You are on page 1of 143

აგატა კრისტი

ხუთი გოჭი

მკითხველთა ლიგა
პროლოგი

კარლა ლემარშანი

პუარო ახალგაზრდა ქალს, მასთან კაბინეტში ახლახან რომ შემოვიდა, ინტერესით


და ყურადღებით შესცქეროდა.
წერილი, რომელიც ქალმა მოსწერა, არაფრით გამოირჩეოდა. ოდნავაც კი არ იყო
მინიშნებული, მიღების შესახებ მისი თხოვნის მიზეზი. წერილი მოკლე და საქმიანი
იყო. მხოლოდ ხელწერის სიმტკიცე მიგვანიშნებდა კარლა ლემარშანის
ახალგაზრდობაზე.
და აი, თავად მობრძანდა – მაღალი, ტანადი, ოც წელს ოდნავ გადაცილებული
ახალგაზრდა ქალი, ისეთი, რომ შეხედვა გესიამოვნება. კარგადაა ჩაცმული, მშვენიერ
გორჟეტიანი, ძვირფასი, ელეგანტური კოსტიუმი მოსავს. თავი ოდნავ მაღლა
უჭირავს. ფართო შუბლი, კარგი ფორმის ცხვირი, მტკიცე ხასიათის მაჩვენებელი
ნიკაპი და საოცარი ხალისი. მასში, ალბათ, ხალისი უფრო გიზიდავდათ, ვიდრე
სილამაზე.
მის მოსვლამდე ერკიულ პუარო თავს საწყალ ბებრუცანად გრძნობდა, ახლა
გაახალგაზრდავდა, გამოცოცხლდა, ძალა მოიკრიბა!
შესახვედრად რომ წამოიმართა, მუქი ნაცრისფერი თვალების გამჭოლი მზერა
იგრძნო. ქალიშვილი მას სერიოზულად, საქმიანად ათვალიერებდა.
კარლა ლემარშანი ჩამოჯდა, შეთავაზებული ს სიგარეტი აიღო, მოუკიდა და ერთ-
ორ წუთს ისე ეწეოდა, დაფიქრებული, სერიოზული თვალები მისთვის არ
მოუშორებია.
– გადაწყვეტილება მიღებულია, არა? – რბილად ჰკითხა პუარომ.
– უკაცრავად? – შეცბა იგი.
მშვენიერი ხმა ჰქონდა. ოდნავ, სასიამოვნოდ ჩახლეჩილი.
– ცდილობთ, გაარკვიოთ, ვიღაცა ვარ თუ სწორედ ის, ვინც თქვენ გჭირდებათ?
– დიახ, რაღაც მაგდაგვარი, – გაიღიმა მან, – იცით, მსიე პუარო, თქვენ ისეთი არ
ხართ, მე რომ წარმომედგინეთ.
– მოხუცი ვარ? იმაზე ხნიერი, ვიდრე ფიქრობდით?
– ესეც არის. – ქალიშვილი დადუმდა. – როგორც ხედავთ, გულახდილი ვარ.
ვისურვებდი... გესმით, მე საუკეთესოთა შორის საუკეთესო მჭირდება...
– ნუ სწუხართ, – მე სწორედ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვარ!
– თავმდაბლობით არ გამოირჩევით, – გაეღიმა კარლას. – მიუხედავად ამისა, მე
მჯერა თქვენი.
– თქვენ ხომ აქ ფიზიკურად ძლიერი მამაკაცის დასაქირავებლად არ მოსულხართ, –
განაგრძობდა პუარო, – მე ნაკვალევს არ ვზომავ, სიგარეტის ნამწვებს არ ვაგროვებ და
არ ვათვალიერებ, როგორაა ბალახი დასრესილი. მე სავარძელში ვზივარ და ვფიქრობ.
აი, სად ხდება, – მან კვერცხისებრი მოყვანილობის თავზე დაიკაკუნა, – მთავარი
მოვლენები!

მკითხველთა ლიგა
– ვიცი, – თავი დაუქნია კარლა ლემარშანმა, – ამიტომაც მოვედი თქვენთან. მსურს,
სასწაული მოახდინოთ.
– ეს უკვე საინტერესოა. – თქვა პუარომ და ლოდინით შეაცქერდა მას.
კარლა ლემარშანმა ღრმად ამოიოხრა.
– მე მქვია ქეროლაინი, – და არა კარლა, ისევე, როგორც დედაჩემს. ეს სახელი მის
საპატივცემულოდ დამარქვეს. – შეყოვნდა. – და, თუმცა ყოველთვის ლემარშანის
გვარს ვატარებდი, სინამდვილეში ჩემი გვარი კრეილია.
ერკიულ პუარო წამით დადუმდა, შუბლი შეჭმუხნა.
– კრეილი... რაღაც მაგონდება.
– მამაჩემი მხატვარი იყო, თანაც საკმაოდ ცნობილი. – თქვა ქალიშვილმა, – ზოგი
მას დიდ მხატვრადაც თვლის. მეც იგივე აზრისა ვარ.
– ემიას კრეილი? – იკითხა ერკიულ პუარომ.
– დიახ. – ისევ შეყოვნდა და განაგრძო: – დედაჩემი კი, ქეროლაინ კრეილი, მისი
მოკვლისათვის გაასამართლეს!
– აჰა! – წამოიძახა ერკიულ პუარომ. – ბუნდოვნად, მაგრამ მახსენდება. იმ დროს მე
საზღვარგარეთ ვიყავი. ეს ხომ დიდი ხნის წინ მოხდა?
– თექვსმეტი წლის წინ, – თქვა კარლამ.
ქალიშვილი გაფითრდა, მაგრამ თვალები ნაკვერჩხლებივით უელავდა.
– გესმით? გაასამართლეს და დაადანაშაულეს... და არ ჩამოახრჩვეს მხოლოდ
იმიტომ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებები გაჩნდა. სიკვდილის დასჯა სამუდამოდ
პატიმრობით შეუცვალეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
გარდაიცვალა, ყველაფერი დასრულდა...
– და მერე? – ფრთხილად იკითხა პუარომ.
ახალგაზრდა ქალმა, სახელად კარლა ლემარშანმა, ხელები მომუჭა და ნელა, ოდნავ
ბორძიკით, მაგრამ მტკიცედ და გადაჭრით თქვა:
– სწორად უნდა გამიგოთ, რატომ მოვედი თქვენთან. ყველაფერი ეს რომ მოხდა,
ხუთი წლის ვიყავი, ძალიან პატარა. რა თქმა უნდა, მახსოვს დედ-მამა, მახსოვს, რომ
უცებ სადღაც სოფელში წამიყვანეს. მახსოვს ღორები და ფერმერის კეთილი, ფაშფაშა
ცოლი... მახსოვს, რომ ყველა კარგად მექცეოდა. მახსოვს, როგორ უცნაურად,
მალულად მიყურებდნენ. მე, რა თქმა უნდა, მესმოდა – ბავშვები, ჩვეულებრივ, ამას
გრძნობენ: რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა, წარმოდგენა არ მქონდა.
შემდეგ კი ჩამსვეს თბომავალში – ეს მშვენიერი რამ იყო – დიდხანს, დიდხანს
მივცურავდით და კანადაში აღმოვჩნდით, სადაც ძია საიმონი დამხვდა, მასთან და
დეიდა ლუიზასთან ერთად მონრეალში ვცხოვრობდი, ხოლო როცა დედ- მამას
მოვიკითხავდი, მეუბნებოდნენ, რომ ისინი მალე ჩამოვლენ. შემდეგ კი... შემდეგ
ისინი თითქოს მიმავიწყდნენ – თითქოს მივხვდი, რომ ცოცხლები აღარ იყვნენ,
თუმცა კი, ეს ჩემთვის არავის უთქვამს. იმიტომ რომ იმ დროისათვის – როგორ ვთქვა
უფრო ზუსტად – მე მათ აღარ ვიგონებდი . ბედნიერი ვიყავი, ძია საიმონს და დეიდა
ლუიზას ვუყვარდი, სკოლაში დავდიოდი,მრავალი მეგობარი მყავდა, და დამავიწყდა
კიდეც, რომ ოდესღაც სხვა გვარი მქონდა, არა ლემარშანი. დეიდა ლუიზამ მითხრა,
რომ კანადაში სხვა გვარი მექნებოდა: ლემარშანი, არ გამკვირვებია და, როგორც უკვე
ვთქვი, არც კი გამხსენებია, რომ ოდესღაც სხვაგვარად მეძახდნენ.
კარლა ლემარშანმა ნიკაპი ასწია და დაუმატა:
– შემომხედეთ, რომ შემხვდეთ, შეგიძლიათ თავისუფლად თქვათ: „აი, მოდის
ქალი, რომელსაც სადარდელი არ აქვს“. მე მდიდარი ვარ, ჯანმრთელი, კარგი

მკითხველთა ლიგა
შესახედაობის და ხალისიანი. ოცი წლისა დარწმუნებული ვიყავი, რომ არ არსებობდა
ქვეყნად ქალიშვილი, რომელთანაც ადგილის გაცვლას ვისურვებდი.
მაგრამ უკვე დავიწყე კითხვების დასმა დედასა და მამაზე: ვინ იყვნენ. რას
აკეთებდნენ? ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამეგო...
ერთი სიტყვით, სიმართლე გამიმჟღავნეს. იძულებულნი გახდნენ, იმიტომ, რომ,
ჯერ ერთი, სრულწლოვანი, ოცდაერთი წლის გავხდი და მემკვიდრეობის უფლებების
გამოყენებას შევუდექი. და მეორეც, იყო წერილი, რომელიც სიკვდილის წინ დედამ
დამიტოვა.
სახის გამომეტყველება შეურბილდა, თვალები ნაკვერჩხლებს უკვე აღარ მიუგავდა,
ჩამუქდა, დაიბინდა და დაინამა.
– როცა მე სიმართლე შევიტყვე – განაგრძო მან. ––- იმის შესახებ, რომ დედაჩემს
ბრალი დასდეს მკვლელობაში. ეს... ეს საშინელი იყო, – დადუმდა, – არის კიდევ
ერთი გარემოება, რომელზეც თქვენი ყურადღება მსურს შევაჩერო. გათხოვებას
ვაპირებდი, მაგრამ გვითხრეს, რომ უნდა მოვიცადოთ, ვერ დავქორწინდებით, ვიდრე
ოცდაერთი წელი არ შემისრულდება. როცა მიამბეს, მივხვდი რატომაც.
პუარო შეიშმუშნა.
– რა რეაქცია ჰქონდა თქვენს საქმროს? – იკითხა მან.
– ჯონს? ჯონმა ყურადღება არ მიაქცია, მან თქვა, რომ მისთვის მთავარია, რომ
ვარსებობთ ჩვენ ორნი, ჯონი და კარლა. და წარსული ჩვენ არ გვეხება, – წინ წამოიწია.
– ქორწინება რეგისტრაციაში ჯერ არ გაგვიტარებია, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი სხვა რამაა ჩემთვისაც და ჯონისთვისაც... საქმე წარსულს კი არა,
მომავალს ეხება, – მუშტები მომუჭა, – გვსურს ბავშვები ვიყოლიოთ. ორივეს გვინდა.
მაგრამ არ გვინდა, რომ ჩვენი შვილები შიშში იზრდებოდნენ.
– განა არ იცით, რომ ნებისმიერი ადამიანის წინაპრებში შეიძლება მკვლელებისა და
მოძალადეების პოვნა? – იკითხა პუარომ.
– ვერ გამიგეთ. თქვენი სიტყვები, რა თქმა უნდა, სამართლიანია, მაგრამ
საზოგადოდ ადამიანმა ეს არ იცის. ჩვენ კი ვიცით. მით უმეტეს, ვიღაც შორეულ
ნათესავებზე კი არა, არამედ დედაჩემზე. და ზოგჯერ ვიჭერ ჯონის მზერას, იგი სულ
რაღაც წამს გრძელდება, მაგრამ მე ესეც მყოფნის. წარმოვიდგინოთ, რომ
დავქორწინდით. ერთ მშვენიერ დღეს ვიჩხუბებთ, და მე დავინახავ, რომ იგი
მიყურებს და ფიქრობს...
– როგორ დაიღუპა მამათქვენი? – შეაწყვეტინა პუარომ.
– მოწამლეს. – მკაფიოდ და მტკიცედ უპასუხა კარლამ.
– გასაგებია, – თქვა პუარომ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– მადლობა ღმერთს, თქვენ გონიერი ადამიანი ბრძანდებით და გესმით, რატომაა ეს
ასე მნიშვნელოვანი, – მშვიდად და მშრალად წარმოსთქვა ახალგაზრდა ქალმა, –
თქვენ არ გიცდიათ დაგემშვიდებინეთ და სანუგეშო სიტყვები გეთქვათ.
– კარგად მესმის თქვენი, – თქვა პუარომ, – არ მესმის მხოლოდ, მე რაში
დაგჭირდით.
– მსურს ცოლად გავყვე ჯონს, – თქვა კარლა ლემარშანმა – და აუცილებლად
გავყვები! და გავუჩენ სულ ცოტა ორ გოგონასა და ორ ბიჭუნას. თქვენ კი უნდა
გააკეთოთ ისე, რომ ეს მოხდეს.
– თქვენ გულისხმობთ... გსურთ, რომ თქვენს საქმროს მოველაპარაკო? ო, არა,
სისულელეა! თქვენ სულ სხვას ფიქრობთ. მითხარით, რა გაქვთ ჩაფიქრებული.
– მისმინეთ, მსიე პუარო, და სწორად გამიგეთ: გთხოვთ, გამოიძიოთ მკვლელობა,
მკითხველთა ლიგა
– გამოვიძიო...
– დიახ, სწორედ ამაზე მოგახსენებთ. მკვლელობა – მკვლელობაა, მიუხედავად
იმისა, გუშინ მოხდა ის თუ თექვსმეტი წლის წინათ.
– მაგრამ, ჩემო ძვირფასო, ახალგაზრდა ლედი...
– მოითმინეთ, მსიე პუარო. თქვენ ბოლომდე არ მოგისმენიათ. არსებობს კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.
– რომელი?
– დედაჩემი უდანაშაულო იყო. – თქვა კარლა ლემარშანმა.
ერკიულ პუარომ ცხვირი მოიქავა.
– ბუნებრივია... მესმის, რომ... – ჩაიბუტბუტა მან.
– არა, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, აი, მისი წერილი. მან იგი სიკვდილის წინ
დაწერა, იგი ჩემთვის, სრულწლოვანი რომ გავხდებოდი, იმ დღეს უნდა მოეცათ. მან
ეს წერილი ერთადერთი მიზეზით დაწერა: მე რომ არავითარი ეჭვი არ მქონოდა.
სწორედ ამის შესახებ მწერს, რომ მას არავითარი დანაშაული არ მიუძღვის, რომ
უდანაშაულოა, რომ მე ამის შესახებ ეჭვი არ უნდა გამიჩნდეს.
ერკიულ პუარო დაფიქრებით შესცქეროდა ენერგიით სავსე ახალგაზრდა სახეს,
რომლიდანაც სერიოზული თვალები შემოჰყურებდა.
– Toyt de meme1 – ნელა დაიწყო მან.
– არა, დედა ასეთი არ იყო! – გაიღიმა კარლამ, – თქვენ თვლით, რომ ეს სიცრუეა,
გადასარჩენი სიცრუე? –– იგი ისევ წამოიწია, – მაგრამ მსიე პუარო, არის რაღაცეები,
რაშიც ბავშვები კარგად ერკვევიან. მე მახსოვს დედაჩემი, – რა თქმა უნდა, ეს
მხოლოდ ცალკეული შთაბეჭდილებებია, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორი იყო იგი.
არასდროს ცრუობდა, კეთილი მიზნებითაც კი. თუ გეტკინება, ამბობდა იგი,
გეტკინოს, აი, მაგალითად, კბილის ექიმთან, ან როცა ხიწვს ვიღებდი თითიდან. მას
არ შეეძლო ტყუილის თქმა. რამდენადაც მახსოვს, დიდად არ მიყვარდა, მაგრამ
მჯეროდა მისი, და დღემდე მჯერა! იგი იმ ხალხს არ ეკუთვნოდა, რომლებმაც იციან,
რომ კვდებიან და გააზრებულად ცრუობენ.
პუარომ ნელა, თითქმის უნდობლად დახარა თავი თანხმობის ნიშნად.
– აი, სწორედ ამიტომ არ მეშინია ჯონთან ქორწინების, – განაგრძობდა კარლა... – მე
ხომ დარწმუნებული ვარ, რომ იგი უდანაშაულოა, მაგრამ ჯონი არაა
დარწმუნებული, თუმცა ესმის, რომ მე, ბუნებრივია, უნდა ვთვლიდე დედაჩემს
უდანაშაულოდ. ეს დასამტკიცებელია, მსიე პუარო, და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ
შეგიძლიათ!
– დავუშვათ, რომ თქვენ მართალი ხართ, მადმუაზელ, – თქვა ერკიულ პუარომ
დაფიქრებით, – მაგრამ უკვე თექვსმეტი წელი გავიდა.
– მესმის, რომ იოლი არაა, – უპასუხა კარლა ლემარშანმა, – მაგრამ თქვენს მეტი ამას
ვერავინ გააკეთებს!
ერკიულ პუაროს თვალებმა ოდნავ გაიკვესა.
– არ ფიქრობთ, რომ ქათინაურს მეუბნებით?
– მსმენია თქვენს შესახებ, – თქვა კარლამ. – მსმენია თქვენი წარმატებების,
განსწავლულობის შესახებ. თქვენ ხომ ფსიქოლოგია გაინტერესებთ, არა? ნივთიერი
მტკიცებები არ არის, გაქრა სიგარეტის ნამწვები, კვალი და დასრესილი ბალახი, მათი
მოძებნა შეუძლებელია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ საქმეში მოყვანილი
ფაქტები და, შესაძლოა, გაესაუბროთ ხალხს, რომელთაც ამასთან რაღაც კავშირი
ჰქონდათ – ისინი ყველანი ცოცხლები არიან, – შემდეგ კი, როგორც ახლახან

მკითხველთა ლიგა
მითხარით, შეგიძლიათ ჩაჯდეთ სავარძელში და იფიქროთ, და გაიგებთ, რა მოხდა
სინამდვილეში...
ერკიულ პუარო წამოდგა, ულვაშები გადაიგრიხა და თქვა:
– მადმუაზელ, მადლობელი ვარ, რომ პატივი დამდეთ! მე გავამართლებ თქვენს
იმედებს, ხელს მოვკიდებ თქვენი საქმის გამოძიებას. შევისწავლი თექვსმეტი წლის
წინანდელ მოვლენებს და ჭეშმარიტებას მივაკვლევ.
კარლა წამოდგა. თვალები უბრწყინავდა.
– გმადლობთ, – მხოლოდ ესღა თქვა.
ერკიულ პუარომ საჩვენებელი თითი ასწია.
– ერთი წუთით, მე ვთქვი, რომ მივაკვლევ ჭეშმარიტებას, მაგრამ მიკერძოებული
ვიქნები, ვინაიდან მე არ ვიზიარებ თქვენს დაჯერებულობას დედათქვენის
უდანაშაულობაში. თუ იგი დამნაშავეა, კარგი მაშინ რაღა?
– მე მისი ქალიშვილი ვარ, – კარლამ თავი ამაყად ასწია, – მხოლოდ სიმართლე
მჭირდება!

მკითხველთა ლიგა
წიგნი პირველი

თავი I

დამცველი

– მახსოვს თუ არა კრეილის საქმე? – ხელახლა იკითხა სერ მონტეგიუ დეპლიჩმა, –


რა თქმა უნდა, მშვენივრად მახსოვს. ძალიან მიმზიდველი ქალი იყო, მაგრამ
მეტისმეტად თავშეუკავებელი, თავდაჭერა სულ არ შეეძლო. – პუაროს ქვევიდან
ახედა და დაინტერესდა: – რამ გაიძულათ ეს გეკითხათ?
– ეს საქმე მაინტერესებს.
– ეს არცთუ ისე ტაქტიანია თქვენის მხრივ, ჩემო ძვირფასო, – შენიშნა დეპლიჩმა,
თან თავისი ცნობილი „მგლის ღიმილით“, რომელიც ასე აშინებდა მოწმეებს, კბილები
გამოაჩინა. – ეს ერთ-ერთი ის საქმეა, სადაც ვერ გავიმარჯვე, ვერ გადავარჩინე იგი.
– ვიცი.
სერ მონტეგიუმ მხრები აიჩეჩა.
– რა თქმა უნდა, მაშინ ისეთი გამოცდილება არ მქონდა, როგორიც ახლა – თქვა მან,
– მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ გავაკეთე ყველაფერი, რისი უნარიც
ადამიანს შესწევს. ბრალდებულის ხელშეწყობის გარეშე ბევრს ვერაფერს გახდები.
ჩვენ შევძელით სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეგვეცვალა. აპელაცია
შევაგზავნეთ, უამრავი პატივცემული მეუღლე და დედა დაგვეხმარა, თხოვნას ხელი
მოაწერეს. მის მიმართ დიდი თანაგრძნობა გამოიჩინეს.
გრძელი ფეხები გაშალა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა. სახეზე
მრავალმნიშვნელოვანი და კეთილგონივრული გამომეტყველება აღებეჭდა.
– მას რომ ესროლა, ან დანით დაეჭრა, არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაზე
ვილაპარაკებდი. მაგრამ საწამლავი – არა, აქ ვერაფერს გახდები, ასეთი ამოცანის
გადაჭრა შეუძლებელია.
– დედამ რა ვერსია წამოაყენა? – იკითხა ერკიულ პუარომ.
პასუხი წინასწარ იცოდა, ვინაიდან იმ დროის გაზეთები უკვე წაკითხული ჰქონდა,
მაგრამ დიდ ცოდვად არ მიაჩნდა, თუკი თავს უვიცად მოაჩვენებდა.
– თვითმკვლელობა ერთადერთი ხელმოსაჭიდი რამაა, მაგრამ ჩვენი ვერსია არ
გამოდგა, კრეილი ის არ იყო, ვისაც შეეძლო თვითმკვლელობა ჩაედინა. არასოდეს
გინახავთ? არა? ნათელი პიროვნება იყო, ცოცხალი, ხმაურიანი, ქალებისა და ლუდის
დიდი მოყვარული. დაარწმუნო მსაჯულები, რომ ასეთ ადამიანს შეუძლია თავი
ჩუმად მოიკლას, საკმაოდ რთულია. სქემაში არ ჯდება. არა, ვშიშობ, რომ მე საქმე
თავიდანვე წავაგე. ქალმაც არ ისურვა ხელი შეეწყო ჩვენთვის. როგორც კი მოწმის
სავარძელში ჩაჯდა, მივხვდი, რომ მარცხი გველოდა. მას ბრძოლის არანაირი

მკითხველთა ლიგა
სურვილი არ ჰქონდა. ხოლო თუ შენ ვერ აიძულებ კლიენტს მისცეს ჩვენება,
მსაჯულები მაშინვე აკეთებენ დასკვნებს.
– ამას გულისხმობდით, – იკითხა პუარომ, – როცა ახსენეთ, რომ ბრალდებულის
მხრიდან ხელშეწყობის გარეშე ბევრს ვერას გახდებით?
– სავსებით სწორი ბრძანდებით, ძვირფასო, ჩვენ ხომ სასწაულმოქმედნი არა ვართ.
წარმატების ნახევარი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენს
ბრალდებული მსაჯულებზე. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა მსაჯულთა განაჩენი
პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსამართლის რჩევას: „მან ეს გააკეთა და მორჩა!“ ან „ის
ამას ვერ გააკეთებდა!“ ქეროლაინ კრეილს კი არ უცდია ბრძოლა.
– რატომ?
– არ მკითხოთ, – მხრები აიჩეჩა სერ მონტეგიუმ. – უპირველეს ყოვლისა, მას
უყვარდა ქმარი, ამიტომაც, როცა გონს მოვიდა და მიხვდა, რა ჩაიდინა, ძალა აღარ
ეყო. მე მგონი, იგი ვერ გამოვიდა შოკის მდგომარეობიდან.
– ესე იგი, თქვენც დამნაშავედ თვლიდით მას?
დეპლიჩს გაუკვირდა.
– მე ვთვლიდი, რომ ეს დასაბუთებას არ საჭიროებდა, – თქვა მან.
– ერთხელ მაინც აღიარა დანაშაული თქვენთან?
დეპლიჩი გაოგნდა.
– არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ჩვენი მორალური კოდექსი გვაქვს. ყოველთვის
იქიდან გამოვდივართ, რომ კლიენტი უდანაშაულოა. თუ ეს საქმე ძალიან
გაინტერესებთ, სამწუხაროა, რომ თქვენ ვეღარ დაელაპარაკებით მოხუც მეიჰიუს. ამ
საბუთებს მეიჰიუს კანტორა მიმზადებდა. მოხუცი მეიჰიუ, ჩემზე მეტს გიამბობდათ,
მაგრამ იმქვეყნადაა წასული. არის, მართლა, ახალგაზრდა ჯორჯ მეიჰიუ, მაგრამ იგი
იმ დროს სულ პატარა იყო. ცოტა დრო ხომ არ გასულა.
– დიახ, ვიცი, გამიმართლა, რომ თქვენ ამდენი რამ გახსოვთ. არაჩვეულებრივი
მეხსიერება გქონიათ.
დეპლიჩს ეს მოეწონა.
– მთავარი, გინდა თუ არ გინდა, გამახსოვრდება, განსაკუთრებით თუკი ეს
დანაშაულია, რომელსაც სიკვდილით დასჯა მოჰყვა. გარდა ამისა, პრესამ კრეილების
საქმე ფართოდ გააშუქა. მან ხომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ საქმეში გარეული
ქალიშვილი საოცრად მიმზიდველი იყო, ჩასაყლაპი რამ, აი, რას გეტყვით.
– მაპატიეთ, რომ ასე გაბეზრებთ თავს, – მოიბოდიშა პუარომ, – მაგრამ ნება
მიბოძეთ, კიდევ შეგეკითხოთ: ქეროლაინ კრეილის დანაშაულში ეჭვი არ
შეგპარვიათ?
დეპლიჩმა მხრები აიჩეჩა.
– გულახდილად რომ. გითხრათ, ეჭვშესატანი არაფერი იყო. დიახ, მან მოჰკლა.
– რა სამხილები გქონდათ მის წინააღმდეგ?
– საკმაოდ მნიშვნელოვანი. უპირველესად, დანაშაულის მოტივი. რამდენიმე წლის
მანძილზე, იგი კრეილთან ძაღლსა და კატასავით ცხოვრობდა. გაუთავებელი ჩხუბი.
ქმარს დროდადრო ქალებთან დაკავშირებული ისტორიები ჰქონდა. ასეთი კაცი იყო,
რას იზამ. ქალს თავი კარგად ეჭირა, მისი ტემპერამენტით ამართლებდა – ის
მართლაც დიდი მხატვარი იყო. მისი სურათები ახლა ძალიან ძვირი ღირს. ასეთი
ფერწერა მე არ მომწონს, ნამდვილი სიმახინჯეა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ
შესანიშნავადაა შესრულებული.
ასე, რომ დროდადრო მათ შორის ქალების გამო სკანდალები იმართებოდა. არც
მისის კრეილი იყო კრავი, მშვიდად რომ გადაიტანდა ტანჯვას. ისინი ხშირად
მკითხველთა ლიგა
ჩხუბობდნენ, მაგრამ ბოლოს ქმარი ყოველთვის უბრუნდებოდა მას. ეს რომანები
არაფრით სრულდებოდა. მაგრამ ბოლო რომანი წინებისაგან განსხვავდებოდა. მასში
სრულიად ნორჩი, ოცი წლის ქალიშვილი იყო გახვეული.
მას ელზა გრირი ერქვა, რომელიღაც იორკშირელი ფაბრიკანტის ერთადერთი
ქალიშვილი იყო. მას ჰქონდა ფული და ხასიათი, და იცოდა რა სურდა. ხოლო მას
ემიას კრეილი სურდა. ქალიშვილმა აიძულა იგი მისი პორტრეტი დაეხატა.
საზოგადოდ, იგი არ ხატავდა მაღალი საზოგადოების ქალბატონების პორტრეტებს,
„ვიღაც ვარდისფერ აბრეშუმებში მარგალიტებით“, იგი პიროვნების პორტრეტებს
ხატავდა, არცა ვარ დარწმუნებული, რომ ქალთა უმეტესობა ოცნებობდა კრეილის
მიერ უკვდავყოფაზე – იგი ულმობელი იყო! მაგრამ მან დაიწყო ელზა გრირის ხატვა,
და დაასრულა იმით, რომ თავდავიწყებით შეუყვარდა იგი. კრეილი ორმოცს იყო
მიტანებული, ცოლი დიდი ხნის ნათხოვი ჰყავდა. იგი სწორედ იმ ასაკში იყო, რომ
ვიღაც პატარა გოგოსთვის ჩაედინა სისულელე. სწორედ ასეთი გამოდგა ელზა გრირი.
კრეილმა ჭკუა დაკარგა მისთვის, გადაწყვიტა, ცოლს გაყროდა და ელზა შეერთო.
ქეროლაინ კრეილი განქორწინების წინააღმდეგი იყო. იგი ქმარს ემუქრებოდა, ორმა
კაცმა მოისმინა, როგორ ამბობდა, რომ თუკი ემიასი იმ გოგოს თავს არ დაანებებდა,
მოკლავდა და იგი არ ხუმრობდა: წინა დღით ჩაის სვამდნენ მეზობელთან, რომელიც,
სხვათა შორის, გატაცებული იყო ბალახების შეგროვებითა და მათგან სამკურნალო
ნაყენების დამზადებით. მის მიერ დაპატენტებულ ნაყენებს შორის იყო კონიუმი, ანუ
მათოთი, და იქ კონიუმსა და მის მომწამვლელ თვისებებზე იყო საუბარი.
მეორე დღეს, მეზობელმა შენიშნა, რომ ბოთლის შიგთავსის ნახევარი გაქრა. ყველას
შეატყობინა ამის თაობაზე. მისის კრეილის საძინებელში, ბიუროს ერთ-ერთი უჯრის
ძირში იპოვნეს ფლაკონი შიგ ჩარჩენილი კონიუმით.
ერკიულ პუარო სავარძელში შეიშმუშნა.
– სხვა ვინმეს შეეძლო ჩაედო.
– ჰო, მაგრამ ქეროლაინი გამოუტყდა პოლიციას, რომ თვითონ აიღო საწამლავი.
სისულელეა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ წუთას მასთან არ იყო ადვოკატი, რომელიც
ურჩევდა, რა ეთქვა და რა არა. როგორც კი ჰკითხეს, გულახდილად აღიარა, რომ აიღო
საწამლავი.
– რატომ?
– თავის მოსაკლავად, თქვა ქალმა. რატომ აღმოჩნდა ფლაკონი თითქმის ცარიელი
და როგორ მოხდა, რომ მასზე მხოლოდ მისი თითის ანაბეჭდები იყო, ვერ ახსნა.
ფიქრობდა, რომ ემიას კრეილმა თავი მოიკლა, მაგრამ თუკი მან აიღო ცოლის
საძინებელში დამალული ფლაკონი, მაშ, რატომ არ აღმოჩნდა ფლაკონზე მისი თითის
ანაბეჭდი? ა? რას იტყვით ამაზე?
– საწამლავი ლუდში ჩაასხეს, არა?
– დიახ. ცოლმა ლუდი მაცივრიდან გამოიღო და თავად გაიტანა ბაღში, სადაც
ქმარი ხატავდა, ლუდი ჭიქაში ჩამოასხა და გვერდით იდგა, ვიდრე იგი სვამდა. ამ
დროს ყველა სადილად წავიდა, ემიას კრეილი ბაღში მარტო დარჩა. იგი ხშირად არ
მიდიოდა სასადილოდ. ცოტა ხნის შემდეგ კი მისის კრეილმა და მოახლემ იმავე
ადგილას იგი მკვდარი იპოვეს. ქალი ამტკიცებდა, რომ მის მიერ მიცემულ ლუდში
არაფერი არ იყო. დასაცავად ჩვენ წამოვაყენეთ ვერსია, რომ ემიას კრეილმა თავი უცებ
იგრძნო დამნაშავედ – სინდისის ქენჯნა იგრძნო, – თვითონ ჩაასხა საწამლავი
ლუდში.
ყველაფერი ეს, რასაკვირველია, ყურით იყო მოთრეული – ის ასეთი კაცი არ
გახლდათ, ყველაზე უსიამოვნო კი თითის ანაბეჭდები იყო.
მკითხველთა ლიგა
– ბოთლზე აღმოაჩინეს ქალის თითის ანაბეჭდები?
– არა, მხოლოდ ქმრის, ისიც ყალბი. როცა მოახლე ექიმის დასაძახებლად გაიქცა,
მისის კრეილმა, ალბათ, გაწმინდა ბოთლი და ჭიქა და მათ ქმრის თითები მიაჭირა.
ამით უნდოდა ეჩვენებინა, რომ არც ბოთლს, არც ჭიქას თავად არ მიჰკარებია. როცა
ასეთი ახსნა უშედეგო გამოდგა, მოხუცმა რუდოლფმა, რომელიც პროცესზე
პროკურორი იყო, კარგად იმხიარულა და აშკარად დაამტკიცა, რომ კაცი ვერ დაიჭერს
ბოთლს, თაკი მას თითები ასეთ მდგომარეობაში აქვს! რა თქმა უნდა, ჩვენ
ვცდილობდით საწინააღმდეგო დაგვემტკიცებინა, რომ მას თითები დაკრუნჩხული
ჰქონდა, როცა კვდებოდა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი საბუთები
არადამაჯერებელი იყო.
– კონიუმი ბოთლში შეიძლებოდა მანამ აღმოჩენილიყო, ვიდრე მას ბაღში
გაიტანდნენ, – შენიშნა ერკიულ პუარომ.
– ბოთლში საწამლავი საერთოდ არ ყოფილა, მხოლოდ ჭიქაში ესხა.
იგი დადუმდა, ლამაზი, მსხვილნაკვთებიანი სახის გამომეტყველება უცებ
შეეცვალა. იგი სწრაფად შემოტრიალდა.
– მოითმინეთ, პუარო, რას გულისხმობთ? – იკითხა მან.
– თუკი ქეროლაინ კრეილი უდანაშაულო იყო, – უპასუხა პუარომ, – როგორ
მოხვდა კონიუმი ლუდში? სასამართლოზე დაცვა ამტკიცებდა, რომ თავად ემიას
კრეილმა ჩაასხა. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ეს შეუძლებელია – ის ასეთი კაცი არ იყო,
– მეც გეთანხმებით. ესე იგი, თუკი ქეროლაინ კრეილს ეს არ გაუკეთებია, მაშ, ვიღაც
სხვას შეეძლო ჩაედინა.
– ღმერთო ჩემო, პუარო, რა აზრი აქვს წყლის ნაყვას? ყველაფერი ეს დიდი ხნის წინ
მოხდა. თქვენ რომ იგი მაშინ გენახათ, ეჭვიც არ შეგეპარებოდათ. მას პირდაპირ
სახეზე ეწერა, რომ დამნაშავე იყო. მომეჩვენა, რომ განაჩენმა შვებაც კი მოუტანა. არ
ეშინოდა, სავსებით მშვიდად იყო. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, სასამართლო
რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო, მამაცი ქალი იყო.
– და მაინც, – თქვა ერკიულ პუარომ, – სიკვდილის წინ მან დაწერა წერილი
თხოვნით, გადაეცათ იგი მისი ქალიშვილისათვის და დიდის ამბით იფიცებდა, რომ
უდანაშაულო იყო.
– სავსებით შესაძლებელია, – დაეთანხმა სერ მონტეგიუ დეპლიჩი, – რომ მის
ადგილას ჩვენც, მე და თქვენ, ასევე მოვიქცეოდით.
– მისი ქალიშვილი გვარწმუნებს... აბა, საიდან შეიძლება მან იცოდეს? ჩემო
ძვირფასო პუარო, პროცესის დროს მისი ქალიშვილი სულ პატარა ბავშვი იყო.
რამდენის? ოთხი-ხუთი წლის? მას სახელი შეუცვალეს და ვიღაც ნათესავებთან
ინგლისიდან წაიყვანეს. რა შეიძლება იცოდეს, ან ახსოვდეს მას?
– ზოგჯერ ბავშვები კარგად ერკვევიან ხალხში.
– შესაძლოა, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა, ქალიშვილი, ბუნებრივია, ვერ
დაიჯერებს, რომ დედამისმა მკვლელობა ჩაიდინა. ნურც დაიჯერებს. ეს არავის ვნებს.
– მაგრამ, სამწუხაროდ, მას მტკიცება სჭირდება.
– იმის მტკიცება, რომ ქეროლაინ კრეილს არ მოუკლავს თავისი ქმარი?
– დიახ.
– ვშიშობ, – ამოიოხრა დეპლიჩმა, – რომ იგი ვერ მოახერხებს ამას.
– თქვენ ასე ფიქრობთ?
ცნობილმა ადვოკატმა მოსაუბრეს დაფიქრებით შეხედა.
– მე ყოველთვის პატიოსან კაცად გთვლიდით, პუარო. რას აკეთებთ? გსურთ ფული
იშოვოთ შვილის ბუნებრივ სიყვარულზე დედისადმი?
მკითხველთა ლიგა
– თქვენ არ გინახავთ ქალიშვილი. ის არაჩვეულებრივი ადამიანია, მტკიცე
ხასიათის.
– წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს ემიას და ქეროლაინ კრეილების
ქალიშვილი. რა სურს მას?
– სიმართლე.
– ჰმ... ვშიშობ, რომ სიმართლე ძნელი საპოვნელი იქნება. ღმერთმანი, პუარო, აქ
ყველაფერი ეჭვგარეშეა. ქმარი მან მოჰკლა.
– მაპატიეთ, მეგობარო, მაგრამ მე თავად უნდა დავრწმუნდე ამაში.
– არ ვიცი, როგორ მოახერხებთ ამას. სასამართლო პროცესის ანგარიშები, რა თქმა
უნდა, გაზეთებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ. პროკურორი იყო ჰემფრი რუდოლფი,
იგი უკვე გარდაცვლილია. მოითმინეთ, გავიხსენებ, ვინ ეხმარებოდა მას? მე მგონი,
ახალგაზრდა ფოგი. დიახ, ფოგი. დაელაპარაკეთ. გარდა ამისა, არის ხალხი, ვინც იმ
დროს კრეილების სახლში დადიოდა. არა მგონია, მათ თქვენი დაკითხვა
ესიამოვნოთ, როცა თქვენ ხელახლა დაიწყებთ ყველაფრის ქექვას, მაგრამ რაიმეს
შეტყობას, ალბათ, მოახერხებთ.
– ა, დიახ, ამ საქმესთან დაკავშირებული ხალხი, ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ეგებ,
გახსოვთ ისინი?
დეპლიჩი ჩაფიქრდა.
– მოითმინეთ, – იმ დროიდან დიდი ხანი გავიდა, ამ საქმეში ასე ვთქვათ, ხუთი
ადამიანი იყო გარეული, მსახურებს არ ვთვლი. ეს ხანში შესული, დაშინებული და
ოჯახისათვის თავდადებული ხალხია. მათში ეჭვიც კი არავის შეუტანია.
– ესე იგი ხუთი, არა? მიამბეთ მათ შესახებ.
– ფილიპ ბლეიკი, კრეილის განუყრელი მეგობარი. მას მთელი ცხოვრება იცნობდა.
იგი იმ დროს მათთან ცხოვრობდა. საღ-სალამათია, დროდადრო გოლფის მოედანზე
ვხვდები, სენტ ჯორჯ-ჰილში ცხოვრობს – ბირჟის მაკლერია, ბირჟაზე თამაშობს და
საკმაო წარმატებითაც, ბედი სწყალობს. ბოლო ხანს გასუქება დაიწყო.
– კეთილი. შემდეგი ვინაა?
– ბლეიკის უფროსი ძმა, სოფლელი სკვაირი, შინაყუდაა.
პუაროს თავში ზარმა დაიწკარუნა. დაიწკარუნა და დადუმდა. კმარა ყოველ ჯერზე
საბავშვო ლექსების გახსენება, ბოლო დროს ეს რაღაც ცდუნებად იქცა. არა, ზარი არ
ცხრებოდა:
„პირველი გოჭი ბაზარს წავიდა, მეორე გოჭი ბეღელში შეძვრა“.
– ესე იგი, ის სახლში დარჩა, არა? – ჩაიბუტბუტა მან.
– ეს ისაა, რომელზეც უკვე გითხარით, რომ ნაყენებსა და ბალახეულს ამზადებდა.
მგონი, ქიმიკოსია, ასეთი ჰობი ჰქონდა მას. რა ერქვა? ისეთი სახელი ჰქონდა,
რომელიც ხშირად გვხვდება რომანებში... აჰა, გამახსენდა, მერედითი, მერედით
ბლეიკი. არ ვიცი, ცოცხალია თუ არა. “
– შემდეგი ვინაა?
– შემდეგი! მთელი უბედურების მიზეზი, სამკუთხედის მესამე მხარე, ელზა
გრირი.
– „მესამე გოჭმა ქეიფი გამართა“, – ჩაიბუტბუტა პუარომ.
დეპლიჩი მას მიაცქერდა.
– იგი მართლაც გაძღა, – თქვა მან. – ძალზე საქმიანი აღმოჩნდა. მას შემდეგ სამჯერ
გათხოვდა. გადაშალეთ „თათლერის“ ნებისმიერი ნომერი და თქვენ აუცილებლად
წაიკითხავთ მის შესახებ.
– დანარჩენი ორი ვინღაა?
მკითხველთა ლიგა
– მოახლე, მისი გვარი არ მახსოვს, სასიამოვნო, დაუზარელი ქალი. თომპსონი,
ჯონსი თუ რაღაც ამგვარი, და გოგონა, ქეროლაინ კრეილის დედინაცვლის შვილი.
იგი თხუთმეტი წლის იყო, ახლა ცნობილი ქალია, არქეოლოგიას მისდევს, მუდამ
ექსპედიციებშია. მისი გვარია უორენი, ანჯელა უორენი. ძალიან სერიოზული
ახალგაზრდა ქალია, ახლახან შემხვდა.
– ესე იგი, ეს ის გოჭი არაა, რომელიც ტირილით გაიქცა სახლში?
სერ მონტეგიუ დეპლიჩმა პუაროს რაღაც უცნაურად შეხედა.
– მას აქვს მიზეზი იტიროს, – მშრალად თქვა მან. – მას სახე აქვს დამახინჯებული,
ცალ მხარეს ღრმა ნაჭრილობევი აქვს. ის... რა გითხრათ? თქვენ თვითონ გაიგებთ.
პუარო წამოდგა.
– გმადლობთ, – თქვა მან. – თქვენ ძალიან დამავალეთ. თუკი მისის კრეილს არ
მოუკლავს თავისი ქმარი...
– მოკლა, მეგობარო, მოკლა, – შეაწყვეტინა დეპლიჩმა. – მერწმუნეთ.
პუაროს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– მაშინ, სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს ხუთიდან რომელიმე ერთმა
ჩაიდინა.
– შესაძლებელია, – ეჭვით თქვა დეპლიჩმა, – ოღონდ არ ვიცი, რატომ. მიზეზი არ
ჰქონდათ! სიმართლე რომ გითხრათ, დარწმუნებული ვარ, არავის ჩაუდენია.
თავიდან ამოიგდეთ ეგ აზრი, მეგობარო!
მაგრამ, ერკიულ პუარომ მხოლოდ გაიღიმა და თავი გაიქნია.

მკითხველთა ლიგა
თავი II

ბრალმდებელი

– ეჭვგარეშეა, დამნაშავეა, – მოკლედ უპასუხა მისტერ ფოგმა.


ერკიულ პუარო დაფიქრებით ათვალიერებდა ფოგის გამხდარ, სუფთად გაპარსულ
სახეს.
ქვენტინ ფოგი სრულებით არ ჰგავდა მონტეგიუ დეპლიჩს. დეპლიჩში იყო ძალა და
მაგნეტიზმი, თავი მბრძანებლურად ეჭირა და თან მოსაუბრეში შიშს ბადებდა,
სასამართლოში კი ტონის სწრაფი და ეფექტური ცვლით ახდენდა შთაბეჭდილებას.
ლამაზი, თავაზიანი, მიმზიდველი, და უცებ თითქმის ზღაპრული გარდაქმნა –
გაწელილი ტუჩები, ალესილი კბილები – სისხლი სწყურია.
ქვენტინ ფოგი, გამხდარი, ფერმკრთალი, საოცრად აკლდა მას ის თვისებები,
რომლებიც ცნება „პიროვნებას“ ავსებს. კითხვებს ჩუმი, მშვიდი ხმით სვამდა, მაგრამ
დაჟინებით და მყარად. თუკი დეპლიჩი შეიძლებოდა რაპირასთან შეგედარებინათ,
ფოგი ბურღს ჰგავდა. მუდამ მოწყენილი იყო. ცნობილი ვერ გახდა, მაგრამ კარგ
იურისტად ითვლებოდა და საქმეებს, რომლებსაც იგი აწარმოებდა, ჩვეულებრივ,
იგებდა.
ერკიულ პუარო მას ყურადღებით ათვალიერებდა.
– აი, თურმე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ამ საქმემ თქვენზე.
ფოგმა თავი დაუქნია.
– თქვენ რომ იგი გენახათ, როცა ჩვენებას იძლეოდა! მოხუცმა ჰემფი რუდოლფმა,
რომელიც პროკურორი იყო ამ პროცესზე, კატლეტად აქცია იგი. კატლეტად!
დადუმდა. და შემდეგ მოულოდნელად დაუმატა.
– მაგრამ მთლიანობაში პროცესი ზედმეტად თანაბრად წავიდა.
– არა ვარ დარწმუნებული, რომ სწორად გაგიგეთ, –- თქვა ერკიულ პუარომ.
ფოგმა წვრილად მოხაზული წარბი შეჭმუხნა, ხელი სუფთად გაპარსულ ზედა
ტუჩზე გადაისვა.
– როგორ აგიხსნათ? – თქვა მან, – აქ წმინდა ინგლისური თვალსაზრისია. ალბათ,
მსგავსი სიტუაცია შეიძლება შევადაროთ ანდაზურ თქმას: „ესროლე დამჯდარ ჩიტს“.
გასაგებია?
– ეს მართლაც წმინდა ინგლისური თვალსაზრისია, და მაინც გაგიგეთ. როგორც
იტონის სათამაშო მოედანზე ან ნადირობისას, ასევე სისხლის სამართლის
სასამართლოშიც, ინგლისელი ამჯობინებს არ დაუკარგოს მოწინააღმდეგეს ან
მსხვერპლს წარმატების იმედი.
– სწორედაც, ასე რომ, ამ შემთხვევაში ბრალდებულს არავითარი იმედი არ ჰქონდა.
ჰამფრი რუდოლფი მას კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა, ყველაფერი დეპლიჩისაგან
მისი დაკითხვით დაიწყო. ქალი იჯდა მორჩილი, როგორც ბავშვი დიდებთან და
დეპლიჩის კითხვებზე თითქოს გაზუთხულ პასუხებს იძლეოდა. აზრებს მშვიდად,
მკაფიოდ და სავსებით არადამაჯერებლად აყალიბებდა! მას ასწავლეს, როგორ
ეპასუხა და ისიც პასუხობდა. დეპლიჩი სრულებით არ იყო დამნაშავე. ბებერმა
მკითხველთა ლიგა
ოინბაზმა თავისი როლი დიდებულად ითამაშა, მაგრამ სცენაში, სადაც ორი
მსახიობია საჭირო, ერთი მეორის მაგივრობას ვერ გასწევს. ქალმა არ ისურვა მხარი
აება მისთვის, ამან კი მსაჯულებზე საზარელი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდგ
წამოდგა ბებერი ჰამფი, ვფიქრობ, შეხვედრიხართ მას. მისი სიკვდილი დიდი
დანაკლისია ჩვენთვის. მანტიის კალთა მხარზე ჰქონდა გადაგდებული, იდგა,
ქანაობდა და არ ჩქარობდა. შემდეგ კი უცებ უსვამდა შეკითხვას, თანაც ისეთს, შიგ
გულში რომ ხვდებოდა!
როგორც უკვე ვთქვი, მან მისგან კატლეტი გააკეთა! ხან ერთი მხრიდან მოუვლიდა,
ხან მეორედან, და ყოველ ჯერზე ქალი ჩიხში ექცეოდა. პროკურორმა აიძულა მისის
კრეილი ეღიარებინა საკუთარი ჩვენებების აბსურდულობა, საკუთარ თავთან
წინააღმდეგობაში ჩააგდო და დაასრულა, როგორც ყოველთვის, ძალიან
დამაჯერებლად და საფუძვლიანად: „მე ვამტკიცებ, მისის კრეილ, რომ თქვენი ახსნა
კონიუმის მოპარვისა თავის მოკვლის სურვილით – თავიდან ბოლომდე სიცრუეა.
ვამტკიცებ, რომ საწამლავი, თქვენი ქმრის მოკვლის მიზნით მოიპარეთ, რომელიც
აპირებდა თქვენს დატოვებას სხვა ქალის გამო, და თქვენ გამიზნულად მოწამლეთ
იგი“. ქალმა შეხედა მას – მშვენიერმა, ტანადმა, კოხტამ – და სავსებით მშვიდი ხმით
თქვა: – ო, არა, არა, ეს მე არ გამიკეთებია“, რაც სავსებით არადამაჯერებლად გაისმა.
შევნიშნე, როგორ შეიშმუშნა დეპლიჩი სავარძელში. იგი მაშინვე მიხვდა, რომ
ყველაფერი დამთავრდა.
ფოგი წუთით დადუმდა და შემდეგ განაგრძო:
– და მაინც მის საქციელში რაღაც უცნაურობას ვგრძნობდი. რაღაცნაირად იგი
საოცრად რაციონალური იყო. რაღა დარჩენოდა, თუ არა მოწოდება
კეთილშობილებისაკენ – იმ კეთილშობილებისაკენ, რომელიც ნადირობისადმი ჩვენს
მიდრეკილებასთან ერთად, უცხოელებს თვალთმაქცობად ეჩვენებოდათ!
მსაჯულებიცა და სასამართლოს დამსწრეებიც გრძნობდნენ, რომ მას ერთი შანსიც კი
აღარ დარჩა. იგი თავს ვერ იცავდა. და, რა თქმა უნდა, ძალა არ შესწევდა ისეთ
პირუტყვთან ბრძოლისა, როგორიც ბებერი ჰამფი იყო. ეს ძლივს გასაგონი,
დაუჯერებელი – „ო, არა, არა, ეს მე არ გამიკეთებია“ – უბრალოდ, საცოდავად
ჟღერდა.
მაგრამ ეს იყო ყველაზე კარგი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა. მსაჯულები მხოლოდ
ნახევარ საათს ბჭობდნენ. მათი განაჩენი იყო: დამნაშავეა, მაგრამ შეწყნარების
ღირსია.
სიმართლე რომ გითხრათ, იგი კარგ შთაბეჭდილებას ახდენდა იმ მეორე,
ახალგაზრდა ქალთან შედარებით, რომელიც ამ საქმეზე იყო გახვეული. იგი
მსაჯულებს თავიდან არ მოეწონათ, მაგრამ ქალი მათ ყურადღებას არ აქცევდა.
ძალიან ლამაზი, ცივი, თანამედროვე გარეგნობის, სასამართლოს დამსწრე ქალების
თვალში იგი ოჯახის დამანგრევლის განსახიერება იყო. ოჯახი განსაცდელშია, როცა
გვერდით დადიან ისეთი სექსაპილური ქალები, რომელთაც ჩირადაც არ უღირთ
ცოლებისა და დედების უფლებები. იგი თავს არ ზოგავდა. უნდა ვაღიარო, –
შეკითხვებზე პატიოსნად პასუხობდა, საოცრად პატიოსნად. მას შეუყვარდა ემიას
კრეილი, კაცს კი – იგი, და არავითარ სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ ცოლსა და
შვილს ატოვებინებდა, არ გრძნობდა.
აღფრთოვანებულიც კი ვიყავი მისით. საკმაოდ ჭკვიანი გამოდგა. დეპლიჩმა მას
ჯვარედინი დაკითხვა მოუწყო, რასაც ქალმა თავი ჩინებულად გაართვა. მიუხედავად
ამისა, სასამართლოს იგი არ ესიმპათიურებოდა, არც მოსამართლეებს მოსწონდათ.
პროცესი ეივისს მიჰყავდა. მას თავად უყვარდა ახალგაზრდობაში დროსტარება,
მკითხველთა ლიგა
მაგრამ მანტიას რომ ჩაიცვამდა, მორალის უმცირეს დარღვევის უფლებასაც არავის
აპატიებდა. ქეროლაინ კრეილის საქმეზე მსაჯულებს გზა რომ დაულოცა, მან
შემწყნარებლობისკენ მოუწოდა. ფაქტების უარყოფა ვერ შესძლო, მაგრამ ორჯერ
ჩაუკრა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენაზე გამოიწვიეს.
– მაგრამ მან მხარი არ დაუჭირა დაცვის ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ?
ფოგმა თავი გაიქნია.
– ეს ვერსია არაფერზე არ იყო დამყარებული. არა, სრულებით არ მინდა ვთქვა, რომ
დეპლიჩი არ შეეცადა გამოეწურა მისგან ყველაფერი, რაც შეეძლო. მან გულში
ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა. დახატა ტემპერამენტიანი და გულუხვი, გართობის
მოყვარული კაცის გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელიც უცებ გაიტაცა
ახალგაზრდა, ლამაზმა ქალმა და, მართალია, სინდისი ქენჯნიდა, ცდუნებას ვერ
გაუძლო. მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ შეიგნო კრეილმა თავისი შეცდომა,
საკუთარი თავის მიმართ ზიზღი შეიგრძნო, მოინანია ცოდვა ცოლისა და შვილის
წინაშე და თავის მოკვლა გადაწყვიტა. ჩაკეტილი წრიდან ღირსეულად გამოსვლა. ეს
იყო, ვიმეორებ, ძალზე ამაღელვებელი სიტყვა. თქვენს წინაშე იდგა უბედური,
წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი: ვნება და თანდაყოლილი კეთილგონიერება. ამ
სიტყვას ფანტასტიკური ეფექტი ჰქონდა, ოღონდ, როცა სიტყვა დასრულდა და ჯადო
გაიფანტა, ვერაფრით დააკავშირებდით ამ მითიურ ფიგურას ნამდვილ ემიას
კრეილთან. ის ხომ სულ სხვა ადამიანი იყო და დეპლიჩმა თავისი სიტყვები ვერ
დაადასტურა. კრეილი, მე ვიტყოდი, უფრო იმ ადამიანებს განეკუთვნებოდა,
რომელთაც სინდისის ნასახიც კი არ გააჩნიათ. ეს იყო უმოწყალო, ცივსისხლიანი,
მუდამ თვითკმაყოფილი, თავკერძა. ზნეობრივი იგი მხოლოდ შემოქმედებაში იყო.
დარწმუნებული ვარ, იგი ხელს არ მოჰკიდებდა ნაუცბათევად რაიმე
სანტიმენტალური სიუჟეტიანი სურათის დახატვას, რამდენიც არ უნდა
შემოეთავაზებინათ მასში. მაგრამ ეს იყო ნამდვილი ადამიანი, რომელსაც უყვარდა
სიცოცხლე და იცოდა ცხოვრება. თავის მოკვლა? მას არ შეეძლო, არა!
– ეგებ, დაცვამ მთლად დამაჯერებელი ვარიანტი არ აირჩია?
– რაღა დარჩენოდათ? – ფოგმა მხრები აიჩეჩა. გულხელდაკრეფილნი ხომ არ
დასხდებოდნენ და დაიწყებდნენ იმის მტკიცებას, რომ მსაჯულებს ამ შემთხვევაში
არაფერი ესაქმებათ, ვინაიდან პროკურორს ჯერ არ დაუმტკიცებია ბრალდებულის
დანაშაული! ძალიან ბევრი სამხილი იყო. საწამლავი მას ხელთ ჰქონდა, – მან აღიარა,
რომ მოიპარა იგი. დანაშაულის მოტივი, საშუალება და ხელსაყრელი შემთხვევა –
ერთი სიტყვით. ყველაფერი ხელთ ჰქონდათ.
– შეუძლებელი იყო, ეცადათ იმის დამტკიცება, რომ ყველაფერი
წინასწარ გამიზნულად იყო მოწყობილი?
ფოგმა პასუხი არ გასცა. ბევრი რამ მან თვითონ აღიარა და მერე ასეთი ვერსია
ძალიან ნაძალადევს ჰგავდა.
– თქვენ გსურთ თქვათ, რომ იგი ვიღაც სხვამ მოჰკლა და ისე გააკეთა, რომ ბრალი
სწორედ ცოლს დასდებოდა?
– ვშიშობ, რომ დიახ, – დაფიქრებით თქვა ფოგმა. – თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს
ვინმე იქსი? სად ვეძებოთ იგი?
– სავსებით ნათელია, რომ იმ ხალხს შორის, რომლებიც მას გარს ეხვია. ასეთი ხუთი
კაცი იყო და ყოველ მათგანს შეეძლო ჰქონოდა ამ საქმესთან სრულიად უშუალო
კავშირი.
– ხუთი? მაცალეთ, მოვიგონო. მათ შორის იყო უთავბოლო ტიპი, რომელიც
ბალახებს ხარშავდა. სახიფათო გასართობია, მაგრამ სასიამოვნო კაცი იყო. მართალია,
მკითხველთა ლიგა
რაღაც გაუგებარი. არა, ის მე იმ იქსად არ მესახება. შემდეგ თვითონ ის ქალი – მას
შეეძლო ქეროლაინის და არა ემიასის მოკვლა; ბირჟის მაკლერი – კრეილის
გულითადი მეგობარი. დეტექტურ რომანში იგი შეიძლებოდა მკვლელად
გაგესაღებინა, მაგრამ ცხოვრებაში – არა. აი, სულ ეს არის: აჰ, დიახ, იყო კიდევ
უმცროსი და, მაგრამ მასზე სერიოზული ლაპარაკიც კი არ ღირს, ესე იგ ოთხია.
– თქვენ მოახლე გამოგრჩათ, – შეახსენა ერკიულ პუარომ.
– ჰო, მართლა. უბედური ხალხია ეს მოახლეები, ისინი არავის ახსოვს. საშუალო
ასაკის, უშნო, მაგრამ განათლებული. ფსიქოლოგი, ალბათ, იტყოდა, რომ მას ფარული
გრძნობები ჰქონდა კრეილის მიმართ და ამიტომაც მოჰკლა იგი. შინაბერა
დათრგუნული ინსტინქტებით! არა, არ მჯერა. რამდენადაც მახსოვს, სულაც არ
ახდენდა ნევროპათის შთაბეჭდილებას.
– მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა.
– თხუთმეტი ან თექვსმეტი... ჰო, ცოტა არაა, შეიძლება მომთხოვოთ, რომ
ყველაფერი მახსოვდეს?
– სრულიადაც არა, – იუარა ერკიულ პუარომ, განცვიფრებული ვარ, რა კარგად
გახსოვთ ყველაფერი. თქვენ რა, ყველაფერ ამას წარმოიდგენთ? როცა ყვებით,
თვალწინ სურათი გიცოცხლდებათ?
– დიახ, – დაფიქრებით დაადასტურა ფოგმა, – მე მართლაც ვხედავ ყველაფერ ამას,
თანაც საკმაოდ მკაფიოდ.
– ძალიან მაინტერესებს, მეგობარო, ხომ ვერ ამიხსნით, რატომ?
– რატომ? – ჩაფიქრდა ფოგი. გამხდარი, ჭკვიანი სახე გამოუცოცხლდა. –
მართლაცდა, რატომ?
– რას ხედავთ ნათლად? – ჰკითხა პუარომ, – მოწმეებს? დამცველს? მოსამართლეს?
ბრალდებულს, როცა ის ჩვენებას იძლევა?
– როგორ მიხვდით? – აღფრთოვანდა ფოგი. – დიახ, სწორედ მას ვხედავ... საოცარი
რამაა სიყვარული. მასში სიყვარული ენთო. არ ვიცი, ლამაზი იყო თუ არა... ის ძალიან
ახალგაზრდა არ იყო, დაღლილი ჩანდა, თვალები ჩაშავებული ჰქონდა. მაგრამ იგი
იყო კრეილის დრამის ცენტრი. იგი ყურადღების ცენტრში იყო და მაინც დროის
ნახევარი იქ არა, სადღაც შორს-შორს, სხვა სამყაროში იყო, თუმცა კი სასამართლო
დარბაზში იჯდა, ჩუმი, ყურადღებიანი, სახეზე მსუბუქი ზრდილობიანი ღიმილით.
მთლიანად ნახევარტონებში იყო – შუქი და ჩრდილი ერთად. და ამასთან ერთად,
უფრო ცოცხალი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე მეორე ქალი
იდეალური ფიგურით, უნაკლო სახითა და ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი
მოურიდებლობით. მე მომწონდა ელზა გრირი – ჭკვიანი, საკუთარი თავის დაცვა
შეეძლო, არ ეპუებოდა მწამებლებს და ერთხელაც არ უცდია შებრძოლება. მხოლოდ
ერთი რამ მწამს, – მცირედი დუმილის შემდეგ დაუმატა, – მას უყვარდა კაცი,
რომელიც მოკლა. ისე უყვარდა, რომ მასთან ერთად მოკვდა...
მისტერ ფოგი ისევ დადუმდა და სათვალის მინები გაწმინდა.
– ღმერთო ჩემო, – ამოიოხრა მან, – რა უცნაურ რამეებს ვამბობ. მაშინ მე
ახალგაზრდა და პატივმოყვარე, მისწრაფებებით აღსავსე ვიყავი. მსგავსი მოვლენები
გამახსოვრდება. მე ვთვლი, რომ ქეროლაინ კრეილი არაჩვეულებრივი ქალი იყო.
არასოდეს დავივიწყებ მას. არა, მე მას არასოდეს დავივიწყებ...

მკითხველთა ლიგა
თავი III.

ახალგაზრდა იურისკონსულტი

ჯორჯ მეიჰიუ ფრთხილი და სიტყვაძუნწი კაცი იყო.


საქმე მას, რასაკვირველია, ახსოვს, მაგრამ ნათლად არა. იგი მამამისს მიჰყავდა,
თავად კი იმ დროს ცხრამეტი წლისა იყო მხოლოდ.
დიახ, ამ პროცესმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კრეილი ხომ ცნობილი
მხატვარი იყო. მშვენიერი ნახატები ჰქონდა. ორი მათგანი ახლაც ამშვენებს ტეიტის
გალერეას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს.
აპატიოს მუსიე პუარომ, მაგრამ ჯორჯს მთლად კარგად არ ესმის, ზუსტად რა
აინტერესებს მას. ა, ქალიშვილი! მართლა? კანადაში? ის კი მუდამ თვლიდა, რომ
ახალ ზელანდიაშია.
ჯორჯ მეიჰიუ ოდნავ მოეშვა, მოლბა.
დიახ, ქალიშვილისათვის ეს დარტყმა იყო. მეიჰიუ შედის მის მდგომარეობაში,
ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ მას სიმართლე არ შეეტყო. მაგრამ ახლა რა აზრი აქვს
ამაზე ლაპარაკს?
მას სურს იცოდეს? კერძოდ რა? ამ პროცესზე ხომ ბევრი რამ დაიწერა, მან კი
პირადად არაფერი იცის.
არა, იგი თვლის, რომ მისის კრეილის დანაშაული ეჭვმიუტანელია. თუმცა მასაც
შეიძლება ნაწილობრივ გაუგო. მხატვრები ხომ ძალიან რთული ხალხია. კრეილს კი,
როგორც მას ახსოვს, გამუდმებით ჰქონდა რომანები ხან ერთთან, ხან მეორესთან.
ის კი თავად, მე მგონი, მძიმე ხასიათის ქალი იყო. ვერ ურიგდებოდა იმას, რასაც
გაიგებდა. დღეს იგი უბრალოდ გაშორდებოდა და ამით დამთავრდებოდა
ყველაფერი.
– მე მგონი, – ფრთხილად დაუმატა მან, – ამ საქმეში ჩარეული იყო ლედი
დითიშემი.
– იგი არ ცდება, – დაარწმუნა პუარომ.
– გაზეთები დროდადრო იხსენებენ იმ საქმეს. – თქვა მეიჰიუმ, – ლედი დითიშემს
არაერთხელ მიუღია მონაწილეობა განქორწინების პროცესებში. ძალიან მდიდარი
ქალია, რაც ალბათ, თქვენც იცით. მანამდე იგი ცნობილი მოგზაურის ცოლი იყო. იგი
მუდამ თვალთახედვის არეშია. მე მგონი, ეს ისეთი ქალია, რომელსაც უყვარს, როცა
მასზე ლაპარაკობენ.
– ან მეტისმეტად უყვარს ცნობილი ხალხი, – ივარაუდა პუარომ.
ეს აზრი ჯორჯ მეიჰიუს არ მოეწონა. უხალისოდ დაეთანხმა.
– დიახ, ამაში არის სიმართლის მარცვალი.
და დიდი ხნით ჩაფიქრდა ამაზე.
– თქვენი ფირმა დიდხანს წარმოადგენდა მისის კრეილის ინტერესებს? – იკითხა
პუარომ.
– არა, – თავი გააქნია ჯორჯ მეიჰიუმ. – „ჯონათანი და ჯონათანი“ კრეილის ოჯახის
იურისკონსულტები იყვნენ. მაგრამ როცა უბედურება დატრიალდა, მისტერ
მკითხველთა ლიგა
ჯონათანმა უხერხულად მიიჩნია მისის კრეილის ინტერესების წარმოდგენა და
ამიტომაც მოგველაპარაკა ჩვენ – მამაჩემს – ამ საქმის წაყვანის თაობაზე. თქვენ, მსიე
პუარო, ალბათ, სჯობდა გეცადათ შეხვედროდით მისტერ ჯონათანს. იგი საქმეებს
ჩამოშორდა – სამოცდაათ წელს გადაცილებულია, – მაგრამ კარგად იცნობდა
კრეილის ოჯახის ყველა წევრს და ჩემზე მეტს გიამბობთ. მე, სიმართლე რომ
გითხრათ, ცოტა რამ ვიცი. იმ დროს მე პატარა ბიჭი ვიყავი. არც კი მახსოვს, ვიყავი
პროცესზე თუ არა.
პუარო წამოდგა. ჯორჯ მეიჰიუმ კი, წამოდგომისას, დაუმატა:
– გირჩევთ ჩვენს უფროს კლერკ ედმუნდსს დაელაპარაკოთ. იგი მაშინ ჩვენთან
მუშაობდა და პროცესი ძალიან აინტერესებდა.
ედმუნდსი ნელა ლაპარაკობდა. გაფაციცებული თვალები ჰქონდა, პუარო თავიდან
ფეხებამდე ნელა შეათვალიერა და მხოლოდ ამის შემდეგ გააღო პირი სალაპარაკოდ.
– დიახ, კრეილის საქმე. მახსოვს, – თქვა მან. – და მკაცრად დაუმატა: –
არასასიამოვნო ისტორია იყო.
მის ეშმაკურ მზერაში აშკარა კითხვა გამოსჭვიოდა.
– საკმაოდ ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რათა ყველა წვრილმანი კარგად
მახსოვდეს, – თქვა მან.
– სასამართლო განაჩენი ყოველთვის არ გულისხმობს საქმის დასასრულს.
– მართალია, – კვადრატული თავი დაუქნია ედმუნდმა.
– მისის კრეილს ქალიშვილი დარჩა, – განაგრძო პუარომ.
– დიახ, შვილი ჰყავდა. იგი საზღვარგარეთ გააგზავნეს ნათესავებთან, არა?
– ქალიშვილი დარწმუნებულია დედის უდანაშაულობაში, – თქვა პუარომ.
– მართლა? – მისტერ ედმუნდსმა სქელი წარბები ასწია.
– შეგიძლიათ რაიმე თქვათ მისი აზრის დასაცავად?
ედმუნდსი ჩაფიქრდა, შემდეგ თავი ნელა გააქნია.
– სიმართლე გითხრათ, არა. ძალიან მომწონდა მისის კრეილი, რაც არ უნდა
გაეკეთებინა, იგი ლედი იყო. მეორეს კი არ ჰგავდა, თავხედი, მოურიდებელი გოგო!
ტანკივით მიარღვევდა, საზოგადოების ფსკერიდან ამომხტარი მეტიჩარა – და ეს
მაშინვე გეცემოდათ თვალში! მისის კრეილი კეთილშობილი ქალი იყო.
– და მაინც მკვლელი აღმოჩნდა, არა?
ედმუნდსი შეიჭმუხნა. მაგრამ უფრო ნდომით უპასუხა, ვიდრე ადრე:
– სწორედ ამ კითხვას ვუსვამდი ჩემს თავს ყოველდღე. იგი ბრალდებულის სკამზე
იჯდა და მშვიდად, თავშეკავებულად პასუხობდა შეკითხვებს. „ვერ დავიჯერებ“ –
ვუმტკიცებდი საკუთარ თავს. მაგრამ ეს ეჭვგარეშე იყო, მისტერ პუარო, თუ თქვენ
გესმით, რას ვამბობ. მათოთი ლუდში, რომელიც მისტერ კრეილმა დალია,
შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა, ჩაუსხეს და ვინ თუ არა მისის კრეილმა?
– სწორედ ამას გეკითხებით, – თქვა პუარომ, – ვინ?
და ეშმაკური თვალები ისევ მიაშტერა.
– აი, თურმე, რას ფიქრობთ თქვენ, – მიუხვდა მისტერ ედმუნდსი.
– თქვენ თვითონ რას ფიქრობთ?
ედმუნდსმა მცირედი შეყოვნების შემდეგ უპასუხა:
– არავითარი ეჭვი არ არსებობდა ამის შესახებ.
– იყავით სასამართლოში ამ საქმის განხილვაზე? – იკითხა პუარომ.
– ყოველდღე.
– და მოწმეების ჩვენებებს ისმენდით?
– დიახ.
მკითხველთა ლიგა
– ხომ არ შეგიმჩნევიათ რაიმე არაგულწრფელობა ან არაბუნებრივობა?
– თქვენ გსურთ იცოდეთ, ხომ არ ტყუოდა რომელიმე მათგანი? – პირდაპირ იკითხა
ედმუნდსმა. – ხომ არ ჰქონდა რომელიმეს მათგანს მიზეზი, ესურვა მისტერ კრეილის
სიკვდილი? მაპატიეთ, მისტერ პუარო, მაგრამ ეს ძალიან ჰგავს მელოდრამას.
– და მაინც, იფიქრეთ ამაზე, – სთხოვა პუარომ.
იგი აკვირდებოდა ეშმაკურ სახეს, მოჭუტულ, დაფიქრებულ თვალებს. ედმუნდსმა
ნელა, სინანულით გაიქნია თავი.
– მის გრირი, – დაიწყო მან, – რა თქმა უნდა, გაბრაზდა და სურვილი გაუჩნდა შური
ეძია. კითხვებზე პასუხისას იგი ზედმეტს ამბობდა. მაგრამ მისტერ კრეილი მას
ცოცხალი სჭირდებოდა, მკვდარი არ გამოადგებოდა. დიახ, მას სურდა, რომ მისის
კრეილი ჩამოეხრჩოთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ სიკვდილმა მას ყელის
ჩასაკოკლოზინებელი გამოაცალა. იგი ჰგავდა ვეფხვს, რომელსაც ხელი შეუშალეს
ნახტომის გაკეთებაში! მაგრამ მას, ვიმეორებ, მისტერ კრეილი ცოცხალი
სჭირდებოდა. მისტერ ფილიპ ბლეიკიც თავიდანვე მისის კრეილის წინააღმდეგ
განეწყო, ამიტომაც ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ესხმოდა მას თავს, მაგრამ, ასე
ვთქვათ, თავისებურად. საერთოდ კი, იგი მისტერ კრეილის მეგობარი იყო.
პატიოსნად იქცეოდა. მისი ძმა, მისტერ მარედით ბლეიკი ცუდი მოწმე იყო,
არეულად პასუხობდა, იბნეოდა, დარწმუნებული არ იყო. ბევრი მინახავს ასეთი
მოწმე. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ტყუიან, სინამდვილეში კი მართალს
ამბობენ. ყველაზე მეტად მისტერ მერედით ბლეიკს ეშინოდა, ზედმეტი არ ეთქვა,
ამიტომაც, უფრო მეტი ათქმევინეს, ვიდრე სურდა. ის იმ მორცხვ ჯენტლმენებს ჰგავს,
რომლებიც მსგავს შემთხვევებში ღელვას იწყებენ. აი, მოახლე არ მორცხვობდა, არ
მიედ-მოედებოდა და არსებითად პასუხობდა. მას რომ უსმენდი, ვერ მიხვდებოდი,
ვის მხარეზე იყო, კარგად აზროვნებდა და არც სიტყვებს არ ეძებდა. – ის გაჩუმდა. –
დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე თქვა.
– მეც, – დაეთანხმა ერკიულ პუარო.
კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა თანამოსაუბრის დანაოჭებული,
ეშმაკური სახე. ზრდილობიანი და უემოციო იყო იგი. საინტერესოა, გაიფიქრა
პუარომ, მისტერ ალფრედ ედმუნდსმა რაიმე ხომ არ გადაუკრა?

