You are on page 1of 336

1 მკითხველთა ლიგა

ემა კლაინი

გოგონები

2 მკითხველთა ლიგა
მიძღვნა

მინდა მადლობა გადავუხადო კეიტ მედინასა და ბილ კლეგს


ფასდაუდებელი დახმარებისთვის. ასევე ანა პიტონიაკს, დერილ
ჰაგუდს, პიტერ მენდელსანდს, ფრედ და ნენსი კლაინებს და
ჩემს ძმებსა და დებს: რამზის, ჰილარის, მეგანს, ელზის, მაიამსა
და ჰენრის.

ავტორის შესახებ

ემა კლაინი 2014 წელს „პარიზის რევიუს“ პლიმპტონის ჯილ-


დოს მფლობელი გახდა.

3 მკითხველთა ლიგა
შესავალი

სიცილზე გავიხედე, მაგრამ ყურება გოგონების გამო გავაგ-


რძელე. ჯერ მათი თმები შევამჩნიე, გრძელი და დაუვარცხნელი,
მერე კი – სამკაული, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა. სამი-
ვე შორს იყო, ამიტომ ნაკვთებს ვერ ვარჩევდი, მაგრამ ამას
მნიშვნელობა არც ჰქონდა. მაშინვე მივხვდი, პარკში ყველასგან
განსხვავდებოდნენ. ოჯახები მოუწესრიგებელ რიგში ელოდნენ
ღია გრილზე შემწვარ სოსისებსა და ბურგერებს, კუბოკრულ პე-
რანგებში გამოწყობილი ქალები მეგობარ ბიჭებს დასდევდნენ
აქეთ-იქით, ბავშვები კი ევკალიპტის მარცვლებს ესროდნენ ვე-
ლურად მოხეტიალე ქათმებს. ეს გრძელთმიანი გოგონები მათ
არ ჰგავდნენ. თითქოს ყველაფერზე მაღლა ლივლივებდნენ –
ტრაგიკულები და განცალკევებულები, განდევნილი სამეფო
ოჯახივით.
ხარბად და მოურიდებლად ვაკვირდებოდი: ნაკლებად მოსა-
ლოდნელი იყო, რომ შემამჩნევდნენ. კალთაში მივიწყებული
ჰამბურგერი მედო. ნიავს მდინარიდან ჭიჭყინების უსიამოვნო
სუნი მოჰქონდა. იმ ასაკში ვიყავი, როცა რამდენიმე წამი მყოფ-
ნიდა გოგონების შესათვალიერებლად, მერე კი ვასკვნიდი, რომ
მათ ვერ შევედრებოდი. სახეების გარჩევამდე მივხვდი, შავ-
თმიანი ყველაზე ლამაზი იქნებოდა. თითქოს სხვა სამყაროდან
იყო გადმოსული. დასვრილი სარაფანი საჯდომს ძლივს უფარავ-
და. შედარებით უფროს გოგოს მასავით დაუდევრად ეცვა. ტან-
საცმელი ისე შემოხეოდა, თითქოს ჭაობიდან ამოათრიესო. მე-
სამე კი გამხდარი და წითურთმიანი იყო. თითებზე იაფფასიანი
4 მკითხველთა ლიგა
ბეჭდები აესხათ. სილამაზისა და სიმახინჯის მოუხელთებელ
ზღვარზე ფარფატებდნენ და ყველას ყურადღებას იქცევდნენ. მა-
თი სიახლოვით გამოწვეული ამოუხსნელი შეგრძნება დედებს
აიძულებდა, თვალი არ მოეცილებინათ ბავშვებისთვის, ქალებს
კი მაგრად ჩაეჭიდათ შეყვარებულებისთვის ხელი. მზე ხეებს შო-
რის აღწევდა, ტირიფები ძველებურად უსიცოცხლოდ ირწეოდ-
ნენ, ცხელი ქარი პიკნიკისთვის გაშლილ ნაჭრებს აფრიალებდა.
ჩვეულ სიმშვიდეს მხოლოდ ეს გოგონები არღვევდნენ. ისინი
უდარდელად და შემპარავად ჭრიდნენ ბილიკს ჩვეულებრივი
სამყაროსკენ – ზუსტად ისე, როგორც ზვიგენები აპობენ წყალს.

5 მკითხველთა ლიგა
პირველი ნაწილი

ყველაფერი ვიწრო გზაზე ღამით მიმავალი „ფორდით“ იწყე-


ბა. უკანა სავარძელზე გოგოებს ხელები ჩაუკიდებიათ ერთმანე-
თისთვის. ფანჯრები ჩაწეულია, რომ მანქანაში ყვავილების სუ-
ნით გაჯერებული აგვისტოს ჰაერი შემოვიდეს. რადიო უკრავს,
სანამ მოულოდნელად გაბეზრებული მძღოლი სწრაფი მოძ-
რაობით არ აჩუმებს.
ჭიშკარი, რომელსაც უახლოვდებიან, ჯერ კიდევ მორთულია
ციმციმებით. დარაჯი საკუთარ კოტეჯში დივანზე თვლემს. შიშვე-
ლი ფეხები ერთმანეთზე პურებივით მიუწყვია, მისი მეგობარი
გოგონა კი თვალებიდან მაკიაჟის ნახევარმთვარეებს იშორებს
სააბაზანოში.
მთავარ სახლთან ჩერდებიან. ქალი, რომელიც სტუმრების
საძინებელში წევს და კითხულობს, ხმაურისგან კრთება. საწო-
ლის გვერდით, ტუმბოზე დადგმული წყლიანი ჭიქა ზანზარებს.
დედის გვერდით მძინარე ხუთი წლის ბიჭი გამოფხიზლებას ცდი-
ლობს და გაუგებრად ლუღლუღებს.
ყველას მისაღები ოთახისკენ მიერეკებიან. შეშინებული ადა-
მიანები ერთ წამში ხვდებიან, რომ მათი ყოველდღიური ცხოვ-
რება – დილაობით ფორთოხლის წვენის სმა, ველოსიპედით
შეხვევა ვიწრო ქუჩებში – დასრულებულია, ყველაფერი ეს წარ-
სულში დარჩა. ხვდებიან და სახეები ეცვლებათ, თითქოს თავში,
თვალების უკან, ფოტოაპარატი გაუჩხაკუნესო.
ხშირად წარმოვიდგენდი ამ ღამეს, მთებში მიმავალ ჩაბნე-
ლებულ გზას, უმზეო ზღვასა და გაზონზე გართხმულ ქალს.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები დრომ გააფერმკრთალა,
როცა შუაღამისას საკეტი ახმაურდა, პირველი სწორედ ეს გავი-
ფიქრე.
6 მკითხველთა ლიგა
კართან უცნობია.
დაველოდე, იქნებ გარკვეულიყო, საიდან მოდიოდა ხმა. ხომ
შეიძლება, მეზობლის ბავშვმა წაჰკრა ნაგვის ურნას ფეხი ან,
თუნდაც, ირემი გადახტა ბუჩქებში. სხვა რა უნდა იყოს-მეთქი,
ვამბობდი და თავს ვირწმუნებდი, რომ სახლი დღის შუქზე ისევ
უსაფრთხო მომეჩვენებოდა. ხმაური არ წყდებოდა. სიცილი მო-
მესმა და უეცრად მაცივარიც აგუგუნდა. ვცდილობდი, როგორმე
ამეხსნა ეს უცნაური ხმები, მაგრამ ისევ იმ საშინელ აზრს ვუბ-
რუნდებოდი. ნუთუ ასე დასრულდება ყველაფერი, სხვის სახ-
ლში, სხვისი ნივთებისა და არტეფაქტების გარემოცვაში. რა
უსუსური ვიქნები, როცა ჩემთან მოვლენ: შუა ხნის ფეხშიშველი
და ვენებდაბერილი ქალი. სუნთქვა შევიკავე და დაკეტილ კარს
მივაშტერდი. ველოდებოდი, როდის შემოიჭრებოდნენ ოთახში
და ბოლოს მომიღებდნენ. ჩემგან გმირობა მოსალოდნელი არ
იყო. მხოლოდ გამანადგურებელი შიშისა და ფიზიკური ტკივი-
ლის გადატანა მომიწევდა. გაქცევას არ შევეცდებოდი.
საწოლიდან მხოლოდ მას შემდეგ წამოვდექი, რაც გოგოს
ხმა გავიგონე – მაღალი და უწყინარი ტემბრი. წესით, ამას არ
უნდა დავემშვიდებინე. სუზანი და სხვებიც გოგონები იყვნენ,
მაგრამ ამას არავის ხვედრი არ შეურბილებია.
მეგობრის სახლში ვრჩებოდი. ფანჯარასთან ზღვის კვიპა-
როსს გაეშალა ტოტები, ჰაერს კი სიმლაშე დაჰკრავდა. ისე
ვჭამდი, როგორც ბავშვობაში – სპაგეტის უხვად ვახეხავდი
ყველს და გაზიან სასმელს ვაყოლებდი. დენის მცენარეებს კვი-
რაში ერთხელ სჭირდებოდა მორწყვა. სათითაოდ მიმქონდა
ქოთნები აბაზანაში და იქამდე ვასხამდი წყალს, სანამ მიწა ბო-
ლომდე არ გაიჟღინთებოდა. ამის გამო აბაზანის ფსკერი დამ-
ჭკნარი ფოთლებით იყო სავსე, თუმცა ეს შხაპის მიღებაში ხელს
სულაც არ მიშლიდა.

7 მკითხველთა ლიგა
ბებიაჩემისგან მემკვიდრეობით მიღებული ფული – კამერის
წინ საათობით ღიმილისა და კეფაზე დახვეწილად დამაგრებული
კულულების შედეგი – ათი წლის წინ ამოიწურა. მას მერე სხვე-
ბის ცხოვრებაში არსებულ სიცარიელეს ვავსებდი და დამხმა-
რედ ვმუშაობდი. სადა ტანსაცმელი შეუმჩნევლად დარჩენაში
მეხმარებოდა და ადამიანებს არაფრისმთქმელი, მაგრამ სა-
სიამოვნო გამომეტყველებით ვესაუბრებოდი. სანდომიანობა
მნიშვნელოვანი თვისებაა, თუ ყურადღების მიპყრობა არ გინდა,
რადგან გაუჩინარება მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ ბუნებრი-
ვად ეწერები გარემოში.
სამსახური მრავალფეროვანი იყო: ვუვლიდი განსაკუთრებუ-
ლი საჭიროების მქონე ბავშვს, რომელსაც ელექტროჩამრთვე-
ლებისა და შუქნიშნების ეშინოდა; ან მოხუც ქალს, რომელიც
ტოქშოუებს უყურებდა, სანამ მე მის ვარდისფერ აბებს ვითვლი-
დი. როცა მორიგი საქმის დასრულების შემდეგ ახალი არ გა-
მოჩნდა, ძველმა მეგობარმა, დენიმ, თავის აგარაკზე ცხოვრება
შემომთავაზა. ჟესტი იმდენად თავაზიანი იყო, თითქოს აქეთ
ვუწვდიდი დახმარების ხელს. სახლის სიძველე მაშინვე მოგ-
ხვდებოდათ თვალში. მთვარის შუქზე ოთახები აკვარიუმს ემ-
სგავსებოდა, ხის ბოძები კი ჭაობის წყლისგან იბერებოდა. კედ-
ლები თითქოს სუნთქვას იწყებდნენ. პლაჟი პოპულარობით არ
სარგებლობდა: წყალი ზედმეტად ცივი იყო და ხამანწკებსაც ვერ
დაიჭერდი. ქალაქის ერთადერთი გზა მუდმივად სატვირთო მან-
ქანებით იყო სავსე. ქარის სათამაშოები მოუსვენრად ტრიალებ-
დნენ, ვერანდებზე კი მოკრძალებული ოჯახების ატრიბუტები
(მათი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ნიშნები), ორნამენტე-
ბი – ტივტივები და სამაშველო რგოლები – გამოეფინათ. ხანდა-
ხან წინა მემამულის დატოვებულ მომწარო მარიხუანას ვე-
წეოდი, მერე კი მაღაზიაში მივდიოდი. საყიდლებზე სიარული,

8 მკითხველთა ლიგა
ჭურჭლის დარეცხვა... მომწონდა, რომ ჩემი ყოველდღიურობა
ასეთი მარტივი საქმეებისგან შედგებოდა.
გარეთ იშვიათად თუ ვხვდებოდი ვინმეს. ქალაქის მკვიდრი
ყველა თინეიჯერი თითქოს პატარა დასახლებისთვის დამახა-
სიათებელი გზებით ცდილობდა თავის მოკვლას. უამრავი ისტო-
რია მოვისმინე ღამის ორ საათზე პიკაპით დამტვრეული ახალ-
გაზრდების შესახებ, გარაჟში მოწყობილი ხმაურიანი ღამისთე-
ვები კი გაზით გაგუდვით სრულდებოდა. არ ვიცი, რა იდგა ამ
ყველაფრის უკან – პროვინციული მოწყენილობა თუ კალიფორ-
ნიული თავზეხელაღებულობა. არ გამოვრიცხავ, რომ კინოში
ნანახი ტრიუკების გამეორებას ცდილობდნენ. ოკეანეში ერთხე-
ლაც არ ჩავსულვარ, რადგან მიმტანმა მითხრა, ამ ადგილას დი-
დი თეთრი ზვიგენები მოდიან დასაწყვილებლადო.
სამზარეულოში შუქის ანთებამ დაუპატიჟებელი სტუმრები
დააფრთხო. წამით იმ ენოტებს დაემსგავსნენ, რომელთაც ნაგ-
ვის ურნაში ფარნის შუქზე წაასწრეს. გოგომ წამოიკივლა, ბიჭი
კი მხრებში გაიმართა. თავიდან გული ამიჩქარდა, მაგრამ მერე
შევამჩნიე, რომ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ – სავარაუდოდ,
ადგილობრივები, რომლებმაც დასასვენებელ სახლში შეჭრა გა-
დაწყვიტეს. ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ.
– რა ჯანდაბაა?! – თქვა ბიჭმა და ლუდის ბოთლი დადო.
20 წლისა იქნებოდა. უხეში ქსოვილისგან შეკერილი შარვა-
ლი და მაღალყელიანი თეთრი წინდები ეცვა, ვარდისფერ გამო-
ნაყარს წვერი უმალავდა. გოგო უმცროსი იყო, თხუთმეტის ან
თექვსმეტის. ფეხებზე სილურჯე დაჰკრავდა. მთელი თავდაჯერე-
ბულობა მოვიკრიბე და ვუთხარი, პოლიციაში ვრეკავ-მეთქი.
მაისურს ვექაჩებოდი, რომ შიშველი ბარძაყები ნაწილობრივ მა-
ინც დამეფარა.
– მიდი, – ჩაიცინა ბიჭმა და გოგო მიიხუტა, – დარეკე, ან იქ-
ნებ ჯობია, მე თვითონ დავრეკო?
9 მკითხველთა ლიგა
ამ სიტყვებზე მობილური ამოიღო. შიში, რომელიც გულზე
მაწვებოდა, უეცრად ჰაერში გაიფანტა.
– ჯულიან?!
სიცილი ძლივს შევიკავე. ბოლოს რომ ვნახე, ცამეტი წლის
იყო, გამხდარი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი. დენისა და
ელისონის ერთადერთი შვილი, მუდმივად საქმიანი ჯულიანი.
ჩელოს კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად მთელ დასავ-
ლეთ ამერიკაში მოგზაურობდა. რუხი პური, საღეჭი ვიტამინები,
ხუთშაბათობით მანდარინის გაკვეთილები, თავდადებული
მშობლები... კალიფორნიის ინსტიტუტში თუ ირვინში მოხვდა,
მაგრამ, როგორც მახსოვს, რაღაც პრობლემა შეექმნა. გარიც-
ხეს ან კურსზე ჩატოვეს. მორცხვი, მგრძნობიარე ბავშვი იყო.
მანქანის რადიოები და უცხო საჭმელი აშინებდა. ახლა კი შეც-
ვლილი ჩანდა, მაისურის სახელოებიდან სვირინგები მოუჩანდა.
მას არ ვახსოვდი, ან როგორ ვემახსოვრებოდი? მე ხომ მისი
ეროტიკული შეგრძნებების მიღმა ვარსებობდი.
– რამდენიმე კვირით აქ ვრჩები, – ვთქვი და ვინანე, რომ პო-
ლიციის გამოძახებით დავემუქრე, – მამაშენის მეგობარი ვარ.
შევამჩნიე, რომ გონება დაძაბა.
– ივი, – განვაგრძე მე, – ბერკლიში ვცხოვრობდი, შენი ჩე-
ლოს მასწავლებლის გვერდით.
ხანდახან დენი და ჯულიანი გაკვეთილის შემდეგ შემომივ-
ლიდნენ ხოლმე. ჯულიანი ხარბად სვამდა რძეს და ჩემი მაგიდის
ფეხებს სასტიკად უსწორდებოდა.
– ა, ივი, – თქვა ჯულიანმა.
რთული იყო იმის გარჩევა, მართლა გამიხსენა თუ, უბრა-
ლოდ, დამეთანხმა.
გოგო ჯულიანს მიუტრიალდა. გაფითრებული იყო.
– ყველაფერი რიგზეა, პატარავ, – უთხრა და ჩემთვის
მოულოდნელად, ჯენტლმენურად აკოცა შუბლზე.
10 მკითხველთა ლიგა
ჯულიანმა გამიღიმა და სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ
მთვრალი იყო, ან შეიძლება დაბოლილიც. სახე გადღაბნილი
ჰქონდა, კანი – შეშუპებული, მაგრამ მანერები არ დაჰვიწყებო-
და.
– ეს საშაა, – თქვა და გოგოს ოდნავ უბიძგა ჩემკენ ნაბიჯის
გადმოსადგმელად.
– გამარჯობა, – ამოიკნავლა გოგომ.
აღარც კი მახსოვდა ამ ასაკისთვის დამახასიათებელი მთავა-
რი უხერხულობა: დაუოკებელი სურვილი, ვინმეს უყვარდე.
გრძნობები იმდენად პირდაპირ ეწერა სახეზე, რომ უხერხულო-
ბისგან შევიშმუშნე.
– საშა, ეს... – თქვა ჯულიანმა და მომაშტერდა. სახელის გახ-
სენებას ცდილობდა.
– ივი, – შევახსენე მე.
– ჰო, ივია.
ჯულიანმა ლუდი მოსვა. ყავისფერი ბოთლი ოთახის განათე-
ბას ირეკლავდა. ბიჭი ჩემ მიღმა იყურებოდა. ისე ათვალიერებ-
და ავეჯსა და წიგნის თაროებს, თითქოს სხვასთან იყო სტუმრად.
– ალბათ გეგონა, ვიღაცა სახლს ტეხავდა ან რამე ეგეთი, –
მომიბრუნდა უცებ.
– ვიფიქრე, რომ ადგილობრივები იყავით.
– ისე, აქ ერთხელ მართლა შემოიჭრნენ ჩემს ბავშვობაში.
სახლში არ ვიყავით. საცურაო კოსტიუმები წაიღეს. სხვა ბევრი
არაფერი. ზღვის ლოკოკინებიც წააყოლეს საყინულედან.
ისევ მოსვა.
საშა ჯულიანს თვალს არ აცილებდა. გოგოს დახეული შარვა-
ლი ეცვა, რაც მაინცდამაინც გონივრული არჩევანი არ იყო ცივ
სანაპიროზე სასეირნოდ. დიდი ჯემპრი, სავარაუდოდ, ჯულიანს
ეკუთვნოდა. სველი მაჯები და საშინელი მაკიაჟი ჰქონდა. ჩემს
მზერაზე იძაბებოდა, რაც არ გამკვირვებია. მისი ასაკის რომ ვი-
11 მკითხველთა ლიგა
ყავი, ყველაფერში ეჭვი მეპარებოდა: სწორად დავდივარ? ძა-
ლიან ხომ არ ვჩქარობ ან პირიქით, მივზოზინებ? მაინტერესებ-
და, სხვები თუ ამჩნევდნენ ჩემს დაბნეულობასა და ყოყმანს. მე-
გონა, სამყარო გამუდმებით მაკვირდებოდა და მაფასებდა. უცებ
მივხვდი, საშა ძალიან პატარა იყო საიმისოდ, რომ აქ ჯულიან-
თან ერთად ყოფილიყო. თითქოს ისიც მიხვდა, რაზე ვფიქრობდი
და ჯიუტად გამიყარა თვალი თვალში.
– ვწუხვარ, რომ მამაშენმა არ გაგაფრთხილა, – ვუთხარი ჯუ-
ლიანს, – თუ დიდი საწოლი გინდათ, შემიძლია სხვა ოთახში და-
ვიძინო. თუ მარტო დარჩენა გირჩევნიათ, რამეს მოვიფიქრებ...
– იყოს, – მიპასუხა ბიჭმა, – მე და საშას ყველგან შეგვიძლია
ძილი, არა, ფისო? თან დროებით ვართ აქ. ჩრდილოეთისკენ
მივდივართ. მოსაწევი მიგვაქვს ლოს-ანჯელესიდან ჰუმბოლ-
ტამდე. ასე დავდივართ ხოლმე, თვეში ერთხელ მაინც.
როგორც მივხვდი, ეს ჩემზე შთაბეჭდილების მოსახდენად
იყო ნათქვამი.
– არ ვყიდი. უბრალოდ, მიმაქვს. ასე ბევრად მარტივია: ისე-
თი ჩანთები უნდა გაჩითო, რომლებიც წყალსა და სუნს არ ატა-
რებს. კიდევ სკანერი გჭირდება, რომ პოლიციის მოახლოება
გაიგო.
საშა აღელდა. ვინ იცის, შეიძლებოდა ჩემი ნდობა?
– გამახსენე, საიდან იცნობ მამაჩემს? – მკითხა უცებ ჯულიან-
მა.
ერთი ბოთლი ჩაცალა და მეორე გახსნა. რამდენიმე შეკვრა
ჰქონდათ მოტანილი. მოემარაგებინათ თხილეულიც, ჭიაყელის
ფორმის მომჟავო კანფეტები და ფასტფუდით გატენილი ჭრაჭუნა
პარკი.
– ლოს-ანჯელესში გავიცანი და გარკვეული პერიოდი ერთად
ვცხოვრობდით.

12 მკითხველთა ლიგა
მე და დენის საერთო ბინა გვქონდა70-იანების ბოლოს ვენი-
სის პლაჟზე. პალმის ხეები ქარის დროს ფანჯრებს ეხეთქებოდა,
ხეივნები კი ისეთი იყო, თავი მესამე სამყაროს რომელიმე მიყ-
რუებულ ქვეყანაში გეგონებოდა. მსახიობი ბებიისგან დატოვე-
ბული ფული ჯერ კიდევ შემომრჩენოდა. ვცდილობდი, მედდის
სერტიფიკატი მომეპოვებინა, დენის კი მსახიობობა უნდოდა. მის
ოცნებას ახდენა არ ეწერა. სამაგიეროდ, რამდენიმე წლის შემ-
დეგ მდიდარი ოჯახის შვილს მოიყვანდა ცოლად და ერთად და-
იწყებდნენ ვეგეტარიანული ნახევარფაბრიკატების ბიზნესს.
– მეგობარი ვენისიდან? – ჯულიანს გამოცოცხლება დაეტყო,
– კიდევ ერთხელ გამახსენე, რა გქვია?
– ივი ბოიდი, – ვთქვი და ბიჭის სახეზე უეცარი აღიარება და
ინტერესი ამოვიკითხე.
– მოიცა, – ჯულიანმა საშას ხელი გაუშვა, – შენ ის ხარ?
ნეტავ რა უთხრა ჩემზე დენიმ? გავწითლდი და ხელი ინსტინ-
ქტურად მივიტანე სახესთან. ეს ძველი, სამარცხვინო ჩვევა მო-
ზარდობიდან გამომყვა – ასე ვფარავდი ხოლმე ტუჩთან გამო-
სულ გამონაყარს და სინამდვილეში უფრო მეტ ყურადღებას ვიქ-
ცევდი.
ჯულიანი აღტაცებას ვერ მალავდა.
– წარმოგიდგენია? იმ სექტაში იყო, – უთხრა საშას და მერე
მე მომიბრუნდა, – ხომ ასეა?
მუცელი ამიწრიალდა. ჯულიანი თვალს არ მაცილებდა და პა-
სუხს ელოდა. ამ საოცარი აღმოჩენის გამო ქოშინებდა.
იმ ზაფხულს მე თოთხმეტის ვიყავი, სუზანი კი – ცხრამეტის.
სურნელოვანი ჩხირები, რომლებიც წვისას თეთრად ბოლავდა,
გვადუნებდა და გვაძინებდა. სუზანი ფლეიბოის ძველ ნომერს
კითხულობდა. პოლაროიდის პრიალა უხამს ფოტოებს ჩუმად
ვმალავდით და მოგვიანებით გარესამყაროსთან სავაჭროდ ვი-
ყენებდით, ბეისბოლის ბარათებივით.
13 მკითხველთა ლიგა
წარსულში ადვილად ვინაცვლებდი. პატარა დეტალსაც კი შე-
ეძლო სურათის გაცოცხლება. იმ კონკრეტულ დღეს ბევრი რამ
მახსენებდა: დედაჩემის შიფონის ყელსახვევი, გაჭრილი გოგ-
რის სინოტივე, ჩრდილების ნაცნობი მონახაზი. ხანდახან თეთრ
მანქანაზე არეკლილი მზის შუქიც კი საკმარისი იყო, რომ გონე-
ბას სხვა გზისკენ გადაეხვია. ამას წინათ წავაწყდი, როგორ იყი-
დებოდა „იარდლის“ უძველესი პომადები ინტერნეტში თითქმის
100 დოლარად. ზრდასრული ქალები ცვილის გამხმარ ნარჩე-
ნებში იხდიდნენ ფულს მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ
ეგრძნოთ მათი სუნი; დარწმუნებულიყვნენ, რომ მათში ისევ
ცხოვრობდა მეოცნებე პატარა გოგო, რომ მათი წარსული არ-
სად გამქრალა. ბევრი რამ მაბრუნებდა უკან: სოიის არომატი,
კვამლის სუნი ვინმეს თმაზე, ბალახით დაფარული მწვანე ბორ-
ცვები, რომლებსაც ივნისში მზე ახუნებდა, მუხები და მოზრდილი
ქვები. ამ პეიზაჟისთვის თვალის მოკვრა იყო და გულში
ხმაურით იხსნებოდა დაკეტილი ყუთი. ადრენალინისგან ხელები
მიოფლიანდებოდა. ველოდი, რომ ჯულიანის სახეზე ზიზღს ან
შიშს ამოვიკითხავდი, რაც ლოგიკური იქნებოდა, სანაცვლოდ კი
აღტაცება და მოკრძალება დამხვდა.
როგორც ჩანს, მამამისმა უთხრა ყველაფერი. მახსოვს ის
ზაფხული, როცა დენის სიმართლე გავუმხილე. მაშინ დანგრე-
ულ სახლში ვცხოვრობდით, გარეთ გარუჯული ბავშვები დარ-
ბოდნენ. როცა ოთახში ცოტა ჩამობნელდა და სანთლები ავან-
თეთ, გაუგონარი გულახდილობის განწყობაზე დავდექი. ჩემი
ნაამბობი სასაცილოდ არ ეყო. ათრთოლებული ხმა ხუმრობის
ნაწილად ჩათვალა. მერეც კი, როცა დავარწმუნე, არ გატყუებ--
მეთქი, ღიმილნარევი უდარდელობა არ მოშორებია. თითქოს
უხარისხო საშინელებათა ფილმს უყურებდა ცუდი სპეციალური
ეფექტებით – კადრში რომ მოულოდნელად მიკროფონი შემო-
დის და სისხლიან სცენას კომედიად აქცევს.
14 მკითხველთა ლიგა
სიმართლე ითქვას, ცოტა გამიხარდა კიდეც, რომ სექტის ის-
ტორია დაუჯერებლად მოეჩვენა. ამით ვისარგებლე და ვეცადე,
მოვლენები ჩემ სასარგებლოდ შემელამაზებინა. ისიც დამეხმა-
რა, რომ წიგნებში ნახსენები არ ვიყავი. მწერლები ძირითადად
სისხლიან სცენებს აღწერდნენ, პრიალა გვერდები კი მკვლე-
ლობის ამსახველ ფოტოებს ეთმობოდა. არანაკლებ პოპულარუ-
ლი, თუმცა შედარებით ზუსტი იყო მთავარი პროკურორის მიერ
დაწერილი წიგნი, რომელშიც გულისამრევი დეტალებიც კი იყო
შეტანილი – მაგალითად, მოუნელებელი სპაგეტი, რომელიც პა-
ტარა ბიჭის მუცელში აღმოაჩინეს. ერთადერთი ტექსტი, სადაც
მე მახსენებდნენ, ყოფილ პოეტს ეკუთვნოდა. წიგნის ტირაჟი
ამოღებული იყო და ჩემი სახელი და გვარი არასწორად ეწერა.
როგორც ჩანს, ჩემი კავშირიც ვერავინ აღმოაჩინა ბებიასთან,
ცნობილ მსახიობთან. თანაც, იგივე პოეტი ირწმუნებოდა, რომ
ცენტრალური დაზვერვა არაფხიზელი მერილინ მონროს ამსახ-
ველი პორნოფილმებით ვაჭრობდა პოლიტიკოსებთან. ასე რომ,
მას არ დაეჯერებოდა.
– ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო, – ვუთხარი საშას, რო-
მელსაც ჯერაც ვერ გაეგო, რაზე ვლაპარაკობდით.
– მერე რა, – შემეპასუხა ჯულიანი გაბრწყინებული სახით, –
მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მშვენიერია. გიჟური, მაგ-
რამ მშვენიერი. არტისტულიც. შეიძლება ცუდი თვითგამოხატ-
ვაა, მაგრამ თვითგამოხატვაა. ჯერ უნდა დაანგრიო, რომ რაიმე
შექმნა. ჰინდუიზმიც ამას ამბობს.
როგორც მივხვდი, ჩემს გაოცებულ გამომეტყველებას ჯუ-
ლიანი მხარდაჭერად თარგმნიდა.
– წარმოდგენაც კი მიჭირს, – აგრძელებდა ის, – ასეთი რამე
რეალურად გამოიარო...
გაჩუმდა და ჩემს პასუხს დაელოდა. სამზარეულოს მკვეთრი
შუქი მაბრმავებდა: ნეტავ თვითონ ვერ ამჩნევდნენ, რომ სინათ-
15 მკითხველთა ლიგა
ლე ყველაფერს ფორმას უცვლიდა? იმაშიც კი შემეპარა ეჭვი,
რომ გოგო მომხიბვლელი იყო. კბილებზე ყვითელი ნადები
ჰქონდა გადაკრული.
ჯულიანმა საშას იდაყვი გაჰკრა:
– საშა აზრზე არაა, რაზე ვლაპარაკობთ...
თითქმის ყველამ იცოდა ერთი დეტალი მაინც. სტუდენტები
ხანდახან ჰელოუინზე რასელივით გამოეწყობოდნენ ხოლმე, ხე-
ლებს კი კეტჩუპით ისვრიდნენ. ერთ-ერთმა მეტალ-ჯგუფმა კუთ-
ხოვანი გული ალბომის ყდისთვის გამოიყენა. ეს სწორედ ის გუ-
ლი იყო, რომელიც სუზანმა მიჩს მოკლული ქალის სისხლით
დაუხატა. თუმცა, საშას შეიძლება არც არაფერი სმენოდა ამ ამ-
ბავზე: ის ხომ ძალიან ახალგაზრდა იყო, საკუთარი არსებობით
ბოლომდე მოცული. ალბათ ფიქრობდა, სამყაროში მოვლენე-
ბის განვითარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ამ გზას ჩვე-
ნი თავის ისეთ ვერსიასთან მივყავართ, როგორიც ყოველთვის
წარმოგვედგინა. რთული გასააზრებელია, რომ შეიძლება იქამ-
დე ვერც ვერასდროს მიხვიდე; ისე იცხოვრო, მუდმივად ზედა-
პირზე იტივტივო, წლები კი, უბრალოდ, გავიდეს.
– დიდი ამბები იყო, – უთხრა ჯულიანმა საშას და თმაზე
მოეფერა, – ჰიპები ადამიანებს ხოცავდნენ მერინში.
ბიჭს სახე წამოუწითლდა. ჩემთვის ნაცნობი იყო ეს ემოცია.
მსგავსი აღტაცებით წერდნენ ადამიანები ფორუმზეც, შეუსვენებ-
ლად, გაუნელებელი ინტერესით. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,
ვინ უფრო მეტი დეტალი იცოდა მომხდარი მოვლენების შესა-
ხებ. ეს ის ტონი იყო, რომლითაც ადამიანები ჰყვებიან ხოლმე
მკვლელობებსა და მძიმე დანაშაულებზე. ბანალურ ფაქტებში
მუდმივად მინიშნებებს ეძებდნენ. თითქოს რაიმე მნიშვნელობა
ჰქონდა, როგორი ამინდი იყო იმ დღეს ან რომელ სადგურზე
იყო გადართული რადიო მიჩის სამზარეულოში. ითვლიდნენ

16 მკითხველთა ლიგა
ჭრილობების რაოდენობასა და სიღრმეს. არკვევდნენ, რა ფორ-
მის ჩრდილს ხატავდა გზაზე მანქანის შუქი.
– სულ რამდენიმე თვე ვიყავი მათთან, – ვთქვი მე, – ბევრი
არაფერია მოსაყოლი.
ჯულიანს იმედი გაუცრუვდა. უცებ მისი თვალით დავინახე ჩე-
მი თავი: ქალი მოუვლელი თმით, ამოღამებული თვალებით.
– თუმცა, იქ ხშირად ვრჩებოდი ხოლმე, – დავამატე მე და
ვიგრძენი, როგორ დავიბრუნე ბიჭის ინტერესი.
აღარ გამიგრძელებია; არ გამიმხელია, როგორ ვნანობდი,
რომ სუზანს შევხვდი, როგორ ვნატრობდი, ჩემს უსაფრთხო
ოთახში დავრჩენილიყავი დრაი ჰილზში, პეტალუმის მახლობ-
ლად, სადაც თაროები ბავშვობის ოქროსფერყდიანი წიგნებით
იყო სავსე. მართლა ვნატრობდი ამას, მაგრამ ხანდახან, როცა
უძილობისგან გაშტერებული ნიჟარასთან ვაშლს ვფცქვნიდი, სი-
ნანული სადღაც ქრებოდა და მის ადგილს სულ სხვა გრძნობა,
მონატრება იკავებდა.
ჯულიანმა მკითხა, რამე ხომ არ გჭირდებაო და საშასთან ერ-
თად გაემართა საძინებლისკენ. მისმა თავაზიანმა მანერებმა ის
ბიჭები გამახსენა სკოლის პერიოდიდან, რომლებიც კიდევ უფ-
რო წესიერები ხდებოდნენ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ.
მიიღებდნენ რომელიმე ფსიქოდელიურ ნივთიერებას და მშვი-
დად რეცხავდნენ ჭურჭელს, ქაფის საოცარი მოქმედებითა და
ტექსტურით გაკვირვებულები.
სანამ კარს გაიხურავდა, ჯულიანმა კიდევ ერთხელ მისურვა
ტკბილი ძილი და გეიშას ჟესტით დამემშვიდობა.
ოთახში დაბრუნებულს იგივე შიში დამხვდა, რომელიც გა-
მოსვლისას დავტოვე. სასაცილოც კი მომეჩვენა ჩემი მღელვა-
რება, მაგრამ სახლში უცხო, თუნდაც უწყინარი ადამიანების არ-
სებობა მაინც მაწუხებდა. როცა დიდხანს ცხოვრობ მარტო, იმა-
საც ეჩვევი, რომ არავინ გაკვირდება. საკუთარი შიშველი მიდ-
17 მკითხველთა ლიგა
რეკილებებით გარშემორტყმული, ნელ-ნელა შორდები სხვა
ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და შენს უცნაურ
ჩვევებში იძირები.
გახშირებული სუნთქვის დასამორჩილებლად ძალისხმევა
დამჭირდა. ყველაფერი რიგზეა, ვირწმუნებდი თავს, არაფერი
არ მომხდარა. თანდათან დავმშვიდდი და დაძაბულობამ გა-
მიარა.
ჩემსა და სტუმრების ოთახს მხოლოდ თხელი კედელი ყოფ-
და. იატაკის ჭრაჭუნისა და კარადის კარის გაღება-დაკეტვის ხმე-
ბი იმაზე მიუთითებდა, რომ საშა და ჯულიანი საძინებელში კომ-
ფორტულად მოწყობას ცდილობდნენ. სავარაუდოდ, წლობით
დაგროვებულ მტვერს ბერტყავდნენ ზეწრებიდან და მატრასებზე
თეთრეულს აკრავდნენ. წარმოვიდგინე, როგორ აკვირდებოდა
საშა თაროზე ჩამორიგებულ საოჯახო სურათებს: აი, პატარა ჯუ-
ლიანი ხელში გიგანტური წითელი ტელეფონით, ესეც 11-12
წლის ჯულიანი ნავზე, მარილიანი ქარისგან გამომშრალი, თუმ-
ცა აღფრთოვანებული სახით უყურებს წყალქვეშა ბინადრებს.
ალბათ უკვე ზრდასრულ, ტატუებიან ახალგაზრდა კაცში ამ ბავ-
შვური გულუბრყვილობის ნასახიც კი აღარ იყო. ჯულიანმა ტან-
საცმელი ხმაურით გაიძრო და გოგოს მოუხმო.
საწოლმა დაიჭრიალა. რა თქმა უნდა, ველოდი, რომ სექსი
ექნებოდათ. განა ამისთვის არ მოვიდნენ? მაგრამ საშას წვრილ-
მა ხმამ, რომლითაც ცდილობდა, პორნოვარსკვლავებისთვის
მიებაძა, მაინც გამაკვირვა. იცოდნენ, რომ მეორე ოთახში ვიყა-
ვი, მაგრამ ოდნავადაც არ ადარდებდათ. კედელს ზურგი შევაქ-
ციე და თვალები მაგრად დავხუჭე.
ჯულიანი ღრმად სუნთქავდა და ქშენდა.
– ჩემი ბოზი ხარ?
საწოლის თავი კედელს რიტმულად ეხეთქებოდა.
– ხარ თუ არა?
18 მკითხველთა ლიგა
როგორც მივხვდი, ჯულიანმა მშვენივრად იცოდა, რომ ყვე-
ლაფერი მესმოდა.

19 მკითხველთა ლიგა
1969

60-იანი წლების ბოლო, ან ბოლოსწინა ზაფხული იდგა –


გრძელი, დაუსრულებელი, ფორმადაკარგული სეზონი. ჰაიტეშ-
ბერი1 სავსე იყო თეთრებში გამოწყობილი ბოლო ჟამის მოწ-
მეებით, რომლებიც თავიანთ გახუნებულ პამფლეტებს არიგებ-
დნენ. გზებზე ჟასმინი ყვაოდა, იმ წელს – განსაკუთრებული სიმ-
ძაფრით. ქუჩაში გარუჯული, ჯანმრთელი და სამკაულებით და-
ხუნძლული ადამიანები დადიოდნენ. თუმცა, თუ სამკაულებზე
უარს იტყოდი (და ხანდახან ასეც ხდებოდა), შეგეძლო შენი –
სხვა პლანეტიდან ჩამოსული უცნაური არსების ნიშა გქონოდა.
შიფონისნაჭრიანი სანათურები, სუნელებიანი ბურღულით
სხეულის წმენდა და ამ პროცესის შედეგად ჯინჯერით დალაქავე-
ბული თეფშები... ასეთი იყო სამოციანები, მაგრამ ეს ყველაფე-
რი სხვაგან ხდებოდა და არა პეტალუმაში. აქ ერთმანეთს მოძვე-
ლებული რანჩოები ესაზღვრებოდა, იაფფასიანი რესტორნების
ეზოში ნაჭრით გადახურული ფურგონები იდგა და ტროტუარები
მზის სიმხურვალისგან იწვოდა.
თოთხმეტი წლის ვიყავი, თუმცა ბევრად პატარას ვგავდი.
ამას გამუდმებით მეუბნებოდნენ გარშემომყოფები. მხოლოდ
კონი იფიცებოდა, რამე რომ იყოს, თავისუფლად გაასაღებ თავს
16 წლის გოგონადო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვატყუებ-
დით. განა ასე არ იქცევიან განუყრელი მეგობრები?! კონი გაკ-
ვეთილების შემდეგ მოთმინებით მელოდებოდა გარეთ, მერე კი

1 უბანი სან-ფრანცისკოში.

20 მკითხველთა ლიგა
ჩვენს მოზღვავებულ ენერგიას მეგობრობის პატარა სპექტაკლე-
ბის დადგმაში ვხარჯავდით.
კონი პუტკუნა იყო, თუმცა სხვა პუტკუნა გოგონებივით არ იც-
ვამდა: მექსიკური ორნამენტებით გაფორმებულ მოკლე მაისუ-
რებს მჭიდროდ მომდგარ ქვედაკაბებს უხამებდა. რამდენიმე
ზომით პატარა ტანსაცმელი მის სხეულს სექციებად ყოფდა. მისი
გარეგნობა ყოველთვის მომწონდა, ოღონდ იმაზე არასდროს
დავფიქრებულვარ, რატომ. ეს თავისთავადი მოცემულობა იყო.
სექტემბერში მონტერეიში, იმავე სკოლა-ინტერნატში უნდა
წავსულიყავი, სადაც დედაჩემი სწავლობდა. ძველ მონასტერ-
თან კეთილმოწყობილი კამპუსი აეშენებინათ, გაკრეჭილი ბა-
ლახითა და მოვლილი ეზოთი. დილაობით ჰაერში ნისლის ნარ-
ჩენები დაცურავდა და დროდადრო მარილიანი ქარი უბერავდა.
პანსიონატში მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. ყველა მათ-
განს უნიფორმა ეცვა: ფეხზე – დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი,
ზემოთ – გახამებული პერანგი ლურჯი ყელსახვევით. მაკიაჟის
ტარება აკრძალული ჰქონდათ. ეს ცივილიზაციას მოწყვეტილი
ადგილი იყო, ქვის კედლებითა და უფერული, უემოციო არსებე-
ბით. სწორედ აქ ყალიბდებოდნენ ახალგაზრდული ორგანიზა-
ციების წევრები და მასწავლებლები, რომელთაც წუთში 160
სიტყვის შესწავლა შეეძლოთ. ეს გოგონები წლების შემდეგ ერ-
თმანეთის მეჯვარეები იქნებოდნენ ჰავაიზე გამართულ მდიდ-
რულ ქორწილებში.
ჩემმა მოახლოებულმა გამგზავრებამ კონისთან მეგობრობა-
ში ბზარი გააჩინა. ნელ-ნელა, თითქოს ჩემი სურვილის საწინა-
აღმდეგოდ, დავიწყე მისი გამაღიზიანებელი მანერების შემჩნე-
ვა. კარგად მახსოვს, როგორ თქვა ერთხელ: ვინმეს დასავიწყებ-
ლად საუკეთესო გზა სხვისთვის ფეხების გადაშლააო – თითქოს
ლონდონის რომელიმე მაღაზიაში კონსულტანტები ვყოფილი-
ყავით და არა სონომას ოლქის ფერმერულ ნაწილში მცხოვრები
21 მკითხველთა ლიგა
გამოუცდელი მოზარდები. ბატარეებს ვლოკავდით, რომ ენაზე
ორგაზმის მსგავსი მუხტი გვეგრძნო. თუმცა, ამბობდნენ, ორგაზ-
მი ამაზე თვრამეტჯერ ძლიერიაო. ხანდახან ტკივილით წარმო-
ვიდგენდი, როგორები ვჩანდით ჩვენ ორნი სხვა ადამიანების-
თვის – ერთმანეთისთვის შექმნილი მთვარისსახა, შეუმჩნეველი
წარმონაქმნები.
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა. სკოლის შემდეგ ჩვენი გან-
რიგი არ იცვლებოდა. საათებს ვხარჯავდით რომელიმე შრომა-
ტევად წამოწყებაში: ვიდალ სასუნის2 რჩევით, თმაზე უმ კვერცხს
ვისვამდით ძირების გასაძლიერებლად ან შავ ფერიმჭამელებს
ვებრძოდით სტერილიზებული საკერავი ნემსებით. ჩვენს ფემი-
ნურ ნაწილზე ზრუნვა ბევრ დროსა და ძალისხმევას მოითხოვ-
და. ამას მხოლოდ ზრდასრულობისას მივხვდი. წლების შემდეგ
გავაცნობიერე, რამდენი დრო დავხარჯე ამ სისულელეებში. მა-
შინ განსაკუთრებულად მძაფრად აღვიქვამდი თითოეულ მზე-
რას და მეგონა, სამყარო გამალებით ამოწმებდა, მივყვებოდი
თუ არა გამოცდილი სტილისტების თითოეულ რჩევას. ეს დიდ-
წილად იმ ჟურნალების ბრალიც იყო, რომლებიც გოგონებს
სთავაზობდნენ, სკოლაში წასვლის პირველი დღისთვის 30
დღით ადრე დაეწყოთ მზადება: დღე 28: დაიდეთ სახეზე ავოკა-
დოსა და თაფლის ნიღაბი. დღე 14: შეამოწმეთ თქვენი მაკიაჟი
სხვადასხვა განათებაზე: სახლის, ოფისის, შებინდებულზე.
საოცრად მწყუროდა ყურადღება. გამომწვევად ვიცვამდი და
მაისურს გამუდმებით ვექაჩებოდი ქვემოთ, რომ მკერდი გამო-
მეჩინა. სანამ გარეთ გავიდოდი, სარკესთან ვვარჯიშობდი მზე-
რაზე, რომელსაც ჩემი ღრმა და საინტერესო სურვილები უნდა
ეჩვენებინა. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ საერთოდ შემომხედავდა

2 მე-20 საუკუნის ცნობილი ბრიტანელი სტილისტი.

22 მკითხველთა ლიგა
ვინმე. ბავშვობაში ძაღლების საქველმოქმედო გამოფენაში მი-
ვიღე მონაწილეობა: ლამაზ, აბრეშუმისსაყელოიან კოლისთან
ერთად გამოვედი სცენაზე. საბელი ხელზე მქონდა დახვეული და
ვცდილობდი, ძაღლი საუკეთესო კუთხით წარმომეჩინა უცნობი
ადამიანებისთვის. მომსახურე პერსონალისთვის დამახასიათე-
ბელი ფართო ღიმილი ერთი წამითაც არ მომცილებია სახიდან.
სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა. მერე კი, როცა შოუ დას-
რულდა, სრულიად უსარგებლოდ ვიგრძენი თავი. აღარავინ მი-
ყურებდა.
ამის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი, თუნდაც წამით მაინც
მომეხელთებინა ეს შეგრძნება. ველოდი, როდის შემაქებდნენ
და როდის აღნიშნავდნენ, რა იყო ჩემში კარგი.
ჟურნალებში ამოკითხული სტატიების გამო მეგონა, რომ
ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოსაცდელი ოთახი, სანამ
ვინმე შეგამჩნევდეს. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ
ვცდილობდით, სხვებს დავმსგავსებოდით, ბიჭები საკუთარ თავს
ეძებდნენ. შეიძლება ამიტომ იყო რანჩოზე მეტი გოგო, ვიდრე
ბიჭი?
იმ დღეს, როცა პირველად დავინახე სუზანი და სხვები, ვე-
ლოსიპედით მივდიოდი ღია გრილისკენ. მთელ პარკში მხო-
ლოდ იმ კაცს ვიცნობდი, რომელიც ბურგერებს აწყობდა ცხელ
ზედაპირზე. მხრებზე მუხის ხეების ჩრდილი მეცემოდა, ჩემი ვე-
ლოსიპედი კი ხან ჩნდებოდა და ხანაც იმალებოდა ბალახში.
როცა კოვბოისქუდიანი უფროსი ბიჭი შემასკდა, სვლა შევანე-
ლე, რომ კიდევ ერთხელ შევჯახებოდი. კონის ალბათ მოეწონე-
ბოდა ფლირტის ეს უხეირო მეთოდი, რადგან თვითონაც უამრავ
დროს ხარჯავდა მანევრების დახვეწაში.
– ნორმალური ხარ? – ბუზღუნით მკითხა ბიჭმა. პირი გავაღე
ბოდიშის მოსახდელად, მაგრამ კოვბოისქუდიანი ფიგურა უკვე

23 მკითხველთა ლიგა
მშორდებოდა. თითქოს წინასწარ იცოდა, მისთვის საინტერესოს
ვერაფერს ვიტყოდი.
წინ გრძელი და დამქანცველი ზაფხული მელოდა – დღეების
რიგი, საათების მარში. დედაჩემი აჩრდილივით დახეტიალობდა
სახლში. მამას რამდენჯერმე ველაპარაკე ტელეფონზე. ამ საუბ-
რებით ისიც ჩემსავით იტანჯებოდა. მოკლე, ფორმალურ კით-
ხვებს მისვამდა, შორეული ნათესავივით. ისე იქცეოდა, თითქოს
მხოლოდ გადმოცემით იცოდა ჩემ შესახებ: ივი თოთხმეტი წლი-
საა, ივი დაბალია. შეიძლება ჩვენს სიტყვებს შორის სიჩუმე ასე-
თი აუტანელი არ ყოფილიყო, მის ხმაში სევდა მაინც რომ შემემ-
ჩნია. მაგრამ პირიქით: ვგრძნობდი, ჩვენგან შორს ყოფნა გულ-
წრფელად აბედნიერებდა.
სკვერში სკამზე ჩამოვჯექი, მუხლებზე ხელსახოცი დავიფინე
და ჰამბურგერის ჭამა დავიწყე. დიდი ხნის განმავლობაში პირ-
ველად ჩავიდე პირში ხორცი. დედამ განქორწინებამდე ოთხი
თვით ადრე შეწყვიტა ხორციანი საჭმელების მომზადება, ისევე,
როგორც ბევრი სხვა რამ. გაქრა დედა, რომელიც ყოველი სე-
ზონისთვის ჩემთვის ახალ საცვლებს ყიდულობდა და ჩემს
თეთრ წინდებს ლამაზად კეცავდა; დედა, რომელიც ჩემს თოჯი-
ნებს ზუსტად ჩემნაირ პიჟამოებს უკერავდა და ზედ ისეთსავე
მბრწყინავ ღილებს უმაგრებდა, როგორიც ჩემს ტანსაცმელს
ჰქონდა. მამას წასვლის შემდეგ დედაჩემი ცხოვრებას ისეთივე
ამოუხსნელი ჟინით უყურებდა, როგორითაც პატარა გოგო უყუ-
რებს რთულ მათემატიკურ ამოცანას. როგორც კი დროს იპოვი-
და, ფეხის თითებზე იწეოდა, რომ წვივები გაევარჯიშებინა. სა-
გულდაგულოდ იწელებოდა. სახლში ალუმინის ფოლგაში შეხ-
ვეულ სურნელოვან ჩხირებს ანთებდა, რომელთა კვამლიც თვა-
ლებს მიწვავდა. არომატული ქერქისგან დამზადებული უცნაური
ჩაის სმა დაიწყო: ოთახებში ჭიქით ხელში დადიოდა და დრო-

24 მკითხველთა ლიგა
დადრო ისე იკიდებდა ყელზე ხელებს, თითქოს ხანგრძლივი
ავადმყოფობა სულ ახლახან დაამარცხაო.
მისი სენი ბუნდოვანი იყო, მაგრამ მკურნალობა – სპეციფი-
კური. მეგობრები ხან რას ურჩევდნენ და ხან – რას. მასაჟი,
მლაშე აბაზანები, სხეულის აქტივობის საზომი მოწყობილობები,
გეშტალტი,3 მხოლოდ სავსემთვარეობისას დარგული პროდუქ-
ტის ჭამა – სია არ სრულდებოდა. რთული დასაჯერებელი იყო,
რომ დედაჩემი ამ რჩევებს არა მხოლოდ უსმენდა, არამედ ითვა-
ლისწინებდა კიდეც. ყველაფრის გამოცდა სურდა. მიზანს აცდე-
ნილსა და გეგმას მოკლებულს, ეგონა, პასუხი ნებისმიერი ფორ-
მით შეიძლება გამოცხადებოდა, თუკი საკმარისად მოინდომებ-
და.
იქამდე ეძება, სანამ საძებნელი ცოტაღა დარჩა. ალამედაში
ასტროლოგიც მოინახულა და ცრემლები წასკდა, როცა გაიგო,
რომ მის პლანეტას არასასურველი ჩრდილი ეცემოდა. სცადა
თერაპიები, რომლებიც უცხო ადამიანებთან ერთად რბილ
ოთახში დაცემას ან იქამდე ტრიალს ითვალისწინებდა, სანამ
რაიმეს არ მიეჯახებოდა. ერთხელ სახლში მსუბუქი სისხლჩაქცე-
ვებითა და ჩალურჯებებით დაბრუნდა, მაგრამ არ დარდობდა.
პირიქით, ჩაშავებულ კანს შეფარული სინაზითა და სიამაყით
ეფერებოდა. როცა მიხვდა, ვუყურებდი, სახე აუწითლდა და
უხერხულობის გასაფანტად მკითხა, ჩემი ახალი ვარცხნილობა
თუ მოგწონსო. თმა ახალი გაღიავებული ჰქონდა და თავზე ქიმი-
კატებში არეული ხელოვნური ვარდების სუნი ასდიოდა.

3თერაპია, რომელიც 1951 წელს შეიქმნა. იგი მოიცავს


დიალოგს, როლურ თამაშებს, ექსპერიმენტებს სხეულის ენით
და წარსული ემოციებით „გაცოცხლებას“.

25 მკითხველთა ლიგა
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მიუხედავად იმისა, რომ
ახალი ფერის გამო სახეზე ზაფრანასავით ყვითელი, ავადმყო-
ფური ელფერი დაჰკრავდა.
დღითი დღე იცვლებოდა. ხანდახან განსხვავებას პატარა დე-
ტალებში ვპოულობდი. მაგალითად, ერთხელ ხელნაკეთი სამ-
კაული შეიძინა ნაცნობი ქალისგან და ყურებზე პრიმიტიული ხის
ნაჭრები ჩამოიკიდა. ხელებზე პიტნის კანფეტისფერი მინანქრის
სამაჯურები ეკეთა, რომლებიც ყოველ მოძრაობაზე ჩხარუნობ-
დნენ. თვალების შეღებვა სხვანაირად დაიწყო – ფანქარს ალზე
ათბობდა და მერე გრძელ სწორ ხაზებს ავლებდა. ასეთი მაკიაჟი
ძილმორეულ ეგვიპტელ ქალს ამსგავსებდა.
სანამ სახლიდან გავიდოდა, კართან შეყოვნდა.
– გინდა, შენც წაგისვა ფანქარი, ძვირფასო? – მკითხა მზრუნ-
ველი ტონით.
პამიდვრისფერი წითელი ზედატანიდან შიშველი მხრები
მოუჩანდა, კანზე კი სქლად ედო ბრჭყვიალა მტვერი.
მე არსად მელოდებოდნენ. რა მნიშვნელობა ჰქონდა, უფრო
დიდი ან უფრო ლურჯი თვალები გამომიჩნდებოდა თუ არა?
თავი გავაქნიე.
– მე შეიძლება დამაგვიანდეს, ასე რომ, ტკბილად იძინე, –
დაიხარა და თავზე მაკოცა, – ჩვენ ორნი კარგად ვცხოვრობთ
ერთად, არა?
მოფერებისას ისე ფართოდ გამიღიმა, რომ საგულდაგულოდ
შერჩეული გამომეტყველება ოდნავ დაერღვა. ნაოჭებს შორის
მოუთმენლობა ამოვიკითხე. ჩემი ერთი ნაწილი მართლაც კარ-
გად გრძნობდა თავს, იმდენად, რომ ეს შეგრძნება ბედნიერება-
შიც შეიძლება აგრეოდა. მაშინაც კი, თუ სიყვარულით არ ვიყავი
მოცული, სახლის ჩვეული გარემო მამშვიდებდა. იმდენად დიდ
დროს ვატარებდი ამ კედლებში, ნელ-ნელა დავიჯერე, რომ ამა-
ზე უკეთესი არაფერი მექნებოდა. სიახლოვის დაუსრულებელი
26 მკითხველთა ლიგა
შეგრძნება წებოვან ლენტზე უჩინარი პირის ძიებას ჰგავდა. არა-
ფერი იცვლებოდა: არავითარი ნაწიბურები ან ნაწყვეტები. ჩემი
ცხოვრების ნაწილები ისე ჰარმონიულად შეზრდოდნენ ერთმა-
ნეთს, ვერც კი ვაცნობიერებდი მათ არსებობას. პატარა დეტა-
ლებით ერთი სურათი იქმნებოდა: ასეთი დეტალი იყო, მაგალი-
თად, ტირიფის გამოსახულებიანი გაბზარული თეფში, რომელიც
აუხსნელი მიზეზების გამო მერჩია სხვა ჭურჭელს, ან პასტელის
ფერებში გადაწყვეტილი შპალერი შემოსასვლელში. მასზე გა-
მოსახული მცენარეები ჩემთვის სასიამოვნოდ ნაცნობი იყო,
მაგრამ სხვებს ვერაფრით ავუხსნიდი, რატომ ვანიჭებდი თი-
თოეულ პალმასა თუ აყვავებულ ჰიბისკუსს განსაკუთრებულ
მნიშვნელობას.
დედაჩემმა კერძების რეგულარული მზადება შეწყვიტა. აღარ
გვქონდა განსაზღვრული საუზმე, სადილი ან ვახშამი. ხანდახან
ნიჟარაში გასარეცხ ყურძენს მიტოვებდა, ხანაც საძაგელი საკვე-
ბი მოჰქონდა თავისი მიკრობიოტური4 კულინარიის კურსებიდან
– კამიანი სუპი ან წყალმცენარეების სალათა, ზედ მოსხმული
გულისამრევი ქარვის ზეთით.
– ეს რომ ყოველდღე ჭამო, ერთი მუწუკიც კი აღარ ამოგივა,
– მითხრა ერთხელ, როცა შუბლს თითებით ვიწვალებდი. ამის
წარმოდგენაზე კინაღამ გული ამერია, მაგრამ სახიდან ხელები
მართლაც მოვიშორე.
დედამ ერთ-ერთ წრეზე ბევრად უფროსი ქალი, სალი გაიცნო
და მასთან ერთად უამრავ საღამოს ატარებდა. სალის სულ ეცა-
ლა, ხანდახან კი, როცა დრამა განსაკუთრებით წყუროდა, სტუმ-

4დიეტა დაფუძნებულია ძენ-ბუდიზმზე და მიზნად ისახავს საჭ-


მელში არსებული ინისა და იანის ელემენტების დაბალანსებას.
მიკრობიოტური დიეტა ითვალისწინებს ცხოველური საკვების
შემცირებასა და ზომიერ კვებას.

27 მკითხველთა ლიგა
რობისთვის შეუფერებელ საათებშიც კი მოდიოდა. მომდგარსა-
ყელოიან ტუნიკებს იცვამდა და ჭაღარა თმას ისე მოკლედ იჭრი-
და, რომ ყურები მოუჩანდა. მოხუც კაცს ჰგავდა. დედაჩემი და
სალი ბევრს ლაპარაკობდნენ აკუპუნქტურაზე, მერიდიანულ
წერტილებთან ენერგიების მონაცვლეობასა და დიაგრამებზე.
– მე, უბრალოდ, სიმშვიდე მინდა, – ამბობდა დედაჩემი, – ეს
სამყარო კი თითქოს გაცლის ამ გრძნობას, არა?
სალი ადგილზე ცქმუტავდა და თავს უქნევდა, ლაგამამოდე-
ბული პონივით მორჩილი.
დედაჩემი და სალი ღრმა ჯამებით სვამდნენ ხის ქერქების ჩა-
ის – ეს მათი ბოლო აკვიატება იყო.
– ევროპელები ასე იქცევიან, – მითხრა ერთხელ თავის გასა-
მართლებლად, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე სიტყვაც არ
დამიძრავს.
სამზარეულოში როცა შევედი, ორივემ შეწყვიტა საუბარი.
დედამ მანიშნა, ახლოს მოიწიეო და მოჭუტული თვალებით და-
მაკვირდა. ბოლოს კი გამოაცხადა, მარცხნივ გადაწეული თმა
უფრო მოგიხდებაო.
რა რთული იყო მისთვის იმის ახსნა, რომ თმა სხვანაირად
გაღიზიანებული მუწუკის დასაფარად გადავიყავი. თავიდან ე ვი-
ტამინის ზეთი წავისვი, მაგრამ მოგვიანებით თავი ვერ შევიკავე
და მაინც ვიწვალე. ბოლოს ტუალეტის ქაღალდის ნაგლეჯი და-
ვიკარი, სისხლდენა რომ შემეჩერებინა.
სალი დაეთანხმა და ამ თემაში გარკვეული ადამიანის ტონით
დაამატა, ისეთი მრგვალი სახე აქვს, წინ ჩამოყრილი თმა საერ-
თოდ არ უხდებაო.
წარმოვიდგინე, როგორ ვკრავდი ხელს სალის სკამს და გა-
დავაყირავებდი. მისი განიერი გავა ხმაურით დაეხეთქებოდა
ძირს. ჩაის ნაწილს ალბათ ზედ გადაისხამდა, ნაწილი კი ლინო-
ლეუმის იატაკზე დაიქცეოდა... ჩემ მიმართ ინტერესი მალევე გა-
28 მკითხველთა ლიგა
უქრათ. დედამ ნაცნობი ისტორიის მოყოლა დაიწყო. ემო-
ციურად საუბრობდა, დაახლოებით ისე, როგორც ავარიიდან უვ-
ნებლად გამოსული ადამიანები ჰყვებიან ხოლმე მომხდარ შემ-
თხვევას.
– ყველაზე სასაცილო იცი რა არის? რაც ყველაზე მეტად
მაოცებს და მაგიჟებს – კარლის დებილურმა გეგმამ მართლა
დაიწყო ფულის მოტანა, – დედა სიცილს ვერ იკავებდა, – ბო-
ლოს და ბოლოს, იმუშავა, მაგრამ რეალურად, იმ გოგოს ჩემი
ფულით უხდის ხელფასს. დედაჩემის ფილმებით ნაშოვნი ფული
ვიღაც სხვა გოგოზე იხარჯება.
დედაჩემი თამარზე, მამას ასისტენტზე ლაპარაკობდა. რო-
გორც მამა მიხსნიდა, მისი ბოლო ბიზნესი ვალუტით ვაჭრობას
უკავშირდებოდა. სქემა ასე მუშაობდა: იქამდე უნდა ევაჭრა ბირ-
ჟაზე, სანამ ხელში სუფთა მოგება არ დარჩებოდა. სწორედ ამი-
ტომ ელაგა მის მანქანაში ფრანგული ენის სასწავლო კასეტები:
ცდილობდა ფრანკებისა და ლირების გადაყიდვით გარიგება
გაეფორმებინა. ახლა ის და თამარი ერთად ცხოვრობდნენ პა-
ლო ალტოში. თამარს მეც ვიცნობდი. ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი
მშობლების დაშორებამდე, სკოლიდან თავისი „პლიმუთ
ფიურით“ გამომიყვანა. ბაცი, თითქმის ვერცხლისფერში გადა-
სული ქერა თმა ლამაზად გადაევარცხნა. 30 წლისაც არ იქნებო-
და. დედაჩემის მსხვილი კულულებისგან განსხვავებით, თმა, უბ-
რალოდ, სწორად ჰქონდა ჩამოყრილი. გამხდარი და მხიარული
იყო, უიკენდის გეგმებსა და თავის ბინაზე მიყვებოდა. ძალიან
უნდოდა, უფრო დიდი სივრცე ჰქონოდა. მისი ცხოვრება ჩემთვის
გაუგებარ კალაპოტში მიედინებოდა. იმ დროს ქალებს სასტი-
კად და უემოციოდ ვაფასებდი. ვაკვირდებოდი მათი მკერდის
მოხაზულობას, რომ დამედგინა, როგორები იქნებოდნენ სხვა-
დასხვა პოზაში, მაკიაჟისა და ძვირფასი ტანსაცმლის გარეშე.
თამარი ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც ლამაზი იყო. თმას
29 მკითხველთა ლიგა
პლასტმასის სავარცხლით ისწორებდა და მანქანის მართვისას
დროდადრო გულწრფელად მიღიმოდა.
– საღეჭი რეზინი გინდა? – მკითხა მეგობრულად.
ორი რეზინი გამოვათავისუფლე ვერცხლისფერი შეფუთვი-
დან. მომწონდა თამარის გვერდით, ვინილგადაკრულ სავარ-
ძელზე ჯდომა, მისი ქალური ყურადღება. ეს იმაზე მეტი იყო,
ვიდრე ბიჭებისგან შემეძლო მიმეღო. გოგონები ხომ იმას ამჩნე-
ვენ, რაც სწორედ შესამჩნევადაა გამოტანილი. ასე ვიქცეოდი
მეც. ვპასუხობდი თამარის სიმბოლოებს, მისი ვარცხნილობის
სტილსა თუ ფრანგული სუნამოთი გაჯერებულ ტანსაცმელს,
თითქოს ყველა დეტალი მის ისტორიას ყვებოდა. მის სილამაზეს
ისე აღვიქვამდი, როგორც საჩემო სანახაობას.
სახლს რომ მივუახლოვდით და ხმაურიანად დავამუხრუჭეთ,
მკითხა, შეიძლება სააბაზანოთი ვისარგებლოო? რა თქმა უნდა--
მეთქი, ვუპასუხე და გამიხარდა, რომ ჩემს სახლში ცოცხალი
ღვთაება შემოაბიჯებდა. სააბაზანო ჩემი მშობლების საძინებელ-
თან იყო. ოთახს რომ კვეთდა, საწოლს თვალი მოავლო და კბი-
ლებს შორის გამოცრა, რა მახინჯი გადასაფარებელიაო.
თამარის კომენტარამდე არასდროს მიფიქრია ამაზე. წა-
მიერად შემრცხვა დედაჩემის გამო, რომელმაც უთვალავი ნაჭ-
რიდან სწორედ ეს უგემოვნო ქსოვილი ამოარჩია და მეტიც, კმა-
ყოფილიც კი იყო მისი შეძენით.
სასადილო მაგიდასთან ჩამოვჯექი და სააბაზანოდან გამომა-
ვალ ონკანის ხმას მივაყურადე. თამარი დიდხანს იყო ჩაკეტილი
და როცა გამოვიდა, მივხვდი, რაღაც შეიცვალა. რამდენიმე წამი
დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ დედაჩემის ტუჩსაცხი
წაესვა. ისიც მიხვდა, შევამჩნიე და გაშეშდა – თითქოს ფილმის
ყურება შეაწყვეტინეს და რეალობაში გადმოისროლესო. მის სა-
ხეზე ჩემთვის უცნობი შეგრძნებები აფუთფუთებულიყვნენ.

