You are on page 1of 214

აგათა კრისტი

მსოფლიო დეტექტივების სეიფი

სიკვდილი ღრუბლებში

პირველი თავი

„პრომეთეოსი“ პარიზიდან მიფრინავს

სექტემბრის მზე უმოწყალოდ აცხუნებდა ლე-ბურჟეს


აეროდრომს, სიცხისგან გათანგული მგზავრები ზანტად კვეთდნენ
მინდორს და მორყეული ტრაპით ადიოდნენ სარეისო თვითმფრინავ
„პრომეთეოსში“, რომელსაც რამდენიმე წუთში პარიზი-ლონდონის
მარშრუტით კროიდონის აეროპორტისკენ უნდა აეღო კურსი.
თვითმფრინავში ჯეინ გრეი ერთ-ერთი უკანასკნელი შევიდა,მან
მაშინვე იპოვა თავისი ადგილი და 16-ე სავარძელში ჩაჯდა.
ზოგიერთებს ადრევე მოესწროთ სალონში შესვლა და მოხერხე-
ბულად მოკალათებულიყვნენ. გასასვლელის მეორე მხარეს ორი

1
მანდილოსნის გაცხოველებული ლაქლაქი ისმოდა. ერთს ისეთი
მწივანა ხმა ჰქონდა, რომ ჯეინი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
- გენაცვალე... ნამდვილად დაუჯერებელია... წარმოდგენა არა
მაქვს... სად? რას ამბობთ? ჟუან ლე პენი? აჰა!.. ლე პინე? ისეთივე
ბრბოა... არა, არა, რასაკვირველია, ერთად დავსხდეთ. რა, არ შეიძ-
ლება? ვინ?.. აჰა, ვხედავ...
მაშინვე გაისმა ვიღაც უცხოელის ზრდილობიანი და სასიამოვნო
პასუხი:
- უდიდესი სიამოვნებით, ქალბატონო!
ჯეინმა მალულად გახედა უცხოელს.
ეს გახლდათ ტანმორჩილი, შუახნის, ჯმუხი, შავულვაშა მამაკაცი,
რომელსაც კვერცხის ფორმის თავი ჰქონდა. იგი წამოდგა და თავა-
ზიანად დაუთმო ადგილი ერთ–ერთ მანდილოსანს თვითონ კი
გასასვლელის მეორე მხარეს გადაჯდა.
ჯეინი ოდნავ შემობრუნდა და დაინახა ორი ქალი, რომელთა
მოულოდნელმა შეხვედრამ აიძულა უცხოელი ასე თავაზიანად და-
ეთმო ერთ-ერთისთვის თავისი ადგილი. ლე პინეს ხსენებამ მასში
ცნობისმოყვარეობა აღძრა: ისიც სწორედ იქიდან მოდიოღა ჯეინს
უცებ გაახსენდა, რომ მწივანა ხმის პატრონი ქალი ბაქარას სათამა-
შო მაგიდასთან ნახა: ქალი მღელვარებისგან თითებს ვერ იმორჩი-
ლებდა: ხან მომუჭავდა, ხან გაშლიდა და დრეზდენის ფაიფურის სამ-
შვენისივით ფერმკრთალი სახე ხან უფითრდებოდა, ხან უწითლდე-
ბოღა. ჯეინს თავისთვის რომ ძალა დაეტანებინა, ამ ქალის გვარსაც
გაიხსენებდა. მაშინ ერთმა მეგობარმა ასე დაუხასიათა იგი: მართა-
ლია, ლედი გახლავთ, მაგრამ ნამდვილი არაო. ადრე სადღაც სიმ-
ღერის გუნდში იყოო. ჯეინის მეგობრის – მეიზის ხმაში, ზიზღნარევი
ირონია გამოსჭვიოდა. თვითონ მეიზს კარგი სამუშაო ჰქონდა,
მასაჟისტი იყო, თავის კლიენტებს ზედმეტ სიმსუქნეს აშორებდა.
მეორე კი, - გაიფიქრა ჯეინმა, - რა თქმა უნდა, ნამდვილი ლედია,
თუმცა ცხენივით ქალია. მალე ჯეინმა ის ორი ქალი მიივიწყა და ლე-
ბურჟეს აეროდრომის თვალიერება დაიწყო. ფანჯრიდან თითქმის

2
მთელი აეროდრომი მოჩანდა. რიგ-რიგად ჩამწკრივებულიყო სხვა-
დასხვანაირი თვითმფრინავი ერთი მათგანი ძალიან წააგავდა მრა-
ვალფეხას...
ჯეინის წინ ადგილი დაიკავა ღია ცისფერ პულოვერიანმა ახალგაზ-
რდა მამაკაცმა. ჯეინი პულოვერის ზემოთ ახედვას ვერ ბედავდა, მი-
სი თვალების ერიდებოდა.
მექანიკოსებმა ერთმანეთს ფრანგულ ენაზე რაღაც გადასძახეს და
ტრაპი მოხსნეს. მოტორები აღრიალდნენ და თვითმფრინავი, რო-
გორც იქნა, დაიძრა·
ჯეინს სუნთქვა შეეკრა: საჰაერო ტრანსპორტით მეორედ მგზავ-
რობდა და ძალიან ღელავდა. თვითმფრინავი წინ გაიჭრა ქალიშ-
ვილს ეგონა, აეროდრომის შემოგარენს გაანგრევსო. კიდევ რამდე-
ნიმე წამიც და უკვე ჰაერში იყვნენ. თვითმფრინავი წრეებით იღებდა
სიმაღლეს. ლე ბურჟე საღღაც შორს, ქვემოთ დარჩა, ახლა ოდნავღა
მოჩანდა.
თვითმფრინავი ჩვეულებრივი დღის რეისს ასრულებდა.
მგზავრებიც ცოტანი იყვნენ, სულ ოცდაერთი:ათი კაცი პირველ
სალონში და თერთმეტი – მეორეში, პირველი და მეორე პილოტი
და ორი სტიუარდი. სამგზავრო სალონებში ხმა ისე ოსტატურად და-
ეხშოთ, რომ ყურებში ბამბის გაკეთებაც კი აღარ იყო საჭირო.
მიუხედავად ამისა, ლაპარაკი მაინც ჭირდა, მხოლოდ ფიქრი შეიძ-
ლებოდა.
„პრომეთეოსი“ საფრანგეთის თავზე გუგუნებდა; კურსი ლამანშის
სრუტისკენ ეჭირა. მგზავრები ფიქრებს წაეღო.
ჯეინ გრეიმ გადაწყვიტა: არაფრით ამ ახალგაზრდას არ შევხედავ,
არაფრით! არ შეიძლება. ისევ ის სჯობია, ფანჯარაში გავიხედო და
ვიოცნებო. ეს მირჩევნია. თავიდან ბოლომდე ყველაფერს გავიხსე-
ნებ და დავმშვიდდები. ფიქრით მგზავრობის დასაწყისს გადასწვდა,
ეს იყო სამგზავრო ბილეთის ყიდვა.
ბილეთი ძალიან ეძვირა, მაგრამ რა წარმტაცად ეჩვენებოდა...
საპარიკმახეროს სალონში სიცილი და ჟრიამული იდგა. აქ ჯეინის
გარდა, ხუთი ქალიშვილი მუშაობდა.
3
-ამ კონკურსში რომ გაგემარჯვა, რა საქმეს მოჰკიდებდი ხელს, ჩე-
მო კარგო?
-რა ვიცი..
მერე გეგმები, ოცნებები, მსჯელობები. მართალია, „დიდი პრიზი”
არ მიუღია, მაგრამ ასი გირვანქა მაინც მოიგო.
- ნახევარი დახარჯე, ნახევარი-შეინახე. რა იცი, რა მოხდება.
-ჯეინ, შენს ადგილას, კარგ ბეწვის ქურქს ვიყიდდი.
-მაგას ზღვაზე გასეირნება არ სჯობს?
ზღვაზე გასეირნება! ამის გაფიქრებამ ჯეინს გული აუფანცქალა·
ბოლოს, მტკიცედ გადაწყვიტა: ერთი კვირა ლე პინეში გაეტარებინა
ბევრი მისი მეგობარი იყო იქ ნამყოფი და ზოგიც, ახლა აპირებდა
წასვლას.
მუშაობის დროს ჯეინს თავისი მგრძნობიარე თითებით
მოხერხებულად გადაჰქონდ-გადმოჰქონდა თმის ღერები, ანაწი-
ლებდა მათ, კულულებად აწყობდა და თან კლიენტს ჩვეულებრივ
კითხვებს უსვამდა: „რამდენი ხანია, მადამ, თმა აღარ შეგისწორები-
ათ?“, „თმა სულ აჭრელებული გაქვთ, მადამ”, ,,წელს მშვენიერი,
ზაფხულია, ხომ მართალია, მადამ? - თავისთვის გულში კი ფიქრობ-
და: „ვითომ რატომ არ უნდა. წავიდე. ლე პინეში? ახლა, როცა ასი
გირვანქა მოიგო, შეეძლო ასეთ სიამოვნებაზე უარი არ ეთქვა.
ჩაცმა მისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. ისეთ ადგილზე
მუშაობდა, სადაც, ლონდონის ქალიშვილების უმრავლესობის
მსგავსად, კარგად იცვამენ. ცოტაოდენი ფულითაც შეეძლო მოდუ-
რად და მოხდენილად ჩაეცვა. ფრჩხილები და თმის ვარცხნილობა
ყოველთვის წესრიგში ჰქონდა. და... ჯეინი ლე პინეში გაემგზავრა.
ნუთუ მთელი ეს მოგზაურობა მხოლოდ ერთი შეხვედრით უნდა დამ-
თავრებულიყო, ისიც რულეტის თამაშის დროს?
საღამოობით ჯეინი რულეტს თაშაშობდა და ცოტაოდენ ფულს
ჩამოდიოდა. მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ ამაზე მეტი არასოდეს გა-
ებედა. მაგრამ ბედი არ სწყალობდა. აგერ, უკვე მეოთხე საღამო
იყო, რაც თამაშობდა. ეს უკანასკნელი ჩამოსვლა გახლდათ. ფე-
რადზე ჩამოვიდა და ცოტაოდენი მოიგო, მაგრამ მერე, ზედიზედ
4
წააგო.ახლა ხელში ფულჩაბღუჯული,გულის ფანცქალით ელოდა,
რა მოხდებოდა.
ორი თავისუფალი ნომერი რჩებოდა - ხუთიანი და ექვსიანი. რო-
მელზე ჩამოსულიყო - პირველზე თუ მეორეზე? რანაირად გამოეც-
ნო? ბურთულა დაატრიალეს. ჯეინმა ხელი გაიწვდინა და ექვსიანზე
წამოვიდა. სწორედ დროული იყო ეს მოძრაობა , რადგან მოპირდა-
პირედ მდგომმა მოთამაშემაც ჯეინთან ერთდროულად გაიწოდა ხე-
ლი ჯეინმა ექვსიანი აირჩია, მამაკაცმა-ხუთიანი.
-ფსონი ჩამოსულია,- წარმოთქვა კრუპიემ.
ბურთულამ გაიწკრიალა და ერთ ადგილზე გაიყინა.
-მეხუთე ნომერმა, წითელმა მოიგო
უეცარი ელდისგან ჯეინმა კინაღამ შეჰყვირა. კრუპიემ ჩასული
ფული ახვეტა და გაცემა დაიწყო.
- რატომ მოგებულ ფულს არ იღებთ?- ჯეინის წინ მოთამაშემ
ჰკითხა.
- მე ექვსიანზე ჩამოვედი.
-სცდებით, ექვსიანზე მე ჩამოვედი, თქვენ კი - ხუთიანზე·
ახალგაზრდა მამაკაცი მეტად მიმზიდველი იყო, შავგვრემანი სახე
ჰქონდა, თეთრი კბილები, ცისფერი თვალები და მოკლე ხუჭუჭა
თმა.
ჯეინმა ყოყმანით აიღო ფული. ვინ იცის იქნებ , მართლაც შეცდა,
იქნებ, მართლა ხუთიანზე ჩამოვიდა? მერე უცნობს შეხედა დაეჭვე-
ბით. პასუხად მამაკაცმა გაუღიმა.
- ყველაფერი სწორია, - გაამხნევა მან, როცა ჯეინს ყოყმანი შეატ-
ყო. ფულს თუ მაგიდაზე დატოვებთ ვიღაც დაავლებს ხელს და გა-
იტაცებს. გასაგებია?
უცნობმა ალერსიანად დაუკრა თავი და წავიდა. ეს ძალზე ტაქტია-
ნი საქციელი იყო. სხვა შემთხვევაში ჯ,ეინს ეგონებოდა, გაცნობის
მიზნით მომაგებინაო, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ნამდვილად ვაჟკა-
ცურად მოიქცა.ახლა თვითმფრინავში სწორედ ის მამაკაცი აღმოჩ-
ნდა ჯეინის წინ.

5
ჯეინს მთელი ფული დახარჯული ჰქონდა. უკანასკნელმა ორმა
დღემ პარიზში თვალის დახამხამებაში გაირბინა (რა დასანანია,
რომ ის დღეები უკანასკნელი იყო). ახლა უკვე შინ ბრუნდება. მერე
რა იქნება?..
„რა საჭიროა მკითხაობა, მომავალში რა მოხდება? არ ღირს ამაზე
ტყუილუბრალოდ თავის ატკივება“, ამხნევებდა ჯეინი საკუთარ
თავს·
ის ქალები, ერთმანეთს რომ საუბრით ართობდნენ, მიჩუმდნენ.
„დრეზდენის ფაიფურის“ ქალი გაღიზიანებული დაჰყურებდა გადა-
ტეხილ ფრჩხილს. მერე დარეკა. მალე მის წინ თოვლივით თეთრსა-
მოსიანი სტიუარდი გაჩნდა. ქალმა უთხრა:
-ჩემი მოახლე გამომიგზავნეთ, მეორე სალონში ზის.
- ახლავე, მილედი..
ხაზგასმულად თავაზიანი, სწრაფი, თავისი საქმის მცოდნე
სტიუარდი უმალვე გაქრა. მალე წაბლისფერთმიანი ახალგაზრდა
ფრანგი ქალი ეახლა თავის ქალბატონს. მას შავი სადა კაბა ეცვა.
ახალგაზრდა ქალმა თან მოიტანა ძვირფასეულობის პატარა ზარ-
დახშა, ლედი ჰორბარიმ ფრანგულ ენაზე უბრძანა ქალიშვილს :
-მადლენ, წითელი მაროკოული ყუთი მომიტანეთ.
მოახლე გაეშურა თვითმფრინავის კუდისკენ, სადაც მათი ბარგი
ეწყო.– ათასნაირი ყუთები და კოლოფები. მალე ქალიშვილი
მომცრო ყუთით ხელში, დაბრუნდა.
- კეთილი, მადლენ,ეს დამიტოვეთ და წადით.
მოახლე წავიდა ლედი ჰორბარიმ კოლოფს თავი ახადა და ფრჩხი-
ლების პატარა ქლიბი ამოიღო. მერე ოვალურ სარკეში დიდხანს ათ-
ვალიერა თავი: ხან პუდრი დაიმატა, ხან პომადა...
ჯეინმა ზიზღით მოღრიცა ტუჩები და სალონის სხვა მგზავრებს
დაუწყო თვალიერება.
ამ ქალების უკან იჯდა ის ჩია ტანის უცხოელი, რომელმაც ასე თა-
ვაზიანად გაუცვალა ადგილი ერთ მათგანს, მაღალ, კეთილშობილ
ლედის. იგი მეტისმეტად ჩათბუნებულიყო ნაქსოვ კაშნეში და
თვლემდა·ჯეინის დაჟინებულმა მზერამ ცოტა შეაცბუნა. უცხოელმა
6
ერთი შეხედა ჯეინს და ისევ მილულა თვალები. მის გვერდით წარ-
მოსადეგი ჭაღარა მამაკაცი იჯდა,მას მუხლებზე ფლეიტის გა-
ღებული ფუტლარი ედო და ინსტრუმენტს გულდასმით წმენდდა ნა-
ტის ნაჭრით. საკვირველი იყო, მაგრამ ეს კაცი სრულიად არ ჰგავდა
მუსიკოსს, უფრო ადვოკატი ან ექიმი გეგონებოდათ. იქით ორი
ფრანგი მოკალათებულიყო: ერთი დარბაისლური ასაკის წვერიანი
მამაკაცი იყო, მეორე - გაცილებით ახალგაზრდა, ეტყობოდა, შვილი
უნდა ყოფილიყო. ისინი რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ, თან გა-
მალებული იქნევდნენ ხელებს.
ჯეინის ყურადღებას ყველაზე მეტად მაინც ცისფერპულოვერიანი
ახალგაზრდა იზიდავდა, სწორედ ის, ვისკენაც გადაწყვიტა, არ ეცქი-
რა
„რა სისულელეა ასეთი მღელვარება,გეგონება ჩვიდმეტი წლის
გოგო ვიყო,“- ტუქსავდა თავის თავს.
მისი ფიქრთა მპყრობელი – ცისფერპულოვერიანი ახალგაზრდა
კი ასე ფიქრობდა:“ მართლა კარგი ქალიშვილია, ნამდვილად ლა-
მაზია და ეტყობა, დავამახსოვრდი კიდეც. მაშინ რა ნაღვლიანი იყო
- ყველა ფსონს აგებდა. მერე იმ მოგებამ რამდენი სიამოვნება
მოუტანა.ნამდვილად სწორად მოვიქეცი! როგორ უხდება ღიმილი
საღი კბილები და ღრძილები აქვს... ღმერთო, როგორ ვღელავ. აბა,
ბიჭო, გამაგრდი“...
მერე გვერდით მიმავალ სტიუარდს მიუბრუნდა:
-იცით, ცოტა მომშივდა. ცივად მოხარშული ენა ხომ არ გექნებათ?
გრაფინია ჰორბარი თავისთვის ფიქრობდა: ,,ღმერთო ჩემო, რო-
გორ მოვიქცე? ეს მოულოდნელი უბედურება რაღა იყო? მარტო ერ-
თი გამოსავალი დამრჩენია. ნეტავ ნერვებმა არ მიმტყუნოს. მეყოფა
საამისოდ ძალა? შევძლებ მოტყუებას? ნერვები ვეღარ უძლებს. ეს
სულ კოკაინის ბრალია. ან რა ჯანდაბად მინდოდა! რა საშინელი სა-
ხე მაქვს, რა საძაგლად გამოვიყურები!.. ეს საზიზღარი კატა - ვენე-
ტია კერიც აქ. არის და ეს ყველაფერზე უარესია. ისეთი შემოხედვა
იცის, გეგონება ვიღაც ვიგინდარას უყურებსო. სტივენის ხელში ჩაგ-
დება როგორ მოინდომა! მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სულ ის
7
ელანდებოდა. ვერ ვიტან ამ მაღალი საზოგადოების ქალებს. ღმერ-
თო,მიშველე, რა წყალში ჩავვარდე? რა მოვიფიქრო? ვიცი, ეს ბებე-
რი ქაჯი თავის მუქარას შეასრულებს.
სისელი ჰორბარიმ პორტსიგარიდან სიგარეტი ამოიღო და გრძელ
მუნდშტუკში ჩადო. ხელები უკანკალებდა.
პატივცემული ვენეტია კერი კი ფიქრობდა:
„ოჰ, ეს ბოროტი ეკალი, ესა? კარგი, ვთქვათ, ვითარებაში ჩინებუ-
ლად ერკვევა, მაგრამ ძალზე უღირსად იქცევა საწყალი სტივენი
როგორმე ამისგან თავის დახსნას რომ მოახერხებდეს.“
ვენეტიამაც ამოიღო სიგარეტი და სისელისას მოუკიდა ·
სტიუარდმა შეაჩერა:
- მაპატიეთ, ლედი, აქ მოწევა არ შეიძლება!
- ჯანდაბა! - მის მაგივრად გამოეპასუხა ლედი ჰორბარი.
მუსიე ერკიულ პუარო ფიქრობდა „რა მომხიბლავია ის ქალიშვი-
ლი ნებისყოფის გამომხატველი ნიკაპი აქვს ნეტავ,რა აწუხებს? რა-
ტომღაც გაურბის მის წინ მჯდომი სიმპათიური ახალგაზრდის გამო-
ხედვას. თითქოს ერთმანეთს იცნობენ კიდეც.“
თვითმფრინავი საგრძნობლად დაბლა ეშვებოდა.
- ოჰ, ჩემი მუცელი, ამოიკვნესა ერკიულ პუარომ და მაგრად დახუ-
ჭა თვალები.
მის გვერღით მჯდომი ექიმი ბრაიანტი მგრძობიარე თითებით
ფლეიტას ეფერებოდა და თან ფიქრობდა: „შეუძლებელია ,გადაწ-
ყვეტა. უბრალოდ მე ამის გამბედაობა არ მყოფნის ჩემს კარიერაში
ეს მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯია...“ მან ფლეიტა ნაზად ამოიღო
ფუტლარიდან. მუსიკა... მუსიკა ... ავიწყებს ადამიანს ყოველგვარ
მწუხარებას, ყოველდღიურ საზრუნავს.მერე ღიმილით მიიდო სა-
კრავი ტუჩებთან მაგრამ ისევ დაუშვა. დაბლა, გვერდით ჩია ტანის
დიდულვაშა კაცი ფშვინავდა.
უცებ თვითმფრინავი ისე ძლიერ შეირხა, კინაღამ თვალთ დაუბ-
ნელდა, ექიმ ბრაიანტს უხაროდა, რომ არც ზღვისა და არც ჰაერის
ავადმყოფობა არ აწუხებდა

8
მუსიე დიუპონმა აღელვებულმა ხმამაღლა უთხრა თავის ვაჟიშ-
ვილს
- ამაში ეჭვი არავის ეპარება! ისინი ყველანი ცდებიან:გერმანელე-
ბი, ინგლისელები, ამერიკელები! ძველი მეთუნეობის ნაკეთობების
შექმნის თარიღებს სწორად არ მიუთითებენ! -აი, მაგალითად, სამა-
რის ნაკეთობები...
ჟან დიუპონმა, უაღრესად ზრდილმა, ერთი შეხედვით, მოუქნელ-
მა, მაგრამ წარმოსადეგი გარეგნობის ახალგაზრდამ შეაწყვეტინა:
-ეს მოსაზრება თქვენ ყოველმხრივ უნდა დაასაბუთოთ· ხომ არიან
კიდევ ტოლ კალაფი და საკიე გიოზი.
მუსიე არმან დიუპონმა ძველი საავიაციო ჩანთის საკეტი გამოს-
წია.
- აბა, დახედე ამ ქურთულ ჩიბუხებს. აი, ასეთებს ამზადებენ ისინი
ახლა. მისი კაზმულობა კი ზედმიწევნით წააგავს ჩვენს ერამდე მეხუ-
თე ათასწლეულის ხანის მოხატულობას...
საუბრით აღგზნებულმა მუსიე არმანმა ისე გააქნია ხელი,რომ კი-
ნაღამ იატაკზე გადააგდო თეფში რომელიც ცოტა ხნის წინ სტიუარ-
დმა წინ დაუდო.
ნორმან გეილის გვერდით მჯდარი დეტექტიური რომანების ავტო-
რი, მწერალი მისტერ კლენსი წამოდგა, თვითმფრინავის ბოლოსკენ
წავიდა, ლაბადის ჯიბიდან ჟურნალი „კონტინენტური მიმოხილვა“
ამოიღო და უკან დაბრუნდა, რათა ამით პროფესიონალური თვალ-
საზრისით თავისი სრული ალიბი დაემტკიცებინა.
მისტერ კლენსის უკან მჯდომი მისტერ რაიდერი ფიქრობდა: „თა-
ვი ბოლომდე უნდა დავიჭირო, რადაც უნდა დამიჯდეს. არ ვიცი, შევ-
ძლებ კი გავზარდო ჩემი მოგების წილი... თუ ყველაფერი
მშვიდობიანად დაგვირგვინდა,მაშინ,ყველაფერი დამთავრებულია.
ო, ზეციერო!”
ნორმან გეილი ადგა და ტუალეტში გავიდა. როგორც კი მის უკან
კარი მიიხურა, ჯეინმა მაშინვე ჩანთიდან სარკე ამოიღო და თავის
სახეს აღელვებით მოავლო თვალი. ცხვირზე პუდრი დაიმატა, ტუ-
ჩებზე პომადა გადაისვა.
9
სტიუარდმა წინ ყავა დაუდგა. ჯეინმა ფანჯარაში გაიხე და. დაბლა
ცისფრად ბრწყინავდა ლა მანში.
გულის წამღებად ბზუოდა ბუზანკალი მისტერ კლენსის თავზე.
სწორედ იმ დროს, როდესაც მთელი გულისყური იქით ჰქონდა მიპ-
ყრობილი, რომ რომელიღაც ქალაქ ცარიბროდში მისი რომანის
პერსონაჟებს 19:55 წუთზე რაღაც შეემთხვათ.
კლენსიმ ბუზანკალი ხელის აქნევით მოიშორა და ისიც დიუპონე-
ბისკენ გაფრინდა. ჟან დიუპონმა ბუზაკალი ზუსტი დარტყმით მოკ-
ლა. ჩამოვარდა სიჩუმე ლაპარაკი შეწყდა და თითოეულის ფიქრი
თავის გზას გაჰყვა..
სალონის სიღრმეში, 2-ე სავარძელში ქალბატონ ჟიზელს უცებ თა-
ვი ჩამოუვარდა. გეგონებოდათ, ოდნავ,წინ გადახრილს, ჩასთვლი-
მა ანდა რაღაცაზე ჩაფიქრდაო, მაგრამ ქალბატონი უკვე აღარც
ფიქრობდა და აღარც ეძინა.
ქალბატონი ჟიზელი მკვდარი იყო...

მეორე თავი

„თქვენი ანგარიში, ქალბატონო..“.

უფროსი სტიაურდი ჰენრი მიტჩელი სავარძლებს შუა ფრთხი-


ლად მიმოდიოდა და გამზადებულ ანგარიშებს აწოდებდა მგზავ-
რებს. ნახევარ საათში თვითმფრინავი კროიდონში უნდა ჩასულივო.
ჰენრი ბანკნოტებსა და ვერცხლის ფულს აგროვებდა და თავის დაზ-
რით ერთსა და იმავეს იმეორებდა:„გმადლობ, სერ, გმადლობ, მა-

10
დამ“. იმ მაგიდასთან, სადაც ფრანგები ისხდნენ, ორიოდ წუთს შე-
ყოვნდა, რადგან ორივე დიდი გატაცებით ლაპარაკობდა და ხელებს
იქნევდა.
„ამათგან რა ხეირს ნახავ“, - გაიფიქრა ჰენრიმ და პირქუში გამო-
მეტყველება მიიღო.
ორ მგზავრს ეძინა: ჩია ტანის ულვაშიან მამაკაცს და თვითმფრინ
ვის ბოლოს მჯდარ ხანში შესულ ქალს. ამ ქალმა უხვად იცოდა სტიუ-
არდების დასაჩუქრება. ჰენრიმ გაიხსენა,რომ ამ რეისით მას ხში-
რად უმგზავრია. ამიტომაც ახლა აღარ შეაწუხა ქალი.
მორჩილი ტანის ულვაშა მამაკაცმა ჰენრის მიახლოებისთანავე
გაიღვიძა და ერთი ბოთლი სასმლისა და სიფრიფანა ნამცხვარ „კა-
პიტნისთვის“ მაშინვე გადაუხადა ფული,
მიტჩელი კარგა ხანს არ აწუხებდა ხნიერ ქალს. ბოლოს, როცა
კროიდონამდე თხუთმეტი წუთიღა დარჩა, მან გაბედა და მიმართა:
- მაპატიეთ, აი, თქვენი ანგარიში, ქალბატონო...
მან მძინარეს ფრთხილად შეახო მხარზე ხელი. ქალს არ გაუღვი-
ძია. სტიუარდმა ოდნავ შეარხია ის. მოულოდნელად ქალი სკამიდან
ჩამოსრიალდა. შიშისგან გაყინული მიტჩელი მის წინ დაიხარა... მე-
რე გაფითრებული წამოდგა და გასწორდა...
მეორე სტიუარდმა, ალბერტ დევისმა დაეჭვებით შესძახა:
- მერე, შენ გგონია, რომ მკვდარია?
- გეუბნები, მკვდარია-მეთქი! - კანკალებდა მიტჩელი.
- ჰენრი, დარწმუნებული ხარ?
- აბა, ძლიერი გულის წასვლის ბრალია?
- რა ვიცი, რამდენიმე წუთში კროიდონში ვიქნებით.
-იქნებ მართლა ცუდად არის?
ერთ წუთს შეყოყმანდნენ, მერე ამოქმედდნენ.დევისი პილოტთან
მივიდა.მიტჩელი ისევ მგზავრებთან დაბრუნდა, იგი ხან ერთ
სავარძელთან მიდიოდა, ხან მეორესთან და წყნარად ეკითხებოდა
მათ:
-მაპატიეთ, სერ, შემთხვევით, ექიმი ხომ არა ხართ?
ნორმან გეილმა უპასუხა:
11
- მე, დანტისტი ვარ, მაგრამ იქნებ გამოგადგეთ? - ის სავარძლი-
დან წამოდგა.
- მე ვარ ექიმი, - თქეა ექიმმა ბრაიანტმა. - რა მოხდა?
- იქ, მეორე სავარძელზე, ერთი ქალბატონი... არ მომწონს მისი
გამომეტყეელება...
ექიმი ბრაიანტი წამოდგა და სტიუარდს გაჰყვა. ჩია ტანის ულვა-
შა მიხვდა, რომ იქ რაღაც უჩვეულო ამბავი ხდებოდა და ისიც შეუმ-
ჩნევლად აედევნა მათ.
ექიმი ბრაიანტი ძირს გაშხლართულ ქალთან დაიხარა.
ეს იყო სრული ტანის შავსამოსიანი ხანში შესული ქალი.
გასინჯვა მალე დამთავრდა. ექიმმა მტკიცედ განაცხადა:
-ქალი მკვდარია.
მიტჩელმა ჰკითხა:
- როგორ გგონიათ, შეტევა მოუვიდა?
- ამის დამტკიცება გულდასმით გასინჯვის გარეშე არ შემიძლია.
რა დროს ნახეთ უკანასკნელად ცოცხალი?
მიტჩელი ჩაფიქრდა.
- ყავა რომ მივაწოდე, სავსებით ჯანმრთელაღ გამოიყურეოდა.
- რამდენი ხანი იქნება მას შემდეგ?
-ასე, დაახლოებით ორმოცდახუთი წუთი იქნება, ანგარიში რომ
მივუტანე, მე მეგონა, ჩაეძინა-მეთქი...
საუბარმა სხვების ყურადღებაც მიიქცია.მგზავრებმა თავი მიაბ-
რუნეს და კისრები წაიგრძელეს.
- იქნებ გულყრა აქვს? - იმედი გამოთქვა მიტჩელმა, მას უნდოდა,
რომ ასე ყოფილიყო. ამ ამბავთან დაკავშირებით თავისი თეორიუ-
ლი დასაბუთებაც კი მოიშველია: მის ცოლის დას ხშირად ჰქონია გუ-
ლყრა. მისი აზრით, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო,
ექიმ ბრაიანტს თავის თავზე პასუხისმგებლობის აღება სულაც არ
უნდოდა. მწუხარების გამოსახატავად თავს აქნევდა,მოულოდნე-
ლად გაისმა შალში გახვეული ჩია ტანის მამაკაცის ხმა:
- გთხოვთ შეხედოთ, ბატონებო, კისერზე რაღაც ნანემსარის კვა-
ლი ატყვია, ეს აშკარა ლაქაა...
12
ქალს თავი გადაუწიეს, კისერზე აშკარად ეტყობოდა პაწაწკინტე-
ლა წითელი ნაკვალევი.
- პარდონ, - შეერია ჯგუფს ჟან დიუპონი. - თქვენ ამბობთ, რომ ეს
ქალი მკვდარია და კისერზე ნანემსარი ეტყობა?
ჟან დიუპონი ნელა ლაპარაკობდა, თითქოს რაღაც მოისაზრაო.
- შეიძლება, ჩემი აზრი გამოვთქვა? -აქ ახლახან ბუზანკალი დაფ-
რინავდა და მე მოვკალი. – მერე მან ყავის ლამბაქზე დადებული ბუ-
ზანკალი უჩვენა. -- იქნებ ამის ნაკბენისგან მოკვდა? ასეთი რამ ადრე
გამიგონია...
-შეიძლება, - დაეთანხმა ბრაიანტი. - მედიცინამ ასეთი მაგალი-
თებიც იცის. ეს სავსებით დასაშვებია, თუ ადამიანს სუსტი გული
აქვს.
- ხომ არაფერში გამოგადგებით? - იკითხა მიტჩელმა·
- რამდენიმე წუთში კროიდონში ვიქნებით.
- უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდე დაიცავით! - მიმართა მათ
ექიმმა ბრაიანტმა. - ახლა არაფრის გაკეთება არ არის საჭირო.
გვამს ხელი არ ახლოთ. არც გაანძრიოთ... - ექიმი ბრაიანტი ის-ის
იყო თავისი ადგილისკენ დაიძრა, რომ უცებ გაოცებით შეავლო
თვალი ჩია ტანის უცხოელს, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა.
-ძვირფასო სერ, - მიმართა მას ექიმმა, - ახლა ყველაზე უკეთესია
თქვენი ადგილი დაიკავოთ, სადაც არის, კოიდონში ვიქნე-
ბით...მართალი ბრძანდებით, დაეთანხმა სტიუარდი და მერე ხმა-
მაღლა განაცხადა: - ბატონებო, გთხოვთ, თქვენი ადგილები და-
იკავოთ,გთხოვთ!
- პარდონ, - წარმოთქვა ჩია ტანის მამაკაცმა,მაგრამ, როგორც
ვხედავ, აქ კიდევ რაღაც არის.
- რა რაღაც?
- დიახ, რაღაც, რაც არავის არ შეუმჩნევია!..
მერე ფეხსაცმლის წვერით რაღაცაზე მიუთითა.სტიუარდმა და
ექიმმა თვალი გააყოლეს მის მოძრაობას. იატაკზე ეგდო შავყვითე-
ლი ფერის რაღაც საგანი.
-ეგეც ბუზანკალია? - გაოცდა ექიმი.
13
ერკიულ პუარომ მუხლებზე დაიჩოქა, პიჯაკს ჯიბიდან პრიალა მე-
ტალის პინცეტი ამოიღო და ოსტატური სიფრთხილით აიღო ის „რა-
ღაც“. შემდეგ წამოდგა და თქვა:
- დიახ, ეს მართლა ჰგავს ბუზანკალს, მაგრამ ბუზანკალი არ
არის!.
- პუარომ ის საგანი ათასნაირად შეატრიალ-შემოატრიალა ისე,
რომ ექიმსა და სტიუარდს დათვალიერება შესძლებოდათ: ეს იყო
აგურისფერი,მოშავო ფერის ღინღლიანი აბრეშუმის პატარა ბღუჯა,
რომელიც მიმაგრებული იყო გრძელ, უცნაური შესახედაობის
წვეტზე. იგი ბოლოვდებოდა უწვრილესი უფერული ისრით.
- ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! - აღმოხდა უცებ მისტერ კლენსი,
რომელიც თავისი სავარძლიდან წამოდგარიყო და ცდილობდა,
სტიუარდ მიტჩელის ფართო მხრებს იქით რაიმე დაენახა.
- საოცარია! რა საკვირველი საგანია! ამაზე უცნაური რამ ჩემს
სიცოცხლეში არ მინახავს, ასეთ რამეს არც დავიჯერებდი, რომ ეთ-
ქვათ!
- სერ, - მიმართა სტიუარდმა მას, - ხომ ვერ აგვიხნით, რა არის
ეს? იცნობთ ამ საგანს?
მდგომარეობის მეუფე ნაქსოვ შალში გახვეული , ჩია ტანის
მამაკაცი გახდა.ისე ავტორიტეტულად ლაპარაკობდა, რომ
შეკითხვას ან საწინააღმდეგოს თქმას ვერავინ ბედავდა.პუარომ
რაღაც უჩურჩულა მიტჩელს, სტიუარდმა თავი დაუქნია, მგზავრებს
შორის გაძვრა და თვითმფრინავის წინა ნაწილის გასასვლელ
კართან დადგა.
თვითმფრინავი დასაჯდომ ზოლზე გაგორდა.როცა მოტორები
ჩაჩუმდა, მიტჩელმა ხმამაღლა განაცხადა:
- ბატონებო და ქალბატონებო! ვიდრე აქ სახელმწიფოს წარმო-
მადგენელი მოვიდოდეს, გთხოვთ, თქვენს ადგილებზე დარჩეთ. არა
მგონია, რომ დიდხანს ღაგაყოვნონ·
ამ ბრძანების გონივრულობა მგზავრთა უმრავლესობას მოეწო-
ნა. მარტო ერთი ხმა იყო სასტიკად წინააღმღეგი.
- რა სისულელეა! - დაიყვირა გაბრაზებულმა ლედი ჰორბარიმ.
14
- განა არ მიცნობთ, ვინა ვარ? მოვითხოვ, რომ დაუყოვნებლივ
გამიშვან!
- ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო, მაგრამ გამონაკლისს ვერც
თქვენთვის დავუშვებთ!
- მერე, ეს ხომ სრული უაზრობაა! - ფეხები დააბაკუნა სისელიმ.
თქვენი თვითმმართველობის თაობაზე ავიაკომპანიის დირექციას
მოვახსენებ. პირდაპირ აღმაშფოთებელია გვამთან ერთად ჩაკე-
ტილში ყოფნა!
- მართალია, გენაცვალე, - წარმოთქვა ვენეტია კერიმ, კარგად
აღზრდილი ქალბატონის ტონით. - ყოველივე ეს მეტად აღმაშფოთე-
ბელია! მაგრამ, მე მგონი, ცოტაოდენი მოთმინება მაინც საჭიროა.
მერე დაჯდა და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო:
- სტიუარდ, ახლა ხომ მაინც შეიძლება, მშვიდად მოვწიო?
დაბნეულმა მიტჩელმა მიუგო:
- მე მგონი, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
სტიუარდმა უკან მიიხედა. დევისმა თვითმფრინავის მეორე სა-
ლონის მგზავრები სათადარიგო გასასვლელიდან გაუშვა და თვი-
თონ აეროპორტის შენობისკენ გაეშურა, რომ სახელმწიფო წარმო-
მადგენელი მოეძებნა.
მართალია, დიდხანს არ უცდიათ, მაგრამ მგზავრებს ეგონათ,
ნახევარი საათი მაინც გავიდა, სანამ აეროდრომზე პოლიციელთან
ერთად სამხედრო იერის მამაკაცი გამოჩნდა. მათ სწრაფად გადაკ-
ვეთეს საფრენი ზოლი,ტრაპზე ავიდნენ და მიტჩელის მიერ წინასწარ
გაღებული კარით თვითმფრინავში შევიდნენ.
- რა მოხდა, რა ამბავია? - იკითხა მოსულმა ოფიციალური ტო-
ნით.
მან ჯერ მიტჩელს მოუსმინა, მერე ბრაიანტს და გვამთან დაიხა-
რა; პოლიციელს რაღაც მოკლედ უბრძანა და მგზაერებს მიმართა:
- ბატონებო და ქალბატონებო, თუ შეიძლება, მომეყევით!
მათ მინდორი გადაკვეთეს და საბაჟოს ფართო შენობის ნაცვლად,
პოლიციის განცალკევებულ პატარა ოთახისკენ გაუხვიეს.

15
- რაც ფორმალურ მხარეს დასჭირდება, იმაზე მეტხანს არ დაგა-
ყოვნებთ.
- მომისმინეთ, ინსპექტორო, მე ძალზე მეჩქარება...უთხრა ჯეიმს
რაიდერმა, კროიდონში მეტად სასწრაფო საქმე მაქვს.
- ძალიან ვწუხვარ, სერ, მაგრამ...
- მე ლედი ჰორბარი გახლავრთ. როგორ მიბედავთ და მაკავებთ,
სერ!
- გულწრფელად ვწუხვარ, ლედი ჰორბარი, მაგრამ ხომ ხედავთ,
უკიდურესად სერიოზული შემთხვევაა,ეს ძალიან ჰგავს მკვლელო-
ბას. სამწუხაროა...
- სამხრეთ ამერიკელი ინდიელების შხამიანი ისრით...-გაბადრუ-
ლი სახით ჩაიბურტყუნა კლენსიმ.
ინსპექტორმა ეჭეის თვალით შეხედა მას.
არქეოლოგმა რაღაც უთხრა ინსპექტორს ფრანგულად,ამ უკანას-
კნელმა მოუსმინა და საჭირო სიტყვების შერჩევით, იმავე ენაზე ნე-
ლა და ფრთხილად გასცა პასუხი.
ვენეტია კერიმ თქვა:
- ეს ყველაფერი აუტანლად მოსაწყენია, მაგრამ, იმედი მაქვს, ეც-
დებით, რომ მალე შეასრულოთ თქვენი მოვალეობა,ბატონო
ინსპექტორო, რაზედაც პატივცემულმა ინსპექტორმა თავაზიანად,
მადლობის გამომხატველი ტონით ცერემონიულად მიუგო:
-გმადლობ, ქალბატონო, - და მერე საქმიანად განაგრძო: - ბატო-
ნებო და ქალბატონებო, გთხოვთ აქ დარჩეთ, მე კი გავესაუბრები
ექიმ... ექიმ...
- ჩემი გვარია ბრაიანტი.
-გმადლობ, ექიმო ბრაიანტ. ერთი აქეთ გამომყევით,გეთაყ-
ვა,აი, აქეთ...
- შეიძლება თქვენს საუბარს დავესწრო?
ეს ჩია ტანის მამაკაცის ხმა იყო.
ინსპექტორი უცებ შემობრუნდა და ის-ის იყო მკვახედ უნდა ეპა-
სუხა, რომ სახე ერთბაშად შეეცვალა:

16
-ოჰ, მაპატიეთ, მისტერ პუარო! ისე შეფუთვნილი ხართ, რომ
ნამდვილად ვერ გიცანით. მობრძანდით, გეთაყვა.
ინსპექტორმა კარი გააღო; ექიმი ბრაიანტი და მუსიე პუარო გა-
ვიდნენ და თან დანარჩენ მგზავრთა განცვიფრებული მზერა გაიყო-
ლეს..
- თუკი იმისთვის შეიძლებოდა გარეთ გასვლა, ჩვენ რატომ უნდა
ვისხდეთ ჩაკეტილში? -დაიყვირა გაკაპასებულმა სისელი ჰორბა-
რიმ.
ვენეტია კერი მორჩილად ჩაეშვა სავარძელში. ეტყობა, ეგ კაცი
საფრანგეთის პოლიციიდანაა, - თქვა მან. - უფრო სწორად, ჯაშუშია.
ნორმან გეილი ყოყმანით მიუბრუნდა ჯეინს:
- თუ არ ვცდები, ლე პინეში გნახეთ... – და ცოტა ურწმუნოდ გა-
ნაგრძო: - მშვენიერი ადგილია, მიყვარს ფიჭვი.
- დიახ, რაღაცნაირი დამათრობელი ფისის სუნი აქვს.
ცოტა ხანს გაჩუმდნენ, აღარ იცოდნენ, რაზე ელაპარაკათ,
ბოლოს გეილმა თქვა:
- თვითმფრინავში მაშინვე გიცანით·
-ჯეინმა. გაიკვირვა: მართლა?!
-როგორ გგონიათ, ის ქალი მართლა მოკლეს?
- მე მგონი, მართლა, მიუგო მან, – რა საშინელებაა!- ჯეინი შეკ-
რთა. ნორმან გეილი უფრო ახლოს მიუჯდა,თითქოს ამით ქალიშვი-
ლის დაცვას აპირებდა.
დიუპონები რაღაცაზე ბჭობდნენ ფრანგულად.მისტერ რაიდერი
უბის წიგნაკში თავისთვის რაღაცას ანგარიშობდა, თან მალი-მალ
საათზე იყურებოდა, სისელი ჰორბარი მოუთმენლად აბაკუნებდა ია-
ტაკზე ფეხს და აცახცახებული ხელებით პაპიროსს უკიდებდა. სადა,
ლურჯ ფორმიანი, ბრგე ტანის მშვიდი პოლიციელი კარის წირთხლს
უშფოთველად მიყრდნობოდა.
მეორე ოთახში ინსპექტორი ჯეპი ექიმ ბრაიანტსა და ერკიულ პუ-
აროს ელაპარაკებოდა.
- ამ ბოლო ხანებში როგორ ოსტატურად ისწვლეთ ამნაირ ადგი-
ლებში გამოჩენა, მისტერ პუარო.
17
-მე მგონი, არც კროიდონის აეროდრომია თქვენი მოქმედების
სფერო, ჩემო კარგო!- მეგობრულად გამოეპასუხა პუარო.
- ოო, მე მხოლოდ დიდი ობობა ვარ დახურულ შუშაში.იღბალი იმა-
ზეა დამოკიდებული, რომ არაფერი გამომრჩეს!..უნდა გამოვტყდე,
ჩემი მუშაობის დიდი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე საოცარი ამ-
ბავია! რას იზამ, მოდით, საქმეს შევუდგეთ.
-უპირველეს ყოვლისა, ექიმო, თქვენი გვარი, სახელი და მისამარ-
თი მითხარით სრულად.
- როჯერს ჯეიმს ბრაიანტი, ყელ–ყურის სპეციალისტი:ჩემი მისა-
მართია: ჰერლი სტრიტი, 329.
მაგიდასთან მჯდომმა, ბრიყვული გარეგნობის პოლიციელმა
ყველაფერი ჩაიწერა.
- ჩვენი ქირურგი გვამს გასინჯავს, - თქვა ჯეპმა·
- თქვენ, ექიმო, გამოძიების დროს დაგვჭირდებით.
- კეთილი.
- დაახლოებით მაინც ვერ დაადგენთ, რა დროს გარდაიცვალა?
- ჩემს გასინჯვამდე, ასე, ნახევარი საათით ადრეა მკვდარი, კრო-
იდონში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე. უფრო ზუსტი განსაზღვრა
მიძნელდება. სტიუარდისგან გავიგე, რომ ერთი საათის წინ მასთან
ულაპარაკია.
- ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, გმადლობ. ერთი კიდევ, უტაქტობად
ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, ფრენის დროს რაიმე სა-
ეჭვო ხომ არაფერი შეგიმჩნევია?
ექიმმა თავი გააქნია.
- მე კი მეძინა..- სინანულით შენიშნა პუარომ. - ჰაერშიც ისევე ცუ-
დად ვგრძნობ თავს, როგორც ზღვაზე, ამიტომ ყოველთვის ვცდი-
ლობ, მაგრად შევიფუთნო და დავიძინო.
- რაიმე ვარაუდი ხომ არ გაქვთ, ექიმო, რას შეეძლო მისი
სიკვდილის გამოწვევა?
- ჯერჯერობით რაიმე გარკვეულის თქმა ძნელია. ეს გამოაშკა-
რავდება გვამის გაკვეთისა და მთელი რიგი ანალიზების საფუძველ-
ზე.
18
ჯეპმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
- საკმარისია, მეტს აღარ დაგაკავებთ. მაგრამ, სამწუხაროდ,
სხვებთან ერთად თქვენც უნდა გაიაროთ ფორმალური მხარეები,
გამონაკლისს ვერ დავუშვებთ.
ექიმმა ბრაიანტმა გაიღიმა.
-გარწმუნებთ, რომ არავითარ ისა .. ლულებს და სასიკვდილო
იარაღს არ ვატარებ, - თქვა მან სერიოზულად.
როჯერი ნახავს, - თქვა ჯეპმა და თავის თანაშემწეზე მიუთითა.მარ-
თლა, ექიმო, ხომ არ იცით, ეს რა არის? აი,აქ –მერე მან უჩვენა მა-
გიდაზე დადებულ ყუთი, რომელშიც უფერული ეკალი იდო
-უანალიზოდ ძნელია თქმა, ველურები ჩვეულებრივ ძალიან
სწრაფმოქმედ კურარეს შხამს იყენებენ.
-მაგრამ მისი შოვნა ალბათ ძალზე ძნელი იქნება?
- რა თქმა უნდა, ძნელია უბრალო მოკვდავთათვის·
- მაშინ უფრო გულდასმით გაგსინჯავთ,ექიმო! - მიმართა ჯეპმა,
რომელსაც ასეთი ხუმრობა უყვარდა. - როჯერ!
ექიმი და კონსტებლი ოთახიდან გავიდნენ.
ჯეპი სკამის ზურგს მიეჭრდნო და პუაროს შეხედა..
-ჰმ.. უცნაური შემთხვევაა, - თქვა მან. - მეტად სენსაციური,
შხამიანი ისრები და სასროლი მილაკბი თვითმფრინავში! ეს ნამ-
დვილად შეურაცხყოფს გონებას!... ·
-ჭკვიანური შენიშვნაა! -დაეთანხმა პუარო.
-ჩემი ხალხი ახლა თვითმფრინავს ათეალიერებს, -განაცხადა ინ-
სპექტორმა ჯეპმა. - საბედნიეროდ, აქვე ახლოს იმყოფებოდნენ ჩვე-
ნი ექსპერტები და დროზე მოვიხელთეთ დაქტილოსკოპისტი და
ფოტოგრაფი, იქნებ ცხელ კვალზე რაიმე დადგინდეს... ასე... ახლა
სტიუარდებთან გასაუბრებაა საჭირო.
ჯეპი კარისკენ გაემართა და ბრძანება გასცა სტიუარდები გამოე-
ძახებინათ. შემოვიდნენ მიტჩელი და დევისი. უმცროსი გაოგნების-
გან ძლივს გამოერკვა, მაგრამ მაინც შესამჩნევად ღელავდა. მიტჩე-
ლი ისევ გაფითრებული და დამფრთხალი იყო.

19
- ყველაფერი რიგზეა, მეგობრებო, - მიმართა მათ ინსპექტორმა
ჯეპმა.
- დასხედით. პასპორტები თან გაქვთ? კარგია. - მან თვალის ერ-
თი გადავლებით გადახედა მგზავრთა პასპორტებს·
- აჰა, აი, მარი მორისო, ფრანგული პასპორტი ამ პიროვნებაზე
თქვენთვის ხომ არაფერია ცნობილი?
– მე ადრეც მინახავს იგი. ინგლისიდან ჩვენი რეისით ხშირად
უფრენია.- თქვა მიტჩელმა·
– ალბათ რაღაც საქმეების გამო. რას აკეთებდა, თუ იცით?
მიტჩელმა თავი გააქნია. უმცროსმა სტიუარდმა თქვა:
- მეც მახსოვს, პარიზიდან რვა საათზე გამოსულ თვითმფრინავ-
ში იჯდა.
- უკანასკნელად რომელმა თქვენგანმა ნახა ცოცხალი?
- ამან, – თქვა უმცროსმა სტიუარდმა და მეორეზე მიუთითა.
-მე ვნახე, – დაუდასტურა მიტჩელმა. -როდესაც ყავა მივუტანე.
- როგორ გამოიყურებოდა?
- ჩვეულებრივ, არაფერი განსაკუთრებული არ შემიმჩნევია. შა-
ქარი მივეცი და რძე შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა,
- ეს რომელ საათზე იყო?
- ზუსტად ვერ გეტყვით, ამ დროს ყურეზე მივფრინავდით,მე მგო-
ნი, ორი იყო.
- ჰო, ეგ დრო იქნებოდა, – დაუმოწმა უმცროსმა სტიუარდმა.
- კიდევ როდის ნახეთ?
- ანგარიშის წარდგენის დროს.
- რომელ საათზე?. .
- ყავის ჩამორიგებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ. მე მეგონა,
ეძინა... ღმერთო ჩემო! ესე იგი, მაშინ უკვე... მკვდარი ყოფილა!.. –
მიტჩელი შეკრთა და ხმაში შიში დაეტყო.
- და თქვენ არაფერი შეგინიშნავთ? ეს ნივთიც არ დაგინახავთ? –
და ჯეპმა შავყვითელი ფერის ბუზანკალის შეფერილობის,ღინღლი-
ანი აბრეშუმის ძაფში ჩამალული ისარი უჩვენა.
- არა, სერ.
20
- თქვეს, დევის?
- უკანასკნელად ქალბატონი ვნახე, როცა ნამცხვარს და ყველს
ვარიგებდით. მაშინ სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
- თქვენ მომსახურების როგორი წესი გაქვთ? -ტერესდა პუარო. -
სხვადასხვა სალონებს ემსახურებით?
- არ, სერ, ერთად ვმუშაობთ. ჯერ წვენს ვარიგებთ, მერე ხორცსა
და ბოსტნეულს. ბოლოს ჩვეულებრივ, ტკბილეულს.როგორც წესი,
თვითმფრინავის ბოლო ნაწილიდან ვიწყებთ მომსახურებას და
ახალ-ახალი საჭმლით წინ გადავდივართ.
პუარომ თავი დააქნია.
-ის ქალბატონი რომელიმე მგზავრს ხომ არ ელაპარაკებოდა,
ანდა ვინმე ხომ არ იცნო თვითმფრინავში? – ჰკითხა ჯეპმა.
-არ დამინახავს სერ.
- არც თქვენ, დევის?
- არა მგონია, სერ.
- რომელიმე თქვენგანს ისეთი რამ ხომ არ შეუნიშნავს,ამ საქმეს
რომ ნათელს მოჰფენდა?
ორივე სტიუარდი ჩაფიქრდა, მერე ორივემ თავი გააქნია.
- კეთილი, ჯერჯერობით საკმარისია. მოგვიანებით კიდევ გაგესა-
უბრებით.
- ეს რა ხათაბალაში გავებით! ესღა მაკლდა! - დაიჩივლა მიტ-
ჩელმა.
- თქვენ არავინ გადანაშაულებთ, – დაამშვიდა ის ინსპექტიორმა
ჯეპმა, - მაგრამ გეთანხმებით, რომ ბინძური საქმეა!
მან სტიუარდებს ანიშნა, თავისუფალი ხართო, მაგრამ პუარომ
შეაჩერა:
- ნება მომეცით, კიდევ ერთი კითხვა დაგისვათ.
- სიამოვნებით, მისტერ პუარო.
- ბუზანკალი ხომ არ შეგინიშნავთ თვითმფრინავში?
- რა ბუზანკალი, მე მგონი, იქ არავითარი ბუზანკალი არ ყოფილა-
მხრები აიჩეჩა მიტჩელმა.

21
- თვითმფრინავში ბუზანკალი იყო, - თქვა პუარომ, -ჩვენ ის ერთ-
ერთი მგზავრის თეფშზე ვიპოვეთ,
-არ ვიცი, სერ, მე არ მინახავს, - გაიოცა მიტჩელმა.
- არც მე, - იუარა დევისმა.
- კარგით, გმადლობთ.
როცა სტიუარდები ოთახიდან გავიდნენ, ჯეპმა პასპორტები გა-
დაათვალიერა და მერე თქვა: ·
- როგორც ჩანს, ბორტზე გრაფინია ყოფილა! ხომ არ ვუბრძა-
ნოთ, თვითმფრინავის კუდის ნაწილში ბარგი ფრთხილად გასინჯონ,
მათ შორის სალონის მგზავრების ხელბარგიც? - წინადადება წამოა-
ყენა ჯეპმა და მხიარულად ჩაუკრა თვალი პუაროს.
- როგორ გგონიათ, რატომ ვიფიქრე ეს, მისტერ პუარო? აი, რა-
ტომ: ჩვენ უნდა ვიპოვოთ სასროლი ლულა, თუ იგი საერთოდ არსე-
ბობს და ეს არ გვესიზმრება. პირადად მე ეს ყველაფერი საოცარი
სიზმარი მგონია. იქნებ ამ დეტექტივის რომანების მწერალმა ააფ-
რინა და თავისი გმირების დანაშაული სინამდვილეში, თვითონ ჩა-
იდინა? შხამიანი ისრები..ლულები...
მუსიე პუარომ თავი იჭენეულად გააქნია.
-დიახ, დიახ, – განაგრძო ჯეპმა. - თითოეული მათგანი უნდა გა-
ისინჯოს, მიუხედავად იმისა, წინააღმდეგობას გაგვიწევენ, თუ არა.
ყველა წვრილმანი ნივთი უნდა შემომდეს.
- კარგი იყო, ჯერ მგზავრების სია შეგვედგინა, -- შესთავაზა
პუარომ და მერე ცალკეული ნივთის.
ჯეპმა ცნობისმოყვარედ შეხედა.
-რატომაც არა, გავაკეთოთ, თუკი თქვენ ამას საჭიროდ მიიჩ-
ნევთ,მხოლოდ ვერ ვხვდები, საით უმიზნებთ, ჩვენ აკი ვიცით, რასაც
ვეძებთ.
- თქვენ შეიძლება იცით, ჩემო მეგობარო, მაგრამ მე
დარწმუნებული არა ვარ. მეც ვეძებ, მაგრამ ჩემთვის ჯერ ნათელი
არ არის – კონკრეტულად რას ვეძებ, და არც ის, რას ვიპოვი.

22
- თქვენსას არ იშლით, მისტერ პუარო! როგორ გიყევართ გარ-
თულება! მერწმუნეთ, სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარ-
ტივია. ახლა კი მის მოწყალებას, გრაფინიას დავუძახოთ,ვიდრე
თვალებს ამოგვკაწრავდეს!..
ლედი ჰორბარის თავი ახლა უფრო მშვიდად ეჭირა და უკეთეს
განწყობაზეც იყო, ის შეთავაზებულ სკამზე დაეშვა და ყოყმანის გა-
რეშე გასცა პასუხი ინსპექტორ ჯეპის შეკითხვებს·
მან განაცხადა, რომ ის გახლავთ ლედი სისელი ჰორბარი -გრაფ
ჰორბარის მეუღლე. მისი მისამართია: ჰორბარის მამული, სასექსი.
მეორე მისამართი - გროსვენორის მოედანი, 315,ლონდონი, იყო
პარიზსა და ლე პინეში, ახლა ლონდონში ბრუნდება. გარდაცვლი-
ლი ქალბატონი მისთვის სრულიად უცნობი იყო, მგზავრობის დროს
არაფერი საეჭვო არ შეუნიშნავს, ის სახით თვითმფრინავის წინა ნა-
წილისკენ იჯდა, ამიტომ ვერაფრით ვერ დაინახავდა, რა ხდებოდა
მის ზურგს უკან. ფრენის დროს, ადგილიდან არ წამოდგარა. რამ-
დენადაც ახსოვდა,პირველიდან მეორე სალონში არავინ გასულა
სტიუარდების გარდა. ზუსტად არ შეეძლო თქმა, მაგრამ მგონი რო-
მელირაც მამაკაცი გავიდა ტუალეტში, თუმცა მთლა დარწმუნებული
არ იყო. ლულისმაგვარი რამ არავისთვის შეუმჩნევია·
-არა, თვითმფრინავში ბუზანკალი არ შემინიშნავს, -მიუგო მან
პუაროს კითხვაზე,
მის კერის ჩვენება ბევრ რამეში ემთხვეოდა მისი მეგობრის ჩვე-
ნებას. მისი გვარია ვენეტია კერი. მისამართი: ლიტლ ფედ-დოკსი,
ჰორბარი, სასექსი. ის სამხრეთ საფრანგეთიდან შინ ბრუნდებოდა.
გარდაცვლილი ქალბატონი ადრე არსად ენახა.არა, მგზავრობის
დროს საეჭვო არაფერი შეუმჩნევია. დიახ,მან ყურადღება მიაქცია,
ერთი მგზავრი როგორ უქნევდა ხელს ბუზანკალს და ისე ახსოვს,
თითქოს მანვე მოკლა მწერი .
მის კერი ღირსეულად გავიდა.
- მისტერ პუარო, თქვენ რაღაც ძალიან დაგაინტერესათ ამ ბუზან-
კალმა!

23
- თვითონ ბუზანკალმა იმდენად არა, რამდენადაც იმ აზრმა, რა-
საც ის გვაფიქრებინებს
- რაც უნდა თქვათ, – შეცვალა თემა ჯეპმა, – ეს ფრანგები აშკა-
რად გახვეულები არიან ამ საქმეში. ისინი აკი გასასვლელის იქითა
მხარეს ისხდნენ, სწორედ ქალბატონი მორისოს წინ. რაღაც ძალიან
გაქუცულები ჩანან. მათი ჩემოდანი, ვინ იცის, საიდან მოკრეფილი
ნივთებით არის გაჭედილი. დარწმუნებული ვარ, მთელ ამ ნაგავს პა-
რიზში არ შეაგროვებდნენ. არ გამიკვირდება, ეგენი ბორნეოში, სამ-
ხრეთ ამერიკაში ან კიდევ სხვაგან რომ იყვნენ ნამყოფი. მაგრამ ამ
საქმეში მონაწილეობის ფაქტები არა გვაქვს. საჭიროა ყველაფერი
დასაბუთდეს. თუმცა ეს მათი სადარდებელი უფროა, ვიდრე ჩვენი და
თანაც,მე ვთვლი, რომ ეს ვარაუდები შეიძლება საფუძველი იყოს...
პუარომ ოდნავ აახამხამა თვალები.
- ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ინსპექტორო, სავსებით შე-
საძლებელი, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ თქვენ ცდებით, მეგო-
ბარო, ეს ადამიანები სულაც არ არიან ბანდიტები,ან ვიღაც თავზე
ხელაღებულები, როგორც თქვენ გეჩვენებათ. პირიქით, ორივენი -
მამაც და შვილიც ძალიან განათლებული და მეცნიერთა წრეში ცნო-
ბილი არქეოლოგები არიან.
- განაგრძეთ, მისტერ პუარო, განაგრძეთ, რაღაცაზე თვალს ხომ
არ მიხვევთ!
- სულაც არა! მე მათ მშვენივრად ვიცნობ. ესენი არიან მუსიე არ-
მან დიუპონი და მისი ვაჟი ჟან დიუპონი. ისინი ახლახანს
დაბრუნდნენ საინტერესო გათხრებიდან, რომელიც სპარსეთში,
სუზის მახლობლად მიდინარეობს.
- განაგრძეთ... – ჯეპმა პასპორტების შეკვრას გადახედა და
სწრაფად გადაავლო თვალი დიუპონების საბუთებს·
-მართალი ბრძანდებით, მისტერ პუარო, – დაეთანხმა ის. მაგ-
რამ გამოტყდით, რომ ამ ბატონებს მეტად შეუფერებელი,გარეგნო-
ბა აქვთ.- რას იზამთ, ზოგჯერ მსოფლიოში სახელგანთქმულ
ადამიანებს სადა გარეგნობა აქვთ. მე თვითონ ოდესღაც

24
ერთი,უბლო დალაქი ვიყავი და... კარგით ერთი! - ღიმილით წამოი-
ძახა ინსპექტორ ჯეპმა· – კეთილი, მაშ. მოდით და თქვენს არქეო-
ლოგებს უფრო ახლოს გავეცნოთ.
მუსიე დიუპონმა-მამამ განაცხადა, რომ გარდაცვლილს არ იც-
ნობდა. ფრენის დროს რაიმე საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, რადგან
შვილს მეტად საინტერესო თემაზე ეკამათებოდა,ადგილიდან არ წა-
მომდგარა. დიახ, ბუზანკალი დაინახა, ნასაუზმევს, რომელიც მისმა
შეილმა მოკლა.
მუსიე ჟან დიუპონმა დაადასტურა მამის ნათქვამი. ის ისე იყო
გართული, რომ ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა.ბუზანკალმა შეაწუხა
და მოკლა კიდეც. რა იყო მათი დისკუსიის თემა·? ახლო აღმოსაე-
ლეთის წინარეისტორიული ხანის კერამიკა, მისი გამოწვისა და გა-
მოყვანის მეთოდები·
არქეოლოგების შემდეგ შესული მისტერ კლენსი , აშკარად, არა-
სასურველ სიტუაციაში მოექცა. როგორც ინსპექტორი ჯეპი ითვა-
ლისწინებდა, მან ბევრი რამ იცოდა მოწამლულ ისრებზე და
სასროლ ლულებზე.
- თქვენ თვითონ ოდესმე გქონიათ ასეთი ლულა?
- ისა, საერთოდ კი, როგორ არა.
- მართლა?! – ასეთი გულწრფელი აღიარებისგან ინსპექტორი
კინაღამ შეხტა, ტანდაბალმა მისტერ კლენსიმ, დეტექტიური
რომანების ავტორმა , მაღალი ჭყვიტინა ხმით თქვა:
-მუსიე, თქვენ სწორად ვერ გამიგეთ! არანაირი მიზეზი არა მქო-
ნია, რომ ის ქალი მომეკლა. ახლავე აგიხსნით...
-დიახ, სერ, თქვენ ალბათ აგვიხსნით კიდეც.
- იცით რა, მე თავის დროზე დავწერე წიგნი,რომელშიც მკვლე-
ლობა სწორედ ამნაირად მოხდა....
- აჰა, გასაგებია...
ეეჰ, ისევ ეს მუქარის კილო! მისტერ კლენსი აჩქარდა.
- ჩემს რომანში ლაპარაკი იყო თითების ანაბეჭდებზე, გასაგებია?
საჭირო იყო ილუსტრაცია.მე მხედველობაში მაქვს... თითების

25
ანაბეჭდები ლულებზე, საიდანაც ისროდნენ, გაიგეთ? და როცა ასე-
თი ლულა დავინახე. ჩერინგ კროს -როუდზე, მაღაზიაში, ორი წლის
წინ, მე ვიყიდე მილაკი.ჩემმა მეგობარმა მხატვარმა კი, ილუსტრა-
ციისთვის, ჩემი თითების ანაბეჭდი აღბეჭდა მასზე- შემიძლია, ეს
წიგნი წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ „წითელი ყვავილის ფურცლის
საიდუმლოება”. ამის თაობაზე შეგიძლიათ, ჩემს მეგობარს
ჰკითხოთ.
- ის ლულა შინ გაქვთ?
-საერთოდ, მე ვფიქრობ... მხედველობაში მაქვს... დიახ... მქონ-
და..
- ახლა სად გაქვთ?
- მგონი სადღაც...
- მაინც რას გულისხმობთ სიტყვაში „სადღაც“, მისტერ კლენსი?.
- მე ვგულისხმობ... სადღაც... ახლა .. ახლა ზუსტად ვერ გეტყვით,
სად მაქვს. მე... მე არ ვარ წესრიგის მოყვარული კაცი...
-ბოლოს და ბოლოს, მითხარით, თან გაქვთ თუ არა?
- ოჰ, არა, რა თქმა უნდა, არა! ნახევარი წელი იქნება, რაც აღარ
მინახავს...
-ინსპექტორმა ჯეპმა დაუფარავი ზიზღით შეხედა,
- თვითმფრინავში ადგილიდან არ ამდგარხართ?
-არა.. თუმცა, რეისის ბოლოს ავდექი.
-აჰა, ადექით. მერე, სად წახვედით?
ლაბადის ჯიბიდან ,,კონტინენტური მიმოხილვის“ ასაღებაღ
გავედი, ლაბადაზე ათასი რაღაც დაეყარათ. ზემოდან კი ჩემოდნე-
ბიც დაეწყოთ სწორედ შემოსასვლელთან, თვითმფრინავის კუდში.
- ალბათ მეორე სავარძელს ჩაუვლიდით?
- არა... თუმცა, ალბათ ჩავუარე. მაგრამ ეს იყო კარგა ხნით
ადრე, ვიდრე შესაძლოა, ეს ამბავი მომხდარიყო. სწორედ მაშინ,
ახლა მაგონდება, წვნიანი შევჭამე.
-ინსპექტორის მომდევნო კითხვებს უარყოფითი პასუხები მოჰ-
ყვა,მისტერ კლენსის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია, ის ახალ რომან-

26
ზე მუშაობს და გართულია თავისი პერსონაჟების ტრანსევროპული
ალიბის მტკიცებით.
-ალიბი, არა?- პირქუშად ჰკითხა ინსპექტორმა.
საუბარში პუარო ჩაერია და ბუზანკალის შესახებ ჰკითხა.დიახ,
მისტერ კლენსიმ ყურადღება მიაქცია ბუზანკალს ამ მწერს უნდოდა
მისი კბენა. მას საერთოდ ეშინია ბუზანკალის. როდის იყო? აი, სწო-
რედ მაშინ, როდესაც სტიუარდმა ყავა მიაწოდა. მისტერ კლენსიმ
ხელი აუქნია მწერს და ისიც..გაფრინდა.
ამის მერე ჩაიწერეს მისამართი მისტერ კლენსის სრული გვარი
და სახელი და ნება დართეს, წასულიყო. ცოტა არ იყოს შეშინებული
მწერალი გავიდა.
-საეჭვო ტიპია,-შეაჯამა ინსპექტორმა ჯეპმა- მე მგონია, ლულა მა-
გას უნდა ჰქონდეს. ჯანდაბას მაგისი მწერლობა!..
- ეს ყველაფერი თქვენი ოფიციალური მკაცრი ქცევის ბრალია,
ჩემო ჯეპ!
- თუკი მართალს ამბობს, რისი უნდა ეშინოდეს,მტკიცედ
წარმოთქვა სკოტლენდ-იარდის მოსამსახურემ.
პუარომ შეხედა მას და სინანულით უთხრა:
-ვხედავ,რომ გულწრფელად ხართ დარწმნებული თქვენს
ვერსიაში.
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. ნამდვილად ასეა.
-ახლა ნორმან გეილი გამოვიძახოთ.
- ნორმან გეილმა თავისი მისამართი ჩააწერინა: შიპჰერდის ავე-
ნიუ 14, მიუხველ ჰილი. პროფესიით დანტისტი. ბრუნდებოდა ლე პი-
ნეში გატარებული შვებულებიდან. ერთი დღე პარიზში გაჩერდა, სა-
დაც კბილის საექიმო ინსტრუმენტების ახალ ტიპებს გაეცნო. გარ-
დაცვლილ ქალს არ იცნობდა, არც რაიმე საეჭვო შეუნიშნავს. ყო-
ველ შემთხვევაში ის სახით თვითმფრინავის წინა მხრისკენ მჯდარა.
ერთხელ გავიდა ტუალეტში და უკან დაბრუნდა. 2-ე სავარძელს არ
გაჰკარებია. არავითარი ბუზანკალი არ დაუნახავს.შემდეგი იყო
ჯეიმს რაიდერი - მოუთმენელი და ურთიერთობაში უცერემონიო
ადამიანი. საქმიანი მოგზაურობის შემდეგ, პარიზში დარუნებულა.
27
გარდაცვლილს არ იცნობდა. დიახ, მის წინ იჯდა, მაგრამ თუკი არ
წამოდგებოდა და თავისი სავარძლის ზურგიდან არ შეხედავდა, ისე
ვერაფერს დაინახავდა. არაფერი გაუგონია: არც კვნესა, არც წამო-
ძახილი. სტიუარდების გარდა თვითმფრინავის ბოლოში არავის გა-
უვლია. დიახ, გასასვლელის იქითა მხარეს ორი ფრანგი იჯდა. უმ-
ცროსმა სადილობის დროს მოკლა ბუზანკალი. ადრე მას მწერი არ
შეუნიშნავს. წარმოდგენა არა ჰქონდა, ჩასაბერი ლულა რანაირი
იყო. წინათ ამის მსგავსი რამ არენახა და ამიტომ ვერ იტყოდა, ვინ-
მეს დაუნახა თუ არა ხელში მგზავრობის დროს
ამ დროს კარზე დააკაკუნეს,შემოვიდა კონსტბლი, მან დაუფარა-
ვი ზარ-ზეიმით რაღაც შემოიტანა.
-სერ, სერჟანტმა აი, ამ წუთში ნახა ეს, – თქვა მან, ჩვენ ვიფიქრეთ,
რომ ამის ნახვას ახლავე მოიწადინებდით·
მან ცხვირსახოცში გახვეული ტროფეი ფრთხილად ამოიღო და
მაგიდაზე დადო.
თითის ანაბეჭდები არ არის, რამდენადაც სერჟანტმა შეძლო და-
ნახვა. ფრთხილადო, მიბრძანა.
მაგიდაზე დადებული ნივთი, უდავოდ, ველურების მიერ დამზადე-
ბული ლულა იყო.
ინსპექტორმა ჯეპმა ჰაერი ქსუტუნით შეისუნთქა.
- ღმერთო ჩემო! მაშ, მართალი ყოფილა?! სიმართლე გითხრათ,
თვალებს არ ვუჯერებ!
მისტერ რაიდერი დაინტერესდა და ნაბიჯი წინ წადგა·
- ეს არის, სამხრეთ ამერიკელი ინდიელები რომ იყენებენ? ასეთ
რამეებზე წამიკითხავს, მაგრამ ჩემი თვალით არ მინახავს. ახლა შე-
მიძლია თქვენს კითხვაზე გიპასუხოთ. ამნაირ ნივთით, ხელში,
თვითმფრინავში არავინ დამინახავს.
-სად იპოვეთ? სწრაფად იკითხა ჯეპმა..
-ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ იყო შეჩურთული ისე, რომ არ
ჩანდა.
-რომელი სავარძლის ქვეშ?
- 9-ის ქვეშ.
28
-რა მახეილგონივრულია.-ნელა წარმოთქვა პუარომ.
ჯეპი სწრაფად შებრუნდა მისკენ.
- მაინც რა მიგაჩნიათ მახვილგონიევრულად?
- ის, რომ 9-ე ადგილი ჩემი იყო·
- მართალი გითხრათ, ეს ცოტა არ იყოს,უცნაურია...ჩაიბურ-
ტყუნა მისტერ რაიდერმა საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად.
ჯეპმა წარბები შეჭმუხნა.
- გმადლობ, მისტერ რაიდერ, საკმარისია, თავისუფალი ხართ.
- ოჰ, ძველო, მაშ, ეს თქვენი ნახელავია?
- ჩემო მეგობარო, - ამაყად თქვა პუარომ, - როცა დანაშაულის
ჩადენას გადავწყვეტ, სამხრეთ ამერიკელი ინდიელების შხამიან ის-
რებს არ მივმართავ.
- მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ეს გამოწვევაა!-წამოიძახა ინსპექ-
ტორმა ჯეპმა. – რას იზამ, სუფთა ნამუშევარია! მარტო გაფიქრებაც
კი მაცოფებს!
-ვინც უნდა იყოს, მან ყველა საშუალებას მიმართა, რომ სრული
გამარჯვება მოეპოვებინა! - თქვა პუარომ.
- იუპიტერს ვფიცავ, ასეა. ღმერთო ჩემო! ეს ტიპი რაღაც...ნამ-
დვილად მთვარეული უნდა იყოს. ჰო, აბა, ვინ დაგვრჩა, კიდევ? მარ-
ტო ერთი ქალიშვილი? მოდით,დავუძახოთ და მოვრჩეთ. ჯეინ გრეი
მეტად საინტერესო რომანის სათაურივით ჟღერს!
- ლამაზი ქალიშვილია, - დაეთანხმა პუარო.
- მართლა, ბებერო ეშმაკო? როგორც გატყობთ, მთელი გზა ტკბი-
ლად როდი გძინებიათ, ჰა?!
-ლამაზია.მახსოვს, ნერვიულობდა- შენიშნა პუარომ.
- თქვენ ამბობთ,ნერვიულობდაო? - ცოცხლად დაიჭირა ახალი
აზრი ინსპექტორმა.
- ჩემო კარგო, როცა ასეთი მშვენიერი ქალიშვილი ნე-
რვიულობს, ეს დანაშაულზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზე,რომ
მისი ცხოვრების გზაზე ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა.