მკითხველთა ლიგა
თავი I V

მოხუცი იურისკონსულტი

მოხუცი ქელეთ ჯონათანი ესექსში ცხოვრობდა. წერილების ზრდილობიანი


გაცვლა-გამოცვლის შემდეგ პუარომ მიიღო თითქმის სამეფო ტონის მოწვევა,
ესადილა და ღამე გაეთია მასთან. მოხუცი ჯენტლმენი, უეჭველია, ძალზე
ორიგინალური პიროვნება იყო. უმარილო ჯორჯ მეიჰიუს შემდეგ, მისტერ ჯონათანი
საკუთარი ჩამოსხმით დაყენებულ ჭიქა პორტვეინს ჰგავდა.
მისტერ ჯონათანს მოსაუბრის საინტერესო თემასთან მიყვანის საკუთარი
მეთოდები ჰქონდა. სწორედ ამიტომაც, მხოლოდ შუაღამისკენ, არომატული სამარკო
კონიაკის წრუპვისას, იგი მოეშვა. აღმოსავლურ ყაიდაზე, ჯეროვნად შეაფასა ერკიულ
პუაროს ტაქტი, რომელიც არ აჩქარებდა მას. აი, ახლა, მოცალეობის ჟამს, იგი მზად
იყო კრეილების ოჯახზე დაწვრილებით ესაუბრა.
– ჩვენი ფირმა ამ ოჯახის არაერთ თაობას შეხვედრია. მე პირადად ვიცნობდი ემიას
კრეილს და მამამისს, რიჩარდ კრეილს. მახსოვს ბაბუაც, ენოქ კრეილი. ისინი
სოფლელი სკვაირები იყვნენ, უფრო მეტს ფიქრობდნენ ცხენებზე, ვიდრე
ადამიანებზე, უნაგირზე სწორად ისხდნენ, უყვარდათ ქალები და ფიქრით თავს არ
იწუხებდნენ. აზრებს ეჭვით ეკიდებოდნენ, სამაგიეროდ რიჩარდ კრეილის ცოლი
სავსე იყო იდეებით – უფრო მეტი იდეა ჰქონდა, ვიდრე საღი აზრი. იგი წერდა
ლექსებს, უყვარდა მუსიკა – არფაზეც კი უკრავდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდად
ჯანმრთელი არ იყო, თავის დივანზე მაინც კარგად გამოიყურებოდა. ქინგსლის
თაყვანისმცემელი იყო და ამიტომაც უწოდა თავის ვაჟიშვილს ემიასი. მამას ეს
სახელი არ მოეწონა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ემიას კრეილს ასეთი განსხვავებული მშობლებისაგან მიღებული თვისებები
მხოლოდ მოუხდა. დედისგან მას მხატვრული ნიჭი გამოჰყვა, მამისაგან კი – ენერგია
და არნახული ეგოიზმი. ყველა კრეილი თავკერძა იყო. არასდროს და არავითარ
გარემოებაში ისინი არ აღიარებდნენ სხვა თვალსაზრისს, გარდა საკუთარისა.
მოხუცმა თხელი თითები სავარძლის სახელურზე დააკაკუნა და პუაროს
ეშმაკურად შეხედა.
– თუ ვცდები, შემისწორეთ, მსიე პუარო, მაგრამ, მე მგონი, თქვენ გაინტერესებთ...
ასე ვთქვათ, ხასიათი ?
– ჩემს ყველა გამოძიებაში, – უპასუხა პუარომ, – ეს მე ყველაზე მეტად
მაინტერესებს.
– მესმის თქვენი. თქვენ გსურთ, დამნაშავის ტყავში ჩაძვრეთ. ეს ძალიან
საინტერესო და მიმზიდველია. ჩვენს ფირმას არავითარი კავშირი არ ჰქონდა
სისხლის სამართალთან და ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ არასაკმარისად
კომპეტენტურები ვიყავით მისის კრეილის ინტერესების დასაცავად, თუმცა კი ეს
სავსებით მართებული იყო. მეიჰიუ სრულიად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, ისინი
საბუთებს უმზადებდნენ დეპლიჩს – შესაძლოა, მათ გაქანება არ ეყოთ, – ის დიდ
მკითხველთა ლიგა
ხარჯებს მოითხოვდა და შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო. მაგრამ მათ ჭკუა არ
ეყოთ, განესაზღვრათ, რომ ქეროლაინი არასოდეს მოიქცეოდა ისე, როგორც მისგან
მოითხოვდნენ. მას თვალთმაქცობა არ შეეძლო.
– რას წარმოადგენდა იგი? – იკითხა პუარომ. – ყველაზე მეტად ამის გაგება მსურს.
– დიახ, დიახ, ახლავე. რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა? აი, ყველაზე მთავარი
კითხვა. იცით, მე მას ჯერ კიდევ გათხოვებამდე ვიცნობდი. ქეროლაინ სფოლდინგი –
ძალიან უბედური არსება იყო, თუმცა, ბუნებით სიცოცხლის მოყვარული. დედამისი
ადრე დაქვრივდა. ქეროლაინს იგი ძალიან უყვარდა. შემდეგ დედამისი ხელახლა
გათხოვდა, გაჩნდა ბავშვი, რომლის დაბადება ქეროლაინმა მძიმედ გადაიტანა. –
შმაგი, ახალგაზრდულად მგზნებარე ეჭვიანობით.
– ეჭვიანობდა?
– საშინლად. და საკმაოდ მძიმე ინციდენტი მოხდა, საწყალი ბავშვი, შემდეგ იგი
ძალიან განიცდიდა ამ ამბავს. მაგრამ, როგორც თქვენთვის ცნობილია, მსიე პუარო,
მსგავსი ეპიზოდები ჩვენს ცხოვრებაში ხდება. ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია
თავი შეიკავოს. ეს შემდეგ, ასაკთან ერთად მოდის.
– მაინც რა მოხდა? – იკითხა პუარომ.
– მან პაწიას პრეს-პაპიე ესროლა, ბავშვი ცალი თვალით დაბრმავდა და სამუდამოდ
დამახინჯდა, – მისტერ ჯონათანმა ამოიოხრა. – შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა
ეფექტი ჰქონდა ამის შესახებ დასმულ ერთადერთ შეკითხვას სასამართლოზე. – მან
თავი გაიქნია. – ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ქეროლაინ კრეილი
დაუოკებელი ტემპერამენტის ქალი იყო. რაც სრულებით არ შეესაბამებოდა
სინამდვილეს, არა, არ შეესაბამებოდა – კიდევ ერთხელ ამოიოხრა და დაასკვნა: –
ქეროლაინ სფოლდინგი ხშირად ჩამოდიოდა სტუმრად ოლდერბერიში. ცხენს
კარგად ატარებდა, ჭკვიანი ქალი იყო, რიჩარდ კრეილს იგი ძალიან მოსწონდა.
ქეროლაინი მონდომებით და ზრუნვით უვლიდა მისის კრეილს. ამიტომაც მისის
კრეილიც კარგად იყო მისდამი განწყობილი. შინ იგი ბედნიერი არ იყო. სამაგიეროდ,
ოლდერბერიში გულთბილად ხვდებოდნენ. იგი ემიას კრეილის დას, დონა კრეილს
დაუმეგობრდა. ოლდერბერიში მეზობელი სახლიდან ხშირად მოდიოდნენ ძმები
ფილიპ და მერედით ბლეიკები. ფილიპი ყოველთვის საზიზღარი ნაძირალა და
მომხვეჭელი იყო. მე იგი არასოდეს მომწონდა. მაგრამ გამიგონია, რომ მან სახალისო
ისტორიების მოყოლა იცის და ერთგულ მეგობრად ითვლება. მერედითი, როგორც
ჩემს ახალგაზრდობაში ამბობდნენ, სენტიმენტალურ-მგრძნობიარე იყო. მას ბოტანიკა
და პეპლები იტაცებდა, ჩიტებსა და ცხოველებს აკვირდებოდა. ახლა აქაც „ბუნების
შესწავლა“ ჰქვია. ღმერთო ჩემო, ეს ახალგაზრდები მხოლოდ გულდასაწყვეტები
იყვნენ თავიანთი მშობლებისათვის. არცერთი მათგანი არ აკეთებდა იმას, რაც
საჭირო იყო: ნადირობას, სროლასა და თევზჭერას არ მისდევდნენ. მერედითს
უყვარდა ჩიტებისა და ცხოველების ცქერა, არ ესროდა მათ. ფილიპს სოფელს აშკარად
ქალაქი ერჩია და ფულის კეთება დაიწყო. დიანა ცოლად გაჰყვა კაცს, რომელიც
ჯენტლმენად არ ითვლებოდა, ის იყო ოფიცერი, მაგრამ მხოლოდ ომის დროს. ემიასი
კი, ძლიერი, ლამაზი, ენერგიული მხატვარი გახდა! რამაც, დარწმუნებული ვარ,
რიჩარდ კრეილი საიქიოს გაისტუმრა.
დროთა განმავლობაში ემიასმა ქეროლაინ სფოლდინგი შეირთო ცოლად. ისინი
მუდამ დავობდნენ და ჩხუბობდნენ, მაგრამ უეჭველია, სიყვარულით დაქორწინდნენ.
მათ უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი და ეს გრძნობა წლების მანძილზე
გრძელდებოდა. მაგრამ ემიასი, ისევე, როგორც ყველა კრეილი, სასტიკი ეგოისტი იყო.
მას უყვარდა ქეროლაინი, მაგრამ ანგარიშს არასდროს უწევდა. იქცეოდა ისე, როგორც
მკითხველთა ლიგა
მოესურვებოდა. მე მგონი, მას იგი იმდენად უყვარდა, რამდენადაც შეეძლო
ყვარებოდა; მისთვის უპირველესად არსებობდა მისი ხელოვნება და ვერასდროს
ვერცერთმა ქალმა ვერ მოახერხა ხელოვნებაზე წინ დამდგარიყო. მას უამრავი რომანი
ჰქონდა – ეს მას ასულდგმულებდა, – მაგრამ, როგორც კი ქალი მობეზრდებოდა, იგი
მათ უმოწყალოდ ტოვებდა. იგი არც სანტიმენტალური, არც რომანტიული, და არც
ავხორცი იყო. ერთადერთი ქალი, რომელიც მას აინტერესებდა, ცოლი იყო და
ვინაიდან ქალმა ეს იცოდა, ბევრ რამესაც პატიობდა ქმარს. იგი დიდი მხატვარი იყო.
ქალს ესმოდა ეს და მის ტალანტს პატივს სცემდა. ის კი ქალებს დასდევდა, მაგრამ
ყოველთვის ბრუნდებოდა შინ, რათა მორიგი რომანით აღფრთოვანებულს ახალი
სურათი დაეხატა.
ასეც იცხოვრებდნენ, ელზა გრირი რომ არ გამოჩენილიყო. ელზა გრირი... – და
მისტერ ჯონათანმა თავი გაიქნია.
– რა? ელზა გრირი? – იკითხა პუარომ.
და უცებ პიტერ ჯონათანმა ამოიოხრა:
– საბრალო, საბრალო ბავშვი!
– აი თურმე როგორი დამოკიდებულება გაქვთ მისადმი? – გაუკვირდა პუაროს.
– შესაძლოა, ეს იმის გამო, რომ მე უკვე მოხუცი ვარ, მაგრამ, ჩემის აზრით, მსიე
პუარო, ახალგაზრდობაში არის რაღაც დაუცველობა, გულს რომ აგიჩუყებს.
ახალგაზრდობა ძალზე უმწეოა და ამავე დროს ისეთი უმოწყალო და
თავდაჯერებული, ისეთი დიდსულოვანი და ისეთი მომთხოვნი.
იგი წამოდგა და წიგნის კარადასთან მივიდა. იქედან ტომი გამოიღო, გადაფურცლა
და კითხვა დაიწყო:
„...თუკი მართლა გულით გიყვარვარ, და თუ გწადია ჩემი შერთვა, მაშინ ხვალ
დილით ჩემს მოგზავნილ კაცს შენი სიტყვა გამოატანე. მაცნობე, რა დროს, რა
ადგილას გსურს ჯვარის წერა, და მეც მერწმუნე, ჩემს ბედ-იღბალს ფეხქვეშ გაგიშლი,
თუნდ ქვეყნის კიდეს გამოგყვები. შენ – ჩემს მეუფეს.“2
ჯულიეტას სიტყვებით თავად ახალგაზრდობა ლაპარაკობს. არავითარი დუმილი,
არავითარი დაფარვა, არავითარი ეგრეთწოდებული ქალიშვილური მოკრძალება.
მხოლოდ სიმამაცე, დაჟინებულობა, მჩქროლვარე ახალგაზრდული ენერგია.
შექსპირს ესმოდა ახალგაზრდების. ჯულიეტა პოულობს რომეოს, დეზდემონა
ითხოვს ოტელოს. ამ ახალგაზრდებმა არ იციან იჭვნეულობა, შიში, სიამაყე.
– ესე იგი, ელზა გრირი თქვენ ჯულიეტას სახით წ არმოგიდგენიათ? – დაფიქრებით
იკითხა პუარომ.
– დიახ, ის იღბლიანი იყო – ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი. მან იპოვა თავისი
რომეო და მასზე თავისი უფლებები წარმოადგინა. მერე რა, რომ იგი არ იყო
ახალგაზრდა, მისი რომეო. მერე რა, რომ იგი არ იყო თავისუფალი. ელზა გრირი არ
სცნობდა პირობითობას. ის თანამედროვე ქალი იყო, რომლის დევიზია: „ერთხელ
ვცხოვრობთ“.
მან ამოიოხრა, სავარძლის საზურგეზე გადაწვა და ისევ დააკაკუნა სახელურზე.
– მტაცებელი ჯულიეტა. ახალგაზრდა, უმოწყალო, მაგრამ საცოდავი! იგი
ყველაფერს დებს, რაც აქვს და იგებს... მაგრამ სულ ბოლო წუთს მოდის სიკვდილი.
სიცოცხლისმოყვარე, მხიარული, მგზნებარე ელზაც კვდება. რჩება შურისმაძიებელი,
ცივი, მკაცრი ქალი, რომელსაც მთელი სულითა და გულით ეზიზღება ის, რომელმაც
ხელი შეუშალა. ღმერთო ჩემო, – მას ხმა შეეცვალა, – მაპატიეთ ეს პატარა ექსკურსი
მელოდრამაში, ჯიქურ მიმავალი ახალგაზრდა ქალი! არა, მასში არაფერი არ არის
საინტერესო. მკრთალი, ვარდისფერი ახალგაზრდობა, ვნებიანი, მოწყვლადი და ასე
მკითხველთა ლიგა
შემდეგ. ეს რომ მოვაშოროთ, რაღა დარჩება? უფერული ახალგაზრდა ქალი, რომელიც
ეძებს გმირს, რათა კვარცხლბეკზე აიყვანოს.
– ემიას კრეილი რომ ცნობილი მხატვარი არ ყოფილიყო... – დაიწყო პუარომ.
– სწორედ, სწორედ, – სწრაფად დაეთანხმა მისტერ ჯონათანი, – თქვენ მიზანში
მოხვდით. ახლანდელი ელზები გიჟდებიან ცნობილ ხალხზე, მამაკაცმა რაიმეს უნდა
მიაღწიოს, რაიმეს უნდა წარმოადგენდეს... ქეროლაინ კრეილს ბანკის კლერკიც
მოეწონებოდა და დაზღვევის აგენტიც. ქეროლაინს ემიასში მამაკაცი უყვარდა და არა
მხატვარი. ქეროლაინ კრეილი ელზა გრირისაგან განსხვავებით, ჯიქურ არ
მოქმედებდა... ელზა ახალგაზრდა, ლამაზი და ჩემის აზრით, მგრძნობიარე იყო.
ერკიულ პუარო დაფიქრებული წვებოდა დასაძინებლად, მისი გონება პიროვნების
პრობლემით იყო დაკავებული.
კლერკ ედმუნდს ელზა გრირი თავხედ, მოურიდებელ გოგოდ ეჩვენებოდა და მეტი
არაფრად.
მისტერ ჯონათანს – მუდმივ ჯულიეტად.
– ქეროლაინ კრეილი?
მას ყველა თავისებურად ხედავდა, მონტეგიუ დეპლიჩს ეზიზღებოდა იგი იმიტომ,
რომ მას ბრძოლა არ სურდა. ახალგაზრდა ფოგს იგი რომანტიკის განსახიერებად
ეჩვენებოდა, ედმონდსი მასში ლედის ხედავდა. მისტერ ჯონათანმა იგი ძალიან
უბედურ არსებად დაახასიათა.
როგორ დაინახავდა მას იგი, ერკიულ პუარო?
ამ შეკითხვების პასუხზე იყო დამოკიდებული მისი გამოძიების წარმატება.
ჯერჯერობით არცერთ იმათგანს, ვისაც იგი ესაუბრა, არ გამოუთქვამს ეჭვი, რომ
როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, ქეროლაინ კრეილი მკვლელი იყო.

მკითხველთა ლიგა
თავი V

პოლიციის უფროსი ოფიცერი

პოლიციის გადამდგარი უფროსი ოფიცერი ჰეილი ჩიბუხს დაფიქრებით იქნევდა.


– რა მხიარული გასართობი მოიგონეთ, მსიე პუარო.
– შესაძლოა, მთლად ჩვეულებრივი არა, – ფრთხილად დაეთანხმა პუარო.
– იმდენი წელი გავიდა, – განაგრძობდა ყოყმანს ჰეილი.
პუარომ იცოდა, რომ იგი კიდევ არაერთხელ მოისმენდა ამ ფრაზას.
– ეს, რა თქმა უნდა, აძნელებს გამოძიებას, – რბილად შენიშნა მან.
– ღირს წარსულში ქექვა, – ფიქრობდა მისი თანამოსაუბრე, – თუკი გაქვს
გარკვეული მიზეზი...
– მიზეზი არის.
– რა მიზეზი?
– სასიამოვნოა სიმართლის ძიება სიმართლის გულისათვის. მე მომწონს ასეთი
საქმე და არ დაგავიწყდეთ ეს, ქალიშვილო.
– დიახ, – თავი დაუქნია ჰეილმა, – მე მისი, რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ მაპატიეთ,
მსიე პუარო, თქვენ გამომგონებელი ხართ, შეგეძლოთ რაიმე ახსნა გეპოვნათ.
– თქვენ მას არ იცნობთ, – იუარა პუარომ,
– გეყოფათ! თქვენნაირი გამოცდილი კაცი!
პუარო გასწორდა.
– სავსებით შესაძლებელია, ჩემო ძვირფასო, რომ მე შემიძლია ლამაზად და
დამაჯერებლად ვიცრუო, – თქვენ, ალბათ, დარწმუნებული ხართ ამაში, მაგრამ მე
სულაც არ ვთვლი, რომ ამას უნდა ვაკეთებდე. მე ჩემი პრინციპები მაქვს.
– მაპატიეთ, მსიე პუარო, სრულებით არ მინდოდა თქვენი განაწყენება, ამას, ასე
ვთქვათ, მხოლოდ კეთილი სურვილებით გთავაზობდით.
– ასეა?
– ქალიშვილისთვის, რომელიც გათხოვებას აპირებს, არასასიამოვნო იყო იმის
შეტყობა, რომ დედამისმა მკვლელობა ჩაიდინა. თქვენს ადგილზე მე ვეცდებოდი
დამერწმუნებინა ის, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. თქვით, რომ დეპლიჩი არცთუ
საუკეთესოდ მოქმედებდა, უთხარით, რომ თქვენ თავად ეჭვიც არ გეპარებათ იმაში,
რომ კრეილი თვითონ მოიწამლა.
– მაგრამ საქმე ისაა, რომ მე ძალიანაც ვეჭვობ! ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ
კრეილი მოიწამლა, თქვენ კი ამას შესაძლებლად მიიჩნევდით?
ჰეილმა თავი ნელა გაიქნია.
– ხედავთ? არა, მე ჭეშმარიტებას უნდა მივაკვლიო, და ტყუილი, თუმცა ძალიან
დამაჯერებელი, არ მჭირდება.
ჰეილმა პუაროს შეხედა. მისი კვადრატული წითელი სახე, კიდევ უფრო გაწითლდა
და კიდევ უფრო კვადრატული გახდა.
– თქვენ სიმართლეზე ლაპარაკობთ, – თქვა მან, –– ჩვენ კი ვთვლით, რომ კრეილის
საქმეში ჩვენ სიმართლეს მივაგენით.
მკითხველთა ლიგა
– თქვენი განცხადება მრავლისმეტყველია, – სწრაფად უპასუხა პუარომ. – ვიცი,
რომ თქვენ პატიოსანი, საკუთარი საქმის მცოდნე კაცი ხართ, ახლა კი ასეთ
შეკითხვაზე მიპასუხეთ: მისის კრეილის დანაშაულის შესახებ ეჭვი არ გაგჩენიათ?
– არასოდეს, მსიე პუარო. – სწრაფად და გარკვევით უპასუხა პოლიციელმა. – ყველა
გარემოება პირდაპირ მასზე მიუთითებდა ამ ვერსიას ადასტურებდა ჩვენს მიერ
აღმოჩენილი ყველა ფაქტი.
– გმადლობთ, ჩემო მეგობარო, ყურადღებით გისმენთ.
ჰეილმა ჩაახველა. ხმაში ოფიციალური ინტონაცია გაუჩნდა.
– „თერთმეტ სექტემბერს დღის ორ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე, ინსპექტორ
კონვეის დაურეკა ექიმმა ენდრიუ ფოსეტმა, – დაიწყო მან, ––ექიმმა ფოსეტმა
განცხადება გააკეთა ოლდერბერელი მისტერ ემიას კრეილის უეცარი გარდაცვალების
შესახებ, თან დაუმატა, რომ სიკვდილის გარემოებათა გამო, აგრეთვე ვინმე მისტერ
ბლეიკის რწმუნებიდან, რომელიც სახლში სტუმრად იმყოფებოდა, საქმეში პოლიცია
უნდა ჩაერიოს.
ინსპექტორი კონვეი სერჟანტისა და პოლიციის ექიმის თანხლებით, მაშინვე
ოლდერბერიში წავიდა. იქ მათ ექიმი ფოსეტი დახვდა, რომელმაც ისინი მისტერ
კრეილის გვამთან მიიყვანა.
მისტერ კრეილი მორიგ სურათს ხატავდა პატარა ბაღში, საჭურვლის ბაღის
სახელით რომ იყო ცნობილი, ვინაიდან იგი ზღვაზე გადიოდა და მასში პატარა
ზარბაზანი იდგა. ბაღი სახლიდან ოთხი წუთის სავალზე იყო. მისტერ კრეილი
სადილად შინ არ მივიდა და ეს იმით ახსნა, რომ მას სჭირდებოდა სინათლის
გარკვეული თამაში ქვებზე, მოგვიანებით კი მზე ჩავიდოდა. ამიტომაც დარჩა იგი
მარტო საჭურვლის ბაღში, და ამაში, დამსწრეთა თქმით, არაფერი განსაკუთრებული
არ იყო. მისტერ კრეილი ყურადღებას არ აქცევდა როდის ჭამდა. ზოგჯერ მისთვის
ბაღში მოჰქონდათ სენდვიჩი, მაგრამ უმეტესად იგი ამჯობინებდა, რომ არ
შეეწუხებინათ. უკანასკნელად, ვინც იგი ცოცხალი იხილა, იყვნენ: მის ელზა გრირი
(სტუმარი) და მისტერ მერედით ბლეიკი (უახლოესი მეგობარი დამეზობელი).
ორივენი ბაღიდან სახლში მობრუნდნენ და დანარჩენებთან ერთად სუფრას
მიუსხდნენ. სადილის შემდეგ ტერასაზე ყავა გამოიტანეს, მისის კრეილმა ყავა დალია
და თქვა, რომ „წავა და დახედავს, რას აკეთებს ემიასი“. მის სესილი უილიამსი,
მოახლე, წამოდგა და მას გაჰყვა. მას სურდა ეპოვნა თავისი აღსაზრდელის, მის
ანჯელა უორენის, მისის კრეილის დის ბლუზა, რომელიც მის ანჯელამ სადღაც
მიაკარგა, ამიტომაც მის უილიამსმა გადაწყვიტა, რომ გოგონას შეიძლებოდა იგი
ნაპირზე დაეტოვებინა.
ისინი გზას გაუდგნენ. ბილიკი ხეებს შორის მიდიოდა, ჭიშკარს გვერდს უვლიდა
და ნაპირისაკენ ეშვებოდა. მის უილიამსი ზღვისკენ დაეშვა. მისის კრეილი კი
საჭურვლის ბაღში შევიდა და თითქმის მაშინვე წამოიკივლა. მის უილიამსი უკან
დაბრუნდა. მისტერ კრეილი სკამის საზურგეზე იყო გადაწოლილი, იგი მკვდარი იყო.
მისის კრეილის დაჟინებული მოთხოვნით, მის უილიამსი სახლში დაბრუნდა,
რათა ტელეფონით ექიმი გამოეძახა, მაგრამ გზად მას მისტერ მერედით ბლეიკი
შეხვდა, რომელსაც მან თავისი გასაკეთებელი საქმე გადააბარა, თავად კი მისის
კრეილთან დაბრუნდა. რადგან თვლიდა, რომ მასთან ვინმე უნდა ყოფილიყო, ექიმი
ფოსეტი მოქმედების ადგილზე თხუთმეტ წუთში გაჩნდა. იგი მაშინვე მიხვდა, რომ
მისტერ კრეილი რამოდენიმე ხნის წინ გარდაიცვალა, დაახლოებით დღის პირველსა
და ორ საათს შუა. სიკვდილის მიზეზზე არაფერი მიუთითებდა. მისტერ კრეილი
დაჭრილი არ იყო, და მისი პოზა სავსებით ბუნებრივი ჩანდა. მიუხედავად ამისა,
მკითხველთა ლიგა
ექიმმა ფოსეტმა, რომელიც იცნობდა მისტერ კრეილის ჯანმრთელობის
მდგომარეობას და იცოდა, რომ მას არავითარი დაავადება არ აწუხებდა, მომხდარი
ამბავი ნამდვილ სიკვდილად არ მიიჩნია. სწორედ ამ დროს გაუკეთა ექიმ ფოსეტს
განცხადება მისტერ ფილიპ ბლეიკმა“.
ჰეილი გაჩუმდა, შემდეგ ღრმად ამოიოხრა და, ასე ვთქვათ, თავისი მონათხრობის
მეორე თავზე გადავიდა.
შემდგომში მისტერ ბლეიკმა თავისი განცხადება ინსპექტორ ქონვეისთანაც
გაიმეორა. იგი შემდეგში მდგომარეობდა. იმ დღეს დილით, მას დაურეკა ძმამ,
მისტერ მერედით ბლეიკმა, რომელიც კრეილების სახლიდან მილნახევარში მდებარე
ჰენდქროს-მენორში ცხოვრობდა. მისტერ მერედით ბლეიკი მოყვარული ქიმიკოსი, ან
უფრო სწორად, მებალახე იყო. იმ დილით თავის ლაბორატორიაში რომ შევიდა,
მისტერ მერედით ბლეიკი განცვიფრებული დარჩა იმით, რომ მათოთის ნაყენიანი
ბოთლი, წინა დღეს სავსე რომ დატოვა, განახევრებული დახვდა. შეწუხებულმა და
შეშინებულმა მან დაურეკა ძმას, რათა რჩევა ეკითხა, შემდგომში როგორ
მოქცეულიყო. მისტერ ფილიპ ბლეიკმა დაჟინებით ურჩია ძმას მაშინვე მისულიყო
ოლდერბერიში, სადაც წვრილად ისაუბრებდნენ მომხდარი ამბის შესახებ, და მის
შესახვედრად წავიდა, ასე რომ, შინ ისინი ერთად დაბრუნდნენ. მათ არ მიუღიათ
გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ იმ დასკვნამდე
მივიდნენ, რომ სადილის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრებდნენ.
შემდგომი დაკითხვის შედეგად, ინსპექტორმა კონვეიმ დაადგინა შემდეგი: წინა
დღით ხუთი ადამიანი ოლდერბერიდან დაპატიჟებული იყო ჩაიზე
ჰენდქროსმენორში. ესენი იყვნენ: მისტერ და მისის კრეილი, მის ანჯელა უორენი, მის
ელზა გრირი და მისტერ ფილიპ ბლეიკი. მათი იქ ყოფნისას მისტერ მერედით
ბლეიკმა დაწვრილებით უამბო მათ თავისი გატაცების შესახებ და დაათვალიერებინა
პატარა ლაბორატორია, სადაც უჩვენა ზოგიერთი განსაკუთრებული დანიშნულების
ნაყენი, მათ შორის კონიუმიც, რომლის ძირითადი კომპონენტია მათოთი. მისტერ
ბლეიკმა უამბო მათ მისი თვისებების შესახებ, თან შენიშნა, რომ ამჟამად იგი
ამოღებულია აფთიაქებიდან და თავი მოიწონა იმით, რომ აღმოაჩინა მცირე დოზით
ამ ნაყენის გამოყენების ეფექტიანობა ასთმისა და ყივანახველის სამკურნალოდ.
შემდეგ ახსენა მისი ფატალური თვისებები და სტუმრებს რომელიღაც ბერძენი
ავტორის წიგნიდან თავიც კი წაუკითხა, სადაც ამ საწამლავის მოქმედება იყო
აღწერილი.
ჰეილი ისევ გაჩუმდა, ჩიბუხში ახალი თუთუნი ჩატენა და მესამე თავზე გადავიდა.
– „პოლკოვნიკმა ფრირმა, პოლიციის უფროსმა, ეს საქმე მე დამავალა. გაკვეთის
შემდეგ საეჭვო აღარაფერი იყო. კონიუმი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის
სიკვდილის შემდეგ გარეგნულად არაფერში ვლინდება, მაგრამ ექიმებმა იცოდნენ,
რას ეძებდნენ, ამიტომ აღმოაჩინეს იგი მნიშვნელოვანი რაოდენობით. ექიმი თვლიდა,
რომ მისტერ კრეილმა იგი სიკვდილამდე ორი-სამი საათით ადრე დალია. მაგიდაზე
მას წინ ედგა ცარიელი ჭიქა და ლუდის ცარიელი ბოთლი. ანალიზისათვის გადაეცა
ჭიქისა და ბოთლის შიგთავსის ნარჩენები. ბოთლში კონიუმი არ აღმოჩნდა,
სამაგიეროდ ის ჭიქაში იყო. მე ჩავატარე გამოძიება და დავადგინე, რომ თუმცა
ლუდის ჭიქები და ყუთი საჭურვლის ბაღის პატარა ფარდულში ინახებოდა იმ
შემთხვევისათვის, თუ მისტერ კრეილი დალევას მოისურვებდა. სწორედ იმ დილით
მისი კრეილმა სახლიდან ყინულოვანი ლუდის ბოთლი მოიტანა. იგი რომ მოვიდა,
მისტერ კრეილი ხატავდა, ხოლო მის გრირი პოზაში იჯდა ქვის ღობეზე.

მკითხველთა ლიგა
მისის კრეილმა გახსნა ბოთლი, ჭიქაში ჩამოასხა და მოლბერტის წინ მდგომ ქმარს
მიაწოდა. მან ლუდი, როგორც ყოველთვის, ერთი მოყუდებით შესვა. შემდეგ
დაიჯღანა, ჭიქა მაგიდაზე დადო და თქვა: „დღეს მე ყველაფერი ძალზე უგემურად
მეჩვენებოდა!“ რაზედაც მის გრურს გაეცინა: „გურმანი!“ მისტერ კრეილმა მიუგო:
„კიდევ კარგი, რომ ცივია“.
ჰეილი დადუმდა.
– ეს რა დროს მოხდა? – იკითხა პუარომ.
– დაახლოებით თორმეტის ნახევარზე. მისტერ კრეილი ხატვას განაგრძობდა. მის
გრირის სიტყვების მიხედვით, რამოდენიმე ხნის შემდეგ მან დაიჩივლა, რომ ხელ-
ფეხი ერთმევა, ალბათ, რევმატიზმის გამო, მაგრამ მას არ უყვარდა ავადმყოფობაზე
ლაპარაკი და, ჩანს, მოერიდა ეღიარებინა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. საკმაოდ
გაღიზიანებულმა დაუმატა, რომ მარტო სურდა დარჩენა, და სთხოვა ყველა
დანარჩენი სასადილოდ წასულიყო. – თუმცა ასეთი განცხადება მისთვის უჩვეულო
არ იყო.
პუარომ თავი დაუქნია.
– ამრიგად, კრეილი საჭურვლის ბაღში მარტო დარჩა, – განაგრძო ჰეილმა, – მარტო
დარჩენილი კი მოეშვა. კუნთების დამბლა დაეწყო. ვინაიდან სწრაფი შველა არ
მოხერხდა, აღსასრულიც მალე მოვიდა.
პუარომ თავი ისევ დაუქნია.
– მე ვმოქმედებდი, როგორც საჭირო იყო. ფაქტების დადგენა არ მიჭირდა. წინა
დღით მისის კრეილმა და მის გრირმა იჩხუბეს. ამ უკანასკნელმა ძალზე
თავხედურად განაცხადა, რომ, როცა იქ იცხოვრებდა, ავეჯს გადაადგილებდა. მისის
კრეილი აღშფოთდა: „რას ამბობთ! რას ნიშნავს, „როცა თქვენ აქ იცხოვრებთ?“ – „თავს
ნუ იკატუნებთ, ვითომ არ გესმით, რას ვამბობ, ქეროლაინ. თქვენ სირაქლემასავით
ხართ, რომელიც თავს სილაში რგავს. თქვენ მშვენივრად იცით, რომ მე და ემიასს
ერთმანეთი გვიყვარს და დაქორწინებას ვაპირებთ“, – „არაფერი მსგავსი არ მსმენია“. –
თქვა მისის კრეილმა. მაშინ მის გრირმა უთხრა: „რა გაეწყობა. ახლა გაიგეთ.“ მაშინ
მისის კრეილი მიუბრუნდა ქმარს, რომელიც ოთახში იმ წუთს შემოვიდა და ჰკითხა:
„ემიას, შენ მართლა აპირებ მის გრირის ცოლად შერთვას?“
– მისტერ კრეილმა რა უპასუხა? – ცნობისწადილით იკითხა პუარომ.
– მე მგონი, იგი მის გრირს მიუბრუნდა და დაუყვირა: „რა ეშმაკად ლაპარაკობ
სისულელეებს? თუ ტვინი არ გყოფნის, ენას კბილი დააჭირე!“ – „მე ვფიქრობდი, რომ
ქეროლაინმა სიმართლე უნდა იცოდეს“, – უპასუხა მის გრირმა. „ეს მართალია,
ემიას?“ – ჰკითხა ქმარს მისის კრეილმა.
მან კი ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს, რაღაც ჩაიბურტყუნა.
– „მითხარი, მინდა ვიცოდე“. – არ ეშვებოდა ცოლი, რაზეც მან უპასუხა:
„მართალია, მართალია, მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი“ და ოთახიდან
გავიდა. მის გრირმა კი თქვა: „აი, ხედავთ!“ – და განაგრძო მსჯელობა იმის შესახებ,
რომ მისის კრეილის მხრივ უწესობა იყო თივაზე მჯდომი ძაღლივით მოქცევა, რომ
ყოველ მათგანს მეტი გონიერება მართებდა, და რომ პირადად იგი იმედოვნებდა, რომ
ქეროლაინი და ემიასი სამუდამო მეგობრებად დარჩებოდნენ.
– მისის კრეილმა რა უპასუხა: – დაინტერესდა პუარო.
– მოწმეთა სიტყვებით, მან გაიცინა, „უმალ მოვკვდები, ვიდრე ეს მოხდება, ელზა“,
– თქვა მან და კარისაკენ გაემართა. მის გრირმა დააწია: „რას გულისხმობთ?“ მისის
კრეილმა მოიხედა და თქვა: „უმალ მოვკლავ ემიასს, ვიდრე თქვენ დაგითმობთ“. –
ჰეილი დადუმდა. – მამხილებელი განცხადებაა, არა?
მკითხველთა ლიგა
– დიახ, – დაფიქრებით დაეთანხმა პუარო, – ვინ მოისმინა ყოველივე ეს?
– ოთახში მის უილიამსი და ფილიპ ბლეიკი იყვნენ. მათ თავი საკმაოდ
უხერხულად იგრძნეს.
– მათი ჩვენებები ემთხვევა ერთმანეთს?
– თითქმის. მე ჯერ არ მინახავს, რომ ორ მოწმეს ერთიდაიგივე მოვლენა სავსებით
ერთნაირად აღეწეროს. ეს თქვენ ჩემზე უკეთ იცით, მესიე პუარო.
პუარომ თავი დაუქნია და დაფიქრებით თქვა:
– დიახ, საინტერესო იქნებოდა გვენახა... – და დადუმდა.
– სახლში ჩხრეკა ჩავატარე, – განაგრძო ჰეილმა, – მისის კრეილის საძინებელში
ქვედა უჯრაში ჟასმინის სუნამოს ფლაკონი ვიპოვეთ. შალის წინდაში გახვეული.
ცარიელი იყო. თითის ანაბეჭდები ავიღე. ისინი მხოლოდ მისის კრეილს ეკუთვნოდა.
ანალიზის შედეგად, თითქმის ამოქროლილი ჟასმინის ზეთის და კონიუმის ახალი
ხსნარის ნარჩენები აღმოჩნდა.
მე გავაფრთხილე მისის კრეილი ჩვენებების მიცემის წესების შესახებ და ფლაკონი
ვაჩვენე. იგი მონდომებით მპასუხობდა. თქვა რომ ძალიან ცუდ გუნებაზე იყო.
მისტერ მერედით ბლეიკისაგან ნაყენის თვისებების შესახებ რომ გაიგო,
ლაბორატორიაში დარჩა, გადაასხა ჟასმინის სუნამო, რომელიც თან ჰქონდა და
ფლაკონი კონიუმის ნაყენით გაავსო. როცა ვკითხე, რატომ გააკეთა ეს, მან მიპასუხა:
„არის რაღაცეები, რაზედაც არ მსურს ლაპარაკი. მაგრამ უცებ განსაცდელში
ჩავვარდი. ჩემს ქმარს სურდა დავეტოვებინე სხვა ქალის გულისათვის. ეს რომ
მომხდარიყო, სიკვდილს ვარჩევდი. აი, ამის გამოც ავიღე საწამლავი“.
ჰეილი დადუმდა.
– დამაჯერებლად ჟღერს, – თქვა პუარომ.
– შესაძლოა, მსიე პუარო, მაგრამ ეს არ ემთხვევა იმას, რასაც მისის კრეილი ადრე
ამბობდა. შემდეგ დილას მორიგი სკანდალი მოხდა. მისი ნაწილი მისტერ ფილიპ
ბლეიკმა მოისმინა, მეორე ნაწილი – მის გრირმა. სკანდალი მისტერ და მისის
კრეილებს შორის ბიბლიოთეკაში ატყდა. მის გრირი ტერასაზე იჯდა ბიბლიოთეკის
ღია ფანჯარასთან და ბევრად მეტი ესმოდა.
– რა მოისმინეს?
– მისტერ ბლეიკმა გაიგონა, როგორ თქვა მისის კრეილმა: „შენ და შენი ქალები!
მზად ვარ მოგკლა. ოდესმე, ალბათ, ბოლოს მოგიღებ“.
– თვითმკვლელობა არ უხსენებია?
– არა, არაფერი მსგავსი შემდეგისა: „შენ თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავ“. მის
გრირმა თითქმის იგივე თქვა: „შეეცადე ამას გონივრულად შეხვდე, ქეროლაინ. მე შენ
მიყვარხარ და ყოველთვის ვიზრუნებ თქვენზე – შენსა და შვილზე, მაგრამ მსურს
ცოლად შევირთო ელზა. ჩვენ მუდამ მზად ვიყავით გაგვეთავისუფლებინა
ერთმანეთი“, რაზედაც მისის კრეილმა უპასუხა: „კარგი, ოღონდ მერე არ თქვა, რომ
არ გამიფრთხილებიხარ“. „რაზე მეუბნები?“ – იკითხა მან. და ცოლმა უპასუხა: „იმაზე,
რომ მიყვარხარ და შენზე უარს ვერ ვიტყვი. უმალ მოგკლავ, ვიდრე სხვა ქალს
დავუთმობ შენს თავს“.
პუარომ ხელი ოდნავ გაანძრია.
– ვფიქრობ, – ჩაიბუტბუტა მან, – რომ მის გრირი ძალზე არაგონივრულად
იქცეოდა, როცა ქორწინებას მოითხოვდა. მისის კრეილს მშვენივრად შეეძლო უარი
ეთქვა ქმრისთვის განქორწინებაზე.
– და ამის შესახებ გვაქვს მოწმეთა ჩვენებები. – თქვა ჰეილმა. – მისის კრეილი,
ვგონებ, რაღაცაში გამოუტყდა მისტერ მერედით ბლეიკს, ის ხომ მისი დიდი ხნის
მკითხველთა ლიგა
ერთგული მეგობარი იყო. მას ეწყინა და გადაწყვიტა მისტერ კრეილს
მოლაპარაკებოდა ამის შესახებ. ეს მოხდა, შემიძლია გითხრათ, წინა დღეს დილით.
მისტერ ბლეიკმა საკმაოდ დელიკატურად დატუქსა თავისი მეგობარი და შენიშნა,
ძალიან ეწყინება, თუ მისტერ და მისის კრეილის ქორწინება ასე კატასტროფულად
დაირღვევა. მან ისიც შენიშნა, რომ მის გრირი, ძალიან ახალგაზრდაა და ასეთი
ახალგაზრდა ქალისათვის საკმაოდ უსიამოვნოა განქორწინების პროცესში
მონაწილეობა. რაზედაც მისტერ კრეილმა სიცილით მიუგო (იგი გულცივი კაცი იყო):
„ელზა არც კი ფიქრობს ამაზე, იგი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს განქორწინების
პროცესში. ჩვენ ამას ჩვეულებრივად მოვაწყობთ“.
– ამდენად, მის გრირი უკადრისად მოიქცა, როცა მსგავსი ლაპარაკი წამოიწყო, –
შენიშნა პუარომ.
– თქვენ ხომ იცით, რანი არიან ქალები? – თქვა პოლიციის უფროსმა ოფიცერმა
ჰეილმა, – როგორ არიან მზად ერთმანეთს ყელში წვდნენ! ასეა თუ ისე, რთული
სიტუაცია შეიქმნა. ვერ გამიგია, რატომ დაუშვა ეს მისტერ კრეილმა. მისტერ
მერედით ბლეიკის სიტყვების მიხედვით, მას სურდა დაესრულებინა ნახატი. ეს
რამეს გეუბნებათ?
– დიახ, მეგობარო, ვგონებ, დიახ.
– მე კი არა. ადამიანი თავად ეძებდა უსიამოვნებებს.
– შესაძლოა, იგი სერიოზულად გაუბრაზდა ახალგაზრდა ქალს, იმის გამო, რომ მან
ძალიან წაიგრძელა ენა.
– დიახ, მერედით ბლეიკმაც იგივე თქვა. თუ მას სურათის დამთავრება სურდა,
რატომ არ უნდა აეღო რამოდენიმე ფოტო და არ ემუშავა მასზე. მე ვიცი ერთი კაცი,
იგი აკვარელით პეიზაჟებს ხატავს – სწორედ ასე მუშაობს.“
პუარომ თავი გაიქნია.
– არა, მე შემიძლია გავუგო კრეილს. გაიგეთ, ჩემო მეგობარო, რომ იმ დროს სურათი
მისთვის ამქვეყნად ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. როგორც არ უნდა
სდომოდა მას ამ ქალიშვილის ცოლად შერთვა, სურათი მისთვის უპირველესი იყო.
აი, რატომ იმედოვნებდა, რომ ამ ქალიშვილის მათ სახლში ყოფნისას არაფერი არ
გამოაშკარავდებოდა. ქალი, რა თქმა უნდა, სულ სხვა აზრისა იყო. ქალები
სიყვარულს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდნენ.
– განა მე ეს არ ვიცი? – რატომღაც თანაგრძნობით შეეხმიანა პოლიციის უფროსი
ოფიცერი ჰეილი.
– მამაკაცები, – განაგრძობდა პუარო, – განსაკუთრებით კი ხელოვანნი, სხვანაირი
ხალხია.
– ხელოვანნი! – ზიზღით წამოიძახა პოლიციის უფროსმა ჩინოსანმა. – ეს
გაუთავებელი ლაპარაკი ხელოვნებაზე! არასოდეს მესმოდა და ვერც გავიგებ! ერთი
გენახათ სურათი, რომელსაც კრეილი ხატავდა! მთლიანად დაბრეცილი,
გადაგრეხილი იყო. ქალიშვილი მასზე ისე გამოიყურებოდა, თითქოს კბილი
სტკიოდა, სათოფურები ირიბად მიდიოდა, უსიამოვნო სურათი იყო, დიდხანს ვერ
დავივიწყე. ღამღამობით მესიზმრებოდა კიდეც. უფრო მეტიც, მან რაღაცნაირად
იმოქმედა ჩემს მხედველობაზე – სათოფურები, კედლები და სხვა ყველაფერი
სწორედ ისეთად მეჩვენებოდა, როგორიც იმ ნახატზე იყო. ქალებიც კი!
– თავადაც ხომ ვერ მიხვდით, – გაუღიმა პუარომ, – ისე მიაგეთ ჯეროვნად პატივი
ემიას კრეილის დიდებას.
– სისულელეა! რატომ არ შეუძლია მხატვარს ისეთი რამ დახატოს, რაც სასიამოვნო
სანახავი იქნება? რატომ იკლავენ თავს სიმა-
მკითხველთა ლიგა
ხინჯეების ძებნით?
– ზოგიერთი ჩვენგანი სილამაზეს სრულიად უცნაურ რამეებში ხედავს.
– ის ქალიშვილი ხომ მშვენიერი იყო, – თქვა ჰეილმა, – დახატული, რა თქმა უნდა,
და თითქმის ტიტველი დადიოდა. ახლა ქალიშვილებმა სირცხვილი სულ დაკარგეს:
ეს, თუ გახსოვთ, თექვსმეტი წლის წინათ იყო. დღეს, ალბათ, მის ტანსაცმელს
ყურადღებას არავინ მიაქცევდა. მაგრამ მაშინ, – შოკირებული ვიყავი. შარვალი და
გულზე გადაღეღილი ტილოს პერანგი, მის ქვევით კი – არაფერი...
– წვრილმანები კარგად დაგხსომებიათ, – ეშმაკურად შენიშნა პუარომ.
პოლიციის უფროსი ოფიცერი ჰეილი გაწითლდა.
– უბრალოდ, იმ შთაბეჭდილებას გადმოგცემთ, რაც სურათმა ჩემზე მოახდინა, –
მკაცრად უპასუხა მან.
– მესმის, – დაამშვიდა იგი პუარომ და განაგრძო... – ესე იგი, გამოდის, რომ მისის
კრეილის წინააღმდეგ მთავარი მოწმეები იყვნენ ფილიპ ბლეიკი და ელზა გრირი.
– დიახ. ორივე ძალზე გაბრაზებული იყო, მაგრამ ბრალმდებელმა მოწმედ მოიყვანა
მოახლე, და მისი ჩვენებები უფრო მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდა, ვიდრე ბლეიკისა
და მის გრირის. იგი მთლიანად მისის კრეილის მხარეს იყო. მზად იყო ბოლომდის
ებრძოლა მისთვის, მაგრამ, როგორც პატიოსანი ქალი, სიმართლეს ამბობდა და არ
ცდილობდა რაიმე დაეფარა.
– მერედით ბლეიკი?
– საწყალი ჯენტლმენი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარი ამბით და სწორიცაა!
იგი საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მოამზადა ეს მომწამვლელი ნაყენი, –
ამაში კორონერიც სდებდა მას ბრალს. კონიუმი მომწამვლელი ნივთიერებების N 1
სიაში შედის. მისტერ ბლეიკი ძალიან მკაცრად გაკიცხეს. იგი მისტერ და მისის
კრეილებთან მეგობრობდა. ამიტომაც მომხდარს განსაკუთრებით ავადმყოფურად
განიცდიდა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მას, როგორც მუდმივად სოფელში
მცხოვრებ ადამიანს, ასეთი პოპულარობა სრულებით არ სჭირდებოდა.
– მისის კრეილის უმცროს დას ჩვენებები არ მიუცია?
– არა, საჭირო არ იყო. მას არ მოუსმენია, როგორ ემუქრებოდა მისის კრეილი ქმარს,
ხოლო ისეთ რამეს კი, რაც სხვა მოწმეები- საგან არ ვიცოდით, იგი ვერ
შეგვატყობინებდა. იგი ხედავდა, როგორ მივიდა მისის კრეილი მაცივართან და
იქიდან ლუდის ბოთლი გამოიღო. დაცვას, რასაკვირველია, შეეძლო მოეწვია იგი
მოწმედ იმის დასამტკიცებლად, რომ მისის კრეილმა ბოთლი პირდაპირ ბაღში
გაიტანა, გაუხსნელად, მაგრამ ამას უკვე არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინაიდან ჩვენ არც
ვამტკიცებდით, რომ ბოთლში კონიუმი იყო.
– როგორ მოახერხა ქალმა მისი ჭიქაში ჩასხმა, თუკი ამას ორი კაცი ესწრებოდა?
– ჯერ ერთი, ისინი მას თვალყურს არ ადევნებდნენ, მისტერ კრეილი წერდა – იგი
ხან ტილოს შეჰყურებდა, ხან ნატურას, მის გრირი პოზირებდა მისის კრეილისაკენ
ზურგით მჯდომი და მისი მზერა მისტერ კრეილზე იყო მიპყრობილი.
პუარომ თავი დაუქნია.
– მისის კრეილს არავინ უყურებდა, ხოლო საწამლავი მას, როგორც აღმოჩნდა,
ავტოკალმის პიპეტში ჰქონდა, რომლითაც მელანს ასხამენ კალამში. პიპეტი
გასრესილი ვნახეთ სახლისაკენ მიმავალ ბილიკზე.
– თქვენ, ვხედავ, ყველაფერზე გაქვთ პასუხი, – ჩაიბუტბუტა პუარომ.
– აბა, როგორ, მსიე პუარო? წინააღმდეგობის გარეშე უნდა ვაღიარო, რომ მისის
კრეილი ქმარს მოკვლით ემუქრებოდა და მან ლაბორატორიიდან საწამლავი მოიპარა.
ცარიელი ფლაკონი ქალის ოთახში იპოვეს და მასზე მხოლოდ მისი თითის
მკითხველთა ლიგა
ანაბეჭდები იყო. მან წინასწარ გააზრებულად მოუტანა ქმარს ლუდი – საკმაოდ
უცნაურია, თუ გავიხსენებთ, მანამდე მათ იჩხუბეს და ერთმანეთს არ
ელაპარაკებოდნენ.
– ძალიან საინტერესოა, ამისათვის მე ყურადღება არ მიმიქცევია.
– დიახ, ესეც ერთგვარი მტკიცებაა. რატომ გამოიჩინა მან მის მიმართ ასეთი
კეთილგანწყობილება? მისტერ კრეილი ამბობს, რომ უცნაური გემო აქვს – კონიუმს
მართლაც აქვს უსიამოვნო გემო. ცოლი მას მკვდარს ხედავს და მოახლეს დასარეკად
აგზავნის. რატომ? იმიტომ, რომ გაწმინდოს ბოთლი და ჭიქა და მათ ქმრის თითები
მიადოს, და ამის შემდეგ იგი ყვება, რომ მისმა ქმარმა მოინანია და თავი მოიკლა.
ძალიან დამაჯერებელია.
– დიახ, რა თქმა უნდა, ფანტაზიას მოკლებული კაცის მოგონილია.
– თუ გსურთ ჩემი აზრი იცოდეთ, მისის კრეილმა არც კი შეიწუხა თავი, ყოველივე
კარგად რომ გაეაზრებინა. ზიზღით და ეჭვიანობით იყო გამსჭვალული, მხოლოდ
იმაზე ფიქრობდა, როგორ გასწორებოდა მას. შემდეგ კი, როცა ყველაფერი
დასრულდა, როცა მან ქმარი მკვდარი იხილა, მაშინ, მე მგონი, გონს მოეგო, და
მიხვდა, რომ მკვლელობა ჩაიდინა, რაც სიკვდილით ისჯება. სრულ
სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი, პირველივე აზრს მოეჭიდა, რომელიც
თავში მოუვიდა, და თვითმკვლელობის ვერსია წამოაყენა.
– დიახ, ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ძალზე დამაჯერებლად ჟღერს, – შენიშნა
პუარომ. – მას შეეძლო ზუსტად ასე ეფიქრა.
– ეს მკვლელობა შეიძლება კვალიფიცირებული იქნას, როგორც წინასწარ
განზრახული მკვლელობა, და როგორც განუზრახავიც, – თქვა ჰეილმა. –
შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ მან ყველაფერი თავიდან ბოლომდე გაიაზრა.
ვფიქრობ, ეს წუთიერი გავლენით ჩაიდინა,
– შესაძლოა... – ჩაიბუტბუტა პუარომ.
ჰეილმა მას ცნობისმოყვარეობით შეხედა.
– შევძელი თუ არა დამერწმუნებინეთ, მსიე პუარო, – იკითხა მან, – რომ ყველაფერი
დღესავით ნათელია?
– თითქმის, მაგრამ სავსებით არა. არის ერთი-ორი გარემოება...
– შეგიძლიათ რაიმე სხვა ამოხსნა წარმოადგინოთ, რომელიც
უფრო დამაჯერებელი იქნება?
– რას აკეთებდნენ იმ დილით დანარჩენი მოქმედი პირები? – იკითხა პუარომ.
– შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყურადღებით შევამოწმეთ მათი მოქმედება.
ყველასი. ალიბი არავის აღმოაჩნდა, – მაგრამ, როცა სიკვდილი მოწამვლითაა
გამოწვეული, ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება. ვერაფერი შეუშლის ხელს მკვლელს
მისცეს მსხვერპლს საწამლავიანი ობლატი და აუხსნა, რომ კუჭნაწლავის მოქმედებას
უწყობს ხელს, შემდეგ კი ინგლისის მეორე ბოლოში აღმოჩნდეს.
– მაგრამ, თქვენ თვლით, რომ ამ შემთხვევაში ასეთი რამ ვერ მოხდებოდა?
– მისტერ კრეილი კუჭნაწლავს არ უჩიოდა და არც ჰგავდა, რომ მსგავსი რამ
შეიძლებოდა მომხდარიყო. მისტერ მერედით ბლეიკს, მართალია, უყვარდა
საკუთარი წარმოების შეთავაზება, მაგრამ არა მგონია, რომ მისტერ კრეილი მათ
იღებდა, და რომც გადაეწყვიტა, წინასწარ ხუმრობით ყველას ამცნობდა ამის შესახებ.
გარდა ამისა, რაში დასჭირდებოდა მისტერ მერედით ბლეიკს მისტერ კრეილის
მოკვლა? ფილიპ ბლეიკი გარდაცვლილის ყველაზე ახლო მეგობარი იყო. მის გრირი
შეყვარებული იყო მასში. მის უილიამსი, მე ვთვლი, ამტყუნებდა მისტერ კრეილს,
მაგრამ მორალურად გამტყუნება სრულებით არ ნიშნავს სურვილს მოწამლო
მკითხველთა ლიგა
ადამიანი. პატარა მის უორენი ხშირად ეკინკლავებოდა მას – იგი გარდამავალ ასაკში
იყო, – მაგრამ სკოლაში უნდა წასულიყო, და, მე მგონი, მათ ერთმანეთი ძალიან
მოსწონდათ. სახლში მას განსაკუთრებით ალერსითა და ყურდღებით ექცეოდნენ.
ალბათ, იცით რატომ. სულ პატარა ბავშვი იყო, როცა დამახინჯდა. ამასთან, ეს მისის
კრეილმა ძლიერი გაბრაზებისას გააკეთა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას
თავის შეკავება არ შეეძლო. გაბრაზდე ბავშვზე და სამუდამოდ დაამახინჯო?
– ეს აგრეთვე იმაზე მიუთითებს, – დაფიქრებით თქვა პუარომ, – რომ ანჯელა
უორენს ჰქონდა მიზეზი ნაწყენი ყოფილიყო ქეროლაინ კრეილზე.
– შესაძლოა, მაგრამ რა შუაშია აქ ემიას კრეილი? ამასთან, მისის კრეილი
ნამდვილად ერთგული იყო თავისი უმცროსი დის, თავისთან თვითონ წამოიყვანა,
როცა მას მშობლები გარდაეცვალა, და, როგორც უკვე ვთქვით, განსაკუთრებით
უყვარდა და ზედმეტად ანებივრებდა მას. გოგონასაც უყვარდა მისის კრეილი.
სასამართლო პროცესის დროს იგი ლონდონიდან წაიყვანეს, ცდილობდნენ, მას რაც
შეიძლება ცოტა სცოდნოდა – ეს, მე მგონი, თვით მის კრეილმა მოითხოვა, მაგრამ
გოგონა ძალიან განიცდიდა და მოითხოვდა, საშუალება მიეცათ, დას ციხეში
შეხვედროდა. ქეროლაინ კრეილმა უარი განაცხადა. მსგავსი შეხვედრა, – თქვა მან, –
შეიძლება სამუდამოდ დააჩნდეს გოგონას ფსიქიკას. და მოაწყო ისე, რომ გოგონა
სასწავლებლად საზღვარგარეთ გააგზავნეს. მის უორენი ძალიან ცნობილი პიროვნება
გახდა, – დაუმატა მან. – მოგზაურობს სადღაც გადაკარგულ ადგილებში და სამეფო
გეოგრაფიულ საზოგადოებაში ლექციებს კითხულობს.
– და არავინ ახსენებს მას იმ პროცესს?
– ჯერ ერთი, მას სხვა გვარი აქვს. მათ ქალიშვილობის გვარიც კი სხვადასხვა აქვთ.
ისინი დედით ერთნი არიან, მაგრამ სხვადასხვა მამები ჰყავთ. მისის კრეილის
ქალიშვილობის გვარი სფოლდინგია.
– მის უილიამსი კრეილების შვილის თუ ანჯელა უორენის აღმზრდელი იყო?
– ანჯელასი. პატარას გადია ჰყავდა, მაგრამ მის უილიამსი ცოტა ხანს მას
ყოველდღე მაინც უთმობდა.
– სად იყო ბავშვი ამ დროს?
– იგი გადიასთან ერთად ბებიასთან, ლედი ტრესილინთან იყო სტუმრად. ბებია
ქვრივია, ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი მოუკვდა და ამიტომაც განსაკუთრებით
მიეჯაჭვა ბავშვს.
– გასაგებია, – თავი დაუქნია პუარომ.
– რაც შეეხება ყველა დანარჩენ მოქმედ პირს, – განაგრძობდა ჰეილი, – შემიძლია
წარმოგიდგინოთ.
მის გრირი საუზმის შემდეგ იჯდა ტერასაზე ბიბლიოთეკის ფანჯარასთან. როგორც
უკვე ვთქვი, სწორედ იქ მოისმინა კრეილის და მის ცოლს შორის ჩხუბი. შემდეგ
კრეილთან ერთად წავიდა საჭურვლის ბაღში და იქ იჯდა სადილობამდე. წელში
გასაშლელად ბაღში ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიარა.
ფილიპ ბლეიკი საუზმის შემდეგ სახლში დარჩა და მანაც ნაწილობრივ მოისმინა
ჩხუბი. მას შემდეგ, რაც კრეილი და მის გრირი წავიდნენ, იგი გაზეთის კითხვას
შეუდგა. შემდეგ დაურეკა ძმამ და მის შესახვედრად წავიდა. მათ ერთად ჩაუარეს
საჭურვლის ბაღს. მის გრირი სახლში წავიდა პულოვერის ასაღებად, რადგან
შესცივდა, ხოლო კრეილთან დარჩა მისის კრეილი და ისინი ანჯელას სკოლაში
გამგზავრებაზე მსჯელობდნენ.
– მეგობრული საუბარი ჰქონდათ?

მკითხველთა ლიგა
– არა, მეგობრული – არა. კრეილი თითქმის უყვიროდა მას. ბრაზობდა, რომ
ოჯახური პრობლემებით აწუხებდნენ. ქალს სურდა ზოგიერთი წვრილმანი საკითხის
მასთან ერთად გადაწყვეტა, რადგან გაყრას აპირებდნენ.
პუარომ თავი დაუქნია.
ემიას კრეილს ორივე ძმა გამოელაპარაკა. შემდეგ ისევ გამოჩნდა მის გრირი და
თავის ადგილას დაჯდა. კრეილმა ფუნჯი აიღო, თან აშკარად იმედოვნებდა, რომ
ყველა წავიდოდა, ისინი მიუხვდებოდნენ და სახლში დაბრუნდებოდნენ. სხვათა
შორის, სწორედ მაშინ, საჭურვლის ბაღში ყოფნისას, ემიას კრეილმა დაიწუწუნა, რომ
ლუდი თბილი იყო და ცოლი შეპირდა, რომ მაცივრის ლუდს მოუტანდა.
– აჰა!
– სწორედ „აჰა!“.. იმ წუთას იგი თაფლივით დატკბა. ძმები სახლში დაბრუნდნენ და
ტერასაზე დასხდნენ. მისის კრეილმა და ანჯელა უორენმა მათ ლუდი მოუტანეს.
შემდეგ ანჯელა უორენი ზღვაზე საბანაოდ წავიდა. ფილიპ ბლეიკი მას გაჰყვა.
მერედით ბლეიკი მდელოზე მოეწყო, სადაც სკამი იდგა. ეს მდელო სწორედ
საჭურვლის ბაღს ემიჯნებოდა. იგი ხედავდა სათოფეზე მჯდომ მის გრირს და მასსა
და მისტერ კრეილს შორის გამართული საუბარიც ესმოდა. მისტერ მერედითი იჯდა
და დაკარგულ კონიუმზე ფიქრობდა. ამის გამო ძალიან ღელავდა და არ იცოდა,
როგორ მოქცეულიყო. ელზა გრირმა დაინახა იგი და ხელი დაუქნია. სადილის ზარი
რომ დარეკეს, იგი საჭურვლის ბაღის ჭიშკართან ჩავიდა. იქიდან ელზა გრირი
გამოვიდა და ერთად დაბრუნდნენ სახლში. სწორედ მაშინ შენიშნა მან, რომ კრეილი,
როგორც მან თქვა, საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, მაგრამ მაშინ ამისათვის
ყურადღება არ მიუქცევია. კრეილი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც ავად არასოდეს
ხდება, ამიტომაც არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ მას შეიძლება რამე დამართოდა.
მეორეს მხრივ, როცა იგი ისე ვერ ხატავდა, როგორც სურდა, მას სიბრაზე მოუვლიდა
ხოლმე, ან, პირიქით, დეპრესიაში ვარდებოდა. ასეთ შემთხვევებში მას არ
ეკარებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა ჰქონოდათ
მასთან. მის გრირი და მერედით ბლეიკი ამჯერადაც სწორედ ასე მოიქცნენ.
რაც შეეხება დანარჩენებს, მსახურები სახლის საქმითა და სადილის მომზადებით
იყვნენ დაკავებულნი. მის უილიამსი დილიდან საკლასო ოთახში იჯდა და ანჯელას
რვეულებს ასწორებდა, შემდეგ კი ტერასაზე ჩამოჯდა და თეთრეულის კემსვა
დაიწყო. ანჯელა უორენმა ნახევარი დილა ბაღში გაატარა – ხეებზე დაძვრებოდა,
ხილს წყვეტდა. ხომ იცით, როგორია თხუთმეტი წლის გოგო! ქლიავი, მჟავე ვაშლი,
მკვახე მსხალი და ასე შემდეგ. ამის შემდეგ იგი სახლში დაბრუნდა და, როგორც უკვე
გითხარით, ფილიპ ბლეიკთან ერთად ზღვაზე წავიდა, სადილობამდე იცურავა.
პოლიციის უფროსი ოფიცერი ჰეილი დუმდა.
– ახლა კი, – შემართებით თქვა მან, – როგორ ფიქრობთ, არის ამ ისტორიაში რაიმე
დამაეჭვებელი?
– არა, – თქვა პუარომ.
– აი, ხედავთ!
ამ ორ სიტყვაში კმაყოფილება გამოსჭვიოდა.
– და მაინც, – განაგრძო პუარომ, – მინდა ყველაფერი გავარკვიო.
– რის გაკეთებას აპირებთ?
– მინდა ის ხუთი ადამიანი ვინახულო და ყოველი მათგანისგან მოვისმინო
საკუთარი ვერსია მომხდარის თაობაზე.
პოლიციის უფროსმა ოფიცერმა ჰეილმა მძიმედ ამოიოხრა.

მკითხველთა ლიგა
– ხომ არ გაგიჟდით! – თქვა მან. – მათი ვერსიები ერთმანეთს არასოდეს
დაემთხვევა. ნუთუ, თქვენთვის ნათელი არაა, რომ ვერ იპოვი ორ ადამიანს, რომელიც
მოვლენებს ერთნაირად გაიხსენებს. თანაც ამდენი დრო გავიდა! თქვენ ხუთი
სხვადასხვა მკვლელობის ხუთ ვერსიას მოისმენთ!
– სწორედ ამის იმედი მაქვს, – უპასუხა პუარომ. – ეს გაკვეთილი იქნება.

მკითხველთა ლიგა
თავი VI

პირველი გოჭი ბაზარში წავიდა...

ფილიპ ბლეიკი სავსებით შეესაბამებოდა მონტეგიუ დეპლიჩის აღწერილობას.


წარმატებული, კონტაქტური ეშმაკუნა, რომელსაც მიდრეკილება აქვს სიმსუქნისაკენ.
ერკიულ პუარომ სთხოვა მას, კვირა საღამოს შვიდის ნახევარზე მიეღო. ფილიპ
ბლეიკს ახალი დამთავრებული ჰქონდა გოლფის პარტია და გამარჯვებას ზეიმობდა –
მოწინააღმდეგეს ხუთი გირვანქა მოუგო. იგი მეგობრული და გულახდილი
საუბრისადმი იყო განწყობილი.
ერკიულ პუარო წარუდგა მას და აუხსნა, რა სჭირდებოდა. ამჯერად იგი არ
ჩქარობდა თავისი მოსვლის ნამდვილი მიზეზის ახსნას. საქმე ეხებოდა, როგორც
ბლეიკმა გაიგო, ცნობილი დანაშაულებისადმი მიძღვნილი წიგნების სერიას.
– ღმერთო ჩემო, – მოიღუშა ფილიპ ბლეიკი, – ეს ვიღას სჭირდება?
ერკიულ პუარომ მხრები აიჩეჩა. დღეს იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად
ყოფილიყო უცხოელი. დე, უყურონ მას ზევიდან, მაგრამ ლმობიერად.
– ხალხს უყვარს ასეთი საკითხავი, – ჩაიბურტყუნა მან...
– ველურები, – დასძინა ფილიპ ბლეიკმა, მაგრამ ეს გულკეთილად იყო ნათქვამი,
იმ ზიზღის გარეშე, რომელსაც უფრო წესიერი ადამიანი გამოამჟღავნებდა.
– ასეთია ადამიანის ბუნება, – შენიშნა ერკიულ პუარომ. თან მხრები აიჩეჩა. – მე და
თქვენ, მისტერ ბლეიკ, ვიცნობთ ცხოვრებას, ამიტომაც, ჩვენს თვისტომთა მიმართ
ილუზიები არა გვაქვს. მათი უმეტესობა კარგი ხალხია, მაგრამ იდეალს ვერ
უტოლდებიან.
– პირადად მე დიდი ხანია ილუზიებს შევეშვი, –– გამოტყდა ბლეიკი.
– სამაგიეროდ, ამბობენ, სახალისო ისტორიებს ყვებაო.
– ა! – თვალები გაუბრწყინდა ბლეიკს. – გსმენიათ?
პუარომ სწორედ იქ გაიცინა, სადაც საჭირო იყო. ისტორია ჭკუის სასწავლებელი არ
იყო, მაგრამ სახალისო – ნამდვილად.
ფილიპ ბლეიკი სავარძლის საზურგეზე გადაწვა, მოეშვა, თვალები სიამოვნებისაგან
მოეწკურა.
ერკიულ პუაროს კი თავში მოუვიდა, რომ იგი ცხოვრებით კმაყოფილ გოჭს
მიაგავდა.
პირველი გოჭი ბაზარში წავიდა...
რას წარმოადგენს ეს კაცი, ფილიპ ბლეიკი? როგორც ჩანს, უდარდელად ცხოვრობს,
უმართლებს, თავის თავით კმაყოფილია, არავითარი საყვედური, სინდისის ქენჯნა,
წარსულის მოუშორებელი მოგონებები. დიახ, სწორედ გამოკვებილი გოჭია,
რომელიც ბაზარში წავიდა და ბევრი საქონელი შეიძინა...
ოდესღაც კი ფილიპ ბლეიკი, ალბათ, სულ სხვაგვარი იყო. ჩანს, ახალგაზრდობაში
ლამაზიც გახლდათ, თვალები, მართალია, შეიძლებოდა ოდნავ დიდი ჰქონოდა და
უფრო შორი-შორსაც, მაგრამ სხვა მხრივ, სავსებით ნორმალური ახალგაზრდა კაცი
იქნებოდა. ახლა რამდენის იქნება? შესახედავად ორმოცდაათსა და სამოცს შორის
მკითხველთა ლიგა
უნდა იყოს. ესე იგი, კრეილის სიკვდილის დროს იგი ორმოცის ფარგლებში
იქნებოდა. იმ დროს თავისი თავით, მდგომარეობით ნაკლებად კმაყოფილი იყო.
ცხოვრებისაგან, ალბათ, მეტს მოითხოვდა. ნაკლებს კი იღებდა...
პუარომ, რომელმაც არ იცოდა, საქმეს როგორ შედგომოდა, ჩაილაპარაკა.
– თქვენ, რასაკვირველია, გესმით ჩემი მდგომარეობა!
– არა, წარმოიდგინეთ, ვერც კი ვხვდები. – მაკლერი გასწორდა, მზერა ისევ
ყურადღებიანი გაუხდა, – რატომ თქვენ?
– თქვენ ხომ მწერალი არ ბრძანდებით?
– არავითარ შემთხვევაში. მე გამომძიებელი ვარ.
ასეთი მორიდებულობა ერკიულ პუაროს საერთოდ არ ახასიათებდა.
– დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ ვიცით, თქვენ ვინ ბრძანდებით. გამოჩენილი
ერკიულ პუარო!
მაგრამ მის ტონში დაცინვა გამოსჭვიოდა. ფილიპ ბლეიკი ზედმეტად ინგლისელი
იყო, რათა უცხოელის პრეტენზიები სერიოზულად მიეღო.
თავის ახლობლებს კი ეტყოდა:
– ცბიერი, გაიძვერა! შესაძლოა, ქალებზე მართლაც ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ
ჩემთან ეგ ნომერი არ გაუვა!
და თუმცა სწორედ ასეთი ირონიული დამოკიდებულება სურდა ერკიულ პუაროს
მასში გამოეწვია, უცებ იგი მაინც გაბრაზდა. -
ამ კაცზე, ამ წარმატებულ საქმოსანზე ერკიულ პუაროს გამოჩენამ სათანადო
შთაბეჭდილება ვერ მოახდინა! რას ჰგავს ეს!
– მე ნამდვილად მსიამოვნებს, – არცთუ გულახდილად თქვა პუარომ. – რომ თქვენ
მე ასე კარგად მიცნობთ. ჩემი წარმატება, ნება მიბოძეთ შევნიშნო, ფსიქოლოგიაზეა
დამყარებული – მუდმივ „რატომ?“-ზე ადამიანის ქცევაში. დღესდღეობით, მისტერ
ბლეიკ, მსოფლიოს აინტერესებს ჩადენილი დანაშაულის ფსიქოლოგიული ასპექტი.
ოდესღაც ეს რომანტიკული ასპექტი იყო. ცნობილი დანაშაულები მხოლოდ ერთი
თვალსაზრისით განიხილებოდა – მათ საფუძვლად სასიყვარულო ისტორია ედო.
ჩვენს დროში ყველაფერი შეიცვალა. ხალხი ინტერესით კითხულობს იმის შესახებ,
რომ ექიმმა კრიპენმა მოჰკლა თავისი ცოლი იმიტომ, რომ იგი დიდი მოსული ქალი
იყო, თავად კი – ჩია და შეუმჩნეველი. და ამიტომ, მას არასრულფასოვნების
კომპლექსი გაუჩნდა. კითხულობენ ცნობილი ბოროტმოქმედი ქალის შესახებ,
რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა იმის გამო, რომ მამამისი მას სამი წლის ასაკში
ყურადღებას არ აქცევდა. ამჟამად ხალხს აინტერესებს, რატომ მოხდა ესა თუ ის
დანაშაული.
ფილიპ ბლეიკმა ოდნავ დაამთქნარა და თქვა:
– მე მგონი, დანაშაულებათა უმეტესობის მიზეზი სავსებით ნათელია.
ჩვეულებრივ, ეს არის ფული.
– არა, ჩემო ძვირფასო სერ, – წამოიძახა პუარომ, – მიზეზი არასოდეს არ არის
ნათელი, საქმე სწორედ ესაა!
– და სწორედ აქ ერთვებით თქვენ, არა?
– და სწორედ აქ, როგორც თქვენ თქვით, ვერთვები მე. არის იდეა წარმოვადგინოთ
ოდესღაც ჩადენილი დანაშაულებები ფსიქოლოგიის თვალთახედვით. მე
ფსიქოლოგიის სპეციალისტი ვარ. აი, რატომ ვიკისრე ამ დავალების შესრულება:
– ალბათ, საკმაოდ სარფიანი პირობით? – ჩაიცინა ფილიპ ბლეიკმა.
– ვიმედოვნებ, ძალზე ვიმედოვნებ.
– გილოცავთ. ახლა კი, ეგებ ამიხსნათ, მე რაღა შუაში ვარ?
მკითხველთა ლიგა
– სიამოვნებით. ლაპარაკია კრეილების საქმეზე, მსიე.
ფილიპ ბლეიკს არ გაჰკვირვებია. იგი ჩაფიქრდა.
– დიახ, რა თქმა უნდა, კრეილების საქმე... – წარმოთქვა მან.
– ვიმედოვნებ, ეს უსიამო გრძნობებს არ აღძრავს თქვენში, მისტერ ბლეიკ? –
აღელდა ერკიულ პუარო.
– არავითარ შემთხვევაში, – დაარწმუნა ფილიპ ბლეიკმა, – რაღა აზრი აქვს წუხილს
იმაზე, რასაც ვერ შეცვლი? ქეროლაინ კრეილის პროცესი დიდი ხანია
საზოგადოებისათვის ღიაა, ნებისმიერს შეუძლია მიმართოს არქივებს და თავიდან
ბოლომდე შეისწავლოს. უარყოფას აზრი არა აქვს, თუმცა, არ მეშინია ვაღიარო, რომ
ეს მაინცდამაინც არ მომწონს. ემიას კრეილი ჩემი ახლო მეგობარი იყო. სამწუხაროა,
რომ ამ უსიამოვნო ისტორიის ხელახლა ამოქექვა მიწევს. მაგრამ ამას ვერ გაექცევი.
– თქვენ ფილოსოფოსი ხართ, მისტერ ბლეიკ.
– არა, უბრალოდ კარგად მესმის, რომ სახიფათოა ცეცხლთან თამაში. იმასაც
ვფიქრობ, რომ თქვენ ამ პრობლემას უფრო ნაკლებ მიკერძოებულად მიუდგებით,
ვიდრე ნებისმიერი სხვა.
– ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამის შესახებ საკმაოდ დელიკატურად დაწერას და
უგემოვნებას არ დავუშვებ, – თქვა პუარომ.
ფილიპ ბლეიკმა ხმამაღლა, მაგრამ უხალისოდ ჩაიხორხოცა.
– სასაცილოა ამის თქვენგან მოსმენა.
– მერწმუნეთ, მისტერ ბლეიკ, მე დიდად ვარ ამაში დაინტერესებული, ჩემთვის ეს
მხოლოდ ფულის საქმე არაა, მე გულწრფელად მინდა წარსულის აღდგენა, იმ
მოვლენების შეგრძნება და დანახვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა, გაგება იმისა, თუ რა
იდგა ყოველივე ამის უკან, ამ დრამის მონაწილეთა აზრებსა და გრძნობებში გარკვევა.
– არა მგონია, რომ ამ, როგორც თქვენ ამბობთ, დრამაში რაიმე განსაკუთრებული
ეშმაკობა იყოს. საქმე სავსებით ნათელი იყო. ჩვეულებრივი ქალური ეჭვიანობა, და
მეტი არაფერი, – შენიშნა ფილიპ ბლეიკმა.
– ძალიან მაინტერესებს, მისტერ ბლეიკ, თქვენი რეაქცია მომხდარ ამბავზე.
– რეაქცია! რეაქცია! – უცებ ფიცხად გაიმეორა ფილიპ ბლეიკმა, და სახე
წამოუწითლდა – როგორ შეგიძლიათ ასე ილაპარაკოთ? რა რეაქცია შეიძლებოდა
მქონოდა, როცა მოკლეს, მოწამლეს ჩემი მეგობარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი! და მე
უფრო სწრაფად რომ მემოქმედა, მოვახერხებდი მის გადარჩენას.
– რატომ ფიქრობთ ასე, მისტერ ბლეიკ?
– აი, რატომ. მე ვთვლი, რომ თქვენ უკვე იცნობთ საქმის ვითარებას – პუარომ თავი
დაუქნია, – შესანიშნავია. იმ დილით ჩემმა ძმამ მერედითმა დამირეკა. იგი
ხათაბალაში გაება. მისი ერთ-ერთი მცენარეული ნახარში, რომელიც
მომაკვდინებელია, გამქრალიყო. მე როგორ მოვიქეცი? ვუთხარი მოსულიყო და
დავპირდი, რომ გავარკვევდით ამ გარემოებას, გადავწყვეტდით, როგორ
მოვქცეულიყავით. „გადავწყვეტდით, როგორ მოვქცეულიყავით.“ აქამდე ვერ გამიგია,
რატომ აღმოვჩნდი ასეთი სულელი და რატომ ვერ მოვიფიქრე, რომ დაყოვნება
სიკვდილის ტოლფასია. მე პირდაპირ ემიასთან უნდა მივსულიყავი და
გამეფრთხილებინა: „ქეროლაინმა მერედითს საწამლავი მოპარა და შენ და ელზა
ფრთხილად უნდა იყოთ“.
ბლეიკი წამოდგა და ოთახში აღგზნებულმა გაიარ-გამოიარა.
– ღმერთო ჩემო, ნუთუ ფიქრობთ, რომ დამავიწყდა? მე ვიცოდი, საშუალება მქონდა
გადამერჩინა ემიასი, მე კი ამას არასერიოზულად მოვეკიდე, და მერედითს მივანდე
გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. რატომ არ მეყო ჭკუა მეფიქრა, რომ ქეროლაინს
მკითხველთა ლიგა
არც სინდისის ქენჯნა, არც იჭვნეულობა არ შეაჩერებდა? მან ეს საწამლავი
ტყუილუბრალოდ არ მოიპარა, მოიპარა იმისთვის, რომ პირველივე
შესაძლებლობისთანავე გამოეყენებინა. იგი არ მოიცდიდა, ვიდრე მერედითი
დანაკარგს აღმოაჩენდა, მე ვიცოდი, რომ ემიასს სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ
არაფერი ვიღონე.
– ტყუილად ისჯით თავს, მსიე, თქვენ დრო არ გქონდათ...
– დრო? – შეაწყვეტინა ბლეიკმა. – დრო საკმაო მქონდა. და უამრავი
შესაძლებლობაც. შემეძლო პირდაპირ მივსულიყავი ემიასთან, რომც არ
დაეჯერებინა. ემიასი იმ კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, რომელსაც ადვილად
სჯერა, რომ განსაცდელი ემუქრებ. იგი მხოლოდ ხელს ჩაიქნევდა. გარდა ამისა, იგი
არასდროს დაიჯერებდა, რომ ქეროლაინს შეეძლო ბოროტმოქმედება ჩაედინა, მე კი
შემეძლო მისის კრეილთან მისვლა და თქმა: „ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული, რის
გაკეთებას აპერებ. გაფრთხილებ: თუ ემიასი ან ელზა მოკვდებიან კონიუმით
მოწამვლისაგან, შენ ჩამოგახრჩობენ“. ეს მას გააჩერებდა. ბოლოს და ბოლოს შემეძლო
პოლიციაში დამერეკა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. ამის მაგივრად კი მე ნება
მივეცი მერედითს დავეყოლიებინე, ფრთხილად და აუჩქარებლად გვემოქმედა.
„ყველაფერი კარგად უნდა განვსაჯოთ და დავრწმუნდეთ, ვინ აიღო საწამლავი...“
ბებერი სულელი – მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი სწრაფი გადაწყვეტილებაც არ
მიუღია. გაუმართლა, რომ უფროსი ვაჟიშვილი აღმოჩნდა და მემკვიდრეობად
მამული ერგო. ერთხელ მაინც რომ დასჭირვებოდა ფულის გაკეთება, ჯიბეში ერთი
პენიც არ შერჩებოდა.
– ეჭვიც არ შეგპარვიათ იმაში, თუ ვინ აიღო საწამლავი? – იკითხა პუარომ.
– რა თქმა უნდა, არა. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს ქეროლაინის ნახელავი იყო, მე მას
კარგად ვიცნობდი.
– ძალზე საინტერესოა, – შენიშნა პუარომ, – მინდა ვიცოდე, მისტერ ბლეიკ, რას
წარმოადგენს ქეროლაინ კრეილი.
– იგი არ იყო შეურაცხყოფილი უმანკოება, როგორიც პროცესზე ჩანდა, – მკვახედ
თქვა ფილიპ ბლეიკმა.
– მაშ როგორი იყო?
ბლეიკი დაჯდა.
– მართლა გსურთ იცოდეთ? – მკაცრად იკითხა მან.
– ძალიან.
– ქეროლაინი საძაგელი იყო,თავიდან ბოლომდე საძაგელი, მაგრამ მომხიბლავი. მას
ჰქონდა ის სირბილე, რომელიც ხალხს ატყუებს. ნაზი და უმწეო ჩანდა, ირგვლივ
მყოფთ სურვილი უჩნდებოდათ, დახმარებოდნენ მას. ისტორიას თუ მივმართავთ,
მას ბევრი აქვს საერთო შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტთან. მუდამ
კეთილი, უბედური, მიმზიდველი, სინამდვილეში კი – ცივი, ანგარებიანი და
ინტრიგანი, რომელმაც დარნლის მკვლელობა ჩაიფიქრა და პასუხისმგებლობას აცდა.
ქეროლაინიც ასეთივე იყო – ცივი და ანგარებიანი, და არც გულით იყო კეთილი.
– არ ვიცი, გითხრეს თუ არა – პროცესზე ეს არ იყო აღნიშნული, როგორც არსებითი
დეტალი, მაგრამ ეს მას გარკვეულ რაკურსში გააშუქებს, – რა უქნა მან თავის უმცროს
დას? იგი ბუნებით ეჭვიანი იყო. დედამისი ხელმეორედ გათხოვდა და მთელი
ყურადღება და სიყვარული პატარა ანჯელაზე გადავიდა. ქეროლაინმა ეს ვერ აიტანა
და შეეცადა პატარა მოეკლა – ცეცხლის საჩხრეკის ტარი ჩაარტყა. საბედნიეროდ,
დარტყმა მომაკვდინებელი არ აღმოჩნდა. მაგრამ ეს საქციელი ბევრ რამეზე
მეტყველებს.
მკითხველთა ლიგა
– დიახ, რა თქმა უნდა.
– აი, როგორი იყო ნამდვილი ქეროლაინი. იგი ყველგან და ყოველთვის ცდილობდა
პირველი ყოფილიყო. იყოს მეორე – ამას ის ვერ გადაიტანდა. მასში იყო ცივი
ეგოიზმი, მკვლელობის ჩადენის უნარი.
იგი იმპულსური ჩანდა, სინამდვილეში კი ანგარებიანი იყო, ჯერ კიდევ სულ
ახალგაზრდა, როცა იგი ოლდერბერიში იყო სტუმრად, ჩვენ სწრაფად, მაგრამ
ყურადღებით გვათვალიერებდა და თავში მომავალს გეგმავდა. საკუთარი ფული მას
არ გააჩნდა. მე – მის გეგმებში არ შევდიოდი, – უფროსი ვაჟი, რომელსაც თავად უნდა
გაეკაფა გზა. ცოტა ხანს იგი მერედითს აკვირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი
ემიასზე შეაჩერა. ემიასს ექნებოდა ოლდერბერი, და თუმცა მამულიდან დიდი
შემოსავალი არ იყო, იგი მიხვდა, რომ კრეილი არაჩვეულებრივად ნიჭიერი მხატვარი
იყო და იმაზე დახარბდა, რომ როცა გამოჩენილი გახდებოდა, კარგი შემოსავალი
ექნებოდა.
არც შემცდარა. ემიასმა აღიარება მალე მოიპოვა. იგი მოდური მხატვარი არ გახდა,
მაგრამ მისი ნიჭი სცნეს და სურათები კარგად იყიდებოდა. გინახავთ მისი ნახატები?
მე მაქვს ერთი. წამოდით, გაჩვენებთ.
მან პუარო სასადილო ოთახში გაიყვანა და მარცხენა კედელზე მიუთითა.
– აი, ინებეთ. ეს არის ემიასის ნახატი.
პუარო სურათს ჩუმად ათვალიერებდა. იგი გაოგნებული იყო, თუ როგორ შეუძლია
ადამიანს თავისი ნიჭის ჯადოსნური ძალის მეშვეობით გარდაქმნას სრულიად
ჩვეულებრივი საგანი. წითელი ხის გაპრიალებულ მაგიდაზე იდგა ვარდებიანი
ლარნაკი. თითქოსდა გაცვეთილი თემაა. როგორ მოახერხა ემიას კრეილმა
აეელვარებინა ვარდები ველური, თითქმის ურცხვი, უხამსი ცეცხლით? ამ ცეცხლის
ანარეკლი თითქოსდა ცოცხლად თრთოდა მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირზე.
რითი აიხსნებოდა ის გაოცება, რასაც სურათი იწვევდა? იგი მართლაც გასაოცარი იყო.
მაგიდის პროპორციები პოლიციის უფროს ოფიცერ ჰეილს, ალბათ, საგონებელში
ჩააგდებდა. იგი დაიწყებდა მტკიცებას, რომ მსგავსი ფორმისა და ფერის ვარდები არ
არსებობდა. შემდეგ კი დიდხანს იფიქრებდა იმაზე, თუ რატომ არ მოუვიდა თვალში
ეს ვარდები და რა მიზეზით არ მოეწონა წითელი ხის მრგვალი მაგიდა.
– საკვირველია, – ოდნავი ამოოხვრით ჩაილაპარაკა პუარომ.
ბლეიკმა იგი უკან დააბრუნა.
– ვერასოდეს ვერკვეოდი ხელოვნებაში. არ მესმის, რატომ მინდა ვუყურო და
ვუყურო ამ სურათს თვალმოუშორებლად. ის ისეთი... ისეთი ცოცხალია, – გამოტყდა
იგი.
პუარომ თავი ენერგიულად დაუქნია.
ბლეიკმა სტუმარს სიგარეტი შესთავაზა და თავადაც მოუკიდა.
– და ეს ადამიანი, ადამიანი, რომელმაც დახატა ეს ვარდები, ადამიანი, რომელმაც
შექმნა „ქალი, რომელიც კოქტეილს ამზადებს“, ადამიანი, რომელმაც დახატა
არაჩვეულებრივი „ქრისტე-შობა“, გაფურჩქვნის ხანაში დაღუპა შურისმაძიებელმა,
ბუნებით ავმა ქალმა!
იგი დადუმდა.
– თქვენ იტყვით, რომ მე სასტიკი, უსამართლო ვარ ქეროლაინის მიმართ. დიახ, მას
ჰქონდა მომხიბვლელობა, მე ვგრძნობდი ამას, მაგრამ ვიცოდი, ყოველთვის ვიცოდი,
რას წარმოადგენდა ეს ქალი სინამდვილეში. ეს ქალი, მსიე პუარო, ბოროტების
განსახიერება იყო. იგი უმოწყალო, დაუნდობელი და ველური იყო.