30 მკითხველთა ლიგა
ჩემი ოცნება იყო იმ ძილის წამლის მიღება, რომლის შესახე-
ბაც ჟურნალ „Valley of the Dolls“-ში ამოვიკითხე. ექიმი გრძელ-
ვადიან ძილს სთავაზობდა ჰოსპიტალში მოთავსებულ ღარიბ,
ხმაჩახლეჩილ ნილის, რომელსაც დემეროლისგან აზრები
არეოდა. ჩემს სხეულს მშვიდობიანი, სანდო მანქანები აცოც-
ხლებდნენ, სანამ ტვინი ცარიელ სივრცეში ილივლივებდა, ისე-
თივე ხელშეუხებელი, როგორიც – ოქროს თევზი აკვარიუმში.
რამდენიმე კვირის შემდეგ გავიღვიძებდი და მიუხედავად იმისა,
რომ ყველაფერი ჩვეულ საცოდავ ადგილს დაუბრუნდებოდა, სი-
ცარიელის სასიამოვნო განცდა მერეც გამყვებოდა.
ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ ინტერნატი გამომასწო-
რებდა და ზრდასრული ცხოვრებისთვის შემამზადებდა. ისინი,
დაშორების მიუხედავად, ერთნაირად იმედგაცრუებული იყვნენ
თავიანთი ქალიშვილით. აწუხებდათ ჩემი საშუალო ნიშნები და
ის ფაქტი, რომ სხვა მოზარდებისგან დიდად არ განვსხვავდებო-
დი. მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნი-
შანწყალსაც ვერ შენიშნავდით.
იმდენად ლამაზი არ ვიყავი, რომ ცუდი ნიშნები მიმეღო.
ჭკვიანისა და ლამაზის სკალაზე არც ერთ მხარეს არ ვიხრებო-
დი. ხანდახან შემომიტევდა აზრი, რომ თუ მოვინდომებდი, თუ
უფრო მეტს ვიმუშავებდი, რამე შეიცვლებოდა, მაგრამ სულ
ტყუილად ვწვალობდი. მეჩვენებოდა, თითქოს ჩემგან დამოუკი-
დებელი მისტიკური ძალები მიშლიდნენ ხელს. მათემატიკის
გაკვეთილზე ღია ფანჯარასთან ვიჯექი და მოშრიალე ფოთლე-
ბის გამო გონება მეფანტებოდა. ხანდახან კალამი ჟონავდა და
ვერ ვახერხებდი დავალების ჩაწერას. ის საქმეები, რომლებიც
კარგად გამომდიოდა, არასდროს არაფერში გამომადგებოდა:
მაგალითად, შემეძლო კონვერტებზე ლამაზად დამეწერა გაბე-
რილი ასოები და გვერდზე მოღიმარი არსებები მიმეხატა. გამე-
კეთებინა ტალახისფერი ყავა და გამომეტყველების შეუცვლე-
31 მკითხველთა ლიგა
ლად დამელია. დაჟინებით მეფიქრა სიმღერაზე და რამდენიმე
წუთის მერე რადიოში დაწყებულიყო, თითქოს მედიუმი ვიყავი,
რომელიც საიქიოში საჭირო სულს პოულობდა და უკავშირდე-
ბოდა.
დედა მამშვიდებდა, ბებიას ჰგავხარო, მაგრამ ეს უფრო კე-
თილ ტყუილსა და ყალბ იმედს ჰგავდა, ვიდრე სიმართლეს. ბე-
ბიაჩემის ისტორია ზეპირად ვიცოდი. ჰარიეტი ფერმერის ქა-
ლიშვილი იყო, რომელსაც გაუმართლა და ინდიოს გადახრუკუ-
ლი ველებიდან ლოს-ანჯელესში ამოყო თავი. ლამაზი სახე, სევ-
დიანი თვალები და ოდნავ წაწვეტებული პატარა კბილები – უც-
ნაურ, მაგრამ ლამაზ კატას ამსგავსებდა. კინოსტუდიებისგან გა-
ნებივრებული, მხოლოდ რჩეული პროდუქტით იკვებებოდა: ათ-
ქვეფილი რძე და კვერცხი, შემწვარი ღვიძლი ხუთ სტაფილოს-
თან ერთად – ეს იყო მისი ტრადიციული ვახშამი. როცა კინოკა-
რიერა დაასრულა, პეტალუმაში, მიწასთან გასწორებულ რანჩო-
ში დაბრუნდა, ვარდებს ლუთერ ბურბანკის მეთოდით ზრდიდა
და ცხენებს უვლიდა.
მახსოვს, ბებიაჩემი რომ გარდაიცვალა, ცალკე სახელმწი-
ფოსავით ვარსებობდით მოშორებულ გორაზე. მისი დატოვებუ-
ლი ფულით ვსაზრდოობდით და იშვიათად ვხვდებოდით სხვა
ადამიანებს. რეალური მანძილი არაფერ შუაში იყო, თუ მომინ-
დებოდა, შემეძლო ველოსიპედით დავშვებულიყავი ქალაქის-
კენ. ჩვენი გაუცხოება ბევრად მეტი იყო, ვიდრე ფიზიკური დაშო-
რება. ამას მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი.
დედაჩემი ყოველთვის ფრთხილობდა მამაჩემთან და მეც ასე
ვიქცეოდი. მისი მკაცრი მზერით შეშინებული, ყველა მითითებას
ვითვალისწინებდი: ვცდილობდი, მეტი ცილა მიმეღო, დიკენსი
მეკითხა, უფრო ღრმად მესუნთქა... მამაჩემის კვების რაციონი

32 მკითხველთა ლიგა
უმი კვერცხის, მარილიანი სტეიკისა და ხბოს ტარტარისგან5
შედგებოდა. ამ უკანასკნელს მაცივარში ინახავდა და დღეში 6--
ჯერ მიირთმევდა თითო-თითო კოვზით. ხშირად მეუბნებოდა,
ადამიანის გარეგნობა მის შინაგან სამყაროს ასახავსო და თავა-
დაც სწამდა ამის: ყოველ დილას აუზთან გაშლილ ჭილობზე
ვარჯიშობდა და 50 აზიდვას შეუსვენებლად აკეთებდა. ამ დროს
მე ზურგზე ვეჯექი ხოლმე და აღფრთოვანებული ვიყავი, რომ ფე-
ხის მოუცვლელად ვიწეოდი ჰაერში. მახსოვს, როგორ ირხეოდ-
ნენ ირგვლივ სარეველა ბალახები, მიწას კი გრილი სუნი ას-
დიოდა.
როცა მთიდან კოიოტი ეშვებოდა ჩვენს ძაღლთან საჩხუბრად
(მისი საშინელი სისინი ახლაც არ ამომდის ყურიდან), მამაჩემი
უშიშრად ესროდა ველურ ცხოველს. ეს ისეთივე საოცარი სანა-
ხაობა იყო ჩემთვის, როგორიც გასაფერადებელ წიგნში ჩახატუ-
ლი პირში ვირთხაგაჩრილი ფოცხვერი. მიუხედავად ყველაფრი-
სა, თავს უსაფრთხოდ სულაც არ ვგრძნობდი. როცა დედა მეუბ-
ნებოდა, რომ ნესტისსუნიან ძიძასთან, კარსონთან უნდა დავ-
რჩენილიყავი, თავზარი მეცემოდა. მშობლები მარწმუნებდნენ,
მასთან კარგად ერთობი ხოლმეო, მე კი მიჭირდა საპირისპი-
როს დამტკიცება. ბედნიერების ხანმოკლე მომენტებს ისევ ცუდი
ეპიზოდები მოჰყვებოდა – მამაჩემის დიდი და სწრაფი ნაბიჯები,
რომლებსაც ძლივს ვეწეოდი, დედაჩემის ხელი ჩემს ცხელ შუბ-
ლზე, ავადმყოფობის თანმდევი აუტანელი სიმარტოვე, სანამ დე-
და სახლის სულ სხვა ნაწილში ჩემთვის უცნობ ადამიანებს ესა-
უბრებოდა ტელეფონზე, ლანგარზე ქათმის ბულიონი ცივდებო-
და, ხორცს გაციებული ცხიმი ყვითლად ედებოდა. სიცარიელე,

5 უმად მომზადებული ბიფშტექსი.

33 მკითხველთა ლიგა
რომელსაც ბავშვობაშიც მძაფრად აღვიქვამდი, სიკვდილივით
მტანჯველი იყო.
არ დავინტერესებულვარ, როგორ ატარებდა დედაჩემი დღე-
ებს ან როგორ ელოდა ჩვენს დაბრუნებას ცარიელ სამზა-
რეულოში, რომელსაც ლპობაშეპარული მაგიდის ტილოს სუნი
ასდიოდა. მამა დედას ფორმალურად კოცნიდა და ეს იმდენად
არაბუნებრივი ჩანდა, რომ თვალს ვარიდებდი. ცარიელ ლუდის
ბოთლებს კიბის საფეხურებზე ტოვებდა, მერე კი ამ ბოთლებში
ბზიკები იხრჩობდნენ თავს. ფილტვების გასაძლიერებლად შიშ-
ველ მკერდზე ირტყამდა მუშტებს. საკუთარი სხეულის გაუმჯობე-
სების გეგმას მაგრად იყო ჩაჭიდებული, თითქოს საბოლოო მი-
ზანი საშიშ ცხოველად გადაქცევააო. ფეხზე სქელ წინდებს იც-
ვამდა, რომლებიც უჯრაში ჩაწყობილი სურნელოვანი კედრის
ბურთებისგან იყო დალაქული. მანქანის მინებში გამუდმებით
ამოწმებდა საკუთარ ანარეკლს. მისი ყურადღების მიპყრობა
ადვილი არ იყო. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი
უზარმაზარი მასალიდან საუკეთესო სათქმელი ამერჩია, რომ
მას გულისყურით მოესმინა. სანამ დიდობაში არ შევაბიჯე, არ
მიფიქრია, რა უცნაური იყო მის შესახებ ყველა პატარა დეტა-
ლის ცოდნა მაშინ, როცა თვითონ არაფერი იცოდა ჩემზე. მე
მახსოვდა, ლეონარდო და ვინჩი მისი გმირი იყო, იმიტომ რომ
ღარიბ ოჯახში დაიბადა და მზის ენერგია გამოიგონა. მახსოვდა,
მანქანის მწარმოებელი კომპანიის გამოცნობა მხოლოდ ძრავის
ხმითაც შეეძლო და საჭიროდ თვლიდა, ყველას სცოდნოდა
ხეების ჯიშების სახელები. მოსწონდა, როცა ვეთანხმებოდი,
რომ ბიზნეს სკოლაში სწავლა სისულელეა, ან თავს ვუქნევდი
იმაზე, რომ თინეიჯერი, რომელმაც მის მანქანას მშვიდობის ნი-
შანი დაახატა, ვანდალურად მოიქცა. ერთხელ თქვა, კარგი იქ-
ნება, თუ კლასიკურ გიტარას ისწავლიო, თუმცა თვითონ მხო-
ლოდ კომიკურობამდე მისულ კოვბოი ჯგუფებს უსმენდა, ჩექმებ-
34 მკითხველთა ლიგა
ზე დეზებს რომ აჟღარუნებდნენ და ყვითელ ვარდებზე მღეროდ-
ნენ. მტკიცედ სწამდა, წარმატების მიღწევაში ხელს მხოლოდ სი-
მაღლე (თუ სიდაბლე?) უშლიდა, მაგრამ არ ნებდებოდა.
– რობერტ მიჩუმიც დაბალია, – მითხრა ერთხელ, – მაგრამ
ხილის ყუთებზე აყენებენ ხოლმე.
როგორც კი პარკში გოგონები შევამჩნიე, თვალი ვეღარ მო-
ვაცილე. შავთმიანი გოგოსა და მისი მეგობრების სიცილი ჩემს
მარტოობას კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიდა. ვუყურებდი და ვე-
ლოდი, ოღონდ არ ვიცი, რას. მერე კი ეს რაღაცაც მოხდა. სწრა-
ფად ჩაიქროლა, მაგრამ მაინც მოვახერხე დანახვა. შავთმიანმა
გოგომ კაბის ერთ-ერთი ბრეტელი ჩაიწია და წამით შიშველი ძუ-
ძუ გამოაჩინა. გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა – დედები,
ბავშვები. სანამ ამ მოვლენის სიცხადეს დავიჯერებდი, ბრეტელი
კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. გოგონები კისკისებდნენ, ბინძუ-
რად და უდარდელად. არც ერთ მათგანს არ შეუმჩნევია, რომ
ვაკვირდებოდი. მერე რესტორნის განაპირას გაშენებულ
ხეივანს გაუყვნენ. ჩემი მზერაც მათ გაჰყვა. უფროსი გოგო ნაგ-
ვის ურნას მიუახლოვდა და თავი ახადა. წითურმა ჩაიმუხლა,
შავთმიანმა კი მისი მოხრილი ფეხი საფეხურად გამოიყენა. სა-
ნამ ამ დადგმული ილეთის გააზრებას მოვასწრებდი, შავთმიანი
გოგო წელამდე გადაეშვა ურნაში. ხელსახოცების გადასაყრე-
ლად წამოვიმართე, მაგრამ სანახაობამ ადგილზევე გამაშეშა:
შავთმიანი ისევ გაიმართა წელში და მეგობრებს ნარჩენებიდან
მოპოვებული ნადავლი გაუზიარა: ჯერ შეფუთული პური
ამოიღო, მერე გაუფერულებული კომბოსტო, რომელსაც უსუნა
და უკან ჩააბრუნა (ჩანდა, პირველად არ იქცეოდნენ ასე. ნუთუ
მართლა აპირებდნენ ამ ყველაფრის ჭამას?). ბოლოს კი გამარ-
ჯვებული სახით დაბრუნდა და მიწაზე მყარად დადგა. ის, რაც
ხელში ეჭირა, მთავარი მონაპოვარი უნდა ყოფილიყო: ეს

35 მკითხველთა ლიგა
უფორმო, კანისფერი ნივთი განსაკუთრებული სიამაყით ეჭირა
ხელში. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, რომ დამენახა, რა იყო.
ცელოფანში შეხვეული უმი ქათამი! – ალბათ გუგები ზედმე-
ტად გამიფართოვდა, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში
პირველად იგრძნეს, რომ ვაკვირდებოდი. შავთმიანი მომიტრი-
ალდა და ისე გამიღიმა, მუცელი შემეკუმშა. უხილავი სიგნალები
გავცვალეთ და თვალი არ მოუცილებია, სანამ რესტორნიდან
ყვირილითა და კარის გაჯახუნებით არ გამოიჭრა ჩადგმული კა-
ცი. გოგოებმა პურსა და ქათამს ხელი დაავლეს და გაიქცნენ. კა-
ცი მიხვდა, მათ დევნას აზრი არ ჰქონდა, ხელები წინსაფარზე
შეიწმინდა და აღშფოთებული აქოშინდა.
გოგონები უკვე შორს იყვნენ. მათი გრძელი თმა ჰაერში
დროშებივით ფრიალებდა. გზაზე მიმავალმა შავმა ავტობუსმა
სვლა შეანელა და სამივე მოქმედი გმირი შეისრუტა.
მათი სახე, ქათმის საეჭვო ვარგისიანობა, წამით გამოჩენილი
ვარდისფერი ძუძუსთავი – ეს ყველაფერი იმდენად შემაძრწუნე-
ბელი იყო, თვალებიდან არ ამომდიოდა. რატომ იკვებებოდნენ
ეს გოგონები ნაგვით? ვინ მართავდა ავტობუსს და როგორი
ადამიანი უნდა ყოფილიყავი, რომ ტრანსპორტის შავად შეღებვა
მოგენდომებინა? ერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, ის იყო, რომ ამ
გოგოებს ერთმანეთი ეძვირფასებოდათ. ერთმანეთთან ახლოს
იყვნენ და იცოდნენ, ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ. უეცრად ღა-
მე, რომელიც წინ მელოდა დედაჩემთან და სალისთან ერთად,
აუტანელი მომეჩვენა.
ასე შევხვდი სუზანს, რომელსაც გიშრისფერი შავი თმა და სა-
კუთარი სამყარო ჰქონდა. ერთმანეთს არაფრით ვგავდით, მე
არ შემეძლო, მასავით ფართოდ და დამცინავად გამეღიმა. ვე-
რაფრით ვხსნიდი, რატომ მაწვებოდა ნაღველი მის დანახვაზე.
ის ისეთი უცნაური და თვითმყოფადი იყო, როგორიც ის მცენა-
რეები, ხუთ წელიწადში ერთხელ რომ ყვავიან. კაშკაშა და მყვი-
36 მკითხველთა ლიგა
რალა გამაღიზიანებლობა თავისუფლად შეიძლება მშვენიერე-
ბაში აგრეოდა. ნეტავ თვითონ რას ხედავდა, როცა მიყურებდა?
რესტორნის სააბაზანოში შევედი. „არ გაჩერდე“ – მიჯღაბნი-
ლი იყო მარკერით. იქვე დაეხატათ ფრაზის – „ტესი პაილი მწო-
ველია“ – სასაცილო ილუსტრაცია. ასეთ სასაცილო კვალს ტო-
ვებდნენ ზედაპირული წესიერებით გულშეღონებული ადამიანე-
ბი. თითოეული სიტყვა პატარა ამბოხი იყო სამყაროს გულისამ-
რევი სიყალბის წინააღმდეგ. კუთხეში ვიღაცას ყველაზე სევ-
დიანი ფრაზა მიეწერა – „დედას შევეცი“.
სანამ ხელებს ვიბანდი, სარკეში დეტალურად შევისწავლე
ჩემი გამოსახულება. ვცდილობდი, იმ შავთმიანი გოგოს თვა-
ლით შემეფასებინა ჩემი თავი, ან თუნდაც იმ კოვბოისქუდიანი
ბიჭის, დამცინავი მზერა რომ მესროლა. განა შეიძლებოდა ამ
გამომეტყველებას ზიზღი არ გამოეწვია? ყოველი უჯრედი თავის
მოწონების სამარცხვინო სურვილით მითრთოდა. სახეზე მეწე-
რა, როგორ მჭირდებოდა შექება და სიყვარული. ჩემი მარტოსუ-
ლობა თავად საუბრობდა საკუთარ თავზე, როგორც ობლის ცა-
რიელი თეფში. ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იყო. სად მე
და სად ის შავთმიანი? მისი არსებობა თავად სცემდა კითხვებს
პასუხებს.
გამოსაფხიზლებლად სახეზე ცივი წყალი შევისხი და ყურში
კონის ხმა ჩამესმა – ცივი წყალი სასარგებლოა, ფორებს კრავს
და ცხიმოვანი უჯრედების აქტიურობას ამცირებს. შეიძლება
ასეც იყო, ვიგრძენი, როგორ გამიმკვრივდა კანი. წყლის წვეთე-
ბი კისერზე ჩამომდიოდა. სასაცილოა, მაგრამ მე და კონის მარ-
თლა გვჯეროდა, რომ თუ ყველა რიტუალს შევასრულებდით –
სახეს ცივი წყლით დავიბანდით, ხოლო თმას ძილის წინ ტახის
ჯაგრისის სავარცხლით ჩამოვივარცხნიდით, ყველა პრობლემა
გადაიჭრებოდა და წინ უკეთესი მომავალი გადაგვეშლებოდა.

37 მკითხველთა ლიგა
2

ჩა ჩინგ – ასე ხმაურობდა სლოტების მანქანა, რომელიც პი-


ტერის სახეს ანიმაციური ვარდისფერი შუქით აფერადებდა. კო-
ნის უფროსი ძმა 18 წლის იყო. მკლავებზე გახუხული პურის ფე-
რი დაჰკრავდა. გვერდით უახლოესი მეგობარი, ჰენრი ედგა. კო-
ნიმ გადაწყვიტა, რომ ჰენრი მოსწონდა, ამიტომ პარასკევ საღა-
მოებს სავარჯიშო ტრენაჟორზე ჩამომსხდრები ვატარებდით,
გვერდით კი ჰენრის ნარინჯისფერი მოტოციკლი ლამაზად მორ-
თული პონივით გვედგა. ვუყურებდით, როგორ თამაშობდნენ ბი-
ჭები სლოტებს და უფროსების დატოვებულ ლუდს წრუპავდნენ.
მერე ცარიელ ბოთლებს პნევმატური იარაღით ამსხვრევდნენ
და თითოეულ „გამარჯვებას“ ყიჟინით ხვდებოდნენ. ვიცოდი, იმ
საღამოს პიტერს ვნახავდი. ამიტომაც ჩემი ორნამენტებიანი
მაისური ჩავიცვი და თმა ლაქით დავიყენე. შემეძლო ნიკაპზე
ამოსული მუწუკიც შემენიღბა „მერლ ნორმანის“ კანისფერი
კრემით, მაგრამ ეს სარისკო იყო – შეიძლება უარესად აპ-
რიალებულიყო. სანამ თმა ლამაზად მქონდა, დანარჩენი უმნიშ-
ვნელოდ მეჩვენებოდა. მაისური შარვალში ჩავიტენე, რომ ჩემი
პატარა მკერდი გამომეჩინა. დიდი ზომის ლიფს დეკოლტეს
ეფექტი უნდა შეექმნა. სიშიშვლის შეგრძნება უცნაურად
მსიამოვნებდა და მაიძულებდა, წელში გავმართულიყავი, თავი
მაღლა ამეწია. ისე მოვქცეულიყავი, როგორც შავთმიანი გოგო
იქცეოდა პარკში. კონიმ ჩემ დანახვაზე თვალები მოჭუტა და ტუ-
ჩი ოდნავ შეუთამაშდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
პიტერი ამ დღემდე მხოლოდ ერთხელ მელაპარაკა, ორი კვი-
რით ადრე. კონის ველოდებოდი კიბის ძირში. მისი საძინებელი
ჩემსაზე ბევრად პატარა იყო, სახლი – ბევრად უფრო მოუწყობე-
ლი, მაგრამ მასთან მეტ დროს ვატარებდით. სახლის დიზაინი
38 მკითხველთა ლიგა
საზღვაო სტილში იყო გადაწყვეტილი – მამამისის მცდელობას,
ქალური ხელი დაეტყო საცხოვრებლისთვის, კრახი განეცადა.
მეცოდებოდა კონის მამა. რძის პროდუქტების ქარხანაში ღამე-
ებს ათენებდა და ართრიტი ტანჯავდა, რის გამოც ხელებს დრო-
დადრო ნერვიულად კუმშავდა და შლიდა.
კონის დედა სადღაც ნიუ-მექსიკოში ცხოვრობდა, ბუნებრივი
ცხელი წყლების მახლობლად. ტყუპი ბიჭები ჰყავდა და სხვა
ცხოვრება ჰქონდა, რომელზეც არავინ საუბრობდა. ერთხელ სა-
შობაოდ ქალიშვილს თვალის ჩრდილი გამოუგზავნა, რომელიც
გზაში დაიბზარა. ფერ-ეილის (შოტლანდიის კუნძული) გამოსა-
ხულებიანი სვიტერი კი იმდენად პატარა აღმოჩნდა, კონიმ
ძლივს გაყო თავი.
– ლამაზი ფერებია, – ვუთხარი, რომ როგორმე მენუგეშები-
ნა.
კონიმ მხრები აიჩეჩა და ერთადერთი სიტყვა თქვა:
– ძუკნა.
პიტერი სახლში შემოვიდა და წიგნი სამზარეულოს მაგიდაზე
მიაგდო. თავის დაქნევით მომესალმა და სენდვიჩის მზადება და-
იწყო – თეთრი პურის ნაჭრებს კაშკაშა მდოგვს უსვამდა.
– პრინცესა სად ბრძანდება? – დახეთქილი ტუჩები ალის-
ფრად უელავდა. ზედ გარსი ჰქონდა გადაკრული, რომელიც, ჩე-
მი წარმოდგენით, მარიხუანას ფისი უნდა ყოფილიყო.
– იცვამს, – ვუპასუხე მე.
– აჰ, – თქვა და სენდვიჩი მოკბიჩა. ღეჭავდა და თვალს არ
მაცილებდა.
– რაღაც ამ ბოლო დროს კარგად გამოიყურები, ბოიდ, –
ლუკმა ხმაურიანად გადაყლაპა. მისმა პირდაპირობამ ფეხქვეშ
მიწა გამომაცალა. ამაზე რა უნდა მეპასუხა? მთელი ჩემი ძალის-
ხმევა ამ მომენტის დამახსოვრებასა და უკვდავყოფაზე იხარჯე-
ბოდა. ამასობაში კარი გაჯახუნდა და სახლში ჯინსის ქურთუ-
39 მკითხველთა ლიგა
კიანი გოგო შემოიჭრა. ეს პამელა იყო, პიტერის შეყვარებული.
განუყრელი სატრფოები, ერთნაირ ტანსაცმელში გამოწყობილი
გვრიტები – უსიტყვოდ ფურცლავდნენ გაზეთს, რომელსაც ერ-
თად კითხულობდნენ და ერთად უყურებდნენ The Man from
U.N.C.L.E.-ს. ერთმანეთს ტანსაცმლიდან ისე აცილებდნენ ბუ-
სუსებს, თითქოს საკუთარ თავს აკოხტავებენო.
პამელა ჯერ კიდევ მანამდე მხვდებოდა თვალში, სანამ პიტე-
რის შეყვარებული გახდებოდა. როცა ველოსიპედით აქეთ-იქით
დავქროდი, ვაკვირდებოდი მას და სხვა უფროს გოგოებს, რომ-
ლებიც სკოლის კიბეების ფართო, დაბალ საფეხურებზე ისხდნენ,
ნეკები გადაეჭდოთ და კენტის კოლოფები მაგრად ჩაებღუჯათ.
მათი შეყვარებულები სადღაც სხვაგან ატარებდნენ დროს, ესენი
კი კვამლში ეხვეოდნენ და ზრდასრულებივით საუბრობდნენ. ან-
თებულ ღერებს მაჯის ელეგანტური გატკაცუნებით აშორებდნენ
ფერფლს.
– ჰეი, ივი, – მომესალმა პამელა.
ზოგიერთი გოგოსთვის ძალიან ადვილია, თავაზიანი იყოს,
შენი სახელი ახსოვდეს და საჭირო სიტყვები მოძებნოს. პამელა
ლამაზი იყო, ეს თვითონაც იცოდა და ვგრძნობდი, როგორ დაჰ-
ყვებოდა ეს ცოდნა. ყველა აღიარებდა მის სილამაზეს. ჯინსის
ჟაკეტი ლამაზად აეკაპიწებინა, თვალები ლაინერით ლამაზად
დაემძიმებინა. გარუჯული ფეხების შემალვა აზრადაც არ გაუვ-
ლია. ჩემი ფეხები კი კოღოს ნაკბენებს დაეფარა. მუდმივი მოქა-
ვებისგან სისხლი მომდიოდა და წვივებზე ღია ფერის ბუსუსები
მეზრდებოდა.
– ჰეი, პატარა, – გავსებული პირით მიესალმა პიტერი და გა-
დაიხარა, რომ ჩახუტებოდა. უნდოდა, ცხვირი მის ყელში ჩაეფ-
ლო. პამელამ ამოიწივლა და გვერდზე გადახტა, რა დროსაც
ღოჯი გამოუჩნდა.

40 მკითხველთა ლიგა
– ფუ, რა საძაგლობაა, – პიტერის ცხიმიანი ტუჩები და სამზა-
რეულოში დატრიალებული სუნი არ მოეწონა. მე არაფერი მით-
ქვამს, ვფიქრობდი, როგორი გრძნობაა, როცა სხვას ისე კარგად
იცნობ, რომ ერთი ადამიანი ხდებით და შენიშვნის მიცემაც არ
გეუხერხულება.
მერე ზემოთ ავედი და კონისთან ერთად დავბოლდი პიტერის
უჯრიდან აწაპნილი მოსაწევით. კარი რომ საიმედოდ ჩაგვეკეტა,
რამდენჯერმე ჩავატანეთ გადაკეცილი პირსახოცი. კონიმ მჭიდ-
როდ გაახვია ქაღალდში ბალახი და ჩუმად მოვწიეთ. ფანჯრიდან
პიტერის მანქანა ჩანდა, რომელიც ისე დაუდევრად იყო დაყენე-
ბული, თითქოს პატრონი იარაღის მუქარით გადმოიყვანეს მან-
ქანიდანო.
პიტერი, მისი ასაკის სხვა ბიჭებივით, ჩემს სამყაროში გოგო-
ებზე დიდ ადგილს იკავებდა. მათი არსებობა უფრო მნიშვნელო-
ვანი და აზრიანი იყო, ვიდრე გოგონებისა. ბოლო დროს ჩემი
გრძნობები უფრო გამძაფრდა და ისეთივე უმართავი გახდა, რო-
გორიც მოვლენები – სიზმარში. პიტერი ბანალურად მომწონდა
– ზეპირად მახსოვდა მისი ყველა მაისური და ის ფაქტი, რომ
კისრისა და საყელოს გადაბმის ადგილას კანი უფრო ნაზი და
პრიალა ჰქონდა. შემეძლო ჩამომეთვალა Paul Revere & the
Raiders-ის სიმღერები, რომლებიც მონაცვლეობით ისმოდა მი-
სი საძინებლიდან. ვიცოდი, როგორ მივმხვდარიყავი, როდის
ჰქონდა მიღებული მჟავა – შეთქმული სახით დადიოდა და გან-
საკუთრებული სიფრთხილით ავსებდა წყლის ჭიქას ონკანთან.
ერთხელ პიტერის საძინებელში შევიპარე, სანამ კონი შხაპს
იღებდა. იქაურობა რაღაც უცნაური სუნით ყარდა, რომელსაც
მოგვიანებით მკაფიო სახელი, მასტურბაციის სუნი დაერქვა.
ოთახში არსებული ყველა ნივთი ემოციების ტალღას იწვევდა:
დაბლა დაგებული ლეიბი, პატარა პაკეტი, რომელშიც მარი-
ხუანას თავებს ინახავდა, ინჟინერიის შესასწავლი წიგნები, ძირს
41 მკითხველთა ლიგა
დადგმული ნათითურებიანი ჭიქა, რომელშიც დაძველებული
ბუშტუკებიანი წყალი ესხა, მდინარიდან ამოღებული და კარა-
დის თავზე ჩამწკრივებული გლუვი ქვები... ყველაფერი, რასაც
ვხედავდი, ჩემთვის იყო განკუთვნილი. ამ ნივთებით მისი ცხოვ-
რების არქიტექტურა ეწყობოდა.
ჩემივე არჩევანი იყო, რომ პიტერი ასე ძალიან მომწონებო-
და. იმ ასაკში არა მხოლოდ მე, ყველა გოგო ცდილობდა, ბიჭე-
ბის ბუნების უხეში, გულდასაწყვეტი კუთხეები ისე შეერბილები-
ნა, რომ მათი შეყვარება შესაძლებელი გამხდარიყო. ბიჭებთან
დაკავშირებულ სურვილებსა და ოცნებებზე დაზეპირებული,
ნაცნობი სიტყვებით ვსაუბრობდით, თითქოს პიესიდან ნაწყვე-
ტებს ვიგონებთო. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჩვენი
სიყვარული საერთოდ არ უკავშირდებოდა მამრობით სქესს. ის
გაუმაძღარი, უფორმო გრძნობა იყო, რომელიც სამყაროში ხე-
ტიალობდა და ნავსაყუდელს ეძებდა.

***
როცა პატარა ვიყავი, სააბაზანოს კარადაში სინესტისგან გა-
ბერილი ჟურნალები ვიპოვე, რომლებიც სავარაუდოდ მამაჩემს
ეკუთვნოდა. შიგნით შიშველი ქალების ფოტოები დამხვდა, ბოქ-
ვენზე გადაკრული მჭიდრო, გამჭვირვალე საცვლებითა და შიგ-
ნიდან განათებული ფაიფურის კანით. ჩემს ფავორიტ გოგოს
ყელზე კუბოკრული ნაჭრის პეპელა შეება – უცნაური და გულში
ჩამწვდომი სანახაობა იყო: მთლიანად შიშველი ქალი ყელზე
ოფიციალური ბაფთით, რაც მის სიშიშვლეს გროტესკულ ფორ-
მალურობას ანიჭებდა.
ამ ჟურნალებს რეგულარულად ვათვალიერებდი, მერე კი
სიფრთხილით ვაბრუნებდი უკან. კარს სუნთქვაშეკრული ვკე-
ტავდი. ავადმყოფური ჟრუანტელი, რომელიც მთელ სხეულში
42 მკითხველთა ლიგა
მივლიდა, მოგვიანებით ხალიჩებთან, მატრასებთან და დივანის
საზურგესთან ხახუნად გარდაიქმნებოდა. ნეტავ, როგორ მუშა-
ობდა ეს ყველაფერი? სანამ იმ გოგოს სხეული თვალწინ მედგა,
შემეძლო დაძაბულობა უფრო და უფრო გამეზარდა, მერე კი
სხეულში სიამოვნების ტალღა დამივლიდა და ამაკანკალებდა –
ეს შეგრძნება არაფერს ჰგავდა და მაიძულებდა, მუდმივად მე-
ძებნა ახალ-ახალი შთაბეჭდილებები განმეორებისთვის. უც-
ნაური იყო, რომ გოგოს წარმოვიდგენდი და არა ბიჭს. თუმცა,
წარმოსახვას მხოლოდ აბაზანის ჟურნალებით არ ვკვებავდი.
კარგად მახსოვს ფერადი ნახატი ზღაპრების წიგნში: ობობის
ქსელში გაბმული შეშინებული გოგო და სიბნელეში ანთებული
ბოროტი ღილისებური თვალები. თუ გონებას დავძაბავდი, ბუნ-
დოვნად გავიხსენებდი იმასაც, თუ როგორ ჩაბღუჯა მამაჩემმა
ჩვენი მეზობლის საჯდომი სველ საცურაო კოსტიუმში. ესეც ჟრუ-
ანტელს მგვრიდა.
სანამ სექსი მექნებოდა, ჩემთვის უცნობ ტერიტორიას რამ-
დენჯერმე მივუახლოვდი. სკოლის მეჯლისზე დერეფანში ალექს
პოზნერმა ხელიც კი ჩამიცურა საცვლებში, ოღონდ ისეთი სახე
ჰქონდა, თითქოს საერთოდ არ იცოდა, რას აკეთებდა. თან თვა-
ლებს აცეცებდა, რომ არასასურველი გამვლელები წინასწარ
დაენახა. თუმცა ვერაფერი – ვერც კოცნა, ვერც მისი ხელი ჩემს
ტრუსებში, ვერც ჩემს ხელში გამაგრებული მისი ასო – ვერაფე-
რი შეედრებოდა იმას, რასაც მარტო ვაკეთებდი. სიამოვნების
ტალღებს, რომლებიც მთლიანად მფარავდა, მუხტს, რომელიც
საფეხურებზე ასვლის პარალელურად იზრდებოდა. ალექსი
მხოლოდ ამ ფანტაზიის უსუსური გამეორება იყო. მისი კრუნ-
ჩხვები ხანდახან, უბრალოდ, მაშინებდა.
საწოლზე ვიწექი და კედელზე დაკიდებულ გობელენს ვუყუ-
რებდი. კონი მზისგან იყო დამწვარი. მხრებზე კანს იცლიდა და
ხელში აგორგოლავებდა. ერთადერთი, რაც გულისრევისგან მა-
43 მკითხველთა ლიგა
ჩერებდა, იმაზე ფიქრი იყო, რომ კონი იმავე სახლში ცხოვრობ-
და, სადაც პიტერი. ერთსა და იმავე ჰაერს სუნთქავდნენ, ერთსა
და იმავე თეფშებზე ჭამდნენ და ერთმანეთთან ისე იყვნენ დაკავ-
შირებულნი, როგორც ერთ ლაბორატორიაში გამოზრდილი
ორი განსხვავებული სახეობა.
სამზარეულოდან პამელას ხმამაღალი სიცილი ისმოდა.
– როცა შეყვარებული მეყოლება, ვთხოვ, ნამდვილ პაემნებ-
ზე წამიყვანოს ხოლმე, გარეთ, – თქვა კონიმ თავდაჯერებულად,
– ისიც კი არ ადარდებს, რომ პიტერს აქ მარტო სექსისთვის
მოჰყავს.
კონი წუწუნებდა, რომ პიტერს არასდროს ეცვა საცვლები. ეს
ფაქტი თავში ჩამრჩა, ოღონდ ზიზღი არ გამოუწვევია. პირიქით,
გული ამიჩქარდა. მომწონდა პიტერის დაბოლილი, მოჭუტული
და წირპლიანი თვალები. კონი მასთან შედარებით უფერული
მეჩვენებოდა. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ მეგობრობა
თავად შეიძლება ყოფილიყო თვითმიზანი და არა, უბრალოდ,
ხმაური უკანა ფონზე, სანამ სცენაზე ერთმანეთს ბიჭები ენაც-
ვლებოდნენ.
კონი სარკესთან იდგა და ცდილობდა, გასული ათწლეულის
სევდიანი სიმღერისთვის ხმა შეეწყო. ამ ტკბილ-სევდიან ბალა-
დებში ავტორებს მთელი სამყაროს სევდა ჩაეტიათ. თითოეული
აკორდი, თითოეული ხაზი მხოლოდ ამძაფრებდა ჩვენს უიმედო
განწყობას სამყაროს მიმართ. ჩვენს წარმოდგენაში ცხოვრება
ტრაგიკული იყო და ამ შეგრძნებას იქამდე ვეჭიდებოდით, სანამ
აუტანელი არ გახდებოდა. მინდოდა, ყველას ეგრძნო, როგორი
გაჯერებული იყო გარემო ავბედითი ნიშნებით, კარგი იქნებოდა,
თუ ამინდი და ფერებიც გაიჟღინთებოდა მწუხარებით. აი, ასე
მოქმედებდა ეს სიმღერები ჩვენზე.
ერთი სიმღერა განსაკუთრებით ეხმიანებოდა ჩემს პირად
ექოს, თითქოს ვიღაცამ ჩემი შეგრძნებების ტრაექტორია გადა-
44 მკითხველთა ლიგა
ხატაო. მარტივი ტექსტი იყო ქალსა და მისი ზურგის მოხაზულო-
ბაზე, რომელსაც შეყვარებული მამაკაცი უკანასკნელად ხედავ-
და, სიგარეტის ფერფლზე, რომელსაც ქალი საწოლში ტოვებდა.
სიმღერა რომ დასრულდა, კონი ფირფიტის შესაცვლელად წა-
მოხტა.
– კიდევ ერთხელ ჩართე, რა, – ვთხოვე და ვცადე, ჩემი თავი
სიმღერის გმირის ადგილზე წარმომედგინა. მეგრძნო მისი მომ-
წვანო ვერცხლის სამაჯურის წკრიალი, მისი დაშვებული თმის
ტალღები, თუმცა ამ წამოწყების უაზრობაში მალევე დავრწმუნ-
დი. თვალი გავახილე და დავინახე, როგორ იპრანჭებოდა შორ-
ტებში ბარძაყებგამოკვართული კონი სარკესთან, შეწებებულ
წამწამებს ქინძისთავით აცალკევებდა. რა თქმა უნდა, ჩემზე და
კონიზე არავინ შექმნიდა ბალადებს. მხოლოდ განსაკუთრებულ
გოგოებს დაჰყვებოდათ ასეთი ამოუცნობი აურა. მაგალითად,
პარკში ნანახ გოგოს, ანდა პამელას მეგობრებს, ნება-ნება რომ
ახამხამებდნენ თვალებს და ელოდებოდნენ, როდის მოაკითხავ-
დნენ შეყვარებულები პრიალა მანქანებით. მერე კი ფეხზე დგე-
ბოდნენ, ტანსაცმელს იფერთხავდნენ და ხელის ნარნარი ქნე-
ვით უჩინარდებოდნენ მცხუნვარე მზეში.

***
რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიპარე პიტერის
ოთახში, სანამ კონის ეძინა. სამზარეულოში ნათქვამი კომპლი-
მენტი ისე ჟღერდა, როგორც დროებითი ბილეთი, რომელიც გა-
მოუყენებლად გამომეცლებოდა ხელიდან.
მე და კონი გვიანობამდე ვისხედით იატაკზე, ავეჯის ფეხებს
ვეყუდებოდით, ლუდს ვწრუპავდით და დროდადრო ტკბილ ხა-
ჭოს თითებით ვლოკავდით შეფუთვიდან. ბევრი დავლიე და
45 მკითხველთა ლიგა
სურვილმა ამიტანა, რამე სიგიჟე ჩამედინა. არ მინდოდა, კონი-
ვით უმოქმედოდ დავლოდებოდი, რას მომიტანდა ცხოვრება,
სეზამიანი კრეკერები მეჭამა და ოთახში ხტუნვით დამეწვა კა-
ლორიები. კონის მალევე ჩაეძინა, მე კი გადავწყვიტე, ფხიზლად
ვყოფილიყავი. ცოტა ხანში პიტერის ნაბიჯებიც გაისმა კიბეზე.
დაველოდე, როდის გადაიზრდებოდა კონის ჩქარ-ჩქარი სუნ-
თქვა ღრმა ძილში და კედელზე აკრული, გამომძიებელივით
ფრთხილი ნაბიჯებით გავუყევი გზას. წელვადი პოლიესტერის
პიჟამო მეცვა, რომელიც ერთდროულად მამსგავსებდა პრინცე-
სასა და ეროტიკული თეთრეულის მოდელს. სახლში გამეფებუ-
ლი სიჩუმე ჰაერზე მყარი, ხელშესახები და მტანჯველი იყო, მაგ-
რამ სივრცეს ჩემთვის უცნობი თავისუფლებით ავსებდა. პიტერი
უკვე საწოლში იწვა და არ მოძრაობდა, საწოლიდან ცალი ფეხი
გადმოეყო. სუნთქვა ჩემთვის უცნობი ნარკოტიკული საშუალე-
ბისგან ჰქონდა გახშირებული. საოცარი იყო, რომ შემეძლო მი-
სი ძილისთვის მედევნებინა თვალი და მოულოდნელად თავს
დამტყდარი უპირატესობით მესარგებლა – მისი ბედნიერი სიზ-
მრები წარმომედგინა. თითო სუნთქვა კრიალოსანის თითო
ბურთულის გადათვლას ჰგავდა – ჰაერში ყოვნდებოდა და ქრე-
ბოდა. შემეძლო ეს ყველაფერი მეკმარა, მაგრამ არ მინდოდა,
ამაზე შევჩერებულიყავი.
ოდნავ მივუახლოვდი და ბიჭის ნაკვთებმა სიბნელეში წარ-
მოდგენილი მონახაზიდან ხორცი შეისხა. ვცდილობდი, სირ-
ცხვილის გრძნობის გარეშე, მშობლიური მზრუნველობით შე-
მესწავლა მისი უნებლიე მოძრაობები. უეცრად პიტერმა თვალი
გაახილა, თუმცა ჩემი სიახლოვე დიდად არ გაჰკვირვებია. თვა-
ლებში რძესავით ბლანტი მზერა ჩასდგომოდა.
– ბოიდ, – მითხრა ნამძინარევი ხმით, მაგრამ ჩემი გვარი
ახალჩაძინებული ადამიანისთვის ზედმეტად გარკვევით წარ-
მოთქვა. ნუთუ მელოდა? ნუთუ გრძნობდა, ვესტუმრებოდი?
46 მკითხველთა ლიგა
შემრცხვა, რომ ასე, უბრალოდ, ვიდექი.
– ჩამოჯექი, – დამპატიჟა გულთბილად.
საწოლზე დაჯდომა ვერ გავბედე და იატაკზე, ლეიბთან ჩავი-
მუხლე. მუხლები დაძაბულობისგან მიხურდა, ვცდილობდი, არ
ავკანკალებულიყავი. გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, რომ სა-
წოლზე დავესვი. მისი სიმშვიდე მეც გადმომედო. ოთახი უც-
ნაურად გამოიყურებოდა: ნესტისგან გამობერილი კარადა, ნა-
ფოტებისგან აწყობილი კარი. რთული წარმოსადგენი იყო, რომ
კონის რამდენიმე ოთახის მიღმა ეძინა და ძილში ბუტბუტებდა.
უაზრო რიცხვებს ისროდა ხოლმე, თითქოს ბინგოს თამაშობსო.
– თუ გცივა, შეგიძლია შემომიწვე, – მითხრა პიტერმა და გა-
დასაფარებელი ასწია. ბრტყელმა შიშველმა მკერდმა სიბნელი-
დან წამით გამოანათა. რიტუალური სიჩუმით მივუწექი, გაოგნე-
ბული ვიყავი, რომ ყველაფერი ასე ადვილად გამოვიდა. ნუთუ ეს
შესაძლებლობა ყოველთვის ტივტივებდა ჰაერში, მე კი მხო-
ლოდ ახლა მომაფიქრდა მისი გამოყენება? ორივე ჩუმად ვიწე-
ქით. ახლოს მიმიხუტა და ზურგით მკერდზე მიმიბჯინა. ბარძა-
ყებზე მისი ასო მეხახუნებოდა. სუნთქვა სახიფათო იყო, რადგან
ნებისმიერ მოძრაობას შეიძლება დაერღვია ეს მყიფე ჰარმონია.
ცხვირით ვსუნთქავდი, რომ ნეკნები ოდნავადაც არ გამეტოკები-
ნა. ჰაერის უკმარისობის გამო თავბრუც კი დამეხვა, მაგრამ გან-
ძრევა არც მიფიქრია. მისი ზეწრები და საბანი, პიტერის ძალ-
დაუტანებელი სიახლოვე – აი, თურმე რა ეკუთვნოდა პამელას
ამდენი ხნის განმავლობაში. ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ-
დი ჩემს სხეულზე ბიჭის მკლავის სიმძიმეს. პიტერი ისე იქ-
ცეოდა, თითქოს დაძინებას აპირებდა: ცქმუტავდა, ოხრავდა,
თუმცა ესეც თამაში იყო – ვითომ არაფერი ხდებოდა. ვითომ ვი-
ძინებდით. მერე კი უეცრად ძუძუსთავზე ვიგრძენი მისი თითების
შეხება. ისე ფრთხილად სრესდა, თითქოს, უბრალოდ, ზომავსო.
შიშველ ბარძაყებზე სიმხურვალე გადმომედო. შიშმა არა, მაგ-
47 მკითხველთა ლიგა
რამ აღტაცებამ ამიტანა. რაც უნდა მომხდარიყო, გავყვებოდი,
რადგან ის ამ ღამის პილოტი იყო, მე კი მხოლოდ გვერდიდან
ვუყურებდი სურათს. თავში ერთი და იგივე კითხვები მიტ-
რიალებდა: აბა, რა მოუვა პატარა ივის? რა მოხდება შემდეგ?
კისერში ცხელი სუნთქვისა და ფეხებს შორის მოკიდებული
ცეცხლის ჯადო იატაკის მოულოდნელმა ჭრაჭუნმა გაფანტა. პი-
ტერმა ხელი გასწია, ზურგზე გადატრიალდა და ჭერს მიაშტერ-
და.
– უნდა დავიძინო, – მითხრა ფრთხილად. მისი ხმა საშლე-
ლივით ამოქმედდა და იმ ფიქრებს დაერია, ოთახში რომ
ტრიალებდა. წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ რამე დავაშავე.
ფრთხილად ავდექი და გაოცებული ნაბიჯებით გავედი ოთახი-
დან. მაინც კმაყოფილი ვიყავი – იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე ვე-
ლოდი.

***
ბიჭები საათობით თამაშობდნენ სლოტებს, მე და კონი კი იქ-
ვე ვისხედით და ვითომ სულ არ ვაქცევდით ყურადღებას. ველო-
დი, პიტერი რამეს მაგრძნობინებდა, მანიშნებდა, რომ წინა ღამე
არ დამსიზმრებია, მაგრამ სულ ტყუილად, არც კი შემოუხედავს.
გარაჟში ცივი ასფალტისა და სველი კარვების სუნი იდგა. ბენ-
ზინგასამართი სადგურის კალენდარი გარემოში ბუნებრივად
ეწერებოდა: ქალი აბაზანაში მიბნედილი თვალებითა და ტუჩებს
შორის გამომკრთალი კბილებით პოზირებდა. მიხაროდა, რომ
ამჯერად პამელა ჩვენთან ერთად არ იყო. როგორც გავიგე, ნაჩ-
ხუბრები იყვნენ. მინდოდა მეტი დეტალი გამერკვია, მაგრამ კო-
ნის სახეზე ეჭვი ამოვიკითხე – ზედმეტად დაინტერესებული არ
უნდა გამოვჩენილიყავი.
48 მკითხველთა ლიგა
– სადმე არ ხართ წასასვლელები? – გვკითხა ჰენრიმ, –
ღლაპებისთვის ნაყინის ჭამა ან რამე მსგავსი არ იგეგმება?
კონიმ თმა გადაიქნია და ლუდის ასაღებად ადგა. ჰენრი დამ-
ცინავად უყურებდა მის თამამ ნაბიჯებს, მერე კი ლუდის ორი
ბოთლი აიტაცა ხელში.
– აუ, მომეცი რა, – აწუწუნდა კონი.
წუწუნა, წიკვინა გოგო. მახსოვს, როგორ მაღიზიანებდა მისი
უადგილო აგრესია, თვალთმაქცობა და დაყენებული კისკისი.
ლაპარაკიც ხმამაღალი იცოდა. შემეძლო კონის გამაღიზიანებე-
ლი ჩვევების სრული კატალოგი შემედგინა და ბიჭის თვალით
გამესამართლებინა მისი ყველა ქცევა, თითქოს სიას ვადგენდი,
რატომ არ გამოდგებოდა ჩემი მეგობარი შეყვარებულად. ახლა-
ღა ვხვდები, რა უსამართლო ვიყავი – ბავშვურად მჯეროდა, მის-
გან დისტანცირებით გადამდები „დაავადებისგან“ თავს დავი-
ცავდი.
– რას მომცემ სანაცვლოდ? – ჰკითხა ჰენრიმ, – არაფერია
სამყაროში უფასო, კონი.
გოგომ მხრები აიჩეჩა და სცადა, უბრალოდ, ხელიდან გა-
მოეტაცა ბოთლები. ჰენრიმ მაგრად შებოჭა და იცინოდა, სანამ
ის გასათავისუფლებლად იბრძოდა. პიტერმა თვალები აატ-
რიალა და უსიტყვოდ აღნიშნა, რომ ეს გაცვეთილი ვოდევილუ-
რი სცენა გულს ურევდა. რა თქმა უნდა, ის ამ ყველაფერზე მაღ-
ლა იდგა. უფროსი მეგობრები ჰყავდა, რომლებიც სასტიკ ჯუნ-
გლებში, ნალექისგან გაშავებულ მდინარეებში გაუჩინარდნენ
და სახლში უცნაური ბუტბუტით დაბრუნდნენ. ისინი მძიმე სიგა-
რეტების გარეშე წამითაც ვერ ძლებდნენ და ჩრდილივით აკიდე-
ბული, ანერვიულებული შეყვარებულების თანხლებით დადიოდ-
ნენ.
წელში გავიმართე და სახეზე დიდებისთვის დამახასიათებე-
ლი მოწყენილობა შევიკოწიწე იმ იმედით, რომ ვინმე შეამჩნევ-
49 მკითხველთა ლიგა
და. მინდოდა, პიტერის ის ნაწილი დამენახა, რომელსაც, ჩემი
აზრით, პამელა ვერასდროს გაიცნობდა. ხანდახან მის მზერაში
სევდის ნაგლეჯებს ვხედავდი და ისიც ვიცოდი, ძალიან კეთილი
იყო. იმ წელს, როცა კონის დედას საერთოდ დაავიწყდა ქალიშ-
ვილის დაბადების დღე, პიტერმა ხელი მოგვკიდა და ეროუჰედის
ტბაზე წაგვიყვანა. პამელამ ეს არ იცოდა, მე კი ყველა ის მოგო-
ნება მჭირდებოდა, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა.
ჰენრიმ კონის წელზე უჩქმიტა:
– არ გინდა, ვჭამოთ?
– ფუ, ნუ მეხები, გარყვნილო, – კონიმ ხელი გააწევინა. მერე
კი სიცილით დაამატა: – შეგეცი!
– კარგი, – თქვა ჰენრიმ და მაჯაზე მაგრად ჩასჭიდა ხელი, –
შემეცი!
კონი ნახევარი ძალით ეწინააღმდეგებოდა, სანამ ჰენრიმ თა-
ვად არ გაუშვა ხელი.
– დეგენერატო, – ჩაილუღლუღა მაჯის სრესით, თუმცა გაბ-
რაზებულს არ ჰგავდა.
ესეც გოგოობის ნაწილი გვეგონა – ყველანაირ გამოხმაურე-
ბაზე თავის დაქნევა და ყველა სულელურ წამოწყებაში აყოლა.
თუ გაბრაზდებოდი, გიჟს დაგიძახებდნენ, თუ პრეტენზიას გა-
მოთქვამდი – განებივრებულს. მხოლოდ ცალყბად გაღიმება შე-
გეძლო, სიცილს უნდა აჰყოლოდი, მაშინაც კი, როცა შენ დაგცი-
ნოდნენ.
არ მომწონდა ლუდის მომწარო გემო. არაფერი შეედრებოდა
მამაჩემის მარტინის სასიამოვნო სიგრილეს, თუმცა სხვა არჩე-
ვანი არ მქონდა. ლუდს მაინც ვსვამდი. ბიჭებმა ერთი შეკვრა
მონეტები დახარჯეს სლოტების მანქანაზე და თამაშის გასაგ-
რძელებლად აპარატის ჯიბე უნდა დაეცალათ.
– გასაღები გვჭირდება, რომ გავხსნათ, – თქვა პიტერმა და
საიდანღაც თხელი „ჯოინთი“ ამოაძვრინა.
50 მკითხველთა ლიგა
– ახლავე მოვიტან, თუ ცოტა ხანი გაძლებთ უჩემოდ, – თქვა
კონიმ და ბიჭებს გადახედა. სანამ კარში გაუჩინარდებოდა, ხე-
ლი ჰაეროვნად დაგვიქნია. ალბათ ეს რჩევაც ჟურნალში
ამოიკითხა და ჰენრიზე ცდიდა: „გაუჩინარდით დროებით, რომ
თქვენი არყოფნა შესამჩნევი გახდეს, მერე კი ეფექტურად დაბ-
რუნდით“.
ეს ჩვენი უამრავი შეცდომიდან ერთ-ერთი უმთავრესი იყო.
გულწრფელად გვჯეროდა, ბიჭები რაღაც ლოგიკით მოქმედებ-
დნენ, რომელსაც ოდესმე ამოვხსნიდით. გვეგონა, მათი ქმედე-
ბები, გარდა სპონტანური იმპულსებისა, სხვა მნიშვნელობითაც
იყო დატვირთული. შეთქმულების თეორიის მოყვარულებივით,
ყველა პატარა ღიმილში განზრახვასა და ფარულ მნიშვნელობას
ვეძებდით. ისინი კი, უბრალოდ, ბიჭები იყვნენ, ახალგაზრდები,
სულელები, დაუფიქრებლები და პირდაპირები. ამის მიღმა არც
არაფერს მალავდნენ.
პიტერმა მანქანის სახელური ჩამოსწია და უკან დაიხია. სანამ
სლოტების მანქანიდან უამრავი მონეტა გადმოიყრებოდა, და-
ბოლებაც მოესწრებოდა. ჰენრისა და პიტერს რეცხვისგან დათ-
ხელებული თეთრი მაისურები ეცვათ. ლუდს სვამდნენ, ეწეოდ-
ნენ და ჩუმად საუბრობდნენ. ჩემამდე მხოლოდ ნაწყვეტები აღ-
წევდა.
ვილი პოტერეკეს სახელი მომესმა. ვილი, რომელსაც შორი-
დან მე და კონიც ვიცნობდით, პეტალუმიდან ომში გაწვეული
პირველი ბიჭი იყო. ამბობდნენ, მამამისმა თავად წაიყვანა დასა-
რეგისტრირებლადო, ცოტა ხნის წინ კი, სახლში დაბრუნდა. სა-
სადილო „ჰამბურგერ ჰამლეტთან“ მოვკარი თვალი. პატარა ტა-
ნის შავგვრემან გოგოსთან ერთად იდგა, რომელსაც ცხვირიდან
წვინტლები ჩამოსდიოდა. გოგო ტკიპასავით ეკვროდა და სრუ-
ლი სახელით მიმართავდა: „ვილი-ამ“, თითქოს ეს დამატებითი

51 მკითხველთა ლიგა
მარცვალი რაღაც სასწაულით მის შეყვარებულს ზრდასრულ,
პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კაცად აქცევდა.
– სულ გზაზე დგას და მანქანას რეცხავს, თითქოს არაფერი
მომხდარაო. არადა, მგონი, ტარებაც აღარ შეუძლია, – თქვა პი-
ტერმა.
ეს ცნობები თითქოს სამყაროს სხვა ნაწილიდან მოდიოდა.
ჩემი გამოგონილი პრობლემების შემრცხვა. მე სიმღერები
მჭირდებოდა ცხოვრების სისასტიკის შესაგრძნობად, პიტერი კი
მართლაც შეიძლება გაეგზავნათ სხვაგან სიკვდილისთვის თვა-
ლებში ჩასახედად. მას არ სჭირდებოდა სცენარის გამოგონება
და ვარჯიში მწუხარებაში. მე და კონი კი ხშირად ვიგონებდით
წარმოსახვით სიტუაციებს – რას იგრძნობდი, მამაშენი რომ
მომკვდარიყო? რას იზამდი დაორსულების შემთხვევაში? რო-
გორ მოიქცეოდი, მასწავლებელს რომ შენთან სექსი მოენდომე-
ბინა, როგორც მისტერ გარისონს მოუნდა პატრიცია ბელთან
კურკური?
– საშინლად აქვს გადაჭრილი ფეხი. სულ დანაოჭებულია და
ვარდისფერი, ბოლოსკენ გასიებულია, – დაამატა პიტერმა.
– რა საზიზღრობაა, – უპასუხა ჰენრიმ ისე, რომ სლოტების
მანქანისთვის თვალი არ მოუცილებია. სახეზე მოხტუნავე ალუბ-
ლები დასთამაშებდნენ, – მაგრამ თუ საომრად მიდიხარ, იმის-
თვისაც უნდა იყო მზად, რომ ფეხებს წაგაცლიან.
– გგონია, თვითონ ძალიან უჭირს? ამაყობს კიდეც და ყვე-
ლას ეხვეწება, გაჩვენებთო, მგონი, ეგ არის სიგიჟე, თუ არის, –
თქვა პიტერმა და ჩამწვარი „ჯოინთი“ იატაკზე დააგდო. ჩაქრო-
ბამდე თვალი არ მოუცილებია.
საუბრის დრამატულობა მეც გადმომედო. ალკოჰოლი უკვე
იწყებდა მოქმედებას და მკერდთან სიმხურვალეს ვგრძნობდი,
რომელსაც თავადაც ვაძლიერებდი. მინდოდა, მართვის სადა-
ვეები სიმთვრალისთვის დამეთმო. წამოვდექი, მაგრამ ბიჭებმა
52 მკითხველთა ლიგა
ვერ შეამჩნიეს. თემის შეცვლა მოესწროთ და ახლა რაღაც ფილ-
მზე ლაპარაკობდნენ, რომელიც სან-ფრანცისკოს კინოთეატ-
რებში გადიოდა. სათაურს ვცნობდი და ისიც ვიცოდი, პეტალუ-
მაში გარყვნილი სცენების გამო არ ჩამოიტანეს. მაგრამ კონ-
კრეტულად რაზე იყო საუბარი – არ მახსოვდა.
როცა ეს ფილმი, ბოლოს და ბოლოს, ვნახე, უკვე ზრდასრუ-
ლი ვიყავი და სექსუალური სცენების უბრალოებამ სასიამოვ-
ნოდ გამაოცა. მსახიობს ბოქვენს ზემოთ მუცელი ოდნავ გამოჰ-
ბერვოდა და გულწრფელად იღიმოდა, როცა იახტის კაპიტნის
თავს მოშვებულ, უზარმაზარ ძუძუებში იკრავდა. ეს ის სასაცი-
ლო ვულგარულობა იყო, რომელსაც მომავალი წლების ფილ-
მებში ვეღარსად იხილავდით – ამის ნაცვლად აკანკალებულ
გოგოებს ფეხები უსიცოცხლოდ დაეშვათ ძირს.
ჰენრი თვალებს ჭუტავდა და ენით უხამს ჟესტს განასახიერებ-
და. ცდილობდა, ფილმიდან რომელიღაც სცენა გაეთამაშებინა.
პიტერი დასცინოდა, ავადმყოფი ხარო. ხმამაღლა მსჯელობ-
დნენ, მართლა უდებდნენ თუ არა გადაღებისას მსახიობ ქალს.
აშკარად არ ადარდებდათ, რომ მეც მესმოდა.
– სახეზე ეტყობოდა, მოსწონდა, – ამბობდა ჰენრი და გაშმა-
გებული იმეორებდა ერთ კონკრეტულ სცენას, – ქალი წვრილი
ხმით კვნესოდა და სლოტების მანქანას თეძოებით ეხეთქებოდა,
– ოჰ, ასე, ასე! მიდიიი! – მეც ნანახი მაქვს, – ისე ვთქვი, რომ
არც დავფიქრებულვარ. მინდოდა, საუბარში ჩავრთულიყავი,
თუნდაც ტყუილის მეშვეობით. ბიჭებმა შემომხედეს.
– ვა, – თქვა ჰენრიმ, – როგორც იქნა, მოჩვენებამ ხმა
ამოიღო.
გავწითლდი.
– მართლა ნახე? – გაუკვირდა პიტერს. რას ნიშნავდა ეს კით-
ხვა? ცდილობდა, უხამსობისგან დავეცავი?
– კი, ძალიან მაგარია, – აღარ დავიხიე უკან.
53 მკითხველთა ლიგა
ერთმანეთს გადახედეს. ნუთუ მართლა ფიქრობდნენ, რომ
როგორმე მოვხვდებოდი ქალაქში? რომ უამრავ კილომეტრს
გავივლიდი „პორნოს“ სანახავად?
– აბა, – ჰენრიმ თვალები მოჭუტა, – რა მოგეწონა?
– აი, ის სცენა, შენ რომელსაც ჰყვებოდი, – ვთქვი მე, – გო-
გოს რომ...
– ჰო, მაგრამ მაინც რამ მოგხიბლა?
– კაი, შეეშვი, – თქვა პიტერმა ჩუმად. უკვე მოჰბეზრებოდა ეს
საუბარი.
– და შობის ეპიზოდი? ხო მაგარი იყო?
მისმა ღიმილმა მაფიქრებინა, რომ მიზანს მივაღწიე და
საუბარში ბუნებრივად ჩავერთე. უკვე ვტკბებოდი იმით, რა ად-
ვილად გამომივიდა ჩანაფიქრი.
– დიდი ხის ქვეშ თოვლში რომ არიან... – აგრძელებდა ჰენ-
რი.
თავი დავუქნიე. უკვე მეც მჯეროდა ჩემი ტყუილის.
უეცრად ჰაერი ჰენრის სიცილმა გააპო.
– ნანახი გაქვს, არა??? ნანახი ჰქონია გოგოს! მთელი ფილმი
ფიჯიზეა გადაღებული, შე იდიოტო. ყველაფერი კუნძულზე ხდე-
ბა.
პიტერს გადავხედე, რომელსაც ჩემ ნაცვლად რცხვენოდა,
თითქოს ქუჩაში სამარცხვინო წაქცევას შეესწროო. ისე მიყურებ-
და, გეგონება პირველად მხედავდა.
ძალიან გავმწარდი და მოტოციკლს ხელი ვკარი. წაქცევას არ
ვუპირებდი, მინდოდა, ახმაურებულიყო და ჰენრის ცოტა შეშინე-
ბოდა. მერე ალბათ სულელურად გავიხუმრებდით ამ თემაზე და
ჩემი ტყუილიც დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ძალა ვერ მოვ-
ზომე. მოტოციკლი წაიქცა და ცემენტის იატაკზე საზარელი ბრა-
ხუნით დაეხეთქა.