29
ჯეინმა კითხვებზე უპასუხა. მას ჯეინ გრეი ჰქვია. ბრუტონ-სტრიტზე
მუსიე ანტუანთან სადალაქოში მუშაობს. მისი სახლის მისამართია:
ჰეროგეით სტრიტი, 10, ახალი უელსი, ის ლე პინედან ინგლისში
ბრუნდებოდა.
- ლე პინედან?. ჰმ...
შემდეგი კითხვები ეხებოდა გასამგზავრებელი ბილეთის აღებას.
-მე სულაც ავკრძალაედი ამ გასართობ გასეირნებებს-ჩაიბურდღუ-
ნა ჯეპმა.
- რატომ, მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია, – შეესიტყვა ჯეინი, თქვენ
თვითონ არასოდეს ყოფილხართ დოღზე,არ ჩამოსულხართ ნახე-
ვარ კრონს რომელიმე ცხენზე?
ჯეპს უცებ შერცხვა.
როცა ჯეინს ჩასაბერი ლულა მიაწოდეს, მან განაცხადა,რომ
თვითმფრინავეში ასეთი რამ არ შეუნიშნავს, გარდაცვლილს არ იც-
ნობდა, მაგრამ მას ლე ბურჟეს აეროდრომზე მიაქცია ყურადღღება,
- რატომ მიაქციეთ ყურადღება?
- არაჩვეულებრივი სიმახინჯის გამო, – გულწრფელად თქვა ჯეინმა.
გამოძიებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება
მას არ შეეძლო, ამიტომ ნება დართეს, წასულიყო.
ჯეპი ისევ ლულის თვალიერებას შეუდგა.
- ვერაფერი გავიგე, – თქვა მან, – დაუჯერებელი დეტექტივი სინამ-
დვილეში ხდება, ახლა რაღა უნდა ვეძებოთ? პიროვნება, რომელმაც
ქვეყნის იმ მხარეს იმოგზაურა, სადაც ასეთი რამეები არის და მისი
ყიდვა შეიძლება? მაინც სად შეიძლება ამის შოვნა,სად აკეთებენ?
ამისთგის ექსპერტია საჭირო. ეს ნივთი შეიძლება, მალაიურიც
იყოს, სამხრეთ ამერიკულიც და აფრიკულიც.
- დიახ, ორიგინალური აზრია, - თქვა პუარომ - მაგრამ თუ
დაუკვირდებით, მიკროსკოპული ზომის ქაღალდს დაინახავთ, რო-
მელიც ლულაზეა დაკრული, ეს ძალიან ჰგავს ეტიკეტის ნაგ-
ლეჯს,რომელზეც ფასი აწერია ხოლმე. მე მგონია, ეს ნივთი ველური
ადგილებიდან ანტიკვარიატის მაღაზიაში მოხვდა,შესაძლოა, მან

30
უფრო გააადვილოს ჩვენი ძიება.მაგრამ, ნება მომეცით, ერთი პატა-
რა კითხვა დაგისვათ.
- ბრძანეთ !
-სიას არ შეადგენთ? მე მხედველობაში მაქვს მგზავრთა ბარგის
სია...
- ახლა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ თუკი გინდათ,
შევადგინოთ, მისტერ პუარო, გინდათ?
- რა თქმა უნდა, მე ძალიან შეშფოთებული ვარ. თუკი ისეთ რამეს
ვიპოვით, რაც დაგვეხმარება...
მაგრამ ინსპექტორი ჯეპი აღარ უსმენდა ის გულდასმით სინჯავდა
მოხეულ ეტიკეტს, რომლის ნაგლეჯი ლულაზე იყო შერჩენილი.
- კლენსის ხომ წამოსცდა, ლულა ვიყიდეო. ოჰ, ეს დეტექტივის ავ-
ტორები!.. ისინი თავიანთ რომანებში პოლიციას ყოველთვის—
აბითურებენ. მე რომ ჩემს უფროსს ისე მოვახსენო,როგორც რომა-
ნის გამოგონილი ინსპექტორები მოახსენებენ ხოლმე თავიანთ უფ-
როსს, ხვალვე ბურთივით მისვრიან პოლიციიდან. ჯანდაბამდისაც
გზა ჰქონიათ ამ უნიათო მჯღაბნელებს! – ჯეპმა სული მოითაქვა– და
დაასრულა: – მაგრამ ეს დაწყევლილი მკვლელობა მართლა ისე
გამოიყურება, თითქოს მწერალმა გამოიგონა იმ იმედით, რომ მის
იდიოტურ პერსონაჟებს შერჩებოდათ ეს!

მეოთხე თავი

გამოძიება

ქალბატონ მარი მორისოს მკვლელობის გამოძიება ოთხი დღის


დაგვიანებით დაიწყო. სენსაციურმა ამბავმა ფართო მასების ყურად-
ღება მიიპყრო და ამიტომ დარბაზი გაჭედილი იყო.

31
პირველად მეტრ ალექსანდრ ტიბო დაკითხეს·ეს იყო მაღალი,
ხანში შესული მამაკაცი. შავ წვერში ჭაღარა გამორეოდა, იმ ასაკში
იყო, რასაც ფრანგები „პილპილნარევ მარილს“უწოდებენ.
ინგლისურად ნელა ლაპარაკობღა, ოდნავი აქცენტით. საერ-
თოდ კი, საკმაოდ გამართულად გადმოსცემდა სათქმელს.
წინასწარი ფორმალური კითხვების შემდეგ, გამომძიებელმა მი-
მართა: ·
-გარდაცვლილი ნახეთ? მერე, იცანით, მეტრ ტიბო?
-დიახ, ის ჩემი კლიენტი იყო, მარი–ანჟელიკ მორისო·
- პასპორტში ეს გვარი წერია· სხვა გვარით ხომ არ იცნობდით კი-
დევ?
-დიახ, მე მას ვიცნობდი ქალბატონი ჟიზელის სახელით, დარბაზს
მღელვარებამ გადაუარა. რეპორტიორების ფანქრები მოლოდინში,
ჰაერში გაირინდნენ.
გამომძიებელი განაგრძობდა:
- იქნებ ზუსტად გვითხრათ, ვინ იყო ქალბატონი მარი მორისო,
იგივე ქალბატონი ჟიზელი?
- ჟიზელი - ეს არის გვარი, რომლითაც იგი ბიზნესს ეწეოდა. ის იყო
პარიზის ყველაზე საქმიანი მევახშეთაგანი.
-სად ეწეოდა ამ საქმიანობას?გვითხარით თუ შეიძლება.
-ჟოლიეტის ქუჩა···№3-ში, ეს იყო მისი კერძო რეზიდენცია.
-ჩვენთვის ცნობილია, რომ ის საკმაოდ ხშირად მოგზაურობდა
ინგლისში. მისი საქმიანობა ამ ქვეყანას ხომ არ შეეხებოდა?
- დიახ, მას ბევრი ინგლისელი კლიენტი ჰყავდა და კარგად იც-
ნობდნენ ინგლისის საზოგადოების გარკვეულ სფეროში.
- რას გულისხმობთ „გარკვეულ სფეროში“?
-ქალბატონის კლიენტურას შეადგენდნენ მოხელეები, ად ვოკა-
ტები, მასწავლებლები –ის ადამიანები, განსაკუთრებით აფასებენ
თავშეკავებულობას.
-ფრთხილი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობდა?
-დიახ, უზომოდ ფრთხილი ადამიანის რეპუტაციით.
-მისი საქმეები კარგად იყო თქვენთვის ცნობილი?
32
-არა, რადგან ქალბატონს თვითონ შეეძლო საკმაოდ რიგიანად
გასძღოლოდა თავის საქმეებს,ყველა ოპერაციას თვითონ უწევდა
კონტროლს და საერთოდ, ორიგინალური ხასიათის ქალი იყო.
-მდიდარი იყო?
-ძალიან მდიდარი.
- მტრები ჰყავდა?
- რამდენადაც ვიცი, არა,
მეტრ ტიბო მოწმის ადგილიდან ჩამოვიდა. გამოიძახეს ჰენრი
მიტჩელი.
გამომძიებელმა ჰკითხა:
- თქვენი გვარი ჰენრი ჩარლზ მიტჩელი და საცხოვრაბელი ად-
გილი შაუბლეკ ლეინი 11, უენდსუორთი?
- დიახ, სერ.
- თქვენ ემსახურებით „იუნივერსალ ეირლაინზ კომპანის“?
- დიახ, სერ.
- თქეენ სარეისო თეითმფრინავ „პრომეთეოსის“ უფროსი სტიუ-
არდი ხართ?
- დიახ, სერ.
- წინა სამშაბათს, თვრამეტ რიცხეში, თქვენ მორგეობდით თვით-
მფრინავ „პრომეთეოსში“ თორმეტსაათიაან რეისზე პარიზიდან
კროიდონის მიმართულებით. ამავე რეისით მგზავრობდა
ქალბატონი ჟიზელი, ადრე თუ გინახავთ ის?
დიახ, მინახავს, სერ, ექვსი თვის წინ მე მივფრინავდი 8:45
რეისით და დამამახსოვრდა, რომ ამ რეისით ერთი-ორჯერ ადრეც
უფრენია.
- იცით თუ არა მისი გვარი?
- მგზავრების ჩემს სიაში შეტანილია, მაგრამ საგანგებოდ მისი
გვარი არ დამიმახსოერებია.
- „ქალბატონი ჟიზელი“ გაგიგონიათ?
- არა, სერ.
-გთხოვთ აგვიწეროთ წინა სამშაბათს მომხდარი ამბავი.

33
-მგზავრებს საუზმე მივართვი, სერ და ანგარიშისთვის ჩამოვი-
არე. ქალბატონს, როგორც მომეჩვენა, ეძინა. გადაეწყვიტე, თვით-
მფრინავის დაჯდომამდე ხუთი წუთით ადრე გამეღვიძებინა და როცა
გასაღვიძებლად მივედი, ვერ გავარკვიე, რა მოუვიდა ქალბატონს,
მკვდარი იყო, თუ ავად გახდა,ბორტზე ექიმი ყოფილა. მან თქვა...
- მის ნათქვამს პირადად ექიმ ბრაიანტისგან მოვისმენთ,
-აი, ამას დახედეთ, თუ შეიძლება.
მიტჩელს ლულა უჩვენეს.
- დარწმუნებული ხართ, რომ მგზავრთაგან ეს ნივთი ხელში არა-
ვის სჭერია?
- დარწმუნებული ვარ, სერ.
-თავისუფალი ხართ, მიტჩელ.
-ალბერტ დევის!
უმცროსმა სტიუარდმა მოწმის ადგილი დაიკავა.
- ალბერტ დევის, თქვენ ცხოვრობთ ბერკამ სტრიტზე 23 ნო-
მერში. მსახურობთ „იუნივერსალ ეირლაინზ კომპანიში“?
- დიახ, სერ.
- წინა სამშაბათს თქვენ მორიგეობდით მეორე სტიუარდად თვ-
ითმფრინავ „პრომეთეოსში“?
- დიახ, სერ!
-ეს ტრაგიკული ამბავი ვისგან გაიგეთ?
- მისტერ მიტჩელმა მითხრა, ერთ-ერთ მგზავრს, მგონი, რაღაც
დაემართაო.
დევისს ლულა უჩვენეს.
-ხომ არ შეგინიშნავთ, ეს ნივთი ხელში ჰქონოდა ვინმეს?
-არა, სერ.
თვითმფრინავში ისეთი ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ, ამ საქმეს
რომ ნათელს მოჰფენდეს?
-არა, სერ.
- კარგით, თავისუფალი ხართ.
დევისი დაემშვიდობა, მერე მობუზული გავიდა და ადგილი ახალ
მოწმეს დაუთმო.
34
- ექიმი როჯერ ბრაიანტი!
-ექიმმა ბრაიანტმა მოახსენა თაგისი გვარი, სახელი, მისამართი
და პროფესია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა სპეციალისტი.
-ექიმო ბრაიანტ, თუ შეიძლება, გვიამბეთ, რა მოხდა სამშაბათს,
თვრამეტ რიცხვში?
- კროიდონში ჩასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე უფროსი
სტიუარდი მომიახლოვდა და მკითხა, ექიმი ხომ არ ხართო, დადე-
ბითი პასუხი რომ მიიღო, მითხრა, ერთ-ერთი მგზავრი ცუდად არი-
სო. მე ავდექი და გავყევი მას. დაევინახე სავარძელთან, იატაკზე ქა-
ლი გაშხლართულიყო. ახალი მკედარი იყო.
-ექიმო ბრაიანტ, თქვენი აზრით, რომელ საათზე შეიძლებოდა ეს
მომხდარიყო?
- ჩემს მისვლამდე, ასე, ნახევარი საათით ადრე.
- სიკვდილის მიზეზის რაიმე ვერსია ხომ არ გაგაჩნიათ?
- არა, დეტალურად გასინჯვის გარეშე ეს შეუძლებელია.
- კისერზე პატარა ლაქა არ შეგინიშნავთ?
- დიახ, შევნიშნე.
-გმადლობთ.
-ექიმი ჯეიმს უისტლერი!
ჯეიმს უისტლერი შეუხედავი, სუსტი აგებულების კაცი აღმოჩნდა.
-თქვენ პოლიციის ქირურგი-ექსპერტი ბრძანდებით?
- დიახ.
-რას მოახსენებთ გამოძიებას?
- წინა სამშაბათს, თვრამეტ რიცხვში, კროიდონის აეროდრომზე
მიმიწვიეს. იქ, სარეისო თვითმფრინავ „პრომეთეოსში, ერთ-ერთი
სავარძლის გვერდით მიჩვენეს ქალის გვამი,დაახლოებით ერთი სა-
ათის წინ მომკვდარიყო. კისრის საუღლე ვენაზე პატარა მრგვალი
ლაქა შევამჩნიე. ასეთი ლაქა ბუზანკალის ანდა იმ ისრის ჩხვლეტის
შემდეგ შეიძლებოდა, დარჩენოდა, რომელიც შემდეგ მიჩვენეს. გვა-
მი მორგში გადაიტანეს. იგი დეტალურად გავსინჯე და დავასკვენი,
სიკვდილი დიდი დოზის ტოქსინის შედეგია, რომელიც სისხლში
მოხვდა, მან გამოიწვია გულის დამბლა და უეცარი სიკვდილი.
35
- იქნებ გვითხრათ, რა ტოქსინია?
- ეს შხამი ჩემს პრაქტიკაში ჯერ არასოდეს შემხვედრია.
რეპორტიორებმა ჩაიწერეს: „უცნობი შხამი“.
- გმადლობ...
- მისტერ ჰენრი უინტერსპუნ, გთხოვთ მობრძანდეთ.
გამოვიდა მეოცნებესახიანი ბრგე აგებულების მამაკაცი,ძალზე კე-
თილი და ამავე დროს საკმაოდ... ბრიყვი ჩანდა. ეს იყო მთავარი სა-
ხელმწიფო ექსპერტი, იშვიათი შხამების საკითხებში აღიარებული
ავტორიტეტი. გამომძიებელმა მაგიდიდან ის ავბედითი ისარი აიღო
და ჰკითხა, იცნობდა თუ არ მისტერ უინტერსპუნი ამ საგანს.
-ვიცნობ, რადგან საექსპერტოდ გამომიგზავნეს.
-მაშ, ააცნობეთ გამოძიებას თქვენი ანალიზის შედეგები.
ისარი ამივლებულია კურარეს პრეპარატში ისრებისათვის
განკუთვნილ შხამში, რომელსაც ველური ტომები იყენებენ.
რეპორტიორებმა ენერგიულად ააფხაჭუნეს ავტოკალმები.
-თქვენი აზრით, სიკვდილი კურარეს შხამმა გამოიწვია?
– ოჰ, არა! – თქვა მისტერ უინტერსპუნმა, – იქ ამ პრეპარატის
მხოლოდ სუსტი ნაკვალეევი იყო, ჩემი ანალიზის თანახმად, ისარი
ჩაშვებული DISPHOLIDUS TYPIS-ის შხამში, რომელიც უფრო ხის
გველის შხამით არის ცნობილი.
- ხის გველი? ეს რა არის?
- ეს არის სამხრეთ აფრიკული გველი – ერთ-ერთი ყველაზე უფ-
რო მომაკვდინებელი შხამიანი ყველა დანარჩენს შორის. ადამიან-
ზე მისი პირდაპირი მოქმედება შესწავლილი არ არის, მაგრამ მის
სიძლიერეზე შეგიძლიათ შემდეგი მაგალითით იმსჯელოთ. აფთარს
საცდელად გაუკეთეს ამ შხამის ნემსი. ვიდრე ნემსს ამოიღებდნენ,
ცხოველი უკვე მკვდარი იყო. ეს შხამი სისხლის ძლიერ ჩაქცევას და
გულის დამბლას იწვევს.
რეპორტიორებმა ჩაიწერეს: „საგანგებო შემთხვევა. გველის
შხამი საჰაერო დრამაში. გველი, რომელიც კობრაზე უფრო მომაკ-
ვდინებელია!!!"

36
- მოწამვლის მიზნით, ამ შხამის გამოყენების თაობაზე ოდესმე
ხომ არაფერი გსმენიათ?
- არასოდეს. ამ საქმეში ეს არის ყველაზე საინტერესო.
- გმადლობ, მისტერ უინტერსპუნ.
დეტექტივმა სერჟანტმა უილსონმა დაადასტურა, რომ ეს ლულა
იპოვა ,,პრომეთეოსის“ ერთ-ერთი მგზავრის სკამის ქვეშ. თითების
ანაბეჭდები ზედ არ აღმოჩნდა. ისრითა და ლულით საჭირო ცდები
ჩაატარეს- ლულის შორსმტყორცნელობა ათი იარდი იყო.
- მისტერ ერკიულ პუარო!
მისტერ პუაროს ყველა დაძაბული ინტერესით შეაცქერდა. მაგრამ
მისი ჩვენება მეტად მოკლე აღმოჩნდა. გზაში არაფერი შეუნიშნავს,
ეძინა. დიახ, მან დაინახა იატაკზე დაგდებული ეს პატარა ისარი. ისა-
რი ისეთნაირად იდო, თითქოს ეს-ეს არის გარდაცვლილი ქალის
კისრიდან ჩამოვარდაო. აი, ყველაფერი, რისი თქმაც შეუძლია
მუსიე პუაროს.
- გრაფინია ჰორბარი!
რეპორტიორები გამოცოცხლდნენ· პერის მეუღლე იძლევა
ჩვენებას ჰაერში მომხდარი საიდუმლო მკვლელობის თაობაზე.
ზოგიერთებმა დააზუსტეს: „ გველის შხამის საიდუმლოების შესა-
ხებ“, ქალებისთვის განკუთვნილი გაზეთების რეპორტიორები
წერდნენ:“ლედი ჰორბარი გამოცხადდა სადა, გემოვნებით
მორგებულ ქუდსა და მელიის მოსასხამში გამოწყობილი,“ ანდა:
„ლედი ჰორბარი, ლონდონის ერთ–ერთი ყველაზე ელეგანტური
ქალი შავ სამოსსა და მოდური ქუდით გამოცხადდა სასამართლოხ-
ზე“,. ან კიდევ: „ლედი პორბარის, ქალიშვილობაში მის სისელი
ბლანდს, ეცვა შავი მოხდენილი კაბა და ეხურა ახალი ქუდი“. ყველა
სიამოვნებით უყურებდა, აღელვებულ მშვენიერ ახალგაზრდა ქალს
მისი ჩვენება ძალიან მოკლე იყო, მას არაფერი შეუნიშნავს,
გარდაცვლილი ადრე არასოდეს უნახავს. სამწუხაროდ, ბატონ გა-
მომძიელისთვის მეტი არაფრის თქმა არ შეეძლო.

37
გრაფინიას შემდეგ გამოვიდა ვენეტია კერი. ის უფრო ნაკლებად
ღელავდა. დაუღლელი რეპორტიორები ქალთა პრესისთვის წერ-
დნენ: „ლორდ კოტსმორის ქალიშვილს ფართო,ქამრიანი ქვედატა-
ნი და სუპერმოდაზე შეკერილი პალტო აცვია. ვიღაცამ ასეც ჩაწერა:
„მაღალი საზოგადოება ჩვენებას აძლევს გამოძიებას“.
- ჯეიმს სრაიდერ, თქვენი საქმიანობა, პროფესია?
- „ელის უეილ სემენტ კომპანის დირექტორ-განმკარგულებელი.
-თუ შეიძლება, ეს ლულა დაათვალიერეთ, ხელში ხომ არ სჭერია
ვინმეს „პრომეთეოსში“?
-არა.
-თვითმფრინავში ზუსტად გარდაცვლილის წინა სკამზე იჯექით?
-ვიჯექი, მერე რა?
- გთხოთ, ასეთი ტონით ნუ ლაპარაკობთ, თქვენ იჯექით 2-ე ადგი-
ლის წინ, პრაქტიკულად თქვენი ადგილიდან ყველას დანახვა შეიძ-
ლებოდა.
- არა, სწორი არ არის, ჩემს მხარეს მსხდომებს ვერავის ვხედავდი.
მოგეხსენებათ, სავარძლებს მაღალი ზურგი აქვთ.
-კეთილი, მაგრამ ვინმე რომ ამდგარიყო და ქალისთვის დაემიზნე-
ბინა, ვერ დაინახავდით?
- როგორ არა, დავინახავდი.
- წინა სავარძლებიდან ხომ არავინ ამდგარა და გასულა, თუ იცით?
- ორი სკამის წინა ადგილიდან ერთი მამაკაცი ტუალეტში გავიდა,
- თქვენი მოპირდაპირე მიმართულებით?
- დიახ,
- თქვენი მიმართულებით ხომ არ ჩაუვლია?
- არა, ის თავის ადგილას დაჯდა.
- ხელში ხომ არაფერი სჭერია?
- არაფერი.
- კიდევ ვინ ადგა?
- ჩემ წინ მჯდომი მამაკაცი. მან გვერდზე ჩამიარა მეორე მხარეს,
თვითმფრინავის ბოლოსკენ.

38
- მე პროტესტს ვაცხადებ! - წამოიძახა მისტერ კლენსიმ და ადგი-
ლიდან წამოხტა. – ეს ადრე იყო, გაცილებით ადრე, ასე დღის -პი
რველ საათზე.
- გთხოვთ დაბრძანდეთ! – ოდნავ აუწია ხმას გამომძიებელმა, -
თქვენ თავის დროზე მოგისმენენ! განაგრძეთ, მისტერ რაიდერ, ამ
ჯენტლმენის ხელში ხომ არაფერი შეგინიშნავთ?
- მგონი ავტოკალამი ეჭირა. დაბრუნებისას ხელში ჰქონდა მოყვი-
თალო ფერის ყდიანი წიგნი, თუ ჟურნალი, აღარ მახსოვს.
- მარტო მაგან ჩაიარა თვითმფრინავის ბოლომდე? თქვენ თვითონ,
თუ ადექით ადგილიდან?
- დიახ, ტუალეტში გავედი. რასაკვირველია,ხელში არავითარი
ლულა არა მჭერია.
- ასეთი ტონით ლაპარაკის ნებას ნუ აძლევთ საკუთარ თავს, თა-
ვისუფალი ხართ, მიბრძანდით!
მისტერ ნორმან გეილმა, დანტისტმა, ყველა შეკითხვას
უარყოფითად უპასუხა,არაფერი დაუნახავს, არაფერი იცის. მისი
ადგილითმააბურძგნილმა,დამფრთხალმა,დეტექტიური რომანების
ავტორმა, მისტერ კლენსიმ დაიჭირა.მისტერ კლენსიმ პერის
მეუღლეზე არანაკლები ინტერესი გამოიწვია.“მწერალი აძლევს
ჩვენებას.“დეტექტიური რომანების ცნობილი ავტორი გამოთქვამს
აზრს სასიკვდილო იარაღის შეძენის თაობაზე“, „სენსაცია
სასამართლოში“. მაგრამ სენსაციაზე განცხადება ნაადრევი იყო.
- დიახ, სერ,- ხმამაღლა შფოთავდა მისტერ კლენსი, - დიახ, მე
შევიძინე ლულა, უფრო მეტიც, თან მოვიტანე, მე პროტესტს
ვაცხადებ თქვენი მტკიცების წინააღმდეგ, თითქოს ის ლულა, რომ-
ლითაც დანაშაული მოხდა, მე მეკუთვნოდეს! აი, ჩემი ლულა! – და
მან ზარ-ზეიმით ამოიღო ჯიბიდან ლულა.
რეპორტიორები ძლივს ასწრებდნენ წერას: „არნახული სენსაცია!“
„კიდევ ერთი ლულა სასამართლოზე !“
სასამართლომ მკაცრად გააფრთხილა მისტერ კლენსი და მოაგო-
ნა, ის აქ იმიტომ იმყოფება, რომ დაეხმაროს მართლმსაჯულებას სი-
მართლის დადგენაში და არა იმისთვის, რომ თავი იმართლოს და
39
პროტესტი განაცხადოს. მისტერ კლენსის დაკითხვამ უმნიშვნელო
შედეგი მოიტანა. მისი გონება იმდენად იყო დაკავებული ახალი რო-
მანის გმირებთან დაკავშირებული რთული სიტუაციებით, რომ გარ-
შემო არაფრის შემჩნევის თავი არ ჰქონდა. მგზავრებს ერთმანეთი
რომ დაეხოცათ,მაინც ვერაფერს შეამჩნევდა; სხვა დროს შეიძლება
დაენახა,მაგრამ მაშინ... არა...
მის ჯეინ გრეის, პარიკმახერის ასისტენტს, დიდი ჯაფა არ დაუყენე-
ბია ჟურნალისტების კალმებისთვის. ის უბრალოდ არავის აინტერე-
სებდა. მას მოჰყვა ორი ფრანგი.
მუსიე არმან დიუპონმა განაცხადა, რომ პარიზიდან ლონდონს მიფ-
რინავდა, სადაც სამეფო აზიურ საზოგადოებაში ლექცია უნდა წა-
ეკითხა. ისა და მისი ვაჟი საუბარში იყვნენ გართულნი და არ შეუმ-
ჩნევიათ, რა ხდებოდა ირგვლივ.
- ქალბატონ მორისოს, იმავე ქალბატონ ჟიზელს, პირადად იცნობ-
დით თუ არა?
- არა, ბატონო, თვალითაც არასოდეს მინახავს.
- მაგრამ ის პარიზში ცნობილი პიროვნება იყო.
მუსიე არმან დიუპონმა მხრები აიჩეჩა.
-მე არ ვიცნობდი. პარიზში არც ისე ხშირად ვარ·
- გასაგებია. თქვენ ახლახან დაბრუნდით აღმოსავლეთიდან, არა?
-დიახ, ასეა, მუსიე, სპარსეთიდან.
- თქვენ შვილთან ერთად ალბათ ბევრი იმოგზაურეთ ქვეყნის ძნე-
ლად შესაღწევ ადგილებში? ისეთი ტომი შეგხვდათ, რომელიც სრო-
ლის დროს გველის შხამს იყენებდა?
- ბოდიში?!
ეს კითხვა მუსიე დიუპონს გადაუთარგმნეს. როცა იგი ჩახვდა
აზრს, რასაც ეკითხებოდნენ, ენერგიულად გააქნია თავი.
- არა, არა! არასოდეს მსგავსი რამ არ შემხვედრია.
შემდეგი ჩვენება მისმა ვაჟმა მისცა.
უმცროსი დიუპონის ჩვენება წვეთი წყალივით ჰგავდა მამისას. მას
არაფერი შეუმჩნევია. ასე ჰგონია, რომ იმ ქალს ბუზანკალმა უკ-
ბინა. იმ მწერმა თავი მოაბეზრა და მოკლა კიდეც.
40
დიუპონები ბოლო მოწმეები იყვნენ. გამომძიებელმა ჩაახველა და
მსაჯულებს მიუბრუნდა. მან აღნიშნა, რომ იმ საგამომძიებლო საქ-
მეებიდან, რომელიც მას შეხვედრია, ეს ყველაზე უცნაური და დაუჯე-
რებელი რამ იყო. ქალი მოკლეს. თვითმკვლელობა გამორიცხუ-
ლია. ეს უბედურება მოხდა ჰაერში! თანაც თვითმფრინავში! დანაშა-
ულს თეითმფრინავის გარეთ მყოფი ვერავინ ჩაიდენდა. მკვლელი
ერთ-ერთი მოწმეთაგან იყო, რომელთაც მათ დღეს მოუსმინეს.
ფაქტს ვერსად გაექცევი, ისეთი სასტიკია.მათ შორის რომელიღაც
ურცხვად ტყუის· მკვლელობა უმაგალითო თავხედობით არის ჩადე-
ნილი· ათი თუ თრმეტი (თუ ორ სტიუარდსაც ჩავთვლით) ადამიანის
თანდასწრებით მკვლელმა ტუჩებთან მიიტანა ლულა და საბედისწე-
რო ისარი ისროლა,რომელიც, სამწუხაროდ, ვერავინ შენიშნა. მომ-
ხდარი ამბავი დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ, ამის დამამტკიცებელი
საბუთები იატაკზე ნაპოვნი ლულა და ისარია, გარდაცვლილის კი-
სერზე დარჩენილი წითელი ლაქა და სამედიცინო დასკვნა, რომ მკვ-
ლელობა ნამდვილად ამ გზით მოხდა. იმის გამო, რომ კონკრეტული
პიროვნების წინააღმდეგ რაიმე საფუძვლიანი საბუთი არ არსე-
ბობს, გამომძიებელს მსაჯულებთან ერთად სურს, ვიდრე საქმე გა-
ირკვეოდეს, საბრალდებო განაჩენი ერთის ან რამდენიმე პირის წი-
ნააღმდეგ მიმართოს, რომლებიც ჯერ უცნობია...
თითოეული მგზავრი უარყოფს გარდაცვალებულის ნაცნობობას.
ახლა პოლიციის ამოცანა ის არის, რომ გაარკვიოს, რა ურთიერთო-
ბა შეიძლებოდა ჰქონოდა მკვლელს გარდაცვლილთან. კონკრეტუ-
ლი დამნაშავის გამოსააშკარავებლად მოტივის უქონლობის გამო
მას, გამომძიებელს, მხოლოდ რჩევის მიცემა შეუძლია მსაჯულის-
თვის, რომ აღნიშნული ვერდიქტი მიიღონ.
მსაჯულთა ჟიურის ერთ-ერთი წევრი, უბრალო გარეგნობის მქო-
ნე მამაკაცი, რომელსაც კვადრატული სახე და უნდო გამოხედვა
ჰქონდა, წინ წამოდგა და ასთმიანივით მძიმე ქოშინით თქვა:
-თქვენ თქვით, რომ ლულა რომელიღაც მგზავრის სავარძლის
ქვეშ იპოვეს. ნება მომეცით შეგეკითხოთ, ვისი ადგილი იყო ეს?

41
გამომძიებელი თავის ჩანაწერებს მიუბრუნდა. სერჟანტი მასთან
მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
- აჰა, გასაგებია. 9-ე ადგილი მუსიე პუაროსი გახლდათ. სხვათა
შორის, მუსიე პუარო ძალზე ცნობილი და რესპექტაბელური კერძო
დეტექტივია... ჰმ... იგი სკოტლენდ-იარდის მეტად სერიოზულ საქმე-
ებში თანამშრომლობდა.
კვადრატული სახის მამაკაცმა თავისი მზერა გრძელულვაშა ჩია
ტანის ბელგიელზე გადაიტანა: „უცხოელი? - თითქოს ამბობდნენ მი-
სი თვალები. - უცხოელები სანდონი არ არიან, თუნდაც ხელიხელჩა-
კიდებულნი თანამშრომლობდნენ ჩვენს პოლიციასთან“. ხმამაღლა
კი თქვა:
- ეს ის მისტერ პუაროა, რომელმაც ისარი იპოვა იატაკზე?
ჟიური ხუთი წუთის მერე დაბრუნდა დარბაზში და ნაფიც მსაჯულ-
თა უფროსმა გამომძიებელს ფურცელი გაუწოდა. მან ოკრობოკრო
სტრიქონებს თვალი გადაავლო.
- ეს რა არის? - შუბლი შეიკრა გამომძიებელმა. სისულელეა! ამ
ვერდიქტის მიღება მე არ შემიძლია. ეს ხომ მტკნარი სისულელეა, -
თქვა მან. – შეცდომები მაინც გაასწორეთ და ისე გადაწერეთ...
რამდენიმე წუთის შემდეგ გასწორებული ვერდიქტი კვლავ დაუბ-
რუნეს.
- ამას კიდევ არა უშავს, – თქვა გამომძიებელმა და წაიკითხა:
„ჩვენი აზრით, ქალბატონი გარდაიცვალა შხამისგან,მაგრამ მკვლე-
ლის ვინაობის დასადგენად საბუთები არ გაგვაჩნია“.

მეხუთე თავი

გამოძიების შემდეგ

- საინტერესოა, მაინც რა ეწერა იმ ქაღალდში, რომ გამომძიე-


ბელს არ უნდოდა მისი მიღება?

42
ჯეინმა ნაბიჯი შეანელა და ნორმან გეილს შეხედა.
- მაგაზე პასუხის გაცემა მგონი მე, შემიძლია- გაისმა
ახალგაზრდების ზურგს უკან ხმა. ისინი მიტრიალდნენ და მუსიე პუ-
არო დაინახეს.
- ვფიქრობ, ეს ვერდიქტი წინასარ განზრახულ მკვლელობას შე-
ეხებოდა, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იქო მიმართული.
- ოჰ, რას ამბობთ?! - შეძრწუნდა ჯეინი.
მუსიე პუარომ ღიმილით მიუგო:
რა თქმა უნდა. ჩვენ რომ გამოვდიოდით, გავიგონე, ჟიურის ერთ-
ერთი წევრი როგორ ეუბნებოდა მეორეს: „ეს იმ უცხოელი ქონ-
დრისკაცის ოინებია, აი, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები!“ გარწმუნებთ,
სხვებიც ასევე ფიქრობდნენ.
ჯეინი ყოყმანობდა, აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო,თანაეგ-
რძნო, თუ გასცინებოდა? ბოლოს უკანასკნელი ამჯობინა, პუაროსაც
გაეცინა: ის ეთანხმებოდა ჯეინს.
- ახლა ალბათ რეპუტაციის აღდგენა დამჭირდება,- ღიმილით
თქვა მან და ახალგაზრდებს გაეცალა.
ჯეინმა და ნორმან გეილმა თვალი გააყოლეს ტანმორჩილ მამა-
კაცს.
- რაღაცნაირი კაცია, უცნაური... – ჩაიცინა გეილმა. თავი დეტექ-
ტივად მოაქვს. რა დეტექტივი უნდა გამოვიდეს მისგან? დამნაშავეე-
ბი ერთი მილის სიშორიდან ხედავენ. ვერ გამიგია, ასეთი ტიპი რო-
გორ უნდა შეინიღბოს?
- თქვენი შეხედულებები დეტექტივზე ცოტა მოძველებელი ხომ
არ არის? – ჰკითხა ჯეინმა. –– ყალბი წვერის მიწებება და ასეთი რა-
მეები დიდი ხანია ისტორიას ჩაჰბარდა. ჩვენი დეტექტივები უბრა-
ლოდ დასხდებიან და ყოველგვარ საქმეებს მსჯელობისა და ფიქრის
პროცესში წყვეტენ.
- ეს ალბათ ნაკლებ ძალდატანებასა და კიდევ უფრო ნაკლებ და-
ძაბულობას მოითხოვს.
-ფიზიკურად - შესაძლებელია. მაგრამ ასეთი სახის სამუშაოს ნა-
თელი და საღი გონება სჭირდება.
43
- რა თქმა უნდა. უნიჭო მეძებრები ვის რად უნდა.
ორივეს გაეცინა.
- მომისმინეთ, – უცბად უთხრა გეილმა და ლოყები ცოტათი შე-
უფაკლდა. – ვერ შეძლებთ... უნდა მეთქვა...თქვენს მხრივ ძალიან
სასიამოვნო იქნებოდა... თუმცა ცოტა გვიანია··· რას იტყოდით, ჩემ-
თან ერთად ფინჯან ჩაის დალევაზე? მე ვგრძნობ... მაინც, რაც უნდა
იყოს... ერთ ბედში მყოფნი ვართ და...ერთბაშად გაჩუმდა. გონებაში
კი დატუქსა თავი. „შე სულელო ჩემო თავო, რა გემართება? ნუთუ
ფინჯან ჩაიზე ისე ვერ უნდა დაპატიჟო ქალიშვილი, რომ არ გაწით-
ლდე და ენა არ დაგებას. რა სულელურ მდგომარეობაში იგდებ
თავს? რა უნდა იფიქროს ქალიშვილმა?“
გეილის დაბნეულობას ხაზს უსვამდა ჯეინის თავშეკავება და სი-
დინჯე.
-გმადლობ, - თქვა მან უბრალოდ, სიამოვნებით ვიღებ მოწვევას.
მათ მყუდრო საჩაიე მოძებნეს. ოფიციანტმა ქალმა აბუჩად ამ-
გდები, ქედმაღლური გამომეტყველებით გადახედა ახალგაზრდებს
და კუშტად მიიღო მოკრძალებული შეკვეთა, მისი გამოხედვა თით-
ქოს ამბობდა: „თქვენს თავს დააბრალეთ, თუ იმედი გაგიცრუვდე-
ბათ. ასე ჰგონიათ, აქ მართლა ჩაით ვუმასპინძლდებოდეთ ხალხს,
მაგრამ ერთი მე მკითხონ“.
საჩაიე თითქმის ცარიელი იყო. ისინი მარტონი ისხდნენ და ეს
რაღაც განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნიდა.
ჯეინმა ხელთათმანები გაიძრო და თავის თანამესუფრეს
შეხედა. ნორმანი მართლაც მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდა
იყო; ცისფერი თვალები, მიმზიდველი ღიმილი. დიახ, ნამდვილად
სასიამოვნო გარეგნობის კაცი იყო.
- რა უსიამოვნო ამბავია ეს მკვლელობა, თქვა გეილმა, დაბ-
ნეულობიდან ის ჯერაც ვერ გამორკვეულიყო.
-მართლაც. - დაეთანხმა ჯეინი, – ეს ძალიან მაფიქრებს მე კარგ
აღგილას ვმუშაობ, მუსიე ანტუანის საპარიკმახეროში და არ ვიცი,
იქ როგორ შეხვდებიან ამ ამბავს.
- მართალი ხართ, მე როგორღაც არ დავფიქრებულვარ მაგაზე.
44
- ადვილი შესაძლებელია, ანტუანს არ უნდა ისეთი თანამშრომე-
ლი იყოლიოს, რომელიც მკვლელობის თაობაზე ჩვენებას იძლევა.
-უცნაურია ხალხი,-თქვა ნორმან გეილმა და ჩაფიქრდა- უსამართ-
ლოა ცხოვრება, თქვენ ხომ არაფერ შუაში ხართ.მერე მოიღუშა-
საზიზღრობაა!
- ჯერჯერობით არაფერი დამმართია, - შეახსენა ჯეინმა. - ამიტომ
არ ღირს თავის შეწუხება იმაზე, რაც ჯერ კიდევ არ მომხდარა! ბო-
ლოს და ბოლოს, ყველაფერი გაირკვევა. მოულოდნელად რომ გა-
მოირკეეს, რომ მკვლელი სწორედ მე ვარ? ამბობენ, თუ ადამიანმა
ერთი ვინმე მოკლა, მერე სხვებსაც ადვილად გაიმეტებსო. დამე-
თანხმეთ, არაფერი სასიამოვნოა მკვლელის ხელით გაკეთებული
თმის ვარცხნილობა...
- საკმარისია, კაცმა შეგხედოთ, რომ მისთვის ნათელი გახდეს,
რომ თქვენ არ შეიძლება მკვლელი იყოთ, - თქვა ნორმანმა სერიო-
ზულად.
- მე არ ვარ დარწმუნებული, - შენიშნა ჯეინმა. -ზოგჯერ ისეთი
სურვილი მომივლის ხოლმე, რომ მზად ვარ, ზოგიერთ კლიენტს სუ-
ლი გავაფრთხობინო! რომ შემეძლოს, კარგი იქნებოდა! განსაკუთ-
რებით ერთი ტიპია, სულ ბუზღუნებს, მუდამ უკმაყოფილოა, გაუთა-
ვებლად წუწუნებს. ხანდახან მიფიქრია, ასეთი მკვლელობა დანა-
შაული კი არა, სწორედ კარგი საქციელი იქნებოდა. ახლა ხომ ხე-
დავთ, რა აგრესიულად ვარ განწყობილი, – შეეპასუხა ჯეინი.
- გასაგებია, მაგრამ ეს დანაშაული თქვენ არ ჩაგიდენიათ, -უთ-
ხრა გეილმა. – მე შემიძლია, დავიფიცო.
- ჩემი მხრივ მეც შემიძლია დავიფიცო, რომ არც თქვენ ჩაგ-
იდენიათ დანაშაული, ისეთივე კილოთი გამოეხმაურა ჯეინი, – მაგ-
რამ ეს რას გიშველით, თუ თქვენი პაციენტები იფიქრებენ, რომ...
- დიახ, ჩემი პაციენტები... - ჩაფიქრდა გეილი. - თქვენ მართალი
ხართ. მე არც კი დავფიქრებულვარ ამაზე... დანტისტი-მანიაკი, რო-
მელიც მკვლელობის მანიით არის შეპყრობილი,
- მეტად არასახარბიელო რეკლამაა! – მერე მოულოდნელად

45
იკითხა: - თქვენ ჩემი დანტისტობა ხომ არ გეჩოთირებათ? დანტის-
ტის პროფესიაში რაღაც სასაცილო არის, იგი შორსაა რომანტიკუ-
ლობისგან. საერთოდ, ექიმს ჩვეულებრივ უფრო სერიოზულად უყუ-
რებენ.
- გულს ნუ გაიტეხთ! - დაამშვიდა ჯეინმა. - საზოგადოებრიე კიბე-
ზე დანტისტი აშკარად მაღლა დგას, ვიდრე პარიკმახერის ასისტენ-
ტი·
ორივეს გულიანად გაეცინა. მერე გეილი გამოტყდა:
- მგონი დავმეგობრდით. თქვენ რას იტყვით?
- მეც ასე მგონია.
- იქნებ ერთად გვესადილა და საღამოს თეატრში ან კინოში
წავსულიყავით?
- გმადლობ.
ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ გეილმა ჰკითხა:
- როგორ მოგეწონათ ლე პინე?
- იქ ძალიან კარგი იყო.
- ადრეც ყოფილხართ?
ჯეინმა გულახდილად უამბო მთელი ამბავი-მოგებისა და გამ-
გზავრების შესახებ,ორივემ აღიარა, რომ ასეთი მგზავრობა რომან-
ტიკულია.
მათი საუბარი ყავისფერ კოსტიუმიანი ახალგაზრღის გამოჩენამ
შეწყვიტა. ეს მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ
ირგვლივ წრიალებდა, ვიდრე შენიშნავდნენ.
უცნობი ქუღის აწევით მიესალმა და საქმიანაღ მიმართა ჯეინს·
- მის ჯეინ გრეი ბრძანდებით, არა? „უიკლი ჰოულის“ წარმომად-
გენელი გახლავართ. იქნებ დაგვიწეროთ პატარა სტატია საი-
დუმლო მკვლელობის თაობაზე, რომელიც მგზავრის თვალით იქნე-
ბოღა დანახული? მის გრეი, გთხოვთ,დამეთნხმეთ, საკმაო თანხას
გადაგიხდით
- მაინც რამდენს? - ჰკითხა ჯეინმა.
- ორმოცდაათ გირვანქას, შესაძლოა მეტსაც. იქნებ, სამოცსაც.

46
- არა, - უთხრა ჯეინმა. - ნამდვილად ვერ შევძლებ. არ ვიცი, რაზე
უნდა ვილაპარაკო.
- ოჰ, ამაზე თქვენ ნუ წუხხართ, -შეესიტყვა ახალგაზრდა, - სულაც
ნურაფერს ნუ დაწერთ. ერთ-ერთი ჩვენგანი რამდენიმე კითხვას და-
გისევამთ და იმაზე უპასუხეთ· მეტი არაფერზე შეგაწუხებთ.
- სულერთია, - მტკიცე გადაწყვეტილებით უთხრა ჯეინა, – მაინც
არაფერს არ გავაკეთებ.
- ასი გირვანქა რომ გადაგიხადოთ? გამიგონეთ, მართლა ასს გა-
დაგიხდით, მხოლოდ თქვენი ფოტოსურათი მოგვეცით.
- არა, მე ეს ამბავი არ მომწონს, - მიუგო ჯეინმა.
- ასე რომ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, – საუბარში ჩაერია გაბრა-
ზებული ნორმანი. – მის გრეის არ სურს თავის ატკივება.
ახალგაზრდა ახლა მას მიუბრუნდა იმედიანად.
- მისტერ გეილ, არა? – შეეკითხა ის. - მომისმინეთ, მისტერ გე-
ილ, თუ მის გრეის არ სურს, რატომ თქვენ არ უნდა სცადოთ? სულ
ხუთასი სიტყვაა საჭირო. იმდენსავე გადაგიხდით, რამდენსაც მის
გრეის ვთავაზობდი. ეს ძალიან სარფიანი საქმეა. მე თქვენ კარგ ბიზ-
ნესს გთავაზობთ.
- არ მინდა და არც ერთ სიტყვას არ დავწერ!
-ფულის გარდა, ეს მშვენიერი რეკლამა იქნება.- იმედის მომცემი
პროფესიონალი - წინ ჩინებული კარიერა გელით. სტატიას ყველა
თქვენი პაციენტი წაიკითხავს.
- აი, სწორედ ეგ მაშინებს ყველაზე მეტად-თქვა ნორმან გეილმა.
- ჩვენს დროში, რეკლამის გარეშე, ვერაფერს მიაღწევ.
რეკლამა, ეს...
- შეიძლება ეგრეა, მაგრამ გააჩნია რეკლამას. ალბათ ყველა არ
წაიკითხავს ამ სტატიას და თუ ვინმე წაიკითხავს, სულერთია, ყუ-
რადღებას მაინც არ მიაქცევს, რომ მე მკვლელობის საქმეში ვარ გა-
რეული. აი, ორივეს პასუხი. აბა, ახლა უხმოდ მოგვცილდებით თუ
კისრისტეხით გისროლოთ?
- რატომ გაღიზიანდით? - შენიშნა ახალგაზრდამ, რომელიც სუ-
ლაც არ შეუწუხებია ამ მუქარას. – საღამოს კარგად გატარებას გის-
47
ურვებთ. თუ აზრს შეიცვლით, რედაქციაში დამირეკეთ. აი, ჩემი სა-
ვიზიტო ბარათი.
ამის თქმისთანავე, იგი მხნედ გაეშურა გასასვლელისკენ, თან
გაიფიქრა: „გვარიანი ინტერვიუ კი გამომივიდა”.
„უიკლი ჰოულის“ შემდეგ ნომერში კარგა მოზრდილი წერილი
დაიბეჭდა : ჰაერში მომხდარი საიდუმლო მკვლელობის ორი მოწ-
მის აზრი: მის ჯეინ გრეიმ განაცხადა, რომ ამ მკვლელობის გამო,
თავს უბედურად გრძნობდა და ამიტომ ვერაფრის თქმას ვერ შეძ-
ლებდა. მისტერ ნორმან გეილი დიდხანს ლაპარაკობდა იმაზე, თუ
როგორ იმოქმედებდა მისი, დანტისტი-პროფესიონალის კარიერა-
ზე ამ მკვლელობაში გარევა, მისტერ გეილი იუმორით შეეხო ზოგი-
ერთ პაციენტს, რომლები გაზეთების მხოლოდ განსაზღვრულ
სტრიქონებს კითხულობს და კბილის ექიმის სავარძელს შიშით რომ
ჩაუვლის, იოტის ოდენასაც არაფერს ეჭვობს სხვას.
როცა მოძალადე ახალგაზრდა იქაურობას გაეცალა, ჯეინმა გა-
ოცებით იკითხა:
- რატომ უფრო მნიშვნელოვანი პიროვნებები არ აირჩია ამდენი
მგზავრიდან?
მნიშვნელოვანი პიროვნება მნიშვნელოვან რეპორტიორს და-
უტოვა ალბათ, ან იქნებ ეცადა კიდეც და არაფერი გამოუვიდა.
ერთ-ორ წუთს გეილი დაბღვერილი იჯდა, მერე ახალგაზრდა
ქალს მიუბრუნდა:
- შეიძლება, უბრალოდ ჯეინი დაგიძახოთ? წინააღმდეგი ხომ არ
იქნებით? როგორ ფიქრობთ, ჯეინ, ვის შეეძლო მოეკლა ეს ჟიზელი?
- წარმოდგენაც კი არ მაქვს.
აი, გიფიქრიათ ამაზე? სერიოზულად თუ გიფიქრიათ? !
- მგონი არა. ეგ იყო, ცოტათი ვღელავდი.მართალი გითხრათ,
ეგეც იმიტომ, რომ მეც ვმონაწილეობდი ამ ამბავში, დღემდე წარ-
მოდგენა არ მქონდა, რომ მგზავრთაგან ვინმეს შეეძლო ჩაედინა ეს
საშინელი დანაშაული...

48
- დიახ, გამომძიებელმა საკმაოდ დამაჯერებლად აგვიხსნა ყვ-
ელაფერი. ერთი რამ მტკიცედ ვიცი, რომ ეს მე და თქვენ არ ჩაგვი-
დენია, რადგან მე... მე დიდხანს გაკვირდებოდით.
- დიახ... უთხრა ჯეინმა, დიახ, სწორედ მაგ მიზეზის გამო, შემიძ-
ლია ვთქვა, რომ თქვენც არ ჩაგიდენიათ და მითუმეტეს მე. მკვლე-
ლი დანარჩენებში უნდა ვეძებოთ. მაგრამ ვინ არის? ოდნავი წარ-
მოდგენაც არა მაქვს.
ნორმან გეილი დაღლილი და ნაღვლიანი ჩანდა. ეტყობოდა, რა-
ღაც ძალიან სერიოზულ ფიქრებს აეფორიაქებინა მისი გონება. ჯე-
ინი კი განაგრძობდა:
- არ ვიცი, რა ვიფიქრო. ჩვენ ხომ არაფერი დაგვინახავს, ყოველ
შემთხვევაში, მე არაფერი დამინახავს. თქვენ?
- არც მე.
-რა უცნაურია ყოველივე ეს, თქვენ არაფრის დანახვა არ შე-
გეძლოთ რადგან პირით ჩემკენ იჯექით. მე კი ვხედავდი, რა ხდებო-
და მხოლოდ თვითმფრინავის შუაგულში, ვგულისხმობ, შემეძლო...
ჯეინი აენთო და გაჩუმდა, გაიხსენა, რომ მისი მზერა მხოლოდ
ცისფერპულოვერიანისკენ იყო მიპყრობილი და გონებაც გარეშე
ამბებისგან, გამოთიშული ჰქონდა: ის მხოლოდ ამ ახალგაზრდაზე
ფიქრობდა.
ნორმან გეილი ოცნებას მიეცა:
„ნეტა რად წითლდება... რა ლამაზია, ცოლად შევირთავ. ჰო...
ძალიან შორს გახედვა სულაც არ არის ს,ჭირო, ახლა ის გასასამარ-
თლებელი საბუთი მაქვს, რომ ხშირად ვხედავ. ამ მკვლელობასაც,
ალბათ, მოევლება. გარდა ამისა, ჩემს პრაქტიკასაც წარმატებით გა-
ვაგრძელებ. ეს მჯღაბნელი რეპორტიორი..“
ხმამაღლა კი თქვა:
- მოდით ვიმსჯელოთ, ვის შეეძლო, მოეკლა. დავახასიათოთ თი-
თოეული მათგანი, - და მაშინვე თავისი ვარაუდი წამოაყენა: - სტიუ-
არდები?
- არა, - გაეპასუხა ჯეინი,
- გეთანხმებით. ჩვენ პირდაპირ მჯდომი ქალები?
49
- არა მგონია ჰორბარისთანა ქალს ვინმესთვის ზიანის მიყენება
შეეძლოს. მეორე - მისის კერიც, დიდგვაროვანი ქალია. არა, ის
არაფრით არ მოკლავდა მოხუცებულ ფრანგ ქალს, ამაში დარწმუ-
ნებული ვარ,
- მაშ, ის საზიზღარი უცხოელი?
გეილს გაეღიმა:
-ასე მგონია, არ ცდებით, ჯეინ, მაშინ ის ულვაშა იქნებოდა,მაგ-
რამ გამომძიებლის აზრით, ის ეჭვს გარეშეა, ექიმი? რაღაც სიმარ-
თლეს არ ჰგავს,
- ექიმს რომ იმ ქალის მოკვლა ნდომოდა, მაშინ ისეთ
საშუალებას მიმართავდა, რომელიც არაფერ კვალს არ დატო-
ვებდა და ვერც ვერავინ გაიგებდა.
- ჰოო – ყოყმანით დაეთანხმა გეილი, – ეს უსუნო და უგემო
შხამები არავითარ კეალს არ ტოვებენ, ამიტომ ძალიან მოსახერხე-
ბელია, მაგრამ... არსებობენ კი... აბა, შემდეგი ვინ არის? ის მწერა-
ლი, სასროლი ლულა რომ ჰქონდა.
- საკმაოდ საეჭვოა. ისე კი, სასროლ ლულაზე თვითონ რომ არ
წამოეყრანტალებინა, არაფერი არ იქნებოდა.
- მერე მოდის ჯეიმსონი... არა... თუ რა ჰქვია?... რაიდერი?
- მგონი ეგ არის.
- ის ორი ფრანგი?
- ყველაზე უფრო შესაფერისი ეგენი არიან. ძალიან მოხერხე-
ბულ ადგილას ისხდნენ. შეიძლება, ისეთი მიზეზიც ჰქონოდათ, რო-
მელზეც ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს. უმცროსი რაღაც შეშფოთე-
ბული ჩანდა.
- შეშფოთებული იქნები, თუ ვინმე მოკალი, აბა რა იქნება, -პირ-
ქუშად გამოეპასუხა ნორმან გეილი.
- სიმპათიური კი ჩანდა, - ყოყმანით თქვა ჯეინმა. -მამაც საკმაოდ
სასიამოვნო კაცია. არა, არა მგონია ეგენი იყვნენ!
- წარმატებით ვერ მივიწევთ წინ- ჩაიცინა ნორმანმა.
- წინ როგორ წავალთ, როცა მოკლულის პიროვნებაზე არაფერი
ვიცით. არც მტრები ვიცით, ანდა მემკვიდრე ვინ ჰყავს, რომელიც
50
მის ქონებას მიიღებს და საერთოდ, არაფერი ვიცით, – მხრები აიჩე-
ჩა ჯეინმა.
ნორმანი ჩაფიქრდა და თქვა:
– მე მგონი, კარგი იქნება, თუ ზოგიერთ რამეში თვითონ გავერ-
კვევით. მკვლელობა მარტო დამნაშავეს და მის მსხვერპლს როდი
ეხება. ის უდანაშაულოსაც ითრევს საქმეში. მე და თქვენ არაფერ
შუაში ვართ, მაგრამ ჩრდილი ჩვენც გვადგება და ჯერ კიდევ არ ვი-
ცით, ეს ჩრდილი ჩვენს ცხოვრებაზე რა გავლენას მოახდენ.
ჯეინი საერთოდ გულგრილი ადამიანი იყო, მაგრამ ამ ნათქვამმა
შეაკრთო.
- ოჰ, არ გინდათ ამაზე ლაპარაკი-თქვენ შემაშინეთ.
- მართალი გითხრათ, ცოტათი მეც მეშინია,– გამოტყდა გეილი.

მეექვსე თავი

მეტრ ტიბო ზოგიერთ ცნობას აწვდის

ერკიულ პუარო თავის მეგობარ, ინსპექტორ ჯეპთან შევიდა, ჯეპი


ღიმილით შეეგება.
- ჰელოუ, მეგობარო! - შესძახა მან, - თქვენი დაპატიმრების საქმე
ბეწვზე ეკიდა.
- ამან შეიძლება ჩემს კარიერაზე იმოქმედოს, - სერიოზულად შე-
ნიშნა პუარომ.

51
- რას იზამ, - გაეღიმა ჯეპს, - რომანებში ხანდახან დეტექტივები
დამნაშავეებად იქცევიან ხოლმე.
ოთახში შემოვიდა მაღალი, გამხდარი, ოდნავ მელანქოლიური,
ინტელიგენტური სახის მამაკაცი, ჯეპმა იგი პუაროს წარუდგინა,
- სამძებრო პოლიციის წარმომადგენელი მუსიე ფურნიე ჩამოვი-
და, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოს ამ საქმეზე.
- რამდენიმე წლის წინ, მგონი, მქონდა თქვენთან შეხვედრის
ბედნიერება, მუსიე პუარო, - თავის დახრით და ხელის ჩამორთმე-
ვით მიესალმა ფურნიე და უხალისოდ გაუღიმა. - ბევრი რამ მსმენია
თქვენზე.
პუარომაც ოდნაგ გაუღიმა.
- ჯენტლმენებო, - თქვა მან, - ალბათ, იმედს არ გამიცრუებთ და
სადილად მეწვევით, ქალბატონ მორისოს ვექილი მეტრ ტიბო უკვე
დავპატიჟე, ჩემი მეგობარი ჯეპი და თქვენ, ხომ არ იქნებით თანამ-
მრომლობაზე?,
- რა თქმა უნდა, არა მეგობარო, - უთხრა ჯეპმა და მხარზე მეგობ-
რულად დაჰკრა ხელი. - ისევ იმ სახლში ცხოვრობთ, ქვედა სარ-
თულზე?
სადილი, რომლითაც პატარა ბელგიელი სტუმრებს
გაუმასპინძლდა, მართლაც, დიდებული იყო. მხოლოღ მამაკაცები
შეიკრიბნენ. მოვიდა მაღალი ტანის, ჭაღარაწვერიანი ფრანგიც,
მეტრ ტიბო.
- თურმე შეიძლება, რომ ინგლისში კარგად ისადილო, თავის-
თვის ჩაიფრუტუნა ფურნიემ, მას შემდეგ, რაც დელიკატურად გა-
მოიყენა კბილის საჩიჩქნი.
- დიდებულად, მუსიე პუარო! - უთხრა მეტრ ტიბომ,
- ცოტას წაიფრანგულებს, მაგრამ ძალიან გემრიელია- განაცხა-
და ჯეპმა.
- ასეთი საჭმელი მისწრებაა კუჭისთვის, - განაცხადა პუარომ. -
არ დაგამძიმებთ და აზროვნებასაც არ დააჩლუნგებს, ადვილი მო-
სანელებელია.

52
- ჩემს კუჭს ვერ დავემდურები, არ მაწუხებს, – ჩაურთო ჯეპმა. -
მოდით ახლა, დროს ნუღარ დავკარგავთ და საქმეს შევუდგეთ. ვი-
ცი, ამ საღამოს მუსიე ტიბომ დავალება მიიღო და ამიტომ, უკეთესი
იქნება, მასთან მოვითათბიროთ.
-თქვენს განკარგულებაში ვარ, ჯენტლმენებო, რასაკვირველია,
თქვენთან უფრო მიადვილდება ლაპარაკი, ვიდრე გამომძიებელ-
თან. გამოძიებამდე ინსპექტორ ჯეპს ნაუცბათევად მოველაპარაკე
და მან მთხოვა, ყველაზე აუცილებელი ფაქტები მეცნობებინა.
- მართალია, დაუდასტურა ჯეპმა. – დროზე ადრე საიდუმლოს
წამოყრანტალება სულაც არ არის საჭირო.მოვისმინოთ, რას გვეტ-
ყვით ამ ჟიზელზე.
-მართალი გითხრათ, მეც ბევრი რამ არ ვიცი მის საქმიანობაზე,
მისი პირადი ცხოვრება ბნელითაა მოცული ჩემთვის,ამ საკითხზე
მუსიე ფურნიე გვეტყვის უფრო მეტს. ქალბატონი ჟიზელი ისეთი
ადამიანი იყო, ორიგინალურს რომ უწოდებენ, ვერც მის წარსულზე
მოგახსენებთ რამეს.ახალგაზრდობაში, მგონი, ლამაზი ყოფილა,
მერე ყვავილი შეჰყრია და სილამაზეც გამქრალა.მას უყვარდა
ძალაუფლება(ეს ჩემი პირადი აზრია) და მბრძანებლობდა კიდეც.
ენერგიული და ნიჭიერი საქმოსანი გახლდათ, როგორც ნებისმიერი
ფრანგი- თავის გრძნობებს ნებაზე არ მიუშვებდა, რომ ამას საქმიან
ურთიერთობაზე გავლენა მოეხდინა, თავის საქმეებს ზედმიწევნით
პატიოსნად ასრულებდა და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობდა.
მეტრ ტიბო მუსიე ფურნიეს მიუბრუნდა, რათა დარწმუ-
ნებულიყო, ისიც ამ აზრის იყო თუ არა, მან მელანქოლიურად დაუქ-
ნია თავი.
- დიახ, ის პატიოსანი იყო - საკუთარი გაგებით, მაგრამ - მან
მხრები აიჩეჩა, – მაგრამ ბევრს ხომ არ მოვითხოვთ ადამიანისგან -
თვითონ განგვიმარტოს თავისი ბუნება?
- რას გულისხმობთ?
- შანტაჟს.
- გამოძალვას? - ჰკითხა ჯეპმა,

53
- დიახ, ერთგვარ შანტაჟს, ქალბატონი ჟიზელი აძლევდა სესხს,
როგორც აქ ამბობენ გრძელვადიანს, ის იჩენდა კეთილგონიერებას
როგორც გაცემული თანხის, ასევე პროცენტების მიმართაც, მაგრამ
უნდა მოგახსენოთ, მას ვალის გადახდევინების თავისებური მეთო-
დები ჰქონდა,
პუარო ცნობისმოყეარეღ გაღაიხარა წინ.
- როგორც დღეს მეტრ ტიბომ განაცხადა, მის კლიენტურას გარ-
კვეული წრის ხალხი შეადგენდა. ეს ძალზე თავმოყვარე ადამიანები
არიან და თანაც დიდ ანგარიშს უწევენ საზოგადოებრივ აზრს, ქალ-
ბატონ ჟიზელს საკუთარი სადაზვერვო სამსახური ჰქონდა. განსა-
კუთრებულად დიდ თანხის გაცემის წინ, ის ყოველგვარ ცნობებს აგ-
როვებდა თავის კლიენტებზე. მე გავიმორებ ჩვენი მეგობრის სიტყვე
ბს, - თავისი გაგებით, ის ზედმიწევნით პატიოსანი იყო. ენდობოდა
იმას, ვინ თავის მხრივ, მას ენდობოდა. ფულის დასაბრუნებლად იგი
არასოდეს სარგებლობდა საიდუმლო ცნობებით, სანამ კლიენტს ვა-
ლის გადახდის ვადა არ გაუვიდოდა.
- თქვენი აზრით, - მიმართა მას პუარომ, – სხვისი საიდუმლოება
მისთვის ერთგვარ გარანტიას წარმოადგენდა?
- დიახ, ნამდვილად და ისიც ამას ულმობლად იყენებდა. ძალზე
ქმედითი სისტემა გააჩნდა და იშვიათად, რომ ვალები ჩამოეწერა.
მოგეხსენებათ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი,
კაცი იქნება, თუ ქალი, ყველაფერზე წავა, ოღონდ ფული იშოვოს და
საჯარო სკანდალი აიცილოს. მე უკვე გითხარით, რომ ჩვენ მისი საქ-
მიანობის შესახებ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ სასამართლოს ძა-
ლით დევნა... - მან მხრები აიჩეჩა, -ადამიანის ბუნება მაინც ადამია-
ნის ბუნებაა.
- თუკი მაინც იძულებული იყო ჩამოეწერა ვალი, მაშინ რას აკე-
თებდა? - დაინტერესდა პუარო.
- ასეთ შემთხვევაში, ის კლიენტს აფრთხილებდა, რომ მის შესა-
ხებ ინფორმაციას საჯაროდ გააცხადებდა, ანდა ამ ცნობას მიაწვდი-
და დაინტერესებულ პირს.
ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მერე პუარომ იკითხა: .
54
- ფინანსურად ეს ხელს აძლევდა?
- არა, – მიუგო ფურნიემ. – პირდაპირი გზით- არა.
- არაპირდაპირით?
არაპირდაპირით, ალბათ. აიძულებდა თავის კლიენ-
ტებს,დროზე გადაეხადათ ვალი,-ასე არ არის?-გამოთქვა თავისი
მოსაზრება ჯეპმა.
- ჭეშმარიტებაა, - დაუმოწმა ფურნიემ, ეს იყო ის, რასაც თქვენ
„ზნეობრივ ეფექტს“უწოდებთ.
-“ უზნეო ეფექტს, მე ვიტყოდი, - დააზუსტა ჯეპმა, შემდეგ ჩაფიქ-
რდა და ცხვირის წვერი მოიფხანა.- მკვლელობის მოტივისთვის ეს
საგულისხმო მიზეზია, შესანიშნავი მიზეზი!- ახლა ჩვენ წინაშე კიდევ
ერთი საკითხი დგას: ვინ უნდა მიიღოს მისი ქონება მემკვიდრე-
ობით? - მიუბრუნდა ის ტიბოს.
- ჟიზელს ქალიშვილი ჰყავდა, - განაცხადა ვექილმა, მაგრამ დე-
დასთან არ ცხოვრობდა. მგონი, თავისი გოგონა ბავშვობის მერე,
აღარც კი უნახავს. დიდი ხნის წინ ქალბატონმა ჟიზელმა, გარდა მცი-
რე თანხისა, რომელიც მსახურს გამოუყო, მთელი თავისი ქონება
თავის ქალიშვილს - ანა მორისოს უანდერძა. რამდენადაც ვიცი, ეს
ანდერძი ქალბატონს არ შეუცვლია.
- დიდი ქონება დარჩა? – იკითხა პუარომ.
ვექილმა მხრები აიჩეჩა.
- დაახლოებით რვა-ცხრა მილიონი ფრანკი.
პუარომ დაუსტვინა, ჯეპმა წამოიძახა:
-ოჰ, რა ფულები ჰქონია! ჩვენს ფულზე ეს რამდენი გამოდის? ასი
ათას გირვანქამდე... უფრო მეტიც. შეხედე!
- მადმუაზელ ანა მორისო ძალიან მდიდარი ქალი გახდება, -და-
უმოწმა პუარომ.
- კიდევ კარგი, შვილი თვითმფრინავში არ იყო, თორემ კაცს ეჭვი
შეეპარებოდა, - მშრალად შენიშნა ჯეპმა, - შვილმა, ფულის გულის-
თვის, დედა გაიმეტაო... ქალიშვილი ახლა რამდენი წლის იქნება?
- რამდენაღაც ვიცი, მკვლელობასთან იგი არაფერ კავშირშია,
ახლა საჭიროა, შევისწავლოთ ყოველი საქმე, რასაც გამოძალვისა
55
და შანტაჟის სუნი ასდის. თვითმფრინავში მყოფები ყველანი ხე-
ლებს ასავსავებენ, ქალბატონ ჟიზელს არ ვიცნობდითო. აშკარაა,
რომელიღაც მათგანი ტყუის მაგრამ, რომელი? იქნებ,
დაგვხმარებოდა მათი პირადი ქაღალდები, ფურნიე, ჰა?
- მეგობარო, - მიმართა მას ფურნიემ, როგორცვე ეს ამბავი გავიგე,
მაშინგე სკოტლენდ-იარდს შევატყობინე და დაუყონებლივ გავე-
მართე ქალბატონ ჟიზელის სახლისაკენ. მას ჰქონდა ქაღალდების
შესანახი სეიფი, მაგრამ ქაღალდები დამწვარი დამხვდა.
- დამწვარი? ვის დაუწევს, როდის? რატომ?
ქალბატონ ჟიზელს ჰყავდა ერთგული მსახური ელიზა, ამ ელიზას
თავისი პატრონისაგან ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული: თუ
ვინიცობაა, მადამს რამე შეემთხვეოდა, ელიზას უნდა გაეღო სეიფი,
რომლის შიფრიც ელიზამ იცოდა და ყველაფერი დაეწვა.
- ოჰ, ღმერთო, ეს რა თავზარდამცემი ამბავია!-თავს იქნევდა
შეძრწუნებული ჯეპი.
ოთხი მამაკაცი დადუმებული ფიქრობდა მოკლული ქალის
უცნაურ ხასიათზე.
მეტრ ტიბო წამოდგა.
- ბატონებო, მე დაგტოვებთ, რაც შეეხება ახალ ინფორმაციებს,
საჭირო დროს წარმოგიდგენთ, ჩემი მისამართი იცით. მან მაგრად
ჩამოართვა ხელი ყველა იქ მყოფს და ოთახიდან გავიდა.

