You are on page 1of 298

1 მკითხველთა ლიგა

აგათა კრისტი

დაკრძალვის შემდეგ

მთარგმნელი პაატა ჩხეიძე

2 მკითხველთა ლიგა
თავი 1
მოხუცი ლენსკომბი ბარბაცით დადიოდა ოთახიდან ოთახში,
შტორებს სწევდა და წყლიანი თვალებით ხანგამოშვებით ფან-
ჯრებიდან იყურებოდა.
მალე ისინი დაკრძალვიდან დაბრუნდებოდნენ. ფანჯარა ბევ-
რი იყო, ამიტომ ნაბიჯს მოუჩქარა.
„ენდერბიჰოლი“ გოტიკური სტილით აგებული ვიქტორიანუ-
ლი სახლი გახლდათ. ყოველ ოთახში ფარჩისა და ხავერდის
მდიდრული, თუმცა ფერგადასული ფარდები ეკიდა. ზოგიერთ
კედელზე კვლავაც მოჩანდა ოდესღაც გაკრული, ახლა უკვე სიძ-
ველეშეპარული აბრეშუმი. მწვანე სასტუმრო ოთახში მოხუცმა
მსახურთუფროსმა ბუხრის თავზე ბებერი კორნელიუს ებერნე-
თის პორტრეტს შეავლო თვალი. კორნელიუსს, რომლისთვისაც
წლების წინ ეს სახლი ააშენეს, ყავისფერი წვერი წინ აგრე-
სიულად გაჰფარჩხოდა, ხელი კი გლობუსზე ედო - ან თავისი
სურვილით, ან მხატვრის კონცეპტუალური ახირების გამო.
ლენსკომბს კორნელიუსი ძლიერ პიროვნებად მიაჩნდა და
გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, რომ მას პირადად არ იცნობ-
და. მისი ბატონი მისტერ რიჩარდი იყო, რომელიც მოულოდნე-
ლად გარდაიცვალა, თუმცა ბოლო დროს ექიმს საკმაოდ ხში-
რად იწვევდა. უდავოა, მისტერ რიჩარდზე მძიმედ იმოქმედა
ახალგაზრდა მისტერ მორტიმერის სიკვდილმა. მოხუცმა თავი
გადააქნია და თეთრი ბუდუარისკენ წაჩაქჩაქდა. დიახ, ჯანმრთე-
ლი და ძლიერი ჭაბუკის ამ ქვეყნიდან წასვლა საშინელება იყო,
ნამდვილი კატასტროფა. ამას ვერასდროს წარმოიდგენდა. უბე-
დურებას უბედურება მოჰყვა - შემდეგ მისტერ გორდონი დაიღუ-
პა ომში. მიუხედავად ამ მძიმე დარტყმებისა, ერთი კვირის წინ
ბატონი ძველებურად მხნედ გამოიყურებოდა.

3 მკითხველთა ლიგა
თეთრ ბუდუარში მესამე შტორი გაჯიუტდა და გაიჭედა. რო-
გორც ჩანს, ზამბარები დაძველებულიყო, ისევე, როგორც ყვე-
ლაფერი ამ სახლში. ჩვენს დროში ასეთი ნივთების შეკეთება უკ-
ვე შეუძლებელია. მათ დანახვაზე თავს თანაგრძნობით აქნევენ
და ამბობენ, აღარაფერი ეშველებაო, თითქოს ახალი უკეთესი
იყოს. მან ხომ მაინც იცოდა, თანამედროვე ნივთები ლამის ხელ-
ში ჩასტყდომოდა - ან მასალა არ ვარგოდა, ან ხელობა.
არა, კიბის გარეშე ვერაფერს გახდებოდა. ეს პერსპექტივა
გულზე არ ეხატებოდა, რადგან ბოლო დროს თავბრუსხვევას
უჩიოდა. არა უშავს, ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ ასე დატოვებდა.
თეთრი ბუდუარის ფანჯრები წინიდან მაინც არ ჩანდა და დაკ-
რძალვიდან დაბრუნებული მანქანებიდან მათ ვერავინ დაინა-
ხავდა. ამ ოთახით ახლა არავინ სარგებლობდა. იგი ქალბატო-
ნისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა „ენდერბიჰოლში“ ქალი კარ-
გა ხანია, თვალით აღარავის ენახა. დასანანია, რომ მისტერ
მორტიმერი არ დაქორწინდა. ხან ნორვეგიაში დადიოდა სათევ-
ზაოდ, ხანაც შოტლანდიაში სანადიროდ, არც შვეიცარიაში თხი-
ლამურებით სრიალს იკლებდა, ნაცვლად იმისა, სასიამოვნო გა-
რეგნობის ახალგაზრდა ლედი შეერთო ცოლად და მასთან და
შვილებთან ერთად ეცხოვრა. ეჰ, რა დრო გავიდა მას შემდეგ,
რაც „ენდერბიჰოლში“ ბავშვები დარბოდნენ...
ლენსკომბი ფიქრებმა წაიღო. მოხუცს ბოლო ოცი წლის ამბე-
ბი ერთმანეთში ერეოდა, მომსვლელ-წამსვლელთა ვინაობისა
და გარეგნობის აღწერაც კი უჭირდა. თუმცა წარსული ყოველ-
თვის მკაფიოდ ახსოვდა.
მისტერ რიჩარდი თავის უმცროს ძმებსა და დებს ძმობაზე მე-
ტად მამობას უწევდა. ოცდაოთხი წლის იყო, როდესაც მამა გარ-
დაეცვალათ, და მაშინვე თავით გადაეშვა საქმეში. ოფისში ყო-
ველდღე პუნქტუალურად ცხადდებოდა, სახლსაც საუცხოოდ უვ-
ლიდა. მის და-ძმებს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდათ. ცხადია, ერ-
4 მკითხველთა ლიგა
თმანეთში ჩხუბიც არ აკლდათ, რაც გუვერნანტებს თავსატეხს
არ აკლებდა. უნდა ითქვას, რომ ლენსკომბი ამ უკანასკნელთ
საცოდავ ქმნილებებად მიიჩნევდა, სძულდა კიდეც ისინი. ახალ-
გაზრდა ქალბატონებს კი ცელქობა უყვარდათ. განსაკუთრებით,
მის ჯერალდინასა და მის კორას, მიუხედავად მათ შორის არსე-
ბული ასაკობრივი სხვაობისა. მისტერ ლეო და მის ლორა ცოც-
ხლები აღარ იყვნენ, მისტერ ტიმოთი ინვალიდად ქცეულიყო.
მის ჯერალდინა საზღვარგარეთ გარდაიცვალა, მისტერ გორდო-
ნი ომში დაიღუპა. ყველას ისევ მისტერ რიჩარდმა აჯობა, თუმცა
მისტერ ტიმოთი და პატარა მის კორა ჯერაც ცოცხლები იყვნენ.
ეს უკანასკნელი იმ საზიზღარ მხატვარს გაჰყვა ცოლად და მას-
თან ერთად გაემგზავრა. ლენსკომბს იგი ოცდახუთი წელი არ
ენახა. ძლივს იცნო ოდესღაც მშვენიერი ახალგაზრდა ქალიშვი-
ლი, ახლა კი გასუქებული და უცნაურ კაბაში გამოწყობილი. მი-
სი ქმარი ფრანგი თუ ნახევრად ფრანგი იყო - ასეთებთან ქორწი-
ნებას სიკეთე არასდროს მოჰქონდა. თუმცა არც მის კორა
წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს - მისნაირებს სოფელში სულე-
ლებს უწოდებენ.
მის კორას მსახურთუფროსის ცნობა არ გასჭირვებია. „ეს
ხომ ლენსკომბია!“ - ისე შესძახა, თითქოს ძალიან გაუხარდა მი-
სი დანახვა. ბავშვობაში იგი ყველას უყვარდა - ხშირად აკითხავ-
დნენ ხოლმე ბუფეტში სასუსნავისთვის. მაშინ, აბა, ვინ არ იც-
ნობდა მოხუც ლენსკომბს, ახლა კი აღარავის ახსოვდა. უმცრო-
სი თაობის წარმომადგენლებს იგი ჩვეულებრივ მსახურთუფრო-
სად მიაჩნდათ, რომელიც ამ სახლში უხსოვარი დროიდან ცხოვ-
რობდა. თვითონ მათ ერთმანეთისგან არ განასხვავებდა - ისინი
მისთვის დაკრძალვაზე ჩამოსული უცნაური უცნობების საზოგა-
დოება იყო.
ოღონდ არა მისის ლეო - იგი ყველასგან განსხვავდებოდა.
ხშირად მოდიოდა ამ სახლში ქმართან ერთად. ნამდვილი ქალ-
5 მკითხველთა ლიგა
ბატონი ბრძანდებოდა. ეს ჩაცმულობასა და ვარცხნილობაზეც
ეტყობოდა. ბატონს ის ძალიან მოსწონდა. სამწუხაროა, რომ
ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდა...
ლენსკომბი გამოფხიზლდა - ამდენი საქმე ჰქონდა, ის კი იდ-
გა და წარსულს იგონებდა. ახლა პირველი სართულის შტორე-
ბისთვის უნდა მიეხედა და ჯენეტისთვის ეთქვა, რომ ზედა სარ-
თულის საძინებელი ოთახები გაემზადებინა. იგი, ჯენეტი და მზა-
რეული ქალი ეკლესიაში კი დაესწრნენ სულის მოსახსენიებელ
წირვას, მაგრამ კრემატორიუმში აღარ წავიდნენ, რადგან სახ-
ლისთვის უნდა მოევლოთ და ლანჩი მოემზადებინათ. ცხადია,
ცივი ლანჩი: ლორი, წიწილა, ენა და სალათა, შემდეგ ლიმონის
სუფლე და ვაშლის ღვეზელი, ოღონდ ჯერ უნდა ენახა, როგორ
გაართვა თავი მარჯორიმ წვნიანს - მათი დაბრუნება ხომ ნების-
მიერ წუთს იყო მოსალოდნელი.
ლენსკომბი კვლავ ამოძრავდა. ისევე, როგორც მწვანე
ოთახში, მისი მზერა ამჯერადაც ბუხრის თავზე ჩამოკიდებულმა
პორტრეტმა მიიპყრო. თეთრი ატლასი და მარგალიტები საუც-
ხოოდ მოჩანდა, თუმცა მათი მფლობელი ქალი არც ისე შთამ-
ბეჭდავად გამოიყურებოდა - სახის რბილი ნაკვთები, ვარდის
კოკორივით პირი, შუაზე გაყოფილი თმა. მისის კორნელიუს
ებერნეთი თავმდაბალი და უპრეტენზიო ქალი გახლდათ. განსა-
კუთრებული მხოლოდ სახელი ჰქონდა - კორალი.
კორჟების სალბუნი და ფეხის კრემი „კორალი“ სამოცდახუთი
წლის შემდეგაც დიდი მოწონებით სარგებლობდა. ძნელი სათ-
ქმელია, რა იყო ამ პრეპარატებში ასეთი განსაკუთრებული,
თუმცა მათზე მოთხოვნილება არასდროს იკლებდა. სწორედ მა-
თი წყალობით გაჩნდა ნეოგოტიკური სასახლე, მრავალაკრიანი
ბაღი და წლიური შემოსავალი კორნელიუს ებერნეთის შვიდი
ქალ-ვაჟისთვის, რიჩარდ ებერნეთი კი სამი დღის წინ ძალიან
მდიდარი ადამიანის სახელით გაემგზავრა საიქიოში.
6 მკითხველთა ლიგა
II
ლენსკომბმა სამზარეულოში შეიხედა და მარჯორის წვნიანის
შესახებ შეახსენა, თუმცა პასუხად მკვახე სიტყვები ერგო. მარ-
ჯორის მხოლოდ ოცდაშვიდი წელი შესრულებოდა, მაგრამ ეს
ახალგაზრდა ქალი გამუდმებით აღიზიანებდა ლენსკომბს, რად-
გან სრულიად არ შეესაბამებოდა მის წარმოდგენას ნამდვილი
მზარეულის შესახებ. მას არც საკუთარი ღირსების შეგრძნება
გააჩნდა და არც სათანადო პატივისცემა ლენსკომბის მიმართ.
მარჯორი „ენდერბიჰოლს“ „ძველ მავზოლეუმს“ უწოდებდა და
უკმაყოფილებას ვერ მალავდა სამზარეულოს, ბუფეტისა და სა-
კუჭნაოს უშველებელი ზომების გამო. მისი თქმით, მთელი დღე
მარტო მათ შემოვლას სჭირდებოდა. იგი ენდერბიში ორი წლის
წინ გამოჩნდა და კვლავაც აქ რჩებოდა, რადგან, ჯერ ერთი, სო-
ლიდური ანაზღაურება ჰქონდა, და მეორე, მისტერ ებერნეთის
მის მიერ მომზადებული კერძები მოსწონდა. მარჯორი მარ-
თლაც კარგი მზარეული იყო, მაგრამ ჯენეტმა, ხანში შესულმა
მოახლემ, რომელიც ახლა სამზარეულოს მაგიდასთან ჩაის მი-
ირთმევდა და ლენსკომბს, ჩვეულებრივ, გვარიანად გესლავდა
ხოლმე, მაინც მისი მხარე დაიჭირა ახალგაზრდა თაობასთან
ბრძოლაში, რომელსაც მარჯორი წარმოადგენდა. მათთან ერ-
თად სამზარეულოში მისის ჯეკსიც იყო, რომელსაც იქ ასაქმებ-
დნენ, სადაც საჭიროება მოითხოვდა. სხვათა შორის, დაკრძალ-
ვის ცერემონია მას სიამოვნებას ანიჭებდა.
- ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, - თქვა ქსუ-
ტუნით და ფინჯანი შეივსო, - ცხრამეტი მანქანა, უამრავი ხალხი
ეკლესიაში, მღვდლის მიერ შესანიშნავად ჩატარებული წირვა.
დღეც შესაფერისი იყო. საბრალო მისტერ ებერნეთი. ამქვეყნად
ბევრი როდი დარჩა მისნაირი ადამიანი. ყველა პატივს სცემდა.

7 მკითხველთა ლიგა
ამ დროს კლაქსონისა და ავტომობილის მოახლოების ხმა
გაისმა. მისის ჯეკსმა ფინჯანი დადგა და შესძახა:
- აი, ისინიც!
მარჯორიმ გაზი გამორთო დიდი ქვაბის ქვეშ, რომელშიც
ქათმის წვნიანი ესხა. ვიქტორიანული დიდების დროინდელი დი-
დი, ამჟამად ცივი და გამოუსადეგარი კერია წარსულის ძეგლი-
ვით იდგა.
მანქანები ერთიმეორის მიყოლებით მოდიოდნენ, იქიდან
გადმოსულები შესასვლელის გავლით გაუბედავად მიემართე-
ბოდნენ მწვანე სასტუმრო ოთახისკენ. ღუმლის ფოლადის
ცხაურის მიღმა ცეცხლი გიზგიზებდა - უკვე იგრძნობოდა შემოდ-
გომის პირველი სუსხი - და დაკრძალვიდან მოსულთ სხეულსა
და სულს უთბობდა.
ლენსკომბმა ოთახში ვერცხლის ლანგრით ხერესით შევსებუ-
ლი ჭიქები შემოიტანა.
მისტერ ენტუისლი, უფროსი პარტნიორი ძველი და პატივსა-
ცემი ფირმისა „ბოლარდი, ენტუისლი, ენტუისლი და ბოლარდი“,
ღუმელს ზურგით ეფიცხებოდა. მან ბოკალი აიღო და დამსწრე
საზოგადოებას იურისტის გამჭრიახი მზერა მოავლო. პირადად
ყველას არ იცნობდა და გრძნობდა, რომ აუცილებელი იყო მა-
თი, ასე ვთქვათ, დახარისხება. ჯერჯერობით, ამის გაკეთება ნაჩ-
ქარევად და, შესაბამისად, მხოლოდ ზედაპირულად მოეხერხე-
ბინა.
მან ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მოხუც ლენსკომბს მი-
აქცია და გაიფიქრა: „საბრალო ძალიან მოხუცებულა, არ გამიკ-
ვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ოთხმოცდაათს მიუკაკუნა. კარგ
ყოველწლიურ რენტას მიიღებს - ამას წყალი არ გაუვა. ერთგუ-
ლი ადამიანია - ასეთი ძველმოდური მსახურები ჩვენს დროში
იშვიათობაა. ახლა მოდური მომსვლელი შინამოსამსახურეები
და ძიძები არიან. ღმერთო, შენ გვიშველე. რა სამწუხაროა ეს
8 მკითხველთა ლიგა
ყველაფერი. კარგიც კია, რომ საცოდავი რიჩარდი უდროოდ
გარდაიცვალა, თორემ როგორ უნდა ეცხოვრა“.
სამოცდათორმეტი წლის მისტერ ენტუისლის თვალში სამოც-
დარვა წლის რიჩარდ ებერნეთის სიკვდილი მართლაც ნაადრე-
ვი ჩანდა. იგი აქტიურ საქმიანობას ორი წლის წინ ჩამოსცილდა,
მაგრამ, როგორც რიჩარდ ებერნეთის ანდერძის ამსრულებელ-
მა, ძველი კლიენტი და, იმავდროულად, პირადი მეგობარი ჯე-
როვნად დააფასა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გამომგზავ-
რება არ დაიზარა.
ახლა ანდერძის პირობებს იხსენებდა და ოჯახის წევრებს ათ-
ვალიერებდა.
მისის ლეოს - ელენს - ცხადია, კარგად იცნობდა და მისდამი
სიმპათიითა და პატივისცემით იყო გამსჭვალული. მან კმაყოფი-
ლებით შეხედა ფანჯარასთან მდგომ ელენ ებერნეთის, რომელ-
საც შავი ფერი ძალზე უხდებოდა. მოსწონდა მისი სახის სწორი
ნაკვთები, კარგად შემონახული ფიგურა, უკან ტალღებად გადა-
ვარცხნილი ჭაღარაშეპარული თმა და ოდესღაც ღიღილოსფერი
და ახლაც ხასხასა ცისფერი თვალები.
რამდენი წლის იქნებოდა ახლა ელენი? ორმოცდაერთის ან
ორმოცდაორის. უცნაურია, რომ ლეოს გარდაცვალების შემდეგ
ასეთი მომხიბლავი ქალი აღარ გათხოვდა. თუმცა ისიც გასათ-
ვალისწინებელია, რომ მას და მის ქმარს ერთმანეთი ძალიან
უყვარდათ.
მან მზერა მისის ტიმოთიზე გადაიტანა. მას ცუდად იცნობდა.
ქალს შავი ფერი არ უხდებოდა - მის სტილს უფრო სოფლური
ტვიდის კოსტიუმი მოუხდებოდა. ტანით ზორბა იყო, ჭკვიანი და
საქმიანი ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა. ტიმოთის ყო-
ველთვის კარგ ცოლობას უწევდა, მის ჯანმრთელობაზეც ზრუ-
ნავდა, შესაძლოა, ზედმეტადაც კი. ნუთუ ტიმოთი მართლაც ასე
ავად იყო? მისტერ ენტუისლის აზრით, იგი, უბრალოდ, იპოქონ-
9 მკითხველთა ლიგა
დრიკი იყო. რიჩარდ ებერნეთიც ამავეს ფიქრობდა. „რა თქმა
უნდა, ბავშვობაში ტიმოთის სუსტი ფილტვები ჰქონდა, - ამბობ-
და ის, - მაგრამ წყეულიმც ვიყო, თუ ახლა რამე სერიოზული
სჭირდეს“. ბოლოს და ბოლოს, ყველას აქვს უფლება, ჰობი
ჰქონდეს. ტიმოთის ჰობი კი საკუთარ ჯანმრთელობაზე გადამე-
ტებული ზრუნვა იყო. წამოეგო თუ არა ამ ანკესს მისის ტიმი? შე-
საძლოა, არა, მაგრამ ქალები ამას არასდროს აღიარებენ. ტი-
მოთი შეძლებული კაცი უნდა ყოფილიყო - ფლანგვა არასდროს
უყვარდა, მაგრამ დღევანდელი გადასახადების გადამკიდე ზედ-
მეტი ფული არავის აწყენდა. ისიც შესაძლებელია, რომ ომის
შემდეგ გასავლის მნიშვნელოვნად შეკვეცა მოუხდა.
მისტერ ენტუისლის ყურადღება ახლა ჯორჯ კროსფილდმა,
ლორას შვილმა მიიპყრო. ლორა ცოლად ძალზე საეჭვო ტიპს
გაჰყვა. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. საკუთარ თავს
ბირჟის მაკლერს უწოდებდა. ახალგაზრდა ჯორჯი საადვოკატო
ფირმაში მუშაობდა, რომელიც სოლიდური რეპუტაციით ვერ და-
იკვეხნიდა. კარგი გარეგნობა კი ჰქონდა, მაგრამ იყო მასში რა-
ღაც ისეთი, რაც უნდობლობას იწვევდა. ეტყობოდა, რომ ფული
თავზე არ გადასდიოდა. ლორამ ამ მხრივ სრული სიბეცე გა-
მოიჩინა და ხუთი წლის წინ თითქმის ჯიბეცარიელი გარდაიცვა-
ლა. ლამაზი და რომანტიკული, მაგრამ სრულიად არაპრაქტიკუ-
ლი ქალი იყო.
ჯორჯ კროსფილდიდან მისტერ ენტუისლი ორ ახალგაზრდა
ქალიშვილზე გადაერთო. საინტერესოა, რომელი რომელი იყო?
თუმცა ჰო, ეს როზამუნდია, ჯერალდინას შვილი, მალაქიტის მა-
გიდაზე ცვილის ყვავილებს რომ ათვალიერებს. სიმპათიური გო-
გონაა, ლამაზიც კი, ოღონდ ცოტა მოსულელო სახე აქვს. სცენა-
ზე გამოდის. ქმარიც მსახიობი ჰყავს - ლამაზი ყმაწვილი. „და
იცის, რომ ასეა, - გაიფიქრა მისტერ ენტუისლმა, რომელიც ამ
პროფესიის ადამიანებს ცუდი თვალით უყურებდა, - საინტერე-
10 მკითხველთა ლიგა
სოა, ვინ არიან მისი მშობლები და როგორი წარსული აქვს“. მან
გამკიცხავი მზერა მიაპყრო მაიკლ შეინს, გამხდარ, ქერათმიან,
დაღლილი შესახედაობის მქონე მამაკაცს.
სიუზენი, გორდონის ქალიშვილი, სცენაზე როზამუნდზე გაცი-
ლებით უკეთ გამოიყურებოდა. მასში მეტი ინდივიდუალურობა
იგრძნობოდა, შესაძლოა, მოჭარბებულიც კი ყოველდღიური
ცხოვრებისთვის. სიუზენი მის გვერდით იდგა, ამიტომ მისტერ
ენტუისლი ფარულად აკვირდებოდა. მუქი თმა, თაფლისფერი,
თითქმის ოქროსფერი თვალები, ოდნავ გაბუტული, თავისებუ-
რად მიმზიდველი ბაგეები. გვერდით ქმარი ედგა, რომელსაც
ცოტა ხნის წინ გაჰყოლოდა ცოლად - როგორც შეიტყო, აფ-
თიაქარის თანაშემწედ მუშაობდა. მისტერ ენტუისლის აზრით,
ქალიშვილებს დახლთან მდგომ მამაკაცებზე არ უნდა ექორწი-
ნათ, მაგრამ ამას ვინღა დაგიდევდათ. ახალგაზრდა კაცი ფერ-
მკრთალი, არაფრის გამომხატველი სახით ისე გამოიყურებოდა,
თითქოს თავს ცუდად გრძნობდა. მისტერ ენტუისლი ამის მიზე-
ზით დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ცოლის მრავალრიც-
ხოვან ნათესავებთან შეხვედრეით გამოწვეულ დაძაბულობას
მიაწერა.
ადვოკატის ყურადღების ბოლო ობიექტი კორა ლანსკენე
გახდა. ეს ერთგვარად სამართლიანიც კი იყო, რადგან კორა ნა-
ბოლარა გახლდათ. რიჩარდის ყველაზე უმცროსი და დედამისმა
თითქმის ორმოცდაათი წლის ასაკში გააჩინა, მაგრამ ეს წყნარი
ქალი მეათე მშობიარობას გადაჰყვა (სამი შვილი დაბადებიდან
მოკლე ხანში დაეღუპა). საბრალო პატარა კორა! მთელი ცხოვ-
რება უხერხულობას ქმნიდა, ეს მაღალი და უგერგილო ქალი
ისეთ შენიშვნებს იძლეოდა, რომელსაც ხმამაღლა არ ამბობენ.
უფროსი ძმები და დები მის მიმართ ყოველთვის გულკეთილო-
ბას იჩენდნენ, მის ნაკლზე თვალს ხუჭავდნენ და უტაქტობის გა-
მოსწორებას ცდილობდნენ. არავის ეგონა, რომ კორა გათხოვ-
11 მკითხველთა ლიგა
დებოდა. იგი მიმზიდველობით არ გამოირჩეოდა, მისი აშკარა
არშიყობა სახლში სტუმრად მოსულ ყმაწვილკაცებს ძალზე აფ-
რთხობდა. ბოლოს ჰორიზონტზე პიერ ლანსკენე გამოჩნდა - ნა-
ხევრად ფრანგი, რომელიც კორამ ხელოვნების სკოლაში გაიც-
ნო, სადაც აკვარელით ყვავილების ხატვას სწავლობდა. რო-
გორღაც ცოცხალი ნატურის კლასში მოხვდა, სადაც შეხვდა კი-
დეც პიერ ლანსკენეს, შინ დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ
მას ცოლად უნდა გაჰყოლოდა. რიჩარდ ებერნეთის საქმრო თა-
ვიდანვე არ მოეწონა, ეჭვი გაუჩნდა, რომ პიერი ქალიშვილის
სიმდიდრეს დახარბდა, მაგრამ სანამ იგი ლანსკენეს წარსულის
შესწავლით იყო დაკავებული, კორა სახლიდან გაიქცა და ზედ-
მეტი იწილობიწილოს გარეშე მას ცოლად გაჰყვა. ერთობლივი
ცხოვრების უმეტესი ნაწილი მათ ბრეტანში, კორნუელსა და
მხატვრების საყვარელ სხვა ადგილებში გაატარეს. ლანსკენე
დიდი ვერაფერი შვილი ფერმწერი გახლდათ და, როგორც ამ-
ბობდნენ, არცთუ სასიამოვნო პიროვნება იყო, მაგრამ კორას
იგი ძალიან უყვარდა და საკუთარ ნათესავებს მეუღლისადმი
ასეთი დამოკიდებულება არასდროს აპატია. რიჩარდმა უმცრო-
სი და გულუხვად დაასაჩუქრა და, მისტერ ენტუისლის აზრით,
ცოლ-ქმარი სწორედ ამ შემოსავლით ცხოვრობდა, რადგან
ლანსკენეს საკუთარი შრომით ფული არასდროს უშოვია. პიერი
დაახლოებით თორმეტი წლის წინ გარდაიცვალა და ახლა მისი
გაფაშფაშებული ქვრივი, უცნაური, გიშერით გაწყობილი შავი
კაბით მშობლიურ სახლში დაბრუნდა, ოთახიდან ოთახში გადა-
დიოდა, ნივთებს ხელს აღტაცების შეძახილებით ავლებდა და
ბავშვობის მოგონებებით ტკბებოდა. სულაც არ ცდილობდა,
ძმის გარდაცვალების გამო, მწუხარებით გულმოკლული დის
როლი ეთამაშა. მისტერ ენტუისლს ახსოვდა, რომ კორას თავის
მოკატუნება არასდროს ახასიათებდა.

12 მკითხველთა ლიგა
ოთახში დაბრუნებულმა ლენსკომბმა ვითარების შესაფერისი
ყრუ ხმით წარმოთქვა:
- ლანჩი მზად არის.

13 მკითხველთა ლიგა
თავი 2
შესანიშნავი ქათმის სუპისა და მრავალრიცხოვანი საუზ-
მეულის შემდეგ, რომელსაც თან საუცხოო შაბლი1 ახლდა, სამ-
გლოვიარო განწყობა თანდათან შეიცვალა. რიჩარდ ებერნეთის
გარდაცვალების გამო იქ მყოფთაგან განსაკუთრებით არავინ
წუხდა, რადგან მასთან სიახლოვეს არასდროს გრძნობდნენ.
ყველანი შესაფერისი თავშეკავებით იქცეოდნენ (კორას გამოკ-
ლებით, აშკარად რომ ტკბებოდა მამისეულ სახლში ყოფნით),
მაგრამ გრძნობდნენ, რომ ახლა ჩვეულებრივ საუბარზეც შეიძ-
ლებოდა გადართვა. მისტერ ენტუისლი, სამგლოვიარო ღონის-
ძიებებში საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამას ხელს
უწყობდა კიდეც. მან ყოველთვის იცოდა, როდის რისი გაკეთება
იყო საჭირო.
სადილის დამთავრების შემდეგ ლენსკომბმა გამოაცხადა,
რომ ყავას ბიბლიოთეკაში მიართმევდა. იგი გრძნობდა, რომ
საქმის, ანუ ანდერძის განხილვის დრო დადგა და ბიბლიოთეკა,
წიგნის თაროები და წითელი ხავერდის ფარდები ამას შესანიშ-
ნავად უწყობდა ხელს. მსახურთუფროსმა ყავა შემოიტანა, გავი-
და და კარი გაიხურა.
რამდენიმე ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზის შემდეგ ყველამ მისტერ
ენტუისლს მიაპყრო მომლოდინე მზერა. მან საათს დახედა და
პასუხი არ დააყოვნა:
- ოთხისნახევრიან მატარებელს უნდა მივუსწრო, - დაიწყო
მან.
ისეთი პირი უჩანდა, რომ სხვებიც ამ მატარებლით აპირებ-
დნენ გამგზავრებას.

1
შაბლი - ფრანგული მშრალი თეთრი ღვინო.
14 მკითხველთა ლიგა
- მოგეხსენებათ, - განაგრძო მისტერ ენტუისლმა, - მისტერ
რიჩარდ ებერნეთის ანდერძის ამსრულებელი გახლავართ...
- ეს არ ვიცოდი, - გააწყვეტინა კორა ლანსკენემ, - მართლა?
მე თუ დამიტოვა რამე?
მისტერ ენტუისლს კიდევ ერთხელ ეხამუშა კორას უტაქტობა,
ქალს გამკიცხავი მზერა მიაპყრო და განაგრძო:
- ჯერ კიდევ შარშან რიჩარდ ებერნეთის უბრალო ანდერძი
ჰქონდა შედგენილი. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იგი ყვე-
ლაფერს თავის ვაჟიშვილს, მორტიმერს უტოვებდა.
- საბრალო მორტიმერი, - ამოიოხრა კორამ, - რა საშინელე-
ბაა ეს საბავშვო დამბლა.
- მორტიმერის მოულოდნელმა და ტრაგიკულმა აღსასრულ-
მა რიჩარდს მძიმე დარტყმა მიაყენა. გონზე მოსასვლელად მას
რამდენიმე თვე დასჭირდა. ვურჩიე, რომ ახალი ანდერძის შედ-
გენა გონივრული ნაბიჯი იქნებოდა.
- რა მოხდებოდა, ახალი ანდერძი რომ არ შეედგინა? - იდუ-
მალი ხმით იკითხა მოდ ებერნეთიმ, - როგორც უახლოესი ნათე-
სავი, მთავარი მემკვიდრე ტიმოთი გახდებოდა?
მისტერ ენტუისლმა პირი გააღო, რათა უახლოესი ნათესავე-
ბის შესახებ განმარტება გაეკეთებინა, მაგრამ გადაიფიქრა და
სწრაფად განაგრძო:
- ჩემი რჩევით, რიჩარდმა ახალი ანდერძის შედგენა გადაწ-
ყვიტა, მაგრამ თავდაპირველად მას უმცროსი თაობის უკეთ გაც-
ნობა სურდა.
- მან ყველას გაგვისინჯა კბილი, - სიცილით წარმოთქვა
სიუზენმა, - ჯერ ჯორჯს, შემდეგ გრეგსა და მე, ბოლოს კი როზა-
მუნდსა და მაიკლს.
გრეგორი ბენკსს გამხდარი სახე წამოუწითლდა.

15 მკითხველთა ლიგა
- არა მგონია, მსგავსი გამოთქმების ხმარება გეკადრებოდეს,
სიუზენ, - მკვახედ განაცხადა მან, - „კბილი გაგვისინჯა“ - შენც
მოიგონე რა!
- განა ასე არ იყო, მისტერ ენტუისლ?
- მე თუ დამიტოვა რამე? - გაიმეორა შეკითხვა კორამ.
მისტერ ენტუისლმა ჩაახველა და ცივად წარმოთქვა:
- თითოეულ თქვენგანს ანდერძის ასლს გადმოგცემთ. თუ
მოისურვებთ, ახლავე სრულად წაგიკითხავთ, მაგრამ ვშიშობ,
იურიდიული ტერმინოლოგია ბუნდოვნად მოგეჩვენებათ. მოკ-
ლედ კი შინაარსი ასეთია: რამდენიმე მცირე და ერთი მნიშვნე-
ლოვანი თანხის გარდა, - ეს ლენსკომბისთვის განკუთვნილი
წლიური შემოსავალია, - მთელი ქონება, ძალიან სოლიდური
ქონება, ექვს თანაბარ ნაწილად უნდა გაიყოს. გადასახადების
გადახდის შემდეგ ოთხი მათგანი ერგება რიჩარდის ძმას, ტიმო-
თის, და ძმისშვილებს: ჯორჯ კროსფილდს, სიუზენ ბენკსსა და
როზამუნდ შეინს. დარჩენილი ორი ნაწილი საბანკო მეურ-
ვეობას დაექვემდებარება, საიდანაც სამისდღეშიო შემოსავალი
დაენიშნება მისის ელენ ებერნეთის - მისი ძმის, ლეოს ქვრივს,
და დას, მისის კორა ლანსკენეს. მათი გარდაცვალების შემდეგ
კი ეს კაპიტალი ოთხ სხვა მემკვიდრეზე ან მათ შთამომავლებზე
გადანაწილდება.
- შესანიშნავია! - მოწონებით შესძახა კორა ლანსკენემ, - შე-
მოსავალი რისი ტოლია?
- მე... მე... ამჟამად ზუსტ ციფრებს ვერ მოგაწვდით. მოგეხსე-
ნებათ, სამკვიდროს გადასახადი დიდი თანხა იქნება და...
- მიმანიშნეთ მაინც!
მისტერ ენტუისლი მიხვდა, რომ კორას ცნობისმოყვარეობის
დაკმაყოფილება მოუწევდა.
- შესაძლოა, წელიწადში სამი-ოთხი ათასი იყოს.
- რა კარგია! - შესძახა კორამ, - კაპრიზე გავემგზავრები.
16 მკითხველთა ლიგა
- როგორი გულუხვობაა, - რბილად წარმოთქვა ელენ ებერ-
ნეთიმ, - ძალიან ვაფასებდი ჩემდამი რიჩარდის სიყვარულს.
- მას ძალიან უყვარდით, - მიუგო მისტერ ენტუისლმა, - ლეო
მისი უსაყვარლესი ძმა იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ რი-
ჩარდს ყოველთვის უხაროდა თქვენი სტუმრობა.
- სამწუხაროდ, არ ვიცოდი, თუ ასე ავადმყოფობდა, - თქვა
ელენმა, - მას სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შევხვდი, მაგრამ
მეგონა, სერიოზული არაფერი სჭირდა.
- რიჩარდს არ უყვარდა საკუთარ ავადმყოფობაზე ლაპარაკი,
- განმარტა მისტერ ენტუისლმა, - მაგრამ ასე სწრაფ აღსასრულს
მაინც არავინ ელოდა. ვიცი, რომ ექიმსაც გაჰკვირვებია.
- „მოულოდნელად, საკუთარ რეზიდენციაში“ - ასე ეწერა გა-
ზეთში, - თქვა კორამ და თავი დააქნია, - მეც გამიკვირდა.
- ამან ყველას თავზარი დაგვცა, - დაამატა მოდ ებერნეთიმ, -
საბრალო ტიმოთი მთლად მოიშალა. ეს მისთვისაც დიდი
მოულოდნელობა აღმოჩნდა.
- მაგრამ ყველაფრის მიფუჩეჩება მოხერხდა, არა? - იკითხა
კორამ.
ყველა მას მიაჩერდა - იგი ოდნავ აღგზნებული ჩანდა.
- ვფიქრობ, ყველაფერი გესმით, - სწრაფად განაგრძო კო-
რამ, - გახმაურება არავის აწყობდა. ეს ოჯახის გარეთ არ უნდა
გავიდეს.
იქ მყოფთ სახეზე გაკვირვება გამოეხატათ.
მისტერ ენტუისლი წინ გადაიხარა:
- კორა, არ მესმის, რისი თქმა გსურთ?
კორა ლანსკენემ ნათესავებს გაოცებული მზერა მოავლო და
თავი ჩიტივით გვერდზე გადახარა.
- ის ხომ მოკლეს, ასე არ არის? - თქვა მან.

17 მკითხველთა ლიგა
თავი 3
ლონდონში პირველი კლასის ვაგონით მიმავალი მისტერ ენ-
ტუისლი შეშფოთებული ფიქრობდა კორა ლანსკენეს უცნაურ შე-
ნიშვნაზე. ცხადია, კორა სულელი და გაუწონასწორებელი ქალი
იყო და არასასურველი პირდაპირობით ბავშვობაშიც გამოირ-
ჩეოდა. თუმცა ამ შემთხვევაში „პირდაპირობა“ ცოტა შეუფერებ-
ლად ჟღერდა. უფრო სწორი „უადგილო განცხადება“ იქნებოდა.
ენტუისლმა გაიხსენა, რა მოჰყვა ამ სამწუხარო შენიშვნას. იქ
მყოფთა გაოცებული სახეებისა და გამკიცხავი მზერის დანახვა-
ზე კორა მიხვდა, რომ საშინელება წამოროშა.
- რას ამბობ, კორა! - შესძახა მოდმა.
- ძვირფასო დეიდა კორა... - დაიწყო ჯორჯმა.
- რას გულისხმობთ? - იკითხა ვიღაცამ.
შეცბუნებულმა კორა ლანსკენემ მიკიბულ-მოკიბული ფრაზე-
ბით სცადა თავის მართლება:
- ოჰ, ძალიან ვწუხვარ... მე არ მიგულისხმია... ცხადია, სულე-
ლურად გამომივიდა, მაგრამ მისი ნათქვამიდან დავასკვენი...
ვიცი, რომ ცუდი არაფერი მომხდარა, მაგრამ იგი ისე მოულოდ-
ნელად გარდაიცვალა... დაივიწყეთ, თუ შეიძლება, რაც ვთქვი...
ვიცი, რომ ყოველთვის სისულელეს ვამბობ ხოლმე...
ხანმოკლე უხერხულობას პრაქტიკული საუბარი მოჰყვა იმის
შესახებ, თუ რა ექნათ განსვენებული რიჩარდ ებერნეთის პირა-
დი ქონებისთვის. მისტერ ენტუისლმა აღნიშნა, რომ სახლი იქ
არსებული ყველა ნივთით გასაყიდად უნდა გაეტანათ. კორას
სამწუხარო წინდაუხედაობა დავიწყებას მიეცა. ბოლოს და ბო-
ლოს, იგი ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა საოცარი გულუბრყვი-
ლობით. ვერასდროს ხვდებოდა, რა უნდა ეთქვა და რა - არა.
ცხრამეტი წლის ასაკში ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ
და ყველაფერს საშინელი ბავშვის მანერებს მიაწერდნენ, მაგ-
18 მკითხველთა ლიგა
რამ ორმოცდაათი წლის ქალისგან ასეთი არასასურველი პირ-
დაპირობა...
მისტერ ენტუისლმა აზრების მსვლელობა შეაჩერა. უკვე
მეორეჯერ მოუვიდა თავში შემაშფოთებელი სიტყვა „პირდაპი-
რობა“... „სიმართლე“... რატომ შემაშფოთებელი? იმიტომ, რომ,
მართალია, კორას გულუბრყვილო შენიშვნები ჭეშმარიტების-
გან შორს იდგა ხოლმე, მაგრამ სიმართლის მარცვალს ყოველ-
თვის შეიცავდა, რაც მათ ძნელად მოსანელებელს ხდიდა.
მისტერ ენტუისლს აშკარად უჭირდა ორმოცდაცხრა წლის
ქალსა და ოდესღაც მოუქნელ ახალგაზრდა ქალიშვილს შორის
პარალელის გავლება, მაგრამ კორას ქცევა რაღაცით წარსულს
მაინც აგონებდა - თუნდაც თავის ჩიტივით გვერდზე გადახრა,
უადგილო შენიშვნების წარმოთქმა და საპასუხო მძაფრი პრო-
ტესტის მოლოდინში სიხარულით აღსავსე სახე. სწორედ ამგვა-
რად დაახასიათა ერთხელ კორამ ჭურჭლის მრეცხავი ქალის
ფიგურა: „მოლის მუცელი ისე გაეზარდა, რომ კედელსა და სამ-
ზარეულოს მაგიდას შორის ძლივს ეტევა, თანაც მხოლოდ ბო-
ლო ორი თვის განმავლობაში. საინტერესოა, რატომ სუქდება
ასე?“
კორა სწრაფად ჩააჩუმეს. ებერნეთის სახლში ვიქტორიანულ
ტრადიციებს მისდევდნენ. ჭურჭლის მრეცხავი მეორე დღესვე
გაუჩინარდა, საგულდაგულო გამოძიების შემდეგ კი მეორე მე-
ბაღეს უბრძანეს, რომ მისგან წესიერი ქალი გამოეყვანა, რის-
თვისაც კოტეჯი უბოძეს.
შორეული მოგონებები - არის მათში რაღაც აზრი...
მისტერ ენტუისლი თავისი შეშფოთების მიზეზზე ჩაფიქრდა.
კორას სულელური შენიშვნებიდან რამ გამოიწვია მასში ქვეც-
ნობიერი წუხილი? ჯერჯერობით, მან ორი ფრაზა გამოყო: „მისი
ნათქვამიდან დავასკვენი...“ და „იგი ისე მოულოდნელად გარ-
დაიცვალა...“
19 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლი ჯერ მეორე წინადადებაზე ჩაფიქრდა. დი-
ახ, რიჩარდის სიკვდილი ერთგვარად მართლაც მოულოდნელი
იყო. მისტერ ენტუისლი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შე-
სახებ მასაც დაელაპარაკა და მის ექიმსაც. ამ უკანასკნელმა აშ-
კარად მიანიშნა, რომ მისტერ ებერნეთის ხანგრძლივი სიცოც-
ხლის იმედი არ უნდა ჰქონოდა. თუ საკუთარ თავს ყურადღებას
მიაქცევდა, შესაძლოა, ორი ან სამი წელიწადი გადაეგორებინა.
იქნებ მეტიც, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. თუმცა უახ-
ლოეს მომავალში ცუდს არაფერს ელოდა.
დიახ, ექიმი შეცდა, მაგრამ ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ
დაავადებაზე პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის ბოლომდე
გათვლა შეუძლებელია. ზოგჯერ უიმედო ავადმყოფები
მოულოდნელად გამომჯობინდებიან ხოლმე, გამოჯანმრთელე-
ბის გზაზე მყოფნი კი, პირიქით, უეცრად იღუპებიან. ბევრი რამ
ადამიანის გამძლეობაზე, სიცოცხლის მის შინაგან სურვილზეა
დამოკიდებული.
რიჩარდ ებერნეთი ძლიერი და ენერგიული ადამიანი კი გახ-
ლდათ, მაგრამ სიცოცხლისთვის განსაკუთრებული სტიმული არ
გააჩნდა.
ექვსი თვის წინ მის ერთადერთ ვაჟიშვილს, მორტიმერს, ბავ-
შვური დამბლა დაემართა და ერთ კვირაში სული განუტევა. მისი
სიკვდილით გამოწვეულ შოკს ისიც აძლიერებდა, რომ იგი ჯან-
მრთელი და ღონიერი ახალგაზრდა იყო, შესანიშნავი სპორ-
ტსმენი. სწორედ მისნაირებზე ამბობენ, ცხოვრებაში ავად არა-
სოდეს გამხდარაო. მალე მორტიმერი მომხიბლავ ქალიშვილზე
უნდა დანიშნულიყო და რიჩარდიც მოუთმენლად ელოდა თავი-
სი საყვარელი შვილის გაბედნიერებას, რომელიც მას იმედს ყო-
ველთვის უმართლებდა.
ამის ნაცვლად კი ტრაგედია დატრიალდა. თავზარდაცემულ-
მა რიჩარდ ებერნეთიმ თითქოს სიცოცხლის ინტერესი დაკარგა.
20 მკითხველთა ლიგა
ერთი ვაჟიშვილი პატარაობისას გარდაეცვალა, მეორე კი უშ-
ვილძიროდ წავიდა ამ ქვეყნიდან. შვილიშვილები არ ჰყავდა.
ებერნეთის გვარს გამგრძელებელი აღარ ჰყავდა, არადა, დიდ-
ძალი ქონების პატრონი იყო, ბევრი საქმიანი ინტერესი ჰქონდა
და მსხვილი ბიზნესის ნაწილსაც აკონტროლებდა. ვისთვის გა-
დაელოცა ეს ყველაფერი?
ენტუისლმა იცოდა, რაც არ ასვენებდა რიჩარდს. მისი ერთა-
დერთი ცოცხალი ძმა ინვალიდი იყო. რჩებოდა უმცროსი თაობა.
მეგობარი ამის შესახებ არასდროს ესაუბრებოდა, მაგრამ, ად-
ვოკატის ვარაუდით, რიჩარდს მთავარი მემკვიდრის შერჩევა
სურდა, თუმცა განსაზღვრულ თანხას, ცხადია, სხვა ნათესავებ-
საც დაუტოვებდა. ენტუისლმა ისიც იცოდა, რომ ბოლო ექვსი
თვის განმავლობაში რიჩარდმა რიგრიგობით მიიწვია დისშვი-
ლები - ჯორჯი, როზამუნდი ქმართან ერთად და ძმის ცოლი, მი-
სის ლეო ებერნეთი. ადვოკატის აზრით, ებერნეთი მემკვიდრეს
პირველ სამს შორის არჩევდა, ელენის მოწვევის მიზეზი კი ის
იყო, რომ უყვარდა, იქნებ რჩევაც უნდა ეკითხა, რადგან მის
ჭკუა-გონებას ყოველთვის აფასებდა. მისტერ ენტუისლმა ისიც
გაიხსენა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რიჩარდმა
თავისი ძმა ტიმოთიც მოინახულა.
სწორედ ამის შედეგად გაჩნდა ანდერძი, რომელიც ენტუ-
ისლს ახლა ჩანთაში ედო, და რომელიც ქონების თანაბარ განა-
წილებას გულისხმობდა. აქედან სავარაუდო დასკვნა: რიჩარდს
იმედი ვერ გაუმართლა ვერც ჯორჯმა, ვერც სხვა დისშვილებმა,
შესაძლოა, ვერც მათმა ქმრებმა.
როგორც მისტერ ენტუისლმა იცოდა, რიჩარდ ებერნეთის სა-
კუთარი და, კორა ლანსკენე შინ არ მიუწვევია. ადვოკატს კვლავ
ქალის შემაშფოთებელი სიტყვები გაახსენდა: „მისი ნათქვამი-
დან დავასკვენი... “

21 მკითხველთა ლიგა
რა თქვა რიჩარდ ებერნეთიმ? და როდის თქვა? თუ კორა ენ-
დერბიში არ ჩამოსულა, მაშასადამე, რიჩარდი ესტუმრა ბერ-
ქშირში, მხატვრების დასახლებაში, სადაც კორას კოტეჯი ჰქონ-
და, ან წერილი მისწერა და იქ შეატყობინა ყველაფერი.
მისტერ ენტუისლმა შუბლი შეიჭმუხნა. კორა, ცხადია, სულე-
ლი იყო. მას შეეძლო არასწორად გაეგო რომელიმე ფრაზა და
მისი აზრი დაემახინჯებინა, მაგრამ ადვოკატს სწორედ ეს ფრაზა
აინტერესებდა...
იგი ისე იყო შეწუხებული, რომ ამ თემაზე კორასთან გასაუბ-
რებაზეც კი დაფიქრდა. რა თქმა უნდა, არა უახლოეს პერიოდში.
ეს მნიშვნელოვან საქმედ არ უნდა წარმოეჩინა, მაგრამ ძალიან
უნდოდა იმის გაგება, თუ რა უთხრა რიჩარდ ებერნეთიმ საკუ-
თარ დას ისეთი, რამაც ქალს ექსტრაორდინარული შეკითხვის-
კენ უბიძგა: „ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“

22 მკითხველთა ლიგა
II
იმავე მატარებელში, მესამე კლასის ვაგონში, გრეგორი ბენ-
კსმა თავის მეუღლეს უთხრა:
- როგორც ჩანს, დეიდაშენს თავში გვარიანად უქრის.
- კორა დეიდას? - დაბნეულად ჰკითხა სიუზენმა, - მგონი, მარ-
თალი ხარ. ყოველთვის წაისულელებდა.
მათ პირდაპირ მჯდომმა ჯორჯ კროსფილდმა მკვახედ შენიშ-
ნა:
- მსგავსი რამ არ უნდა ეთქვა. ადამიანებს შესაძლოა არასა-
სურველი იდეები გაუჩნდეთ.
როზამუნდ შეინმა კუპიდონის მშვილდივით გაჭიმულ ტუჩებ-
ზე პომადა წაისვა და განაცხადა:
- არა მგონია, ვინმეს ამ საფრთხობელას სიტყვებისთვის ყუ-
რადღება მიექცია. შეხედეთ, როგორ აცვია. გიშრიანი ფესტონე-
ბი...
- ვფიქრობ, ეს უნდა შეწყდეს, - თქვა ჯორჯმა.
- შესანიშნავია, ძვირფასო, - სიცილით მიუგო როზამუნდმა,
პომადა გვერდზე გადადო და პატარა სარკეში საკუთარი თავი
კმაყოფილმა შეათვალიერა, - ჰოდა, შეწყვიტე.
- ჩემი აზრით, ჯორჯი მართალია, - მოულოდნელად ჩაერთო
მისი ქმარი, - ხალხის ამბავი არ იცით? დაიწყება მითქმა--
მოთქმა...
- მერე რა? - იკითხა როზამუნდმა და ტუჩები ღიმილით აპრუ-
წა, - გავმხიარულდებით მაინც.
- გავმხიარულდებით? - შესძახა ერთდროულად ოთხმა ხმამ.
- როდესაც ოჯახში მკვლელობა ხდება, ეს ძალიან დამაინ-
ტრიგებელია, - განმარტა როზამუნდმა.
ნერვიულმა და მოღუშულმა ახალგაზრდა გრეგორი ბენკსმა
გაიფიქრა, რომ თუ კაცი სიუზენის მომხიბვლელობას ყურადღე-
23 მკითხველთა ლიგა
ბას არ მიაქცევდა, მასა და დეიდა კორას შორის ბევრ მსგავსე-
ბას აღმოაჩენდა. ეს როზამუნდის შემდგომმა სიტყვებმაც
დაადასტურა.
- თუ მოკლეს, ეს ვის უნდა გაეკეთებინა? - იკითხა მან და ყვე-
ლა მოათვალიერა, - რიჩარდის სიკვდილი ყველას გვაწყობდა.
მე და ჩემი ქმარი ჯიბეგაფხეკილები ვისხედით. მაიკლს კარგი
როლი შესთავაზეს სენდბორნის დადგმაში, მაგრამ იქამდე ხომ
მისვლა უნდოდა. ახლა კი წელში გავიმართებით. თუ მოვისურ-
ვებთ, ახლა თვითონაც დავდგამთ სპექტაკლს. ერთ პიესაში შე-
სანიშნავი როლია...
არავინ უსმენდა აღტყინებულ როზამუნდს. ყველას საკუთარი
უახლოესი მომავალი ადარდებდა.
„კარგად კი გამიმართლა, - გაიფიქრა ჯორჯმა, - ახლა ფულს
უკანვე დავდებ და ვერავინ ვერაფერს მიხვდება... ბეწვზე გადავ-
რჩი“.
გრეგორიმ თვალები მილულა და სავარძლის საზურგეს მიეყ-
რდნო. ფული მისთვის მონობიდან თავის დახსნას ნიშნავდა.
- ცხადია, ბიძია რიჩარდი ძალიან ცოდვაა, - მკაფიოდ ჩაილა-
პარაკა სიუზენმა, - მაგრამ ის უკვე მოხუცი იყო, მორტიმერის
დაღუპვის შემდეგ მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. წლიდან
წლამდე უსასოო, წვალებით ცხოვრებას ისევ სიკვდილი სჯობია.
სიუზენმა მეუღლის ჩაფიქრებულ სახეს თვალი შეავლო და
მზერა შეურბილდა. ხვდებოდა, რომ გრეგორის გაცილებით ნაკ-
ლებად უყვარდა, მაგრამ ეს მხოლოდ უძლიერებდა ვნებას. ქმა-
რი მხოლოდ მას ეკუთვნოდა, თვითონ კი მისი გულისთვის ყვე-
ლაფერზე წავიდოდა, ყველაფერზე...

24 მკითხველთა ლიგა
III
მოდ ებერნეთი სადილობისთვის ტანსაცმელს იცვლიდა (იგი
აქ ღამის თევით დარჩა), თან ფიქრობდა, ხომ არ ეთქვა, რომ შე-
ეძლო, რამდენიმე დღე კიდევ არ წასულიყო, რათა ელენს სახ-
ლის მისალაგებლად და საქმეების მოსაწესრიგებლად დახმარე-
ბოდა. „ენდერბიში“ რიჩარდის პირადი ნივთები ინახებოდა... მი-
სი წერილები... თუმცა მისტერ ენტუისლი ყველა მნიშვნელოვან
დოკუმენტს წაიღებდა. ტიმოთისთან დროულად უნდა დაბრუნე-
ბულიყო. ძალიან ბრაზობდა, როდესაც ცოლი გვერდით არ ჰყავ-
და და მასზე არავინ ზრუნავდა. მოდს იმედი ჰქონდა, რომ ან-
დერძი ტიმს გაახარებდა და მის ბუტიაობასაც ბოლო მოეღებო-
და. რასაკვირველია, ტიმოთი ელოდა, რომ რიჩარდის ქონების
უდიდესი ნაწილი მის ხელში აღმოჩნდებოდა. ბოლოს და ბო-
ლოს, იგი ხომ ებერნეთების უკანასკნელი ცოცხალი წარმომად-
გენელი იყო. მოდი ტიმოთის გაბრაზებას უფრთხოდა, რადგან ეს
უარყოფითად მოქმედებდა მის საჭმლის მომნელებელ სისტემა-
ზე. განრისხებული ტიმოთი ყოვლად უგუნურად იქცეოდა - დრო-
დადრო ზომიერების გრძნობას კარგავდა. მოდი ფიქრობდა,
ამის შესახებ ექიმ ბარტონს ხომ არ დაველაპარაკოო... ბოლო
დროს ტიმოთი დიდი რაოდენობით ძილის წამალს იღებდა და
ბრაზობდა, როდესაც ცოლი ამას ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ
ექიმმა ბარტონმა ხომ გააფრთხილა, რომ ეს სახიფათო იყო.
ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს, რომ უკვე დალია წამალი და
დოზა გაიმეოროს, მაშინ კი ღმერთმა იცის, რა მოხდება. კო-
ლოფში იმაზე გაცილებით ნაკლები აბი იდო, ვიდრე უნდა ყოფი-
ლიყო... არა, ტიმოთი ძალზე გაუფრთხილებლად იქცეოდა. ცხა-
დია, კვლავ არ დაუჯერებდა ცოლს... მასთან ურთიერთობა ზოგ-
ჯერ ძალიან ჭირდა.

25 მკითხველთა ლიგა
მოდმა ამოიოხრა, შემდეგ სახე გაუნათდა. ახლა ყველაფერი
გაადვილდებოდა. მაგალითად, ბაღის მოვლა...

26 მკითხველთა ლიგა
IV
ელენ ებერნეთი მწვანე სასტუმრო ოთახში ბუხართან იჯდა და
სადილად მოდის ჩამოსვლას ელოდებოდა.
მან იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა და ლეოსა და
სხვებთან ერთად აქ გატარებული დღეები გაიხსენა. ეს ბედ-
ნიერი სახლი იყო, თუმცა მასში ხალხს უნდა ეცხოვრა, ბავშვებს,
მსახურებს... რა შეედრებოდა ხალხმრავალ სადილებს, ზამთარ-
ში ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ტკაცატკუცს, მაგრამ როდესაც
შვილმკვდარი მოხუცის გარდა აღარავინ დარჩა, სახლიც მწუხა-
რებამ მოიცვა...
საინტერესოა, ვინ იყიდის „ენდერბის“? მასში სასტუმროს მო-
აწყობენ, ინსტიტუტს თუ ახალგაზრდობის დასვენების ბაზას?
ჩვენს დროში ასე ხშირად იქცევიან. საცხოვრებლად მათ არავინ
ყიდულობს. შესაძლოა, სახლი დაანგრიონ და ნაკვეთი ხელახ-
ლა დააგეგმარონ. ამგვარი ფიქრები ელენს სევდას ჰგვრიდა და
მათ თავიდან იცილებდა. წარსულზე დარდს აზრი არ ჰქონდა. ეს
სახლი, აქ გატარებული ბედნიერი დღეები, რიჩარდი, ლეო - ყვე-
ლაფერი შესანიშნავი იყო, მაგრამ საბოლოოდ დასრულდა. ახ-
ლა მას საკუთარი საქმე და ინტერესი ამოძრავებდა. რიჩარდის
მიერ ნაანდერძევი შემოსავლით კვიპროსზე ვილას დაიტოვებდა
და ყველა გეგმას ხორცს შეასხამდა.
ბოლო დროს მუდმივად ფულის ნაკლებობას განიცდიდა - გა-
დასახადები, წარუმატებელი ინვესტიციები... რიჩარდის წყალო-
ბით, ეს აღარ შეაწუხებდა...
საბრალო რიჩარდი. თუმცა ძილში გაპარვა ღვთის მადლი
იყო. „მოულოდნელად გარდაიცვალა“, - ალბათ, ამ სიტყვებმა
ჩააგონა კორას ის სულელური აზრი. არა, კორა მართლაც აღ-
მაშფოთებლად მოიქცა! თუმცა განა ყოველთვის ასე არ იქ-
ცეოდა? ელენმა მასთან საზღვარგარეთ შეხვედრა გაიხსენა. ეს
27 მკითხველთა ლიგა
მაშინ მოხდა, როცა იგი ახალდაქორწინებული იყო პიერ ლან-
სკენეზე. იმ დღეს კორა განსაკუთრებით სულელურად გამოიყუ-
რებოდა - გამუდმებით თავს აქნევდა და უაპელაციო განცხადე-
ბებს აკეთებდა ფერწერის, კერძოდ, ქმრის ნახატების შესახებ.
პიერი თავს, ალბათ, საშინლად უხერხულად გრძნობდა. აბა,
რომელ კაცს მოეწონება, რომ მისი ცოლი სულელივით გა-
მოიყურებოდეს. კორა კი მართლაც სულელი იყო! ცხადია, თვი-
თონ ამაში ბრალი არ მიუძღოდა, თან ქმარიც უცერემონიოდ ექ-
ცეოდა.
ფიქრებში წასულმა ელენმა მზერა მალაქიტის პატარა,
მრგვალ მაგიდაზე მდგარ ცვილის ყვავილების თაიგულზე შეაჩე-
რა. კორა აქ იჯდა, როდესაც ეკლესიაში წასასვლელად ემზადე-
ბოდნენ. იგი წარსულს, ნაცნობ ნივთებს იხსენებდა და ისე უხა-
როდა მშობლიურ სახლში დაბრუნება, რომ აქ მოსვლის მიზეზი
აღარც კი ახსოვდა.
„შესაძლოა, - გაიფიქრა ელენმა, - იგი ყველა ჩვენგანზე ნაკ-
ლებად თვალთმაქცია“.
კორა ეტიკეტს არად დაგიდევდათ. ამას მისი შეკითხვაც მოწ-
მობდა: „ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“
ყველა გაოცებით მიაშტერდა, მაგრამ თითოეულის სახეზე ამ
განცვიფრებას განსხვავებული შტრიხები ახლდა თან...
მოულოდნელად ელენმა ეს სურათი წარმოიდგინა და მოიღუ-
შა... აქ რაღაც ისე არ იყო...
რაღაც?..
თუ ვიღაც?..
იქნებ ვინმეს სახის გამომეტყველება? თუ ის... როგორ თქვას
უკეთესად? ის, რაც არ უნდა ყოფილიყო?
მან არ იცოდა, ვერ ხვდებოდა, თუმცა იმას კი გრძნობდა,
რომ რაღაც ისე არ იყო...

28 მკითხველთა ლიგა
V
ამასობაში სადგურ სუინდონის ბუფეტში სამგლოვიარო, ფეს-
ტონებიან კაბაში გამოწყობილი ლედი ჩაისა და ფუნთუშას მიირ-
თმევდა და მომავალზე ფიქრობდა. გული ცუდს არაფერს უგ-
რძნობდა. ბედნიერი იყო.
გადაჯდომით მგზავრობა დამღლელი იყო. ლიტჩეტ-სენტ-
მერიში ლონდონის გავლით დაბრუნება გაცილებით მოსახერ-
ხებელი იქნებოდა და სულ ოდნავ ძვირი თუ დაჯდებოდა. თუმცა
ახლა ხარჯებზე ყურადღების გამახვილება აღარ ღირდა. ეგ
არის, მაშინ ოჯახთან ერთად მოუწევდა მგზავრობა და გაუთა-
ვებლად ლაპარაკი. ესეც დაქანცავდა.
არა, ისევ გადაჯდომით ჯობდა შინ დაბრუნება. ფუნთუშებიც
ძალიან ეგემრიელა. საოცარია, დაკრძალვის შემდეგ ყოველ-
თვის შიმშილს გრძნობდა. „ენდერბიში“ საუცხოო წვნიანით
გაუმასპინძლდნენ, ცივი სუფლეც არ დაიწუნებოდა.
როგორი თვითკმაყოფილება და პირფერობა ახასიათებს
ხალხს! რა სახე ჰქონდათ, როდესაც მკვლელობა ახსენა! რო-
გორ მიაშტერდნენ!
დიახ, სწორად მოიქცა, რომ ეს თქვა. მან თავი მოწონების
ნიშნად დააქნია. ასეც უნდა მოქცეულიყო.
ქალმა საათს დახედა. მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთი
რჩებოდა. ჩაი ბოლომდე მოსვა და სახე დამანჭა. უგემური მოეჩ-
ვენა.
რამდენიმე წამს კიდევ იჯდა და მის წინაშე გადაშლილ პერ-
სპექტივაზე ოცნებობდა... შემდეგ ბედნიერი ბავშვივით გაეღიმა.
ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებით დატკბებოდა... იგი პატარა
საგარეუბნო მატარებლისკენ გაემართა, თან გეგმებს აწყობდა...

29 მკითხველთა ლიგა
თავი 4
მისტერ ენტუისლმა ღამე მოუსვენრად გაატარა. დილით
დაღლილობისგან თავს ისე ცუდად გრძნობდა, საწოლიდან არც
ამდგარა.
მისტერ ენტუისლის დამ, რომელიც მეურნეობას უძღვებოდა,
ლანგრით საუზმე მიუტანა და უთხრა, რომ მისი ასაკისა და ჯან-
მრთელობის მქონე კაცისთვის ჩრდილოეთ ინგლისში გამგზავ-
რება არცთუ გონივრული საქციელი იყო.
მისტერ ენტუისლმა თავი იმით იმართლა, რომ რიჩარდ
ებერნეთისთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა.
- დაკრძალვა! - გაკიცხვით თქვა დამ, - შენი ასაკის ადა-
მიანისთვის დაკრძალვა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს!
თუ არ გაფრთხილდები, ისევე მოულოდნელად განუტევებ
სულს, როგორც შენმა უძვირფასესმა მისტერ ებერნეთიმ.
სიტყვა „მოულოდნელმა“ მისტერ ენტუისლი შეაკრთო და
დაადუმა. შეკამათება აღარ უცდია. მშვენივრად ხვდებოდა შეკ-
რთომის მიზეზს.
კორა ლანსკენე! მისი ვარაუდი წარმოუდგენელი ჩანდა, მაგ-
რამ უნდა გაერკვია, ქალი რას გულისხმობდა. ლიტჩეტ-სენტ-
მერიში გამგზავრება და მისი ნახვა მოუწევდა. თავი ისე უნდა
მოეჩვენებინა, თითქოს ანდერძის ძალაში შესასვლელად კორას
ხელმოწერა სჭირდებოდა. არ უნდა ეგრძნობინებინა, რომ მის
სულელურ ფრაზას ამხელა მნიშვნელობა მიანიჭა, მაგრამ ნახ-
ვით აუცილებლად უნდა ენახა, თანაც, რაც შეიძლება, სწრაფად.
მან საუზმე დაამთავრა, ბალიშებზე მიწვა და „თაიმსის“ კით-
ხვას შეუდგა. ეს რიტუალი მასზე დამამშვიდებლად მოქმედებდა.
საღამოს, ექვსს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ტელეფონის
ზარი გაისმა.

30 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა ყურმილი აიღო. მისტერ ჯეიმზ პეროტი
რეკავდა, ფირმა „ბოლარდი, ენტუისლი, ენტუისლი და ბოლარ-
დის“ ამჟამინდელი მეორე პარტნიორი.
- მომისმინეთ, ენტუისლ, - თქვა მისტერ პეროტმა, - ახლახან
დამირეკეს დასახლება ლიტჩეტ-სენტ-მერიდან.
- ლიტჩეტ-სენტ-მერიდან?
- დიახ. ეს... - მისტერ პეროტი შეყოყმანდა. აშკარად შეცბუნე-
ბული ჩანდა, - ეს მისის კორა ლანსკენეს შეეხება. თუ არ ვცდები,
ებერნეთის ქონების ერთ-ერთი მემკვიდრე იყო, არა?
- დიახ, რა თქმა უნდა. გუშინ დაკრძალვაზე ვნახე.
- მართლა? მაშ, დაკრძალვაზე იყო?
- დიახ. რამე ხომ არ შეემთხვა?
- როგორ გითხრათ, - დამნაშავესავით წარმოთქვა მისტერ
პეროტმა, - საოცარი რამ მოხდა. საქმე ის არის, რომ... მოკლეს.
უკანასკნელი სიტყვა მისტერ პეროტმა უდიდესი უკმაყოფი-
ლებით წარმოთქვა. მისი აზრით, მას არანაირი კავშირი არ უნ-
და ჰქონოდა ფირმასთან „ბოლარდი, ენტუისლი, ენტუისლი და
ბოლარდი“.
- მოკლეს?
- დიახ, დიახ... ვშიშობ, რომ ასეა. მინდოდა, მეთქვა, რომ ეჭ-
ვგარეშეა.
- ჩვენ შესახებ როგორ შეიტყო პოლიციამ?
- მისი კომპანიონის თუ ეკონომის - მის ჯილკრისტის სა-
შუალებით. პოლიცია მოკლულის უახლოესი ნათესავებითა და
ადვოკატებით დაინტერესდა. ახლობლებისა და მათი მისამარ-
თების შესახებ მის ჯილკრისტმა ბევრი არაფერი იცოდა, სამა-
გიეროდ, ჩვენი კოორდინატები შეატყობინა, პოლიცია კი მაშინ-
ვე დაგვიკავშირდა.
- რატომ მიაჩნიათ, რომ მოკლეს? - იკითხა მისტერ ენტუის-
ლმა.
31 მკითხველთა ლიგა
მისტერ პეროტმა კვლავ ბოდიშის კილოთი წარმოთქვა:
- როგორც ამბობენ, ამაში დაეჭვება შეუძლებელია - მას ნაჯა-
ხი თუ რაღაც ამგვარი ჩაარტყეს…... მხეცურად გაუსწორდნენ.
- გაძარცვეს?
- ასეთი პირი უჩანს. ფანჯარა გატეხილია, რამდენიმე სამ-
კაული გაქრა, ყველა უჯრა გამოწეულია, მაგრამ პოლიცია ფიქ-
რობს, რომ ეს კვალის არევის მიზნითაა გაკეთებული.
- როდის მოხდა დანაშაული?
- დღეს, შუადღის ორსა და ხუთის ნახევარს შორის.
- ეკონომი სად იყო?
- რიდინგის ბიბლიოთეკაში წიგნებს ცვლიდა. შინ ხუთი
საათისთვის დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისის ლანსკენე
მკვდარი იყო. პოლიცია დაინტერესდა, ხომ არ გვქონდა რამე
მოსაზრება იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო ამის ჩადენა. მე ვუპა-
სუხე…... - მისტერ პეროტს აღშფოთება შეეტყო, - რომ ეს ნაკლე-
ბად სავარაუდოდ მიმაჩნია.
- დიახ, რა თქმა უნდა.
- შესაძლოა, რომელიღაც ადგილობრივმა ნახევრად სუ-
ლელმა რეგვენმა გაიფიქრა, რომ სახლში რამე სახეიროს ნა-
ხავდა, შემდეგ კი გონება აემღვრა და დიასახლისს თავს დაესხა.
თქვენც ასე ხომ არ ფიქრობთ, მისტერ ენტუისლ?
- დიახ, დიახ... - წარმოთქვა ფიქრებში წასულმა ენტუისლმა.
„პეროტი მართალია, - გაიფიქრა მან, - ალბათ, ასეც მოხდა“.
მაგრამ მოულოდნელად კორას სიტყვები გაახსენდა: „ის ხომ
მოკლეს, ასე არ არის?“
სულელი კორა. ყოველთვის ასეთი იყო. ანგარიშს არაფერს
უწევდა. ყოველთვის უსიამოვნო სიმართლეს წამოაყრანტალებ-
და ხოლმე…...
სიმართლე!
ისევ ეს სიტყვა…
32 მკითხველთა ლიგა
II
მისტერ ენტუისლმა და ინსპექტორმა მორტონმა ერთმანეთი
ყურადღებით შეათვალიერეს.
მისტერ ენტუისლმა, მისთვის დამახასიათებელი აკურატუ-
ლობით, ინსპექტორს კორა ლანსკენესთან დაკავშირებული ყვე-
ლა მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა, რაც მის აღზრდას, ქორწი-
ნებას, დაქვრივებას, ფინანსურ მდგომარეობასა და ნათესავებს
შეეხებოდა.
- მისტერ ტიმოთი ებერნეთი მისი ერთადერთი ცოცხალი ძმა
და უახლოესი ნათესავია, მაგრამ ინვალიდია, კარჩაკეტილ
ცხოვრებას ეწევა და სახლიდან არ გამოდის. მან უფლება მომ-
ცა, მისი ინტერესები დავიცვა და ყველა აუცილებელი ზომა მი-
ვიღო.
ინსპექტორმა თავი დააქნია. მისთვის დიდი შეღავათი იყო ამ
ხანდაზმულ და გამჭრიახ ადვოკატთან ურთიერთობა. გარდა
ამისა, იმედოვნებდა, რომ ამ საქმის გახსნაშიც დაეხმარებოდა,
რომელიც სულ უფრო ჩახლართული ეჩვენებოდა.
- მის ჯილკრისტის სიტყვებიდან გამომდინარე, - თქვა მან, -
მისის ლანსკენე სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ-
ში, ძმის დაკრძალვაზე გაემგზავრა.
- დიახ, ინსპექტორო, მეც იქ გახლდით.
- მის საქციელში რამე უცნაური ან შემაშფოთებელი ხომ არ
შეგიმჩნევიათ?
მისტერ ენტუისლმა მოჩვენებითი გაოცებით წარბები მაღლა
ასწია.
- თქვენი აზრით, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მსხვერ-
პლი, როგორც წესი, უცნაურად იქცევა ხოლმე? - იკითხა მან.
ინსპექტორმა ნაღვლიანად გაიღიმა.

33 მკითხველთა ლიგა
- იმას არ ვგულისხმობ, რომ სასოწარკვეთილი იყო ან აღსას-
რულის მოახლოებას გრძნობდა. ვცდილობ, რამე ისეთი... არ-
ცთუ ჩვეულებრივი აღმოვაჩინო.
- დარწმუნებული არა ვარ, რომ თქვენი მესმის, ინსპექტორო,
- თქვა მისტერ ენტუისლმა.
- არც ეს საქმეა ადვილი გასახსნელი, მისტერ ენტუისლ. და-
ვუშვათ, ვიღაცამ დაინახა, რომ მის ჯილკრისტი ორი საათის-
თვის სახლიდან გავიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა.
მაშინ ეს ადამიანი იღებს ფარდულთან დაგდებულ ნაჯახს, მისი
საშუალებით ამტვრევს სამზარეულოს ფანჯარას, შედის სახლში,
ადის მეორე სართულზე და თავს ესხმის მისის ლანსკენეს. მას
ექვსჯერ თუ რვაჯერ ჩაარტყეს…... - ამ სიტყვებმა მისტერ ენტუის-
ლი შეაკრთო, - დიახ, საზარელი დანაშაულია. შემდეგ მკვლელი
უჯრებში იქექება, იღებს ათიოდე გირვანქა სტერლინგის ღირე-
ბულების სამშვენისებს და მიდის.
- ქალი საწოლში იყო?
- დიახ. მისის ლანსკენე წუხელ შინ გვიან დაბრუნებულა
ჩრდილოეთიდან, დაღლილი და აღგზნებული. როგორც ვხვდე-
ბი, მას მემკვიდრეობის ნაწილი ერგო, არა?
- დიახ.
- მისის ლანსკენეს ძალიან ცუდად ეძინა. გაღვიძებულს
ძლიერი თავის ტკივილი აწუხებდა. რამდენიმე ფინჯანი ჩაი მი-
ირთვა, წამალი დალია და მის ჯილკრისტს უბრძანა, ლანჩამდე
არ შეეწუხებინა. თავი უკეთ რომ არ იგრძნო, მისის ლანსკენემ
ორი საძილე აბი მიიღო, შემდეგ კი მის ჯილკრისტი ავტობუსით
რიდინგში გაგზავნა ბიბლიოთეკის წიგნების გამოსაცვლელად.
როდესაც სახლში მკვლელი შეიპარა, იგი, ალბათ, უკვე თვლემ-
და, შესაძლოა, ღრმად ეძინა კიდეც. დამნაშავეს ადვილად შეეძ-
ლო წაეღო, რაც სურდა. ამისთვის საკმარისი იყო, ქალს დამუქ-

34 მკითხველთა ლიგა
რებოდა ან მისთვის პირში რამე ჩაეჩარა. საგანგებოდ წაღებუ-
ლი ნაჯახი აშკარად ზედმეტი ჩანს.
- იქნებ ნაჯახით აპირებდა დაშინებას, - ვარაუდი გამოთქვა
მისტერ ენტუისლმა, - ქალმა კი წინააღმდეგობა გაუწია…...
- სამედიცინო დასკვნა ამას არ ადასტურებს. როგორც ჩანს,
იგი გვერდულად იწვა და ეძინა, როდესაც თავს დაესხნენ.
მისტერ ენტუისლი სკამზე მოუსვენრად აწრიალდა.
- ზოგჯერ სასტიკი და უაზრო მკვლელობებიც ხდება, - თქვა
მან.
- შესაძლოა, ესეც ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდეს. ცხადია, პო-
ლიცია გულდასმით ამოწმებს, ხომ არ ცხოვრობს ახლომახლო
ვინმე საეჭვო პირი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამაში
ადგილობრივის ხელი არ ურევია. ყველა იქაურმა ზუსტად
მიუთითა, სად იმყოფებოდა აღნიშნულ დროს - მათი უმრავლე-
სობა მუშაობდა - და საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. ისიც აღსანიშ-
ნავია, რომ მისის ლანსკენეს კოტეჯი სოფლიდან მოშორებით
დგას და სავსებით შესაძლებელია მასთან შეუმჩნევლად მიპარ-
ვა. სოფლის გარშემო გზებისა და ბილიკების მთელი ლაბირინ-
თია. მზიანი დღე იყო, რამდენიმე დღეა, წვიმის ნასახიც არ ყო-
ფილა, ასე რომ, მანქანის კვალი არსად ჩანს.
- თქვენი აზრით, დამნაშავე მანქანით მოვიდა? - მკვახედ
იკითხა მისტერ ენტუისლმა.
ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ამ საქმეს რამდე-
ნიმე უცნაურობა ახასიათებს. მაგალითად, - მან მაგიდაზე თანა-
მოსაუბრისკენ ორი გულსაბნევი მიაჩოჩა: ერთი - პატარა მარგა-
ლიტებით გაწყობილი, სამყურას ფორმისა, მეორე კი - ამეთვის-
ტოებით დამშვენებული, აგრეთვე წვრილი მარგალიტების სხმუ-
ლი და ძოწის სამაჯური - ეს ყველაფერი ქალის ძვირფასეულო-

35 მკითხველთა ლიგა
ბის ზარდახშიდან ამოიღეს. ისინი სახლის მახლობლად, ბუჩქებ-
ში იპოვეს.
- დიახ, გეთანხმებით, მართლაც უცნაურია. შესაძლოა,
მკვლელი ჩადენილმა საქციელმა დააშინა…...
- შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ეს სამკაულები მას ზევით, სა-
ძინებელში უნდა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, არც ისაა გამო-
რიცხული, რომ პანიკამ გზაში უწია…...
- ან ის, რომ, - მშვიდად წარმოთქვა მისტერ ენტუისლმა, -
როგორც თქვენ ვარაუდობთ, ძვირფასეულობა თვალის ასახვე-
ვად აიღეს.
- დიახ, რამდენიმე ვარიანტია... ცხადია, ამის გაკეთება მის
ჯილკრისტსაც შეეძლო. სახლში მხოლოდ ორი ქალი ცხოვრობ-
და. მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე - კამათი, წყენა, ვნე-
ბათაღელვა…... მაგრამ ესეც ნაკლებად სარწმუნოა. ხალხის
თქმით, ქალები შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს, - აქ ინ-
სპექტორი შეყოვნდა და პაუზის შემდეგ დაამატა, - მაშასადამე,
ამბობთ, რომ მისის ლანსკენეს სიკვდილით მოგებული არავინ
რჩება?
ადვოკატი კვლავ მოუსვენრად აწრიალდა.
- ასე არ მითქვამს, - თქვა მან.
ინსპექტორმა მორტონმა თავი მკვეთრად ასწია.
- თქვენ ბრძანეთ, რომ მისის ლანსკენეს შემოსავლის წყა-
როს ძმის მიერ გამოყოფილი თანხა შეადგენდა, რომ მას საარ-
სებოდ არც პირადი ქონება გააჩნდა და არც სხვა საშუალება.
- მართალია. მისი ქმარი გაკოტრდა და გარდაიცვალა, კო-
რას კი ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან გამიკვირდება, თუ რამე
თანხის გადადება მოახერხა.
- კოტეჯი მას არ ეკუთვნოდა, იჯარით იყო აღებული, ავეჯი კი
სრულიად ჩვეულებრივია - რამდენიმე ვითომ მუხის ნაკეთობა

36 მკითხველთა ლიგა
და ნახატი. არაფერი ღირებული, რომ ვინმეს რამე სარგებელი
მოუტანოს. ცხადია, თუ მოასწრო და ანდერძი დატოვა.
მისტერ ენტუისლმა თავი გადააქნია.
- ანდერძის შესახებ არაფერი ვიცი. უნდა გითხრათ, რომ მრა-
ვალი წელია არ მინახავს.
- მაშ, რას გულისხმობდით?
- მინდოდა, აბსოლუტურად ზუსტი ვყოფილიყავი.
- თქვენ მისი ძმის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა ახსე-
ნეთ. შეეძლო თუ არა ქალს მისი განკარგვის უფლება თავისი შე-
ხედულებისამებრ?
- არა, არა იმ აზრით, რომელსაც გულისხმობთ. კაპიტალის
განკარგვის უფლება არ ჰქონდა. ახლა კი, მისი სიკვდილის შემ-
დეგ, იგი რიჩარდ ებერნეთის ხუთ მემკვიდრეს შორის გადანა-
წილდება. მე ამას ვგულისხმობდი. ხუთივეს ავტომატურად გაეზ-
რდება შემოსავალი.
ინსპექტორს იმედგაცრუება დაეტყო.
- მე კი ვიფიქრე, რაღაცას მივაგენით-მეთქი. გამოდის, არა-
ვის ჰქონდა ამ საბრალო ქალის მოკვლის მოტივი. როგორც
ჩანს, მართლაც ვიღაც გიჟის ნამოქმედარია, შესაძლოა, არას-
რულწლოვანი დამნაშავის, რომლებიც ძალიან მომრავლდნენ...
ჰო, ალბათ, ასეა. ცხადია, თუ ეს ძალზე რესპექტაბელური მის
ჯილკრისტი არაა, რაც დაუჯერებლად მეჩვენება.
- როდის აღმოაჩინა მან გვამი?
- ხუთი საათისთვის. მის ჯილკრისტი რიდინგიდან ავტობუსით
თექვსმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე დაბრუნდა. კოტეჯში
სადარბაზო შესასვლელიდან შევიდა, სამზარეულოსკენ გაემარ-
თა და ქურაზე ჩაიდანი დადგა. მისის ლანსკენეს ოთახიდან ჩა-
მიჩუმი არ ისმოდა. მის ჯილკრისტს ეგონა, ქალბატონს კვლავაც
ეძინა. შემდეგ სამზარეულოს ჩამტვრეული ფანჯარა და იატაკზე
დაყრილი შუშის ნამსხვრევები შეამჩნია. ალბათ, ვიღაც ბიჭმა
37 მკითხველთა ლიგა
შემთხვევით ბურთი ან შურდულით გასროლილი ქვა მოარტყაო,
გაიფიქრა მის ჯილკრისტმა. იგი ზევით ავიდა და ფრთხილად
შეიხედა მისის ლანსკენეს ოთახში, რათა შეეტყო, ეძინა თუ ჩაის
დალევას აპირებდა. გვამის დანახვაზე მის ჯილკრისტმა შეჰყვი-
რა და უახლოესი მეზობლებისკენ გაიქცა. ამ ქალის ჩვენება ეჭ-
ვის საფუძველს არ იძლევა. მის ოთახში, ტანსაცმელზე და სააბა-
ზანოში სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. ჩემი აზრით, მის ჯილ-
კრისტი არაფერ შუაშია. ექიმი ექვსის ნახევარზე მოვიდა. მისი
თქმით, მისის ლანსკენე ხუთის ნახევრამდე მოკვდა, უფრო ორი
საათისთვის. როგორც ჩანს, მკვლელი სადღაც ახლოს იყო და
კოტეჯიდან მის ჯილკრისტის წასვლას ელოდებოდა.
ადვოკატი ოდნავ შეკრთა, ინსპექტორმა კი განაგრძო:
- თქვენ, ალბათ, შეხვდებით მის ჯილკრისტს, არა?
- ვფიქრობ, კი.
- მოხარული ვიქნები, თუ ასე მოიქცევით. მან ყველაფერი
გვითხრა, რაც იცოდა, მაგრამ ვინ იცის…... ზოგჯერ საუბარში
მოულოდნელად რაღაც მნიშვნელოვანი ირკვევა ხოლმე. ცხა-
დია, იგი ნამდვილი შინაბერაა, მაგრამ გონიერი და პრაქტიკუ-
ლი ადამიანია, მისი ჩვენება ძალიან დაგვეხმარა, - ინსპექტორი
გაჩუმდა და ცოტა ხნის შემდეგ დაამატა, - გვამი ახლა მორგშია.
თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, დახედოთ…...
მისტერ ენტუისლი დაეთანხმა, თუმცა აღფრთოვანება არ გა-
მოუხატავს.
რამდენიმე წუთის შემდეგ იგი კორა ლანსკენეს ცხედართან
იდგა. ქალი საშინლად დაემახინჯებინათ. ინით შეღებილი, სის-
ხლით მოთხვრილი თმა შუბლზე მიჰკრობოდა. მისტერ ენტუის-
ლმა გულისრევა იგრძნო, პირი მაგრად მოკუმა და შეტრიალდა.
საბრალო პატარა კორა. როგორ ცდილობდა, გაეგო გუშინ-
წინ, დაუტოვა თუ არა რამე ძმამ. მომავალი, ალბათ, ვარდის-

38 მკითხველთა ლიგა
ფრად ესახებოდა. რამდენ სისულელეს ჩაიდენდა, თანაც
სიამოვნებით, ამ ფულის საშუალებით.
საბრალო კორა…... მხოლოდ მცირე ხნით თუ იოცნება.
მისი სიკვდილით არავის მოუგია - არც გულქვა მკვლელს,
მოპარული სამკაული გაქცევის დროს რომ გადაყარა. ხუთ ადა-
მიანს დამატებით რამდენიმე ათასი შეხვდებოდა, მაგრამ მათ,
ანდერძის მიხედვით, გაცილებით მეტი ერგებოდათ. არა, აქ მო-
ტივის ძებნას აზრი არ ჰქონდა.
უცნაურია, რომ კორა მკვლელობაზე ლაპარაკობდა, არადა,
ერთი დღის შემდეგ თვითონ მოკლეს.
„ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“
რა სისულელეა! ამას ხომ მოფიქრება უნდოდა?! იმდენად სა-
საცილო იყო, რომ ინსპექტორ მორტონს ვერც კი გაუმეორებდა.
რასაკვირველია, მის ჯილკრისტი აუცილებლად უნდა მოენა-
ხულებინა. ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ იქნებ მისგან მაინც გაეგო,
რა უთხრა კორას რიჩარდმა.
„მაგრამ მისი ნათქვამიდან დავასკვენი…... “
რა თქვა რიჩარდმა?
„დაუყოვნებლივ უნდა ვნახო მის ჯილკრისტი“, - გაიფიქრა
მისტერ ენტუისლმა.