54 მკითხველთა ლიგა
– შე პატარა ნაბოზარო, – მიყვირა ჰენრიმ და მომაშტერდა.
მერე კი წაქცეულ ორთვალასთან ისე დაიხარა, თითქოს მკვდა-
რი შინაური ცხოველი ყოფილიყო. სიმძიმე რომ არა, ხელშიც
აიყვანდა.
– არ გატეხილა, – ვთქვი ანგარიშმიუცემლად.
ჰენრიმ მთელ სიგრძეზე გაუსვა მოტოციკლს აკანკალებული
ხელები და ნარინჯისფერი მეტალის ნაგლეჯი შერჩა.
– შიგ გაქვს? – მიყვირა და პიტერს მიუახლოვდა, რომ მასაც
დაენახა, როგორ დავაზიანე მისი ტრანსპორტი.
პიტერის თვალებში სინანული ამოვიკითხე. ამას გაბრაზება
ჯობდა. ბავშვივით ვცდილობდი, თანაგრძნობის ერთი წვეთი მა-
ინც მეპოვა.
შემოსასვლელში კონი გამოჩნდა.
– კაკ-კუკ, – თქვა ღიმილით და ხელში გასაღები შეათამაშა.
რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ მთელი სიმძაფრით აღექვა მის
არყოფნაში დატრიალებული ამბავი: ჰენრი მოტოციკლეტთან
დახრილიყო, პიტერი კი ხელებგადაჯვარედინებული იდგა.
– დამპალი მეგობარი გყავს, – უთხრა ჰენრიმ ახალშემო-
სულს და საშინელი მზერა მესროლა.
– ივიმ წააქცია, – განმარტა პიტერმა.
– პატარა ნაბიჭვრებო, შემდეგ ჯერზე ძიძა იპოვეთ და ჩვენ-
თან ერთად აღარ დაგინახოთ, – ვერ მშვიდდებოდა ჰენრი.
– ბოდიში, – ჩავილაპარაკე ჩუმად, მაგრამ არავინ მისმენდა.
მოტოციკლი დიდად არ დაზიანებულა. ყოველ შემთხვევაში,
ასე თქვა პიტერმა, რომელმაც ბზარი გულისყურით შეისწავლა.
– მარტო კოსმეტიკა უნდა, ადვილად შეკეთდება, – გამოაც-
ხადა ჰენრის გასამხნევებლად, თუმცა ის არ უსმენდა.
მოტოციკლი დიდად არ დაზიანებულა, მაგრამ ნარინჯისფერ
ზედაპირზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გავაფუჭე: კონი
მოღალატესავით მიყურებდა და ამის უფლება მართლაც ჰქონ-
55 მკითხველთა ლიგა
და. მე გამოუსწორებელი საქციელი ჩავიდინე – თავი ვერ გავა-
კონტროლე, საკუთარი სისუსტე გამოვაჩინე და ყველას ვაჩვენე,
რა მხდალი და თვალთმაქცი ვიყავი სინამდვილეში.

56 მკითხველთა ლიგა
3

მაღაზია Flying A-ს მფლობელი მსუქანი კაცი იყო. სანამ რი-


გებს შორის დავდიოდი, დახლზე ღიპჩამოდებული მაკვირდებო-
და. იდაყვები სალაროზე დაეყრდნო. წინ გაზეთი ჰქონდა გადაშ-
ლილი, მაგრამ არ ფურცლავდა. პასუხისმგებლობას სრულად
აცნობიერებდა როგორც ბიუროკრატიულ, ისე მითოლოგიურ
დონეზე. იფიქრებდი, ვიღაცამ გამოქვაბულის დარაჯობა მიუსაჯა
მთელი მარადისობის განმავლობაშიო.
იმ დღეს მარტო ვიყავი. კონი, სავარაუდოდ, თავის პატარა
საძინებელში იყო და „პოზიტიურად მე-4 ქუჩაზეს“ (ბობ დილანის
სიმღერა) უსმენდა გაუთავებლად. პიტერთან დაკავშირებული
ნებისმიერი აზრი ძალიან მაწუხებდა. მინდოდა დავბრუნებული-
ყავი და იმ ღამეს მომხდარი ამბავი როგორმე ისეთი ფორმით
შემეფუთა, რომ თავმოყვარეობა არ შემლახვოდა. ნეტა შემძლე-
ბოდა ამ ამბის ისე გახსენება, თითქოს ვიღაც სხვას შეემთხვა და
მე მხოლოდ ჭორად მოვისმინე. ვცადე, კონისთვის ბოდიში და-
მებარებინა, რადგან ბიჭები ისევ ისე ღელავდნენ მოტოციკლზე,
როგორც საველე ექიმები – დაჭრილზე. შეკეთების ფულის გა-
დახდაზეც არ ვამბობდი უარს. ჰენრის ყველაფერი მივეცი, რაც
საფულეში მქონდა. რვა დოლარზე მეტს, უბრალოდ, ვერ გადა-
ვიხდიდი. უსიტყვოდ გამომართვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ
კონიმ მითხრა, მგონი, სჯობს, სახლში წახვიდეო.
რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთხელ მივედი კონის სახ-
ლში და კარი მამამისმა გამიღო. მისმა დანახვამ გამაკვირვა,
რადგან ამ დროს, როგორც წესი, მუშაობდა ხოლმე.
კონი ზემოთააო, მითხრა. მის მხარს მიღმა ვისკით სავსე ჭიქა
დავინახე, რომელიც მზის სხივს ირეკლავდა. იმდენად ვიყავი
საკუთარი გეგმებით მოცული, რომ ვერც კი ვიგრძენი უბედურე-
57 მკითხველთა ლიგა
ბის სუნი სახლში. ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან ავბედითი
ნიშნები – უცნაური დრო კონის მამის სახლში ყოფნისათვის და
სასმელი.
კონი საწოლში იწვა. კაბა ისე აეწია, რომ შევსებული ბარძა-
ყების მიღმა თეთრი საცვლები უჩანდა. ჩემ დანახვაზე წამოჯდა
და თვალები მოისრისა.
– კარგი მაკიაჟია, ჩემთვის გაიკეთე?
პასუხის გაცემა არც მაცადა, ისე დაეხეთქა საწოლზე და
საუბარი განაგრძო:
– ახალი ამბავი მოგეწონება. პიტერი წავიდა. ოღონდ მარ-
თლა წავიდა. პამელასთან ერთად გაიპარა. ვინ წარმოიდგენდა,
არა? – პამელას სახელი რაღაც ავადმყოფური ბედნიერებით
წარმოთქვა და გადმომხედა. იცოდა, გამიჭირდებოდა გულგრი-
ლობის გათამაშება.
– რას ნიშნავს, წავიდა? – ძლივს ვიმორჩილებდი ხმას.
– რას ნიშნავს და იმას, რომ ეგოისტია. მამამ გვითხრა, შეიძ-
ლება სან-დიეგოში მოგვიწიოს გადასვლაო, პიტერმა კი მეორე
დღესვე ჩაალაგა ტანსაცმელი და მოხია. ალბათ პამელას დას-
თან არიან პორტლენდში. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ.
რა სიმხდალეა. პამელა კი ისეთი გოგოა, ბავშვის გაჩენის მერე
ვეღარ გახდება.
კონიმ შუბლზე ჩამოყრილი თმა სულის შებერვით გადაიწია.
– პამელა ფეხმძიმედაა? – ნიკაპი ამიცახცახდა.
– სიურპრიზიიიი! – დამიბრიალა თვალები კონიმ, – და ის არ
გადარდებს, რომ შეიძლება სან-დიეგოში გადავსახლდე?
ვიცოდი, პამელაზე კითხვის ნაცვლად ის მიზეზები უნდა ჩა-
მომეთვალა, რომელთა გამოც ჩვენი მეგობრობა ასეთი ღირე-
ბული იყო. მეთქვა, რა უბედური ვიქნებოდი, როცა სხვაგან გა-
დავიდოდა, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი სურათი მიტრიალებ-
და: გზატკეცილზე მიმავალი მანქანა, ჰამბურგერის ცხიმით და-
58 მკითხველთა ლიგა
ლაქული რუკა და უკანა სავარძელზე დაყრილი ტანსაცმელი. პი-
ტერი საჭესთან იჯდებოდა, პამელა კი – მის გვერდით. პიტერი
დროდადრო გადახედავდა ჩაძინებულ შეყვარებულს და ახლობ-
ლური სინაზით აკოცებდა თმის გაყოფის ადგილას, მიუხედავად
იმისა, რომ გოგო ამას ვერასდროს გაიგებდა.
– შეიძლება, უბრალოდ, აკვიატებაა, – ვთქვი მე, – როგორ
შეიძლება აღარ გამოჩნდეს?
– წადი შენი, – კონის თვითონაც გაუკვირდა, რომ ეს სიტყვე-
ბი წარმოთქვა.
– რა დაგიშავე? – შევეპასუხე, მაგრამ ორივემ ვიცოდით მი-
ზეზი.
– მარტო ყოფნა მირჩევნია, – თქვა კონიმ და ფანჯარას მიაშ-
ტერდა.
პიტერი ჩრდილოეთისკენ მიემართებოდა, შეყვარებულთან
ერთად გარბოდა, პამელა მისი ბავშვის დედა გახდებოდა – რო-
გორ ამომეგდო თავიდან ეს აზრი? როგორ არ მეფიქრა ბიოლო-
გიასა და მუცელში უჯრედების სწრაფად დაყოფაზე? ვიცოდი, კო-
ნი უნდა მენუგეშებინა. იმდენად კარგად ვიცნობდი, მის ფუმფუ-
ლა სხეულზე ყველა ჭორფლისა თუ ჩუტყვავილას ნაწიბურის ჩა-
მოთვლა შემეძლო. ახლა, როცა მისი დაკარგვის საფრთხე ასე
ახლოს იყო, კიდევ უფრო მიყვარდებოდა, მაგრამ თავს ვერა-
ფერს ვუხერხებდი.
– წამო, კინოში წავიდეთ ან რამე ვქნათ, – შევთავაზე მეგობ-
რულად.
კონიმ თვალები დახარა და ფრჩხილებს ჩააშტერდა:
– პიტერი აქ აღარ იქნება, ასე რომ, შეგიძლია, აღარც მოხვი-
დე ხოლმე, აღარ გაქვს მიზეზი. თან მალე ისედაც ინტერნატში
წახვალ.
– წამო, მაშინ Flying A-ში წავიდეთ.

59 მკითხველთა ლიგა
– მეი ამბობს, რომ ძალიან უსამართლოდ მექცევი, – იკბინა
ტუჩებზე კონიმ.
მეი დანტისტის ქალიშვილი იყო. ყოველთვის კუბოკრული
პიჯაკი და კაბა ეცვა, ბუღალტრის ასისტენტს ჰგავდა და ნერ-
ვიული ტიკები ჰქონდა.
– შენ ხომ ამბობდი, მეი მოსაწყენიაო, – ვუპასუხე მე.
ჩვენ ერთად გვეცოდებოდა ხოლმე მეი, რომელიც მდიდარი
იყო, მაგრამ სასაცილო, ახლა კი კონის მე ვეცოდებოდი, გოგო,
რომელიც მის ძმას უკან დასდევდა და ვერც კი იფიქრებდა, რომ
ეს ბიჭი პორტლენდში გადასახლდებოდა.
– მეი კარგი გოგოა, – შემეწინააღმდეგა კონი, – მართლა
კარგი ადამიანია.
– რა პრობლემაა, ყველამ ერთად ვნახოთ ფილმი, – ყველა-
ფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ კონის უმეგობრო, სევდიანი
ზაფხულისთვის არ გავეწირე. ნებისმიერ გადმოგდებულ ნამ-
ცეცს დავჯერდებოდი.
მეი ცუდი არაა, ვირწმუნებდი თავს. მერე რა, რომ ტკბილე-
ულსა და პოპკორნს ვერ ჭამს ბრეკეტების გამო. თუ ძალიან მო-
ვინდომებდი და ტვინს დავძაბავდი, იმის წარმოდგენასაც შევ-
ძლებდი, როგორ გავატარებდით ერთად დროს სამივე. რატო-
მაც არა.
– მეის აზრით, არაფერს წარმოადგენ, – მომიჭრა კონიმ.
მაქმანის ფარდებს მივაშტერდი. გამახსენდა, როგორ შემოვ-
კეცეთ ამ ფარდების ბოლოები წებოთი, როცა თორმეტი წლისა-
ნი ვიყავით. საათი წიკწიკებდა. ჩემი ყოფნა უკვე შემაწუხებელი
ხდებოდა. ცხადი იყო, რაც უნდა მექნა: ავმდგარიყავი, კონის მა-
მას დავმშვიდობებოდი, ყელში გაჩხერილი ბურთი გადამეყლა-
პა და ველოსიპედი ეზოდან ქუჩაში გამეთრია.
ასე მარტოდ არასდროს მიგრძნია თავი: წინ მთელი დღე იყო,
მე კი არავის ვადარდებდი. მუცელში მოგროვილი მზარდი ტკი-
60 მკითხველთა ლიგა
ვილი ავადმყოფურად მსიამოვნებდა. ყურადღებას გადავიტან--
მეთქი, ვფიქრობდი და ვცდილობდი, კონი დამევიწყებინა. გა-
დავწყვიტე, მარტინი მომემზადებინა, როგორც თავის დროზე
მასწავლა მამამ. მართალია, ვერმუტი ხელზე გადავისხი და მა-
გიდაზეც დაიღვარა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავიც
მქონდა. ყოველთვის მეჯავრებოდა მარტინის ჭიქები – მათი
წვრილი ღერძი და სასაცილო ფორმა უხერხული სანახავი იყო,
თითქოს უფროსები მთელი ძალით ცდილობდნენ, კიდევ უფრო
ზრდასრულები გამოჩენილიყვნენ. სასმელი მოოქრულპირიან
წვენის ჭიქაში ჩამოვისხი და თავი ვაიძულე, ბოლომდე ჩამეცა-
ლა. მერე კიდევ ერთი ჭიქა დავლიე. მსიამოვნებდა საკუთარი
თავის მიშვება და დათრობა. როგორც კი ალკოჰოლმა მოქმე-
დება დაიწყო, მივხვდი, ჩემი სახლის ავეჯს ლამაზს ვერაფრით
ვუწოდებდი, სკამები კი ზედმეტად მძიმე და გორგულიებივით
დეტალიზებული იყო. ნეტავ, როდის გაუჯდა კედლებს სიჩუმე ან
რატომ გვქონდა ფარდები სულ დაშვებული. ფანჯრის გამოღება
ვცადე. გარეთ ცხელოდა. წარმოვიდგინე, როგორ გაბრაზდებო-
და მამაჩემი იმაზე, რომ სახლში ცხელ ჰაერს ვუშვებდი, მაგრამ
მამა აქ აღარ ცხოვრობდა. შემეძლო, ყველაფერი მექნა, რაც
თავში აზრად მომივიდოდა.
დედა მთელი დღით წასულიყო, რაც ჩემს მარტოობას ამძაფ-
რებდა. შემეძლო იქამდე დამელია, სანამ საკუთარი პრობლემე-
ბი ჰარმონიულად და ლამაზად არ მომეჩვენებოდა, სანამ მათი
არსებობა დრამის გმირებივით აღტაცებაში არ მომიყვანდა.
მწუხარების შერბილება იმაზე ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგო-
ნა. იმაზე ფიქრი, რომ ალკოჰოლი ფიზიკურად ცვლიდა ჩემი სა-
დარდებლის სიმძიმეს, უნებურად მამხიარულებდა.
საკუთარ თავს დავაძალე, სასმელის გემო მომწონებოდა და
ყოველ ჯერზე, როცა გულისრევის შეგრძნება შემომიტევდა,
ღრმად ამომესუნთქა. ბოლოს საკუთარ ზეწარზე ვარწყიე, მერე
61 მკითხველთა ლიგა
კი გავწმინდე. ჰაერში ამ ინციდენტიდან მხოლოდ მომჟავო სუნი
დარჩა. ეგ არაფერი. არ მაღიზიანებდა. მერე შემთხვევით გადა-
ვაყირავე სანათური, ბოლოს კი თვალები მაკიაჟით ჩავიმუქე.
გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ მონდომებული. განათებულ სარ-
კესთან დავჯექი და როგორც ჟურნალები მასწავლიდნენ, ჩემი
ნახელავი სხვადასხვა განათებაზე მოვსინჯე – ოფისის განათე-
ბა, დღის განათება, ბინდი. რეჟიმების ცვლილებისას ჩემი ნაკ-
ვთები ხან იკარგებოდა, ხანაც მკვეთრდებოდა.
მერე ის წიგნები გადმოვიღე, რომლებიც ბავშვობაში მომ-
წონდა: ჭირვეული გოგო ისჯება და მიწისქვეშა ქალაქში ხვდება,
რომელსაც გობლინები მართავენ. ილუსტრაციებზე მისი ბავ-
შვური კაბა, მოშიშვლებული მუხლები და ხეებისგან დასერილი
ფეხები იყო გამოსახული. ბავშვობაში ეს ნახატები იმდენად მომ-
წონდა, საკუთარი თავისთვის ზღვარის დაწესება მიწევდა, რამ-
დენხანს შემეძლო მიშტერება. მინდოდა, მეც შემძლებოდა ასე
ხატვა: სხვა ადამიანის ტვინში შეძრომა და მისი საშიში აზრების
გამოსახვა, ან თუნდაც ქალაქში ნანახი შავთმიანი გოგოს ფურ-
ცელზე გადატანა. თუ მას დავხატავდი, შევძლებდი იმდენი ხანი
მეყურებინა, რამდენიც მომინდებოდა. დავაკვირდებოდი, რო-
გორ გადადიოდა მისი ნაკვთები ერთმანეთში. ალბათ საათო-
ბით ვიფიქრებდი მასზე, ბალიშში სახეჩარგული, სანამ ყველა-
ფერი არ დამავიწყდებოდა და თავი არ ამტკივდებოდა. მერე
კუნთები ამიკანკალდებოდა, ფეხებში სისუსტეს ვიგრძნობდი და
საცვლებიდან გამოჟონილი მასა ბარძაყებს დამისველებდა.
კიდევ ერთი წიგნი: ვერცხლის მჭედელი შემთხვევით გადაის-
ხამს გამდნარ ვერცხლს და ხელს დაიწვავს. წარმოვიდგინე, რო-
გორ ასძვრებოდა მხარსა და ხელზე კანი, მის ნაცვლად კი ახა-
ლი, ვარდისფერი და ტკიცინა უჯრედები გამოჩნდებოდა, თმისა
და ლაქების გარეშე. ისევ ვილი პოტერეკე გამახსენდა და
თვალწინ მისი გადაჭრილი ბარძაყი დამიდგა. მანქანას თბილი
62 მკითხველთა ლიგა
წყლით ისე ასველებდა, თითქოს გარეცხვა კი არა, მორწყვა უნ-
დაო. ასფალტზე გუბეები ჩნდებოდა, მერე კი ორთქლდებოდა,
მაგრამ ვილი ვერაფერს ამჩნევდა. ვცადე, ისე გამეფცქვნა ფორ-
თოხალი, თითქოს ერთი ხელი იდაყვამდე დამწვარი მქონდა და
ფრჩხილებსაც ვერ ვხმარობდი.
სიკვდილი ჩემთვის სასტუმროს მისაღებს ჰგავდა: ცივილიზე-
ბულ, კარგად განათებულ ოთახს, რომელშიც ადვილად შეაბი-
ჯებდი და ასევე ადვილად გამოხვიდოდი. ცოტა ხნით ადრე მთე-
ლი ქალაქი აალაპარაკა ერთმა ბიჭმა, რომელმაც სარდაფში
შუბლი გაიხვრიტა მას შემდეგ, რაც ლატარიის ყალბი ბილეთე-
ბის გაყიდვაში გამოიჭირეს. როცა ეს გავიგე, შედედებულ სის-
ხლსა და სველ შიგნეულობაზე არ მიფიქრია. ვფიქრობდი მხო-
ლოდ იმ სიმსუბუქეზე, რომელსაც სასხლეტის გამოკვრამდე იგ-
რძნობდა. როგორი სუფთა და გაწმენდილი მოეჩვენებოდა სამ-
ყარო. ჩვეულებრივი ცხოვრების ყველა იმედგაცრუება, ყველა
უღირსობა და სასჯელი ერთი მოძრაობით გაუფერულდებოდა.
მაღაზიის დახლებზე ჩამომწკრივებულ ნივთებს ვერ ვარჩევ-
დი, რადგან არაფხიზელი ფიქრები ერთმანეთში აზელილიყო.
შუქი ციმციმებდა. ნაგვის ყუთში გამხმარი ლიმონი ეგდო. მა-
კიაჟის ბოთლები ვიღაცას პედანტური წესრიგით ჩაემწკრივები-
ნა თაროზე. პომადა გავხსენი, რომ მისი ფერი ხელის ზურგზე შე-
მემოწმებინა, ჟურნალში ასე ამოვიკითხე. ამ დროს კართან და-
კიდებული ზარი გახმაურდა. გავხედე და გავშეშდი – ის გოგო
იყო პარკიდან, ჯინსისფერ კედებსა და მხრებზე ამოჭრილ უსახე-
ლო კაბაში. მღელვარებამ დამიარა. უკვე წარმოვიდგინე, რას
ვეტყოდი. მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ ჩემი დღე თანმიმ-
დევრული გახადა, მზის სხივებს დახრის კუთხე შეუცვალა.
ლამაზი არ იყო და ეს მეორე ნახვაზე უფრო ცხადად ჩანდა,
თუმცა სხვებს არ ჰგავდა. ერთხელ მსახიობ ჯონ ჰიუსტონის ქა-
ლიშვილის სურათები ვნახე. შეიძლება მასაც არ ჰქონდა
63 მკითხველთა ლიგა
იდეალური სახე, მაგრამ თვალს ვერ მოაშორებდით. განა ეს სი-
ლამაზეს არ სჯობდა?
– ხომ გითხარი, აქ არც ერთს აღარ შემოგიშვებთ-მეთქი? ახ-
ლავე გადი გარეთ, – უთხრა გამყიდველმა მკაცრად.
გოგომ ზარმაცად გაუღიმა და ხელები ასწია, აქაოდა, გნებ-
დებიო. იღლიაში თმას მოვკარი თვალი.
– კარგი რა, უბრალოდ, ტუალეტის ქაღალდის ყიდვა მინდა,
– გაიღიმა შემრიგებლურად.
– გგონია, დაგიჯერებ? მაშინაც ასე თქვით და რაღაცები
მოიპარეთ. შენ და შენს მეგობრებს ფეხსაცმელიც კი არ გეცვათ
და ჭუჭყიანი ფეხებით ყველაფერი დასვარეთ, რომ ჩემთვის თავ-
გზა აგებნიათ, – კაცს სახეზე სისხლი მოაწვა. მისი ღიპი მაგიდის
კიდეს ორ თანაბარ ნაწილად გაეყო.
ეს სიტყვები სიმართლეს ჰგავდა და შეიძლება მეც შევშფო-
თებულიყავი, რომ არა გოგოს გადამდები, მეგობრული სიმშვი-
დე.
– მგონი, ასე არ იყო, – გადაიქნია თავი, – ეტყობა, ვიღაცაში
გეშლებით.
კაცმა ხელები გადააჯვარედინა და გამოაცხადა, კარგად მახ-
სოვხარო.
გოგოს თვალებში უცნაურმა ნაპერწკალმა გაიბრწყინა, მაგ-
რამ ღიმილი არსად გამქრალა.
– კარგი, როგორც შენ იტყვი, – თქვა და მაღაზიას გულგრი-
ლი მზერა მოავლო. მე საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. სა-
კუთარი თავი უცნაურ სურვილში გამოვიჭირე – მინდოდა, დიდ-
ხანს დარჩენილიყო.
– გადი, გადი, – უმეორებდა გამყიდველი.
სანამ კარს გაიხურავდა, კაცს ენა გამოუყო, უფრო სწორად,
ენის წვერი, პატარა კნუტივით. სულ ოდნავ შევყოყმანდი და
უკან მივყევი. გოგო უკვე ავტოსადგომს ჭრიდა და მეც ავჩქარ-
64 მკითხველთა ლიგა
დი, რომ დავწეოდი. დავუძახე, მაგრამ არ გაჩერებულა. მეორე-
დაც დავუძახე, ამჯერად უფრო ხმამაღლა. ნაბიჯი შეანელა და
საშუალება მომცა, მივახლოებოდი.
– რა ნაგავია, – ამოვთქვი ქოშინით. სიმთვრალისა და სირ-
ბილისგან ალბათ ვაშლივით ვპრიალებდი.
– ღორი, – დამეთანხმა უცნაური გოგოც და ნაწყენმა მოაშო-
რა თვალი მაღაზიას, – ტუალეტის ქაღალდის ყიდვაც კი არ და-
მაცადა.
როგორც იქნა, შავთმიანი გოგოს ყურადღება დავიმსახურე.
ჩემი სახე შეისწავლა და მივხვდი, ძალიან პატარად მიმიჩნია.
დედაჩემის ნაჩუქარ მაისურზე დიდხანს შეაჩერა მზერა. ალბათ
მოეწონა.
– მოდი, მე მოვიპარავ, – ვთქვი და ხმაში მხიარულება შემე-
პარა, – ტუალეტის ქაღალდის აღებას რა უნდა. ისედაც სულ ვი-
პარავ ხოლმე რაღაცებს მაღაზიიდან.
წამით მომეჩვენა, ჩემ ნაცვლად სხვა ლაპარაკობდა.
ნეტავ თუ დამიჯერა. მგონი, მეტყობოდა, რა მოუმზადებლად
მოვიტყუე. შეიძლება სწორედ ეს ტყუილი დააფასა, დახმარების
სურვილი. ან შეიძლება, უბრალოდ, აინტერესებდა, როდემდე
გაგრძელდებოდა ჩემი თამაში – მისთვის მდიდარი გოგო ვიყა-
ვი, რომელმაც გადაწყვიტა, ღარიბების გასართობი მოესინჯა.
– დარწმუნებული ხარ? – მკითხა დაეჭვებულმა.
მხრები ავიჩეჩე. გული ამოვარდნაზე მქონდა. შეიძლება ვებ-
რალებოდი, მაგრამ ამას ვერ ვხედავდი.
ჩემმა მოულოდნელმა დაბრუნებამ გამყიდველი გააღიზიანა.
– ისევ შენ ხარ?
მართლა რომ გადამეწყვიტა რამის მოპარვა, სავარაუდოდ,
არ გამომივიდოდა. რიგებს შორის დავდიოდი და უსირცხვი-
ლოდ ვიქექებოდი ცხვირში, რომ გამყიდველს გაეხედა, მაგრამ
თვალი არ მოუცილებია. იქამდე მიყურა, სანამ ტუალეტის ქა-
65 მკითხველთა ლიგა
ღალდს ხელი არ ჩავავლე და დახლთან არ მივიტანე საკუთარი
წარუმატებლობით შერცხვენილმა. რა თქმა უნდა, ვერაფრის
მოპარვას ვერ შევძლებდი. ეს არასდროს მოხდებოდა.
სანამ ტუალეტის ქაღალდის კოდს ჩაინიშნავდა, შემათვა-
ლიერა და მამასავით დამარიგა: შენნაირმა ისეთ გოგოსთან არ
უნდა იმეგობროს. ვერ ხედავ, რა ბინძურია? მეგობრებიც ეგეთე-
ბი ჰყავს. ვიღაც ტიპი მოდის ხოლმე დიდი შავი ძაღლით. მე სა-
ერთოდ არ მინდა, ეგეთები ჩემს მაღაზიაში შემოდიოდნენ.
ზიზღის დაფარვა არც კი უფიქრია. შეულამაზებლად მაყრიდა
თავის აზრებს. მაღაზიის ნახევრად დაბურული მინიდან წამ-
დაუწუმ ვამოწმებდი, ნეტავ ის გოგო ხომ არ წავიდა-მეთქი. ჩემ-
და სასიხარულოდ, ფეხს არ იცვლიდა, მელოდებოდა. ჩემი მზე-
რა რომ შეამჩნია, კაცმა შეგონება განაგრძო:
– შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, – მითხრა მამასავით, – არ გინ-
და სახლში წახვიდე?
ამ დრომდე ჩუმად ვუსმენდი, მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა.
– პარკი არ მინდა, – ვუთხარი და ტუალეტის ქაღალდი ჩან-
თაში ჩავიტენე. როცა ხურდას მიბრუნებდა, ტუჩებს ისე ილოკავ-
და, თითქოს მთელი ამ შემთხვევიდან დატოვებული ცუდი გემოს
გაქრობა უნდაო.
გოგო მაღაზიის კართან შემეგება და მოუთმენლად მკითხა,
აიღეო?
თავი დავუქნიე. ხელი გამომდო და მოშორებით გამიყვანა.
ლამის მეც დავიჯერე, რომ ქურდი ვიყავი. მღელვარებამ თავი-
დან ფეხებამდე დამიარა, როცა ჩანთა გავხსენი.
გოგომ ჩანთაში ჩაიჭყიტა და კმაყოფილმა აღნიშნა, ძა-
ლიანაც კარგი, ეგრე მოუხდებაო.
– ეს ერთიღა იყო დარჩენილი, – გამოვაცხადე ამაყად.
მსიამოვნებდა ჩვენი საუბარი. მინდოდა, ერთი გუნდი ვყოფილი-
ყავით. გოგოს კაბაზე ერთი ღილი შეხსნოდა და შიშველი მუცე-
66 მკითხველთა ლიგა
ლი მოუჩანდა. რა ადვილად ახერხებდა, სექსუალური ყოფილი-
ყო, თითქოს ტანსაცმელი პირდაპირ სიჩქარეში შემოიცვა ნამი-
ან სხეულზეო.
– მე სუზანი ვარ, სხვათა შორის, – როგორც იქნა, გამეცნო.
– ივი, – ვუთხარი და ხელი გავუწოდე. სუზანმა გაიცინა და
მაგრძნობინა, რომ ხელის ჩამორთმევა, უბრალოდ, ჟესტი იყო
ჩვეულებრივი სამყაროდან და მასთან არ გამომადგებოდა. გავ-
წითლდი. რთული იყო ახალ ეტიკეტზე გადაწყობა. თუ ზრდილო-
ბის ტრადიციული ფორმები არ გამომადგებოდა, რით უნდა ჩა-
მენაცვლებინა? წამით სიჩუმე ჩამოწვა და ვეცადე, უხერხულობა
დამერღვია.
– მგონი, ამას წინათ დაგინახე რესტორანთან.
არაფერი უთქვამს. ხელჩასაჭიდი ისევ არაფერი მქონდა.
– სხვა გოგოებთან ერთად იყავი და მერე ავტობუსმა მოგა-
კითხათ, თუ არ ვცდები, – დავამატე სიცხადისთვის.
– ა, ჰო, – სახე გამოუცოცხლდა, – ძაან კი გავაბრაზეთ ის
იდიოტი.
ფიქრებში წავიდა:
– ყველა გოგოს უნდა მივხედო, თორემ დაიფანტებიან თავ--
თავის გზაზე და ჩავფლავდებით. ყველამ უნდა იცოდეს, რას აკე-
თებს.
სუზანს შეუფარავი ინტერესით ვუყურებდი. ისიც ამჩნევდა,
მაგრამ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. უფლებას მაძლევდა,
ისე დამეთვალიერებინა მისი მთელი სხეული, თვითონ წარბიც
არ შესტოკებოდა.
– შენი თმა დამამახსოვრდა, – ვუთხარი მე.
ესიამოვნა და ხელით შეისწორა.
– არასდროს არ ვიჭრი. მოგვიანებით გავიგე, რომ რასელი
არავის აძლევდა თმის შეჭრის უფლებას.

67 მკითხველთა ლიგა
სუზანმა ტუალეტის ქაღალდი უცნაური სიამაყით ჩაიხუტა
გულში: გინდა, ფული მოგცე გაწეული სამსახურისთვის?
რომც დავთანხმებოდი, ფულს ვერ მომცემდა: არც ჯიბეები
ჰქონდა და არც ჩანთა.
– არა, მე ხომ არაფერი გადამიხდია.
– გმადლობ, – ამოისუნთქა შვებით, – აქვე ცხოვრობ?
– საკმაოდ ახლოს, დედაჩემთან ერთად.
– რომელ ქუჩაზე?
– მორნინგ სტარ ლეინზე.
სასიამოვნოდ გაუკვირდა:
– ჰმ, მდიდრების უბანი.
მივხვდი, მისთვის რაღაცას ნიშნავდა, რომ მე ქალაქის ლა-
მაზ ნაწილში ვცხოვრობდი. არ ვიცი, რას გრძნობდა, მაგრამ
მდიდრები არ მოსწონდა, როგორც ახალგაზრდებს ახასიათებთ
ხოლმე. ისინი მდიდრებს, მედიასა და ხელისუფლებას ერთ დიდ
ბოროტებად აერთიანებენ და მთავარ დამნაშავეებად თვლიან.
ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ მქონდა ნასწავლი, როგორ შემეზა-
ვებინა ინფორმაცია ბოდიშით. როგორ დამეცინა ჩემი თავის-
თვის მანამდე, სანამ სხვები დამცინებდნენ.
– და შენ სად ცხოვრობ? – ვკითხე მე.
თითები ჰაერში გაიქნია და თმა გადაიწია:
– ბევრნი ვცხოვრობთ ერთ ადგილას, როგორც ხდება ხოლ-
მე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი ტრაკია გამოსაწმენდი. ამ მო-
მენტში ფული არ გვაქვს, მაგრამ მალე ყველაფერი დალაგდება.
სიტყვამ „ჩვენ“ ყური მომჭრა. ეს გოგო ჯგუფის ნაწილი იყო,
სამეგობროსი, საზოგადოების. რა ადვილად ისროდა ამ საკრა-
ლურ სიტყვას. შემშურდა იმ სიადვილისა და დარწმუნების, რომ-
ლითაც საუბრობდა. ზუსტად იცოდა, სად წავიდოდა ამ ავტოსად-
გომიდან და რას გააკეთებდა. იქ ალბათ ის ორი გოგო ელოდე-
ბოდა, ვისთან ერთადაც პარკში ვნახე, და ალბათ სხვებიც. ადა-
68 მკითხველთა ლიგა
მიანები, რომლებიც შეამჩნევდნენ მის არყოფნას და აღტაცებით
შეხვდებოდნენ დაბრუნებას. დავსევდიანდი.
– რა ჩუმი ხარ, – თქვა სუზანმა, როცა შეამჩნია, რომ გონება
სხვაგან მიქროდა.
– ბოდიში, – ვუთხარი და თავი ძლივს შევიკავე, რომ კოღოს
ნაკბენები არ მომექავებინა. კანი აუტანლად მეწვოდა. ძალიან
მინდოდა, საუბარი გამეგრძელებინა, მაგრამ ყველაფერი, რაც
თავში მომდიოდა, შეუფერებელი ჩანდა. ვერ ვეტყოდი, რამდენს
ვფიქრობდი მასზე იმ დღის შემდეგ, როცა პირველად ვნახე. ვერ
გავუმხელდი, რომ მეგობრები არ მყავდა, რომ მალე პან-
სიონატში გამაგზავნიდნენ, სადაც სხვა არასასურველ ბავშვებ-
თან ერთად ვიქნებოდი გამომწყვდეული, რომ ბიჭი, რომელიც
მომწონდა, სხვა გოგოსთან ერთად გაიქცა ქვეყნის დასალიერ-
ში.
– ყველაფერი რიგზეა, – გადაიქნია თავი ჩემ დასამშვიდებ-
ლად. – ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც არიან. რო-
გორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ბევრს ფიქრობ. თით-
ქოს შენი გზა გაქვს და ნელა მიუყვები, საკუთარ თავში ჩაფლუ-
ლი.
მიჩვეული არ ვიყავი ასეთ უშუალო ყურადღებას გოგოსგან.
როგორც წესი, ასეთ თბილ სიტყვებს ყოველთვის სხვა ქვეტექ-
სტი ჰქონდა, მაგალითად, ასე იხდიდნენ ბოდიშს მეგობრები, თუ
ბიჭის თანდასწრებით დაგამცირებდნენ. ახლა კი მხოლოდ ორ-
ნი ვიყავით და სუზანსაც არაფერი ჰქონდა საბოდიშო. ვერ წარ-
მომედგინა, რომ სიტყვები „ჩაფიქრებული“, „ჭკვიანი“, „საინტე-
რესო“ მე მომემართებოდა. სუზანი ადგილზე ცქმუტავდა და წას-
ვლა ეჩქარებოდა. დამშვიდობებამდე სულ ცოტა დრო იყო დარ-
ჩენილი, მე კი არ ვიცოდი, როგორ ჩავჭიდებოდი ჩვენ შორის
გაბმულ წვრილ ძაფს.

69 მკითხველთა ლიგა
– ჩემი წასვლის დროა, მომაკითხეს, – მითხრა და თავი
ჩრდილში გაჩერებული მანქანისკენ გადაიქნია. ჭუჭყიანი
როლს-როისი ელოდებოდა. ჩემი გაკვირვება რომ შეამჩნია,
გაიღიმა:
– ვითხოვეთ.
ვუყურებდი, როგორ მშორდებოდა და ფეხს არ ვიცვლიდი. რა
უნდა მექნა? არ მინდოდა, ხარბი გამოვჩენილიყავი. ცოტა ხნის
წინ ხომ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთს გავიც-
ნობდით.

70 მკითხველთა ლიგა
4

დედაჩემი ისევ დაბრუნდა „ბაზარზე“. ჯერ იყო კაცი, სახელად


ვისმაია, რომელიც კეფას მოკაუჭებული თითებით უმასაჟებდა.
მან მითხრა, მერწყულისა და სასწორის ზღვარზე ხარ დაბადებუ-
ლიო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ორი დევიზი იყო „მე მჯერა“
და „მე ვიცი“.
– როგორ ფიქრობ, მაინც რომელია მართალი, – მკითხა ვის-
მაიამ, – გწამს, რომ იცი, თუ იცი, რომ გწამს?
შემდეგ იყო ვერცხლის პატარა თვითმფრინავებით გატაცებუ-
ლი კაცი, რომელმაც მიმითითა, მაისურიდან ძუძუსთავები გი-
ჩანსო. ეს ისე თქვა, თითქოს, უბრალოდ, სასარგებლო ინფორ-
მაცია მომაწოდა. ის მკვიდრი ამერიკელების პასტელურ პორ-
ტრეტებს ხატავდა და უნდოდა, დედაჩემის დახმარებით არიზო-
ნაში მუზეუმი გაეხსნა. ამას მოჰყვა უძრავი ქონების დეველოპე-
რი ტიბურონიდან, რომელმაც ჩინურ კერძებზე დაგვპატიჟა.
ამ უკანასკნელს ძალიან უნდოდა, მის ქალიშვილთან მემე-
გობრა და გამუდმებით მიმეორებდა, ერთმანეთს ისე შეეწყო-
ბით, როგორც ხის სახლი და ცეცხლიო. მისი შვილი მხოლოდ
თერთმეტი წლის იყო და იმაზე ფიქრიც კი სამარცხვინოდ მიმაჩ-
ნდა, ვინმეს თანატოლებად მივეჩნიეთ. ამის გაგებაზე კონი ალ-
ბათ სიცილით მოკვდებოდა. თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ ამ ყველაფრის პარალელურად, უძრავი ქონების დეველო-
პერს პირი ბრინჯით ჰქონდა გამოტენილი და მაგიდაზე პატარა
თეთრი ნამცეცები უცვიოდა. სამწუხაროდ, კონის ამ ყველაფერს
ვერ ვეტყოდი, რადგან არ მელაპარაკებოდა.
– თოთხმეტი წლის ვარ, – ვთქვი ღიმილით.
დედაჩემმა ეს ფაქტი თავის დაქნევით დაადასტურა.

71 მკითხველთა ლიგა
– აი თურმე რა, – თქვა კაცმა და სოიის სოუსის ოხშივარი
ამოუშვა, – დიდი გოგო ყოფილხარ.
– ბოდიში, – ჩამჩურჩულა დედამ მაგიდის მეორე მხრიდან,
მაგრამ როცა კაცმა ჩანგალზე მწვანე ბარდა წამოაგო და ტუჩებ-
თან მიუტანა, პირი მაინც ჩიტივით მორჩილად გაუღო.
დედაჩემი ასეთ სიტუაციებში ყოველთვის მეცოდებოდა და ეს
ახალი უსიამოვნო შეგრძნება იყო. მიუხედავად ამისა, ვგრძნობ-
დი, ეს ყველაფერი უჩუმრად უნდა ამეტანა, მკაცრი და პირადი
განაჩენივით, როგორც გასაიდუმლოებული სამედიცინო მდგო-
მარეობა.
დაშორებამდე ერთი წლით ადრე ჩემმა მშობლებმა დიდი
წვეულება მოაწყვეს. იდეა მამაჩემს ეკუთვნოდა. სანამ დაქორ-
წინებული იყო, დედაჩემს მაინცდამაინც არ უყვარდა ჯგუფური
შეკრებები. ვგრძნობდი, როგორ იძაბებოდა ხოლმე საზეიმო
ღონისძიებებზე და უხერხულობის ტალღა დაძაბულ ღიმილში
უქვავდებოდა. წვეულება მამაჩემის მიერ ახალი ბიზნესინვესტო-
რის პოვნას ეძღვნებოდა. მგონი, ეს პირველი შემთხვევა იყო,
როცა მამაჩემმა დედაჩემის გარდა ვინმე სხვისგან მიიღო ფუ-
ლი. თვითონაც აღფრთოვანებული იყო ამ ფაქტით და სმა სტუმ-
რების გამოჩენამდე დაიწყო.
წვეულების მთავარ გმირს თმა ვიტალისით დაეყენებინა, პი-
რიდან კი ალკოჰოლის ოხშივარი ამოსდიოდა. დედამ ჩინური
ნეკნები მოამზადა კეტჩუპით და სახე ისე უბრწყინავდა, თითქოს
ლაქი გადაუსვესო. მენიუში იყო: ქილიდან ამოღებული ზეთის-
ხილი, კარაქიანი თხილი, ჩინური ჩხირები და შესქელებული დე-
სერტი ფორთოხლებით, რომლის რეცეპტიც ჟურნალ „მაკ-
კოლს“ დაებეჭდა. სანამ სტუმრები მოვიდოდნენ, ათასჯერ მკით-
ხა, როგორ გამოვიყურებიო. თან ქვედაბოლოს ისწორებდა.
– კარგად გამოიყურები, – ვუთხარი ანგარიშმიუცემლად. ვა-
მაყობდი, რომ მშობლების ნებართვით ვარდისფერ ჭიქაში ცო-
72 მკითხველთა ლიგა
ტაოდენი შერი მესხა, სასმელის მომჟავო გემო სხეულში მიჯდე-
ბოდა.
სტუმრები უმეტესად მამას მეგობრები იყვნენ. მისი სანაცნო-
ბო წრის სიდიდემ ცოტა გამაკვირვა. ეს მისი სხვა ცხოვრება იყო,
რომელზეც ბევრი არაფერი მსმენოდა. აქ ის ადამიანები იყვნენ,
რომლებიც მამას კარგად იცნობდნენ გოლდენ გეითის მინ-
დვრებიდან და სენდი კუფაქსზე 6 საუბრებიდან. დედა ნერ-
ვიულად დადიოდა მაგიდებს შორის. ღელავდა, რადგან ჩინურ
ჩხირებს არავინ იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ყურადღები-
ან მასპინძელს გამოსაჩენ ადგილას დაეწყო. სცადა, ვიღაც ჩაფ-
სკვნილი კაცისა და მისი ცოლისთვის დაეძალებინა ჩხირებით
ჭამა, მაგრამ მათ თავი გაიქნიეს და კაცმა გაიცინა კიდეც. დედა-
ჩემმა სასოწარკვეთილებისგან ხელები ჩამოყარა და ჭიქაში
სასმელი ჩაიმატა.
ეს ერთ-ერთი ისეთი წვეულება იყო, სადაც დროზე ადრე
თვრებიან და ყველა საუბარი ალკოჰოლით გამოწვეულ ნისლში
ეხვევა. მამაჩემის რომელიღაც მეგობარმა მოსაწევს გაუკიდა
და დედაჩემის სახეზე ემოციების მთელმა კასკადმა გადაირბინა,
უკმაყოფილებით დაწყებული, მომთმენი შებრალებით დასრუ-
ლებული. პეიზაჟის ხაზები ფერმკრთალდებოდა. ცოლები სან--
ფრანცისკოს აეროპორტისკენ მიმართულ თვითმფრინავებს ცა-
ში თვალს აყოლებდნენ.
აქეთ-იქით დავფარფატებდი და თავს ბევრად უფრო პატარა
ბავშვად ვგრძნობდი, ვიდრე ვიყავი. სურვილი, რომ შეუმჩნევე-
ლი დავრჩენილიყავი, დახმარებისა და მონაწილეობის სურ-
ვილს ემიჯნებოდა. შემეძლო, თავი მასპინძელივით დამეჭირა
და ყველა გზააბნეული სტუმრისთვის მეჩვენებინა, საით იყო

6 ამერიკელი ბეისბოლისტი.

73 მკითხველთა ლიგა
სააბაზანო, ან მშვიდად მეჭამა კარაქიანი თხილი აუზის მახ-
ლობლად, ცხიმიანი ხელები კი ხელსახოცზე შემეწმინდა.
მსიამოვნებდა, რომ მცირე ასაკის გამო ჩემგან ბევრს არაფერს
ელოდნენ.
თამარი იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს, რაც სკოლიდან გა-
მომიყვანა. წვეულებაზე მისმა გამოჩენამ გულწრფელად დამა-
სევდიანა. ჩემი უდარდელობა სადღაც გაქრა. ახლა, როცა ისიც
მადევნებდა თვალს, დიდივით უნდა მოვქცეულიყავი. გვერდით
რამდენიმე წლით მასზე უფროსი მამაკაცი ახლდა. სტუმრებს
თბილად ხვდებოდნენ, ზოგს ესალმებოდნენ, ზოგს საუბარს
უბამდნენ. თამარს ყველა იცნობდა. წელზე, იქ, სადაც კაბასა და
პერანგს შორის შიშველი კანის ვიწრო ზოლი ჰქონდა, მამაკაცს
ხელი ქამარივით შემოეხვია. მინდოდა თამარს დაენახა, რომ
მეც მომცეს დალევის უფლება. როცა ბარს მიუახლოვდა, მეც მი-
ვედი და შერი ჩამოვისხი.
– ლამაზად გამოიყურები, – ვუთხარი სასმელისგან გადახუ-
რებულმა.
ჩემგან ზურგით იდგა და არ გაუგონია, ამიტომ კიდევ ერ-
თხელ გავიმეორე. მოულოდნელობისგან შეხტა.
– ივი, როგორ შემაშინე.
– ბოდიში, – ჩავილუღლუღე.
თავი სულელურად ვიგრძენი, სადა კაბისა და უადგილო მი-
სალმების გამო. თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა, ეტყო-
ბოდა, ყველაფერი ახალი ეცვა. იისფერი, მწვანე და წითელი
რომბები ერთმანეთისთვის შეეხამებინა.
– კარგი წვეულებაა, – თქვა და ხალხს გადახედა.
სანამ მოვიფიქრებდი, რა მეპასუხა ან რამე გზას მოვძებნიდი
იმის აღსანიშნავად, რომ ჩირაღდნების ანთება სულელური იდეა
იყო, დედაჩემი შემოგვიერთდა. ჭიქა სასწრაფოდ დავდე მაგიდა-
ზე და საკუთარი თავი შემზიზღდა. სიმშვიდე, რომელსაც თამა-
74 მკითხველთა ლიგა
რის მოსვლამდე ვგრძნობდი, მთლიანად აორთქლებულიყო. ახ-
ლა ჩემი მშობლების ყველა დეტალზე, სახლის ყველა კუთხესა
და ყველა ნივთზე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას. მრცხვენოდა
დედაჩემის გრძელი ქვედაკაბის, რომელიც თამარის ტანსაც-
მელთან შედარებით ძველმოდური ჩანდა. მრცხვენოდა მისი
ენერგიული მისალმებისაც. კისერზე ნერვიულობისგან გაჩენი-
ლი წითელი ლაქების... სანამ ისინი ზრდილობიანად ესაუბრე-
ბოდნენ ერთმანეთს, გავიპარე.
თავი შეუძლოდ ვიგრძენი და გული რომ არ ამრეოდა, ისეთ
ადგილას ჩამოვჯექი, რომ არავისთან დამჭირვებოდა საუბარი.
არ მინდოდა თამარს თვალში მოვხვედროდი ან კიდევ ერთხელ
მენახა, როგორ ჭამდა დედაჩემი ჩხირებით და ხმამაღლა ამბობ-
და, ხომ ხედავთ, არც ისე რთულიაო. მაშინ, როცა ყველა ხედავ-
და, რომ დესერტი თეფშზე სრიალებდა და მისი დაჭერა ჩანგლი-
თაც არ იყო ადვილი. იმ დროს მე და კონი ჯერ კიდევ ვმეგობ-
რობდით და ვნატრობდი, ახლოს ყოფილიყო. ის ადგილი, სადაც
თამარის მოსვლამდე ვიჯექი, ჭორაობაში გართულ ცოლებს
დაეკავებინათ. ეზოს ბოლოდან მამაჩემის გადამდები სიცილი
მესმოდა, მის გარშემო სხვებიც იცინოდნენ. კაბა ჩამოვიქაჩე.
ახლა, როცა ჭიქა აღარ მეჭირა, აღარ ვიცოდი, სად წამეღო ხე-
ლები.
– შენ კარლის შვილი ხარ, არა? – მომესმა ზემოდან.
თამარის შეყვარებული იყო. მარტო იდგა და გამალებული
ჭამდა ნეკნებს. უცნაურად მომეჩვენა, რომ საუბარი წამოიწყო.
თავი დავუქნიე.
– ლამაზი სახლია, – თქვა გავსებული პირით. ტუჩები ცხიმი-
საგან ულაპლაპებდა. სიმპათიური იყო, თუმცა კარიკატურულად
გაზვიადებული ნაკვთები ჰქონდა: ზედმეტად აპრეხილი ცხვირი
და ჩაზნექილი ნიკაპი.
– ძალიან დიდი სახლია, – დაამატა მან.
75 მკითხველთა ლიგა
– დედაჩემის მშობლებისაა, – ვუპასუხე გაკვირვებულმა.
– მსმენია ბებიაშენზე. ტელევიზორში ვუყურებდი, როცა პა-
ტარა ვიყავი.
ამ ფრაზამ მიმახვედრა, რომ ძალიან მთვრალი იყო. ენას
ძლივს ატრიალებდა.
– ის ეპიზოდი, როცა წყალსაცავში ალიგატორს პოულობს,
საოცრებაა. კლასიკაა.
მიჩვეული ვიყავი, რომ ადამიანები ბებიაჩემზე აღტაცებით
საუბრობდნენ. ცდილობდნენ, გასაგებად გადმოეცათ საკუთარი
სიყვარული, აღნიშნავდნენ, რომ მის ფილმებზე გაიზარდნენ და
ბებიაჩემის გამოსახულება ეკრანზე მათთვის ოჯახის წევრივით
ახლობელი იყო.
თამარის პარტნიორმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი აუზსა
და ეზოს.
– როგორ ვერ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბებიაშენის და-
ტოვებულია. აბა მამაშენისნაირ კაცს საიდან უნდა ჰქონდეს ამ-
დენი ფული?
მივხვდი, მამაჩემს შეურაცხყოფას აყენებდა, მაგრამ არ ვი-
ცოდი, როგორ მეპასუხა.
– უბრალოდ, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია, – ცხიმიანი
ტუჩები შიშველი ხელით მოიწმინდა, – რამდენს უძლებს დედა-
შენი.
სახე გამიშეშდა. თითი აუზის მეორე მხარისკენ გაიშვირა, სა-
დაც თამარი იდგა. ამჯერად მამაჩემს ელაპარაკებოდა. დედაჩე-
მი არსად ჩანდა. ეზოს მეორე ბოლოშიც კი მესმოდა თამარის
სამაჯურის წკრიალი მინის ჭიქასთან შეხებისას. ის და მამაჩემი,
უბრალოდ, საუბრობდნენ. ისეთი არაფერი ხდებოდა. ვერ მივ-
ხვდი, რატომ მიღიმოდა შეთქმული თვალებით თამარის შეყვა-
რებული, თითქოს ჩემს რეაქციას ელოდებაო.

76 მკითხველთა ლიგა
– მამაშენი ყველაფერს ტყნავს, რასაც ეხება, – ამოილუღლუ-
ღა ბოლოს.
– შეიძლება, თქვენი თეფში ავიღო? – ვკითხე მე. გაოგნების-
გან რეაქციისა და ფიქრის უნარი წამერთვა. დედაჩემისგან ვის-
წავლე, რომ ზრდილობა რთულ სიტუაციებში საუკეთესო იარა-
ღი იყო. სულ მიმეორებდა: თუ თავის ხელში აყვანა გინდა, დახ-
ვეწილი მანერები გაიხსენეო. ტკივილი ცივილიზებული ჟესტით
უნდა გადამეფარა, ჯეკი კენედივით. დედაჩემის თაობას ხელოვ-
ნების დონემდე აეყვანა ეს მეთოდი. ასე მალავდნენ უსიამოვნე-
ბასა და უხერხულობას, შინაარსს ფორმით ნიღბავდნენ, უთან-
ხმოებას ცერემონიულად ტკეპნიდნენ, თუმცა ეს მეთოდი, რო-
გორც ჩანს, უკვე მოძველებული იყო, რადგან მთვრალი სტუმ-
რის თვალებში მედიდურობა ამოვიკითხე. თეფში ისე მომაწო-
და, თითქოს მსახური ვიყავი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ, უბ-
რალოდ, მომეჩვენა.
წვეულება გვიანობამდე გაგრძელდა. რამდენიმე ჩირაღდანი
საცოდავად ებრძოდა ჩამოწოლილ სიბნელეს. სანამ დედაჩემი
საფერფლეებს ზეთისხილის კურკებისგან ცლიდა, მამაჩემი სა-
თითაოდ აცილებდა უზარმაზარი მანქანებით მოსულ სტუმრებს.
მამა კარგ განწყობაზე იყო, მიჩუმებული მუსიკა თავიდან ჩართო
და ცდილობდა, დედა აეცეკვებინა. „მე მთვარეს შევხედავ, მერე
რა, რომ შორია“, – მღეროდა ხმამაღლა. ვიცოდი, წესით, მის
მიმართ ზიზღი უნდა მეგრძნო, მაგრამ ამის ნაცვლად, დედაჩე-
მის მრცხვენოდა. დედაჩემის, რომელიც წამდაუწუმ ისწორებდა
კაბას და წუთში ერთხელ მეკითხებოდა, ხომ კარგად გამოვიყუ-
რებიო. დედაჩემის, რომელსაც ხანდახან საჭმლის ნარჩენები
კბილებში ეჩხირებოდა და როცა ამაზე ვუთითებდი, საოცრად
წითლდებოდა. გამახსენდა, რამდენჯერ მდგარა ფანჯარასთან
მამაჩემის მოლოდინში. გზას თვალს არ აცილებდა და ცდილობ-

77 მკითხველთა ლიგა
და, ქმრის არყოფნისა და დაგვიანებისთვის სულ ახალ-ახალი
გამართლება მოეძებნა.
ალბათ იცოდა, რაც ხდებოდა. უნდა სცოდნოდა, მაგრამ, ამის
მიუხედავად, უყვარდა მამაჩემი. კონის ჰგავდა, რომელიც ყო-
ველ ჯერზე იწევდა ლუდისკენ, მიუხედავად იმისა, რომ სასაცი-
ლოდ გამოიყურებოდა; ან თუნდაც თამარის შეყვარებულს, რო-
მელიც იმაზე სწრაფად ღეჭავდა საჭმელს, ვიდრე ჩაყლაპვა შე-
ეძლო. გამახსენდა, რა სისწრაფით ჭამდა, თითქოს სულში გაჩე-
ნილი ხვრელის ამოვსება უნდაო. ნეტავ თუ იცოდა, რომ შიმ-
შილს ადამიანის ნამდვილი სახის გამჟღავნება შეუძლია?
სასმელი ძალას კარგავდა. მეძინებოდა და თავს გამოფიტუ-
ლად ვგრძნობდი. ნელ-ნელა საკუთარ თავს ვუბრუნდებოდი.
ყველაფერი გულს მირევდა: ჩემი ოთახი ბავშვობის ნარჩენე-
ბით, მაქმანიანი გადასაფარებელი მაგიდაზე, პლასტმასის ფირ-
საკრავი სქელი სახელურით, დანესტიანებული პუფი, რომელიც
ფეხებზე მეწებებოდა. წვეულება მსუბუქი საკვებით, კაცები პალ-
მებიან მხიარულ პერანგებში, რაც განსაკუთრებით გამოკვეთდა
წვეულების ყალბ ამაღლებულობას. ჩემი წარმოდგენით, თუ ამ
ყველაფერს შევაწებებდი, მთლიანობაში მივიღებდი პასუხს –
რატომ მოუნდა მამაჩემს რაღაც სხვა.
თავიდან არ ამომდიოდა სცენა: თამარი ყელზე ლამაზი ბაფ-
თით, პალოალტოს ციცქნა ბინაში, პირდაპირ ხალიჩაზე წამო-
წოლილი. სად იყო ამ დროს მამაჩემი? სკამზე იჯდა? მას უყურებ-
და? ვარდისფერი ტუჩსაცხი თამარს გარყვნილ იერს აძლევდა.
ვცადე, შემზიზღებოდა, მაგრამ არ გამომივიდა. მამაჩემის მი-
მართაც ვერაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ დედაზე ვბრაზობდი,
რადგან მან ეს ყველაფერი დაუშვა. დედაჩემი ცომივით რბილი
და დამყოლი იყო. ქმარს ფულს აძლევდა, ყოველ საღამოს სა-
დილს უკეთებდა და მის დაბრუნებას საათობით ელოდებოდა.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეჩვეულ მამაჩემს თამარის პირ-
78 მკითხველთა ლიგა
დაპირობა და უტაქტობა მიიზიდავდა. მისი ცხოვრება ხომ ისეთ
ტელეშოუს ჰგავდა, რომელშიც მუდმივად ზაფხულია.
მაშინ ქორწინებაზე პრიმიტიული, სწორხაზოვანი წარმოდგე-
ნა მქონდა. მეგონა, ადამიანები მართლაც ასრულებდნენ საკუ-
თარ ფიცს, ზრუნავდნენ, როცა მოწყენილი იყავი და ამჩნევდნენ,
როცა დაღლილობისგან ფეხზე ვეღარ დგებოდი. რა სასიამოვნო
იქნებოდა ისეთი ადამიანის ყოლა, რომელსაც ეცოდინებოდა,
რომ მაცივრისგემოიან საჭმელს ვერ შეჭამდი. რა თქმა უნდა,
დედაჩემმა ეს ყველაფერი იცოდა და მაინც ხუჭავდა თვალს ღა-
ლატზე, რაც ჩემს წარმოდგენას სიყვარულისა და ცოლქმრობის
შესახებ თავდაყირა აყენებდა. ყველაზე საშინელი კოშმარი –
გიყვარდეს ვინმე, ვისაც ისე ძალიან არ ეყვარები – ჩემ თვალ-
წინ ცოცხლდებოდა.
რა თქმა უნდა, ამ თემაზე სიმღერებიც მქონდა მოსმენილი,
მაგრამ არც ერთი ჯგუფი თუ მომღერალი არ საუბრობდა იმაზე,
როგორ უნდა მიგეგნო გაუცხოების პირველწყაროსთვის. ვინ
მასწავლიდა იმ მომენტის ამოცნობას, რომლის მერეც ყველა-
ფერი შეუქცევადად იცვლებოდა?
მუსიკა შეწყდა და მივხვდი, სულ მალე დედაჩემი ოთახში შე-
მოვიდოდა ძილის წინ საკოცნელად. უეცრად ძალიან შემეშინდა
მისი დანახვის. არ მინდოდა მისი დაშლილი კულულებისა და
ტუჩის კუთხეში გადღაბნილი პომადის ნახვა. როცა დააკაკუნა,
წამით ვიფიქრე, თავი ხომ არ მოვიმძინარო-მეთქი, მაგრამ უკვე
გვიანი იყო. ოთახში შუქი ენთო.
ჩემ დანახვაზე სახეზე უკმაყოფილებამ გადაურბინა:
– ჯერ არ გამოგიცვლია?
სხვა დროს პასუხს არ გავცემდი ან რამე ხუმრობას მოვიფიქ-
რებდი, რომ დროულად მომეშორებინა თავიდან, მაგრამ ახლა
არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა. წამოვდექი.
კედელს მიეყრდნო და ჩაფიქრებულმა მკითხა:
79 მკითხველთა ლიგა
– მგონი, კარგი გამოვიდა, არა? ნეკნებიც ყველას მოეწონა.
არ ვიცი, რამ მაიძულა იმის თქმა, რაც ვთქვი. ჩავთვალე,
რომ სიმართლე უნდა სცოდნოდა თუ, უბრალოდ, მომინდა, ვინ-
მეს ვენუგეშებინე და ზრდასრული ადამიანივით აეხსნა, რატომ
უცხოვდებიან ერთ დროს შეყვარებული წყვილები. ფაქტია, ჩა-
ვახველე და გამოვუტყდი, რაღაც მაქვს სათქმელი-მეთქი. მისი
დაძაბულობა ოთახის ბოლოდანაც კი ვიგრძენი.
– ჰა?
ახლაც, როცა ამ მომენტს ვიხსენებ, ადგილს ვერ ვპოულობ
უხერხულობისგან. როგორ ვერ მივხვდი, რომ იცოდა, რასაც
ვეტყოდი? ალბათ გულში მეხვეწებოდა, ხმა არ ამომეღო, გაურ-
კვევლობის ღრუბელი არ გამეფანტა.
– მამა თამარს ელაპარაკებოდა, – თვალებში ვერ ვუყურებ-
დი და ფეხსაცმლის შესაკრავს ვაწვალებდი.
დედამ ღრმად ამოისუნთქა და მქრქალი ღიმილით მკითხა:
– მერე?
დავიბენი. წესით, უნდა მიმხვდარიყო, რას ვგულისხმობდი.
ნუთუ საკმარისად გასაგებად არ ვთქვი?
– მეტი არაფერი.
დედამ თვალი ამარიდა და კედელს შეხედა.
– დესერტზე ცოტა გული დამწყდა. ქოქოსის მაკარუნები უნდა
გამეკეთებინა. ფორთოხალი არ შეიჭამა, – თქვა ჩამწყდარი
ხმით.
ხმა არ ამომიღია. გახდილი ფეხსაცმელები გვერდიგვერდ
დავაწყვე საწოლის ქვეშ. ჩავილუღლუღე, ძილი ნებისა-მეთქი
და დავწექი.
– შუქი ჩავაქრო? – მკითხა დედამ და ცოტა ხნით შეყოვნდა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. კარი ისე ნაზად მიხურა, როგორც
მხოლოდ დედებს შეუძლიათ. გაისმა მსუბუქი ტკაცანი და ჩაიკე-
ტა.
80 მკითხველთა ლიგა
მთელი დღე ფეხზე დგომასა და მოუხერხებელ ფეხსაცმე-
ლებს წითელი ზოლები დაეტოვებინა. არაპროპორციული და
უცნაური ტერფები მქონდა. ვინ შეიყვარებდა ასეთ ტერფებიან
გოგოს?
მას შემდეგ, რაც ჩემი მშობლები დაშორდნენ, დედაჩემი
ახალ კავალრებზე სასოწარკვეთამდე მისული ოპტიმიზმით სა-
უბრობდა. ცდილობდა, ცხოვრება თავიდან დაეწყო, თუმცა შე-
მართების შენარჩუნება დიდ ძალისხმევად უჯდებოდა. იატაკზე
გაფენილ ხალიჩაზე იქამდე ვარჯიშობდა, სანამ სავარჯიშო ბოდე
ოფლით არ გაეჟღინთებოდა. ხშირად დამინახავს, როგორ
ამოწმებდა, პირიდან ცუდი სუნი ხომ არ ამომდისო. სულ დაძა-
ბული და მონდომებული იყო, რასაც იმ კაცებზე ვერ ვიტყვით,
ვისაც ხვდებოდა. ისინი ამდენს არ დარდობდნენ საკუთარ გა-
რეგნობაზე. არასწორი პარსვის გამო კისერზე ძირმაგარები გა-
მოსვლოდათ და ლოყები სიცხისგან დაბრაწვოდათ. პაემნის ბო-
ლოს უხალისოდ იწევდნენ ანგარიშისკენ და შვებით ამოისუნ-
თქავდნენ ხოლმე, როცა დედაჩემი საკუთარ ბარათს ამოაძ-
ვრენდა საფულიდან. ასეთ კაცებს იზიდავდა დედაჩემი და უკმა-
ყოფილოც არ ჩანდა.
ამ პაემნებს მეც ხშირად ვესწრებოდი. ასეთ დროს ბევრჯერ
წარმოვიდგენდი სადღაც მიწურში დასახლებულ პამელასა და
პიტერს და თანაგრძნობაში გახვეული შური მიპყრობდა. მაწუ-
ხებდა, რომ პამელას მუცელში ახალი სიცოცხლე ვითარდებო-
და, მაგრამ მინდოდა, ყველაფერი კარგად ჰქონოდათ. ნელ--
ნელა ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ყველა გოგო არ იმსახურებს სიყ-
ვარულს, მხოლოდ განსაკუთრებულები – სუზანივით მოური-
დებლები და პამელასავით შესამჩნევები.
კაცი, რომელიც დედაჩემს ყველაზე მეტად მოსწონდა, ოქ-
როს მაღაროში მუშაობდა. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე

81 მკითხველთა ლიგა
გვითხრა. ტუჩის კუთხეში ნერწყვი ჰქონდა შემხმარი. ფრენკი
ერქვა.
– სასიამოვნოა შენი გაცნობა, ძვირფასო, – მიმიხუტა პირვე-
ლი შეხვედრისას და შევამჩნიე, რომ უზარმაზარი ხელისგულები
ჰქონდა.
დედაჩემი აღელვებული და შემთვრალი იყო. გონებით მაღა-
როში ხეტიალობდა. „თუ მოგინდება, კლდეზე შერჩენილ ნატე-
ხებს ატამივით მოწყვეტ“, – ამბობდა ფრენკი.
ყური მოვკარი, როგორ ეუბნებოდა დედაჩემი სალის, მართა-
ლია, ფრენკი ცოლიანია, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდე-
ბაო. არ ვიცოდი, რა მეფიქრა. ფრენკი არ ჰგავდა ოჯახის მიმტო-
ვებელს – პრიალაღილებიან პერანგს ატარებდა და სამხრეებზე
ყვავილები ჰქონდა ამოქარგული.
დედაჩემი ღელავდა და თმას გამუდმებით ისწორებდა, წინა
კბილებს ფრჩხილით ისუფთავებდა. მისი მზერა აქეთ-იქით დახ-
ტოდა – ფრენკიდან ჩემზე, ჩემიდან ფრენკზე.
– ივი ძალიან ჭკვიანი გოგოა, – დედა ზედმეტად ხმამაღლა
საუბრობდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო მისი სიტყვების მოს-
მენა, – კატალინაში მისი ნიჭი კიდევ უფრო გამოჩნდება.
პანსიონატის გახსენებამ შემაცბუნა. ერთადერთი, თავს მხო-
ლოდ იმით ვიმშვიდებდი, რომ სექტემბრამდე რამდენიმე თვე
იყო დარჩენილი.
– თუ დიდი ტვინი გაქვს, არაფერი გაგიჭირდება, ასე არაა? –
გამოეპასუხა ფრენკი.
ვერ მივხვდი, დამცინოდა თუ მამხნევებდა. როგორც ჩანს,
დედაჩემმაც ვერ გაარკვია.
კასეროლე სრულ სიჩუმეში შევჭამეთ. ტოფუს კუბები გამო-
ვარჩიე და თეფშზე დავახვავე. ვუყურებდი, როგორ ყოყმანობდა
დედაჩემი, ღირდა თუ არა მშვიდობიანი სიჩუმის დარღვევა. უც-
ნაური, გადაპრანჭული და ქალური პერანგის მიუხედავად,
82 მკითხველთა ლიგა
ფრენკი სასიამოვნო გარეგნობის კაცი იყო და დედაჩემის გახა-
ლისებაც შეეძლო. რა თქმა უნდა, მამაჩემს ვერ შეედრებოდა,
მაგრამ დედასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ცდი-
ლობდა, თუნდაც თითის წვერით შეხებოდა ხელის მტევანზე.
– ესე იგი, თოთხმეტი წლის ხარ, – ჩაახველა ფრენკმა, – ალ-
ბათ თაყვანისმცემლები მოსვენებას არ გაძლევენ.
უფროსები გამუდმებით მეხუმრებოდნენ ამ თემაზე, მაგრამ
მე არ მეღიმებოდა. თოთხმეტი წლის ასაკში შეყვარებულის ყო-
ლის აუცილებლობა თეორიული იდეიდან მტკივნეული ყოველ-
დღიურობა ხდება. გინდა, ბიჭებს მოსწონდე, ყურადღებას გაქ-
ცევდნენ. თაყვანისმცემლების ხსენება მხოლოდ საკუთარ უსუ-
სურობას გახსენებს.
– უთვალავი თაყვანისმცემელი მყავს, – ვთქვი ზრდილო-
ბიანად, მაგრამ დედას ჩემს ხმაში ცივი ირონიის შემჩნევა არ
გასჭირვებია.
ფრენკს ყურადღება არ მიუქცევია. ფართოდ გაიღიმა და გაგ-
ვანდო, მექსიკა ოქროს მოსაპოვებლად საუკეთესო ქვეყანააო.
ფრენკს ოქროს მაღაროები მექსიკაში ჰქონდა.
– იქ რეგულაციები არაა და იაფ მუშახელსაც ადვილად იშო-
ვი. თუ საქმის კეთება გინდა, მექსიკაში უნდა აკეთო.
ისე თქვა, თითქოს მაღაროების ბიზნესში თავით ვაპირებდი
გადაშვებას.
– აქამდე რამდენი ოქრო გაქვთ მოპოვებული? – ვკითხე მე.
– როცა შესაბამისი ტექნიკა მეყოლება, ტონობით მოვიპო-
ვებ.
ღვინის ჭიქა მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული და მინაზე ცხიმიან
ლაქებს ტოვებდა. რა უცნაური იყო, რომ ამ კაცის მზერაზე დე-
დაჩემი დნებოდა, მხრები უდუნდებოდა და ტუჩები თავისით ეყო-
ფოდა. არ შემეძლო, არ შემემჩნია, როგორ ახალისებდა ფრენ-

83 მკითხველთა ლიგა
კთან ყოფნა. ახლა მე ვიყავი დედა, ის – შვილი და დაძაბულო-
ბისგან ცახცახს ძლივს ვიკავებდი.
– მე მინდა, მექსიკაში წავიდეთ. სერიოზულად გეუბნებით
ორივეს. პატარა მოგზაურობა დავგეგმოთ მანქანით. თმაში ყვა-
ვილებს ჩაიწნავთ და ასე შემდეგ, – ეს ბოლო სიტყვები ფრენკმა
ბოყინით თქვა.
დედა გაწითლდა, მაგრამ არაფერი უპასუხია. ღვინის ჭიქას
ხელში ათამაშებდა. მოსწონდა ეს კაცი და მეტიც, გამუდმებით
ვარჯიშობდა, რომ ტანსაცმლის გარეშეც მომხიბვლელი ყოფი-
ლიყო მისთვის. რუდუნებით ისვამდა ნელსაცხებლებს და სახეზე
იგივე მონდომება ეწერა, როგორსაც სარკეში ჩახედვისას მე
თვითონ ვამჩნევდი. დედაჩემი, რომელსაც უნდა გავემხნევები-
ნე, თავად იქცეოდა თინეიჯერ გოგოსავით. ნუთუ ასე ძალიან
სჭირდებოდა სიყვარული? მინდოდა, თბილად მოვქცეოდი, მეჩ-
ვენებინა, რომ არ იყო საჭირო ასეთი გადამეტებული ძიება. ჩვენ
ორნიც კარგად ვიქნებოდით ერთად, მაგრამ ის არ მიყურებდა.
მთელი მისი ყურადღება ფრენკს ეკუთვნოდა. არ უნდა გამორჩე-
ნოდა სიტყვები, რომლებსაც ეს კაცი ცხიმიანი ტუჩებიდან გა-
მოთქვამდა.
ხელები მაგიდის ქვეშ დავმალე და ძალა მოვიკრიბე:
– და თქვენი ცოლი არ წამოვა?
– ივი, – ჩაისისინა დედამ.
– არაფერია, არაფერია, – თქვა ფრენკმა და დედაჩემს ხელი
გაუშვა.
– სამართლიანი კითხვაა, – ჩანგალი დადო და თვალები მო-
ისრისა, – მაგრამ ასე ადვილადაც ვერ გიპასუხებ.
– წესით, ძალიან რთული არ უნდა იყოს, – ვთქვი გეს-
ლიანად.
– რა თავხედი გოგო ხარ, – დედა ძალიან შეწუხებული ჩან-
და.
84 მკითხველთა ლიგა
ფრენკმა მხარზე ხელის მოხვევა დაუპირა, მაგრამ ის უკვე
ფეხზე წამომხტარიყო და თეფშებს ცვლიდა. ვითომ საქმიანი გა-
მომეტყველება მიეღო. ფრენკმა შეშფოთებული სახით მიაწოდა
საკუთარი თეფში და ხელები ჯინსზე შეიწმინდა. არც ერთისთვის
არ შემიხედავს. ფრჩხილთან ახლოს კანი მქონდა ამძვრალი და
ძალიან მინდოდა, მომეწყვიტა. პირით იქამდე ვაწვალე, სანამ
არ ავიხიე.
დედა რომ სამზარეულოში გავიდა, ფრენკმა ჩაახველა.
– ასე ძალიან არ უნდა აბრაზებდე დედას. მითხარი, ასეთი რა
დაგიშავა?
– შენი საქმე არაა, – ნუნიდან სისხლდენის შესაჩერებლად
მაგრად დავიჭირე ზედ თითი.
– ივი, – ხმა ისე შეარბილა, რომ მიეხვედრებინა, მტერი არ
ვარო, – ყველაფერი მესმის. ვიცი, აქ ცხოვრება აღარ გინდა.
ალბათ ერთი სული გაქვს, როდის წახვალ. დაიღალე სულ დე-
დასთან ყოფნით, არა?
– რა სისულელეა, – ჩავიბურტყუნე მე.
ვერ გაიგო, რა ვთქვი, მაგრამ იმდენს მიხვდა, რომ მისი მე-
გობრული ნაბიჯი უპასუხოდ დარჩა.
– ფრჩხილების კვნეტა საძაგელი ჩვევაა, – თქვა წარუმატებ-
ლობით გაცხარებულმა, – მახინჯი, ბინძური ჩვევა, რომელიც
ბინძურ ადამიანებს ახასიათებთ. შენ ბინძური ხარ?
კარში დედაჩემი გამოჩნდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, ყველაფე-
რი მოისმინა და როგორც იქნა, მიხვდა, რომ ფრენკი ისეთი არ
იყო, როგორიც ეგონა. ალბათ გული დასწყდებოდა, რომ თავი-
დანვე ვერ ამოიცნო, მაგრამ მე დავეხმარებოდი, ვანუგეშებდი,
სახლის საქმეებს გავინაწილებდი.
დედამ წარბები შეჭმუხნა:
– რა ხდება?

85 მკითხველთა ლიგა
– ივის ვეუბნებოდი, რომ ფრჩხილები არ უნდა მოიკვნიტოს,
– უპასუხა ფრენკმა.
– მეც ვეუბნები ხოლმე, – თქვა და ტუჩები დაუწვრილდა, –
საშიშია. შეიძლება ავად გახდეს.
შეუძლებელი იყო, დედას ყველაფერი მოესმინა და ჩემს მხა-
რეს არ ყოფილიყო. ნუთუ თვალთმაქცობდა? იქნებ დროს იგებ-
და, სანამ მოიფიქრებდა, როგორ გაეშვა ჩვენი ცხოვრებიდან
ფრენკი? მოგვიანებით მაინც ეტყოდა, რომ ჩემთვის შენიშვნის
მოცემის უფლება არ ჰქონდა. ჩემი ეჭვები რამდენიმე წამში
გაიფანტა. დედა ჩამოჯდა, ფრენკს ნაზად ჩაჰკიდა ხელი და
მხარზე თავი მიადო. თვალებს ვერ ვუჯერებდი.
ცოტა ხანში ფრენკი სააბაზანოში გავიდა და დედაჩემს კიდევ
ერთი შანსი მივეცი, ბოდიში მოეხადა, როგორმე გაემართლები-
ნა ამ უხეში კაცის შემოჭრა ჩემს დაცულ სამყაროში. ველოდი,
როდის მაგრძნობინებდა, როგორ წუხდა ფრენკის საქციელის
გამო.
– ეს მაისური ზედმეტად მოტკეცილია, – მითხრა მკაცრად, –
შენი ასაკისთვის შეუფერებელია.
პირი გავაღე, რომ მეპასუხა, მაგრამ გამაჩუმა.
– ხვალ დავილაპარაკებთ. სერიოზულად დავილაპარაკებთ
ყველაფერზე.
როცა ფრენკის ნაბიჯების ხმა გაიგო, გამაფრთხილებლად
გადმომხედა და წამოდგა. მაგიდასთან მარტო დამტოვეს. ასე
ვიჯექი, უძრავად და ჩუმად. სამზარეულოს შუქი მხრებსა და ხე-
ლებზე მეცემოდა.
ვერანდაზე დასხდნენ. დედაჩემი სიგარეტის ნამწვავებს თუ-
ნუქის კოლოფში აგროვებდა. მე დასაძინებლად წავედი და იქაც
მესმოდა, როგორ საუბრობდნენ და იცინოდნენ გვიანობამდე.
ბრაზისგან ვერ ვისვენებდი. ნუთუ მართლა ფიქრობდნენ, რომ
ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ძირს დაცვენილი ოქროს ნამ-
86 მკითხველთა ლიგა
ცეცების წამოკრეფა? ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო დედაჩე-
მისთვის სცენარი, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოიგონა?
არავინ მყავდა, რომ აღშფოთება გამეზიარებინა. კონი არ მელა-
პარაკებოდა. მხოლოდ მე ვიყავი საკუთარი თავის სულის შემ-
ხუთველი, ჩუმი, სასოწარკვეთილი თანამგზავრი.

***
მოგვიანებით მივხვდი, რა ხდებოდა დედაჩემის თავს. რო-
გორ შეცვალა მამაჩემთან გატარებულმა თხუთმეტმა წელმა და
რამხელა სიცარიელე დაუტოვა მისმა წასვლამ. თავიდან უნდა
ესწავლა ცხოვრება, დაახლოებით ისე, როგორც ინსულტგადა-
ტანილი ადამიანები სწავლობენ მარტივ სიტყვებს: მანქანას, მა-
გიდას, ფანქარს. საკუთარ სხეულს საათობით ათვალიერებდა
მოზარდის კრიტიკული თვალით და მთელი ძალით ცდილობდა,
ახალ მოტკეცილ ჯინსებში ჩატეულიყო.
დილას, სამზარეულოში რომ შევედი, დედაჩემი უკვე იქ იჯდა.
ჩაი დაეყენებინა და ჩამოესხა. გამჭვირვალე ჭურჭელში ლექიღა
იყო დარჩენილი. ტუჩები მაგრად მოეკუმა და თვალებში გადაღ-
ლილობა ემჩნეოდა. უსიტყვოდ ჩავუარე და ყავის შეფუთვა გავ-
ხსენი. მოიისფრო მარცვლები იყო, მამაჩემის საყვარელი ყავის,
სანკას უხეირო ჩანაცვლება.
– არ მეტყვი, რა გჭირს? – ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუ-
ნებინა, მაგრამ სიტყვებს მაინც სწრაფად ისროდა.
ყავის მარცვლები აპარატში ჩავყარე და ვეცადე, ბუდისტური
სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ეს ჩემი საუკეთესო იარაღი იყო.
ვგრძნობდი, როგორ ღიზიანდებოდა.
– ახლა ჩუმად ხარ და გუშინ ასეთი მორიდებული არ ჩანდი.
საშინლად მოიქეცი ფრენკთან.
87 მკითხველთა ლიგა
ხმა არ ამომიღია.
– გინდა, უბედური ვიყო? – ფეხზე წამოდგა.
თვალებში არ ვუყურებდი.
– შენ გელაპარაკები, – ხელი გაიწვდინა და ყავის აპარატი
გამომირთო.
– დედა, – გავაპროტესტე მე, მაგრამ მისმა სახემ გამაჩუმა.
– რატომ არ შეგიძლია, უბრალოდ, დამითმო? ერთი პატარა
რამე მაინც, – ხმაში სასოწარკვეთილება შეეპარა.
– ხომ იცი, ცოლს არასდროს მიატოვებს, შენთან არასდროს
იქნება, – ეს რომ არ მეთქვა, ემოციები დამახრჩობდა.
– შენ არაფერი იცი მისი ცხოვრების შესახებ, საერთოდ არა-
ფერი. არადა გგონია, ყველაფერი გესმის.
– მართლა ფიქრობ, რომ ცოტა ხანში წარმატებას მიაღწევს?
წინ ოქროთი მოფენილი მომავალი გველის? მამაც იმავეს არ
ამბობდა? ფულიც ხომ არ გთხოვა?
დედამ წარბები შეჭმუხნა.
– მე მართლა ვცდილობდი შენთან დალაპარაკებას, მინდო-
და, ერთმანეთისთვის გაგვეგო, მაგრამ შენ საერთოდ არაფერი
გადარდებს. შეხედე შენს თავს. არაფერს აკეთებ, – თავი გადა-
იქნია და ხალათი უფრო მჭიდროდ შეიკრა, – შენ თვითონ ნახავ.
ცხოვრება წამოგეწევა და არავინ გეყოლება შენი თავის გარდა.
წლების განმავლობაში მოგიწევს ისეთ ადამიანთან ერთად
ცხოვრება, როგორიც ახლა ხარ. არავითარი ამბიცია. არავითა-
რი მიზნები. კატალინა შენთვის ახალი შანსია, მაგრამ მოგი-
წევს, თავი შეიწუხო. სხვანაირად არაფერი გამოდის. იცი, რას
ვაკეთებდი, შენხელა რომ ვიყავი?
– შენ არასდროს არაფერს აკეთებდი! – ბრაზი ყელში მომაწ-
ვა, – მთელი ცხოვრება მამას უვლიდი და ისიც კი გაგექცა. ბო-
დიში, თუ იმედები გაგიცრუე. ბოდიში, რომ ასეთი საშინელი
ვარ. ალბათ ადამიანებს ფული უნდა გადავუხადო, რომ შემაქონ
88 მკითხველთა ლიგა
ხოლმე. შენ ზუსტად ასე იქცევი, არა? რატომ მიგატოვა მამამ,
თუ ასეთი არაჩვეულებრივი ხარ?
დედამ სახეში გამარტყა. ძალიან მაგრად არა, მაგრამ ხმა მა-
ინც საზარელი იყო.
სახე მოულოდნელობისგან ამიხურდა. გიჟივით გავიღიმე და
ყველა კბილი გამოვაჩინე.
– გაეთრიე! აღარ დამენახო! – კიოდა დედაჩემი. კისერი და-
ფოთლილი ჰქონდა. მაჯები უთრთოდა, – გაეთრიე!
მისი ხმა კიდევ დიდხანს მესმოდა ყურებში.

***
ჭუჭყიან გზაზე ველოსიპედით დავეშვი. გული ამოვარდნაზე
მქონდა და თვალებში სისხლი მაწვებოდა. თავბრუ მეხვეოდა.
ავადმყოფურად მომწონდა, რომ ლოყაზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი
დედაჩემის თითების მწველ შეხებას. მთელი მისი კეთილშობი-
ლება, რომელსაც ბოლო თვის განმავლობაში აშენებდა (ჩაის
წრუპვა, ფეხშიშველა სიარული), ერთ წამში გაქრა. ძალიან კარ-
გი. დაე, რცხვენოდეს, რომ წრეებზე სიარულს, კითხვასა და ორ-
განიზმის წმენდას შედეგი არ გამოუღია. ისეთივე სუსტ ადა-
მიანად დარჩა, როგორიც ყოველთვის იყო. პედლებს სწრაფად
ვატრიალებდი და ყელში ქარიშხალი მიგროვდებოდა. თავისუ-
ფალი ვიყავი. შემეძლო მაღაზიაში შემერბინა და შოკოლადიანი
ვარსკვლავების შეკვრა მეყიდა. მენახა, რა გადიოდა კინოში ან
მდინარის ქაფიანი ნაპირის გასწვრივ გამესეირნა. თმა სიცხის-
გან გაუხეშებული მქონდა. ვგრძნობდი, როგორ აწვებოდა
სხეულის კედლებს სიძულვილი და ეს შეგრძნება ყოვლისმომ-
ცველი იყო, მძაფრი და წმინდა. ველოსიპედმა ასეთ გაშმაგე-
ბულ სვლას ვეღარ გაუძლო და ბორბლებიდან ჯაჭვი გადასძვრა.
89 მკითხველთა ლიგა
შევანელე და შევჩერდი. ხელისგულები და მუხლის უკანა მხა-
რეები ოფლიანი მქონდა. ცხელი მზე მუხის ფოთლების ორნა-
მენტებში აღწევდა. ცოტაც და ავტირდებოდი. ჩავიმუხლე, რომ
მენახა, რა ხდებოდა, მაგრამ ცრემლების გამო ვერაფერს ვარ-
ჩევდი. თითები მისხლტებოდა და ვერ ვამაგრებდი.
– ჯანდაბა! – ვთქვი ერთხელ. მერე კიდევ უფრო ხმამაღლა
გავიმეორე. მინდოდა, წიხლი მეთავაზებინა ველოსიპედისთვის,
რომ როგორმე გამომეხატა ბრაზი, მაგრამ ზედმეტად თეატრა-
ლურად გამომივიდოდა. ერთი მსახიობის წარმოდგენა მაყურებ-
ლების გარეშე. კიდევ ერთხელ ვცადე ჯაჭვის დამაგრება, თუმცა
უშედეგოდ. ზედმეტად მოშვებულიყო. ველოსიპედს ხელი გავუშ-
ვი და ისიც ნელ-ნელა ჩაეფლო ტალახში. გვერდიდან შევავლე
თვალი, გაშოტილსა და უსარგებლოს. მაღაზიაში ეწერა, რომ ამ
ფერს „კამპუსის მწვანე“ ერქვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სადღაც
უნდა არსებულიყო ბიჭი, რომელიც ამ ველოსიპედით ლექ-
ციების მერე მიგაცილებდა სახლში. აუხდენელი ფანტაზია, სუ-
ლელური ველოსიპედი. ასეთი მდარე და უაზრო იყო ჩემი ცხოვ-
რება. კონი ალბათ მეი ლოპესთან ატარებდა დროს. პიტერი და
პამელა ორეგონის ბინისთვის ყიდულობდნენ მცენარეებს ან
ვახშმისთვის ოსპს ალბობდნენ. მე კი რა მქონდა? არც არაფერი.
ცრემლები ტალახში ეწვეთებოდა და კიდევ უფრო ააშკარავებდა
ჩემს ტანჯვას. შემეძლო საკუთარ უბედურებაში ცხოველივით
მოვკალათებულიყავი.
სანამ დავინახავდი, ხმა გავიგე: გზაზე შავმა ავტობუსმა შემო-
უხვია. ბორბლების ქვეშიდან მტვრის ღრუბლები ამოდიოდა.
ფანჯრები მთლიანად დაებურა ჭუჭყს და ადამიანების ფიგურე-
ბის გარჩევა ჭირდა. სახურავზე უსწორმასწორო წამწამებიანი
გული ეხატა. გოგო, რომელსაც კაცის პერანგი და ნაქსოვი ჟი-
ლეტი ეცვა, ავტობუსიდან ჩამოვიდა და ნარინჯისფერი თმა უკან
გადაიქნია. ავტობუსიდან სხვა ხმებიც ისმოდა.
90 მკითხველთა ლიგა
– მოხდა რამე? – მკითხა წამღერებით.
– ველოსიპედი გამიფუჭდა. ჯაჭვი მოსძვრა, – ვუპასუხე მე.
გოგომ სანდლიანი ფეხი ბორბალზე მიაყრდნო და თვალები
ხელით მოიჩრდილა. სანამ უცნობ კეთილისმსურველს სახელს
ვკითხავდი, ავტობუსიდან სუზანი ჩამოვიდა. ფეხზე წამოვდექი
და ვეცადე, მუხლებიდან ტალახი მომეცილებინა. სუზანმა გამი-
ღიმა, მაგრამ სახეზე გაურკვევლობა ეწერა. მივხვდი, თავი უნდა
შემეხსენებინა.
– ისტ ვაშინგტონში შევხვდით ერთმანეთს, მაღაზიაში, –
ვუთხარი გაბზარული ხმით.
– ჰო, ჰო, – დამეთანხმა უხალისოდ.
მეგონა, რამეს იტყოდა ან აღნიშნავდა, რა უცნაურია, რომ კი-
დევ ერთხელ გადაგეყარეო, მაგრამ არაფერი მსგავსი. ცოტა
მოწყენილი ჩანდა. მინდოდა, ჩვენი საუბარი იქიდან გამეგრძე-
ლებინა, სადაც შევჩერდით, მაგრამ მისი მზერა სხვაგან დაქრო-
და. ხარბად ვათვალიერებდი ავტობუსსა და მის „შიგთავსს“.
– დაგინახეთ და ვიფიქრეთ, რომ რაღაც შეგემთხვა, – მით-
ხრა წითურმა, – თან სუზანმა თქვა, მგონი, ამ გოგოს ვიცნობო.
მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს დონა იყო. არარსებული წარ-
ბები ჭკუიდან შემცდარს ამგვანებდა. სახე არამიწიერად ცა-
რიელი ჰქონდა. ჩემს ველოსიპედთან მოვიდა და ჩაიმუხლა. სუ-
ზანიც მოგვიახლოვდა.
სამივე ერთად ვცდილობდით ველოსიპედის შეკეთებას. მათი
ოფლის სუნს მძაფრად ვგრძნობდი. როგორღაც წამოვაყენეთ
ტალახიანი ორთვალა და შევათვალიერეთ. დაცემის დროს კი-
დევ უფრო დაზიანებულიყო და კბილანები ცირკულარში აღარ
ჯდებოდა.
– არაფერი არ გამოვა, – ამოიხვნეშა სუზანმა, – ყველაფერი
გადახლართულია.

91 მკითხველთა ლიგა
– ბრტყელტუჩა ან რამე ეგეთი გინდა, მაგრამ აქ ვერ შეაკე-
თებ. წამო, ავტობუსში შევდოთ და სადმე დაგტოვებთ, – შემომ-
თავაზა დონამ.
– ქალაქში დავტოვოთ, – უპასუხა სუზანმა სხარტად, თითქოს
სწრაფად უნდოდა ჩემი მოშორება თავიდან. ასეც რომ ყოფილი-
ყო, მაინც არ მეწყინებოდა. მიჩვეული ვიყავი იმ ადამიანების
გვერდით არსებობას, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, რო-
დის გავხდებოდი სხვისი საზრუნავი.
– ბუნიობის დღესასწაული გვაქვს, – თქვა დონამ.
დედაჩემთან დაბრუნება არ მინდოდა, საკუთარი უბადრუკი
მარტოხელობაც ყელში მქონდა ამოსული. თუ სუზანს წასვლის
უფლებას მივცემდი, მეტჯერ ვეღარ ვნახავდი.
– წამოსვლა გინდა, – თქვა დონამ, – გატყობ, გაინტერესებს.
გიყვარს მხიარულება, არა?
სუზანს ეს იდეა არ მოეწონა:
– კარგი რა, ბავშვია.
სირცხვილმა ტალღად შემომიტია და მოვიტყუე, თექვსმეტი
წლის ვარ-მეთქი.
– გაიგე? თექვსმეტისაა. როგორ ფიქრობ, რასელს არ
გაუხარდება, თუ სტუმართმოყვარეობას გამოვიჩენთ? მგონი, არ
ესიამოვნება, თუ უბედურებაში მყოფ გოგოს არ შემოვიპატი-
ჟებთ.
დონას ხმაში მუქარა არ ამომიკითხავს, მხოლოდ გაღიზიანე-
ბა.
სუზანმა მაგრად მოკუმული ტუჩები ოდნავ გახსნა და ფარ--
ხმალი დაყარა:
– კარგი, შეგიძლია, ველოსიპედი საბარგულში ჩადო.
ავტობუსი დაშლილსა და თავიდან აწყობილს ჰგავდა. ინტე-
რიერი ზედმეტად გადაეკეთებინათ, რაც იშვიათობას არ წარმო-
ადგენდა. ძირს დაფენილ ხალიჩებს ფეხის ყოველ მიკარებაზე
92 მკითხველთა ლიგა
კვამლი ასდიოდა. იატაკზე ჭუჭყი იმხელა ფენად იდო, რომ ვე-
რაფრით გაარჩევდი, რა ფერის იყო თავიდან. აქეთ-იქით ჩალა
და მეორად მაღაზიებში ნაყიდი ბალიშები ეყარა. სურნელოვანი
ჩხირები მძიმე ჰაერს ვერ ერეოდა. ფანჯრებთან ათასგვარი აქ-
სესუარი ჩამოეკიდებინათ – ბუმბულები, მინის რომბები. ალაგ--
ალაგ გაშლილ მუყაოს ქაღალდზე გაურკვეველი ფრაზები ეწე-
რა. ავტობუსში კიდევ სამი გოგო იყო, რომლებიც ჩემს გამოჩე-
ნას ინტერესით შეხვდნენ. მათ სახეებზე ამოკითხული ცხოველი
ცნობისმოყვარეობა ძალიან მსიამოვნებდა. სანამ თვალით
მსწავლობდნენ, ხელში სიგარეტი ჩაეწვათ. ჰაერში ზეიმისა და
დროის არარსებობის შეგრძნება იდგა. მგზავრებს ძირს დაელა-
გებინათ მწვანე კარტოფილის შეკვრა, ჰოთ-დოგის პურები და
ერთი ყუთი გადამწიფებული, საკუთარივე წვენით დასველებუ-
ლი პამიდორი.
– საშოვარზე ვიყავით გამოსული, – განმარტა დონამ.
როგორ გამიმართლა, რომ მაინცდამაინც მაშინ გამოიარეს,
როცა ასე მჭირდებოდა ვინმესთან ყოფნა? ავტობუსში ძალიან
ცხელოდა და იღლიებთან მაისური დამისველდა. ველოდი, რო-
დის გამშიფრავდნენ და უცხოს, შემოჭრილის იარლიყს მომაკე-
რებდნენ, მაგრამ მსგავსიც არაფერი მომხდარა. თავს შენიღ-
ბულ ჯაშუშად ვგრძნობდი. აქაურობისთვის ზედმეტად სუფთა
თმა და გულუბრყვილო გამომეტყველება მქონდა. ავტობუსის
დეკორაციის თვალიერებით ვერ ვძღებოდი. გოგონებისთვის
ჩვეულებრივი სანახაობა ჩემთვის ახალი სამყაროს კარიბჭეს
წარმოადგენდა. დროდადრო თმა თვალებში მეყრებოდა და სიზ-
მარში ყოფნის შეგრძნება მიმძაფრდებოდა. ეს ავტობუსი თავისი
ატრიბუტებითა და მფლობელებით ვერაფრით ჩაჯდებოდა ჩემს
განვლილ ცხოვრებაში, ყველაფრიდან ამოვარდნილი იყო. წინა
სარკესთან მძივები დაეკიდათ და მკვეთრად მოხვევისას ავტო-

93 მკითხველთა ლიგა
ბუსში წკრიალა მუსიკა იღვრებოდა. ტორპედოზე გამხმარი,
მზისგან გაუფერულებული ლავანდა ეყარა.
– რა კარგია, რომ ბუნიობაზე მოდიხარ, – სიხარულით წა-
მოიძახა დონამ.
ივნისის დასაწყისი იყო და კარგად ვიცოდი, მზებუდობა თვის
ბოლოსკენ აღინიშნებოდა, მაგრამ არ შემისწორებია. ეს ჩემი
პირველი დუმილი იყო უამრავი დუმილიდან.
– და ჩვენი მსხვერპლი რომ იყო? ღმერთებს შეგწირავდით, –
გადაიკისკისა დონამ.
სუზანს გადავხედე, რომ ჩვენს ხანმოკლე საერთო ისტორიას
როგორმე გაემართლებინა ეს ხუმრობა, თუმცა ის ყურადღებას
არც მაქცევდა, საქმეში იყო ჩაფლული – პომიდვრებს ფცქვნიდა
და დამპალ ნაწილებს აცილებდა. ფუტკრები ეხვეოდნენ.
მოგვიანებით შევამჩნიე, რომ სუზანი ერთადერთი იყო, ვინც
ავტობუსში ასვლისთანავე სიხარულით არ შემხვდა. უნდოდა,
დავეცავი, როგორმე გავეფრთხილებინე და სახლში გავებრუნე-
ბინე. მან იცოდა, რა სუსტი ვიყავი სინამდვილეში და ისიც იცო-
და, რა მოსდიოდათ სუსტებს რანჩოზე.

***
ვცდილობდი, ყველას სახელი დამემახსოვრებინა. ჰელენი
ჩემხელა ჩანდა, თუმცა შეიძლება ეს, უბრალოდ, კიკინების
ეფექტი იყო. მზეთუნახავი არ ეთქმოდა, მაგრამ მომხიბვლელი
იყო. პაჭუა ცხვირი და ლამაზი ნაკვთები ჰქონდა. იმ გოგოებს
ჰგავდა, ბიჭები რომ მშობლიურ ქალაქებში ტოვებენ და დრო-
დადრო ღიმილით იხსენებენ ხოლმე. მის სასიამოვნო გარეგნო-
ბას რამდენიმე წელში აუცილებლად გაუვიდოდა ვადა.
რუზი სხვებზე უფროსი ჩანდა.

94 მკითხველთა ლიგა
– რუზი რუზველტის შემოკლებაა, ფრანკლინ დე რუზველტის,
– ასე გამეცნო.
ისეთი მრგვალი და ავარდისფრებული სახე ჰქონდა, როგო-
რიც ზღაპრის ილუსტრირებულ გმირებს. საჭესთან მჯდომი მა-
ღალი გოგოს სახელი ვერ დავიმახსოვრე. იმ დღის შემდეგ
აღარც მინახავს. დონამ ადგილი გამომიყო და მოქარგული ბა-
ლიში დამიდო, რომელზეც უნდა დავმჯდარიყავი. თვითონ ნაჭ-
რების გროვაზე ჩამოჯდა.
დონა უცნაური იყო და ცოტა დაულაგებელი სახე ჰქონდა,
მაგრამ მომწონდა. მისი სიხარბე და პრეტენზიულობა ზედაპირ-
ზე ტივტივებდა.
ავტობუსის ჯაყჯაყი მაბრუებდა და გულს მირევდა, მაგრამ მა-
ინც ვერ ვთქვი შემოთავაზებულ იაფფასიან წითელ ღვინოზე
უარი. ცოტა ხელებზეც გადამესხა, მაგრამ არავის შეუმჩნევია.
ბედნიერები ჩანდნენ და კოცონთან შეკრებილი მოლაშქრეების
სიხალისით მღეროდნენ სიმღერებს. უცხო ადამიანისთვისაც კი
ცხადი იყო, რომ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. სხვისი
სხეულის მიმართ მორიდება სრულიად გამქრალიყო – ისე უს-
წორებდნენ ერთმანეთს თმას ან ტანსაცმელს, თითქოს არაფე-
რიაო. გამუდმებით ახსენებდნენ ჰარმონიას, სიყვარულსა თუ
მარადისობას.
ჰელენი ბავშვივით იქცეოდა, კიკინებს ისწორებდა და წვრი-
ლი ხმით ტიტინებდა, ხანდახან კი რუზს კალთაში უჯდებოდა,
თითქოს ქვეცნობიერად აიძულებდა, მისთვის ეპატრონა. რუზი
წინააღმდეგი არ ჩანდა, ჰელენის აქტიურობას უსიცოცხლოდ,
მაგრამ თავაზიანად პასუხობდა. ლოყები სასმელისგან შევარ-
დისფრებოდა და ქერა თმა გადაეგლისა. უკეთესად რომ დავ-
კვირვებოდი, ალბათ მივხვდებოდი, რომ ეს თავაზიანობა კი
არა, სრული უიმედობა იყო. შინაარსისგან დაცლილი გულგრი-
ლობა.
95 მკითხველთა ლიგა
ჩემთვის დასმული კითხვების ნაკადი, უბრალოდ, არ წყდებო-
და. მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და კმაყოფილებაც
სახეზე მეწერა. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გოგოებსაც
მოვწონდი. ეს დაუმსახურებელ საჩუქარს ჰგავდა. ეს შეგრძნება
ისეთი შორეული და სასიამოვნო იყო, რომ არ მინდოდა, ზედმე-
ტად ჩავღრმავებოდი. სუზანის სიჩუმეც სურვილისამებრ ვთარ-
გმნე. ალბათ ჩემი შემომატება ძალიან უხარია და დროს მაძ-
ლევს სხვების გასაცნობად-მეთქი. ჩავთვალე, რომ ჩემსავით
მორცხვი და ჩუმი იყო.
– ლამაზია, – თქვა დონამ და მაისურზე ხელი მომკიდა.
– პატარა თოჯინას ჰგავხარ და რასელს ძალიან მოეწონები,
– დაამატა ჰელენმა.
ამ სახელს ისე ბუნებრივად, მარტივად ამბობდნენ, თითქოს
აუცილებლად უნდა მცოდნოდა, ვინ იყო რასელი. ჰელენმა
ჩაიცინა და მხრები სიამოვნებისგან აათამაშა, თითქოს რაღაც
გემრიელს ლოკავსო. დონას ჩემი დაბნეულობა არ გამოჰპარ-
ვია.
– რასელი სხვებს არ ჰგავს. აი, ნახე, რა ძალიან შეგიყვარდე-
ბა. ნამდვილია და ნათელი, როგორც მზე. არავითარი სიყალბე.
მასთან ყოფნა ყველანაირი ნარკოტიკის გარეშე გაკაიფებს, –
ამიხსნა დონამ, თან დროდადრო ამოწმებდა, ხომ ნამდვილად
ვუსმენდი.
როგორც მითხრეს, ადგილი, სადაც მივდიოდით, ყველაფ-
რისგან მოწყვეტილი იყო და იქ განსხვავებული ცხოვრება დუღ-
და. რასელი რანჩოს მკვიდრებს ასწავლიდა, როგორ აღმოეჩი-
ნათ სიმართლის გზა, როგორ გაეთავისუფლებინათ საკუთარი
თავის ის ნაწილი, რომელიც სადღაც ღრმად იყო ჩამარხული.
ახსენეს ტიპი, სახელად გაი, რომელიც ერთ დროს შევარდნებს
წვრთნიდა, მაგრამ რაც მათ შეუერთდა, პოეტი გახდა.

96 მკითხველთა ლიგა
– როცა შევხვდით, გაი სადღაც იყო გაჭედილი, ერთ ადგილს
ტკეპნიდა. მარტო ხორცს ჭამდა და სჯეროდა, რომ ეშმაკი იყო,
თუ რაღაც ეგეთი. რასელი დაეხმარა და სიყვარული ასწავლა.
ფაქტია, ყველას შეუძლია, რომ უსაზღვრო ბედნიერება შეიგ-
რძნოს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა წრეზე ტრიალებს.
მთავარია, ჩარჩოებს გადააბიჯო და შენი თავი იპოვო.
სანამ რასელს შევხვდებოდი, მინდოდა მისი წარმოსახვითი
სურათი შემექმნა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რა ძალიანაც
უნდა მომენდომებინა, მისი აწყობა მამაჩემის, კონის ძმისა და
მისი მეგობრების ნაცნობი ელემენტებით შეუძლებელი იყო. ეს
გოგონები ისე საუბრობდნენ რასელზე, როგორც არაამქვეყნი-
ურზე. ცეცხლი, რომელიც მათ თვალებში ენთო, კისკისა ფლირ-
ტსა და კეკლუც თამაშს არ ჰგავდა. მათ ღმერთივით სწამდათ
რასელის, რაც ამ უცნაური ადამიანის ძალასა და ჯადოქრობას
კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. რასელის აღმატებულობას
ეჭვქვეშ ისევე ვერ დააყენებდი, როგორც გრავიტაციას.
დონამ თქვა, რასელს ცხოველებთან საუბარი შეუძლიაო,
თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. მისი შესაძლებლობები ასევე
მოიცავდა ავადმყოფების განკურნებასა და ადამიანის სულის-
თვის სიდამპლის მოშორებას.
– მას შეუძლია, შენი ყველა ნაწილი დაინახოს, – თქვა რუზმა
ისე, თითქოს ეს რამე კარგს ნიშნავდა.
განსჯის შესაძლებლობამ ყველა კითხვა და მღელვარება გა-
მიქრო. ამ ასაკში, უპირველესად, შესაფასებელი ობიექტი ვიყა-
ვი და სწორედ ეს განსაზღვრავდა ძალთა გადანაწილებას ნების-
მიერ ადამიანთან ურთიერთობისას.
სექსზე სიტყვაც არავის დაუძრავს, მაგრამ როცა რასელზე სა-
უბრობდნენ, თვალებში ვნება და მოუთმენლობა ეხატებოდათ.
არავის დაუდასტურებია, მაგრამ თავად მივხვდი, რომ რასელი

97 მკითხველთა ლიგა
ყველა მათგანთან იწვა. ამ აღმოჩენამ გამაწითლა და დამაბნია.
საოცარი იყო, რომ ერთმანეთზე საერთოდ არ ეჭვიანობდნენ.
– გულს არ აქვს საკუთრების შეგრძნება, სიყვარული ფლო-
ბას არ ნიშნავს, – თქვა დონამ და ჰელენს მაგრად ჩასჭიდა ხე-
ლი.
სუზანი საუბარში არ ერთვებოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ
გვისმენდა. რასელის ხსენებაზე მასაც ეცვლებოდა გამომეტყვე-
ლება და თვალები ცოლისთვის დამახასიათებელი სინაზით ევ-
სებოდა. მშურდა ამ შეგრძნების – მე არავინ მყავდა, ვისი სახე-
ლიც ასე ამაფორიაქებდა.
ავტობუსის ფანჯრიდან ნაცნობი პეიზაჟები გამოჩნდა. ჩრდი-
ლიდან მზის შუქისკენ მივემართებოდით. მიუხედავად იმისა,
რომ აქ გავიზარდე, ქუჩების სახელების ცოდნას საჭიროდ არ
ვთვლიდი. ყველა შესახვევი თუ ბორცვი თვალით მახსოვდა. აი,
ის ადგილი, სადაც ვარდისფერ პიჯაკში გამოწყობილ დედაჩემს
ფეხი გადაუბრუნდა, აი, ჭალა, რომელშიც მეგონა, რომ ავსულე-
ბი ცხოვრობდნენ. აი, ნაცნობი აფთიაქი დაფლეთილი ტენტით.
უეცრად ჩემი მშობლიური დასახლება სულ სხვა თვალით დავი-
ნახე – ამ ავტობუსიდან თუ გავხედავდი, ქუჩებს ჩემი არსებობის
ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. აქაურობის უკან მოტოვება ძა-
ლიან რთულიც არ იქნებოდა.
ბუნიობის წვეულებაზე საუბრობდნენ. ჰელენი მუხლებზე იდ-
გა და აღტაცებული ყვებოდა, როგორი კაბის ჩაცმას აპირებდა
ზეიმისთვის. ყველა მოუთმენლად ელოდა რასელის ახალ სიმ-
ღერას, რომელიც საღამოს უნდა მოესმინათ. მიჩს თურმე ყვე-
ლასთვის სასმელის ფული უჩუქებია. დონა ამ სახელს განსა-
კუთრებით ხშირად ამბობდა. მიჩი. მიჩ ლუისი. მუსიკოსი მიჩი.
მართალია, მიჩს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცნობი-
ლი ჯგუფის წევრი იყო. ტელევიზორში ვნახე, როგორ მღეროდ-
ნენ ის და მისი მეგობრები სტუდიის კაშკაშა განათების ქვეშ და
98 მკითხველთა ლიგა
შუბლზე ოფლის წვეთები ჩამოსდიოდათ. ფონი ბრჭყვიალებდა,
მბრუნავი სცენა კი ბენდის წევრებს სამკაულების შესანახი ყუ-
თის ბალერინებს ამსგავსებდა. ვეცადე, აღფრთოვანება არ დამ-
ტყობოდა, მაგრამ გული შემიხტა – აი, სამყარო, რომლის არსე-
ბობასაც ყოველთვის ვეჭვობდი – ეს ადამიანები ცნობილ მუსი-
კოსებს მხოლოდ სახელით მოიხსენიებენ.
– რასელის მუსიკაზე მიჩი გაგიჟდა. ერთად მთელი სესია ჩა-
წერეს, – თქვა დონამ ამაყად.
რასელით აღფრთოვანება ისევ დაბრუნდა მთავარ სასაუბრო
თემად. ძალიან მშურდა გოგონების რწმენისა და თავდაჯერებუ-
ლობის. მეც მინდოდა მყოლოდა ვინმე, ვინც ჩემს ყველა ქმედე-
ბას აზრს მისცემდა და ჩემი მდარე ცხოვრების ცარიელ ნაწი-
ლებს ისე გადააბამდა ერთმანეთს, რომ ყოველი დღე მომდევ-
ნოსთან ყოფილიყო დაკავშირებული.
– ერთ დღესაც რასელი ძალიან ცნობილი გახდება, უკვე მიმ-
დინარეობს მოლაპარაკებები, – აღნიშნა სასხვათაშორისოდ ჰე-
ლენმა. ისე საუბრობდა, თითქოს ზღაპარს ჰყვებაო, თუმცა მისი
მონათხრობი კიდევ უფრო საინტერესო იყო, რადგან თავად ბო-
ლომდე სწამდა საკუთარი სიტყვების.
– მიჩი ამბობს, რომ რასელი ჯადოქარია. წარმოგიდგენია?
რანჩოზე მისვლიდან მალევე შევამჩნიე, როგორ ლაპარა-
კობდა ყველა მიჩისა და რასელის გარდაუვალ კონტრაქტზე
სტუდიასთან. მიჩი ყველას მფარველი ანგელოზი იყო, ყოველ-
დღიურ ხარჯებს ფარავდა და რანჩოზე მყოფ „ბავშვებს“ „კლო-
ვერ დეირის“ (რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია) ამა-
ნათებს უგზავნიდა, რათა საკმარისი კალციუმი მიეღოთ. მოგ-
ვიანებით შევიტყვე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი მიჩმა და რა-
სელმა. ყველაფერი ბეიკერ ბიჩის წვეულებით დაიწყო, სადაც
რასელი ირმის ტყავის ტანსაცმელში გამოცხადდა. ზურგზე მექ-
სიკური გიტარა მოეკიდებინა და იმ გოგონებით იყო გარშემორ-
99 მკითხველთა ლიგა
ტყმული, რომლებსაც მასთან ბიბლიური სიღარიბის გაზიარება
სულაც არ ეხამუშებოდათ. მიჩი ჩაწერებს შორის ისვენებდა და
გარემოს გამოცვლით ტკბებოდა – ცივი, სველი ქვიშა, კოცონი
და ორთქლავარდნილი მოლუსკებით სავსე ქვაბი.
მიჩს, როგორც შემდეგ შევიტყვე, იმ პერიოდში კრიზისი
ჰქონდა. ჯერ ფინანსურ მენეჯერთან იჩხუბა, რომელიც ამავ-
დროულად მისი საუკეთესო მეგობარიც იყო. ამის შემდეგ კი მა-
რიხუანაზე დააპატიმრეს. მართალია, ეს ამბავი ჩუმად მოგვარ-
და, მაგრამ მუსიკოსის არეულ გონებას თავისი კვალი მაინც და-
ატყო. რასელი ირწმუნებოდა, რომ უფრო ნამდვილი, უფრო სა-
მართლიანი სამყაროს მოქალაქე იყო. მიჩ ლუისი კი, რომელ-
საც სინდისი ქენჯნიდა მდიდრული ცხოვრების, ოქროს ფირფი-
ტებისა და ფერადი მინით დაფარულ აუზზე მოწყობილი წვეულე-
ბების გამო, ახალ მქადაგებელს მთელი ძალით ჩაებღაუჭა. რა-
სელი მისთვის მითიურ ხსნას წარმოადგენდა და ამ შეგრძნებას
მისი თანმხლები გოგონებიც აძლიერებდნენ. საკმარისი იყო,
რასელს ხმა ამოეღო, რომ ლამაზმანები თვალებს აღტაცების-
გან ძირს ხრიდნენ. მიჩმა მთელი ჯგუფი ტიბურონში, საკუთარ
სახლში დაპატიჟა და ყველაფერი გაუნაწილა, რაც გააჩნდა: სა-
კუთარი მაცივრის შიგთავსი, სტუმრებისთვის განკუთვნილი
ოთახი, ვაშლის წვენი და ვარდისფერი შამპანური. რასელის მე-
გობრები დამპყრობელ არმიასავით შეესივნენ აპარტამენტს –
ყველაფერი შეჭამეს და ტალახიანი ფეხებით შეწვნენ ლოგინებ-
ში. დილას მიჩმა ისინი რანჩოზე დააბრუნა, თუმცა რასელის მი-
ერ წაკითხულ ლექციას სიმართლესა და სიყვარულზე უშედე-
გოდ არ ჩაუვლია. ეს შელოცვები ყველა მდიდარ მაძიებელზე
ჭრიდა.
გოგონების ხმაურიანი, მოფუთფუთე სიამაყე, რომელსაც რა-
სელის ნიჭზე საუბრისას ამჟღავნებდნენ, გადამდები იყო. ცოტა
ხანში მეც დავიჯერე, რომ რასელი სულ მალე თაყვანისმცემლე-
100 მკითხველთა ლიგა
ბის გარეშე ვეღარ გაივლიდა. კაცი, რომელიც ახლა მცირე მას-
შტაბებზე ქადაგებდა სიყვარულსა და ბედნიერებას, მალე მთელ
მსოფლიოს გააგებინებდა, როგორ ყოფილიყვნენ თავისუფლე-
ბი.
მიჩმა და რასელმა მართლაც ჩაწერეს ერთობლივი სესია იმ
იმედით, რომ მიჩის ხმისჩამწერი კომპანია ახალ მუხტსა და ხმას
საინტერესოდ მიიჩნევდა. ექსპერიმენტი წარუმატებელი გამოდ-
გა. რასელის სიმღერებმა კრახი განიცადა. თუმცა ეს მანამდე
იყო, სანამ ყველაფერი მოხდებოდა.
როცა უბედურ შემთხვევას გადარჩენილი ადამიანები საკუ-
თარ ისტორიას ყვებიან, მოყოლას არასდროს იწყებენ ტორნა-
დოს შესახებ გაფრთხილებით ან იმით, რომ კაპიტანმა ძრავის
ჩაქრობა გამოაცხადა. მათ მონაყოლში ამბავი ბევრად ადრე
იღებს სათავეს. იმ დილას მზე განსაკუთრებულად აცხუნებდა,
თეთრეული კი ზედმეტად დამუხტული იყო. ვინ იფიქრებდა, რომ
მაინცდამაინც იმ დღეს წაეჩხუბებოდნენ საყვარელ ადამიანს?
მათი რწმენით, კატასტროფა მოხდენამდე ბევრად ადრე არსე-
ბობს.
ნუთუ მე რამე ნიშანი გამომრჩა? შინაგანი აფორიაქება?
მბზინავი ფუტკრები, რომლებიც პომიდვრის ყუთში ჩაძრომას
ცდილობდნენ? გზებზე უცნაური სიხალვათე? იქნებ ყველაფერი
იქიდან დაიწყო, რომ დონამ მკითხა, რასელზე რამე თუ გსმე-
ნიაო.
ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა ამას. სინამდვილეში, უბ-
რალოდ, ამოწმებდა, რამდენ ჭორს მოეღწია ჩემამდე: აინტერე-
სებდა, ყური ხომ არ მქონდა მოკრული, რომ რანჩოზე ორგიები
იმართებოდა, ხანდახან კი მჟავისგან გაგიჟებული ტიპები ბოლო
ხმაზე ღრიალებდნენ, ან ხომ არ გამეგო, რომ სახლიდან გამოქ-
ცეულ თინეიჯერებს მოხუცებთან დაწოლა უწევდათ საჭმლის-
თვის. კიდევ ბევრი რამ იყო სათქმელი: მთვარის შუქზე მსხვერ-
101 მკითხველთა ლიგა
პლად შეწირული ძაღლები და ქვიშაში ჩაფლული ლპობაშეპა-
რული თხის თავები. კონის გარდა სხვა მეგობრები რომ მყოლო-
და, შეიძლება რომელიმე წვეულებაზე ამ ჭორებისთვის ყური
მომეკრა, ან სამზარეულოში ჩუმი გადალაპარაკების დროს ვინ-
მეს უცნაური სიახლეები გაენდო. რამე რომ მცოდნოდა, ალბათ
უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, მაგრამ არაფერი ვიცოდი.
თავი გავიქნიე. რასელის შესახებ პირველად მესმოდა.

102 მკითხველთა ლიგა


5

იმის გათვალისწინებითაც კი, რაც ახლა ვიცი, ვხვდები, პირ-


ველ ღამეს ამ ყველაფრის განჭვრეტა შეუძლებელი იყო. რასე-
ლის ირმის ტყავის პერანგი უმი ხორცისა და სიდამპლის სუნად
ყარდა, მაგრამ ხელის შეხებისას ხავერდივით რბილი მეჩვენე-
ბოდა. სუზანის ღიმილი ფეიერვერკივით მჭრიდა თვალს, გრძე-
ლი, ფარფატა ტანსაცმლის ფერები თავბრუს მახვევდა.
– სახლი მოშორებითაა, – თქვა დონამ, როცა ავტობუსიდან
ჩამოვედით.
თვალის შესაჩვევად დრო დამჭირდა. ავტობუსმა მთავარი
გზიდან დიდი ხნის წინ გადაუხვია და ჭუჭყიან გზას დაადგა, რო-
მელიც გორაკებთან მთავრდებოდა. რანჩო მუხის ხეებში ჩაფ-
ლული ძველი ხის სახლი აღმოჩნდა. მობათქაშებული სვეტებისა
და მომრგვალებული სახელურების გამო მომცრო ციხესიმაგ-
რეს ჰგავდა. „სამეფოს“ ასევე მიეკუთვნებოდა ფარდული და და-
ჭაობებული აუზი. ბაგაში ექვსი ჩახუჭუჭებული ლამა იდგა. მო-
შორებით ვიღაცები ბუჩქებში შემალულიყვნენ. მოსალმების
ნიშნად ხელი აგვიწიეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.
– წყალი დაბალზეა, მაგრამ ცურვა მაინც შეიძლება, – თქვა
დონამ.
ჩემ წინ გადაშლილი სურათი დიდების სათამაშო მოედანს
ჰგავდა. დაუჯერებელი იყო, რომ აქ ერთად ცხოვრობდნენ, ყო-
ველგვარი შეზღუდვებისა და წესების გარეშე. ფარდულზე
ნეონის საღებავებით სიმბოლოები იყო მიჯღაბნილი, თოკზე გა-
კიდული სარეცხი ქარის დაბერვაზე იბერებოდა. ეს მეამბოხე,
უმართავი, ბინძური ბავშვების თავშესაფარი იყო.
– ერთხელ აქ მანქანის რეკლამა გადაიღეს, – თქვა ჰელენმა
ბავშვური ხმით, – მართალია, დიდი ხნის წინ, მაგრამ მაინც.
103 მკითხველთა ლიგა
დონამ მხარი მეგობრულად გამკრა:
– სიგიჟეა, არა?
ვიკითხე, საერთოდ როგორ იპოვეთ ეს ადგილი-მეთქი.
– აქ ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, მაგრამ გადასვლა
მოუწია, რადგან სახურავი დაზიანებული იყო. ჩვენ ცოტა შევაკე-
თეთ და ახლა იმ კაცის შვილიშვილისგან ვქირაობთ, – ჩამომი-
რაკრაკა დონამ.
ფულის გასაკეთებლად, როგორც ამიხსნა, ლამებს უვლიდ-
ნენ და მეზობელ ფერმერებს ეხმარებოდნენ. მაგალითად, ჯიბის
დანებით კომბოსტოს აღებაში მონაწილეობდნენ და ბაზარში
გაჰქონდათ, ან ტკბილ და მბზინვარე ჯემებს ამზადებდნენ.
– საათში სამ დოლარს გვიხდიან. ცუდი არაა, მაგრამ ფული
მაინც არ გვყოფნის ხოლმე, – გამანდო დონამ.
თავი ისე დავუქნიე, თითქოს ჩემთვისაც ნაცნობი იყო მისი
წუხილი. რუზს ოთხი-ხუთი წლის ბიჭი მიეწება ფეხზე. მზისგან ძა-
ლიან დამწვარი ჩანდა, თმა გაუხეშებული ჰქონდა და ჯერ კიდევ
საფენებს ატარებდა. სავარაუდოდ, რუზის ბავშვი უნდა ყოფილი-
ყო, მაგრამ მამა ვინ იყო? ნუთუ რასელი? სექსზე ფიქრი და იმის
წარმოდგენა, როგორ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს რანჩოს
წევრები, არ მსიამოვნებდა. პატარა ბიჭი დაღლილი, მოწყენილი
და ეჭვიანი თვალებით მიყურებდა.
დონა ჩემკენ დაიხარა და შეთქმულივით ჩამჩურჩულა, წამო-
დი, რასელი უნდა გაგაცნოო.
სუზანმა დიდი ხნის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა
და თქვა, არაა საჭირო, წვეულებაზე ნახავსო. მერე კარტოფი-
ლიანი პოლიეთილენის პარკი მომაწოდა და სამზარეულოსკენ
მიმითითა, ვახშამი გვაქვს მოსამზადებელიო. თვითონ მუყაოს
ყუთი ეჭირა.
დონა დაიჯღანა. მე სუზანს გავყევი.

104 მკითხველთა ლიგა


– კარგად, თოჯინა, – დამიძახა შორიდან, თითები გაატკაცუ-
ნა და ხმამაღლა გადაიკისკისა.
სუზანის გრძელ შავ თმას უცნობებით სავსე ადგილას მივყავ-
დი. მიწა არათანაბარი იყო, ხან ზემოთ იწევდა, ხანაც ქვემოთ
ეშვებოდა. კვამლის სუნი ცხვირში მიღიტინებდა. მიხაროდა,
რომ სუზანმა დახმარება მთხოვა. ეს ამტკიცებდა, რომ მე უკვე
ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. გარშემო ზოგი ახალგაზრდა ფეხ-
შიშველი დადიოდა, ზოგს კი ზამთრის ყელიანი ფეხსაცმელი ეც-
ვა. თმები მზისგან გახუნებოდათ და დაუბანლობისგან დასტკეპ-
ნოდათ. ყველა ბუნიობის წვეულებაზე საუბრობდა. მაშინ არ ვი-
ცოდი, მაგრამ ასეთი საქმიანი ფუსფუსი, რომელშიც ყველა ერ-
თვებოდა, რანჩოზე არც ისე ხშირი იყო. გოგოებს მეორადი ტან-
საცმლის მაღაზიებში ნაყიდი საუკეთესო კაბები ეცვათ და ინ-
სტრუმენტებს ისეთი სიფრთხილით დაატარებდნენ, თითქოს
ჩვილი უჭირავთო. გიტარის მეტალის ნაწილი მზეს ირეკლავდა
და სინათლის ფრაქტალებად ყოფდა. მკლავებზე ასხმული
დაირები შეუსვენებლად ჟღარუნობდნენ.
– მთელი ღამე მკბენდნენ ეს საზიზღრები, – თქვა სუზანმა და
ცხენის ბუზი მოიგერია, – სულ სისხლიანმა გავიღვიძე.
სახლის უკანა ეზო კენჭებით იყო მოკირწყლული. გამხმარი
მუხების ქვეშ გამოშიგნული მანქანები იდგა, რომლებსაც სას-
წრაფოდ ავარიდე თვალი.
სუზანი მომწონდა, მაგრამ მისნაირი ვერასდროს ვიქნებოდი.
ამ ასაკში ხშირად ვგრძნობდი, როგორ მინდოდა რომელიმე
საოცარ გოგოსთან დამეგობრება და ამავე დროს, თავის შორს
დაჭერა, რადგან ზეწოლა მეტისმეტად გაუსაძლისი ხდებოდა.
ბიჭმა, რომელსაც შიშველ წელზე ვერცხლისფერბალთიანი დი-
დი ქამარი შემოერტყა, უხამსად მოგვაძახა:
– რა გაქვს მანდ? ბუნების საჩუქარია?
– მოკეტე, – უპასუხა სუზანმა.
105 მკითხველთა ლიგა
ბიჭს თავაზიანად გავუღიმე და შევათვალიერე. ახალგაზრდა
იყო, გრძელი და მუქი თმით. მოშვებული სახე და მოჭუტული
თვალები რატომღაც რომანტიკულ ნიშნად მივიჩნიე. ფემინური
სევდიანი გამომეტყველება კინოს ბოროტმოქმედს ამსგავსებ-
და, თუმცა მოგვიანებით შევიტყვე, რომ, უბრალოდ, კანზასიდან
იყო.
ეს გაი იყო. ფერმერი ბიჭი, რომელიც საავიაციო ძალებიდან
გამოიქცა, როცა აღმოაჩინა, რომ იქ მსახურობა მამამისთან
ცხოვრებას არაფრით სჯობდა. ცოტა ხანი ბიგ სიურში (ნაკლე-
ბად დასახლებული რეგიონი ცენტრალურ კალიფორნიაში) მუ-
შაობდა, მერე კი ჩრდილოეთისკენ გაემართა. ჰაიტ-ეშბერის
საზღვართან მოყვარული სატანისტების მოხეტიალე ჯგუფს
დაუმეგობრდა, რომელთაც თინეიჯერ გოგონებზე მეტი სამ-
კაული აესხათ. ფუნდურა ხოჭოს გამოსახულებიანი ყელსაბამე-
ბი და პლატინის ხანჯლები, წითელი სანთლები და ორგანის მუ-
სიკა – ასე ცხოვრობდა გაი, სანამ პარკში ჩამომჯდარ რასელს
წააწყდებოდა. რასელი ტრადიციულად ირმის ტყავში იყო გა-
მოწყობილი და გიტარაზე უკრავდა, რამაც გაის სათავგადასავ-
ლო რომანები გაახსენა, უფრო სწორად, ერთი კონკრეტული სე-
რია. იმ წიგნებში მთავარი პერსონაჟი შეუპოვრად ებრძოდა
მგლებს, კანადურ ირმებს ატყავებდა და ალასკას დაუმორჩილე-
ბელ მდინარეებს ნავის გარეშე კვეთდა. გაი და რასელი მაშინვე
დამეგობრდნენ.
სწორედ გაი იქნებოდა ის, ვინც გოგოებს დანაშაულის ჩასა-
დენად წაიყვანდა. დარაჯს საკუთარი ხელით გადაუჭერდა ქა-
მარს ხელებზე და დიდი ვერცხლისფერი ბალთით ნაზ კანზე დამ-
ღას დაუტოვებდა, თუმცა იმ პირველ დღეს ეს ყველაფერი არ ვი-
ცოდი. გაი, უბრალოდ, ბიჭი იყო, რომელიც უხეიროდ ფლირტა-
ობდა, მაგრამ მაინც მიჩქარებდა გულს. სუზანმა ერთ-ერთი მო-

106 მკითხველთა ლიგა


ფუსფუსე გოგო შეაჩერა და დაავალა, რუზს უთხარი, ნიკო ბაღში
დააბრუნოს, აქ მისი ყოფნა არ შეიძლებაო.
გოგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. სუზანმა გადმომხე-
და და ჩემს სახეზე დაბნეულობა ამოიკითხა.
– რასელს არ უნდა, ბავშვებს მივეჯაჭვოთ, მით უმეტეს, ჩვე-
ნივე ბავშვებს. ბავშვები მშობლებს არ ეკუთვნიან და მათ ცხოვ-
რებაში არ უნდა ჩავერიოთ. მათი კონტროლი მხოლოდ იმიტომ,
რომ მერე ვინმე ჩასახუტებელი გვყავდეს, არასწორია, – სუზანს
სახე ზიზღისგან დაემანჭა.
ამ იდეის გასაცნობიერებლად დრო დამჭირდა, მაგრამ ყვე-
ლაფერი დამაჯერებლად ჟღერდა. დიახაც, ასეა! მშობლებს ყვე-
ლაფრის უფლება არ აქვთ. მე არ ვეკუთვნი დედაჩემს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ მან გამაჩინა. მისი გადასაწყვეტი არაა, სად ვიც-
ხოვრებ, პანსიონატში თუ საკუთარ სახლში. იქნებ სწორედ ეს
ადამიანები იყვნენ მართლები და საზოგადოება ცდებოდა?
მიუხედავად იმისა, რომ მათი სიტყვები ყურს მჭრიდა, მერჩია ამ
უცნაური ჯგუფის წევრი ვყოფილიყავი და სიყვარულს ნების-
მიერი ადამიანისგან დავლოდებოდი, ვიდრე იმედგაცრუებუ-
ლად მეგრძნო თავი იმის გამო, რომ იმ მიმართულებიდან, რომ-
ლიდანაც სიყვარულს მართლა ვიმსახურებდი, არაფერი მსგავ-
სი არ მელოდა.