მკითხველთა ლიგა
– მაგრამ, როგორც მე მითხრეს, მისის კრეილს ქორწინებაში მრავალი სიძნელე
შეხვდა?
– დიახ, თანაც მას სულაც არ ერიდებოდა ყველასთან ამის მოყოლა. მუდამ
ტანჯული! საცოდავი ემიასი! მისი ოჯახური ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო –
ან, უფრო სწორად, ჯოჯოხეთი იქნებოდა, იგი ასეთი ჩვეულებრივი ადამიანი რომ
ყოფილიყო. მისი ნიჭი მას იცავდა. როცა იგი ხატავდა, მისთვის ყველაფერი
სულერთი იყო. მას ავიწყდებოდა ქეროლაინი, გამუდმებული კინკლაობა, ჩხუბი და
დავიდარაბა, რომელსაც, როგორც ცნობილია, ბოლო არ ჰქონდა. კვირა ისე არ
გავიდოდა, მორიგი სკანდალი რომ არ მომხდარიყო. ქალს ეს ჩხუბები სიამოვნებას
ანიჭებდა, თითქოსდა გუნებას უუმჯობესებდა. გრძნობებს გამოსავალს აძლევდა. იგი
იძახდა საწყენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა.
შემდეგ კი სიამოვნებისაგან კატასავით კრუტუნებდა. კრეილს კი მსგავსი სკანდალები
ძვირად უჯდებოდა. იგი სიჩუმეს, სიმშვიდეს ესწრაფვოდა, მისნაირ კაცს ცოლი
საერთოდ არ უნდა შეერთო – იგი ოჯახური კერისათვის არ იყო დაბადებული.
კრეილისნაირ კაცს შეიძლება ჰქონდეს რომანები, მაგრამ არა ოჯახი. იგი ბორკავს მის
ინდივიდუალობას.
– უთქვამს მას რაიმე ამის თაობაზე?
– მან იცოდა, რომ მე მისი ერთგული მეგობარი ვიყავი. და ესმოდა, რომ მე თვითონ
ვხედავდი ყველაფერს. იგი არ ჩიოდა. ასეთი კაცი არ იყო. ზოგჯერ წამოსცდებოდა:
„წყეულ იქნენ ეს ქალები!“ ან „ცოლი არასოდეს შეირთო, მეგობარო, სიკვდილის
მერეც მოასწრებ ჯოჯოხეთში მოხვედრას“.
– იცოდით, რომ მის გრირით იყო გატაცებული?
– დიახ. მე ვხედავდი, როგორ დაიწყო ეს. მან მითხრა, რომ გაიცნო
არაჩვეულებრივი ქალიშვილი, რომელიც სულ არ ჰგავდა იმათ, ვისაც იგი ადრე
იცნობდა. მე დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია მისი სიტყვებისათვის. ემიასი
მუდამ „არაჩვეულებრივ ქალებს“ ხვდებოდა, მაგრამ, ჩვეულებრივ, უკვე ერთი თვის
შემდეგ იგი უაზრო თვალებით შემოგცქეროდათ და ვერ იხსენებდა ვიზე
ელაპარაკებოდით. მაგრამ ელზა გრირი მართლაც არ ჰგავდა სხვებს. ამას მე მივხვდი,
როცა ოლდერბერიში ჩავედი. ქალმა იგი ჩაიჭირა, ერთხელ და სამუდამოდ. დაიმონა.
საცოდავი, მთლად მის ჭკუაზე დადიოდა.
– ელზა გრირიც არ მოგწონდათ?
– არ მომწონდა. იგი ნამდვილად მტაცებელი იყო. მას სურდა, რომ კრეილი
სულითა და ხორცით მისი ყოფილიყო. და მაინც, ამის მიუხედავად, მე ვთვლი, რომ
იგი უფრო შესაფერისი იყო მისთვის, ვიდრე ქეროლაინი. იგი რომ მისი ცოლი
ყოფილიყო, კრეილს უფრო მეტი თავისუფლება ექნებოდა ან მობეზრდებოდა და მის
გრირი უცებ იპოვნიდა ვინმე სხვას. ქალებთან ყოველნაირი კავშირისაგან
განთავისუფლება ემიასისათვის მხოლოდ სარგებლობის მომტანი იქნებოდა.
– მაგრამ იგი, ჩანს, არ ცდილობდა ამას?
– ეს სულელი გამუდმებით ებმებოდა რაღაც ინტრიგებში, – ამოიოხრა ფილიპ
ბლეიკმა, – მაგრამ სინამდვილეში ქალები მის ცხოვრებაში დიდად მნიშვნელოვანი
არ იყვნენ. მხოლოდ ორმა დატოვა მასში კვალი – ქეროლაინმა და ელზამ.
– უყვარდა კრეილს ბავშვი? – იკითხა პუარომ.
– ანჯელა? ანჯელა ჩვენ ყველას გვიყვარდა, მშვენიერი გ ოგონა იყო! კაპრიზების
გარეშე. ოინების ჩადენა უყვარდა. უბედური ქალი იყო მისი აღმზრდელი. ანჯელა
ემიასსაც ძალიან უყვარდა, მაგრამ ზოგჯერ, როცა გოგონა მეტისმეტად გაილაღებდა,
უჯავრდებოდა მას. ამ დროს ერეოდა ქეროლაინი, თან ყოველთვის ანჯელას მხრეს
მკითხველთა ლიგა
იჭერდა, რითაც ემიასი საბოლოოდ გამოჰყავდა მოთმინებიდან. იგი ვერ იტანდა,
როდესაც მის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით ილაშქრებდნენ. სახლში საერთოდ
ზომაზე მეტი ეჭვიანობა იყო. ემიასი ეჭვიანობდა იმაზე, რომ ქეროსათვის ანჯელა
ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და მისთვის იგი ყველაფერს გააკეთებდა. ანჯელა
კი ეჭვიანობდა ქეროზე ემიასის მიმართ და ვერ ურიგდებოდა კრეილის
მბრძანებლურ მანერებს. სწორედ კრეილმა მიიღო გადაწყვეტილება შემოდგომაზე
იგი სკოლაში გაეგზავნათ, და გოგონა გაბრაზდა იმის გამო კი არა, რომ მას სკოლაში
არ სურდა წასვლა, მე მგონი, იგი სულაც არ იყო სკოლის წინააღმდეგი, იგი გაბრაზდა
იმაზე, რომ ემიასმა ყველაფერი თავად გადაწყვიტა, ისე რომ მას არ მოლაპარაკებია,
და იგი ყოველნაირად ცდილობდა შური ეძია. ერთხელ მან ემიას საწოლში ათამდე
ლოქორა ჩაუგდო. საერთოდ კი, მე ვთვლი, რომ ემიასი მართალი იყო, გოგონას უნდა
გაეგო, რა არის დისციპლინა. მის უილიამსი მშვენიერი აღმზრდელი იყო, მაგრამ
ისიც კი აღიარებდა, რომ ძალა არ შესწევდა ანჯელას გამკლავებოდა.
იგი დადუმდა.
– როცა ვიკითხე, უყვარდა თუ არა ემიასს ბავშვი, – თქვა პუარომ, – მხედველობაში
მისი საკუთარი შვილი მყავდა.
– ა. თქვენ პატარა კარლაზე ლაპარაკობთ? ისიც ყველას უყვარდა. ემიასი, თუ
ხასიათზე იყო, სიამოვნებით ეთამაშებოდა მას. მაგრამ, თუ თქვენ ეს გაინტერესებთ,
მისი სიყვარული შვილისადმი არ შეუშლიდა ხელს, მშვიდად შეერთო ელზა.
განსაკუთრებული გრძნობა მას შვილის მიმართ არ ჰქონია.
– ქეროლაინ კრეილს ძალიან უყვარდა შვილი?
ფილიპს სახეზე კრუნჩხვასავით რაღაცამ გადაჰკრა.
– ვერ ვიტყვი, რომ იგი ცუდი დედა იყო, არა, ვერ ვიტყვი, ერთადერთი...
– დიახ, მისტერ ბლეიკ.
– ერთადერთი, რაც ტკივილს იწვევს ჩემში მთელს ამ ისტორიაში, – მწარედ
დასძინა ფილიპმა, – ეს არის ფიქრი ბავშვის შესახებ. რა ტრაგიკულ ვითარებაში
დაიწყო მისი ცხოვრება! იგი საზღვარგარეთ გააგზავნეს ემიასის ბიძაშვილთან.
ვფიქრობ, რომ მან და მისმა ქმარმა შესძლეს ბავშვისაგან სიმართლის დამალვა.
პუარომ თავი გაიქნია.
– სიმართლეს, მისტერ ბლეიკ, ჩვევად აქვს გამოაშკარავდეს წლების შემდეგაც კი.
– არა ვარ დარწმუნებული, – ჩაიბუტბუტა მაკლერმა.
– ჭეშმარიტების გულისათვის, მისტერ ბლეიკ, – განაგრძო პუარომ, – მინდა
გთხოვოთ რაღაც გააკეთოთ.
– კერძოდ რა?
– მსურს გთხოვოთ დაწვრილებით აღმიწეროთ ყველა მოვლენა, რასაც
ოლდერბერიში ჰქონდა ადგილი იმ დღეებში. ანუ მინდა გთხოვოთ, წერილობით
მომაწოდოთ თქვენი მოგონებები, დაკავშირებული როგორც მკვლელობასთან, ისე
მის თანმდევ გარემოებასთან.
– მაგრამ განა შესაძლებელია ამდენი წლის შემდეგ გავიხსენო ყველაფერი ზუსტად
და თანმიმდევრობით?
– რატომაც არა?
– იმიტომ, რომ ამდენი ხანი გავიდა.
– სწორედ წლების მერე რჩება მეხსიერებაში ყველაზე მთავარი. უმნიშვნელო
დეტალები იკარგება.
– თქვენ გსურთ ფაქტების საერთო გადმოცემა?

მკითხველთა ლიგა
– არავითარ შემთხვევაში. მე მჭირდება დაწვრილებითი, კეთილსინდისიერი
აღწერა ყველა მოვლენისა იმ თანმიმდევრობით, როგორც ისინი ხდებოდა, და
აგრეთვე ყველა საუბრის, რომელიც შეგიძლიათ გაიხსენოთ.
– თუკი არასწორად მახსოვს?
– შეეცადეთ ისე გადმომცეთ, როგორც დაგამახსოვრდათ, რა თქმა უნდა, რაღაცეები
დაგავიწყდათ, მაგრამ ამას უკვე აღარაფერი ეშველება.
ბლეიკმა მას ყურადღებით შეხედა.
– რად გინდათ? პოლიციის დოსიეში თქვენ უფრო წესიერად გადმოცემულ ფაქტებს
იპოვნით.
– არა, მისტერ ბლეიკ, მე ფსიქოლოგია მაინტერესებს. მშრალი ფაქტები არ
მჭირდება, მე თქვენი საკუთარი გადარჩევა მჭირდება. დრო და მეხსიერება
დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. შესაძლოა, იყო რაღაც ეპიზოდები, ან ითქვა
სიტყვები, რომელთაც მე ვერასოდეს ვიპოვი პოლიციის დოსიეში, ვინაიდან თქვენ
ისინი ადრე არ გიხსენებიათ ან მნიშვნელობას არ ანიჭებდით. ან არ გსურდათ ამაზე
ლაპარაკი.
– ეს ჩემი მოგონებები გამოქვეყნდება? – მკვახედ იკითხა ბლეიკმა.
– რა თქმა უნდა, არა. მათ მხოლოდ მე წავიკითხავ. ისინი დამეხმარება დასკვნების
გაკეთებაში.
– და თქვენ იქიდან ციტატებს ჩემი ნებართვის გარეშე არ მოიტანთ?
– რასაკვირველია, არა.
– ჰმ, – ჩაფიქრდა ფილიპ ბლეიკი, – მე ძალზე დაკავებული ვარ. მსიე პუარო.
– შესანიშნავად მესმის, რომ თქვენ ამას დრო და ძალისხმევა უნდა მოახმაროთ.
მოხარული ვიქნებოდი, ჰონორარზე რომ მოგველაპარაკა, გონივრულ ფარგლებში.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– არა – უცებ თქვა ფილიპ ბლეიკმა, – თუ ამ საქმეს ხელს მოვკიდებ, მხოლოდ
უფასოდ.
– ესე იგი, მოკიდებთ?
– გახსოვდეთ, რომ პასუხს ვერ ვაგებ ჩემი მეხსიერების საიმედოობაზე.
– ეს სავსებით გასაგებია.
– ასეთ შემთხვევაში, – თქვა ფილიპ ბლეიკმა, – ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მე
მგონი, ვალდებული ვარ ეს გავაკეთო... ემიას კრეილთან მეგობრობის გამო.

მკითხველთა ლიგა
თავი VII

მეორე გოჭი ბეღელში შევიდა...

ერკიულ პუარო იმ ხალხს არ განეკუთვნებოდა, ვინც უგულვებელყოფს დეტალებს.


მან გულდასმით შეიმუშავა მერედით ბლეიკთან მიდგომის ტაქტიკა. მერედით
ბლეიკი, დარწმუნებული იყო იგი, ძალზე განსხვავდებოდა ფილიპ ბლეიკისაგან და
მისი შტურმით აღება შეუძლებელი იყო. აქ აუჩქარებლად მოქმედება იყო საჭირო.
ერკიულ პუარომ იცოდა, რომ ამ ციხე-სიმაგრეში შეღწევის მხოლოდ ერთი გზა
არსებობს. აუცელებელია სარეკომენდაციო წერილების მომარაგება. ამასთან ეს
წერილები არავითარ შემთხვევაში პროფესიით მისი კოლეგებისაგან არ უნდა იყოს.
საბედნიეროდ, კარიერის წლების მანძილზე ერკიულ პუარომ მრავალ საგრაფოში
შეიძინა მეგობრები, მათ შორის დევონშირშიც. დაიწყო გახსენება, ვინ შეიძლება
დაეხმაროს მას დევონშირში, და იპოვა ორი კაცი, ვინც მერედით ბლეიკის ნაცნობი
თუ მეგობარი აღმოჩნდა. ამის შედეგად მასთან შეიარაღებული გამოცხადდა: ერთი
წერილი ლედი მერი ლითონ-გორის კეთილშობილი, მაგრამ ხელმოკლე ქვრივის
მიერ იყო დაწერილი, რომელიც ფრიად განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა, მეორე კი
გადამდგარი ადმირალისაგან იყო, რომლის ოჯახი აგერ უკვე მეოთხე თაობაა
დევონშირში ცხოვრობდა.
მერედით ბლეიკმა პუარო ოდნავ გაოგნებულმა მიიღო. იგი გრძნობდა, რომ ბოლო
დროს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მაგალითად, ოდესღაც კერძო მეძებრები
იყვნენ მხოლოდ კერძო მეძებრები, რომელთაც ან საჩუქრის ყარაულობას ანდობდნენ
სოფლურ ქორწილებზე, ან რაიმე ბინძური საქმის გახსნას ავალებდნენ.
მაგრამ, აი, რას წერს ლედი მერი ლითონ–გორი: „ერკიულ პუარო ჩემი ძველი,
ახლო მეგობარია. ძალიან გთხოვთ, შესაძლო დახმარება გაუწიოთ მას“, მერი ლითონ-
გორს კი ვერაფრით ვერ მივაკუთვნებთ იმ ქალებს, რომლებსაც საქმე აქვთ კერძო
მეძებრებთან. ადმირალი კრონშოც წერდა: „მშვენიერი ყმაწვილია, ბრწყინვალედ
აზროვნებს, დიდად დამავალებთ, თუ შესაძლოდ ჩათვლით, დაეხმაროთ მას. ის
საინტერესო კაციცაა, შეუძლია ბევრი საინტერესო რამ გიამბოთ“.
და აი, ისიც მოვიდა. უცნაური ტიპია: სხვანაირადაა ჩაცმული, ჩექმები ღილებზე
ეკვრება. წარმოუდგენელი ულვაშები აქვს! აშკარად არ ზის მის, მერედით ბლეიკის
გემოვნებაში, ერთი დანახვით ჩანს, რომ მონადირე და ბანქოს მოყვარული არაა. ერთი
სიტყვით, უცხოელია.
ერკიულ პუაროს გუნებაში ეცინებოდა და ადვილად კითხულობდა აზრებს,
რომლებიც მერედით ბლეიკს თავში უტრიალებდა.
მან მაშინვე იგრძნო, რამდენად გაიზარდა მისი დაინტერესება, როგორც კი
მატარებელმა იგი უესთ-ქანთრიში ჩაიყვანა. ახლა იგი საკუთარი თვალით ნახავს
ადგილებს, სადაც მოქმედება განვითარდა.
სწორედ აქ, ჰენდქროს-მენორში ცხოვრობდა ორი ძმა. აქედან დადიოდნენ ისინი
ოლდერბერიში, სადაც ხუმრობდნენ, ჩოგბურთს თამაშობდნენ, მეგობრობდნენ
ახალგაზრდა ემიას კრეილთან და ქალიშვილთან, სახელად ქეროლაინ. აქედან
მკითხველთა ლიგა
წავიდა მერედითი ოლდერბერიში იმ ავბედით დილით. ეს იყო თექვსმეტი წლის
წინათ. ერკიულ პუარომ ცნობისმოყვარეობით შეხედა კაცს, რომელიც, თავის მხრივ,
ზრდილად, მაგრამ არა უშფოთველად შესცქეროდა მას.
მერედით ბლეიკი სწორედ ისეთი იყო, როგორის დანახვასაც პუარო მოელოდა:
ძალიან ჰგავდა ინგლისელ სოფლელ ჯენტლმენს, რომელსაც ცოტა შემოსავალი აქვს,
უყვარს ნადირობა და სპორტული თამაშობები სუფთა ჰაერზე.
ტვიდის გაცვეთილი პიჯაკი, ქარისაგან აქერცლილი, მაგრამ სასიამოვნო
ნაკვთებიანი სახე, გახუნებული ცისფერი თვალებით, მკვეთრად შემოუხაზავი პირი,
არასწორად შეკრეჭილი ულვაში. მერედით ბლეიკი, გადაწყვიტა პუარომ, სულ არ
ჰგავს თავის ძმას. თავი დაურწმუნებლად ეჭირა, აშკარად ეზარებოდა ფიქრი,
თითქოსდა, წლების გასვლით მისი ცხოვრების რითმი სულ უფრო შენელდა, იმ
დროს, როცა მისი ძმისა, პირიქით, აჩქარდა.
როგორც პუარო უკვე მიხვდა, მერედით ბლეიკი ის ტიპი იყო, რომელსაც არ უნდა
შეუძახო. ინგლისური სოფლური ცხოვრების სიზანტე მას ძვალსა და რბილში
გაუჯდა.
იგი ძმაზე ბევრად უფროსად გამოიყურებოდა, ფიქრობდა პუარო, თუმცა სხვაობა
სულ ორი წელი იყო.
ერკიულ პუარომ საკუთარი თავი შეიქო, ვინაიდან მიხვდა, საიდან უნდა დაეწყო
ძველი ჩამოსხმის ადამიანთან ურთიერთობა. და, ინგლისელად თავის მოჩვენება
ახლა სრულიად ზედმეტი იყო. არა, სჯობს აშკარა უცხოელი იყო – და მაშინ შენ
დიდსულოვნად გაპატიებენ ამას. ეს უცხოელები ჩვენს წესებში ცუდად ერკვევიან.
მაგალითად, საუზმის წინ ხელს გამოგიწოდებენ მოსასალმებლად, და მაინც, იგი
სავსებით მისაღები ადამიანია...
პუარომ სწორედ ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა გადაწყვიტა. მათ ფრთხილად
ისაუბრეს ლედი მერი ლითონ-გორსა და ადმირალ კრონშოზე, სხვა სახელებიც იყო
მოხსენიებული. საბედნიეროდ, პუარო იცნობდა ვიღაცის ბიძაშვილს და ვიღაცის
მულს შეხვედროდა, და შენიშნა, რომ ესკვაირს თვალები გაუთბა. ეს უცხოელი,
ალბათ, წესიერ ხალხში ტრიალებს.
ადვილად და შეუმჩნევლად პუარო თავის ვიზიტის მიზეზზე გადავიდა. სწრაფად
გადალახა გამოწვეული უსიამო გრძნობა. ეს წიგნი – ვაგლახ! – უნდა დაიწეროს. მის
კრეილი – მის ლემარშანი, როგორც მას ახლა უწოდებენ – სთხოვს მას რედაქტორი
იყოს. ფაქტები, სამწუხაროდ, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიდა, მაგრამ უნდა
შევეცადოთ ისე გავაკეთოთ, რომ ტექსტიდან ხელის შემშლელი წვრილმანები
ამოვიღოთ. წინათ, დაუმატა პუარომ, მან მოახერხა გამოეყენებინა თავისი გავლენა,
რათა ერთი პირის მემუარებში პიკანტური ელემენტები აეცდინა.
მერედით ბლეიკი სიბრაზისაგან წამოწითლდა, ჩიბუხს რომ ტენიდა, ხელები
უკანკალებდა. ოდნავ ენის ბორძიკით თქვა:
– საზიზღრობაა ქექვა იმაში, რაც თექვსმეტი წლის წინ მოხდა. რატომ არ შეიძლება
ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის?
პუარომ მხრები აიჩეჩა.
– სავსებით გეთანხმებით, – თქვა მან, – მაგრამ რა გაეწყობა? ასეთ რამეებზე დიდი
მოთხოვნილებაა, და ნებისმიერს აქვს უფლება აღადგინოს ხალხის მეხსიერებაში
სასამართლოში დამტკიცებული დანაშაული და კომენტარი გაუკეთოს მას.
– მე ვფიქრობ, ეს უმსგავსობაა.
– სამწუხაროდ, ჩვენ არცთუ დელიკატურ საუკუნეში ვცხოვრობთ.. – ჩაიბუტბუტა
პუარომ. – გაოცდებით მისტერ ბლეიკ, რომ იცოდეთ, რამდენი არასასიამოვნო
მკითხველთა ლიგა
პუბლიკაციის, ასე ვთქვათ, შერბილება მოვახერხე. ძალიან მსურს ყველაფერი
გავაკეთო, რაც ძალმიძს, რათა მის კრეილის გრძნობებს გავუფრთხილდე.
– პატარა კარლა! ეს ბავშვი უკვე მოზრდილი ქალია! ძნელი წარმოსადგენია! –
ბუტბუტებდა მერედით ბლეიკი.
– დრო რა სწრაფად მიდის, არა?
– ძალიან სწრაფად, – ამოიოხრა მერედით ბლეიკმა.
– როგორც თქვენ დარწმუნდით ჩემს მიერ გადმოცემული მის კრეილის
წერილიდან, – თქვა პუარომ, – მან მიზნად დაისახა ყველაფერი გაიგოს, რაც
შესაძლებელია, წარსულის სევდიანი მოვლენების შესახებ.
– რატომ? რა საჭიროა ყველაფრის ხელახლა მოქექვა? – ბრაზობდა მერედით
ბლეიკი, – ხომ არ აჯობებდა, ყველაფერი ისე დაგვეტოვებინა, როგორც არის?
– ამას თქვენ ამბობთ, მისტერ ბლეიკ, იმიტომ რომ ძალზე კარგად იცნობთ
წარსულს. მის კრეილს კი არაფერი ახსოვს. ანუ მან მომხდარის შესახებ მხოლოდ
ოფიციალური დოკუმენტებიდან იცის.
– დიახ, დამავიწყდა, – შეიჭმუხნა მერედით ბლეიკი, – საწყალი ბავშვი, რა
მდგომარეობაშია იგი! რა საშინელებაა სიმართლის გაგება და ამ უსულო, მშრალი
სასამართლო–ანგარიშების კითხვა!
– ჭეშმარიტებას, – შენიშნა პუარომ, – ვერასოდეს შეაფასებ მხოლოდ სასამართლო
ოქმებიდან, ამ საბუთების მიღმა მრავალი რამ რჩება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ეს არის მომხდარი დრამის მონაწილეთა გრძნობები, ხასიათები, დანაშაულის
შემამსუბუქებელი გარემოებები...
იგი დადუმდა, მისი მოსაუბრე კი მაშინვე გამოეხმაურა, როგორც მსახიობი
მისთვის ნასროლ რეპლიკას.
– დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებები! სწორედაც, თუკი ისინი ოდესმე
არსებობდნენ. ემიას კრეილი ჩემი ახლობელი იყო, ჩვენი ოჯახები უკვე რამოდენიმე
თაობაა მეგობრობენ, – მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, მისი საქციელი
აღმაშფოთებელი იყო. რა თქმა უნდა, იგი მხატვარი იყო და, ალბათ, ამითაც აიხსნება
ის, რომ იგი თავს ნებას აძლევდა ჰქონოდა უამრავი რომანი და საერთოდ ისე
მოქცეულიყო, როგორც აზრადაც არ მოუვა წესიერ ადამიანს.
– თქვენი უკანასკნელი შენიშვნა ძალზე საინტერესოა, – თქვა ერკიულ პუარომ, – ეს
სიტუაცია საერთოდ გაუგებრად მეჩვენება, ვინაიდან ზრდილობიანი, მაღალი წრის
მამაკაცი არასოდეს იტრაბახებს ქალებთან კავშირს.
ბლეიკის გამხდარი სახე, რომელსაც გაოგნებული გამომეტყველება არ
მოშორებოდა, უცებ გამოცოცხლდა.
– დიახ, – დაეთანხმა იგი, – მაგრამ საქმე ისაა, რომ ემიასი უჩვეულო ადამიანი იყო!
იგი მხატვარი იყო, და ხელოვნება მასში ყოველთვის თრგუნავდა ყველაფერ
დანარჩენს. მე არასოდეს მესმოდა და არც ახლა მესმის ეგრეთ წოდებული
მხატვრული ბუნების. კრეილის, მართალია, ცოტათი მესმოდა – ალბათ იმიტომ, რომ
მთელი ცხოვრება ვიცნობდი, მისი მშობლები ჩემი მშობლებისაგან არაფრით
განსხვავდებოდნენ. კრეილი ბევრ რამეში ჩვეულებრივი ადამიანი იყო. და მხოლოდ
იმაში, რაც ხელოვნებას შეეხებოდა, იგი საყოველთაოდ მიღებულ სტანდარტებს ვერ
ეგუებოდა. იგი არავითარ შემთხვევაში არ იყო მოყვარული. იგი დიდი, ნამდვილად
დიდი მხატვარი იყო, ზოგიერთი მას გენიოსადაც კი მიიჩნევდა. ეგებ,
სამართლიანადაც. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო იგი, ასე ვთქვათ, გაუწონასწორებელი
ადამიანი. როდესაც სურათს ხატავდა, სხვა დანარჩენი მისთვის არ არსებობდა,
უფლება არ ჰქონდათ, მისთვის ხელი შეეშალათ. იგი თითქოს სიზმარში ცხოვრობდა.
მკითხველთა ლიგა
სამუშაო მას მთლიანად იპყრობდა, და როცა სურათი დასრულებული იყო, იგი გონს
ეგებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით იწყებდა ცხოვრებას.
ბლეიკმა შეხედა პუაროს და, მანაც თავი დაუქნია.
– ვხედავ, თქვენ გესმით ჩემი. აი, რითი აიხსნება სწორედ იმ სიტუაციის
წარმოშობა. იგი შეყვარებული იყო ამ ქალიშვილში. სურდა ცოლად შეერთო. მზად
იყო მისი გულისთვის ცოლი და შვილი დაეტოვებინა. მაგრამ მან უკვე დაიწყო მისი
ხატვა და სურდა სურათის დასრულება. არაფერი დანარჩენი მისთვის აღარ
არსებობდა, ვერავის ხედავდა. და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ შექმნილი
მდგომარეობა აუტანელი იყო ამ ორი ქალისათვის.
– მათ კი ესმოდათ მისი?
– ნაწილობრივ, ელზას, მე მგონი, ესმოდა. იგი აღფრთოვანებული იყო მისით,
როგორც მხატვრით. მაგრამ მისი მდგომარეობა, ბუნებრივია, მარტივი არ იყო. რაც
შეეხება ქეროლაინს...
იგი დადუმდა.
– რაც შეეხება ქეროლაინს... – შეახსენა პუარომ.
– ქეროლაინი... მე ყოველთვის... მე ყოველთვის ძალიან მიყვარდა ქეროლაინი. იყო
დრო, როცა. .. როცა ვოცნებობდი მის ცოლად შერთვაზე, მაგრამ ეს გრძნობა მალე
ძირშივე ჩავიკალი. მიუხედავად ამისა, მე ასე ვთქვათ, სამუდამოდ მისი ერთგული
დავრჩი.
ჩაფიქრებულმა პუარომ თავი დაუქნია. ეს ძველმოდური გამოთქმა, როგორც მან
იგრძნო, მის პირდაპირ მჯდომი კაცის არსს გამოხატავდა. მერედით ბლეიკი იმ
ხალხს განეკუთვნებოდა, რომლებიც სიამოვნებით და ერთგულად უძღვნიან თავს
თავის რომანტიკულ გატაცებას. იგი უანგაროდ ემსახურება თავის გულის რჩეულს,
ყოვლად უიმედოდ. დიახ, ყოველივე ეს ძალიან შეესაბამება მის ბუნებას.
– თქვენ, ალბათ, – თქვა პუარომ, თან სიტყვებს გულდაგულ არჩევდა, –
აღგაშფოთებდათ მისდამი ასეთი დამოკიდებულება?
– დიახ. ძალიან ვეცადე კიდეც კრეილს ამ საკითხზე მოვლაპარაკებოდი.
– როდის მოხდა ეს?
– იმ ამბის წინა დღეს. ისინი ჩაიზე მეწვივნენ. კრეილი გვერდზე გავიხმე და...
ყველაფერი ვუთხარი. მახსოვს, ისიც ვუთხარი, რომ ორივეს მიმართ არასწორად
იქცეოდა.
– ასევე უთხარით?
– დიახ, იცით, მეგონა, ვერ გამიგებდა.
– სავსებით შესაძლებელია.
– მე ავუხსენი, რომ ეს ქეროლაინს უზომოდ რთულ მდგომარეობაში აყენებდა. თუ
იგი აპირებდა იმ ქალიშვილის ცოლად შერთვას, მაშინ საჭირო არ იყო მისი სახლში
გაჩერება, და ქეროლაინისათვის თვალში შეჩრა. ასეთი შეურაცხყოფა აუტანელია-
მეთქი, ვუთხარი.
– რა გიპასუხათ? – დაინტერესდა პუარო.
– „არაფერია, აიტანს“ – ზიზღით წარმოთქვა მერედით ბლეიკმა.
ერკიულ პუარომ წარბები აზიდა.
– არცთუ ლამაზი პასუხია, – შენიშნა მან.
– მე მგონი, უბრალოდ, საძაგელი. მე აღვშფოთდი, ვუთხარი, რომ, თუ მას ცოლი
ფეხებზე ჰკიდია და არ აღელვებს მისი ტანჯვა, ქალიშვილს რაღას უპირებს? ნუთუ არ
ესმის, რა მდგომარეობაში აყენებს? მან მიპასუხა, რომ ელზა აიტანს ამას. და შემდეგ
განაგრძო: „შენ, მერედით, ალბათ, არ გესმის, რომ მე ჩემს საუკეთესო სურათს ვხატავ,
მკითხველთა ლიგა
ეს არის შედევრი და ორი ეჭვიანი და ბოღმა ქალი მის გაფუჭებას ვერ მოახერხებს,
ეშმაკმა დალახვროს!“
რაიმეს მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. ვუთხარი, რომ წესიერების ყოველგვარი
გრძნობა აქვს დაკარგული. სამუშაო, ვუთხარი, – ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. და
აქ მან გამაწყვეტინა: „ჩემთვის ყველაფერია“.
ვერაფრით ვერ დავწყნარდი, განვუცხადე, რომ ქეროლაინთან მისი
დამოკიდებულება უბრალოდ სამარცხვინოა. ქეროლაინი უბედურია მასთან. მან
მიპასუხა, რომ იცის ეს და ძალზე წუხს. წუხს! „ვიცი, მერი, – თქვა მან, – არ
დამიჯერებ, მაგრამ ეს სიმართლეა. ჩემს გამო ქეროლაინს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქვს
გადაქცეული, მაგრამ იგი წმინდანია და ხმას არასოდეს ამოიღებს“.
მან, მე მგონი, იცოდა, რაზე მიდიოდა. მე არ ვუმალავდი, მას, რომ
უოკანასკხელი ეგოისტი და თავაშვებული ვარ. მან, მე მგონი, იცოდა, რაზე მიდიოდა.
მე არ ვუმალავდი მას, რომ უკანასკნელი ეგოისტი და თავაშვებული ვარ“.
მაშინ მე მას დარწმუნება დავუწყე, რომ არ დაენგრია ოჯახი. ბავშვებზეც ხომ უნდა
ეფიქრა. შემიძლია გაგიგო, ვუთხარი, რომ ისეთ ქალიშვილს, როგორიც ელზაა,
შეუძლია მამაკაცი წონასწორობიდან გამოიყვანოს, მაგრამ სწორედ მის გამოც იგი
ვალდებულია ბოლო მოუღოს შექმნილ მდგომარეობას. იგი ჯერ სრულიად
ახალგაზრდაა. ელზა მას დაუკავშირდა, და სულაც არ უფიქრია, რა შეიძლება მოჰყვეს
ამას. ნუთუ მას არ შესწევს ძალა საბოლოოდ გაწყვიტოს ელზასთან კავშირი და ცოლს
დაუბრუნდეს?
– და რა გიპასუხათ?
– არაფერი, თქვა ბლეიკმა, – იგი თითქოს შეცბუნდა. მხარზე ხელი დამარტყა და
მითხრა: „– კარგი ხარ, მერი, ოღონდ ძალიან მგრძნობიარე. მოითმინე, ვიდრე სურათს
დავასრულებ და მაშინ მიხვდები, რომ მართალი ვიყავი“. „ეშმაკმა წაიღოს შენი
სურათი!“ – თავი ვერ შევიკავე. მან კი ჩაიცინა და თქვა, რომ მთელი ინგლისელი
ფსიქოპატი ქალების მცდელობაც კი ვერ შესძლებს ამას. მაშინ მე ვუთხარი, რომ
ბევრად უფრო მისაღები იქნებოდა დაემალა ყველაფერი ქეროლაინისაგან, ვიდრე
სურათს დაამთავრებდა. ამაში მას ბრალი არ მიუძღვის, თქვა მან. ელზას წამოცდა.
რატომ, ვიკითხე. მას აზრად მოუვიდა, მიპასუხა კრეილმა, რომ სხვანაირად ისე არ
გამოვა, როგორც მას სურს. მას კი უნდა, რომ ყველაფერი ნათელი და გარკვეული
იყოს. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მას შეიძლება გაუგო და გაამართლო. როგორ
ცუდადაც არ უნდა მოქცეულიყო იგი, პატიოსანი მაინც უნდა გამოსულიყო.
– პატიოსნება მხოლოდ ტკივილსა და უბედურებას მატებს, – შენიშნა ერკიულ
პუარომ.
მერედით ბლეიკმა მას უნდობლად შეხედა. მას მაინცდამაინც არ მოეწონა პუაროს
უკანასკნელი შენიშვნა.
– ყოველ შემთხვევაში, ის ძალიან მძიმე დრო იყო ყოველი ჩვენგანისათვის, –
ამოიოხრა მან.
– და ერთადერთი, ვინც ამას ვერ ამჩნევდა, იყო ემიას კრეილი, – თქვა პუარომ.
– რატომ? იმიტომ რომ საშინელი ეგოისტი იყო. მახსოვს, ვიდრე დამშორდებოდა,
ჩაიცინა და თქვა: „ნუ ღელავ, მერი, ყველაფერი მოწესრიგდება!“
– უღმერთო ოპტიმისტი, – ჩაიბუტბუტა პუარომ.
– ის იმ კაცებს განეკუთვნებოდა, ვინც ქალს სერიოზულად არ უყურებს. უნდა
გამეფრთხილებინა იგი, რომ ქეროლაინი სასოწარკვეთილი იყო – გამოტყდა
მერედით ბლეიკი.
– ქეროლაინი თავად გამოგიტყდათ ამაში?
მკითხველთა ლიგა
– ვერ ვიტყვი, რომ გამომიტყდა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება მისი სახე იმ
დღეს. რაღაც ხელოვნური მხიარულებისაგან გაფითრებული და დაძაბული.
გაუჩერებლად ლაპარაკობდა და იცინოდა, მაგრამ თვალებში ისეთი ტკივილი და
განწირულება ედგა, როგორიც არასოდეს მინახავს. კეთილშობილი არსება...
ერკიულ პუარო ერთ-ორ წამს მდუმარედ შესცქეროდა მას. ნუთუ მის წინ მჯდომი
კაცი ვერ ხვდება მთელ შეუსაბამობას თავისი სიტყვებისა, როცა ასე ლაპარაკობს
ქალზე, რომელმაც მეორე დღეს განზრახ მოკლა თავისი ქმარი?
მერედით ბლეიკი ალაპარაკდა. ბოლოს და ბოლოს მან გადალახა იჭვნეულობა და
ანტიპათია, რაც თავიდან პუაროს მიმართ გაუჩნდა. ერკიულ პუარომ მოსმენა იცოდა.
მერედით ბლეიკისნაირი ხალხისათვის კი წარსულის ხელახლა განცდის
შესაძლებლობას თავისი მომხიბვლელობა ჰქონდა. ახლა იგი უფრო თავის თავს
უამბობდა, ვიდრე სტუმარს.
– ეჭვი უნდა ამეღო. სწორედ ქეროლაინმა გადაიტანა საუბარი ჩემს გატაცებაზე.
უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მაინტერესებდა ინგლისელი ბალახის სპეციალისტების
ნაშრომები. არსებობს მრავალნაირი ბალახი, რომლებიც მედიცინაში ოდესღაც
გამოიყენებოდა, ახლა კი ოფიციალური ფარმაკოპეადან ამოღებულია. არადა
უბრალო ნახარშს სასწაული შეუძლია მოახდინოს. ავადმყოფთა ნახევარი ექიმს არ
საჭიროებს, ფრანგებს ეს ესმით. მათ აქვთ პირველხარისხოვანი ნახარში – ბლეიკი
მთლიანად თავის გატაცებაში გადავარდა, – აი, მაგალითად, ბაბუაწვერას ჩაი
მშვენიერი რამაა, ან ასკილის ნაყენი – ახლახან სადღაც ამოვიკითხე, რომ ჩვენს
მედიკოსებშიც მოდაშია. დიახ, ჩემი ნახარშებისაგან დიდ სიამოვნებას ვიღებ.
მცენარეების დროულად შეგროვება, ერთის გახმობა, მეორის ჩალბობა და ასე შემდეგ.
ზოგჯერ ცრუმორწმუნე ვხდები და ფესვებს სავსე მთვარეზე ვაგროვებ, ან იმ დროს,
როცა ძველი წიგნები გვირჩევენ. იმ დღეს, მახსოვს, ჩემს სტუმრებს მთელი ლექცია
წავუკითხე მათოთის შესახებ. იგი წელიწადში ერთხელ ყვავის. ნაყოფი უნდა
შეგროვდეს, როცა იგი უკვე მომწიფდა, მაგრამ გაყვითლება ჯერ არ დაუწყია. მათგან
მიიღება კონიუმი – სამკურნალო ნაყენი, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება, – მე
მგონი, აღარც კი არის შეტანილი წამლების უკანასკნელ ცნობარში, მაგრამ მე
დავამტკიცე, რომ იგი ძალზე სასარგებლოა ყივანახველას, აგრეთვე ასთმის დროს...
– ყველაფერ ამას თქვენ ლაბორატორიაში უყვებოდით?
– დიახ, ვუჩვენე სხვადასხვა ნაყენი, მაგალითად, ვალერიანის და ავუხსენი, რატომ
უყვართ იგი კატებს, როგორც კი ერთხელ დაყნოსავენ. შემდეგ მათ მკითხეს
ძაღლყურძენას შესახებ, და მე ვუამბე ბელადონასა და ატროპინზე. ამან ისინი ძალიან
დააინტერესა.
– ისინი? ვინ გყავთ მხედველობაში?
მერედით ბლეიკი გაოცდა – მას სრულიად გადაავიწყდა, რომ მისი სტუმარე
სრულებითაც არ იყო მაშინ ლაბორატორიაში.
– ყველა. ვინ იყო? ფილიპი, ემიასი, და, რა თქმა უნდა, ქეროლაინი, ანჯელა და
ელზა გრირი.
– მეტი არავინ?
– მე მგონი არა. არა, არავინ, დარწმუნებული ვარ. – ბლეიკი პუაროს
ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა. – კიდევ ვინ შეიძლება ყოფილიყო?
– მე ვიფიქრე, რომ აღმზრდელი...
– ა, გასაგებია. არა, იმ დღეს იგი იმათთან ერთად არ იყო. დამავიწყდა, რა ერქვა,
მშვენიერი ქალი იყო. თავის მოვალეობას სერიოზულად ეკიდებოდა. ანჯელა, მე
მგონი, მას საკმაოდ ღლიდა.
მკითხველთა ლიგა
– რითი?
– საერთოდ ცუდი გოგო არ იყო, მაგრამ ზოგჯერ უმართავი ხდებოდა, ხშირად
სისაძაგლეებს ჩადიოდა. ერთხელ, როცა ემიასი სამუშაოთი იყო გართული, მან უბეში
ლორთო ჩაუგდო. კრეილი გიჟივით წამოხტა. საშინლად ილანძღებოდა. სწორედ ამ
შემთხვევის შემდეგ დაიჟინა მან ანჯელა კერძო სკოლაში გაეგზავნათ.
– კერძო სკოლაში?
– დიახ, ვერ ვიტყვი, რომ მას იგი არ უყვარდა, უბრალოდ ზოგჯერ თავს
აბეზრებდა. ვფიქრობ, ყოველ წუთს ვფიქრობდი...
– დიახ.
– რომ კრეილი ცოტათი ეჭვიანობდა. ქეროლაინი ანჯელას მონა იყო. მისთვის
უპირველესად არსებობდა ანჯელა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი, და ემიასი,
ბუნებრივია, ძალიან უკმაყოფილო იყო. ამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა მიზეზი, არ
მინდა დეტალებს შევეხო, მაგრამ...
– მიზეზი ის იყო, – გააწყვეტინა მას პუარომ, – რომ ქეროლაინ კრეილი საკუთარ
თავს ვერ პატიობდა იმას, რომ გოგონა დაასახიჩრა.
– აჰ. თქვენ ესეც იცით? – წამოიძახა ბლეიკმა.
– არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი, რა საჭიროა წარსულის ქექვა?
დიახ. მე მგონი, სწორედ ეს იყო მიზეზი გოგონასადმი ასეთი დამოკიდებულებისა,
ქეროლაინი, ალბათ, სთვლიდა, რომ ვერ გამოისყიდიდა თავის დანაშაულს.
პუარომ თავი დაუქნია.
– ანჯელა? – იკითხა მან. – ნაწყენი იყო იგი თავის ნახევარ დაზე?
– ო, არა, სრულიადაც არა! ანჯელას ძალიან უყვარდა ქეროლაინი, დარწმუნებული
ვარ, იგი არასოდეს იხსენებდა იმ ამბავს. უბრალოდ ქეროლაინი ვერ პატიობდა
საკუთარ თავს იმ საქციელს.
– ანჯელა არ იყო სკოლაში გამგზავრების წინააღმდეგი?
– არა. მართალია, იგი ბრაზდებოდა ემიასზე და ქეროლაინიც მის მხარეს იყო,
მაგრამ ემიასს არ სურდა გადაწყვეტილების შეცვლა. სიფიცხის მიუხედავად, ემიასი
ბევრ რამეში კარგი ხასიათის ადამიანი იყო, მაგრამ, როცა ძალიან გაჯიუტდებოდა,
ყველა უთმობდა. ქეროლაინი და ანჯელაც მაგრად დატუქსა.
– როდის უნდა გამგზავრებულიყო სკოლაში?
– შემოდგომაზე. მახსოვს, უკვე ამზადებდნენ. მე, მგონი, ტრაგედია რომ არ
მომხდარიყო, რამოდენიმე დღეში გაემგზავრებოდა. იქ დილით საუბარი იყო იმაზე,
თუ რა უნდა წაეღო თან.
– აღმზრდელი?
– თქვენ კერძოდ რა გაინტერესებთ აღმზრდელის შესახებ?
– როგორ მოეკიდა იგი ამ იდეას? იგი ხომ სამუშაოს კარგავდა, არა?
– დიახ, მართალია, იგი პატარა კარლასაც უტარებდა გაკვეთილებს, მაგრამ –
რამდენი წლის იყო ბავშვი? ექვსის, ალბათ. მას გადია ჰყავდა. მის უილიამსს ისინი
პატარას გამო არ გააჩერებდნენ. დიახ, მართალია – მისი გვარი უილიამსი იყო.
საუბარში მივიწყებული რამეები ამოტივტივდება ხოლმე...
– დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ ხომ ახლა მთლად წარსულში გადახვედით.
მეხსიერებაში ცოცხლდება მთელი სცენები, სიტყვები, ჟესტები, სახეების
გამომეტყველება, არა?
– ნაწილობრივ, დიახ... – ჩაფიქრებული გამოეხმაურა მერედით ბლეიკი. მაგრამ
ამავე დროს არის რაღაცნაირი ჩავარდნები... მთელი ნაწილებია ამოვარდნილი.
მაგალითად, მახსოვს, როგორ შოკში ჩავვარდი, როცა გავიგე, რომ ემიასი ქეროლაინის
მკითხველთა ლიგა
დატოვებას აპირებდა, მაგრამ არ მახსოვს, ეს ვინ შემატყობინა – მან თუ ელზამ.
მახსოვს როგორ ვეკამათებოდი ელზას, როცა ვცდილობდი, დამემტკიცებინა
მისთვის, რომ საძაგლად იქცევა, მაგრამ მან მხოლოდ ცივად შემომცინა სახეში და
განაცხადა რომ მე ძველმოდური ადამიანი ვარ. მე მართლაც, ალბათ, ძველმოდური
ვარ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში. ემიას ჰყავდა ცოლი და
შვილი – იგი მათთან უნდა ყოფილიყო.
– მაგრამ მის გრირი ასეთ თვალსაზრისს მოძველებულად თვლიდა?
– დიახ. არ დაგავიწყდეთ, რომ თექვსმეტი წლის წინათ გაყრას ისე არ უყურებდნენ,
როგორც ახლა. მაგრამ ელზა იყო ის ქალი, რომელიც ცდილობს ზედმიწევნით
თანამედროვე იყოს. იგი თვლიდა, რომ, თუ ცოლ-ქმარი მაინცდამაინც ბედნიერნი არ
არიან ერთად, ისინი უნდა გაეყარნონ. ემიასი და ქეროლაინი მუდამ ჩხუბობდნენ,
ამბობდა იგი. ბავშვისთვის კი, ბევრად უფრო სასარგებლოა, ჰარმონიის
ატმოსფეროში აღზრდაო.
– თუმცა მისი არგუმეტი დამაჯერებელი არ იყო, არა?
მერედით ბლეიკი ისევ ჩაფიქრდა.
– მეჩვენებოდა, რომ სინამდვილეში მან არ იცოდა რას ლაპარაკობდა. იგი
თუთიყუშივით იმეორებდა სხვის აზრებს, ამოკითხულს წიგნებში და ან
ახლობლებისაგან მოსმენილს. ზოგჯერ იგი, საოცარია, მაგრამ სიბრალულს იწვევდა.
ასეთი ახალგაზრდა და ასეთი თავდაჯერებული. – იგი დადუმდა. – არის
ახალგაზრდებში, მსიე პუარო, რაღაც, რაც მათდამი სიბრალულს იწვევს.
ერკიულ პუარომ მას ინტერესით შეხედა.
– მესმის თქვენი...
ბლეიკმა განაგრძო, თან უფრო თავის თავს არწმუნებდა, ვიდრე პუაროს.
– ამიტომაც გადავწყვიტე კრეილთან დალაპარაკება. იგი ელზაზე თითქმის ოცი
წლით უფროსი იყო. ეს მე არასწორად მეჩვენებოდა.
– სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში, ლაპარაკი უაზრობაა, – ჩაიბუტბუტა პუარომ. –
როცა კაცმა გადაწყვიტა რაღაც, მითუმეტეს თუ ამაში ქალია ჩარეული, ძნელია
გადაათქმევინო.
– სავსებით სწორია, – მწარედ დაეთანხმა მერედით ბლეიკი. – ჩემმა ჩარევამ შედეგი
არ გამოიღო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე დიდად არც შემიძლია დარწმუნება
და არც არასდროს შემეძლო.
პუარომ იგი სწრაფად შეათვალიერა. ამ მწარე ნათქვამში ამოიცნო
დაუკმაყოფილებლობა ადამიანისა, რომელიც ავადმყოფურად რეაგირებს საკუთარ
არასრულფასოვნების კომპლექსზე. მან აღიარა ბლეიკის ნათქვამის სიმართლე.
მერედით ბლეიკი არ იყო ის, ვისაც შეუძლია ადამიანს ჩანაფიქრი გადაათქმევინოს.
მისი მცდელობა, იმოქმედოს საუკეთესო სურვილებით, ყოველთვის უკუგდებულია –
ჩვეულებრივ ქედმაღლურად, გაუღიზიანებლად, მაგრამ დაჟინებით. მათში არ არის
დამარწმუნებელი ძალა. მას არ შესწევს უნარი დაარწმუნოს.
– თქვენ ისევ გაქვთ ლაბორატორია, სადაც სამკურნალო საშუალებებსა და ნაყენებს
ამზადებთ? – იკითხა პუარომ. თან ცდილობდა მტკივნეულ თემას არ შეხებოდა.
– არა, – მკვახედ უპასუხა მერედით ბლეიკმა და რაღაცნაირი ტკივილით – სახე
წამოენთო – დაიწყო ახსნა: – თავი დავანებე ჩემს გატაცებას და მოვსპე
ლაბორატორია. განა შემეძლო იმის შემდეგ, რაც მოხდა, მუშაობა გამეგრძელებინა?
სიმართლე გითხრათ, მომხდარში დიდი დანაშაული მე მიმიძღვის.
– ძალზე მგრძნობიარე ბრძანდებით, მისტერ ბლეიკ.

მკითხველთა ლიგა
– ნუთუ არ გესმით? მე რომ ეს წყეული ბალახები არ მეგროვებინა, მათთვის რომ
ასეთი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, რომ არ მეტრაბახა და არ მეჩვენებინა ჩემი
სტუმრებისათვის იმ დღეს, მართალია, აზრადაც არ მომსვლია, ვერასდროს
ვიფიქრებდი რომ მე...
– ეჭვიც კი არ მეპარება.
– მე კი ვლაყბობდი და ვლაყბობდი, კმაყოფილი, რომ შემიძლია ცოდნით
სტუმრები განვაცვიფრო. ბრმა და პატივმოყვარე ყეყეჩი. მე მათ კონიუმის შესახებ
ვუამბე, და კიდევ – ნამდვილი იდიოტი ვარ – წავასხი ისინი ბიბლიოთეკაში და
„ფედონადან“3 ნაწყვეტიც წავუკითხე, სადაც სოკრატეს სიტყვებია აღწერილი.
შესანიშნავი ნაწარმოებია – ყოველთვის აღმაფრთოვანებს, მას შემდეგ ეს ნაწყვეტი
თავიდან არ ამომდის.
– კონიუმიან ბოთლზე ვინმეს თითის ანაბეჭდი იპოვეს? – იკითხა პუარომ.
– მხოლოდ მისი.
– ქეროლაინ კრეილის?
– დიახ.
– თქვენი?
– არა, მე არ ამიღია ბოთლი ხელში, მხოლოდ მივუთითე.
– მაგრამ მანამდე ალბათ, ნამდვილად აგიღიათ იგი ხელში?
– რა თქმა უნდა, მაგრამ დროდადრო ბოთლებზე მტვერს ვწმენდდი. მსახურებს
ეკრძალებოდათ ლაბორატორიაში შესვლა. ამ შემთხვევამდე ოთხი-ხუთი დღით
ადრე ყველა ბოთლი გავწმინდე.
– ლაბორატორია ჩაკეტილი გქონდათ?
– ყოველთვის.
– ქეროლაინ კრეილმა როდისღა გადმოისხა კონიუმი ბოთლიდან?
– იგი ლაბორატორიიდან ბოლოს გამოვიდა, – მერედით ბლეიკმა უხალისოდ
უპასუხა. – მახსოვს, დავუძახე კიდეც, და იგი თითქმის სირბილით გამოვიდა.
ლოყები შეფაკლოდა, თვალები გაფართოვებოდა. აღგზნებული მზერა ჰქონდა.
ღმერთო ჩემო, პირდაპირ თვალწინ მიდგას იგი.
– იმ დღეს ხომ არ გისაუბრიათ მასთან? – ჰკითხა პუარომ, – ვგულისხმობ, ხომ არ
გაგირჩევიათ ქმართან მისი ურთიერთობა?
– პირდაპირ არა, – ჩუმად ჩაილაპარაკა ბლეიკმა, – იგი, როგორც უკვე გითხარით,
განაწყენებული ჩანდა. მოვიხელთე წუთი, როცა ჩვენ მარტო დავრჩით და ვკითხე:
„მოხდა რამე, ძვირფასო?“ – „ყველაფერი მოხდა.,.“ – მიპასუხა მან. თქვენ რომ ის
განწირულება მოგესმინათ, რაც მის ხმაში გამოსჭვიოდა, ეს სიტყვები პირდაპირ
უნდა გაგეგოთ, ვინაიდან ემიას კრეილი ქეროლაინისათვის ყველაფერი იყო.
„ყველაფერი დამთავრდა, – თქვა მან – და მეც აღარა ვარ, მერედით“, შემდეგ კი
გაიცინა, დანარჩენებს მიუბრუნდა და უცებ რატომღაც უაზროდ და არაბუნებრივად
მხიარული გახდა.
ერკიულ პუარომ თავი ნელა დაუქნია, იგი რატომღაც ჩინურ მანდარინს
დაემსგავსა.
– დიახ, გასაგებია, როგორც მოხდა...
მერედით ბლეიკმა უცებ მაგიდას ხელი დაჰკრა, იგი უკვე კი აღარ ლაპარაკობდა,
არამედ თითქმის ყვიროდა.
– და აი, რას გეტყვით, მსიე პუარო. როცა სასამართლოზე ქეროლაინ კრეილმა თქვა,
რომ საწამლავი თავისთვის აიღო, გეფიცებით, იგი არ ტყუოდა! იმ წუთას მას
მკვლელობაზე არ უფიქრია, გეფიცებით! ეს აზრი მას შემდეგ მოუვიდა.
მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ხართ, რომ შემდეგ მოუვიდა? – იკითხა ერკიულ პუარომ.
ბლეიკი მიაჩერდა.
– მაპატიეთ, მთლად ვერ გაგიგეთ...
– გეკითხებით, – თქვა პუარომ, – დარწმუნებული ხართ, რომ ქეროლაინ კრეილს
საერთოდ დაებადა აზრი მკვლელობის შესახებ? ნუთუ იოტისოდენა ეჭვიც არ
გეპარებათ, რომ ქეროლაინ კრეილს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია?
მერედით ბლეიკი არათანაბრად სუნთქავდა.
– მაგრამ თუ არ... თუ არ.. თქვენ რა, თვლით, რომ უბედურ შემთხვევას ჰქონდა
ადგილი?
– აუცილებელი არაა.
– მაშინ მე თქვენი არ მესმის.
– მართლა? თქვენ ხომ თვითონ თქვით, რომ ქეროლაინ კრეილი კეთილშობილი
არსება იყო. განა კეთილშობილი არსება ჩაიდენს მკვლელობას?
– იგი კეთილშობილი არსება იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასსა და ქმარს შორის
საკმაოდ მძიმე ჩხუბები იმართებოდა.
– ესე იგი, არ იყო კეთილშობილი არსება?
– იყო... რა ძნელი ასახსნელია ზოგიერთი რამ!
– ძალიან ვცდილობდი გამეგო.
– ქეროლაინი ხშირად დაუფიქრებლად ლაპარაკობდა და ზოგჯერ საკმაოდ უხეშ
გამოთქმებსაც ხმარობდა. შეეძლო ეთქვა: „მეზიზღები. კარგი იქნებოდა
მომკვდარიყავი“, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა... სულაც არ იწვევდა... მკვლელობას.
– ესე იგი, თქვენის აზრით, მკვლელობის ჩადენა იქნებოდა საქციელი, რომელიც
მისის კრეილის ხასიათს არ შეესაბამებოდა?
– საოცარი დასკვნების გაკეთება იცით, მსიე პუარო, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა...
რომ, დიახ, მსგავსი საქციელი მართლაც არ ზის მის ხასიათში, და ამის ახსნა
შეიძლება იმით, რომ მიზეზი განსაკუთრებული იყო. იგი გიჟდებოდა თავის ქმარზე:
ასეთ პირობებში ქალს შეუძლია მკვლელობა ჩაიდინოს.
– გეთანხმებით... – თავი დაუქნია პუარომ.
– თავდაპირველად უბრალოდ გაოგნებული ვიყავი. არ მესმოდა, როგორ შეიძლება
ეს მომხდარიყო, ქეროლაინს ხომ არ შეეძლო ეს ჩაედინა.
– მაგრამ თქვენ, – იურიდიული გაგებით, – ეჭვი არ გეპარებათ, რომ ქეროლაინ
კრეილმა მკვლელობა ჩაიდინა?
მერედით ბლეიკმა ისევ გადმოკარკლა თვალები.
– ჩემო ძვირფასო, მას რომ არა...
– მას რომ არა?
– სხვა ახსნას ვერ ვპოულობ, უბედური შემთხვევა? საიდან? არსაიდან, გეტყვით მე.
– თვითმკვლელობის ვერსიის არც მე მჯერა, ასეთი ვერსია წამოიჭრა, მაგრამ იგი
ყველასათვის, ვინც კრეილს იცნობდა, დაუჯერებელი იყო,
– გასაგებია.
– მაშ, რაღა რჩება? – იკითხა მერედით ბლეიკმა.
– რჩება შესაძლებლობა, – აუღელვებლად განაცხადა პუარომ, – რომ ემიას კრეილი
ვიღაც სხვამ მოკლა.
– მაგრამ ეს ხომ სისულელეა!
– თქვენ ასე ფიქრობთ?
– დარწმუნებული ვარ. ვის ჭირდებოდა მისი სიკვდილი? ვის შეეძლო იგი მოეკლა?
– თქვენ უკეთ გეცოდინებათ.
მკითხველთა ლიგა
– თქვენ ხომ ვერ დაიწყებთ სერიოზულად იმის მტკიცებას...
– შესაძლოა, ვცდები, მაგრამ მინდა ყველა ვარიანტი გამოვიკვლიო, იფიქრეთ და
თქვენი აზრი შემატყობინეთ.
ერთ-ორ წუთს მერედითი პუაროს მზერას არ აშორებდა, შემდეგ კი თვალები
დახარა. კიდევ ორი წუთი გავიდა, მან თავი გადაიქნია.
– სხვას ვერაფერს წარმოვიდგენ, ვისურვებდი კი. შესაძლებლობა რომ ყოფილიყო
ვინმე სხვაზე ეჭვის მიტანის, ქეროლაინის უდანაშაულობას სიამოვნებით
ვირწმუნებდი. არ მომწონს, რომ ეს მისი გაკეთებულია, მაგრამ ვინ იყო კიდევ იქ?
ფილიპი? კრეილის გულითადი მეგობარი. ელზა? სისულელეა. მე? განა ვგავარ
მკვლელს? პატიოსანი აღმზრდელი? ორი დიდი ხნის ერთგული მსახური? შეიძლება
ვიფიქროთ, რომ ანჯელას შეუძლია ასეთი საქციელი ჩაიდინოს? არა. მსიე პუარო,
ალტერნატივა არ არსებობს, ემიას კრეილს ვერავინ მოკლავდა მისი ცოლის გარდა.
მაგრამ ქალი აქამდე თავად მან მიიყვანა. აი, ამიტომაც, ჩემის აზრით, ეს მკვლელობა
თვითმკვლელობად შეიძლება ჩაითვალოს.
– თავისი თავის გამო მოკვდა, ოღონდ არა თავის ხელით, არა...
– დიახ, მართალია. ეს ოდნავ ფანტასტიკურია, მაგრამ არის მიზეზი და არის
შედეგი.
– არ მოგსვლიათ აზრად, მისტერ ბლეიკ, რომ დანაშაულის მიზეზს ყოველთვის
იპოვით, თუკი მოკლულის პიროვნებას შეისწავლით?
– არა, არ მომსვლია, მაგრამ მესმის, რას ამბობთ.
– მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ ზუსტად იცით, რას წარმოადგენდა მოკლული,
თქვენ ნათლად გესმით გარემოებანი, რომელშიც დანაშაული მოხდა, – თქვა პუარომ,
შემდეგ დაუმატა: სწორედ ამის გამორკვევას ვაპირებ. თქვენ და თქვენი ძმა ძალიან
დამეხმარეთ იმის გაგებაში, თუ რა კაცი იყო ემიას კრეილი.
მერედით ბლეიკმა პუაროს სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია. იგი მხოლოდ ძმის
ხსენებამ მიიპყრო.
– ფილიპი? – მაშინვე იკითხა მან.
– დიახ.
– მასაც ესაუბრეთ?
– რა თქმა უნდა.
– ჯერ ჩემთვის უნდა მოგემართათ; – თავი ვერ შეიკავა მერედით ბლეიკმა.
პუარომ ოდნავ გაიღიმა და ხელი გაუწოდა, თითქოს ბოდიშს იხდისო.
– პირველშობილობის უფლებიდან გამომდინარე, რასაკვირველია, – დაეთანხმა
იგი – ვიცი, რომ თქვენ უფროსი ძმა ბრძანდებით, მაგრამ, ვინაიდან თქვენი ძმა
ლონდონის მახლობლად ცხოვრობს, ჩემთვის უფრო იოლი იყო პირველად მასთან
შეხვედრა.
მერედით ბლეიკი ისევ მოღუშული იყო და ულვაშებს იწვალებდა.
– ჯერ ჩემთვის უნდა მოგემართათ, – გაიმეორა მან.
ამჯერად პუარო თავს აღარ იმართლებდა. იგი უცდიდა და მერედით ბლეიკმაც არ
დააყოვნა:
– ფილიპს ამის შესახებ წინასწარ აკვიატებული აზრი აქვს.
– მართლა?
– სიმართლე გითხრათ, იგი ყველაფრისადმი თავიდანვე ცუდადაა განწყობილი და
წინათაც ასეთი იყო, – მან პუაროს სწრაფი, შეშფოთებული მზერა შეავლო. – იგი
ცდილობდა თქვენ ქეროლაინის წინააღმდეგ განეწყვეთ?...
– განა აქვს ამას მნიშვნელობა ამდენი წლის შემდეგ? ...
მკითხველთა ლიგა
– გასაგებია, – მძიმედ ამოიოხრა მერედით ბლეიკმა, – ზოგჯერ მავიწყდება, რომ
ამდენი წელი გავიდა და ყველაფერი დიდი ხანია მივიწყებულია, ქეროლაინს მეტად
ვეღარ აწყენინებ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ მინდა, რომ მცდარი
შთაბეჭდილება შეგექმნათ.
– თქვენ თვლით, რომ თქვენს ძმას შეუძლია მცდარი შთაბეჭდილება შემიქმნას?
– სიმართლე რომ გითხრათ, დიახ. საქმე ისაა, რომ მასსა და ქეროლაინს შორის
ყოველთვის იყო ანტაგონიზმი.
– რატომ?
ჩანდა ბლეიკს კითხვა არ მოეწონა.
– რატომ? რა ვიცი, რატომ? ასე აეწყო ურთიერთობა. ფილიპი შემთხვევას არ
გაუშვებდა, რომ არ გამოდავებოდა. ძალიან არ ესიამოვნა, როცა ემიასმა იგი ცოლად
შეირთო. წელიწადზე მეტხანს არ შეხვედრია მას. მიუხედავად ამისა, ემიასი მის
ახლო მეგობრად რჩებოდა. ალბათ, მიზეზი სწორედ ეს იყო. ფილიპი თვლიდა, რომ
არ არსებობდა ქვეყნად ქალი, მისი ახლობლის ღირსი რომ ყოფილიყო. ეგებ ეშინოდა,
რომ ქეროლაინის გავლენით მათ მეგობრობას ჩრდილი მიადგებოდა ·
– ასეც მოხდა?
– სულაც არა. ემიასი ფილიპის მეგობრად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე. უყვარდა
მისი დაცინვა ფულისადმი ტრფიალის, ბირჟის გარიგებებით გატაცების გამო, იმის
გამო, რომ იგი სულ უფრო ობივატელი ხდებოდა, მაგრამ ფილიპი ამას ყურადღებას
არ აქცევდა. მხოლოდ ჩაიცინებდა და ამბობდა, რომ ემიასს ბედმა გაუღიმა, რომ მას
ერთი რესპექტაბელური მეგობარი ჰყავს.
– როგორ უყურებდა თქვენი ძმა ელზასა და ემიასის რომანს?
– რატომღაც მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ფილიპი ზოგჯერ ძნელად
გასაგებია. მე მგონი, იგი ბრაზდებოდა ემიასზე, ამ გოგოს გამო თავს რომ
ისულელებდა. და არაერთხელ უთქვამს, რომ აქედან არაფერი გამოვა და რომ ემიასი
ამას ინანებდა და ამავე დროს, ვგონებ, ეჭვიც არ მეპარება, – იგი კმაყოფილი იყო,
ქეროლაინს დამცირებულს რომ ხედავდა.
პუარომ წარბები აზიდა.
– მართლა?
– სწორედ გამიგეთ; – უპასუხა ბლეიკმა, – მე მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ და
მეტი არაფერი. ასე რომ, ვფიქრობ, იგი კმაყოფილი იყო. არ ვიცი, ეს გრძნობა
შეგნებულად თუ შეუგნებლად ჰქონდა. მე და ფილიპს ცოტა რამ გვაქვს საერთო,
მაგრამ ჩვენ მაინც ღვიძლი ძმები ვართ და უნდა გვესმოდეს ერთმანეთის.
ჩვეულებრივ, ძმებმა იციან ერთმანეთის აზრები.
– ტრაგედიის შემდეგ?
მერედით ბლეიკმა თავი გაიქნია, სახე ტკივილისაგან დაეღრიცა.
– საწყალი ფილიპი, ის ნამდვილად შეძრული იყო და დიდხანს ვერ გამოერკვა. მას
ძალიან უყვარდა ემიასი. თაყვანს სცემდა მის ნიჭს. მე და კრეილი ერთი ასაკისანი
ვიყავით: ფილიპი ორი წლით ჩვენზე უმცროსია და ამიტომ ემიასს ყოველთვის
ქვევიდან შეჰყურებდა. დიახ, ეს მისთვის ნამდვილი დარტყმა იყო. იგი ძალზე
გაბრაზდა ქეროლაინზე.
– მასაც არ ეპარებოდა ეჭვი?
– ჩვენ არავის გვეპარებოდა ეჭვი.. – უპასუხა მერედით ბლეიკმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ, უნებისყოფო კაცისათვის დამახასიათებელი
ნაღველითა და გაღიზიანებით ბლეიკმა თქვა:

მკითხველთა ლიგა
– ეს ყველაფერი მივიწყებულია... რა თქმა უნდა, და აი, მოდიხართ თქვენ და
ყველაფრის ხელახლა ქექვას იწყებთ...
– მე არა. ქეროლაინ კრეილი.
– ქეროლაინი? – თვალები გადმოქაჩა მერედითმა – რა გსურთ ამითი თქვათ?
ისე, რომ მისთვის თვალი არ მოუშორებია, პუარომ უპასუხა:
– ქეროლაინ კრეილი – უმცროსი.
მერედითს სახე შეურბილდა.
– აჰ. დიახ. პატარა კარლა. უცებ ვერც კი მიგიხვდით.
– თქვენ ჩათვალეთ, რომ მე თავად ქეროლაინ კრეილზე ვლაპარაკობ? თქვენ
ჩათვალეთ, მე იმაზე ვლაპარაკობ, ვისაც – როგორ ვთქვა? – მშვიდად ძინავს თავის
საფლავში?
– არ არის საჭირო.
– იცით, რომ თავის უკანასკნელ წერილში, რომელიც მან ქალიშვილს მიუძღვნა, იგი
წერს, რომ უდანაშაულოა?
მერედითმა ისევ გადმოქაჩა თვალები.
– ასე დაწერა ქეროლაინმა? – ვერ დაიჯერა მან.
– დიახ, – პუარო დადუმდა, შემდეგ იკითხა: – გაგიკვირდათ?
– თქვენც გაგიკვირდებოდათ, ის სასამართლოზე რომ გენახათ. საწყალი,
დაჩაგრული, უმწეო არსება. არც კი უცდია ბრძოლა.
– დანებდა?
– არა, არა, არავითარ შემთხვევაში. აქ უფრო იმის შეგნებამ ითამაშა როლი, რომ მან
საყვარელი ადამიანი მოჰკლა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვფიქრობდი.
– ახლა ეჭვი გეპარებათ?
– ასეთი რამის დაწერა, თანაც როცა კვდები...
– ეგებ, ეს გადარჩენის სიცრუე იყო? – უკარნახა პუარომ.
– შესაძლოა, – იჭვნეულად დაეთანხმა მერედითი, – მაგრამ ეს არ ჰგავს
ქეროლაინს...
ერკიულ პუარომ თავი დაუქნია. კარლა ლემარშანმაც იგივე თქვა. მაგრამ კარლა
ამას ამტკიცებდა ბავშვური შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე. მერედით ბლეიკი კი
ქეროლაინს კარგად იცნობდა. ეს პირველი დამტკიცება იყო პუაროს მიერ მიღებული
იმისა, რომ კარლას აზრს შეიძლება ენდო.
მერედით ბლეიკი მას შეჰყურებდა.
– თუ... თუ ქეროლაინი უდანაშაულო იყო, მაშინ ყველაფერი ეს უბრალოდ სიგიჟეა!
– ნელა წარმოთქვა მან. –– მაგრამ მე სხვა ახსნას ვერ ვხედავ... – იგი პუაროს
მიუბრუნდა: – თქვენ? თქვენ რას ფიქრობთ?
დუმილი.
– ჯერჯერობით, – ბოლოს და ბოლოს თქვა პუარომ, – არაფერს არ ვფიქრობ,
მხოლოდ აზრებს ვაგროვებ. მინდა ვიცოდე, რას წარმოადგენდა ქეროლაინ კრეილი,
როგორი იყო ემიას კრეილი, რას წარმოადგენდა ხალხი, რომელიც იმ დროს იქ იყო.
ზუსტად რა მოხდა იმ ორი დღის განმავლობაში. აი, რა მჭირდება, ფაქტების
თანმიმდევრული დაწვრილებითი შესწავლა. თქვენი ძმა მზადაა დამეხმაროს. იგი
დამეთანხმა წერილობით მომაწოდოს ყველა მოვლენა იმ თანმიმდევრობით, როგორც
მას ახსოვს.
– დიდად, ალბათ, არ გამოგადგებათ, – მკვახედ თქვა მერედით ბლეიკმა, – ფილიპი
საქმიანი კაცია. იგი ცდილობს გონება არ გადაიტვირთოს წარსული მოვლენების
დამახსოვრებით. სავსებით შესაძლებელია, უბრალოდ ბევრი რამ აურიოს.
მკითხველთა ლიგა
– მესმის, ყველაფრის დამახსოვრება ძნელია.
– აი, რას გეტყვით... – მერედითი უცებ დადუმდა, შემდეგ წამოწითლდა და
განაგრძო: თუ გსურთ, შემიძლია მეც იგივე გავაკეთო. მაშინ თქვენ შეძლებთ, ასე
ვთქვათ, შეადაროთ ჩვენი მოგონებები, ასეა?
– ეს შესანიშნავი იქნებოდა! – სიხარულით დაეთანხმა პუარო – რა შესანიშნავი
აზრია!
– გადაწყვეტილია, ვწერ. სადღაც ძველი დღიურები მიდევს, მაგრამ მხედველობაში
იქონიეთ, – მან მორიდებით გაიღიმა, – რომ მე დიდი ლიტერატორი არ გახლავართ
და ორთოგრაფიაზეც მწყრალად ვარ. იმედია, პრეტენზია არ გექნებათ.
– სტილი და ორთოგრაფია ნაკლებად მაინტერესებს. მე უბრალოდ გადმოცემა
მჭირდება იმის, რაც გახსოვთ. ვინ რა თქვა, ვინ როგორ გამოიყურებოდა, რა მოხდა,
და ნუ ამოარჩევთ, გეთაყვა, მხოლოდ იმას, რაც თქვენ გეჩვენებათ მნიშვნელოვნად.
ყველაფერი მეხმარება, ასე ვთქვათ, ატმოსფეროს აღდგენაში.
– გასაგებია, ალბათ, იოლი არაა წარმოიდგინოთ ხალხი, ადგილები, რომლებიც
არასდროს გინახავთ.
პუარომ თავი დაუქნია.
– აი, კიდევ რა მინდა გთხოვოთ. ოლდერბერი თქვენს მამულს
ესაზღვრება, არა? არ შეიძლება წავიდე და საკუთარი თვალით ვნახო, სად მოხდა
ტრაგედია?
– ახლავე შემიძლია იქ მიგიყვანოთ, – უპასუხა მერედით ბლეიკმა, – მაგრამ, რა
თქმა უნდა, მას შემდეგ, იქ ბევრი რამ შეიცვალა.
– სახლი ხელახლა ააგეს?
– არა. მადლობა ღმერთს, აქამდე არ მისულან. მაგრამ ახლა იქ რაღაც
საერთოსაცხოვრებლის მაგვარია. მამული რომელიღაც საზოგადოებრივმა
ორგანიზაციამ შეისყიდა, ახალგაზრდები ჯგროდ მიდან იქ ზაფხულში და ამიტომაც
სახლი პატარ-პატარა ოთახებადაა დაყოფილი. მამულიც საკმაოდ გადაკეთდა.
– თქვენ უნდა აღიდგინოთ იგი მეხსიერებაში.
– შევეცდები. რა საწყენია, რომ წინათ არ გინახავთ. ეს ყველაზე ლამაზი სახლი იყო
ჩვენში.
გარეთ გამოვიდნენ და სახლის წინ აბიბინებულ მდელოს გაუყვნენ.
– ვინ ყიდდა მამულს?
– პატარა კარლას მეურვეები. კრეილის მთელი ქონება შვილს ერგო, მას ანდერძი არ
დაუტოვებია. ამიტომ ყველაფერი მექანიკურად თანაბრად უნდა გაეყოთ მის ცოლსა
და შვილზე, მაგრამ ქეროლაინმა თავისი წილიც გოგონას უანდერძა.
– ნახევარდას არაფერი ერგო?
– ანჯელას მამის მიერ დანატოვარი საკუთარი ფული ჰქონდა.
– გასაგებია, – თავი დაუქნია პუარომ და მაშინვე წამოიძახა: – საით მიგყავართ? წინ
ხომ უკვე ზღვის ნაპირია.
– ჩვენი გეოგრაფია უნდა აგიხსნათ. თუმცა, წუთით, და თქვენ თვითონ ყველაფერს
მიხვდებით. ხედავთ ყურეს? მას ქემელ-ქრიქი ჰქვია და ხმელეთშია შემოჭრილი.
მდინარის შესართავს ჰგავს, სინამდვილეში კი ზღვაა. ოლდერბერიში რომ მოხვდეთ,
მარჯვნივ უნდა წახვიდეთ და ყურეს შემოუაროთ, მაგრამ უფრო იოლია ერთი
ნაპირიდან მეორეზე ნავით გადასვლა. ოლდერბერი სწორედ იმ ნაპირზეა. აი, აქ ყურე
ვიწროვდება და ხეებს შორის სახლი მოჩანს.
პატარა პლაჟამდე მივიდნენ. მეორე ნაპირზე ჭალა იყო, მის უკან ბორცვის წვერზე
თეთრი სახლი იდგა.
მკითხველთა ლიგა
ნაპირზე ორი ნავი იდო. მერედით ბლეიკმა, პუაროს შეეცადა მიხმარებოდა, ერთი
ნავი წყალზე ჩაასრიალა და, ერთ წუთში ისინი უკვე ნიჩბებს უსვამდნენ სახლის
მიმართულებით.
– წინათ სწორედ ამ გზით ვსარგებლობდით – აუხსნა მერედითმა – ხოლო ქარიან
ამინდსა და წვიმაში მანქანით მივდიოდით. სამიოდე მილია, თუ შემოვლით მიხვალ.
მან ნავი ყურის მეორე ნაპირზე ქვისაგან ნაშენ საბმელს მიაყენა, შემდეგ ხის
სახლებსა და ბეტონის ტერასებს აგდებულად გახედა.
– ეს ყველაფერი ახალია, ადრე აქ იდგა ელინგი ნავებისათვის – ფარღალალა
ფარდული და მეტი არაფერი. შეგეძლო პლაჟს გაჰყოლოდი და იქ, კლდესთან
გებანავა.
ბლეიკი დაეხმარა პუაროს ნავიდან გადმოსვლაში, მიაბა ნავი და ზემოთ ციცაბოდ
მიმავალ ბილიკს აუყვნენ.
– არა მგონია, ვინმე შეგვხვდეს, – თქვა მან, – აპრილში აქ მხოლოდ აღდგომას თუ
ნახავ ვინმეს. თუკი შევხვდებით, ყურადღება არ მიაქციოთ – მეზობლებთან კარგი
დამოკიდებულება მაქვს. დღეს მზე ზაფხულივით აცხუნებს. აი, მაშინაც მშვენიერი
დღე იყო, ივლისს უფრო ჰგავდა, ვიდრე სექტემბერს. მზე კი დაგვყურებდა, მაგრამ
საკმაოდ ცივი ქარი უბერავდა.
ბილიკი ჭალას გასცდა და კლდეს შემოუარა.
– აი, იქ კი – მიუთითა მერედითმა, – საჭურვლის ბაღია. სწორედ მის ქვევით ვართ.
ზღვის მხრიდან ვუვლით.
ბილიკი ისევ ხეებს შორის მიდიოდა, შემდეგ უცებ მოუხვია და ქვის ღობეში
ჩადგმულ ალაყაფს მიადგა. აქედან ზევით დაკლაკნილი გზა მიდიოდა, მაგრამ
მერედითმა ჭიშკარი გააღო და ისინი ღობის იქით აღმოჩნდნენ.
პუარო წამით მზის კაშკაშა შუქმა დააბრმავა. საჭურვლის ბაღი ხელოვნურ
პლატოზე იყო გაშენებული, ქვის ღობეში სათოფურებითა და ზარბაზნით. ბაღი
თითქოს ზღვაზე დაეკიდათ. მის ზევით და უკან ხეები იყო, პლაჟის მხრიდან კი
თვალის მომჭრელად ცისფერი წყლის გარდა არაფერი ჩანდა.
– მიმზიდველი ადგილია, – შენიშნა მერედითმა და უკანა კედლის მახლობლად
აგებულ ფანჩატურის მსგავს რაღაცას ზიზღით გახედა. – ეს, იმ დროს, რა თქმა უნდა,
არ იყო, მხოლოდ ძველი ფარდული, სადაც ემიასი საღებავებს, ლუდის ბოთლებსა და
ბაღის რამდენიმე სკამს ინახავდა. არც ბეტონით იყო ყველაფერი მოპირკეთებული. აქ
თუჯის შეღებილი მაგიდა და სკამი იდგა და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა,
ბევრი არაფერი შეცვლილა. – ჭოჭმანით დაასრულა მან.
– ყველაფერი აქ მოხდა? – იკითხა პუარომ.
მერედითმა თავი დაუქნია.
– სკამი იქ, ფარდულის მახლობლად იდგა. სწორედ იმაზე იწვა კრეილი, როცა
იპოვნეს. იგი ხშირად ნახევრად მწოლიარე ხატავდა. სკამზე გადაწვებოდა და
უყურებდა. უყურებდა... – ...შემდეგ უცებ გიჟივით წამოხტებოდა და საღებავებს
ერთიმეორეზე უსვამდა, – დადუმდა. – ამიტომაც, როცა იგი იპოვეს, სულაც არ გავდა
მკვდარს. სძინავს კაცს და მორჩა, გადაწვა სკამის ზურგზე და ჩათვლიმა. ეს
საწამლავი ელვისებრ დამბლას იწვევს, ადამიანი არც კი გრძნობს ტკივილს... მე, ... მე,
გამეხარდა კიდეც.
– ვინ იპოვა იგი? – იკითხა პუარომ, თუმცა პასუხი უკვე იცოდა.
– მან, ქეროლაინმა, სადილის შემდეგ. მე და ელზამ, მე მგონი, უკანასკნელებმა
ვიხილეთ იგი ცოცხალი. ალბათ, საწამლავი უკვე გასული იყო ორგანიზმში.

მკითხველთა ლიგა
ამიტომაც იგი უცნაურად გამოიყურებოდა. მირჩევნია, ამაზე არ ვილაპარაკო, ჯობს
დავწერო. უფრო გამიადვილდება.
იგი უცებ მოტრიალდა და საჭურვლის ბაღიდან გავიდა. პუარო უსიტყვოდ მიჰყვა.
ისინი დაკლაკნილ ბილიკს აუყვნენ. მაღლა კიდევ ერთი, ხეებით დაჩრდილული
პატარა მდელო იყო. იქ მაგიდა და სკამი იდგა.
– ბევრი რამ არც აქ შეცვლილა, – შენიშნა მერედითმა – მართალია, სკამი
ძველებური ნაყალბევი არ იყო, უბრალოდ თუჯის იყო, შეღებილი, დასაჯდომად
ცოტა მაგარი, მაგრამ სამაგიეროდ რა ხედი იშლებოდა!
პუარო დაეთანხმა, ხის ვარჯებს შორის საჭურვლის ბაღი და ყურე მოსჩანდა.
– სადილის წინ ცოტა ხანი აქ დავყავით, – თქვა მერედითმა. – ხეები არ იყო მაშინ
ასე გაზრდილი, როგორც ახლა. სათოფურები კარგად ჩანდა. ერთ-ერთზე ელზა
იჯდა, სურათისათვის პოზირებდა. იგი იჯდა გვერდზე თავმიტრიალებული. ხეები
უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, – მხრები ოდნავ აიჩეჩა და
ჩაიბუტბუტა მან, – ეგებ, უბრალოდ, მე თვითონ ვბერდები. სახლში შევიდეთ.
ისევ გაუყვნენ ბილიკს, ვიდრე მან პირდაპირ სახლთან არ მიიყვანა. ეს იყო
გეორგიანული ეპოქის სტილის ძველი ლამაზი სახლი. მასზე უკვე მიეშენებინათ. წინ
კი მწვანე მდელოზე ორმოცდაათამდე ხის სახლი იდგა.
– ყმაწვილკაცებს აქ სძინავთ, ქალიშვილებს – დიდ სახლში, – აუხსნა მერედითმა, –
არა მგონია, თქვენ აქ რაიმემ დაგაინტერესოთ. ყველა ოთახი გადატიხრულია. აქ
ოდესღაც პატარა სათბური იყო. ამ ხალხმა კი მის მაგივრად გადახურული გალერეა
ააშენა. ალბათ, მოსწონთ აქ დასვენება. მაგრამ, რა თქმა უნდა, საწყენია, რომ
ყველაფერი ისე არ დატოვეს, როგორც იყო. – უცებ შემობრუნდა, – უკან სხვა გზით
წავიდეთ, თორემ ყველგან წარსული მელანდება. ირგვლივ მხოლოდ მოჩვენებებია.
საბმელთან უფრო გრძელი და დახვეული გზით დაბრუნდნენ. ორივე დუმდა.
პუაროს ესმოდა, რა განწყობილება ჰქონდა მის თანამგზავრს.
კვლავ ჰედქროს-მენორში რომ აღმოჩნდნენ, მერედით ბლეიკმა უცებ თქვა:
– იცით, მე ხომ ის სურათი ვიყიდე. სწორედ ის, რომელსაც ემიასი ხატავდა.
მაზიდებდა ის აზრი, რომ მას გაყიდიდნენ მხოლოდ მისი სკანდალური რეპუტაციის
გამო და ეს ნაძირალები, თავისი პათოლოგიური გადახრებით, მას
მიაცქერდებოდნენ. მართლაც, შესანიშნავი ნამუშევარია. ემიასი ამბობდა, რომ ეს
მისი საუკეთესო ნაწარმოებია და, ჩემის აზრით, იგი არ ცდებოდა. სურათი
პრაქტიკულად დასრულებული ჰქონდა, კიდევ ერთ-ორ დღეს აპირებდა მასზე
მუშაობას, მეტს არა. ხომ არ გინდათ ნახოთ?
– სიამოვნებით, – სწრაფად უპასუხა ერკიულ პუარომ.
ბლეიკმა იგი ჰოლის გავლით წაიყვანა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარი გააღო და
ისინი საკმაოდ დიდ ოთახში აღმოჩნდნენ, სადაც მტვრის სუნი იდგა. ფანჯრები ხის
დარაბებით იყო დაგმანული. ბლეიკმა გამოაღო. შემდეგ ჩარჩო ძლივს ასწია და
ოთახში გაზაფხულის სურნელებით გაჯერებული ჰაერი შემოვიდა.
– აი, ასე სჯობს, – თქვა მან.
იგი ფანჯარასთან იდგა, სუფთა ჰაერს ისუნთქავდა. პუარო მივიდა მასთან და
გვერდით მიუდგა. კითხვაც არ სჭირდებოდა, რა ოთახი იყო ეს. თაროები ცარიელი
იყო, მაგრამ ბოთლების ნაკვალევი ჯერ კიდევ აჩნდა. ერთ კედელთან წყლის ნიჟარის
გვერდით გაფუჭებული ქიმიური ხელსაწყო იდგა. ყველაფერს მტვრის სქელი ფენა
ედო.
მერედით ბლეიკი ფანჯარაში იყურებოდა.

მკითხველთა ლიგა
– რა მარტივად ბრუნდება წარსული. – თქვა მან. – სწორედ აქ ვიდექი, აყვავებული
ჟასმინის სურნელს ვისუნთქავდი და ბულბულივით ვჭიკჭიკებდი ჩემი
არაჩვეულებრივი წამლებისა და ნაყენების შესახებ.
პუარომ მექანიკურად გაყო ხელი ფანჯარაში და ჟასმინის შეფოთლილი ტოტი
მოსწყვიტა.
მერედით ბლეიკი მკვეთრი ნაბიჯით მივიდა კედელთან, რომელზეც ზეწარში
გახვეული სურათი ეკიდა. ზეწარს ბოლოში მოქაჩა.
პუაროს სუნთქვა შეეკრა. აქამდე მას ემიას კრეილის მხოლოდ ოთხი ნამუშევარი
ჰქონდა ნანახი. ორი – ტეიტის გალერეაში, ერთი – სურათებით მოვაჭრე
ლონდონელთან და კიდევ ვარდებიანი ნატურმორტი, ახლა კი მის წინ იყო სურათი,
რომელსაც მხატვარი თავის ნამუშევრებში საუკეთესოდ მიიჩნევდა. იგი კიდევ
ერთხელ დარწმუნდა, რა დიდი ხელოვანი იყო კრეილი.
სურათი მისთვის დამახასიათებელი მანერით იყო შესრულებული და
გაპრიალებულს ჰგავდა. ერთი შეხედვით, პლაკატს მოგაგონებდათ – ისეთი
მყვირალა ფერებით იყო დახატული. ქალიშვილი იყო გამოსახული ყვითელ პერანგსა
და მუქ ლურჯ შარვალში. კაშკაშა მზით განათებული, ხასხასა ლურჯი ზღვის ფონზე
იგი ქვის ღობეზე იჯდა. ასეთებს ხშირად სარეკლამო ფარებზე ხატავენ.
მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მცდარი იყო. სურათში ოდნავ შესამჩნევი
დამახინჯება იყო: საჭიროზე ოდნავ მეტი ბრწყინვალება და სინაზე. რაც შეეხება
ქალიშვილს...
იგი თავად სიცოცხლე იყო, აქ იყო ყველაფერი, რასაც სიცოცხლისაგან,
ახალგაზრდობისაგან, მჩქროლვარე ენერგიისაგან შეიძლება მოელოდე.
გაბრწყინებული სახე და თვალები.
– რა სიცოცხლე, რა ახალგაზრდული ენერგია! აი, რას ხედავდა ემიას კრეილი ელზა
გრირში, რომელმაც იგი ისეთი კეთილშობილი არსების მიმართ, როგორც მისი ცოლი
იყო, ბრმა და ყრუ გახადა. ელზა იყო სიცოცხლე, ახალგაზრდობა.
იდეალური, თხელი, აწყობილი ფიგურით, თავი აწეული, თავ-დაჯერებული და
მოზეიმე მზერა შემოგყურებთ, გათვალიერებთ, მოელის...
ერკიულ პუარომ ხელები ასწია.
– შესანიშნავია... დიახ, შესანიშნავია...
– იგი ისეთი ახალგაზრდა იყო, – აღელვებით ჩაიჩურჩულა მერედით ბლეიკმა.
პუარომ თავი დაუქნია.
„რას გულისხმობს ხალხის უმრავლესობა, როცა ამბობს „ისეთი ახალგაზრდა?“ –
ფიქრობდა იგი, – ისეთი უბიწო, ისეთი მგრძნობიარე, ისეთი უმწეო? მაგრამ
ახალგაზრდობა – ეს თავხედობაა, ძალაა, ენერგიაა და სისასტიკე! და კიდევ ერთი –
ახალგაზრდობა ადვილად მოწყვლადია“.
ბლეიკს გასასვლელისაკენ მიჰყვა. პუაროს ინტერესი ელზა გრირის მიმართ
გაიზარდა. გაიზარდა. შემდეგი ვიზიტი მასთან ექნება.
რა უქნა წლებმა ამ მგზნებარე, ვნებიან, თავხედ არსებას?
მან ისევ შეხედა სურათს.
ეს თვალები, მას უყურებენ.. რაღაცის თქმა სურთ...
მაგრამ თუკი იგი ვერ მიხვდება, რისი თქმა სურთ? შესძლებს ქალი თავად ამის
გაკეთებას? თუ ეს თვალები ცდილობენ იმის თქმას, რაც მათმა პატრონმა არ იცის?
ასეთი თავდაჯერებულობა, ასეთი გამარჯვების წინათგრძნობა!
მაგრამ აქ სიკვდილი ჩაერია და ამ ხარბ, მოუთმენელ ახალგაზრდა ხელებს
მსხვერპლი გამოსტაცა...
მკითხველთა ლიგა
და სინათლე ჩაქრა ამ ზეიმით ანთებულ თვალებში. ახლა როგორი თვალები აქვს
ელზა გრირს?
ოთახიდან გამოვიდა, სურათს ბოლო მზერა სტყორცნა.
– „იგი ზედმეტად სიცოცხლის მოყვარული იყო“, – გაიფიქრა მან, და ოდნავ...
შეშინდა.

მკითხველთა ლიგა
თავი VIII

მესამე გოჭმა ქეიფი მოასწრო...

ბრუკ-სტრიტზე მდებარე სახლის ფანჯრები ტიტებიანი ყუთებით იყო მორთული.


ხოლო როცა კარი გაიღო, იქვე მდგომი ყვავილებიანი უზარმაზარი ლარნაკიდან
თეთრი იასამნის სურნელება წამოვიდა. მოხუცმა მსახურმა პუაროს ქუდი და ჯოხი
ჩამოართვა. ისინი მაშინვე წაიღო ლაქიამ, რომელიც საიდანღაც გაჩნდა. მსახურმა კი
პატივისცემით ჩაილაპარაკა:
– კეთილი ინებეთ და გამომყევით, სერ.
პუარომ ჰოლი გადაკვეთა და სამი საფეხურით ქვევით ჩავიდა. კარი გაიღო,
მსახურმა მკაფიოდ წარმოთქვა მისი სახელი და გვარი.
შემდეგ კარი დაიხურა, მაღალი ხმელი კაცი სკამიდან, ანთებულ ბუხართან რომ
იდგა, წამოდგა და მისკენ გამოემართა.
ლორდი დითიშემი ორმოციოდე წლის კაცი იყო. ის არა მარტო ინგლისის პერი,
არამედ პოეტიც იყო. მისი ორი ექსტრავაგანტური პოეტური პიესა საკმაოდ დიდი
ხარჯების ფასად დაიდგა სცენაზე და ზომიერი წარმატება ჰქონდა. საკმაოდ წინ
წამოწეული შუბლი, წვეტიანი ნიკაპი, მშვენიერი თვალები და საოცრად ლამაზი პირი
ჰქონდა.
– გთხოვთ, დაბრძანდეთ, მსიე პუარო, – თქვა მან.
პუარო ჩამოჯდა და მასპინძლის მიერ მოწოდებული სიგარეტი აიღო. ლორდმა
დითიშემმა კოლოფი დახურა, ასანთი გაჰკრა, დაელოდა, ვიდრე პუარო
მოუკიდებდა, და მხოლოდ ამის შემდეგ დაჯდა თვითონ და სტუმარს დაკვირვებით
შეხედა.
– რამდენადაც მესმის, თქვენ ჩემი ცოლის სანახავად მოხვედით, – თქვა მან.
– ლედი დითიშემმა პატივი დამდო და შეხვედრაზე დამთანხმდა, – დაემოწმა
პუარო.
– გასაგებია.
სიჩუმე ჩამოვარდა.
– იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით, ლორდ დითიშემ? – გაბედა კითხვა
პუარომ.
ნამძინარევი გამხდარი სახე უცებ ღიმილმა გაანათა.
– ვინ უყურებს სერიოზულად ქმრის წინააღმდეგობას ჩვენს დროში, მსიე პუარო?
– ესე იგი, თქვენ წინააღმდეგი ბრძანდებით?
– არა, ვერ ვიტყვი, რომ წინააღმდეგი ვარ. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ოდნავ
მეშინია იმ ეფექტის, რასაც ჩემს ცოლზე თქვენთან საუბარი მოახდენს. ნება მიბოძეთ,
გულახდილი ვიყო. დიდი ხნის წინათ, როცა ჩემი ცოლი სულ ახალგაზრდა იყო,
მძიმე გამოცდა გაიარა. მე ვთვლიდი, რომ მან გადაიტანა ეს დარტყმა და დაივიწყა.
და აი, ჩნდებით თქვენ. ვშიშობ, რომ თქვენი შეკითხვები მოგონებებს გაუღვიძებენ.
– სამწუხაროა, – თანაგრძნობით წარმოთქვა პუარომ.
– ვერ წარმომიდგენია, როგორი შედეგი ექნება.
მკითხველთა ლიგა
– შემიძლია დაგარწმუნოთ, ლორდ დითიშემ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა
ლედი დითიშემს არ ვაწყენინო. იგი ყველაფრიდან ჩანს ნაზი და ნერვიული
ადამიანია.
და უცებ, პუაროს გასაოცრად, მისმა თანამოსაუბრემ გადაიხარხარა.
– ვინ, ელზა? – იკითხა მან. – ელზა ცხენივით ძლიერია.
– ასეთ შემთხვევაში... – პუარო დიპლომატიურად დადუმდა. ეს სიტუაცია
საინტერესოდ მოეჩვენა.
– ჩემს ცოლს, – თქვა ლორდმა დითიშემმა, – შეუძლია ყველანაირ დარტყმას
გაუძლოს. მაინტერესებს, იცით თუ არა, რატომ დაგთანხმდათ შეხვედრაზე?
– ცნობისმოყვარეობის გამო, – მშვიდად თქვა პუარომ.
მასპინძელს თვალებში პატივისცემის მსგავსი რამ აუელვარდა.
– აჰ, ესე იგი, გესმით?
– რა თქმა უნდა. ქალს არ შეუძლია უარი თქვას შესაძლებლობაზე, ესაუბროს კერძო
დეტექტივს. მამაკაცი კი მას ფეხებზე დაიკიდებს.
– ისეთი ქალებიც არიან, რომელთაც შეუძლიათ იგი ფეხებზე დაიკიდონ.
– მაგრამ ჯერ უნდა ესაუბრონ მას.
– შესაძლოა, – ლორდი დითიშემი დადუმდა. – ვის ჭირდება ეს წიგნი?
ერკიულ პუარომ მხრები აიჩეჩა.
– შეგიძლიათ, როგორც გსურთ, ისე განეწყოთ ამის მიმართ, მაგრამ ადამიანის
ბუნებას ვერ შეცვლი.
მკვლელობა – დრამაა. ხალხს კი დრამები სწყურია.
– ასეა, – დაეთანხმა ლორდი დითიშემი.
– ამიტომაც, როგორც ხედავთ, – თქვა პუარომ. – წიგნი დაიწერება. ჩემს
მოვალეობაში შედის თვალყურის დევნება, რომ უხეშ შეცდომებს და ცნობილი
ფაქტების დამახინჯებას ადგილი არ ჰქონდეს.
– ყოველთვის ვთვლიდი, რომ ფაქტები საზოგადოების კუთვნილებაა.
– ფაქტები, მაგრამ არა მათი ინტერპრეტაცია.
– რას გულისხმობთ, მსიე პუარო? – უხეშად ჰკითხა დითიშემმა.
– ძვირფასო ლორდ დითიშემ, განა არ იცით, რომ არსებობს ისტორიული
ფაქტისადმი მიდგომის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობა. ავიღოთ მაგალითი:
რამდენი წიგნი დაწერილა დედოფალ მარიამ სტიუარტზე, სადაც იგი ხან
წამებულად, ხან უზნეო და ქარაფშუტა ქალად. ხან გულუბრყვილო წმინდანად, ხან
მკვლელად და ინტრიგანად, ხანაც გარემოებათა და ბედის მსხვერპლად
წარმოგვიდგება! აირჩიეთ, რაც გინდათ.
– ამ შემთხვევაში? კრეილი ცოლმა მოჰკლა – ეს, ყოველ შემთხვევაში,
დამტკიცებულია. სასამართლო პროცესის დროს ჩემს ცოლს დაუმსახურებელი
შეურაცხყოფა მიაყენეს, იგი სასამართლოს შენობიდან მალულად წამოვიდა,
საზოგადოებრივი აზრი მის მიმართ აშკარად მტრული იყო.
– ინგლისელები, – თქვა პუარომ, – მაღალი ზნეობის ხალხია.
– დიახ, წყეულიმც იყვნენ! – დაეთანხმა ლორდი დითიშემი და ისე, რომ
პუაროსათვის თვალი არ მოუშორებია, იკითხა: პირადად თქვენ?
– მე, – უპასუხა პუარომ, – ძალიან პატიოსან ცხოვრებას ვეწევი, მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ მაღალი ზნეობის ადამიანი ვარ.
– ზოგჯერ ჩავუფიქრდები ხოლმე, – თქვა ლორდმა დითიშემმა – სინამდვილეში
რას წარმოადგენდა მისის კრეილი – მთელი ეს ლაპარაკი ცოლის შეურაცხყოფილ
გრძნობებზე. მე მგონი, ამის უკან რაღაც იმალება.
მკითხველთა ლიგა
– ეს შეიძლება თქვენმა ცოლმა იცოდეს, – შენიშნა პუარომ.
– ჩემს ცოლს, – უპასუხა ლორდმა დითიშემმა, – მომხდარი ამბავი ერთხელაც არ
გახსენებია.
პუარომ მას ინტერესით შეხედა.
– უკვე მესმის...
– რა გესმით უკვე? – უხეშად გააწყვეტინა დითიშემმა.
– პოეტის შემოქმედებითი აღმაფრენა... – თავის დაკვრით უპასუხა პუარომ.
ლორდი დითიშემი წამოდგა და ზარი დარეკა.
– ჩემი ცოლი გელოდებათ, – უკმეხად თქვა მან.
კარი გაიღო.
– თქვენ დარეკეთ, მილორდ?
– მიაცილეთ მსიე პუარო ლედი დითიშემთან.
კიბის ორი განი ზევით, რბილი ნოხი, რბილი განათება, ყველაფერი ფულზე
მეტყველებს, გემოვნებაზე – ნაკლებად. ლორდ დითიშემის ოთახში მკაცრი
უბრალოებაა, მაგრამ სახლის დანარჩენ ნაწილში ფუფუნება სუფევს. ყველაფერი
საუკეთესოა, აუცილებელი არაა მყვირალა, უბრალოდ, „ფასს მნიშვნელობა არა აქვს“
და წარმოსახვის უქონლობა.
„ქეიფი მოეწყო, არა? დიახ, ქეიფი!“ – თავისთვის აღნიშნა პუარომ.
პატარა ოთახში შეიყვანეს. მთავარი სასტუმრო ოთახი მეორე სართულზე იყო. ეს კი
დიასახლისის პირადი სასტუმრო იყო. იგი ბუხართან იდგა, როცა პუაროს მოსვლა
აუწყეს.
პუაროს ისევ გაახსენდა ფრაზა: იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა
გონებაში ეს სიტყვები უტრიალებდა და თან ელზა დითიშემს უყურებდა, ოდესღაც
ელზა გრირი რომ იყო.
იგი ამ ქალში ვერასდროს ამოიცნობდა იმას, რაც მერედით ბლეიკის მიერ ნაჩვენებ
სურათზე იყო გამოსახული. იქ იგი სინორჩის, ენერგიის განსახიერება იყო. აქ კი
სინორჩე არ იყო, შესაძლოა, არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ, ახლა მან დაინახა ის,
რაც კრეილის სურათში ვერ შენიშნა: ელზა ლამაზი ქალი იყო. დიახ, მისკენ
ნამდვილი მზეთუნახავი მოემართებოდა, და, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სრულიად
ახალგაზრდა. რამდენისაა? ოცდათექვსმეტზე მეტის არ იქნება, თუკი, როცა
ტრაგედია მოხდა, იგი მხოლოდ ოცის იყო. მუქი თმა იდეალური ფორმის თავზე
უბადლოდ ეწყო, თითქმის კლასიკური სახის ნაკვთები ჰქონდა და გრიმიც
მოხდენილად ედო.
უცებ თავი უგუნებოდ იგრძნო, ალბათ, მოხუცი მისტერ ჯონათანის გამო,
რომელიც ჯულიეტაზე მსჯელობდა... არავითარი ჯულიეტა აქ არ არის, თუმცა, განა
შესაძლებელია წარმოიდგინო ჯულიეტა გადარჩენილი და იმ აზრს შეგუებული, რომ
მისი რომეო აღარ არის? განა ჯულიეტას არსი იმაში არ მდგომარეობს, რომ იგი
ახალგაზრდა უნდა მომკვდარიყო?
ელზა გრირი გადარჩა...
ქალი მას მიმართავდა მშვიდი, თითქმის მონოტონური ხმით.
– ძალიან დავინტერესდი, მსიე პუარო, დაბრძანდით, გეთაყვა და მითხარით, რით
შემიძლია დაგეხმაროთ.
„სულაც არ არის დაინტერესებული, – გაიფიქრა მან, – ვერაფერი აღუძრავს მას
„ცნობისმოყვარეობას“.
დიდი რუხი თვალები მკვდარ ტბებს მიუგავდა.
პუარომ კიდევ ერთხელ ითამაშა უცხოელი.
მკითხველთა ლიგა
– ძალიან დავიბენი, მადამ, საშინლად დავიბენი, – წამოიძახა მან.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მე მივხვდი, რომ... წარსული ტრაგედიის გაცოცხლება შეიძლება
თქვენთვის ძალზე მტკივნეული აღმოჩნდეს.
ამან ქალი, ჩანდა, გაართო. დიახ სწორედ გაართო, იგი აშკარად დასცინოდა
პუაროს დაბნეულობას.
– ეს, ალბათ, ჩემმა ქმარმა შთაგაგონათ? ის ხომ შეგხვდათ, როცა მოხვედით. მას არ
ესმის და არც არასოდეს ესმოდა. სულაც არა ვარ ისეთი მგრძნობიარე, როგორსაც ის
წარმომადგენს. – მას შექმნილი სიტუაცია ისევ ახალისებდა. – მამაჩემი უბრალო
მუშა იყო, მაგრამ შესძლო ხალხში გამოსვლა და ქონების დაგროვება. ამისათვის
სქელკანიანი უნდა იყო. მეც ასეთივე ვარ.
„დიახ, ეს სიმართლეა, – გაიფიქრა პოარომ. – სქელკანიანი უნდა იყო, რომ
ქეროლაინ კრეილის სახლში დაბინავდე“.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ? – გაიმეორა ლედი დითიშემმა.
– დარწმუნებული ხართ, მადამ, რომ თქვენთვის მტკივნეული
არ იქნება წარსულის გახსენება?
იგი წუთით დადუმდა და პუაროს აზრად მოუვიდა, რომ ლედი დითიშემი
გულწრფელი ადამიანია. მას შეუძლია იცრუოს საჭიროების გამო, მაგრამ არა
ანგარებით.
– არა, მტკივნეული არ იქნება, – თქვა ჩაფიქრებულმა ლედი დითიშემმა. –
გულახდილად რომ გითხრათ, უარს არ ვიტყოდი, რომ მტკენოდა.
– რატომ?
– რა სისულელეა, როცა არასდროს არაფერს არ გრძნობ... – გაღიზიანებით უპასუხა
მან.
ერკიულ პუარომ ისევ გაიფიქრა: „დიახ, ელზა გრირი მოკვდა“...
ხმამაღლა კი თქვა.
– ასეთ შემთხვევაში, ლედი დითიშემ, ჩემი ამოცანა მეტად მარტივდება.
– კერძოდ რა გაინტერესებთ? – მხიარულად იკითხა ქალმა.
– კარგი მეხსიერება გაქვთ, მადამ?
– მე მგონი.
– და დარწმუნებული ხართ, რომ იმ დღეების შესახებ დაწვრილებითი საუბარი
მტკივნეული არ იქნება თქვენთვის?
– სრულიადაც არა. ტკივილს მაშინ გრძნობ, როცა გაყენებენ.
– დიახ, ვიცი, რომ ზოგიერთი სწორედ ასე ფიქრობს.
– ედუარდს კი – ჩემს ქმარს – სრულიად არ შეუძლია ამის გაგება, – თქვა ლედი
დითიშემმა, – მაგალითად, იგი თვლის, რომ სასამართლო პროცესი ჩემთვის დიდი
გამოცდა იყო.
– განა არა?
– არა, მე სიამოვნებაც კი მივიღე. – უპასუხა ლედი დითიშემმა და მის ხმაში
ოდესღაც განცდილი სიამოვნების გამოძახილი აჟღერდა. – ღმერთო ჩემო! რა არ მიქნა
იმ ნაძირალა დეპლიჩმა, – განაგრძო მან, – ის ხომ ნამდვილი ეშმაკი იყო! მაგრამ
მასთან პაექრობა მომწონდა. მაინც ვერ გამიმკლავდა.
პუაროს ღიმილით შეხედა.
– იმედი მაქვს, თქვენი ილუზიები არ გავაქარწყლე? ოცი წლის გოგონა
სირცხვილისაგან უნდა დამწვარიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა. ფეხებზე მეკიდა, ჩემზე
რას იტყოდნენ. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა.
მკითხველთა ლიგა
– კერძოდ, რა?
– რომ ის ჩამოეხრჩოთ. რა თქმა უნდა, – უპასუხა ელზა დითიშემმა.
პუარომ მის ხელებს მიაქცია ყურადღება – ლამაზი, გრძელი, წვეტიანი ფრჩხილები,
მტაცებლის ხელები.
– შურისმაძიებლად მთვლით? დიახ, მზად ვარ შური ვიძიო ყოველ წყენაზე. ის
ქალი უბრალოდ საძაგელი იყო. მან იცოდა, რომ ემიასს ვუყვარდი, რომ აპირებდა მის
დატოვებას და მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ მე არ მრგებოდა.
პუაროს თვალებში შეხედა.
– ასეთი საქციელი უღირსად გეჩვენებათ?
– არ გესმით, რომ არსებობს ეჭვიანობა და არ შედიხართ იმ ხალხის
მდგომარეობაში, რომლებიც ამ გრძნობით არიან გამსჭვალულნი?
– არა, არ შევდივარ. თუ წააგე, ესე იგი, წააგე, თუ ქმარს ვერ ინარჩუნებ,
გაათავისუფლე. ჩემთვის უცხოა მესაკუთრის გრძნობა.
– ეგებ, სხვაგვარად გეფიქრათ, კრეილის ცოლი რომ გამხდარიყავით.
– არა მგონია. ჩვენ არ ვიყავით... – უცებ მან პუაროს ღიმილით შეხედა. მისი
ღიმილი, ოდნავ აშინებდა პუაროს, იმიტომ, რომ არანაირად არ ასახავდა იმ
გრძნობებს, რაც მის შიგნით იმ წუთს ტრიალებდა. – ერთხელ და სამუდამოდ მინდა
გაიგოთ, – თქვა მან, – რომ ემიას კრეილს უბიწო ქალწული არ შეუცდენია,
ყველაფერი კი სულ სხვაგვარად იყო! ჩვენ ორს შორის ბრალი მე მედება. იგი ერთ-
ერთ წვეულებაზე ვნახე და შემიყვარდა. მივხვდი, რომ მინდა მე მეკუთვნოდეს...

და მეც, მერწმუნე, ჩემს ბედ-იღბალს ფეხქვეშ გაგიშლი,


თუნდ ქვეყნის კიდეს გამოგყვები, შენ – ჩემს მეუფეს.4

– იმისდა მიუხედავად, რომ იგი ცოლიანი იყო?


– უცხო პირთა შესვლა აკრძალულია? იმისათვის, რომ საქციელი არ ჩაიდინო,
ცხოვრებაში უფრო მეტი რამაა საჭირო, ვიდრე ტიპოგრაფიაში დაბეჭდილი
განცხადება. თუ იგი უბედურია ცოლთან და შეიძლება ჩემთან ბედნიერი იყოს,
რატომაც არა? ჩვენ ხომ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.
– მაგრამ ამბობენ, რომ იგი ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერი იყო.
– არა, თავი გააქნია ელზამ. – ძაღლსა და კატასავით ცხოვრობდნენ, ცოლი მუდამ
ეჩხუბებოდა. იგი... იგი საშინელი ქალი იყო.!
ელზა წამოდგა და სიგარეტს მოუკიდა.
– ეგებ, უსამართლო ვარ მის მიმართ, – ოდნავ გაიღიმა მან, – მაგრამ მე მას მართლა
საძაგელ არსებად ვთვლი.
– ეს დიდი ტრაგედია იყო, – დაფიქრებით შენიშნა პუარომ.
– დიახ, დიდი ტრაგედია.
და უცებ იგი სწრაფად შემოტრიალდა, მოწყენილი გამომეტყველება გაუქრა და
სახე გამოუცოცხლდა.
– მე მომკლეს, გესმით? მომკლეს. მას მერე არაფერი ყოფილა, სრულიად არაფერი, –
ხმას დაუწია. – სიცარიელე! – ხელი გაღიზიანებით ჩაიქნია, – მე სამუზეუმო
ექსპონატი ვარ, აკვარიუმიდან!
– ნუთუ ემიას კრეილი თქვენთვის ამდენს ნიშნავდა?
ქალმა თავი დაუქნია. რაღაც საოცრად დამაჯერებლად, ამაღელვებლადაც კი
დაუქნია.

მკითხველთა ლიგა
– ჩემის აზრით, ყოველთვის შეზღუდული ვიყავი, – პირქუშად თქვა მან. – ალბათ,
საჭირო იყო... ხანჯლის გულში ჩაცემა. ჯულიეტასავით, მაგრამ ასე მოქცევა ნიშნავდა
გეღიარებინა, რომ აღარაფერს ნიშნავ, რომ ცხოვრებამ ანგარიში გაგისწორა!...
– ამის მაგივრად კი?
– საკმარისია გაუძლო განსაცდელს, რომ ყველაფერი გექნება. მე გავუძელი.
განსაცდელმა დამტოვა. შევეცადე რაიმე ახალი მეპოვა. დიახ, ახალი.
პუარო თითქმის ხედავდა, მთელი ძალით როგორ ცდილობს ელზა ჩანაფიქრის
განხორციელებას. ხედავდა, როგორ ცდილობს ის, ლამაზი, მდიდარი და
მაცდუნებელი, თავისი ხარბი, მტაცებელი ხელებით უფრო გემრიელი ნაჭრის
დათრევას, რათა თავისი ცხოვრების სიცარიელე შეავსოს. მას გმირები სჭირდებოდა –
და აი, იგი ცნობილ ავიატორს მიჰყვება, შემდეგ მოგზაურს, მოსულ და
ძლიერ არნოლდ სტივენსონს, რომელიც, ალბათ, გარეგნულად ემიას
კრეილს ჩამოჰგავდა, შემდეგ კი ისევ შემოქმედებით პიროვნებას –
დითიშემს –– მიუბრუნდა.
– თვალთმაქცი არასოდეს ვყოფილვარ, – ამბობდა ელზა დითიშემი. – არის
ესპანური ანდაზა, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა: აიღე, რაც გინდა, მაგრამ
მთლიანად გადაიხადე, გვეუბნება ის. ყოველთვის ასე ვიქცეოდი. და ყოველთვის
მზად ვიყავი გადამეხადა.
– მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რასაც ვერ იყიდი, – შენიშნა პუარომ.
ელზამ იგი ყურადღებით შეათვალიერა.
– მხოლოდ ფული არმაქვს მხედველობაში.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მესმის, რასაც გულისხმობთ, – გამოეხმაურა პუარო,
–მაგრამ არსებობს რაღაც, რაც არ იყიდება.
– სისულელეა!
პუარომ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. ელზას ხმაში გაიჟღერა ქედმაღლობამ
ფაბრიკის მუშა გოგონასი, რომელმაც გამდიდრება შესძლო. ერკიულ პუაროს უცებ
სიბრალული შემოაწვა. მან შეხედა გადატკეცილ, უასაკო სახეს, დაღლილ თვალებს
და ემიას კრეილის სურათზე გამოსახული ქალიშვილი გაახსენდა...
– უფრო დაწვრილებით მომიყევით ამ წიგნის შესახებ, – თქვა ელზა დითიშემმა. –
რატომ გადაწყვიტეს მისი გამოცემა? ვისი აზრი იყო?
– ო, ძვირფასო ლედი, გამომცემლების ჩვეულებრივი იდეა: პუბლიკა ასიამოვნო და
გუშინდელი სენსაცია დღევანდელი საკმაზით მიაწოდო!
– მაგრამ ავტორი თქვენ არ ბრძანდებით?
– არა, მე მხოლოდ ექსპერტი ვარ დანაშაულებათა საკითხში.
– თქვენ გსურთ თქვათ, რომ ასეთი წიგნების გამოცემისას, ისინი კონსულტაციას
თქვენგან იღებენ?
– ყოველთვის არა. მაგრამ ამჯერად ნამდვილად მომმართეს.
– კერძოდ ვინ?
– მე უნდა – როგორ გითხრათ? – დაინტერესებული მხარის თხოვნით გადავხედო
ხელნაწერს.
– ვინ არის ეს დაინტერესებული მხარე?
– მის კარლა ლემარშანი.
– ეს ვინღაა?
– ემიას და ქეროლაინ კრეილების ქალიშვილი.
წუთით ელზამ პუაროს გაუგებარი მზერა მიაპყრო.

მკითხველთა ლიგა
– აჰ, დიახ, რა თქმა უნდა, ბავშვიც ხომ ჰყავდათ, – გაიხსენა მან. – ის ალბათ, უკვე
გაიზარდა?
– დიახ, ოცდაერთი წლისაა.
– როგორია?
– მაღალი, მუქთმიანი, და, მე მგონი, ლამაზი. მასში აზროვნება იგრძნობა.
– ვისურვებდი მის ნახვას, – დაფიქრებით თქვა ელზამ.
– შესაძლოა უარი თქვას თქვენთან შეხვედრაზე.
– რატომ? – გაუკვირდა ელზას, – აჰ, დიახ, მაგრამ ეს ხომ სისულელეა. განა
შეიძლება მას რაიმე ახსოვდეს? მაშინ იგი ალბათ ექვსისაც არ იქნებოდა.
– მან იცის, რომ დედამისი მამამისის მკვლელობის გამო გაასამართლეს.
– და იგი თვლის, რომ ეს ჩემი ბრალია?
– შესაძლოა,
ელზამ მხრები აიჩეჩა.
– რა სისულელეა! ქეროლაინი რომ გონივრულად მოქცეულიყო...
– ესე იგი, თქვენ თვლით, რომ პასუხისმგებლობა თქვენ არ გაკისრიათ?
– რა თქმა უნდა, სამორცხვო არაფერი მაქვს. მე ის მიყვარდა, შემეძლო
გამებედნიერებინა, – მან პუაროს შეხედა. სახეზე შეკრთა, და უცებ პუარომ დაინახა
ქალიშვილი სურათიდან. – მე რომ შემეძლოს გაიძულოთ გამიგოთ... თქვენ რომ
შეგეძლოთ მომხდარს ჩემი თვალით შეხედოთ... თქვენ რომ იცოდეთ...
პუარო წინ წამოიხარა:
– სწორედ ეს მინდა. იცით, მისტერ ფილიპ ბლეიკი, რომელიც იმ დროს კრეილების
სახლში იყო, დაწვრილებით ანგარიშს მიწერს ყველაფრის შესახებ, რაც მოხდა.
მისტერ მერედით ბლეიკმაც იგივე აღმითქვა. თქვენც რომ...
ელზა დითიშემმა ღრმად ამოიოხრა.
– ეს ორივე! – ზიზღით თქვა მან, – ფილიპი დიდი ჭკუით არასდროს გამოირჩეოდა,
მერედითი ქეროლაინს უტრიალებდა. საკმაოდ კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მათი
ანგარიშიდან თქვენ აზრს ვერ გამოიტანთ.
პუარო მას თვალყურს ადევნებდა. ხედავდა, როგორ გამოცოცხლდა იგი. ხედავდა,
მკვდარი ქალი ცოცხლად როგორ იქცევა.
– გინდათ სიმართლე იცოდეთ? – სწრაფად და თითქმის გაშმაგებით იკითხა მან. –
გამოსაქვეყნებლად არა, მხოლოდ თქვენთვის...
– პირობას გაძლევთ, თქვენი თანხმობის გარეშე არაფერს გამოვაქვეყნებთ.
– ვისურვებდი სიმართლე დამეწერა... – ერთ-ორ წუთს იგი დაფიქრდა. პუარო
ხედავდა, სახე როგორ შეურბილდა, გაუახალგაზრდავდა, ხედავდა, როგორ
გამოცოცხლდა იგი, როცა წარსული ხელახლა შემოვიდა მის ცხოვრებაში.
– წარსულში დაბრუნდე, აღწერო... აგიხსნათ, ის ქალი რას...– თვალები აენთო,
სუნთქვა გაუხშირდა. –– მან მოჰკლა ის. მან მოჰკლა ემიასი, ემიასი, რომელსაც
სიცოცხლე უნდოდა... სიცოცხლით დატკბობა. ზიზღი არ უნდა იყოს სიყვარულზე
ძლიერი, მაგრამ მისი ზიზღი უფრო ძლიერი იყო. და ჩემი ზიზღი მის მიმართ...
მეზიზღება ის, მეზიზღება, მეზიზღება...
ელზა მივიდა პუაროსთან, დაიხარა და სახელოში სწვდა.
– უნდა გაიგოთ, – დაჟინებით სთხოვა მან, – რა გრძნობები გვქონდა მე და ემიასს
ერთმანეთის მიმართ. ახლა რაღაცას გიჩვენებთ.
იგი პატარა ბიუროსთან მივიდა და საიდუმლო უჯრა გამოაღო.
შემდეგ პუაროსთან დაბრუნდა. ხელში დაჭმუჭნული წერილი ეჭირა, რომელზეც
მელანი გამოხუნებულიყო, პუაროს ხელში შეაჩეჩა და მას რატომღაც გაახსენდა
მკითხველთა ლიგა
გოგონა, ოდესღაც რომ შემოხვდა, რომელმაც ასევე მიაჩეჩა თავისი ერთ–ერთი
საგანძური – სადღაც პლაჟზე ნაპოვნი და სათუთად შენახული ნიჟარა. გოგონაც
ასევე მოშორდა და თვალყურის დევნება დაუწყო. ამაყი, შეშინებული, იგი
გაფაციცებით ადევნებდა თვალს – რეაქციას მის საგანძურზე.
პუარომ ოთხად მოკეცილი ფურცელი გაშალა.
„ელზა, ჩემო მშვენიერო ბავშვო! არაფერი ასეთი მშვენიერი ჯერ არ ყოფილა და
მაინც მეშინია – მე ხანში შესული კაცი ვარ საზიზღარი ხასიათით, რომელმაც არ
იცის, რა არის ერთგულება. არ მენდო, ნდობას ნუ გამომიცხადებ, – მე ცუდი
ადამიანი, მაგრამ კარგი მხატვარი ვარ. ყველაზე კარგი, რაც ჩემშია, ხელოვნებას
ეკუთვნის. ამიტომაც მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ.
ჩემო სიყვარულო, შენ მაინც ჩემი იქნები. შენს გამო მზად ვარ სული ეშმაკს
მივყიდო, და შენ ეს იცი. მე დავხატავ შენს პორტრეტს, რომელიც მთელს მსოფლიოს
განცვიფრების ოხვრას აღმოახდენს. ვგიჟდები შენთვის, ვერ მძინავს, ვერ ვჭამ. ელზა.
ელზა. ელზა. მე სამუდამოდ შენი ვარ სიცოცხლის ბოლომდე. ემიასი“.
მელანი გახუნდა, ფურცელი იფშვნება, მაგრამ სიტყვები ცოცხლობენ, თრთიან...
ისევე, როგორც თექვსმეტი წლის წინათ.
პუარომ შეხედა ქალს, რომლისადმიც ეს წერილი იყო მიძღვნილი.
ეს ქალი მეტად აღარ არსებობდა.
მას წინ შეყვარებული ქალიშვილი იჯდა.
და მას ისევ გაახსენდა ჯულიეტა...

მკითხველთა ლიგა
თავი IX

მეოთხე გოჭს ერთი კოვზიც არ ერგო...

– შემიძლია გკითხოთ, რისთვის, მსიე პუარო?


ერკიულ პუარომ უცებ კითხვაზე არ უპასუხა. მან იგრძნო დანაოჭებული სახიდან
რა ყურადღებით უმზერენ ნაცრისფერი ეშმაკი თვალები.
იგი ავიდა კომპანია „ჯილესფაი ბილდინგს“-ის კუთვნილი უბრალო სახლის
ბოლო სართულზე და N 584 ბინის კარზე დააკაკუნა. ეს კომპანია ქვეყნად იმიტომ
გაჩნდა, რომ მარტოხელა ქალებისათვის საცხოვრებელი მიექირავებინა.
აქ, საკმაოდ შეზღუდულ სივრცეში, უფრო სწორად, ოთახში, რომელიც
საძინებლის, სასტუმროს, სასადილოს, და ვინაიდან აქ გაზქურაც იდგა,
სამზარეულოს მოვალეობას ასრულებდა, ცხოვრობდა მის სესილი უილიამსი.
ოთახის გვერდით დასაჯდომი აბაზანა და მსგავსი სათავსოები იყო.
თუმცა მოწყობილობა უბადრუკი იყო, ყველაფერს მის უილიამსის პიროვნების
კვალი აჩნდა.
კედლები ღია ნაცრისფერი, წებოვანი საღებავით იყო შეფერილი და რამოდენიმე
რეპროდუქცია ეკიდა: დანტე, რომელიც ხიდზე ბეატრიჩეს ხვდება; სურათი,
რომელიც ოდესღაც ერთმა ბავშვმა როგორც „ფორთოხალზე მჯდომი გოგონა“ აღწერა
და რატომღაც „იმედი“ ჰქვია; კიდევ ვენეციის ხედებიანი ორი აკვარელი და
ბოტიჩელის „გაზაფხულის“ სეპიით შესრულებული ასლი. კომოდზე მრავლად იდგა
გამოხუნებული ფოტოები, თუ თმის ვარცხნილობით ვიმსჯელებთ – ოცი ოცდაათი
წლის წინანდელი.
იატაკზე გაცვეთილი ნოხი ეგო, უბადრუკ ავეჯზე გადასაკრავი გაქონილიყო.
ერკიულ პუაროსათვის ნათელი გახდა, რომ სესილი უილიამსს ძალიან მცირე
შემოსავალი აქვს. აქ ქეიფს ვერ გამართავ: ამ გოჭს „ერთი კოვზიც არ ერგო“.
მის უილიამსმა მკვახე, კატეგორიული და დაჟინებული ხმით გაიმეორა შეკითხვა:
– კრეილის საქმის შესახებ ჩემი მოგონებები გჭირდებათ? რისთვის, შემიძლია
გავიგო?
ერკიულ პუაროს მეგობრები და თანამშრომლები იმ წუთებში, როცა მას ისინი
წყობიდან გამოჰყავდა, ამბობდნენ, რომ მას სიმართლეს ტყუილი ურჩევნია და
მიზნის მისაღწევად უფრო კარგად მოფიქრებული ცრუ მტკიცებებს გამოიყენებს,
ვიდრე მშრალ სიმართლეს ენდობა.
მაგრამ ამ შემთხვევაში მას დიდხანს არ უფიქრია. ერკიულ პუარო წარმოშობით იმ
ბელგიური ან ფრანგული ოჯახებიდან არ იყო, სადაც ბავშვებს ინგლისელი
აღმზრდელები ჰყავდათ, მაგრამ მან ისევე სწრაფად გასცა პასუხი, როგორც
ბიჭუნებმა, როცა მათ თავის დროზე ეკითხებოდნენ: „დღეს დილით კბილები
გაიწმინდე, ჰეროლდ (რიჩარდ ან ენტონი)?“ წამით მათ ტყუილის თქმის სურვილი
უჩნდებოდათ, მაგრამ მაშინვე ბრუნდებოდნენ და მორცხვად აღიარებდნენ: „არა, მის
უილიამს“.

მკითხველთა ლიგა
მის უილიამსს ის იდუმალი თვისება ჰქონდა, რომელიც ყოველ კარგ პედაგოგს
უნდა გააჩნდეს, – ავტორიტეტი! როცა იგი ამბობდა: „წადი და ხელები დაიბანე,
ჯოან“ ან „იმედი მაქვს, რომ ელისაბედის ეპოქის პოეტების შესახებ ამ თავს შენ
წაიკითხავ და შესძლებ, კითხვებზე მიპასუხო“, მას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ.
მის უილიამსს აზრადაც კი არ მოსდიოდა, რომ მას შეიძლება არ დაუჯერონ.
ამიტომაც, ამ შემთხვევაში ერკიულ პუარომ არ დაიწყო მოყოლა წარსული
დანაშაულების შესახებ წიგნზე, არამედ მოუთხრო იმ გარემოებებზე, რის გამოც
კარლა ლემარშანმა მას დახმარება სთხოვა.
პატარა მოხუცმა არსებამ მოხდენილ, მაგრამ გაცვეთილ კაბაში მას ყურადღებით
მოუსმინა.
– ჩემთვის ძალზე საინტერესოა იმ გოგონას ბედის გაგება, მოსმენა, როგორი გახდა
– თქვა მან.
– ის საკმაოდ მტკიცე ხასიათის მშვენიერი ქალი დადგა.
– შესანიშნავია, – მის უილიამსმა მოკლედ უპასუხა.
– და საკმაოდ ჟინიანიც, შემიძლია დავუმატო.
ყოფილმა აღმზრდელმა თავი მდუმარედ დაუქნია.
– ხელოვნებისაკენ მიდრეკილება აქვს? – იკითხა მან.
– ვგონებ, არა.
– მაგაზეც მადლობა ღმერთს, – მშრალად შენიშნა მის უილიამსმა.მისი ტონი ეჭვს
არ ტოვებდა მის უილიამსის დამოკიდებულებაში უკლებლივ ყველა მხატვრისადმი.
– თქვენი მონათხრობიდან მე ის დასკვნა გამომაქვს, რომ შვილი უფრო დედას
ჰგავს, ვიდრე მამას.
– სავსებით შესაძლებელია. თქვენ თავად მეტყვით ამას, როცა მას იხილავთ.
ისურვებდით მასთან შეხვედრას?
– სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან. ყოველთვის საინტერესოა, როგორი გახდა ბავშვი,
რომელსაც ოდესღაც ვიცნობდი.
– ის ხომ სულ პატარა იყო თქვენ რომ ბოლოს იხილეთ?
– ხუთნახევარი წლისა იყო, მშვენიერი ბავშვი, თუმცა, ზედმეტად წყნარი,
დაფიქრებული, თამაში უყვარდა – ნორმალური და გაუნებივრებელი ბავშვი.
– რა ბედნიერებაა, რომ იგი ასეთი პატარა იყო, – შენიშნა პუარომ.
– დიახ, რა თქმა უნდა. ცოტათი უფროსი რომ ყოფილიყო, ამ ტრაგედიისაგან
მიღებულ დარტყმას, განცდას, შესაძლოა ცუდი შედეგი მოჰყოლოდა.
– და მაინც, – თქვა პუარომ, – ამ ტრაგედიამ მასში მაინც რაღაც გამოძახილი ჰპოვა.
სახლში გამეფებული საიდუმლოებისა და მიკიბ-მოკიბვის ატმოსფეროს, აგრეთვე იმ
ფაქტს, რომ მას მშობლიური ადგილები ძალად დაატოვებინეს, შეეძლო ბავშვზე
დამღუპველი გავლენა მოეხდინა.
– სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არა აუცილებლად დამღუპველი, როგორც თქვენ
ვარაუდობთ, – დაფიქრებით უპასუხა მის უილიამსმა.
– ვიდრე კარლა ლემარშანის, ანუ პატარა კარლა კრეილის თემიდან
გადავუხვევდეთ, მინდა ერთი შეკითხვა კიდევ დაგისვათ, მხოლოდ თქვენ
შეგიძლიათ მასზე პასუხის გაცემა.
– ჰო? – მშვიდი ხმა ჰქონდა. მხოლოდ იკითხა და მორჩა.
პუარო გამწარებით ჟესტიკულირებდა, რათა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.
– არის ნიუანსი, რომელიც განსაზღვრას არ ექვემდებარება, მაგრამ სულ მგონია,
რომ როცა გოგონას ვახსენებ, იგი არავის ახსოვს. პასუხად ვისმენ გაოცების შეძახილს,
თითქოს მან, ვისაც ველაპარაკები, მოასწრო დავიწყება, რომ ბავშვი საერთოდ
მკითხველთა ლიგა
არსებობდა. მითხარით, მადმუაზელ, განა ეს უცნაური არ არის? მსგავს ვითარებაში
ბავშვი თავისთავად კი არ არის მნიშვნელოვანი, იგი ის პირია, რომელზეც ბევრი
რამაა დამოკიდებული. ემიას კრეილს, შესაძლოა, ჰქონდა მიზეზი დაეტოვებინა ან არ
დაეტოვებინა ცოლი, ვინაიდან საერთოდ, როცა ოჯახი ინგრევა, ბავშვი ძალიან
მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქ კი ბავშვი თითქოს დაავიწყდათ, ის ჩემთვის
ძალზე საკვირველია.
– მიზანში მოხვდით, მსიე პუარო, – მაშინვე გამოეხმაურა მის უილიამსი, –
სავსებით სწორი ბრძანდებით. ნაწილობრივ სწორედ ამიტომაც ვთქვი ახლა, რომ
ახალი გარემო შეიძლება კარლასთვის სასარგებლო გამომდგარიყო. წლების
განმავლობაში მას შეიძლება დიდი გულისტკივილი ჰქონოდა ნამდვილი საკუთარი
სახლის უქონლობის გამო.
ქალი წინ წამოიხარა, ნელა და ფრთხილად ალაპარაკდა:
– ჩემი მუშაობის წლების მანძილზე მე, ბუნებრივია, ხშირად ვხვდებოდი
პრობლემის „მშობლები-შვილების“ სხვადასხვა ასპექტს. ბავშვები, ბავშვების
უმრავლესობა, მე ვიტყოდი, იტანჯება მშობლების მხრივ ზედმეტი ყურადღებისაგან.
მშობლებს ზედმეტად უყვართ ბავშვები, ზედმეტ ზედამხედველობას უწევენ, ბავშვს
კი აწუხებს ეს ზრუნვა, ცდილობს თავი დააღწიოს, გათავისუფლდეს ამ
მზრუნველობისაგან. სიტუაცია რთულდება, როცა ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვია,
რომელსაც დედა უბრალოდ ატერორებს. ხშირად ეს იმის მიზეზი ხდება, რომ ცოლსა
და ქმარს შორის უთანხმოება იწყება. ქმარს არ მოსწონს, რომ ის არ არის მთავარი
საზრუნავი, იგი ნუგეშს – ან, უფრო სწორად, ქებასა და ყურადღებას ეძებს სხვაგან, და
ადრე თუ გვიან მშობლები სცილდებიან. ყველაზე კარგი ბავშვისათვის,
დარწმუნებული ვარ, ის არის, რასაც მე მშობლიური ყურადღების ჯანსაღ
ნაკლებობას ვუწოდებ. ჩვეულებრივ, სწორედ ასეა იმ ოჯახებში, სადაც ბევრი ბავშვი
და ცოტა ფულია. ბავშვებს ყურადღებას არ აქცევენ, ვინაიდან დედებს მათთვის არ
სცალიათ, ბავშვებმა იციან, რომ ისინი უყვართ, და სულაც არ აწუხებთ ამ
სიყვარულის მგზნებარე გამოხატულების არ არსებობა.
მაგრამ არის პრობლემის სხვა ასპექტიც. არსებობენ წყვილები, სადაც ცოლ-ქმარს
ისე უყვართ ერთმანეთი, ისეთი კმაყოფილები არიან ერთმანეთით, რომ საკუთარ
შვილს ვერ ამჩნევენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ბრაზდება, გრძნობს, რომ
უგულებელყოფილია. არ იფიქროთ, რომ მშობლიური ზრუნვის არარსებობაზე
ვლაპარაკობდი. მისის კრეილი, მაგალითად, როგორც იტყვიან, სამაგალითო დედა
იყო, მუდამ კარლას კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე ფიქრობდა, ხშირად
ეთამაშებოდა, ბავშვთან ურთიერთობაში მუდამ კეთილი და მხიარული იყო, მაგრამ
ფიქრით მისის კრეილი მუდამ ქმართან იყო, მისთვის ცოცხლობდა. – მის უილიამსი
დადუმდა და შემდეგ ჩუმად დაუმატა: – ეს, ჩემის აზრით, არის გამართლება იმისა,
რაც მან ბოლოს და ბოლოს ჩაიდინა.
– თქვენ გსურთ თქვათ, – იკითხა ერკიულ პუარომ, – რომ ისინი უფრო
შეყვარებულებს ჰგავდნენ, ვიდრე ცოლ-ქმარს?
– შეიძლება ასეც ითქვას, – პირქუშად დაეთანხმა მის უილიამსი, რომელსაც
აშკარად არ ესიამოვნა მსგავსი დასკვნა.
– და ქმარს ნაკლებად არ უყვარდა, ვიდრე ქალს იგი?
– ისინი შეყვარებული წყვილი იყვნენ, მაგრამ ის მამაკაცი იყო და მამაკაცურად
იქცეოდა.
მის უილიამსმა ამ ფრაზაში აშკარად ვიქტორიანული ქვეტექსტი ჩადო.