მეშვიდე თავი

მოსალოდნელობა და შესაძლებლობა

მეტრ ტიბოს წასვლის შემდეგ იქ დარჩენილები მაგიდას უფრო


მჭიდროდ შემოუსხდნენ·
56
მაშ ასე, -თქვა ჯეპმა.-საქმეს შევუდგეთ -და ავტოკალამი მო-
იმარჯვა, - სალონში თერთმეტი მგზავრი იყო- ბოლო ნაწილს ვგუ-
ლისხმობ, - სხვები იქ არ შესულან- თერთმეტი მგზავრი და ორი
სტიუარდი, საბოლოო ჯამში, ცამეტი კაცი მოკლულის ჩათვლით.
თორმეტიდან ერთ-ერთმა ჩაიდინა მკვლელობა. მგზავრების ნაწი-
ლი ინგლისელები არიან, ნაწილი – ფრანგები. ამ უკანასკნელთა
საქმეს ფურნიეს მივანდობ, ინგლისელებს მე მოვუვლი. გარდა ამი-
სა, საჭიროა პარიზში გამოძიების ჩატარება, ესეც თქვენი საქმეა,
მუსიე ფურნიე.
- არა მარტო პარიზში, - შეეპასუხა ფურნიე.-ზაფხულში ქალბა-
ტონ ჟიზელს აუარებელი საქმე ჰქონდა საზღვაო კურორტებზე: დო-
ვილეში, ლე პინესა და ვიმერეში. მან სამხრეთშიც იმოგზაურა - ან-
ტიბასა და ნიცაში.
- კარგი დეტალია: „პრომეთეოსის“ ერთი–ორმა მგზავრმა ლე
პინე ახსენა, რამდენადაც მახსოვს. მაგრამ ეს საკითხის ერთი მხა-
რეა. ახლა პირდაპირ მკვლელობაზე გადავიდეთ. ვნახოთ, ვის
ჰქონდა ისეთი ხელსაყრელი მდგომარეობა, რომ სასროლი ლულა
გამოეყენებინა. – ჯეპმა სახელდახელოდ აალაგა ჭურჭელი და მაგი-
დის ცენტრში თვითმფრინავის რუკა გაშალა, -ახლა, მოდით, ცალ-
ცალკე ვიმსჯელოთ თითოეულ მგზავრზე და განვიხილოთ – რა იყო
მოსალოდნელი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა იყო შესაძლე-
ბელი. სიიდან ამოვიღოთ მუსიე პუარო. ეს ეჭვმიტანილთა რიცხვს
თერთმეტამდე შეგვიმცირებს.
პუარომ ნაღვლიანად გააქნია თავი.
- მეტისმეტი მიმნდობი ყოფილხართ, მეგობარო. არასდროს
არავის არ უნდა ენდოთ.
- რა გაეწყობა, შეგვიძლია, დაგტოვოთ სიაში, თუკი თქვენ ამას
დაჟინებით მოითხოვთ, – გულკეთილად დაეთანხმა ჯეპი. - ის ორი
სტიუარდიც გამოვრიცხოთ არ ეტყობა, რომ მკვლელი რომელიმე
მათგანი იყოს. მაგათ არც ბევრი ფული აქვთ და წმინდა რეპუტაციის
პატრონებიც არიან. ეგენი -წესიერი, ფხიზელი ხალხია, საშინლად
გამიკვირდებოდა, რომელიმე მათგანი ამ საქმეში რომ იყოს
57
გარეული.მაგრამ მაინც ვალდებული ვართ, ორივე ეჭვქვეშ დავაყე-
ნოთ. ეგენი თვითმფრინავში თავისუფლად დადიოდნენ და შეეძ-
ლოთ ხელსაყრელ ადგილას დამდგარიყენენ, საიდანაც ადვილად
მოახერხებდნენ ლულიდან გასროლას – მხედველობაში მაქვს ის
ამბავი, რომ ერთ მათგანს შეეძლო, სწორი კუთხით დამდგარიყო
მოკლულის მიმართ,თუმცა, მართალი გითხრათ, არ მჯერა, რომ
სტიუარდებს შეეძლოთ მგზავრებით სავსე თვითმფრინავში ისრების
სროლა ისე, რომ არავის დაენახა. გამოცდილებით ვიცი, რომ
უმრავლესობა ღამურებივით ბრმები არიან, ეს ეხება ყველა
ბედნიერ ადამიანს, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც ზღვარი! არა,
სიგიჟეა, ნამდვილი სიგიჟე ამ ხერხით ღანაშაულის ჩადენა. ასიდან
ერთი შანსი თუა, რომ არ ჩაგავლონ. ის, ვინც ეს ჩაიდინა, საარაკო
იღბლის ყოფილა! გაგონილა, ყოველგვარი უგუნური საშუალებით
მკვლელობის ჩადენა...
- რასაკვირველია, ნამდვილი უაზრობაა!
- მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მკვლელმა მიზანს მიაღწია.
ჩვენ კი ვზივართ, თავს ვიმტვრევთ და იოტისოდენა წარმოდგენაც კი
არ გვაქვს, ვინ ჩაიდინა დანაშაული! აი, წარმატებაც ამას ჰქვია!
- მკვლელს ალბათ საოცარი იუმორის გრძნობა აქვს,- ფიქრია-
ნად თქვა ფურნიემ, დანაშაულის ჩადენისას ყველაზე დიდი მნიშვნე-
ლობა ფსიქოლოგიურ დასაბუთებას აქვს.
ჯეპმა ფსიქოლოგიის ხსენებაზე ჩაიხითხითა. მას ეჯავრებოდა
ფსიქოლოგია და არ სწამდა მისი.
- ამ სისულელის მოსმენა მისტერ პუაროს უყვარს!
-ო, მე ყველაფერი მაინტერესებს, რასაც თქვენ ლაპარაკობთ.
- იმედი მაქვს, ეჭვი არ გეპარებათ, რომ სწორედ ამგვრად
მოკლეს ქალი? -დაეჭვებით ჰკითხა ჯეპმა.-მე ხომ გიცნობთ თქვენ.
- არა, არა, მეგობარო, ამ საკითხში გეთანხმებით, მოწამლული
ისარი, რომელიც მე იატაკიდან ავიღე, არის სიკვდილის მიზეზი.-ეს
უდავოა და მიუხედავად ამისა, არის კიდევ რაღაც...
პუარო გაჩუმდა, თავი უნდობლად გადააქნია.

58
- კარგი, ჩვენს საქმეს მივხედოთ,-წინადადება წამოაყენა ჯეპმა,
-- სტიუარდების სრული გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, მე
მგონი, ნაკლებ სავარაუდოა მათი მონაწილეობა ამ საქმეში. -თქვენ
რას იტყვით, მუსიე პუარო?
- ხომ გახსოვთ, რა გითხარით: მე არავის არ გამოვრიცხავ.
- თქვენ იცით, ახლა მგზავრები, დავიწყოთ ბოლოდან - სტიუარ-
დების საკუჭნაოსა და ტუალეტიდან. ადგილი 16. –ჯეპმა ფანქარი,
დაადო რუკას, – პარიკმახერი ჯეინ გრეი. მოგებული ფულით ლე პი-
ნეში გაატარა დრო. იქნებ თაღლითია? ვინ იცის, ეგებ გამოუვალ
მდგომარეობაში ჩავარდა და მოხუცი ქალისგან ისესხა ფული? ნაკ-
ლებ სავარაუდოა, რომ ჟიზელისგან მსხვილი თანხა ესესხა, ყველა-
ზე წვრილფეხა ვინმეა დანარჩენებთან შედარებით. საეჭვოა, რომ
პარიკმახერის თანაშემწეს შხამებთან ჰქონდეს საქმე. თმის შესაღე-
ბად და სახის მასაჟისთვის შხამს არ ხმარობენ.
- სწორედ ეგ არის მკვლელის შეცდომა, რომ გველის შხამით
ისარგებლა, ეს ეჭვმიტანილთა წრეს საკმაოდ ავიწროებს. ასიდან
ორმა თუ იცის რაიმე შხამებზე და მათ გამოყენებაზე, -- შენიშნა
ფურნიემ.
- ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ მაინც ნათელია, -თქვა პუარომ.
ფურნიემ გაკვირვებული მზერა მიაპყრო მას.
- მკვლელი ორიდან ერთ-ერთ კატეგორიას უნდა ეკუთვნოდეს:
სხვადასხვა კუთხეში უნდა იყოს ნახეტიალები. საერთოდ, ბევრი
რამე უნდა იცოდეს გველებზე, განსაკუთრებით, შხამიანებზე
სწრაფად მომაკვდინებელ შხამებზე,მათ ნაირსახეობებზე, აგრეთვე
ველურების წეს-ჩვეულებებზე, ბრძოლის დროს მტრების წინააღ-
მდეგ შხამიანი ისრების გამოყენებაზე. ეს არის პირველი კატეგო-
რია.
- მეორე კატეგორია?
- აქ უკვე მეცნიერული ხაზია: გამოკვლევები. ხის გველის შხამებ-
ზე ექსპერიმენტებს ატარებენ მაღალი კლასის ლაბორატორიებში.
გველის შხამს, უფრო სწორად, კობრას შხამს ხანდახან მედიცინაში

59
ხმარობენ – ამით ბნედიანებს მკურნალობენ ხოლმე. გარკვეულ შე-
დეგებს მიაღწიეს აგრეთვე ნაკბენის შესწავლის დარგშიც. მაგრამ,
მოდით განვაგრძოთ ჩვენი მსჯელობა. მის გრეი არც ერთ მათგანს
არ მიეკუთვნება. შესაფერისი მოტივები არ გვაქვს. შხამის შოვნის
საშუალება თითქმის გამორიცხულია. ძალიან საეჭვოა, რომ სასრო-
ლი ლულა გამოეყენებინა, თითქმის შეუძლებელიც. შეხედეთ!
სამი მამაკაცი რუკაზე დაიხარა.
- აი, ადგილი 16, - თქვა ჯეპმა. -აგერ 2-ე, სადაც ჟიზელი იჯდა. მათ
შორის მანძილიც დიდია და ხალხიც ბევრი. თუ ქალიშვილი არ ამ-
დგარა, რასაც ყველა ადასტურებს,ის ჟიზელს კისერში შხამიან ისა-
რს ვერ მოახვედრებდა.- ასე რომ, ის გამოვრიცხოთ.
- კარგით. მის წინ მეთორმეტე ადგილია. აქ იჯდა, ნორმან გეილი.
არც ეს წარმოადგენს დიდ რამეს,თუმცა მას შხამის შოვნის მეტი
შანსი ჰქონდა.
- ეს წამალი შეშხაპუნებისთვის არის, დანტისტები ამას არ ხმა-
რობენ, – ჩაიბუზღუნა პუარომ.
- შესაძლოა ისეთ წრეში მოხვდა, სადაც ნარკოტიკებთან დაკავ-
შირებით არც ისე წმინდა საქმეებს აკეთებენ. ბოლოს და ბოლოს,
მეგობარი მეცნიერი ეყოლებოდა. მაგრამ ის ადგილიდან მხოლოდ
ტუალეტში გასასვლელად ადგა. ეს კი საპირისპირო მიმართულები-
თაა. უკან დაბრუნებისას გასასვლელში, აი, ამ ადგილის იქით ვერ
წავიდოდა. ისარი რომ გაესრლა და იმ ქალისთვის მოეხვედრებინა,
ძალიან დამჯერი ისარი უნდა ყოფილიყო- ის კუთხით უნდა
შემოტრიალებულიყო, ამიტომ დანტისტის კანდიდატურა გვერდზე
გადავდოთ.
-თანახმა ვარ, - დაეთანხმა ფურნიე, – განვაგრძოთ.
- 17-ე ადგილი, გასასვლელის იქითა მხარე.
- ჩემი თავდაპირველი ადგილია, - თქვა პუარომ. - ეს ადგილი და-
ვუთმე ლედის, რომელსაც თავისი მეგობრის გვერდით უნდოდა დაჯ-
დომა,
-იგი პატივცემული ეენეტია კერი გახლაეთ. აბა, ამაზე რა
ვთქვათ? საკმაოდ მაღალი ფენის წარმომადგენელია. მას შეეძლო
60
ჟიზელისგან ფულის სესხება. იქნებ ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ...
ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ. ხელსაყრელი მდგომარეობა
აქვს. ჟიზელს რომ თავი ოდნავ მოებრუნებინა და ფანჯარაში გაეხე-
და, პატივცემულ ვენეტიას ადვილად შეეძლო გაესროლა თვით-
მფრინავის სალონის დიაგონალურად,თუმცა მიზანში მოხვედრა
ბედნიერი შემთხვევა იქნებოდა. ამისთვის, ვფიქრობ, მაინც ფეხზე
უნდა ამდგარიყო. ეს იმ ქალთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც შე-
მოდგომაზე თოფით ხელში სანადიროდ დადიან. არ ვიცი, რამდენად
უშველიდა თოფის სროლის ცოდნა ველურის ლულიდან გასროლა-
ში. შესაძლოა, აქ მთავარი იყოს უტყუარი თვალი და პრაქტიკა. იქ-
ნება ვენეტიას ჰყავს მეგობარი მამაკაცები, რომლებიც ქვეყნის მი-
უვალ ადგილებში ნადირობენ. ასე რომ, ადვილი შესაძლებელია,
მას ჰქონოდა ველურების ნივთები... ეს, რაღაც აბდაუბდა და უაზრო-
ბაა!
- მართლაც სინამდვილეს არ შეეფერება, - დაეთანხმა ფურნიე. -
მადმუაზელ კერი... დღეს ვნახე დაკითხვაზე... – თავი გაიქნია. -
მკვლელობაში ის არ ურევია.
- 13-ე ადგილი, - განაგრძო ჯეპმა. - ლედი ჰორბარი. საკმაოდ
ბნელი პიროვნებაა. მაგაზე ზოგი ისეთი რამ ვიცი, რომ არ გამიკვირ-
დება, თუ რაღაც სიდუმლოება აღმოაჩნდება.
-მე გავიგე, - განაცხადა ფურნიემ. - ლე პინეში ბაქარას თამაშში
ბევრი წაუგია, აი, ეგ სწორედ ის ჩიტია, რომ შეიძლება ჟიზელს და-
კავშირებოდა! მაგრამ, როგორც გახსოვთ, იგი ადგილიდან არ
წამომდგარა, რომ გაესროლა, ამისათვის მუხლებზე უნდა დაეჩოქა
და სავარძლის ზურგს უნდა დაყრდნობოდა. ეს მაშინ, როცა მას ათი
ადამიანი უყურებდა.
-ეშმაკმა დასწყევლოს! აბა, შემდეგი!
- 9 -ე და 10-ე ადგილები, – გააყოლა ფურნიემ გეგმას - ამ ადგი-
ლებზე მუსიე ერკიულ პუარო და ექიმი ბრაიანტი ისხდნენ, - განაც-
ხადა ჯეპმა. - საკუთარ თავზე რას იტყვით,მუსიე პუარო?
პუარომ ნაღვლიანად გააქნია თავი.

61
- ჩემი მუცელი, - განაცხადა მან პათეტიკურად, -ზოგჯერ გონება
მუცლის მონა ხდება.
- მეც ცუდად ვგრძნობ თავს ჰაერში, - თანაგრძნობით თქვა ფურ-
ნიემ. მან თვალები დახუჭა და ხელი მრავალმნიშვნელოვნად და-
იდო გულზე.
- ამრიგად, ექიმი ბრაიანტი. რა შეიძლება ვთქვათ ექიმ ბრაიან-
ტზე? ვერ გეტყვით, რამდენად შესაძლო იყო, რომ ფრანგ ქალთან
მისულიყო და ვალი აეღო. მაგრამ რა იცი კაცმა.. უცბად რომ ჩახ-
ლართული საქმე გამოტყვრეს? გეუბნებით, ეს ექიმი დიდებული
ცხოვრებისთვის არის დაბადებული! აი, ჩემი თეორია აქ როგორ უდ-
გება: თავისი ძალების გაფურჩქვნის ასაკში და კარიერის მწვერ-
ვალზე მოქცეული, იგი დაკავშირებულია მედიცინის მუშაკებთან,
რომლებიც სამედიცინო გამოკვლევებს აწარმოებენ. მას შეეძლო
ისე, სხვათა შორის, მოეპარა შხამით სავსე სინჯარა, აკი პირველი
კლასის ლაბორატორიებში უხდება ყოფნა!..
- იქ ყველას ამოწმებენ, ჩემო კარგო, - შეეპასუხა პუარო: -ეს არც
ისე იოლია, როგორც მინდვრად ყვავილის მოწყვეტა·
- კიდეც რომ ამოწმებდნენ, რაიმეს მოხერხება მაინც შეიძლება·
ისეთი პიროვნება, როგორიც ექიმი ბრაიანტია, ყველაფერს მო-
ახერხებდა, - არ ნებდებოდა ჯეპი.
- ამ სიტყვებში არის ლოგიკა, - დაეთანხმა ფურნიე. - მხოლოდ
ერთი რამ მაფიქრებს: რატომ მიიპყრო ყურადღება? რატომ არ
თქვა, ქალი გულის სისუსტით გარდაიცვალაო?
პუარომ ჩაახველა. ყველანი ინტერესით მიაჩერდნენ მას.
- მე ვფიქრობ, - თქვა მან. – რომ ეს შეიძლება ექიმის პირველი
შთაბეჭდილება ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, ბუნებრივი სიკვდი-
ლი ჩანდა, შესაძლოა, ბუზანკალის კბენის შედეგიც ყოფილიყო. ხომ
გახსოვთ, რომ იქ ბუზანკალი იყო?
-ოჰ, ამ ბუზანკლის დავიწყება ადვილი არ არის, -ეშმაკურად ჩა-
ურთო ჯეპმა. – თქვენ სულ ამაზე ლაპარაკობთ.

62
- რაც უნდა იყოს, ბედმა გამიმართლა, რომ ეს დაწყევლილი ისა-
რი დავინახე და ავიღე. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მკვლე-
ლობა ამ გზით მოხდა.
- ისარს მაინც იპოვიდნენ, - თქვა ჯეპმა.
- მაგრამ მკვლელს შეეძლო შეუმჩნევლად აეღო იგი, ბრაიანტი
ქნებოდა ის, თუ სხვა.
- ასე იმიტომ ამბობთ, რომ იცით მკვლელობის ამბავი, თორემ
როცა ლედი უეცრად გულის სისუსტით კვდება და ამ დროს ვიღაც
იატაკიდან დაგდებულ ცხვირსახოცს იღებს, ვინ მიაქცევს ყურადღე-
ბას, რისთვის დაიხარა ის ადამიანი?
- მართალია, - დაეთანხმა ჯეპი, – ესე იგი, ბრაიანტი ეჭვმიტა-
ნილთა სიაში გვყავს. მას შეეძლო სავარძლებს შორის გაეყო თავი
და იქიდან ესროლა. მაინც დიაგონალი გამოდის. მაგრამ, რატომ
არავინ არაფერი დაინახა?... არა, აღარ მინდა ისევ ყველაფერი თა-
ვიდან დავიწყო, ვინც უნდა ყოფილიყო, ეტყობა მაინც ვერავინ და-
ინახა!
- შეიძლება ამის მიზეზიც აიხსნას, – თქვა ფურნიემ ღიმილით· ო
მუსიე პუაროს აზრი ფსიქოლოგიური მომენტის შესახებ, მომეწონა,
ვთქვათ, მატარებლით მგზავრობის დროს ცეცხლმოკიდებულ
სახლს ჩაუარეთ, ბუნებრივია, მგზავრების თვალები იქით იქნე-
ბამიპყრობილი, ამ დროს რომ ვიღაცამ დანა ამოიღოს და ვინმეს
ჩაარტყას, დამერწმუნე,ვერავინ გაიგებს, როდის და როგორ მოხდა
ეს.
- მართალია, - დაემოწმა პუარო, - მახსოვს შემთხვევა, როცა
სწორედ ასეთ ფსიქოლოგიურ მომენტს ჰქონდა ადგილი. თუ ,,პრო-
მეთეოსის“ რეისის დროს მსგავს რაიმეს აღმოვაჩენთ...
- ამას მგზავრებისა და სტიუარდების დაკითხვისას შეიტყობთ, -
თქვა ჯეპმა,
- სწორია. მაგრამ თუ ასეთი ფსიქოლოგიური მომენტი მართლაც
იყო, მაშინ, ლოგიკის თანახმად, მისი გამომწვევი მიზეზი მკვლელს
უნდა შეექმნა.

63
- კეთილი, ჩავიწეროთ ეს, როგორც დაკითხვის თემა, -თქვა ჯეპ-
მა. - ახლა ვნახოთ ადგილი 8, სადაც დანიელ მაიკლ კლენსი იჯდა,
ჯეპმა ეს გვარი აშკარა კმაყოფილებით წარმოთქვა.
- მე მგონი, ეს ტიპი ყველაზე საეჭვოა. საიდუმლო ისტორიების
ისტორიისთვის იმაზე საინტერესო რა უნდა იყოს, რომ გამოავლი-
ნოს გველის შხამების მიმართ ცნობისმოყეარეობა ისე, რომ ყო-
ველგვარი ეჭვის გარეშე მივიდეს წამლებთან? არ დაგავიწყდეთ,
კლენსი მგზაერთაგან ერთადერთია, რომელმაც ჟიზელს ჩაუარა!
მას ძალიან ახლო მანძილიდან შეეძლო ეს ჩაედინა ისე, რომ ფსი-
ქოლოგიური მომენტი არ დასჭირვებოდა და, ამავე დროს, დიდი
შანსი ჰქონდა წყლიდან მშრალი გამოსულიყო. აკი თვითონ თქვა,
სასროლ ლულებზე ყველაფერი ვიციო. მე მგონი, სწორედ ეს გვაბ-
ნევს ჩვენ.
- აშკარად იეშმაკა, - თქვა ჯეპმა. - ვის შეუძლია თქვას, რომ ლუ-
ლა, რომელიც დღეს მოიტანა, სწორედ ის არის,რომელიც ორი
წლის წინ იყიდა! მთელი ეს ამბავი ძალიან მაეჭვებს. ჯანმრთელო-
ბისთვის არაფერი სარგებლობა არ მოაქვს ბოროტმოქმედებათა და
ყოველნაირი დეტექტიური ამბის კითხვას და მასზე ფიქრს, იგი
ათასგვარი სისულელისკენ გიბიძგებს.
-ისე, მწერლისთვის აუცილებელია რაიმე იდეა ჰქონდეს,- იხუმ-
რა პუარომ.
ჯეპი თვითმფრინავის გეგმას დაუბრუნდა.
- 4-ე ადგილი რაიდერს ეკავა. მისი სავარძელი სწორედ მოკლუ-
ლის წინ არის. ის ერთხელ ადგა და ტუალეტში გავიდა. დაბრუნები-
სას ახლო მანძილიდან შეეძლო ესროლა, მაგრამ რაიდერი არქეო-
ლოგების გვერდით იჯდა - იმათ კი არაფერი შეუნიშნავთ.
ჩაფიქრებულმა პუარომ თავი გააქნია.
- გეტყობათ, არქეოლოგებიდან ცოტას იცნობთ. თუკი ეს ორი პი-
როვნება გართული იყო რაიმე საკითხზე კამათით, ჩემო კარგო, მა-
შინ ბრმებიც იქნებოდნენ და ყრუებიც გარე სამყაროს მიმართ. ისი-

64
ნი მაშინ ჩვენს ერამდე მეხუთე ათასწლეულში ცხოვრობდნენ ან შე-
საძლოა უფრო ადრეც და იმ წუთში ჩვენი წელთაღრიცხვა მათთვის
უბრალოდ არ არსებობდა.
ჯეპი სკეპტიკურად იყურებოდა.
- კარგით, მაშ დიუპონებს ვეწვიოთ. რას გვეტყვით მათზე, ფურ-
ნიე?
- მუსიე არმან დიუპონი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი არქეო-
ლოგია მთელ საფრანგეთში.
- ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თვითმფრი-
ნავში მათ ადგილებს ძალიან მოხერხებული მდებარეობა ჰქონდათ
გასასვლელის იქითა მხარეს, მაგრამ ჟიზელის ოდნავ წინ. ისინი
ბევრს დახეტიალობენ, უჩვეულო ადგილებში თხრიან და უცნაურ
ნივთებს პოულობენ. მათ სრულიად თავისუფლად შეეძლოთ ველუ-
რებისგან შხამის შოვნა.
ფურნიემ ეჭვით აიჩეჩა მხრები.
-მუსიე დიუპონის ცხოვრების არსს მხოლოდ მისი საქმიანობა
შეადგენს, ის ფანატიკოსი და ენთუზიასტია. წინათ ანტიკვარი იყო.
ეს საქმე მიატოვა და თავისი ცხოვრება გათხრებს მიუძღვნა. ორივე-
ნი - მამა-შვილი - მთელი სულითა დაგულით თავისი პროფესიის
ერთგულები არიან, ჩემი აზრით, მათი ამ საქმეში მონაწილეობა
ნაკლებ სარწმუნოა. ვერ ვიტყვი, შეუძლებელი-მეთქი, თუმცა, მაინც
საეჭვო.
- კეთილი, – შეაჯამა ჯეპმა, მან აიღო ფურცელი, რომელშიც შე-
ნიშვნებს იწერდა და ჩაახველა. – მაშ ასე:
ჯეინ გრეი: მოსალოდნელობა –უმნიშვნელო, შესაძლებლობა,
პრაქტიკულად არავითარი.
გეილი: მოსალოდნელობა-უმნიშვნელო, შესაძლებლობა-ასევე
პრაქტიკულა არავითარი.
მის კერი: ვარაუდს სრულიად მოკლებული, შესაძლებლობა -
საეჭვო·
ლედი ჰორბარი: არსებობს მოსალოდნელობა, პრაქტიკული შე-
საძლებლობა – არავითარი.
65
მუსიე პუარო: თითქმის ნამდვილი დამნაშავე; ერთადერთი კაცი
ბორტზე, რომელსაც შეეძლო ფსიქოლოგიური მომენტის შექმნა.
თავისივე ხუმრობაზე ჯეპს გულიანად გაეცინა, პუაროს მოწყა-
ლედ გაეღიმა, ხოლო ფურნიეს – ოდნავ, მორიდებულად.
ჯეპმა გააგრძელა:
ბრაიანტი: არსებობს ალბათობაც და შესაძლებლობაც.
ლიტერატორი კლენსი: მოტივები-საეჭვო, შესაძლებლობა და
მოსალოდნელობა – დადებითი.
რაიდერი: მოსალოდნელობა – საალბათო, საეჭვო, შესაძლებ-
ლობა – მშვენიერი.
მამა-შვილი დიუპონები: საალბათო მოტივები დანაშაულის ჩა-
სადენად – უმნიშვნელო, მაგრამ შხამის შოვნის შესაძლებლობა
ჰქონდათ. ჩვენთვის მე მგონი, ცუდი შეჯამება არ უნდა იყოს. საჭი-
როა,კარგად დავკითხოთ. პირველად კლენსსა და ბრაიანტს ავიყ-
ვან, გავიგებ, ჰქონდათ თუ არა ფულის გასაჭირი, უკანასკნელ ხანს
ხომ არ იყვნენ რაიმეთი შეშფოთებული, დავაზუსტებ, ბოლო წელს
სად იმოგზაურეს, ასეევე გამოვიკვლევ რაიდერის მდგომარეობას.
სხვებიც არ უნდა დავივიწყოთ. ვილსონი ჩემთვის ყველაფერს გაი-
გებს. მუსიე ფურნიე დიუპონებს მიხედავს.
ფრანგმა პოლიციელმა თავი დააქნია.
-დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენს ბრძანებებს პირნათ-
ლად შევასრულებ, დღეს საღამოსვე დავბრუნდები პარიზში, რა-
იმეს დავაზუსტებ ჟიზელის მსახურ ელიზასაგან. ყურადღებით
შევისწავლი ჟიზელის ყველა მოგზაურობას. კარგი იქნება, თუ
გავიგებ, ზაფხულში სად იყო, რამდენადაც ვიცი, ერთი-ორჯერ ლე
პინეში ჩავიდა, ასევე მივიღებ ინფორმაციას იმ ინგლისელების შე-
სახებ, რომლებიც მან თავის გავლენის არეში მოაქცია. მოკლედ,
საქმე თავზე საყრელი გვაქვს.
ჯეპმა და ფურნიემ პუაროს გადახედეს, რომელიც თავის ფიქრებ-
ში ჩაფლულიყო,
- მუსიე პუარო, თქვენ ამ ამბებში მონაწილეობას მიიღებთ? -
ჰკითხა ჯეპმა.
66
პუარო გამოფხიზლდა,
- რასაკვირველია, მე მუსიე ფურნიეს გავყვები პარიზში.
- დიდებულია! - წამოიძახა ფრანგმა. - დიდებულია!
- რა განიზრახეთ? – ჰკითხა საგონებელში ჩავარდნილმა ჯეპმა
პუაროს. თქვენ აკი ყოველივეს მშვიდად უყურებდით? რა აზრებმა
დანისლა თქვენი ნათელი გონება?
- ერთი რამ მაწუხებს, - მშვიდად თქვა პუარომ. - ადგილი, სადაც
ლულა იპოვეს.
- სწორედ რომ საინტერესოა! ამისთვის იყო, რომ კინაღამ ჩაგა-
ყუდეს! ჰა-ჰა!
პუარომ თავი გააქნია·
- არა, ეს არა მაქვს მხედველობაში. მე ის კი არ მაწუხებს, რომ
ლულა ჩემი სავარძლის ქვეშ იპოვეს, არამედ ლულა საერთოდ სა-
ვარძლის ქვეშ რომ იყო.
- ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, – თქეა ჯეპმა- ამის
ჩამდენს სადღაც ხომ უნდა დაემალა ლულა, თვითონ რომ შეენახა,
ამ რისკზე ვერ წავიდოდა.
- რასაკვირველია! მაგრამ თვითმფრინავი რომ გაჩხრიკეთ, ჩემო
კარგო, ფანჯრებში ხომ შენიშნეთ პატარა მრგვალი ჭრილი, რომ-
ლის გაღება-დახურვა შუშის მობრუნებით შეიძლება, ფანჯრის გაღე-
ბა არ შეიძლება. თითოეულ მადგანში ვენტილატორია. ჭრილის სი-
დიდე საკმაოა, რომ ის დაწყეელილი ლულა გადაეგდო. მისი თავი-
დან მოსაცილებლად ყველაზე იოლი გზა ეგ იყო. ლულა დაბლა და-
ვარდებოდა, მიწაზე, და ნაკლებ დასაჯერებელია, ვინმეს ოდესმე
ეპოვნა.
- მე კი აი, რას გეტყვით: მკვლელს ეშინოდა, რომ შენიშნავდნენ.
ვენტილატორში რომ ლულის ჩატენა დაეწყო, ვიღაც დაინახავდა.
- ტუჩებთან მიტანისა და გასროლის არ შეეშინდა და გადაგდებამ
დააფრთხო? - თქვა პუარომ.
- გეთანხმებით, აბსურდია, - თქვა ჯეპმა. - მაგრამ ეს მაინც ასეა.
მან ლულა დასაჯდომი ბალიშის ქვეშ შედო. ამას ვერსად წაუხვალ.

67
პუარომ არაფერი უპასუხა, ფურნიემ კი ცნობისმოყვარობით
იკითხა:
- ეს რაიმეს გაფიქრებინებთ?
პუარომ თავი დაუქნია.
- დიახ, ეს საშუალებას მაძლევს, ერთი რამ ვივარაუდიო.
მან დაბნეულად გაასწორა ჯეპის მიერ ირიბად დადგმული სა-
მელნე. მერე უცბად თავი ასწია და იკითხა:
- მართლა, შეადგინეთ მგზავრების ნივთების დეტალური სია,
რომელიც მე გთხოვეთ?

მერვე თავი

სია

-მე სიტყვის კაცი ვარ! – წამოიძახა ჯეპმა. ჯიბეში ხელი ჩაიყო და


წვრილი შრიფტით დაბეჭდილი ქაღალდების დასტა ამოიღო. -- აი,
აქ ყველაფერია, უკანასკნელ წვრილმანამდე! ერთი საინტერესო
ნივთი შევნიშნე. კითხვას რომ დაამთავრებთ, მერე გეტყვით.
პუარომ ქაღალდები მაგიდაზე დაალაგა და გადათვალიერებას
შეუდდგა. ფურნიე ახლოს მიუჩოჩდა და მხრის ზემოდან დაიწყო
კითხვა:
ჯეიმს რაიდერი: ჯიბეებში – სელის ცხვირსახოცი ასო D-თი ამო-
ქარგული. ღორის ტყავის საფულე, შიგ ერთი გირვანქა ღირებულე-
ბის ბანკნოტი, სამი საქმიანი ბარათი. მისი პარტნიორის – ჯორჯ ელ-
ბერმენის წერილი, რომელშიც იმედია გამოთქმული, რომ „სესხის

68
პირობები“-ს თაობაზე მოლაპარაკება წარმატებით დაგვირგვინ-
და... წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გამოუვალ მდგომარეობაში აღ-
მოვჩნდებით“. წერილი, რომელსაც ხელს აწერს მოდი და შეხვედ-
რას უნიშნავს მეორე საღამოს, ტროკადეროში, ვერცხლის პორტსი-
გარი, ასანთის კოლოფი, ავტოკალამი, გასაღებების ასხმულა, ამე-
რიკული ცილინდრული კარის კლიტის გასაღები, ფრანგული და ინ-
გლისური ფულების გაცვლის ნებართევა. ჩემოდანი: უამრავი საქ-
მიანი ქაღალდები ცემენტის თაობაზე სავაჭრო გარიგების შესახებ.
გაციების წინააღმდეგ სწრაფმოქმედი წამლის კოლოფი,
ექიმი ბრაიანტი: ჯიბეებში – სელის ორი ცხვირსახოცი,
საფულეში ორმოცი გირვანქა სტერლინგი ღა 500 ფრანკი, საქმიანი
ბლოკნოტი, სანთებელა, ავტოკალამი, კარის კლიტის გასაღები, გა-
საღების ასხმულა, ფუტლარში ჩადებული ფლეიტა, ბენვენუტო ჩე-
ლინის „მემუარები“ და ,,ყურის დაავადებანი“-ს ფრანგული გამოცე-
მა.
ნორმან გეილი:ჯიბეში - აბრეშუმის ცხვირსახოცი, ერთი
სტერლინგი და 600 ფრანკი, ფულის გადაცვლის ნებართვა, ფრან-
გული ფირმის საქმიანი ბარათები, რომლებიც კბილის სამკურნა-
ლო ინსტუმენტებს უშვებენ„ „ბრაიანტ K და მეი"-ის ასანთის ცარიე-
ლი კოლოფი,ვერცხლის სანთებელა, ჩიბუხი, კაუჩუკის ქისა, კარის
კლიტის გასაღები, ჩემოდანი: თეთრი სელის პიჯაკი, კბილის სამ-
კურნალო ორი პატარა სარკე, სამკურნალო ბამბის შეკვრა, ,,პარი-
ზის ცხოვრება“, წიგნი „ავტომობილი“ და „საკურორტო ჟურნალი.
არმან დიუპონი: ჯიბეები – საფულე, შიგ 10 გირვანქა და 1000
ფრანკი, სათვალე თავისი ბუდით, ჩითის ცხვირსახოცი, სიგარეტისა
და ასანთის კოლოფი, ბარათები, კბილის საწმენდი. ჩემოდანი: სა-
მეფო აზიური საზოგადოებისადმი მიმართვის ხელნაწერი, ორი არ-
ქეოლოგიური პუბლიკაცია გერმანულ ენაზე, სამეთუნეო წარმოე-
ბის სავარაუდო ესკიზების ორი ფურცელი, ორნამენტიანი ღრუ მი-
ლები (როგორც ითქვა, ესენი ქურთების ჩიბუხების ტარები ყოფი-
ლა), საშუალო ზომის დაწნული სინი, კერამიკული ნაწარმის ცხრა
ფოტოსურათი.
69
ჟან დიუპონი: ჯიბეებში – 5 გირვანქა და 300 ფრანკი, პორტსიგა-
რი, სპილოს ძვლის მუნდშტუკი, სანთებელა, ავტოკალამი, ორი
ფანქარი, პატარა ზომის უბის წიგნაკი ნაწერებით, ლ. მარინერის მი-
ერ ინგლისურ ენაზე დაწერილი წერილი – იგი ტოტენჰემ კორტ
როუდზე მღებარე რესტორანში ეპატიჟებოღა საუზმეზე, ნებართვა
ფრანგული ფულის გამოცვლაზე. ·
დანიელ კლენსი: ჯიბეებში - მელნით დასვრილი ცხვირსახოცი,
ავტოკალამი (რომელსაც მელანი გასდის), საფულე, 4 გირვანქა და
I00 ფრანკი, ახლახან მომხდარი ანაშაულის შესახებ გაზეთებიღან
სამი ამონაჭერი (დარიშხანით მოწამვლა და ორი გატაცება), შინაუ-
რი აგენტისგან მიღებული ორი წერილი სოფლის მეურნეობის დეტა-
ლური აღწერით, საქმიანი დავთარი, ოთხი ფანქარი, ფანქრის სათ-
ლელი დანა, სამი გადახდილი და ოთხი გადაუხდელი ანგარიში, გემ
,,მინოტავრის“ მფლობელის, გორდონის წერილი, გაზეთ „ტაიმსი-
დან“ ამოჭრილი ნახევრად ამოხსნილი კროსვორდი, უბის წიგნაკი
რამდენიმე სიუჟეტური მონახაზით, იტალიურ, ფრანგულ, ინ-
გლისურ და შვეიცარულ ფულებზე გადაცვლის ნებართვა, ნე-
აპოლის სასტუმროში გადახდილი ანგარიში, გასაღებების დიდი ას-
ხმულა, პალტოს ჯიბეებში ნოველა „ვეზუვის მწვერვალზე მო-
მხდარი მკვლელობის ხელნაწერი, „კონტინენტური მიმოხილვა,“
გოლფის სათამაშო ბურთი, ერთი წყვილი წინდა,კბილის ჯაგრისი,
პარიზის სასტუმროში გადახდილი ანგარიში.
მის კერი: ჩანთა-პომადა, ორი მუნდშტუკი (ერთი სპილოს ძვლის
მოჩუქურთმებული, მეორე – ნეფრიტის), საპუდრე, პორტსიგარი,
ასანთის კოლოფი, ცხვირსახოცი, ორი გირვანქა სტერლინგი, ფუ-
ლის გაცვლის ნებართვა, წერილები კრედიტის შესახებ, გასაღებე-
ბი.
შაგრენის ტყავის ნესესერი: ბოთლები, ჯაგრისები, სავარცხლე-
ბი, მანიკიურის მოწყობილობა, პარკი, რომელშიც აწყვია კბილის
ჯაგრისი, ღრუბელი, კბილის ფხვნილი, საპონი, დიდი და პატარა
მაკრატლები, შინაურებისა და მეგობრების მიერ გამოგზავნილი

70
ხუთი წერილი ინგლისიდან, ტაუშნიცის ორი რომანი, ორი სპანიე-
ლის სურათი, ჟურნალები ,,მოდა” და „ოჯახური მეურნეობა“.
მის გრეი: ჩანთაში – პომადა, ნელსაცხებელი, საპუდრე, კარისა
და ჩემოდნის გასაღებები, ფანქარი, პორტსიგარი, მუნდშტუკი..
ასანთის კოლოფი, ორი ცხვირსახოცი, ლე პინეს სასტუმროში გა-
დახდილი ანგარიში, პატარა წიგნი „ფრანგული ფრაზები“, საფულე
100 ფრანკითა და I0 შილინგით, ფრანგული და ინგლისური ფულის
გადაცვლის ნებართვა, კაზინოდან წამოღებული ორი ხუთფრანკი-
ანი ჟეტონი· სამგზაერო პალტოს ჯიბეში: პარიზის ხედებიანი ექვსი
ბარათი, ორი ცხვირსახოცი და აბრეშუმის შარფი, წერილი „გლედი-
სის“ ხელმოწერით, ასპირინის პაკეტი.
ლედი ჰორბარი: ჩანთაში ორი პომადა, ნელსაცხებელი,საპუდრე,
ცხვირსახოცი, სამი ბანკნოტი თითო ათასფრანკიანი, 6 გირვანქა
სტერლინგი, ფრანგულ ფულზე გადაცვლის ნებართვა, ბრილიანტის
ბეჭედი, ხუთი ფრანგული მარკა, მუნდშტუკი, ბუდიანი სანთებელა.
ნესესერში : კოსმეტიკის წვრილმანები, ოსტატურად ნაკეთები მანი-
კიურის მოწყობილობა (ოქროსი), პატარა ფლაკონი მელნით მიწე-
რილი ეტიკეტით „ბორის მჟავა“.
როდესაც პუარომ სიის კითხვა დაამთაგრა, ჯეპმა თითით ბოლო
სტრიქონზე მიუთითა.
- ბორის მჟავა კი არა კოკაინია!
პუარომ ქაღალდები ერთად შეაგროვა და ერთხელ კიდევ გადა-
ავლო თვალი. მერე ამოიოხრა და გვერდზე გადადო
- აქ ზოგი რამ აშკარად ამხელს დამნაშავეს, მაგრამ, მიუხედავად
ამისა, ჯერჯერობით მაინც ვერ გეტყვით, რატომ ჩაიდინა ეს და რა-
ნაირად.
ჯეპი გაოცებული მიაჩერდა.
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ სიის წაკითხვის შედეგად გაგიჩ-
ნდათ აზრი, ვინ ჩაიდინა დანაშაული? – ჯეპმა პუაროს ფურცლები
გამოსტაცა და გადაიკითხა. მერე თითო ფურცლობით გადააწოდა
ფურნიეს და თვალებღაჭყეტილმა პუაროს მიმართა:
- მუსიე პუარო, თქვენ ხომ არ მასულელებთ?
71
- სრულებითაც არა! რამ გაფიქრებინათ!
ფრანგმა ფურცლების დასტა გვერდზე გადადო.
- რა ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ ამ სიაში საქმის წინ წასაწევად
ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვხედავ.
- შეიძლება აშკარად არ ჩანდეს,- თქვა პუარომ, მაგრამ საქმის
ზოგიერთ დეტალთან ერთად მნიშვნელოვანია, თუმცა შესაძლოა
ვცდები..
-კარგი, აბა ერთი თქვენი ვერსია გაღმოგვილაგეთ- მიმართა
ჯეპმა,- მე მაინც დიდი ინტერესით მოგისმენთ.
პუარომ თავი გააქნია.
- არა, არა, ეს, როგორც თქვენ ამბობთ ეს ჯერ მხოლოდ წმინდა
წყლის თეორიაა. მე ვიმედოვნებდი, რომ სიაში რაღაც განსაკუთრე-
ბული საგანი მეპოვა და ვიპოვე კიდეც. ის აქ არის,მაგრამ, ჩემი აზრ-
ით, სწორ მიმართულებას არ იძლევა. სწორი გასაღებია, მაგრამ
არა იმ პირის მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ დიდი სამუშაო
გველის. გამოგიტყდებით, აქ ბევრი ისეთი ნივთია, რომლის დანიშ-
ნულება ჩემთვის ჯერჯერობით ბუნდოვანია. ფაქტების ერთ მთლი-
ანობაში გაერთიანება ჯერ მიჭირს. თქვენ? - ვხედავ, თქვენც მაშ,
შევუდგეთ მუშაობას. თითოეული თავისი მოსაზრების მიხედვით
იმუშავებს. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეჭვი მაქვს...
- ჰმ... რაღაც სისულელეს იჩემებთ! - აენთო ჯეპი, მერე სკამიდან
წამოდგა, - კარგით, დღეისთვის კმარა. მე ლონდოში ვიმუშავებ,
ფურნიე, თქვენ პარიზში დაბრუნდებით მუსიე პუარო რაღას იტყვის?
- მე ფურნიეს გავყვები პარიზში, ახლა უფრო მეტად მინდა იქ
წასვლა, ვიდრე ადრე.
-ახლა უფრო მეტად? ნეტა, გამაგებინა, რა გაქვთ გუნებაში?
- გუნებაში? - რაიმე არ მოგწონთ?
ფურნიე წამოდგა და მათ ცერემონიულად ჩამოართვა ხელი.
-გისურვებთ ყოველივე კარგს. დიდი მადლობა შესანიშნავი მას-
პინძლობისთვის. ჩვენ ერთმანეთს კროიდონში შევხვდებით ხვალ
დილით, არა
-დიახ, იქ, ხვალამდე!
72
- იმედი მაქვს, სულს არავინ გაგვაფრთხობინებს გზაში,მე და
თქვენ, - იხუმრა ფურნიემ.
ჯეპი და ფურნიე წავიდნენ. პუარო ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე წა-
მოდგა, ჭურჭელი აუჩქარებლად აალაგა, მაგიდა გადაწმინდა, სა-
ფერფლიდან ნამწვავები გადაყარა, სკამები თავის ადგილას და-
ალაგა, მისადგმელ მაგიდასთან მივიდა და ის ნომერი აიღო, გადა-
ფურცლა და ის ადგილი იპოვნა, რომელსაც ეძებდა. ეს იყო ფოტო-
სურათი. ზედ ეწერა: „მზის თაყვანისმცემლები“. ქვემოთ მიწერილი
იყო: „გრაფინია ჰორბარი და მისტერ რაიმონდ ბარაკლოუ ლე პინე-
ში დასვენების დროს“.
პუარო დიდხანს აკვირდებოდა კაშკაშა მზით განათებულ მოცი-
ნარ სახეებს, მათ გადაჭდობილ ხელებს, „მზის თაყვანისმცემლე-
ბის“ ლამაზ საბანაო კოსტიუმებს.
- საინტერესოა,- ჩაიბურტყუნა ერკიულ პუარომ.როგორც ჩანს,
საჭიროა, რაიმე ვიღონოთ ამ მიმართულებით.. დიახ, საჭიროა.

მეცხრე თავი

ელიზა გრანდე

მეორე დღეს ისეთი მშვიდი და უღრუბლო ამინდი იდგა,რომ ერ-


კიულ პუარომაც კი აღიარა, ჩემი მუცელიც კი მშვიდობიანად არის
განწყობილიო.
8:45 რეისით ისინი პარიზში მიფრინავდნენ.პუაროსა და
ფურნიეს გარდა , თვითმფრინავში ადრიანად მოსული 7-8 მგზავრიც
იყო.ფურნიემ ისარგებლა ამ შემთხვევით და რამდენიმე ცდა

73
ჩაატარა. ჯიბიდან ბამბუკის ნაჭერი ამოიღო და ფრენის დროს სამ-
ჯერ მიიტანა ტუჩებთან გარკვეული მიმართულებით. პირველად ის
სავარძლის სახელურს დაეყრდნო, მეორედ თავი ოდნავ მოაბრუნა,
ბოლოს ტუალეტიდან დაბრუნებისას სცადა და ყოველთვის მისკენ
გაოცებითა და შეშფოთებით მიშტერებულ თვალებს აწყდებოდა.
ბოლო ექსპერიმენტის დროს თითქმის ყველა მას შეჰყურებდა.
ფურნიე ნირწამხდარი ჩაჯდა თავის სავარძელში.
- შემცბარი ჩანხართ, ჩემო მეგობარო, - შენიშნა ფურნიემ, როცა
პუაროს გაკვირვებულ მზერას წააწყდა, - მაგრამ, დამეთანხმეთ,
რომ ვარაუდს შემოწმება სჭირდება.
- ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ ასეთი ჩაკირკიტების გამო.
თქვენ ახლა შეასრულეთ ლულით მკვლელის როლი. შედეგი ნათე-
ლია, - თქვენ ყველა გხედავდათ!
- ყველა არა!
- შესაძლოა, მაგრამ იმისთვის, რომ მკვლელობა ჩაიდინოთ,
დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ვერავინ დაგინახავთ.
- ჩვეულებრივ პირობებში ეს შეუძლებელია, – თქვა ფურნიემ· -
მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ აქ იყო ფსიქოლოგიური მომენტი,
როდესაც ყველას ყურადღება მათემატიკური სიზუსტით იყო რაღა-
ცისკენ მიპყრობილი.
პუარო ერთი წამით შეყოყმანღა და მერე ნელა წარმოთქვა:
- გეთანხმებით, ალბათ, იმის რაიმე ფსიქოლოგიური საფუძველი
არსებობს, რომ მკვლელს არავინ უყურებდა. მაგრამ ჩემი განსჯა
განსხვავდება თქვენისგან. მე ვგრძნობ, რომ მეტად აშკარა ფაქტე-
ბიც კი შეიძლება მაცდუნებელი გამოდგეს· დახუჭეთ თვალები,
მეგობარო, იმის ნაცვლად, რომ ფართოდ გააღოთ ისინი. გამოიყე-
ნეთ თქვენი შინაგანი ხედვა. დაე, ტვინის უჯრედებმა თავისი ფუნ-
ქცია შეასრულონ... დაე, მათი ამოცანა იყოს იმის გარკვევა, თუ რა
მოხდა სინამდვილეში.
-თქვენ ახლა იმას ასკვნით, რაც დაინახეთ. არაფერს არ შეუძლია
ისე დაგაცილოთ ჭეშმარიტებას, როგორც უშუალო დაკვირვებას.
ფურნიემ ისევ გააქნია თავი და ვედრებით გაშალა ხელები.
74
- ამ ცდას თავს ვანებებ. თქვენი აზრების მსვლელობას ვერ
მივყვები.
-მე მხოლოდ ვამტკიცებ, რომ ახალგაზრდა მეძებერი მოუთ-
მენლად მისდევს ცხელ კვალს, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ის.
მე თქვენ კარგი რჩევა მოგეცით! დახუჭეთ თვალები!
პუარომ თავი უკან გადასწია, მერე თვალები დახუჭა, თითქოს
იმისთვის, რომ ეფიქრა, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ...ჩაეძინა.
პარიზში ჩაფრენისთანავე ისინი ჟოლიეტის ქუჩის მი-
მართულებით გაემართნენ.ეს ქუჩა მდინარე სენის სამხრეთით მდე-
ბარეობს, სახლი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვებისგან. ხანში
შესულმა მსახურმა ისინი შიგ შეუშვა და ფურნიეს მოღუშული მი-
ესალმა:- ისევ პოლიცია! თქვენ გამო, ამ სახლს სახელი გა-
უფუჭდება-წაიბუზღუნა მან და თავის ოთახში შევიდა.
- ჟიზელის კაბინეტს ვესტუმროთ, - შესთავაზა ფურნიემ.-პირველ
სართულზეა. - მან ჯიბიდან გასაღები ამოიღო და პუაროს აუხსნა,
რომ ინგლისელი კოლეგებისგან ახალი ამბების მოლოდინში, საფ-
რანგეთის პოლიციამ, სიფრთხილის მიზნით, კარი დალუქა.
- ოღონდ გეჭვობ, -თქვა ფურნიემ, - ისეთი რამ ვიპოვოთ, რაც
ჩვენ დაგვეხმარება. მერე ლუქი მოხსნა, კარი გააღო და შიგ შე-
ვიდნენ.
ქალბატონი ჟიზელის კაბინეტი პატარა, ჩახუთული ოთახი აღ-
მოჩნდა. კუთხეში იდგა სეიფისმაგვარი ძველებური ნივთი, საწერი
მაგიდა და რამდენიმე გაცვეთილგადასაკრავიანი სკამი.
ერთადერთი ჭუჭყიანი ფანჯარა სინათლეს ძლივს უშვებდა და
საეჭვო იყო, თუ ვინმე ოდესმე აღებდა მას.
ფურნიემ ირგვლივ მიმოიხედა და მხრები აიჩეჩა.
- ხედავთ? - მიმართა მან პუაროს, - არაფერია, სრულიად არაფე-
რი.
პუარომ მაგიდას შემოუარა, მერე სკამზე დაჯდა და ფურნიეს შე-
ხედა, მაგიდას ხელი გადაუსვა.
- აქ ზარია, - თქვა მან.
- დიახ, მსახურს ამით ურეკავდა.
75
- რას იზამ, ბრძნული წინდახედულებაა, შესაძლოა, რომელიმე
კლიენტს თავშეუკავებლობა გამოეჩინა...
პუარომ მაგიდის უჯრები გამოაღო: შიგ კანცელარიის წვრილმა-
ნი ნივთები – კალენდარი, კალმები, ფანქრები და სხვა უმნიშვნელო
რამეები ეწყო, პირადი ხასიათის კი – არაფერი.
მან უხმოდ შეათვალიერა უჯრები და მერე დაკეტა.
- ხელახალი ჩხრეკით არ შეურაცხგყოფთ, მეგობარო, რაიმეს
პოვნა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ალბათ თქვენც ნახავდით. -
მერე სეიფს შეხედა. - არც ისეთი ეფექტური ნიმუშია, არა?
- საკმაოდ ძველი ჯაბახანაა, - დაეთანხმა ფურნიე.
- ცარიელი იყო?
- დიახ, მოახლემ ყველაფერი გაანადგურა.
- ჰო, დამავიწყდა! ნდობით აღჭურვილი მოახლე... ჩვენ უნდა ვნა-
ხოთ ის. - პუარო წამოდგა. – წავიდეთ, ერთი ეს ერთგული მსახურიც
მოვინახულოთ.
ელიზა გრანდე ჩასუქებული შუახნის დაბალი დედაკაცი იყო.
ქარდაკრული წითელი სახე ჰქონდა და პატარა ეშმაკური თვალები,
რომლის მზერა სწრაფად გადაჰქონდა ფურნიედან პუაროზე და პი-
რიქით.
-დაბრძანდით, მადმუაზელ გრანდე, - შესთავაზა ფურნიემ.
ქალმა შეკავებული სიმშვიდით გადაუხადა მადლობა და სკამზე
ჩამოჯდა.
-მუსიე პუარო და მე დღეს დილით ჩამოვფრინდით ლონდონი-
დან. გუშინ ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მგზავ-
რები დავკითხეთ, ესე იგი, გამოძიება ჩავატარეთ,პოლიციას ეჭვი
არ ეპარება, რომ იგი მოწამლეს.
ფრანგმა ქალმა ნაღვლიანად გააქნია თავი.
- აუტანელია, მუსიე, იმის მოსმენა, რასაც თქვენ ამბობთ.ქალბა-
ტონი მოწამლეს? მერე, ვის მოუვიდა თავში ეგ სიბოროტე?
- იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში თქვენ დაგვეხმარებით·
- რასაკვირველია, მუსიე, თუ შევძლებ, მაგრამ პოლიციას რით
დავეხმარო? მე ხომ არაფერი არ ვიცი, სრულიად არაფერი.
76
- თქვენ იცით, რომ ქალბატონს მტრები ჰყავდა? - მოულოდნე-
ლად ჰკითხა ფურნიემ.
- არ არის მართალი, რად უნდა ჰყოლოდა ქალბატონს მტრები?
- მადმუაზელ გრანდე, - ცივად მიმართა ფურნიემ. - მევახშის
პროფესიას ყოველთვის თან სდევს უსიამოვნება.
- არ დაგიმალავთ, რომ ზოგჯერ ქალბატონის ზოგიერთი კლიენ-
ტი თავშეუკავებლად იქცეოდა, - დაეთანხმა ელიზა.
უსიამოვნო სცენებს უმართავდნენ? ემუქრებოდნენ?
- არა, არა, თქვენ ცდებით, ისინი წუწუნებდნენ, ჩიოდნენ, ეწინა-
აღმდეგებოდნენ, რაკი ვალის გადახდა არ შეეძლოთ. - ელიზას
ხმაში სიძულვილი ეტყობოდა. - მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც
იხდიდნენ, - დაამთავრა მან კმაყოფილების გრძნობით.
- ქალბატონი ჟიზელი შეუბრალებელი ქალი იყო, თითქოს თა-
ვისთვის ჩაილაპარაკა ფურნიემ. -თქვენ არ გეცოდებათ მისი
მსხვერპლი?
-„მსხვერპლი“, „მსხვერპლი...“- გამოაჯავრა ელიზამ.- თქვენ არ
გესმით. ხანდახან, მართალია, იძულებული ხარ, ვალი აიღო,
მაგრამ განა შეიძლება, როცა საშუალება არა გაქვს, სესხულობდე,
ვალში ეფლობოდე და მერე ფიქრობდე, რომ ეს საჩუქარი იყო? ეს
ხომ უაზრობაა! ქალბატონი ყოველთვის სამართლიანი იყო. ის იძ-
ლეოდა სესხს და მერე ელოდებოდა, როდის გადაიხდიდნენ ვალს.
განა ეს უსამართლობაა?თვითონ ვალი არასოდეს აუღია, გადაუხ-
დელი ანგარიშები არასოდეს ჰქონია. თქვენ ამბობთ, ქალბატონი
ულმობელი იყოო,არა ხართ მართალი; ის კეთილი ადამიანი იყო.
ღარიბი ადამიანები რომ მოაკითხავდნენ ხოლმე, ყოველთვის სწი-
რავდა რაიმეს, საქველმოქმედო დაწესებულებებსაც აძლევდა
ფულს.აი, ჩვენი შეეიცარის, ჟორჟის ცოლი რომ ავად გახდა,
სოფლის საავადმყოფოს ფულს უხდიდა, სანამ ავადმყოფი იქ იწვა.
ელიზა გაჩუმდა, სახე აენთო. გაბრაზებულმა, პირქუშად გადახე-
და მოსაუბრეებს, - თქვენ... თქვენ არ გესმით, დიახ, თქვენ სულ არ
გესმით ქალბატონის.

77
ფურნიემ შეიცადა, ვიდრე მსახურს აღელვება გაუვლიდა და მე-
რე უთხრა:
-ქალბატონის კლიენტები, ბოლოს და ბოლოს, იძულებული ხდე-
ბოდნენ, ვალი გადაეხადათ. არ იცით, რა საშუალებით აიძულებდა
თქვენი ქალბატონი სესხის დაბრუნებას?
ელიზამ მხრები აიჩეჩა:
- ქალბატონ ჟიზელის საქმეების შესახებ მე არაფერი ვიცი, მუსიე,
სრულიად არაფერი.
-როგორ არ იცით, განა თქვენ არ დაწვით ქაღალდები?
- მე მისი ბრძანება შევასრულე, მუსიე, - ადრევე გამაფრთხი-
ლა,თუ რამე შეემთხვეოდა – ავად გახდებოდა, ანდა სადმე შორს
მოკვდებოდა, მისი საქმიანი ქაღალდები მაშინვე უნდა გა-
მენადგურებინა.
- იმ სეიფის საქმიანი ქაღალდები, დაბლა რომ დგას? ჰკითხა
პუარომ.
- დიახ, მუსიე, მისი საქმიანი ქაღალდები.
მისმა დაჟინებულმა მზერამ ელიზა გააწითლა- მე ქალბატონის
ბრძანება შევასრულე, – გაიმეორა ეს და ჯიუტად მოკუმა ტუჩები. -
- ვიცი, -უთხრა ღიმილით პუარომ _ მაგრამ ქაღალდები ხომ სეიფ-
ში არ იყო? ასე არ არის? ეს სეიფი ძალიან ძველია, მისი გაღება ყვე-
ლას შეეძლო. ქაღალდები სადღაც სხვაგან იყო შენახული... იქნება
ქალბატონის საწოლ ოთახში,ჰა?
ელიზამ წუთით იყუჩა, მერე თქვა:
- დიახ, მუსიე, ქალბატონი კლიენტებს ისე აჩვენებდა,თითქოს
ქაღალდები სეიფში ინახებოდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი სა-
წოლ ოთახში იყო.
-გვიჩვენებთ, სახელდობრ, სად?
ელიზა ადგა და მამაკაცები გაჰყვნენ.
ფართო საწოლი ოთახი ძვირფასი ავეჯით ისე იყო ჩახერგილი,
რომ თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა. კუთხეში იდგა ძველებური უზარ-
მაზარი ზანდუკი, ელიზამ სახურავი ახადა და ძველებური შალის კა-
ბა ამოიღო. კაბის შიგნითა მხარეს ღრმა ჯიბე ეკერა.
78
- ქაღალდებს აქ ინახავდა, მუსიე, – უთხრა ელიზამ ისინი დიდ,
დაბეჭდილ კონვერტში იდო.
- ამ სამი დღის წინ, როცა გეკითხებოდით, თქვენ არაფერი -გით-
ქვამთ ამაზე? – უთხრა მკვახედ აშკარად ნაწყენმა და გაბრაზებულმა
ფურნიემ.
-ბოდიშს ვიხდი, მუსიე, თქვენ მკითხეთ, სად არის ქაღალდებიო.
მე გიპასუხეთ, დავწვი-მეთქი. ეს სიმართლე იყო -არ მეგონა, თუ რა-
იმე მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ სად ინახებოდა ისინი.
-სწორია, - თქვა ფურნიემ.-მაგრამ თქვენ ხომ გესმით, მადმაზელ
გრანდე, რომ ქაღალდების დაწვა არ შეიძლებოდა.
მე ქალბატონის არძანება შევასრულე, - პირქუშად მიუგო ქალმა.
-გასაგებია, თქვენ ცდილობდით, ყველაფერი ერთგულად
შეგესრულებინათ. – უთხრა ფურნიემ დასამშვიდებლად.- გთხოვთ,
ყურადღებით მომისმინოთ ახლა: ქალბატონი მკვდარია.შესაძლოა,
იმ პიროვნებამ მოკლა, რომლის შესახებ რაღაც სამარცხვინო ამ-
ბავი იცოდა და ეს „რაღაც“ სწორედ ამ ქაღალდებში ეწერა. თქვენ კი
დაწვით. მე მინდა ერთი რამ გკითხოთ, მადმუაზელ, და ამაზე
გთხოვთ, დაუფიქრებლად მიპასუხოთ. შესაძლოა, – და მე ვფიქ-
რობ, ეს სწორედ ასეც იქნებოდა, დაწვამდე თქვენ გადახედეთ ქა-
ღალდებს თუ ასეა, ამაზე არც არავინ გაგიწყრებათ და არც დაგადა-
ნაშაულებთ. პირიქით, ყოველი ინფორმაცია, რომელიც იმ ქაღალ-
დებიდან მიიღეთ,უდიდეს სამსახურს გაუწევს პოლიციას და გადამ-
წყვეტი მნიშვნელობა ექნება მკვლელის გამოსავლინებლად. ამი-
ტომ, მადმუაზელ, ნუ შეგაშინებთ სიმართლის აღიარება. ნახეთ თუ
არა ქაღალდები დაწვის წინ?
ელიზა სულს ძლივს ითქვამდა, დაძაბულად სუნთქავდა. მერე ნა-
ბიჯი წინ წამოდგა და ჯიუტად განაცხადა:
-არა, მუსიე, ქაღალდებში არ ჩამიხედავს და არაფერი არ წამი-
კითხავს. ლუქიც კი არ მომიხსნია, ისე დავწვი კონვერტი.

79
მეათე თავი

შავი უბის წიგნაკი

ფურნიე ერთ-ორ წუთს ნაღვლიანად უყურებდა ქალს, მერე შემ-


ცბარმა ზურგი შეაქცია.
- სამწუხაროა, - თქვა მან. - თქვენ პატიოსნად მოიქეცით, მადმუ-
აზელ, მაგრამ მაინც სამწუხაროა. - მერე დაჯდა და უბიდან წიგნაკი
ამოიღო - ადრე, დაკითხვისას, თქვენ განაცხადეთ, რომ ქალბა -
ტონის კლიენტების გვარები არ იცოდით, ახლა ამბობთ, რომ ისინი
წუწუნებდნენ, პროტესტს აცხადებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალ-
ბატონის კლიენტებზე ცოტა რაღაც იცით?
- ახლავე აგიხსნით, მუსიე, ქალბატონი არასოდეს გვარით და სა-
ხელით არ იხსენიებდა მათ,- თავის საქმეებზე ჩემთან არასოდეს
მსჯელობდა, ასეთი გულჩათხრობილობა ახასიათებდა,მაგრამ,
ხანდახან იყო შემთხვევა, როცა, რაღაცის გამო თავის შენიშვნებსა
და აზრს ხმამაღლა გამოთქვამდა ხოლმე თუმცა ეს ძალზე იშვი-
ათად ხდებოდა.
პუარო მთლად სმენად გადაიქცა.
- აი, თუნდაც ერთი მაგალითი რომ მოგეტანათ მადმუაზელ,-
სთხოვა მან.
- მოითმინეთ,- ჰო, აი, მაგალითად, მოვიდოდა წერილი,ქალბა-
ტონი გახსნიდა და ოდნავ მშრალაღ გაიცინებდა მერე იტყოდა:
„თქვენ წუწუნებთ და ტირიხართ ძვირფასო ლედი,არაფერია, მაინც
მოგიხდებათ გადახდა“. ანდა მე მომმართავდა: „რა სულელები
არიან, ნამდვილი უგუნურები, ასე ჰგონიათ, დიდ თანხას უგარანტი-
ოდ ვასესხებ.-საქმის ვითარების ცოდნა, აი, ჩემი გარანტია ელიზა,
საქმის ვითარება – აი, ძალაუფლება!“ აი, დაახლოებით ასე იტყოღა
ხოლმე.