***
სამზარეულოში ბევრად უფრო ბნელოდა, ვიდრე გარეთ და
მზერის შესაჩვევად თვალები ავახამხამე. ოთახში სუნელების,
მიწის, მაღალ ცეცხლზე მომზადებული საჭმლისა და ცხელი
სხეულების სუნი იდგა. კედლები ცარიელი იყო, თუ არ ჩავ-
თვლით გვირილებიანი შპალერის ახეულ ნაწილებს და კიდევ
107 მკითხველთა ლიგა
ერთ „სასაცილო“ გულს – ზუსტად ისეთს, როგორიც ავტობუსზე
ეხატა. ფანჯრის ჩარჩოები იფშვნებოდა და ლპებოდა, ფარდების
ნაცვლად მაისურები დაეკიდებინათ. სადღაც რადიო შხრიალებ-
და. სამზარეულოში საკუთარი საქმეებით გართული ათიოდე
გოგო ტრიალებდა. ჯანმრთელად გამოიყურებოდნენ, ხელები
გარუჯული ჰქონდათ, თმა – სქელი. შიშველი ფეხისგულებით
მაგრად ეჭიდებოდნენ არათანაბარ იატაკს. ხმაურობდნენ და
ერთმანეთს ხუმრობით ჩქმეტდნენ, კოვზებს უბარტყუნებდნენ.
ყველაფერი წებოვანი და ცოტა გაფუჭებული ჩანდა. როგორც კი
კარტოფილებიანი ჩანთა თაროზე ჩამოვდე, ერთ-ერთმა გოგომ
გასინჯვა დაუწყო.
– მწვანე კარტოფილი მომწამვლელია, – გამოცრა კბილებ-
ში.
– არაა მომწამვლელი, თუ ნორმალურად მოამზადებ, –
მიუგო სუზანმა, – ჰოდა, მოამზადე.
სუზანს მიშენებაში ეძინა. ჭუჭყიან იატაკზე ორსაწოლიანი
შიშველი ლეიბი დაეგოთ.
– გოგონები, როგორც წესი, აქ რჩებიან. ხანდახან ნიკოც. არ
მინდა, ჩვენთან ეძინოს. მინდა, დამოუკიდებლობას მიეჩვიოს,
მაგრამ ხანდახან ისე მეწებება, ვეღარ ვიშორებ, – ამიხსნა მშვი-
დად.
ზემოდან აბრეშუმის დაფხრეწილი და დასვრილი ზეწარი ეფა-
რათ. ბალიშს მიკი მაუსის ილუსტრირებული გადასაკრავი ჰქონ-
და. სუზანმა ღერი გაახვია, ნერწყვით დაასველა, მოუკიდა და
მომაწოდა. ეს ბევრად ძლიერი მოსაწევი იყო, ვიდრე ის, რასაც
მე და კონი ვეწეოდით. პიტერის წინდების უჯრიდან მოპარულ
ბალახზე ბევრად მძაფრი, უფრო ზეთოვანი და სველი ჩანდა. ბო-
ლიც კი განსხვავდებოდა, უფრო რთულად იფანტებოდა და მყა-
რი იყო. მე და სუზანი რიგრიგობით ვარტყამდით ნაფაზს. სუზანს
ხანდახან შიშველ ფეხზე ეფერფლებოდა, მაგრამ საერთოდ არ
108 მკითხველთა ლიგა
იმჩნევდა. ვგრძნობდი, როგორ ვიძირებოდი ნისლში. კონი ალ-
ბათ აღშფოთდებოდა, ეს ადგილი რომ ენახა. იტყოდა, სიბინძუ-
რე და სიბნელეაო, გაისი კი ძალიან შეეშინდებოდა. ისიც
მსიამოვნებდა, რომ ისეთ ადგილას ვიყავი, სადაც კონი ვერას-
დროს გაბედავდა ფეხის დადგმას. ფიქრები გამირბოდა. მოსა-
წევი მუშაობდა.
– მართლა თექვსმეტის ხარ? – მკითხა სუზანმა.
მინდოდა, პირველი ტყუილი დამეცვა, მაგრამ მეტისმეტად
სუფთა მზერა ჰქონდა.
– თოთხმეტის.
სუზანს არ გაჰკვირვებია.
– თუ გინდა, სახლში წაგიყვან. ვალდებული არ ხარ, დარჩე.
ტუჩები ჩავილოკე. ნუთუ ფიქრობდა, რომ ამ ყველაფრის-
თვის სუსტი ვიყავი? ან შეიძლება ფიქრობდა, რომ შევარცხვენ-
დი?
– არსად არ მელოდებიან, – ვუპასუხე მე.
სუზანმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა.
– ყველაფერი რიგზეა, მართლა, – ვამტკიცებდი და თავადაც
არ მჯეროდა ჩემი სიტყვების.
ერთ მომენტში ისე შემომხედა, მეგონა, უკან გამაბრუნებდა.
ყურაწეულს მიმიყვანდა დედაჩემთან და ეტყოდა, სკოლის გაკ-
ვეთილიდან გამოიპარაო. მერე კი უცებ გამომეტყველება შეეც-
ვალა და ფეხზე წამოდგა.
– შემიძლია, კაბა გათხოვო, – მითხრა მეგობრულად.
ტანსაცმელი ნაგვის მუქ პარკში ჩაელაგებინა. აშკარად ვერ
ეტეოდა, ზემოდან იყრებოდა და რამდენიმე ადგილას გახეული
იყო. რას არ ნახავდით აქ: დახეულ ჯინსებს, ინდიელების სტილ-
ში გადაწყვეტილ მაისურებს, გრძელ ქვედაბოლოებს, ჭრელაჭ-
რულა ზედატანებს. ტანსაცმელს ლამაზი არ ეთქმოდა, მაგრამ
რაოდენობა და მრავალფეროვნება გულს მიჩქარებდა. ყოველ-
109 მკითხველთა ლიგა
თვის მშურდა გოგონების, რომელთაც დების ტანსაცმლის ჩაცმა
შეეძლოთ – თითქოს საყვარელი გუნდის უნიფორმას ირგებენო.
– ეს ყველაფერი შენია?
– ჩვენია, გოგოების. ტანსაცმელი ყველასია, მარტო ჰელენი
ჭირვეულობს ხოლმე. აიღებს რამეს და ბალიშის ქვეშ დამა-
ლავს, მერე კი უკან ვაბრუნებინებთ, – გამიმხილა სიცილით.
სუზანი ნელ-ნელა ეგუებოდა იმ აზრს, რომ არსად გავრბოდი
და ჩემი ყოფნით არაფერი შავდებოდა. შეიძლება ხვდებოდა,
რომ ჩემი სიჯიუტე იმაზე რთული გასატეხი იყო, ვიდრე წარმო-
ედგინა. ან სულაც, ჩემი აღტაცებული მზერა და ინტერესისგან
გაფართოებული ხარბი თვალები სიამოვნებდა.
– არ გინდა, საკუთარი ტანსაცმელი გქონდეს?
– რაში მჭირდება? – ნაფაზი დაარტყა და სუნთქვა შეიკავა.
როცა ლაპარაკობდა, ხმა ებზარებოდა, – ახლა არ ვარ ცხოვრე-
ბის იმ ეტაპზე, რომ ყველაფერი ჩემთვის მინდოდეს. რა აუცილე-
ბელია ეს მე-მე-მე. სხვა გოგოებზე ვზრუნავ. მიყვარს, რომ ყვე-
ლაფერს ვუყოფ და მათაც ვუყვარვარ.
მთლიანად გახვეულიყო კვამლში. შემრცხვა, მასში ეჭვი რომ
შევიტანე და ტანსაცმლის განაწილება უცნაურ აზრად მომეჩვე-
ნა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჩემი შეზღუდული
თვალსაწიერის გამო მეჩვენებოდა მოულოდნელად, იმის გამო,
რომ ლამაზი, იატაკზე ხალიჩადაგებული საძინებელი მქონდა.
ხელები ჯიბეებში ჩავმალე. სუზანი სიმართლეს ამბობდა. ეს ყვე-
ლაფერი საერთოდ არ ჰგავდა იმ „ცოდნას“, რომელიც დედა-
ჩემს სულელური შეხვედრებიდან მოჰქონდა.
– მესმის, – დავეთანხმე და ვეცადე, სუზანით აღტაცება მისი
თანამოაზრეობით გადამეფარა.
კაბა, რომელიც სუზანმა ამირჩია, თაგვის ცურცლების სუნად
ყარდა. სუნი ისეთი მძაფრი იყო, ცხვირი ამეწვა, როცა თავზე ჩა-
მოვიცვი. ამის მიუხედავად, მსიამოვნებდა ამ კაბის ჩაცმა – კა-
110 მკითხველთა ლიგა
ბის, რომელიც მანამდე სხვას ეკუთვნოდა და ეს ფაქტი პრეტენ-
ზიების გამოთქმის სიმძიმისგან მათავისუფლებდა.
სუზანმა შემათვალიერა და მითხრა, კარგიაო. მის შეფასებას
ბევრად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი, ვიდრე ოდესმე კონის
სიტყვებისთვის მიმინიჭებია. სუზანის ყურადღება მოზომილი და
შეფარული იყო, რაც მის სიტყვებს ორმაგ ფასს ადებდა.
– მოდი, თმას ჩაგიწნავ. ახლოს მოიწიე. აგეწეწება, თუ არ
დაიმაგრებ, – მითხრა სუზანმა.
სუზანის ფეხებს შორის დავჯექი იატაკზე. ვცდილობდი, შევ-
ჩვეოდი ამ მოულოდნელ, უწყინარ სიახლოვეს. ჩემი მშობლები
მაინცდამაინც თბილები არ იყვნენ და მაკვირვებდა ის ფაქტი,
რომ ვიღაც შეიძლება, უბრალოდ, შემხებოდა და ისე ადვილად
გადმოეცა საკუთარი ხელის სითბო, თითქოს საღეჭ რეზინას
არიგებსო.
ეს აუხსნელი სიამოვნება იყო – მისი სუნთქვა ჩემს კისერზე,
როცა თმას ერთ მხარეს მიწევდა, მისი თითების შეხება სკალ-
პზე, თმის ერთ ხაზად გადაყოფის მცდელობა. პატარა ფერიმჭა-
მელებიც კი, რომლებიც მხოლოდ ახლო მანძილიდან ჩანდა,
განსაკუთრებულად ლამაზი მეჩვენებოდა, თითქოს მისი შინაგა-
ნი მხურვალება გარეთ ვარდისფერ ალად გამოდისო.
ჩუმად ვიყავით, სანამ თმას მიწნავდა. სარკესთან ჩამწკრივე-
ბული მოწითალო ქვებიდან ერთ-ერთი ხელში ავიღე. უცხო სა-
ხეობის კვერცხს ჰგავდა.
– ცოტა ხანი უდაბნოში ვცხოვრობდით, – თქვა სუზანმა, –
იქიდან წამოვიღე.
მომიყვა ვიქტორიანული ეპოქის სახლის შესახებ, რომელსაც
სან-ფრანცისკოში ქირაობდნენ. იქიდან გაპარვა მოუწიათ, რად-
გან დონამ შემთხვევით ცეცხლი გააჩინა საძინებელში. მიამბო
სიკვდილის ხეობაში გადახდენილი თავგადასავლების შესახებ,
როცა მზისგან ისე დაიწვნენ, რომ რამდენიმე დღე ვერ ახერხებ-
111 მკითხველთა ლიგა
დნენ დაძინებას. ერთი პერიოდი გამოშიგნულ, უსახურავო მა-
რილის ქარხანაში ცხოვრობდნენ იუკატანში. იქ ექვსი თვე
გაატარეს და იქვე, ლაგუნაში ნიკომ პირველად გაცურა. მტკივ-
ნეულად გავიხსენე, მე რას ვაკეთებდი მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში: სკოლის შადრევნიდან მეტალისგემოიან თბილ წყალს
ვსვამდი, კონის სახლში ველოსიპედით მივდიოდი, დავდიოდი
სტომატოლოგთან და კალთაზე ხელებდაწყობილი ვიჯექი, სანამ
დოქტორი ლოპესი (მეის მამა) პირის ღრუს მიმუშავებდა. მისი
რეზინის ხელთათმანები ჩემს იდიოტურ დორბლში დაცურავ-
დნენ.
ზაფხულის თბილი ღამე იყო და ზეიმის აღნიშვნა ნაადრევად
დაიწყო, რადგან მოთმენა აღარავის შეეძლო. სულ ორმოცნი
ვიქნებოდით. ტალახში მოვგროვდით. ცხელი ჰაერი მაგიდებს
თავს დასტრიალებდა. ნავთის ლამფებიდან ტალღოვანი შუქი
იფრქვეოდა. წვეულება ბევრად უფრო მასშტაბური ჩანდა, ვიდ-
რე სინამდვილეში იყო. ცეცხლის ალზე სახლი, რომელიც თავზე
დაგვცქეროდა, ანტიკურ შენობას ჰგავდა და ყველაფერს სინემა-
ტოგრაფიული ელფერით აფერადებდა. ტკბილი რიტმი სა-
სიამოვნოდ გვავსებდა. ყველა ცეკვავდა, ქმნიდნენ და არღვევ-
დნენ წრეებს, ერთმანეთს მთელი ძალით უჭერდნენ ხელს მაჯაზე
და ფეხებს ჰაერში იქნევდნენ. ადამიანების ცოცხალი, მთვრალი
ჯაჭვი მაშინ დაირღვა, როცა რუზი პირდაპირ ტალახში ჩაჯდა სი-
ცილით. ბავშვები მაგიდების უკან დამალობანას თამაშობდნენ.
უნდოდათ, უფროსების მხიარულებაში თავადაც ჩართულიყ-
ვნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ტუჩები ხშირი ლოკვისა და ცხე-
ლი ჰაერისგან სულ დახეთქოდათ.
– რასელი სად არის? – ვკითხე სუზანს.
ჩემსავით დაბოლილი იყო, მუქი თმა უკან გადაეყარა და ცდი-
ლობდა, ვიღაცის ნაჩუქარი ვარდი როგორმე ნაწნავში ჩაემაგ-
რებინა.
112 მკითხველთა ლიგა
– მოვა. ნამდვილი მხიარულება მისი მოსვლის მერე დაიწყე-
ბა.
კაბიდან ფერფლი ჩამომბერტყა და მისმა უშუალობამ კიდევ
ერთხელ ამაღელვა.
– აი, ჩვენი პატარა თოჯინაც, – შემეგება დონა. თავზე ფოლ-
გისგან გაკეთებული გვირგვინი ეხურა, რომელიც წამდაუწუმ
სძვრებოდა. ხელებსა და ჭორფლიან მხრებზე ეგვიპტური გამო-
სახულებები დაეხატა, მაგრამ ეტყობოდა, ეს საქმიანობა პრო-
ცესშივე მოჰბეზრდა. ხელები, ლოყები და კაბა საღებავისგან
სულ გაშავებოდა. გაი ცდილობდა, თავი შორს დაეჭირა, რომ არ
დასვრილიყო.
– როგორ არის ჩვენი მსხვერპლი? ბუნების შესაწირი, – დო-
ნა სიტყვებს ძლივს ალაგებდა.
გაიმ გამიღიმა და ღვინისგან დასვრილი კბილები გამოაჩინა.
როცა წვეულება კიდევ უფრო გაცხოველდა, მხიარულების-
თვის მანქანა დაწვეს. ალი ცხელი და მხტუნავი იყო და მიუხედა-
ვად იმისა, რომ თავიდან შემეშინდა, ბოლოს მეც ჩავერთე. არა-
ნაირი მიზეზი არ მჭირდებოდა ბედნიერებისთვის – ჩემ თვალ-
წინ მთები ცაში აზიდულიყვნენ და ჩემი რეალური ცხოვრებიდან
არავინ იცოდა, სად ვიყავი. ვინ წარმოიდგენდა, რომ ზაფხულის
ბუნიობას აღვნიშნავდი, ან ვის აინტერესებდა, მართლა ამ
დროს იყო თუ არა ბუნიობა? დედაჩემი და მისი მზრუნველი მარ-
წუხები მხოლოდ გაკვრით მახსენდებოდა. ალბათ კონისთან ვე-
გონე. სხვა რა უნდა ეფიქრა? ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ
სამყაროში ასეთი ადგილი არსებობდა და შემთხვევით აქ რომც
აღმოჩენილიყო, მაინც ვერასდროს ამომიცნობდა. სუზანის კაბა
ზედმეტად დიდი მქონდა და მხრებიდან მიცურდებოდა, თუმცა
ცოტა ხანში ისტერიკულად გასწორებას მოვეშვი. აღარ მადარ-
დებდა, როგორ გამოვიყურებოდი. არაფერი იყო ცუდი სხეულის
გამოჩენაში. როცა კაბა ჩამომიცურდა და ჩემმა ძუძუებმა თამა-
113 მკითხველთა ლიგა
მად გაიელვა, ვიღაც გაშეშებულმა, ნეტარებას მიცემულმა ბიჭ-
მა, რომელსაც სახეზე ნამგალა მთვარე ეხატა, გულიანად შე-
მომცინა. მათი ნაწილი ვიყავი.
ნადიმი სულაც არ ჰგავდა ნადიმს. ბუშტუკებიანი კრემი იმ-
დენხანს იდგა ჯამში, სანამ ვიღაცამ ძაღლებს არ აჭამა. მაგიდა-
ზე დაეხვავებინათ ათქვეფილი ნაღები კონტეინერით, ხარშვის-
გან განაცრისფრებული მწვანე ბარდა და სანაგვეში ნაპოვნი ნა-
დავლი. უზარმაზარ ქვაბში კი ერთდროულად თორმეტი კოვზი
იყო ჩარჭობილი და ყველა ერთად ჭამდა ბოსტნეულის სალა-
ფავს, რომელიც მზარეულებს კარტოფილით, კეტჩუპითა და ხახ-
ვის სუპის პაკეტებით მოემზადებინათ. იყო ერთი საზამთროც,
რომლის სქელი, გველისებრი კანის გასაჭრელადაც დანა ვერა-
ვინ იპოვა. საბოლოოდ, გაიმ მაგიდის კუთხეს მიარტყა და შუაზე
გადახსნა. ბავშვები წვნიან მასას ვირთხებივით დაესივნენ.
წვეულება ისეთი არ გამოდგა, როგორიც წარმომედგინა და ამ
განსხვავებამ ცოტა დამასევდიანა, მაგრამ ჩემს თავს შევახსენე,
რომ აქ ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა. სამყარო, რომელშიც
მე ვცხოვრობდი და რომლის გამოც ასეთი შეზღუდული წარ-
მოდგენები მქონდა, ფულსა და ძალაუფლებაზე იყო აგებული,
სიყვარული ყელამდე ღილებშეკრულ პერანგებში იხრჩობოდა,
ადამიანები კი უბედურებით გამოწვეული დაავადებებით იხოცე-
ბოდნენ. თავიდან უნდა მესწავლა კარგისა და ცუდის გარჩევა.
ამ მომენტს კიდევ უამრავჯერ დავუბრუნდებოდი ცხოვრება-
ში: სუზანმა ხელი გამკრა და მანიშნა, რომ ცეცხლისკენ მომავა-
ლი კაცი რასელი იყო. თავიდან ვერ დავიჯერე, რადგან ბევრად
ახალგაზრდა ჩანდა, ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ როცა მოგ-
ვიახლოვდა, მივხვდი, სულ მცირე ათი წლით იქნებოდა სუზანზე
უფროსი. შეიძლება დედაჩემის ტოლიც ყოფილიყო. ჭუჭყიან
ვრანგლერებსა და ხორცისფერ ტყავის პერანგში იყო გამოწყო-
ბილი, ფეხზე კი არაფერი ეცვა. უცნაური იყო ეს საყოველთაო
114 მკითხველთა ლიგა
ფეხშიშველობა – როგორ დადიოდნენ ჯაგნარსა და ძაღლების
განავალში ისე, თითქოს ვერაფერს გრძნობდნენ. ვიღაც გოგო
მის მუხლებთან დაეშვა და ფეხზე მიეფერა. გონება დაბინდული
მქონდა და დრო დამჭირდა, რომ გოგოს სახელი გამეხსენებინა.
ჰელენი, კიკინებიანი, ბავშვისხმიანი ჰელენი. უცნაური იყო იმა-
ზე ფიქრი, რომ ჰელენს ამ კაცთან სექსი ჰქონდა, მაგრამ ამაზე
უცნაური ის იყო, რომ ჰელენი სულაც არ იყო ერთადერთი. სავა-
რაუდოდ, სუზანიც იწვა რასელთან. ამ აზრს გავყევი და ვეცადე
წარმომედგინა ეს კაცი პატარა გოგოს რძისფერ სხეულთან;
წარმოვიდგინე, როგორ მოუჭერდა ხელს ძუძუებზე. მხოლოდ ის
ვიცოდი, როგორ მეფიქრა პიტერის მსგავს ბიჭებზე, რომლებსაც
კანქვეშ უფორმო კუნთები ჰქონდათ და ყბებზე ბოლომდე არც
კი ამოსვლოდათ წვერი. ნეტავ, როგორი იქნებოდა დიდ კაცთან
სექსი? ნუთუ შეიძლებოდა მეც მომნდომებოდა იგივე? სექსი
ჩემს თავში ჯერ ისევ მამაჩემის ჟურნალში ნანახ გოგოებს უკავ-
შირდებოდა, მათ მბზინვარე, სუფთა სხეულებს. რანჩოზე ეს ყვე-
ლაფერი მნიშვნელობას კარგავდა. ცეცხლთან შეკრებილებს
ერთმანეთი გულწრფელად უყვარდათ. სექსუალურობა მათთვის
თავისთავადი მოცემულობა იყო და არა მდგომარეობა, რომელ-
საც მცდელობის შედეგად მიაღწევდი. კაცმა ხელები ასწია და
დამსწრეებს მიესალმა. ჯგუფი ბერძნული ორკესტრივით ახმა-
ურდა. ასეთ მომენტებში შემეძლო დამეჯერებინა, რომ რასელი
უკვე ცნობილი იყო. თითქოს საკუთარი ატმოსფერო დაჰყვებო-
და თან: აქეთ-იქით ხეტიალობდა, მოწყალებას გასცემდა – ზოგს
ხელს ადებდა მხარზე, ზოგს ყურში ეჩურჩულებოდა. წვეულება
გრძელდებოდა, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება მისკენ იყო
მიპყრობილი. გოგონები ისე აყოლებდნენ მზერას, თითქოს ცის
თაღზე მზის მოძრაობას აკვირდებიანო. რასელი მომიახლოვდა
და თვალებში ჩამხედა.

115 მკითხველთა ლიგა


– შენ აქ ხარ, – ისე თქვა, თითქოს დიდი ხნის განმავლობაში
მელოდა. თითქოს დავაგვიანე. ასეთი ხმა მანამდე არასდროს
გამეგონა – ერთდროულად სავსე და მშვიდი, ოკეანესავით. მი-
სი თითები ზურგზე შემეხო და ეს იმდენად ბუნებრივად გამოვი-
და, რომ ოდნავადაც არ გამკვირვებია. ჩემზე ბევრად მაღალი
არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი და მკვრივი ჩანდა. გაზეთილი,
ჭუჭყიანი თმა თავზე შარავანდედივით ედგა. თვალები არ უც-
რემლიანდებოდა, არ უციმციმებდა, არ გაურბოდა. ნელ-ნელა
ვხვდებოდი, რატომ მოსწონდათ ასე ძალიან გოგოებს. ხელი
მომკიდა და ცეცხლის შუქზე გამიყვანა, რომ შევეთვალიერები-
ნე.
– სუზანმა მითხრა, რომ ივი გქვია. ევა, პირველი ქალი, –
მითხრა ღიმილით.
ვნერვიულობდი, რაიმე არასწორი არ წამომცდენოდა, რან-
ჩოზე ჩემი ყოფნა სათუო არ გამეხადა, მაგრამ მაინც შევუსწორე,
რომ სინამდვილეში ივი ეველინის შემოკლებაა და არა ევასი.
– სახელები მნიშვნელოვანია, არა? – მიპასუხა რასელმა, –
ნუ გეშინია, მე შენში ვერანაირ გველს ვერ ვხედავ.
ამას კომპლიმენტს ვერ დაარქმევდი, მაგრამ მაინც მე-
სიამოვნა.
– რას ფიქრობ ჩვენს წვეულებაზე, ივი? ან ამ ადგილზე?
მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ხელი წყნარად მოძრა-
ობდა ჩემს ზურგზე. სუზანს გადავხედე. ცა ისე ჩამუქებულიყო,
რომ ვერც კი შევნიშნე. ღამე იპარებოდა. ცეცხლისა და მოსაწე-
ვისგან ძილი მერეოდა. არაფერი მიჭამია და მუცელში მშიერ
პულსაციას ვგრძნობდი. მხოლოდ ის მესმოდა, რომ რასელი
ჩემს სახელს ხშირად ახსენებდა. სუზანი ცდილობდა, რასელის
ყურადღების ნაწილი მაინც მიეპყრო. მთელი სხეულით მისკენ
იყო შეტრიალებული და თმას წამდაუწუმ ისწორებდა.

116 მკითხველთა ლიგა


რასელს ვუთხარი, რომ მომწონდა აქაურობა და სხვა უაზრო
ფრაზებიც მივაყოლე, მაგრამ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას
ვიტყოდი. ის ბევრად მეტს იგებდა ჩემგან, ვიდრე მე ვამბობდი.
ეს შეგრძნება მუდამ თან დამდევდა, როცა რასელთან ერთად
ვიყავი, მოგვიანებითაც კი. ჩემს აზრებს ისე მარტივად კითხუ-
ლობდა, თითქოს თაროდან წიგნს იღებს და ფურცლავსო.
როცა გავუღიმე, ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა.
– შენ მსახიობი ხარ, – თვალებში თითქოს ცხელი ზეთი ედგა.
თავს უფლება მივეცი, თავი სუზანად წარმომედგინა – გოგოდ,
რომელსაც კაცები აშტერდებოდნენ; რომელთანაც თავის შეკა-
ვება რთული იყო.
– კი, ასეა. ვხედავ. თითქოს კლდის წვერზე დგახარ და ზღვას
გადაჰყურებ.
ვუპასუხე, რომ მე არა, მაგრამ ბებიაჩემი მართლაც მსახიობი
იყო.
– ახლა უკვე გასაგებია, რატომ ვიფიქრე ასე, – მითხრა მშვი-
დად.
როგორც კი ბებიას სახელი ვახსენე, კიდევ უფრო დაინტე-
რესდა. მითხრა, ძალიან ჰგავხარო.
მოგვიანებით წავიკითხე, როგორ ნადირობდა რასელი მდი-
დარ, ნახევრად მდიდარ და მდიდრებთან დაახლოებულ ტიპებზე
– ადამიანებზე, რომლებიც მოუვლიდნენ და რესურსებით
მოამარაგებდნენ, ვის მანქანებსაც ითხოვებდა და ვის სახლებ-
შიც იცხოვრებდა. ალბათ რა ბედნიერი იყო, რომ თვითონ მივე-
დი მასთან და თითის განძრევაც არ დასჭირვებია.
რასელმა სუზანი მიიხუტა და გოგომ შვებით ამოისუნთქა. ამ
მომენტამდე არც კი გამივლია გულში, რომ შეიძლება ჩემზე ეეჭ-
ვიანა. როგორ შეიძლება სუზანისნაირ გოგოს შეშინებოდა, რომ
რასელის ყურადღებას წავართმევდი? ეს სიგიჟე იყო და, ამავე
დროს, სიმართლეც. ძალაუფლების სასიამოვნო შეგრძნებამ
117 მკითხველთა ლიგა
მთელ სხეულში დამიარა, თითქოს ძაფი შეიკრა, რომლის არსე-
ბობის შესახებ არც კი ვიცოდი.
– მიხედავ ივის? – ჰკითხა რასელმა სუზანს.
ჩემკენ არც ერთს არ გამოუხედავს. მათ შორის ჰაერი სიმბო-
ლოებით იყო გაჟღენთილი. რასელმა კიდევ რამდენიმე წამით
ჩამჭიდა ხელი და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. მერე და-
მემშვიდობა და სუზანს რაღაც გადაუჩურჩულა.
როცა თვალს მოეფარა, სუზანმა გამოცოცხლებული ტონით
მაცნობა:
– რასელმა თქვა, რომ თუ მოგინდება, შეგიძლია დარჩე.
რასელის ნახვამ სუზანი ახლებურად დამუხტა. ახლა, როცა
მისგან პირადი დავალება ჰქონდა მიღებული, აქტიურად დამიწ-
ყო შესწავლა და კითხვას კითხვაზე მისვამდა. თითქოს ახალი
ძალა მიეცაო. ბებია მიყვებოდა, როგორ აძლევდნენ როლებს
ფილმებში. მთელი ოთახიდან სწორედ მას ირჩევდნენ ხოლმე.
– ყველას ჰგონია, რეჟისორი აკეთებს არჩევანს, მაგრამ სი-
ნამდვილეში შენ უნდა უბიძგო, აგირჩიოს. უსიტყვოდ უნდა აგ-
რძნობინო, რომ როლი შენია. ეს კი სხვა გოგოებზე უკეთესად
გამომდიოდა, – მეუბნებოდა ბებია.
ნეტავ ბებიას გამომყოლოდა. სიამოვნებით გადავცემდი ჩემს
ტალღებს რასელს, სუზანს ან ვინმეს. არ მინდოდა, ეს შეგრძნება
ოდესმე გამქრალიყო.
ღამეს ბოლოები შემოეხა. რუზი წელზემოთ შიშველი იყო და
სიცხისგან ახურებულ მძიმე ძუძუებს იზელდა. დუმილი ხან-
გრძლივდებოდა. შავი ძაღლი თითქოს სიბნელეს შეერწყა. სუზა-
ნი გაუჩინარდა, რომ ბალახი მოეტანა. ვეძებდი, მაგრამ დრო-
დადრო მავიწყდებოდა, რომ უნდა მეპოვა, რადგან ნათებით,
მოძრაობით, მოცეკვავე უცნობებით ვიყავი თავბრუდახვეული.
ყველა კეთილი ღიმილით მეგებებოდა. თუმცა, წვეულება
იდეალური არ ყოფილა. რა ძალიანაც უნდა მომენდომებინა,
118 მკითხველთა ლიგა
უსიამოვნო დეტალებზე თვალს ვერ ვხუჭავდი. ერთმა გოგომ ხე-
ლი დაიწვა, მერე კი კანი აიძრო და დამწვრობას დაუფარავი ინ-
ტერესით ჩააშტერდა. მიშენება, სადაც უნდა დაგვეძინა, განავ-
ლის სუნით ყარდა და კედლები პორნოჟურნალებით იყო გა-
ფორმებული. გაი კი, რომელიც ერთი შეხედვით ნორმალური
მომეჩვენა, ცოტა ხანში აღტაცებული ყვებოდა, როგორ ფატრავ-
და გოჭებს მშობლების ფერმაში, კანზასში.
– ძალიან კარგად იცოდნენ, რაც მოხდებოდა, – მოუთხრობ-
და შეკრებილ მსმენელებს, – იღიმებოდნენ, როცა საჭმელი მიმ-
ქონდა, და გარბოდნენ, როცა ხელში დანა მეჭირა.
თხრობა შეწყვიტა, ქამარი შეისწორა და რაღაც ჩაიბურდღუ-
ნა. მნიშვნელობა ვერ გავიგე, მაგრამ ვიფიქრე, რომ, უბრალოდ,
წარმართული ბოდვა იყო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ბუნების
დღესასწაულს აღვნიშნავდით. თუ რაიმე მაწუხებდა, მხოლოდ
იმიტომ, რომ ბოლომდე არ მესმოდა, როგორ „მუშაობდა“ ეს
ადგილი. ჯერ კიდევ იმდენი რამ იყო შესამჩნევი და დასაფასებე-
ლი: სულელური სიმღერები მუსიკალური ავტომატიდან, ვერ-
ცხლისფერი გიტარა, რომელიც შუქს ირეკლავდა, გამდნარი ნა-
ყინი, რომელიც პირდაპირ ვიღაცის თითებიდან წვეთავდა, შთა-
გონებული და გადანათებული სახეები.
დრო რანჩოზე სხვანაირად გადიოდა: არ არსებობდა საათები
და წუთები. შეიძლება რამდენიმე დღე გადაქცეულიყო სიცა-
რიელედ. არ ვიცი, რამდენხანს ველოდი სუზანის დაბრუნებას,
მაგრამ სანამ ის გამოჩნდებოდა, რასელი მომიახლოვდა და
ჩამჩურჩულა:
– ივი.
ბედნიერებისგან შევკრთი. ჩემი სახელი ახსოვდა. ამდენ
ხალხში მიპოვა. შეიძლება მეძებდა კიდეც. ჩემი ხელი ხელებში
მოიქცია და ხელისგულზე მომეფერა. ავციმციმდი. ჩემი უჯრედე-
ბი მას ეპასუხებოდნენ. მინდოდა, ყველაფერი მყვარებოდა.
119 მკითხველთა ლიგა
ტრაილერი, რომელშიც შემიძღვა, ბევრად დიდი იყო, ვიდრე
სხვა ნებისმიერი ოთახი რანჩოზე. საწოლი ბეწვიანი ზეწრით იყო
დაფარული და რამდენიმე წუთი დამჭირდა იმის მისახვედრად,
რომ ეს, უბრალოდ, ქურქი იყო. ქურქი ოთახის ერთადერთ სამ-
შვენისს წარმოადგენდა. იატაკზე ტანსაცმელი ეყარა, ძონძებში
ლუდისა და გაზიანი სასმელების ქილები კაშკაშებდა. ჰაერში
ხრწნისა და ფერმენტაციის უსიამოვნო სუნი იდგა. მე ჩემი ნებით
ვისულელებდი თავს, თითქოს ვერ ვხვდებოდი, რატომ მომიყვა-
ნა აქ. თუმცა, ჩემმა ერთმა ნაწილმა მართლა არ იცოდა, რა ხდე-
ბოდა. გონება დაბინდული მქონდა და ფაქტებს სწორად ვერ
მივყვებოდი. აქ როგორ აღმოვჩნდი? რა გზა გამოვიარე? ვიხსე-
ნებდი ჯაყჯაყა ავტობუსით მგზავრობასა და იაფფასიანი ღამის
მომჟავო სიტკბოს. სად დავტოვე ველოსიპედი?
რასელი ისე მიყურებდა, თითქოს გეგმას ადგენსო. როცა
თავს გვერდზე ვწევდი, მდგომარეობას იცვლიდა, რომ პირდა-
პირ თვალებში ეყურებინა. თმა ყურებზე გადამიწია და კისერზე
ნაზად შემეხო. ფრჩხილები დაუჭრელი ჰქონდა და შვერილები
შევიგრძენი. გავიცინე, მაგრამ ნაძალადევად გამომივიდა.
– სუზანი მალე მოვა? – ვკითხე აღელვებულმა.
კიდევ ერთი გამონათება: კოცონთან როცა ვისხედით, მით-
ხრა, რომ სუზანიც მოვიდოდა. ან შეიძლება ესეც ჩემი წარმო-
სახვის ნაყოფი იყო.
– სუზანი კარგადაა, – დამამშვიდა რასელმა, – ახლა შენზე
მინდა, რომ ვილაპარაკოთ, ივი.
ჩემი ფიქრები თოვლის ფიფქებივით შენელდა. რასელი ნელა
და სერიოზულად ლაპარაკობდა, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას
მიქმნიდა, თითქოს მთელი ღამე ელოდა ჩემი მოსმენის შანსს.
როგორ განსხვავდებოდა ეს ტრაილერი კონის საძინებლისგან,
სადაც ჩვენგან განსხვავებული სამყაროს ჩანაწერებს ვისმენ-
დით, იმ სიმღერებს ვიზეპირებდით, რომლებიც, უბრალოდ,
120 მკითხველთა ლიგა
ჩვენს უძრავ უბედურებას ამყარებდა. პიტერის მიმართ ინტერე-
სი დავკარგე. პიტერი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც სა-
დილზე პურზე გადასმულ მარგარინს მიირთმევდა, რასელი კი
ნამდვილი, საინტერესო ადამიანი იყო და რაც მთავარია, მასაც
ძალიან ვაინტერესებდი. ვცდილობდი, ამ შეგრძნებას ჩავჭიდე-
ბოდი.
– მორცხვი ივი, – მიღიმოდა რბილად, – შენ ჭკვიანი გოგო
ხარ. ამ თვალებით უამრავ რამეს ამჩნევ, არა?
მას ჭკვიანად მივაჩნდი და ეს ჩემს თავს რამდენჯერმე გავუ-
მეორე, თითქოს რასელის აზრი იმას ადასტურებდა, რომ ყველა-
ფერი დაკარგული სულაც არ იყო. ჩემთვის ჯერაც არსებობდა
იმედი. გარედან წვეულების ხმები ბუნდოვნად აღწევდა. კუთხე-
ში ბუზი ბზუოდა და ტრაილერის კედლებს ეხეთქებოდა.
– მეც შენსავით ვიყავი, – აგრძელებდა რასელი, – იმდენად
ჭკვიანი ვიყავი ახალგაზრდობაში, იმდენად ჭკვიანი, რომ ყვე-
ლას სულელი ვეგონე. თვითონ მასწავლეს ეს სიტყვა – დებილი.
ჯერ მასწავლეს ეს სიტყვები, მერე კი მითხრეს, რომ ჩემზე ასე
ფიქრობდნენ.
როცა რასელი იღიმოდა, სახე მთლიანად ენთებოდა, სიხარუ-
ლი მთელ სახეზე ეხატებოდა. უცებ გავაცნობიერე, რომ ასე კარ-
გად არასდროს მიგრძნია თავი. ბავშვობაშიც კი უბედური ვიყა-
ვი. როგორი ცხადი და მარტივი იყო ეს აღმოჩენა – ჩემი თავი
ძალიან შემეცოდა.
რასელის საუბარს ვუსმენდი და მეჩვენებოდა, რომ ყველაფე-
რი ახლებურ აზრს იძენდა. მისი საუბარი წვეთ-წვეთად ჟონავდა
ჩემს გონებაში. ნარკოტიკები ერთმანეთს აკერებდა ბანალურ,
მარტივ აზრებს და ისეთ ფრაზებად კინძავდა, რომელთაც, ერთი
შეხედვით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ჩემი დაუსრულებელი, ჩამოუყალიბებელი ტვინი შეუჩერებ-
ლად ეძებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, შეთქმულების
121 მკითხველთა ლიგა
თეორიებს. მაშინაც კი, როცა აზრები ებნეოდა, მის თითოეულ
სიტყვასა თუ მზერას სხვა მნიშვნელობით ვავსებდი. მინდოდა,
რასელი გენიოსი ყოფილიყო.
– მითხარი, რატომ ხარ ასეთი სევდიანი. ვგრძნობ, შენი ერ-
თი ნაწილი ძალიან სევდიანია და მეც ვსევდიანდები. მომიყევი,
რა უქნეს ამ მშვენიერ, განსაკუთრებულ გოგოს? მართალია,
ვერ გაგაფუჭეს, მაგრამ დაგამწუხრეს. ასეთები არიან ადამიანე-
ბი. არ შეუძლიათ, სილამაზის განადგურება არ სცადონ.
ცრემლები მომაწვა.
– მაგრამ მათ ვერ შეგცვალეს, ივი. შენ ისევ ისეთი გამორ-
ჩეული ხარ და შეგიძლია, მათი სისულელეები, უბრალოდ,
დაივიწყო. ხელში მოიქციო და გაუშვა.
მატრასზე ჩამოჯდა და ჭუჭყიანი ფეხისგულები ქურქზე შემო-
აწყო. სახეზე უცნაური სიმშვიდე ეწერა. იმდენხანს დაუცდიდა
ჩემს პასუხს, რამდენიც საჭირო იქნებოდა.
არ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ მღელვარედ ავლაპარაკ-
დი. ყველაფერი მოვუყევი: სკოლა, კონი, სიცარიელე, დედა. თი-
თებით სუზანის კაბას ვიყავი ჩაფრენილი, მზერა ტრაილერის
სხვადასხვა კუთხეზე გადამქონდა. თვალი ჭუჭყიან გადასაფარე-
ბელზე დახატულ შროშანის ორნამენტზე გამიშტერდა. რასელი,
უბრალოდ, იღიმოდა და მოთმინებით ელოდა, როდის გადამივ-
ლიდა მოწოლილი ენერგია. გადამიარა კიდეც. ტრაილერი ჩა-
ჩუმდა, მხოლოდ რასელის მოძრაობისა და საკუთარი სუნთქვის
ხმები მესმოდა.
– მე შემიძლია დაგეხმარო, – თქვა მან, – მაგრამ შენც უნდა
გინდოდეს.
თვალს არ მაცილებდა.
– გინდა, ივი?
მისი სიტყვები თითქოს სამეცნიერო სურვილებით იყო გამ-
სჭვალული.
122 მკითხველთა ლიგა
– მოგეწონება, – ჩაიჩურჩულა და ხელები გამომიწოდა, –
მოდი აქ.
მის გვერდით ჩამოვჯექი. ვცდილობდი, მოვლენების განვი-
თარების სცენარს ჩავწვდომოდი. ვიცოდი, ასე მოხდებოდა, მაგ-
რამ მაინც გამიკვირდა, როცა შარვალი ჩაიხადა. მოკლე,
თმიანი ფეხები ჰქონდა. ასო მუჭში მოიქცია. თვალს არ მაცი-
ლებდა, როგორ ვაკვირდებოდი.
– შემომხედე.
ხავერდოვანი და აუჩქარებელი ხმა ჰქონდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ მისი ხელი გამალებით მოძრაობდა. ჩემს სახელს
იმეორებდა, თითქოს მეძახისო:
– ივი. ივი.
მის ხელში მოქცეულ ულამაზო ასოს შევხედე და გული შემე-
კუმშა: სად იყო სუზანი? რატომ ვიყავი აქ? თავიდან დავიბენი,
რადგან ვერ მივხვდი, ეს სექსის დასაწყისი იყო თუ რასელს დან-
ძრევაც ეყოფოდა. ვიჯექი და ვცდილობდი, ყველაფერში გავ-
რკვეულიყავი. მინდოდა, რასელის საქციელი კეთილშობილური
მიზნებით ამეხსნა: ალბათ უნდა, სიახლოვე ვიგრძნო. უნდა,
ძველ სამყაროსთან კავშირები საბოლოოდ გავწყვიტო.
– შეგვიძლია ერთმანეთს თავი კარგად ვაგრძნობინოთ. არაა
აუცილებელი, მოწყენილი იყო, – აგრძელებდა ის. მისი ხელი
ერთი წამითაც არ ჩერდებოდა.
სცადა, ხელით დამწოლოდა კეფაზე და ქვემოთ მიბიძგა. შიშ-
მა დამსუსხა და გავუძალიანდი. კარგად გამოსდიოდა სიბრაზის
შენიღბვა. შემწყნარებლური მზერით გადმომხედა, თითქოს ურ-
ჩი ცხენი ვიყავი.
– არაფერს გატკენ, ივი, – გული გამალებით მიცემდა, – მე,
უბრალოდ, შენთან სიახლოვე მინდა. არ გინდა, თავი კარგად
ვიგრძნო? მე მინდა, კარგად იყო.
მისმა სიტყვებმა გაჭრა და აღარ შევეწინააღმდეგე.
123 მკითხველთა ლიგა
როცა გაათავა, მძიმედ ამოისუნთქა. პირში მისი სპერმის ოდ-
ნავ მარილიანი გემო დამრჩა. ყელი შეშუპებული მქონდა, სახეს
ძალით მიჭერდა, როცა თავის არიდება მინდოდა. ვერ ვიხსენებ-
დი, როგორ აღმოვჩნდი აქ, ამ ტრაილერში? როგორ აღმოვჩნდი
ბნელ ტყეში? რანაირად უნდა გამეგნო სახლისკენ გზა? ცრემ-
ლები მომაწვა, მაგრამ სანამ ემოციებს ავყვებოდი, რასელმა ხე-
ლები თმაში შემიცურა და ადგომაში მომეხმარა.
– ივი, – მითხრა თბილად.
როგორ ახერხებდა ისე მოემართა, რომ ჩემი სახელი უფრო
რბილი და ძვირფასი მომჩვენებოდა? თითქოს სხვას, ჩემს უკე-
თეს ვერსიას ესაუბრებოდა. თავში სულელური აზრების კორიან-
ტელი მიტრიალებდა. გამახსენდა წითელი სვიტერი, რომელიც
კონის ვათხოვე და რომელსაც აღარასდროს დამიბრუნებდა. ნე-
ტავ სად იყო სუზანი... მეძებდა თუ არა? ცნობისმოყვარეობა და
აღელვება ერთმანეთში აიზილა. რასელმა კოლა გამომიწოდა.
სასმელი გაზგასული და თბილი იყო, მაგრამ ბოლომდე ჩავცა-
ლე.
მაშინ მეჩვენებოდა, რომ რასელი ყველა სიტყვას ფრთხი-
ლად არჩევდა ჩემთვის და ამ დრამის ცენტრში მე ვიყავი, თუმცა
მოგვიანებით მივხვდი, ჩემზე, უბრალოდ, თავისი მეთოდების
მთელი სერია გამოსცადა. ეს იყო ტექნიკა, რომელსაც წლების
განმავლობაში ხვეწდა იუკაიას რელიგიურ ორგანიზაციაში –
ცენტრში, რომელიც საჭმელს გასცემდა და თავშესაფრის მოძებ-
ნაში ეხმარებოდა ადამიანებს. იქ ხშირად მიდიოდნენ გამხდარი,
მშიერი გოგონები, არასრული განათლებითა და გულგრილი
მშობლებით; გოგონები, რომლებსაც ჯოჯოხეთური უფროსები
ჰყავდათ და ცხვირის გაკეთებაზე ოცნებობდნენ. იქ, სან--
ფრანცისკოს გამცემ პუნქტზე მუშაობისას, რასელი ქალური სევ-
დის ექსპერტი გახდა – ადვილად სცნობდა ჩამოყრილ მხრებსა
და სტრესისგან აწითლებულ სახეს, ტირილისგან დამძიმებულ
124 მკითხველთა ლიგა
წამწამებსა და დაურწმუნებლობით გამოწვეულ წამღერებას წი-
ნადადების ბოლოში. რასელმა იგივე გამიკეთა, რაც არაერთი
სხვა გოგოსთვის გაუკეთებია. ჯერ თავის შეხებას შემაჩვია –
ზურგზე თითებით მომეფერა, მაჯაზე ჩემი პულსი შეიგრძნო, მე-
რე კი პატარა ნაბიჯებით გაარღვია უცხოობის საზღვრები, სანამ
ჩემ წინაშე შარვალჩახდილი არ აღმოჩნდა. ყველაფერი კარგად
ჰქონდა გათვლილი. ისიც იცოდა, რომ თუ მხოლოდ ორალური
სექსით შემოიფარგლებოდა, გოგონები ბევრად უფრო მშვიდად
იქნებოდნენ. იფიქრებდნენ იმაზე, რომ უარესიც შეიძლება მომ-
ხდარიყო. ის, რომ შეეძლოთ ტანსაცმელი სცმოდათ, შთაბეჭდი-
ლებას ქმნიდა, თითქოს სექსი არ ყოფილა, თითქოს ამას დიდი
მნიშვნელობა არ ჰქონდა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ საკუ-
თარ შეგრძნებებს არ ვენდე. მიუხედავად იმისა, რომ თვალები
მეცრემლებოდა, გონებაში ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა
– ეს მოხდა. მერე რა. წვეულებას დადუმებული შევუერთდი.
ჰაერი გამკვრივებული მეჩვენებოდა, იღლიები სველი მქონდა.
მეჩვენებოდა, რომ სახეზე მეწერა ყველაფერი, თითქოს სექსის
აურა დამყვებოდა. სამაგიეროდ, აღარ ვღელავდი, აქეთ-იქით
არ დავძრწოდი იმის შიშით, რომ რომელიმე ოთახში ჩემი შეს-
ვლა არ შეიძლებოდა. წამით დავიჯერე, რომ სიზმარში ვიყავი.
წაშლილ სახეებს უაზროდ ვუღიმოდი და მათგან საპასუხოდ
არაფერს ველოდი. როცა გაი დავინახე, რომელიც ხელში სიგა-
რეტის კოლოფს ათამაშებდა, უნებურად შევჩერდი:
– შეიძლება?
გაიკრიჭა, თუ ქალბატონს სიგარეტი უნდა, მე როგორ ვეტყვი
უარსო. კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და საკუთარი ხე-
ლით ჩამიდო ტუჩებში. მომინდა, ეს ბევრ ადამიანს დაენახა.
როგორც იქნა, სუზანს ცეცხლთან მოვკარი თვალი. მანაც და-
მინახა და უცნაურად გამიღიმა. შეიძლება სხვები მართლაც ვერ
ხვდებოდნენ, რა მიტრიალებდა თავში, მაგრამ სუზანმა, დარ-
125 მკითხველთა ლიგა
წმუნებული ვარ, შეამჩნია ჩემი ცვლილება. ფხიზელს არ ჰგავდა,
მაგრამ მის დაბნედილ მზერას მხოლოდ ალკოჰოლს ვერ მივა-
წერდი. გუგები ისე გასდიდებოდა, თეთრი ნაწილი აღარც
მოუჩანდა. ყელი მთლიანად გასწითლებოდა, თითქოს ვიქტო-
რიანული ეპოქის ყელსაბამი მოირგოო. ვცდილობდი, მის სახე-
ზე რამე მაინც ამომეკითხა. შეიძლება იმედგაცრუებული იყო
იმით, რომ ჩემმა როლმა ამ თამაშში საკუთარი თავი ამოწურა?
ნეტავ, თუ შეამჩნია, როგორ გავყევი რასელს? ან იქნებ ერთად
შეთანხმდნენ ამ გეგმაზე? მანქანა ისევ ხმაურით იწვოდა, შეძა-
ხილები სიბნელეს არღვევდა. ვგრძნობდი, ამ ღამეს არაერ-
თხელ დავუბრუნდებოდი.
– როდის ჩაიწვება? – ვკითხე ჩუმად.
მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ მის ყველა მოძრაობას
ვგრძნობდი. ჩვენ შორის ჰაერი შერბილებულიყო.
– მე რა ვიცი? დილას ალბათ – მიპასუხა გაღიზიანებულმა.
ალის შუქზე ჩემი მხრები და ხელები ქერცლიანი, ხვლიკისე-
ბური მოჩანდა. ვიღაცამ მოტოციკლის დაწვის იდეა გამოთქვა,
რასაც ყიჟინა მოჰყვა – ცეცხლს საწოლის ხის ჩარჩო შეუკეთეს
და ხმაური კიდევ უფრო გაძლიერდა.
– შეგიძლია ჩემს ოთახში დაწვე, თუ გინდა, – მითხრა სუზან-
მა, – ჩემთვის სულერთია. მაგრამ თუ აქ ყოფნას გადაწყვეტ,
მართლა აქ უნდა იყო. გასაგებია?
მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ სუზანი მითიურ პასუხს ითხოვდა
ჩემგან, როგორც ზღაპრებშია. მაგალითად, გობლინებს მხო-
ლოდ მაშინ შეუძლიათ სახლში შესვლა, თუ ვინმე შიგნიდან
შეიპატიჟებს. ამ კითხვას ისე მისვამდა, თითქოს ხელშეკრულე-
ბაზე მაწერინებდა ხელს, სინამდვილეში კი, შანსს მაძლევდა,
კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი. სიფრთხილე, რომლითაც
სუზანი წინადადებებს აწყობდა, იურიდიულ კოლეჯში ნასწავლს
ჰგავდა. მას უნდოდა, ჩემი პირით მეთქვა, რომ ზღვარზე გადასა-
126 მკითხველთა ლიგა
ბიჯებლად მზად ვიყავი და ყველაფერზე, რაც ამის შემდეგ მოხ-
დებოდა, პასუხს ვაგებდი. თავი დავუქნიე და დავუდასტურე, რომ
გასაგები იყო, თუმცა არაფერი მესმოდა. მეცვა კაბა, რომელიც
მე არ მეკუთვნოდა და ვიყავი იქ, სადაც მანამდე არასდროს ვყო-
ფილვარ. წინ გახედვა და მომავლის განჭვრეტა ჩემს ძალებს
აღემატებოდა. საფრთხეებზე ფიქრი არ შემეძლო. მეგონა,
ცხოვრებამ ახალი შესაძლებლობა მომცა და ჩემმა მდორე ყო-
ველდღიურობამ, როგორც იქნა, საინტერესო გზისკენ გადაუხ-
ვია. ამ გადმოსახედიდან ყველა ოდნავ საბრალო ჩანდა – კო-
ნიც, დედაჩემიც და მამაჩემიც. წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა,
მათ რომ უცნობი მომაკვდინებელი სენი შეჰყროდათ. საკუთარ-
მა გულმოწყალებამ და სიკეთემ გული ამიჩუყა. ცეცხლმოკიდე-
ბულმა მოტოციკლმა ხმამაღლა იფეთქა და შუქმა სახლის
შეულესავი საძირკველი გააშიშვლა. კედელთან შავი ძაღლი
მოკალათებულიყო და ჩემთვის უცნობ ნადავლს ჩაჰკირკიტებ-
და. მუსიკალურმა აპარატმა ჩაიხვია და ერთსა და იმავე ფრაზას
იმეორებდა „ჰეყ ბაბყ“. ეს სიტყვები იმდენჯერ მოვისმინე, ბო-
ლოს მეც ამეკვიატა. მელოდია ძალდაუტანებლად, მსუბუქად შე-
ვაგროვე ტუჩებთან და კბილებზე ისე გადავიტარე, თითქოს ლი-
მონის უმცირესი, მომჟავო წვეთი ყოფილიყო.

127 მკითხველთა ლიგა


მეორე ნაწილი

ფანჯარაზე მოწოლილმა ნისლმა გამაღვიძა. საძინებელში


ისეთი სინათლე იდგა, როგორიც თოვლიან ამინდებში იცის. ყო-
ველ დილას მცირე დრო მჭირდებოდა იმის გასახსენებლად, სად
ვიყავი. დენის სახლი, საწერი მაგიდა, მინის ზედაპირიანი ტუმბო
და მისივე სატინის ზეწარი მიწაზე მალევე მაბრუნებდა. გამახ-
სენდა ჯულიანი და საშა, რომლებსაც, სავარაუდოდ, თხელი
კედლის მეორე მხარეს ეძინათ. არ მინდოდა, წინა ღამეზე მე-
ფიქრა, მაგრამ საშას ამოკნავლება და ჩახვეული, ბუნდოვანი
ლუღლუღი თავიდან არ ამომდიოდა. იმდენჯერ იმეორებდა, მაგ-
რად შემიდეო, სანამ ამ ფრაზამ ყველანაირი მნიშვნელობა არ
დაკარგა. ჭერს მივაშტერდი და ვცადე, ეს აზრები მომეშორები-
ნა. სხვა თინეიჯერებივით სპონტანურად იქცეოდნენ და ეს ღამე
მეტს არაფერს ნიშნავდა. ზრდილობიანი საქციელი იქნებოდა,
ჩემს ოთახში დამეცადა, სანამ ჰუმბოლდტისკენ არ გაემართე-
ბოდნენ. მიმეცა საშუალება, ისე ჩალაგებულიყვნენ, რომ დილის
ნაძალადევი თავაზიანობის გამომჟღავნება არ დასჭირვებო-
დათ.
როგორც კი მანქანის ხმა გავიგონე, საწოლიდან წამოვდექი.
სახლი ისევ მე მეკუთვნოდა და, მიუხედავად იმისა, რომ შვება
ვიგრძენი, ცოტა დავსევდიანდი კიდეც. საშა და ჯულიანი მორიგი
თავგადასავლისკენ მიემართებოდნენ, დიდი სამყაროს მაჯისცე-
მა ერთვებოდნენ, მე კი მათი გონებიდან გავქრებოდი – შუახნის
ქალი დავიწყებულ სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ საერთოდ
ვეღარ გამიხსენებდნენ, როცა მათი ახალი ცხოვრების მძაფრი
მოვლენები ყველა პატარა დეტალს გადაფარავდა. აქამდე ვერ
ვაცნობიერებდი, რა მარტოსული ვიყავი, თუმცა მარტოობაზე
მეტად სხვა რამ მაწუხებდა: ჩემკენ მოპყრობილი თვალების
128 მკითხველთა ლიგა
არარსებობა. ვინ იდარდებდა, თუ არსებობას შევწყვეტდი? რა-
სელი გვარწმუნებდა, რომ არსებობის შეწყვეტა საგანგაშო სუ-
ლაც არ არის, პირიქით, ეს უნდა იყოს ყველა ადამიანის მიზანი
– საკუთარი თავიდან აორთქლება, სამყაროში გაბნევა. მაშინ
დამჯერი ლაბრადორებივით ვუქნევდით თავს. ჩვენი სამყარო
იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ იმის დაშლა, რაც სხვებს
მარადიული ეგონათ, სიამოვნებას გვანიჭებდა.
ჩაიდანი დავდგი და ფანჯარა გამოვაღე, რომ სახლში ცივი
ჰაერი შემომეშვა. ლუდის ცარიელი ბოთლები შევაგროვე – ნუ-
თუ მერეც გააგრძელეს სმა, რაც დავიძინე? ნაგავი გადავყარე
და უცებ ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ გაყინული მცენარეების
საოცარ უძრაობას მივაშტერდი. იმის მიღმა პლაჟი იყო. ნისლი
უკვე იფანტებოდა და ტალღებიც ნელ-ნელა იკვეთებოდა. დაჟან-
გული და გამომშრალი კლდეები წყალს ჩასცქეროდნენ.
გარეთ ცოტა ხალხი სეირნობდა, პერფორმანსის მონაწი-
ლეებივით ეცვათ. უმეტესობას ძაღლი ჰყავდა – მხოლოდ ამ
პლაჟზე შეიძლებოდა ძაღლების უსაბელოდ გაშვება. ერთი და
იგივე როტვეილერი რამდენჯერმე შემომეფეთა, ჩვეულებრივ
შავზე რამდენიმე ტონით მუქი იყო და მძიმედ დარბოდა. ოდნავ
შევკრთი, რადგან გამახსენდა, რომ პიტბულმა ცოტა ხნის წინ
სან-ფრანცისკოში საკუთარი პატრონი დაგლიჯა. რა უცნაურია
ადამიანების სიყვარული იმ არსებების მიმართ, რომლებსაც მა-
თი დაზიანება შეუძლიათ. ან იქნებ სწორედ ეს მოგვწონს –
არამყარი უსაფრთხოების განცდა და დროებითი მადლიერება
იმის გამო, რომ ჯერ არაფერს გვიშავებენ?
ფანჯარას მოვცილდი. დენის სახლში სამუდამოდ ვერ დავ-
რჩებოდი. ცოტა ხანში სხვა საქმეც გამოჩნდებოდა, სხვა
სხეული, რომელიც სამკურნალო აბაზანაში უნდა ჩამეფლო ან
ამომეყვანა. დაიწყებოდა ისევ ექიმთან მოსაცდელ ოთახში ჯდო-
მა, სიმსივნის მკურნალობისას სოიის დადებითი ეფექტების შე-
129 მკითხველთა ლიგა
სახებ სტატიების კითხვა. „მუდმივად უნდა გახსოვდეს, რომ
თეფშზე ცისარტყელას ყველა ფერი უნდა გედოს“. ამ მეთოდე-
ბის უმოქმედობა უკვე აღარავის უკვირდა. ნუთუ ვინმეს სჯერო-
და ამ ტყუილების? ვინ დაგვარწმუნა, რომ ჩასახლებული სიკ-
ვდილის განდევნა რამეს შეუძლია? ეს იგივეა, გაცოფებული ხა-
რისთვის წითელი დროშა აიქნიო და მერე თეფშზე დაწყობილი
ფერადი ბოსტნეულით შეაჩერო. ჩაიდანი დუღდა. ვერ შევამ-
ჩნიე, როგორ შემოვიდა სამზარეულოში საშა. შევხტი, რადგან
მეგონა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი.
– დილა მშვიდობისა, – მომესალმა და დაამთქნარა. ლოყაზე
ნერწყვი შეხმობოდა. მაღალწელიანი შორტები ეცვა, წინდებზე
კი პატარა ვარდისფერი წერტილები ეხატა, რომლებშიც, თუ
კარგად დააკვირდებოდი, თავის ქალებს ამოიცნობდი. ჯერ ვერ
გამოფხიზლებულიყო და გაუგებრად ლუღლუღებდა.
– ჯულიანი სადაა? – ბოლოს და ბოლოს, თავი მოუყარა სიტ-
ყვებს.
– ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მანქანა დაქოქა და წავიდა, –
ვეცადე, გაოცება არ დამტყობოდა.
თვალები გაუფართოვდა და აწრიალდა. როგორც ჩანს, ჯუ-
ლიანს არ გაუმხელია, რომ გამგზავრებას მარტო აპირებდა.
– არ გითხრა, რომ მიდიოდა? – ვკითხე თანაგრძნობით.
საშამ ჩემი სიბრალული ამოიკითხა და სახე შეეცვალა, თუმ-
ცა, იხტიბარი არ გაიტეხა:
– რა თქმა უნდა, მითხრა, უბრალოდ, არ ვიცოდი, რომელზე
წავიდოდა, ხვალ დაბრუნდება.
ესე იგი, მიატოვა. თავიდან ძალიან გავღიზიანდი, რომ ჯული-
ანმა ეს მცირეწლოვანი გოგო შემატოვა. ასე ძალიან ვგავდი ძი-
ძას? თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გულზე მომეშვა. საშა ჯერ კიდევ
პატარა იყო ნარკოტიკებზე სასიარულოდ. უკეთესი იქნებოდა,
მონაწილეობა არ მიეღო კვადროციკლებით ეკლიანი საკონ-
130 მკითხველთა ლიგა
ტროლო პუნქტების გავლაში, რათა გარბერვილში შალის ტომ-
რით მოსაწევი აეღოთ და გარიგება დაესრულებინათ. ცოტა გა-
მიხარდა კიდეც, საშა რომ დარჩა.
– მაინც მეზარებოდა ამხელა გზაზე სიარული, – საშა უკვე
ეგუებოდა შექმნილ სიტუაციას, – მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ცუ-
დად ვხდები. ჯულიანიც საშინლად ატარებს.
ხელისგულებით ჯერ მაგიდას დაეყრდნო, შემდეგ თვალები
მოისრისა.
– ვერ გამოიძინე? – ვკითხე მზრუნველად.
ვცდილობ, ინტერვალური ძილის პრინციპებით ვიცხოვროო,
მითხრა, მაგრამ ძალიან მიჭირსო. მაისურიდან ძუძუსთავები
მოუჩანდა.
– ინტერვალური ძილი რას ნიშნავს? – ხალათი შევისწორე.
ალბათ იმ მომენტში ახალგაზრდების უცნაური აკვიატებებით
შეშფოთებულ უფროსს ვგავდი.
– თომას ჯეფერსონს ეძინა ასე. 6-ჯერ გძინავს დღეში თითო--
თითო საათით.
– დანარჩენ დროს ფხიზელი ხარ?
საშამ თავი დამიქნია, მაგრამ იქვე დააყოლა, სათქმელად
ბევრად მარტივია, ვიდრე შესასრულებლად: პირველი რამდენი-
მე დღე კარგია, მაგრამ მერე აღარაფრისთვის გყოფნის ენერგია
და ჩვეულებრივ ძილსაც ვეღარ უბრუნდებიო.
ძნელი იყო იმის დაჯერება, რომ ძილთან დაკავშირებულ ექ-
სპერიმენტებსა და თომას ჯეფერსონზე მოსაუბრე გოგო იგივე
გოგო იყო, რომელიც წინა ღამით საწოლში მეძავს განასა-
ხიერებდა.
– ჩაიდანში ადუღებული წყალია, თუ გინდა, – ვუთხარი სა-
შას, მაგრამ მან თავი გაიქნია.

131 მკითხველთა ლიგა


– დილით არ ვჭამ. ბალერინების ცხოვრების წესს მივყვები, –
საშამ ფანჯრისკენ გააპარა თვალი. წყალი მეტალის ნაჭერივით
მოჩანდა, – მოგწონს ცურვა?
– ძალიან ცივია. რამდენიმე თავზეხელაღებული სერფერის
გარდა, ამ ტალღებში არავინ შემინიშნავს. როგორც ჩანს, თუ
თავიდან ფეხებამდე რეზინში არ გაეხვევი, ჩასვლა არ ღირს.
– შესულხარ მაინც? – ჩამეკითხა ისევ.
– არა, – ვუპასუხე ღიმილით.
მე რატომ უნდა მეცურა, თუ სხვა არავინ შედიოდა წყალში?
საშას უნდობლობამ ჩემი ყოველდღიური წესრიგი ეჭვქვეშ
დააყენა, მთელი ძალით ვეცადე, ამ ნათხოვარ სახლში აწყობი-
ლი ცხოვრების სტილი დამეცვა.
– სხვათა შორის, ზვიგენებიც არიან, – დავამატე დამაჯერებ-
ლობისთვის.
– ზვიგენები თითქმის არასდროს ესხმიან თავს ადამიანებს,
– საშამ მხრები აიჩეჩა.
ლამაზი იყო და ისე ანათებდა, თითქოს საკუთარ სიჯიუტეს
საწვავად იყენებსო. ვეცადე, წარმომედგინა, როგორ ეცვლებო-
და გამომეტყველება, როცა ჯულიანს ბინძურ სიტყვებს ეუბნებო-
და, მაგრამ ვერ შევძელი. ფერმკრთალი და უმანკო სახე გალე-
ულ მთვარეს მიუგავდა.
საშას არსებობა სახლში, თუნდაც ასეთი ხანმოკლე, მაიძუ-
ლებდა, ნორმალურად მოვქცეულიყავი, ნიჟარასთან ფორთოხ-
ლის ნაფცქვენები აღარ დამეტოვებინა, ხალათზე უარი მეთქვა
და ტანსაცმელი ჩამეცვა, ბოთლიდან გამხმარი ტუშის ნარჩენები
ამომეფხიკა და გადამეყარა. სხვა ადამიანები ასე ცხოვრობ-
დნენ, ძალდაუტანებლად აკონტროლებდნენ თავიანთ თავს, მე
კი ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა. ნორმალურად მოქცევას მთელი
ჩემი ძალისხმევა მიჰქონდა.

