხარ, ელენ.. ელენი ცოცხალია, თუ ყელში ჩავჭიდე ხელები და
სიცოცხლეს გამოვასალმე? ოთახში შევედი და მაგიდაზე ბარათი შევნიშ-
ნე. გონებადაბინდული მივებჯინე მაგიდას. შემდეგ ყველაფერი სიბნელემ
შთანთქა. სიბნელე... უკუნი ღამე... ეჭვიც არ მეპარება... მე მოვკალი ის...
მადლობა ღმერთს, გვენი საიმედო ხელშია, ახალ ზელანდიაში. ისინი
კარგი ადამიანები არიან. მეგანის სანაცვლოდ მათ გვენი უყვართ. მეგან,
მეგან, როგორ მინდა ახლა ჩემთან იყო... ეს საუკეთესო გამოსავალია...
არავითარი აურზაური... ბავშვისთვისაც ასე აჯობებს. მეტი უკვე აღარ შე-
მიძლია, წლიდან წლამდე, მაინც როდემდე?.. მე უმოკლესი გზა ვირჩიე.
გვენიც ვერასოდეს გაიგებს... ვერ გაიგებს, რომ მამამისი მკვლელი იყო,
მკვლელი...“
გვენდას ცრემლი მოერია და მოპირდაპირე მხარეს მჯდომ გაილსს
გახედა. იგი სადღაც იყურებოდა. გაილსმა იგრძნო, გვენდა რომ უმზერ-
და, არც გაუხედავს მისკენ, ისე მიანიშნა ვიღაც თანამგზავრზე, რომელიც
კუთხეში იჯდა და საღამოს გაზეთს კითხულობდა. გვენდამაც იქითკენ
გაიხედა. გაზეთის პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა მელოდრამა-
ტული სათაური - „ვინ იყვნენ მისი ცხოვრების მამაკაცები?“
გვენდამ ნელა დახარა თავი და ისევ დღიურს დააცქერდა, - „ვიღაც
ჰყავდა, ვიცი, რომ ჰყავდა...“
XI - მამაკაცები მის ცხოვრებაში

მის მარპლმა სი პარადის მოედანი გადაჭრა, ფორ სტრიტის გავლით


ქარვასლას ჩაუარა და აღმართს აუყვა, აქ, ერთმანეთზე მიყოლებით,
ძველებური მაღაზიები იყო ჩამწკრივებული - შალის ძაფების, მხატვრუ-
ლი ნაქარგების, ნაქსოვების, საკონდიტრო, ვიქტორიანული სტილის
ქალთა საგალანტერიო, ქსოვილებისა და კიდევ მრავალი სხვა.
მის მარპლი ძაფების მაღაზიასთან შეჩერდა და ვიტრინაში შეიჭყიტა.
ორი გამყიდველი ქალი საქმით იყო გართული. მესამე, ხანში შესული
მანდილოსანი კი დახლის ბოლოში იდგა. მის მარპლმა კარი შეაღო, მა-
ღაზიაში შევიდა და იქვე დახლთან ჩამოჯდა. ხანში შესულმა მაშინვე მი-
მართა:
- რას ინებებთ, ქალბატონო?
მის მარპლმა ღია ცისფერი შალის ძაფი მოითხოვა პატარა ბავშვის
ჟაკეტისთვის. მანდილოსანმა აუჩქარებლად გადმოალაგა დახლზე სხვა-
დასხვა ფერის ნიმუშები. ამასობაში, მის მარპლი ნაქსოვების ჟურნალებს
ათვალიერებდა, თან თავის ძმასა და დისშვილიშვილებზე საუბრობდა.
როგორც ჩანდა, არც მყიდველი და არც გამყიდველი არ ჩქარობდა. თა-
ვის საქმეში საკმაოდ გამოცდილი გამყიდველი უპირატესობას მუდამ მის
მარპლისნაირ მშვიდ, აუჩქარებელ, საუბრისმოყვარულ ქალბატონებს
ანიჭებდა. ცეტი და სულწასული დედები კი მაინცდამაინც არ ეპიტნავებო-
და, რომლებმაც თვითონ არ იციან, რა უნდათ და უმეტესად იაფფასიან,
ჭყეტელა ფერებს ირჩევენ.
- დიახ, მგონი, შევარჩიე, - თქვა მის მარპლმა. - ჩემი აზრით, ყარყა-
ტის ბუმბული ყველაზე გამძლე და პრაქტიკულია, რაც მთავარია, რეც-
ხვაშიც არ ითელება. მოდით, ორი უნციაც1 დამიმატეთ.
გამყიდველი მონდომებით უხვევდა საქონელს და თან ესაუბრებოდა:
- დღეს უღმერთოდ ცივი და ქარიანი ამინდია.
- კი, ძალიან ცივა, - დაუდასტურა მის მარპლმა. - ისედაც, ძალიან შეც-
ვლილია დილმაუტი. დაახლოებით ცხრამეტი წელი იქნება, რაც აქ არ
ვყოფილვარ.

1
უნცია - წონის ერთეული (28.3 გრ)
- ნუთუ, ქალბატონო? მაშინ, მართლაც ბევრ სიახლეს შეამჩნევდით.
ალბათ, არც სასტუმრო „სუპერბი“ და არც „საუთვიუ“ არ იქნებოდა იმ
დროს აშენებული, არა?
- რა თქმა უნდა, არა. მაშინ დილმაუტი პატარა დაბას წარმოადგენდა.
მე მეგობრებთან ვიყავი ჩამოსული... მათ სახლს „სანტ კატერინა“ ერქვა.
შეიძლება, კიდეც იცით, ლიჰემპტონის გზაზეა.
სანდომიანმა მანდილოსანმა იმ სახლის არსებობა არ იცოდა. იგი
მხოლოდ ათი წლის წინ დასახლებულა დილმაუტში.
მის მარპლმა მადლობა გადაუხადა, შეხვეული აიღო და გვერდით,
ქსოვილების მაღაზიაში შევიდა. მან აქაც ხანდაზმული გამყიდველი შე-
არჩია. საუბარი აქაც ისევე წარიმართა, მხოლოდ ძირითადი თემა, ამჯე-
რად, საზაფხულო ჟილეტების შერჩევა გახლდათ. აქაური მანდილოსანი
აქტიურად ჩაება საუბარში.
- თქვენ, ალბათ, მისის ფაინდსონის სახლზე მეკითხებით? - მიუხვდა
ის.
- დიახ, დიახ. ჩემმა მეგობრებმა იჯარით აიღეს იგი. მაიორი ჰოლიდეი
ცხოვრობდა იქ, ცოლითა და პატარა ბავშვით. ასეთი ვინმე გაგიგონიათ?
- ო, როგორ არა, ქალბატონო. თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთი წელი
იცხოვრეს იმ სახლში.
- დიახ, ისინი ინდოეთიდან ჩამოვიდნენ. მახსოვს, შესანიშნავი მზა-
რეული ჰყავდათ, საუცხოო ვაშლის პუდინგისა და თაფლაკვერის რეცეპ-
ტი მომცა. ახლაც ბევრჯერ მახსენდება, ნეტავი სად არის ამჟამად?
- ალბათ, ედიტ პაგეტზე ამბობთ, არა? ახლაც დილმაუტში ცხოვრობს,
ისევ მზარეულად მუშაობს ერთ-ერთ სახლში - „ვინდრუშ ლოჯიაში“.
- იმ ხანებში აქ სხვებიც ცხოვრობდნენ, თუ არ ვცდები, ფეინები. მგონი,
ვექილი იყო.
- დიახ, მოხუცი მისტერ ფეინი კარგა ხანია გარდაიცვალა. შვილი კი,
მისტერ ვალტერ ფეინი, აქვე ცხოვრობს დედასთან, ჯერაც უცოლოა, ახ-
ლა თვითონ განაგებს ფირმას.
- მართლა? მე კი ასე ვიცოდი, თითქოს მისტერ ვალტერ ფეინი ინდო-
ეთში გაემგზავრა ჩაის პლანტაციის გაშენების თუ რაღაც ამდაგვარ საქ-
მეზე.
- როგორ არა, წავიდა, მაგრამ ეს ახალგაზრდობაში. მერე ისევ დაბ-
რუნდა და ერთი-ორი წლის შემდეგ უკვე ფირმის კომპანიონი გახდა. ახ-
ლა სულაც ფირმას განაგებს. შესანიშნავად მიჰყავს საქმე. რომ იცოდეთ,
ფრიად პატივსაცემი, სოლიდური ფირმაა. მისტერ ვალტერ ფეინიც დინ-
ჯი და სანდომიანი პიროვნებაა. ყველას უყვარს და დიდად აფასებენ.
- ძალიან სასიამოვნოა, - თქვა მის მარპლმა, - მგონი, მის კენედიზე
იყო დანიშნული, არა? მერე საქმე აერიათ და მის კენედი მაიორ ჰოლი-
დეის გაჰყვა ცოლად...
- სწორი ბრძანდებით, ქალბატონო. მის კენედი ინდოეთში წავიდა,
მისტერ ფეინზე რომ დაქორწინებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გა-
დაიფიქრა და სხვას მისთხოვდა, - ცოტაოდენი ძრახვის კილოთი მოახსე-
ნა ქალმა.
მის მარპლი მისკენ გადაიხარა და ხმადაბლა დაიწყო:
- მუდამ მებრალებოდნენ მაიორი ჰოლიდეი და მისი გოგონა. მე დე-
დამისს ვიცნობდი. გავიგე, რომ ჰოლიდეი მეორე ცოლმა მიატოვა და ვი-
ღაცასთან გაიპარა. როგორც ამბობენ, ძალიან ქარაფშუტა ყოფილა.
- სავსებით მართალია. მეტისმეტად თავქარიანი და ლაქლაქა იყო.
რომ იცოდეთ, როგორი ძმა ჰყავს, ექიმი. იშვიათი სპეციალისტია, რევმა-
ტიზმისგან განმკურნა.
- ხომ არ გაგიგიათ, მისის კენედი ვისთან გაიპარა?
- ეგ რა ვიცი, ქალბატონო. ზოგი ამბობდა, ვიღაც დამსვენებელთანო,
მაგრამ მე ის ვიცი, რომ ჰოლიდეიმ საშინლად განიცადა ეს ამბავი და
ბოლოს დაავადებული წავიდა აქედან. ქალბატონო, ხურდა ინებეთ!
მის მარპლმა შეხვეულთან ერთად ხურდაც გამოართვა.
- დიდად გმადლობთ, - უთხრა მან. - საინტერესოა, იმ ედიტ პაგეტს,
ისევ თუ აქვს იმ საუცხოო თაფლაკვერის რეცეპტი. მე სადღაც დავკარგე,
უფრო სწორად, ჩემმა დაუდევარმა მოსამსახურემ დამიკარგა. ვერ წარ-
მოიდგენთ, როგორ მიყვარს თაფლაკვერი.
- ალბათ, ექნება, ქალბატონო. სხვათა შორის, მისი და აქვე ახლოს
ცხოვრობს. ქმარი კონდიტერი ჰყავს, მისტერ მაუნთფორდი. დასვენების
დღეებში ედიტი დასთან მოდის. დარწმუნებული ვარ, მისი და დაგეხმა-
რებათ.
- ჩინებული აზრია, მადლობელი ვარ, ასე რომ შეწუხდით ჩემთვის.
- რას ბრძანებთ, ქალბატონო, ეგ რა შეწუხებაა.
მის მარპლი ქუჩაში გავიდა.
- ძველებური, სოლიდური ფირმა, - ჩაილაპარაკა მის მარპლმა თავის-
თვის. - ჟილეტებიც მშვენიერია, ტყუილად არ გადამიყრია ფული. - შემ-
დეგ საათზე დაიხედა, - ხუთი წუთი კიდევ დარჩა, სანამ ის საყვარელი
ბავშვები კაფეში მოვლენ. ნეტავ რა ამბავს მოიტანენ სანატორიუმიდან?
გვენდა და გაილსი კაფეში კუთხის მაგიდას მისხდომოდნენ. მაგიდაზე
პატარა შავყდიანი რვეული იდო.
კაფეში მის მარპლიც შემოვიდა და მათთან დაჯდა.
- რას მიირთმევთ, მის მარპლ? უთუოდ ყავას?!
- გმადლობთ, კი. დაიცათ, ნამცხვარი არ მინდა. მხოლოდ ერთი ნაჭე-
რი კარაქიანი პური...
გაილსმა შეუკვეთა მიმტანს, გვენდამ კი არ დააყოვნა და მის მარ-
პლისკენ შავყდიანი რვეული გააცურა.
- ჯერ წაიკითხეთ და შემდეგ ვისაუბროთ, - უთხრა გვენდამ. - მამაჩემის
ნაწერია საავადმყოფოში ყოფნისას. თუმცა ჯერ შენ მოუყევი, გაილს,
ექიმმა პენროუზმა რაც გვიამბო.
გაილსმა თანმიმდევრობით, დაწვრილებით უამბო ყველაფერი. შემ-
დეგ მის მარპლმა შავყდიანი რვეული გადაშალა. ამასობაში, მიმტანმა
სამი ფინჯანი ყავა, ნამცხვარი და კარაქიანი პური მოიტანა. გაილსი და
გვენდა გატრუნული ისხდნენ, სანამ მის მარპლი კითხულობდა.
მის მარპლმა კითხვა დაამთავრა, რვეული დახურა და სახე მოექუფ-
რა, ტუჩები მაგრად მოკუმა, თვალები უცნაურად აენთო.
- მაშ ასე? - წამოისროლა მან.
- გახსოვთ, თავიდანვე რომ გვირჩიეთ, ამ საქმეს თავი გაანებეთო? ახ-
ლა ვხვდები, რატომაც გვეუბნებოდით, მაგრამ არ დაგიჯერეთ. და აი, სა-
დამდე მოვედით. რას ვიფიქრებდით, ასე თუ იყო საქმე. ახლა აღარ ვი-
ცით, როგორ მოვიქცეთ, მოვეშვათ თუ არა. თქვენ რას გვირჩევთ?
მის მარპლმა მძიმედ გადააქნია თავი. მოულოდნელობისგან ისიც გა-
ოგნებული იყო.
- არ ვიცი, - ამოილაპარაკა მან, - მართლა არ ვიცი. იქნებ, ჯობდეს,
რომ მოეშვათ. ამდენი ხნის შემდეგ რა უნდა გააწყოთ?! ის მინდა გით-
ხრათ, რომ პრაქტიკულად ვეღარაფერს შეცვლით, რაც უნდა მოხდეს.
- თქვენ გულისხმობთ, რომ ამდენი ხნის შემდეგ, რაც ვიცით, იმაზე
მეტს ვერაფერს გავიგებთ, არა? - ჰკითხა გაილსმა.
- ო, არა, ეგ არ მიფიქრია, - მიუგო მის მარპლმა, - ცხრამეტი წელი
არც ისე დიდი დროა. ჯერ კიდევ იქნებიან მაშინდელი მოწმეები, ალბათ
ემახსოვრებათ ეს ამბავი. თუნდაც მსახურები, სულ მცირე, ორი მსახური
მაინც ეყოლებოდათ. კიდევ - გადია, ალბათ, მებაღეც... მაგრამ ამას დი-
დი ენერგია და დრო სჭირდება, სათითაოდ ყველა უნდა მოძებნო და
გაესაუბრო. სხვათა შორის, დღეს ერთ-ერთი უკვე ვნახე, მზარეული. მაგ-
რამ მარტო ნახვა საქმეს არ შველის. მთავარია, პრაქტიკულად რას მი-
აღწევთ. მე მგონი, ვერაფერს! მაგრამ მაინც.. - მის მარპლი წამით გა-
ჩერდა, - ეს „მაინც“ ჯერჯერობით ძალაში რჩება... თავს უფლებას ვერ
მივცემ კონკრეტული აზრი გამოვთქვა, თუმცა ვგრძნობ, ბოლოს ისეთი
რამ გაირკვევა, რისთვისაც არ ღირს, უფრო სწორად, საჭირო არ არის
რისკის გაწევა. წინდაწინ ძნელია ამაზე ლაპარაკი...
- ჩემი აზრით, - დაიწყო გაილსმა და გაჩუმდა.
მის მარპლი მომლოდინე თვალებით მიაჩერდა.
- მამაკაცებს, რა თქმა უნდა, განჭვრეტის მეტი უნარი შეგწევთ. დარ-
წმუნებული ვარ, თქვენ რაღაც კონკრეტულ დასკვნამდე მიხვედით, -
წააქეზა მის მარპლმა.
- ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობ, - მიუგო გაილსმა. - თუ არ
ვცდები, ორი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია. პირველი: როგორც მოგახ-
სენეთ, ელენ ჰოლიდეი მკვდარი არ იყო, როცა ის გვენდამ ნახა ჰოლში
იატაკზე გაშხლართული. მალე იგი გონს მოვიდა და თავის შეყვარებულს
გაჰყვა. ეს ჩვენთვის უკვე ცნობილ ფაქტებსაც ემთხვევა, აგრეთვე ადას-
ტურებს კელვინ ჰოლიდეის თავდაჯერებას - რომ მან მოკლა ცოლი. მა-
შასადამე, სახლიდან ტანსაცმლიანი ჩემოდნის გაქრობა და ექიმ კენედის
მიერ საქაღალდეში ნაპოვნი ბარათი ეჭვს აღარ იწვევს. მეორე მხრივ,
ბევრი რამ გაუგებარი რჩება. რატომ იყო კელვინ ჰოლიდეი დარწმუნებუ-
ლი, რომ ცოლი საძინებელ ოთახში დაახრჩო? იბადება კიდევ ერთი სა-
დავო კითხვა - ამჟამად სად არის ელენ ჰოლიდეი? ჩემი აზრით, ყოველ-
გვარ ლოგიკას მოკლებულია ის ფაქტი, რომ იმ ორი ბარათის შემდეგ,
ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი სმენია მის შესახებ. ისიც საკით-
ხავია, ნამდვილად მისი დაწერილი იყო ეს ბარათები? ამის შემდეგ რაღა
მოხდა? რატომ აღარ მოიწერა? როგორც გადმოგვცეს, მათ კარგი დაძ-
მობა ჰქონიათ. ვთქვათ, ექიმ კენედის არ მოსწონდა დის საქციელი, ეს
იმას არ ნიშნავს, რომ მისი ამბავიც არ აინტერესებდეს. მე თუ მკითხავთ,
ექიმ კენედის დღესაც აწუხებს ეს ამბავი. ვთქვათ, იმხანად სჯეროდა,
რომ მისი და სხვას გაჰყვა და ამის გამო კელვინი ჭკუიდან შეიშალა, იმას
ხომ აღარ მოელოდა, რომ ელენი მას სამუდამოდ დაივიწყებდა?! ამაზე
რაღას იტყვით? გადის დრო, ელენისგან არაფერი ისმის, კელვინ ჰოლი-
დეი ამტკიცებს, რომ ელენი მან მოკლა. ბოლოს თვითონაც თავს იკ-
ლავს. ყოველივე ამის შემდეგ ექიმი კენედი ცოტათი ხომ უნდა დაეჭვებუ-
ლიყო? მაშასადამე, ვიფიქროთ, რომ კელვინი მართალს აღიარებდა,
ნამდვილად მან მოკლა ელენი? თუ არადა, სადმე უცხოეთშიც რომ მომ-
კვდარიყო, ამ ხნის განმავლობაში ეს ამბავი ექიმ კენედის ყურამდეც მო-
აღწევდა. ამას ექიმ კენედის პუნქტუალობაც მოწმობს; როგორც კი
წაიკითხა ჩვენი განცხადება, მაშინვე გამოგვეხმაურა. ცხადია, დაინტერეს-
და, იქნებ, ელენის შესახებ რამე იციანო. მაინც, ადამიანის ასე უგზო-
უკვლოდ დაკარგვა პირდაპირ დაუჯერებელია. ეს კი თავისთავად ეჭვს
ბადებს.
- გეთანხმებით, - თქვა მის მარპლმა, - მაგრამ რა ალტერნატივა შე-
გიძლიათ ამას დაუპირისპიროთ, მისტერ რიდ?
- უკვე ალტერნატივაც გააზრებული მაქვს. გამოგიტყდებით, ფანტასტი-
კური რამ გამოდის, უფრო მეტიც - შემაძრწუნებელი, ვინაიდან იგი გამო-
ხატავს ერთგვარ, ასე ვთქვათ, ღვარძლიანობას.
- კი, - ჩაურთო გვენდამ, - ნამდვილი ღვარძლია. ჩემი აზრით, მთლად
ნორმალური საქციელი არ უნდა იყოს... - უცებ ააკანკალა.
- ცხადია, - მიუგო მის მარპლმა, - ჩვენ ირგვლივ ბევრი ისეთი რამ
ხდება, ადამიანს წარმოდგენაც გაუძნელდება. მეც შემხვედრია ცხოვრე-
ბაში ასეთი...
მის მარპლი ჩაფიქრდა.
- შეუძლებელია, - განაგრძო გაილსმა, - მოდით, საღად განვსაჯოთ.
მე მოგახსენებთ ფანტასტიკურ ჰიპოთეზაზე, კელვინ ჰოლიდეის არ მოუკ-
ლავს ცოლი, მაგრამ სჯერა, რომ მოკლა. ექიმი პენროუზიც ამავე აზრი-
საა. მე ვფიქრობ, ის უაღრესად პატიოსანი ადამიანია. ექიმ პენროუზის
პირველი შთაბეჭდილებით მის წინ ნამდვილი მკვლელი იდგა, რომე-
ლიც მოითხოვდა, პოლიციისთვის ეცნობებინათ მის მიერ ჩადენილი
მკვლელობის შესახებ. ექიმ კენედის რომ ასე კატეგორიულად არ უარე-
ყო ეს ამბავი, პენროუზი ბოლომდე ამ აზრზე იქნებოდა. ამის შემდეგ
ექიმ პენროუზს ძალაუნებურად უნდა ეფიქრა, რომ კელვინ ჰოლიდეი
რაღაც მანიით იყო შეპყრობილი, მაგრამ ეს დიაგნოზი მან ვერ დასვა.
რა თქმა უნდა, პენროუზს დიდი გამოცდილება ჰქონდა დიაგნოსტიკაში,
მაგრამ ჰოლიდეის ვერც ერთი საამისო სიმპტომი ვერ აღმოუჩინა. შემ-
დეგ, როცა კარგად გაიცნო ჰოლიდეი, სავსებით დარწმუნდა, რომ ის იმ
ტიპის ადამიანებს განეკუთვნებოდა, რომლებიც უკიდურესი აღგზნების
ანდა აფექტის დროსაც ვერ მოკლავენ ცოლს. ასე რომ, პენროუზმა აკ-
ვიატებული მანიის თეორია მცდარად მიიჩნია. ეს უკვე იმაზე მიგვანიშ-
ნებს, რომ დაგვრჩა ერთადერთი მისაღები თეორია - კელვინ ჰოლიდეი
ვიღაცამ აიძულა ეფიქრა, რომ ელენი მან მოკლა. სხვა სიტყვებით რომ
ვთქვათ, ჩვენ ისევ იმ უცნობ ფაქტორს, ვინმე X-ს ვუბრუნდებით. თუ თი-
თოეულ ფაქტს ხელმეორედ გულდასმით გადავსინჯავთ, ამ ჰიპოთეზას
სავსებით დასაშვებად მივიჩნევთ... ჰოლიდეის ჩვენებით, იგი საღამოს
შინ მივიდა, შევიდა სასადილო ოთახში და ჩვეულებისამებრ გადაკრა.
მერე მეორე ოთახში გავიდა და საწერ მაგიდაზე ბარათი ნახა. ამის შემ-
დეგ მეხსიერება დაკარგა. - გაილსი გაჩუმდა, მაგრამ მის მარპლმა ანიშ-
ნა განაგრძეო. - იქნებ, არც დაუკარგავს მეხსიერება, უბრალოდ, გა-
მოითიშა სასმელში შერეული ნარკოტიკის გამო. ამის შემდეგ ყველაფე-
რი ნათელი ხდება, X-მა ჰოლში ელენი დაახრჩო, მერე საძინებელ
ოთახში გაიტანა გვამი და საწოლზე ისე დადო, თითქოს იქვე მოუკლავ-
თო. ამასობაში X-ს საშუალება ეძლევა ტანსაცმელი ჩემოდანში ჩააწყოს
და გვამთან ერთად სადღაც გადამალოს. მაგრამ ერთი რამ მაინც
მაოცებს - სად უნდა წაეღო გვამი?! - ბრაზიანად თქვა გაილსმა, - ეს მარ-
თლა ვერ გამიგია.
- მაკვირვებთ, მისტერ რიდ, - შენიშნა მის მარპლმა, - მე მგონი, ეგ არ
არის დიდი პრობლემა. გთხოვთ, განაგრძოთ.
- „ვინ იყვნენ მისი ცხოვრების მამაკაცები?“ - გამოთქმით დაიწყო გა-
ილსმა. - ეს ფრაზა მატარებლით რომ ვბრუნდებოდი შინ, მაშინ ამოვი-
კითხე გაზეთში. ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან, როგორც ამბობენ,
სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ხომ ასეა? თუკი ვინმე X-ის
არსებობას დავუშვებთ, მაშინ ისიც უნდა ვირწმუნოთ, რომ იმ X-ს გაგიჟე-
ბით უყვარდა ელენი.
- მაშასადამე, მამაჩემი სძულდა, - წამოიძახა გვენდამ, - და მოახერხა,
რომ სატანჯველში ჩაეგდო იგი.
- სწორედ ამაშია საქმე, - დაუდასტურა გაილსმა. - ჩვენთვის ნათელია,
რა ბუნების ქალი იყო ელენი... - გაილსი შეყოვნდა.
- კაცებზე გაგიჟებული, - სიტყვა შეაშველა გვენდამ.
მის მარპლი წამოიწია, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი
შეიკავა.
- ისიც ვიცით, რომ ლამაზი ქალი იყო, - განაგრძო გაილსმა, - მაგრამ
ვინ იყვნენ მისი ცხოვრების მამაკაცები ქმრის გარდა, ჩვენთვის უცნობია.
შესაძლოა, მარტო ერთი და ორი არ ყოფილა...
მის მარპლმა თავი გააქნია.
- არა მგონია, ის სულ ახალგაზრდა იყო. თქვენ ერთი რამ გეშლებათ,
მისტერ რიდ. როდესაც გაინტერესებთ მისი ცხოვრების მამაკაცები, დაიწ-
ყეთ იქიდან, პირველად ვისი ცოლიც უნდა გამხდარიყო.
- ჰო, მართლა, რა გვარი იყო ის ახალგაზრდა ვექილი?
- ვალტერ ფეინი, - მიუგო მის მარპლმა.
- ეგ არ ითვლება. ის ხომ მალაიში თუ ინდოეთში გაემგზავრა?!
- კი, მაგრამ, თურმე, ჩაის პლანტატორობა გადაუფიქრებია და უკან
დაბრუნებულა, - აუხსნა მის მარპლმა. - ამჟამად ვექილთა ფირმის მმარ-
თველია.
- ვინ იცის, იქნებ, ელენს გამოჰყვა აქ? - წამოიძახა გვენდამ.
- შეიძლება, ასეც იყო, ვერ დავიჩემებ.
გაილსი ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა მის მარპლს.
- თქვენ საიდან იცით ეს ყველაფერი? - ჰკითხა მან.
მის მარპლმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.
- ზოგ-ზოგს უკვე გავესაუბრე აქა-იქ; მაღაზიებში, ავტობუსის გაჩერე-
ბებზე... მოგეხსენებათ, მოხუცები რაოდენ ცნობისმოყვარენი არიან. დი-
ახ, კაცი თუ მოინდომებს, ბევრ ძველსა და ახალ ამბავს გაიგებს.
- ვალტერ ფეინი, - გაიმეორა გვენდამ და ჩაფიქრდა. - როცა ელენმა
ცოლობაზე უარი უთხრა, ალბათ, დიდი ტკივილი მიაყენა. ნეტავ, ცოლი
თუ შეირთო მერე?
- არა, - მიუგო მისს მარპლმა, - იგი ახლაც დედასთან ცხოვრობს, შა-
ბათს მათთან ჩაიზე ვარ დაპატიჟებული.
- მოიცათ, ჩვენ კიდევ ერთიც ვიცით, - მოაგონდა გვენდას. - გახსოვთ,
გაილს, ექიმ კენედისთან რომ ვიყავით, გვითხრა, ვიღაც შეუფერებელ
ყმაწვილს გადაეყარაო. კარგად აღარ მახსოვს, სკოლა რომ დაამთავ-
რა, იმ ვაჟთან მეგობრობდა თუ დანიშნული იყოო... საინტერესოა, რა-
ტომ იყო შეუფერებელი?..
- ეს უკვე ორი მამაკაცი, - თქვა გაილსმა. - შეიძლება, ერთსაც და
მეორესაც რამე ნაკლი ან ცუდი მიზანი ჰქონდა... შეიძლება, ის პირველი
ყმაწვილი მთლად დალაგებული არ იყო...
- ეგ ყველაზე კარგად ექიმ კენედის ეცოდინება, მაგრამ ამის კითხვა
უხერხულია, - ჩაილაპარაკა გვენდამ. - ვთქვათ, ჩემი დედინაცვლის
მდგომარეობა ძალიან მაინტერესებს. აქ რა შუაშია მისი ქალიშვილობის
დროინდელი გატაცებები? ამაზე რა ვუპასუხო?! თითქმის უცნობი დედი-
ნაცვლის საქმეებში ასეთი კირკიტი, ცოტა არ იყოს, უხერხულია.
- ამის გაგება სხვა გზითაც შეიძლება, - თქვა მის მარპლმა. - მხო-
ლოდ, დრო და მოთმინებაა საჭირო. თუ საზრიანად ვიმოქმედებთ, ბევრ
საინტერესო ინფორმაციას შევაგროვებთ.
- ყოველ შემთხვევაში, ორი ობიექტი უკვე გვყავს, - მიუგო გაილსმა.
- ჩემი აზრით, დასაშვებია მესამეც, - განაცხადა მის მარპლმა, - მაგ-
რამ, რა თქმა უნდა, ეს წმინდა ჰიპოთეზაა. თუმცა, საქმეს თუ მივყვებით,
სავსებით გამართლებულია.
გვენდა და გაილსი გაოცებულნი მისჩერებოდნენ.
- ვიმეორებ, ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, - განაგრძო მის მარპლმა და წა-
მოწითლდა, - ელენ ჰოლიდეი მიდის ინდოეთში, ცოლად უნდა გაჰყვეს
ახალგაზრდა ფეინს. როგორც ვიცით, იგი არ იყო ფეინზე შეყვარებული,
მაგრამ უთუოდ კარგად იქნებოდა განწყობილი, ალბათ მოსწონდა და
ამან გადააწყვეტინა მისი ცოლობა. მიუხედავად ამისა, ინდოეთში ჩას-
ვლისთანავე იცვლის გადაწყვეტილებას. ატყობინებს თავის ძმას, რომ
გზის ფული გაუგზავნოს უკან დასაბრუნებლად. რატომ?
- უბრალოდ, გადაიფიქრა, - მიუგო გაილსმა.
- ცხადია, რომ გადაიფიქრა, - დაურთო გვენდამ, - მაგრამ მის
მარპლს მიზეზი აინტერესებს.
- გოგონებს ასეთი რამ სჩვევიათ, - შეყოვნებით თქვა გაილსმა.
- გააჩნია, რა შემთხვევაში, - ისე დაბეჯითებით წარმოთქვა მის მარ-
პლმა, თითქოს წყალი არ გაუვაო.
- ვინ იცის, რა გადახდა... - ისევ წამოიწყო გაილსმა, მაგრამ გვენდამ
არ აცალა.
- ვინმე მამაკაცი იქნებოდა მიზეზი, - გვენდამ და მის მარპლმა შეთქმუ-
ლებივით შეხედეს ერთმანეთს, - იქვე, გემზე, როცა ინდოეთისკენ მიემ-
გზავრებოდა.
- ეგ სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს! - კვერი დაუკრა მის მარ-
პლმა.
- მთვარიანი ღამე... მყუდრო გემბანი... და ასე შემდეგ... თან უბრალო
ფლირტი კი არ იქნებოდა, უფრო ღრმად შეტოპავდნენ.
- ალბათ, ალბათ, - თქვა მის მარპლმა, - მეც ასე მგონია.
- თუ ასეა, რატომ ცოლად არ გაჰყვა იმ კაცს? - იკითხა გაილსმა.
- იქნებ, იმას არ უყვარდა ელენი, - გაუბედავად დაიწყო გვენდამ. მერე
თავი გააქნია. - ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ვალტერ ფეინს მაინც მის-
თხოვდებოდა. თუმცა რა სისულელეს ვროშავ, ის კაცი, ალბათ, ცო-
ლიანი იყო! - გამარჯვებული ტონით თქვა გვენდამ და მის მარპლს გადა-
ხედა.
- სწორია, - დაეთანხმა მის მარპლი, - მეც ასე განვსაჯე. მათ თავდა-
ვიწყებამდე შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ის ცოლშვილიანი იყო,
ამასთან ერთად კეთილსინდისიერიც, ამიტომ ყველაფერი იქვე დამთავ-
რდა.
- ცხადია, ამის შემდეგ ის ვეღარ გახდებოდა ვალტერ ფეინის ცოლი, -
ჩაურთო გვენდამ. - ჰოდა, ძმას შეატყობინა და უკანვე დაბრუნდა. ყველა-
ფერი ცხადზე ცხადია. აქეთობისას, გემზე მამაჩემს შეხვდა... - დამაჯე-
რებლად ჰყვებოდა გვენდა, - სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ, ის გა-
ტაცებული მაინც იყო, რაღაცით მოხიბლა მამაჩემმა... თან მეც ვახლდი.
ერთიცა და მეორეც გაუბედურებული იყო. ერთმანეთი ანუგეშეს. მამამ
დედაჩემის უბედურება უამბო, ელენიც თავის გაცრუებულ ბედზე მოუყვა...
უეჭველად ასე იქნებოდა, - გვენდამ დღიური გადაფურცლა და მოიშვე-
ლია: - „ვიღაც ჰყავდა... ვიცი, რომ ჰყავდა. ეს თვითონ მითხრა, გემზე...
იყო ვიღაც კაცი, რომელიც უყვარდა, მაგრამ ცოლად ვერ გაჰყვა...“ კი,
ნამდვილად ასეა. ელენი და მამაჩემი ერთ ბედქვეშ იყვნენ. მეც იქ ვიყა-
ვი, პაწაწინა, ობოლი ბავშვი, რომელსაც მოვლა სჭირდებოდა. ელენს
ეგონა, რომ მამაჩემს დარდს შეუმსუბუქებდა. იქნებ, თავის ბედნიერება-
ზეც ფიქრობდა... - გვენდა გაბრწყინებული თვალებით მიაჩერდა მის
მარპლს და დაჯერებულად ჰკითხა: - ხომ ასეა?
გაილსი შეიშმუშნა.
- გვენდა, შენ რაღაცას თხზავ და გგონია, მართლა ასეა.
- დიახაც ასეა. ასე იქნებოდა. ეს კი მიგვანიშნებს მესამე პიროვნებაზე,
ვინმე X-ზე.
- ვის გულისხმობ?
- ცოლიან კაცს, მაგრამ ვინ არის ან როგორია, ეგ არ ვიცით. იქნებ,
უხეირო პიროვნება იყო. არანორმალური. შეიძლება, აქ ჩამოჰყვა
ელენს...
- შენი ვერ გამიგია, წეღან თქვი ინდოეთში მიდიოდნენო?..
- მერე რა, ხომ შეიძლება, კაცი ინდოეთში გაემგზავროს და მერე უკან
დაბრუნდეს. ვალტერ ფეინიც ასე დაბრუნდა ერთი წლის შემდეგ. მე არ
ვამბობ, დანამდვილებით ჩამოვიდა-მეთქი, უბრალოდ, ვიფიქრე ასეთი
რამ. შენ ხომ გაინტერესებს მისი ცხოვრების მამაკაცები? სამი მათგანი
უკვე სახეზეა: ვალტერ ფეინი, ვიღაც ყმაწვილი, რომლის სახელი და
გვარი უცნობია, და ცოლიანი კაცი.
- რომლის არსებობაც ჯერჯერობით დასადგენია, არა? - წაიქილიკა
გაილსმა.
- რა მოხდა, ამასაც გავიგებთ, - მიუგო გვენდამ, - ასე არ არის, მის
მარპლ?
- როგორ არა, მოთმინებითა ჩვენითა, დროთა განმავლობაში კიდევ
ბევრ რამეს გავიგებთ, - დაუდასტურა მის მარპლმა. - ახლა მომისმინეთ
და გიამბობთ, რაც დღეს გავიგე. ქსოვილების მაღაზიაში შინაურულად
გამოველაპარაკე ერთ ხანდაზმულ მანდილოსანს. მან მითხრა, ედიტ პა-
გეტი, რომელიც იმ ხანებში „სანტ კატერინაში“ მზარეულად მუშაობდა,
თურმე ახლაც დილმაუტში ცხოვრობს. მისი და აქაური კონდიტერის ცო-
ლი ყოფილა. ჩემი აზრით, გვენდა, თუ თქვენ მოინახულებთ ედიტ პა-
გეტს, ბევრ ყურადსაღებ ამბავს გაიგებთ.
- დიდებული აზრია, - წამოიძახა გვენდამ. - მე სხვა რამეც მომაფიქ-
რდა. ახალი ანდერძი უნდა დავწერო. დაეჭვებული ნუ მიყურებ, გაილს,
იმ ფულს ისევ შენ გიანდერძებ, მაგრამ ამ საქმისათვის ვალტერ ფეინს
მივმართავ.
- დიდი სიფრთხილეა საჭირო, გვენდა, - დაარიგა მის მარპლმა.
- ანდერძის გაფორმება უმტკივნეულო ამბავია. ჩემი ჩანაფიქრისთვის
კი, მგონი, საუკეთესო სვლა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მისი ნახვა მწა-
დია. მივხვდები, ვინ არის, რას წარმოადგენს, და თუ შესაძლებლობა მო-
მეცა... - აღარ დაამთავრა გვენდამ.
- იცით, მე რა მიკვირს? - თქვა გაილსმა, - რატომ ექიმ კენედის გარდა
არავინ გამოეხმაურა ჩვენს განცხადებას? თუნდაც იგივე ედიტ პაგეტი?!
მის მარპლმა თავი გადააქნია.
- ასეთ საქმეში აქაური ხალხი არ აჩქარდება, - თქვა მან. - ძალიან
ფრთხილობენ, ჯერ კარგად მოისაზრებენ და მერე მოქმედებენ...
XII - ლილი კიმბლი

სამზარეულო მაგიდაზე ლილი კიმბლს ძველი გაზეთები გაეშალა და


ზედ გაფცქვნილ კარტოფილს აშრობდა, ნაწილ-ნაწილ ტაფაზე აწყობდა
და კარტოფილი შიშხინით იბრაწებოდა.
ლილი კიმბლი მაგიდას დაყრდნობოდა, გაზეთს აზრმიუტანლად დაშ-
ტერებოდა და რაღაც პოპულარულ სიმღერას ღიღინებდა. უცებ ღიღინი
შეწყვიტა და ქმარს გასძახა:
- ჯიმ, ჯიმ, ერთი წუთით მისმინე, რა!
ხანში შესული, სიტყვაძვირი ჯიმ კიმბლი ხელებს იბანდა. ის მუდამ ერ-
თი და იგივე, ამოჩემებული შორისდებულით პასუხობდა ცოლს.
- ჰეჰე?
- ნახე, გაზეთში რაღაც განცხადებაა: „ყველას ვთხოვთ, ვინც რამე
იცის ელენ სპენლოვ ჰოლიდეის (ქალიშვილობისას კენედის) შესახებ,
დაუკავშირდეს ბატონ რიდსა და ჰარდის, საუთემპტონის ქუჩაზე“. ჯიმ,
მგონი, ეს ის ჰოლიდეია, „სანტ კატერინაში“ რომ ვემსახურებოდი. ეგ
სახლი ფაინდსონისგან იყიდეს. ჰო, ცოლ-ქმარი იყო... ქალს ელენი ერ-
ქვა, ექიმ კენედის და იყო. იმ ექიმმა მირჩია, გლანდები ამოიჭერიო, - მი-
სის კიმბლი ერთხანს გაჩუმდა, შემწვარ კარტოფილს ამოურია. ჯიმ კიმ-
ბლი კი ქშინავდა და პირსახოცით იმშრალებდა ხელებს.
- ალბათ, ძველი გაზეთია, - განაგრძო მისის კიმბლმა და გაზეთს და-
ხედა. - აკი ვთქვი, ძველი ყოფილა, ერთი კვირისაა. ნეტა, რაშია საქმე?
მგონი, ფულის სუნი უდის, ჰა? ჯიმ, შენ როგორ ფიქრობ, ჯიმ?
- ჰეჰე! - მიუგო ჯიმ კიმბლმა მიკიბულ-მოკიბული მნიშვნელობით.
- იქნებ, ანდერძის ამბავია? ეშმაკმა დალახვროს, აბა, რაში დასჭირ-
დათ. - ხმამაღლა განაგრძო ფიქრი მისის კიმბლმა, - კარგა ხანი გავიდა
მას მერე...
- ჰეჰე!
- თვრამეტი წელი ხომ იქნება, ჯიმ?.. ნეტავ რაში დასჭირდათ ამის გახ-
სენება? როგორ გგონია, პოლიციამ ხომ არ იყნოსა, ნეტა, ა, ჯიმ?
- რაზე?
- რაზე და, ხომ გითხარი მაშინ, აღარ გახსოვს? - მისის კიმბლმა ხმა-
დაბლა განაგრძო: - სასეირნოდ რომ მივდიოდით, მაშინ არ გითხარი,
კაცო? როგორ არ გითხარი, ვიღაცასთან გაიპარაო, რომ თქვეს. ქმრები
მუდამ ასეთ ხმებს არხევენ, როცა ცოლებს კლავენ. ჰოდა, მე მაშინვე
გითხარი, ნამდვილად მკვლელობა იქნება-მეთქი. ედისაც კი ვუთხარი,
მაგრამ არ დამიჯერა. ფუჰ, იმას შეურცხვეს თავი, ვერაფერს დააჯერებ.
ეგონა, ტანსაცმელიც წაიღო. მართალია, ჩემოდანიც, ჩანთაც და ტანსაც-
მელიც უცებ გაქრა, მაგრამ რომ ეგონათ, ის ტანსაცმელი არა. მაშინვე
ვუთხარი ედის: „დამიჯერე, ედი. იგი პატრონმა მოკლა უთუოდ და სარ-
დაფში დამალა“. სინამდვილეში, სარდაფში არ დაუმალავს თურმე, შვედ-
მა გადიამ, ლაიონმა რაღაც დაინახა ფანჯრიდან. იმ საღამოს კინოში
ერთად ვიყავით მე და ლაიონი. იგი არ აპირებდა წამოსვლას; მითხრა,
ბავშვს მარტო ვერ დავტოვებო. ძლივს დავითანხმე. დავარწმუნე, ნუ გე-
შინია, ბავშვი ღამე არ გაიღვიძებს-მეთქი. ისე, მართლა ოქრო ბავშვი
იყო, დაწვენისთანავე იძინებდა, ნამდვილი ანგელოზი იყო ის ბაჭია. შე-
ვუჩნდი, ვერავინ გაიგებს შენს წასვლას, საღამოობით ქალბატონიც არ
ადის საბავშვო ოთახში-მეთქი. ბოლოს, როგორც იქნა, დავიყოლიე. შინ
რომ დავბრუნდით, ერთი ალიაქოთი დაგვხვდა. ექიმიც მოსულიყო. თურ-
მე პატრონი ცუდად გამხდარა, უკვე პატარა ოთახში იწვა და ეძინა. ექიმი
თავს დასტრიალებდა, იქაურობას არ შორდებოდა. მე რომ დამინახა,
ტანსაცმლის თაობაზე მკითხა. რა ვიცოდი, მეგონა, ყველაფერი წესრიგ-
ში იყო. ვიფიქრე, ალბათ, იმ ცოლიან ყმაწვილთან თუ გაიპარა, ასე რომ
იყო გატაცებული-მეთქი. ედიმ კიდევაც მითხრა, ღმერთმა დაგვიფაროს,
არაფერში გაგვრიონო; განქორწინებამდე თუ მივიდა საქმე, მოწმეებად
ჩვენ არ დაგვასახელონო. რა გვარი იყო ის კაცი? დალახვროს ეშმაკმა,
ვერ გავიხსენე. „მე“-ზე თუ „რ“-ზე იწყებოდა. რა ჭირმა დამავიწყა.
მისტერ კიმბლს აინუნშიაც არ მოსდიოდა ცოლის მჭევრმეტყველება.
იგი მაგიდასთან მოკალათდა და ცოლს ვახშამი მოჰკითხა.
- ახლავე, ამწუთას გავაშრობ კარტოფილს... დაიცა, ამ გაზეთს მაინც
შევინახავ, სხვას დავაფენ. მე მგონი, პოლიციის ხელი არ უნდა ერიოს,
კარგა ხანია გასული. შეიძლება სულაც ვექილების ინტერესია ანდერძის
გამო. იქნებ, ფულიც კი გამოდნეს... თუმცა ამის თაობაზე არაფერი წე-
რია. ვინ იცის, იქნებ, მერე გამოვიდეს რამე... ნეტა მაცოდინა, ვის შეიძ-
ლება ვკითხო?! აქ კი წერია ამა და ამ მისამართზე მოგვწერეთო, მაგრამ
ნურას უკაცრავად, მე არ გავბრიყვდე... ვიღაცებს ლონდონში არ მივწე-
რო... შენ რას იტყვი, ჯიმ?
- ჰეჰე, - დაიძახა მისტერ კიმბლმა ისე, რომ შემწვარი კარტოფილისა
და თევზისთვის თვალი არ მოუშორებია.
დისკუსია შეწყდა.
XIII - ვალტერ ფეინი

გვენდა წითელი ხის დიდ საწერ მაგიდასთან იჯდა და მისტერ ფეინს


შესცქეროდა.
ვალტერ ფეინი დაახლოებით ორმოცდაათი წლისა იქნებოდა. მის
მშვიდსა და ოდნავ დაღლილ სახეს რაღაც გაურკვეველი გამომეტყვე-
ლება ჰქონდა.
„ეგ ისეთი ტიპია, - ფიქრობდა გვენდა, - ქუჩაში ბევრჯერაც რომ შეგ-
ხვდეს, არ დაგამახსოვრდება... გარეგნობაში არავითარი ინდივიდუალო-
ბა არ გააჩნია. ხმა კი სასიამოვნო აქვს. დინჯად და გონივრულად ლაპა-
რაკობს. ერთობ სერიოზული ვექილი ჩანს“.
გვენდამ ფირმის მმართველის კაბინეტს თვალი მოავლო და მაშინვე
შენიშნა, რომ ოთახი პატრონს ზედმიწევნით შეეფერებოდა. აქ იდგა მოძ-
ველებული, მაგრამ კარგი ვიქტორიანული მასალისაგან დამზადებული
ძველმოდური ავეჯი. კედლის გასწვრივ ერთმანეთზე იყო შეწყობილი
ოქმებით გამოტენილი ყუთები, ზედ საგრაფოების რესპექტაბელური
წარწერები ჩანდა: სერ ჯონ ვავასორ ტრენჩი, ლედი ჯესაპი, განსვენებუ-
ლი არტურ ფოკს ესკვაირი და სხვა.
დიდი ასაწევი ფანჯარა, რომლის რაფაც ჭუჭყს დაეფარა, უკანა ეზოს
გადაჰყურებდა, რომელსაც ერთ-ერთი მხრიდან მეჩვიდმეტე საუკუნის
რუხკედლებიანი სახლი ემიჯნებოდა. აქ ვერ შენიშნავდით რაიმე თანა-
მედროვეს, მიმზიდველსა და შნოიანს, მაგრამ არც ვულგარული რამ
მოგხვდებოდათ თვალში. კაბინეტი მეტისმეტად ქაოსური ჩანდა - უწეს-
რიგოდ შეყრილი ყუთები, საკანონმდებლო წიგნებით გაჭედილი თა-
როები და დაულაგებელი მაგიდა. მაგრამ უმალ იგრძნობოდა, რომ კა-
ბინეტი ეკუთვნოდა კაცს, რომელიც წამში, თვალდახუჭული იპოვიდა სა-
ჭირო საგანს.
ვალტერ ფეინმა დაამთავრა წერა და გაღიმებული მიუბრუნდა გვენ-
დას.
- ჩემი აზრით, ყველაფერი რიგზეა, მისის რიდ, - უთხრა მან. - მარტივ-
ზე მარტივი ანდერძია. ხელის მოსაწერად როდის მობრძანდებით?
- როცა დამიბარებთ, - მიუგო გვენდამ და დასძინა, - მაინცდამაინც არ
მეჩქარება. ჩვენ უკვე სახლი შევიძინეთ აქ, „ჰილსაიდი“.
- დიახ, დიახ. აკი მითხარით მისამართი... - მიუგო ვალტერ ფეინმა და
წიგნაკში ჩაიხედა. „ჰილსაიდის“ ხსენებაზე ოდნავ არ შეცვლია ნირი.
- იცით, რა საუცხოო სახლია? - დაიწყო ისევ გვენდამ, - ძალიან მოგ-
ვწონს.
- მართლა? - გაეღიმა ვალტერ ფეინს. - ზღვის პირას არის?
- არა, - მიუგო გვენდამ. - ამ სახლს სახელი აქვს შეცვლილი, უწინ
„სანტ კატერინა“ რქმევია.
მისტერ ფეინმა სათვალე მოიხსნა და აბრეშუმის ცხვირსახოცით დაიწ-
ყო წმენდა, თან საწერ მაგიდას დასცქეროდა.
- ვიცი, როგორ არა, - თქვა მან, - ლიჰემპტონის გზაზეა, ხომ?
მისტერ ფეინმა თავი ასწია, „უსათვალოდ რა სხვანაირია“, - გაიფიქრა
გვენდამ. მართლაც, ფეინის მონაცრისფრო თვალები თითქოს უმწეოდ
გამოიყურებოდნენ ფოკუსის მიღმა. „ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თით-
ქოს არც არის აქ“, - ისევ გაიფიქრა გვენდამ.
ვალტერ ფეინმა სათვალე გაიკეთა და ოფიციალური ტონით მიმართა
გვენდას:
- როგორც ვატყობ, ეს ანდერძი გათხოვებასთან დაკავშირებით შეად-
გინეთ, არა?
- დიახ, უნდა გითხრათ, რომ ზოგიერთი რამ ანდერძით ჩემს ნათესა-
ვებსაც დავუტოვე ახალ ზელანდიაში. ისინი ამჟამად ცოცხლები აღარ
არიან. ამიტომ გადავწყვიტე ახალი ანდერძის დაწერა. თანაც, უკვე აქ
გადმოვედით საცხოვრებლად.
ვალტერ ფეინმა კმაყოფილებით დააქნია თავი.
- სავსებით სწორია. მაშ ასე, მგონი, ყველაფერი ნათელია, მისის რიდ.
თუ შეძლებთ, ზეგ გამოიარეთ, თერთმეტ საათზე.
- კარგით, გმადლობთ.
გვენდა წამოდგა. ვალტერ ფეინიც ადგა და სკამი უკან მისწია.
- მე... მე საგანგებოდ თქვენ მოგმართეთ. თუ არ ვცდები, თქვენ ერთ
დროს დედაჩემს იცნობდით, - სხაპასხუპით და მღელვარებით მიაყარა
გვენდამ, რაც წინდაწინ ჰქონდა გათამაშებული.
- ნუთუ? - მისტერ ფეინმა ოფიციალური ტონი ოდნავ შეარბილა, - რა
გვარი იყო დედათქვენი?
- ჰოლიდეი. მეგან ჰოლიდეი. მე მგონი... ასე გადმომცეს... რომ თქვენ
მასზე დანიშნული ყოფილხართ.
კედლის საათი წიკწიკით ითვლიდა წამებს - ერთი, ორი, ერთი, ორი...
გვენდამ იგრძნო, როგორ ბაგაბუგით უცემდა გული. ვალტერ ფეინს კი
ნირიც არ შეცვლია. გვენდა მისჩერებოდა მას და ეჩვენებოდა, თითქოს
მძიმე ფარდებჩამოშვებულ ოთახში იდგა; ოთახში, სადაც მკვდარი ასვე-
ნია („რა იდიოტური აზრები მოგდის, გვენდა!“).
ვალტერ ფეინმა იმავე მშვიდი ხმით წარმოთქვა:
- არა, მე არ ვიცნობდი დედათქვენს, მისის რიდ. მაგრამ რამდენიმე
წლის წინ, სულ ცოტა ხნით, ელენ კენედიზე კი ვიყავი დანიშნული. შემ-
დეგ ის მაიორ ჰოლიდეიზე გათხოვდა.
- ო, რა სულელი ვარ, უცებ ყველაფერი ამერია. ელენი ჩემი დედინაც-
ვალი იყო. მამაჩემი მეორე ცოლს რომ გაეყარა, მაშინ ძალიან პატარა
ვიყავი. კარგად არც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, რომ თქვენ ინდოეთში
მისის ჰოლიდეიზე დაინიშნეთ. აქედან დავასკვენი, რომ ეს დედაჩემი
იყო. ისიც გამიგონია, რომ მამაჩემი ელენს ინდოეთში შეხვდა.
- ელენ ჰოლიდეი ინდოეთში ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, ცოლად უნ-
და მეთხოვა, - აუხსნა ვალტერ ფეინმა, - შემდეგ გადაიფიქრა. როცა ინ-
გლისში ბრუნდებოდა, გემზე მამათქვენს შეხვდა. - ფეინმა უემოციოდ ჩა-
მოთვალა ეს ფაქტები.
გვენდას ისევ წარმოუდგა თვალწინ მძიმეფარდებიანი, სულისშემხუთ-
ველი სახლი.
- მაპატიეთ, მისის რიდ, - განაგრძო ფეინმა, - მგონი, თქვენთვის
უსიამოვნო თემას შევეხე.
ვალტერ ფეინმა სანდომიანად გაიღიმა. ფარდები აიწია...
- იმის მერე თვრამეტი თუ ოცი წელი გავიდა, მისის რიდ. ასე რომ, ჭა-
ბუკობისდროინდელ შფოთვებსა და ვნებებს უკვე მნიშვნელობა აღარ
აქვს... მაშასადამე, თქვენ მაიორ ჰოლიდეის ქალიშვილი ყოფილხართ.
ალბათ, იცით, რომ მამათქვენი და ელენი ერთხანს აქ ცხოვრობდნენ,
დილმაუტში...
- ვიცი, როგორ არა, - მიუგო გვენდამ. - ფაქტობრივად, ჩვენ ამის გა-
მო ჩამოვედით აქ. რასაკვირველია, კარგად არ მახსოვს აქაურობა, მაგ-
რამ ინგლისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, პირველ ყოვლისა, დილ-
მაუტში ჩამოვედი, დავათვალიერე და ისე მომეწონა, არსად წასვლა
აღარ მინდოდა. ჩვენს ბედად, სწორედ იმ სახლში მოვხვდით, სადაც
ჩემს მშობლებს უცხოვრიათ.
- მახსოვს ეგ სახლი, - ღიმილით თქვა ვალტერ ფეინმა. - თქვენ კი არ
გემახსოვრებით, მისის რიდ, მაგრამ მე ბევრჯერ გამიტყეპიხართ...
გვენდას გაეცინა.
- მართლა? მაშ, ძველი მეგობრებიც ვყოფილვართ, არა? რასაკვირ-
ველია, არ მახსოვხართ. მაშინ, ალბათ, ორი-სამი წლის ვიქნებოდი...
თქვენ ინდოეთიდან შვებულებით იყავით ჩამოსული თუ რამე საქმის გა-
მო?
- არა, ინდოეთი სამუდამოდ დავტოვე. იქ ჩაის პლანტაციების გაშენე-
ბას ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევეგუე იქაურობას. ბოლოს ვამჯობინე, მა-
მაჩემის პროფესიას გავყოლოდი. ერთი სიტყვით, სოფლის პროზაული
ვექილობა ვარჩიე. ყველა სავალდებულო გამოცდა ადრევე მქონდა ჩა-
ბარებული. როგორც კი ჩამოვედი, პირდაპირ ფირმის გაერთიანებაში
დავიწყე მოღვაწეობა, - ფეინი წამით დადუმდა, - იმ დღიდან მოყოლებუ-
ლი სულ აქ ვარ...
ვალტერ ფეინი ისევ გაჩუმდა და მერე ხმამაღლა გაიმეორა:
- დიახ, იმ დღიდან... მაგრამ თვრამეტი წელი არც ისე დიდი დროა,
რომ ყველაფერი...
მისტერ ფეინმა უცებ გამოსამშვიდობებლად გაუწოდა ხელი გვენდას
და უკვე სხვა ტონით მიმართა:
- რადგანაც ძველი მეგობრები აღმოვჩნდით, უსათუოდ უნდა გაგაც-
ნოთ დედაჩემი. ჩაიზე გვეწვიეთ, მეუღლესთან ერთად. ამ დღეებში დედა
აუცილებლად მოგიპატიჟებთ. მაშ ასე, როგორც მოვილაპარაკეთ, ხუთ-
შაბათს თერთმეტ საათზე გელოდებით.
გვენდა კაბინეტიდან გავიდა და კიბე ჩაირბინა. კიბის კუთხეში ობობას
ქსელი გაება. ქსელის შუაგულში საოცრად უფერული ობობა იჯდა.
„ჩვეულებრივ ობობას არ ჰგავს, - გაიფიქრა გვენდამ, - დიდთავა, ბუზის-
ჭერია რომ მინახავს... ეგ ობობას აჩრდილს უფრო წააგავს, როგორც
ვალტერ ფეინი. კი, როგორც ვალტერ ფეინი“.
გაილსი ცოლს სანაპიროზე შეეგება.
- რაო? - იკითხა მან.
- იმ ხანებში დილმაუტში ყოფილა, - მიუგო გვენდამ. - ისიც კი ახსოვს,
რამდენჯერ გავუტყეპივარ. მერწმუნე, გაილს, არავითარ შემთხვევაში ეგ
არ იქნება მკვლელი. იმ საქმისათვის ზედმიწევნით მშვიდი და კეთილშო-
ბილია. საოცრად კარგი ადამიანი ჩანს. ისე კი რაღაცნაირია. ვერ აგიხ-
სნი; ის ტიპია, რომელსაც ვერ შეამჩნევ. აი, წარმოიდგინე, ვინმე
წვეულებაზე რომ მოვა და მერე მის წასვლას ვერც შეამჩნევ. ვალტერ
ფეინი, ეტყობა, თავიდანვე პატიოსანი და პირდაპირი იქნებოდა, თან დე-
დის მოსიყვარულე და ბევრი სხვა ღირსებით დაჯილდოებული. მიუხედა-
ვად ამისა, ქალისთვის მეტისმეტად მოსაწყენი იქნება. ახლა კი მესმის,
რატომაც არ ინდომა ელენმა მისი ცოლობა. იმნაირი ქმარი საიმედოა,
მაგრამ არც ისე სახარბიელო.
- საწყალი, - თქვა გაილსმა, - ალბათ, როგორ უყვარდა...
- ოჰ, არ ვიცი... არა მგონია. ერთში კი დავრწმუნდი, რომ მკვლელი
ნამდვილად არ არის. ეს წარმოუდგენელია.
- მკვლელის შეცნობაში თავს მაინცდამაინც ნუ გამოიდებ, ჩემო კარ-
გო.
- ესე იგი?..
- არა, უბრალოდ. მშვიდი და უწყინარი ლიზი ბორდონი გამახსენდა,
მსაჯულთა გადაწყვეტილებით მკვლელობის ბრალდება რომ მოუხსნეს.
მერე კიდევ, ასევე მშვიდი ვოლესი - მსაჯულები ცოლის მოკვლას რომ
უმტკიცებდნენ და აპელაციის შედეგად განაჩენი გაუქმდა. კიდევ - ამ-
სტრონგი, ზედმიწევნით კეთილი და თავმდაბალი ახალგაზრდა. ამიტომ,
თავს ნურავისზე გამოიდებ. მკვლელები სულ სხვა კატეგორიის ხალხია.
- მე მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ვალტერ ფეინი... - გვენდა გაჩუმდა.
- ვალტერ ფეინი, რა?
- არაფერი.
გვენდას უცებ გაახსენდა, ვალტერ ფეინი ცხვირსახოცით სათვალეს
რომ წმენდდა. მერე ის უჩვეულო გამომეტყველება წარმოუდგა, როცა
გვენდამ პირველად უხსენა „სანტ კატერინა“.
- შეიძლება, - გაუბედავად ამოილაპარაკა გვენდამ, - მართლა გაგიჟე-
ბით უყვარდა...
XIV - ედიტ პაგეტი