39 მკითხველთა ლიგა
III
მის ჯილკრისტი გამხდარი, ჩამომჭკნარი ქალი აღმოჩნდა,
მოკლედ შეკრეჭილი მონაცრისფრო-ფოლადისფერი თმით. ორ-
მოცდაათიოდე წლის იქნებოდა.
იგი გულთბილად მიესალმა ადვოკატს:
- მიხარია, რომ მობრძანდით, მისტერ ენტუისლ. მისის ლან-
სკენეს ოჯახის შესახებ ძალიან ცოტა რამ მსმენია, მოკლული
ადამიანი კი ცხოვრებაში პირველად ვნახე. რა საშინელებაა!
მისტერ ენტუისლი დარწმუნებული იყო, მის ჯილკრისტი მარ-
თლაც პირველად გადაეყარა მკვლელობას. მას ისეთივე რეაქ-
ცია ჰქონდა, როგორიც მის პარტნიორს.
- ცხადია, ბევრი კითხულობს მკვლელობების შესახებ, - გა-
ნაგრძო მის ჯილკრისტმა და ამით დანაშაულს შესაფერისი ად-
გილი მიუჩინა, - მაგრამ მე კითხვაც არ მიყვარს. ეს ხომ ძრწო-
ლის მომგვრელია.
მისტერ ენტუისლი ქალს სასტუმრო ოთახში შეჰყვა და
იქაურობა ყურადღებით შეათვალიერა. ცხვირში ზეთის საღება-
ვების მძაფრი სუნი ეცა. კოტეჯი იმდენად ავეჯით არ იყო გავსე-
ბული, რომელიც ინსპექტორ მორტონს საკმაოდ ზუსტად აეწე-
რა, რამდენადაც ნახატებით. კედლებზე, ძირითადად, ზეთის სა-
ღებავებით დახატული, ჩამუქებული და მტვრიანი ტილოები ეკი-
და, თუმცა შიგადაშიგ აკვარელით შესრულებული სურათები და
ორიოდე ნატიურმორტიც მოჩანდა, პატარა ზომის ნახატები კი
რაფაზე დაეწყოთ.
- მისის ლანსკენე მათ სასამართლოს წესით გამოცხადებულ
გაყიდვებზე ყიდულობდა, - თქვა მის ჯილკრისტმა, - საბრალო
ფერწერით იყო გატაცებული. ახლომახლო ერთ გაყიდვასაც კი
არ გამოტოვებდა. ჩვენს დროში ნახატები ძალზე იაფია. ქალბა-
ტონს მათში გირვანქა სტერლინგზე მეტი არასდროს გადაუხ-
40 მკითხველთა ლიგა
დია, ზოგჯერ რამდენიმე შილინგადაც იძენდა. ყოველთვის ამ-
ბობდა, რომ კარგი ნამუშევრის ხელში ჩაგდება შეიძლებოდა.
იტალიელი პრიმიტივისტის ამ სურათზე ერთხელ ისიც კი თქვა,
მალე დიდი ფასი დაედებაო.
მისტერ ენტუისლმა ეჭვით შეავლო თვალი იტალიელი პრი-
მიტივისტის ნამუშევარს. „კორას მხატვრობის არაფერი გაეგე-
ბოდა, - გაიფიქრა მან, - მზად ვარ, საკუთარი შლაპაც კი შევჭა-
მო, თუ ამ ნაჯღაბნთაგან ერთი მაინც ხუთ გირვანქაზე მეტი ღირ-
დეს“.
- რასაკვირველია, - თქვა მის ჯილკრისტმა, როდესაც ადვო-
კატს შეხედა და მის რეაქციასაც მიხვდა, - ამაში ცუდად ვერკვე-
ვი, თუმცა მამა მხატვარი მყავდა, ჩემი აზრით, არცთუ წარმატე-
ბული. ახალგაზრდობაში აკვარელით ვხატავდი კიდეც და მხატ-
ვრობაზე საუბრებსაც შევსწრებივარ. მისის ლანსკენეს სიამოვ-
ნებდა ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, რომელთანაც ამ თე-
მაზე ლაპარაკს შეძლებდა, ვისაც მისი ესმოდა. საბრალო ქალი!
- გიყვარდათ იგი?
„სულელური შეკითხვაა, - გაიფიქრა მან, - „არას“ ხომ არ მი-
პასუხებს? თუმცა კორას გვერდით ცხოვრება საკმაოდ მომქან-
ცველი იქნებოდა“.
- რა თქმა უნდა, - მიუგო მის ჯილკრისტმა, - ერთმანეთს კარ-
გად ვუგებდით. ზოგჯერ მისის ლანსკენე ბავშვივით იქცეოდა.
ყველაფერს ამბობდა, რაც თავში მოუვიდოდა. არა მგონია, რომ
ყოველთვის სწორად მსჯელობდა...
რადგან გარდაცვლილზე არ ამბობენ, სულელი იყოო, მის-
ტერ ენტუისლი შემდეგი ფრაზით დაკმაყოფილდა:
- ინტელექტუალურ ქალს მას ძნელად თუ უწოდებდა კაცი.
- შესაძლოა, მართალი ბრძანდებით, მაგრამ გამჭრიახობით
უდავოდ გამოირჩეოდა. ყოველთვის მაოცებდა, როგორ ახერ-
ხებდა ათიანში მორტყმას.
41 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა მის ჯილკრისტს ინტერესით შეხედა.
გაიფიქრა, რომ იგი, კორასგან განსხვავებით, სულაც არ იყო სუ-
ლელი.
- თქვენ მისის ლანსკენესთან ერთად რამდენიმე წელი გაატა-
რეთ, არა?
- სამ-ნახევარი წელი.
- მისი... ასე ვთქვათ, კომპანიონი იყავით და…... ე-ე…... სახ-
ლსაც უვლიდით?
ადვოკატი მიხვდა, რომ დელიკატურ თემას შეეხო. მის ჯილ-
კრისტს ლოყები შეეფაკლა.
- დიახ, ასეც შეიძლება ითქვას. საჭმელს ვუმზადებდი - ეს ყო-
ველთვის მომწონდა - მტვერს ვწმენდდი და სხვა მსუბუქ საქმე-
ებსაც ვაკეთებდი. ცხადია, განსაკუთრებულს არაფერს.
მის ჯილკრისტის კილო მისი პრინციპების ურყევობაზე მეტ-
ყველებდა. მისტერ ენტუისლმა, რომელიც ვერ მიხვდა, რა იგუ-
ლისხმებოდა სიტყვა „განსაკუთრებულში“, ქალის დასამშვიდებ-
ლად რაღაც ჩაიბურტყუნა.
- მძიმე სამუშაოსთვის კვირაში ორჯერ სოფლიდან მისის პენ-
ტერი ჩამოდიოდა. თქვენ, ალბათ, გესმით, მისტერ ენტუისლ,
რომ სულაც არ მინდოდა, ისე მომქცეოდნენ, როგორც მოსამსა-
ხურეს. პატარა საჩაიე მქონდა, რომელმაც, სამწუხაროდ, არ
გაამართლა - მოგეხსენებათ, ომმა ყველაფერს თავისი დაღი
დაასვა. მშვენიერი ადგილი კი იყო - მე მას „ტირიფი“ დავარქვი,
ფაიფურის ჭურჭელზეც კი ცისფერი ტირიფები ეხატა. უგემ-
რიელეს ღვეზელებსა და ფუნთუშებს ვყიდდით - მათ თვითონ
ვამზადებდი. ომი რომ დაიწყო, შეკვეთებმა იკლო და გავკოტ-
რდით - ამას ყოველთვის ომით გამოწვეულ დანაკარგს ვუწო-
დებდი. მამაჩემის მიერ დატოვებული მცირე თანხა იმ საჩაიეში
მქონდა ჩადებული, ასე რომ, სამუშაოს ძებნა მომიხდა. პროფე-
სია არ მქონდა, ამიტომ ერთ მოხუც ქალბატონთან დავიწყე მუ-
42 მკითხველთა ლიგა
შაობა, მაგრამ იგი უხეში და ჭირვეული ქალი გამოდგა. შემდეგ
ოფისში ვიშოვე სამსახური, მაგრამ არც იქ მომეწონა. ბოლოს
მისის ლანსკენე გავიცანი. ერთმანეთი მაშინვე თვალში მოგვი-
ვიდა - მისი მეუღლე ხომ მხატვარი იყო... - მის ჯილკრისტი შე-
ჩერდა, სული მოითქვა და ნაღვლიანად დაამატა, - ეჰ, როგორ
მაკლდა ჩემი პატარა მშვენიერი საჩაიე! იქ ისეთი სასიამოვნო
ხალხი მოდიოდა!
მისტერ ენტუისლი მის ჯილკრისტს შესცქეროდა. უეცრად იგ-
რძნო, რომ რაღაც კარგად ნაცნობს ხედავდა. გონებაში ქალის
ფიგურები წარმოუდგა „დაფნის ხეებში“, „წითურ კატებში“, „ცის-
ფერ თუთიყუშებში“, „ტირიფებსა“ და „მყუდრო კუთხეებში“. მათ
ცისფერი, ნარინჯისფერი ან ვარდისფერი კაბები ეცვათ და კლი-
ენტებისგან ჩაისა და ღვეზლის შეკვეთებს იღებდნენ. მის ჯილ-
კრისტს საკუთარი სულიერი თავშესაფარი ჰქონდა - ძველმოდუ-
რი საჩაიე რესპექტაბელური კლიენტურით. ალბათ, ქვეყანაში
ბევრი „მის ჯილკრისტი“ არსებობდა რბილი, მომთმენი ხა-
სიათით, ჯიუტი მოყვანილობის პირითა და თხელი, ჭაღარა
თმით.
- საკუთარ თავზე ამდენს არ უნდა ვლაპარაკობდე, - განაგ-
რძო მის ჯილკრისტმა, - პოლიცია ძალზე თავაზიანად, გულის-
ხმიერად მომექცა. სასაყვედურო არაფერი მაქვს. ინსპექტორი
მორტონიც კეთილი ადამიანი აღმოჩნდა. იგი შეუთანხმდა კი-
დეც მის ლეიკს, რომ ღამე მასთან გამეთია, მაგრამ უარი გან-
ვაცხადე. ვალდებული ვიყავი, აქ დავრჩენილიყავი, იმ ნივთებ-
თან, ასე რომ უყვარდა მისის ლანსკენეს. მათ წაიღეს…... - მის
ჯილკრისტმა ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, - ცხედარი წაიღეს
და ოთახი დაკეტეს. ინსპექტორმა მითხრა, რომ სამზარეულოში
ღამით კონსტებლი იმორიგევებდა - ფანჯარა ხომ გატეხილი
იყო, შუშა მხოლოდ დილით ჩასვეს…... სად გავჩერდი? დიახ,
ვუთხარი, რომ ღამეს ჩემს ოთახში გავათევდი, თუმცა უნდა გა-
43 მკითხველთა ლიგა
მოგიტყდეთ - კარს კამოდი მივადგი, ფანჯრის რაფაზე კი წყლით
სავსე დოქი დავდგი. რა ვიცი, იქნებ ის ვიღაც მანიაკი იყო? ახლა
სულ მათზე ლაპარაკობენ…...
მისტერ ენტუისლმა პაუზით ისარგებლა და სწრაფად წარ-
მოთქვა:
- ინსპექტორმა მორტონმა ყველა ძირითადი ფაქტი შემატყო-
ბინა, მაგრამ თუ არ შეწუხდებით და მომხდარის შესახებ თვი-
თონ მომიყვებით...
- რა თქმა უნდა, მისტერ ენტუისლ. თქვენი შესანიშნავად მეს-
მის. პოლიცია ყველაფერს ოფიციალურად უდგება. თუმცა ასეც
უნდა იყოს.
- მისის ლანსკენე დაკრძალვიდან გუშინწინ საღამოს დაბ-
რუნდა, - შეახსენა ქალს ადვოკატმა.
- დიახ, მატარებელს შეაგვიანდა. მისთვის ტაქსი გამოვიძახე,
როგორც თვითონ მიბრძანა. ბუნებრივია, საბრალო ძალიან
დაიღალა, მაგრამ მაინც ხალისიანად გამოიყურებოდა.
- დიახ, დიახ. დაკრძალვის შესახებ თუ მოგიყვათ რამეს?
- გაკვრით. მე მას ცხელი რძე მივუტანე - მეტი არაფერი მოინ-
დომა, - მან კი მითხრა, რომ ეკლესიაში ბევრი ადამიანი და უამ-
რავი ყვავილი იყო…... ჰო, მართლა! ძალიან წუხდა, რომ თავისი
მეორე ძმის ნახვა ვერ მოახერხა. თუ არ ვცდები, ტიმოთი ჰქვია,
არა?
- დიახ, ტიმოთი.
- მისის ლანსკენემ თქვა, რომ იგი ოც წელზე მეტი ხნის გან-
მავლობაში არ ენახა. იმედოვნებდა, დაკრძალვაზე მაინც შეხ-
ვდებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომ-
დინარე, ძმამ სხვაგვარად მოქცევა ამჯობინა. იქ მისი ცოლი, მო-
დი იყო, რომელსაც მისის ლანსკენე ვერ იტანდა... ოჰ, მისტერ
ენტუისლ, მაპატიეთ! უნებურად წამომცდა, ის არ მიგულისხმი-
ა...
44 მკითხველთა ლიგა
- არაფერია, - დაამშვიდა ადვოკატმა ქალი, - მოგეხსენებათ,
მე ნათესავი არა ვარ. ისიც ვიცი, რომ კორას და მის რძალს ერ-
თმანეთი გულზე არასდროს ეხატებოდათ.
- მისის ლანსკენემაც დაახლოებით ასე თქვა: „ყოველთვის
ვიცოდი, რომ მოდი ძალაუფლების მოყვარულ ქალად გადაიქ-
ცეოდა, რომელიც ყველაფერში ყოფს ცხვირს“. მისის ლანსკენე
ძალიან დაიღალა და გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ დაწოლილი-
ყო. მე მას სათბურა მივეცი, რომელიც ყოველთვის მზად მქონ-
და, და იგი თავის ოთახში ავიდა.
- მეტი არაფერი უთქვამს, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვ-
რდათ?
- გული ცუდს არ უგრძნობდა, თუ ამას გულისხმობთ, მისტერ
ენტუისლ. მშვენიერ ხასიათზე იყო, თუ დაღლილობასა და…... იმ
სამწუხარო ამბავს არ გავითვალისწინებთ. მისის ლანსკენემ
მკითხა, კაპრიზე ხომ არ გინდა გამგზავრებაო. კაპრიზე! რა
თქმა უნდა, ვუპასუხე, რომ ეს შესანიშნავი იქნებოდა, ამაზე ხომ
ვერც ვიოცნებებდი. მან კი მითხრა, ჰოდა, ჩვენც ავდგებით და
წავალთო. მაშინ გავიფიქრე - თვითონ არ უხსენებია - ალბათ,
ძმამ წლიური შემოსავალი ან რაღაც ამის მსგავსი დაუტოვა--
მეთქი.
მისტერ ენტუისლმა თავი დაუქნია.
- საბრალო! მაგრამ მიხარია, რომ ისიამოვნა მაინც, როდე-
საც გეგმებს აწყობდა, - მის ჯილკრისტმა ამოიოხრა და სევ-
დიანად ჩაილაპარაკა, - ახლა კაპრიზე, ალბათ, ვეღარასოდეს
მოვხვდები…...
- მომდევნო დილით რა მოხდა? - ჰკითხა მისტერ ენტუისლმა
და მის ჯილკრისტის იმედგაცრუებას ყურადღება არ მიაქცია.
- მომდევნო დილით მისის ლანსკენე თავს შეუძლოდ
გრძნობდა. საშინლად გამოიყურებოდა. მითხრა, ცუდად მეძინა,
კოშმარებმა გამაწამაო. „იმიტომ, რომ გუშინ ძალიან გადაიღა-
45 მკითხველთა ლიგა
ლეთ“, - მივუგე მე, რაზეც დამეთანხმა. მისის ლანსკენემ სა-
წოლში ისაუზმა და მთელი დილა არ ამდგარა, მაგრამ ლანჩის-
თვის მითხრა, რომ დაძინება ვერაფრით შეძლო: „ათას რამეზე
ვფიქრობ და ვწუხვარ“. შემდეგ დაამატა, რომ ძილის წამალს
დალევდა და შუადღის მერე დაიძინებდა. მთხოვა, რომ ავტობუ-
სით რიდინგში გავმგზავრებულიყავი და ბიბლიოთეკაში ორი
წიგნი გამომეცვალა, რადგან ისინი მატარებელში წაეკითხა,
სხვა კი არაფერი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ორი წიგნი მთელი კვი-
რა ჰყოფნიდა. სახლიდან სამის წუთებზე გავედი და ეს უკანას-
კნელად იყო, როდესაც…... - მის ჯილკრისტი ასლუკუნდა, - მისის
ლანსკენეს, ალბათ, ეძინა და ვერაფერი გაიგონა. ინსპექტორმა
დამარწმუნა, რომ მას არ უწვალია. მისი აზრით, მან პირველივე
დარტყმაზე განუტევა სული…... ღმერთო ჩემო, ამის გაფიქრებაც
კი მზარავს!
- კარგი, დამშვიდდით. არ ღირს მომხდარის გახსენება.
თქვენგან მხოლოდ იმის გაგება მსურდა, თუ როგორ იქცეოდა
მისის ლანსკენე ტრაგედიის წინ.
- გადაეცით მის ახლობლებს, რომ, თუ ცუდად გატარებულ
ღამეს არ გავითვალისწინებთ, ძალიან ბედნიერი იყო და მომა-
ვალზე სიხარულით ფიქრობდა.
მომდევნო შეკითხვის დასმამდე მისტერ ენტუისლი ოდნავ შე-
ყოყმანდა. არ უნდოდა, მოწმისთვის უნებურად პასუხი ეკარნახა.
- რომელიმე ნათესავი ხომ არ უხსენებია?
- არა, არა, არა მგონია, - მის ჯილკრისტი ჩაფიქრდა, - მისის
ლანსკენე მხოლოდ იმას წუხდა, რომ თავის ძმას, ტიმოთის ვერ
შეხვდა.
- განსვენებული ძმის, რიჩარდის ავადმყოფობაზე არაფერი
უთქვამს? ამის…... მ-მ…... მიზეზზე?
- არა.

46 მკითხველთა ლიგა
მის ჯილკრისტს სახეზე შეშფოთების ნასახიც არ ეტყობოდა.
მისტერ ენტუისლის აზრით, ქალს ეს აუცილებლად დაემჩნეოდა,
კორას მკვლელობა რომ ეხსენებინა.
- იგი ერთხანს ავადმყოფობდა, - თქვა ფიქრებში წასულმა
მის ჯილკრისტმა, - თუმცა უნდა გითხრათ, რომ მისმა სიკვდილ-
მა გამაკვირვა, რადგან ძალიან ენერგიული ჩანდა.
- მაშასადამე, თქვენ ის ნახეთ, - სწრაფად ჩაურთო ადვოკატ-
მა, - როდის?
- როდესაც მისის ლანსკენეს სანახავად მოვიდა. ახლავე და-
გიზუსტებთ…... ეს სამი კვირის წინ მოხდა.
- ღამის თევით დარჩა?
- არა, მხოლოდ ლანჩზე დარჩა. მისის ლანსკენე მის სტუმრო-
ბას არ ელოდა. ჩემი აზრით, მათ რაღაც ოჯახური უთანხმოება
ჰქონდათ. ქალბატონმა მითხრა, რომ ერთმანეთი მრავალი
წლის განმავლობაში არ უნახავთ.
- დიახ, ასე იყო.
- ძმასთან შეხვედრამ მისის ლანსკენე ცუდ ხასიათზე დააყენა.
შესაძლოა, მიხვდა, რომ იგი მძიმედ იყო ავად…...
- იცოდა მისი ავადმყოფობის შესახებ?
- დიახ, ეს კარგად მახსოვს. ერთხელ დავინტერესდი კიდეც -
ცხადია, მხოლოდ ფიქრებში, - ტვინის ქსოვილების რღვევა ხომ
არ დაეწყო-მეთქი. დეიდაჩემი...
მისტერ ენტუისლმა მარჯვედ აუარა გვერდი დეიდაზე ლაპა-
რაკს:
- ამ აზრამდე მისის ლანსკენეს რომელიმე გამონათქვამმა
მიგიყვანათ?
- დიახ. მისის ლანსკენემ ერთხელ დაახლოებით ასეთი რამ
თქვა: „საბრალო რიჩარდი. მორტიმერის სიკვდილმა რამდენი-
მე წლით დააბერა. ჭკუასუსტს დაამსგავსა. მისი ფანტაზია იმის
თაობაზე, რომ დევნიან და მოწამვლას უპირებენ... ეს ბებრებს
47 მკითხველთა ლიგა
ახასიათებთ“. ამაში სრულად ვეთანხმები. დეიდაჩემს, რომე-
ლიც ახლახან ვახსენე, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მსახურები საჭ-
მელში საწამლავის ჩაყრას უპირებდნენ. ბოლოს იქამდე მივიდა,
რომ მხოლოდ მოხარშულ კვერცხს ჭამდა, რადგან, მისი აზრით,
მასში საწამლავს ვერ შეურევდნენ. ჩვენ მას დავცინოდით, მაგ-
რამ არ ვიცი, ახლა თუ გაგვეცინებოდა, როდესაც, ძირითადად,
მხოლოდ უცხოური კვერცხი იყიდება, რომლის მოხარშვა სა-
რისკოა.
მისტერ ენტუისლმა მის ჯილკრისტის საგა დეიდამისის შესა-
ხებ ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გამოუშვა. რაღაცამ ძალზე
შეაშფოთა. მან მორიგი პაუზით ისარგებლა და იკითხა:
- ვფიქრობ, მისის ლანსკენემ ეს სერიოზულად არ აღიქვა,
ასეა?
- ოჰ, არა, მისტერ ენტუისლ, ყველაფერს მიხვდა.
მისტერ ენტუისლი ამ შენიშვნამაც ააწრიალა, რადგან უკა-
ნასკნელი სიტყვა მის ჯილკრისტისგან განსხვავებულად ესმოდა.
იქნებ მისის ლანსკენე მართლაც ყველაფერს მიხვდა - თუ მა-
შინ არა, მოგვიანებით მაინც?
მისტერ ენტუისლს მტკიცედ სწამდა, რომ რიჩარდ ებერნეთის
ბებრული ჭკუასუსტობის არაფერი ეცხო. მისი აზრით, სრულიად
საღად აზროვნებდა და არც დევნის მანია აწუხებდა. რიჩარდი
ყოველთვის გამჭრიახი ბიზნესმენი იყო და ავადმყოფობამ ამ
მხრივ ვერაფერი დააკლო.
წარმოუდგენელი იყო, ასეთ კაცს დასთან მსგავს თემებზე
ესაუბრა. თუმცა არც იმის გამორიცხვა შეიძლებოდა, რომ კო-
რამ, მისთვის დამახასიათებელი საოცარი ბავშვური შორ-
სმჭვრეტელობით, რიჩარდ ებერნეთისთან საუბრის შემდეგ ყვე-
ლაფერი თავისებურად დაალაგა.
მისტერ ენტუისლის აზრით, კორა გამოუსწორებელი სულე-
ლი იყო, საღად მსჯელობის უნარიც აკლდა და გაწონასწორებუ-
48 მკითხველთა ლიგა
ლობაც; საგნებს ბავშვის თვალით შეჰყურებდა, თუმცა სწორედ
ბავშვებისთვის დამახასიათებელი ნიჭის წყალობით შეეძლო
საქმის არსში ჩაწვდომა, რითაც ბევრს აცვიფრებდა კიდეც.
ადვოკატმა დაასკვნა, რომ მის ჯილკრისტმა მას მისთვის
ცნობილი ყველა ფაქტი შეატყობინა. შემდეგ ჰკითხა, ხომ არ
იცოდა რამე კორა ლანსკენეს ანდერძის შესახებ. მის ჯილკრის-
ტმა უპასუხა, რომ მისის ლანსკენეს ანდერძი ბანკში ინახებოდა.
მისტერ ენტუისლმა დაიჟინა, რომ მის ჯილკრისტს მცირე
თანხა მაინც აეღო მიმდინარე ხარჯების დასაფარავად, დაუბა-
რა, რომ კვლავაც დაუკავშირდებოდა, და ახალი სამსახურის
შოვნამდე კოტეჯში დარჩენა სთხოვა. მის ჯილკრისტმა მიუგო,
რომ აქ თავს მშვენივრად გრძნობდა და მომხდარი მის ნერვებს
ვერაფერს დააკლებდა.
ადვოკატმა ვერაფრით აიცილა თავიდან მის ჯილკრისტთან
ერთად კოტეჯისა და განსვენებული პიერ ლანსკენეს ნახატების
დათვალიერება, რომლებიც მრავლად იყო სასადილო ოთახში.
გაოცდა, როდესაც უმრავლესობაზე შიშველი სხეულები აღ-
მოაჩინა. მხატვრობის დონე კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა ანა-
ტომიური დეტალების სიზუსტით კი გამოირჩეოდა. მან ქების
სიტყვები არ დაიშურა კორას მიერ ზეთის საღებავებით დახა-
ტულ ეტიუდებზე, რომლებზეც მეთევზეთა თვალწარმტაცი ნავ-
სადგურები ეხატა.
- ეს პოლპეროუა, - სიამაყით თქვა მის ჯილკრისტმა, - ჩვენ იქ
შარშან ვიყავით. ისეთი ლამაზი ადგილია, მისის ლანსკენე აღ-
ფრთოვანებას ვერ მალავდა.
მისტერ ენტუისლმა პოლპეროუს სამხრეთ-დასავლეთი,
ჩრდილო-დასავლეთი და სხვა ხედები შეათვალიერა და
აღიარა, რომ მისის ლანსკენეს აღტაცების საფუძველი ნამდვი-
ლად ჰქონდა.

49 მკითხველთა ლიგა
- მისის ლანსკენე დამპირდა, რომ თავის ჩანახატებს მე დამი-
ტოვებდა, - სევდიანად თქვა მის ჯილკრისტმა, - ისინი ძალიან
მომწონს. შეხედეთ ამ ზღვის მოქცევას, განა ნამდვილს არ
ჰგავს? როგორ ფიქრობთ, თუ ანდერძში ამის შესახებ არაფერი
იქნება ნათქვამი, ამ ეტიუდის სუვენირად წაღების უფლებას მა-
ინც მომცემენ?
- დარწმუნებული ვარ, ამასაც მოვახერხებთ, - თავაზიანად
მიუგო მისტერ ენტუისლმა.
რამდენიმე უმნიშვნელო შეკითხვის შემდეგ იგი დაემშვიდო-
ბა მის ჯილკრისტს და ბანკის მმართველთან სასაუბროდ და ინ-
სპექტორ მორტონთან საკონსულტაციოდ გაემართა.

50 მკითხველთა ლიგა
თავი 5
- საშინლად გამოფიტული ხარ, - განაცხადა მის ენტუისლმა
აღშფოთებული კილოთი, რომლითაც მოსიყვარულე დები ელა-
პარაკებიან ხოლმე ძმებს, ვის მეურნეობასაც უძღვებიან, - შენს
ასაკში ასე არ იქცევიან. ან რა ხელი გაქვს ამ საქმესთან? შენ
ხომ პენსიაზე ხარ, თუ არ ვცდები?
მისტერ ენტუისლმა მორიდებით შენიშნა, რომ რიჩარდ ებერ-
ნეთი მის ძველ მეგობართაგან ერთ-ერთი იყო.
- დავუშვათ, მაგრამ რიჩარდ ებერნეთი გარდაიცვალა, ხომ
ასეა? ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში და
გამუდმებით იმგზავრო მატარებლით, სადაც სულ ორპირი ქარი
ქრის. ახლა კიდევ ეს მკვლელობა! ვერ გამიგია, შენგან რა უნ-
დათ.
- იმიტომ დამიკავშირდნენ, რომ კოტეჯში ჩემი წერილი ნახეს,
რომლითაც კორას რიჩარდის დაკრძალვის შესახებ შევატყობი-
ნე.
- ერთი დაკრძალვა, მეორე დაკრძალვა…... სხვათა შორის,
კიდევ ერთმა უძვირფასესმა ებერნეთიმ დაგირეკა - ტიმოთიმ,
თუ არ ვცდები. სადღაც იორკშირიდან. კვლავაც დაკრძალვის
თაობაზე. თქვა, რომ მოგვიანებით დარეკავს.
მისტერ ენტუისლს ტელეფონთან იმავე საღამოს უხმეს. ყურ-
მილი რომ აიღო, მოდ ებერნეთის ხმა მოესმა:
- მადლობა ღმერთს, რომ დაგიკავშირდით. ტიმოთი ძალიან
ცუდადაა. კორას ამბავმა მასზე საშინლად იმოქმედა.
- ეს არცაა გასაკვირი, - თქვა მისტერ ენტუისლმა.
- რა ბრძანეთ?
- ვთქვი, ეს არცაა გასაკვირი-მეთქი.
- მეც ასე მგონია, - მოდის ხმაში ეჭვმა გაიჟღერა, - იმას გუ-
ლისხმობთ, რომ კორა მართლაც მოკლეს?
51 მკითხველთა ლიგა
(„ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“ - იკითხა კორამ. ამჯერად
პასუხის გაცემა უყოყმანოდ შეიძლებოდა.)
- დიახ, ის მოკლეს, - თქვა მისტერ ენტუისლმა.
- ნაჯახით, როგორც გაზეთები წერენ?
- დიახ.
- ვერ წარმომიდგენია, - თქვა მოდმა, - რომ ტიმოთის და,
ღვიძლი და, ნაჯახით მოკლეს.
ამის წარმოდგენა მისტერ ენტუისლსაც უჭირდა. ტიმოთის
ცხოვრება ისე შორს იყო ძალადობისგან, რომ, წესით, არც მის
ახლობლებს უნდა დამართოდათ რამე.
- ვფიქრობ, ფაქტებს ვერსად გავექცევით, - რბილად შენიშნა
მისტერ ენტუისლმა.
- ტიმოთის გამო ძალიან ვწუხვარ. ამდენი უბედურება ერთად!
როგორც იქნა, დავიყოლიე და ლოგინში ჩავაწვინე, მაგრამ
დაიჟინა, რომ ჩვენთან მის სანახავად მოსვლაზე დაგითანხმოთ.
მას ბევრი რამ აინტერესებს: იქნება თუ არა მოკვლევა, ვინ და-
ესწრება, როდის და სად გაიმართება დაკრძალვა, უნდოდა თუ
არა კორას კრემაცია, დატოვა თუ არა ანდერძი…...
მისტერ ენტუისლმა ქალს გაჭიანურებული ჩამოთვლა შეაწ-
ყვეტინა:
- დიახ, დატოვა ანდერძი და მის ამსრულებლად ტიმოთი და-
ნიშნა.
- ღმერთო ჩემო, ვშიშობ, ტიმოთი ვერაფერს შეძლებს…...
- ყველაფერს, რაც აუცილებელია, ფირმა გააკეთებს. ანდერ-
ძი ძალზე უბრალოა. კორამ საკუთარი ეტიუდები და ამეთვის-
ტოს გულსაბნევი თავის კომპანიონს, მის ჯილკრისტს, დაუტოვა,
სხვა დანარჩენი კი - სიუზენს.
- სიუზენს? რატომ სიუზენს? ჩემი აზრით, კორას იგი ბავშვო-
ბის შემდეგ აღარ უნახავს.

52 მკითხველთა ლიგა
- ვფიქრობ, იმიტომ, რომ სიუზენის ქორწინება მის ახლობ-
ლებს არც ისე მოსწონდათ.
მოდმა დამცინავად ჩაიბუზღუნა:
- გრეგორიც კი გაცილებით უკეთესია, ვიდრე პიერ ლანსკენე
ოდესმე ყოფილა! ცხადია, ჩემს ახალგაზრდობაში მიუღებელი
იყო მაღაზიაში მომუშავე კაცზე გათხოვება, მაგრამ გალანტერე-
ას ისევ აფთიაქი სჯობს. გრეგორი რესპექტაბელურად მაინც გა-
მოიყურება, - იგი ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ კი დაამატა, - მა-
შასადამე, სიუზენი იმ შემოსავალს მიიღებს, რომელიც რიჩარ-
დმა კორას დაუტოვა?
- ოჰ, არა. მთელი კაპიტალი რიჩარდის ანდერძის მიხედვით
გადანაწილდება. საბრალო კორას მხოლოდ რამდენიმე ასეული
გირვანქა სტერლინგი და კოტეჯის ავეჯი დარჩა. მეეჭვება, რომ
ვალებისა და ავეჯის გაყიდვის შემდეგ თანხამ ხუთას გირვანქას
გადააჭარბოს, - აქ ადვოკატმა პაუზა გააკეთა და განაგრძო, -
მოკვლევა, რა თქმა უნდა, ჩატარდება. იგი უახლოესი ხუთშაბა-
თისთვისაა დანიშნული. თუ ტიმოთი თანახმა იქნება, პროცედუ-
რაზე დასასწრებად ოჯახის სახელით ახალგაზრდა ლოიდს გავ-
გზავნით, - მან ბოდიშის კილოთი დაამატა, - ვშიშობ, ამან შესაძ-
ლოა ყურადღება მიიქციოს... მ-მ…... შექმნილი ვითარების გათ-
ვალისწინებით.
- ძალზე არასასიამოვნოა! ის არამზადა ხომ არ დაუკავებიათ,
ვინც ეს ჩაიდინა?
- ჯერჯერობით, არა.
- ალბათ, რომელიმე ნახევრად შეშლილი ახალგაზრდა აღ-
მოჩნდება, მთელ ქვეყანაში რომ დაძრწიან და ყველას დაუფიქ-
რებლად კლავენ. პოლიცია ძალზე არაკომპეტენტურია.
- არა, არა, - შეეპასუხა მისტერ ენტუისლი, - პოლიცია სულაც
არ არის არაკომპეტენტური. ეს არც კი გაიფიქროთ.

53 მკითხველთა ლიგა
- ყოველ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურია,
ტიმოთიზე კი ცუდად მოქმედებს. ძალიან დამავალებთ, მისტერ
ენტუისლ, თუ ჩვენთან მოსვლას მოახერხებთ. ასე მგონია, ტი-
მოთის დამშვიდებასაც შეძლებთ.
მისტერ ენტუისლი ცოტა ხნით ჩაფიქრდა. ეს მიპატიჟება
ხელს აძლევდა კიდეც.
- თქვენს სიტყვებში რაღაც არის, - აღიარა მან, - ამასთან, ზო-
გიერთ დოკუმენტზე ტიმოთის, როგორც ანდერძის ამსრულებ-
ლის, ხელმოწერა მჭირდება. დიახ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი
იქნებოდა.
- შესანიშნავია. გულზე მომეშვა. ხვალ გვეწვევით? ღამეც
დარჩებით? აჯობებს, იმ მატარებელზე აიღოთ ბილეთი, რომე-
ლიც სენტ-პენკრასის სადგურიდან თერთმეტ საათსა და ოც წუთ-
ზე გადის.
- ვფიქრობ, დღის მეორე ნახევარში მომიწევს წამოსვლა, -
თქვა მისტერ ენტუისლმა, - დილით სხვა საქმეები მელოდება…...

54 მკითხველთა ლიგა
II
ჯორჯ კროსფილდი გულთბილად მიესალმა მისტერ ენტუ-
ისლს, თუმცა ოდნავ გაოცებული ჩანდა.
- ახლახან ჩამოვედი ლიტჩეტ-სენტ-მერიდან, - ახსნა--
განმარტების კილოთი თქვა ადვოკატმა, თუმცა ვერც ამ სიტყვე-
ბიდან გამოიტანდა კაცი რაიმე დასკვნას.
- მაშასადამე, ეს მართლაც კორა დეიდა იყო? გაზეთში წავი-
კითხე და თვალებს არ დავუჯერე. ვიფიქრე, მისი მოგვარე თუ
არის-მეთქი.
- ლანსკენე არც ისე გავრცელებული გვარია.
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ბუნებრივია, არ გინდო-
დეს იმის დაჯერება, რომ შენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მოკლუ-
ლია. ეს გასულ თვეში დარტმურში მომხდარ შემთხვევას მაგო-
ნებს.
- მართლა?
- იქაც იგივე გარემოებები იყო. ცალკე მდგარი კოტეჯი, რო-
მელშიც ორი ხანდაზმული ქალი ცხოვრობდა. სრულიად უმნიშ-
ვნელო თანხა გაიტაცეს.
- ცოტაა თუ ბევრი, შემფასებელზეა დამოკიდებული, - თქვა
მისტერ ენტუისლმა, - გააჩნია, ვის რამდენი სჭირდება.
- დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით.
- თუ ძალიან გჭირდებათ ათი გირვანქა, თხუთმეტი ბევრად
მოგეჩვენებათ. პირიქით, თუ თქვენი გასაჭირი ასი გირვანქით
განისაზღვრება, ორმოცდახუთს არაფრად მიიჩნევთ, რამდენიმე
ათასის შემთხვევაში კი რამდენიმე ასეულზეც იტყვით, ცოტააო.
- ვფიქრობ, - თქვა ჯორჯმა და თვალები გაუბრწყინდა, - ჩვენს
დროში ზედმეტი ფული ხელს არავის შეუშლის. ახლა ყველას
სჭირდება იგი.

55 მკითხველთა ლიგა
- ოღონდ არა უკიდურესად, - შენიშნა მისტერ ენტუისლმა, -
უკიდურესობას სხვა დატვირთვა აქვს.
- რაიმე კონკრეტულს გულისხმობთ?
- არა, არა, - მიუგო ადვოკატმა და პაუზის შემდეგ განაგრძო, -
ანდერძის დამტკიცებამდე რაღაც დრო გავა. ხომ არ გინდათ
განსაზღვრული თანხის ავანსად აღება?
- რომ არ დაგიმალოთ, ამ საკითხზე საუბარი მსურდა. დი-
ლით ბანკში ვიყავი და თქვენ გახსენეთ, როდესაც იქ კრედიტის
გადამეტება ახსენეს. მაშინვე გაცილებით თავაზიანი კილოთი
ამეტყველდნენ.
ჯორჯს თვალები კვლავ გაუბრწყინდა და გამოცდილი მისტერ
ენტუისლი მაშინვე მიხვდა ამის მიზეზს. მას ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ ამჟამად ჯორჯს ფული ძალიან სჭირდებოდა, შესაძლოა, ეს
მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი იყო. იგი დარ-
წმუნდა - თუმცა ამას ადრეც ხვდებოდა, - რომ ფინანსებთან და-
კავშირებით ჯორჯის ნდობა არ შეიძლებოდა. ახლა ის აინტერე-
სებდა, ამასვე გრძნობდა თუ არა რიჩარდ ებერნეთი, რომელიც
ადამიანებში მშვენივრად ერკვეოდა. მისტერ ენტუისლს სჯერო-
და, რომ მორტიმერის გარდაცვალების შემდეგ რიჩარდი ფიქ-
რობდა, მემკვიდრედ ჯორჯი ხომ არ გამოეცხადებინა. მართა-
ლია, ეს უკანასკნელი ებერნეთის გვარს არ ატარებდა, მაგრამ
ოჯახის უმცროს თაობაში ერთადერთი მამაკაცი იყო და მორტი-
მერის შემცვლელად მისი დასახელება არავის გაუკვირდებოდა.
რიჩარდ ებერნეთიმ ჯორჯი თავისთან მიიწვია, რომელიც „ენ-
დერბიში“ რამდენიმე დღე დარჩა. შესაძლოა, ამ ვიზიტის დასას-
რულს მოხუცმა იგი შეუფერებელ კანდიდატურად მიიჩნია. იგ-
რძნო თუ არა ინსტინქტურად, მისტერ ენტუისლის მსგავსად,
რომ ჯორჯის ნდობა არ შეიძლებოდა? ოჯახის აზრით, მამამისი
ხომ ლორას არ შეეფერებოდა - საეჭვო საქმეებით დაკავებული

56 მკითხველთა ლიგა
ბირჟის მაკლერი... ჯორჯი მას უფრო დამსგავსებოდა, ვიდრე
ებერნეთებს.
ჯორჯმა, როგორც ჩანს, არასწორად გაიგო მოხუცი ადვოკა-
ტის დუმილი, ნაღვლიანად გაიღიმა და თქვა:
- გულწრფელად გეტყვით, რომ ბოლო დროს ფულის დაბან-
დებაში ნაკლებად მიმართლებდა. გავრისკე და მარცხი განვიცა-
დე, მაგრამ ახლა ზარალის ანაზღაურებას შევძლებ. ამისთვის
მცირე კაპიტალი მჭირდება. როგორ ფიქრობთ, „არდენს კონსო-
ლიდეითიდის“ აქციები საკმარისად საიმედოა?
მისტერ ენტუისლმა არაფერი უპასუხა. იგი იმაზე ფიქრობდა,
ჯორჯი თავისი კლიენტების ფულით ხომ არ ეწევა სპეკულა-
ციასო. ამ შემთხვევაში ჯორჯს სამართლებრივი დევნა არ ას-
ცდებოდა…...
- თქვენთან დაკავშირებას დაკრძალვის მეორე დღეს ვცდი-
ლობდი, - თქვა მისტერ ენტუისლმა, - მაგრამ, როგორც ჩანს,
ოფისში არ იყავით.
- მართლა? ჩემთვის არაფერი გადმოუციათ. თუმცა გადავ-
წყვიტე, რომ კარგი ამბების შემდეგ დასვენება არ მაწყენდა.
- კარგი ამბების შემდეგ?
ჯორჯი გაწითლდა:
- ბიძია რიჩარდის გარდაცვალება არ მიგულისხმია. მაგრამ,
როდესაც გაიგებ, რომ გვარიანი თანხა გიანდერძეს, გრძნობ,
რომ ეს მოვლენა აღნიშვნის ღირსია. ამიტომ დაუყოვნებლივ
ჰერსტ-პარკს მივაშურე და ორ ფავორიტზე დავდე თანხა. თუ გი-
მართლებს, ესე იგი, გიმართლებს! მართალია, მხოლოდ ორ-
მოცდაათი გირვანქა მოვიგე, მაგრამ არც ეს მაწყენს.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა მისტერ ენტუისლი, - ახლა კი
მორიგი თანხა გეკუთვნით დეიდათქვენის, კორას დაღუპვის
შემდეგ.
ჯორჯმა შეწუხებული სახე მიიღო.
57 მკითხველთა ლიგა
- საბრალო ქალი! ნამდვილად არ გაუმართლა, ხომ ასეა?
სწორედ მაშინ, როდესაც ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობა
მიეცა.
- იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიცია მკვლელს იპოვის, - თქვა
მისტერ ენტუისლმა.
- ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება. ჩვენს პოლიციას არა-
ფერი ეშლება. შეკრებენ ყველა საეჭვო ადამიანს, ვინც ახლო-
მახლო დაწანწალებდა, კარგად დაამუშავებენ და ყველაფერს
დააფქვევინებენ.
- ეს არცთუ ისე ადვილია დროის გასვლის შემდეგ, - შენიშნა
მისტერ ენტუისლმა და გაიღიმა, რითაც აგრძნობინა, რომ ხუმ-
რობდა, - მაგალითად, მე იმ დღეს ოთხის ნახევარზე ჰეტჩარდის
წიგნის მაღაზიაში ვიყავი. გამახსენდებოდა თუ არა ეს, თუ პო-
ლიცია ათი დღის შემდეგ დამკითხავდა? მეეჭვება. თქვენ, ჯორჯ,
ჰერსტ-პარკში იმყოფებოდით. შეძლებთ, ვთქვათ, ერთი თვის
თავზე, იმის გახსენებას, თუ რა დღე იყო?
- დიახ, რადგან ეს დაკრძალვის მომდევნო დღეს მოხდა.
- მართალია. ამასთან, ორჯერ მოიგეთ - ესეც დამახსოვრებას
უწყობს ხელს. კაცს ყოველთვის ახსოვს იმ ცხენის სახელი, რო-
მელმაც ფული მოაგებინა. ჰო, მართლა, თქვენს ფავორიტებს რა
ერქვა?
- ერთი წუთით…... გეიმარკი და ფროგ II. დიახ, ისინი კარგა
ხანს არ დამავიწყდება.
მისტერ ენტუისლმა მშრალად გაიცინა, თითქოს ახველებსო,
და ჯორჯს დაემშვიდობა.

58 მკითხველთა ლიგა
III
- ძალიან მიხარია თქვენი დანახვა, - თქვა როზამუნდმა ენთუ-
ზიაზმის გარეშე, - მაგრამ ასე უთენია…...
მან გემოზე დაამთქნარა.
- უკვე თერთმეტი საათია, - მიუგო მისტერ ენტუისლმა.
როზამუნდმა კვლავ დაამთქნარა და ბოდიშის კილოთი წარ-
მოთქვა:
- გუშინ წვეულება გვქონდა და გვიანობამდე შევყევით. ძალი-
ან ბევრი დავლიეთ. მაიკლი ჯერაც ნაბახუსევზეა.
ამ დროს მოდურ ხალათში გამოწყობილი მაიკლიც გამოჩ-
ნდა. ისიც ამთქნარებდა. ხელში შავი ყავით სავსე ფინჯანი ეჭი-
რა. დაღლილი სახე ჰქონდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის,
მომხიბლავად იღიმებოდა. როზამუნდს შავი ქვედაკაბა და საკ-
მაოდ ჭუჭყიანი ყვითელი პულოვერი ეცვა, მათ ქვეშ კი, მისტერ
ენტუისლის აზრით, მეტი არაფერი.
პედანტურ და აკურატულ ადვოკატს ახალგაზრდა შეინების
ცხოვრების წესი არ მოსწონდა. არეულ-დარეული ბინა ჩელსიში
მდებარე სახლის პირველ სართულზე, ყველგან ბოთლები, ჭიქე-
ბი და სიგარეტის ნამწვები, მტვერი, უწესრიგობა, მძიმე სუნი…...
ამ ქაოსში როზამუნდი და მაიკლი ობოლი მარგალიტებივით
მოჩანდნენ. ძალიან ლამაზი წყვილი იყო. მისტერ ენტუისლის
აზრით, მათ ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ. ყოველ შემ-
თხვევაში, როზამუნდი მაიკლს აღმერთებდა.
- ცოტაოდენ შამპანურზე რას იტყოდი, ძვირფასო? - მიმართა
ქალმა მეუღლეს, - გამოგვაცოცხლებდა, თან მომავლის სად-
ღეგრძელოსაც შევსვამდით. ოჰ, მისტერ ენტუისლ, რა ბედ-
ნიერებაა, რომ ბიძია რიჩარდმა ფული სწორედ ახლა დაგვიტო-
ვა…...

59 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა შეამჩნია, რომ მაიკლს სახეზე უკმაყოფი-
ლება დაეტყო, როზამუნდი კი მშვიდად განაგრძობდა ლაპა-
რაკს:
- ჩვენ ხომ ამ პიესის დადგმის საუცხოო შანსი მოგვეცა. მასში
შესანიშნავი როლია მაიკლისთვის. ჩემთვისაც მოიძებნება რა-
ღაც. იგი ერთ-ერთ ახალგაზრდა დამნაშავეზეა, რომელსაც თავი
წმინდანი ჰგონია. პიესა თანამედროვე იდეებითაა სავსე.
- შესაძლოა, - თავდაჭერილად წარმოთქვა მისტერ ენტუის-
ლმა.
- იგი ძარცვავს, კლავს, მას პოლიციაც დევნის და საზოგა-
დოებაც, ბოლოს კი სასწაულს სჩადის.
მისტერ ენტუისლი აღშფოთებული იჯდა და დუმდა. მისი აზ-
რით, ახლანდელი ახალგაზრდობა ხშირად სისულელეს ლაპა-
რაკობდა და წერდა კიდეც.
თუმცა ამჯერად მაიკლ შეინი ენაწყლიანობით არ გამოირ-
ჩეოდა. სახეზე კვლავაც უკმაყოფილება ეტყობოდა.
- როზამუნდ, მისტერ ენტუისლს შენი აღფრთოვანებული
საუბარი სულ არ აინტერესებს, - თქვა მან, - ცოტა ხანს გაჩუმდი
და აცალე, რომ სათქმელი გვითხრას.
- ორიოდე საკითხია გასარკვევი, - დაიწყო მისტერ ენტუის-
ლმა, - ეს-ესაა ლიტჩეტ-სენტ-მერიდან დავბრუნდი.
- მაშასადამე, დეიდა კორა მოკლეს? ამის შესახებ გაზეთში
წავიკითხეთ. თავში მაშინვე გამიელვა, ის იქნება-მეთქი, რადგან
საკმაოდ იშვიათი გვარია. საბრალო დეიდა კორა! დაკრძალვის
დროს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა სულელურად გამოიყურე-
ბა, ამას ხომ სიკვდილი სჯობს-მეთქი. ახლა კი მართლაც მკვდა-
რია. სტუმრებმა არ დაგვიჯერეს, როდესაც ვუთხარი, რომ ნაჯა-
ხით მოკლული ქალი, რომელზეც გაზეთები წერდნენ, დეიდაჩე-
მი იყო! ისინი მხოლოდ იცინოდნენ. ხომ იცინოდნენ, მაიკლ?

60 მკითხველთა ლიგა
მაიკლ შეინმა არაფერი უპასუხა, როზამუნდს კი ლაპარაკის
საღერღელი აშლოდა:
- ორი მკვლელობა ერთიმეორის მიყოლებით. ბევრი ხომ არ
არის?
- ნუ სულელობ, როზამუნდ, ბიძაშენი რიჩარდი არავის მოუკ-
ლავს.
- კორა კი ფიქრობდა, რომ მოკლეს.
მისტერ ენტუისლმა ახალგაზრდებს კამათი გააწყვეტინა:
- დაკრძალვის შემდეგ ორივენი ლონდონში დაბრუნდით,
არა?
- დიახ, იმავე მატარებლით, რომლითაც თქვენ.
- დიახ... რა თქმა უნდა. ეს იმიტომ გკითხეთ, რომ თქვენთან
დაკავშირებას ვცდილობდი, - მან სწრაფად გახედა ტელეფონს, -
მეორე დღეს. რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ არავინ მიპასუხა.
- ღმერთო ჩემო, რა სამწუხაროა. რას ვაკეთებდით გუშინწინ,
მაიკლ? თორმეტ საათამდე შინ ვიყავით, შემდეგ შენ როზენჰაიმ-
თან შესახვედრად წახვედი, იქიდან კი - ლანჩზე ოსკართან, მე
მაღაზიებში გავიარე ნეილონის წინდების საყიდლად. ჯენეტს უნ-
და შევხვედროდი, მაგრამ ერთმანეთს ავცდით. კარგად კი ვი-
ვაჭრე იმ დღეს. ბოლოს მე და შენ „კასტილში“ ვისადილეთ და
შინ, თუ არ ვცდები, საღამოს ათი საათისთვის დავბრუნდით.
- ჰო, დაახლოებით, - მაიკლმა ჩაფიქრებული სახით შეხედა
მისტერ ენტუისლს, - ჩვენთან რისი გარკვევა გსურდათ, სერ?
- ოჰ, მხოლოდ ორიოდე საკითხია რიჩარდ ებერნეთის ქონე-
ბასთან დაკავშირებით, თანაც რაღაც დოკუმენტებია ხელმოსა-
წერი.
- ფულს დაუყოვნებლივ მივიღებთ თუ ეშმაკმა იცის, როდის? -
იკითხა როზამუნდმა.
- კანონის აღსრულება ბევრ წვრილმან პროცედურას ითვა-
ლისწინებს, - მიუგო მისტერ ენტუისლმა.
61 მკითხველთა ლიგა
- მაგრამ ავანსის მიღებას ხომ შევძლებთ? - როზამუნდს შეშ-
ფოთება დაეტყო, - მაიკლმა თქვა, შევძლებთო. ჩვენთვის ეს
ძალზე მნიშვნელოვანია პიესის გამო.
- ოჰ, საჩქარო არაფერია, - თქვა თავაზიანად მაიკლმა, - მხო-
ლოდ ის უნდა გადავწყვიტოთ, დავდგათ პიესა თუ არა.
- ვფიქრობ, თქვენთვის საჭირო თანხის ავანსად მოცემა რთუ-
ლი არ იქნება, - მიუგო მისტერ ენტუისლმა.
- მაშინ ყველაფერი რიგზეა, - როზამუნდმა შვებით ამოისუნ-
თქა, დაფიქრდა და დაამატა, - დეიდა კორას თუ დარჩა რამე
თანხა?
- ძალიან ცოტა. მან ის თქვენს დეიდაშვილს, სიუზენს უან-
დერძა.
- რატომ მაინცდამაინც სიუზენს? რა თანხაზეა ლაპარაკი?
- რამდენიმე ასეული გირვანქაა და რაღაც ავეჯი.
- კარგია?
- არა, - უპასუხა ადვოკატმა.
როზამუნდს ინტერესი მაშინვე გაუქრა.
- ეს ყველაფერი ძალზე უცნაურია, არა? - თქვა მან, - ჯერ იყო
და, დაკრძალვის შემდეგ კორამ მოულოდნელად განაცხადა, ბი-
ძია რიჩარდი მოკლესო, მეორე დღეს კი თვითონაც მოკლეს.
ხომ მართლაც უცნაურია?
უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ბოლოს მისტერ ენტუისლმა
მშვიდად წარმოთქვა:
- დიახ, ეს ყველაფერი მართლაც ძალზე უცნაურია...

62 მკითხველთა ლიგა
IV
მისტერ ენტუისლი ყურადღებით აკვირდებოდა სიუზენ
ბენკსს, რომელიც მაგიდისკენ დახრილიყო და გაცხოველებით
ლაპარაკობდა.
მასში როზამუნდის სილამაზის ნასახიც არ ჩანდა, მაგრამ თა-
ვისებურად მიმზიდველი სახე ჰქონდა, რაც, ადვოკატის აზრით,
მისი სიმკვირცხლის დამსახურება იყო. ამას ემატებოდა უაღრე-
სად ქალური მსუქანი წითელი ტუჩები და სხეულის მოყვანილო-
ბა. და მაინც, სიუზენი მას ბიძამისს, რიჩარდ ებერნეთის, აგო-
ნებდა თავით, ნიკაპითა და ღრმად ჩამჯდარი ფიქრიანი თვალე-
ბით. მასში რიჩარდისთვის დამახასიათებელი ენერგია, პრაქტი-
კულობა და გამჭრიახობა იგრძნობოდა. ოჯახის უმცროსი
თაობის სამი წევრისგან მხოლოდ იგი ჩანდა იმავე მასალისგან
დამზადებული, რომელსაც ებერნეთების გვარის ყველა მიღწევა
ეფუძნებოდა. გრძნობდა თუ არა რიჩარდი თავის დისშვილთან
სულიერ სიახლოვეს? მისტერ ენტუისლს ამაში ეჭვი არ ეპარე-
ბოდა. რიჩარდი ყოველთვის კარგად ერკვეოდა ადამიანებში.
სიუზენს სწორედ ის თვისებები ჰქონდა, რომელიც მას სჭირდე-
ბოდა. მიუხედავად ამისა, რიჩარდ ებერნეთიმ იგი ანდერძში
არაფრით გამოარჩია. გასაგებია, რომ ჯორჯს არ ენდობოდა, -
ფიქრობდა მისტერ ენტუისლი, - არჩევანი არც ლამაზ, მაგრამ
ნაკლებად ჭკვიან როზამუნდზე გააკეთა, მაგრამ როგორ ვერ
აღმოაჩინა სიუზენში ის, რასაც ეძებდა - საკუთარ თავთან მსგავ-
სება?
თუ აღმოაჩინა, ლოგიკურად გამომდინარეობდა, რომ მიზეზი
მისი ქმარი ყოფილა...
მისტერ ენტუისლმა მზერა სიუზენის მხარს ზემოთ მიაპყრო,
იქით, სადაც გრეგორი ბენკსი იდგა და დაბნეული სახით ფან-
ქარს წვერს უმახვილებდა.
63 მკითხველთა ლიგა
გამხდარ, ფერმკრთალ და შეუხედავ, მოწითურო თმის მქონე
ახალგაზრდა კაცს ძლიერი და ენერგიული სიუზენი ისე ჩრდი-
ლავდა, რომ მისი დახასიათება ძალიან ჭირდა. მასში ყურადღე-
ბას არაფერი იქცევდა - ერთი ჩვეულებრივი, სიმპათიური და თა-
ვაზიანი მამაკაცი იყო – თანამედროვე ტერმინოლოგიით, მის-
ტერ „დიახ“. მაგრამ მხოლოდ ეს აღწერა არ კმაროდა. გრეგორი
ბენკსის ხაზგასმული თავმდაბლობა დაკვირვებულ თვალს ერ-
თგვარ შინაგან დისკომფორტს უქმნიდა. იგი სრულიად არ
შეეფერებოდა სიუზენს, რომელმაც, მიუხედავად ყველას წინა-
აღმდეგობისა, მასთან ქორწინება დაიჟინა და მიაღწია კიდეც სა-
წადელს. რატომ? ასეთი რა იპოვა მასში?
„ახლაც კი, ქორწინების მეშვიდე თვეს, მისთვის ჭკუას კარ-
გავს“, - გაიფიქრა მისტერ ენტუისლმა. მას ცხოვრებაში ბევრი
რამ ენახა. მათ ფირმას - „ბოლარდი, ენტუისლი, ენტუისლი და
ბოლარდი“ - მატრიმონიალური პრობლემებით შეწუხებული
უამრავი ქალი მიმართავდა. ქალები, რომლებსაც ძალიან უყ-
ვარდათ მათდამი გულგრილი და არაფრით გამორჩეული ქმრე-
ბი; ქალები, რომლებსაც მოჰბეზრდათ მომხიბლავი და უზადო
მეუღლეები. რას პოულობს თითოეული ქალი ამა თუ იმ მამა-
კაცში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საშუალო ინტელექტის მქო-
ნე ადამიანს ძალზე გაუჭირდებოდა. ძალიან ხშირად ყოველ-
მხრივ გონიერი ქალები წარმოუდგენლად სულელურად იქცე-
ოდნენ მამაკაცებთან ურთიერთობისას. მისტერ ენტუისლის აზ-
რით, სიუზენი სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. მისთვის
სამყარო გრეგის გარშემო ტრიალებდა. ასეთი მიდგომა კი მრა-
ვალ საფრთხეს შეიცავდა.
- ...იმიტომ, რომ ეს სირცხვილია, - ამბობდა აღშფოთებული
სიუზენი, - ხომ გახსოვთ ქალი, რომელიც შარშან იორკშირში
მოკლეს? პოლიციას არავინ დაუპატიმრებია. ის დედაბერი, სა-

64 მკითხველთა ლიგა
კონდიტროში თავში ძალაყინი რომ ჩაარტყეს? ჯერ დააკავეს
ერთი კაცი, შემდეგ კი გაუშვეს!
- მტკიცებულებებია საჭირო, ჩემო კარგო, - თქვა მისტერ ენ-
ტუისლმა.
სიუზენმა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.
- ის ექთანი, კორა დეიდას მსგავსად, ნაჯახით რომ მოკლეს?
- ღმერთმანი, სიუზენ, ამგვარ დანაშაულთა ცოცხალი არქივი
ყოფილხართ, - რბილად შეაპარა ადვოკატმა.
- ეს ბუნებრივიცაა. ამგვარი რამ ადვილად გამახსოვრდება,
ხოლო როდესაც შენი ოჯახის წევრს ასეთივე გზით მოგიკლავენ,
გეჩვენება, რომ ირგვლივ უამრავი ხალხი დაძრწის, რომლებიც
სხვის სახლებში იჭრებიან და მარტოხელა ქალებს თავს ესხმი-
ან, პოლიცია კი ყურსაც არ იბერტყავს!
მისტერ ენტუისლმა თავი გადააქნია.
- ნუ გაკიცხავთ პოლიციას, სიუზენ. იქ ძალზე მომთმენი, საზ-
რიანი და მამაცი ადამიანები მუშაობენ. თუ რომელიმე საქმეზე
გაზეთებში არაფერი იწერება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძიება
შეწყდა.
- და მაინც, ყოველ წელს ასობით დანაშაული გაუხსნელი
რჩება.
- ასობით? - დაეჭვდა მისტერ ენტუისლი, - განსაზღვრული
რაოდენობა, დიახ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში პოლიციამ
იცის, ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა ბრალის წასაყენებლად
საკმარის მტკიცებულებას არ ფლობს.
- არ მჯერა, - თქვა სიუზენმა, - თუ დამნაშავის ვინაობა ცნობი-
ლია, მტკიცებულებების პოვნა ყოველთვის შეიძლება.
- საინტერესოა, - ჩაფიქრებით ჩაილაპარაკა მისტერ ენტუის-
ლმა, - ძალიან საინტერესოა...
- რამე ვარაუდი მაინც თუ აქვთ, ვის შეეძლო კორა დეიდას
მოკვლა?
65 მკითხველთა ლიგა
- აბა, რა გითხრათ? როგორც ვიცი, არა. თუმცა რომც ჰქონ-
დეთ, ამას მე არ გამიმხელდნენ, თანაც ჯერ ძალიან ცოტა დრო
გავიდა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მკვლელობა გუშინწინ მოხ-
და?
- ეს განსაზღვრული ტიპის დამნაშავე უნდა იყოს, - ხმამაღლა
მსჯელობდა სიუზენი, - სასტიკი, შესაძლოა, ცოტათი გიჟიც. ყო-
ფილი ჯარისკაცი ან პატიმარი. იმას ვგულისხმობ, რომ ნაჯახს
კარგად უნდა ხმარობდეს.
მისტერ ენტუისლმა წარბები დამცინავად მაღლა ასწია და
თქვა:
„ლიზი ბორდენმა მამას ნაჯახი
თავში ორმოცდაათჯერ დაარტყა,
მაგრამ რაღაც არ მოეწონა და
დედას კიდევ ერთი წაუმატა“.
- ოჰ! - განაწყენდა სიუზენი, - კორა ნათესავებთან ერთად არ
ცხოვრობდა. თუმცა არ ვიცი, იქნებ მის კომპანიონს გულის-
ხმობთ. ამასთან, ლიზი ბორდენი გაამართლეს. ზუსტად არავინ
იცის, მოკლა თუ არა მან მამა და დედინაცვალი.
- გეთანხმებით, ლექსი ცოტათი ცილისმწამებლურია, - თქვა
მისტერ ენტუისლმა.
- იმის თქმა გსურთ, რომ ეს მისმა კომპანიონმა ჩაიდინა? კო-
რამ მას რამე დაუტოვა?
- უბრალო ამეთვისტოს გულსაბნევი და მეთევზეთა სოფლე-
ბის რამდენიმე ჩანახატი, რომელთაც მხოლოდ სენტიმენტალუ-
რი ღირებულება თუ აქვთ.
- მაგრამ მკვლელს მოტივი უნდა ჰქონდეს, ცხადია, თუ შექა-
ნებული არ არის.
მისტერ ენტუისლს გაეღიმა:
- ჯერჯერობით, იმის მიხედვით, რაც ცნობილია, ერთადერთი
ხართ, ვისაც მოტივი ჰქონდა, ძვირფასო სიუზენ.
66 მკითხველთა ლიგა
- რაო? - გრეგმა ნაბიჯი წინ გადმოდგა, თითქოს მოულოდნე-
ლად გამოფხიზლდაო. თვალები ბოროტად დააკვესა. ახლა დაჩ-
რდილულ, შეუმჩნეველ დეტალს აღარ ჰგავდა, - რა კავშირი შე-
იძლება ჰქონდეს ამასთან სიუს? რისი თქმა გსურთ?
- გაჩუმდი, გრეგ, - მკაცრად გააწყვეტინა სიუზენმა, - მისტერ
ენტუისლს ცუდი არაფერი უგულისხმია...
- ეს პატარა ხუმრობა იყო, - ბოდიშის კილოთი წარმოთქვა
ადვოკატმა, - თანაც, როგორც ჩანს, საკმაოდ მდარე. კორამ
მთელი თავისი ქონება თქვენ დაგიტოვათ, სიუზენ, მაგრამ
ახალგაზრდა ქალბატონისთვის, რომელსაც ახლახან მემკვიდ-
რეობით რამდენიმე ასეული ათასი გირვანქა სტერლინგი ერგო,
მაქსიმუმ ხუთასი გირვანქის ავლადიდება მკვლელობის მოტი-
ვად ნამდვილად არ გამოდგება.
- კორამ ფული მე დამიტოვა? - გაოცება ვერ დამალა სიუზენ-
მა, - რა უცნაურია. იგი ხომ არც კი მიცნობდა. თქვენი აზრით, ასე
რატომ მოიქცა?
- ვფიქრობ, გაგონილი ჰქონდა, რომ მცირე გართულება
გქონდათ... მ-მ... თქვენს ქორწინებასთან დაკავშირებით.
გრეგი, რომელიც კვლავ ფანქრის წვერს ამახვილებდა,
მოიღუშა.
- არც მის ქორწინებას ჩაუვლია უსიამოვნების გარეშე. შესაძ-
ლოა, ამიტომაც თანაგიგრძნობდათ.
- როგორც ვიცი, კორა მხატვარს გაჰყვა ცოლად, რომელიც
ოჯახს არ მოეწონა, ასეა? - დაინტერესდა სიუზენი, - კარგი მხატ-
ვარი იყო?
მისტერ ენტუისლმა თავი ენერგიულად გადააქნია.
- კოტეჯში მისი ნახატები ხომ არ დარჩა?
- დიახ.
- მაშინ ამას თვითონ შევაფასებ.

67 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა ქალის ჯიუტად წინ გამოწეულ ნიკაპს შე-
ხედა და ღიმილით თქვა:
- წარმატებას გისურვებთ. მართალია, ხელოვნებაზე უიმე-
დოდ ძველმოდური შეხედულებები მაქვს, მაგრამ არა მგონია,
ჩემს განაჩენს შეეწინააღმდეგოთ.
- როგორც ჩანს, იქ გამგზავრება მომიწევს, არა? ახლა თუ
არის იქ ვინმე?
- მის ჯილკრისტს შევუთანხმდი, რომ კოტეჯში დარჩეს, სანამ
ახალ სამსახურს იშოვის.
- მას, ალბათ, რკინის ნერვები აქვს, - შენიშნა გრეგმა, - იმ
სახლში დარჩენა, სადაც ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა...
- მის ჯილკრისტი გონიერი ქალია, - ცივად მიუგო ადვოკატმა,
- ამასთან, ასე მგონია, ჯერჯერობით, არც წასასვლელი აქვს
სადმე.
- მაშასადამე, კორა დეიდას გარდაცვალების შემდეგ მას
არაფერი დარჩა? თბილი ურთიერთობა ჰქონდათ?
მისტერ ენტუისლმა ცნობისმოყვარეობით შეხედა სიუზენს -
აინტერესებდა, რისი გაგება სურდა ქალს.
- ვფიქრობ, რაღაც აზრით, კი, - თქვა მან, - კორა არასდროს
უყურებდა მის ჯილკრისტს, როგორც მოსამსახურეს.
- მაშასადამე, გაცილებით უარესად ეპყრობოდა, - თქვა
სიუზენმა, - ჩვენს დროში ამ ეგრეთ წოდებულ „ქალბატონებს“
საკმაოდ უჭირთ. იქნებ იმ საბრალოს რამე ადგილი გამოვუძებ-
ნო. ეს რთული არ უნდა იყოს, რადგან ქალებს, რომლებსაც და-
ლაგება და საჭმლის მომზადება ეხერხებათ, ოქროს ფასი
ადევთ. საჭმელს ხომ ამზადებს მის ჯილკრისტი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, მის ჯილკრისტი მხოლოდ
„მძიმე“ სამუშაოს წინააღმდეგია. თუმცა კარგად ვერ გავიგე,
რას გულისხმობდა სიტყვა „მძიმეში“.
მისმა ნათქვამმა სიუზენი, როგორც ჩანს, გაახალისა.
68 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა საათს დახედა და თქვა:
- დეიდათქვენმა ტიმოთი საკუთარი ანდერძის ამსრულებ-
ლად დანიშნა.
- ტიმოთი, - აგდებულად წარმოთქვა სიუზენმა, - ბიძია ტიმო-
თი მითია და მეტი არაფერი. მას ვერავინ ვერასდროს ხედავს.
- კარგი, - თქვა ადვოკატმა და კვლავ საათს დახედა, - დღეს
მასთან ვაპირებ გამგზავრებას. გადავცემ, რომ კოტეჯში მისვლა
გსურთ.
- ორ დღეზე მეტი არ დამჭირდება. არ მინდა ლონდონიდან
დიდი ხნით გასვლა. ბევრი გეგმა მაქვს - საკუთარი ბიზნესის წა-
მოწყებას ვაპირებ.
მისტერ ენტუისლმა თვალი მოავლო პატარა სასტუმრო
ოთახს. ჩანდა, რომ გრეგი და სიუზენი ძალიან ხელმოკლედ
ცხოვრობდნენ. მან იცოდა, რომ სიუზენის მამამ, რაც ფული
ჰქონდა, სულ გაფლანგა და ქალიშვილი გაღატაკებული დატო-
ვა.
- ხომ ვერ მეტყვით, რას აპირებთ მომავალში?
- ერთი სახლი შევათვალიერე კარდიგან-სტრიტზე. ვიმედოვ-
ნებ, თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეძლებთ და განსაზღვრულ
თანხას ავანსის სახით მოგვცემთ, არა? შესაძლოა, გირაოს შე-
ტანა მომიხდეს.
- ამას მოვახერხებთ, - მიუგო მისტერ ენტუისლმა, - ვფიქრობ-
დი, რომ ავანსი დაგჭირდებოდათ და რამდენჯერმე დაგირეკეთ
დაკრძალვის მომდევნო დღეს, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო
და გადავწყვიტე, რომ ქალაქში არ იყავით.
- ოჰ, არა, - სწრაფად თქვა სიუზენმა, - ორივენი მთელი დღე
შინ ვიყავით. გარეთ ფეხი არ გაგვიდგამს.
- იცი, რა, სიუზენ, - ჩაერთო გრეგი, - იმ დღეს ჩვენი ტელეფო-
ნი, მგონი, არ მუშაობდა. თუ გახსოვს, შუადღის შემდეგ ამაოდ
ვცდილობდი „ჰარდი და კკ0“-სთან დაკავშირებას. მინდოდა,
69 მკითხველთა ლიგა
გაუმართაობის შესახებ მეცნობებინა, მაგრამ მეორე დილით
ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.
- ტელეფონი ზოგჯერ ძალზე არასაიმედო რამ არის, - თქვა
მისტერ ენტუისლმა.
- კორა დეიდამ როგორ შეიტყო ჩვენი ქორწინების შესახებ? -
იკითხა მოულოდნელად სიუზენმა, - ჩვენ მხოლოდ ხელი მოვა-
წერეთ და ამის თაობაზე დიდხანს არავისთვის არაფერი გვით-
ქვამს.
- ვფიქრობ, რიჩარდი ეტყოდა. მან ანდერძი სამი კვირის წინ
გადააკეთა (თავიდან ქონებას თეოსოფიურ საზოგადოებას უტო-
ვებდა), ძმასთან შეხვედრის შემდეგ.
სიუზენი გაოცდა.
- ბიძია რიჩარდმა კორა დეიდა ინახულა? ეს არ ვიცოდი.
- არც მე, - თქვა მისტერ ენტუისლმა.
- მაშასადამე, სწორედ მაშინ...
- რა, მაშინ?
- არაფერი, - მიუგო სიუზენმა.

70 მკითხველთა ლიგა
თავი 6
- რა კარგია, რომ მოხვედით, - ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა
მოდმა, როდესაც ბეიჰემ-კომპტონის სადგურის ბაქანზე მისტერ
ენტუისლს დახვდა, - მე და ტიმოთის მადლობის მეტი რა გვეთ-
ქმის. რომ არ დაგიმალოთ, რიჩარდის სიკვდილმა ტიმოთიზე
ძალიან იმოქმედა. ამაზე ცუდი მისთვის სხვა რა უნდა მომხდა-
რიყო!
მისტერ ენტუისლს მეგობრის გარდაცვალებისთვის ამ კუთ-
ხით ჯერ არ შეეხედა, მაგრამ მიხვდა, რომ მისის ტიმოთი ებერ-
ნეთი ამ საკითხზე სხვაგვარად ვერ ილაპარაკებდა.
- უპირველეს ყოვლისა, - განაგრძო მოდმა, როდესაც ისინი
გასასვლელისკენ გაემართნენ, - ტიმოთისთვის ეს საშინელი
დარტყმა იყო - მას ხომ ძალიან უყვარდა რიჩარდი. თანაც ამ ამ-
ბის შემდეგ, სამწუხაროდ, სიკვდილზე ფიქრი აეკვიატა. მოგეხ-
სენებათ, ინვალიდია. ხშირად იმეორებს, რომ ძმებიდან მხო-
ლოდ თვითონ დარჩა და მალე მოკვდება. არ ვიცი, ეს ავადმყო-
ფური შიშია თუ სხვა რამ.
ისინი სადგურის შენობიდან გამოვიდნენ. მოდი საოცრად
ძველი და შელანძღული მანქანისკენ გაემართა.
- მაპატიეთ, რომ ასეთ ჯაბახანაში ჩაჯდომას გთავაზობთ, -
მოიბოდიშა მან, - კარგა ხანია, ახლის შეძენას ვფიქრობთ, მაგ-
რამ თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევდით. მას უკვე ორჯერ გამო-
ვუცვალეთ ძრავა, თანაც ძველი მოდელები გაცილებით გამ-
ძლეა. იმედია, - დაამატა მან, - მალე დაიქოქება. ამის გაკეთება
ზოგჯერ ხელითაც მიწევს.
მოდი სტარტერს რამდენჯერმე დააწვა, მაგრამ შედეგად მხო-
ლოდ ზუზუნი გაისმა. მისტერ ენტუისლს, რომელსაც მანქანა
ცხოვრებაში ხელით არასდროს დაექოქა, ცუდი წინათგრძნობა
გაუჩნდა, მაგრამ მოდი თვითონ გადავიდა კაბინიდან, რკინის
71 მკითხველთა ლიგა
სახელური ჩადგა და დაატრიალა. მალე ძრავა აგუგუნდა. „ძა-
ლიან გამიმართლა, რომ მოდი ასეთი ღონიერი ქალი აღმოჩ-
ნდა“, - გაიფიქრა მისტერ ენტუისლმა.
- ბოლო დროს ეს ჯაბახანა ცუდად მეთამაშება, - თქვა მოდმა,
- დაკრძალვიდან წამოსულსაც ასე დამემართა. იძულებული
გავხდი, უახლოესი სოფლის სახელოსნომდე ორი მილი ფეხით
გამევლო, შემდეგ კი ადგილობრივ სასტუმროში დავლოდებო-
დი, სანამ აამუშავებდნენ. ცხადია, ტიმოთიზე ამანაც იმოქმედა.
დავურეკე და შევატყობინე, რომ მხოლოდ მეორე დღეს დავ-
ბრუნდებოდი. იგი საშინლად აღელდა. ჩვეულებრივ, უსიამოვნო
ამბებს არ ვუმხელ ხოლმე, მაგრამ ყველაფერს, მაგალითად,
კორას მკვლელობას ხომ ვერ დავუმალავდი? ექიმი ბარტონი
გამოვიძახე, რათა ტიმოთისთვის დასამშვიდებელი წამალი
მიეცა. მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ახლობლის
მკვლელობა მეტისმეტად მძიმე ასატანია. თუმცა ისიც სათქმე-
ლია, რომ კორა გამოუსწორებელი სულელი იყო.
მისტერ ენტუისლმა უსიტყვოდ გადაყლაპა ეს შენიშვნა. მო-
დის ლოგიკას ბოლომდე ვერ ჩასწვდა.
- კორა ჩვენი ქორწილის შემდეგ არ მინახავს, - განაგრძო
მოდმა, - რასაკვირველია, ტიმოთის არ ვეუბნებოდი, შენი უმ-
ცროსი და დარტყმულია-მეთქი, მაგრამ გუნებაში ასე ვფიქრობ-
დი. ზოგჯერ ისეთ სისულელეს იტყოდა ხოლმე, არ ვიცოდი, აღ-
ვშფოთებულიყავი თუ გამეცინა. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის
იყო, რომ კორა თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობდა,
სადაც ადამიანებს ფანტასტიკურ, მელოდრამატულ საბურველში
ხვევდა. საბრალოს ეს ძვირად დაუჯდა. ხომ არ იცით, პროტეჟე
არავინ ჰყავდა?
- პროტეჟე? რას გულისხმობთ?
- მხოლოდ გავიფიქრე. ვინმე ახალგაზრდა მოხეტიალე მხატ-
ვარი ან მუსიკოსი, ვინც, შესაძლოა, კორამ სახლში შეუშვა, და
72 მკითხველთა ლიგა
ვისაც იმ საცოდავი სამკაულების გამო მისი მოკვლა შეეძლო.
იქნებ მოზარდიც კი იყო - ისინი ხომ ძალიან უცნაურად იქცევი-
ან, განსაკუთრებით ნევროტული, ხელოვნებასთან დაკავშირე-
ბული ადამიანები. ველურობა მგონია დღისით, მზისით, სახლში
შევარდნა - თუ მსგავსი რაღაცის გაკეთება გინდა, ღამით მაინც
გააკეთე,
- ღამით სახლში ორი ქალი იქნებოდა.
- დიახ, მართალი ხართ - კომპანიონი, მაგრამ არ მჯერა, რომ
ვიღაც მის წასვლას ელოდებოდა, რათა სახლში შეპარულიყო
და კორას თავს დასხმოდა. რატომ? მან ხომ არ იცოდა, იყო თუ
არა იქ რამე ღირებული, თანაც ზოგჯერ ორივე ქალი მიდიოდა
და კოტეჯი ცარიელი რჩებოდა. ასეთ დროს გაძარცვა ხომ გაცი-
ლებით უხიფათო იქნებოდა. ჩემი აზრით, სისულელეა მკვლე-
ლობის ჩადენა, როცა ეს აუცილებელი არაა.
- თქვენ ფიქრობთ, რომ კორას მოკვლა სულაც არ იყო აუცი-
ლებელი?
- ეს ყველაფერი ძალიან უაზროდ გამოიყურება და მეტი რა
გითხრათ.
„არსებობს კი აზრიანი მკვლელობა?“ - გაიფიქრა მისტერ ენ-
ტუისლმა. თეორიულად, ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცე-
მაც შეიძლებოდა, მაგრამ რამდენი სრულიად უაზრო დანა-
შაული ხდებოდა. ეს, როგორც ჩანს, დამნაშავის გონებრივ შე-
საძლებლობებზე იყო დამოკიდებული.
რა იცოდა მან მკვლელებისა და მათ ტვინში მიმდინარე პრო-
ცესების შესახებ? ძალიან ცოტა. სისხლის სამართლის საქმეები
მისი ფირმის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა. არც თვითონ
შეუსწავლია ოდესმე კრიმინალისტიკა. ის კი იცოდა, რომ დამ-
ნაშავეთა სხვადასხვა ტიპი არსებობდა. ზოგს ავადმყოფური პა-
ტივმოყვარეობა ამოძრავებდა, ზოგს - ძალაუფლებისკენ სწრაფ-

73 მკითხველთა ლიგა
ვა, ზოგსაც, სედონის2 მსგავსად, უსაზღვრო სიხარბე. ისეთებიც
იყვნენ, მაგალითად, სმიტი და როუზი, რომელთათვისაც მთავა-
რი ქალების მოხიბვლა იყო, არმსტრონგისნაირები კარგი ყმაწ-
ვილები იყვნენ - მათთან ურთიერთობას არაფერი ჯობდა. ედიტ
ტომპსონი ძალადობით აღსავსე არარეალურ სამყაროში ცხოვ-
რობდა, მედდა უოდინგტონი კი საქმიანად და ხალისით ისტუმ-
რებდა იმ ქვეყნად ხანდაზმულ პაციენტებს.
მის ფიქრებში მოდის ხმა შემოიჭრა:
- ნეტავ ტიმოთისგან გაზეთების დამალვა შემძლებოდა! მაგ-
რამ ერთი სული აქვს, მათ როდის წაიკითხავს, შემდეგ კი ხა-
სიათი უფუჭდება. ალბათ, გესმით, მისტერ ენტუისლ, რომ ტიმო-
თი მოკვლევას ვერაფრით დაესწრება. აუცილებლობის შემ-
თხვევაში, ექიმი ბარტონი საჭირო ცნობას გამოწერს.
- ამაზე არ იღელვოთ.
- მადლობა ღმერთს!
მათ სტრენსფილდ-გრეინჯის ჭიშკრისკენ გადაუხვიეს და სახ-
ლისკენ მიმავალ ხეივანს გაუყვნენ. ოდესღაც ეს კოხტა და პატა-
რა კარ-მიდამო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა მოუვლელობის-
გან მიმზიდველობა დაჰკარგოდა.
- ომის დროს ყველაფერი თავის ნებაზე მივუშვით, - ამოიოხ-
რა მოდმა, - ორივე მებაღე ჯარში გაიწვიეს. ჩვენთან მხოლოდ
ერთი მოხუციღა მუშაობს, იმასაც აღარაფერი შეუძლია. მსახუ-
რები დიდ ხელფასს ითხოვენ. გამოგიტყდებით, ძალიან მიხა-
რია, რომ ახლა ცოტაოდენ ფულს მაინც დავხარჯავთ კარ--
მიდამოს მისახედად. მე და ჩემს ქმარს ის ხომ ძალიან გვიყვარს.
მეშინოდა, გაყიდვა არ მოგვიხდეს-მეთქი... ცხადია, ტიმოთის-
თვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს. ეს მას ძალზე გაანერ-
ვიულებდა.