132 მკითხველთა ლიგა


რამდენიმე წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს სხვა
ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი. დევიდი ინგლისურს ასწავ-
ლიდა ერთ-ერთ არალიცენზირებულ კოლეჯში, ისეთში, რეკლა-
მებს რომ ავტობუსის გაჩერებებზე აკრავენ. მისი სტუდენტები
ძირითადად ვიდეოთამაშების დიზაინით გატაცებული მდიდარი
უცხოელები იყვნენ. ჩვენს თანაცხოვრებას სიყვარულს ვერ და-
არქმევდი, მაგრამ შეთანხმებული ინერცია მოულოდნელობე-
ბისგან გვიცავდა. რთული იყო იმ ივის გახსენება, რომელსაც
დევიდთან ცხოვრება მოსწონდა – მეხსიერებაში დროდადრო
მიტივტივდება ჩვენი სიჩუმე, როცა მანქანით სადმე მივდიოდით,
ან მისი მეგობრული მზერა ავტოსადგომის გადაკვეთისას. თუმ-
ცა, მერე ყველაფერი აირია. სააბაზანოდან სპილოს ძვლის სა-
ვარცხელი გაქრა, რომელიც ერთ დროს ბებიაჩემს ეკუთვნოდა,
კარზე უცნაურ საათებში კაკუნმა იმატა. ვხვდებოდი, დევიდის
ცხოვრებაში ვიღაც სხვა გამოჩნდა. ამაზე ვერც კი ვბრაზდებო-
დი. ჩვენს სიახლოვეს ეჭვი ისე შეუჩნდა, როგორც ვაშლს – ჭია.
ალბათ ჩემი ბრალი იყო. იმხელა სივრცე დავტოვე ცარიელი,
რომ სხვა ადამიანი აუცილებლად ეცდებოდა მის შევსებას. დე-
ვიდმა არაფერი იცოდა ჩემს საიდუმლო წარსულზე, ჩემს ტრავ-
მებსა თუ შიშზე და შეიძლება მასაც მოუნდა, საკუთარი საიდუმ-
ლო ჰქონოდა. აღმოჩნდა, ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობ-
დით.
მეგონა, მე და საშა მთელ დღეს ჩუმად გავატარებდით და ის,
როგორც დაუპატიჟებელი სტუმარი, ეცდებოდა, თაგვივით შეუმ-
ჩნეველი ყოფილიყო, თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.
საშას უზრდელი არ ეთქმოდა, მაგრამ მისი არსებობა ყველგან
იგრძნობოდა: მაცივრის კარი ღია დარჩა, რამაც მთელი სახლი
ელექტროზუზუნით აავსო. ნაქსოვი პერანგი პირდაპირ მაგიდა-
ზე მიაგდო, ხოლო წიგნი ადამიანთა ცხრა ტიპის შესახებ სკამზე
გადაშლილი დატოვა. მისი ოთახიდან მუსიკა გამოდიოდა და წა-
133 მკითხველთა ლიგა
მითაც არ მავიწყებდა იმ ამბავს, რომ სახლში სხვა ადამიანიც
იყო. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ სევდიანი სიმღერები მოს-
წონდა. მომღერლის მინავლებული, ნოსტალგიური ხმა კოლეჯ-
ში სწავლის პერიოდს მახსენებდა. ნეტავ, რა ენატრებოდათ
ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ ცხოვრების მხოლოდ მცირე
ნაწილი გაევლოთ? რას ამტკიცებდნენ ის გოგონები, მთელი ღა-
მე სანთლის შუქზე რომ წნავდნენ ცომის ხვეულებს, ხორცისფერ
ბოდეებში გამოწყობილები?
სამოციანი წლების აჩრდილები კალიფორნიის ამ ნაწილში
მუდმივად მეჩეხებოდნენ: ვამჩნევდი მუხის ხეზე შებმულ ფერად
ნაჭრებს, მინდვრებში სამუდამოდ გაჩერებულ უსაბურავო ფურ-
გონებს, ფერად პერანგებში გამოწყობილ მოხუც კაცებს, რომ-
ლებიც ერთად გატარებული უამრავი წლის მერეც ჯიუტად არ
ქორწინდებოდნენ პარტნიორებზე. ეს ყველაფერი არ მიკვირდა,
მაგრამ საშას რატომ აინტერესებდა წარსული ასე ძალიან?
გამიხარდა, როცა საშამ მუსიკა შეცვალა. გოთური ელემენ-
ტებით გაჯერებული სინთეზატორიანი მელოდია არაფერს მახსე-
ნებდა. ვეცადე, შუადღისას წამეძინა, მაგრამ არაფერი გამომი-
ვიდა. ვიწექი და საწერი მაგიდის თავზე დაკიდებულ სურათს
ვაშტერდებოდი: ქვიშის დიუნებზე ამოსული მეჩხერი ბალახი გა-
მოესახათ, ჩარჩოს კიდეებზე საძაგელი აბლაბუდები იყო გაბმუ-
ლი. მოუსვენრად ვტრიალებდი. ვერ ვიძინებდი, რადგან საშას
არსებობა მოდუნების შესაძლებლობას მართმევდა. მისი ლეპ-
ტოპიდან მუსიკა რამდენიმე საათის განმავლობაში გაუჩერებ-
ლად ისმოდა. ამას თან ერთვოდა ელექტრონული ხმაურიც, სიგ-
ნალები, წკარუნი, ზარები. რას აკეთებდა? ტელეფონზე თამა-
შობდა? ჯულიანს უგზავნიდა შეტყობინებებს? უცებ მივხვდი,
სურდა მთელი ამ ხმაურით პროტესტი გამოეხატა საკუთარი
მარტოსულობის გამო.

134 მკითხველთა ლიგა


კარზე დავუკაკუნე, თუმცა ვერ გაიგო. მუსიკა ძალიან ხმამაღ-
ლა ჰქონდა ჩართული. კიდევ ვცადე – კვლავ არაფერი. შემ-
რცხვა, რომ ასეთი მონდომება გამოვიჩინე და უკან დახევას ვა-
პირებდი, როცა საშამ კარი გამიღო. სახე ოდნავ შესიებული
ჰქონდა, თმა ბალიშზე დებისგან ასჩეჩოდა – ალბათ ისიც დაძი-
ნებას ცდილობდა.
– ჩაი ხომ არ გინდა? – ვკითხე და ცოტა ხანი ვაცადე. თით-
ქოს დროს ვაძლევდი, რომ გაეხსენებინა, ვინ ვიყავი. თავი და-
მიქნია.
საშა მაგიდასთან ჩუმად იჯდა და საკუთარ ფრჩხილებს კოს-
მიური მოწყენილობით დაჰყურებდა. ეს პოზა კარგად მახსოვდა
საკუთარი წარსულიდან – წინ გამოწეული ყბა და დროდადრო
ფანჯრისკენ ისე გახედვა, თითქოს ოთხ კედელში უსამართლოდ
გამომწყვდეული პატიმარი ვყოფილიყავი. ასეთ მომენტებში ძა-
ლიან მინდოდა, დედაჩემს სიჩუმე დაერღვია. ახლა კი საშა
ელოდებოდა ჩემგან ნაბიჯის გადადგმას, კითხვების დასმას.
თვალი არ მოუცილებია, სანამ ჩაის ვუსხამდი. სასიამოვნო იყო
მზერის, თუნდაც დაეჭვებული მზერის შეგრძნება. კარადიდან
ლამაზი ჭიქები გადმოვალაგე და წიწიბურის ორცხობილები
ლანგარზე დავაწყვე. ჩემმა მზრუნველობამ მე თვითონ გამაოცა.
რატომ მინდოდა საშას გულის მოგება ასე ძალიან?
ჩაი ძალიან ცხელი იყო და მის გაციებას სიჩუმეში დაველო-
დეთ. სახე არომატული ორთქლისგან დამისველდა. საშას ვკით-
ხე, სადაური ხარ-მეთქი.
დაიჭყანა და მითხრა, კონკორდიდან ვარო. მისი გამომეტ-
ყველებით მივხვდი, საშინელი ადგილი უნდა ყოფილიყო.
– და ჯულიანთან ერთად დადიხარ უნივერსიტეტში?
– ჯულიანი არ სწავლობს.
ნეტავ დენიმ თუ იცოდა, რომ ჯულიანმა სწავლას თავი დაანე-
ბა? ყოველთვის, როცა შვილზე საუბრობდა, იდეალური მშობ-
135 მკითხველთა ლიგა
ლის როლს ირგებდა ხოლმე. ყველა პრობლემას, უბრალოდ,
მსუბუქი ოხვრით ხვდებოდა: ხომ იცი, როგორებიც არიან ბიჭე-
ბი. როცა ჯულიანს უფროს კლასებში ქცევითი აშლილობა დაუდ-
გინეს, დენი მაშინაც არ შეშფოთებულა. ისე მიამბო ეს ამბავი,
თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყო.
– დიდი ხანია, რაც ერთად ხართ? – ვკითხე მე.
საშამ ჩაი მოხვრიპა და სახე გამოუცოცხლდა:
– რამდენიმე თვეა.
მის თვალებში ამოვიკითხე, რომ დილას დაუმშვიდობებლად
გაქცევა და მისი სახლში დატოვება უკვე აპატია. გოგოებს ბავ-
შვობიდანვე გვასწავლიან ბიჭების შეცდომების შელამაზებას.
ალბათ სექსის დროს არაბუნებრივი კვნესაც პარტნიორის გამ-
ხნევებას ემსახურებოდა. საწყალი საშა. სავარაუდოდ, ეგონა,
ჯულიანის ნებისმიერი ცუდი თვისება, უბრალოდ, ლოჯისტიკური
პრობლემა იყო, რომელიც ადრე თუ გვიან მოგვარდებოდა. ბევ-
რად უფრო ადვილად დაიჯერებდა იმას, რომ მშობლები, სკო-
ლა, საკუთარი ასაკი ან საზოგადოება უშლიდა ხელს, ვიდრე
იმას, რომ ჯულიანი იდეალური არ იყო. მტრული გარემოს წარ-
მოდგენა და ყველანაირი სირთულის გაზვიადება ახალგაზრდე-
ბის საყვარელი გასართობია. პირველ კურსზე შეყვარებული და-
ჟინებით მთავაზობდა, მექსიკაში გავიქცეთო. მაშინ თავში არ
მომსვლია, რომ გასაქცევი მიზეზი არ გვქონდა. რას გავურბო-
დით ან რისკენ მივრბოდით? ცხელი ჰაერისა და უფრო ხშირი
სექსისკენ? ახლა, როცა ზრდასრული ვიყავი და „მომავალი მე“
უკვე აღარ არსებობდა, ცრუ წარმოდგენები აღარ მაწუხებდა.
დეპრესიის ტალღებს დავუმეგობრდი და მათთან თანაცხოვრება
ვისწავლე. დროდადრო საკუთარ სევდიან ამბებს ისე ვაწყდებო-
დი, თითქოს სასტუმრო ოთახის სიბნელეში ხელისცეცებით ვიკ-
ვლევდი გზას.

136 მკითხველთა ლიგა


– მისმინე, – ხმაში მშობლიური მზრუნველობა შემეპარა,
რომელიც არაფრით დამიმსახურებია, – იმედია, ჯულიანი კარ-
გად გექცევა.
– რატომ არ უნდა მექცეოდეს კარგად? ჩემი შეყვარებულია.
ერთად ვცხოვრობთ.
ადვილად შემეძლო წარმომედგინა, რას ნიშნავდა ეს „ერთად
ცხოვრება“ – სადღაც ექნებოდათ ბინა, რომლის მოწყობასაც
აზრი არ ჰქონდა, და მაცივარი, რომელიც გამოღებისთანავე
დაძველებული საჭმლის სუნით ავსებდა ოთახს. ალბათ საშა
მთელი ძალით ცდილობდა, ამ დროებით ბუნაგში სიმყუდროვე
შეექმნა, თუმცა უშედეგოდ.
– ვაპირებთ, ისეთი ბინა ვიპოვოთ, სადაც სარეცხი მანქანაც
იქნება, – სახლობანას თამაშს ძალიან გაეტაცებინა, – რამდენი-
მე თვეში გადავალთ.
– შენი მშობლები რას ფიქრობენ შენი და ჯულიანის თანაც-
ხოვრებაზე?
– რა მნიშვნელობა აქვს? რასაც მინდა, იმას ვიზამ, უკვე
თვრამეტი წლის ვარ, – ჯულიანის ნათხოვარი სვიტერი იდაყვე-
ბამდე აიკაპიწა.
ეს სიმართლე ვერ იქნებოდა.
– შენ თვითონ ჩემხელა არ იყავი, როცა სექტას შეუერთდი? –
დაამატა გამარჯვებული სახით. მის ხმაში საყვედურის ნოტები
ამოვიკითხე. სანამ რამეს ვეტყოდი, საშა წამოდგა და მაცივრის-
კენ გაემართა. დაყენებული მედიდურობით გამოაღო მაცივარი
და ლუდის ქილა ხელში შეათამაშა. ბოთლის ეტიკეტზე ვერ-
ცხლისფერი ფოლგის მთები ბზინავდა. იგრძნო, რომ ვუყურებ-
დი.
– გინდა?
ეს გამოცდა იყო. ახლა უნდა გარკვეულიყო, ისეთი უფროსი
ვიყავი, რომელსაც ყურადღება არ უნდა მიაქციო ან შეიცოდო,
137 მკითხველთა ლიგა
თუ ისეთი, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება. მინდა-მეთქი, ვუთხა-
რი და საშაც მოლბა.
– აიღე, – ლაღად გადმომაწოდა სასმელი.
სწრაფად დაღამდა, როგორც ზოგადად ხდება სანაპიროზე,
სადაც შენობები სიბნელის აღქმას ხელს არ უშლის. მზე ისე დაბ-
ლა დაშვებულიყო, მისთვის თვალის გასწორება ტკივილს აღარ
იწვევდა. რამდენიმე ბოთლი დავლიეთ. სამზარეულოში ჩამობ-
ნელდა, მაგრამ შუქის ასანთებად არც ერთი არ წამოვმდგარ-
ვართ. შებინდებულზე სახლი უფრო დიდებული და საინტერესო
ჩანდა. საშამ შემომთავაზა, ბუხარი ავანთოთო.
– გაზისაა და გაფუჭებულია, – ვუპასუხე მე.
სახლში მართლაც ბევრი რამ იყო მივიწყებული. სამზა-
რეულოს საათი აღარ წიკწიკებდა, კარადის სახელური ხელში
მრჩებოდა. ფანჯრის რაფებზე მკვდარი ბუზები სქელ ფენად იდო.
აქ ცხოვრება დროში გაწელილ ლპობას ნიშნავდა. არ იგრძნო-
ბოდა, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქაურო-
ბას ახალი მასპინძელი ჰყავდა.
– შეგვიძლია, ეზოში დავანთოთ ცეცხლი, – მოვიფიქრე მე.
ფარეხის უკან ქარისგან დაცული ქვიშიანი ადგილი მეგულე-
ბოდა. პლასტმასის სკამებს სველი ფოთლები მიჰკვროდა. რო-
გორც ჩანს, აქ ადრე ორმო იყო ცეცხლისთვის, თუმცა ვიღაცას
გარშემო შემოწყობილი ქვები გადაეადგილებინა. იქვე მივიწყე-
ბული სათამაშოები და ფრისბის ნატეხები ეყარა. ცეცხლის დან-
თების გეგმამ ჩვენი მთელი ყურადღება მოითხოვა. მე ძველი გა-
ზეთების შეკვრა და ნაფოტები მოვძებნე, საშამ კი ქვები მოზიდა.
– აღარ ვიცი, რა ვქნა. ამაში ყოველთვის მოვიკოჭლებდი, –
ვაღიარე მე.
– სახლივით უნდა დააწყო, უფრო სწორად, ქოხივით. ბავშვო-
ბაში ლაშქრობებზე დავდიოდი და იქ მასწავლეს, – თქვა საშამ.

138 მკითხველთა ლიგა


როცა ქვების შემოლაგებას მორჩა, ნაფოტები ერთმანეთს მი-
აყრდნო. მერე ქვიშაში ჩაიმუხლა და სუსტ ალს იქამდე უბერავ-
და სულს, სანამ ცეცხლის სიმძლავრე დამაკმაყოფილებლად არ
ჩათვალა.
პლასტმასის სკამებზე ჩამოვსხედით. ქარისა და ქვიშისგან
გაუხეშებული ზედაპირი ფეხებს გვიხეხავდა. კოცონთან მივიწიე,
რომ სიმხურვალე მთელი ძალით შემეგრძნო. საშა ცეცხლის
ენებს აკვირდებოდა. ვგრძნობდი, როგორ დაქროდა მისი გონე-
ბა სადღაც სხვაგან. შეიძლება იმაზე ფიქრობდა, რას აკეთებდა
ჯულიანი გარბერვილში. როგორ ეძინა მძაფრსუნიან ლეიბზე,
ზემოდან რომ ზეწრების ნაცვლად პირსახოცი ეფარა. ეს ყველა-
ფერი თავგადასავალს ჰგავდა, ოცი წლის ბიჭებს კი ყველაზე მე-
ტად თავგადასავლები იზიდავთ.
– რაღაც მინდა გკითხო. აი, გუშინ ჯულიანი რომ ყვებოდა, –
თქვა საშამ და გამბედაობის მოსაკრებად ჩაახველა, – გიყვარ-
და ის ტიპი?
– რასელი? – ვთქვი და ცეცხლში ტოტი შევუკეთე, – არა, არ
მყვარებია.
არ ვცრუობდი: სხვა გოგონები რასელს გარს ეხვეოდნენ, მის
მოძრაობებსა და ხასიათის ცვლილებას სინოპტიკური ინტერე-
სით აკვირდებოდნენ. ჩემთვის კი ის ყოველთვის შორეული ობი-
ექტი იყო. როგორც საყვარელი მასწავლებელი, რომლის ოჯა-
ხური ცხოვრების წარმოდგენაც მოსწავლის ძალას აღემატება.
– მაშინ რატომ იყავი მათთან?
ძალიან მომინდა, პასუხისთვის თავი ამერიდებინა, ყველა
გზა მომეჭრა, რომ საშას საუბარი აღარ გაეგრძელებინა, მაგრამ
სინდისმა შემაწუხა. ჩემი გამოცდილება შეიძლება რამეში დახ-
მარებოდა. ვალდებული ვიყავი, გულწრფელად მეპასუხა. მოვუ-
ყევი, რომ სამყარო, რომელშიც მე გავიზარდე, არაფრით ჰგავ-
და დღევანდელ სამყაროს. მაშინ ადამიანები მუდმივად უერ-
139 მკითხველთა ლიგა
თდებოდნენ სხვადასხვა წრეს და ხანდახან მათი ინტერესი არა-
ჯანსაღ აკვიატებასაც ემსგავსებოდა: საიენტოლოგები, უკანას-
კნელი დღის მოწმეები, ცარიელი სკამის თერაპიით გატაცებუ-
ლები7 მუდმივად თანამოაზრეებს ეძებდნენ. მე, უბრალოდ, ნაკ-
ლებად გამიმართლა და ყველაზე ცუდ ჯგუფს გადავეყარე.
საშა მთელი ყურადღებით მისმენდა. მისი ცნობისმოყვა-
რეობა უზომოდ მსიამოვნებდა.
– რატომ დარჩი?
– უფრო გოგოს გამო, ვიდრე რასელის, – გამოვუტყდი მე, –
იმ გოგოს სუზანი ერქვა და ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი
იყო. მაშინ კიდევ უფრო დიდი და გამოცდილი მეჩვენებოდა.
რა უცნაური იყო მისი სახელის წარმოთქმა ხმამაღლა. ისეთი
შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ჩემთან ვუხმობდი.
– სუზან პარკერი? – იკითხა საშამ და სასწრაფოდ დაამატა,
დღეს მოვძებნე ინტერნეტში, უბრალოდ, მაინტერესებდაო.
მეც დამიკარგავს საათები თაყვანისმცემლების მიერ შექმნი-
ლი საიტების თვალიერებაში. უამრავი გვერდი ეძღვნებოდა სუ-
ზანის შემოქმედებას ციხეში, აკვარელით დახატულ მთებსა და
ფუმფულა ღრუბლებს, შეცდომით დაწერილ ტექსტებს. გულში
ჩხვლეტა ვიგრძენი, როცა წარმოვიდგინე, როგორი გულისყუ-
რით ექცეოდა თითოეულ ნამუშევარს, თუმცა საიტი ჩავხურე,
როცა სუზანის იმდროინდელ ფოტოს გადავაწყდი. ეს უკვე მე-
ტისმეტი იყო. ლურჯ ჯინსებსა და თეთრ მაისურში გამოწყობი-
ლიყო. ბარძაყებსა და მუცელზე ცუდი კვებისა და ასაკისგან დაგ-

7გეშტალტის, ფსიქოლოგიური თერაპიის ერთ-ერთი ნაწილი,


რომელშიც ადამიანი წარმოიდგენს, რომ მის წინ ცარიელ სკამ-
ზე მისი ოჯახის წევრი ზის, შემდეგ კი თვითონ ჯდება სკამზე და
მის როლს ირგებს.

140 მკითხველთა ლიგა


როვებული ცხიმი ეტყობოდა, სახეზე კი აზრისგან დაცლილი
პროტესტი ეწერა.
საშა ბოლომდე ისრუტავდა ამ საშინელ ამბავს და თავს დანა-
შაულის ნაწილაკებით იტენიდა: გაკვეთის შედეგები, გოგონების
ჩვენებები, სისხლიანი სურათები – თითქოს ვიღაცამ კოშმარი
დეტალურად გაშიფრა და ჩაიწერაო.
– საამაყო არაფერია, – ვთქვი და ყურადღება იმაზე გავამახ-
ვილე, რაც აქამდეც ბევრჯერ მითქვამს, – არაფერი გლამურუ-
ლი ამ ამბავში არაა.
– შენზე არაფერი ეწერა. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიპოვე,
– აღნიშნა საშამ.
უცებ იმის დამტკიცება მომინდა, რომ იმ მოვლენების ნაწილი
ნამდვილად ვიყავი. შემეძლო მომეყოლა ამბები, რომლებმაც
მედიამდე ვერ მიაღწია. მეთქვა, რომ ჩემი არსებობა საკმარი-
სად შესამჩნევი იყო იმისთვის, რომ კვალი დაეტოვებინა, მაგ-
რამ მერე მივხვდი, თავის გამოჩენა უადგილო იქნებოდა.
– ასე ჯობია. ვიღაც შეშლილები ვერ მომძებნიან.
– ხო, მაგრამ, შენ ხომ იყავი იქ?
– კი, იქ ვცხოვრობდი. ცოტა ხნით, ოღონდ არავინ მომიკ-
ლავს, – ჩემი სიცილი ყალბად გაისმა.
საშა სვიტერში უფრო თბილად გაეხვია:
– უბრალოდ, მშობლები მიატოვე? – აღფრთოვანების და-
მალვა ძალიან უჭირდა.
– მაშინ სხვა დრო იყო, – ვუპასუხე მე, – ყველა გარბოდა
სახლიდან. მამაჩემიც კი.
– ჩემებიც გაყრილები არიან, – თქვა საშამ და ცოტა ხნით
დაივიწყა სიმორცხვე, – ჩემხელა იყავი?
– ცოტა პატარა.
– ალბათ ძალიან ლამაზი იყავი. ცუდად არ გამიგო. ახლაც
ძალიან ლამაზი ხარ.
141 მკითხველთა ლიგა
შევამჩნიე, საკუთარმა თავაზიანობამ როგორ გააბედნიერა.
მთხოვა, ისტორია სულ თავიდან მომეყოლა.
დრო დამჭირდა, რომ მოვლენების თანმიმდევრობა გამეხსე-
ნებინა. აღვიდგინოთ, – ასე ამბობდნენ ხოლმე მკვლელობების
წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიებში. აღვიდგინოთ ედჯვოთე-
რის გზაზე დატრიალებული საშინელება, თითქოს ეს მოვლენა
ცალკე არსებობდა, დახურულ ყუთში, რომელსაც როცა მოგინ-
დებოდა, გახსნიდი და „აღიდგენდი“.
სინამდვილეში კი არაფერი მომხდარა მოულოდნელი. არც
სუზანი და სხვები იყვნენ გარემოდან ამოვარდნილები. სუზანის
მსგავს გოგოებს ხშირად ვამჩნევდი ქუჩაშიც და ფილმებშიც,
უკანა ფონზე. საშას კითხვა, როგორები იყვნენ სინამდვილეშიო,
არ გამკვირვებია. ამ ადამიანებმა თავადაც ირწმუნეს, რომ თა-
ვიდანვე ყველასგან განსხვავდებოდნენ. რასელით მედია დი-
დად არ დაინტერესებულა. ის, უბრალოდ, კაცი იყო და იმას აკე-
თებდა, რასაც კაცები აკეთებენ ხოლმე. რაც შეეხება გოგოებს,
ისინი მითიურ ნისლში გაეხვივნენ. დონა ყველაზე ნაკლებად
მიმზიდველი იყო და მოუხეშავი ნაკვთების გამო განტევების ვა-
ცად გამოჰყავდათ. ჰელენი, ყოფილი სკაუტი გოგო, გარუჯული
სხეულითა და ლამაზი ღიმილით, თაყვანისცემის ობიექტად იქცა
– მკვლელი ლამაზმანი, ფემ ფატალე. სუზანს კი საზოგადოების
რისხვა ყველაზე მძიმედ დაატყდა თავს. ის არც ჰელენივით გუ-
ლუბრყვილო იყო და არც დონასავით უსიამოვნო. მისი ეშხიანო-
ბა მაცდურ იარაღად ითარგმნა. სტატიებში გულცივ დამნაშავედ
გამოჰყავდათ, რომელიც სხვების დასახოცად დაიბადა.
სუზანზე საუბარმა გონება ამიმღვრია და ეს საშას არ გამორ-
ჩენია. ძალიან შემრცხვა, რომ ამდენი წლის შემდეგაც ვერა-
ფერს ვუხერხებდი ამ აღტაცებას, მიუხედავად იმისა, რაც სუზან-
მა ჩაიდინა.

142 მკითხველთა ლიგა


საშას ყველა ფოტო ენახა: ნაწლავებგადმოყრილი დარაჯი
დივანზე, ქალი, რომელსაც თმა სისხლის კოლტებით ჰქონდა
დაფარული, სასტიკად დასახიჩრებული ბავშვი, რომლის
სხეულიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ პოლიციას სქესის
დადგენა გაუჭირდა.
– ოდესმე იფიქრებდი, რომ ასე მოქცევა შეეძლოთ? – მკითხა
მან.
– ვერა, რა თქმა უნდა, – ვუპასუხე ინსტინქტურად.
ვისთვისაც მომიყოლია რანჩოს ამბავი, ცოტას თუ დაუსვამს
ჩემთვის ეს კითხვა. ვარაუდობდნენ, რაკი დანაშაულის ადგილ-
ზე არ აღმოვჩენილვარ, საკუთარმა მორალმა შემაჩერა ან თუნ-
დაც სათანადო აღზრდამ, რომელიც სხვა გოგოებს არ გააჩ-
ნდათ. მე არ ვიყავი მათსავით „დამპალი ვაშლი“ და სხვა ჯიშს
ვეკუთვნოდი.
საშა დუმდა და ეს იმ მომენტში საუკეთესო პასუხი იყო.
– ხანდახან ვფიქრობ, ჩემი იქ არყოფნა წმინდა წყლის შემ-
თხვევითობა იყო. შეიძლება, მეც ჩამედინა რამე, იქ რომ ვყოფი-
ლიყავი, – გავუმხილე საკუთარი სურვილით.
– შემთხვევითობა?
– ხო, შემთხვევითობა. მე და ის გოგოები დიდად არ გან-
ვსხვავდებოდით, მაგრამ ამის თქმას ხმამაღლა ვერ ვბედავდი.
ასე ახლოს ჩემი შიშისა თუ მღელვარების ზღვართან არას-
დროს მივსულვარ. საშას ჩემი გულწრფელობა არ აფრთხობდა.
პირიქით, ისე მისმენდა, თითქოს ჩემი სიტყვების დაჭერა და შე-
ფარება უნდაო. ცეცხლი სუსტდებოდა.
გადავწყვიტეთ, ქალაქის იმ ერთადერთ ბარში წავსულიყა-
ვით, სადაც საჭმელიც ჰქონდათ. საერთო მიზანმა ახალი ძალით
აგვავსო. გეგმამ გამოგვაფხიზლა – უნდა გადავაადგილებული-
ყავით და დავნაყრებულიყავით. იქამდე ვლაპარაკობდით, სანამ
ცეცხლი არ ჩაიწვა და მხოლოდ გაზეთების ჭრელი ნაშთი არ და-
143 მკითხველთა ლიგა
ტოვა. საშამ ცეცხლს ქვიშა მიაყარა. მისმა სკაუტურმა სიბეჯითემ
გუნება გამომიკეთა. მიხაროდა, რომ თანამოსაუბრე მყავდა.
თუმცა, ძალიან არ უნდა გავშინაურებოდი ამ შეგრძნებას – ჯუ-
ლიანი მალე დაბრუნდებოდა, საშა წავიდოდა და ისევ მარტო
დავრჩებოდი.
სასიამოვნო იყო აღტაცების ობიექტად ყოფნა. საშა სხვების
მსგავსად არ მკიცხავდა და პირიქით, თოთხმეტი წლის ივის მხა-
რეს იყო. სჯეროდა, მას არც ჭკუა აკლდა და არც გამბედაობა.
ვეცადე, გადამერწმუნებინა და მეჩვენებინა, რა სუსტი ვიყავი სი-
ნამდვილეში, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ხელი ჩავიქნიე. მეც
მჭირდებოდა შეწყალება, თბილი სიტყვების მოსმენა. საშას გა-
მამხნევებელმა ტონმა მთელი სხეული გამითბო, თითქოს სამე-
დიცინო კომიდან გამოვდიოდი. გვერდიგვერდ მივსეირნობდით
ქუჩაში და ხელებით ერთმანეთს ვეხებოდით. მოულოდნელი სი-
ლუეტები, ხშირი, ჩამუქებული ხეები აღარ მაშინებდა. ჰაერში
უმიზეზო მხიარულება ტრიალებდა. საშამ რატომღაც გადაწყვი-
ტა, ჩემთვის ხუმრობით ვი ეწოდებინა.
– დედიკო ვი, – მეხუტებოდა პატარა კნუტივით. თბილი და
ალერსიანი ჩანდა. პრიალა მხარს რბილად მიხახუნებდა, ქვედა
ტუჩი კბილებში მოემწყვდია. ირწეოდა და ცას აჰყურებდა. ცაში
კი არაფერი იყო სანახავი – ვარსკვლავები ღრუბლებს დაეფა-
რა.
ბარში მხოლოდ რამდენიმე სკამი იდგა. ინტერიერი ბანალუ-
რობით ყარდა. კლიშედ ქცეული გადაკერებული ზეწარი ბარის
უკან, ნეონის ბზრიალა თვალები კარზე. სამზარეულოში, ალბათ
სიგარეტს ეწეოდნენ, რადგან სენდვიჩის პურს კვამლის სუნი ას-
დიოდა და უსიამოვნოდ ნოტიო იყო. როცა ჭამას მოვრჩით, ცო-
ტა ხანი დარჩენა გადავწყვიტეთ. საშას ეტყობოდა, თხუთმეტზე
მეტის არ იქნებოდა, მაგრამ ეს არავის ადარდებდა. ბარის მე-
პატრონე ორმოცდაათი წლის ქალი ყველანაირ შემოსავალზე
144 მკითხველთა ლიგა
თანახმა იყო. თმა სააფთიაქო საღებავისგან გაუხეშებოდა, მუ-
შაობისგან გადაღლილიყო. უეცრად მომინდა, ბარის სარკეში
საკუთარი თავი შემეთვალიერებინა და დავრწმუნებულიყავი,
რომ ბევრი რამით განვსხვავდებოდით, მაგრამ საშას გვერდით
ამის გაკეთება არ ღირდა. საშას წმინდანების უმანკოება დაჰ-
კრავდა სახეზე და სკამზე ბავშვივით ცქმუტავდა.
– რა მაგრად ვერთობით ერთად, – ამბობდა დროდადრო აღ-
ტაცებული. ლუდს სვამდა და ყავას აყოლებდა. მისი აზრით, ამ
პრაქტიკულ ჩვევას სიმთვრალისგან უნდა დაეცვა, თუმცა მეთო-
დი აშკარად არ მუშაობდა.
– კარგია, რომ ჯულიანი აქ არაა, – აღნიშნა აღელვებულმა.
ამ მომენტისთვის უკვე ვიცოდი, კი არ უნდა დამეფრთხო, საკმა-
რისი სივრცე უნდა მიმეცა გულახდილობისთვის. საშამ ბარის
სკამის ფეხს მაგრად დაჰკრა ფეხი და თვალები აემღვრა. პირი-
დან ლუდის სუნი ამოსდიოდა.
– არ უთქვამს, რომ ჰუმბოლდტში მიდიოდა. უბრალოდ, ადგა
და დამტოვა.
გაოცება გავითამაშე.
– დილას საწოლში რომ ვერ დავინახე, ვიფიქრე, გარეთ
გავიდა-მეთქი. ვერ ვიფიქრებდი, თუ წავიდოდა. უცნაური არაა,
რომ ასე, უბრალოდ, გაიპარა?
– კი, უცნაურია, – ვფრთხილობდი, ჯულიანის დასაცავად
არაფერი წამომცდენოდა.
– მთელი დღეა ბოდიშებს მწერს და მპირდება, რომ ჩამო-
ვალ, ყველაფერს აგიხსნიო, მაგრამ რა არის ასახსნელი?
საშამ ლუდი მოწრუპა და სველი თითით ბარის პრიალა ზედა-
პირზე გაღიმებული სახე დახატა.
– ხომ არ იცი, რატომ გამოაგდეს ირვინის სასწავლებლიდან?
– ვკითხე მე.
გოგოს თვალებში უცებ წინდახედულობა გაკრთა.
145 მკითხველთა ლიგა
– მოიცა, მამამისს უნდა უთხრა?
თავი გავაქნიე და დავარწმუნე, რომ მის საიდუმლოს არ გავ-
ცემდი. ყველა უფროსი ერთნაირი არ იყო. ზოგიერთს თინეიჯე-
რების ამბების შენახვაც შეეძლო.
– კარგი, – თქვა საშამ და ღრმად ჩაისუნთქა: – ერთი ლექ-
ტორი ჰყავდა ინფორმატიკაში, რომელიც გადაეკიდა, ვერ იტან-
და. ჯულიანს დავალების ჩაბარება აგვიანდებოდა და მთელი გუ-
ლით სთხოვა, ცოტა გვიან მოგიტანთო, მაგრამ იმან თავი გაიგი-
ჟა, არა, ნიშანს არ დაგიწერო. თან ისიც იცოდა, რომ სხვა-
ნაირად ჯულიანი კურსზე რჩებოდა. ჰოდა, ჯულიანი ადგა და მის
სახლში შეიპარა. უნდოდა, შეეშინებინა, ხომ ხვდები, სამაგიერო
გადაეხადა. მის ძაღლს მათეთრებელი თუ ვირთხის წამალი
დაალევინა, ზუსტად არ ვიცი. ჰოდა, ის ბებერი ძაღლი მოკვდა.
საშამ გამომცდელად შემავლო თვალი. მიჭირდა მშვიდი გა-
მომეტყველების შენარჩუნება. აუჩქარებელი, გულგრილი
თხრობის გამო ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს საშინე-
ლებათა ფილმს ვუყურებდი.
– უნივერსიტეტში მიხვდნენ, რომ ეს ჯულიანმა ქნა, მაგრამ
ვერ უმტკიცებდნენ. ამიტომ სხვა რამისთვის შეუჩერეს სტუდენ-
ტის სტატუსი. მოკლედ, ძალიანაც რომ მოუნდეს, იქ ვეღარ ის-
წავლის. აი, ეგეთი დამპლები არიან. ვერავინ იტყვის დაზუსტე-
ბით, რომ ეს ჯულიანმა ქნა, მაგრამ მაინც დასაჯეს.
არ ვიცოდი, რა მეთქვა.
– მოკვლა არ უნდოდა. უბრალოდ, უნდოდა, გული არეოდა,
– საშა თვალს არ მაცილებდა, – შემთხვევით მოხდა ასე.
– არ ვიცი, – ვუპასუხე, – ჩემი აზრით, რაც მოყევი, ძალიან
ცუდია. მგონი, ჯულიანთან ფრთხილად უნდა იყო.
საშა შეყოყმანდა. თითქოს მისი ყველაზე საშიში აზრი ხმა-
მაღლა გამოვთქვი:

146 მკითხველთა ლიგა


– მაგრამ მე მასთან ვცხოვრობ. ქირას და ყველაფერს ჯუ-
ლიანი იხდის.
– ყოველთვის არსებობს წასასვლელი ადგილი, თუ მართლა
მოინდომებ, – ვუთხარი მე.
საწყალი საშა და საწყალი გოგონები. როგორ სჭირდებოდათ
სიყვარული და რა საცოდაობას იღებდნენ მის სანაცვლოდ. და-
შაქრული პოპ-სიმღერებით დაწყებული, ჟურნალებით დამთავ-
რებული, ყველა და ყველაფერი ერთხმად ირწმუნებოდა, რომ
სიყვარული მთავარი იყო. კაბების კატალოგსაც კი ვერ გადაშ-
ლიდი ისე, რომ სიტყვები „პარიზი“, „მზის ჩასვლა“ და „კოცნა
წვიმაში“ არ შეგფეთებოდა. მერე იზრდებოდნენ და სამყარო
მათ ოცნებებს გააფთრებით ხევდა, ძალადობით თელავდა ფეხ-
ქვეშ. არავინ აფრთხილებდა, რომ ჯინსის ღილებს თანხმობის
გარეშე შეუხსნიდნენ. არავინ აქცევდათ ყურადღებას, როცა სა-
ხალხოდ უყვიროდნენ და აგინებდნენ მეგობარი მამაკაცები.
ყელში ბურთი მომაწვა. მსოფლიოს ყველა გოგო შემეცოდა.
საშამ წამით ჩემი აზრები ამოიკითხა.
– რა მნიშვნელობა აქვს, ეს დიდი ხნის წინ იყო, – მითხრა ჩუ-
მად და მანიშნა, რომ ჯულიანზე საუბარი აღარ უნდოდა.
წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა საშას დედა და როგორი
სანახავი იქნებოდა მისთვის, რომ მისი თხუთმეტი წლის ქალიშ-
ვილი ლუდის ბოთლებს მიყოლებით ცლიდა და ტუჩებს ბიჭივით
იწმენდდა. უეცრად საშას მიმართ უსაზღვრო სინაზე ვიგრძენი.
ბარში მყოფმა ერთ-ერთმა ბიჭმა ბილიარდს თავი მიანება და
მოგვიახლოვდა. ვაპირებდი, დამეფრთხო, მაგრამ საშა ფართო
ღიმილით მიესალმა და წამით წაწვეტებული კბილებიც გამოაჩი-
ნა.
ცოტა ხნის შემდეგ ბიჭმა ორივე დაგვპატიჟა სასმელზე.

147 მკითხველთა ლიგა


საშა შეუჩერებლად სვამდა. ხან ცხოველი ინტერესით უსმენ-
და, ხანაც თავმობეზრებული მოწყენილობით, ხან უჯერებდა, ხა-
ნაც – არა.
ბიჭს გრძელი, გახუნებული თმა ჰქონდა. ცერა თითზე ფირუ-
ზის ბეჭედი ეკეთა – კიდევ ერთი აჩრდილი სამოციანებიდან. ნუ-
თუ მართლა არაფერი შეცვლილა? ნუთუ ყველანი ერთი გზით
დავდიოდით და ერთსა და იმავე კედლებს ვეყრდნობოდით?
– დები ხართ? – გვკითხა უცნობებისთვის დამახასიათებელი
შეფარული თავაზიანობით.
მართალია, დაფარვას ცდილობდა, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემ
მიმართ მხოლოდ ნაძალადევ ცნობისმოყვარეობას იჩენდა.
მხოლოდ იმიტომ მისვამდა კითხვებს, რომ საშასთან კავშირი
გაება. არ გამკვირვებია და არც მწყენია. იმითაც კმაყოფილი ვი-
ყავი, რომ საშას გვერდით ჯდომის გამო მეც მხვდებოდა მამრო-
ბითი სქესის ყურადღების ნამცეცები. ეს მეორეული მუხტიც კი
საკმარისი იყო ასანთებად, თუმცა, ტანსაცმლისა არ იყოს, ამ ინ-
ტერესსაც თავდაპირველი მფლობელის სუნი ასდიოდა. დარწმუ-
ნებული ვიყავი, საშა ვერ აფასებდა, რა კარგია, როცა სასურვე-
ლად გთვლიან. იმდენად იყო მიჩვეული, რომ წარბსაც არ ატო-
კებდა. უბრალოდ, ცხოვრობდა, საკუთარი ტრაექტორიის სის-
წორეში დარწმუნებული.
– დედაჩემია, – თქვა საშამ და თვალით მანიშნა, ხუმრობას
ნუ გამიფუჭებო.
მხარი ავუბი და ხელი მოვხვიე:
– ჰო, ერთად ვმოგზაურობთ. მანქანით ეურეკაში მივდი-
ვართ.
– ასეც ვიცოდი, რომ მოგზაურები იქნებოდით! – ბიჭმა ისეთი
აღტაცებით დაარტყა ხელი მაგიდას, თითქოს ჯეკპოტი მოიგოო.
ვიქტორი ერქვა. მობილურზე ფონად აცტეკური ნახატი
დაეყენებინა. ასე გვითხრა, ეს სურათი იმდენადაა გაჟღენთილი
148 მკითხველთა ლიგა
ძალებით, ყურებაც კი მაჭკვიანებსო. სჯეროდა, მსოფლიოში
მიმდინარე მოვლენები რთულ და უცვლელ შეთქმულებებს
ემორჩილებოდა. ჯიბიდან დოლარიც კი ამოიღო, რომ ჩვენთვის
მასონური ნიშანი ეჩვენებინა.
– რატომ დაიტანდა საიდუმლო საზოგადოება საკუთარ ნი-
შანს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ვალუტაზე? – ვკითხე
მე.
თავი ისე გადაიქნია, თითქოს ამ კითხვას ელოდებოდაო:
– რა თქმა უნდა, საკუთარი ზეგავლენის დემონსტრირების-
თვის.
შემშურდა იმ სიმარტივის, რომლითაც ვიქტორი საკუთარ წი-
ნადადებებს აწყობდა. სჯეროდა, სამყარო კონკრეტული წესრი-
გით იმართებოდა და ჩვენ ყველას უნდა გვეძებნა ნიშნები, თით-
ქოს ბოროტება კომპიუტერული კოდი ყოფილიყო, რომლის გა-
სატეხადაც ძალისხმევა არ უნდა დაგვეშურებინა. გაფუჭებულ
კბილებზე ნაცრისფერი ბინდი გადაჰკრავდა და სასმელისგან
დახეთქილ ტუჩებს წამდაუწუმ ილოკავდა. საკუთარი ცოდნა
ჩვენთვის არ ენანებოდა – შეეძლო დაუსრულებლად ესაუბრა
„ჩრდილში მყოფ მთავრობაზე“, „დამალულ სიხშირეებსა“ და
„შეღწევის დონეებზე“.
– რა საოცარია, – თქვა საშამ ემოციის გარეშე, – ეს ყველა-
ფერი იცოდი, დე?
საშას იმდენად სიამოვნებდა დედაშვილობანა, ვიფიქრე,
მართლაც აკლია-მეთქი მშობელი, თუმცა სიმთვრალეც დამნა-
შავე იყო. ღამემ უცხო წყლებში შეცურა. ნეონის ნათურა შეუსვე-
ნებლად ციმციმებდა, ბარისტამ დერეფანში მოწევა დაასრულა
და ანთებული ღერი კედელზე მიაწვა. ხან იხდიდა, ხანაც იცვამ-
და სანდლებს. ვიქტორმა აღნიშნა, კარგია, რომ ერთმანეთს ასე
ეწყობითო.

149 მკითხველთა ლიგა


– იშვიათია თქვენნაირი დედა-შვილი, ერთად რომ მოგ-
ზაურობენ და ასეთი ახლო ურთიერთობა აქვთ.
– დედაჩემი ნამდვილი ანგელოზია, – გაიღიმა საშამ, – ვერც
კი წარმომიდგენია, როგორ არ უნდა მიყვარდეს.
ეშმაკური ღიმილი მესროლა და სანამ მზაკვრული ჩანაფიქ-
რის გააზრებას მოვასწრებდი, ტუჩებში მაკოცა. მისი მარილიანი
სუნთქვა რამდენიმე წამით შეყოვნდა ჩემს სახესთან. კოცნა,
მართალია, უცოდველი იყო, მაგრამ ვიქტორის გასაოგნებლად
საკმარისი აღმოჩნდა. საშასაც ამის იმედი ჰქონდა.
– რას აკეთებთ? – შეძრწუნდა ბიჭი. სახე გაოგნებისა და მსუ-
ბუქი აღგზნებისგან წამოუწითლდა. ფართო მხრები შეარხია და
პერანგი ისე შეისწორა, თითქოს მომხდარის ჩამობერტყვა უნ-
დაო. თვალებით გვეხვეწებოდა, რამე ახსნა მოგვეფიქრებინა ამ
უცნაური საქციელისთვის. მინდოდა, დამემშვიდებინა და მეთ-
ქვა, საშა ჩემი ქალიშვილი არ არის-მეთქი, მაგრამ თავი შევიკა-
ვე. რა ვალდებული ვიყავი? ღამე მსუბუქად გადადიოდა დილა-
ში. უამრავი წლის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი ცოცხლად.
თითქოს ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ დედამიწაზე დავბრუნ-
დი და ჩემი ადგილი თავიდან დავიკავე.

150 მკითხველთა ლიგა


1969

აუზს ყოველთვის მამაჩემი უვლიდა: ჩაცვენილი ნივთები ბა-


დით ამოჰქონდა, სველ ფოთლებს კი ერთად აჯგუფებდა. ფერა-
დი მინის ბოთლებს ქლორის დონის გასაზომად იყენებდა. მისი
წასვლა მალევე დაეტყო რეზერვუარს: ფილტრებთან სალამან-
დრები გამოჩნდნენ, წყალი კი ისეთი ბლანტი გახდა, შემეძლო
საკუთარი კვალი დამეტოვებინა, თვითმფრინავივით. დედა ჯგუ-
ფურ შეხვედრაზე იყო. რა თქმა უნდა, დაავიწყდა, რომ ახალი
საცურაო კოსტიუმის ყიდვას დამპირდა, ამიტომ, ისევ ძველით
ვცურავდი. ერთ დროს ნარინჯისფერი ბიკინი ახლა ნესვის ქერ-
ქივით გახუნებულიყო, ტრუსი ირღვეოდა და ფეხის გამოსაყოფ-
თან ნაოჭებს ქმნიდა. რაც შეეხება ზედა ნაწილს, წამოზრდილ
ძუძუებს უკვე ვეღარ მიფარავდა და კანში მაგრად მქონდა ჩაჭე-
რილი. ბუნიობის დღიდან მხოლოდ ერთი კვირა გასულიყო, მაგ-
რამ ამასობაში ორჯერ მოვასწარი რანჩოზე ასვლა. სუზანის გა-
მო ვიქურდე კიდეც. ალბათ უფრო მშვიდად ვიგრძნობდი თავს,
ჩემს ცვლილებას თვეები რომ დასჭირვებოდა. ვიტყოდი, რომ
გოგონები მოსვენებას არ მაძლევდნენ და თავს ისე დამ-
ტრიალებდნენ, თითქოს მათი ვალენტინი ვყოფილიყავი. ჩემ-
თვისვე სამწუხაროდ, მე თვითონ ვიყავი მონდომებული და ჩემს
თავს ყველა შესაძლო კუთხით ვთავაზობდი.
წყალში ხელ-ფეხის ქნევას განვაგრძობდი. წყალმცენარეები
ფეხებზე ისე მეკრობოდა, როგორც რკინის ნაქლიბი – მაგნიტს.
გაზონის სკამზე მივიწყებული რბილყდიანი წიგნი იდო. მზისგან
გახუნებული ფოთლები ვერცხლისფრად ბზინავდა. ივნისის ზან-

151 მკითხველთა ლიგა


ტი დღე იდგა. ნუთუ სახლის გარშემო დარგული ხეები ყოველ-
თვის ასე გამოიყურებოდნენ? ნეტავ მერქნები ადრეც ასე დაბე-
რილი იყო ნესტისგან? ვერ ვხვდებოდი, მხოლოდ ჩემთვის იც-
ვლებოდა სამყარო თუ სხვებისთვისაც. ისეთი შეგრძნება დამე-
უფლა, თითქოს უხილავი ადამიანები ძველ დეკორაციებს
შლიდნენ და გადასაღებ მოედანს ახალი ფილმისთვის ამზადებ-
დნენ.
იმ ხმაურიანი წვეულებიდან მეორე დღეს სახლში სუზანმა და-
მაბრუნა. ჩემი ველოსიპედი მანქანის საბარგულში ხმაურობდა.
ამდენ მოწევას შეუჩვეველს, პირი მიშრებოდა, ჩემი ტანსაცმე-
ლი კი კვამლის სუნად ყარდა. პირში ბალახის პატარ-პატარა ნა-
კუწებს ვპოულობდი და ამითღა ვხვდებოდი, რომ წინა ღამე არ
დამსიზმრებია. ეს ნივთმტკიცებები ისე მეტყველებდნენ ჩემს
თავგადასავალზე, როგორც პასპორტში ჩარტყმული შტამპები –
მოგზაურობაზე. მშობლიურ ქუჩაზე მოგონებების მთელი კო-
ლექცია მოვიყოლე: სუზანის გვერდით ჯდომა და ჩვენი შეთან-
ხმებული დუმილი, ჩემი გარყვნილი სიამაყე იმის გამო, რომ რა-
სელი დიდ გოგოსავით მომექცა. უსიამოვნო და უინტერესო ნა-
წილებიც კი მისტიკურ საბურველში ეხვეოდა – მაგალითად, კა-
ცის უცნაური ხვნეშა გათავებისას ან მოსაწევისგან დაჩლუნგე-
ბული აზრები. როგორც რასელმა ამიხსნა, თუ მოინდომებ, შეგ-
რძნებები მას შემდეგ შეგიძლია გააცოცხლო, როცა სხეულს სა-
ერთოდ ვეღარ გრძნობო.
სუზანი ღერს ღერზე ეწეოდა და დროდადრო რიტუალივით
მთავაზობდა სიგარეტს. მასთან ერთად ჩუმად ჯდომა სულაც არ
მიქმნიდა უხერხულობას. მანქანის გასწვრივ ზეთისხილის ხეები
მიქროდნენ, მიწა კი ზაფხულის სიცხეს დაედაღა. არხებში
ზღვისკენ მიმავალი წყალი ჩქეფდა. სუზანი რადიოსადგურებს
წამდაუწუმ ცვლიდა და როცა ვერაფერი იპოვა, რადიო საერ-
თოდ გააჩუმა.
152 მკითხველთა ლიგა
– ბენზინი გვჭირდება, – მითხრა შეფიქრიანებულმა.
ჩემმა ტუჩებმა უხმოდ გაიმეორეს ეს ჯადოსნური სიტყვა –
გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება.
უახლოესი ბენზინგასამართი სადგური უკაცრიელი ჩანდა, თუ
მოცისფრო-მოთეთრო ნავმისაბმელიან პიკაპს არ ჩავთვლით.
– ბარათი ამოიღე, – მანიშნა სუზანმა მანქანის უჯრისკენ.
ყუთში უამრავი საკრედიტო ბარათი იდო, რომლებზეც ვერ-
ცხლისფრად ამოტვიფრული ათობით სახელი და გვარი ბრწყი-
ნავდა.
– ლურჯი მოძებნე.
დაბნეულმა გავუწოდე ლურჯი ბარათი. სუზანმა საჭიროდ
ჩათვალა, ჰაერში გამოკიდებული კითხვისთვის ეპასუხა: საიდან
გვაქვს? გვჩუქნიან, გვაძლევენ ან ჩვენ თვითონ ვიღებთ. ეს, მა-
გალითად, დონას დედისაა. სულზე მოგვისწრო. ეგ რომ არა,
შიმშილისგან დავიხოცებოდით. როცა სამყაროში სიყვარულს
გასცემ, უკან სხვადასხვა ფორმით გიბრუნდება. ამას წინათ შენც
ხომ დაგვეხმარე ტუალეტის ქაღალდით.
გავწითლდი. შეიძლება ხვდებოდა, რომ არაფერი მომიპა-
რავს, თუმცა მის სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდი.
– ამ ფულით უკეთესს მაინც ვერაფერს იზამდნენ. ალბათ
ბევრ უსარგებლო ნივთს იყიდდნენ და უაზროდ გაფლანგავ-
დნენ. რასელი ცდილობს, ადამიანებს დაეხმაროს, მაგრამ ჭკუის
სწავლება დიდად არ უყვარს. სულ არ ადარდებს, მდიდარი ხარ
თუ ღარიბი, უბრალოდ, ცდილობს, სამყაროში არსებული ძალე-
ბი გაათანაბროს.
რაც უფრო დიდხანს ვუსმენდი, სუზანის სიტყვები უფრო და
უფრო ჭკვიანური მეჩვენებოდა.
სუზანი მანქანიდან გადმოვიდა და საწვავის ჩასხმა დაიწყო.
– ადამიანებს ეგო ამოძრავებთ, ფული კი ეგოს საძირკვე-
ლია. ამიტომ უჭირთ საკუთარ ნივთებსა და ქაღალდებზე უარის
153 მკითხველთა ლიგა
თქმა. უნდათ, კომფორტით დაიცვან თავი სამყაროს სისასტიკის-
გან, საკუთარ კეთილდღეობაში ზეწარივით გაეხვიონ. იმას კი
ვერ ხვდებიან, რომ თავს იმონებენ. ესეც ჩვეულებრივი ავად-
მყოფობაა.
ძრავი მეოთხედამდე გაივსო.
გაიცინა.
– სასაცილოა, მაგრამ როცა ყველაფერს გასცემ, ზუსტად მა-
შინ გრძნობ, რომ ყველაფერი გაქვს, რაც გჭირდება.
უეცრად სუზანს გაახსენდა, როგორ წაიყვანა პოლიციამ ერთ-
ერთი გოგო ნაგავში ძრომიალის გამო და ძალიან გაცხარდა.
მონოლოგის გაგრძელება მხოლოდ მანქანაში დაბრუნების შემ-
დეგ შეძლო.
– მაღაზიებს ჰგონიათ, რომ ჭკუაში გვჯობნიან. წარმოგიდგე-
ნია? ნივთებს აგდებენ, მაგრამ ამის მერეც კი ვერ ამბობენ უარს
მათზე. აი, ეს არის ამერიკა.
– რა სისულელეა! – ჩემმა ტონმა მე თვითონ გამაკვირვა.
– ეგ არაფერი, – თვალი თვალში გამიყარა სუზანმა, – მარ-
თალია, ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი დალაგდე-
ბა. ერთი ეგაა, ყველას გვაქვს საჭიროებები. შენ ალბათ ვერც
ხვდები, როგორი გრძნობაა, როცა რაღაც გაკლია.
მისი სიტყვები საყვედურად არ მიმიღია. ჩავთვალე, რომ სამ-
ყაროს მაცნობდა – მხრების აჩეჩვით მიხსნიდა, ცხოვრება ასე-
თია, რა გაეწყობაო.
– მე შემიძლია ვიშოვო ფული, – ვთქვი საკუთარი გონიერე-
ბით აღტაცებულმა. გულუბრყვილოდ მეგონა, ეს გენიალური
იდეა მე მეკუთვნოდა და არა სუზანს. ფულის მოპოვების შესაძ-
ლებლობა ყოველთვის ხელის გაწვდენაზე არსებობდა, ახლა
მხოლოდ ფიქრებისთვის ხორცშესხმა იყო საჭირო.
– დედაჩემს ჩანთა სულ სადღაც უგდია და ფულსაც არ უფ-
რთხილდება.
154 მკითხველთა ლიგა
სიმართლეს ვამბობდი. სახლში ფულს თითქმის ყველგან
ვპოულობდი: უჯრებში, მაგიდაზე, სააბაზანოს კარადაში. დედა
ჯიბის ფულსაც მაძლევდა და ბონუსსაც: ხანდახან დამსახურებუ-
ლად, ხანაც – დაუმსახურებლად. მეუბნებოდა, რამდენიც გჭირ-
დება, აიღეო. მე ყოველთვის მოზომილად ვიღებდი და თუ ხურ-
და მრჩებოდა, უკან ვაბრუნებდი.
– არა, არა, – თქვა სუზანმა და ნამწვი ფანჯრიდან მოისრო-
ლა, – საერთოდ არ ხარ ვალდებული, თუმცა დიდი მადლობა.
კარგი გოგო ხარ, რომ შემომთავაზე.
– მე თვითონ მინდა, – შევეწინააღმდეგე ბავშვურად.
ტუჩები მოკუმა და ჩაფიქრდა. პასუხის მოლოდინმა ჩემი
მღელვარება ერთი-ორად გაამძაფრა.
– არ მინდა, რამე ისეთი გაგაკეთებინო, რასაც ინანებ, – მით-
ხრა ღიმილით.
– არ ვინანებ. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო.
სუზანი ისევ გაჩუმდა, ბოლოს კი გამიღიმა და თავი დამიქნია,
თუ ძალიან გინდა დახმარება, შეგიძლია დაგვეხმაროო.
საიდუმლო მისიამ მე ჯაშუშად მაქცია, დედაჩემი კი – მიზანში
ამოღებულ მსხვერპლად, რომელსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონ-
და, რა ხდებოდა მის თავს. ჩემმა ახალმოფიქრებულმა გეგმამ
ჩვენი ურთიერთობა შეცვალა. ბოდიშიც კი მოვიხადე იმ ჩხუბის-
თვის, რომლის მერეც გარეთ აცახცახებული გავვარდი. დედამ
მხრები აიჩეჩა, მაგრამ ღიმილით მაპატია უხეშობა. სხვა დროს
მისი უადგილო ემოცია შემაწუხებდა, მაგრამ ახალმა ივიმ თავი
სინანულისგან ჩახარა.
– რას გააკეთებდა ჩემს ადგილას სხვა გოგო? – ვეკითხებო-
დი თავს და ვცდილობდი, დედაჩემის კეთილგანწყობა დამებრუ-
ნებინა.
ჩემს ერთ ნაწილს ძალიან სიამოვნებდა მთელი ეს წარმოდ-
გენა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მშობლის გავლენას
155 მკითხველთა ლიგა
საბოლოოდ დავაღწიე თავი. ყოველ წამს ვცრუობდი, ყველა
სიტყვასა თუ მზერაში. ახლა, როცა საკუთარი საიდუმლოებები
მქონდა (რანჩო, სუზანი, რასელთან გატარებული ღამე), დედა-
ჩემს შეეძლო ჩემი ძველი ცხოვრების ნარჩენებს დაჰპატრონე-
ბოდა. ისინი აღარაფერში მჭირდებოდა.
– რა ადრე მოხვედი? მეგონა, ისევ კონისთან რჩებოდი, –
მომაძახა შორიდან.
– რაღაც არ მომინდა, – ვუპასუხე მე.
კონის ხსენებამ მიწაზე დამანარცხა და აღმოვაჩინე, რომ
მშიოდა. მიწიერი შეგრძნებების დაბრუნებამ ცოტა გამაკვირვა.
როგორც ჩანს, ჩემს ორგანიზმზე სულისა და გონების საოცარი
მდგომარეობა ჯერ არ ასახულიყო. არადა, მინდოდა, მთელ სამ-
ყაროს ეგრძნო, როგორ შევიცვალე. ნივთები და ადამიანები ისე
გადაწყობილიყვნენ, ჩემს მყარ წარმოდგენებში ახლად გაჩენი-
ლი ბზარები თამამად გამოეჩინათ.
– კარგია, რომ დაბრუნდი, – თბილად შემხვდა დედა, – რამ-
დენი ხანია, ერთად არ გვისადილია. თუ გინდა, გუფთას ან ბიფ-
სტროგანოვს გავაკეთებ. რომელი გირჩევნია?
მისმა შემოთავაზებამ სასიამოვნოდ გამაბრუა. პროდუქტებს
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ყიდულობდა, ისიც მხოლოდ
მაშინ, თუ ჯგუფიდან დაბრუნებულს ჩემი დატოვებული წერილი
დახვდებოდა. ხორცს სახლში თითქმის არასდროს ვამზადებ-
დით. სალი დედაჩემს არწმუნებდა, ხორცის ჭამა იგივეა, რაც
ცხოველის შიშის ჭამა, შიშის ჭამა კი წონის მატებას იწვევსო.
– გუფთა კარგი იქნებოდა, – ვუთხარი და თვალი ავარიდე.
არ მინდოდა, დამენახა, როგორ გააბედნიერა ჩემმა პასუხმა.

156 მკითხველთა ლიგა


***
დედამ სამზარეულოში რადიო ჩართო და სახლი მსუბუქი,
დამამშვიდებელი ნოტებით აივსო. ნაზი ხმა ალმასის ბეჭდებზე,
ცივ ნაკადულებსა და ვაშლის ხეებზე გვიამბობდა. ასეთი მუსიკა
ბავშვობაში მომწონდა. კონის ან სუზანს რომ მოესმინათ ეს სიმ-
ღერები, ალბათ დამცინებდნენ, მაგრამ ძველმოდური, მხიარუ-
ლი თემის გაგონებისას ყველა უსიამოვნება მავიწყდებოდა. დე-
და ღიღინით ჰყვებოდა იმ ნაწილებს, რომელთა ტექსტიც იცოდა.
რთული იყო მისი თეატრალური ენთუზიაზმი არ გადაგდებოდა.
ფეხები განზე – ჯირითის გაკვეთილებიდან შემორჩენილი ჩვევა.
ბავშვობის სურათებზე დედა პრიალა არაბულ ცხენზე ამხედრე-
ბულიყო და ამაყად იღიმოდა. საყელოზე დამაგრებული
ბრჭყვიალა თვლები დიდებული არენის განათებას ირეკლავდა.
წლების წინ დედაჩემი მიუწვდომელი და საინტერესო მეჩვე-
ნებოდა. მოკრძალებას ვგრძნობდი, როცა ვაკვირდებოდი, რო-
გორ გადაადგილდებოდა სახლში, როგორ დააფრატუნებდა სა-
შინაო ფეხსაცმელს და აფრიალებდა ხალათს. ერთი სული
მქონდა, მისი ძვირფასეულობის უჯრაში ჩავმძვრალიყავი და
თითოეულ სამკაულზე პატარა ისტორია მომესმინა.
სახლი საგულდაგულოდ იყო დასუფთავებული. ფანჯრებს
მიღმა ბნელი ღამე წვებოდა. მსიამოვნებდა რბილ ხალიჩაზე
ფეხშიშველა სიარული, თუმცა თავს დამნაშავედ ვგრძნობდი
დახვეწილი და მდიდრული ბინის გამო. მრცხვენოდა, რომ ასე
უზრუნველად ვცხოვრობდი და შემეძლო გაპრანჭულ--
დალაგებულ სამზარეულოში ჩამოვმჯდარიყავი ჭიქა ყავაზე. ნე-
ტავ, რას აკეთებდნენ ამ მომენტში სუზანი და სხვები? გონება
დავძაბე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე.
– რას შვრება კონი? – დედა ხელნაწერ რეცეპტებში იქექებო-
და.

157 მკითხველთა ლიგა


– რა ვიცი, კარგად არის, – ამას ტყუილიც არ ეთქმოდა. ალ-
ბათ მართლაც კარგად იყო და აკვირდებოდა, როგორ უქაფდე-
ბოდა მეი ლოპესს საუბრისას ბრეკეტები.
– ხანდახან აქაც მოიყვანე ხოლმე. ამ ბოლო დროს სულ იქ
ხართ და უხერხულია.
– მამამისისთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ წუხდება.
– ჰო, მაგრამ მომენატრა, – თქვა დედამ, მიუხედავად იმისა,
რომ კონი დიდად არ ეხატებოდა გულზე, – პალმ სპრინგში წავი-
დეთ ერთად ან რამე დავგეგმოთ.
ჩანდა, შემოთავაზებამდე დიდხანს ფიქრობდა ამ საკითხზე. –
არ ვიცი, კონის თუ ეცლება.
არადა, კარგი იქნებოდა. მე და კონი მზით გამთბარი მანქა-
ნის უკანა სავარძელზე მოვკალათდებოდით და ინდიოს ძროხე-
ბის რძისგან დამზადებულ კოქტეილს მოვწრუპავდით.
– თუ გინდა, რამდენიმე კვირის მერე წავიდეთ. ოჯახური გა-
სეირნება მოვაწყოთ, უბრალოდ, ხომ იცი... – პაუზა, – ფრენკიც
უნდა წამოვიდეს.
თვალებში სისხლი მომაწვა.
– შენთან და შენს საყვარელთან ერთად არსად არ წამოვალ.
დედამ მშრალად გამიღიმა. რადიოში ქალი ხმამაღლა გა-
კიოდა.
კიდევ ერთხელ სცადა, ჩემთვის ყველაფერი აეხსნა:
– ძვირფასო, როგორ ვიცხოვრებთ ერთად, თუ...
– რააა? – ხმა ვერ დავიმორჩილე. ვიცოდი, ამ ბავშვური,
პრეტენზიული ტონით ვერაფერს მივაღწევდი, მაგრამ სხვა გზა
არ მქონდა.
– იმას არ ვამბობ, რომ ხვალიდან ერთად ვიცხოვრებთ, მაგ-
რამ მომავალში... – ტუჩები მაგრად მოკუმა.