მკითხველთა ლიგა
– მამაკაცები... – დაიწყო მის უილიამსმა, მაგრამ დადუმდა. მან სიტყვა „მამაკაცები“
იმ გამომეტყველებით წარმოთქვა, როგორითაც მდიდარი მემამულე წარმოთქვამს
სიტყვას „ბოლშევიკები“, ხოლო ნამდვილი კომუნისტი – „კაპიტალისტები“.
შინაბერა, რომელმაც მთელი ცხოვრება აღმზრდელად მუშაობაში გაატარა და
თავგამოდებული ფემინისტი გახდა. როცა უსმენდით, ეჭვს ვერ შეიტანდით, რომ მის
უილიამსისათვის ყველა კაცი მისი მოსისხლე მტერი იყო.
– არ გიყვართ კაცები? – იკითხა პუარომ.
– ქვეყნად ყველაფერი საუკეთესო კაცებს ეკუთვნის, – მშრალად უპასუხა მან, –
იმედი მაქვს, ყოველთვის ასე არ იქნება.
ერკიულ პუარომ მას დაჟინებით შეხედა, მან ნათლად წარმოიდგინა იდეის
გულისათვის მის უილიამსი მეთოდურად და მონდომებით როგორ ებმება ჯაჭვის
სახელურს და უარს ამბობს საჭმლის მიღებაზე, მაგრამ, ზოგადიდან კერძოზე მაშინვე
გადავიდა და იკითხა:
– არ მოგწონდათ ემიას კრეილი?
– არა, მისტერ კრეილი არ მომწონდა და მის საქციელს არ ვამართლებდი. მე რომ
მისი ცოლი ვყოფილიყავი, მივატოვებდი. არის რაღაცეები, რასაც ქალი არ უნდა
შეურიგდეს.
– მისის კრეილი ურიგდებოდა?
– დიახ.
– და თქვენ თვლიდით, რომ იგი არასწორად იქცეოდა?
– დიახ. ქალი საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდეს და არ აძლევდეს სხვებს
უფლებას დაამცირონ.
– ოდესმე რაიმე მსგავსი გითქვამთ მისის კრეილისათვის?
– რა თქმა უნდა, არა. მე არ მქონდა ამის უფლება. მე ანჯელას აღსაზრდელად
დამიქირავეს, და არა მისის კრეილისათვის უვარგისი რჩევების მისაცემად. ჩემი
მხრივ, ეს უკიდურესი უტაქტობა იქნებოდა.
– მოგწონდათ მისის კრეილი?
– ძალიან. – მის მშვიდ ხმაში სითბო და გულწრფელობა აჟღერდა, – ის ძალიან
მომწონდა და ძალიან მეცოდებოდა.
– თქვენი მოსწავლე ანჯელა უორენი?
– საოცრად ნიჭიერი გოგონა იყო – ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ჩემს მოსწავლეებს
შორის. ჭკვიანი, უდისციპლინო, ფიცხი. ხშირად ძნელი იყო მასთან ურთიერთობა,
მაგრამ ნათელი სულის პატრონი იყო.
მცირე ხანს დადუმდა, შემდეგ კი განაგრძო:
– ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იგი ცხოვრებაში თავის გზას ეწეოდა – და მართალიც
ვიყავი! წაიკითხეთ მისი წიგნი საჰარაზე? რა სამარხები იპოვა ვაიუმში გათხრების
დროს! დიახ, მე ვამაყობ ანჯელათი. ოლდერბერიში დიდხანს არ ვყოფილვარ –
მხოლოდ ორწელიწადნახევარი, – მაგრამ მსიამოვნებს, როცა ვფიქრობ, რომ მისი
ინტელექტის განვითარებას მე მივეცი სტიმული და არქეოლოგია შევაყვარე.
– ვგონებ, გადაწყვიტეს, რომ მას განათლების მიღება კერძო სკოლაში
გაეგრძელებინა, – ჩაილაპარაკა პუარომ, – ეს, ალბათ, არ გესიამოვნათ, არა?
– პირიქით, მსიე პუარო, სავსებით ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას, –
დადუმდა და შემდეგ განაგრძო: – ყველაფერს აგიხსნით. ანჯელა ძალიან კარგი
გოგონა იყო, ძალიან კარგი – გულიანი და იმპულსური, – მაგრამ ამავე დროს ძნელი
ბავშვი იყო. იგი გარდამავალ ასაკში იყო. ამ ასაკში გოგონა თავის თავში
დაურწმუნებულია, იგი ჯერ არ არის ქალი, მაგრამ ბავშვიც აღარ არის.ანჯელას
მკითხველთა ლიგა
შეეძლო ყოფილიყო აზრიანი და, შეიძლება ითქვას, მოწიფული, მოზრდილი
ადამიანი. მეორე წუთში კი გადაიქცეოდა ყაჩაღანად, ანცობდა, უხეშობდა,
თავშეუკავებელი იყო. ამ ასაკში გოგონები საოცრად წყენიები არიან, ისინი ვერ
იტანენ ვერავითარ წინააღმდეგობას, ბრაზდებიან, თუ მათ ბავშვივით ექცევიან და
სცხვენიათ, თუკი მოზრდილივით მოექეცი. ანჯელა სწორედ ასეთ მდგომარეობაში
იყო. იგი უცებ ფეთქდებოდა და ბრაზდებოდა, თუ აღიზიანებდნენ. მთელი დღე
მოღუშული და სევდიანი დადიოდა, შემდეგ ისევ მხიარულდებოდა, ხეებზე
დაცოცავდა, მეზობლის ბიჭებს დასდევდა და არავის უსმენდა.
მის უილიამსი ისევ დადუმდა.
– ამ ასაკში გოგონასათვის სკოლა ძალიან სასარგებლოა. იგი საშუალებას აძლევს
რაღაც გადაიღოს მეგობარი გოგონებისაგან, ხოლო მკაცრი დისციპლინა ეხმარება
გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ანჯელას საშინაო პირობებს
იდეალურს ვერ უწოდებდით. ჯერ ერთი, მისის კრეილი მის ყოველ ხუშტურს
ასრულებდა, საკმარისი იყო ანჯელას დაეწუწუნა, რომ იგი მაშინვე მის მხარეზე იყო.
ამის გამო, ანჯელა თვლიდა, რომ დას მთელი ყურადღება და დრო მისთვის უნდა
დაეთმო და სწორედ ამის გამო ეკინკლავებოდა ხოლმე მისტერ კრეილს. ის კი,
ბუნებრივია, დარწმუნებული იყო, რომ მთავარი ყურადღება მას უნდა ეკუთვნოდეს.
და წინააღმდეგობებს ვერ იტანდა. სინამდვილეში მისტერ კრეილს ძალიან უყვარდა
ანჯელა – ისინი მეგობრობდნენ და ერთმანეთს ახლობლურად მკვახედაც
ელაპარაკებოდნენ, მაგრამ ზოგჯერ მისტერ კრეილი ბრაზდებოდა მისის კრეილის
ზედმეტ სიყვარულზე ანჯელასადმი. როგორც ყველა მამაკაცი, ისიც განებივრებული
ბავშვივით იყო და მოითხოვდა, რომ ყველას მის გარშემო ეტრიალა. შემდეგ იგი და
ანჯელა სერიოზულად ჩხუბობდნენ და მისის კრეილი ისევ ანჯელას მხარეს იჭერდა,
მაშინ ქმარი ცოფდებოდა. მეორეს მხრივ, თუკი მისის კრეილი ქმრის მხარეზე იყო,
ანჯელა შმაგდებოდა. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქცეოდა ანჯელა პატარა გოგონად
და თავს უფლებას აძლევდა რაღაც სისაძაგლე ჩაედინა. მისტერ კრეილს ჩვევად
ჰქონდა ლუდის ერთი მოსმით გადაკვრა, და ერთხელ ანჯელამ ჭიქაში მარილი
ჩაუყარა. მისტერ კრეილს გული აერია და დიდხანს ვერ დაწყნარდა. სიტუაცია
საბოლოოდ დაიძაბა, როცა ანჯელამ მას საწოლში ლოქორები ჩაუყარა. მისტერ
კრეილი ვერ იტანდა ლოქორებს, გაცეცხლდა და განაცხადა, რომ გოგონა კერძო
სკოლაში უნდა გაეგზავნათ. თქვა, რომ მსგავს საქციელს ვეღარ აიტანდა. ანჯელას
ძალიან ეწყინა, თუმცა თვითონ არაერთხელ გამოუთქვამს პანსიონმი წასვლის
სურვილი, და თავი დაჩაგრულად იგრძნო. მისის კრეილს არ უნდოდა მისი გაშვება,
მაგრამ ამჯერად თავის გადარწმუნების საშუალება მიეცა, მე მგონი, ძირითადად
იმიტომ, რომ ამ თემაზე მე მას სერიოზულად ველაპარაკე. მისი ყურადღება იმაზე
გავამახვილე, რომ ეს ანჯელას მხოლოდ სარგებლობას მოუტანდა და რომ
გოგონასათვის კარგი იქნებოდა ცოტა ხნით სახლიდან წასვლა. ამიტომაც გადაწყდა,
რომ შემოდგომაზე ის გაემგზავრებოდა ჰელსტონში – შესანიშნავ სკოლაში, სამხრეთ
სანაპიროზე. მაგრამ ეს გარემოება მისის კრეილს მთელი ზაფხული აწუხებდა.
ანჯელა ისევ ბრაზდებოდა მისტერ კრეილზე, როცა ახსენდებოდა, რა მოელოდა.
სინამდვილეში ამაში, მსიე პუარო, ალბათ გესმით, სერიოზული არაფერი იყო, მაგრამ
ბუნებრივია ეს კიდევ უფრო ართულებდა უიმისოდაც მძიმე სიტუაციას სახლში იმ
ზაფხულს.
– ელზას გამოჩენასთან დაკავშირებული სიმძიმე გაქვთ მხედველობაში? – იკითხა
პუარომ.
– სწორედაც, – მკვახედ უპასუხა მის უილიამსმა და ტუჩები მომუწა.
მკითხველთა ლიგა
– ელზა გრირზე რა აზრის ბრძანდებით?
– არანაირი, უკიდურესად უპრინციპო ახალგაზრდა იყო.
– ის ხომ სრულიად ნორჩი იყო.
– ის საკმაოდ მოზრდილი იყო იმისათვის, რომ ყველაფერს მიმხვდარიყო. მის
საქციელს არანაირი გამართლება არა აქვს.
– მე მგონი, ის შეყვარებული იყო...
– შეყვარებული! – ჩაიფრუტუნა მის უილიამსმა. – მე ვთვლი, მსიე პუარო, რომ, რა
გრძნობაც არ უნდა გქონდეს, თავი უნდა შეიკავო და თავის დაჭერა შეგეძლოს. ეს
ქალბატონი უზნეო არსება იყო. იგი ანგარიშს არ უწევდა იმას, რომ მისტერ კრეილი
ცოლიანი იყო. სირცხვილის გრძნობა სრულიად უცხო იყო მისთვის, აუღელვებლად
და გადაჭრით მოქმედებდა. შესაძლოა, ცუდად იყო აღზრდილი, მხოლოდ ამით
შემიძლია ავხსნა მისი საქციელი.
– მისტერ კრეილის სიკვდილმა ძალიან შესძრა იგი?
– დიახ, მაგრამ მხოლოდ თავისი თავი უნდა დაედანაშაულებინა. ვერავითარ
შემთხვევაში ვერ გავამართლებ მკვლელობას, მაგრამ მაინც, მსიე პუარო, თუკი
ოდესმე არსებობდა განწირულებამდე მიყვანილი ქალი, ეს ქეროლაინ კრეილი იყო.
გულახდილად გეტყვით, იყო წუთები, როცა მე თვითონ ვიყავი მზად ორივე
მომეკლა. კაცი თავს უფლებას აძლევდა საზოგადოებაში ცოლის თანდასწრებით
საყვარელი გვერდით ჰყოლოდა, მოწმე ყოფილიყო იმისა, რომ ცოლი იძულებულია
შეურიგდეს იმ ქალის თავხედობას. მის გრირი კი, მსიე პუარო, ნამდვილად თავხედი
იყო. ემიას კრეილმა დაიმსახურა ის, რაც დაემართა. არცერთ ქმარს არა აქვს უფლება
ასე მოექცეს ცოლს და დაუსჯელი დარჩეს – მისი სიკვდილი სამართლიანი სასჯელი
იყო.
– ეჭვი არ გეპარებათ... – თქვა ერკიულ პუარომ.
პატარა, ნაცრისფერთვალება ქალი მას უშიშრად შეჰყურებდა.
– ეჭვი არ მეპარება იმაში, თუ როგორი უნდა იყოს ქორწინება. თუ მას პატივს არ
ვცემთ და ხელს არ შევუწყობთ, ხალხი გადაგვარდება. მისის კრეილი ერთგული და
თავდადებული ცოლი იყო. ქმარი მას უდიერად ეპყრობოდა და სახლში საყვარელი
მოიყვანა. როგორც უკვე ვთქვი, მან დაიმსახურა ის, რაც დაემართა.მან ცოლი
სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა და ქალს მე მომხდარში არ ვადანაშაულებ.
– იგი საზიზღრად იქცეოდა, გეთანხმებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის დიდი
მხატვარი იყო.
– ჰო, რა თქმა უნდა. – ისევ დაიფრუტუნა მის უილიამსმა, – ჩვენს დროში ეს
გამართლებულია. მხატვარი თავგასული ლოთობის, ჩხუბის, ღალატის
გამამართლებელია. არა და რას წარმოადგენს მისტერ კრეილი, როგორც მხატვარი?
შესაძლოა, კიდევ რამოდენიმე წელი მოდაში იქნება მისი სურათებით აღფრთოვანება,
მაგრამ დიდხანს ისინი ვერ გასძლებენ. წესიერად ხატვაც კი არ იცოდა! პერსპექტივა
დარღვეული აქვს. ამიტომაც არის არარეალური. ცოტათი ვერკვევი იმაში, რასაც
ვლაპარაკობ, მსიე პუარო. პატარა რომ ვიყავი, ხელოვნებას ვსწავლობდი
ფლორენციაში და მათ, ვინც იცნობს და აფასებს წარსულის დიდ მხატვრებს,
კრეილის ნამუშევრები უბრალო ნათხაპნად მოეჩვენებათ. საღებავს ტილოზე ადებდა
და მორჩა. არც შინაგან აგებულებაზე ფიქრი, არც ნატურის გამოხატვის მცდელობა.
არა, – თავი გაიქნია მან, – ნუ მთხოვთ აღვფრთოვანდე მისტერ კრეილის
ნამუშევრებით.
– ორი მათგანი ტეიტის გალერეაში ჰკიდია, – შეახსენა პუარომ.
– შესაძლოა. იქ, მე მგონი, მისტერ ეპსტეინის ორი ქანდაკებაცაა.
მკითხველთა ლიგა
პუარომ იგრძნო, რომ მის უილიამსმა აზრი ბოლომდე გამოთქვა. მან გადაწყვიტა
ხელოვნების თემისათვის თავი დაენებებინა.
– თქვენ მის კრეილის გვერდით იყავით, როცა მან მისტერ კრეილი მკვდარი ნახა?
– დიახ. სადილის შემდეგ სახლიდან ჩვენ ერთად გამოვედით. ანჯელას
სანაპიროზე თუ ნავში ბლუზა დარჩა, ის მუდამ კარგავდა ნივთებს, მის კრეილს
საჭურვლის ბაღის შესასვლელთან დავშორდი, მაგრამ მან თითქმის მაშინვე
დამიძახა. მისტერ კრეილი უკვე ერთი საათის გარდაცვლილი იყო. იგი მოლბერტის
გვერდით, სკამზე იჯდა.
– ქმარი რომ დაინახა, ქალი სასოწარკვეთამ მოიცვა?
– კარგად არ მესმის, რას მეკითხებით, მსიე პუარო.
– მე მაინტერესებს, როგორ იქცეოდა იგი იმ წუთს?
– მე მგონი, ის გაშეშდა. ტელეფონით ექიმის გამოსაძახებლად გამიშვა. ჩვენ ხომ
უცებ ვერ მივხვდით, რომ იგი მკვდარი იყო. ვიფიქრეთ კატალეფსიური შეტევა
ჰქონდა.
– ეს ვარაუდი მან გამოთქვა?
– არ მახსოვს.
– დასარეკად წახვედით?
მის უილიამსმა მშვიდად და მკვახედ მიუგო:
– შუა გზაზე მერედით ბლეიკი შემხვდა. ვთხოვე ჩემი დავალება შეესრულებინა,
თავად კი მისის კრეილს მივუბრუნდი. ვიფიქრე, შეიძლება ცუდად გახდეს-მეთქი,
კაცები კი ასეთ შემთხვევაში ცუდი დამხმარენი არიან.
– გახდა ცუდად?
– არა. მისის კრეილს თავი კარგად ეჭირა, – მშრალად უპასუხა მის უილიამსმა. –
სხვათა შორის, მის გრირისაგან განსხვავებით, რომელმაც ისტერიკა მოაწყო და
საერთოდ უმსგავსოდ იქცეოდა.
– ეს რაში გამოიხატა?
– ის მისის კრეილს ეცა.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ, მისი აზრით, მისის კრეილი იყო დამნაშავე მისტერ
კრეილის სიკვდილში?
მის უილიამსი ერთ-ორი წუთით ჩაფიქრდა.
– არა, არა მგონია, ის დარწმუნებული ყოფილიყო ამაში. ანუ... მაშინ ეჭვი ჯერ არ
აღძრულიყო. მის გრირი უბრალოდ აყვირდა: „აი, რა ჩაიდინეთ, ქეროლაინ, თქვენ
მოჰკალით იგი. ეს თქვენი ბრალია“, მას არ უთქვამს „მოწამლეთ იგი“. მაგრამ, მე
მგონი, მას ამაში ეჭვი არ ეპარებოდა.
– და მისის კრეილი?
მის უილიამსი სავარძელში მოუსვენრად შეინძრა.
– განა აქვს აზრი თვალთმაქცობას, მსიე პუარო? არ ვიცი, სინამდვილეში რას
გრძნობდა ან რას ფიქრობდა მისის კრეილი იმ წუთს. შეეშინდა იმის, რაც ჩაიდინა,
თუ...
– ასე მოგეჩვენათ?
– არა, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, იგი შეძრული და, უნდა ითქვას, შეშინებული
იყო, დიახ, შეშინებული, დარწმუნებული ვარ, რაც სავსებით ბუნებრივია.
– შესაძლოა, ეს ბუნებრივიცაა... – სინანულით დაეთანხმა პუარო... – თავად მისის
კრეილმა როგორ ახსნა ქმრის სიკვდილი?
– თვითმკვლელობით. იგი სულ თავიდან ირწმუნებოდა, რომ ეს თვითმკვლელობა
იყო.
მკითხველთა ლიგა
– და იგივეს ამტკიცებდა, როცა თქვენ პირისპირ გელაპარაკებოდათ, თუ რაიმე სხვა
ვერსია წამოაყენა?
– არა, იგი გულდასმით მიმტკიცებდა, რომ მან თავი მოიკლა.
მის უილიამსის ხმაში აშკარა შეცბუნება გაისმოდა.
– თქვენ რა უპასუხეთ?
– განა ამას ახლა აქვს მნიშვნელობა, მსიე პუარო?
– აქვს.
– არ მესმის, რისთვის...
მაგრამ, თითქოს პუაროს დუმილით დაჰიპნოზებულმა, უხალისოდ აღიარა:
– მე მგონი, ასე ვთქვი: – „რა თქმა უნდა, მისის კრეილ. ჩვენ ყველანი ვთვლით, რომ
მან თავი მოიკლა“.
– გჯერათ საკუთარი სიტყვების?
მის უილიამსმა თავი ასწია და მტკიცედ განაცხადა:
– არა, არ მჯერა, მაგრამ, მსიე პუარო, გთხოვთ, გამიგოთ, მე მთლიანად მისის
კრეილის მხარეზე ვიყავი, მე მას თანავუგრძნობდი და არა პოლიციას.
– გაგეხარდებოდათ, რომ გაემართლებინათ?
– დიახ, – გამომწვევად უპასუხა მის უილიამსმა.
– ესე იგი, თქვენთვის მისი ქალიშვილის გრძნობები სულერთი არაა? – იკითხა
პუარომ.
– მთლიანად თანავუგრძნობ კარლას.
– ხომ არ დამთანხმდებოდით მომხდარი ტრაგედიის შესახებ დაწვრილებითი
ანგარიშის დაწერაზე?
– კარლამ რომ წაიკითხოს იმისათვის?
– სწორედ მაგიტომ.
– სიამოვნებით, – დაფიქრებით დაეთანხმა მის უილიამსი, – ესე გი, მან მტკიცედ
გადაწყვიტა გაიგოს, ყველაფერი როგორ მოხდა?
– დიახ, ოღონდ მსურს გაგაფრთხილოთ, რომ აჯობებდა მისთვის სიმართლე
დაგვემალა.
– არა, – შეაწყვეტინა მის უილიამსმა, – მე ვთვლი, რომ სჯობს სიმართლეს
თვალებში შეხედო, ფაქტების გაყალბებით ბედს ვერ გაექცევი. კარლამ დიდი
დარტყმა გადაიტანა, როცა სიმართლე შეიტყო, – ახლა მას სურს გაიგოს, როგორ
მოხდა ყველაფერი სინამდვილეში. მე ვთვლი, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცეს მამაცი
ახალგაზრდა ქალი. როგორც კი იგი ყველაფერს დაწვრილებით გაიგებს, შესძლებს
დაივიწყოს ყოველივე და საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს.
– შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით, – დაეთანხმა პუარო.
– დარწმუნებული ვარ.
– მაგრამ აქ ერთი გარემოებაა, მას არა მარტო სურს იცოდეს, როგორ მოხდა
ყოველივე, არამედ სურს დარწმუნდეს დედამისის უდანაშაულობაში.
– საწყალი ბავშვი, – ამოიოხრა მის უილიამსმა.
– თქვენ ასე ფიქრობთ?
– ახლა მესმის, რატომ თქვით, რომ უკეთესი იქნება, თუ იგი სიმართლეს
ვერასდროს შეიტყობს, – გამოეხმაურა მის უილიამსი, – და მაინც, მე ჩემს აზრზე
ვრჩები. რა თქმა უნდა, იმის სურვილი, რომ დარწმუნდეს დედამისის
უდანაშაულობაში, სავსებით ბუნებრივად მეჩვენება, და, თუმცა მას მოელის
დარწმუნება იმაში, რომ მისი იმედები ფუჭია, თქვენი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ,
კარლა საკმაოდ მამაცია, რათა სიმართლე შეიტყოს და არ შედრკეს.
მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიმართლეა?
– არ მესმის თქვენი.
– ეჭვი არ გეპარებათ მისის კრეილის დანაშაულში?
– მე მგონი, ეს გარემოება ეჭვს არ იწვევს.
– იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თვითონ ამტკიცებდა თვითმკვლელობის ვერსიას?
– ხომ უნდა ეთქვა რამე, საწყალს, – მშრალად შენიშნა მის უილიამსმა.
– იცით თუ არა, რომ სიკვდილის წინ მისის კრეილმა დაწერა წერილი
ქალიშვილისათვის, რომელშიც დიდის ამბით იფიცებოდა თავის უდანაშაულობას?
მის უილიამსი პუაროს მიაშტერდა.
– საოცრად არაგონივრულად მოქცეულა, – მკვახედ შენიშნა მან.
– თქვენ ასე თვლით?
– დიახ, ვშიშობ, რომ თქვენ, ისევე, როგორც მამაკაცების უმრავლესობა
სანტიმენტალური ბრძანდებით...
– ჩემთვის უცხოა სანტიმენტალობა. – აღშფოთებით შეაწყვეტინა პუარომ.
– არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა სიცრუე გადარჩენისათვის, მაგრამ რა საჭიროა
სიცრუე სიკვდილის წინ? რათა საკუთარ შვილს ტკივილი ააცდინო? დიახ, ასე
მრავალი ქალი იქცევა, მაგრამ მისის კრეილი, ჩემის აზრით, ასე ვერ მოიქცეოდა. იგი
მამაცი და ძალიან გულახდილი ქალი იყო. არ გამიკვირდებოდა, თავისი
შვილისათვის რომ ეანდერძა, ძალიან მკაცრად არ განესაჯა იგი.
– ესე იგი, თქვენ არ გჯერათ, რომ ქეროლაინ კრეილმა სიმართლე დაწერა? – იკითხა
ოდნავ დაფიქრებულმა პუარომ.
– არ მჯერა.
– და მაინც მარწმუნებთ, რომ გიყვარდათ იგი?
– მე მართლაც მიყვარდა იგი. მივეჩვიე მას და ძალიან მესიმპათიურებოდა.
– ასეთ შემთხვევაში...
მის უილიამსმა რაღაც უცნაურად შეხედა.
– თქვენ მთლად კარგად არ გესმით, მსიე პუარო, ვინაიდან ამდენი წელი გავიდა,
შემიძლია რაღაცეები ვაღიარო. იცით, მე შემთხვევით გავიგე, რომ ქეროლაინ კრეილი
დამნაშავეა.
– რა?
– ეს სიმართლეა. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ მოვიქეცი, როცა
სასამართლოს ეს დავუმალე. მერწმუნეთ, ქეროლაინ კრეილი დამნაშავეა, ეს მე
კარგად ვიცი.

მკითხველთა ლიგა
თავი X

მეხუთე კი ტირილით შინ გაიქცა

ანჯელა უორენის ბინის ფანჯრები რიჯენთს-პარკზე გადიოდა. გაზაფხულის ამ


დღეს, აქ, ამ ღია ფანჯარაში ნიავი აღწევდა, და ქვევიდან მანქანების ხმაური რომ არა,
შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ქალაქს გარეთ იმყოფებოდით.
პუარო ფანჯარას მოშორდა, როცა კარი გაიღო და ოთახში ანჯელა უორენი
შემოვიდა.
მან უკვე ნახა ანჯელა. ისარგებლა შემთხვევით და დაესწრო ლექციას, რომელსაც
იგი კითხულობდა სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში. პუაროს აზრით, ლექცია
შესანიშნავი იყო, შესაძლოა, ოდნავ თავშეკავებულად წაკითხული, თუ
მხედველობაში მივიღებთ ყველა ლექტორის სურვილს აუდიტორიის რაც შეიძლება
დიდმა ნაწილმა გაუგოს. მის უორენმა თავისი საგანი მშვენივრად იცოდა, არ
ბორძიკობდა, არ მეორდებოდა და სიტყვებს არ ეძებდა – წკრიალა და საკმაოდ
მელოდიური ხმა ჰქონდა. იგი არ ცდილობდა თავისი პროფესიის რომანტიულობით
აუდიტორიის გატაცებას ან მსმენელთათვის მოგზაურობისადმი სიყვარულის
ჩანერგვას. ის მოკლედ და ძუნწად გადმოსცემდა ფაქტებს, რასაც თან სდევდა
საუკეთესოდ შესრულებული სლაიდები. შემდეგ კი ამ ფაქტებისაგან საკმაოდ
საინტერესო დასკვნებს აკეთებდა, მშრალად, პედანტურად, ნათლად, მკაფიოდ და
უმაღლეს დონეზე.
ერკიულ პუარომ მთელი სულითა და გულით გაიხარა მის გამო. გონიერი არსებაა!
ახლა, ახლოდან რომ დაინახა, იგი მიხვდა, რომ ანჯელა უორენი შეიძლება ძალიან
ლამაზი ქალი დამდგარიყო. სწორი, თუმცა ოდნავ მკაცრი სახის ნაკვთები ჰქონდა,
თანაბრად მოხაზული მუქი წარბები, ნათელი და ჭკვიანი თაფლისფერი თვალები,
თეთრი კანი, მხრები ოდნავ უფრო განიერი ჰქონდა, ვიდრე საჭირო იყო, და
სიარულიც უფრო მამაკაცისას მიუგავდა.
არა, იგი არაფრით არ იყო ის გოჭი, რომელიც ტირილით შინ გაიქცა.. მაგრამ
მარჯვენა ლოყაზე ჰქონდა დიდი ხნის წინ შეხორცებული ნაჭრილობევი, რომელიც
ამახინჯებდა მას და კანს უნაოჭებდა, მარჯვენა თვალის კუთხეს ოდნავ ქვევით
ქაჩავდა – აზრად არავის მოუვიდოდა, რომ ამ თვალით იგი ვერ ხედავდა. ერკიულ
პუაროსათვის სავსებით ნათელი იყო, რომ ქალი ისე შეეჩვია თავის ფიზიკურ ნაკლს,
რომ სრულებით ვერ ამჩნევდა მას. გარდა ამისა, იმ ხუთში, რომლებმაც პუარო
გამოძიების მსვლელობის დროს დააინტერესა, ყველაზე დიდ წარმატებასა და
ბედნიერებას ცხოვრებაში არ მიაღწიეს იმათ, ვისაც თითქოსდა დასაწყისში
უპირატესობა ჰქონდა. ელზამ, რომელსაც ხელში სულ კოზირები ეჭირა,
ახალგაზრდობა, სილამაზე, სიმდიდრე, ყველაზე ნაკლებს მიაღწია. იგი ჰგავდა
ყინვამოჭერილ ყვავილს, რომელმაც გაფურჩქვნა ვერ მოასწრო. სესილ უილიამსს
თითქოს განსაკუთრებული თვისებები არ გააჩნდა, რითაც შეეძლო ეტრაბახა.
მიუხედავად ამისა, პუაროს აზრით, იგი სულით არ დაეცა და უიღბლობას არ
უჩიოდა. მის უილიამსს მოსწონდა თავისი ცხოვრება – ძველებურად აინტერესებდა
მკითხველთა ლიგა
ხალხი და მოვლენები. მას ჰქონდა გონებრივი და მორალური პოტენციალი,
რომელსაც მკაცრი ვიქტორიანული აღზრდა ასაზრდოებდა, ასე რომ გვაკლია ახლა, –
იგი თავის მოვალეობას ასრულებდა იმ ცხოვრებისეულ პოსტზე, რომელიც მისთვის
ზევიდან იყო განსაზღვრული, და ამან იგი თითქოსდა ჯავშანში ჩასვა, ქვებისა და
შურის, უკმაყოფილებისა და სიბრალულის ისრებისადმი შეუვალი გახადა. იგი
მოგონებებით და პატარა სიამოვნებებით ცოცხლობდა, რის საშუალებასაც მას
უმკაცრესი ეკონომია აძლევდა. ეს მას ეხმარებოდა, და იგი ფიზიკურ
ჯანმრთელობასა და ენერგიას ინარჩუნებდა, ძველებურად ცხოვრებით
ინტერესდებოდა.
რაც შეეხება ანჯელა უორენს, მასში, ბავშვობიდან დამახინჯებულსა და, ალბათ,
ამისაგან დატანჯულში, პუარომ დაინახა მტკიცე სულის ადამიანი, რომელიც
აღზარდა საკუთარ თავთან და გარემოებებთან გამუდმებულმა ბრძოლამ. ოდესღაც
უდისციპლინო მოსწავლე გოგონა გადაიქცა მტკიცე ხასიათის პატივმოყვარე ქალად,
რომელსაც ცოცხალი გონება და უდიდესი ენერგია ჰქონდა. ეს იყო, როგორც პუარომ
იგრძნო, წარმატებული და ბედნიერი ქალი. იგი უდიდეს სიამოვნებას იღებდა
თავისი მჩქეფარე მოღვაწეობისაგან.
მართალია, იგი არ ეკუთვნოდა იმ ქალთა ტიპს, რომელსაც პუარო უსიტყვოდ
აღიარებდა. მიუხედავად მისი ინტელექტუალობისა, მასში იყო რაღაც შესანიშნავი
ქალი, რაც მას, როგორც მამაკაცს, საკმაოდ აშინებდა. მას უფრო ბრწყინვალე და
ექსტრავაგანტური ქალები მოსწონდა. თავისი ვიზიტის მიზეზის მოხსენება ანჯელა
უორენისათვის სიძნელეს არ წარმოადგენდა, არაფრის მოგონება არ იყო საჭირო. იგი
უბრალოდ მოუყვა კარლა ლემარშანთან თავის საუბარს.
ანჯელა უორენის მკაცრი სახე სიხარულის ღიმილმა გაანათა.
– პატარა კარლა აქ არის? სიამოვნებით ვინახულებდი.
– კავშირი არ გქონდათ?
– საკმაოდ არალეგალური. მე სკოლაში ვსწავლობდი, როცა ის კანადაში წაიყვანეს.
ვფიქრობდი, ერთ-ორ წელიწადში დავავიწყდები-თქო. ბოლო დროს კი მთელი ჩვენი
კავშირი იმაში გამოიხატებოდა, რომ დროდადრო საჩუქრებს ვუგზავნიდი.
დარწმუნებული ვიყავი, რომ იგი ნამდვილი კანადელი გახდებოდა და თავის
მომავალს ამ ქვეყანას დაუკავშირებდა, ეს მას მხოლოდ არგებდა...
– დიახ, რასაკვირველია, ახალი სახელი – ახალი საცხოვრებელი. ახალი ცხოვრება.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივი არ აღმოჩნდა.
და მან მოუთხრო ანჯელას კარლას ნიშნობის შესახებ, იმაზე, თუ რა შეიტყო
სრულწლოვანების დღეს, და ინგლისში მისი ჩამოსვლის მიზეზზე.
ანჯელა უორენი ჩუმად უსმენდა, დასახიჩრებული ლოყა ხელზე ჩამოედო. ვიდრე
პუარო ლაპარაკობდა, უემოციო სახე ჰქონდა, მაგრამ როცა დაასრულა, ქალმა თქვა:
– ყოჩაღ, კარლა.
პუაროს გაუკვირდა. ასეთ რეაქციას პირველად შეხვდა.
– თქვენ ამართლებთ, მის უორენ? – იკითხა მან.
– რა თქმა უნდა! – და ყოველგვარ წარმატებას ვუსურვებ.თუ რაიმე დახმარება
შემიძლია, მზად ვარ გემსახუროთ. ვწუხვარ, რომ თვითონ ვერ მოვიფიქრე.
– თქვენის აზრით, შესაძლოა, რომ ის, თავისი ვარაუდით მართალი იყოს?
– რა თქმა უნდა, მართალია, – მტკიცედ უპასუხა ანჯელა უორენმა. – ქეროლაინს
არაფერი ჩაუდენია, ეს მე ყოველთვის ვიცოდი.
– თქვენ მე მანცვიფრებთ, მადმუაზელ, – ჩაიბუტბუტა პუარომ. – ყველა დანარჩენი,
ვისაც ვესაუბრე...
მკითხველთა ლიგა
– დაივიწყეთ ისინი, – გააწყვეტინა მან, – ვიცი, რომ არაპირდაპირი სამხილები
ჭარბადაც კია, ჩემი საკუთარი რწმენა კი ცოდნას ემყარება – ჩემი დის ცოდნას.
უბრალოდ ვიცი, რომ ქერო მკვლელობას ვერ ჩაიდენდა.
– შეიძლება ასე იყო დარწმუნებული სხვა ადამიანში?
– უმეტეს შემთხვევაში, ალბათ, არა. ადამიანებისაგან ყველაფერს შეიძლება
მოელოდე , მაგრამ ქეროლაინის შემთხვევაში განსაკუთრებული მიზეზები იყო, და აქ
მე ცოტა რამ სხვებზე უკეთ ვიცი.
თავის დასახიჩრებულ ლოყას შეეხო.
– ხედავთ? ამის შესახებ ალბათ, უკვე გსმენიათ? – პუარომ თავი დაუქნია. – ეს
ქეროლაინის ნახელავია, აი, სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ იგი
მკვლელობას ვერ ჩაიდენდა.
– ბევრისთვის ეს, ალბათ, ნაკლებ დამაჯერებელი იქნება.
– დიახ, ვიცი. მათთვის ეს, ალბათ, უფრო საწინააღმდეგოს დამამტკიცებელი
იქნება. და, ჩემის აზრით, სასამარლოზე სწორედ ეს იყო იმის მტკიცება, რომ
ქეროლაინს ფიცხი და დაუოკებელი ხასიათი ჰქონდა! იმის გამო, რომ მან მე
ბავშვობაში დამასახიჩრა, ჩვენმა კანონის დამცველებმა ჩათვალეს, რომ მას სავსებით
შეეძლო მოღალატე ქმრის მოწამლვა.
– ყოველ შემთხვევაში, მე, აი, რა მესმის. – თქვა პუარომ, – სიბრაზის უეცარი
აფეთქება სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელმაც საწამლავი მოიპარა, მას
მეორე დღესვე გამოიყენებს.
– მე ამას არ ვგულისხმობდი, – ხელები გაიქნია ანჯელა უორენმა, – შევეცდები
კიდევ ერთხელ აგიხსნათ. დავუშვათ, თქვენ, ბუნებით მშვიდი და სასიამოვნო
ადამიანი, ეჭვიანობის გრძნობას განიცდით, და დავუშვათ, რომ თქვენი ცხოვრების იმ
წლებში, როცა განსაკუთრებით ძნელი იყო თავის შეკავება, მრისხანების შემოტევისას
ჩაიდინეთ საქციელი, რომელიც შეიძლება მკვლელობით დასრულებულიყო. რა
საშინელ დარტყმას, სინანულსა და ბოლოს და ბოლოს შიშს განიცდიდით! ისეთ
მგრძნობიარე ადამიანს, როგორიც ქეროლაინი იყო, არ შეეძლო დაევიწყებინა ეს შიში
და სინანული. მასაც არ შეეძლო, არ მგონია, რომ იმ დროს ამას ვხვდებოდი, მაგრამ
ახლა ნათლად ვხედავ, რომ ეს სწორედ ასე იყო. ქეროს გამუდმებით აწუხებდა ის
ფაქტი, რომ მე დამამახინჯა, სინანული მოსვენებას არ აძლევდა, მისი კვალი აჩნდა
ქეროს ყოველ საქციელს. ამით აიხსნება მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც. ჩემთვის
არაფერს იშურებდა, მის თვალში პირველი მე ვიყავი. ემიასთან მისი ჩხუბების
ნახევარი ჩემს გამო ხდებოდა. მე ვეჭვიანობდი ემიასზე და მას პატარ-პატარა
საძაგლობებს ვუკეთებდი. კატის ნაყენი მოვიპარე, რათა მისთვის ლუდში ჩამესხა,
ერთხელ კი, საწოლში ზღარბი ჩავუგდე. მაგრამ ქეროლაინი ყოველთვის მიცავდა.
მის უორენი ცოტა ხნით დადუმდა, შემდეგ თხრობა განაგრძო:
– რა თქმა უნდა, საზიზღრად ვიქცეოდი. საშინლად განებივრებული ვიყავი, მაგრამ
საქმე ეს არაა, ჩვენ ხომ ქეროლაინზე ვსაუბრობთ. სიბრაზის იმ მოვლამ მასზე
სამუდამო კვალი დატოვა. ქერო გამუდმებით ადევნებდა თვალს საკუთარ თავს,
გამუდმებით შიშობდა, მსგავსი რამ არ განმეორებულიყო, და თავისივე მოგონილ
უსაფრთხოების ზომებს იღებდა. აი, მაგალითად, იგი თავს უფლებას აძლევდა, რაც
არ უნდა უცნაურად გეჩვენოთ, ლაპარაკში თავშეუკავებული ყოფილიყო. მან
გადაწყვიტა (და მე ვფიქრობ, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, სავსებით სწორი იყო),
რომ თუ გამოთქვამდა, შეძლებდა დაგროვილი ბოღმის გადმონთხევას და
გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ეს მეთოდი კარგად მუშაობდა. ამიტომაც
მომისმენია ქეროსაგან ნათქვამი: „სიამოვნებით დავგლეჯდი ნაკუწნაკუწ და ამ
მკითხველთა ლიგა
ნაკუწებს ნელ ცეცხლზე მდუღარე ზეთში შევწვავდი“, მე და ემიასს კი
გვემუქრებოდა: „თუ ჩემს ნერვებზე ითამაშებ, მოგკლავ“. ადამიანებს ხშირად
ეჩხუბებოდა და ყვირილზე გადადიოდა. მას ესმოდა, რომ ადვილად აღიგზნებოდა
და ამ აღგზნებას შეგნებულად ანთხევდა. ემიასთან ფანტასტიური სიძლიერის
ჩხუბები ჰქონდა.
– დიახ, ამას მრავალი ემოწმება, – თავი დაუქნია ერკიულ პუარომ, –– ამბობენ,
ძაღლსა და კატასავით ცხოვრობდნედნო.
– სწორედაც, – დაეთანხმა ანჯელა უორენი, – რაც სრულიად უმართებულო იყო და
შეაცდინა მსაჯულები. რა თქმა უნდა, ქერო და ემიასი ჩხუბობდნენ! მთელი ხმით
ყვიროდნენ, ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყოფდნენ, მაგრამ ვერავინ
ამჩნევდა, რომ ამით ისინი სიამოვნებას იღებდნენ. მერწმუნეთ! ორივეს სიამოვნებდა
ასეთი დრამატული სცენები. ხალხის უმეტესობა ამას ვერ იტანს. ხალხს სიმშვიდე და
სიჩუმე ურჩევნია. მაგრამ ემიასი მხატვარი იყო, მას უყვარდა ყვირილი, მუქარა,
უხეშობა, ასე ვთქვათ, ოხშივარს უშვებდა. იგი იმ კაცთა რიცხვს ეკუთვნოდა,
რომლებიც საკინძს რომ დაკარგავენ, მთელ სახლს შეძრავენ. მესმის, რომ უცნაურად
ჟღერს, მაგრამ ემიასი და ქეროლაინი თავისებურად ერთობოდნენ გამუდმებულ
ჩხუბსა და შემდეგ შერიგებაში.
მან ხელი მოუთმენლად აიქნია.
– მე რომ სასამართლო დარბაზიდან არ გავეყვანეთ და ბოლომდე მომესმინა,
ავუხსნიდი, – მხრები აიჩეჩა, – მართალია, არა მგონია, რომ დამიჯერებდნენ. გარდა
ამისა, მაშინ ისე ნათლად ვერ წარმომედგინა ყველაფერი, როგორც ახლა. ეს
ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ და, რა
თქმა უნდა, გახმაურებას არ ვაპირებდი.
პუაროს შეხედა:
– რა თქმა უნდა, გესმით, რაზე ვლაპარაკობ?
პუარომ თავი ენერგიულად დაუქნია.
– რასაკვირველია, მადმუაზელ. არის ხალხი, რომელთაც სწყინდებათ, როცა მათ
ირგვლივ ყველა ეთანხმება. იმისათვის, რომ ცხოვრება სრულფასოვანი იყოს, მათ
წინააღმდეგობა სჭირდებათ.
– სწორედ.
– ნება მიბოძეთ, შეგეკითხოთ, მის უორენ. იმ დროს რა გრძნობა დაგეუფლათ?
ანჯელა უორენმა ამოიოხრა.
– ძირითადად აღშფოთება და უმწეობა. ყველაფერი კოშმარად მეჩვენებოდა.
ქეროლაინი მალე დააპატიმრეს – სამი დღის შემდეგ. აქამდე მახსოვს, როგორ
აღვშფოთდი, გავბრაზდი და ბავშვურად მჯეროდა, რომ ეს უაზრო შეცდომაა,
რომელსაც მალე გამოასწორებდნენ. ქეროს კი ძირითადად მე ვაღელვებდი – იგი
მოითხოვდა, რომ შეძლებისდაგვარად ყოველივე ამისგან შორს ვყოფილიყავი. მან
თითქმის მაშინვე აიძულა მის უილიამსი ვიღაც ნათესავებთან წავეყვანე. პოლიცია
წინააღმდეგი არ იყო. შემდეგ კი, როცა გადაწყდა, რომ ჩემი ჩვენებები საჭირო არ იყო,
შეეცადნენ სწრაფად გავეგზავნე საზღვარგარეთ. საშინლად არ მინდოდა გამგზავრება,
მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე სურდა ქეროს და თუ მე წავიდოდი, ამით მას
დავეხმარებოდი.
დადუმდა და შემდეგ განაგრძო:
– და აი, მიუნჰენს გავემგზავრე. მე, იქ ვიყავი როცა განაჩენი გამოუტანეს. ქეროსთან
ერთხელაც არ მიმიშვეს. მან თვითონ არ ისურვა ჩემი ნახვა. ეს იყო, ჩემის აზრით,
ერთადერთი შემთხვევა, როცა მან უარი თქვა ჩემი სურვილის შესრულებაზე.
მკითხველთა ლიგა
– მე არ ვიზიარებ თქვენს აზრს, მის უორენ. ძალიან საყვარელი ადამიანის ნახვამ
ციხეში შეიძლება მძიმე შთაბეჭდილება მოახდინოს ნორჩ, მგრძნობიარე სულზე.
– შესაძლოა.
ანჯელა უორენი წამოდგა.
– მას შემდეგ, რაც ჩემი და დამნაშავედ სცნეს და განაჩენი გამოუტანეს, მან წერილი
მომწერა. ვფიქრობ, ვალდებული ვარ გაჩვენოთ იგი. წერილი დაგეხმარებათ გაიგოთ,
რას წარმოადგენდა ქეროლაინი. თუ გნებავთ, შეგიძლიათ კარლასაც უჩვენოთ. – იგი
კარებისკენ გაემართა, შემდეგ შეჩერდა და თქვა:
– მომყევით. მე ქეროლაინის პორტრეტი მაქვს ჩემს ოთახში.
პუარო წამით შედგა, პორტრეტს თვალს არ აშორებდა.
საკმაოდ მდარედ იყო შესრულებული, მაგრამ პუარო ინტერესით ათვალიერებდა.
რა თქმა უნდა, პორტრეტის მხატვრული ღირსება ნაკლებად აინტერესებდა.
იგი უყურებდა მოგრძო, ოვალური ფორმის სახეს, ნიკაპის მომრგვალებული
მონახაზით, სახის მორჩილი, ოდნავ მორცხვი გამომეტყველება ემოციურ, თავის
თავში დაურწმუნებელ ბუნებაზე მეტყველებდა, სულიერი სილამაზით რომაა
დაჯილდოებული. მასში არ იყო ის ენერგიულობა და სასიცოცხლო ძალა, რაც მის
ქალიშვილს ჰქონდა. ის ძალა და სიცოცხლის სიხარული, რაც კარლა ლემარშანს,
უეჭველია, მამისაგან გადაეცა, პორტრეტზე გამოსახული ქალი დაკომპლექსებული
არსება ჩანდა, მიუხედავად ამისა, მისი შემყურე ერკიულ პუარო მიხვდა, რატომ ვერ
დაივიწყა იგი წარმოსახვის ნიჭით დაჯილდოებულმა ქვენთინ ფოგმა.
შემოვიდა ანჯელა უორენი – ამჯერად წერილით ხელში.
– ახლა, როცა თქვენ იგი იხილეთ, – ჩუმად თქვა მან, – აი, ეს წერილი წაიკითხეთ.
პუარომ ფრთხილად გახსნა წერილი და წაიკითხა ის, რაც ქეროლაინ კრეილმა
თექვსმეტი წლის წინათ დაწერა.

„ჩემო საყვარელო, პატარა ანჯელა!

მალე ცუდ ამბებს გაიგებ, და გეწყინება, ტირილი არ ღირს. არასდროს


მომიტყუებიხარ, არც ახლა გატყუებ, როცა გეუბნები, რომ ბედნიერი ვარ ნამდვილად,
ვინაიდან ნამდვილ სიხარულსა და ისეთ სიმშვიდეს განვიცდი, როგორიც აქამდე არ
მღირსებია. ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო, ძალიან კარგად. შეეცადე დაივიწყო
წარსული, გული არაფერზე დაგწყდეს, იცხოვრე და ბედნიერი იყავი. შენ ბევრს
მიაღწევ, ვიცი. ყველაფერი კარგადაა, ჩემო ძვირფასო. მე ემიასთან მივდივარ. ჩვენ
ერთად ვიქნებით, ეჭვი არ მეპარება. მის გარეშე მაინც ვერ ვიცოცხლებდი... გთხოვ,
ჩემი სიყვარულის გულისათვის იყავი ბედნიერი. უკვე გითხარი, რომ ბედნიერი ვარ,
ვალი ყოველთვის უნდა დაუბრუნო. რა კარგია, როცა სულში სიმშვიდე ისადგურებს.

შენი მოყვარული ქერო“.

ერკიულ პუარომ წერილი ორჯერ წაიკითხა. შემდეგ ანჯელას დაუბრუნა.


– შესანიშნავი წერილია, მადმუაზელ, და თავისებურად არაჩვეულებრივი, ერთობ
არაჩვეულებრივი, – თქვა მან.
– ქეროლაინი, – შეეხმიანა ანჯელა უორენი, – არაჩვეულებრივი ქალი იყო.
– დიახ, ორიგინალურად აზროვნებდა... თქვენ თვლით, რომ ეს წერილი მისი
მკვლელობაში უდანაშაულობის დამამტკიცებელია?
– რა თქმა უნდა.
მკითხველთა ლიგა
– აქ ამის შესახებ პირდაპირ არაფერია ნათქვამი.
– ქერო დარწმუნებული იყო, რომ მის უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარებოდა.
– გასაგებია... მაგრამ იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც მისი დამნაშავეობის
მტკიცებაც. მან მონანიებით განწმენდილმა სიმშვიდე ჰპოვა.
რაც ემთხვევა მის საქციელს სასამართლო დარბაზში, გაიფიქრა მან. იმ წუთს მას
სერიოზული ეჭვი შეეპარა, სწორედ მოიქცა თუ არა, როცა ამ საქმის გამოძიებას მიჰყო
ხელი. აქამდე ყველაფერი ქეროლაინ კრეილის დამნაშავეობაზე მეტყველებდა, ახლა
კი მის მიერ დაწერილი წერილიც მის წინააღმდეგ სამხილად ჩანდა.
სასწორის მეორე მხარეს ჯერჯერობით მხოლოდ ანჯელა უორენის მტკიცე რწმენა
დარჩა. ანჯელა ქეროლაინს კარგად იცნობდა, პუაროს ამაში ეჭვი არ ეპარებოდა,
მაგრამ მისი რწმენა შეიძლება მხოლოდ მოზარდის ფანტასტიური ერთგულება
ყოფილიყო, რომელიც აღმერთებდა თავის საყვარელ დას.
თითქოს მის აზრებს კითხულობსო, ანჯელა უორენმა თქვა:
– არა, მსიე პუარო, მე ვიცი, რომ ქეროლაინი უდანაშაულოა.
– მარტო ღმერთმა იცის, – ცოცხლად დაეთანხმა პუარო, – როგორ არ მინდა
საწინააღმდეგო რამ გიმტკიცოთ. მაგრამ ვიყოთ პრაქტიკულები. თქვენ ამბობთ, რომ
თქვენი და უდანაშაულოა. მაშ, რა მოხდა, თქვენი აზრით?
– მესმის, რომ ძნელია ამას დაეთანხმო, – თავი დაუქნია ანჯელამ, – ვფიქრობ,
ემიასმა თავი მოიკლა, როგორც ამას ქეროლაინი ამტკიცებდა.
– ჰგავს ეს მის საქციელს?
– არა, არ ჰგავს.
– მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ არ მარწმუნებთ, როგორც ქეროლაინის
შემთხვევაში, რომ ეს შეუძლებელია?
– არა. იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობა საკმაოდ უცნაურ საქციელს ჩადის,
ზოგჯერ სრულიად შეუთავსებელს მათ ხასიათთან, მაგრამ ვუშვებ, რომ თუ ამ ხალხს
კარგად იცნობ, შეიძლება ახსნა უპოვო მის საქციელს.
– თქვენ სიძეს კარგად იცნობდით?
– კარგად, მაგრამ ისე არა, როგორც ქერო იცნობდა. ჩემთვის ძნელია იმის
დაჯერება, რომ ემიასს შეეძლო თავი მოეკლა, მაგრამ ვთვლი, რომ მას შეეძლო
მსგავსი საქციელი ჩაედინა და, ალბათ, ჩაიდინა კიდეც.
– სხვა ახსნას არ უშვებთ?
ანჯელამ თავი გაიქნია, მაგრამ კითხვამ იგი რაღაცით დააინტერესა.
– მესმის, რას მეკითხებით... ასეთ შესაძლებლობაზე, უნდა გამოგიტყდეთ,
არასოდეს მიფიქრია. თქვენ გსურთ თქვათ, რომ იგი ვინმე სხვამ მოჰკლა? რომ ეს იყო
განზრახვითი გულმშვიდი მკვლელობა...
– შესაძლოა ასეთი რამ მომხდარიყო თუ არა?
– დიახ, შესაძლოა... მაგრამ ძნელად თუ შეესაბამება სინამდვილეს.
– უფრო ძნელად, ვიდრე თვითმკვლელობის ვერსია?
– ძნელი სათქმელია... თითქოს არ იყო საფუძველი ვინმეზე ეჭვი რომ მიეტანათ, ეს
აზრი ახლაც კი აბსურდულად მეჩვენება.
– მიუხედავად ამისა, მოდით, ეს ვერსია განვიხილოთ, ამ საქმეში გარეული
ხალხიდან ვის უფრო შეეფერება მკვლელის როლი?
– დამაცადეთ მოვიფიქრო, მე არ მომიკლავს, არც ელზას, რა თქმა უნდა. ემიასი რომ
მოკვდა, იგი მძვინვარებისგან გაგიჟდა. კიდევ ვინ იყო? მერედით ბლეიკი?
ქეროლაინს იგი ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდა: დასდევდა, როგორც კატა
საყვარელ პატრონს, ეს შესაძლოა, მოტივად მიიჩნიო. დავუშვათ, მას სურდა გზიდან
მკითხველთა ლიგა
ჩამოეშორებინა ემიასი, რათა შემდეგ თავად შეერთო ქეროლაინი. მაგრამ მას შეეძლო
ამის მიღწევა, თუკი ხელს შეუწყობდა ემიასის ელზასთან წასვლას, შემდეგ კი
დამამშვიდებლის როლში გამოვიდოდა, გარდა ამისა, ჩემთვის ძნელია მერედითის
მკვლელის როლში წარმოდგენა, ზედმეტად რბილი და ფრთხილია. კიდევ ვინ იყო?
– მის უილიამსი? ფილიპ ბლეიკი? – უკარნახა პუარომ.
ანჯელას სახეზე წამით ღიმილი აესახა.
– მის უილიამსი? აღმზრდელმა რომ მკვლელობა ჩაიდინოს, ეს ძნელი
დასაჯერებელია. მის უილიამსი მაღალი ზნეობრივი საფუძვლის ადამიანი გახლდათ.
წუთით დადუმდა, შემდეგ განაგრძო:
– იგი ქეროლაინის ერთგული იყო, მისთვის ყველაფერს გააკეთებდა და ვერ
იტანდა ემიასს. იგი მგზნებარე ფემინისტი იყო და ეზიზღებოდა კაცები, მაგრამ განა
ამის გამო ადამიანები მკვლელობას ჩადიან?
– მე მგონი, არა, – თქვა პუარომ.
– ფილიპ ბლეიკი? – განაგრძო ანჯელამ. რამოდენიმე წამით გაჩუმდა. შემდეგ
მშვიდად თქვა: – იცით, თუ ვილაპარაკებთ იმაზე, თუ ყველაზე მეტად ვის უხდება ეს
როლი, სწორედ მას.
– ძალიან საინტერესოა, მის უორენ, – შენიშნა პუარომ, – შემიძლია გკითხოთ,
რატომ?
– გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ყველაფერი იქიდან, რაც მის შესახებ
მახსოვს, მე მას შეზღუდული ფანტაზიის ადამიანს ვუწოდებდი.
– განა ეს მკვლელის აუცილებელი თვისებაა?
– არა, მაგრამ შეზღუდული ფანტაზიის ადამიანი, როცა თავის პრობლემებს წყვეტს,
ძალადობას ხშირად მიმართავს. ასეთი ხალხი სისასტიკისაგან სიამოვნებას იღებს,
მკვლელობა კი სისასტიკის გამოვლინებაა, არა?
– დიახ, რასაკვირველია... ყოველ შემთხვევაში, ეს თვალსაზრისიც
გასათვალისწინებელია. და მაინც, მის უორენ, ეს კიდევ არ არის საბაბი
მკვლელობისათვის. რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა ფილიპ ბლეიკს?
ანჯელა უორენმა უცებ არ უპასუხა. იგი მოღუშული და თვალებდახრილი იდგა:
– იგი ემიას კრეილის უახლოესი მეგობარი იყო, არა? – იკითხა პუარომ.
მან თავი დაუქნია.
– გაქვთ კიდევ რაიმე აზრი, მის უორენ, რომელიც არ გითქვამთ ჩემთვის? ისინი
ერთდროულად მეგობრები და, მაგალითად, ელზას გამო მეტოქეებიც ხომ არ იყვნენ?
ანჯელა უორენმა თავი გაიქნია.
– ო, არა, არა ფილიპი.
– მაშ რაშია საქმე?
ანჯელამ დაფიქრებით თქვა:
– იცით, როგორ ხდება, როცა გახსენდება ის, რაც მრავალი წლის წინ მოხდა?
აგიხსნათ, რას ვგულისხმობ? ერთხელ, იმ დროს თერთმეტი წლის ვიყავი, ერთი
ამბავი მოვისმინე. მაშინ მისგან ვერავითარი აზრი ვერ გამოვიტანე. ამ ამბავმა ჩემზე
არ იმოქმედა, და მაშინვე დამავიწყდა. აზრადაც არ მომდიოდა, რომ ოდესმე
გავიხსენებდი, მაგრამ ორიოდე წლის წინ, ერთ-ერთ კონცერტზე ყოფნისას, უცებ
გამახსენდა ეს ისტორია და ისე გამიკვირდა, რომ ხმამაღლა წარმოვთქვი კიდეც: „აი,
ახლა გავიგე, ბრინჯის პუდინგის სულელური ისტორიის აზრი“, თუმცა, მსახიობის
რეპლიკაში –ეს წესიერი ხუმრობაა – იმ ისტორიასთან არავითარი საერთო არ იყო.
– მესმის თქვენი, მადმუაზელ, – თქვა პუარომ.

მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, თქვენ იმასაც გამიგებთ რაც უნდა გიამბოთ. სასტუმროში ვცხოვრობდი.
ერთხილ დერეფანს რომ მივუყვებოდი, ერთ-ერთი კარი გაიღო და ნომრიდან ჩემი
ნაცნობი ქალი გამოვიდა. ეს მისი ნომერი არ იყო და ეს მაშინვე აღებეჭდა სახეზე,
როგორც კი მე დამინახა.
სწორედ ასეთი გამომეტყველება ჰქონდა ქეროლაინს, როცა ერთხელ ღამით
ოლდერბერიში ფილიპ ბლეიკის ოთახიდან გამოვიდა...
წინ წამოიხარა, ჟესტით დაასწრო სიტყვებს, რომლებიც პუაროს უნდა
დასცდენოდა.
– მაშინ ამას, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი. ბევრ რამეში უკვე ვერკვეოდი, ჩემს
ასაკში გოგონებმა ყველაფერი იციან, მაგრამ სინამდვილესთან ვერ დავაკავშირე.
ქეროლაინი, რომელიც ფილიპ ბლეიკის ოთახიდან გამოდიოდა, იყო უბრალოდ
ქეროლაინი, რომელიც ფილიპ ბლეიკის ოთახიდან გამოდიოდა, და მეტი არაფერი.
სწორედ ასევე შეეძლო გამოსულიყო მისის უილიამსი ჩემი ოთახიდან. მაგრამ
სამაგიეროდ შევნიშნე მისი სახის გამომეტყველება, ვინაიდან მეუცნაურა – ასეთი იგი
არასოდეს მენახა და ამიტომაც ვერაფერი გავიგე. არაფერი მესმოდა მანამ, ვიდრე
იგივე გამომეტყველება არ ვნახე სულ სხვა ქალის სახეზე.
– თქვენი მონათხრობი, მის უორენ, – დაფიქრებით შენიშნა პუარომ, – თავისთავად
საკვირველია. თვით ფილიპ ბლეიკმა მაგრძნობინა, რომ მას არასოდეს ჰყვარებია
თქვენი და.
– ვიცი, – თქვა ანჯელამ, – მაგრამ ასეა თუ ისე, ეს მე საკუთარი თვალით ვნახე.
პუარომ თავი ნელა დაუქნია, ჯერ კიდევ ფილიპ ბლეიკთან საუბრისას იგრძნო მან
რაღაც სიყალბე. ეს გადამეტებული მტრობა ქეროლაინის მიმართ – რაღაც
არაბუნებრივი ჩანდა.
მას მერედით ბლეიკის სიტყვები გაახსენდა: „ის ძალიან უკმაყოფილო იყო, როცა
ემიასმა ცოლი შეირთო, წელიწადზე მეტ ხანს არ ყოფალა მათთან“...
ესე იგი, ფილიპს დიდხანს უყვარდა ქეროლაინი? და როცა იგი ემიასს გაჰყვა
ცოლად, სიყვარული ზიზღსა და სისასტიკეში გადაიზარდა?დიახ, ფილიპი
მეტისმეტად მკაცრი იყო, მეტისმეტად ცუდი აზრები უტრიალებდა თავში. პუაროს
თვალწინ ედგა იგი – მხნე, წარმატებული საქმოსანი, გოლფის სათამაშო მოედნისა და
ულტრათანამედროვე სტილით ნაგები სახლის მფლობელი. რა გრძნობები
ამოძრავებდა ფილიპ ბლეიკს თექვსმეტი წლის წინ?
– შესაძლოა, რაღაცეები არ მახსოეს, –- თქვა ანჯელა უორენმა, – იცით,
სასიყვარულო საქმეებში გამოცდილი არა ვარ – ასეთი არაფერი გადამხდენია თავს.
ქეროლაინისა და ფილიპის შესახებ იგი შემთხვევისათვის გიამბეთ, ეგებ გამოგადგეთ
და საქმესთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეს.

მკითხველთა ლიგა
წიგნი II

ფილიპ ბლეიკის ამბავი

წინასწარი წერილი

ძვირფასო მსიე პუარო!


ვასრულებ დანაპირებს და გიგზავნით ემიას კრეილის სიკვდილთან
დაკავშირებული მოვლენების აღწერას. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ვინაიდან
მრავალი წელი გავიდა, შესაძლოა ზოგი რამ დამვიწყებოდა, მაგრამ ვეცადე აღმეწერა
ყველაფერი, რაც მეხსიერებაში შემომრჩა.
გულითადად თქვენი
ფილიპ ბლეიკი.

აღწერა მოვლენების, რომელთაც ემიას კრეილის მკვლელობამდე მიგვიყვანა:

19 სექტემბერი...

გარდაცვლილთან ჩემი მეგობრობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დაიწყო. მეზობლად


ვცხოვრობდით და ჩვენს მშობლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ემიას კრეილი
ჩემზე ორ წელზე ცოტა მეტით უფროსი იყო. არდადეგების დროს ბიჭები ერთად
ვთამაშობდით, თუმცა სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით.
ვინაიდან ასე დიდი ხანია ვიცნობდი მოკლულს, თავს უფლებას ვაძლევ
კვალიფიციური ჩვენებების მოცემისა მისი ხასიათისა და საზოგადოდ ცხოვრებაზე
მისი შეხედულებების შესახებ. ამიტომაც, უპირველესად უნდა განვუცხადო ყველას,
ვინც კარგად იცნობდა ემიას კრეილს, რომ მისი თვითმკვლელობის შესახებ აზრი
სრულიად აბსურდულია. კრეილი სიცოცხლეს არასოდეს მოისწრაფავდა, მას ძალიან
უყვარდა იგი! პროცესის მსვლელობისას დაცვის მტკიცება, რომ კრეილს სინდისის
ქენჯნა აწუხებდა და როცა სინანულის გრძნობამ განსაკუთრებით მოუარა, საწამლავი
დალია, სასაცილოა ყველასათვის, ვინც მას იცნობდა. სინდისის სიჭარბით, კრეილი,
მე ვიტყოდი, არ გამოირჩეოდა, ისევე როგორც მელანქოლიისაკენ მიდრეკილებით.
უფრო მეტიც, მას და მის ცოლს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ამიტომაც არა მგონია,
რომ გაყრის შესახებ ყოყმანობდა, ვინაიდან თავის ქორწინებას უიღბლოდ თვლიდა.
იგი მზად იყო ცოლისა და შვილის ფინანსური უზრუნველყოფა თავის თავზე აეღო,
და, დარწმუნებული ვარ, არავითარ შემთხვევაში არ იძუნწებდა. ის საერთოდ
გულუხვი ადამიანი იყო. გარდა ამისა, გულისხმიერი და რბილი ხასიათის. ის არა
მარტო დიდი მხატვარი იყო, არამედ იყო ადამიანი, ვისაც მრავალი ერთგული
მეგობარი ჰყავდა. რამდენადაც ვიცი, მას მტრები არ ჰყოლია.
ქეროლაინ კრეილსაც დიდი ხანია ვიცნობდი, ჯერ კიდევ გათხოვებამდე, როცა იგი
ოლდერბერიში სტუმრად ჩამოდიოდა. იმ დროს იგი საკმაოდ მიმზიდველი ქალი
იყო, ოდნავ ნევრასთენიული ხასიათის, თავშეუკავებელი და თანაცხოვრებისათვის,
უდავოდ, საკმაოდ რთული.

მკითხველთა ლიგა
ემიასისადმი თავის ინტერესს თავიდანვე არ მალავდა. კრეილს, მე მგონი, დიდად
არ უყვარდა, მაგრამ ერთად ხშირად იყვნენ და, ვინაიდან იგი გარეგნულად, როგორც
უკვე აღვნიშნე, საკმაოდ მიმზიდველი იყო, ბოლოს და ბოლოს ნიშნობა შედგა.
ემიას კრეილის ახლო მეგობრები მისი ცოლის შერთვის იდეას ოდნავ
სიფრთხილით შეხვდნენ, რადგანაც თვლიდნენ, რომ ქეროლაინი მას არ
შეეფერებოდა.
ამან ოდნავი დაძაბულობა შემოიტანა კრეილსა და მის მეგობრებს შორის, მაგრამ
ემიასი მეგობრების ერთგული იყო და არ ფიქრობდა მათთან დაშორებას.
რამოდენიმე წლის შემდეგ ჩვენ განვაახლეთ ძველი ურთიერთობა მასთან, და მე
ოლდერბერის ხშირი სტუმარი გავხდი. უნდა დავუმატო, რომ მისი ქალიშვილის
კარლას მონათვლაზეც დავთანხმდი. ეს ამტკიცებს, რომ ემიასი თავის საუკეთესო
მეგობრად მთვლიდა და მაძლევს უფლებას ვილაპარაკო იმ კაცის სახელით,
რომელსაც უკვე აღარ შეუძლია თავად გამოთქვას თავისი აზრი.
რაც შეეხება მოვლენებს, რომლის შესახებაც თქვენ მთხოვეთ დამეწერა, მე
ოლდერბერიში იმ ამბამდე ხუთი დღით ადრე ჩავედი, რასაც ჩემი ძველი დღიური
ადასტურებს. ესე იგი, 13 სექტემბერს, და მაშინვე ვიგრძენი, რომ სახლში დაძაბული
ატმოსფერო იყო. მათთან მის ელზა გრირიც იყო სტუმრად, რომლის პორტრეტს
ემიასი იმ დროს ხატავდა.
მის გრირი პირველად ვიხილე, თუმცა მისი არსებობის შესახებ გაგონილი მქონდა.
მთელი თვე ემიასი აღფრთოვანებით მიყვებოდა მის შესახებ. იგი, როგორც თავად
თქვა, არაჩვეულებრივ ქალიშვილს შეხვდა. იგი ისეთი ენთუზიაზმით ლაპარაკობდა
მის შესახებ, რომ მე ხუმრობით ვუთხარი: „ფრთხილად იყავი, ძვირფასო, თორემ ისევ
დაკარგავ თავს“, მან მიპასუხა, რომ სისულელეების ლაპარაკს თავი დავანებო, იგი
მხოლოდ მის პორტრეტს ხატავს და პირადად იგი მას ნაკლებად აინტერესებს. „ვინმე
სხვა მოატყუე! – ვუპასუხე, – პირველად არ მესმის შენგან მსგავსი რამ“. „ამჯერად
ყველაფერი სხვაგვარად იქნება“. იუარა მან და მე ოდნავ ცინიკურად შევნიშნე: „შენ
ყოველთვის სხვაგვარად გაქვს“. მაშინ ემიასი რატომღაც შეშფოთდა, აღელდა და
თქვა: „შენ არ გესმის, ის ძალიან ახალგაზრდაა. თითქმის ბავშვია“, და დაუმატა, რომ
მას ძალიან თანამედროვე შეხედულება აქვს და სრულიად არ გააჩნია მოძველებული
წარმოდგენები, „იგი გულახდილია, ბუნებრივი და აბსოლუტურად უშიშარი“. – თქვა
მან.
მისთვის ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს, ჩემთვის კი გავიფიქრე, რომ ამჯერად
ემიასი სერიოზულად გაება. რამოდენიმე კვირის შემდეგ მოვისმინე, როგორ ამბობდა
ვიღაც: „ამ გრირმა სულ დაკარგა თავი“, ვიღაცამ კი დაუმატა, რომ ემიასი
არაგონივრულად იქცევა თუ მხედველობაში ქალიშვილის სინორჩეს მივიღებთ,
რაზეც ღიმილით შენიშნეს, რომ ელზა გრირმა მშვენივრად იცის, რას აკეთებს. კიდევ
ითქვა, რომ ქალიშვილი ფულში ცურავს, იცის იმის მიღწევა, რაც სურს და აგრეთვე
ის, რომ იგი „ინიციატივას ყოველთვის თავის თავზე იღებს“. დაისვა კითხვა, რას
ფიქრობს კრეილის ცოლი, რაზედაც უპასუხეს, რომ იგი, ალბათ, უკვე მიეჩვია ასეთ
საქმეებს, მაგრამ ვიღაც შეეპასუხა, და განაცხადა, რომ სმენია, რომ იგი საშინლად
ეჭვიანია და კრეილს ისეთი ცხოვრებით აცხოვრებს, რომ ნებისმიერ კაცს, თუკი იგი
ასეთი ცოლის ხელში სხვასთან რომანს გააბამს, გაამართლებ.
ვწერ ყველაფერ ამას, ვინაიდან აუცილებლად მიმაჩნია წარმოდგენა შეგიქმნათ
საქმის საერთო ვითარებაზე ოლდერბერიში ჩემი გამგზავრების წინ.

მკითხველთა ლიგა
ჩემთვის საინტერესო იყო ამ ქალის ნახვა – ის მართლაც ძალიან სიმპათიური და
მომხიბლავი იყო – და მე გულით, და უნდა ვაღიარო, ოდნავ ღვარძლით გავერთე
იმით, თუ როგორ რეაგირებდა ყველაფერზე ქეროლაინი.
თავად ემიას კრეილი ამჯერად ნაკლებად უდარდელი ჩანდა, ვიდრე საერთოდ.
ადამიანს, რომელიც მას ცუდად იცნობდა, მისი საქციელი მოეჩვენებოდა ისეთი,
როგორც ყოველთვის, მაგრამ მე, მისმა გულითადმა მეგობარმა, მაშინვე შევნიშნე
მასში ნერვიულობის, სიფიცხის, თავშეუკავებლობისა და გაღიზიანების ნიშნები.
თუმცა მას საერთოდ სჩვეოდა ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა მორიგ სურათს
ხატავდა, ამჯერად სამუშაო სულაც არ იყო მისი გულფიცხობის მიზეზი. ჩემი ჩასვლა
გაეხარდა და, როგორც კი მარტო დავრჩით, თქვა: „მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდი,
ფილ. შეიძლება გაგიჟდე სახლში, სადაც ოთხი დედაკაცია. მათ გამო სადაცაა
საგიჟეთში მოვხვდები“.
და სახლში მართლაც მძიმე ატმოსფერო იყო. ქეროლაინი, როგორც უკვე აღვნიშნე,
ყველაფერზე ავადმყოფურად რეაგირებდა, თავისი ზრდილობიანი, წესიერი
მოქცევით, ამასთან უსიტყვოდ, ისეთ მტრობას გამოხატავდა ელზას მიმართ, რომ
ძნელი წარმოსადგენია. თავის მხრივ, ელზა აშკარად თავხედურად ექცეოდა
ქეროლაინს. მან დაივიწყა კარგად მოქცევის წესები და ყველას აშკარად
აგრძნობინებდა, რომ ის იყო მდგომარეობის ბატონ-პატრონი. ამის შედეგად კრეილი
დროის უდიდეს ნაწილს, როცა არ მუშაობდა, ანჯელასთან ჩხუბში ატარებდა.
საერთოდ ისინი ერთმანეთს კარგად ეპყრობოდნენ, თუმცაღა ხშირად კინკლაობდნენ
და დავობდნენ, მაგრამ ამჯერად ყველაფერში, რასაც ემიასი ამბობდა ან აკეთებდა,
გაღიზიანება იგრძნობოდა და ისინი თავშეუკავებლები ხდებოდნენ. სახლში
აღმზრდელიც იყო. „მჟავე გამომეტყველებიანი როკაპი, – თქვა მასზე ემიასმა, –
ვეზიზღები, ზის ტუჩებმოკუმული და მთელი თავისი არსებით მკიცხავს“.
და აი, მაშინ მითხრა:
– ეშმაკმა დალახვროს ყველა დედაკაცი! თუ კაცს მშვიდობა და სიმშვიდე უნდა,
ქალებს საერთოდ უნდა დაანებოს თავი!
– ცოლი არ უნდა შეგერთო, – შევნიშნე. – შენ ის კაცი ხარ, რომელსაც ოჯახური
გარემო არ სჭირდება.
მან მიპასუხა, რომ ახლა გვიანია ამაზე ბჭობაო, და დაუმატა, რომ ქეროლაინი ჩემი
მოშორებით მხოლოდ მოხარული იქნებაო. აი, სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად,
რომ სახლში უჩვეულო რამ ხდებოდა.
– რას ამბობ? – ვიკითხე. – თუ მშვენიერ ელზასთან ურთიერთობა ასე გაღრმავდა?
– მშვენიერ... – თითქმის კვნესით წარმოთქვა. – კარგი იქნებოდა, არ შემხვედროდა.
– „მომისმინე, მეგობარო, – ვუთხარი. თავი ხელში აიყვანე და ქალებს ნუღარ
აჰყვები“, შემომხედა და გაეცინა „შენთვის ადვილია თქმა, – თქვა მან. – ქალებს თავს
ვერ დავანებებ, უბრალოდ არ შემიძლია. რომ შევძლო კიდეც, ისინი არ დამანებებენ
თავს!“ შემდეგ ფართო მხრები აიჩეჩა, ჩაიცინა და თქვა: „ყველაფერი ბოლოს და
ბოლოს, იმედი მაქვს, დალაგდება, მაგრამ შენ უნდა აღიარო, რომ სურათი კარგი
გამოვიდა, არა?“
ის ელზას პორტრეტზე ლაპარაკობდა, რომელსაც მაშინ ხატავდა, და, თუმცა
ფერწერაში დიდად ვერ ვერკვევი, მეც ვხვდებოდი, რომ ეს რიგითი ნამუშევარი არ
იყო.
როცა ემიასი სამუშაოს შეუდგებოდა, ის სხვა კაცი ხდებოდა. თუმცა იგი გმინავდა,
კვნესოდა, იღუშებოდა, უკანასკნელი სიტყვებით იგინებოდა და ზოგჯერ ფუნჯებს
დაბლა ყრიდა, იმ წუთებში ის ნამდვილად ბედნიერი იყო.
მკითხველთა ლიგა
მაგრამ როცა სახლში სუფრასთან ბრუნდებოდა, ქალებს შორის შუღლი, რომელიც
სულ უფრო ღვივდებოდა, მას თრგუნავდა. აპოგეას 17 სექტემბერს მიაღწია. სადილი
საკმაოდ უხერხულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა. ელზა უკიდურესად
თავხედურად იქცეოდა – სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. ქეროლაინს არავითარ
ყურადღებას არ აქცევდა და დროდადრო ემიასს განგებ ისე მიმართავდა, თითქოს
ოთახში მათ გარდა არავინ იყო. ქეროლაინი მხიარულად ესაუბრებოდა დანარჩენებს,
ახერხებდა ისეთი რამ ეთქვა, რაც სრულიად უწყინრად ჟღერდა, მაგრამ
სინამდვილეში გველივით გესლავდა. მასში არ იყო ისეთი აშკარა უგულებელყოფა,
რასაც ელზა გრირი ამჟღავნებდა: ყველაფერი, რასაც ქეროლაინი ამბობდა, უფრო
მინიშნება იყო, ვიდრე აშკარად თქმა.
მოვლენებმა კულმინაციას სასტუმრო ოთახში მიაღწია, სადაც სადილის შემდეგ
ყავის დასალევად გავედით. მე აზრი გამოვთქვი წიფლის ხისაგან გამოჭრილი თავის
შესახებ – საკმაოდ საინტერესო ნივთი იყო, –- რაზეც ქეროლაინმა მომიგო: „ეს
ახალგაზრდა ნორვეგიელი მოქანდაკის ნამუშევარია. მე და ემიასი მისი
შემოქმედების თაყვანისმცემლები ვართ და იმედი გვაქვს, შემდეგ ზაფხულს მას
ვეწვევით“. ასეთი მშვიდი ტონით გამოთქმული ვარაუდის ატანა ელზას არ შეეძლო.
არ მიექცია ყურადღება ამ გამოწვევაზე, მის ძალას აღემატებოდა. ერთი-ორი წუთი
მოიცადა, შემდეგ ხმამაღლა და ხაზგასმით განაცხადა: „ეს ოთახი ძალიან ლამაზი
იქნებოდა, სხვაგვარად რომ იყოს მოწყობილი. აქ მეტისმეტად ბევრი ავეჯია, მე რომ
აქ ვიცხოვრებ, მთელ ამ ხარახურას გადავყრი, ერთ-ორ ლამაზ ნივთს დავტოვებ და
ოქროსფერ ფარდებს დავკიდებ, რომ ჩამავალი მზის სხივებმა ააელვაროს“, ჩემსკენ
შემოტრიალდა და მკითხა: „თქვენის აზრით, ლამაზი იქნება?“.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ ქეროლაინი ალაპარაკდა. მის ჩუმ ხმაში უცებ
ფარული მუქარა გაისმა.
– თქვენ, ჩვენი მამულის ყიდვას აპირებთ, ელზა? –– იკითხა მან.
– არა, ამის აუცილებლობა არ იქნება, – უპასუხა ელზამ.
– მაშ, რაზეა ლაპარაკი? მკაცრად იკითხა ქეროლაინმა.
– თავს რატომ იკატუნებთ? – გაიცინა ელზამ. – გეყოფათ, ქეროლაინ, მშვენივრად
იცით რაზე ვლაპარაკობ.
– წარმოდგენა არა მაქვს, – თქვა ქეროლაინმა.
– ნუ იქნებით სირაქლემა, რომელიც თავს სილაში რგავს. რა საჭიროა თავის
მოკატუნება, თითქოს ვერაფერს ხედავთ და არაფერი იცით. მე და ემიასს გვიყვარს
ერთმანეთი. ეს თქვენი სახლი არაა, ეს მისი სახლია. და ჩვენი ქორწილის შემდეგ, აქ
მე ვიცხოვრებ მასთან ერთად!
– მე მგონი, თქვენ გაგიჟდით, – თქვა ქეროლაინმა.
– ო, არა, ძვირფასო, და ეს თქვენთვის კარგადაა ცნობილი, – შეეპასუხა ელზა, –
ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, ყველა რომ პატიოსნად ვიქცეოდეთ. მე და ემიასს
გვიყვარს ერთმანეთი, ეს თქვენ იცით, და მხოლოდ ერთი რამ დაგრჩენიათ:
გაათავისუფლოთ.
– თქვენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, – თქვა ქეროლაინმა.
მისი რეპლიკა არადამაჯერებლად გაისმა. ელზამ ქეროლაინი ჩაიჭირა.
და იმ წუთს ოთახში ემიას კრეილი შემოვიდა,
– ჩემი თუ არ გჯერათ, თავად მას ჰკითხეთ, – გაიცინა ელზამ.
– ვკითხავ, – თქვა ქეროლაინმა. ერთი წამითაც არ დაფიქრებულა, ემიასს
მიუბრუნდა: – ემიას, ელზა ამბობს, რომ შენ მის ცოლად შერთვას აპირებ, ეს
მართალია?
მკითხველთა ლიგა
საწყალი ემიასი. შემეცოდა, კაცს ასულელებენ და ისიც მოწილეობს ასეთ სცენაში.
მთლიანად გაწითლდა და ყვირილი მორთო. მიუბრუნდა ელზას და დაუღრიალა,
რატომ არ დაიმოკლებ ენასო.
– ესე იგი, ეს მართალია? – უთხრა ქეროლაინმა.
ემიასმა არაფერი უპასუხა. იგი იდგა, თითი საყელოს შიგნით ჩაიყო და ქვევით
ჩამოსწია. ის ბავშვობაშიც ასე იქცეოდა, როცა უსიამოვნო მდგომარეობაში
ვარდებოდა. ცდილობდა სიტყვები წარმოეთქვა ღირსებითა და ისეთი ტონით,
რომელიც შეწინააღმდეგებას ვერ იტანს – საწყალს, რა თქმა უნდა, არაფერი
გამოუვიდა – და თქვა:
– მე არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
– სამაგიეროდ, მე მსურს, – განაცხადა ქეროლაინმა.
– მე მგონი, ქეროლაინის მიმართ სამართლიანი იქნება, – ჩაიჟღურტულა ელზამ, –
თუ მას ყველაფერს ვეტყვით.
– ეს მართალია, ემიას? – სრულიად ჩუმად გაიმეორა ქეროლაინმა.
მას შერცხვა როგორც საერთოდ შერცხვებათ ხოლმე კაცებს, როცა ქალები მათ
კუთხეში მიიმწყვდევენ.
– მიპასუხე, გეთაყვა, მე უნდა ვიცოდე.
ემიასმა თავი ასწია, როგორც ხარმა არენაზე და მოუჭრა:
– მართალია, მაგრამ ახლა არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
უცებ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მე უკან გავყევი. არ მინდოდა ოთახში
ქალებთან მარტო დარჩენა. ტერასაზე წამოვეწიე. ის იგინებოდა, მისგან გინების
ასეთი ნაკადი ჯერ არ მომესმინა.
– რატომ ვერ დაამოკლებს ენას? – აფეთქდა იგი. – რატომ არ შეუძლია, ეშმაკმა
დალახვროს, გაჩუმება? ახლა უბედურება მოხდება, მე კი სურათი მაქვს
დასამთავრებელი, გესმის, ფილ? ეს საუკეთესო რამაა, რაც კი მე ოდესმე დამიხატავს,
საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ამ ორ სულელ ქალს კი უნდა ყველაფერი გააფუჭოს!
შემდეგ ოდნავ დამშვიდდა და შენიშნა, რომ ქალებს ზომიერების შეგრძნება არ
გააჩნიათ.
ღიმილი ვერ შევიკავე.
– ეშმაკმა დალახვროს, ძმაო, შენ თვითონ ხარ ყველაფერ ამაში დამნაშავე, –
ვუთხარი.
– თითქოს არ ვიცოდე, – ამოიკვნესა მან და დაუმატა: – მაგრამ დამეთანხმე, ფილ,
რომ კაცს ვერ დაადანაშაულებ, თუ ის ქალის გამო თავს კარგავს. ამას ქეროლაინიც კი
უნდა მიხვდეს.
ვკითხე, რა მოხდება, თუ ქეროლაინი გაჯიუტდება და არ დათანხმდება
განქორწინებაზე.
მაგრამ მას ისევ ძველი აზრები დაეუფლა. კითხვის გამეორება მომიხდა, რაზეც მან
საკმაოდ დაბნეულად მიპასუხა:
– ქეროლაინი გზას არასოდეს გადამიღობავს, ეს შენ არ გესმის, ძმაო.
– ბავშვიც ხომ გყავთ, – შევნიშნე.
ხელი მომკიდა.
– ფილ, ძმაო, მესმის, რომ შენ საუკეთესო განზრახვებით მოქმედებ, მაგრამ
ყვავივით ნუ დამჩხავი. ჩემს საქმეებს მე თვითონ მოვუვლი. ყველაფერი კარგად
იქნება. აი, ნახე. – ეს იყო ემიასი – გამოუსწორებელი ოპტიმისტი. – ეშმაკმა წაიღოს
ყველაფერი! – მხიარულად დაასრულა მან.