2
რიჩარდ სედონი (1845-1906) - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, მეტ-
სახელად „მეფე დიკი“.
74 მკითხველთა ლიგა
მანქანამ გეორგიანული სტილის ძველი, ლამაზი სახლის
პორტიკთან დაამუხრუჭა, რომელსაც აშკარად ესაჭიროებოდა
შეღებვა.
- მსახურები არა გვყავს, - დანანებით თქვა მოდმა შიგ შეს-
ვლისას, - მხოლოდ ორი მოსამსახურე ქალი მოდის ხანგამოშ-
ვებით. ერთი შინამოსამსახურეც გვყავდა - ცოტათი კუზიანი და
გადიდებული ადენოიდებით. ჭკუით ვერ დაიკვეხნიდა, სამა-
გიეროდ, კარგ, თუმცა უბრალო საჭმელს ამზადებდა. მაგრამ
ერთი თვის წინ ჩვენგან წავიდა და დიდ სახლში გადავიდა (იქ
სამუშაოც მეტია) ვიღაც მოხუცთან, რომელსაც ექვსი პეკინესი
ჰყავს. არ დაიჯერებთ, მაგრამ ასე თქვა, იმიტომ მივდივარ, რომ
პატარა ძაღლები მიყვარსო. ძაღლები! დარწმუნებული ვარ, ისი-
ნი ყველაფერს აფუჭებენ და სვრიან. ალბათ, იმ ქალს თავში გვა-
რიანად უქრის. ამას ის მოჰყვა, რომ, როდესაც დღის მეორე ნა-
ხევარში სახლიდან გასვლა მიწევს, ტიმოთი მარტო რჩება. რამე
რომ მოხდეს, ვინ დაეხმარება? ამიტომ წასვლის წინ სავარძლის
გვერდით ტელეფონს ვუდგამ ხოლმე - თუ თავს შეუძლოდ იგ-
რძნობს, შეუძლია, ექიმ ბარტონს დაურეკოს.
მოდი სასტუმრო ოთახისკენ გაემართა, სადაც ბუხრის გვერ-
დით მდგარ პატარა მაგიდაზე ჩაისთვის სუფრა იყო გაწყობილი.
მან მისტერ ენტუისლს დაჯდომა სთხოვა, თვითონ კი გავიდა და
მალე ერთი ჩვეულებრივი და ერთი ვერცხლის ჩაიდანი, აგრეთ-
ვე შინ გაკეთებული ღვეზელი და ახალგამომცხვარი ფუნთუშები
შემოიტანა.
- ტიმოთი? - იკითხა მისტერ ენტუისლმა.
მოდმა მიუგო, რომ ტიმოთის ჩაი სადგურზე წასვლამდე
მიუტანა.
- ახლა ჩასთვლიმა, - დაამატა მან, - მოგვიანებით გამოვა,
ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ აღელდეს.

75 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლმა ქალი დაარწმუნა, რომ სიფრთხილეს გა-
მოიჩენდა.
როდესაც ბუხარში დანთებული ცეცხლის მოციმციმე შუქზე
მოდს შესცქეროდა, მას გულში სიბრალულის გრძნობა გაუჩნდა.
ამ მაღალ, ძლიერ და პრაქტიკულ ქალს ერთი სისუსტე ჰქონდა.
ადვოკატის აზრით, მას ქმარი დედობრივი სიყვარულით უყვარ-
და. მოდ ებერნეთის შვილები არ ჰყავდა, არადა, ღმერთს იგი
დედობისთვის გაეჩინა. საბოლოოდ, ბავშვის ნაცვლად, ინვალი-
დი ქმარი შერჩა ხელში, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირ-
დებოდა. შესაძლოა, ქალის ძლიერმა ხასიათმა კაცი იმაზე უმ-
წეო ადამიანად აქცია, ვიდრე სინამდვილეში იყო.
„საბრალო მისის ტიმი“, - გაიფიქრა მისტერ ენტუისლმა.

76 მკითხველთა ლიგა
II
- კარგია, რომ მოხვედით, ენტუისლ.
ტიმოთიმ სავარძლიდან ოდნავ წამოიწია და სტუმარს ხელი
გაუწოდა. იგი საკმაოდ ზორბა კაცი იყო და ძალიან ჰგავდა თა-
ვის ძმას, მაგრამ ის ნაკვთები, რომლებიც რიჩარდის ძალაზე
მეტყველებდა, ტიმოთის პირიქით, სუსტ ადამიანად წარმოაჩენ-
და - ჩამოშვებული ტუჩები, დაქანებული ნიკაპი, არცთუ ღრმად
ჩამჯდარი თვალები. სახის ხშირად მოღუშვისგან შუბლზე ნაოჭე-
ბი გასჩენოდა.
მის ინვალიდობას მუხლებზე გადაფარებული პლედი და მარ-
ჯვნივ მდგარ პატარა მაგიდაზე წამლების სიუხვე ამძაფრებდა.
- ჩემთვის დაძაბვა არ შეიძლება, - გააფრთხილა მან ადვოკა-
ტი, - ექიმმა ამიკრძალა. სულ იმას ჩამჩიჩინებს, არ ინერვიულო,
არ ინერვიულოო! აბა, მისი ოჯახის წევრი მოეკლათ, ვნახავდი,
როგორ არ ინერვიულებდა! ერთი ადამიანისთვის მეტისმეტია -
ჯერ რიჩარდის სიკვდილი, შემდეგ ამდენი ლაპარაკი დაკრძალ-
ვისა და ანდერძის - მერედა, როგორი ანდერძის! - შესახებ, ბო-
ლოს კი საბრალო კორას მკვლელობა, თანაც ნაჯახით! ქვეყანა
სავსეა ომის შემდგომ შემორჩენილი განგსტერებითა და ბანდი-
ტებით, რომლებიც უმწეო ქალებს ხოცავენ. ვერავინ შეძლო მა-
თი ალაგმვა. ამას ძლიერი ხელი სჭირდება. ნეტავ ვიცოდე, საით
მივექანებით?
მისტერ ენტუისლს პირველად როდი ესმოდა ეს სიტყვები.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში კლიენტები ამ შეკითხვას, ად-
რე თუ გვიან, მაინც უსვამდნენ. მას პასუხიც მზად ჰქონდა -
მიკიბულ-მოკიბული, დამამშვიდებელი ფრაზები.
- ყველაფერი იმ წყეული ლეიბორისტული მთავრობის მოს-
ვლით დაიწყო, - თქვა ტიმოთიმ, - რა დღეში ჩააგდეს ქვეყანა.
არც ახლანდელი მთავრობაა უკეთესი. ენაწყლიანი სოციალის-
77 მკითხველთა ლიგა
ტების ბანდაა! შეხედეთ, სადამდე დავეცით! ვერც წესიერ მება-
ღეს იშოვის კაცი, ვერც მსახურს - საბრალო მოდს თვითონ
უწევს სამზარეულოში ქანცის გაწყვეტამდე ფუსფუსი (სხვათა
შორის, ძვირფასო, ვახშმად კამბალა და კრემიანი პუდინგი არ
გვაწყენდა, არც წვნიანი). ექიმმა ბარტონმა მითხრა, რომ ძალ--
ღონეს უნდა გავუფრთხილდე... დამავიწყდა, რას ვამბობდი... აჰ,
დიახ, კორა... ალბათ, გესმით, რა საშინელებაა იმის გაგება,
რომ და, ღვიძლი და მოგიკლეს! ოცი წუთის განმავლობაში
პულსი ვერ დავიგდე! ენტუისლ, თქვენ მოგიწევთ ჩემ მაგივრად
ყველაფრის გაკეთება. მოკვლევას ვერ დავესწრები, ვერც კო-
რას ანდერძთან დაკავშირებულ საქმეებს მივხედავ. მინდა, ყვე-
ლაფერი დავივიწყო. ჰო, მართლა, რიჩარდის ნაანდერძევიდან
კორას წილს რა ბედი ეწევა? ალბათ, მე მერგება, არა?
მოდმა ჭურჭლის რეცხვის შესახებ რაღაც ჩაიბურტყუნა და
ოთახიდან გავიდა.
ტიმოთი სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და თქვა:
- საქმეზე საუბრისას ქალები თავიდან უნდა მოიცილო. ახლა
არავინ შეგვაწყვეტინებს ათასგვარი სისულელით.
- თანხა, რომელიც კორას წლიური შემოსავლის სახით ერგო,
თანაბრად გაიყოფა თქვენსა და თქვენს დისშვილებს შორის, -
განმარტა მისტერ ენტუისლმა.
- როგორ! - აღშფოთებისგან ტიმოთის ლოყები შეუწითლდა, -
მე ხომ უახლოესი ნათესავი, ერთადერთი ძმა ვარ!
მისტერ ენტუისლმა დაწვრილებით გააცნო რიჩარდ ებერნე-
თის ანდერძში მოყვანილი პირობები და მოკრძალებით შეახსე-
ნა, რომ ასლი მასაც ჰქონდა.
- ნუთუ გგონიათ, რომ იურიდიულ ჟარგონში კარგად ვერკვე-
ვი? - გაბრაზებული კილოთი იკითხა ტიმოთიმ, - როდესაც მოდი
დაკრძალვიდან დაბრუნდა და ანდერძის შესახებ მომიყვა, ყუ-
რებს არ ვუჯერებდი - ვიფიქრე, რაღაც ეშლება-მეთქი. ქალებს
78 მკითხველთა ლიგა
ხომ ყველაფერი ერთმანეთში ერევათ. მათ შორის საუკეთესოს,
მოდსაც კი არაფერი გაეგება ფინანსებისა. ვფიქრობ, მოდი ერთ
რამეს ვერ ხვდება - რიჩარდი რომ არ მომკვდარიყო, აქედან აყ-
რა მოგვიხდებოდა. ფაქტია!
- დარწმუნებული ვარ, რიჩარდისთვის რომ მიგემართათ...
ტიმოთიმ უსიამოვნოდ გაიცინა. კაცი იფიქრებდა, ძაღლი
ყეფსო.
- ეს ჩემი სტილი არაა. მამამ თითოეულ ჩვენგანს საკმაო თან-
ხა დაუტოვა - იმ შემთხვევისთვის, თუ ოჯახურ ბიზნესში მონაწი-
ლეობას არ მოვისურვებდით. მე არ მოვინდომე. ჩემი აზრით, სუ-
ლი კოჟრის სალბუნზე მაღლა დგას, ენტუისლ! რიჩარდს ამგვა-
რი მიდგომა არ მოეწონა. ამას მოჰყვა გადასახადები, შემოსავ-
ლის შემცირება და ასე შემდეგ. ფეხზე მყარად დგომა ძალიან
გაჭირდა. კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი შემომეხარჯა. ერ-
თხელ რიჩარდს სიტყვა გადავუკარი, რომ ამ კარ-მიდამოს
მოვლა-პატრონობა ადვილი არ იყო. მირჩია, უფრო მოკრძალე-
ბული ბინა შემერჩია, თან დაამატა, მოდისთვის ეს შრომის ეკო-
ნომია იქნებაო. როგორ მოგწონთ ეს ტერმინი - „შრომის ეკონო-
მია“? არა, რიჩარდს დახმარებას ვერ ვთხოვდი. უნდა გითხრათ,
ენტუისლ, რომ ამდენმა საზრუნავმა ჯანმრთელობა შემირყია.
ასეთ მდგომარეობაში ადამიანს წუხილი და უსიამოვნება უნდა
აარიდო. შემდეგ რიჩარდი მოკვდა. მე, რასაკვირველია, საში-
ნელ ხასიათზე დავდექი, - ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძმა იყო -
მაგრამ ამასთან შვებაც ვიგრძენი მომავალთან დაკავშირებით.
თითქოს ყველაფერი დაწყნარდა. შემიძლია, სახლი შევღებო,
ორი კარგი მებაღე ავიყვანო - თუ კარგად გადაუხდი, მათი პოვ-
ნა ძნელი არაა - ვარდების ბაღი ხელახლა გავაშენო და... რას
ვამბობდი?
- გეგმებზე საუბრობდით.

79 მკითხველთა ლიგა
- დიახ, დიახ, მაგრამ, მგონი, თავი შეგაწყინეთ. ყველაზე მე-
ტად რიჩარდის ანდერძის პირობებმა გამანაწყენა.
- მართლა? - მისტერ ენტუისლს გაკვირვება დაეტყო, - ისეთი
არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით?
- რა თქმა უნდა! ბუნებრივია, მორტიმერის გარდაცვალების
შემდეგ მეგონა, რიჩარდი ყველაფერს მე დამიტოვებდა.
- მან თქვენ ოდესმე... მ-მ... მიგანიშნათ ამის შესახებ?
- პირდაპირ არაფერი უთქვამს. რიჩარდი გულჩათხრობილი
კაცი იყო, მაგრამ მორტიმერის გარდაცვალების შემდეგ აქ ოჯა-
ხურ საქმეებზე სალაპარაკოდ მოვიდა. ჩვენ ახალგაზრდა ჯორ-
ჯზე, ქალიშვილებსა და მათ ქმრებზე ვმსჯელობდით. რიჩარდს
ჩემი აზრის გაგება სურდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვეტყოდი. მე
ხომ ინვალიდი ვარ, სახლ-კარზე მიჯაჭვული, ასე რომ, მოდთან
ერთად თითქოს ამ სამყაროსგან მოწყვეტილივით ვცხოვრობ.
თუმცა, ჩემი აზრით, ორივე ქალიშვილი ძალზე უიღბლოდ გათ-
ხოვდა. რიჩარდი ისე მესაუბრებოდა, როგორც ოჯახის მომავალ
უფროსს, და ყველა საფუძველი მქონდა, მევარაუდა, რომ ფულ-
ზე კონტროლის უფლება მე გადმომეცემოდა. რიჩარდს, ცხადია,
შეეძლო ჩემთვის მოენდო უმცროს თაობასა და საბრალო კორა-
ზე ზრუნვა. დალახვროს ეშმაკმა, ენტუისლ, მე ხომ ებერნეთი
ვარ - უკანასკნელი ებერნეთი - და ყველაფერი მე უნდა მეკონ-
ტროლებინა!
აბობოქრებულმა ტიმოთიმ პლედი მოისროლა და სავარ-
ძელში წელში გასწორდა. ავადმყოფობისა და სისუსტის ნასახიც
აღარ ეტყობოდა. მისტერ ენტუისლს ტიმოთი სავსებით ჯან-
მრთელ, თუმცა ზედმეტად აღგზნებულ ადამიანად მოეჩვენა. უფ-
რო მეტიც, მოხუცი ადვოკატი შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ტი-
მოთის ფარულად ყოველთვის შურდა რიჩარდის, მისი ძლიერი
ხასიათისა და ბიზნესის წარმოების ნიჭისა. როდესაც რიჩარდი

80 მკითხველთა ლიგა
გარდაიცვალა, ტიმოთის იმედი მიეცა, რომ სხვათა ბედ-იღბლის
გაკონტროლების უფლებას ჩაიგდებდა ხელში.
მაგრამ რიჩარდ ებერნეთიმ ამის შესაძლებლობა არ მისცა -
ხანგრძლივი ფიქრის შემდგომ ყველაფერი სხვაგვარად გადაწ-
ყვიტა.
მოულოდნელად ბაღში კნავილი გაისმა. ტიმოთი სავარძლი-
დან წამოხტა, ფანჯარასთან მიირბინა, ჩარჩო ასწია, შესძახა:
ხმა გაკმინდეთო, ხელი დიდ წიგნს სტაცა და კატებს ესროლა.
- საძაგელი არსებები არიან, - ჩაიბუზღუნა მან და სტუმართან
დაბრუნდა, - ყვავილნარს აფუჭებენ, თანაც ვერც მათ კნავილს
ვიტან, - ტიმოთი კვლავ დაჯდა და სტუმარს ჰკითხა, - რამეს ხომ
არ დალევდით, ენტუისლ?
- ჯერ არა. მოდი ახლახან შესანიშნავი ჩაით გამიმასპინ-
ძლდა.
- მოდი მოხერხებული ქალია, - ჩაიბუზღუნა ტიმოთიმ, - ეგ
არის, რომ ძალიან ბევრი საქმე აქვს. ჩვენი ძველი ავტომობი-
ლის ჩხიკინიც მას უწევს - ამაში გამოცდილ მექანიკოსსაც ტოლს
არ დაუდებს.
- გავიგე, რომ დაკრძალვიდან წამოსულს გზაში მანქანა გაჰ-
ფუჭებია.
- დიახ. რაღაც დაემართა. მოდმა მოიფიქრა და სახლში და-
რეკა, რათა არ მენერვიულა, მაგრამ მოსამსახურემ ისე
უხეიროდ ჩაიწერა მისი ნათქვამი, რომ კაცი ვერაფერს გაიგებ-
და. სწორედ მაშინ სუფთა ჰაერზე ვსეირნობდი - ექიმმა მირჩია,
რომ ეს ხშირად გავაკეთო. შინ შემობრუნებულს ბატიფეხურით
ნაწერი დამხვდა: „ქალბატონი ძალიან წუხს მანქანა დაიმტვრა
ღამეს იქ გაათევს“. ბუნებრივია, ვიფიქრე, რომ „ენდერბიში“
დარჩებოდა. დავრეკე და მითხრეს, რომ მოდი დილით გამომ-
გზავრებულა. მაშასადამე, მანქანა გზაში გაფუჭდა! ხომ წარმო-
გიდგენიათ! იმ სულელმა მოსამსახურემ ვახშმად მხოლოდ ყვე-
81 მკითხველთა ლიგა
ლიანი მაკარონი დამიტოვა. რაღას ვიზამდი. ჩავედი სამზა-
რეულოში, საჭმელი გავითბე და ჩაიც გავიმზადე. კინაღამ ინ-
ფარქტი დამემართა, იმ რეგვენს კი ეს სულ არ ადარდებდა. წე-
სით, საღამოს უნდა მოსულიყო და ჩემთვის მოევლო, მაგრამ
სადღა აქვთ დაბალი კლასის წარმომადგენლებს მოვალეობის
გრძნობა.
მან მძიმედ ამოიოხრა.
- არ ვიცი, რას მოგიყვათ მოდი დაკრძალვისა და ნათესავე-
ბის შესახებ, - თქვა მისტერ ენტუისლმა, - კორამ იქ ძალზე უხერ-
ხული ვითარება შექმნა. მოულოდნელად განაცხადა, რიჩარდი
მოკლესო. შესაძლოა, მოდმა გითხრათ.
ტიმოთის ჩაეცინა.
- ო-ო, დიახ, შევიტყვე. თურმე ყველამ ცხვირი ჩამოუშვა და
გაკვირვებული სახე მიიღო. კორასგან სწორედ ეს იყო მოსა-
ლოდნელი! მოგეხსენებათ, ბავშვობიდანვე ახასიათებდა ასე
მოქცევა. მახსოვს, ჩვენს ქორწილზე რაღაც წამოროშა და მოდს
აწყენინა. მას შემდეგ ჩემი მეუღლე მას ცოტა ამრეზით უყურებ-
და. საღამოს, დაკრძალვის შემდეგ, მოდმა დამირეკა. აინტერე-
სებდა, როგორ ვიყავი და მისის ჯოუნზმა ვახშამი თუ მომიმზადა.
მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მე ანდერძის შესა-
ხებ ვკითხე. სიტყვის ბანზე აგდება სცადა, მაგრამ ბოლოს სი-
მართლე მაინც ვათქმევინე. თავდაპირველად, ყურებს არ დავუ-
ჯერე და ვუთხარი, რაღაც გეშლება-მეთქი, მაგრამ დაიჟინა, ყვე-
ლაფერი ასე იყოო. ძალიან მეწყინა, ენტუისლ, გული მეტკინა.
ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ. თუ მკითხავთ, გეტყვით,
რომ რიჩარდი ასე ბოღმის გამო მოიქცა. ვიცი, რომ გარდაც-
ვლილ ადამიანზე ცუდის თქმა მიღებული არაა, მაგრამ დაიმახ-
სოვრეთ ჩემი სიტყვა...
ტიმოთიმ ამ თემაზე ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკა.
შემდეგ მოდი დაბრუნდა და მტკიცედ განაცხადა:
82 მკითხველთა ლიგა
- ძვირფასო, ვფიქრობ, მისტერ ენტუისლმა შენთან საკმაოდ
დიდი დრო გაატარა. ახლა დასვენება გჭირდება. თუ ყველაფერი
გაარკვიეთ...
- დიახ, დიახ, გავარკვიეთ. აბა, თქვენ იცით, ენტუისლ, შემატ-
ყობინეთ, როდესაც მკვლელს დააკავებენ - თუ ეს საერთოდ
მოხდება. ახლანდელ პოლიციას კაცი ვერ ენდობა: ჩვენი მთავა-
რი კონსტებლები არაფრად ვარგიან. ვიმედოვნებ, იზრუნებთ...
მ-მ... დაკრძალვაზე? ვფიქრობ, ჩვენ ვერ დავესწრებით, მაგრამ
გვირგვინზე ფული არ დაზოგოთ. საფლავის ქვაც კარგი უნდა
იყოს. კორას, ალბათ, ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალა-
ვენ, არა? ჩრდილოეთში გადასვენებას აზრი არა აქვს, ლანსკენე
კი არც კი ვიცი, სად არის დასაფლავებული. ალბათ, სადღაც
საფრანგეთში. ნეტავ მკვლელობის მსხვერპლის საფლავის ქვა-
ზე როგორ წარწერას აკეთებენ? შესაფერისი ტექსტი უნდა შეირ-
ჩეს. „მშვიდობით განისვენე“? არა, ეს მხოლოდ კათოლიკეების-
თვისაა.
- „შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სა-
მართალი!“ - ჩაიბურტყუნა მისტერ ენტუისლმა და ტიმოთის
გაოცება რომ შეამჩნია, გაიღიმა.
- ეს „იერემიას გოდებიდანაა“,3 - თქვა მან, - მგონი, შესაფე-
რისია, თუმცა ცოტა მელოდრამატულად ჟღერს. ასეა თუ ისე,
საფლავის ქვაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. იქამდე... მ-მ... სხვაც
ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნებთ და დაგი-
კავშირდებით.
მეორე დილით მისტერ ენტუისლი ლონდონში დაბრუნდა.
შინ რომ მივიდა, ცოტა იყოყმანა და თავის მეგობარს დაურეკა.

3
ბიბლია, „იერემიას გოდება“, 3:59.
83 მკითხველთა ლიგა
თავი 7
- სიტყვებით ვერც კი გადმოგცემთ, როგორ ვაფასებ თქვენს
მოწვევას.
მისტერ ენტუისლმა მაგრად ჩამოართვა ხელი სახლის პატ-
რონს. ერკიულ პუარომ მას სტუმართმოყვარე ჟესტით ბუხარ-
თან მდგარ სავარძელზე მიუთითა.
მისტერ ენტუისლმა ამოიოხრა და დაჯდა.
კედელთან მაგიდა იდგა, რომელიც ორ კაცზე გაეწყოთ.
- ამ დილით სოფლიდან დავბრუნდი, - დაიწყო ადვოკატმა.
- და საქმე გაქვთ, რომლის შესახებაც რჩევა უნდა მკითხოთ?
- დიახ. ვშიშობ, ეს გრძელი და უთავბოლო ამბავია.
- მაშინ აჯობებს, სადილის შემდეგ განვიხილოთ. ჟორჟ!
ერთგული ჟორჟი მაშინვე გამოჩნდა და Pâté de Foie Gras4
და ცხელ-ცხელი შებრაწული პური შემოიტანა.
- პაშტეტი ბუხართან მივირთვათ, - თქვა პუარომ, - შემდეგ კი
მაგიდისკენ გადავინაცვლოთ.
საათ-ნახევრის შემდეგ მისტერ ენტუისლი სკამის საზურგეზე
გადაწვა და კმაყოფილებით ამოისუნთქა.
- ნამდვილად გეხერხებათ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღე-
ბა, პუარო. ამ საქმეში ფრანგის ნდობა ყოველთვის შეიძლება.
- მე ბელგიელი ვარ, დანარჩენში კი სრულად გეთანხმებით.
ჩემი ასაკის ადამიანი მთავარ და თითქმის ერთადერთ სიამოვ-
ნებას მაგიდასთან იღებს. საბედნიეროდ, შესანიშნავი კუჭი
მაქვს.
- აჰა, - ჩაიბურტყუნა მისტერ ენტუისლმა.
მათ მიირთვეს Sauce Kambala Veronique5 და Escalope de
Veau a Milan,6 რომლებსაც ნაყინი მოჰყვა. სასმელებიდან „პუი

4
Pâté de Foie Gras (ფრანგ.) - ბატის ღვიძლის პაშტეტი.
5
Sauce Kambala Veronique (ფრანგ.) - კამბალა ვერონიკის სოუსით.
84 მკითხველთა ლიგა
ფიუისი“, „კორტონი“ და ძალიან კარგი პორტვეინი, რომელიც
ახლა მისტერ ენტუისლის გვერდით იდგა. პუაროს პორტვეინი
ნაკლებად მოსწონდა და crème de cacao-ს7 წრუპავდა.
- არ ვიცი, - ჩაილაპარაკა ადვოკატმა, - სად შოულობთ ასეთ
ნაჭრებს. პირდაპირ პირში დნება!
- ნაცნობი ყასაბი მყავს კონტინენტიდან. ერთხელ პატარა
ოჯახური პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმარე. ძალზე მემად-
ლიერება და, თავის მხრივ, გასტრონომიულ პრობლემებს მიგ-
ვარებს.
- ოჯახური პრობლემები, - ამოიოხრა მისტერ ენტუისლმა, -
ოღონდ ახლა არ შეგეხსენებინათ... ასეთ საუცხოო დროს.
- მაშ, გავიხანგრძლივოთ იგი, ჩემო მეგობარო. მალე შესა-
ნიშნავ ყავასაც მივირთმევთ, შემდეგ კი, სანამ საჭმლის მონე-
ლება თავისი მშვიდობიანი გზით წარიმართება, იმასაც მომიყვე-
ბით, ჩემი რჩევა რატომ დაგჭირდათ.
საათმა ათის ნახევარი დაჰკრა, როდესაც მისტერ ენტუისლი
სკამზე აწრიალდა. შესაფერისი ფსიქოლოგიური მომენტი დად-
გა. ახლა თვითონ ეჩქარებოდა საკუთარი ეჭვების გაზიარება.
- დარწმუნებული არა ვარ, რომ სულელი არ გეგონებით, -
დაიწყო მან, - მაგრამ ვერ გამიგია, როგორ მოვიქცე, მინდა,
ფაქტები გაგაცნოთ და თქვენი აზრი მოვისმინო.
მისტერ ენტუისლი რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ კი მის-
თვის დამახასიათებელი პედანტურობით პუაროს ებერნეთების
ისტორია უამბო. იურიდიულ საქმეებში გამოწრთობილი გონე-
ბის წყალობით, მან ზუსტად გადმოსცა ფაქტები, არც რამე დაუკ-
ლია და არც დაუმატებია. ეს იყო მკაფიო, ამომწურავი მოხსენე-
ბა, რომელიც სათანადოდ შეაფასა მის წინ მჯდომმა დაბალმა,

6
Escalope de Veau a Milan (ფრანგ.) - ხბოს ესკალოპი მილანურად.
7
Crème de cacao (ფრანგ.) - შოკოლადის ლიქიორი.
85 მკითხველთა ლიგა
ხანში შესულმა, კვერცხის ფორმის თავის მქონე კაცმა, რომე-
ლიც ყურადღებით უსმენდა.
როდესაც მისტერ ენტუისლმა თხრობა დაამთავრა, სიჩუმე
ჩამოვარდა. ადვოკატი შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მოემზა-
და, მაგრამ ერკიულ პუარო, ჯერჯერობით, არაფერს ამბობდა.
იგი მოსმენილს აანალიზებდა.
- ყველაფერი სრულიად აშკარაა, - თქვა მან ბოლოს, - გულის
სიღრმეში ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი მეგობარი, რიჩარდ ებერნე-
თი, მოკლეს. ამ ეჭვს თუ ვარაუდს ერთადერთი საფუძველი აქვს
- რიჩარდ ებერნეთის დაკრძალვის შემდეგ კორა ლანსკენეს მი-
ერ წარმოთქმული სიტყვები. მოაშორეთ ისინი და აღარაფერი
დარჩება. ის ფაქტი, რომ მეორე დღეს თვითონაც მოკლეს, სავ-
სებით შესაძლებელია, დამთხვევა აღმოჩნდეს. მართალია, რი-
ჩარდ ებერნეთი მოულოდნელად მოკვდა, მას საიმედო და მის-
თვის კარგად ნაცნობი ექიმი მკურნალობდა, რომელსაც მსგავსი
ეჭვი არ აღძვრია. მან გარდაცვალების ცნობაც გასცა. რიჩარდი
დამარხეს თუ კრემაცია გაუკეთეს?
- კრემაცია გაუკეთეს - მისი სურვილის თანახმად.
- კანონის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში მეორე ექიმის
ხელმოწერაცაა საჭირო, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც უპრობ-
ლემოდ მოგვარდა. მაშასადამე, საწყის პუნქტს ვუბრუნდებით -
კორა ლანსკენეს სიტყვებს. თქვენ იქ იყავით და მოისმინეთ კი-
დეც ეს. მან თქვა: „ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“
- დიახ.
- და გგონიათ, რომ სიმართლე თქვა?
- დიახ.
- რატომ?
- რატომ? - გაიმეორა განცვიფრებულმა ენტუისლმა.
- დიახ, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ცნობიერების სიღრმე-
ში რიჩარდის სიკვდილის მიზეზი გაეჭვებთ?
86 მკითხველთა ლიგა
ადვოკატმა თავი გადააქნია.
- არა, არა, სულაც არა.
- მაშასადამე, კორას გამო. თქვენ მას კარგად იცნობდით?
- მე იგი არ მინახავს... ოჰ... მას შემდეგ ოც წელზე მეტი გავი-
და.
- იცნობდით, ქუჩაში რომ შეხვედროდით?
მისტერ ენტუისლი ჩაფიქრდა.
- შესაძლოა, ისე ჩამევლო, რომ ვერ მეცნო. კორა გამხდარი
გოგონა იყო, რომელიც მსუქან, არცთუ სუფთად ჩაცმულ ხანში
შესულ ქალად გადაიქცა, მაგრამ თუ დაველაპარაკებოდი, აუცი-
ლებლად ვიცნობდი. კორა შუბლზე ჩამოშლილ, მოკლედ შეკრე-
ჭილ თმას ატარებდა და თანამოსაუბრეს დამფრთხალი ცხოვე-
ლივით უყურებდა. ის ჩვეულებაც შემორჩა - სანამ რამე არაორ-
დინარულს იტყოდა, თავს გვერდზე გადახრიდა ხოლმე. იმის
თქმა მინდა, რომ მან ინდივიდუალურობა შეინარჩუნა.
- ფაქტობრივად, ისეთივე კორა იყო, როგორსაც მრავალი
წლის წინ იცნობდით... და კვლავაც აღმაშფოთებელ ფრაზებს
ამბობდა. ის შოკის მომგვრელი ფრაზები, რომლებსაც წარსულ-
ში ამბობდა, როგორც წესი, სიმართლეს შეესაბამებოდა?
- კორას სწორედ ეს უბედურება სჭირდა. ისეთ სიმართლეს
ამბობდა, რომლის თქმაც არ ღირდა.
- და ეს თვისება უცვლელად შემორჩა. რიჩარდ ებერნეთი
მოკლეს და კორამ ეს მაშინვე გაახმოვანა.
მისტერ ენტუისლი შეკრთა.
- ფიქრობთ, რომ იგი მოკლეს?
- ოჰ, არა, არა, ჩემო მეგობარო, ასე სწრაფად ვერაფერს და-
ვასკვნით. ჯერჯერობით, მხოლოდ ის ვიცით, რომ ასე კორა ფიქ-
რობდა. მისთვის ეს უფრო ფაქტი იყო, ვიდრე ვარაუდი. აქედან
გამომდინარე, მსგავსი აზრისთვის მას მიზეზი უნდა ჰქონოდა.
იმის მიხედვით, რაც თქვენ მის შესახებ იცით, ეს მხოლოდ კად-
87 მკითხველთა ლიგა
ნიერი საქციელი არ იყო. მითხარით, როდესაც კორამ ეს ფრაზა
წარმოთქვა, დანარჩენები მაშინვე ახმაურდნენ?
- დიახ, მაშინვე.
- რის შემდეგაც იგი შეცბა, პოზიცია დათმო და როგორც გახ-
სოვთ, დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „მაგრამ მისი ნათქვამი-
დან დავასკვენი... “
ადვოკატმა თავი დააქნია.
- მინდა, უფრო მკაფიოდ გავიხსენო, მაგრამ დარწმუნებული
ვარ, რომ ახსენა „მისი ნათქვამიდან“ ან „მან თქვა... “
- ყველანი მაშინვე დამშვიდდნენ და სხვა თემაზე გადაერ-
თვნენ. ვინმეს სახეზე უჩვეულო გამომეტყველება ხომ არ შეგი-
ნიშნავთ?
- არა.
- მეორე დღეს კორა მოკლეს და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ხომ
არ იყო ეს მიზეზიც და შედეგიც?
- ვფიქრობ, ეს ფანტასტიკურად გეჩვენებათ, არა?
- სულაც არა, - მიუგო პუარომ, - თუ თავდაპირველი ვარაუდი
სწორია, ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება. რიჩარდ ებერ-
ნეთის იდეალური მკვლელობა სრულიად შეუმჩნეველი დარჩა,
მოულოდნელად კი გაირკვა, რომ ვიღაცამ სიმართლე იცოდა!
და ეს ადამიანი სასწრაფოდ უნდა დაედუმებინათ.
- მაშასადამე, მაინც ფიქრობთ, რომ ეს მკვლელობა იყო?
- მე ზუსტად იმავეს ვფიქრობ, რასაც თქვენ, mon cher,8 - სე-
რიოზულად მიუგო პუარომ, - რომ ეს საქმე გამოსაძიებელია. რა
მოიმოქმედეთ? პოლიციას თუ ესაუბრეთ?
- არა, - თავი გადააქნია მისტერ ენტუისლმა, - ეს მიზანშეწო-
ნილად არ მომეჩვენა. მე ხომ ოჯახს წარმოვადგენ. თუ რიჩარდ
ებერნეთი მოკლეს, ამის გაკეთება, ცხადია, მხოლოდ ერთი ხერ-
ხით შეიძლებოდა.
8
Mon cher (ფრანგ.) - ჩემო კარგო.
88 მკითხველთა ლიგა
- საწამლავის საშუალებით?
- დიახ. ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს, ასე რომ, მტკიცებულე-
ბებიც გაქრა. მაგრამ გადავწყვიტე, ყველაფერში თვითონ დავ-
რწმუნებულიყავი. სწორედ ამიტომ მოგმართეთ თქვენ, პუარო.
- ვინ იმყოფებოდა სახლში რიჩარდის სიკვდილის დროს?
- მოხუცი მსახურთუფროსი, რომელიც მრავალი წელი ემსა-
ხურა, მზარეული და მოახლე. ისე ჩანს, თითქოს ერთ-ერთი მათ-
განი უნდა იყოს...
- ნუ მაბნევთ. კორამ იცოდა, რომ რიჩარდ ებერნეთი მოკ-
ლეს, მაგრამ საქმის მიფუჩეჩებას არ დათანხმდა. მაშასადამე,
მკვლელი ოჯახის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს, რომლის დადა-
ნაშაულებაც ქალმა ყველას თანდასწრებით არ ისურვა. წინააღ-
მდეგ შემთხვევაში, კორა, რომელსაც ძმა ძალიან უყვარდა,
მკვლელს თავის დაძვრენის შესაძლებლობას არ მისცემდა. მე-
თანხმებით?
- მეც ზუსტად თქვენსავით ვმსჯელობდი, - გამოტყდა მისტერ
ენტუისლი, - მაგრამ როგორ შეეძლო ოჯახის რომელიმე
წევრს...
პუარომ გააწყვეტინა:
- იქ, სადაც საწამლავია ჩარეული, ყველაფერი შეიძლება
მოხდეს. ეს, ალბათ, რამე ნარკოტიკი იქნებოდა, რადგან რი-
ჩარდი ძილში მოკვდა და მისმა სიკვდილმა ეჭვი არ გამოიწვია.
შესაძლოა, თვითონაც იღებდა ექიმის მიერ გამოწერილ ნარკო-
ტიკულ საშუალებებს.
- ნებისმიერ შემთხვევაში, ხერხს მნიშვნელობა არა აქვს, -
თქვა მისტერ ენტუისლმა, - ჩვენ ვერასდროს შევძლებთ რაიმეს
დამტკიცებას.
- რიჩარდ ებერნეთისთან დაკავშირებით - ვერა, კორა ლან-
სკენეს საქმე კი სულ სხვაა. როდესაც მკვლელის ვინაობას შე-
ვიტყობთ, სამხილების პოვნა ძნელი არ იქნება, - პუარომ ადვო-
89 მკითხველთა ლიგა
კატს სწრაფად გახედა, - თქვენ ხომ არ წაწეულხართ წინ ამ მი-
მართულებით?
- სულ ცოტათი. მე მხოლოდ გამორიცხვაზე ვმუშაობდი. სა-
ოცრად არ მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ მკვლელი ებერნე-
თების ოჯახის წევრებისგან ერთ-ერთი იყო. ამის დაჯერება ახ-
ლაც მიჭირს. ვფიქრობდი, რომ თითქოსდა უწყინარი შეკითხვე-
ბის საშუალებით ზოგიერთი მათგანის დადანაშაულების შესაძ-
ლებლობას საფუძველს გამოვაცლიდი. იქნებ ეს ყველასთვის
მომეხერხებინა. ამ შემთხვევაში ცხადი გახდებოდა, რომ კორამ
მცდარი ვარაუდი გამოთქვა, თვითონ კი ჩვეულებრივმა მძარ-
ცველმა მოკლა. ეს არცთუ ისე რთული ამოცანა იყო. უნდა და-
მედგინა, რას აკეთებდნენ ებერნეთების ოჯახის წევრები კორა
ლანსკენეს მკვლელობის დროს.
- Eh bien,9 - თავი დაუქნია პუარომ, - რა გაარკვიეთ?
- ჯორჯ კროსფილდი ჰერსტ-პარკში დოღს ესწრებოდა, როზა-
მუნდ შეინი ლონდონის მაღაზიებში დადიოდა, მისი ქმარი -
ქმრებიც უნდა შემემოწმებინა...
- რა თქმა უნდა.
- მისი ქმარი მოლაპარაკებას აწარმოებდა პიესის დადგმის
თაობაზე. სიუზენი და გრეგორი ბენკსი მთელი დღე შინ იყვნენ.
ტიმოთი ებერნეთი, რომელიც ინვალიდია, იორკშირში, საკუ-
თარ სახლში იმყოფებოდა, მისი ცოლი კი „ენდერბიდან“ ბრუნ-
დებოდა და მანქანის საჭესთან იჯდა.
მისტერ ენტუისლი გაჩუმდა.
ერკიულ პუარომ მას შეხედა და თანხმობის ნიშნად თავი და-
უქნია.
- ასე თვითონ ამბობენ, - თქვა მან, - მერედა, ეს სიმართლეა?
- არ ვიცი, პუარო. შესაძლოა, ზოგიერთის ნათქვამი დადას-
ტურდეს ან უარყოფილ იქნეს, მაგრამ ამის შეუმჩნევლად გაკე-
9
Eh bien (ფრანგ.) - აქ: კარგია.
90 მკითხველთა ლიგა
თება რთული იქნება. მსგავსი ქმედება პრაქტიკულად ბრალის
წაყენების ტოლფასია. მე მხოლოდ საკუთარ დასკვნებს გაგაც-
ნობთ. ჯორჯი, შესაძლოა, დაესწრო დოღს ჰერსტ-პარკში, მაგ-
რამ ეს ძალზე მეეჭვება. მან წინდაუხედავად წაიტრაბახა, რომ
ორ ფავორიტზე ფსონს ჩავიდა. გამოცდილებით ვიცი, რომ კა-
ნონის ბევრი დამრღვევი თავს გრძელი ენის გამო იღუპავს.
ჯორჯს ცხენების სახელები ვკითხე და მანაც უყოყმანოდ მიპასუ-
ხა. მაგრამ დავადგინე, რომ თუმცა იმ დღეს ბევრი ჩავიდა
ფსონს ორივე ცხენზე, მათგან მხოლოდ ერთმა გაიმარჯვა,
მეორე კი უიმედო აუტსაიდერებში მოხვდა.
- საინტერესოა. იმ ჯორჯს ძალიან სჭირდებოდა ფული ბიძამი-
სის გარდაცვალების მომენტში?
- ჩემი დაკვირვებით, სასწრაფოდ სჭირდებოდა, მაგრამ ეჭვი
მაქვს, რომ თავისი კლიენტების ფულით ეწეოდა სპეკულაციას
და, შესაძლოა, სასამართლოს დევნის ეშინოდა. ცხადია, ეს მხო-
ლოდ ვარაუდია, მაგრამ მსგავს საქმეებში საკმაო გამოცდილე-
ბა დამიგროვდა. სინანულით უნდა ვაღიარო, რომ არაკეთილ-
სინდისიერი იურისტები არცთუ იშვიათი მოვლენაა. იმასაც გეტ-
ყვით, რომ საკუთარ ფულს ჯორჯს არ ვანდობდი. მგონი, რიჩარდ
ებერნეთიც ასე ფიქრობდა, რომელიც მშვენივრად ერკვეოდა
ადამიანებში. დისშვილმა იმედი გაუცრუა, მას არ ენდობოდა.
- ჯორჯის დედა, - განაგრძო ადვოკატმა, - ლამაზი, მაგრამ
მოსულელო ქალიშვილი იყო და ძალზე საეჭვო კაცს მისთხოვ-
და, - მან ამოიოხრა, - ებერნეთების ოჯახის ქალებს ქმრების არ-
ჩევა არ ეხერხებოდათ.
იგი გაჩუმდა, შემდეგ კი კვლავ განაგრძო:
- როზამუნდს რაც შეეხება, იგი მომხიბლავი არსებაა, მაგრამ
წაისულელებს. მის ხელში ნაჯახი ვერც კი წარმომიდგენია! სამა-
გიეროდ, როზამუნდის ქმარი, მაიკლ შეინი, ბნელით მოცული,
ამბიციური და პატივმოყვარე პიროვნებაა, მასზე სხვას ვერა-
91 მკითხველთა ლიგა
ფერს ვიტყვი. მიზეზი არა მაქვს, რომ მხეცურ მკვლელობასა და
საგულდაგულოდ დაგეგმილ მოწამვლაში დავადანაშაულო,
მაგრამ სანამ ზუსტად არ მეცოდინება, რომ სიმართლე თქვა კო-
რას დაღუპვის დროს თავისი ადგილსამყოფლის შესახებ, მანამ-
დე ვერც მას გამოვრიცხავ.
- მაშასადამე, მის ცოლზე ეჭვი არა გაქვთ?
- არა, არა. იგი ზოგჯერ საოცრად უსულგულოა... მაგრამ არა,
ასეთი სუსტი ქმნილების ხელში ნაჯახი მართლაც ვერ წარმო-
მიდგენია.
- სუსტი და ლამაზი, - ცინიკური ღიმილით თქვა პუარომ, -
მეორე დისშვილი?
- სიუზენი? იგი სრულებით არ ჰგავს როზამუნდს. ჩემი აზრით,
სიუზენი მრავალმხრივ ნიჭიერი ქალიშვილია. იმ დღეს ქმართან
ერთად შინ იყო. ვიცრუე, თითქოს ვურეკავდი მათ და ყურმილს
არავინ იღებდა, რაზეც გრეგმა მაშინვე განაცხადა, რომ ტელე-
ფონი მთელი დღე არ მუშაობდა. ასე თქვა, სადღაც უშედეგოდ
ვრეკავდიო.
- კვლავაც არადამაჯერებელია... აშკარაა, რომ თქვენი იმედი
გამორიცხვის თაობაზე არ გამართლდა... მის ქმარზე რას იტ-
ყვით?
- ძნელი სათქმელია. არცთუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილე-
ბას ახდენს, თუმცა ამის ახსნა ვერ მომიძებნია. სიუზენს რაც
შეეხება...
- დიახ?
- სიუზენი თავის ბიძას, რიჩარდ ებერნეთის მაგონებს. იგივე
ენერგია, ფხიანობა და გამჭრიახობა ახასიათებს. თუმცა, შესაძ-
ლოა, ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფია - ჩემი ძველი მე-
გობრის გულკეთილობა და მომხიბვლელობა აკლია.

92 მკითხველთა ლიგა
- ქალები არასდროს არიან გულკეთილები, - შენიშნა
პუარომ, - თუმცა მათთვის ზოგჯერ არც სინაზე არის უცხო. ქმა-
რი თუ უყვარს?
- შემიძლია, ვთქვა, რომ უსაზღვროდ, მაგრამ, პუარო, ვერაფ-
რით დავიჯერებ, წუთითაც კი ვერ დავუშვებ, რომ სიუზენი...
- ამისთვის ჯორჯი უფრო გემეტებათ? - ჰკითხა პუარომ, - ეს
ბუნებრივიცაა! მე კი არც ამდენად სენტიმენტალური ვარ მშვე-
ნიერი ახალგაზრდა ქალბატონების მიმართ. ახლა უფროს
თაობასთან თქვენი ვიზიტების შესახებ მიამბეთ.
მისტერ ენტუისლმა დაწვრილებით აღწერა თავისი სტუმრობა
ტიმოთისა და მოდთან. პუარომ შედეგები შეაჯამა.
- მაშ, ასე. მისის ებერნეთი კარგი მექანიკოსია. ყველაფერი
იცის ავტომანქანის მუშაობის შესახებ. მისტერ ებერნეთი არც
ისე უმწეოა, როგორც უნდა, რომ გამოიყურებოდეს. სასეირნო-
დაც დადის და, როგორც ამბობთ, აქტიურად მოქმედებაც შეუძ-
ლია. ამასთან, გვარიანი ეგოისტია და ძმის ძლიერი ხასიათისაც
შურდა.
- კორაზე ტიმოთი დიდი სიყვარულით საუბრობდა.
- მაგრამ სასაცილოდ აიგდო დაკრძალვის შემდეგ კორას
უადგილო შენიშვნა. მეექვსე მემკვიდრის შესახებ ვერაფერს იტ-
ყვით?
- ელენზე? მისის ლეოზე? მასზე წამითაც არ მივიტან ეჭვს. ყო-
ველ შემთხვევაში, მისი უდანაშაულობის დამტკიცება ძალიან
ადვილი იქნება. იგი „ენდერბიში“ სამ მსახურთან ერთად დარჩა.
- ე ეჰ ბიენ, ჩემო მეგობარო, - თქვა პუარომ, - ახლა საქმეზე
გადავიდეთ. ჩემგან რა გსურთ კონკრეტულად?
- სიმართლის გაგება, პუარო.
- დიახ, დიახ, თქვენს ადგილზე მეც იგივე მენდომებოდა.
- ის ადამიანი ხართ, ვისაც უნარი შესწევს, რომ ეს გაიგოს.
ვიცი, საქმეებს აღარ იძიებთ, მაგრამ გთხოვთ, გამონაკლისი
93 მკითხველთა ლიგა
დაუშვათ. თქვენს ჰონორარზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ.
ზედმეტი ფული არავის ავნებს.
პუაროს გაეღიმა.
- რა ხეირია მისგან, თუ ყველაფერი გადასახადებში მიდის.
თუმცა გამოგიტყდებით, რომ თქვენმა პრობლემამ დამაინტერე-
სა. იგი არც ისე მარტივი გადასაწყვეტი ჩანს, ბურუსითაა მოცუ-
ლი... კარგი, ამ საქმეს ხელს მოვკიდებ, მაგრამ აჯობებს, ერთი
რამ თქვენ გააკეთოთ - ის ექიმი იპოვეთ, რომელიც მისტერ რი-
ჩარდ ებერნეთის მკურნალობდა. იცნობთ მას?
- ცოტათი.
- როგორ დაახასიათებდით?
- საშუალო ასაკის თერაპევტია. სავსებით კომპეტენტური.
რიჩარდთან მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. კარგი ადა-
მიანია.
- მაშინ მოძებნეთ. თქვენთან უფრო თავისუფლად ისაუბრებს,
ვიდრე ჩემთან. მისტერ ებერნეთის ავადმყოფობის შესახებ გა-
მოჰკითხეთ, რა სახით იღებდა წამლებს სიკვდილამდე ცოტა
ხნით ადრე, გაანდო თუ არა რიჩარდმა, რომ, მისი აზრით, მო-
წამვლას უპირებდნენ. ერთი ეს მითხარით, მის ჯილკრისტი დარ-
წმუნებულია, რომ დასთან საუბრისას მან სიტყვა „მოწამვლა“
ახსენა?
მისტერ ენტუისლი დაფიქრდა.
- მის ჯილკრისტმა ეს სიტყვა კი თქვა, მაგრამ იგი იმ მოწმეთა
რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ხშირად ცვლიან სიტყვებს და
ფიქრობენ, რომ ამით შინაარსი იგივე რჩება. თუ რიჩარდი იმაზე
ლაპარაკობდა, რომ მისი მოკვლა სურდათ, მის ჯილკრისტს შე-
ეძლო, დაესკვნა, რომ იგი საწამლავს გულისხმობდა, რადგან
დეიდამისი გაახსენდა, რომელსაც ეშინოდა, საჭმელი არ მომი-
წამლონო. თუ საჭიროა, ხელმეორედ გავესაუბრები.

94 მკითხველთა ლიგა
- ეს ნამდვილად არ გვაწყენდა. შესაძლოა, ეს თვითონაც გა-
ვაკეთო.
პუარო გაჩუმდა, შემდეგ კი სხვა კილოთი წარმოთქვა:
- ხომ არ გიფიქრიათ, მეგობარო, რომ მის ჯილკრისტს საფ-
რთხე ემუქრება?
მისტერ ენტუისლს სახეზე გაკვირვება გამოესახა.
- ვაღიარებ, რომ არა.
- მაგრამ ეს მოსალოდნელია. კორამ თავისი ეჭვი დაკრძალ-
ვის დღეს გამოთქვა. მკვლელი აუცილებლად დაინტერესდებო-
და, უთხრა თუ არა მან ეს ვინმეს, როდესაც რიჩარდის სიკვდი-
ლის შესახებ შეიტყო. ეს ადამიანი, დიდი ალბათობით, მისი კომ-
პანიონი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, მონ ცჰერ, აჯობებს, მის
ჯილკრისტი კოტეჯში მარტო არ დარჩეს.
- თუ არ ვცდები, სიუზენი აპირებს იქ გამგზავრებას.
- აჰ, მაშ, მისის ბენკსი იქ მიემგზავრება?
- დიახ, სურს, ნივთებს თვალი შეავლოს.
- გასაგებია... გასაგებია... მაშ, ასე, ჩემო მეგობარო, რო-
გორც გთხოვეთ, ისე გააკეთეთ. შეგიძლიათ მის ლეო ებერნე-
თიც შეამზადოთ ჩემი შესაძლო ვიზიტისთვის, ვნახოთ, ამას რო-
გორ მოვახერხებ. ამიერიდან ამ საქმეს მე მივხედავ.
და პუარომ ენერგიულად გადაიგრიხა ულვაში.

95 მკითხველთა ლიგა
თავი 8
მისტერ ენტუისლი ჩაფიქრებული შესცქეროდა ექიმ ლერე-
ბის.
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ხალხთან ურთიერთობა
ასწავლა. ხშირად მოხვედრილა რთულ და დელიკატურ სი-
ტუაციაში და ახლა უშეცდომოდ შეეძლო სწორად მიდგომა. რა
გზა აერჩია ექიმ ლერებისთან სალაპარაკოდ, იმის გათვალის-
წინებით, რომ ექიმს საუბრის თემა მის პროფესიონალიზმში და-
ეჭვებად არ აღექვა?
მისტერ ენტუისლმა გაიფიქრა, რომ აქ მხოლოდ გულწრფე-
ლობა უშველიდა, თუნდაც, ნაწილობრივი. იმის თქმა, რომ ეჭვი
ერთი სულელი ქალის შემთხვევით წამოსროლილმა ფრაზამ
გააჩინა, გაუფრთხილებლობა იქნებოდა. ექიმი ლერები კორას
არ იცნობდა.
მისტერ ენტუისლმა ჩაახველა და მიუკიბ-მოუკიბავად დაიწ-
ყო:
- ერთ დელიკატურ საკითხზე თქვენი კონსულტაცია მჭირდე-
ბა. ვიმედოვნებ, საწყენად არ მიიღებთ. ჭკვიანი კაცი ბრძანდე-
ბით და, ცხადია, გესმით, რომ როდესაც... მ-მ... აბსურდულ ვა-
რაუდს გთავაზობენ, მის თავიდან მოცილებას გონივრული პასუ-
ხის გაცემა სჯობს. ეს ერთ ჩემს კლიენტს ეხება, განსვენებულ
მისტერ ებერნეთის. პირდაპირ გკითხავთ: ხართ თუ არა აბსო-
ლუტურად დარწმუნებული, რომ იგი, როგორც ამბობენ ხოლმე,
ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა?
ექიმ ლერების ღაჟღაჟა სახეზე გაკვირვება გამოესახა.
- რა ჯანდაბაა... ცხადია, დარწმუნებული ვარ! მე ხომ ცნობაც
გავეცი, ასე არ არის? ეჭვი რომ აღმძვროდა...
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - მარჯვედ ჩაერთო მისტერ ენ-
ტუისლი, - გარწმუნებთ, სხვა რამ არც მიფიქრია. უბრალოდ,
96 მკითხველთა ლიგა
მინდოდა, თქვენი მტკიცე პასუხი მომესმინა. მოგეხსენებათ... მ--
მ... ათასი ჭორი ვრცელდება.
- ჭორი? რომელი ჭორი?
- არავინ იცის, ეს როგორ იწყება ხოლმე, - არცთუ გულწრფე-
ლად ჩაილაპარაკა ადვოკატმა, - მაგრამ მინდა ამას ბოლო
მოეღოს, თუნდაც ძალაუფლების გამოყენებით.
- ებერნეთი ავადმყოფი ადამიანი იყო. ისეთი დაავადებით
იტანჯებოდა, რომელსაც ლეტალური შედეგი დაახლოებით ორი
წლის შემდეგ უნდა მოჰყოლოდა. შესაძლოა, უფრო ადრეც კი.
ვაჟიშვილის სიკვდილმა სიცოცხლის სურვილი და ავადმყოფო-
ბისთვის შეწინააღმდეგების უნარი შეუსუსტა. გამოგიტყდებით,
მის ასეთ სწრაფ და მოულოდნელ აღსასრულს არ ველოდი, მაგ-
რამ ამგვარი რამ ხშირად მომხდარა. ნებისმიერი ექიმი, რომე-
ლიც ზუსტად იტყვის, თუ რამდენ ხანს იცოცხლებს პაციენტი, სუ-
ლელურ მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხის წინაშე დგას.
ადამიანური ფაქტორი მათემატიკურ გათვლებს არ ემორჩილე-
ბა. ზოგჯერ სუსტებს წინააღმდეგობის გაწევის საოცარი უნარი
უჩნდებათ, ძლიერები კი ფარ-ხმალს მაშინვე ყრიან.
- ეს გასაგებია. თქვენს დიაგნოზში ეჭვი არ მეპარება. მისტერ
ებერნეთის თავზე, ხატოვნად რომ ვთქვათ, დამოკლეს მახვილი-
ვით ეკიდა სასიკვდილო განაჩენი. მე მხოლოდ ის მაინტერე-
სებს, შეეძლო თუ არა ადამიანს, რომელმაც იცოდა ან ეჭვობდა,
რომ განწირული იყო, საკუთარი სურვილით შეემოკლებინა
დარჩენილი სიცოცხლის ვადა? ან ვინმე სხვას მის ნაცვლად?
ექიმი ლერები მოიღუშა.
- თვითმკვლელობას გულისხმობთ? ებერნეთი თვით-
მკვლელთა ტიპს არ მიეკუთვნებოდა.
- მესმის. შეგიძლიათ თუ არა, როგორც ექიმმა, დარწმუნებით
მითხრათ, რომ ამგვარი რამ შეუძლებელია?

97 მკითხველთა ლიგა
- სიტყვა „შეუძლებელს“ არ გამოვიყენებდი. შვილის სიკვდი-
ლის შემდეგ ებერნეთის ცხოვრება აღარ აინტერესებდა. თვით-
მკვლელობა ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია, მაგრამ ვერც გა-
მოვრიცხავ.
- თქვენ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით უდგებით, მე კი სა-
მედიცინო ასპექტი მაინტერესებს. შესაძლებელია თუ არა ებერ-
ნეთის სიკვდილის გარემოებებმა ამგვარი ვარაუდი შეუძლებე-
ლი გახადოს?
- ვერც ამაზე დავდებ თავს. იგი ძილში გარდაიცვალა - ამგვა-
რი რამ ხშირად ხდება. მისი სულიერი მდგომარეობა თვით-
მკვლელობის განზრახვის ეჭვს არ აღძრავდა. ძილში გარდაც-
ვლილი ყველა მძიმე ავადმყოფის გვამის გაკვეთა რომ ხდებო-
დეს...
ექიმს სახეზე სიწითლე მოემატა. მისტერ ენტუისლმა ჩარევა
გადაწყვიტა:
- ცხადია, ცხადია, მაგრამ თქვენთვის უცნობი მტკიცებულება
რომ არსებობდეს? მაგალითად, თუ მან ვინმეს რამე უთხრა...
- რაც თვითმკვლელობის განზრახვაზე მიანიშნებდა? მან
მართლა თქვა მსგავსი რამ? უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალზე გა-
მაკვირვებდა.
- მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, - ამას ჰიპოთეზურად გეკითხე-
ბით, - მაშინაც გამორიცხავდით ამგვარ შესაძლებლობას?
- არა, არა, ვერ გამოვრიცხავდი, - თქვა შეფიქრიანებულმა
ექიმმა, - მაგრამ გიმეორებთ: ძალიან გამიკვირდებოდა.
მისტერ ენტუისლმა მაშინვე ისარგებლა უპირატესობით:
- თუ დავუშვებთ - კვლავ მხოლოდ ჰიპოთეზურად, - რომ იგი
ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, მაშინ, თქვენი აზრით,
რა შეიძლებოდა ყოფილიყო სიკვდილის მიზეზი? კონკრეტულად
რომელი საწამლავი?

98 მკითხველთა ლიგა
- ასეთი რამდენიმეა. ნარკოტიკიც სავსებით შესაძლებელია,
რადგან ციანოზის ნიშნები არ ეტყობოდა. მშვიდ პოზაში იწვა.
- ძილის წამალს თუ სვამდა?
- დიახ. მე მას სლუმბერილი გამოვუწერე, უხიფათო და საიმე-
დო პრეპარატი. ებერნეთის ის ყოველდღე არც კი უნდა მიეღო.
ამ აბების მხოლოდ ერთი პატარა შუშა ჰქონდა. გამოწერილზე
სამ-ოთხჯერ მეტი დოზაც კი ვერ იქნებოდა სასიკვდილო. ამას-
თან, ებერნეთის გარდაცვალებისთანავე, მის პირსაბანზე თით-
ქმის სავსე შუშა ვნახე.
- კიდევ რომელ წამლებს უნიშნავდით?
- სხვადასხვას. ერთი მათგანი მცირე რაოდენობით მორფინს
შეიცავდა, ტკივილის შემოტევის დროს უნდა დაელია. იყო აგ-
რეთვე ვიტამინები კაფსულებში, საჭმლის მოსანელებელი მიქ-
სტურა...
- ვიტამინები კაფსულაში? - გააწყვეტინა მისტერ ენტუისლმა,
- მგონი, ერთხელ მეც გამომიწერეს. პატარა, მრგვალი, ჟელატი-
ნის კაფსულები.
- დიახ, ადექსოლინის შემცველი.
- თუ შეიძლება ამ კაფსულებში, ვთქვათ, რამეს შერევა?
- მომაკვდინებელ საშუალებას გულისხმობთ? - ექიმი სულ
უფრო და უფრო გაკვირვებული ჩანდა, - მაგრამ ამას ვერავინ...
მომისმინეთ, ენტუისლ, რისი დადგენა გსურთ? ნუთუ ვა-
რაუდობთ, რომ ეს მკვლელობა იყო?
- არც კი ვიცი, რას ვვარაუდობ... მხოლოდ მაინტერესებს, შე-
საძლებელია თუ არა.
- რა გაძლევთ ამგვარი ვარაუდის საფუძველს?
- არაფერი, - დაღლილი ხმით მიუგო მისტერ ენტუისლმა, -
მისტერ ებერნეთი გარდაიცვალა. იგივე დაემართა პიროვნებას,
ვისაც იგი ესაუბრა. ყველაფერი გავრცელებული ჭორის ბრა-
ლია, რომლის აღკვეთასაც ვცდილობ. თუ მეტყვით, რომ ებერ-
99 მკითხველთა ლიგა
ნეთის მოწამვლა არავის შეეძლო, კმაყოფილი ვიქნები. გარწმუ-
ნებთ, მაშინვე გულზე მომეშვებოდა.
ექიმი ლერები წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
- ძალიანაც რომ მინდოდეს, ამის თქმა არ შემიძლია, - თქვა
მან ბოლოს, - ნებისმიერ ადამიანს შეეძლო კაფსულიდან ვიტა-
მინის ამოღება და მის ნაცვლად, ვთქვათ, ნიკოტინის ან სხვა სა-
წამლავის ჩაყრა. თუნდაც საჭმელში ან სასმელში რამის შერევა.
ეს ხომ უფრო სავარაუდოა?
- შესაძლოა, მაგრამ როდესაც ებერნეთი გარდაიცვალა, შინ
მხოლოდ მსახურები იყვნენ და არა მგონია, ეს რომელიმე მათ-
განს გაეკეთებინა - ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომაც შენე-
ლებული მოქმედების საწამლავს ვეძებ. ალბათ, არ არსებობს
ისეთი პრეპარატი, რომელიც სიკვდილს რამდენიმე კვირის შემ-
დეგ გამოიწვევს, არა?
- ხელსაყრელი იდეაა, მაგრამ განუხორციელებელი, - მშრა-
ლად მიუგო ექიმმა, - ვიცი, კეთილგონიერი ადამიანი ბრძანდე-
ბით, ენტუისლ, მაგრამ იქნებ მითხრათ, ვინ გამოთქვა ასეთი ვა-
რაუდი? ყურით მოთრეულს ჰგავს.
- ებერნეთის თქვენთვის არაფერი უთქვამს? არასდროს
მიუნიშნებია, რომ რომელიმე ნათესავს მისი გზიდან ჩამოცილე-
ბა სურდა?
ექიმმა მას ცნობისმოყვარეობით შეხედა.
- არა, ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. დარწმუნებული
ხართ, ენტუისლ, რომ ამ ჭორს ის ადამიანი არ ავრცელებს, რო-
მელსაც სენსაციის გამოწვევა სურს? ზოგიერთი ისტერიკული
სუბიექტი გარეგნულად გონიერი და ნორმალური ადამიანივით
გამოიყურება.
- შესაძლოა, ასეც იყოს. ამის იმედი მაქვს.
- მაშასადამე, ვიღაც ამტკიცებს, თითქოს ებერნეთიმ უთხრა,
რომ... ეს, ალბათ, ქალი იყო, არა?
100 მკითხველთა ლიგა
- მართალი ბრძანდებით, ქალი იყო.
- რიჩარდმა მას უთხრა, რომ მოკვლას უპირებდნენ?
ჩიხში მოქცეულმა მისტერ ენტუისლმა უხალისოდ უამბო,
დაკრძალვის შემდეგ რა წამოაყრანტალა კორამ.
- თქვენს ადგილზე ამას ყურადღებას არ მივაქცევდი. ეს სრუ-
ლიად მარტივად აიხსნება. განსაზღვრულ ასაკში ქალს, მით უმე-
ტეს, გაუწონასწორებელსა და სენსაციის მოყვარულს, თავისუფ-
ლად შეუძლია მსგავსი რამ თქვას.
მისტერ ენტუისლს ექიმის ქედმაღლური თავდაჯერებულობა
არ მოეწონა, მაგრამ გაახსენდა, რომ თვითონაც ხშირად ჰქონია
საქმე ისტერიკულ, სენსაციაზე მონადირე ქალებთან.
- შესაძლოა, მართალი ხართ, - თქვა მან და წამოდგა, - სამ-
წუხაროდ, მას ვერაფერს ვკითხავთ, რადგან მოკლეს.
- როგორ თუ მოკლეს? - ექიმ ლერების ისეთი სახე ჰქონდა,
თითქოს სერიოზულად ეპარებოდა ეჭვი თვით მისტერ ენტუის-
ლის ფსიქიკურ გაწონასწორებულობაში.
- ამის შესახებ გაზეთებში წაიკითხავდით - მისის ლანსკენე
ბერქშირის სოფელ ლიტჩეტ-სენტ-მერიდან.
- რასაკვირველია, წავიკითხე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი,
თუ რიჩარდ ებერნეთის ნათესავი იყო! - ექიმი გაოგნებული ჩან-
და.
მისტერ ენტუისლმა სამაგიერო გადაუხადა ექიმ ლერების გა-
მოჩენილი პროფესიული ქედმაღლობის გამო, მაგრამ სევ-
დიანად გაიფიქრა, რომ ამ ვიზიტმა ეჭვი ვერ გაუქარწყლა, და
უკან გამობრუნდა.

101 მკითხველთა ლიგა


II
„ენდერბიში“ განმეორებით მისულმა მისტერ ენტუისლმა
ლენსკომბთან გასაუბრება გადაწყვიტა. თავდაპირველად, მო-
ხუც მსახურთუფროსს მისი გეგმების შესახებ ჰკითხა.
- მისის ლეომ დარჩენა მთხოვა, სანამ სახლს არ გაყიდიან,
სერ, მეც სიხარულით დავეთანხმე. მისის ლეო ყველას ძალიან
გვიყვარს, - მან ამოიოხრა, - მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ, სერ,
მაგრამ ძალიან განვიცდი, სახლი რომ უნდა გაიყიდოს. აქ მრა-
ვალი წელი გავატარე, ახალგაზრდა ქალბატონები და ჯენტლმე-
ნები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ
ეს სახლი მემკვიდრეობით მორტიმერს გადაეცემოდა, დაოჯახ-
დებოდა და ბედნიერად იცხოვრებდა. გადაწყდა, რომ სამსახუ-
რის დასრულების შემდეგ შენობის ჩრდილოეთ ნაწილში ვიც-
ხოვრებდი. ძალიან მინდოდა, ეს დიდებული ადგილი მომეწეს-
რიგებინა, მაგრამ, ცხადია, ახლა ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
- ვშიშობ, ასეა, ლენსკომბ. მთელი ქონება ერთად უნდა
გაიყიდოს. რაც შეეხება თქვენს მემკვიდრეობას...
- ოჰ, კი არ ვწუწუნებ, სერ. პირიქით, მისტერ ებერნეთის მად-
ლობელი ვარ გამოჩენილი გულუხვობის გამო. უზრუნველყოფი-
ლი კი ვარ, მაგრამ ჩვენს დროში არც ისე ადვილია პატარა სახ-
ლის ყიდვა, და თუმცა ჩემმა გათხოვილმა დისშვილმა მასთან
გადასვლა შემომთავაზა, მამულში ცხოვრება მაინც სხვაა.
- ვიცი, - თქვა მისტერ ენტუისლმა, - ჩვენთვის, მოხუცების-
თვის, ახალ სამყაროსთან შეგუება ძნელია. ახლა ვნანობ, იშ-
ვიათად რომ ვნახულობდი ჩემს ძველ მეგობარს. როგორ გა-
მოიყურებოდა ბოლო თვეებში?
- რა გითხრათ, სერ, მისტერ მორტიმერის სიკვდილის შემდეგ
საკუთარ თავს არ ჰგავდა.

102 მკითხველთა ლიგა


- დიახ, ამან წელში გადატეხა, თანაც ავად იყო, ავადმყოფებს
კი უცნაური ფანტაზიები აწუხებთ. ვფიქრობ, მისტერ ებერნეთი-
საც მსგავსი რამ სჭირდა სიცოცხლის ბოლო დღეებში. ხომ არ
ახსენებდა თავის მტრებს, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება
სურდათ? იქნებ ფიქრობდა, რომ საჭმელში საწამლავს ურევ-
დნენ?
მოხუცმა ლენსკომბმა გაოცებული და ნაწყენი სახე მიიღო.
- მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ, სერ.
ენტუისლმა მას ყურადღებით შეხედა.
- ვიცი, რომ ერთგული მსახური ხართ, ლენსკომბ, მაგრამ თუ
მისტერ ებერნეთის მსგავსი ფანტაზიები აწუხებდა, ეს... მ-მ...
სავსებით ბუნებრივი სიმპტომებია ზოგიერთი სნეულებისთვის.
- მართლა, სერ? მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მისტერ
ებერნეთის ჩემთვის მსგავსი არაფერი უთქვამს.
მისტერ ენტუისლმა სასწრაფოდ შეცვალა თემა.
- სიკვდილის წინ მას ზოგიერთი ნათესავი სტუმრობდა, არა?
დისშვილი ჯორჯი და კიდევ ორი დისშვილი ქმრებთან ერთად.
- მართალი ბრძანდებით, სერ.
- მათი სტუმრობა უხაროდა თუ იმედი გაუცრუვდა?
ლენსკომბს თვალებში სიცივე ჩაუდგა, წელში გასწორდა.
- მაგის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, სერ.
- ვფიქრობ, მომახსენებთ, - თავაზიანად შეეპასუხა მისტერ
ენტუისლი, - თქვენ ფიქრობთ, რომ მსგავს თემებზე საუბარი არ
შეგფერით, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ვითარება იქმნება, როდესაც
ადამიანი საკუთარ გრძნობებზე მაღლა უნდა დადგეს. მე თქვენი
ბატონის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეგობარი ვიყავი. იგი ძა-
ლიან მიყვარდა, თქვენც გიყვარდათ. ამიტომ თქვენი, როგორც
ადამიანის აზრი მაინტერესებს, და არა როგორც მსახურთუფ-
როსისა.
ლენსკომბი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ კი იკითხა:
103 მკითხველთა ლიგა
- რაღაც... ცუდი მოხდა, სერ?
- არ ვიცი, - გულწრფელად მიუგო მისტერ ენტუისლმა, - ვიმე-
დოვნებ, რომ არა. თქვენ თვითონ თუ გრძნობდით, რომ რაღაც
ისე არ იყო?
- მხოლოდ დაკრძალვის შემდეგ, სერ. ვერ გამიგია, რა ხდე-
ბა. მაგრამ იმ საღამოს მისის ლეოსა და მისის ტიმოთის უგუნე-
ბობა შევამჩნიე დანარჩენების წასვლის შემდეგ.
- ანდერძის შინაარსს თუ გაეცანით?
- დიახ, სერ. მისის ლეომ გადაწყვიტა, რომ უნდა მცოდნოდა.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ანდერძი სამართლიანადაა შედ-
გენილი.
- დიახ, მართალი ხართ. ყველა მემკვიდრეს თანაბარი წილი
ერგო, მაგრამ არა მგონია, რომ მისტერ ებერნეთიმ ვაჟიშვილის
სიკვდილისთანავე მოინდომა ამგვარი ანდერძის შედგენა. იქ-
ნებ ახლა მაინც მიპასუხოთ იმ შეკითხვაზე, რომელიც ცოტა ხნის
წინ დაგისვით?
- თუ ჩემი აზრის გაგება გსურთ...
- დიახ, დიახ, რასაკვირველია.
- მისტერ ებერნეთის გული დასწყვიტა მისტერ ჯორჯის სტუმ-
რობამ, სერ... ვფიქრობ, იმედი ჰქონდა, რომ მისტერ მორტიმე-
რის გარდაცვალების შემდეგ მისტერ ჯორჯში შვილთან მსგავსე-
ბას აღმოაჩენდა, მაგრამ მისტერ ჯორჯი ამ სტანდარტში ვერ ჩაჯ-
და. მის ლორას ქმარს ებერნეთები ყოველთვის შეუფერებელ
სიძედ მიიჩნევდნენ. ვშიშობ, ჯორჯიც მას დაემსგავსა, - ლენ-
სკომბმა მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო, - შემდეგ ახალგაზ-
რდა ქალბატონები მობრძანდნენ მეუღლეებთან ერთად. ლამა-
ზი და ენერგიული მის სიუზენი ბატონს მაშინვე მოეწონა, მისი
ქმარი კი ძალიან აითვალწუნა. ამ ოჯახის ახალგაზრდა ქალბა-
ტონებმა რატომღაც უცნაური ქმრები აირჩიეს.
- მეორე წყვილი?
104 მკითხველთა ლიგა
- მათ შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ
ლამაზი და სიმპათიური ადამიანები არიან. ვფიქრობ, მისტერ
ებერნეთის მათი ნახვა გაუხარდა, მაგრამ... - მოხუცი შეყოყმან-
და.
- დიახ, ლენსკომბ?
- მისტერ ებერნეთის თეატრთან შეხება არასდროს ჰქონია.
ერთხელ მითხრა კიდეც, ვერ გამიგია, რატომ გადარია ეს ხალხი
თეატრმა. ეს ხომ სულელური საქციელია. იგი ადამიანებს კე-
თილგონიერების ნასახს აღარ უტოვებს. არა მგონია, სცენა და
მორალი ერთმანეთთან თავსებადი იყოს, იგი ზომიერებას გვა-
კარგვინებსო. ცხადია, ზუსტად ასე არ უთქვამს...
- დიახ, დიახ, გასაგებია. ამ ვიზიტების შემდეგ მისტერ ებერ-
ნეთი თვითონ გაემგზავრა სხვა ნათესავების სანახავად - ჯერ
ძმასთან, შემდეგ დასთან, მისის ლანსკენესთან...
- მისის ლანსკენეს შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ, სერ. ბა-
ტონმა ბრძანა, რომ მისტერ ტიმოთისთან აპირებდა წასვლას,
შემდეგ კი - ვიღაცასთან სენტ-მერიში...
- მართალია. ხომ ვერ გაიხსენებდით, რა თქვა დაბრუნების
შემდეგ?
ლენსკომბი ჩაფიქრდა.
- არ ვიცი, თითქოს არაფერი განსაკუთრებული. უხაროდა,
რომ შინ დაბრუნდა. თქვა, მგზავრობამ და სხვის სახლებში ყოფ-
ნამ ძალიან დამღალაო.
- მეტი არაფერი? არც ძმა უხსენებია და არც და?
მსახურთუფროსი მოიღუშა.
- მისტერ ებერნეთის ჩვეულებად ჰქონდა... ისე ბუზღუნი,
თითქოს საკუთარ თავს მიმართავდა და ჩემს ყოფნას ვერ ამ-
ჩნევდა... იმიტომ, რომ კარგად მიცნობდა...
- და გენდობოდათ.

105 მკითხველთა ლიგა


- ბუნდოვნად მახსოვს, ამბობდა, რომ ვერ გაიგო, სად წაიღო
ვიღაცამ ფული. როგორც მივხვდი, მისტერ ტიმოთის გულის-
ხმობდა. შემდეგ დაახლოებით ასეთი რამ თქვა, ქალებს ოთ-
ხმოცდაცხრამეტ განსხვავებულ შემთხვევაში სულელური ქცევა
ახასიათებთ, მეასეში კი საოცარი გამჭრიახობაო. შემდეგ დაამა-
ტა: „გულახდილად მხოლოდ შენი თაობის ადამიანებს უნდა
ელაპარაკო. ახალგაზრდებისგან განსხვავებით, ისინი არ იფიქ-
რებენ, რომ ზღაპრებს თხზავ“. მოგვიანებით კი შენიშნა, არ ვი-
ცი, რასთან დაკავშირებით: „არც ისე სასიამოვნოა ადამიანების-
თვის ხაფანგების დაგება, მაგრამ სხვა რა დამრჩენია“. შესაძ-
ლოა, ფიქრობდა, სერ, რომ მეორე მებაღე ატამს ჰპარავდა.
მაგრამ მისტერ ენტუისლს ეჭვი ეპარებოდა, რომ რიჩარდ
ებერნეთი მეორე მებაღეს გულისხმობდა. მან ლენსკომბს კიდევ
რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, შემდეგ გაუშვა და მიღებულ ინ-
ფორმაციაზე დაფიქრდა. ერთი შეხედვით, ახალი ვერაფერი შე-
იტყო, მაგრამ მთლად ასეც არ იყო საქმე. სულელ და, იმავ-
დროულად, გონებაგამჭრიახ ქალებზე საუბრისას მისტერ ებერ-
ნეთი თავის დას, კორას გულისხმობდა, და არა რძალს, მოდს.
სწორედ კორას გაანდო მან ის, რაც შესაძლოა, ახალგაზრდებს
ფანტაზიად მოსჩვენებოდათ. რიჩარდმა ხაფანგიც ახსენა. ვის-
თვის?

106 მკითხველთა ლიგა


III
მისტერ ენტუისლი დიდხანს ფიქრობდა, რა ეთქვა ელენის-
თვის. ბოლოს, გადაწყვიტა, რომ მისთვის სრული ნდობა გამო-
ეცხადებინა.
თავდაპირველად, ადვოკატმა მას მადლობა გადაუხადა იმის
გამო, რომ რიჩარდის ნივთებს ხელი არ ახლო და სახლშიც ბევ-
რი რამ გააკეთა. გაყიდვის შესახებ უკვე გამოეცხადებინათ და
მალე ორი პერსპექტიული მყიდველი აპირებდა მოსვლას
იქაურობის სანახავად.
- კერძო პირები არიან?
- არა მგონია. ამ სახლზე ახალგაზრდა ქალების ქრისტიანულ
კავშირს, რომელიღაც ახალგაზრდულ კლუბსა და ჯეფერსონის
ფონდს უჭირავს თვალი. ეს უკანასკნელი თავისი კოლექციების-
თვის ეძებს ადგილს. სამწუხაროა, თუ სახლში არ იცხოვრებენ,
მაგრამ ჩვენს დროში მსგავს მამულში ცხოვრებას არაპრაქტიკუ-
ლად მიიჩნევენ.
- მინდოდა, მეთხოვა, რომ სახლის გაყიდვამდე აქ დარჩენი-
ლიყავით. თუ ეს უხერხულობას არ შეგიქმნით.
- არა, ჩემთვის ეს სავსებით მისაღებია. მაისამდე კვიპროსზე
გამგზავრებას არ ვაპირებ და მირჩევნია, აქ დავრჩე, ვიდრე
ლონდონში, როგორც ადრე ვგეგმავდი. მომწონს ეს სახლი, სა-
დაც ლეოსთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. მასაც მოსწონ-
და იგი.
- კიდევ არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ძალიან დამავა-
ლებდით, თუ „ენდერბიში“ დარჩებოდით. ჩემი მეგობარი ერკი-
ულ პუარო...
- ერკიულ პუარო? - მკვახედ იკითხა ელენმა, - მაშასადამე,
თქვენ ფიქრობთ...
- იცნობთ მას?
107 მკითხველთა ლიგა
- დიახ. უფრო სწორად, ჩემი მეგობრები, მაგრამ მეგონა, იგი
დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.
- ცოცხალია და საღ-სალამათადაც ბრძანდება, თუმცა ახალ-
გაზრდა აღარ არის.
- ახალგაზრდა როგორ იქნება... - მექანიკურად წარმოთქვა
ქალმა. სახე ფერმკრთალი და დაძაბული გაუხდა, შემდეგ თავს
ძალა დაატანა და განაგრძო, - მიგაჩნიათ, რომ კორა მართალი
იყო? რომ რიჩარდი... მოკლეს?
მისტერ ენტუისლმა ყველაფერი უამბო. მშვიდ და საღად მო-
აზროვნე ელენთან გულის მოოხება მისთვის ნამდვილი შვება
იყო.
როდესაც დაასრულა, ქალმა თქვა:
- ეს თითქოს ფანტასტიკურ ვერსიად უნდა მომეჩვენოს, თუმ-
ცა არ მეჩვენება. იმ ღამით, დაკრძალვის შემდეგ, მე და მოდიც
ვფიქრობდით ამაზე. ცხადია, ვამბობდით, რომ კორა სულელი
ქალი იყო, მაგრამ მაინც მოუსვენრად ვწრიალებდით. შემდეგ
კორა მოკლეს. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, ეს მხოლოდ
დამთხვევაა-მეთქი, ოღონდ დარწმუნებული არ ვიყავი. ყველა-
ფერი ძალზე ძნელად ასახსნელია...
- გეთანხმებით, მაგრამ პუარო განსაკუთრებული ადამიანია.
შეიძლება ითქვას, თითქმის გენიოსი... ჩვენ გვინდა, დავრწმუნ-
დეთ, რომ ჩვენი ეჭვი მხოლოდ ფანტაზიაა და მეტი არაფერი და
პუაროს ეს შესანიშნავად ესმის.
- მაგრამ ფიქრობს, რომ ასე არ არის?
- რატომ გგონიათ? - სწრაფად ჰკითხა მისტერ ენტუისლმა.
- თვითონაც არ ვიცი. უხასიათოდ ვიყავი... არა მხოლოდ კო-
რას სიტყვების გამო - თვითონაც ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე
არ იყო.
- ისე არ იყო? რას გულისხმობთ?
- არ იყო და მორჩა. არ ვიცი.
108 მკითხველთა ლიგა
- იმ საღამოს რომელიმე იქ მყოფი გყავთ მხედველობაში?
- დიახ, შესაძლოა... მაგრამ არ ვიცი, ვინ... ოჰ, რა სისულე-
ლეა!
- სულაც არა. ძალზე საინტერესოა. თქვენ ხომ სულელს ვე-
რაფრით გიწოდებთ კაცი, ელენ. თუ რაღაც შეამჩნიეთ, მაშასა-
დამე, რაღაც მართლა არის.
- დიახ, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რა იყო ეს. რაც მეტს ვფიქ-
რობ...
- ნუ ფიქრობთ, თორემ ვერაფერს გაიხსენებთ. ადრე თუ გვი-
ან, ეს თავში მაინც გაგიელვებთ. და თუ ასე მოხდება, გთხოვთ,
მაშინვე დამიკავშირდეთ.
- გპირდებით.