158 მკითხველთა ლიგა


– კი მაგრამ, ამ სახლში ხომ მეც ვცხოვრობ, – პირიდან დუჟი
გადმომდიოდა, – როდის აპირებდი ამ ყველაფრის თქმას? თუ
მერე უნდა გამეგო, როცა გადმოვიდოდა?
– ივი, შენ თოთხმეტი წლის ხარ.
– და მერე რა!
– ერთი წამით მომხედე, – დედამ ხელები იღლიებში შეიწყო,
– არ ვიცი, რატომ ხარ ასეთი უხეში, მაგრამ დროა, შეწყვიტო,
თანაც სასწრაფოდ.
მისი დაუფარავი გაბრაზება ჩემში ბიოლოგიურ ზიზღს იწვევ-
და, როგორც რკინის სუნი, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი, როცა
მენსტრუაცია ჰქონდა.
– აქამდე ვცდილობდი, თავაზიანად მოგპყრობოდი. თუ შეამ-
ჩნიე, შენი მეგობარიც დავპატიჟე. რატომ არ შეგიძლია, ნორმა-
ლურად მიიღო ეს ყველაფერი?
მისი შემოთავაზება ზურგში დანის ჩარტყმას ჰგავდა. აი,
თურმე რატომ უნდოდა სადილის გაკეთება. უბრალოდ, ცუდი ამ-
ბის სათქმელად მამზადებდა. მართლა ეგონა, რომ ერთი კერ-
ძით მომთაფლავდა?
– ფრენკი სირია, – მივახალე პირდაპირ.
სახე წამოუწითლდა, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა.
– სიტყვები აკონტროლე, ივი. ეს ჩემი ცხოვრებაა, გესმის?
მეც ვიმსახურებ ბედნიერებას და შენ უფლება არ გაქვს, დამიშა-
ლო. გასაგებია თუ არა?
დედაჩემი ბედნიერებას კი არა, ზუსტად იმ უსახურ ცხოვრე-
ბას იმსახურებდა, რომელიც ჰქონდა. ეჭვებითა და ვარაუდებით
უნდა დატანჯულიყო.
– წარმატებას გისურვებ ფრენკთან, – ამოვღერღე მე.
– რას გულისხმობ? – თვალები სიავისგან დაუვიწროვდა.
– რა მნიშვნელობა აქვს? – უმი ხორცის სუნი ნესტოებში მი-
ღიტინებდა, – ნუ შეწუხდები, აღარ მშია.
159 მკითხველთა ლიგა
რადიოში ისევ პირველ სიყვარულსა და მდინარესთან ცეკვა-
ზე მღეროდნენ. ხორცი უკვე გამლღვალი იყო, ასე რომ, დედა-
ჩემს მაინც მოუწევდა საჭმლის მომზადება, თუმცა არავინ შეჭამ-
და.
ამის მერე აღარ გამჭირვებია თავი დამერწმუნებინა, რომ
ყველაფრის უფლება მქონდა. რასელი ამბობდა, ადამიანები
ეგოისტები არიან და სიყვარული არ შეუძლიათო. მეც მთელი
გულით ვეთანხმებოდი. დედაჩემს ეს განმარტება მშვენივრად
ესადაგებოდა. პრინციპში, პორტოფინოს აპარტამენტებში მყუდ-
როდ მოწყობილ მამაჩემსაც. გარემოებების გათვალისწინებით,
ჩემი გეგმა სამართლიანად მეჩვენებოდა. მოპარული ფული
ნაწილ-ნაწილ, მცირედით მაინც აანაზღაურებდა ჩემი ცხოვრე-
ბის დაკარგულ ნაწილს. თუმცა ისიც არ ვიცოდი ზუსტად, მეკუთ-
ვნოდა თუ არა რამე. კონისთან მრავალწლიანი მეგობრობის
დარღვევას რამდენიმე საათი დასჭირდა, პიტერს კი არც არას-
დროს ვადარდებდი. მისთვის, უბრალოდ, მომაბეზრებელი ბავ-
შვი ვიყავი, რომელიც აღტაცებას ვერ ზომავდა და ფეხდაფეხ
დაჰყვებოდა.
დედაჩემის გულგრილობა ფულის მიმართ ერთდროულად
მაცოფებდა და ხელს მაძლევდა. ჩანთას სულ სხვადასხვა ად-
გილზე დებდა, თითქოს ფულს სერიოზულად არც კი აღიქვამსო.
მიუხედავად ამისა, მის საფულეში ჩაძრომა მაინც მაწუხებდა –
მეგონა, დედაჩემის ტვინში ვაფათურებდი ხელებს. ჩანთაში და-
ლექილი ნაგავი ზედმეტად პირადული იყო: კანფეტის შეფუთვა,
მანტრას ბარათი, ჯიბის სარკე, სახის კრემი ჩამუქებული
უპეებისთვის. ათი დოლარი ამოვაძვრინე და შორტებში დავმა-
ლე. თუ შემამჩნევდა, ვეტყოდი, მაღაზიაში მივდიოდი-მეთქი.
რატომ არ დამიჯერებდა? მართალია, მისი ქალიშვილი ნიჭიერე-
ბით არ ბრწყინავდა, მაგრამ ბოროტმოქმედიც არ ეთქმოდა.

160 მკითხველთა ლიგა


სინანულის ნატამალსაც კი ვერ ვგრძნობდი. პირიქით, მიმაჩ-
ნდა, რომ „სწორად“ ვიქცეოდი. სითამამე, რომლის გამომუშავე-
ბაც მინდოდა, რანჩოზე აუცილებლად გამომადგებოდა. ვცდი-
ლობდი, ისეთ გოგოდ გარდავქმნილიყავი, რომელიც დასახულ
მიზანს ყოველთვის აღწევს. გარდა ამისა, მოპარული ათდოლა-
რიანი დამეხმარებოდა, მეორე დღეს დედაჩემისთვის თავაზიანი
ღიმილი შემეგებებინა და ისე შემეხედა, თითქოს ერთმანეთის-
თვის ის საშინელი სიტყვები არასდროს გვითქვამს. აღარც იმაზე
ვიდარდებდი, თუ გაუფრთხილებლად დაიწყებდა ჩემთვის თმის
შესწორებას.
– რამდენჯერ უნდა გითხრა, თვალებს ნუ მალავ-მეთქი, – მის
სუნთქვას პირდაპირ სახეზე ვგრძნობდი, თითები კი შუბლზე მე-
ხებოდა.
ადრე ალბათ უხეშად მოვიშორებდი ან უკან დავიხევდი, მაგ-
რამ ახლა გმირულად ვიდექი.
– აჰა, – დაასკვნა ბოლოს კმაყოფილი სახით, – ასე არ ჯობი-
ა?!
აუზში ცურვისას ფული ერთი წამითაც არ დამვიწყებია. მხრე-
ბით მზეს ვეფიცხებოდი, თუმცა გონებით პატარა საფულეში ჩაწ-
ყობილ კუპიურებს დავტრიალებდი. მსიამოვნებდა ფულის რამ-
დენჯერმე გადათვლა. ყოველი ახალი ხუთ თუ ათდოლარიანი
პატარა გამარჯვებად მეჩვენებოდა. უფრო ტკიცინა ბანკნოტებს
ზემოთ ვდებდი, რომ მთელი შეკვრა ლამაზი გამოჩენილიყო.
წარმოვიდგენდი, როგორ გაბედნიერდებოდნენ სუზანი და რასე-
ლი, როცა შეგროვილ თანხას გადავცემდი.
ჩაყვინთვის დროს თვალები დახუჭული მქონდა და მხოლოდ
მაშინ გავახილე, როცა ხეებში ფაჩუნი გავიგონე. თავიდან ირემი
მეგონა და გავიყურსე. არ შემშინებია – ჩვენს სახლში უცხო
ადამიანი არასდროს შემოჭრილა. უცებ ხეებიდან მოზრდილი

161 მკითხველთა ლიგა


ძაღლი გადმოხტა, აუზის კიდესთან დადგა და ხმამაღლა დაიწყო
ყეფა.
მთლიანად დაწინწკლულ-დალაქავებული დალმატინელი
იყო – ჩვენი მეზობლების, დუტონების ძაღლი. ხმამაღლა, შემაშ-
ფოთებლად ყეფდა. დუტონების შესახებ ბევრი არაფერი ვიცო-
დი: კაცი კომპოზიტორი იყო და ერთ-ერთი ცნობილი ფილმის
საუნდტრეკი ეკუთვნოდა. ამ მელოდიას ცოლი ხუმრობით მღე-
როდა ხოლმე, როცა წვეულებებს აწყობდნენ. ჩემზე პატარა ბიჭი
ჰყავდათ, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეზოში სათამაშო ავ-
ტომატით დარბოდა, ძაღლის სახელი არ მახსოვდა.
– გადი, – შევასხი წყალი შორიდან. ამოსვლა მეზარებოდა, –
წადი რა!
ძაღლი ფეხსაც არ იცვლიდა.
– გადი, – დავუყვირე უფრო ხმამაღლა და მანაც უფრო აქ-
ტიურად მიპასუხა ყეფით.
სხვა გზა არ იყო, სველ ბიკინიზე შორტი ამოვიცვი და დუტო-
ნების სახლისკენ გავემართე. ტერფები ხისძირიან სანდლებში
მისხლტებოდა. ძაღლის საბელი ხელზე მქონდა დახვეული, თმი-
დან კი წვეთები ჩამომდიოდა. კარი ტედი დუტონმა გააღო. თერ-
თმეტი ან თორმეტი წლის იქნებოდა, ფეხები მთლიანად ნატკე-
ნებითა და ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. წინა წელს ხიდან
ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. დედაჩემმა მიიყვანა საავადმყო-
ფომდე და მერე ცალკე მითხრა, ჩემი აზრით, მშობლები ზედმე-
ტად დიდხანს ტოვებენ სახლში მარტოსო. დიდი დრო ტედისთან
არ გამიტარებია. მხოლოდ სამეზობლო წვეულებებზე ვხვდებო-
დით, სადაც თვრამეტ წელს მიუღწეველ ყველა ბავშვს ერთსა და
იმავე სულელურ მარშში გვრთავდნენ. ტედის ველოსიპედით სა-
ხანძრო გზაზე ქროლა უყვარდა და ერთ სათვალიან ბიჭთან მე-
გობრობდა. ერთხელ ქუჩაში პატარა კნუტი იპოვა და მაისურში
ჩამალულს დაატარებდა აქეთ-იქით. კნუტს წირპლიანი თვალე-
162 მკითხველთა ლიგა
ბი ჰქონდა, თუმცა ტედის დედობრივ მზრუნველობას ეს ფაქტი
წინ ვერ აღუდგებოდა. გამიხარდა, როცა მოფერების უფლება
მომცა. იმ დღეს ბოლოჯერ ველაპარაკე.
– ძაღლი მოგიყვანე, – ვუთხარი ტედის.
ისე შემომხედა, თითქოს მთელი ცხოვრება მეზობლები არ
ვყოფილიყავით. მისმა სიჩუმემ ცოტათი შემაღონა.
– ჩვენს ეზოში გადმოვიდა. ეტყობა, გაქცევა უნდოდა, – გან-
ვაგრძე მე.
ტედის წამი დასჭირდა ასალაპარაკებლად, თუმცა სანამ ხმას
ამოიღებდა, მკერდზე მომაშტერდა. დაპატარავებული საცურაო
კოსტიუმი უფრო დიდ ძუძუებს მიჩენდა. ტედიმ დაინახა, რომ მეც
შევამჩნიე და უფრო აღელდა. ძაღლს დაუბღვირა და საყელოში
ჩასჭიდა ხელი.
არასდროს შემიმჩნევია, რომ ტედის მოვწონდი, ან იქნებ არც
მოვწონდი. ბოლოს როცა ვნახე, მაისური მეცვა და ბევრად პა-
ტარა ძუძუები მქონდა. მისი თავშეუკავებელი ყურადღება ძალი-
ან მსიამოვნებდა. ერთხელ ვიღაც კაცმა მე და კონის თავისი ასო
დაგვანახვა კინოთეატრის ტუალეტთან. თავიდან სახეზე შევხე-
დე და ვერ მივხვდი, რატომ აღებდა პირს თევზივით, თითქოს
ჰაერი არ ჰყოფნისო. მერე კი დავინახე, რომ შარვლიდან პენისი
გადმოეგდო. ისე გვიყურებდა, თითქოს დაფაზე მისაჭედებლად
გამზადებული პეპლები ვყოფილიყავით. კონიმ მაგრად ჩამჭიდა
ხელი და გავიქეცით. ნაყინის ბურთულები ხელში გვადნებოდა.
მერე, როცა სული მოვითქვით, ერთმანეთს ჩვენი ზიზღი სხვა-
დასხვა სიტყვით გავუზიარეთ, თუმცა რამდენადაც შეძრწუნებუ-
ლები ვიყავით, იმდენად გვსიამოვნებდა. ერთხელ პატრიცია
ბელმა სწორედ ასეთი სიამაყით მკითხა, თუ დაინახე, რომ მის-
ტერ გარისონს მთელი გაკვეთილია თვალი არ მოუცილებიაო?!
– თათები სულ სველი აქვს, – ვუთხარი ტედის, – იატაკს დას-
ვრის.
163 მკითხველთა ლიგა
– მშობლები სახლში არ არიან. რა მნიშვნელობა აქვს, – ტე-
დი შემოსასვლელში უხერხულად იდგა, თითქოს ჩემგან ინი-
ციატივის გამოჩენას ელოდებოდა. ალბათ ფიქრობდა, რომ
დროს ერთად გავიყვანდით.
იმ უიღბლო ბიჭებს ჰგავდა, რომლებსაც მაინცდამაინც მაშინ
იძახებენ დაფასთან, როცა უნებლიე ერექცია აქვთ. რამ გააშტე-
რა ასე? ასე ძალიან მეტყობოდა, რომ რაღაც სექსისმაგვარი გა-
მოვცადე?
– მე წავალ, – ვთქვი და სიცილი ძლივს შევიკავე. ტედი საცო-
დავი თვალებით მიყურებდა.
ასე ადვილად არ უნდოდა ჩემი გაშვება. ჩაახველა და თავისი
ხმის ყველაზე ბოხი ვერსია მოირგო:
– ბოდიში, თუ ტიკიმ შეგაწუხა.
ნეტავ რატომ გავიფიქრე, რომ ტედის გაცურებას იოლად შევ-
ძლებდი? რაღა მაინცდამაინც ეს გამახსენდა? მართალია, ბუ-
ნიობის შემდეგ მხოლოდ ორჯერ ვიყავი რანჩოზე, მაგრამ ახალი
მსოფლმხედველობა უკვე იკიდებდა ფეხს ჩემში. რასელი ამბობ-
და, რომ საზოგადოება ჩვეულებრივი, ზედაპირული ადამიანე-
ბით არის სავსე, რომლებიც კორპორაციულ ინტერესებს ემორ-
ჩილებიან და ისევე ადვილად იმართებიან, როგორც წამლებით
დაშტერებული ლაბორატორიის მაიმუნები. რანჩოს მცხოვრებ-
ლები სულ სხვა დონეზე ფუნქციონირებდნენ და დამკვიდრებულ
წესებს ებრძოდნენ, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ, როცა უფრო დი-
დი მიზნებისთვის „ჩვეულებრივი ადამიანების“ გაცურება იყო
საჭირო? რასელის აზრით, როგორც კი ძველ კონტრაქტს გადა-
ხევდი, იმ სიყალბისგან თავისუფლდებოდი, რომელსაც მორა-
ლი და საზოგადოებრივი თანაცხოვრება ერქვა. არ არსებობდა
სწორი და არასწორი საქციელი. ეს კონცეფციები სხვა არაფერი
იყო, თუ არა ძველი რეჟიმის ძალაგამოცლილი სიმბოლოები.

164 მკითხველთა ლიგა


ტედის ვთხოვე, რამე დამალევინე-მეთქი. ყველაფერს ველო-
დი, ლიმონათს, კოლას, წვენს – ყველაფერს, გარდა იმისა, რაც
მომიტანა. ფორთოხლის წვენში გარეული არაყი იყო. ხელები
უკანკალებდა, როცა ჭიქა გამომიწოდა.
– ხელსახოცი გინდა?
– არა, – მისი ყურადღება იმდენად იყო ჩემზე მოპყრობილი,
თავს შიშვლად ვგრძნობდი. სულ ახალი ნასწავლი მქონდა, რო-
გორ მიმეღო ღირსეულად ჩემკენ მომართული მზერა. დიდი
ყლუპი მოვსვი. ჭიქა თითქმის მთლიანად არყით იყო სავსე,
ფორთოხლის წვენი მხოლოდ ფერისთვის ჩაემატებინა. ხველე-
ბა ამიტყდა.
– მშობლებმა იციან, რომ სვამ? – ვკითხე და პირი მოვიწმინ-
დე.
– ისე ვიქცევი, როგორც მინდა, – აღნიშნა ამაყად, თუმცა
ყოყმანით. ეტყობოდა, შესაფერის სიტყვებს ეძებდა. უცნაური
იყო იმის ყურება, რა ძალისხმევას იჩენდა საუბრის გასაგრძე-
ლებლად, შესაბამისი სიტყვების საპოვნელად, როცა მე მისი ყუ-
რადღება საერთოდ არ მადარდებდა. ნუთუ ამას გრძნობდა პი-
ტერი ჩემთან ურთიერთობისას? ჩემი ახალმოპოვებული ძალა-
უფლება ერთდროულად სასიამოვნო და სევდიანი მომეჩვენა.
ტედი ჩემზე ორი წლით თუ იქნებოდა უმცროსი, მაგრამ მაშინ ეს
მნიშვნელოვან განსხვავებად ითვლებოდა. დაჭორფლილი სახე
ასჭარხლებოდა, ლოყები გავარვარებოდა. კიდევ ერთხელ მოვ-
სვი ჭიქიდან.
– მოსაწევიც მაქვს, თუ გინდა, – შემომთავაზა გაუბედავად.

165 მკითხველთა ლიგა


***
ტედი თავის ოთახში შემიძღვა და თვალებში მიყურებდა, სა-
ნამ მე მის ბიჭურ კოლექციას ვათვალიერებდი. ყველა ნივთი გა-
მოსაჩენ ადგილას დაედო, თუმცა ძირითადად ხარახურა იყო:
გემის კაპიტნის გაფუჭებული საათი, მივიწყებული ფერმა ჭიან-
ჭველებისთვის, დამახინჯებული და ობმოდებული; ნაწილობრივ
დამტვრეული ისრის თავი, ჩაძირული განძივით მწვანე ნისლით
დაბურული ძველი მონეტებით სავსე ქილა. სხვა დროს ალბათ
ტედის გავაღიზიანებდი. ვკითხავდი, სად მოაგროვა ამდენი
უსარგებლო ნივთი და მოვუყვებოდი, როგორ ვიპოვე ობსი-
დიანისგან დამზადებული მჭრელი თავი, იმდენად გალესილი,
რომ კანს ჩვეულებრივად გაჭრიდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ქედ-
მაღლური გულგრილობის შენარჩუნება სჯობდა. სწორედ ასე იქ-
ცეოდა სუზანი პარკში, როცა პირველად ვნახე. უკვე ვგრძნობ-
დი, სხვა ადამიანების აღტაცება მეც მაკისრებდა პასუხისმგებ-
ლობას. ტედიმ ლეიბის ძირიდან ერთჯერადი პარკი გამოაძვრი-
ნა, რომელშიც ყავისფერი, დაქუცმაცებული და გათელილი ბა-
ლახი იდო. თვალის ერთი შევლებითაც ცხადი იყო, ამისგან არა-
ფერი გამოვიდოდა.
– ამას ვერ მოვწევ. ჭუჭყს ჰგავს. გმადლობ, – გავიცინე მე.
ტედის ეწყინა და პარკი ღრმად ჩაიტენა ჯიბეში. არ ელოდა,
რომ გამარჯვების ბილეთი ასეთ წარუმატებლობას მოუტანდა.
ნეტავ რამდენი ხანი იდო ეს მოსაწევი ლეიბის სიმძიმის ქვეშ და
სინათლის შუქზე გამოსვლას ელოდა? უეცრად ტედი შემეცოდა,
საყელომორღვეულ ზოლიან მაისურში უიღბლო მეზღვაურს
ჰგავდა. ჩემს ერთ ნაწილს წასვლა უნდოდა: ცარიელი ჭიქა უნდა
დამედო, გულგრილი მადლობა გადამეხადა და სახლისკენ ამე-
ღო გეზი, მაგრამ დავრჩი. პატარა მასპინძელი თვალს არ მაცი-
ლებდა, თითქოს გვერდზე თუ გაიხედავდა, მეც ავორთქლდებო-
დი.
166 მკითხველთა ლიგა
– შემიძლია ნამდვილი მოსაწევი გიშოვო, თუ გინდა, – ვუთ-
ხარი მე, – ჩემი ტიპი მყავს.
იმდენად გაუხარდა, ცოტა შევშფოთდი:
– მართლა?
– ჰო, აბა, – საცურაო კოსტიუმის ბრეტელი შევისწორე და შე-
ვამჩნიე, როგორ გადამირბინა მისმა მზერამ კიდევ ერთხელ, –
ფული თან გაქვს?
სამი დოლარი ჰქონდა ჯიბეში. დაკუჭული ქაღალდები
დაუფიქრებლად გამომიწოდა. გამოვართვი და ვიგრძენი, ჩემმა
მადამ გაიღვიძა. დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, გამეგო,
რამდენის მიღებას შევძლებდი ტედისგან. ასეთი შეთანხმება სა-
მართლიანი მეჩვენებოდა. თუკი ლამაზად და სასურველად
მთვლიდა, რატომ არ უნდა გადაეხადა ამ ყველაფერში ფული?
ბიჭები აქამდე სრულიად უფასოდ მაგრძნობინებდნენ ხოლმე
თავს დამცირებულად და უხერხულად, ამ ფორმით შეთანხმება
რამე სარგებელს მაინც მომიტანდა.
– მშობლებზე რას იტყვი? არ ექნებათ ფული სადმე გადანახუ-
ლი?
კითხვებით სავსე თვალები შემომანათა.
– სახლში ხომ არ არიან, – ამოვიოხრე მოუთმენლად, – რაზე
დარდობ?
ტედიმ ჩაახველა და ეცადა, სერიოზული გამომეტყველება
მიეღო:
– მოიცა, ვნახავ.
ზედა სართულზე გადავინაცვლეთ. ტიკი ფეხებში გვებლანდე-
ბოდა, თითქოს აინტერესებდა, რა მოხდებოდა. საძინებელში
უფრო ბნელოდა, ვიდრე სახლის დანარჩენ ნაწილებში. ოთახი
ჩემთვის ნაცნობი (დამდგარი წყალი მინის ჭიქაში, პრიალა თა-
როზე ჩალაგებული სუნამოები) და უცნობი (კუთხეში მიგდებუ-
ლი მამამისის შარვალი, ხავერდგადაკრული ჩამოსაჯდომი)
167 მკითხველთა ლიგა
ელემენტებისგან შედგებოდა. გული ხმამაღლა მიცემდა. ტედიც
ღელავდა. გარეთ ნათელი, მცხუნვარე მზე ანათებდა და ჩვენს
დანაშაულს კიდევ უფრო სამარცხვინო საბურველში ხვევდა. ამ
დროს აქ არ უნდა ვყოფილიყავით.
ტედი კუთხის კარადასთან მივიდა და გამოაღო. მეც ფეხდა-
ფეხ მივყევი. თუ მასთან ახლოს დავდგებოდი, თავს გარეშე პი-
რად აღარ ვიგრძნობდი. ბიჭი თითის წვერებზე აიწია და ზედა
თაროდან მუყაოს ყუთი ჩამოიღო. სანამ ნივთებში იქექებოდა,
მე საკიდებზე განთავსებულ ტანსაცმელს ვათვალიერებდი. დე-
დამისს გამჭვირვალე ბაფთიანი ბლუზები და ტვიდის მკაცრი პი-
ჯაკები მოსწონდა. საკარნავალო კოსტიუმების გარდერობი გე-
გონებოდა. სპილოსძვლისფერ ზედას ფრთხილად შევეხე და გა-
მახსენდა, რომ დედაჩემს ზუსტად ასეთი ჰქონდა. „მაგნინის“
ნაცნობი იარლიყი თითქოს საყვედურით მიყურებდა. ხელი ცი-
ვად გავუშვი.
– უფრო სწრაფად ვერ იზამ? – დავუსისინე ტედის, რომელ-
მაც რაღაც ამოიზმუვლა და ჩხრეკა გააგრძელა. ბოლოს და ბო-
ლოს, ფულის შეკვრას მიაგნო.
აკანკალებული ხელით გამომიწოდა, დაითვალეო.
– სამოცდახუთია, – ვუთხარი მე. შეკვრა შევასწორე და ისე
გადავკეცე, რომ უფრო სქელი გამოჩენილიყო.
– საკმარისია? – მისმა ტონმა მაგრძნობინა, რომ შემეძლო
მეტიც მომეთხოვა. კინაღამ ვუთხარი, ძებნა გააგრძელე-მეთქი.
ახალმოპოვებული ძალაუფლებით ვტკბებოდი, ვამოწმებდი, სა-
დამდე ვრცელდებოდა ჩემი გავლენა. უეცრად ოთახში ტიკი შე-
მოიჭრა და ტედის ფეხებზე მიელაქუცა. ენაც კი ხალებით ჰქონ-
და დაფარული. დანაოჭებული ვარდისფერი ხორცი ალაგ-ალაგ
ჩაშავებულიყო.
– საკმარისია, – ვუთხარი ტედის და ფული ჯიბეში შევინახე.
ნესტიან შორტზე ქლორის სუნი ამდიოდა.
168 მკითხველთა ლიგა
– როდის მივიღებ საქონელს? – მკითხა ტედიმ.
აღარც კი მახსოვდა, რომ ფულის სანაცვლოდ მოსაწევს დავ-
პირდი. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად,
რომ მის ცხოვრებაში ახლა უკვე მნიშვნელოვანი პოზიცია მეჭი-
რა: მისთვის ბალახი უნდა მეშოვა. ჩემი დაბნეული გამომეტყვე-
ლება რომ შენიშნა, ტედიმ უკან დაიხია: განა მეჩქარება, უბრა-
ლოდ, მაინტერესებს, როდის ველოდო. თუ დრო არის საჭირო,
დავიცდიო, დაამატა.
ტიკი თავისი ცნობისმოყვარე ცხვირით ფეხებს შორის შემიძ-
ვრა. თავი იმაზე უხეშად გავაწევინე, ვიდრე ვგეგმავდი. ხელი
გამჭვირვალე ლორწომ დამისველა.
– ასე ზუსტად ვერ გეტყვი. წესით, დიდი დრო არ უნდა დას-
ჭირდეს. გაგაგებინებ, მოკლედ.
ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი ოთახიდან.
– კარგი, – დამთანხმდა უხალისოდ.
დამშვიდობებისას უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მე
ვყოფილიყავი აქაურობის ბატონ-პატრონი, ტედი კი – უბრა-
ლოდ, სტუმარი. გარეთ გამოსვლამ ყველა ეჭვი გამიფანტა. მი-
ლებს შორის ქარი წუოდა. მზე, ხეები და გადახუნებული გორა-
კები თავისუფლებას მპირდებოდნენ, ჯიბეში კი ორად გადაკეცი-
ლი ფულის სქელი შეკვრა მედო. უეცრად უმანკო, იმპულსური
ტედი ძალიან შემეცოდა. მის მიმართ ისეთი აუხსნელი სინაზე
ვიგრძენი, როგორსაც უფროსი დები გრძნობენ უმცროსი ძმების
მიმართ. გამახსენდა, როგორ პატრონობდა წირპლიან კნუტს.
– შევხვდებით, – ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
ჩემი თავით და ამ ჟესტის უცოდველობით უზომოდ კმაყოფი-
ლი ვიყავი, სანამ არ შევამჩნიე, როგორ გადადგა ტედიმ ნაბიჯი
უკან, თითქოს რაღაცის შეეშინდაო. ფეხებს შორის ჯინსი საცო-
დავად ამოჰბურცვოდა.

169 მკითხველთა ლიგა


7

რანჩომდე მიმავალი თიხიანი გზის დაფარვა ჩემი ველოსიპე-


დისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. გზის ამ ნაწილზე იშ-
ვიათად თუ შეხვდებოდით მოტოციკლს ან ცხენების გადასაყვან
ფურგონს. თუ მსუბუქი მანქანა გაივლიდა, როგორც წესი, რან-
ჩოსკენ მიდიოდა და შემეძლო, გაყოლა მეთხოვა. ველოსიპედს
უკანა სავარძელზე ვათავსებდი და ჩაწეული ფანჯრიდან გარეთ
ვაყოფინებდი თავს. მხვდებოდნენ ხელზე პლასტმასის რგოლე-
ბასხმული გოგონები შორტებსა და ხისძირიან სანდლებში, ან
ბიჭები, რომლებსაც გამუდმებით გაურბოდათ აზრები და მიწაზე
გაშტერებული ღიმილით ბრუნდებოდნენ, თითქოს კოსმოსი
მოინახულესო. ერთმანეთთან საუბარიც კი არ გვჭირდებოდა.
ცხადი იყო, ერთსა და იმავე უხილავ სიხშირეზე ვიყავით მომარ-
თულები.
მიჭირდა იმის გახსენება, როგორ ვცხოვრობდი სუზანამდე.
მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ჩემს წინა ცხოვრებაში ადამიანები
და ნივთები უბადრუკ ორბიტებზე მოძრაობდნენ: ერთ-ერთი თა-
ნამგზავრი იყო მაცივრისგან გამყარებული და შეგრილებული
ყვითელი ნამცხვარი, რომელსაც დედაჩემი ჩემს დაბადების
დღეებზე აცხობდა. ცალკე ბრუნავდნენ სკოლის გოგონები,
რომლებსაც პირდაპირ ტროტუარზე დაეყარათ ზურგჩანთები,
ზედ დამსხდარიყვნენ და ლანჩს მიირთმევდნენ. სუზანის გაცნო-
ბის შემდეგ ჩემი ცხოვრება უფრო გამკვეთრდა, აზრებს სიმძაფ-
რე მოემატა და გულმა სხვა სიმძლავრით დაიწყო ფეთქვა. ვიგ-
რძენი, რომ არსებული სამყაროს მიღმა სხვა სამყაროც არსე-
ბობდა, როგორც შემალული პატარა კარი – წიგნის კარადის
უკან. ახლა ვაშლის მიმართაც კი ვგრძნობდი მადლიერებას, თუ
წვნიანი გამოდგებოდა. აღმოვაჩინე, რომ მუხის ფოთლების მო-
170 მკითხველთა ლიგა
ნახაზის სიმკვეთრე ცხელი ჰაერის მოძრაობის დამსახურება
იყო – ისეთი გამოცანების ამოხსნა დავიწყე, რომლებზეც მანამ-
დე არასდროს მიფიქრია.
რანჩოსთან დიდი და მძიმე მოტოციკლეტები ძროხებივით
დაეყენებინათ. ქვის ღობეზე ჯინსისჟილეტიანი კაცები ისხდნენ
და სიგარეტს აბოლებდნენ. ჰაერი ლამების სუნით იყო გაჯერე-
ბული, რომელიც, თავის მხრივ, ერთმანეთში არეული ჩალის,
ოფლისა და მზეზე გამთბარი განავლის სუნებს იტევდა.
– ჰეი, ბაჭიებო, – დაგვიძახა მე და სუზანს ერთ-ერთმა
ბაიკერმა. ტანსაცმელი გამობერილ ღიპზე ასკდებოდა და ფეხ-
მძიმე ქალს ამსგავსებდა. სუზანმა გაუღიმა და კაბის სახელოზე
მომქაჩა.
– თუ დიდხანს იდგები აქ, უბრალოდ, მოგახტებიან, – გაფ-
რთხილების მიუხედავად, თავად მხრები უკან გადასწია, რომ
მკერდი კარგად გამოსჩენოდა. როცა სუზანის მხარს მიღმა გავი-
ხედე, ვიღაც კაცმა ენა გამომიყო და გველივით აასხმარტალა.
– რასელს ბევრი სხვადასხვანაირი მეგობარი ჰყავს, – ჩამ-
ჩურჩულა სუზანმა, – ბაიკერებს ღორები დასანახად ვერ იტანენ,
ამიტომ მათი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
– რატომ?
– იმიტომ რომ, პოლიციელებს რასელი ეზიზღებათ, – ისე
მიხსნიდა, თითქოს ეს თავისთავად ცხადი უნდა ყოფილიყო, –
ყველა სძულთ, ვინც სისტემისგან ხალხის გათავისუფლებას
ცდილობს. როცა ეს ტიპები აქ არიან, მაშინ აქაურობას თავს
არიდებენ ხოლმე. ზოგი ამბობს, ეგ ღორებიც ტყვეები არიანო,
მაგრამ მე სისულელე მგონია. ჯერ მარტო მაგათი დედამოტყნუ-
ლი პრიალა შავი ფეხსაცმელები რად ღირს.
სუზანის სიტყვები იავნანასავით ჩამესმოდა. მიხაროდა, რომ
სამყაროს ძალთა გადანაწილებისას სწორ მხარეს აღმოვჩნდი.
იმ დღეს გვერდიდან არ მოვშორებივარ: ყველგან თან დავყვე-
171 მკითხველთა ლიგა
ბოდი – სამზარეულოში, თავლაში, კოცონთან. მინდოდა, ფული
გადამეცა, მაგრამ შესაფერის მომენტს ვერ ვპოულობდი. შეკ-
ვრის სასიამოვნო სიმძიმეს ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი. ბო-
ლოს ვეღარ მოვითმინე, ხელით მხარზე შევეხე და გვერდზე გა-
ვიყვანე.
– შემიძლია, კიდევ ვიშოვო, – ვუთხარი მთლიანად გაწით-
ლებულმა. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ფული არსებობდა, თუმ-
ცა დიდ იმედს ვიტოვებდი, რომ თანხას ჩემი ხელით გადავცემდი
რასელს. სუზანმა სცენარი ამირია, ხელის მსუბუქი მოძრაობით
გამომართვა ბანკნოტები და თვალით შეაფასა. შევამჩნიე, სა-
სიამოვნოდ გაუკვირდა.
– კარგი გოგო ხარ, – მითხრა მშვიდად და ფული ჯიბეში
შეინახა.
თუნუქის სახურავები მზისგან ვარვარებდა, ჰაერი უფრო და
უფრო მძიმდებოდა. ვიღაცამ სურნელოვანი ჩხირი აანთო. მიწა-
ზე ვისხედით და რასელი თითოეულ ჩვენგანზე რამდენიმე წამით
აჩერებდა მზერას. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, ავფორიაქდი. ამ შეხ-
ვედრას მოუთმენლად ველოდი, თვითონ კი საერთოდ არ გაჰ-
კვირვებია, რომ დავბრუნდი. როგორც ჩანს, ჩემზე უკეთესად
იცოდა, რომ ისევ მნახავდა. სუზანი ნაზად და მსუბუქად მეხებო-
და ზურგზე და ამით გამოკვეთდა, რომ ჩემზე ზრუნავდა. დუმილი
შეთანხმებული და გადამდები იყო, როგორც კინოში ან ეკლე-
სიაშია ხოლმე. სუზანთან სიახლოვე ძალიან მსიამოვნებდა. დო-
ნა თმას იშლიდა და იკრავდა, ნაწილებად ყოფდა და წნავდა. აფ-
ცქვნილ ფრჩხილებს გაყოფილი ბოლოების მოსათვინიერებ-
ლად იყენებდა. რასელი მღეროდა და კოვბოის განასახიერებ-
და, შემოქმედებითი მუხტი ასაკს აკლებდა, მხრებს უმსუბუქებ-
და. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სატელევიზიო შოუს ვუ-
ყურებდი. მის ხმას სასიამოვნოს ვერ დაარქმევდი, მაგრამ იმ
მშვენიერ დღეს, როცა ფეხები მზისთვის მქონდა მიფიცხებული,
172 მკითხველთა ლიგა
შიშველ კანზე კი ბალახების შეხებას ვგრძნობდი – რასელის და-
წერილი მუსიკა რბილად დასრიალებდა ჩემში. რომც მომენდო-
მებინა, ვერ გავინძრეოდი. არ არსებობდა სხვა ადგილი, სადაც
ამაზე უკეთესად ვიგრძნობდი თავს.
რასელმა სიმღერა დაასრულა და სიწყნარე ჩამოწვა. სუზანი
ფეხზე წამოდგა და მისკენ გაემართა. კაბა ჭუჭყისგან გახევებო-
და. რაღაცაზე მოილაპარაკეს, მერე კი სუზანმა ჩემი ნაჩუქარი
დასტა გადასცა. რასელმა ფული ორივე ხელით ჩაიხუტა, თით-
ქოს ლოცავსო, მერე კი ჯიბეში ჩაიდო.
მეგონა, ჩემს მღელვარებას ყველა ამჩნევდა.
რასელი ფეხზე წამოდგა და მოგვმართა:
– მეგობრებო, ალბათ ყველა გრძნობთ, როგორი სიყვარუ-
ლით ვხვდებით რანჩოზე ჩვენს ახალ დებსა და ძმებს, დღეს კი
განსაკუთრებული დღე გვაქვს. ჩვენ მიერ გაცემულმა სიკეთემ
შედეგი მოიტანა. პატარა ივიმ თავისი დიდი გული გვაჩვენა.
ჟრუანტელმა დამიარა. ეს ყველაფერი – დედაჩემის ჩანთაში
ჩაძრომა, დუტონების საძინებლის სიმყუდროვის დარღვევა –
ამად ღირდა. სუზანიც გახარებული ჩანდა და ერთი სული ჰქონ-
და, როდის მომიჯდებოდა ისევ გვერდით. ჩემი მღელვარება ერ-
თიანობის სასიამოვნო შეგრძნებაში გადაიზარდა. ყველას თვა-
ლი ჩემკენ იყო მოპყრობილი და სიყვარული ერთდროულად
რამდენიმე მიმართულებიდან მოდიოდა.
– ივიმ თავისი სული მთელი დიდებულებით წარმოაჩინა, –
აცხადებდა საზეიმოდ რასელი.

173 მკითხველთა ლიგა


***
დღის დანარჩენმა ნაწილმა მზის გულზე თვლემაში ჩაიარა.
გამხდარი ძაღლები სახლის ქვეშ, ხიმინჯებში იმალებოდნენ და
იქ ქოშინებდნენ. ჩვენ ქვის კიბეებზე ვისხედით – სუზანს თავი
ჩემს მუხლებზე ჩამოედო და სიზმრიდან გაურკვეველ ნაწყვე-
ტებს მიყვებოდა. ცოტა ხნით ჩერდებოდა, რომ ფრანგული პური
გაეძიძგნა.
– დამარწმუნეს, ჟესტების ენა ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობდი,
არ ვიცოდი. უბრალოდ, ხელებს ვიქნევდი, მაგრამ იმ კაცებს
ჩვეულებრივად ესმოდათ, რისი თქმა მინდოდა. თითქოს მარ-
თლა ვიცოდი ნიშნების ენა. თუმცა, როგორც მერე გავიგე, ყვე-
ლა თავს იტყუებდა, ვითომ ყრუ იყო. ერთმანეთს ვაბითურებ-
დით: დამსწრეები, მე, მთელი მატარებელი...
სუზანის სიცილი ყველა საჩუქარს მერჩია. ბედნიერი ვიყავი,
რომ ამ ყველაფერს მიზიარებდა, საკუთარ სულში მახედებდა და
მხოლოდ მე მიმხელდა საიდუმლოებებს. ვერ ვიტყვი, რამდენი
ხანი ვისხედით იქ, ნორმალურ ცხოვრებას მოწყვეტილები, მხო-
ლოდ ჩვენ ორნი. მინდოდა დრო შეჩერებულიყო და ყოველთვის
ასე მეგრძნო თავი – განსხვავებულად და განახლებულად, თით-
ქოს მე და სუზანი ერთი და იმავე სიმღერის ნაწილები ვყოფილი-
ყავით.
რასელი ამბობდა, რომ ჩვენ ახალი ტიპის საზოგადოებას
წარმოვადგენდით და ნებისმიერ იერარქიაზე უარი უნდა გვეთ-
ქვა. ჩვენი შექმნილი მომავალი რასიზმისა და უთანასწორობის-
გან დაცლილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ უფრო ღრმა სიყვარულის
მსახურები უნდა ვყოფილიყავით. შეეძლო საათობით ელაპარა-
კა ამ „ღრმა სიყვარულის“ მნიშვნელობაზე. მის ხმაში კალი-
ფორნიის მდელოებში მიტოვებული ნანგრევები გუგუნებდნენ.
როცა ჯდომა გვბეზრდებოდა, ძაღლებივით ვთამაშობდით,
ვკოტრიალობდით და ვიკბინებოდით. მზისგან სუნთქვა გვეკ-
174 მკითხველთა ლიგა
ვროდა. ზრდასრულები არ გვეთქმოდა, რადგან ჩვენს რძისფერ
კბილებს ჯერ კიდევ არ შეეგრძნოთ ბევრი რამ. იმას ვჭამდით,
რასაც წინ დაგვიდებდნენ: ფაფასავით ჩასქელებულ შვრიას,
გამხმარ პურზე გადასმულ კეტჩუპს, ქილიდან გადმოღებულ
ფარშს, ან თუნდაც, ნესტიან კარტოფილს.
– მის 1969, – ასე მეძახდა სუზანი, – ჩვენი საკუთარი მის
1969.
ახალ სათამაშოსავით მექცეოდნენ. რიგრიგობით მელაპარა-
კებოდნენ, მიწნავდნენ თმას და ახალ კაბებს მაძლევდნენ გასა-
სინჯად. მეხუმრებოდნენ სკოლა-ინტერნატზე, თეთრ სუფთა წინ-
დებსა და ცნობილ ბებიაზე, რომლის სახელი და გვარიც ზოგი-
ერთისთვის უცხო არ იყო. ზოგი უკვე რამდენიმე თვეს ან წელსაც
კი ატარებდა რასელთან ერთად. მათთან შედარებით მე მარ-
თლაც ახალბედა ვიყავი. უპირველესად ის მაწუხებდა, რომ
დღეები ნელა გადიოდა. სად იყვნენ სუზანისნაირი გოგონების
ოჯახები? ან თუნდაც ბავშვისხმიანი ჰელენის, რომელმაც ერთი-
ორჯერ ახსენა, იუჯიში სახლი მაქვსო? მამამისი ყოველთვიურად
უკეთებდა ოყნას და ტენისის შემდეგ ბარძაყებს პიტნიანი ნელ-
საცხებლით უზელდა. არწმუნებდა, რომ ეს და სხვა საეჭვო ჰი-
გიენური პროცედურები აუცილებლობას წარმოადგენდა. სად
იყო ეს კაცი ახლა? რომელიმე გოგოს საკუთარ ოჯახში საკმარი-
სი სითბო რომ ეგრძნო, აქ ხომ არ იქნებოდა? რატომ გაატარებ-
დნენ ახალგაზრდობის ძვირფას დღეებს ლამების ფეკალიების
წმენდაში?
სუზანი გვიან იძინებდა და შუადღისთვის დგებოდა. ფეხზე
ძლივს იმაგრებდა თავს, ზოზინობდა, ნება-ნება გადაადგილდე-
ბოდა, თითქოს საკუთარ ტყავში ბრუნდებაო. არსად ეჩქარებო-
და, რადგან უამრავი დრო ჰქონდა. ხანდახან მეც ვრჩებოდი სუ-
ზანის საწოლში. მისი ლეიბი მოუხერხებელი, უსწორმასწორო
და ქვიშიანი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ სუ-
175 მკითხველთა ლიგა
ზანი ჩემ გვერდით იწვა. ხანდახან, როცა ერთად გვეძინა, ძილ--
ბურანში ხელს გადამხვევდა ხოლმე და მისი სხეულიდან ისეთი
სიმხურვალე მოდიოდა, როგორიც ახალგამომცხვარი პურის-
გან. ფხიზელი ვიწექი და ვერაფრით ვივიწყებდი მის სიახლოვეს.
ღამე ხშირად ტრიალებდა და ზეწარს იხდიდა. ვარდისფერ ძუ-
ძუსთავებს თვალს ვერ ვწყვეტდი.
დილაობით ოთახი შემზარავად გამოიყურებოდა, კუპრით გა-
ლესილ ჭერს სიცხეში ბუშტუკები უჩნდებოდა. მე შედარებით ად-
რე ვიღვიძებდი, მაგრამ ვიცოდი, კიდევ ერთი საათი ვერ ვნახავ-
დი სხვებს. სუზანს ყოველთვის დიდი დრო სჭირდებოდა მოსამ-
ზადებლად. მიყვარდა მისი ყურება ახალგაღვიძებულზე – რო-
გორ სწავლობდა უმისამართო მზერით საკუთარ გამოსახულე-
ბას. მისი შიშველი სხეული ბავშვური და ბუნებრივი იყო. არ
ადარდებდა, როგორ გამოიყურებოდა, როცა ტანსაცმლის გრო-
ვასთან არცთუ სახარბიელო კუთხით იმუხლებდა. მისი ადა-
მიანურობა ღიმილს მგვრიდა – კოჭები ბალახში სიარულისგან
გაუხეშებოდა, ზოგან შავი ფერიმჭამელები გამოსვლოდა.
სუზანი წინა ცხოვრებაში მოცეკვავე იყო. სან-ფრანცისკოს
ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა, რომლის წინაც უზარმაზარი ბიბ-
ლიური ინსტალაცია წამოეჭიმათ: წითელი ვაშლი ზედ შემოხ-
ვეული ნეონის ციმციმა გველით. დეტალები არ მოუყოლია, მხო-
ლოდ ერთი გოგო გაიხსენა, რომელმაც კულისებში ხალები კა-
უსტიკური ფანქრით მოუწვა.
– ზოგ გოგოს ეჯავრებოდა იქ ყოფნა, – თქვა და კაბა ჩამოიც-
ვა. – ცეკვა და ყველაფერი. მე არ ვთვლი, რომ საშინელება იყო.
– სუზანმა კაბა სარკეში შეაფასა და ძუძუები აიწია, – ხალხი საკ-
მაოდ ჩამორჩენილია, ბევრი რამ არ ესმით, – დაიმანჭა და საკუ-
თარ თავზე გაეცინა.
ძუძუებს ხელი გაუშვა და ისინიც მსუბუქი მოძრაობით დაეშ-
ვნენ ქვემოთ.
176 მკითხველთა ლიგა
– რასელი ხან ნაზად მტყნავს და ხან – უხეშად. ორივენაირად
სასიამოვნოა. ამაში არაფერი ავადმყოფური არაა. ხალხი
ცხვირს მაღლა სწევს და ისე იქცევა, თითქოს სექსი ბოროტება
იყოს. სინამდვილეში სწორედ ეგენი არიან გარყვნილები. კლუ-
ბის კლიენტებიდან ზოგიერთი აქეთ გვიბრაზდებოდა, თითქოს
ძალით მივიყვანეთ. საკუთარ თავს ვერ პატიობდნენ, რომ „ეს
სისაძაგლე“ მოსწონდათ.
სუზანი ბევრს არაფერს ამბობდა მშობლიურ ქალაქზე ან
ოჯახზე და მეც არ ვეკითხებოდი. ერთ-ერთ მაჯაზე ნაიარევი უბ-
რწყინავდა, რომელსაც თითს ტრაგიკული სიამაყით აყოლებდა.
მისგან მხოლოდ ის შევიტყვე, რომ ნესტიან ქუჩაზე ცხოვრობდა
რედ ბლაფთან ახლოს. მერე ენაზე იკბინა და დადუმდა.
– ბოზი, – ამბობდა დედამისზე წარბშეუხრელად. მეც ისე ვუ-
ბამდი მხარს, თითქოს მისი სატკივარი მესმოდა. რატომღაც
დარწმუნებული ვიყავი, ორივე ჩვენგანს გამოეცადა მარტოობის
სიმწარე. ვფიქრობდი, რომ ერთნაირი პრობლემები გვქონდა,
რაც სიმართლისგან ძალიან შორს იყო. მე „ოჯახის დამხმარე
ქალებით“ გარშემორტყმული გამზარდეს მშობლებმა, სუზანი
კი, როგორც თვითონ ამბობდა, გარკვეული პერიოდი მანქანაში
ცხოვრობდა. დედამისი საჭესთან თვლემდა, თვითონ კი მის
გვერდით, უკან გადაწეულ სავარძელში იძინებდა. მე როცა
მშიოდა, ვჭამდი, სუზანი შიმშილობდა. თუმცა რაღაც მაინც
გვქონდა საერთო: ორივეს გვინდოდა, შეგვხებოდნენ და ჩვენი
არსებობა შეემჩნიათ. მახსოვს, ხანდახან მთელი კანი მექავებო-
და, იმდენად მინდოდა, ვინმეს სხეულის სითბო მეგრძნო. მსგავ-
სი შიმშილი სუზანისთვისაც არ იყო უცხო. ყოველ ჯერზე, როცა
რასელი უახლოვდებოდა, ისე ცოცხლდებოდა, თითქოს დამ-
შეული ცხოველი ყოფილიყო, რომელმაც საჭმლის სუნი იგ-
რძნო.

177 მკითხველთა ლიგა


სუზანი სან-რაფაელში წავიდა რასელთან ერთად სატვირთოს
მოსანახად. მე სახლში დავრჩი და საოჯახო საქმეებში ბოლომ-
დე გადავეშვი. ძალიან მეშინოდა, ვინმეს ზედმეტ ტვირთად არ
ჩავეთვალე და არ გავეგდე. ლამებს ვაჭამე, ბაღი დავასუფთავე,
სამზარეულოს იატაკი გავხეხე და მოვწმინდე. მუშაობა კიდევ
ერთი გზა იყო სიყვარულის გამოსახატად, საკუთარი თავის შე-
სათავაზებლად.
საქონლის გობის გავსებას დიდი დრო დასჭირდა, წყალი
სუსტ ნაკადად მოდიოდა. მზის შუქზე ყოფნა მსიამოვნებდა, მაგ-
რამ კოღოები მოსვენებას არ მაძლევდნენ. ლამებს ისინი არ ერ-
ჩოდნენ. ცხოველებს მხოლოდ სიცხე აწუხებდათ და თვალებ-
დამძიმებულები იდგნენ, როგორც ძველი ყაიდის ფილმების ლა-
მაზმანები.
მთავარი სახლის უკან გაი ავტობუსის ძრავს ზანტი ცნობის-
მოყვარეობით ჩაჰკირკიტებდა, თითქოს სამეცნიერო ფესტი-
ვალზე გასატან პროექტს უტრიალებსო. დროდადრო ისვენებდა,
სიგარეტს ეწეოდა და იოგას ერთ-ერთ პოზაში, დახრილ ძაღ-
ლში, დგებოდა. რასელის მარაგიდან ლუდს ერთიმეორის მიყო-
ლებით ცლიდა და აკვირდებოდა, ხომ ყველა ასრულებდა და-
კისრებულ მოვალეობას. ის და სუზანი მოთავეებივით იყვნენ.
შეეძლოთ, დონასა და სხვებისთვის რამდენიმე სიტყვით მიეჩი-
ნათ ადგილი.
ისე იქცეოდნენ, თითქოს რასელის შემცვლელები ყოფილიყ-
ვნენ, თუმცა გაის მეთაურის სიყვარული სულაც არ ამოძრავებ-
და. გააზრებულად უყურებდა საკუთარ მოვალეობას: რანჩოზე
იმიტომ რჩებოდა, რომ რასელი ყველაფრის მიღებაში ეხმარე-
ბოდა, რაც სურდა: გოგონები, ნარკოტიკი, წვეულების ადგილე-
ბი და თავგადასავალი თავზესაყრელად ჰქონდა. გაის გული არ
ეკუმშებოდა კარში ნაცნობი ჩაცმულობის დანახვისას, არც სუნ-
თქვა უძნელდებოდა, როცა მის მუსიკას უსმენდა. გაი უფრო
178 მკითხველთა ლიგა
„მარჯვენა ხელი“ იყო, საშიში რეპუტაციითა და საგმირო საქ-
მეებით, რომლებიც მუდამ თან სდევდნენ.
ღობესთან მოვიდა. ხელში სიგარეტი და ლუდი ეჭირა, ჯინსე-
ბი თეძოებამდე ჩამოექაჩა. ვიცოდი, მიყურებდა და სარწყავ
მილს მივაშტერდი. ვაკვირდებოდი, როგორ იღვრებოდა წყალი
ვარცლში.
– კოღოებს კვამლი აფრთხობთ, – თქვა გაიმ და სიგარეტი
გამომიწოდა.
ისეთი სახე მივიღე, თითქოს ფიქრებიდან მისმა გამოჩენამ
გამომარკვია.
– გმადლობ, – ვუპასუხე და სიგარეტი გამოვართვი. ვცდი-
ლობდი, წყლის ნაკადი ბაგისთვის არ ამეცილებინა.
– სუზანი საითაა?
მესიამოვნა, რომ სუზანის ამბავი მკითხეს. ესე იგი ისეთ ადა-
მიანად მთვლიდნენ, რომელსაც მისი ადგილმდებარეობა შეიძ-
ლება სცოდნოდა.
– სან-რაფაელში ვიღაც ტიპი თავის სატვირთოს ყიდის. რა-
სელთან ერთად წავიდა სანახავად.
– ჰმ, – ჩაფიქრდა გაი და ხელი გამომიწოდა სიგარეტის და-
საბრუნებლად. ჩემი ხუთოსნური პასუხით გახალისებული ჩან-
და. იცოდა, სუზანის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და მასზე სა-
უბრისას ხმა მეცვლებოდა. ამჩნევდა, როგორ დავყვებოდი წინ
და უკან და თუ სადმე უჩემოდ გაემართებოდა, ფეხს ვუჩქარებ-
დი, რომ დავწეოდი. გაის უკვირდა, რომ მისი მამაკაცური შარმი
ჩემზე საერთოდ არ მოქმედებდა. მიჩვეული იყო რანჩოს სხვა
ბინადრების ყურადღებასა და კეკლუცობას. გოგონები მუცლებს
შიგნით ისუნთქავდნენ, როცა გაი ჯინსებში უძვრებოდა. ისინი
ფიქრობდნენ, რომ გაის სამკაულები მისი სულის სიღრმეში არ-
სებული სინაზის ცხად დადასტურებას წარმოადგენდა.

179 მკითხველთა ლიგა


– სავარაუდოდ, მაგრად ერთობიან, – თქვა გაიმ და სიგარე-
ტიანი ხელით გამომწვევად მოიფხანა უბე. უნდოდა, რამე ცუდი
მეთქვა სუზანზე, შეთქმულების მონაწილედ ვექციე, მაგრამ მე
მხოლოდ არაფრისმთქმელი ღიმილით ვუპასუხე. კოვბოის ჩექ-
მების ქუსლებზე გადაიწია და შორიდან შემათვალიერა.
– შეგიძლია წახვიდე და რუზს მიეხმარო, – ამ სიტყვებით
ლუდის ბოთლი ჩაცალა, – სამზარეულოშია.
იმ დღის საქმეები უკვე დასრულებული მქონდა და სავა-
რაუდოდ, რუზთან ერთად ჩახუთულ სამზარეულოში მუშაობა
ჯოჯოხეთი იქნებოდა, მაგრამ თავი მოწამებრივი მორჩილებით
დავუქნიე.
ამბობდნენ, რომ რუზი კორპუს კრისტიში8 პოლიციელზე იყო
გათხოვილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაცემი ცოლების-
თვის ნაცნობი გარინდება ახასიათებდა, ეს სიმართლე უნდა ყო-
ფილიყო. ადამიანებთან ლაპარაკი დიდად არ უყვარდა და მარ-
ტო ყოფნა ერჩია. ჩემი შეთავაზება, ჭურჭლის დარეცხვაში
მოგეხმარები-მეთქი, თავიდან საფრთხედ აღიქვა, მაგრამ მერე
თავი დამიქნია. ყველაზე დიდ ქვაბს ჟელატინისებური ნადები
მოვაცილე და უფერული ნარჩენები ღრუბელზე მოვაგროვე. გა-
იმ, თავისი ჭკუით, დამსაჯა, რადგან მის მიერ გამოჩენილ ყუ-
რადღებას სათანადოდ არ ვუპასუხე. სანამ მასზე გაბრაზებას
მოვასწრებდი, სამზარეულოში ბედნიერი სუზანი შემოიჭრა.
– რასელმა სატვირთო დაითრია, – თქვა სახეგაბრწყინებულ-
მა და შეკრებილ აუდიტორიას თვალი მოავლო. სიხარულისგან
თავს ვერ აკონტროლებდა. კარადის კარს აღებდა და კეტავდა,
– იცი რა მაგარი იყო? თავიდან ორასი დოლარი მოითხოვა, მე-

8 ქალაქი ტეხასის შტატში.

180 მკითხველთა ლიგა


რე კი რასელმა, უბრალოდ, მშვიდად უთხრა: ჯობია, ისე მოგ-
ვცეო.
სუზანი პირდაპირ მაგიდაზე დაჯდა, არაქისის შეკვრა გახსნა
და მტვრიანი ნაჭუჭების მტვრევა დაიწყო.
– ის ტიპი თავიდან მაგრად გაბრაზდა, რადგან ეგონა, რასე-
ლი დასცინოდა.
რუზი სანახევროდ უსმენდა და თან სადილის კეთებას აგრძე-
ლებდა, მე კი ონკანი გამოვრთე და მივუახლოვდი, რომ ერთი
სიტყვაც არ გამომრჩენოდა.
– მერე რასელმა უთხრა, მოდი, ცოტა ხნით დავილაპარაკოთ
და აგიხსნი, რაში მჭირდება ეს სატვირთოო, – სუზანმა არაქისის
ნაჭუჭი უკან, პარკში ჩააფურთხა, – ჩაი დავლიეთ იმ ტიპთან ერ-
თად, იმის უცნაურ მორებიან ხის ქოხში. ერთი საათი ვლაპარა-
კობდით. რასელმა ყველაფერი გადმოულაგა და მოუყვა, რო-
გორ ვცხოვრობთ აქ. იმ ტიპმა ყურადღებით მოუსმინა და მარ-
თლა დაინტერესდა რანჩოთი. ისე გაუგეს ერთმანეთს, იმან ჯა-
რის სურათებიც კი დაათვალიერებინა. ბოლოს უთხრა, სატვირ-
თო შენია და წაიყვანეო.
სველი ხელები შორტზე შევიმშრალე. იმდენად ბედნიერი
იყო, მისი ყურება არ შემეძლო. ჭურჭლის რეცხვა არაქისის ნა-
ჭუჭების ფცქვნის თანხლებით დავასრულე. სუზანმა სველი ნაჭუ-
ჭები პატარა მთასავით შეაგროვა და სასუსნავს ბოლო მოუღო.
მერე კი გადაწყვიტა, გარეთ გასულიყო და სასიხარულო ამბავი
სხვებისთვისაც გაეზიარებინა.
გოგონები დღის განმავლობაში ნაკადულთან იყრიდნენ
თავს. წყალთან უფრო გრილოდა და სასიამოვნო ნიავიც ქრო-
და. ერთი ეგ იყო, ბუზებიც მეტნი იყვნენ. სიპი ქვები წყალმცენა-
რეებს დაეფარათ, წყლის ჩხრიალს ვეღარც კი ვამჩნევდით. რა-
სელი ქალაქიდან ახალი სატვირთო მანქანით დაბრუნდა და სა-
ჩუქრებიც ჩამოგვიტანა: ნაყინი და ბევრი ფურცვლისგან დარბი-
181 მკითხველთა ლიგა
ლებული კომიქსები. ჰელენმა თავისი ნაყინი მალევე შეჭამა და
აქეთ-იქით მდუღარე შურით იხედებოდა. მიუხედავად იმისა,
რომ ისიც შეძლებული ოჯახიდან იყო, მაინცდამაინც არ ვმეგობ-
რობდით. მოსაწყენად მეჩვენებოდა, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა რასელთან ნებივრობდა. ასეთ დროს კატასავით კრუტუ-
ნებდა და პატარასავით იქცეოდა, თითქოს ერთ ასაკში გაიყინა.
ეს ქცევა გარკვეული დროის შემდეგ პათოლოგიურად მომეჩვე-
ნებოდა.
– რას მომაშტერდი, – თქვა სუზანმა და ჰელენს ზურგი აქცია,
– შენი ხომ უკვე შეჭამე.
სუზანი ფეხის თითებს ტალახში ათამაშებდა და ოდნავ ირ-
წეოდა, თუ ყურთან კოღო ჩაუფრენდა.
– ერთი მომაკბეჩინე, – დაიწუწუნა ჰელენმა, – მარტო კუთხე.
რუზმა კალთაში ჩაგროვებული ნაჭრების გროვიდან ამოიხე-
და. გაისთვის სამუშაო პერანგის შეკერვას ცდილობდა, მაგრამ
მხოლოდ უსწორმასწორო, დაბლანდული ნაკერი გამოსდიოდა.
– შემიძლია გაგიყო, ოღონდ მოკეტე, – თქვა დონამ და ჰე-
ლენამდე გზა გაიკვალა. მისი ნაყინის ზედაპირი არაქისის ამოზ-
ნექილი ნატეხებით იყო დაფარული.
ჰელენმა მოკბიჩა და როცა გაიცინა, შოკოლადგადაგლესი-
ლი კბილები გამოუჩნდა.
– ტკბილეულის თერაპია, – აღნიშნა გახარებულმა.
ყველაფერი შეიძლებოდა „იოგა“ ან „თერაპია“ ყოფილიყო:
ჭურჭლის დარეცხვა, ლამების დავარცხნა, რასელისთვის საჭ-
მლის გამზადება. უბრალო საოჯახო საქმეებს გაი და რასელი
ისე წარმოგვიდგენდნენ, თითქოს სიამოვნება უნდა გვეგრძნო
და დავმტკბარიყავით. ის უნდა გეკეთებინა, რასაც რანჩოს დი-
ნება გიკარნახებდა – საკუთარი თავი მტვრის უმცირეს ნაწილა-
კებამდე დაგეშალა და სამყაროსთვის დახლზე გამოგეტანა.