მკითხველთა ლიგა
არ მახსოვს, კიდევ რამეზე ვილაპარაკეთ თუ არა. მაგრამ რამოდენიმე წუთის
შემდეგ ტერასაზე ქეროლაინი გამოვიდა. მას უცნაური, მუქი ყავისფერი,
ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა, რომელიც უხდებოდა. სრულიად მშვიდი,
ჩვეულებრივი ხმით თქვა:
– გაიხადე ეს საღებავებით მოთხვრილი ქურთუკი, ემიას. მერედითთან ვართ
დაპატიჟებული ჩაიზე, ხომ არ დაგავიწყდა?
ემიასს თვალები გადმოუცვივდა და ოდნავ ბორძიკით უპასუხა:
– სულ დამავიწყდა: ჰო, ჰო, რა თქმა უნდა.
– მაშ წადი და გამოიცვალე, თორემ მეძველმანეს ჰგავხარ.
და თუმც ხმა მშვიდი ჰქონდა, ქმარს არ უყურებდა. შემდეგ კი გეორგინების
ყვავილნართან მივიდა და ყველაზე გაშლილი ყვავილების მოწყვეტას შეუდგა.
ემიასი ნელა შემოტრიალდა და სახლში შევიდა.
ქეროლაინი მე გამომესაუბრა, გაუჩერებლად ლაპარაკობდა იმის შესახებ, თუ
რამდენ ხანს გასტანს კარგი ამინდი, ხომ არ გამოჩნდება ყურეში სკუმბრია, და თუ ეს
მოხდება, მაშინ შესაძლოა, ემიასი, ანჯელა და მე სათევზაოდ წავალთ. უცნაური
ქალია!
მაგრამ ამავე დროს ეს მის ხასიათზეც მეტყველებს, ჩემის აზრით, მას უდიდესი
ნებისყოფა და თავშეკავების უნარი ჰქონდა. არ ვიცი, ქმრის მოკვლა როდის
გადაწყვიტა, მაგრამ, თუ ეს მაშინ მოხდა, არ გამიკვირდება. აუღელვებელი და
დაუნდობელი განსჯის უნარი ჰქონდა და შეეძლო გულდასმით და მშვიდად
მოეფიქრებინა გეგმა.
ქეროლაინ კრეილი საშიში ქალი იყო. ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ
იგი ამას ასე არ დატოვებდა. მე კი, იდიოტმა, ჩავთვალე, რომ იგი თანახმა იყო მიეღო
გარდაუვალი, ან, ბოლოს და ბოლოს, იმედი ჰქონდა, რომ თუ ისე მოიქცევა, ვითომც
არაფერი მომხდარა, ემიასი გადაიფიქრებს.
ბოლოს ბაღში დანარჩენებიც გამოვიდნენ. ელზა გამარჯვებული სახით
გამომწვევად იქცეოდა, ქეროლაინი მას ყურადღებას არ აქცევდა. ატმოსფერო
ანჯელამ განმუხტა: მან მის უილიამსთან დაიწყო დავა იმის თაობაზე, რომ მეორე
ქვედაბოლოს არ ჩაიცმევს. ის, რაც მას ეცვა, საყვარელი, კეთილი მერედითისათვის
სავსებით საკმარისია. ის მაინც არასდროს აქცევს ყურადღებას მსგავს რაღაცეებს.
ბოლოს და ბოლოს გზას გავუყევით. ქეროლაინი ანჯელას მიყვებოდა, მე – ემიასს.
ელზა კი მარტო მიდიოდა და იღიმებოდა.
ის მე არ მომწონდა – მეტისმეტად აქტიური იყო, – მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ იმ
დღეს ის წარმოუდგენლად ლამაზი ჩანდა. ასე ხდება, როცა ქალი საწადელს აღწევს.
იმ დღის მოვლენები არცთუ ისე კარგად მახსოვს. თითქოს ბურუსმა მოიცვა.
მახსოვს, სახლიდან ჩვენს შესახვედრად მერი გამოვიდა. მე მგონი, ჯერ ბაღი
დავათვალიერე. მახსოვს, მე და ანჯელა დიდხან ვმსჯელობდით როგორ შეიძლება
დაგეშო ტერიერი ვირთხაზე. ანჯელამ ვაშლების უსაზღვრო რაოდენობა შთანთქა და
ცდილობდა აეძულებინა მისი მაგალითისათვის მიებაძა.
სახლს რომ მივუახლოვდით, დიდი კედრის ქვეშ უკვე გაშლილი იყო ჩაის სუფრა.
მერი, რამდენადაც მახსოვს, ძალზე გამოცვლილი ჩანდა. ალბათ, ქეროლაინმა ან
ემიასმა მას რამე უთხრეს. იგი ხან ქეროლაინს შესცქეროდა ეჭვით, ხან მზერა ელზაზე
გადაჰქონდა. რაღაც აშკარად აწუხებდა. რასაკვირველია, ქეროლაინს მოსწონდა, რომ
მერედითი მიწებებული ჰყავდა – დიდი ხნის ერთგული მეგობარი, დაე, მუდამ მის
გვერდით იყოს. ასეთი ადამიანი იყო იგი.
ჩაის შემდეგ მერედითმა ჩემთან გასაუბრება გადაწყვიტა.
მკითხველთა ლიგა
– მომისმინე, ფილ, – თქვა მან. – ემიასი ასე არ უნდა მოიქცეს!
– მოიქცევა. ეჭვი არ შეგეპაროს.
– როგორ უნდა მიატოვოს ცოლ-შვილი ამ გოგოს გამო? ემიასი ხომ მასზე ბევრად
უფროსია, ის თვრამეტისაც არ არის.
ვუპასუხე, რომ მის გრირი ოცი წლისა იყო.
– მერე რა, ის ჯერ სრულწლოვანი არ არის. მან არ იცის, რას აკეთებს – თქვა მან.
საწყალი მერედითი. ყველაში მხოლოდ კარგს ხედავს.
– ნუ სწუხარ, ძვირფასო. ელზამ იცის, რასაც აკეთებს, და მას ეს მოსწონს.
აი, ყველაფერი, რაც ჩვენ ერთმანეთს ვუთხარით. ჩემთვის გავიფიქრე, რომ
მერედითს, ალბათ, ეშინია კიდეც ქეროლაინის მიტოვებული ცოლის როლში
წარმოდგენა. როგორც კი განქორწინება შედგება, ქალს იმედი გაუჩნდება, რომ მისი
ერთგული რაინდი მაშინვე ცოლობას შესთავაზებს. მე კი მეჩვენებოდა, რომ მას
უკანასკნელ იმედგამოცლილი კაცის როლი ერჩივნა, და, უნდა ვაღიარო, ეს სიტუაცია
საკმაოდ მართობდა.
საინტერესოა, რატომღაც მერედითის ლაბორატორიის დათვალიერება ცუდად
მახსოვს. მას საშინლად მოსწონდა, როცა სხვებს თავის გატაცებას
ათვალიერებინებდა. პირადად ჩემთვის ეს საშინლად მოსაწყენი იყო. მე მგონი, მეც
ვესწრებოდი ლექციას კონიუმის თვისების შესახებ, მაგრამ კერძოდ რას ამბობდა, არ
დამამახსოვრდა. როგორ მოიპარა საწამლავი ქეროლაინმა, არ დამინახავს. როგორც
უკვე ვთქვი, იგი მოხერხებული ქალი იყო. კიდევ მახსოვს, როგორ წაგვიკითხა
მერედითმა ნაწყვეტი პლატონიდან, სადაც სოკრატეს სიკვდილია აღწერილი, ასევე
მოსაწყენი რამ. მე მგონი, კლასიკოსები ჩემთვის ყოველთვის მომაბეზრებლია.
იმ დღის შესახებ მეტს ვერაფერს ვიხსენებ. ემიასმა და ანჯელამ საშინლად იჩხუბეს,
მაგრამ ამან მხოლოდ შეამსუბუქა სიტუაცია, ცოტათი გაგვართეს. ბოლოს ანჯელამ
მიაძახა, რომ ემიასი კიდევ ინანებს მასთან ჩხუბს, რომ უსურვებს, კეთრისაგან
მოკვდეს – და ბოლოს, კარგი იქნებოდა, თუ მას ცხვირზე ძეხვი ამოუვიდოდა,
როგორც ცნობილ ზღაპარში, და დასაძინებლად წავიდა. ის რომ წავიდა, არ შეგვეძლო
არ გაგვეცინა – ისეთი სასაცილო სცენა იყო.
მალე დასაძინებლად ქეროლაინიც წავიდა. მის უილიამსი თავის მოსწავლეს გაჰყვა,
ემიასი და ელზა ბაღში სახეტიალოდ გავიდნენ, მე, როგორც მივხვდი, მათ არაფერში
ვჭირდებოდი. სასეირნოდ წავედი, მშვენიერი საღამო იდგა.
მეორე დილით ქვევით გვიან ჩამოვედი. სასადილოში არავინ იყო. სასაცილოა,
მაგრამ სრულიად უმნიშვნელო დეტალები გამახსოვრდება. მაგალითად, კარგად
მახსოვს ბეკონიანი თირკმლის გემო, იქ რომ ვჭამე. მშვენიერი თირკმელი იყო,
წიწაკით.
შემდეგ ბაღში დავხეტიალობდი მოსაუბრის ძებნაში. ვერავის მივაგენი. სიგარეტი
მოვწიე. შემხვდა მის უილიამსი. იგი ეძებდა ანჯელას, რომელიც ჩვეულებისამებრ
გამქრალიყო, თუმცა კი საგარეო კაბის კერვაში უნდა ყოფილიყო. ჰოლში შევედი და
მომესმა, როგორ არკვევდნენ ურთიერთობებს ემიასი და ქეროლაინი. ძალიან
ხმამაღლა ლაპარაკობდნენ.
„შენ და შენი ქალები! – წამოიძახა ქეროლაიანმა.– მოსაკლავი ხარ! ოდესმე,
მოგკლავ.“ რაზეც ემიასმა მიუგო: „ნუ ხარ სულელი, ქეროლაინ“, ქალმა კი თქვა: „მე
სერიოზულად ვამბობ“.
მიყურადება არ მინდოდა, ამიტომაც ტერასაზე ხელახლა გამოვედი. გავიარ-
გამოვიარე, და ელზა დავინახე.

მკითხველთა ლიგა
იგი შეზლონგში იჯდა, ზედ ბიბლიოთეკის ფანჯარასთან, ფანჯარა კი ღია იყო.
ვფიქრობ, მანაც მოისმინა ყველაფერი, რაც ბიბლიოთეკაში ითქვა. ჩემს დანახვაზე
წამოდგა, საკმაოდ აუღელვებელი სახე მიიღო და შესახვედრად გამოემართა.
– რა მშვენიერი დილაა! – თქვა მან და ხელკავი გამომდო.
დიახ, მისთვის მართლაც მშვენიერი დილა იყო. რა სასტიკი გოგონაა! არა, უნდა
ითქვას, რომ უბრალოდ პატიოსანია და წარმოსახვის უნარს მოკლებული. მხოლოდ
იმას ხედავდა, რაც ამ მომენტში მას სჭირდებოდა.
ტერასაზე ხუთ წუთს ვიდექით, თან ვსაუბრობდით, შემდეგ ბიბლიოთეკის კარმა
გაიჯახუნა და ემიას კრეილი გამოჩნდა. სახე აწითლებოდა.
ელზას მხარში ხელი უცერემონიოდ ჩაავლო და უთხრა:
– გეყო უქმად ყოფნა, წავიდეთ, ვიმუშაოთ.
– კარგი, – დაეთანხმა იგი, – მხოლოდ ზევით ავალ, პულოვერს წამოვიღებ. რაღაც
ცივი ქარი უბერავს.
და სახლში შევიდა.
ველოდი, რომ ემიასი რამეს მეტყოდა, მაგრამ იგი დუმდა. მხოლოდ ერთი ფრაზით
შემოიფარგლა!
– ეს ქალები!
– გამაგრდი, ძმაო! – ვუთხარი.
და მანამ ვდუმდით, ვიდრე ტერასაზე ისევ არ გამოჩნდა ელზა.
ისინი ერთად გაემართნენ საჭურვლის ბაღისაკენ, მე კი სახლში მივედი. ჰოლში
ქეროლაინი იდგა. მე მგონი, ვერც კი შემნიშნა. მას ეს ხშირად მოსდიოდა: თითქოს
სადღაც შორს იყო. რაღაც ჩაილაპარაკა, ჩემთვის კი არა, თავისთვის. მხოლოდ ეს
სიტყვები გავარჩიე:
– ეს ძალიან სახიფათოა...
აი, რა თქვა. შემდეგ გვერდი ამიარა, ჩანდა, რომ მაინც ვერ შემნიშნა. თითქოს
მთლიანად თავის ფიქრებში იყო წასული, და ზევით ავიდა. ვფიქრობ, (თქვენ გესმით,
რომ ამის მტკიცების უფლება არა მაქვს), რომ იგი საწამლავის ასაღებად წავიდა და
სწორედ იმ წუთს გადაწყვიტა იმის ჩადენა, რაც ჩაიდინა.
და ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ზოგიერთ ოჯახში მიღებულია დალოდება,
ვიდრე, ყურმილს მსახური არ აიღებს, მაგრამ მე იმდენად ხშირად ვიყავი
ოლდერბერიში, რომ ოჯახის წევრად ვითვლებოდი. ყურმილი ავიღე.
ჩემი ძმა მერედითი რეკავდა. იგი ძალიან შეწუხებული იყო. მითხრა, რომ თავის
ლაბორატორიაში იყო და აღმოაჩინა, რომ კონიუმიანი ბოთლი ნახევრად ცარიელია.
აზრი აღარა აქვს იმის მონანიებას, რა უნდა გამეკეთებინა მაშინ და რა არ გავაკეთე.
ამ ამბავმა გამაოგნა: ხაზის მეორე ბოლოში მერედითი აგზნებული ლაპარაკობდა.
მომესმა, რომ ვიღაც კიბეზე ჩამოდიოდა და ამიტომაც ვუთხარი, სასწრაფოდ
მოსულიყო ოლდერბერიში.
თვითონ კი მის შესახვედრად გავეშურე. თუ არ იცით ორივე ადგილ-მამულის
განლაგება, უნდა აგიხსნათ, რომ მათ შორის უმოკლესი გზაა ვიწრო ყურის ნავით
გადალახვა. ბილიკით ჩავედი იმ ადგილისაკენ, სადაც პატარა ნავთსაყუდელთან
ნავები იყო მობმული. საჭურვლის ბაღის კედელთან გავიარე და ემიასისა და ელზას
საუბარი შემომესმა, მხიარული და უდარდელი ხმები ჰქონდათ. ემიასმა შენიშნა, რომ
საოცრად ცხელი დღეა (მართლაც ცხელოდა). ელზამ კი თქვა, როცა ასე, ქვის ღობეზე
ზიხარ, ზღვიდან გრილი ქარი გიბერავს. შემდეგ მან თქვა: „დავიღალე
პოზირებისაგან, არ შეიძლება დავისვენო, ძვირფასო?“ რაზეც ემიასმა დაუყვირა:

მკითხველთა ლიგა
„არავითარ შემთხვევაში, იჯდები. შენ ხომ ამტანი ხარ. იცი, კარგად გამოდის“, „რა
მკაცრი ხარ“ – გაეცინა ელზას. და მორჩა – მეტი არაფერი გამიგია.
მერედითი უკვე მოშორდა მოპირდაპირე ნაპირს დაველოდე. მან ნავი მიაბა და
საფეხურებს ამოუყვა, ძალიან გაფითრებული იყო და აშკარად ღელავდა.
– შენ უკეთ აზროვნებ, ვიდრე მე, ფილ. რა ვქნათ? – იკითხა მან. –– ეს ძალზე საშიში
საწამლავია.
– დარწმუნებული ხარ, რომ წაიღეს? – ვკითხე. მერედითი, უნდა გითხრათ.
დაბნეული კაცია. შესაძლებელია, ამიტომაც არ მოვეკიდე ამ ცნობას ისე,
სერიოზულად, როგორც საჭირო იყო.
– დარწმუნებული ვარ, – მიპასუხა, – გუშინ დღისით ბოთლი სავსე იყო.
– წარმოდგენა არა გაქვს, ვინ აიღო? – ვკითხე.
არა, მიპასუხა და მკითხა, ჩემის აზრით, ვიზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა,
რომელიმე მსახური? შესაძლოა, ვუპასუხე. მაგრამ ძალზე საეჭვოა, ლაბორატორია
ყოველთვის ჩაკეტილია, არა? დიახ, მიპასუხა და სისულელეს მოჰყვა იმის შესახებ,
რომ ფანჯარა რამოდენიმე დუიმით იყო შეღებული. ამ გზით შეიძლებოდა
ლაბორატორიაში შეღწევა.
– შემთხვევითი მძარცველი, ნუთუ? – ჩავიცინე. – მაშინ შენ ისეთი არჩევანი გვაქვს,
მერედით, რომ ძებნაც არ ღირს.
სინამდვილეში რას ვფიქრობ, მკითხა მე და ვუპასუხე, რომ თუკი იგი
დარწმუნებულია, რომ საწამლავი მოპარულია, მაშინ, ეს ნიშნავს, რომ ის ქეროლაინმა
მოიპარა, რათა ელზა მოწამლოს, ან პირიქით, ელზამ მოიპარა, რათა ქეროლაინი
გზიდან ჩამოიშოროს და ადგილი ნამდვილ სიყვარულს გაუთავისუფლოს.
მერედითმა ჩაიჟღურტულა, რომ მე სანტიმენტალურ სისულელეებს ვროშავ და ეს
არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს. „მაგრამ საწამლავი დაიკარგა, –
შევეპასუხე. – რით ახსნი ამას?“ ვერავითარი ახსნა, რა თქმა უნდა ვერ მომცა. იგი
ზუსტად იგივეს ფიქრობდა, რასაც მე, მაგრამ გამოტყდომა არ სურდა.
– „რა ვქნათ?“ ისევ მკითხა. „ჯერ ყველაფერი კარგად მოვიფიქროთ, – ვუპასუხე და
ამით გამოუსწორებელი შეცდომა ჩავიდინე, – შემდეგ კი შენ ან ყველას განუცხადებ
დანაკარგის შესახებ, ან საიდუმლოდ ეტყვი ქეროლაინს და ამით მას გამოცდას
მოუწყობ. თუ დარწმუნდები, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის, იგივე ელზას
ჩაუტარე“. „ასეთ მშვენიერ ქალიშვილს, – თქვა მან, – შეუძლებელია მსგავსი რამ
ჩაედინა!“ ვუპასუხე, რომ სულაც არა ვარ ამაში დარწმუნებული.
საუბრით მივუყვებოდით სახლისაკენ მიმავალ ბილიკს. ჩემი ბოლო შენიშვნის
შემდეგ რამოდენიმე წამს ორივე ვდუმდით. სწორედ ამ წუთს ჩავუარეთ ბაღის
ბოლოს და ქეროლაინის ხმა შემომესმა.
გადავწყვიტე, რომ ახლა სამნი ჩხუბობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საუბარი
ანჯელას ეხებოდა. „ეს უსამართლობაა მის მიმართ. – თქვა ქეროლაინმა. პასუხად
ემიასმა რაღაც ჩაიბურტყუნა. შემდეგ ბაღის ჭიშკარი, სწორედ როცა ჩვენ
გავუსწორდით, გაიღო. ემიასს ოდნავ გაუკვირდა ჩვენი დანახვა, ბაღიდან ქეროლაინი
გამოვიდა.
„გამარჯობა. მერედით! – უთხრა მან. – ჩვენ ანჯელას სკოლაში გამგზავრებაზე
ვლაპარაკობდით. მე სულაც არა ვარ დარწმუნებული, რომ მისთვის ეს კარგია“. „ნუ
წუხარ, – უთხრა ემიასმა. – არაფერიც არ მოუვა, მე თვითონ გავაცილებ“.
სწორედ ამ წუთს ბილიკზე ელზა გამოჩნდა, იგი სახლის მხრიდან მორბოდა.
ხელში ალისფერი ჯემპრი ეჭირა.

მკითხველთა ლიგა
– ჩქარა! – დაუღრინა ემიასმა, – დაჯექი, როგორც საჭიროა. არ მინდა დრო
დავკარგო.
და მოლბერტთან მივიდა. შევნიშნე, რომ რაღაც არამყარად აბიჯებდა და
გავიფიქრე, ხომ არ დაულევია-თქო. ამ ორომტრიალსა და სკანდალებში ადამიანს
ადვილად გაუგებ და აპატიებ.
– ლუდი რაღაც თბილია, – ჩაილაპარაკა მან. რატომ არ მოაქვთ ლუდი?
– მაცივრიდან გამოგიგზავნი ლუდს. – შეპირდა ქეროლაინი.
– გმადლობთ, – ჩაილაპარაკა ემიასმა.
შემდეგ ქეროლაინმა კარი გამოიხურა და სახლისაკენ გაემართა, ჩვენ ტერასაზე
დავსხედით, ქეროლაინი კი სახლში შევიდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ
გამოვიდა ანჯელა ლუდის ორი ბოთლითა და ჭიქებით ხელში. მართლაც ცხელი დღე
იყო და ლუდი გვესიამოვნა. აქ გვერდი აგვიარა ქეროლაინმა, ხელში ლუდის ბოთლი
ეჭირა, რომელიც, მისი სიტყვებით, ემიასისათვის მიჰქონდა. მერედითს სურდა
გაჰყოლოდა, მაგრამ მან მტკიცედ იუარა. გავიფიქრე – რა სულელი ვიყავი! – რომ
მასში ეჭვიანობა ალაპარაკდა. ქეროლაინს არ ესიამოვნებოდა, თუ ვინმე იმ ორს ბაღში
განმარტოებულს იხილავდა. ამიტომაც, ვინაიდან ეს ერთხელ უკვე იყო იქ, ამისათვის
საკმაოდ საცოდავი საბაბი გამოძებნა, ხომ არ გადაედოთ ანჯელას გამგზავრება.
იგი დაკლაკნილ ბილიკს მიუყვებოდა. მე და მერედითმა თვალი გავაყოლეთ. ჩვენ
ვერაფერი გადავწყვიტეთ, აქ კი ანჯელამ მოითხოვა, რომ საბანაოდ გავყოლოდი.
მერედითს ვერ აიძულებდი, რომ მარტოს ემოქმედა. – ის ძალიან რბილი ხასიათისაა,
ამიტომაც ვუთხარი: „სადილის შემდეგ“. თავი დამიქნია.
შემდეგ მე და ანჯელა საბანაოდ წავედით. კარგად ვიცურავეთ – ყურე გადავცურეთ
და გადმოვცურეთ, – შემდეგ კლდეზე ვირუჯებოდით. ანჯელა რატომღაც
მოღუშული იყო, მაგრამ ეს მე ხელს მაძლევდა. გადავწყვიტე, რომ სადილის შემდეგ
მაშინვე გავიყვან განზე ქეროლაინს და ბრალს დავდებ საწამლავის მოპარვაში. აზრი
არა აქვს მერედითისათვის ამის დავალებას – ის ძალზე რბილია. მე კი მას კუთხეში
მოვამწყვდევ, და მორჩა, ან საწამლავის დაბრუნება მოუხდება, ან, ყოველ
შემთხვევაში, ვერაფრით გაბედავს მის გამოყენებას. რომ ვიფიქრე, იმ დასკვნამდე
მივედი, რომ მის გარდა, სხვა ვერავინ აიღებდა საწამლავს. ელზა საკმაოდ გონიერი
და რაციონალური იყო, ასეთ რისკზე რომ წასულიყო. თავი ისე უმუშავებდა, როგორც
საჭიროა, და ყველაზე მეტად საკუთარ კანს უფრთხილდებოდა. ქეროლაინი კი
ადვილად აალებადი მასალისაგან იყო ნაძერწი, გაუწონასწორებელი, ნამდვილი
ფსიქოპატი, და მაინც სადღაც, ღრმად გონებაში მიტრიალებდა აზრი, რომ მერედითი
შეცდა. ეგებ, რომელიმე მსახური შევიდა ლაბორატორიაში, გადაისხა ბოთლის
შიგთავსის ნახევარი და შეეშინდა ეღიარებინა? ჩვენს წარმოდგენაში საწამლავი
მელოდრამის კუთვნილებაა, და რეალურ ცხოვრებაში ძნელი დასაჯერებელია.
მანამ, ვიდრე არაფერი მომხდარა.
საათს რომ დავხედე, აღმოჩნდა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო, და მე და ანჯელა
პირდაპირ სადილად გავიქეცით. ყველა მაგიდასთან სხდებოდა – ყველა, ემიასის
გარდა, რომელიც საჭურვლის ბაღში დარჩა სამუშაოდ, რაც მისთვის თითქმის წესად
იქცა. რა ჭკვიანურად მოიქცა, როცა დღესაც იგივე გააკეთა, გავიფიქრე, რადგანაც
სადილად რაღაც უხერხულობა სუფევდა.
ყავა ტერასაზე დავლიეთ. როგორ გამოიყურებოდა და იქცეოდა ქეროლაინი,
ცუდად მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, შეწუხებული არ ჩანდა. უფრო თავშეკავებული
და გაჩუმებული იყო. აი, ნამდვილი სატანა ქალის სახით!

მკითხველთა ლიგა
ნამდვილი სატანისეული ნებისყოფა უნდა გქონოდა, ასე აუღელვებლად რომ
მოგეწამლა ადამიანი. რევოლვერი რომ აეღო და ესროლა – ამას კიდევ გაუგებდი.
მაგრამ კარგად მოფიქრებული, აუღელვებელი, ანგარიშის გამასწორებელი
მკვლელობა... და ასეთი სიმშვიდე...
იგი წამოდგა და სავსებით ბუნებრივი ხმით გამოაცხადა, რომ ქმარს ყავას წაუღებს,
და მან ხომ უკვე იცოდა, – არ შეიძლება არ სცოდნოდა, – რომ იქ მას მკვდარს
იხილავდა. მას მის უილიამსი გაჰყვა. არ მახსოვს, ქეროლაინმა სთხოვა თუ თავად
გაჰყვა. მგონი, ქეროლაინმა.
ორივე ქალი წავიდა. ერთი-ორი წუთის შემდეგ მათ მერედითიც მიჰყვა. ის იყო,
მიზეზის მოგონება დავწყე, რათა მათ მივყოლოდი, რომ მერედითი ისევ გამოჩნდა
ბილიკზე, ჩვენსკენ მოიჩქაროდა, გაფითრებული იყო.
– ექიმი... ჩქარა... ემიასი... – თქვა, თან სუნთქვა ეკვროდა.
– ავადაა? – წამოვხტი. – კვდება?
– ვშიშობ, რომ უკვე, მოკვდა... – მიპასუხა მერედითმა.
წუთით ელზა გადაგვავიწყდა. მაგრამ მან უცებ წამოიყვირა, ეს იყო სულის
გამყინავი კივილი.
– მოკვდა? მოკვდა? – და გაიქცა, არც ვიცოდი, თუ ადამიანს შეეძლო ასე სირბილი –
ირემივით, დაჭრილი ცხოველივით. იგი შურისძიების წყურვილით აღსავსე ფურიას
ჰგავდა.
– გაეკიდე, – მითხრა მერედითმა, – მე დავრეკავ. გაეკიდე, ვინ იცის, რას ჩაიდენს?
რაც ძალა და ღონე მქონდა გავიქეცი. ელზას შეეძლო მოეკლა ქეროლაინი. არასოდეს
მინახავს ასეთი უბედურება და ასეთი ზიზღი. კულტურისა და განათლების მთელი
გარეგნული სახე ჩამოშორდა. მაშინვე გამოჩნდა, რომ მისი მამა და დედამისის
მხრიდან ბებია და ბაბუა ფაბრიკის მუშები იყვნენ. საყვარელი მოუკლეს და მაშინ
მასში მდაბიომ გაიღვიძა. რომ შესძლებოდა, ქეროლაინს სახეს დაუკაწრავდა, თმაში
სწვდებოდა და მოაჯირს იქით გადააგდებდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ
ქეროლაინმა მას დანა ჩაარტყა. ყველაფერი აერია.
ელზა დავიჭირე, შემდეგ კი მას მის უილიამსმა მიხედა. უნდა ვაღიარო, რომ ეს
ქალით ძალიან გონივრულად იქცეოდა. მან აიძულა ელზა გონს მოსულიყო. უბრძანა,
ჩუმად ყოფილიყო, ვინაიდან ჩვენ არაფერში გვჭირდებოდა ყვირილი და ხმაური. ის
ნამდვილად როკაპი იყო, მაგრამ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც საჭირო იყო. ელზა
მიჩუმდა – იდგა, სლუკუნებდა და თრთოდა.
რაც შეეხება ქეროლაინს, რამდენადაც მახსოვს, მას ნიღაბი მაშინვე ჩამოშორდა: იგი
სრულიად მშვიდად იდგა – თქვენ იტყოდით, ტრანსში, მხოლოდ თვალებმა გასცა
იგი. ისინი ფხიზლად იყვნენ – ფრთხილად და მშვიდად ათვალიერებდნენ ყველას. მე
მგონი, ქეროლაინს შეეშინდა...
მივედი მასთან და დაველაპარაკე. არა მგონია, ჩემი სიტყვები ორ დანარჩენ ქალს
გაეგონა.
– წყეულო მკვლელო! შენ ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი მოჰკალი! – ოდნავ
გასაგონად ჩავჩურჩულე.
– არა... ო, არა... იგი, – თვითონ... – შეტორტმანდა და თქვა მან.
თვალებში ჩავხედე.
– ეს პოლიციას მოუყევი, – ვურჩიე.
ჩემს რჩევას მისდია, მაგრამ არ დაუჯერეს.

ფილიპ ბლეიკის ამბის დასასრული.


მკითხველთა ლიგა
მერედით ბლეიკის ამბავი

ძვირფასო მსიე პუარო!

როგორც უკვე შეგპირდით, დავიწყე ყველაფრის აღწერა, რაც მახსოვს თექვსმეტი


წლის წინანდელი ტრაგიკული ამბების შესახებ. უპირველესად მსურდა ხაზი გამესვა,
რომ ჩემი ამასწინანდელი შეხვედრების დროს თქვენს მიერ ნათქვამი კარგად
გავიაზრე. და ფიქრის შედეგად მე ახლა უფრო, ვიდრე მანამდე, დარწმუნებული ვარ
ქეროლაინ კრეილის უდანაშაულობაში. ადრეც ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ მას
თავისი ქმარი მოეწამლა, მაგრამ სხვა ვერსიების უქონლობამ და მისმა საქციელმა
მაიძულა დიდი ფიქრის გარეშე შევერთებოდი საყოველთაოდ მიღებულ აზრს: ვინ,
თუ არა მან?
ჩვენი შეხვედრის შემდეგ დიდხანს ვიფიქრე, კრეილის თვითმკლელობის
ვერსიაზე, რომელიც სასამართლოზე დაცვამ წამოაყენა, და, თუმცა ეს ვერსია მაშინ
სრულიად ალოგიკურად მეჩვენებოდა, ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლებელია
შევიცვალო აზრი, უპირველესად იქიდან გამომდინარე, რომ ქეროლაინს თავად
სჯეროდა ამის. თუ დავუშვებთ, რომ ეს მშვენიერი და კეთილშობილი ქალი
უსამართლოდ იქნა მიჩნეული დამნაშავედ, მაშინ მის საკუთარ არაერთხელ
გამოთქმულ რწმენას აქვს სერიოზული საფუძველი. იგი ემიასს ბევრად უკეთ
იცნობდა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. თუკი იგი თვითმკვლელობას შესაძლოდ
თვლიდა, ესე იგი, იბნ ს თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად მისი
ყველა მეგობრის სკეპტიკური დამოკიდებულებისა ასეთი ვერსიის მიმართ.
შევეცდები განვავითარო ეს თეორია, და ვივარაუდო, რომ ემიას
კრეილში იყო მხოლოდ მისი ცოლისათვის ცნობილი სინდისის რაღაც ჩანასახი, უცხო
თვალისთვის უხილავი მონანიება და სასოწარკვეთაც კი იმ ბოროტების გამო, რაც
მისი ველური ტემპერამენტით იყო გამოწვეული. შესაძლოა, თავისი ხასიათის ამ
მხარეს იგი მხოლოდ ცოლს აჩვენებდა, თუმცა ეს შეუთავსებელია მის საკუთარ, ჩემს
მიერ არაერთხელ გაგონილ გამონათქვამებთან. და მაინც, მამაკაცების უმრავლესობას
ნამდვილად აქვთ მათი ხასიათისათვის არადამახასიათებელი ნიშნები, რომელსაც
ვერავინ ვერ ხედავს და რომელიც ხშირად სიურპრიზია მათი ახლობლებისათვის.
პატივსაცემი და პირქუში ადამიანი, ხდება რომ, ჩუმად საოცრად უკადრისად იქცევა.
ვულგარული საქმოსანი ხელოვნების ფაქიზი დამფასებელია. მოუთმენელი და
უმოწყალო ადამიანები არცთუ ისე იშვიათად საოცარ სიკეთეს გამოიჩენენ ხოლმე,
ხოლო დიდსულოვანი და გულღია კაცი ზოგჯერ სალახანად და ნაძირალად
გამოავლენს თავს.
ამიტომაც სავსებით შესაძლებელია, რომ ემიას კრეილისათვის დამახასიათებელი
ყოფილიყო სინანულის გრძნობა, და რაც მეტად ავლენდა თავის ეგოიზმს და
ამტკიცებდა, რომ უფლება აქვს აკეთოს ის, რაც მას მოეპრიანება, მით უფრო მეტად
აწუხებდა სინდისი. რა ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, მაგრამ ახლა ვთვლი,
რომ ალბათ, ასეც იყო. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თვით ქეროლაინი სწორედ
ამ ვერსიას უჭერდა მხარს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მკითხველთა ლიგა
ახლა კი განვიხილოთ ფაქტები, ან, უფრო სწორად ის, რაც ჩემს მეხსიერებას
შემორჩა, ჩემი ახლანდელი რწმენის შუქზე.
ალბათ, აქ დროული იქნება გამეხსენებინა ქეროლაინთან ჩემი ლაპარაკი, რომელიც
მომხდარ ტრაგედიამდე რამოდენიმე კვირით ადრე გაიმართა. ეს ოლდერბერიში
ელზა გრირის პირველი ჩამოსვლის დროს მოხდა.
ქეროლაინმა, როგორც უკვე გითხარით, იცოდა, რომ მას დიდი სიმპათიითა და
პატივისცემით ვეპყრობი. ამიტომაც ჩემში იგი ხედავდა ადამიანს, რომელსაც
სავსებით შეეძლო მინდობოდა. საკმაოდ უხალისოდ გამოიყურებოდა. მიუხედავად
ამისა, გამიკვირდა, როცა ერთხელ მან მკითხა, ხომ არ ვთვლი, რომ ემიასი
სერიოზულადაა გატაცებული ქალიშვილით, რომელიც დაპატიჟა.
მე მგონი, მისთვის საინტერესო დასახატია, – ვუპასუხე, – ხომ იცი, როგორ აინთება
ხოლმე ემიასი მორიგი სამუშაოთი.
– არა, ის შეყვარებულია, – თავი გაიქნია მან.
– შეიძლება ოდნავ.
– მე კი მგონია, ძლიერად,
– მშვენიერი ქალიშვილია, გეთანხმებით, – ვუთხარი, – ჩვენ კი ორივემ ვიცით, რომ
ემიასი ქალის მომხიბვლელობის მიმართ გულგრილი არაა, მაგრამ დიდი ხანია უნდა
იცოდე, ძვირფასო, რომ ემიასს ნამდვილად მხოლოდ შენ უყვარხარ. მას ახასიათებს
გატაცებები, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. მისთვის მარტო შენ არსებობ და,
თუმცა ხანდახან საძაგლად იქცევა, ეს მის შენდამი გრძნობაზე ოდნავაც არ
მოქმედებს.
– ყოველთვის სწორედ ასე ვფიქრობდი, – თქვა ქეროლაინმა.
– მერწმუნე, ქერო – შევევედრე, – ეს ნამდვილად ასეა.
– მაგრამ ამჯერად, მერი, – განაგრძო მან, – მე მეშინია, ეს გოგონა საშინლად...
საშინლად გულახდილია. ის ისეთი ნორჩია, ისეთი ჟინიანი, ვგრძნობ, რომ ამჯერად
ემიასი სერიოზულადაა გატაცებული.
– მაგრამ ის, რომ ის ნორჩია და ასეთი, როგორც შენ ამბობ, გულახდილი, – ვიუარე, –
დაიცავს კიდეც მას. საერთოდ, ქერო, ემიასისათვის ეს ის ნადირია, რაზეც ნადირობა
ნებადართულია, მაგრამ ამ ქალიშვილთან დაკავშირებით მას მარცხი მოელის.
– აი, სწორედ ამის მეშინია, – გამომიტყდა ქეროლაინი, – ვშიშობ, რომ ამჯერად
თავად იქცა ნადირად. –– და განაგრძო, – როგორც იცი მერი, ოცდათოთხმეტი წლისა
ვარ. უკვე ათი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, მესმის გარეგნობით ელზას ვერც კი
შევედრები.
– მაგრამ შენ ხომ იცი, ქეროლაინ, – ვუთხარი – შენთვის კარგადაა ცნობილი, რომ
ემიასს მხოლოდ შენ უყვარხარ.
– განა შეიძლება მამაკაცის გრძნობებში დარწმუნებული იყო? – იკითხა. შემდეგ
ოდნავ პირქუშად ჩაიღიმა და დაუმატა. – მე პრინციპული ადამიანი ვარ, მერი. ამ
გოგონას სიამოვნებით ნაჯახით გავუსწორდებოდი.
ვუთხარი, რომ ელზას, ალბათ, კარგად არ ესმის, რა აკეთებს. ის
აღფრთოვანებულია ემიასით და თაყვანს სცემს მას, და ვერ ხვდება, რომ ემიასს
უყვარდება იგი.
ამის შემდეგ მალე ელზა ლონდონს გაემგზავრა. ემიასიც არ იყო რამოდენიმე
კვირას, სიმართლე რომ ვთქვა, მიმავიწყდა კიდეც ისინი. შემდეგ გავიგე, რომ ელზა
ისევ დაბრუნდა ოლდერბერიში, რათა ემიასს მისი პორტრეტი დაესრულებინა.

მკითხველთა ლიგა
ამან ცოტათი შემაშფოთა, მაგრამ შემდგომი შეხვედრისას ქეროლაინმა აღარ ისურვა
ჩემთან საუბრის გაგრძელება. ჩვეულებრივად გამოიყურებოდა – სულაც არ იყო
შეშფოთებული და გულნატკენი. ალბათ, ყველაფერი წესრიგშია, გავიფიქრე.
აი, რატომ ვიყავი გაოგნებული, როცა გავიგე, რა შორს წავიდა საქმე.
უკვე გიამბეთ კრეილთან და ელზასთან ჩემი საუბრის შესახებ. ქეროლაინთან
დალაპარაკება მაინც ვერ მოვახერხე. ორიოდე ფრაზა ვესროლეთ ერთმანეთს,
რომელთა შესახებ უკვე გითხარით.
თვალწინ მიდგას მისი სახე, დიდი მუქი თვალებით და მღელვარებას ძლივს
ვიკავებ. მესმის მისი ხმა, როცა მან წარმოთქვა:
– ყველაფერი გათავდა...
არ შემიძლია აღვწერო ის უსაშველო განწირულება, რომელიც ამ სიტყვების მიღმა
იდგა. ეს ფაქტის კონსტატაცია იყო, ემიასის წასვლით მისთვის ყველაფერი
დამთავრდა. აი, სწორედ ამიტომ აიღო მან კონიუმი, დარწმუნებული ვარ. ეს იყო
გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. გამოსავალი, რომელიც ამ ნაყენის თვისებებზე
ჩემმა სულელურმა ლექციამ უკარნახა, და ნაწყვეტმა „ფედონადან“, რომელიც
ნათლად ასახავდა საწამლავის მომაკვდინებელ თვისებებს.
აი, როგორ მესახება ახლა მომხდარი. ქეროლაინმა აიღო კონიუმი, რათა თავი
მოეკლა, თუ ემიასი მას მიატოვებდა. შესაძლოა, კრეილმა შენიშნა, როგორ გადაისხა
მისმა ცოლმა ნაყენი თავისთვის ან შემდეგ აღმოაჩინა იგი.
ამ აღმოჩენამ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. იგი შეძრული იყო, თუ სადამდე
მიიყვანა ქეროლაინი თავისი საქციელით. მაგრამ, მიუხედავად შიშისა და სინდისის
ქენჯნისა, მაინც ვერ ამბობდა უარს ელზაზე. მე შიმიძლია გავუგო მას, ელზას
ვერავინ დაივიწყებდა, ვინც მას ერთხელ მოიწონებდა.
ელზას გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. იმასაც მიხვდა, რომ ქეროლაინს
უმისოდ სიცოცხლე არ შეეძლო, და გადაწყვიტა, რომ ერთადერთი გამოსავალია –
თავად გამოიყენოს კონიუმი.
იგი მისთვის ჩვეული მანერით იქცეოდა. ყველაზე ძვირფასი მისთვის მისი
ნახატები იყო, მან არჩია ფუნჯით ხელში მომკვდარიყო. უკანასკნელი, რაც მან
დაინახა – იყო სახე ქალიშვილისა, რომელიც მას უსაშველოდ უყვარდა. ალბათ,
გადაწყვიტა, რომ მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ კრეილი აღარ
იარსებებს...
ეს თეორია, მართალია, ვერ ხსნის ზოგიერთ საინტერესო ფაქტს. მაგალითად,
რატომ დარჩა კონიუმიან ფლაკონზე მხოლოდ ქეროლაინის თითის ანაბეჭდი,
ალბათ, მას შემდეგ, რაც ის ემიასს ეჭირა, ყველა ანაბეჭდი წაშალეს რბილმა ნივთებმა,
რომელთა შორისაც იპოვეს იგი მისი სიკვდილის შემდეგ. ქეროლაინმა კი ფლაკონი
აიღო, რათა ენახა, ვინმეს ხომ არ უხლია მისთვის ხელი. მე, მგონი ასეთი ახსნა
სავსებით შესაძლებელი და დამაჯერებელია. რაც შეეხება ლუდის ბოთლზე თითების
ანაბეჭდებს, დაცვის მოწმეებმა გამოთქვეს აზრი, რომ საწამლავის მიღების შემდეგ,
ადამიანი ხელებს ვეღარ იმორჩილებს და ბოთლს უხერხულად ეხება – ამიტომაც იყო
ანაბეჭდები არეული.
რჩება კიდევ ქეროლაინის საქციელი სასამართლოზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის
ახსნაც შემიძლია. მან მოიპარა საწამლავი ლაბორატორიიდან და ამით ქმარს
თვითმკვლელობის აზრი მიაწერა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პასუხისმგებლობის
გაძლიერებული გრძნობის გამო იგი ქმრის სიკვდილში თავს დამნაშავედ გრძნობდა.
თავი დაირწმუნა, რომ იგი – მკვლელია, თუმცა ეს ის მკვლელობა არ იყო, რის გამოც
იგი გაასამართლეს.
მკითხველთა ლიგა
ყველაფერი ეს სავსებით ლოგიკურად მეჩვენება. და თუ ეს ასეა, მაშინ განა ძნელი
იქნება თქვენთვის, დაარწმუნოთ პატარა კარლა ლემარშანი? და იგი შესძლებს
ცოლად გაჰყვეს იმ ახალგაზრდას, როცა დარწმუნდება, რომ ერთადერთი დანაშაული
დედამისისა, იყო სურვილი (და მეტი არაფერი), იგი მოეკლა.
მესმის, რომ ეს სულაც არ არის ის, რის დაწერაც თქვენ მთხოვეთ იმ მოვლენებზე,
როგორც მე მახსოვს. ნება მიბოძეთ, გამოვასწორო ჩემი შეცდომა. უკვე გიამბეთ
ყველაფერი, რაც ემიასის სიკვდილის წინა დღეს მოხდა. ახლა დაღუპვის დღეზე
გადავიდეთ.
ცუდად მეძინა, რადგან ჩემი მეგობრების ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნო
ამბებით ვიყავი დადარდიანებული. მას შემდეგ, რაც დიდხანს ვერ ჩავიძინე უშედეგო
ფიქრებისაგან, თუ რა უნდა გავაკეთო, რომ კატასტროფა თავიდან ავიცილოთ,
დილის ექვსი საათისათვის ღრმად ჩამეძინა. არც გამიგია, დილით ჩაი როგორ
შემომიტანეს და ათი საათისათვის დამძიმებული თავით გამომეღვიძა.
მოწყვეტილივით ვიყავი. ამის შემდეგ მალე ჩემი საძინებლის ზევით –
ლაბორატორიაში რაღაც ხმაური შემომესმა.
აქ ალბათ, უნდა ვახსენო, რომ, ჩემის აზრით, ლაბორატორიაში კატამ გაიარა.
აღმოვაჩინე, რომ ჩარჩო ოდწნავ აწეული იყო: წინა საღამოს ფანჯარა დაუფიქრებლად
ოდნავ შეღებული დავტოვე, და კატას თავისუფლად შეეძლო შეძრომა. ამას იმიტომ
ვახსენებ, რომ ავხსნა, თუ რატომ აღმოვჩნდი ლაბორატორიაში.
როგორც კი ჩავიცვი, იქ გავჩნდი. თაროებს თვალი რომ მოვავლე, შევნიშნე, რომ
კონიუმის ნაყენიანი ბოთლი სხვებთან ერთად არ იდგა. რომ დავაკვირდი, შიშით
აღმოვაჩინე, რომ ბოთლის შიგთავსის დიდი ნაწილი გამქრალიყო. წინა დღით
ბოთლი თითქმის სავსე იყო – ახლა კი დაცლილი დამხვდა.
ფანჯარა დავკეტე, და გამოვედი, თან კარი ჩავკეტე. ძალიან შეწუხებული და, უნდა
ვაღიარო, თავგზააბნეული ვიყავი. როცა რაიმეზე ვღელავ, ცუდად ვაზროვნებ
ხოლმე.
თავიდან უბრალოდ გული მეტკინა, შემდეგ რაღაც ცუდად მენიშნა და ბოლოს
ნამდვილი შიში დამეუფლა. დავკითხე ყველა მსახური და მითხრეს, რომ არც ერთი
მათგანი ლაბორატორიაში არ შესულა. მომხდარი ამბავი რომ გავიაზრე, გადავწყვიტე,
ძმისათვის დამერეკა და რჩევა მეკითხა.
ფილიპი ჩემზე უკეთ აზროვნებდა. იგი მაშინვე მიხვდა დანაკარგის
სერიოზულობას და დაუყოვნებლივ მისვლა მთხოვა. გავედი. გზად მის უილიამსი
შემხვდა. იგი თავისი ურჩი მოსწავლის ძებნით იყო დაკავებული. დავარწმუნე. რომ
არ მინახავს ანჯელა და ჩემთან სახლში იგი არ ყოფილა.
მე მგონი, მის უილიამსმა შენიშნა, რომ კარგად არ ვიყავი, ცნობისმოყვარეობით
შემომყურებდა. მაგრამ მე არ ვაპირებდი მისთვის მოყოლას, თუ რა მოხდა. ვურჩიე,
სახლის უკან მოევლო – იქ ანჯელას საყვარელი ვაშლის ხე იდგა, – თავად კი
ყურესაკენ გავწიე, სადაც ჩავჯექი ნავში და მეორე მხარეს, ოლდერბერიში გადავედი.
ჩემი ძმა უკვე ნაპირზე მელოდებოდა.
სახლისკენ იგივე გზით წავედით, როგორც მე და თქვენ სამი დღის წინ. თუ
გახსოვთ, როგორაა განადგურებული მამული, მიხვდებით, რომ საჭურვლის ბაღის
ღობესთან რომ გავიარეთ, არ შეიძლებოდა ყური არ მოგვეკრა საუბრისათვის.
ქეროლაინი და ემიასი რაღაცაზე კამათობდნენ, მაგრამ მათი კამათის მიზეზმა არ
დამაინტერესა.
არავითარი მუქარა ქეროლაინის მხრივ არ გამიგონია. საუბარი ანჯელას შეეხებოდა
– ქეროლაინი თხოვდა გადაედოთ მისი სკოლაში გამგზავრება. ემიასი
მკითხველთა ლიგა
კატეგორიულად იყო განწყობილი, ყვიროდა, რომ ვინაიდან ყველაფერი
გადაწყვეტილია, იგი თავად მიაცილებს.
ბაღის ჭიშკარი სწორედ მაშინ გაიღო, როცა ჩვენ გავუსწორდით, და იქიდან
ქეროლაინი გამოვიდა. იგი ნაწყენი ჩანდა, და მეტი არაფერი, ოდნავ დაბნეულად
გამიღიმა და მითხრა, რომ ისინი ანჯელაზე ლაპარაკობდნენ. იმავ წუთს ბილიკზე
ელზა გამოჩნდა, და, ვინაიდან საერთოდ სავსებით ნათელი იყო, რომ ემიასს
სამუშაოს გაგრძელება სურდა, და ჩვენ კი მას ხელს ვუშლიდით, სახლისაკენ
გავემართეთ.
შემდეგ ფილიპი თავის თავს ჰკიცხავდა, რომ ჩვენ უმალ რაღაც არ მოვიმოქმედეთ.
მე კი განსხვავებული აზრი მქონდა. არავითარი საფუძველი არ გვქონდა გვეფიქრა,
რომ მკვლელობა იყო ჩაფიქრებული (უფრო მეტიც. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ
სულაც არ იყო ჩაფიქრებული). ნათელი იყო, რომ რაღაც უნდა გვეღონა, მაგრამ
დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვალდებული ვიყავით კარგად განგვესაჯა და
განგვესაზღვრა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა, მით უმეტეს, რომ უნდა ვაღიარო, რომ
არაერთხელ შემპარვია ეჭვი, ხომ არ ვცდები-მეთქი. მართლა იყო თუ არა ბოთლი
წინა დღით სავსე? მე არ მივეკუთვნები იმ ხალხს (ჩემი ძმა ფილიპისაგან
განსხვავებით), რომლებიც ყოველთვის ყველაფერში დარწმუნებულები არიან. რა
ხშირად ხარ, მაგალითად, დარწმუნებული, რომ ნივთი ერთ ადგილას დადე, და სულ
სხვაგან აღმოაჩენ. რაც უფრო მეტად ვცდილობდი გამეხსენებინა, რამდენი ნაყენი იყო
ბოთლში წინადღით, მით უფრო მეტად მეპარებოდა ეჭვი და რწმენას ვკარგავდი. ეს
საშინლად აღიზიანებდა ფილიპს, რომელიც საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან.
არაფრით მოვახერხეთ საუბრის გაგრძელება და უსიტყვოდ შევთანხმდით
სადილის შემდეგ გაგვეგრძელებინა (უნდა აღვნიშნო, რომ მე, თუ მსურდა,
ოლდერბერიში შემეძლო დაუპატიჟებლად მივსულიყავი სადილად).
შემდეგ ანჯელამ და ქეროლაინმა ლუდი მოგვიტანეს. ანჯელას ვკითხე, თუ რატომ
აცდენს გაკვეთილებს, და გავაფრთხილე, რომ მის უილიამსი ჯავრობს, მაგრამ მან
მიპასუხა, რომ საბანაოდ იყო წასული და დაუმატა, რომ ვერ ხედავს აზრს ძველი
უშნო ქვედაბოლოს კერვაში, როცა სკოლაში სულ ახალი ტანსაცმლით მიდის.
ვინაიდან ფილიპთან პირისპირ საუბრის შესაძლებლობა არა და არ მომეცა, გარდა
ამისა, ძალიან მინდოდა კიდევ ერთხელ მარტოს მეფიქრა, გადავწყვიტე, საჭურვლის
ბაღისაკენ გასეირნება. ზედ ბაღის თავზე, სადაც უკვე გაჩვენეთ, ხეებს შორის ძველი
სკამი იდგა. ჩიბუხით ხელში ჩამოვჯექი, ვფიქრობდი და ელზას გავყურებდი, ემიასს
რომ პოზირებდა.
მე იგი სამუდამოდ ისეთად ჩამრჩა მეხსიერებაში, როგორც იმდღეს ვნახე. ყვითელ
პერანგში, მუქ-ლურჯ შარვალში, მხრებზე გასათბობად შემოხვეული წითელი
პულოვერით, იგი უძრავად იჯდა, გამოცოცხლებული და ჯანმრთელი სახე ჰქონდა
და მხიარული ხმით აწყობდა მომავლის გეგმებს.
გამოდის, რომ თითქოს ვაყურადებდი, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ელზა
მშვენივრად მხედავდა. მანაც, ისევე როგორც ემიასმა, იცოდა, სად ვიჯექი. ელზამ
ხელი დამიქნია და დამიძახა, რომ ემიასი დილით საშინლად იქცეოდა და წუთით
მოსვენებას არ აძლევდა, მთლიანად გაშეშდა და გაითოშა.
ემიასმა ჩაიბუტბუტა, რომ იგი კიდევ უფრო მეტად გაითოშა, რომ ყველა კუნთი
გაუხევდა, „საწყალო ბებერო!“ – გაეცინა ელზას, ემიასმა კი თქვა, რომ მას მოუწევს
ბედი დაუკავშიროს ინვალიდს, რომელსაც სახსრები უჭრიალებს.
შემძრა მათმა ქარაფშუტობამ ერთობლივ მომავალზე საუბრისას, მაშინ როდესაც
ასეთ ტკივილს აყენებდნენ ირგვლივ მყოფთ და მაინც ვერ ვამტყუნებდი ელზას, იგი
მკითხველთა ლიგა
ისეთი ნორჩი, ისეთი თავდაჯერებული, ისეთი შეყვარებული იყო და არ უწყოდა, რას
იქმოდა. მან არ იცოდა, რა არის ტანჯვა, ბავშვური გულუბრყვილობით თვლიდა, რომ
ქეროლაინს, „არაფერი მოუვა“ და რომ „მალე მას ყველაფერი გადაავიწყდება“.
ვერაფერს ხედავდა გარდა იმისა, რომ მალე იგი ემიასთან ბედნიერი იქნებოდა.
ეჭვები, სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა, სიბრალულს არ გრძნობდა, მაგრამ განა
შეიძლება ახალგაზრდობისაგან სიბრალულს მოელოდე? ამ გრძნობას მხოლოდ
ხანშიშესული, გამოცდილი ხალხი ფლობს.
ისინი თითქმის არ ლაპარაკობდნენ. არც ერთი მხატვარი არ დაიწყებს ლაპარაკს
მუშაობის დროს. ყოველ ათ წუთში ერთხელ ან დაახლოებით ამ ინტერვალით ელზა
რაღაცას ამბობდა, ემიასი კი პასუხად ჩაიბურტყუნებდა ხოლმე. ერთხელ მან თქვა:
– მე მგონი, შენ სწორე ხარ ესპანეთის შესახებ, პირველად იქ უნდა წ ავიდეთ, და
კორიდაზე წამიყვან. ალბათ, ეს არაჩვეულებრივი სანახაობაა, ოღონდ ვისურვებდი,
რომ ხარმა მოკლას კაცი და არა პირიქით. ვხვდები, რას გრძნობდნენ რომაელი
ქალები, როცა ხედავდნენ, როგორ კვდება გლადიატორი. ხალხი არაფერს
წარმოადგენს, ცხოველები კი მშვენიერნი არიან.
იგი თავად ჰგავდა ცხოველს – ნორჩი და პირველქმნილი, რომლისთვისაც მწვავე
გამოცდილებაც და სინანულის შეგრძნებაც უცხოა. მე მგონი, მან ფიქრიც კი არ
იცოდა, მხოლოდ გრძნობდა, მაგრამ მასში იმდენი სიცოცხლე იყო, ბევრად მეტი,
ვიდრე რომელიმე ჩემს ნაცნობში...
უკანასკნელად ვიხილე იგი ასეთი მხიარული და დაჯერებული – სამყაროს
მწვერვალზე, მაგრამ ასეთ მხიარულებას ძირითადად უბედურება მოსდევს.
სადილის გონგმა ჩამოჰკრა. წამოვდექი და საჭურვლის ბაღის ჭიშკართან მივედი. აქ
ელზა შემომიერთდა. ხეების ჩრდილს რომ გამოვცდი, აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ
თვალისმომჭრელი სინათლეა. ცუდად ვხედავდი. ემიასი იჯდა, სკამის საზურგეზე
გადაწოლილი, ხელებგაშლილი და სურათს შეჰყურებდა. ასეთ მდგომარეობაში იგი
ხშირად მინახავს, და საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შხამი უკვე ჰკლავდა მას?
მას სძულდა და ეზიზღებოდა ავადმყოფები. არ სცნობდა მათ. ალბათ გადაწყვიტა,
რომ მზის დაკვრის მსგავსი რამ აქვს – სიმპტომები ერთნაირია – მაგრამ არავითარ
შემთხვევაში არ დაიწუწუნებდა:
– იგი არ წამოვა სასადილოდ, – თქვა ელზამ.
ჩემთვის გავიფიქრე, რომ სწორედ იქცევა.
– მაშ, ნახვამდის, – ვთქვი.
ემიასმა სურათს მზერა მოსწყვიტა, და ნელა შემომხედა. მის მზერაში იყო რაღაც
უცნაური – როგორ ვთქვა? – ღვარძლის მსგავსი რამ. თვალები არაკეთილმოსურნედ
უელავდა.
ბუნებრივია, მაშინ ვერ მივხვდი – თუ სურათი ისე არ გამოდიოდა, ის ყოველთვის
ბრაზობდა. და მეც გადავწყვიტე, რომ სწორედ ეს არის მისი სიბრაზის მიზეზი.
მომეჩვენა, რომ რაღაც ჩაიბურტყუნა.
არც ელზას, არც მე, ამაში არაფერი უცნაური არ დაგვინახავს – მხოლოდ მხატვრის
ტემპერამენტი.
ამიტომაც დავტოვეთ იგი იქ და სახლისაკენ ლაპარაკითა და სიცილით გავეშურეთ.
საწყალ ბავშვს რომ სცოდნოდა, რომ უკანასკნელად ხედავდა მას ცოცხალს...
მადლობა ღმერთს, არ იცოდა. ცოტა ხანს კიდევ ჰქონდა საშუალება ბედნიერი
ყოფილიყო.

მკითხველთა ლიგა
სადილის დროს ქეროლაინი სავსებით ნორმალურად იქცეოდა – ოდნავ მეტად
შეწუხებული ჩანდა. ხომ არ ამტკიცებს ეს, რომ მას არავითარი კავშირი არ ჰქონდა
ტრაგედიასთან? ასეთი მსახიობი ხომ ვერ იქნებოდა.
ქეროლაინი და აღმზრდელი ბაღში შევიდნენ და იქ ემიასი აღმოაჩინეს. მის
უილიამსი შემხვდა, სახლისაკენ რომ გამორბოდა, ექიმის გამოძახება მთხოვა და ისევ
ქეროლაინთან გაიქცა.
საწყალი ბავშვი! ელზაზე ვამბობ. ისე განწირულად, გულწრფელად გლოვობდა,
როგორც ბავშვებმა იციან. ბავშვები ვერ იჯერებენ, რომ ცხოვრება ასეთი
უსამართლოა. ქეროლაინი სავსებით მშვიდად იყო. დიახ, ის მშვიდად იყო. რა თქმა
უნდა, მან ელზაზე ბევრად უკეთ იცოდა თავის დაჭერა. იგი არ ჰგავდა მონანიეს, –
იმ დროს, ერთი რამ თქვა მხოლოდ, რომ ემიასმა, ალბათ, თავი მოიკლა, ჩვენ კი ეს
ვერ დავიჯერეთ. ელზამ თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ დაადანაშაულა იგი
მკვლელობაში.
რა თქმა უნდა, ქეროლაინმა, ალბათ, უკვე გაიაზრა, რომ ეჭვი მასზე ექნებოდათ.
დიახ, ალბათ, სწორედ ამით აიხსნებოდა მისი ასეთი საქციელი.
ფილიპს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ეს მან ჩაიდინა.
აღმზრდელმა ჩვენ ყველას დიდი დახმარება და თანადგომა გაგვიწია. მან აიძულა
ელზა დაწოლილიყო, დამამშვიდებელი მისცა, ხოლო როცა პოლიცია მოვიდა,
ანჯელა მოგვაშორა. დიახ, ეს ქალი ძალის ციტადელი იყო.
ყველაფერი კოშმარად იქცა. პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, დაკითხვებს აწარმოებდა,
ბუზებივით დაგვეხვივნენ რეპორტიორები, ოჯახის წევრებს ინტერვიუს
ართმევდნენ... ერთი სიტყვით... კოშმარი...
ეს კოშმარად დარჩა წლების მანძილზე. ღვთის გულისათვის, თუ თქვენ შეძლებთ
დაარწმუნოთ პატარ კარლა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ეგებ მოვახერხოთ ამის
სამუდამოდ დავიწყება.
ემიასმა თავი მოიკლა, რა ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს ეს.

მერედით ბლეიკის ნაამბობის დასასრული.