109 მკითხველთა ლიგა


თავი 9
მის ჯილკრისტმა შავი შლაპა დაიხურა და შეჭაღარავებული
კულული დამალა. მოკვლევა შუადღისთვის დაენიშნათ, ახლა კი
თორმეტის ოცი წუთი იყო. ამგვარი შემთხვევისთვის ნაცრისფე-
რი კოფთა და ქვედაკაბა შესაფერისად ეჩვენებოდა, საგანგე-
ბოდ შავი ბლუზაც იყიდა. მის ჯილკრისტს თავიდან ფეხებამდე
შავებში უნდოდა გამოწყობა, მაგრამ ვერ შესწვდებოდა. მან
თვალი მოავლო პატარა, კოხტა საძინებელ ოთახს, რომლის
კედლებზეც ბრიქსემისა და პოლფლექსანის ნავსადგურების, ენ-
სტისა და კიანსის უბეების, ბებეკომის ყურის, კოკინგტონ--
ფორჯისა და სხვა ზღვისპირა ადგილების ამსახველი ნახატები
ეკიდა. მათზე კორა ლანსკენეს გაკრული ხელით გამოეყვანა სა-
კუთარი სახელი. განსაკუთრებული სიყვარულით პოლფლექსა-
ნის ნავსადგურს მიაჩერდა. კამოდზე ჩარჩოში ჩასმული საჩაიე
„ტირიფების“ გახუნებული ფოტოსურათი მოჩანდა. მის ჯილ-
კრისტმა მასაც შეხედა და ამოიოხრა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა და ფიქრებიდან გამო-
ერკვა.
- ღმერთო ჩემო! - ჩაილაპარაკა მის ჯილკრისტმა, - საინტე-
რესოა, ვინ...
იგი ოთახიდან გავიდა და მონჯღრეული კიბით ქვემოთ დაეშ-
ვა. ზარმა კვლავ დარეკა, რასაც მკვეთრი კაკუნი მოჰყვა.
მის ჯილკრისტმა რატომღაც მოუსვენრობა იგრძნო. ნაბიჯი
შეანელა, კარისკენ გაემართა და საკუთარ თავს უთხრა, რომ სი-
სულელე არ ჩაედინა.
ზღურბლზე ახალგაზრდა, შავებში გამოწყობილი ქალი იდგა,
ხელში პატარა ჩემოდანი ეჭირა. მის ჯილკრისტის შეშფოთებუ-
ლი სახის დანახვაზე მან სწრაფად წარმოთქვა:

110 მკითხველთა ლიგა


- მის ჯილკრისტ? მე სიუზენ ბენკსი ვარ - მისის ლანსკენეს
დისშვილი.
- ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა. არ გიცნობდით. მობ-
რძანდით, მისის ბენკს, ოღონდ ამ გადმოწეულ საკიდარს არ
დაეჯახოთ. აქეთ, გეთაყვა. არ ვიცოდი, თუ მოკვლევაზე უნდა
მოსულიყავით, თორემ ყავას ან სხვა რამეს მოგიმზადებდით.
- მე არაფერი მინდა, - სწრაფად მიუგო სიუზენ ბენკსმა, - მაპა-
ტიეთ, თუ შეგაშინეთ.
- დიახ, ცოტა მართლაც შემაშინეთ. საერთოდ, ნერვიული
არა ვარ. ადვოკატს ვუთხარი კიდეც, მარტოს არ შემეშინდება--
მეთქი. არც მეშინია, მაგრამ დღეს - შესაძლოა, მოკვლევის გა-
მო - დილიდან ვნერვიულობ. ნახევარი საათის წინ კარზე დარე-
კეს და ძლივს ვაიძულე თავი, გამეღო. ცხადია, სულელურად
ვიქცევი, მკვლელი აქ ხომ არ დაბრუნდება, ან რატომ უნდა დაბ-
რუნდეს? თურმე მონაზონი მოსულიყო ობოლთა თავშესაფრის-
თვის შეწირულების შესაგროვებლად. გულზე მომეშვა და ორი
შილინგი მივეცი. კათოლიკე არა ვარ და არც რომის ეკლესიას
თანავუგრძნობ მისი ბერ-მონაზვნებით, მაგრამ ეს პატარა დები,
რომლებიც გაჭირვებულებისთვის აგროვებენ ფულს, კეთილ
საქმეს აკეთებენ. დაბრძანდით, გთხოვთ, მისის...
- ბენკს.
- დიახ, რა თქმა უნდა, ბენკს... მატარებლით ჩამობრძანდით?
- არა, მანქანით, მაგრამ თქვენამდე მოსასვლელი გზა ისე
ვიწროა, რომ ძველ კარიერთან დავტოვე.
- აქ ტრანსპორტი, პრაქტიკულად, არ დადის. ამიტომ გზა
მართლაც ვიწროა და თითქმის უკაცრიელი.
ამ სიტყვების წარმოთქმისას მის ჯილკრისტი ოდნავ მოიბუზა.
სიუზენ ბენკსმა ოთახს თვალი მოავლო.
- საბრალო დეიდა კორა, - ჩაილაპარაკა მან, - გეცოდინებათ,
რომ თუკი რამ ჰქონდა, ყველაფერი მე დამიტოვა.
111 მკითხველთა ლიგა
- დიახ, ვიცი. ამის შესახებ მისტერ ენტუისლმა მითხრა. თუ არ
ვცდები, თქვენ ახლახან გათხოვდით, ავეჯი კი ჩვენს დროში ძა-
ლიან ძვირი ღირს. მისის ლანსკენეს რამდენიმე კარგი ნივთი
ჰქონდა.
სიუზენი სხვაგვარად ფიქრობდა. კორა ანტიკვარიატში ცუ-
დად ერკვეოდა. ოთახში, ძირითადად, მოდერნისტული და არ-
ტის სტილის ნაკეთობები იდგა.
- ავეჯი არ მჭირდება, - თქვა მან, - ჩემიც მეყოფა. ყველაფრის
აუქციონზე გატანას ვაპირებ, ცხადია, თუ თქვენ რამეს დატოვება
არ გსურთ. მოხარული ვიქნებოდი...
სიუზენი შეცბუნდა და გაჩუმდა, მის ჯილკრისტს კი, პირიქით,
სახე გაუნათდა.
- რა თავაზიანი ბრძანდებით, მისის ბენკს... დიახ, ძალიან კე-
თილი ბრძანდებით. მადლობელი ვარ. თუმცა მეც მაქვს გადანა-
ხული ჩემი ნივთები იმ შემთხვევისთვის, თუ დამჭირდება. მამა-
მაც დამიტოვა რამდენიმე ნახატი. ოდესღაც პატარა საჩაიე
მქონდა, მაგრამ შემდეგ ომი დაიწყო და საქმე უკან-უკან წავიდა.
თუმცა ყველაფერი არ გამიყიდია. იმედი მქონდა, რომ ოდესმე
საკუთარი სახლი მექნებოდა. საუკეთესო ნივთები მამის სურა-
თებსა და ოჯახურ რელიკვიებთან ერთად შევინახე. თუ წინააღ-
მდეგი არ იქნებით, ძვირფასი მისის ლანსკენეს მოხატულ ჩაის
მაგიდას წავიღებ. ძალიან მომწონს. ამ მაგიდაზე ხშირად ვსვამ-
დით ჩაის.
სიუზენმა ოდნავი შეძრწუნებით გახედა დიდი მეწამული ყვა-
ვილებით მოხატულ მწვანე მაგიდას და სწრაფად ჩაილაპარაკა,
რომ სიამოვნებით დაუთმობდა მას მის ჯილკრისტს.
- დიდი მადლობა, მისის ბენკს… მაგრამ, მგონი, ხარბი ადა-
მიანივით ვიქცევი... მისის ლანსკენემ ხომ თავისი შესანიშნავი
სურათები და მშვენიერი ამეთვისტოს გულსაბნევი დამიტოვა...
ჩემი აზრით, ის თქვენ უფრო გეკუთვნით.
112 მკითხველთა ლიგა
- არა, არა, არავითარ შემთხვევაში.
- ხომ არ გსურთ, მის ნივთებს თვალი შეავლოთ. თუ ამას
მოკვლევის დასრულების შემდეგ გააკეთებთ?
- აქ ორიოდე დღით მინდოდა დარჩენა. ნივთებს დავათვა-
ლიერებ და ყველაფერში გავერკვევი.
- გულისხმობთ, რომ ღამითაც დარჩებით?
- დიახ, ეს უხერხულობას ხომ არ შეგიქმნით?
- რა თქმა უნდა, არა, მისის ბენკს. ჩემს საწოლზე ახალ თეთ-
რეულს დაგიგებთ, მე კი დივანზეც ჩინებულად მოვეწყობი.
- მაგრამ ეს ხომ კორა დეიდას ოთახია? შემიძლია, აქ დავიძი-
ნო.
- მაშასადამე... თანახმა ხართ?
- იმის თქმა გსურთ, რომ იგი აქ მოკლეს? დიახ, თანახმა ვარ.
ძლიერი ნერვები მაქვს, მის ჯილკრისტ. ოთახი უკვე დაალაგეს?
მის ჯილკრისტმა შეკითხვა სწორად გაიგო.
- ო-ო, დიახ, მისის ბენკს. ყველაფერი ქიმწმენდაში გაგზავ-
ნეს, მე და მისის პენტერმა იატაკი საგულდაგულოდ მოვრეცხეთ.
აქ სათადარიგო საბანიც ბევრია. აბრძანდით და თვითონ დარ-
წმუნდებით.
იგი ზევით გაემართა. სიუზენი უკან მიჰყვა.
ოთახი, სადაც კორა ლანსკენე სიცოცხლეს გამოასალმეს,
უზადო სისუფთავით გამოირჩეოდა, საზარელი ატმოსფეროს ნა-
სახიც არსად იყო. სასტუმროს მსგავსად, აქაც თანამედროვე და
კაშკაშა ფერებით მოხატული ავეჯი იდგა, რაც თითქოს ხაზს უს-
ვამდა კორას ხალისიანობასა და უგემოვნობას. ბუხრის თავზე
დიდმკერდიანი ახალგაზრდა ქალის სურათი ეკიდა, რომელიც
აბაზანის მიღებას აპირებდა. მის დანახვაზე სიუზენს ტანში
კვლავ ჟრუანტელმა დაუარა, მის ჯილკრისტმა კი ჩაილაპარაკა:
- ეს მისის ლანსკენეს ქმრის ნახატია. კიდევ რამდენიმე ქვე-
მოთაა, სასადილოში.
113 მკითხველთა ლიგა
- რა საშინელებაა!
- მხატვრობის ეს სტილი მაინცდამაინც არც მე მომწონს, მაგ-
რამ მისის ლანსკენე ძალიან აფასებდა თავისი მეუღლის მხატ-
ვრობას და მიაჩნდა, რომ მის ნამუშევრებს სათანადო დაფასება
აკლდა.
- თვითონ დეიდა კორას ნახატები სადაა?
- ჩემს ოთახში. ხომ არ შეხედავდით?
მის ჯილკრისტმა სიამაყით უჩვენა სიუზენს თავისი საგანძუ-
რი.
სიუზენმა შეამჩნია, რომ დეიდა კორა ზღვის სანაპიროს ანი-
ჭებდა უპირატესობას.
- დიახ, მართალი ხართ. უნდა გითხრათ, რომ მრავალი წელი
გაატარა მისტერ ლანსკენესთან ერთად ბრეტანში, მებადურთა
პატარა სოფელში. მეთევზეთა ნავები ყოველთვის თვალწარმტა-
ცად გამოიყურება, არ მეთანხმებით?
- დიახ, - ჩაილაპარაკა სიუზენმა. მას მოეჩვენა, რომ კორა
ლანსკენეს ნახატებიდან, რომლებშიც უმცირესი დეტალებიც კი
საგულდაგულოდ ეხატა და უგემოვნო კაშკაშა ფერები ჭარბობ-
და, საფოსტო მარკების სერიის გაკეთება შეიძლებოდა. თავის
მხრივ, სურათები ეჭვს აღძრავდა, რომ ღია ბარათებიდან იყო
გადმოტანილი.
მაგრამ, როდესაც სიუზენმა ეს ვარაუდი ხმამაღლა გამოთ-
ქვა, მის ჯილკრისტი აღშფოთდა. არა, მისის ლანსკენე ყოველ-
თვის ნატურიდან ხატავდა! ერთხელ მზის დარტყმაც კი მიიღო,
რადგან მშვენივრად განათებული ადგილის მიტოვება არ სურ-
და.
- მისის ლანსკენე ნამდვილი მხატვარი იყო, - გაკიცხვის კი-
ლოთი დაასკვნა მის ჯილკრისტმა.
მან საათს შეხედა. სიუზენმა სწრაფად ჩაილაპარაკა:

114 მკითხველთა ლიგა


- დიახ, მოკვლევაზე წასვლის დროა. შორსაა? მანქანა ხომ
არ მოვიყვანო?
მის ჯილკრისტმა დაარწმუნა, რომ იქამდე მხოლოდ ხუთი წუ-
თის სავალი იყო. ამიტომ ფეხით გაუდგნენ გზას. მისტერ ენტუის-
ლი, რომელიც მატარებელს ჩამოჰყვა, მათ შეხვდა და მერიის-
კენ გაუძღვა.
დამსწრეთა შორის ბევრი უცნობი ადამიანი იყო. მოკვლევი-
სას სენსაციური არაფერი მომხდარა. თავდაპირველად, გარ-
დაცვლილის ვინაობის დადგენის პროცედურა ჩატარდა. ამას
სამედიცინო დასკვნები მოჰყვა სიკვდილის გამომწვევი ჭრილო-
ბების შესახებ. ბრძოლის კვალი ვერ აღმოაჩინეს. განსვენებუ-
ლი თავდასხმას არ ელოდა, რადგან, როგორც ჩანს, ძილის წა-
მალი ჰქონდა მიღებული. სიკვდილი არა უგვიანეს თექვსმეტ სა-
ათსა და ოცდაათ წუთზე დადგა - სავარაუდოდ, თოთხმეტსა და
თექვსმეტ საათსა და ოცდაათ წუთს შორის. მის ჯილკრისტმა გა-
ნაცხადა, თუ როგორ იპოვა გვამი. შემდეგ ჩვენება კონსტებლმა
და ინსპექტორმა მორტონმა მისცეს. კორონერმა10 ფაქტები
მოკლედ შეაჯამა, ჟიურიმ კი უყოყმანოდ გამოიტანა ვერდიქტი:
„მკვლელობა, ჩადენილი ერთი ან რამდენიმე უცნობი პირის მი-
ერ“.
პროცედურის დასრულების შემდეგ ყველანი გარეთ გამო-
ვიდნენ, სადაც ხუთი თუ ექვსი ფოტოაპარატი აჩხაკუნდა. მის-
ტერ ენტუისლმა სიუზენი და მის ჯილკრისტი „სამეფო გერბში“
წაიყვანა, სადაც წინდახედულად შეეკვეთა ლანჩი ბარის უკან
მდებარე ცალკე ოთახში.
- ვშიშობ, ლანჩი არცთუ ძალიან კარგი იქნება, - წინასწარ
მოიბოდიშა მან, მაგრამ ლანჩი საკმაოდ კარგი გამოდგა. მის
ჯილკრისტი ქსუტუნებდა და იმეორებდა, საშინელებაა, საშინე-

10
კორონერი - პირი, რომელიც უჩვეულო ვითარებაში ან მოულოდნელად
გარდაცვლილი ადამიანის სიკვდილის მიზეზს ადგენს.
115 მკითხველთა ლიგა
ლებაო, თუმცა მალე გამხიარულდა და გემრიელად შეექცა ირ-
ლანდიურად მოშუშულ ცხვრის ხორცს. მისტერ ენტუისლმა და-
ჟინებით მოითხოვა, მას ერთი ჭიქა ხერესიც შეესვა, შემდეგ კი
სიუზენს მიუბრუნდა და უთხრა:
- არ ვიცოდი, თუ დღეს აპირებდით ჩამოსვლას, სიუზენ, შეგ-
ვეძლო, ერთად გვემგზავრა.
- დიახ, მოკვლევაზე წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქ-
რე, უხერხული იქნება, თუ ნათესავებისგან არავინ იქნება--
მეთქი. ჯორჯს დავურეკე და არ ეცალა, როზამუნდი სინჯებზე მი-
დიოდა, ბიძია ტიმოთიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ავდექი და
თვითონ წამოვედი.
- მეუღლე არ წამოგყვათ?
- გრეგი მაღაზიაში უნდა იყოს.
მის ჯილკრისტის გაოცებული სახის დანახვაზე, სიუზენმა
დაამატა:
- ჩემი მეუღლე აფთიაქში მუშაობს.
საცალო ვაჭრობაში მომუშავე ქმარი ცუდად უთავსდებოდა
სიუზენზე შექმნილ მის ჯილკრისტის შთაბეჭდილებას, მაგრამ
მან თამამად განაცხადა:
- ოჰ, დიახ, როგორც კიტსი.11
- გრეგი პოეტი არ არის, - მიუგო სიუზენმა და დაამატა, - მას
გრანდიოზული გეგმები აქვს, სილამაზის სალონისა და კოსმე-
ტიკური პრეპარატების ლაბორატორიის გახსნა სურს.
- ეს უკვე კარგია, - მოიწონა მის ჯილკრისტმა, - ელიზაბეტ არ-
დენის12 დაწესებულებას ჰგავს, რომელიც, როგორც გავიგე, სი-
ნამდვილეში გრაფინიაა. თუ ეს ელენ რუბინშტეინზე13 მითხრეს?

11
ჯონ კიტსი (1795-1821) - ინგლისელი პოეტი.
12
ელიზაბეტ არდენი (1884-1966) - კანადელი მეწარმე, აშშ-ში კოსმეტიკური
იმპერიის დამფუძნებელი.
13
ელენ რუბინშტეინი (1872-1965) - ცნობილი მეწარმე, შექმნა კოსმეტიკური
ხაზი და მაღაზიათა ქსელი აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.
116 მკითხველთა ლიგა
რაც უნდა იყოს, - განაგრძო მან დიდსულოვნად, - ფარმაცევტი
ჩვეულებრივი გამყიდველი არ არის, არც სურსათით ვაჭრობს
და არც ქსოვილებით.
- თქვენ, მგონი, საჩაიე გქონდათ, არა?
- დიახ, - მის ჯილკრისტი გაიბადრა. არასდროს დაფიქრებუ-
ლა იმაზე, რომ „ტირიფები“ ჩვეულებრივი მაღაზიისგან ბევრით
არაფრით განსხვავდებოდა. მისი აზრით, საჩაიე რესპექტაბელუ-
რობას ნიშნავდა. მან პირი მოაღო და სიუზენისთვის „ტირიფე-
ბის“ შესახებ მოყოლას შეუდგა.
მისტერ ენტუისლს ეს ერთხელ უკვე მოესმინა, ამიტომ სხვა
საქმეებზე ჩაფიქრდა. როდესაც სიუზენმა ორჯერ მიმართა მას
და პასუხი ვერ მიიღო, ადვოკატმა სასწრაფოდ მოიბოდიშა:
- მაპატიეთ, ძვირფასო. ბიძათქვენ ტიმოთიზე ფიქრმა გამიტა-
ცა. რაღაც არ მასვენებს.
- ბიძია ტიმოთისთან დაკავშირებით? თქვენს ადგილზე არ ვი-
ნერვიულებდი. არ მჯერა, რომ რამე სერიოზული სჭირს. იპო-
ქონდრიკია და მეტი არაფერი.
- დიახ, დიახ, შესაძლოა, მართალიც ხართ, მაგრამ ტიმოთის
კი არა, მისი მეუღლის მდგომარეობა მაფიქრებს. მგონი, წაიქცა,
კოჭი ამოიბრუნა და ახლა წევს, ბიძათქვენი კი საშინელ დღეში
ჩავარდა.
- იმიტომ, რომ ახლა მან უნდა მიხედოს ცოლს და არა პირი-
ქით? არაფერია, მოუხდება, - თქვა სიუზენმა.
- დიახ, შესაძლოა, მაგრამ საკითხავია, თქვენს საბრალო
დეიდას ცოტათი მაინც თუ უვლიან. მათ ხომ მოსამსახურე არა
ჰყავთ.
- ხანდაზმული ადამიანებისთვის ცხოვრება ნამდვილი ჯოჯო-
ხეთია, - ჩაურთო სიუზენმა, - ისინი ხომ გეორგიანელი მემამუ-
ლეების მსგავს სახლში ცხოვრობენ, არა?
მისტერ ენტუისლმა თავი დაუქნია.
117 მკითხველთა ლიგა
ისინი ფრთხილად გამოვიდნენ „სამეფო გერბიდან“, მაგრამ
პრესის წარმომადგენლები არსად ჩანდნენ.
სიუზენს ორი რეპორტიორი კოტეჯის კართან ჩასაფრებოდა.
მისტერ ენტუისლის დახმარებით მან რამდენიმე შეკითხვას ორ-
ჭოფულად უპასუხა, შემდეგ კი მის ჯილკრისტთან ერთად შინ შე-
ვიდა, მისტერ ენტუისლი კი „სამეფო გერბში“ დაბრუნდა და
ოთახი იქირავა. დაკრძალვა მეორე დღისთვის იყო დანიშნული.
- ჩემი მანქანა ჯერაც კარიერთან დგას, - გაახსენდა სიუზენს, -
სულ გადამავიწყდა. მოგვიანებით სოფელში შემოვიყვან.
- ოღონდ ძალიან არ გადადოთ, - შეწუხებული სახით გააფ-
რთხილა მის ჯილკრისტმა, - ვიმედოვნებ, სიბნელეში არ აპი-
რებთ წასვლას.
სიუზენმა მას შეხედა და გაეცინა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მკვლელი სადმე ახლომახლო იმა-
ლება?
- არა... არა, ასე არ ვფიქრობ, - მის ჯილკრისტი შეცბუნებული
ჩანდა.
„სინამდვილეში სწორედ ამის ეშინია, - გაიფიქრა სიუზენმა, -
სასაცილოა, ღმერთმანი!“
მის ჯილკრისტი სამზარეულოში გავიდა.
- დარწმუნებული ვარ, მალე ჩაის დალევა მოგინდებათ, -
დაიძახა მან იქიდან, - ნახევარი საათის შემდეგ რომ იყოს, მისის
ბენკს?
სიუზენს მოეჩვენა, რომ ოთხის ნახევარი ძალიან ადრე იქნე-
ბოდა, მაგრამ მიხვდა, რომ „ფინჯანი სასიამოვნო ჩაი“ მის ჯილ-
კრისტს ნერვებს დაუმშვიდებდა, ხათრი აღარ გაუტეხა და
მიუგო:
- როცა მოგესურვებათ, მის ჯილკრისტ.

118 მკითხველთა ლიგა


გაისმა ჭურჭლის მხიარული წკარუნი და სიუზენი სასტუმრო
ოთახისკენ გაემართა. მან იქ სულ რამდენიმე წუთი დაჰყო, რო-
დესაც კარზე ვიღაცამ დარეკა, რასაც დაკაკუნება მოჰყვა.
სიუზენი შემოსასვლელში გავიდა, მის ჯილკრისტი კი სამზა-
რეულოს კარში გამოჩნდა, ფქვილიან ხელებს წინსაფარზე იწ-
მენდდა.
- ვინ შეიძლება იყოს?
- ალბათ, კვლავ რეპორტიორები, - ივარაუდა სიუზენმა.
- ო, ღმერთო ჩემო, წუთითაც არ მოგასვენებენ, მისის ბენკს.
- არაფერია, შევეცდები, თავიდან მოვიცილო.
- მე კი ჩაისთვის ფუნთუშების გამოცხობას ვაპირებდი.
სიუზენი კარისკენ წავიდა, მის ჯილკრისტი კი დაძაბული შე-
ჩერდა და ნაბიჯს ვეღარ დგამდა. „ხომ არ ჰგონია, რომ იქ ნაჯახ-
მომარჯვებული მკვლელი ელოდება?“ - გაიფიქრა სიუზენმა.
მაგრამ სტუმარი ხანდაზმული კაცი აღმოჩნდა, რომელმაც,
მისალმების ნიშნად, შლაპასთან ხელი მიიტანა, სიუზენს კეთილ
ძიასავით გაუღიმა და ჰკითხა:
- ალბათ, მისის ბენკსი ბრძანდებით, არა?
- დიახ.
- გატრი გახლავართ, ალექსანდერ გატრი. მისის ლანსკენეს
ძალზე ძველი მეგობარი ვარ. თქვენ მისი დისშვილი, ყოფილი
მის სიუზენ ებერნეთი ბრძანდებით?
- სავსებით მართალია.
- რადგან ერთმანეთი გავიცანით, შეიძლება, შემოვიდე?
- რა თქმა უნდა.
მისტერ გატრიმ ფეხები გულმოდგინედ გაიწმინდა კართან
დაგებულ ნოხზე, პალტო გაიხადა, შლაპასთან ერთად პატარა
მუხის სკივრზე დადო და სიუზენს სასტუმრო ოთახში გაჰყვა.
- აქ სევდიანმა შემთხვევამ მომიყვანა, - დაიწყო მისტერ გატ-
რიმ, თუმცა მისი ნათქვამი მის გაცისკროვნებულ სახეს აშკარად
119 მკითხველთა ლიგა
არ უხდებოდა, - დიახ, ძალზე სევდიანმა შემთხვევამ. როდესაც
თქვენს მხარეში აღმოვჩნდი, ვიგრძენი, რომ მოკვლევას და,
ცხადია, დაკრძალვასაც, აუცილებლად უნდა დავსწრებოდი. საბ-
რალო კორა... საბრალო სულელი კორა! მე მას, ძვირფასო მი-
სის ბენკს, ქორწინების ადრეული დღეებიდან ვიცნობდი. მკვირ-
ცხლი ქალიშვილი იყო. სერიოზულად განეწყო ხელოვნებისა და
პიერ ლანსკენეს, ცხადია, როგორც მხატვრის, მიმართ. თუმცა
იგი არცთუ რიგიანი ქმარი გამოდგა. ქალებში წანწალი უყვარ-
და, ალბათ, გესმით, რას ვგულისხმობ, მაგრამ, საბედნიეროდ,
კორა ამას ისე უყურებდა, როგორც არტისტული ტემპერამენტის
ელემენტს. მხატვარი ამორალური პიროვნება უნდა ყოფილიყო!
დარწმუნებული არა ვარ, რომ თავის შეფასებაში უფრო შორს
არ წავიდა: თუ ამორალურია, მაშასადამე, ნამდვილი მხატვა-
რია! საბრალოს მხატვრობის არაფერი გაეგებოდა, თუმცა სხვა
მხრივ საოცარ გამჭრიახობას იჩენდა.
- მგონი, ყველას ასე მიაჩნია, - ჩაურთო სიუზენმა, - მე ხომ
მას თითქმის არ ვიცნობდი.
- დიახ, კორამ ნათესავებთან ურთიერთობა გაწყვიტა, რად-
გან მათ სათანადოდ ვერ დააფასეს მისი უძვირფასესი პიერი.
იგი სილამაზით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ რაღაც ჰქონ-
და. კორასთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა. ვერასდროს
ივარაუდებდით, რას იტყოდა მომდევნო წამს. მისი ეს naivet14
ნამდვილი იყო თუ ყალბი? კორამ უამრავი მხიარული წუთი გვა-
ჩუქა. ჩვენ მას „მუდმივ ბავშვს“ ვუწოდებდით. მართლაც, როდე-
საც მას უკანასკნელად შევხვდი (ზოგჯერ ვსტუმრობდი პიერის
გარდაცვალების შემდეგ), მომეჩვენა, რომ კვლავინდებურად
ბავშვს ჰგავდა.
სიუზენმა მისტერ გატრის სიგარეტი შესთავაზა. მოხუცმა ჯენ-
ტლმენმა თავი გადააქნია.
14
Naivet (ფრანგ.) - გულუბრყვილობა.
120 მკითხველთა ლიგა
- გმადლობთ, ჩემო ძვირფასო, - თქვა მან, - მაგრამ არ ვეწე-
ვი. ჩემმა მოსვლამ, ალბათ, გაგაოცათ. სიმართლე გითხრათ,
სინდისი მქენჯნიდა. შეპირებისამებრ, კორა რამდენიმე კვირის
წინ უნდა მომენახულებინა. ჩვეულებრივ, მას წელიწადში ერ-
თხელ ვხვდებოდი, ბოლო დროს კი იგი ადგილობრივ აუქ-
ციონებზე ნახატების შეძენამ გაიტაცა. უნდოდა, შერჩევაში დავ-
ხმარებოდი. საქმე ის არის, რომ პროფესიით არტ-კრიტიკოსი
გახლავართ. ცხადია, კორას მიერ შეძენილი ნამუშევრების უმ-
რავლესობა საცოდავი ნაჯღაბნი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ,
საერთოდ, ეს არც ისე ცუდი ბიზნესია. სოფელში ჩატარებულ გა-
ყიდვებზე ნახატებს მუქთად იგდებენ ხელში - მხოლოდ ჩარჩოც
კი თქვენ მიერ გადახდილ თანხაზე მეტი ღირს. ფართომასშტა-
ბიან გაყიდვებს, ბუნებრივია, გამოცდილი საქმოსნები ესწრები-
ან, რომლებსაც შედევრი არ გამოეპარებათ. მაგრამ ცოტა ხნის
წინ კეიპის15 პატარა ნამუშევარი რომელიღაც ფერმერის სახ-
ლში ჩატარებულ გაყიდვაზე რამდენიმე გირვანქად შეიძინეს. ეს
საკმაოდ საინტერესო ამბავია. ერთმა ოჯახმა მოხუც გადიას ერ-
თგული სამსახურისთვის აჩუქა ნახატი, რომლის ფასეულობის
შესახებაც არაფერი იცოდა. გადიამ იგი ფერმერის ძმისშვილს
მისცა, რომელსაც მასზე გამოსახული ცხენი კი მოსწონდა, მაგ-
რამ უსარგებლო ნივთი ეგონა. დიახ, დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება
ხოლმე. კორას კი სჯეროდა, რომ გამოცდილი თვალი ჰქონდა.
ცხადია, ცდებოდა. ერთხელ შინ მიმიწვია შარშან შეძენილი
რემბრანდტის სანახავად. ეს არც რემბრანდტი იყო და არც მისი
ოდნავ მაინც ღირებული ასლი. სამაგიეროდ, ბარტოლოცის16
სიმპათიური გრავიურა მოიხელთა, რომელიც, სამწუხაროდ,
ნესტს გაეფუჭებინა. კორას თხოვნით, იგი ოცდაათ გირვანქად

15
ალბერტ კეიპი (1620-1691) - ჰოლანდიელი მხატვარი.
16
ფრანჩესკო ბარტოლოცი (1727-1815) ინგლისში მომუშავე იტალიელი
გრავიორი.
121 მკითხველთა ლიგა
გავყიდე, რამაც, ცხადია, აზარტი გაუძლიერა. ცოტა ხნის წინ აღ-
ტაცებულმა მომწერა, ერთ-ერთ აუქციონზე იტალიელი პრიმი-
ტივისტის ნახატი შევიძინეო. შევპირდი, რომ მოვიდოდი და
თვალს შევავლებდი.
- ალბათ, აქ იქნება, - თქვა სიუზენმა და სტუმარს მის უკან
მდებარე კედელზე მიუთითა.
მისტერ გატრი წამოდგა, სათვალე გაიკეთა და ნახატის შეს-
წავლას შეუდგა.
- საბრალო კორა, - ჩაილაპარაკა მან ბოლოს.
- აქ სხვა ნახატებიც არის, - თქვა სიუზენმა.
მისტერ გატრიმ აუჩქარებლად განაგრძო ხელოვნების სხვა
„შედევრების“ დათვალიერება, რომლებიც იმედით აღსავსე კო-
რას შეეძინა, დროდადრო პირს აწკლაპუნებდა და ოხრავდა.
როდესაც ყველა ნახატი შეისწავლა, სათვალე მოიხსნა.
- ჭუჭყი გასაოცარი რამ არის, მისის ბენკს! - შენიშნა მან, - იგი
მხატვრის უსაშინლეს ნამუშევარსაც კი რომანტიკულობას მა-
ტებს. ვშიშობ, ბარტოლოცი შემთხვევითი წარმატება იყო.
მიუხედავად ამისა, ეს კორას ცხოვრების ინტერესს უნარჩუნებ-
და. კარგია, რომ მისი იმედგაცრუება არ მომიხდა.
- რამდენიმე ნახატი სამზარეულოშია, - თქვა სიუზენმა, - მაგ-
რამ, ვფიქრობ, ისინი მისი ქმრის შემოქმედებაა.
მისტერ გატრი შეკრთა, პროტესტის ნიშნად ხელი ასწია და
განაცხადა:
- ნუ მაიძულებთ, მათ ხელმეორედ შევხედო! ცოცხალი ნატუ-
რის მხატვრები ბევრ რამეზე აგებენ პასუხს. ყოველთვის ვცდი-
ლობდი კორას გრძნობების დანდობას - იგი ერთგული მეუღლე
იყო. ახლა კი, მისის ბენკს, დროს აღარ წაგართმევთ.
- დარჩით, ჩვენთან ერთად ჩაი მიირთვით. ვფიქრობ, უკვე
მზად იქნება.

122 მკითხველთა ლიგა


- ძალიან თავაზიანი ბრძანდებით, - თქვა მისტერ გატრიმ და
კვლავ დაჯდა.
- ახლავე ვნახავ.
სამზარეულოში მის ჯილკრისტი ღუმლიდან პატარ-პატარა
ნამცხვრების გამოღებას ამთავრებდა. ლანგარი გამზადებული
იყო, ჩაიდანი თუხთუხებდა.
- მისტერ გატრი მოვიდა, მე იგი ჩაიზე დავპატიჟე.
- მისტერ გატრი? აჰ, ის ხომ საბრალო მისის ლანსკენეს მე-
გობარი იყო. ცნობილი ხელოვნებათმცოდნეა. კარგად კი დაემ-
თხვა - შესანიშნავი ნამცხვარი გამოვაცხვე და ღვეზელიც გავამ-
ზადე შინაური მარწყვის მურაბით. ჩაისაც ახლავე დავაყენებ.
ოჰ, გთხოვთ, მისის ბენკს, ნუ ასწევთ მძიმე ლანგარს! ამას მე გა-
ვაკეთებ.
სიუზენმა არ დაანება და ლანგარი წაიღო, მის ჯილკრისტი კი
უკან გაჰყვა ჩაიდნითა და ჩაის ნაყენით და მისტერ გატრის
მიესალმა. შემდეგ ყველანი მაგიდას მიუსხდნენ.
- საუცხოო ნამცხვარია, - შეაქო მისტერ გატრიმ, - მურაბაც
გადასარევია! მაღაზიაში ნაყიდს ვერაფრით შეადარებ.
მის ჯილკრისტი სიამოვნებისგან გაწითლდა. ყველაფერი
მართლაც გემრიელი იყო. ოთახში თითქოს „ტირიფების“ აჩ-
რდილი გამოჩნდა. მის ჯილკრისტი თავის ძველ სტიქიაში შე-
დიოდა.
- აბა, მადლობას მოგახსენებთ, - თქვა მისტერ გატრიმ, რო-
დესაც მის ჯილკრისტის მიერ შეთავაზებულ ნამცხვარს ბოლო
მოუღო, - თავს დამნაშავედ ვგრძნობ: ჩაით ვტკბები კორას სახ-
ლში, რომელიც მხეცურად მოკლეს.
მის ჯილკრისტმა მოულოდნელად ვიქტორიანული რეაქცია
გამოავლინა:
- დარწმუნებული ვარ, მისის ლანსკენეს გაუხარდებოდა, რომ
ჩაით ისიამოვნეთ. მომაგრება არ გაწყენდათ.
123 მკითხველთა ლიგა
- დიახ, დიახ, შესაძლოა, მართალი ხართ. უბრალოდ, ძნელი
დასაჯერებელია, რომ ის, ვისაც კარგად იცნობდი, მოკლულია.
- გეთანხმებით, - თქვა სიუზენმა, - ეს თითქოს... ფანტასტიკის
სფეროდანაა.
- სახლში შემოპარული შემთხვევითი მაწანწალის ჩადენილს
არ ჰგავს. იმ მიზეზების წარმოდგენაც შემიძლია, რომელთა გა-
მოც კორა მოკლეს...
- შეგიძლიათ? - სწრაფად ჩაეკითხა სიუზენი, - რა მიზეზებია?
- კორა თავდაჭერილობით არასდროს გამოირჩეოდა, - თქვა
მისტერ გატრიმ, - სიამოვნებდა... როგორ გითხრათ... საკუთარი
გამჭრიახობის გამომზეურება. იმ ბავშვს ჰგავდა, რომელმაც
სხვისი საიდუმლო იცის. თუ საიდუმლოს შეიტყობდა, აუცილებ-
ლად უნდა გაეცხადებინა, თუნდაც გაუთქმელობის პირობა ჰქო-
ნოდა მიცემული. თავს ვერაფრით იკავებდა.
სიუზენი დუმდა. ასევე მის ჯილკრისტიც - იგი შეწუხებული
ჩანდა.
- დარიშხანის პატარა დოზა ფინჯან ჩაიში ან ფოსტით გაგზავ-
ნილი მოწამლული კანფეტის კოლოფი არ გამაოცებდა, - განაგ-
რძო მისტერ გატრიმ, - მაგრამ მხეცური მკვლელობა ძარცვის
მიზნით სულელურად მეჩვენება. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ,
ჩემი აზრით, კორას არაფერი ჰქონდა, რაც მძარცველის ყურად-
ღებას მიიპყრობდა. მას ხომ სახლში ბევრი ფული არ ჰქონდა?
- ძალიან ცოტა, - თქვა მის ჯილკრისტმა.
მისტერ გატრიმ ამოიოხრა და წამოდგა.
- ეჰ, ომის შემდეგ დანაშაულმა ძალიან იმატა. დრო შეიცვა-
ლა.
მან ორივე ქალს მადლობა გადაუხადა გამასპინძლებისთვის
და თავაზიანად დაემშვიდობა. მის ჯილკრისტმა გააცილა და
პალტოს ჩაცმაში დაეხმარა. სიუზენმა სასტუმრო ოთახის ფან-

124 მკითხველთა ლიგა


ჯრიდან დაინახა, რომ იგი სწრაფად მიუყვებოდა ჭიშკრისკენ მი-
მავალ ბილიკს.
უკან დაბრუნებულ მის ჯილკრისტს ხელში პატარა პაკეტი
ეჭირა.
- როგორც ჩანს, როდესაც მოკვლევაზე ვიყავით, ფოსტა-
ლიონი მოსულა და ეს კარის ჭრილში შემოუგდია. იქვე, კუთხეში
ეგდო. საინტერესოა, რა არის. იქნებ საქორწილო ტორტია.
მის ჯილკრისტმა ქაღალდი გაშალა. შიგნით ვერცხლისფერი
ბაფთით შეკრული თეთრი კოლოფი აღმოჩნდა.
- ის არის! - შესძახა მან და ბაფთა შეხსნა. კოლოფში თეთრად
მოსარკლული, ნუშის შიგთავსიანი ტორტის მადის აღმძვრელი
ნაჭერი იდო.
- რა მშვენიერია! საინტერესოა, ვინ... - მის ჯილკრისტმა კო-
ლოფიდან ბარათი ამოიღო, - „ჯონი და მერი“. ნეტავ ვინ არიან?
რა სულელურად იქცევიან, როდესაც გვარს არ აწერენ.
კოლოფს მიჩერებული სიუზენი ფიქრებიდან გამოერკვა და
თქვა:
- ზოგიერთი მხოლოდ ქრისტიანულ სახელებს იყენებს, რაც
სირთულეს ქმნის. ამას წინათ ღია ბარათი მივიღე, წარწერით
„ჯოანა“. ამ სახელის მქონე რვა ნაცნობი გავიხსენე. როდესაც
მათ, ძირითადად, ტელეფონით ესაუბრები, ხელწერას ვეღარ
ცნობ.
მის ჯილკრისტმა სწრაფად გაიხსენა მისი ნაცნობი ყველა ჯო-
ნი და მერი.
- შესაძლოა, ეს დოროთის ქალიშვილი იყოს - მას მერი კი
ჰქვია, მაგრამ მისი დანიშვნის, მით უმეტეს, დაქორწინების შესა-
ხებ არაფერი გამიგია. კიდევ პატარა ჯონ ბენფილდი - ვფიქრობ,
საქორწილო ასაკს უკვე მიაღწევდა... და ენფილდების ქალიშვი-
ლი... თუმცა, არა, მას მარგარეტი ერქვა. არც მისამართი, არც
სხვა რამე. კარგი, მოგვიანებით გავიხსენებ...
125 მკითხველთა ლიგა
მან ლანგარი აიღო და სამზარეულოსკენ გაემართა.
- ახლა კი, - თქვა სიუზენმა და წამოდგა, - აჯობებს, მანქანა
მოვიყვანო.

126 მკითხველთა ლიგა


თავი 10
სიუზენმა მანქანა კარიერიდან გამოიყვანა, სადაც დილით
დააყენა და სოფლისკენ წაიყვანა. ავტოგასამართ სადგურთან
გარაჟი არ იდგა, ამიტომ ურჩიეს, „სამეფო გერბთან“ მისულიყო.
სიუზენმა მანქანა სასტუმროს გარაჟში დააყენა წასასვლელად
გამზადებული დიდი „დაიმლერის“ გვერდით. საჭესთან მძღოლი
იჯდა, უკანა სავარძელზე კი - შარფებში გახვეული დიდულვაშა,
ხანდაზმული უცხოელი ჯენტლმენი.
ბიჭი, რომელსაც სიუზენი მანქანის შესახებ ელაპარაკებოდა,
მას ისე დაძაბული შეჰყურებდა, თითქოს ნათქვამი მხოლოდ სა-
ნახევროდ ესმოდა.
ბოლოს მან მოკრძალებით ჰკითხა:
- თქვენ მისი დისშვილი ხართ, არა?
- რა თქვი?
- თქვენ მსხვერპლის დისშვილი ხართ, - გაიმეორა ბიჭმა კმა-
ყოფილებით.
- აჰ... დიახ... დიახ, ეს მე ვარ.
- მე კი ვფიქრობდი, ნეტავ სად მინახავს-მეთქი.
„ვამპირი“, - გაიფიქრა კოტეჯისკენ მიმავალმა სიუზენმა.
- მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნ-
დით! - შეეგება მის ჯილკრისტი და თითქოს შვებით ამოისუნთქა,
შემდეგ კი შეწუხებულმა დაამატა, - ვიმედოვნებ, ვახშმად სპაგე-
ტიზე უარს არ იტყვით?
- ჩემთვის სულერთია, რაც იქნება. ბევრს არაფერს შევჭამ.
- შემიძლია წავიტრაბახო, რომ ძალიან გემრიელ spaghetti
au gratin-ს17 ვამზადებ.

17
Spaghetti au gratin (ფრანგ.) - სპაგეტის მობრაწულა.
127 მკითხველთა ლიგა
შექება სავსებით გამართლებული იყო. მის ჯილკრისტი შესა-
ნიშნავი მზარეული გახლდათ. სიუზენმა მას ჭურჭლის გარეცხვა-
ში დახმარება შესთავაზა, მაგრამ მის ჯილკრისტმა მადლობა გა-
დაუხადა და დაარწმუნა, რომ სამუშაოს ერთი ადამიანიც გაარ-
თმევდა თავს.
მალე მან ყავა მოიტანა, რომელიც წყალწყალა აღმოჩნდა.
მის ჯილკრისტმა სიუზენს საქორწილო ტორტის ნაჭერი შესთავა-
ზა, მაგრამ უარი მიიღო.
- ტორტი მართლაც შესანიშნავია, - თქვა მის ჯილკრისტმა,
როდესაც ნამცხვარს გემო გაუსინჯა. ხანგრძლივი ფიქრის შემ-
დეგ მან დაასკვნა, რომ ტორტი ძვირფასი ელენის ქალიშვილს
გამოეგზავნა, რომლის სახელიც აღარ აგონდებოდა, თუმცა ის
კი ახსოვდა, რომ გათხოვებას აპირებდა.
სიუზენი დუმდა, ქალს ლაქლაქის უფლებას აძლევდა და შე-
საფერის მომენტს ელოდებოდა, რათა მისთვის საინტერესო თე-
მაზე ჩამოეგდო საუბარი. ეს მომენტი მაშინ დადგა, როდესაც
ივახშმეს და ბუხართან გადაინაცვლეს.
- ბიძია რიჩარდი აქ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მო-
ვიდა, არა? - იკითხა სიუზენმა.
- დიახ, მობრძანდა.
- უფრო ზუსტად ხომ ვერ მეტყოდით?
- ახლავე გავიხსენებ... შესაძლოა, ორი... არა, თითქმის სამი
კვირით ადრე, სანამ მისი გარდაცვალების ამბავი შევიტყვეთ.
- ეტყობოდა, რომ ავად იყო?
- არა, ასე არ ვიტყოდი. საკმაოდ მხნედ და ენერგიულად გა-
მოიყურებოდა. მისის ლანსკენეს მისი დანახვა ძალიან გაუკვირ-
და. „რიჩარდ, რამდენი წელი გავიდა!“ - შესძახა მან, მისტერ
ებერნეთიმ კი მიუგო: „მოვედი, რომ ვნახო, როგორ ცხოვრობ“.
„კარგად ვარ“, - უთხრა მისის ლანსკენემ. ვფიქრობ, ცოტა ნაწ-
ყენი იყო, რომ ამდენი ხნის არყოფნის შემდეგ მისი ძმა ისე იქ-
128 მკითხველთა ლიგა
ცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარაო. „ძველის გახსენებას აზ-
რი არა აქვს, - თქვა მისტერ ებერნეთიმ, - მხოლოდ შენ, მე და
ტიმოთი დავრჩით. ტიმოთის კაცი ვერაფერზე დაელაპარაკება,
მისი ჯანმრთელობის გარდა. პიერთან, როგორც ჩანს, ბედ-
ნიერად ცხოვრობდი. ვაღიარებ, რომ შევცდი. გაკმაყოფილებს?“
ძალიან თავაზიანად ლაპარაკობდა. ლამაზი მამაკაცი იყო, თუმ-
ცა რა თქმა უნდა, ხანდაზმული.
- აქ დიდხანს დარჩა?
- მხოლოდ ლანჩზე. მე მწვანილით შეკაზმული საქონლის
ხორცი მოვამზადე. საბედნიეროდ, ყასაბი სწორედ იმ დღეს მო-
ვიდა.
მის ჯილკრისტის მოგონებების ძირითადი ნაწილი, როგორც
ჩანს, მხოლოდ კულინარიული დეტალებისგან შედგებოდა.
- მაშასადამე, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ?
- დიახ, რასაკვირველია.
სიუზენი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ კი იკითხა:
- დეიდა კორა ხომ არ გაოცებულა, როდესაც იგი... გარდაიც-
ვალა?
- დიახ, ეს მართლაც მოულოდნელად მოხდა, არა?
- სრულიად მოულოდნელად... ცხადია, გაოცდებოდა - ბიძათ-
ქვენს ხომ არაფერი უთქვამს საკუთარი ავადმყოფობის შესახებ.
- მესმის, რასაც გულისხმობთ, - მის ჯილკრისტი ოდნავ შე-
ყოვნდა, - იქნებ ასეც იყოს. თუმცა მოგვიანებით მისის ლანსკე-
ნემ აღნიშნა, რომ მისი ძმა ძალიან დაბერებულა, მგონი, მის
ჭკუასუსტობაზეც მიმანიშნა...
- მაგრამ თქვენ ასე არ მოგეჩვენათ, არა?
- გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, საუბრით კი მასთან არ
მისაუბრია. ბუნებრივია, და-ძმა მარტო დავტოვე.
სიუზენმა ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო მის ჯილკრისტს.
ჰგავდა თუ არა იგი ისეთ ქალს, რომელსაც სხვისი საუბრების
129 მკითხველთა ლიგა
მიყურადება უყვარდა? სიუზენს მის ჯილკრისტის პატიოსნებაში
ეჭვი არ ეპარებოდა. იცოდა, რომ არც მოპარვა, მოტყუება ან
სხვისი წერილების გახსნა შეეძლო. მაგრამ ცნობისმოყვარეობა
ღირსეულ ადამიანებსაც ახასიათებთ. შესაძლოა, მის ჯილკრის-
ტმა საჭიროდ მიიჩნია ბაღში, ღია ფანჯარასთან ეფუსფუსა ან შე-
სასვლელი გამოეგავა... ამას უღირს საქციელს ვერ დაარქმევ-
და, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რაღაცას მაინც გაიგონებდა...
- მათი საუბრისთვის ყური ხომ არ მოგიკრავთ? - ჰკითხა
სიუზენმა.
მეტისმეტად მკვახე შეკითხვა იყო. მის ჯილკრისტს სახე წამო-
ენთო.
- არა, მისის ბენკს. სხვისი საუბრების მოსმენა არასდროს მა-
ხასიათებდა!
„ეს საპირისპიროზე მეტყველებს, - გაიფიქრა სიუზენმა, - წი-
ნააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ „არას“ მიპასუხებდა“.
- მაპატიეთ, მის ჯილკრისტ, მსგავსი არაფერი მიფიქრია, -
მოიბოდიშა სიუზენმა, - მაგრამ ეს კოტეჯები ისე ნაჩქარევად
არის აშენებული, რომ შეუძლებელია, კაცმა ვერ გაიგოს, რა
ხდება კედლის მიღმა. ახლა კი, როდესაც ორივე მათგანი გარ-
დაცვლილია, ოჯახისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რის
შესახებ საუბრობდა და-ძმა შეხვედრის დროს.
კოტეჯი სულაც არ იყო ნაჩქარევად აგებული - პირიქით, იმ
ეპოქაში უფრო ნამუსიანად მუშაობდნენ, მაგრამ მის ჯილკრის-
ტი ანკესზე წამოეგო და ამ ვარაუდს დაეთანხმა.
- ცხადია, მართალი ბრძანდებით, მისის ბენკს, კოტეჯი ძალი-
ან პატარაა. ისიც მესმის, რატომ გსურთ იმის გაგება, რაც მათ
შორის მოხდა, მაგრამ ვშიშობ, ვერაფრით დაგეხმარებით. ჩემი
აზრით, ისინი მისტერ ებერნეთის ჯანმრთელობის შესახებ საუბ-
რობდნენ და, ალბათ... მის ფანტაზიებზეც. მისი გარეგნობის მი-
ხედვით, ეს თავში აზრადაც არ მომივიდოდა, მაგრამ ის ხომ
130 მკითხველთა ლიგა
ავად იყო და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამას გარე ფაქტო-
რებს მიაწერდა. ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი სიმპტომია. დეიდა-
ჩემი...
მის ჯილკრისტი მოგონებებში გადაეშვა, მაგრამ სიუზენმა,
მისტერ ენტუისლის მსგავსად, საუბარი ისევ საწყის თემაზე გა-
დაიტანა.
- ჩვენც სწორედ ასე ვფიქრობდით, - თქვა მან, - მსახურებს
ბიძია ძალიან უყვარდათ და, ცხადია, ეწყინათ, რომ იგი მათ... -
სიუზენი შეჩერდა.
- ოჰ, რა თქმა უნდა! მსახურებს გულთან ახლოს მიაქვთ ამ-
გვარი რამ. მახსოვს, დეიდაჩემი...
- ვფიქრობ, ეჭვობდა, რომ მსახურებს მისი მოწამვლა უნდო-
დათ, არა? - კვლავ გააწყვეტინა სიუზენმა.
- არ ვიცი... არა, მართლა...
სიუზენმა მას შეცბუნება შეამჩნია.
- მაშასადამე, ეს მსახურები არ ყოფილან. სხვა პირზე ეჭვობ-
და?
- არ ვიცი, მისის ბენკს, მართლა არ ვიცი...
მაგრამ მის ჯილკრისტი სიუზენის მზერას გაურბოდა და ამ
უკანასკნელმა გაიფიქრა, რომ ქალმა იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე
ამბობდა. შესაძლოა, გაცილებით მეტიც...
სიუზენმა გადაწყვიტა, ჯერჯერობით, ძალა არ დაეტანებინა
და საუბრის თემა შეცვალა.
- თქვენს გეგმებზე რას იტყვით, მის ჯილკრისტ? - ჰკითხა მან.
- სწორედ ამის შესახებ ვაპირებდი თქვენთან ლაპარაკს, მი-
სის ბენკს. მისტერ ენტუისლს უკვე ვუთხარი, რომ კოტეჯში მინ-
და დარჩენა, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.
- ვიცი. ამისთვის ძალიან გემადლიერებით.
- მაინტერესებს, ამას რამდენი დრო დასჭირდება, რადგან
ახალი ადგილი მაქვს მოსაძებნი.
131 მკითხველთა ლიგა
სიუზენი ჩაფიქრდა.
- აქ არც ისე ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. ორ დღეში ნივ-
თებს გადავარჩევ და აუქციონისტს შევატყობინებ.
- მაშასადამე, ყველაფერს გაყიდით?
- დიახ. ასეთ შემთხვევაში კოტეჯის გაქირავება ძნელი არ იქ-
ნება.
- რასაკვირველია, არა. ვფიქრობ, რიგიც კი დაგიდგებათ.
ცოტა თუ აქირავებს კოტეჯს. ძირითადად, ყიდვა უწევთ.
- მაშინ ეს დიდ დროს არ წაიღებს, - თქვა სიუზენმა და ყოყმა-
ნით დაამატა, - ვიმედოვნებ, სამი თვის ხელფასზე უარს არ იტ-
ყვით?
- რა გულკეთილი ხართ, მისის ბენკს, დიდი მადლობა. თუ
აუცილებლობამ მოიტანა, რეკომენდაციას ხომ ვერ გამიწევთ?
რომ თქვენი ნათესავის კომპანიონი ვიყავი და... მოვალეობას
თავს კარგად ვართმევდი?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, გკითხოთ... - მის ჯილ-
კრისტს ხელები აუკანკალდა, თუმცა ყველანაირად ცდილობდა
სიმშვიდის შენარჩუნებას, - შეიძლება, რომ გარემოებები არ მი-
ვუთითოთ? და არც სახელი?
სიუზენი მას გაოცებული მიაშტერდა.
- ვერ გავიგე, - თქვა მან.
- საქმე ისაა, რომ ამაზე არ დაფიქრებულხართ, მისის ბენკს.
აქ ხომ მკვლელობა მოხდა, რომლის შესახებაც გაზეთებშიც
წერდნენ. ვერ ხვდებით? ხალხი იფიქრებს: „ორი ქალი ერთად
ცხოვრობდა, ერთ-ერთი მათგანი მოკლეს. ეს, შესაძლოა, მისმა
კომპანიონმა გააკეთა“. მე რომ კომპანიონს ვეძებდე, მისის
ბენკს, კარგად დავფიქრდებოდი, სანამ დავიქირავებდი... ხომ
გესმით, რასაც ვგულისხმობ? ზუსტად ხომ არავინ იცის... ეს ძა-
ლიან მაწუხებს, მისის ბენკს. ღამღამობით თვალს ვერ ვხუჭავ და
132 მკითხველთა ლიგა
სულ იმაზე ვფიქრობ, რომ კომპანიონად ვეღარ მოვეწყობი. სხვა
ადგილს კი ვინ შემომთავაზებს?
ბოლო შეკითხვამ პათოსით გაიჟღერა. მოულოდნელად
სიუზენმა გააცნობიერა ამ სასიამოვნოდ მოსაუბრე, ერთი
ჩვეულებრივი ქალის სასოწარკვეთა, რომლის არსებობაც დამ-
ქირავებელთა შიშსა თუ ჭირვეულობაზე იყო დამოკიდებული.
მის ჯილკრისტი სიმართლეს ამბობდა. ვის მოუნდებოდა საკუ-
თარ სახლში იმ ადამიანის, თუნდაც უდანაშაულოს, შეშვება,
რომლის სახელიც მკვლელობის საქმეში მოიხსენიებოდა?
- მაგრამ თუ პოლიცია იმ ადამიანს მიაგნებს, ვინც ეს ჩაიდი-
ნა... - თქვა სიუზენმა.
- მაშინ, ცხადია, ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მიაგნებენ
კი? არა მგონია, პოლიციას ვინმეზე ეჭვი მაინც ჰქონდეს. თუ მას
ვერ დაიჭერენ, რასაკვირველია, ყველაზე სავარაუდო ეჭვმიტა-
ნილი არ ვიქნები, მაგრამ მაინც იფიქრებენ, რომ ამის გაკეთება
შემეძლო.
სიუზენმა ჩაფიქრებით დაუქნია თავი. მართალია, მის ჯილ-
კრისტმა ვერაფერი მოიგო კორა ლანსკენეს სიკვდილით, მაგ-
რამ ვინ იცოდა ამის შესახებ? გარდა ამისა, ათასგვარი ჭორი
დადიოდა ერთად მცხოვრებ ქალთა შორის არსებულ მტრობაზე,
აგრესიის მოულოდნელად გამოვლინების უცნაურ, პათოლოგი-
ურ მოტივებზე. საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს შეეძლოთ ეფიქ-
რათ, რომ მსგავსი ურთიერთობა კორა ლანსკენესა და მის ჯილ-
კრისტს შორისაც არსებობდა...
- ნუ წუხხართ, მის ჯილკრისტ, - მხნედ და გადაჭრით განაცხა-
და სიუზენმა, - დარწმუნებული ვარ, რომელიმე ჩემს მეგობარ-
თან მოგიძებნით ადგილს. ეს ძნელი არ იქნება.
- ვშიშობ, - თქვა ოდნავ დამშვიდებულმა მის ჯილკრისტმა, -
მძიმე სამუშაოს ვერ შევასრულებ, აი, მილაგებასა და საჭმლის
მომზადებას კი...
133 მკითხველთა ლიგა
ამ დროს ტელეფონმა დარეკა და მის ჯილკრისტი კინაღამ
შეხტა.
- ღმერთო ჩემო, ვინ შეიძლება იყოს?
- ალბათ, ჩემი ქმარია, - მიუგო სიუზენმა და წამოდგა, - მით-
ხრა, საღამოს დაგირეკავო.
იგი ტელეფონისკენ გაემართა.
- ალო? დიახ, მისის ბენკსი ვარ... - თქვა მან, პაუზის შემდეგ
კი ხმა დაუთბა და დაურბილდა, - დიახ, ძვირფასო, მე ვარ... ყვე-
ლაფერი კარგადაა... ჩვეულებრივი ვერდიქტი - უცნობი პირის
მიერ ჩადენილი მკვლელობა... ოღონდ მისტერ ენტუისლი...
რა?.. ძნელი სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, კი... ჰო, როგორც
გვეგონა... გეგმის შესაბამისად... ყველაფერს გავყიდი - აქ ჩვენ-
თვის არაფერია... ერთი-ორი დღით... საშინელებაა... ნუ წუხხარ,
ვიცი, რასაც ვაკეთებ... გრეგ, შენ არ... ფრთხილად უნდა იყო...
არა, არაფერია. სრულიად არაფერი. ღამე მშვიდობის, ძვირფა-
სო.
სიუზენმა ყურმილი დადო. მას ცოტათი ეუხერხულებოდა მის
ჯილკრისტის სიახლოვე, რომელსაც მისი საუბრის მოსმენა სამ-
ზარეულოდანაც შეეძლო, სადაც იგი ტაქტიანად გავიდა. სიუზენს
გრეგისთვის რაღაც შეკითხვის დასმა სურდა, მაგრამ გადაიფიქ-
რა.
სიუზენი ტელეფონთან იდგა. სახე მოღუშოდა. უეცრად თავში
რაღაც აზრმა გაუელვა.
- რა თქმა უნდა, - ჩაილაპარაკა მან, - სწორედ ისაა, რაც საჭი-
როა.
მან ყურმილი აიღო და საქალაქთაშორისო საუბარი შეუკვე-
თა.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ტელეფონისტის დაღლილი ხმა გა-
ისმა:
- ვშიშობ, არავინ პასუხობს.
134 მკითხველთა ლიგა
- თუ შეიძლება, კიდევ სცადეთ..
სიუზენმა ტელეფონის შორეულ ზარებს მიუგდო ყური.
მოულოდნელად ისინი შეწყდა და მამაკაცის ჭირვეული და ოდ-
ნავ აღშფოთებული ხმა გაისმა:
- დიახ, დიახ, ვინ არის?
- ბიძია ტიმოთი?
- ვინ არის? არაფერი მესმის.
- ბიძია ტიმოთი? სიუზენ ბენკსი ვარ.
- რომელი სიუზენი?
- ბენკსი. ყოფილი ებერნეთი. თქვენი დისშვილი.
- აჰ, სიუზენ, შენ ხარ? რა მოხდა? ამ შუაღამით რატომ მირე-
კავ?
- ჯერ ხომ ადრეა.
- არ არის ადრე. უკვე ლოგინში ვწევარ.
- როგორც ჩანს, ძალიან ადრე დაწოლილხართ. დეიდა მოდი
როგორ არის?
- ამის გამო რეკავ? დეიდაშენს ფეხი სტკივა და ვეღარაფერს
აკეთებს, ვერაფერს - სრულიად უმწეოა. კარგად კი შემოგვიტ-
რიალდა საქმე! ეს ბრიყვი ექიმი ამბობს, რომ მომვლელი ქალი
ვერ იპოვა. მოდის საავადმყოფოში წაყვანა უნდოდა, მაგრამ არ
დავანებე. მე ხომ ვერაფერს ვაკეთებ - მოსინჯვაც კი მეშინია. ის
სოფლელი ქალი კი არის ჩვენთან, მაგრამ სულ იმას გაიძახის,
ქმართან უნდა დავბრუნდეო. არ ვიცი, რა გვეშველება.
- სწორედ ამიტომ გირეკავთ. მის ჯილკრისტს ხომ არ აიყვან-
დით?
- ეს ვინღაა? მის შესახებ არასდროს მსმენია.
- დეიდა კორას კომპანიონია. ძალიან სასიამოვნო და საზ-
რიანი ქალია.
- საჭმლის მომზადება თუ იცის?

135 მკითხველთა ლიგა


- შესანიშნავად ამზადებს და დეიდა მოდის მოვლასაც შეძ-
ლებს.
- ძალიან კარგი, მაგრამ მოსვლას როდის მოახერხებს? ამ
სოფლელი იდიოტი ქალების მოსვლა-წასვლას ვერაფერი გავუ-
გე. ეს ჩემზე ცუდად მოქმედებს. გული მაწუხებს.
- შევეცდები, რაც შეიძლება სწრაფად გამოგიგზავნო. უფრო
ზეგისთვის.
- დიდი მადლობა, - უხალისოდ თქვა ტიმოთიმ, - კარგი გოგო
ხარ, სიუზენ... მ-მ... კიდევ ერთხელ გმადლობ.
სიუზენმა ყურმილი დადო და სამზარეულოსკენ გაემართა.
- იორკშირში ხომ არ გაემგზავრებით დეიდაჩემის მოსავლე-
ლად? იგი დაეცა და კოჭი მოიტეხა, ბიძაჩემი კი სრულიად უმ-
წეოა. გვარიანი ჭირვეულია, სამაგიეროდ, დეიდა მოდი ძალიან
კარგი ქალია. მათთან მოსამსახურე დადის სოფლიდან, თქვენ
კი საჭმელს მოამზადებთ და დეიდას მიხედავთ.
მის ჯილკრისტს აღელვებისგან ყავადანი გაუვარდა.
- ოჰ, გმადლობთ, გმადლობთ, რა კეთილი ხართ! ვფიქრობ,
ავადმყოფის მოვლა კარგად შემიძლია. დარწმუნებული ვარ, ბი-
ძათქვენსაც მივხედავ და საჭმელსაც მოვამზადებ. ძალიან გუ-
ლისხმიერი ბრძანდებით, მისის ბენკს, მადლობის მეტი რა მეთ-
ქმის.

136 მკითხველთა ლიგა


თავი 11
სიუზენი ლოგინში იწვა და დაძინებას ცდილობდა. გრძელმა
დღემ გვარიანად დაქანცა. ჩვეულებრივ, ადვილად იძინებდა და
ეგონა, ახლაც ასე მოხდებოდა, მაგრამ საათი საათს მისდევდა
და არაფერი გამოსდიოდა.
განა თავად არ მოინდომა ამ ოთახში დაძინება, საწოლზე, სა-
დაც დეიდა კორა...
არა, არა, მსგავსი ფიქრები თავიდან უნდა ამოეგდო. ყოველ-
თვის ამაყობდა მტკიცე ნერვებით. რა საჭირო იყო იმაზე ფიქრი,
რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა? მომავალზე უნდა ეფიქრა - სა-
კუთარ და გრეგის მომავალზე. კარდიგან-სტრიტზე მდებარე
სახლი სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდათ. ოფისი პირველ
სართულზე და საუცხოო ბინა ზევით. უკანა ოთახი გრეგს ლაბო-
რატორიად გამოადგებოდა. ეს კი საშემოსავლო გადასახადს შე-
ამცირებდა. გრეგიც დამშვიდდებოდა და კვლავ კარგად იქნებო-
და. საგანგაშო საქციელსაც ბოლო მოეღებოდა. დროდადრო
იგი ისე შეჰყურებდა, თითქოს ვერც კი ცნობდა. ერთი-ორჯერ
გვარიანადაც შეაშინა... მოხუცი მისტერ კოული კი დაემუქრა:
„თუ ეს კიდევ განმეორდება…“... განმეორდებოდა კიდეც, ბიძია
რიჩარდი რომ არ მომკვდარიყო...
ბიძია რიჩარდი - რატომ არ შეიძლებოდა, მისი სიკვდილის-
თვის სხვა კუთხით შეეხედათ? რისთვის უნდა ეცხოვრა? ვაჟიშვი-
ლი მოუკვდა, თვითონ მოხუცდა და დაიღალა, ავად იყო... მის-
თვის ძილში გაპარვა ღვთის წყალობას უფრო ჰგავდა. მშვი-
დად... ძილში... ოჰ, ნეტავ თვითონ შესძლებოდა დაძინება. სი-
სულელეა, საათობით იწვე და ავეჯის ჭრაჭუნი, ფანჯრის მიღმა
ხეებისა და ბუჩქების შრიალი და ბუს უცნაური, მელანქოლიური
კივილი გესმოდეს. რა შემზარავია ზოგჯერ სოფელი. სულ არ
ჰგავს დიდ, ხმაურიან და გულგრილ ქალაქს. იქ თავს უსაფ-
137 მკითხველთა ლიგა
რთხოდ გრძნობ - ირგვლივ ხალხი გახვევია, მარტო არასდროს
ხარ, აქ კი...
სახლებში, სადაც მკვლელობა მოხდა, ზოგჯერ მოჩვენება
სახლდება. შესაძლოა, ამ სახლმაც გაითქვას სახელი, როგორც
„მოჩვენებიანმა კოტეჯმა “ - კორა ლანსკენეს, დეიდა კორას აჩ-
რდილით. უცნაურია, მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვიდა, სულ ეჩვენე-
ბა, რომ დეიდა კორა სადღაც აქვეა, ხელის გაწვდენაზე... ცხა-
დია, ეს სულ ნერვებისა და წარმოსახვის ბრალია. კორა ლანსკე-
ნე მკვდარია და მას ხვალ მიაბარებენ მიწას. კოტეჯში არავინაა,
მისი და მის ჯილკრისტის გარდა. მაშ, რატომ ეჩვენება, რომ
ოთახში კიდევ არის ვიღაც?
კორას მშვიდად ეძინა ამ საწოლზე. ვერაფერს ხვდებოდა, სა-
ნამ თავში ნაჯახი არ ჩაარტყეს... ახლა კი მას არ აცლიდა დაძი-
ნებას...
ავეჯმა კვლავ გაიჭრაჭუნა... იქნებ ვინმე მოიპარებოდა?
სიუზენმა შუქი აანთო. არავინ იყო. ნერვები, მხოლოდ ნერვები.
უნდა მოდუნდეს, თვალები დახუჭოს...
მოულოდნელად კვნესა მოესმა... ვიღაც იტანჯებოდა... იქნებ
კვდებოდა კიდეც...
- არა, ყოველგვარი სისულელე თავიდან უნდა ამოვიგდო, -
წაიჩურჩულა სიუზენმა.
სიკვდილი აღსასრულს ნიშნავდა, ადამიანი არსებობას
წყვეტდა. სიკვდილის შემდეგ უკან არავინ დაბრუნებულა. იქნებ
მის თვალწინ უახლოესი წარსულის სცენა ცოცხლდებოდა - მო-
მაკვდავი ქალის ტანჯვა...
კვნესა კვლავ გაისმა. ამჯერად უფრო ხმამაღლა... ვიღაც სა-
შინელი ტკივილისგან კვნესოდა...
სიუზენმა კვლავ აანთო შუქი და ყური მიუგდო. კვნესა
რეალურად გაისმოდა, იგი კედლის მეორე მხრიდან მოდიოდა.

138 მკითხველთა ლიგა


სიუზენი საწოლიდან წამოხტა, ხალათი მოისხა და კარისკენ
გაემართა. გარეთ გასულმა მის ჯილკრისტს მიუკაკუნა და შიგ-
ნით შევიდა. ოთახში შუქი ენთო. მის ჯილკრისტი საწოლზე იჯდა,
სახე ტკივილისგან დაჰღრეჯოდა.
- რა მოხდა, მის ჯილკრისტ? ცუდად ხართ?
- დიახ. არ ვიცი, რა... მე...
მან წამოდგომა სცადა, მაგრამ პირღებინება დაეწყო. მის
ჯილკრისტი ბალიშს მიეყრდნო და ჩაიბუტბუტა:
- თუ შეიძლება, ექიმს დაურეკეთ. ალბათ, რაღაცამ მაწყინა...
- ახლავე სოდიან წყალს დაგალევინებთ. თუ არ გიშველათ,
დილით ექიმი გამოვიძახოთ.
მის ჯილკრისტმა თავი გადააქნია:
- არა, ახლავე დაუძახეთ. მე... თავს საშინლად ვგრძნობ.
- მისი ნომერი გახსოვთ? თუ ცნობარში ვნახო?
მის ჯილკრისტმა ნომერი თქვა, შემდეგ კი კვლავ ღებინებამ
წამოუარა და მოიკუნტა. სიუზენს მამაკაცის ნამძინარევმა ხმამ
უპასუხა:
- ვინ? ჯილკრისტი? მიდს-ლეინზე? დიახ, ვიცი. ახლავე მო-
ვალ.
ექიმი სიტყვის კაცი აღმოჩნდა. ათი წუთის შემდეგ სიუზენს
მანქანის ხმა მოესმა და კარის გასაღებად გავიდა.
სანამ ექიმს ზემოთ მიაცილებდა, მომხდარის შესახებ უამბო.
- ვფიქრობ, რაღაც შეუფერებელი ჭამა. საშინლად გამოიყუ-
რება.
ექიმს, როგორც ჩანს, ხშირად მაშინაც იძახებდნენ, როდესაც
ამის აუცილებლობა არ იყო, მაგრამ, როდესაც მან კვნესად
ქცეული ქალი გასინჯა, სახე დაუსერიოზულდა, სიუზენს რამდე-
ნიმე მოკლე მითითება მისცა და დასარეკად ქვევით ჩავიდა, შემ-
დეგ კი მას სასტუმრო ოთახში ეწვია.

139 მკითხველთა ლიგა


- სასწრაფო დახმარება გამოვიძახე. საავადმყოფოში უნდა
გადავიყვანოთ.
- მაშასადამე, მართლა ასე ცუდადაა?
- დიახ. ტკივილის შესამსუბუქებლად მორფი გავუკეთე, მაგ-
რამ, როგორც ჩანს... - მან წინადადება არ დაამთავრა, - ხომ არ
იცით, რა ჭამა?
- ვახშამზე მაკარონი au gratin და კრემიანი პუდინგი მივირ-
თვით, შემდეგ ყავა დავაყოლეთ.
- თქვენც იგივე მიირთვით?
- დიახ.
- და კარგად ხართ? ტკივილის ან გულისრევის შეგრძნება
ხომ არა გაქვთ?
- არა.
- სხვა არაფერი უჭამია? მაგალითად, თევზის კონსერვი ან
ძეხვი?
- არა. ლანჩზე „სამეფო გერბში“ ვიყავით, მოკვლევის შემ-
დეგ.
- დიახ, რა თქმა უნდა... თქვენ მისის ლანსკენეს დისშვილი
ბრძანდებით?
- დიახ.
- ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვიმედოვნებ, მკვლელს დააკა-
ვებენ.
- მეც.
ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოვიდა. მის
ჯილკრისტი წაიყვანეს, მას ექიმიც გაჰყვა, რომელმაც სიუზენს
დაჰპირდა, დილით დაგირეკავთო. მისი წასვლის შემდეგ სიუზე-
ნი მაღლა ავიდა და დაწვა.
ამჯერად, როგორც კი ბალიშზე თავი დადო, მკვდარივით
დაეძინა.

140 მკითხველთა ლიგა


II
დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა, თითქმის მთელი სოფე-
ლი. ოჯახს სიუზენი და მისტერ ენტუისლი წარმოადგენდნენ,
სხვა ნათესავებმა კი გვირგვინები გამოგზავნეს. ადვოკატმა მის
ჯილკრისტი იკითხა. სიუზენი ჩურჩულით მოუყვა, რაც მოხდა.
მისტერ ენტუისლმა წარბები აზიდა და თქვა:
- ძალზე უცნაურია.
- დილით უკეთ გახდა. საავადმყოფოდან დარეკეს. ადა-
მიანებს ხშირად აწუხებთ ხოლმე ნაღვლის ბუშტი. ეგ არის, რომ
ზოგიერთი ამის გამო ძალზე შფოთავს.
მისტერ ენტუისლმა არაფერი თქვა. დაკრძალვის დამთავრე-
ბისთანავე იგი ლონდონში გაემგზავრა.
სიუზენი კოტეჯში დაბრუნდა, სახლში რამდენიმე კვერცხი
იპოვა და ომლეტი მოიმზადა, შემდეგ კორას ოთახში ავიდა და
ნივთების გადარჩევას შეუდგა.
საქმიანობა ექიმის მოსვლამ შეაწყვეტინა.
ექიმი შეწუხებული ჩანდა, თუმცა როდესაც სიუზენი მის ჯილ-
კრისტის მდგომარეობით დაინტერესდა, მიუგო, გაცილებით
უკეთ არისო.
- ორიოდე დღეში გამომჯობინდება. გაუმართლა, რომ მაშინ-
ვე დამირეკეთ, თორემ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდე-
ბოდა.
სიუზენმა მას სახეში შეხედა და ჰკითხა:
- მაშასადამე, მართლაც ძალიან ცუდად იყო?
- მისის ბენკს, ჩამომითვალეთ ყველაფერი, რაც მის ჯილ-
კრისტმა გუშინ ჭამა და დალია. უკლებლივ ყველაფერი.
სიუზენი დაფიქრდა და ამომწურავი პასუხი გასცა. ექიმმა თა-
ვი უკმაყოფილოდ გადააქნია.
- ისეთი რამ თუ იყო, რაც მან ჭამა, თქვენ კი - არა?
141 მკითხველთა ლიგა
- არა მგონია... ნამცხვარი, ფუნთუშა, მურაბა, ჩაი, შემდეგ
ვახშამი. არა, მსგავსი არაფერი მახსენდება.
ექიმმა ცხვირი მოიფხანა და ოთახში გაიარ-გამოიარა.
- ეს ნამდვილად საკვებით მოწამვლა იყო? - იკითხა სიუზენმა.
ექიმმა მას ყურადღებით შეხედა, შემდეგ კი, როგორც ჩანს,
სიმართლის თქმა გადაწყვიტა.
- ეს დარიშხანი იყო, - მიუგო მან.
- დარიშხანი? - შესძახა სიუზენმა, - გულისხმობთ, რომ ვიღა-
ცამ დარიშხანი მისცა?
- ასე გამოდის.
- თვითონ ვერ დალევდა? ანუ განზრახ?
- თვითმკვლელობა? მაშინ მის ჯილკრისტმა უნდა იცოდეს, ეს
რატომ მოხდა, მან კი არ იცის. გარდა ამისა, დარიშხანს ისედაც
არ აირჩევდა. სახლში ბევრი საძილე წამალი იყო. მიზნის მისაღ-
წევად დიდი დოზის მიღებაც შეეძლო.
- შესაძლებელია, რომ დარიშხანი საჭმელში შემთხვევით
მოხვედრილიყო?
- ეს მეც მაინტერესებს. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამგვა-
რი რამ მომხდარა. მაგრამ თუ თქვენ ერთი და იგივე საჭმელი
ჭამეთ...
სიუზენმა თავი დაუქნია.
- ეს შეუძლებელი ჩანს, - თქვა მან, შემდეგ კი მოულოდნე-
ლად შეჰყვირა, - რა თქმა უნდა! საქორწილო ტორტი!
- რა თქვით? საქორწილო ტორტი?
სიუზენმა ყველაფერი აუხსნა. ექიმი ყურადღებით უსმენდა.
- უცნაურია. ამბობთ, დარწმუნებული არ იყო, ვინ გამოგზავ-
ნაო. პატარა ნაჭერი მაინც ხომ არ მორჩებოდა? ან თუნდაც ყუ-
თი, რომელშიც იდო?
- არ ვიცი. წავალ და ვნახავ.

142 მკითხველთა ლიგა


ისინი ერთად შეუდგნენ ძებნას და ბოლოს სამზარეულოს კა-
რადაში მუყაოს თეთრ კოლოფს მიაგნეს ტორტის ნამცეცებით.
ექიმმა ისინი საგულდაგულოდ შეფუთა და შეინახა.
- ამას მე მივხედავ. ხომ არ იცით, სად შეიძლება იყოს შესა-
ფუთი ქაღალდი?
ქაღალდთან დაკავშირებით არ გაუმართლათ. სიუზენმა ივა-
რაუდა, მის ჯილკრისტმა, ალბათ, ღუმელში შეაგდოო.
- თქვენ ჯერ ხომ არ მიემგზავრებით, მისის ბენკს?
ექიმს მეგობრული კილო ჰქონდა, მაგრამ სიუზენმა თავი მა-
ინც უხერხულად იგრძნო.
- არა, დეიდას ნივთები უნდა გადავარჩიო. ორიოდე დღე დავ-
რჩები, - მიუგო მან.
- კარგია. ალბათ, ხვდებით, რომ პოლიცია, სავარაუდოდ,
რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. ხომ არ იცით, ვის შეეძლო
ამის გაკეთება?
სიუზენმა თავი გადააქნია.
- მის ჯილკრისტის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცი. მხოლოდ
ის, რომ დეიდაჩემთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვ-
რობდა.
- იგი ყოველთვის სასიამოვნო, თუმცა არაფრით გამორ-
ჩეული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მათ რიცხვს არ
მიეკუთვნებოდა, ვისაც შესაძლოა მტერი ჰყავდეს. მაშასადამე,
საქორწილო ტორტი ფოსტით გამოგზავნეს? ეჭვიანი ქალის ნა-
მოქმედარს ჰგავს, მაგრამ ვის შეეძლო ეეჭვიანა მის ჯილკრის-
ტზე? რაღაც შეუსაბამობაა.
- დიახ.
- კარგი, უნდა წავიდე. ვერ გამიგია, რა ხდება ჩვენს პატარა
და წყნარ ლიტჩეტ-სენტ-მერიში. ჯერ იყო და, მხეცური მკვლე-
ლობა, შემდეგ ფოსტით გამოგზავნილი ამანათით მოწამვლის

143 მკითხველთა ლიგა


მცდელობა. უცნაურია, რომ ეს ერთიმეორის მიყოლებით მოხ-
და.
ექიმი თავისი მანქანისკენ გაემართა. კოტეჯში დახუთული
ჰაერი იდგა. ამიტომ სიუზენმა კარი ღია დატოვა, კიბეს ნელა
აუყვა და საქმე განაგრძო. ეტყობა, კორა ლანსკენე აკურატუ-
ლობითა და მეთოდურობით არ გამოირჩეოდა. რა აღარ ეწყო
კამოდის უჯრებში: ერთში - ტუალეტის ნივთები, წერილები, ძვე-
ლი ცხვირსახოცები და მხატვრის ფუნჯები; მეორეში, საცვლებს
შორის, ძველი წერილები და რაღაც ანგარიშები მოჩანდა; მესა-
მეში, შალის ჯემპრების ქვეშ, მუყაოს კოლოფი იდო შუბლის და-
საფარი ხელოვნური თმით; მეოთხე ძველ ფოტოსურათებსა და
ესკიზებიან რვეულებს გაევსო. სიუზენმა მზერა ჯგუფურ სურათზე
შეაჩერა, რომელიც, როგორც ჩანს, დიდი ხნის წინ იყო გადაღე-
ბული საფრანგეთის რომელიღაც კუთხეში - ახალგაზრდა და
გამხდარ კორას ხელკავი გამოედო მაღალი, აწოწილი მამაკა-
ცისთვის, რომელსაც აბურძგნილი წვერი ჰქონდა და ველვეტის
ქურთუკი ეცვა. სიუზენმა დაასკვნა, რომ ეს განსვენებული პიერ
ლანსკენე იქნებოდა.
სიუზენს ფოტოსურათები კი აინტერესებდა, მაგრამ გვერდზე
გადადო და ქაღალდების დახარისხებას შეუდგა. მისი ყურადღე-
ბა ერთმა წერილმა მიიპყრო, რომელიც ორჯერ გადაიკითხა და
კვლავაც ხელში ეჭირა, როდესაც უკნიდან შემდეგი სიტყვები შე-
მოესმა, რის გამოც შეშინებულმა შეჰკივლა:
- აქ რა გაჩერებს, სიუზენ? ეი, რა მოხდა?
განაწყენებული სიუზენი გაწითლდა. კივილი უნებლიეთ აღ-
მოხდა, შერცხვა და თავის მართლება სცადა.
- ჯორჯ! როგორ შემაშინე!
დეიდაშვილმა ზანტად გაიღიმა.
- ჰო, მეც ასე მგონია.
- აქ როგორ აღმოჩნდი?
144 მკითხველთა ლიგა
- ქვემოთ კარი ღია დამხვდა, ამიტომაც შემოვედი. პირველ
სართულზეც არავინ იყო და კიბეს ამოვუყევი. თუ იმას გულის-
ხმობ, ამ მხარეში როგორ მოვხვდი, დილით დაკრძალვაზე წა-
მოვედი.
- იქ არ მინახავხარ.
- ჩემმა ჯაბახანამ ოინი მიყო. ძრავა ჩამიქრა და არ ვიცი, რამ-
დენი ხანი ვიწვალე. ის კი მოულოდნელად თავისით ამუშავდა.
დაკრძალვაზე დამაგვიანდა, მაგრამ გადავწყვიტე, აქ მაინც შე-
მომევლო. ვიცოდი, რომ აქ იყავი, - იგი შეყოვნდა და დაამატა, -
სახლში დაგირეკე და გრეგმა მითხრა, რომ მემკვიდრეობის საქ-
მეზე გაემგზავრე. ვიფიქრე, დავეხმარები-მეთქი.
- ოფისში არ უნდა ყოფილიყავი? - შეეკითხა სიუზენი, - თუ
როცა გსურს, მაშინ იღებ დასვენების დღეს?
- დაკრძალვა ყოველთვის საუკეთესო საბაბია სამსახურის
გასაცდენად. ეს დასაფლავება კი ნამდვილი იყო და არა მოგო-
ნილი. თანაც მკვლელობა ყოველთვის იპყრობს ხალხის ყურად-
ღებას. რაც უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც ფული გამიჩნდა, ოფის-
ში სიარულს აღარ ვაპირებ. უფრო საინტერესო საქმეს ვიპოვი, -
ჯორჯს კვლავ ჩაეცინა, - როგორც გრეგი.
სიუზენი ჩაფიქრებით შეჰყურებდა ჯორჯს. ისინი იშვიათად
ხვდებოდნენ ერთმანეთს და უჭირდა მისი გაგება.
- შენი ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი რა არის, ჯორჯ? - ჰკითხა
სიუზენმა.
- ალბათ, დეტექტივის როლში გამოსვლა. ბევრი ვიფიქრე იმ
დაკრძალვის შესახებ, ჩვენ რომ დავესწარით. კორა დეიდამ ყვე-
ლაფერი აურ-დაურია. მაინტერესებდა, მისი სიტყვები ჩვეულებ-
რივი უპასუხისმგებლობა და ჯოიე დე ვივრე იყო თუ რამე კონ-
კრეტულს გულისხმობდა. რა წერია იმ წერილში, რომელსაც ასე
ყურადღებით კითხულობდი, როდესაც შემოვედი?

145 მკითხველთა ლიგა


- იგი ბიძია რიჩარდმა მისწერა კორას მას შემდეგ, რაც
მოინახულა, - უხალისოდ მიუგო სიუზენმა.
იგი ჯორჯის შავმა თვალებმა გააოცა. ყოველთვის მიაჩნდა,
რომ ისინი თაფლისფერი იყო, შავი თვალები თითქოს შეუღწე-
ვადია და აზრებს ფარავს.
- რამე საინტერესოა? - ჰკითხა ჯორჯმა.
- როგორ გითხრა...
- შეიძლება, ვნახო?
სიუზენი შეყოყმანდა და წერილი გამოწვდილ ხელში ჩაუდო.
ჯორჯმა წერილი ბუტბუტით გადაიკითხა:
- „გამიხარდა ამდენი წლის შემდეგ შენი ნახვა... შესანიშნა-
ვად გამოიყურები... შინ მშვიდობიანად მივედი, არც დაღლილო-
ბა მიგრძნია... “ - მოულოდნელად ხმა შეეცვალა და უფრო მკა-
ფიო გაუხდა, - „გთხოვ, არავის მოუყვე, რაც გითხარი. ეს შეიძ-
ლება შეცდომა იყოს. შენი მოსიყვარულე ძმა რიჩარდი“.
ჯორჯმა სიუზენს შეხედა და ჰკითხა:
- ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ყველაფერს. იქნებ მის ჯანმრთელობაზე საუბრობდნენ ან
საერთო ნაცნობზე გავრცელებულ ჭორზე...
- ჰო, ეს ფრაზა არაფერს ხსნის, მაგრამ შეკითხვებს აჩენს...
რას მოუყვა კორას? ვინ შეიძლება იცოდეს ამის შესახებ?
- მის ჯილკრისტმა, - თქვა ჩაფიქრებულმა სიუზენმა, - ასე
მგონია, მათ საუბარს ყურს უგდებდა.
- აჰ, ის კომპანიონი, არა? ახლა სად არის?
- საავადმყოფოში - დარიშხანით მოიწამლა.
ჯორჯი მას მიაშტერდა და შესძახა:
- შეუძლებელია!
- შესაძლებელია. ვიღაცამ მოწამლული საქორწილო ტორტი
გამოუგზავნა.
ჯორჯი სკამზე დაეშვა და დაუსტვინა.
146 მკითხველთა ლიგა
- როგორც ჩანს, ბიძია რიჩარდი არ ცდებოდა, - თქვა მან.