80
-გინახავთ, ოდესმე ქალბატონის კლიენტები?
- არა, მუსიე, ძალზე იშვიათად ისინი მარტო პირველ სართულზე
მოდიოდნენ უმთავრესად შებინდებულზე.
- ინგლისში გამგზავრებამდე ქალბატონი პარიზში იყო?
- პარიზში მხოლოდ წინა დღის ნაშუაღღევს დაბრუნდა.
- სად იყო წასული?
- ორი კვირა დაჰყო დოვილეში, ლე პინში პარი პლიაჟსა ვიმე-
რეში, ეს მისი ჩვეულებრივი ტურნე იყო სექტემბერში.
- ახლა გაიხსენეთ, მადმუაზელ, იქნებ ისეთი რამ გვითხრათ, რაც
ჩვენ გამოგვადგება?
ელიზა ცოტა დაფიქრდა, მერე თავი გაიქნია.
-არა, არ მაგონდება, მუსიე, - თქვა მან. – ისეთი ვერაფერი გამიხ-
სენებია, ქალბატონი კარგ ხასიათზე იყო. თქვა საქმეები კარგად მი-
მდისო. მისი ტურნე შემოსავლიანი აღმოჩნდა. მერე მიბრძანა, „იუ-
ნივერსალ ეირლაინზ კომპანიაში“ დამერეკა და მეორე დღისთვის
ბილეთი შემეკვეთა ინგლისში მიმავალ თვითმფრინავზე. დილის
რეისისთვის ბილეთები არ აღმოჩნდა და თორმეტ საათიანზე უშო-
ვეს.
- ინგლისში რა საქმე მაქვსო, არა თქვა? ან იქნებ სასწრაფო საქ-
მე ჰქონდა?
- არა, მუსიე. ქალბატონი ხშირად მიფრინავდა ინგლისში. გამ-
გზავრების შესახებ ჩვეულებრივ წინა დღით მაცნობებდა ხოლმე.
- იმ საღამოს ქალბატონს კლიენტი ჰყავდა?
- მგონი ვიღაც იყო, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, მუსიე. იქ-
ნებ ჟორჟმა უკეთ იცოდეს. ქალბატონს ჩემთვის არაფერი უთქვამს.
ფურნიემ ჯიბიდან მოწმეების ფოტოსურათები ამოიღო. უმრავ-
ლესობა იმ მომენტში იყო გადაღებული, როცა დაკითხვიდან ბრუნ-
დებოდნენ.
- მადმუაზელ, აქედან ხომ არავის იცნობთ?
ელიზამ ფოტოები გამოართვა და რიგრიგობით დაათვალიერა.
მერე თავი გააქნია.
- არა, მუსიე.
81
- მაშინ ჟორჟს უნდა ვკითხოთ.
-ჰკითხეთ, მაგრამ ისე, ჟორჟს, სამწუხაროდ, ცუდი მხედველობა
აქვს...
ფურნიე წამოდგა.
- კეთილი, მადმუაზელ, ჩვენ მივდივართ... დარწმუნებული ხართ,
რომ ყველაფერი გვითხარით? არაფერი დაგავიწყდათ? ყველაფერი
გაიხსენეთ?
- მე? მაგრამ... რა შეიძლება, დამვიწყებოდა? –- შეწუხდა ელიზა.
-კეთილი, გასაგებია. წავიდეთ, მუსიე პუარო. უკაცრავად, მგონი
თქვენ რაღაცას ეძებთ?
პუარო ოთახში დაბორიალებღა და აქეთ-იქით დაბნეულად იყუ-
რებოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა.
-დიახ,თქვა პუარომ. - მე ვეძებ იმას, რაც აქ არ არის, ვერცერთ
ფოტოსურათს ვერ ვხედავ! სად არის ქალბატონ ჟიზელის მშობლე-
ბის ან მისი ოჯახის წევრების ფოტოები?
ელიზამ ამოიოხრა.
- ქალბატონს არავინ არ ჰყავდა, მთელ ქვეყანაზე სულ მარტო
იყო.
- ქალიშვილი ხომ ჰყავდა, - რბილად შეახსენა პუარომ.
- დიახ, მართალია, მას ჰყავდა ქალიშვილი... ელიზამ ნაღვლია-
ნად ამოიოხრა.,
- მერე, აქ მისი პორტრეტი რატომ არ არის? – დაიჟინა პუარომ.
- ოჰ, მუსიე, თქვენ არ იცით. მართალია, შვილი ჰყავდა, მაგრამ
ეს დიდი ხნის წინანდელი ამბავია, მე მგონი, ქალბატონს ბავშვობის
შემდეგ, არც უნახავს თავისი შვილი.
- რატომ? - დაინტერესდა ფურნიე.
ელიზამ ხელები გაშალა.
- არ ვიცი, რატომ. მაშინ ქალბატონი ახალგაზრდა ყოფილა. გა-
მიგონია, ძალიან ლამაზი და თან უბედური იყოო. ისიც არ ვიცი, გათ-
ხოვდა თუ არა, მე მგონი, რომ არა. ბავშვი სადღაც მიუბარებია,
მერე ყვავილი შეჰყრია და კინაღამ გადაჰყოლია. როცა მორჩენი-
ლა, სილამაზეც გამქრალა, ამის შემდეგ რომანებიც აღარავისთან
82
ჰქონია, ის აღარავის აინტერესებდა. ქალბატონი საქმიანი ქალი
გამხდარა.
- აკი შვილს ფული დაუტოვა?
- მაშ, ვიღასთვის უნდა დაეტოვებინა- გაიკვირვა ელიზამ, – თუ
თავის სისხლსა და ხორცს არ დაუტოვებდა? მეგობრები კი ქალბა-
ტონს არ ჰყავდა. სულ მარტო ცხოვრობდა. ფული იყო მისი საყვარე-
ლი საგანი. სულ იმის ცდაში იყო, რაც შეიძლება, მეტი ფული ჰქო-
ნოდა. ხარჯვით კი ცოტას ხარჯავდა. ფუფუნებას არ იყო ჩვეული.
- იცით, რომ მისი ქონებიდან რაღაცა წილი თქვენც გერგებათ?
- დიახ, ვიცი, უკვე მითხრეს. ქალბატონი ყოველთვის გულუხვი
იყო. ყოველ წელს, ჯამაგირის გარდა, ფულს ისედაც მჩუქნიდა, მისი
ისეთი მადლობელი ვარ.
-ეჰ, რაც არის, არის, - ამოიოხრა ფურნიემ. - ჩვენ მივდივართ.
გზაში მოხუც ჟორჟსაც გავესაუბრებით·
- მეგობარო, ნება მომეცით, წუთით დავყოვნდე, მერე დაგეწე-
ვით,- უთხრა პუარომ.
-როგორც გენებოთ, - მიუგო ფურნიემ და წავიდა.
პუარომ ერთხელ კიდევ შემოიარა ოთახი, მერე სკამზე დაჯდა და
ელიზას შეხედა. მისმა გამომცდელმა მზერამ ელიზა შეაწუხა.
-მუსიეს კიდევ სურს რაიმეს გაგება?
- მადმუაზელ გრანდე, - შეუპოვრად დაიწყო პუარომ.– იცით, ვინ
მოკლა თქვენი ქალბატონი?
- არა, მუსიე, ღმერთს გეფიცებით!
ის აშკარად გულწრფელად ამბობდა. პუარო დაჟინებით შეაც-
ქერდა და მერე თავი ჩაქინდრა.
- მე მჯერა. მაგრამ ცოდნა ერთია და ეჭვის მიტანა მეორე. იქნებ,
ვინმეზე ეჭვიანობთ? ოდნავი ეჭვიც კი არავისზე გაქვთ, ვის შეეძლო
ეს ჩაედინა?
-პოლიციის აგენტს უკვე მოვახსენე, რომ ეჭვი არავისზე არა
მაქვს.
- თქვენ შეგიძლიათ, პოლიციელს სულ სხვა უთხრათ და მე -სხვა
- რატომ, მუსიე, ვითომ ასე რად უნდა მოვიქცე?
83
- იმიტომ, რომ პოლიციისთვის ინფორმაციის მიცემა სხვა საქმეა
და კერძო პირზე – სულ სხვა.
ელიზას ყოყმანი დაეტყო, თითქოს რაღაცას ფიქრობდა, პუარო
მისკენ მეგობრულად დაიხარა და უბრალოდ უთხრა:
- იცით რა გითხრათ, მადმუაზელ გრანდე, მე ყველაზე ვეჭვიანობ.
ყველას, ვისაც კი რაიმე კავშირი აქვს ამ საქმესთან, დამნაშავედ
ვცნობ, სანამ მისი უცოდველობა არ დამტკიცდება.
ელიზა გრანდემ გაბრაზებულმა შეხედა პუაროს.
- თქვენ ჩემზეც ეჭვიანობთ? ქალბატონის მკვლელობაში ბრალს
მდებთ? ეს უკვე მეტისმეტია! - ის აღგზნებული წამოიჭრა სკამიდან
და გაოგნებული ისევ სკამზე დაეცა.
- არა, ელიზა, - დაამშვიდა პუარომ. - მე თქვენში ეჭვი არ მეპარე-
ბა. მკვლელი თვითმფრინავის მგზავრი იყო. მკვლელობა თქვენი
ხელით არ მომხდარა, მაგრამ, ნებით, თუ უნებლიეთ, თქვენ შეიძ-
ლებოდა, მკვლელის თანამონაწილე გამხდარიყავით. მოსალოდ-
ნელი ქალბატონის გამგზავრების ამბავი ვინმეს ადრე აცნობეთ?
- მაგრამ მე არავისთვის არ მითქვამს, გეფიცებით!
პუარო უხმოდ მისჩერებოდა ქალს, მერე თავი დაუქნია.
- მჯერა, - უთხრა მან. – მაგრამ, მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც
რაღაცას მალავთ. დიახ, დიახ! აი, მომისმინეთ, რას გეტყვით. მოწ-
მეების კრიმინალური დაკითხვის დროს საოცარ მოვლენას წავაწ-
ყდები ხოლმე: ყველა რაღაცას მალავს. ზოგჯერ (საკმაოდ ხშირად)
ეს „რაღაც“ სრულიად უწყინარი რამ არის, დანაშაულთან არც აქვს
კავშირი. მე გეუბნებით, ასეთი „რაღაც“ ყოველთვის არის. ასეა
თქვენთანაც. ოჰ, ნუ იუარებთ! მე ერკიულ პუარო ვარ და ვიცი. როცა
ჩემმა მეგობარმა გკითხათ, ხომ არაფერი დაგავიწყდათო, თქვენ შე-
წუხდით და შეეცადეთ, პასუხი აგეცდინათ. ახლაც ასევე მოხდა; რო-
დესაც გითხარით, იქნებ რაღაცის თქმა გინდათ-მეთქი, თქვენ ჩემი
წინადადება აწონ-დაწონეთ, ესე იგი, „რაღაც“ არის. ჰოდა, მე უნდა
გამაგებინოთ, სახელდობრ, რა.
- არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს,- აღმოხდა ქალს

84
- შესაძლოა, არა აქვს. მერე რა, თქვენ მაინც თქვით. გახსოვდეთ,
- არ ეშვებოდა პუარო, - მე პოლიციიდან არ ვარ.
- დიახ, მართალია, - ყოყმანით თქვა ელიზა გრანდემ.
- რომ იცოდით, მუსიე, რა გასაჭირში ვარ, არ ვიცი, ქალბატონი
რომ ცოცხალი ყოფილიყო, მოიწონებდა თუ...
- ერთი ანდაზა ამბობს: ერთის ჭკუა კარგია, ორის კიდევ -უკეთე-
სიო. არ გინდათ, გამიზიაროთ?- მოდით, ერთად განვსაჯოთ.
ელიზა კვლავ დაეჭვებით უყურებდა პუაროს. პუარომ ღიმილით
უთხრა:
- ელიზა, ერთგულად მოდარაჯე ძაღლს მაგონებთ. მესმის, ახლა
თქვენ გარდაცვლილ ქალბატონზე ფიქრობთ.
- ნამდვილად სწორი ბრძანდებით, მუსიე! ქალბატონი ძალიან
მენდობოდა. მას შემდეგ, რაც მისი მოახლე გავხდი, ყოველ მის სურ-
ვილს პატიოსნად ვასრულებდი.
- თქვენ ალბათ მადლიერი იყავით რაღაც დიდი სამსახურის გა-
მო, რომელიც მან თავის დროზე გაგიწიათ. ასე არ არის?
- მუსიე ძალიან ჩქარობს. დიახ, ეს მართალია, ვერ უარვყოფ.
მოხდა ისე, რომ მე მომატყუეს და დანაზოგი მომპარეს. მყავდა შვი-
ლი, რომელიც ქალბატონმა ჩემთან კარგი ურთიერთობის გამო
ერთ ფერმაში პატიოსან ადამიანებთან მომიწყო და აი, სწორედ მა-
შინ ახსენა, რომ ისიც დედა იყო.
-ხომ არაფერი მოუყოლია დაწვრილებით, რა ხნის იყო ბავშვი,
ან სად ჰყავდა მიბარებული?
-არა, მუსიე, მარტო ის მითხრა, რომ ყველაფერი გათავებულია-
ო. ჩემი პატარა გოგონასთვის ასე სჯობია, ბავშვი კარგ და საიმედო
ადგილას მყავს მიბარებული, ყველაფრით უზრუნველყოფილი. შემ-
დეგ სამუშაოს უშოვიან, მე კი, თავის ,დროზე, ჩემს მემკვიდრეობას
იმას დავუტოვებო.
- ამის მეტი არაფერი უთქვამს ან შვილზე ან მამაზე?
- არა, მუსიე. უბრალოდ, მე ჩემი მოსახზრება მაქვს... მაგრამ ეს
მხოლოდ ეჭვია...ასე მგონია, მისი ქმარი ინგლისელი იყო.
- რატომ შეგექმნათ ასეთი წარმოდგენა?
85
- გარკვეულს ვერაფერს გეტყვით. მაგრამ, როცა ქალბატონი ინ-
გლისელებზე ლაპარაკობდა, ხმაში ყოველთვის ნაღველი ეტყობო-
და. გარიგების დროს, თუ შემთხვეეით ინგლისელი აღმოჩნდებოდა,
გაიხარებდა ხოლმე. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია...
- ჰო, მაგრამ შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი. თქვენი შვილი
გოგოა თუ ბიჭი?
- გოგო იყო, მუსიე... ხუთი წელია, მომიკვდა.
- ოჰ, მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა...
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ახლა, მადმუაზელ ელიზა, -- შეახსენა პუარომ,- აბა, რა არის ის,
რაზედაც აქამდე კრინტი არ დაგიძრავთ?
ელიზა ადგა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ
ისევ შემობრუნდა. ხელში გაცვეთილი შავი უბის წიგნაკი ეჭირა·
- ეს წიგნაკი ქალბატონისაა, სულ თან დაჰქონდა. ინგლისში წას-
ვლა რომ დააპირა, ეძება, მაგრამ ვეღარ იპოვა..
ქალბატონი რომ წავიდა, წიგნაკი მერე ვიპოვე, საწოლის უკან
გადავარდნილიყო. მის ჩამოსვლამდე ჩემს საწოლ ოთახში შევინა-
ხე. როგორც კი მისი სიკვდილის ამბავი გავიგე, ამ წიგნაკის გარდა,
ყველა ქაღალდი დავწვი, ამაზე არაფერი ბრძანება მქონია.
-როცა ქალბატონის სიკვდილი გაიგეთ? თქვენ ხომ პირველად ეს
პოლიციისგან შეიტყვეთ? - ჰკითხა პუარომ. -ისინი მოვიდნენ და ქა-
ღალდების ძებნა დაიწყეს, სეიფი ცარიელი დახვდათ და მაშინ
თქვენ უთხარით, რომ ისინი დაწვით, თუმცა სინამდვილეში, ქაღალ-
დები მოგვიანებით დაწვით, ასე არ იყო?
- სწორია, მუსიე, - გამოტყდა ელიზა. ვიდრე ისინი სეიფს
ათეალიერებდნენ, ზანდუკიდან ქაღალდები ამოვიღე. მათ კი ვუთ-
ხარი, რომ ქაღალდები დავწვი. მაგრამ ეს, ბოლოს და ბოლოს, თით-
ქმის სიმართლე იყო. ისინი პირველი შესაძლებლობისთანავე გავა-
ნადგურე. ქალბატონის ბრძანება უნდა შემესრულებინა. ხედავთ,
მუსიე, რა სიძნელეს წავაწყდი? პოლიციას ხომ არ აცნობებთ ამის
თაობაზე? ჩემთვის ამას მნიშვნელობა აქვს·

86
- მე მჯერა, ელიზა, რომ თქვენ კეთილი განზრახვა გამოძრავებ-
დათ, მაგრამ მაინც სამწუხაროა... ძალზე საწყენია, რომ ასე მოხდა.
თუმცა საქმეს მწუხარებით აღარაფერი ეშველება. მე ვერ ვხედავ
იმის აუცილებლობას, რომ პოლიციას ვაცნობო ქაღალდების დაწ-
ვის ზუსტი დრო. ახლა ნება მიბოძეთ, წიგნაკს გადაგხედო, იქნებ რა-
მეში გამომადგეს.
-არა მგონია, მუსიე, – უთხრა ელიზამ. - აქ პირადი ჩანაწერებია
და მარტო ციფრები. დოკუმენტების გარეშე ამ ჩანაწერს არავითარი
მნიშვნელობა არ აქვს.
ელიზამ უხალისოდ გაუწოდა წიგნაკი პუაროს, მან გამოართვა
და გადაფურცლა· აქ გაკრული ხელით ფანქრით იყო მიწერილი თი-
თქმის სულ ერთნაირი შენიშვნები: ნომრები და რამდენიმე
დეტალი.
„ CX 265. პოლკოვნიკის ცოლი. სირიაში გაჩერდა პოლკის უტატი.
„CF 342 ფრანგი დეპუტატი, სტავინსკის ნაცნობი.“
გეგონებოდათ ყველა ეს ჩანაწერი ერთნაირიაო.ბლოკნოტის ბო-
ლოში ფანქრით იყო მიწერილი დრო და ადგილი.
„ლე პინე, ორშაბათი. კაზინო, 1030 სასტუმრო „სავოი“ 5 საათი.
A.B.C. ფილტ–სტრიტი, 1I საათი“.
არც ერთი ჩანაწერი დამთავრებული არ იყო და ისეთ შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა, თითქოს მის პატრონს რაღაცის გახსენებაში ეხმა-
რებოდა.
ელიზა ნერვიულად ადევნებდა თვალს პუაროს :
- ამ წიგნაკს რაიმე მნიშვნელობა აქვს, თუ, როგორც მე მგონია,
არავითარი? ეს ყველაფერი ქალბატონისთვის იყო გასაგები და არა
გარეშე პირისთვის·
პუარომ წიგნაკი დახურა და ჯიბეში ჩაიდო.
- ადვილი შესაძლებელია, წიგნაკი სასარგებლო გამოდგეს, მად-
მუაზელ, ძალიან ჭკვიანურად მოიქეცით, რომ მომეცით; შეგიძლი-
ათ, სრულიად დამშვიდებული ბრძანდებოდეთ. ამ წიგნაკის დაწვა
ქალბატონს ხომ არასოდეს უბრძანებია?

87
- არა, რასაკვირველია, – დაეთანხმა ელიზა და სახე ცოტა გა-
უნათდა.
- რაკი ასეთი ბრძანება არ გქონიათ, თქვენი ვალი იყო. მისი გა-
დაცემა პოლიციისთვის, მე ისე მოვახერხებ, რომ არავინ არ გისაყ-
ვედუროთ, რატომ ადრე არ მოგვეცითო·
პუარო გასასვლელისაკენ გაემართა.
- ახლა ჩემს კოლეგას შევუერთდები.ბოლო კითხვა უნდა დაგის-
ვათ. როდესაც თვითმფრინავის ბილეთს უკვეთდით, ლე ბურჟეს
აეროდრომზე დარეკეთ, თუ კომპანიის კანტორაში?
-მე კანტორაში დავრეკე, კაპუცინების ბულვარი, 254.
პუარომ მისამართი თავის უბის წიგნაკში ჩაიწერა, ხნიერ მოახ-
ლეს თავი მეგობრულად დაუკრა და გავიდა.

მეთერთმეტე თავი

ამერიკელი

ფურნიე მეკარე ჟორჟთან საუბარში საკმაოდ გაწვალდა.


- ოჰ, ამ პოლიციამ გული გააწყალა! - ბუზღუნებდა ბებერი მეკარე
ალალად. - ასჯერ უნდა გკითხონ ერთი და იგივე! რისი იმედი აქვთ,
არ ვიცი! ალბათ იმისი, რომ ადამიანს მოსწყინდება სიმართლის
თქმა და ტყუილების როშვას დაიწყებს. ტყუილი უფრო სიამოვნებთ
და უფრო აწყობთ ამ ბატონებს.
- ტყუილს რა თავში ვიხლი, მუსიე, მე სიმართლე მინდა.
- კარგი და აკი სიმართლეს გეუბნებით! დიახ, დიახ, გამგზავრე-
ბის წინა საღამოს ქალბატონთან ვიღაც ქალი მოვიდა· თქვენ ახლა
ფოტოსურათებს მიჩვენებთ და მეკითხებით, მათში რომელი იყოო.
რაც ადრე გითხარით, იმასვე გიმეორებთ: ცუდი მხედველობა მაქვს-

88
მეთქი და მაშინ უკვე ბნელოდა. რა ვიცი.ვინ იყო, ვერ გავარჩიე. ლე-
დი ვერ ვიცანი, ცხვირითაც რომ დავეჯახო, მაინც ვერ ვიცნობ და რა
ვქნა! უკვე ოთხჯერ თუ ხუთჯერ გითხარით და ნუთუ აღარ მოგბეზ-
რდათ?
- ვერც იმას გაიხსენებთ, მაღალი იყო, დაბალი, ხნიერი თუ ახალ-
გაზრდა, მუქი ფერის თმა ჰქონდა თუ ღია ფერის? არ ვიცი, პირდა-
პირ დაუჯერებელია! -გაბრაზებული ფურნიე უკვე სარკაზმით ლაპა-
რაკობდა.
- ჰოდა, ნუ დაიჯერებთ რა! ეგ ამბავი სულაც არ მადარდებს! რას
გადავეყარე ამ პოლიციას! თავს მჭრით, პირდაპირ და ეგ არის!
ქალბატონი მაღლა, ღრუბლებში რომ არ მოეკლათ, და აქ, მიწაზე
მომხდარიყო ეს ამბავი, იტყოდით, ჟორჟმა მოწამლაო! კარგად გიც-
ნობთ, რაც ხართ ეს პოლიციელები.
პუარომ მოასწრო ტუჩებზე ხელი მიეფარებინა ფურნიესთვის,
ვიდრე ის გაბრაზებით ეტყოდა რაიმეს მოხუცს.
- წავიდეთ, მეგობარო, - უთხრა პუარომ. – კუჭმა გამახსენა. ახ-
ლა ჩვენ გვინდა უბრალო, მაგრამ ნოყიერი საჭმელი. მოდით გავ-
სინჯოთ სოკოიანი ომლეტი, ნორმანდიულაღ შემზადებული მოხარ-
შული ენა, პორტსალუტის ყველი და წითელი ღვინო, მხოლოდ არ
ვიცი, რომელი მარკის.
ფურნიემ საათს დახედა.
- კეთილი, - დაეთანხმა ის. - უკვე დღის პირველი საათია! აბა, რა
აზრი აქვს ამასთან ლაპარაკს... – და ჟორჟს შეხედა.
- გასაგებია, -პუარომ გამამხნევებლად გაუღიმა მოხუცს. - უსახე-
ლო ლედი არც მაღალი ყოფილა, არც დაბალი, არც მუქი, არც ღია
ფერის თმიანი, არც მსუქანი, არც გამხდარი. ის მაინც გვითხარით,
დიდებულთაგანი ხომ არ იყო ?
- დიდებულთაგანიო? - გაიმეორა კითხვა შეწუხებულმა ჟორჟმა.
- მე გიპასუხებთ, - მიუგო პუარომ. – ის მაღალი წრიდან იყო. მე
რაღაც აზრი მაქვს, ჩემო მეგობარო. მე მგონი, ეს ლედი მშვენივრად
გამოიყურება საბანაო კოსტიუმში·
ჟორჟი შეაშტერდა.
89
- საბანაო კოსტიუმში? რა შუაშია ა ქ საბანაო კოსტიუმი?
- ჩემი აზრით, მომხიბვლელი ქალი საბანაო ტანსაცმელში უფრო
კარგია, არ მეთანხმებით? აბა, შეხედეთ? მან მოხუცს გადასცა
sketch-იდან ამოხეული ფურცელი.
ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. მოხუცი ოდნავ, თითქმის შეუმ-
ჩნევლა შეკრთა.
- ეს ორნი ერთად ცუდად არ გამოიყურებიან,- თქვა მან და სურა-
თი პუაროს დაუბრუნა – რომ არაფერი ეცვათ, მაინც ,კარგად იქნე-
ბიან.
-ეს კანზე მზის ზეგავლენის ბრალია. ძალიან სასარგებლოა, -
თქვა პუარომ.
ჟორჟმა ცხენივით ჩაიფრუტუნა და წავიდა. პუარო და ფურნიე
მზის სხივებით აელვარებულ ქუჩაში გამოვიდნენ, ისინი უახლოეს
ბისტროში შევიღნენ, როგორც ეს პუაროს ჰქონდა განზრახული· ჩია
ტანის ბელგიელმა საჭმელი შეუკვეთა და ჯიბიდან უბის შავი წიგნაკი
ამოიღო. ფურნიე საშინლად გააცეცხლა ელიზას საქციელმა, რო-
მელმაც წიგნაკი მას არ გამოუჩინა, თუმცა პუარო ამშვიდებდა მეგო-
ბარს:
- ეს ბუნებრივია, სავსებით ბუნებრივი. პოლიციის ყოველთვის
ეშინიათ. ის უსიამოვნებაში ითრევს მათ. ასეა საერთოდ. ყველა ქვე-
ყანაში აფრთხობს ის ადამიანებს, მათი ერიდებათ, გაურბიან...
- და ასეთ პირობებში თქვენ.... წარმატებას აღწევთ ხოლმე! - წა-
მოიძახა ფურნიემ - კერძო გამომძიებელი გაცილებით მეტ ინფორ-
მაციას იღებს, ვიდრე ოფიციალური პირი. ჩვენ ყველაფერი ოფიცია-
ლურად უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ხელქვეითია მსხვილი ორგანიზა-
ციების მთელი სისტემა. მაგრამ მაინც, ასე თუ ისე, უძლურნი ვართ...
- მოდი, მეგობრულად ვიმუშაოთ, - შემარიგებლად გაუღიმა პუ-
არომ -- ნახეთ, მშვენიერი ომლეტია.
ვიდრე ომლეტსა და მშვენივრად მომზადებულ ენას შეექცეოდ-
ნენ, ფურნიემ შავი წიგნაკი გადაშალა. იქიდან რაღაც ამოიწერა თა-
ვის ბლოკნოტში და პუაროს შეხედა.
- უკვე ყველაფრის წაკითხვა მოასწარით?
90
- ჯერ არა, მხოლოდ გადავხედე- უკაცრავად,უთხრა პუარომ და
წიგნაკი გამოართვა.
როცა წინ ყველი დაუდეს, პუარომ წიგნაკი გვერდზე გადადო და
დეტექტივების თვალები ერთმანეთს შეხვდა:
- საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერებია.
- ხუთია, – თქვა პუარომ.
- გეთანხმებით, ხუთია.
ფურნიემ თავისი ბლოკნოტიდან ამოიკითხა:
CL 52. ინგლისელი ლედი. ქმარი.
RT362. ექიმი, ჰერლი-სტრიტი.
MR 24, სიძველეთა გაყალბება.
XYB 724. გატაცება ინგლ.
GF45. მკვლელობის ცდა.
- ბრწყინვალეა, ჩემო მეგობარო, – უთხრა პუარომ, ჩვენი გონება
სასწაულთან გვაახლოებს! წიგნაკის ჩანაწერებიდან , მე მგონი, ამ
ხუთს პირდაპირი კავშირი აქვს თვითმფრინავის მგზავრებთან. მო-
დით და რიგრიგობით განვიხილოთ.
- ინგლისელი ლედი. ქმარი. - თქვა ფურნიემ, - ეს შეიძლება, ლე-
დი ჰორბარის მივუყენოთ. რამდენადაც ვიცი, ის. აზარტული თამა-
შის მოტრფიალეა. შეიძლება ჟიზელისგან ისესხა ფული. სიტყვა
„ქმარი“ შეიძლება ორგვარი მნიშვნელობიდან ერთ-ერთი იყოს:
რომ ქმარი გადაიხდის ცოლის ვალს; ანდა მან რაღაც გაიგო ლედი
ჰორბარიზე და გადაწყვიტა, ეს საიდუმლო ქმრისთვის გაემხილა.
- სავსებით სწორი აზრია, - დაეთანხმა პუარო. - ორივე ვარიანტი
მოერგება. მე, პირადად, მეორე ვარიანტი უფრო მომწონს. განსა-
კუთრებით იმიტომ, რომ გამგზავრების წინა საღამოს მოსული, ლე-
დი ჰორბარი მგონია. იმ მეკარის ხასიათში რაღაც რაინდული სული
ჩანს. სტუმრის ვინაობაზე რომ დაჟინებით უარს ამბობს, ეს თავის-
თავად მნიშვნელოვანია. ლედი ჰორბარი არაჩვეულებრივად ლა-
მაზი ქალია. გარდა ამისა, მე დავაკვირდი მეკარის სახეს, როგორ
შეკრთა, როცა sketch-დან ამოჭრილ ფოტოს შეხედა. იმ საღამოს
ჟიზელთან ლედი ჰორბარი მივიდა, ეს უდავოა!
91
-ის ლე პინედან პარიზში გაჰყვა-დინჯად, ფიქრიანად თქვა
ფურნიემ, -ეტყობა, იმედი ჰქონდა დაკარგული.
-დიახ, დიახ, სწორია, მეც ასე მგონია.
საგონებელში ჩავარდნილი ფურნიე პუაროს მიაჩერდა.
- მაგრამ აკი ეს აზრი თქვენსას არ ემთხვეოდა.
- ჩემო მეგობარო, აკი გითხარით, ეს „საიმედო გასაღებია“, რო-
მელსაც სხვა პიროვნებისკენ მივყავართ... მე ჯერჯერობით უკუნ სიბ-
ნელეში ვარ. არ შეიძლება, ჩემი გასაღები რომ არ მოერგოს, მაგ-
რამ მაინც...
- თქვენ ჯერ არ გინდათ გამარკვიოთ რაშია საქმე? -ჰკითხა ფურ-
ნიემ.
- არა, ფურნიე, ხომ შეიძლება, შევცდე და არასწორად ვიმსჯე-
ლო. ასეთ შემთხვევაში, თქვენც აგაცდენთ სწორ გზას. არა, მოდით
თითოეულმა თავისი ვარაუდით იმუშაოს. განვაგრძოთ ჩვენი საუბა-
რი... რა იყო შავ წიგნაკში:
-RT 362. ექიმი ჰარლი-სტრიტი, - წაიკითხა ფურნიემ. - ვინ იცის,
ეს იქნებ ექიმ ბრაიანტის გასაღებია და მეტი არაფერი, მაგრამ ამ აზ-
რის უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შვიძლება.
-MT 24. სიძველეთა გაყალბება. - წაიკითხა ფურნიემ- არაბუნებ-
რივია, მაგრამ შეიძლება, დიუპონებს მივუყენოთ. პირადად, მე ძნე-
ლად თუ დავიჯერებ ამას. მუსიე დიუპონი მსოფლიო მნიშვნელობის
არქეოლოგია. საეჭვო რეპუტაცია გამორიცხულია.
- რაც მეტად უმსუბუქებს საქმეს, - თქვა პუარომ, -წარმოიდგი-
ნეთ, ჩემო ძვირფასო ფურნიე, რა წმინდა რეპუტაცია ჰქონდათ, რა
ამაღლებული გრძნობები, რა აღტაცების მომგვრელი ცხოვრება
ყალბი ფულის მჭრელების უმრავლესობას, ვიდრე ისინი არ გამოა-
აშკარავეს! მაღალი რეპუტაცია- ეს უპირველესი საჭიროებაა თაღ-
ლითებისთვის·საინტერესო აზრია, მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ
ჩვენს სიას.
- XYB 724. ეს ნომერი ძალიან გაუგებარია, რას ნიშნავდეს სიტ-
ყვები: ,,გატაცება ინგლ.“

92
- ჰო, რაღაც ბუნდოვანია, – დაეთანხმა პუარო. ვინ გაიტაცა?
რწმუნებულმა? ვექილმა? ბანკის მოხელემ? ნამდვილად იმ პირმა,
ვისაც კომერციულ ფირმასთან რაიმე ურთიერთობა ჰქონდა. არა
მგონია, ეს იყოს მწერალი, დანტისტი ან მისტერ ჯეიმს რაიდერი -
თვითმფრინავში კომერციული დაწესებულების ერთადერთი წარ-
მომადგენელი იყო. მას შეეძლო, გაეტაცებინა ფული, შემდეგ კი ჟი-
ზელისგან სესხი აეღო, რათა ნაქურდალი დაეფარა, რათა სასჯელს
ასცდენოდა· აი, ბოლო ჩანაწერი ,,GF 45. მკვლელობის ცდა“. ეს
მოქმედების სფეროს, გვიფართოებს. მწერალი, დანტისტი, ექიმი,
საქმოსანი, სტიუარდი, პარიკმახერის თანაშემწე - ყოველი მათგანი
შეიძლბა იყოს „GF 45.“ ეროვნების გამო დიუპონები თავისთავად
გამორიცხულები არიან,
პუარომ ოფიციანტი მოიხმო და ანგარიში მოსთხოვა·
- ახლა საით, ჩემო მეგობარო? - ჰკითხა მან ფურნიეს.
- სამძებრო პოლიციაში, ჩემთვის ახალი რამე ექნებათ.
-კეთილი. მეც წამოგყვებით, შემდეგ კი ჩემი გეგმის მიხედვით,
რაღაც მინდა გავაკეთო და იმედი მაქვს, დამეხმარებით.
სამძებრო პოლიციაში, ვიდრე ფურნიე გასული იყო, პუარომ დე-
ტექტიური განყოფილების შეფთან ნაცნობობა განაახლა. მას ადრეც
შეხვედრია საქმეებთან დაკავშირებით. მუსიე ჟილი მეტად თავაზია-
ნი და გულღია კაცი გახლდათ.
-ძალიან გამეხარდა, ამ საქმემ რომ დაგაინტერესათ, მუსიე პუ-
არო.
-გეუბნებით, მუსიე ჟილ, რომ ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა.
ნამდვილად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, მეთანხმებით? აბა
წარმოიდგინეთ, იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ერკიულ პუ-
აროს ეძინა!
მუსიე ჟილმა თავი გააქნია.
- ოჰ, ეს თვითმფრინავები! მაინც ავდარში სულ არ არიან
საიმედონი· ერთი-ორჯერ მეც გვარიანი უსიამოვნება შემემთხვა···
- გეგონებათ, მთელი ჯარი შეესიაო კუჭს, მაინც როგორ მოქმე-
დებს ტვინის ხვეულებზე საჭმლის მომნელებელი აპარატი! როცა
93
ზღვის ავადმყოფობა მემართება, მე, ერკიულ პუარო, ნაცრისფერი
უჯრედების გარეშე არსებად ვიქცევი, საშუალოზე დაბალი ინტე-
ლექტის ადამიანად· სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია! ოჰ, აი, ჩვენი კე-
თილი ფურნიეც. როგორც გამჩნევთ, რაღაც ახალი ამბავი გაგიგი-
ათ?
ჩვეულებრივ მელანქოლიური ფურნიე ახლა აღგზნებული და
სულსწრაფი ჩანდა.
- არ შემცდარხართ. ძველი ნივთებით მოვაჭრე ბერძენმა ზერო-
პულოსმა პოლიციას სასროლი ისრებისა და ლულების გაყიდვის
თაობაზე რაღაც-რაღაცები უამბო. ეს ყოფილა მკვლელობამდე სამი
დღით ადრე. მე ვფიქრობ, მუსიე ჟილ, და ფურნიემ მოწიწებით და-
უკრა თავი შეფს, - ახლავე დაწვრილებით დავკითხოთ ეს კაცი.
- რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით, - ნება დართო ჟილმა. მუსიე
პუაროც გამოგყვებათ?
- თუ თქვენი ნებაც იქნება, - მაშინ წამოდგა პუარო, ეს ძალზე სა-
ინტერესოა.
მუსიე ზეროპულოსის, ცნობილი ანტიკვარის სავაჭრო სალონი
სენტ-ონორეს ქუჩაზე მდებარეობდა. სალონი მუზეუმს უფრო მოგა-
გონებდათ, ვიდრე სავაჭრო დაწესებულებას· რას არ ნახავდით იქ:
სიცილიურ ჭურჭელს, სპარსულ სამეთუნეო და ლურისტანული
ბრინჯაოს ნაკეთობებს, ხელმისაწვდომ ფასებში ინდუსურ ნაირ-ნა-
ირ ძვირფასელუობას, სხვადასხვა ქვეყნის აბრეშუმის ძაფის გორ-
გლებსა და ნაქარგებს. აუარება იაფფასიანი მძივი და ეგვიპტური
სამშვენისები თაროებზე აღარ ეტეოდა. ამ სავაჭროში შეგეძლოთ
ნახევარმილიონიან ნივთში მილიონი გადაგეხადათ, ანდა ხუთ სან-
ტიმიანში -ათასი მიგეცათ. სავაჭროს მუდმივი ფინანსური მხარდა-
ჭერა ჰქონდა ამერიკელი ტურისტებისა და გათვითცნობიერებული
დამთვალიერებლებისგან.
მუსიე ზეროპულოსი საშუალო ტანის, მკვრივი აგებულების კაცი
იყო. დიდრონი შუქიანი თვალები ჰქონდა. მოსულებს ცოცხლად, ხა-
ლისიანად და დაწვრილებით უხსნიდა ყველაფერს.

94
-პოლიციიღან არიან ჯენტლმენები?- ოჰ, ძალიან სასიამოვნოა.
დიახ, მან გაყიდა სამხრეთამერიკული იშვიათი ნივთები - სასროლი
ლულა და ისრები...
- იცით რა, ჯენტლმენებო, მე ყველაფერს ცოტ-ცოტას ვყიდი. სპე-
ციალიზაციაც მაქვს - ეს სპარსეთია. მუსიე დიუპონი ყოველთვის მო-
დის ჩემი კოლექციის დასათვალიერებლად და ახალი ნივთების შე-
საფასებლად - რამდენად ნამდვილიაო ზოგიერთი საეჭვო ნივთი. რა
კაცია! რა მცოდნე! რა თვალი აქვს, რა ალღო! მაგრამ მე საქმიდან
გადავუხვიე. ერთი კოლექცია მაქვს, რომელიც ყველა მცოდნის-
თვის ცნობილია! კიდევ მაქვს, გულწრფელად რომ გითხრათ, ხა-
რახურაც ბევრი მაქვს, უცხოური ნაყარნუყარი: ინდოეთის, იაპონი-
ის, ბორნეოსა და სამხრეთის ქეეყნებიდან. ამ ნივთებს ჩვეულებრივ,
მყარ ფასს არ ვადებ. თუ ვინმე დაინტერესდება, ფასს მაშინ ვსაზღე-
რავ. შევაჭრების მერე ხშირად ნახევარს ვიღებ ხოლმე. მაინც მოგე-
ბული ვარ,ნივთებს, ჩვეულებრივ, მეზღვაურებისგან ვიძენ იაფად...
მუსიე ზეროპულოსი შეჩერდა, სული მოითქვა და ყურადღებით
ნასიამოვნებმა, განაგრძო:
- ლულა და ისრები კარგა ხანს მეწყო, ასე, ორი წელი მაინც,იმ
ლანგარზე იდო ფურღულთან, წითელკანიანების თავის მორთულო-
ბასთან, ხის კერპებსა და მძივებთან ერთად. მაგ ნივთებს ყურადღე-
ბას არავინ აქცეედა. ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც ამერიკელი მოვიდა
და მკითხა, ეგ რა არისო.
- ამერიკელი? - ფრთხილად იკითხა ფურნიემ
- დიახ, ამერიკელი, ნამდვილი ამერიკელი. არცთუ საუკეთესო
წარმომადგენელი. უბრალოდ, ერთი მათგანი, წესიერად ვერაფერ-
ში რომ ვერ ერკვევიან და არაფერს დაზოგავენ, ოღონდ შინ ეგზოტ-
იკური ნივთი მიიტანონ. სწორედ ამნაირი ტიპი იყო, თავს ბედნიე-
რაღ ჩათვლიდა, თუ ეგვიპტურ მძივს ან სხვა რაიმე უბრალო ნივთს
შეიძენდა. ჰოდა, მეც უმალ ვიყნოსე... მოვუყევი ზოგიერთი ტომის
ზნე-ჩვეულებებზე, სასიკვდილო შხამებზე, რომლებსაც ისინი ხმა-
რობენ. თან ავუხსენი, რა იშვიათობა იყო ასეთი ნივთები. ამერი-

95
კელმა ფასი მკითხა. მეც დავუსახელე. ეს იყო ნამდვილი „ამერიკუ-
ლი“ ფასი. მართალია,ძველებურად მაღალი არა, მაგრამ მაინც. რას
ბრძანებთ, ახლა იქ დეპრესიაა! ვიფიქრე, შემევაჭრება-მეთქი, მაგ-
რამ წარმოიდგინეთ, მაშინვე დამთანხმდა. მე გაოცებისგან გავშეშ-
დი. შევწუხდი, რატომ ორჯერ მეტი არ ვუთხარი-მეთქი. ლულა და ის-
რები პაკეტით გადავეცი და ისიც თავის გზას გაუყვა. აი, სულ ეს
არის, რისი თქმაც შემიძლია. როცა გაზეთში უცნაურ მკვლელობაზე
წავიკითხე, შევძრწუნდი, ავდექი და მაშინვე პოლიციას შევატყობი-
ნე! ეს ჩემი ვალია, მუსიე!
– მუსიე ზეროპულო, თქვენგან დავალებული ვართ, - ზრდილო-
ბიანად უთხრა ფურნიემ. – ლულისა და ისრების ცნობა შეგიძლიათ?
ამჟამად ეს ნივთები ლონდონშია. როგორც კი საშუალება მოგვეცე-
მა, მაშინვე გამოგიგზავნით.
- ლულა აი, ამ სიგრძე იყო, - მუსიე ზეროპულოსმა ხელისგულით
გადაზომა საწერი მაგიდა, - და, აი, ჩემი. ავტოკალმის სისქე· ლულა
ღია ფერის იყო, თან ეტიკეტი ჰქონდა. ისარი ოთხი ცალი იყო, შხა-
მიანი და თითქმის უფერული, წვეტებიანი, ბოლოში ბღუჯად ჰქონდა
წითელი აბრეშუმის ძაფი.
- წითელი აბრეშუმის? - ენერგიულად დააზუსტა პუარომ.
- დიახ, მუსიე, ბაცი ალუბლისფერი.
-საინტერესოა, - ნელა წარმოთქვა ფურნიემ - თქვენ დარწმუნე-
ბული ხართ, რომ არც ერთი ისარი არ ყოფილა შავი და ყვითელაბ-
რეშუმიანი?
- შავი და ყვითელი?-არა, მუსიე- გააქნია თავი გამყიდველმა.
ფურნიემ პუაროს გადახედა. ამ უკანასკნელს სახეზე ღიმილი
უთამაშებდა, რაც კმაყოფილების ნიშანი იყო. ფურნიეს გაუკვირდა,
ნეტა რას იღიმებაო? ზეროპულოსი ტყუოდა თუ სხვა მიზეზი იყო?
ფურნიემ დაეჭვებით იკითხა:
- ვინ იცის, თქვენს ლულებსა და ისრებს ამ საქმესთან იქნებ არა-
ნაირი კავშირი არ აქვთ. ორმოცდაათიდან ერთი შანსიასია მხო-
ლოდ, მაგრამ ასეა თუ ისე, იმ ამერიკელის დაწვრილებით აღწერა
მაინც საინტერესოა.
96
ზეროპულოსმა ხელები გაშალა.
- რა გითხრათ, უბრალოდ ამერიკელი იყო და მეტი არაფერი:
დუდღუნით ლაპარაკობდა. ფრანგულის ინჩიბინჩი არ იცოდა, კევს
ღეჭავდა, კუს ნიჟარისჩარჩოიანი სათვალე ეკეთა. მაღალი ტანის
იყო, საშუალო ასაკის, თავზე შლაპა ეხურა. ჩემთან ყოველდღე და-
დიან ასეთი ამერიკელები! მოდიან, მიდიან... განსაკუთრებით
არაფრით გამოირჩეოდა...
ფურნიემ ანტიკვარს მთელი დასტა სურათები უჩვენა, მაგრამ
„პრომეთეოსის" მგზავრთაგან ზეროპულოსმა ვერავინ შეიცნო.
- შეიძლება. - დაეთანხმა პუარო.-მაგრამ არა მგონია. შეამჩნი-
ეთ, ყველა საქონელზე, ეტიკეტია ფასით, ყველა ეტიკეტი ერთნა-
ირია... ზეროპულოსის მონაყოლში და მის შენიშვნებში ორი საინტე-
რესო მომენტია... ახლა, ჩემო კარგო, რადგან ორივენი ერთ „ბატს“
დავდევთ, სიამოვნება მომანიჭეთ, მეორესაც გამოვეკიდოთ!
- სად?
- კაპუცინების ბულვარზე.
- მოიცათ, იქ ხომ....
- „იუნივერსალ ეირლაინზ კომპანის“ კანტორაა.
- დიახ, იქ ხომ ჩვენმა ბიჭებმა უკვე დაკითხეს. არავის არაფერი
საინტერესო არ უთქვამს.
პუარომ გულკეთილად გაიღიმა და მეგობარს მხარზე ხელი
დაარტყა.
- აი, რა გითხრათ, ფურნიე, მიმაჩნია, რომ პასუხი ყოველთვის შე-
კითხვაზეა დამოკიდებული. თქვენ კი არ იცით, რა კითხვები დაუს-
ვათ.
„ეირლაინზ კომპანის“ კანტორა მეტად სადა იყო. მოხდენილად
ჩაცმული შავგვრემანი მამაკაცი ხის პრიალა მაგიდასთან იდგა. და-
ახლოებით თხუთმეტი წლის ყმაწვილი საბეჭდ მანქანას მისჯდომო-
და. ფურნიემ შესვლისას წიგნაკი წარადგინა. მამაკაცმა თავისი გვა-
რი დაუსახელა – ჟიულ პერო და თან დასძინა, რომ მზად არის, პო-
ლიციას ემსახუროს.
ყმაწვილი იქაურობას მოაცილეს.
97
- ჩვენი საუბრის თემა სრულიად საიდუმლოა, - აუხსნა პუარომ.
კლერკი ჟიულ პერო აღგზნებული გამოიყურებოდა.
- გისმენთ, მუსიე, რით შემიძლია გემსახუროთ?
- ჩვენ ქალბატონი ჟიზელის მკვლელობის თაობაზე ვართ მოსუ-
ლი, - დაიწყო პუარომ. - როდის შეუკვეთა ქალბატონმა ადგილი?
- მე მგონი, პოლიციამ ყველაფერი გაარკვია. მან ბილეთი ტელე-
ფონით შეუკვეთა. ეს იყო ჩვიდმეტ რიცხვში.
- მეორე დღის თორმეტსაათიან რეისზე?
- დიახ, მუსიე.
- მაგრამ მისი მოახლის სიტყვებით, ქალბატონმა თორმეტ სა-
ათიანზე კი არ შეუკვეთა,არამედ დილის 8:45-ზე.
- არა, არა, აი, ეს როგორ იყო. ქალბატონის მოახლემ გვთხოვა
8:45, მაგრამ ამ რეისზე ბილეთები აღარ იყო. ჩვენც თორმეტიანზე
შევთავაზეთ ბილეთები.
-გასაგებია... თან საინტერესო.
მოხელემ კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო პუაროს.
- ერთი ჩემი მეგობარი ინგლისში უნდა გაფრენილიყო
გადაუდებელ საქმეზე და დილის 8:45 რეისით იფრინა,მითხრა, ნა-
ხევარი თვითმფრინავი ცარიელი იყოო.
მუსიე ჟიულ პერომ რაღაც ქაღალდები გადაფურცლა და ცხვირი
შიგ ჩაყო.
- იქნებ თქვენი მეგობარი შეცდა? შესაძლოა, ერთი დღით ადრე
ან ერთი დღით გვიან იყო ეს...
- სრულიადაც არა. ეს იყო მკვლელობის დღეს. მეგობარმა მით-
ხრა, ამ რეისზე რომ არ მემგზავრა, მეც ”პრომეთეოსზე“ მოვხვდე-
ბოდიო.
- საინტერესოა. ზოგჯერ მართალა ხდება, რომ მგზავრი იგვია-
ნებს და თვითმფრინავში ადგილი რჩება. გარდა ამისა,შეცდომებიც
ხდება. მე ლე ბურჟეს დავუკავშირდები. ისინი ყოველთვის როდი მუ-
შაობენ წესიერად.

98
მოხელე ჟიულ პერო ერკიულ პუაროს დაჟინებულმა მზერამ შე-
აშფოთა. მოხელე გაჩუმდა. და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწ-
ყო. შუბლზე ოფლმა გამოჟონა.
- ორი სავარაუდო ახსნაა,-თქვა პუარომ და პეროს მიაშტერდა.
მაგრამ ჩემი აზრით, ჯობია სიმართლე აღიაროთ. ორივე ყალბია, მე
მგონი.
- სიმართლე? არ მესმის, მუსიე···
– აბა, აბა, ეგენი არ იყოს, მშვენივრად მოგეხსენებათ
ყველაფერი, საქმე მკვლელობას ეხება! მკვლელობა მუსიე პერო თუ
შეიძლება, დაიმახსოვრეთ ეს. ისეთი რამე არ დამალოთ, რაც
გამოძიებისათვის მნიშვნელოვანია, ამას, თქვენდა საზიანოდ,
შეიძლება, სერიოზული შეცდომა მოჰყვეს, პოლიცია სათანადო
ზომებს მიიღებს.
ჟიულ პერო დამფრთხალი და პირდაღებული მისჩერებოდა მო-
საუბრეს. ხელები აშკარად უკანკალებდა.
- აბა!-ბრძანებით მიმართა პუარომ, - ზუსტი ინფორმცია გვინდა.
რამდენი გადაგიხადეს და ვინ?
- დანაშაულის ჩადენა არც მიფიქრია, არასოდეს,...
- ვინ და რამდენი?
- ხუთი ათასი ფრანკი. ადრე ის კაცი არასოდეს მინახავს- ვაიმე,
ეს ამბავი დამღუპავს·
- თუ არაფერს იტყვით, დაგღუპავვთ, აბა, დაიწყეთ, ძირითადი
ჩვენთვის ცნობილია. თქვენ გვითხარით, როგორ იყო.
ჟიულ პერომ ნაწყვეტ-ნაწყვეტად , არეულ-დარეულად, სხაპას-
ხუპით დაიწყო:
-ცუდი არაფერი გამივლია გულში გეფიცებით, არ მინდოდა. ვი-
ღაც კაცი მოვიდა და მითხრა, ხვალ ინგლისში მივფრინავო. ქალბა-
ტონ ჟიზელს სესხის თაობაზე უნდა მოველაპარაკო ღა მასთან შეხ-
ვედრა მინდოდაო. საქმისთვის ასე აჯობებსო, მე დამავალა, ქალბა-
ტონისთვის მეთქვა, რომ დილის რეისზე ბილეთები გაყიდული იყო
და I2 საათისთვის ,,პრომეთეოსში“ 2 -ე ადგილი შემეთავზებინა.

99
სინდისს გეფიცებით,ამაში არაფერი საეჭვო არ დამინახავს. ვიფიქ-
რე, რა მნიშვნელობა აქვს-მეთქი. საერთოდ ამერიკელები ასეთები
არიან, თავის საქმეს ყოველნაირი საშუალებით აკეთებენ.
- ამერიკელები? - დაინტერესდა ფურნიე.
- დიახ, მუსიე, ის ამერიკელი იყო.
- აბა, ამიწერეთ.
- მაღალი, ცოტა მოხრილი, საფეთქლებზე ოდნავ ჭაღარა ჰქონ-
და, პატარა თხისებრი წვერი და რქის ჩარჩოიანი სათვალე ეკეთა.
- თავისთვის არ შეუკვეთა ბილეთი?
- როგორ არა, მუსიე, 1 ადგილი, ქალბატონ ჟიზელის გვერდით.
- შეკვეთა რა გვარზე იყო?
- საილას... საილას ჰარპერზე.
პუარომ თავი გააქნია.
-ამ გვარის მგზავრი იმ დღეს არავინ ყოფილა და არც პირველ
ადგილას მჯდარა ვინმე.
- ჩვენი საბუთებიდან მეც ასე ვიცი, რომ თვითმფრინავში ასეთი
გვარის არავინ ყოფილა. ამიტომაც საჭიროდ არ ჩავთვალე მისი აღ-
ნიშვნა. შეიძლება ის კაცი რატომღაც არ გაფრინდა ამ რეისით..
ფურნიემ ცივად შეხედა მოხელეს.
- თქვენ პოლიციას დაუმალეთ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმა-
ცია, - მკაცრად უთხრა მან. – ეს მეტად სერიოზული ფაქტია.
ფურნიე და პუარო კანტორიდან გამოვიდნენ, სადაც დამფრთხა-
ლი ჟიულ პერო დატოვეს.
ტროტუარზე ფურნიემ შლაპა მოიხადა და ცერემონიულად დაუკ-
რა თავი.
- მომილოცავს, მუსიე პუარო. მაინც რანაირად მიხვდით, რამ მი-
გიყვანათ ამ აზრამდე, საინტერესოა?
- ორმა ფრაზამ: ამ დილას თვითმფრინავში ვიღაცამ თქვა,
მკვლელობის დღეს ჩვენი თვითმფრინავი თითქმის ცარიელი იყოო.
მეორე ფრაზა ელიზამ წარმოთქვა, „ეირლაისს კომპანის“ კანტორა-
ში დავრეკე და დილის რეისზე ადგილები აღარ იყოო. ეს ორი ფრაზა
ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. გავიხსენე, რომ ,,პრომეთეოსის“
100
სტიუარდმა აღნიშნა, წინათ ქალბატონი ჟიზელი რამდენჯერმე მინა-
ხავს, დილის რეისზე რომ მგზავრობდაო. ამ რეისს ჟიზელი ან შეჩ-
ვეული იყო, ან მისთვის უფრო მოხერხებული იყო. მაგრამ საქმე
ისაა, ვიღაცას უნდოდა, ქალბატონს 12-საათიანი რეისით ემგზავრა.
ის პიროვნება თვითონაც „პრომეთეოსით“ მიფრინავდა· რატომ უთ-
ხრა მოხელემ ელიზას, ბილეთები აღარ არისო? შემთხვევით, თუ
განზრახ? მე ვივარაუდე, რომ ეს იყო განზრახ. როგორც ხედავთ,
არც შევმცდარვარ.
- ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო იხლართება საქმე!- წამო-
იძახა ფურნიემ. - ჯერ თითქოს ქალის კვალს წავაწყდით, ახლა მამა-
კაცი გამოჩნდა, ამერიკელი... - ის გაოგნებული მიაჩერდა პუაროს.
მან თავი დაუქნია.
-დიახ, ჩემო მეგობარო, - უთხრა პუარომ. - პარიზში ისე ადვილია
თავის ამერიკელად გასაღება: დუდღუნა ხმა, კევი, თხისებრი წვერი,
რქის ჩარჩოიანი სათვალე და ამერიკელიც მზად არის!
პუარომ ჯიბიდან ამოიღო sketch-ის ჟურნალიდან ამოგლეჯილი
მაღალი წრის საზოგადოების ქრონიკის ფურცელი.
- რას ათვალიერებთ? - დაინტერესდა ფურნიე.
-გრაფინიას ვათვალიერებ საბანაო კოსტიუმში.
- თქვენ მაინც გგონიათ... არა, არა, ის ისეთი მშვენიერია, ისეთი
ნაზი, რომ არ შეიძლებოდა ის მოხრილ ამერიკელად ქცეულიყო!
თუმცა ლედი ერთ დროს მსახიობობდა... მაგრამ ამგვარი როლის
შესრულება? არა, შეუძლებელია! ჩემო მეგობარო, ასეთი ვერსია არ
გამოდგება...
- მე როდის ვამტკიცებ გამოდგება-მეთქი, - ღიმილით მიუგო პუ-
არომ და გაჩუმდა. ის გულმოდგინედ ათვალიერებდა ჟურნალიდან
ამოგლეჯილი მაღალი საზოგადოების ქრონიკის ფურცელს. ·

101
მეთორმერტე თავი

ჰორბარის მამულში

ლორდი ჰორბარი დაბნეული იდგა ბუფეტის წინ და მაღალი თხე-


ლი ჭიქით რაღაცას სვამდა („თირკმლებს ვუმას-
პინძლდებიო,“იცოდა ხოლმე თქმა) კერპი შესახედაობის სტივენ
ჰორბარი ბუნებით საკმაოდ ლოიაური იყო. ოცდაშვიდი წლისაზე მე-
ტის არ იქნებოდა. გულკეთილსა და ოდნავ პედანტს ვიწრო შუბლი
და წამოწეული ნიკაპი ჰქონდა, გამოხედვაში დიდ გონიერებას ვერ
შეამჩნევდით. სუფთა ჰაერზე თამაშს მიჩვეული კაჟივით მაგარი,
ჯანმრთელი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა·
სენდვიჩიანი თეფში ახლოს მიიწია და ჭამა დააპირა შემდეგ გა-
ზეთი გაშალა, მაგრამ მყისვე მოიღუშა და განზე გადადო. თეფშს ხე-
ლი ჰკრა, ყავა მოსვა. ცოტა ხანს ყოყმანობდა, მერე თავი გააქნია,
სასადილო ოთახიდან გავიდა, ჰოლი გადაჭრა, მაღლა ავიდა და
კარზე დააკაკუნა. ოთახიდან მაღალი წკრიალა ხმა მოისმა:
- მობრძანდით!
ლორდი ჰორბარი ფართო საწოლ ოთახში შევიდა. სამხრეთის-
კენ მიქცეული ფანჯრები უფრო ნათელსა და მხიარულს ხდიდა იქაუ-
რობას. სისელი ჰორბარი ჯერ ისევ ისვენებდა. ახალგაზრდა ქალი
მშვენიერი სანახავი იყო - ძალზე შვენოდა ოქროსფერი თმა და ჰა-
ეროვანი ვარდისფერი პენუარი. „ელისაბედისეული“ უზარმაზარი
საწოლის გვერდით, მაგიდაზე ლანგრით ეწყო საუზმის ნარჩენი:
ფორთოხლის წვენი და ფინჯანი ყავა. ლედი ჰორბარი წერილებს
ხსნიდა. მოახლე ფეხაკრეფით მიმოდიოდა ოთახში.

102
ამ სილამაზის დანახვისას ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა
ცდუნებას. მაგრამ ლორდ ჰორბარიზე ამ მომაჯადოებელი სილამა-
ზის ქალმა არავითარი შთაბეჭდილება არ მოახდინა.
სისელის მშვენიერებამ სამი წლის წინ ყმაწვილ კაცს თავბრუ და-
ახვია. ჰორბარის გაგიჟებით შეუყვარდა სისელი, მაგრამ ყველა-
ფერმა გაიარა. მაშინ გონდაკარგული იყო. ახლა კი თავის ჭკუაზე
ბრძანდებოდა.
ლედი ჰორბარი ოდნ·ავ გაკვირვებული იყო.
-რა მოხდა, სტივენ?
- პირისპირ მინდა, მოგელაპარაკოთ, – უთხრა მრვალმნიშვნე-
ლოვნად·
- მადლენ, -მიმართა ლედი ჰორბარიმ მოახლეს, -თავი დაანებე,
მერე იყოს.
- კარგით მილედი, – ჩაიბურტყუნა ფრანგმა გოგონამ.შემდეგ
სწრაფი, ცნობისმოყვარე მზერა ესროლა ლორდ ჰორბარის და
ოთახიდან გავიდა.
ლორდ ჰორბარიმ ცოტა შეიცაღა, ვიდრე გოგონა კარს მიხურავ-
და და მერე ცოლს მიუბრუნდა:
- სისელი, შენი აქ ჩამოსვლის მიზეზი ზუსტად მინდა, ვიცოდე.
მითხარი, რა იმალება ამის უკან? აკი გადავწყვიტეთ, ერთ ჭერქვეშ
აღარ გვეცხოვრა. შენ ისურვე ქალაქის სახლი და უზრუნველყოფა.
მიიღე კიდეც ყველაფერი და შეგიძლია იცხოვრო ისე, როგორც მო-
გესურვება. ახლა, რას მივაწერო შენი მოულოდნელი დაბრუნება?
ლედი ჰორბარი აღშფოთდა:
- ღმერთო ჩემო, როგორ მეზიზღები! შენისთანა სულმდაბალი
კაცი ამქვეყნად მეორე არ მოიძებნება.
- სულმდაბალი, არა? -სულმდაბალიო, ამბობ იმ დროს, როცა შე-
ნი უაზრო ექსტრავაგანტურობით ჰორბარის ნაკრძალი დაგირავე-
ბულია!
- ჰორბარი! ჰორბარი! ეგ არის ყველაფერი, რაზედაც შენ ზრუნავ!
ცხენები, ნადირობა, სროლა, მოთრიმლული ტყავები, აუტანელი,

103
მოსაწყენი ბებერი ფერმერები... მითხარი, რა ცხოვრებაა ეს ქალის-
თვის!
- რას იზამ, ზოგიერთი ქალი ამით ტკბება.
- რასაკვირველია, ვენეტია კერისთანები! ის თვითონაც ნახევ-
რად ცხენია!
ლორდი ჰორბარი ფანჯარასთან მივიდა.
- ახლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი. მე შენ შეგირთე ცოლად.
- და შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებ,
- სარკასტულად შენიშნა სისელიმ. მისი სიცილი ბოროტად და
საზეიმოდ ჟღერდა - ვიცი, ჩემი თავიდან მოშორება გინდა, მაგრამ
ვერ მოგიხერხებია.
-რა საჭიროა ასეთი სცენები?
-რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოძველდა, ჩემი მეგობრები
ლამის გიჟდებიან, როცა შენს სულელურ მონაჩმახებს ვუყვები
ხოლმე.
-იქნებ ჩვენი საუბრის თემას დავბრუნებოდით - რა არის შენი აქ
ჩამოსვლის მიზეზი?
მაგრამ მეუღლემ არ შეცვალა საუბრის თემა:
– შენ განაცხადე, რომ ჩემი ვალების გასტუმრება არ გსურს, გა-
ნა ეს ჯენტლმენის პასუხია?
- ამის გამო სინანულს გამოვთქვამ, მე გაგაფრთხილე, თუ გახ-
სოეს. შენი ვალები ორჯერ გადავიხადე, მაგრამ ყველაფერს თავისი
საზღვარი აქვს. ამ აზარტული თამაშების თავდავიწყებით გატაცებუ-
ლი ხარ,.. მოკლედ, რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი! ახლა მაინტერე-
სებს, რამ გაიძულა ჰორბარიში ჩამოსვლა? აკი ჰორბარი საშინლად
გეზიზღებოდა და მობეზრებული გქონდა აქაურობა?
სისელის სახე მოეღრუბლა.
- მე ვიფიქრე უკეთესი იქნებოდა.. ახლა...
- უკეთესი იქნებოდა..- ფიქრიანად გაიმეორა ჰორბარიმ. მერე
მკვახედ ჰკითხა: - ერთი ეს მითხარი, იმ ბებერ ფრანგ მევახშე ქალს
ფული ესესხე?
- ვის?! არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობ?
104
-მშვენივრად იცი, ვისზეც ვლაპარაკობ. იმ ქალზე, პარიზიდან
გამოსულ თვითმფრინავში რომ მოკლეს, სწორედ იმ თვითმფრინა-
ვში, რომელშიც შენ იჯექი· გამოართვი ფული თუ არა! თუ ისესხე,
გირჩევნია, მითხრა. გახსოვდეს, გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა.
ამბობენ, რომ მკვლელობა ჩაიდინა უცხო პირმა თუ პირებმა. ორივე
ქვეყნის პოლიცია გამალებით მუშაობს· დროის ამბავია, თორემ სი-
მართლეს ძირისძირობამდე გამოირკვევენ. იმ ქალს თავისი საქმეე-
ბის ჩანაწერები ექნება დატოვებული, შენს კავშირს იმ ქალთან გა-
იგებენ და მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ამ საკითხზე რომელიმე ვე-
ქილს უნდა მოველაპარაკოთ. ჩვენი იურისტები იყვნენ ვექილები
„უილბრამ და კ,“ რომლებიც ჰორბარის საგვარეულო საქმეებს გა-
ნაგებდნენ თაობიდან თაობამდე.
- იმ დაწყევლილ სასამართლოზე აკი ჩვენება მივეცი დაკიდეც
განვაცხადე, ამ ქალის შესახებ არაფერი არ ვიცი-მეთქი.
- არა მგონია, რომ ეს სარწმუნოდ ჟღერდეს, - ცივად მიუგო სტი-
ვენმა. ჟიზელთან თუ ოდესმე საქმე გქონია, პოლიცია გამოქექავს.
გაბრაზებული სისელი საწოლზე წამოჯდა.
- იქნებ გგონია, რომ ის ქალი მე მოვკალი! თვითმფრინავის შუ-
აგულში ვიდექი და მოწამლულ ისრებს ვისროდი! ხომ არ შეიშალე!
- ჰო, ეს დაუჯერებლად მიმაჩნია. დაეთანხმა სტივენი.- მაგრამ
მინდა, რომ შენი მდგომარეობა შეიგნო.
- რა მდგომარეობა? არავითარი მდგომარეობა მე არა მაქვს. ჩე-
მი არც ერთი სიტყვის არ გჯერა. პირდაპირ საზიზღრობაა. მაგრამ
საინტერესოა, ჩემი გულისთვის ასე რად ღელავ? თითქოს ძალზე
მიფრთხილდები, რომ არაფერი დამემართოს.ვიცი, აღარ გიყვარ-
ვარ, გეჯავრები· ხვალვე რომ ფეხები გავჭიმო, გაგეხარდება. თავს
რაღად იკატუნებ?
- მეტისმეტად აჭარბებ. მე ჩემი გვარის ღირსებას ვუფრთხილდე-
ბი. შენი აზრით, ეს შესაძლოა მოძველებული და გადაჭარბებული
მგრძნობიარობაა, შენ გეზიზღება ეს, მაგრამ სინამდვილეში
სწორედ ასეა საქმე.

105
სტივენი ერთბაშად შეტრიალდა ქუსლებზე და ოთახიდან
გავიდა.
ჰორბარის საფეთქლებში ჩაქუჩებივით ურტყამდა.აზრები ერ-
თმანეთში ერეოდა. „აღარ მიყვარს? მძულს? მართლა რომ მომ-
კვდარიყო, გამეხარდებოდა? ოჰ, ღმერთო ჩემო, ის მართალია. ცი-
ხიდან გათავისუფლებული პატიმარივითვ გრძნობდი თავს. რა უც-
ნაური და აუტანელი რამაა ეს ცხოვრება! როდესაც პირველად ის
კაბარე do it now-ში ვნახე, მშვენიერი ბავშვი იყო, ღია ფერის თმი-
ანი, ნორჩი!.. რა სულელი ვიყავი! მაშინ თავი დავკარგე, კინაღამ
გავგიჟდი, ისეთი მომაჯადოებელი, საყვარელი და ნაზი ჩანდა. სი-
ნამდვილეში კი, ისეთივე ავი, უხეში და უმეცარი იყო, როგორიც ახ-
ლაა... უკვე სილამაზესაც კი ვეღარ ვამჩნევ“.
სტივენმა დაუსტვინა და მალე მასთან სპანიელი გაჩნდა, რომე-
ლიც თავის პატრონს ერთგულებითა და სიყვარულით სავსე თვალე-
ბით შეჰყურებდა.
- ჩემო კეთილო ბებრუხანა ბეტსი- სტიეენმა ალერსიანად გადა-
უსვა ხელი აბურძგვნილთმიან გრძელ ყურებზე. დასრესილი შლაპა
თავზე ჩამოიფხატა და ძაღლთან ერთად სახლიდან გავიდა. მამულ-
ში სეირნობა დაძაბულ ნერვებს უმშვიდებდა. თავის საყვარელ მო-
ნადირე ძაღლს ეალერსებოდა, გზაზე გაესაუბრა გრუმს, მერე ფერ-
მაში შეიხედა, ცოტა ხანს დაყოვნდა, ფერმერის ცოლს გამოელაპა-
რაკა და ვიწრო ბილიკს გაუყვა. ბეტსი ფეხებზე მიელამუნა და უცბად
ვენეტია კერი დაინახა - ქურანზე ამხედრებული სეირნობიდან შინ
ბრუნდებოდა.
ვენეტია საუცხოოდ გამოიყურებოდა, ლორდი ჰორბარი აღ-
ფრთოვანებული შეჰყურებდა ქალს. რაღაც ნაზსა და გაურკვეველ
გრძნობას მოეცვა მისი არსება - თითქოს საიდანღაც, შორეული
მგზავრობიდან ბრუნდებოდა შინ.
- ჰელოუ! - მიესალმე ლორდი ჰორბარი,
- ჰელოუ, სტივენ!
- სად იყავი? ხუთაკრიან მამულში სეირნობდი?
- ჰო, ვსეირნობდი. კარგად დადის, არა?
106
- მშვენივრად. ჩემი ორი წლის ფაშატი არ გინახავს, ჩესლიში
აუქციონზე რომ ვიყიდე?
ერთხანს ცხენებზე ილაპარაკეს. მერე უცბად სტივენმა თქვა: –
იცი, სისელი აქ არის.
- ჰორბარიში?!
ვენეტიას ჩვეულებად არ ჰქონდა გრძნობების გამომჟღავნება,
მაგრამ ამჯერად თავი ვერ შეიკავა და გაკვირვება ვეღარ დამალა·
- ჰო, წუხელ საღამოს დაბრუნდა.
ორივე გაჩუმდა, მერე სტივენმა უთხრა:
- ვენეტია, დაკითხვაზე ხომ იყავი? როგორ... როგორ იყო? პო-
ლიციამ გაარკვია რამე? ალბათ რა უსიამოვნო განცდა გექნებოდა...
– რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიამოვნება არ განმიცდია,
მაგრამ, წარმოიდგინე, არც ისეთი საშინელება იყო. გამომძიებელს
თავი წესიერად ეჭირა და საკმაოდ ზრდილობიანი იყო.
სტივენმა ცოცხალ ღობეს დაბნეულად მოუქნია მათრახი.
- ვენეტია.., შენ... მე მხედველობაში მაქვს... როგორ გგონია, ვინ
ჩაიდინა ეს?
ვენეტია გაჩუმდა, ჩაფიქრდა, რომ უფრო კარგად და ტაქტიანად
გამოსვლოდა ნათქვამი და ოდნავი ჩაცინებით მიუგო:
- ყოველ შემთხვევაში, არც სისელი ყოფილა და არც მე.შეგვიძ-
ლია, თავდებად დავუდგეთ ერთმანეთს.
სტივენსაც გაეცინა.
- მაშ, ყველაფერი რიგზე ყოფილა, - თქვა მან მხიარულად.
სტივენს უნდოდა, ეს საუბარი ხუმრობაში გაეტარებინა, მაგრამ
ხმაში აშკარა შვება დაეტყო. გამოდის, რომ მას ეგონა...
- ვენეტია, დიდი ხანია გიცნობ, არა? - უთხრა სტივენმა.
- ჰო, დიდი ხანია. გახსოვს, ის საძაგელი ცეკვის გაკვეთილები,
ჩვენ რომ დავდიოდით?
- როგორ არ მახსოვს!- ვფიქრობ, შემეძლო შენთვის მეთქვა...
- რა თქმა უნდა, შეგეძლო· ვენეტია ოდნაე შეყოყმანდა და ცი-
ვად განაგრძო: – ალბათ, სისელის შეეხება?