მისის მაუნთფორდის სასტუმრო ოთახი ერთობ კომფორტული გახ-


ლდათ. მრგვალ მაგიდას შესანიშნავი სუფრა ეფარა. კუთხეში დაბალი
ტახტი იდგა ორი ძველებური სავარძლით. ბუხრის თაროზე ფაიფურის
ძაღლები და სხვადასხვა სამშვენისი ეწყო. ცოტა ზემოთ ძვირფას ჩარჩო-
ში ჩასმული პრინცესა ელისაბედისა და მარგარიტა როუზის ფერადი
რეპროდუქციები ეკიდა. მოპირდაპირე კედელს ამშვენებდა სამხედრო-
საზღვაო ფორმაში გამოწყობილი მეფის პორტრეტი. იქვე იყო მისტერ
მაუნთფორდის ფოტოსურათიც, მეფუნთუშეებსა და კონდიტერებთან ერ-
თად გადაღებული. ცოტა მოშორებით კი ნიჟარებისგან გაკეთებული სუ-
რათი და აკვარელი - ღია მწვანე ფერის ზღვა კაპრთან. ოთახში ბევრი
სხვა ნივთიც ელაგა, რომლებიც განსაკუთრებულ ფუფუნებასა და სილა-
მაზეზე არ მეტყველებდნენ, მაგრამ ოთახს მორგებოდნენ და თავისებურ
ხალისს მატებდნენ. მაშინვე იგრძნობოდა, რომ ამ ოთახს მხოლოდ
დროსტარებისა და გართობის დანიშნულება ჰქონდა.
მისის მაუნთფორდი (გათხოვებამდე პაგეტი) ტანდაბალი, ჩასუქებული
ქალი იყო. კუპრივით შავ თმაში ოდნავ შეჰპარვოდა ჭაღარა. მისი და -
ედიტ პაგეტი კი შავგვრემანი, მაღალი და გამხდარი მანდილოსანი გახ-
ლდათ. იგი ორმოცდაათ წელს იქნებოდა გადაცილებული, მაგრამ ჭაღა-
რა სრულებით არ ერია.
- ნუთუ, ეს პატარა მის გვენია? - ქაქანებდა ედიტ პაგეტი და წინ და
უკან ატრიალებდა გვენდას. - მაპატიეთ, ქალბატონო, ასე რომ მოგმარ-
თეთ, უცებ ძველი დრო გამახსენდა, ჩემთან რომ შემოცუნცულდებოდით
სამზარეულოში, მუდამ კოპწია და ლამაზი, და მეტყოდით ხოლმე - „ვინ-
ნი“. „ვინნის“ ჩამიჩს ეძახდით, ღმერთმა უწყის, რატომ. მე უკვე ვიცოდი,
რასაც მთხოვდით და მაშინვე გთავაზობდით თქვენს საყვარელ „ვინნის“.
გვენდა თვალს არ აშორებდა ახოვან, ლოყაწითელა და თვალებ-
ბრიალა ქალს. ცდილობდა რამენაირად გაეხსენებინა, მაგრამ ამაოდ.
მოუქნელი რამ არის ეს მეხსიერება!
- ძალიან მინდა გაგიხსენოთ, - სინანულით უთხრა გვენდამ.
- შეუძლებელია, მაშინ სულ ერთი ციცქნა იყავით. ეჰ, ახლანდელ
დროში ბავშვიან ოჯახს მოსამსახურედ არავინ დაუდგება. მაოცებს ეს ამ-
ბავი. ბავშვებს ხომ სიცოცხლე და ხალისი შეაქვთ ოჯახში?! მე ასე მიმაჩ-
ნია. თუმცა ბავშვის მოვლა და დროული კვება დიდი ხათაბალაა. ისე,
მერწმუნეთ, ქალბატონო, ამ საქმეშიც უფრო ხშირად გადიები სცოდავენ,
ვიდრე ბავშვები. თითქმის ყველა გადია მძიმე ასატანია. აბა, ეს მიართვი,
აბა ის, ხან საათობით ელოდე... ლაიონი თუ გახსოვთ, მის გვენდა? მაპა-
ტიეთ, მისის რიდ.
- ლაიონი? ის ხომ ჩემი გადია იყო?
- ჰო, შვედი გოგონა. ინგლისურში მოიკოჭლებდა, თანაც დიდი ბუტია
ვინმე იყო. მერე რანაირ ტირილს მორთავდა, როცა ლილი გასაბრაზებ-
ლად ეტყოდა რამეს. ლილი, რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, ლილი
აბოტი, მოახლე გოგო. ისიც საკმაოდ უტიფარი და ქარაფშუტა იყო.
თქვენთან თამაში უყვარდა ძალიან. რას არ გამოიგონებდა! თქვენ კი
ყველაფერს კიბეზე თამაში გერჩივნათ...
გვენდას უცებ შეაჟრჟოლა.
„კიბეზე...“
- ლილი მახსოვს, მახსოვს. კატას კისერზე ბაფთას შეაბამდა ხოლმე, -
სწრაფად მიუგო გვენდამ.
- პირდაპირ მაოცებთ, მისის რიდ, ნუთუ მართლა გახსოვთ?! ერთხელ,
სწორედ თქვენი დაბადების დღეს, ლილიმ აიჩემა, გინდა თუ არა, ტო-
მასს ბაფთა უნდა შევაბაო. მოხსნა შოკოლადის კოლოფს წითელი ბაფ-
თა და ტომასს შეაბა. საბრალო ტომასი ცოფიანივით გავარდა ბაღში,
იკოტრიალა და იკოტრიალა, უხახუნა კისერი მიწას და იმდენი ქნა,
მოიცილა ბაფთა. კატები ამგვარ ოინბაზობაზე მწყრალად არიან.
- შავთეთრა კატა, ხომ?
- ყოჩაღ, გვენი, ყველაფერი გახსოვს. საბრალო ბებერი ტომასი, რა
გაწაფული იყო თაგვებზე ნადირობაში?! ნამდვილი თაგვიჭერია იყო. -
ედიტ პაგეტმა ცოტა სული მოითქვა და მორცხვად ჩაახველა, - მაპატიეთ,
ქალბატონო, ამდენი რომ ვიქაქანე და თავი შეგაწყინეთ, მაგრამ თქვენმა
ხილვამ ჩემი ახალგაზრდობა გამახსენა. გისმენთ, მგონი, რაღაცის კით-
ხვა გინდოდათ?
- ვერ წარმოიდგენთ, მეც რარიგ გამახარა ბავშვობის მოგონებამ, -
დაიწყო გვენდამ, - მეც ეგ მაინტერესებდა. თითქმის, რაც თავი მახსოვს,
ახალ ზელანდიაში ვცხოვრობდი ჩემს ნათესავებთან. მათ არაფერი
იცოდნენ მამაჩემსა და მის ცოლზე, ჩემთვის რა უნდა ეთქვათ?! მგონი,
ის... ლამაზი იყო, არა?
- თქვენ უყვარდით ძალიან, მეტი რომ არ იქნება. ხშირად ზღვისპირას
დაჰყავდით, ბაღშიც უყვარდა თქვენთან თამაში. თვითონაც სულ ახალ-
გაზრდა იყო, ძალიან ახალგაზრდა... მგონი, თამაშისას ორივენი ერ-
თნაირად ერთობოდით. ის მარტოობაში იყო გაზრდილი. ექიმი კენედი
ხომ ბევრად უფროსი იყო მასზე. კენედის თავისი წიგნების გარდა არა-
ფერი აინტერესებდა. საბრალო გოგონა, თვითონვე ირთობდა თავს.
- თქვენ დილმაუტში ცხოვრობდით მუდამ? - კეთილგანწყობით ჰკითხა
მის მარპლმა, რომელიც იქვე კედელსმიყრდნობილი იჯდა.
- დიახ, ქალბატონო. აგე იმ გორაკის გაღმა საკუთარი ფერმა გვქონ-
და, რაილანდს ეძახდნენ. ძმა არ მყავდა. მამაჩემის გარდაცვალების შემ-
დეგ მარტო დედა ვეღარ აუდიოდა საქმეს და ფერმა გაყიდა. იმ ფულით
ჰაისტრიტის ბოლოში საგალანტერეო მაღაზია შეიძინა. ასე რომ, მთელი
ცხოვრება დილმაუტში გავატარე.
- ალბათ, აქაურობისა ყველაფერი გეცოდინებათ?
- რა თქმა უნდა. უწინ დილმაუტი ერთი პატარა დაბა იყო. თუმცა, რამ-
დენადაც მახსოვს, ზაფხულობით მუდამ ბევრი ხალხი ჩამოდიოდა. რაც
მთავარია, წესიერი, გამორჩეული ხალხი... ყოველ წელიწადს ერთსა და
იმავე ადგილას რომ უყვართ დასვენება. აბა, ახლანდელი ტურისტები-
ვით ყველგან კი არ დაეხეტებოდნენ.
- თქვენ, ალბათ, ელენ კენედის მანამდეც იცნობდით, სანამ მისის ჰო-
ლიდეი გახდებოდა? - საუბარში გაილსიც ჩაერია.
- როგორ არა. რამდენჯერმე შევხვედრივარ და ბევრიც მსმენია მასზე.
მაგრამ, როცა სამუშაოდ მივედი მათთან, ახლოს მაშინ გავიცანი.
- თუ მოგწონდათ?
- დიახ, მომწონდა, - მიუგო ედიტმა გამომწვევად. - ვინც რა უნდა
თქვას, ჩემთვის მუდამ კეთილი და გულისხმიერი იყო. ვერაფრით ვერ
წარმოვიდგენდი, ამას თუ ჩაიდენდა. რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი.
თუმცა ადრე დადიოდა ხმები, ვითომ... - უცებ გაჩუმდა და დარცხვენით
შეხედა გვენდას.
- გთხოვთ, არაფერი დამიმალოთ, - წამოიძახა გვენდამ. - არ გეგო-
ნოთ, გულთან ახლოს მივიტანო თქვენი ნათქვამი. ბოლოს და ბოლოს,
ჩემი დედა ხომ არ იყო?...
- ეგეც მართალია, ქალბატონო.
- რომ იცოდეთ, ჩვენ განზრახული გვაქვს, რადაც უნდა დაგვიჯდეს,
ელენი მოვძებნოთ. ხომ არ შეიძლება ასე უგზო-უკვლოდ გაქრობა?!
ისიც არ ვიცით, მკვდარია თუ ცოცხალი. საამისო საფუძველი გვაქვს... -
შეჩერდა გვენდა.
- თანაც მართებული საფუძველი, - სწრაფად გააგრძელა გაილსმა. -
აღარ ვიცით, რა ვიფიქროთ, ცოცხალია თუ...
- ო, მესმის, ჩემო ბატონო, ამას წინათ ჩემი დეიდაშვილის ქმარიც უკ-
ვალოდ გაქრა. დიდი უბედურება დაგვატყდა. დღესაც არ ვიცით, რა ბე-
დი ეწია. ეგ რა სალაპარაკოა, ჩემო ბატონო, თუკი შევძლებ, დაგეხმარე-
ბით. მით უმეტეს, უცხონი ხომ არ ხართ? ახლაც მახსენდება, გვენი რა
სასაცილოდ ამბობდა ხოლმე - „ვინნი“.
- დიდად დაგვავალებთ, - მიუგო გაილსმა. - მაშ, თუ საწინააღმდეგო
არაფერი გექნებათ, რამდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხეთ. როგორც ირკვე-
ვა, მისის ჰოლიდეი სახლიდან მოულოდნელად წავიდა, არა?
- დიახ, ბატონო, ყველას თავზარი დაგვეცა. განსაკუთრებით საბრალო
მაიორს. ამ ამბავმა სულიერად გაანადგურა.
- გულახდილად მითხარით, ვისთან წავიდა მისის ჰოლიდეი, ვინ იყო
ის კაცი?
- ექიმ კენედისაც სწორედ ეგ აინტერესებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვე-
რაფერი ვუპასუხეთ ვერც მე და ვერც ლილიმ. მით უმეტეს, იმ შვედმა
გოგომ - ლაიონმაც არაფერი იცოდა.
- კარგი, ვთქვათ, არ იცოდით. არც მერე გაგიგიათ? - ჩააცივდა გაილ-
სი, - ვინმეზე ეჭვიც არ მიგიტანიათ? ხომ იცით, ეს უკვე იმდენი ხნის ამბა-
ვია, მცდარი ეჭვიც რომ გქონოდათ, მნიშვნელობა აღარ აქვს. ყოვლად
დაუჯერებელია, რომ მაშინ ვინმეზე არ დაეჭვებულიყავით.
- კი... რასაკვირველია, ეჭვები გვქონდა... მაგრამ ეს მხოლოდ ეჭვი
იყო, სხვა არაფერი. თუმცა, წეღან რომ ლილი ვახსენე, დიდი კუდიანი
გოგო იყო. თავიდანვე იეჭვა რაღაც. რამდენჯერ მითხრა: „დაიხსომე ჩე-
მი სიტყვები, ის ახალგაზრდა კაცი ელენზეა შეყვარებული. ერთი შეგახე-
და, რანაირად შესცქერის, როცა ჩაის მიართმევს ხოლმე. მისი ცოლი კი
ბოღმით ივსება“.
- გასაგებია, ჰოდა, ვინ იყო ის კაცი? ის... ჰმ... ახალგაზრდა კაცი?
- გვარის გახსენება გამიძნელდება. კარგად მოგეხსენებათ, რამდენი
წელი გავიდა... მოიცათ, კაპიტანი ესდელი? არა. ესდელი კი არა, ემერი.
არა, არც ეგ. მგონი „ე“-ზე იწყებოდა თუ „ჰ“-ზე. რა ვქნა, ვერ ვიხსენებ.
რაღაც უცნაური გვარი იყო. საქმე ისაა, რომ ერთხელაც არ მომგონებია
ისინი ამ ხნის განმავლობაში. ეგ კი ნამდვილად მახსოვს, რომ ის და მისი
ცოლი სასტუმრო „როიალ კლარენსში“ ცხოვრობდნენ.
- დასასვენებლად იყვნენ ჩამოსული?
- დიახ, მაგრამ, მე მგონი, თვითონ თუ მისი ცოლი ადრეც იცნობდნენ
მისის ჰოლიდეის. მასთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრად. მოკლედ, ლი-
ლი დარწმუნებული იყო, რომ იმ კაცს მისის ჰოლიდეი ძალიან უყვარდა.
- და, ცხადია, მის ცოლს ეს არ სიამოვნებდა.
- რა თქმა უნდა, ბატონო... მაგრამ მერწმუნეთ, მე ერთი წუთითაც არ
მიფიქრია, რომ მათ შორის რამე იყო. ახლაც არ მჯერა.
- როცა ჩემი დედინაცვალი გაიპარა, ისინი მაშინაც „როიალ კლარენ-
სის“ სასტუმროში ცხოვრობდნენ?
- თუ არ ვცდები, ისინი თითქმის ერთდროულად წავიდნენ აქედან, შე-
იძლება, ერთი დღით ადრე ან გვიან. ასეა თუ ისე, ხალხს უკვე საჭორაო
საბაბი მიეცა, მაგრამ ზუსტად არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი უჩუმ-
რად მოხდა. თუკი მოხდა. სენსაცია იყო მისის ჰოლიდეის გაქრობა. ისე
კი ამბობდნენ, თავიდანვე ქარაფშუტა გოგო იყოო. პირადად მე მსგავსი
არაფერი შემინიშნავს, თორემ ნორფოლკში გაყოლაზე როგორ დავე-
თანხმებოდი?
უცებ, სამივენი ედიტ პაგეტს მიაჩერდნენ. ბოლოს გაილსმა ჰკითხა:
- რა თქვით? ნორფოლკში წასვლას აპირებდნენ?
- დიახ, ბატონო, სახლი იყიდეს იქ. მისის ჰოლიდეიმ ეს დაახლოებით
სამი კვირით ადრე გამანდო, სანამ... სანამ ეს მოხდებოდა. მკითხა, ნორ-
ფოლკში რომ გადავალთ, თუ წამოგვყვებიო. მე დავეთანხმე. რატომ არ
უნდა გავყვე-მეთქი, ვიფიქრე, ჩემს დღეში ფეხი არ გამიდგამს დილ-
მაუტიდან, იქნებ, გარემოს შეცვლა მომიხდეს-მეთქი, თან მათ ოჯახსაც
ძალიან შევეჩვიე.
- ეს ჩვენ არ ვიცოდით, ნორფოლკში რომ იყიდეს სახლი, - თქვა გა-
ილსმა.
- ან კი საიდან უნდა გცოდნოდათ, ამას საიდუმლოდ ინახავდა მისის
ჰოლიდეი, მხოლოდ მე გამანდო. თან მთხოვა, სიტყვა არავისთან დაგ-
ცდესო. ასეც მოვიქეცი. როგორც გავიგე, სამუდამოდ არ აპირებდა დილ-
მაუტის დატოვებას, ცოტა ხნით მიდიოდა. რატომღაც ძალიან აჩქარებდა
ქმარს, მაგრამ მაიორი ჰოლიდეი ფეხს ითრევდა, არ უნდოდა აქედან
წასვლა, აქაურობა მოსწონდა. მგონი, მაიორმა წერილიც მისწერა და
სთხოვა „სანტ კატერინას“ პატრონს - მისის ფაინდსონს, ეს სახლი მომყი-
დეო, მაგრამ მისის ჰოლიდეი ცივ უარზე იყო. რატომღაც გული აიყარა
დილმაუტზე. თითქოს შიშობდა აქ დარჩენას. - დინჯად ჰყვებოდა ედიტ
პაგეტი. მის ნაამბობში უჩვეულო არაფერი ჩანდა. ისინი მაინც დაძაბული
უსმენდნენ.
- როგორ ფიქრობთ, - ჰკითხა გაილსმა, - ნორფოლკში წასვლა იმი-
ტომ ხომ არ აიჩემა, რომ იმ კაცთან, რომლის გვარიც თქვენ არ გახ-
სოვთ, სიახლოვე სურდა?
ედიტ პაგეტი, ცოტა არ იყოს, აღელდა.
- ო, ამის გაფიქრებაც არ მინდა, ბატონო. დარწმუნებული ვარ, მსგავ-
სი არაფერი ყოფილა, ეგ ტყუილია. ახლა გამახსენდა, ის ქალბატონი და
მისი ქმარი ჩრდილოეთიდან იყვნენ ჩამოსული, მგონი, ნორთჰამბერ-
ლენდიდან. ეტყობა, სამხრეთში დასვენება ირჩიეს. აქ ზედმიწევნით რბი-
ლი ჰავაა.
- ესე იგი, ჩემს დედინაცვალს ვიღაცის თუ რაღაცის ეშინოდა, არა?
- აი, უცებ თქვენს სიტყვაზე გამახსენდა...
- რა?
- ერთხელ ლილი სამზარეულოში შემოვიდა. „დალახვროს ეშმაკმა“, -
თქვა მან. მაპატიეთ, ეს მის სიტყვებს ვიმეორებ, ხანდახან საუბარში უხეშ
სიტყვებს გაურევდა ხოლმე. „რა მოხდა?“ - ვკითხე მე და ლილიც მაშინ-
ვე მომიყვა: მისაღებ ოთახში, ბაღიდან, ქალბატონი ბატონთან ერთად
შემოსულა. ჰოლში შესასვლელი კარი ღია ყოფილა და ლილის ყური
მოუკრავს მათი საუბრისთვის: „მეშინია შენი, - ეუბნებოდა მისის ჰოლი-
დეი, - ამდენი ხანია, სულ მეშინოდა შენი. შენ გიჟი ხარ, არანორმალუ-
რი. მომშორდი, თავი დამანებე, გესმის, თავი დამანებე, მეშინია. მუდამ
ასე მეშინოდა“. რასაკვირველია, ზუსტად არ მახსოვს ეს სიტყვები, მაგ-
რამ დაახლოებით ასე ეუბნებოდა, თურმე. ლილიმ ძალიან განიცადა ეს
ამბავი. ხოლო, როცა ის ფაქტი მოხდა, მან.. - ედიტ პაგეტი უცებ გაჩუმ-
და, თვალებში შიში დაეტყო, - არა, ეს არ მიფიქრია... მაპატიეთ, ქალბა-
ტონო, ენა მისწრებს.
- გთხოვთ, ედიტ, განაგრძეთ, - მშვიდად მიმართა გაილსმა. - ეს ჩვენ-
თვის მეტად მნიშვნელოვანია. რა ვუყოთ, რომ დიდი ხნის ამბავია, მაინც
ყველაფერი უნდა ვიცოდეთ.
- მთლად დარწმუნებული არ ვარ, - უმწეოდ წარმოთქვა ედიტმა.
- მაინც, რას ირწმუნებოდა ლილი? - ჰკითხა მის მარპლმა.
- ლილის მუდამ რაღაც აზრები უტრიალებდა თავში. კინოში სიარული
უყვარდა და ამიტომ ათასგვარი სისულელით ჰქონდა თავი გამოჭედი-
ლი. იმ საღამოსაც, როცა ეს მოხდა, კინოში იყო ლაიონთან ერთად.
ცხადია, არ უნდა წასულიყო. პირშიც ვუთხარი: „ოჰ, არა უშავს, - მიპასუხა
მან. - ბავშვს მარტო ხომ არ ვტოვებ, აქვე ხარ სამზარეულოში, მალე ბა-
ტონი და ქალბატონიც მოვლენ, თან ბავშვი დილამდე არ იღვიძებს“.
მაგრამ, ჩემი აზრით, მაინც დააშავა. არც ის ვიცოდი, ლაიონი თუ წაიყვა-
ნა. მერე გავიგე, რომ მცოდნოდა, აუცილებლად ავიდოდი ზემოთ და
ბავშვს მივხედავდი, ესე იგი თქვენ, მის გვენ. სამზარეულოში არაფერი
ისმოდა, როცა კარი მოხურული იყო. - ედიტ პაგეტი ისევ შეჩერდა და
შემდეგ განაგრძო: - ვაუთოებდი. არც მიგრძნია, ისე გაპარულიყო დრო.
ვერც ის შევნიშნე, როგორ შემოვიდა სამზარეულოში ექიმი კენედი.
მკითხა, ლილი სად არისო. მე ვუთხარი, რომ დღეს თავისუფალი საღა-
მო აქვს და ალბათ, საცაა მოვა-მეთქი. მართლაც, გაიღო კარი და ლი-
ლი შემოვიდა. ექიმმა კენედიმ ის ქალბატონის ოთახში აიყვანა. თურმე
შეამოწმა, ქალბატონმა ტანსაცმელი თუ წაიღო ან რა წაიღო. ლილიმ
ყველაფერი დაათვალიერა და უთხრა, რაც იყო წაღებული. შემდეგ სა-
ხეალეწილი და შეშფოთებული ლილი ჩემთან ჩამოვიდა. მითხრა: „გაპა-
რულა, ვიღაცასთან გაპარულა. ბატონიც შინ არის. შეტევა თუ რაღაც
მოსვლია. წარმოგიდგენია, რა თავზარი დაეცა. საერთოდ, დიდი უტვინო
ყოფილა, როგორ ვერ ამჩნევდა, ასე რომ მოხდებოდა“. რას ამბობ-
მეთქი, შევუტიე, საიდან იცი, რომ ვინმეს გაჰყვა. იქნებ, თავისიანის ავად-
მყოფობის დეპეშა მიიღო და იქ წავიდა-მეთქი. „თავისიანი არა, ფეხები,
ბარათიც დაუტოვებია“. - თქვა ლილიმ. როგორც გითხარით, ეს მისი
ჩვეულებრივი ჟარგონი გახლდათ. ვისთან გაიპარა-მეთქი? როგორ ფიქ-
რობ, ვისთან გაიპარებოდაო. მეტი არაა ჩემი მტერი, მისტერ ფეინს არ
გაჰყოლოდა, ის საცოდავი, ცხვრის თვალებით რომ შეჰყურებს და ფი-
ნიასავით კუდში დასდევსო. მაშ, შენ ის კაპიტანი გგონია-მეთქი? - გვარიც
ვკითხე, ახლა კი არ მახსოვს. მითხრა, თუ გინდა, დავნაძლევდეთ, ზუს-
ტად ის საიდუმლო უცნობი იქნება, დიდებული მანქანა რომ ჰყავსო. - ეს
ჩვენი სულელური ვარაუდი იყო. ამას ვერ დავიჯერებ, მისის ჰოლიდეი
ამგვარ საქმეს არ ჩაიდენდა-მეთქი. როგორც ხედავ, ჩაიდინაო. თავიდან
მართლა დავიჯერეთ. გესმით? მაგრამ მე და ლილი ზემოთ რომ ავედით
და დასაძინებლად ვემზადებოდით, მან ჩამჩურჩულა: „მისმინე, ედი, ეგ
ყველაფერი ტყუილია“. „რა არის ტყუილი?“ „რა და ის კაბები“. „რა კაბე-
ბი? რას მიე-მოედები?“ „მისმინე, ედი, მე ხომ მთელი ტანსაცმელი და-
ვათვალიერე, ექიმმა რომ მიბრძანა, მართლაც ჩემოდანი, ზოგი ტანსაც-
მელი და სხვა რამეებიც არ ჩანდა, მაგრამ ის ტანისამოსი კი არა, რომე-
ლიც უნდა წაეღო, სულ სხვა იყო წაღებული“. „როგორ თუ სხვა? ეგ რა-
მეს ნიშნავს?“ „რა თქმა უნდა. წაღებულია ნაცრისფერი, მოსირმული სა-
ღამოს კაბა, რომლის ქამარი, ქვეშ ჩასაცმელი კომბინეზონი და ბიუს-
ტჰალტერი დაუტოვებია. იმ კაბის შესაფერი თასმებიანი, ვერცხლისფერი
ფეხსაცმლის მაგიერ ოქროსფერი ფარჩის ფეხსაცმელი წაუღია. აგრეთ-
ვე წაღებულია მწვანე ტვიდის კოსტიუმი, რომელსაც მხოლოდ შემოდგო-
მით ატარებდა. კიდევ, მაქმანიანი კოფთებიც, ქუჩაში სატარებელი კოს-
ტიუმის შიგნით რომ იცვამდა. თავისი საყვარელი ლამაზი სვიტერი კი
დაუტოვებია. საცვლებისთვის, რომელიც უთვალავი აქვს, ხელი არ უხ-
ლია. იცოდე, დაიმახსოვრე ჩემი ნათქვამი! იგი არსადაც არ წასულა.
ქმარმა მოკლა!“ ამის გამგონეს, აბა, რა დამაძინებდა? წამოვხტი ლოგი-
ნიდან და მაგრა შევახურე, რაებს ჩმახავ-მეთქი. ლილიმ მაშინვე სხვა ამ-
ბავი დაიმოწმა: „ამას წინათ, „ნიუს ოვ დი უორლდში“ სწორედ ამდაგვარი
ამბავი წავიკითხე. ქმარს გაუგია, რომ ცოლი ღალატობდა და მოუკლავს.
მერე სარდაფში ჩაუტანია და იატაკქვეშ დაუმარხავს. ედი, სამზარეულო-
ში შენ ვერაფერს გაიგებდი, რადგან სარდაფი ჰოლის ქვეშაა. უთუოდ,
მაიორმა ტანსაცმელი ჩემოდანში ჩააწყო და გადამალა, გაპარვის შთა-
ბეჭდილება რომ შექმნილიყო. ის კი აქედან ცოცხალი არ გასულა. აქვე
არის, სარდაფქვეშ“. იცოცხლეთ, იმ ღამეს ლილის დღე ვაყარე სისულე-
ლეების ყბედობისთვის. მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, ინათა თუ არა,
მაშინვე სარდაფში გავქანდი. იქ ყველაფერი წესრიგში დამხვდა. ხელშე-
ნავლები არაფერი იყო. ამოვედი სარდაფიდან და გიყვარდეთ, ლილი
გავამასხარავე. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ის მაინც თავისას ირწმუ-
ნებოდა, მომაგონა: „ხომ გახსოვს, ედი, ქმრისა ძალიან ეშინოდა. აკი ჩე-
მი ყურით გავიგონე, რომ ეუბნებოდა, მეშინია შენი, ამდენი ხანია სულ
მეშინოდაო“. მაშინ კი პირში ვეცი: „ის მაიორი არ ყოფილა. შენ რომ ეგ
მითხარი, შემთხვევით ფანჯარაში გავიხედე და ბატონი მაიორი დავინახე,
გორაკიდან მაშინ მოდიოდა შინისკენ. ჰოდა, მისაღებში ქალბატონთან
როგორ იქნებოდა, ეგ, უთუოდ სხვა ვინმე იყო“.
მყუდრო, კომფორტულ მისაღებში ექოსავით გაისმა გაილსის ჩურჩუ-
ლი:
- ეგ უთუოდ სხვა ვინმე იყო...
XV - მისამართი

„როიალ კლარენსი“ ქალაქში უძველესი სასტუმრო გახლდათ. მისი


დრომოჭმული, თაღიანი ფასადი ძველი დროის ატმოსფეროს ქმნიდა.
აქ, უწინაც და ახლაც, ის ოჯახები იყვნენ პრივილეგირებული, რომლებიც
ერთი-ორი თვით მაინც ისვენებდნენ ამ ზღვისპირა ქალაქში.
მის ნარაკოტი ადმინისტრატორის მაგიდასთან საგულდაგულოდ მოკა-
ლათებულიყო. იგი ორმოცდაშვიდი წლის წარმოსადეგი, მკერდსავსე ქა-
ლი იყო. თმის ძველმოდური ვარცხნილობაც თავისებურ იერს აძლევდა.
მის ნარაკოტი თავაზიანად მიესალმა გაილსს და სახეზე დაეტყო, რომ
დადებითად შეაფასა. „ერთ-ერთი ღირსეული კლიენტთაგანი!“ - გაიფიქ-
რა მან.
გაილსი, რომელსაც საკმაოდ მოქარგული ენა და, საჭიროების დროს,
დამაჯერებელი თხრობა ჰქონდა, დინჯად ჰყვებოდა ლამაზად შეთხზულ
ლეგენდას: რომ ცოლთან სანაძლეო აქვს დადებული იმაზე, ცხოვრობდა
თუ არა მისი ნათლია სასტუმრო „როიალ კლარენსში“ თვრამეტი წლის
წინ? რა თქმა უნდა, დავის გადაჭრა ძნელია, ვინაიდან ძველი სარეგის-
ტრაციო ჟურნალები, ალბათ, აღარ არსებობს. თუმცა, თვითონ ირწმუნე-
ბა, რომ ისეთი სასტუმრო, როგორიცაა „როიალ კლარენსი“, უსათუოდ
შეინახავდა თუნდაც ასი წლის ჟურნალებს.
- არც მთლად მასეა, მისტერ რიდ. მაგრამ ძველ „კლიენტების ჟურნა-
ლებს“, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, ცხადია, ვინახავთ. იცით, აქ რამდენ
თვალსაჩინო გვარს ამოიკითხავთ? ერთხელ ხელმწიფეც კი გვეწვია, ჯერ
კიდევ უელსის პრინცი როცა გახლდათ. პრინცესა ალდემარ გოლშტეინ
რეტციც ყოველ ზამთარს ჩამოდიოდა თავისი სეფექალებით. ჩამოდიოდ-
ნენ აგრეთვე განთქმული მწერლები და მხატვრები. მაგალითად, ცნობი-
ლი პორტრეტისტი მისტერ დოვერი და სხვები.
გაილსი მთელი გულისყურით უსმენდა და შიგადაშიგ გონივრულ რეპ-
ლიკებსაც ურთავდა. საბოლოოდ, ის სანუკვარი „წიგნი“ მის წინ გაჩნდა.
გაილსმა მოწიწებით ამოიკითხა რამდენიმე საპატიო დამსვენებლის გვა-
რი, რამაც მის ნარაკოტის მადლიერი ღიმილი გამოიწვია. შემდეგ გადა-
ფურცლა ჟურნალი და აგვისტოს თვეზე შეჩერდა.
აი, ისიც, რასაც ეძებდა. კაპიტანი და მისის ერსკინი, ანსტელის მამუ-
ლი, დეითი, ნორთჰამბერლენდი, 27 ივლისი - 27 აგვისტო.
- თუ ნებას დამრთავთ, გადავიწერ.
- რასაკვირველია, მისტერ რიდ. ქაღალდი და საწერკალამი ინებეთ.
ო, თქვენ მუდმივი კალამი გქონიათ. ახლა კი ბოდიშს ვიხდი, უნდა დაგ-
ტოვოთ.
გაილსი მარტო დარჩა და თავისი საქმე მოაგვარა.
„ჰილსაიდში“ რომ დაბრუნდა, გვენდა ბაღში ელოდა, მწვანით მოფე-
ნილ მიწას დაჰყურებდა და რაღაცას ათვალიერებდა. გაილსის მიახ-
ლოებისთანავე თავი ასწია და გაუღიმა.
- როგორ არის საქმე, რამე გაიგე?
- კი, მგონი, ის უნდა იყოს - მიუგო გაილსმა და ამონაწერიც გაუწოდა.
გვენდამ ქაღალდს დახედა და ხმამაღლა გაიმეორა:
- ანსტელის მამული, დეითი, ნორთჰამბერლენდი. კი, ეგ იქნება. ხომ
თქვა ედიტ პაგეტმა, ნორთჰამბერლენდი უნდა იყოსო?! ნეტავ, ახლაც იქ
ცხოვრობენ?
- წავიდეთ და ვნახოთ.
- ჰო, კარგი იქნება, თუ წავალთ, მაგრამ როდის?
- რაც უფრო მალე, მით უკეთესი. თუნდაც ხვალვე დავიქირაოთ მანქა-
ნა და წავიდეთ. შენთვისაც კარგია, ინგლისის კიდევ ერთ კუთხეს გაიც-
ნობ.
- ვთქვათ, ცოცხლები აღარ არიან. ან იქნებ, სადმე გადასახლდნენ და
იქ სხვები დაგვხვდნენ?
გაილსმა მხრები აიჩეჩა.
- უკანვე დავბრუნდებით და სხვა გზას გამოვნახავთ. სხვათა შორის, მე
ექიმ კენედის მივწერე და ვთხოვე გამომიგზავნოს ელენის წერილები, თუ
ისევ აქვს შენახული, თან მისი ავტოგრაფიც.
- კარგი იქნება, სხვა მსახურებსაც თუ მოვიძიებთ. აი... ლილის, ტომასს
რომ ბაფთას აბამდა.
- შენ მაოცებ, გვენდა, როგორ გაიხსენე მაშინ ის ლილი?!
- ჰო, არა? ტომასიც მახსოვს, თეთრლაქებიანი, დიდი, შავი კატა. სამი
პატარა კნუტი ჰყავდა...
- ვის? ტომასს?
- ჰო, ტომასს ეძახდნენ, მაგრამ მერე გამოირკვა, რომ ტომასინი
რქმევია, თურმე. ეგ არა და, საინტერესოა, სად იმყოფება ახლა ლილი.
ნეტავ, რა ბედი ეწია? როგორც ჩანს, ედიტ პაგეტმა არაფერი იცოდა,
თორემ მოგვიყვებოდა. ლილი აქაური არ იყო „სანტ კატერინიდან“ რომ
წასულა, სადღაც თორკუაისში მოწყობილა მოსამსახურედ. ერთი-ორჯერ
კიდეც მოუწერია წერილი და მორჩა. ედიტს ვიღაცისგან გაუგია, რომ
გათხოვილა, მაგრამ ვის გაჰყვა, არ იცის. აი, ლილი რომ მოგვაძებნინა,
მართლა ბევრ რამეს გავიგებდით.
- იმ შვედ გოგოსაც, ლაიონსაც, ბევრი რამ ეცოდინება.
- კი, მაგრამ ის მაინც უცხოელია და შეიძლება არც დაინტერესებული-
ყო, არაფრად ჩაეგდო ეს ამბავი. მომკალი და, ლაიონი სრულებით არ
მახსოვს. ჯერ ლილი უნდა ვიპოვოთ, იგი უსათუოდ გამოგვადგება. თან
ისეთი ეშმაკი გოგო იყო... მოდი, გაილს, გაზეთში ხელმეორედ გამოვაქ-
ვეყნოთ განცხადება, ამჯერად ლილის სახელზე. გვარი ხომ ვიცით - ლი-
ლი აბოტი.
- კარგი, ესეც ვცადოთ, - მიუგო გაილსმა. - ხვალ კი უსათუოდ წავი-
დეთ ჩრდილოეთში, იქნებ, იმ ერსკინის შესახებაც გავიგოთ რამე.
XVI - დედას ბიჭი

- ძირს, ჰენრი! - შეუყვირა მისის ფეინმა და უბიძგა უკანა თათებზე შემ-


დგარ სპანიელს, რომელიც ასთმიანივით ქშინავდა. ძაღლი ადგილიდან
არ განძრეულა, ისე შეაჩერდა პატრონს ხარბი თვალებით. - კიდევ გა-
დაიღეთ კვერი, სანამ ცხელია, მის მარპლ.
- გმადლობთ, მართლაც გემრიელია. ეგ თქვენი მზარეული პირდაპირ
ჯადოქარია.
- დიახ, ლუიზა შესანიშნავი მზარეულია, ცოტა გულმავიწყი რომ არ
იყოს. თუმცა ყველა ერთი ყაიდისაა. პუდინგის გამოცხობას კი დიდი ფან-
ტაზია არ სჭირდება... ერთი ეს მიამბეთ, როგორ არის დოროთი იარდი?
მახსოვს, წინათ უძილობას უჩიოდა. ალბათ, ნერვების ბრალია.
მის მარპლი ცდილობდა, დაწვრილებით მოეყოლა საერთო ნაცნო-
ბებზე. „კიდევ კარგი, - გაიფიქრა მან, - მრავალრიცხოვან ინგლისელ
ნათესავ-მეგობრებში ერთი ქალი მაინც გამომიჩნდა, რომელიც მისის
ფეინის ნაცნობი გამოდგა და მისწერა: იმედია მის მარპლს, რომელიც
ამჟამად დილმაუტში ისვენებს, ძვირფასი ელეონორა ყურადღებას არ
მოაკლებს და შეძლებისდაგვარად გაართობსო“.
ელეონორა ფეინი მაღალი, წარმოსადეგი მანდილოსანი იყო. მისი
გარეგნობის დამახასიათებელი შტრიხი გახლდათ ჭაღარა ხვეული თმა,
ფოლადისფერი თვალები და ბავშვივით ნაზი, მოვარდისფრო კანი, რაც
სინამდვილეში შორს იყო ბავშვური უმანკოებისაგან.
მათ კარგა ხანს ისაუბრეს დოროთის მოგონილ თუ ნამდვილ ავად-
მყოფობაზე, შემდეგ მის მარპლის სატკივრებზე, დილმაუტის ჰავასა და
ახალი თაობის არასიჯანსაღეზე...
- იმ ერთის გარდა, თქვენ სხვა ვაჟიც გყავთ? - ჰკითხა მის მარპლმა.
- სამი. უფროსი ვაჟი, ჯერალდი, სინგაპურშია. შორეული აღმოსავლე-
თის ბანკის გაერთიანებაში მუშაობს. რობერტი კი სამხედრო სამსახურში
ირიცხება, - ჩიფჩიფებდა მისის ფეინი, - მას კათოლიკე ცოლი ჰყავს. ალ-
ბათ, გეცოდინებათ, ეს რას ნიშნავს? მამამისი რომ ცოცხალი ყოფილი-
ყო, არ ვიცი, რას დააწევდა! ჩემი ქმარი ანგლიკანურ ეკლესიას განეკუთ-
ვნებოდა, ევანგელისტური განხრით. წერილებს იშვიათად ვიღებთ რო-
ბერტისგან. ჩემზე განაწყენებულია, რადგანაც პირში ვუთხარი, რაც ეკუთ-
ვნოდა. საერთოდ, მიყვარს, ადამიანი რომ გულისნადებს არ ფარავს. მი-
სი ქორწინება, ჩემი აზრით, დიდი უბედურება იყო. ჩემი საბრალო ბიჭი
ბედნიერად მაჩვენებს თავს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის.
- უმცროსი ვაჟი, მგონი, უცოლო გყავთ?
მისის ფეინს სახე გაებადრა.
- დიახ, ვალტერი ჩემთან ცხოვრობს. იგი მაინცდამაინც ჯანმრთელი
არ არის, ბავშვობიდან სუსტი იყო. ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილ-
დებოდი. ახლა საცაა მოვა კიდეც. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ერთგუ-
ლი და ყურადღებიანი შვილია. ასეთი შვილის პატრონი ნამდვილად
ბედნიერი ვარ.
- ცოლის შერთვა არასოდეს უფიქრია? - ჰკითხა მის მარპლმა.
- ვალტერი სულ იმას ამბობს, თანამედროვე ქალის გულისთვის არ
ღირს შეწუხებაო. ახლანდელი ქალები სულაც არ იზიდავენ. მე და ჩემს
ბიჭს კი იმდენი რამ გვაქვს საერთო. ამიტომ შინ ყოფნა ძალიან უყვარს,
საზოგადოებაში ყოფნას ნაკლებად ეტანება. საღამოობით თეკერეის მი-
კითხავს, ზოგჯერ ბანქოსაც ვთამაშობთ. ჩემი ვალტერი ნამდვილი ში-
ნაური ფრინველია.
- ჩინებულია, - მიუგო მის მარპლმა. - იგი ადრეც ფირმაში მოღვაწე-
ობდა? ვიღაცამ თქვა, რომ ერთხანს ცეილონში ცხოვრობდა და ჩაის
პლანტაციებს აშენებდაო. ალბათ, მცდარი ინფორმაცია ჰქონდათ.
მისის ფეინი უცებ მოიღუშა. შემდეგ ნიგვზის ნამცხვარი შესთავაზა სტუ-
მარს.
- ეგ ადრინდელი ამბავია, - მიუგო მან, - ასე ვთქვათ, ახალგაზრდული
გატაცება ჰქონდა. ბიჭებს მუდამ უჩნდებათ მოგზაურობის სურვილი. ამჯე-
რად კი გოგო იყო მიზეზი. ხომ იცით, ზოგჯერ გოგოც დროებითია...
- კი, როგორ არა. მახსოვს ჩემი ძმისშვილიც...
მისის ფეინმა აინუნშიაც არ ჩააგდო მის მარპლის ძმისშვილის ამბავი.
მას იშვიათი შემთხვევა მიეცა - საყვარელი დოროთის ესოდენ სიმპათი-
ურ მეგობარს თავის მოგონებებს უზიარებდა.
- მეტისმეტად შეუფერებელი გოგო იყო. არ გეგონოთ, მსახიობს ან ამ-
გვარი ყაიდის ქალებს ვგულისხმობდე. აქაური ექიმის და გახლდათ, მაგ-
რამ შვილად უფრო შეეფერებოდა. გაცილებით უმცროსი იყო. ერთი ციც-
ქნა ბავშვი ძმის ანაბარა დარჩენილა. საწყალ კაცს ბავშვის მოვლის არა-
ფერი გაეგებოდა. მოგეხსენებათ, ამ საქმეში მამაკაცები რა უმწეონი არი-
ან. ფაქტობრივად, ის გოგონა ბედის ანაბარა იზრდებოდა. ჯერ იყო და,
ვიღაც ყმაწვილი გადაეკიდა, კანტორის უბრალო კლერკი, თან ახირებუ-
ლი და დაუდევარი. ძლივს ჩამოაცილეს. მართალია, ყველა აღიარებდა
ელენ ჰოლიდეის სილამაზეს, მაგრამ მე არ მომწონდა. სულ მეგონა,
თითქოს თმას იღებავდა. მიუხედავად ყველასი და ყველაფრისა, ვალ-
ტერს გაგიჟებით უყვარდა იგი. უკვე მოგახსენეთ, ძალიან შეუფერებელი
იყო; ფული მას არ გააჩნდა და რაიმე პერსპექტივა, აბა, ასეთი უმზითვო
სარძლო რა სახარბიელოა, მითხარით, ისიც მოგეხსენებათ, დედას,
ასეთ შემთხვევაში, შეუძლია რამე? და ვალტერმა ცოლობა სთხოვა. იმან
უარი უთხრა. სწორედ მაშინ იყო, ვალტერმა ინდოეთში გამგზავრება და
პლანტატორობა რომ ამოიჩემა. ჩემმა ქმარმა არ დაუშალა, რადგან უკ-
ვე გულნატკენი იყო შვილზე. ადრე იმედოვნებდა, ვალტერი ფირმაში
მხარში ამომიდგებაო. მით უმეტეს, რომ ვალტერს ყველა სპეციალური
საგანი წინდაწინ ჰქონდა ჩაბარებული. მაგრამ ასე აირ-დაირია ყველა-
ფერი.
- მესმის თქვენი, კარგად მესმის, ჩემი ძმისშვილიც...
მისის ფეინმა ისევ წაუყრუა მის მარპლის ნათქვამს და განაგრძო:
- ასე და ამრიგად, ჩემი საბრალო ბიჭი ასამში თუ ბანგალორში გაემ-
გზავრა, კარგად არ მახსოვს. დარდი მკლავდა, მისი ჯანმრთელობის
პატრონს იქ რა გააძლებინებდა. მიუხედავად ამისა, მშვენივრად გაუძღვა
საქმეს. საერთოდ ყველაფერი ემარჯვება. მაგრამ არ გასულა ერთი წე-
ლიც, რომ იმ გომბიომ მისწერა, თანახმა ვარ შენს ცოლობაზეო.
- რას ამბობთ? - გაიოცა მის მარპლმა და თავი გადააქნია.
- შეიძინა გემის ბილეთი, თავისი „მზითვიც“ გაიყოლა და... რა გგონი-
ათ? რა გააკეთა?
- წარმოდგენა არ მაქვს. - მის მარპლი წინ გადაიხარა და სმენად იქ-
ცა.
- რა და, გემზე ვიღაც ცოლიან კაცთან რომანი გააბა, გესმით? ცოლი-
ან კაცთან, ორი თუ სამი შვილის მამასთან. ამ დროს ნავსადგურზე ხვდე-
ბა ჩემი ვალტერი და ის უსირცხვილო ისევ უარს უცხადებს. რა შეიძლება
ამას ვუწოდოთ, თუ არა ზნედაცემულობა?!
- რა თქმა უნდა. თქვენს შვილს ეს საბოლოოდ დაუკარგავდა ადა-
მიანებისადმი ყოველგვარ რწმენას.
- ცხადია, ამის შემდეგ მაინც უნდა მიმხვდარიყო, ვისთან ჰქონდა საქ-
მე, მაგრამ რას იზამ, ამნაირი ქალებისაა ეს ქვეყანა.
- თქვენი ვაჟი... - მის მარპლი შეყოყმანდა, - ალბათ, ძალიან აღაშფო-
თა ელენის საქციელმა?! ღმერთმა იცის, მის ადგილას სხვა რას იზამდა.
- არა, ჩემი ვალტერი საერთოდ თავშეკავებულია. რაც უნდა შეემ-
თხვეს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს.
მის მარპლი გამომცდელი თვალებით მიაცქერდა მისის ფეინს, შეყოყ-
მანდა და უთხრა:
- ეგ იმას მოწმობს, რომ ნამდვილი, ღრმა გრძნობა არასდროს არ
იფერფლება. ეს განსაკუთრებით ბავშვებში ვლინდება. ზოგჯერ ბავშვი
ლაღი და უდარდელი გვგონია, მაგრამ უცებ ცრემლი მოეძალება, აქვი-
თინდება. კაცმა არ იცის, რა მოუვიდა. ბავშვის ნაზი და სათუთი ბუნება
წყენას არ ამჟღავნებს, სანამ უკიდურესობამდე არ მივა, სანამ მოთმენა
შეუძლია...
- მართალია, სავსებით სწორი ბრძანდებით, მის მარპლ. თქვენ ახლა
ვალტერის ბავშვობის ერთი ეპიზოდი გამახსენეთ. პატარაობისას ჯე-
რალდი და რობერტი საოცრად ფიცხები იყვნენ, სულ ჩხუბზე ეჭირათ
თვალი, რაც ჯანსაღი ბიჭებისთვისაა დამახასიათებელი...
- დიახ, დიახ.
- ჩემი ვალტერი კი მეტისმეტად მშვიდი ბავშვი იყო. ერთხელ, რო-
ბერტს ხელში ჩავარდნოდა ვალტერის გაკეთებული თვითმფრინავის მო-
დელი. საბრალო ბავშვი დღე და ღამე მუშაობდა იმ მოდელზე, რობერ-
ტმა კი აიღო და დაამტვრია. ისე, რობერტიც უბოროტო ბავშვი იყო, მაგ-
რამ ზოგჯერ აუტანლად დაუდევარიც. ჰოდა, იმათ სამუშაო ოთახში რომ
შევედი, რას ვხედავ, რობერტი იატაკზეა გაშხლართული და ვალტერი
ცეცხლის საჩხრეკს ურტყამს გამეტებით. ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან,
კინაღამ მოკლა. „ეს განგებ გამიკეთა, განგებ. მოვკლავ ამას...“ ყვიროდა
გამწარებული ვალტერი. იცით, როგორ შევშინდი? როგორი უცნაურები
არიან ბიჭები, ა?
- მაშ, მაშ, - დაუდასტურა მის მარპლმა და ისევ წინანდელ თემას მიუბ-
რუნდა: - ერთი სიტყვით, მათი ნიშნობა ჩაიშალა, არა? მერე ის გოგო
რაღა იქნა?
- უკან გამობრუნდა, ინგლისში. მხოლოდ, გზად ერთი რომანი კიდევ
გააჩაღა და გათხოვდა კიდეც. ბავშვიანი, ქვრივი კაცი შეხვდა. ცოლი
ახალგარდაცვლილი ჰყავდა. ის უბედური უცებ გაება მახეში. აქ ჩამოს-
ვლისთანავე დაქორწინდნენ და საავადმყოფოსთან ახლოს, „სანტ კატე-
რინაში“ დაბინავდნენ, მაგრამ ერთი წელიც ვერ გაძლო ქმართან და
სხვასთან გაიპარა.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! - შეიცხადა მის მარპლმა. - ბეწვზე
გადარჩენილა თქვენი ვაჟი!
- მეც ამას ვამბობ...
- მაშასადამე, თქვენი შვილი ინდოეთში აღარ დარჩენილა? პლანტა-
ტორობაზე აიცრუა გული თუ ჯანმრთელობამ უმტყუნა?
მისის ფეინი მოიღუშა.
- იქაურობას ვერ შეეგუა, - მიუგო მან. - იმ გოგოს წამოსვლიდან ექვსი
თვის შემდეგ თვითონაც ჩამოვიდა.
- ვინ იცის, როგორ უმძიმდა იმ ქალის დანახვა, - არ ცხრებოდა მის
მარპლი, - მით უმეტეს, ისიც თუ აქ ცხოვრობდა.
- ვალტერს ისე ღირსეულად ეჭირა თავი, თითქოს არაფერი მომხდა-
რაო. თუმცა ჯობდა ახლოს არ გაჰკარებოდა, მუდამ ამას ჩავჩიჩინებდი.
როგორც უნდა თქვა, ორივესთვის ძნელი იქნებოდა შეხვედრა. მაგრამ
ჩემმა ვალტერმა არ გამიგონა და მეგობრობა განაგრძო მასთან. უწინ-
დებურად დაიარებოდა მათ სახლში, ბავშვსაც თბილად ექცეოდა. სხვათა
შორის, ახლა ის ბავშვი უკვე გათხოვილი ქალია და ქმართან ერთად აქ
ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ვალტერთანაც მისულა ფირმაში, ან-
დერძი გაუფორმებია. თურმე ქმრის გვარზეა - მისის რიდი.
- მისტერ და მისის რიდი? მე მათ ვიცნობ. მეტად სასიამოვნო ახალ-
გაზრდა წყვილია. მისის რიდი მამამისს პირველ ცოლთან შესძენია. ის
ცოლი ინდოეთში გარდაცვლია. საბრალო მაიორი... გვარი დამავიწყდა,
ჰულუეი თუ რაღაც ამდაგვარი. საბრალო მაიორი სულიერად დაცემულა
და განადგურებულა, იმ უტიფარს რომ მიუტოვებია. მაინც მიკვირს, რა-
ნაირად ახერხებენ ამ ყაიდის ქალები საუკეთესო მამაკაცების მოხიბ-
ვლას? მართლა, ის ახალგაზრდა რაღა იქნა, მისი პირველი შეყვარებუ-
ლი, თქვენი შვილის ფირმაში კლერკად რომ მუშაობდა?
- ო, დიდებულად ცხოვრობს. საქალაქთაშორისო ტურისტული ავტო-
ბუსების კერძო წამოწყების, „აფლიკ დეფოდილ კოუჩიზ“-ის ხელმძღვანე-
ლია. ქალაქში ასეა ცნობილი. ეს თანამედროვე სტილის ღია ყვითელი
ავტობუსები გახლავთ.
- აფლიკი? - იკითხა მის მარპლმა.
- დიახ, ჯეკ აფლიკი. დიდი ფხიანი და გაიძვერა ვინმეა. მუდამ წარმა-
ტებისკენ მიილტვის. თავიდან ელენ კენედისაც ამ მიზნით დაუახლოვდა.
სხვა თუ არაფერი, ექიმის და გახლდათ. მისი აზრით, ეს მდგომარეობის
გაუმჯობესებაში წაეხმარებოდა.
- მას აქეთ ელენი აღარ დაბრუნებულა დილმაუტში?
- არა, საბედნიეროდ. მთლად გათახსირდა და ხელიდან წავიდა. მე-
ცოდება ექიმი კენედი. რა მისი ბრალია? ალბათ, დედის ტემპერამენტი
თუ გამოჰყვა?!
მისის ფეინი უცებ გაჩუმდა, ჰოლში შვილის ფეხის ხმა შეიცნო. კარი
გაიღო და მართლაც ვალტერი შემოვიდა.
- ეს არის ჩემი ვაჟი, ვალტერი. ეს კი მის მარპლი გახლავს, შვილო,
დარეკე, ახალი ჩაი მოიტანონ.
- ნუ წუხდები, დედი, უკვე გეახელი.
- რატომ? ყველამ დავლიოთ ახალი ჩაი. ბეატრისა, კვერიც მოგვიტა-
ნე! - მიმართა მოახლე გოგოს, რომელიც ის-ის იყო, ჩაიდნით შემოვიდა.
- ახლავე, ქალბატონო.
- დედაჩემი ძალიან მანებივრებს, - სანდომიანად გაიღიმა ვალტერ
ფეინმა.
მის მარპლმა გამომცდელად გახედა ვალტერ ფეინს და თავაზიანად
გაეპასუხა.
„რა მშვიდი და უწყინარი გარეგნობა აქვს, - ფიქრობდა მის მარპლი. -
გაუბედავი, მორიდებული ქცევა... რაღაც უფერული და ძალზე გაურკვე-
ველი პიროვნება ჩანს. ზედმიწევნით ერთგული იქნება, ქალები კი ამ
თვისებას იგნორირებენ. ამგვარ ტიპებზე მაშინ თხოვდებიან, როცა თავი-
ანთი სათაყვანებელი მამაკაცები არ უთანაგრძნობენ. ვალტერისნაირები
კი მუდამ გვერდით ეყოლებათ. საბრალო ვალტერი... დედის ნებიერა!
პატარა ვალტერ ფეინი, რომელიც დაუზოგავად თავს ესხმის უფროს
ძმას და ცეცხლის საჩხრეკით აპირებს მის მოკვლას...“
მის მარპლი განცვიფრებული იყო, აღარ იცოდა, რა ეფიქრა.
XVI - რიჩარდ ერსკინი