147 მკითხველთა ლიგა


III
მეორე დილით კოტეჯს ინსპექტორი მორტონი ეწვია.
ორმოც წლამდე იქნებოდა. ლიყიანად მეტყველებდა, რო-
გორც ეს სოფლელებს ახასიათებთ. თავი მშვიდად ეჭირა, გამ-
ჭრიახი მზერა ჰქონდა.
- ალბათ, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს, მისის ბენკს, არა? -
ჰკითხა ინსპექტორმა, - ექიმმა პროქტორმა უკვე გიამბოთ მის
ჯილკრისტის შესახებ. მის მიერ წაღებული საქორწილო ტორტის
რამდენიმე ნამცეცის ანალიზის შედეგად მათში დარიშხანის კვა-
ლი აღმოჩნდა.
- მაშასადამე, ვიღაცამ განზრახ სცადა მისი მოწამვლა?
- ასეთი პირი უჩანს. მის ჯილკრისტი ვერაფრით გვეხმარება.
იმეორებს, არ მჯერა, რომ ამგვარ რამეს ვინმე ჩაიდენდაო, მაგ-
რამ ფაქტია, ეს ვიღაცამ ჩაიდინა. თქვენ ვერაფერი გაარკვიეთ?
- თავგზა მაქვს აბნეული, - თქვა სიუზენმა, - საფოსტო მარკის
ან ხელწერის მიხედვით არაფერი დადგინდა?
- თქვენ დაგავიწყდათ, რომ შესაფუთი ქაღალდი დაიწვა, ისიც
გვეეჭვება, რომ ამანათი ფოსტით გამოგზავნეს. ახალგაზრდა
ენდრიუსი, საფოსტო მანქანის მძღოლი, ვერ იხსენებს, რომ იგი
ვინმეს მიუტანა. რა თქმა უნდა, მან ბევრი სახლი მოიარა და
დარწმუნებული არ არის, მაგრამ ეეჭვება.
- ამის ალტერნატივა თუ არსებობს?
- დიახ, მისის ბენკს: ვიღაცამ ძველი შესაფუთი ქაღალდით
ისარგებლა, რომელზეც მის ჯილკრისტის გვარი ეწერა და სა-
ფოსტო მარკა ეკრა, და პაკეტი კარის ჭრილში შემოაგდო. ამით
შთაბეჭდილება შექმნა, რომ ის ფოსტით მოვიდა, - თქვა ინსპექ-
ტორმა და გულგრილი კილოთი დაამატა, - ჭკვიანურად კი
მოიფიქრეს. მარტოხელა, ხანში შესული ქალები სენტიმენტა-
ლურები არიან - საქორწილო ტორტის მიღებას მათდამი გამო-
148 მკითხველთა ლიგა
ხატულ ყურადღებად აღიქვამენ და ძალიან უხარიათ, კანფეტე-
ბის ყუთს კი, შესაძლოა, ეჭვი აღეძრა.
- მის ჯილკრისტი დიდხანს ფიქრობდა, თუ ვის შეეძლო ტორ-
ტის გამოგზავნა, - თქვა სიუზენმა, - მაგრამ ცუდი არაფერი
გაუფიქრია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, გახარებული და ნა-
სიამოვნები ჩანდა, - აქ იგი შეყოვნდა და დაამატა, - მოსაკლა-
ვად საკმარისი საწამლავი იყო?
- რაოდენობრივი ანალიზის გარეშე ამის გარკვევა რთულია.
ეს იმაზეა დამოკიდებული, შეჭამა თუ არა მის ჯილკრისტმა მთე-
ლი ნაჭერი. ასე ამბობს, როგორც მახსოვს, არაო. თქვენ ხომ
ვერ გაიხსენებდით?
- გამიჭირდება. მის ჯილკრისტმა ტორტი მეც შემომთავაზა,
მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინ იგი ჭამას შეუდგა და თქვა, ძალიან
გემრიელიაო, ოღონდ არ მახსოვს, მთლიანად შეჭამა თუ არა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მისის ბენკს, ზემოთ ავალ.
- რა თქმა უნდა.
სიუზენი ინსპექტორს მის ჯილკრისტის ოთახში გაჰყვა.
- იქ, ალბათ, საშინელი არეულობა დაგვხვდება, - მოიბოდიშა
მან, - დეიდაჩემის დაკრძალვის გამო ოთახის მილაგება ვერ მო-
ვასწარი, შემდეგ კი ექიმი პროქტორი მოვიდა და ვიფიქრე, აჯო-
ბებს, ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვო-მეთქი.
- ჭკვიანურად მოქცეულხართ, მისის ბენკს, ამას ყველა ვერ
მოიფიქრებდა.
ინსპექტორი საწოლს მიუახლოვდა, ბალიში ფრთხილად ას-
წია და სახე გაუნათდა.
- შეხედეთ, - თქვა მან.
ზეწარზე საქორწილო ტორტის ნაჭერი იდო, რომელიც საკმა-
ოდ არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა.
- უცნაურია, - ჩაილაპარაკა სიუზენმა.

149 მკითხველთა ლიგა


- სულაც არა. თქვენი თაობა, შესაძლოა, ასე არ იქცევა. ჩვენს
დროში ახალგაზრდა ქალიშვილების გათხოვებას არ ჩქარობენ.
ეს კი ძველებური ჩვეულებაა. ამოიდეთ ბალიშის ქვეშ საქორწი-
ლო ტორტის ნაჭერი და სიზმარში მომავალ ქმარს ნახავთ.
- ნუთუ მის ჯილკრისტი...
- მან არ მოისურვა ჩვენთვის ამის შესახებ მოყოლა, რცხვე-
ნოდა, რომ ამ ასაკში ასე სულელურად იქცევა, მაგრამ მე მაშინ-
ვე გავიფიქრე, რომ ეს შესაძლებელი იყო, - მას სახე მოეღუშა, -
რომ არა ძველი შინაბერას უცნაური ახირება, მის ჯილკრისტი,
შესაძლოა, ცოცხალი აღარ ყოფილიყო.
- მაგრამ ვის უნდა მოსვლოდა თავში მისი მოკვლა?
მათ ერთმანეთს სახეში შეხედეს. კაცის ცნობისმოყვარე და
გამომცდელი მზერისგან სიუზენმა თავი უხერხულად იგრძნო.
- თქვენ არ იცით? - ჰკითხა ინსპექტორმა.
- ცხადია, არა.
- მაშასადამე, ამის გარკვევა მოგვიწევს, - დაასკვნა ინსპექ-
ტორმა მორტონმა.

150 მკითხველთა ლიგა


თავი 12
ორი ხანში შესული კაცი ულტრათანამედროვე ავეჯით გაწყო-
ბილ ოთახში იჯდა - ყველა ნივთს მკაცრად სწორკუთხა ფორმა
ჰქონდა. ერთადერთი გამონაკლისი ერკიულ პუარო იყო ჩამ-
რგვალებული ტანით, კვერცხისებრი თავითა და მარჯვედ აპრე-
ხილი დიდი ულვაშით.
პუარო სიროფს წრუპავდა და ჩაფიქრებული შესცქეროდა
მისტერ გობის.
ეს უკანასკნელი ტანდაბალი, გამხდარი და ოდნავ მოკუნტუ-
ლი კაცი გახლდათ. არაფრით გამორჩეული ადამიანების ტიპს
მიეკუთვნებოდა, ამჟამად კი ისე შეუმჩნევლად იდგა, თითქოს იქ
არც კი იყო. მისტერ გობი პუაროს მზერას არიდებდა, რადგან
არასდროს არავის უყურებდა.
იგი თითქოს ბუხრის მოქრომილ, მოელვარე მარცხენა კუთ-
ხეს ესაუბრებოდა.
მისტერ გობის ინფორმაციის მოპოვება ეხერხებოდა. მის შე-
სახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა და არც ბევრი მიმართავდა დახმა-
რებისთვის, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებდა, ფულის ნაკლებო-
ბას არ განიცდიდა. მისტერ გობის მომსახურება ძვირი ღირდა.
საკმარისი იყო, თითი გაეტკაცუნებინა და ასობით ქალი თუ კა-
ცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, საზოგადოების სხვადასხვა საფე-
ხურზე მდგომი ადამიანები, ინფორმაციის მოსაძიებლად მიეშუ-
რებოდნენ და გარჯა-მოთმინების წყალობით სასურველ შედეგს
აღწევდნენ.
ამჟამად მისტერ გობი საქმეს, პრაქტიკულად, უკვე ჩამოშო-
რებოდა, თუმცა ზოგჯერ ძველ კლიენტებს მომსახურებაზე უარს
არ ეუბნებოდა. ერთ-ერთი მათგანი ერკიულ პუარო გახლდათ.
- რაც შევძელი, თქვენთვის ყველაფერი გავაკეთე, - ნდობის
კილოთი ჩასჩურჩულა მისტერ გობიმ ბუხარს, - ჩემი ბიჭები ყვე-
151 მკითხველთა ლიგა
ლა მიმართულებით გავუშვი. კარგი ყმაწვილები არიან, მაგრამ
ძველებს მაინც ვერ შეედრებიან. სწავლის სურვილი ნაკლებად
აქვთ. ორიოდე წელს წაიმუშავებენ და ჰგონიათ, ყველაფერი
იციან. ამასთან, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ დროს სურთ
მუშაობა.
მისტერ გობიმ თავი სევდიანად გადააქნია და მზერა როზეტზე
გადაიტანა.
- ეს ხელისუფლების ბრალია... - განაგრძო მან, - და განათ-
ლების სისტემის. იდეებს ის აწვდის. ისინი კოლეჯიდან ბრუნდე-
ბიან და გვეუბნებიან, რას ფიქრობენ, თუმცა უმეტესობას ფიქრი
არ შეუძლია. ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან აქვთ მიღებული.
ჩვენს საქმეში კი ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენგან მხოლოდ
ინფორმაციის მოპოვებას მოითხოვენ და არა ფიქრს.
მისტერ გობი სკამის საზურგეზე გადაწვა და აბაჟურს თვალი
ჩაუკრა.
- კაცმა რომ თქვას, მთავრობას არ უნდა ვაკრიტიკებდე. არ
ვიცი, მის გარეშე რა გვეშველებოდა. ჩვენს დროში, თუ წე-
სიერად გაცვიათ და გამართულად ლაპარაკობთ, ბლოკნოტითა
და ფანქრით ყველგან შეხვალთ, ხალხს მათი ყოველდღიური
ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე შეეკითხებით და მთელ
ასავალ-დასავალსაც შეიტყობთ, იმის ჩათვლით, თუ რა მიირ-
თვეს სადილად 23 ნოემბერს, რადგან ეს საშუალო კლასის (ან
საშუალოზე ზემოთ მყოფის, თუ მათთვის თავის მოქონვა
გსურთ) შემოსავლების შემოწმების დღე იყო. ათიდან ცხრა შე-
კითხვაზე ხალისით გიპასუხებენ და თუ მეათე ზედმეტად მოეჩვე-
ნებათ და უხეშად მოგიცილებენ, ოდნავადაც არ შეეპარებათ ეჭ-
ვი, რომ სწორედ ის ხართ, ვის მაგივრადაც თავს ასაღებთ, რომ
ხელისუფლებას მართლაც სურს ყველაფრის ცოდნა - რაღაც
სრულიად წარმოუდგენელი მიზეზის გამო! გარწმუნებთ, მესიე
პუარო, - ახლა მისტერ გობი კვლავ აბაჟურს მიმართავდა, - რომ
152 მკითხველთა ლიგა
ეს საუკეთესო მეთოდია, რომელიც ოდესმე გამოგვიყენებია; გა-
ცილებით უკეთესი, ვიდრე დენის მრიცხველის შემოწმება, ტე-
ლეფონის კაბელში დაზიანების ძებნა, საკუთარი თავის შეწირუ-
ლების შემგროვებელ მონაზვნებად და სკაუტებად გასაღება,
თუმცა ამ ყველაფერსაც ვაკეთებთ. დიახ, ხელისუფლების მომა-
ბეზრებელი ცნობისმოყვარეობა ღვთის წყალობაა ინფორმა-
ციაზე მონადირეებისთვის და დაე, ეს დიდხანს გაგრძელდეს!
პუარო დუმდა. წლების მატებასთან ერთად მისტერ გობი
ზედმეტად ენაწყლიანი გამხდარიყო, მაგრამ, ადრე თუ გვიან,
საქმეზე გადავიდოდა.
- მაშ, ასე, - თქვა მისტერ გობიმ და გაქუცული უბის წიგნაკი
ამოიღო, თითი დაინერწყვა და ფურცვლას შეუდგა, - მისტერ
ჯორჯ კროსფილდი. პირველ რიგში ყურადღებას მას დავუთ-
მობთ. მხოლოდ ფაქტებს მოგახსენებთ. არაფერს გარგებთ იმის
ცოდნა, თუ როგორ მოვიპოვე ისინი. კარგა ხანია, ვალებში იხ-
რჩობა. ძირითადად, ცხენები და აზარტული თამაშები იტაცებს.
ქალები ნაკლებად აინტერესებს. ჩადის საფრანგეთსა და მონტე-
კარლოში, სადაც დიდ დროს ატარებს კაზინოში. ძალიან ეშმა-
კია საიმისოდ, რომ ჩეკები გაანაღდოს, მაგრამ გაცილებით მეტს
ხარჯავს, ვიდრე ამის საშუალებას ჯიბე აძლევს. ამ საკითხებს
ღრმად აღარ ჩავძიებივარ, რადგან არ გაინტერესებთ. როდესაც
კანონისთვის გვერდის ავლა სჭირდება, არც ამაზე იხევს უკან
და, როგორც იურისტმა, იცის, ეს როგორ გააკეთოს. არსებობს
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისთვის მინდობილი მიზნობრივი საინ-
ვესტიციო ფონდები გამოიყენა. ბოლო პერიოდში დიდ დროს
ატარებდა ბირჟასა და დოღზე. არ უმართლებდა. სამი თვის გან-
მავლობაში უკიდურესად უჭირდა. სამსახურში ნერვიული და გა-
ღიზიანებული იყო, მაგრამ ბიძამისის გარდაცვალების შემდეგ
ყველაფერი შეიცვალა. ახლა საუზმისთვის გამზადებული კვერ-
ცხივით (ჩვენ რომ კარგა ხანია თვალი არ დაგვიკრავს) ანათებს.
153 მკითხველთა ლიგა
- ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ
ინფორმაციას. თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას,
რომ ჯორჯ კროსფილდის განცხადება, თითქოს ჰერსტ-პარკში
დოღს დაესწრო, სიმართლეს არ შეეფერება. კროსფილდი
ფსონს, როგორც წესი, რიგრიგობით დებს ორ ბუკმეკერთან. იმ
დღეს მათ იგი არ უნახავთ. შესაძლოა, მატარებლით სადმე გა-
ემგზავრა. ტაქსის მძღოლმა ფოტოსურათზე თითქოს ამოიცნო
მგზავრი, რომელიც პედინგტონის სადგურზე მიიყვანა, მაგრამ
ამას ბოლომდე არ ვენდობოდი - მას ჩვეულებრივი გარეგნობა
აქვს, განსაკუთრებული ნიშნების გარეშე. მებარგულები და ვაგ-
ზლის სხვა თანამშრომლები მას ვერ იხსენებენ. ცხადია, ჩელსი-
ში - ლიტჩეტ-სენტ-მერისთან მდებარე უახლოეს სადგურში - არ
ყოფილა. იქ ყოველთვის სიხალვათეა და დაამახსოვრდებო-
დათ. რიდინგში ჩასვლა და ავტობუსზე გადაჯდომაც შეეძლო -
იქიდან ბევრი რეისია, თანაც ყოველთვის გადაჭედილი, ერთი კი
პირდაპირ სოფელშიც მიდის. მაგრამ რამე რომ განეზრახა, მათ
მაინც არ გამოიყენებდა, რადგან ძალზე ეშმაკია. ლიტჩეტ-სენტ-
მერიში იგი არ უნახავთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. კოტეჯამ-
დე სოფლის გვერდის ავლითაც შეიძლება მისვლა. სხვათა შო-
რის, ოქსფორდში სწავლისას კროსფილდი დრამწრეში მონაწი-
ლეობდა, ასე რომ, იმ დღეს გრიმის გაკეთება და გარეგნობის
რადიკალურად შეცვლაც შეეძლო. მე მას ჩემს სიაში დავტოვებ,
კარგი? შავ ბაზართან მისი კავშირის შემოწმება მინდა.
- დატოვეთ, - თავის დაქნევით მიუგო პუარომ.
მისტერ გობიმ კვლავ დაინერწყვა თითი და წიგნაკი გადა-
ფურცლა.
- მისტერ მაიკლ შეინი. თეატრალურ წრეებში კარგად იცნო-
ბენ. თუმცა საკუთარ თავზე თვითონ უფრო დიდი წარმოდგენა
აქვს, ვიდრე სხვებს. ვარსკვლავობა სურს, თანაც სასწრაფოდ.
ფული უყვარს. ქალებში წარმატებით სარგებლობს, მისთვის
154 მკითხველთა ლიგა
ჭკუას კარგავენ. არც თვითონაა მათდამი გულგრილი, მაგრამ,
როგორც ამბობენ ხოლმე, ჯერ საქმე. სორელ დეინტონს ეკურ-
კურება, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბოლო სპექტაკ-
ლში. თვითონ პატარა როლი ჰქონდა, თუმცა მაინც წარმატება
ხვდა წილად. მის დეინტონის ქმარი მას დასანახავად ვერ იტანს,
მაიკლის ცოლმა კი ამ კავშირის შესახებ არაფერი იცის. ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, რომ მან საერთოდ ძალიან ცოტა რამ
იცის. როგორც მსახიობი, ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგ-
რამ არც ცუდად გამოიყურება. აღმერთებს ქმარს. მიუხედავად
ამისა, ცოტა ხნის წინ ხმა გავრცელდა, რომ მათ განქორწინებას
წინ აღარაფერი ედგა, თუმცა მისტერ რიჩარდ ებერნეთის გარ-
დაცვალების შემდეგ, როგორც ჩანს, ყველაფერი დალაგდა.
ეს რომ თქვა, მისტერ გობიმ დივნის ბალიშისკენ თავი მრა-
ვალმნიშვნელოვნად გაიქნია.
- მისტერ შეინის თქმით, იმ დღეს მისტერ როზენჰაიმსა და
მისტერ ოსკარ ლუისს შეხვდა თეატრის საქმეებზე, მაგრამ სი-
ნამდვილეში ასე არ ყოფილა. მან ამ ბატონებს დეპეშა გაუგზავ-
ნა, რომელშიც ბოდიშს უხდიდა, რომ შეხვედრაზე მისვლას ვერ
შეძლებდა. შეინი „ემერალდოს“ - ავტომობილების გაქირავების
ფირმას ეწვია, შუადღისთვის მანქანაში ჩაჯდა და სადღაც გაემ-
გზავრა. უკან საღამოს ექვსი საათისთვის დაბრუნდა. სპიდომეტ-
რის მიხედვით, იმ რაოდენობის მილი გაიარა, რაც ჩვენ გვაინ-
ტერესებს. ლიტჩეტ-სენტ-მერიდან ეს არ დაუდასტურებიათ. იმ
დღეს იქ უცნობი მანქანა არ შეუნიშნავთ. თუმცა შეეძლო, მანქა-
ნა სოფლიდან ერთი მილის დაშორებით სადმე დაემალა. მით
უმეტეს, რომ კოტეჯიდან ასიოდე იარდში ძველი კარიერია, სოფ-
ლის გვერდით კი - სამი პატარა ქალაქი, სადაც პოლიციის შეუმ-
ჩნევლად შეიძლება მანქანის დატოვება. აბა, როგორ მოვიქცეთ,
მისტერ შეინიც დავტოვოთ ეჭვმიტანილთა სიაში?
- აუცილებლად.
155 მკითხველთა ლიგა
- ახლა მისის შეინზე გადავიდეთ, - მისტერ გობიმ ცხვირი მო-
ისრისა და თავის მარცხენა მანჟეტს მიმართა, - მან თქვა, რომ
იმ დღეს მაღაზიებში დადიოდა, - მისტერ გობიმ ჭერს ახედა, - ქა-
ლები, რომლებიც საყიდლებზე დადიან, ჩვეულებრივ, დაბ-
ნეულები არიან. მან წინადღით მემკვიდრეობის მიღების შესახებ
შეიტყო. რამდენიმე ჩეკი ჰქონდა, მაგრამ ხარჯებს გადააჭარბა
და მისგან გადახდას ითხოვდნენ, რასაც თავს ვერ ართმევდა.
სავსებით შესაძლებელია, მხოლოდ ტანსაცმელს იზომავდა,
ძვირფასეულობას ათვალიერებდა, ფასებს ადარებდა, თუმცა
არაფერი უყიდია! მასთან მიდგომა სირთულეს არ წარმოად-
გენს. მას თეატრალურ საქმეებში გათვითცნობიერებული ახალ-
გაზრდა ქალი მივუგზავნე, რომელიც რესტორანში მისის შეინის
მაგიდასთან გაჩერდა და შესძახა: „ძვირფასო, უკანასკნელად
„ქვემოთ მიმავალ გზაში“ გნახეთ, ამ პიესაში საუცხოოდ თამა-
შობდით. ჰიუბერტს ხომ არ შეხვედრიხართ?“ ჰიუბერტი იმ
პიესის რეჟისორი იყო, რომელშიც მისის შეინმა, სხვათა შორის,
მარცხი განიცადა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მათ თე-
ატრის შესახებ ისაუბრეს, ჩემი ქალიშვილი შიგადაშიგ საჭირო
სახელებს ახსენებდა, შემდეგ კი თქვა: „თუ არ ვცდები, თქვენ
ამა და ამ დღეს აქა და აქ გნახეთ“. მაგრამ მისის შეინთან ამ
ხერხმა არ გაჭრა. მან მხოლოდ დაბნეულად იკითხა, მართლაო?
აბა, რა უნდა გააწყო ასეთ ქალთან? - მისტერ გობიმ თავი გადა-
აქნია და მკაცრი მზერა რადიატორს მიაპყრო.
- არაფერი, - გრძნობით წარმოთქვა ერკიულ პუარომ, - ამის
მტკიცების საფუძველიც მაქვს. არასდროს დამავიწყდება ლორდ
ეჯვერის18 მკვლელობა. მე, ერკიულ პუარო, კინაღამ დავმარ-
ცხდი მზაკვრული, თუმცა პრიმიტიული გონების მქონე ქალთან.
მსგავსი ადამიანები ხშირად სჩადიან მარტივ დანაშაულს, შემ-

18
ლორდი ეჯვერი - აგათა კრისტის ნაწარმოების „ლორდ ეჯვერის სიკვდი-
ლი“ (იგივე „ცამეტი თანამეინახე“) პერსონაჟი.
156 მკითხველთა ლიგა
დეგ კი მოვლენებს თავის ნებაზე უშვებენ. იოლი, მაგრამ თავი-
სებურად გენიალური ხერხია. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი
მკვლელი - თუ ამ საქმეში მკვლელი მართლაც მონაწილეობს -
ჭკვიანი, პატივმოყვარე, თვითკმაყოფილი ადამიანია და ერთი--
ორი შტრიხის დამატების ცდუნებას ვერ გაუძლებს. Enfin,19 გა-
ნაგრძეთ.
მისტერ გობიმ კვლავ წიგნაკში ჩაიხედა.
- მისტერ და მისის ბენკსები აცხადებენ, რომ მთელი დღე შინ
იყვნენ, მაგრამ ქალბატონის შემთხვევაში ეს სიმართლეს კვლავ
არ შეეფერება. დღის პირველი საათისთვის იგი გარაჟში შევიდა,
მანქანაში ჩაჯდა და უცნობი მიმართულებით გაემართა. უკან ხუ-
თი საათისთვის დაბრუნდა. მანძილის შესახებ ვერაფერს მოგახ-
სენებთ, რადგან ამის შემდეგ ყოველდღე მგზავრობდა და სპი-
დომეტრს არავინ ამოწმებდა.
მისტერ ბენკსს რაც შეეხება, საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ.
უპირველეს ყოვლისა, არ ვიცით, რას აკეთებდა ჩვენთვის საინ-
ტერესო დღეს. სამსახურში არ წასულა - თითქოს ერთი-ორი
დღე აიღო დაკრძალვის გამო. მას შემდეგ სამუშაოზე აღარ გა-
მოცხადებულა. ბენკსი პატარა, კოხტა აფთიაქში მუშაობს, მაგ-
რამ იქ მისი გარჯით უკმაყოფილო არიან. როგორც ამბობენ,
ხშირად უცნაურად აღგზნებულია.
როგორც მოგახსენეთ, არ ვიცით, რას აკეთებდა მისტერ ბენ-
კსი მისის ლ.-ის გარდაცვალების დღეს. ცოლთან ერთად არ
გამგზავრებულა. შესაძლოა, მთელი დღე შინ გაატარა. სახლს
შვეიცარი არა ჰყავს და არავინ იცის, ვინ გადის და ვინ შემოდის.
აი, მისი წარსული კი საინტერესოა: ოთხიოდე თვის წინ, სანამ
თავის ამჟამინდელ ცოლს გაიცნობდა, ბენკსი ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში მოხვდა. იგი აღრიცხვაზე არ აიყვანეს, მხო-
ლოდ ნერვიული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც
19
Enfin (ფრანგ.) - აქ: კარგი.
157 მკითხველთა ლიგა
ჩანს, ბენკსმა წამლის დამზადებისას შეცდომა დაუშვა (მეიფე-
რის აფთიაქში მუშაობისას). ავადმყოფი გამოჯანმრთელდა,
ფირმამ ბოდიში მოიხადა და საქმე აღარ აღიძრა. კაცმა რომ
თქვას, ასეთი შეცდომები ხდება ხოლმე და მათ, ვისაც ეს მოს-
დის, მოწყალე თვალით უყურებენ, თუ, რა თქმა უნდა, გამოუს-
წორებელი შედეგი არ დგება. ფირმამ ბენკსი არ დაითხოვა, მაგ-
რამ იგი თვითონ წავიდა - თქვა, რომ ამ ამბავმა მასზე ძალიან
იმოქმედა. მოგვიანებით ბენკსმა ექიმს განუცხადა, რომ დანა-
შაულის შეგრძნება არ ასვენებდა - თითქოსდა მყიდველი ქალი
მას უხეშად მოექცა, ჩიოდა, რომ წინა რეცეპტის მიხედვით წამა-
ლი ცუდად მოუმზადეს, იგი კი აღშფოთდა და რომელიღაც ნარ-
კოტიკის თითქმის სასიკვდილო დოზა დაუმატა. თავი კი ასე
იმართლა: „იგი უნდა დამესაჯა, რადგან გაბედა და თავხედურად
დამელაპარაკა!“ ბენკსი ტიროდა და ამბობდა, რომ ამის შემდეგ
სიცოცხლის ღირსი აღარ იყო. ექიმებს ამგვარი მდგომარეობის-
თვის გრძელი სახელწოდება აქვთ შემონახული - დანაშაულის
კომპლექსი თუ რაღაც ამგვარი. მათ არ დაიჯერეს, რომ ბენკსმა
ეს განზრახ გააკეთა და მიიჩნიეს, რომ საქმე უბრალო გაუფ-
რთხილებლობასთან ჰქონდათ, თუმცა მას სურდა, ყველაფერი
გაცილებით სერიოზულად და მნიშვნელოვნად წარმოეჩინა.
- Ça se peut,20 - თქვა ერკიულ პუარომ.
- რა ბრძანეთ? რაც უნდა იყოს, იგი სანატორიუმში მოათავ-
სეს და მალე გამოწერეს, როგორც განკურნებული. ამის შემდეგ
ბენკსმა მის ებერნეთი გაიცნო - მაშინ მას ასე ერქვა - და პატა-
რა, მაგრამ რესპექტაბელურ აფთიაქში მოეწყო, სადაც განაცხა-
და, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინგლისში არ იმყო-
ფებოდა და ისტბორნის აფთიაქიდან ძველი სარეკომენდაციო
წერილი წარადგინა. იმ აფთიაქში მასთან პრეტენზია არ ჰქონ-
დათ, მაგრამ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ იგი ზოგ-
20
Ça se peut (ფრანგ.) - სავსებით შესაძლებელია.
158 მკითხველთა ლიგა
ჯერ უცნაურად იქცეოდა. ერთხელ კლიენტს ხუმრობით უთქვამს:
„იქნებ რამე ისეთი მომყიდოთ, რომ ცოლი მოვწამლო, ჰა-ჰაო!“
ბენკსს კი წყნარად ჩაულაპარაკია: „ეს ორასი გირვანქა დაჯდე-
ბაო“. მყიდველს გაუცინია, თუმცა თვალებში შიში ჩასდგომია.
შესაძლოა, ეს ყველაფერი მართლაც ხუმრობა იყო, მაგრამ, ჩე-
მი აზრით, ბენკსი ხუმარას არ ჰგავს.
- Mon ami,21 - თქვა ერკიულ პუარომ, - მაცვიფრებთ, როგორ
ახერხებთ მკაცრად კონფიდენციალური, მით უმეტეს, სამედიცი-
ნო ინფორმაციის მოხელთებას.
მისტერ გობიმ ოთახს თვალი მოავლო, შემდეგ მზერა კარზე
შეაჩერა და ჩაიბურტყუნა, ამის მიღწევა სხვადასხვა გზით შეიძ-
ლებაო.
- ახლა სოფელში მცხოვრებთ შევეხოთ. მისტერ და მისის ტი-
მოთი ებერნეთები. მათ კოხტა კარ-მიდამო აქვთ, მაგრამ მის შე-
სანახად ფულია საჭირო, რომელიც მათ აშკარად არ ჰყოფნი-
დათ. გადასახადები და წარუმატებელი ინვესტიციები. მისტერ
ებერნეთი მუდმივად საკუთარ ჯანმრთელობაზე წუწუნებს და მო-
ითხოვს, ყველა მის გარშემო ფუსფუსებდეს. კარგ მადაზეა და
საკმაოდ ძლიერი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა
ამის აფიშირება არ სურს. მომსვლელი მოსამსახურის წასვლის
შემდეგ სახლში მხოლოდ ცოლ-ქმარი დარჩა. მისტერ ებერნე-
თის ოთახში მის უნებართვოდ არავის უშვებენ. დაკრძალვის
მომდევნო დილით მისტერ ებერნეთი ცუდ ხასიათზე იყო - მისის
ჯოუნზს ებუზღუნებოდა, საუზმეს პირი თითქმის არ დააკარა და
განაცხადა, რომ არც ლანჩი უნდოდა, რადგან ღამით თავს შეუძ-
ლოდ გრძნობდა; რომ მისის ჯოუნზის მიერ დატოვებული ვახ-
შმის ჭამა, ვითომდა, შეუძლებელი იყო. დილის ათის ნახევრი-
დან მეორე დილამდე სახლში მარტო იყო, თუმცა იგი არავის
უნახავს.
21
Mon ami (ფრანგ.) - ჩემო მეგობარო.
159 მკითხველთა ლიგა
- მისის ებერნეთი?
- იგი „ენდერბიში“ საკუთარი მანქანით გაემგზავრა თქვენ მი-
ერ აღნიშნულ დროს. სოფელ ქეთსტოუნის პატარა გარაჟში ფე-
ხით მივიდა და განაცხადა, რომ ორიოდე მილის მოშორებით
მანქანა გაუფუჭდა. მექანიკოსმა მისის ებერნეთი მის ჯაბახანას-
თან მიიყვანა, ძრავა დაათვალიერა და თქვა, რომ ავტომობილს
გარაჟამდე ბუქსირით გაათრევდა, თუმცა რემონტის დასრულე-
ბას იმავე დღისთვის ვერ მოასწრებდა. ნირწამხდარი ქალბატო-
ნი ადგილობრივი სასტუმროსკენ გაემართა, ოთახი იქირავა და
ითხოვა, რომ მისთვის რამდენიმე სენდვიჩი შეეხვიათ, რადგან
ახლომახლო გასეირნება სურდა - სოფლის ბოლოში მანანით
დაფარული მდელოებია. იგი სასტუმროში გვიან საღამოს დაბ-
რუნდა. ჩემმა ინფორმატორმა მითხრა, რომ ეს სულაც არ გაუკ-
ვირდა, რადგან სასტუმრო არაფრად ვარგოდა.
- დროის შესახებ რას იტყვით?
- მის ებერნეთიმ სენდვიჩი თერთმეტ საათზე იყიდა. თუ გზატ-
კეცილამდე ფეხით მივიდა, შესაძლოა, რამეს გაჰყოლოდა
უოლკასტერამდე, იქ კი სამხრეთ სანაპიროსკენ მიმავალ ექ-
სპრესზე გადამჯდარიყო, რომელიც რიდინგ-უესტში ჩერდება.
ავტობუსების გრაფიკისა და განრიგის დეტალებით თავს არ შე-
გაწყენთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეეძლო... მ-მ... თავდას-
ხმა, ოღონდ მხოლოდ შუადღის მეორე ნახევარში.
- როგორც ვიცი, ექიმის თქმით, მკვლელობა ხუთის ნახევ-
რამდე მოხდა.
- სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება,
- თქვა მისტერ გობიმ, - მისის ებერნეთი დიდებული ქალბატო-
ნია, იგი ყველას უყვარს, თვითონ კი ქმარს აღმერთებს და ისე
უვლის, როგორც ბავშვს.
- დიახ, დიახ, დედობრივი კომპლექსი...

160 მკითხველთა ლიგა


- იგი ძლიერი და ჯანმრთელი ქალია, შეშას აპობს და კალა-
თით გადააქვს, ავტომობილშიც კარგად ერკვევა.
- სწორედ ეს მაინტერესებს. კერძოდ, რა გაუფუჭდა მის მანქა-
ნას?
- ზუსტი დეტალების გაგება გსურთ, მესიე პუარო?
- ღმერთმა დამიფაროს! მექანიკის არაფერი გამეგება.
- დაზიანების აღმოჩენა და აღმოფხვრა რთული იყო. ამის გა-
კეთება წინასწარგანზრახულადაც შეეძლო ვინმეს, ვინც მანქა-
ნის შიგა მოწყობილობას კარგად იცნობს.
- C’est magnifique!22 - სიმწარენარევი ენთუზიაზმით შესძახა
პუარომ, - მაშასადამე, ყველაფერი შესაძლებელია. Mon Dieu,23
ნუთუ ვერავის გამოვრიცხავთ? მისის ლეო ებერნეთის შესახებ
რას იტყვით?
- ისიც ძალზე სასიამოვნო ქალბატონია. განსვენებულ მის-
ტერ ებერნეთის იგი ძალიან უყვარდა. მისის ლეო „ენდერბის“
მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ესტუმრა.
- მას შემდეგ, რაც მისტერ ებერნეთი ლიტჩეტ-სენტ-მერიში
გაემგზავრა დის სანახავად?
- არა, მანამდე. ომის შემდეგ ქალის შემოსავალმა მეტისმე-
ტად იკლო. მან სახლი გაყიდა და ლონდონში პატარა ბინა იქი-
რავა. ვილაც აქვს კვიპროსზე, სადაც ყოველწლიურად რამდენი-
მე თვეს ატარებს. მისის ლეო ახალგაზრდა დისშვილს ეხმარება
განათლების მიღებაში, დროდადრო კი ასევე ახალგაზრდა ერთ-
ორ მხატვარსაც აფინანსებს.
- ერთი სიტყვით, წმინდა ელენეს24 უცოდველი ცხოვრებით
ცხოვრობს, - დაასკვნა პუარომ და თვალები დახუჭა, - იგი ვე-

22
C’est magnifique! (ფრანგ.) - შესანიშნავია.
23
Mon dieu (ფრანგ.) - ღმერთო ჩემო.
24
წმინდა ელენე (250-330) - რომის იმპერატორ კონსტანტინე I-ის დედა, რო-
მელმაც ქრისტიანობა მიიღო.
161 მკითხველთა ლიგა
რაფრით მოახერხებდა „ენდერბიდან“ მსახურების შეუმჩნევ-
ლად გამგზავრებას? ვერა-თქო, მიპასუხეთ, გევედრებით!
მისტერ გობიმ პუაროს გაპრიალებულ ტყავის ფეხსაცმელებს
დახედა და დამნაშავის კილოთი ჩაილაპარაკა:
- ვშიშობ, ამას ვერ ვიტყვი, მესიე პუარო. მისის ებერნეთი
მისტერ ენტუისლს მოელაპარაკა, რომ „ენდერბიში“ დარჩებო-
და და ყველაფერზე იზრუნებდა, თუმცა ლონდონში გაემგზავრა
ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთებისთვის.
- ca nous manquait!25 - დანანებით შესძახა პუარომ.

25
ca nous manquait! (ფრანგ.) - ესღა გვაკლდა.
162 მკითხველთა ლიგა
თავი 13
ბერქშირის პოლიციის ინსპექტორ მორტონის სავიზიტო ბა-
რათის დანახვაზე ერკიულ პუარომ წარბები აზიდა.
- შემოუშვით, ჟორჟ, შემოუშვით. და მოიტანეთ... რა უფრო
უყვართ პოლიციელებს?
- ვფიქრობ, ლუდი, სერ.
- რა საშინელებაა! თუმცა ბრიტანულ სტილშია. კარგი, ლუდი
იყოს.
ინსპექტორი მორტონი შემოსვლისთანავე საქმეზე გადავიდა.
- ლონდონში ჩამოსვლამ მომიწია, - თქვა მან, - თქვენი მისა-
მართი მოვიძიე, მესიე პუარო. ხუთშაბათს მოკვლევაზე მოგკა-
რით თვალი და ამან დამაინტერესა.
- მაშასადამე, დამინახეთ?
- დიახ და გავოცდი. ცნობისმოყვარეობამაც შემიპყრო. ალ-
ბათ, დაგავიწყდით, მე კი შესანიშნავად მახსოვხართ პენგბორ-
ნის საქმიდან.
- აჰ, მასში თქვენც მონაწილეობდით?
- მცირე შეხება მქონდა. მართალია, ეს დიდი ხნის წინ მოხდა,
მაგრამ არ დამვიწყებიხართ.
- და იმ დღეს მაშინვე მიცანით?
- ეს არც ისე ძნელი იყო, სერ, - ინსპექტორმა მორტონმა ღი-
მილი შეიკავა, - თქვენი გარეგნობა... საკმაოდ უჩვეულოა, - მან
თვალი შეავლო პუაროს უზადო კოსტიუმს და მზერა მის აპრე-
ხილ ულვაშზე გადაიტანა, - სოფელში სხვებისგან აშკარად გა-
მოირჩეოდით.
- სავსებით შესაძლებელია, - თვითკმაყოფილებით აღნიშნა
პუარომ.

163 მკითხველთა ლიგა


- დავინტერესდი, იქ რატომ აღმოჩნდით. მსგავსი დანაშაული
- მხეცური მკვლელობა ძარცვის მიზნით - თქვენ, როგორც წესი,
არ გიზიდავდათ.
- თქვენი აზრით, ეს ჩვეულებრივი სასტიკი მკვლელობა იყო?
- სწორედ ამაზე ვფიქრობ.
- ამაზე ფიქრი თავიდანვე დაიწყეთ, არა?
- დიახ, მესიე პუარო. რამდენიმე უჩვეულო დეტალი მომხვდა
თვალში. ჩვენ რუტინული სამუშაო შევასრულეთ, ორი საეჭვო
პირიც დავკითხეთ, მაგრამ მათ სავსებით დამაკმაყოფილებლად
ახსნეს, სად იმყოფებოდნენ მკვლელობის დროს. დარწმუნებუ-
ლი ვართ, მესიე პუარო, ეს ის დანაშაული არ არის, თქვენ რომ
„ჩვეულებრივს“ უწოდებთ. მთავარი კონსტებლიც ასე ფიქრობს.
დამნაშავეს სურდა, ასე წარმოეჩინა. ცხადია, ეს შესაძლოა კომ-
პანიონის, მის ჯილკრისტის, ჩადენილიც იყოს, მაგრამ მას მოტი-
ვი ვერ აღმოვუჩინეთ, მათ შორის, ვერც ემოციური ხასიათის. იქ-
ნებ მისის ლანსკენე ცოტას წაისულელებდა კიდეც, მაგრამ მათ
შორის დიასახლისისა და მოსამსახურისთვის დამახასიათებე-
ლი ურთიერთობა იყო, ყოველგვარი მგზნებარე ქალური მეგობ-
რობის გარეშე. მის ჯილკრისტის მსგავსი ადამიანი ამქვეყნად
ძალიან ბევრია, მკვლელი კი მათ შორის, როგორც წესი, არ
გვხვდება.
ინსპექტორი შეყოვნდა და განაგრძო:
- როგორც ჩანს, სხვაგან უნდა ვეძებოთ. მოვედი, რომ გკით-
ხოთ, ჩვენი დახმარება ხომ არ შეგიძლიათ? აქ, ალბათ, რაღა-
ცამ მოგიყვანათ, არა, მესიე პუარო?
- დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, შესანიშნავმა „დაიმლერმა“, მაგ-
რამ არა მხოლოდ მან.
- თქვენ... ინფორმაცია მიიღეთ?
- იმ გაგებით არა, რომელსაც გულისხმობთ. ისეთი არაფე-
რია, რაც სამხილად ჩაითვლება.
164 მკითხველთა ლიგა
- მაგრამ რაღაც, რამაც შესაძლოა, კვალზე დაგვაყენოს?
- დიახ.
- უნდა გითხრათ, მისტერ პუარო, რომ ამ ამბავს გაგრძელე-
ბაც ჰქონდა.
და ინსპექტორმა დაწვრილებით უამბო მას საქორწილო
ტორტით მოწამვლის ამბავი.
პუარომ ღრმად, სტვენით ამოისუნთქა.
- ჭკვიანურია, ძალზე ორიგინალური... მე გავაფრთხილე მის-
ტერ ენტუისლი, რომ მის ჯილკრისტის უსაფრთხოებაზე ეზრუნა.
მასზე თავდასხმა სავსებით შესაძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ გა-
მოგიტყდებით, საწამლავს არ ველოდი. უფრო ნაჯახის გამეორე-
ბის მეშინოდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ მისთვის მიზანშეუწო-
ნელი იქნებოდა დაბნელების შემდეგ უკაცრიელ ქუჩებში მარტო
სეირნობა.
- მაგრამ რატომ გეგონათ, რომ თავს დაესხმებოდნენ? ჩემი
აზრით, ამის შესახებ უნდა მიამბოთ, მესიე პუარო.
პუარომ თავი ნელა დაუქნია.
- კარგი, გეტყვით. მისტერ ენტუისლი არაფერს მოგიყვებათ,
რადგან იურისტია, იურისტებს კი ვარაუდებზე, აგრეთვე მოკლუ-
ლი ქალის ხასიათსა და წინდაუხედავად წამოსროლილ სიტ-
ყვებზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნებზე ლაპარაკი არ უყ-
ვართ. მაგრამ იგი წინააღმდეგი არ იქნება, თუ ამის შესახებ მო-
გიყვებით. პირიქით, შვებას იგრძნობს. მისტერ ენტუისლს არ
სურს, მასზე სულელი ან ფანტაზიებისკენ მიდრეკილი ადამიანის
შთაბეჭდილება შეექმნათ, მაგრამ უნდა, იცოდეთ ის, რაც შესაძ-
ლოა - მხოლოდ შესაძლოა - ფაქტები აღმოჩნდეს.
პუარო გაჩუმდა, რადგან ჟორჟი შემოვიდა და ლუდით სავსე
ბოკალი შემოიტანა.
- მიირთვით, ინსპექტორო. არა, არა, დაჟინებით გთხოვთ.
- არ შემომიერთდებით?
165 მკითხველთა ლიგა
- ლუდს არ გეახლებით, მაგრამ შავი მოცხარის სიროფს დავ-
ლევ, რომელსაც, როგორც შევამჩნიე, ინგლისელები არ სწყა-
ლობთ.
ინსპექტორმა მორტონმა მადლიერებით შეხედა თავის
ლუდს.
- ყველაფერი დაკრძალვიდან დაიწყო, - თქვა პუარომ და მუ-
ქი წითელი სითხე მოსვა, - უფრო ზუსტად, დაკრძალვის შემდეგ.
მან ხატოვნად უამბო ინსპექტორს მისტერ ენტუისლის მო-
ნათხრობი, თან სხვადასხვა დეტალითა და ჟესტით შეალამაზა,
როგორც ამას მისი მგზნებარე ბუნება მოითხოვდა. კაცი იფიქ-
რებდა, რომ ერკიულ პუარო თვითონ ესწრებოდა ამ სცენას.
ინსპექტორ მორტონს გამჭრიახი გონება ჰქონდა და სწრა-
ფად დააფიქსირა მისთვის მნიშვნელოვანი მომენტები.
- ამ მისტერ ებერნეთის მოწამვლა მართლა შეეძლოთ?
- რა თქმა უნდა.
- მაგრამ ცხედარს კრემაცია გაუკეთეს და დამტკიცება შეუძ-
ლებელია?
- დიახ.
ინსპექტორი ჩაფიქრდა.
- საინტერესოა. არაფერია, არაფერი ისეთი, რაც რიჩარდ
ებერნეთის სიკვდილის გამოძიებას ხელს შეუწყობდა. ეს დროის
დაკარგვა იქნებოდა.
- დიახ.
- მაგრამ ადამიანებმა მისის ლანსკენეს სიტყვები მოისმინეს
და ერთ-ერთ მათგანს შეეძლო ეფიქრა, რომ იგი მათ
გაიმეორებდა და დეტალებითაც შეავსებდა.
- ალბათ, ასეც მოიქცეოდა. სწორად შენიშნეთ, რომ მისი
ნათქვამი გაიგონეს. ახლა ხომ ხვდებით, რატომ ვესწრებოდი
მოკვლევას და რატომ დამაინტერესა ამ საქმემ?
- მაშასადამე, მის ჯილკრისტზე თავდასხმის...
166 მკითხველთა ლიგა
- ...განჭვრეტა სავსებით შესაძლებელი იყო. რიჩარდ ებერნე-
თი კოტეჯში მივიდა და კორას ესაუბრა. იქნებ სახელიც გაუმხი-
ლა. ამის მოსმენა ან მიყურადება მხოლოდ მის ჯილკრისტს შე-
ეძლო. მას შემდეგ, რაც კორა სამუდამოდ დადუმდა, მკვლელს
სანერვიულო კიდევ დარჩა. იცოდა თუ არა რამე კომპანიონმა?
ცხადია, იგი რომ გონიერი ყოფილიყო, არაფერს მოიმოქმედებ-
და, მაგრამ მკვლელები კეთილგონიერებას იშვიათად იჩენენ.
ჩვენდა საბედნიეროდ. ისინი ფიქრობენ, ნერვიულობენ, მერ-
ყეობენ, სურთ, დარწმუნდნენ, რომ არაფერი ემუქრებათ. შედე-
გად, საკუთარი გამჭრიახობით ამაყობენ, ბოლოს კი, როგორც
თქვენ ამბობთ, თავსაც წამოყოფენ.
ინსპექტორს გაეცინა.
- მის ჯილკრისტის გაჩუმების მცდელობა შეცდომა იყო, - გა-
ნაგრძო პუარომ, - ახლა თქვენ ორი საქმე უნდა გამოიძიოთ. არ-
სებობს საქორწილო ტორტის ბარათზე დატოვებული ხელმოწე-
რა. დასანანია, რომ შესაფუთი ქაღალდი დაწვეს.
- დიახ, მაშინ ზუსტად მეცოდინებოდა, ფოსტით გამოგზავნეს
თუ არა.
- ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი თუ გაქვთ?
- ასე ფოსტალიონი ფიქრობს, თუმცა დარწმუნებული არაა.
პაკეტს რომ სოფლის საფოსტო განყოფილება გაევლო, განყო-
ფილების უფროსი, ათი ერთის წინააღმდეგ, ყურადღებას მიაქ-
ცევდა, მაგრამ ფოსტას მარკეტ-კეინსიდან ფურგონით დაატარე-
ბენ და ახალგაზრდა კაცი უამრავ სახლთან ჩერდება. ამბობს,
რომ მხოლოდ წერილები დაარიგა. კოტეჯში მიტანილ ამანათს
ვერ იხსენებს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არაა. ამასთან,
თავის გოგოსთან რაღაც უსიამოვნება აქვს და სხვაზე ვერაფერ-
ზე ფიქრობს. მე შევამოწმე მისი მეხსიერება და დავასკვენი, რომ
ვერ ვენდობით. მაგრამ თუ ამანათი მიიტანა, უცნაურად მეჩვენე-

167 მკითხველთა ლიგა


ბა, რომ მისტერ... რა ჰქვია... გატრის წასვლამდე ვერ შეამჩნი-
ეს...
- ჰო, მისტერ გატრი.
ინსპექტორ მორტონს გაეღიმა.
- დიახ, მესიე პუარო, ჩვენ ვამოწმებთ მას. ბოლოს და ბო-
ლოს, გატრის თავისუფლად შეეძლო კოტეჯში მისვლა და ამის-
თვის მისის ლანსკენესთან მეგობრობის მომიზეზება. მისის ბენ-
კსმა არ იცოდა, ეს ასე იყო თუ არა. გატრის არც პატარა პაკეტის
შემოგდება გაუჭირდებოდა და არც შთაბეჭდილების შექმნა,
თითქოს იგი ფოსტით გამოგზავნეს. საფოსტო მარკაზე გადღაბ-
ნილი მური შტამპს გვარიანად დაემსგავსებოდა.
იგი შეყოვნდა და დაამატა:
- სხვა გზებიც არსებობს.
პუარომ თავი დაუქნია.
- თქვენ ფიქრობთ...
- კოტეჯს მისტერ ჯორჯ კროსფილდიც ეწვია - მართალია,
მხოლოდ მეორე დღეს. დაკრძალვაზე დასწრებას აპირებდა,
მაგრამ გზად მანქანა გაუფუჭდა. მის შესახებ თუ იცით რამე, მე-
სიე პუარო?
- დიახ, მაგრამ სასურველზე ნაკლები.
- როგორც ვხვდები, განსვენებული მისტერ ებერნეთის ან-
დერძმა მისი ახლობლების პატარა ჯგუფი გაამდიდრა. იმედია,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანზე მოგვიწევს ეჭვის მიტა-
ნა.
- მე მცირეოდენი ინფორმაცია უკვე შევაგროვე. შეგიძლიათ,
გაეცნოთ. ბუნებრივია, მე უფლებამოსილება არა მაქვს, მათ შე-
კითხვები დავუსვა. ეს გონივრული საქციელი არ იქნება.
- ფრთხილად ვიმოქმედებ, რათა ჩიტი ნაადრევად არ დაფ-
რთხეს. როდესაც დრო მოვა, აჯობებს, ეს საფუძვლიანად გაკეთ-
დეს.
168 მკითხველთა ლიგა
- შთამბეჭდავი მეთოდია. მაშასადამე, კვლავ რუტინული სა-
მუშაო გელით ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით,
რაც გაგაჩნიათ. ნელი, მაგრამ საიმედო პროცედურაა, მე კი...
- დიახ, მესიე პუარო?
- მე ჩრდილოეთში გავემგზავრები. როგორც გითხარით, ადა-
მიანები მაინტერესებს. დიახ, ცოტაოდენი მოსამზადებელი კა-
მუფლაჟი და გზას გავუდგები…. ვაპირებ, - დაამატა მან, - სოფ-
ლის სახლი შევიძინო როგორც გაეროს დდც-ის წარმომადგე-
ნელმა.
- გაეროს დდც რა არის?
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული დევ-
ნილთა დახმარების ცენტრი. კარგად ჟღერს, არა?
ინსპექტორ მორტონს გაეღიმა.

169 მკითხველთა ლიგა


თავი 14
- გმადლობთ, ძალიან თავაზიანი ბრძანდებოდით, - უთხრა
ერკიულ პუარომ სახემოღუშულ ჯენეტს.
ჯენეტმა ტუჩები მკაცრად მოკუმა და ოთახიდან გავიდა. ოჰ,
ეს უცხოელები თავიანთი შეკითხვებით! რა თავხედობაა! რო-
გორც ჩანს, ისეთი რთულად ამოსაცნობი გულის დაავადებების
სპეციალისტია, რომლითაც, ალბათ, მისტერ ებერნეთიც იტანჯე-
ბოდა. იგი მართლაც ძალზე მოულოდნელად გარდაიცვალა,
ექიმიც კი გაოცებული ჩანდა, რაღა უცხოელი უნდა მოდიოდეს
და ყველაფერს ყნოსავდეს?
მისის ლეოსთვის ადვილია თქმა: „თუ შეიძლება, უპასუხეთ
მესიე პონტარლიეს შეკითხვებს. მას მათი დასმის საფუძველი
ნამდვილად აქვს“.
შეკითხვები. გაუთავებელი შეკითხვები... ზოგჯერ რამდენიმე
ფურცლის შევსებაც კი ხდება საჭირო - რა ხელი უნდა ჰქონდეს
ხელისუფლებას ან ვინმე სხვას თქვენს პირად საქმეებთან? ამ
ანკეტებში ასაკიც კი აინტერესებთ - მან ხუთი წელი მოიკლო. მე-
რე რა? რადგან თავს ორმოცდათოთხმეტი წლის ადამიანივით
გრძნობს, მაშასადამე, შეუძლია კიდეც ასე უპასუხოს!
კარგია, რომ მესიე პონტარლიე მისი ასაკით არ დაინტერეს-
და. ზრდილობიანი მაინც ყოფილა. მხოლოდ იმას ეკითხებოდა,
თუ რომელ წამლებს სვამდა მისტერ ებერნეთი, სად ინახავდნენ
მათ, ხომ არ შეიძლებოდა, ზედმეტი დოზა მიეღო, თუ თავს ცუ-
დად იგრძნობდა, თუნდაც გულმავიწყობის გამო. აბა, როგორ
უნდა დაემახსოვრებინა ამდენი სისულელე. თანაც მისტერ
ებერნეთიმ იცოდა, რასაც აკეთებდა! შემდეგ მესიე პონტარლი-
ემ ჰკითხა, სახლში მისი რომელიმე წამალი თუ დარჩაო. ბუნებ-
რივია, ყველა გადაყარეს. მან თქვა, რომ მისტერ ებერნეთის გუ-
ლის უკმარისობა ჰქონდა, რაღაც გრძელი სიტყვაც დაამატა.
170 მკითხველთა ლიგა
რას არ მოიგონებენ ხოლმე ეს ექიმები. მოხუც როჯერსს ეუბნე-
ბოდნენ, რომ ზურგში დისკი თუ რაღაც ამგვარი ჰქონდა, არადა,
ჩვეულებრივი წელკავი ყოფილა და მეტი არაფერი. მამამისი მე-
ბაღე იყო და სულ ლუმბაგოთი იტანჯებოდა. ექიმები!
თვითმარქვია მედიკოსმა ამოიოხრა და ლენსკომბის საძებ-
ნად გასწია. ჯენეტისგან ძალზე ცოტა რამ შეიტყო, თუმცა ბევრს
არც ელოდა. მისი მთავარი მიზანი ამ ქალისგან მიღებული მწი-
რი ინფორმაციის ელენ ებერნეთის ნათქვამთან შედარება იყო.
ამ უკანასკნელსაც იმავე წყაროდან შეეტყო ყველაფერი, ოღონდ
გაცილებით იოლად, რადგან, ჯენეტის აზრით, მისის ლეოს შე-
კითხვების დასმის სრული უფლება ჰქონდა და სიამოვნებით უყ-
ვებოდა მისტერ ებერნეთის სიცოცხლის უკანასკნელი რამდენი-
მე კვირის შესახებ. ავადმყოფობა და სიკვდილი მისი საყვარე-
ლი თემები იყო.
პუარო ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა ელენის ნაამბობის
ნდობა. ასეც მოიქცა, თუმცა წლების განმავლობაში გამომუშა-
ვებული ჩვეულების მიხედვით, არავისი სჯეროდა, სანამ ნათქვა-
მის სიმართლეში თვითონ არ დარწმუნდებოდა.
მაგრამ ინფორმაცია უმნიშვნელო და არასაკმარისი იყო.
ყველაფერი იმას მოწმობდა, რომ რიჩარდ ებერნეთი ვიტამინის
ზეთის შემცველ კაფსულებს სვამდა. ისინი დიდ ბოთლში ეწყო,
რომელიც მისი გარდაცვალების მომენტისთვის თითქმის დაცა-
რიელდა. „ენდერბიში“ მყოფ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ერთ-
ერთ კაფსულაში საწამლავის შეყვანა და ბოთლის ფსკერზე მო-
თავსება, რათა ავადმყოფს საბედისწერო დოზა სახლიდან ამ
ადამიანის წასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ მიეღო. იქნებ
რიჩარდ ებერნეთის გარდაცვალების წინადღეს სახლში ვიღაც
შეიპარა და კაფსულაში შხამი შეიყვანა, ან, რაც უფრო სავა-
რაუდო იყო, საწოლთან დადგმულ პატარა შუშაში საძილე წამა-

171 მკითხველთა ლიგა


ლი შეცვალა. ბოლოს და ბოლოს, საჭმელში ან სასმელში რა-
ღაც ჩაყარა.
ერკიულ პუარომ პირადად ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენ-
ტი. სადარბაზო შესასვლელი ღია რჩებოდა, მაგრამ ბაღში გამა-
ვალი გვერდითა კარი საღამომდე არ იკეტებოდა. დაახლოებით
ორის თხუთმეტ წუთზე, როდესაც მებაღეები სასადილოდ წავიდ-
ნენ, მოსამსახურე ქალი კი სასადილო ოთახში იყო, პუარო ჭიშ-
კრიდან შემოვიდა და გვერდითა კარიდან რიჩარდ ებერნეთის
საძინებელში ყველასთვის შეუმჩნევლად ავიდა. შემდეგ მაუდაკ-
რული კარიდან საკუჭნაოში გაძვრა და დერეფნის ბოლოში მდე-
ბარე სამზარეულოდან გამოსული ხმებიც გაიგონა, მაგრამ იგი
კვლავ ვერავინ დაინახა.
დიახ, ასეთი რამ შესაძლებელი იყო, მაგრამ მოხდა კი სინამ-
დვილეში? ამაზე არაფერი მიუთითებდა. არა, პუარო ნამდვილ
სამხილებს არ ეძებდა - მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნება
უნდოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. რიჩარდ ებერნეთის
მკვლელობის დაშვება მხოლოდ ჰიპოთეზურად თუ შეიძლებო-
და. მხოლოდ კორა ლანსკენეს მკვლელობის საქმე კი მტკიცებუ-
ლებებს ითხოვდა. პუარო აპირებდა, საფუძვლიანად შეესწავლა
ყველა, ვინც დაკრძალვას ესწრებოდა, და თითოეულ მათგანზე
აზრი ჩამოეყალიბებინა. ამის გეგმა უკვე ჰქონდა კიდეც, მაგრამ
ჯერ მოხუც ლენსკომბთან სურდა გასაუბრება.
მსახურთუფროსი თავაზიანად იქცეოდა, ოღონდ თავი ოდნავ
შორს ეჭირა. ჯენეტივით აღშფოთება არ ეტყობოდა, მაგრამ მო-
მაბეზრებელი უცხოელის გამოჩენას ცუდი წინათგრძნობის მა-
ტერიალიზაციად აღიქვამდა.
ლენსკომბმა გადადო ტყავის ნაჭერი, რომლითაც გულმოდ-
გინედ წმენდდა ჩაიდანს, წელში გაიმართა და ზრდილობიანად
იკითხა:
- დიახ, სერ?
172 მკითხველთა ლიგა
პუარო ტაბურეტზე ჩამოჯდა.
- მისის ებერნეთიმ მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის შემ-
დეგ ჩრდილოეთის ჭიშკართან მდებარე ჯიხურში ცხოვრების
იმედი გქონდათ.
- დიახ, სერ, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, როდესაც
მამულს გაყიდიან...
- ამის შესაძლებლობა მაინც რჩება, - შეაწყვეტინა პუარომ, -
მებაღეებისთვის კოტეჯები არსებობს. ჯიხური არც სტუმრების-
თვისაა საჭირო, არც მსახურებისთვის. ასე რომ, ყველაფრის
მოგვარება შეიძლება.
- გმადლობთ შემოთავაზებისთვის, სერ, მაგრამ არა მგონი-
ა... სტუმრების უმრავლესობა, ალბათ, უცხოელი იქნება, არა?
- დიახ, უცხოელი. მათ შორის, ვინც ამ ქვეყანაში კონტინენ-
ტიდან გამოიქცა, ბევრი მოხუცი და უმწეოა. თუ მათი ახლობლე-
ბი დაიღუპნენ, სამშობლოში მომავალი არა აქვთ. აქ, შრომისუ-
ნარიანი ადამიანების მსგავსად, ცხოვრებისთვის სარჩოს ვერ
მოიპოვებენ. ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, შეგ-
როვილი შეწირულებით ასეთებისთვის სოფლად სახლების შე-
ძენას აპირებს. საქმე, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია.
ლენსკომბმა ამოიოხრა.
- გამიგეთ, სერ, მიმძიმს იმაზე ფიქრი, რომ აქ სახლის ნამ-
დვილი პატრონები აღარ იცხოვრებენ. მე ხომ ვიცი, რა ვითარე-
ბაც შეიქმნა. ოჯახის წევრთაგან ვერავინ შეძლებს აქ ცხოვრე-
ბას. მეეჭვება, ეს ახალგაზრდებმა მოინდომონ. ჩვენს დროში
იოლი როდია მოსამსახურის პოვნა. ეს რომც მოახერხოთ, იგი
ან ცუდად იმუშავებს, ან დიდ ხელფასს მოითხოვს. მესმის, რომ
ამ მშვენიერმა კარ-მიდამოებმა თავისი დრო მოჭამა, - მსახურ-
თუფროსმა კვლავ ამოიოხრა, - თუ აქ შემოსული ორგანიზაცია
ისეთი იქნება, თქვენ რომ ბრძანეთ, ძალიან გამიხარდება. ომის
ბევრი საშინელება ავიცილეთ თავიდან ჩვენი მამაცი მეომრე-
173 მკითხველთა ლიგა
ბის, ავიაციისა და ფლოტის წყალობით. ისიც დაგვეხმარა, რომ
კუნძულზე ვცხოვრობთ, მაგრამ ჰიტლერი რომ შემოჭრილიყო,
ყველანი შევებმებოდით და კუდით ქვას ვასროლინებდით. სრო-
ლისთვის მხედველობა აღარ მივარგა, მაგრამ ფიწალს კარგად
ვხმარობ და აუცილებლობის შემთხვევაში, მას გამოვიყენებდი.
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ვიღებდით უიღბლო ადამიანებს,
სერ, და ამით ვამაყობდით კიდეც.
- გმადლობთ, ლენსკომბ, - რბილად თქვა პუარომ, - ვხედავ,
მისტერ ებერნეთის სიკვდილმა მძიმე დარტყმა მოგაყენათ.
- რა თქმა უნდა, სერ. მე ხომ მისტერ ებერნეთის მის ახალ-
გაზრდობაშიც ვემსახურებოდი. ძალიან კი გამიმართლა ცხოვ-
რებაში, სერ, უკეთესი ბატონი არავის ჰყოლია.
- მე ჩემს მეგობარსა და... მ-მ... კოლეგას, ექიმ ლერების ვე-
ლაპარაკე. დავინტერესდით, მისტერ ებერნეთი გარდაცვალე-
ბის წინადღეს რამემ, მაგალითად, ვინმესთან უსიამოვნო
საუბარმა ხომ არ ააღელვა? იქნებ გაიხსენოთ, იმ დღეს ვინ გეს-
ტუმრათ?
- არა, სერ, ვერავის ვიხსენებ.
- საერთოდ არავინ მოსულა?
- მისტერ ებერნეთის გარდაცვალების წინადღეს ეპისკოპოსი
მოვიდა. აგრეთვე, მონაზვნები რაღაც შეწირულობების საქმეზე,
უკანა კართან კი ახალგაზრდა კაცი, რომელიც დაჟინებით ცდი-
ლობდა მარჯორისთვის ჯაგრისებისა და ტაფების საწმენდი სა-
შუალებების შეჩეჩებას. მეტი არავინ.
ლენსკომბმა შეწუხებული სახე მიიღო და პუარო აღარ
ჩააცივდა. მოხუცმა ხომ ყველაფერი უამბო მისტერ ენტუისლს,
ერკიულ პუაროსთან კი ნაკლებ გულახდილობას იჩენდა.
სამაგიეროდ, პუარომ მარჯორისთან მიაღწია სწრაფ წარმა-
ტებას. ეს ქალი, სხვა მსახურებისგან განსხვავებით, ცრუმორ-
წმუნე არ იყო. საუცხოო მზარეული გახლდათ და მისი გულის
174 მკითხველთა ლიგა
მოგება სწორედ ამ კუთხით შეიძლებოდა. პუარომ მას სამზა-
რეულოში მიაკითხა და ზოგიერთი კერძი საქმის ნამდვილ
მცოდნესავით შეუქო. მარჯორიმ მასთან მაშინვე სულიერი სიახ-
ლოვე იგრძნო და პუარომ ძალდაუტანებლად შეიტყო რიჩარდ
ებერნეთის გარდაცვალებისწინა საღამოს მენიუ.
- მე შოკოლადის სუფლე მოვამზადე, - თქვა მარჯორიმ, - სა-
განგებოდ შემოვინახე ექვსი კვერცხი. მერძევე ჩემი მეგობარია.
ნაღების შოვნაც კი მოვახერხე, ოღონდ არ მკითხოთ, როგორ.
ქალმა სხვა კერძებიც დეტალურად აღწერა. ის, რაც სასადი-
ლო ოთახში არ შეიჭამა, სამზარეულოში გადასანსლეს. მარჯო-
რის ასეთი სიტყვამრავლობის მიუხედავად, პუარომ მისგან
მნიშვნელოვანი ვერაფერი შეიტყო.
შემდეგ მან პალტო ჩაიცვა, ორი შარფი მოიხვია ჩრდი-
ლოეთის ცივი ქარისგან თავის დასაცავად და ტერასაზე გავიდა,
სადაც ელენ ებერნეთი შემორჩენილ ვარდებს ჭრიდა.
- რამე ახალი ხომ არ შეიტყვეთ? - ჰკითხა ქალმა.
- არაფერი. ამის იმედი არც მქონდა.
- მას შემდეგ, რაც მისტერ ენტუისლმა თქვენი ჩამოსვლის შე-
სახებ გამაფრთხილა, როგორ არ ვეცადე, რამე გამეგო, მაგრამ
ამაოდ.
იგი გაჩუმდა, შემდეგ კი იმედიანად დაამატა:
- იქნებ ყველაფერი გამონაგონია?
- მკვლელობა ნაჯახით?
- კორაზე არ მიფიქრია.
- მე კი სწორედ მასზე ვფიქრობ. რატომ დასჭირდა ვიღაცას
მისი მოკვლა? როგორც მისტერ ენტუისლმა მითხრა, იმ მომენ-
ტში, როდესაც კორა მოულოდნელად უტაქტოდ მოიქცა, თქვენ
თვითონაც იგრძენით, რომ რაღაც ისე არ იყო. მართალია?
- როგორ გითხრათ... დიახ... თუმცა არ ვიცი...

175 მკითხველთა ლიგა


- მაინც რა არ იყო ისე? - განაგრძო პუარომ, - მოულოდნელი?
გასაოცარი? თუ, ვთქვათ, საზარელი?
- არა, არა, ოღონდ არა საზარელი. რაღაც ისეთი, არცთუ...
არა, ვერ ვიხსენებ. ეს არც არის მნიშვნელოვანი.
- რატომ ვერ იხსენებთ? იმიტომ ხომ არა, რომ ეს სხვა რამემ
გადაფარა - უფრო მნიშვნელოვანმა?
- ალბათ, მართალი ხართ. როგორც ჩანს, მკვლელობის ხსე-
ნებამ ყველაფერი გადაწონა.
- იქნებ ვინმეს რეაქციამ, როდესაც სიტყვა „მოკლეს“ გაისმა?
- შესაძლოა... მაგრამ ვერ ვიხსენებ, რომ ვინმესთვის შემეხე-
დოს. ყველანი კორას მივჩერებოდით.
- მაშინ იქნებ ხმაური მოგესმათ - რამე დავარდა ან გატყდა?
ელენმა გონება დაძაბა და მოიღუშა.
- არა... არა მგონია...
- არა უშავს, დრო მოვა და გაიხსენებთ. თუმცა ვინ იცის, იქ-
ნებ ამას მართლაც არ ჰქონდეს მნიშვნელობა. ახლა კი მითხა-
რით, მადამ, იქ მყოფთაგან ვინ იცნობდა კორას ყველაზე კარ-
გად?
ელენი ჩაფიქრდა.
- ალბათ, ლენსკომბი. მას იგი ჯერ კიდევ ბავშვი ახსოვს. მო-
ახლე ჯენეტი მას შემდეგ მოვიდა, რაც კორა გათხოვდა და გაემ-
გზავრა.
- ლენსკომბის გარდა?
- ალბათ, მე, - თქვა ელენმა, - მოდი მას სულ არ იცნობდა.
- მაშინ, თქვენი აზრით, რატომ დასვა კორამ ეს შეკითხვა?
ელენმა გაიღიმა:
- ეს მის ხასიათს შეესაბამებოდა!

176 მკითხველთა ლიგა


- იმას ვგულისხმობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ bêtise26
იყო? რაც კი მოაფიქრდებოდა, კორა ყველაფერს დაუფიქრებ-
ლად ამბობდა? თუ ბოროტად უხაროდა, როდესაც შფოთს თე-
სავდა?
ელენი კვლავ ჩაფიქრდა.
- ძნელია სხვის შესახებ დარწმუნებით რამეს თქმა, - ჩაილა-
პარაკა ბოლოს, - ვერასდროს ვხვდებოდი, კორა მხოლოდ გუ-
ლუბრყვილო იყო თუ ბავშვურად ცდილობდა შთაბეჭდილების
მოხდენას. თქვენ ამას გულისხმობდით, არა?
- დიახ, დავუშვათ, მისის კორას თავისთვის ეთქვა: „რა სასა-
ცილო იქნება, რომ ვიკითხო, მოკლეს თუ არა რიჩარდი და მათ
სახეებს შევხედო!“ ეს მის სტილში იქნებოდა?
ელენს სახეზე ეჭვი გამოესახა.
- შესაძლებელია. ბავშვობაში ბოროტად ხუმრობა კი უყვარ-
და, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- ეს დაამტკიცებდა, რომ მკვლელობის შესახებ ხუმრობა
ძალზე არაგონივრული საქციელია, - ცივად მიუგო პუარომ.
ელენი მოიბუზა.
- საბრალო კორა.
პუარომ თემა შეცვალა:
- დაკრძალვის შემდეგ მისის ტიმოთი ებერნეთიმ ღამე აქ
გაათია?
- დიახ.
- კორას სიტყვებზე ხომ არ თქვა რამე?
- დიახ. თქვა, ეს აღმაშფოთებელიაო და ძველი კორა გაახ-
სენდა.
- მაშასადამე, მან ეს სერიოზულად არ აღიქვა?
- არა, დარწმუნებული ვარ, არა.

26
Bêtise (ფრანგ.) - სისულელე.
177 მკითხველთა ლიგა
პუაროს მოეჩვენა, რომ მეორე „არა“ ნაკლებად მტკიცედ გა-
ისმა, მაგრამ განა ყოველთვის ასე არ ხდება, როდესაც რაღაცის
გახსენებას ცდილობთ?
- თქვენ თუ აღიქვით სერიოზულად, მადამ?
გვერდზე გადავარცხნილი ჭაღარაშეპარული თმის ფონზე
ელენ ებერნეთის თვალები კაშკაშა ცისფერი და საოცრად
ახალგაზრდული ჩანდა.
- ალბათ, კი, მესიე პუარო, - ჩაფიქრებით თქვა მან.
- თქვენი გრძნობის გამო, რომ თითქოს რაღაც ისე არ იყო?
- შესაძლოა.
პუარო გაგრძელებას ელოდა, მაგრამ რომ ვეღარ ეღირსა,
კვლავ ალაპარაკდა:
- მისის ლანსკენესა და მის ოჯახს შორის გაუცხოება დიდხანს
გაგრძელდა?
- დიახ. მისი ქმარი არავის მოგვწონდა და მას ეს სწყინდა -
გაუცხოებაც ამან წარმოშვა.
- მაგრამ შემდეგ თქვენი მაზლი მოულოდნელად მას სანახა-
ვად ესტუმრა. რატომ?
- არ ვიცი. შესაძლოა, ხვდებოდა, რომ დიდი დღე აღარ ეწერა
და შერიგება სურდა.
- ეს თქვენთვის არ უთქვამს?
- ჩემთვის?
- დიახ, თქვენ ხომ ესტუმრეთ მას, სანამ დის მოსანახულებ-
ლად წავიდოდა? მისტერ ებერნეთის ამის შესახებ სიტყვაც არ
დაუძრავს?
პუაროს მოეჩვენა, რომ ელენი უფრო თავშეკავებული გახდა.
- მითხრა, რომ ძმის, ტიმოთის ნახვას აპირებდა, რაც გააკეთა
კიდეც, კორა კი არ უხსენებია.
ელენმა ყვავილები აიღო და კაცს ჩაუარა. როდესაც სახლში
გვერდითა კარიდან შევიდნენ, პუარომ იკითხა:
178 მკითხველთა ლიგა
- დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ვიზიტის დროს მისტერ
ებერნეთის არაფერი უთქვამს ოჯახის სხვა წევრების შესახებ?
- პოლიციელივით ლაპარაკობთ.
- ოდესღაც ვიყავი კიდეც პოლიციელი. ამჟამად ოფიციალუ-
რი სტატუსი არ გამაჩნია და არც შეკითხვის დასმის უფლება
მაქვს, მაგრამ თქვენ სიმართლის გაგება გაინტერესებთ… თუ
მომეჩვენა?
ისინი მწვანე სასტუმრო ოთახში შევიდნენ. ელენმა ამოიოხ-
რა და თქვა:
- ახალგაზრდა თაობამ რიჩარდს იმედი გაუცრუა. თუმცა მო-
ხუცებს ასე ემართებათ. იგი ნათესავებს აგდებულად მოიხსენი-
ებდა, მაგრამ ისეთი არაფერი უთქვამს, ერთი სიტყვაც კი, რაც
მკვლელობის მოტივის შესახებ რამე აზრს აღმიძრავდა.
- აჰა, - თქვა პუარომ.
ელენმა ხელი ჩინური ვაზისკენ გაიწვდინა და ვარდების ჩაწ-
ყობას შეუდგა. როდესაც დაასრულა, მისთვის ადგილის შესარ-
ჩევად მიიხედ-მოიხედა.
- შესანიშნავად გეხერხებათ ყვავილების განთავსება, მადამ,
- შენიშნა ერკიულ პუარომ, - ვფიქრობ, რასაც კი ხელს მოჰკი-
დებთ, ყველაფერში სრულყოფილებას აღწევთ.
- გმადლობთ. მიყვარს ყვავილები. ჩემი აზრით, ისინი მალა-
ქიტის მწვანე მაგიდას უფრო მოუხდება.
ამჟამად იქ, შუშის პლაფონში, ცვილის ყვავილები ეწყო. რო-
დესაც ელენმა იგი ასწია, პუარომ სასხვათაშორისოდ ჰკითხა:
- მისტერ ებერნეთის ოდესმე თუ უთქვამს, რომ მისი დისშვი-
ლის, სიუზენის ქმარმა კინაღამ მოწამლა მყიდველი, როდესაც
წამალი არასწორად მოამზადა? ოჰ, Pardon!27
იგი წინ გავარდა.

27
Pardon! (ფრანგ.) - მაპატიეთ!
179 მკითხველთა ლიგა
ელენს ვიქტორიანული სტილის ნივთი ხელიდან გაუვარდა.
პუარომ მისი დაჭერა სცადა, მაგრამ რეაგირება დააგვიანდა.
პლაფონი იატაკზე დავარდა და გატყდა. ელენმა დანანებით შეს-
ძახა:
- როგორი მოუხერხებელი ვარ! კიდევ კარგი, ყვავილები გა-
დარჩა. ახალი ჭურჭლის დადგმა მომიწევს, ყვავილებს კი კიბის
ქვეშ მდებარე კარადაში გადავიტან.
პუარო მას ჩაბნელებული კარადის თაროზე ყვავილების
თაიგულის დადებაში მიეხმარა, შემდეგ კი ორივენი სასტუმრო
ოთახში დაბრუნდნენ.
- ჩემი ბრალია, - თქვა პუარომ, - არ უნდა შემეშინებინეთ.
- მე კი დამავიწყდა, რა მკითხეთ.
- ოჰ, არ ღირს გახსენება, აღარც მე მახსოვს.
ელენი მას მიუახლოვდა, ხელი ხელზე დაადო და უთხრა:
- მესიე პუარო, განა ვინმეს სიცოცხლე მაინც აღმოჩნდება უმ-
წიკვლო, თუ მას მიკროსკოპით დავაკვირდებით? საჭიროა კი
ადამიანის წარსულში ქექვა, თუ ამას კავშირი არა აქვს...
- კორა ლანსკენეს სიკვდილთან? დიახ, საჭიროა. იმიტომ,
რომ ყველაფერი გამოსაძიებელია. ძველი მაქსიმა სიმართლეს
ღაღადებს: ყველას აქვს რაღაც დასამალი. ეს ყველას გვეხება,
შესაძლოა, თქვენც გეხებათ, მადამ. გიმეორებთ - ვერაფერს
უგულებელვყოფთ. ამიტომაც მომმართა თქვენმა მეგობარმა ენ-
ტუისლმა. პოლიციელი არ გახლავართ და შემიძლია, არ ვთქვა
ის, რასაც შევიტყობ, მაგრამ უნდა ვიცოდე. და რადგან ამ საქმე-
ში არც ისე ბევრი სამხილია ხალხთან შედარებით, ადამიანები
უფრო მაინტერესებს. აუცილებლად უნდა გავიცნო ყველა, მა-
დამ, ვინც კი აქ დაკრძალვის დღეს იმყოფებოდა. ამასთან, აჯო-
ბებს - და ეს სტრატეგიულადაც ხელსაყრელი იქნება, - თუ ამას
ამ სახლში შევძლებ.
- ვშიშობ, - ნელა თქვა ელენმა, - ეს ძალზე გაძნელდება...
180 მკითხველთა ლიგა
- არც ისე ძნელია, როგორც გეჩვენებათ. მე ყველაფერი მო-
ვიფიქრე. მისტერ ენტუისლი განაცხადებს, რომ სახლი გაყიდუ-
ლია (Entendu,28 ამგვარი გარიგება ზოგჯერ იშლება კიდეც). იგი
ოჯახის ყველა წევრს აქ მოიწვევს, რათა აუქციონის დაწყებამდე
მათთვის სასურველი ავეჯი შეარჩიონ. შეხვედრის დანიშვნა შე-
საფერის უქმეებზე შეიძლება.
იგი გაჩუმდა, ხანმოკლე დუმილის შემდეგ კი დაამატა:
- როგორც ხედავთ, ყველაფერი საკმაოდ მარტივია.
ელენმა მას ცისფერი, თითქმის ყინულივით ცივი თვალებით
შეხედა.
- თქვენ ვიღაცას ხაფანგს უგებთ, მესიე პუარო?
- სხვა რა გზა მაქვს! ნეტავ მეტი ვიცოდე, მაგრამ, სამწუხა-
როდ... შესაძლოა, - დაამატა მან ჩაფიქრებით, - ტესტების ჩატა-
რებაც მომიხდეს...
- ტესტების? კერძოდ?
- ჯერ თვითონაც არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, მადამ,
აჯობებს, თუ მათ შესახებ არ გეცოდინებათ.
- მაშასადამე, მეც შემამოწმებენ?
- თქვენ, მადამ, ასე ვთქვათ, სცენის მიღმა, კულისებში იქნე-
ბით. კიდევ ერთი პრობლემაა. ვფიქრობ, ახალგაზრდები ხალი-
სით მოვლენ, მისტერ ტიმოთი ებერნეთისა კი რა მოგახსენოთ.
როგორც გავიგე, სახლიდან არ გამოდის.
ელენს მოულოდნელად სახე გაუნათდა:
- შესაძლოა, ბედმა გაგიღიმოთ, მესიე პუარო. გუშინ ტელე-
ფონით მოდს ველაპარაკე. მუშები სახლს ღებავენ და ტიმოთი
საშინლად იტანჯება საღებავის სუნით. ამბობს, რომ ეს მის ჯან-
მრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ვფიქრობ, თუ შევთავაზებ, ის
და მოდი სიხარულით გადმოვლენ აქ ერთი-ორი კვირით. მოდის
ჯერაც უჭირს სიარული - ალბათ, იცით, რომ კოჭი მოიტეხა.
28
Entendu (ფრანგ.) - ცხადია.
181 მკითხველთა ლიგა
- არა, რა სამწუხაროა!
- საბედნიეროდ, ისინი კორას კომპანიონს, მის ჯილკრისტს
მოურიგდნენ. იგი ნამდვილი განძი აღმოჩნდა.
- რა თქვით? - პუარომ ელენისკენ თავი მკვეთრად მიაბრუნა,
- მათ მის ჯილკრისტი მიიწვიეს? ეს ვინ მოაგვარა?
- ალბათ, სიუზენმა - სიუზენ ბენკსმა.
- აჰა, - უცნაური კილოთი თქვა პუარომ, - მაშასადამე, პატარა
სიუზენმა, არა? როგორ უყვარს ყველაფრის მოკვარახჭინება.
- ჩემი აზრით, ძალზე გონებაგამჭრიახი ქალიშვილია.
- დიახ, მარჯვეა. ის თუ გაიგეთ, მის ჯილკრისტი სიკვდილს
რომ ძლივს გადაურჩა, როდესაც მოწამლული საქორწილო
ტორტის ნაჭერი შეჭამა?
- არა! - ელენს სახეზე შიში გამოესახა, - ახლა გამახსენდა,
მოდმა მითხრა, მის ჯილკრისტი ცოტა ხნის წინ გამოეწერა
საავადმყოფოდანო, მაგრამ იქ მოხვედრის მიზეზი არ ვიცოდი.
მოწამლეს? მაგრამ რატომ, მესიე პუარო?
- მიზეზს მართლა ვერ ხვდებით?
- ყველანი აქ შეკრიბეთ! - მოულოდნელად გაცხარებით შეს-
ძახა ელენმა, - სიმართლე დაადგინეთ! მეტი მკვლელობა აღარ
უნდა მოხდეს!
- მაშასადამე, ითანამშრომლებთ ჩემთან?
- დიახ, ვითანამშრომლებ.