107
- ჰო, მომისმინე, ვენეტია... სისელის რაიმე ურთიერთობა ხომ
არ ჰქონდა იმ ჟიზელთან?
ვენეტიამ პასუხი დააყოვნა.
-არ ვიცი. მე საფრანგეთის სამხრეთში ვიყავი, ლე პინეში, ჭო-
რები არ გამიგია. მაგრამ, გულახდილად რომ გითხრა, არ გამიკ-
ვირდებოდა...
- შენ რა გაქვს შესაშფოთებელი? აკი ცალ-ცალკე ცხოვრობთ? ეს
მისი საქმეა და არა შენი.
-ვიდრე ჩემი ცოლია, მეც მეხება.
- მერე, არ შეგიძლია... ის... განქორწინება? შემთხვევა რომ მოგ-
ცემოდა, გაეყრებოდი?
- თუკი მომეცემოდა, აბა რას ვიზამდი.
ორივენი გაჩუმდნენ. ვენეტიამ გაიფიქრა: „სისელის კატისებური
ბუნება აქვს. ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ის ფრთხილია, ეშმაკი და
ვერაგი, ხმამაღლა კი თქვა:
- რას იზამ...
სტივენმა თავი გააქნია, მერე უთხრა:
- მე რომ თავისუფალი ვყოფილიყავი, გამომყვებოდი?
ვენეტია თავის ფაშატს ყურებს შუა დაჰყურებდა. ამ კითხვას მან
ემოციის გარეშე უპასუხა:
- მგონი, ჰო.
სტივენი! მას დიდი ხანია უყვარდა იგი. ჯერ კიდევ იმ დროიდან,
როცა ისინი ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდნენ,მელიებზე ნადი-
რობდნენ, ჩიტებს ბუდეებს უნგრევდნენ. მაშინ სტივენსაც უყვარდა
ის, მაგრამ ალბათ იმდენად არა, რომ მომღერალ გოგონას, ანგარი-
შიანსა და კატასავით მოქნილს არ დაეპყრო მისი გული ერთბაშად,
უკანმოუხედავად და გაშმაგებით...
- ერთმანეთს ძალიან შევეწყობოდით, - უთხრა სტივენმა. მას წინ
წარმოუდგა მომხიბლავი სურათები: ნადირობა, ჩაი ნამცხვრით, შე-
მოდგომისნამიანი ფოთლების სურნელება... ყველაფერი ის, რაც

108
სისელს არ ესმოდა, ვერ გაიგებდა და ვერც ვერასოდეს გაიზიარებ-
და მასთან ერთად. ეს წარმოსახვა სტივენს მძაფრად დაუდგა თვალ-
წინ. მალე ვენეტიას გულგრილი, მშვიდი ხმა მოესმა:
- რა მოხდა, სტივენ? ამ საქმეს რომ ორივემ მოვკიდოთ ხელი, სი-
სელი იძულებული იქნება განქორწინებაზე დათანხმდეს.
სტივენმა გულისწყრომით გააწყვეტინა:
- ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მაგის ნებას მოგცემდი?
- ჩემთვის სულერთია.
- ჩემთვის კი სულაც არ არის სულერთი, - მტკიცედ უთხრა ქალს.
ვენეტიამ გაიფიქრა: „რა საწყენია, რომ სტივენი ასე უზომოდაა
შეზღუდული საზოგადოების პირობითობით. ისე კი კარგი ყმაწვი-
ლია. სხვანაირი არც მინდოდა, რომ ყოფილიყო“.
- კარგი, სტივენ, მე წავედი, - უთხრა მან და მათრახი ოდნავ შე-
ახო ცხენს. როცა ვენეტია გამოსამშვიდობებლად შემობრუნდა და
ხელი დაუქნია, მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ორივეს თვა-
ლებში გამოკრთა ის გრძნობა, რაც, სიფრთხილის გამო, სიტყვებით
არ იყო თქმული.
მოსახვევში ვენეტიას მოულოღნელად მათრახი გაუვარდა ხე-
ლიდან. ვიღაც შემხვედრი მამაკაცი დაიხარა, აიღო მათრახი და
გადაჭარბებული ზრდილობით მიაწოდა ქალს·
„უცხოელია, – გაიფიქრა ვენეტიამ და თავის დაკვრით მადლობა
გადაუხადა. – თითქოს საღღაც მინახავს“ - იგი საფრანგეთში გატა-
რებული ზაფხულის დღეებს იგონებდა, თან სტივენზე ფიქრობდა,
მხოლოდ შემდე, შინ რომ მივიდა, უცებ გონება გაუნათდა და გაახ-
სენდა: „ეს ხომ ის უცხოელია, რომელმაც თვითმფრინავში ადგილი
დამითმო. დაკითხვის დროს თქვეს, დეტექტივიაო და მაშინვე გაიფ-
იქრა: „ნეტა ჰორბარიში რა უნდა, რა საქმეზე ჩამოვიდა?“

109
მეცამეტე თავი

მუსიე ანტუანთან

დაკითხვის მეორე დღეს ჯეინი გულის კანკალით წავიდა მუსიე


ანტუანთან. პიროვნებას, რომელსაც ყველა ანტუანის სახელით იც-
ნობდა, ნამდვილად აიკ ენდრიუ ლიჩი ერქვა, უცხოელად მის მო-
ნათვლას მხოლოდ ის საფუძველი ჰქონდა,რომ ერთ დროს დედა-
მისს საფრანგეთში ეცხოვრა. იგი ჯეინს პირქუშად შეხვდა. ანტუანს
ბრუტონსტრიტელთა ქუჩური ინგლისურით უყვარდა ლაპარაკი და
ჯეინს ყოველთევის საყვედურობდა, ნამდვილი სულელი ხარო. ნეტა
რა ეშმაკად იმგზავრა იმ დაწყევლილი თვითმფრინავით? ეს რა
იდიოტობა იყო? მისმა ცეტურმა ქცევამ დაწესებულებას ვნება უნდა
მოუტანოს, როცა ანტუანის გაცეცხლებამ უმაღლეს მწვერვალს მი-
აღწია, ჯეინმა შენიშნა, რომ მისი მეგობარი გლედისი თვალს უკრავ-
და.
გლედისი ქერათმიანი, ჰაეროვანი გოგონა იყო, მინაზებული
ხმით იცოდა ლაპარაკი, რომელშიც პროფესიონალურ ზრდილობას
აქსოვდა. ოდნავ ქედმაღლურად ეჭირა თავი. შინაურ გარემოში კი
მისი ხმა მხიარულად ჟღერდა.
- ნუ ღელავ, გენაცვალე, - დაამშვიდა ჯეინი.
ბებერი ძაღლი ღობეზე ზის და ელოდება, საიდან დაბერავს ქარი,
მაგრამ საიდანაც მაგას ჰგონია, იქიდან სულაც არ დაბერავს. სწო-
რედ ეგრეა! ოჰ, რა საწყენია! მოვიდა ჩემი სულთამხუთავი. ეშმაკმა
დასწყევლოს მაგისი თავი! რა თქმა უნდა,როგორც ჩვეულებრიე, ახ-
ლაც დამაწყვეტს ნერვებს, იმედია,თავისი საზიზღარი ძაღლი მაინც
არ მოიყვანა თან!..
მეორე წუთს გლედისი თავის მუდმივ კლიენტს მინაზებული ხმით
ესალმებოდა:

110
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო! რაო, განა თან არ მოგიყვა-
ნიათ თქვენი პატარა ლაქუცა ჩინური მოპსი? როგორ გინდათ, თავი
დაგბანოთ და მუსიე ანრისთვის მოგამზადოთ?
ჯეინი თეჯირს იქით გავიდა, სადაც ინით შეღებილი ქალი სარკე-
ში თავის სახეს აკვირდებოდა და მეგობარს ეუბნებოდა:
-გენაცვალე, მე მგონი, დღეს საშინლად გამოვიყურები...
მისი მეგობარი, რომელიც მოწყენილი ათვალიერებდა sketch-
ის ძველ ნომერს, გულგრილად გამოეპასუხა:
- ვითომ? მგონი, როგორც ყოველთვის, დღესაც ისე გამოიყურე-
ბი.
ჯეინის შესვლისთანავე ქალმა sketch-ის თვალიერება შეწყვიტა და
შემოსულს დაუწყო ყურება. მერე მეგობარს მიუბრუნდა:
- გენაცვალე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის.
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო, – მიესალმა ჯეინი იმ მხიარუ-
ლი სიმკვირცხლით, რომელსაც მისგან მოელოდნენ და რომელიც
მან მექანიკურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეითვისა, -
კარგა ხანია აქ აღარ ყოფილხართ, ალბათ უცხოეთში ისვენებდით?
- ანტიბაში, - მიუგო ინით შეღებილმა ქალმა, რომელიც დაუფა-
რავი ინტერესით შეჰყურებდა ჯეინს.
- რა კარგია! - წამოიძახა ჯეინმა ყალბი აღტაცებით. - თავი დაგ-
ბანოთ და თმა დაგიხვიოთ, თუ შეგიღებოთ?
ქალმა ერთი წუთით ჯეინს თვალი მოსწყვიტა და სარკეში თავის
თავს შეავლო თვალი.
-იქით კვირას შევიღებავ, ღმერთო, რა საძაგლად გამოვიყურები
მეგობარმა უთხრა: -ჯერ ხომ დილაა, აბა, როგორ იქნები.
- ოჰ, - ჩაერია ჯეინი საუბარში- ნუ ჯავრობთ, მუსიე ჟორჟი ისე
გაგალამაზებთ, თქვენს თავს ვეღარ იცნობთ.
-ერთი ეს მითხარით, მიმართა მას თმა შეღებილმა ქალმა- გუშინ
რომ დაკითხვაზე ჩვენება მისცა, ის ქალიშვილი თქვენ ხომ არა
ხართ? თვითმფრინაეში თქვენ იყავით?
- დიახ, ქალბატონო.

111
- უჰ, რა საინტერესოა! აბა, გვიამბეთ, ჩქარა გვიამბეთ ყველაფე-
რი!
ჯეინმაც გადაწყვიტა, ეამბნა.
- რა გითხრათ, ქალბატონო, მართლაც რომ საშინელება იყო...
– დაიწყო მან. თხრობის დროს ბევრ შეკითხვას უპასუხა: როგორ გა-
მოიყურებოდა მოხუცი ქალი? მართალია, რომ „პრომეთეოსში“
ორი დეტექტივი იყო და ჟიზელის მკვლელობას პირდაპირი კავშირი
აქვს საფრანგეთის მთავრობის უთანხმოებასთან? თვითმფრინავში
ლედი ჰორბარიც იყო? მართლა ისე ლამაზია, როგორც ამბობენ?
თვითონ ჯეინი რას ფიქრობს, ვინ არის მკვლელი? ამბობენ, ამ საქ-
მის გახმაურებას არ აპირებენო და ხალხს რაღაცას უმალავენ
„მთავრობის მიზეზის“ გამოო და ა.შ.
იმ დილას ჯეინი ძალიან დაიტანჯა, ყველას აინტერესებდა
,,პრომეთეოსში“ ნამგზავრი ქალის მონაყოლი.მერე თითოეული
კლიენტი ტრაბახობდა: „ჩემი პარიკმახერის ასისტენტი, აი, სწორედ
ის ქალიშვილია..· იცი, ჩემო კარგო, შენს ადგილას არ დავაყოვნებ-
დი და თმის ლამაზს ვარცხნილობს სწორეღ იმას გავაკეთებინებდი.
ჯეინი ჰქვია... ახალგაზრდა, დიდთვალება, ყველაფერს დაწვრილე-
ბით მოგიყვება, თუ კარგად გამოკითხავ...
კვირის ბოლოს ჯეინს ნერვებმა უმტყუნა. ხანდახან ისეთ
გუნებაზე დგებოდა, მზად იყო თმის საშრობი თავზე დაემხო მი
სთვის, ვინც რაიმეს გამოკითხვას შეეცდებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, გამოსავალიც გამოძებნა. მუსიე ანტუან-
თან მივიდა და უტიფრად მოსთხოვა ხელფასის მომატება.
-რაო, თქვენ თავხედობაც გყოფნით, რომ ასეთი ტონით მელაპა-
რაკოთ? მე კეთილი გულის პატრონი ვარ და მხოლოდ იმიტომ გაჩე-
რებთ აქ! არ გადავიწყდეთ, რომ მკვლელობაში ხართ ჩათრეული!
სხვა ჩემს ადგილას აქედან გაგაპანღურებდათ!
- სისულელეა! - აუღელვებლად მიუგო ჯეინმა, -- ამ სალონში მე
ახლა სატყუარასავით ვარ და ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ. თუ
გნებავთ, დიდი სიამოვნებით წავალ და რისი მიღებაც მინდა, ძალი-
ან იოლად მივიღებ მუსიე ანრისგან ან რიშეს სალონში.
112
- მერე, კლიენტები იქ როგორღა მოგაგნებენ? დიდი წარმოდგე-
ნა ხომ არ შეგექმნათ საკუთარ თავზე?
- დაკითხვაზე რეპორტიორები გავიცანი, - მიუგო ჯეინმა მშვი-
დად, - ერთ-ერთი მათგანი ჩემს კლიენტებს აცნობებს ახალ სამუშაო
ადგილს.
მუსიე ანტუანს შეეშინდა, ვაითუ მართლა გადავიდესო და ბუზღუ-
ნით დააკმაყოფილა ჯეინის მოთხოვნა. გლედისმა გულითადად მი-
ულოცა მეგობარს.
- გენაცვალე, ამ ამბავმა სარგებლობა მოგიტანა! -უთხრა მან. -
ხასიათის სიმტკიცის გამოჩენამ შენსას მიგაღწევინა. ყოჩაღ, აღტა-
ცებული ვარ შენით·
- ჩემი თავის დაცვა შემიძლია, - ამაყად თქვა ჯეინმა და ნიკაპი წინ
წამოსწია. - ეს ყოველთვის შემეძლო·
- ჩემო კარგო, – უთხრა გლედისმა ენდრიუსთან საქმეს მაინც ნუ
გაართულებ. ამის შემდეგ იძულებული იქნება, უფრო მეტად დაგაფ-
ასოს, ცხოვრებაში მორიდებას ისედაც არა აქვს ფასი და ახლა ისღა
გვაკლია, რომ უსიამოვნებაც შეგვამთხვიოს.
იმ ღღიდან მოყოლებული ჯეინი „პრომეთეოსში“ მომხდარ
ამბავს ოდნავი ცვლილებებით ჰყვებოდა. ამ ამბის მოყოლა მსახიო-
ბის როლივით ჩვეულებად ექცა.
ნორმან გეილთან სადილმა და თეატრში წასვლამ წარმატებით
ჩაიარა, ეს იყო ერთი იმ დაუვიწყარი საღამოთაგანი, როცა ყოველი
ნათქვამი სიტყვა გულღია იყო და ამით მჟღავნდებოდა ურთიერ-
თსიმპათია, შეხედულებებისა და გემოვნების დამთხვევა. თურმე
ორივეს ეჯავრებოდა კატები, სამაგიეროდ, უყვარდათ ძაღლები, ხა-
მანწკებს ვერ ეწყობოღნენ, მაგრამ აღმერთებდნენ დაშაშხულ ორა-
გულს. მაგალითად, კეტრინ ჰეპბერნს გრეტა გარბოს ამჯობინებ-
დნენ. მსუქან ქალებს იტანდნენ, მოსწონდათ კუპრივით შავი თმა,
აღიზიანებღათ წითელლაქიანი ფრჩხილები, არ უყვარდათ მკვეთრი
ხმები, ხმაურიანი რესტორნები და ზანგები. ზანტად მოსიარულე ავ-
ტობუსები ერჩიათ ხალხმრავალ ჩახუთულ მეტროს. რამდენი საერ-
თო ჰქონდათ! ეს თითქმის დაუჯერებლად მიაჩნდათ.
113
ერთხელ, ანტუანთან ჩანთის გახსნისას, ნორმან გეილის წერი-
ლი ამოუვარდა. ოდნავ გაწითლებული ჯეინი დასწვდა და კონვერტი
აიღო, მაგრამ გლედისი მაშინეე ეცა.
- ვისი წერილია? აბა, გადმოალაგე! მდიდარი ბიძისგან არ იქნე-
ბა, თქვი, ვისგან არის? გუშინდელი ცინგლიანი კი არ გეგონო.
-ისა... ლე პინეში გავიცანით ერთმანეთი, დანტისტია ·
- ჰოო, დანტისტი, - იმედგაცრუებით გააგრძელა გლედისმა და
თითქმის ზიზღით თქვა: დარწმუნებული ვარ, თეთრი კბილები ექნე-
ბა და მთელი პირით იღიმება.
ჯეინი გამოტყდა, მართალიაო.
-შავგვრემანი სახე აქვს და ძალიან ღია ცისფერი თვალები.
- შავგვრემანი ყველა შეიძლება იყოს, - თქვა გლედისმა. ზოგი
მზისგან არის გარუჯული, ანდა ვინმე ქიმიკოსს გამო ართმევდა პრე-
პარატს, თვალები კიდევ ჰო, მაგრამ დანტისტი! ასე მგონია, კოცნი-
სას გეტყვის: „უფრო ფართოდ გააღე პირი!“
- რა იდიოტივით ლაპარაკობ, გლედის.
- ფხუკიანი ნუ ხარ, ჩემო კარგო, აი, უკვე გაიბერე ახლავე, მის-
ტერ ჰენრი, მოვდივარ... მეხი კი დაგაყარე! თავი ისე მოაქვს, გეგო-
ნება ყოვლის შემძლე ღმერთიაო. სულელური ტონით ბრძანებას
როგორ დაეჩვია!
წერილში ნორმან გეილი ჯეინს შაბათ საღამოს ვახშამზე ეპატიჟე-
ბოდა. მომატებული ხელფასის ხალისით, შაბათს, შუადღისას, ჯეინ-
მა თავს ნება მისცა, კონერ ჰაუზში წასულიყო და გემრიელად ესაუზ-
მა. იმ მაგიდას, რომელსაც ჯეინი მიუჯდა, ვიღაც შუახნის ქალი და
ახალგაზრდა მამაკაცი უსხდნენ.
ქალმა ფაცაფუცით ისაუზმა, ანგარიში მოითხოვა, თავისი შეფუ-
თული ნაყიდები წამოკრიფა და წავიდა. ჭამის დროს ჯეინს ჩვეულე-
ბად ჰქონდა, წიგნის კითხვა. ფურცვლის დროს ზევით აიხედა და
უცებ შენიშნა, რომ მის პირდაპირ მჯდომი მამაკაცი დაკვირვებით
უყურებდა. ჯეინმა ბუნდოვნად გაიხსენა, რომ სადღაც ენახა. მის გა-
მოხედვას უცნობმა სალმით უპასუხა.
- მაპატიეთ, მადმუაზელ, ვერ მიცანით?
114
ჯეინი დააკვირდა: ძალზე ახალგაზრდა კაცი იყო. ცოცხალი გამ-
ომეტყველება ჰქონდა და ეს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა მის
სახეს.
- მართალია, ჩვენ ერთმანეთი არ გაგვიცნია, - განაგრძო ახალ-
გაზრდამ, -თუკი არ ჩავთვლით იმ ჩვენებას, რომელსაც ვაძლევდით
გამომძიებელს მკვლელობის გამო.
- ოჰ, გამახსენდა, - თქვა ჯეინმა. - რა სულელი ვარ, ვფიქრობდი,
როგორი ნაცნობი სახე აქვს-მეთქი, თქვენ მუსიე...
- ჟან დიუპონი, - გაეცნო ახალგაზრდა ვაჟი და სასაცილოდ
დაუკრა თავი.
უცებ ჯეინს გლედისის ნათქვამი გაახსენდა: „თუ ერთმა დაგიწყო
არშიყობა, იცოდე, მაშინვე, როგორც ბუნების კანონი, მეორეც გა-
მოჩნდება, ზოგჯერ კი მესამე და მეოთხეც“.
ჯეინი თავის ცხოვრებას შრომაში ატარებდა, როგორც წიგნებშია
აღწერილი. ქალიშვილების შესახებ: „ის იყო მხიარული, მხნე, მამა-
ცი ქალიშვილი, მაგრამ არც ერთი მამაკაცი მეგობარი არ ჰყავდა და
ა.შ.“ ასევე იყო ჯეინიც.მხნე, მამაცი ქალიშვილი იყო და მეგობარი
მამაკაცი არ ჰყავდა. ახლა კი გარს ეხვევიან. დაეჭვება არ შეიძლებ-
ოდა. როდესაც ჟან დიუპონი მაგიდაზე გადაიხარა, მისი სახის გამო-
მეტყველება ზრდილობის გარდა სხვა რამესაც გამოხატავდა, ეტყო-
ბოდა, ძალიან სიამოვნებდა ჯეინთან ერთად ჯდომა. უფრო მეტიც,
ტკბებოდა. ჯეინს შეეშინდა: ეს ფრანგია, ფრანგებთან კი, როგორც
ამბობენ, თავი ფრთხილად უნდა გეჭიროს“.
- თქვენ ჯერ ისევ ინგლისში ხართ? - უხერხულად შენიშნა ჯეინმა
და გონებაში თავის თავზე გული მოუვიდა ამ უტაქტო შენიშვნაზე.
- დიახ, მამა ლექციებს კითხულობდა ედინბურგში და მეგობრებ-
თან შევრჩით. ხვალ ვბრუნდებით საფრანგეთში.
- გასაგებია.
- პოლიციას ხომ არავინ დაუპატიმრებია ჯერ? - ჰკითხა ჟან დი-
უპონმა.
- არ ვიცი, გაზეთებში არაფერი ცნობა არ ყოფილა. შეიძლება, ამ
საქმეს თავი დაანებეს კიდეც.
115
ჟან დიუპონმა თავი გააქნია. :
-არა, პოლიცია ამ საქმეს ასე არ დატოვებს. ისინი ზედმეტი ხმა-
ურის გარეშე მუშაობენ.. - აქ მან ერთგვარი მრავალშნიშვნელოვანი
ჟესტი გააკეთა, - სრულიად საიდუმლოდ....
- ნუ მეტყვით, სთხოვა ჯეინმა, -- ზურგში ჭიანჭველებივით
დამიარა.
- აბა, რა სასიამოვნოა, ასე ახლოს... ასე ახლოს ყოფნა,სადაც
მკვლელობა ხდება... - თქვა მან და დაუმატა: – მე თქვენზე ახლოს
ვიჯექი, თითქმის გვერდით. ამის გაფიქრებაც კი საშინელებაა!
- თქვენი აზრით, ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა? - ჰკითხა ჯეინმა-
მე ამის ამოხსნის თავი არა მაქვს...
ჟან დიუპონმა მხრები აიჩეჩა.
- არ ვიცი, მე ნამდვილად არა ვყოფილვარ. ისე კი, რა მახინჯი ქა-
ლი იყო!
- ოო, - თქვა ჯეინმა კეკლუცად, - თქვენ ალბათ მახინჯ ქალს უფ-
რო გაიმეტებდით, ვიდრე ლამაზს.
- არა, სულაც არა. თუ ქალი ლამაზია და მოგწონთ, მაშინ ის
თქვენზე უარყოფითად მოქმედებს - გაეჭვიანებთ. მერე ეჭვიანობის-
გან ჭკუას კარგავთ. აი, ასეთ შემთხვევაში მზად ხართ, მოკლათ. ეს
კმაყოფილებას მოგგვრიდათ და დაგამშვიდებდათ.
- და დაგამშვიდებდათ?
- მართალი გითხრათ, არ ვიცი, მადმუაზელ, არ მიცდია,
- მას გაეცინა და თავი გააქნია. - მაგრამ ჟიზელისთანა მახინჯი
ვის ააღელეებს?
- ეს საქმისადმი ცალმხრივი მიდგომაა, - თქვა ჯეინმა და მოიღუ-
შა. - ოდესღაც ისიც ხომ ლამაზი იყო და ახალგაზრდა?
- ვიცი, ვიცი, – უცებ თქვა მან სერიოზულად. - ეს ცხოვრების დი-
დი ტრაგედიაა.
-როგორც ჩანს, თქვენ მეტისმეტად ბევრს ფიქრობთ ქალებზე და
მათ გარეგნობაზე, - გაეხუმრა ჯეინი.
-მართალია. შეიძლება, ეს ყველაზე საინტერესოა თემაა აზროვ-
ნებისთვის. თქვენ ალბათ, უცნაურობად გეჩვენებათ იმიტომ, რომ
116
ინგლისელი ხართ. ინგლისელი, პირველ ყოვლისა, თავის სამუშაო-
ზე ფიქრობს, მერე სპორტზე და ბოლოს, (საუკეთესო შემთხვვვაში)
თფის ცოლზე· დიახ, დიახ, ასეა.აი, მომისმინეთ: სირიაში ყოფნის
დროს სასტუმროში ერთი კაცი გავიცანი, ინგლისელი იყო, მას ცო-
ლი მძიმე ავადმყოფი ჰყავდა. სამსახურის საქმეების გამო ერაყში
ზუსტად დანიშნულ დროს უნდა გამოცხადებულიყო. ამრიგად, წარ-
მოიდგინეთ, ავადმყოფი ცოლი დატოვა და წავიდა, რათა სამსახურ-
ში დროზე გამოცხადებულიყო. ეს ორივემ - ცოლმაც და ქმარმაც
ბუნებრივად ჩათვალა. ისინი ამას ღირსების საქმედ მიიჩნევდნენ·
მაგრამ ექიმმა, რომელიც არ იყო ინგლისელი, თქვა, ის კაცი ბარ-
ბაროსიაო, ცოლი - საყვარელი, ახლობელი არსება პირველ ად-
გილზე უნდა იყოს. სამუშაო ნაკლებ მნიშვნელოვანია.
- არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, - თქვა ჯეინმა, - რომ სამუშაო უფრო
მნიშვნელოვანია.
- რატომ? აი, ხედავთ, თქვენც ასეთივე შეხედულების ხართ. ჩემი
აზრით, კი უკეთესია, როცა სამუშაოზე აღებულ ფულს ქალს ახარჯა-
ვენ. ეს მათ დიდ სიამოვნებას ჰგვრის და უფრო კეთილშობილური-
ცაა და სწორი.
- კეთილი, - გაეცინა ჯეინს. - მე ის უფრო მინდა, რომ ფულს
ვფლანგავდე და ჩემს საკუთარ სურვილს ვემორჩილებოდე, ვიდრე
სამსახურებრივი მოვალეობის მკაცრი შემსრულებელი ვიყო. მამა-
კაცმა რომ შემომხედოს, სიამოვნება უნდა მოვგვარო და არ უნდა
მიმიხვდეს, რომ სამსახურში მიმეჩქარება.
-მადმუაზელ, ვინც თქვენ შემოგხედავთ, არავისთვის იქნება
სასიამოვნო იმის ცოდნა, რომ სამსახურში მიგეჩქარებათ.
ჯეინს სიწითლე მოჰგვარა იმ გულწრფელმა ტონმა, რომლითაც ამ
ახალგაზრდამ წარმოთქვა ეს სიტყვვები.
ჟან დიუპონი აჩქარებით განაგრძობდა:
-ადრე ინგლისში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი. ახლა ძალიან
საინტერესო იყო და... როგორ ამბობთ... ჰო, დაკითხვაზე სამი
ახალგაზრდა მომხიბლავი ქალის ნახვა, რომლებიც სრულიად არ
ჰგავდნენ ერთმანეთს.
117
- მერე, რა აზრის ხართ მათზე? - დაინტერესდა ჯეინი.
- ლედი ჰორბარის... ოჰ, ასეთ ტიპებს კარგად ვიცნობ. მაგნაირე-
ბი ძალიან ძვირად ღირებულნი და ეგზოტიკურნი არიან. მათ ხში-
რად შეხვდებით ბაკარას მაგიდასთან. სახის რბილი ნაკვთები აქვთ,
პირქუში გამოხედვა და ადვილი წარმოსადგენია, ასე თხუთმეტიო-
დე წლის შემდეგ, რას დაემსგავსებიან. ასეთები სენსაციით ცხოვ-
რობენ, დიდი თამაშისთვის, ნარკოტიკებისთვის, შესაძლოა... ერთი
სიტყვით, არ არის საინტერესო.
- მის კერი?
- ის ნამდვილი ინგლისელია. რივიერაზე ასეთი ქალი ყველანაი-
რი მედუქნისგან აიღებს კრედიტს. ჩვენი მედუქნეები ძალზე გამ-
ჭრიახები არიან. მაგ ქალს კარგად მორგებული სამოსი აცვია, თუმ-
ცა, მამაკაცს უფრო ჰგავს. ისე დადის, თითქოს მთელი დედამიწა მი-
სი იყოს. არა, თვითკმაყოფილი არ არის, უბრალოდ, ის ინგლისე-
ლია, იცის, საიდან რა გამოდის, იცის რა ხდება ინგლისის ყოველ
დეპარტამენტში. ნამდვილად ასეა. ერთხელ ეგვიპტეში შევხვდი
მაგნაირ ტიპებს. ,,რა? ეს რა უაზრობაა? იორქშირიდანაა? არა?... მა-
შინ ალბათ შროპშირიდან“.
ახალგაზრდა მამაკაცი მშვენივრად ჰბაძავდა. ჯეინს ეცინებოდა
მის გაგრძელებულ გამოთქმებსა და ზრდილობიან ტონზე.
- ჩემზე რა სიტყვით? - ჰკითხა ჯეინმა.
- კეთილი, ახლავე გეტყვით. ჩემთვის ასე ვთქვი: „რა კარგი იქნე-
ბა, ერთხელ კიდევ რომ შემახვედრა-მეთქი“· და აი, ახლა თქვენ წინ
ვზივარ. ღმერთები ხანდახან კეთილგანწყობილნი არიან და ყველა-
ფერს კარგად აგვარებენ.
-თქვენ არქეოლოგი ხართ, არა? ძველ ნივთებს ეძებთ? -ჰკითხა
ჯეინმა.
ჯეინი ყურადღებით უსმენდა ჟან დიუპონს, რომელიც თავის სა-
მუშაოზე ჰყვებოდა. მერე ამოიოხრა:
- რამდენი ქვეყანა მოგივლიათ, რა საინტერესოა,მე ალბათ ვე-
ღარაფერს ვნახავ...

118
- იმოგზაურებდითბ მთებში, უღრან ტყეში? მაგრამ იქ თმას რომ
ვერ დაიხვევდით.
- ოჰ, მე თმა ბუნებრივად ხვეული მაქვს- მიუგო ჯეინმა. მაგრამ
უცებ აღელდა, საათზე დახედა და ოფიციანტს სასწრაფოდ მოსთხო-
ვა ანგარიში.
ჟან დიუპონმა ოდნავ დაბნეულად მიმართა:
- მადმუაზელ, თუ ნებას მომცემთ... ხომ გითხარით, ხვალ საფ-
რანგეთში ვბრუნდები. იქნებ.. ამ საღამოს... ერთად გვევახშმა?
- ვწუხვარ, მაგრამ არ შემიძლია, უკვე დაპატიჟებული ვარ.
- საწყენია, ძალიან საწყენი. პარიზში ხომ არ აპირებთ წასვლას?
- არა მგონია.
-მე კი არ ვიცი, როდის ჩამოვალ ლონდონში, საწყენია!- ის ცოტა
ხანს კიდევ იდგა და ჯეინის ხელი ეჭირა, -იმედია, ოდესმე კიდევ გნა-
ხავთ!-უთხრა მან, რათა გაეგო, რას ეტყოდა ჯეინი.

მეთოთხმეტე თავი

მიუზელ- ჰილზე

დაახლოებით იმ დროს როდესაც ჯეინი ანტუანისგან გამივიდა,


რომ კონერ ჰაუზში ესაუზმა, ნორმან გეილი თავის პაციენტს გუ-
ლითადი პროფესიული ტონით ელაპარაკებოდა:
-თუ გეტკინათ, მითხარით..-.გამოცდილი ხელით ის ოსტატურად
ატრიალებდა ელექტრობორმანქანის წმინდა ნემსს.-აჰა, მორჩა... -
მის როს!
119
მის როსი სწრაფად გაჩნდა ნორმან გეილის გვერდით· მან მინის
ჩხირით მინისავე ფირფიტაზე სწრაფად აურია „ასტრალიტის კონ-
ცენტრატი, რომ მისთვის საჭირო სიმკვრივე და კბილის ელფერი მი-
ეცა..
ნორმან გეილმა პაციენტს კბილი დაუპლომბა და ჰკითხა:
- მომავალ სამშაბათს შეგიძლიათ მოსვლა, რომ დანარჩენებიც
გაგიკეთოთ?
პაციენტმა ცხვირსახოცით პირი მოიწმინდა და დაწვრილებით
აუხსნა თავისი მდგომარეობა, ის მიემგზავრება და, სამწუხაროდ,
შემდეგი შეხვედრა უნდა გადადონ, რა თქმა უნდა, როგორც კი ჩა-
მოვა, მაშინვე შეატყობინებს, და კაბინეტიდან საჩქაროდ გავიდა.
- მაშ ასე, - ამოიხვნეშა გეილმა, - დღეისთვის კმარა.
- ლედი ჰიგინსონმა დარეკა და მთხოვა გადმომეცა, მომავალ
კვირას ვერ მოვალო. ჰო, კიდევ, ის პოლ კოვნიკი ბლანტი დაკავე-
ბულია და ხუთშაბათს ვერ მოვა.
ნორმან გეილმა თავი დაუქნია და მოიღუშა. ყოველდღე ერთი და
იგივე მეორდება. რეკავენ და დათქმულ დროზე ვიზიტებს აუქმებენ.
ბოდიშობენ, რაღაც მიზეზებს იგონებენ: ვითომ საქმეზე მიემგზავრე-
ბიან, უცხოეთში მიდიან, გაცივდნენ, გამოუვალი მდგომარეობა
აქვთ და ასე შემდეგ. ნორმან გეილმა ჭეშმარიტი მიზეზი უშეცდო-
მოღ ამოიცნო ამ ბოლო პაციენტის თვალებში, როცა ბორი აიღო ხე-
ლში: პანიკა და შეშფოთება! ამ ქალის აზრების ქაღალდზე გადატა-
ნაც კი შეეძლო: „ღმერთო ჩემო, ეს იმ თვითმფრინავში არ იყო, რო-
მელშიც ის უბედური ქალი მოკლეს?.. ზოგჯერ ადამიანები თავს კარ-
გავენ და ყველაზე უაზრო დანაშაულს სჩადიან... რა საშინელებაა,
ასეთი ადამიანები ფანატიკოსები არიან და თავში სულ მკვლელო-
ბაზე ფიქრები უტრიალებთ გარეგნობით კი, სხვებისგან არ
გამოირჩევიან. მე მგონია, ყოველთვის ვამჩნევდი მასში რაღაც უც-
ნაურს...“
- რას იზამ, - უთხრა გეილმა. - გამოდის, რომ კვირა მშვიდად ჩა-
ივლის, მის როს.

120
– დიახ, თითქმის ყველა ვიზიტი გადაიდო. ოჰ, არა უშავს, ცოტას
მაინც დაისვენებთ. რამდენი იმუშავეთ ზაფხულში.
- ეტყობა არც შემოდგომაზე გვექნება ბევრი სამუშაო.
მის როსი გაჩუმდა. პასუხისგან ტელეფონის ზარმა იხსნა. ქალი
ოთახიდან გავიდა.
ნორმან გეილი სტერილიზატორში ინსტრუმენტებს ალაგებდა და
თან ფიქრობდა: „რა დღეში ვარ? პირდაპირ, ვთქვა, ამ ამბავმა ძა-
ლიან მავნო. უცნაურია, მაგრამ ჯეინს გაუმართლა... ქალები ერ-
თმანეთს აწყდებიან, ოღონდ კი ის ნახონ. ჩემი პაციენტები იძულე-
ბული არიან მიყურონ, სურვილით კი არ სურთ. ცუდად გრძნობენ
თავს, როდესაც დანტისტის სავარძელში სხედან. ერთიც ენახოთ და
დანტისტი უცბად გამძვინვარდეს?!
მაინც რა უცნაური რამ არის მკვლელობა! გგონია, რომ სავსე-
ბით გარკვეული რამაა სინამდვილეში კი ასე არ არის, ათასგვარი
მოულოდნელობა მოსდევს თან... დავუბრუნდეთ ფაქტებს. როგორც
დანტისტი, მე მგონი თითქმის გავკოტრდი, ნეტა ვიცოდე, რა მოხ-
დებოდა, უცებ ჰორბარი რომ დაეპატიმრებინათ. მთელი ჩემი
პაციენტები ისევ ისე ჯგროდ დამადგებოდნენ თავზე?ძნელი
სათქმელია. ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს მარცხი...ბოლოს და
ბოლოს, რა მოხდა ასეთი..ეჰ, ჯანდაბას! ჯეინი კი.. ჯეინი ისეთი კარ-
გია. დაუსრულებლად ვფიქრობ მასზე, მაგრამ ჯერჯერობით მხო-
ლოდ ვოცნებობ.-რა საწყენია!- მას გაეღიმა-წინათგრძნობა მეუბნე-
ბა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.. დამელოდება. დასწყევლოს
ეშმაკმა, კანადაში წავალ და ფულს ვიშოვი“. მერე თვითონაც
გაეცინა.
მის როსი დაბრუნდა.
-მის ლორი რეკავდა, ძალიან წუხს, მაგრამ...
- მაგრამ ის ტიმბუკტუში მიემგზაგრება, - დაამთავრა ნორმან
გელმა· - გაუმარჯოს ვირთხებს! მის როს, უმჯობესია, სადმე სხვაგან
მოძებნოთ ადგილი, ჩეენი გემი მგონი იძირება!
- ოჰ, მისტერ გეილ, მე არც ვფიქრობ თქვენ მიტოვებას...

121
- თქვენ კარგი ქალიშვილი ხართ, უშიშარი, მაგრამ სერიოზუ-
ლად გეუბნებით: თუ სასწაული არ მოხდა, მე გაკოტრებული ვარ.
- რაღაც უნდა მოხდეს! – წამოიძახა მის როსმა. - მე თუ მკით-
ხავთ, პოლიციას უნდა რცხვენოდეს. ისინი არაფრის გაკეთებას არ
ცდილობენ.
ნორმანს გაეღიმა.
- მე თვითონ მინდა, რამე მეღონა, მაგრამ არ ვიცი რა.
- ოჰ, მისტერ გეილ, თქვენ შეგიძლიათ! თქვენ ისეთი ჭკვიანი
ხართ!
„მისთვის მე გმირი ვარ, - გაიფიქრა ნორმან გეილმა, -ასეთი ქა-
ლიშვილი ჩინებული თანაშემწე იქნებოდა, მაგრამ მე უკვე სხვა
მყავს შეგულებული და...“
იმ დღეს გეილი ჯეინთან ერთად სადილობდა. თავს ისე იჭერდა,
თითქოს დიდებულ განწყობილებაზე იყო, მაგრამ ჯეინი საკმაოდ
დაკვირვებული გახლდათ და თავს არ იტყუებდა. მან შენიშნა ნორ-
მანის დაბნეულობა, წარბებს შუა ჩამოწოლილი პატარა ნაოჭი, და-
ძაბული გამოხედვა და ვეღარ მოითმინა.
- რა იყო, ნორმან, საქმეები ცუდად მიდის?
ნორმანმა სწრაფად შეხედა ქალიშვილს. მერე განზე გაიხედა.
-ისე რა... არც ძალიან კარგად. წლის ცუდი დროა...
-ნუ მასულელებთ, - ერთბაშად მოუჭრა ჯეინმა. - განა ვერ ვხე-
დავ, როგორ ღელავთ?
- კი არ ვღელავ, უბრალოდ მწყინს·
-პაციენტები ალბათ დააფრთხო..
-კბილის მკურნალმა, რომელიც, შეიძლება, მკვლელი
გამოდგეს, არა? დიახ, სწორედ ასეა.
-რა სისასტიკე და უსამართლობაა
- ნამდვილად! მართალი გითხრათ, ჯეინ, მე კარგი დანტისტი ვარ
და არ ვარ მკვლელი.
- არა, ეს საშინელებაა, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ნორმან.
- სწორედ ასე თქვა დღეს ჩემმა ასისტენტმა, მის როსიმ.
- მის როსი რას წარმოადგენს?
122
- ოჰ, რა ვიცი, რა გითხრათ: ერთი უშნო, აჩონჩხილი ქალია,
ცხვრის სახე აქვს, თანაც ყველა საკითხში საშინლად კომპეტენტუ-
რია.
- დასრულებული მხატვრული სახეა! - მოწყალედ დაეთანხმა ჯე-
ინი.
ნორმანმა სწორად აღიქვა ეს რეპლიკა, როგორც თავისი დიპ-
ლომატიის ხარკი. მის როსი არც ისეთი იყო, როგორც მან აღწერა.
მას მშვენიერი ქერა თმა ჰქონდა, მაგრამ ნორმან გეილმა იფიქრა,
აჯობებს ამის აღნიშვნისგან თავი შევიკავოო.
- რაღაც მაინც მინდა გავაკეთო, - თქვა მან. დეტექტიური რომა-
ნის გმირი რომ ვიყო, შევეცდებოდი ამ საიდუმლოს გასაღების პოვ-
ნას. სხვა თუ არაფერი, ვინმეს მაინც დავუწყებდი თვალთვალს!
უცბად ჯეინმა ნორმანს სახელო ჩუმად ჩამოქაჩა.
- შეხედეთ, აგერ მისტერ კლენსი. გახსოვთ ის მწერალი? უყუ-
რეთ, მარტო ზის კედელთან. მოდით და თვალი ვადევნოთ
- აკი კინოში უნდა წავსულიყავით?
- არა უშავს. მე მგონი, ყველაფერი ეს განზრახ არის და რაღაცას
მოასწავებს. ხომ გინდოდათ ვიღაცისთვის თვალი გედევნებინათ?
თავიდან ხომ არასოდეს იცი, რა სჯობია·
ჯეინის ენთუზიაზმი ისეთი გადამდები იყო, რომ ნორმანი მაშინ-
ვე დაეთანხმა.
-რა თქვით, სად მოიკალათაო? თავი თუ არ მივაბრუნე,ისე ვერ
ვხედავ, მაგრამ არც თავის მიბრუნება და თვალიერება მინდა... -ჩუ-
მად უთხრა მან.
- ჩვენ გასწვრივ ზის ცოტა მოშორებით, - ასევე ჩუმად უპასუხა ჯე-
ინმა. - კარგი იქნებოდა, ავჩქარებულიყავით და ანგარიში ახლავე,
ანდა მასთან ერთად გადაგვეხადა.
როცა მისტერ კლენსი წამოდგა და დინ-სტრიტზე გავიდა, ჯეინი
და ნორმანი კვალდაკვალ მიჰყვნენ. მკლავზე პალტო გადაკიდებუ-
ლი კლენსი ლონდონის ქუჩებში მისეირნობდა და ვერ გრძნობდა,
რომ პალტოს ერთი კალთა დაბლა ეთრეოდა. თავი ცოტა უცნაურად
ეჭირა. ნაბიჯი ხან აუჩქარა, ხან შეანელა, ბოლოს სულ გაჩერდა. ის-
123
ის იყო, გადასასვლელზე უნდა გადასულიყო და ნაბიჯიც მოამზადა,
რომ უცბად გაჩერდა და ცოცხალ ქანდაკებას დაემსგავსა. რაღაც-
ნაირი უცნაური მიმართულება აიღო, ათასჯერ მიტრიალდ-მოტრი-
ალღა კუთხესთან, ისე, რომ ერთი ქუჩა ორჯერ გაიარა.
- ხედავთ! - აღელვებით უჩურჩულა ჯეინმა. ეშინია, თვალს არა-
ვინ მადევნებდესო და ცდილობს გზა აგვიბნიოს.
-აბა, მაშ რაში სჭირდება ასე უგზოუკვლოდ ბორიალი!
მდევრები გაქანდნენ, იქვე კუთხეში ჩაუხვიეს და კინაღამ ზედ გა-
დააწყდნენ. კლენსი თავაწეული იდგა და ხორცის დუქნის აბრას
კითხულობდა. დუქანი დაკეტილი იყო, მაგრამ მისტერ კლენსის ყუ-
რადღება რაღაცაზე ჰქონდა გაღატანილი და თავისთვის გაუგებ-
რად ბურტყუნებდა:
- მშვენიერია! სწორედ ის არის, რასაც ვეძებდი. ბედია და ეგ
არის!
მერე ჯიბიდან უბის წიგნაკი ამოიღო, რამდენიმე სიტყვა ჩაიწერა
და აჩქარებით განაგრძო სიარული. გზადაგზა ბუტბუტს მაინც განაგ-
რძობდა. გეზი პირდაპირ ბლუმსბარისკენ აიღო. ხანდახან მოტრი-
ალდებოდა ხოლმე. მაშინ ნორმანი და ჯეინი ხედავდნენ, როგორ
აცმაცუნებდა იგი ტუჩებს.
- აქ რაღაც იმალება, - თქვა ჯეინმა. - ისე დაბნეულია, რომ ვერც
კი ამჩნევს, საკუთარ თავს რომ ელაპარაკება!
როცა მისტერ კლენსი მწვანე შუქის მოლოდინში გადასასვლელ-
თან შეჩერდა, ნორმანი და ჯეინი დაეწივნენ. მისტერ კლენსი ხმა-
მაღლა ლაპარაკობდა. სახე დაბნეული და გაფითრებული ჰქონდა.
ნორმანმა და ჯეინმა რამღენიმე სიტყვა დაიჭირეს:
- რატომ არ ამბობს? რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს.
მწვანე შუქი აინთო. მეორე მხარეს რომ გადავიდნენ, მისტერ
კლენსიმ თქვა:
- ჰოო, მგონი, ვხვდები, ჰო, რასაკვირველია! აი, რატომ არის
იძულებული, რომ გაჩუმდეს!
ჯეინმა ნორმანს მკლავზე უჩქმიტა.

124
ამასობაში მისტერ კლენსიმ ნაბიჯს აუჩქარა. პალტოს ბოლო
კვლავ ქვაფენილზე დასთრევდა. ის სწრაფად მიაბიჯებდა და თავისი
დაბნეულობის გამო ვერ ამჩნევდა ორ მდევარს. უეცრად რომელი-
ღაც სახლთან შეჩერდა, კარი გააღო და შევიდა.
მდევრებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ეს მისი საკუთარი სახლია, - თქვა ნორმანმა. ბლუმსბარი, კარ-
დინგსტონ სკვერი, 47. დაკითხვაზე ეს მისამართი უჩვენა.
- კეთილი, - თქვა ჯეინმა, - მოგვიანებით, ალბათ, კიდევ გამოვა.
მაგრამ რაც უნდა იყოს, ჩვენ რაღაც მაინც გავიგეთ. რომელიღაც ქა-
ლი იძულებულია, გაჩუმდეს, ანდა ლაპარკი არ სურს. ოჰ, ღმერთო
ჩემო, ეს ყველაფერი საშინლად ჰგავს დეტექტიურ ამბავს.
- საღამო მშვიდობის! - წარმოთქვა ვიღაც ტანმორჩილმა მამა-
კაცმა სიბნელეში და წინ წამოვიდა. ფარნის შუქზე ვეებერთელა ულ-
ვაში გამოჩნდა.
- როგორცრც ჩანს, -თქვა ერკიულ პუარომ. – მშვენიერი ამინდია
სანადიროდ, არა?

მეთხუთმეტე თავი

ლუმსბარი, პარდინგსტონ სკვერი, 47

ახალგაზრდები სახტად დარჩნენ. პირველი ნორმან გეილი


გამოფხიზლდა.
-უი!- წამოიძახა მან. - ეს ხომ მუსიე... მუსიე პუაროა!- თქვენ მაინც
ცდილობთ, ამ საქმეს ნათელი მოჰფინოთ, მუსიე პუარო?

125
-თქვენ კი ისევ გხსომებიათ ჩვენი საუბარი! რაო, საწყალ მისტერ
კლენსიზე გაქვთ ეჭვი?
-თქეენ არა? - შესაშური შორსმჭვრეტელობით შენიშნა ჯეინმა· -
წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ იქნებოდით!
პუარომ ფიქრიანად შეხედა ჯეინს.
-გიფიქრიათ ოდესმე მკვლელობაზე, მადმუაზელ? მე მხედველო-
ბაში მაქვს ზოგადად, გულგრილად და მიუდგომლად?
- უკანასკნელ დრომდე, არასოდეს.
ერკიულ პუარომ თავი დაუქნია.
- გასაგებია, მაგრამ ახლა ფიქრობთ იმიტომ, რომ მკვლელობა
პირადად თქვენ შეგეხოთ. მე კი, აგერ უკვე რამდენი წელია, ამნაირ
შემთხეევებთან მაქვს საქმე. საერთოდ, საგნებზე საკუთარი
შეხედულება გამაჩნია. როგორ გგონიათ, რა არის ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი მკვლელობის გამოაშკარავებისთვის?
- მკვლელის პოვნა, - თქვა ჯეინმა.
- მართლმსაჯულება, - გამოეპასუხა ნორმან გეილი.
პუარომ თავი გააქნია.
- არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე მკვლელის აღ-
მოჩენა. მართლმსაჯულება ლამაზი სიტყვაა, თუმცა ყოველთვის
ზუსტად ვერ ახსნი, რას ნიშნავს იგი, ჩემი აზრით, მთავარია უდანა-
შაულობის დამტკიცება.
- ოჰ, მართალია, - დაეთანხმა ჯეინი. – ეს თავისთავად, რასაკვი-
რველია, თუკი ვინმეს ტყუილად ედება ბრალი.
- არც ასეა. შეიძლება, ბრალდება არც იყოს, მაგრამ ვიდრე ვინმე
დამნაშავედ ითვლება ათასგვარი ეჭვის გამო , ყოველი ადამიანი,
რომელიც ასე თუ ისე მკვლელობის თანამონაწილეა, შეიძლება,
მეტ–ნაკლებად დაისაჯოს.
ნორმან გეილმა განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქეკ·
-სწორედ რომ ასეა.
- მერე, განა ჩვენ არ ვიცით ეს? - იკითხა ჯეინმა, პუარომ მათ გა-
დახედა.
- ჰო, რა თქმა უნდა, თქვენ უკვე თქვენს თავზე გამოცადეთ.
126
უცბად პუარომ მკვახედ თქვა:
- ახლა საქმეს მივხედოთ. რაკი ერთი მიზანი გვამოძრავებს, მო-
დით, შეერთებული ძალ-ღონით ვიმოქმედოთ. -მე მინდა ჩვენს გა-
მომგონებელ ფანტაზიორს – მისტერ კლენსის ვეწვიო. მადმუაზელ,
წინადადებას გაძლევთ, თქვენც წამომყვეთ,როგორც პირადი მდივ-
ანი. აი, ეს ფანქარი და ბლოკნოტი სტენოგრაფიული ჩანაწერების-
თეის.
- მერე, მე რომ სტენოგრაფია არ ვიცი? – უთხრა სუნთქვაშეგუ-
ბებულმა ჯეინმა.
- მართალია, მაგრამ, სამაგიეროდ, სწრაფი რეაქცია გაქვთ, მო-
საზრების შესანიშნავი უნარი, მახვილი გონება და შეგიძლიათ ფან-
ქრის მოძრაობით ნამდვილი ნდობა მოიპოვოთ.ხომ ასეა? ჰოდა, ჩი-
ნებულია! რაც შექხება მისტერ გეილს, იმედი მაქვს ასე, ერთი სა-
ათის შემდეგ, შეგხვდებათ, თუნდაც „მონსენიორთან“. მაშინ ჩვენი
მოსაზრების შედარებას შევძლებთ.
ამის თქმისთანავე პუარო მტკიცედ გაეშურა კარისკენ და ზარის
ღილაკს თითი დააჭირა.
ოდნავ დაბნეული ჯეინი უკან მიჰყვა, თან ბლოკნოტს
ხელისგულზე ირტყამდა· ნორმან გეილმა პირი დააღო, რომ წინააღ-
მდეგობა გაეწია, მაგრამ შემდეგ იფიქრა, ასე აჯობებსო,
-კარგით, - დაეთანხმა ის. - მაშ ერთ საათში „მონსენიორთან“.
კარი გააღო შეუხედავმა ხანში შესულმა ქალმა. მას მუქი ფერის
საადა კაბა ეცვა. პუარომ ჰკითხა:
- მისტერ კლენსი შინ არის?
ქალმა უკან დაიხია და პუარო და ჯეინი შეუშვა
- თქვენი გვარი, სერ?
-მისტერ ერკიულ პუარო.
მკაცრი გარეგნობის ქალი კიბით პირველი სართულის ოთახის-
კენ გაუძღვა.
-მისტერ ერკიულ პუარო! – პარმაღიდან გამოაცხადა ქალმა.
პუარომ მაშინვე იგრძნო თავისი დაბეჯითებული დასკვნების
სისწორე. რომელიც კრიოდონშივე გამოიტანა. თურმე არაფერს
127
აჭარბებდა. სამფანჯრიან მოგრძო ოთახში კედელთან სტელაჟები
და წიგნის კარადები იდგა. აქ ყველაფერი იმ მდგომარეობაში იყო,
რასაც „სრულ ქაოსს“ უწოდებენ. ყველგან მიმოფანტული იყო ქა-
ღალდები, მუყაოს საქაღალდეები, ბანანები,ლუდის ბოთლები, გა-
დაშლილი წიგნები, სავარძლის ბალიშები, იქვე ეგდო ტრომბონი,
ნაირ-ნაირი სამშვენისები, გრავიურები და ავტოკალმების აურაცხე-
ლი ასორტიმენტი. ამ არეულობაში მისტერ კლენსი ფოტოკამერას-
თან რაღაცას ჯახირობდა.
-ღმერთო ჩემო! - წამოიძახა მან, როდესაცმოსულების გვარები
მოახსენეს. უცბად თავი ასწია და ფოტოკამერას ხელი უშვა,
ფოტოკამერა გადმოვარდა და ძირს დაენარცხა.
- იმედია, გახსოვართ- ჰკითხა პუარომ.-მის გრეი ჩემი მდივანია.
- სალამი, მის გრეი! - მწერალმა ჯენის ხელი ჩამოართვა და ისევ
პუაროს მოუბრუნდა. - რა თქმა უნდა, მახსოვხართ... ბოლო დროს...
მმმ... სად შევხვდით ერთმანეთს? ხო, კლუბში „თავის ქალა და ძვ-
ლები“, არა?
-არა, ჩვენ ერთად ვიმგზაერეთ თვითმფრინავეთ პარიზიდან და
ერთი საბედისწერო ამბის მოწმენი გავხდით.- ჰოო, მომაგონდა! -
წამოიძახა მისტერ კლენსიმ. მის გრეიც იქ იყო. ოღონდ მაშინ არ ვი-
ცოდი, თუ თქვენი მდივანი იყო. საერთოდ კი, რატომღაც მეგონა,
რომ ეს ქალიშვილი რომელიმე დიდებულ ატელიეში თუ ამის მსგავს
ადგილას მუშაობდა.
ჯეინმა მოუსვენრად გადახედა პუაროს. ის ამ სიტუაციას სრული-
ად გულგრილად შეხვდა.
- სავსებით სწორია· - დაუმოწმა მან. - როგორც ჩინებულ მდი-
ვანს, მის გრეის დროდადრო უხდება სხვადასხვა სამუშაოს შესრუ-
ლება... გამიგეთ?
- დიახ, გასაგებია, - დაუდასტურა მისტერ კლენსიმ. -ახლა გამახ-
სენდა, თქვენ დეტექტივი არა ხართ? ნამდვილი და არა სკოტლენდ-
იარდელი. მგონი კერძო გამოძიებას აწარმოებთ, ხომ ასეა? დაბ-
რძანდით, მის გრეი. არა, აქ არა. ამ ს კამზე მგონი, ფორთოხლის
წვენია დაღვრილი. აი, ამ საქაღალდეს ავიღებ. უჰ, სულ გაიფანტა.
128
არა უშავს, დაბრძანდით, მუსიე პუარო! პუარო, ხომ სწორია? ეს სკა-
მი დამტვრეული არ არის.ზურგი მთელი აქვს. უბრალოდ, როცა მი-
ეყრდნობით, ჭრიალებს მეტი არაფერი. ისე კი, ჯობია, არ მიეყ-
რდნოთ. დიახ, თქვენ კერძო დეტექტივი ბრძანდებით, როგორც ჩემი
პერსონაჟი უილბრემ რაისი. მკითხველი ძალიან საყვედურობს
უილბრემ რაისს, მას ჩვეულებად აქვს ფრჩხილების კვნეტა და თან
უამრავ ბანანს ანადგურებს. მეც არ ვიცი, რად ვაიძულებ, რომ
ფრჩხილები იკვნიტოს. ვიცი, აუტანელი საქციელია, საძაგლობაა,
მაგრამ, რა ვქნა. ასე გამოვიდა. პირველ წიგნში დაიწყო
ფრჩხილების კვნეტა და ახლა იძულებულია, მეთოდურად
განაგრძოს ყოველ მომდევნო წიგნში. რაც შეეხება ბანანებს, აქ
საქმე არც ისე ცუდად არის: მკითხველებდ ცოტა
ვართობ,დამნაშავეები ფეხს ადგამენ ბანანის ქერქს და ეცემიან.
-მე თვითონ ისე მიყვარს ბანანი, რომ სწორედ ამან მომცა ეს
იდეაც, მაგრამ ფრჩხილებს არ ვიკენეტ. გნებავთ ლუდი?
- გმადლობ, არ მინდა.
მისტერ კლენსიმ სული მოითქვა, სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა
და პუაროს სერიოზულად შეხედა.
- თქვენ ალბათ ჟიზელის მკვლელობის გამო მოხვედით, მე ბევრი
ვიფიქრე ამაზე.რაც გინდა იფიქრეთ, მაგრამ განსაცვიფრებელი ამ-
ბავი კია: მოწამლული ისრები და ლულა თვითმფრინავში... ასეთი
იდეა ოდესღაც , მე გამოვიყენე ერთ რომანში.როგორც უკვე გითხა-
რით,საოცარი შემთხვევაა, მუსიე პუარო და გამოგიტყდებით, ძალი-
ან აღელვებული ვარ.
-ვხედავ - უთხრა პუარომ, -რომ თქვენ დანაშაული გიზიდავთ..
როგორც პროფესიონალს, მისტერ კლენსი.
მისტერ კლენსი გაიბადრა.
-მართალი ხართ,მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამას ოფიციალური
პოლიცია გამიგებდა, - არავითარ შემთხეევაში! ეჭვი -აი, რა
გამოვიწვიე დაკითხვის დროს ინსპექტორში. მე გზას გადავუხვიე,
რომ რამენაირად მართლმსაჯულებას დავხმარებოდი და,

129
სამაგიეროდ, გონებაჩლუნგებში ამ ჩემი მეცადინეობით აშკარა უნ-
დობლობ დავიმსახურე!..
-ამაზე ნუ წუხხართ - უთხრა პუარომ,- ამას მე მგონი, თქვენზე
ძალიან არ უმოქმედია?!
- ეჰ,-ამოიოხრა მისტერ კლენსიმ.- მე ჩემი მეთოდები მაქვს
მისტერ უოტსონ, მაპატიეთ, რომ ასე გეძახით. სულაც არ მიფიქრია
თქვენი წყენინება. სხვათა შორის ძალიან საინტერესო და
გადამდებია ამ ტიპის მეთოდები.მე პირადად, იმ აზრის ვარ რომ
შერლოკ ჰოლმსის ისტორია მეტისმეტად გაზვიადებულად არის შე-
ფასებული. ამ ამბებში მცდარი დასკვნებია გამოტანილი, ჭეშმარი-
ტად მცდარი დასკვნებია -რას ვამბობდი?
- თქვენ თქვით, რომ საკუთარი მეთოდები გაქვთ.
- ჰო, დიახ, - მისტერ კლენსი თავისი სავარძლიანად სტუმართან
მიჩონჩდა. – ეს ინსპექტორი... რა ჰქვია? ჰო, ჯეპი, დიახ, ჩემს ახალ
წიგნში ერთ-ერთ პერსონაჟად უნდა შევიყვანო. უილბრემ რაისი თა-
ვის ტრიუმფს მასთან ერთად გაინაწილებს, მათი გზები გადაიკვეთე-
ბა...
- თქვენი ბანანების ტევრში, არა, თუ შეიძლება ასე ითქვას...
-ოჰ, ბანანების ჭალა - ეს მშვენიერი იქნება! - მისტერ კლენსიმ
ტუჩები სიამოვნებით გააწკლაპუნა.
- როგორც მწერალს, თქეენ დიდი უპირატესობა გაქვთ,მუსიე, -
შენიშნა პუარომ. - დაბეჭდილი წიგნით მაინც შეგიძლიათ, გული
მოიოხოთ. კალამი გიჭრით და შეგიძლიათ,თქვენს მტრებს გაუს-
წორდეთ.
მისტერ კლენსი უკან გადაიხარა.
- იცით, რას გეტყვით, - თქეა მან. - მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ
მკვლელობამ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ჩემზე.მე დავწერ ყვე-
ლაფერს ისე, როგორც მოხდა, რა თქმა უნდა,ბელეტრისტული
ფორმით და დავარქმევ , „საჰაერო ფოსტის საიდუმლოება“. აქ იქ-
ნება ყველა მგზავრის პირველხარისხოვანი სიტყვიერი პორტრეტი.
დარწმუნბული ვარ, თვალის დახამხამებაში გაიყიდება. როგორც

130
იტყვიან, ბერძნული ცეცხლის სისწრაფით, თუ ყველაფრის დაწერა
თავის დროზე მოვასწარი.
- მერე, არავითარი ცილისწამება არ იქნება შიგ?- ჰკითხა ჯეინმა.
გაბადრული სახე კლენსიმ ჯეინისკენ მიაბრუნა.
არა, არა, ძვირფასო ლედი, თუ საჭირო გახდა· რომელიმე მგზავ-
რი მკვლელად გამოვიყვანო, მაშინ რა გაეწყობა, უნდა გამოვიგონო
ეს ბოროტმოქმედი, მაგრამ სამაგიეროდ,სრულიად მოულოდნელი
ბოლო ექნება, რომელიც უკანასკნელ თავში გაირკვევა:
-როგორი? - დაინტერესდა პუარო,
მისტერ კლენსიმ ხელახლა ააწკლაპუნა ტუჩები.
- უბრალო! - წამოიძახა მან, - უბრალო და სენსაციური. პილოტის
ტანსაცმელში ჩაცმული გოგონა ლე ბურჟეს თვითმფრინავში მო-
ხერხებულად იმალება მადამ ჟიზელის სავარძლის ქვეშ. ქალიშ-
ვილს თან აქვს უახლესი გაზის ამპულა.ის გაუშვებს გაზს. სამი წუ-
თის განმავლობაში ყველა კარგავს გონებას. თვითონ კი გამოძვრე-
ბა სავარძლის ქვემოდან, შხამიან ისარს ესვრის მადამ ჟიზელს და
თვითმფრინავის უკანა კარიდან პარაშუტით გადახტება.
ჯეინმა და პუარომ ერთმანეთს მეგობრულად ჩაუ კრეს თვალი.
- თვითონ რატომ არ დაკარგა გაზისგან გონება? - შეეკითხა ჯეინი.
- რესპირატორი, - გაშალა ხელები კლენსიმ.
- მერე, სრუტეში ეშვება?
- არ არის აუცილებელი. უკეთესია, თუ საფრანგეთის სანაპიროზე
დაეშვება.
- რაც უნდა იყოს, სავარძლის ქვეშ ვერავინ დაიმალება , ადგილი
არ არის.
- ჩემს თვითმფრინავში ადგილი იქნება! - მტკიცედ განაცხადა მის-
ტერ კლენსიმ.
- საოცარია!
- ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია, შეყოყმანდა მისტერ კლენ-
სი, - შესაძლოა ჟიზელმა გააკოტრა ქალიშვილის შეყვარებული და
იმ საბრალომ თავი მოიკლა.
- შხამი როგორღა იშოვა?
131
- ეს გონების ოსტატურად დამუშავების შედეგია, - თქვა მისტერ
კლენსიმ. -- ქალიშვილი გველის შემლოცველია. ის შხამს ამოუღებს
თავის საყვარელ პითონს.
- ღმერთო ჩემო, - წამოიძახა ერკიულ პუარომ, -ფიქრობთ, რომ
ეს ნაკლებ სენსაციურია?
- ძალიან სენსაციური რამის დაწერა არ შეიძლება - შეეპასუხა
მისტერ კლენსი. - მაშინაც კი, როდესაც საქმე გაქვთ სამხრეთამე-
რიკელ ინდიელებთან და შხამიან ისრებთან, მე დარწმუნებული
ვარ, რომ ეს იყო რაღაც უცნობი გველის შხამი, მაგრამ ყველანაირი
შხამის მოქმედების პრინციპი ერთი და იგივეა. თქვენ არ მოგწონთ,
რომ დეტექტივების ისტორია ნამდვილ ცხოვრებას ჰგავს? აბა,
თქვენს ქაღალდებში ჩაიხედეთ, გაუთავებელი მკვლელობები ანდა
სხვადასხვა დანაშაული, ეს აუტანლად მოსაწყენია!
- თქვენი აზრით, მუსიე, ეს საქმე, ჟიზელის სიკვდილი, აუტანლად
მოსაწყენია, არა?
-არა, მაგრამ, - მიუგო მისტერ კლენსიმ, - უბრალოდ, იცით, რას
გეტყვით, ხანდახან არც კი მჯერა, რომ ეს მართლა მოხდა.
პუარომ ჭრიჭინა სკამი სახლის პატრონთან ახლოს დადგა და
თითქოს საიდუმლოს ეუბნებაო, მიმართა: მუსიე კლენსი, თქვენ გო-
ნიერი და წარმოსახვის მქონე ადამიანი ბრძანდებით, პოლიცია,
როგორც თქვენ წეღან აღნიშნეთ, ეჭვის თვალით გიყურებთ. იმათ
თქვენთვის არავითარი რჩევა არ უკითხავთ. მაგრამ, მე, ერკიულ
პუაროს, თქვენგან მინდა კონსულტაციის მიღება·
მისტრ კლენსის სიამოვნებისგან სახე გაებადრა.
- თქვენ შეისწავლეთ კრიმინოლოგია. ამ საქმეში თქეენი აზრი
საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. პირადად, ჩემთვის, თქვენი
შეხედულება ძალიან საინტერესოა. იქნება მითხრათ, ვინ ჩაიდინა
დანაშაული?
მისტერ კლენსი შეყოყმანდა, მექანიკურად გაფცქვნა ბანანი და
ღეჭვა დაუწყო. სახიდან თანდათან გაუქრა აღგზნება. მერე თავი გა-
აქნია: - იცით, რას გეტყვით, მუსიე პუარო, როდესაც ვწერ, ნებისმი-

132
ერს გამოვიყვან მკვლელად,მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რეალუ-
რი პირი არსებობს, მწერალი როდი ბატონობს ფაქტებზე. აქ ნამდვი-
ლი დეტექტივი მჭირდება.
-ისე, მაინც, სპორტული ინტერესის გამო, ვისზე იფიქრებდით?
- ალბათ იმ ორი ფრანგიდან, ერთ-ერთზე. ის ქალი აკი ფრანგი
იყო. ეს უფრო მართებული იქნება. თანაც მოპირდაპირე მხარეს ის-
ხდნენ, იქვე, მასთან ახლოს. დანამდვილებით არ ვიცი.
- ბევრი რამ მიზეზეა დამოკიდებული, - ფიქრიანად თქვა პუარომ,
მე ძველ მეთოდებს მივყვები. არსებობს ერთი ძველი გამოთქმა: ის
მოძებნე, ვისთვისაც ხელსაყრელია დანაშაული.
- ყველაფერი ეს კარგია, - დაეთანხმა მისტერ კლენსი,- მაგრამ
აქ რთული საქმეა. გავიგე, თითქოს ჟიზელს სადღაც ქალიშვილი
ჰყოლია, რომელმაც მისი ქონება მემკვიდრეობით უნდა მიიღოს.
მაგრამ მადამის სიკვდილი შესაძლოა სხვა პიროვნებებისთვისაც
ყოფილიყო სასარგებლო, ვინმე იმათგანისთვის, ვინც თვითმფრი-
ნავში იყო. საქმე ისაა, რომ რადგან ქალბატონს ჰყავდა კლიენტები,
რომელთაც ის ფულს ასესხებდა, ალბათ მათ შორის ისეთებიც აღ-
მოჩნდებოდნენ, ვისაც გადახდის საშუალება არ ექნებოდა...
- სწორია... - თქვა პუარომ. -სხვაგვარი გადაწყვეტილებაც და-
ვუშვათ, დავუშვათ, ქალბატონმა ჟიზელმა მკვლელობის ცდის მაგ-
ვარი რამ იცოდა ამ ადამიანების მხრიდან.
- მკვლელობის ცდის შესახებ? - დაეკითხა კლენსი-რატომ
მკვლელობის ცდის შესახებ? უცნაური ვარაუდია.
- ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უნდა დაუშვა.
- ეჰ! - წამოიძახა კლენსიმ, - რა აზრი აქვს დაშვებას, ეს უნდა იცო-
დე.
- მართალი ბრძანდებით, ნამდვილად სწორი დაკვირვებაა - უთ-
ხრა პუარომ და დაუმატა: – მაპატიეთ,ლულა, რომელიც თქვენ იყი-
დეთ...
- ჯანდაბას ლულა! - წამოიყვირა მისტერ კლენსი,ნეტავ არ მეხსე-
ნებინა.