„ანსტელის მამულს“ შიშველი გორაკები ესაზღვრებოდა. ხშირ ბუჩ-


ქნარში მიმალული ხვეული ბილიკი თეთრად წამოჭიმულ „მენორ ჰაუზის-
კენ“ მიემართებოდა.
- მაინც, რისთვის მოვედით აქ, რა უნდა ვკითხოთ?
- აკი მოვილაპარაკეთ?!
- მერე რა? თუმცა თეორიულად ყველაფერი მოვიფიქრეთ, მაგრამ
პრაქტიკულად გამოვა რამე? კიდევ კარგი, მის მარპლის დეიდაშვილის
მამიდის სიძე თუ ვიღაც აქ ახლოს ცხოვრობს... რომ ვუფიქრდები, ცოტა
არ იყოს, უხერხულია, მიადგე კაცს და ძველი სიყვარულის ამბები გამოჰ-
კითხო.
- მერედა, რამდენი ხნის... შეიძლება, აღარც კი ახსოვს ელენი.
- ვინ იცის, შეიძლება, არავითარი სიყვარულიც არ ჰქონია.
- გაილს, ვერ წარმოიდგენ, რა ჩერჩეტები ვართ.
- კი, ეგ მეც მიფიქრია. არ მესმის, რატომ წამოვიწყეთ ეს საქმე? განა
დღეისთვის ამას რამე მნიშვნელობა აქვს?
- რა ვიცი... ასე ძველი ამბავი მაინც არ იყოს... მის მარპლი და ექიმი
კენედი გულწრფელად გვირჩევდნენ, მოეშვითო. ნუთუ ეს ელენია, მე და
შენ თავისი სიმართლის მაძიებლად რომ გამოგვიყენა?
- გვენდა, ალბათ შენ... იმის თქმა გინდა, რომ... ის ძალადობით მოკ-
ლეს, არა?
- ჰო, ასე გამიგონია, წიგნებიდანაც გამიგია, რომ ზოგჯერ... ზოგჯერ
ისინი ვერ ისვენებენ...
- მგონი, მისტიკური რაღაცები გელანდება.
- შესაძლოა. ყოველ შემთხვევაში, არჩევანი ჩვენზეა. თუ მოვისურ-
ვებთ, შეგვიძლია დღევანდელი ვიზიტი უბრალო ვიზიტად ვაქციოთ. სუ-
ლაც არ არის აუცილებელი, რაიმე მნიშვნელობა მივანიჭოთ.
გაილსმა თავი გადააქნია.
- უნდა მივყვეთ საქმეს, სხვა გზა არ არის!
- კი, მართალი ხარ, გაილს, მაგრამ მე მაინც მეშინია.
- მაშ, სახლს დაეძებთ, არა? - მიმართა მაიორმა ერსკინმა გვენდას და
თეფშით სენდვიჩი გაუწოდა.
გვენდამ გადაიღო სენდვიჩი და მაიორი შეათვალიერა.
რიჩარდ ერსკინი საშუალო სიმაღლის იყო. ჭაღარა თმა, დაღლილი,
სევდიანი თვალები და სასიამოვნო, ოდნავ ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. მის
გარეგნობაში განსაკუთრებულ ყურადღებას არაფერი იპყრობდა, მაგრამ
მაინც საოცრად მიმზიდველი გახლდათ. შესაძლოა, ვალტერ ფეინისთა-
ნა შესახედაობისა არ იყო, მაგრამ ქალების უმეტესობა ერსკინით უთუოდ
მოიხიბლებოდა. როგორც ამბობენ, ფეინი არც წყალი იყო, არც ღვინო.
ერსკინი კი, თავისი დარბაისლური გარეგნობით, ინდივიდუალობასა და
შინაგან სიძლიერეს გამოხატავდა. იგი თითქოს ჩვეულებრივი მოსაუბრე
იყო, მაგრამ მისი საუბრის მანერაში რაღაც ისეთი იგრძნობოდა, რაც
წმინდა ქალურ ინსტინქტს არაფრით გამოეპარებოდა. გვენდამ უნებლი-
ეთ გაისწორა კაბა, შუბლიდან კულული გადაიწია და პომადა წაისვა.
ცხრამეტი წლის წინ ეს კაცი უთუოდ მოხიბლავდა ელენ კენედის. ამაში
ეჭვიც არ ეპარება გვენდას. და უცებ, თვალი შეასწრო, რა გააფთრებით
უმზერდა მას ერსკინის ცოლი, ჯანეტ ერსკინი - წარმოსადეგი, ათლეტუ-
რი აღნაგობის შავგვრემანი მანდილოსანი. გვენდა უნებურად გაწით-
ლდა.
მისის ერსკინი გაილსს ესაუბრებოდა, მაგრამ ეჭვით სავსე თვალს არ
აშორებდა გვენდას. მას კაცივით ბოხი ხმა ჰქონდა და თავის ქმარზე
ხნიერად გამოიყურებოდა. კარგად მორგებული, დიდჯიბეებიანი ტვიდის
კოსტიუმი სავსებით შეეფერებოდა მის მამაკაცურ გარეგნობას. მიუხედა-
ვად ამისა, გვენდას არც მისი ტანჯული გამომეტყველება გამოჰპარვია.
„უბედური, დამშეული დედაკაცი... წარმომიდგენია, რა დღეში ეყოლება
ქმარი“, - გაიფიქრა გვენდამ. შემდეგ ხმამაღლა თქვა:
- ო, რა დამღლელია სახლის ძებნა. ლამის თავგზა ამებნეს. სახლე-
ბით მოვაჭრე სააგენტოს რეკლამებს ხომ ვერ ენდობა კაცი. თავიდან
რას არ გპირდებიან, ბოლოს პირში ჩალაგამოვლებულს დაგტოვებენ.
- სადმე ამ სიახლოვეში გნებავთ სახლი?
- ყოველ შემთხვევაში, ეს მიდამოები მირჩევნია. ჯერ ერთი, „ჰადრიან
უოლთან“ ახლოს არის. გაილსს ძალიან მოსწონს „ჰადრიან უოლი“. ალ-
ბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენთვის სულერთია, ინგლისში სადაც ვიც-
ხოვრებთ. ჩემი სამშობლო ახალი ზელანდიაა და აქაურობასთან არავინ
და არაფერი მაკავშირებს. გაილსიც ბავშვობიდან სულ სხვადასხვა ადგი-
ლებში დაჰყავდათ ნათესავებს. ასე რომ, არც მას აქვს ამოჩემებული
რომელიმე ადგილი. ჩვენთვის მთავარია მხოლოდ ერთი რამ, რაც შეიძ-
ლება მოშორებით ვიყოთ ლონდონიდან. ერთი სიტყვით, სოფლად გვინ-
და ვიცხოვროთ.
- ამ არემარეში ბევრი სოფელია, ერთმანეთისგან იზოლირებული.
მოსახლეობაც ცოტაა და შორიშორს ცხოვრობენ. აი, მაგალითად, რო-
გორც ჩვენ ვცხოვრობთ, ახლოს მეზობელი არ გვყავს.
ერსკინის სასიამოვნო ხმაში გვენდას შეფარული ტკივილი შემოესმა
და მაშინვე წარმოუდგა - განმარტოებული სახლი, ზამთრის მოქუფრული
დღეები, ბუხარში მოზუზუნე ქარი, ჩამოშვებული ფარდები და ამ ქალთან
გამომწყვდეული ერსკინი. ირგვლივ არც ერთი სულიერი, გარდა ამ ქა-
ლისა, რომელიც ასე დამშეული, ტანჯული თვალებით შეჰყურებს.
წამში გაქრა ეს მოლანდება. ისევ ზაფხულის დღე იდგა. ბაღის მხარეს
ფართოდ გაღებული ფრანგული ფანჯრებიდან შემოსული ნაზი სიო ვარ-
დების სურნელითა და იდუმალი ხმებით ავსებდა ოთახს.
- ეს ხომ ძველი სახლია? - იკითხა გვენდამ.
ერსკინმა თავი დააქნია:
- ანა დედოფლის დროინდელი. სამასი წელია, აქ სულ ჩემი წინაპრე-
ბი ცხოვრობდნენ.
- ლამაზი სახლია. ალბათ, გეამაყებათ კიდეც.
- ახლა მეტისმეტად მოუვლელია. გადასახადები დიდია და ყველაფ-
რის მოწესრიგება შეუძლებელი ხდება. თუმცა, რაკი ბავშვები უკვე და-
მოუკიდებლად ცხოვრობენ, მთავარი სიძნელეები გადალახულია.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ორი ვაჟი. ერთი სამხედრო სამსახურშია. მეორემ ახლახან დაამთავ-
რა ოქსფორდის უნივერსიტეტი და საგამომცემლო ფირმაში აპირებს მუ-
შაობას.
მან ბუხრისკენ მიიხედა, სადაც ბიჭების სურათი იდო. დაახლოებით
თვრამეტი-ცხრამეტი წლისანი იქნებოდნენ. მამის თვალებში სიყვარული
და სიამაყე იგრძნობოდა.
„ალბათ კარგა ხნის გადაღებულია“, - გაიფიქრა გვენდამ.
- კარგი ბიჭები არიან, - განაგრძო ერსკინმა. - კვეხნად ნუ ჩამომარ-
თმევთ.
- ეტყობათ, მართლა კარგები არიან, - დასძინა გვენდამ.
- დიახ, მე თუ მკითხავთ, ბავშვებისთვის ღირს მსხვერპლის გაღება, -
ჩაილაპარაკა ერსკინმა.
- მე მგონი, ისედაც ბევრი რამისთვის ვიღებთ მსხვერპლს, - მიუგო
გვენდამ.
- ზოგჯერ ძალიან ბევრისთვის...
გვენდას ისევ ის შეფარული ტკივილი მოესმა მის ხმაში.
- ესე იგი, ამ არემარეში ეძებთ სახლს? - შეაწყვეტინა ქმარს მისის ერ-
სკინმა თავისი ავტორიტეტული ბოხი ხმით, - ვეჭვობ. ნამდვილად არ მე-
გულება.
„რომც გეგულებოდეს, მეტყოდი განა? სულელი დედაბერი, აშკარად
ეჭვიანობს, მის ქმარს რომ ველაპარაკები. ალბათ, ის აღიზიანებს, მასზე
ახალგაზრდა და მიმზიდველი რომ ვარ“, - გაიფიქრა გვენდამ.
- ამისთვის დროა საჭირო, თუ ძალიან არ ჩქარობთ... - თქვა ერსკინ-
მა.
- სრულებით არ ვჩქარობთ, - ღიმილით მიუგო გაილსმა. - მთავარია,
ისეთი იყოს, როგორიც გვინდა. ჯერჯერობით კი გვაქვს სახლი სამხრეთ
ზღვისპირეთში, დილმაუტში.
მაიორი ერსკინი წამოდგა, ფანჯარასთან მდგარ პატარა მაგიდასთან
მივიდა და ყუთიდან სიგარეტი ამოიღო.
- დილმაუტი! - უგერგილოდ გაიმეორა მისის ერსკინმა და ზურგშექცე-
ვით მდგარ ქმარს მიაჩერდა.
- შესანიშნავი დაბაა, - თქვა გაილსმა. - როდისმე იქ ყოფილხართ?
წამით სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ მისის ერსკინმა დაიწყო ისევ უხალი-
სოდ:
- დიდი ხნის წინ, ერთ ზაფხულს რამდენიმე კვირით დავისვენეთ, მაგ-
რამ არ მოგვეწონა, მეტისმეტად მოსაწყენი ადგილია.
- მართალი ხართ, ჩვენც ასე მიგვაჩნია, - მიუგო გვენდამ. - მე და გა-
ილსსაც უფრო მხიარული, ხალხმრავალი ადგილი გვირჩევნია.
ერსკინი მოტრიალდა და გვენდას სიგარეტის კოლოფი გაუწოდა.
- რა თქმა უნდა, აქ გაცილებით ცოცხალი ატმოსფეროა, - თქვა მან
გულგრილად. შემდეგ დაიხარა და გვენდას სიგარეტს მოუკიდა.
გვენდამ ახედა ერსკინს და გულუბრყვილოდ ჰკითხა:
- კარგად გახსოვთ დილმაუტი?
ერსკინს უცებ ტუჩები აუკანკალდა და გვენდა მიხვდა, ეს ტკივილით
გამოწვეული სპაზმი იყო.
- საკმაოდ კარგად, - ორჭოფულად მიუგო მან, - ჩვენ სასტუმრო
„როიალ ჯორჯში“, თუმცა არა, „როიალ კლარენსში“ ვცხოვრობდით.
- ვიცი, მშვენიერი ძველმოდური სასტუმროა, იქვე, „ჰილსაიდის“ გვერ-
დით. „ჰილსაიდი“ კი ჩვენი სახლია. უწინ თურმე სანტ... „სანტ მერი“ ერ-
ქვა, არა, გაილს?
- „სანტ კატერინა“, - გაუსწორა გაილსმა.
ამჯერად ერსკინს აშკარად დაეტყო აღელვება. ის სწრაფად მოტრი-
ალდა და ლამბაქზე ფინჯანი უხეშად დადო.
- ბაღის დათვალიერებას ხომ არ ინებებთ? - მოულოდნელად მიმარ-
თა მან გვენდას.
- რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით.
ისინი ფრანგული ფანჯრიდან ბაღში გავიდნენ.
ბაღი საუცხოოდ ჰქონდათ მოვლილი. ფართო ხეივნები ერთიანად
იყო მოკირწყლული. გვენდამ დაასკვნა, რომ იქაურობას ერსკინის ხელი
ეტყობოდა. როცა ის ვარდებსა და სხვადასხვა ნარგავზე ლაპარაკობდა,
სახეზე ნათელი ღიმილი ეფინებოდა. ძალიან იყო გატაცებული მება-
ღეობით და ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ეკიდებოდა ამ საქმეს.
ბოლოს, როცა გვენდა და გაილსი უკვე მანქანაში ისხდნენ, გაილსმა
ურწმუნოდ იკითხა:
- ის „დაკარგე“?
- კი, დელფინიუმის ბუჩქთან, - ჩაიცინა გვენდამ და თითზე საქორწინო
ბეჭედი გაისწორა.
- რომ ვეღარ იპოვო?
- მერე რა, მართლა საქორწინო ბეჭედი ხომ არ გგონია? განა ასე გა-
ვიმეტებდი?
- ძალიან გამახარე!
- ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარს ჩემი საქორწინო ბეჭედი. გახ-
სოვს, თითზე რომ გამიკეთე, რა მითხარი? მწვანე ზურმუხტი იმიტომ
ავირჩიე, რომ შენ პატარა მწვანეთვალება ფისოს ჰგავხარო.
- ბევრს, ალბათ, ჩვენი საალერსო სიტყვები სასაცილოდ მოეჩვენება,
არა? მაგალითად, მის მარპლის თაობას...
- ნეტავ ახლა რას აკეთებს ჩვენი საყვარელი მოხუცი? ალბათ, ბულ-
ვარში ზის და მზეს ეფიცხება.
- ანდა ისევ ფაციფუცობს, სხვის საქმეებს აგვარებს. ან კიდევ ვიღაც-
ვიღაცებს დაკითხვას უწყობს... ისე, ამ დღეებში თუ ცოტა თავს შეიკავებს
ყოველგვარი დაკითხვისგან, უკეთესი იქნება.
- ეგ ხომ მოხუცების საერთო სენია. არა მგონია, ამით ვინმე დაეჭვდეს.
გაილსი ოდნავ მოიღუშა.
- მე კი არ მსიამოვნებს... - წამით შეჩერდა, - შენ რომ ასეთ საქმეებში
ერევი. ვერ ვიტან, როცა მე შინ ვზივარ და შენ ამ დროს ამ ბინძურ საქ-
მეს აკეთებ.
გვენდამ ქმარს ალერსიანად მოუთათუნა ლოყაზე ხელი.
- ვიცი, ჩემო კარგო, ვიცი. მაგრამ ესეც რომ მეხერხება? ისე, კაცმა
რომ თქვას, მართლა თავხედობაა, კაცს გაცნობისთანავე გამოჰკითხო
თავისი ინტიმური ამბები, მაგრამ ისეთი ჭკვიანი ქალი, როგორიც მე ვარ,
მუდამ იპოვის გამოსავალს.
- გასაგებია, გასაგები, ჭკვიანი რომ ბრძანდებით; მთავარია, ერსკინი
თუ არის ის, ვისაც ვეძებთ...
- არა მგონია, - შეაწყვეტინა გვენდამ და ჩაფიქრდა.
- შენი აზრით, ცილს ვწამებთ, არა?
- არც მთლად მასეა. ელენი უთუოდ ეყვარებოდა. ვერ წარმოიდგენ,
გაილს, რა საოცარი კაცია. ზედმიწევნით კარგია, გესმის? ვერაფრით
ვერ დავიჯერებ, რომ ის მკვლელია.
- შენც ერთი, დიდი სპეციალისტი მყავხარ მკვლელების გამოცნობაში.
- არა, მაგრამ, ქალური ალღო არ მღალატობს.
- ბევრ შემთხვევაში, მკვლელისადმი მის მსხვერპლსაც ასეთივე ალ-
ღო აქვს. კმარა, გვენდა. ხუმრობის გარეშე, გთხოვ, ფრთხილად იყავი,
კარგი?
- რასაკვირველია. იცი, როგორ შემეცოდა საწყალი კაცი იმ ურჩხულის
ხელში?
- მართლა ახირებული დედაკაცი ჩანს, მომაბეზრებელი...
- ის თუ შეამჩნიე, როგორ მითვალთვალებდა?
- ეგ არაფერი. მთავარია, ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
გაილსი და გვენდა მეორე დილიდანვე შეუდგნენ თავიანთ საქმეს. გა-
ილსმა დეტექტივის საეჭვო გმირის ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა „ან-
სტელის მამულის“ მახლობლად, საიდანაც კარგად უთვალთვალებდა შე-
სასვლელს. დაახლოებით თერთმეტ საათზე გვენდასთვის უკვე მოხსენე-
ბული ჰქონდა საქმის ვითარება: რომ მისის ერსკინი ჩაჯდა თავის პატარა
ოსტინში და საბაზრო ქალაქისკენ გაემგზავრა. ეს საბაზრო ქალაქი კი
სამ მილზე მდებარეობდა. სამოქმედო გზა ხსნილი იყო.
გვენდამ მანქანა წინა შესასვლელთან შეაჩერა და ზარი დარეკა. პირ-
ველად მისის ერსკინი იკითხა. მოახსენეს, შინ არ გახლავთო. მერე
მაიორი მოითხოვა. მაიორი ერსკინი თავწახრილი ფუსფუსებდა ბაღში.
გვენდას დანახვისთანავე საქმე მიატოვა და შეეგება.
- მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, - მიმართა გვენდამ, - მგონი, აქ გუშინ ბე-
ჭედი დავკარგე. კარგად მახსოვს, როცა მაგიდიდან ავდექით, თითზე მე-
კეთა, გავისწორე კიდეც. ცოტათი სრული მქონდა. რომ დაიკარგოს, ძა-
ლიან დამენანება, ჩემი საქორწინო ბეჭედია.
გვენდამ ბეჭდის ძებნა დაიწყო, წინადღით გავლილ ბილიკებს გაუყვა.
გზადაგზა იხსენებდა, რომელ ბუჩქთანაც შეჩერდა. ბოლოს დელფი-
ნიუმის ბუჩქსაც მიადგა და ბეჭედი იპოვა. გვენდამ შვებით ამოისუნთქა.
- ნება მომეცით, ახლა სასმელი შემოგთავაზოთ, მისის რიდ. ლუდს
ინებებთ თუ ხერესს? იქნებ, ყავა გირჩევნიათ ან...
- არა, გმადლობთ, მხოლოდ სიგარეტი, თუ შეიძლება.
ერსკინმა სიგარეტი მიაწოდა.
- გმადლობთ.
ისინი მერხზე დასხდნენ. ერთხანს უჩუმრად ისხდნენ და აბოლებდნენ.
გვენდას გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, საოცრად ღელავდა, საუბრის დაწყე-
ბას თავს ვერ აბამდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო:
- მინდა ერთი რამ გკითხოთ, სიმართლე მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ
მითხრათ. კადნიერებად ნუ ჩამომართმევთ და, როგორც გავიგე, ერთ
დროს თურმე ჩემი დედინაცვალი გყვარებიათ?!
მისტერ ერსკინმა გაოცებით შეხედა.
- თქვენი დედინაცვალი?
- დიახ, ელენ კენედი. შემდგომში, ელენ ჰოლიდეი.
- გასაგებია!..
ერსკინი ისევ ისე მშვიდად იჯდა გვენდას გვერდით, მხოლოდ მზით
გაკაშკაშებულ ყვავილებს ფიქრიანი თვალებით მიშტერებოდა. თითქმის
ჩამწვარი სიგარეტი ოდნავ ბოლავდა. ერსკინს თავი მშვიდად კი ეჭირა,
მაგრამ გვენდამ მაინც იგრძნო მისი დაძაბულობა.
უცებ, თითქოს თავის თავს უპასუხაო, მან ხმამაღლა წარმოთქვა:
- ალბათ, წერილებიდან.
გვენდამ არაფერი უპასუხა.
- სულ ორი-სამი წერილი მივწერე. მითხრა, ყველა დავხიეო. მაგრამ,
როგორც ჩანს, ქალებს სჩვევიათ წერილების შენახვა, არა? ცხადია,
თქვენ ის წერილები იპოვეთ და გინდათ ჩემგან დააზუსტოთ.
- საერთოდ ყველაფერი მინდა ვიცოდე მის შესახებ. ძალიან მიყვარდა
იგი. თუმცა სულ პაწაწინა ვიყავი, ჩვენგან რომ წავიდა.
- წავიდა?
- განა არ იცოდით?
ერსკინმა ალალმართალი და გაოცებული თვალები მიაპყრო გვენ-
დას.
- სრულებით არაფერი ვიცი, - თქვა მან, - იმ ზაფხულის... იმ ზაფხუ-
ლის შემდეგ, როცა დილმაუტში...
- მაშ, არც ის იცით, ამჟამად სად იმყოფება? - შეაწყვეტინა გვენდამ.
- საიდან უნდა ვიცოდე? მას აქეთ იმდენი ხანი გავიდა, რომ... ყველა-
ფერი დავიწყებას მიეცა.
- დავიწყებას?
- არა, მთლად დავიწყებას არა, მაგრამ.. - ერსკინმა მწარედ გაიღიმა.
- მისის რიდ, ალბათ, ყველაფერს ხვდებით. გთხოვთ მიამბოთ, რა იცით
ელენის შესახებ?! ხომ ცოცხალია, ა?
უცებ ცივმა ნიავმა დაუბერა და ორივეს შეაჟრჟოლა.
- ისიც არ ვიცი, ცოცხალია თუ არა, - მიუგო გვენდამ. - საერთოდ არა-
ფერი ვიცი. მე მეგონა, თქვენგან გავიგებდი რამეს.
ერსკინმა თავი გააქნია.
- იმ ზაფხულს დილმაუტიდან მოულოდნელად გაქრა და მას აქეთ
აღარ გამოჩენილა. არავისთან სიტყვა არ დასცდენია...
- და თქვენ იფიქრეთ, რომ მე მომწერდა, არა?
- დიახ.
- არა, არც ჩემთვის მოუწერია. მის ძმას კი უთუოდ ეცოდინება, ისიც
დილმაუტში ცხოვრობს, ექიმია.
- ვიცი, უკვე ვინახულე, მაგრამ არც მან იცის რამე. საქმე ისაა, რომ
ყველას სჯერა, თითქოს ის ვიღაცასთან გაიპარა.
ერსკინი გვენდასკენ შეტრიალდა და უძირო, მწუხარე თვალები მიაპ-
ყრო.
- და თქვენ გგონიათ, რომ ის „ვიღაც“ მე ვარ?
- არც ეგ არის გამორიცხული.
- მერედა ამის საბაბი იყო? არა მგონია. იქამდე არც მისულა საქმე.
ალბათ, მაშინ სულელები ვიყავით, შეგნებული სულელები, რომლებმაც
საკუთარი ბედნიერება ხელიდან გავუშვით.
გვენდა ხმას არ იღებდა. ერსკინი ისევ მიუბრუნდა და თვალებში შეხე-
და.
- რადგან ასეა, ჯობს, ყველაფერი იცოდეთ. თუმცა, მოსაყოლი ბევრი
არაფერია. მინდა, რომ ელენზე სწორი შეხედულება გქონდეთ. მე და
ელენი ერთმანეთს გემზე შევხვდით, როცა იგი ინდოეთში მიემგზავრებო-
და. წასვლის წინ ჩემი ერთ-ერთი შვილი შეუძლოდ შეიქნა და ჩემმა
ცოლმა გადაწყვიტა, ცოტა ხნით ბავშვთან დარჩენილიყო და შემდეგ
გემს გამოჰყოლოდა. ელენი კი ინდოეთში იმ გადაწყვეტილებით მიემ-
გზავრებოდა, რომ თავისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის ცოლი გამხდა-
რიყო, რომელიც არასდროს არ ჰყვარებია. ისე, დიდი ხნის მეგობრობა
აკავშირებდათ, კარგი და კეთილი ადამიანი იყო. ელენს მხოლოდ ერთი
მიზანი ამოძრავებდა - ოღონდაც გასცლოდა იმ სახლს, სადაც თავის
დღეში არ უგრძნია ბედნიერება. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი. - ერსკი-
ნი გაჩუმდა, - რაკი დავიწყე, მინდა, ყველაფერი ნათლად წარმოგიდგი-
ნოთ, - ისევ განაგრძო მან. - ჩვენი სიყვარული არ იყო დროის მოსაკლა-
ვი, მგზავრობისას ბანალური გართობა, ამიტომაც ორივენი თავზარდაცე-
მული ვიყავით. გამოსავალს კი ვერ ვხედავდით. მე არ შემეძლო ბავშვე-
ბისა და ჯანეტის მიტოვება. ეს ელენსაც კარგად ესმოდა. მარტო ჯანეტზე
არ ყოფილა საქმე, აქ ბავშვების საკითხი იდგა. სხვა გამოსავალი არ ჩან-
და, გადავწყვიტეთ, სამუდამოდ გამოვთხოვებოდით ერთმანეთს და ყვე-
ლაფერი დაგვევიწყებინა. - ერსკინმა მწარედ გაიღიმა. - დამევიწყებინა?
ერთი წუთითაც კი არ დამვიწყებია. ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება. დღე-
დაღამ ის მიტრიალებდა თავში... და, როგორც ხედავთ, ელენიც ვერ
გაჰყვა იმ ახალგაზრდას. უკანასკნელ, გადამწყვეტ მომენტში უარი უთ-
ხრა. მაშინვე ინგლისში გამობრუნდა. აქეთობისას გზაში სხვა შეხვდა. ეს
უკვე მამათქვენი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ ელენისგან წერილი მივი-
ღე. დაწვრილებით მწერდა ყველაფერს: თურმე, მაიორი ჰოლიდეი ძა-
ლიან გაუბედურებული ყოფილა. ცოლი სულ ცოტა ხნის წინ მოჰკვდო-
მოდა და პაწაწინა ბავშვი დარჩენოდა. ელენს შესცოდებია საბრალო
მაიორი და ცოლად გაჰყოლია. ამ წერილს ელენი დილმაუტიდან მწერ-
და. რვა თვის შემდეგ მამა გარდამეცვალა და აქ ჩამოვედი, ყველა საჭი-
რო საბუთი გავაფორმე და მუდმივად დავრჩი ინგლისში. სანამ ამ სახ-
ლში მოვეწყობოდით, გადავწყვიტეთ, რამდენიმე კვირით სადმე დაგვეს-
ვენა. ჩემმა ცოლმა დილმაუტი ირჩია. მეგობარმა უთხრა, მყუდრო და
ლამაზი ადგილიაო. ცხადია, ელენის შესახებ არაფერი იცოდა. ხომ წარ-
მოგიდგენიათ, დილმაუტი როგორი ცდუნება იქნებოდა ჩემთვის. კვლავ
ელენთან შეხვედრა... მისი ქმრის ნახვაც მაინტერესებდა, როგორი კაცი
იყო მის გვერდით.
ერთხანს ორივენი ჩუმად ისხდნენ. მერე ისევ ერსკინმა განაგრძო:
- ჩამოვედით დილმაუტში და „როიალ კლარენსში“ მოვეწყვეთ. ეს
უთუოდ დიდი შეცდომა და წინდაუხედაობა იყო. ელენთან შეხვედრამ
ყველაფერი განმიახლა, ისევ უძლური შევიქენი. ის თითქოს ბედნიერად
გამოიყურებოდა, სინამდვილეში კი არ ვიცი. ჩემთან მარტო დარჩენას
მუდამ ერიდებოდა, გაურბოდა... ვერ ვატყობდი, ვუყვარდი თუ არა... შე-
იძლება, თავს მოერია. ჩემმა ცოლმა რაღაც იაზრა და ეჭვიანობა დაიწ-
ყო. საერთოდ ძალიან ეჭვიანია... ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. - პაუზის
შემდეგ ერსკინმა გაღიზიანებით დასძინა: - მერე, კიდეც წამოვედით
დილმაუტიდან.
- ჩვიდმეტ აგვისტოს, არა? - თქვა გვენდამ.
- ჩვიდმეტი აგვისტო? შეიძლება. ზუსტად არ მახსოვს.
- შაბათი იყო, - დაუმატა გვენდამ.
- ეგ კი სწორია. მახსოვს, ჯანეტმა რომ გამაფრთხილა, ამ დღეს
ჩრდილოეთისკენ მიმავალი მატარებელი ხალხით გაჭედილიაო. მაგრამ
არც იმდენად ბევრი ხალხი იყო...
- იქნებ, გაიხსენოთ, ჩემო ბატონო, უკანასკნელად როდის ნახეთ ელე-
ნი?
ერსკინმა საოცრად კეთილი ღიმილით შეხედა გვენდას.
- განა ამის დავიწყება შეიძლება? ზუსტად ჩვენი წამოსვლის წინა სა-
ღამოს, ზღვის პირას შემხვდა. სადილის შემდეგ გავისეირნე და იქ ვნახე.
მარტონი ვიყავით. ბოლოს, ბაღის გავლით სახლამდე მივაცილე...
- რომელ საათზე?
- არ მახსოვს. ალბათ, ცხრა იქნებოდა.
- და ერთმანეთს გამოემშვიდობეთ, არა?
- გამოვემშვიდობეთ, მაგრამ, თქვენ რომ ფიქრობთ, ისე არა. ძალიან
ხანმოკლე და მშრალი გამოთხოვება გვქონდა. მან მითხრა: „ახლავე წა-
დი, გთხოვ. ჯობია, შენ...“ სიტყვა გაუწყდა, ვეღარ დაამთავრა სათქმელი.
მე წავედი...
- სასტუმროში დაბრუნდით?
- გვიან. მანამდე კარგა ხანს ვიხეტიალე.
- რა თქმა უნდა, გაგიძნელდებათ ზუსტად გაიხსენოთ, მაგრამ ეს იმ
ღამის ამბავია, როცა სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, არა?
- ცხადია. მეორე დღეს მე და ჩემი ცოლიც წამოვედით დილმაუტიდან
და ხალხს, ალბათ, საჭორაო საბაბი მიეცა. დაასკვნეს, რომ მე და ელენი
ერთად წავედით. გენიალური აზრები მოსდით ადამიანებს.
- ერთი სიტყვით, თქვენთან არ გაპარულა, - ცოტა უკმეხად მიახალა
გვენდამ.
- ღმერთო ჩემო, რასაკვირველია, არა. ამაზე გადაკვრითაც არ თქმუ-
ლა რაიმე.
- მაშ, როგორ ფიქრობთ, სად უნდა წასულიყო და რატომ?
ერსკინი მოიღუშა. უცებ ცუდ გუნებაზე დადგა.
- ცოტა არ იყოს, უცნაური ამბავია, - თქვა მან. - ნუთუ ბარათიც არ
დაუტოვებია?..
გვენდა წუთით ჩაფიქრდა, რაღაც მოისაზრა.
- მე მგონი, არაფერი დაუტოვებია. თქვენ დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ
ის სხვა ვინმესთან გაიპარებოდა?
- ყოვლად დაუშვებელია.
- გეტყობათ, ღრმად ხართ დარწმუნებული.
- რასაკვირველია.
- მაშ, სად წავიდა?
- მართლა თუ წავიდა და, თან ასე მოულოდნელად, ერთადერთი მი-
ზეზი ექნებოდა: ალბათ, მე გამექცა.
- თქვენ?
- დიახ. მე. ალბათ, შეშინდა, კიდევ არ მეცადა მასთან შეხვედრა, თავი
მომებეზრებინა. იმას აშკარად გრძნობდა, რომ ისევ გაგიჟებით მიყვარ-
და... დიახ, ეს იქნებოდა მიზეზი, სხვა არაფერი.
- ვთქვათ, ეგ იყო. სამუდამოდ რომ გადაიკარგა, ნუთუ ამის მიზეზიც
თქვენა ხართ? - შეედავა გვენდა, - ხომ არ გახსოვთ, მამაჩემზე თუ გიყვე-
ბოდათ რამეს? იქნებ, აღიზიანებდა, ანდა ეშინოდა მისი?!
- რატომ უნდა შინებოდა? აა, შეიძლება ეჭვის გამო, არა? საერთოდ
ეჭვიანი იყო?
- არ ვიცი. მე პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა.
- გასაგებია. ახლა რომ მახსენდება, ყოვლად ნორმალური და სა-
სიამოვნო კაცი ჩანდა. ძალიან უყვარდა ელენი, ეამაყებოდა კიდეც. სხვა
არაფერი შემინიშნავს. პირიქით, მე ვეჭვიანობდი მასზე.
- თქვენი აზრით, ისინი ბედნიერები იყვნენ?
- კი. ამან გული ჩამწყვიტა, თუმცა მესიამოვნა კიდეც... ძალიან კი მიმ-
ძიმდა მათი ერთად ცქერა... არა, ელენს მამათქვენი არასდროს არ უხსე-
ნებია. როგორც მოგახსენეთ, იშვიათად დავრჩენილვართ მარტო. ვერც
იმას ვიტყვი, რომ ჩემთან გულახდილი იყო. მაგრამ ახლა მახსენდება, იმ
ხანებში ელენს სულ რაღაც აწუხებდა, მუდამ მოუსვენრად იყო...
- აწუხებდა?
- დიახ, მეგონა, ჩემი ცოლი იყო ამის მიზეზი, მაგრამ... - ერსკინი წა-
მით გაჩუმდა, - ახლა რომ ვუფიქრდები, სულ სხვა რამ მგონია. - მან გამ-
ჭოლად შეხედა გვენდას.
- ქმრის შიში და ეჭვიანობა თქვენ ხომ უარყავით?
- ეჭვიანობა ძნელად შესაცნობი რამ არის. ზოგჯერ გაუჩინარდება,
თითქოს დავიწყებას ეძლევა, მაგრამ ხელმეორედ თუ წამოყო თავი, მა-
შინ მტრისას...
- კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ, - მაგრამ გვენდამ თქმა ვეღარ მო-
ასწრო, სახლის წინ ხეივანთან მანქანა გამოჩნდა.
- ო, ჩემი მეუღლე მოვიდა, - თქვა ერსკინმა. - ბაზარში იყო წასული. -
იგი თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა, სხვა კაცად იქცა. ხმაც კი შეეცვა-
ლა. თუმცა ბუნებრივად იჭერდა თავს, მაგრამ თვალები ვერ ფარავდნენ
მის გაღიზიანებას.
მისის ერსკინმა მანქანა სახლის წინ გააჩერა. მაიორმა ერსკინმა მა-
შინვე მიაშურა და მანქანის კარი გაუღო.
- გუშინ მისის რიდს ჩვენს ბაღში ბეჭედი დავარდნია, - თავისმართლე-
ბით მოახსენა ცოლს.
- მართლა? - ურწმუნოდ იკითხა მან.
- დილა მშვიდობისა, - მიესალმა გვენდა, - მადლობა ღმერთს, ვიპო-
ვე.
- ძალიან სასიამოვნოა.
- ო, რომ დამკარგვოდა, საშინლად მეწყინებოდა. ბოდიშს ვიხდი, რომ
შეგაწუხეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.
მისის ერსკინმა არ უპასუხა.
- მანქანამდე მიგაცილებთ, მისის რიდ, - უთხრა მაიორმა და სტუმრის
გასაცილებლად გადადგა თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, ცოლის მრისხანე
ხმა შემოესმა:
- რიკარდ, მისის რიდს ბოდიში მოუხადე, ტელეფონთან გთხოვენ სას-
წრაფოდ.
- რას ბრძანებთ, საბოდიშო არაფერია, ნუ შეწუხდებით, - თქვა გვენ-
დამ და სწრაფად გაირბინა აივანი. შემდეგ, სახლისწინა ხეივნისაკენ
გაემართა და უცებ შეჩერდა.
მისის ერსკინს მანქანა ისე დაეყენებინა რომ გვენდას მანქანისთვის
გზა ჩაეკეტა. გვენდა შეწუხდა, არ იცოდა, რა ეღონა. ბოლოს ისევ აივან-
ზე ავიდა და ფრანგულ ფანჯარას რომ მიუახლოვდა, ადგილზე გაქვავ-
და. ოთახიდან მისის ერსკინის ბოხი ხმა ისმოდა:
- რამდენიც უნდა მიმტკიცო, უკვე ვიცი, შენ ეგ გუშინ მოახერხე. იმ გო-
გოს მოელაპარაკე, როცა შინ არ ვიქნებოდი, მაშინ მოსულიყო, შენ რა
შეგცვლის, რაც იყავი, ისა ხარ... ლამაზ ქალს რომ დაინახავ, მორჩა...
მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, გაიგე! აღარ შემიძლია, გესმის?
შემდეგ ერსკინის პასუხი:
- ხანდახან არანორმალური მგონიხარ, ჯანეტ, - ეუბნებოდა სასოწარ-
კვეთით.
- მე კი არა, შენ ხარ არანორმალური, შენ. ვერა და ვერ შეეშვი ქალე-
ბის დევნას!
- ცდები, ჯანეტ, ეგ ცილისწამებაა.
- კმარა. იქნებ, მაშინაც, სწორედ იმ დილმაუტში, საიდანაც ეს გოგო
მობრძანდა, არ იყავი შეყვარებული იმ ქერათმიან ქალზე, ჰოლიდეიზე,
ა? აბა, ერთი უარი თქვი.
- ნუთუ არ უნდა დაივიწყო ეგ? მორჩი ამაზე ლაპარაკს, თავს ძალით
იღიზიანებ?!
- შენ, შენ მიხეთქავ გულს. ამდენს ვეღარ ავიტან, გესმის? სადაც
მოიხელთებ, პაემნებს უნიშნავ... ზურგს უკან მამასხარავებ... სულ არ გიყ-
ვარვარ, არც არასდროს გყვარებივარ... მეტი აღარ შემიძლია, თავს მო-
ვიკლავ, კლდეზე გადავიჩეხები. რად მინდა ამნაირი სიცოცხლე...
უცებ ყვირილი შეწყდა და ზაფხულის დაგუბებულ ჰაერში გულსაკლავი
ქვითინი გაისმა.
გვენდა ფეხაკრეფით მოეცალა ფანჯარას, სახლს მოუარა და ისევ
ხეივანში გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ შესასვლელის ზარს მიაჭირა თითი.
კარი მსახურმა გაუღო.
- იქნებ, ვინმე დამეხმაროს, ის მანქანა რომ ცოტათი წინ გავწიოთ, -
მოკრძალებით იკითხა გვენდამ. - სხვანაირად ვერ გავალ აქედან.
მსახური შევიდა და ცოტა ხანში ვიღაც კაცი ეახლა. ის ქუდის მოხდით
მიესალმა გვენდას, მერე ოსტინში ჩაჯდა და ეზოში შეიყვანა.
გვენდა საჭეს მიუჯდა, მანქანა დაძრა და შვებით ამოისუნთქა. მანქანა
სასტუმროსკენ მიქროდა, სადაც გაილსი მოუთმენლად ელოდა.
- საკმაოდ დაგაგვიანდა, - უთხრა გაილსმა. - ახალი რა გაიგე?
- რა და, უკვე ყველაფერი ნათელია. ძალიან პათეტიკური ამბავი გა-
მოდგა. ერსკინს გაგიჟებით ჰყვარებია ელენი. - და გვენდა დაწვრილე-
ბით მოუყვა. ბოლოს აღშფოთებით დაუმატა: - მე მგონი, მისის ერსკინი
მთლად დალაგებული არ უნდა იყოს. გიჟივით იქცევა. ახლა ვხვდები,
რას გულისხმობდა მაიორი, როცა ეჭვიანობაზე ლაპარაკობდა. მარ-
თლაც საშინელება ყოფილა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ელენი ერსკინთან
არ გაპარულა. ერსკინი წასვლის წინადღით გამომშვიდობებია მას და მე-
რე, ცხადია, არ უნახავს, არც მისი სიკვდილის ამბავი იცის.
- ჰო, - მიუგო გაილსმა. - ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს.
გვენდამ შემცბარი თვალებით შეხედა ქმარს.
- დიახ, - გაიმეორა გაილსმა, - თვითონ ასე ამბობს.
XVIII - სარეველა

მის მარპლი ფრანგული ფანჯრის ტერასაზე დახრილიყო და ვერაგ


სარეველებს მუსრს ავლებდა. როგორც მოგეხსენებათ, სარეველას ფეს-
ვები ღრმად და მაგრად აქვს მიწაში გადგმული, ამიტომ მის მარპლი
მხოლოდ მიწის ზემოთ ღეროებს აჩანაგებდა.
„დელფინიუმი ერთხანს მაინც ამოისუნთქავს შვებით“, - ფიქრობდა იგი.
მისაღები ოთახის ფანჯარაში მისის კოკერი გამოჩნდა.
- უკაცრავად, ქალბატონო, ექიმ კენედის თქვენი ნახვა სურს. აინტერე-
სებს, როდის ჩამოვლენ მისის და მისტერ რიდები. მოვახსენე, რომ მე
არ ვიცი და იქნებ მის მარპლმა იცოდეს-მეთქი. თუ ნებას დამრთავთ, შე-
მოვიყვან.
- რასაკვირველია. სთხოვეთ, მისის კოკერ.
რამდენიმე წუთში მისის კოკერი ექიმ კენედის შემოუძღვა.
მის მარპლმა თავი გააცნო.
- ძვირფას გვენდას შევპირდი, როცა შინ არ იქნები, მე უნდა მოვუარო
ბაღს და სარეველებისგან გავწმინდო-მეთქი. ვხედავ, რომ ჩემს ახალ-
გაზრდა მეგობრებს არ შეხვდათ კეთილსინდისიერი მებაღე. კვირაში
ორჯერ მობრძანდება და ისიც ჩაის სმას უნდება. თან გაუთავებლად ლა-
პარაკობს და საქმისთვის დიდად არ იწუხებს თავს.
- დიახ, - დაბნეულად თქვა ექიმმა კენედიმ.
- თან ყველანი ერთი ყაიდის არიან, ყველანი. - მის მარპლმა გამომ-
ცდელად გახედა სტუმარს. გაცილებით ხნიერი მოეჩვენა, ვიდრე რიდე-
ბის გადმოცემით ჰყავდა წარმოდგენილი. „ნაადრევად დაბერებულა“, -
გაიფიქრა მან.
ექიმ კენედის შეწუხებული სახე ჰქონდა. ფიქრებში წასული ნერვულად
ისრესდა მოგრძო, ჯიუტ ნიკაპს.
- როგორ მინდოდა მათი ნახვა, - დანანებით თქვა მან. - ხომ არ იცით,
როდის დაბრუნდებიან?
- არა მგონია, დაიგვიანონ. ჩრდილოეთ ინგლისში წავიდნენ მეგობარ-
თან. მოგეხსენებათ, ახლანდელი ახალგაზრდები ერთ ადგილზე ვერ
ჩერდებიან, სულ დახეტიალობენ, მუდამ სადღაც მიეჩქარებათ...
- მართალს ბრძანებთ. - მიუგო კენედიმ და ცოტაოდენი დაყოვნების
შემდეგ თქვა: - გაილს რიდმა რაღაც საბუთები და წერილები მთხოვა...
- ალბათ, თქვენი დის წერილები, არა? - წაეშველა მის მარპლი.
ექიმ კენედის სახეზე გაოცება გამოეხატა.
- გეტყობათ, ყველაფერი იცით. ნათესავი ხომ არ ბრძანდებით?
- მხოლოდ მეგობარი, - მიუგო მის მარპლმა, - მე მათ კარგი რჩევა
მივეცი, მაგრამ ახალგაზრდები ცალ ყურში უშვებენ უფროსების რჩევა-
დარიგებებს... გულსატკენია, მაგრამ რა გაეწყობა...
- თუ საიდუმლოდ არ ინახავთ, მაინტერესებს, რა ურჩიეთ? - ჰკითხა
კენედიმ ცნობისმოყვარეობით.
- ნუღა გააღვიძებთ ამ მიძინებულ მკვლელობას-მეთქი.
ექიმი კენედი მძიმედ დაეშვა სკამზე.
- კეთილი რჩევაა, - ამოილაპარაკა მან. - გვენდასადმი მეც ასევე კე-
თილგანწყობილი ვარ. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო და ახლა ქალო-
ბაც კარგად დაიმშვენა, მეშინია, რამე ხიფათს არ გადაეყაროს.
- ხიფათიც არის და ხიფათიც... - ფიქრიანად თქვა მის მარპლმა.
- რა ბრძანეთ? ჰო, ნამდვილად ასეა. - ექიმმა კენედიმ ამიოხრა და
განაგრძო: - გაილს რიდმა წერილით მთხოვა, რომ მომეძებნა ჩემი დის
ბარათები, რომლებიც სახლიდან წასვლის შემდეგ გამომიგზავნა. კიდევ,
მისი ხელნაწერის ნიმუშები მთხოვა, - იგი გამჭოლად მიაცქერდა მის
მარპლს, - ხომ გესმით, ეს რას ნიშნავს?
- მე მგონია, მესმის, - მიუგო მის მარპლმა.
- როგორც ჩანს, ისინი კელვინ ჰოლიდეის აკვიატებულ აზრს ეყრდნო-
ბიან, თითქოს მან ცოლი დაახრჩო და ეს მართალი ჰგონიათ. თან ჩემი
დის გამოგზავნილ წერილებზე ეჭვი ეპარებათ, თითქოს მისი დაწერილი
არ იყოს. აგრეთვე სჯერათ, რომ ელენი აქედან ცოცხალი არ გასულა.
- პირადად თქვენ როგორ მიგაჩნიათ? - მშვიდად იკითხა მის მარ-
პლმა.
- თავიდან ჰოლიდეის ნათქვამი მეც მჯეროდა. რომ იცოდეთ, რა უაზ-
რო გამომეტყველება ჰქონდა... ბოლოს დავრწმუნდი, რომ წმინდა ჰა-
ლუცინაცია იყო. გვამიც ვერსად ვიპოვეთ, ვერც ჩემოდანი და ტანსაცმე-
ლი. სხვა რა შეიძლება იფიქროს კაცმა?
მის მარპლმა ჩაახველა.
- ბოლო ხანებში თქვენი და ვინმეთი ხომ არ ყოფილა გატაცებული?
ექიმ კენედის მწუხარებით აევსო თვალები.
- მე მიყვარდა ჩემი და, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მის გვერდით მუ-
დამ არსებობდა ვინმე მამაკაცი. რა დასამალია, ასეთი ქალებიც ხომ
არიან.
- თქვენ თქვით, რომ მაშინ ყველაფერი ნათელი იყო. მაშ, ახლა რა-
ღამ გამოიწვია თქვენი ეჭვი?
- მე იმან დამაეჭვა, რომ ელენი თუ ცოცხალია, ამ ხნის განმავლობაში
რატომ არაფერი შემატყობინა და თუ მკვდარია, ამასაც გამაგებინებდნენ
ყოველ მიზეზს გარეშე. მოკლედ, ასეა თუ ისე.. - კენედი წამოდგა და ჯი-
ბიდან პაკეტი ამოიღო.
- აი, მე მოვიტანე, რაც მთხოვეს. ელენის პირველი წერილი ვერ ვი-
პოვე. ალბათ, არ შემინახავს. ეს მეორე წერილია, კონვერტი უმისამარ-
თოა. აწერია მხოლოდ „თვითმოკითხვამდე“. ესეც მისი ხელით ჩამოწე-
რილი დასათესი ხახვისა და სხვა ბოსტნეულის სიის ასლია. როცა შეკვე-
თას გზავნიდა, იგი ასლს მუდამ ინახავდა. ესენი გაილსს ხელნაწერის შე-
სადარებლად და დასადგენად სჭირდება. მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე.
ჩემი აზრით, ბარათიც და შეკვეთის სიაც ერთი და იგივე ხელით ნაწერს
ჰგავს, მაგრამ დაჩემებით ვერ დავიჩემებ, ეს უკვე ექსპერტის საქმეა. ნა-
წერები გვენდასა და გაილსს უნდა ჩავაბარო. ნეტა ხომ არ დაიგვიანე-
ბენ?
- არა მგონია. ხვალ თუ არა, ზეგ მაინც ჩამოვლენ.
ექიმმა კენედიმ თავი ჩაქინდრა. ერთხანს ასევე იდგა და უაზროდ გას-
ცქეროდა ტერასის გაყოლებით ყვავილნარს. შემდეგ უცებ დაიწყო:
- იცით, მე რა მაწუხებს? თუ კელვინ ჰოლიდეი ნამდვილად ცოლის
მკვლელია, ესე იგი მან გვამი სადღაც დამალა, ან საერთოდ მოიშორა
თავიდან. მერე კი გონივრულად შეთხზული ზღაპარი მიამბო. მაშასადა-
მე, ჩემოდანი და ტანსაცმელიც წინასწარ გადამალა, ელენის გაპარვა
უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო. შემდეგ, საზღვარგარეთიდან გა-
საგზავნი წერილების საქმეც მოაგვარა... ეს კი წინასწარგანზრახული,
გულგრილი მკვლელობის აშკარა მაგალითია. პატარა გვენი საოცრად
მგრძნობიარე ბავშვი იყო და მისთვის დიდი ტრავმა იქნებოდა, მამამისის
შიზოფრენიით დაავადებას რომ გაიგებდა, მაგრამ გაცილებით უარესი
იქნებოდა იმის დაჯერება, რომ მამამისი ბოროტმოქმედი, მკვლელი
იყო.
ექიმი კენედი ღია ფანჯრისკენ მიბრუნდა, მაგრამ მის მარპლის
მოულოდნელმა შეკითხვამ ადგილზევე გააქვავა.
- მისტერ კენედი, თქვენს დას ვისი ეშინოდა?
ის შეცბუნებული მობრუნდა და მის მარპლს მიაჩერდა.
- ეშინოდა?.. რამდენადაც ვიცი, არავისი.
- თუ კადნიერებად არ ჩამომართმევთ, ერთი რამ მაინტერესებს... ყუ-
რი მოვკარი, რომ ის ადრე მეგობრობდა ვინმე აფლიკთან. რაიმე
უსიამოვნება ხომ არ შეხვედრია თქვენს დას იმ ყმაწვილისგან?
- ეგ ხომ სისულელე იყო. გასათხოვარ გოგონებში ასეთი შემთხვევები
ხშირია. ის ყმაწვილი ყოველმხრივ შეუფერებელი გახლდათ, თანაც
უხეირო და არასაიმედო. შემდეგ ბევრი სხვა უსიამოვნებაც შეხვდა აქ იმ
ყმაწვილს.
- სწორედ ეს მაინტერესებს, შური ხომ არ იძია?
- არა მგონია, მათ შორის რაიმე სერიოზული ყოფილიყო. ყოველ
შემთხვევაში, თავისი უსიამოვნებების შემდეგ სულაც გადავიდა აქედან.
- მაინც, რა შეემთხვა ასეთი?
- ო, დიდი არაფერი. უბრალოდ, დაუდევარი იყო და ძალიან ბევრს
ლაყბობდა თავის დამქირავებელზე.
- დამქირავებელი მისტერ ვალტერ ფეინი იყო, არა?
ექიმი კენედი ისევ შეცბა.
- დიახ, დიახ... თქვენი წყალობით გამახსენდა, რომ „ფეინისა და უაჩ-
მენის“ ფირმაში მუშაობდა. მაგრამ კომპანიონად კი არა, უბრალო
კლერკად.
- უბრალო კლერკად?.. - მის მარპლი ჩაფიქრდა.
ექიმი კენედი როგორც კი წავიდა, მის მარპლი ისევ შეუდგა სარევე-
ლების ჟლეტას დელფინიუმის ბუჩქებთან.
XIX - მისტერ კიმბლი ალაპარაკდა

- არ ვიცი, გეფიცები, არ ვიცი... - თავისთვის ბუტბუტებდა მისის კიმ-


ბლი.
მისი მეუღლე, რომელიც მხოლოდ ერთმარცვლიანი სიტყვებითა და
შორისდებულებით ლაპარაკობდა, ამჯერად იძულებული გახდა დიალო-
გი გაემართა, რის გამოც მან ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული კანო-
ნი დაარღვია.
მოთმინებიდან გამოსულმა მისტერ კიმბლმა ჩაით სავსე ფინჯანს ხე-
ლი ჰკრა და დაიღრიალა:
- გამაგებინე, ლილი, რას მიედ-მოედები? შაქარი!
ქმრის საყვედური მისის კიმბლს არაფრად ჩაუგდია, შეცდომა წამში
გამოასწორა და ისევ თავისას მოჰყვა:
- სულ ამ განცხადებაზე ვფიქრობ, - ქაქანებდა იგი. - გარკვევით წერი-
ა: „ლილი აბოტს, „სანტ კატერინას“ ყოფილ მოახლეს დილმაუტში“. ეს
მე ვარ. ყველაფერი სწორია.
- ჰეჰე, - დაუდასტურა მისტერ კიმბლმა.
- ამდენი ხნის შემდეგ?... საოცარია, არა, ჯიმ?
- ჰეჰე, - გაიმეორა მისტერ კიმბლმა.
- მირჩიე, როგორ მოვიქცე, ჯიმ?
- შეეშვი!
- ვთქვათ და, ფულიანი საქმე იყოს?
მისტერ კიმბლი ენერგიულად ხვრეპდა ჩაის, თითქოს გრძელი სიტ-
ყვის სათქმელად ენერგიას იკრებსო. მერე ცარიელი ფინჯანი ისევ ცო-
ლისკენ გააცურა, - კიდევ! - უთხრა და ისე მიაყარა სიტყვები, თითქოს
ვინმე მოსდევდა, - ძალიან ბევრს მიედ-მოედები იმ „სანტ კატერინას“ ამ-
ბავზე. მე ყურადღებას არ გაქცევდი, ვფიქრობდი, ქალების სულელური
ლაყბობაა-მეთქი. შეიძლება მართალი იყო, იქნებ, კიდეც მოხდა რამე,
მაგრამ, თუ ასეა, ეს უკვე პოლიციის საქმეა და შენი ჩარევა არ არის სა-
ჭირო. ყველაფერი გათავებულია, მორჩა და გათავდა. მოეშვი მაგ საქ-
მეს, ჩემო გოგო, გესმის?
- „მოეშვი“ ადვილი სათქმელია. ვინ იცის, იქნებ, ანდერძში ფული იყოს
ჩემ სახელზე. შეიძლება, მისის ჰოლიდეი აქამდე ცოცხალი იყო, იქნებ,
ახლა მოკვდა და რამე მიანდერძა, რა იცი?
- გიანდერძა? ჰეჰე! რატომ? - თქვა მისტერ კიმბლმა და ამოჩემებული
შორისდებულით უარყოფა გამოხატა.
- თუ პოლიციის ხრიკია... ხომ იცი, ჯიმ, ზოგჯერ დიდ გასამრჯელოსაც
იძლევიან რაიმე საჭირო ცნობისთვის, ოღონდაც ბოროტმოქმედი დაიჭი-
რონ.
- მერე შენ რა ცნობის მიცემა შეგიძლია? რასაც ამბობ, ყველაფერი
შენი მოჩმახულია.
- ეგრე გეგონოს. მე კი...
- ჰეჰე, - ზიზღით შეაწყვეტინა ქმარმა.
- რაც გინდა, ის თქვი, მე კი ბევრი ვიფიქრე ამაზე. თავში სულ ეს მიტ-
რიალებს იმ დღიდან მოყოლებული, რაც განცხადება წავიკითხე გაზეთ-
ში. შეიძლება, მაშინ ვერ გავერკვიე, რა მოხდა. ყველაფერი ლაიონის
ბრალია, ნამეტანი შტერი იყო; როგორც ყველა უცხოელი, ისიც ვერ
იგებდა, რას ეუბნებოდნენ. ინგლისურის ინჩიბინჩი არ გაეგებოდა. ვინ
იცის, იგი სხვას გულისხმობდა, მე სხვას... რამდენჯერ ვცადე იმ კაცის
გვარის გახსენება, ლაიონმა რომ დაინახა მაშინ.. გახსოვს, ერთხელ
ფილმ „საიდუმლო შეყვარებულს“ რომ გიყვებოდი? ძალიან საინტერესო
და ამაღელვებელი ფილმი იყო. პოლიციამ ბოლოს მაინც მიაგნო მანქა-
ნის კვალს. პატრონმა ორმოცდაათი ათასი დოლარი მისცა გარაჟის
მფლობელს, ოღონდაც არ ეთქვა, მის მანქანაში ბენზინი რომ ჩაასხა. ის
კი ვეღარ გამოვიანგარიშე, რამდენია ეს გირვანქა სტერლინგებში?.. იქ
სხვა კაციც გამოჩნდა და კიდევ, ეჭვიანობით ჭკუადაკარგული ქმარი. იგი
ყველას უყვარდა, მაგრამ...
მისტერ კიმბლმა ფეხი გაჰკრა სკამს, მერე თავდაჯერებული სახით წა-
მოდგა და ცოლს ულტიმატუმი წაუყენა. ეს გახლდათ ნაკლებად მჭევ-
რმეტყველი, მაგრამ საღად მოაზროვნე მამაკაცის ულტიმატუმი.
- მე შენ გეუბნები, ჩემო გოგო, ამ საქმეს მოეშვი-მეთქი, გესმის თუ
არა? იცოდე, ბოლოს ინანებ! - თქვა მან და სამზარეულოდან გავიდა.
ჩაფიქრებული ლილი მაგიდას მიუჯდა. მის პატარა, უტვინო თავში
ათასი ფიქრი დატრიალდა. რასაკვირველია, ქმრის წინააღმდეგ ვერ წა-
ვა, მაგრამ... ხომ ხედავს, ჯიმი რა გონებაშეზღუდულია... ნეტა ისეთი ვინ-
მე მაინც აპოვნინა, ვინც კარგად ერკვევა პოლიციისა და გასამრჯე-
ლოების საქმეში. იქნებ, იმან ურჩიოს, როგორ მოიქცეს. აფსუსია ფულის
ხელიდან გაშვება!..
„რადიომიმღები... რასელის მაღაზიის შინდისფერი პალტო. იაკობინუ-
რი ავეჯის კომპლექტი მისაღებისთვის...“ - ოცნებაში ჩაიძირა ხარბი და
წინდაუხედავი მისის კიმბლი. „ნეტა გამახსენა, რა თქვა მაშინ ლაიონმა?“
უცებ რაღაც მოისაზრა. ადგა. საწერკალამი, სამელნე და ქაღალდი
მოიმარჯვა. „მე ვიცი და ჩემმა ქალობამ, - ჩაილაპარაკა თავისთვის. -
მივწერ მისის ჰოლიდეის ძმას, ექიმ კენედის და ის დამარიგებს როგორ
მოვიქცე. ნეტა თუ ცოცხალია, ამაშია საქმე. ყოველ შემთხვევაში, მაშინ
ნამუსი შევინახე, ლაიონსა და იმ მანქანაზე რომ არაფერი ვთქვი“.
სამარისებურ სიჩუმეში ლილის კალმის ფხაჭუნი ისმოდა მხოლოდ.
მას წერილების წერა არ ეხერხებოდა და ძალიან გაუჭირდა აზრის და-
ლაგება.
ბოლოს, როგორც იქნა, მორჩა წერას, ბარათი კონვერტში ჩადო და
ზედ მისამართიც დააწერა.
ამ წერილით ლილიმ მაინცდამაინც ვერ იგრძნო შვება. რა გარანტია
აქვს, რომ ექიმი ცოცხალი იქნება! ანდა ისევ დილმაუტში ცხოვრობს?
მაშინ ვინ იყო იქ კიდევ?
ის ახალგაზრდა რა გვარი იყო?
ამის გახსენება რომ შეეძლოს...
XX - გოგონა - ელენი