მკითხველთა ლიგა
ლედი დითიშემის ამბავი

აქ ემიას კრეილთან ჩემი ურთიერთობის მთელ ისტორიას გიამბობთ, დაწყებული


გაცნობიდან და მისი ტრაგიკული დაღუპვით დამთავრებული.
პირველად იგი ვიხილე მიღებაზე, ერთ მხატვართან. მახსოვს, იგი ფანჯარასთან
იდგა და ოთახში შესვლისთანავე შევნიშნე. ვიკითხე თუ ვინ იყო. „კრეილი,
მხატვარი“, – მიპასუხეს. და ვთქვი, რომ ვისურვებდი მის გაცნობას.
მაშინ დაახლოებით ათ წუთს ვერ დავილაპარაკეთ. როცა ადამიანი ისეთ
შთაბეჭდილებას ახდენს, როგორიც ემიას კრეილმა მოახდინა ჩემზე, აღწერა
შეუძლებელია. თუ ვიტყვი, რომ როცა ემიას კრეილი დავინახე, ყველა დანარჩენი
არარაობად და უსუსურად მომეჩვენა. ეს ყველაზე ზუსტი იქნება.
– მე ვნახე თქვენი ნახატები, – ვუთხარი, – შესანიშნავია.
მას ეს მოეწონა.
– ვინ გითხრათ, რომ უფლება გაქვთ განსაჯოთ ფერწერა? არა მგონია, ერკვეოდეთ.
– შესაძლოა, ვერც ვერკვევი. – დავეთანხმე. – მაგრამ სურათები მაინც შესანიშნავია.
– სისულელეს ნუ ლაპარაკობთ, – ჩაიცინა მან.
– აღარ ვილაპარაკებ, – ვუპასუხე. – მინდა, რომ დამხატოთ.
– ოდნავ მაინც რომ აზროვნებდეთ, მიხვდებოდით, რომ ლამაზი ქალების
პორტრეტებს არ ვხატავ.
– სულაც არაა აუცილებელი პორტრეტი იყოს. და მე, უბრალოდ ლამაზი არა ვარ.
ისე შემომხედა, თითქოს პირველად დამინახაო.
– შესაძლოა, მართლიც ხართ, – თქვა მან.
– ესე იგი, თანახმა ხართ? – ვკითხე.
თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და თვალს ყურადღებით მადევნებდა.
– თქვენ არაჩვეულებრივი არსება ხართ, არა? – მკითხა.
– იცით, საკმაოდ მდიდარი ვარ, და შემიძლია გადაგიხადოთ, – ვუთხარი.
– და რატომ გინდათ მაინცდამაინც, რომ მე დაგხატოთ? – მკითხა.
– მინდა და მორჩა, – ვუპასუხე.
– განა ეს მნიშვნელოვანი მიზეზია? – იკითხა.
– დიახ. ყოველთვის ვაღწევ იმას, რაც მინდა, – ვუპასუხე.
– ოჰ, საწყალო ბავშვო, რა ახალგაზრდა ხარ! – წამოიძახა მან.
– დამხატავ? – არ ვეშვებოდი.
მხრებზე ხელი მომკიდა, სინათლისაკენ მომატრიალა და თავიდან ფეხებამდე
შემათვალიერა, შემდეგ უკან დაიხია. ჩუმად ვიდექი და ველოდებოდი.
– ხანდახან მსურდა დამეხატა ფერადოვანი ავსტრალიური მაკაოების გაფრენა,
წმინდა პავლეს ტაძრის გუმბათზე რომ სხდებიან; თუ ჩვენი უბრალო ქალაქგარე
პეიზაჟის ფონზე დაგხატავთ, ვფიქრობ, იგივე შედეგს მივიღებთ.
– მაშ, თანახმა ხართ? – ვიკითხე.
– თქვენ ჩემს მიერ ოდესმე ნანახ უმშვენიერეს ქმნილებათაგან ერთ-ერთი ხართ.
მკვეთრი, მსუყე, ეგზოტიკური ფერებით გაჯერებული. დაგხატავთ!
– ესე იგი, გადაწყვეტილია, – შევაჯამე.
მკითხველთა ლიგა
– მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, ელზა გრირ, – განაგრძო მან, – თუ დაგხატავთ,
თქვენთან სიახლოვეს ვისურვებ.
– ამის იმედი მაქვს... – ვუთხარი.
ეს სიტყვები მტკიცედ და მშვიდად წარმოვთქვი, და გავიგონე როგორ შეეკრა
სუნთქვა, დავინახე, როგორ აენთო თვალები.
აი, ასე უეცრად დაიწყო ყველაფერი ეს.
ერთი-ორი დღის შემდეგ ისევ შევხვდით. მან თქვა, რომ სურს მასთან დევონშირში
ჩავიდე – იქ მას აქვს ისეთი ადგილი, რომლის ფონზეცაპირებს დამხატოს.
– თქვენ, ალბათ, იცით, რომ ცოლიანი ვარ? და ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი.
შევნიშნე, რომ თუ მას ძალიან უყვარს თავისი ცოლი, ალბათ, ის სასიამოვნო ქალია.
– გამორჩეულად სასიამოვნო, – თქვა მან. – სიმართლე რომ გითხრათ, – განაგრძო, –
ის მშვენიერი ადამიანია და ძალიან მიყვარს, ამიტომაც მხედველობაში იქონიეთ ეს,
ძვირფასო ელზა, და შესაბამისად მოიქეცით.
ვუთხარი, რომ მისი კარგად მესმოდა.
სურათზე მუშაობა ერთი კვირის შემდეგ დაიწყო. ქეროლაინ კრეილი საკმაოდ
გულთბილად შემხვდა, მაინცდამაინც არ მოვეწონე – ან კი რატომ უნდა
მოვწონებოდი? ემიასი ფრთხილად იქცეოდა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჩემთვის,
რაც მის ცოლს არ უნდა გაეგონა, მეც მოწიწებითა და ფორმალურად ვექცეოდი.
მაგრამ ორივეს გვესმოდა, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია.
ათი დღის შემდეგ ემიასმა ლონდონში დაბრუნება მიბრძანა.
– სურათი ჯერ არ დასრულებულა, – ვუთხარი.
– წესიერად არც კი დაწყებულა, – ამიხსნა. – უნდა ვაღიარო, რომ ვერ გხატავთ,
ელზა.
– რატომ?
– თვითონაც იცით, რატომ, – მიპასუხა მან. – ამიტომაც უნდა წახვიდეთ აქედან.
თავს ვერ ვუყრი, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენზე ვფიქრობ.
საჭურვლის ბაღში ვიყავით. ცხელი მზიანი დღე იდგა. ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.
ფუტკრები ბზუოდნენ. თითქოსდა, ბედნიერი უნდა იყო, როცა ირგვლივ სიმშვიდე
სუფევს, მაგრამ მე თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი. გარემოში იყო რაღაც...
ტრაგიკული. თითქოსდა... თითქოსდა ის, რასაც ეწერა მომხდარიყო, ამ დღეში აისახა.
მესმოდა, რომ ჩემი ლონდონს გამგზავრება არაფერს შეცვლიდა, მაგრამ მაინც
ვთქვი:
– კარგი, თუ თქვენ მეუბნებით, რომ უნდა წავიდე, წავალ.
– ჭკვიანი გოგო ხართ, – შემაქო ემიასმა.
წავედი და წერილებს არ ვწერდი.
ათ დღეს გაძლო, შემდეგ კი თვითონ ჩამოვიდა. ისეთი გამხდარი,
გასაცოდავებული და უბედური იყო, რომ შემეშინდა.
– მე გაგაფრთხილეთ, ელზა, – თქვა მან. – არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ.
– გელოდით. – ვუპასუხე. – ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდით.
– არის რაღაც, რასაც მამაკაცი ვერ გადალახავს. არც ძილი, არც ჭამა, არც დასვენება
არ შემიძლია იმიტომ, რომ გამუდმებით თქვენზე ვფიქრობ, – ეს რომ თქვა, კვნესა
აღმოხდა.
ვუთხარი, რომ ვიცი ის და იგივე გრძნობა მაქვს იმ წუთიდან, რაც იგი დავინახე. ეს
ბედია, და უაზრობაა მასთან ჭიდილი.
– მაინცდამაინც არც შეჭიდებულხართ, არა, ელზა? – მკითხა მან, და მე ვუპასუხე,
რომ სრულიადაც არ შევჭიდებივარ.
მკითხველთა ლიგა
შემდეგი რამოდინიმე კვირა, უნდა ვაღიარო, ბედნიერები ვიყავით, ბედნიერები კი
არა, ეს ის სიტყვა არაა, ეს უფრო ღრმა და საშიში რამ იყო.
ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი, ერთმანეთი ვიპოვეთ და ორივე
ვგრძნობდით, რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით.
მაგრამ კიდევ რაღაც მოხდა. ემიასს აეკვიატა აზრი დაუსრულებელი სურათის
შესახებ.
– სასაცილო რამაა, – მითხრა მან. – ადრე ვერ გხატავდი – შენ თვითონ მიშლიდი
ხელს. ახლა კი მინდა დაგხატო, ელზა. მინდა დაგხატო, და ეს იქნება ჩემი საუკეთესო
ნამუშევარი. ერთი სული მაქვს, ფუნჯს ხელი მოვკიდო და დაგხატო ძველებურ
სათოფურზე ჩამომჯდარი, ტრადიციული ლურჯი ცისა და მედიდური ინგლისური
ხეების ფონზე, სადაც შენ... იქნები გამარჯვების კონტრასტული ყიჟინა. სწორედ ასე
უნდა დაგხატო – განაგრძო მან: – და არ შეიძლება ჩემთვის ხელის შეშლა, ვიდრე
ვიმუშავებ. სურათს რომ დავასრულებ, ქეროლაინს ვეტყვი სიმართლეს და ჩვენს
დახლართულ ურთიერთობას გავარკვევთ.
– ქეროლაინი მოაწყობს სკანდალს გაყრის გამო? – ვიკითხე.
– მე მგონი, არა, მიპასუხა, – მაგრამ ვინ იცის, როგორ მოიქცევა ქალი?
– საწყენია, – ვთქვი, – თუ მას გული ეტკინება, მაგრამ არც პირველია იგი და არც
უკანასკნელი.
– მართალს ამბობ, ელზა, მაგრამ ქეროლაინი არ უსმენს, არასოდეს უსმენდა და არც
არასოდეს შეისმენს გონების ხმას. მას ვუყვარვარ, გასაგებია?
– გასაგებია, – ვუთხარი, – მაგრამ, თუკი მას იგი უყვარს, უწინარეს მის
ბედნიერებაზე.უნდა იფიქროს, და არავითარ შემთხვევაში არ შეუშალოს ხელი, თუკი
ემიასს გათავისუფლება სურს.
ცხოვრება არ აიხსნება თანამედროვე ლიტერატურაში ამოკითხული ანბანური
ჭეშმარიტებებით. ბუნება ადამიანს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისაკენ უბიძგებს.
მაგრამ განა ჩვენ ცივილიზებული ხალხი არა ვართ? ვიკითხე.
– ცივილიზებული? – გაეცინა ემიასს, – ქეროლაინი, ალბათ, სიამოვნებით
დაგჩეხავდა ნაჯახით. მას თავისუფლად შეუძლია ამის გაკეთება. განა არ გესმის,
ელზა, რომ იგი დაიტანჯება – დაიტანჯება? იცი, რა არის ტანჯვა?
– მაშინ არ უთხრა, –– ვთქვი.
– არა, გაყრა გარდაუვალია, – დაიჟინა მან. – შენ ისე უნდა მეკუთვნოდე, როგორც
საჭიროა, ელზა. მთელმა ქვეყანამ რომ იცოდეს ეს.
– განქორწინებაზე უარი რომ გითხრას? – ვკითხე.
– ამისი არ მეშინია, – მიპასუხა.
– მაშ რიღასი გეშინია? – ვიკითხე.
– არ ვიცი... – ნელა თქვა მან.
იცით, იგი იცნობდა ქეროლაინს, მე კი არ ვიცნობდი.
რომ წარმომედგინა...
ოლდერბერიში დავბრუნდით, ამჯერად რთული სიტუაცია იყო. ქეროლაინმა
რაღაც იეჭვა. ეს არ მომწონდა... არ მომწონდა... სრულიადაც არ მომწონდა.
ყოველთვის მძულდა სიცრუე და ტყუილი. ვთვლიდი, რომ უნდა ეთქვა მისთვის.
ემიას ამის გაგონებაც არ უნდოდა.
ყველანი სასაცილო ის იყო, რომ სინამდვილეში მისთვის ყველაფერი ეს სულერთი
იყო. მას უყვარდა ქეროლაინი, და არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა, მაგრამ რაც
შეეხება პატიოსნებას ან ტყუილს, ეს მას ფეხებზე ეკიდა. იგი საოცრად იყო
გატაცებული თავისი მხატვრობით, და სხვა დანარჩენი მისთვის არ არსებობდა. ადრე
მკითხველთა ლიგა
არ მენახა იგი ასეთ მდგომარეობაში, როცა იგი მთლიანად იყო ჩაფლული თავის
სამუშაოში, ახლა კი მესმის, რომ იგი ნამდვილი გენიოსი იყო. ამიტომაც იგი,
ბუნებრივია, ისე იყო თავისი შემოქმედებით გართული, რომ მისთვის წესიერებაზე
წარმოდგენაც კი არ არსებობდა. მე კი სხვანაირად ვფიქრობდი. საშინელ
მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ქეროლაინი ვერ მიტანდა და სრულიად მართალი იყო.
ერთადერთი, რაც დამრჩენოდა, – მისთვის სიმართლის თქმა იყო.
მაგრამ ემიასი მიმტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა მისი სკანდალებითა და
სცენებით შეწუხება, ვიდრე სურათს არ დაასრულებდა. ეგებ არც იყოს არავითარი
სცენა, ვკითხე. ქეროლაინს ხომ აქვს საკუთარი ღირსების შეგრძნება და სიამაყე.
– მინდა პატიოსანი ვიყო, – დავიჟინე. – პატიოსნები უნდა ვიყოთ.
– ეშმაკმა დალახვროს პატიოსნება! – აფეთქდა ემიასი, – მე ვხატავ, არ მცალია.
მე მესმოდა მისი, მას კი ჩემი გაგება არ სურდა.
ბოლოს, და ბოლოს ვეღარ გავუძელი. ქეროლაინმა შემოდგომის რაღაც გეგმების
შესახებ წამოიწყო ლაპარაკი. იგი თავის თავსა და ემიასზე ისე დარწმუნებით
ლაპარაკობდა, რომ უცებ ზიზღი ვიგრძენი იმის მიმართ, რასაც ჩვენ ჩავდიოდით,
როცა ცოლმა არაფერი იცოდა. ეგებ იმანაც გამაბრაზა, რომ იგი სრულ იგნორირებას
მიწევდა, მაგრამ ისე რომ ვერაფერზე შეედავებოდი.
ამიტომაც სრული სიმართლე ვუთხარი. ნაწილობრივ დღემდე ვფიქრობ, რომ
სწორედ მოვიქეცი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერასოდეს გავბედავდი, რომ
მცოდნოდა, თუ რა მოჰყვებოდა ამას.
დაიწყო ჩხუბი. ემიასი საშინლად გაბრაზდა ჩემზე, მაგრამ იძულებული იყო
ეღიარებინა, რომ სიმართლე ვთქვი.
ქეროლაინს ვერაფერი გავუგე. ყველანი მერედით ბლეიკთან წავედით ჩაიზე.
ქეროლაინს თავი შესანიშნავად ეჭირა – ლაპარაკობდა და იცინოდა. სულელივით
გადავწყვიტე, რომ იგი ბედს შეურიგდა. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი,
ვინაიდან მათ სახლში უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ემიასი სურათს ჩემს გარეშე
ვერ დაასრულებდა. იმედი მქონდა, რომ, ეგებ, ქეროლაინი წავიდოდა. ყველასათვის
უფრო მარტივი იქნებოდა, თუ იგი წავიდოდა.
კონიუმი როგორ მოიპარა, არ დამინახავს. არ მინდა ვიცრუო და ამიტომაც
შესაძლოდ ვთვლი, რომ მან იგი თავის მოსაკლავად მოიპარა.
მაგრამ გულის სიღრმეში ასე არ ვთვლი. მე მგონი, იგი უკიდურესად ჭკვიანი,
მესაკუთრის თვისებების მქონე ქალი იყო, რომელიც არაფრით გაუშვებს ხელიდან
იმას, რაც მისი აზრით, მას ეკუთვნის. ემიასი მისი საკუთრება იყო. მისთვის,
ვფიქრობ, უფრო მარტივი იყო მოეკლა, ვიდრე ცოცხლად და სამუდამოდ სხვა
ქალისათვის დაეთმო. მე მგონი, მან მაშინვე გადაწყვიტა მისი მოკვლა და მერედითის
ლექცია კონიუმის შესახებ მას მხოლოდ დაეხმარა დიდი ხნის ჩანაფიქრის
განსახორციელებელი საშუალება მიეღო. ის ავი და შურისმაძიებელი ქალი იყო და
იცოდა ანგარიშსწორება. ემიასმა თავადაც იცოდა, რომ ის საშიში ადამიანია. მე კი ეს
არ ვიცოდი.
მეორე დილით მასსა და ემიასს შორის ფინალური ოჯახური კინკლაობა გაიმართა.
საუბრის უდიდესი ნაწილი ტერასაზე მჯდომმა მოვისმინე. ემიასს თავი
შესანიშნავად ეჭირა – მომთმენი და მშვიდი იყო. იგი სთხოვდა ქეროლაინს,
გონიერებისათვის მოეხმო. უთხრა, რომ უყვარს იგი და ბავშვი, ყოველთვის ეყვარება,
ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი მომავალი უზრუნველყოს. შემდეგ გაცხარდა და
განაცხადა:

მკითხველთა ლიგა
– გაიგე, მე ელზას ცოლად შერთვას ვაპირებ, და ვერაფერი შემიშლის ხელს ამ
განზრახვის განხორციელებაში. მე და შენ ყოველთვის შესაძლოდ მიგვაჩნდა
ერთმანეთისათვის თავისუფლების მინიჭება. დგება წუთი, როცა ასეთი
თავისუფლება საჭიროა.
– როგორც გინდა ისე მოიქეცი, – უთხრა ქეროლაინმა. – მე გაგაფრთხილე.
ეს სიტყვები ჩუმად წარმოთქვა, მაგრამ მის ხმაში რაღაც უცნაური ნოტა
გამოსჭვიოდა.
– ამით რისი თქმა გსურთ, ქეროლაინ? – ჰკითხა ემიასმა.
– შენ მე მეკუთვნი, და არავითარი სურვილი არა მაქვს, გაგიშვა, საცა გინდა
წახვიდე. – თქვა ქეროლაინმა, – უმალ მოგკლავ, ვიდრე იმ გოგოს დავუთმობ შენს
თავს...
სწორედ ამ წუთს ტერასაზე ფილიპ ბლეიკი გამოვიდა. წამოვდექი და მის
შესახვედრად გავემართე. არ მინდოდა, რომ მას მათი საუბარი მოესმინა.
შემდეგ ტერასაზე ემიასიც გამოჩნდა და თქვა, რომ დროა, მუშაობას შევუდგეთ.
ერთად გავემართეთ საჭურვლის ბაღისაკენ. იგი დუმდა. ერთი თქვა მხოლოდ, რომ
ქეროლაინს გაგონებაც კი არ სურს არაფრის – მაგრამ, ღვთის გულისათვის, ნუ
ვილაპარაკებთ ახლა ამაზე. თავის სამუშაოზე სურდა მთელი ყურადღების მიპყრობა.
ერთი დღეც, თქვა მან, და სურათიც დასრულდება.
– და ეს ჩემი საუკეთესო ნამუშევარი იქნება, ელზა, – დაუმატა მან, – ცრემლებისა
და სისხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.
ცოტა მოგვიანებით პულოვერის მოსატანად წავედი. ცივი ქარი უბერავდა. ბაღში
რომ დავბრუნდი, ქეროლაინი დამხვდა, ალბათ უკანასკნელად მოვიდა
სათხოვნელად. მერედით და ფილიპ ბლეიკებიც იქ იყვნენ. სწორედ იმ წუთს თქვა
ემიასმა, რომ სწყურია, და რომ მისი ლუდი გათბა.
ქეროლაინმა ყინულოვანი ლუდის გამოგზავნა აღუთქვა. ეს მან სავსებით
ბუნებრივად წარმოთქვა, თითქმის მეგობრული ტონით. ეს ქალი ნამდვილი მსახიობი
იყო. ალბათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.
ათიოდე წუთის შემდეგ მან ლუდი მოიტანა. ემიასი ხატავდა. ლუდი ჭიქაში
ჩამოასხა და ცხვირწინ დაუდგა. მისთვის არცერთს არ შეგვიხედავს, ემიასი
სამუშაოთი იყო გართული, მე კი უძრავად უნდა ვმჯდარიყავი.
ემიასმა ლუდი, როგორც ყოველთვის, ერთი მოსმით გადაკრა, შემდეგ დაიჯღანა და
თქვა, რომ ლუდი საძაგელია, მაგრამ ცივი.
და მაშინაც კი, როცა მან ეს თქვა, ერთი წამით არ გამჩენია ეჭვი. მხოლოდ გამეცინა:
„გურმანი!“.
ქეროლაინმა დაინახა, რომ მან მთლიანად დალია, და წავიდა.
ორმოცი წუთი იქნებოდა გასული, როცა ემიასმა დაიჩივლა, რომ სახსრებში
ამტვრევდა. ალბათ, რევმატიზმი დამემართა, შენიშნა მან. ემიასი ვერ იტანდა
ავადმყოფობას და არ უყვარდა მასზე ლაპარაკი. წუთის მოგვიანებით მხიარულად
დაასკვნა: „ასაკი თავისას შვრება. იცოდე, ელზა, შენს ბედს ბებერს უკავშირებ“.
გამეცინა, თუმცა შევამჩნიე, რომ იგი ფეხს ძლივს ადგამდა და ერთი-ორჯერ
ტკივილისაგან დაიგრიხა. აზრადაც არ მომივიდა, რომ ეს რევმატიზმი არ იყო.
შემდეგ სკამი მოიწია და ნახევრად გადაწვა. დროდადრო ხელს გაიწვდიდა და ხან
ერთ, ხან მეორე ადგილას საღებავს ადებდა. ხატვის დროს იგი ასე ხშირად იქცეოდა.
იჯდა, ხან მე, ხან ტილოს შემოგვყურებდა. ზოგჯერ ეს ნახევარ საათს გრძელდებოდა,
ამიტომაც მისმა ასეთმა საქციელმა არ გამაკვირვა.

მკითხველთა ლიგა
სადილის გონგი შემოგვესმა, მაგრამ მან თქვა, რომ არ წამოვა, ბაღში დარჩება – არ
შია. ესეც ჩვეული ამბავი იყო, თანაც მას არ სურდა ქეროლაინთან ერთად სუფრასთან
ჯდომა. ლაპარაკითაც უცნაურად ლაპარაკობდა – თითქოს დუდღუნებდა, მაგრამ
ესეც არ იყო უცნაური – იგი ასე მაშინ ლაპარაკობდა, როცა სურათში რაღაც არ
მოსწონდა.
მერედით ბლეიკმა გამომიარა. იგი ემიასს გამოელაპარაკა, მაგრამ პასუხად მან
რაღაც ჩაიქირქილა.
სახლისაკენ ორნი გავემართეთ, ემიასი ბაღში დარჩა.. სასიკვდილოდ მარტო
დავტოვეთ! არასოდეს მინახავს, როგორ ავადმყოფობენ ადამიანები. ვერ ვერკვევი
ამაში, ვფიქრობდი, რომ ემიასი ცუდ ხასიათზე იყო, რომ მცოდნოდა... რომ
მივმხვდარიყავი... ეგებ ექიმს ეშველა... ო, ღმერთო, რატომ არ... რა აზრი აქვს ახლა,
ამაზე ფიქრს? მე ბრმა, სულელი ვიყავი. ბრმა, უტვინო, სულელი.
მეტი მოსაყოლი არაფერი მაქვს.
ქეროლაინი და აღმზრდელი სადილის შემდეგ ბაღში წავიდნენ. მათ მერედითი
მიჰყვა და მაშინვე უკან მოირბინა. მან გვითხრა, რომ ემიასი გარდაიცვალა.
იმავ წამს თვალი ამეხილა, მივხვდი, რომ ეს ქეროლაინის გაკეთებული იყო.
ოღონდ საწამლავის შესახებ არაფერი ვიცოდი, ვფიქრობდი, რომ იგი წავიდა და ან
ესროლა, ან დანა დაარტყა მას.
მინდოდა. მივსულიყავი მასთან და მომეკლა...
რატომ გააკეთა ეს? რატომ? ემიასი ხომ ისეთი სიცოცხლისმოყვარე, ენერგიული და
ძლიერი იყო. წაართვა მას ყველა ეს თვისება და ცივ, უძრავ გვამად აქცია. მხოლოდ
იმისათვის, რომ მე არ მრგებოდა.
საშიში ქალი...
საშიში, სასტიკი, შურისმაძიებელი ქალი, რომელიც მხოლოდ ზიზღის ღირსია...
მეზიზღება იგი. აქამდე მეზიზღება.
არც კი ჩამოახრჩვეს.
კარგი კი იქნებოდა...
თუმცა, მისთვის სახრჩობელაც ცოტა იყო...
მეზიზღება იგი... მეზიზღება... მეზიზღება...

ლედი დითიშემის ამბის დასასრული.

მკითხველთა ლიგა
სესილი უილიამსის ამბავი

პატივცემულო მსიე პუარო!


გიგზავნით 19 სექტემბერს მომხდარი ამბების აღწერას... რომელთა მოწმეც მე
გახლდით.
სრული გულახდილობით გიყვებით, არაფერს ვფარავ. შეგიძლიათ ჩემი წერილი
კარლა კრეილს აჩვენოთ. შესაძლოა, იგი მისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ მე
ყოველთვის სიმართლის მომხრე ვიყავი, ნახევარ სიმართლეს მხოლოდ ზიანი მოაქვს.
ადამიანმა გამოცდას მედგრად უნდა გაუძლოს. ასეთი სიმამაცის გარეშე სიცოცხლეს
აზრი არა აქვს. მერწმუნეთ, ყველაზე მეტი უბედურება ჩვენთვის იმ ხალხს მოაქვს,
ვინც განსაცდელს გვაშორებს.

გულითადად თქვენი
სესილი ილიამსი.

მე ვარ სესილი უილიამსი. მისის კრეილმა თავისი ნახევარი დის ანჯელა უორენის
აღმზრდელად დამიქირავა, 19... წელს, როცა ორმოცდარვა წლის ვიყავი.
ჩემი მოვალეობის შესრულებას შევუდექი ოლდერბერიში, სამხრეთ დევონის
ძალიან ლამაზ მამულში, რომელიც მისტერ კრეილის ოჯახის მრავალ თაობას
ეკუთვნოდა. გაგონილი მქონდა, რომ მისტერ კრეილი გამოჩენილი მხატვარი იყო,
მაგრამ იგი მხოლოდ ოლდერბერიში ჩასვლისას გავიცანი.
სახლში მისტერ და მისის კრეილები, ანჯელა უორენი, რომელიც მაშინ ცამეტი
წლისა იყო, და სამი მსახური ცხოვრობდნენ. მსახურები ამ ოჯახში მრავალი წლის
მანძილზე მუშაობდნენ.
ჩემი აღსაზრდელი საინტერესო, იმედისმომცემი ბავშვი იყო. იგი აშკარად ნიჭიერი
იყო და მისი სწავლება მსიამოვნებდა. ოდნავ თავშეუკავებელი და უდისციპლინო
იყო, მაგრამ ეს თვისებები საზოგადოდ იმ ხალხს ახასიათებს, რომელთაც ძლიერი
სული აქვთ. მე კი არაორდინალური აღსაზრდელები მირჩევნია. პედაგოგის
ხელმძღვანელობით ჭარბი ენერგია შეიძლება მიზნისაკენ სვლაზე იყოს მიმართული.
მოკლედ, დავინახე, რომ ანჯელას შეიძლება შეასწავლო დისციპლინა. იგი ოდნავ
განებივრებული იყო – ძირითადად მისის კრეილის მეშვეობით, რომელიც როგორც
შეეძლო, თავს ევლებოდა. მისტერ კრეილის გავლენას უარყოფითად ვთვლიდი, იგი
ან ზედმეტად ლმობიერი იყო, ან ზედმეტად მკაცრი ყოველგვარი საჭიროების გარეშე.
იგი განწყობილების კაცი იყო, რასაც, ჩვეულებრივ, არტისტული ტემპერამენტით
ხსნიან.
პირადად ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ ამართლებს ადამიანის
თავშეუკავებლობას მისი შემოქმედებითი უნარი. მისტერ კრეილის ნამუშევრები არ
მომწონდა. ნახატი არასრულყოფილად მეჩვენებოდა, ფერები ზედმეტად მყვირალად,
მაგრამ, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩემი აზრი არავის უკითხავს.
მისის კრეილს სულ მალე ძალიან შევეთვისე. აღფრთოვანებული ვიყავი მისი
ხასიათითა და იმითი, თუ როგორ იტანდა ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მისტერ
კრეილი არ იყო ერთგული ქმარი და ეს, ჩემის აზრით, მას გულს სტკენდა. უფრო
მკითხველთა ლიგა
მტკიცე ნებისყოფის ქალი მას დიდი ხნის წინ მიატოვებდა, მაგრამ, ჩემის აზრით,
მისის კრეილს ეს აზრადაც კი არ მოსდიოდა. იგი განიცდიდა ღალატს, მაგრამ
პატიობდა. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ ჩუმად იყო. იგი პროტესტს გამოთქვამდა –
თანაც ხმამაღლა.
სასამართლოზე ითქვა, რომ ძაღლსა და კატასავით ცხოვრობდნენ. მე ვერ ვიტყოდი
ამას: მისის კრეილს საკუთარი ღირსების შეგრძნება ჰქონდა. მაგრამ ჩხუბით ისინი
ნამდვილად ჩხუბობდნენ. მსგავს გარემოებებში ეს სავსებით ბუნებრივად მეჩვენება.
მისის კრეილთან ორ წელზე მეტხანს ვცხოვრობდი, როცა მის ელზა გრირი
გამოჩნდა. იგი ოლდერბერიში 19... წლის ზაფხულში ჩამოვიდა. ადრე მისის კრეილი
მას არ იცნობდა, მის გრირი მისტერ კრეილის ახლობელი იყო და ცნობილი გახდა,
რომ იგი მორიგი სურათისათვის საპოზიოროდ ჩამოვიდა.
სრულიად ნათელი იყო, რომ მისტერ კრეილი გატაცებული იყო იმ ქალიშვილით,
და ისიც მხოლოდ აცხოველებდა მის ინტერესს. ქალიშვილი ჩემის აზრით,
გამომწვევად იქცეოდა, ვინაიდან აშკარად უპატივცემულო იყო მისის კრეილის
მიმართ და სახალხოდ ეარშიყებოდა მისტერ კრეილს.
ბუნებრივია, მისის კრეილს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ვხედავდით, რომ
იგი შეწუხებული და დათრგუნული იყო, და ყველაფერს ვაკეთებდი, რათა იგი
გამერთო და მისთვის სულიერი მდგომარეობა შემემსუბუქებინა. მის გრირი
ყოვალდღიურად პოზირებდა მისტერ კრეილს, მაგრამ შევნიშნე, რომ საქმე წინ არ
მიდიოდა! მათ, უეჭველია, კიდევ ბევრი რამ ჰქონდათ სალაპარაკო!
ჩემი აღსაზრდელი, საბედნიეროდ, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა, რაღაც
მიმართებით ანჯელა თავისი ასაკის ბავშვებს ჩამორჩებოდა. თუმცა, საკმაოდ
ინტელექტუალური იყო, ასაკზე მეტად განვითარებულ ბავშვებს ვერ მიაკუთვნებდი.
მას არ ჰქონდა აკრძალული წიგნების წაკითხვის სურვილი და არაჯანსაღ
ცნობისმოყვარეობას არ ამჟღავნებდა, რაც ასე დამახასიათებელია მისი ასაკის
გოგონებისათვის.
ამიტომაც იგი ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა მისტერ კრეილსა და მის გრირს შორის
მეგობრობაში, და მაინც არ უყვარდა მის გრირი და მას სულელად თვლიდა. ამაში იგი
სავსებით მართალი იყო. მის გრირს, ჩემის აზრით, კარგი განათლება ჰქონდა
მიღებული, მაგრამ წიგნი ხელში არასოდეს აუღია და თანამედროვე ლიტერატურას
სრულებით არ იცნობდა. უფრო მეტიც, არ შეეძლო ინტელექტუალურ თემაზე
საუბარი.
მისი ინტერესები მთლიანად საკუთარი გარეგნობით, ტუალეტებითა და
მამაკაცებით შემოიფარგლებოდა.
ანჯელა, მე მგონი, ვერ აცნობიერებდა, რომ მისი და უბედური იყო. მაშინ იგი
განსაკუთრებული გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, მთელ დროს ცელქობაში
ატარებდა, მაგალითად, ხეებზე დაცოცავდა და წარმოუდგენელი სიჩქარით
ატარებდა ველოსიპედს. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა და
წიგნების შერჩევაში კარგ გემოვნებას ავლენდა.
მისის კრეილი მუდამ ცდილობდა დაეფარა ანჯელასათვის თავისი
დათრგუნულობა და გოგონას თანდასწრებით ცდილობდა მხნედ და მხიარულად
ყოფილიყო.
მის გრირი ლონდონში დაბრუნდა, რამაც, უნდა ვაღიარო, ყველა გაგვახარა.
მსახურებს იგი არანაკლებ სძულდათ, ვიდრე მე. იგი იმ ხალხს მიეკუთვნებოდა,
რომლებიც ზედმეტ უსიამოვნებას გაყენებენ, ამასთან მადლობის თქმა ავიწყდებათ.

მკითხველთა ლიგა
მალე მისტერ კრეილიც წავიდა და მე, რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ იგი იმ
არსებას გაჰყვა. მეცოდებოდა მისის კრეილი. იგი ძალიან მტკივნეულად განიცდიდა
მის წასვლას. გული გამიტყდა მისტერ კრეილზე. როცა კაცს მშვენიერი,
კეთილშობილი, ჭკვიანი ცოლი ჰყავს, არა აქვს უფლება ცუდად მოეპყრას მას.
მაგრამ მისის კრეილსაც და მეც იმედი გვქონდა, რომ ეს რომანი მალე
დასრულდებოდა. არა, ჩვენ არ ვსაუბრობდით ამ თემაზე, მაგრამ მას მშვენივრად
ესმოდა, რა გრძნობები მეუფლებოდა.
სამწუხაროდ, რამოდენიმე კვირის შემდეგ ეს წყვილი ხელახლა მოგვევლინა.
აღმოჩნდა, რომ სურათზე მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო.
ახლა მისტერ კრეილი გატაცებით მუშაობდა. მე მგონი, მისი აზრები ნაკლებად იყო
დაკავებული ამ არსებით, ვიდრე მისი პორტრეტით, მიუხედავად ამისა, ჩემთვის
ნათელი გახდა, რომ ამ რომანის დასასრული წიგნების ფინალისაგან განსხვავებული
იქნებოდა. ამ ქალმა მას თავისი კლანჭები ჩაასო და საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილება
ჰქონდა მიღებული. კრეილი შეცვლილიყო მის ხელში.
სიტუაციამ აპოგეას მიაღწია მისტერ კრეილის სიკვდილის წინა დღეს, ანუ
ჩვიდმეტ სექტემბერს. მის გრირის საქციელი უკანასკნელ დღეებში აუტანლად
თავხედური იყო. მას საკუთარი მდგომარეობის განმტკიცება სურდა. მისის კრეილი
ისე იქცეოდა, როგორც კეთილშობილ ქალს შეეფერება. იგი გამანადგურებლად
ზრდილობიანი იყო, მაგრამ ნათლად აგრძნობინებდა მის გრირს, თუ რას ფიქრობდა
მასზე.
17 სექტემბერს, როცა სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში ვისხედით, მის გრირმა
აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, თუ როგორ აპირებს ამ ოთახის ხელახლა მოწყობას,
როცა ოლდერბერიში იცხოვრებს.
ბუნებრივია, მისის კრეილი ვერ გაჩუმდა. მან ახსნა ითხოვა, და მის გრირმა ჩვენი
თანდასწრებით თავხედურად განაცხადა, რომ აპირებს ცოლად გაჰყვეს მისტერ
კრეილს. იგი საუბრობდა თავის მოსალოდნელ ქორწინებაზე კაცთან, რომელიც უკვე
ცოლიანი იყო, და ვისთან? მის ცოლთან!
ძალიან გავბრაზდი მისტერ კრეილზე. როგორ მისცა უფლება ამ ქალს
შეურაცხყოფა მიეყენებინა თავისი ცოლისათვის, თანაც მის სახლში? თუ მას
გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ქალთან წასვლა, ეს უცებ უნდა გაეკეთებინა, არ შემოეყვანა
თავისი ცოლის სახლში და უფლება არ მიეცა ასე მოქცეულიყო.
მაგრამ რაც არ უნდა განეცადა იმ წუთას, მისის კრეილმა საკუთარი ღირსების
შეგრძნება არ დაკარგა, და როცა სასტუმრო ოთახში შემოვიდა მისი ქმარი, მან
დაუყოვნებლივ ახსნა სთხოვა.
მისტერ კრეილს, ბუნებრივია, არ შეეძლო არ გაბრაზებულიყო მის გრირზე
სიტუაციის ასეთი უგუნური გამწვავებისათვის. გარდა ყველაფრისა, იგი ჩვენს
თვალწინ არასახარბიელოდ გამოჩნდა, კაცები კი ამას ვერ იტანენ. ეს მათ
პატივმოყვარეობას ხელს არ აძლევს.
მაღალი, მოსული მამაკაცი კარებში იდგა და დატუქსული მოსწავლესავით
საწყლად იყურებოდა, მისი ცოლი კი ღირსეულად იქცეოდა. ქმარი იძულებული იყო
ჩაებუტბუტა რაღაც იმის მსგავსი, რომ დიახ, ეს მართალია, მაგრამ სულაც არ სურდა,
რომ ცოლს ეს ამგვარად გაეგო.
არასოდეს მინახავს ისეთი ზიზღიანი მზერა, როგორიც მისის კრეილმა სტყორცნა
ქმარს და ოთახიდან თავაწეული გავიდა. ის ლამაზი ქალი იყო, ბევრად უფრო
ლამაზი, ვიდრე ეს ჭყეტელა გოგონა. იგი დედოფლის ნაბიჯით მიდიოდა.

მკითხველთა ლიგა
მთელი გულით ვიმედოვნებდი, რომ ემიას კრეილი დაისჯებოდა იმ
სისასტიკისათვის, რაც გამოიჩინა, და იმ წყენისათვის, რომელიც ამ ტანჯულ და
კეთილშობილ ქალს მიაყენა.
პირველად შევეცადე თანაგრძნობა გამომეხატა მისის კრეილისათვის, მაგრამ მან
შემაჩერა.
– ისე უნდა მოვიქცეთ, ვითომ არაფერი მომხდარა, ასე უკეთესი იქნება, – თქვა მან,
– ყველანი წავალთ ჩაიზე მერედით ბლეიკთან.
– მე მგონი, თქვენ იშვიათი ადამიანი ხართ, მისის კრეილ, – ვუთხარი.
– თქვენ არ იცით... – ჩაილაპარაკა მან.
უკვე გადიოდა ოთახიდან, როცა მოტრიალდა და მაკოცა.
– თქვენ ისე მამშვიდებთ, – თქვა მან.
თავის ოთახში შევიდა და, მე მგონი, იტირა. შემდეგ ვნახე, როცა მიდიოდნენ.
დიდფარფლებიანი ქუდი ეხურა, რომელიც სახეს უფარავდა. იგი ამ ქუდს იშვიათად
ატარებდა.
მისტერ კრეილი თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა თავი ისე
დაეჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მისტერ ფილიპ ბლეიკიც ცდილობდა
ჩვეულებრივად მოქცეულიყო. მის გრირი ჰგავდა კატას, რომელმაც მთელი ნაღები
ალოკა და სიამოვნებისაგან კრუტუნებდა.
ისინი გზას გაუდგნენ. უკან ექვსისათვის დაბრუნდნენ. მეტად მისის კრეილი იმ
საღამოს მარტო არ მინახავს. ვახშმად მშვიდი და თავდაჭერილი იყო. დასაძინებლად
ადრე დაწვა. მე მგონი, მისი ტანჯვა ვერავინ შენიშნა.
მისტერ კრეილი და ანჯელა მთელ საღამოს ჩხუბობდნენ. ისევ გაიხსენეს სკოლა.
მისტერ კრეილი აშკარად არ იყო ხასიათზე, ანჯელა კი მომაბეზრებელი იყო. სკოლის
საკითხი დიდი ხნის წინათ გადაწყდა, გოგონას ყველა საჭირო ნივთი შეუძინეს. ამ
სიკითხის ხელახლა წამოჭრას არავითარი აზრი არ ჰქონდა, მაგრამ ანჯელამ ისევ
დაიწყო თავის პრეტენზიების გამოთქმა. ეჭვი არ მეპარებოდა, მან იგრძნო საერთო
დაძაბულობა და ამან მასზე, ისეთი გავლენა მოახდინა, რაც სხვებზე. ვშიშობ,
ზედმეტად ვიყავი საკუთარ ფიქრებში წასული და ვერ შევაჩერე დროულად, რასაც
ჩვეულებრივ ვაკეთებდი. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მან მისტერ კრეილს
პრეს-პაპიე ესროლა და ოთახიდან გაიქცა.
უკან გავყევი და დავტუქსე. ვუთხარი, მრცხვენია მისი ბავშვური საქციელის გამო,
მაგრამ იგი შეეცადა შემპასუხებოდა და ვარჩიე, თავი დამენებებინა. გადავწყვიტე,
მისის კრეილის საძინებელში შესვლა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდოდა, ზედმეტად
შემეწუხებინა. და ახლა ვნანობ ამას: კიდევ ერთხელ უნდა დავლაპარაკებოდი მას. ეს
რომ მომხდარიყო, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. ხმა არ
გამიცია.
მეორე დღეს მშვენიერი დილა გათენდა. რომ გავიღვიძე, გავიფიქრე, როცა
ირგვლივ ასეთი სიმშვიდეა, მამაკაციც კი უნდა მოვიდეს გონს.
ვიდრე საუზმეზე ჩავიდოდი, ანჯელას ოთახში შევიარე, მაგრამ იგი უკვე
გამქრალიყო. იატაკიდან გახეული ქვედაბოლო ავიღე და თან წავიღე, რათა საუზმის
შემდეგ ანჯელა მეიძულებინა დაეკემსა.
ანჯელას კი სამზარეულოში ჯემიანი პური აეღო და მიმალულიყო. საუზმის
შემდეგ მის საძებრად გავემართე. ამას იმიტომ გიყვებით, რომ აგიხსნათ, თუ რატომ
არ ვიყავი იმ დილით მისის კრეილის მახლობლად, როგორც უნდა ყოფილიყო. იმ
დროს მე, რა თქმა უნდა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, უპირველესად ანჯელა

მკითხველთა ლიგა
მეპოვნა. იგი მეტისმეტად დაუჯერებელი იყო და არაფრით არ უნდოდა თავისი
ნივთების დაკემსვა, მე კი ურჩობას ვერ დავუშვებდი.
მისი საცურაო კოსტიუმი ადგილზე არ აღმოჩნდა – და მე პლაჟზე წავედი. მაგრამ
იგი არც ზღვაზე, არც კლდეებზე არ ჩანდა და გადავწყვიტე, რომ იგი მისტერ
მერედით ბლეიკის სამფლობელოში გადავიდა, ისინი დიდი მეგობრები იყვნენ. ყურე
ნავით გადავცურე და ძებნა განვაახლე. ანჯელა ვერსად რომ ვერ ვიპოვე, შინ
დავბრუნდი, ტერასაზე მისის კრეილი, მისტერ ბლეიკი და მისტერ ფილიპ ბლეიკი
დამხვდნენ. დილა, თუ ქარს მოეფარებოდი, ძალიან ცხელი იყო, ამიტომაც სახლშიც
და ტერასაზეც საკმაოდ ცხელოდა. მისის კრეილმა მამაკაცებს ჰკითხა, ცივ ლუდს ხომ
არ ინებებდნენ.
სახლთან პატარა სათბური იყო, ჯერ კიდე დედოფალ ვიქტორიას დროს აგებული.
მისის კრეილს იგი არ მოსწონდა. ამიტომაც იქ არაფერი მოჰყავდა და ბარის მსგავს
რაღაცად გადააქცია, სადაც თაროებზე ჯინის, ვერმუტის, ლიმონათის, კოჭას, ლუდის
და სხვა სასმელების ბოთლები ეწყო. მაცივარში, რომელიც ყოველ დილას ივსებოდა,
ასევე ლუდი და დასალევი იდო.
მისის კრეილი იქით გაეშურა, რათა ლუდი აეღო, და მე მას გავყევი. მაცივართან
ანჯელას წავაწყდი, რომელსაც ის-ის იყო ლუდიანი ბოთლი გამოეღო.
მისის კრეილმა დამასწრო და თქვა:
– ერთი ბოთლი ლუდი მჭირდება, ემიასს რომ წავუღო.
ახლა ძნელი გასაგებია, უნდა მეეჭვა თუ არა რაიმე. იმ წუთს, სრულიად
ჩვეულებრივი ხმა ჰქონდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მაშინ უფრო ანჯელაზე ვიყავი
გაფაციცებული, ვიდრე მასზე. ანჯელა მაცივართან იდგა და გამიხარდა, როცა
დავრწმუნდი, რომ იგი გაწითლდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა.
დავტუქსე, და, ჩემს გასაკვირად, უსიტყვოდ მიიღო. ვკითხე, სად იყო. „ვბანაობდი“,
– მითხრა მან. „ზღვაზე არ მინახიხარ“, – ვუთხარი. მან გაიცინა. შემდეგ ვკითხე, სად
იყო მისი შალის ბლუზა, რაზეც მან მიპასუხა, რომ ალბათ, ნაპირზე დარჩა.
ამ წვრილმანებს ვიხსენებ, რათა ავხსნა, თუ რატომ მივეცი მისის კრეილს
საშუალება თავად წაეღო ლუდი საჭურვლის ბაღში.
კიდევ რა ხდებოდა იმ დილით არ დამახსომდა. ანჯელამ საკერავი
მოწყობილობიანი კოლოფი აიღო და ზედმეტი შეხსენების გარეშე დაიწყო
ქვედაბოლოს კემსვა. მეც, ვგონებ, ასევე თეთრეულის კემსვას შევუდექი. მისტერ
კრეილი სადილად არ გამოჩნდა, კიდევ კარგი, ტაქტი ეყო.
სადილის შემდეგ მისის კრეილმა თქვა, რომ საჭურვლის ბაღში მიდიოდა. მე
პლაჟზე ანჯელას ბლუზის მოძებნა მსურდა, ამიტომაც ერთად წავედით. იგი
ჭიშკარში შევიდა, მე კი გზა განვაგრძე, მაგრამ მისმა ყვირილმა მომაბრუნა. როგორც
უკვე გიამბეთ, როცა ჩემთან იყავით, მან მთხოვა ექიმისათვის მეხმო. გზად მერედით
ბლეიკი შემხვდა და მისის კრეილთან დავბრუნდი.
ყველაფერი ეს ვუამბე გამომძიებლებს და შემდეგ სასამართლოზე.
ახლა ვაპირებ დავწერო ის, რაც არასოდეს არც ერთი ცოცხალი არსებისათვის არ
მითქვამს. ჩემთვის არ დაუსვამთ შეკითხვები, რომელზედაც არასწორ პასუხებს
გავცემდი, და მაინც, ბრალად მადევს ზოგიერთი ფაქტის დაფარვა, მაგრამ არ ვნანობ,
ახლაც ასევე მოვიქცეოდი. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ ამას როცა ვაღიარებ,
განკიცხვის ღირსი ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამდენი წლის შემდეგ, ჩემს
აღსარებას ვინმე სერიოზულად მიიღებს – მითუმეტეს, რომ ქეროლაინ კრეილს მაინც
დასდეს ბრალი.
მოხდა შემდეგი რამ.
მკითხველთა ლიგა
შემხვდა მისტერ მერედით ბლეიკი, როგორც უკვე გითხარით, და ისე სწრაფად,
როგორც შემეძლო, უკან დავბრუნდი ბაღში. ფეხზე სანდლები მეცვა, და ისედაც
ყოველთვის მსუბუქად დავდიოდი. შევირბინე გაღებულ ჭიშკარში და აი, რა
დავინახე.
მისის კრეილი ცხვირსახოცით წმენდდა ბოთლს, რომელიც მაგიდაზე იდგა. ეს რომ
მორჩა, თავისი მკვდარი ქმრის ხელი აიღო და თითები ლუდის ბოთლს მიადო.
მთელი ამ ხნის მანძილზე იგი მიყურადებული იყო. მის სახეზე შიში დავინახე და
ყველაფერს მივხვდი.
ახლა ვიცოდი და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ქეროლაინ კრეილმა მოწამლა თავისი
ქმარი, მაგრამ მე არ ვკიცხავდი მას. მისტერ კრეილმა თავად მიიყვანა იგი იმ
მდგომარეობამდე, როცა ადამიანს მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, და ამით
განსაზღვრა თავისი ბედი.
მისის კრეილისათვის სიტყვაც არ მითქვამს ამის შესახებ და იგი ისე გარდაიცვალა,
რომ არც იცოდა, თუ რა დავინახე.
ქეროლაინ კრეილის ქალიშვილმა ცხოვრება ტყუილით არ უნდა დაიწყოს. რა
მტკივნეულიც არ უნდა იყოს მისთვის სიმართლის გაგება, მხოლოდ სიმართლეს
შეუძლია დაეხმაროს მას.
გადაეცით ჩემი სახელით, რომ მან არ უნდა გაკიცხოს დედამისი. იგი მიიყვანეს
იქამდე, რასაც ქალი რომელსაც უყვარს, ვერ აიტანს. ქალიშვილმა უნდა გაუგოს და
აპატიოს მას.

სესილი უილიამსის ნაამბობის დასასრული.

მკითხველთა ლიგა
ანჯელა უორენის ნაამბობი

პატივცემულო მსიე პუარო!


თქვენთვის მიცემული დაპირების შესრულებისას, შევეცადე გამეხსენებინა
თექვსმეტი წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები და მხოლოდ მაშინ მივხვდი,
რა ცოტა მახსოვს სინამდვილეში, ის კი რაც ამას წინ უსწრებდა, საერთოდ არ
ჩამებეჭდა მეხსიერებაში.
ბუნდოვნად მახსოვს ზაფხულის დღეები და ცალკეული ეპიზოდები, მაგრამ
გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომელ წელს ეკუთვნიან ისინი. ემიასის სიკვდილი
ჩემთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. არავითარი წინათგრძნობა არ
მქონდა – ალბათ, ყველაფერმა, რამაც აქამდე მიგვიყვანა, გვერდი ამიარა.
ვცდილობდი, გამეხსენებინა, მოსალოდნელი იყო თუ არა ეს. ნუთუ ყველა
თხუთმეტი წლის გოგო, ისევე ბრმა, ყრუ და უაზროა, როგორიც მე ვიყავი? შესაძლოა,
მე მგონი, საკმაოდ კარგად ვიგებდი ხალხის გუნება-განწყობილებას, მაგრამ აზრადაც
არ მომდიოდა დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რითი აიხსნება ესა თუ ის
განწყობილება. გარდა ამისა, სწორედ იმ დროს გამიტაცა კითხვამ. წიგნები,
რომელთაც მაშინ ვეზიარე, პოეზია, შექსპირის სონეტები, ჩემს ფიქრებში ჰპოვებდნენ
ასახვას. მახსოვს, დავხეტიალობდი ბაღის ბილიკებზე და მოჯადოებულივით
ვიმეორებდი: „ღიმილს უგზავნის მწვანე მდელოებს“. ეს სიტყვები ისე შესანიშნავად
ჟღერდნენ, რომ ჩემთვის გაუთავებლად ვიმეორებდი.
ამ ამაღელვებელი აღმოჩენების გვერდით იყო რაღაცეები, რისი გაკეთებაც რაც
თავი მახსოვს მიყვარდა: ცურვა, ხეებზე ცოცვა, ხილის ჭამა, მეჯინიბის ბიჭის
გამოჯავრება და ცხენების გამოკვება.
ქეროლაინისა და ემიასის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომედგინა, ისინი ჩემი
სამყაროს მთავარი ფიგურები იყვნენ, მაგრამ მათზე, მათ საქმეებზე ან იმაზე, თუ რას
ფიქრობდნენ ან გრძნობდნენ ისინი, არასოდეს მიფიქრია.
ელზა გრირის გამოჩენას ყურადღება არც კი მივაქციე. მას სულელად და არცთუ
მიმზიდველად ვთვლიდი. იგი მდიდარ, მაგრამ მომაბეზრებელ ქალად მესახებოდა,
რომლის დახატვაც ემიასმა გადაწყვიტა.
პირველად ამ ისტორიის შესახებ გავიგე, როცა ტერასაზე, სადაც სადილის შემდეგ
დავიმალე, ყური მივუგდე, როგორ განაცხადა ელზამ, რომ ემიასს ცოლად მიყვება! ეს
მე სისულელედ მომეჩვენა. მახსოვს, ამის შესახებ ემიასთანაც კი გადავწყვიტე
დალაპარაკება, ამის შესაძლებლობა ჰენდქროსში მომეცა.
– რატომ ამბობს ელზა, რომ ცოლად მოგყვება? – ვკითხე. – ეს როგორ შეიძლება? –
ორი ცოლის ყოლა შეუძლებელია. ამისათვის ციხეში სვამენ.
– შენ საიდანღა იცი, ეშმაკმა დალახვროს? – გაბრაზდა ემიასი.
მე ვთქვი, რომ ტერასაზე მოვისმინე.
იგი კიდევ უფრო გაბრაზდა და განაცხადა, რომ დიდი ხანია, ჩემი სკოლაში
წასვლის დროა და თავი უნდა დავანებო მიყურადებას.
აქამდე მახსოვს, როგორ მეწყინა მისი სიტყვები და მაინც ვკითხე, რატომ ამბობდა
ელზა ასეთ სისულელეს.
ეს ხუმრობააო, მიპასუხა ემიასმა.
მკითხველთა ლიგა
აქ მე უნდა დავმშვიდებულიყავი. მეც დავმშვიდდი – მაგრამ საბოლოოდ არა.
უკანა გზაზე ელზას ვუთხარი: „ემიას ვკითხე, რას გულისხმობდით, როცა თქვით,
რომ მას ცოლად მიჰყვებით, და მან მიპასუხა, რომ ეს ხუმრობაა“.
იმედი მქონდა, რომ იგი შეცბუნდებოდა, მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა.
მისი ღიმილი არ მომეწონა. ავედი ქეროლაინის ოთახში, როცა იგი ვახშმისათვის
იცმევდა, და პირდაპირ ვკითხე, შეიძლება თუ არა ისე მოხდეს, რომ ემიასმა ელზა
შეირთოს.
ქეროლაინის პასუხი ისე მახსოვს, თითქოს ახლახანს მოვისმინე.
– ემიასი ელზას მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ შეირთავს. – თქვა მან. ყოველი
სიტყვა მკაფიოდ წარმოსთქვა.
უყოყმანოდ დავუჯერე. სიკვდილი ყოველი ჩვენგანისგან შორს, შორს იყო და
მაინც, ძალიან გავბრაზდი ემიასზე იმის გამო, რაც დღისით მითხრა და მთელი
ვახშმის მანძილზე ვბრაზობდი. ჩვენ სერიოზულადაც ვიჩხუბეთ. მე გამოვვარდი
ოთახიდან, საწოლში ჩავწექი და მანამ ვტიროდი, ვიდრე არ ჩამეძინა.
მერედით ბლეიკთან ვიზიტი ცუდად მახსოვს, თუმცა სულაც არ დამვიწყებია,
როგორ კითხულობდა ნაწყვეტს „ფედონადან“, სადაც სოკრატეს სიკვდილია
აღწერილი. ადრე არასოდეს მომესმინა. ეს ნაწყვეტი ადრე მოსმენილებიდან
საუკეთესოდ მომეჩვენა, ეს მახსოვს, მაგრამ ზუსტად როდის იყო ეს – არა. ეს
შეიძლება იმ ზაფხულის ნებისმიერ დღეს ყოფილიყო.
მეორე დილით რა მოხდა, არაფერი მახსოვს, თუმცა მონდომებით ვიქექებოდი
მეხსიერებაში. რატომღაც მგონია, რომ ვიბანავე, და კიდევ მახსენდება, რომ რაღაც
დამაკემსინეს.მაგრამ იმ წუთიდან, როცა ტერასაზე აქოშინებული მერედით ბლეიკი
შემოვიდა, ნაცრისფერი და უცხო სახე ჰქონდა – ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად
მახსოვს. მახსოვს, როგორ ჩამოვარდა მაგიდიდან და გატყდა ყავის ჭიქა – ეს ელზამ
გააკეთა. კიდევ მახსოვს მისი განწირული გამომეტყველება და ის, თუ როგორ გაიქცა.
ჩემთვის ვიმეორებდი: „ემიასი მოკვდა“, მაგრამ ამას ვერ ვიჯერებდი.
მახსოვს, როგორ მოდიოდა ექიმი ფოსეტი და პირქუში სახე ჰქონდა. მის უილიამსი
ქეროლაინს დასტრიალებდა. მე, ყველასაგან დავიწყებული, დავხეტიალობდი და
ყველას ფეხებში ვედებოდი. გული მერეოდა. უფლება არ მომცეს ემიასისათვის
შემეხედა. შემდეგ პოლიცია გამოჩნდა. ისინი რაღაცას იწერდნენ და ბოლოს საკაცით
წაიღეს ზეწარგადაფარებული გვამი.
მოგვიანებით მის უილიამსმა ქეროლაინთან მიმიყვანა. ქეროლაინი დივანზე იწვა.
ის ცარცივით თეთრი იყო და ავადმყოფს ჰგავდა. მან მაკოცა და მითხრა, რომ რაც
შეიძლება სწრაფად უნდა წავიდე, რომ ეს ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ არავითარ
შემთხვევაში არ უნდა ვიღელვო, და რაც შეიძლება ნაკლები უნდა ვიფიქრო. ლედი
ტრესილიანთან უნდა წავიდე, სადაც კარლა უკვე ცხოვრობდა, იმიტომ რომ ამ
სახლში მალე აღარავინ იქნება.
ქეროლაინს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა წასვლა. მასთან ყოფნა
მინდოდა. მან მიპასუხა, რომ იცის ეს, მაგრამ ჩემთვის უმჯობესია წავიდე და აღარ
ვიღელვო.
– ანჯელა, ყველაზე მეტად შენს დას დაეხმარები – ჩაერია მის უილიამსი, – თუკი
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გააკეთებ იმას, რასაც იგი გთხოვს.
მაშინ მე ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ქეროლაინს სურს. „აი, ეს ჩემი
საყვარელი ანჯელაა“, მომეხვია ქეროლაინი და გაიმეორა, რომ არაფერზე არ უნდა
ვიღელვო და ჯობს, რაც შეიძლება ნაკლები ვილაპარაკო და ვიფიქრო.

მკითხველთა ლიგა
ქვემოთ ჩასვლა და პოლიციის კომისართან ლაპარაკი მომიხდა. ის ძალიან კეთილი
იყო, მკითხა, როდის ვნახე ემიასი უკანასკნელად და კიდევ მრავალი შეკითხვა
დამისვა, რომლებიც მაშინ საკმაოდ სულელურად მომეჩვენა, მაგრამ ახლა, რა თქმა
უნდა, მესმის მათი აზრი. იგი დაკმაყოფილდა იმით, რომ ვერაფერს ვეტყოდი ისეთს,
რაც სხვებისაგან ჯერ არ გაეგონათ და მის უილიამსს უთხრა, რომ არ იყო
წინააღმდეგი ჩემი გამგზავრების ფერიბი-გრეინჯში, სადაც ლედი ტრესილიანი
ცხოვრობდა.
გავემგზავრე. ლედი ტრესილიანი ჩემს მიმართ ძალზე კეთილი იყო. მაგრამ, რა
თქმა უნდა, სიმართლე მალე შევიტყვე. ქეროლაინი თითქმის მაშინვე დააპატიმრეს.
ისეთი შეშინებული და გაოგნებული ვიყავი, რომ სერიოზულად ავად გავხდი.
მოგვიანებით გავიგე, რომ ქეროლაინი ძალიან ღელავდა ჩემს გამო. მისი დაჟინებით,
სასამართლოს დაწყებამდე ინგლისიდან წამიყვანეს, მაგრამ ეს უკვე გითხარით.
როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა რამის მოყოლა მოვახერხე. ჩვენი საუბრის შემდეგ
ვიფიქრე იმ მცირეოდენზე, როცა გულდასმით ვიხსენებდი, ვინ როგორ
გამოიყურებოდა, ან როგორ რეაგირებდა, და ვერაფერი გავიხსენე, რაც ამა თუ იმ
მოქმედი პირის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე მეტყველებს. ელზას შეშლა.
მერედითის ნერვიულობისაგან გაფითრებული სახე. ფილიპის განწირულება და
მრისხანება. ისინი ყველანი სავსებით ბუნებრივად იქცეოდნენ. ნუთუ ვინმეს შეეძლო
თამაში?
მხოლოდ ერთი ვიცი: ქეროლაინი ამას არ ჩაიდენდა. ამაში მე ღრმად ვარ
დარწმუნებული, თუმცა, არავითარი მტკიცება არ გამაჩნია იმისა, რომ ჩემს დას
კარგად ვიცნობდი.

ანჯელა უორენის ნაამბობის დასასრული.

მკითხველთა ლიგა
წიგნი III

თავი I

დასკვნები

კარლა ლემარშანმა თვალები ასწია, მათში დაღლილობა და ტკივილი ჩანდა.


მოშვებული ჟესტით შუბლზე ჩამოშლილი თმები გადაიყარა.
– ყველაფერი ეს ისე გაცდენს გზიდან, – თქვა მან. თან წერილებს შეეხო. –
მომხდარი ამბავი ყოველ ჯერზე ახალი თვალთახედვით შუქდება, დედაჩემს ყველა
თავისებურად ხედავს. მაგრამ ფაქტები ემთხვევა. ამაში ისინი თანხვდებიან.
– ამ წერილებმა გული გატკინეს?
– დიახ. თქვენ არა?
– არა. ისინი მე ჭკუის სასწავლებლად და შინაარსიანად მეჩვენება.
პუარო ნელა და დაფიქრებით ლაპარაკობდა.
– ჯობდა არ წამეკითხა! – თქვა კარლამ.
– აი, თურმე, რა? – პუარომ მას ყურადღებით შეხედა.
– ისინი ყველანი დარწმუნებული არიან, რომ დედამ მამა მოკლა. – მწარედ
დაასკვნა კარლამ, – ყველა, დეიდა ანჯელას გარდა, მის აზრს კი მნიშვნელობა არა
აქვს, იმიტომ რომ მას არ გააჩნია მტკიცებები. უბრალოდ იგი ის ადამიანია, ვინც
ყველაფრის მიუხედავად, ერთგული რჩება, ბოლომდე ამტკიცებს: „ქეროლაინი ამას
ვერ იზამდა“.
– თქვენ ასე ფიქრობთ?
– აბა როგორ უნდა ვფიქრობდე? კიდევ ის გავიგე, რომ თუ არა დედამ, მაშინ
მკვლელობა ამ ხუთიდან რომელიმემ ჩაიდინა. შემიძლია ავხსნა კიდეც, რის გამო.
– ეს საინტერესოა, აბა, მომიყევით.
– მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა. ავიღოთ, მაგალითად, ფილიპ ბლეიკი. ის ბირჟის
მაკლერია, მამაჩემის ახლო მეგობარი იყო – მამაჩემი, ალბათ, მას ენდობოდა.
მხატვრები ფულს ძირითადად უდარდელად ეპყრობიან. შესაძლოა ფილიპ ბლეიკს
გაუჭირდა და მამაჩემის ფულით ისარგებლა. შესაძლოა, აიძულა მამაჩემი რაიმეზე
ხელი მოეწერა. შემდეგ მთელი ეს ისტორია უნდა გამოაშკარავებულიყო, და მხოლოდ
მამაჩემის სიკვდილს შეეძლო მისი გადარჩენა. აი, ერთ-ერთი ვერსია, რომელიც მე
მოვიფიქრე.
– ვხედავ, წარმოსახვა გიმუშავებთ, კიდევ რა?
– მაგალითად, ელზა. ფილიპ ბლეიკი ამბობს, რომ ის ძალიან ჭკვიანი იყო
იმისათვის, რომ აეღო ის, რაც არ შეიძლება, ანუ საწამლავი, მაგრამ მე სულაც არ
ვფიქრობ ასე... დავუშვათ, დედა მივიდა ელზასთან და უთხრა, რომ არ აპირებს
მამაჩემთან გაყრას და ვერაფერი აიძულებს მას ამას. რაც გინდათ, ის მითხარით,
მაგრამ მე ვთვლი, რომ ელზას თავისი ბურჟუაზიული აღზრდის გამო აუცილებლად
სჭირდებოდა ოფიციალურად გათხოვება, ამიტომაც მას სავსებით შეეძლო მოეპარა
საწამლავი – იმ დღეს მას, ისევე როგორც სხვებს, ამის საშუალება ჰქონდა – და ეცადა

მკითხველთა ლიგა
მოეწამლა დედაჩემი, რათა გზიდან ჩამოეშორებინა. მაგრამ სრულიად შემთხვევით
საწამლავი მას კი არა, ემიასს ერგო.
– მშვენიერია! კიდევ რა?
– ეგებ... მერედითი... დაფიქრებით წარმოთქვა კარლამ.
– მერედით ბლეიკი?
– დიახ. მას მე იმ კაცად ვხედავ, რომელსაც შეუძლია მკვლელობა ჩაიდინოს. იგი,
მძიმე ადამიანი იყო, ხშირად დასცინოდნენ და სულის სიღრმეში ძალიან სწყინდა
კიდეც. შემდეგ მამაჩემმა ცოლად შეირთო ქალიშვილი, რომელზე დაქორწინებაც მას
სურდა. მამაჩემმა წარმატებას მიაღწია, გამდიდრდა. და კიდევ, მერედითი ხომ
საკუთარი ხელით ამზადებდა ამ საწამლავებს! შესაძლოა, იგი მათ ამზადებდა იმ
ფიქრით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვინმეს მოკლავდა. და მან განზრახ გაამახვილა
ყურადღება საწამლავის დაკარგვის ფაქტზე, რათა ეჭვი აეცილებინა. ეგებ, ოცნებობდა
კიდეც, რომ ქეროლაინი ჩამოეხრჩოთ, ვინაიდან ქალმა იგი ოდესღაც უარყო. იცით
რატომღაც არ მომეწონა, როგორ მსჯელობს იგი თავის წერილში იმის შესახებ, რომ
ხალხი ხშირად ჩადის საქციელს, რომელიც მათთვის დამახისიათებელი არაა. რა
იქნება, თუ იგი, როცა წერდა, თავის თავს გულისხმობდა?
– აი, აქ კი მართალი ხართ – არ შეიძლება ყველაფერი მიიღო,რაც წერია. ის, რაც
წერია, შეიძლება დაწერილი იყოს იმისათვის, რომ შეგაცდინოს.
– ვიცი. და მუდამ მახსოვდა ეს.
– კიდევ გაქვთ რაიმე იდეა?
– ვიდრე მის წერილს წავიკითხავდი, – ნელა თქვა კარლამ, – მის უილიამსზე
ვეჭვობდი. ანჯელას სკოლაში წასვლით იგი სამსახურს კარგავდა, მაგრამ თუ ემიასი
მოკვდებოდა, ანჯელა, სავსებით შესაძლებელი იყო, არსად არ წასულიყო. რა თქმა
უნდა, თუ მის სიკვდილს ბუნებრივად მიიჩნევდნენ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო,
მერედითს თავისი კონიუმი რომ არ მოეძია. მე წამიკითხავს კონიუმის შესახებ –
თურმე გაკვეთისას მისი კვალი შეიძლება არც კი აღმოჩნდეს. ჩათვლიდნენ, რომ მზის
დაკვრისაგან გარდაიცვალა. მესმის, სამსახურის დაკარგვა არ არის მკვლელობის
მიზეზი, მაგრამ მკვლელობები სულ სხვადასხვაგვარი და აუხსნელი მიზეზების გამო
ხდება. ზოგჯერ საოცრად მცირე თანხის გამო, ხანშიშესულ, და შესაძლოა, არცთუ
განათლებულ აღმზრდელს ჰქონოდა შიში, რომ მას უზრუნველყოფილი მომავალი არ
ელოდა:
როგორც უკვე გითხარით, ასეთი აზრები მქონდა მანამ, ვიდრე მის უილიამსის
წერილი არ წავიკითხე. არა, ეს სულაც არ ჰგავს მას. მას გაუნათლებელს ვერ
უწოდებ...
– რა თქმა უნდა, ის საქმიანი და ჭკვიანი ქალია.
– ვიცი. ეს ერთი დანახვით ჩანს და მის სიტყვებს შეიძლება ვენდოთ. აი, სწორედ ეს
მაღონებს. ხომ გესმით ჩემი. თქვენთვის კი სულ ერთია. თქვენ სულ თავიდან
განაცხადეთ, რომ მხოლოდ სიმართლე გჭირდებათ. აი, მივიღეთ კიდეც სიმართლე!
მის უილიამსი სრულიად მართალია. მხოლოდ სიმართლე შეიძლება დაგვეხმაროს.
გეთანხმებით, შეუძლებელია შენი ცხოვრება ტყუილზე ააგო. დედაჩემი დამნაშავეა.
მან ეს წერილი სისუსტის ჟამს მომწერა – სურდა გამფრთხილებოდა. მას მე ვერ
განვსჯი, შესაძლოა, მის ადგილას მეც ასე მოვქცეულიყავი, არ ვიცი, რას უშვება ციხე
ადამიანს. მე მას ვერ დავადანაშაულებ – თუ მას მამაჩემი ასე ძლიერ უყვარდა,
ალბათ, ძალა არ შესწევდა თავი ხელში აეყვანა. მამაჩემსაც ვერ ვადანაშაულებ. მესმის
– თუმცა მთლიანად არა – რას გრძნობდა იგი. ასეთი სიცოცხლისმოყვარე, მას სურდა

მკითხველთა ლიგა
ყველაფერი მისი ყოფილიყო, თავის თავს ვერ უმკლავდებოდა, ასეთად იყო
შექმნილი. და ისიც, რომ იგი დიდი მხატვარი იყო, ბევრს პატიობს.
კარლას სახე აენთო, ნიკაპი ჯიუტად აეწია.
– ესე იგი, დაკმაყოფილდით? – ჰკითხა ერკიულ პუარომ.
– დავკმაყოფილდი? – იკითხა კარლა ლემარშანმა და ხმა აუთრთოლდა.
პუარო დაიხარა და ხელი მხარზე სიყვარულით გადაუსვა.
– მისმინეთ, – დაიწყო მან, – თქვენ უარს ამბობთ ბრძოლაზე სწორედ იმ წუთს,
როცა აზრი აქვს მის გაგრძელებას. იმ წუთს, როცა მე, ერკიულ პუარო, მივხვდი,
ბოლოს და ბოლოს, თუ რა მოხდა.
კარლა მას მიაცქერდა.
– მის უილიამსს უყვარდა დედაჩემი, – თქვა მან, – მან დაინახა... თავისი თვალით
დაინახა, როგორ ცდილობდა დედაჩემი თვითმკვლელობის ყალბი სამხილების
შეთხზვას. თუ გჯერათ იმის, რასაც იგი წერს...
ერკიულ პუარო წამოდგა.
– მადმუაზელ, სწორედ იმიტომ, რომ სესილი უილიამსი ამტკიცებს, რომ დაინახა
თუ როგორ ცდილობდა დედათქვენი ემიას კრეილის თითის ანაბეჭდების გაკეთებას
ლუდის ბოთლზე – ბოთლზე, მიაქციეთ ყურადღება! – სწორედ ამიტომ არ ვაკეთებ
საბოლოო დასკვნას.. დედათქვენი უდანაშაულოა! მან თავი რამოდენიმეჯერ დაიქნია
და ოთახიდან გავიდა, კარლა კი დიდხანს გაჰყურებდა.

მკითხველთა ლიგა
თავი II

პუაროს ხუთი შეკითხვა

– გისმენთ, მსიე პუარო, – ფილიპ ბლეიკის ხმაში მოუთმენლობა გამოსჭვიოდა.


– მადლობა მინდა გადაგიხადოთ კრეილების ტრაგედიასთან დაკავშირებული
მოვლენების შესანიშნავი და ნათელი გადმოცემისათვის.
ფილიპ ბლეიკი ოდნავ შეცბუნდა.
– გმადლობთ, – ჩაიბუტბუტა მან. – თავად გამიკვირდა, იმდენი რამ გამახსენდა,
როცა წერას შევუდექი.
– ეს ძალიან დაწვრილებითი მოთხრობაა, მაგრამ გამორჩენილია რაღაც, არა?
– გამორჩენილი? – მოიღუშა ფილიპ ბლეიკი.
– თქვენი თხრობა, ასე ვთქვათ, მთლად გულახდილი არ იყო, – პუაროს ხმაში
სიმტკიცე შეიმჩნეოდა. –- შემატყობინეს, მისტერ ბლეიკ, რომ იმ ზაფხულს, სულ
ცოტა ერთხელ მაინც ნახეს როგორ გამოვიდა მისის ბლეიკი თქვენი ოთახიდან
საკმაოდ გვიან.
ჩამოვარდა სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ფილიპ ბლეიკის მძიმე სუნთქვა
არღვევდა.
– ეს ვინ გითხრათ? – იკითხა მან ბოლოს.
– ამას არა აქვს მნიშვნელობა, – თავი გააქნია ერკიულ პუარომ. მნიშვნელოვანია ის,
რომ ეს მე ვიცი.
ისევ დუმილი. შემდეგ ფილიპ ბლეიკმა გადაწყვეტილება მიიღო.
– ალბათ, შემთხვევის წყალობით. თქვენ შეეხეთ პირადულს
ჩემს ცხოვრებაში, – თქვა მან, – გეთანხმებით, რომ ეს არაფრით არ უახლოვდება იმას,
რაც დავწერე. და მაინც ეს უფრო უახლოვდება, ვიდრე თქვენ გეგონათ. რა გაეწყობა,
იძულებული ვარ სიმართლე გამცნოთ.
მე მართლაც არ მომწონდა ქეროლაინ კრეილი, და იმავდროულად მიზიდავდა,
შესაძლოა, სწორედ მიზიდვა იწვევდა უსიამოვნო გრძნობას. აღმაშფოთებდა მისი
გავლენა ჩემზე, და ვცდილობდი მისკენ მიზიდვისაგან თავი დამეხსნა იმით, რომ
გამუდმებით ვფიქრობდი მის ცუდ თვისებებზე. ის მე არასოდეს მომწონდა, თუ
გესმით, რაზე ვლაპარაკობ, მაგრამ მასთან სიახლოვე ადვილად შემეძლო. სულ
პატარა ბიჭი ვიყავი ქეროლაინი რომ შემიყვარდა, მაგრამ ის მე ყურადღებას არ
მაქცევდა. ამის პატიება არ შემეძლო.
როცა ემიასმა საბოლოოდ დაკარგა თავი გრირის გოგონას გამო, შანსი გამიჩნდა.
წესიერად არც კი მიფიქრია, ისე გამოვუტყდი ქეროლაინს სიყვარულში. მან მშვიდად
მიპასუხა: „ყოველთვის ვიცოდი“. ხედავთ, რა სითავხედეა!

მკითხველთა ლიგა
რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ მას არ ვუყვარვარ, მაგრამ ემიასის ბოლო გატაცების
გამო იგი გულგატეხილი და წონასწორობადაკარგული იყო. ასეთ მდგომარეობაში
ქალი ადვილი მოსაპოვებელია. იმ ღამეს იგი ჩემთან მოსვლას დამთანხმდა და
მოვიდა.
ბლეიკი დადუმდა, ლაპარაკი უჭირდა.
– იგი ჩემთან მოვიდა. შემდეგ კი, როცა მოვეხვიე, მშვიდად განმიცხადა, რომ
აქედან არაფერი გამოვა. მას მთელი სიცოცხლე უყვარდა და ეყვარება მხოლოდ ერთი
ადამიანი. რაც არ უნდა მოხდეს, ის მხოლოდ ემიას კრეილს ეკუთვნის. დამეთანხმა,
რომ ცუდად მომექცა, მაგრამ თქვა, რომ თავს ვერაფერს მოუხერხებს და პატიება
მთხოვა.
და წავიდა, წავიდა ჩემგან. განა გასაკვირია, მსიე პუარო, რომ ჩემი ზიზღი მის
მიმართ გაასკეცდა? განა გასაკვირია, რომ ამას ვერასოდეს ვაპატიებ? ვერ ვაპატიე
მოყენებული შეურაცხყოფა, და ისიც, რომ მან მოკლა ჩემი მეგობარი, რომელიც
ყველაზე მეტად მიყვარდა! – ფილიპ ბლეიკი მთელი სხეულით ათრთოლდა და
წამოიძახა: – არ მინდა ამაზე ლაპარაკი, გესმით? პასუხი მიიღეთ. ახლა კი წადით! და
ჩემთან ეს არასოდეს ახსენოთ!

II

– მინდა ვიცოდე, მისტერ ბლეიკ, რა თანამიმდევრობით გამოვიდნენ ჩვენი


სტუმრები იმ დღეს ლაბორატორიიდან?
– ჩემო ძვირფასო, მსიე პუარო – მერედით ბლეიკმა პროტესტი გამოთქვა, – როგორ
შეიძლება გაიხსენო ეს თექვსმეტი წლის შემდეგ. გითხარით, რომ უკანასკნელად
ქეროლაინი გამოვიდა.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ. ყოველ შემთხვევაში... მე მგონი...
– წავიდეთ. ჩვენთვის დაუშვებელია ეჭვები.
მერედით ბლეიკი აშკარად უხალისოდ გაემართა ლაბორატორიისაკენ, კარი გააღო
და დარაბებიც გამოხსნა.
– ახლა კი, ჩემო მეგობარო, – ბრძანების კილოთი განაცხადა პუარომ, – თქვენ
აჩვენებთ თქვენს მეგობრებს ბალახების ნაყენებს. თვალები დახუჭეთ და იფიქრეთ.
მერედით ბლეიკმა თვალები მორჩილად დახუჭა. პუარომ ჯიბიდან ცხვირსახოცი
ამოიღო და ჰაერში ნელა გაატარა. ბლეიკს ნესტოები აუთამაშდა და ჩაიბუტბუტა.
– დიახ, დიახ, პირდაპირ საოცარია, როგორ გახსენდება ყველაფერი. ქეროლაინს
ღია ყავისფერი კაბა ეცვა. ფილი აშკარად მოწყენილი იყო. ჩემს გატაცებას იგი
ყოველთვის იდიოტურად თვლიდა.
– ახლა კი გაიხსენეთ, როგორ გადიოდით, ბიბლიოთეკისაკენ მიეშურებოდით,
სადაც სოკრატეს სიკვდილის ამსახველი ნაწყვეტი უნდა წაგეკითხათ. ოთახიდან
პირველი ვინ გავიდა?
– ელზა. ის პირველი გავიდა. მას მე მივყევი. ვსაუბრობდით. შევჩერდი, სხვების
გამოსვლას ველოდებოდი, რათა კარი დამეკეტა. ფილიპი... დიახ, შემდეგი ფილიპი
იყო, მერე ანჯელა. გოგონა ეკითხებოდა მას, თუ რას ნიშნავს ბირჟაზე მიმატებაზე ან
დაკლებაზე თამაში. მათ ჰოლი გადაჭრეს. მათ ემიასი მოჰყვებოდა. ვიდექი და
ველოდი – ქეროლაინს, რა თქმა უნდა...
მკითხველთა ლიგა
– ესე იგი, თქვენ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ უკანასკნელი ქეროლაინი
იყო? რას აკეთებდა იქ?
– არა ვიცი. – თავი გაიქნია ბლეიკმა, – ოთახისაკენ ზურგით ვიდექი. ელზას
ვესაუბრებოდი. მე მგონი, იმას ვუყვებოდი, რომ ზოგიერთი მცენარე, ძველი
ცრურწმენის თანახმად, მხოლოდ სავსე მთვარეზე უნდა შეგროვდეს. შემდეგ
საჩქაროდ გამოვიდა ქეროლაინი, და მე კარი ჩავკეტე.
იგი დადუმდა და შეხედა პუაროს, რომელიც ცხვირსახოცს ჯიბეში იდებდა.
მერედით ბლეიკმა ჰაერი შეიყნოსა და ზიზღით გაიფიქრა: „ეს კაცი სუნამოს
ხმარობს!“
– აი, ახლა დარწმუნებული ვარ, – თქვა მან, – რომ ჩვენ ლაბორატორიიდან ასეთი
თანმიმდევრობით გამოვედით: ელზა, მე, ფილიპი, ანჯელა, ემიასი და ქეროლაინი. ეს
დაგეხმარებათ?
– დიახ სურათი ნათელი ხდება, – უპასუხა პუარომ, – მომისმინეთ, ვისურვებდი,
რომ ისინი ყველანი აქ შეკრიბოთ, ხომ არ იქნება ეს თქვენთვის ძალიან ძნელი?

III

– გისმენთ.
ელზა დითიშემმა ცნობისმოყვარეობით წარმოთქვა, – ბავშვურად.
– ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, მადამ.
– დიახ?
– მას შემდეგ, რაც ყველაფერი დასრულდა, სასამართლოს შემდეგ მერედით
ბლეიკმა ცოლობა შემოგთავაზათ?
ელზამ პუაროს შეხედა, შემდეგ მის თვალებში ზიზღი, მოწყენილობაც კი აისახა. „.
– დიახ. მერე რა!
– გაგიკვირდათ?
– მე? არ მახსოვს.
– და რა უპასუხეთ?
ელზამ გაიცინა.
– როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება მეპასუხა? ემიასის მერე მერედითი? სასაცილოა!
მისი მხრიდან კი სისულელეა. თუმცა, იგი დიდი ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა. –
მან უცებ გაიღიმა, – მას სურდა ჩემი დაცვა, გესმით, „ჩემზე ზრუნვა“, როგორც მან
თქვა! ისიც, როგორც ყველა დანარჩენი თვლიდა, რომ ჩემთვის მძიმე გამოცდა იყო –
რეპორტიორები, მოგუგუნე ბრბო, და ლაფი, რაშიც ამომსვარეს. – წუთით ის
დაფიქრებული იჯდა. შემდეგ კი თქვა: – საწყალი მერედითი! რა ვირია! – და ისევ
გაიცინა.