133
- თქვენი თქმით, ის ჩარინგ-კროს როუდზე იყიდეთ.სხვათა შო-
რის, მაღაზიის სახელწოდება ხომ არ გახსოვთ?
- არ მახსოეს არ ვიცი, ებსოპომის მაღაზია იყო, „მიტჩელ და სმი-
თის“. აკი იმ საძაგელ ინსპექტორს ყველაფერი მოვუყევი, ის ალბათ
ყეელაფერს მაშინვე შეამოწმებდა.
- ოჰ, - თქვა პუარომ, - მე სულ სხვა მიზეზის გამო გეკითხებით. მე
მინდოდა ეს ნივთი მეყიდა და პატარა ცდა ჩამეტარებინა.
- აჰა, გასაგებია. მაგრამ ახლა აღარ იქნება, ასეთი ეგზოტიკა იშ-
ვიათია.
- მაინც ვცდი. მის გრეი, თუ შეიძლება ორივე სახელწოდება ჩა-
იწერეთ.
ჯეინმა ბლოკნოტი გადაშალა და ფანქრით პროფესიონალის
გაკრული ხელით ყველაფერი ჩაიწერა, მერე ფურცლის მეორე მხა-
რეს ჩვეულებრივი ხელნაწერით ჩაიწერა მაღაზიების სახელწოდება
იმ შემთხვევისთვის, თუ პუაროს ინსტრუქცია ნამდვილი იქნებოდა.
- ახლა კი წასვლის დროა, - განაცხადა პუარომ-ისედაც ბორო-
ტად ვისარგებლე თქვენი დროით. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ
- რისთვის, რისთვის? ნება მომეცით, ბანანებით გაგიმასპინ-
ძლდეთ.
- ძალიან თავაზიანი ბრძანდებით.
- ოჰ, რას ბრძანებთ, რას ბრძანებთ! დღეს საღამოს თავს
ბედნიერად ვგრძნობ. განზე გადაგდე მოთხრობა, რომელსაც წინ
ვერაფრით ვერ მივდიოდი. დამნაშავეს შესაფერისი სახელი ვერა
და ეერ მოვუნახე, აი, ისეთი მინდოდა... ცოტა თავსამტვრევი და უც-
ბათ ბედმა გამიღიმა: ხორცის დუქნის შესასვლელთან წავიკითხე სა-
ხელი პარტჯიტერი! სწორედ ისეთია, როგორსაც ვეძებდი: რაღაც
ბუნებრივად ჟღერს. ხუთი წუთის შემდეგ მეორე რამეც ვიპოვე. დე-
ტექტიურ მოთხრობებ ში ყოველთეის არსებობენ ან წარმოიშვებიან
მოულოდნელი დაბრკოლებები, რის გამოც ქალიშვილს ლაპარაკი
არ სურს. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს აიძულოს ის და ათქმე-
ვინოს,მაგრამ ქალიშვილი პირზე ბოქლომს იდებს. სინამდვილეში
მას სერიოზული მიზეზიც არა აქვს, რომ ყველაფერი თქვას, აი, აქ
134
საჭიროა, ისეთი რამ მოიგონო, რომ სისულელისგან შორს იყოს.
სამწუხაროდ, ყოველთვის ახალ-ახალი რამის გამოგონება მიხდე-
ბა. - და ჯეინს გაუღიმა, მერე ჯეინის გასწვრივ კარადასთან მივიდა. -
აი, „წითელი ფოთლის საიდუმლოება“. მგონი, კროიდონში ვახსენე,
რომ ჩემი წიგნი შხამსა და ეელურებს შეეხება-მეთქი.
- დიდად გმადლობთ! ძალიან თავაზიანი ბრძანდებით!
- როგორ გეკადრებათ! – მერე უცებ ჯეინს მიუბრუნდა მისტერ
კლენსი. – თქვენ სტენოგრაფიით სარგებლობთ, მაგრამ ეს პიტმა-
ნის სისტემა არ არის?
ჯეინი აილეწა. პუარო წამოეშველა.
-მის გრეი თანამედროვე მოთხოვნის უმაღლეს დონეზე დგას. ის
სარგებლობს უახლესი სისტემით, რომელიც გამოიგონა ერთმა
ჩეხმა...
- რას ბრძანებთ?- რა საინტერესო უნდა იყოს ჩეხოსლოვაკია.
რამდენი რამ მოდის მათგან: მათგან: ფეხსაცმელი,მინა,
ხელთათმანები, ახლა კიდევ სტენოგრაფიული სისტემა! ძალიან
საინტერესოა.
მწერალმა სტუმრებს ხელი ჩამოართვა.
- მინდოდა, უფრო მეტად გამოგდგომოდით რამეში.
ჯეინმა და პუარომ მწერალი თავის არეულ-დარეულ ოთახში და-
ტოვეს. იგი მოღიმარი აცილებდა სტუმრებს.

135
მეთექვსმეტე თავი

მუსიე პუარო კომპანიის გეგმას მონიშნავს

მისტერ კლენსის სახლიდან გამოსულებმა ტაქსი დაიჭირეს და


„მონსენიორისკენ“ გასწიეს, სადაც მათ ნორმან გეილი ელოდებო-
და. პუარომ მაგარი ბულიონი და წიწილა შეუკვეთა.
- როგორ არის საქმე? -იკითხა ნორმანმა.
- მის გრეიმ, - უთხრა პუარომ, - თავი გამოიჩინა, როგორც სუ-
პერმდივანმა.
- არა მგონია, ეგრე ყოფილიყო, - დაირცხვინა ჯეინმა.
- ჩემს უკან რომ გაიარა, მისტერ კლენსიმ შენიშნა ჩემი ტყუილი,
სხვათა შორის, ძალიან დაკვირვებული ჩანს.
- მართალია, თქვენც შენიშნეთ? ჩვენი სახელოვანი მისტერ
კლენსი არც ისე დაბნეულია, როგორც გვეგონა.
- ეს მისამართები მართლა გჭირდებათ? -ჰკითხა ჯეინმა.
-მგონი, გამოგვადგება.
-თუ პოლიცია... ·
-რა, თუ პოლიცია? მეც იმავეს ხომ არ ვკითხავ, რაც პოლიციამ
ჰკითხა? თუმცა ვეჭვობ, რომ მათ საერთოდ რაიმე ეკითხათ. პოლი-
ციისთვის, სხვათა შორის, ცნობილია, თვითმფრინავში ნაპოვნი
ლულა პარიზში ვიღაც ამერიკელს უყიდია.
- პარიზში? ამერიკელს?- მერე სად იყო თვითმფრინავში
ამერიკელი?
პუარომ გულკეთილად ჩაიცინა.
-მართალია, არ იყო. ამერიკელი იმიტომ გაჩნდა, რომ საქმე
გართულდეს.
-ლულა ხომ ანტკვარისგან მამაკაცმა იყიდა? -ჰკითხა ნორმანმა.
პუარომ მას რაღაც გამოუცნობი გამომეტყველებით შეხედა.
- დიახ, მიუგო მან. - ჩემი ვარაუდით, ლულა იყიდა მამაკაცმა.

136
ნორმანი რაღაც საგონებელში ჩავარდა.
- ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში, მისტერ კლენსი არ ყოფილა.
ერთი ლულა უკვე ჰქონდა და მეორეს რატომ იყიდდა, - თქვა ჯეინმა.
პუარომ თავი დაუქნია.
- მოქმედება ასე უნდა წარიმართოს: რიგრიგობით ყველა ეჭვის
ქვეშ დავაყენოთ. შემოწმების შემდეგ კი სიიდან თანდათან ამოვშა-
ლოთ.
- ვისი ამოშლა მოასწარით? - ჰკითხა ჯეინმა.
- არც იმდენის, რამდენიც თქვენ გგონიათ, მადმუაზელ,- თვალი
ჩაუკრა პუარომ. - ყველაფერი მოტივზეა დამოკიდებული.
- ხომ არ იყო... - ნორმან გეილმა სიტყვა შეწყვიტა, მერე მობო-
დიშებით განაგრძო: - ოფიციალუ·რ საიდუმლოებებში ცხვირის ჩა-
ყოფა არ მინდა, მაგრამ ხომ შეიძლება, იმ ქალს რაიმე საქმიანი ქა-
ღალდები დარჩენოდა?
პუარომ თავი გააქნია.
- ყველა ჩანაწერი დაწვეს
- ოჰ, რა უბედურებაა!
როგორც ჩანს, ქალბატონი თავისებურად ათავსებდა მევახშის
პროფესიას შანტაჟთან, ეს კი მოქმედების ფართო ასპარეზს
იძლეოდა. ვთქვათ, მან ვიღაცაზე რაღაცა იცოდა, მაგალითად,
მკვლელობის განზრახვაზე.
- საამისო მიზეზი არის?
-სავსებით დასაშვებია, რომ იყოს, – დინჯად წარმოთქვა პუ-
არომ, - ამის თაობაზე მცირეოდენი წერილობით მოწმობა დარჩა.
პუარომ დაინტერესებულ სახეებს გადახედა და ამოიოხრა.
-ასეა - თქვა მან. - მოდით სხვა რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად,
როგორ იმოქმედა ამ ტრაგედიამ ორი ახალგაზრდის ცხოვრებაზე -
თქვენს ბედზე.
- ვიცი, ამის თქმა სისასტიკეა, მაგრამ ჩემი საქმეები აშკარად
უკეთ წარიმართა, - გამოტყდა ჯეინი და თქვა, რომ მას... ხელფასი
მოუმატეს.

137
-თქვენ ამბობთ, რომ ამ ამბავმა სარგებლობა მოგიტანათ, მაგ-
რამ ეს, ჩემი ვარაუდით, დროებითია, ცხრადღიანი სენსაციაც კი
ცხრა დღეზე მეტ ხანს არ გასტანს.
- მე კი ისე ამეწეწა საქმეები, რომ ვფიქრობ, ცხრა დღეზე გაცი-
ლებით დიდხანს გასტანს, - შენიშნა ნორმანმა. მერე მოჰყვა თავის
ამბებს. პუარო თანაგრძნობით უსმენდა.
- მართალი ხართ, - დაუდასტურა ჩაფიქრებულმა პუარომ. – ეს
შეიძლება ცხრა კვირასა და ცხრა თვესაც გაგრძელდეს. სენსაცია
სწრაფად ქრება, შიში კი დიდხანს რჩება.
- მირჩიეთ, ხომ არ მივატოვო ყველაფერი და სადმე გადავიხვ-
ეწო, მაგალითაღ, კანადაში ან სხვაგან და ყველაფერი თავიდან და-
ვიწყო?
- რას ამბობთ, ეს უარესი იქნება,- გულწრფელად შეწუხდა ჯეინი.
ნორმანმა ჯეინს შეხედა. პუარომ საკმაო ტაქტი გამოიჩნა და
მთელი გულისყური წიწილაზე გადაიტანა.
-არც მე მინდა წასვლა, - თქვა ნორმანმა. ,
- თუ ქალბატონ ჟიზელის მკვლელს მივაგენი, მაშინ არ
მოგიხდებათ წასვლა, - მხიარულად განაცხადა პუარომ.
-მართლა გაქვთ იმედი, რომ მიაგნებთ? - იკითხა ჯეინმა.
- ამოცანას მალე გადავწყვეტდი, ზოგიერთი რომ მხარს ამიბამ-
დეს- განაცხადა პუარომ. ცოტაოდენი დაყოვნების შემდეგ კი თქვა:
მე მჭირდება მისტერ გეილის დახმარება, მერე კი თქვენი, ჯეინ.
- რა უნდა გავაკეთო? - იკითხა ნორმანმა.
პუარომ ალმაცერად ახედა.
- თქვენ ეს არ მოგეწონებათ, - გააფრთხილა მან.
- მაინც რა არის? - მოუთმენლად იკითხა ყმაწვილმა კაცმა.
ძალიან დელიკატურად, ისე რომ ინგლისური მგრძნობიარობის-
თვის ჩრდილი არ მიეყენებინა, პუარომ კბილის საწმენდი მოიმარ-
ჯვა და მერე თქვა:
- მართალი გითხრათ, მე მჭირდება... შანტაჟისტი.
- შანტაჟისტი?! - წამოიძახა ნორმანმა, რომელიც ყურებს არ უჯე-
რებდა და პუაროს მიაშტერდა.
138
- დიახ, სწორედ შანტაჟისტი, - დაუდასტურა პუარომ
- რისთვის?
- ეშმაკმა დალახვროს! შანტაჟისთვის!
- კარგით, მაგრამ ვისთვის არის ეს გამიზნული? რისთვის? რა-
ტომ?
- რატომ? - კითხვა შეუბრუნა პუარომ, - ეს უკვე ჩემი საქმეა· ხო-
ლო ვის წინააღმდეგ არის მიმართული... ის გაჩუმდა, მერე დინჯად,
საქმიანად განაგრძო: – ახლავე გაგაცნობთ ჩემს გეგმას. თქვენ და-
წერთ წერილს - უფრო სწორად მე დავწერ, თქვენ კი გადაიწერთ -
გრაფინია ჰორბარისთან, წერილში მოითხოვთ მასთან შეხვედრას,
პირველ ყოვლისა, კონვერტზე დააწერთ ”პირადად.“ მერე გაახსე-
ნებთ გრაფინიას თქვენს თავს, თვითმფრინავში ერთად რომ იმ-
გზავრეთ განსაკუთრებული შემთხვევის დროს, ახსენებთ ქალბა-
ტონ ჟიზელის ზოგიერთ საქმიან ჩანაწერს, რომელიც თქვენ ჩაგი-
ვარდათ ხელში, შევედრაზე დასტურს მიიღებთ. მიხვალთ და ეტყვით
იმას,რასაც ჩემი ინსტრუქცია ითვალისწინებს, თქვენ მოსთხოვთ...
მოიცა...ათი ათას გირვანქას!
- ხომ არ შეიშალეთ!
- სრულიადაც არა, - უთხრა პუარომ. - შეიძლება, ცოტა ექსცენ-
ტრიკული ვარ, მაგრამ არა შეშლილი ·
- ლედი ჰორბარიმ რომ პოლიციას დაუძახოს, ხომ ციხეში ამოვ-
ყავი თავი!
- პოლიციას არ დაუძახებს·
- წინასწარ თქვენ არ იცით ეს.
- ძვირფასო, დანამდვილებით ვიცი.
- ჰო, მაგრამ, მუსიე პუარო, ამ სარისკო საქმემ შეიძლება,
დამღუპოს.
- ლედი ჰორბარი პოლიციას არასგზით არ დაუძახებს,
გარწმუნებთ.
- ქმარს რომ უთხრას?
- ვერც ქმარს ეტყვის.
- არა, ეს ამბავი არ მომწონს.
139
- იქნებ, საბოლოოდ გინდათ, ყველა პაციენტის დაკარგვა და კა-
რიერის დაღუპვა? - გულკეთილად გაუღიმა პუარომ ნორმან გეილს.
- შანტაჟი რომ გძულთ, გასაგებია. ბუნებაც რაინდული გაქვთ, მაგ-
რამ დამიჯერეთ, ლედი ჰორბარი არ არის ასეთი გრძნობების ღირ-
სი, საკმაოდ ბილწი პიროვნებაა!
- სულ ერთია, მკვლელი მაინც არ შეიძლება იყოს, - გასასვლე-
ლის იქითა მხარეს მე და ჯეინი ვისხედით·
-მეტისმეტად აკვიატებული აზრი გაქვთ. მე მსურს ყველაფერი
მოვაწესრიგო· ამისთვის ფაქტების ზუსტად ცოდნაა საჭირო.
-ქალს შანტაჟი მოვუწყო, არა, არ მომწონს.
- ღმერთო ჩემო! რას ჩააცივდით მაგ სიტყვას! არავითარი
შანტაჟი არ იქნება, საჭიროა ცოტაოდენი მთაბეჭდილების მოხდენა.
მას შემდეგ, რაც ნიადაგი მომზადდება, სცენაზე მე გამოვალ.
-თუ ციხეში ჩამსვამთ...უთხრა ნორმანმა.
- არავითარ შემთხვევაში, არაფერი მაგის მსგავსი არ მოხდება.
სკოტლენდ-იარდში მშვენიერად მიცნობენ. თუ ვინიცობაა, რაიმე
მოხდება, მთელ პასუხისმგებლობას მე ვკისრულობ. მაგრამ, გარ-
წმუნებთ, არაფერი არ მოხდება გარდა იმისა, რაც მე ვივარაუდე.
ნორმანმა ამოიოხრა, ეტყობოდა, ნებდებოდა.
- კარგით, თანახმა ვარ. მაგრამ, იცოდეთ, გულს არ ეკარება ეგ
საქმე.
- კეთილი, აიღეთ ფანქარი და ტექსტი ჩაიწერეთ.
პუარო ნელა კარნახობდა.
- მერე დაგარიგებთ, რაც უნდა თქვათ... მადმუაზელ ჯეინ, თეატ-
რში დადიხართ?
- დიახ, საკმაოდ ხშირად, - მიუგო ჯეინმა.
- ჩინებულია. გინახავთ, მაგალითად, პიესა „down under”
- დიახ, ვნახე, დაახლოებით ერთი თვის წინ. ისე არა უშავს, ამე-
რიკულია.
- თუ გახსოვთ, ჰარის როლს მისტერ რაიმონდ ბარაკლოუ თამა-
შობდა?
- დიახ, და ბრწყინვალე იყო, საოცრად მომხიბვლელი!
140
- მარტო გარეგნობით თუ თამაშითაც მოგეწონათ?
- ოჰ, ჩემი აზრით, მშვენივრად თამაშობს·
- ერთი, უნდა ვნახო, - პუარომ.
ჯეინი შემცბარი უყურებდა პუაროს, რა უცნაურია ეს ჩია კაცი -
ერთიდან მეორე თემაზე გადახტება ხოლმე. როგორც ჩიტი ტოტი-
დან ტოტზე.
პუარო ნაფიქრს მიუხვდა და გაუღიმა.
- ჩემი საქციელი ჭკუაში არ მოგდით, მადმუაზელ, არც მეთოდი
მოგწონთ? მე ჩემს ხაზს თანმიმდევრულად და მეთოდურად მივყვე-
ბი, მაგრამ დასკვნას უცბად ვერ გააკეთებთ, გამორიცხვის მეთო-
დით უნდა იმოქმედოთ.
- გამორიცხვის მეთოდით იმოქმედოთ? - კითხევა შეუბრუნა ჯე-
ინმა. - მერე, თქვენ ასე იქცევით? - და ცოტაოდენი დაფიქრების შემ-
დეგ დაუმატა: გასაგებია· თქვენ მისტერ კლენსი გამორიცხეთ...
- შესაძლოა.
- თქვენ ჩვენც გამოგვრიცხეთ. ახლა ალბათ ლედი ჰორბარისაც
გამორიცხავთ. ოჰ! - ის გაჩუმდა მოულოღნელი აღმოჩენით ელდა-
ნაკრავი. – მკვლელობის განზრახვის ხსენებაც გამოცდა იყო?
- თქვენ ჩქარობთ, მადმუაზელ. დიახ, ეს ნაწილობრივ ის მიზანია,
რომლისკენაც მივდივარ. როცა მკვლელობის ცდა ვახსენე, თვალს
ვადევნებდი მისტერ კლენსის, თქვენ და მისტერ გეილს. მაგრამ
თქვენ სამზე - არც ერთზე არ იმოქმედა ამ ნათქვამმა, თვალი მაინც
დაგეხამხამებინათ რომელიმეს! ნება მომეცით, გითხრათ, რომ ვინ-
ეს აღუშფოთველობით მოვტყუვდები. მკვლელი ყველა შეტაკების-
თვის მზად იქნება, რომელსაც ის გაითვალისწინებს. მაგრამ ქალბა-
ტონ ჟიზელის შავ წიგნაკში წავაწყდი მკვლელობის შესახებ ცდას. ამ
უბის წიგნაკის არსებობა არც ერთ თქვენგანს არ შეეძლო, სცოდნო-
და. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ.
- რა ძალიან ეშმაკი ხართ, მუსიე პუარო, – უთხრა ჯეინმა წამოდ-
გომისას. – არ მესმის, ყველაფერ ამას ჩვენ რატომ გვიყვებით.
- ისე, უბრალოდ, რომ ყველაფერი შევიტყო.
- ასე მგონია, ძალიან დაკლაკნილი გზებით დადიხართ.
141
- არსებობს ერთი მეტად უბრალო გზა იმისთვის, რომ ყველაფე-
რი გაიგო.
- როგორი?
-ადამიანმა თვითონ უნღა თქვას ყველაფერი
- რომ არ თქვას? - გაეცინა ჯეინს.
- ო, ყველას უყვარს თავის თავზე ლაპარაკი.
- თქვენ მართალი ხართ, -დაეთანხმა ჯეინი.
- ექიმბაშები ასე ისქელებენ ჯიბეს. პაციენტებს ურჩევენ,
თავდაპირველად თავის თავზე უამბონ რამე. ჰოდა, ზის ავადმყოფი
და იგონებს, როგორ გადმოვარდა ეტლიდან ორი წლის ასაკში, ერ-
თხელ მსხლის ჭამის დროს დედამისს ყვითელი კაბა როგორ
დაულაქავა, წლინახევრის ასაკში მამას წვერს როგორ უწიწკნიდა.
ბოლოს ექიმბაში ეტყვის, ამის შემდეგ უძილობა აღარ შეგაწუხებთო
და ორ გინეას ართმევს. კლიენტიც დამშვიდებული მიდის, შესაძ-
ლოა მიდის დასაძინებლადაც.. და იძინებს! ბავშვივით მაგრად იძი-
ნებს!
- რა უცნაურია! - წამოიძახა ჯეინმა.
- არც ისე, როგორც გგონიათ. ყველაფერი დაფუძნებულია ადა-
მიანის ნატურის ბუნებრივ მოთხოვნილებაზე - გული გადაუშალოს
ვინმეს და გაენდოს. მაღმუაზელ, განა თქვენ კი არ გიყვართ ბავშვო-
ბის გახსენება?
-ოჰ, ამ შემთხვევაში ეს გამორიცხულია. მე უპატრონო ბავშვთა
სახლში გავიზარდე.
- ოო, მის ჯეინ, მაშინ სხვა საქმეა. გთხოვთ, მაპატიოთ.
- მე... ჩემი ბავშვობა... საქველმოქმედო საზოგადოების უდედმა-
მო ბავშვთა სახლში გავატარე, ეს ბავშვები გარეთ გამოჰყავთ წი-
თელ ჩაჩებსა და ერთნაირ ლაბადებში. მაგრამ მახსოვს, იქ საკმაოდ
მხიარულად ვიყავით.
-ეს ინგლისში იყო?
- არა, ირლანდიაში, დუბლინის მახლობლად.

142
- ირლანდიელი ხართ? აი, რატომ გაქვთ ასეთი მშვენიერი მუქი
თმა და მოლურჯო-მონაცრისფრო თვალები უცნაური გამომეტყვე-
ლებით.
- გეგონებათ ჭუჭყიანი ხელები წაუსვამთო··· - მხიარულად უკარ-
ნახა ნორმან გეილმა.
- რისი თქმა გსურთ?
- ეს ირლანდიურ თვალებზეა ნათქვამი: ისეთია, თითქოს ჭუჭყია-
ნი ხელები გადაუსვამთო.
- მართლა? ელეგანტურობის რა მოგახსენოთ, მაგრამ საკმაოდ
მარჯვე ნათქვამი კია. - პუარომ ჯეინს თავი დაუკრა-გასაოცარი
ეფექტია, მადმუაზელ!'
ჯეინს გაეცინა, როცა პუარო წამოდგა. ·
- თქვენ თავბრუ დამახვიეთ, მუსიე პუარო. ნახვამდის .გმადლობ
ვახშმისთვის. თუ ნორმანს შანტაჟისთვის ციხეში ჩასვამენ, ჩემი და-
პატიჟება ერთხელ კიდევ მოგიხდებათ.
ნორმანი მოიღუშა. პუარო ახალგაზრდებს გამოემშვიდობა.
შინ მისვლისას პუარომ მაგიდის უჯრა გამოაღო და თერთმეტი
კაცის სია ამოიღო· ოთხი მათგანის გასწვრივ ნიშანი დასვა.
- მგონი უკვე ვიცი, - ჩაიბურდღუნა მან: - მაგრამ ბოლომდე უნდა
დავრწმუნდე.

მეჩვიდმეტე თავი

უენდსუორთში

ის-ის იყო ჰენრი მიტჩელი სავახშმოდ უნდა მისჯდომოდა მაგი-


დას, რომელზეც კარტოფილის პიურე და სოსისი იდო, რომ ვიღაც

143
ესტუმრა. სტიუარდის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მო-
სულში იმ საბედისწერო რეისის ერთ-ერთი მგზავრი შეიცნო - დი-
დულვაშა ჯენტლმენი. ერკიულ პუარო მეტად თავაზიანად და სასია-
მოვნოდ იქცეოდა. მან დაჟინებით სთხოვა მასპინძელს, ვახშამი გა-
ეგრძელებინა. მისის მიტჩელს რაღაც ქათინაური უთხრა. ქალი და-
უფარავი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა სტუმარს, შემდეგ
სთხოვა, დაბრძანდითო და სკამი შესთავაზა·
პუარომ აღნიშნა, რომ წლის ამ დროისთვის უჩვეულოდ თბილი
ამინდი იდგა.. მერე თანდათან თავისი მოსვლის მიზანს შეეხო.
- ჩემი ვარაუდით, სკოტლენდ-იარდში საქმე წინ არ იწევს,- თქვა
პუარომ
ვეტჩელმა თავი გააქნია.
- ეს საოცარი ამბავია, სერ, საოცარი. წარმოდგენა არ მაქვს, ამ
ამბავს თავი როგორ უნდა გაართვან. თვითმფრინავში არავის არა-
ფერი დაუნახავს. ასეთი რამ ყველას თავგზას აუბნევს.
- ვერ წარმოიდგენთ, რა საშინლად ვნერვიულობ. ნეტავ ჰენრიმ
რანაირად უნდა დაიხსნას თავი ამ ჩახლართული საქმიდან! – ჩაურ-
თო მისის მიტჩელმა. - ღამე არ მძინავს დარდით...
სტიუარდი გულახდილად გამოტყდა:
- სერ, ისეთი უბედურება დამატყდა თავს, რომ ძალიან შევშინდი.
კომპანიაში საშინლად გაბრაზდნენ. პირდაპირ გეტყვით თავდაპირ-
ველად სამსახურის დაკარგვის შიშიც კი მქონდა.
- მერე, ჰენრი, ასე უნდა მოგქცეოდნენ? ეს უღმერთო სისასტიკე
და უსამართლობა იქნებოდა...
მიტჩელის ცოლი აღშფოთებული იყო. ეს გახლდათ სასიამოვნო
გარეგნობის ცოცხალი შავთვალა ქალი.
-რას იზამ, რუთ, ცხოვრება ყოველთვის როდია სამართლიანი,
მაგრამ საქმე უფრო უკეთ წარიმართა, ვიდრე მოველოდი პასუხის-
მგებლობიდან გამათავისუფლეს· ამ შემთხვევამ ჩემზე ძალიან
იმოქმედა, სერ. მე ხომ უფროსი სტიუარდი ვარ.

144
- გასაგებია, - უთხრა პუარომ თანაგრძნობიოთ- თქვენ კეთილ-
სინდისიერი ადამიანი ხართ. ეს ამბავი თქვენგან დამოუკიდებელი
მიზეზების გამო მოხდა.
- მეც მაგას არ ვეუბნები, სერ, - ჩაურთო მისის მიტჩელმა.
ჰენრიმ თავი გააქნია.
- ადრევე უნდა მივმხვდარიყავი, ლედი რომ მკვდარი იყო, ანგა-
რიშსწორების დროს მაშინვე უნდა გამეღვიძებინა.
- მერე რა, ამით არაფერი არ შეიცვლებოდა. ვარაუდობენ, რომ
ის იმ წამშივე მოკვდა.
- ეს ისე განიცდის, - თქვა მისის მიტჩელმა. – ათასჯერ ვურჩიე,
ასე ნუ დარდობ-მეთქი. რა ვიცით, ამ უცხოელებს ერთმანეთის გასა-
მეტებლად რა მიზეზები აქვთ. ასე მგონია, ფრანგებმა განგებ
ჩაიდინეს ეს მკვლელობა ბრიტანულ თვითმფრინავში,-
აღშფოთებული ხმით დაამთავრა მან თავისი პატრიოტული
სენტენცია.
მიტჩელმა კვლავ მჭმუნვარედ გაიქნია თავი.
- მართალი გითხრათ, გულს მიმძიმებს ეს ამბავი, ახლა ყოველი
მორიგეობის დროს ვღელავ. თან ის სკოტლენდ-იარდელები არ
მასვენებენ – აბა, თვითმფრინავში ხომ არაფერი მომხდარა საგუ-
ლისხმოო. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რაღაც უნდა დამვიწყე-
ბოდა, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი დამვიწყებია. ის რეისიც
სრულიად ჩვეულებრივი იყო.
- ლულები, ისრები... მე პირადად ეს წარმართობად მიმაჩნია! -
გაცხარდა მისის მიტჩელი .
- თქვენ მართალი ბრძანდებით, - დაეთანხმა მუსიე პუარო და
ისეთი სახით მიბრუნდა ქალისკენ, თითქოს მისი შენიშვნით
გაოცებულიყოს.- დანაშაული ინგლისური ხასიათის არ არის. - მერე
გაჩუმდა. – იცით რა გითხრათ, მისის მისის მიტჩელ, არ შევცდები,
თუ გეტყვით, წარმოშობით ინგლისის რომელი მხრიღან ბრძანდე-
ბით·
- დორსეტიდან ვარ, სერ, ბრიტპორტის მახლობლად.ეს ჩემი სამ-
შობლო გახლავთ.
145
- სწორედ ეგრეც ვფიქრობდი, - დაეთანხმა პუარო, -მშვენიერი
კუთხეა.
-დიახ, დორსეტთნ შედარებით ლონდონი არაფერია.-ორ
საუკუნეზე მეტია, ჩემი გვარი დორსეტში ცხოვრობს. ასე რომ ჩემში
წმინდა დორსეტული სისხლი ჩქეფს.
-მართლა? - გაიკვირვა პუარომ და მერე სტიუარდს მიუბრუნდა-
რაღაც მინდოდა თქვენთვის მეკითხა, სერ.
მიტჩელმა წარბები მოღუშა.
- მე უკვე ყველაფერი გითხარით, რაც ვიცოდი, სერ.
-დიახ, ვიცი, გასაგებია, მაგრამ ეს უმნიშვნელო რამ არის. აი,
თქვენგან რისი გაგება მინდა: ქალბატონი ჟიზელის მაგიდა არეული
ხომ არ იყო? კოვზები, სამარილეები, ჩანგლები ან სხვა რამ უწესრი-
გოდ ხომ არ ეყარა?
სტიუარდმა თავი გააქნია.
- არა, მაგიდაზე არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილა. ყველაფერი
ალაგებული იყო, გარდა ყავის ფინჯნებისა. არაჩვეულებრივი არა-
ფერი შემინიშნავს. თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ალბათ ამას ყუ-
რადღებას არ მივაქცევდი. ძალიან აღელვებული ვიყავი. საეჭვო რა-
მე რომ ყოფილიყო, პოლიციელებიც შენიშნავდნენ. იმათ ხომ მთე-
ლი თვითმფრინავი გაჩხრიკეს.
- კარგით, - დაეთანხმა პუარო და დაუმატა: - მართალია, ამას
მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც მინდოდა თქვენს კოლეგას -
დევისს დავლაპარაკებოდი.
- ის ადრიან რეისზე, 8:45–ზეა, სერ·
- ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა?
- ეჰ, სერ, ის ჯერ საკმაოდ ახალგაზრდაა, მგონი ამით ერთობა
კიდეც. მკვლელობის ამბავი გახმაურდა. ხალხს აინტერესებს რო-
გორ მოხდა, დევისს დასალევს სთავაზობენ და დაწვრილებით აამ-
ბობინებენ·
- შეყვარებული ხომ არ ჰყავს? – ჰკითხა პუარომ. -რადგან დევი-
სი ამ საქმესთან არის დაკავშირებული, ისიც აღელვებული იქნება.

146
- ის მოხუცი ჯონსონის ქალიშვილს ეარშიყება, იმ ქალის მამა სა-
მიკიტნო ,გვირგვინი და ეკალი“ რომ არის იქ მუშაობს. ის ქალი
ჭკვიანია და მიტჩელის კავშირი მკვლელობასთან არაფრად ეპიტნა-
ვება.
- საკმაოდ დასაბუთებული მოსაზრებაა. - შენიშნა პუარომ და ად-
გა. - მადლობელი გახლავართ, მისტერ და მისის მიტჩელ. ჩემი
თხოვნაა, ნუ ინერვიულებთ.
სტუმარი რომ წავიდა, მიტჩელმა თქვა:
- დაკითხვაზე უტვინო ნაფიც მსაჯულებს ეგონათ, რომ პუარომ
ჩაიდინა დანაშაული. არადა, მგონი, ეგ თვითონ არის საიდუმლო
სამსახურში.
პუაროს ახლა აუცილებლად უნდა ენახა მეორე სტიუარდი, დევი-
სი.
ცოტა ხნის შემდეგ, ბარში „გვირგვინი და ეკალი“, პუარომ იგივე
კითხვები დაუსვა დევისს.
- მაგიდაზე არეულობა არ ყოფილა, სერ. ალბათ იმას გუ-
ლისხმობთ, გადაყირავებული ხომ არაფერი იყო?
- არა, მე მაინტერესებს, ხომ არაფერი აკლდა, ანდა პირიქით,
ზედმეტი ხომ არ იდო მაგიდაზე, რაც ჩვეულებრივ არ უნდა ყოფილი-
ყო...
დევისი წუთით დაფიქრდა, შემდეგ ნელა თქვა:
- მგონი რაღაც იყო... როცა ჭურჭელი მიმქონდა, შევნიშნე, არ ვი-
ცი, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს თუ არა, მაგრამ მკვდარი ლედის
ლამბაქზე ყავის ორი კოვზი იდო. ხანდახან სიჩქარეში ხდება ხოლ-
მე, რაღაც აირეევა. ამას უბრალოდ იმიტომ მივაქციე ყურადღება,
რომ ამბობენ, თეფშზე ორი კოვზი დევს, ქორწილი იქნებაო.
- სხვა მაგიდაზე კოვზი ხომ არ აკლდა?
-არა, სერ, ასეთი რამ არ შემიმჩნევია. ამ მხარეს მე და მიტჩელმა
დავარიგეთ ფინჯნები და ლამბაქები. მერე ალბათ მომელიმე ჩვენ-
თაგანმა სიჩქარეში ვეღარ განსაზღვრა და ერთი ჰაიჰარად დაუმა-
ტა· ამ ერთი კვირის წინ პირადად მე დავალაგე მაგიდაზე ორი წყვი-
ლი დანა-ჩანგალი. დაკლებას ისევ ზედმეტი სჯობს. მერე თავში ქვა
147
უნდა იხალო და გავარდე ხან დანის, ხან ჩანგლის და კიდევ რა ვიცი,
რის მოსატანად...
პუარომ ვითომ ხუმრობით კიდევ ერთი კითხვა დაუსვა:
- დევის, ფრანგ გოგონებზე რა აზრის ხართ?
-ჩემთვის ინგლისელებიც კარგები არიან, სერ.
- დევისმა გულკეთილად გაუღიმა დახლში მდგარ ქერათმიან,
ჩათქვირებულ ქალიშვილს.

მეთვრამეტე თავი

დედოფალ ვიქტორიას ქუჩაზე

მისტერ ჯეიმს რაიდერი გაოცდა, როდესაც მისტერ ერკიულ პუ-


აროს სავიზიტო ბარათი გადასცეს. გვარი ეცნაურა, მაგრამ ვერ გა-
იხსენა. შემდეგ თავისთვის ჩაილაპარაკა: „ოჰ, ეს ხომ ის არის!“ და
კლერკს უბრძანა, სტუმარი შემოეშვა.
მუსიე ერკიულ პუარო მეტად მოხდენილად გამოიყურებოდა
ხელჯოხით და ღილკილოში თეთრ მიხაკგარჭობილი.
- შეწუხებისთვის ბოდიშს ვიხდი, - მიმართა პუარომ, -მე ქალბა-
ტონ ჟიზელის მკვლელობის თაობაზე გეახელით.
- ჰოო? - გაიკვირვა მისტერ რაიდერმა - დაბრძახდით, სიგარეტს
ხომ არ ინებებთ?
- გმადლობთ, მე ყოველთვის საკუთარს ვეწეგი. იქნებ, თქვენც
გაგესინჯათ?

148
რაიდერმა ეჭვის თვალით დახედა პუაროს გაწვდილ მინიატიურულ
სიგარეტს ,-ჩემსას ვამჯობინებ, თუ საწინააღმდეგო არაფერი თქვე-
ნი სიგარეტები შემთხვევით კაცს შეიძლება გადეყლაპოს,- თქვა მან
და გულიანად გაეცინა. - რამდენიმე დღის წინ აქ ინსპექტორი იყო,
მისტერ რაიდერმა სანთებელა გააჩხაკუნა- გაიძვერები არიან. თუ
სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყვეს, ისე არ იქნება.
-ალბათ, რაღაც ცნობები აინტერესებდათ, არა? -თავაზიანად
ჰკითხა პუარომ.
- კი, მაგრამ ასეთი ჩაციება როგორ შეიძლება? -ღიმილით თქვა
რაიდერმა. - არ უნდა გაითვალისწინონ ადამიანის გრძნობები და
მისი საქმიანი რეპუტაცია?
- ალბათ თქვენ უფრო მგრძნობიარე ბრძანდებით, მაგრამ ამას
საქმე მოითხოვს.
- მე საკმაოდ საჩოთირო მდგომარეობაში ვარ, - გამოტყდა მის-
ტერ რაიდერი. მეტისმეტად უხერხულ მდგომარეობაში! ზუსტად იმ
ქალის წინ ჯდომა უკვე თავისთავად საეჭბოა! თანაც, არაფრით არ
შემიძლია გამოძიებას დავეხმარო: არაფერი არ დამინახავს. რომ
მცოდნოდა, ვიღაც ქალი უნდა მოკლანო, იმ რეისით სულ არ წავი-
დოდი! პირდაპირ ჯვარს მაცვეს! ვერ გავიგე, რაღა მე ამომიჩემეს?
რატომ ექიმ ჰაბარდს არ აბეზრებენ თავს, თუ რა გვარია - მგონი
ბრაიანტი? სწორედ ექიმები არიან, რომ ათასგვარ საწამლავებს
ინახავენ. აბა, მე. საიდან უნდა მქონოდა გველის შხამი? გეკითხე-
ბით, აბა, საიდან?
- მაგრამ, ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, - ღიმილით უთ-
ხრა პუარომ.
- მართალია. ამ ამბავს ერთი სასარგებლო მხარეც აქვს. ჯერ
თქვენთვის არ მითქვამს, რომ კარგა გვარიანი თანხა ჩავიჯიბე. პრე-
სისათვის მოწმე განსაკუთრებით საინტერესო ობიექტია. მართა-
ლია, გაზეთში, უმთავრესად, რეპორტიორის ფანტაზია იყო, მაგრამ
მაინც ჩემს ჩვენებებს დაეყრდნენ...
- საინტერესოა, - თქვა პუარომ, -როგორ გავლენას ახდენს დანა-
შაული იმ ადამიანებზე და მათ ცხოვრებაზე, რომლებიც არაფრით
149
არ არიან ამ დანაშაულის თანამონიწილენი.ავიღოთ, მაგალითად,
თქვენი პიროვნება: სრულიაი მოულოდნელად აიღეთ დიდი თანხა,
რომელიც იმ მომენტში, ალბათ, როგორ გჭირდებოდათ.
-ფული ყოველთვის სჭირდება ადამიიანს. პირქუშად დაეთანხმა
რაიდერი და შუბლსქვემოდან გახედა პუაროს.
-ჰო, მაგრამ არსებობს უკიდურესი საჭირობაც, ადამიანები ითვი-
სებენ და ხარჯავენ სხვის ფულს, ხან თაღლითურ გარიგებაში ებმე-
ბიან... - აქ პუარომ ხელები გაშალა, ამას ყოველთვის მოსდევს ყო-
ველნაირი გართულებები.
- ეჰ,არ ღირს ამაზე თავის მტვრევა, - რაიდერმა სცადა, საუბრის
თემა შეეცვალა.
- გეთანხმებით. რაში გვჭირდება ცხოვრების ბნელი მხარეები?
ფული, ალბათ, გამოგადგათ, თუ არ ვცდები, ადრე პარიზში ვერ მი-
იღეთ სესხი...
- დასწყევლოს ღმერთმა, საიდან გაიგეთ? - დაიღრიალა გაცოფე-
ბულმა რაიდერმა·
ერკიულ პუარომ გაიღიმა:
- ყოველ შემთხვევაში, ასეა.
- მართალია, მაგრამ სულაც არ მინდა, რომ ეს გახმაურდეს.
- გარწმუნებთ, რომ კეთილგონიერებას გამოვიჩენ.
- უცნაურია, -- თქვა მისტერ რაიდერმა და ჩაფიქრდა, ხანდახან
უმნიშვნელო თანხის გამო, როგორ შეიძლება ხიფათში გაება· გა-
მოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი გამგელებუ-
ლებული ეძებს გამოსავალს, ეგებ საიდანმე იშოვოს ფული, თუნდაც
ცოტაოდენი, ეს კი სესხისკენ გიბიძგებს. დიახ, საშინელებაა, ფული
საოცარი რამ გახლავთ. თავისებურად კრედიტიც არანაკლებ უცნა-
ურია და ასე თუ ვიტყვით, თვით ცხოვრებაც ხომ საოცრებაა! ჰო,
მართლა, ამ საქმის გამო გინდათ ჩემი ნახვა?
- დელიკატური კითხვაა. ჩემი პროფესიის საშუალებით გავიგე,
რომ რაღაც საქმეებით იყავით დაკავშირებული ჟიზელთან, თუმცა
ამას თავდაპირველად უარყოფდით.

150
- ვინ თქვა? ტყუილია, ბინძური ტყუილი! ის ქალი არასოდეს მინა-
ხავს! ეს საზიზღარი ცილისწამებაა!
პუარომ ფიქრიანად შეხედა და თავი გააქნია.
- ოჰ, ეგრე ნუ ღელავთ, - ამოიოხრა მან, შეიძლება····რაიმე შეც-
დომაა და უნდა შემოწმდეს.
- არა, ერთი უყურეთ! ვიღაც მევახშესთან კავშირში მამხელენ
თურმე!
პუარო წამოდგა.
- მაპატიეთ, თუ სწორი ინფორმაცია არ მომაწოდეს·მერე კართან
შეჩერდა.- მაინტერესებს, ექიმი ბრაიანტი რატომ მონათლეთ ექიმ
ჰაბარდად?
- მიწა გამისკდეს, თუ ვიცოდე, ისე, უბრალოდ... ჰო, ალბათ მისი
ფლეიტის გამო. არ გახსოვთ, ბაეშვობისდროინდელი ლექსები? აი,
დედაბერ ჰაბარდას ძაღლზე? „როცა ის დაბრუნდა, ფლეიტაზე უკ-
რავდა“. საოცარია, როგორ შეიძლება გვარები ერთმანეთში აგერი-
ოს!..
- ჰო, ფლეიტა... თქვენი წამონაცდენი ჩემთვის ფსიქოლოგიურად
მეტად საინტერესოა.. ფსიქოლოგიურად!
მისტერ რაიდერმა სიტყვა „ფსიქოლოგიურზე“ ჩაიფრუტუნა. მის
გონებაში ის „ფსიქოანალიზის სულელური გამონაგონის“ ტოლ-
ფარდი იყო. მან ეჭვიანი მზერა გააყოლა პუაროს·

151
მეცხრამეტე თავი

მისტერ რობინსონის ვიზიტი

გრაფინია ჰორბარი თავის საწოლ ოთახში ტუალეტის მაგიდას-


თან იჯდა, გროსვენორ-სკვერის 15-ში. წინ ეწყო მოზარნიშებული
ჯაგრისები, შუშების სხვადასხვანაირი კოლოფები, სახის მალამოს
ქილები, პუდრი და ერთი სიტყვით, ნაირ-ნაირი ნივთი, რომლებიც
კოსმეტიკის დახვეწილი ფერწერისთვისაა საჭირო, ლედი ჰორბარი
კი გაოგნებული და პირგამშრალი იჯდა. ლოყებზე ჯერ ისევ ლაქე-
ბად ედო საღებავი, რომელიც სახეზე უნდა გადაესვა. მან მეოთხედ
გადაიკითხა წერილი:
„გრაფინია ჰორბარის
გარდაცვლილი ქალბატონი ჟიზელის თაობაზე.
მოწყალეო ქალბატონო!
მე გახლავართ საგანგებო საბუთების მფლობელი, რომელიც
ადრე გარდაცვლილის საკუთრებას შეადგენდა. თუ თქვენ ან მის-
ტერ რაიმონდ ბარაკლოუ ამ საქმით დაინტერესებული ხართ,
გთხოვთ, შემხვდეთ ზოგიერთი საკითხის გასარკვევად.
ხომ არ გირჩევნიათ თქვენს ქმარს მივმართო?
გულწრფელი სურვილებით თქვენი ჯონ რობინსონი“.

სისულელეა ერთი და იმავეს ათასჯერ გადაკითხვა... მაგრამ იქ-


ნებ სიტყვებმა შეიცვალოს მნიშვნელობა. ქალმა კონვერტი აიღო.
უფრო სწორად, ორი კონვერტი: ერთს ეწერა „,პირადად“, მეორეს –
„პირადად და სრულიად საიდუმლოდ“.„პირადად და სრულიად სა-
იდუმლოდ“. რა უსირცხვილობაა! ბებერი მატყუარა როგორ ეფიცე-
ბოდა, ყველაფერს ვიღონებ რომ ჩემი კლიენტების სახელი დაცული
იყოს, თუკი ვინიცობაა, უეცარი სიკვდილი მიწერიაო... ეშმაკსაც წა-
უღია მისი თავი... რა ჯოჯოხეთური, უაზრო ცხოვრებაა ·

152
„ღმერთო ჩემო, რა დღეში მაქვს ნერვები, - ფიქრობდა სისელი, -
არა, ასე არ ივარგებს“...
აკანკალებული ხელი შუშის ოქროს საცობისკენ გაიწვდინა...
ასე, ახლა შეუძლია ფიქრი! რა ქნას? რა! უნდა შეხვდეს, სხვა გამო-
სავალი არ არის, მერე სად იშოვოს ფული? იქნებ კარლოს-სტრიტზე
გაუღიმოს ბედმა.
ამაზე ფიქრის დრო მერეც ექნება. ახლა რობინსონთან შეხვედ-
რაა საჭირო. უნდა გაიგოს, რა იცის და რა არა.
საწერ მაგიდასთან მივიდა და მსხვილი ასოებით დაჯღაბნა:
„გრაფინია ჰორბარი თავის პატივისცემას გამოხატავს მისტერ
რობინსონის მიმართ და თანახმაა, მიიღოთ ხვალ თერთმეტ საათზე,
თუკი მას სურს...“
- კარგია? - ჰკითხა ნორმანმა პუაროს და ცოტა გაწითლდა, რო-
ცა მისი დაჟინებული მზერა შენიშნა.
- მოდით და საგნებს პირდაპირ დავარქვათ სახელები,-უთხრა
პუარომ. - რა კომედიის თამაში განგიზრახავთ?
ნორმან გეილი კიდევ უფრო გაწითლდა.
- ასე არ მითხარით, ოდნავ შენიღბვა საკმარისიაო? - ჩაიბუზღუნა
გეილმა.
პუარომ ამოიოხრა, მერე ახალგაზრდა კაცს იდაყვზე ხელი მოჰ-
კიდა და სარკესთან მიიყვანა.
- ჩაიხედეთ, - უთხრა მან. - ერთი თქვენს თავს შეხედეთ, რას
ჰგავხართ? როგორ ფიქრობთ, ვინა ხართ? გამოწყობილი სანტა-
კლაუსი, რომელიც ბავშვებს ართობს? გეთანხმებით, წვერი თეთრი
არ გაქვთ, შავია - ბოროტისთვის შესაფერი,მაგრამ რანაირი წვე-
რია? თანაც უვიცად და მოუქნელად გაქვთ მიმაგრებული! ახლა წარ-
ბები? თქვენ რა, ყალბი თმისკენ ხომ არა გაქვთ მიდრეკილება? რე-
ზინის სუნს რამდენიმე იარდის მანძილიდან იყნოსავს ადამიანი.
ხომ არა გგონიათ, ვერავინ მიხვდება რომ კბილზე ლეიკოპლასტი-
რი გაქვთ დაკრული? ძალიან ცდებით! რაიმე როლის შესრულება
ნამდვილად არ არის თქვენი საქმე!..

153
- ბევრჯერ მითამაშია მოყვარულთა სპექტაკლებში...– თქვა
ნორმან გეილმა, თან სული ძლივს მოითქვა.
- ძნელი დასაჯერებელია, ყოველ შემთხვევაში, გრიმის გაკეთების
უფლებას თქვენ არ მოგცემდნენ, რამპის შუქზეც არ იქნებოდა და-
მაჯერებელი თქვენი გარეგნობა, გროსვენორ- სკვერზე კი და ისიც
დღის სინათლეზე! არა, - უთხრა პუარომ, - თქვენ კომედიანტი კი არ
ხართ, მე მინდა, ლედი თქვენს დანახვაზე დაფრთხეს და არა სიცი-
ლით გაიჭაჭოს.- მართალია, შეურაცხყოფას გაყენებთ, რაზეც ძა-
ლიან ვწუხვარ, მაგრამ ამ წუთში მხოლოდ სიმართლეა თქვენი წა-
მალი.
-ესენი აიღეთ, - უთხრა პუარომ და საღებავიანი ქილა მიუწია,
შედით სააბაზანო ოთახში და ბოლო მოუღეთ ამ სისულელეს.
გულგაწყალებული ნორმან გეილი დაემორჩილა. როცა თხუთ-
მეტი წუთის შემდეგ ღია აგურისფრად შეღებილი ნორმანი გამოგი-
და, პუარომ მოწონებით დაუქნია თავი.
-ძალიან კარგია, კომედია დამთავრებულია... ახლა იწყება სე-
რიოზული საქმეები. პატარა ულვაშის დაყენება შეგიძლიათ და,
თქვენი ნებართვით, მე თვითონ მოგაწებებთ. აი, ასე. თმის გადაყო-
ფაღა დაგვრჩა. საკმარისია. ახლა შევამოწმოთ, როგორ იცით თქვე-
ნი როლი.
მან გულდასმით მოუსმინა და მერე თავი დაუქნია.
- კარგია, წინ! წარმატებას გისურვებთ!
-ვეცდები, მაგრამ, ადვილი შესაძლებელია, იქ გაცოფებული
ქმარი და ერთი-ორი პოლიციელიც დამიხვდეს...
გროსვენორ-სკვერზე გეილს პირველ სართულზე მომცრო
ოთახში შეუძღვნენ. ერთი-ორი წუთის შემდეგ ოთახში თვითონ ლე-
დი ჰორბარი შემოვიდა.
ნორმანმა მხნეობა მოიკრიბა. არ უნდა გაამჟღავნოს, რომ ამ
საქმეში ახალბედაა·
- მისტერ რობინსონი ბრძანდებით?- ჰკითხა სისელიმ.
- თქვენი მონა-მორჩილი გახლავართ, - მიუგო ნორმანმა და თა-
ვი დაუკრა.
154
„ღმერთმა დასწყევლოს, გეგონება, ქსოვილების მაღაზიის
მორიგე ადმინისტრატორი ვიყო“, ზიზღით გაიფიქრა ნორმანმა.
- თქვენი წერილი მივიღე, - უთხრა სისელიმ.
ნორმანი, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა. „ჩერჩეტი ბებერი- გაიფიქ-
რა თავისთვის, - დამიმტკიცე, რომ თამაში შეგიძლიაო“.
ხმამაღლა საკმაოდ ურცხვად განაცხადა:
- დიახ, აბა, მაშ, როგორ მოვიქცეთ, ლედი ჰორბარი,დეტალები
ხომ არ გადმოვალაგო? ყველამ იცის, ლედი, რა სასიამოვნოა,
ვთქვათ, კვირის ბოლოს ზღვაზე გატარება. მაგრამ ქმრები ამაზე იშ-
ვიათად თანხმდებიან. ვიმედოვნებ, ხვდებით, რა სამხილს ვგულის-
ხმობ? შესანიშნავი ქალი იყო ბებერი ჟიზელი. არასოდეს გამო-
ელეოდა ფული! თქვენ წინააღმდეგ, ლედი, პირველი ხარისხის სამ-
ხილია. მაგალითად, სასტუმროში. ახლა მთავარი ისაა, ვის სჭირდე-
ბა იგი, თქვენ თუ ლორდ ჰორბარის? აი, რა არის მნიშვნელოვანი,
მე გამყიდველი ვარ.- რაც უფრო როლში შედიოდა ნორმანი, მით
უფრო უუხეშდებოდა ხმა. - იქნებით თუ არა მყიდველი, აი, კითხვა...
- როგორ შეიტყვეთ ეს... სამხილი?
- რა მნიშვნელობა აქვს მას, ლედი ჰორბარი. ეს საქმეს არ შეეხე-
ბა, მთავარია, რომ მე ის მოვიპოვე.
- თქვენი არ მჯერა. აბა, მაჩვენეთ.
- არაფრით! - ეშმაკურად გააქნია თავი ნორმანმა. თან არაფერი
წამომიღია. გამოუცდელი არ გეგონოთ. თუ მოვილაპარაკებთ, მა-
შინ სხვა საქმეა. ფულის მიღებამდე გაჩვენებთ პატიოსნად. ათი ათა-
სი მინდა! გირვანქები მირჩევნია დოლარებს.
- შეუძლებელია! ამ თანხას მე ვერასოდეს მოვუყრი თავს!
-თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, თვით საოცრებისაც,
თუ მოინდომებთ· მომისმინეთ, ლედი, მე დაგიკლებთ: რვა ათასს ვი-
კმარებ· ეს არის ჩემი უკანას კნელი სიტყვა.
-აკი გითხარით, ასეთ თანხას ვერ ვიშოვი-მეთქი.
-რა გაეწყობა, ალბათ ლორდ ჰორბარის ეცოდინება, რა შედეგი
მოჰყვება ამას. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ გაყრილ ცოლს ყოფი-
ლი ქმრისგან რჩენის ფული არ ეკუთვნის. რაც შეეხება მისტერ ბარ-
155
აკლოუს, მიუხედავად იმისა, რომ მომავლის მქონე მსახიობია, ჯერ-
ჯერობით ფულს ვერ ხვეტავს. ასე რომ, ყველაფერი აწონ-დაწონეთ·
გახსოვდეთ, რაც გითხარით, მე სერიოზულად გეუბნებით. - გეილი
გაჩუმდა და მერე დაუმატა: -ისევე სერიოზულად გეუბნებით, რო-
გორც ჟიზელი...
მერე, ვიდრე დაბნეული ქალი რამეს ეტყოდა. სწრაფად გავიდა
ოთახიდან.
- უჰ! - შვებით ამოისუნთქა ნორმანმა და სული მოიბრუნა. შემდეგ
ქუჩაში გავიდა და ოფლი მოიწმინდა. - მადლობა ღმერთს, ამას მოვ-
რჩი.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ მსახურმა სავიზიტო ბარათი გა-
დასცა ლედი ჰორბარის: „მუსიე ერკიულ პუარო“.
გამძვინვარებულმა ქალმა ბარათი იატაკზე დაახეთქა:
- ეს ვინღაა? არაფრით არ შემიძლია მისი მიღება!
-მან თქვა, რომ მისტერ რაიმონდ ბარაკლოუს თხოვნით არის.
- აჰა!- სისელი გაჩუმდა. - კარგით, შემოვიდეს!..
კოპწიად ჩაცმული პუარო ოთახში შევიდა და ქალს თავი
დაუკრა. მსახურმა კარი მიხურა. სისელი სტუმრისკენ გაემართა.
- მისტერ ბარაკლოუმ გამოგაგზავნათ?
- დაბრძანდით, ქალბატონო, - უთხრა პუარომ თავაზიანი კილო-
თი, მაგრამ საკმაოდ მტკიცედ·
სისელი დაემორჩილა, პუარო მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა, მის
ქცევაში მამობრივი სინაზე და მზრუნველობა იგრძნობოდა.
- ქალბატონო, გთხოვთ, როგორც მეგობარი, ისე მიგულეთ რჩე-
ვა მინდა, მოგცეთ, ვიცი, ამჟამად გიჭირთ.
ქალმა სუსტი ხმით წამოიკნავლა:
-მე არ...
- მომისმინეთ, ქალბატონო, მე თქვენი საიდუმლოს გამოძალვას
არ ვაპირებ, არ არის საჭირო, მე ყეელაფერი ვიცი, კარგი დეტექტი-
ცის ღირსება სწორედ ამაშია.
- დეტექტივის? - ქალს თვალები გაუფართოვგდა, მახსოვს,
თქვენ თვითმფრინავში იყავით... ეს თქვენ ხართ...
156
– დიახ, ძართალია, მე ვიყავი, ახლა, ქალბატონო.-საქმეზე გა-
დავიდეთ. მე არ გაძალებთ, რომ გამენდოთ, ნურაფერს...ნუ მომიყ-
ვებით· მე თვითონ მოგიყვებით. დღეს დილით,ერთი საათის წინ, ვი-
ღაც მნახველი გყავდათ. მისი სახელი... მგონი,ბრაუნი ერქვა.
- რობინსონი,- ჩურჩულით გაუსწორა სისელიმ.
- სულერთია, ბრაუნი, სმითი, რობინსონი - ამ გვარებით ის რიგ-
რიგობით სარგებლობს. რობინსონი შანტაჟის მოსაწყობად მოვიდა.
ამ კაცს მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთები აქვს... თქვენი
ერთი მოუფიქრებელი ნაბიჯის გამო,თავის დროზე ეს სამხილი ქალ-
ბატონ ჟიზელს ეკუთვნოდა· ახლა საბუთები ამ კაცს ჩაუვარდა ხელ-
ში. მათ შესასყიდად ალბათ ექვს-შვიდ ათასს მოითხოვს?
- არა, რვას,
- მაშ, რვა ათასს, მერე, ქალბატონო, ასეთ მოკლე ვადაში ამ თან-
ხის შოვნა ხუმრობა საქმე როდია.
- არ შემიძლია... უბრალოდ, არ შემიძლია! ისედაც სულ ვალებში
ვარ ჩაფლული და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე...
- დამშვიდდით, ქალბატონო. თქვენ დასახმარებლად მოვედი, მე
ხომ ერკიულ პუარო ვარ· მენდეთ, ნუ გეშინიათ, მისტერ რობინსონს
მე გავუსწორდები.
- გასაგებია, - მკვახედ თქვა სისელიმ. - თქვენ რამდენსღა
ითხოვთ?
ერკიულ პუარომ თავი დაუკრა.
- მე მინდოდა მშვენიერი ლედის ფოტო ავტოგრაფით...ენდეთ
ერკიულ პუაროს. მე მინდა სიმართლე, მხოლოდ სიმართლე. არა-
ფერი დამიმალოთ, თორემ ჩემი ინიციატივა შეიზღუდება. საზეიმო
ფიცს ვდებ, რომ მისტერ რობინსონის გვარს თქვენს სიცოცხლეში
აღარ გაიგონებთ.
- კარგით, - ცრემლების წმენდით თქვა სესილიმ. - ყველაფერს
გიამბობთ.
- კეთილი. მაშ, თქვენ ფულს სესხულობდით ჟიზელისგან?
ლედი ჰორბარიმ თავი დაუქნია.

157
- მე მინდა გავიგო, როდის დაიწყეთ?
- თვრამეტი თვის წინ. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. ვთა-
მაშობდი და ბედი არ მწყალობდა.
- მერე, ქალბატონი იმდენს გასესხებდათ ხოლმე, რამდენიც გინ-
დოდათ?
- პირველ ხანებში არა. ჯერ მცირე თანხას იძლეოდა.
- ვინ მიგასწავლათ?
- მისტერ რაიმონდ ბარაკლოუმ. მან მითხრა, ჟიზელი მაღალი
წრის ქალებს აძლევს ფულსო.
- მერე თანდათან უფრო გენდობოდათ, არა?
-დიახ, შემდეგ იმღენს მაძლევდა, რამდენსაც მოვთხოვდი, ამ
ამბავს, ხანდახან სასწაულს ვაწერდი.
-ქალბატონ ჟიზელის მხრიდან ეს მართლაც სასწაულია,- მშრა-
ლაღ თქვა პუარომ. - ეს ალბათ იქამდე გაგრძელდა, ვიდრე თქვენ
და მისტერ ბარაკლოუ... მეგობრები გახდებოდით?
- დიახ.
-მაგრამ გეშინოდათ, რომ ქმრის ყურამდე არ მისულიყო ეს ამბა-
ვი?
სისელიმ გაავებით დაიყვირა:
-სტივენი პედანტია! ფორმალისტი! ჩემგან დაიღალა, ახლა სხვა-
ზე დაქორწინებაზე ოცნებობს... მაშინვე განქორწინებას მომთხოს!
- თქვენ არ გინდათ გაშორება?
-არა, მე... მე...
- ახლანდელი დამოუკიდებელი მდგომარეობა მოგწონთ, თან
გვარიანი შემოსავლით სარგებლობთ. რა თქმა უნდა, ასე გირჩევნი-
ათ: ქალებმა ხომ თავს უნდა მიხედოთ. კარგით, მოდით, განვაგ-
რძოთ. თქეენ წინაშე ფულის გადახდის საკითხი დადგა?
- დიახ. მე... მე.. მე... გადახდა არ შემეძლო. მაშინ ის საძაგელი
დედაბერი გაავდა· ჩემი და რაიმონდის ურთიერთობა იცოდა· გა-
მოჩხრიკა მისამართები, რიცხვები... არ ვიცი, კიდევ რა...
- იმას თავისი მეთოდები ექნებოდა, - მშრალად უთხრა პუარომ.
- უეჭველია, ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ყველაფერს ლო-
158
რდ ჰორბარის ჩაუკაკლავდა. ისე, რომ მისმა სიკვდილმა... თქვენ
ბედნიერება მოგიტანათ, არა?
სესილიმ გულწრფელად უპასუხა:
- ნამდვილ სასწაულად მომევლინა.
- მართლაც, მაგრამ ყოველივე ამან ხომ მაინც გაგანერვიულათ?
ბოლოს და ბოლოს, თვითმფრინავში მხოლოდ თქვენ ერთადერთს
გქონდათ მისი სიკვდილის სურვილი·
სესილიმ ძლივს მოითქვა სული.
- ვიცი. ეს აუტანელი იყო. სასოწარკვეიოლებაში ჩავვარდი.
- განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი გამგზავრების წინ პარიზ-
ში ესტუმრეთ და სცენები გაუმართეთ.
- ბებერი ეშმაკი! იოტისოდენასაც კი არ თმობდა! გეგონებოდათ,
ერთობაო! ოჰ, რა პირუტყვი იყო! არაქათგამოცლილი დავბრუნდი
იქიდა.
-დაკითხვაზე კი განაცხადეთ, ადრე არ ვიცნობდიო.
- აბა, რას ვიტყოდი?
პუარომ ფიქრიანად შეხედა ქალს.
- თქვენ მეტს ვერაფერს იტყოდით.
-რა საშინელებაა გაუთავებელი ტყუილი! ტყუილი! ტყუილი! ეს
საზიზღარი ინსპექტორი გაუთავებლად მოდიოდა, რომ იქნებ რაიმე
დაეცდენინებინა. შეკითხვებით მქანცავდა, მაგრამ ჩემი თავი დაცუ-
ლი მეგონა და თვალს ვადევნებდი იმის დაჟინებულ მცდელობას.
მან ხომ არაფერი იცოდა. მერე კი, -განაგრძო სისელიმ. - მე ვიგრძე-
ნი, თუკი რაიმე იჩენდა თავს,ერთბაშად უნდა მომხდარიყო! გუშინ,
წერილის მიღებამდე, თავს უშიშრად ვგრძნობდი.
- მერე, ამ ხნის განმავლობაში არ გეშინოდათ, ვინმეს რომ ემხი-
ლებინეთ ან მკვლელობისათვის დაეპატიმრებინეთ?
სისელის სახე მთლად გაუფითრდა.
- მკვლელობისთვის?!. არა, მე არ... ოჰ! არ დაიჯეროთ! მე არ მო-
მიკლავს, არა... თქვენ უნდა დამიჯეროთ! მე ადგილიდანაც არ გავნ-
ძრეულვარ... მე...

159
სისელი უცბად გაჩუმდა. მისი მშვენიერი ცისფერი თვალები მუ-
დარით შეჰყურებდნენ პუაროს·
- მე მჯერა თქვენი, ქალბატონო, მჯერა ორი მიზეზის გამო: ჯერ
ერთი, რომ ქალი ხართ, მეორეც ის, რომ იქ ბუზანკალი იყო· თუმცა
თქვენ ეს არაფერს მიგანიშნებთ. ამიტომ მივყვეთ საქმეს· რობინ-
სონს მე გავუწორდები, სიტყვას გაძლევთ, მის სახელს აღარასოდეს
გაიგონებთ და არც დაინახავთ! მაგრამ, პირველ ყოვლისა, მე ჩემი
მოვალეობა უნდა შევასრულო. ამიტომ ორ შეკითხვას დაგისვამთ:
-მკვლელობის წინა დღეს მისტერ ბარაკლოუ იყო თუ არა
პარიზში?
- დიახ, იყო. ჩვენ ერთად ვისადილეთ, მაგრამ მირჩია,ბებრუხა-
ნასთან მარტო წავსულიყავი.
- აჰა, გასაგებია! კიდევ ერთი კითხვა, ქალბატონო,გათხოვებამ-
დე თქვენი სცენიური გვარი ბლანდი იყო. ეს ნამდვილი გვარია?
- არა, ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია მარტა ჯები.მეორე...
- მეორე პროფესიის შესაფერისია. სად დაიბადეთ?
- დონკასტერში. მაგრამ რაში გჭირდებათ ყოველივე ეს?
- უბრალო ცნობისმოყვარეობაა. ახლა, ლედი ჰორბარი, ყური
დამიგდეთ, რჩევა-დარიგებას მოგცემთ. რატომ არ გინდათ, ქმარ-
თან კეთილგანწყობილება შეინარჩუნოთ და ჭკვიანურად დაშორ-
დეთ?
- და მერე მეორე ქალზე დაქორწინების ნება მივცე?
- დიახ. თქვენ ხომ სულგრძელი ქალი ბრძანდებით, ქალბატონო.
გარდა ამისა, უშიშრად იქნებით, ქმარი კი მაინც გარჩენთ
- ძალიან მცირე თანხით.
- ჰო, მაგრამ თქვენ თავისუფალი იქნებით.გინდათ, მილიარ-
დერს გაჰყვებით.
- ახლა აღარ არიან...
- არ დაიჯეროთ. მამაკაცი, რომელსაც სამი მილიონი დოლარი
აქვს, კიდევ არის, თუმცა ამჯერად შეიძლება, მხოლოდ ორი ჰქონ-
დეს.