ნორთჰამბერლენდიდან გვენდა და გაილსი დილით გაბრუნდნენ. ის-


ის იყო საუზმეს მორჩნენ, რომ მათთან მის მარპლი შევიდა მობოდიშე-
ბით.
- მაპატიეთ, ნაადრევად გეახელით. არ მჩვევია ასე ადრიანი სტუმრო-
ბა, მაგრამ აუცილებლად უნდა მენახეთ, რაღაც უნდა გიამბოთ.
- რას ბრძანებთ, ჩვენ მუდამ მოხარული ვართ.. - მიმართა გვენდამ და
სკამი შესთავაზა. - ყავას ხომ არ ინებებთ?
- ო, არა, გმადლობთ, უკვე ვისაუზმე. თუ ნებას დამრთავთ, ანგარიშს
ჩაგაბარებთ. თქვენი არყოფნის დროს აქ შემოვიარე ბაღის გასასუფთა-
ვებლად, ცხადია, თქვენი ნებართვით.
- ნამდვილი ანგელოზი ხართ, მის მარპლ, ანგელოზი, - შესძახა გვენ-
დამ.
- და ვფიქრობ, რომ თქვენი ბაღის მოვლას კვირაში ორი დღე არ
ჰყოფნის, მით უმეტეს, ფოსტერისნაირი მებაღის ხელში. როგორც მო-
გეხსენებათ, ჩაის სმისა და ლაყბობის მეტს არაფერს აკეთებს. დავაზუს-
ტე, რომ კვირაში სამჯერ მოსვლა არ შეუძლია. ამიტომ, უფლება მივეცი
ჩემს თავს, რომ მესამე დღე, ესე იგი ოთხშაბათი, სხვა მებაღისთვის მი-
მენდო. უკვე მოვურიგდი და დღეიდან საქმეს შეუდგა.
გაილსი სახტად დარჩა, გააოცა მის მარპლის უცნაურმა დამოუკიდებ-
ლობამ. ცხადია, კეთილი სურვილი ამოძრავებდა, მაგრამ სხვის საქმეში
ასე აქტიური ჩარევა, ცოტა არ იყოს, უხერხული ჩანდა, რაც საერთოდ
არ სჩვეოდა მის მარპლს.
- მართალია, ფოსტერის ასაკისთვის ეგ ცოტა მძიმე სამუშაოა, - და-
ყოვნებით წარმოთქვა გაილსმა.
- მანინგი გაცილებით ხნიერია, მისტერ რიდ. თვითონ ამბობს, სამოც-
დათხუთმეტი წლის ვარო. მაგრამ საქმე ისაა, ერთი დღითაც რომ მოვი-
დეს, თქვენთვის მაინც ხელსაყრელია. ჩემი აზრით, ჩიტი ბდღვნად კი
ღირს! გავიგე, რომ ის უწინ ექიმ კენედისთან მუშაობდა. სხვათა შორის,
იმ ყმაწვილის გვარი, ელენთან რომ მეგობრობდა, აფლიკი ყოფილა...
- ძვირფასო მის მარპლ, - წამოიძახა გაილსმა, - ჩემდა უნებლიეთ, გუ-
ნებაში რა არ დაგწამეთ. გენიოსი ხართ, მის მარპლ! ო, მართლა, ელე-
ნის ხელნაწერი მივიღე...
- ვიცი, აქ ვიყავი, კენედიმ რომ მოიტანა.
- ამას დღესვე გავგზავნი. გასულ კვირას საუკეთესო ექსპერტის მისა-
მართი ჩავიწერე.
- ახლა ბაღში გავიდეთ, მანინგი ვინახულოთ, - განაცხადა გვენდამ.
- ბევრი ლაქლაქი ამასაც უყვარს, მაგრამ საინტერესო ამბებსაც გვეტ-
ყვის, - თქვა მის მარპლმა.
მოხუცი მანინგი წელში ისე მოხრილიყო, კიბორჩხალას ჰგავდა. იგი
მის წილ ნაკვეთს ფოცხით ასწორებდა და ეშმაკურ თვალებს აქეთ-იქით
აცეცებდა. მათ დანახვაზე კიდევ უფრო დაფაცურდა.
- დილა მშვიდობისა, მისტერ! დილა მშვიდობისა, მისის! ეს, ლედიმ
მთხოვა, ოთხშაბათობით წავხმარებოდი თქვენს მებაღეს. დიდი სიამოვ-
ნებით... მართლა ძალიან მიშვებულია აქაურობა.
- დიახ, წლების განმავლობაში ბაღი უპატრონოდ იყო მიტოვებული.
- ვხედავ. მე ეს ბაღი მისის ფაინდსონის დროიდან მახსოვს. მაშინ ნამ-
დვილი ნახატი გეგონებოდათ. მისის ფაინდსონს ძალიან უყვარდა თავი-
სი ბაღი, ძალიან.
გაილსი მიწის სატკეპნს მიყრდნობოდა და მშვიდად უსმენდა მოხუცს.
გვენდა კი ვარდის ბუჩქს შემხმარ ღერებს აჭრიდა. ცოტა იქით მის მარ-
პლი, დელფინიუმის ბუჩქთან ჩაცუცქული, სარეველებს გლეჯდა. საუბრის-
თვის ხელსაყრელი მომენტი დადგა.
- ჩემი აზრით, ამ მიდამოებში თქვენ ყველა ბაღი გეცოდინებათ, -
შეაგულიანა გაილსმა.
- კი, კარგად ვიცნობ ამ მიდამოებს. უწინ მებაღეობას მხოლოდ მდი-
დარი ფანტაზიის მქონე და ნაწილობრივ, ახირებული ხალხი მისდევდა.
ზემონიაგარელი მისის იული ფიგურული გასხვლით იყო გატაცებული.
ურთხელის ღობეზე სულ ციყვის ფიგურები ესკუპა. რა სისულელეა, არა?
ნეტა რად უნდოდა ციყვები, მესმის ფარშავანგები ყოფილიყო. პოლკოვ-
ნიკი ლამპარდი ბეგონიების მოტრფიალე იყო და ულამაზესი ბაღნარი
გააშენა. ახლა ამ საქმეს აღარავინ მისდევს. მოდიდან გადავიდა. ვინ
მოთვლის, ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ყვავილნარის რამ-
დენი კვალი ამომივსია და ტორფით დამიფარავს. ეტყობა, ხალხს ყვა-
ვილნარში გერანიუმის გაშენების თავი აღარა აქვთ, არც ნემსიწვერასა
და ლობელიანას რგავენ...
- მგონი, თქვენ ექიმ კენედისთან მუშაობდით, არა?
- კი, დიდი ხნის წინ. ცხრამეტი თუ ოცი წელი გავიდა მას მერე. ბო-
ლოს მან ექიმობას თავი მიანება და სხვაგან გადავიდა. ახლა კორ-
სბლოჯში მის მაგივრად ახალგაზრდა ექიმი ბრენტი მუშაობს. რაღაც
წვრილ-წვრილი თეთრი ტაბლეტებით მკურნალობს, ვიტამინებს ეძახის.
- უთუოდ მის ელენ კენედიც გემახსოვრებათ, ექიმის და?
- რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს მის ელენი, ძალიან ლამაზი გოგონა
იყო, გრძელი ქერა თმით. მისმა ძმამ დიდი ამაგიც დასდო. მის ელენი
უცხოეთიდან რომ დაბრუნდა ქმართან ერთად, სწორედ ამ სახლში ცხოვ-
რობდა. ქმარი ინდოეთიდან იყო, სამხედრო პირი გახლდათ.
- ვიცით, - მიუგო გვენდამ.
- ჰო, შაბათი საღამო იყო... გავიგე, თქვენ და თქვენი ქმარი, მგონი,
მისი ნათესავები ხართ. მის ელენი რომ გენახათ, პირველად სკოლიდან
რომ დაბრუნდა, იტყოდით, კალმით ნახატი სურათიაო. მუდამ სიცოც-
ხლით აღსავსე და მხიარული. ყველაფერს ასწრებდა - იქ ცეკვებიო,
ჩოგბურთი და რა ვიცი... მე დამავალეს, ოცი წლის გაუქმებული, ძველი
ჩოგბურთის მოედნის მოწესრიგება, რომელიც მთლად სარეველებითა
და ბუჩქებით იყო გადაბარდული. მოედანი გავწმინდე, რაც საჭირო იყო,
შევათეთრე და კიდეც დავხაზე. საკმაოდ დიდი შრომა გავწიე, ჩემო ბა-
ტონო; ბოლოს, ყველაფერი რომ მოვათავე, აღარც უთამაშიათ იქ. გა-
საოცარი ამბავი მოხდა, ჩემმა მზემ.
- მაინც, რა მოხდა?
- ძალიან საინტერესო ამბავია. ღამით ვიღაცამ ჩოგბურთის ბადე სულ
ნაკუწ-ნაკუწად დაჭრა. მააშ! ალბათ, შურისგან, სხვა რა უნდა იფიქროს
კაცმა?
- კი მაგრამ, ვის უნდა ჩაედინა ეს სიავე?
- აბა, რა გითხრათ? ექიმსაც ეგ აინტერესებდა. კინაღამ გაგიჟდა,
ვერც გაამტყუნებთ, რამდენი ფული ჩაეყარა წყალში. კაციშვილმა არ
იცოდა, ვისი ნამოქმედარი იყო. ვერც მერე გაიგეს. ჰოდა, ამით გაბორო-
ტებულმა განაცხადა, მეტ ბადეს აღარ ვიყიდიო. სწორია, თუკი ერთხელ
გაბედეს, მეორედაც არ დაუშლიდათ ჭკუა. მის ელენმაც ძალიან განიცა-
და. საერთოდ, ბედი არ სწყალობდა. ამ ბადის ამბავს მერე ფეხიც დაერ-
თო...
- ფეხზე რა მოუვიდა? - იკითხა გვენდამ.
- იღრძო. რაღაცას წამოედო და გაიჭრა კიდეც. თითქოს გაკაწრული
ჰქონდა, მაგრამ არა და არ მოუშუშდა. თვითონ ძმა მკურნალობდა, თა-
ვისი ხელით ადებდა საფენებსა და მალამოს. მაინც გაუმიზეზდა. ერ-
თხელ შემომჩივლა: ვერაფერი გამიგია, უთუოდ სპექტიკური, თუ რაღაც
ამგვარი სიტყვა იხმარა, რამე იქნებოდაო. კაცმა რომ თქვას, შუა გზაზე
რას უნდა წამოდებოდა? სწორედ შინ რომ ბრუნდებოდა, მაშინ წამოედო
იმ ოხერს. საწყალი გოგო ვეღარ დადიოდა ცეკვებზე, სულ შინ იჯდა
ფეხშეხვეული. ისედაც დიდი უიღბლო გოგო იყო...
გაილსმა ხელსაყრელი მომენტი შეარჩია და სხვათა შორის ჰკითხა:
- ვინმე აფლიკი ხომ არ გახსოვთ?
- ჯეკ აფლიკი? ფეინისა და უოჩმენის კანტორაში რომ მუშაობდა?
- დიახ. მგონი, მის ელენთან მეგობრობდა, არა?
- რაღაც სისულელე იყო, მეტი არაფერი. ექიმმა მაშინვე ჩამოაშორა
და სწორადაც მოიქცა. იგი სულ სხვა წრიდან იყო. მერე რა გაიძვერა და
ცუღლუტი. კიდევაც ჩავარდა. მაგნაირების ბოლო ასეთია. მერე, დიდ-
ხანს აღარ დარჩენილა აქ. დროზე უშველა თავს. დილმაუტში ვის რად
უნდა მისთანები. წავიდეს და სადაც უნდა, იქ იცუღლუტოს, მე შენ გეტყვი,
არ ემარჯვება.
- ბადე რომ დაჭრეს, მაშინ დილმაუტში იყო? - იკითხა გვენდამ.
- ჰმ, ვიცი, რატომაც მეკითხებით, მაგრამ ამას არ იკადრებდა. ცუღლუ-
ტი კი იყო, მაგრამ ჭკუაც ჰყოფნიდა. ის ბადე ჯიბრითაა დაჭრილი. ბო-
როტის მეტი რაა ქვეყანაზე.
- ისეთი მტერი თუ ჰყავდა მის ელენს, რომელსაც შეეძლო მისთვის
ცუდის გაკეთება?
მოხუცმა მანინგმა ნელა ჩაახველა.
- გამორიცხული არ არის. მის შეხედვას არაფერი სჯობდა, ზოგიერთი
გოგო, ალბათ, შურითაც ივსებოდა, მაგრამ არა. ეგ სულ სხვა ვიღაცის
ნამოქმედარია; ვინმე ხელმოცარული, შურიანი მაწანწალა იზამდა.
- მის ელენი განაწყენებული იყო ჯეკ აფლიკზე? - ჰკითხა გვენდამ.
- არა მგონია, რომ მის ელენი რომელიმე ყმაწვილით დაინტერესებუ-
ლი ყოფილიყო. უბრალოდ, ერთობოდა ხოლმე. ზოგი მართლა მისი
ერთგული იყო, მაგალითად, ვალტერ ფეინი. სულ ფინიასავით დასდევ-
და კუდში.
- ელენს ხომ არ უყვარდა იგი?
- არა, სულ დასცინოდა. მერე ვალტერ ფეინი ინდოეთში წავიდა. იქ
წარმომადგენლად თუ რაღაცად დანიშნეს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ აქ
ჩამოვიდა. ახლა აქაურ ფირმას განაგებს. ცოლიც არ შეურთავს. არ გა-
ემტყუნება. უსიამოვნების მეტს რას მოუტანს ქალი.
- თქვენ გყავთ ცოლი?
- ორი დავასაფლავე, - მიუგო მოხუცმა მანინგმა. - ისე, ბედს არ ვემ-
დური. ვარ ჩემთვის, სადაც მინდა, როგორც მინდა... ჩემს გემოზე ვაბო-
ლებ ჩიბუხს.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მანინგმა ისევ აიღო თავისი ფოცხი. გვენ-
და და გაილსი შინისკენ გაუყვნენ ბილიკს. სარეველებთან ნაომარი,
დაღლილი მის მარპლიც მათ შეუერთდა.
- მის მარპლ, - მიმართა გვენდამ, - რაღაც ცუდად გამოიყურებით,
რაიმე ხომ არ...
- არაფერია, ჩემო კარგო. - მოხუცი ლედი წამით შეჩერდა, მერე მის-
თვის უჩვეულო დამაჯერებლობით წარმოთქვა: - მართალი გითხრათ, არ
მომეწონა ჩოგბურთის ბადის ამბავი. ნაკუწ-ნაკუწად აქციესო. თუნდაც... -
სიტყვა აღარ დაამთავრა.
გაილსმა ცნობისმოყვარეობით ახედა.
- ვერ გავიგე, - თქვა მან.
- მართლა? ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. იქნებ, ჯობს, რომ ვერ
გაიგეთ. შეიძლება, მე ვცდები... ვნახოთ! მოდით, მიამბეთ, ნორთჰამბერ-
ლენდში რა მოიმოქმედეთ?
გვენდასა და გაილსის ნაამბობი მის მარპლმა გულისყურით მოისმინა.
- როგორი გულსატკენი ამბავია, არა? - დაამთავრა გვენდამ. - თით-
ქმის ტრაგიკული.
- კი, ნამდვილად. ის საცოდავი...
- მაშინვე ვიგრძენი, როგორ იტანჯება საწყალი კაცი...
- კაცი? ჰო, რასაკვირველია.
- მაგრამ თქვენ გულისხმობდით...
- დიახ, ცოლი ვიგულისხმე, ქალი, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს
ქმარი. იმ კაცმა უთუოდ ანგარიშით ითხოვა ის ან რაიმე იძულებით. ეს
დიდი უნამუსობაა.
„სიყვარული მრავალნაირია და ბევრი - მიჯნურთა გულის გამაპობე-
ლი...“ - ციტატა წარმოთქვა გაილსმა.
- ეგ ჭეშმარიტებაა, სამწუხაროდ, - მიუგო მის მარპლმა. - ეჭვიანობა
ყველაზე მტანჯველი გრძნობაა. იგი შინაგანად წარმოიქმნება, როცა სიყ-
ვარული ცალმხრივია... ტანჯული მუდამ თვალყურს ადევნებს, რაღაცის
მოლოდინშია... იქნებ, მისმა სათაყვანებელმა სხვისკენ იბრუნა პირი. გა-
ნა ცოტაა ასეთი შემთხვევა? ასე და ამრიგად, მისის ერსკინმა ქმარს ჯო-
ჯოხეთად უქცია ცხოვრება... მან კი, ვინაიდან ცოლს თავი ვერ დააღწია,
მას სიცოცხლე გაუმწარა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ცოლი უფრო
იტანჯება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ერსკინს მაინც უყვარს ცო-
ლი.
- არა, - წამოიძახა გვენდამ.
- ჰმ, ჩემო ძვირფასო, ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. თუნდაც ის, რომ
ცოლს თავს არ ანებებს, უკვე რაღაცას ნიშნავს.
- შვილები ჰყავს. მოვალეობას ვერ გაექცევა.
- შვილები? - მის მარპლს გაეღიმა. - შესაძლებელია, მაგრამ არა
მგონია, მამაკაცმა ანგარიში გაუწიოს მოვალეობას, როცა ცოლთან ურ-
თიერთობის საკითხი დგას. თუ საზოგადო მოღვაწეა, ეგ სხვა საქმეა.
გაილსმა გაიცინა.
- ცინიკოსიც ყოფილხართ, მის მარპლ!
- ღმერთმა დამიფაროს, მისტერ რიდ, გარწმუნებთ, რომ ცდებით.
ადამიანებში მუდამ სიკეთე უნდა ეძებოთ.
- რა ვქნა, ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ვალტერ ფეინია ამის ჩამ-
დენი, - თქვა ჩაფიქრებულმა გვენდამ. - დარწმუნებული ვარ, არც
მაიორი ერსკინი. ეჭვიც არ მეპარება ამაში.
- გულისთქმას ყოველთვის ვერ მივენდობით, - უთხრა მის მარპლმა.
ზოგი ისეთ რამეს ჩაიდენს, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ერთხელ ჩემს
პატარა სოფელში ასეთი სენსაცია მოხდა: საშობაო კლუბის ხაზინადარ-
მა, ამავე კლუბის ფონდიდან, მთელი შემოსავალი ცხენებს მიახარჯა.
თუმცა პირველი თვითონ ილაშქრებდა დოღისა და ყველანაირი აზარტუ-
ლი გართობის წინააღმდეგ. ეს იმიტომ, რომ მამამისი დოღის აგენტი
ყოფილა და, თურმე აუტანლად ექცეოდა ცოლს. რაღაც თვალსაზრისით
ხაზინადარი მართალი იყო, მაგრამ ერთხელაც ის მანქანით წასულა
ნიუმარკეტში და იქ უნახავს, როგორ წვრთნიდნენ მხედრები ცხენებს.
ყველაფერი აქედან დაიწყო. მშობლიური სისხლი აჩქეფდა მასში...
- როგორც ჩანს, ვალტერ ფეინისა და რიჩარდ ერსკინის დამნაშა-
ვეობა გამორიცხულია, - თქვა გაილსმა და ნერვულად მოკუმა ტუჩები. -
მაშინ გამოდის, რომ მკვლელობა მოხალისეობა ყოფილა, სხვა არაფე-
რი.
- ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევის დროს ორივენი ად-
გილზე იყვნენ, - განაცხადა მის მარპლმა. - ვალტერ ფეინიც დილმაუტში
იმყოფებოდა და მაიორი ერსკინიც. ერსკინი, როგორც თვითონ ამბობს,
ელენ ჰოლიდეის იმ ღამით დაშორდა. ესე იგი, მის სიკვდილამდე სულ
რამდენიმე წუთის წინ. და, იქიდან პირდაპირ სასტუმროში არ დაბრუნებუ-
ლა.
- ეს ყველაფერი თვითონ თქვა, გულახდილად. ის რომ... - გვენდამ
აღარ დაამთავრა, მის მარპლის მკაცრი სახე რომ დაინახა.
- მე მხოლოდ იმ ფაქტის მნიშვნელობაზე მოგახსენებთ, რომ მაშინ
ორივენი იქ იყვნენ, - თქვა მან და ცოლ-ქმარს გადახედა. - ჯეკ აფლიკის
მისამართის გაგება არც ისე ძნელია. რაც უნდა იყოს, სატრანსპორტო
სააგენტოს პატრონი ქალაქში საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა.
- ამას მე გავიგებ, - თქვა გაილსმა. - შეიძლება, სატელეფონო ცნო-
ბარშიც იყოს. წამით შეჩერდა. - თქვენი აზრით, მისი ნახვა აუცილებელი-
ა?
მის მარპლი ჩაფიქრდა.
- თუ ნახავთ, დიდი სიფრთხილე გმართებთ. ხომ გახსოვთ, მოხუცმა
მებაღემ რომ თქვა, დიდი გაიძვერა ვინმეაო?.. ძალიან ფრთხილად უნ-
და მოიქცეთ.
XXI - ჯეკ აფლიკი

სატელეფონო ცნობარში გაილსმა „დეფოდილ კოუჩიზ“-ის ტურისტუ-


ლი სააგენტო მოძებნა. მინიშნებული იყო, რომ „ჯეკ აფლიკის ტურისტუ-
ლი სააგენტო უზრუნველყოფს ტურისტებს შემდეგი მარშრუტის ავტობუ-
სებით - დევინი - დორსეტი“ და სხვა. ამ სააგენტოს ორი მისამართი ეწე-
რა, ერთი კანტორის, რომელიც ქალაქ ეგზეტერში იმყოფებოდა, მეორე
კი ბინის, ამავე ქალაქის გარეუბანში.
ჯეკ აფლიკთან შეხვედრა მეორე დღესვე იყო დანიშნული.
ის იყო გვენდა და გაილსი მანქანაში ჩასხდნენ, რომ მისის კოკერის
ხმა შემოესმათ:
- ექიმი კენედი გთხოვთ ტელეფონთან, სერ!
გაილსი მანქანიდან გადმოვიდა და სწრაფად აირბინა კიბე. ყურმილი
აიღო.
- გაილს რიდი გისმენთ!
- დილა მშვიდობისა. სწორედ ეს წუთია, ერთი უცნაური ბარათი მივი-
ღე. მწერს ვიღაც ქალი, გვარად კიმბლი. ვერაფრით ვერ ვიხსენებ, ვინ
უნდა იყოს? ჯერ ჩემი პაციენტი მეგონა, მთლად დავიბენი. ბოლოს და-
ვეჭვდი, ის მოახლე გოგო ხომ არ არის, ოდესღაც თქვენს სახლში რომ
მუშაობდა. სახელი კი მახსოვს, იმასაც ლილი ერქვა, მაგრამ გვარი არ
მაგონდება.
- დიახ, ლილი იყო მოახლე. გვენდას ახსოვს იგი. ისიც კი გაიხსენა,
ერთხელ კატისთვის ბაფთა რომ შეუბამს კისერზე.
- გვენის საოცარი მეხსიერება ჰქონია.
- კი, ნამდვილად.
- მინდა, ისევ ამ წერილის შესახებ მოგახსენოთ, მაგრამ ტელეფონით
არ ღირს. თუ შინ იქნებით, ახლავე წამოვალ.
- არა, იცით, ეგზეტერში მივდივართ... მაგრამ, თუ გნებავთ, ჩვენ თვი-
თონ გამოგივლით.
- ჩინებულია.
- ტელეფონით ლაპარაკი არ მიყვარს ამგვარ საქმეებზე, - აუხსნა კე-
ნედიმ, როდესაც ისინი ჩავიდნენ. - რატომღაც მგონია, რომ ადგილობ-
რივი სადგურები გვისმენენ. აი, იმ ქალის ბარათი.
ექიმმა კენედიმ მოკეცილი ქაღალდი გახსნა და მაგიდაზე დადო. ბა-
რათი შეცდომებით იყო სავსე.
„პატივცემულო სერ.
მე დიდი მადლობელი ვიქნები თუ რჩევას მომცემთ თანდართული გა-
ზეთის ამონაჭერის შესახებ. მე ბევრი ვიფიქრე და ამის თაობაზე ჩემს
ქმარს მისტერ კიმბლსაც ველაპარაკე, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქ-
ცე, უკეთესი რომ იყოს? თქვენ როგორ ფიქრობთ? ხომ არ ნიშნავს ეს,
რომ ჩემი ცნობებისთვის მე რამე ფულად ანაზღაურებას მივიღებ? ფულ-
ზე მე ცხადია უარს არ ვიტყვი, მაგრამ პოლიციასთან და ამგვარ ვინმეებ-
თან საქმის დაჭერა არ მინდა. მე ხშირად ვფიქრობ იმღამინდელ ამბავ-
ზე, მისის ჰოლიდეი რომ წავიდა სახლიდან. და მე არ მგონია, ბატონო,
რომ ის სადმე წასულიყო, რადგან მისი ტანისამოსი რაც ჭირდებოდა არ
წაუღია. პირველად მეგონა, რომ ბატონმა გააკეთა ეს, მაგრამ ახლა
სხვანაირად ვფიქრობ იმ მანქანის გამო, რომელიც ფანჯრიდან დავინა-
ხე. ის დიდებული მანქანა იყო და მე უწინაც დამინახავს ის, მაგრამ
თქვენს უკითხავად არაფერს ვიტყვი. როგორც თქვენ მირჩევთ ისე მო-
ვიქცევი, მხოლოდ პოლიცია არ ჩაერიოს, რადგან ჩემ დღეში პოლიცი-
ასთან მე საქმე არ მქონია. მისტერ კიმბლსაც არ ესიამოვნება ეს. და თუ
ნებას დამრთავთ, მე ჩამოვალ და გინახულებთ მომავალ ხუთშაბათს. მა-
შინ ბაზრობაა და მისტერ კიმბლი შინ არ იქნება. დიდი მადლობელი ვიქ-
ნები თუ ამაზე დამთანხმდებით.
პატივისცემით ლილი კიმბლი“
- ეს ბარათი დილმაუტშია გაგზავნილი, ძველ მისამართზე, - თქვა
ექიმმა კენედიმ. - აქ მერე გამომიგზავნეს. აი, ეს კიდევ თქვენი განცხადე-
ბის ამონაჭერია გაზეთიდან.
- საოცარია, - დაიწყო გვენდამ. - ხომ ხედავთ, რომ ლილისაც არ სჯე-
რა მამაჩემის ბოროტმოქმედება. - მის ხმაში ხალისი შეიმჩნეოდა.
ექიმმა კენედიმ დაღლილი, კეთილი თვალებით შეხედა და უთხრა:
- ეგ მეც მიხარია, გვენი. ნეტავ მართლა ასე იყოს. იცით, რა გადავ-
წყვიტე? იმ ლილი კიმბლს მივწერ, რომ ხუთშაბათს აქ ჩამოვიდეს. მატა-
რებლები შეუფერხებლად მიმოდიან. დილმაუტში გადაჯდომაც რომ
მოუწიოს, ხუთის ნახევრისთვის მაინც აქ იქნება. თუკი იმ დროისთვის
თქვენც მოხვალთ, პირადად ნახავთ და მოუსმენთ.
- ძალიან კარგი, - თქვა გაილსმა და საათს დახედა. - გვენდა, ჩვენ
გვაგვიანდება, წავიდეთ. - შემდეგ ექიმ კენედის მიუბრუნდა და აუხსნა: -
მისტერ აფლიკთან გვაქვს პაემანი, „დეფოდილ კოუჩიზ“-ის სააგენტოში.
წინდაწინ გაგვაფრთხილა, ძალიან მოუცლელი ვარო.
- აფლიკი? - შეიჭმუხნა ექიმი კენედი. - დიახ, გასაგებია, „დეფოდილ
კოუჩიზ“-ის სააგენტო, დევონის მარშრუტით... როგორ არა, ვიცი. უზარმა-
ზარი, ყვითელი, მხეცივით მანქანებია... თითქოს გვარიც მეცნობა...
- ელენის... - დაიწყო გვენდამ.
- ღმერთო ჩემო, ის ახალგაზრდა ხომ არა?
- დიახ.
- მაგრამ, როგორც ვიცი, ის ყოვლად გასაცოდავებული ვირთხა იყო!
ერთი უყურეთ, მაინც ადამიანი გამხდარა?!
- თუ შეიძლება, ამიხსენით, მისტერ კენედი, - მიმართა გაილსმა, - რო-
ცა იგი ელენს ჩამოაშორეთ, მიზეზი, ასე ვთქვათ, მისი სოციალური
მდგომარეობა იყო თუ კიდევ სხვა რამეც?
მისტერ კენედიმ ცივად გახედა გაილსს.
- მე ძველი ყაიდის კაცი გახლავარ, ჩემო კარგო. თანამედროვე გაგე-
ბით კი, ერთი პიროვნება იმდენად არის კარგი, რამდენადაც მეორე და
მესამე. ეს, უდავოდ, ერთგვარ მორალურ უფლებას ანიჭებს ადამიანებს.
მაგრამ მე მაინც ამ აზრის ვარ: თუ თქვენ ცხოვრების განსაზღვრულ პი-
რობებში დაიბადეთ, უმჯობესია, ბოლომდე იმავე პირობებში დარჩეთ.
გარდა ამისა, მე ვფიქრობდი, რომ ის ყმაწვილი არასწორ გზას ადგა.
ბოლოს კიდეც დაადასტურა.
- სახელდობრ, რა ჩაიდინა?
- ზუსტად აღარ მახსოვს. მგონი, ქრთამის აღებას აპირებდა რაღაც
ცნობებში, რომლებსაც თვითონ აგროვებდა ფეინთან მუშაობისას. ეს
ცნობა ფირმის ერთ-ერთ კლიენტს ეხებოდა, თან ფრიად საიდუმლო
იყო.
- სამსახურიდან რომ გააძევეს, ძალიან განიცადა?
- დიახ, - მოკლედ და ცივად მიუგო ექიმმა კენედიმ.
- რაიმე სხვა მიზეზს ხომ არ გამოუწვევია თქვენი აქტიური ჩარევა
ელენისა და მის მეგობრობაში? ხომ არ შეგინიშნავთ რაიმე ახირებული
ჩვევა?
- რაკი ეს საკითხი წამოჭერით, არ დაგიმალავთ. აფლიკზე მუდამ ისე-
თი შთაბეჭდილება მქონდა, განსაკუთრებით სამსახურიდან გაძევების
შემდეგ, რომ წონასწორობიდან გამოდიოდა, მეგონა, დევნის მანიით
იყო შეპყრობილი, მაგრამ როგორც მისი წარმატებიდან ჩანს, ეს არ და-
დასტურებულა.
- სამსახურიდან ვინ დაითხოვა იგი, ვალტერ ფეინმა?
- წარმოდგენა არ მაქვს, პირადად ვალტერ ფეინის დაინტერესება იყო
თუ არა. ისე კი ფირმამ გაათავისუფლა.
- უკმაყოფილობას თუ გამოთქვამდა?
ექიმმა კენედიმ თავი დააქნია.
- გასაგებია... უკვე გვაგვიანდება. მაშ, ხუთშაბათამდე, სერ!
გვენდა და გაილსი მიადგნენ ახალაშენებულ თეთრი კრეტის სახურა-
ვიან ქვის შენობას, რომელსაც შორიშორ ჩატანებული ფანჯრები ჰქონ-
და. გაიარეს მდიდრულად მორთული ჰოლი და კაბინეტში შევიდნენ.
ოთახის თითქმის ნახევარი ქრომგადაკრულ საწერ მაგიდას ეკავა.
გვენდამ დაძაბულობისგან გაილსს გადაუჩურჩულა:
- რა გვეშველებოდა, მის მარპლი რომ არ გვყოლოდა. ჯერ ნორ-
თჰამბერლენდში ვიღაც მეგობრები გამოძებნა. ახლა კიდევ მღვდლის
ცოლი; მაინც საიდან დაადგინა, რომ ეს ქალი ყოველწლიურად აწყობდა
მარტოხელა მამაკაცების კლუბელთა ქალაქგარეთ გასეირნებას?
გაილსმა ანიშნა გაჩუმებულიყო, რადგან ოთახში ჯეკ აფლიკი შემოვი-
და. იგი შუახნის, ჩასკვნილი მამაკაცი იყო, ლაპლაპა, კუბოკრულ კოს-
ტუმში გამოწყობილი; ღაჟღაჟა, კეთილი სახე და გამჭრიახი თვალები
ჰქონდა. მთლიანობაში, წარმატებას მიღწეული ბუკმეკერის პოპულარულ
რეკლამას მოგაგონებდათ.
- მისტერ რიდი? დილა მშვიდობისა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემი მეუღლე გახლავთ, - გააცნო გაილსმა.
- რით შემიძლია გემსახუროთ, მისტერ რიდ?
აფლიკი საწერ მაგიდას მიუჯდა, უჯრიდან სიგარეტის კოლოფი
ამოიღო და ცოლ-ქმარს შესთავაზა.
გაილსმა მარტოხელა მამაკაცების კლუბელთა გასეირნებაზე ჩამოაგ-
დო საუბარი. მოჰყვა, რომ მისი ძველი მეგობრები დევონში გამოფენას
აწყობენ. მას და მის ცოლს ძალიან უნდათ ტურისტულ ჯგუფთან ერთად
რამდენიმე დღით იქ ჩასვლა. და იმედი აქვთ, მისტერ აფლიკი ამ საქმე-
ში დახმარებას გაუწევს.
აფლიკი მაშინვე საქმეს შეუდგა, როგორც საქმოსნებს სჩვევიათ. წა-
რუდგინა გაანგარიშებული ღირებულება და რამდენიმე საქმიანი წინადა-
დება, მაგრამ სახეზე ოდნავი გაკვირვება ეტყობოდა.
- მაშ ასე, - თქვა მან. - ალბათ, ყველაფერი გასაგებია, მისტერ რიდ.
მე თქვენ ოფიციალურ თანხმობასაც გამოგიგზავნით, თუმცა ამგვარი სა-
კითხები უშუალოდ კანტორას ეხება. თუ არ ვცდები, ჩემმა მდივანმა ასე
გადმომცა, თითქოს თქვენ პირადი საქმე გქონდათ ჩემთან?
- მართალს ბრძანებთ, მისტერ აფლიკ. ფაქტობრივად, ორ საქმეზე
გეახელით. ერთი უკვე მოვაგვარეთ, მეორე კი ნამდვილად პირადია. ჩე-
მი ცოლი თავისი დედინაცვლის ამბით არის დაინტერესებული, რომე-
ლიც წლების განმავლობაში არ უნახავს. გადავწყვიტეთ, იქნებ, ამ საქმე-
შიაც დაგვეხმაროთ?!
- ალბათ, ლედის გვარს მეტყვით... თქვენ ვარაუდობთ, რომ ვიცნობ-
დი?
- ერთ დროს იცნობდით. ჰოლიდეი, ელენ ჰოლიდეი. ქალიშვილობის
გვარი კენედი გახლდათ.
აფლიკს ნირი არ შეცვლია, მხოლოდ თვალები მოჭუტა და სკამიანად
უკან გადაიზნიქა.
- ელენ ჰოლიდეი... არ მახსოვს... ელენ კენედი...
- დილმაუტში ცხოვრობდა, - წაეშველა გაილსი.
აფლიკის სკამი უცებ დაეშვა.
- აა, როგორ არა, რასაკვირველია, - წამოიძახა მან და მრგვალი,
ღაჟღაჟა სახე სიხარულისაგან გაებადრა. - როგორ არ მახსოვს, მაგრამ
ეს დიდი ხნის ამბავია. ოცი წელი მაინც იქნება.
- თვრამეტი.
- რას ამბობთ? როგორ გარბის დრო. კი, მაგრამ, მე რაში უნდა და-
გეხმაროთ, მისის რიდ? მას აქეთ ელენი არ შემხვედრია, არც მისი ამბა-
ვი გამიგია.
- ო, ღმერთო ჩემო, - თქვა გვენდამ. - ძალიან სამწუხაროა. თქვენზე
დიდ იმედს ვამყარებდით...
- რა მოუვიდა? - აფლიკმა ორივე სათითაოდ შეათვალიერა. - რაიმე
ოჯახური უსიამოვნებაა? სახლიდან გაიქცა? ფულის ანგარიშია?
- თვრამეტი წლის წინ დილმაუტიდან მოულოდნელად გაჰყვა ვიღა-
ცას, - აუხსნა გვენდამ.
- და თქვენ დაასკვენით, რომ ის „ვიღაცა“ მე ვიყავი? ნუთუ საამისო სა-
ბაბი გქონდათ? - გაიოცა მან.
- გავიგეთ, რომ თქვენ და ელენს ადრე ერთმანეთი გყვარებიათ.
- მე და ელენს? მსგავსი არაფერი ყოფილა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭის
ჩვეულებრივი მეგობრობის გარდა. ეგ ამბავი სერიოზულად არც ერთს
არ მიგვიჩნევია. - მერე მკვახედ დასძინა: - არც არავის წავუხალისები-
ვართ...
- კადნიერებად ნუ ჩამომართმევთ, - დაიწყო გვენდამ, მაგრამ აფლიკ-
მა არ აცალა.
- ნუ წუხხართ, ასეთი რამეები არ მწყინს. ესე იგი, თქვენ განზრახული
გაქვთ, მოძებნოთ პიროვნება და მიგაჩნიათ, რომ მე შემიძლია დახმარე-
ბა. მაშ, გისმენთ. მკითხეთ, რაც გნებავთ. დასამალი არაფერი მაქვს, -
მან გვენდას შეხედა. - მაშასადამე, თქვენ ჰოლიდეის ქალიშვილი ხართ?
- დიახ. თქვენ მამაჩემს იცნობდით?
- ერთხელ დილმაუტში საქმე მქონდა და ელენთანაც შევიარე. გავიგე,
რომ გათხოვილიყო და იქ ცხოვრობდა. ძალიან თავაზიანად შემხვდა. -
აფლიკმა პაუზის შემდეგ განაგრძო, - თუმცა, სადილზე არ დამპატიჟა.
არა, მამათქვენს არ ვიცნობდი.
„ნეტავ, ამ სიტყვებით გულისტკივილს გამოთქვამს?“ - გაიფიქრა გვენ-
დამ.
- თუ გახსოვთ, ბედნიერი ჩანდა იგი?
აფლიკმა მხრები აიჩეჩა.
- თუ არ ვცდები, საკმაოდ ბედნიერი. მართალია, დიდი ხნის ამბავია,
მაგრამ რამე რომ შემემჩნია, უთუოდ დამამახსოვრდებოდა. - შემდეგ
ცნობისმოყვარეობით იკითხა: - ესე იგი, ამ ხნის განმავლობაში არ გამო-
ჩენილა?
- არა.
- არც წერილი მიგიღიათ?
- მხოლოდ ორი წერილი არსებობს, - მიუგო გვენდამ. - მაგრამ ვეჭ-
ვობთ, რომ მისი დაწერილი იყოს.
- მისი დაწერილი არ არის? - აფლიკს ირონიულად გაეღიმა, უნდობ-
ლად გადააქნია თავი. - საიდუმლოებით მოცულ ამბავს მაგონებს, კინო-
ფილმებში რომ მინახავს...
- ჩვენც ასე ვფიქრობთ.
- მისი ექიმი ძმა რაღას ამბობს? არც მან იცის დის სამყოფელი?
- არა.
- გასაგებია. ბნელი საიდუმლოა, არა? გაზეთში რომ განაცხადოთ?
- უკვე გამოვაცხადეთ.
- ეტყობა, ცოცხალი აღარ არის, - ჩაილაპარაკა აფლიკმა.
გვენდა შეკრთა.
- ხომ არ შეგცივდათ, მისის რიდ?
- არა. ელენი მკვდარი წარმომიდგა. ამაზე ფიქრიც არ შემიძლია.
- მართალი ბრძანდებით. მეც მიჭირს ამის გაფიქრება. ძნელი წარმო-
სადგენია მკვდარი ელენი.
- თქვენ ხომ მას იცნობდით, კარგად იცნობდით, - სხაპასხუპით მიაყა-
რა გვენდამ. - როგორი იყო ელენი? როგორი თვალით უყურებდნენ
მას? პირადად თქვენ როგორ იყავით განწყობილი?
აფლიკი თვალს არ აშორებდა გვენდას.
- გულახდილად გეტყვით, მისის რიდ, გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. მე
ძალიან მეცოდებოდა იგი...
- გეცოდებოდათ? - გაიოცა გვენდამ.
- მართალს მოგახსენებთ. ვხედავდი, სკოლიდან რომ ბრუნდებოდა,
გართობა, სითბო და ალერსი სწყუროდა, როგორც ყველა ბავშვს... ამის
ნაცვლად, შინ ხვდებოდა გაჯგიმული ძმა, უცნაურად ჩამოყალიბებული
აზროვნებით - გოგონებისთვის რა იყო დასაშვები და რა არა. საბრალო
ბავშვი კი ყველაფერს დანატრებული იყო. რამდენადაც შემეძლო, ვაც-
ნობდი ირგვლივ სამყაროს, აქეთ-იქით ვატარებდი... ჩვენ არ ვყოფილ-
ვართ ერთმანეთით გატაცებული, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ზოგ-
ჯერ მას სურვილი მოეძალებოდა, შეუზღუდავი, თამამი და უშუალო გამ-
ხდარიყო... მერე ძმამ გაგვიგო, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით და წერ-
ტილი დასვა. ვერც გავამტყუნებ, მაშ რა უნდა ექნა. ელენი ათასწილად
მჯობდა. ჩვენს შეუღლებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა. მაშინ სულ არ ვა-
პირებდი ცოლის შერთვას. სულ სხვა მიზანი მქონდა, წარმატებას ვეძებ-
დი. ცოლიც ისეთი მინდოდა, ამ საქმეში რომ დამხმარებოდა. ელენს კი
ფულიც არ გააჩნდა. ესეც რომ არა, ძალიან შეუფერებლები ვიყავით...
ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობდით, იშვიათად თუ წავიარშიყებდით, ეგ იყო
და ეგ.
- ალბათ, გაბრაზდით, როდესაც ექიმმა...
- კი, ძალიან გავბრაზდი, - შეაწყვეტინა აფლიკმა. - ვერ წარმოიდ-
გენთ, რა მწარეა, როცა პირში გეუბნებიან, შეუფერებელი ხარო, მაგრამ
ზედმეტი მგრძნობიარობაც არ ვარგა.
- და მერე, სამსახურიც დაკარგეთ? - ჰკითხა გვენდამ.
აფლიკს სახეზე უსიამოვნება დაეტყო.
- დიახ, ფეინისა და უოჩმენის ფირმიდან გამაძევეს. ვიცი, ვისი წყალო-
ბითაც.
- ო? - შეკითხვასავით ამოთქვა გაილსმა.
აფლიკმა თავი გააქნია.
- თქმით არ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერი ვიცი. ცილი დამწამეს, მორჩა
და გათავდა. ისიც ვიცი, ვინ. მერედა რატომ? - მას სახეზე ალმური
მოედო და ისევ განაგრძო: - ბინძური საქმეა... ადამიანს ცილი დასწამო,
დააბეზღო და მახეში გააბა. ო, ძალიან ბევრი მტერი მყავდა, მაგრამ
თავს არავის ვაჩაგვრინებდი. ყველას მივუზღე სამაგიერო. არც მავიწ-
ყდებოდა... - იგი წამით გაჩუმდა, მერე ისევ მშვიდი და თავაზიანი გახდა.
- ვწუხვარ, რომ ვერ დაგეხმარეთ. აკი გითხარით, ჩვენ შორის სერიოზუ-
ლი არაფერი ყოფილა, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული დამოკიდე-
ბულება.
გვენდა თვალს არ აშორებდა მას. ყველაფერი ნათლად და გარკვე-
ვით ითქვა; მაგრამ აფლიკი სიმართლეს ამბობდა? - მხოლოდ ეს აინტე-
რესებდა გვენდას.
- მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ინახულეთ ელენი დილმაუტში, არა?
- ჰკითხა გვენდამ.
აფლიკს გაეცინა.
- გამომიჭირეთ, ხომ, მისის რიდ? - კი, ვინახულე. ალბათ, მინდოდა
დავრწმუნებულიყავი, რომ ნაძირალა არ ვიყავი, არც სულით დაცემული.
მართალია, იმ გრძელცხვირა, ცხენისთავა ვექილმა სამსახურიდან გამა-
ძევა, მაგრამ ბიზნესი წამოვიწყე, დიდებული მანქანაც შევიძინე და ცხოვ-
რებაში წარმატებასაც მივაღწიე.
- ელენთან რამდენჯერმე მიხვედით, არა?
აფლიკი შეყოვნდა.
- ორჯერ... შეიძლება, სამჯერაც. უბრალოდ, გზად შევიარე. მაპატიეთ,
მაგრამ მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, - თქვა და წამოდგა.
გაილსიც ადგა და ბოდიში მოიხადა.
- გვაპატიეთ, ამდენი დრო რომ წაგართვით.
- არაფერია, ძველი ამბების გახსენება კიდეც მესიამოვნა.
ამ დროს კარი გაიღო და ქალმა შემოიხედა, თან მოიბოდიშა:
- მაპატიე, მარტო მეგონე.
- შემოდი, ძვირფასო, შემოდი. გაიცანით, ჩემი მეუღლეა. ეს კი მისტერ
და მისის რიდი გახლავს.
მისის აფლიკმა გვენდას და გაილსს ხელი ჩამოართვა. იგი მაღალი,
გამხდარი და ნაღვლიანი სახის მანდილოსანი იყო, მაგრამ ზედმიწევნით
მოხდენილად ეცვა.
- ძველი დრო გავიხსენეთ, დოროთი, - მიმართა მისტერ აფლიკმა. -
აი, ის დრო, როცა შენ არ გიცნობდი. - მერე ცოლ-ქმარს მიუბრუნდა: -
ჩემი ცოლი კრუიზში გავიცანი, აქაური არ არის, ლორდ პოლტერჰამის
ბიძაშვილი გახლავთ, - სიამაყით წარმოთქვა მისტერ აფლიკმა.
ქალს სახე შეეფაკლა.
- ო, საუცხოო რამ არის კრუიზი, - თქვა გაილსმა.
- მე ვიტყოდი, განმანათლებელიც. აი, მაშინ არავითარი განათლება
არ გამაჩნდა. ისიც არ ვიცოდი, რაზე უნდა მელაპარაკა. მუდამ ვურჩევდი
ჩემს მეუღლეს, რომ ამ საუცხოო „ელენიკის“ კრუიზში გვემოგზაურა... -
ჩაერთო მისის აფლიკი.
- ამდენი დრო სად მაქვს? ძალიან მოუცლელი კაცი ვარ...
- მაშ, აღარც ჩვენ შეგაწყენთ თავს, - უთხრა გაილსმა. - გმადლობთ,
ნახვამდის. დევონის შესახებ მაცნობებთ, არა?
მისტერ აფლიკმა ისინი კარამდე მიაცილა. გვენდამ უცებ უკან მიიხე-
და. მისის აფლიკი კართან იდგა და რაღაც უსიამო, ცნობისმოყვარე გა-
მომეტყველებით ქმარს თვალს ადევნებდა. გაილსი და გვენდა კვლავ
დაემშვიდობნენ მისტერ აფლიკს და მანქანისკენ გასწიეს.
- ეშმაკმა დალახვროს, ყელსახვევი დამრჩა, - თქვა გვენდამ.
- მუდამ რაღაც გავიწყდება, - უსაყვედურა გაილსმა.
- ნუ ჯავრობ, გეთაყვა, ახლავე მოვიტან, - თქვა გვენდამ და სირბი-
ლით გაეშურა.
კაბინეტის ღია ფანჯრიდან მისტერ აფლიკის ხმამაღალი ლაპარაკი
ისმოდა:
- ნეტავ რას შემოდიხარ და რას ერევი ლაპარაკში? ჭკუა არა გაქვს...
- მაპატიე, ჯეკ, არ ვიცოდი. ვინ არიან ისინი, ასე რომ აგაღელვეს?
- სულაც არ ავღელვებულვარ. მე... - აფლიკმა ვეღარ დაამთავრა,
კარში გვენდა დაინახა.
- ო, მისტერ აფლიკ, აქ ყელსახვევი ხომ არ დამრჩენია?
- ყელსახვევი? არა, მისის რიდ, არ ჩანს.
- რა ჩერჩეტი ვარ, ალბათ, მანქანაში დავტოვე, - გვენდა უკან მიბრუნ-
და.
გაილსმა მანქანა მოაბრუნა. იქვე, განაპირას, იდგა ყვითელი, ლაპლა-
პა დიდი ლიმუზინი.
- ო, რა მანქანაა?! - აღმოხდა გაილსს.
- დიდებული მანქანაა! გახსოვს, გაილს, ედიტ პაგეტმა რა თქვა? იმ
ღამით, ლილიმ ფანჯრიდან ლაპლაპა მანქანაში ვიღაც კაცი დაინახაო.
და სანაძლეოს დებდა, რომ კაპიტანი ერსკინი იყო და არა საიდუმ-
ლოებით მოცული, ჭყეტელა მანქანიანი კაციო. მგონი, ირკვევა, რომ ის
საიდუმლო კაცი, ჭყეტელა ფერის მანქანით, ჯეკ აფლიკი უნდა იყოს.
- სწორია, - დაეთანხმა გაილსი. - თანაც კენედისთან გაგზავნილ ბა-
რათში ლილი ისევ მანქანას ახსენებს.
გვენდამ და გაილსმა ერთმანეთს შეხედეს.
- იმ ღამით ის ადგილზე იყო, როგორც მის მარპლმა აღნიშნა. ო, გა-
ილს, რა გამაძლებინებს ხუთშაბათამდე. ერთი სული მაქვს, ლილი კიმ-
ბლი რას იტყვის?!
- რომ შეშინდეს და აღარ მოვიდეს?
- არა. აუცილებლად მოვა. გაილს, ეს დიდებული მანქანა იმ ღამით
მართლა იქ თუ იდგა...
- შენ ფიქრობ, ეგ ის საბედისწერო მანქანაა?
- ჩემი მანქანით ტკბებით? - უკნიდან შემოესმათ მისტერ აფლიკის ხმა.
იგი ლამაზად გასხლულ ორღობეში იდგა. - მე პატარა ბაია შევარქვი.
მუდამ მიყვარდა ასეთი ფერის მანქანები. თვალში საცემია, არა?
- რა თქმა უნდა, - მიუგო გაილსმა.
- ყვავილებიც მიყვარს, - თქვა მისტერ აფლიკმა, - განსაკუთრებით,
ნარგიზი, ბაია... აი, თქვენი ყელსახვევი, ინებეთ, მისის რიდ! მაგიდის
ქვეშ დაგვარდნიათ. ნახვამდის. თქვენი გაცნობით დიდად ნასიამოვნები
ვარ.
- გაილს, ნეტა ხომ არ გაიგონა, რაც მის მანქანაზე ვთქვით? - შიშით
იკითხა გვენდამ, როცა მანქანა დაიძრა.
ცოტა არ იყოს, გაილსიც შეწუხდა.
- არა მგონია. არაფერი ეტყობოდა, ისევ თავაზიანად მოგვექცა.
- ეგ არაფერს ნიშნავს... გაილს, იმ საწყალ ცოლს, იცი, როგორ ეში-
ნია მისი? უნდა გენახა, რა სახე ჰქონდა...
- რატომ? ძალიან სასიამოვნო, გულთბილი კაცი ჩანს.
- ალბათ ბუნებით არ იქნება გულთბილი და სასიამოვნო... გაილს, მე
თუ მკითხავ, მისტერ აფლიკი არ მომეწონა. ნეტავ, რამდენ ხანს იდგა და
გვისმენდა?.. მაინც, რა ვთქვით ისეთი?
- მგონი, არაფერი, - მიუგო გაილსმა, მაგრამ თვითონაც შემცბარი
იყო.
XXII - ლილი პაემანზე მიეშურება

გაილსმა ბარათი სწრაფად გადაიკითხა. - დალახვროს ეშმაკმა, - თქვა


მან.
- საიდან არის?
- ექსპერტის დასკვნაა.
- რაო, ის წერილები მისი დაწერილი არ არის, ხომ? - მოუთმენლად
იკითხა გვენდამ.
- სწორედაც მისი ნაწერია.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს გადახედა.
- ესე იგი, არ ყოფილა ყალბი, - დაეჭვებით თქვა გვენდამ. - ელენი იმ
საღამოს ნამდვილად წასულა სახლიდან, არავის არ მოუკლავს, წერი-
ლებიც გამოუგზავნია...
- ასე გამოდის. მაინც დიდი გაუგებრობაა. არაფერი აღარ მესმის.
სხვას ველოდი და სულ სხვა შემრჩა ხელში.
- შეიძლება, ექსპერტი ცდება?
- შეიძლება. მაგრამ ეს იშვიათობაა. ნუთუ, გვენდა, ამ ხნის განმავლო-
ბაში იდიოტურად ვიმასხარავებდით თავს?
- თეატრში რაღაც განვიცადე და იმ სისულელეს დავეყრდენით. იცი,
გაილს, რას გეტყვი? მოდი, მის მარპლთან წავიდეთ, ჯერ მაინც დრო
გვაქვს, კენედისთან ხომ ხუთის ნახევარზე უნდა ვიყოთ?!
მის მარპლის რეაქცია სავსებით მოულოდნელი იყო მათთვის.
- ეგ ჩინებული ამბავია, - განაცხადა მან.
- არ მესმის, რისი თქმა გინდათ, ძვირფასო მის მარპლ?
- რისი და, ვიღაც არც იმდენად ჭკვიანი ყოფილა, როგორიც მეგონა.
- საიდან დაასკვენით?
- დიდი შეცდომა დაუშვა, - მიუგო მის მარპლმა და კმაყოფილებით
დააქნია თავი.
- როგორ?
- ო, ჩემო კარგო მისტერ რიდ, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამით მოქმე-
დების წრე დავიწროვდა?
- თუკი ეს ბარათები ნამდვილად ელენის დაწერილია, თქვენ მაინც
ფიქრობთ, რომ ის მოკლულია?
- დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაც დაინტერესებულია, ის ბარათები
ელენის ხელნაწერად გაასაღოს.
- გასაგებია... ყოველ შემთხვევაში, აზრზე მოვედი. ალბათ, ელენი
ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ იძულებით დაწერა წერილები...
ცხადია, ეს საქმეს ამარტივებს, მაგრამ ასეთი რა მდგომარეობა უნდა ყო-
ფილიყო?
- კარგით, გაილს, ნუთუ ვერ ხვდებით? ელემენტარული ამბავია.
- მერწმუნეთ, არ მესმის, - აღშფოთდა გაილსი.
- აბა, კარგად დაფიქრდით.
- გვაგვიანდება, გაილს, წავიდეთ, - უთხრა გვენდამ.
მის მარპლმა თავი გადააქნია და ჩაიღიმა.
- ეს მოხუცი ზოგჯერ ნერვებს მიშლის, - თქვა გაილსმა, - ეშმაკმა იცის,
რა მოაფიქრდება.
მათ ექიმმა კენედიმ გაუღო კარი.
- მოახლე ცოტა ხნით გავისტუმრე, - თქვა მან. - ასე ვამჯობინე.
ექიმი კენედი გვენდასა და გაილსს მისაღებში შეუძღვა, სადაც პატარა
მაგიდაზე გაწყობილი იყო ჩაის ფინჯნები, პური, კარაქი და ნამცხვარი.
- ჯერ ცოტა წავისაუზმოთ. რას იტყვით, გვენი? - მორიდებით შესთავა-
ზა ექიმმა კენედიმ, - ჩვენი სტუმარიც უფრო თავისუფლად იგრძნობს
თავს.
- ურიგო არ იქნება, - მიუგო გვენდამ.
- მოდით მოვილაპარაკოთ, როგორ აჯობებს? მაშინვე გაგაცნოთ თუ...
შეიძლება შეშინდეს და დაიბნეს, არა?
- სოფლელები მეტისმეტად ეჭვიანები არიან. ჩემი აზრით, ჯობს თქვენ
ელაპარაკოთ, - ურჩია გვენდამ.
- სწორია, - დაეთანხმა გაილსიც.
- თქვენ კი გვერდით ოთახში დასხედით, შუაკარი ოდნავ გამოაღეთ
და ჩვენს საუბარსაც მოისმენთ. ასეთ სიტუაციაში ეგ ცოდვად არ ჩაგვეთ-
ვლება.
- უნდა მოგაყურადოთ? თუმცა არა უშავს, - ხელი ჩაიქნია გვენდამ.
ექიმ კენედის გაეღიმა.
- არა მგონია, ეთიკურ პრინციპებს ვარღვევდეთ, - თქვა მან. - მე
საიდუმლოების შენახვაზე ფიცის მიცემას არ ვაპირებ. მაგრამ თუკი
მთხოვს, რჩევა-დარიგებას არ დავიშურებ. - მან საათს დახედა. - ვუდლეი
როუდში მატარებელი ოთხსა და ოცდათხუთმეტ წუთზე მოდის. ცოტა ხან-
ში უკვე ჩამოდგება. აღმართს ხუთი წუთი მაინც მოუნდება... - იგი მოუს-
ვენრად სცემდა ბოლთას, სახე გაცრეცოდა და უფრო ნაოჭიანი უჩანდა. -
არ მესმის, ვერაფერი გამიგია. თუ ელენი სახლიდან არ წასულა და ეგ
წერილები ყალბია... - ამ დროს გვენდამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგ-
რამ გაილსმა ანიშნა გაჩუმებულიყო. - და თუ საბრალო კელვინს ის არ
მოუკლავს... მაშ, რა მოხდა?
- სხვამ მოკლა, - თქვა გვენდამ.
- კი მაგრამ, ჩემო საყვარელო გოგო, თუ სხვამ მოკლა, მაშინ კელვინ-
მა რატომ დაიბრალა, მე მოვკალიო?
- იმიტომ, რომ მან გვამი საწოლზე ნახა და იფიქრა, მკვლელობა მე
ჩავიდინეო. ხომ შეიძლება ასე ყოფილიყო?
ექიმმა კენედიმ ბრაზით მოისრისა ცხვირი.
- აბა, რა გითხრათ?! მე ხომ ფსიქიატრი არა ვარ. შოკში ჩავარდა?
დასაშვებია. მით უმეტეს, საამისო ნიადაგი მზად იყო, ნერვული სისტემა
უკვე მოშლილი ჰქონდა. მაგრამ ვის რაში დასჭირდა ელენის მოკვლა?
- ჩვენ სამი პიროვნებიდან ერთზე ვეჭვობთ.
- სამიდან? ვინ სამია? წარმოუდგენელია, ვინმეს ამის საბაბი ჰქონო-
და, თუ ნორმალურ ადამიანზეა ლაპარაკი. ელენს არ ჰყოლია მტერი.
იგი ყველას უყვარდა.
ექიმი კენედი საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოსწია და რაღაცის
ძებნა დაიწყო.
- იმ წერილების ძებნაში ამას წავაწყდი, - თქვა და გახუნებული ფოტო-
სურათი ამოიღო.
სურათში მაღალი გოგონა იდგა, ტანმოვარჯიშის ფორმაში გამოწყო-
ბილი, უკან გაკრული თმითა და გაცისკროვნებული სახით. მის გვერდით
კი ექიმი კენედი, ბევრად ახალგაზრდა, ბედნიერი მისტერ კენედი, რო-
მელსაც ხელში ტერიერის ლეკვი ეჭირა.
- ამ ბოლო ხანებში ძალიან ბევრს ვფიქრობდი ელენზე, - ყრუდ
ამოილაპარაკა მან. - წინათ სრულებით არ მახსენდებოდა, თითქმის და-
მავიწყდა... ახლა კი სულ თვალწინ მიდგას. თქვენა ხართ ამის მიზეზი,
თქვენ, - საყვედურით მიმართა მათ.
- მე ვფიქრობ, მიზეზი თვითონ ელენია, - თქვა გვენდამ.
- მაინც, რისი თქმა გინდათ?
- არ ვიცი. ამას ვერ აგიხსნით, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ყვე-
ლაფერში თვითონ ელენია...
ოთახში ორთქლმავლის გამაყრუებელი ხმა შემოიჭრა. სამივენი ფან-
ჯარასთან მივიდნენ. ველზე გაფენილი ორთქლის ბოლქვი სადღაც
მიიწევდა და უჩინარდებოდა.
- მატარებელიც მოვიდა, - თქვა ექიმმა კენედიმ.
- სადგურში შედის?
- არა, უკვე გადის სადგურიდან. სადაცაა, ლილი კიმბლიც მოვა.
მაგრამ გადიოდა წუთები, ლილი კიმბლი კი არ ჩანდა.
ლილი კიმბლი დილმაუტში გადმოვიდა მატარებლიდან. ხიდი გაიარა
და ლიანდაგებისაკენ გაუყვა, რათა პატარა საგარეუბნო მატარებელში
გადამჯდარიყო. მგზავრი ცოტა ჩანდა, სულ ხუთიოდე კაცი. ირგვლივ ჩა-
მიჩუმი არ ისმოდა. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ვინაიდან ყველა ბაზ-
რობაზე გაკრეფილიყო ჰელჩესტერში.
მალე მატარებელიც დაიძრა. იგი აუჩქარებლად, ქშინვით მიიკლაკნე-
ბოდა ველის გაყოლებით. ბოლო სადგური იყო ლონსბერ ბეი, იქამდე
სამი პატარა სადგური - ნიუტონი ლანგფორდი, მატჩინგზ ჰოლტი (საიდა-
ნაც საცალფეხო გზა მოდიოდა ვუდლეი კემპისკენ) და ვუდლეი ბოლტო-
ნი. ლილი კიმბლი ფანჯრიდან იყურებოდა, მაგრამ ვერც კი ამჩნევდა
მსუყე ბალახითა და მინდვრის ყვავილებით მოფენილ ველებს, ისე იყო
გაბრუებული მწვანეგადასაკრავიან, იაკობინური ავეჯის გარნიტურზე ფიქ-
რით.
მატჩინგზ ჰოლტში ლილის გარდა არავინ ჩადიოდა. ლილიმ ბილეთი
გამცილებელს ჩააბარა, მოსაცდელი დარბაზი გაიარა და სადგურიდან
გზაზე გავიდა. ცოტა მოშორებით ბოძი იდგა საჩვენებელი წარწერით:
„ვუდლეი კემპისაკენ!“ იქიდან საცალფეხო ბილიკი ადიოდა მაღლობზე
და ვუდლეი კემპისკენ უხვევდა. ბილიკს ცალ მხარეს ტყე გასდევდა,
მეორე მხარეს კი - მანანებით მოფენილი ფერდობი.
უცებ ხშირი ხეებიდან ვიღაც გამოვიდა. ლილი შეკრთა და განზე
გაიწია.
- ღმერთო ჩემო, როგორ შემაშინეთ, - წამოიყვირა მან. - აქ არ გე-
ლოდით.
- არ მელოდით? კიდევ ერთი სიურპრიზიც მაქვს თქვენთვის...
ტყის სიმყუდროვე არ დაურღვევია ყვირილისა და შებრძოლების ხმა-
ურს. ფაქტობრივად, არავის არ უყვირია... შებრძოლებაც მეტად ხანმოკ-
ლე იყო...
დამფრთხალი ქედანი ფრთების ტკაცუნით აფრინდა ტყიდან.
ტყე ისევ დუმდა...
- სად არის ის ქალი? - ფარული ნერვიულობით თქვა ექიმმა კენედიმ.
საათის ისარი ხუთს უახლოვდებოდა.
- იქნებ გზა დაებნა?
- რატომ უნდა დაბნეოდა, ზუსტი მისამართი მივეცი. ყოველ შემთხვე-
ვაში, ისედაც მოაგნებდა. სადგურიდან მარცხნივ უნდა მოეხვია და მერე
მარჯვნივ გავიდოდა გზაზე. სულ ხუთი წუთის სავალია.
- ალბათ, გადაიფიქრა, - თქვა გაილსმა.
- ეტყობა.
- შეიძლება, მატარებელს ვერ მიუსწრო, - დასძინა გვენდამ.
- არა, მე მგონია, უფრო გადაიფიქრა, - თქვა კენედიმ.
- ალბათ, ქმარმა დაუშალა. ხომ ხედავთ, სოფლელი ხალხის ნდობა
ძნელია.
ექიმი კენედი წინ და უკან ბოლთას სცემდა და რაღაცას ფიქრობდა.
მერე ტელეფონთან მივიდა და სადგური გამოიძახა.
- ალო, სადგურია? ექიმი კენედი გელაპარაკებათ. ჩემთან ერთ ადამი-
ანს ველოდებოდი, რომელიც მატარებლით უნდა ჩამოსულიყო ოთხ სა-
ათსა და ოცდათხუთმეტ წუთზე, შუახნის სოფლელი ქალია. მანდ ხომ არ
უკითხავს ვინმეს ჩემი მისამართი? რა თქვით?
გვენდა და გაილსიც ახლოს იდგნენ ამ ტელეფონთან და გარკვევით
ესმოდათ ვუდლეი ბოლტონის სადგურის უფროსის დინჯი ლაპარაკი:
- არა მგონია, ექიმო, ვინმე თქვენთან ყოფილიყო. ამ მატარებელზე
უცხო არავინ ჩამოსულა. მხოლოდ მისტერ ნარაკოტი - მიდოუდან, და
ჯონი ლოუსი. კიდევ, მოხუცი ბენსონის ქალიშვილი, მეტი არავინ.
- როგორც ჩანს, გადაიფიქრა, - თქვა ექიმმა კენედიმ. - რა გაეწყობა.
ჩაის ხომ არ მიირთმევთ? ახლავე შემოვიტან.
მისტერ კენედი ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში ჩაიდნით დაბ-
რუნდა. სამივენი მაგიდას მიუსხდნენ.
- დროებითი შეფერხებაა, არა უშავს, - ოპტიმისტური ტონით წარმოთ-
ქვა კენედიმ. - მისი მისამართი ხომ ვიცით. შეგვიძლია ჩვენ თვითონ მი-
ვაკითხოთ.
უცებ ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა. ექიმმა კენედიმ სწრაფად აიღო
ყურმილი.
- ექიმი კენედი ბრძანდებით? - გაისმა ყურმილში.
- დიახ, მე გახლავართ.
- ინსპექტორი ლასტი გაწუხებთ, ლონგფორდის პოლიციის განყოფი-
ლებიდან. დღეს თქვენთან ვინმე ლილი კიმბლი უნდა მოსულიყო?
- დიახ, რაშია საქმე? ავარიაში ხომ არ მოყვა?
- ზუსტად ვერ მოგახსენებთ, რა შეემთხვა, მკვდარი ვიპოვეთ. თქვენი
ბარათი აღმოაჩნდა და ამიტომ გაწუხებთ. თუ შეგიძლიათ, დაუყოვნებ-
ლივ მობრძანდით ლონგფორდის პოლიციის განყოფილებაში.
- ახლავე გეახლებით.
- უმჯობესია, ყველაფერი დაწვრილებით გავარკვიოთ, - თქვა ინსპექ-
ტორმა ლასტმა. ჯერ ექიმ კენედის შეხედა, მერე გაილსს. გვენდაც იქვე
იდგა გაშეშებული. - თქვენ ამ ქალს ელოდებოდით მატარებლით, რომე-
ლიც დილმაუტიდან გამოდის ოთხ საათსა და ხუთ წუთზე, ვუდლეი ბოლ-
ტონში კი ჩადის ოთხსა და ოცდათხუთმეტ წუთზე, არა?
ექიმმა კენედიმ თავი დააქნია.
ინსპექტორი ლასტი ბარათს დააცქერდა, რომელიც მოკლულს აღმო-
აჩნდა. ყველაფერი ნათელი იყო. ბარათში ეწერა:
„ძვირფასო მისის კიმბლ, თანახმა ვარ, თქვენი თხოვნა დავაკმაყოფი-
ლო. რამდენადაც შევძლებ, დაგეხმარებით. ამ ბარათიდან გაიგებთ,
რომ დილმაუტში აღარ ვცხოვრობ, თუ მატარებელს გამოჰყვებით, რო-
მელიც კუმბელეიდან სამ საათსა და ოცდაათ წუთზე გამოდის, შემდეგ
დილმაუტში უნდა გადაჯდეთ ლონსბერში მიმავალ მატარებელზე და
ვუდლეი ბოლტონში გადმოხვიდეთ. სადგურიდან ჩემს სახლამდე სულ
რამდენიმე წუთის სავალია. სადგურიდან რომ გამოხვალთ, ჯერ მარ-
ცხნივ მოუხვიეთ, შემდეგ მარჯვნივ მიმავალ პირველსავე გზას გამოჰყვე-
ბით. ამ გზის ბოლოში, მარჯვნივ, ჩემი სახლი დგას. ჭიშკარზე გვარიც
აწერია.
პატივისცემით, ჯეიმს კენედი“.
- შეიძლება, სხვა მატარებლით წამოსულიყო?
- სხვა მატარებლით? - გაიოცა კენედიმ.
- როგორც ჩანს, იგი კუმბელეიდან გამოვიდა სამსა და ოცდაათ წუთზე
კი არა, პირველ საათსა და ოცდაათ წუთზე. იქ მიუსწრო მატარებელს,
რომელიც დილმაუტიდან ორ საათსა და ხუთ წუთზე გადიოდა. შემდეგ,
ვუდლეი ბოლტონში კი არ გადმოვიდა, არამედ, ერთი გაჩერებით ადრე,
მატჩინგზ ჰოლტში.
- პირდაპირ საოცარია!
- თქვენთან საკონსულტაციოდ მოდიოდა, ბატონო ექიმო?
- არა. კერძო პრაქტიკას კარგა ხანია მოვეშვი.
- მეც ასე ვივარაუდე. თქვენ მას კარგად იცნობდით?
ექიმმა კენედიმ თავი გააქნია.
- თითქმის ოცი წელია არ მინახავს, - თქვა მან.
- ჰმ, ახლა დანახვისთანავე იცანით?
გვენდა აკანკალდა. კენედის პროფესიის კაცისათვის გვამი ჩვეულებ-
რივი მოვლენა იყო და მან მშვიდად უპასუხა.
- ასეთი სახით, ცოტა ძნელი საცნობია. ეტყობა, დაუხრჩვიათ.
- სავსებით სწორია. გვამი ჭალაში ნახეს. მატჩინგზ ჰოლტიდან ვუდ-
ლეი კემპისკენ მიმავალი გზის მახლობლად ვიღაც მაწანწალას უპოვია,
რომელიც კემპიდან წამოსულა დაახლოებით ოთხს რომ ათი წუთი აკ-
ლდა. ჩვენი პოლიციის ექიმის მოწმობაში მკვლელობის დროდ დადგე-
ნილია - ორ საათსა და თხუთმეტი წუთიდან სამ საათამდე. აქედან შეგ-
ვიძლია დავასკვნათ, რომ სადგურს როგორც კი გამოშორებია, მაშინვე
მოუკლავთ. საგულისხმოა ისიც, რომ მატჩინგზ ჰოლტში, მის გარდა, მა-
ტარებლიდან არავინ გადმოსულა. საინტერესოა, რატომ ჩამოვიდა მატ-
ჩინგზ ჰოლტში? სადგური შეეშალა? ვეჭვობ. ასეა თუ ისე, თქვენთან შე-
თანხმებულ დროზე ორი საათით ადრე ჩამოვიდა. თანაც, თქვენ რომ
ურჩიეთ, იმ მატარებელს არ გამოჰყვა, თქვენი ბარათი კი თან ჰქონდა...
ახლა ის მითხარით, ექიმო, რა საქმეზე მოდიოდა თქვენთან?
ექიმმა კენედიმ ჯიბეები მოიჩხრიკა და ლილი კიმბლის წერილი
ამოიღო.
- აი, თან წამოვიღე ეს წერილი. ეს კიდევ განცხადების ამონაჭერია,
მისტერ და მისის რიდებმა ადგილობრივ გაზეთში რომ გამოაქვეყნეს.
ინსპექტორმა ლასტმა ჯერ წერილი წაიკითხა, შემდეგ გაზეთის ამონა-
ჭერი. ბოლოს სამივენი შეათვალიერა.
- თუ შეიძლება, გამაგებინეთ, რა მოხდა? როგორც ჩანს, დიდი ხნის
ამბავია, არა?
- თვრამეტი წლის.
როგორც იქნა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ხან ერთმა და ხან მეორემ, მოათავეს
ამბის მოყოლა. ინსპექტორი ლასტი გულისყურით ისმენდა სამი ადა-
მიანის ნაამბობს. სამივენი თავთავიანთი კომენტარებით გადმოსცემდნენ
მომხდარ ფაქტს. ექიმი კენედი ზედმიწევნით თავდაჭერილად იქცეოდა;
გვენდა არათანამიმდევრულად, მაგრამ ხატოვნად და შთამბეჭდავად
ჰყვებოდა; ამ საქმეში ყველაზე მეტი დახმარება ინსპექტორს, ცხადია, გა-
ილსმა გაუწია. იგი კენედისთან შედარებით თავშეუკავებლად და გვენდა-
ზე თანამიმდევრულად აშუქებდა თითოეულ დეტალს. ამასობაში, საკმა-
ოდ დიდი დრო გავიდა.
ინსპექტორმა ლასტმა შვებით ამოისუნთქა და საქმის შეჯამება დაიწ-
ყო.
- ესე იგი, მისის ჰოლიდეი იყო ექიმ კენედის და, თქვენი კი დედინაც-
ვალი, მისის რიდ. ის თვრამეტი წლის წინ გაუჩინარდა იმ სახლიდან, სა-
დაც ამჟამად თქვენ ცხოვრობთ. ლილი კიმბლი იმ დროს ამ სახლის მო-
ახლე გოგო იყო. დიდი ხნის შემდეგ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ლილი
კიმბლი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იმ სახლში ბოროტმოქმედება მომ-
ხდარა. თავიდან კი ყველა დარწმუნებული იყო, თითქოს მისის ჰოლიდეი
სახლიდან ვიღაცასთან გაიპარა. მაიორი კელვინ ჰოლიდეი გარდაიცვა-
ლა თხუთმეტი წლის წინ სულით ავადმყოფთა სახლში. იგი უკანასკნელ
წუთამდე შეპყრობილი იყო აკვიატებული მანიით, თითქოს ცოლი დაახ-
რჩო (თუკი ეს მართლა მანია იყო). - ინსპექტორი წამით შეჩერდა და გა-
ნაგრძო: - ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად სარწმუ-
ნო. ერთი რამ არის მთავარი: ცოცხალია თუ არა მისის ჰოლიდეი. თუ
არ არის, როდის მოკვდა? ანდა მისის კიმბლმა რა იცოდა ამის შესახებ?
უნდა ვივარაუდოთ, რომ უთუოდ იცოდა. და რომ არ გაეთქვა ვინმე, ამი-
ტომაც მოკლეს.
- თქმას რომ აპირებდა, ეს ვის უნდა სცოდნოდა? - იკითხა გვენდამ.
ინსპექტორმა მშვიდად შეხედა მას.
- დამაეჭვებელია ის ფაქტიც, მისის რიდ, რომ ლილი კიმბლი გათვა-
ლისწინებული მატარებლის ნაცვლად სხვა მატარებელს გაჰყვა. ამის მი-
ზეზი უთუოდ იქნებოდა. თანაც ვუდლეი ბოლტონამდე ერთი გაჩერებით
ადრე ჩავიდა. რატომ? უნდა ვიგულისხმოთ, რომ ექიმის შემდეგ მან
სხვასაც მისწერა და პაემანი დაუნიშნა ვუდლეი კემპში. თუ იქ სასურველ
შედეგს ვერ მიაღწევდა, მაშინ ექიმ კენედისთან ჩავიდოდა. შესაძლებე-
ლია, მას ეჭვი ჰქონდა ვინმეზე და წერილით მიანიშნა ესა და ეს ვიციო,
თან პაემანიც დაუნიშნა.
- შანტაჟია, - მკვახედ ისროლა გაილსმა.
- არა მგონია, ამაზე წასულიყო, - თქვა ინსპექტორმა, - უბრალოდ,
ხარბი დედაკაცი იყო და ეგონა, ამ საქმიდან ფული გამოდნებოდა. ამან
გააბრიყვა. ჯერ ვნახოთ, იქნებ, ქმარმა გვითხრას რამე.
- გავაფრთხილე, დიახ, ბევრჯერ გავაფრთხილე, - ქშინავდა მისტერ
კიმბლი, - ნუ ჩაერევი-მეთქი, ვუთხარი. დიახ, სწორედ ასე ვუთხარი. თავი
ამარიდა, ჩემზე ჭკვიანი და მიხვედრილი ეგონა თავი. ახლა რაღა დრო-
სია, ლილი აღარ არის... ჭკუის კოლოფი რომ ეგონა თავი.
მისტერ კიმბლის დაკითხვამ ინსპექტორს დიდი არაფერი მისცა.
როგორც ჩანს, ლილი გათხოვებამდე „სანტ კატერინაში“ მუშაობდა.
იგი დეტექტიური ფილმებით ყოფილა გატაცებული. ეტყობა ქმარს მოუყ-
ვა, რომ იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, მოხდა მკვლელობა.
- ყურადღება არ მიმიქცევია, - ჰყვებოდა მისტერ კიმბლი. - დარწმუნე-
ბული ვიყავი, რომ ეჩვენებოდა. მუდამ უცნაური რაღაცები ელანდებოდა,
რას არ ჩმახავდა... თითქოს მისმა ბატონმა ქალბატონი მოკლა და ეჭვი
ჰქონდა, გვამი სარდაფში ხომ არ დამალაო. კიდევ, ვიღაც შვედ მოსამ-
სახურე გოგოს ახსენებდა, თითქოს ფანჯრიდან ვიღაც თუ რაღაც დაინა-
ხაო. ვეუბნებოდი, ჩემო გოგო, უცხოელებს ყურადღებას ნუ აქცევ, ჩვენის-
თანები კი არ არიან-მეთქი. შემდეგ, როგორც კი ჩართავდა ამაზე ლაპა-
რაკს, ყურს აღარ ვუგდებდი. ვიცოდი, ყველაფერი მისი შეთხზული იყო.
ლილის უყვარდა კრიმინალური ამბები, უყვარდა, მაშ?! „სანდი ნიუსს“2
ყიდულობდა ხოლმე, სადაც სათავგადასავლო მოთხრობები იბეჭდება
„ცნობილ მკვლელებზე“. სულ ამგვარი რამეებით ჰქონდა თავი გატენი-
ლი. ამიტომაც შეთხზა, თითქოს იმ სახლში, სადაც თვითონ მუშაობდა,
მკვლელობა მომხდარიყოს. მე ვიფიქრე, არა უშავს, თავს იქცევს-მეთქი.
რაზეც უნდოდა, იმაზე ეფიქრა, ამით ვის რას უშავებდა, მაგრამ გაზეთის
განცხადებაზე პასუხის გაცემა რომ დააპირა, მაშინ კი ვუთხარი, ეგ არ