182 მკითხველთა ლიგა


თავი 15
- ეს ლინოლეუმი მშვენივრად გამოიყურება, მისის ჯოუნზ.
გცოდნიათ, როგორც უნდა მოვლა. ჩაიდანი სამზარეულოს მაგი-
დაზეა - შეგიძლიათ, დაისხათ. საუზმეს მისტერ ებერნეთის წავუ-
ღებ და ახლავე მოვალ.
მის ჯილკრისტი ლანგარზე მოთავსებული საჭმლით კიბეზე
ავიდა და ტიმოთის ოთახის კარზე დააკაკუნა. შიგნიდან ბუზღუნი
მოესმა, რაც შესვლის ნებართვად აღიქვა და სწრაფად შეაბიჯა
საძინებელში.
- დილის ყავა და ნამცხვარი, მისტერ ებერნეთი. ვიმედოვნებ,
დღეს თავს უკეთ გრძნობთ. მშვენიერი დღეა!
- რძეს ნაღები ხომ არა აქვს? - დაეჭვებით ჩაიბურტყუნა ტი-
მოთიმ.
- არა, მისტერ ებერნეთი. ფრთხილად მოვხადე და საწურიც
მოვიტანე იმ შემთხვევისთვის, თუ კიდევ გაიკეთებს. ზოგს უყ-
ვარს ნაღები და ამბობს, ამას არაფერი სჯობსო. ასეც არის.
- იდიოტები! - ჩაილაპარაკა ტიმოთიმ, - ეს რა ნამცხვარია?
- ძალიან ადვილად მოსანელებელია.
- სისულელეა. მხოლოდ ჯანჯაფილიანი ნამცხვრის ჭამა შეიძ-
ლება.
- სამწუხაროდ, ამ კვირას მაღაზიაში სხვანაირი არ იყო, თუმ-
ცა ძალიან კარგია. გასინჯეთ და თვითონ დარწმუნდებით.
- გმადლობთ. მშვენივრად ვიცი, რაც არის. ფარდას ხელი გა-
უშვით!
- ვიფიქრე, რომ ცოტა მზე არ გაწყენდათ. სასიამოვნო დღეა.
- მე კი მინდა, ოთახში ბნელოდეს. თავი მისკდება. სულ იმ
წყეული საღებავის ბრალია. მის სუნს ყოველთვის ცუდად ვიტან-
დი: მწამლავს და ეგ არის.

183 მკითხველთა ლიგა


მის ჯილკრისტმა ცხვირით ჰაერი შეისუნთქა და მხიარულად
თქვა:
- აქ სუნი თითქმის არ იგრძნობა. მღებავები სხვა ოთახში გა-
დავიდნენ.
- თქვენ ჩემზე ცუდი ყნოსვა გაქვთ... ნუთუ არ შეიძლება, ყვე-
ლა წიგნი, რომელსაც ვკითხულობ, ისე დადოთ, რომ მივწვდე?
- მაპატიეთ, მისტერ ებერნეთი, არ ვიცოდი, თუ ყველას ერ-
თდროულად კითხულობდით.
- სად არის ჩემი ცოლი? საათზე მეტია, არ მინახავს.
- მისის ებერნეთი დივანზე ისვენებს.
- უთხარით, მოვიდეს და აქ დაისვენოს.
- კარგი, მისტერ ებერნეთი, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩასთვლიმა.
იქნებ თხუთმეტი წუთი დაველოდოთ?
- არა. უთხარით, რომ ახლავე მჭირდება… და პლედს ნუ აწვა-
ლებთ. მე ისე დავდე, როგორც მომწონს.
- მაპატიეთ. მომეჩვენა, რომ ცოტათი ჩამოცურდა...
- მე კი მომწონს, როდესაც ჩამოცურდება ხოლმე. წადით და
მოდი მოიყვანეთ.
მის ჯილკრისტი სასტუმრო ოთახში ჩავიდა, სადაც მოდ ებერ-
ნეთი იჯდა, ფეხი ტაბურეტზე შემოედო და რომანს კითხულობდა.
- მაპატიეთ, მისის ებერნეთი, - მოიბოდიშა მან, - მაგრამ მის-
ტერ ებერნეთი გეძახით.
მოდმა წიგნი დამნაშავის გამომეტყველებით გადადო გვერ-
დზე.
- ღმერთო ჩემო! ახლავე წავალ.
მან ხელი ჯოხისკენ გაიწვდინა.
- მოხვედი, როგორც იქნა! - იფეთქა ტიმოთიმ, როდესაც მისი
ცოლი ოთახში შევიდა.
- მაპატიე, ძვირფასო. არ ვიცოდი, თუ გჭირდებოდი.

184 მკითხველთა ლიგა


- შენი მოყვანილი ქალი ჭკუაზე შემშლის. ქათამივით გაუთა-
ვებლად ფუსფუსებს და კრიახობს. ნამდვილი შინაბერაა.
- ვწუხვარ, რომ გაღიზიანებს. ცდილობს, კარგად მოგექცეს.
მეტი არაფერი.
- არ მინდა, ეს წყეული შინაბერა თავზე დამჭყიოდეს, თანაც,
საშინლად მოკუზულია.
- სულ ოდნავ.
- ისე მექცევა, როგორც პატარა ბავშვს. ეს მაგიჟებს.
- მესმის, ჩემო კარგო, მაგრამ გთხოვ, ძალიან გთხოვ, უხე-
შად არ მიმართო. მე ჯერ სრულიად უმწეო ვარ, თანაც ამბობ,
საჭმელს კარგად ამზადებსო.
- საჭმელს მართლაც კარგად ამზადებს, - უხალისოდ აღიარა
მისტერ ებერნეთიმ, - მაგრამ სამზარეულოში დარჩეს. მეტს არა-
ფერს ვითხოვ. უთხარი, რომ ჩემ გარშემო ნუ დაფუსფუსებს.
- კარგი, ძვირფასო. თავს როგორ გრძნობ?
- ისე რა. ვფიქრობ, აჯობებს, ბარტონს დაუძახო, რომ გამსინ-
ჯოს. ეს საღებავი გულზე მოქმედებს. ნახე, როგორი არათანაბა-
რი პულსი მაქვს.
მოდმა პულსი უკომენტაროდ გაუსინჯა.
- ტიმოთი, იქნებ სასტუმროში გადავიდეთ, სანამ სახლის ღებ-
ვას დაამთავრებენ?
- ეს ძალიან ძვირი დაჯდება.
- განა ახლა ეს ასე მნიშვნელოვანია?
- შენც სხვა ქალებივით საშინელი მფლანგველი ხარ! მემ-
კვიდრეობით ჩემი ძმის ქონების უმნიშვნელო ნაწილი გვერგო,
შენ კი გგონია, სასტუმრო „რიცში“ განუსაზღვრელი ვადით
ცხოვრება შეგვიძლია.
- მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობდი.
- უნდა გაგაფრთხილო, რომ რიჩარდის ფული ჩვენს მდგომა-
რეობას თითქმის არ შეცვლის. ამაზე სახელისუფლებო წურბლე-
185 მკითხველთა ლიგა
ბი იზრუნებენ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა - ყველაფერს გადასა-
ხადები შეჭამს.
მისის ებერნეთიმ სევდიანად დააქნია თავი.
- ყავა ცივია, - თქვა ტიმოთიმ და ზიზღით შეხედა ფინჯანს,
რომელსაც ჯერ არც კი შეხებოდა, - რატომ არ შეიძლება, ერ-
თხელ მაინც დავლიო ცხელი ყავა?
- გაგიცხელებ.
სამზარეულოში მის ჯილკრისტი ჩაის სვამდა და მისის ჯოუნზს
თავაზიანად, თუმცა ოდნავ ცხვირაბზეკით ესაუბრებოდა.
- ძალიან მინდა, მისის ებერნეთის საქმე თავიდან ავაცილო, -
თქვა მან, - კიბეზე ზევით-ქვევით სირბილი მისთვის საშინელე-
ბაა.
- თვითონ არის დამნაშავე - ქმრის წინაშე ლამის ოთხზე და-
ფოფხავს, - მიუგო მისის ჯოუნზმა და ფინჯანში ჩაყრილ შაქარს
მოურია.
- სამწუხაროა, რომ ინვალიდი ქმარი ჰყავს.
- არც ასეთი ინვალიდია, - სახე მოეღუშა მისის ჯოუნზს, - უბ-
რალოდ, ურჩევნია, იწვეს, ზარი დარეკოს და დაელოდოს, რო-
დის მიართმევენ ლანგარს. ისე, მშვენივრად შეუძლია ადგომა
და სიარული. როდესაც ცოლი სახლში არ იყო, სოფელშიც კი
ვნახე. მშვენივრად დადიოდა. რაც სჭირდება, მაგალითად, თამ-
ბაქო და საფოსტო მარკა, თვითონაც შეუძლია მოიტანოს. ამი-
ტომ, როდესაც ქალბატონი დაკრძალვაზე გაემგზავრა და აქე-
თობას გზაში გაიჭედა, მისტერ ებერნეთიმ მითხრა, რომ მოვსუ-
ლიყავი და ღამით დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი ვტკიცე. „მა-
პატიეთ, სერ, - ვუთხარი მე, - მაგრამ საკუთარ ქმარს უნდა მივ-
ხედო. დილაობით, ჩვეულებისამებრ, მოვალ, ოღონდ სამუ-
შაოდან დაბრუნების დროისთვის ქმარს ყველაფერი გამზადებუ-
ლი უნდა დავახვედრო“. გადავწყვიტე, რომ მისთვისვე უკეთესი
იქნებოდა, თუ საკუთარ თავს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოემ-
186 მკითხველთა ლიგა
სახურებოდა. მაშინ მიხვდება, რამდენს აკეთებენ მისთვის სხვე-
ბი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი.
მისის ჯოუნზმა ღრმად ამოიოხრა და მაგარი ტკბილი ჩაი
ბლომად მოსვა. მართალია, მის ჯილკრისტთან ურთიერთობი-
სას სიფრთხილეს იჩენდა და მოფუსფუსე შინაბერად მიაჩნდა,
მოსწონდა ის ხელგაშლილობა, რომელსაც იგი მასპინძლების
ჩაისა და შაქრის მარაგის მიმართ იჩენდა.
მან ფინჯანი დადგა და მეგობრულად თქვა:
- ახლა სამზარეულოს იატაკს მოვწმენდ და შინ წავალ. კარ-
ტოფილი გაფცქვნილია, ჩემო კარგო, სამზარეულოს ბაკნის
გვერდით დევს.
თუმცა მიმართვა „ჩემო კარგო“ მის ჯილკრისტს ცოტა ეხამუ-
შა, მან ღირსეულად დააფასა თანამოსაუბრის კეთილი ნება, რა-
მაც დიდი რაოდენობის კარტოფილის გაფცქვნას გადაარჩინა.
სანამ მის ჯილკრისტი პასუხის გაცემას მოასწრებდა, ტელე-
ფონმა დარეკა და იგი სასწრაფოდ შემოსასვლელისკენ გაეშუ-
რა. აპარატი, რომლის მსგავსსაც ჯერ კიდევ ორმოცდაათი წლის
წინ იყენებდნენ, ბნელ დერეფანში, კიბესთან იდო, სადაც ორპი-
რი ქარი ქროდა.
როდესაც მოდ ებერნეთი ზედა ბაქანზე გამოჩნდა, მის ჯილ-
კრისტი ჯერაც ლაპარაკობდა. მან ზევით აიხედა და დიასახლისს
მოახსენა:
- ეს, თუ არ ვცდები, მისის... ლეო ებერნეთია.
- გადაეცით, რომ ახლავე მოვალ.
მოდი ნელა და გაჭირვებით შეუდგა კიბეზე დაშვებას.
- სამწუხაროა, რომ კვლავ მოგიწიათ ქვემოთ დაშვებამ, მი-
სის ებერნეთი, - თანაგრძნობით ჩაილაპარაკა მის ჯილკრისტმა,
- მისტერ ებერნეთიმ საუზმობა უკვე დაასრულა? ახლავე ავალ
და ლანგარს წამოვიღებ.

187 მკითხველთა ლიგა


იგი აჩქარებით გაეშურა ზევით, მისის ებერნეთიმ კი ყურმი-
ლი აიღო.
- ელენ? მოდი ვარ.
ინვალიდმა მის ჯილკრისტს გაბოროტებული მზერა მიაპყრო.
როდესაც ქალმა ლანგარი აიღო, მან გაბრაზებით ჰკითხა:
- ვინ დარეკა?
- მისის ლეო ებერნეთიმ.
- ჰო, ახლა მთელი საათი იჭორავებენ. როდესაც ქალები ტე-
ლეფონზე ლაპარაკობენ, დროის შეგრძნებას კარგავენ. ფულზე
რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც ამ ლაქლაქში იხარჯება.
მის ჯილკრისტმა მკვირცხლად შენიშნა, რომ საუბრის თანხის
გადახდა მისის ლეოს მოუწევდა, რაზეც ტიმოთიმ გაღიზიანებით
ჩაიბურტყუნა:
- ფარდა გადასწიეთ. ეს არა, მეორე. არ მინდა, შუქი თვალებ-
ში მირტყამდეს. ასე ჯობია. რახან ინვალიდი ვარ, ეს იმას არ
ნიშნავს, რომ მთელი დღე სიბნელეში უნდა ვიჯდე... და თაროზე
მწვანეყდიანი წიგნი მომიძებნეთ... რა მოხდა? სად მიდიხართ?
- კარზე რეკავენ, მისტერ ებერნეთი.
- მე არაფერი გამიგია. გარდა ამისა, ქვემოთ ხომ არის ქალი,
იმან გააღოს.
- კარგი, მისტერ ებერნეთი. რომელი წიგნის მოძებნა მთხო-
ვეთ?
ინვალიდმა თვალები დახუჭა.
- აღარ მახსოვს. ყურადღება გამიფანტეთ. აჯობებს, წახვი-
დეთ.
მის ჯილკრისტმა ლანგარს ხელი სტაცა და აჩქარებით გავი-
და. ლანგარი საკუჭნაოს მაგიდაზე დადო და სირბილით გაუყვა
შემოსასვლელს, სადაც მისის ებერნეთი ჯერაც ტელეფონით სა-
უბრობდა.

188 მკითხველთა ლიგა


მალე მის ჯილკრისტი დაბრუნდა და დიასახლისს ხმადაბლა
ჰკითხა:
- მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მონაზონი მოვიდა,
რომელიც შეწირულებას აგროვებს რომელიღაც ფონდისთვის -
თუ არ ვცდები, „მარიამ ღვთისმშობლის გული“ ჰქვია. ხელში
რვეული უჭირავს. როგორც წესი, ნახევარ კრონს ან ხუთ ში-
ლინგს აძლევენ ხოლმე.
- ერთი წუთით, ელენ, - თქვა ყურმილში მოდმა და მის ჯილ-
კრისტს მიუბრუნდა, - კათოლიკური ეკლესიის ფონდებს არა-
ფერს ვაძლევ. ჩვენს ეკლესიას საკუთარი საქველმოქმედო ორ-
განიზაციები ჰყავს.
მის ჯილკრისტი კვლავ კარიკენ გავარდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მოდმა საუბარი შემდეგი წინადა-
დებით დაასრულა:
- ამის თაობაზე ტიმოთის დაველაპარაკები.
მან ყურმილი დადო და შემოსასვლელისკენ გაემართა. მის
ჯილკრისტი გაუნძრევლად იდგა სასტუმრო ოთახის კართან. იდ-
გა მოღუშული, შეფიქრიანებული და შეკრთა, როდესაც მოდ
ებერნეთიმ მიმართა:
- რამე მოხდა, მის ჯილკრისტ?
- ოჰ, არა, არაფერი, მისის ებერნეთი. უბრალოდ, ფიქრებში
წავედი. სულელურად მომივიდა, სახლში ხომ ამდენი საქმეა.
მის ჯილკრისტი ჭიანჭველასავით აფუსფუსდა, მოდი კი გა-
ჭირვებით ავიდა ქმრის ოთახში.
- ელენმა დარეკა. როგორც ჩანს, სახლ-კარი გაიყიდა - მის
შეძენას უცხოელი ლტოლვილების რომელიღაც თავშესაფარი
აპირებს...
მან ლაპარაკი შეწყვიტა, ელოდა, რომ ტიმოთი ენერგიულად
გაილაშქრებდა უცხოელი ლტოლვილების წინააღმდეგ, რომ-

189 მკითხველთა ლიგა


ლებსაც იმ სახლში უნდა ეცხოვრათ, სადაც იგი დაიბადა და
გაიზარდა.
- ამ ქვეყანას ღირსების ნასახიც აღარ დარჩა. ჩემი ძველი
სახლი! ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია.
- ელენს კარგად ესმის შენი... იცის, რასაც განვიცდით, - გა-
ნაგრძო მოდმა, - გვთავაზობს, ვეწვიოთ იმ სახლს, სანამ სხვა არ
დასახლებულა. ელენი ძალიან წუხს, რომ საღებავი ასე ცუდად
მოქმედებს შენს ჯანმრთელობაზე. მისი აზრით, შენთვის სასტუმ-
როში გადასვლას ცოტა ხნით „ენდერბიში“ ცხოვრება სჯობს.
მსახურები ჯერაც იქ არიან, ასე რომ, მოვლის მხრივ პრობლემა
არ გექნება.
ტიმოთიმ საჩქაროდ დახურა პირი, რომელიც აღშფოთების
გამოსახატავად უკვე დაეღო. მოულოდნელად გამჭრიახი გამო-
მეტყველება მიიღო, მოწონების ნიშნად თავი დააქნია და თქვა:
- ელენი ძალიან თავაზიანად იქცევა. მაგრამ არ ვიცი… უნდა
დავფიქრდე... აშკარაა, რომ ეს საღებავი მწამლავს. მსმენია,
რომ იგი დარიშხანს შეიცავს. მეორე მხრივ, შესაძლოა, გადას-
ვლამ ძალიან დამღალოს. ძნელი გადასაწყვეტია, რა უკეთესი-
ა...
- ძვირფასო, იქნებ სასტუმრო ჯობდეს, - თქვა მოდმა, - ცხა-
დია, კარგი სასტუმრო ძვირი ღირს, მაგრამ საქმე ხომ შენს ჯან-
მრთელობას ეხება...
ტიმოთიმ გააწყვეტინა:
- მინდა შეიგნო, მოდ, რომ მილიონერები არა ვართ. რატომ
წავიდე სასტუმროში, როდესაც ელენმა თავაზიანად მიგვიწვია
„ენდერბიში“? თუმცა გეტყვი, რომ იქ მიპატიჟება მისი საქმე არ
არის - სახლი მას არ ეკუთვნის. იურიდიულ ნიუანსებში ვერ ვერ-
კვევი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ყველასია, სანამ არ გაყიდულა
და ფული არ გაგვინაწილებია. უცხოელი ლტოლვილები! ბებერი

190 მკითხველთა ლიგა


კორნელიუსი საფლავში გადატრიალდება. დიახ, - ამოიოხრა
მან, - ძალიან მინდა სიკვდილის წინ მშობლიური სახლის ნახვა.
მოდი მარჯვედ ჩამოვიდა ბოლო თულფს:29
- როგორც გავიგე, მისტერ ენტუისლი გვთავაზობს, აუქ-
ციონის ჩატარებამდე ოჯახის წევრებმა ის ავირჩიოთ, რაც მოგ-
ვეწონება: ავეჯი, ფაიფური, სხვა ნივთები.
ტიმოთი მაშინვე წელში გაიმართა:
- აუცილებლად უნდა წავიდეთ და ზუსტად შევაფასოთ ყველა-
ფერი, რასაც სხვები აირჩევენ. თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ,
რაც ამ გოგონების ქმრების შესახებ მსმენია, მათი ნდობა არ შე-
იძლება. შესაძლოა, რომელიმემ ითაღლითოს. ელენი ძალზე
გულკეთილია. უნდა დავესწრო - ეს ჩემი, როგორც ოჯახის უფ-
როსის მოვალეობაა!
იგი წამოდგა და ოთახში ენერგიულად გაიარ-გამოიარა.
- დიახ, შესანიშნავი გეგმაა. ელენს ჩვენგან თანხმობა შეუთ-
ვალე. რომ იცოდე, მე უფრო შენზე ვფიქრობ. სასიამოვნოდ და-
ისვენებ და გარემოსაც შეიცვლი. ბოლო დროს ძალიან ბევრს
მუშაობდი, მღებავები კი თავიანთ საქმეს ჩვენს არყოფნაშიც მო-
უვლიან. ის მისის ჯილესპი დარჩეს და სახლს მიხედოს.
- ჯილკრისტი, - შეუსწორა მოდმა.
ტიმოთიმ ხელი ჩაიქნია და სულერთიაო, თქვა.

29
თულფი - იგივეა, რაც კოზირი.
191 მკითხველთა ლიგა
II
- ამას ვერ გავაკეთებ, - თქვა მის ჯილკრისტმა.
მოდმა გაოცებით შეხედა.
მის ჯილკრისტი კანკალებდა და ვედრებით შეჰყურებდა
დიასახლისს.
- ვიცი, რომ სისულელეა... მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძ-
ლია სახლში მარტო დარჩენა. იქნებ ვინმე მოვიდეს და ღამე აქ
გაათიოს?
მან იმედით შეხედა თანამოსაუბრეს, მაგრამ მოდმა თავი გა-
დააქნია. კარგად იცოდა, რა ძნელი იყო მოახლის პოვნა, რომე-
ლიც ღამის თევით დარჩებოდა.
- რა თქმა უნდა, გგონიათ, რომ სულელური ახირებაა, - გა-
ნაგრძო სასოწარკვეთილი ხმით მის ჯილკრისტმა, - მეც ვერას-
დროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ დამემართებოდა. ნერ-
ვიული და მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ყვე-
ლაფერი შეიცვალა. ლამის თავზარი დამეცეს იმის გაფიქრება-
ზეც კი, რომ მარტო მომიწევს ყოფნა.
- ეს მე მოვიქეცი სულელურად, - თქვა მოდმა, - მას შემდეგ,
რაც ლიტჩეტ-სენტ-მერიში მოხდა.
- საქმეც ესაა... ვიცი, რომ არალოგიკურია. ამას პირველად
როდი ვგრძნობ. მე ხომ არ მეშინოდა კოტეჯში მარტო დარჩენა
მას შემდეგ... მას შემდეგ, რაც მოხდა. შიში თანდათან მომემატა.
ალბათ, სულელს მიწოდებთ, მისის ებერნეთი, მაგრამ, რაც აქ
ჩამოვედი, სულ მეშინია. რამე კონკრეტულის კი არა, უბრა-
ლოდ, მეშინია... ეს სისულელეა და ამის მართლა მრცხვენია,
თუმცა სულ ველოდები, რომ რაღაც საშინელება მოხდება. იმ
მონაზონმაც კი ძალიან შემაშინა, ახლახან რომ მოვიდა... ღმერ-
თო ჩემო, რა ცუდ დღეში ვარ...

192 მკითხველთა ლიგა


- თუ არ ვცდები, ამას შენელებულ შოკს ეძახიან, - ყოყმანით
თქვა მოდმა.
- არ ვიცი, შესაძლოა, ასეც იყოს. ოჰ, ქალბატონო, ალბათ,
უმადური გგონივართ. თქვენი სიკეთის პასუხად...
მოდმა მისი დამშვიდება სცადა.
- რამეს მოვიფიქრებთ, - თქვა მან.

193 მკითხველთა ლიგა


თავი 16
ჯორჯ კროსფილდმა კარის ღიობში გაუჩინარებული ქალის
ზურგს თვალი გააყოლა და გაუბედავად შეჩერდა, შემდეგ კი თა-
ვი დააქნია და უკან მიჰყვა.
ეს ის მაღაზია იყო, რომელიც გაკოტრების გამო აღარ მუშა-
ობდა. ვიტრინების მიღმა სიცარიელეს დაეღო პირი. კარი დაკე-
ტილი დახვდა და დააკაკუნა. იგი მოსულელო შესახედაობის
ახალგაზრდა სათვალიანმა კაცმა გაუღო.
- მაპატიეთ, - დაიწყო ჯორჯმა, - მომეჩვენა, რომ აქ ახლახან
ჩემი დეიდაშვილი შემოვიდა.
ახალგაზრდა კაცმა უკან დაიხია და გზა გაათავისუფლა. ჯორ-
ჯი შიგნით შევიდა.
- გამარჯობა, სიუზენ, - თქვა მან.
სიუზენი, რომელიც ყუთზე იდგა და დასაკეცი სახაზავით რა-
ღაცას ზომავდა, გაოცებული შემოტრიალდა.
- გამარჯობა, ჯორჯ. აქ საიდან გაჩნდი?
- ზურგს მოვკარი თვალი და მაშინვე მივხვდი, რომ შენ იყავი.
- რა მიხვედრილობაა! არ მეგონა, თუ ზურგის მიხედვით ასე
იოლად შეიძლებოდა ვინმეს ცნობა.
- გაცილებით ადვილია, ვიდრე სახით. საკმარისია, წვერი
მიიწებო, ლოყებს უკან ბამბა ჩაიდო და ვარცხნილობა შეიცვა-
ლო, რომ ვერავინ გიცნობს, ოღონდ აჯობებს, ხალხისკენ ზურ-
გით არ შეტრიალდე.
- დავიმახსოვრებ. შენ თუ შეგიძლია დაიმახსოვრო შვიდი ფუ-
ტი და ხუთი დუიმი, სანამ ჩავიწერ?
- რა თქმა უნდა. ეს წიგნის თაროებია?
- არა, კუბატურა. რვა ფუტი და ცხრა დუიმი სამ ფუტსა და
შვიდზე...

194 მკითხველთა ლიგა


ახალგაზრდა სათვალიანმა კაცმა, ერთ ადგილზე რომ ტო-
კავდა, მორიდებით ჩაახველა.
- მაპატიეთ, მისის ბენკს, მაგრამ თუ დარჩენას აპირებთ...
- დიახ, ვაპირებ, - მიუგო სიუზენმა, - თუ გასაღებს მომცემთ,
კარს დავკეტავ და ოფისში დაგიბრუნებთ, როდესაც იქ მოვალ.
კარგი?
- დიახ, გმადლობთ. საქმე ის არის, რომ დღეს დილით ბევრი
სამუშაო გვაქვს, ხალხი კი არ გვყოფნის...
სიუზენი დაუმთავრებელი მობოდიშებით დაკმაყოფილდა.
ახალგაზრდა კაცი გარეთ გავიდა.
- კარგია, რომ მოვიშორეთ, - თქვა სიუზენმა, - უძრავი ქონე-
ბის გაყიდვის აგენტები ყოველთვის ლაქლაქებენ, როდესაც
ვითვლი.
- აჰა, - თქვა ჯორჯმა, - მკვლელობა დაცარიელებულ მაღა-
ზიაში. როგორ მიაშტერდებოდნენ გამვლელები ვიტრინაში მო-
თავსებული ახალგაზრდა ლამაზი ქალის მკვდარ სხეულს. თვა-
ლებს გადმოქაჩავდნენ ოქროს თევზივით.
- ჩემი მოკვლის მიზეზი არა გაქვს, ჯორჯ.
- რატომ? ბიძის ქონებიდან შენი წილის მეოთხედს მივიღებ-
დი. ფულის მოყვარული ადამიანისთვის კარგი მიზეზია.
სიუზენმა გაზომვას თავი მიანება და დეიდაშვილს თვალებ-
მოჭუტულმა შეხედა.
- სულ სხვა ადამიანს ჰგავხარ, ჯორჯ. უცნაურია.
- რას გულისხმობ?
- სარეკლამო პროსპექტს. „ასე გამოიყურება კაცი, რომელიც
წინა გვერდზე ნახეთ, ოღონდ აპინგტონის სამკურნალო მარი-
ლის მიღების შემდეგ“.
იგი სხვა ყუთზე დაჯდა და სიგარეტი გააბოლა.
- შენ, ალბათ, ძალიან გჭირდებოდა ბიძია რიჩარდის ფული-
დან წილი, არა, ჯორჯ?
195 მკითხველთა ლიგა
- ჩვენს დროში ვერავინ იტყვის, რომ ფული არ სჭირდება, -
უდარდელად მიუგო ჯორჯმა.
- დიდ გასაჭირში იყავი, ხომ ასეა? - არ მოეშვა სიუზენი.
- არა მგონია, ეს შენი საქმე იყოს.
- უბრალოდ, მაინტერესებს.
- ეს მაღაზია ოფისისთვის უნდა იქირავო?
- მთლიან სახლს ვყიდულობ.
- ყველაფრით?
- ჰო. ზედა ორ სართულზე საცხოვრებელი ბინები იყო. ერთი
ცარიელია და მაღაზიასთან ერთად იყიდება, მეორე კი მობინად-
რეებისგან უნდა გამოვისყიდო.
- კარგია, როცა ფული გაქვს, არა, სიუზენ?
ჯორჯის ხმაში ბოროტი დაცინვა გაისმა, მაგრამ სიუზენმა
მშვიდად მიუგო:
- ეს ჩემთვის სასწაული იყო. როგორც პასუხი ჩემს ლოცვებ-
ზე.
- განა ლოცვას ხანდაზმული ნათესავების მოკვლა შეუძლია?
სიუზენმა ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.
- ეს სახლი ყოველმხრივ მაწყობს. ჯერ ერთი, თავისი დროის
არქიტექტურის კარგი ნიმუშია. ზევით განთავსებულ საცხოვრე-
ბელ ფართს უნიკალურ რამედ ვაქცევ. იქ ორი შესანიშნავი ნა-
ძერწი ჭერია და შესანიშნავი ფორმის ოთახები. ქვედა სართულს
კი, რომელიც გადაკეთებულია, სრული მოდერნიზაცია მოუწევს.
- აქ რა იქნება? ატელიე?
- არა, სილამაზის სალონი. ბალახეულისგან დამზადებული
პრეპარატები, სახის კრემები და მისთანები. ეს ყოველთვის მომ-
გებიანი საქმე იყო. მხოლოდ ინდივიდუალურობა სჭირდება,
რომლითაც თვითონ უზრუნველვყოფ.
ჯორჯმა ინტერესით შეავლო თვალი დეიდაშვილს. მოსწონდა
მისი ენერგიული სახე, მგრძნობიარე პირი, გლუვი კანი. სიუზენს
196 მკითხველთა ლიგა
ის იდუმალი თვისება გააჩნდა, რომელსაც ყოველთვის წარმა-
ტება მოაქვს.
- ჰო, სიუზენ, - თქვა ჯორჯმა, - ვფიქრობ, მიაღწევ შენსას და
ერთიორად ამოიღებ ჩადებულ თანხას.
- აქვე სავაჭრო ქუჩაა, კართან კი მანქანის დაყენება შეიძლე-
ბა.
ჯორჯმა კვლავ დაუქნია თავი:
- დიდხანს ფიქრობდი ამ გეგმაზე?
- წელიწადზე მეტხანს.
- მოხუც რიჩარდს რატომ არ მიმართე? ის დააფინანსებდა
შენს პროექტს.
- მივმართე.
- და ხელი არ გაგიმართა? უცნაურია. ჩემი აზრით, მას შენში
თავისი მსგავსი გერგილიანობა უნდა დაენახა.
სიუზენმა არაფერი უპასუხა და ჯორჯს თვალწინ გამხდარი,
ნერვიული, დაძაბულად მომზირალი ახალგაზრდა კაცი წარმო-
უდგა.
- რა როლს მიუჩენ შენს... რა ჰქვია... გრეგს? - დაინტერესდა
იგი, - ვიმედოვნებ, ფხვნილითა და ტაბლეტებით ვაჭრობას თავს
დაანებებს, არა?
- რა თქმა უნდა. სახლის უკან ლაბორატორია იქნება. კრემე-
ბისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების საკუთარ ფორმულებს
შევქმნით.
ჯორჯმა ძლივს შეიკავა ღიმილი. უნდოდა, ეთქვა: „მაშასადა-
მე, ბიჭი თავის სათამაშოს მიიღებს“, თუმცა გადაიფიქრა. ჯორჯი
სიამოვნებით დასცინებდა დეიდაშვილს, მაგრამ გრძნობდა,
რომ სიუზენის გრძნობას ქმრის მიმართ ძალზე ფრთხილად უნ-
და მოჰკიდებოდა. იყო მასში რაღაც სახიფათო. ისევე, როგორც
დაკრძალვის დღეს, ჯორჯმა კვლავ გრეგორიზე გაიფიქრა. უც-

197 მკითხველთა ლიგა


ნაური კაცი იყო - გარეგნულად უთვალტანადო, მაგრამ რაღა-
ცით ყურადღებას იპყრობდა...
ჯორჯმა კვლავ მშვიდ და გაბრწყინებულ სიუზენს შეხედა.
- ჩვენს ოჯახში მხოლოდ შენ ხარ ჭეშმარიტი ებერნეთი, -
თქვა მან, - სამწუხაროა, რომ მოხუცი რიჩარდი ქალებს არ სწყა-
ლობდა. კაცი რომ ყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, მთელ
ფულს შენ დაგიტოვებდა.
- ჰო, ვფიქრობ, ასე მოიქცეოდა, - ჩაილაპარაკა სიუზენმა,
ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა, - თუმცა გეცოდინება, რომ გრეგი
არ მოსწონდა...
- მართლა? - ჯორჯმა წარბები აზიდა, - შეცდომა ყველას მოს-
დის. ასეა თუ ისე, ახლა ყველაფერი კარგადაა და გეგმის მიხედ-
ვით მიდის.
მოულოდნელად მან გააცნობიერა, რომ ეს სიტყვები განსა-
კუთრებით სიუზენს შეეფერებოდა. ამ აზრმა წამიერად გაუელვა
და თავი მაშინვე არაკომფორტულად იგრძნო.
მას სულაც არ მოსწონდა ცივსისხლიანი და საქმიანი ქალები.
- სხვათა შორის, ელენისგან თუ მიიღე წერილი? „ენდერბის-
თან“ დაკავშირებით?
- ჰო, დღეს დილით. შენ?
- მეც. რას აპირებ?
- მე და გრეგი მომავალ უქმეებზე ვფიქრობთ წასვლას - ცხა-
დია, თუ ეს სხვებსაც აწყობთ. როგორც ჩანს, ელენს სურს, ყვე-
ლა შეგვკრიბოს.
- თორემ ზოგს სხვებზე უკეთესი ავეჯი შეხვდება? - ეშმაკურად
გაეღიმა ჯორჯს.
სიუზენს გაეცინა.
- ვფიქრობ, ყველა ნივთი უკვე შეფასებულია, მაგრამ ანდერ-
ძის დამტკიცებისას შეფასებული ქონების ღირებულება ყოველ-
თვის ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ ფასზე, თანაც, რამეს
198 მკითხველთა ლიგა
ავიღებდი ოჯახური კეთილდღეობის შემქმნელის სამახსოვროდ.
კარგი იქნებოდა, იმ სახლში ვიქტორიანული ეპოქისთვის დამა-
ხასიათებელი ორიოდე სასაცილო და მომხიბლავი ნიმუში მოგ-
ვეთავსებინა. ახლა ეს მოდურია. მაგალითად, სასტუმრო ოთახ-
ში მალაქიტის მწვანე მაგიდა იდგა. მის გარშემო ფერთა გამის
შექმნა შეიძლება. იქნებ კოლიბრის ფიტულისა და ცვილის ყვა-
ვილების თაიგულის მიმატებაც ღირდეს. მსგავსი რამ ეფექტურ
შთაბეჭდილებას მოახდენს.
- ვენდობი შენს გემოვნებას.
- ალბათ, შენც წამოხვალ, არა?
- რა თქმა უნდა. თუნდაც იმაში დასარწმუნებლად, რომ ყვე-
ლაფერი სამართლიანად ხდება.
სიუზენს კვლავ გაეცინა.
- თუ გინდა, დავნაძლევდეთ, რომ იქ გრანდიოზული ოჯახური
სკანდალი მოხდება.
- როზამუნდი უეჭველად შენს მალაქიტის მაგიდას მოისურ-
ვებს თეატრალური რეკვიზიტის სახით.
ამჯერად სიუზენი მოიღუშა.
- როზამუნდი ცოტა ხნის წინ ნახე?
- ჩვენი დეიდაშვილი, მშვენიერი როზამუნდი30 მას შემდეგ არ
მინახავს, რაც დაკრძალვის შემდეგ მესამე კლასის ვაგონით ერ-
თად ვიმგზავრეთ.
- მე კი ერთი-ორჯერ შევხვდი... მომეჩვენა, რომ ცოტა უც-
ნაურად იქცეოდა...
- რა მოუვიდა? ცდილობს, იფიქროს?
- არა, თითქოს... შეწუხებულია.
- რადგან ამდენი ფული ერგო და იმ საშინელი პიესის დად-
გმას შეძლებს, რომელშიც მაიკლი ბრიყვივით გამოჩნდება?

30
მშვენიერი როზამუნდი - ინგლისის მეფე ჰენრი II-ის შეყვარებულის, როზა-
მუნდ კლიფორდის მეტსახელი.
199 მკითხველთა ლიგა
- ეს საქმე წინ მიიწევს და თუმცა პიესა დიდი არაფერია, შე-
საძლოა, წარმატებით ჩაიაროს. მაიკლი საკმაოდ კარგი მსა-
ხიობია, სცენაზეც მშვენივრად გამოიყურება - ლამაზ, მაგრამ
უნიჭო როზამუნდს კი არ ჰგავს.
- საბრალო მომხიბლავი როზამუნდი.
- როზამუნდი არც ისეთი სულელია, როგორიც გგონია. ზოგ-
ჯერ საოცრად გამჭრიახია. რომ ვერ წარმოიდგენ, ისეთ რამეს
შეამჩნევს ხოლმე. ეს შემაცბუნებელიც კი არის.
- როგორც ჩვენი დეიდა კორა...
- ჰო...
კორა ლანსკენეს ხსენებაზე თავი ორივემ უხერხულად იგ-
რძნო.
დუმილი ჯორჯმა დაარღვია მოჩვენებითი უდარდელი კილო-
თი:
- რახან კორას შევეხეთ, მისი კომპანიონის შესახებ რა ისმის?
ვფიქრობ, მისთვის რამე უნდა გავაკეთოთ.
- გავაკეთოთ? რას გულისხმობ?
- კორა ჩვენი დეიდა იყო და ეს, გარკვეულწილად, ოჯახის ვა-
ლია. იმ ქალისთვის ადვილი არ იქნება ახალი ადგილის შოვნა.
- ეს შენ მოგაფიქრდა?
- ჰო. ადამიანები საკუთარ ტყავს უფრთხილდებიან. ცხადია,
ისინი არ იფიქრებენ, რომ მის ჯილკრისტი მათ ნაჯახით გაუპობს
თავს, მაგრამ გულის სიღრმეში ის აზრი მაინც გაჰკენწლავთ,
რომ მას უბედურების მოტანა შეუძლია. ცრურწმენა საშინელი
რამ არის.
- დიდი ხანია, ასეთი ფიქრები გაწუხებს, ჯორჯ?
- შენ გავიწყდება, რომ იურისტი ვარ, - ცივად მიუგო ჯორჯმა, -
და ხშირად მიხდება უცნაურ და არალოგიკურ საქციელთან შეჯა-
ხება. მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ იმ ქალს რამენაირად უნ-
და დავეხმაროთ - მცირე შემწეობა გამოვუყოთ ან რომელიმე
200 მკითხველთა ლიგა
ოფისში დავასაქმოთ, თუ ამგვარი სამუშაოს შესრულებას შეძ-
ლებს. ასე მგონია, მასთან კონტაქტი არ უნდა დავკარგოთ.
- ნუ წუხხარ, - ცივად და ირონიულად უთხრა სიუზენმა, - ამაზე
უკვე ვიზრუნე. იგი ტიმოთისა და მოდთან გადავიდა.
ჯორჯი გაოცდა.
- შენი აზრით, ეს გონივრულია?
- იმ დროს უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
ჯორჯმა მას ცნობისმოყვარეობით შეხედა.
- ძალიან თავდაჯერებული ხარ, არა, სიუზენ? იცი, რასაც აკე-
თებ და... არაფერს ნანობ.
- სინანული დროის ფუჭად ხარჯვაა, - გულგრილად მიუგო
სიუზენმა.

201 მკითხველთა ლიგა


თავი 17
მაიკლმა როზამუნდს წერილი მაგიდაზე დაუგდო.
- ამაზე რას იტყვი?
- ცხადია, უნდა წავიდეთ. შენ რას ფიქრობ?
- იქნებ ღირდეს კიდეც წასვლა.
- შესაძლოა, იქ რამე ძვირფასეულობა აღმოჩნდეს... რასაკ-
ვირველია, ჩიტების ფიტულებს, ცვილის ყვავილებსა და სხვა
ნივთებს არ ვგულისხმობ, რითაც სავსეა სახლი...
- გეთანხმები - სახლი კი არა, მავზოლეუმია. რამდენიმე ეს-
კიზს სიამოვნებით გავაკეთებდი, განსაკუთრებით, სასტუმრო
ოთახში. ბუხარი და უცნაური ფორმის დივანი „ბარონეტის აღ-
მასვლას“ მოუხდებოდა, თუ კვლავ მოვახერხებთ მის დადგმას.
იგი წამოდგა და საათს დახედა.
- გამახსენდა, რომ როზენჰაიმი უნდა ვნახო. არ დამელოდო,
გვიან დავბრუნდები. ოსკართან ვსადილობ - დადგმა და ამერი-
კელთა წინადადება უნდა განვიხილოთ.
- ძვირფასი ოსკარი. როგორ გაუხარდება შენი ნახვა ამდენი
ხნის შემდეგ! მომიკითხე.
მაიკლმა ცოლს ჯიქურ შეხედა. აღარ იღიმებოდა. სახეზე და-
ძაბულობა დაეტყო.
- რას ნიშნავს „ამდენი ხანი“? კაცი იფიქრებს, ერთმანეთს
რამდენიმე თვე არ შეხვედრიანო.
- განა ასე არ არის? - ჩაილაპარაკა როზამუნდმა.
- სულაც არა. ერთი კვირის წინ ერთად ვისაუზმეთ.
- სასაცილოა. მას ეს, როგორც ჩანს, დაავიწყდა. გუშინ დარე-
კა და თქვა, რომ სპექტაკლის - „ტილი დასავლეთისკენ იყურე-
ბა“ - პრემიერის შემდეგ აღარ უნახავხარ.
- იმ ბებერ სულელს თავში უქრის, - გაეცინა მაიკლს.

202 მკითხველთა ლიგა


როზამუნდი ქმარ თავისი დიდი, ცისფერი, სრულიად უემო-
ციო თვალებით შეჰყურებდა.
- შენ მე სულელი გგონივარ, არა, მაიკლ?
- რას ამბობ, ძვირფასო! ცხადია, არა, - გააპროტესტა მაიკ-
ლმა.
- არა, ასეა, მაგრამ არც ასეთი ბრიყვი ვარ. იმ დღეს ოსკარს
არ შეხვედრიხარ. ვიცი, სადაც იყავი.
- რას გულისხმობ, როზამუნდ?
- იმას, რომ ვიცი, სინამდვილეში, სადაც იყავი.
მაიკლი ცოლს მიაჩერდა. ქალის სიმშვიდემ იგი კიდევ უფრო
შეაშფოთა.
- ვერ ვხვდები, რისი თქმა გსურს... - გაუბედავად თქვა მან.
- იმის, რომ სისულელეა ამდენი ტყუილი.
- მომისმინე, როზამუნდ... - მან აღშფოთება დააპირა, მაგრამ
ცოლის ხმადაბლა ნათქვამმა შეაჩერა:
- ჩვენ ხომ გვინდა ამ პიესის დადგმა, არა?
- გვინდა? აბა, რა, მე ხომ სულ ამ როლზე ვოცნებობდი.
- სწორედ ამას ვგულისხმობ.
- კერძოდ?
- ეს საკმაოდ ძვირი ჯდება, ასე რომ, ძალიანაც არ უნდა გავ-
რისკოთ.
- ვიცი, რომ ეს შენი ფულია, - ნელა თქვა მაიკლმა, - თუ გა-
რისკვა არ გინდა...
- ეს ჩვენი ფულია, ძვირფასო, - შეუსწორა როზამუნდმა, -
ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
- მომისმინე, ძვირფასო, აილინის როლი, თუ მას კარგად და-
ვამუშავებთ...
- სულაც არ მინდა ამ როლის თამაში, - გაეღიმა როზამუნდს.
- ძვირფასო, - მაიკლი განცვიფრებული ჩანდა, - რა დაგემარ-
თა?
203 მკითხველთა ლიგა
- არაფერი.
- ჰო, მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვანაირი იყავი, ახლა კი თით-
ქოს რაღაც გაწუხებს.
- მხოლოდ ის მინდა, რომ ფრთხილად იყო, მიკ.
- რას ამბობ? მე ხომ მუდამ ვფრთხილობ.
- ასე არ არის. გგონია, რომ ყოველთვის დაიძვრენ თავს და
ყველა დაიჯერებს შენს ტყუილებს. იმ დღეს სულელურად მოიქე-
ცი ოსკართან დაკავშირებით.
მაიკლი სიბრაზისგან გაწითლდა.
- საკუთარ თავზე რას იტყვი? ასე თქვი, ჯეინთან ერთად მაღა-
ზიებში უნდა გავიაროო. ის კი რამდენიმე კვირაა, უკვე ამერიკა-
შია.
- ჰო, - თავი დააქნია როზამუნდმა, - ესეც სისულელე იყო. სი-
ნამდვილეში, რიჯენტს-პარკში ვიყავი.
მაიკლმა მას ცნობისმოყვარეობით შეხედა.
- რიჯენტს-პარკში? იქ ხომ არასდროს დადიოდი. ეს რას ნიშ-
ნავს? მეგობარი გაიჩინე? რაც გინდა, ის თქვი, როზამუნდ, მაგ-
რამ ამ ბოლო დროს სხვანაირი გახდი. რატომ?
- ბევრი ვიფიქრე, თუ რა უნდა გაკეთდეს...
მაიკლმა მაგიდას შემოუარა და მასთან ისე მიირბინა, თით-
ქოს მოულოდნელად ვნებამ წამოუარა.
- ძვირფასო! – მგზნებარედ შესძახა მან, - ხომ იცი, რომ სიგი-
ჟემდე მიყვარხარ!
ქალმა მის ალერსს უპასუხა, მაგრამ, როგორც კი ერთმანეთს
დაშორდნენ, მაიკლი კვლავ უსიამოვნოდ გააკვირვა ქალის ლა-
მაზი თვალების უცნაურად ანგარიშიანმა მზერამ.
- შენ ხომ ყველაფერს მაპატიებ? - იკითხა მან.
- ალბათ, - მიუგო ფიქრებში წასულმა როზამუნდმა, - მაგრამ
მთავარი ეს როდია. ახლა ყველაფერი შეიცვალა. კარგად მო-
ფიქრება და დაგეგმვა გვმართებს.
204 მკითხველთა ლიგა
- რისი დაგეგმვა?
როზამუნდი ოდნავ მოიღუშა.
- როდესაც რაღაცას აკეთებ, ეს დასასრული კი არა, დასაწყი-
სია. უნდა დაფიქრდე, შემდგომში რა გააკეთო, რა არის მნიშვნე-
ლოვანი და რა - არა.
- როზამუნდ...
ქალი იჯდა, ჩაფიქრებული იყურებოდა წინ და მაიკლს თით-
ქოს ვერც ამჩნევდა. იგი მხოლოდ ქმრის მესამე დაძახებაზე შეკ-
რთა და ოცნებიდან გამოერკვა.
- რა თქვი?
- გკითხე, რას ფიქრობ-მეთქი...
- მე? ჰო, ვფიქრობ, წავიდე თუ არა იმ სოფელში... რა ჰქვია...
ლიტჩეტ-სენტ-მერიში იმ ქალის... მის... დეიდას კომპანიონის
სანახავად.
- რატომ?
- ის ხომ მალე გაემგზავრება - ნათესავებთან ან სხვაგან. ისე
არ უნდა გავუშვათ, სანამ არ ვკითხავთ...
- რას ვკითხავთ?
- თუ ვინ მოკლა დეიდა კორა.
მაიკლი ცოლს მიაშტერდა.
- შენ გინდა თქვა... ფიქრობ, რომ ეს იცის?
როზამუნდმა კვლავ ფიქრიანად მიუგო:
- ჰო, ვიმედოვნებ... ის ხომ იქ ცხოვრობდა.
- მაგრამ მან პოლიციას უთხრა...
- იმას არ ვამტკიცებ, რომ ზუსტად იცის, მაგრამ, შესაძლოა,
ხვდება იმის მიხედვით, რაც ბიძია რიჩარდმა თქვა იქ ჩასვლი-
სას. სიუზენმა მითხრა, რომ მას დეიდა კორა მოუნახულებია.
- რატომ გგონია, რომ იგი მათ საუბარს მოისმენდა?
- მოისმენდა, ძვირფასო, - როზამუნდს მოეჩვენა, რომ მიუხ-
ვედრელ პატარა ბავშვს არწმუნებდა.
205 მკითხველთა ლიგა
- სისულელეა, ვერ წარმომიდგენია, რომ მოხუცი რიჩარდ
ებერნეთი საკუთარი ეჭვის შესახებ ოჯახის წევრს სხვისი თან-
დასწრებით ესაუბრებოდა.
- გეთანხმები, მაგრამ ქალი კარს უკან იდგა და მოისმინა.
- იმის თქმა გინდა, რომ ფარულად უსმენდა?
- ასე მგონია. დარწმუნებულიც კი ვარ. წარმომიდგენია, რა
მოსაწყენია კოტეჯში სხვა ქალთან ერთად ცხოვრება და მხო-
ლოდ დალაგება, ჭურჭლის რეცხვა და კატასთან ერთად სეირ-
ნობა. ცხადია, ჩუმადაც უსმენდა და წერილებსაც კითხულობდა.
მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.
მაიკლი ცოლს შეშფოთებით მიაჩერდა.
- შენც? - პირდაპირ ჰკითხა მან.
- მე სოფელში კომპანიონად არ წავიდოდი, - როზამუნდი შეკ-
რთა, - ამას სიკვდილი მიჯობს!
- ვგულისხმობ, წერილებს თუ წაიკითხავდი, და ასე შემდეგ...
- კი, თუ რაღაცის გაგება მომინდებოდა, - მშვიდად მიუგო
როზამუნდმა, - განა ყველა ასე არ იქცევა? ყველას აინტერესებს,
რა ხდება. ამისთვის კონკრეტული მიზანი სულაც არ არის საჭი-
რო. ვფიქრობ, ეს მის ჯილკრისტსაც ეხება. დარწმუნებული ვარ,
იცის.
- როზამუნდ, შენი აზრით, ვინ მოკლა კორა? და მოხუცი რი-
ჩარდი? - ყრუ ხმით ჰკითხა მაიკლმა.
კვლავაც გამჭვირვალე ცისფერი თვალების მზერა.
- მორჩი მაგ სისულელეს, ძვირფასო. ეს შენც ისევე კარგად
იცი, როგორც მე, მაგრამ აჯობებს, არასდროს ვახსენოთ. ასეც
მოვიქცევით.

206 მკითხველთა ლიგა


თავი 18
ბიბლიოთეკაში ბუხართან მჯდარი ერკიულ პუარო ჩაფიქრე-
ბული ათვალიერებდა შეკრებილ საზოგადოებას.
წელში გამართული სიუზენი მხნედ და ენერგიულად გამოიყუ-
რებოდა; მის გვერდით მჯდარი ქმარი არაფრის მთქმელი თვა-
ლებით ხელში თოკის ნაგლეჯს ათამაშებდა; საკუთარი თავით
აშკარად კმაყოფილი ჯორჯ კროსფილდი მხიარულად ჰყვებოდა
ატლანტიკურ კრუიზებში ბანქოს შულერების შესახებ, რაზეც
როზამუნდი დაუინტერესებელი ადამიანის კილოთი მექანიკუ-
რად იმეორებდა: „რა საინტერესოა, ძვირფასო, მაგრამ რა-
ტომ?“ აქვე იყო ინდივიდუალურობით გამორჩეული მაიკლი,
მისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობით, აგრეთვე, თავ-
შეკავებული და ოდნავ გაუცხოებული ელენი. ტიმოთი მოხერხე-
ბულად იჯდა საუკეთესო სავარძელში და ზურგით ბალიშს მიყ-
რდნობოდა. ძლიერი და ჯანსაღი მოდი მეუღლეს მზრუნველ მზე-
რას არ აცილებდა. უცნაურ, „მდიდრულ“ ბლუზაში გამოწყობი-
ლი მის ჯილკრისტი თითქოს ბოდიშს იხდიდა ამ ოჯახურ წრეში
უნებურად შემოჭრის გამო. პუარო ხვდებოდა, რომ ქალი მალე
წამოდგებოდა, მოიბოდიშებდა და თავის ოთახში ავიდოდა. მის
ჯილკრისტმა იცოდა საკუთარი ადგილი. ეს მისთვის საკმაოდ
მძიმე ცხოვრებას ესწავლებინა.
სადილის შემდეგ პუარო ყავას წრუპავდა, ნახევრად დახუჭუ-
ლი თვალებით იქ მყოფთ აკვირდებოდა და თითოეულ მათგანს
თავისებურად აფასებდა.
მას სურდა, ყველანი აქ, ერთად შეკრებილიყვნენ. მისი სურ-
ვილი აღსრულდა. ახლა რაღა ექნა? უეცრად პუარომ დაღლი-
ლობა იგრძნო, გამოძიების გაგრძელების ხალისი გაუქრა. სცა-
და, ამის მიზეზი გაერკვია. ელენ ებერნეთის გავლენის ბრალი
ხომ არ იყო? ამ ქალში არსებული პასიური წინააღმდეგობა
207 მკითხველთა ლიგა
მოულოდნელად გაძლიერდა. ნუთუ მშვიდმა და თავაზიანმა
ელენმა მოახერხა და ეს გრძნობა გვერდზე გადადო? იცოდა,
რომ ქალი რიჩარდის სიკვდილის გარემოებებში ქექვას გაურ-
ბოდა, ყველაფრის დავიწყება უნდოდა. პუაროს ეს არ აოცებდა.
მხოლოდ ის აკვირვებდა, რომ თვითონაც სურდა, მას დასთან-
ხმებოდა.
მისტერ ენტუისლის ანგარიში ოჯახის წევრების შესახებ არ
დაიწუნებოდა. მის დაკვირვებულ თვალს საკმაოდ დაწვრილე-
ბით აღეწერა ისინი. პუაროს უნდოდა, შეემოწმებინა, რამდენად
ემთხვეოდა ერთმანეთს მისი და მოხუცი ადვოკატის შეფასებები.
ეჩვენებოდა, რომ ამ ადამიანებთან შეხვედრისას გონება
გაუნათდებოდა - არა იმის შესახებ, თუ როგორ და როდის (ამა-
ზე თავის მტვრევას არ აპირებდა - დაადგინა, რომ მკვლელობა
შესაძლებელი იყო და მეტი არაფერი სჭირდებოდა!), არამედ,
ვინ. მას ხომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდა და
სჯეროდა, რომ როგორც ფერწერაში განსწავლულ ადამიანს შე-
ეძლო მხატვრის ხელწერის გამოცნობა, თვითონაც ასე მოახერ-
ხებდა განსაზღვრული ტიპის მოყვარული დამნაშავის გამოცალ-
კევებას, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში, მკვლელობა-
ზეც არ დაიხევდა უკან.
მაგრამ ეს არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
ვინაიდან, მისი აზრით, აქ მყოფთაგან ნებისმიერს შეეძლო
მკვლელობის ჩადენა. ჯორჯს - კუთხეში მომწყვდეულ ვირთხასა-
ვით; სიუზენს - მშვიდად და საქმიანად, დასახული გეგმის მიხედ-
ვით; გრეგორი იმ უცნაურ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებოდა,
ავადმყოფურად რომ სურთ სასჯელის დამსახურება; პატივმოყ-
ვარე მაიკლს მკვლელებისთვის დამახასიათებელი დიდებისმა-
ძიებლობა მოსჭარბებოდა; როზამუნდს საოცრად პრიმიტიული
თვალსაწიერი ჰქონდა; მოდი იმ დედას ჰგავდა, რომელიც საკუ-
თარი შვილის ბედნიერებისთვის სისასტიკეზეც არ დაიხევდა
208 მკითხველთა ლიგა
უკან, ტიმოთის კი შვილივით უყურებდა. მის ჯილკრისტსაც კი
შეეძლო, ჩაეფიქრებინა და ჩაედინა მკვლელობა, თუ ეს „ტირი-
ფებსა“ და მასთან დაკავშირებულ რესპექტაბელობას დაუბრუ-
ნებდა. და ელენი? პუაროს იგი მკვლელის როლში ვერაფრით
წარმოედგინა. ეს ქალი ძალზე ცივილიზებული იყო და ძალადო-
ბისგან შორს იდგა, თანაც ელენსა და მის ქმარს რიჩარდ ებერ-
ნეთი უყვარდათ.
პუარომ ჩუმად ამოიოხრა. სიმართლემდე მოკლე გზით ვე-
რაფრით მივიდოდა. უფრო ნელი, თუმცა, იმავდროულად, უფრო
საიმედო მეთოდის გამოყენება მოუწევდა. ხანგრძლივად უნდა
ესაუბრა ადამიანებთან, რადგან ისინი, ადრე თუ გვიან, საკუთარ
თავს, როგორც წესი, მაინც გასცემენ, მიუხედავად იმისა, სიმარ-
თლეს ამბობენ თუ ცრუობენ...
ელენმა იქ მყოფთ პუარო წარუდგინა, რომელსაც იმ გარ-
დაუვალი გაღიზიანების დაძლევა მოუხდა, რასაც ოჯახურ შეკ-
რებაზე უცნობი უცხოელის ყოფნა იწვევს. მან ოთხი თვალი და
ოთხი ყური გამოიბა, ყველას აკვირდებოდა და უსმენდა რო-
გორც საზოგადოების თვალწინ, ისე დაკეტილ კართან, ამჩნევდა
ქონების გაყოფისას გამოვლენილ სიმპათიასა თუ ანტიპათიას,
დაუფიქრებლად წარმოთქმულ სიტყვებს, მარჯვედ ახერხებდა
ერთი ერთზე საუბარსა და ტერასაზე გასეირნებას და შესაბამისი
დასკვნებიც გამოჰქონდა. მის ჯილკრისტს მისი საჩაიეს ძველ
დიდებაზე, ფუნთუშებისა და ეკლერების მომზადებაზე ელაპარა-
კა, მასთან ერთად ბოსტანიც დაათვალიერა და კულინარიაში
მცენარეების გამოყენებაზეც იმსჯელა. შემდეგ ნახევარი საათის
განმავლობაში მოთმინებით ისმენდა ტიმოთის ლაქლაქს მისი
ჯანმრთელობისა და მასზე საღებავების მავნე ზემოქმედების შე-
სახებ.
საღებავი? პუარო მოიღუშა. კიდევ ვიღაცამ ახსენა საღება-
ვი... მისტერ ენტუისლმა?
209 მკითხველთა ლიგა
ფერწერაზეც ბევრი ისაუბრეს - პიერ ლანსკენეზე, როგორც
მხატვარზე, კორას ნახატებზე, ასე რომ აღაფრთოვანებდა მის
ჯილკრისტს და დასანახად ვერ იტანდა სიუზენი. „ისინი საფოს-
ტო მარკებს ჰგავს, - ამბობდა იგი, - ეჭვი არ მეპარება, დეიდა
კორა მათ ღია ბარათებიდან იხატავდა“.
ამ შენიშვნამ მის ჯილკრისტი გააღიზიანა და მკვახედ განაც-
ხადა, რომ „ძვირფასი მისის ლანსკენე ყოველთვის ნატურიდან
ხატავდა“.
- დარწმუნებული ვარ, დეიდა ცრუობდა, - უთხრა სიუზენმა
პუაროს ოთახიდან მის ჯილკრისტის გასვლის შემდეგ, - ეს და-
ნამდვილებით ვიცი, თუმცა საბრალო მოხუცს გული აღარ ვატ-
კინე.
- თქვენ რა იცით?
პუარო აკვირდებოდა სიუზენის ნიკაპს, რომელიც მის მტკიცე
ნებისყოფაზე მეტყველებდა.
„ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში, - გაიფიქრა
მან, - იქნებ ეს ოდესმე მეტისმეტ თავდაჯერებაში გადაეზარ-
დოს“.
- მოგიყვებით, - მიუგო სიუზენმა, - ოღონდ მის ჯილკრისტს არ
გაუმხილოთ. პოლფლექსანის ერთ-ერთ პეიზაჟზე ზღვის უბე, შუ-
ქურა და ნავმისადგომია გამოსახული - ყველაფერი, რასაც მოყ-
ვარული მხატვრები ნატურიდან ხატავენ ხოლმე. მაგრამ ნავმი-
სადგომი ომის დროს ააფეთქეს, დეიდა კორამ კი ნახატები
ორიოდე წლის წინ შექმნა. ასე რომ, ნატურიდან ვერაფრით გად-
მოხატავდა, ასე არაა? ღია ბარათებზე ნავმისადგომი ძველებუ-
რი სახითაა. ერთ-ერთი მათგანი დეიდას საძინებელშიც იყო.
როგორც ჩანს, დეიდა კორამ პოლფლექსანში ზერელე მონახა-
ზი გააკეთა, ნამუშევარი კი ფარულად შინ დაასრულა ღია ბარა-
თის გამოყენებით! სასაცილოა, როგორ გასცემენ ხოლმე ადა-
მიანები საკუთარ თავს, არა?
210 მკითხველთა ლიგა
- მართლაც სასაცილოა, - მიუგო პუარომ, ხელსაყრელი შემ-
თხვევით ისარგებლა და განაგრძო, - თქვენ არ გახსოვვართ, მა-
დამ, სამაგიეროდ, მე არ დამვიწყებიხართ. ადრეც მინახავხართ.
სიუზენი პუაროს მიაჩერდა, მან კი თავი ენერგიულად დააქ-
ნია და თქვა:
- დიახ, დიახ, ასეა. მე ავტომობილში ვიჯექი, შარფი მქონდა
შემოხვეული. ფანჯრიდან მოგკარით თვალი. გარაჟში მექანი-
კოსს ესაუბრებოდით. ყურადღება არ მომაქციეთ - დიდი ამბავი,
თუ შარფმოხვეული ვიღაც უცხოელი მანქანაში ზის. მაგრამ მე
შეგამჩნიეთ, რადგან ახალგაზრდა ხართ და ლამაზი, თანაც მზე-
ზე იდექით. ამიტომ, როდესაც აქ მოვედი, გავიფიქრე: „Tiens!31
რა დამთხვევაა!“
- გარაჟში? სად? ეს როდის მოხდა?
- ოჰ, ცოტა ხნის წინ - ერთ კვირაზე მეტი არ იქნება გასული.
ადგილს კი ვერ ვიხსენებ, - იცრუა პუარომ, თუმცა შესანიშნავად
ახსოვდა „სამეფო გერბის“ გარაჟი, - ამ ქვეყანაში ბევრს ვმოგ-
ზაურობ.
- თქვენი ლტოლვილებისთვის შესაფერის სახლს ეძებთ?
- დიახ. ბევრი რამის გათვალისწინება მიწევს - ფასის, ად-
გილმდებარეობის, გადაკეთების შესაძლებლობის.
- ალბათ, აქაც მოგიწევთ გადაკეთება და იმ საშინელი ტიხრე-
ბის დაყენება...
- საძინებლებში - აუცილებლად, მაგრამ პირველ სართულზე
ოთახების უმრავლესობას ხელს არ ვახლებთ, - პუარო ოდნავ
შეყოვნდა და განაგრძო, - ხომ არ წუხხართ, მადამ, რომ ეს ძვე-
ლი ოჯახური კარ-მიდამო უცხოელების ხელში გადადის?
- რა თქმა უნდა, არა, - ამ შეკითხვამ სიუზენი თითქოს გაახა-
ლისა, - ჩემი აზრით, მშვენიერი იდეაა. ამგვარ სახლში ვერავინ
იცხოვრებდა. არც სენტიმენტალობა მაწუხებს, რადგან მას ჩე-
31
Tiens! (ფრანგ.) - აი, ეს მესმის!
211 მკითხველთა ლიგა
მად ვერ აღვიქვამ. მშობლები ლონდონში ცხოვრობდნენ, აქ კი
მხოლოდ შობის დღესასწაულზე ჩამოდიოდნენ. რომ არ დაგიმა-
ლოთ, აქაურობა ყოველთვის საშინელებად მიმაჩნდა - სიმდიდ-
რის სადიდებელ უხამს ტაძრად.
- ახლა სხვანაირი საკურთხევლებია - ჩაშენებული ავეჯით,
ფარული განათებითა და ძვირფასი უბრალოებით, მაგრამ სიმ-
დიდრეს კვლავაც აქვს თავისი ტაძრები, მადამ. როგორც ვხვდე-
ბი, - ვიმედოვნებ, თავხედობაში არ ჩამითვლით, - თვითონაც
აპირებთ რაღაც მსგავსს, არა? ხარჯს მნიშვნელობა არა აქვს -
ყველაფერი de luxe.32
სიუზენს გაეცინა:
- აბა, სადაური ტაძარია, მხოლოდ საქმის საკეთებელი ადგი-
ლია.
- შესაძლოა... სახელწოდებას მნიშვნელობა არა აქვს... ამას
ბევრი ფული დასჭირდება, ხომ ასეა?
- ჩვენს დროში ყველაფერი საშინლად ძვირია, მაგრამ, ვფიქ-
რობ, დანახარჯს ამოვიგებ.
- მომიყევით თქვენი გეგმების შესახებ. გაოცებული ვარ, რომ
ახალგაზრდა ლამაზი ქალი ასეთი პრაქტიკული და საქმიანია.
ჩემს სიყმაწვილეში - უნდა გამოგიტყდეთ, ეს ძალიან დიდი ხნის
წინ იყო, - ლამაზი ქალები მხოლოდ სამოსზე, კოსმეტიკასა და
სხვა სიამოვნებაზე ფიქრობდნენ.
- მე კი სწორედ იმის იმედი მაქვს, რომ ქალები კვლავინდებუ-
რად საკუთარ გარეგნობაზე დარდობენ.
- მაშ, მიამბეთ ამის შესახებ.
სიუზენმა დაწვრილებით გააცნო თავისი პროექტი და ამ
დროს უნებურად გამოამჟღავნა ხასიათის თავისებურებები.
პუარომ ღირსეულად შეაფასა მისი გერგილიანობა, თამამი გეგ-
მები, საჭირო დეტალების დანახვისა და ზედმეტზე დაუფიქრებ-
32
De luxe (ფრანგ.) - უძვირფასესი.
212 მკითხველთა ლიგა
ლად უარის თქმის უნარი. იმავდროულად, გრძნობდა, რომ მას
სისასტიკის გამოვლენაც შეეძლო, როგორც ყველას, ვინც სა-
რისკო გეგმებს ახორციელებს.
პუარო ქალს აკვირდებოდა, ბოლოს კი უთხრა:
- დიახ, თქვენ წარმატებას მიაღწევთ. გაგიმართლათ, რომ,
ბევრისგან განსხვავებით, სიღარიბე არ გბოჭავთ. უკაპიტალოდ
შორს ვერ წახვალთ. ალბათ, აუტანელია, როდესაც ადამიანს
შემოქმედებითი იდეა უხვად აქვს, მათი განსახორციელებელი
ფული კი - არა.
- ამას ნამდვილად ვერ ავიტანდი! მაგრამ ფულს მაინც ვიშო-
ვიდი - ვინმეს ვიპოვიდი, ვინც დამაფინანსებდა.
- რასაკვირველია! ბიძათქვენი, რომელსაც ეს სახლი ეკუთ-
ვნოდა, მდიდარი კაცი იყო. რომც არ გარდაცვლილიყო, ასე თუ
ისე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაგაფინანსებდათ.
- ცდებით. ბიძია რიჩარდს საკმაოდ მოძველებული შეხედუ-
ლება ჰქონდა ქალებზე. მე რომ კაცი ვყოფილიყავი... - მის თვა-
ლებში სიბრაზემ გაიელვა, - მან ძალიან გამაბრაზა.
- მესმის...
- მოხუცები ახალგაზრდებს გზაზე არ უნდა გადაეღობონ. მე...
ოჰ, მაპატიეთ.
ერკიულ პუარომ მხიარულად გაიცინა და ულვაში აიპრიხა.
- დავბერდი, მაგრამ ახალგაზრდებს გზას არ ვუღობავ. ამი-
ტომ ჩემს სიკვდილს არავინ ელოდება.
- რა საშინელი აზრია!
- მაგრამ თქვენ ხომ რეალისტი ხართ, მადამ. მოდი, ზედმეტი
კამათის გარეშე ვაღიაროთ: სამყარო სავსეა ახალგაზრდა და
არცთუ ახალგაზრდა ადამიანებით, რომლებიც მოთმინებით ან
მოუთმენლად ელიან ვინმეს სიკვდილს, რაც მათ სიმდიდრეს თუ
არა, შესაძლებლობას მაინც მისცემს.

213 მკითხველთა ლიგა


- შესაძლებლობა, - გაიმეორა სიუზენმა და ღრმად ამოიოხ-
რა, - ეს ყველას სჭირდება.
- აი, თქვენი მეუღლეც! - შესძახა პუარომ, - იქნებ ისიც შე-
მოუერთდეს ჩვენს პატარა განხილვას... ჩვენ შესაძლებლობაზე
ვსაუბრობთ, მისტერ ბენკს. იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც
კაცმა ორივე ხელი უნდა სტაცოს. თქვენი აზრით, რამდენად
ღრმად შეიძლება ამ დროს შევტოპოთ?
მაგრამ მან ვერ მოისმინა გრეგორი ბენკსის აზრი ვერც შე-
საძლებლობისა და ვერც სხვა რამის შესახებ. პუარომ გრეგთან
გასაუბრებაც კი ვერ მოახერხა, რადგან ეს უკანასკნელი, საკუ-
თარი სურვილით თუ მეუღლის რჩევით, მასთან კონტაქტს ყვე-
ლანაირად თავს არიდებდა.
სამაგიეროდ, პუარო მოდ ებერნეთის დაელაპარაკა - კვლავ
საღებავების სუნისა და იმის შესახებ, თუ რა ბედნიერებაა, რომ
ტიმოთიმ „ენდერბიში“ ჩამოსვლა შეძლო, რომ ელენმა გულ-
მოწყალება გამოიჩინა და მის ჯილკრისტიც მიიწვია.
- ის ჩვენ ძალიან გვჭირდება. ტიმოთის ხშირად უნდება წახემ-
სება. უცხო მსახურს ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ, საკუჭნაოს
გვერდით მდებარე პატარა ოთახში კი გაზქურის სანთურაა, რო-
მელზეც მის ჯილკრისტს ოვალტინის33 ან ბენგერის პროდუქტე-
ბის34 გაცხელება შეუძლია ისე, რომ არავინ შეაწუხოს. დღეში
ათჯერ მაინც დაუზარებლად ჩადის ქვემოთ რამის ამოსატანად.
ვგრძნობ, მას თვით განგებამ ჩაუნერგა სახლში მარტო დარჩე-
ნის შიში, თუმცა გამოგიტყდებით, რომ თავდაპირველად გავ-
ბრაზდი კიდეც.
- შიში?

33
ოვალტინი - პროდუქტი, რომელიც მზადდება რძისგან, ალაოს ექსტრაქ-
ტისგან, შაქრისა და შრატისგან.
34
ბენგერის საკვები - მზა პროდუქტები ბავშვებისა და ინვალიდებისთვის.
214 მკითხველთა ლიგა
პუარომ ინტერესით მოისმინა მოდის ნაამბობი მის ჯილკრის-
ტის მოულოდნელი კოლაფსის შესახებ.
- ეშინოდაო, ამბობთ, მაგრამ მიზეზის დაკონკრეტება უჭირ-
და, არა? საინტერესოა, ძალიან საინტერესოა.
- მე ეს შენელებულ შოკად მივიჩნიე.
- შესაძლოა, ასეც იყოს.
- მახსოვს, ომის დროს, როდესაც ყუმბარა ჩვენგან დაახ-
ლოებით ერთ მილში აფეთქდა, ტიმოთიმ...
პუარომ სასწრაფოდ სცადა ტიმოთისგან აბსტრაჰირება.
- იმ დღეს რამე განსაკუთრებული ხომ არ მომხდარა? - იკით-
ხა მან.
- რომელ დღეს?
- როდესაც მის ჯილკრისტს შეეშინდა.
- არა, არა მგონია. მასში ეს გრძნობა ლიტჩეტ-სენტ-მერიდან
წამოსვლის შემდეგ მატულობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამ-
ბობდა. იქ მისის ჯილკრისტს თითქოს არაფრის ეშინოდა.
და შედეგად, გაიფიქრა პუარომ, მოწამლული საქორწილო
ტორტის ნაჭერი მიიღო. რა გასაკვირია, რომ მას შემდეგ მის
ჯილკრისტს შიში დაეუფლა, რაც სტენსფილდ-გრეინჯთან მდება-
რე მყუდრო, სოფლურ გარემოში გადასვლის შემდეგ თანდათან
გაუძლიერდა. რატომ? თითქოს ტიმოთის მსგავსი ჭირვეული
იპოქონდრიკის მოვლას ისე უნდა მოექანცა, რომ გაღიზიანებას
ნებისმიერი შიში უნდა დაეთრგუნა.
მაგრამ ტიმოთის სახლში მის ჯილკრისტს მაინც ეშინოდა.
რისი? ნეტავ თვითონ თუ იცოდა?
როდესაც სადილის წინ პუარო ცოტა ხნით მის ჯილკრისტის
გვერდით აღმოჩნდა, არ დაახანა და მისთვის საინტერესო თემა-
ზე ჩამოაგდო სიტყვა, რაც უცხოელებისთვის დამახასიათებელი
ცნობისმოყვარეობით ახსნა.

215 მკითხველთა ლიგა


- ალბათ, ხვდებით, რომ მკვლელობის შესახებ ოჯახის წევ-
რებს ვერ დაველაპარაკები, მაგრამ ცნობისწადილი არ მასვე-
ნებს. ჩემს ადგილას ყველას ასე მოუვიდოდა. მხეცური დანა-
შაული - ხანდაზმულ მხატვარ ქალს განმარტოებით მდგარ სახ-
ლში თავს დაესხნენ. რა საშინელებაა ოჯახისთვის. ვფიქრობ,
თქვენთვისაც. მისის ტიმოთი ებერნეთის სიტყვებიდან გამომდი-
ნარე, იმ დროს თქვენ იქ ცხოვრობდით, არა?
- დიახ, ვცხოვრობდი. ბოდიშს გიხდით, მესიე პონტარლიე,
მაგრამ ამ საკითხზე საუბარი მიმძიმს.
- რა თქმა უნდა! თქვენი შესანიშნავად მესმის.
ეს რომ წარმოთქვა, პუარო დადუმდა და რეაქციას დაელო-
და. მისი მოლოდინისამებრ, მის ჯილკრისტი მაშინვე ალაპარაკ-
და.
პუაროს მისგან ახალი არაფერი გაუგია, თვითონ კი შესანიშ-
ნავად შეასრულა თავისი როლი - არც თანაგრძნობის შეძახი-
ლები დაიშურა და დიდი გულისყურითაც უსმენდა, რაც მის ჯილ-
კრისტს უდავოდ ესიამოვნა.
როდესაც დაწვრილებით მოჰყვა, რისი გადატანაც მოუხდა, -
თუ რა უთხრა ექიმმა და როგორი გულკეთილობა გამოიჩინა
მისტერ ენტუისლმა, - პუარო ფრთხილად შეეხო შემდეგ პუნქტს.
- ვფიქრობ, გონივრულად მოიქეცით, როდესაც იმ კოტეჯში
მარტო არ დარჩით.
- ამას, უბრალოდ, ვერ გავაკეთებდი, მესიე პონტარლიე, მარ-
თლა ვერ გავაკეთებდი.
- თქვენ თითქოს მისტერ ტიმოთი ებერნეთის სახლში დარჩე-
ნისაც შეგეშინდათ, სანამ ისინი აქ იქნებოდნენ, არა?
მის ჯილკრისტმა დამნაშავის გამომეტყველება მიიღო.
- ძალიან მრცხვენია. სულელურ საქციელს კი ჰგავს, მაგრამ
პანიკა დამეუფლა - თვითონაც არ ვიცი, რატომ.

216 მკითხველთა ლიგა


- ეს სავსებით ბუნებრივია. თქვენ, ეს-ეს არის, გამომჯობინ-
დით ვიღაც უნამუსოსგან მოწამვლის მცდელობის შემდეგ...
მის ჯილკრისტმა ამოიოხრა და თქვა, რომ ვერაფრით გაეგო,
რატომ სცადეს მისი მოწამვლა.
- ეს ხომ ცხადია, ძვირფასო ქალბატონო, მკვლელი ფიქრობ-
და, რომ რაღაც იცოდით, რაც მას ამხელდა.
- მე რა უნდა მცოდნოდა? ვიღაც მაწანწალა თუ ნახევრად
შეშლილი...
- ნეტავ მართლა მაწანწალა ყოფილიყო. თუმცა ეჭვი მეპარე-
ბა.
- ოჰ, გთხოვთ, მესიე პონტარლიე, - მის ჯილკრისტი უეცრად
ძალიან გაღიზიანდა, - ასე ნუ ამბობთ. არ მინდა ამის დაჯერება!
- რისი?
- არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არ იყო... ვგულისხმობ, რომ ეს
იყო...
მას თავგზა აებნა და გაჩუმდა.
- და მაინც, - გამჭრიახი კაცის კილოთი თქვა პუარომ, - თქვენ
ეს გჯერათ.
- ოჰ, არა, არა!
- მე ასე მეგონა. ამიტომაც გეშინოდათ. ახლაც გეშინიათ, ხომ
ასეა?
- აქ ჩამოსვლის შემდეგ - აღარ. ხალხმრავლობამ და სა-
სიამოვნო ოჯახურმა გარემომ დამამშვიდა.
- მე კი მგონია... მაპატიეთ, რომ ცნობისმოყვარეობას ვიჩენ,
მაგრამ ერთი მოხუცი და უღონო კაცი ვარ და დროის უმეტეს ნა-
წილს ჩემთვის საინტერესო საქმეებზე ფიქრში ვხარჯავ. ჰოდა,
მგონია, რომ სტენსფილდ-გრეინჯში რაღაც მოხდა, რამაც ძვე-
ლი შიში გაგახსენათ. ჩვენს დროში ექიმები ქვეცნობიერს დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ.
- დიახ, დიახ... მსმენია ამის შესახებ.
217 მკითხველთა ლიგა
- ვფიქრობ, თქვენი ქვეცნობიერი შიშის, ასე ვთქვათ, ამოტივ-
ტივებას ხელი კონკრეტულმა, იქნებ უმნიშვნელო შემთხვევამ
შეუწყო, რომელმაც კატალიზატორის როლი ითამაშა.
მის ჯილკრისტი მაშინვე ამ აზრს ჩაებღაუჭა.
- დარწმუნებული ვარ, მართალი ბრძანდებით, - თქვა მან.
- რა შეიძლებოდა ყოფილიყო... მ-მ... ეს კონკრეტული შემ-
თხვევა?
მის ჯილკრისტი დაფიქრდა და მოულოდნელად მიუგო:
- იცით რა, მესიე პონტარლიე, ვფიქრობ, ეს მონაზონი იყო.
სანამ პუარო მოსმენილის გააზრებას მოასწრებდა, ოთახში
სიუზენი შემოვიდა ქმართან ერთად, მათ ელენი მოჰყვებოდა.
„მონაზონი, - გაიფიქრა პუარომ, - საინტერესოა, სად მოვის-
მინე უკვე ამ ამბავთან დაკავშირებული მონაზვნის შესახებ?“
პუარომ გადაწყვიტა, საღამოს შეუმჩნევლად მონაზვნებზე ჩა-
მოეგდო სიტყვა.

218 მკითხველთა ლიგა


თავი 19
ოჯახი თავაზიანად ექცეოდა მესიე პონტარლიეს - გაეროს
დდც-ის წარმომადგენელს. პუარო მართალი აღმოჩნდა, როდე-
საც ეს აბრევიატურა გამოიყენა. გაეროს დდც ყველამ ჩვეულებ-
რივად მიიღო, თავიც კი მოიკატუნეს, თითქოს ამ ორგანიზაციის
საქმიანობას კარგად იცნობდნენ. ადამიანები საკუთარ უცოდი-
ნარობას უხალისოდ აღიარებენ. გამონაკლისი მხოლოდ როზა-
მუნდი იყო, რომელმაც ცნობისმოყვარეობით იკითხა:
- რა არის გაეროს დდც? არასდროს მსმენია.
საბედნიეროდ, იმ მომენტში გვერდით სხვა არავინ აღმოჩ-
ნდა. პუარომ თავისი ორგანიზაცია იმგვარად წარმოადგინა,
რომ, როზამუნდის გამოკლებით, ყველას შერცხვა ამ საქვეყნოდ
ცნობილი ცენტრის შესახებ თავისი არაინფორმირებულობის
დადასტურება. როზამუნდმა მხოლოდ შენიშვნა იკმარა:
- ოჰ, ისევ ლტოლვილები! როგორ დამღალეს! - და ამით ერ-
თგვარად გაახმოვანა ის, რასაც სხვებიც ფიქრობდნენ, მაგრამ
ასე აშკარად თქმას ვერ ბედავდნენ.
საბოლოოდ, პუარო ისე მიიღეს, როგორც უცხოური დეკორა-
ციის დეტალი, რომელიც მათ ერთგვარად დისკომფორტს უქ-
მნიდა. ცხადია, ყველა ფიქრობდა, რომ ელენს იგი ამ უქმეებზე
თავიდან უნდა მოეშორებინა, მაგრამ ვინაიდან ასე არ მოხდა,
ფაქტს უნდა შეჰგუებოდნენ. საბედნიეროდ, ამ უცნაურმა ტანდა-
ბალმა უცხოელმა ინგლისური თითქოს საკმაოდ ცუდად იცოდა,
ხშირად ვერ იგებდა, რას ეუბნებოდნენ, და თავგზა ებნეოდა,
როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად ლაპარაკობდა.
მას, ძირითადად, მხოლოდ ლტოლვილები და ომის შემდგომი
მდგომარეობა აინტერესებდა, ამიტომაც სიტყვების მარაგი მხო-
ლოდ ამ თემებზე ჰყოფნიდა.

219 მკითხველთა ლიგა


თითქმის ყველასგან მივიწყებული და სკამის საზურგეზე გა-
დაწოლილი ერკიულ პუარო ყავას სვამდა და ისე აკვირდებოდა
იქ მყოფთ, როგორც კატა უთვალთვალებს მოჟივჟივე ჩიტებს.
ჯერჯერობით, კატა ნახტომისთვის მზად არ იყო.
რიჩარდ ებერნეთის მემკვიდრეები მთელი დღის განმავლო-
ბაში სახლში დაბორიალებდნენ და ყველაფერს ათვალიერებ-
დნენ, ბოლოს კი შეიკრიბნენ, რათა თავიანთი არჩევანი
დაეფიქსირებინათ და, საჭიროების შემთხვევაში, დაეცვათ კი-
დეც.
თავდაპირველად საუბარი სპოუდის35 ფაიფურის სადესერტო
სერვიზს შეეხო, რომლითაც მათ სადილის დროს ისარგებლეს.
- ვფიქრობ, დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მიწერია, - თქვა ტი-
მოთიმ მისუსტებული, მელანქოლიური ხმით, - მე და მოდს შვი-
ლები არა გვყავს. უსარგებლო ნივთებით თავს ვერ გადავიღ-
ლით, ამ ძველებურ სერვიზს კი ავიღებდით, თანაც მხოლოდ
სენტიმენტალობის გამო - იგი მე წარსულს მახსენებს. ვიცი, რომ
ახლა მოდაში აღარ არის, - სადესერტო სერვიზი ამჟამად ნაკ-
ლებად ფასობს, - მაგრამ მზად ვარ, ამით დავკმაყოფილდე, და
კიდევ, ბულეს კარადით36 თეთრი ბუდუარიდან.
- დაგაგვიანდათ, ბიძია, - თვითკმაყოფილი უდარდელობით
წარმოთქვა ჯორჯმა, - დილით ელენს ვთხოვე, რომ სპოუდის
სერვიზი ჩემთვის დაეთმო.
ტიმოთი წამოჭარხლდა.
- რას ნიშნავს, დაეთმო? ჯერ არაფერი გადაწყვეტილა! ან
რად გინდა სადესერტო სერვიზი? შენ ხომ უცოლო ხარ.