IV

ერკიულ პუაროს ისევ შეხვდა მის უილიამსის გამჭოლი მზერა, და ისევ მოეჩვენა,
რომ წლები სადღაც გაქრა და იგი ისევ მორცხვ, შეშინებულ ბიჭუნად გადაიქცა.
– არის შეკითხვა, რომლის დასმაც მსურს, – აუხსნა მან.
მკითხველთა ლიგა
მის უილიამსმა გამოთქვა სურვილი გაეგო, თუ რა შეკითხვაა.
– ანჯელა უორენმა სულ პატარაობაში, – ნელა, სიტყვების შერჩევით დაიწყო
პუარომ, – მიიღო დაზიანება. ჩემს ჩანაწერებში ამ ფაქტის ხსენებას ორჯერ წავაწყდი.
ერთგან ნათქვამია, რომ მისის კრეილმა მას პრეს-პაპიე ესროლა, მეორეგან – რომ მან
გოგონას საჩხრეკი ჩაარტყა. რომელი ვერსია შეესაბამება სინამდვილეს?
– საჩხრეკის შესახებ არაფერი მსმენია, – სწრაფად უპასუხა მის უილიამსმა, – მე
მხოლოდ პრეს-პაპიე ვიცი.
– ვინ გითხრათ?
– თვით ანჯელამ. მან მიამბო ამის შესახებ. მალე ჩემი ოლდერბერიში ჩასვლის
შემდეგ.
– კეთილი ინებეთ და სიტყვა-სიტყვით გადმომეცით, რა გიამბოთ მან.
– მან ხელი მოიკიდა ლოყაზე და თქვა; „ეს ქეროლაინის ნახელავია, როცა მე სულ
პატარა ვიყავი მან პრეს-პაპიე მესროლა. მაგრამ, თუ შეიძლება, არაფერი უთხრათ მას
ამაზე, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე დგება“.
– თვითონ მისის კრეილს უთქვამს რაიმე ამაზე?
– მხოლოდ გაკვრით. იგი თვლიდა, რომ ეს ისტორია ჩემთვის ცნობილია. მახსოვს,
როგორ მითხრა ერთხელ: „ვიცი, თქვენ თვლით, რომ მე ვანებივრებ ანჯელას, მაგრამ,
იცით, გამუდმებით ვგრძნობ, რომ ჩემს დანაშაულს მის წინაშე ვერასოდეს
გამოვისყიდი“. მეორეჯერ კი თქვა: „იცოდე, რომ შენ სამუდამოდ დაამახინჯე
ადამიანი – ყველაზე მძიმე ტვირთია, რაც შეიძლება ატარო“.
– გმადლობთ, მის უილიამს, სულ ეს არის, რაც მინდოდა გამეგო.
– არ მესმის თქვენი, მსიე პუარო, – მკვახედ უთხრა მის უილიამსმა, – უჩვენეთ
კარლას ჩემი წერილი?
პუარომ თავი დაუქნია.
– და მაინც განაგრძობთ... – თავი დადუმდა.
– წუთით დაფიქრდით – სთხოვა პუარომ, როცა თევზით მოვაჭრის ფარდულთან
ჩაივლით და დახლზე ათ თევზს დაინახავთ, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ეს
ნამდვილი თევზებია. არა? ერთი კი შეიძლება ყალბი იყოს.
მის უილიამსმა სასტიკად იუარა:
– არა მგონია, და ყოველ შემთხვევაში...
– არა მგონია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია – იმიტომ რომ ერთხელ ჩემმა
ახლობელმა მაჩვენა თევზის ფიტული (უნდა ითქვას, ურიგოებს არ აკეთებდა),
ნამდვილი თევზის გვერდით. დეკემბერში მაგნოლიის ყვავილიანი ლარნაკი რომ
გენახათ, ჩათვლიდით, რომ ყვავილები ხელოვნურია, ისინი კი შეიძლება ნამდვილი
აღმოჩენილიყო, თუ ბაღდადიდან თვითმფრინავით ჩამოიტანდნენ.
– რატომ მეუბნებით ყველაფერ ამას? – გაბრაზდა მის უილიამსი.
– რათა აგიხსნათ, რომ, როცა რაღაცას ხედავ, უნდა იფიქრო იმაზე, თუ რატომ
ხდება ეს...

პუარომ მრავალბინიან სახლთან მიახლოებისას, რიჯენთს-პარკს რომ


გადაჰყურებდა, ნაბიჯი ოდნავ შეანელა.

მკითხველთა ლიგა
საერთოდ კარგად თუ მოიფიქრებდა, ანჯელა უორენისათვის არაფრის კითხვაც არ
უნდოდა. იმ ერთადერთი კითხვის დასმა კი, რომელიც სურდა, შეეძლო, არ ეჩქარა...
სინამდვილეში იგი სიზუსტისადმი დაუოკებელმა სწრაფვამ მოიყვანა. ხუთი
ადამიანი – ესე იგი, ხუთი კითხვაც უნდა დაისვას, მაშინ ყველაფერი უფრო ნათლად
დასრულდებოდა.
კარგი, რაიმეს მოიფიქრებს.
ანჯელა უორენი მას ოდნავ მოუთმენლად შეხვდა.
– გამოარკვიეთ რაიმე? – იკითხა მან, – მიაღწიეთ ჭეშმარიტებას?
პუარო ჩინური მანდარინივით მოჰყვა თავის კანტურს.
– სულ ცოტა, მაგრამ პროგრესი მაინც არის, – თქვა მან.
– ფილიპ ბლეიკი. – იგი უფრო ამტკიცებდა, ვიდრე ეკითხებოდა.
– მადმუაზელ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ეს წუთი ჯერ არ დამდგარა.
უარი არ თქვათ ჰენდქროს-მენორში ჩასვლაზე. დანარჩენი ყველა უკვე დათანხმდა.
– იქ რის გაკეთებას აპირებთ? – მან ოდნავ მოღუშულმა იკითხა – გსურთ
აღადგინოთ სურათი, თუ რა მოხდა თექვსმეტი წლის წინათ?
– აღვადგინო კი არა, ოდნავ სხვა კუთხით გავაშუქო. ჩამოხვალთ?
– ჩამოვალ, – თავი დაუქნია ანჯელა უორენმა – საინტერესოა ყველა იმ ადამიანის
ხელახლა ნახვა. მე, ალბათ, მათ ოდნავ სხვა, უფრო მახვილი კუთხით დავინახავ,
როგორც თქვენ თქვით, ვიდრე ადრე?
– და იმ წერილსაც ჩამოიტანთ, რომელიც მე მაჩვენეთ?
– ეს წერილი მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, – მოიღუშა ანჯელა უორენი, –
საუკეთესო სურვილების გამო გიჩვენეთ, მაგრამ სულაც არ მინდა უცხო და ნაკლებად
სიმპათიურ ხალხს წავაკითხო.
– ეგებ, უარი არ თქვათ იმ შემთხვევაში ჩემი რჩევებით ხელმძღვანელობაზე?
– უარს ვიტყვი. წერილი თან მექნება, მაგრამ საკუთარი მოსაზრებით
ვიხელმძღვანელებ, რაც, გავბედავ გითხრათ, თქვენზე უარესი სულაც არ არის.
პუარომ ხელები ასწია, აჩვენა, რომ ბედს დაემორჩილა, წამოდგა, წასვლა დააპირა.
– ნებას მიბოძებთ ერთი პატარა შეკითხვა დაგისვათ? – იკითხა მან.
– რის თაობაზე?
– იმ დროს, როცა ტრაგედია მოხდა, თქვენ სომერსეტ მოემის „მთვარესა და
ექსპენსიანს“ კითხულობდით, არა?
ანჯელამ თვალები დააჭყიტა.
– მე მგონი, დიახ, სავსებით სწორია, – და ცნობისმოყვარეობით დაუფარავად
იკითხა: – საიდან იცით?
– მსურდა მეჩვენებინა, მადმუაზელ, რომ პატარა საქმეებშიც კი, რომლებსაც
პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, ჯადოქარი ვარ. არის რაღაცეები, რაც მე ვიცი,
თუმცა კი ამას არ მეუბნებიან.

მკითხველთა ლიგა
თავი III

წარსულში მოგზაურობა

ჰენდქროს-მენორის ლაბორატორიას ნაშუადღევის მზე ანათებდა. ოთახში


რამოდენიმე სკამი და ტახტი შემოიტანეს, მაგრამ ისინი უფრო ხაზს უსვამდნენ მის
მიტოვებულობას, ვიდრე ავსებდნენ მას·
მერედით ბლეიკი ულვაშებს შეცბუნებული იწიწკნიდა და რაღაც ნაწყვეტი
ფრაზებით ესაუბრებოდა კარლას.
– ღმერთო ჩემო, – თავი ვერ შეიკავა მან. – როგორ გავხარ დედაშენს და ამავე დროს
რა სხვანაირი ხარ!
– რითი ვგავარ და რითი არ ვგავარ? – ჰკითხა კარლამ.
– იგივე თვალები და თმები, იგივე სიარული, მაგრამ შენ, როგორ ვთქვა? – უფრო
თავდაჯერებული ხარ, ვიდრე იგი.
ფილიპ ბლეიკმა შუბლი შეიჭმუხნა, ფანჯრიდან გაიხედა და მინაზე მოუთმენლად
დააკაკუნა.
– რა აზრი აქვს ყველაფერ ამას? მშვენიერი შაბათი დღეა.
ერკიულ პუარომ საჩქაროდ დაამშვიდა იგი:
– ო, გთხოვთ მაპატიოთ, – ვიცი გოლფის თამაშის ჩაშლა არავის ეპატიება, მაგრამ
შეხედეთ მსიე ბლეიკ, აი, თქვენი საუკეთესო მეგობრის ქალიშვილი. შეელიეთ თამაშს
მის გამო.
– მის უორენი, – მოახსენა მსახურმა.
მერედითი მის შესახვედრად გაემართა
– გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ და ჩამოხვედით, ანჯელა, – თქვა მან, – ვიცი,
რომ ძალიან დაკავებული ხართ.
მერედითმა იგი ფანჯარასთან მიიყვანა.
– გამარჯობათ, დეიდა ანჯელა, – მიესალმა მას კარლა, – დღეს დილით „ტაიმსში“
თქვენი სტატია წავიკითხე. ძალიან სასიამოვნოა ასეთი გამოჩენილი ნათესავის ყოლა,
– მან კვადრატულ ნიკაპიან მაღალ ახალგაზრდა კაცზე მიუთითა, მშვიდი
ნაცრისფერი თვალები რომ ჰქონდა, – ეს ჯონ რეთერია. ჩვენ... დაქორწინებას
ვაპირებთ.
– არც კი ვიცოდი... – გაუკვირდა ანჯელა უორენს.
მერედითი მორიგი სტუმრის შესახვედრად გაემართა.
– მის უილიამს! რამდენი წელია არ მინახიხართ!
ოთახში გამხდარი, თხელი, მაგრამ ძველებურად ენერგიული მოხუცი აღმზრდელი
შემოვიდა. წამით მან მზერა პუაროზე შეაჩერა, შემდეგ შესანიშნავად შეკერილ
ტვიდის კოსტიუმში გამოწყობილ ფართომხრებიან ქალზე გადაიტანა.
ანჯელა უორენი მისკენ ღიმილით გაემართა.
– თავს ისევ სკოლის მოსწავლედ ვგრძნობ.

მკითხველთა ლიგა
– ვამაყობ შენით, ჩემო ძვირფასო, – უთხრა მის უილიამსმა. – ჩემთვის სასიამოვნოა
შენი წარმატებები. ეს კი კარლაა ალბათ, არა? მას, რა თქმა უნდა, არ ვახსოვარ. სულ
პატარა იყავი...
– რაშია საქმე? – გაცხარდა ფილიპ ბლეიკი. – ჩემთვის არავის უთქვამს...
– წინადადება შემომაქვს, ჩვენს შეხვედრას ვუწოდოთ მოგზაურობა წარსულში, –
თქვა ერკიულ პუარომ, – მოდით, დავსხდეთ და მოვემზადოთ ჩვენს უკანასკნელ
სტუმართან შესახვედრად. როგორც კი ის გამოჩნდება, საქმეს შევუდგეთ, – სულები
გამოვიძახოთ.
– რა სისულელეა? – წამოიძახა ფილიპ ბლეიკმა, – სპირიტიზმის ჩატარებას ხომ არ
აპირებთ?
– არა, არა, მხოლოდ ზოგიერთი მოვლენის აღდგენა გვსურს, რაც დიდი ხნის წინ
მოხდა – აღდგენა, და შესაძლოა, დაზუსტება, თუ რა მოხდა. რაც შეეხება სულებს,
ძნელად რომ მათ ხორცი შეისხან. მაგრამ ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ ისინი აქ, ჩვენს
შორის არ არიან, თუმცა კი ჩვენ მათ ვერ ვხედავთ? ვის შეუძლია თქვას, რომ ემიას და
ქეროლაინ კრეილები ამ ოთახში ჩვენს შორის არ არიან.
– სრული სისულელეა.. – წამოიწყო ფილიპ ბლეიკმა და დადუმდა, რადგანაც კარი
გაიღო, შემოვიდა მსახური და ლედი დითიშემის მოსვლა აუწყა.
შემოვიდა ელზა დითიშემი. მთელი მისი გარეგნობა აჩვენებდა, რომ მას
ყველაფერი მობეზრდა და მისთვის ეს უინტერესოა. მერედითს ოდნავ გაუღიმა,
ანჯელასა და ფილიპს ცივად შეხედა და ფანჯარასთან სკამზე ჩამოჯდა, სხვებისაგან
დაშორებით რომ იდგა. ღია ფერის ბეწვის გორჟეტი გაიხსნა და უკან, სკამზე
გადააგდო. ერთ-ორ წუთს ირგვლივ იმზირებოდა, შემდეგ შენიშნა კარლა და
დააკვირდა, ის კი, თავის მხრივ, თვალს არ აშორებდა იმას, ვინც მისი მშობლების
ცხოვრება დაანგრია. მის ახალგაზრდულ დაფიქრებულ, სერიოზულ სახეზე მტრული
განწყობილება არ ჩანდა, მხოლოდ ცნობისმოყვარეობა ისახებოდა.
– მაპატიეთ, რომ დავიგვიანე, მსიე პუარო. – თქვა ელზამ.
– მადლობელი ვარ, რომ ჩამოხვედით, მადამ.
სესილი უილიამსმა ოდნავ გასაგონად ჩაიქირქილა. მის მტრულ მზერას ელზა
სრულიად გულგრილად შეხვდა.
– ვერაფრით გიცნობდი, ანჯელა, – ჩაილაპარაკა მან. – რამდენი წელი გავიდა?
თექვსმეტი?
ერკიულ პუარომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.
– დიახ, მას მერე, რაც მოვლენები განვითარდა, რომელთა შესახებ დღეს ვაპირებთ
საუბარს. მაგრამ წინასწარ ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რატომ შევიკრიბეთ აქ.
და მოკლედ მოჰყვა კარლას თხოვნაზე მისდამი და თავის თანხმობაზე შეასრულოს
ეს თხოვნა.
პუარომ არად ჩააგდო რისხვა, რაც ფილიპის სახეზე აისახა და მერედითის
აღშფოთება, სწრაფად განაგრძო:
– ეს წინადადება მივიღე და მაშინვე შევუდექი სიმართლის გამორკვევას...
კარლა ლემარშანს ეს სიტყვები თითქოს შორიდან ესმოდა. იგი ვოლტერისეულ
ღრმა სავარძელში იჯდა.
თვალებზე ხელი აიფარა და ხუთი ადამიანის სახეს შეუმჩნევლად აკვირდებოდა.
რომელ მათგანს შეეძლო ჩაედინა მკვლელობა?
მზეთუნახავ ელზას, წითელლოყება ფილიპს, კეთილ მისტერ მერედით ბლეიკს,
მკაცრს, მოღუშულ აღმზრდელს თუ აუღელვებელ და საქმიან ანჯელა უორენს!

მკითხველთა ლიგა
შეუძლია თუ არა მას – თუკი ძალიან მოინდომებს – წარმოიდგინოს, როგორ კლავს
რომელიმე მათგანი ადამიანს? დიახ, შეუძლია, მაგრამ ეს სულ სხვა მკვლელობა
იქნებოდა. მას შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ ახრჩობს ქალს გამხეცებული ფილიპ
ბლეიკი – დიახ, ამის წარმოდგენა შეუძლია.. შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ
უმიზნებს რევოლვერს მძარცველს მერედით ბლეიკი და შემთხვევით გამოჰკრავს
თითს... იმის წარმოდგენაც შეუძლია, რომ ანჯელა უორენი ისვრის რევოლვერს,
მაგრამ შემთხვევით არა, რაიმე პირადული მიზეზით კი არა, არამედ, მაგალითად,
თუ ამაზე ექსპედიციის ბედია დამოკიდებული, და ელზა რაღაც ფანტასტიურ ციხე-
დარბაზში, აღმოსავლურ აბრეშუმგადაფარებულ ტახტზე მჯდომი, ამბობდა:
„გადააგდეთ ეს საზიზღრობა ციხე-კედლის იქით თხრილში!“ ხომ მოგივა თავში
ასეთი სულელური აზრები, მაგრამ ყველაზე სულელური აზრითაც კი ვერ
წარმოიდგენდა კარლა, როგორ ჩადის მკვლელობას პატარა მის უილიამსი. კიდევ
ერთი სურათი: „ოდესმე ჩაგიდენიათ მკვლელობა, მის უილიამს?“ – „ არითმეტიკა
ისწავლე, კარლა, და სულელურ შეკითხვებს ნუ დამისვამ. ადამიანის მოკვლა – ეს
დიდი ცოდვაა“.
„ალბათ, გავგიჟდი, ეს ამბები უნდა მოვიშორო. ჯობს იმ პატარა კაცის აზრებს
მივუგდო ყური, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი იცის“, – უბრძანა თავის თავს
კარლამ.
ერკიულ პუარო კი ამბობდა:
– ჩემს ამოცანას შეადგენდა უკანდახევა, მრავალი წლის წინ დაბრუნება და გაგება,
თუ რა მოხდა სინამდვილეში.
– ჩვენ ყველამ დიდი ხანია ვიცით, რა მოხდა, – იუარა ფილიპ ბლეიკმა, – და თავის
მოჩვენება ვითომ სხვა რამ მოხდა, აშკარა თაღლითობა იქნებოდა. თქვენ ნამდვილად
ცრუ მიზეზით ცდილობთ, გამოსტყუოთ ამ ქალიშვილს ფული.
პუარომ თავს უფლება არ მისცა გაჯავრებულიყო.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ ყველა თქვენგანისათვის ცნობილია, რაც მოხდა, – თქვა
პუარომ. – მაგრამ ამას ისე ამბობთ, რომ კარგად არა გაქვთ გააზრებული.
სასამართლოს მიერ მიღებული ვერსია მომხდარის შესახებ ყოველთვის საბოლოო
ჭეშმარიტება არაა. აი, მაგალითად, თქვენ, მისტერ ბლეიკ, ითვლებოდა, რომ
ქეროლაინ კრეილი მაინცდამაინც გულზე არ გეხატებოდათ. მაგრამ ადამიანი,
რომელიც ფსიქოლოგიაში ოდნავ მაინც ერკვევა, მაშინვე შენიშნავს რომ სწორედ
საწინააღმდეგო რამ ხდება. თქვენ გატაცებული იყავით ქეროლაინ კრეილით. ეს
ფაქტი უარყავით და ცდილობდით ამ გრძნობას შებრძოლებოდით, დროდადრო
საკუთარ თავს მის უარყოფით თვისებებს აჩვენებდით ხოლმე. რაც შეეხება მისტერ
მერედით ბლეიკს, იგი, როგორც ყველა თვლიდა, მთელი სულითა და გულით
ქეროლაინ კრეილის ერთგული იყო. თავის ნაამბობში იგი მომხდარს აღწერს ისე, რომ
მას აღაშფოთებდა ემიას კრეილის ქეროლაინისადმი დამოკიდებულება, მაგრამ, თუ
ყურადღებით წაიკითხავთ, სტრიქონებს შუა შენიშნავთ, რომ ეს ერთგულება დიდი
ხანია მიილია და მთელი მისი სული და გონება ახალგაზრდა მშვენიერი ელზა
გრირით იყო დაკავებული.
მერედითმა რაღაც ჩაილაპარაკა, ლედი დითიშემს კი გაეღიმა
– ამ ფაქტებს მხოლოდ საილუსტრაციოდ ვახსენებ, – განაგრძო პუარომ, თუმცა კი
მათ პირდაპირი კავშირი აქვთ იმასთან, რაც მოხდა. აი, ვიწყებ მოგზაურობას
წარსულში, რათა გამოვარკვიოთ ყველაფერი, რაც შეიძლება, მომხდარი ტრაგედიის
შესახებ. მაგრამ მანამდე გეტყვით, რა გავაკეთე უკვე. მე ვესაუბრე ადვოკატს,
რომელიც ქეროლაინ კრეილის საქმისადმი მიძღვნილ პროცესზე გამოვიდა,
მკითხველთა ლიგა
პროკურორის თანაშემწეს, მოხუც ადვოკატს, რომელიც კრეილების ოჯახს კარგად
იცნობდა, საადვოკატო ფირმის კლერკს, რომელიც სასამართლო სხდომებს
გამუდმებით ესწრებოდა, პოლიციის ოფიცერს, ამ საქმეს რომ იძიებდა და, ბოლოს,
ხუთ მოწმეს, რომლებიც მომხდარი ამბის უშუალო მონაწილეები იყვნენ. ყველა ამ
საუბრიდან ჩემი აზრი შემექმნა ქალზე, რომელიც დამნაშავედ ცნეს, გარდა ამისა,
ჩემთვის გახდა ცნობილი შემდეგი ფაქტები:
რომ ქეროლაინ კრეილს არასოდეს განუცხადებია, რომ უდანაშაულოა (გარდა იმ
წერილისა, რომელიც ქალიშვილს მისწერთა); რომ ქეროლაინ კრეილს შიში არ
გამოუმჟღავნებია, როცა ჩვენებებს იძლეოდა; რომ მისთვის სულერთი იყო; რომ იგი,
ჩანდა წინასწარ შეეგუა თავის ბედს; რომ ციხეში მშვიდად და თავშეკავებულად
იქცეოდა; რომ წერილში, რომელიც განაჩენის გამოტანისთანავე მისწერა დას, იგი
ეგუებოდა თავის ბედისწერას. და ყველას აზრით, ვისაც ვესაუბრე (ერთი აღსანიშნავი
გამონაკლისის გარდა) ქეროლაინ კრეილი დამნაშავე იყო.
– რა თქმა უნდა, იყო, – თავი დაუქნია ფილიპ ბლეიკმა.
– მაგრამ სულაც არ ვთვლიდი თავს ვალდებულად, – განაგრძო ერკიულ პუარომ, –
სხვის აზრს დავყრდნობოდი. გადავწყვიტე პირადად შემემოწმებინა ყველა მტკიცება,
ეჭვი მიმეტანა ფაქტებზე და დავრწმუნებულიყავი, რომ ისინი მოვლენათა
მონაწილეების ფსიქოლოგიას შეესაბამებოდა. ამისათვის საქმის მასალები
გულდაგულ გადავიკითხე, აგრეთვე ხუთ მონაწილეს საკუთარი ხელით აღვაწერინე
ყველაფერი, რისი მოწმეებიც თავად იყვნენ. ეს წერილები ძალზე ძვირფასი
აღმოჩნდა, ვინაიდან შეიცავდნენ გარკვეულ მასალას, რაც გამორჩენილი იყო
პოლიციის დოსიეში, კერძოდ: ა) საუბრები და მოვლენები, რომლებიც
პოლიციისათვის საინტერესო არ იყო; ბ) ვარაუდები იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა
და გრძნობდა ქეროლაინ კრეილი (იურისპრუდენციის თვალსაზრისით, ისინი არ
შეიძლება მტკიცებას წარმოადგენდნენ); გ) გარკვეული ფაქტები, რომელიც პოლიციას
განზრახ დაუმალეს.
ახლა შემეძლო საქმეზე პირადად მემსჯელა. ჩანდა, რომ ქეროლაინ კრეილს
უდავოდ ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზები დანაშაულის ჩასადენად. მას უყვარდა
თავისი ქმარი, ამ უკანასკნელმა კი სახალხოდ აღიარა, რომ აპირებს მის მიტოვებას
სხვა ქალის გამო, და იგი, საკუთარი აღიარებით, ეჭვიანი გახლდათ.
თუ მიზეზებიდან საშუალებებზე გადავალთ, მაშინ სუნამოს ცარიელი ფლაკონი,
რომელშიც შემდგომში კონიუმი ესხა, მისი ბიუროს უჯრაში იპოვეს. გარდა მისი
თითის ანაბეჭდებისა, სხვა მასზე ვერაფერი ნახეს. როცა პოლიციამ ჰკითხა მას ამის
შესახებ, მან აღიარა, რომ აიღო კონიუმი იმ ოთახიდან, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით
– კონიუმიან ბოთლზე აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები. მერედით ბლეიკს ვკითხე,
რა თანმიმდევრობით გამოვიდა იმ დღეს ხუთი ადამიანი ოთახიდან, ვინაიდან იმის
დაჯერება, რომ ვიღაცას სხვების თვალწინ შეეძლო კონიუმის გადმოსხმა, ძნელი
იყო. აი, რა თანმიმდევრობით გამოხვედით ოთახიდან: ელზა გრირი, მერედით
ბლეიკი, ანჯელა უორენი და ფილიპ ბლეიკი, ემიას კრეილი და, ბოლოს, ქეროლაინ
კრეილი, უფრო მეტიც, ვინაიდან მისტერ მერედით ბლეიკი მისის კრეილის
მოლოდინში კარისაკენ ზურგით იდგა, ვერ დაინახავდა, რას აკეთებს ქალი იქ.
ამიტომაც ქეროლაინს საშუალება მიეცა, ასე ვთქვათ, ეს შეუმჩნევლად გაეკეთებინა.
აი, რატომ არ მეპარება ეჭვი, რომ კონიუმი ნამდვილად მან აიღო, არსებობს ამის
არაპირდაპირი მტკიცებაც. მისტერ მერედით ბლეიკმა ამას წინათ მითხრა: „აი,
სწორედ აქ ვიდექი, აყვავებული ჟასმინის სუნს ვისუნთქავდი“, მაგრამ სექტემბერი
იდგა და ჟასმინის ბუჩქი აყვავებული ვერაფრით ვერ იქნებოდა. ჟასმინი ჩვეულებრივ
მკითხველთა ლიგა
ივნის-ივლისში ყვავის. ქეროლაინის ოთახში ნაპოვნ ფლაკონში კი რომელშიც
კონიუმის ნარჩენები იპოვეს, ადრე ჟასმინის სუნამო ესხა, აქედან გამომდინარეობს,
რომ მისის კრეილმა, გადაწყვიტა რა კონიუმის მოპარვა, დაცალა სუნამოს ფლაკონი,
რომელიც ხელჩანთაში ედო.
გადავიდეთ მომდევნო დღის დილაზე. ჯერჯერობით, ყველა ფაქტი ემთხვევა. მის
გრირმა უეცრად განაცხადა, რომ მან და მისტერ კრეილმა გადაწყვიტეს
დაქორწინდნენ. ემიას კრეილი დაემოწმა, რამაც ძალიან დააღონა ქეროლაინ კრეილი.
ამას ყველა მოწმე აღნიშნავს.
საბედისწერო დღის დილით ცოლ-ქმარს შორის ბიბლიოთეკაში ჩხუბი ატყდა.
პირველი, რაც გაიგონეს – როგორი გაავებით თქვა ქეროლაინ კრეილმა: „შენ და შენი
ქალები!“ შემდეგ კი: „ოდესმე მოგკლავ“. ფილიპ ბლეიკმა ეს ჰოლიდან მოისმინა, მის
გრირმა კი – ტერასიდან.
შემდეგ მის გრირმა გაიგონა, როგორ თხოვდა მისტერ კრეილი ცოლს გონივრულად
მოქცეულიყო, რაზეც მისის კრეილმა უპასუხა: „უმალ მოგკლავ, ვიდრე შენს თავს იმ
გოგოს დავუთმობ“, ამას შემდეგ მალე ტერასაზე ემიას კრეილი გამოჩნდა, რომელმაც
უცერემონიოდ უთხრა ელზა გრირს წაყოლოდა ბაღში საპოზიოროდ. იგი მაღლა
ავიდა პულოვერის ჩამოსატანად და კრეილთან ერთად ბაღში წავიდა.
ჯერჯერობით ისეთი არაფერია, რომ ფსიქოლოგიურ შეუსაბამობად შეიძლება
მივიჩნიოთ. ყველა იქცევა ისე, როგორც მოსალოდნელია, მაგრამ შემდგომში
მივდივართ იმასთან, რაც ლოგიკურად გაუმართლებელია.
მერედით ბლეიკი აღმოაჩენს, რომ კონიუმი გამქრალია, ურეკავს ძმას; ისინი
ნავმისადგომთან ხვდებიან და ერთად აუვლიან საჭურვლის ბაღს, სადაც ქეროლაინ
კრეილი ქმარს ანჯელას სკოლაში წასვლის გამო ეჩხუბება. აი, ეს ჩემთვის ძალიან
უცნაურია. ცოლ-ქმარს შორის მოხდა სკანდალი, რომელიც ქეროლაინის მხრივ აშკარა
მუქარით დამთავრდა და, მიუხედავად ამისა, ქალი დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ
მიდის ქმართან და ისინი ყოველდღიურ საშინაო საქმეებზე მსჯელობენ.
პუარო მერედით ბლეიკს მიუბრუნდა:
– წერილში თქვენ ახსენეთ, რომ გაიგონეთ, როგორ წამოიძახა კრეილმა:
„ყველაფერი გადაწყვეტილია – მე მას გავაცილებ“.
– დიახ, რაღაც ამდაგვარი, – დაეთანხმა მერედით ბლეიკი.
– ეს სიტყვები მხოლოდ მაშინ გამახსენდა, – შეიჭმუხნა ფილიპი, – როცა თქვენ
გაიმეორეთ. მაგრამ ახლა, დიახ, მახსოვს, ნამდვილად იყო რაღაც ნათქვამი
გაცილების შესახებ.
– მისტერ კრეილის თუ მისის კრეილის მიერ?
– ემიასის მიერ. ქეროლაინი ამბობდა, რომ გოგონას გაუჭირდება. მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა აქვს? ყველამ ვიცით, რომ რამოდენიმე დღეში ანჯელა სკოლაში უნდა
წასულიყო.
– არ გესმით, რას ვამბობ? რატომ უნდა გაეცილებინა ემიას კრეილს გოგონა? არ
მესმის. სახლში იყვნენ მისის კრეილი, მის უილიამსი, ბოლოს და ბოლოს, მსახური
ქალი. გოგონას გაცილება ქალის საქმეა, და არა კაცის.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – ფილიპ ბლეიკმა გაღიზიანებულმა გაიმეორა – რა
კავშირი აქვს ამას დანაშაულთან?
– თქვენ ასე ფიქრობთ?
ეს იყო პირველი, რამაც დამაფიქრა, მას კი დაუყოვნებლივ მეორე მოჰყვა. მისის
კრეილი, რომელიც სასოწარკვეთილი და გულგატეხილია, რომელიც ცოტა ხნით

მკითხველთა ლიგა
ადრე ემუქრებოდა ქმარს, რომელიც მკვლელობაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს,
უცებ დიდი სიამოვნებით სთავაზობს მას მოუტანოს ყინულოვანი ლუდი.
– ამაში უცნაური არაფერია, თუ მას მისი მოწამვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, – ნელა
ჩაილაპარაკა მერედით ბლეიკმა, – სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. თავი კეთილად
მოეჩვენებინა.
– თქვენ ასე ფიქრობთ? მან გადაწყვიტა ქმრის მოწამვლა, საწამლავი უკვე აქვს,
საჭურვლის ბაღში მის ქმარს ლუდის მარაგი აქვს. ოდნავ უფრო საზრიანი რომ
ყოფილიყო, როცა ახლოს არავინ იყო, საწამლავს ერთ-ერთ ბოთლში ჩაასხამდა.
– ის ვერ ჩაიდენდა ამას, – თქვა მერედით ბლეიკმა, – იმიტომ რომ ეს ლუდი ვინმე
სხვას შეეძლო დაელია.
– მაგალითად, ელზა გრირს და თქვენ გსურთ დამარწმუნოთ, რომ თავისი ქმრის
მოკვლა რომ გადაწყვიტა, ქეროლაინ კრეილი იმაზე ფიქრობდა, შემთხვევით თავისი
მეტოქე არ მოეკლა? ნუ ვიკამათებთ ამაზე. ფაქტებით შემოვიფარგლოთ. ქეროლაინ
კრეილი პირდება ქმარს, რომ ყინულოვან ლუდს მოუტანს. ბრუნდება სახლში,
საკუჭნაოში, სადაც ლუდი ინახება, იღებს ბოთლს და მიაქვს მისთვის. ქალი ასხამს
ლუდს ჭიქაში, ემიას კრეილი ერთი მოსმით გადაკრავს ლუდს და ამბობს: „დღეს
ყველაფერს საზიზღარი გემო აქვს“.
მისის კრეილი ისევ სახლში ბრუნდება, იგი სადილობს და ჩვეულებრივად იქცევა.
ვიღაცამ ახსენა, რომ იგი ოდნავ უფრო აგზნებული და დაბნეული იყო. ეს ჩვენ არ
გვეხმარება – ვინაიდან არ არსებობს მკვლელის ქცევის კრიტერიუმი. არიან მშვიდი
და არიან აგზნებული მკვლელები.
სადილის შემდეგ იგი ისევ მიდის საჭურვლის ბაღში. იქ იგი ქმარს მკვდარს
ნახულობს და იქცევა, ვთქვათ, ისე, როგორც მოსალოდნელია. მას აღელვება ეტყობა
და აღმზრდელს ექიმთან დასარეკად აგზავნის. ახლა ჩვენ მივედით ფაქტთან,
რომელიც ადრე ჩვენთვის უცნობი იყო. – პუარომ მის უილიამსს შეხედა. –
წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
მის უილიამსი გაფითრდა.
– მე არ ჩამომირთმევია თქვენთვის სიტყვა, რომ ჩემს ნაამბობს საიდუმლოდ
შეინახავდით, – თქვა მან.
მშვიდად, მაგრამ მნიშვნელოვნად მოუთხრო მათ პუარომ, თუ რა ნახა
აღმზრდელმა.
ელზა დითიშემი შეინძრა და დიდ სავარძელში მჯდომ მოხუც ქალს ყურადღებით
შეხედა.
– თქვენ მართლა ნახეთ, როგორ გააკეთა მან ეს? – უნდობლად ჰკითხა მან.
– აი, ამოხსნაც! – წამოხტა ფილიპ ბლეიკი, – აი, საბოლოო ამოხსნა.
– სულაც არაა აუცილებელი, – რბილად შეეპასუხა ერკიულ პუარო.
– არ მჯერა ამის, – მკვახედ თქვა ანჯელა უორენმა, და მზერაში, რომელიც მან
პატარა აღმზრდელს სტყორცნა, ზიზღი გამოკრთა.
მერედით ბლეიკი ულვაშებს იწვალებდა, სახეზე შეცბუნება გამოეხატა. მხოლოდ
მის უილიამსი იყო მშვიდად, იგი ძალიან გამართული იჯდა, ლოყები კი
აწითლებოდა.
– სწორედ ეს ვნახე, – დაეთანხმა იგი.
– რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება მხოლოდ თქვენს სიტყვებს ვენდოთ... – თითქოს
დაფიქრებით თქვა პუარომ.
– სწორედაც. – ნაცრისფერი თვალების გაბედული გამოხედვა მის მზერას შეხვდა. –
არ ვარ ჩვეული, მსიე პუარო, რომ ჩემი არ სჯეროდეთ.
მკითხველთა ლიგა
ერკიულ პუარომ თავი დახარა.
– ეჭვი არ მეპარება თქვენს სიტყვებში, მის უილიამს, – თქვა მან. – ის, რაც თქვენ
ნახეთ, ნამდვილად სწორედ ისე მოხდა, როგორც ამტკიცებთ, და სწორედ ამიტომ
ვასკვნი, რომ ქეროლაინ კრეილი უდანაშაულო იყო – ვერ იქნებოდა დამნაშავე.
მაღალი, ახალგაზრდა კაცი პირველად ალაპარაკდა აღელვებული.
– მსურს გავიგო, რატომ ამბობთ ამას, მსიე პუარო, – იკითხა ჯონ რეთერიმ.
– სიამოვნებით აგიხსნით, – მიუბრუნდა მას პუარო. – მის უილიამსმა დაინახა,
როგორი მონდომებით წმენდდა ქეროლაინ კრეილი ლუდის ბოთლს, თან აქეთ-იქით
იცქირებოდა. შემდეგ მიადო მას თავისი გარდაცვლილი ქმრის თითები,
დაიმახსოვრეთ. პოლიციამ ბოთლში კონიუმის კვალი ვერ ნახა, იმიტომ რომ იგი იქ
არ იყო. ქეროლაინ კრეილმა კი ეს არ იცოდა.
მან, რომელმაც, როგორც თვლიან, მოჰკლა ქმარი, არ იცოდა, სად იყო საწამლავი.
იგი თვლიდა, რომ საწამლავი ბოთლშია.
– მაგრამ რატომ... – თითქოს შეეპასუხა მერედითი.
– სწორია – რატომ? – მაშინვე შეაწყვეტინა პუარომ. – რატომ იჟინებდა ქეროლაინ
კრეილი თვითმკვლელობის ვერსიას? პასუხი ძალზე მარტივია, იმიტომ, რომ მან
იცოდა, ვინ მოწამლა მისი ქმარი და მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა, ოღონდ იმ
ადამიანზე არ მიეტანათ ეჭვი.
აქედან შორს არაა ჩვენი ისტორიის დასასრული. ვინ იყო ეს ადამიანი? ხელს
დააფარებდა იგი ფილიპ ბლეიკს? ან მერედითს? ელზა გრირს? ან სესილი უილიამსს?
არა, არსებობდა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც იგი დაიცავდა, რადაც არ უნდა
დაჯდომოდა ეს.
იგი დადუმდა.
– მის უორენ, – განაგრძო მან, – თუ თქვენ ჩამოიტანეთ თქვენი დის ბოლო წერილი,
ვისურვებდი ხმამაღლა წაგვეკითხა იგი.
– არა, – თქვა ანჯელა უორენმა.
– მაგრამ, მის უორენ...
ანჯელა წამოდგა.
– კარგად მესმის, რას გულისხმობთ, – მას გამყინავი ხმა ჰქონდა.– თქვენ გინდათ
თქვათ, რომ მე მოვკალი ემიას კრეილი და ჩემმა დამ იცოდა ეს, არა? მე სრულიად
უარვყოფ თქვენს ბრალდებას.
– წერილი... – ისევ წამოიწყო პუარომ.
– წერილი მხოლოდ ჩემთვისაა განკუთვნილი.
პუარომ შეხედა ორ ყველაზე ახალგაზრდას იქ მყოფთა შორის.
– გთხოვთ, დეიდა ანჯელა, – თქვა კარლა ლემარშანმა, – გააკეთეთ, რასაც მსიე
პუარო გთხოვთ.
– იფიქრე, რას ამბობ, კარლა? – გაცხარებით თქვა ანჯელა უორენმა, – ნუთუ პატივს
არ სცემ დედაშენის ხსოვნას?
– ქეროლაინ კრეილი ჩემი დედა იყო. – მტკიცედ და გარკვევით წარმოთქვა კარლამ.
– ამიტომაც მე უფლება მაქვს, გთხოვოთ. მისი სახელით ვლაპარაკობ. მინდა, წერილი
წაიკითხოთ.
ანჯელა უორენმა ჩანთიდან წერილი ნელა ამოიღო და პუაროს მიაწოდა.
– რატომ გაჩვენეთ? – მწარედ წარმოთქვა მან.
მიტრიალდა და ფანჯარაში გაიხედა.
ვიდრე პუარო ხმამაღლა კითხულობდა ქეროლაინ კრეილის უკანასკნელ წერილს,
ოთახში ჩრდილები ჩამოწვა, და კარლას უცებ მოეჩვენა, რომ ოთახში კიდევ ვიღაც
მკითხველთა ლიგა
გაჩნდა, ვინც ისმენდა, სუნთქავდა, ელოდა. „ის აქ არის – გაიფიქრა მან, – დედა აქ
არის. ქეროლაინ კრეილი აქ არის, ამ ოთახში“.
ერკიულ პუარომ კითხვა დაამთავრა.
– მე მგონი, ყველანი მეთანხმებით, რომ ეს არაჩვეულებრივი წერილია, შესანიშნავი
წერილი, მაგრამ ძალიან უცნაური, ვინაიდან აქ ყველაზე მთავარი რამ არ არის, იგი არ
უარყოფს ბრალდებას.
– ეს აუცილებელი არ იყო, – თქვა ანჯელა უორენმა ისე, რომ არ შემობრუნებულა.
– დიახ, მის უორენ, ეს აუცილებელი არ იყო. ქეროლაინ კრეილს არ სჭირდებოდა
თავისი დის დარწმუნება თავის უდანაშაულობაში, ვინაიდან თვლიდა, რომ დამ ეს
მშვენივრად იცის. ყველაზე მეტად იმ წუთს ქეროლაინ კრეილს სურდა
დაემშვიდებინა და გაემხნევებინა თავისი და და ხელი შეეშალა მისთვის ემიას
კრეილის მკვლელობის აღიარებაში. ტყუილად არ იმეორებს იგი რამოდენიმეჯერ:
„ყველაფერი კარგადაა, ძვირფასო, ყველაფერი კარგადაა“.
– რაზე ლაპარაკობთ? – აღშფოთდა ანჯელა უორენი. – მას უბრალოდ სურდა,
ბედნიერი ვყოფილიყავი, და მორჩა.
– დიახ, მას სურდა, რომ თქვენ ბედნიერი ყოფილიყავით, ეს სავსებით ნათელია.
იგი მხოლოდ ამაზე ფიქრობს. მას ჰყავს შვილი, მაგრამ ის არ ფიქრობს შვილზე. მასზე
იგი შემდეგ იფიქრებს. არა, მისი ფიქრები მხოლოდ დითაა დაკავებული. მან უნდა
დაამშვიდოს იგი, ხელი შეუწყოს, ისწავლოს, როგორ მიაღწიოს წარმატებას, როგორ
გახდეს ბედნიერი, და უფრო ადვილი რომ ყოფილიყო ანჯელასათვის დისაგან ამ
საჩუქრის მიღება, ქეროლაინი წერს ამ მნიშვნელოვან ფრაზას: „ვალი ყოველთვის
უნდა გადაიხადო“.
ეს ერთადერთი ფრაზა ყველაფერს ხსნის. იგი აშკარად მეტყველებს იმ მძიმე
ტვირთზე, რომელსაც ქეროლაინი იმ დროიდან ატარებდა, როცა ახალგაზრდული
სიავის შემოტევისას უმცროს დას პრეს-პაპიე ესროლა და ამით სამუდამოდ
დაამახინჯა. ახლა მას ბოლოს და ბოლოს გაუჩნდა საშუალება ვალი დაებრუნებინა,
და თუ ეს დაგამშვიდებთ, შემიძლია გითხრათ: ნამდვილად მჯერა, რომ როცა
საშუალება მიეცა თავისი დანაშაული გამოესყიდა დის წინაშე, ქეროლაინმა ისეთი
სიმშვიდე ჰპოვა, რომლის მსგავსი ადრე არ ჰქონია. სჯეროდა რა, რომ ვალს იხდიდა,
მან ადვილად გაუძლო მძიმე გამოცდას სასამართლოზე და განაჩენის გამოტანის
დროს. უცნაურია, როცა სიკვდილმისჯილ მკვლელზე ვლაპარაკობთ, ვამბობთ, რომ
მას ჰქონდა ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო. უფრო მეტიც, ვიდრე
წარმოიდგენდით, და ახლავე დაგიმტკიცებთ.
შეხედეთ, როგორ ლაგდება ყველაფერი, რაც ქეროლაინის საქციელს შეეხება, თავის
ადგილზე ასეთი ახსნით. შეხედეთ მოვლენების მსვლელობას მისი თვალსაწიერიდან.
დავიწყოთ იქიდან, რომ წინა საღამოს მოხდა ჩხუბი, რამაც მას საკუთარი
უდისციპლინობა მოაგონა, როცა გოგონა იყო. ანჯელა ემიასს პრეს-პაპიეს ესვრის,
ანუ ისევე იქცევა, როგორც თვითონ მოიქცა მრავალი წლის წინათ. ანჯელა უყვირის,
რომ კარგი იქნებოდა, თუ ემიასი მოკვდებოდა, მეორე დილით კი, როცა ქეროლაინი
საკუჭნაოში შედის, ხედავს ანჯელას, რომელიც ლუდის ბოთლებს უტრიალებს.
გავიხსენოთ მის უილიამსის სიტყვები: „იქ ანჯელა იყო. დამნაშავე სახე ჰქონდა...“
დამნაშავე იმის გამო, რომ იგი არ ასრულებს თავის მოვალეობებს, გადაწყვიტა მის
უილიამსმა, მაგრამ ქეროლაინისათვის დანაშაულზე წასწრებული ანჯელას სახე სულ
სხვა რამეს ნიშნავს. გაიხსენეთ, რომ ერთხელ ანჯელამ უკვე ჩაუდო რაღაც ემიასს
ჭიქაში. აი, სწორედ ეს გაიხსენა ქეროლაინმა.

მკითხველთა ლიგა
ქეროლაინი ართმევს ბოთლს ანჯელას ხელიდან და მიდის საჭურვლის ბაღში, იქ
იგი ასხამს ლუდს ჭიქაში და ემიასს აწვდის. იგი სულმოუთქმელად სვამს, შემდეგ
იჭყანება და ამბობს სიტყვებს, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს: „დღეს
ყველაფერს საზიზღარი გემო აქვს“.
იმ წუთს ქეროლაინი ვერაფერს ეჭვობს, მაგრამ სადილის შემდეგ მიდის
საჭურვლის ბაღში, სადაც ქმარს მკვდარს პოულობს. უეჭველია, იგი მოწამლეს. მას
თვითონ ეს არ გაუკეთებია, მაშ ვინ? და მაშინვე ახსენდება ანჯელას მუქარა, ანჯელას
სახე, როდესაც მას ლუდის ბოთლთან წაასწრეს. მაგრამ რატომ გააკეთა გოგონამ ეს?
რათა სამაგიერო გადაუხადოს ემიასს, ეგებ, მოკვლის სურვილის გარეშე, უბრალოდ,
ცუდად რომ გახდეს, გული აერიოს? ან, ეგებ, ასე ქეროლაინის გამო მოიქცა? გაიგო,
რომ ემიასს სურს მიატოვოს მისი და? ქეროლაინს ახსოვს, ძალიან კარგად ახსოვს
საკუთარი თავშეუკავებლობა ანჯელას ასაკში და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს
თავში. როგორ იხსნას ანჯელა? ანჯელას ხელში ბოთლი ეჭირა – მასზე მისი თითის
ანაბეჭდი იქნება. ბოთლს სასწრაფოდ წმენდს. ოღონდ მოახერხოს, დაარწმუნოს
ხალხი, რომ ეს თვითმკვლელობა იყო! თუ ბოთლზე თვით ემიასის თითის
ანაბეჭდები იქნება! იგი ცდილობს თითები ბოთლს მიადოს – ჩქარა მოქმედებს,
აყურადებს, ხომ არავინ შემოვიდა ბაღში...
თუ ასეთ ვარაუდს ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, მაშინ ყველაფერი დანარჩენიც თავის
ადგილზე დადგება. მისი გამუდმებული ღელვა ანჯელას ბედის გამო, სურვილი,
მალე გააგზავნოს ანჯელა, მცდელობა, რომ ანჯელამ არაფერი იცოდეს. ქეროლაინს
ეშინია, რომ პოლიცია დაკითხავს ანჯელას, დაბოლოს, იგი უბრალოდ მოითხოვს,
რომ ანჯელა სასამართლოს დაწყებამდე საზღვარგარეთ წაიყვანონ. ამიტომაც მას
ეშინია, რომ ანჯელა თავს ვერ შეიკავებს და გამოტყდება.

მკითხველთა ლიგა
თავი IV

სიმართლე

ანჯელა უორენი იქ მყოფთაკენ ნელა შემობრუნდა. მკაცრი, ზიზღიანი მზერით


შეათვალიერა მისკენ მიმართული სახეები.
– თქვენ ყველანი ბრმა იდიოტები ხართ, – აი, ვინ ხართ. ნუთუ არ გესმით, ეს რომ
მე ჩამედინა, მაშინვე ვაღიარებდი. არასოდეს მივცემდი უფლებას ქეროლაინს ჩემს
გამო ეტანჯა. არასოდეს!
– მაგრამ თქვენ გახსენით ლუდი, – თქვა პუარომ.
– მე? ლუდი გავხსენი?
პუარო მერედით ბლეიკს მიუბრუნდა.
– თქვენს ნაამბობში თქვენ ახსენეთ, რომ იმ დილით, როცა დანაშაული მოხდა, აქ,
ამ ოთახში, რომელიც სწორედ თქვენი საძინებლის ქვეშაა, რაღაც ხმები შემოგესმათ.
ბლეიკმა თავი დაუქნია.
– მაგრამ ეს მხოლოდ კატა იყო.
– რა იცით, რომ ეს კატა იყო?
– მე... მე არ მახსოვს. მაგრამ ეს კატა იყო. დარწმუნებული ვარ, რომ კატა იყო.
ფანჯარა იმდენად იყო შეღებული, რომ მხოლოდ კატას შეეძლო შეძვრომა.
– მაგრამ ჩარჩო არ იყო დამაგრებული და ამიტომაც ადვილად შეიძლებოდა მისი
აწევ-დაწევა. ესე იგი, აქ კაციც შეიძლება შემომძვრალიყო.
– დიახ, მაგრამ მე ვიცი, რომ კატა იყო.
– ნახეთ იგი?
– არა... არ მინახავს, – შეცბუნდა ბლეიკი, დადუმდა, მოიღუშა, – და მაინც ვიცი.
– ახლა აგიხსნით, საიდან იცით. მანამდე კი თქვენს ყურადღებას შემდეგ
გარემოებას მივაპყრობ. იმ დილით ნებისმიერ ადამიანს შეეძლო შემოსულიყო
სახლში, შეეღწია თქვენს ლაბორატორიაში, აეღო თაროდან ის, რაც სჭირდებოდა და
შეუმჩნევლად გასულიყო. შემდეგ, თუკი ეს ვიღაც მოვიდოდა ოლდერბერიდან, ის
ვერ იქნებოდა ვერც ფილიპ ბლეიკი, ვერც ელზა გრირი, ვერც ემიას კრეილი, ვერც
ქეროლაინ კრეილი. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რითი იყვნენ ეს ოთხნი
დაკავებულნი. რჩებიან ანჯელა უორენი და მის უილიამსი. მის უილიამსი აქ იყო, იგი
თქვენ იხილეთ, როცა სახლიდან გამოხვედით. მან გითხრათ, რომ ანჯელას ეძებს.
ანჯელა დილით საბანაოდ წავიდა, მაგრამ მის უილიამსმა იგი ვერც წყალში ნახა,
ვერც კლდეებზე. ანჯელას ადვილად შეეძლო გადაეცურა ყურე – რაც მოგვიანებით
გააკეთა, როცა ფილიპ ბლეიკთან ერთად საბანაოდ წავიდა, – მისულიყო სახლთან,
შემძვრალიყო ფანჯარაში და იქიდან რაღაც აეღო.
– მსგავსი არაფერი გამიკეთებია – აღშფოთდა ანჯელა უორენი, – ყოველ
შემთხვევაში...
– აჰა! – გამარჯვებული ხმით წამოიძახა პუარომ, – გაგახსენდათ! თქვენ მითხარით,
რათა ემიას კრეილისათვის მწარე ხუმრობა ჩაგეტარებინათ, გადმოისხით ცოტა რამ,
რასაც „კატის ნაყენს“ ეძახიან და ჩაასხით...
მკითხველთა ლიგა
– ვალერიანი? – მოისაზრა მერედით ბლეიკმა, – რა თქმა უნდა.
– სწორედ. აი, ამიტომაც დაასკვენით, რომ ლაბორატორიაში კატა იყო. თქვენ
ძალიან მგრძნობიარე ხართ სუნების მიმართ. თქვენ ვალერიანის სუსტი სუნი გეცათ,
თუმცა არ გაგიცნობიერებიათ და ქვეცნობიერად მიხვედით დასკვნამდე – კატა.
კატებს უყვართ ვალერიანი და მის გამო, სადაც გინდა, იქ შეძვრებიან. ვალერიანს
საკმაოდ უსიამოვნო გემო აქვს, და თქვენი წინა დღის ლექციის შემდეგ, ანცმა მის
ანჯელამ გადაწყვიტა ვალერიანი ჩაესხა ლუდში, რომელსაც, როგორც მან იცოდა,
ემიასი ერთი მოყუდებით სვამდა.
– ნუთუ, ეს იმ დღეს იყო? – გაუკვირდა ანჯელა უორენს. – კარგად მახსოვს, როგორ
გადავისხი ვალერიანი. დიახ, ისიც მახსოვს, ლუდი როგორ ავიღე, მაგრამ შემოვიდა
ქეროლაინი და კინაღამ წამასწრო! რა თქმა უნდა, მახსოვს... მაგრამ ამას რაღაც ვერ
ვუკავშირებდი იმ დღეს.
– რა თქმა უნდა, არა, იმიტომ რომ ეს ორი მოვლენა თქვენს ცნობიერებაში
ერთმანეთთან არ ასოცირდებოდა. ერთი ცელქობად ჩაითვლებოდა, მეორე ტრაგედია
იყო, რომელიც მეხივით დაგატყდათ თავს და იქ ყველა სხვა უფრო წვრილმანი
მოვლენა მეხსიერებიდან გამოდევნა. რაც შემეხება მე, მე შევნიშნე, რომ, როცა თქვენ
ამაზე ლაპარაკობდით, ასე თქვით: „კატის ნაყენი გადმოვისხი, რათა ემიასისათვის
ლუდში ჩამესხა“.. თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს ჩაიდინეთ.
– არ მითქვამს, იმიტომ რომ არ ჩამიდენია. ქეროლაინი სწორედ იმ წუთს შემოვიდა,
როცა საცობს ვაძრობდი. ოჰ! – წამოიძახა მან – ესე იგი, ქეროლაინმა გადაწყვიტა...
გადაწყვიტა, რომ ეს მე...
იგი დადუმდა, მიმოიხედა, და თავისი ჩვეული ცივი ტონით დაასკვნა:
– თქვენ ყველანი, ალბათ, ასევე ფიქრობთ, არა? – იგი დადუმდა.
– ემიასი მე არ მომიკლავს. – თქვა მან. არც ავი ცელქობის, არც სხვა რაიმე მიზეზის
გამო. ეს რომ გამეკეთებინა, ჩუმად არ ვიქნებოდი.
– რა თქმა უნდა, არა, ძვირფასო, – მხარი დაუჭირა მის უილიამსმა. მან ერკიულ
პუაროს შეხედა, – მარტო სულელს შეიძლება მოსვლოდა აზრად მსგავსი რამ.
– მე სულელი არა ვარ, – მშვიდად უთხრა ერკიულ პუარომ. – და არც ვფიქრობ ამას.
მშვენივრად ვიცი, ვინ მოკლა ემიას კრეილი.
დადუმდა.
– ფაქტებს მტკიცებად ვერ ჩავთვლი, ვინაიდან ისინი არ არიან მტკიცებები,
მაგალითად, სიტუაცია, რომელიც ოლდერბერიში შეიქმნა, ცნობილი სიტუაცია –
ორი ქალი და ერთი კაცი. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ემიას კრეილი
აპირებდა ცოლის დატოვებას სხვა ქალის გამო, მე კი გეუბნებით, რომ მსგავსი
არაფერი მას არ უფიქრია.
ქალებით ადრეც გატაცებულა. ის მათ ეკუთვნოდა. ვიდრე გატაცება
გრძელდებოდა, იგი ჭკუას კარგავდა მათთვის, მაგრამ მალე დგებოდა დასასრული.
ქალები, რომლებიც მას უყვარდებოდა, ჩვეულებრივ, გამოცდილი ქალები იყვნენ და
მისგან არაფერს ითხოვდნენ. მაგრამ ამჯერად ქალმა მოთხოვნები წაუყენა. და იგი,
უნდა ითქვას, არც იყო ქალი. იგი ახალგაზრდა ქალი იყო, და, ქეროლაინ კრეილის
აზრით, უკიდურესად გულღია... სიტყვით ბევრი რამის მომსწრე და ცრურწმენისაგან
თავისუფალი გეგონებოდათ, მაგრამ სიყვარულში საკმაოდ მიზანსწრაფული იყო.
იმის გამო, რომ თავად გრძნობდა ემიასის მიმართ ყოვლისმომცველ სიყვარულს, მან
გადაწყვიტა, რომ ისიც იგივეთი პასუხობს. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მისი
სიყვარული სიკვდილამდეა. ემიასისათვის არაფერი უკითხავს, ისე გადაწყვიტა, რომ
იგი ცოლს დატოვებს.
მკითხველთა ლიგა
მაგრამ რატომ? მკითხავთ თქვენ. არ შეეცადა ემიას კრეილი მის გადარწმუნებას?
ჩემი პასუხი იქნება – სურათის გამო. მას სურდა, დაესრულებინა იგი.
ზოგიერთისათვის ის წარმოუდგენელი იქნება, მაგრამ არა მათთვის, ვინც იცნობს
მხატვრებს, და ძირითადად, ჩვენ უკვე დავეთანხმეთ ასეთ ახსნას. ახლა უფრო
გასაგები ხდება კრეილის საუბარი მერედით ბლეიკთან. კრეილი შეცბუნებულია, იგი
ბლეიკს მხარზე ხელს უთათუნებს და ოპტიმისტურად არწმუნებს, რომ მთელი ეს
ისტორია კეთილად დამთავრდებოდა. ემიას კრეილს გახსოვთ, ყველაფერი მარტივად
ეჩვენებოდა. ის ხატავს სურათს, თუმცა მას ხელს უშლის ორი, როგორც იგი უწოდებს,
ეჭვიანი ფსიქოპატი ქალი. მაგრამ არც ერთს მისცემს უფლებას ხელი შეუშალონ იმის
გაკეთებაში, რასაც იგი თავისი ცხოვრების ძირითად საქმედ თვლის.
მას რომ ელზასთვის სიმართლე ეთქვა, სურათის ამბავი დასრულებული იქნებოდა.
შესაძლოა მაშინ, როცა მისი გრძნობა ქალის მიმართ ჩაისახა, მან სერიოზულად თქვა
რაღაც ცოლის დატოვების თაობაზე. კაცები, როცა მათ უყვართ, ხშირად ამბობენ
მსგავს რაღაცეებს. მაგრამ გამორიცხული არაა, რომ იგი უბრალოდ თავს აჩვენებდა,
რომ ეს შეიძლება მოხდეს. მისთვის აბსოლუტურად სულ ერთი იყო, რის იმედი აქვს
ელზას. იფიქროს, რაც უნდა, ოღონდ ერთი-ორი დღე კიდევ გაჩერდეს.
შემდეგ – შემდეგ კი ეტყვის სიმართლეს, აუხსნის, რომ მათი რომანი დასრულდა.
იგი ის კაცი იყო, რომელსაც სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა.
მე მგონი იგი სულ დასაწყისიდან ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ელზასთან
სიახლოვის საშუალება. მან გააფრთხილა იგი, უთხრა, რას წარმოადგენდა, მაგრამ
ქალმა მისი გაფრთხილება ყურად არ იღო. იგი ცდილობდა, დაეჩქარებინა
ბედისწერა. კრეილის მსგავსი მამაკაცისათვის ქალი – მხოლოდ სასურველი
ნადავლია. მისთვის რომ ეკითხათ, იგი უპასუხებდა, რომ ელზა ახალგაზრდა იყო და
მალე დაივიწყებდა ყველაფერს. აი, როგორ ფიქრობდა ემიას კრეილი.
თუკი მას ვინმე უყვარდა, ეს მისი ცოლი იყო. მაგრამ მასზე დიდად არ ნაღვლობდა.
კიდევ რამოდენიმე დღე უნდა მოითმინოს – მორჩა და გათავდა. ძალიან
გაბრაზებული იყო ელზაზე, იმის გამო, რომ მან ზედმეტი იტლიკინა, მაგრამ
თვლიდა, რომ ყველაფერი გამოსწორდება. ქეროლაინი, როგორც არაერთხელ
მანამდე, აპატიებს. ელზა კი... ელზა უნდა შეურიგდეს ბედს. ასე ადვილად წყვეტენ
ცხოვრებისეულ პრობლემებს ემიასის მსგავსი ადამიანები.
მაგრამ, ვგონებ, იმ ბოლო საღამოს იგი მართლაც აღელდა. ელზაზე კი არა,
ქეროლაინზე. შესაძლოა, მან მიაკითხა ცოლს ოთახში, მაგრამ მან უარი უთხრა
საუბარზე. ყოველ შემთხვევაში, მან მშფოთვარე ღამის შემდეგ ნასაუზმევს
ქეროლაინი ბიბლიოთეკაში წაიყვანა და სიმართლე უთხრა: გამოუტყდა თავის
გატაცებაში ელზათი, მაგრამ თქვა, რომ ყველაფერი დამთავრდა, როგორც კი სურათი
დასრულდება, იგი ელზას სამუდამოდ დაშორდებოდა.
ამის პასუხად ქეროლაინ კრეილმა აღშფოთებით წამოიძახა: „შენ და შენი ქალები!“
ეს ფრაზა, როგორც ხედავთ, ელზას ემიასის ადრინდელ გატაცებებთან, რომლებიც
სამუდამოდ გაქრნენ, ერთ რიგში აყენებს. და დაუმატა; „ოდესმე მოგკლავ“.
ქეროლაინი გაბრაზებული იყო, მას აღაშფოთებდა ემიასის უგრძნობელობა და
უხეშობა ქალიშვილის მიმართ. როცა ფილიპ ბლეიკმა იგი ჰოლში დაინახა, და
გაიგონა, როგორ ჩურჩულებდა: „ეს მეტისმეტი სიმკაცრეა!“ იგი თავის თავზე კი არ
ფიქრობდა, არამედ ელზაზე. რაც შეეხება კრეილს, იგი ბიბლიოთეკიდან გამოსული
შეხვდა ელზას ფილიპ ბლეიკთან ერთად და უცერემონიოდ უბრძანა ბაღში
წასულიყო და ეპოზიორა, მაგრამ მან არ იცოდა, რომ ელზამ, ბიბლიოთეკის
ფანჯარასთან მჯდომმა, მისი ცოლთან საუბარი მთლიანად მოისმინა, და,რასაც
მკითხველთა ლიგა
ყვებოდა, რა მოესმა, ტყუოდა. გაიხსენეთ, რომ მხოლოდ მას ესმოდა. წარმოიდგინეთ
მისი სასოწარკვეთა, როცა მწარე სიმართლე მოისმინა:
წინა დღით, მერედით ბლეიკის სიტყვებით, როცა იგი ელოდა, როდის
გამოვიდოდა ქეროლაინი ლაბორატორიიდან. იგი კარებში ოთახისაკენ ზურგით
იდგა და ელზა გრირს ესაუბრებოდა. ესე იგი, ელზა ოთახისკენ სახით იდგა და
შეეძლო დაენახა ყველაფერი, რასაც იქ ქეროლაინი აკეთებდა, მხოლოდ მას, და მეტს
არავის.
მან დაინახა, როგორ აიღო ქეროლაინმა საწამლავი. მას არაფერი უთქვამს, მაგრამ,
ბიბლიოთეკის ფანჯარასთან მჯდომს, გაახსენდა.
როცა ტერასაზე ემიას კრეილი გამოჩნდა, ელზა პულოვერის ჩამოტანის მიზეზით
ავიდა ქეროლაინის საძინებელში ამ საწამლავის მოსაძებნად. ქალებმა საერთოდ
იციან, სად მალავენ სხვა ქალები ნივთებს. მან იპოვა საწამლავი და ისე, რომ არ
დაავიწყდა, რომ ფლაკონზე ანაბეჭდები არ უნდა დარჩეს, ცოტა ნაყენი ავტოკალმის
პიპეტით აიღო.
შემდეგ იგი ქვევით ჩავიდა და კრეილთან ერთად საჭურვლის ბაღში წავიდა. იქ კი
შხამი ჩაასხა ლუდში, რომელიც ემიასმა, ჩვეულებისამებრ ერთი მოსმით გადაყლუპა.
ამ დროს ქეროლაინ კრეილი სწუხდა. მან დაინახა, როგორ შემიბრუნდა ელზა
სახლში (ამჯერად ნამდვილად თავისი პულოვერის ასაღებად), შემდეგ კი სწრაფად
გაიქცა საჭურვლის ბაღში და დაიწყო ქმართან ჩხუბი. ის, რასაც ემიასი აკეთებს,
სირცხვილია! ქეროლაინი ამას არ მოითმენს! ის სასტიკია და არაადამიანური
ქალიშვილის მიმართ! ემიასმა გაბრაზებულმა იმიტომ, რომ იგი აიძულეს
შეეწყვიტა სამუშაო, თქვა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, რომ, როგორც კი
დაამთავრებს სურათს, მიაბრძანებს ელზას. კი არ გააცილებს, მიაბრძანებს.
„ყველაფერი გადაწყვეტილია მივაბრძანებ. გეუბნები“.
შემდეგ მას ორივე ბლეიკის ნაბიჯების ხმა შემოესმა, და ქეროლაინი, ოდნავ
შეცბუნებული, გამოვიდა და რაღაც ჩაიბუტბუტა ანჯელას სკოლაში წასვლის
თაობაზე, რომ უამრავი საქმე აქვს. ბუნებრივია, ძმებმა გადაწყვიტეს, რომ საუბარი,
რომელიც უნებლიედ მოისმინეს, ანჯელას შეეხებოდა და სიტყვები „მე მას
მივაბრძანებ“ გადაიქცა „მე მას გავაცილებ“.
ამ დროს ბილიკზე გამოჩნდა მომღიმარი ელზა პულოვერით ხელში და თავის
ადგილას ჩამოჯდა.
იგი რა თქმა უნდა, იმედოვნებდა, რომ ეჭვი ქეროლაინზე ექნებათ, მით უმეტეს,
რომ მის ოთახში იპოვნიან კონიუმიან ფლაკონს, მაგრამ ქეროლაინმა კიდევ უფრო
შეუწყო ხელი. მან მიუტანა ქმარს ლუდი და ჭიქაში თავად ჩამოასხა.
ემიასმა ერთი გადაკვრით დაცალა იგი, დაიჭყანა და თქვა: „დღეს ყველაფერს
საძაგელი გემო აქვს“.
გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენიშვნა? „დღეს ყველაფერს საძაგელი გემო
აქვს?“ ესე იგი, მან მანამდეც გასინჯა რაღაც უსიამოვნო, რისგანაც პირში აქამდე
ცუდი გემო ჰქონდა? და კიდევ ერთი: ფილიპ ბლეიკმა ახსენა კრეილის არამყარი
სიარული და ეჭვი გამოთქვა, „ხომ არ დაულევია“. ეს არამყარი ნაბიჯი იყო იმის
პირველი ნიშანი, რომ კონიუმი უკვე მოქმედებს, და ეს ნიშნავდა, რომ მას საწამლავი
მანამდე მისცეს, ვიდრე ქეროლაინი ყინულოვან ლუდს მოუტანდა.
ამრიგად, ელზა გრირი იჯდა ქვის ღობეზე, პოზირებდა და, ვინაიდან მას ხელი
უნდა შეეშალა ემიასისათვის, რაიმეში რომ არ დაეჭვებულიყო, ვიდრე საკმაოდ
გვიანი არ იქნებოდა, მხიარულად და სრულიად ბუნებრივად ესაუბრებოდა მას.

მკითხველთა ლიგა
სკამზე მერედითი რომ დაინახა, ხელი დაუქნია და ამით თავისი როლი მასთანაც
ითამაშა.
ემიას კრეილი კი, რომელსაც ყოველგვარი დაავადება სძულდა და არ სურდა
დანებებულიყო, ჯიუტად ხატავდა და ხატავდა, ვიდრე კიდურები არ გაუხევდა,
მეტყველება გაუგებარი გაუხდა, და მაშინ სკამის ზურგზე უმწეოდ გადაწვა, მაგრამ
გონება ჯერ კიდევ ნათელი ჰქონდა.
სადილის გონგმა ჩამოჰკრა. მერედითი წამოდგა და ბაღის ჭიშკართან მივიდა. იმავ
წუთს ელზა ჩამოხტა კედლიდან, მიირბინა მაგიდასთან და საწამლავის ბოლო
წვეთები ჩაასხა ჭიქაში, სადაც სუფთა ლუდი იყო (პიპეტი მან სახლისაკენ მიმავალ
ბილიკზე გადააგდო, ქვიშაში გასრისა), ჭიშკართან კი მერედითს შეხვდა.
ხეების ჩრდილიდან ბრაზიანად იყურებოდა ემიასი. მერედითი ცუდად ხედავდა –
იგი მხოლოდ იმას ამჩნევდა, რომ მისი ახლობელი იჯდა ს სკამზე გადაწოლილი და
ავად იყურებოდა.
ერკიულ პუარომ კედელზე ჩამოკიდებულ სურათზე მიანიშნა.
– ყველაფერს უნდა მივმხვდარიყავი, როგორც კი ეს სურათი დავინახე, ვინაიდან ეს
არაჩვეულებრივი პორტრეტია. ეს არის მკვლელის პორტრეტი მსხვერპლის მიერ
შესრულებული, – პორტრეტი ქალიშვილისა, რომელიც უყურებს, როგორ კვდება
მისი შეყვარებული.

მკითხველთა ლიგა
თავი V

ეპილოგი

ჩამოვარდნილ სიჩუმეში – იქ მყოფნი მოულოდნელობისაგან გაშრნენ – გაქრა


ჰორიზონტს მიღმა ნელა ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივიც, რომელიც
ფანჯარასთან მჯდომი ქალის მუქთმიან თავს ანათებდა. ქალი მოვერცხლისფრო
ბეწვში ეხვეოდა.
ელზა დითიშემი შეინძრა და დაიწყო ლაპარაკი.
– გაიყვანეთ ყველა, მერედით, – თქვა მან. – მსიე პუაროსთან მარტო მსურს
დარჩენა.
და ისევ გაშეშდა უძრავად, ვიდრე კარი არ გაიხურეს.
– ალბათ თავს ძალიან ჭკვიანად თვლით, არა? – იკითხა მან.
პუარომ არაფერი უპასუხა.
– რა გინდათ ჩემგან? ვაღიარო?
პუარომ თავი გაიქნია.
– ამას მაინც არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ! – განაცხადა ელზამ – და
არასოდეს ვაღიარებ, რომ მართალი ხართ, იმას, რასაც ჩვენ აქ ვამბობთ, მნიშვნელობა
არა აქვს, მოწმეები არა გვყავს.
– სავსებით სამართლიანია.
– მსურს ვიცოდე, რის გაკეთებას აპირებთ.
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვაიძულო სასამართლო ხელისუფლება სიკვდილის
შემდეგ გაამართლოს ქეროლაინ კრეილი.
– რა სისულელეა! – ჩაეცინა ელზას, – გაამართლო ადამიანი იმაში, რაც არ
ჩაუდენია. მე რას მიპირებთ? – იკითხა მან.
– ჩემს მოსაზრებებს კომპეტენტურ პირებს წარვუდგენ. თუ ისინი მივლენ
დასკვნამდე, რომ არის საშუალება პასუხისგებაში მიგცენ, მაშინ ისინი დაიწყებენ
მოქმედებას. ჩემის აზრით, მტკიცებები ცოტაა – მხოლოდ დასკვნების და არა
ფაქტები. უფრო მეტიც, სასამართლო ხელისუფლება საკმაოდ უხალისოდ აღძრავს
საქმეს თქვენი სოციალური მდგომარეობის მქონე ადამიანის წინააღმდეგ, გარდა
საგანგებო მდგომარეობებისა.
ელზამ თქვა:
– ეს მე არ მაღელვებს. თუ მომიწევს განსასჯელის სკამზე ჯდომა, საკუთარი
სიცოცხლისათვის ბრძოლა, მაშინ რაღაც მაინც იქნება – ცხოვრება, მღელვარება...
შესაძლოა, ეს მე....მომწონებოდა.
– ნაკლებად სავარაუდოა, თქვენს ქმარს მოსწონებოდა.
მან ყურადღებით შეხედა პუაროს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ მე ოდნავ მაინც მაღელვებს ჩემი ქმრის გძნობები?
– არა, მე ასე არ ვფიქრობ. სინამდვილეში მე არ მგონია, რომ თქვენს ცხოვრებაში
ოდესმე გაინტერესებდათ სხვა ადამიანის გრძნობები. ასეთი ინტერესი რომ
გქონოდათ, ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდით.
მკითხველთა ლიგა
ელზამ მკვახედ იკითხა:
– რატომ გებრალებით?
– იმიტომ, რომ თქვენ ბავშვი ხართ, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა
სჭირდება.
– სახელდობრ, რის?
– უფროსების ყველა გრძნობის: შეცოდების, სიმპათიის, გაგების...ერთადერთი რაც
თქვენ იცით – და, რაც ოდესმე იცოდით – ეს არის სიყვარული და სიძულვილი.
ელზამ თქვა:
– მე დავინახე, როგორ აიღო ქეროლაინმა მათოთი. ვიფიქრე, რომ მას თავის
მოკვლა უნდოდა. ეს ყველაფერს გაამარტივებდა. მეორე დღეს დილით კი გავიგე,
რომ... მან თქვა, რომ მე მისთვის სულერთი ვარ, რომ არ ვუყვარვარ, რომ ყველაფერი
დამთავრდება, როგორც კი ჩემი პორტრეტის ხატვას დაასრულებს, რომ ქეროლაინმა
არ უნდა იღელვოს... და მას შევეცოდე. თქვენ გესმით, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის? მე
მოვძებნე შხამი და მივეცი მას. ვუყურებდი, როგორ კვდებოდა. არასდროს
მიგვრძვნია თავი ასე ბედნიერად, ძლიერად. მე ვუყურებდი, როგორ კვდებოდა... –
მან ხელები გაიწოდა – და ვერ ვხვდებოდი, რომ თავს ვიკლავდი და არა მას.
შემდეგ მე ვიზრუნე, რომ ქეროლაინი ხაფანგში გაბმულიყო. სამწუხაროდ,
ვერაფერს გავხდი. ვერ შევძელი მისთვის ზიანი მიმეყენებინა. მისთვის ყველაფერი
სულერთი იყო. ამ ყველაფრის მიღმა გაიარა და თავს უშველა. მან და ემიასმა თავი
იხსნეს – ორივენი წავიდნენ... ჩემთვის მიუწვდომელია... ისინი კიარა, მე მოვკვდი.
ელზა დითიშემი წამოდგა და კარისაკენ გაემარტა. შემდეგ მოტრიალდა და
გაიმეორა:
– მე მოვკვდი...
ჰოლში მან ჩაუარა ორ ახალგაზრდას, რომელთა ცხოვრებაც ახლა იწყებოდა.
მძღოლს მანქანის კარი გამოეღო. ლედი დითიშემი მანქანაში ჩაჯდა. მძღოლმა
მუხლებზე ბეწვეული შემოახვია.

მკითხველთა ლიგა
შენიშვნები

1. Toyt de meme – და მაინც... (ფრანგ.)


2. შექსპირი. „რომეო და ჯულიეტა“, მოქ. II, სურ, 2. თარგმანი ვახტანგ ჭელიძისა.
3. ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის დიალოგი.
4. უილიამ შექსპირი. „რომეო და ჯულიეტა“. მოქ. II. სურ. 2. (თარგმანი ვახტანგ
ჭელიძისა).

მკითხველთა ლიგა

You might also like