2
“სანდი ნიუსი“ - საკვირაო გაზეთი
გააკეთო-მეთქი. დიახ, ზუსტად ასე ვუთხარი, ხათაბალაში არ გაება-
მეთქი. არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი. რომ დაეჯერებინა, დღეს ცოცხალი
იქნებოდა. - მისტერ კიმბლი ცოტა ხანს დაფიქრდა და მერე სინანულით
დაუმატა: - აბა, რა ეგონა, ჭკუის კოლოფად რომ მოჰქონდა თავი?..
XXIII - რომელი მათგანი?

მისტერ კიმბლთან დაკითხვაზე მხოლოდ ინსპექტორი ლასტი და ექი-


მი კენედი წავიდნენ. შინ დაახლოებით შვიდ საათზე დაბრუნდნენ. გვენდა
ღონემიხდილი და გაფითრებული გამოიყურებოდა.
- ცოტა კონიაკი დაალევინეთ და რამე აჭამეთ. კარგი იქნება, თუ ლო-
გინში ჩააწვენთ. მძიმე ნერვიული ტრავმა მიიღო. - ურჩია ექიმმა კენედიმ
გაილსს.
- რა საშინელებაა. - იმეორებდა გვენდა, - ეს რა საშინელებაა, გაილს.
ის ტუტუცი ქალი მკვლელს პაემანზე ეახლა. თავისი ფეხით, ცხვარივით
მივიდა სასაკლაოზე...
- კმარა, ჩემო ძვირფასო, ამაზე ნუღა ფიქრობ. ბოლოს და ბოლოს,
ხომ ვიცოდით, რომ არსებობდა ასეთი ვინმე, ვიღაც მკვლელი.
- არა, ეგ არ ვიცოდით. რას ვიფიქრებდი, ახლაც თუ ჩაიდენდა მკვლე-
ლობას? მე მეგონა, მხოლოდ მაშინ, თვრამეტი წლის წინ ჩაიდინა ბო-
როტმოქმედება; იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ნამდვილი ამ-
ბავი იყო... კიდევ ეჭვი მეპარებოდა, ჩემი მოჩვენებებია-მეთქი.
- ახლა აშკარად დავრწმუნდით, რომ მართალი ვყოფილვართ. შენ
თავიდანვე მართალი იყავი, გვენდა.
გაილსი უზომოდ მადლიერი იყო, რომ მის მარპლი „ჰილსაიდში“ დახ-
ვდა. ის მისის კოკერთან ერთად დაფაცურდა გვენდას მოსავლელად.
გვენდამ კონიაკზე უარი თქვა. სამაგიეროდ, ლიმონიანი ცხელი ვისკი და-
ლია და ომლეტიც შეჭამა.
გაილსი ცდილობდა, რამენაირად გამოეყვანა იმ შთაბეჭდილებიდან,
მაგრამ მის მარპლმა ძალიან ტაქტიანად და სხვათა შორის, მაინც ახალ
მკვლელობაზე წამოიწყო ლაპარაკი.
- მართლა საშინელი ამბავი მოხდა, ჩემო კარგო, მერე, როგორი
ტრავმა მოგაყენა... ერთი მხრივ, კი საინტერესოა. ახლა მე იმ ასაკში
ვარ, რომ სიკვდილი არაფრად მიმაჩნია. ერთადერთი, რაც სასოწარკვე-
თილებაში ჩამაგდებს, ესაა - კიბო ან ამდაგვარი ხანგრძლივი და მტან-
ჯველი ავადმყოფობა. უკვე ყველაფერს საღი თვალით ვუყურებ. და ეს
უკანასკნელი ფაქტი იმით არის საინტერესო, რომ ელენ ჰოლიდეის მოკ-
ვლის ეჭვი დაგვიდასტურა. თუმცა თავიდანაც დარწმუნებული ვიყავი ამა-
ში.
- თქვენი აზრით, გვამსაც მივაგნებთ, - თქვა გაილსმა, - ალბათ, სარ-
დაფში, არა?
- არა, მისტერ რიდ, არა. ხომ გახსოვთ, ედიტ პაგეტმა რომ გვითხრა,
ლილისაგან დაშინებული მეორე დილითვე ჩავედი სარდაფში, მაგრამ იქ
ყველაფერი რიგზე იყოო. მართლა რომ რამე ყოფილიყო, უთუოდ
კვალს დატოვებდა.
- მაშ, გვამი რაღა იქნა? ნუთუ მანქანით გაიტანეს და კლდიდან მოის-
როლეს?
- არა, ჩემო კარგებო, აბა, თავიდან გაიხსენეთ ყველაფერი. ჯერ ის
მითხარით, გვენდა, აქ რომ მოხვედით, პირველად რამ გაგაოცათ? რო-
გორც ვიცი, იმ ფაქტმა, მისაღები ოთახის ფანჯარა ზღვას რომ არ გადაჰ-
ყურებდა, ხომ? შემდეგ, ყვავილნარში გასასვლელი საფეხურები, რო-
მელსაც ქვეცნობიერად აღიქვამდით, ბუჩქებით იყო დაფარული. ის საფე-
ხურები კი აივნის ბოლოში იყო გადატანილი. რატომ? - გვენდა ისე შეჰ-
ყურებდა მის მარპლს, თითქოს პირველად ისმენდა ყველაფერს. - ალ-
ბათ, მიპასუხებთ, რაიმე ცვლილება უნდა შეეტანათ და სხვა საბაბი ვერ
ნახესო. საქმეც ეს არის; აქ არავითარი ლოგიკური გამართლება არ
არის. ყვავილნარში საფეხურების გაყვანა თავიდანვე უაზრობა იყო. ტე-
რასის ბოლოში ყველაზე მყუდრო ადგილია, იქ მხოლოდ საბავშვო
ოთახის ფანჯარა გადის. გვამის დასამარხად, ცხადია, მიწა უნდა ამოთ-
ხრილიყო. ამისთვის საჭირო იყო მიზეზი და ეს მიზეზიც გაჩნდა: მისაღე-
ბიდან ყვავილნარში ჩასასვლელი საფეხურების გადატანა აივნის ბოლო-
ში. როგორც ექიმ კენედისაგან ვიცით, ელენი და მისი ქმარი მება-
ღეობით იყვნენ გატაცებული და ბაღში ხშირად მუშაობდნენ. ამიტომ, და-
ქირავებული მებაღე, რომელიც მხოლოდ მათი ზედამხედველობით მუ-
შაობდა, სრულებით არ შეცბებოდა, როცა ბაღში ცვლილება დახვდებო-
და. უბრალოდ, იფიქრებდა, ჰოლიდეიებს საფეხურების გადაადგილება
მოუგუნებებიათო. ბაღში გვამის დამარხვა ნებისმიერ ადგილას შეიძლე-
ბოდა, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ტერასის ბოლოში იქნება დამარხული.
- რატომ მაინცდამაინც იქ? -იკითხა გვენდამ.
- საბრალო ლილის წერილში გარკვევით ეწერა, რომ, როცა ლაიონს
უთქვამს მისთვის, ფანჯრიდან ესა და ეს დავინახეო, ლილის მაშინვე
დაუჯერებია, გვამი სარდაფში არ იქნებოდა. უკვე ყველაფერი გასაგებია,
არა? ღამით შვედმა გოგონამ საბავშვო ოთახის ფანჯრიდან დაინახა,
საფლავს რომ თხრიდნენ. შეიძლება, იცნო კიდეც ვინმე...
- და პოლიციას არ შეატყობინა?
- ჩემო კარგო, მაშინ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ბოროტმოქმედება
იყო ჩადენილი. ლაიონმა მხოლოდ ის გაიგო, რომ მისის ჰოლიდეი საყ-
ვარელთან გაიპარა. მან ინგლისური ხომ ცუდად იცოდა? იქნებ, ცოტა
ხნის შემდეგ კიდეც უამბო ლილის, რაც თავისი ფანჯრიდან დაინახა. და
მოგვიანებით ლილიც მიხვდა, რომ იმ საღამოს იქ მკვლელობა მოხდა.
ედიტ პაგეტი უსათუოდ დატუქსავდა ლილის, რა სისულელეებს ჩმახავო.
ის შვედი გოგოც მას მიემხრობოდა. ცხადია, პოლიციას გაერიდებოდა.
უცხოელებს ასე სჩვევიათ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფებიან. შემდეგ ის
გოგო შვეიცარიაში წავიდა და ალბათ, აღარც გახსენებია ეს ამბავი.
- ნეტა, ცოცხალი თუ არის ახლა? - თქვა გაილსმა. - რომ მოგვაძებნი-
ნა...
- შესაძლებელია, - თავი დააქნია მის მარპლმა.
- რანაირად?
- ამას თქვენზე უკეთ პოლიცია მოახერხებს.
- მართლა, ხვალ დილით აქ ინსპექტორი ლასტი მოვა.
- ჩემი აზრით, მას საფეხურების ამბავიც უნდა მოვუყვეთ.
- ისიც ხომ არა, რაც მე ჰოლში დავინახე ან მომეჩვენა?
- კი, ძვირფასო. აქამდე რომ არაფერი თქვი, ძალიან გონივრულად
მოიქეცი. ახლა კი ყველაფერი უნდა ვუამბოთ.
- ესე იგი, ჰოლში დაახრჩვეს, - დინჯად დაიწყო გაილსმა. - შემდეგ,
მკვლელმა საძინებელში აიტანა და საწოლზე დადო. კელვინ ჰოლიდეიმ
ნარკოტიკიანი ვისკი დალია და მეხსიერება გაეთიშა. მკვლელმა ისიც სა-
ძინებელში შეიყვანა... როცა ჰოლიდეი გონს მოვიდა, საწოლზე მკვდარი
ელენი დაინახა და იფიქრა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. მკვლელი კი
შორიახლოს უთვალთვალებდა. როდესაც კელვინი ექიმ კენედისთან წა-
ვიდა, მკვლელმა გვამი ბაღში გაიტანა და ტერასის ბოლოში, ბუჩქებში
დამალა. მალე ყველამ დაიძინა. მკვლელმა მიწა ამოთხარა და გვამი
ჩაფლა. როგორც ჩანს, ის მთელი ღამე აქ ტრიალებდა.
მის მარპლმა თავი დააქნია.
- კი, ის ადგილზე იყო. მახსოვს, თქვენ თქვით, რომ ამას დიდი მნიშ-
ვნელობა აქვსო. ახლა, დროა დავადგინოთ, სამი ეჭვმიტანილიდან რო-
მელი უფრო ახლოს დგას ჩვენს თეორიასთან. დავიწყოთ ერსკინით.
როგორც თვითონ ამბობს, მან ელენი სანაპიროდან დაახლოებით ცხრა
საათზე მიაცილა შინ და გამოემშვიდობა, თუ მართლა გამოემშვიდობა.
დავუშვათ, დაახრჩო...
- არა, - წამოიყვირა გვენდამ, - მათ შორის უკვე ყველაფერი დამთავ-
რებული იყო. იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მარტო არც კი
დარჩენილან.
- მოიცა, გვენდა. ჩვენი პოზიციიდან, ამჟამად ვერ დავეყრდნობით მის-
სავე ნათქვამს.
- თქვენი მსჯელობა ამჯერად მომწონს, გაილს, - მიმართა მის მარ-
პლმა. - თქვენ და გვენდას აქამდე ყველაფერი გჯეროდათ, რასაც გეუბ-
ნებოდნენ. მე კი მეტისმეტად ფრთხილი გავხდი, განსაკუთრებით, როცა
საქმე მკვლელობას ეხება. მხოლოდ და მხოლოდ დაზუსტებულ ფაქტებს
ვეყრდნობი. აი, ამ შემთხვევაში ლილი კიმბლის ნათქვამს, ელენის ტან-
საცმელთან დაკავშირებით, ვენდობი, თვითონ ელენს რომ ჩაელაგებინა
ჩემოდანი, საჭირო ტანსაცმელს წაიღებდაო. ეს აზრი ედიტ პაგეტისგანაც
მოვისმინეთ და ლილიმაც მისწერა ექიმ კენედის. ეს უკვე ერთ-ერთი
სარწმუნო ფაქტია. ექიმმა კენედიმ გვიამბო, კელვინ ჰოლიდეი დარწმუ-
ნებული ყოფილა, რომ ცოლი სასმელში ნარკოტიკებს ურევდა. ამას
კელვინ ჰოლიდეის დღიურიც ადასტურებს. ესეც მეორე ფაქტი, თანაც ყუ-
რადსაღები. მაგრამ ჯერჯერობით ამას ნუ გამოვედევნებით.
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი დასკვნებიც ხომ სხვის ნათქვამს ეყრდნო-
ბა, თუნდაც ზედმიწევნით დამაჯერებელ ნათქვამს?! - ოდნავი გაღიზიანე-
ბით იკითხა გაილსმა.
გვენდა ცოტათი გამოკეთდა, მოფერიანდა. ისიც მაგიდასთან იჯდა
იდაყვებდაყრდნობილი და ყავას წრუპავდა.
- მოდით ერთხელაც შევამოწმოთ საეჭვო სამეულის ნათქვამი, - შეს-
თავაზა გაილსმა. - როგორც ერსკინი ამბობს.
- რას ჩააცივდი ერსკინს? - შეაწყვეტინა გვენდამ. - ამაზე დროს
ტყუილად კარგავ. იგი ამ საქმეში გამორიცხულია. ყველაფერს რომ თავი
დავანებოთ, ლილი კიმბლს ვერანაირად ვერ მოკლავდა.
- ის გემზე შეხვდა ელენს, - მშვიდად განაგრძო გაილსმა. - შეუყვარდა,
მაგრამ ცოლ-შვილი ვერ მიატოვა. ამიტომ გადაწყვიტეს ერთმანეთს და-
შორებოდნენ. დავუშვათ, მას გაგიჟებით უყვარდა ელენი, ელენს კი -
არა. ელენი ცოლობაზე უარს ეუბნებოდა. ერსკინი დაემუქრა, თუ სხვას
გაჰყვებოდა, მოკლავდა.
- ძალიან საეჭვოა, - თქვა გვენდამ.
- ასეთი შემთხვევებიც არის. აბა გაიხსენე, შემთხვევით რომ შეესწარი
მათ საუბარს, ცოლი რას ეუბნებოდა? შენ მაშინ ეჭვიანობას მიაწერე ყვე-
ლაფერი. იქნებ, არ ტყუოდა ის ქალი, ყელში ამოუვიდა ამდენი ღალატი.
რა, არ არიან ასეთები? ქალის მადევარი კაცები?
- რა ვქნა, ვერ დავიჯერებ.
- მიმზიდველია და იმიტომ, არა? პირადად მე ერსკინი საეჭვო პიროვ-
ნებად მიმაჩნია. ახლავე მოგახსენებთ მის დანაშაულებრივ ვერსიას.
ელენი ფეინს ცოლობაზე უარს ეუბნება. ბრუნდება ინგლისში. ცოლად
მიჰყვება მამაშენს და აქ სახლდება. ერთ მშვენიერ დღეს გამოეცხადება
ერსკინი. იგი დასასვენებლად ჩამოდის დილმაუტში ცოლ-შვილთან ერ-
თად. ეს უკვე დასაეჭვებელი ფაქტია. თვითონ ამბობს, რომ ელენთან
შეხვედრის ცდუნებამ სძლია. აქვე დავუშვათ, რომ იმ საღამოს მისაღებში
ელენთან ერსკინი იყო და ლილიმ გაიგონა ქალბატონის ხმა: „მეშინია
შენი, მუდამ მეშინოდა, შენ გიჟი ხარ“. სწორად ამ შიშის გამო, ელენი
ნორფოლკში აპირებს გადასვლას, მაგრამ არავის უმხელს. მალავს, სა-
ნამ ერსკინები დილმაუტიდან არ წავლენ. ჯერჯერობით ყველაფერი ემ-
თხვევა ფაქტს. ახლა, ის საბედისწერო ღამე! ჩვენ არ ვიცით იმ საღამოს
რას აკეთებდნენ ჰოლიდეიები...
მისს მარპლმა ჩაახველა.
- მართლა, სულ დამავიწყდა, - თქვა მან. - რამდენიმე დღის წინ ედიტ
პაგეტი ვნახე. სხვათა შორის, მას კარგად ახსოვს, რომ იმ დღეს ჰოლი-
დეიებს ადრე უვახშმიათ, დაახლოებით შვიდ საათზე, ვინაიდან მაიორ
ჰოლიდეის სადღაც ეჩქარებოდა, მგონი, გოლფის კლუბში. ნავახშმევს
მისის ჰოლიდეიც გასულა სახლიდან...
- სწორია. ელენი ზღვის პირას ხვდება ერსკინს. შესაძლებელია მო-
ლაპარაკებულიც იყვნენ. ეგ არ ვიცით. ერსკინი მეორე დღეს უნდა წავი-
დეს. შეიძლება, ელენს დაუჟინა, მას გაჰყოლოდა. ელენი უარზე იდგა.
ერსკინმა სახლამდე მიაცილა ელენი და ბოლოს, გაშმაგებულმა, სხვა
გამოსავალი ვერ ნახა და დაახრჩო იგი. დანარჩენი უკვე გასაგებია. ის,
ცხადია, ჭკუაზე აღარ არის და ხრიკებით ცდილობს, როგორმე ჰოლიდე-
ის აფიქრებინოს, რომ მან მოკლა ცოლი. შემდეგ ერსკინი გვამს მარ-
ხავს. ხომ გახსოვთ, გვენდას რომ უთხრა, ბევრი ვიხეტიალე და სასტუმ-
როში გვიან დავბრუნდიო...
- საინტერესოა, იმ დროს მისი ცოლი რა ყოფაში იყო? - ჩაერია მის
მარპლი.
- ალბათ, ეჭვებისგან ცოფებს ყრიდა, - მიუგო გვენდამ. - როცა დაბ-
რუნდებოდა შინ, კაი დღესაც დააყრიდა.
- ჩემი ვერსია ასეთია, - განაგრძო გაილსმა, - და სავსებით დასაშვე-
ბიც!
- მაგრამ, ლილი კიმბლს ხომ ვერ მოკლავდა? - ვერ ისვენებდა გვენ-
და. - ის სულაც ნორთჰამბერლენდში ცხოვრობს. საერთოდ, ერსკინზე
დაეჭვება და ამდენი მსჯელობა დროის დაკარგვაა მხოლოდ. ახლა
ვალტერ ფეინზე გადავიდეთ!..
- კარგი, - დაეთანხმა გაილსი. - როგორც ვიცით, ვალტერ ფეინი ერ-
თი უწყინარი, მშვიდი და უჟმური კაცია. ადვილად ექცევა სხვისი გავლე-
ნის ქვეშ. მის მარპლმა ერთი ყურადსაღები შემთხვევა გვიამბო მისი
ცხოვრებიდან. თურმე, ვალტერ ფეინი ბავშვობაში ერთხელ ისე გააფ-
თრებულა, თავისი ძმა კინაღამ მოუკლავს. მაშინ, თუმცა ბავშვი იყო, მაგ-
რამ, რაღაც მომენტში, ეგ თვისება მაინც გამოაჩნდა. ერთი სიტყვით,
ვალტერ ფეინს შეუყვარდა ელენ კენედი, თანაც გაგიჟებით. ელენი სრუ-
ლებით არ თანაუგრძნობს მას. ფეინი ინდოეთში მიემგზავრება სამუშა-
ოდ. შემდეგ, ელენი გადაწყვეტს ფეინის ცოლობას და ინდოეთში მიდის
მასთან. გემზე ხვდება ცოლიან კაცს და შეუყვარდება. ფეინი ისევ განსაც-
დელში ვარდება. ელენი ინგლისში ბრუნდება. აქეთობისას, გზაში კელ-
ვინ ჰოლიდეის გაიცნობს და ცოლად მიჰყვება. შემდეგ ვალტერ ფეინიც
ჩამოდის ინგლისში. ის ფიქრობს, რომ ელენმა ჰოლიდეის გამო უთხრა
უარი. უკვე საგონებელში ვარდება. ეჭვსა და სიძულვილს გულში ინახავს.
ელენთან მეგობრობას ისევ აგრძელებს, სახლშიც დადის მასთან... ისევ
შესციცინებს ერთგული ძაღლივით. შეიძლება, ელენმა იგრძნო, რომ
ვალტერ ფეინს გუნებაში სხვა რაღაც ედო. იგი თავიდანვე ამჩნევდა
ახალგაზრდა, მშვიდ და უწყინარ ფეინში საშიშ თვისებას და კიდეც უთ-
ხრა, - მეშინია შენი, მუდამ მეშინოდაო. ელენი ჩუმად აწყობს გეგმას,
ნორფოლკში უნდა გადასვლა. რატომ? ეშინია მისი და იმიტომ. ახლა
ისევ იმ საბედისწერო ღამეს დავუბრუნდეთ. აქ უკვე გაურკვეველ სი-
ტუაციაში ვიმყოფებით. არ ვიცით, ვალტერ ფეინი იმ ღამეს რას აკეთებ-
და. ალბათ ამას ვერ გავიგებთ. მაგრამ, რაც მთავარია, ადგილზე იყო.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისგან ჰოლიდეიების სახლამდე
ორი-სამი წუთის სავალია. ფეინს შეეძლო რამე მოემიზეზებინა და შინ
წასულიყო, სადაც, ჩვეულებისამებრ, კაბინეტში გამოიკეტებოდა. მას,
როგორც მკვლელს, შეეძლო სხვაგვარადაც მოქცეულიყო. მაგრამ, ჩემი
აზრით, სამი ეჭვმიტანილიდან ყველაზე მეტ შეცდომას ტანსაცმლის ჩა-
ლაგებაში ვალტერ ფეინი დაუშვებდა. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ფეინმა
წესიერად ისიც არ იცის, ალბათ, ქალები როდის რა ტანისამოსს ატარე-
ბენ.
- მის კაბინეტში, მაშინ, უცნაური რამ შევიგრძენი. თითქოს, დარაბებჩა-
ხურულ სახლში ვიყავი. და იქ, სადღაც მკვდარი იდო, - გაღიზიანებით
თქვა გვენდამ და მის მარპლს შეხედა. - თქვენ, ალბათ, სისულელედ მო-
გეჩვენათ ეს, არა?
- არა, ჩემო ძვირფასო. იქნებ, შენ მართალიც იყავი...
- ახლა აფლიკზე მიტანილი ეჭვიც გავშიფროთ. ჯეკ აფლიკი რომ გა-
იძვერაა, ჩვენთვის უკვე ცნობილია. მის საწინააღმდეგოდ მეტყველებს
ექიმ კენედის აზრიც. რაღაც დევნის მანიით ყოფილა შეპყრობილი. ეს
უკვე მოწმობს მის არაჯანსაღ მდგომარეობას. ვთქვათ, მისი შეთხზულია
ყველაფერი, რაც ელენზე გვიამბო. იგი არ უყურებდა ელენს, „როგორც
საყვარელ ბავშვს“. მას თავდავიწყებით უყვარდა იგი. ელენი კი მხოლოდ
ერთობოდა მასთან, სხვა არავითარი გრძნობა არ გააჩნდა... როგორც
მის მარპლი ამბობს: „კაცების მოყვარული იყო“.
- არა, ჩემო კარგო, ასეთი რამ მე არ მითქვამს.
- მაშინ ნიმფომანი, ეგ ტერმინი თუ უფრო მოგწონთ. ასეა თუ ისე, აფ-
ლიკს რომანი ჰქონდა ელენთან, შეიძლება, უბრალოდ, გატაცებული
იყო. ელენი ცდილობდა მის ჩამოშორებას. ბოლოს ამ სიტუაციიდან ძმამ
დაიხსნა. ჯეკ აფლიკმა ეს ვერ დაივიწყა და არც აპატია. თვითონვე გა-
მოგვიტყდა, რომ სამსახური ვალტერ ფეინის მოწყობილი პროვოკაციის
გამო დაუკარგავს. ეს მისი მანიის ერთ-ერთი ნიშანია.
- კი, - დაუდასტურა გვენდამ. - ვთქვათ, ასე იყო. მაგრამ არსებობს აფ-
ლიკის საწინააღმდეგო სხვა არგუმენტიც. როგორც კი მიდის ელენი
დილმაუტიდან, აფლიკიც ტოვებს იქაურობას. ელენს მაინც ვერ ივიწყებს.
შემდეგ ელენი დილმაუტში ბრუნდება. აფლიკი მას ნახულობს. ჯერ გვით-
ხრა ერთხელო, მერე წამოცდა, ორ-სამჯერ ვინახულეო... გახსოვს, გა-
ილს, ედიტ პაგეტმა ასეთი ფრაზა თქვა: „ჩვენი საიდუმლო მამაკაცი, ჭყე-
ტელა მანქანაში“. გამოდის, რომ აფლიკი ელენის ხშირი სტუმარი ყოფი-
ლა, ვინაიდან მსახურების სალაპარაკოც გახდა. მიუხედავად ამისა,
ელენს ერთხელაც არ უფიქრია სადილად ან ვახშმად მისი დაპატიჟება.
ეგ კი არა, კელვინიც არ გააცნო... შეიძლება ეს იმითაც აიხსნას, რომ
ელენს ისევ შემორჩა იმ მამაკაცის სიყვარული, რომელიც პირველად
გაჩნდა მის ცხოვრებაში. იქნებ, მასთან ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა,
რაც ელენს არავისთვის გაუმხელია და ბოლო წუთამდე მხოლოდ იმ
ძველი სიყვარულის ნარჩენები აკავშირებდა აფლიკთან. აფლიკმა კი მო-
ინდომა ისევ დაახლოებოდა და მასთან ერთად გაპარულიყო, მაგრამ
ელენს ამ დროისთვის განელებული ჰქონდა მისი სიყვარული და უარი
განუცხადა. გაბოროტებულმა აფლიკმა ის დაახრჩო. დანარჩენი ისევ ისე
ხდება... ექიმ კენედისადმი მიწერილ ბარათში ლილი კიმბლი წერს, რომ
იმ ღამით ის დიდებული მანქანა მათ სახლთან იდგაო. გამორიცხული არ
არის, ეს ჯეკ აფლიკის მანქანა იყო. რაც მთავარია, ჯეკ აფლიკიც ად-
გილზე იმყოფებოდა.
- ეს მხოლოდ ჩვენი ვერსიაა, - თქვა გაილსმა. - თუმცა საკმაოდ ლო-
გიკური. მაგრამ ელენის წერილებიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ? ვე-
რაფრით ვერ მივმხვდარვარ, ისეთი რა სიტუაცია უნდა შექმნილიყო,
რომ ელენს წერილები იძულებით დაეწერა. მხოლოდ ერთი რამ შეგვიძ-
ლია ვივარაუდოთ: ელენს უკვე ჰყავდა საყვარელი და მასთან გაპარვაც
გადაწყვეტილი ჰქონდა. მოდით ერთხელაც შევამოწმოთ ჩვენი სამი ალ-
ბათობა. პირველი - ერსკინი. ვთქვათ, ის არ აპირებდა ცოლის მიტოვე-
ბას, ოჯახის დანგრევას. ელენი კი თანახმა იყო კელვინს გაშორებოდა
და ისეთ ადგილას ეცხოვრა, სადაც ერსკინს მასთან ყოფნის საშუალება
ექნებოდა. პირველ რიგში, საჭირო იყო მისის ერსკინის ეჭვების გაფან-
ტვა, მისი დაშოშმინება. ამიტომაც, ელენი „უცხოეთიდან“ გზავნის ძმასთან
წერილებს. ხალხს სალაპარაკო ეძლევა, რომ ელენი ვიღაცასთან გაიპა-
რა და იმ ვიღაცის ვინაობა არავინ იცის.
- თუკი მისი გულისთვის ქმარს ტოვებდა, მაშ, რატომ მოკლა? - იკით-
ხა გვენდამ.
- შეიძლება, ბოლო წუთებში გადაიფიქრა. მიხვდა, რომ ქმარი უფრო
უყვარდა. ერსკინი ჭკუიდან გადავიდა და დაახრჩო იგი. მერე სახლიდან
გაიტანა ჩემოდანი და ტანსაცმელი. შემდეგ წერილებიც სათანადოდ გა-
მოიყენა... ჩემი აზრით, აქ სათუო არაფერია.
- იგივე არგუმენტი შეგვიძლია მივუყენოთ ვალტერ ფეინსაც, - თქვა
გვენდამ. - პროვინციელი ვექილისთვის რაიმე აყალ-მაყალი კარიერის
შელახვა იქნებოდა. შეიძლება, მათ მოილაპარაკეს, რომ ელენი სადმე
დასახლებულიყო და დროდადრო ვალტერ ფეინიც მასთან იქნებოდა.
ხალხი დარწმუნდებოდა, რომ ელენი საზღვარგარეთ წაჰყვა ვიღაცას.
წერილები წინასწარ იყო მომზადებული, მაგრამ (როგორც წინა ვარიან-
ტში) ელენმა უკანასკნელ წუთს გადაიფიქრა. ვალტერ ფეინი წონასწო-
რობას კარგავს და ახრჩობს მას.
- ჯეკ აფლიკზე რაღას იტყვი?
- ამ შემთხვევაში წერილების საქმე უფრო ძნელი გამოსაცნობია. არა
მგონია, აფლიკს ანგარიში გაეწია რაიმე აყალმაყალისთვის ან მითქმა-
მოთქმისთვის, ანდა ამით მისი „კარიერა“ შელახულიყო. იქნებ, ელენს
აფლიკის კი არა, მამაჩემის ეშინოდა. ამიტომ ამჯობინა საზღვარგარეთ
გაპარვის შთაბეჭდილება შეექმნა. შესაძლოა, ამ დროს, აფლიკის ცოლს
ბევრი ფული ჰქონდა და ბიზნესისათვის უნდოდათ მისი გამოყენება. კაც-
მა რომ თქვას, წერილების საქმეც ბევრნაირად შეიძლება აიხსნას. თქვენ
როგორ ფიქრობთ, მის მარპლ? რომელი მათგანი უფრო ახლოს დგას
სინამდვილესთან? - მიმართა გვენდამ.
- ვალტერ ფეინზე არც მე ვფიქრობ, მაგრამ...
ამ დროს მისის კოკერი შემოვიდა ყავის ფინჯნების ასალაგებლად.
- ქალბატონო, - აღელვებით თქვა მან, - სულ გადამავიწყდა მეთქვა,
ისე დამიბნია ტვინი იმ საცოდავი ქალის სიკვდილმა... არც ის მსიამოვ-
ნებს, თქვენ და მისტერ რიდი რომ ჩაერიეთ ამ საქმეში... ეგ რა თქვენი
საქმე იყო? ჰო, მართლა, ნაშუადღევს მისტერ ფეინი გეახლათ. ნახევარი
საათი მაინც გელოდათ. როგორც თვითონ მითხრა, თქვენ მოგიწვევიათ.
- საკვირველია, - მხრები აიჩეჩა გვენდამ. - რომელ საათზე იყო?
- დაახლოებით ოთხი იქნებოდა. შეიძლება, მეტიც, აღარ მახსოვს. მე-
რე კიდევ ერთი კაცი მოვიდა, გაკრიალებული ყვითელი მანქანით. მარ-
წმუნებდა, რომ თქვენ დაიბარეთ. უარი არ გამივიდა, ყურიც არ მათხოვა.
ოცი წუთი გელოდათ. ეჭვიც შემეპარა, მართლა თუ დაპატიჟეს ჩაიზე და
ხომ არ გადაავიწყდათ-მეთქი.
- არა, - მიუგო გვენდამ. - რაღაც გაუგებრობაა.
- ახლავე დავურეკავ ფეინს, ჯერ არ დაიძინებდა, - თქვა გაილსმა და
ყურმილი აიღო.
- ალო, მისტერ ფეინი ბრძანდებით? გაილს რიდი გაწუხებთ. გადმომ-
ცეს, დღეს ჩვენთან ყოფილხართ... როგორ? არა, არა... დარწმუნებული
ვარ, არა... რასაკვირველია... ჰო, მეც მიკვირს...
გაილსმა ყურმილი დადო.
- გასაოცარია. დილით კანტორაში დაურეკავთ ჩვენი სახელით და უთ-
ქვამთ, რომ ნაშუადღევს ჩვენთან მოსულიყო, თითქოს გადაუდებელი
საქმე მქონოდეს.
ყველანი გაკვირვებული უმზერდნენ ერთმანეთს.
- აბა, აფლიკთანაც დარეკე! - უთხრა გვენდამ.
გაილსმა ისევ აკრიფა ნომერი.
- მისტერ აფლიკი ბრძანდებით? გაილს რიდი გაწუხებთ. მე...
ყურმილში გაბმულმა სიტყვათა ნაკადმა გაილსს ენა ჩააგდებინა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ძლივს მოახერხა პასუხის გაცემა.
- გარწმუნებთ, რომ არა... მსგავსი არაფერი... დიახ, დიახ, ვიცი, რომ
მოუცლელი ბრძანდებით... არც კი მიფიქრია... ის მაინც მითხარით, ვინ
დარეკა, კაცმა თუ?.. არა. ხომ გითხარით, რომ მე არ ვყოფილვარ...
არა, არა... გასაგებია... მართალი ბრძანდებით, მეც გაოცებული ვარ.
გაილსმა მძიმედ დადო ყურმილი და მაგიდასთან მივიდა.
- წარმოგიდგენიათ? ვიღაც კაცი ჩემი სახელით ურეკავს ჯეკ აფლიკს
და სთხოვს, სასწრაფოდ აქ მოვიდეს, რაღაც საქმის გამო. თანაც გაკ-
ვრით ეუბნება საქმე დიდ თანხას ეხებაო.
ისევ მიაჩერდნენ ერთმანეთს.
- ეს ერთ-ერთი მათგანის ნამოქმედარია, - თქვა გვენდამ. - განა ძნე-
ლი მისახვედრია, გაილს? ერთ-ერთმა ლილი კიმბლი მოკლა და ალი-
ბისთვის ჩვენთან მოსვლა სჭირდებოდა.
- ეგ რა ალიბია? - ჩაერთო მის მარპლი.
- სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ ვიღაცას სამსახუ-
რიდან გასასვლელი საბაბი უნდოდა, ალბათ. იმ ორში ერთ-ერთი უთუ-
ოდ ცრუობს. ერთი ურეკავს მეორეს, აქ იბარებს, რომ ჩვენ დაგვაეჭვოს
მასზე. ეგ კი არ ვიცით, რომლის ოინია. ცხადია, ორიდან ერთ-ერთის.
უფრო ჯეკ აფლიკის ხრიკს წააგავს.
- მე ვალტერ ფეინზე უფრო ვეჭვობ, - თქვა გაილსმა.
ორივენი მის მარპლს მიაჩერდნენ.
მის მარპლმა თავი გააქნია.
- სხვა ალბათობაც დასაშვებია, - თქვა მან.
- რა თქმა უნდა, ერსკინი, - წამოიძახა გაილსმა და ტელეფონთან მი-
ვიდა.
- რას აკეთებ? - მიაძახა გვენდამ.
- საქალაქთაშორისოს ვთხოვ, ნორთჰამბერლენდთან დამაკავშიროს.
- ო, გაილს, მართლა იმაზე ფიქრობ?
- ყოველ შემთხვევაში, შევამოწმოთ. თუ შინ აღმოჩნდა, მაშინ დღეს
ლილი კიმბლს ვერ მოკლავდა. რაიმე კერძო თვითმფრინავებსა და ამ-
გვარ სისულელეებზე ლაპარაკი ზედმეტია.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. უცებ, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი გა-
ილსმა აიღო.
- ნორთჰამბერლენდს ელაპარაკეთ. ტელეფონთან მაიორი ერსკინია.
გაილსმა ნერვიულად ჩაახველა.
- ერ-ერსკინი? გაილს რიდი გელაპარაკებათ... რიდი, დიახ... - მან სა-
სოწარკვეთილებით გადახედა გვენდას, თითქოს თვალებით შესთხოვდა,
რა ჯანდაბაზე უნდა ველაპარაკოო.
ყურმილი გვენდამ გამოართვა.
- მაიორი ერსკინი?.. მისის რიდი გაწუხებთ... სა-სახლის შესახებ გავი-
გეთ, რომ ლინსკოტ ბრეიკში ყოფილა... თქვენც ხომ არ გაგიგიათ რა-
მე?... მგონი, თქვენთან ახლოს უნდა იყოს...
მოისმა ერსკინის მშვიდი პასუხი:
- ლინსკოტ ბრეიკი? არა, პირველად მესმის. რომელ საგრაფოს ეკუთ-
ვნის?
- ძალიან გაურკვევლად წერია. მოგეხსენებათ, სახლების შემსყიდვე-
ლი სააგენტოს რეკლამბიუროს დაუდევრობა. განცხადებებს ისეთი
შრიფტით ბეჭდავენ, ვერ გაარჩევ. ძლივს ამოვიკითხე, დეიტიდან თხუთ-
მეტი მილი ყოფილა...
- ვწუხვარ, მაგრამ არ გამიგია. ამჟამად ვინ ცხოვრობს იქ?
- არავინ. გასაყიდი სახლია. კარგით, ნუღარ წუხდებით. ფაქტობრი-
ვად, უკვე მორიგებული ვართ. გვაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ. ალბათ, და-
კავებული იყავით.
- სხვათა შორის, არა. მხოლოდ საოჯახო საქმით. ჩემი მეუღლე შინ
არ გახლავთ. მზარეულიც გავუშვი დედის მოსანახულებლად. ასე რომ,
მათ მაგივრობას ვეწევი. თუმცა, ამ საქმეებში დიდად ვერ ვერკვევი. გაცი-
ლებით მირჩევნია ბაღში მუშაობა.
- მეც ასე ვარ. ოღონდ საოჯახო საქმე ნუ მექნება გასაკეთებელი და
მთელი დღე ბაღში ვიმუშავებ. თქვენი მეუღლე როგორ ბრძანდება?
- გმადლობთ, კარგად. დასთან არის წასული. ხვალ დაბრუნდება.
- კიდევ ერთხელ ბოდიშს მოვიხდი. ღამე მშვიდობისა. - გვენდამ ყურ-
მილი დადო.
- ასეც ვიცოდი. ერსკინი გამორიცხულია, - გამარჯვებულის პათოსით
წარმოთქვა გვენდამ. - ცოლი წასული ყოფილა, თვითონ კი საოჯახო
საქმეებითაა გართული. ერთი სიტყვით, ის ორი დაგვრჩა გასარკვევი.
უფრო სწორად, ორიდან ერთი. თქვენ რას იტყვით, მის მარპლ?
- არა მგონია, ჩემო კარგებო, - გულჩათხრობით ამოილაპარაკა მის
მარპლმა, - რომ თქვენ სწორ გზას ადგეთ. ნეტა იცოდეთ, რა სატან-
ჯველში ვარ. არ ვიცი, რანაირად მოვიქცე.
XXIV - მაიმუნის თათები