35
სტაფორდშირის საგრაფოში ჯოზაია სპოუდის (1754-1827) ფაბრიკებში
დამზადებული კერამიკული ნაკეთობები.
36
ბულე - ავეჯის სტილი ფრანგი ხელოსნის, ანდრე შარლ ბულეს (1642-1732)
სახელის მიხედვით.
220 მკითხველთა ლიგა
- საქმე ის არის, რომ სპოუდის ფაიფურის ნაკეთობებს ვაგ-
როვებ, ეს კი საუცხოო ნიმუშია. ბულეს კარადა წაიღე, ბიძია,
რომ მაჩუქოთ, მაინც არ მინდა.
ტიმოთიმ ხელი ისე გაიქნია, თითქოს ბულეს კარადა სულ არ
აინტერესებდა.
- მომისმინე, ჯორჯ, ზედმეტი ხომ არ მოგდის? შენზე უფროსი
ვარ, თანაც, რიჩარდის ერთადერთი ძმა. ასე რომ, სერვიზი ჩემი-
ა!
- იქნებ დრეზდენის ფაიფურის სერვიზი აგეღოთ, ბიძია? შესა-
ნიშნავი ნივთია - სენტიმენტალურ მოგონებებს ისიც მოგგვრით.
ასეა თუ ისე, სპოუდის სერვიზი ჩემია. ვინც პირველი მოდის,
იმას ემსახურებიან.
- სისულელეა! არაფერი შეგეშალოს! - დაიღრიალა ტიმოთიმ
და ნერწყვის შხეფები გადმოაფრქვია.
- გთხოვ, ჯორჯ, ბიძიას ნუ აწყენინებ, - მკვახედ ჩაერთო მო-
დი, - ეს ვნებს. რასაკვირველია, სერვიზსაც მიიღებს, თუ
მოისურვებს. ტიმოთის უფლება აქვს, პირველმა აირჩიოს,
თქვენ კი, ახალგაზრდებს, მოცდა მოგიწევთ, თანაც, ის რიჩარ-
დის ძმაა, შენ კი - მხოლოდ დისშვილი.
- რაღაცას მეც დავამატებ, ახალგაზრდავ! - გაბრაზებული ტი-
მოთი პირიდან ლამის ცოფს ყრიდა, - რიჩარდს რომ ანდერძი
წესიერად შეედგინა, ამ სახლში არსებული ქონების განკარგვის
უფლება მე დამევალებოდა. ასე რომ არ მოხდა, ეს მხოლოდ
სხვათა და სხვათა მავნე ზემოქმედებით თუ აიხსნება. დიახ, ვი-
მეორებ - მავნე ზემოქმედებით!
ტიმოთიმ თავის დისშვილს შეხედა და განაგრძო:
- სულელური ანდერძია, სულელური!
იგი სკამის საზურგეს მიეყრდნო, გულზე ხელი იტაცა და და-
იკვნესა:

221 მკითხველთა ლიგა


- ეს ყველაფერი ჩემზე ცუდად მოქმედებს. ცოტა ბრენდი რომ
დამალევინა...
მის ჯილკრისტი ოთახიდან გავარდა და მალე შემოიტანა მა-
ტონიზებელი სასმლით სავსე სირჩა.
- აი, ბრენდი, მისტერ ებერნეთი. ნუ ღელავთ, გთხოვთ...
გთხოვთ. დარწმუნებული ხართ, რომ წამოწოლა არ გჭირდე-
ბათ?
- ნუ სულელობ, - ტიმოთიმ კონიაკი დალია, - რა დროს წამო-
წოლაა? საკუთარი ინტერესები უნდა დავიცვა!
- მაოცებთ, ჯორჯ, - თქვა მოდმა, - ბიძაშენი სიმართლეს ამ-
ბობს. ჯერ მისი სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. თუ მას სადე-
სერტო სერვიზი სურს, მაშასადამე, მიიღებს კიდეც!
- მით უმეტეს, რომ საძაგელი სერვიზია, - ჩაურთო სიუზენმა.
- ენა გააჩერე, სიუზენ, - გამოეხმაურა ტიმოთი.
სიუზენის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა თავი ასწია
და მკვახედ შესძახა:
- როგორ ბედავთ ჩემს ცოლთან ასე ლაპარაკს!
იგი წამოდგა.
- ყველაფერი კარგადაა, გრეგ, - სწრაფად ჩაილაპარაკა
სიუზენმა, - საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
- სამაგიეროდ, მე მაქვს!
- ვფიქრობ, ჯორჯ, - ჩაერია ელენი, - შეგეძლო თავაზიანობა
გამოგეჩინა და ბიძაშენისთვის სერვიზი დაგეთმო.
- რას ნიშნავს „დაგეთმო“?! - აღშფოთდა ტიმოთი.
მაგრამ ჯორჯმა ელენს თავი დაუქნია და თქვა:
- დეიდა, თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია. უარს ვამბობ
ჩემს მოთხოვნაზე.
- შენ ხომ ის ისედაც არ გჭირდება, ხომ ასეა? - ჰკითხა ელენ-
მა.
ჯორჯმა მას სწრაფად შეხედა და გაიცინა:
222 მკითხველთა ლიგა
- უბედურება ის არის, დეიდა ელენ, რომ ძალიან გამჭრიახი
ბრძანდებით. იმაზე მეტს ამჩნევთ, ვიდრე გსურთ, რომ შეამჩნი-
ოთ. ნუ ღელავთ, ბიძია ტიმოთი, სპოუდის სერვიზი თქვენია. მე
მხოლოდ ვიხუმრე.
- კარგი ხუმრობაა! - შესძახა აღშფოთებულმა მოდ ებერნე-
თიმ, - ბიძაშენს კინაღამ გულის შეტევა დაემართა!
- ეგ არ დაიჯეროთ, - თქვა მხიარულად ჯორჯმა, - ბიძია ტიმო-
თი ყველას გვაჯობებს. ხომ გახსოვთ, რა არის ნათქვამი მოჭრა-
ჭუნე კარზე?
გაბრაზებული ტიმოთი წინ გადმოიხარა და ჩაიბუზღუნა:
- სულაც არ მიკვირს, რომ რიჩარდს შენზე გული გაუტყდა.
- რაო, რაო? - სახე შეეცვალა ჯორჯს.
- შენ აქ მორტიმერის სიკვდილის შემდეგ ჩამოხვედი, გეგო-
ნა, მის ადგილს დაიკავებდი. იმედი გქონდა, რომ რიჩარდი მემ-
კვიდრედ დაგასახელებდა, ხომ ასეა? მაგრამ ჩემი საბრალო ძმა
მაშინვე მიხვდა, ვინც იყავი. მიხვდა, რა დაემართებოდა ფულს,
თუ შენს ხელში აღმოჩნდებოდა. სიმართლე გითხრა, არ ველო-
დი, თუ რიჩარდი თავისი ქონების ნაწილს მაინც დაგიტოვებდა.
მან ხომ მშვენივრად იცოდა, რომ მის ფულს გაანიავებდი ცხე-
ნებში, თამაშში, მონტე-კარლოსა და საზღვარგარეთის სხვა კა-
ზინოებში. თუმცა შესაძლოა, აქ კიდევ სხვა რამ იმალებოდა. რი-
ჩარდს შენს პატიოსნებაში ეპარებოდა ეჭვი, არა?
ჯორჯს ნესტოებზე თეთრი ჩაღრმავებები გამოუჩნდა, მაგრამ
სიმშვიდე შეინარჩუნა:
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ სიტყვები უნდა შეარჩიოთ?
- მე ცუდად ვიყავი და დაკრძალვას ვერ დავესწარი, - არ
ცხრებოდა ტიმოთი, - მაგრამ მოდმა მითხრა, რაც უთქვამს კო-
რას. რასაკვირველია, კორა ყოველთვის სულელი იყო, მაგრამ
იქნებ მის ნათქვამში რაღაც იმალება? თუ ასეა, ვიცი, ვისზე შეიძ-
ლება ეჭვის მიტანა...
223 მკითხველთა ლიგა
- ტიმოთი! - თქვა აუღელვებლად სალ კლდესავით უდრეკმა
მოდმა, - შენ მძიმე საღამო გქონდა. საკუთარ ჯანმრთელობაზე
იფიქრე. ზევით ავიდეთ. დამამშვიდებელს დალევ და დაწვები.
ელენ, მე და ტიმოთი სპოუდის სადესერტო სერვიზსა და ბულეს
კარადას ავიღებთ რიჩარდის მოსაგონრად. ვიმედოვნებ, წინა-
აღმდეგი არავინაა?
მოდმა იქ მყოფთ თვალი მოავლო. რადგან ხმა არავინ
ამოიღო, იგი ტიმოთის მიეხმარა, კართან გაუბედავად ატუზული
მის ჯილკრისტი გვერდზე გასწია და ოთახიდან გავიდა. დუმილი
პირველად ჯორჯმა დაარღვია.
- Femme formidable!37 - თქვა მან, - ეს სწორედ დეიდა მოდ-
ზეა ნათქვამი. სულაც არ მინდა მიზნისკენ ტრიუმფალურად მი-
მავალს სადმე გზაზე გადავეყარო.
მის ჯილკრისტი დაჯდა და დარცხვენით ჩაილაპარაკა:
- მისის ებერნეთი ყოველთვის კეთილია...
ამ წინადადებამ შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
მაიკლ შეინმა მოულოდნელად გადაიხარხარა და თქვა:
- მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვისიამოვნე! რაღა ეს და რა-
ღა „ვოისის მემკვიდრეობა“.38 სხვათა შორის, როზამუნდსა და
მე სასტუმრო ოთახში მდგარი მალაქიტის მაგიდა გვინდა.
- ოჰ, არა! - შესძახა სიუზენმა, - ის მე მინდა!
- აჰა, დაიწყო ისევ! - გაეცინა ჯორჯს და თვალები ჭერს მიაპ-
ყრო.
- ამის გამო ჩხუბი არ ღირს, - განაგრძო სიუზენმა, - მაგიდა
ჩემი სილამაზის სალონისთვის მჭირდება ფერთა გამის შესაქ-
მნელად - ზედ ცვილის ყვავილების დიდ თაიგულს დავდგამ. ყვა-

37
Femme formidable! (ფრანგ.) - საშინელი, ძრწოლის მომგვრელი ქალი!
38
„ვოისის მემკვიდრეობა“ - ინგლისელი დრამატურგის, ჰარლი გრენვილ--
ბარკერის (1877-1946) ხუთმოქმედებიანი პიესა.
224 მკითხველთა ლიგა
ვილების შოვნა ადვილია, მწვანე მალაქიტის მაგიდა კი იშ-
ვიათობაა.
- მაგრამ, ძვირფასო, - უთხრა როზამუნდმა, - ეს მაგიდა ჩვენც
იმავე მიზეზის - კოლორიტის გამო გვჭირდება ახალი დადგმის-
თვის. იგი სწორედ პიესაში აღწერილ პერიოდს შეეფერება. მას-
ზე ცვილის ყვავილების ან კოლიბრის ფიტულების დადგმა შეიძ-
ლება - მშვენიერი სანახაობა იქნება.
- მესმის შენი, როზამუნდ, - თქვა სიუზენმა, - მაგრამ მაგიდა
მე უფრო მჭირდება. სცენაზე ბუტაფორიის გამოყენებაც შეიძლე-
ბა, სალონში კი ნამდვილი ნაკეთობები უნდა იდგეს.
- ქალბატონებო, - ჩაერთო ჯორჯი, - იქნებ სპორტული გადაწ-
ყვეტილება მიგეღოთ? მონეტა აგეგდოთ ან კარტი გეთამაშათ?
ესეც იმ დროის სულისკვეთების შესაფერისი იქნებოდა.
სიუზენს გაეღიმა.
- მე და როზამუნდი ამაზე ხვალ ვისაუბრებთ, - თქვა მან.
სიუზენი, როგორც ყოველთვის, თავდაჯერებული ჩანდა.
ჯორჯმა ცნობისმოყვარე მზერა როზამუნდზე გადაიტანა, რო-
მელსაც სახეზე არაფრის მთქმელი გამომეტყველება აღბეჭდო-
და.
- თქვენ ვის მხარეს იქნებით, დეიდა ელენ? - იკითხა ჯორჯმა, -
ვფიქრობ, შანსები თანაბარია. სიუზენი შეუპოვარია, როზამუნდი
- საოცრად მიზანდასახული.
- იქნებ არ ღირდეს კოლიბრების გამოყენება, - ჩაილაპარაკა
ფიქრში წასულმა როზამუნდმა, - ერთ-ერთი დიდი ჩინური ვაზა
შეიძლება ოქროსაბაჟურიან ლამაზ ლამპად გადაკეთდეს...
- სახლში უამრავი ლამაზი ნივთია, - დაყვავებით თქვა მის
ჯილკრისტმა, - დარწმუნებული ვარ, მისის ბენკს, რომ მწვანე მა-
გიდა თქვენს ახალ სალონს ძალიან მოუხდება. მსგავსი არაფე-
რი მინახავს. ალბათ, ძალიან ძვირი ღირს.

225 მკითხველთა ლიგა


- მის ღირებულებას, ცხადია, მემკვიდრეობის წილიდან გამო-
მიქვითავენ, - თქვა სიუზენმა.
- მაპატიეთ... ამას არ ვგულისხმობდი... - შეცბუნდა მის ჯილ-
კრისტი.
- ის შესაძლოა ჩვენი წილიდან გამოიქვითოს, - შენიშნა მაიკ-
ლმა, - ცვილის ყვავილების ღირებულებასთან ერთად.
- ისინი ძალიან უხდება ამ მაგიდას, - ჩაიბურტყუნა მის ჯილ-
კრისტმა, - ძალზე ესთეტიკური სანახაობაა...
მის ბანალურ, საუკეთესო განზრახვით წარმოთქმულ გამო-
ნათქვამებს ყურადღება არავინ მიაქცია.
- ეს მაგიდა სიუზენს სჭირდება, - განაცხადა გრეგმა კვლავაც
ნერვიული მაღალი ხმით, რასაც უხერხული დუმილი მოჰყვა,
თითქოს ამ სიტყვებმა საუბრის ტონალობა მაშინვე შეცვალა.
- შენ რა გჭირდება, ჯორჯ? - სწრაფად იკითხა ელენმა, - ცხა-
დია, სადესერტო სერვიზის გარდა.
ჯორჯს გაეცინა და დაძაბულობამაც იკლო.
- რასაკვირველია, სირცხვილია მოხუცი ტიმოთის გაჯავრება,
- თქვა მან, - მაგრამ აუტანლად იქცევა. ისე დიდხანს აკეთებდა
ყველაფერს თავისებურად, რომ ეს პათოლოგიაში გადაეზარდა.
- ინვალიდს მეტი თანაგრძნობა სჭირდება, მისტერ კროს-
ფილდ, - საყვედურის კილოთი წარმოთქვა მის ჯილკრისტმა.
- ინვალიდი კი არა, ჩვეულებრივი ბებერი იპოქონდრიკია, -
თქვა ჯორჯმა.
- ისე, არც მე მჯერა, რომ ავადაა, - დაეთანხმა სიუზენი, - შენ,
როზამუნდ?
- რა?
- გჯერა, რომ ბიძია ტიმოთი ავადაა?
- არა... არა მგონია, - დაბნეულად მიუგო როზამუნდმა, - მაპა-
ტიე, იმაზე ვფიქრობდი, როგორი განათება მოუხდება ამ მაგი-
დას.
226 მკითხველთა ლიგა
- ხომ ხედავთ, რა მიზანდასახულობაა? - შესძახა ჯორჯმა, -
შენი ცოლი საშიში ქალია, მაიკლ. იმედია, ხვდები ამას.
- ვხვდები, - პირქუშად მიუგო მაიკლმა.
- შერკინება მაგიდის გამო ხვალ გაიმართება, - აშკარა კმა-
ყოფილებით გამოაცხადა ჯორჯმა, - მოწინააღმდეგეები წესების
დაცვით, ოღონდ შეუპოვრად იბრძოლებენ. უნდა ავირჩიოთ, ვის
მხარეს ვიქნებით. მე როზამუნდს მივემხრობი, რომელიც თით-
ქოს რბილი და ხათრიანია, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა-
ნაირია. ქმრები, ბუნებრივია, მეუღლეებს დაუჭერენ მხარს. მის
ჯილკრისტი, ალბათ, სიუზენს უგულშემატკივრებს.
- სიმართლე გითხრათ, მისტერ კროსფილდ, ვერასდროს
გავბედავდი...
- დეიდა ელენ, - განაგრძო ჯორჯმა და მის ჯილკრისტის ბურ-
ტყუნს ყურადღება არ მიაქცია, - თქვენ გადამწყვეტი ხმა გექნე-
ბათ. ჰო, სულ დამავიწყდა... მესიე პონტარლიე?
- მაპატიეთ... - ერკიულ პუარო დაბნეული ჩანდა.
ჯორჯს ყველაფრის ახსნა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. საბ-
რალო მაინც ვერაფერს გაიგებდა.
- ეს მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ხუმრობაა, - თქვა მან.
- დიახ, დიახ, გასაგებია, - თავაზიანად გაიღიმა პუარომ.
- ასე რომ, დეიდა ელენ, თქვენი ხმა გადამწყვეტია. ვის მხა-
რეს დაიჭერთ?
ელენს გაეღიმა.
- ჯორჯ, ეს მაგიდა შესაძლოა მეც დამჭირდეს.
მან განზრახ შეცვალა საუბრის თემა და უცხოელ სტუმარს მი-
მართა:
- ვშიშობ, ძალიან მოიწყინეთ, მესიე პონტარლიე.
- სულაც არა, მადამ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენს
ოჯახში შემომიშვით, - მან თავი დაუკრა, - მინდოდა, მეთქვა...

227 მკითხველთა ლიგა


სათქმელს კარგად ვერ ვაყალიბებ... ვწუხვარ, რომ სახლი სხვის
ხელში გადადის. ამას, ალბათ, ძალიან განიცდით.
- ჩვენ მართლა არაფერს ვნანობთ, - სცადა მისი დარწმუნება
სიუზენმა.
- ძალზე თავაზიანი ბრძანდებით, მადამ. ჩემი ხანდაზმული
ტანჯულებისთვის მშვენიერი თავშესაფარი იქნება. აქ ისეთი სიმ-
შვიდე და სიწყნარეა! გთხოვთ, გაიხსენოთ ეს, როდესაც მძიმე
ფიქრები მოგეძალებათ. ყური მოვკარი, რომ ამ სახლის ყიდვა
რომელიღაც სკოლას უნდოდა - ჩვეულებრივს კი არა, მონას-
ტერს, რომელსაც ხელმძღვანელობენ religieuses...39 როგორ
უწოდებენ?... მონაზვნები. იქნებ ისინი გერჩივნათ?
- არა, არა, - თქვა ჯორჯმა.
- „მარიამ ღვთისმშობლის წმინდა გული“, - განაგრძო
პუარომ, - საბედნიეროდ, უცნობი ქველმოქმედის გულუხვობამ
უფრო დიდი თანხის შეთავაზების შესაძლებლობა მოგვცა, - იგი
მის ჯილკრისტს მიუბრუნდა, - თქვენ, თუ არ ვცდები, მონაზვნები
არ მოგწონთ, არა?
მის ჯილკრისტი გაწითლდა და შეცბუნდა.
- ოჰ, მესიე პონტარლიე, არ იფიქროთ, რომ... აქ პირადული
არაფერია. უბრალოდ, ვერ ხვდები, რა საჭიროა სამყაროსგან
ასე გამიჯვნა. ვფიქრობ, ეს არც საჭიროა და ეგოისტურიც კია. იმ
მონაზვნებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ასწავლიან ან ღარი-
ბებს ეხმარებიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ამქვეყნად ყველაზე
სათნო ქალები არიან და ბევრი სარგებლობაც მოაქვთ.
- ვერ წარმომიდგენია, რომ მონაზვნობა მოვინდომო, - თქვა
სიუზენმა.
- კარგად კი გამოიყურებიან, - შენიშნა როზამუნდმა, - თუ
გახსოვთ, როდესაც შარშან სპექტაკლი „სასწაული“ აღადგინეს,
სონია უელსს მონაზვნის სამოსი საოცრად უხდებოდა.
39
Religieuses (ფრანგ.) - რელიგიური.
228 მკითხველთა ლიგა
- ვერ გამიგია, - თქვა ჯორჯმა, - რატომ უნდა მოსწონდეს
ღმერთს შუა საუკუნეების ჩაცმულობა? მონაზვნები ხომ სწორედ
ასე იცვამენ. მათი კაბა დიდი, არაჰიგიენური და არაპრაქტიკუ-
ლია.
- ამასთან, ყველანი ერთმანეთს ჰგვანან, არა? - ჩაერთო მის
ჯილკრისტი, - როდესაც მისის ებერნეთისთან ვცხოვრობდი,
ერთ დღეს მონაზონი გამოგვეცხადა შეწირულების შესაგროვებ-
ლად. ცხადია, სისულელეა, მაგრამ შემეშინდა, მომეჩვენა, თით-
ქოს იგივე ქალი იყო, რომელიც ლიტჩეტ-სენტ-მერის კოტეჯში
მოვიდა საბრალო მისის ლანსკენეს მკვლელობის გამო დანიშ-
ნული მოკვლევის დღეს. ვიფიქრე, დამდევს-მეთქი.
- მე მეგონა, შეწირულების შესაგროვებლად მონაზვნები
წყვილ-წყვილად დადიოდნენ, - თქვა ჯორჯმა, - თუ არ ვცდები,
ამაზე რომელიღაც დეტექტიური რომანის სიუჟეტიცაა აგებული.
- იმ დღეს მხოლოდ ერთი მოვიდა, - მიუგო მის ჯილკრისტმა, -
იქნებ ახლა ეკონომიის გაკეთება უწევთ. მაგრამ ის სულ სხვა
მონაზონი აღმოჩნდა, რადგან ფულს წმინდა ბარნაბას40 სახე-
ლობის ეკლესიის ორგანისთვის აგროვებდა, ეს კი, თუ არ ვცდე-
ბი, ბავშვებისთვის.
- მაგრამ მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ? - დაინტერესდა
ერკიულ პუარო.
მის ჯილკრისტი მისკენ მიბრუნდა.
- მგონი, კი. იგივე ზედა ტუჩი - გეგონებოდათ, ულვაში აქვსო.
ვფიქრობ, სწორედ ამან შემაშფოთა - ვნერვიულობდი და მაშინ-
ვე მონაზვნებთან დაკავშირებული ომის დროინდელი ამბავი გა-
მახსენდა, რომლებიც სინამდვილეში მამაკაცები იყვნენ, პარა-
შუტით გადმომხტარი მეხუთე კოლონის წარმომადგენლები.
ცხადია, მერე მივხვდი, რომ სისულელე იყო.

40
წმინდა ბარნაბა - ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგანი, მარკოზ მახარებ-
ლის ბიძა.
229 მკითხველთა ლიგა
- მონაზვნის სამოსი კარგი შესანიღბი საშუალებაა, - ჩაფიქ-
რებით თქვა სიუზენმა, - ფეხებს ფარავს.
- საქმე ის არის, - კვლავ ჩაერთო ჯორჯი, - რომ ადამიანები
ერთმანეთს ყურადღებით იშვიათად უყურებენ. ამიტომაცაა,
რომ სასამართლოში მოწმეები განსხვავებულად აღწერენ ერ-
თსა და იმავე კაცს. გაოცებას ვერ დამალავთ. რას არ გაიგო-
ნებთ: მაღალი - დაბალი, გამხდარი - მსუქანი, ქერა - შავგვრემა-
ნი, მუქი კოსტიუმი - ღია კოსტიუმი და ასე შემდეგ. რა თქმა უნ-
და, საიმედო მოწმეებიც არიან ხოლმე, მაგრამ მათი განსაზ-
ღვრა ძნელია.
- კიდევ ერთი უცნაურობა ის არის, - თქვა სიუზენმა, - რომ
ზოგჯერ სარკეში ჩაიხედავ და არ იცი, იქიდან ვინ გიყურებს.
თითქოს ნაცნობია. საკუთარ თავს ეუბნები: „მას ხომ კარგად
ვიცნობ“, შემდეგ კი მოულოდნელად ხვდები, რომ ეს შენ ხარ.
- გაცილებით რთული იქნებოდა, - განაცხადა ჯორჯმა, - თუ
ნამდვილ საკუთარ თავს დაინახავდი, და არა ისეთს, როგორიც
სარკეში ჩანხარ.
- რატომ? - ჰკითხა გაოცებულმა როზამუნდმა.
- იმიტომ, რომ ვერავინ ხედავს საკუთარ თავს ისე, როგორც
მას სხვები ხედავენ. სარკეში ხომ გადატრიალებული გამოსახუ-
ლება ჩანს.
- რამე განსხვავებაა?
- რა თქმა უნდა, - სწრაფად მიუგო სიუზენმა, - ადამიანის სა-
ხის მარცხენა და მარჯვენა ნაწილი ერთმანეთისგან განსხვავდე-
ბა, ასევე წარბები, პირი, ცხვირი... შემიძლია, გაჩვენო კიდეც...
ფანქარი ხომ არა აქვს ვინმეს?
ვიღაცამ ფანქარი ამოიღო და დაიწყო ექსპერიმენტები,
ცხვირზე ფანქრის მიდება, განსხვავების პოვნა, სიცილი...
ატმოსფერო განიმუხტა. ხასიათი ყველას გამოუკეთდა. ახლა
ისინი რიჩარდ ებერნეთის ქონების გასაყოფად შეკრებილი მემ-
230 მკითხველთა ლიგა
კვიდრეები კი არ იყვნენ, არამედ უქმეებზე სოფლად ჩამოსული
მხიარული კომპანია.
მხოლოდ ელენ ებერნეთი იჯდა ჩუმად, ფიქრებში წასული.
ერკიულ პუარო ხვნეშით წამოდგა და დიასახლისს თავა-
ზიანად უსურვა ღამე მშვიდობისა.
- იქნებ ჯობდეს, რომ დაგემშვიდობოთ, მადამ. ჩემი მატარე-
ბელი ხვალ დილის ცხრა საათზე გადის. ეს კი ძალიან ადრეა.
ამიტომ, ნება მომეცით, ახლა გადაგიხადოთ მადლობა გამოჩე-
ნილი სიკეთისა და მასპინძლობისთვის. სახლის გადაცემის თა-
რიღს მისტერ ენტუისლთან შევათანხმებთ - რასაკვირველია,
თქვენი სურვილის გათვალისწინებით.
- ნებისმიერი დრო მაწყობს, მესიე პონტარლიე. მე... მე უკვე
ყველაფერი დავასრულე, რისთვისაც ჩამოვედი.
- კვიპროსში, თქვენს ვილაში დაბრუნდებით?
- დიახ, - ელენ ებერნეთიმ ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
- კმაყოფილი ხართ, არ ნანობთ? - ჩააცივდა პუარო.
- ინგლისს რომ ვტოვებ? თუ აქაურობას გულისხმობთ?
- ამ სახლს.
- ოჰ, არა. რა საჭიროა წარსულზე ჩაბღაუჭება? იგი უკან უნდა
მოიტოვოთ.
- დიახ, თუ ეს შესაძლებელია, - პუარომ გულუბრყვილოდ
გაუღიმა მის გარშემო მყოფ თავაზიან სახეებს, - ზოგჯერ სხვაგ-
ვარად ხდება, წარსულს წასვლა არ სურს, დგას გვერდით და ამ-
ბობს: „მე ჯერ არ დამიმთავრებია“.
სიუზენმა იჭვნეულად გაიცინა.
- სერიოზულად გეუბნებით, - დაიჟინა პუარომ.
- იმის თქმა გსურთ, - თქვა მაიკლმა, - რომ, როდესაც თქვენი
ლტოლვილები აქ ჩამოვლენ, წარსულში განცდილი ტანჯვის და-
ვიწყებას ვერ შეძლებენ?
- მე ჩემს ლტოლვილებს არ ვგულისხმობ.
231 მკითხველთა ლიგა
- ის ჩვენზე ამბობს, ძვირფასო, - თქვა როზამუნდმა, - ბიძია
რიჩარდზე, დეიდა კორაზე, ნაჯახზე და ასე შემდეგ, - იგი პუაროს
მიუბრუნდა, - ასე არ არის?
პუარომ მას არაფრის მთქმელი სახით შეხედა.
- ასე რატომ ფიქრობთ, მადამ?
- იმიტომ, რომ დეტექტივი ხართ და სწორედ ამის გამო აღ-
მოჩნდით აქ. თქვენი დდც... თუ რა ჰქვია, აბდაუბდაა და მეტი
არაფერი, ასე არ არის?

232 მკითხველთა ლიგა


თავი 20
სიჩუმე ჩამოვარდა. პუარო გრძნობდა ჰაერში ჩამოწოლილ
დაძაბულობას, თუმცა თვალს არ აშორებდა როზამუნდის ლამაზ
და უშფოთველ სახეს.
- საოცრად გამჭრიახი ბრძანდებით, მადამ, - უთხრა მან ქალს
და თავი ოდნავ დაუკრა.
- სულაც არა, - მიუგო როზამუნდმა, - ერთხელ თქვენზე რეს-
ტორანში მიმითითეს და დამამახსოვრდით.
- თუმცა აქამდე ამის შესახებ არაფერი გითქვამთ.
- გადავწყვიტე, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა.
- ჩემო კარგო... - გაუბედავად თქვა მაიკლმა.
პუარომ ახლა მას შეხედა. მაიკლი გაბრაზებული იყო. გაბრა-
ზებული და კიდევ... შეშინებული?
პუარომ იქ მყოფთ თვალი მოავლო. სიუზენს ბრაზი და სიფ-
რთხილე ეტყობოდა, გულჩახვეული გრეგი გაშეშებულიყო, მის
ჯილკრისტს პირი დაეღო, ჯორჯს დაძაბული და ეჭვიანი მზერა
ჰქონდა, ელენს - შეშინებული და შეშფოთებული...
შექმნილ ვითარებაში ყველა ბუნებრივად გამოიყურებოდა.
პუაროს გული დასწყდა, რომ წამით ადრე ვერ დაინახა ისინი,
როდესაც როზამუნდმა სიტყვა „დეტექტივი“ წარმოთქვა. ახლა,
ცხადია, ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა...
პუარო მხრებში გაიმართა და საზოგადოებას თავი დაუკრა.
უცხოელისთვის დამახასიათებელი აქცენტი სადღაც გაუქრა.
- დიახ, - თქვა მან, - მე დეტექტივი ვარ.
ჯორჯ კროსფილდს ნესტოებზე კვლავ თეთრი ღრმულები გა-
უჩნდა.
- აქ ვინ გამოგგზავნათ? - იკითხა მან.
- რიჩარდ ებერნეთის სიკვდილის გარემოებების გამოძიება
დამავალეს.
233 მკითხველთა ლიგა
- ვინ დაგავალათ?
- ამჟამად ამას თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ
განა კარგი არ იქნება, თუ დარწმუნდებით, რომ რიჩარდ ებერნე-
თი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა?
- ცხადია, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ვინ თქვა,
რომ ასე არ მომხდარა?
- კორა ლანსკენემ. ახლა ისიც მკვდარია.
ავის მომასწავებელ სიჩუმეში იქაურობას თითქოს შეშფოთე-
ბის პატარა ტალღამ გადაუარა.
- მან ეს აქ, ამ ოთახში თქვა, - თქვა სიუზენმა, - მაგრამ არ მე-
გონა, თუ...
- არ გეგონა, სიუზენ? - იკითხა ჯორჯ კროსფილდმა და ქალს
გესლიანად შეხედა, - რაღა საჭიროა თავის მოკატუნება? გგო-
ნია, მესიე პონტარლიეს მოტყუებას შეძლებ?
- ჩვენ ყველანი ასე ვფიქრობდით, - თქვა როზამუნდმა, - მას
პონტარლიე კი არ ჰქვია, არამედ რაღაც ჰერკულესის მსგავსი.
- ერკიულ პუარო თქვენს განკარგულებაშია, - თქვა პუარომ
და კიდევ ერთხელ დაუკრა მათ თავი.
შიშის ან გაოცების გამომხატველი შეძახილი არავის აღმოხ-
დენია. ამ სახელმა იქ მყოფთ თითქოს არაფერი უთხრა, ყოველ
შემთხვევაში, გაცილებით ნაკლები შეშფოთება გამოიწვია, ვიდ-
რე სიტყვა „დეტექტივმა“.
- შეიძლება თუ არა გკითხოთ, რა დაასკვენით? - იკითხა ჯორ-
ჯმა.
- არ გეტყვის, ძვირფასო, - პუაროს ნაცვლად მიუგო როზა-
მუნდმა, - ან თუ გიპასუხებს, სიმართლეს დაგიმალავს.
ისე ჩანდა, რომ შეკრებილთაგან მხოლოდ ეს ქალი ტკბებო-
და შექმნილი ვითარებით.
ერკიულ პუარომ მას ჩაფიქრებული მზერა მიაპყრო.

234 მკითხველთა ლიგა


II
იმ ღამით პუაროს ცუდად ეძინა. შფოთავდა, თუმცა მიზეზი
ვერ დაედგინა. საუბრის ფრაგმენტები, სხვადასხვაგვარი მზერა,
უცნაური ჟესტები - ღამის მყუდროებაში ყველაფერი მრავლის-
მეტყველად ეჩვენებოდა. ძილი თითქოს სულ ახლოს იყო, მაგ-
რამ ჯიუტად არ მოდიოდა. როგორც კი ჩაძინებას დააპირებდა,
თავში რაღაც გაუელვებდა და აფხიზლებდა. საღებავი... ტიმოთი
და საღებავი. ზეთის საღებავი... ზეთის საღებავის სუნი... რაღაც-
ნაირად მისტერ ენტუისლთან დაკავშირებული. საღებავი და კო-
რა. საფოსტო ბარათებიდან კორას მიერ გადმოხატული ნახატე-
ბი... კორა, რომელიც ცრუობდა, თითქოს ნატურიდან გადმოხა-
ტა... არა, კვლავ მისტერ ენტუისლი... მან რაღაც თქვა... თუ ეს
ლენსკომბი იყო? მონაზონი, რომელიც რიჩარდ ებერნეთის სიკ-
ვდილის დღეს სახლში მოვიდა. ულვაშიანი მონაზონი. მონაზო-
ნი სტენსფილდ-გრეინჯსა და ლიტჩეტ-სენტ-მერიში. ძალზე ბევ-
რი მონაზონი! როზამუნდი, რომელიც მშვენივრად გამოიყურე-
ბოდა სცენაზე მონაზვნის როლში. როზამუნდი, რომელმაც მისი
დეტექტივობის ფაქტი გაამხილა, და ყველა მაშინვე მას მიაშ-
ტერდა. ალბათ, ასევე შესცქეროდნენ კორას, რომელმაც განაც-
ხადა: „ის ხომ მოკლეს, ასე არ არის?“ მაშინ ელენ ებერნეთიმ
იგრძნო, რომ რაღაც ისე არ იყო. მაინც რა? ელენ ებერნეთი
წარსულს ემშვიდობებოდა და კვიპროსზე მიემგზავრებოდა...
ელენს ხელიდან ცვილის თაიგული გაუვარდა, როდესაც მან
თქვა... რა თქვა? პუარო ამას ვერ იხსენებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა, მაგრამ ახლა სიზმრები წა-
მოიშალა...
მის თვალწინ მალაქიტის მწვანე მაგიდა გაჩნდა, რომელზეც
შუშის პლაფონში მოთავსებული ცვილის ყვავილები ეწყო. ზედ
სქლად ესვა ჟოლოსფერი ზეთის საღებავი. სისხლისფერი. იგი
235 მკითხველთა ლიგა
გრძნობდა ამ სუნს და ტიმოთის კვნესა ესმოდა: „ვკვდები,
ვკვდები... ეს აღსასრულია“. გვერდით მაღალი და მკაცრი მოდი
იდგა, ხელში დიდი დანა ეჭირა და ექოსავით ეხმაურებოდა: „დი-
ახ, ეს აღსასრულია“. აღსასრული - სასიკვდილო სარეცელი სან-
თლებითა და მლოცველი მონაზვნით. აი, სახის დანახვა რომ
მოეხერხებინა, ეცოდინებოდა...
ერკიულ პუაროს გამოეღვიძა - ახლა მან იცოდა!
ეს მართლაც აღსასრული იყო...
თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო.
იგი დაშლილი მოზაიკის ნატეხებს ახარისხებდა.
მისტერ ენტუისლი, ზეთის სუნი, ტიმოთის სახლი და ის, რაც
უნდა, ან შესაძლოა, ყოფილიყო იქ... ცვილის ყვავილები... ელე-
ნი... გატეხილი შუშა...

236 მკითხველთა ლიგა


III
საძინებელში შესული ელენ ებერნეთი მაშინვე არ დაწოლი-
ლა. იგი ფიქრობდა.
იჯდა ტუალეტის მაგიდასთან და დანისლული თვალებით
სარკეში საკუთარ გამოსახულებას უყურებდა.
აიძულეს, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ერკიულ
პუარო მოეწვია. მისტერ ენტუისლმა უარის თქმის ყველა გზა
მოუჭრა. ახლა ყველაფერი გაცხადდა. რიჩარდ ებერნეთი საფ-
ლავში მშვიდად ვეღარ იწვებოდა. ეს კი კორას მიერ წამოსრო-
ლილი რამდენიმე სიტყვით დაიწყო...
იმ დღეს, დაკრძალვის შემდეგ... როგორ გამოიყურებოდნენ
ყველანი? როგორ შესცქეროდნენ კორას? თვითონ როგორი გა-
მომეტყველება ჰქონდა?
რას ამბობდა ჯორჯი საკუთარი თავის დანახვაზე? რაღაც ცი-
ტატას: „დავინახოთ საკუთარი თავი ისე, როგორც სხვები გვხე-
დავენ“. როგორც სხვები გვხედავენ.
მოულოდნელად სარკეს მიჩერებული თვალები ნისლისგან
დაეწმინდა. ელენმა საკუთარი თავი დაინახა, ოღონდ არა ისე-
თი, როგორსაც სხვები ხედავდნენ, არამედ, როგორც კორა ხე-
დავდა იმ დღეს.
მისი მარჯვენა... არა, მარცხენა წარბი ოდნავ მაღლა იყო
მორკალული. პირი? პირი სიმეტრიული ჰქონდა. საკუთარ თავს
რომ შეხვედროდა, სარკეში დანახულთან დიდ განსხვავებას ვერ
აღმოაჩენდა. კორასგან განსხვავებით.
კორა... სურათი თანდათან უფრო მკაფიოდ გამოჩნდა... კო-
რა დაკრძალვის დღეს, თავი გვერდზე გადაუხრია, შეკითხვას
სვამს და ელენს შესცქერის...
მოულოდნელად ელენმა ხელები სახესთან მიიტანა. „ამას აზ-
რი არა აქვს... ეს შეუძლებელია“.
237 მკითხველთა ლიგა
IV
მის ენტუისლს ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა საუცხოო სიზ-
მარი, რომელშიც დედოფალ მერის პიკეტს ეთამაშებოდა.
სცადა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ იგი არ ცხრებოდა.
მის ენტუისლმა ძლივს აიღო თავი ბალიშიდან და საწოლთან
მდგარ საათს შეხედა. შვიდს ხუთი აკლდა - ასე ადრე ვის უნდა
დაერეკა? ალბათ, ნომერი შეეშალათ.
გამაღიზიანებელი ზარი არ წყდებოდა. მის ენტუისლმა
ამოიოხრა, ხალათი მოიცვა და სასტუმრო ოთახში გავიდა.
- ეს კენსინგტონია, 675498, - თქვა მკვახედ, როდესაც ყურმი-
ლი აიღო.
- მისის ებერნეთი, მისის ლეო ებერნეთი გელაპარაკებათ.
მისტერ ენტუისლს ხომ ვერ დაუძახებდით?
- დილა მშვიდობისა, მისის ებერნეთ, - „დილა მშვიდობისა“
არცთუ მეგობრულად გაისმა, - მე მის ენტუისლი ვარ. ვშიშობ,
ჩემს ძმას ჯერ სძინავს. მეც მეძინა.
- ძალიან ვწუხვარ, - მოიბოდიშა ელენმა, - მაგრამ სასწრა-
ფოდ უნდა დაველაპარაკო თქვენს ძმას.
- ამის გაკეთება მოგვიანებით არ შეიძლება?
- ვფიქრობ, არა.
- კარგი, რახან ასეა... - მიუგო მის ენტუისლმა ცივად.
მან ძმის ოთახის კარზე დააკაკუნა და შიგნით შევიდა.
- ისევ ის ებერნეთები არიან! - თქვა გულმოსულმა.
- რა? ებერნეთები?
- მისის ლეო ებერნეთი. დილის შვიდ საათზე გირეკავს! მარ-
თლა!
- მისის ლეო? ღმერთო ჩემო! საოცარია! სად არის ჩემი ხა-
ლათი? ოჰ, გმადლობ.
მალე იგი ტელეფონის აპარატთან იდგა.
238 მკითხველთა ლიგა
- ენტუისლი გელაპარაკებათ. თქვენ ხართ, ელენ?
- დიახ. მაპატიეთ, უთენია, რომ წამოგაგდეთ ლოგინიდან.
თქვენ მითხარით, რომ მაშინვე დამერეკა, როგორც კი გამახ-
სენდებოდა, რა მომეჩვენა უცნაურად დაკრძალვის დღეს, რო-
დესაც კორამ გაგვაოცა, რიჩარდი მოკლულიაო.
- აჰა! მაშასადამე, გაიხსენეთ?
- დიახ, - დაბნეულად თქვა ელენმა, - მაგრამ უაზრობა მგონი-
ა.
- ნება მომეცით, ეს მე განვსაჯო. რაც შეამჩნიეთ, რომელიმე
იქ მყოფს შეეხებოდა?
- დიახ.
- მომიყევით.
- ეს აბსურდს უფრო ჰგავს, - ბოდიშის კილოთი დაიწყო ელენ-
მა, - მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ. მაშინ გამახსენდა, რო-
დესაც ღამით საკუთარ თავს სარკეში ვუცქერდი. ვაიმე...
ყურმილში შეშინებული შეძახილის შემდეგ ყრუ ხმა გაისმა,
თითქოს რაღაც მძიმე ნივთი იატაკზე დაეცა. მისტერ ენტუისლი
ვერაფერს მიხვდა.
- ალო... ალო... - სწრაფად თქვა მან, - აქა ხართ? ელენ, აქა
ხართ?.. ელენ...

239 მკითხველთა ლიგა


თავი 21
თითქმის ერთი საათი გავიდა, სანამ მისტერ ენტუისლმა ტე-
ლეფონისტებთან ხანგრძლივი საუბრების შემდეგ ერკიულ
პუაროს ხმა გაიგონა.
- მადლობა ღმერთს! - შესძახა ადვოკატმა სავსებით მისატე-
ვებელი გაღიზიანებით, - ძალიან კი გაჭირდა თქვენთან დაკავ-
შირება.
- ეს არცაა გასაკვირი. ყურმილი გადადებული იყო, - დაღვრე-
მილი ხმით მიუგო პუარომ.
- რამე მოხდა? - მკვახედ იკითხა მისტერ ენტუისლმა.
- დიახ. ოციოდე წუთის წინ მოახლემ კაბინეტში, ტელეფონის
აპარატის გვერდით, იატაკზე, გონდაკარგული მისის ლეო ებერ-
ნეთი აღმოაჩინა. ტვინის ძლიერი შერყევა აქვს.
- იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ თავში ჩაარტყეს?
- ვფიქრობ, ასეა. ცხადია, შეეძლო, დაცემულიყო და თავი კა-
რის მარმარილოს საბჯენზე დაერტყა, მაგრამ მე და ექიმს ეს
ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია.
- იმ დროს იგი სწორედ მე მელაპარაკებოდა ტელეფონით.
გამიკვირდა კიდეც საუბრის ასე მოულოდნელად შეწყვეტა.
- მაშასადამე, მისის ლეომ დაგირეკათ? რა გითხრათ?
- არცთუ ისე დიდი ხნის წინ ელენმა თქვა, რომ, როდესაც კო-
რა ლანსკენემ ძმის მკვლელობა ახსენა, მოეჩვენა, თითქოს რა-
ღაც ისე არ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ იხსენებდა, ეს შეგ-
რძნება რატომ გაუჩნდა.
- ახლა კი უეცრად გაახსენდა?
- დიახ.
- და ამის სათქმელად დაგირეკათ?
- დიახ.
- ეჰ ბიენ?
240 მკითხველთა ლიგა
- არავითარი „ეჰ ბიენ“, - თქვა მისტერ ენტუისლმა გაღიზიანე-
ბით, - მოყოლა დაიწყო, მაგრამ საუბარი შეწყდა.
- რისი თქმა მოასწრო?
- მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა.
- მაპატიეთ, მონ ამი, მაგრამ ამას მე განვსჯი და არა თქვენ.
კერძოდ, რა თქვა?
- ელენმა გამახსენა, რომ ვთხოვე, მაშინვე შეეტყობინებინა,
თუკი გაახსენდებოდა, რა ეუცნაურა. მითხრა, გამახსენდაო, მაგ-
რამ უაზრობად ეჩვენებოდა. ვკითხე, ეს „ენდერბიში“ იმ დღეს იქ
მყოფთაგან ვინმეს ხომ არ უკავშირდება-მეთქი. დიახო, მიპასუ-
ხა, თან დაამატა, რომ ეს თავში მაშინ მოუვიდა, როდესაც სარ-
კეში იყურებოდა...
- მერე?
- სულ ეს არის.
- არც მიუნიშნებია, ვის გულისხმობდა?
- რომ მიენიშნებინა, თქვენთვის ამის თქმა ნამდვილად არ
დამავიწყდებოდა, - გესლიანად მიუგო მისტერ ენტუისლმა.
- მაპატიეთ, მონ ამი, ცხადია, შემატყობინებდით.
- მოცდა მოგვიწევს, სანამ გონზე მოვა.
- ეს მალე არ მოხდება. შესაძლოა, არც არასოდეს მოხდეს, -
უკმაყოფილოდ თქვა პუარომ.
- ნუთუ ასე ცუდადაა საქმე? - მისტერ ენტუისლს ხმა ოდნავ
აუთრთოლდა.
- სამწუხაროდ, ასეა.
- მაგრამ... ეს ხომ საშინელებაა, პუარო!
- დიახ, საშინელებაა. ამიტომაც გულხელდაკრეფილი ვერ
ვისხდებით. მომხდარი იმაზე მეტყველებს, რომ საქმე ან შეუბ-
რალებელ და სასტიკ ადამიანთან გვაქვს, ან იგი ისეა შეშინებუ-
ლი, რომ სწორედ ამ შიშის გამო სჩადის ამდენ სისასტიკეს.

241 მკითხველთა ლიგა


- მაგრამ მომისმინეთ, პუარო, ელენს რა ეშველება? მის გამო
ძალიან ვწუხვარ. დარწმუნებული ხართ, რომ „ენდერბიში“
უსაფრთხოდ იქნება?
- არა, არ იქნება. ამიტომაც აქ აღარ არის. სასწრაფო დახმა-
რების მანქანა მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც
საგანგებო მომვლელებს მიუჩენენ და არავის მისცემენ მისი მო-
ნახულების უფლებას, ნათესავების ჩათვლით.
მისტერ ენტუისლმა შვებით ამოისუნთქა.
- გულიდან ლოდი მომხსენით და ეგაა! ყოველთვის პატივს
ვცემდი ელენ ებერნეთის. ის ხომ განსაკუთრებული ქალია. ცხა-
დია, შესაძლოა, მის ცხოვრებაშიც იყო... ასე ვთქვათ, ეპიზოდე-
ბი, რომელთა შესახებაც დუმილს ამჯობინებენ.
- რას მეუბნებით?
- ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ასე იყო.
- აქედან გამომდინარე, ვილა კვიპროსზე. ახლა ბევრი რამ
უფრო გასაგები ხდება...
- არ მინდა იფიქროთ, რომ...
- ფიქრს ვერ ამიკრძალავთ... თქვენთვის პატარა დავალება
მაქვს. ერთი წუთით.
ხანმოკლე პაუზის შემდეგ ყურმილში კვლავ გაისმა პუაროს
ხმა:
- უნდა დავრწმუნდე, რომ არ გვისმენენ. თითქოს ყველაფერი
კარგადაა. მცირე ხნით გამგზავრება მოგიწევთ.
- გამგზავრება? - მისტერ ენტუისლს შეშფოთება დაეტყო, -
აჰა, გასაგებია! გსურთ, რომ „ენდერბიში“ ჩამოვიდე?
- სულაც არა. აქ ყველაფერზე მე ვაგებ პასუხს. არა, თქვენ
ლონდონიდან შორს მოგიწევთ წასვლა. ბერი-სენტ-ედმუნდსში
გაემგზავრებით (ma foi(Ma foi (ფრანგ.) - მართლაცდა.), რა სა-
ხელწოდებები აქვს ქალაქებს ინგლისში!), იქ მანქანას იქირა-
ვებთ და „ფორსდაიკჰაუსს“ ეწვევით. ეს ფსიქიატრიული საავად-
242 მკითხველთა ლიგა
მყოფოა. მოძებნით ექიმ პენრიტს და გამოჰკითხავთ პაციენტის
შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეწერა.
- რომელი პაციენტი? დარწმუნებული ვარ...
- პაციენტს გრეგორი ბენკსი ჰქვია, - გააწყვეტინა პუარომ, -
გაარკვიეთ, კონკრეტულად, რით იყო დაავადებული.
- იმის თქმა გსურთ, რომ გრეგორი ბენკსი შეშლილია?
- ჩუ-უ! დაუკვირდით, რას ამბობთ. ახლა კი... მე ჯერ არ მისა-
უზმია. ალბათ, არც თქვენ.
- დიახ, ძალიან ვნერვიულობდი...
- ბუნებრივია. მაშინ, გთხოვთ, ისაუზმეთ და დაისვენეთ,
თორმეტ საათზე კი თქვენთვის მოსახერხებელი რეისით ბერი--
სენტ-ედმუნდსში გაემგზავრეთ. თუ მანამდე რამე სიახლე შევიტ-
ყვე, აუცილებლად დაგირეკავთ.
- თავს გაუფრთხილდით, პუარო, - მისტერ ენტუისლის ხმაში
შეშფოთება გაისმა.
- რა თქმა უნდა. არ მინდა, თავში კარის მარმარილოს საბჯე-
ნი ჩამარტყან. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, წინასწარ მივი-
ღებ სიფრთხილის ყველა ზომას. ახლა კი, ნახვამდის.
პუარომ გაიგონა, როგორ დადო მისმა თანამოსაუბრემ ყურ-
მილი, შემდეგ სუსტი ტკაცუნი მოესმა. გაეღიმა - ვიღაცამ ტელე-
ფონის ყურმილი სახლის შემოსასვლელში დადო.
პუარო იქით გაემართა, მაგრამ ვერავინ დაინახა. კიბის ქვეშ
მდებარე კარადასთან ფეხაკრეფით მივიდა და შიგნით შეიხედა.
ამ დროს ლენსკომბი გამოჩნდა, რომელსაც ლანგრით შებრაწუ-
ლი პური და ვერცხლის ყავადანი მოჰქონდა. მან გაოცებით შე-
ხედა კიბის ქვეშიდან გამოსულ პუაროს.
- საუზმე სასადილო ოთახშია, სერ, - თქვა მან.
პუარომ მას ფიქრიანი მზერა მიაპყრო. მოხუცი გაფითრებუ-
ლი და აკანკალებული მოეჩვენა.

243 მკითხველთა ლიგა


- გამხნევდით, - უთხრა პუარომ და მხარზე ხელი მოუთათუნა,
- ყველაფერი კარგად იქნება. შეგიძლიათ ფინჯანი ყავა საძინე-
ბელში შემომიტანოთ?
- რა თქმა უნდა, სერ. ჯენეტს გამოვგზავნი.
ლენსკომბმა უკმაყოფილოდ გააყოლა თვალი კიბეზე ამავალ
ერკიულ პუაროს, რომელსაც აბრეშუმის ეგზოტიკური, სამკუთ-
ხედებითა და ოთხკუთხედებით მოქარგული ხალათი ეცვა.
„უცხოელები! - მწარედ გაიფიქრა ლენსკომბმა, - უცხოელები
ამ სახლში! მისის ლეოს კი ტვინის შერყევა აქვს! არ ვიცი, საით
მივექანებით. მისტერ რიჩარდის სიკვდილის შემდეგ ყველაფე-
რი შეიცვალა“.
სანამ ჯენეტი ყავას მოიტანდა, პუარომ ჩაიცვა. მოახლემ კმა-
ყოფილებით მიიღო მისი თანაგრძნობის გამომხატველი ბურ-
ტყუნი გონდაკარგული ელენის პოვნით მიღებული ელდის გამო.
- მართლაც, სერ, არასდროს დამავიწყდება, რა ვიგრძენი,
როდესაც მტვერსასრუტი კაბინეტში შევიტანე და იატაკზე გარ-
თხმული მისის ლეო დავინახე. ვიფიქრე, მოკვდა-მეთქი. ალბათ,
გული წაუვიდა, როდესაც ტელეფონთან იდგა. ნეტავ ასე ადრე
რამ ააყენა? ასეთი რამ მისთვის არასდროს შემიმჩნევია.
- გეთანხმებით, უცნაურია, - თქვა პუარომ, - ვიმედოვნებ, მის
გარდა არავინ ამდგარა.
- მისის ტიმოთი უკვე ფეხზე იყო. ყოველთვის ადრე დგება და
ხშირად სეირნობს საუზმის წინ.
- დიახ, იგი იმ თაობის წარმომადგენელია, უთენია რომ იღვი-
ძებს, - თავი დაუქნია პუარომ, - ახალგაზრდები, ალბათ, მოგ-
ვიანებით დგებიან.
- დიახ, სერ. როდესაც ჩაი ჩამოვარიგე, ყველას ღრმად ეძინა.
არადა, ამ ალიაქოთის გამო შემაგვიანდა კიდეც. ჯერ ხომ ექიმი
გამოვიძახე და დასამშვიდებლად ჩაი დავლიე.
ჯენეტი გავიდა, პუარო კი მის სიტყვებზე დაფიქრდა.
244 მკითხველთა ლიგა
მოდ ებერნეთი უკვე ამდგარი იყო, ახალგაზრდები კი ლო-
გინში იწვნენ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა. ნებისმიერს შეეძ-
ლო, გაეგონა, როგორ გაიღო და დაიხურა ელენის ოთახის კა-
რი, გაჰყოლოდა მას, შემდეგ კი თავისთან დაბრუნებულიყო და
თავი მოეკატუნებინა, რომ ეძინა.
„თუ მართალი ვარ, - გაიფიქრა პუარომ, - რაც, ბოლოს და
ბოლოს, ბუნებრივია, ასეც იქნება, რადგან ეს ჩვეულებად მექცა,
არ მჭირდება იმის გარკვევა, თუ ვინ სად იმყოფება. თავდაპირ-
ველად სამხილს იქ მოვძებნი, სადაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს,
შემდეგ კი მოკლე სიტყვას წარმოვთქვამ, დავჯდები და ვნახავ,
რა მოხდება“.
პუარომ ყავა დალია, პალტო ჩაიცვა, ქუდი დაიხურა, ოთახი-
დან გავიდა, სწრაფად დაეშვა უკანა კიბით და სახლიდან გვერ-
დითა კარიდან გავიდა. მან მკვირცხლად გაიარა მეოთხედი მი-
ლი ფოსტამდე, სადაც საქალაქთაშორისი საუბარი შეუკვეთა და
სულ მალე უკვე მისტერ ენტუისლს ელაპარაკებოდა.
- დიახ, კვლავ მე ვარ. დაივიწყეთ ჩემი დავალება. C’était une
blague!41 ვიღაც მისმენდა. ახლა კი, mon vieux,42 ნამდვილი და-
ვალება. როგორც გითხარით, მატარებელში ჩაჯდებით, მაგრამ
ბერი-სენტ-ედმუნდსში კი არ გაემგზავრებით, არამედ იქ, სადაც
მისტერ ტიმოთი ებერნეთი ცხოვრობს.
- მაგრამ მოდი და ტიმოთი „ენდერბიში“ არიან.
- სწორედაც. მათ სახლში არავინაა, მხოლოდ ერთი ქალია,
გვარად ჯოუნზი, რომელსაც largesse43 შესთავაზეს და დაიყო-
ლიეს, რომ სახლის პატრონების არყოფნაში იქაურობას მიხე-
დოს. მინდა, იქიდან რაღაც წამოიღოთ!
- ძვირფასო პუარო, ძარცვას ვერ ვიკადრებ!

41
C’était une blague! (ფრანგ.) - ეს თვალის ასახვევად იყო.
42
Mon vieux (ფრანგ.) - მეგობარო.
43
Largesse (ფრანგ.) - გულუხვი საზღაური.
245 მკითხველთა ლიგა
- ეს ძარცვა არ იქნება. ეტყვით მშვენიერ მისის ჯოუნზს, რო-
მელიც თქვენ გიცნობთ, რომ მისტერ და მისის ებერნეთებმა ამ
ნივთის ლონდონში ჩატანა გთხოვეს, და არაფერს იეჭვებს.
- დიახ, გეთანხმებით, მაგრამ ეს არ მომწონს, - უკმაყოფი-
ლოდ ჩაილაპარაკა მისტერ ენტუისლმა, - რატომ არ გინდათ,
თვითონ გაემგზავროთ და აიღოთ ის, რაც გჭირდებათ?
- იმიტომ, ჩემო მეგობარო, რომ უცხოელის გარეგნობის მქო-
ნე უცნობის დანახვა მისის ჯოუნზს მაშინვე ეჭვს აღუძრავს.
- დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ რას იფიქრებენ ტიმოთი და მო-
დი, როდესაც ამას შეიტყობენ? მე ხომ მათ ორმოც წელზე მეტია,
ვიცნობ.
- რიჩარდ ებერნეთისაც ამდენივე ხანს იცნობდით, კორა
ლანსკენეს კი - მისი ბავშვობიდან მოყოლებული.
- დარწმუნებული ხართ, რომ ეს აუცილებელია, პუარო? - ტან-
ჯულის ხმით იკითხა მისტერ ენტუისლმა.
- ძველი შეკითხვა, რომელიც ომის დროს პლაკატებზე ეწერა:
„თქვენი გამგზავრება მართლაც აუცილებელია?“44 გეუბნებით,
რომ აუცილებელია. სასიცოცხლოდ აუცილებელი!
- რა ნივთი უნდა ავიღო?
პუარომ აუხსნა.
- მაგრამ, პუარო, ვერ გამიგია...
- არც არის საჭირო, რომ გაიგოთ. ისიც საკმარისია, რომ მე
ვიცი.
- და როგორ უნდა მოვექცე იმ წყეულ ნივთს?
- ლონდონში ჩამოიტანთ, ელმ-პარკ-გარდენზში. თუ ფანქარი
გაქვთ, მისამართი ჩაიწერეთ.

44
„თქვენი გამგზავრება მართლაც აუცილებელია?“ - მოწოდება ტრანსპორ-
ტით სარგებლობის შეზღუდვაზე საწვავისა და ელექტროენერგიის დაზოგვის
მიზნით.
246 მკითხველთა ლიგა
მისტერ ენტუისლი ასეც მოიქცა, შემდეგ კი გატანჯული კაცი-
ვით წარმოთქვა:
- ვიმედოვნებ, პუარო, იცით, რასაც აკეთებთ?
მის ხმაში ძლიერი ეჭვი ჟღერდა, განსხვავებით პუაროს პასუ-
ხისგან:
- რასაკვირველია, ვიცი. ჩვენ კვანძის გახსნას ვუახლოვდე-
ბით.
მისტერ ენტუისლმა ამოიოხრა:
- ნეტავ იმას მაინც მივხვდეთ, რისი თქმა უნდოდა ჩემთვის
ელენს.
- ნატვრა და გამოცნობა არ გვჭირდება. მე ეს ვიცი.
- იცით? როგორ, ძვირფასო პუარო...
- ახლა ახსნა-განმარტების დრო არ არის, მაგრამ გარწმუ-
ნებთ, ვიცი, რაც დაინახა ელენ ებერნეთიმ, როდესაც სარკეში
იყურებოდა.

247 მკითხველთა ლიგა


II
საუზმობისას დაძაბული ატმოსფერო სუფევდა. როზამუნდი
და ტიმოთი არ გამოჩენილან, დანარჩენები კი ხმადაბლა საუბ-
რობდნენ და ჩვეულებრივზე ნაკლებს მიირთმევდნენ.
თანდაყოლილი ოპტიმიზმის წყალობით, ჯორჯი პირველი
იყო, ვისაც ხასიათი გამოუკეთდა.
- ვფიქრობ, დეიდა ელენი მალე გამოკეთდება, - თქვა მან, -
ექიმები ყოველთვის ცხვირჩამოშვებულები დადიან. რა არის,
ბოლოს და ბოლოს, ტვინის შერყევა. ადამიანი ორ დღეშიც კი
შეიძლება ფეხზე დადგეს.
- ჩემს ერთ ნაცნობს ტვინის შერყევა ომის დროს დაუდგინეს,
- ძალდაუტანებლად ჩაილაპარაკა მის ჯილკრისტმა, - თავში
აგური დაეცა, როდესაც ტოტენჰემ-კორტ-როუდს ფეხით მიუყვე-
ბოდა, - მაშინ საჰაერო თავდასხმები ხშირი იყო, - ვერაფერი იგ-
რძნო, მაგრამ ოცდაოთხი საათის შემდეგ ლივერპულის მატარე-
ბელში გული წაუვიდა. გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ არ
ახსოვდა, როგორ მივიდა სადგურში და ვაგონში ჩაჯდა, თვალი
რომ გაახილა, გაუკვირდა, რომ საავადმყოფოში იწვა. იქ თით-
ქმის სამი კვირა დაჰყო.
- მე კი ის ვერ გამიგია, - თქვა სიუზენმა, - ვის და რატომ ურე-
კავდა ელენი უთენია.
- შესაძლოა, გაეღვიძა, თავი ცუდად იგრძნო და ექიმის გამო-
ძახება გადაწყვიტა, - ივარაუდა მოდმა, - შემდეგ კი თავბრუ და-
ესხა და დაეცა. ვფიქრობ, ეს ერთადერთი გონივრული ახსნაა.
- არ გაუმართლა, თავი რომ იმ კარის საბჯენს დაარტყა, -
თქვა მაიკლმა, - სქელ ხალიჩაზე რომ დაცემულიყო, არაფერი
მოუვიდოდა.
კარი გაიღო და სახემოღუშული როზამუნდი შემოვიდა.

248 მკითხველთა ლიგა


- ცვილის ყვავილებს ვერსად მივაგენი, იმათ ვგულისხმობ,
ბიძია რიჩარდის დაკრძალვის დღეს მალაქიტის მაგიდაზე რომ
იდგა, - თქვა მან და გამკიცხავი მზერა სიუზენს მიაპყრო, - შენ
ხომ არ აიღე?
- ცხადია, არა! ისე, როზამუნდ, როგორ შეგიძლია მალაქიტის
მაგიდაზე ფიქრი, როდესაც საბრალო ელენი ტვინის შერყევით
საავადმყოფოში წაიყვანეს?
- ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა ვიფიქრო. თუ ადამიანს ტვი-
ნის შერყევა აქვს, მან არც იცის, რა ხდება და მისთვის ამას მნიშ-
ვნელობაც არა აქვს. დეიდა ელენს ვერაფრით დავეხმარებით,
მე და მაიკლი კი ხვალ ლონდონში ლანჩის დროისთვის უნდა
დავბრუნდეთ, რათა ჯეკი ლაიგოუსთან „ბარონეტის აღმასვლის“
პრემიერის თარიღი შევათანხმოთ. ამიტომ მინდოდა, მაგიდის
შესახებ გადაწყვეტილება ახლავე მიმეღო და ცვილის ყვავილე-
ბისთვისაც კიდევ ერთხელ შემევლო თვალი. მაგიდაზე ჩინური
ვაზის მსგავსი დგას - სასიამოვნო ნივთია, მაგრამ სულ სხვა პე-
რიოდს ეკუთვნის. საინტერესოა, სად გაქრა ყვავილები? შესაძ-
ლოა, ლენსკომბმა იცოდეს.
ის-ის იყო, ლენსკომბი შემოვიდა, რათა გაეგო, დასრულდა
თუ არა საუზმე.
- ჩვენ მოვრჩით, ლენსკომბ, - თქვა ჯორჯმა და წამოდგა, -
ჩვენს უცხოელ მეგობარს რა დაემართა?
- მთხოვა, ყავა და შებრაწული პური საძინებელში მომიტა-
ნეო, სერ.
- Petit déjeuner45 გაეროს დდც-სთვის.
- ლენსკომბ, თქვენ ხომ არ იცით, სად არის ცვილის ყვავილე-
ბი, რომლებიც სასტუმრო ოთახში მალაქიტის მაგიდაზე იდგა? -
იკითხა როზამუნდმა.

45
Petit déjeuner (ფრანგ.) - მსუბუქი საუზმე.
249 მკითხველთა ლიგა
- როგორც ვხვდები, მისის ლეოს პლაფონი გაუტყდა, ახლის
ყიდვას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო.
- ყვავილები სადღაა?
- ალბათ, კარადაში, კიბის ქვემოთ, მემ. იქ, ჩვეულებრივ, შე-
საკეთებელ ნივთებს აწყობენ ხოლმე. ხომ არ ვნახო?
- თვითონ წავალ და ვნახავ. წამომყევი, მაიკლ. იქ ბნელა, მე
კი არ ვაპირებ სიბნელეში ხელების ფათურს მას შემდეგ, რაც
დეიდა ელენს შეემთხვა.
ამ სიტყვებს დამსწრეთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
- რას გულისხმობ, როზამუნდ? - ჰკითხა მოდმა.
- დეიდა ელენს, ალბათ, ვიღაცამ ჩაარტყა, ასე არ არის?
- არა, მოულოდნელად თავბრუ დაესხა და დაეცა, - მკვახედ
მიუგო გრეგორი ბენკსმა.
- ეს თვითონ გითხრა? - გაეცინა როზამუნდს, - სისულელეს ნუ
ამბობ, გრეგ. ცხადია, თავში ჩასცხეს.
- ამას ნუ ამბობ, როზამუნდ, - გულმოსული კილოთი თქვა
ჯორჯმა.
- სისულელეა, - დაიჟინა როზამუნდმა, - სწორედ ასე უნდა
მომხდარიყო. იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ემთხვევა: დე-
ტექტივი სახლში სამხილებს ეძებს, ბიძია რიჩარდი მოწამლეს,
დეიდა კორას ნაჯახით მოუღეს ბოლო, მის ჯილკრისტს მოწამ-
ლული საქორწილო ტორტი მიუგზავნეს, ახლა კი ელენს თავში
ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ჩვენ ერთიმეორის მიყოლებით დაგ-
ვხოცავენ, მკვლელი კი ის იქნება, ვინც ცოცხალი დარჩება. პი-
რადად მე არ ვაპირებ, ვინმეს თავი მოვაკვლევინო.
- შენ რატომღა უნდა მოგკლან, მშვენიერო როზამუნდ? -
ჰკითხა ჯორჯმა დაუფიქრებლად.
როზამუნდს თვალები გაუფართოვდა.
- ოჰ, - თქვა მან, - იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიცი.

250 მკითხველთა ლიგა


- მაინც რა იცი? - თითქმის ერთდროულად შესძახეს მოდ
ებერნეთიმ და გრეგორი ბენკსმა.
როზამუნდს სახეზე მისთვის დამახასიათებელი ოდნავ დაბ-
ნეული, ანგელოზური ღიმილი გამოესახა.
- ყველას გინდათ ამის ცოდნა, არა? - სასიამოვნო ხმით თქვა
მან, - წავიდეთ, მაიკლ.

251 მკითხველთა ლიგა


თავი 22
დილის თერთმეტ საათზე პუარომ ყველანი ბიბლიოთეკაში
მიიწვია არაოფიციალურ შეკრებაზე.
- წუხელ, - დაიწყო მან და იქ მყოფთ ფიქრიანი მზერა მოავ-
ლო, - მისის შეინმა გამოგიცხადათ, რომ კერძო დეტექტივი გახ-
ლავართ. პირადად მე იმედი მქონდა, რომ ჩემს, ასე ვთქვათ, კა-
მუფლაჟს, ცოტა დიდხანს შევინარჩუნებდი. მაგრამ ამას მნიშ-
ვნელობა არა აქვს! დღეს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ხვალ,
ამას მაინც გაგიმხელდით. ახლა კი გთხოვთ, ყურადღებით მო-
მისმინოთ. ჩემს სფეროში სახელგანთქმული პიროვნება ვარ -
შეიძლება ითქვას, ყველაზე სახელგანთქმული, უნიკალური ნი-
ჭის პატრონი!
- სავსებით შესაძლებელია, მესიე პონტ... არა, მესიე პუარო,
ხომ? - დაცინვით იკითხა ჯორჯ კროსფილდმა, - სასაცილოა,
რომ თქვენ შესახებ არასდროს მსმენია.
- სასაცილო კი არა, სატირალია! - თქვა პუარომ მკაცრად, -
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ახალგაზრდები სათანადო განათ-
ლებას ვერ იღებენ. ყველა მხოლოდ ეკონომიკასა და ინტელექ-
ტის განმსაზღვრელი ტესტების დაძლევის მეთოდებს სწავ-
ლობს... მაგრამ განვაგრძოთ. მრავალი წლის განმავლობაში
მისტერ ენტუისლის მეგობარი ვიყავი...
- აი, თურმე ვის უნდა ვუმადლოდეთ თქვენს აქ ყოფნას!
- თუ გსურთ, შესაძლოა, ასეც თქვათ, მისტერ კროსფილდ.
მისტერ ენტუისლი ძალიან გაანაწყენა ძველი მეგობრის, მისტერ
რიჩარდ ებერნეთის გარდაცვალებამ. განსაკუთრებით დაკ-
რძალვის დღეს ამ ოთახში მისტერ ებერნეთის დის, მისის ლან-
სკენეს ნათქვამმა შეაშფოთა.

252 მკითხველთა ლიგა


- სულელურად მოქცეულა - კორას სტილში, - თქვა მოდმა, -
მისტერ ენტუისლს გონიერება უნდა გამოეჩინა და ამისთვის ყუ-
რადღება არ მიექცია.
- მისის ლანსკენეს სიკვდილის შემდეგ მასში შეშფოთებამ
იმატა, - განაგრძო პუარომ, - მისტერ ენტუისლს მხოლოდ ერთი
რამ სურდა: იმაში დარწმუნება, რომ ეს მხოლოდ დამთხვევა
იყო, ანუ რიჩარდ ებერნეთის ბუნებრივმა სიკვდილმა უწია. სწო-
რედ ამ მიზნით მთხოვა აუცილებელი გამოძიების ჩატარება.
ხმა არავის ამოუღია.
- ასეც მოვიქეცი...
ამას მორიგი პაუზა მოჰყვა. პუარომ თავი ასწია.
- ეჰ ბიენ, ყველას გაგახარებთ იმის მოსმენა, რომ გამო-
ძიების შედეგად დავადგინე: მისტერ ებერნეთის ბუნებრივ სიკ-
ვდილში დაეჭვების საფუძველი არ არსებობს. არაფერი მოწ-
მობს იმას, რომ მოკლეს! - პუარომ გაიღიმა და ხელები სა-
ზეიმოდ აღმართა, - კარგი სიახლეა, არა?
დამსწრეთა გამომეტყველება ამას არ ადასტურებდა. ყველა
მას მისჩერებოდა. მათ თვალებში, ერთი ადამიანის გამოკლე-
ბით, ეჭვი იკითხებოდა.
ეს გამონაკლისი გახლდათ ტიმოთი ებერნეთი, რომელმაც
თავი ენერგიულად დააქნია.
- რა თქმა უნდა, რიჩარდი არ მოუკლავთ! - გულმოსული კი-
ლოთი განაცხადა მან, - ვერასდროს ვხვდებოდი, როგორ უნდა
მოსვლოდა ვინმეს თავში მსგავსი აზრი! ეს კორას ჩვეული უსაქ-
ციელობა იყო და მეტი არაფერი. ჩვენი შეშინება სურდა - თავისი
ჭკუით, გაიხუმრა. მართალია, კორა ჩემი და იყო, მაგრამ მაინც
გეტყვით, რომ თავში ყოველთვის უქროდა. მისტერ... თქვენი სა-
ხელი დამავიწყდა... მოხარული ვარ, რომ საქმეს ჭკვიანურად
მიუდექით და სწორი დასკვნა გააკეთეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ
მისტერ ენტუისლი თავხედურად მოიქცა, როდესაც ჩვენთან შე-
253 მკითხველთა ლიგა
მოგგზავნათ ყველაფრის დასაზვერად და გასარკვევად. თუ იგი
აპირებს, რომ ჰონორარი ჩვენი მემკვიდრეობიდან გადაგიხა-
დოთ, გაფრთხილებთ, ამას ვერ ეღირსება! ვინ არის ენტუისლი,
რომ საკუთარ თავს ამდენის უფლება მისცეს? თუ ოჯახი კმაყო-
ფილია...
- ოჯახი კმაყოფილი არ არის, ბიძია ტიმოთი, - გააწყვეტინა
როზამუნდმა.
- რაო? - ტიმოთი მას უკმაყოფილო სახით მიაჩერდა და შუბ-
ლი შეიკრა.
- ჩვენ კმაყოფილი არა ვართ. იმაზე რას იტყვით, რაც დღეს
დილით დეიდა ელენს შეემთხვა?
- ელენი იმ ასაკისაა, როდესაც ინსულტი სულაც არ არის გა-
საკვირი, - მკვახედ თქვა მოდმა.
- გასაგებია, კიდევ ერთი დამთხვევა, არა? - მიუგო როზამუნ-
დმა და პუაროს გახედა, - ბევრი ხომ არ არის?
- სისულელეა, - არ შეეპუა მოდი, - ელენი თავს ცუდად
გრძნობდა, ექიმის გამოსაძახებლად წავიდა, შემდეგ კი...
- მას ექიმთან არ დაურეკავს, - გააწყვეტინა როზამუნდმა, - ეს
უკვე გავარკვიე.
- აბა, ვის დაურეკა? - დაინტერესდა სიუზენი.
- არ ვიცი, - უპასუხა როზამუნდმა და გაღიზიანება დაეტყო, -
მაგრამ იმედია, გავიგებთ, - დაამატა მან.

254 მკითხველთა ლიგა


II
ერკიულ პუარო ვიქტორიანული სტილის ფანჩატურში იჯდა.
მან ჯიბიდან დიდი საათი ამოიღო და მაგიდაზე დადო.
პუარომ ყველას გამოუცხადა, რომ აქედან მიემგზავრებოდა
და მისი მატარებელი თორმეტ საათზე გადიოდა. გამგზავრებამ-
დე ნახევარი საათი რჩებოდა - ოცდაათი წუთი იმისთვის, რომ
ვინმეს გადაწყვეტილება მიეღო და მასთან მისულიყო. შესაძ-
ლოა, ეს არაერთს გაეკეთებინა...
ფანჩატური კარგად მოჩანდა სახლის ფანჯრებიდან. მალე ვი-
ღაც აუცილებლად მოვიდოდა.
თუ ეს არ მოხდებოდა, მაშასადამე, ადამიანის ბუნებას კარ-
გად არ იცნობდა, მისი დასკვნები კი მცდარი იყო.
პუარო ელოდებოდა - ასე ობობა ელოდება ხოლმე ქსელში
ბუზის გაბმას.
პირველი მის ჯილკრისტი მოვიდა, აღელვებული და გაღი-
ზიანებული ჩანდა.
- ოჰ, მესიე პონტარლიე... თქვენი მეორე გვარი არ მახსოვს...
- ენის ბორძიკით დაიწყო მან, - დალაპარაკება მსურს... მართა-
ლია, ამის გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ასე
უნდა მოვქცეულიყავი. ვგულისხმობ, მას შემდეგ, რაც დღეს დი-
ლით მისის ლეოს შეემთხვა... ვფიქრობ, მისტერ შეინმა სწორი
ბრძანა - ეს დამთხვევა არაა და, ცხადია, არც ინსულტი, რო-
გორც მისის ტიმოთიმ ივარაუდა, რადგან ერთხელ მამაჩემს და-
არტყა ინსულტმა და სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა. თანაც,
ექიმიც დარწმუნებულია, რომ ეს ტვინის შერყევაა!
მის ჯილკრისტმა სული მოითქვა და ვედრებით შეხედა
პუაროს.
- დიახ, - დაყვავებით და გამამხნევებელი კილოთი უთხრა
პუარომ, - კიდევ ხომ არ გსურთ რამის თქმა?
255 მკითხველთა ლიგა
- უკვე გითხარით, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა, რადგან
მან დიდი სიკეთე გამოიჩინა - მისის ტიმოთისთან სამუშაოდ მო-
მაწყო და კიდევ... არ მინდა, უმადური ადამიანის შთაბეჭდილება
მოვახდინო. მან მისის ლანსკენეს ონდატრის ჟაკეტიც მაჩუქა -
ძალიან ლამაზია, შესანიშნავად გამოიყურება და სულ არ ეტყო-
ბა, რომ ცალ მხარეს ბეწვი ოდნავ გაექუცა. როდესაც მისთვის
ამეთვისტოს გულსაბნევის დაბრუნება დავაპირე, ამაზე ლაპარა-
კიც არ ისურვა...
- მისის ბენკსს გულისხმობთ? - ჰკითხა პუარომ.
- დიახ, მაგრამ... - მის ჯილკრისტი ძირს იყურებოდა და თი-
თებს ნერვიულად აწვალებდა. მოულოდნელად თავი ასწია და
სწრაფად ჩაილაპარაკა, - მაგრამ უნდა გითხრათ, რომ გავიგო-
ნე!
- იმის თქმა გსურთ, რომ შემთხვევით საუბარი მოისმინეთ...
- არა, - მის ჯილკრისტმა თავი ისე გადააქნია, თითქოს გმი-
რული გადაწყვეტილება მიიღოო, - თქვენთან გულახდილი ვიქ-
ნები, მით უმეტეს, რომ ინგლისელი არ ბრძანდებით.
ერკიულ პუარო ქალს მიუხვდა და არაფერი სწყენია.
- გინდათ თქვათ, რომ უცხოელისთვის ბუნებრივია, როდესაც
ადამიანები კართან მალულად დგანან და სხვის საუბარს ისმე-
ნენ, მათ წერილებს ხსნიან, უკვე გახსნილს კი კითხულობენ?
- ოჰ, სხვისი წერილის გახსნას არასდროს ვიკადრებ, - მიუგო
მის ჯილკრისტმა შეურაცხყოფილი ადამიანის კილოთი, - მაგრამ
საუბარს კი მოვუსმინე იმ დღეს, როდესაც მისტერ რიჩარდ
ებერნეთი თავის დას ეწვია. მაინტერესებდა, ისეთი რა მოხდა,
რომ ამდენი წლის შემდეგ ასე მოულოდნელად გამოცხადდა.
უნდა გამიგოთ... როდესაც არც პირადი ცხოვრება გაქვს და არც
მეგობრები გყავს, უნებურად იმ ადამიანებით ინტერესდები, ვის-
თანაც ცხოვრობ.
- სავსებით ბუნებრივია, - დაეთანხმა პუარო.
256 მკითხველთა ლიგა
- მეც ასე მგონია... თუმცა ეს, რასაკვირველია, მთლად სწო-
რიც არაა, მაგრამ მე ეს გავაკეთე! და გავიგონე, რაც მოხუცმა
თქვა!
- თქვენ გაიგონეთ, რა უთხრა მისტერ ებერნეთიმ მისის ლან-
სკენეს?
- დიახ. მან დაახლოებით ასეთი რამ თქვა: „აზრი არ ჰქონდა
ტიმოთისთვის თქმას, არც კი მომისმენდა და თავიდან მომიცი-
ლებდა. სამაგიეროდ, შენთან მინდოდა გულის მოოხება, კორა.
ჩვენ მხოლოდ სამნი დავრჩით. და თუმცა შენ ყოველთვის მოგ-
წონდა, თავი დოყლაპიად წარმოგეჩინა, ჭკუა ნამდვილად არ
გაკლია. როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?“ კარგად ვერ გა-
ვარჩიე, რა უპასუხა მისის ლანსკენემ, მაგრამ სიტყვა „პოლიცი-
ას“ კი მოვკარი ყური. მისტერ ებერნეთიმ შესძახა: „ამას ვერ გა-
ვაკეთებ - საქმე ხომ ჩემს დისშვილს ეხება!“ ამ დროს სამზა-
რეულოში გავიქეცი, რადგან ცეცხლზე რაღაც მედგა. როდესაც
დავბრუნდი, მისტერ ებერნეთი ამბობდა: „რომც მომკლან, მა-
ინც არ მინდა პოლიციის ჩარევა, მაგრამ ნუ წუხხარ. ახლა, რო-
დესაც ვიცი, ძალიან გავფრთხილდები“. შემდეგ თქვა, ახალი ან-
დერძი შევადგინეო, სადაც დას, რაც აუცილებელი იყო, ყველაფ-
რით უზრუნველყოფდა. ისიც დაამატა, რომ მისი ქმრის თაობაზე
შეცდა, მივხვდი, მასთან ბედნიერი იყავიო.
მის ჯილკრისტი გაჩუმდა.
- გასაგებია, გასაგებია, - თქვა პუარომ.
- ამის მოყოლას არავისთან ვაპირებდი. არა მგონია, მისის
ლანსკენეს მოესურვებინა... მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც ამ
დილით მისის ლეოს თავს დაესხნენ, თქვენ კი მშვიდად განაცხა-
დეთ, ეს დამთხვევააო... მესიე პონტარლიე, ეს არ იყო დამთხვე-
ვა!
პუაროს გაეღიმა.

257 მკითხველთა ლიგა


- მართლა არ იყო, - თავი დააქნია მან, - გმადლობთ, რომ
მოხვედით, მის ჯილკრისტ. ძალიან დამეხმარეთ.