160
სისელის უნებურად გაეცინა.
- მუსიე პუარო, თქეენ ისე დამაჯერებლად ლაპარაკობთ, მაგრამ
დარწმუნებული ხართ, რომ ის საზიზღარი ტიპი არ დამიწყებს დევ-
ნას?
- ერკიულ პუარო სიტყეას გაძლევთ, -ჯენტლმენის შესაფერისი
საზეიმო თავის დაკვრით წარმოთქვა პუარომ·

მეოცე თავი

ჰერლი-სტრიტზე

ინსპექტორი ჯეპი ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა ჰერლი სტრიტზე. მე-


რე ქაღალდს დახედა, ვიღაცის კართან შედგა, ზარი დარეკა და ექი-
მი ბრაიანტი იკითხა·
- მიღებაზე ხართ, სერ?
- არა, რამდენიმე სიტყვას დავუწერ.
ჯეპმა სავიზიტო ბარათზე დააწერა:
„ძალიან დამავალებთ, თუ შეძლებთ და რამდენიმე წუთს შემომ-
წირავთ. დიდხანს არ დაგაყოვნებთ“
ბარათი კონვერტში ჩადო და მსახურთუფროსს მისცა. ჯეპი მისა-
ღებში შეიყვანეს. იქ ორი ქალი და ერთი მამაკაცი იჯდა.ჯეპი საკვარ-
ძელში ჩაეშვა და ,„პანჩის“ ძველი ნომერი გადაშალა. მალე ისევ გა-
მოჩნდა მსახურთუფროსი და ხმადაბლა ჩაულაპარაკა:

161
- თუ ცოტას დაიცდით, სერ, ექიმი გნახავთ. დღეს ძალიან
დაკავებულია.
ჯეპმა თავი დაუქნია. მოცდის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა,
პირიქით, კიდეც ესიამოვნა. ქალებმა ყბედობა დაიწყეს. ისინი ექიმ
ბრაიანტის ღირსებებზე მაღალი წარმოდგენის იყვნენ. კიდევ რამ-
დენიმე პაციენტი მოვიდა. ეტყობოდა, ექიმ ბრაიანტს წარმატება არ
აკლდა.
„ბევრ ფულს შოულობს, – გაიფიქრა ჯეპმა, არ ეტყობა, რომ სეს-
ხულობდეს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ოდესმე პრო-
ცენტიანი ვალი აეღო· მშვენიერი პრაქტიკა აქვს. ამ სკანდალის გა-
მო შეიძლებოდა, გაკოტრებულიყო. ამიტომ ცუდია ექიმობა···“
თხუთმეტი წუთის შემდეგ მსახურთუფროსმა მიიწვია:
- მობრძანდით, სერ. ექიმს უკვე შეუძლია თქვენი მიღება.
ჯეპმა ბრაიანტის საექიმო კ აბინეტი გაიარა, ვეებერთელა დიდ-
ფანჯრიანი ოთახი, რომელიც სახლის სიღრმეში იყო.ექიმი სამუშაო
მაგიდასთან იჯდა. სტუმრის დანახვისთანავე წამოდგა და დეტექ-
ტივს ხელი ჩამოართვა. მის მშვენიერ სახეს დაღლა ეტყობოდა.
ინსპექტორის ვიზიტით არც შეცბუნებული ჩანდა, არც აღელვებული.
- რით შემიძლია, გემსახუროთ, ინსპექტორო?
სავარძელში ჩაეშვა და ხელით ანიშნა სტუმარს მოპირდაპირე
სკამზე·
-უპირველეს ყოვლისა, ბოდიში უნღა მოგიხადოთ, მიღების ·საა-
თებში გაცდენთ, მაგრამ ბევრ დროს არ წაგართმევთ.
- კეთილი. ალბათ თვითმფრინავში მომხდარი მკვლელობის თა-
ობაზე მოხვედით?
- სწორია, სერ. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ, გველის
შხამთან დაკავშირებით, ზოგი რამ ვერ გავიგე.
- როგორც იცით, მე ტოქსიკოლოგი არ გახლავართ -უთხრა ექიმ-
მა ბრაიანტმა ღიმილით. – ეს ჩემს სფეროში არ შედის. აკი გყავთ
უინტერსპუნი?
- დიახ, მაგრამ, ექიმო, უინტერსპუნი ექსპერტია.იცით, რა არის
ექსპერტი? ისეთ ახსნას იძლევიან, რომ რიგითი ადამიანი ვერაფე-
162
რს გაიგებს. მაგრამ რამდენადაც მივხვდი,ამ საქმეს სამედიცინო
მხარეც გააჩნია. მართალია, რომ ზოგჯერ ეპილეფსიით დაავადებუ-
ლებსაც უკეთებენ ამ შხამს?
- არ ვიცი, ეპილეფსიის სპეციალისტი არა ვარ, -მიუგო ექიმმა
ბრაიანტმა.– ისე ვიცი, რომ ეპილეფსიით დაავადებულებს კობრას
შხამს უშხაპუნებენ და ზოგ შემთხვევაში, კარგ შედეგსაც აღწევენ.
მაგრამ, აკი მოგახსენეთ, ეგ ჩემი საქმე არ არის-მეთქი.
- ვიცი, ვიცი. აი, რა მინდა: რადგან თვითმფრინავში თქვენც იყა-
ვით, იქნებ ამ საქმემ დააინტერესა და ჩემთვის სასარგებლო აზრი
მომაწოდოს-მეთქი. რა მნიშვნელობა აქვს ექსპერტს, თუ არ მეცო-
დინება რა ვკითხო!
ექიმს გაეღიმა.
- თქვენს სიტყვებში სიმართლის ნაწილია, ინსპექტო-
რო,დედამიწაზე ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც
შეიძლება გულგრილი დარჩეს, როცა მკვლელობას ასე პირისპირ
შეეჩეხება. პირადად, მე,ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა. რაღა არ
ვიფიქრე, ათასნაირი ვერსია მოვიშეელიე. მართალი გითხრათ, ამ
საქმემ გამიტაცა. აქ ყველაფერი უჩვეულოა... თვითონ მკვლელო-
ბის მეთოდიც უცნაურია... მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ათასიდან
ერთი შანსია, რომ მკვლელი ვერავინ დაინახა. ალბათ მკვლელი გი-
ჟივით იყო და საშიშროებას ანგარიშს არ უწევდა. შხამის შერჩევაც
ჭეშმარიტად საკვირველია., რანაირად შეძლო მკვლელმა ამ შხამის
შოვნა! სად იშოვა? ათასში ერთს თუ ეცოდინება ხის გველის არსე-
ბობა! კიდევ უფრო ცოტა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ამ
შხამის შოვნას შეძლებს. მე ექიმი ვარ, სერ, და ეჭვი მეპარება, რომ
ოდესმე შევძლო მისი შოვნა. ერთი ჩემი მეგობარი ტროპიკებში სა-
მეცნიერო გამოკვლევებს აწარმოებს. მის ლაბორატორიაში გვე-
ლის მშრალი შხამის ბევრნაირ ნიმუშს შეხვდებით, მაგალითად,
კობრასი, მაგრამ ხის გველის შხამი არ მახსოვს.
- თქვენ ალბათ, შეძლებთ, დამეხმაროთ,- ჯეპმა ჯიბიდან ქაღალ-
დის ფურცელი ამოიღო და ექიმს გაუწოდა.
-უინტერსპუნმა რამდენიმე გვარი დამიწერა და მითხრა, ცნობე-
163
ბის მიღება იმათგან შეგიძლიათო. აქედან ხომ არავის იცნობთ?
- მაგალითად, პროფესორ კენედის ცოტათი ვიცნობ.აი, ჰეიდლერს
კარგად ვიცნობ. უთხარით, რომ მე გაგაგზავნეთ და ყველაფრით
დაგეხმარებათ, რაც შეეძლება. კარლ მაიკლს პირადად არ ვიცნობ,
- ეგ ედინბურგიდან არის, მაგრამ მგონი,ეგეც გამოგადგებათ.
- გმადლობ, სერ, თქვენ ძალიან დამავალედ, აღარ დაგაყოვნებთ.
ჰერლი-სტრიტზე გასულმა ჯეპმა ჩაიქირქილა:-ჰმ,ასე უნდა, მხო-
ლოდ ტაქტია საჭირო! მხოლოდ ტაქტით მიაღწევ ვველაფერს. სამ-
წუხაროა, რომ ეგ ვერასოდეს გაიგებს, როგორი ვარ სინამდვილე-
ში!

ოცდამეერთე თავი

სამი გასაღები

როდესაც ჯეპი სკოტლენდ-იარდში დაბრუნდა, მოახსენეს,მუსიე


ერკიულ პუარო გელოდებათო. ჯეპი გულიანად მიესალმა.
- აბა, მუსიე პუარო, რამ მოგიყვანათ ჩემთან! -ახალი ხომ
არაფერია?
- ახალი ამბებისთვის თვითონ მოვედი, ჩემო კეთილო ჯეპ!
- თქვენ ასეთი რამ არ გჩვევიათI ახალი ამბები კი იმდენია. პარი-
ზის ანტიკვარმა ლულა იცნო,ფურნიე პარიზიდან მოსვენებას არ
მაძლევს თავისი ფსიქოლოგიური მომენტით.სტიუარდებს დაკით-

164
ხვით სიქა გავაცალე, მაგრამ, რა,ირწმუნებიან, არავითარი ფსიქო-
ლოგიურე მომენტი არ ყოფილაო. რაიმე განსაკუთრებული რეისზე
არ მომხდარაო.
- ეს შეიძლება მაშინ მომხღარიყო, როცა ორივე სტიუარდი წინა
სალონში იყო გასული.
- ყველა მგზავრი დავკითხე. ასე ერთნაირად შეწყობილად ხომ
ვერ იცრუებენ.
- ადრე ერთ საქმეს ვიკვლევდი; იქაც სწორედ ასე იყო.
- თქვენს საქმეში შეიძლება! მე კი, მართალი გითხრათ, მუსიე პუ-
არო, ბედი არა მწყალობს. რაც მეტს ვცოდვილობ, მით უფრო მეტ
გაუგებრობას ვაწყდები. შეფი გულაცრუებული მიყურებს. წყალში
ჩავვარდე, აღარ ვიცი! ბედად, ეს საქმე უცხოეთს ეკუთვნის. ჩვენ
შეგვიძლია ყველაფერი ფრანგებს გადავბრალოთ. პარიზში კი იტ-
ყვიან, დანაშაული ინგლისელებმა ჩაიდინესო.- მორჩა და გათავდა!
- პირადად, თქვენ, დამნაშაედ ფრანგი მიგაჩნიათ?
- სიმართლე გითხრათ, არა. ეს არქეოლოგი წვრილი
ლისიტაა,სულ მიწაში იქექება და ასი ათასი წლის წინანდელ ამბებზე
ათასნაირ სისულელეებს ჩმახავს. ნეტავ გამაგებინა, საიდან იცის ეს
ამბები! ერთი მითხარით, ან ვინ შეეწინააღდეგება? ასე ამბობს ერთ
დამპალ, უგვანო მძივზე, ხუთი ათას სამას ოცი წლისააო. აბა, ვინ
გაბედავს და იტყვის - სწორი არ არისო? დაიკარგონ ერთი, ყველანი
ცრუპენტელები არიან, თუმცა გარეგნობით კი წესიერებს ჰგვანან.
ისე, რაც მართალია, მართალია, უწყინარი ხალხია. ოდესღაც ერთი
მეგობარი არქეოლოგი მყავდა. მახსოვს, მორიელმა უკბინა და შავ
დღეში ჩავარდა. მშვენიერი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ბავშვივით
უსუსური. ჩვენ შორის დარჩეს და ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ
ეს ამბავი არქეოლოგებიდან მოდიოდეს. უფრო უპრიანი იქნება, თუ
ყველაფერს კლენსის მივაწერთ! დიდი უცნაური ვინმეა: დადის და
თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს. სულ რაღაცაზე ფიქრობს.
- იქნება ახალი წიგნის სიუჟეტზე?
- ვინ იცის, მაგრამ იქნება არც ეგ იყოს. ჯერჯერობით,მოტივი ვერ
მიპოვია. დღემდე ასე მგონია, რომ CL შავ წიგნაკში, ლედი
165
ჰორბარიაა. ისე კი, მასთან ვერაფერი გავაწყე, ძნელად დასაყო-
ლიებელი ვინმეა.
პუარომ თავისთვის ჩაიცინა. ჯეპმა განაგრძო:
- ჟიზელთან სტიუარდების კავშირს ვერ ვხედავ.
- ექიმი ბრაიანტი?
- შეიძლება რაღაც მოიძებნოს: მაგაზე და მის ერთ პაციენტზე
რაღაც ხმები დადის, ლამაზი ქალია, ქმარი ერთი აჯამი ვინმე
ჰყოლია, ამბობენ, ის ქალი ნარკომანიაო; თუ ექიმი არ გაფრთხილ-
დება, სამედიცინო კონსილიუმიდან გარიცხავენ არ? ყველაფერს
უდგება RT 362. ვიპოვე ის ეშმაკური ხერხი, რომლითაც მას შეეძ-
ლო შხამის შოვნა, მე ვიყავი მასთან და ადვილად წამოსცდა. მარტო
ერთია საეჭვო: ფაქტები არ არის, ფაქტების მოპოვება ძალიან ძნე-
ლია. რაიდერი თითქოს პატიოსანი ჩანს. ის არ მალავს, რომ პარიზ-
ში ვალის ასაღებად წავიდა, მაგრამ ვერ მიიღო. გვარები და მისა-
მართები მომცა, ყველაფერი შევამოწმე. გავიგე, რომ მისი ფირმა
ერთი-ორი კვირის წინ კინაღამ გაკოტრებულა, მაგრამ თავი
დაუძვრენიაო.ახლა კვლავ უღალატათ ბედმა, მოკლედ, კარგი გვა-
რიანი არეულობაა და საერთოდ, ყველგან ძალზე გაურკვეველი ვი-
თარებაა.
- არავითარი არეულობა, უბრალოდ, გაურკვეელი ვითარებაა და
მეტი არაფერი. არეულობა კი შეიძლება მხოლოდ დაულაგებელ
ტვინში იყოს.
- როგორი ახსნაც გინდათ, ისეთი მოუძებნეთ, შედეგი ერთი და
იგივეა. ფურნიე ჩიხში მოემწყვდა. გეტყობათ, გაარკვიეთ, ოღონდ
არ ამბობთ.
- აბა, აბა, ნუ მაბრაზებთ. ყველაფერი ჯერ არ გამირკვევია, თან-
დათანობით და მეთოდურად ვარკვევ საქმეს, მაგ ამბის ჯერ ბოლო-
ში არ გავსულვარ.
-ძალიან მოხარული ვარ. მიამბეთ, რა გაიგეთ.
- ერთი პატარა ცხრილი შევადგინე, - პუარომ ქაღალდის ფურცე-
ლი ამოიღო. - ჩემი აზრით ასეთია: მკვლელობა - ეს არის აქტი, რო-
მელმაც გარკვეული შედეგები უნდა მოიტანოს·
166
- გთხოვთ, უფრო ნელა ილაპარაკოთ. თქვეენი აქცენტი...
- კარგით, კარგით. ჰო, ეს მეტად მარტივი ამბავია. ვთქვათ, დაგ-
ჭირდათ ფული, რომელსაც დეიდის გარდაცვლების შემდეგ მიი-
ღებთ. აწყობთ სპექტაკლს, ესე იგი კლავთ დეიდას და შედეგიც ნა-
თელია – იღებთ მემკვიდრეობას.
- ეეეჰ, - ასეთი დეიდის ყოლას მეც ვინატრებდი,-ამოიოხრა
ჯეპმა, მგონი, მიგიხვდით. მხედველობაში გაქვთ მოტივი, არა?
-პირადად, მე, საკუთარ მეთოდებს ვანიჭებ უპირატესობას, აქტი
მოხდა - ეს მკვლელობაა. როგორია მისი შედეგი? შედეგებს თუ შე-
ვამოწმებთ და შევადარებთ, ასეთ პასუხს მივიღებთ: ერთმა და იმავე
ამბავმა შესაძლოა, სხვადასხვანაირი შედეგი მოგეცეს: ის ხომ მრა-
ვალი ადამიანის ბეღ–იღბალზე ახდენს გავლენას! ამ დანაშაულის
ჩადენიდან სამი კვირა გავიდა და მისი გამოძახილი თერთმეტ ვარი-
ანტად წარმოგვიდგა.
მუსიე პუარომ ქაღალდი გაშალა. ჯეპმა წინ წადგა ნაბიჯი და
მხრის ზემოღან ინტერესით წაიკითხა:
მის გერეი შედეგი – დროებითი გაუმჯობესება. ხელფასის
მომატება.
მისტერ გეილი. შედეგი - ცუდი, პრაქტიკის დაკარგვა.
ლედი ჰორბარი. შედეგი – კარგი, თუ ის არის CL 52.
მის კერი. შედეგი – უარყოფითი. ჟიზელის გარდაცვალების
შემდეგ თითქმის შეუძლებელი გახდა ლორდ ჰორბარის
განქორწინება ცოლთან.
- ჰმ, - შეწყვიტა კითხვა ჯეპმა. - თქვენი აზრით, მის კერის ლორ-
დობაზე რჩება თვალი?
პუაროს გაეღიმა. ჯეპმა განაგრძო კითხვა:
მისტერ კლენსი. შედეგი – კარგი. დიდ ჰონორარს მიიღებს
წიგნში, რომლის სიუჟეტი ჟიზელის მკვლელობაზე იქნება აგებული.
ექიმი ბრაიანტი. შედეგი - კარგი. თუ ის არის RT 362·
მისტერ რაიდერი. შედეგი – საკმაოდ კარგი. ცოტაოდენი ფული
იშოვა მკვლელობის ცნობების მიწოდებაში. ამ ფულმა შეაძლებინა
მძიმე პერიოდის დაძლევა. ასე კარგია, თუკი XYB 724-ია.
167
მუსიე დიუპონი. შედეგი - ნული.
მუსიე ჟან დიუპონი. შედეგი - ნული.
მიტჩელი. შედეგი - ნული.
დევისი. შედეგი - ნული.
- მერე, თქვენ გგონიათ, ეს ნაწერი რამეში დაგვეხმარება? -სკეპ-
ტიკურად იკითხა ჯეპმა. - არ მესმის, ეს ჩანაწერი რით სჯობია იმას,
რომ უბრალოდ დაიწეროს: ,,არ ვიცი,ვერაფერს ვიტყვი“.
- ეს ნათელ კლასიფიკაციას გვაძლევს, - აუხსნა პუარომ, - ოთხ
შემთხვევაში - მისტერ კლენსი, მის გრეი, მისტერ რაიდერი და, მე
ვიტყოდი, ლედი ჰორბარი - შედეგი კრედიტის მხრიდანაა! მის კერი-
სა და მისტერ გეილის შემთხვევაში, შედეგი დებეტის მხრიდან არის.
შემდეგ ოთხ შემთხვევაში, როგორც ვიცით, არავითარი შედეგი არ
არის. აი, ექიმ ბრაიანტთან ან არავითარი შედეგი არ არის, ანდა არ
ჩანს.
- ძვირფასი აზრია, - მოიღუშა ჯეპი. - ჩვენ ერთ ადგილას გავიყი-
ნეთ, ჩიხში მოვემწყვდიეთ და წინ ვერ წავალთ, ვიდრე პარიზიდან
ახალ ცნობებს არ მოგვაწვდიან. ჟიზელის შესახებ უფრო მეტის გა-
გებაა საჭირო. მე მგონი მოვახერხებდი და კიდევ რაიმეს ვათქმევი-
ნებდი მოახლეს იმის გარდა, რაც ფურნიემ გაიგო მისგან.
- ვეჭვობ, მეგობარო, მთელ ამ საქმეში ყეელაზე საინტერესოა
მოკლულის პიროვნება. მას არც მეგობრები ჰყავდა, არც ნათესავე-
ბი, და ასე ვთქვათ, არც პირადი ცხოვრება ჰქონდა.ოღესღაც, ახალ-
გაზრდობაში, სიყვარულიც გამოსცადა· განცდებიც ჰქონდა. მერე
თავისი სულის დარაბა მტკიცედ ჩაკეტა.მისთვის ყველაფერი გათავ-
და. ასე იქცა მარი მორისო მევახშედ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ საქმის გასაღები მის წარსულში უნდა ვე-
ძიოთ? მაშინ უძლურნი აღმოვჩნდებით. წარსულის გასაღებები არ
გაგვაჩნია.
-ოჰ, მეგობარო, გასაღებები გვაქვს!..
-ალბათ ლულა?
- არა, არა, ლულა არა, - გაეღიმა პუაროს.

168
- აბა, მაშ მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება:
-მისტერ კლენსივით მივცემ მათ დასახელებას: ,,პირველი გა-
საღები -ბუზანკალი'', „მეორე - მგზავრების ბარგი",მესამე - ყავის
ზედმეტი კოვზი”.
-ხომ არ შეიშალეთ. წამოიძახა საყვედურის კილოთი ჯეპმა და
დაუმატა: - რა შუაშია აქ ყავის კოვზი?!
- ქალბატონ ჟიზელის თეფშზე ყავის ორი კოვზი იდო.
- ცრურწმენით ეგ ქორწინებას ნიშნავს!
- ამ შემთხვევაში დასაფლავებასაც ნიშნავდა- თქვა პუარომ,

ოცდამეორე თავი

ჯეინი სხვა სამუშაოზე გადადის

ნორმან გეილი, ჯეინი და მუსიე პუარო შანტაჟის ინციდენტის შემ-


დეგ სადილზე შეხვდნენ ერთმანეთს. ნორმანმა თავისუფლად
ამოისუნთქა, როცა გაიგო, როძ მისტერ რობინსონის როლის
შესრულება აღარ ღასჭირდებოდა.
- ჩვენი მწითური რობინსონი წყნარაღ მიიცვალა! - წამოიძახა მუ-
სიე პუარომ და ჭიქა ასწია, – დავლიოთ მისი შესანდობარი.
ნორმან გეილს გულიანა ჩაეცინა·
- რა მოხდა -იკითხა ჯეინმა·
- რაც მინდოდა, ყველაფერი გავარკვიე, – გაეღიმა პუაროს. - მას
ურთიერთობა ჰქონდა ჟიზელთან·
- ეს ჩემი ინტერვიუდან გახდა ნათელი, - დააზუსტა ნორმანმა.

169
- სწორედ ასეა, - დაუდასტურა პუარომ თავის დაქნევით, მაგრამ
მე მჭირდებოდა თქვენი საუბრის დაწვრილებითი ანგარიში და მივი-
ღე კიდეც!
ჯეინი და ნორმანი გაოცებული მიაჩერღნენ პუაროს, მაგრამ პუ-
არომ, სამწუხაროდ, მსჯელობა გააგრძელა კარიერაზე და საერ-
თოდ ცხოვრებაზე·
- ადამიანთა უმრავლესობა იმ სამუშაოს ირჩევს· რომლისკენაც
გულში ისწრაფვის. მაგალითად, კანტორაში მომუშავისგან ხშირად
გაიგონებთ: „როგორ მინდოდა მკვლევარი გამოვსულივავი, მზად
ვარ ყოველგვარი გაჭირვება ავიტანო უცხო ქვეყნებში ხეტიალის-
თვის“. და, თუმცა ბელეტრისტიკის კითხვა უყვარს მოგზაურობაზე,
თავისთვის მაინც კანტორის სკამის კომფორტი და უსაფრთხოება
ურჩევნია.
- მაშინ გამოდის, რომ მოგზაურობის ჩემი სურვილი გულწრფე-
ლი არ არის და „ოჰ, ლედის“ წარამარა მანჭვით თქმა და ქალის
თმის ვარცხნილობის კეთება ჩემი მოწოდებაა? არა, ეს მართალი არ
არის! საინტერესოა, რა თვალით შემომხედავთ, როცა გაიგებთ,
რომ გამდიდრებაზე ვოცნებობ?
პუაროს გაეცინა.
- თქვენ ჯერ ახალგაზრდა ხართ, ჯეინ! რა თქმა უნდა, ადამიანს
შეუძლია, ათასგვარი ხელობა სცადოს, მაგრამ რაზეც არჩევანს შე-
აჩერებს, ის არის მისი მოწოდება!
- არ გეთანხმებით, - შეეპასუხა გეილი. - მე, მაგალითად, დანტის-
ტი შემთხვევით გავხდი, თორემ სულაც არ მინდოდა. ბიძაჩემი იყო
დანტისტი და უნდოდა ასისტენტად მემუშავა მასთან. მე კი მოგზაუ-
რობაზე ვოცნებობდი, ქვეყნების ნახვა მინდოდა. ჰოდა, ერთ დღეს
ჩემი საქმიანობა - კბილების მკურნალობა - მივატოვე და სამხრეთ
აფრიკაში ერთ ფერმაში ამოვყავი თავი. არც აქედან გამოვიდა რამე
-ფერმერის გამოცდილება არა მქონდა. ბოლოს და ბოლოს, იძულე-
ბული გავხდი, ბიძის წინადადებას დავყოლოდი. დავბრუნდი და მი-
სი ასისტენტობა დავიწყე.

170
- ახლა გინდათ ისევ ყველაფერს მიაფურთხოთ და კანადაში წახ-
ვიდეთ? მაინც დომინიონისკენ მიგიწევთ გული!
-ამჯერად, იძულებული ვარ, ასე მოვიქცე.
- პირდაპირ დაუჯერებელია - ერთ მოქმედებას როგორ მივყავა-
რთ მეორისკენ.
- მე არაფერი არ მაიძულებს სამოგზაუროდ წასვლას, -ფიქრია-
ნად თქვა ჯეინმა. - უბრალოდ, ეს ჩემი სანუკვარი ოცნებაა.
- მაშინ რაღაცას შემოგთავაზებთ. იქით კვირას პარიზში მივდი-
ვარ. თუ გსურთ, ჩემი მდივნის მოვალეობა შეასრულეთ, გვარიან
ხელფასსაც გადაგიხდით.
ჯეინმა თავი გააქნია.
- ანტუანისგან ვერსად ვერ წავალ, ეს კარგი ადგილია.
- ჩემი სამუშაოც კარგია.
- კი, მაგრამ დროებითია.
- მერე კიდევ აღმოგიჩენთ რაიმეს.
- გმადლობ, მაგრამ რისკის გაწევა არ ღირს,
პუარომ უცნაურად ჩაიღიმა.
სამი დღის შემდეგ დილით პუარო ტელეფონის ზარმა გააღვიძა,
- მუსიე პუარო ბრძანდებით? - ჰკითხა ჯეინმა. - მდივნის ადგილი
კიდევ თავისუფალია?
- დიახ. ორშაბათს მივემგზაერები პარიზში.
- მართლა?! შეიძლება, მოვიდე?
- მობრძანდით. მაინც რამ შეგაცვლევინათ აზრი?
- ანტუანს წაეეჩხუბე ერთი კლიენტის გამო, ის... იყო...აბსოლუ-
ტური... არა, ტელეფონში ვერ გეტყვით,როგორი იყო, მე გავნერვი-
ულდი და ყველაფერი პირში მივახალე,რასაც ვფიქრობდი მის შე-
სახებ.
- აჰ, ფართო აზრი თვალუწვდენელი სივრცეების.
- რაო?
- იმას ვამბობდი, რომ თქვენი აზრი ყოველთვის განსაზღვრულ
საგანზე შეჩერდება ხოლმე.

171
- ეს ენამ ვერ მოითმინა და არა გონებამ, მე ვტკბებოდი: თვალები
სწორედ თავისი ჩინური ლეკვივით გაუხდა, კინაღამ უპეებიდან გად-
მოუვარდა! ჰოდა, ასე, მორჩა და გათავდა! ახლა სხვა სამუშაო უნდა
ვეძებო. მაგრამ ჯერ პარიზში წასვლა მინდა ძალიან!
- კეთილი. მაშ, გადაწყდა. გზაში საჭირო დარიგებებს მოგცემთ.
პუარო და მისი მდივანი თვითმფრინავით არ გაფრენილან, რა-
საც ჯეინი ძალიან უმადლოდა პუაროს. აღარ უნდოდა იგივე მოგო-
ნებებით გაღიზიანებულიყო, გახსენებოდა სავარძელთან, იატაკზე
გაშხლართული, მტვრისგან გამოხუნებული შავსამოსიანი მოხუცი
ქალი.
კალედან პარიზამდე მათ ცალკე კუპე ჰქონდათ და პუარომ ჯეინს
თავისი გეგმები გააცნო.
- პარიზში რამდენიმე კაცი უნდა მოვინახულო: ვექილი - მეტრ
ტიბო, საფრანგეთის სამძებრო პოლიციიდან -მუსიე ფურნიე, მე-
ლანქოლიური, მაგრამ ჭკვიანი კაცი. მუსიე დიუპონი - მამა და მუსიე
დიუპონი - შვილი. მე მამასთან მექნება საქმე, თქვენ კი - შვილთან.
მშვენიერი ქალიშვილი ბრძანდებით და მე მგონი, დაკითხვებიდან
ემახსოვრებით.
- ჩვენ კიდევ შევხვდით ერთმანეთს... იმის შემდეგ, - გამოტყდა
ჯეინი და გაწითლდა. მერე მუსიე პუაროს უამბო კონერ-ჰაუზში მათი
შემთხვევითი შეხვედრის თაობაზე.
- მშვენიერია, ყველაფერი კარგად აეწყო, ოჰ, რა ბრწყინვალე
იდეა იყო თქვენი პარიზში წამოყვანა! ახლა ყურადღებითმომისმი-
ნეთ, მადმუაზელ ჯეინ. შეძლებისდაგვარად თავი აარიდეთ ჟიზელის
საქმეზე მსჯელობას, მაგრამ, თუკი საუბარი ამ თემაზე ჩამოვარდება
და ის თვით ჟან დიუპონმა წამოიწყო, თავს ნუ აარიდებთ. კარგი იქ-
ნება, თუ ჩაურთავთ, ეჭვი ლედი ჰორბარიზე აქვთ-თქო, პარიზში ჩე-
მი გამგზავრების მიზანი ასეთია: მუსიე ფურნიესთან მოთათბირება
და მოკლულთან ჰორბარის ურთიერთობის დადგენა.
- საცოდავი ლედი ჰორბარი! იქნებ თქვენ მიზეზს ეძებთ, რომ ერ-
თხელ კიდევ მოინახულოთ?

172
- ოჰ, მე ასეთი ქალები სულაც არ მომწონს. მოკლედ, მისი კიდევ
ერთხელ ნახვა სასარგებლო იქნება.
ჯეინი ცოტა შეყოყმანდა და მერე ჰკითხა: - მუსიე, უმცროს დი-
უპონზე ხომ არ ეჭვიანობთ?
-არა, არა, მე უბრალოდ ინფორმაცია მჭირდება, -პუარომ გამომ-
ცდელი თვალით შეხედა ჯეინს. - ეს ახალგაზრდა ხომ არ გესიმპა-
თიურებათ?
- არა, - გაეღიმა ჯეინს. - არა, მე ეგ არ მითქვამს. უბრალოდ, ძა-
ლიან სადა ადამიანია, და ამავე დროს მასთან ყოფნა საინტერესო
და სასიამოვნოა.
- აჰა, მაშასადამე, თქვენი აზრით, სადაა?
- ძალიან. ამას იმიტომ ვფიქრობ, რომ მაღალი წრის საზოგა-
დოებისთვის დამახასიათებელ ცხოვრებას არ ეწევა.
- შეიძლება, - დაეთანხმა პუარო. - მას არავისთვის კბილი არ უმ-
კურნალია. გული არ გასტეხია დანტისტის სავარძელში მჯდომი
აკანკალებული გმირის დანახვისას.
ჯეინს გაეცინა.
- არა მგონია, რომ ნორმანი ასეთ გმირებს იზიდავდეს.
- მას ხელი მოეცარა, რაკი კანადაში აპირებს წასვლას·
- რა ვიცი, ახლა ახალ ზელანდიაზე ლაპარაკობს. ფიქრობს, რომ
იქაური კლიმატი ჩემთვის შესაფერი იქნება..
- ყოველ შემთხვევაში, მას მამულიშვილის გრძნობა ამოძრავებს
- თავის არჩევანს ყოველთვის ბრიტანეთის დომინიონებზე აჩერებს.
- ვიმედოვნებ, - თქვა ჯეინმა, - ეს საჭირო აღარ იქნება? - მან გა-
მომცდელად შეხედა პუაროს.
- თქვენ გჯერათ მოხუცი პუაროსი? პირობას გაძლევთ, რასაც
შევძლებ, ვველაფერს გავაკეთებ, მაგრამ, მადმუაზელ,გახსოვდეთ,
არსებობს ერთი პიროვნება, რომელიც სცენაზე არ გამოსულა. მას
ჩვენს საქმეში ჯერ თავისი როლი არ უთამაშია... ჯერჯერობით არ
უთამაშია... - იგი მოიღუშა და თავი გააქნია,- მადმუაზელ, ჩვენს
საქმეში უცნობი ფაქტორი არსებობს, ყველაფერი მიგვითითებს მის
არსებობას.
173
პარიზში ჩასვლიდან ორი დღის შემდეგ მუსიე ერკიულ პუარო და
მისი მდივანი პატარა რესტორანში სადილობღნენ· პუაროს სტუმრე-
ბი მამა-შვილი დიუპონები იყვნენ. ჯეინს ისეთივე მომხიბვლელი ეჩ-
ვენა მამა დიუპონი, როგორიც შვილი, მაგრამ პუარომ მაშინვე ხელ-
ში ჩაიგდო ის. ჟანთან შეთვისება კი სულ ადვილი საქმე იყო. ჯეინს
მოსწონდა მისი ბიჭური სიმკვირცხლე, როგორც მაშინ, ლონდონში,
ისეთივე სადა და მეგობრული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ში-
ნაურულად საუბრობდა და იცინოდა, ჯეინი მაინც ფრთხილად უს-
მენდა უფროსების საუბარს და თან გულწრფელად აინტერესებდა:
რა ინფორმაციის მიღება სურდა პუაროს? რამდენადაც მოახერხა
მოსმენა, ლაპარაკი მკვლელობას არ შეხებია.
პუარო თავის კომპანიონს მოხერხებულად იწვევდა საუბარში
ისტორიაზე, გათხრებზე, სიძველეებზე... მისი ინტერესი არქეოლო-
გიაზე საკმაოდ ღრმა და სერიოზული ჩანღა. მუსიე დიუპონი ისე იყო
ნასიამოვნები და კმაყოფილი ამ საუბრით, როგორც არასოდეს.მას
იშვიათად ხვდებოდა ასეთი ჭკვიანი და სიმპათიური მოსაუბრე.
მალე ახალგაზრდები კინოში წავიდნენ როგორც კი ისინი იქაუ-
რობას გასცილდნენ, პუარომ სკამი მოსაუბრესთან ასლოს მისწია. :
- ჩვენს დროში, როდესაც ასე ძნელია ფინანსური საქმეების მოგ-
ვარება, თქვენთვის კაპიტალის გაზრდა ალბათ რთული იქნება.
კერძო შემოწირულობას იღებთ?
მუსიე დიუპონმა გაიხარა:
-ამაზე მუხლმოდრეკილი ვიხვეწებით, მაგრამ ჩვენი
მოკრძალებული გათხრები არავინ აინტერესებს, ხალხს უფრო
ეფექტური შედეგი უნდა, გარდა ამისა, ხალხს ოქრო უყვარს,
განუზომელი რაოდენობის ოქრო! საოცარიაო,ამბობენ ისინი,
როგორ შეიძლება ადამიანს თავის ქალის ნამსხვრევები
აინტერესებდესო.კერამიკა ავიღოთ, თუ გნებავთ, მასში ხომ მთელი
კაცობრიობის რომანტიკაა გამოსახული: მოხატულობა, ფორმა,
გამოწვა.
მუსიე დიუპონი გატაცებით ლაპარაკობდა, მან პუარო გააფ-
რთხილა, არამც და არამც არ შემცდარივო ვინმე B- ს
174
პუბლიკაციით. ის ამტიცებდა, L-ის შრომებში საშინელი შეცდომე-
ბია დაშვებული თარიღებშიო. მუსიე დიუპონი დაჟინებით ითხოვდა,
რომ პუაროს დაემახსოვრებინა, რამდენად არამეცნიერულ დონეზე
იდგა პატივცემულ IL-ს ნაშრომებში სტრატიფიკაცია! პუარო საზეი-
მოდ დაჰპირდა, რომ არც ერთი ეს სწვლულთაგანი არ იმოქმედებ-
და მასზე და არც შეცდებოდა. მერე უთხრა:
- მაგალითად, ხუთი ათასი გირვანქის შემოწირულობა რომ...
აღელვებული მუსიე დიუპონი მაგიდაზე გადაიხარა:
- თქვენ... თქვენ გვთავაზობთ? გამოკვლევების და-
საფინანსებლად? ეს ხომ შესანიშნავია! პირდაპირ დაუჯერებელია!
ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ოდესმე მიგვიღია!
- მოხარული ვიქნები, თუკი ეს დახმარება...
- ოო, დიახ, ჩვენ შეგვიძლია კერამიკის ახალი ნიმუშები აღმოვა-
ჩინოთ!
- მე მინდოდა... შეაწყვეტინა არქეოლოგს პუარომ. -აი, ჩემი
მდივანი მეტად მომხიბვლელი ქალიშვილია. ის თქვენ ნახეთ დღეს.
ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მასაც გაიყოლებდით.
მუსიე დიუპონი ერთ წუთს გაშტერდა.
- მერე რა, - თქვა მან ულვაშის წიწკნით, - შეიძლება, ჩემს ვაჟიშ-
ვილს მოველაპარპკებ თ. ჩვენთან ერთად წამოვლენ ჩემი ძმისწუ-
ლი და მისი მეუღლე, საერთოდ, განზრახული გვქონდა, რომ ოჯა-
ხურად გავმგზავრებულიყავით, მაგრამ, არა უშავს, ჟანს მოველაპა-
რაკები...
- მადმუაზელ ჯეინი კერამიკით ძალიან დაინტერესებულია, ბავ-
შვობიდანვე იტაცებღა გათხრები, სიძველენი, მთელი ცხოვრების
განმავლობაში ამას ნატრობდა, თანაც მშვენივრად კემსავს წინ-
დებს და აკერებს ღილებს·
- მეტად ფასეული ღირსებებია!
- ხომ მართალია? მაგრამ, მაპატიეთ, თქვენ რაღაცს მიამბობ-
დით სუზის მეთუნეობის წარმოებაზე...
ბედნიერმა მუსიე დიუპონმა გზნებით განაგრძო მონოლოგი სუ-
ზი-მეორის შესახებ...
175
სასტუმროში დაბრუნებულ პუაროს ჯეინი ჰოლში დაუხვდა. მან
ჟან დიუპონს ღამე მშვიდობისა უსურვა. როცა ლიფტით ადიოდნენ,
პუარომ უთხრა:
- საინტერესო სამუშაო გიშოვეთ! გაზაფხულზე თქვენ
დიუპონებთან ერთად სპარსეთში გაემგზავრებით,-გაოცებული
ჯეინი პუაროს მიაშტერდა-თქვენ ოფიციალურად მოგმართავენ
წინადადებით და მაშინვე დათანხმდით და, რაც შეიძლება დიდი აღ-
ტაცება გამოთქვით!
- მე გადაჭრით ვამბობ უარს! სპარსეთში არაფრით არ წავალ! ან
მიუზველ-ჰილში დავბრუნდები, ანდა ნორმანთან ერთად ახალ ზე-
ლანდიაში წავალ!
პუარომ ნაზად ჩაუკრა თვალი.
- ჩემო ბავშვო, - უთხრა მან, - მომავალ მარტამდე ჯერ რამდენი-
მე თვეა. აღფრთოვანების გამოხატვა ბილეთის ყიდვას როდი ნიშ-
ნავს· დღეს შემოწირულობაზე გადავუკარი სიტყვა, მაგრამ ჩეკი კი
არ გამომიწერია, სხვათა შორის,აღმოსავლეთის წინა პერიოდის კე-
რამიკის შესახებ ცნობარი ან სახელმძღვანელო უნდა გიშოვოთ, მე
ვუთხარი დიპონს, რომ თქვენ გატაცებული ხართ... კერამიკით!
ჯეინმა ამოიოხრა.
- თქვენი მდივნობა თბილი ადგილი არ არის. კიდევ რა უთხა-
რით?
- კიდევ ვუთხარი, რომ მშვენივრად კემსავთ წინდებს და აკე-
რებთ ღილებს.
- ეგ წარმოდგენა ხვალ უნდა გავმართოთ?
- ალბათ, - უთხრა პუარომ, - თუკი ისინი თქვენ შესახებ ჩემ მიერ
ნათქვამ ღირსებებს მიიღებენ მხედველობაში!

176
ოცდამესამე თავი

ანა მორისო

მეორე დილას თერთმეტის ნახევარზე მელანქოლიური შესახე-


დაობის მუსიე ფურნიე სასტუმროში შევიდა და ჩია ტანის ბელგიელს
გულთბილად ჩამოართვა ხელი. ის ჩვეულებრივზე უფრო მკვირ-
ცხლად გამოიყურებოდა·
- მუსიე! - წამოიძახა მან. - რაღაც უნდა გითხრათ. ლონდონში
რომ ლულაზე მეუბნებოდით, მგონი მივაგენი!
- მართლა! - აღმოხდა პუაროს და სახე გაუნათდა.
- დიახ, – დაიწყო ფურნიემ და სკამის კიდეზე ჩამოჯდა.- დიდხანს
ვიფიქრე თქვენს სიტყვებზე და ერთთავად ვიმეორებდი ჩემთვის,
„დაუჯერებელია, ისეთი მეთოდით მომხდარიყო მკვლელობა, რო-
გორსაც ჩვენ ვვარაუდობდით“. და ბოლოს დავინახე კავშირი ამ
ფრაზას შორის, რომელსაც მე ვიმეორებდი ნაპოვნ ლულაზე და
თქვენ მიერ ნათქვამს შორის.
პუარო ყურადღებით უსმენდა, მაგრამ დუმდა:
- მაშინ, ლონდონში თქვენ თქვით: „რატომ იყო ლულა ძირს დაგ-
დებული, როდესაც მისი ვენტილატორში ჩაგდება და მოცილება
სრულიად ადვილად შეიძლებოდა“. ახლა, მგონი, მაგის პასუხი
მაქვს :“ლულა იმიტომ იქნა ნაპოვნი, რომ მკვლელს ეს უნდოდა“
-ბრავო - თქვა პუარომ.
- თქვენ ეს გქონდათ მხედველობაში, არა? დიახ, მე ასე
დავასკვენი, მივყვეთ შემდეგ აზრთა მსვლელობას, ჩემს თავს
შევეკითხე:“მაინც რაში აინტერესებდა მკვლელს, რომ ლულა
ეპოვათ?“ პასუხიც მივიღე:“იმიტომ , რომ ლულა არ გამოუყენებია“
-ბრავო! ბრავო! ჩემი აზრიც სწორედ ასეთია!
-მერე ჩემთვის ვთქვი - შხამიანი ისარი ჰო, მაგრამ ლულა-არა.
მაშინ კიდევ რაღაც გამოიყენეს, ისეთი რამ, რაც ტუჩებთან მიტანი-
177
შეუმჩნვეელი დარჩებოდა -- ქალი იქნებოდა ეს თუ მამაკაცი, აქ
მაშინ გავიხსენე, რა დაჟინებით მოითხოვდით მგზავრების ბარგის
აღწერას. სიაში ჩემი ყურადღება მიიპყრო შემდეგმა საგნებმა: ლუ-
დი ჰორბარის სიგარეტისთვის ორი მუნდშტუკი ჰქონდა, ხოლო დი-
უპონებს წინ ედოთ ნაირ-ნაირი ქურთული ჩიბუხის ტარები...
ფურნიე გაჩუმდა და პუაროს შეხედა, რომელსაც გაურკვეველი
გამომეტყველება აღბეჭდოდა სახეზე.
-სრულიად ბუნებრივია, ეს ნივთები ტუჩებთან ისე მიეტანათ,
რომ ეჭვიც არავის დაებადებოდა. მართალი არა ვარ?
პუარო ცოტა შეყოყმანდა და მერე უთხრა:
- თქვენ სწორ გზას ადგახართ, განაგრძეთ, მაგრამ ბუზანკალი
არ დაგავიწყდეთ.
- ბუზანკალი?- შეუბრუნა კითხვა იმედგაცრუებულმა ფურნიემ -
არა, აქ თქვენ ვეღარ მოგყვებით. ვერაფრით ვერ მივმხვდარვარ,
ბუზანკალი რა შუაშია.
- ვერ ხვდებით? მე აკი...
პუაროს ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ლაპარაკი.მან ყურმილი
აიღო.
ალო! -აჰ, დილა მშვიდობისა, დიახ, დიახ, ერკიულ პუარო
გახლავართ. -ეს მეტრ ტიბოა-ხმადაბლა უთხრა პუარომ ფურნიეს -
დიახ, მართლაც. ძალიან კარგი. თქვენ? მუსიე ფურნიე? სავსებით
სწორია. დიახ, ჩამოვიდა ახლა აქ არის- პუარომ ყურმილი მაგიდაზე
დადო. – მეტრ ტიბო სამძებრო პოლიაციაში მისულა თქვენ სანახა-
ვად, მაგრამ იქ უთქვამთ, რომ ჩემთან წამოხვედით. დაელაპარა-
კეთ. მგონი რაღაცით აღელვებულია.
ფურნიემ ყურმილი აიღო.
- გისმენთ! -ფურნიე გისმენთ. რა?.. შეუძლებელია! ნამდვილად?
დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ახლავე მოვალთ.
ფურნიემ ყურმილი დაკიდა და პუაროს შეხედა.
-ქალბატონ ჟიზელის ქალიშვილი ჩამოსულა ტიბოსთან
ქონებაზე უფლების გასაცხადებლად.

178
- საიდან ჩამოსულა?
-არ ვიცი, მგონი ამერიკიდან ტიბომ თორმეტის ნახევარზე
დაიბარა მოსალაპარაკებლად. იმედი აქვს, რომ ჩვენც წავალთ.
- წავალთ, ახლავე წავალთ... მადმუაზელ გრეის ბარათს
დავუტოვებ.
მუსიემ პუარომ ნაჩქარევად დაწერა:
მოულოდნელი ამბავი მაიძულებს სახლიდან გასვლას,თუ მუსიე
დიუპონი მოვა ან დარეკავს, თავაზიანად ესაუბრეთ. ჯერჯერობით,
წინდებსა და ღილებზე ელაპარაკეთ და არა მეთუნეობის
წარმოებაზე.იცოდეთ, ის თქვენით აღტაცებულია, მაგრამ
გახსოვდეთ, რომ ის ინტელიგენტია.
ჯერჯერობით, ერკიულ პუარო.
-ახლა წავიდეთ, მეგობარო, უთხრა მან ფურნიეს და წამოდგა, -
სწორედ ამას ველოდი.სცენაზე გამოვიდა ჩვენთვის უცნობი კიდევ
ერთი პერსონაჟი, რომლის არსებობას ბუნდოვნად ვგრძნობდი,
ახლა, შეიძლება, ყველაფერი სწრაფად გაირკვეს.
მეტრ ტიბო ფურნიეს და პუაროს გულთბილად შეეგება,
თავაზიანი მოკითხვის შემდეგ, ვექილი ჟიზელის მემკვიდრეს შეეხო
- გუშინ მივიღე წერილი, - თქვა მან. - დღეს კი უკვე ვნახე ეს
ახალგაზრდა ქალი - მადმუაზელ მორისო, უფრო სწორად, მისის რი-
ჩარდსი, ვინაიდან გათხოვილია. ოცდაოთხი წლისაა, პირადობის
დამადასტურებელი საბუთები თან აქვს.
მეტრ ტიბომ მის წინ დადებული დოსიე გადაშალა. აჩვენა ქორ-
წინების მოწმობის ასლი ჯორჯ ლემანისა და მარი მორისოსი ორ-
ივენი კვებეკიდან ივვნენ. ქაღალდზე ეწერა თარიღი 1910 წელი. აქ
იყო აგრეთვე ანა მორისოს დაბადების მოწმობა,რაღაც საბუთები
და ქაღალდები.
ტიბომ დოსიე დახურა.
- რამდენადაც მთლიანი სურათის აღდგენას შევეცადე, შემიძ-
ლია, დავასკვნა, რომ მარი მორისოს აღმზრდელად თუ მკერავად
უმუშავია ლემანთან შეხვედრამდე. ის კაცი, როგორც მივხვდი, ცუდი
პიროვნება გამომდგარა; ქორწინების შემდეგ მიუტოვებია მეუღლე
179
და ამიტომ ქალი ისევ თავის გვარზე გადასულა. ბავშვი კვებეკის
„მარიას ინსტიტუტში“ მიუბარებია. მარი მორისო ანუ იგივე მარი
ლემანი კვებეკიდან მალე წამოსულა, ვფიქრობ, ვიღაც მამაკაცთან
ერთად და საფრანგეთში გამომგზავრებულა, დროდადრო აქედან
უგზავნიდა შვილს ფულს, ბოლოს ანა მორისოსათვის კარგა
მოზრდილი თანხა გაუგზავნია, რომელსაც იგი მიიღებდა, როცა 21
წელი შეუსრულდებოდა. იმ პერიოდში მარი მორისო, თუ ლემანი,
ეტყობა, უწესო ცხოვრებას ეწეოდა და ნათესაური კავშირი ყველას-
თან გაწყვეტილი ჰქონია,
- მემკვიდრეობის თაობაზე ქალიშვილს როგორღა გაუგია?
- ჩვენ განცხადებები განვათავსეთ სხვადასხვა გაზეთში, ერთი
გაზეთი „მარიას ინსტიტუტის“ უფროსს ჩავარდნია ხელში და მისის
რიჩარდსისთვის დეპეშა გაუგზავნია, რომელიც იმ დროს თურმე ევ-
როპაში ყოფილა და ის-ის იყო ამერიკაში უნდა დაბრუნებულიყო.
- ეს რიჩარდსი ვინ არის?
- ჩემი დასკვნით, ის ან ამერიკელია, ან კანადელია დეტროიტი-
ღან, მისი პროფესია ქირურგიული ინსტრუმენტების წარმოებაა.
- თუ იცით, ცოლს თან ახლდა?
- არა, ის ისევ ამერიკაშია.
- შეუძლია მისის რიჩარდსს დედის მკვლელობას რაიმე ნათელი
მოჰფინოს?
ვექილმა თავი გააქნია.
- დედის შესახებ არაფერი იცის. მისი ქალიშვილობის გვარიც კი
აღარ ახსოვს, თუმცა ადრე მის უფროსს უთქვამს.
- როგორც ჩანს, სცენაზე ქალიშვილის გამოჩენა ვერაფერში
დაგვეხმარება, - თქვა ფურნიემ. - უნდა გამოვტყდე, ასეც ვიცოდი.
ახლა სულ სხვა რამ მაფიქრებს, ჩემი კვლევა სამიდან ერთზე უნდა
შეჩერდეს.
- ოთხიდან, - გაუსწორა პუარომ.
- თქვენ ფიქრობთ ოთხიდან?
- არა, მე კი არა ვთვლი ოთხია-მეთქი, არამედ თქვენივე წამო-
წეული ვერსიის მიხედვით, სამით ვერ შემოვიფარგლებიო.
180
- პუარომ ხელით რაღაც სწრაფი ჟესტიკულაცია გააკეთა: ორი
მუნდშტუკი, ქურთული ჩიბუხის ტარები და ფლეიტა. ფლეიტა არ
დაგავიწყდეთ, მეგობარო.
ის იყო ფურნიემ რაღაცის სათქმელად პირი დააღო, რომ
მოხუცმა კლერკმა მოახსენა:
-ლედი დაბრუნდა.
-აი, -თქვა ტიბომ, ახლა საშუალება გეძლევათ, თქვენი თვალით
ნახოთ მემკვიდრე. მობრძანდით, ქალბატონო, ნება მიბოძეთ, წარ-
მოგიდგინოთ მუსიე ფურნიე სამძებრო პოლიციიდან, რომელიც დე-
დათქვენის სიკვდილთან დაკავშირებით, საქმის გარკვევის უფლე-
ბით არის აღჭურვილი საფრანგეთში. ეს გახლავთ მუსიე ერკიულ
პუარო, ვისი გვარიც ალბათ,ნაცნობია თქვენთვის. ბატონი პუარო
სიამოვნებით თანამშრომლობს ჩვენთან. ეს კი, ბატონებო, ქალბა-
ტონი რიჩარდსია·
ჟიზელის ქალიშვილი შავგვრემანი, შავთმიანი ახალგაზრდა ქა-
ლი იყო, მოდურად, ლამაზაღ და სადად ჩაცმული· ყველას სათითა-
ოდ ჩამოართვა ხელი და რაღაც გაუგებარი სიტყვები ჩაიბურტყუნა.
- სამწუხაროა, მაგრამ დედაჩემის ქალიშვილად ნაკლებად
ვგრძნობ თავს, რადგან მთელი სიცოცხლე ობლობაში გავატარე.
ფურნიეს შეკითხვებზე სიამოვნებით პასუხობდა და მადლიერე-
ბის გრძნობით იხსენებდა ,„,მარიას ინსტიტუტის“ უფროსს- დედა ან-
ჟელიკას.
- ჩემ მიმართ ეს ქალი ყოველთვის სიკეთის განსახიერება იყო·
- ქალბატონო, როდის წამოხვედით ინსტიტუტიდან?
-თვრამეტი წლის შესრულებისთანავე, მუსიე. მაშინ ლუკმაპუ-
რის საშოვნელად გავუდექი გზას. ერთ დროს მანიკიურს ვაკეთებდი.
მერე ქალის კაბების სამკერვალოში ვმუშაობდი: ჩემს მომავალ საქ
მროს ნიცაში შევხვდი, მაშინ შტატებში ბრუნდებოდა. მერე რაღაც
საქმეზე ჰოლანდიაში ჩამოვიდა და ერთი თვის წინ ქალაქ როტერ-
დამში დავქორწინდით. სამწუხაროდ, საქმეების გამო ის ისევ კანა-
დაში უნდა დაბრუნებულიყო: მე ცოტათი დავყოვნდი, მაგრამ მალე
შევხვდები·
181
ანა რიჩარდსი ფრანგულად კარგად და ძალდაუტანებლად
ლაპარაკობდა. ის უფრო ფრანგი იყო, ვიდრე ინგლისელი.
-ტრაგედიის შესახებ საიდან გაიგეთ?
- გაზეთებიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა
რომ ეს მსხვერპლი დედაჩემი იყო. მერე აქ, პარიზში დედა-ანჟელი
კასგან დეპეშა მივიღე. ის მწერდა მეტრ ტიბოს მისამართს და დედა-
ჩემის ქალიშვილობის გვარს მახსენებდა.
კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკეს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მისის რი-
ჩარდსი მკვლელის ძებნაში დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა მათ. დე-
დის შესახებ არაფერი იცოდა, ასევე არაფერი იცოდა მის საქმიან
ურთიერთობებზე·
პუარომ და ფურნიემ სასტუმროს მისამართი გამოჰკითხეს, და-
ემშვიდობნენ და გავიდნენ.
- იმედი გაგიცრუვდათ, ძვირფასო, - უთხრა ფურნიემ პუაროს. -
მაინც რა გეგონათ, რომ ეს ქალიშვილი თვითმარქვია გამოდგებო-
და? იქნებ ახლაც გეპარებათ ეჭვი?
აფორიაქებულმა პუარომ უარის ნიშნად თავი გააქნია
- არა, არა მგონია, რომ თვითმარქვია იყოს. მისი პიროვნების
დასადგენად საკმაო საბუთები არის... მაინც...უცნაურია... ისეთი
გრძნობა მაქვს, თითქოს სადღაც მინახავს, თუ ვიღაცას მაგონებს.
- მოკლულს ჰგავს? - დაეჭვებით ჰკითხა ფურნიემ·
- არა. ერთი მინდა გავიხსენო. რატომღაც დარწმუნებული ვარ,
რომ მისი სახე ვიღაცას მაგონებს... საკვირველია...- თქვა პუარომ
და წარბი ასწია, - იმ ადამიანებიდან,ვისთვისაც ჟიზელის სიკვდილი
მეტ-ნაკლებად სასარგებლო იყო, ეს ახალგაზრდა ქალი ყველაზე
მოგებულია.
- მართალია, მაგრამ ჩვენთვის რა ხეირია?
ერთ-ორ წუთს პუაროს არაფერი უთქვამს. თავისი აზრების
მსვლელობას მიჰყვებოდა. ბოლო თქვა:
- ჩემო კარგო, ამ ქალიშვილის ხელში აურაცხელი სიმდიდრე გა-

182
დიდრე გადადის და ამიტომ გასაგებია, რატომ დავიწყე ეჭვიანობა
მისი ამ საქმეში რაღაცნაირი მონაწილეობის თაობაზე. თვითმფრი-
ნავში სამი ქალი იყო: ერთი მის ვენეტია კერი, რომელიც ცნობილ
და საპატიო გვარს ეკუთვნის. ორი დანარჩენი? მას შემდეგ, რაც
ელიზა გრანდემ წამოაყენა ვერსია, ჟიზელის შეილის მამა ინგლისე-
ლი იყოო, ვვარაუდობდი,იმ ორთაგან ერთ-ერთი ჟიზელის შვილი
უნდა ყოფილიყო, ასაკით ორივენი შეეფერებიან: ლედი ჰორბარი -
ყოფილი მომღერალი, რომლის წარმოშობა გაურკვეველია და სცე-
ნიური გვარით ცხოვრობდა. მეორე - მის ჯეინ გრეი, რომელმაც ერ-
თხელ თქვა, რომ უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდეო.
- აჰა, აი, თურმე რას ფიქრობდით! - წამოიძახა ფურნიემ - რა გზე-
ბით დაჰქროდა თქვენი აზრები! ჩვენი მეგობარი ჯეპი იტყოდა, რომ
მეტისმეტად უეშმაკო ხართ!..
- რა ბრძანებაა! ის, პირიქით, იმას მსაყვედურობს, რომ ყველა-
ფერს ვართულებ, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ისეთი მარ-
ტივი მეთოდებით ვმოქმედებ, როგორიც შეგიძლიათ სინამდვილე-
ში წარმოიდგინოთ. ფაქტებზე არასოდეს არ ვამბობ უარს.
- მაგრამ ახლა თქვენ იმედგაცრუებული დარჩით, არა? ერთი
მითხარით, ანა მორისოსგან ბევრს მოელოდით?
ისინი იმ სასტუმროს მიუახლოვღნენ, რომელშიც პუარო იყო გა-
ჩერებული. შესასვლელში მაგიდაზე დადებულმა საგანმა ფურნიეს
პუაროსთან დილის საუბარი მოაგონა.
-ოჰ, მე მადლობაც კი ვერ გადაგიხადეთ, - წამოიძახა ფურნიემ. -
თქვენ ხომ ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომაზე მიმაქცევინეთ ყურად-
ღება! მიუტევებელია ექიმ ბრაიანტის ფლეიტის დაეიწყება, თუმცა მე
სერიოზულად არ ვეჭვობ მასზე, არ მგონია ისეთ პიროვნებად...
ფურნიე შეჩერდა· მამაკაცი ფლეიტის ფუტლიარით ხელში,
კლერკს ელაპარაკებოდა, ის მოტრიალდა, მისი მზერა პუაროსას
შეხვდა და სახე გაუნათდა, პუარომ წინ წადგა ნაბიჯი.
ფურნიემ უკან დაიხია ისე, რომ ბრაიანტს არ დაენახა იგი.
- აა, ექიმო ბრაიანტ! - მიესალმა პუარო თავის დაკვრით
- მუსიე პუარო!
183
მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ბრაიანტის გვერდით
მდგარი ქალი განზე გაიწია და ლიფტთან დადგა. პუარომ ქალს ერ-
თი თვალი შეავლო და მერე უთხრა:
-აბა, მუსიე, თქვენი პაციენტები გვერდს გივლიან?
ექიმმა ბრაიანტმა გაუღიმა თავისი მომხიბვლელი ღიმილით.
დაღლილი, მაგრამ ამავე დროს საოცრად მშვიდი ჩანდა.
- ახლა პაციენტები აღარ მყავს, - თქვა მან. მერე მაგიდასთან ახ-
ლოს მიიწია და პუაროს ჰკითხა: ერთ ჭიქა ხერესს ხომ არ დალევ-
დით? ან იქნებ სხვა რამეს?
ისინი მაგიდას მიუსხდნენ და ექიმმა შეუკვეთა. მერე ნელა დაიწ-
ყო:
- ახლა პაციენტები აღარ მყავს. თანამდებობა მივატოვე, სპეცია-
ლობაზე უარი თვითონვე ვთქვი, ვიდრე ისინი ამომშლიდნენ ოფი-
ციალური სიიდან. - მერე ხავერდოვანი ხმით განაგრძო: - ცხოვრე-
ბაში ადრე თუ გვიან კრიტიკული პერიოდი დგება - ხდება გარდატ-
ეხა. მაშინ ადამიანი გზაჯვარედინზე ექცევა და რომელიმე გზა უნდა
აირჩიოს. ჩემი პროფესია ძალიან მაინტერესებს და ეწუხვარ, რომ
უნდა მივატოვო. მაგრამ არის სხვა მიზნები და მოთხოვნილებებიც...
ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობს ბედნიერება, ადამიანური ბედ-
ნიერება, რის გარეშეც ჩვენ არარაობას წარმოეადგენთ, მუსიე პუ-
არო.
პუარომ არ უპასუხა, ის ელოდა.
- ერთი ლედი, ჩემი ყოფილი პაციენტი, რომელიც ძალიან მიყ-
ვარს. ქმრისგან მწუხარების მეტი არაფერი უნახავს, ძალზე უბედუ-
რია. თანაც კაცი ნარკომანია. თქვენ რომ ექიმი იყოთ,გეცოდინებო-
დათ, ეს რას ნიშნავს... რაკი ქალს თავისი ფული არ გააჩნია, ქმარი
ვერ მიუტოვებია... ერთხანს ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა გადავწყვი-
ტე:- ჩვენ კენიაში მივემგზავრებით, რომ იქ ახალი ცხოვრება დავიწ-
ყოთ. იმედი მაქვს, გავაბედნიერებ,მან ხომ იმდენი გაჭირვება გა-
დაიტანა ცხოვრებაში!..ისევ გაჩუმდა. მერე უფრო მკვახედ თქვა: -
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მალე საქვეყნოდ გახდება ცნობილი.
ამიტომ, რაც უფრო მალე გაიგებთ, მით უკეთესია.
184
- გასაგებია, - გამოეპასუხა პუარო. ერთი წუთის შემდეგ კი დაუმა-
ტა: - ვხედავ, ფლეიტა თან მიგაქვთ.
ექიმმა ბრაიანტმა გაიღიმა.
- ეს ფლეიტა ჩემი ძველი მეგობარია, მუსიე პუარო, როცა აღარა-
ფერი გაქვს, მუსიკა გრჩება.
მერე ფლეიტას სიყვარულით გადაუსვა ხელი. მალე ბრაიანტი
ადგა და თანამეინახეს თავი დაუკრა. პუაროც წამოდგა.
- მომავალში ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, ასევე ქალბა-
ტონსაც, - უთხრა პუარომ.

ოცდამეოთხე თავი

გადატეხილი ფრჩხილი

- რაო?! - წამოიძახა ფურნიემ. - თქვენ კიდევ იმ მემკვიდრეს


უტრიალებთ· ნამდვილად აკვიატებული აზრი გაქვთ!
- როგორ გეკადრებათ, რას ბრძანებთ! - შეეპასუხა პუარო. - ქვე-
ლაფერს მეთოდურად და თანმიმდევრულად უნდა მივუდგეთ. ჯერ
ერთი რამ უნდა დაამთავრო, რომ მეორე დაიწყო.
მან ირგვლივ მიმოიხედა. - აი, ჯეინიც. თქვენ ალბათ ისაუზმებთ.
როგორც კი საქმეს მოვრჩები, მეც შემოგიერთდებით.
ფურნიე უსიტყვოდ და უხალისოდ დაეთანხმა. მერე ის და ჯეინი
რესტორნისკენ გაემართნენ.
-აბა, - ცნობისმოყვარედ იკითხა ჯეინმა. – როგორ გამოიყურება
185
მემკვიდრე?
- სწორედ ისე აღწერთ, როგორც პასპორტებში წერენ ხოლმე· -
გაეცინა ჯეინს - ჩემი პასპორტი ნამდვილად შეურაცხმყოფელია·
მარტო ეს სიტყვები წერია: „საშუალო“, „ჩვეულებრივი“: ცხვირი სა-
შუალო, პირი - ჩვეულებრივი, შუბლი - ჩვეულებრივი, ნიკაპი -
ჩვეულებრივი.
- მაგრამ თვალები არაჩვეულებრივი, - ჩაურთო ფურნიემ.
- ნაცრისფერია. ეს არც ისე მოსაწონი ფერია.
- ვინ გითხრათ, მადმუაზელ, რომ მოსაწონი არ არის? -ეშმაკუ-
რად ჰკითხა ფურნიემ.
ჯეინს გაეცინა:
- თქვენ შესანიშნავად იცით ინგლისური! კიდევ მითხარით რაიმე
ანა მორისოზე, ლამაზია?
- საკმაოდ, - ფრთხილაღ უპასუხა ფურნიემ. – ის ანა მორისო არ
არის, ის ანა რიჩარდსია. მისი ქმარი კანადაშია·· თუ სადღაც ამერი-
კაში.
მერე ფურნიე მოუყვა ანას ცხოვრებას. ის-ის იყო, ამბის მოყო-
ლას ამთავრებდა, რომ პუაროც შემოუერთდა მათ. ცოტა უგუნებოდ
გამოიყურებოდა.
- რა მოხდა, ძვირფასო? - ჰკითხა ფურნიემ.
- მე ველაპარაკე „ინსტიტუტის“ უფროსს, დედა ანჟელიკას, რა
რომანტიკულია ეს ტრანსატლანტიკური ტელეფონი, აი, ასე
უბრალოდ დაელაპარაკები ადამიანს დედამიწის მეორე მხარეს.
- ფოტოტელეგრაფით გადმოცემული ფოტოგრაფიაც რომანტი-
კულია. თავისთავად მეცნიერებაც უდიდესი რომანტიკა გახლავთ.
მაგრამ თქვენ თქვით...
-დიახ, მე ველაპარაკე ანჟელიკას, მისის რიჩარდსის ცხოვრების
შესახებ , ყველაფერი დაამოწმა. საკმაოდ გულახდილად მიამბო
დედამისის ამბები, ჟიზელი ღვინით მოვაჭრე ერთ ფრანგს
წამოჰყოლია, ანჟელიკა იმით იმშვიდებს თავს , რომ ჟიზელი თავის
შვილზე გავლენას ვეღარ მოახდენდა. ანჟელიკას აზრით,
მაშინდელმა ცხოვრებამ ჟიზელი ძირს დასცა, მაგრამ შვილს გამუდ-
186
მებით უგზავნიდა ფულს, მასთან შეხვედრის სურვილი კი არასოდეს
გამოუთქვამს.
-თქვენი ნათქვამი, ფაქტობრივად, დილანდელი საუბრის გამეო-
რებაა,
- იმ განსხვავებით, რომ ყველაფერი დაწვრილებით ითქვა. ანა
მორისო ,,ინსტიტუტიდან“ იქვსი წლის წინ წამოსულა, ჯერ მა-
ნიკიურს აკეთებდა, მერე ვიღაც ლედისთან მოახლედ დამდგარა და
მასთან ერთად კვებეკიდან ევროპაში ჩამოსულა, წერილებს თურმე
იშვიათად იწერებოდა, დედა ანჟელიკა მისგან წელიწადში ერთი-
ორჯერ თუ იგებდა ამბავს, როდესაც ანჟელიკას გაზეთში დაკითხვის
ცნობა წაუკითხავს, უფიქრია, მარი მორისო სწორედ ის უნდა იყოსო.
- ქმარზე რაო? - ჰკითხა ფურნიემ, – ახლა ვიცით,რომ ჟიზელი
გათხოვილი ყოფილა, შესაძლოა ის...
- ეს მეც ვიფიქრე. ჩემი დარეკვის ერთ-ერთი მიზანი ეგეც იყო.
თაღლითი ჯორჯ ლემანი ომში პირველსავე დღეებში მოუკლავთ.
პუარო გაჩუმდა. მერე ენის ბორძიკით იკითხა:
- რა ვთქვით ახლა... ბოლო სიტყვები კი არა... ადრე .. მე მგონი..
თვითონაც არ ვიცი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი ვთქვი.
ფურნიემ შეძლებისდაგვარად გაუმეორა პუაროს მისი ნათქვამი,
მაგრამ ჩია ბელგიელმა თავი უკმაყოფილოდ გაიქნია.
-არა... არა... ეგ არა. კარგი, რაც არის, არის.
საუზმე დაამთავრეს. პუარომ მათ ჰოლში გასვლა და ფინჯანი ყა-
ვის დალევა შესთავაზა. ჯეინმა ხელი გაიწოდა ჩანთის და
ხელთათმანის ასაღებად, მაგიდიდან ეს ნივთები რომ აიღო, ოდნავ
შეიშმუშნა .
- რა მოხდა, მადმუაზელ?
- ისეთი არაფერი, - გაეღიმა ჯეინს, - გადატეხილი ფრჩხილი მიშ-
ლის, გაქლიბვა უნდა.
უეცრად პუარო სკამზე დაეშვა.
- სახელი... სახელი..- თქვა მან მშვიდად.ჯეინმა და ფურნიემ გაკ-
ვირვებით შეხედეს.

187
- მუსიე პუარო! - წამოიძახა ჯეინმა, - რა მოხდა?
- ის მოხდა, რომ გამახსენდა, - მიუგო პუარომ, - საიდან მეცნო-
ბოდა ანა მორისოს სახე! ადრე სადღაც მენახა... დიახ, დიახ...
მკვლელობის დღეს თვითმფრინავში ლედი ჰორბარიმ გაგზავნა
ფრჩხილის ხერხის მოსატანად!.. ანა მორისო ლედი ჰორბარის მო-
ახლე იყო!

ოცდამეხუთე თავი

„ვაითუ“

ამ ნათქვამმა მაგიდასთან მჯდომი სამი ადამიანი გააშეშა. იხსნე-


ბოდა საქმის სრულიად ახალი მხარე! აქამდე ხომ ყველა ფიქრობ-
და, რომ ტრაგედიასთან ანა მორისოს არავითრი კავშირი არ ჰქონ-
და. მაგრამ, დახეთ, თურმე ისიც დანაშაულის ადგილზე ყოფილა!
გაიარა რამდენიმე წუთმა, სანამ თითოელმა მათგანმა გონება მო-
იკრიბა. თვალებმოჭუტული პუარო რაღაც უცნაურ ჟესტებს აკეთებ-
და ხელით· მისი სახე დაძაბულ აზროვნებას გამოხატავდა.
- ერთი წუთით... ერთი წ·უთით...-ვედრებით ამბობდა ის.- მად-
როვეთ, უნდა მოვისაზრო... შეცვლის თუ არა ეს აღმოჩენა ჩემს ვა-
რაუდს... უნდა გავიხსენო...ჯანდაბას ჩემი მუცელი! მაშინ მარტო
ჩემს კუჭზე ვფიქრობდი...
- ახლა გამოდის, რომ ეგეც თვითმფრინავში ყოფილა,-ხმამაღლა
ფიქრობდა ფურნიე. - მგონი ვხვდები.