გვენდა მაგიდასთან იჯდა იდაყვდაყრდნობილი და აზრმიუტანლად


მისჩერებოდა ნაგვიანევი ლანჩის ნარჩენებს. თვითონაც არ იცოდა, რას
ელოდა. მაგიდა ხომ უნდა აალაგოს, ჭურჭელი სამზარეულოში გაიტა-
ნოს და გარეცხოს, მერე იქაურობა მოაწესრიგოს და ვახშმისთვისაც იზ-
რუნოს...
გვენდა კი არ ჩქარობს, ყველაფერს მოასწრებს. მხოლოდ ის აწუხებს,
რომ შექმნილ სიტუაციაში გასარკვევად დრო არის საჭირო. აქ კი ყველა-
ფერი ზედიზედ და ელვის სისწრაფით ხდება.
დილით მომხდარი ფაქტი თავში უტრიალებდა, მაგრამ საოცრად
ქაოსური და დაუჯერებელიც ეჩვენებოდა. მერედა, რა უცებ მოხდა ყვე-
ლაფერი...
ინსპექტორი ლასტი ადრიანად მოვიდა, ათის ნახევარზე. მას ახ-
ლდნენ პოლიციის მთავარი სამმართველოს აგენტი პრაიმერი და საგრა-
ფოს პოლიციის უფროსი, რომელიც მალე წავიდა. ლილი კიმბლის
მკვლელობის საქმე ამჟამად ინსპექტორ პრაიმერის ხელში იყო.
ინსპექტორი პრაიმერი, ასე, შუახნის იქნებოდა. მისი სასიამოვნო ტემ-
ბრის ხმა და მეტად მოკრძალებული მანერები ერთობ მაცდუნებელი
იყო. ინსპექტორმა გვენდას თხოვნით მიმართა, ნება დაერთო მისი თან-
მხლები პირებისთვის, რომ ცოტათი დაებარათ ბაღი. მან ისე სხვათა შო-
რის წარმოთქვა „ცოტათიო“, თითქოს გამაჯანსაღებელ ფიზიკურ შრომას
გულისხმობდა და არა თვრამეტი წლის წინ ჩამარხული გვამის ძებნას.
- მე მგონია, ზოგ რამეში ჩვენც გაგიწევთ დახმარებას, - მიმართა გა-
ილსმა ინსპექტორს და მოუყვა საფეხურების ამბავს, შემდეგ აივნის ბო-
ლოშიც გაატარა.
ინსპექტორმა ცხაურში ჩასმულ კუთხის ფანჯარას ახედა.
- ეტყობა, ადრე აქ საბავშვო ოთახი იქნებოდა, - თქვა მან.
- ჩვენც ასე ვფიქრობთ, - დაემოწმა გაილსი.
ინსპექტორი პრაიმერი და გაილსი შინ შევიდნენ. თანმხლებნი კი, რო-
მელთაც ბარები ჰქონდათ მომარჯვებული, ბაღისკენ გაემართნენ.
ვიდრე ინსპექტორი დაკითხვას შეუდგებოდა, გაილსმა წინადადებით
მიმართა:
- ჩემი აზრით, ინსპექტორო, უმჯობესი იქნება, ჯერ ჩემს ცოლს მოვუს-
მინოთ. რასაც ახლა გაიგებთ, ჩვენსა და კიდევ ერთი პიროვნების გარდა
არავინ იცის.
ინსპექტორმა პრაიმერმა გვენდას მწყაზარი თვალებით შეხედა. გვენ-
დამ მის შემოხედვაში უმალვე კითხვა იგრძნო: „ვენდო ამ ქალს თუ
რაიმე ფანტაზიას მოჰყვება?“ და ეს კითხვა ისე აშკარად შეიცნო, რომ
პირდაპირ თავდაცვის პოზიცია დაიკავა.
- იქნებ, მომეჩვენა კიდეც. შესაძლებელია, მაგრამ ცხადივით კი მახ-
სოვს, - დაიწყო გვენდამ.
- გთხოვთ, მისის რიდ, თავიდან დაიწყეთ, კარგით? რაც იცით, ყველა-
ფერი მიამბეთ! - დამამშვიდებელი ხმით მიმართა ინსპექტორმა.
გვენდამ დაწვრილებით უამბო ყველაფერი. როგორი ნაცნობი და
მშობლიური მოეჩვენა ეს სახლი ნახვისთანავე, როგორ გაიგო, რომ
მართლა უცხოვრია აქ ბავშვობისას; მერე, საბავშვო ოთახის შპალერი
რომ გაიხსენა და კიდევ მისაღებიდან გასასვლელი კარიც; ბოლოს, სა-
ფეხურების გადატანის ამბავს მოუყვა.
ინსპექტორი ყურადღებით უსმენდა და თავს უქნევდა. იგი არაფერს ამ-
ბობდა, რამდენად საინტერესო იყო მისთვის გვენდას ბავშვობის მოგონე-
ბები. გვენდას კი ძალიან აინტერესებდა ინსპექტორის აზრი.
ბოლოს, გვენდამ მთელი ენერგია დაძაბა მთავარი ამბის გადმოსაცე-
მად, სპექტაკლის მსვლელობის დროს უცებ რომ გაახსენდა, როგორ
იდგა კიბეზე და რიკულებიდან ჰოლში იჭყიტებოდა, ქვემოთ კი მოკლუ-
ლი ქალი ეგდო.
- ის დაეხრჩოთ. სახე გალურჯებული ჰქონდა. ოქროსფერი თმა გაშ-
ლოდა. - ძლივს ჰყვებოდა გვენდა. - იგი ელენი იყო. მაგრამ ეს ყველა-
ფერი სისულელეა, მე ხომ არ ვიცოდი, ვინ იყო ელენი?
- ჩემი აზრით, - დაიწყო გაილსმა, მაგრამ ინსპექტორმა შეაწყვეტინა.
- ვაცალოთ მისის რიდს, თქვას რისი თქმაც უნდა.
გვენდამ ენის ბორძიკით განაგრძო. ის უსაშველოდ ნერვიულობდა,
ალბათ, ინსპექტორი პრაიმერის მაგივრად სხვა რომ ყოფილიყო, სუ-
ლაც ვერ ამოიღებდა ხმას. პრაიმერი კი, საოცარი ტაქტით, დროულად
ეშველებოდა შიგადაშიგ კლასიკური ნაწარმოებების ეპიზოდებსაც შეაშ-
ველებდა.
- ვებსტერი? - თქვა მან ჩაფიქრებით. - ჰმ, „ჰერცოგის ქალი მალფი-
დან“, მაიმუნის თათები?..
- იქნებ, ეს კოშმარი იყო? - ისევ ჩაერია გაილსი.
- გთხოვთ, მისტერ რიდ!
- შეიძლება, ბავშვობისას ნანახი სიზმარია? - უხსნიდა გვენდა.
- არა მგონია, - ჩაფიქრდა ინსპექტორი. - თუ გამოვრიცხავთ, რომ ამ
სახლში ადრე ქალი იყო მოკლული, მაშინ ლილი კიმბლის მკვლელო-
ბის გამოძიებაც ძალიან გაგვიძნელდება, - დამაჯერებლად და ლოგიკუ-
რად განსაზღვრა ინსპექტორმა.
გვენდამ შვებით ამოისუნთქა, ცოტათი დამშვიდდა.
- მაგრამ მამაჩემს არ მოუკლავს ის, ნამდვილად არ მოუკლავს. ექიმმა
პენროუზმა გვითხრა, ისეთი ბუნების კაცი იყო, ვერავის ვერ მოკლავდაო.
ექიმი კენედიც ამასვე ირწმუნება; კი არ მოუკლავს, თავისი მოკლული
ეგონაო... და უსათუოდ ისეთი კაცის ჩადენილია, ვისაც კელვინ ჰოლიდე-
ისთვის უნდოდა დაებრალებინაო. ინსპექტორო, ჩვენ უკვე ვიცით, ვინც
იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ორ კაცზე გვაქვს ეჭვი, ის ერთ-ერთის
მოკლულია.
- გვენდა, - შეაწყვეტინა გაილსმა. - ჩვენ ხომ ასე დანამდვილებით...
- მისტერ რიდ, გთხოვთ გაიგოთ, ბაღში როგორ მიდის საქმე. გა-
დაეცით, რომ მე დაგავალეთ.
ინსპექტორმა პრაიმერმა ფრანგული ფანჯარა შიგნიდან ჩარაზა და
გვენდასთან ახლოს დაჯდა.
- მოდით, მისის რიდ, გულახდილად მიამბეთ, რასაც ფიქრობთ. თან-
მიმდევრობას მაინცდამაინც ნუ გამოეკიდებით.
და გვენდა მაშინვე ალაპარაკდა. თითქოს გულიდან ამოხეთქაო, სხა-
პასხუპით წამოვიდა სიტყვათა ნიაღვარი. მართლა გულახდილად
გაუზიარა ინსპექტორს თავისი ეჭვები, ფიქრები, მოსაზრებები... ელენთან
დაკავშირებული პიროვნებების შესაცნობად დღემდე გადადგმული ყოვე-
ლი ნაბიჯი; ბოლოს ისიც აუხსნა, რატომ შეჩერდნენ იმ ორ პიროვნებაზე,
როგორ მივიდნენ ამ დასკვნამდე. და უამბო, წინადღით, ვიღაცამ ვალ-
ტერ ფეინთან და ჯეკ აფლიკთან რომ დარეკა გაილსის სახელით, თით-
ქოს გაილსი იბარებდა მათ ჰილსაიდში რაღაც სასწრაფო საქმის გამო.
- თქვენ ხომ ხედავთ, ინსპექტორო, ერთ-ერთი რომ ტყუის? - შეეკითხა
გვენდა.
- ჩემი სამუშაოს მთავარ სიძნელეს სწორედ ეგ წარმოადგენს, - მან
მშვიდად და ფიქრიანი სახით შეხედა გვენდას. - ტყუილის თქმა ბევრს შე-
უძლია და ბევრი კიდეც ლაპარაკობს... მაგრამ, განა ყოველთვის შეგნე-
ბულად ტყუიან? ხშირად უნებლიეთაც გამოსდით.
- თქვენ ფიქრობთ, რომ მეც ასე გამომივიდა? - შეშფოთდა გვენდა.
- არა, მისის რიდ, მე თქვენ ჭეშმარიტ, უტყუარ მოწმედ მიმაჩნიხართ, -
ღიმილით მიუგო ინსპექტორმა.
- მაშ, თქვენი აზრით, მე არ შევმცდარვარ მკვლელის მიგნებაში?
ინსპექტორმა ღრმად ამოისუნთქა.
- ჩვენს საქმიანობაში ის კი არ არის მთავარი, ვინ როგორ ფიქრობს,
არამედ ფაქტები, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები. შემთხვევის მომენტში
სად იმყოფება ესა თუ ის პიროვნება; რა ჩვენებას იძლევა დაკითხვისას
და მრავალი სხვა. ჩვენი გამოძიებით ზუსტად გვაქვს დადგენილი ლილი
კიმბლის მოკვლის დრო; შესაძლებელია ათი-თხუთმეტი წუთის
სხვაობით, მაგრამ გამოანგარიშებულია ორ საათსა და ოცი წუთიდან -
ორ საათსა და ორმოცდახუთ წუთამდე. მკვლელს თავისუფლად შეეძლო
ჩადენილი ბოროტმოქმედების შემდეგ, გუშინ, ნაშუადღევს აქ დაბრუნებუ-
ლიყო. ერთი რამ ვერ გამიგია, რა კავშირი აქვს ფეინისა და აფლიკის
ტელეფონით გამოძახებას ამ მკვლელობასთან. ეგ ხომ არავითარ
ალიბს არ იძლევა?
- თქვენ ხომ გამოიკვლევთ, იმ დადგენილ პერიოდში ისინი რას აკე-
თებდნენ? ხომ დაკითხავთ მათ?
ინსპექტორს გაეცინა.
- დიახ, ყველა სათანადო შეკითხვას დავუსვამთ, მისის რიდ, ამაში
დარწმუნებული იყავით, მაგრამ სიჩქარით შეიძლება საქმე გავაფუჭოთ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
გვენდას უცებ წარმოუდგა, როგორ ტაქტიანად და აუჩქარებლად
ჩაატარებდა გამოძიებას ინსპექტორი პრაიმერი.
- გასაგებია... დიახ... - წარმოთქვა მან. - თქვენ ამ საქმეში პროფე-
სიონალი ბრძანდებით, მე და გაილსი კი მოხალისეები ვართ. ზოგჯერ
ჩვენც გვიმართლებს და რაღაცას წავაწყდებით ხოლმე, მაგრამ მერე
როგორ მოვიქცეთ, ეგ აღარ ვიცით.
- მართალი ხართ, მისის რიდ.
ინსპექტორმა ისევ გაიღიმა და წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა, გა-
მოაღო და ის იყო აივანზე გასვლა დააპირა, რომ ადგილზე შეჩერდა.
„მეძებარივით დაყნოსა“, - გაიფიქრა გვენდამ.
- მაპატიეთ, მისის რიდ, ხომ ვერ მეტყვით, ის ქალბატონი მის მარ-
პლია?
გვენდა ინსპექტორთან მივიდა, ფანჯარაში გაიხედა და სარეველებთან
უთანასწორო ბრძოლაში გართული მის მარპლი დაინახა.
- ის გახლავთ. ძალიან გვეხმარება ბაღის მოვლაში.
- მის მარპლი, - გაიმეორა ინსპექტორმა. - გასაგებია!
გვენდამ გაოცებით შეხედა ინსპექტორს და უთხრა:
- ძალიან საყვარელი ადამიანია.
- გარდა მაგისა, სახელმოხვეჭილი პიროვნება გახლავთ მის მარპლი.
მეტი თუ არა, სამი საგრაფოს პოლიციის მოწმობა მაინც უდევს ჯიბეში.
ჯერჯერობით პირადად ჩემი უფროსი არ გახლავთ, მაგრამ მერწმუნეთ,
რომ ეგეც მალე იქნება. ჰმ, ესე იგი, მის მარპლის ხელიც ურევია აქ.
- იცით, რა დიდი დახმარება გაგვიწია თავისი რჩევა-დარიგებებით? -
გამოუტყდა გვენდა.
- ეჭვიც არ მეპარება, - მიუგო ინსპექტორმა. - ალბათ, მანვე მიგანიშ-
ნათ, მისის ჰოლიდეის გვამი სად უნდა მოგეძებნათ?
- მე და გაილსს გვითხრა, თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ, გვამის ძებნა
სად უნდა დაიწყოთო. ჩვენ კი ვერ მივხვდით, ცხადია, ჩვენი სისულელის
გამო...
ინსპექტორმა ჩაიცინა და მის მარპლისკენ გაემართა.
- მაპატიეთ, მის მარპლ. მართალია, ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს,
მაგრამ პოლკოვნიკ მელროუზისგან ბევრი მსმენია თქვენზე...
მის მარპლი წელში გაიმართა, მიწით გასვრილ ხელებზე დაიხედა და
წამოწითლდა.
- ო, როგორ არა, პოლკოვნიკ მელროუზს მეც ვიცნობ. შესანიშნავი
ადამიანია. ზედმიწევნით კეთილშობილი. ალბათ, იმის შემდეგ...
- დიახ, სწორედ იმის შემდეგ, რაც ეკლესიაში მომხდარი მკვლელო-
ბის საქმე თქვენ ბრწყინვალედ გახსენით. მე ვგულისხმობ ქორეპისკოპო-
სის ოთახში მნათეს მოკვლის ამბავს. ესეც რომ არა, ბევრი სხვა წარმა-
ტებაც გქონიათ. თუ არ ვცდები, ლიმსტოკის მახლობლად, ერთხელ მე-
ტად უსიამოვნო შემთხვევაც ყოფილა? მგონი, მოწამლული კალამი თუ
ამდაგვარი რამ ფიგურირებდა, არა?
- გატყობთ, რომ ჩემს საქმეში კარგად ყოფილხართ ჩახედული.
- მე ინსპექტორი პრაიმერი გახლავართ. როგორც ვხედავ, თქვენ აქაც
ბევრს შრომობთ...
- დიახ, ვცდილობ, რაც შეიძლება დავეხმარო ჩემს მეგობრებს ბაღის
მოვლაში. ხედავთ, როგორ მიშვებულია აქაურობა? ეს ხვართქლა სარე-
ველას ყველაზე საძაგელი სახეობაა, - დაბეჯითებით უხსნიდა მის მარ-
პლი ინსპექტორს და სახეში უყურებდა. - ძალიან შორს და ღრმად აქვს
მიწაში ფესვი გადგმული...
- მართალი ხართ, - დაუდასტურა ინსპექტორმა. - ძალიან შორს... და
კარგა ხნის წინ... ალბათ, მიმიხვდით, მკვლელობაზე მოგახსენებთ,
თვრამეტი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე.
- შესაძლოა, უფრო ადრინდელიც, - მიუგო მის მარპლმა. - მაშ! მიწის
სიღრმეში მიძვრებიან... თან მავნებლებიც არიან... სიცოცხლეს უსპობენ
ლამაზ ყვავილებს...
ბილიკზე მათკენ მომავალი პოლიციელი გამოჩნდა, რომელსაც ღვა-
რად ჩამოსდიოდა ოფლი და შუბლი ატალახებოდა.
- ჩვენ... ჩვენ რაღაცას უკვე წავაწყდით, სერ, - ძლივს ამოთქვა მან. -
მგონი, სწორედ ის უნდა იყოს...
გვენდამ მაშინვე იგრძნო, რომ კოშმარული დღე იწყებოდა. ჯერ იყო
და, გაილსი შემოვარდა გაფითრებული და მიახალა:
- ის... ის არის, გვენდა, ნამდვილად ის არის...
შემდეგ, ერთ-ერთმა პოლიციელმა ტელეფონით სადღაც დარეკა და
ცოტა ხანში ტანმორჩილი, ფუსფუსა პოლიციის ექიმიც მოვიდა.
სწორედ ამ მომენტში მისის კოკერიც გავიდა ბაღში. ყოვლად მშვიდი
და წყნარი მისის კოკერი... მას არავითარი ცნობისმოყვარეობა არ ამოქ-
მედებდა, მხოლოდ ბოსტნეულისა და მწვანილის დასაკრეფად მიდიოდა,
ლანჩი უნდა მოემზადებინა. მას აქამდე ჰქონდა გამოყოლილი წინად-
ღით მომხდარი მკვლელობის შთაბეჭდილება. ახლა მხოლოდ ის ადარ-
დებდა, ამ ამბავს რამე ცუდი შედეგი არ მოეტანა გვენდას ჯანმრთელო-
ბისთვის, რადგან მისის კოკერი დარწმუნებული იყო, რომ რამდენიმე
თვეში საბავშვო ოთახში ახალი ბინადარი ეყოლებოდა. და უცებ, იგი
ზედ წაადგა ამაზრზენ სურათს და პანიკაში ჩავარდა.
- ოო, ეს რა საშინელებაა, ქალბატონო. ყოველთვის მაშფოთებდა
ასეთი ძვლები... ჩონჩხის ძვლებს ვგულისხმობ, ქალბატონო. ვაი, რა
დღეში მაქვს გული, ლამის ამომვარდეს. სული მეხუთება, ვიხრჩობი... მა-
პატიეთ, ქალბატონო, თუ შეიძლება, ერთი ყლუპი კონიაკი...
გვენდამ დაინახა, რომ მისის კოკერს მართლაც მიწისფერი ედო და
საშინლად ქოშინებდა. საჩქაროდ გამოაღო კარი, ჭიქაში კონიაკი დაასხა
და მიაწოდა.
მისის კოკერმა ერთი კი მოსვა და მადლიერებით შეხედა გვენდას.
- იქნებ, ამან მიშველოს, ქალბატონო... - სიტყვა ვეღარ დაამთავრა,
თვალები გადაუტრიალდა და გონება დაკარგა.
შეშინებულმა გვენდამ გაილსს შეჰკივლა.
გაილსი ბაღში გავარდა და პოლიციის ექიმი შემოიყვანა.
- თქვენს ბედზე მოვსულვარ აქ, - თქვა ექიმმა. რა დაგიმალოთ და,
უიმედო მდგომარეობაში იყო. უექიმოდ ვერაფერს გახდებოდით.
ინსპექტორმა პრაიმერმა კონიაკის ბოთლი აიღო და ექიმს რაღაც გა-
დაულაპარაკა. შემდეგ გვენდას მიუბრუნდა და ჰკითხა, უკანასკნელად
როდის დალიეს ამ ბოთლიდან კონიაკი. გვენდამ აუხსნა, რომ ამ დღეებ-
ში ხელი არ უხლიათ, ვინაიდან ჩრდილოეთში იმყოფებოდნენ.
- გუშინ ვაპირებდი კონიაკის დალევას, მაგრამ გადავიფიქრე. იგი მუ-
დამ იწვევს ჩემში ლამანშზე გადაცურვის უსიამოვნო ასოციაციას. ამიტომ
გაილსმა ვისკი გამიხსნა, - თქვა გვენდამ.
- ბედი გქონიათ, მისის რიდ; ეს რომ გუშინ დაგელიათ, დღეს ალბათ
ცოცხალი არც იქნებოდით...
- გაილსმა კი დაისხა თავისთვის, მაგრამ იმანაც გადაიფიქრა და ვის-
კით გამიწია კამპანია.
გვენდას ჟრუანტელმა დაუარა. მერე ისევ ფიქრებმა გაიტაცა. ამასობა-
ში გაილსმა და პოლიციელებმა ნაჩქარევად ისაუზმეს და წავიდნენ. მისის
კოკერი კი საავადმყოფოში გაგზავნეს. გვენდა მარტო დარჩა შინ და
ისიც ფიქრებში ჩაიძირა. დღევანდელი დღე სიზმარივით აგონდებოდა.
„ერთი რამ ცხადია, - ჯეკ აფლიკიც და ვალტერ ფეინიც გუშინ აქ იყ-
ვნენ. კონიაკის მოწამვლა ორივეს შეეძლო. სხვა რა მიზეზი უნდა ჰქონო-
და ტელეფონით დარეკვას, თუ არა კონიაკის მოსაწამლად ხელსაყრე-
ლი მომენტის გამოძებნა? გვენდა და გაილსი უკვე ახლოს მივიდნენ სი-
ნამდვილესთან. შესაძლოა, გუშინ, როცა ის და გაილსი ექიმ კენედისთან
ლილი კიმბლს ელოდნენ, აქ ვინმე მესამე შემოვიდა მისაღების ფანჯრი-
დან? დიახ, მესამე, რომელმაც მოფიქრებულად და გამიზნულად დარეკა
აფლიკთან და ფეინთან, რათა ერთ-ერთზე ეჭვი მიეტანათ.
მაგრამ ის მესამე რატომ დარეკავდა ორივესთან? - ფიქრობდა გვენ-
და, - რაში სჭირდებოდა ორივეზე დაეჭვება? მაინც, ვინ შეიძლება იყოს
ეს მესამე? ერსკინი ხომ ნამდვილად ნორთჰამბერლენდში იმყოფებო-
და?... უთუოდ ვალტერ ფეინი ან ჯეკ აფლიკი იქნებოდა. შემდეგ კი, თავი
რომ ემართლებინათ, ერთმა ან მეორემ იცრუა, თითქოს მასთანაც და-
რეკეს. ერთი სიტყვით, - ან ფეინი, ან აფლიკი. პოლიციას, რომელიც
ბევრად ჩვენზე ჭკვიანია, გაცილებით მეტი საშუალება აქვს ამის დასად-
გენად. ის გამოარკვევს, რომლის ოინია. ამიერიდან, ორივენი მეთვალ-
ყურეობის ქვეშ იქნებიან. მსგავს რამეს აწი ვეღარ გაბედავენ.
გვენდას ისევ გააჟრჟოლა. განა ადვილი შესაგუებელია, ვიღაც მოსაკ-
ლავად რომ გიმეტებს? სახიფათოა, დაარიგა ერთხელ მის მარპლმა,
მაგრამ მისი გაფრთხილება გულთან ახლოს არ გაიკარეს, არც ლილი
კიმბლის მოკვლის შემდეგ გაფრთხილდნენ. გვენდას ახლაც კი არ სჯე-
რა, რომ ვიღაც გაილსის და მის მოკვლას შეეცადა. ნუთუ იმიტომ, რომ
ისინი სინამდვილესთან ახლოს მივიდნენ და თითქმის ამოიცნეს თვრამე-
ტი წლის წინანდელი ბოროტმოქმედი?
ვალტერ ფეინი და ჯეკ აფლიკი...
რომელი მათგანი?..
გვენდამ თვალები დახუჭა. შეეცადა, სათითაოდ წარმოედგინა ისინი ამ
ახალ ასპექტში.
წყნარი ვალტერ ფეინი. კაბინეტში მოკალათებული - უფერული ობობა
თავის ქსელში... მშვიდი და უწყინარი... დარაბებჩაკეტილი სახლი... სა-
დაც ცხედარი ასვენია თითქოს... თვრამეტი წლის წინ მოკლული. მაგ-
რამ, ახლაც იქ ასვენია... და საბედისწერო მოეჩვენა გვენდას მშვიდი
ვალტერ ფეინი.
ვალტერ ფეინი, რომელსაც კინაღამ შემოაკვდა ერთხელ თავისი ძმა.
ვალტერ ფეინი, რომელსაც ელენმა ცოლობაზე უარი უთხრა: ჯერ აქ,
სამშობლოში, მერე კი ინდოეთში. ორგზის დამარცხება... ორგზის თავის
მოჭრა...
ვალტერ ფეინი, მშვიდი და ინერტული, რომელიც სისხლმწყურვალ
მდგომარეობაში ამჟღავნებს თავის ნამდვილ სახეს...
გვენდამ თვალი გაახილა. ყველანაირად ირწმუნა, რომ ეს ვალტერ
ფეინი იყო.
ასევე შეუძლია წარმოიდგინოს აფლიკიც, მაგრამ ამას თვალის დახუჭ-
ვაც არ სჭირდება.
ჭყეტელა, კუბოკრულ კოსტიუმში გამოწყობილი აფლიკი... მბრძანებ-
ლური გამომეტყველებით... შესაძლოა, არასრულფასოვნების კომპლექ-
სმაც გამოუმუშავა ეს მანერა. ექსპერტის ჩვენებით, ეს უკვე დამახასიათე-
ბელი თვისებაა. ვისაც რაიმე უკმარისობის გრძნობა გააჩნია საკუთარი
თავისადმი, მხოლოდ კვეხნასა და მედიდურობას მიმართავს, სხვა აღა-
რაფერი დარჩენია.
აფლიკი ელენმა ჩამოიშორა, ვინაიდან მეტისმეტად შეუფერებელი
იყო. ჭრილობა თუმცა მალე მოუშუშდა, მაგრამ ბოღმა არ გაუნელდა,
უფრო და უფრო მოეძალა... და ბოლოს, გადაწყვიტა - რადაც უნდა და-
უჯდეს, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. დევნის მანია... ყველანი მის
წინააღმდეგ... მისი „მოქიშპე“ ფეინი ცილს სწამებს მას და სამსახურიდან
აძევებს. ესეც აფლიკის არასრულყოფილებას ადასტურებს. მკვლელო-
ბის შემდეგ კი იგი ძლევამოსილებას გრძნობს. გვენდას გაახსენდა მისი
კეთილშობილი, მოცინარი სახე, რომელიც ახლა ნამდვილი ბოროტმოქ-
მედის სახედ იქცა. ის ბოროტმოქმედია! ეს მისმა გამხდარმა და ფერმიხ-
დილმა ცოლმაც იცის, მაგრამ ეშინია მისი... ლილი კიმბლი დაემუქრა
აფლიკს და, კიდევაც მოკვდა საბრალო ლილი. გვენდა და გაილსი
ჩაერივნენ ახლა მის ცხოვრებაში... ესე იგი, გვენდა და გაილსიც უნდა
მოკვდნენ? აფლიკი შეეცადა, ვალტერ ფეინიც გაება მახეში. ვალტერ
ფეინი - რომელმაც, დიდი ხნის წინ მას სამსახური დააკარგვინა და ქუჩა-
ში დატოვა. ყველა ფაქტი კანონზომიერად მისდევს ერთმანეთს.
გვენდა უცებ შეკრთა და ფიქრებიდან გამოერკვა. იქაურობას თვალი
მოავლო. კარგა ხანი გასულა. მალე გაილსიც დაბრუნდება, ჩაი ხომ უნ-
და მოუმზადოს? მაგიდა კი ისევ აულაგებელი აქვს...
გვენდამ ჭურჭელი ლანგარზე დააწყო და სამზარეულოში გაიტანა.
სამზარეულო მუდამ სუფთა და მილაგებული იყო. მისის კოკერი ნამდვი-
ლი განძია ოჯახში, - გაიფიქრა გვენდამ. ონკანთან წყვილი ქირურგიული
ხელთათმანი იდო, რომელსაც მისის კოკერი ხმარობდა ჭურჭლის რეც-
ხვისას.
გვენდამ ხელთათმანი ჩაიცვა და საქმეს შეუდგა. რატომ უნდა გაისვა-
როს ხელები?! ჭურჭელი სწრაფად გარეცხა, გაამშრალა და თავ-თავის
ადგილას დააწყო. მერე იქაურობა მოასუფთავა და ისევ ფიქრებში გარ-
თული ზემოთ ავიდა. ხელთათმანი არც გაუძვრია, ჯერ წინდები და ჯემ-
პრი ჰქონდა გასარეცხი.
გვენდა ცდილობდა, სხვა რამეზე ეფიქრა, მაგრამ მოუსვენარ ფიქრებს
თავს ვერ აღწევდა, - ჯეკ აფლიკი თუ ვალტერ ფეინი? რომელი მათგა-
ნი? ისე, ორივეს წინააღმდეგ საბრალდებო ვერსიები ჰქონდა დამუშავე-
ბული. ალბათ, ამ ფიქრებითვე იყო გამოწვეული მისი აფორიაქებული
განწყობილებაც. ჯობდა კი კონკრეტულად ერთზე ჰქონოდა მყარი არგუ-
მენტი. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაირკვეს ვინ იყო, რომელი მათ-
განი? სანამდე გასტანს ეს მარჩიელობა?..
შეიძლება, სხვა ვინმეა?.. მაგრამ არა, არა. საქმეც ისაა, რომ არა. რი-
ჩარდ ერსკინი გამორიცხულია! იგი ნორთჰამბერლენდში იყო, როცა
ლილი მოკლეს და მერე აქ კონიაკი მოწამლეს. კი, ასე იყო. რიჩარდ
ერსკინი გამორიცხულია!
გვენდა კმაყოფილებით ფიქრობდა ერსკინზე, რადგან ძალიან მოს-
წონდა იგი. სწყინდა, ასეთ მომხიბლავ კაცს რატომ ჰყავდა ცოლად ავი,
ეჭვიანი და როხროხა დედაკაცი...
დიახ, კაცივით როხროხა...
გვენდას უცებ საშინელი ეჭვი დაებადა. უცნაურმა აზრმა გაუელვა...
ბოხი ხმა... კაცივით ხმა... გუშინღამ მისის ერსკინმა ხომ არ უპასუხა
ტელეფონზე გაილსს?
არა, არა, რასაკვირველია, არა. რასაკვირველია, არა. ის და გაილსი
ხმით ხომ იცნობდნენ მას? ან რა იცოდა მისის ერსკინმა, ვინ ურეკავდა?
არა. რა თქმა უნდა, ტელეფონთან ერსკინი იყო. და როგორც თვითონ
თქვა, ცოლი შინ არ იყო...
ცოლი შინ არ იყო...
ო, ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია... ნუთუ მისის ერსკინი იყო?
ეჭვიანობით გაგიჟებული მისის ერსკინი? ნუთუ ლილი კიმბლმა მისის ერ-
სკინს გაუგზავნა წერილი? ნუთუ იმ ღამით ბაღში ლაიონმა ფანჯრიდან
ქალი დაინახა?
ამ დროს ჰოლის კარი გაჯახუნდა. წინკარიდან ვიღაც შემოვიდა.
გვენდა სააბაზანოდან კიბის ბაქანზე გამოვიდა და მოაჯირიდან გა-
დაიხედა. გულზე მოეშვა, ექიმი კენედი რომ დაინახა. მაშინვე გადასძახა:
- მე აქ ვარ.
გვენდამ მისკენ გაიშვირა ხელები - სველი, ლაპლაპა, მოვარდისფრო
რუხი ხელები... შემზარავი რაღაც მოაგონდა...
ექიმი კენედი თვალებზე ხელს იჩრდილავდა და ზემოთკენ იყურებო-
და.
- სად ხარ, გვენი? ვერ ვხედავ შენს სახეს... თვალები მიბნელდება...
და გვენდამ შემზარავად შეჰკივლა...
იგი გაოგნებული დასცქეროდა მაიმუნის სლიპინა, რუხ თათებს და ჰო-
ლიდან საოცრად ნაცნობი ხმა ესმოდა...
- ის თქვენ იყავით! - ისტერიკულად მიაძახა გვენდამ, - დიახ, თქვენ,
თქვენ მოკალით ელენი... უკვე ვიცი, რომ თქვენ იყავით... ყველაფერი
თქვენი ჩადენილია, თქვენი, თქვენი...
ექიმი კენედი ნელ-ნელა ადიოდა კიბეზე და თვალმოუშორებლად
მიიწევდა გვენდასკენ.
- რას გადამეკიდე? - ეუბნებოდა იგი. - რატომ ჩაერიე? რატომ გამახ-
სენე, როცა უკვე დავიწყებული მყავდა?... ჰო, შენ გამახსენე ელენი, ჩემი
ელენი... ყველაფერი გამიახლე... ლილი უეჭველად უნდა მომეკლა. ახ-
ლა შენც მოგკლავ, ისე, როგორც ელენი მოვკალი... ჰო, როგორც ელე-
ნი...
წინწაწვდილი ხელებით მიიწევდა იგი გვენდასკენ. სულ ახლოს მივი-
და...
გვენდა ხედავდა, რომ ეს ხელები მისი კისრისკენ იწევდნენ. თან უახ-
ლოვდებოდა ის კეთილი და სანდომიანი, ხანდაზმული და მოცინარი სა-
ხე - საშიში და არანორმალური თვალებით...
გვენდა უკან-უკან იხევდა. ხმა ჩაუწყდა. ყვირილი არ შეუძლია. აკი იყ-
ვირა ერთხელ? მეტი ძალა აღარ შესწევს. და რომც იყვიროს, ვინ
გაიგონებს? არავინ არის შინ - არც გაილსი, არც მისის კოკერი... მის
მარპლიც არ დაფუსფუსებს ბაღში. მეზობლებიც შორიშორს ცხოვრობენ,
მისი ხმა იქამდე ვერ მიატანს. მაინც ვერ იყვირებს, რადგან ეშინია... ამ
საზიზღარი ხელების ეშინია, დაუნდობლად რომ მიიწევენ მისკენ...
უკანდასახევი ადგილიც აღარ არის. უკვე საბავშვო ოთახს მიუახლოვ-
და. ცოტაც და, ზურგით კარს შეეხება. ისიც მიიწევს წინ... სადაცაა ყელში
სწვდება ეს უწმინდური ხელები...
გვენდამ ერთი კი ამოიღნავლა უმწეოდ. ექიმმა კენედიმ უცებ წაიბორ-
ძიკა და უკან დაექანა. სახეში საპნიანი წყლის ნაკადი ეცა, საშინლად და-
ეწვა თვალები. სიმწრისაგან ხელები მიიფარა სახეზე, მაგრამ სული მა-
ინც ვერ ამოითქვა, უგონოდ აღებდა პირს.
- ესეც შენი ბედისწერა, საყვარელო გვენდა! - მოისმა მის მარპლის
აქოშინებული ხმა. როგორც ჩანს, უკანა კიბით აურბენია ზემოთ, - ეს წუ-
თია, ვარდების შეწამვლას ვაპირებდი...
XXV - პოსტსკრიპტუმი ტორკში3

- მაინც, როგორ იფიქრე, საყვარელო გვენდა, რომ მარტო დაგტო-


ვებდი შინ? - უთხრა მის მარპლმა. - მე ხომ ვიცოდი, რომ ის საშიში პი-
როვნება ამ სახლში თავისუფლად დათარეშობდა. ბაღიდან სულ თქვენ-
კენ მეჭირა თვალი.
- როგორ? თქვენ თავიდანვე იცოდით, ვინც იყო?
მის მარპლი, გვენდა და გაილსი სასტუმრო „იმპერიალის“ აივანზე ის-
ხდნენ, ტორკში. მის მარპლმა ურჩია გაილსს - გვენდას აუცილებლად
სჭირდება გარემოს შეცვლაო. ინსპექტორი პრაიმერიც ამ აზრის იყო. და
გადაწყვიტეს ტორკში დაესვენათ.
- რა თქმა უნდა, ბევრ რამეში დამაეჭვა მან, - მიუგო გვენდას მის მარ-
პლმა. - მართალია, ეჭვი მქონდა, მაგრამ, საუბედუროდ, არავითარი და-
მამტკიცებელი საბუთი არ გამაჩნდა.
- მაინც, საიდან გაგიჩნდათ ეს ეჭვი? - ჰკითხა გაილსმა.
- აბა, დაფიქრდი, ჩემო საყვარელო გაილს. უპირველეს ყოვლისა, ის
ადგილზე იყო.
- ადგილზე?
- დიახ, იმ ღამით, კელვინ ჰოლიდეი მასთან რომ მივიდა, იგი საავად-
მყოფოდან ახალდაბრუნებული იყო. ადგილობრივი მცხოვრებლებისგან
ვიცით, რომ მაშინ საავადმყოფო „ჰილსაიდის“ ანუ, როგორც უწინ ეძახ-
დნენ, „სანტ კატერინას“ გვერდით ყოფილა. მაშასადამე, მას შეეძლო სა-
ჭირო დროს ადგილზე ყოფილიყო. გარდა ამისა, სხვა ფაქტებიც მოგვე-
პოვება, თითქოს წვრილმანი, მაგრამ მეტად საყურადღებო. გავიხსენოთ
თუნდაც ის, ელენ ჰოლიდეიმ რომ უამბო ერსკინს, ინდოეთში რა მიზნით
მიემგზავრებოდა. ვალტერ ფეინს ცოლად უნდა გაჰყოლოდა, არა? მას
არ ჰყვარებია ფეინი. ძმის სახლში კი არც ერთი ბედნიერი დღე არ ჰქო-
ნია, მიუხედავად იმისა, რომ ძმა თავგადადებული იყო მისთვის. მაშ, რა-
ტომ არ უნდა ყოფილიყო ბედნიერი? თქვენ მისტერ აფლიკმაც გით-
ხრათ, რომ „ეცოდებოდა საბრალო ბავშვი“. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში
იგი გულწრფელი იყო. მას უთუოდ შეეცოდებოდა ელენი. რატომ უნდა
შეხვედროდა ის ახალგაზრდა აფლიკს მალულად? მით უმეტეს, რომ ერ-

3
ტორკი - პატარა ზღვისპირა ქალაქი სამხრეთ ინგლისში
თმანეთი არც ჰყვარებიათ. მაშასადამე, ძმა უშლიდა ტოლებთან შეხვედ-
რას და ურთიერთობას. ეგ თვითონ კენედიმაც აღიარა: „მკაცრი და ძვე-
ლი ყაიდის კაცი ვარო“.
გვენდას შეაჟრჟოლა.
- ელენის თაყვანისცემა რაღაც პათოლოგიურ სიყვარულში გადაეზარ-
და, - გააგრძელა მის მარპლმა, - ასეთი შემთხვევაც გაგიგონიათ ალბათ,
მაგრამ ეს გაცილებით ხშირია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ზოგიერ-
თი მამაც უკრძალავს ქალიშვილს გათხოვებას, უშლის ვაჟებთან შეხვედ-
რას, ისევე როგორც მისტერ ბარეტი... ეს აზრი მაშინ გამიჩნდა, როდე-
საც ჩოგბურთის ბადის ამბავი გავიგე.
- ჩოგბურთის ბადის?
- ჰო. მაშინვე არ მესიამოვნა. აბა, დაფიქრდით. სიცოცხლით სავსე
გოგონა სკოლიდან შინ ბრუნდება, იქ კი კოპებშეკრული ძმა ხვდება. გო-
გონას გართობა უნდა, როგორც ყველა მის თანატოლს... ყველა ქალიშ-
ვილი ცდილობს, რომ ცხოვრება გაიხალისოს, ვაჟებთან იმეგობროს, კი-
დევაც წაეარშიყოს...
- სექსუალური თავშეუკავებლობა!
- არა, - მკვახედ მოუჭრა მის მარპლმა, - ეგ ამ მკვლელობის უბორო-
ტესი ბრალდებაა. საქმეც ის არის, რომ ექიმ კენედის მარტო ფიზიკურად
არ გაუნადგურებია ელენი. გახსოვთ, როგორ დაახასიათა მან თავისი
და? „კაცების მოყვარულიო“. ანდა, თქვენ რომ მეორე ტერმინი იხმარეთ
„ნიმფომანიაო“. ეგ ორივე გამოთქმა, ჩემო საყვარელო გაილს, მხო-
ლოდ ექიმ კენედის პირადი შეხედულებაა. მე კი მიმაჩნია, რომ ელენი
სავსებით ნორმალური და ჯანსაღი ქალიშვილი იყო; ბუნებრივია, გარ-
თობა და დროსტარებაც ეყვარებოდა, თუნდაც არშიყობა. ბოლოს იგი
აირჩევდა ვინმეს და მისთხოვდებოდა, ოჯახს შექმნიდა. ეგ იყო და ეგ. და
ხედავთ, რას აკეთებს მისი ძმა? ვითომდა „მკაცრი და ძველი ყაიდის კა-
ცი“, გოგონას თავის ტოლებთან მეგობრობას უკრძალავს, გასაქანს არ
აძლევს, ზღუდავს. შემდეგ, ელენი სთხოვს, რომ იქვე ახლოს ჩოგბურ-
თის მოედანი მოუწყოს, იქ მაინც გაერთოს ტოლებთან. ჩემი აზრით, ამა-
ში ცუდი არაფერია, ნორმალური სურვილია. კენედი თითქოს უსრულებს
ამ თხოვნას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა საქმე მომთავრებულია,
ჩუმად ბადეს დაჭრის. ეს აშკარა სადისტური ქცევაა. ამის შემდეგ მოსა-
ლოდნელი იყო, ელენს სხვა გასართობი გამოეძებნა, თუნდაც ცეკვები.
აქ უკვე კენედი სარგებლობს ელენის დაზიანებული ფეხით, თვითონ
მკურნალობს და განზრახ გაურთულებს, რომ დიდხანს არ მოურჩეს. ეჭ-
ვიც არ მეპარება, ასე მოიქცეოდა... ალბათ, ელენი ამას ვერ ამჩნევდა,
ის დარწმუნებული იყო, რომ ძმას ძალიან უყვარდა და თვითონაც არ
იცოდა, რატომ არ იყო ბედნიერი, მაგრამ სინამდვილეში კი ასე იყო. ბო-
ლოს, გადაწყვიტა რამენაირად გასცლოდა იქაურობას და ფეინზე გათ-
ხოვება მოიფიქრა. რას მოუტანდა ეს? არც ეგ იცოდა, ახალგაზრდა და
გამოუცდელი იყო. ერთი სიტყვით, ინდოეთში მიემგზავრება. გზაში რი-
ჩარდ ერსკინს შეხვდება და შეუყვარდება. ამ შემთხვევაშიც არ იქცევა ის,
როგორც „კაცების მოყვარული“, პირიქით, ზედმიწევნით პატიოსანი და
კეთილშობილი ჩანს. იგი არ სთხოვს ერსკინს ოჯახის დანგრევას. არადა,
ძნელია მისთვის ერსკინთან განშორება. უკვე ვალტერ ფეინის ცოლობაც
აღარ შეუძლია და უარს ეუბნება. სასოწარკვეთილებაში ვარდება და ძმას
შეუთვლის, უკან დასაბრუნებელი ფული გაუგზავნოს. ინგლისში დაბრუნე-
ბისას გემზე კელვინ ჰოლიდეის გაიცნობს და დაუახლოვდება. ისევ გა-
მოჩნდება თავის დაღწევის შესაძლებლობა. რისგან და ვისგან? ეგ არ
იცის. თუმცა, ახლა კი გრძნობს, რომ ბედნიერება ელის. მას არ მოუტ-
ყუებია ჰოლიდეი, არ უთვალთმაქცია, როცა ცოლობაზე დათანხმდა. მა-
შინ ორივე თავ-თავის სატკივარს იშუშებდა: ჰოლიდეი საყვარელი ცო-
ლის სიკვდილს ნაღვლობდა, ელენი კი ერსკინთან სამუდამო განშორე-
ბას. ასეთ მომენტში შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. თითქოს სანუგეშოდ...
ჩემი აზრით, არც ის ფაქტია ინტერესს მოკლებული, კელვინ ჰოლიდეი
და ელენი ლონდონში რომ დაქორწინდნენ და მერე წავიდნენ დილმა-
უტში. ალბათ, შემთხვევითი ამბავია, მაგრამ მიზანშეწონილი იქნებოდა,
პირდაპირ დილმაუტში ჩასულიყვნენ და ხელიც იქ მოეწერათ. თუმცა არც
ახლა მგონია, რომ ელენმა ეს რაიმე მიზნით გააკეთა. მე ვფიქრობ, ალ-
ბათ, წინათგრძნობა კარნახობდა და უნებლიეთ ასე ცნო საჭიროდ. ამჯო-
ბინა, რომ მისი გათხოვების ამბავი ძმას პოსტ ფაქტუმ გაეგო. კელვინ
ჰოლიდეი კეთილგანწყობილი აღმოჩნდა კენედისადმი. კიდეც მეგობ-
რობდა მასთან. თითქოს კენედიც კმაყოფილი ჩანდა დის ბედნიერებით
და ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად დილმაუტში დაბინავდნენ.
გადის დრო და ჩნდება ეჭვი, თითქოს ელენი ქმარს ნარკოტიკებით წამ-
ლავს. ეს უკვე ყველაზე საყურადღებო მომენტია. ჰოლიდეის მოწამვლა
მხოლოდ ორ ადამიანს შეეძლო. ერთია ელენი - ვთქვათ, ის ურევდა
სასმელში ნარკოტიკებს, რომ ქმარი მოეწამლა. მაგრამ რატომ? და თუ
ელენს გამოვრიცხავთ, მაშინ - ექიმი კენედი. იგი ჰოლიდეის მკურნა-
ლობდა. ჰოლიდეი მას თვალდახუჭული ენდობოდა, ხშირად მიდიოდა
მასთან საკონსულტაციოდ... ექიმ კენედის ყველაფრის საშუალება ჰქონ-
და; წამალთან ერთად ნარკოტიკს აპარებდა, თანაც ქვეშქვეშად და საზ-
რიანად შთააგონებდა, თითქოსდა ცოლი წამლავდა მას.
- ნუთუ ნარკოტიკებს ისეთი ჰალუცინაციის გამოწვევაც შეუძლიათ,
რომ კაცი სხვის დანაშაულს დაიბრალებს? - იკითხა გაფითრებულმა გა-
ილსმა.
- ჩემო საყვარელო გაილს, ეტყობა, ამ საკითხშიც ანკესზე წამოგაგეს.
განა ყველაფერი სარწმუნოა, რასაც გეუბნებიან? ეგ კენედიმ გითხრა,
ასეთი ჰალუცინაცია ჰქონდაო, მაგრამ ჰოლიდეის დღიურში არაფერი
წერია ამის შესახებ. არა, ჰალუცინაცია უთუოდ ჰქონდა, მაგრამ რა სახის,
ეგ არ ვიცით. ალბათ, ისევ და ისევ შთააგონებდა ექიმი კენედი, რომ ანა-
ლოგიურ მდგომარეობაში ავადმყოფს ცოლის დახრჩობა შეუძლია.
- ო, რა ბოროტია ექიმი კენედი, - წამოიძახა გვენდამ.
- მე ვფიქრობ, კენედი იმხანად არანორმალურ მდგომარეობაში იმყო-
ფებოდა და ალბათ, უცნაურ თვისებებს ამჟღავნებდა. საბრალო ელენი
ამას ამჩნევდა. ალბათ, ლილიმაც ის გაიგონა, ძმას რომ ეუბნებოდა „გი-
ჟი ხარ, შენი მუდამ მეშინოდაო“. ამიტომ განიზრახა ელენმა დილმაუტის
მიტოვება. ქმარს დაუჟინა, ნორფოლკში იყიდე სახლი, იქ გადავიდეთო,
თან ამის შესახებ კრინტი არავისთან დაუძრავს. ესეც ბევრის მთქმელი
ფაქტია. ასე ფარულად წასვლა უთუოდ მიგვანიშნებს, რომ იგი ვიღაცას
ემალებოდა. ჯეკ აფლიკი და ვალტერ ფეინი აქ არაფერ შუაში არიან.
მით უმეტეს - რიჩარდ ერსკინი. ესე იგი, ვინმე სხვა, ოჯახის ახლობელი,
უნდა ვიფიქროთ... ჰოლიდეიმ ცოლის დაჟინებული თხოვნა უაზრობად
ჩათვალა, თან დილმაუტი არ ეთმობოდა, უყვარდა იქაურობა. ადგა და
კენედის გაუზიარა ცოლის საიდუმლო სურვილი, გული გადაუშალა. სწო-
რედ ამან გადაწყვიტა მისი ოჯახის ბედ-იღბალი. ცხადია, კენედის არ
ესიამოვნებოდა დის გადაწყვეტილება, რამე უნდა ეღონა, რომ ხელი
შეეშალა მათთვის. სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ნარკოტიკების სა-
შუალებით ჰოლიდეის ჯანმრთელობა შეულახა. შემდეგ გაიგო, რომ მისი
სამსხვერპლო და ელენი მაინც აპირებდნენ გაპარვას. მან უკვე კონტრო-
ლი დაკარგა საკუთარ თავზე; საავადმყოფოდან ქირურგიული ხელთათ-
მანები წაიღო, „სანტ კატერინას“ ბაღიდან პირდაპირ სახლში შეიჭრა,
ჰოლში ელენი შეხვდა, ჭკუიდან გადასული კენედი ყელში სწვდა ელენს
და დაახრჩო. ეს არავის დაუნახავს, ჰოლში მათ გარდა არავინ იყო. ყო-
ველ შემთხვევაში კენედის ასე ეგონა. აი, სწორედ მაშინ, ელენის სიყვა-
რულითა და უმსგავსო საქციელით სასოწარკვეთილმა წარმოთქვა ის
ტრაგიკული სიტყვები, რომლებიც, მისდა საბედისწეროდ, იმ პიესის გმი-
რის ნათქვამს დაემთხვა. - მის მარპლმა მძიმედ ამოიოხრა და ენა გააწ-
კლაპუნა. - მაშინ როგორ გამოვშტერდი?! სამივენიც გამოვშტერდით,
თორემ მაშინვე უნდა მივმხდარიყავი, რომ „თავადის ქალი მალფიდან“
ყველაფერს პირდაპირ გვეუბნებოდა... იქაც ძმა ამბობს ამ სიტყვებს. ისიც
ამ მიზეზით კლავს დას, რომ თავის შეყვარებულზე არ გათხოვდეს...
- მერე, მერე? - მოთმინება ელეოდა გაილსს.
- ეგ იყო და ეგ. მერე, უკვე ბოლომდე მიიყვანა თავისი სატანური ჩანა-
ფიქრი: გვამი ზემოთ აიტანა, საძინებელში. ტანსაცმელი ჩემოდანში ჩააწ-
ყო. ბარათიც დაწერა და კალათში ჩააგდო. ეს ყველაფერი კელვინ ჰო-
ლიდეის დასარწმუნებლად სჭირდებოდა.
- მისთვის ხომ აჯობებდა, ბოლომდე მამაჩემისთვის რომ დაებრალე-
ბინა? - იკითხა გვენდამ.
მის მარპლმა თავი გააქნია.
- არა, ჩემო კარგო, ასეთ რისკს ვერ გასწევდა. იგი საღი და გამ-
ჭრიახი გონების შოტლანდიელი გახლდათ. ისიც კარგად ესმოდა, როცა
კაცს მკვლელობას აბრალებენ, პოლიცია ბრალმდებელს სარწმუნო
ფაქტებსაც მოსთხოვს. მას ხელს არ აძლევდა, რაიმე სარისკო კითხვა
დაესვათ მისთვის, ამიტომ გაცილებით იოლი და ხელსაყრელი გზა აირ-
ჩია. მთავარი იყო ჰოლიდეი დაერწმუნებინა, რომ ელენი მისი მოკლუ-
ლი იყო. მერე შთააგონებდა გიჟი ხარო. ისიც კი მოახერხა, რომ ჰოლი-
დეი ნებაყოფლობით გაგზავნა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სამკურნა-
ლოდ. არც ის უნდოდა, ჰოლიდეის მართლა დაეჯერებინა თავისი ავად-
მყოფობა. მამაშენმა, ჩემო გვენდა, მხოლოდ შენი გულისთვის დაიბრა-
ლა ეს ლეგენდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამბობდა, რომ მან
მოკლა ელენი...
- ო, ის ბოროტი, ბოროტი, ბოროტი... - იძახდა გვენდა.
- მართალია. სხვა სიტყვა არც მოიძებნება. ამიტომაც, ჩემო გვენდა,
შენს ბავშვურ მეხსიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა ის ამაზრზენი სურათი. იმ
საბედისწერო ღამეს ჰაერიც ბოროტებით იქნებოდა გაჟღენთილი.
- ელენის წერილებზე რაღას იტყვით? - იკითხა გაილსმა. - ნამდვი-
ლად მისი დაწერილი იყო? ექსპერტმა ხომ შეამოწმა?
- რა თქმა უნდა, ისიც ყალბი იყო. კენედიმ მოინდომა როგორმე გადა-
ეთქმევინებინა თქვენთვის ამ საქმის ძიება და თვალის ასახვევად, თით-
ქოსდა ელენის ბარათები მოიშველია. მაგრამ ექსპერტზე რომ მიდგა
საქმე, ნურას უკაცრავად, ექსპერტის გაცურება იოლი არ იყო. ამიტომ იმ
ყალბ წერილებთან ერთად ვითომ ელენის ხელნაწერი სიაც წარმოგიდ-
გინათ. ერთიც და მეორეც მისი დაწერილი გახლდათ და, რაღა თქმა უნ-
და, ექსპერტი ხელნაწერის მსგავსებას დაადასტურებდა.
- ღმერთო ჩემო, - წამოიძახა გაილსმა. - ეგ აზრადაც არ მომსვლია.
- საქმეც ეგ არის, - მიუგო მის მარპლმა. - შენ სხვის ნათქვამს იჯერებ-
დი, მე კი სამაგისო კბილი კარგა ხანია მოვიცვალე.
- ის კონიაკი?
- მაგაზეც მოგახსენებთ. იმ კონიაკის საქმეც სწორედ მაშინ მოაგვარა,
როცა ელენის წერილები მოგიტანათ „ჰილსაიდში“. მისის კოკერი ჩემ
დასაძახებლად გამოგზავნა ბაღში, თვითონ კი მარტო დარჩა და იმ ოპე-
რაციას დიდი დრო არ მოუნდებოდა.
- ღმერთო დიდებულო! - აღმოხდა გაილსს. - ახლა მაგონდება, „ჰილ-
საიდში“ რომ ვბრუნდებოდით პოლიციიდან, დაჟინებით მთხოვდა, გვენ-
დას შინ რომ მიიყვან, ცოტა კონიაკი დაალევინეო... გვენდა მაშინ მარ-
თლა ცუდად იყო, ლილის ამბავმა იმოქმედა. ერთი ისიც ამიხსენით, გზა-
ზე რანაირად დახვდა ლილის?..
- ეგ სულ უბრალო საქმე იყო. ლილის წერილი გაუგზავნა და აუხსნა
დილმაუტის კვანძიდან იმ მატარებელს გამოჰყოლოდა, რომელიც ორ
საათსა და ხუთ წუთზე გადიოდა. შემდეგ მატჩინგზ ჰოლტში ჩამოსული-
ყო. ლილიც ასე მოიქცა. ჩამოვიდა მატარებლიდან და ბილიკით აუყვა
აღმართს ჭალიდან, გზაზე კენედი გამოუვარდა და დაახრჩო. წერილიც
იქვე შეუცვალა. ლილის კენედის გაგზავნილი წერილი თან ჰქონდა,
რადგან კენედი სწერდა - თან იქონიე, გზა რომ არ დაგებნესო. სინამ-
დვილეში მას სხვა მიზანი ამოძრავებდა. ის წერილი კი, რომელიც თქვენ
ნახეთ, ლილის არ მიუღია. ამის შემდეგ კენედი სახლში ბრუნდება და
თქვენს შესახვედრად ემზადება. მერე, ვითომ ლილი კიმბლის მოლო-
დინში, თქვენთვის უკვე ნაცნობ კომედიას გაითამაშებს.
- ნუთუ ლილი ემუქრებოდა? წერილში ეს არ იგრძნობოდა, უფრო აფ-
ლიკზე ჰქონდა ეჭვი.
- შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ, ლილი გარკვევით წერდა, რომ შვედმა
გოგომ, ლაიონმა, ფანჯრიდან რაღაც დაინახა და მიამბოო. ამიტომ, ერ-
თადერთი საფრთხე კენედის ლაიონისაგან ელოდა. როცა იგი ბაღში მი-
წას თხრიდა, მხოლოდ ლაიონი დაინახავდა მას საბავშვო ოთახის ფან-
ჯრიდან. მეორე დილითვე კენედიმ ლაიონს ეშმაკურად გააგებინა, რომ
მაიორმა ჰოლიდეიმ, რომელიც ჭკუიდან იყო გადასული, ცოლი დაახ-
რჩო. კენედი კი ვითომ ამ ამბის მიჩქმალვას ცდილობდა, რადგან ბავშვი
ეცოდებოდა. თუ ვინიცობაა ლაიონი პოლიციას შეატყობინებდა, ეს მის-
თვისაც ხათაბალა იქნებოდა. ცხადია, შვედი გოგო პოლიციის ხსენებაზე
დაფრთხა. გარდა ამისა, შენ ძალიან უყვარდი და, რა თქმა უნდა, ისე
მოიქცეოდა, როგორც შენთვის აჯობებდა, და როგორც monsieur le
docteor4 ურჩევდა. კენედიმ ლაიონს საკმაოდ დიდი თანხა მისცა და
შვეიცარიაში გაისტუმრა. წასვლამდე კი ლაიონმა გაკვრით უამბო ლი-
ლის, რომ ჰოლიდეიმ ცოლი მოკლა და მან ფანჯრიდან დაინახა, რო-
გორ დამარხეს ბაღში. აქ თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ლაიონი
ფანჯრიდან სწორედ კელვინ ჰოლიდეის დაინახავდა, როცა იგი მიწას
თხრიდა.
- მაგრამ კენედიმ ეგ ხომ არ იცოდა? - იკითხა გაილსმა.
- არა, რასაკვირველია. როცა ლილის წერილი მიიღო, მაშინ შეშინდა.
ლილის წერილიდან გაიგო, რომ ლაიონს ყველაფერი უამბია მისთვის.
მერე კიდევ, ლილი მანქანასაც იხსენიებდა, რომელიც მაშინ გარეთ იდ-
გა.
- მანქანა? ჯეკ აფლიკის მანქანა?
- ისევ ცდებით. ლილის ეგონა, ანდა მეხსიერებაში ჰქონდა ჩარჩენი-
ლი, თითქოს გზის პირას ჯეკ აფლიკისნაირი მანქანა იდგა, რადგან ად-
რიდანვე ჰყავდა შემჩნეული, რომ მისის ჰოლიდეისთან ვიღაც საიდუმ-
ლო კაცი დაიარებოდა, დიდებული მანქანის პატრონი. საავადმყოფოს
გვერდით ქუჩაში მუდამ ბევრი მანქანა დგას. და იმ ღამითაც ექიმის მან-

4
ბატონი ექიმი (ფრანგ.)
ქანაც უთუოდ იქ იდგა. კენედიმ დაასკვნა, რომ ლილი მის მანქანას გუ-
ლისხმობდა. სიტყვა „დიდებული“ კი არაფრად ჩაუგდია.
- გასაგებია, - თქვა გაილსმა. - სინდისგარეცხილი ადამიანი ლილის
წერილს, რა თქმა უნდა, შანტაჟად მიიჩნევდა. კი მაგრამ, თქვენ საიდან
იცით ასე დაწვრილებით ყველაფერი, თუნდაც ლაიონის ამბავი?..
მის მარპლმა ჯერ მაგრად მოკუმა ტუჩები და შემდეგ განაგრძო:
- როგორც ჩანს, საბოლოოდ ფარ-ხმალი დაყარა. იმ მომენტში, იქვე,
ინსპექტორ პრაიმერის თანამშრომლები იყვნენ ჩასაფრებული, მაშინვე
შეუცვივდნენ ოთახში და შეიპყრეს. მან უცებ დაფქვა ყველაფერი. რამ-
დენჯერმე გაიმეორა თავისი საქციელის თითოეული ნაბიჯი, ყოველი
წვრილმანიც კი. როგორც გაირკვა, ლაიონს დიდხანს აღარ უცოცხლია
შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ. ეტყობა, დასაძინებელი აბების დოზა
ზედმეტი მოუვიდა... ო, არა, ამაში ნამდვილად არ ურევია მისი ხელი.
- როგორც ჩემს მოწამვლაში, არა? - ჩაილაპარაკა გვენდამ.
- შენ მართლა საშიში პიროვნება იყავი მისთვის, შენც და გაილსიც. კი-
დევ კარგი, არ დაგცდენია მასთან, რომ შენ დაინახე ჰოლში დამხრჩვა-
ლი ელენი... იგი დარწმუნებული იყო, რომ მის გარდა იქ არავინ ყოფი-
ლა.
- ერთი ისიც გამაგებინეთ, ფეინთან და აფლიკთან დარეკვა რაღა
იყო? ეს რაღად სჭირდებოდა? - იკითხა გაილსმა.
- როგორც კი გამოძიება დაიწყებოდა, თუ ვინ მოწამლა კონიაკი, ეჭვს
ორივეზე მიიტანდნენ. მარტო ჯეკ აფლიკი თუ მივიდოდა თავისი მანქა-
ნით, მას ლილი კიმბლის მკვლელობასაც დაუკავშირებდნენ. მაშინ, ვალ-
ტერ ფეინს უეჭველად ალიბი ექნებოდა.
- ჩვენთან კი დიდ მოკეთესავით იქცეოდა. თან მოფერებით რომ მე-
ძახდა „პატარა გვენის“... - ბრაზმორევით თქვა გვენდამ.
- ცხადია, რადგან დაიწყო, ბოლომდე უნდა ეთამაშა თავისი უმსგავსო
როლი, - მიუგო მის მარპლმა. - აბა წარმოიდგინე, რას ნიშნავდა ეგ მის-
თვის? თვრამეტი წლის შემდეგ გამოეცხადეთ შენ და გაილსი... საეჭვო
შეკითხვებს სვამს... ქექავთ მის წარსულს... ანახლებთ ძველ მკვლელო-
ბას, რომელიც თითქოს ჩაკვდა, მაგრამ სინამდვილეში მიძინებული ყო-
ფილა. მკვლელობა in retro...5 მეტისმეტად სახიფათო საქმეს მოეჭიდეთ,
ჩემო ძვირფასებო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვღელავდი...
- საბრალო მისის კოკერი, - თქვა გვენდამ. - ბეწვზე გადარჩა. მად-
ლობა ღმერთს, რომ უკეთ არის. როგორ ფიქრობ, გაილს, ამის შემდეგ
კიდევ დაბრუნდება ჩვენთან?
- როგორ არა, - სერიოზულად მიუგო გაილსმა - ოღონდ საბავშვო
ოთახში უნდა ჰყავდეს მობინადრე!
გვენდა უხერხულობისგან წამოწითლდა.
მის მარპლმა გაიღიმა და ტორის ყურეს გახედა.
- საოცარია... - ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გვენდამ. - თურმე, რამ-
დენი რამ უნდა მომხდარიყო... ვიდექი და დავჩერებოდი ჩემს ხელებს...
რეზინისხელთათმანიან რუხ ხელებს, რომელიც მაიმუნის თათებს მაგო-
ნებდა. მერე, ჰოლში ის შემოვიდა და ნაცნობი სიტყვები მომესმა: ჯერ
გავიგონე „სახე“... შემდეგ „თვალები მიბნელდება“... - გვენდას შეაჟრჟო-
ლა. - „სახეზე დააფარეთ; თვალები მიბნელდება; რა ახალგაზრდა მოკ-
ვდა...“ მის მარპლ, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ჩემთვის იქნებოდა
განკუთვნილი ეს სიტყვები. - გვენდა წამით გაჩუმდა და შემდეგ წყნარად
განაგრძო: - საბრალო ელენი... საბრალო, ლამაზი ელენი... რა ახალ-
გაზრდა მოკვდა... იცი, გაილს, ის უკვე ჰოლში აღარ არის, გუშინ ვიგრძე-
ნი ეს, სწორედ წამოსვლის წინ. ახლა იქ ჩვენი სახლია მხოლოდ, რომე-
ლიც ჩვენ გველოდება... და როცა მოგვესურვება, შეგვიძლია დავბრუნ-
დეთ.