258 მკითხველთა ლიგა


III
პუარომ ძლივს მოიცილა თავიდან მის ჯილკრისტი. ეს აუცი-
ლებლად უნდა გაეკეთებინა, რადგან სხვათა აღიარებასაც
ელოდებოდა.
გუმანმა არ უმტყუნა. ის-ის იყო, მის ჯილკრისტი წავიდა, რომ
ფანჩატურში სწრაფი ნაბიჯით გრეგორი ბენკსი შემოვიდა. სახე
გაჰფითრებოდა, შუბლი ოფლით დასცვაროდა, თვალები უც-
ნაურად უელავდა.
- როგორც იქნა! - თქვა მან, - მეგონა, ეს სულელი ქალი აღა-
რასოდეს წავიდოდა. რაც დილით გვითხარით, ყველაფერი სიც-
რუეა. რიჩარდ ებერნეთი მოკლეს. იგი მე მოვკალი!
ერკიულ პუარომ ახალგაზრდა კაცს შეხედა. ოდნავი გაოცე-
ბაც არ ეტყობოდა.
- მაშასადამე, თქვენ მოკალით. როგორ?
გრეგორი ბენკსმა გაიღიმა.
- ჩემთვის ეს ადვილი იყო. მე ხომ ნებისმიერ დროს შემეძლო
თხუთმეტი-ოცი სხვადასხვა მომწამვლელი პრეპარატის შოვნა.
ცხადია, შხამის შეყვანის ხერხი უნდა მომეფიქრებინა, მაგრამ
თავში ბრწყინვალე აზრი მომივიდა, რომლის მიხედვითაც, იმ
მომენტში იქვე ყოფნა აღარ მჭირდებოდა.
- ძალიან ჭკვიანურია, - თქვა პუარომ.
გრეგორი ბენკსმა მორცხვად დახარა თავი. იგი კმაყოფილი
ჩანდა.
- რატომ მოკალით? - ჰკითხა პუარომ ინტერესით, - ფულის
გულისთვის, რომელიც თქვენს ცოლს მემკვიდრეობით უნდა
რგებოდა?
- არა, ცხადია, არა, - აღელდა გრეგორი, - ფული სულ არ მა-
დარდებს. ამის გულისთვის კი არ დავქორწინებულვარ სიუზენ-
ზე!
259 მკითხველთა ლიგა
- მართლა, მისტერ ბენკს?
- ასე ის ფიქრობდა, - მოულოდნელად ღვარძლიანად თქვა
გრეგმა, - რიჩარდ ებერნეთი! მას სიუზენი უყვარდა, ამაყობდა
მისით, ჭეშმარიტ ებერნეთად მიაჩნდა! მაგრამ ფიქრობდა, რომ
გათხოვებისას ცუდი არჩევანი გააკეთა - ვეზიზღებოდი! მისთვის
შეუფერებელი ვეგონე, რადგან ისე არ ვიცვამ და ვლაპარაკობ,
როგორც ყველა. ნამდვილი სნობი იყო - ბინძური სნობი!
- მე ასე არ ვფიქრობ, - რბილად შეეპასუხა პუარო, - იმის მი-
ხედვით, რაც მის შესახებ მსმენია, რიჩარდ ებერნეთი სნობი არ
იყო.
- იყო! იყო! - ისტერიკულად შესძახა ახალგაზრდა კაცმა, -
არარაობად მივაჩნდი და თუმცა ყოველთვის თავაზიანად მექ-
ცეოდა, ვხვდებოდი, რომ არ მოვწონდი!
- შესაძლებელია.
- ვერავინ გაბედავს ჩემთან ასე მოქცევას! ზოგიერთმა უკვე
სცადა და საკადრისი მიიღო! ერთმა ქალმა წამალი შემიკვეთა
და უხეშად მომმართა. იცით, როგორ გადავუხადე?
- დიახ, - მიუგო პუარომ.
გრეგორი გაოცდა.
- მაშასადამე, იცით?
- ვიცი.
- კინაღამ მოკვდა, - კმაყოფილება ვერ დამალა გრეგმა, - ეს
ამტკიცებს, რომ ჩემი აბუჩად აგდება სახიფათოა! რიჩარდ ებერ-
ნეთის ვეზიზღებოდი... და რა დაემართა? მოკვდა.
- შესანიშნავად ჩადენილი მკვლელობა იყო, - შეაქო პუარომ,
- მაგრამ რატომ მოხვედით ჩემთან და გამომიტყდით?
- იმიტომ, რომ თქვით, არ მოუკლავთო! მინდოდა, თქვენ-
თვის მეჩვენებინა, რომ არც ისეთი ჭკვიანი ხართ, როგორც გგო-
ნიათ, თანაც...
- დიახ? - გაამხნევა პუარომ, - თანაც, რა?
260 მკითხველთა ლიგა
გრეგი მოულოდნელად ძელსკამზე დაჯდა. გამომეტყველება
მკვეთრად შეეცვალა. ერთგვარ ექსტაზში იყო.
- ეს არასწორია... უსინდისობაა... უნდა დავისაჯო... იქ უნდა
დავბრუნდე, სადაც სასჯელს იხდიან და დანაშაული გამოვისყი-
დო... დიახ, გამოვისყიდო! მონანიება! შურისგება!
მას სახე გაუნათდა. პუარო ცოტა ხანს ცნობისმოყვარეობით
შეჰყურებდა, შემდეგ კი ჰკითხა:
- ძალიან გინდათ, ცოლს თავი დააღწიოთ?
გრეგორის სახე კვლავ შეეცვალა.
- სიუზენს? სიუზენი შესანიშნავია... შესანიშნავი...
- დიახ, სიუზენი შესანიშნავია და ეს მძიმე ტვირთია. მას ძა-
ლიან უყვარხართ. ესეც სამძიმოა, არა?
გრეგორი იჯდა, წინ იყურებოდა და თითქოს ვეღარაფერს ამ-
ჩნევდა. შემდეგ ნაწყენი ბავშვის კილოთი წარმოთქვა:
- რატომ არ შეიძლება, თავი დამანებოს? - უცებ წამოხტა და
ჩაილაპარაკა, - აქეთ სიუზენი მოდის... მდელოს გავლით. მე წა-
ვალ. თუ შეიძლება, გადაეცით, რომ პოლიციაში მივდივარ, რა-
თა დანაშაული ვაღიარო.

261 მკითხველთა ლიგა


IV
სიუზენი აქოშინებული მოვარდა.
- გრეგი სად არის? - იკითხა მან, - აქ იყო! დავინახე!
- დიახ, - მიუგო პუარომ, ცოტა ხნის შემდეგ კი დაამატა, -
თქვენი ქმარი აქ იმის სათქმელად მოვიდა, რომ რიჩარდ ებერ-
ნეთი მან მოწამლა.
- რა სისულელეა! იმედია, არ დაუჯერეთ, არა?
- რატომ არ უნდა დამეჯერებინა?
- ამ ადგილის სიახლოვესაც კი არ ყოფილა, როდესაც ბიძია
რიჩარდი გარდაიცვალა!
- შესაძლებელია. მაშინ სად იყო, როცა კორა ლანსკენე მოკ-
ვდა?
- ლონდონში. ორივენი იქ ვიყავით.
ერკიულ პუარომ თავი გადააქნია.
- არა, არა, ასე არ გამოვა. დღის მეორე ნახევარში საკუთარი
მანქანით სადღაც გაემგზავრეთ. მგონი, ვიცი, სადაც - ლიტჩეტ--
სენტ-მერიში.
- მსგავსი არაფერი გამიკეთებია!
პუაროს გაეღიმა.
- უკვე გითხარით, მადამ, პირველად არ გხედავთ-მეთქი. მი-
სის ლანსკენეს მკვლელობის გამო ჩატარებული მოკვლევის
შემდეგ „სამეფო გერბის“ გარაჟში ბრძანდებოდით. იქ მექანი-
კოსს ესაუბრეთ, თქვენ გვერდით კი ავტომობილი იდგა, რო-
მელშიც ხანდაზმული უცხოელი ჯენტლმენი იჯდა. თქვენ ის ვერ
შეამჩნიეთ, სამაგიეროდ, მან მოგაქციათ ყურადღება.
- ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. ეს მოკვლევის დღეს მოხ-
და.

262 მკითხველთა ლიგა


- დიახ,… არ გახსოვთ, რა გითხრათ მექანიკოსმა? მან გკით-
ხათ, მსხვერპლის ნათესავი ხომ არა ხართო, თქვენ კი უპასუ-
ხეთ, მისი დისშვილი ვარო.
- მას მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი აინ-
ტერესებდა.
- დიახ, მაგრამ ამას მოაყოლა: „მე კი თავს ვიმტვრევდი, ად-
რე სად მინახავხართ“. ნეტავ სად გნახათ, მადამ? ალბათ,
ლიტჩეტ-სენტ-მერიში, რადგან მისთვის ეს იმასთან ასოცირდე-
ბოდა, რომ თქვენ მისის ლანსკენეს დისშვილი იყავით. აქედან
გაირკვა, რომ დღის მეორე ნახევარში, როდესაც კორა ლანსკე-
ნე მოკლეს, ლიტჩეტ-სენტ-მერიში ბრძანდებოდით. მანქანა იმა-
ვე კარიერში დატოვეთ, სადაც მოკვლევის დღეს. ის იქ ნახეს და
ნომერიც დაიმახსოვრეს. ახლა ინსპექტორმა მორტონმა იცის,
ვისია ეს მანქანა.
სიუზენი მას მიაჩერდა, სუნთქვა გაუხშირდა, მაგრამ აღელვე-
ბა მაინც არ ეტყობოდა.
- სისულელეს ამბობთ, მესიე პუარო. დამავიწყდა კიდეც, რა-
ტომაც მოვედი. მინდოდა, მარტო მენახეთ და...
- გეღიარებინათ, რომ მკვლელობა თქვენ ჩაიდინეთ და არა
თქვენმა ქმარმა?
- რა თქმა უნდა, არა! სულელი ხომ არ გგონივართ? უკვე
გითხარით, რომ იმ დღეს გრეგორი ლონდონიდან არ გასულა.
- ამაში დარწმუნებული ვერ იქნებით, რადგან იქ არ იყავით.
რა გინდოდათ ლიტჩეტ-სენტ-მერიში, მისის ბენკს?
სიუზენმა ღრმად ამოიოხრა.
- კარგი, მომისმინეთ! დაკრძალვის შემდეგ კორას სიტყვები
ამეკვიატა. გადავწყვიტე, მასთან ჩავსულიყავი და გამერკვია, ეს
აზრი რატომ გაუჩნდა. გრეგს ჩემი იდეა სულელურად ეჩვენებო-
და, ამიტომაც არ ვუთხარი, სად მივდიოდი. იქ სამი საათისთვის
ჩავედი, კარზე დავრეკე, ვაკაკუნე კიდეც, მაგრამ არავინ გამი-
263 მკითხველთა ლიგა
ღო. ვიფიქრე, ალბათ, კორა სადმე გავიდა-მეთქი. კოტეჯის უკა-
ნა კედელთან რომ მივსულიყავი, გატეხილ ფანჯარას შევამჩნევ-
დი, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ლონდონში ისე დავბრუნდი, არა-
ფერი მიეჭვია.
პუაროს სახე არაფერს გამოხატავდა.
- რატომ იბრალებს თქვენი ქმარი დანაშაულს? - ჰკითხა მან.
- იმიტომ, რომ იგი... - სიუზენს კინაღამ წამოსცდა სიტყვა,
მაგრამ თავი შეიკავა.
პუარო მიუხვდა და შეუტია:
- თქვენ ახლა გახუმრებას აპირებდით, გინდოდათ, გეთქვათ,
იმიტომ, რომ გიჟიაო, მაგრამ ხუმრობა სიმართლეს დაემსგავსე-
ბოდა, არა?
- გრეგს არაფერი სჭირს. ის კარგადაა.
- მე რაღაც ვიცი მისი წარსულიდან, - თქვა პუარომ, - სანამ
გაგიცნობდათ, რამდენიმე თვე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში -
„ფორსდაიკჰაუსში“ გაატარა.
- იგი აღრიცხვაზე არ აუყვანიათ. მოხალისე პაციენტი იყო.
- მართალია, ოფიციალურად სულით ავადმყოფად არ
უღიარებიათ, მაგრამ აშკარად გაუწონასწორებელი პიროვნე-
ბაა. მას დანაშაულის კომპლექსი აქვს - ჩემი აზრით, ბავშვობი-
დან.
- თქვენ არ გესმით, მესიე პუარო, - გაცხარდა სიუზენი, -
გრეგს არასდროს ჰქონია თავის გამოჩენის შანსი. ამიტომაც
მინდოდა ასე ძალიან ბიძია რიჩარდის ფულის მიღება. ბიძია
პროზაული ადამიანი იყო - ეს არ ესმოდა... ვიცოდი, რომ გრეგს
თავდაჯერება სჭირდებოდა, უნდა ეგრძნო, რომ მხოლოდ მეაფ-
თიაქის თანაშემწეობა კი არ შეეძლო, რომელსაც აქეთ-იქით და-
არბენინებენ... ახლა ყველაფერი შეიცვლება. მას საკუთარი ლა-
ბორატორია ექნება და ფორმულებს შექმნის.

264 მკითხველთა ლიგა


- დიახ, დიახ, მზად ხართ, მთელი სამყარო აჩუქოთ, რადგან
გიყვართ, მაგრამ ისე ძლიერ გიყვართ, რომ ამას მისთვის სიმ-
შვიდე და ბედნიერება ვერ მოაქვს. არ შეიძლება ადამიანებს ის
მისცეთ, რისი მიღებაც არ შეუძლიათ. საბოლოოდ, თქვენი მე-
უღლე ის იქნება, ვინც არ უნდა, რომ იყოს...
- მაინც ვინ?
- სიუზენის ქმარი.
- რა სასტიკი ხართ… და რა სისულელეს ამბობთ!
- ყველაფრისთვის მზად ხართ, თუ ეს გრეგორი ბენკსს უკავ-
შირდება. ბიძათქვენის ფულის მიღება თქვენთვის კი არა, მეუღ-
ლისთვის გჭირდებოდათ. ჩაიდენდით კი ამისთვის დანაშაულს?
გაბრაზებული სიუზენი შეტრიალდა და ფანჩატურიდან გავარ-
და.

265 მკითხველთა ლიგა


V
- ვიფიქრე, კარგი იქნება, თუ შევუვლი და დავემშვიდობები--
მეთქი, - თქვა მაიკლ შეინმა უდარდელი კილოთი.
მან გაიღიმა და პუარომ მისი მომხიბვლელობის ძალა იგ-
რძნო.
რამდენიმე წამის განმავლობაში ერკიულ პუარო მდუმარედ
აკვირდებოდა მაიკლ შეინს. მოეჩვენა, რომ ამ სახლში მყოფთა-
გან მას ყველაზე ნაკლებად იცნობდა, რადგან მაიკლი საკუთარ
თავს ყოველთვის მხოლოდ ერთი მხრიდან აჩვენებდა - რო-
გორც ეს თვითონ სურდა.
- თქვენი მეუღლე ძალზე უჩვეულო ქალია, - თქვა პუარომ.
მაიკლმა წარბები აზიდა.
- ასე გგონიათ? გეთანხმებით, როზამუნდი ლამაზია, მაგრამ
ვერ დავიჟინებ, რომ ჭკუითაც გამოირჩევა.
- მისის შეინი არ ცდილობს, ძალიან ჭკვიანად მოაჩვენოს
ხალხს თავი, - დაეთანხმა პუარო, - მაგრამ იცის, რაც უნდა, - მან
ამოიოხრა, - სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის.
- აჰ! - მაიკლს კვლავ გაეღიმა, - მალაქიტის მაგიდას გულის-
ხმობთ?
- შესაძლოა, - პუარო გაჩუმდა, შემდეგ კი დაამატა, - და იმას,
რაც ზედ იყო მოთავსებული.
- ცვილის ყვავილებს?
- მართალი ბრძანდებით.
მაიკლი მოიღუშა.
- ყოველთვის არ მესმის თქვენი, პუარო. ასეა თუ ისე, - ღიმი-
ლით წარმოთქვა მან, - მადლობელი ვარ, რომ ჩვენ მიმართ ეჭ-
ვები გააქრეთ. რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ არის სასიამოვ-
ნო იმაზე ფიქრი, რომ ერთ-ერთმა ჩვენგანმა საბრალო მოხუც
ბიძია რიჩარდს, შესაძლოა, ფეხები გააფშეკინა.
266 მკითხველთა ლიგა
- მაშინაც ასეთად აღიქვით, როდესაც გაიცანით? - ჰკითხა
პუარომ, - საბრალო მოხუც ბიძია რიჩარდად?
- არა, არა... რასაკვირველია, გარეგნულად ურიგოდ არ გა-
მოიყურებოდა...
- და არც გონებას და მეხსიერებას უჩიოდა?
- გეთანხმებით.
- ამასთან, გამჭრიახობითაც გამოირჩეოდა?
- ნამდვილად.
- ადამიანებშიც კარგად ერკვეოდა?
მაიკლს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა.
- ამაში კი ვერ დაგეთანხმებით, მესიე პუარო. მე არ მოვწონ-
დი.
- იქნებ ფიქრობდა, რომ ცოლქმრულ ურთიერთობაში ერ-
თგულებას არ იჩენდით? - ივარაუდა პუარომ.
- რა ძველმოდური იდეაა!
- მაგრამ სიმართლეა, არა?
- საინტერესოა, რას გულისხმობთ?
პუარომ თითის წვერები ერთმანეთს მიადო.
- უნდა გითხრათ, რომ გამოძიება ჩატარდა, - ჩაილაპარაკა
მან.
- თქვენ ჩაატარეთ?
- არა მხოლოდ მე.
მაიკლმა მას სწრაფი, შემფასებელი მზერა სტყორცნა.
პუარომ გაიფიქრა, რომ მაიკლ შეინი რეაქციის სისწრაფითაც
გამოირჩეოდა და საკმაოდ ჭკვიანიც იყო.
- იმის თქმა გსურთ, რომ... ამით პოლიცია დაინტერესდა?
- მათ არასდროს აკმაყოფილებდათ ის აზრი, რომ კორა ლან-
სკენეს მკვლელობა წინასწარ გულუზრახი დანაშაული იყო.
- და ცნობები შეაგროვეს ჩემ შესახებ?

267 მკითხველთა ლიგა


- ისინი დაინტერესდნენ, თუ სად იყვნენ კორა ლანსკენეს ნა-
თესავები მისი დაღუპვის დღეს, - თავდაჭერილად მიუგო
პუარომ.
- ეს ძალზე უხერხულ ვითარებას ქმნის, - მომხიბლავი გულ-
წრფელობით ჩაილაპარაკა მაიკლმა.
- ასეა საქმე, მისტერ შეინ?
- უარესს ვერც კი წარმოიდგენთ! როზამუნდს ვუთხარი, რომ
იმ დღეს ვინმე ოსკარ ლუისთან ერთად ვისადილე.
- სინამდვილეში კი სხვაგან იყავით?
- დიახ. მანქანით ერთი ქალის, სორელ დეინტონის, სანახა-
ვად წავედი, ცნობილი მსახიობია. მასთან ერთად ბოლო სპექ-
ტაკლში ვითამაშე. პოლიციას ეს, ცხადია, დააკმაყოფილებს,
როზამუნდს კი - არა.
- აჰა! - თავდაჭერილად წამოიძახა პუარომ, - თქვენი მეგობ-
რობის გამო უსიამოვნება შეგემთხვათ?
- დიახ... როზამუნდმა სიტყვა ჩამომართვა, რომ იმ ქალს
აღარ შევხვდებოდი.
- მართლაც უხერხული ვითარებაა... Entrés nous46 და იმ
ქალბატონთან კავშირი გქონდათ?
- ოჰ, მხოლოდ წუთიერი გატაცება! ის ქალი ჩემთვის არა-
ფერს წარმოადგენს.
- სამაგიეროდ, თქვენ წარმოადგენთ მისთვის რაღაცას?
- როგორ გითხრათ... მან თავი მომაბეზრა... ქალებმა ჩაბ-
ღაუჭება იციან. ასეა თუ ისე, პოლიციას ეს დააკმაყოფილებს.
- ასე გგონიათ?
- როგორ გავუსწორდებოდი ნაჯახით კორას, თუ იმ დროს სო-
რელთან ვერთობოდი დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მი-
ლის დაშორებით? მას კოტეჯი აქვს კენტში.

46
Entrés nous (ფრანგ.) - ჩვენ შორის დარჩეს.
268 მკითხველთა ლიგა
- გასაგებია. მისცემს კი ის მის დეინტონი ჩვენებას თქვენს სა-
სარგებლოდ?
- აღტაცება არ გამოუთქვამს, მაგრამ, რადგან მკვლელობა
მოხდა, მოუწევს ამის გაკეთება.
- ის ამას იმ შემთხვევაშიც გააკეთებს, მასთან რომ არ ერთო-
ბოდეთ?
- რას გულისხმობთ? - მაიკლი მოულოდნელად საავდრო
ღრუბელივით მოიქუფრა.
- იმ ქალს უყვარხართ, შეყვარებული ქალი კი სიმართლეზეც
დაიფიცებს და სიცრუეზეც.
- იმის თქმა გსურთ, რომ ჩემი არ გჯერათ?
- მჯერა თუ არა, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ჩემი
დაკმაყოფილება არაა.
- აბა, ვისი?
პუაროს გაეღიმა.
- ინსპექტორ მორტონის - იგი ახლახან გამოვიდა ტერასაზე
გვერდითა კარიდან.
მაიკლ შეინი მკვეთრად შეტრიალდა.

269 მკითხველთა ლიგა


თავი 23
- გავიგე, რომ აქ ყოფილხართ, მესიე პუარო, - თქვა ინსპექ-
ტორმა მორტონმა.
ორი მამაკაცი ტერასაზე სეირნობდა.
- მე მეჩფილდელ სუპერინტენდენტ პარუელთან ერთად ჩა-
მოვედი. მას ექიმმა ლერებიმ დაურეკა მისის ლეო ებერნეთის-
თან დაკავშირებით. სურს, აქ მყოფთ გაესაუბროს. ექიმი რაღა-
ცამ დააეჭვა.
- თქვენ რას აპირებთ, ჩემო მეგობარო? - ჰკითხა პუარომ, -
რა კუთხით მონაწილეობთ ამ საქმეში? ეს ადგილი ხომ საკმაოდ
შორსაა თქვენი მშობლიური ბერქშირიდან.
- რამდენიმე შეკითხვის დასმას ვაპირებ, ყველა ის ადამიანი
კი, ვინც უნდა დავკითხო, აქ არის, - ინსპექტორი წამით შეყოვ-
ნდა და დაამატა, - თქვენი დამსახურებაა?
- დიახ.
- და შედეგად, მისის ლეო ებერნეთის თავში ჩაარტყეს?
- ამისთვის არ უნდა მისაყვედუროთ. მისის ლეო ებერნეთი
ჩემთან რომ მოსულიყო... მაგრამ ამის ნაცვლად თავის ადვო-
კატს დაურეკა ლონდონში.
- და როცა მას ესაუბრებოდა - ბახ!
- დიახ, სწორედ რომ - ბახ!
- რამის თქმა თუ მოასწრო?
- თითქმის ვერაფრის. თქვა, რომ სარკეში იყურებოდა.
- აჰა! გასაგებია, ქალები ამას ხშირად აკეთებენ, - ჩაილაპა-
რაკა ინსპექტორმა მორტონმა ფილოსოფიურად და პუაროს
სწრაფად შეხედა, - ამან რამე გიკარნახათ?
- დიახ. ვფიქრობ, ვიცი, რის თქმასაც აპირებდა.
- საზრიანობით ყოველთვის გამოირჩეოდით. და რა იყო ეს?

270 მკითხველთა ლიგა


- მაპატიეთ, მაგრამ განა თქვენ იძიებთ რიჩარდ ებერნეთის
სიკვდილის გარემოებებს?
- ოფიციალურად - არა, მაგრამ პრაქტიკულად - კი, თუ ეს მი-
სის ლანსკენეს მკვლელობას უკავშირდება...
- ცხადია, უკავშირდება, მაგრამ გთხოვთ, ჩემო მეგობარო,
კიდევ რამდენიმე საათი მადროვოთ. მაშინ ზუსტად მეცოდინება,
სწორად ვვარაუდობ თუ არა. ხომ გესმით, ეს მხოლოდ ვა-
რაუდია. თუ ასე აღმოჩნდა...
- დიახ?
- მაშინ კონკრეტულ მტკიცებულებას გადმოგცემთ.
- ეს ნამდვილად გვაწყობს, - ფიცხლად თქვა ინსპექტორმა
მორტონმა და პუაროს კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო,
- რა გაქვთ შემონახული?
- არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ჩემ მიერ ნახსენები
მტკიცებულებები, შესაძლოა, არც არსებობდეს. დასკვნა სხვა-
დასხვა საუბრის ნაწყვეტებიდან გამოვიტანე, მაგრამ ვინ იცის,
იქნებ ვცდები? - ბოლო ფრაზამ ფრიად არადამაჯერებლად გაიჟ-
ღერა.
მორტონს გაეღიმა.
- მაგრამ ამგვარი რამ იშვიათად ხდება, არა?
- ძალზე იშვიათად. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ხდება
ხოლმე.
- მიხარია ამის მოსმენა. ალბათ, მომაბეზრებელია, როდესაც
არასდროს ცდებით.
- ასე არ ვიტყოდი, - დაარწმუნა პუარომ.
ინსპექტორს გაეცინა.
- მთხოვთ, რომ შეკითხვების დასმა ცოტა ხნით გადავდო?
- არა, სულაც არა. გეგმის მიხედვით იმოქმედეთ. ვფიქრობ,
ვინმეს დაპატიმრებას არ აპირებთ, ასეა?
მორტონმა თავი გადააქნია.
271 მკითხველთა ლიგა
- ამისთვის მზად არა ვართ. ჯერ პროკურორის სანქცია უნდა
მივიღოთ, იქამდე კი შორი გზაა. არა, აქ მყოფთაგან მხოლოდ
იმის გაგება მსურს, თუ სად იმყოფებოდნენ მკვლელობის დღეს.
ერთი პიროვნება კი, შესაძლოა, ოფიციალურადაც გავაფრთხი-
ლო.
- გასაგებია. მისის ბენკსი?
- უკვე გითხარით, რომ საზრიანი ბრძანდებით. იმ დღეს იგი
იქ იყო. მისი მანქანა კარიერში იდგა.
- მაგრამ არავის დაუნახავს, რომ მანქანის საჭესთან იჯდა,
არა?
- დიახ. ცხადია, ის, რომ თავისი მგზავრობის შესახებ არაფე-
რი უთქვამს, საეჭვოა. საფუძვლიანი ახსნა-განმარტება მოუწევს.
- ახსნა-განმარტება შესანიშნავად ეხერხება, - ცივად შენიშნა
პუარომ.
- დიახ, ჭკვიანი ახალგაზრდა ქალბატონია. იქნებ ძალიან
ჭკვიანიც.
- ზედმეტად ჭკვიანურად მოქცევა კეთილგონივრული საქ-
ციელი არ არის. სწორედ ეს ღუპავს მკვლელებს. ჯორჯ კროს-
ფილდის შესახებ ხომ არ არის რამე ახალი?
- კონკრეტული არაფერი. ძალზე ჩვეულებრივი ტიპია. ქვეყა-
ნაში მისი მსგავსი უამრავი ახალგაზრდა კაცი მგზავრობს მატა-
რებლით, ავტობუსითა და ველოსიპედით. ერთი კვირის შემდეგ
ყველას უჭირს გახსენება, ესა და ეს კაცი ამა და ამ ადგილას
ოთხშაბათს ნახეს თუ ხუთშაბათს.
ინსპექტორი ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
- სამაგიეროდ, საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გვაქვს დე-
დათა მონასტრის წინამძღვრისგან. მისი ორი მონაზონი კარდა-
კარ დადიოდა შეწირულების შესაგროვებლად. ისინი თითქოს
მისის ლანსკენეს კოტეჯთანაც იყვნენ მკვლელობის წინადღეს,
მაგრამ კარზე კაკუნსა და ზარს არავინ გამოეხმაურა. ეს ბუნებ-
272 მკითხველთა ლიგა
რივიცაა - დიასახლისი ჩრდილოეთში გაემგზავრა ებერნეთის
დაკრძალვაზე, ჯილკრისტს კი დასვენების დღე ჰქონდა და ბორ-
ნმუთში წავიდა ექსკურსიაზე. თუმცა საქმე ის არის, რომ, მონაზ-
ვნების მტკიცებით, სახლში ვიღაც იყო. ამბობენ, ოხვრა და კვნე-
სა მოგვესმაო. ვკითხე, ეს წინადღეს ხომ არ მოხდა-მეთქი. წი-
ნამძღვარი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია. მას ყველა
ღონისძიება დავთარში აქვს აღრიცხული. შესაძლებელია, იმ
დღეს ვიღაცამ კოტეჯში ქალების არყოფნით ისარგებლა, მაგ-
რამ სასურველ ნივთს ვერ მიაგნო და მეორე დღეს დაბრუნდა.
ოხვრას და, მით უმეტეს, კვნესას, დიდ მნიშვნელობას არ ვანი-
ჭებ. ფანტაზიორობა მონაზვნებსაც ახასიათებთ, თანაც, კოტეჯში
მკვლელობა მოხდა, რაც წარმოსახვის უნარს აძლიერებს. მთა-
ვარი სხვა რამეა: ხომ არ იყო კოტეჯში ის, ვინც იქ არ უნდა ყო-
ფილიყო? და თუ ასეა, ვინ? ყველა ებერნეთი ხომ დაკრძალვაზე
იმყოფებოდა?
პუაროს მომდევნო შეკითხვას, ერთი შეხედვით, საქმესთან
კავშირი არ უნდა ჰქონოდა:
- ის მონაზვნები, რომლებიც შეწირულებას აგროვებდნენ, იქ
მეორე დღესაც ხომ არ მიბრუნებულან?
- დაბრუნდნენ, ოღონდ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.
თუ არ ვცდები, მოკვლევის დღეს.
- დიახ, ყველაფერი ემთხვევა, - თქვა ერკიულ პუარომ.
- მონაზვნებმა ასე რატომ დაგაინტერესათ?
- მინდოდა ეს თუ არა, მათ მაინც მიიპყრეს ჩემი ყურადღება.
არ დაგავიწყდეთ, ინსპექტორო, რომ მონაზვნები კოტეჯში იმ
დღესაც იყვნენ, როდესაც იქ მოწამლული საქორწილო ტორტი
აღმოჩნდა.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ... რა სასაცილო იდეაა!
- ჩემი იდეები სასაცილო არასდროსაა, - მკაცრად თქვა ერკი-
ულ პუარომ, - ახლა კი, მონ ამი, შესაძლებლობას გაძლევთ,
273 მკითხველთა ლიგა
დაჰკითხოთ აქ მყოფნი და გამოძიოთ მისის ებერნეთიზე თავ-
დასხმის დეტალები, მე კი განსვენებული რიჩარდ ებერნეთის
დისშვილის მოსაძებნად წავალ.
- მისის ბენკსთან საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
- მე მისის ბენკსს კი არა, მეორე დისშვილს ვგულისხმობდი.

274 მკითხველთა ლიგა


II
პუარომ როზამუნდს ძელსკამზე მიაგნო, ნაკადულის სიახ-
ლოვეს, რომელიც ქვევით პატარა ჩანჩქერივით მიედინებოდა,
შემდეგ კი გზას როდოდენდრონების ბუჩქებში განაგრძობდა.
ქალი იჯდა და წყალს უყურებდა.
- ვიმედოვნებ, ოფელიას არ შევაწუხებ? - თქვა პუარომ და მას
გვერდით მიუჯდა, - როლს ხომ არ სწავლობთ?
- შექსპირი არასდროს მითამაშია, - მიუგო როზამუნდმა, - თუ
ჯესიკას არ ჩავთვლით „ვენეციელ ვაჭარში“. საზიზღარი როლი
იყო.
- მაგრამ პათოსს მაინც არ არის მოკლებული. „არასდროს
ვმხიარულობ, როდესაც საამური მუსიკა მესმის“. მძიმე ტვირთი
კი ზიდა ყველასთვის საძულველი და საზიზღარი ებრაელის ქა-
ლიშვილმა. როგორ ტანჯავდა, ალბათ, ეჭვები, როდესაც შეყვა-
რებულთან გაიქცა მამამისის დუკატებით. ერთი იყო ჯესიკა ოქ-
როთი და სულ სხვა - ოქროს გარეშე.
როზამუნდმა თავი მისკენ მიატრიალა.
- მეგონა, უკვე გაემგზავრეთ, - საყვედურით თქვა მან და სა-
ათს დახედა, - უკვე პირველი დაიწყო.
- მატარებელზე დამაგვიანდა, - უთხრა პუარომ.
- რატომ?
- გგონიათ, ეს განზრახ გავაკეთე?
- დიახ. თქვენ ხომ ძალზე პუნქტუალური ხართ, ასე არ არის?
რომ მოგენდომებინათ, ეჭვი არ მეპარება, მიასწრებდით კიდეც.
- თქვენი ლოგიკა აღმაფრთოვანებს. იცით, მადამ, რომ პატა-
რა ფანჩატურში ვიჯექი და იმედი მქონდა, რომ მომინახულებ-
დით?
როზამუნდი პუაროს მიაჩერდა.

275 მკითხველთა ლიგა


- ეს რატომ უნდა გამეკეთებინა? ბიბლიოთეკაში ხომ ყველას
დაგვემშვიდობეთ?
- მართალი ბრძანდებით. ჩემთვის რამის თქმა ხომ არ გსურ-
დათ?
- არა, - როზამუნდმა თავი გადააქნია, - მნიშვნელოვან სა-
კითხებზე ვფიქრობდი.
- გასაგებია.
- მე ხშირად არ ვფიქრობ, - განაგრძო როზამუნდმა, - ეს
დროის ამაო ხარჯვად მიმაჩნია. მთავარი ცხოვრების საკუთარი
სურვილისამებრ დაგეგმვაა.
- ახლა სწორედ ამას აკეთებდით?
- შეიძლება, ასეც ითქვას... რაღაცის შესახებ გადაწყვეტილე-
ბის მიღებას ვცდილობდი.
- თქვენი მეუღლის შესახებ?
- გარკვეულწილად.
პუარომ ცოტა მოიცადა და თქვა:
- ახლახან ინსპექტორი მორტონი მოვიდა - პოლიციის ოფი-
ცერი, რომელიც მისის ლანსკენეს სიკვდილის გარემოებებს
იძიებს. იგი ყველას შეგეკითხებათ, თუ სად იყავით მკვლელო-
ბის დღეს.
- გასაგებია. ალიბი, - მხიარულად თქვა როზამუნდმა და ლა-
მაზ სახეზე ცელქი ღიმილი აღებეჭდა, - მაიკლი ცუდ დღეში ჩა-
ვარდება. ჰგონია, არ ვიცი, რომ მაშინ იმ ქალთან იყო.
- თქვენ რა იცით?
- შეეტყო, როდესაც მითხრა, რომ ოსკართან ერთად უნდა
ესადილა. განზრახ უდარდელი კილოთი ლაპარაკობდა, ოდნავ
შეჭმუხნილი ცხვირით - ტყუილის თქმისას ყოველთვის ასე აკე-
თებს.
- გულწრფელად მიხარია, რომ თქვენზე არა ვარ დაქორწინე-
ბული, მადამ!
276 მკითხველთა ლიგა
- მე, რასაკვირველია, ოსკარს დავურეკე და ეს გადავამოწმე,
- განაგრძო როზამუნდმა, - კაცები ყოველთვის უნიჭოდ იტყუები-
ან.
- ვშიშობ, თქვენი მეუღლე ერთგულებით არ გამოირჩევა.
როზამუნდს შეპასუხება არ უცდია.
- ასეა.
- ეს არ გაშფოთებთ?
- ერთგვარად მახალისებს კიდეც, - მიუგო როზამუნდმა, - ქმა-
რი, რომლის წართმევაც ყველა ქალს სურს. სულაც არ მინდა,
ისეთ კაცზე ვიყო დაქორწინებული, რომელიც არავის სჭირდება.
როგორც საბრალო სიუზენი, მაგალითად. მისი გრეგი არაფრის
მაქნისია!
პუარომ ყურადღებით შეხედა როზამუნდს.
- ვინმემ რომ მოახერხოს და ქმარი წაგართვათ?
- არ გამოუვათ, - გაეცინა როზამუნდს, - მით უმეტეს, ახლა.
- გულისხმობთ...
- მით უმეტეს, ახლა, როდესაც ბიძია რიჩარდის ფული მივი-
ღეთ. მაიკლი, ცხადია, გვარიანი მექალთანეა, - არც ის სორელ
დეინტონი იქნება წინააღმდეგი, თუ ხელში ჩაიგდებს, - მაგრამ
მისთვის მთავარი თეატრია. ახლა კი არა მარტო თამაშს შეძ-
ლებს, არამედ პიესების დადგმასაც. გეცოდინებათ, მაიკლი პა-
ტივმოყვარეა, თან უდავოდ ნიჭიერიცაა. მე კი არ მგავს. მომ-
წონს, როცა ვთამაშობ, მაგრამ უნიჭო ვარ, თუმცა სასიამოვნოდ
გამოვიყურები. არა, ახლა მაიკლის გამო არ ვწუხვარ. ეს ხომ ჩე-
მი ფულია.
მან მშვიდად შეაგება მზერა პუაროს, რომელიც იმაზე ფიქ-
რობდა, რომ რატომღაც რიჩარდ ებერნეთის ორივე დისშვილს
ისეთი ქმარი ჰყავდა, რომლებიც მათ სიყვარულს სიყვარულით-
ვე ვერ პასუხობდნენ. ამასთან, როზამუნდი ძალიან ლამაზი იყო,
სიუზენი კი - მომხიბლავი და სექსუალური. სიუზენს იმის ილუზია
277 მკითხველთა ლიგა
სჭირდებოდა, თითქოს გრეგს იგი უყვარდა, და მას არ ეშვებო-
და. როზამუნდს კი, პირიქით, ილუზია არ ტანჯავდა, მაგრამ
მტკიცედ იცოდა, რაც სურდა.
- საქმე ის არის, - თქვა როზამუნდმა, - რომ მომავლის შესა-
ხებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. მაიკლმა
ჯერ არ იცის... - მას ოდნავ გაეღიმა, - მან გაიგო, რომ იმ დღეს
საყიდლებზე არ წავსულვარ, რიჯენტს-პარკი კი მასში ეჭვს აღ-
ძრავს.
- რიჯენტს-პარკი რა შუაშია? - გაოცდა პუარო.
- ჰარლი-სტრიტიდან(ჰარლი-სტრიტი - ქუჩა ლონდონში, სა-
დაც ექიმებს მისაღები ოთახები აქვთ გახსნილი.) იქ წავედი,
სუფთა ჰაერზე გავლა და ფიქრი მინდოდა. ბუნებრივია, მაიკლი
ფიქრობს, რომ თუ იქ წავედი, მაშასადამე, ვინმე მამაკაცთან შე-
სახვედრად!
როზამუნდმა კვლავ მომხიბლავად გაიღიმა და დაამატა:
- ეს ძალიან არ მოეწონა!
- რატომ არ შეიძლება, რომ რიჯენტს-პარკში წახვიდეთ? -
ჩააცივდა პუარო.
- გასეირნებას გულისხმობთ?
- დიახ. ადრე ეს არასდროს გაგიკეთებიათ?
- არასდროს. რაში მჭირდება რიჯენტს-პარკში სეირნობა?
პუარომ ქალს შეხედა და ჩაილაპარაკა:
- თქვენ - არაფერში, - პაუზის შემდეგ კი დაამატა, - ვფიქრობ,
მალაქიტის მწვანე მაგიდა დეიდაშვილს, სიუზენს უნდა დაუთ-
მოთ.
როზამუნდს თვალები გაუფართოვდა.
- ვითომ რატომ? ის მე მჭირდება.
- ვიცი, მაგრამ თქვენ ქმარს შეინარჩუნებთ, სიუზენი კი და-
კარგავს.

278 მკითხველთა ლიგა


- დაკარგავს? იმის თქმა გსურთ, რომ გრეგმა ვიღაც გაიჩინა?
ამას ვერასდროს ვიფიქრებდი. ისეთი საცოდავია.
- ღალატი ქმრის დაკარგვის ერთადერთი გზა როდია, მადამ.
- ვიმედოვნებ, თქვენ არ... - როზამუნდი პუაროს მიაჩერდა, -
ხომ არ ფიქრობთ, რომ გრეგმა მოწამლა ბიძია რიჩარდი, დეიდა
კორაც მოკლა და დეიდა ელენსაც თავში ჩაარტყა? მეც კი
ვხვდები, რომ ეს სისულელეა.
- მაშ, ვინ ჩაიდინა ეს?
- ცხადია, ჯორჯმა. იგი საეჭვო პიროვნებაა და სავალუტო მა-
ქინაციებშია გარეული - ეს მეგობრებისგან გავიგე, რომლებიც
მონტე-კარლოში იყვნენ. ბიძია რიჩარდმა, ალბათ, შეიტყო ეს
და ანდერძიდან მის ამოღებას აპირებდა.
როზამუნდმა უდარდელად დაამატა:
- ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ჯორჯი იყო.

279 მკითხველთა ლიგა


თავი 24
დეპეშა საღამოს ექვს საათზე მოვიდა.
მოთხოვნის თანახმად, იგი ტელეფონით კი არ შეატყობინეს,
არამედ შიკრიკმა მოიტანა და ლენსკომბს გადასცა, რომელსაც
მაშინვე ჩამოართვა შემოსასვლელ კართან დადარაჯებულმა
ერკიულ პუარომ.
მან მისთვის ჩვეული აკურატულობა დაივიწყა და დეპეშა გახ-
სნა. მასში სამად სამი სიტყვა და გამომგზავნის სახელი ეწერა.
პუარომ ღრმად, შვებით ამოისუნთქა, ჯიბიდან ერთგირვან-
ქიანი ბანკნოტი ამოიღო და შიკრიკს მისცა, რომელმაც გან-
ცვიფრებისგან თვალები დაჭყიტა.
- დგება მომენტი, - უთხრა პუარომ ლენსკომბს, - როდესაც
კაცმა ეკონომია უნდა დაივიწყოს.
- სავსებით შესაძლებელია, სერ, - თავაზიანად მიუგო მსა-
ხურთუფროსმა.
- სად არის ინსპექტორი მორტონი? - ჰკითხა პუარომ.
- ერთი პოლიციელი ჯენტლმენი, - დაუფარავი ზიზღით მიუგო
ლენსკომბმა, რითაც აგრძნობინა, რომ პოლიციელების გვარე-
ბის დამახსოვრება სულ არ ეპიტნავებოდა, - წავიდა. მეორე, თუ
არ ვცდები, კაბინეტშია.
- შესანიშნავია, - თქვა პუარომ, - დაუყოვნებლივ შევუერთდე-
ბი.
მან ლენსკომბს მხარზე ხელი მოუთათუნა და უთხრა:
- გამხნევდით, დანიშნულების ადგილს თითქმის მოვაღწიეთ!
ლენსკომბს გაოცებული სახე ჰქონდა, რადგან ხალხის გამ-
გზავრებაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ჩამოსვლაზე.
- მაშასადამე, ათის ნახევარზე მატარებლით გამგზავრებას
არ აპირებთ, სერ? - იკითხა მან.
- იმედს ნუ დაკარგავთ, - ურჩია პუარომ.
280 მკითხველთა ლიგა
იგი კარისკენ გაემართა, მობრუნდა და ლენსკომბს კიდევ ერ-
თი შეკითხვა დაუსვა:
- ხომ არ გახსოვთ პირველი სიტყვები, რომლებიც მისის
ლანსკენემ წარმოთქვა, როდესაც თქვენი ბატონის დაკრძალვა-
ზე ჩამოვიდა?
მსახურთუფროსს სახე გაუნათდა.
- ძალიან კარგად მახსოვს, სერ, - თქვა მან, - მის კორა... მა-
პატიეთ, მისის ლანსკენე - მასზე ყოველთვის ისე ვფიქრობ, რო-
გორც მის კორაზე...
- ეს ბუნებრივია.
- მან მითხრა: „გამარჯობა, ლენსკომბ. რამდენი ხანი გავიდა
მას შემდეგ, რაც ქოხში ბეზეს ნამცხვრები მოგქონდათ“. ბავ-
შვებს ქოხი ჰქონდათ მოწყობილი პარკის გალავანთან. ზაფხუ-
ლობით, როდესაც წვეულება იმართებოდა, ახალგაზრდა ქალ-
ბატონებსა და ბატონებთან, ჩვეულებისამებრ, ბეზეს ნამცხვრები
მიმქონდა. მის კორას ჭამა ყოველთვის უყვარდა, სერ.
პუარომ თავი დაუქნია.
- დიახ, - ჩაილაპარაკა მან, - ასეც ვფიქრობდი. ეს ხომ ძალზე
ტიპურია.
იგი კაბინეტში შევიდა და ინსპექტორ მორტონს დეპეშა უსიტ-
ყვოდ გაუწოდა.
მორტონმა უხალისოდ წაიკითხა და თქვა:
- ვერაფერი გავიგე.
- დადგა დრო, რომ ყველაფერი გიამბოთ.
ინსპექტორს გაეცინა:
- ახალგაზრდა ქალბატონს ჰგავხართ ვიქტორიანული მე-
ლოდრამიდან...… მაგრამ მართლაც დროა, ყველაფერი გულახ-
დილად მიამბოთ. პროცედურას ვეღარ გავაჭიანურებ. იმ ახალ-
გაზრდას, ბენკსს, დაუჟინია, რიჩარდ ებერნეთი მე მოვწამლეო
და ტრაბახობს, რომ ვერასდროს შევიტყობთ, ეს როგორ გააკე-
281 მკითხველთა ლიგა
თა. რატომაა, რომ, როდესაც მკვლელობა ხდება, ვიღაც ყოველ-
თვის გაჰყვირის, ეს ჩემი ნახელავიაო? ვერ გამიგია, აქედან რა
სარგებელს ელიან.
- ამ შემთხვევაში, ალბათ, საკუთარ თავს პასუხისმგებლობას
აცილებენ, სხვა სიტყვებით - სანატორიუმ „ფორსდაიკს“ გამორ-
ჩებიან.
- უფრო ბროდმურს.47
- გეთანხმებით, ეს ვარიანტიც გამოადგება.
- ნუთუ ეს მან გააკეთა, პუარო? ჯილკრისტმა ყველაფერი
მითხრა, რაც თქვენ გაგანდოთ. თუ მკვლელი გრეგორი ბენკსია,
მაშასადამე, ამაში მისი ცოლიცაა გახვეული, რაც იმას შეესაბა-
მება, რასაც რიჩარდ ებერნეთი ამბობდა თავის დისშვილზე.
არა, ამ ქალიშვილს საზარელი დანაშაულების ჩამდენად ვერაფ-
რით წარმოვიდგენ, მაგრამ პასუხისმგებლობისგან ქმრის გადა-
სარჩენად ყველაფერზე წავიდოდა.
- ყველაფერს მოგიყვებით...
- დიახ, დიახ, მოჰყევით და, ღვთის გულისთვის, ცოტა მოუჩ-
ქარეთ!

47
ბროდმური - ფსიქიატრიული საავადმყოფო.
282 მკითხველთა ლიგა
II
ამჯერად ერკიულ პუარომ ყველა იქ მყოფი დიდ სასტუმრო
ოთახში შეკრიბა.
დამსწრეებს სახეზე მხიარულება უფრო ეტყობოდათ, ვიდრე
დაძაბულობა. მუქარის ერთგვარ საფრთხედ მხოლოდ ინსპექ-
ტორ მორტონსა და სუპერინტენდენტ პარუელს აღიქვამდნენ.
მკაცრ პოლიციელებთან შედარებით კერძო დეტექტივი პუარო
მათ სასაცილო პიროვნებადაც კი მიაჩნდათ.
ტიმოთიმ მეუღლეს ხმადაბლა, შემდეგი სიტყვებით მიმართა,
რაც, შეიძლება ითქვას, შეკრებილი საზოგადოების საერთო აზ-
რსაც გამოხატავდა:
- წყეული პატარა თაღლითი! ენტუისლი, მგონი, ჭკუაზე
შეიშალა - მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ისეთი პირი უჩანდა, რომ ერკიულ პუაროს გვარიანი შრომა
მოუწევდა ოთახში მყოფებზე სათანადო შთაბეჭდილების მოსახ-
დენად.
მან საუბარი ოდნავ მაღალფარდოვანი სტილით დაიწყო:
- უკვე მეორედ გიცხადებთ ჩემი გამგზავრების შესახებ! დი-
ლით გაცნობეთ, რომ ეს თორმეტ საათზე მოხდებოდა, ახლა კი
გატყობინებთ, რომ ჩემი მატარებელი ნასადილევს, ოცდაერთ
საათსა და ოცდაათ წუთზე გადის. მივემგზავრები, რადგან აქ
აღარაფერი მესაქმება.
- ამის სათქმელად შეგვყარა ერთად, - ჩაიბუზღუნა ტიმოთიმ,
რომელსაც აშკარად უნდოდა, ეს კომენტარი პუაროს გაეგონა, -
ისედაც ვიცოდი, რომ არაფერი იყო გასაკეთებელი!
- აქ ამოცანის ამოსახსნელად ჩამოვედი. ახლა იგი ამოხსნი-
ლია. ნება მიბოძეთ, ზოგიერთი საკითხი გაგაცნოთ, რაზეც ყუ-
რადღება პატივცემული მისტერ ენტუისლის მონაყოლის შემდეგ
გავამახვილე.
283 მკითხველთა ლიგა
- პირველი - მისტერ ებერნეთი მოულოდნელად გარდაიცვა-
ლა. მეორე - მისმა დამ, კორა ლანსკენემ, განაცხადა: „ის ხომ
მოკლეს, ასე არ არის?“ მესამე - მისის ლანსკენე მოკლეს. იყო
თუ არა ეს ერთი ჯაჭვის ცალკეული რგოლები? მოდი, ვნახოთ,
რა მოხდა შემდეგ. განსვენებული მისის ლანსკენეს კომპანიონი,
მის ჯილკრისტი, ავად ხდება, რადგან დარიშხანის შემცველი სა-
ქორწილო ტორტის ნაჭერი მიირთვა. ამგვარად, ეს ჯაჭვის მომ-
დევნო რგოლია.
როგორც დილით მოგახსენეთ, გამოძიების პროცესში ვერა-
ფერი, აბსოლუტურად ვერაფერი აღმოვაჩინე იმ აზრის სასარ-
გებლოდ, რომ მისტერ ებერნეთი მოწამლეს. უნდა დავძინო,
რომ ასევე ვერაფერს მივაგენი, რაც დამარწმუნებდა, რომ იგი
არ მოუწამლავთ. ჯაჭვის მომდევნო რგოლებთან დაკავშირებით
ვითარება უფრო გამოიკვეთა. ეჭვგარეშეა, მისის ლანსკენემ
სენსაციური შეკითხვა დაკრძალვის შემდეგ დასვა. ამას ყველა
ადასტურებს. ისიც აშკარაა, რომ მეორე დღეს მისის ლანსკენე
ნაჯახით მოკლეს. ახლა მეოთხე მოვლენა: ადგილობრივი სა-
ფოსტო განყოფილების მანქანის მძღოლი დარწმუნებულია, -
მაგრამ თავს ვერ დადებს, - რომ კოტეჯში საქორწილო ტორტის
შემცველი ამანათი არ მიუტანია. თუ ასეა, ამანათი ფოსტით არ
გამოუგზავნიათ და, თუმცა „უცნობ პირს“ ვერ გამოვრიცხავთ,
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ, ვისაც ამა-
ნათის დადება შეეძლოთ იქ, სადაც ის აღმოაჩინეს. ესენი არიან,
რა თქმა უნდა, თვითონ მის ჯილკრისტი, სიუზენ ბენკსი, რომე-
ლიც მოკვლევის დღეს ჩამოვიდა, მისტერ ენტუისლი (ისიც უნდა
გავითვალისწინოთ: არ დაგავიწყდეთ, რომ კორას საბედისწე-
რო განცხადება მანაც მოისმინა) და კიდევ ორი ადამიანი: მოხუ-
ცი ჯენტლმენი, ხელოვნებათმცოდნე, რომელმაც საკუთარ თავს
მისტერ გატრი უწოდა, და მონაზონი თუ მონაზვნები, რომლებიც
იმ დილით შეწირულების შესაგროვებლად მივიდნენ.
284 მკითხველთა ლიგა
- გადავწყვიტე, იმ ვარაუდს გავყოლოდი, რომ საფოსტო
ფურგონის მძღოლი არ შემცდარა. აქედან გამომდინარე, ეჭვმი-
ტანილთა პატარა წრე ყურადღებით უნდა შემესწავლა. მის ჯილ-
კრისტს არაფერი ერგებოდა რიჩარდ ებერნეთის გარდაცვალე-
ბით და ძალიან ცოტა - კორა ლანსკენეს დაღუპვით: ქალის სიკ-
ვდილმა მას სამსახური დააკარგვინა და ახალი ადგილის შოვ-
ნის შესაძლებლობაც გაურთულა. ამასთან, მის ჯილკრისტი
საავადმყოფოში მოხვდა დარიშხანით მოწამვლის შემდეგ, რაც
დადასტურებული ფაქტია.
- სიუზენ ბენკსმა საკმაოდ მოიგო რიჩარდ ებერნეთის გარ-
დაცვალებით, თუმცა გაცილებით ნაკლებად - მისის ლანსკენეს
სიკვდილით. უკანასკნელ შემთხვევაში მისი მოტივი უსაფ-
რთხოების უზრუნველყოფა თუ იქნებოდა. მას შეეძლო, ევა-
რაუდა, რომ მის ჯილკრისტმა კორა ლანსკენესა და მის ძმას შო-
რის გამართული საუბარი მოისმინა, და მისი თავიდან მოცილე-
ბა გადაწყვიტა. თუ გახსოვთ, მისის ბენკსმა უარი განაცხადა სა-
ქორწილო ტორტის ჭამაზე. თანაც, როდესაც ღამით მის ჯილ-
კრისტი ცუდად გახდა, ექიმის გამოძახებას მხოლოდ დილით
აპირებდა.
მისტერ ენტუისლს ამ ორი სიკვდილის გამო ხეირი არ უნა-
ხავს, მაგრამ აკონტროლებდა მისტერ ებერნეთის საქმეებსა და
სატრასტო ფონდებს. ამიტომ შესაძლებელია, აქ რიჩარდ ებერ-
ნეთის ნაადრევი სიკვდილის რამე მიზეზი იმალებოდეს, მაგრამ,
თუ დამნაშავე მისტერ ენტუისლია, მე რატომ მომმართა? - იკით-
ხავთ თქვენ. მე კი გიპასუხებთ, რომ პირველი შემთხვევა რო-
დია, როდესაც მკვლელი ზედმეტად თავდაჯერებულია.
- ახლა იმათ შესახებ, ვისაც მე „უცხოებს“ ვუწოდებ. მისტერ
გატრი და მონაზონი. თუ მისტერ გატრი ის პირია, რაც ითქვა,
მასზე ეჭვს ვეღარ მივიტანთ. იგივე ითქმის მონაზონზეც. საქმე ის

285 მკითხველთა ლიგა


არის, მართლაც ხელოვნებათმცოდნესა და მონაზონთან გვქონ-
და საქმე თუ არა.
აქვე დავამატებ, რომ ამ საქმეს მონაზონი საკმაოდ უცნაურ
ლაიტმოტივად გასდევს. იგი მიდის მისტერ ტიმოთი ებერნეთის
სახლში და მის ჯილკრისტს ეჩვენება, რომ ეს ის ქალია, რომე-
ლიც ლიტჩეტ-სენტ-მერიში ნახა. ამასთან, მონაზონი თუ მონაზ-
ვნები აქაც მოვიდნენ მისტერ ებერნეთის გარდაცვალების წი-
ნადღეს...
- სამი ერთის წინააღმდეგ, რომ ეს მონაზონი იყო, - ჩაიბურ-
ტყუნა ჯორჯ კროსფილდმა.
პუარომ განაგრძო:
- მაშასადამე, გვაქვს სურათის ფრაგმენტები: მისტერ ებერნე-
თის გარდაცვალება, კორა ლანსკენეს მკვლელობა, მოწამლუ-
ლი საქორწილო ტორტი და „ლაიტმოტივი“ - „მონაზონი“.
- ჩემი ყურადღება სხვა მომენტებმაც მიიპყრო. ესენია: ხე-
ლოვნებათმცოდნის ვიზიტი, ზეთის საღებავის სუნი, საფოსტო
ბარათი პოლფლექსანის ნავმისადგომის ხედით და ცვილის ყვა-
ვილების თაიგული მალაქიტის მაგიდაზე, სადაც ახლა ჩინური
ვაზა დგას.
ამ რამდენიმე მომენტზე ფიქრმა მიმიყვანა სიმართლემდე,
რომელსაც ახლა თქვენც გაგიმხელთ:
მისი პირველი ნაწილი დილით უკვე შეგატყობინეთ. რიჩარდ
ებერნეთი მოულოდნელად გარდაიცვალა - და არ არსებობდა
მიზეზი, რათა აქ ბინძური თამაში გვევარაუდა, რომ არა მისი
დის, კორას სიტყვები დაკრძალვის დღეს. რიჩარდ ებერნეთის
მკვლელობის საქმე მხოლოდ ამ სიტყვებს ეფუძნება. შედეგად,
ყველამ ირწმუნეთ, რომ მკვლელობა მოხდა - ირწმუნეთ არა
სიტყვების, არამედ კორა ლანსკენეს ხასიათის გამო. კორა ხომ
ყოველთვის გამოირჩეოდა შეუფერებელ ვითარებაში სიმარ-
თლის თქმით. ამგვარად, ეჭვი, რომ რიჩარდ ებერნეთი მოკლეს,
286 მკითხველთა ლიგა
ეფუძნებოდა არა მხოლოდ კორას ნათქვამ ფრაზას, არამედ
თვითონ მასაც.
ახლა კი შეკითხვა, რომელიც მოულოდნელად დავუსვი საკუ-
თარ თავს: - კარგად იცნობდით თუ არა კორა ლანსკენეს?
პუარო გაჩუმდა, სიუზენმა კი მკვახედ იკითხა:
- რას გულისხმობთ?
- თქვენ მას ცუდად იცნობდით! - განაგრძო პუარომ, - უმცროს
თაობას იგი არც კი უნახავს, ან თუ უნახავს, მხოლოდ ბავშვობა-
ში. აქ მყოფთაგან მას მხოლოდ სამი ადამიანი იცნობდა, ასე თუ
ისე, კარგად - მსახურთუფროსი ლენსკომბი, რომელიც მოხუცია
და ცუდად ხედავს, მისის ტიმოთი ებერნეთი, რომელსაც იგი
სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, და მისის ლეო ებერნეთი, რო-
მელიც მას კარგად იცნობდა, მაგრამ ოც წელზე მეტი ხნის გან-
მავლობაში არ ენახა.
ამიტომაც საკუთარ თავს ვუთხარი: „დავუშვათ, ის, ვინც იმ
დღეს დაკრძალვაზე მოვიდა, კორა ლანსკენე არ იყო“.
- იმის თქმა გსურთ, რომ დეიდა კორა... დეიდა კორა არ იყო?
- უნდობლად იკითხა სიუზენმა, - რომ დეიდა კორა კი არა, ვიღაც
სხვა მოკლეს?
- არა, არა, სწორედაც რომ კორა ლანსკენე მოკლეს, მაგრამ
მკვლელობის წინადღეს მისი ძმის დაკრძალვაზე კორა ლანსკე-
ნეს ნაცვლად სხვა ქალი მოვიდა, რომელსაც სურდა, რიჩარდის
მოულოდნელი სიკვდილით ესარგებლა და მის ნათესავებში ეჭ-
ვი აღეძრა, რომ იგი მოკლეს. ეს მან მშვენივრად მოახერხა!
- სისულელეა! რატომ? რა მიზნით? - იკითხა მოდმა.
- რატომ? რათა ყურადღება გადაეტანა სხვა მკვლელობიდან
- თვით კორა ლანსკენეს მკვლელობიდან. ვინაიდან, თუ კორა
იტყოდა, რომ რიჩარდი მოკლულია, მეორე დღეს კი თვითონაც
მოკლავდნენ, ამ ორ სიკვდილს ერთმანეთს დაუკავშირებდნენ,
როგორც შესაძლო მიზეზსა და შედეგს. წარმოიდგინეთ: კორა
287 მკითხველთა ლიგა
მოკლულია, მისი კოტეჯი გატეხილია, ძარცვის მიზეზი კი პოლი-
ციისთვის არადამაჯერებელია - ვისზე მიიტანენ ეჭვს უპირველე-
სად? ქალზე, რომელიც მსხვერპლთან ერთად ცხოვრობდა.
- რას ამბობთ... მესიე პონტარლიე, - თითქმის მხიარული კი-
ლოთი გააპროტესტა მის ჯილკრისტმა, - ნუთუ იმას ამბობთ,
რომ მკვლელობა ამეთვისტოს გულსაბნევისა და რამდენიმე
არაფრად ღირებული ეტიუდის გამო ჩავიდინე?
- არა, - მიუგო პუარომ, - უფრო ძვირად ღირებული ნივთის
გამო. ამ ეტიუდთაგან ერთ-ერთი, რომელზეც პოლფლექსანის
ნავმისადგომის ხედი ჩანს, მის ჯილკრისტ, როგორც ჩვენი გონე-
ბაგამჭრიახი სიუზენი მიხვდა, ღია ბარათიდან გადმოხატეს - ზედ
ხომ ამჟამად არარსებული ნავმისადგომი იყო გამოსახული.
მაგრამ მისის ლანსკენე ყოველთვის ნატურიდან ხატავდა. მაშინ
მომაგონდა, როგორ თქვა მისტერ ენტუისლმა, რომ კოტეჯში
პირველად მისვლისას ზეთის საღებავების სუნი იგრძნო. თქვენ
ხატავთ, ხომ ასეა, მის ჯილკრისტ? მამათქვენი მხატვარი იყო,
ფერწერაში კარგად ერკვევით. დავუშვათ, კორას მიერ იაფად
შეძენილი ერთ-ერთი ნახატი სინამდვილეში ძვირად ღირებული
აღმოჩნდა. ვთქვათ, თქვენგან განსხვავებით, კორამ ამის შესა-
ხებ არაფერი იცოდა. შეიტყვეთ, რომ მასთან მალე მისი ძველი
მეგობარი, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე უნდა მოსულიყო.
შემდეგ, მოულოდნელად, კორას ძმა გარდაიცვალა და თავში
ერთი აზრი მოგივიდათ: თქვენთვის რთული არ იყო მისთვის დი-
ლის ჩაიში იმდენი ძილის წამლის ჩაყრა, რომ დაკრძალვის
დღეს მანამდე არ გაღვიძებოდა, სანამ „ენდერბიში“ მის როლს
შეასრულებდით. კორას მონაყოლის მიხედვით, ებერნეთების
სახლს კარგად იცნობდით - ხანდაზმული ადამიანების უმრავლე-
სობის მსგავსად, იგი ხშირად ჰყვებოდა საკუთარი ბავშვობის შე-
სახებ. სახლში შესვლისას ლენსკომბს მოხერხებულად უხსენეთ
ბეზეს ნამცხვრები და ქოხი - თუ დაეჭვდებოდა, ეს დაარწმუნებ-
288 მკითხველთა ლიგა
და, რომ სწორედ ის იყავით, ვის როლსაც ასრულებდით. დიახ,
იმ დღეს სრულად გამოიყენეთ თქვენი ცოდნა „ენდერბის“ შესა-
ხებ, წარსულის წვრილმან მოვლენებზე მიანიშნებდით, ბევრსაც
იხსენებდით. არავის უეჭვია, რომ კორა არ იყავით. მისი ტანსაც-
მელი გეცვათ - ცხადია, შიგნით რაღაც ამოიდეთ, რათა უფრო
მსუქანი გამოჩენილიყავით. შუბლის დასაფარი ხელოვნური
თმაც მშვენივრად გამოიყენეთ. კორა, სულ მცირე, ოცი წელი
არავის ენახა, ამ ხნის განმავლობაში კი ადამიანი ისე იცვლება,
რომ მისი ცნობა შეუძლებელია ხოლმე. მაგრამ ჩვეულებები და
ქცევის დეტალები ხალხს კარგად ამახსოვრდება, კორას კი
ძალზე თავისებური მანერები ჰქონდა, რომლებსაც გულმოდგი-
ნედ ამუშავებდით სარკის წინ.
უცნაურია, მაგრამ სწორედ აქ დაუშვით პირველი შეცდომა.
დაგავიწყდათ, რომ სარკე ყველაფერს უკუღმა უჩვენებს. დრო-
დადრო კორა თავს ჩიტივით გვერდზე, მარჯვნივ ხრიდა. თქვენ
ამას ხედავდით, მაგრამ დაგავიწყდათ ან ვერ გააცნობიერეთ,
რომ სარკეში ვარჯიშისას სასურველი ეფექტის მისაღებად თავს
მარცხნივ ხრიდით.
სწორედ ამან შეაფიქრიანა და შეაშფოთა ელენ ებერნეთი,
როდესაც თქვენს ცნობილ ინსინუაციას მიმართეთ. მას მოეჩვე-
ნა, რომ რაღაც ისე არ იყო. ამას გუშინ მივხვდი - მოულოდნე-
ლად როზამუნდ შეინმა თქვა, თუ რა ხდება მსგავს ვითარებაში.
მსმენელები ყოველთვის მოსაუბრეს უყურებენ. აქედან გამომ-
დინარე, „რაღაც ისე“ კორა ლანსკენეს უკავშირდებოდა, რად-
გან იმ მომენტში ყველა, მათ შორის - მისის ლეოც, მას შესცქე-
როდა. გუშინ საღამოს გამოსახულებებსა და იმაზე საუბრის შემ-
დეგ, ვინ როგორ ხედავს საკუთარ თავს, მისის ლეომ ეს, რო-
გორც ჩანს, სარკესთან მოსინჯა. მას მხოლოდ ოდნავ ასიმეტ-
რიული სახე აქვს. შესაძლოა, კორა გაახსენდა, მისი ჩვეულება
თავის მარჯვნივ გადახრისა, და ეს ჟესტი სარკესთან გაიმეორა.
289 მკითხველთა ლიგა
გამოსახულება არასწორად მოეჩვენა და მაშინვე მიხვდა, თუ რა
არ იყო ისე დაკრძალვის დღეს. მისის ლეო ჩაფიქრდა: ან კორამ
ჩვეულება შეიცვალა და თავს ახლა მარცხნივ ხრიდა, რისიც ნაკ-
ლებად სჯეროდა, ან კორა კორა არ იყო, რაც ასევე უაზრობად
ეჩვენებოდა. მან გადაწყვიტა, მაშინვე ეცნობებინა ამის შესახებ
მისტერ ენტუისლისთვის. მაგრამ ვიღაც, ადრე ადგომას მიჩ-
ვეული, უკან გაჰყვა, გამოაშკარავების შეეშინდა და თავში კა-
რის მარმარილოს საბჯენი ჩაარტყა.
პაუზის შემდეგ პუარომ განაგრძო:
- გაცნობებთ, მის ჯილკრისტ, რომ მისის ებერნეთის მძიმე
ფორმის ტვინის შერყევა არ აღმოაჩნდა. მალე იგი თვითონაც
მოჰყვება, რაც მოხდა.
- მსგავსი არაფერი გამიკეთებია, - განაცხადა მის ჯილკრის-
ტმა, - ეს ყველაფერი ურცხვი ტყუილია.
- იმ დღეს დაკრძალვაზე თქვენ მოხვედით, - თქვა მოულოდ-
ნელად მაიკლ შეინმა, რომელიც გულდასმით აკვირდებოდა მის
ჯილკრისტს, - ამას ადრეც უნდა მივმხვდარიყავი - ბუნდოვნად
ვგრძნობდი, რომ სადღაც მყავდით ნანახი, მაგრამ არავინ აქ-
ცევს ყურადღებას...
- უბრალო კომპანიონს, თითქმის მოსამსახურეს, - დაასრუ-
ლა მის ჯილკრისტმა ოდნავ აცახცახებული ხმით, - მაგრამ გა-
ნაგრძეთ, მესიე პუარო. დაასრულეთ თქვენი ფანტასტიკური სი-
სულელე!
- დაკრძალვის შემდეგ თქვენ მიერ გამოთქმული ვარაუდი
მკვლელობის შესახებ, რასაკვირველია, მხოლოდ პირველი ნა-
ბიჯი იყო, - თქვა პუარომ, - მარაგში სხვაც ბევრი გქონდათ. ნე-
ბისმიერ წამს მზად იყავით, გეღიარებინათ, რომ რიჩარდისა და
მისი დის საუბარი მოისმინეთ. სინამდვილეში, ძმამ კორას უთ-
ხრა, რომ დიდხანს ვეღარ გაატანდა, რითაც აიხსნება ის იდუმა-
ლებით მოცული ფრაზა, რომელიც რიჩარდ ებერნეთიმ დას შინ
290 მკითხველთა ლიგა
დაბრუნების შემდეგ მისწერა. „მონაზონი“ თქვენი გამოგონება
იყო. მოკვლევის დღეს კოტეჯში მოსულმა მონაზონმა, უფრო
სწორად, მონაზვნებმა, გიკარნახათ, გეხსენებინათ მონაზონი,
რომელიც უკან დაგყვებოდათ. ასეც მოიქეცით, როდესაც მისის
ტიმოთისა და მისის ლეოს სატელეფონო საუბრის მოსმენას
ცდილობდით. მეორე მიზეზი მისის ტიმოთისთან ერთად „ენდერ-
ბიში“ გამგზავრების სურვილი იყო, რათა გაგეგოთ, ვისზე
მიიტანდნენ ეჭვს. რაც შეეხება დარიშხანს, ეს მოწამვლის მძიმე
ფორმაა, მაგრამ არა - სასიკვდილო. ძველებური ხერხია. იმასაც
გეტყვით, რომ სწორედ მან აღუძრა ინსპექტორ მორტონს ეჭვი
თქვენზე.
- ნახატი? - იკითხა როზამუნდმა, - რა სურათი იყო?
პუარომ ნელა გაშალა დეპეშა.
- ამ დილით მისტერ ენტუისლს დავურეკე და სტენსფილდ--
გრეინჯში გამგზავრება ვთხოვე, ვითომდა მისტერ ებერნეთის
თხოვნით, - პუარომ თავისი მტკიცე მზერა ტიმოთის მიაპყრო, -
რათა მის ჯილკრისტის ოთახში სურათები დაეთვალიერებინა
და ის წამოეღო, რომელზეც პოლფლექსანის ნავმისადგომი იყო
გამოსახული. მიზეზად მის ჯილკრისტისთვის სიურპრიზად ახა-
ლი ჩარჩოს დამზადება უნდა დაესახელებინა. სინამდვილეში კი
ნახატი ლონდონში, მისტერ გატრისთან უნდა ჩაეტანა, რომე-
ლიც ამის თაობაზე წინასწარ გავაფრთხილე. მან ნაჩქარევად
მიხატული ნავსადგურის ესკიზი მოაცილა და ორიგინალური ნა-
მუშევარი აღმოაჩინა.
პუარომ დეპეშა ასწია და წაიკითხა:
„უეჭველად ვერმეერია.48 გატრი“.
უეცრად, თითქოს ელექტროშოკის ზემოქმედებით, მის ჯილ-
კრისტმა პირი მოაღო და უაზრო ლაპარაკს შეუდგა:

48
ვერმეერი - იან ვერმეერი (1632-1675), ნიდერლანდელი ფერმწერი.
291 მკითხველთა ლიგა
- ვიცოდი, რომ ვერმეერი იყო, კორამ კი არ იცოდა! რემბრან-
დტსა და იტალიელ პრიმიტივისტებზე ლაპარაკობდა და ვერმე-
ერს ვერ ცნობდა, რომელიც ცხვირწინ ედო! მუდამ ხელოვნებაზე
ლაქლაქებდა და მისი არაფერი გაეგებოდა! სულელი ქალი!
სულ „ენდერბის“, ბავშვობას, რიჩარდს, ტიმოთის, ლორას და
სხვებს იხსენებდა. ეს ბავშვები ფულში ბანაობდნენ! ყველაფერი
საუკეთესო ჰქონდათ. ვერ წარმოიდგენთ, რა მომაბეზრებელია
ყოველდღე, მრავალი საათის განმავლობაში, ერთისა და იმავეს
მოსმენა და წამოძახება: „რა თქმა უნდა, მისის ლანსკენე!“,
„მართლა, მისის ლანსკენე?“ თავის მოკატუნება, თითქოს გაინ-
ტერესებს, სინამდვილეში კი, პირიქით, მოსაწყენია... მოსაწყე-
ნი... იცი, რომ წინ კარგი არაფერი გელის... და უეცრად - ვერ-
მეერი! გაზეთში წავიკითხე, რომ მისი ერთი ნახატი ცოტა ხნის
წინ ხუთი ათას გირვანქაზე ძვირად გაიყიდა!
- ხუთი ათასის გულისთვის ჩაიდინეთ ეს მხეცური მკვლელო-
ბა? - სიუზენის ხმაში უნდობლობა ჟღერდა.
- ხუთი ათასად, - მიუგო პუარომ, - საჩაიეს ქირაობა და მისი
მოწყობა შეიძლება...
მის ჯილკრისტი მისკენ მიტრიალდა და თქვა:
- თქვენ მაინც გამიგებთ. ეს ჩემთვის ერთადერთი შანსი იყო.
დიდი თანხა მჭირდებოდა, - მის თავში აკვიატებული იდეა
ტრიალებდა, - ახალ საჩაიეს „პალმას“ დავარქმევდი, მენიუს
ყდაზე აქლემებს დავახატავდი. ზოგჯერ სიმპათიური ფაიფურის
შოვნა შეიძლება - ის, რაც ექსპორტზე ვერ გავიდა, და არა ეს სა-
შინელი თეთრი ჭიქები. მინდოდა, საჩაიე სადმე სასიამოვნო ად-
გილას გამეხსნა, სადაც სიმპათიური ხალხი ცხოვრობს -
რაეში... ან ჩიჩესტერში... დარწმუნებული ვარ, წარმატებას მი-
ვაღწევდი, - იგი წუთით გაჩუმდა და ფიქრიანად დაამატა, - მუხის
მაგიდები და პატარა დაწნული რბილი სკამები წითელი და თეთ-
რი ზოლებით...
292 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე წამით არარსებული საჩაიე უფრო რეალურად გა-
მოჩნდა, ვიდრე „ენდერბის“ სასტუმრო ოთახის ვიქტორიანული
სოლიდურობა...
ოცნება ინსპექტორმა მორტონმა გაუფანტა.
მის ჯილკრისტი თავაზიანად მიბრუნდა მისკენ.
- ცხადია, მზად ვარ, გამოგყვეთ, - თქვა მან, - ზედმეტი
უსიამოვნება არ მჭირდება. ბოლოს და ბოლოს, თუ „პალმის“
გახსნას ვერ შევძლებ, ჩემთვის ყველაფერი სულერთია...
მის ჯილკრისტი ოთახიდან ინსპექტორთან ერთად გავიდა,
სიუზენმა კი აკანკალებული ხმით წარმოთქვა:
- ვერასდროს წარმოვიდგენდი მკვლელს, რომელიც ქალბა-
ტონივით გამოიყურება. საშინელებაა...

293 მკითხველთა ლიგა


თავი 25
- ვერ გამიგია, რა შუაშია ცვილის ყვავილები, - თქვა როზა-
მუნდმა და საყვედურით შეხედა პუაროს თავისი დიდი, ცისფერი
თვალებით.
ისინი ლონდონში, ელენის ბინაში იყვნენ. ელენი დივანზე ის-
ვენებდა, როზამუნდი და პუარო მასთან ერთად ჩაის მიირთმევ-
დნენ.
- არ მესმის, რა კავშირი აქვს ამასთან ცვილის ყვავილებს, -
გაიმეორა როზამუნდმა, - და მალაქიტის მაგიდას.
- მალაქიტის მაგიდას - არავითარი, ცვილის ყვავილები კი
მის ჯილკრისტის მეორე შეცდომა გახლდათ. მან ახსენა, რომ
ისინი ძალიან უხდებოდა მალაქიტის მაგიდას, მაგრამ არ შეეძ-
ლო მათი დანახვა იქ, რადგან ისინი გატყდა და წაიღეს, სანამ
მის ჯილკრისტი ტიმოთისა და მოდთან ერთად ჩამოვიდოდა. მა-
შასადამე, მან ისინი „ენდერბიში“ ნახა, როდესაც კორა ლანსკე-
ნეს როლს თამაშობდა.
- სულელურად მოქცეულა, არა? - თქვა როზამუნდმა.
პუარომ მას თითი დაუქნია:
- ეს გვიჩვენებს, მადამ, თუ რა საფრთხეს შეიცავს საუბარი.
დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს რომელიმე თემაზე დიდხანს ესა-
უბრებით, ადრე თუ გვიან, იგი საკუთარ თავს გასცემს. მის ჯილ-
კრისტსაც ეს შეემთხვა.
- მომავალში მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენ, - ფიქრიანად
ჩაილაპარაკა როზამუნდმა. უეცრად მას სახე გაუნათდა, - იცით,
მალე ბავშვი მეყოლება.
- აჰა! აი, თურმე რა იმალებოდა ჰარლი-სტრიტსა და
რიჯენტს-პარკში!
- დიახ. ისე გაოცებული და აღელვებული ვიყავი, რომ აუცი-
ლებლად სადმე უნდა წავსულიყავი და მეფიქრა.
294 მკითხველთა ლიგა
- როგორც მახსოვს, მითხარით, რომ ამას არცთუ ისე ხშირად
აკეთებთ.
- გაცილებით ადვილია, არ იფიქრო, მაგრამ ამჯერად მომავ-
ლის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ასეც მოვიქეცი -
სცენას ვტოვებ და მხოლოდ დედა ვიქნები.
- ეს როლი გაცილებით მოგიხდებათ. უკვე წარმომიდგენია
მომხიბლავი ფოტოსურათები „სკეტჩსა“ და „ტატლერში“.
როზამუნდს სახეზე ბედნიერების ღიმილი მოეფინა.
- დიახ, ეს შესანიშნავია. იცით, მესიე პუარო, მაიკლი ძალიან
კმაყოფილია. მისგან ამას ნამდვილად არ ველოდი.
იგი გაჩუმდა, შემდეგ კი დაამატა:
- მალაქიტის მაგიდა სიუზენს დავუთმე. ვიფიქრე, რადგან პა-
ტარა მეყოლება-მეთქი...
მან წინადადება აღარ დაამთავრა.
- იმედია, კოსმეტიკური საწარმო სიუზენს გაუმართლებს, -
თქვა ელენმა, - დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევს.
- დიახ, მისის ბენკსი წარმატებისთვისაა დაბადებული, - თავი
დაუქნია პუარომ, - ამაში ბიძამისს დაემსგავსა.
- ალბათ, რიჩარდს გულისხმობთ და არა ტიმოთის, არა? -
იკითხა როზამუნდმა.
- ცხადია, ტიმოთის არა, - მიუგო პუარომ.
ორივეს გაეცინა.
- გრეგი სადღაც გაემგზავრა, - თქვა როზამუნდმა, - სიუზენი
ამბობს, სანატორიუმში ისვენებსო.
მან კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო პუაროს, მაგრამ
ამ უკანასკნელმა დუმილი ამჯობინა.
- ვერ გამიგია, - განაგრძო როზამუნდმა, - რატომ დაიჟინა
გრეგმა, რომ ბიძია რიჩარდი მოკლა. ეს რა, ექსჰიბიციონიზმის
ფორმაა?
მაგრამ პუარო წინა საკითხს დაუბრუნდა.
295 მკითხველთა ლიგა
- დღეს თავაზიანი წერილი მივიღე მისტერ ტიმოთი ებერნე-
თისგან. კმაყოფილებას გამოთქვამს ჩემ მიერ ოჯახისთვის გა-
წეული სამსახურისთვის.
- ჩემი აზრით, ბიძია ტიმოთი საშინელი ადამიანია, - თქვა
როზამუნდმა.
- მე კი მომავალ კვირას მათთან სტუმრობას ვაპირებ, - თქვა
ელენმა, - ბაღის მოწესრიგება სურთ, მაგრამ კვლავ მოსამსახუ-
რის პრობლემა აქვთ.
- როგორც ჩანს, ის საშინელი მის ჯილკრისტი აკლიათ, -
გაეცინა როზამუნდს, - ვფიქრობ, ის ბიძია ტიმოთისაც მოუღებდა
ბოლოს. რა სასაცილო იქნებოდა!
- მკვლელობა ყოველთვის სასაცილოდ გეჩვენებათ, მადამ?
- სულაც არა, - დაბნეულად მიუგო როზამუნდმა, - მაგრამ მე
ხომ მეგონა, რომ ეს ჯორჯი იყო. არა უშავს, - გამოცოცხლდა
იგი, - იქნებ ოდესმე მანაც მოკლას ვინმე.
- და ეს საოცრად სასაცილო იქნება, - სარკასტულად თქვა
პუარომ.
- მართლაც, - დაეთანხმა როზამუნდი.
როზამუნდმა მის წინ თეფშზე მოთავსებული კიდევ ერთი ეკ-
ლერი გადასანსლა.
პუარო ელენს მიუბრუნდა:
- კვიპროსზე თუ მიემგზავრებით, მადამ?
- დიახ, ორი კვირის შემდეგ.
- მაშ, ნება მიბოძეთ, ბედნიერი მგზავრობა გისურვოთ.
პუარო მისი ხელისკენ დაიხარა. ელენი მას გასაცილებლად
გაჰყვა და ნამცხვარი როზამუნდს დაუტოვა პირის ჩასატკბარუ-
ნებლად.
- მინდოდა, გცოდნოდათ, მესიე პუარო, - თქვა ელენმა, - რომ
რიჩარდის მემკვიდრეობა ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავს,
ვიდრე სხვებისთვის.
296 მკითხველთა ლიგა
- მართლა, მადამ?
- დიახ. იცით, რა... კვიპროსზე ერთი ბიჭია... მე და ჩემს ქმარს
ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შვილები
არ გვყავდა. როდესაც იგი გარდაიცვალა, თავი მარტოსულად
ვიგრძენი. ომის დასასრულს, როდესაც საავადმყოფოში მომ-
ვლელად ვმუშაობდი, ერთ კაცს შევხვდი... იგი ჩემზე ახალგაზ-
რდა იყო, თანაც ცოლიანი, თუმცა არცთუ ძალიან ბედნიერი. ერ-
თხანს ერთად ვცხოვრობდით. შემდეგ ის კანადაში დაბრუნდა
ცოლ-შვილთან. მან არაფერი იცის ჩვენი... შვილის შესახებ. შე-
საძლოა, ამას ის არ გაეხარებინა, მაგრამ ჩემთვის - საშუალო
ასაკის ქალისთვის, რომელსაც წინ კარგი აღარაფერი ელის, ეს
სასწაულს ჰგავდა. რიჩარდის ფულით ჩემს ეგრეთ წოდებულ
დისშვილს განათლების მიღებასა და კარიერის დაწყებაში მი-
ვეხმარები, - ელენი გაჩუმდა და დაამატა, - რიჩარდისთვის ეს
არასდროს გამიმხელია. ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა,
მაგრამ ის ვერ გამიგებდა, თქვენ კი იმდენი რამ იცით ყველა
ჩვენგანის შესახებ, რომ გულის გადაშლა მომინდა.
პუარო კვლავ ეამბორა მას ხელზე.
იგი შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ბუხართან მდგარი სა-
ვარძელი დაკავებული იყო.
- გამარჯობა, პუარო, - მიესალმა მისტერ ენტუისლი, - ახლა-
ხან დავბრუნდი სასამართლოს სხდომიდან. ცხადია, იგი დამნა-
შავედ ცნეს, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ მის ჯილკრისტი სი-
ცოცხლეს ბროდმურში დაასრულებს. ციხეში საბოლოოდ შეირ-
ყა. ბედნიერია და დროის უმეტეს ნაწილს საჩაიეთა ქსელის გახ-
სნაზე ფიქრს უთმობს. მის მორიგ საჩაიეს „იასამნის ბუჩქი“ ერ-
ქმევა, რომელსაც კროუმერში გახსნის.
- საინტერესოა, ყოველთვის უქროდა თავში? ჩემი აზრით,
არა.

297 მკითხველთა ლიგა


- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, არა! ჩვენსავით საღ გონებაზე
იყო, როდესაც დაგეგმა და შემზარავი გულგრილობით ჩაიდინა
მკვლელობა. თავი კარგად კი უმუშავებს, ოღონდ სხვა მიმართუ-
ლებით.
პუარო ოდნავ მოიბუზა.
- მე სიუზენ ბენკსის სიტყვებზე ვფიქრობ - რომ მას ვერას-
დროს წარმოედგინა მკვლელი, რომელიც ქალბატონივით გა-
მოიყურება.
- რატომაც არა? - თქვა მისტერ ენტუისლმა, - ისინი ყველა-
ნაირები არიან.
ორივენი გაჩუმდნენ, პუარო კი იმ მკვლელებზე დაფიქრდა,
რომელთაც ცხოვრების განმავლობაში გადაჰყროდა.

298 მკითხველთა ლიგა

You might also like