188
- დიახ, მახსოვს, - თქვა ჯეინმა. - მაღალი, შავგვრემანი ქალიშვი-
ლი. - მერე თვალები მოჭუტა და მეხსიერება დაძაბა. - ლედი ჰორბა-
რიმ მას... მადლენი უწოდა.
- დიახ, მართალია, მადლენი, - გაიხსენა პუარომ.
- ლედი ჰორბარიმ ის თვითმფრინავის ბოლოს გაგზავნა ყუთის
მოსატანად, წითელი ყუთისთვის.. .
- თქვენ გგონიათ, - დაყოვნებით თქვა ფურნიემ, - რომ ამ ქალიშ-
ვილმა... ჩაუარა იმ სავარძელს, რომელშიც... დედამისი იჯდა? მო-
ტივი და ხელსაყრელი შემთხევევაა... დიახ, ყველაფერი ასეა, -
ამოიოხრა მან. მერე მოულოდნელი გაცხარებით, მისი მშვიდობი-
ანი, მელანქოლიური ბუნების შეუფერებლად, ინსპექტორმა მუშტი
დასცხო მაგიდას: - დასწყევლოს ეშმაკმა! ადრე რატომ არავინ გა-
ნაცხადა ეს? რატომ არავინ შეიტანა იგი ეჭვმიტანილთა სიაში?
- მე ხომ გითხარით, მეგობარო, - დაღლილი ხმით უთხრა პუ-
არომ. - ჩემი უბედური მუცლის გამო, დამავიწყდა!
- ჰო, ჰო, ეს გასაგებია, მაგრამ იქ სხვა მუცლებიც ხომ იყო, რომ-
ლებსაც ეგ ტკივილი არ ეხებოდა. სად იყვნენ სტიუარდები, მგზავრე-
ბი!
-ალბათ იმიტომ, რომ, - მოკრძალებით შენიშნა ჯეინმა, - თვით-
მფრინავი ის-ის იყო ლე ბურჟედან გამოფრინდა და ჟიზელი ისევ
ცოცხალი იყო ერთ საათს მაინც· ეტყობა, გაცილებით გვიან მოკ-
ლეს.
- საინტერესოა, - კვლავ ფიქრიანად განაგრძო ფურნიემ. - იქ-
ნებ... შხამის ნაგვიანევი მოქმედება იყო? ასეც ხდება...
პუარომ მძიმედ ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
- უნდა მოვიფიქრო... მოვიფიქრო... ჩემი მოსაზრება მცდარია...
- ხდება,- დაამშვიდა ფურნიემ. - ასეთი რამ, ზოგჯერ, მეც მომ-
სვლია- იქნებ, თქვენც ასე მოგივიდათ. ხანდახან თავმოყვარეობა
უნდა დათრგუნო და აზრები წესრიგში მოიყვანო.
-დიახ, - დაეთანხმა პუარო. - როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდი
ყურადღება დავუთმე ერთ რამეს. თავს ვარწმუნებდი, ნამდვილ გა-
საღებს მივაგენი-მეთქი და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებაც
189
მივიღე- თუ ის ნივთი იქ შემთხვევით იდო და მე თავიდანვე შევცდი,
მაშინ სწორ გზას ავცდენილვარ.ალბათ, სწორედ ისე მოხდა, რო-
გორც თქვენ ამბობთ. შხამის ნელი მოქმედება იშვიათი მოვლენაა,
შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც. მაგრამ იქ, სადაც საქმე შხამს
ეხება, ყველაფერი მოსალოდნელია...
პუარო გაჩუმდა, იგი ფიქრობდა...
- ახლა ჩვენ უნდა შემდგომი მოქმედების გეგმა შევიმუშაოთ, - გა-
ნაცხადა ფურნიემ. - ამჟამად, ჩემი აზრით, სისულელე იქნება ანა მო-
რისოს რაიმე ვაგრძნობინოთ. ის სრულიად დარწმუნებულია, რომ
ეერ იცნეს. მისი პატიოსანი ზრახვები მიღებულია. ვიცით, რომელ
სასტუმროშია გაჩერეული და მეტრ ტიბოს საშუალებით, შეგვიძ-
ლია, კავშირი ვიქონიოთ. კანონიერი ფორმალობის შესრულებისას
შეიძლება არ აჩქარდეს კაცი. ჩეენ დავადგინეთ ორი პუნქტი:
მოტივი და ხელსაყრელი შემთხვევა. ახლა უნდა ვირწმუნოთ, რომ
ანა მორისოს გველის შმხამი ჰქონდა. ღია რჩება საკითხი ვინმე
ამერიკელის შესახებ, რომელიც თითქოს პარიზში იყო და ჟიულ
პერო მოისყიდა.შესაძლოა, ეს რიჩარდსიც იყოს, ანას
ქმარი,ამჟამად სარწმუნოდ მხოლოდ ანას სიტყვები გვაქვს, რომ
მისი ქმარი კანადაშია...
- ამბობთ ქმარიო?.. დიახ, ქმარი... ოჰ, მოიცადეთ.. მოიცადეთ! -
პუარომ თითები საფეთქლებთან მიიჭირა-ყველაფერი მცდარია... –
ჩაიბუტრუტა მან.- საჭიროა, გონება ავამუშავო მეთოდურად და
თანმიმდევრულად, მე კი დასკვნის გამოტანას ვჩქარობ.ალბათ, თუ
ჩემი თავდაპირველი ვარაუდი სწორი იყო... ანდა არ იყო სწორი...
მერე დიდხანს გაჩუმებული, ცოტა ხნის მერე. ხელები ჩამოუშვა,
გასწორდა და ორი ჩანგალი და სამარილე სიმეტრიულად დაალაგა.
- მოდით ვიმსჯელოთ, - წამოაყენა მან ბოლოს წინადადება, - ანა
მორისო ან დამნაშავეა, ან არ არის დამნაშავე.რატომ იცრუა? რა-
ტომ დამალა ის ფაქტი, რომ ლედი ჰორბარის მოახლე იყო?
- დიახ, რატომ დამალა? - იმავე ტონით იკითხა ფურნიემაც.
- ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რაკი იცრუა, მაშასადამე, მორისო დამ-
ნაშავეა. მაგრამ დაიცათ. ვთქვათ, ჩემი პირველი დასკვნა სწორი
190
იყო, რას უნდა შეეფარდებოდეს ის? ანა მორისოს ტყუილს თუ მის
დანაშაულს? დიახ, დიახ, აქ უნდა იყოს წინაპირობა. მაგრამ ასეთ
შემთხვევაში - ეს წინაპირობა თუ სწორად არის მიგნებული, ანა მო-
რისო სულაც არ უნდა ყოფილიყო თვითმფრინავში.
ფურნიემ გაიფიქრა: ,,ახლა კი მესმის, იმ ინგლისელ ინსპექ-
ტორს, ჯეპს რა ჰქონდა მხედველობაში - ეს უცნაური კაცი მართლაც
ყველაფერს ართულებს. საქმე, რომელიც ახლა სრულიად ნათელი
და უბრალოა, მას დახლართული ეჩვენება, პირდაპირ გადაწყვეტას
ვერ ურიგდება, რომ პრეტენზია არ განაცხადოს თავის წინასწარ შე-
მუშავებულ შეხედულებაზე“.
ჯეინი ფიქრობდა: „ვერ მივხედი, რა უნდა, რატომ არ უნდა ყო-
ფილივო ეს ქალიშვილი თვითმფრინავში· მოახლე ხომ უნდა ხლე-
ბოდა ლედი ჰორბარის... ეს კი რაღაცას ოინბაზობს“.
უეცრად პუარომ სტვენით ჩაისუნთქა ჰაერი.
-აბა, რა თქმა უნდა, - დაიწყო მან. - ეს სავსებით დამაჯერებელია·
ძალიან ადვილად შეიძლება მიხვედრა· -მერე წამოდგა. ისევ უნდა
დავრეკო.
- ტრანსატლანტიკით კვებეკში, არა? - იკითხა ფურნიემ.
- არა, ამჯერზე მხოლოდ ლონდონში.
- სკოტლენდ-იარდში?
-არა, გროსვენორ სკვერზე მდებარე სახლში, თუ ბედი
მწყალობს, ლედი ჰორბარი შინ დამხვდება·
- ფრთხილად, ჩემო მეგობარო, ანა მორისოზე ცნობების შეკრება
და მასზე ეჭვის მიტანა ჩეენს საქმეს ხეირს არ დააყრის.. .ის თუ გაფ-
რთხილდა...
-ნუ გეშინიათ, მე ყველაზე უწყინარ კითხვას დავუსვამ - თქვა პუ-
არომ და გაიღიმა.- თუ გნებავთ, ჩემთან ერთად წამობრძანდით.
მამაკაცები გავიდნენ და ჯეინი მაგიდასთან მარტო დატოვეს.
გამოძახებას დიდი დრო არ წაუღია. პუაროს ბედმა გაუღიმა. ლე-
დი ჰორბარი შინ იყო და საუზმობდა.
- კეთილი. ლედი ჰორბარის გადაეცით, რომ მასთან პარიზიდან
მუსიე ერკიულ პუაროს სურს ლაპარაკი. - პაუზა.
191
-ლედი ჰორბარი, თქვენ ბრძანდებით? არა, არა, ყველაფერი
რიგზეა. გარწმუნებთ, ნამდვილად ასეა. მხოლოდ ერთ კითხვაზე გა-
მეცით პასუხი, დიახ... როდესაც პარიზიდან ინგლისში თვითმფრი-
ნავით მგზავრობთ, მოახლე ჩვეულებრივ თან გახლავთ, თუ ის მატა-
რებლით მიდის? აჰა, მატარებლით მიდის... უბრალოდ შემთხვევით?
გასაგებია... დარწმუნებული ზართ? აჰა, თქვენგან წავიდა? გასაგე-
ბია... სრულიად მოულოდნელად მიგატოვათ? რა უმადურობაა, მარ-
თალია, მართალი. რა უმადური ხალხია,სწორედ ასეა. არა, შეწუხე-
ბა არ არის საჭირო. ნახვამდის, გმადლობ, - მან ყურმილი დაკიდა
და ფურნიეს მიუბრუნდა, თვალები გამწვანებოდა და ანთებოდა. -
- მომისმინეთ, მეგობარო, ჰორბარის მოახლე ჩვეულებრივ მატა-
რებლით და გემით მგზავრობღა და იმ დღეს ჰორბარის ბოლო წუთე-
ბში გადაუწყვეტია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მადლენი თვით-
მფრინავში მასთან ერთად იქნებოდა..
პუარომ ფრანგს სახელოში ჩაავლო ხელი- ჩქარა, მეგობარო, -
უხრა მას, -სასტუმროში წავიდეთ, თუ ჩემი მოსაზრება გამართლდა,
და მე ვფიქრობ, რომ ასეა, მაშინ არცერთი წუთი არ უნდა დაიკარ-
გოს!
- არაფერი მესმის, რა მოხდა? .. ფურნიე თითქმის სირბილით
მისდევდა მის უკან.
-ტაქსის კარი გაუღეს. მანქანაში პუარო თითქმის შევარდა და
მძღოლს ანა მორისოს მისამართი დაუსახელა.
- რაც შეიძლება სწრაფად წადით, სწრაფად!
- რა ბუზმა გიკბინათ? ეს რა გიჟური სრბოლაა?! რა საჭიროა ასე-
თი სისწრაფე?
- იმისთვის, მეგობარო, რომ. თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, მა-
შინ ანა მორისოს საშიშროება ემუქრებოდა.
- აგრე გგონიათ? - ვერ დამალა თავისი ეჭვი ფურნიემ.
- მეშინია, - თქვა პუარომ, - მეშინია, როგორ მიიზლაზნება ეს
ტაქსი! ამ დროს ტაქსი საათში ორმოცი მილის სისწრაფით მიქროდა
და მძღოლის კარგი თვალის წყალობით ტრანსპორტის ნიაღვარში
მოხერხებულად მიიკვლევდა გზას.
192
- თუ ასე ვიქროლეთ, კატასტროფაში მოვყვებით და ის იქნება! –
- უსაყვედურა ფურნიემ, – მადმუაზელ გრეიც ისე მივატოვეთ. გვე-
ლოდება, სანამ ტელეფონზე ვილაპარაკებთ და დავბრუნდებით,
ჩვენ კი სასტუმროდან ისე გამოვცვივდით, რომ ერთი სიტყვის თქმაც
ვერ მოვა სწარით, უკეთესი თავაზიანობა აღარ შეიძლება!
- რა მნიშვნელობა აქვს ახლა თავაზიანობას ან არათავაზიანო-
ბას? ჩვენ აქ სიკვდილ–სიცოცხლესთან გვაქვს საქმე.
ფურნიემ გაკვირვებით აიჩეჩა მხრები და გაიფიქრა: „ეს რა ცეტი
ვინმე ყოფილა, ყველაფერს დაღუპავს და ეგ არის! ანა მორისომ
რომ გაიგოს, მის კვალს ვადგავართ...“
- ეეჰ, არაფერი არ გესმით! - წამოიძახა პუარომ.- მეშინია, რომ...
ტაქსმა ერთბაშად დაამუხრუჭა ერთი წყნარი სასტუმროს წინ,
სადაც ანა მორისო იყო გაჩერებული. პუარო მანქანიდან გადახტა
და სადარბაზოდან გამოსული კაცი კინაღამ წააქცია.
პუარო ერთ წუთს გაშეშდა და ამ კაცს თვალი გააყოლა, კიდევ
ერთი ნაცნობი სახე, მაგრამ საიდან ვიცნობ? ჰოო, გაახსენდა, ეს
ხომ მსახიობი რაიმონდ ბარაკლოუა.
ის–ის იყო, პუაროს სასტუმროს შესასვლელშე ფეხი უნდა შეედ-
გა, რომ ფურნიე ოდნავ შეეხო ხელით მის მხარს:
- მუსიე პუარო, მე უღრმეს პატივს გცემთ და აღტაცებული ვარ
თქვენი მეთოდებით, მაგრამ, დამიჯერეთ, აჩქარებული მოქმედება
საშიშია. აქ, საფრანგეთში, ამ საქმეზე პასუხისმგებელი მე ვარ...
პუარომ შეაწყეეტინა:
-მე მესმის თქეენი მღელვარება, მაგრამ დაწყნარდით, ნუ გეში-
ნიათ ჩემი „აჩქარებული მოქმედების“. მოდით პორტიეს ვკითხოთ.
ქალბატონი რიჩარდსი თუ აქ არის, მაშინ ყველაფერი რიგზეა და
ერთად ვიმსჯელოთ მომავალი მოქმედების თაობაზე. საწინააღმდე-
გო ხომ არაფერი გაქვთ?
-რა თქმა უნდა, არა.
- ჩინებულია!
პუარო კანტორას მიუახლოგვდა, სადაც ახალჩამოსულებს
წერდნენ.ფურნიე უკან მიჰყვა.
193
- ქალბატონი რიჩარდსი მგონი თქვენთან დაბინავდა, არა?
- ჰკითხა პუარომ პორტიეს. – თუ იცით, აქ გახლავთ?
- არა, ქალბატონი წავიდა.
- წავიდა?
- დიახ, მუსიე.
- რომელ საათზე?
პორტიემ საათს დახედა.
- ნახევარ საათზე ცოტა მეტი იქნება.
- საითკენ გაემგზავრა, ან რითია მისი უეცარი გამგზავრება გა-
მოწვეული?
პორტიეს არ უნდოდა ამაზე პასუხის გაცემა.
მაშინ ფურნიემ თავისი წიგნაკი უჩვენა. პორტიემ სწრაფად შეიც-
ვალა. -მოხარული ვარ, პოლიციას რამეში გამოვადგეო·– ლედის
მისამართი არ დაუტოეებია. მე მგონი, შეიცვალა გეგმა. ადრე ამ-
ბობდა, ერთ კვირას კიდევ დავრჩებიო.
მერე გამოიძახეს ლიფტიორი, მტვირთავი, მოახლეები, ლიფტი-
ორის სიტყვებით, ლედი ვიღაც ჯენტლმენმა გამოიძახა, ჯენტლმენი
მაშინ მოვიდა, როცა ლედი შინ არ იყო, მაგრამ დაელოდა და მერე
ერთად ისაუზმეს. როგორი იყო ჯენტლმენი? მოახლემ თქვა, რომ
ამერიკელი იყო. მისი დანახვისას ლედი თითქოს გაოცდა. საუზმის
შემდეგ ლედიმ ტაქსის გამოძახება დამავალა და მტვირთავს სთხო-
ვა, მისი ბარგი ქვემოთ ჩაეტანა.
-სად წავიდა? ჩრდილოეთის სადგურზე. ყოველ შემთხვევაში,
მძღოლს იქით წასვლა უბრძანა, ამერიკელი თუ წაჰყვა? არა. ის მარ-
ტო წავიდა.
- ჩრდილოეთის სადგური, - გაიმეორა ფურნიემ, - ესე იგი, ინ-
გლისის მიმართულებით. გასვლა ორ საათზეა. იქნებ ეგრეც არ
არის, საჭიროა სასწრაფოდ დავუკავშირდეთ ბულონს და ტაქსი გა-
ვაჩეროთ.
პუაროს შეშფოთება ახლა ფურნიესაც გადაედო.
სწრაფად და ზუსტად ამუშავდა პოლიციის მანქანა.

194
ხუთი საათი იქნებოდა, როდესაც ჯეინი ჯერ კიდევ ჰოლში იჯდა
წიგნით ხელში მან თავი ასწია და დაინახა სწრაფად შემოსული ერ-
კიულ პუარო.. ჯეინს პირი უნდა დაეღო საყვედურის სათქმელად,
მაგრამ სიტყვები უთქმელი დარჩა. პუაროს სახის გამომეტყველებამ
შეაჩერა.
- რა მოხდა? შეშინდა ჯეინი, - სად იყავით აქამდე?
პუარომ ჯეინის ხელები თავისაში დაიჭირა.
- ცხოვრება ძალიან სასტიკია, მადმუაზელ, – უთხრა მან.
ჯეინი მისმა ხმამ შეაკრთო.
- რა მოხდა?
პუარომ ყრუ ხმით თქვა:
- როდესაც გემის მიმოსვლის განრიგის მიხედვით მატარებელი
ბულონში ჩავიდა, პირველი კლასის კუპეში მკვდარი ქალი ნახეს.
ჯეინს სახე გაუფითრდა.
- ანა მორისო?
- დიახ, ანა მორისო. ხელში ეკავა საწამლავის ნარჩენიანი შუშის
ბოთლი.
- ოჰ! - შეძრწუნდა ჯეინი. - თვითმკელელობა!
პუარო ცოტა ხანს გაჩუმდა. მერე სიტყვების ფრთხილი შერჩევით
წარმოთქვა:
- პოლიცია ფიქრობს, რომ თვითმკვლელობაა!
- თქვენ?
პუარომ რაღაცნაირი მეტყველი ჟესტი გააკეთა.
- აბა, თქვენ რას იტყვით, რა მოხდა?
- თავი მოიკლა? მერე რატომ? სინდისის ქენჯნის გამო, თუ იმი-
ტომ, რომ ყველაფერი გამოაშკარავდებოდა?
-ცხოვრება ხანდახან ძალიან სასტიკია, - თქვა პუარომ და თავი
გააქნია. - დიდი გამძლეობაა საჭირო.
-იმისთვის, რომ თავი მოიკლა! სიცოცხლეს რომ გამოეთხოვო,
ალბათ ძალიან ძლიერი უნდა იყო.

195
რომ იცოცხლო, -თქვა პუარომ, - ამისთვისაც დიდი ვაჟკაცობა
და სიძლიერეა საჭირო.

ოცდავეექვსე თავი

სადილის შემდგომი საუბარი

მეორე დღეს მუსიე პუარო პარიზიდან გაემგზავრა, მან ჯეინს


დაუტოვა გადაუდებელ საქმეების სია, რომლის პუნქტების უმრა-
ელესობა ჯეინს უაზრობად ეჩვენა, მაგრამ მაინც მთელი გულისყური
გამოიჩინა, რომ პუაროს მდივნობა ღირსეულად შეესრულებინა. ამ
ხნის განმავლობაში მან ორჯერ ინახულა ჟან დიუპონი. დიუპონმა
სიტყვა ჩამოაგდო ექსპედიციაზე, რომელსაც ისიც უნდა შეერთებო-
და, მაგრამ ჯეინმა ვერ გაბედა ჟანისთვის სიმართლე ეთქვა, რადგან
პუაროსგან ამის თაობაზე ჯერჯერობით არავითარი მითითება არ
ჰქონდა, ამიტომ იგი პირდაპირ პასუხს გაურბოდა და სალაპარაკო
თემას ეშმაკურად ცვლიდა. ხუთი დღის შემდეგ ჯეინი დეპეშით ინგ
ლისში გამოიძახეს. აეროდრომზე ნორმანი თავახდილი
სპორტული მანქანით დახვდა. გზაზე უკანასკნელ ამბებზე საუბრობ
ნენ. ანა მორისოს თვითმკვლელობის ამბავი საზოგადოების მხო-
ლოდ ვიწრო წრემ გაიგო. პრესაში გამოჩნდა შენიშვნა, რომელიც
იტყობინებოდა, რომ ვიღაც კანადელმა ქალმა, მისის რიჩარდსმა,
პარიზი-ბულონის ექსპრესში თავი მოიკლა.
196
მორჩა და გათავდა! „პრომეთეოსში“ საიდუმლო მკვლელობასთან
არავითარ კავშირზე არ წერდნენ.. .
ჯეინმა იფიქრა, როგორც იქნა, ჩემს მთელ მწუხარებას ბოლო
ეღებაო, მაგრამ ნორმანი ისე ოპტიმისტურად არ იყო განწყობილი,
პოლიციას დედის მკვლელობაში ალბათ ანაზე ჰქონდა ეჭვი,
მაგრამ საქმის ასე მოულოდნვღაღ შემობრუნების გამო იგი დიდ-
ხანს გაჭიანურდება და სადავიდარაბო გახდება. მაშინ ჩვენც შეგ-
ვეძლება, განვაცხადოთ, რომ არ ვიცით, რა შუაში ვართ, რა მოვალე
ვართ გაუთავებელ კითხვებზე გავცეთ პასუხი და ვიღელვოთ. საზო-
გადოების თვალში ჩვენ ისევე ეჭვმიუტანელნი უნდა დავრჩეთ, რო-
გორც აქამდე ვიყავით.
მან დაახლოებით ასევე უთხრა პუაროსაც, როდესაც რამდენიმე
დღის შემდეგ პიკადილზე შეხვდა. პუაროს გაეღიმა.
- თქვენც სხვებივით მსჯელობთ. ისეთი მოხუცი გგონივართ, რო-
მელსაც საქმე ბოლომდე ვერ მიუყვანია, მომისმინეთ,დღეს,
საღამოს ჩემთან მოდით სადილად, ინსპექტორი ჯეპი და ჩვენი მე-
გობარი კლენსიც მოვა. ჩემი პრაქტიკიდან რაღაც საინტერესო ამ-
ბავს გიამბობთ!
სადილმა მხიარულად ჩაიარა. ჯეპი ჩინებულ ხასიათზე იყო, თუმ-
ცა ყველას ზემოდან დაჰყურებდა. ნორმანი დაინტერესდა მუსიე ერ-
კიულ პუაროს დანაპირებით. რაც შეეხება მისტერ კლენსის, ის აღ-
ტაცებისგან თითქმის ისევე თრთოდა, როგორც მაშინ, იმ საბედის-
წერო მოწამლული ისრის დანახვისას.
ნასადილევს, როდესაც არომატული ყავაც დააყოლეს, მუსიე ერ-
კიულ პუარომ,ოდნავ დარცხვენით, მაგრამ, ცოტა არ იყოს, თავ-
მომწონედ ჩაახველა და ყელი ჩაისუფთავა.
- მეგობრებო! - საზეიმოდ მიმართა მან სტუმრებს. -მისტერ კლენ-
სიმ თავისი შემოქმედებითი ინტერესი გამოიჩინა ეგრეთ წოდებული
„ჩემი მეთოდების“ მიმართ. მგონი ასეა, არა? . -გთხოვთ, თუ არ მო-
იწყენთ, მომისმინოთ. – აქ მან მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკე-
თა. – ნორმანმა და ჯეპმა ერთდროულად შესძახეს: „რას ბრძანებთ,

197
რა მოგვაწყენს!“ – მე ახლა გაგაცნობთ იმ მეთოდებს, რომლებიც ამ
საქმეში გამოვიყენე.
- მუსიე პუარო გაჩუმდა და თავის ჩანაწერებში ჩაიხედა.
- ისე ძალიან დიდი წარმოდგენა კი შეექმნა საკუთარ თავზე! –
უჩურჩულა ჯეპმა ნორმანს. თვითკმაყოფილებით სავსეა: მე ვარ რა-
ცა ვარ, თქვენ ვინა ხართო!
პუარომ საყვედურით გადახედა მათ და ჩაახველა.
მსმენელები ზრდილობიანი ინტერესით მიაჩერდნენ და მანაც
დაიწყო:
- მეგობრებო, დავიწყოთ თავიდან. დავუბრუნდეთ სამგზავრო თ-
თვითმფრინავ „პრომეთეოსს“ და მის საბედისწერო რეისს ლე ბურ-
ჟედან კროიდონამდე. მე მინდა. გიამბოთ ჩემს პირვანდელ ვარაუ-
დებზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ ვამტკიცებდი, ანდა ვცვლიდი
მათ მომდევნო ამბებთან დაკავშირებით
როდესაც კროიდონში ჩასვლის წინ, სტიუარდის თხოვნით,ექიმი
ბრაიანტი 2-ე სავარძლისკენ გაემართა, მეც გავყევი,რაღაცნაირი
გრძნობა თუ ინტუიცია მამოქმედებდა - თითქოს იქ მოხდა რაღაც,
რაც მე მეხებოდა. შესაძლოა, მე სიკვდილს მეტად პროფესიონალუ-
რი პოზიციიღან აღვიქვამ, მაგრამ ყველა სასიკვდილო შემთხვევა
ორი კატეგორიისაა: პირველი საჩემო საქმეა, მეორე მე არ მეხება,
მეორე უფრო მრავალრიცხოვანია. მაგრამ სულერთია, როგორც კი
სიკვდილს შევეჯახები, იმ ძაღლს დავემსგავსები ხოლმე, რომელ-
მაც საშიშროება იგრძნო: ფრთხილდება, თავს მაღლა სწევს და იყ-
ნოსავს·
ექიმმა ბრაიანტმა დაადასტურა სტიუარდის ვარაუდი-გაირკვა,
რომ ქალი მკვდარი იყო. სიკვდილის მიზეზის დადგენა გულდასმით
გასინჯვის გარეშე, შეუძლებელი იყო. მისტერ ჟან დიუპონმა ვარაუ-
დი გამოთქვა, შესაძლოა ბუზანკლის კბენით მიღებული შოკის შედე-
გიაო. ამ მოსაზრების განსამტკიცებლად მგზავრმა გაიხსენა, რომ ის
აბეზარი ბუზანკალი თვითონ მოკლა. მივიღეთ სინამდვილესთან ახ-
ლოს მდგომი ვერსია და შეიძლებოდა, ადვილადაც დავთანხმდებო-
დით, მით უმეტეს, რომ გარდაცვლილს კისერზე ლაქა აჩნდა, სწორ-
198
ედ ბუზანკლის ნაკბენის მსგავსი. როგორცა ჩანს, ბუზანკალი ადრე
ყოფილა თვითმფრინავში· მე ბედმა გამიღიმა: დაბლა დავიხედე
და დავინახე რაღაც საგანი, რომელიც მკვდარ ბუზანკალს მოგაგო-
ნებდათ. სინამდვილეში აღმოჩნდა ველურების ყვითელი და შავი
ბუმბულასხმული ისარი. იმავე წუთს, თუ გახსოვთ მისტერ კლენსი
წინ წამოვიდა და განაცხადა, რომ ეს ბუმბულასხმული უცნაური წვე-
ტი სხვა არაფერია, გარდა ისრისა, რომელსაც ზოგიერთი ველური
ტომი სპეციალური ლულიდან ისვრის ბრძოლის დროს. კროიდონში
ჩასვლისას მე უკვე რამდენიმე ვერსია მქონდა, მყარ მიწაზე ფეხის
დადგმის შემდეგ ჩემმა გონებამ ჩვეულებრივი ელვარებით დაიწყო.
აზროვნება·
- აბა, აბა, მუსიე პუარო! - ხუმრობით წამოიძახა გაღიმებულმა
ჯეპმა. - თავის ქება რა საკადრისია!
პუარომ მეგობრულად შეხედა და სათქმელი განაგრძო:
- განსაკუთრებით ნათლად წარმომიდგა ერთ-ერთი ვერსიათა-
განი: გამაოცა მკვლელობის მეთოდის უტიფრობამ, მაგრამ თან და-
უჯერებელი მეჩვენა, რომ მკვლელი ვერავინ დაინახა! კიდევ ორი
პუნქტი მაინტერესებდა: პირველი - ბუზანკლის ასე უეცარი გამოჩე-
ნა თვითმფრინავში და მეორე - სავარძლის ქვეშ ნაპოვნი ლულა.
-დაკითხვის შემდეგ ჩემს მეგობარ ჯეპს ვუთხარი: მკვლელმა რა-
ტომ სავენტილაციო მილში არ ჩააგდო ის ლულა და თავიდან არ მო-
იცილა-მეთქი. თავისთავად, ისრის პოვნა ანდა მისი ცნობა ძნელია,
მაგრამ ლულა, რომელზეც ჯერ კიდევ არის შერჩენილი ეტიკეტისა
და ფასის ნარჩენები, სულ სხვაა···
-ამრიგად, როგორია გადაწყვეტილება? აშკარაა, მკვლელს
უნდოდა, რომ ეპოვათ!
მგრამ, საკითხავია, რატომ? მხოლოდ ერთი პასუხი ჩანდა ლო-
გიკური: მკვლელი იმას ეყრდნობოღა, რომ თუ ლულას და მოწამ-
ლულ ისარს იპოვიდნენ, შეიქმნებოდა ვერსია, თითქოს მკვლელო-
ბა მოხდა ლულიდან გასროლილი მოწამლული ისრით. როგორც
ირკვევა, სინამდვილეში მკვლელობა ამ გზით არ მომხდარა.

199
მეორე მხრიე, სამედიცინო დასკვნით, სიკვდილის მიზეზი უეჭვე-
ლად მოწამლული ისარია. მე დავხუჭე თვალები და ჩემს თავს ვკით-
ხე: რომელია ყველაზე უტყუარი და საიმედო ხერხი მოწამლული ის-
რის პირდაპირ საუღლე ვენაში მოხვედრისა. პასუხმაც არ დააყოვ-
ნა: ხელის საშუალებით, ამან მაშინვე მოჰფინა ნათელი იმ მიზეზს,
თუ რატომ იყო მკვლელი დაინტერესებული, ლულა ეპოვნათ. ლუ-
ლა აუცილებლად მანძილის საკითხს დააყენებდა. თუ ჩემი ვერსია
ნამდვილი იყო, მაშინ პიროვნება პირდაპირ ჟიზელის სავარძელ-
თან უნდა მისულიყო და მასთან დახრილიყო. არსებობდა კი ასეთი
პიროვნება? დიახ, ასეთი ადამიანი ორიც კი იყო - ორივე სტიუარდი.
თითოეულ მათგანს შეეძლო ჟიზელთან მისულიყო, დახრილიყო და
ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა. სტიუიარდების გარდა იყო კი-
დევ მისტერ კლენსი: მგზავრებიდან მან ერთადერთმა ორჯერ აუარ-
ჩაუარა ჟიზელის სავარძელს. ამას დავუპირისპირე მის მიერ ნათ-
ქვამი ვერსია ლულასა და ისრის თაობაზე...
- მე პროტესტს ვაცხადებ! - ადგილიდან წამოვარდა მიტერ კლენ-
სი. - დიახ, პროტესტს ვაცხადებ! - აღრიალდა ის,– ეს საზიზღარი ცი-
ლისწმებაა!
- დაბრძანდით! - მიმართა პუარომ. - ჯერ არ დამიმთავრებია. მე
გთხოვთ, ჩემი აზრების თანმიმდევრობას მშვიდად მიადევნოთ თვა-
ლი და ყველანი ერთად მივიდეთ საბოლოო, შეუმცდარ დასკვნამდე.
- ამრიგად, მე მყავდა სამი სავარაუდო ეჭვმიტანილი: სტიუარდე-
ბი - დევისი, მიტჩელი და მისტერ კლენსი. გარეგნულად არც ერთი
მკვლელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ვიდრე ვინმეს დავადანა-
შაულებდი, საჭირო იყო კვლევა გამეგრძელებინა.
ჩემი გონება კვლავ ბუზანკალისკენ წარვმართე. მასზე ვამყარებ-
დი დიდ იმედს. ჯერ ერთი, ყავის ჩამორიგებამდე ის არავის შეუმჩნე-
ვია. ეს ამბავი თავისთავად მეტად საინტერესო ჩანდა.შევქმენი
მკვლელობის გარკვეული „,მოდელი“, მკვლელმა დანაშაულის ჩა-
დენის ორგვარი გადაწყვეტილების საშუალება მომცა: პირველი,
უფრო მარტივის მიხედვით, ბუზანკალმა უკბინა ჟიზელს და ქალბა-
ტონი გულის სისუსტით გარდაიცვალა. ამ ვერსიის წარმატება იმაზე
200
იყო დამოკიდებული, შეეძლო თუ არა მკვლელს ისრის შეუმჩნევ-
ლად დამალვა. მე და ინსპექტორი ჯეპი იმაზე შევთანხმდით, რომ
ისრის დამალვა საკმაოდ ადვილად შეიძლებოდა, ამას იქამდე
ვფიქრობდი, ვიდრე ახალი ეჭვი არ აღმეძრა - აბრეშუმის თავდა-
პირველი ალუბლისფერი-მოწითალო შეფერილობა შეცვლილი იქ-
ნა. მოყვითალო-შავი ფერით, რათა იმიტირებულიყო ბუზანკლის
გამოჩენა·
გთხოვთ, თვითონ წარმოიდგინოთ: მკვლელი მიდის მსხვერ-
პლის სავარძელთან, კისერში ჩხვლეტს საბედისწერო ისარს და მა-
შინვე უშვებს ბუზანკალს! შხამი ისეთი ძლიერია, რომ პრაქტიკუ-
ლად მაშინვე კლავს. ქალბატონ ჟიზელს კიდეც რომ წამოეყვირა,
მოტორების ხმაურში მაინც ვერავინ გაიგონებდა. მაგრამ თუკი ვინ-
მე ყურადღებას მიაქცევდა, ამას ბუზანკალს მიაწერდა. ქალბატონის
თავზე ზუზუნით დაფრინავდა ბუზანკალი! აი, ახსნაც: ბუზანკალმა
უკბინა ქალს!.. ეს, როგორც უკვე ვთქვი, იყო პირველი მოდელი.
მაგრამ, დავუშვათ მკვლელს ესმოდა, რომ შხამიანი ისრის შემჩნევა
ადრევე შეიძლებოდა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი სიკვდილის
ვერსია მოხსნილია. იმის მაგივრად, რომ ლულა გადაეგდო,
მკვლელმა ისეთ ადგილას დადო, რომ თვითმფრინავის გაჩხრეკის
დროს დაენახათ და მკვლელობის იარაღად მიეჩნიათ. ამ შემთხვე-
ვაში მკვლელი ქმნის „მანძილის შთაბეჭდილებას“, როდესაც ლუ-
ლასაც იპოვიდნენ, მაშინ მის მიერ მინიშნებული ეჭვი უფრო გაძლი-
ერდებოღა! ახლა უკვე მკვლელობის ჩემი ვერსია მქონდა: სამი ეჭ-
ვმიტანილი და ჟან დიუპონი... მან ხომ პირველმა ივარაუდა
„ბუზანკალის ნაკბენით“ სიკვდილი და ქალბატონ ჟიზელთანაც
ახლოს იჯდა.მას ადვილად შვეძლო ქალი მოეკლა ისე, რომ არც
წამომდგარიყო, მეორე მხრივ, ვიფიქრე, რომ ძნელი
წარმოსადგენია,ასე გაერისკა.
მთელი ყურადღება „ბუზანკალზე“ გადავიტანე, თუ მკვლელმა
ბუზანკალი თვითმფრინავის ბორტზე მოიყვანა და საჭირო მომენ-
ტში გამოუშვა, ფსიქოლოგიური მომენტის შესაქმნელად, მაშინ რა-
ღაც კოლოფის მსგავსი უნდა ჰქონოდა, რომელშიც დრომდე უნდა
201
შეენახა მწერი. ლოგიკურია,რომ დამაინტერესა მგზავრების ჯიბეებ-
მა და ბარგმა, და, აი, წავაწყდი იმას, რასაც ვეძებდი, მაგრამ რა სა-
ოცარი იყო, რომ ის აღმოჩნდა სულ სხვა პიროვნებასთან· მისტერ
გეილს ჯიბეში ცარიელი ასანთის კოლოფი ჰქონდა "ბრაიანტ და მე-
ის“ ფირმის, მაგრამ ყველა მგზავრის დამოწმებით მისტერ გეილს
სალონის ბოლოს გასასვლელში არ გაუვლია, ის მხოლდ ტუალეტში
გავიდა, ესე იგი, 2-ე სავარძლის საპირისპირო მიმართულებით,
რის შემდეგაც თავის ადგილას დაჯდა, ჩემი ვარაუდი უსაფუძვლო
ჩანდა, მაგრამ მისტერ გეილს, როგორც გაირკვა, შეეძლო დანაშაუ-
ლის ჩადენა, ამ აზრზე დამაყენა მის ჩემოდანში ნაპოვნმა ნივთმა
- ჩემს ჩემოდანში? - იკითხა შეძრწუნებულმა ნორმანმა.ის უკი-
დურესად გაოცებული და შეწუხებული ჩანდა. - მე აღარც კი მახსოვს,
შიგ რა იდო!
პუარომ გულკეთილად გაუღიმა ნორმან გეილს,- ერთი წუთით
მომითმინეთ, ჯერ ბოლომდე არ მივსულვარ. მხოლოდ ჩემს თავდა-
პირველ ვერსიებს გიყვებით, ეგრეთწოდებულ, „შავ ნამუშევარს“·
გავაგრძელოთ,- ახლა უკვე ოთხი კაცი მყავდა, რომელთაც შეეძ-
ლოთ დანაშაულის ჩადენა ხელსაყრელი შესაძლებლობის თვალ-
საზრისით: ორი სტიუარდი, მისტერ კლენსი და მისტერ ნორმან გე-
ილი, მე შევეცადე საქმისთვის სხვა მხრიდან შემეხედა· თუ მოტივი
შესაძლებლობას ემთხვევა - მკვლელი ნაპოვნია! მაგრამ, ვაი, რომ
ვერაფერი აღმოვაჩინე! ჩემი მეგობარი ჯეპი იმაში მდებდა ბრალს,
რომ უზომოდ ვართულებდი ყველაფერს, პირიქით, მოტივის სა-
კითხს მეტად სადად და უბრალოდ ვუდგებოდი, თვითონ განსაჯეთ:
ვისთეის მოჰქონდა სარგებლობა ქალბატონი ჟიზელის სიკვდილს?
რა თქმა უნდა, უცნობი ქალიშვილისთვის, რომელსაც დედა ანდერ-
ძით უტოვებდა უზარმაზარ ქონებას. მოიძებნა საკმაოდ ბევრი
ადამიანი, რომლებიც რაღაცნაირად დამოკიდებულნი იყვნენ ჟი-
ზელზე. მოვიშველიე გამორიცხვის მეთოდი:
მთელი მგზავრებიდან მხოლოდ ერთს, უდავოდ და ნამდვილად
ჰქონდა კავშირი ჟიზელთან - ეს გახლდათ ლედი ჰორბარი, მისი მო-
ტივები აშკარა და ცხადი ჩანდა: გაფრენის წინა დღეს მან ინახულა
202
ქალბატონი ჟიზელი. ლედი გამოუვალ მდგომარეობაში იყო. გავი-
გე, რომ მას ახალგაზრდა მეგობარი ჰყავდა, მსახიობი. რასაკვირვე-
ლია, მსახიობს ადვილად შეეძლო ამერიკელის როლის გათამაშება
და ანტიკვართან ლულის შეძენა, მასვე შეეძლო „იუნივერსალ ეირ-
ლაინზის“ კლერკიც მოესყიდა და გაეგო, რომ ამჯერად ქალბატონი
ჟიზელი სწორედ თორმეტსაათიანი რეისით გაფრინდებოდა,
ამ დროისთვის ჩემი შეხედულებები ფენებად დაიყო. მე ვერ ვხე-
დავდი იმის შესაძლებლობას, რომ ლედი ჰორბარის დანაშაული ჩა-
ედინა. აგრეთვე ვერ გავითვალისწინე, რა მოტივებს შეეძლო, ხელი
ეკრა სტიუარდებისთვის, მისტერ კლენსისა და მისტერ გეილისთვის
ამ საქმის ჩასადენად.
ერთდროულად მე განვიხილავდი უცნობი ქალიშვილის ჟიზე-
ლის მემკვიდრის პრობლემას. მაინტერესებდა, ცოლიანები იყვნენ
თუ არა ჩემს მიერ ეჭვმიტანილები და თუ იყვნენ, მაშინ ჟიზელის ქა-
ლიშვილი- ანა მორისო ერთ-ერთი მათგანის ცოლი უნდა აღმოჩე-
ნილიყო. თუ ქალიშვილის მამა ინგლისელი იყო, შესაძლოა, ანა ინ-
გლისში აღზრდილიყო. მალე ვნახე მიტჩელის ცოლი და ეჭვმიტანი-
ლებიდან გამოვრიცხე, ის დორსეტების ძველი გვარის წარმომაღგე-
ნელია.ასევე გავიგე, რომ დევისი ეარშიყებოდა ქალიშვილს,
რომლის მშობლებიც ცოცხლები არიან, მისტერ კლენსი ჩამჟავებუ-
ლი ბერბიჭა გახლდათ, ხოლო მისტერ გეილი ყურებამდე იყო შეყ-
ვარებული მის გრეიზე·
უნდა გამოვტყდე, რომ მის გრეიზე ფრთხილად შევაგროვე ცნო-
ბები· გავიგე, რომ ის დუბლინის მახლობლად უპატრონო ბავშვთა
სახლში იზრდებოდა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ მის გრეი არ
იყო ქალბატონ ჟიზელის ქალიშვილი. ძიების შედეგების მიხედვით,
შევადგინე ერთგვარი ცხრილი:
ჟიზელის სიკვდილით სტიუარდებს არაფერი წაუგიათ, არც მო-
უგიათ, მისტერ კლენსიმ ახალი წიგნის დაწერა განიზრახა,რომლის
შინაარსი ქალბატონ ჟიზელის მკვლელობა იქნება და და ამით ფუ-
ლის შოვნას იმედოვნებდა. რაც შეეხება ნორმან გეილის, ის კატას-
ტროფულად სწრაფად კარგავდა პრაქტიკას, ჩემი ცხრილი ვერაფე-
203
რში მეხმარებოდა, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ
დამნაშავე მისტერ გეილი იყო, ამის რწმენას მაძლევდა ასანთის ცა-
რიელი კოლოფი და მის ჩემოდანში ნაპოვნი ნივთი. მაგრამ თანაც
წაგებული რომ იყო და არა მოგებული? მაშინ მე აქ დავუშვი, რომ
წაგება წმინდა წყლის გარეგნული ხასიათის გახლდათ და ის მცდარ
შთაბეჭდილებას იძლეოდა. გადავწყვიტე, მისტერ გეილისთან ნაც-
ნობობის გაბმა, გამოცდილებით ვიცოდი, რომ ყველა ადამიანი,ად-
რე თუ გვიან, თავის თავს მაინც გამოავლენს. ყოველ ჩეენგანს აქვს
საკუთარ თავზე ლაპარაკის რაღაც გაურკვეველი მოთხოვნილება.
ვეცადე, მისტერ გეილის ნდობა მომეპოვებინა. გავგზავნე ის ლედი
ჰორბარისთან შანტაჟისთვის და დახმარებაც აღვუთქვი, და აი, აქ
მან პირველად წაიბორძიკა: მე გამოვიგონე პატარა მასკარადი, რო-
დესაც გეილი პირველად თავისი როლის სათამაშოდ გამოცხადდა,
მეტად სასაცილო და უცნაური გარეგნობა ჰქონდა. გარწმუნებთ,
არავინ შეეცდებოდა ასე ცუდად შეესრულებინა თავისი როლი, რა
იყო ამისი მიზეზი? გეილი საკუთარ დანაშაულს გრძნობდა და თან-
დაყოლილი აქტიორული ბუნების დაფარვას შეეცადა. საკმარისი
იყო, მისი სულელური გრიმი მომეწესრიგებინა, რომ მისი აქტიორუ-
ლი ოსტატობა მაშინვე გამომჟღავნებულიყო· მან თავისი როლი
მშვენივრად შეასრულა, ლედი ჰორბარის ეჭვიც კი არ შეჰპარვია მის
პიროვნებაში. ამან დამარწმუნა, რომ პარიზში მან გრიმის
მეშვეობით შეძლო ამერიკელის თამაში, ასევე აუცილებელი რო-
ლის შესრულება ,,პრომეთეოსში“.
მაშინ, მე შემაწუხა მადმუაზელ ჯეინის ბედმა, ამ შემთხვევაში სა-
შიში იყო ჯეინი მეორე მსხვერპლი არ აღმოჩენილიყო.ერთ მშვენი-
ერ დღეს ჯეინი აღმოაჩენდა, რომ ის მკვლელის ცოლი
ყოფილა! მოსალოდნელი ქორწინების თავიდან ასაცილებლად ჯეი-
ნი პარიზში წავიყვანე მდივნის თანამდებობაზე.
ჩვენი იქ ყოფნის დროს ქალბატონ ჟიზელის მემკვიდრე
გამოცხადდა ქონების მისაღებად. მისი დანახვისთანავე -მე ვამბობ

204
ანა მორისოს დანახვისთანავე, გავვოცდი: ვიღაცას ვამსგავსებდი,
მაგრამ ვერ ვიგონებდი, სახელდობრ, ვის, მერე გამახსენდა,
მაგრამ მაგრამ გვიან...
ცნობილი გახდა, რომ ანა მორისო „პრომეთეოსის“ მგზავრთა
შორის იყო! თავდაპირველად მისი სიცრუე ყველა ჩვენგანის ვერ-
სიას უკუაგდებდა! აი, ვინ იყო ნამდვილი დამნაშავე.მაგრამ თუ ის
დამნაშავეა, მას უთუოდ თანამზრახველი უნდა ჰყოლოდა, თან მამა-
კაცი, რომელიც ლულას იყიდდა და პეროს მოისყიდიდა. ვინ არის
ის კაცი? იქნებ ანა მორისოს ქმარი? უეცრად სწორი გადაწყვეტილე-
ბა მივიღე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება რომ უტყუარი ყოფილიყო, მე
ერთი ვარაუდი უნდა დამედასტურებინა. თავდაპირველად ვფიქ-
რობდი, ანა მორისოს არ უნდა ეფრინა ამ რეისით. ლედი ჰორბარის
დავურეკე და პასუხიც მივიღე: დიახ, მოახლე მადლენი თვითმ-
ფრინავში იმიტომ აღმოჩნდა, რომ მისის ჰორბარის ბოლო წუთებში
გადაუწყვეტია მისი თან ხლება!..
პუარო გაჩუმდა და სული მოითქვა. მისტერ კლენსიმ ჩა-
იდუდღუნა: ჰმ, ჩემთვის რაღაც გაუგებარია.
-ბოლოს და ბოლოს, შეწყვეტთ ჩემს ხსენებას, როგორც მკვლი-
სას? - აღშფოთღა მისტერ გეილი.
- ა-რა-სო-დეს! თქვენ ხართ მკვლელი!- მომისმინეთ და
ყველაფერს გეტყვით! ბოლო კვირა მხოლოდ თქვენით ვიყავით და-
კავებული მე და ინსპექტორი ჯეპი.
მართალია, დანტისტი გახდით, რათა ბიძათქვენისთვის- ჯონ გე-
ილისათვის გესიამოვნებინათ. მისი კომპანიონად გახდომისთანავე
მისივე გვარი მიიღეთ. სინამდვილეში თქვენ ხართ მისი დისშვილი
და არა - ძმისშვილი. თქვენი ნამდვილი გვარია რიჩარდსი. ამ
გვარით ცხოვრობდით შარშან ნიცაში. მაშინ შეხვდით პირველად
ანა მორისოს. ის იქ იყო თავის ქალბატონთან ერთად. ანა მორისომ
სიმართლე გვიამბო თავისი ბავშვობის წლებზე. მისი ისტორიის და-
ნარჩენი ნაწილი თქვენს მიერ იყო მომზადებული და რედაქტირებუ-
ლი. ანამ იცოდა თავისი დედის ქალიშვილობის გვარი. ქალბატონი
ჟიზელი დადიოდა მონტე-კარლოში, იქ თამაშობდა და ვიღაცამ მი-
205
გაქცევინათ ყურადღება. ამავე დროს ახსენეს მისი ნამდვილი გვა-
რი, თქვენ მაშინვე მოისაზრეთ, რომ შესაძლებელი იყო მისი უზარ-
მაზარი ქონების ხელში ჩაგდება.ამან მაგნიტივით მიიზიდა თქვენი,
როგორც მოთამაშისა და აფერისტის, ბუნება. ანა მორისოსაგან გა-
იგეთ, ლედი ჰორბარისა და ჟიზელის ურთიერთობებზე და თქვენს
გონებაში დანაშაულის ჩადენის გეგმა უკვე ჩამოაყალიბეთ. თქვენი
აზრით, ჟიზელი უნდა მომკვდარიყო ისე, რომ ეჭვი ლედი ჰორბარი-
ზე აეღოთ.თქვენ მოისყიდეთ „იუნივერსალ ეირლაინზის“ კლერკი
და ისე მოაწყეთ, რომ ჟიზელს იმავე თვითმფრინავით ეფრინა, რო-
მელშიც ლედი ჰორბარი იყო. ანა მორისომ გითხრათ, რომ იგი ინ-
გლისში მატარებლით იმგზავრებდა, ამიტომ ვერაფრით წარმოიდ-
გენდით, თუ მას თვითმფრინავში შეხვდებოდით. ამან მთელი თქვე-
ნი გეგმები და რისკი საშიშროების ქვეშ დააყენა. თუ პოლიცია გა-
იგებდა, რომ ჟიზელის ქალიშვილი, მისი ერთადერთი მემკვიდრე იმ
დროს თვითმფრინავში იყო, ეჭვს მაშინვე ქალიშვილზე მიიტანდნენ.
თქვენ კი გაანგარიშებული გქონდათ, რომ ის მიიღებდა მემკვიდრე-
ობას, როდესაც სრული ალიბი ექნებოდა იმის მეოხებით, რომ
მკვლელობის დროს ის გემზე ან მატარებელში იყო. მაშინ დაქორ-
წინდებოდით ანა მორისოზე. თქვენ კარგად იცოდით, რომ ანა მო-
რისოს თავდაგიწყებით უყვარდით, თქვენ კი, პირველ ყოვლისა, ფუ-
ლი გაინტერესებდათ, .
მაგრამ ახლა ერთი სირთულე კიდევ წამოიჭრა თქვენს წინაშე.
ლე პინეში შეხვდით მადმუაზელ ჯეინს და სიყვარულით თავი დაკარ-
გეთ. გრძნობამ კიდევ უარეს დანაშაულისკენ გიბიძგათ. ახლა გა-
ნიზრახეთ, რომ ფულიც მიგეღოთ და საყვარელი ქალიშვილიც შე-
გერთოთ. დანაშაულს სჩადიოდით, უპირველესად ფულის გამო. ანა
მორისო დააშინეთ იმით, რომ უთხარით: თუ ახლავე განაცხადებდა
თავის უფლებას მემკვიდრეობაზე, ამით თავს გასცემდა. ამიტომ ის
დაარწმუნეთ, რომ რამდენიმე დღით შვებულება აეღო და ერთმა-
ნეთს როტერდამში შეხვდით, სადაც ქორწინების რეგისტრაციაში
გატარდით.თან საჭირო დარიგებები და ინსტრუქციები მიეცით, რო-
გორ უნდა განეცხადებინა თავისი უფლება ქონებაზე, მაგრამ
206
არცერთი სიტყვით არ უნდა ეხსენებინა, რომ ლედი ჰორბარისთან
მოახლედ მუშაობდა და აუცილებლად ხაზი უნდა გაესვა იმ გარე-
მოებისთვის, რომ მისი ქმარი მკვლელობის მომენტში საზღვარგა-
რეთ იყო,
დამნაშავის საუბედუროდ, ანა მორისოს პარიზში ჩამოსვლა და-
ემთხვა ჩემს იქ ყოფნას· ჩემთან ერთად იყო მის გრეი. ეს კი, არავი-
თარ შემთხვევაში, არ გაწყობდათ. ორივეს - მეც და მის გრეისაც ანა
მორისოში შეიძლება შეგვეცნო მადლენი -ლედი ჰორბარის მოახ-
ლე. თქვენ შეეცადეთ, ვადაზე ადრე დაკავშირებოდით ანას, მაგრამ
ვერ მოახერხეთ. პარიზში ჩამოხვედით და გაიგეთ, რომ თქვენი მე-
უღლე ვექილთან წასულიყო. როდესაც ის დაბრუნდა და ჩემთან შეხ-
ვედრის შესახებ გიამბოთ, მაშინვე აღგზნებით აამუშავეთ გონება·
ახლა კი იმედოვნებდით, რომ ახალშერთული ცოლი დიდხანს არ
იქნებოდა ქონების მფლობელი. ამასთანავე ქორწინების შემდეგ
ორივეს გინდოდათ მკვლელობის ადგილს დროულად გასცლოდით
- ო, რა ამაღელვებელია! ჩემი ვარაუდით, პირველად არ გინდოდათ
აჩქარება. თქვენ, გეილ, გაემგზავრებოდით კანადაში პრაქტიკის
დაკარგვის საბაბით. იქ იცხოვრებდით რიჩარდსის გვარით და მალე
ცოლიც შემოგიერთდებოდათ, დიდი ხანი არ გაივლიდა და მისის
რიჩარდსიც მოკვდებოდა და თქვენ, ქვრივს, დაგიტოვებდათ მთელ
თავის ქონებას· მაშინ ისევ დაბრუნდებოდით ინგლისში უკვე ნორ-
მან გეილის გვარით... თქვენ გექნებოღათ სიმდიდრე და ჯეინს შეირ-
თავდით. მაგრამ გადაწყვიტეთ გრძელი ამბის შემოკლება. რა საჭი-
რო იყო ამდენი დროის ტყუილად დაკარგვა!
პუარო ცოტა ხანს გაჩუმდა. ნორმან გეილმა თავი ასწია და გა-
დაიხარხარა: ··
- მუსიე პუარო, თქვენ თურმე კარგად მკითხაობთ იმაზე, თუ რის
გაკეთებას აპირებენ ადამიანები! მისტერ კლენსის მთხზველის
პროფესია თქვენ უფრო მოგიხდებოდათ! – მის ხმაში ზიზღი ისმოდა·
- ჩემს ცხოერებაში არ მოვსწრებივარ ასეთ ცილისწამებას და ამნაი-
რი სისულელის მოსმენას. ის, რაც თქვენ წარმოადგინეთ და წარმო-
სახეთ, სულაც არ არის საკმარისი დასამტკიცებლად...
207
პუარომ თვალები მოჭუტა და ერთ წუთს დაჟინებით მიაშტერდა
ნორმან გეილს; მერე თითქმის საზეიმოდ განაცხადა:
- შესაძლოა! მაგრამ ასეთ შემთხვევაში წარმოგიდგენთ დამამ-
ტკიცებელ საბუთებს!
- ნუთუ? - დაცინვით წამოიძახა გეილმა. - იქნებ იმისი დამამტკი-
ცებელი საბუთებიც გაქვთ, თუ როგორ მოვკალი ბებერი ჟიზელი?
მაგრამ ყველა მგზავრი დაამტკიცებს, რომ მის ახლოს არ გამივლია!
- ახლავე გეტყვით, თუ როგორ გააკეთეთ ეს! - შესძახა პუარომ. -
რას იტყვით თქვენი ჩემოდნის შესახებ? დასასვენებლად მიდი-
ოდით. რად გინდოდათ დანტისტის მოკლე თეთრი პიჯაკი?- აი, რა
კითხვა დავუსვი ჩემს თავს,მერე ვუპასუხე: იმიტომ, რომ სტიუარდის
პიჯაკს ჰგავს.აი, მთელი გზა, რომლითაც თქვენ მიდიოდით, როდე-
საც სტიუარდებმა ყავა ჩამოარიგეს და „პრომეთეოსის“ მეორე სა-
ლონში გავიდნენ, თქვენ..ტუალეტში შეხვედით, ჩაიცვით პიჯაკი,
ლოყებში ბამბა ჩაიდეთ, სალონში გამოხვედით, ბუფეტის უჯრიდან
ყავის კოვზი ამოიღეთ და კოვზით ხელში გაემართეთ ჟიზელის სა-
ვარძლისკენ, მსხვერპლს ისარი კისერში ჩაურჭეთ. იმავე წუთს
ამოიღეთ ასანთის კოლოფი, გამოუშვით ბუზანკალი, სასწრაფოღ
გაეშურეთ ტუალეტში, გაიხადეთ პიჯაკი და აუჩქარებლად დაბრუნ-
დით თქვენს ადგილას, ამას სულ რაღაც წუთ-ნახევარი ან ორი წუთი
მოუნდით. ხაზს ვუსვამ ფსიქოლოგიურ მომენტს: არსად არავინ ყუ-
რადღებას არ აქცევს სტიუარდს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც
გიცნობდათ, ჯეინი იყო. მაგრამ ქალები, ხომ იცით,როგორც კი მარ-
ტო რჩებიან (თუკი ისინი მომხიბვლელ ახალგაზრდა მამაკაცთან
მგზავრობენ), მაშინვე გახსნიან ჩანთას,რომ სარკეში ჩაიხედონ,
ცხვირზე პუდრი გადაისვან და პომადა მოიმარჯვონ...
- რას ბრძანებთ, ნუთუ მართლა? - განაგრძობდა გეილი გაქირ-
დვას. - მეტად საინტერესო თეორიაა· მაგრამ აბსოლუტურად უსუსუ-
რი! კიდევ ხომ არაფერი გაქვთ სათქმელი?
- კიდევ ბევრი, - მშვიდად განაგრძო პუარომ. – როგორც ადრე
თქვი, მოყოლის დროს ადამიანს თავის მამხილებელი ბევრი რამე

208
წამოსცდება ხოლმე. თქვენ საკმაოდ თავხედურად ახსენეთ, რომ
სამხრეთ აფრიკაში ფერმაში მუშაობდით. მხოლოდ არ გითქვამთ,
რომელ ფერმაში, მე გვიან გამოვარკვიე, რომ ეს იყო გველების მო-
საშენებელი ფერმა...
მხოლოდ ახლა პირველად გამოეხატა ნორმან გეილს შიში სახე-
ზე, ერთხელ კიდევ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ სი-
ტყვები აღარ ემორჩილებოდა...
-იქ იყავით, - განაგრძო პუარო, -ოღონდ თქვენი საკუთარი გვა-
რით – რიჩარდსით! აქედან გადაცემული ფოტოტელეგრაფით თქვე-
ნი ფოტო იცნეს. გიცნეს აგრეთვე როტერდამში, როგორც ვიღაც რი-
ჩარდსი, ანა მორისოზე დაქორწინებული.
ნორმან გეილი კვლავ შეეცადა დალაპარაკებას, მაგრამ დანა-
წევრებული ბგერები ყელში ეჩხირებოდა. უცბად მოიბუზა და ლამა-
ზი, ენერგიული ახალგაზრდა კაცი უეცრად საცოდავ არსებად იქცა.
ტუჩები უთრთოდა, თვალები თანაგრძნობას ეძებდნენ... მაგრამ
ვერ პოულობდნენ...
- თქვენ დაგღუპათ აჩქარებამ, - უთხრა პუარომ· „მარიას ინსტი-
ტუტის“ უფროსმაც დააჩქარა საქმე, როდესაც ანა მორისოს დეპეშა
გაუგზავნა. ამ დეპეშის იგნორირება უაზრობა იქნებოდა. თქვენ ჩა-
აგონეთ ცოლს, რომ ზოგიერთი ფაქტი დაემალა. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, მასზე ან თქვენზე აიღებდნენ ეჭვს, რადგან საუბედუროდ,
თვითმფრინავში ორივენი აღმოჩნდით. როდესაც ანას შეხვდით და
გაიგეთ ჩემთან მისი საუბრის შინაარსი, კიდევ უფრო აჩქარდით. შე-
გეშინდათ, რომ ანასაგან სიმართლეს გავიგებდი. ვინ იცის, ისიც
იფიქრეთ, თვითონ ანასაც არ შეეტანა თქვენში ეჭვი. ამიტომ აიძუ-
ლეთ, სასტუმრო დაეტოვებინა. თქვენ ჩასვით მატარებელში, რომე-
ლიც განრიგით გემს უნდა დახვედროდა. იქ ძალღატანებით მიაღე-
ბინეთ შხამი და ხელში ცარიელი შუშა ჩასჩარეთ.
- საზიზღარი სიცრუეა!
- ოჰ, არა! ანას კისერზე თითების ლურჯი ანაბეჭდი აჩნდა
- საშინელი, ბოროტი, გაუგონარი ტყუილია!
- სიჩქარეში შუშაზეც კი დაატყვეთ თქვენი თითების ანაბეჭდი!
209
- ცრუობთ! მე ხელთათ...
- აჰააა! ხელთათმანები გეცვათ? ამ პატარა აღიარებამ,მუსიე,
ვფიქრობ, საბოლოოღ გამხილათ...
გააფთრებული, ალეწილი და სახეშეშლილი გეილი პუაროს
მივარდა, მას ინსპექტორი ჯეპი გადაეღობა, ხელები გაუკრა და
ხმამაღლა, გარკვევით დაიძახა:
- ჯეიმს რიჩარდს! იგივე ნორმან გეილ! თქვენ დაპატიმრებული
ხართ წინასწარ განზრახული მკვლელობისთვის! უნდა გაგაფრთხი-
ლოთ, რომ თქვენ მიერ აქ ნათქვამი ყველა სიტყვა ოქმში იქნება შე-
ტანილი მტკიცების მიზნით.
ნორმან გეილი საშინელმა კანკალმა აიტანა. ის თითქმის კო-
ლაფსის საზღვარზე იყო. კართან აყუდებული ორი კონსტებლი,
რომლებიც ბრძანებას ელოდნენ, ოთახში შემოვიდნენ და დაპატიმ-
რებული გაიყვანეს.
პუაროსთან მარტო დარჩენილმა მისტერ კლენსიმ უკიდურესი
აღტაცებით ერთი მაგრად ამოიხვნეშა.
- მუსიე პუარო! - წამოიძახა მან, - ჩემს ცხოვრებაში ასეთ საოც-
რებას არ შევსწრებივარ! თქვენ შეუდარებელი ხართ!..
პუარომ მორცხვად დახარა თვალები და ულვაშში ჩაიცინა.
- არა, არა! აქ ინსპექტორ ჯეპის დიდი დამსახურებაც არის. პირ-
დაპირ სასწაულებს ახდენდა, როდესაც ამტკიცებდა, გეილი- რიჩარ-
დსიაო! კანადის პოლიციაც კარგა ხანს ეძებდა ვინმე რიჩარდსს. ეჭ-
ვობდნენ, რომ ქალიშვილმა, რომელთანაც ის ერთ დროს ახლოს
იყო, მაგის მიზეზით მოიკლა თავი.
ზოგიერთი დეტალი და ფაქტი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს თვით-
მკვლელობა კი არა, მკვლელობა იყო...
გაუგონარი საშინელებაა!- აღმოხდა კლენსის.
- გეილი მკვლელია! - თქვა პუარომ- როგორც ხდება ხოლმე, ის
ერთი იმათგანია, თავისი მომხიბვლელი გარეგნობით ქალებს რომ
თავბრუს ახვევს..:
მისტერ კლენსიმ მორიდებით ჩაახველა.
- საცოდავი მის ჯეინი...
210
- დიახ, მე ავუხსენი მას, რომ ცხოვრება ხანდახან სასტიკია, მაგ-
რამ გოგონას ისე მტკიცედ უჭირავს თავი, რომ სიმხდალეს ვერ დას-
წამებ... შეუძლია სიძნელეების გადალახვა.
პუარომ გეილის ველური ნახტომის შედეგად გაფანტული გაზე-
თები მექანიკურად შეაგროვა· ერთ–ერთ გაზეთში მისი ყურადღება
მიიპყრო ერთმა ფოტომ. ეს იყო მაღალი წრის საზოგადოების ქრო-
ნიკის სვეტი: „ვენეტია კერი დოღზე ლორდ ჰორბარისა და თავის მე-
გობარ ქალს ელაპარაკება“, – ეწერა სურათის ქვეშ.
პუარომ გაზეთი მისტერ კლენსის გადასცა:
- ხედავთ? გარწმუნებთ, რომ ერთი წლის შემდეგ ასეთი განცხა-
დება გამოჩნდება: ,,მთავრდება მზადება და მალე შედგება ლორდ
ჰორბარისა და მის ვენეტია კერის ქორწინება"· მერე, იცით, ვინ მო-
აწყო ეს ქორწინება? მუსიე ერკიულ პუარომ! კიდევ ერთ ქორწინე-
ბას მოვაწყობ!
- ლედი ჰორბარი და მისტერ ბარაკლოუ!
- ოჰ, არა! ასეთი პიროვნებების ქორწინება არ მიზიდავს- პუარო
წინ გადაიხარა: – მე ვამბობ მუსიე ჟან დიუპონსა და ჯეინ გრეიზე...
მომწონს ეს ახალგაზრდები.
ერთი თვის შემდეგ მის ჯეინი მუსიე პუაროს კაბინეტში შევიდა.
- მე მიზეზი მაქვს, მძულდეთ თქვენ, მუსიე პუარო. - ის გა-
ფითრებული იყო და თვალები ჩამუქებოდა.
პუარომ ნაზად მიმართა ქალიშვილს:
- რა გაქწყობა, ჩემო გოგონავ, შეგიძლიათ, ცოტათი გძულდეთ,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამჯობინებთ, სიმართლეს პირდაპირ
შეხედოთ თვალებში! რად გინდათ მოჩვენებითი ბედნიერება? ნორ-
მან გეილის სამოთხეში ძალიან ცოტა ხანს მოგიხდებოდათ ცხოვრე-
რება. მაგისთანებს სისხლში აქვთ ერთი ავი ზნე: მიჩვეულნი არიან
ქალების თავიდან მოცილებას···
- ოჰ, ნორმან! - ნაღვლიანად ამოიოხრა ჯეინმა· პაუზის მერე და-
უმატა: - ამის შემდეგ ცხოვრებაში ვეღარავის შეყვარებას ვერ შევ-
ძლებ.

211
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა პუარო, - ცხოვრების ეს მხარე
თქვენთვის სამუდამოდ დამთავრებულია...
ჯეინი მისი კეთილი ღიმილით წარმოთქმული სიტყვების ირონი-
ას ვერ მიუხვდა და თავი დაუქნია.
- მუსიე პუარო, - მიმართა მან. - ახლა მე მხოლოდ ძალიან საინ-
ტერესო სამუშაო მჭირდება, იქნებ დავივიწყო...
პუარო სავარძელში გადაწვა და თვალები ჭერს მიაპყრო,
- მე გირჩევდით, ჯეინ, დიუპონებს გაჰყვეთ სპარსეთში.ეს არაჩ-
ვეულებრივად საინტერესოა.
- მაგრამ... ჩემ შესახებ მოლაპარაკება.·. ის ხომ სერიოზული არ
იყო? ის აკი თვალის ასახვევად...
- პირიქით, ჩემო ბავშვო, - გააქნია თავი პუარომ -ბოლო დროს
მე ისე გამიტაცა არქეოლოგიამ და წინარეისტორიული ხანის კერა-
მიკამ, რომ ჩვენს არქეოლოგებს მართლაც გადავუგზავნე ჩეკი და-
პირებული შემოწირულებისთვის.როგორც დღეს დილით შევიტყვე,
ისინი იმედოვნებენ, რომ თქვენც შეუერთდებით მათ ექსპედიციას.
ხატვა გეხერხებათ?
-დიახ, სკოლაში საკმაოდ კარგად ვხატავდი.
- ჩინებულია. ვფიქრობ, რომ მოგზაურობა სიამოვნებას მოგ-
გვრით.
- ჩემი წაყვანა მართლა უნდათ?
- ამის იმედი აქვთ.
- რა გაეწყობა... - ამოიოხრა ჯეინმა. - ნეტავ მალე წავიდე და რაც
შეიძლება, შორს. - ახალგაზრდა ქალს სახე ოდნავ შეეფაკლა.
- მუსიე პუარო··· - მან პუაროს ურწმუნოდ შეხედა. - მგონი ცუდი
მდივანი არ ვყოფილვარ,არა?- თქვენ.. იქნებ ისეთი სიკეთე მიყოთ...
- სიკეთე? - მოჩვენებით შეშფოთდა პუარო. - გარწმუნებთ,
მადმუაზელ, რომ თუ რაიმე შეეხება ფულს, მე საქმის კაცი ვარ! - ის
ისეთი ნაწყენი ჩანდა, რომ ჯეინმა მაშინვე ბოდიში მოუხადა·
- ახლა კი, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ამოისუნთქა ჯეინმა, - მუ-
ზეუმებში გავიარო და თვალი მაინც მოვავლო წინარეისტორიული
მეთუნეობის ნაწარმს.
212
- მშვენიერი აზრია!
კაბინეტის პარმაღთან ჯეინი ყოყმანით შედგა, მერე უკან დაბ-
რუნდა.
- შეიძლება საერთოდ არა, მაგრამ ჩემ მიმართ ძალიან კეთილი
ხართ!.. - მან გულწრფელი დარცხვენით აკოცა თავზე და ჩქარი ნა-
ბიჯით გავიდა.
- ოჰ, ეს ძალიან მესიამოვნა, - თქვა მუსიე ერკიულ პუარომ.

213
214

You might also like