5
წარსულში (ლათ.)
ეგვიპტური სამარხის ამბავი

ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე ამაღელვებელი და დრამატული


იმ თავგადასავლებს შორის, რაც კი ოდესმე გადამხდენია პუაროსთან
ერთად, იყო იმ დაღუპულების უცნაურ გარემოებათა გამოძიება, რომე-
ლიც მოჰყვა ეგვიპტის ერთ-ერთი მეფის, მენ-ჰორ-რას სამარხის აღმოჩე-
ნასა და მის გახსნას.
უშუალოდ ტუტანხამონის სამარხის აღმოჩენისას (რაც ინგლისელი ეგ-
ვიპტოლოგის ლორდ კარნარვონის დამსახურებაა), ნიუ-იორკიდან ჩამო-
სული ჯონ უილარდი და ბატონი ბლეიბნერი კაიროს ახლოს, გიზის პი-
რამიდების მიდამოებში გათხრების ჩატარებისას მოულოდნელად წააწ-
ყდნენ საფლავების მთელ რიგს. ამ აღმოჩენამ უდიდესი ინტერესი გამო-
იწვია. ერთ-ერთი საფლავი მეფე მენ-ჰორ-რასი აღმოჩნდა. მენ-ჰორ-რა
იყო იმ ბნელით მოცული მერვე დინასტიის მეფეთაგანი, რომლის დრო-
საც ძველი სამეფო დაემხო. მაშინ ცოტა რამ იყო ცნობილი ამ პერიოდის
შესახებ და ამიტომ გაზეთებმა სრულყოფილად აღწერეს ამ აღმოჩენის
შედეგები.
ეს ამბავი მალე გახმაურდა და დიდი ზეგავლენა მოახდინა ხალხის
მსოფლმხედველობაზე. სერ ჯონ უილარდს გულმა უმტყუნა და სრული-
ად მოულოდნელად გარდაიცვალა.
ყველაზე სენსაციურმა გაზეთებმა მაშინვე გამოიყენეს ხელსაყრელი
მომენტი, გაეცოცხლებინათ რომელიღაც ეგვიპტური საგანძურის საბე-
დისწერო თავგადასავალთან დაკავშირებული ყველა მისტიკური თქმუ-
ლება. ბრიტანეთის მუზეუმმა იმ უძველეს წაბლის ხეში მოთავსებულ საბ-
რალო მუმიაზე, რომელიც ასეთი მგზნებარებით ამოთხარეს, გადაჭრით
განაცხადა უარი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ ამბავს დიდი პოპულარო-
ბა ხვდა წილად.
ორი კვირის შემდეგ ბატონი ბლეიბნერი სისხლის მწვავე მოწამვლით
გარდაიცვალა; რამდენიმე დღის შემდეგ კი მისმა ძმისწულმა ნიუ-იორკში
თავი მოიკლა. იმ დღეებში მენ-ჰორ-რას „რისხვა“ ჩვეულებრივი საუბრის
თემა გახლდათ და ეგვიპტური მიცვალებულის სულის მაგიური ძალა ფე-
ტიშის დონეზე იყო აყვანილი.
ამის შემდეგ პუარომ ლედი უილარდის, გარდაცვლილი არქეოლოგის
მეუღლის პატარა ბარათი მიიღო, ლედი სთხოვდა, შინ სწვეოდა კენსინ-
გტონის მოედანზე. მეც თან გავყევი.
ლედი უილარდი - მაღალი, თხელი აგებულების ქალი - თალხით იყო
მოსილი, მისი გადაქანცული სახე მწუხარებას დაენისლა.
- თქვენს კეთილშობილებაზე მეტყველებს, ასე დაუყოვნებლივ რომ
მობრძანდით, მესიე პუარო.
- მზად ვარ გემსახუროთ, ლედი უილარდ. ჩემი რჩევა გჭირდებათ?
- თქვენ, რამდენადაც ვიცი, პოლიციის აგენტი ბრძანდებით, მაგრამ,
ამჯერად, მე რჩევისთვის როგორც პოლიციის აგენტს ისე არ მოგმარ-
თავთ. ვიცი, რომ დიდი გამოცდილება, ორიგინალური შეხედულებები და
თქვენეული წარმოდგენები გაქვთ ამა თუ იმ მოვლენაზე. მითხარით, გე-
თაყვა, მესიე პუარო, რა აზრის ბრძანდებით ზებუნებრივ ძალებზე?
პუარო ერთი წუთით შეყოყმანდა, სანამ პასუხს გასცემდა. ჩანდა, ფიქ-
რობდა. ბოლოს თქვა:
- მოდით გასაგებად ვილაპარაკოთ. ლედი უილარდ, ეს ის მთავარი
საკითხი არ არის, რაც თქვენ გაინტერესებთ, ხომ ასეა? თქვენ არაპირ-
დაპირ ეხებით თქვენი მეუღლის გარდაცვალების გარემოებას.
- მართალი ბრძანდებით, - დაეთანხმა ქალი.
- თქვენ გსურთ, რომ მე გამოვიძიო მისი დაღუპვის მიზეზები?
- მე მინდა დამარწმუნოთ, რამდენად სწორია გაზეთების ჭორები და
რამდენად შეიძლება დადგინდეს ეს ფაქტებით. სამი ადამიანის სიკვდი-
ლი, მესიე პუარო! ყოველი მათგანი თავისებურად ამოუცნობი, მაგრამ
უეჭველად დაუჯერებელი დამთხვევებით; და ყველაფერი ეს ხდება იმ
ერთი თვის განმავლობაში, რაც სამარხი გაიხსნა, ეს შეიძლებოდა ნაკ-
ლებ სარწმუნო, უფრო წარსულიდან წამოსული რისხვა ყოფილიყო, რო-
მელიც იმ გზებით მოქმედებს, რაც თანამედროვე მეცნიერებისთვის აუხ-
სნელია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - სიკვდილის სამი შემთხვევა! მე-
შინია, მესიე პუარო, საშინლად შეშინებული ვარ. შეიძლება ამით არ დამ-
თავრდეს.
- ვის გამო შიშობთ?
- ჩემი ვაჟის გამო, როცა ჩემი მეუღლის დაღუპვის ამბავი მოვიდა, მე
ავად ვიყავი. ჩემი ვაჟი, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ოქსფორდი-
დან, გათხრების ადგილზე გაემგზავრა და მიცვალებული ჩამოასვენა.
მაგრამ ახლა ისევ წავიდა, მიუხედავად ჩემი ხვეწნა-მუდარისა. ის ისეა
მოხიბლული ამ საქმით, რომ გადაწყვიტა მამამისის ადგილი დაიკავოს
და გათხრები განაგრძოს. იქნებ ბრიყვ და გულუბრყვილო ქალად ჩამ-
თვალოთ, მაგრამ, მესიე პუარო, მე მაინც მეშინია. ხომ შეიძლება, გარ-
დაცვლილი მეფის სული ჯერაც არ იყოს დამშვიდებული? შესაძლოა,
თქვენ ფიქრობთ, რომ მე სისულელეს ვროშავ.
- არა, ლედი უილარდ, - სწრაფად თქვა პუარომ, - მეც მწამს ზებუნებ-
რივი ძალის - ის ხომ უძლიერესია ამქვეყნად.
მე გაოცებული შევყურებდი პუაროს, არასოდეს შემინიშნავს მისთვის
მისტიკით გატაცება, მაგრამ ეს ტანმორჩილი კაცი ამჯერად გულახდილი
ჩანდა.
- სინამდვილეში, თქვენ ჩემგან მოითხოვთ თქვენი ვაჟის დაცვას, არა?
ყველაფერს გავაკეთებ, რომ არაფერი დაუშავდეს.
- დიახ, ოღონდ მე იდუმალი ძალების მეშინია...
- შუა საუკუნეების პაპირუსის გრაგნილზე, ლედი უილარდ, ჩამოწერი-
ლია უამრავი საშუალება, წინააღმდეგობას რომ უწევდა იმ შავბნელ მა-
გიას. თუმცა ძველებმა ბევრად უფრო მეტი იცოდნენ მაშინ, ვიდრე ჩვენ,
მთელი ჩვენი თავმომწონე მეცნიერებით. ახლა ნება მიბოძეთ, იმ ფაქ-
ტებს დავუბრუნდეთ, რომლებითაც შემიძლია ვიხელმძღვანელო. თქვენ
მეუღლეს ეგვიპტოლოგია იტაცებდა, ასე არ არის?
- დიახ, ახალგაზრდობიდან მოყოლებული იგი ეგვიპტოლოგიის ერთ-
ერთი უდიდესი ავტორიტეტული სპეციალისტი გახლდათ.
- მაგრამ ბატონი ბლეიბნერი, რამდენადაც გავიგე, ასე თუ ისე, მოყვა-
რული იყო ამ დარგში, არა?
- ოჰ, სავსებით მართალი ბრძანდებით. ბლეიბნერი მეტად შეძლებუ-
ლი კაცი იყო. თავისუფლად ერკვეოდა მოყვარულის დონეზე ნებისმიერ
საკითხში, რაც კი გაიტაცებდა. ჩემმა მეუღლემ მოახერხა, დაეინტერესე-
ბინა იგი ეგვიპტოლოგიით, ვინაიდან სწორედ მისი ფული იყო საჭირო
ექსპედიციის დასაფინანსებლად.
- მისი ძმისწული?.. რას იტყვით მის გატაცებაზე, ისიც თან ახლდა ექ-
სპედიციას?
- მე მგონი, არა, ფაქტობრივად, მე არც კი ვიცოდი ბატონ ბლეიბნერს
ძმისწული თუ ჰყავდა, სანამ გაზეთებში არ წავიკითხე ცნობა მისი გარ-
დაცვალების თაობაზე. არა მგონია, რუფეთსა და ბატონ ბლეიბნერს
ოდესმე ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. მას არასოდეს ულაპარაკია
რაიმე ნათესაურ კავშირზეც.
- ვინ არიან ექსპედიციის სხვა წევრები?
- დოქტორი თოსუილი - ბრიტანეთის მუზეუმის უმცროსი ოფიციალური
თანამშრომელი; ბატონი შნეიდერი - ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუ-
ზეუმიდან; ახალგაზრდა ამერიკელი მდივანი, დოქტორი ეიმსი და ჰასანი
- ჩემი მეუღლის ერთგული მსახური.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ამერიკელი მდივნის სახელი?
- მგონი, ჰარფერი ერქვა, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ. ის
ბატონ ბლეიბნერთან დიდხანს არ ყოფილა. ვიცი, სასიამოვნო ყმაწვილი
იყო.
- გმადლობთ, ლედი უილარდ.
- თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ...
- ახლა მეტი არაფერი. ამიერიდან მე მომანდეთ ეს საქმე და დარწმუ-
ნებული ბრძანდებოდეთ, ყველაფერს ვიღონებ, რაც კი შესაძლებელია,
რათა თქვენი ვაჟი საღ-სალამათი დაგიბრუნდეთ.
ეს სიტყვები არცთუ ისე სარწმუნოდ ჟღერდა და შევნიშნე, როგორ
შეკრთა ლედი უილარდი მათი მოსმენისას. თუმცა, ამავე დროს, ის ფაქ-
ტი, რომ გამომძიებელმა მისი შიში უყურადღებოდ არ დატოვა, თავისთა-
ვად შვება იყო ქალისთვის.
რაც შემეხება მე, მანამდე არასოდეს შემინიშნავს, რომ პუაროს ხასი-
ათში მისტიკას ასე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული. ამ საკითხზე ჩა-
მოვაგდე საუბარი, როცა სახლისაკენ დავადექით გზას. მის ქცევებში სე-
რიოზულობა და გულწრფელობა იგრძნობოდა.
- მაგრამ, ჰასტინგს, მე მწამს... თქვენ სათანადოდ ვერ უნდა აფასებ-
დეთ ზებუნებრივ ძალებს.
- რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
- ყოველდღიური პრაქტიკაა საჭირო, ძვირფასო ჰასტინგს! კეთილი!
უპირველეს ყოვლისა, დეპეშა უნდა გავაგზავნოთ ნიუ-იორკში, რათა ბო-
ლომდე გავარკვიოთ ახალგაზრდა ბლეიბნერის დაღუპვის გარემოებათა
ყოველი წვრილმანი.
მან გაგზავნა სათანადო დეპეშა. პასუხი სრული და დაწვრილებითი
იყო. ახალგაზრდა რუფეთ ბლეიბნერი წლების განმავლობაში ფინანსურ
ხელმოკლეობას განიცდიდა. ის წყნარი ოკეანის კუნძულების სანაპირო-
ებზე ემიგრანტი იყო, მაგრამ ნიუ-იორკში ორი წლის წინ დაბრუნდა, სა-
დაც თანდათან სულ უფრო და უფრო ეშვებოდა ცხოვრების ჭაობში. ყვე-
ლაზე საყურადღებო, ჩემი აზრით, იყო ის, რომ მოახერხა საკმაო ფუ-
ლის სესხება, რათა ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. „მე იქ ერთი კარგი მე-
გობარი მყავს, ვისგანაც შემიძლია ფული ვისესხო“, - განაცხადა თურმე
რუფეთმა. თუმცა აქ მისი გეგმები ჩაიშალა. ის დაბრუნდა ნიუ-იორკში და
წყევლით იხსენიებდა თავის ძუნწ ბიძას, რომელიც მიცვალებულთა
ძვლებზე და დაფერფლილ მეფეებზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ
სისხლსა და ხორცზე. მან ეგვიპტეში დროებითი ვიზიტის შემდეგ შეიტყო
სერ ჯონ უილარდის გარდაცვალების ამბავი. მაშინ კიდევ ერთხელ გა-
დაეშვა მისთვის ჩვეულ აღვირახსნილ ცხოვრებაში ნიუ-იორკში. შემდეგ
კი თავი მოიკლა, თან ბარათი დატოვა, რომელიც რამდენიმე, მეტად კუ-
რიოზულ ფრაზას შეიცავდა. ეტყობოდა, რომ დაწერილი იყო სინდისის
ქენჯნის უეცარი გაღვიძებით. ის თავს კეთროვანსა და მოკვეთილს უწო-
დებდა. წერილი მთავრდებოდა სიტყვებით, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკ-
ვდილი ერჩივნა.
გაურკვეველმა ეჭვებმა შეიპყრო ჩემი გონება. არასოდეს მწამდა დიდი
ხნის წინ გარდაცვლილ ეგვიპტელ მეფეთა სულების რისხვისა. აქ უფრო
თანამედროვე დანაშაული დავინახე, ვივარაუდე, რომ ამ ახალგაზრდა
კაცმა გადაწყვიტა თავის ბიძას საწამლავით გასწორებოდა და სერ ჯონ
უილარდმაც საბედისწერო დოზა მიიღო. ახალგაზრდა კაცი ნიუ-იორკში
ჯერ კიდევ ბიძის გარდაცვალებამდე დაბრუნდა, თან სდევდა ფიქრი ჩა-
დენილ დანაშაულზე. ბიძამისის დაღუპვის ამბავმა მის ყურამდეც რომ მი-
აღწია, დარწმუნდა, თუ რა მძიმე იყო მისი დანაშაული, სინდისის ქენჯნა
იგრძნო და სიცოცხლე მოისწრაფა.
მე ზოგადად მოვუხაზე პუაროს ჩემი ვარაუდი. იგი დაინტერესდა.
- რასაც თქვენ ფიქრობთ, თქვენს გულუბრყვილობაზე მეტყველებს, -
უეჭველად გულუბრყვილობაა. შეიძლება, მართლაც ასე იყოს, მაგრამ
თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ სამარხის საბედისწერო ფაქტორი.
მე მხრები ავიჩეჩე.
- თქვენ ისევ ფიქრობთ, რომ სამარხს რაიმე კავშირი აქვს მომხდარ
ამბებთან?
- საკმარისია, ჩემო მეგობარო, ხვალ ეგვიპტეში მივემგზავრებით.
- რა-ა? - განცვიფრებისგან წამოვიყვირე.
- მე გადავწყვიტე, - გმირული შემართება იგრძნობოდა პუაროს გამო-
მეტყველებაში, შემდეგ მოიღუშა და ჩაიბუზღუნა: - მაგრამ, ოჰ, ზღვა! სა-
ძაგელი ზღვა!
ერთი კვირის შემდეგ უდაბნოს ოქროსფერ ქვიშაზე მივაბიჯებდით.
ჩვენს თავზე ცხელი მზე იღვრებოდა. უბედური პუარო სულის სიმტკიცეს
კარგავდა. ეს ტანმორჩილი კაცი არც ისე კარგი მოგზაური აღმოჩნდა.
ჩვენი ოთხდღიანი მოგზაურობა მარსელიდან მისთვის დაუსრულებელ
ტანჯვად იქცა. ის ისე გადმოვიდა ალექსანდრიის სანაპიროზე, როგორც
თავისი ნამდვილი „მე“-ს ორეული; ჩვეული კოპწიაობაც კი დაჰკარგოდა.
კაიროში ჩამოსვლისთანავე მენა ჰაუზის ოტელში გაგვამგზავრეს, პირდა-
პირ პირამიდების ჩრდილებქვეშ.
ეგვიპტის მომხიბვლელობამ დამიპყრო, მაგრამ ამას პუაროზე ვერ
ვიტყოდი. ზუსტად ისევე იყო ჩაცმული, როგორც ლონდონში, ჯიბეში მუ-
დამ ტანსაცმლის ჯაგრისი ედო და განუწყვეტლივ ებრძოდა მტვერს, მუქი
ფერის ტანსაცმელზე რომ ედებოდა.
- ოჰ, ჩემი ფეხსაცმელი. - წუწუნებდა ის. - შეხედეთ, ჰასტინგს, ჩემი
ფეხსაცმელი, წმინდა ტყავისა, ყოველთვის ისეთი პეწიანი და კრიალა
იყო. ნახეთ, როგორ ჩაყრილა შიგ ქვიშა, თანაც ფეხსაც მტკენს და მხედ-
ველობასაც შეურაცხყოფს; სიცხისაგან ულვაშებიც კი დამილბა.
- შეხედეთ სფინქსს, - გავიძახოდი ისევ ჩემსას, - წარმოიდგინეთ, მეც
მატყვევებს მისი იდუმალება და მომხიბვლელობა.
პუარომ უკმაყოფილოდ შეხედა სფინქსს.
- ვერ იტყვით, რომ ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდეს, როცა ნახევ-
რად ქვიშაშია ჩამარხული, ოჰ, ეს წყეული ქვიშა!
- აბა, ახლა გაიხსენეთ, როგორი ქვიშიანია ბელგია?
- ბრიუსელში ქვიშა არ ყოფილა, - განაცხადა პუარომ. ის ჩაფიქრებუ-
ლი ათვალიერებდა პირამიდებს, - მართლაც სოლიდური, გეომეტ-
რიული ზომები აქვს, მაგრამ ზედაპირი უსიამოვნოდ უსწორმასწოროა.
და, არც პალმის ხეები მომწონს ასე ჩამწკრივებული!
წუწუნი იმით შევაწყვეტინე, რომ შევთავაზე ბანაკისაკენ დავდგომო-
დით გზას. იქ აქლემებზე ამხედრებულები უნდა წავსულიყავით. დაჩოქი-
ლი აქლემები მოთმინებით გველოდებოდნენ. ჩვენ იმ რამდენიმე კო-
ლორიტულად ჩაცმული ბიჭის განკარგულებაში ვიყავით, რომელთა მე-
თაური ერთი მოლაყბე თარჯიმანი აღმოჩნდა.
როცა აქლემზე ამხედრებისას პუაროს სათვალეს ფეხი დავაბიჯე, ოხ-
ვრასა და წუწუნს მოჰყვა. ხელების ქნევით უხმობდა წმინდა მარიამსა და
ყველა წმინდანს, ვინც კი საეკლესიო კალენდარში მოიხსენიება. ბოლოს
სამარცხვინოდ ჩამოვიდა აქლემიდან და ეს მოგზაურობა სახედარზე ამ-
ხედრებულმა დაასრულა. უნდა დავამატო ისიც, რომ ჩორთით მიმავალი
აქლემი არც ისე სახუმარო საქმეა გამოუცდელი კაცისთვის. რამდენიმე
დღე ტანში მამტვრევდა.
ბოლოს და ბოლოს, მივუახლოვდით გათხრების ადგილს. ერთი მზე-
მოკიდებული, ჭაღარაწვერიანი კაცი, რომელსაც თეთრი ტანსაცმელი ეც-
ვა და თავზე ჩაჩქანი ეხურა, ჩვენს შესახვედრად გამოემართა.
- მესიე პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი ბრძანდებით? თქვენი დეპეშა
მივიღეთ. ბოდიშს გიხდით, რომ ვერავინ გამოგიგზავნეთ კაიროში და-
სახვედრად. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ჩვენი
გეგმები.
პუარო გაფითრდა, ხელი, ტანსაცმლის ჯაგრისისკენ რომ აპარებდა,
ადგილზე გაუშეშდა.
- კიდევ ხომ არავინ მომკვდარა? - აღმოხდა მას.
- დიახ.
- სერ გაი უილარდი? - წამოვიყვირე მე.
- არა, ბატონო ჰასტინგს, ჩემი ამერიკელი კოლეგა, ბატონი შნეიდე-
რი.
- მიზეზი? - ჰკითხა პუარომ.
- ტეტანუსი.
მე ფერი დავკარგე, ვგრძნობდი, ირგვლივ საშინელი ატმოსფერო სუ-
ფევდა - რთული, საბედისწერო და ავის მომასწავებელი. საზარელმა
ფიქრებმა მომიცვა: ნუთუ მორიგი მსხვერპლი მე ვიქნები?
- ღმერთო ჩემო! - თქვა პუარომ დაბალი ხმით, - გაუგებარია... რა სა-
ზარელია... მითხარით, მესიე, ნამდვილად ტეტანუსია?
- დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დოქტორი ეიმსი უფრო უკეთ მოგახ-
სენებთ.
- აჰ, დიახ, თქვენ ექიმი არ ბრძანდებით.
- მე თოსუილი ვარ.
ეს იყო ბრიტანელი ექსპერტი, ლედი უილარდის გადმოცემით, ბრიტა-
ნეთის მუზეუმის მთავარი ოფიციალური პირი. ამ კაცში იყო რაღაც ავტო-
რიტეტული და შეუდრეკელი, რამაც მიმიზიდა.
- თუ გამომყვებით, - განაგრძო დოქტორმა თოსუილმა. - სერ გაი
უილარდთან წაგიყვანთ. ის ძალზე მოწადინებული იყო, ეცნობებინათ,
როგორც კი ჩამოხვიდოდით.
ბანაკში შევედით და ერთ დიდ კარავს მივუახლოვდით, დოქტორმა
თოსუილმა ასწია კარვის კალთა და შიგ შევედით. იქ სამი კაცი იჯდა.
- მესიე პუარო და კაპიტანი ჰასტინგსი ჩამოვიდნენ, სერ გაი, - უთხრა
თოსუილმა.
ამ სამიდან ერთ-ერთი, ყველაზე ახალგაზრდა კაცი წამოხტა და შე-
მოგვეგება. ასე, ოცდაორი წლის იქნებოდა. მისი მოძრაობა ერთგვარად
იმპულსური იყო, რითაც ძალიან ჰგავდა დედამისს. ის სხვებივით მზემო-
კიდებული არ იყო, დაღლილი კაცის გამომეტყველება ჰქონდა და ამის
გამო უფრო ასაკოვანი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო, თანაც აშკა-
რად ცდილობდა, მედგრად გაეძლო მკაცრი გონებრივი დაძაბულობის-
თვის.
სერ გაიმ თავისი ორი კომპანიონი გაგვაცნო: დოქტორი ეიმსი -
ჭკვიანური გარეგნობის ოცდაათს გადაცილებული კაცი, შევერცხლილი
ქილვაშებით, და ბატონი ჰარფერი - მდივანი, სასიამოვნო აღნაგობის
ახალგაზრდა კაცი. მას ეროვნული ემბლემებით შემკული ძვლისჩარ-
ჩოიანი სათვალე ეკეთა.
რამდენიმე წუთის უთავბოლო საუბრის შემდეგ ეს უკანასკნელი გავი-
და. დოქტორი თოსუილიც თან გაჰყვა. დავრჩით მარტო მე, სერ გაი და
დოქტორი ეიმსი.
- მესიე პუარო, გეთაყვა, დამისვით ნებისმიერი კითხვა, რომელიც გა-
ინტერესებთ, - თქვა გაი უილარდმა. - ჩვენ თავზარდაცემულნი ვართ ამ
უბედურების უცნაური განვითარებით, მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა
გარემოებათა დამთხვევა.
ახალგაზრდა კაცის ქცევაში ნერვიული დაძაბულობა იგრძნობოდა,
რაც მის სიტყვებს ეწინააღმდეგებოდა. მე არ გამომპარვია, რა გულმოდ-
გინედ აკვირდებოდა პუარო სერ გაის.
- თქვენ მთელი გულით ეძლევით ამ სამუშაოს, სერ გაი?
- სავსებით. არა აქვს მნიშვნელობა რა ხდება ან რა მოსდევს ამას, სა-
მუშაო გრძელდება. გაითვალისწინეთ.
პუარო დოქტორ ეიმსს მიუბრუნდა:
- თქვენ რაღას იტყვით, ბატონო დოქტორო?
- იცით, - გაწელა სიტყვა დოქტორმა. - არც მე ვაპირებ სამუშაოს შეწ-
ყვეტას.
პუაროს სახე შეეცვალა.
- მაშინ უნდა გავარკვიოთ, როგორ წავიყვანოთ საქმე. როდის დაიღუ-
პა ბატონი შნეიდერი?
- სამი დღის წინ.
- დარწმუნებული ხართ, რომ ტეტანუსმა იმსხვერპლა?
- გვამმა დაგვარწმუნა.
- სტრიქნინით მოწამვლა ხომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო?
- არა, მესიე პუარო. მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს აშკარად
ტეტანუსი იყო.
- შრატი არ გაუკეთეთ?
- რა თქმა უნდა, გავუკეთეთ, - თქვა ნირწამხდარმა დოქტორმა. - ყვე-
ლაფერი ვიღონეთ, რაც კი შეიძლებოდა.
- შრატი თან გქონდათ?
- არა. კაიროდან ჩამოვიტანეთ.
- კიდევ იყო ბანაკში ტეტანუსით მოწამვლის შემთხვევები?
- არა, არც ერთი.
- დარწმუნებული ხართ, რომ ბატონი ბლეიბნერის სიკვდილი ტეტანუ-
სის დამსახურება არ არის?
- სავსებით დარწმუნებული ვარ. ცერი გაჩხაპნილი ჰქონდა, საიდანაც
მოწამვლა დაიწყო და სეფსისიც განვითარდა. უნდა გითხრათ, ამას არაპ-
როფესიონალიც კი მიხვდება, მაგრამ ორი რამ კი სხვაგვარადაა.
- მაშ, საქმე გვაქვს სიკვდილის ოთხ, ერთმანეთისაგან სრულიად გან-
სხვავებულ შემთხვევასთან. ერთი ადამიანი გარდაიცვალა გულის ავად-
მყოფობით, მეორე - სისხლის მოწამვლით, მესამემ სიცოცხლე თვით-
მკვლელობით დაასრულა, მეოთხე კი ტეტანუსმა იმსხვერპლა.
- სწორედ ასეა, მესიე პუარო...
- დარწმუნებული ხართ, რომ არაფერია ამ ოთხ შემთხვევას შორის
საერთო?
- კარგად ვერ გავიგე.
- უფრო გასაგებად აგიხსნით: ხომ არ მომხდარა რაიმე ისეთი, რაც შე-
საძლოა, ნიშნავდეს მენ-ჰორ-რას წეს-ჩვეულებათა უპატივცემულობას?
დოქტორი გაოცებული მიაჩერდა მას.
- სისულელეა! მესიე პუარო! იმედი მაქვს, თავს არ მოიტყუებთ ამ აბ-
დაუბდით!
- მტკნარი სისულელეა, - ჩაილაპარაკა ბრაზმორეულმა უილარდმაც.
პუარო უშფოთველად, გაუნძრევლად იდგა და კატასავით მწვანე თვა-
ლებს აფახურებდა.
- მაშ, თქვენ არ გჯერათ, მესიე დოქტორო?
- არა, სერ, არა, - განაცხადა დოქტორმა ხაზგასმით. - მე მეცნიერული
აზროვნების კაცი ვარ და მჯერა, რასაც მეცნიერება გვასწავლის.
- ანტიკურ ეგვიპტეში მეცნიერება არ არსებობდა? - იკითხა რბილად
პუარომ, - არა, არა, ნუ მიპასუხებთ, მაგრამ მითხარით, რას ფიქრობენ
ადგილობრივი მუშები?
დოქტორი ეიმსი დაბნეული ჩანდა.
- ვფიქრობ, - თქვა მან ბოლოს, - რომ იქ, სადაც თეთრკანიანები წო-
ნასწორობას კარგავენ, ადგილობრივებიც არ ჩამორჩებიან. დასაშვებად
მიმაჩნია, რომ ისინი, ასე ვთქვათ, თავზარდაცემული არიან, მაგრამ ამის
საბაბი არ აქვთ.
- საინტერესოა, - თქვა პუარომ ორჭოფულად.
სერ გაი წამოიწია:
- უეჭველია, - წამოიძახა სკეპტიკურად, - ვერ დაიჯერებთ, მაგრამ ეს
აბსურდია! თქვენ ვერაფერს გაიგებთ ანტიკური ეგვიპტისას, თუ ასე იფიქ-
რებთ.
პასუხად პუარომ ჯიბიდან პატარა წიგნი ამოიღო და გაუწოდა. ეს იყო
ძველისძველი დაფლეთილი წიგნი „ეგვიპტელთა და ქალდეველთა მა-
გია“. შემდეგ შემობრუნდა და კარვიდან გავიდა. დოქტორი მე მომაჩერ-
და.
- რა განუზრახავს?
სხვისგან ნათქვამმა ამ ფრაზამ, რომელიც ასე ჩვეული იყო პუაროს-
თვის, ღიმილი მომგვარა.
- ზუსტად არ ვიცი, - ვაღიარე მე. - დარწმუნებული ვარ, რაღაც გეგმა
შეიმუშავა, რომ ბოროტი სულები განდევნოს.
მე პუაროს საძებნელად გავემართე. იგი გამხდარი სახის ახალგაზ-
რდას, ბატონ ბლეიბნერის ყოფილ მდივანს ესაუბრებოდა.
- არა, - ამბობდა ბატონი ჰარფერი. - მე სულ ექვსი თვეა ექსპედიციაში
ვარ. დიახ, საკმაოდ კარგად ვიცნობდი ბატონ ბლეიბნერის საქმეებს.
- შეგიძლიათ დაწვრილებით მიამბოთ მისი ძმისწულის შესახებ?
- ის აქ მოულოდნელად გამოჩნდა; სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვი-
ლი იყო, ადრე არასოდეს შევხვედრივარ; სხვები კი, მგონი, ეიმსი და
შნეიდერი, იცნობდნენ. მოხუცს სულაც არ გახარებია მისი ჩამოსვლა.
მოულოდნელად წამოიწყებდნენ უმოწყალო ჩხუბს. „არც ერთი ცენტი, -
ყვიროდა მოხუცი, - ვერც ერთ ცენტს ვერ მიიღებ, არც ახლა და არც ჩე-
მი სიკვდილის შემდეგ. მთელი ჩემი ფინანსები უნდა მოვახმარო ჩემს
ცხოვრებისეულ, მასულდგმულებელ საქმეს. ამაზე ამ დილით უკვე ველა-
პარაკე ბატონ შნეიდერს“. და კიდევ ბევრი ამგვარი რამ. ამის შემდეგ
ახალგაზრდა ბლეიბნერი კაიროში გაიპარა.
- იმ დროს კარგად გრძნობდა თავს?
- მოხუცი?
- არა, ახალგაზრდა.
- მგონი, რაღაც კი აწუხებდა, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა,
თორემ გამახსენდებოდა.
- კიდევ ერთი, ბატონმა ბლეიბნერმა ანდერძი ხომ არ დატოვა?
- რამდენადაც ვიცით, არა.
- ბატონო ჰარფერ, ექსპედიციაში დარჩენას აპირებთ?
- არა, სერ, მე არა. ნიუ-იორკში მივემგზავრები, როგორც კი მოვაგვა-
რებ საქმეებს; გნებავთ დამცინეთ, მაგრამ მე არ ვაპირებ იმ დაწყევლი-
ლი მენ-ჰორ-რას მომდევნო მსხვერპლი გავხდე; აქ რომ დავრჩე, ნამ-
დვილად მეც შემიწირავს.
ახალგაზრდამ შუბლზე ოფლი მოიწმინდა. პუარო შებრუნდა, შემდეგ
თავი ოდნავ მოაბრუნა და მისთვის დამახასიათებელი ღიმილით მხრებს
ზემოდან გადაულაპარაკა:
- გაიხსენეთ, მას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავდა ნიუ-იორკში.
- ეშმაკმა დალახვროს! - თქვა ბატონმა ჰარფერმა დამაჯერებლად.
- ის ყმაწვილი ნერვიულია, - თქვა ჩაფიქრებით პუარომ. - გაღიზიანე-
ბულია, ძალიან გაღიზიანებულია.
პუაროს ცნობისმოყვარეობით მივაჩერდი, მაგრამ მისმა იდუმალმა
ღიმილმა არაფერი მანიშნა. სერ გაი უილარდისა და დოქტორ თო-
სუილის თანხლებით გათხრები დავათვალიერეთ. მთავარი აღმოჩენები
კაიროში გადაეტანათ. სამარხის ზოგიერთი ნივთი მეტისმეტად საინტე-
რესო აღმოჩნდა. ახალგაზრდა ბარონეტის ენთუზიაზმი აშკარა იყო, მაგ-
რამ შევატყვე, ნერვიულობდა, გრძნობდა, მას რაღაც საფრთხე ემუქრე-
ბოდა. როცა ვახშმობამდე დასაბანად ჩვენთვის განკუთვნილ კარავში
შევდიოდით, თეთრებში ჩაცმული შავკანიანი მამაკაცი გვერდზე გადგა და
გზა მოხდენილად დაგვითმო, თან არაბულ ენაზე ხმადაბლა მოგვესალ-
მა. პუარო შეჩერდა.
- თქვენ ჰასანი ხართ, სერ ჯონ უილარდის მსახური?
- მე ჩემს ბატონს, სერ ჯონს ვემსახურებოდი, ახლა მის ვაჟს ვემსახუ-
რები.
მან ნაბიჯი გადმოდგა ჩვენკენ და ხმადაბლა გვითხრა: - ამბობენ,
თქვენ ძალიან ჭკვიანი ბრძანდებით და გამოცდილი ხართ ამგვარი ბო-
როტი სულების საქმეების მოგვარებაში, უთხარით ახალგაზრდა ბატონს,
წავიდეს აქედან. აქ უბედურება ტრიალებს.
პასუხს არც დაელოდა, ისე მოსწყდა ადგილს და გაქანდა.
- უბედურება ტრიალებს, - ჩაიბუტბუტა პუარომ. - დიახ, მე ამას
ვგრძნობ.
ვახშამმა არცთუ მხიარულად ჩაიარა. პირველობა დოქტორ თოსუილს
დაეთმო. იგი დაწვრილებით გვიყვებოდა ეგვიპტის სიძველეებზე. რო-
გორც კი სხვა საკითხზე გადასასვლელად შევემზადეთ, სერ გაიმ პუაროს
მკლავში ხელი ჩაავლო და რაღაცაზე მიუთითა. კარვებს შორის გაურ-
კვეველი ლანდი დადიოდა, ეს ადამიანის ლანდს არ ჰგავდა. მე კარგად
გავარჩიე ძაღლისთავიანი მოჩვენება, ზუსტად ისეთი, როგორიც სამარ-
ხის კედლებზე იყო ამოტვიფრული.
ამის დანახვაზე სისხლი გამეყინა.
- ღმერთო ჩემო! - ჩაიბუტბუტა პუარომ და პირჯვარი გულდაგულ გა-
დაიწერა. - ტურისთავიანი ენუბისი, წარმავალი სულების ღმერთი.
- ვიღაც გვამასხარავებს, - იყვირა დოქტორმა თოსუილმა და აღშფო-
თებული ზეზე წამოიჭრა.
- თქვენს კარავში შევიდა, ჰარფერ, - ჩაილაპარაკა სერ გაიმ და საშინ-
ლად გაფითრდა.
- არა, - თქვა პუარომ და თავი გადააქნია, - დოქტორ ეიმსის კარავში
დავინახე.
ექიმი მას უნდობლად მიაჩერდა შემდეგ დოქტორ თოსუილის სიტყვე-
ბი გაიმეორა და დაიყვირა:
- ვიღაც დაგვცინის, წავიდეთ და დავიჭიროთ!
ის გაექანა იმ გაურკვეველი მოჩვენების საძებნელად. მეც გავყევი,
მაგრამ როგორადაც არ ვეცადეთ, კვალიც კი ვერ ვიპოვეთ იმ სულიერი-
სა, იქ რომ ჩაიარა. შეძრწუნებული დავბრუნდით და დავინახეთ, პუაროს
რაღაც გადაწყვეტილება მიეღო თავისი უსაფრთხოებისთვის. ის საქ-
მიანად ხაზავდა ათასგვარ დიაგრამას, აკეთებდა წარწერებს ჩვენი კარ-
ვის ირგვლივ ქვიშაზე. მე ხუთქიმიან ვარსკვლავს თუ ხუთკუთხედს მოვკა-
რი თვალი, ხშირად მეორდებოდა. პუარო ამავე დროს იმპროვიზებულ
ლექციას კითხულობდა გრძნეულებასა და საზოგადოდ, მაგიაზე, თეთრ
მაგიაზე, როგორც შავი მაგიის საწინააღმდეგოზე; აქვე იყო მიცვალებუ-
ლების სულთა ნაირსახეობები და შიგ ჩართული წმინდა წიგნიც.
ჩანდა, რომ ამან აშკარა ზიზღი გაუღვიძა დოქტორ თოსუილს, გამ-
ძვინვარებულმა გვერდზე გამწია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- სისულელეა, სერ, - აღმოხდა გააფთრებულს. - მტკნარი სისულე-
ლეა! ეს კაცი თვითმარქვიაა. ის ვერ ასხვავებს შუა საუკუნეების რელიგი-
ურ ცრურწმენასა და ანტიკური ეგვიპტის რწმენას ერთმანეთისაგან, არა-
სოდეს შევხვედრივარ უვიცობისა და რწმენის მსგავს აღრევას.
აღშფოთებული ექსპერტი დავამშვიდე და კარავში პუაროსთან შევედი.
ჩემს ტანმორჩილ მეგობარს თვალები უბრწყინავდა.
- ახლა შეგვიძლია მშვიდად დავიძინოთ, - განაცხადა მან მხიარულად,
- შემიძლია გემოზე გამოვიძინო. თავი მისკდება ტკივილისაგან. აჰ, კარ-
გი იქნებოდა ახლა გვირილის ნაყენი.
თითქოს სურვილი შეისმინაო, კარვის კალთა აიწია და ჰასანი გამოჩ-
ნდა ორთქლიანი ფინჯნით ხელში. ფინჯანი პუაროს მიაწოდა. შიგ მარ-
თლაც გვირილის ნაყენი აღმოჩნდა, პუაროს ასე რომ უყვარდა. პუარომ
ჰასანს მადლობა გადაუხადა, მაგრამ რატომღაც ნაყენი ჩემთვის არ შე-
მოატანინა. ჩვენ მარტონი დავრჩით. ტანთ რომ გავიხადე, ცოტა ხნით
კარვის ზღურბლთან შევჩერდი და უდაბნოს გავხედე.
- შესანიშნავი ადგილია, - ხმამაღლა ვთქვი, - და საინტერესო სამუ-
შაოა. მოხიბლული ვარ: უდაბნოს ცხოვრება, წარმავალი ცივილიზაციის
კვალის ძიება! უეჭველია, პუარო, თქვენ ხომ გრძნობთ ამ მომხიბვლე-
ლობას?
პასუხი რომ ვერ მივიღე, გაბრაზებულმა მივიხედე მისკენ. ჩემი გაბრა-
ზება ელდამ შეცვალა. პუარო პრიმიტიულ ტახტზე გადაწოლილიყო, სა-
ხე საშინლად შეშფოთებული ჰქონდა; გვერდით ცარიელი ფინჯანი ედგა.
მისკენ გავექანე, შემდეგ გარეთ გავვარდი და დოქტორ ეიმსის კარვისკენ
გავიქეცი.
- დოქტორო ეიმს! - დავიყვირე, - სასწრაფოდ წამოდით!
- რა მოხდა? - იკითხა ექიმმა.
- ჩემი მეგობარი... ავადაა, კვდება. გვირილის ნაყენი... ჰასანი არ გა-
უშვათ ბანაკიდან!
ერთ წუთში დოქტორი უკვე ჩვენს კართან იყო. პუარო ისევ ისე იწვა,
როგორც დავტოვე.
- საოცრებაა, - იყვირა ეიმსმა. - ტვინში სისხლის ჩაქცევას ჰგავს... რო-
გორ თქვით, რა დალიაო? - მან ცარიელი ფინჯანი აიღო.
- ოღონდ ნაყენი არ დამილევია! - გაისმა მშვიდი ხმა.
განცვიფრებულებმა მოვიხედეთ და დავინახეთ პუარო საწოლზე წა-
მომჯდარიყო და იღიმებოდა.
- არა, - თქვა მან მშვიდად. - არ დამილევია. სანამ ჩემი ერთგული მე-
გობარი ჰასტინგსი ღამეს ეჩურჩულებოდა, დრო ვიხელთე და პატარა
ბოთლში ჩავასხი. ამ პატარა ბოთლს ანალიზისთვის წავიღებ. არა... -
თქვა მან, როცა დოქტორი უცებ შეირხა, - როგორც გონიერ კაცს შეეფე-
რება, მიხვდებით, რომ წინააღმდეგობას აზრი არა აქვს; ჰასტინგსი
თქვენს საძებნელად რომ წამოვიდა, ბოთლი საიმედო ადგილას შევინა-
ხე. აჰ, სწრაფად, ჰასტინგს, დაიჭირეთ!
მე ვერ მივხვდი პუაროს აღშფოთების მიზეზს და ვინაიდან ჩემი მეგობ-
რის გადარჩენა მინდოდა, წამსვე მასთან გავჩნდი, მაგრამ დოქტორის
სწრაფი მოძრაობა სულ სხვა რამეს ნიშნავდა. მან ხელი პირთან მიიტა-
ნა, ჰაერი ნუშის მძაფრი სუნით გაიჟღინთა, დოქტორი მოიხარა და
დაეცა.
- კიდევ ერთი მსხვერპლი, - თქვა პუარომ მკაცრად. - მაგრამ უკანას-
კნელი. თუმცა ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მას უკვე სამი სიკვდილი
აწევს კისერზე.
- დოქტორი ეიმსი?! - წამოვიყვირე გაოგნებულმა. - მაგრამ მე ვფიქ-
რობდი, თქვენ გჯეროდათ ბნელით მოცული ძალების ზემოქმედებისა.
- თქვენ ვერ გამიგეთ, ჰასტინგს. მე მხედველობაში მქონდა, რომ
მწამს მისტიკური ძალებისა. ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა რწმენა, რომ
მსგავსი მკვლელობები ზებუნებრივი ძალების მეშვეობით ხდება, ხოლო
ცრურწმენის ინსტინქტმა იმდენად ძლიერად დაიმკვიდრა თავი კაცობ-
რიობაში, რომ შესაძლოა კაცს თავს დაესხა დღისით-მზისით და ეს ბნე-
ლი ძალის რისხვას მიაწერონ. თავიდანვე ეჭვი მქონდა, რომ ვინმე
ისარგებლებდა ამ ინსტინქტით. წარმოვიდგინე, რომ ეს იდეა ვიღაცას
მოუვიდოდა სერ ჯონ უილარდის გარდაცვალების შემდეგ. მართლაც
რელიგიურმა ცრურწმენამ მაშინვე იფეთქა; რამდენადაც შემეძლო დამე-
ნახა, შეუძლებელი იყო, ვინმეს რაიმე გარკვეული გამორჩენა ჰქონოდა
სერ ჯონის სიკვდილით. ბატონი ბლეიბნერის საქმე სხვაგვარად იყო. ის
დიდი ქონების პატრონი ჩანდა. ეს ინფორმაცია ნიუ-იორკიდან მივიღე,
რომელიც შეიცავდა რამდენიმე წინადადებას. უპირველეს ყოვლისა, იმ
თქვენს ახალგაზრდა ბლეიბნერს უთქვამს, რომ მას ერთგული მეგობარი
ჰყავდა ეგვიპტეში, ვისგანაც შეეძლო ფული ესესხა. შეიძლებოდა გვევა-
რაუდა, რომ თავის ბიძას გულისხმობდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ შემ-
თხვევაში ასე რომ ყოფილიყო, ის აშკარად იტყოდა. ბლეიბნერის სიტ-
ყვები მიგვანიშნებს მის მხიარულ თანამეინახეებზე. მეორე ის, რომ მან
დააგროვა საკმაო თანხა, რათა ეგვიპტეში გამგზავრებულიყო. ბიძამისმა
აშკარად უარი უთხრა წინასწარ მიეცა თუნდაც ერთი პენი, თუმცა ჰქონდა
იმის შესაძლებლობა, რომ მისთვის ნიუ-იორკში დასაბრუნებელი ფული
გადაეხადა. ვიღაცას უნდა ესესხებინა მისთვის ეს ფული.
- ყველაფერი ეს თეთრი ძაფითაა ნაკერი. - გავუწიე წინააღმდეგობა.
- მაგრამ მეტსაც გეტყვით. ჰასტინგს, ხშირად ხდება, რომ მეტაფორუ-
ლად ნათქვამ სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ. ასევეა პირი-
ქითაც; ამ შემთხვევაში იმან, რაც ნათქვამი იყო პირდაპირი გაგებით, მე-
ტაფორული მნიშვნელობა მიიღო. ახალგაზრდა ბლეიბნერმა საკმაოდ
გასაგებად დაწერა: „მე კეთროვანი ვარ“, მაგრამ არავის უფიქრია, რომ
მან თავი იმიტომ მოიკლა, რომ კეთრი შეეყარა.
- რა-ა? - წამოვიძახე მე.
- ეს იყო ვერაგი ჭკუის გონივრული გადაწყვეტილება. ახალგაზრდა
ბლეიბნერი იტანჯებოდა კანის რაღაც ძლიერი დაავადებით. ის წყნარი
ოკეანის კუნძულებზე ცხოვრობდა, სადაც ეს დაავადება მეტად გავრცე-
ლებულია. ეიმსი მისი ერთ-ერთი მეგობარია და კარგად ცნობილი მედი-
კოსიც; მას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი ბლეიბნერის სიტყვებში. როცა აქ
ჩამოვედი, ჩემი ეჭვი ჰარფერსა და დოქტორ ეიმსზე შევაჩერე, მაგრამ
მალე მივხვდი, რომ მხოლოდ დოქტორს შეეძლო ჩაედინა და დაეფარა
დანაშაული და ჰარფერისგან გავიგე, რომ მას ადრევე გააცნეს ახალგაზ-
რდა ბლეიბნერი. უეჭველია, ეს უკანასკნელი ოდესმე ანდერძს შეადგენ-
და ან უზრუნველყოფდა დოქტორის ცხოვრებას. დოქტორმა დაინახა ქო-
ნების მიღების შანსი. მისთვის სიძნელეს არ წარმოადგენდა მომაკვდინე-
ბელი აცრები ჩაეტარებინა ბატონი ბლეიბნერისთვის. შემდეგ კი ძმის-
წულმა, რომელიც უიმედობამ შეიპყრო, იმ საზარელი ახალი ამბის შემ-
დეგ, რაც მისმა მეგობარმა შეატყობინა, თავი მოიკლა. ბატონ ბლეიბ-
ნერს არავითარი განზრახვა არ ჰქონია ანდერძი შეედგინა. მისი სიმდიდ-
რე ძმისწულს გადაეცემოდა, მისგან კი - დოქტორს.
- და ბატონი შნეიდერი?
- ჩვენ დარწმუნებული არ ვართ. ისიც იცნობდა ახალგაზრდა ბლეიბ-
ნერს და, შესაძლოა, ეჭვობდა კიდეც რაღაცას, ან იქნებ ისევ დოქტორი
ფიქრობდა, რომ კიდევ ერთი უმოტივო და უმიზნო სიკვდილი გააძ-
ლიერებდა ცრურწმენის გორგალს. გარდა ამისა, ახლა ერთ საინტერე-
სო ფსიქოლოგიურ ფაქტს მოგახსენებთ, ჰასტინგს. მკვლელს ყოველ-
თვის აქვს სურვილი, გაიმეოროს თავისი უკვე წარმატებით ჩატარებული
დანაშაული. ამის წარმოდგენა მას სულ უფრო და უფრო იტაცებს. ამი-
ტომაც მეშინოდა ახალგაზრდა უილარდის გამო. ენუბისის გამოსახულე-
ბა, რომელიც ამ საღამოს შენიშნეთ, ჰასანმა განასახიერა ჩემი მითითე-
ბით. მინდოდა მენახა, თუ შევძლებდი დოქტორის შეშინებას, მაგრამ მისი
შეშინება ზებუნებრივ ძალებსაც არ შეეძლო. მე დავინახე, რომ ის არ შე-
იპყრო იდუმალებით მოსილმა რწმენამ, არ მოატყუა იმ პატარა კომედი-
ამ, რომელიც მისთვის გავითამაშე. ვვარაუდობდი, რომ ეცდებოდა მო-
რიგი მსხვერპლი მე გავმხდარიყავი და მიუხედავად იმ წყეული ზღვისა,
საზარელი სიცხისა და მომაბეზრებელი ქვიშისა, პატარა რუხი სამარე მა-
ინც ასრულებს თავის ფუნქციას...
პუარომ დაგვარწმუნა, რომ ის სავსებით მართალი იყო თავის ვარაუდ-
ში. რამდენიმე წლის წინ კარგად შეზარხოშებულმა ახალგაზრდა ბლეიბ-
ნერმა ხუმრობით შეადგინა ანდერძი, სადაც ეწერა: „გიტოვებ ჩემს პორ-
ტსიგარს, რომელიც ასე მოგწონს და ყველაფერი, რაც მე მეკუთვნის, ჩე-
მი სიკვდილის შემდეგ გადაეცემა, როგორც ვალი, ჩემს ერთგულ მეგო-
ბარს რობერტ ეიმსს, ვინც ერთხელ დახრჩობისგან გადამარჩინა“.
ეს ამბავი, რამდენადაც შეიძლებოდა, მიჩქმალული იყო. ხალხი იმ
მკვლელობებს მენ-ჰორ-რას სამარხს უკავშირებდა და ლაპარაკობდა,
რომ ეს იყო ტრიუმფალური შურისგების საბუთი წასული მეფის რისხვისა
მისი სამარხის შემბღალავის გამო. ეს ის რწმენაა, რომელიც, როგორც
პუარომ დამანახვა, ეწინააღმდეგება მთელი ეგვიპტის მრწამსსა და ფიქ-
რებს.
უბედური შემთხვევა

- გარწმუნებთ, უეჭველად ის ქალია!


კაპიტანი ჰეიდოკი თავისი მეგობრის ანთებულ, მგზნებარე სახეს
მიაჩერდა და ამოიოხრა. მას სულაც არ უნდოდა, ევანსი ასე თავდაჯერე-
ბული და მოზეიმე ყოფილიყო ამჯერად. ზღვაზე მოპოვებული წარმატე-
ბების შედეგად ძველი საზღვაო კაპიტანი დარწმუნდა, რომ თავი უნდა
დაენებებინა იმისთვის, რაც მას არ ეხებოდა. მის მეგობარ ევანსს კი,
სამძებრო-კრიმინალური განყოფილების ინსპექტორს, ცხოვრების მი-
სეული ფილოსოფია ჰქონდა. „იმოქმედე მიღებული ინფორმაციის თა-
ნახმად“ - თავიდანვე მისი დევიზი იყო და ეს მრწამსი იმდენად დახვეწა,
რომ ინფორმაციასაც თვითონვე მოიპოვებდა. ინსპექტორი ევანსი წინდა-
ხედული, სხარტი გონების მუშაკი იყო და დაწინაურებასაც სამარ-
თლიანად მიაღწია, რაც უდავოდ მისივე დამსახურება გახლდათ. ახლაც
კი, როცა უკვე პენსიაზე გავიდა და თავისი ოცნების სოფლის კოტეჯში
მოეწყო, მისი პროფესიული ინსტინქტები კვლავ აქტიურად მოქმედებდა.
- ადამიანის სახე არასოდეს მავიწყდება. - გაიმეორა საკუთარ თავში
დარწმუნებულმა ევანსმა. - ქალბატონი ენთონი... დიახ, ის სწორედ ქალ-
ბატონი ენთონია, თქვენ რომ ახსენეთ ქალბატონი მეროუდენიო; მე ის
მაშინვე ვიცანი.
კაპიტანი ჰეიდოკი უსიამოვნოდ შეიშმუშნა. თვით ევანსის გარდა, მე-
როუდენებიც მისი უახლოესი მეზობლები იყვნენ და ის იდენტურობა, რაც
ქალბატონ მეროუდენსა და იმ უკანასკნელი, გახმაურებული საქმის გმირ
ქალს შორის ამოჩნდა, საოცრად აღელვებდა მას.
- ეს ხომ დიდი ხნის წინათ მოხდა, - თქვა მან საკმაოდ მისუსტებული
ხმით.
- ცხრა წლის წინ, - თქვა, როგორც ყოველთვის, აკურატულმა ევანსმა,
- ცხრა წელი და სამი თვე გავიდა მას შემდეგ. გახსოვთ ის საქმე?
- ბუნდოვნად.
- ბატონი ენთონი თურმე დარიშხანს სვამდა, - თქვა ევანსმა, - ამიტო-
მაც გაათავისუფლეს ქალი.
- რატომ არ უნდა გაეთავისუფლებინათ?
- ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ არავითარი საბუთი არ აღმოაჩნდათ;
სინამდვილეში - მხოლოდ განაჩენის გამოტანა ევალებოდათ. სხვაგვა-
რად არც შეიძლებოდა.
- მაშ, ყველაფერი წესრიგშია... - თქვა ჰეიდოკმა. - არ მესმის რაღას
ვწუხვართ.
- ვინ წუხს?
- მეგონა, თქვენ წუხდით.
- სულაც არა.
- ეს საქმე მოგვარდა და დამთავრდა კიდეც, - დაასკვნა კაპიტანმა. -
თუ ქალბატონი მეროუდენი თავისი ცხოვრების ერთ რაღაც მონაკვეთში
იმდენად უბედურად გრძნობდა თავს, რომ ჯერ გაასამართლეს მკვლე-
ლობისთვის, შემდეგ კი გაამართლეს...
- ჩვეულებრივ, გამართლება ბედის უკუღმართობად არ უნდა ჩაითვა-
ლოს. - ჩაურთო ევანსმა.
- თქვენ კარგად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, - თქვა აღშფოთებულმა
კაპიტანმა ჰეიდოკმა, - თუ იმ საბრალო ლედიმ გადაწყვიტა, ის გულშემ-
ზარავი საქციელი ჩაედინა, რატომ უნდა შეგვეშალა ხელი, ასე არ არის?
ევანსმა არ უპასუხა.
- მისმინეთ, ევანს. ის ხომ უდანაშაულო აღმოჩნდა, როგორც თქვენ
თვითონვე აღნიშნეთ.
- მე არ მითქვამს, რომ უდანაშაულო იყო. მე ვთქვი, რომ ის გაამარ-
თლეს.
- ეს ერთი და იგივეა.
- ყოველთვის არა.
კაპიტანმა ჰეიდოკმა შეწყვიტა სკამის კიდეზე ჩიბუხის კაკუნი, რითაც
მის გამობერტყვას ლამობდა და შეშფოთებული გამომეტყველებით ზეზე
წამოიჭრა.
- ჰეი, ჰეი! - წამოიძახა მან, - ახლა რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებთ?
მართლა ფიქრობთ, რომ ის უდანაშაულო არ ყოფილა?
- ამას ვერ ვიტყოდი. მე არც კი ვიცი... ბატონ ენთონის ჩვეულებად
ჰქონდა დარიშხანის მიღება - მეუღლე შოულობდა მისთვის. ერთ დღეს
შეცდომით ზედმეტი დოზა მოსვლია. ეს მისი შეცდომა იყო თუ მისი მეუღ-
ლის, არავინ იცის; და მოსამართლეებმაც, შესაბამისად, სამხილის უქონ-
ლობის გამო გაამართლეს ქალი. ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამაში და-
ნაშაულს ვერ ვხედავ. მიუხედავად ამისა, მაინც მაინტერესებს...
კაპიტანმა ჰეიდოკმა ყურადღება კვლავ ჩიბუხზე გადაიტანა.
- ოჰ, - განაგრძო მან მშვიდად, - ეს მართლაც არ არის ჩვენი საქმე.
- მე ასე არ ვფიქრობ.
- მაგრამ, უეჭველია...
- ერთი წუთით ყური მიგდეთ. ის კაცი, მეროუდენი, წუხელ თავის ლა-
ბორატორიაში რაღაც ცდებს რომ ატარებდა... გახსოვთ...
- დიახ. მან ახსენა მარშის ცდა დარიშხანზე. თქვა, რომ თქვენთვისაც
ნაცნობი უნდა ყოფილიყო ის ცდა, ვინაიდან ეს თქვენს საქმიანობას ეხე-
ბოდა, თან ჩაიხითხითა. კაცი არ იტყოდა, ერთი წუთითაც რომ ეფიქრა...
ევანსმა შეაწყვეტინა.
- როგორ ფიქრობთ, რომ სცოდნოდა, არ იტყოდა? რამდენი წლის
დაქორწინებული იყვნენ? ექვსი წლის, არა? თქვენ ხომ ასე მითხარით.
სანაძლეოს დავდებ, მეროუდენი ვერც წარმოიდგენდა, მისი მეუღლე
ერთ დროს სახელგანთქმული ქალბატონი ენთონი თუ იქნებოდა.
- და ამას, რა თქმა უნდა, ის ჩემგან ვერ გაიგებს, - მტკიცედ თქვა კაპი-
ტანმა ჰეიდოკმა.
ევანსს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე განაგრძო.
- ნუ მაწყვეტინებთ; იმ მარშის ცდის შემდეგ მეროუდენმა გააცხელა იმ
საცდელი სინჯარის შიგთავსი, ამით მეტალოიდის ნალექი წყალში დაშა-
ლა და შემდეგ ვერცხლის ნიტრატის დამატებით დალექა. ეს იყო ერთი
პატარა, უმნიშვნელო ცდა ქლორატების მისაღებად. ერთხელ, შემთხვე-
ვით, მის მაგიდაზე გადაშლილ წიგნში ამოვიკითხე: „H2SO4 შლის ქლო-
რატებს და მიიღება Cl2O4. გაცხელების შემთხვევაში ძლიერ აფეთქებას
იწვევს. ამიტომ ეს ხსნარი გრილ ადგილას ინახება და მხოლოდ ამის
შემდეგ შეიძლება მისი მიღება ძალიან მცირე დოზებით“.
ჰეიდოკი მეგობარს მიაჩერდა.
- ამით რისი თქმა გსურს?
- აი, რა: ჩემს პროფესიაში გამოიყენება ტესტები. ტესტებს ატარებენ
ასევე მკვლელობის დასადგენადაც. ამას ზედ ერთვის ფაქტების შეჯერე-
ბა, ხდება მათი შეფასება და იმ ნაძირალების მხილება მაშინ, როცა
მხედველობაში უნდა მიიღო დანაშაულის ხასიათი და მოწმეთა ჩვეულებ-
რივი არააკურატულობა. არსებობს კიდევ ერთი ტესტი მკვლელობის და-
სადგენად, რაც უფრო საიმედოა, ამასთან, სახიფათოც: მკვლელი იშ-
ვიათად თუ კმაყოფილდება ერთი დანაშაულით. ცოტა დაახანეთ, ეჭვსაც
ნუ მიატანინებთ თქვენზე და ის კვლავ ჩაიდენს მეორე დანაშაულს.
ვთქვათ, დაიჭირეთ მკვლელი. უნდა გაარკვიოთ, მოკლა თუ არა მან თა-
ვისი მეუღლე; გადახედეთ მის წარსულს; თუ აღმოაჩენთ, რომ მან რამ-
დენიმე ცოლი უკვე გამოიცვალა, ამასთან ყოველი მათგანი დაიღუპა, შე-
იძლება ამის შემდეგ ვთქვათ, რა უჩვეულო ამბავიაო? - მაშინ კი დარ-
წმუნდებით! ამას იურიდიული კი არა, მორალური კუთხით მოგახსენებთ.
ერთხელ კიდევ დარწმუნდები, რომ შეგიძლიათ სამხილის ძიებისას
სწორ გზას დაადგეთ.
- მერე?
- უკვე ძირითად საკითხსაც მივადექი. კარგია, თუ არის საშუალება
წარსულშიც ჩაიხედო. მაგრამ, დავუშვათ, მკვლელი დაიჭირე პირველივე
დანაშაულის ჩადენისას. მაშინ ეს ტესტი არ გამოდგება. პატიმარი, რომე-
ლიც გაამართლეს, იწყებს სხვისი სახელით ცხოვრებას. ეცდება თუ არა
ყოფილი მკვლელი კვლავ გაიმეოროს დანაშაული?
- რა შემზარავი ვერსიაა...
- კიდევ იტყვით, ჩვენ არ გვეხებაო?
- დიახ. თქვენ არავითარი საბაბი არ გაქვთ იფიქროთ, რომ ქალბატო-
ნი მეროუდენი სრულიად უდანაშაულო არ არის.
ყოფილი ინსპექტორი ცოტა ხნით გაყუჩდა. შემდეგ დინჯად დაიწყო:
- უკვე მოგახსენეთ, რომ მის წარსულში ჩავიხედეთ, მაგრამ იქ საეჭვო
ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ეს სრული ჭეშმარიტება არ არის. ერთ დროს
მას მამინაცვალი ჰყავდა. როგორც ყველა თვრამეტი წლის გოგონა,
ისიც ოცნებობდა ერთ ყმაწვილზე. მისმა მამინაცვალმა ყველაფერი
გააკეთა იმისათვის, რომ მისთვის ჩამოეშორებინა. ერთხელ, თავის მამი-
ნაცვალთან ერთად სეირნობისას, კაცი კლდის პირს მიუახლოვდა, შემ-
თხვევით იქიდან გადაეშვა და იქვე დაიღუპა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ...
- ეს შემთხვევა იყო, უბედური შემთხვევა! ბატონმა ენთონიმ რომ და-
რიშხანის ზედმეტი დოზა მიიღო, ესეც შემთხვევითობა გახლდათ. ქალს
არ გაასამართლებდნენ, რომ არ გამომჟღავნებულიყო, რომ იყო კიდევ
ერთი პიროვნება... სხვათა შორის, ის სასწრაფოდ განერიდა იქაურობას.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ნაფიცი მსაჯულიც რომ ყოფილიყო ის კა-
ცი, გულდამშვიდებული მაინც არ იქნებოდა... უნდა გითხრათ, ჰეიდოკ, იმ
საქმეში, სადაც ეს ქალია გარეული, ყველაზე მეტად ერთი რამის მეშინია
- შემთხვევითობის.
ყოფილმა კაპიტანმა მხრები აიჩეჩა.
- საინტერესოა, როგორ აპირებთ ამის თავიდან აცილებას.
- მეც არ ვიცი, - განაცხადა ევანსმა სინანულით.
- თქვენ ადგილზე, მე სულაც ხელს ავიღებდი ამ საქმეზე, - უთხრა კა-
პიტანმა ჰეიდოკმა, - სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა სიკეთეს ვერ მოგი-
ტანთ.
მაგრამ ეს რჩევა არცთუ სასიამოვნო იყო ყოფილი ინსპექტორისთვის.
იგი თავშეკავებული, მაგრამ შეუპოვარი კაცი გახლდათ. მან მიატოვა მე-
გობარი და სოფელში მარტო, გაისეირნა, თან ერთთავად იმაზე ფიქ-
რობდა, როგორ წარემართა ეს საქმე.
ფოსტაში მარკების საყიდლად რომ შეუხვია, მისი ფიქრის საგანს -
ჯორჯ მეროუდენს შეეჯახა. ყოფილი ქიმიკოსი - პროფესორი, ჩია ტანისა,
მეოცნებე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა; დახვეწილი მანერები და სი-
დარბაისლე ერთმანეთს შერწყმოდა, თუმცა სულ დაბნეული კი ჩანდა.
მან იცნო ინსპექტორი და მეგობრულად მიესალმა. შემდეგ დაიხარა წე-
რილების ასაკრეფად, ევანსიც დაიხარა და უფრო სწრაფად აკრიფა ისი-
ნი, თან ებოდიშებოდა.
ამასობაში ევანსმა მისამართს თვალი გადაავლო და მოულოდნელად
ხელახლა გაუღვივდა ეჭვები. მან კონვერტზე კარგად ცნობილი სადაზ-
ღვევო ფირმის სახელწოდება შენიშნა.
წამსვე გონება გაუნათდა. მიამიტი ჯორჯ მეროუდენი ვერც გამოერკვა
როგორ მისეირნობდა ყოფილ ინსპექტორთან ერთად სოფელში და, უფ-
რო ნაკლებ შეეძლო აეხსნა, როგორ მოხდა, რომ მათი საუბარი ადა-
მიანის სიცოცხლის დაზღვევას შეეხო.
ევანსს არ გასჭირვებია მისთვის საინტერესო საკითხს შეხებოდა. მე-
როუდენმა უნებლიეთ აცნობა, რომ უკვე დაეზღვია ცოლის სახელზე და
მისი აზრი აინტერესებდა ხსენებული კომპანიის თაობაზე.
- ერთხელ უჭკუოდ დავაბანდე ფული, - თავი იმართლა მან. - რის შე-
დეგადაც შემოსავალი შემიმცირდა. მე რომ რამე შემმთხვეოდა, ჩემი მე-
უღლე შავ დღეში ჩავარდებოდა. ახლა ეს დაზღვევა ყველაფერს
მოაწესრიგებს.
- თქვენს მეუღლეს წინააღმდეგობა ხომ არ გაუწევია ამ იდეის გან-
ხორციელებაში? - იკითხა ევანსმა დაუდევრად. - ქალები ხშირად არ
თანხმდებიან ამგვარ რამეზე. ისინი ფიქრობენ, რომ ეს უბედურების მო-
მასწავებელია.
- ოჰ, მარგარეტი პრაქტიკული ჭკუის ქალია, - თქვა მეროუდენმა ღი-
მილით. - ცრუმორწმუნე არასოდეს ყოფილა. სინამდვილეში, ეს იდეა
თავიდანვე მას ეკუთვნოდა. ვერ იტანს, ასე შეწუხებულს რომ მხედავს.
ევანსმა მიიღო ის ინფორმაცია, რომელიც აინტერესებდა და მალე
დაშორდნენ ერთმანეთს. ევანსს ბაგეზე სიავემ გადაუარა - აწ გარდაც-
ვლილი ბატონი ენთონიც ასევე დაეზღვია თავისი მეუღლის სახელზე
სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე.
ევანსი მიჩვეული იყო თავისი ინსტინქტებით ეხელმძღვანელა და ახ-
ლაც საკუთარ გრძნობებს მიენდო. მაგრამ როგორ უნდა მოქცეულიყო?
მას დანაშაულებრივი სისხლიანი ხელების დაპატიმრება კი არა, არამედ
მისი ხელის შეშლა ეწადა დანაშაულის ჩადენამდე; სწორედ ეს აღმოჩ-
ნდა ასე ძნელად მოსაგვარებელი.
მთელი დღე ფიქრიანი დადიოდა; იქვე, მოედანზე, ფურისულების
დღესასწაული ტარდებოდა. ევანსი იქითკენ გაემართა და თავს ნება მის-
ცა ერთპენიანი ავტომატური გასართობით თავი შეექცია; ამ თამაშის მი-
ხედვით, მას უნდა გამოეცნო ღორის წონა და მისთვის ქოქოსის კაკალი
დაემიზნებინა. სახეზე ისევ ის ფიქრიანი გამომეტყველება შერჩენოდა.
აქვე მან თავი შეიქცია ნახევარკრონიანი ზარას „მაგიური კრისტალით“
მკითხაობითაც. თან თავისთვის ეღიმებოდა, რადგან გაახსენდა მისი
მოღვაწეობიდან ერთი ეპიზოდი, როცა მკითხავებს დევნიდა სამსახურებ-
რივი მოვალეობის შესრულებისას.
ევანსი არც მიაქცევდა ყურადღებას ქალის მომაბეზრებელ ქაქანს, გუ-
ლის გამაწვრილებელი ხმით რომ გაიძახოდა რაღაცას, რომ არა ერთი
წინადადება.
- ... და თქვენ მალე... დიახ, დიახ, ძალიან მოკლე ხანში თქვენი ყუ-
რადღება დაკავებული იქნება ვიღაც პიროვნების სიკვდილ-სიცოცხლის
საკითხით.
- ჰა, რა თქვი? - მოულოდნელად ჩაეკითხა ევანსი.
- გადაწყვეტილება... რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოგიხდებათ.
ფრთხილად უნდა იყოთ, ძალიან ფრთხილად. შეცდომა რომ დაუშვათ,
უმნიშვნელო შეცდომაც კი...
- ჰო-ო...
მკითხავს ჟრუანტელმა დაუარა. ინსპექტორი ევანსი ამას სისულელედ
თვლიდა, მაგრამ მაინც აღელდა.
- გაფრთხილებ, შეცდომა არ დაუშვა, თორემ აშკარად ვხედავ შე-
დეგს... სიკვდილი!
ეშმაკმა დალახვროს! სიკვდილი! როგორი ანთებული იყო ქალი, ამას
რომ ამბობდა!
- თუ შეცდომას დავუშვებ, ამას სიკვდილი მოჰყვება, არა?
- დიახ.
- ეჰ, მაშინ, - თქვა ევანსმა, წამოდგა და ნახევარკრონიანი გაუწოდა, -
შეცდომა არ უნდა დავუშვა, ხომ ასეა?
მან ეს სიტყვები საკმაოდ უდარდელად წარმოთქვა; კარვიდან რომ
გამოვიდა, მისი ხუმრობა მტკიცე გადაწყვეტილებამ შეცვალა. სათქმე-
ლად თითქოს არაფერია, მაგრამ არცთუ ისე ადვილია ამაში თავის დარ-
წმუნება. არაფერი არ უნდა გამომეპაროს. ამაზე ხომ ერთი სიცოცხლე,
ერთი ადამიანური სიცოცხლეა დამოკიდებული.
დამხმარეც არავინ ეგულებოდა გარშემო. მოშორებით თავისი მეგობ-
რის, ჰეიდოკის ფიგურას მოჰკრა თვალი. არც მისგან ელოდა შველას.
„მოეშვი ყველაფერს“ - იყო ჰეიდოკის მოწოდება. ეს კი ახლა არ გამოდ-
გებოდა.
ჰეიდოკი ვიღაც ქალს ესაუბრებოდა; ქალი მოშორდა მას და ევანსის-
კენ გაემართა. ინსპექტორმა შეიცნო იგი. ეს მისის მეროუდენი იყო. ევან-
სიც იმპულსურად, დინჯად გაემართა მის შესახვედრად.
ქალბატონი მეროუდენი მეტად მომხიბვლელი ქალი გახლდათ. მას
ფართო, ნათელი შუბლი, ლამაზი თაფლისფერი თვალები და მშვიდი
გამომეტყველება ჰქონდა; იტალიელი მადონას იერი დაჰკრავდა და
ამას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი შუაზე გაყოფილი და ყურებს უკან
გადაწეული თმა. ამასთან, მას დაბალი, მშვიდი ხმა ჰქონდა.
ქალი ევანსს გულითადი, ალერსიანი ღიმილით შეეგება.
- მაშინვე გიცანით, ქალბატონო ენთონი; ოჰ, მინდოდა მეთქვა ქალბა-
ტონო მეროუდენი, - თქვა ევანსმა მრავალმნიშვნელოვნად.
ინსპექტორმა უკან დაიხია, დარწმუნებულმა, რომ ქალი ასე არ მოიქ-
ცეოდა. ევანსმა შენიშნა, როგორ გაუფართოვდა ქალს თვალები და
თითქოს მოესმა კიდეც როგორ ღრმად შეისუნთქა ჰაერი, მაგრამ თვა-
ლიც არ დაუხამხამებია. ქალი მას დაჟინებით და ამაყად მისჩერებოდა.
- ჩემს მეუღლეს ვეძებდი, - თქვა მან წყნარად, - ხომ არ გინახავთ?
- ახლახან იმ მხარეს შევხვდი.
ისინი სწორედ იქითკენ გაემართნენ ერთად, თან წყნარი და სასიამოვ-
ნო მუსაიფი გააბეს. ინსპექტორი გრძნობდა, თანდათან როგორ იხიბლე-
ბოდა ქალით. რა ქალია! როგორი თავდაჭერილი! რა მშვენიერი აღნა-
გობა აქვს! შესანიშნავი ქალია, მაგრამ სახიფათო; გრძნობდა, ძალიან
სახიფათო უნდა ყოფილიყო...
ევანსმა კვლავ უხერხულად იგრძნო თავი, თუმცა კმაყოფილი იყო თა-
ვისი პირველი ნაბიჯით. მან ხომ აგრძნობინა ქალს, რომ იცნო, რის გა-
მოც იგი ფრთხილად იქნებოდა. ქალი ვერ გაბედავდა წინდაუხედავად
რაიმე ჩაედინა. საქმე ეხებოდა თვით მეროუდენს. ის რომ გაფრთხილე-
ბული ყოფილიყო...
მათ მიაგნეს ჩია ტანის კაცს, უაზროდ რომ ათვალიერებდა ფაიფურის
თოჯინას, რომელიც ერთპენიანით მოეგო. მეუღლემ მას სახლში წასვლა
შესთავაზა, ისიც სიამოვნებით დათანხმდა. ქალბატონი მეროუდენი ინ-
სპექტორს მიუბრუნდა:
- ჩაიზე ხომ არ დაგვეწვევით, ბატონო ევანს?
იყო თუ არა ერთგვარი გამოწვევა ქალის ხმაში? ევანსი მიხვდა, რომ
მსუბუქად მაინც იგრძნობოდა.
- გმადლობთ, ქალბატონო მეროუდენ, სიამოვნებით.
მათ ფეხით გაისეირნეს, თან სასიამოვნო ამბებზე მუსაიფობდნენ. მზე
კაშკაშებდა, ნაზი სიო ქროდა, ირგვლივ ყველაფერი ბუნებრივი და სა-
სიამოვნო იყო.
როცა იმ მომხიბვლელ, ძველებურ კოტეჯს მიუახლოვდნენ, ქალბა-
ტონმა მეროუდენმა აცნობა, რომ მათი მსახური სადღესასწაულოდ ისვე-
ნებდა. ქალი თავის ოთახში შევიდა ქუდის მოსახდელად, თან ჩაი გა-
მოიტანა და პატარა ვერცხლის ქურაზე ჩაიდანი დადგა. ბუხრის გვერდით
თაროდან სამი პატარა ფინჯანი და ლამბაქი გადმოიღო.
- ცოტა ჩინური ჩაი გვაქვს, - თქვა მან. - ჩინური წეს-ჩვეულებისამებრ
ლამბაქებით ვსვამთ.
ქალი წამით გაჩუმდა; ფინჯანი გამოცვალა და თან სინანულით დაამა-
ტა:
- ჯორჯ, ეს რა ჩაიდინე, ისევ ეს ლამბაქები გიხმარია.
- მაპატიე, ძვირფასო, - მოუბოდიშა პროფესორმა, - ესენი უფრო მო-
სახერხებელი ზომისაა... რაც შევუკვეთე არ გამომადგა.
- ერთხელაც იქნება, ყველას მოგვწამლავ, - უთხრა მეუღლემ შეფარუ-
ლი ღიმილით. - მერი მათ ლაბორატორიაში პოულობს, იქიდან მოაქვს
და არც კი რეცხავს მანამ, ვიდრე არ დაეტყობა, რომ გასარეცხია. ჰმ,
ამას წინათ ერთ-ერთი ფინჯანი კალიციანიდისთვის გიხმარია. ჯორჯ, ეს
მართლა ძალიან სახიფათოა.
მეროუდენი რამდენადმე აღშფოთდა.
- მერის არ ევალება ლაბორატორიიდან მათი გამოტანა. მან იქ ხელი
არაფერს არ უნდა ახლოს.
- საუზმის შემდეგ ხომ ხშირად ვტოვებთ იქ ფინჯნებს; როგორ უნდა
მიხვდეს? ყურადღებით იყავი, ძვირფასო.
პროფესორი ბუზღუნით გავიდა თავის ლაბორატორიაში; ქალბატონმა
მეროუდენმა ჩაიღიმა და მდუღარე წყალი ჩაის დაასხა, მერე პატარა
ვერცხლის ქურაც ჩააქრო.
ევანსი საგონებელში ჩავარდა. თუმცა მის გონებას თანდათან ნათელი
ეფინებოდა. რატომღაც, ქალბატონი მეროუდენი თავის საიდუმლოს
ხსნიდა. ნუთუ ესეც „შემთხვევითობა“ იყო? ნუთუ ამას განგებ იმიტომ ამ-
ბობდა, რომ წინასწარ ალიბი შეემზადებინა? ისე რომ, როცა ერთ დღეს
ეს „შემთხვევაც“ გახმაურდებოდა, ევანსი იძულებული გახდებოდა ქალის
სასარგებლოდ დაემოწმებინა. თუ ასეა, სულელურად იქცევა, ვინაიდან,
ვიდრე...
უცებ ევანსს სუნთქვა შეეკრა. ქალმა ჩაი სამ ლამბაქზე დაასხა. ერთი
ევანსს მიართვა, მეორე თავისთვის დაიდგა, მესამე კი ბუხრის წინ პატა-
რა მაგიდაზე დადგა, სადაც მისი მეუღლე ჯდებოდა ხოლმე. და, როცა
ქალმა ეს უკანასკნელი ლამბაქი მაგიდაზე დადგა, უცნაური ღიმილი გა-
დაეფინა ბაგეზე; სწორედ ამ ღიმილს მოჰყვა ყველაფერი.
ევანსი მიხვდა!
ეს მშვენიერი ქალბატონი სახიფათო გამოდგა. მოულოდნელად, ყო-
ველგვარი წინასწარი სამზადისის გარეშე, სწორედ ამ დღეს ევანსი მას-
თან არის, როგორც მოწმე. ქალის თავხედობამ სუნთქვა შეუკრა ინსპექ-
ტორს.
ეს ჭკვიანური ფანდი შემაძრწუნებლად გონივრული ჩანაფიქრი იყო.
ევანსი ვერაფერს დაუმტკიცებდა. ქალს თავისი ეჭვმიუტანლობის იმედი
ჰქონდა უბრალოდ იმის გამო, რომ ეს შემთხვევაც „სწრაფად“ მოხდებო-
და. ეს იყო ქალი ელვისებური გააზრებისა და მოქმედებისა.
ევანსმა ერთი ღრმად ჩაისუნთქა და წინ გადაიხარა.
- ქალბატონო მეროუდენ, მე ეჭვებით შეპყრობილი კაცი ვარ. იქნებ,
გამარკვიოთ რომელიმე მათგანში?
ქალს სახეზე ინტერესი გამოეხატა, მაგრამ ეჭვი არ გასჩენია.
ევანსი წამოდგა, ქალს თავისი ლამბაქი ააცალა და იმ მესამეში გაცვა-
ლა, რომელიც მოიტანა და ქალს წინ დაუდგა.
- მინდა ვნახო, როგორ დალევთ ამას.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ქალის დაჟინებული თვალები
ამოუცნობი ეჩვენა. მას სახეზე ფერი თანდათან ეცვლებოდა.
ქალმა ლამბაქი აიღო. ევანსს სუნთქვა შეეკრა.
იქნებ თავიდანვე შეცდომა დაუშვა?
ქალმა ლამბაქი ტუჩებთან მიიტანა, უკანასკნელ მომენტში ცახცახი
აუვარდა, წინ გადმოიხარა და ჩაი სასწრაფოდ გვიმრის ქოთანში გადაუშ-
ვა. შემდეგ გასწორდა და ინსპექტორს გამომწვევად მიაჩერდა.
ევანსმა შვებით ამოისუნთქა და სკამზე ჩამოჯდა.
- ახლა რას იტყვით?
ქალს ხმა შეცვლოდა. უფრო დამცინავი და გამომწვევი იყო.
ევანსმა დაყვავებით უთხრა.
- თქვენ მეტად ჭკვიანი ქალი ბრძანდებით, ქალბატონო მეროუდენ.
ვფიქრობ, მიმიხვდით. იგივე აღარ უნდა განმეორდეს. ხომ იცით, რასაც
ვგულისხმობ.
- ვხვდები.
ქალის ხმაში გრძნობების ნატამალსაც ვერ შენიშნავდით. საკუთარი
თავით კმაყოფილი ევანსი თავს უქნევდა ქალს. ის ხომ ჭკვიანი ქალი
იყო და იცოდა, ჩამოხრჩობა არ ასცდებოდა.
- თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლისა და იმ თქვენი მეუღლისა იყოს, -
თქვა ევანსმა ნიშნის მოგებით და ჩაი ტუჩებთან მიიტანა.
უცებ სახე შეეცვალა, საშინლად დაემანჭა. მან წამოდგომა სცადა. უნ-
დოდა ეყვირა, მაგრამ სხეული გაუქვავდა, სახე გაულურჯდა, სკამზე გა-
დაექანა და კიდურები დაეკრუნჩხა.
ქალბატონი მეროუდენი წინ გადმოიხარა და დააკვირდა. ბაგეზე
კვლავ ღიმილმა გადაუარა. ქალმა ნაზად, ალერსით მიმართა:
- თქვენ შეცდით, ბატონო ევანს. თქვენ გეგონათ, ჯორჯის მოკვლა მინ-
დოდა. რა უგუნურებაა თქვენი მხრივ, რა სისულელეა.
ქალი კიდევ ერთი წუთით ჩააშტერდა მიცვალებულს; ეს მესამე კაცი
იყო, რომელიც ლამობდა მას გზაზე გადასდგომოდა და საყვარელი
ადამიანისთვის ჩამოეშორებინა.
ქალმა უფრო გულღიად გაიღიმა. იგი ყველაზე მეტად ახლა ჰგავდა
მადონას. შემდეგ ხმას აუწია და დაიყვირა.
- ჯორჯ, ჯორჯ, აჰ! მოდი! მეშინია! რა საზარელი ამბავი მოხდა. საბრა-
ლო ბატონი ევანსი...
იქ სადაც ანდერძია

- უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ უმიზეზო წუხილსა და მღელვა-


რებას, - დაარიგა დოქტორმა მეინელმა ექიმისთვის დამახასიათებელი
სიდინჯით.
ქალბატონი ჰარტერი ამ სიტყვებმა უფრო შეაფიქრიანა, ვიდრე დაამ-
შვიდა, როგორც ეს ყველა ადამიანს სჩვევია, როცა მსგავს დამამშვიდე-
ბელ, მაგრამ არაფრის მთქმელ სიტყვებს ისმენს.
- უეჭველია, გულის ერთგვარი სისუსტე აღინიშნება, - განაგრძო ექიმმა
სხვათა შორის, - მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, საშიში არაფერია;
მიუხედავად ამისა, - დაუმატა მან, - მაინც საჭიროა გულის კუნთის ტონუ-
სის ამწევი საშუალებანი დაგიყენოთ, ამაზე რას იტყვით?
ქალბატონი ჰარტერი დაღონდა.
დოქტორი მეინელი კი, პირიქით, მოხიბლული დარჩა საკუთარი თა-
ვით. თუ რატომ ამჯობინებდა იგი მდიდარ პაციენტებთან ვიზიტს, ამის მი-
ზეზი ის იყო, რომ მდიდრებთან, მათთვის დიაგნოზის დასმისას, შეეძლო
გამოემჟღავნებინა თავისი ფართო შემოქმედებითი ფანტაზია.
- დიახ, საჭიროა გულის ტონუსის ამწევი აპარატი მოვაწყოთ აქ, - თქვა
ბატონმა მეინელმა და თან ეტყობოდა, უფრო სახიფათო და უიმედო
მდგომარეობას ვარაუდობდა, - მხოლოდ ამის შემდეგ ავიცილებთ თავი-
დან შემდგომ გართულებებს. სასურველია ყოველდღიური ვარჯიშები
სუფთა ჰაერზე, მაგრამ ერიდეთ აღმართზე სიარულს. და, მთავარია გო-
ნების განტვირთვა, ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ თქვენს ავადმყოფო-
ბაზე ფიქრით.
ჩარლზ რიჯუეისთან კი, ამ მოხუცი ლედის დისშვილთან, ექიმი უფრო
გულახდილი იყო.
- ყური მიგდეთ, - დაიწყო მან, - თქვენი დეიდა კიდევ რამდენიმე წე-
ლიწადს უეჭველად იცოცხლებს, თუ თავიდან აიცილებს ყოველგვარ და-
ძაბულობასა და მეტისმეტ მღელვარებას, - დოქტორი ისე ლაპარაკობ-
და, რიჯუეის არც აქცევდა ყურადღებას. - მან მშვიდად უნდა იცხოვროს:
არავითარი მღელვარება, არავითარი დაქანცულობა. მაგრამ, რა თქმა
უნდა, არც უნდა მოაწყინოთ. იგი მუდამ ხალისიანი უნდა იყოს და ყურად-
ღება სხვა რამეზე გადაიტანოს.
- სხვა რამეზე გადაიტანოს, - გაიმეორა ფიქრებში წასულმა ჩარლზ
რიჯუეიმ.
ჩარლზი ფიქრიანი ყმაწვილი გახლდათ. ის, ამავე დროს, თუკი გულში
რაიმეს ჩაიდებდა, ხელსაყრელ მომენტს ხელიდან არ გაუშვებდა...
იმ საღამოს მან ქალბატონ ჰარტერს რადიოგაყვანილობის მოწყობა
შესთავაზა.
ქალბატონი ჰარტერი, უკვე სერიოზულად შეწუხებული იმის გაფიქრე-
ბაზეც კი, რომ ტონუსის ამწევი აპარატი უნდა დაუყენონ, განერვიულებუ-
ლი იყო და ცუდ გუნებაზე იდგა. ჩარლზი კი თავისას არ იშლიდა.
- არა მგონია, ოდნავადაც მოვიხიბლო ამ თანამედროვე რაღაცებით.
- შესჩივლა ქალბატონმა ჰარტერმა. - იცი, იმ ტალღებმა, ის რაღაც
ელექტროტალღები რომ არის, შეიძლება ჩემზე ცუდად იმოქმედოს.
ჩარლზი მისთვის ჩვეული კეთილშობილებით ცდილობდა ეს მცდარი
აზრი გაეფანტა მისთვის.
ქალბატონი ჰარტერი, მიუხედავად იმისა, რომ მეტად ბუნდოვანი წარ-
მოდგენა ჰქონდა ამ საკითხზე, მაინც მტკიცედ იდგა თავის აზრზე.
- ეს შენი ელექტრობა... - წაილუღლუღა ქალმა მოკრძალებით, - რაც
გინდა ის თქვი, ჩარლზ, მაგრამ ბევრი ცუდად ხდება ამ ელექტრობისა-
გან. მეც თავის ტკივილი დამჩემდა ჭექა-ქუხილის წინ, დარწმუნებული
ვარ, იმის ბრალია, - თქვა ქალმა და მედიდურად დაუკრა თავი.
მაგრამ ჩარლზი ნებისყოფიანი ყმაწვილი იყო, თანაც შეუდრეკელი.
- ჩემო ძვირფასო დეიდა მერი, - მიმართა მან, - თავს ნებას მივცემ,
აგიხსნათ...
ის, ასე თუ ისე, განსწავლული იყო ამ საკითხში და ლექციებსაც კი
ატარებდა ამ თემაზე. იმისათვის, რომ უფრო საინტერესო გაეხადა ეს სა-
განი და მსმენელებიც მიეზიდა, ის ერთთავად საუბრობდა ხმის გამაძ-
ლიერებლებზე, მაღალ და დაბალ სიხშირეებზე, ტრანსფორმატორებსა
და კონდენსატორებზე.
ამ სიტყვების კორიანტელით თავბრუდახვეული ქალბატონი ჰარტერი,
რომელმაც მაინც ვერაფერი გაიგო, ბოლოს დანებდა.
- რა თქმა უნდა, ჩარლზ, - წაილუღლუღა მან, - თუ შენ ნამდვილად
ასე ფიქრობ...
- ძვირფასო დეიდა მერი, - თქვა ჩარლზმა აღტაცებით, - ეს ერთადერ-
თი საშუალებაა მოწყენილობის თავიდან ასაცილებლად.
ის აპარატი, რომელიც დოქტორმა მეინელმა დაუნიშნა, ამ საუბრის
შემდეგ სულ მოკლე ხანში მოაწყვეს. როგორც ყველა მოხუც ქალბატონს
სჩვევია, მასაც გვარიანი შეკამათება მოსვლია ამ დროს უცხო კაცებთან
საკუთარ სახლში, ვინაიდან ჩათვალა, რომ მათ მის ძველებურ ვერ-
ცხლეულს დაადგეს თვალი, რამაც ქალი სიკვდილის პირამდე მიიყვანა.
ტონუსის ამწევ აპარატს რადიოგაყვანილობაც მოჰყვა. ქალბატონი
ჰარტერი იძულებული გახდა თავისთვის განმარტოებით ეფიქრა ამ სა-
ზიზღარ საგანზე - უზარმაზარ, უშნო მოყვანილობის ყუთზე, რომელიც
რაღაც უცნაური ბუნიკებით იყო მოფენილი.
ჩარლზმა მთელი თავისი უნარი და გამოცდილება მოიშველია, რათა
ქალბატონი ჰარტერი როგორმე შეერიგებინა ამ საოცრებასთან. ჩარ-
ლზი თავის სტიქიაში იყო, როცა ამ ბუნიკებს ატრიალებდა და თან ლექ-
ციას კითხულობდა.
ქალბატონი ჰარტერი მოთმინებით და მორჩილად დაეშვა თავის მა-
ღალზურგიან სკამზე, თან ერთთავად ირწმუნებდა თავს, რომ ეს რაღაც
თანამედროვე ხრიკები, არც მეტი, არც ნაკლები, აბსურდი იყო.
- უსმინეთ, დეიდა მერი, ბერლინში გავედით! გასაოცარია, არა? გეს-
მით იმ ბიჭის ლაპარაკი?
- ყურისწამღები ზუზუნისა და ჩხაკუნის მეტი არაფერი მესმის, - თქვა
ქალბატონმა ჰარტერმა.
ჩარლზმა ბუნიკების ტრიალი განაგრძო: - ეს კი ბრიუსელია, - წამოიყ-
ვირა აღფრთოვანებულმა.
- მართლა? - წარმოთქვა ქალბატონმა ჰარტერმა, მაგრამ ამ სიტყვაში
უბრალო ინტერესის ნაპერწკალიც კი არ ჩანდა.
ჩარლზმა კვლავ გადაატრიალა ბუნიკები და ოთახში არაამქვეყნიური
ხმები დატრიალდა.
- ახლა კი, ასე მგონია, ძაღლების სანაშენეში ვიმყოფები, - დიდსუ-
ლოვნად აღნიშნა ქალბატონმა ჰარტერმა.
- ჰა, ჰა! - გადაიხარხარა ჩარლზმა, - ხუმრობთ, არა, დეიდა მერი? შე-
სანიშნავია!
ქალბატონმა ჰარტერმა თავი ვერ შეიკავა და გაუღიმა. მას ძალიან უყ-
ვარდა ჩარლზი. ადრე, რამდენიმე წელიწადს, მისი ძმისშვილი, მირიამ
ჰარტერი ცხოვრობდა მასთან. ქალბატონ ჰარტერს გადაწყვეტილი
ჰქონდა, ეს გოგონა მისი მემკვიდრე გამხდარიყო, მაგრამ მირიამმა არ
გაუმართლა. ის მეტად დაუდეგარი გოგონა აღმოჩნდა და აშკარად ეტ-
ყობოდა, მოჰბეზრდა მამიდამისის საზოგადოება; შინ ვერ გააჩერებდით,
და, როგორც ქალბატონი ჰარტერი ამბობდა, „გარე-გარე დაეხეტებო-
და“. ბოლოს ერთ ყმაწვილს გადაეყარა, რომელიც მამიდას სრულებით
არ მოსწონდა. ამის გამო მირიამი ნათხოვარი ნივთივით დედას უკან და-
უბრუნეს. მირიამმა იმ ხსენებულ ყმაწვილზე მაინც იქორწინა. ქალბატონი
ჰარტერი კი მას საშობაო დღესასწაულებზე ცხვირსახოცების პატარა შეკ-
ვრას ან ნაქარგ სუფრას უგზავნიდა.
ძმისშვილით იმედგაცრუებულმა ქალბატონმა ჰარტერმა ახლა ყურად-
ღება დისშვილისაკენ გადაიტანა. თავიდან ჩარლზი შეუფერებელი ეჩვე-
ნა, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ თავაზიანი და მოკრძალებული იყო
დეიდამისის მიმართ. იგი უდიდესი პატივისცემით ისმენდა მისი ახალგაზ-
რდობის მოგონებებს, რითაც კონტრასტულად განსხვავდებოდა მირიამი-
საგან, რომელსაც გულწრფელად მოჰბეზრდა მოხუცი ქალბატონის მოს-
მენა და არც მალავდა. ჩარლზი მოთმინებით იტანდა ყველაფერს; ის
ყოველთვის მშვიდი და ხალისიანი ჩანდა. ხშირად ეუბნებოდა დეიდას,
რომ მოხიბლული იყო მასთან საუბრით.
თავისი აღმოჩენით მეტისმეტად კმაყოფილმა ქალბატონმა ჰარტერმა
თავის ადვოკატს მისწერა, რომ ახალი ანდერძი შეედგინა მისი მითითე-
ბების მიხედვით. ეს ანდერძი გამოუგზავნეს ქალბატონ ჰარტერს, მან ის
სათანადოდ დაამოწმა და ხელიც მოაწერა.
ახლა, რაც შეეხება რადიოს, ჩარლზი უკვე მიხვდა, რომ მას „დაფნის
გვირგვინი“ ელოდა ამ საქმისთვის.
თავიდან უნდობლად განწყობილი ქალბატონი ჰარტერი თანდათან
ეგუებოდა ამ საოცრებას და ბოლოს მოხიბლულიც კი დარჩა. იგი შესა-
ნიშნავად ერთობოდა, როცა ჩარლზი შინ არ იყო. ჩარლზს მხოლოდ ის
აწუხებდა, ჰარტერს რომ უყურადღებოდ ტოვებდა ამ „მანქანასთან“. თა-
ვის სკამზე მოხერხებულად მოკალათებული ქალბატონი ჰარტერი კი მი-
უჯდებოდა რადიოს და ხან სიმფონიური მუსიკის კონცერტს უსმენდა, ხან
ლუკრეცია ბორჯიას ლექციას, ან კიდევ წყლის ბინადართა ცხოვრებასა
და ამით სავსებით ბედნიერად და მშვიდად გრძნობდა თავს. როცა ჩარ-
ლზი შინ იყო, ამ ჰარმონიას არღვევდა ის გულისგამაწვრილებელი
ხმაური, როცა ის გაუთავებლად ეძებდა უცხოეთის რადიოსადგურებს;
მაგრამ იმ საღამოს, ჩარლზი რომ თავის მეგობრებთან ატარებდა, ქალ-
ბატონი ჰარტერი მართლაც დიდ სიამოვნებას იღებდა რადიოს მოსმე-
ნით. კარგად რომ მოეწყობოდა თავის მაღალზურგიან სკამზე, ჩართავ-
და ორ ჩამრთველს და სიამოვნებით უსმენდა მთელი საღამოს პროგრა-
მას.
უკვე სამი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც რადიო დაუდგეს, როცა
ეს საშინელი ამბავი მოხდა. ჩარლზი ამ დროს ბრიჯის სათამაშოდ იყო
მიწვეული.
იმ საღამოს პროგრამაში კონცერტი დაიწყო. ერთი ცნობილი სოპრა-
ნო ენი ლორის პარტიას მღეროდა და სწორედ ამ დროს მოხდა ის უც-
ნაური რამ. უცებ, თითქოს რადიოში რაღაც გასკდა, მუსიკა მიწყდა, გაის-
მა ზუზუნი და ჩხაკუნი, ბოლოს ისიც ჩაკვდა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარ-
და, შემდეგ კვლავ სუსტი ზუზუნი გაისმა.
ქალბატონ ჰარტერს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თვითონაც არ იცო-
და რატომ, თითქოს ამ მანქანას ვიღაც შორიდან მართავდა, შემდეგ უფ-
რო ნათლად და გარკვევით მოესმა ხმა. ეს იყო მამაკაცის ხმა მსუბუქი
ირლანდიური აქცენტით.
„მერი, გესმის ჩემი, მერი? პატრიკი ვარ... მალე შენთან ვიქნები. მზად
იქნები, მერი?!“
შემდეგ, ერთბაშად, ოთახში ენი ლორის სიმღერა დაიღვარა.
ქალბატონი ჰარტერი შიშისგან საკუთარ მკლავებს ძლიერად ჩასჭიდე-
ბოდა. იჯდა ასე გაუნძრევლად. ნუთუ ეს ზმანება იყო? პატრიკი! პატრიკის
ხმა! პატრიკის ხმა სწორედ მის ოთახში გაისმა. არა, უთუოდ ზმანება იყო,
შესაძლოა ჰალუცინაცია. ალბათ ერთი-ორი წუთით თუ ჩასთვლიმა; რა
საშინელი რამ ესიზმრა: - მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე რადიოთი
ელაპარაკებოდა. ცოტათი კი შეშინდა. როგორ თქვა? „მალე შენთან ვიქ-
ნები. მზად იქნები, მერი?“
ნუთუ შეიძლებოდა ეს წინათგრძნობა ყოფილიყო? გულის სისუსტე...
ჰო, გული... ბოლოს და ბოლოს, ის ხომ უკვე ხანში შესული იყო.
„ეს გაფრთხილებაა. აი, რა არის“, - თქვა ქალბატონმა ჰარტერმა გუ-
ლისტკივილით, სკამიდან ნელა წამოიწია და მშვიდად დაუმატა, - „მთე-
ლი ფული ამ რაღაც აპარატზე დაიხარჯა!“
ქალბატონ ჰარტერს არავისთვის გაუმხელია თავისი განცდები, მაგ-
რამ ერთი-ორი დღის შემდეგ მეტად შეფიქრიანებული და ერთგვარად
შეწუხებულიც ჩანდა.
და, კვლავ იგივე განმეორდა; კვლავ მარტო იჯდა ოთახში. რადიოში
სიმფონიური მუსიკის ხმა მოულოდნელად მიწყდა ისევე, როგორც წი-
ნათ. კვლავ სამარისებური სიჩუმე; ბოლოს, პატრიკის შორეული ხმა, არა
ისეთი, როგორიც სიცოცხლეში ჰქონდა, უფრო მკაფიო, შორეული და
უცნაური, თანაც არამიწიერი.
„პატრიკი გელაპარაკება, მერი. მე მალე მოვალ შენთან...“
შემდეგ ისევ ჩხაკუნი, ზუზუნი და სიმფონიური მუსიკა კვლავ მთელი ძა-
ლით გაისმა.
ქალბატონმა ჰარტერმა საათს შეხედა. არა, ამჯერად არ ეძინა. ფხიზე-
ლი და სრულ გონებაზე მყოფი პატრიკის ხმას ისმენდა. დარწმუნდა,
რომ არავითარი ჰალუცინაცია არ იყო. ასე შემცბარმა სცადა გაეხსენები-
ნა ყველაფერი, რაც ჩარლზმა აუხსნა მას რადიოტალღების შესახებ.
ნუთუ შეიძლებოდა პატრიკი მას სინამდვილეში დალაპარაკებოდა. ნუ-
თუ შესაძლებელია მისი ხმა ატმოსფეროში ტრიალებდეს? კვლავ გაისმა
წყვეტილი ტალღებისმაგვარი რაღაც. მას გაახსენდა ჩარლზის ნაამბობი
„სკალას შეფერხებებზე“. ნუთუ ეს წყვეტილი ტალღებიც ეგრეთ წოდებულ
ფსიქოლოგიურ ფაქტორს ხსნიდა? არა, სინამდვილეში ამ მოსაზრებაში
არაფერია უჩვეულო. პატრიკი ხომ მას დაელაპარაკა. მან ისარგებლა
შემთხვევით და თანამედროვე მეცნიერება გამოიყენა, რათა შეემზადები-
ნა ქალი იმისთვის, რაც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო.
ქალბატონმა ჰარტერმა ზარის დარეკვით თავის მსახურს, ელიზაბეთს
უხმო.
ელიზაბეთი მაღალი, გოროზი, სამოცს მიტანებული ქალი იყო. ამ ცი-
ვი გარეგნობის მიღმა ქალბატონის მიმართ უსაზღვრო სიყვარული და
სინაზე იფარებოდა.
- ელიზაბეთ, - მიმართა ქალბატონმა ჰარტერმა, როცა მისი ერთგული
მსახური გამოჩნდა, - ხომ გახსოვს, რაც გითხარი? ჩემი საწერი მაგიდის
ზემოთა მარცხენა უჯრა დაკეტილია გრძელი, თეთრი საჭდეშებმული გა-
საღებით. იქ ყველაფერი გამზადებულია.
- რისთვის, ქალბატონო?
- ჩემი დასაფლავებისთვის, - ჩაიბუზღუნა ქალბატონმა ჰარტერმა. -
ელიზაბეთ, შენ შესანიშნავად გესმის, რასაც ვგულისხმობ; შენ თვითონ
მეხმარებოდი მათ ჩალაგებაში.
ელიზაბეთს სახე უცნაურად შეუტოკდა.
- ოჰ, ქალბატონო! - წამოიკივლა მან, - ამას ნუღარ აიკვიატებთ. მე-
გონა, უკეთესად გრძნობდით თავს.
- ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს იქით წასვლა! - უთხრა ქალბა-
ტონმა ჰარტერმა მშვიდად. - მე უკვე შვიდ ათეულ წელიწადს გადავაბიჯე,
ელიზაბეთ. აბა, აბა, ნუ სტირი, თავს ნუ ისულელებ. თუ ტირილი გინდა,
წადი და სხვაგან იტირე.
ელიზაბეთი ფლუკუნით გავიდა გარეთ.
ქალბატონმა ჰარტერმა უდიდესი სიყვარულით გაადევნა თვალი.
- ბრიყვი მოხუცია, მაგრამ ერთგული, - ჩაილაპარაკა მან, - ძალიან
ერთგული. ერთი ვნახო რამდენი დავუტოვე მას, ასი თუ ორმოცდაათი
გირვანქა სტერლინგი? ასი უნდა იყოს.
ამ საკითხმა ძალიან ააფორიაქა მოხუცი ლედი და მეორე დღეს თავის
ადვოკატს მისწერა, ანდერძი უკან გამოეგზავნა, რათა კვლავ გადაეხადა.
ეს სწორედ ის დღე იყო, როცა ჩარლზმა ვახშმობისას ქალი თავისი შე-
კითხვით ასე შეაშფოთა.
- რაღაც მინდოდა მეკითხა, დეიდა მერი, - თქვა მან. - ვინ არის ის ტი-
პი სურათზე, ზემოთ, სასტუმრო ოთახში? იმ სურათზე გეკითხებით, ბუხ-
რის თავზე რომ კიდია - ქილვაშებიანი ტიპი ცილინდრით?
ქალბატონმა ჰარტერმა მკაცრად შეხედა.
- ის ბიძაშენია ახალგაზრდობაში, - მიუგო მან.
- ოჰ, მართლა? დეიდა მერი, ძალიან ვწუხვარ... ბოდიშს ვიხდი უხეშო-
ბისთვის.
ქალბატონმა ჰარტერმა მიიღო ბოდიშები და თავი ღირსეულად დაუკ-
რა.
ჩარლზმა საკმაოდ გაურკვევლად განაგრძო, - მე მხოლოდ მაინტერე-
სებდა, იცით...
შეყოყმანდა, მაგრამ ქალბატონმა ჰარტერმა გესლიანად ჰკითხა:
- აბა, რის თქმას აპირებდი?
- არაფრის, - სწრაფად მიუგო ჩარლზმა, - მნიშვნელოვანი არაფერია.
ამჟამად მოხუც ქალბატონს აღარაფერი უთქვამს, მაგრამ იმ საღამოს
მოგვიანებით, როცა მარტონი დარჩნენ, ისევ იმ საკითხს დაუბრუნდა.
- ჩარლზ, მითხარი, რატომ მკითხე იმ სურათის შესახებ?
ჩარლზი შეცბა.
- ხომ გითხარით, დეიდა მერი, ისე, უბრალოდ, რაღაც სულელური აზ-
რი ამეკვიატა, მეტად აბსურდული.
- ჩარლზ, - დაიწყო ქალბატონმა ჰარტერმა თავისებური, მბრძანებლუ-
რი ტონით, - მე მოვითხოვ, გამაგებინო.
- კეთილი, ძვირფასო დეიდა, თუ გაინტერესებთ... მე მომეჩვენა, თით-
ქოს უკვე ვნახე ის კაცი; აი, ის კაცი, სურათზე რომ გკითხეთ... გუშინ ღა-
მით მანქანა რომ შემოვაყენე, ფანჯრიდან იყურებოდა; შეიძლება, სინათ-
ლის ჩრდილები იყო. ძალიან დამაინტერესა, ვინ უნდა ყოფილიყო; ისე-
თი სახე ჰქონდა... აი, ადრეული ვიქტორიანულის მსგავსი; ალბათ ხვდე-
ბით, რასაც ვგულისხმობ. ელიზაბეთმა მითხრა, რომ სახლში არავინ მო-
სულა, არც სტუმარი და არც ვინმე უცხო. მოგვიანებით მოულოდნელად
გულმა გამიწია იმ ცარიელი ოთახისკენ და ბუხრის თავზე სურათი რომ
შევნიშნე, მივხვდი, ეს ის კაცი უნდა ყოფილიყო, ფანჯარაში რომ დავინა-
ხე. ვფიქრობ, ეს სრულიად მარტივად ასახსნელი მოვლენაა; ქვეცნო-
ბიერია და სხვა არაფერი. უთუოდ ადრე შევნიშნავდი იმ სურათს, ოღონ-
დაც გაუცნობიერებლად, ხოლო შემდეგ კი იგივე სახე წარმომიდგა
თვალწინ ფანჯარაში.
- ბოლო ფანჯარაში? - მკვახედ იკითხა ქალბატონმა ჰარტერმა.
- დიახ, რა მოხდა?
- არაფერი, - თქვა ქალბატონმა ჰარტერმა.
მაგრამ ის აშკარად შეშფოთებული ჩანდა. იქ ხომ მისი მეუღლის სა-
გარდერობო ოთახი იყო.
იმავე საღამოს, როცა ჩარლზი კვლავ წავიდა სახლიდან, აღელვებუ-
ლი ქალბატონი ჰარტერი მოუთმენლად მიუჯდა რადიომიმღებს. თუ მე-
სამედაც გაიგებს იმ იდუმალ ხმას, ბოლოს და ბოლოს, დარწმუნდება და
ეჭვიც აღარ ექნება, რომ მას მართლაც კავშირი აქვს იმ სამყაროსთან.
თუმცა გულისცემა აუჩქარდა, მაგრამ სულაც არ გაჰკვირვებია, როცა
კვლავ შეწყდა გადაცემა და იმ ჩვეულებრივი სამარისებური სიჩუმის შემ-
დეგ ისევ ის სუსტი, შორეული ხმა გაისმა ირლანდიური აქცენტით.
„მერი, უკვე მზადა ხარ?.. პარასკევს მოვალ შენ წასაყვანად... პარას-
კევს ათის ნახევარზე... ნუ გეშინია, ტკივილს ვერ იგრძნობ... მზად იყა-
ვი...“
უკანასკნელი სიტყვა საორკესტრო მუსიკამ გაწყვიტა - ხმაურიანი ბგე-
რები გაისმა.
ქალბატონი ჰარტერი ერთი-ორი წუთით გაიყინა; სახე გაუფითრდა,
ბაგე გაულურჯდა და დაეღარა. წამოდგა, საწერ მაგიდას მიუჯდა და აკან-
კალებული ხელით შემდეგი სტრიქონები დაწერა:
„ამ საღამოს, ცხრა საათსა და თხუთმეტ წუთზე, გარკვევით გავიგონე
ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ხმა. მან მითხრა, რომ პარასკევს ცხრა
საათსა და ოცდაათ წუთზე მომაკითხავს. თუ ამ დღეს, ზუსტად ამ დროს
გარდავიცვლები, მინდა, რომ ეს ფაქტი ცნობილი გახდეს, როგორც სა-
ბუთი იმისა, რომ შესაძლებელია კონტაქტი სულების სამყაროსთან. - მე-
რი ჰარტერი“.
ქალბატონმა ჰარტერმა ხელახლა გადაიკითხა ნაწერი, კონვერტში
მოათავსა და მისამართი დააწერა. შემდეგ ზარი დარეკა, რაზედაც ელი-
ზაბეთი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა. ქალბატონი ჰარტერი წამოდგა და
ქალს წერილი გაუწოდა.
- ელიზაბეთ, - დაიწყო მან, - თუ პარასკევ ღამით გარდავიცვლები, ჩე-
მი სურვილია, ეს წერილი დოქტორ მეინელს გადასცე. არა... - თქვა სას-
წრაფოდ ქალმა, როცა ელიზაბეთმა წინააღმდეგობის გაწევა დააპირა. -
ნუ მეწინააღმდეგები. შენ ყოველთვის გწამდა წინათგრძნობისა. ახლა მე
გამიჩნდა ასეთი წინათგრძნობა. კიდევ ერთი საკითხი: ჩემი ანდერძის მი-
ხედვით ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი გერგებოდა; ახლა მსურს,
ეს თანხა ას გირვანქა სტერლინგამდე გავზარდო. თუ მე თვითონ ვერ
შევძელი ბანკში წასვლა გარდაცვალებამდე, ბატონი ჩარლზი მიხედავს
ამ საქმეს.
როგორც უწინ, ქალბატონმა ჰარტერმა ახლაც შეაწყვეტინა ელიზა-
ბეთს თვალცრემლიანი წინააღმდეგობა. მეორე დილით კი, როცა მო-
ხუცმა ლედიმ თავისი მოთხოვნები წაუყენა დისშვილს აღსასრულებლად,
ამ საკითხზეც ელაპარაკა.
- დაიმახსოვრე, ჩარლზ, თუ მე რაიმე შემემთხვა, ელიზაბეთმა უნდა
მიიღოს დამატებით კიდევ ორმოცდაათი გირვანქა სტერლინგი.
- რაღაც ნაღვლიანი ჩანხართ ამ დღეებში, დეიდა მერი, - უთხრა ჩარ-
ლზმა მხიარულად. - რა გემართებათ?
ქალბატონმა ჰარტერმა მომხიბვლელად გაუღიმა, მაგრამ არაფერი
უპასუხა. ერთი-ორი წუთის შემდეგ კი ჰკითხა: „რას აკეთებ პარასკევ სა-
ღამოს, ჩარლზ?“
ჩარლზი შეცბა.
- არსებითად... ეუინგებმა მიმიწვეს ბრიჯის სათამაშოდ, მაგრამ, თუ
თქვენი სურვილი იქნება, შინ დავრჩები...
- არა, - მიუგო ქალბატონმა ჰარტერმა მტკიცედ. - არავითარ შემთხვე-
ვაში, ჩარლზ. ყველაზე მეტად ამ საღამოს მჭირდება მარტოობა.
ჩარლზმა მას უცნაურად გადახედა, მაგრამ ქალბატონმა ჰარტერმა
მეტი ინფორმაციის მიცემა არ ინება. იგი მოხუცი, მაგრამ შეუდრეკელი
და ნებისყოფიანი ლედი გახლდათ. გრძნობდა, რომ ეს უცნაური გამოც-
და მას მარტოდმარტოს უნდა გადაეტანა.
პარასკევ საღამოს სახლში სიჩუმემ დაისადგურა. ქალბატონი ჰარტე-
რი, ჩვეულებრივ, დაეშვა თავის მაღალზურგიან სკამზე, რომელიც ბუ-
ხართან მიედგა. ყოველგვარი სამზადისი უკვე მოეთავებინა. იმ დილით
ბანკში შეიარა, გამოიტანა 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტები და
ელიზაბეთს გადასცა, მიუხედავად ამ უკანასკნელის თვალცრემლიანი წი-
ნააღმდეგობისა. ქალბატონმა ჰარტერმა გადაარჩია და დაალაგა ყველა
თავისი ნივთი და სამკაულებს იარლიყები მიაკრა, რომლებზედაც იმ მე-
გობრებისა და ახლობლების სახელები მიაწერა, ვისთვისაც იყო განკუთ-
ვნილი; ჩარლზისთვის კი მითითებების სია ჩამოწერა. ვუსთერის ფირმის
ინგლისური ჩაის სერვიზი მის ბიძაშვილ ემას ერგო; სევრის ფრანგული
ფაიფურის სურა - ახალგაზრდა უილიამსს და ა.შ.
ახლა იმ მოგრძო კონვერტს გადახედა, ხელში რომ ეჭირა, და იქიდან
რაღაც დაკეცილი საბუთი ამოაძრო. ეს იყო მისი ანდერძი, რომელიც ბა-
ტონმა ჰოპკინსმა გამოუგზავნა. ანდერძი ყურადღებით ჰქონდა წაკითხუ-
ლი, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ გადახედა გასახსენებლად. ეს იყო
მოკლე, მკაფიო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობიდან 50
გირვანქა სტერლინგი ერგო ელიზაბეთ მარშალს, ნიშნად გულითადი
სამსახურისა; 500-500 ფუნტი სტერლინგი მემკვიდრეობით გადაეცემა მის
დასა და უფროს ბიძაშვილს; დანარჩენი კი მის საყვარელ დისშვილს,
ჩარლზ რიჯუეის.
ქალბატონმა ჰარტერმა თავი რამდენჯერმე დააქნია. ჩარლზი ძალიან
მდიდარი კაცი გახდება მისი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ისიც ხომ
ყოველთვის ყურადღებიანი ყმაწვილი იყო მის მიმართ. მუდამ კეთილი,
მოსიყვარულე და ტკბილმოუბარი, რითაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა
მოხუც ქალს.
ქალმა საათს შეხედა. სამი წუთი აკლდა ნახევარს. ახლა კი მზად იყო.
სრულიად მშვიდად გრძნობდა თავს. თუმცა ეს უკანასკნელი სიტყვები მან
თავისთვის რამდენჯერმე გაიმეორა; გული უცნაურად, უჩვეულოდ უცემ-
და; თვითონაც ვერ გარკვეულიყო რაოდენ დასძაბოდა ნერვები.
ათის ნახევარიც შესრულდა. რადიომიმღები ჩართული იყო. რა უნდა
მოესმინა? ნაცნობი ხმა, რომელიც ამინდის პროგნოზს გამოაცხადებდა,
თუ ის შორეული ხმა, რომელიც თავის ოცდახუთი წლის წინათ დაღუპულ
მეუღლეს გაახსენებდა.
მაგრამ, ამჯერად, მას არც ერთი ხმა არ გაუგონია. ამის ნაცვლად ისევ
ის ნაცნობი ხმაური შემოესმა. ხმა, რომელსაც ასე კარგად ცნობდა და
ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მის გულს ყინულივით ცივი ხელი
შეეხო. უცებ სადარბაზოში ბრახუნი გაისმა...
კვლავ განმეორდა. შემდეგ თითქოს ჰაერის ძლიერი ნაკადი შემოიჭ-
რა ოთახში. ახლა კი ნათლად გრძნობდა ქალბატონი ჰარტერი, თუ რას
განიცდიდა. ქალი შეშინდა, უფრო მეტიც, ის შეძრწუნდა...
და, მოულოდნელად, ერთი ფიქრი აეკვიატა: ოცდახუთი წელი დიდი
დროა. პატრიკი ახლა ჩემთვის სრულიად უცხოა.
შემზარავი შიში! სწორედ ეს დაეუფლა ახლა ქალს.
კარს იქიდან მსუბუქი ნაბიჯების ხმა ისმოდა - მსუბუქი და ფრთხილი
ნაბიჯები. შემდეგ კარი ნელ-ნელა ფართოდ გაიღო...
ქალბატონი ჰარტერი კარისკენ წალასლასდა, ხან ერთ მხარეს გადა-
ქანდებოდა, ხან მეორე მხარეს; თვალი ღია კარის ზღურბლს გაუშტერა,
თითებიდან რაღაც ქაღალდი გაუცურდა და გავარვარებულ ბუხარში ჩა-
ვარდა.
მან დამხრჩვალივით ერთი დაიხრიალა და ეს ხმა საკუთარ ხახაშივე
ჩაიხშო. კარის ზღურბლის ბინდბუნდში ნაცნობი ფიგურა გამოიკვეთა,
რომელსაც წაბლისფერი წვერი და ქილვაშები ჰქონდა და ძველმოდუ-
რი, ვიქტორიანული პალტო ეცვა.
პატრიკი მოვიდა მის წასაყვანად!
ქალს გული საზარლად შეუტოკდა, გაირინდა, იატაკზე დაეშვა და ერ-
თბაშად ჩაიკეცა.
ელიზაბეთმა იგი ერთი საათის შემდეგ იპოვა.
დოქტორი მეინელი მაშინვე გამოიძახეს და ჩარლზ რიჯუეიც სასწრა-
ფოდ გამოიხმეს წვეულებიდან, მაგრამ ქალს ვერაფრით უშველეს. ქალ-
ბატონი ჰარტერი სამედიცინო დახმარებას უკვე აღარ ექვემდებარებოდა.
ორი დღეც არ იყო გასული, როცა ელიზაბეთს ის წერილი გაახსენდა,
მისმა ქალბატონმა რომ გადასცა. დოქტორმა მეინელმა დიდი ინტერე-
სით ჩაიკითხა და ჩარლზ რიჯუეის გადასცა.
- მეტად უცნაური დამთხვევაა, - თქვა მან, - ეჭვი არ არის, დეიდათ-
ქვენს გარდაცვლილი მეუღლის ხმის ჰალუცინაციები ტანჯავდა. უთუოდ
იმდენად დაეძაბა ნერვები, რომ ეს მღელვარება საბედისწერო აღმოჩ-
ნდა მისთვის და, როცა დათქმული დრო მოახლოვდა, შოკმა იმსხვერ-
პლა კიდეც.
- ალბათ, ეს თვითშთაგონებაა. - თქვა ჩარლზმა.
- შესაძლოა. გვამის გაკვეთის შედეგებს შეგატყობინებთ, როგორც კი
ამის საშუალება იქნება; თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეა. ნებისმიერ
შემთხვევაში სასურველია გვამის გაკვეთა, თუმცა წმინდა ფორმალობაა.
ჩარლზმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
წინაღამეს, როცა შინაურებს უკვე ეძინათ, ჩარლზმა რადიოს ბოლო-
დან რაღაც რადიოგაყვანილობა გამოგლიჯა, რომელიც მისი საწოლი
ოთახიდან, ზედა სართულს მიუყვებოდა. ამასთან, ვინაიდან გრილი სა-
ღამო იყო, ელიზაბეთს სთხოვა, მის ოთახში ბუხარში ცეცხლი დაენთო
და სწორედ ამ ცეცხლში დაწვა მან ის წაბლისფერი წვერი და ქილვაშე-
ბი; ვიქტორიანული ტანსაცმელი, რომელიც ბიძამისს ეკუთვნოდა, სხვენ-
ზე ნესტიან სკივრში ჩაალაგა.
ჩარლზი ხვდებოდა, რომ მას უკვე ხიფათი აღარ ელოდა. მისი გეგმა,
რომლის მონახაზიც მის გონებაში პირველად მაშინ ჩაისახა, როცა დოქ-
ტორმა მეინელმა აცნობა, რომ დეიდა, კარგი მოვლის შედეგად, კიდევ
კარგა ხანს იცოცხლებდა, წარმატებით განხორციელდა. უეცარი ელდა -
უთხრა დოქტორმა მეინელმა. ჩარლზი, ეს მოსიყვარულე ბიჭი, რომელ-
მაც ასე მოხიბლა მოხუცი ქალბატონი, ახლა თავისთვის იღიმებოდა.
როგორც კი ექიმი წავიდა, ჩარლზი მთელი მონდომებით შეუდგა საქ-
მეს. დაკრძალვის უკანასკნელი სამზადისი იყო მოსაგვარებელი. შორი-
დან ჩამომსვლელი ნათესავებისთვის სამგლოვიარო კორტეჟი უნდა გა-
ემზადებინა. ალბათ ზოგიერთი მათგანი ღამითაც დარჩებოდა. ჩარლზმა
ყველაფერი მარჯვედ და საქმის ცოდნით მოაგვარა, თან ერთი ფიქრი
აეკვიატა.
საკმაოდ დიდი კაპიტალია! სწორედ ამაზე ფიქრობდა ახლა იგი. ყვე-
ლაზე ნაკლებად მისმა აწ გარდაცვლილმა დეიდამ უწყოდა, თუ რაოდენ
სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩარლზი. მისი საქციელის, რაც
ასე შეუმჩნეველი იყო ყველასგან, საპატიმროს ცივი კედლები უქადდა.
მხილება და მარცხი ერთად ემუქრებოდა ჩარლზს, სანამ რამდენიმე
თვის შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას ჩაიგდებდა ხელში. კიდევ
კარგი, ყველაფერი ჩინებულად დამთავრდა, - გაიფიქრა მან და ისევ
ჩაიღიმა. იმ უხეში ხუმრობის წყალობით - ასეც რომ ეწოდოს, ამაში კრი-
მინალური არაფერია - მან თავი გადაირჩინა. ახლა ის უკვე მდიდარი კა-
ცია. ახლა უკვე იმის შიში აღარ იპყრობდა, ვაითუ ქალბატონ ჰარტერს
რაიმე ფარული ზრახვა გაუჩნდესო.
ასე ტკბილ ფიქრებში რომ იყო გართული, ელიზაბეთმა კარში თავი
შემოჰყო და აუწყა, რომ ბატონი ჰოპკინსონი ეახლა და მისი ნახვა სურ-
და.
ჩარლზი ამ დროს მასზეც ფიქრობდა. სტვენის სურვილმა გადაუარა,
შესაფერი სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ბიბლიოთეკაში გავი-
და. იქ ის შეხვდა მეტად პუნქტუალურ მოხუც ჯენტლმენს, რომელიც აგერ
უკვე მეოთხედი საუკუნეა აწ გარდაცვლილი ქალბატონი ჰარტერის სრუ-
ლუფლებიან იურისკონსულტად ითვლებოდა.
როგორც კი ჩარლზმა სკამი შესთავაზა, ადვოკატი მაშინვე ჩამოჯდა,
ერთი მშრალად ჩაახველა და საქმეზე გადავიდა.
- თქვენი ბარათის არსს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ბატონო რიჯუეი. ალ-
ბათ თქვენ ვარაუდობდით, რომ აწ გარდაცვლილი ქალბატონი ჰარტე-
რის ანდერძი ჩვენთან ინახებოდა.
ჩარლზი განცვიფრებული მიაჩერდა.
- დიახ, უეჭველად. დეიდისაგან ხშირად მსმენია ამის შესახებ.
- მართალია, ჩვენთან ინახებოდა.
- ინახებოდა?
- დიახ. ქალბატონმა ჰარტერმა მოგვმართა თხოვნით, წინა სამშაბათს
მისთვის გადმოგვეგზავნა.
ჩარლზი შეშფოთდა. იგი უსიამოვნო, გაურკვეველმა წინათგრძნობამ
შეიპყრო.
- უეჭველად მის ქაღალდებში იქნება გაბნეული, - განაგრძო ადვოკატ-
მა მშვიდად.
ჩარლზი დუმდა; ეშინოდა, არაფერი დამცდესო. მას ხომ უკვე გულდა-
გულ ჰქონდა გადათვალიერებული ქალბატონი ჰარტერის ქაღალდები;
იმდენად, რომ დარწმუნებული იყო, იქ არავითარი ანდერძი არ შეუნიშ-
ნავს. ერთი-ორი წუთის შემდეგ, როცა საკუთარი თავი ხელში აიყვანა,
ადვოკატს ესეც აცნობა. მას ეუცხოვა თავისი ხმა და ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, თითქოს ცივი წყალი წურწურით ჩამოსდიოდა ზურგზე.
- ვინ დაალაგა მისი პირადი ქონება? - იკითხა ადვოკატმა.
ჩარლზმა უპასუხა, რომ მისმა მსახურმა, ელიზაბეთმა მოაგვარა ყვე-
ლაფერი. ბატონი ჰოპკინსონის წინადადებით ელიზაბეთს უხმეს. ის მა-
შინვე მოვიდა - სევდიანი და ქედმაღალი. მან ყველა კითხვას უპასუხა.
ელიზაბეთმა უთხრა, რომ მან დაალაგა მისი ქალბატონის ტანსაცმე-
ლი და პირადი ნივთები და დარწმუნებული იყო, მათ შორის ანდერძის
მსგავსი არავითარი იურიდიული საბუთი არ ყოფილა. მან ისიც კი იცო-
და, როგორ გამოიყურებოდა ის ანდერძი; თქვა, რომ მის საბრალო
ქალბატონს იმ უკანასკნელ დილით გარდაცვალებამდე ხელში ეჭირა.
- თქვენ დარწმუნებული ხართ? - სწრაფად იკითხა ადვოკატმა.
- დიახ, სერ. მან ასე მითხრა და თანაც მაიძულა ორმოცდაათი გირ-
ვანქა სტერლინგის ბანკნოტი ამეღო. ანდერძი გრძელ, ცისფერ კონვერ-
ტში იდო.
- მართალია, - განაცხადა ბატონმა ჰოპკინსონმა.
- მგონი, გამახსენდა... - განაგრძო ელიზაბეთმა, - სწორედ ის კონვერ-
ტი იდო მაგიდაზე იმ დილით მას შემდეგ, რაც... მაგრამ ცარიელი, მე ის
საწერ მაგიდაზე გადავდე.
- მეც მახსოვს, მაგიდაზე იდო, - თქვა ჩარლზმა.
იგი ადგა და საწერი მაგიდისკენ გაეშურა. ერთი-ორი წუთის შემდეგ
შემობრუნდა, ხელში ცისფერი კონვერტი ეჭირა, რომელიც ბატონ ჰოპ-
კინსონს გადასცა. ამ უკანასკნელმა შეათვალიერა კონვერტი და თავი
დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- სწორედ ამ კონვერტით გამოვგზავნე ანდერძი გასულ სამშაბათს.
ორივე ელიზაბეთს მიაჩერდა.
- კიდევ რამე გაინტერესებთ, სერ? - იკითხა საყვედურიანი კილოთი.
- ჯერჯერობით არაფერი, გმადლობთ.
ელიზაბეთი კარისაკენ გაემართა.
- ერთი წუთით, - გასძახა ადვოკატმა. - იმ საღამოს ბუხარში ცეცხლი
ხომ არ ენთო?
- დიახ, სერ. ბუხარში ცეცხლი ყოველთვის ენთო.
- გმადლობთ. თავისუფალი ხართ.
ელიზაბეთი გავიდა. ჩარლზი გადმოიხარა და აკანკალებული ხელით
მაგიდას ჩამოეყრდნო.
- რამ ჩაგაფიქრათ?
ბატონმა ჰოპკინსონმა თავი გააქანა.
- იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ანდერძი სადმე გამოჩნდება, თუ არა...
- რა, თუ არა...?
- ვშიშობ, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ, თქვენმა
დეიდამ ეს ანდერძი იმისთვის გამოითხოვა, რომ დაერღვია. ვინაიდან
არ სურდა, ელიზაბეთი უსახსროდ დაეტოვებინა, მან კუთვნილი თანხა
პირადად, ნაღდ ფულად გადაუხადა.
- რატომ? - წამოიძახა ჩარლზმა ველური ხმით, - რატომ?
ბატონმა ჰოპკინსონმა ჩაახველა.
- თქვენ რაიმე... უთანხმოება ხომ არ გქონიათ დეიდასთან, ბატონო
რიჯუეი? - ჩაილაპარაკა ადვოკატმა.
ჩარლზს სუნთქვა შეეკრა.
- რა თქმა უნდა, არა, - თქვა მან მშვიდად. - ჩვენ უკანასკნელ წუთამდე
კეთილგანწყობილი და ურთიერთმოსიყვარულენი ვიყავით.
- ჰო! - თქვა ბატონმა ჰოპკინსონმა ისე, რომ ჩარლზისკენ არც გაუხე-
დავს.
ჩარლზს თავზარს სცემდა იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ ადვოკატს მისი
არ სჯეროდა. ვინ იცის, რას შეიტყობდა ეს ბებერი ყეყეჩი? ხმები ჩარ-
ლზის საქმიანობის შესახებ მის ყურამდეც მიაღწევდა; ყველაზე სარწმუნო
ის არის, ამ ადვოკატმა შეიძლება ივარაუდოს, რომ იგივე ხმები ქალბა-
ტონი ჰარტერის ყურამდეც მიაღწევდა და, რომ, შესაძლოა, დეიდასა და
დისშვილს ამაზე უსიამოვნება მოსვლოდათ.
მაგრამ შეუძლებელი იყო! ჩარლზს ახსოვდა ერთი მწარე შემთხვევა
მისი ცხოვრებიდან. ჩარლზის თვალთმაქცობა უკვე დავიწყებას მიეცა; ახ-
ლა, როცა სიმართლეს ამბობდა, არ იწამეს მისი. ბედის ირონიაც ამას
ჰქვია!
რა თქმა უნდა, დეიდა არ დაწვავდა ანდერძს. რა თქმა უნდა...
უცებ ფიქრი გაუწყდა. ეს რა სურათი წარმოუდგა თვალწინ? მოხუც
ქალს, რომელსაც ერთი ხელი გულზე მიუჭერია, რაღაც ფურცელი ხე-
ლიდან უცურდება და გავარვარებულ ნაკვერჩხალზე ვარდება...
ჩარლზს სახეზე მკვდრის ფერი დაედო. მას საკუთარი ჩახლეჩილი ხმა
მოესმა... „ეს ანდერძი რომ ვეღარ ვიპოვოთ?“
- არსებობს ქალბატონი ჰარტერის მიერ ადრე შედგენილი ანდერძი,
რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია. ეს ანდერძი დათარიღებულია 1920
წლის სექტემბრით, რომლის მიხედვითაც ქალბატონი ჰარტერი ყველა-
ფერს თავის ძმისშვილს, მირიამ ჰარტერს, ამჟამად მირიამ რობინსონს
უტოვებს.
რას ამბობდა ეს ბებერი ყეყეჩი? მირიამი? მირიამი თავისი ბრიყვი მე-
უღლითა და იმ ოთხი აზლუქუნებული ნაშიერით... მთელი თავისი გაქნი-
ლობა... მირიამისთვის?!
უცებ მის იდაყვთან ტელეფონის ზარმა დაიწივლა. მან ყურმილი აიღო
და გულითადი და კეთილმოსურნე ექიმის ხმა გაიგონა.
- ეს თქვენ ხართ, რიჯუეი? ვიფიქრე, გვამის გაკვეთის შედეგები დაგა-
ინტერესებდათ. სიკვდილის მიზეზი ჩემს ვარაუდს დაემთხვა. სინამდვი-
ლეში გულის დაავადება ბევრად უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე
ვეჭვობდი მის სიცოცხლეში. უკიდურეს შემთხვევაში, კარგი მოვლით ის
ორ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა. ვიფიქრე, ეს თქვენთვის საინტერესო
იქნებოდა... მინდოდა, ასე თუ ისე, დამემშვიდებინეთ!
- მაპატიეთ, - უთხრა ჩარლზმა, - კიდევ ხომ ვერ გამიმეორებდით?
- ის ორ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა, - თქვა ექიმმა ოდნავ აწეული
ტონით, - მოვლენები კანონზომიერად განვითარდა.
ჩარლზმა ყურმილი გამეტებით დაახეთქა. ამ დროს ადვოკატის შო-
რეული ხმა ჩაესმა.
- ბატონო რიჯუეი, გეთაყვა, ცუდად ხომ არა ხართ?
ეშმაკმა დალახვროს! ეს გულცივი ადვოკატი, ის საზიზღარი ბებერი
ვირი - მეინელი. იმედი გადაუწყდა, წინ მხოლოდ საპყრობილის კედლე-
ბის ჩრდილები ელანდება.
ჩარლზს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვიღაც ამასხარავებდა -
აწამებდა, როგორც კატა თაგვს. უთუოდ ვიღაც დასცინოდა...

You might also like