182 მკითხველთა ლიგა


ამ თემაზე დაწერილი წიგნები კაცების ძალადობაზე განსა-
კუთრებით ამახვილებდნენ ყურადღებას. ისე გამოდიოდა, თით-
ქოს გოგონები გამუდმებულ ტერორში ცხოვრობდნენ. ასე არ
იყო, ყოველ შემთხვევაში, სულ არა. სუზანი სვინგერის კამერას
იარაღივით ხმარობდა. რანჩოს მამაკაც სტუმრებს აიძულებდა,
ჯინსები ჩაეხადათ და თმის მუქ ბუჩქებში შემალული თოთო, ნა-
ზი პენისები გამოეჩინათ. ფოტოებზე კაცებს მორცხვი ღიმილი
დასთამაშებდათ და ისე გაფითრებულიყვნენ, თითქოს სირცხვი-
ლისგან იწვიანო.
– ნუ გეშინია, ფირი არ დევს, – ეუბნებოდა უდარდელად, რო-
ცა მაღაზიიდან სპეციალურად ამ საქმიანობისთვის ფირების
მთელი შეკვრა ჰქონდა მოპარული. ბიჭებიც ისე იქცეოდნენ,
თითქოს მისი სჯეროდათ. ასეთი დეტალები არსად უხსენებიათ.
მე დინებას მივყვებოდი. სუზანი უფლებას მაძლევდა, მის-
თვის შიშველ ზურგზე გასარუჯი ზეთით მზეები და მთვარეები და-
მეხატა. რასელი ერთსა და იმავე აკორდს იმეორებდა გიტარაზე.
მუსიკალური ფრაგმენტი ჯერ მაღლდებოდა, მერე კი დაბლდე-
ბოდა. ჰელენი სიყვარულს დანატრებული ბავშვივით ოხრავდა,
რუზი კი ჩვენ მიღმა ჰაერს უღიმოდა. ვიღაც უცნობი თინეიჯერი
ბიჭი თვალებში შემოგვციცინებდა. ხმის ამოღება საჭირო არ
იყო – დუმილი ერთმანეთთან სამუდამოდ გვადუღაბებდა.
რასელის შემდეგი ნაბიჯებისთვის შინაგანად მოვემზადე,
თუმცა ჩვენი მორიგი შეხვედრა მალევე არ მომხდარა. მითიური
თავის დაკვრით მანიშნა, წამომყევიო.
სუზანთან ერთად ფანჯრებს ვწმენდდი მთავარ სახლში.
იატაკზე გაზეთის ძმრიანი ნაგლეჯები ეყარა, რადიო ხმაურობ-
და. სახლის საქმეებიც კი უფრო თავშესაქცევი იყო, ვიდრე უსაქ-
მურობა. სუზანი მღეროდა და მოულოდნელი წამოძახილებით
მართობდა. როცა ერთად ვმუშაობდით, სხვანაირი ჩანდა, თით-
ქოს ყველა საზრუნავს ივიწყებდა და ისევ ხალისიანი, უზრუნვე-
183 მკითხველთა ლიგა
ლი გოგო ხდებოდა. უცნაურია იმის გახსენება, რომ მაშინ მხო-
ლოდ ცხრამეტი წლის იყო. როცა რასელი ოთახში შემოიჭრა და
მანიშნა, წამომყევიო, ინსტინქტურად გავხედე. არ ვიცი, რას
ვთხოვდი, ნებართვას თუ პატიებას, ან იქნებ ორივეს. სახეზე
უდარდელობა შეეყინა და ტუჩები ოდნავ გაეპო. დეფორმირებუ-
ლი მინის წმენდა უფრო მონდომებით გააგრძელა და ჩაილაპა-
რაკა, დროებითო. ისე იქცეოდა, თითქოს საერთოდ არ ადარ-
დებდა, სად მივდიოდი, მაგრამ ზურგში მის მზერას ვგრძნობდი.
ყოველ ჯერზე, როცა რასელი მიხმობდა, გული მღელვარე-
ბისგან მეკუმშებოდა. მიუხედავად ჩვენი შეხვედრების უცნაური
ხასიათისა, ერთი სული მქონდა, როდის დავრჩებოდით პირის-
პირ. რასელთან განმარტოება ერთადერთი გზა იყო ჯგუფში ად-
გილის განსამტკიცებლად, თითქოს ამით სუზანსაც უფრო დავუ-
ახლოვდებოდი, ჩვენი ერთობლივი ქალური საიდუმლო გვექნე-
ბოდა. რასელს არასდროს უძალადია ჩემზე – ეს ყოველთვის
რაღაც სხვა იყო. მისი თითები რაღაც სიღრმემდე შემოდიოდა
და მერე ფრთხილად გამოსრიალდებოდა გარეთ. მაშინ ვფიქ-
რობდი, რომ მოზომილი თამაში მის ამაღლებულ მიზნებს ადას-
ტურებდა. უბრალო, მიწიერი სურვილებისგან დაცლილი მეჩვე-
ნებოდა.
– შეხედე შენს თავს, – მეუბნებოდა ყოველ ჯერზე, როცა სირ-
ცხვილს ან წინააღმდეგობას წააწყდებოდა. ტრაილერის დაბუ-
რულ სარკესთან მივყავდი და მხრებზე ხელს მიჭერდა, რომ არ
გავწეულიყავი.
– შეხედე შენს სხეულს. ეს ხომ ვიღაც უცნობის ტანი არაა, –
მეუბნებოდა მზრუნველი ხმით, – ეს შენ ხარ, ივი და შენი ყველა
უჯრედი ძალიან ლამაზია.
მისი სიტყვები ტრანსში მაგდებდა და საკუთარი ანარეკლის
შესწავლას მისი თვალებით ვიწყებდი – მრგვალი და აწეული ძუ-
ძუები, ქალური მუცელი, კოღოს ნაკბენებისგან დალაქავებული
184 მკითხველთა ლიგა
ფეხები – არაფერი იყო საგანგაშო. ჩახლართული ამოცანები არ
არსებობდა – იყო მხოლოდ ცხადი წამი, რომელშიც ვარსებობ-
დით და ადგილი, სადაც სიყვარულს დაუნანებლად გასცემდნენ.
როცა ყველაფერი სრულდებოდა, პირსახოცს მაწვდიდა გა-
სამშრალებლად, რასაც ენით აღუწერელ სიკეთედ ვუთვლიდი.
როცა სუზანის თვალთახედვის არეში ვბრუნდებოდი, რაღაც
პერიოდი ჩემ მიმართ ცივი იყო. ისე წყვეტილად მოძრაობდა,
თითქოს ხელ-ფეხი შეუკრესო, თვალებს კი ზანტად ახამხამებდა,
თითქოს საჭესთან მჯდომი გამოუძინებელი მძღოლიაო. მალევე
ვისწავლე, როგორ დამებრუნებინა მისი კეთილგანწყობა. იქამ-
დე დავტრიალებდი თავზე, სანამ საბოლოოდ არ დაავიწყდებო-
და გულგრილობა და ღირსად ჩამთვლიდა, ჩემთვის სიგარეტი
დაეტოვებინა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სუზანს ვენატ-
რებოდი, როცა ახლოს არ ვიყავი, თუმცა, დაზუსტებით ამის
ცოდნა შეუძლებელია. შეიძლება ეს ახსნა, უბრალოდ, მე მაძ-
ლევდა ხელს.
როცა წარსულში ვბრუნდები, ჩემი მზერა ძირითადად სუზანს
მიჰყვება. რანჩოს სხვა ნაწილები ბუნდოვნად მახსოვს. სადღაც
გაის შავი ძაღლიც იყო, რომელსაც მონაცვლეობით სხვადასხვა
სახელს ვეძახდით. იმ წელს ხშირად გვსტუმრობდნენ მოხე-
ტიალეები და ერთ-ორ დღეს ატარებდნენ ჩვენთან, სანამ გზას
გაუდგებოდნენ. ნებისმიერ დროს ჩნდებოდნენ სახლში ნაქსოვი
ზურგჩანთებითა და მშობლების მანქანებით. რასელი მათ სწრა-
ფად ითანხმებდა კუთვნილი ნივთების გაცემაზე, მერე კი მათ გუ-
ლუხვობას განსაკუთრებულ დადგმას მიუძღვნიდა ხოლმე. ყვე-
ლაფერს ტოვებდნენ: დაწყებული ვარდისფერი ქვედატანებით,
დამთავრებული მანქანებით, საბანკო ბარათებითა და ოქროს
საქორწინო ბეჭდებით. ისე ადვილად ნებდებოდნენ, როგორც
დახრჩობის პირას მყოფი ადამიანი ნებდება საბოლოო ტალღას.
მათი სევდა ჩემთვის თავშესაქცევი იყო, ერთდროულად სულის-
185 მკითხველთა ლიგა
შემძვრელი და ბანალური. ისე შეთანხმებულად წუწუნებდნენ ავ
მამებსა და მკაცრ დედებზე, თითქოს ყველა ერთ ოჯახში
გაიზარდა.
ზაფხულის წვიმიანი დღე იყო და ჩვენც შიგნით ვიყავით შეყუ-
ჟულები. ძველ სასტუმრო ოთახს ნესტისა და მოჟამული ამინდის
სუნი ასდიოდა. ზეწრები იატაკზე ეყარა. სამზარეულოში, რა-
დიოში ბეისბოლის მატჩი იყო ჩართული. სახურავიდან წყალი
წვეთავდა და პლასტმასის სათლში წკაპუნობდა. რუზი სუზანს
ხელებზე კრემს უსვამდა, მე ძველ ჟურნალს ვკითხულობდი, ჰო-
როსკოპს 1967 წლის მარტისთვის. ჰაერში დაძაბულობა
ტრიალებდა. მიჩვეულები არ ვიყავით შეზღუდვებს, ერთ სივ-
რცეში გამოკეტვას. ბავშვებს ბევრად ადვილად გამოსდიოდათ
სახლში გართობა. მხოლოდ რამდენჯერმე მოვკარით მათ თვა-
ლი, პირადი მისიები ჰქონდათ. მეორე ოთახში სკამის დაცემის
ხმა გაისმა, მაგრამ არავინ წამომდგარა რაიმეს გასარკვევად.
ნიკოს გარდა, ისიც კი არ ვიცოდი, ვისი იყვნენ ეს ბავშვები –
ყველა მათგანს წვრილი მაჯა ჰქონდა და რძის ფხვნილს შაქარი-
ვით იყრიდნენ პირში. რუზმა რამდენჯერმე დამიტოვა ნიკო.
ხელში მეჭირა და მის თბილ, სველ, სასიამოვნო სიმძიმეს
ვგრძნობდი. თმას თითებით ვუვარცხნიდი და გაბლანდული ზვი-
გენისკბილებიანი ყელსაბამის გამოხსნაში ვეხმარებოდი. ეს დე-
დობრივი საქმეები მე უფრო მსიამოვნებდა, ვიდრე ბავშვს.
მინდოდა, წარმომედგინა, თითქოს მხოლოდ ჩემთან მშვიდ-
დებოდა ნიკო, მაგრამ თვითონ საშუალებას არ მაძლევდა, თავი
მომეტყუებინა, თითქოს ჩემს კეთილ განზრახვებს გამიზნულად
ეწინააღმდეგებაო. ჰაერში ხელ-ფეხს იქნევდა, როცა ვცდილობ-
დი, საცვლები ჩამეცმია ან გამაყრუებელი ფალცეტით ითხოვდა
წვენს. ისე მაგრად მიშენდა მუშტებს, კანს მილურჯებდა. ერ-
თხელ კი აუზის ცემენტის ფსკერზე ჩაიკუზა და უბრალოდ,

186 მკითხველთა ლიგა


მოისაქმა. სხვა ბავშვებიც იქცეოდნენ ასე. ხანდახან ამ განა-
ვალს წყლის ჭავლით ვწმენდდით, ხანდახან კი – არა.
ჰელენი პირველ სართულზე სნუპის მაისურითა და წითელი
წინდებით დაბოდიალობდა. წინდები იმდენად დიდი ჰქონდა,
დათხელებული ქსოვილის ქუსლები კოჭების გაყოლებაზე გა-
მოჰბერვოდა.
– არ გინდათ მატყუარა კამათელი ვითამაშოთ?
– არა, – თქვა სუზანმა, – თითქოს ეს ჩვენი ერთობლივი, შე-
თანხმებული პასუხი ყოფილიყო.
ჰელენი ზედაპირდახეულ სავარძელში ჩაეშვა და ბალიშები
დაიფარა. მერე ჭერს ახედა და ამოიოხრა, ისევ წვეთავსო. არა-
ვინ პასუხობდა.
– შეგიძლიათ ვინმემ მოსაწევი მაინც გაახვიოთ? გთხოვთ.
როცა არავინ უპასუხა, სავარძლიდან იატაკზე გადაჯდა, რუზ-
თან და სუზანთან ერთად. ახლა იმათ უბურღავდა ტვინს:
„გთხოვ, გთხოვ, გთხოვ“. თავს რუზის მხარს უხახუნებდა. ცოტაც
და კალთაში ჩაუხტებოდა, ძაღლივით.
– შენით რომ გაახვიო? – უთხრა სუზანმა. ჰელენი წამოხტა
და ყალბი სპილოს ძვლისგან დამზადებული ყუთი მოიტანა, რო-
მელშიც ბალახი და გასახვევი ქაღალდები იდო. ასეთი ცუდიც
არაა სახლში ყოფნა-მეთქი, ვფიქრობდი. წითელი ჯვრის მიერ
გადარჩენილი ლტოლვილებივით ერთ ოთახში ვიყავით გამოკე-
ტილები. ქურაზე წყალი დუღდებოდა ჩაისთვის. რუზი ფანჯარას-
თან კემსავდა რაღაცას. დღის შუქი დაგლეჯილ მაქმანებიან
ფარდაში ადვილად აღწევდა.
სიმშვიდე მოულოდნელად ბავშვის კივილმა დაარღვია.
ოთახში პატარა, სოკოსვარცხნილობიანი გოგო შემოიჭრა. ხელ-
ში ნიკოს ზვიგენისკბილებიანი ყელსაბამი ეჭირა. ნიკოც შემოჰ-
ყვა. დაუნდობლად იბრძოდნენ, იკაწრებოდნენ და ხელ-ფეხს იქ-
ნევდნენ.
187 მკითხველთა ლიგა
– გეყოთ, – თქვა სუზანმა, რომელსაც თავიც კი არ აუწევია.
ბავშვები გაჩუმდნენ, თუმცა ერთმანეთისთვის თვალი არ
მოუცილებიათ. მძიმედ სუნთქავდნენ, მთვრალებივით. უთან-
ხმოება მოგვარებულს ჰგავდა, მაგრამ მერე ნიკომ ვერ მოითმი-
ნა და გოგოს სახე ჩამოფხაჭნა. გოგომ პირი დააღო და ტირილი
მორთო, თან ლოყაზე ხელებს იფარებდა. რუზი ფეხზე მძიმედ წა-
მოდგა.
– პატარა, – გაუწოდა ორივე ხელი ნიკოს, – ასე მოქცევა არ
შეიძლება.
ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა, იატაკზე გაწვა და ატირდა.
– ადექი, – უთხრა რუზმა, – ადექი, ბავშვო, – სცადა, მხრებში
ხელის მოკიდებით აეყენებინა, მაგრამ ის არ დაემორჩილა. უეც-
რად ნიკომ იატაკზე თავის დარტყმა დაიწყო. პატარა გოგომ გა-
ოგნებისგან ტირილი შეწყვიტა.
– ნიკო, მორჩი, – უბრძანა რუზმა, მაგრამ ის არ უსმენდა,
თავს რიტმულად არახუნებდა. თვალები მოცვივით ჩაუშავდა.
გიჟივით იღიმებოდა.
– ღმერთო ჩემო, – გაიცინა ჰელენმა. მისი სიცილი ჰაერში
გამოეკიდა. არ ვიცოდი, რა მექნა. გამახსენდა, როგორი უძლუ-
რება მიპყრობდა, როცა ნიკოსთან ურთიერთობას ვცდილობდი.
ვგრძნობდი, ეს ბავშვი არათუ მე, არავის ეკუთვნოდა. რუზს ახ-
ლა იგივე შეგრძნება დაუფლებოდა. ხელებჩამოყრილი იდგა და
ისე იცდიდა, თითქოს სადაცაა ნიკოს ნამდვილი დედა დაბრუნ-
დება და ყველაფერს გამოასწორებსო. ნიკოს სახე გასწითლე-
ბოდა, ხმა ეკარგებოდა. უეცრად კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა და
ყველამ შვებით ამოისუნთქა. ეს რასელი იყო.
– რა ხდება? – იკითხა რასელმა. მიჩის ნაჩუქარი მაისური ეც-
ვა, მხრებზე ამოქარგული სისხლისფერი ვარდებით. წვიმისგან
სულ დასველებულიყო. ფეხზე არაფერი ეცვა.

188 მკითხველთა ლიგა


– რუზს ჰკითხე, – ამოიკნავლა ჰელენმა, – მაგის ბავშვი არ
არის?!
რუზმა რაღაც ჩაიბურტყუნა და შვილის საქციელის ახსნა სცა-
და, მაგრამ აზრები დაეფანტა. რასელს მისთვის ყურადღება არ
მიუქცევია.
– დამშვიდდი, – უთხრა ნიკოს. ამ აურზაურს საკუთარ სამ-
ფლობელოში ვერ დაუშვებდა. ოთახში მოტივტივე ისტერიკა
მისმა ერთმა სიტყვამ გაფანტა. ნიკოს გადაფიჩინება ძალას კარ-
გავდა. ისე იქცეოდა, თითქოს საკუთარი თავის დუბლიორი ყო-
ფილიყო, რომელიც მხოლოდ დროებით ასრულებდა ჭირვეული
ბავშვის როლს.
– პატარა კაცო, – უთხრა რასელმა, – მოდი აბა აქ და დამე-
ლაპარაკე.
ნიკომ დედას შეხედა, მაგრამ ის თვალებში არ უყურებდა. მე-
რე მსუქანი ქვედა ტუჩი დაუშვა და ცდილობდა, გადაეწყვიტა,
როგორ მოქცეულიყო.
რასელი ისევ შემოსასვლელში იდგა. არც დახრილა და არც
ენა მოუჩლექია, როგორც დიდებს სჩვევიათ ხოლმე. ნიკო დაწ-
ყნარდა, მისი ისტერიკიდან სლუკუნიღა დარჩენილიყო. კიდევ
ერთხელ მოავლო თვალი ოთახს და რასელისკენ გასწია.
მან ხელში აიყვანა და დაუყვავა. ნიკომ ხელები მაგრად მოხ-
ვია და ჩაეხუტა. რა უცნაური იყო რასელის ნახვა შვილთან ერ-
თად. როგორ შეეცვალა სახე და გაუთბა ნაკვთები. ეს მისი ნიჭი
იყო – ისე ეცვალა ფორმა, როგორც სხვადასხვანაირ ჭურჭელში
ჩასხმულ წყალს. შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო კაცი, რო-
მელიც სუზანს უხეშად ტყნავდა და კაცი, რომელიც თავის პატა-
რა ბიჭს ალერსიანად ჩასჩურჩულებდა.
არ მესმოდა, რას ეუბნებოდა, მაგრამ ნიკოს სახე გაებადრა.
ცრემლებისგან დასველებულ სახეზე კმაყოფილება ეწერა.

189 მკითხველთა ლიგა


ჰელენის 11 წლის ბიძაშვილი კეროლაინი იმ პერიოდში
ჩვენთან რჩებოდა. ჰაიტ-ეშბერიდან საკუთარ ოჯახს გამოექცა
და რანჩოს მაშინვე მიეჯაჭვა. ყველაზე მეტად ბეწვიანი ნივთების
სიმრავლე მოსწონდა. ვირთხისსუნიან მელიის ქურქს ისე ეფე-
რებოდა, თითქოს ეშინია, ვინმემ არ წაართვასო.
რანჩო სან-ფრანცისკოდან შორს არ იყო, თუმცა იქ მაინცდა-
მაინც ხშირად არ დავდიოდით. ერთადერთხელ წავყევი სუზანს
სახლში, რომელსაც ხუმრობით რუსეთის საელჩოს ეძახდნენ.
ნახევარი კილო ბალახი უნდა აგვეღო გაის ძველი ნაცნობების-
გან, სატანისტებისგან.
შესასვლელი ჭიშკარი კუპრისფრად იყო შეღებილი. სუზანმა
შეამჩნია, რომ ფეხს ვითრევდი და ხელი გადამხვია.
– თავიდან მეც მეშინოდა, – დამამშვიდა ნაზად.
ისე მაგრად მიმიხუტა, წელზე მისი მენჯის ძვლის შეხება ვიგ-
რძენი. სიკეთის გამოვლინების ასეთი მომენტების გამო შემეძ-
ლო ყველაფერი გამეღო.
იქიდან ჰიპი ჰილზე წავედით. ბალახი მთლად განაცრისფრე-
ბულიყო, ჟინჟლავდა. რამდენიმე გამოუსწორებელ ნარკომანს
თუ არ ჩავთვლით, არავინ დაგვინახავს. მთელი ძალით ვცდი-
ლობდი, ჰაერიდან ჰიპების მოძრაობის ტონები შემესრუტა, მაგ-
რამ არაფერი გამომდიოდა. გულზე მომეშვა, როცა სუზანმაც
გაიცინა.
– ღმერთო ჩემო, ეს ადგილი ნამდვილი ბუნკერია.
ბოლოს ისევ პარკში ამოვყავით თავი. ნისლს ევკალიპტის
ტოტები ფანტავდნენ.
თითქმის ყველა დღეს რანჩოზე ვატარებდი, თუ არ ჩავ-
თვლით ხანმოკლე შერბენას სახლში, როცა ტანსაცმელს ვიც-
ვლიდი ან სამზარეულოს მაგიდაზე დედაჩემს წერილებს ვუტო-
ვებდი. წერილებს ბოლოში მიწერილი ჰქონდა „შენი საყვარელი
შვილი“. წინასწარ ვტკბებოდი იმით, რომ დედაჩემის სიყვარუ-
190 მკითხველთა ლიგა
ლი და მონატრება ჩემი არყოფნის პერიოდში წვეთ-წვეთად
გროვდებოდა.
გარეგნობა შემეცვალა. კვირიდან კვირამდე რანჩოზე მუ-
შაობამ ჭუჭყიანი იერით დამაჯილდოვა. თმა მზისგან მიხუნდე-
ბოდა და ბოლოში მეყოფოდა. კანში ჩამჯდარ კვამლის სუნს სა-
გულდაგულოდ მიღებული შხაპიც კი ვერ შველოდა. ჩემი ტან-
საცმლის დიდი ნაწილი რანჩოს საკუთრება გახდა და ისეთ ძონ-
ძებად გადაიქცა, ცნობა მიჭირდა. თეთრი პერანგი, რომელსაც
თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, ჰელენის სამასკარადო
ტანსაცმლად ქცეულიყო. სახელოები შემოფლეთოდა და ატმის
წვენისგან სულ გაყვითლებულიყო. მე თვითონ სუზანივით ვიც-
ვამდი, რამდენიმე ნაჭრისგან შეკერილ პერანგებსა და კიდეებ-
შემოხეულ კაბებს. ამ ტანსაცმელს მთელი სამყაროსადმი ჩემი
მტრული განწყობა უნდა გამოეხატა.
ერთხელ ბაზრობაზე წავედით. სუზანს ზემოთ არაფერი ეცვა,
გარდა ბიუსტჰალტერისა. გამვლელები აღშფოთებას ვერ მა-
ლავდნენ და ბრაზი ენის წვერზე ეყინებოდათ. თავიდან თვალს
გვარიდებდნენ, ბოლოს კი უბოდიშოდ გვაშტერდებოდნენ. ჩვენ
ხმამაღლა ვიცინოდით. გვიხაროდა, რომ საიდუმლო გვქონდა,
რომელსაც ისინი ვერასდროს ამოიცნობდნენ. ერთმა ქალმა
მაგრად მოუჭირა ქალიშვილს ხელი, თითქოს ცუდი გავლენის-
გან უნდა დაიხსნასო. ცოტაც და რისხვისგან გასკდებოდა. ვერ
ხვდებოდნენ, რომ სიძულვილი მხოლოდ გვაძლიერებდა.
დედაჩემთან შესახვედრად საგულდაგულოდ ვემზადებოდი.
ცხელ წყალში იქამდე ვიდექი, სანამ კანი ალაგ-ალაგ არ გამი-
წითლდებოდა. თმას დიდხანს ვირბილებდი ბალზამით და ვცდი-
ლობდი, კარგად გამომეძინა. რასელთან უცნაური შეხვედრები-
სა და მუშაობის ყველა ნიშანწყალი უნდა გამექრო. სადა მაისუ-
რი და ბამბის თეთრი შორტები უცოდველობის დაბრუნებაში უნ-
და დამხმარებოდა. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, ამაოდ ვირჯე-
191 მკითხველთა ლიგა
ბოდი. ისე დაჟინებით არასდროს მაკვირდებოდა, ცვლილებები
შეემჩნია. როცა ერთად ვსადილობდით, ან უხმოდ იყო ჩაფლუ-
ლი საკუთარ გეგმებში, ან ფრენკზე მეჭორავებოდა. სულერთი
იყო, ვის მოუყვებოდა ამ ამბებს, უბრალო გამვლელებს თუ სა-
კუთარ შვილს. ისე მაცნობდა სიახლეებს, თითქოს ამინდის
პროგნოზის წამყვანი ყოფილიყო. ერთ საღამოს ძალიან დამეზა-
რა გამოცვლა და გამჭვირვალე ტოპით გამოვცხადდი სახლში.
მთელი მუცელი მიჩანდა. ვსადილობდით. დედაჩემი თეფშზე
გადმოღებულ ბრინჯს აცალკევებდა და ისევ აერთებდა. ჩემი არ-
სებობა არც კი ახსოვდა. როცა შემამჩნია, მომიახლოვდა და მა-
ჯაზე თითები შემომხვია. ჩემი მაჯის სიწვრილემ შურით აღავსო.
– როგორ გახდი, ივი, – მითხრა გულგრილად.
მხრები ავიჩეჩე. ამ თემაზე აღარც გვისაუბრია.
მიჩ ლუისი იმაზე მსუქანი აღმოჩნდა, ვიდრე ცნობილი ადა-
მიანისგან ველოდებოდი. გეგონებოდა, სისხლის ნაცვლად დამ-
დნარი კარაქი უჩქეფსო. დიდი ბაკები და ოქროსფერი დალალე-
ბი ჰქონდა. გოგოებს უამრავი საჩუქარი მოუტანა: ბურახი, ბადე-
ში ჩაწყობილი ფორთოხალი, ცივი ბრაუნი ნაღებით, ფერმაში
მოფუსფუსე ქალების ფუშფუშა თავსაფრები, თუნუქის ყუთებში
ჩაწყობილი ნუგები და სიგარეტის ბლოკები.
– ახსოვს, რომელ სიგარეტს ვეწევი, – თქვა სუზანმა და კო-
ლოფი გულში ჩაიკრა.
გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთ იცნობდა
მიჩს. მასთან შესახვედრად რამდენიმე საათით ადრე იწყებდნენ
მზადებას, კოხტავდებოდნენ და ყველაზე ლამაზ კაბებს არჩევ-
დნენ ტანსაცმლის ბინძური გროვიდან.
– მისი ჯაკუზიდან ოკეანის დანახვა შეგიძლია. ნათურები შიგ-
ნითვეა დამაგრებული, რომ ღამე წყალი ნაირფრად განათდეს,
– მითხრა სუზანმა.

192 მკითხველთა ლიგა


– ძალიან დიდი ყლე აქვს, და როგორ გითხრა, მოლურჯო, –
დონა იღლიებს სამზარეულოს ნიჟარასთან იბანდა.
სუზანმა თვალები დაუბრიალა:
– ბოზები იქცევიან ასე.
მიჩთან შესახვედრად რასელიც მოემზადა. თმა წყლით უკან
გადაიტკიცა, რაც სოფლიდან ქალაქში გადასახლებული ბიჭის
იერს აძლევდა.
რასელმა მიჩთან წარმადგინა, ეს ჩვენი პატარა მსახიობიაო.
მიჩმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და კითხვისნიშნიანი, თვით-
კმაყოფილი ღიმილით შემათვალიერა. ვგრძნობდი, როგორ
მზომავდა და მწონიდა. მას სხვა კაცებივით ძალიან მოსწონდა
ეს პროცესი. უნდოდა, თავად ჩავერთე საკუთარი საბაზრო ღი-
რებულების განსაზღვრაში.
როგორ უნდათ კაცებს, ნაწილ-ნაწილ დაგშალონ, შეგაფასონ
და შენ თვითონვე კმაყოფილი იყო ამ პროცესით. საკუთარი თა-
ვი სხვა გოგონებს შეადარო და მიხვდე, მათზე მეტი ღირხარ თუ
ნაკლები.
– მე მიჩი ვარ, – ისე თქვა, თითქოს შეიძლებოდა, არ მცოდ-
ნოდა.
კანი შეშუპებოდა და უბზინავდა. კარგად გამოკვებილ ღორ-
მუცელას ჰგავდა და იყო კიდეც.
– ივი, ჩაეხუტე, – რასელმა მისკენ მიბიძგა, – მიჩსაც სხვა
მოკვდავებივით სჭირდება ცოტაოდენი სიყვარული.
მიჩი მოთმინებით მელოდა, თითქოს იმ საჩუქარს ხსნის, რო-
მელიც მანამდე შეარხია და ხმაზე ამოიცნოო. ეს რომ რამდენი-
მე თვის წინ მომხდარიყო, სიმორცხვე მძლევდა და ადგილზე გა-
მაშეშებდა, მაგრამ ძველი ივი აღარ არსებობდა. მიჩისკენ ნაბი-
ჯი გადავდგი და უფლება მივეცი, კარგად მოეფათურებინა ჩემ-
თვის ხელები.

193 მკითხველთა ლიგა


ამას გრძელი შუადღე მოჰყვა: მიჩი და რასელი ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ გიტარაზე. ჰელენი მიჩის კალთაში იჯდა, მხო-
ლოდ საცურაო კოსტიუმი ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან
არ მინდოდა შემემჩნია, მიჩი რასელზე ბევრად ნიჭიერი მუსიკო-
სი იყო. ნარკოტიკებით გაბრუებული, თვალებს აქეთ-იქით ვაცე-
ცებდი. უაზრო ღიმილისგან ლოყები მტკიოდა. გვერდით ფეხებ-
გადაჯვარედინებული სუზანი მეჯდა. სახეები ერთმანეთზე
გვქონდა მიდებული და ტიტებს ვგავდით.
მიჩმა ცოტაოდენი მჟავა მოგვიტანა. როგორც თვითონ გვით-
ხრა, სტენფორდის ლაბორატორიაში იყო დამზადებული. დონამ
ჯადოსნური წვეთები ქაღალდის ჭიქებში ფორთოხლის წვენთან
გააზავა და საუზმის ნაცვლად მივირთვით. ხეები ვიბრირებდნენ
და ხან გვიახლოვდებოდნენ, ხანაც გვშორდებოდნენ. დღის სი-
ნათლე თხევად, ტივტივა ნივთიერებად იღვრებოდა. ყველა სა-
ერთო სიზმარში ვიყავით ჩაძირულები და ზიზღით ზურგს ვაქცევ-
დით ნაცნობ ცხოვრებას, თუმცა თავს ვირწმუნებდით, რომ ყვე-
ლა ასეთი „გასვლა“ შეკავშირებასა და ერთ ტალღაზე მომარ-
თვას ემსახურებოდა. არასდროს მიფიქრია უარის თქმა ნარკო-
ტიკზე. თუ ვინმე მთავაზობდა, უბრალოდ, ვეთანხმებოდი. არ
მინდოდა, რამე გამომრჩენოდა, მომენტი ხელიდან გამეშვა –
შეგვეძლო საათობით გველაპარაკა იმაზე, როგორ იცვლებოდა
შუქი, როგორ დუმდა ერთ-ერთი ჩვენგანი. გვინდოდა ყველაფე-
რი, რასაც ვგრძნობდით, ნაწილაკებად დაგვეშალა და შეგვეს-
წავლა, ყველაფერი დამალული სინათლეზე გამოგვეტანა და
იქამდე გვეწვალებინა, სანამ ხელში არ ჩაგვეფერფლებოდა.
მთელი რანჩო სამაჯურებს ამზადებდა: ერთმანეთს ვჩუქნი-
დით, ვყიდიდით, ვცვლიდით. ვსწავლობდით V-სებურ ნაქსოვს,
კანფეტისებური ზოლების შექმნას. მინდოდა, სუზანისთვის მო-
მექსოვა ფართო და სქელი სამაჯური, წინა მხარეს წითელ ორნა-
მენტს დავიტანდი, ფონად კი ატმისფერ ძაფს გამოვიყენებდი.
194 მკითხველთა ლიგა
მომწონდა კვანძების კეთება და ფერების დამორჩილება. მხო-
ლოდ ერთხელ ავდექი ფეხზე, რომ სუზანისთვის წყალი მიმეტა-
ნა. ჩემი ოჯახური მზრუნველობა იგრძნო და წყალი ისე ჩქარა
დალია, გადასცდა. ახველებდა და იცინოდა. ახველებდა და იცი-
ნოდა.
ჰელენის ბიძაშვილი კეროლაინი იმ დღეს ჩვენთან ერთად
იყო. უფრო დიდს ჰგავდა, ვიდრე მე თერთმეტი წლის ასაკში.
ცდილობდა, სამაჯურში იაფფასიანი მეტალის ფიგურა ჩაემაგრე-
ბინა. პირსახოცის ქსოვილისგან შეკერილ ლიმონისფერ
მაისურში მუცელი უჩანდა. მუხლები ცელქი ბიჭივით დაკაწვრო-
და.
– არაამქვეყნიურია, – ასე თქვა, როცა გაიმ ტუჩებთან მჟა-
ვიანი ქაღალდის ჭიქა მიუტანა. მერეც ამ სიტყვას იმეორებდა,
დასაქოქ სათამაშოსავით. მჟავას მოქმედება პირველად მე ვიგ-
რძენი. პირი ნერწყვით ამევსო და გამახსენდა დატბორილი
ღრმულები, რომლებშიც ბავშვობაში ვთამაშობდი. ვფიქრობდი
ყინულივით ცივ წვიმის წყალზე, რომელიც ქვებს ასველებდა.
გაი რაღაც სისულელეს ბოდავდა, ნარკოტიკს მისი სულელური
ისტორიებისთვის ახალი სული შთაებერა. თმა კეფასთან შავ
ხვეულად შეეკრა.
– ეს ტიპი კარზე აბრახუნებდა, – ამბობდა გაი, – ყვიროდა,
მოვალ და მაინც ავიღებ, რაც მეკუთვნისო, მე კიდევ ვპასუხობ-
დი, დიდი ამბავი, სულ ფეხებზე მკიდიხარ-მეთქი. მე ხომ ელვის
პრესლი ვარ.
რუზი თავს უქნევდა და მზეს ეფიცხებოდა, სახლიდან ქანთრი
ჯოს სიმღერა ისმოდა. ლურჯ ცაზე ღრუბლები დაცურავდნენ,
რომელთაც ჩემს წარმოდგენაში ნეონის კანტები შემოხვეოდათ.
– შეხედე ამ ობოლს, რა დღეშია, – თქვა სუზანმა და თვალით
კეროლაინისკენ მანიშნა.

195 მკითხველთა ლიგა


თავიდან გოგონა თვალთმაქცობდა და ყალბად ბორძიკობ-
და, რომ ყველასთვის დაემტკიცებინა, უკვე არაფხიზელი ვარო,
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მჟავას ეფექტი მასაც დაეწია.
ბუნდოვანმა ტალღებმა ისე შემოუტია, თვალებგაფართოებული
და შეშინებული გასცქეროდა სივრცეს. იმდენად გამხდარი იყო,
მის ყელში ჯირკვლების დანახვაც კი შემეძლო. მეგონა, სუზანი
რამეს ეტყოდა, მაგრამ ჩუმად იჯდა. ჰელენიც სადღაც დაფრი-
ნავდა და საერთოდ არ დარდობდა საკუთარ ნათესავზე. მზისგან
გახევებული, ხალიჩაზე წამოწოლილიყო და ხელებს თვალებ-
თან ატრიალებდა. საკუთარ თითებს უცინოდა. საბოლოოდ მე
მივედი კეროლაინთან და მხარზე ხელი დავადე.
– როგორ ხარ?
ვერც კი გაიგო, რა ვუთხარი, სანამ სახელით არ მივმართე.
მინდოდა, საუბარი გამება და ვკითხე, შენი ოჯახი სად
ცხოვრობს-მეთქი. თვალები მაგრად დახუჭა და ნაღვლიანად
გაიღიმა. აშკარად არ უნდა მეკითხა. ამ ერთი კითხვით მის სამ-
ყაროში ის ჯოჯოხეთი დავაბრუნე, რომელსაც რანჩოზე გამოექ-
ცა. არ ვიცოდი, როგორ ამომეთრია უძრავი ჭაობიდან.
– გინდა? – ვკითხე სამაჯურზე, რომელსაც ვქსოვდი.
თვალი გაახილა.
– დასამთავრებელია, მაგრამ ჩათვალე, შენ გიკეთებ.
კეროლაინმა გამიღიმა.
– მგონი, ამ მაისურს ძალიან მოუხდება, – ვაგრძელებდი მე.
თვალები დაუმშვიდდა. არ ახსოვდა, რა ეცვა, ამიტომ მაისუ-
რი წინ გამოიწია და დახედა. მომეჩვენა, რომ რაღაც საშინელე-
ბას გამოვტაცე მისი თავი და მწვანე ბალახზე დავაბრუნე.
– ჩემი ხელით გავაკეთე, იცი? – მითხრა და გულზე ამოქარ-
გულ მშვიდობის ნიშანს ხელი გადაუსვა. ალბათ უამრავი საათი
გაატარა ფერების შერჩევასა და ქარგვაში. შეიძლება დედასაც
კი სთხოვა ყაისნაღი და ძაფები. რა ადვილი იყო მისი გახარება.
196 მკითხველთა ლიგა
სამაჯურს როგორც კი დავასრულებდი, ხელზე მოვარგებდი და
ძაფის ბოლოებს ისე მოვუწვავდი, გაუჭრელად ვერ შეიხსნიდა.
სუზანი ჩვენს მეგობრულ საუბარს შორიდან უყურებდა. ქსოვის-
თვის თავი მიენებებინა და კალთაში მივიწყებული სამაჯური
ედო.
– რა ლამაზი ხელები გაქვს, – ნაზად გადავუსვი მაჯაზე ხელი.
პირველად ვიგრძენი, რომ შემეძლო სხვებისთვის გზა მეჩვე-
ნებინა, დავხმარებოდი. თითქოს უეცრად ერთიანი, ჰარმო-
ნიული სამყაროს ნაწილი გავხდი. რანჩოს სიცარიელეს ჩემებუ-
რი ახსნა მოვუძებნე. რასელიც ამას არ ამბობდა? გათიშე ეგო,
გამორთე გონება, შეიგრძენი, საიდან უბერავს კოსმოსური ქა-
რი. ახალი რწმენა იმ ფუნთუშებივით ფაფუკი და ადვილად მოსა-
ნელებელი იყო, საუსალიტოს საკონდიტროში რომ ვყიდულობ-
დით. ახალ აზრებს მარტივი ნახშირწყლებივით ვისრუტავდი.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კეროლაინი
გვერდიდან არ მცილდებოდა. უპატრონო ძაღლივით წრიალებ-
და სუზანის ოთახის შემოსასვლელთან და ჩემს მოსვლას ელო-
დებოდა.
ბაიკერებისთვის სიგარეტი გამოერთმია და აციმციმებული
თვალებით მეკითხებოდა, ხომ არ გინდაო.
სუზანი წამოდგა და ხელები ზურგს უკან გაჭიმა.
– ასე, უბრალოდ, მოგცეს? – იკითხა ვერაგულად, – დავიჯე-
რო, სანაცვლოდ არაფერი მოითხოვეს?
კეროლაინს ძალიან გაუკვირდა, რა უნდა მოეთხოვათო.
სუზანმა გაიცინა და აღარაფერი უთქვამს. ვერ ვხვდებოდი,
ასეთი უხეში რატომ იყო გოგონას მიმართ. ვცდილობდი, ჩემე-
ბური ახსნა მეპოვა: იქნებ იმიტომ ექცეოდა სხვებს ასე ცუდად,
რომ ჩემსავით ვერავინ უგებდა?
რა თქმა უნდა, ვამჩნევდი, რომ სუზანს ბნელი მხარეც ჰქონ-
და. ხანდახან გოგოებს ამცირებდა, მაგრამ მის გარეშე მაინც
197 მკითხველთა ლიგა
ვერ წარმომედგინა. საკმარისი იყო, ტრაილერში რასელთან ერ-
თად გაუჩინარებულიყო, ადგილს ვერ ვპოულობდი. დონასა და
რუზს დაკარგული ბავშვივით ვეკრობოდი. უკან დაბრუნებული,
სექსისა და სხეულზე შემშრალი ოფლის სუნად ყარდა. ერთხელ
ფეხებს შორის ურცხვად ამოისვა ტილო, თითქოს ვერ ამჩნევდა,
რომ ვუყურებდი.
კეროლაინი ჩემ ნაჩუქარ სამაჯურს აწვალებდა.
– მოწევა მინდა, – ვუთხარი და გავუღიმე.
სუზანმა ხელი გამიყარა და შემახსენა, ლამებს უნდა ვაჭამო-
თო.
– ალბათ უკვე კარგა ხნის დამშეულები არიან.
ვყოყმანობდი. ერთი ღერის მოწევა მაინცდამაინც არ შეგვა-
ყოვნებდა, მაგრამ სუზანმა თმაზე თამაში დამიწყო. ყოველთვის
ასე იქცეოდა, ტანსაცმლიდან ბუსუსებს მაცლიდა, კბილიდან
ფრჩხილებით მიღებდა ნარჩენებს. მუდმივად მანიშნებდა, რომ
ჩვენ შორის საზღვრები არ არსებობდა. მას ვერაფერს გამოვაპა-
რებდი.
კეროლაინს ჩვენთან ერთად უნდოდა წამოსვლა, მაგრამ
თქმას ვერ ბედავდა. უხეირო დამშვიდობება მივუგდე და სუზანს
გავყევი. ვიგრძენი, როგორ გამაცილა თვალებით, თითქოს ეს-
მოდა, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა. მაშინ მივხვდი, კერო-
ლაინისთვის იმედგაცრუება ახალი ხილი სულაც არ იყო.
დედაჩემის მაცივრის შიგთავსს ვსწავლობდი. მინის ქილის
თავსახურებზე ამოუცნობი ნივთიერებები შემხმარიყო. დაძვე-
ლებული, შხამიანი კომბოსტოები აქეთ-იქით დაგორავდნენ და
მომწამვლელ სუნს გამოსცემდნენ. როგორც ყოველთვის, საჭმე-
ლი არაფერი იყო. ასეთი პატარა დეტალები მახსენებდა, რატომ
მერჩია სხვაგან ყოფნა. დედაჩემმა კარი შემოაღო და შორიდან
მომესმა მისი მძიმე სამკაულების ჟღარუნი. ვეცადე, ისე გავძურ-
წულიყავი, მას არ გადავყროდი.
198 მკითხველთა ლიგა
– ივი, – დამიძახა შემოსასვლელიდან, – ერთი წუთით
მოიცადე.
რანჩოდან სულ ახალი დაბრუნებული ვიყავი და სუნთქვა ჯერ
კიდევ აჩქარებული მქონდა პედლების ტრიალისგან. ბალახის
ნისლიანი მოქმედება ძალას კარგავდა. ვეცადე, თავი ფხიზლად
მომეჩვენებინა. იმდენჯერ დამეხამხამებინა თვალი, რამდენჯე-
რაც ჩვეულებრივ დავახამხამებდი და ამავე დროს, არაფრის-
მთქმელი გამომეტყველება შემენარჩუნებინა.
– რა სწრაფად გაირუჯე, – მითხრა და გაღიავებულ ბუსუსებზე
დამაკვირდა.
მხრები ავიჩეჩე.
ვიგრძენი, რაღაცის თქმას აპირებდა. ცივმა ოფლმა დამასხა:
ნუთუ შეამჩნია, რომ ფულს ვპარავდი? პასუხის მოფიქრება უკვე
დაგვიანებული იყო. სიფრთხილის გამოჩენას აზრი აღარ ჰქონ-
და. ჩემსა და სახლს შორის არსებული ნაპრალი უფრო და უფრო
ღრმავდებოდა. იმის დაჯერებას ვიწყებდი, რომ ამ კედლებში
არასდროს მიცხოვრია. განცალკევების შეგრძნება განსაკუთრე-
ბით მაშინ მახსენებდა თავს, როცა დედაჩემის უჯრებს ფულის
ძებნაში ვატრიალებდი. მის ჩაისფერ აბრეშუმის წინდებსა და
აბურდულ მაქმანებს იქამდე ვქექავდი, სანამ ფულის ახალ,
აქამდე უცნობ საბადოს არ აღმოვაჩენდი.
დედაჩემმა წარბები შეჭმუხნა და ჩაახველა:
– მისმინე, ამ დილას სალიმ დაგინახა, რომ ველოსიპედით
მიდიოდი თიხიან გზაზე. სრულიად მარტო.
გულზე მომეშვა, თუმცა ვეცადე, არ დამმჩნეოდა. ესე იგი,
საქმე, უბრალოდ, გამოშტერებული სალის სიტყვები ყოფილა.
დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ კონისთან ვრჩებოდი, თუმცა სახ-
ლშიც ვათენებდი ღამეებს, ბალანსის დასაცავად.
– სალიმ მითხრა, რომ იქ საკმაოდ უცნაური ხალხი ცხოვ-
რობს, მისტიკით გატაცებულები და კიდევ ერთი კაცია, რომე-
199 მკითხველთა ლიგა
ლიც... – სახე აუწითლდა, – მოკლედ, მაინცდამაინც კარგი ადა-
მიანი არაა.
ამ სიტყვებმა გამაცოფა. რასელს რომ დიდი სახლი ჰქონოდა,
აუზში მოტივტივე გარდენიებითა და მოწყობილი ტერასით, დე-
დაჩემს მაშინვე შეუყვარდებოდა. მდიდარი ქალები 50-50 დო-
ლარსაც გადაუხდიდნენ ასტროლოგიური წინასწარმეტყველე-
ბისთვის. როცა საქმე სხვებს ეხებოდათ, ცდილობდა, წინდახე-
დული და ფრთხილი ყოფილიყო, თვითონ კი ნებისმიერ უცხო
ადამიანს გაუღებდა სახლის კარს, იმ მბზინავღილებიანი ფრენ-
კისა არ იყოს. ერთი გაღიმებითაც შეიძლებოდა მისი გულის მო-
გება.
– არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობ, – ვუთხარი უშფოთველი ხმით.
ცხადი იყო, ვიტყუებოდი. დედაც გრძნობდა, მაგრამ არ იცო-
და, რა ეპასუხა.
– მე, უბრალოდ, გაგაფრთხილე. მინდა იცოდე, რომ ის ტიპი
არსებობს, აქედან არც ისე შორს. იმედი მაქვს, შენ და კონი ერ-
თმანეთს მიხედავთ, მე ყოველთვის შენთან ახლოს ვერ ვიქნები.
გასაგებია?
უნდოდა, ჩხუბი თავიდან აერიდებინა და უსაფრთხო ტერიტო-
რიაზე დარჩენილიყო, საიდანაც რჩევებს მომცემდა, მაგრამ პა-
სუხისმგებლობის განაწილება არ მოუწევდა. მან დედობრივი ვა-
ლი მოიხადა. გამაფრთხილა. თავი დავუქნიე.
დედაჩემიც იცვლებოდა ჩემს არყოფნაში. მხრებზე კანი უფ-
რო მოშვებოდა, სხეულზე რუჯის ხაზები ეტყობოდა. ახალი ტან-
საცმელი ეცვა. წარმოდგენაც არ მქონდა, სად ან როდის ირუჯე-
ბოდა. ისე სწრაფად გავუცხოვდით, თითქოს წლების შემდეგ
შემთხვევით შეხვედრილი ოთახის მეზობლები ვყოფილიყავით.
სანამ სამზარეულოდან გავიდოდა, დამემშვიდობა და სულ
ერთი წამით ძველ დედაჩემს მოვკარი თვალი – მზრუნველსა და
თბილს, თუმცა მირაჟი სამაჯურების ჟღრიალმა დაარღვია.
200 მკითხველთა ლიგა
– მაცივარში ბრინჯი და მისოს სუპია, თუ გშია, – მითხრა სას-
ხვათაშორისოდ. თავი დავუქნიე, მაგრამ ორივემ ვიცოდით, ამ
საძაგლობას არ შევჭამდი.

201 მკითხველთა ლიგა


8

მიჩის სახლი პოლიციის მიერ გადაღებულ ფოტოებში


უსიამოვნო და საზარელი ჩანს, თითქოს თავიდანვე ცნობილი
იყო, რომ ამ კედლებში საშინელება დატრიალდებოდა. საფეხუ-
რებით გაყოფილი ოთახები, ცხიმის ლაქები ჭერის გასწვრივ,
ქვის ბუხარი, დერეფნები და დონეები, თითქოს მიჩმა ეშერის
ლითოგრაფიის გაცოცხლება გადაწყვიტაო. პირველად რომ შე-
ვაბიჯე სახლში, სანაპიროს ეკლესიასავით დიდი და ცარიელი
მომეჩვენა. თვალში მომხვდა ავეჯის სიმწირე და არასტანდარ-
ტული ფორმის ფანჯრები. იატაკზე ფხისებურად დაეგოთ პარკე-
ტი და შემოსასვლელი კარიდანვე ჩანდა ბნელი, ქვიანი სანაპი-
რო. ტივტივა სახლები ისე მშვიდად ეხლებოდნენ ერთმანეთს,
როგორც ყინულის ნატეხები ჭიქაში.
მიჩმა სასმელი ჩამოგვისხა. სუზანი მაცივარს სწავლობდა და
უცნობ მელოდიას ღიღინებდა. სათითაოდ გადმოალაგა ყველა
კონტეინერი: ხსნიდა, სუნავდა, უკან აბრუნებდა და კმაყოფილე-
ბის ან უკმაყოფილების ხმებს გამოსცემდა. ასეთ მომენტებში ძა-
ლიან მიჭირდა აღტაცების შეკავება – მეც მინდოდა, ასე თამა-
მად მეგრძნო თავი სხვის სახლში. შავ ფანჯრებში ჩვენი გამოსა-
ხულება ირეკლებოდა – ორი გრძელთმიანი თავი. ვერ ვიჯერებ-
დი, რომ ცნობილი ადამიანის სახლში ვიყავი. იმ მუსიკოსის
ოთახებში დავაბიჯებდი, რომლის სიმღერებიც რადიოში მომეს-
მინა. უზომოდ მადლიერი ვიყავი სუზანის. ის რომ არა, აქ არ
ვიქნებოდი და კარს მიღმა ტყავივით მბზინვარე ყურეს ვერ და-
ვაკვირდებოდი.
მიჩს შუადღისას რასელთან შეხვედრა ჰქონდა. დათქმულ
დროს ორი საათი გადასცდა და მიჩი ჯერ არ ჩანდა. ჩუმად ვისხე-
დით. იმასაც ვერ ვბედავდი, ცხენის ბუზი მომეგერიებინა, რომე-
202 მკითხველთა ლიგა
ლიც კოჭებთან დამტრიალებდა. რასელი თვალდახუჭული მი-
წოლილიყო სკამზე. უნდოდა, მიჩი სწორედ ამ პოზაში დასდგო-
მოდა თავზე – ტრუბადური, რომელიც გოგონებითაა გარშემორ-
ტყმული.
მუხლებზე გიტარა ჰქონდა დასვენებული – შიშველ ფეხს
რიტმულად აქანავებდა. დროდადრო სიმებთან თითები მიჰქონ-
და და ჰაერში ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებდა – მაშინ
ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ნერვიულობდა.
ჰელენმა სიჩუმეს ვეღარ გაუძლო და დონას რაღაც ჩასჩურ-
ჩულა. სავარაუდოდ, მიჩზე ან გაიზე ეჭორავებოდა. რასელს ამ
დროს თვალები არ გაუხელია, მაგრამ როცა მოზომილი ჩურჩუ-
ლი კისკისში გადაიზარდა, ფრთხილად წამოდგა, გიტარა სკამ-
თან მიაყუდა და ჰელენს მაგრად გაულაწუნა. ჰელენმა დაბ-
ნეულობისგან ამოიწკმუტუნა და გაშეშდა. თვალები სწრაფად
აახამხამა, რომ ტირილის ტალღა შეეჩერებინა.
რასელის მხრიდან ასეთ ცივსისხლიან ძალადობას პირვე-
ლად შევეჩეხე. ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე რომელიმე ჩვენ-
განს დაარტყამდა – მით უმეტეს, შუადღის მზის ქვეშ, ყველას
თანდასწრებით. ვეცადე, ის ადამიანები მეპოვა, რომლებიც ჩემ-
სავით იყვნენ აღშფოთებულები, მაგრამ ყველა ძირს იყურებო-
და. ისეთი სახეები მიეღოთ, თითქოს ჰელენმა თავად დაიმსახუ-
რა დასჯა. გაი ყურის უკანა მხარეს იფხანდა, სუზანიც კი გულ-
გრილობის ნიღაბს ამოჰფარებოდა. ისე იქცეოდნენ, თითქოს სი-
ლის გაწვნა და ხელის ჩამორთმევა ერთი და იგივე ყოფილიყო.
თავი მარტოსულად ვიგრძენი.
ცოტა ხანში რასელი ჰელენს თმაზე ეფერებოდა და კიკინებს
უსწორებდა. არ მესმოდა, რას ეჩურჩულებოდა, მაგრამ გოგო
დიდთვალება თოჯინასავით უქნევდა თავს.
როგორც იქნა, მიჩიც გამოჩნდა. ტრადიციულად, საჭმელი
მოიტანა: დაკონსერვებული ლობიო, ლეღვის ჩირი და შოკოლა-
203 მკითხველთა ლიგა
დის კარაქი. გოგოებმა ცალ-ცალკე დაფასოებული პეკჰემის
მსხლები დაინაწილეს. მიჩი ბავშვებს მიეფერა, რაც უცნაურად
მომხვდა თვალში. როგორც წესი, მათ მიმართ სრულიად გულ-
გრილი იყო.
– სალამი, რასელ, – უთხრა სიცხისგან გახვითქულმა მიჩმა.
– რა ხანია, აღარ მინახიხარ, ძმაო, – უპასუხა რასელმა, მაგ-
რამ სკამიდან არ წამომდგარა, – როგორ მიდის დიდი ამერიკუ-
ლი ოცნების ასრულება?
– ყველაფერი რიგზეა, ბოდიში, რომ დამაგვიანდა.
– ამ ბოლო დროს ძალიან დაგვეკარგე, მიჩ.
– ხომ იცი, საქმეები, – თავაზიანად გაიმართლა თავი მიჩმა.
რასელმა მიმოიხედა და მზერა გაიზე შეაჩერა:
– ეგ არის ცხოვრება. ყოველთვის რაღაც ხდება. მხოლოდ მა-
შინ ჩერდება ყველაფერი, როცა კვდები.
მიჩმა გაიცინა, თითქოს ყველაფერი რიგზეაო, მერე კი სიგა-
რეტები და საჭმელი ჩამოგვირიგა, როგორც მსუქანმა და ოფ-
ლიანმა სანტამ. წიგნებს თუ დავუჯერებთ, სწორედ ამ დღიდან
დაიწყო დაძაბულობა რასელსა და მიჩს შორის, თუმცა მაშინ ეს
ნამდვილად არ ვიცოდით. რასელის რისხვა გულგრილ, შემ-
წყნარებლურ ტყავში გახვეულიყო. მიჩმა რასელს ცუდი ამბავი
მოუტანა: მისი ჩანაწერები ხმისჩამწერ სტუდიას არ მოეწონა.
კონტრაქტის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. საჭმელი, სიგარეტი –
ეს ყველაფერი, უბრალოდ, დამამშვიდებელი პრიზი იყო. რასე-
ლი რამდენიმე კვირის განმავლობაში ბურღავდა მიჩს შეკით-
ხვებით. აწვებოდა და აწვებოდა. რამდენჯერმე გაიც კი მიაგზავ-
ნა დაშიფრული გზავნილებით, რომელთა შინაარსიც მხარდაჭე-
რიდან მუქარამდე მერყეობდა. რასელი მთელი ძალით ცდი-
ლობდა ის მიეღო, რასაც, თავისი ჭკუით, იმსახურებდა.
ცოტა მოვწიეთ. დონამ პურის ნაჭრებზე არაქისის კარაქი გა-
დაუსვა. მე მუხის ძირას ჩრდილში ჩამოვჯექი. ნიკო მეგობართან
204 მკითხველთა ლიგა
ერთად დარბოდა ახლომახლო. ნიკაპზე საუზმის ნარჩენები შეხ-
მობოდათ. ბავშვებმა ნაგვის პარკს ჯოხი დაარტყეს და ცარიელი
ქილები და სადილიდან მორჩენილი ბოსტნეული მთელ მდელო-
ზე გაფანტეს. ყურადღება ჩემ გარდა არავის მიუქცევია. გაის
ძაღლი მდელოზე იწვა, თავაწეული ლამები ენერგიულად დააბი-
ჯებდნენ. დროდადრო ჰელენისკენ ვაპარებდი თვალს და ვცდი-
ლობდი, აბურდული აზრებისთვის ფორმა მიმეცა. ჰელენი იმაზე
ბედნიერი ჩანდა, ვიდრე რასელთან შეხლა-შემოხლამდე იყო.
ვერ ვიჯერებდი, რომ იმ გალაწუნებამ უკვალოდ ჩაიარა. ჩემს
წარმოდგენას რასელის უსაზღვრო კეთილშობილების შესახებ
ბზარები გაუჩნდა. მინდოდა, სუზანთან მივსულიყავი და მისგან
მაინც მომესმინა რასელის საქციელის გამართლება. თავს ვირ-
წმუნებდი, რომ ჰელენმა რასელს სხვა გზა არ დაუტოვა, რომ
ხანდახან თუ არ დავისჯებოდით, ვერ დავაფასებდით სიყვა-
რულს, რომელსაც სხვა დროს ვგრძნობდით. ისიც კი ვიფიქრე,
სავარაუდოდ, ამ ფორმით ტკივილის მიყენება რასელისთვისაც
მძიმე იქნებოდა-მეთქი.
ნიკომ და მეორე ბიჭმა ნაგავს თავი მიანებეს და ბალახებში
ჩაეფლნენ. საფენები გატენილი ჰქონდათ. ერთმანეთს ცხარედ
ესაუბრებოდნენ გაუგებარი, უაზრო სიტყვებით. ტონს ისე
ცვლიდნენ, თითქოს სერიოზული ფილოსოფიური განხილვა
ჰქონდათ, მერე კი ისტერიკული სიცილი აუტყდათ.

***
გვიანი იყო. ბინძურ ღვინოს ვსვამდით, რომელიც ქალაქში
გალონებით იყიდებოდა. ენები გვიშავდებოდა. გულისამრევი
სიცხე ჩამოწოლილიყო. მიჩი უკვე სახლისკენ აპირებდა წას-
ვლას.
205 მკითხველთა ლიგა
– არ გინდა, მიჩს წაჰყვე? – მკითხა რასელმა და ხელზე ოდ-
ნავ მომიჭირა ხელი, თითქოს საიდუმლო შეტყობინებას მაწვდი-
და.
მომეჩვენა, რომ მან და მიჩმა მზერა გაცვალეს.
უკვე შებინდებულიყო, როცა მე და სუზანი მიჩის მანქანაში
ჩავსხედით. მერინის გზებზე მივქროდით. მიჩი უკან იჯდა, სუზანი
– საჭესთან, მე – მის გვერდით, მგზავრის სავარძელში. სარკეში
დროდადრო მიჩის თვალებს ვაწყდებოდი. თავიდან გაფანტული
იყო, მერე კი უეცრად გამოფხიზლდა და ახალგაღვიძებული
ადამიანის ცნობისმოყვარეობით მოგვაშტერდა. ვერ ვხვდებო-
დი, მაინცდამაინც მე და სუზანს რატომ დაგვევალა მიჩის სახ-
ლამდე მიცილება. ჩაწეული ფანჯრებიდან მანქანაში ზაფხულის
მიწის სუნი აღწევდა. ვიწრო ქუჩაზე ლამაზი სახლები იყო ჩამ-
წკრივებული. მათი პატრონები გაზონს საგულდაგულოდ უვ-
ლიდნენ და მაგნოლიებს რწყავდნენ. ხანდახან სუზანი განგებ
გადადიოდა ხრეშიან გზაზე და ჩვენც შიშს განვასახიერებდით.
იმ მომენტში არ მჯეროდა, რომ უწყინარი გასეირნება შეიძლება
ცუდად დამთავრებულიყო.

***
მიჩმა გამოიცვალა და ვარანასში გატარებული სამკვირიანი
შვებულებიდან ჩამოტანილი კოსტიუმის მსგავსი თეთრი პიჟამა
ჩაიცვა, ჭიქებში ჯინი ჩამოგვისხა. სამედიცინო სუნმა ცხვირის
წვერი ამიწვა. ისეთი დაბოლილი ვიყავი, სულერთი იყო, რას
დავლევდი. გადაყლაპვისას ცხვირი მეჭედებოდა და მეცინებო-
და. უცნაური იყო მიჩ ლუისის სახლში ყოფნა, მის ხელუხლებელ
ავეჯსა და დახვავებულ ნივთებს შორის.

206 მკითხველთა ლიგა


– იცით, აქ რამდენიმე თვე თვითმფრინავი ცხოვრობდა, –
მძიმედ ჩაგვიკრა თვალი, და ეზო უცხო თვალით მოათვალიერა,
– დიდი და თეთრი. მოიცა, რა ერქვა? ნიუფაუნდლენდი. გაზონს
დედა უტირა.
არ ადარდებდა, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით. თვითონაც
სხვაგან იყო. მერე მოულოდნელად ადგა ფეხზე და მუსიკა ჩარ-
თო. როკ-ენ-როლის მჭახე დრამმა გული გამიხეთქა, მაგრამ სუ-
ზანმა გაიცინა და მოითხოვა, კიდევ აუწიეო. საკუთარ სიმღერას
გვასმენინებდა, რაც ცოტა უხერხული იყო. მძიმე მუცელი პერან-
გიდან გადმოვარდნას ლამობდა.
– რა მხიარული გოგონები ხართ, – აღნიშნა ყალბად. სუზანი
გაშავებული ტერფებით თეთრ ხალიჩაზე ცეკვავდა, მაცივარში
ნაპოვნ ქათმის ხორცს ხელით აგლეჯდა ნაწილებს, ღეჭავდა და
ირწეოდა.
– მოგწონს? – ჰკითხა მიჩმა, – კონას ქათამია (მწვანე ხახ-
ვით, თეთრი ღვინითა და თაფლით მომზადებული ქათამი),
ტრეიდერ ვიკსში9 ავიღე.
მისი ბანალური შენიშვნის გაგონებაზე მე და სუზანმა ერთმა-
ნეთს გადავხედეთ.
– რა გაცინებთ? – გაუკვირდა მიჩს, თუმცა სიცილში აგვყვა,
– მგონი, კარგად ვერთობით, – დაასკვნა ბოლოს.
მიჩი გაუჩერებლად ლაპარაკობდა მისი მუსიკით აღფრთოვა-
ნებულ რომელიღაც მსახიობზე. გვეუბნებოდა, ჩემი სიმღერებით
აღტაცებულია და მთხოვს, პირველს მოვასმენინო ხოლმეო.
ასე ახლოს ცნობილ ადამიანთან არასდროს ვყოფილვარ და
პირველად ვიქცეოდი ისე, თითქოს ჩემთვის სულერთი იყო. ვხე-
დავდი, მიჩი არაფრით განსხვავდებოდა სხვა კაცებისგან. სამზა-

9 რესტორნების ქსელი.

207 მკითხველთა ლიგა


რეულოში დიდი ხნის გაუტანელი ნაგვის სუნი იდგა, უკვე ჩამოხ-
სნილ ფოტოებს კი კედელზე გაყვითლებული მართკუთხედები
დაეტოვებინა. ჯერაც ცელოფანში მოთავსებული ოქროს ფირფი-
ტები პირდაპირ იატაკზე ეწყო. სუზანი ისე იქცეოდა, თითქოს
მხოლოდ ჩვენ ორს გვქონდა მნიშვნელობა. მიჩი, უბრალოდ,
ხმაური იყო უკანა ფონზე. ერთდროულად გვეცოდებოდა და ვე-
მადლიერებოდით, რომ ჩვენ გასამხიარულებლად თავი გადა-
დო.
მიჩმა კოკაინი მედიტაციის წიგნზე გადმოყარა. ხელები უკან-
კალებდა და წვალებით დაყო თეთრი ფხვნილი სამ ხაზად. ერთი
გამორჩეულად დიდი იყო, დანარჩენი ორი – პატარა. დიდი ხაზი
ერთი შესუნთქვით გააქრო.
შესრუტვამ ძალა გამოაცალა. დივანზე გადაწვა და თავი უკან
გადასწია. ყელზე ჩაბრუნებული თმის ბორცვები გამოუჩნდა.
წიგნი სუზანმა გადაიბარა და თავისი წილი შეისუნთქა. ჩემი ჯე-
რიც დადგა. თეთრმა გრანულებმა ყელი ამიწვა. კოკაინმა ცეკვა
მომანდომა და ამსუბუქებულ სუზანს შევუერთდი. რა თქმა უნდა,
მიჩისთვის ვცეკვავდით, მაგრამ იმ მომენტში მოფრიალე შავი
თმის გარდა ვერაფერს ვამჩნევდი.
მიჩი გულახდილობის განწყობაზე დადგა. გვიყვებოდა, რო-
გორ მიატოვა მეგობარმა გოგომ და მარაკეშისკენ გაემგზავრა
საკუთარი თავის საპოვნელად.
– თურმე მეტი სივრცე სჭირდება. რა სისულელეა. ენით აღუ-
წერელი სისულელე.
ჩვენ მხარს ვუბამდით და ვაქეზებდით. ეს უცნაური თამაში სუ-
ზანმა წამოიწყო. ყოველ ჯერზე, როცა მიჩი უადგილო ფრაზას
დაახეთქებდა, სუზანი მრავლისმეტყველ მზერას მესროდა, კაცს
კი ეუბნებოდა, მეტი მოგვიყევიო, ან დამატებით კითხვებს უსვამ-
და, რომ მას ბოდვა არ შეეწყვიტა. მიჩი ლინდაზე გვესაუბრებო-
და, თუმცა იმ მომენტში ეს სახელი ბევრს არაფერს გვეუბნებო-
208 მკითხველთა ლიგა
და. თაროდან სახურავზე ლაბირინთამოტვიფრული ხის ყუთი
ავიღე. სახალისო და მარტივი თამაში იყო – პატარა ვერცხლის-
ფერი ბურთები დრაკონის პირის ფორმის ნახვრეტებში უნდა ჩა-
გეყარა.
მკვლელობის მომენტში ლინდა და მიჩი უკვე დაშორებულები
იყვნენ. ლინდა მხოლოდ ოცდაექვსი წლის იყო, თუმცა მაშინ ეს
ძალიან ბევრი მეგონა. მისი შვილი, ქრისტოფერი, ექვსი წლი-
საც არ იყო, მაგრამ ფეხი უკვე ათ ქვეყანაში ჰქონდა დადგმული.
ლინდა ყველგან თან დაატარებდა, როგორც სამკაულების შესა-
ნახ ტომსიკას ან სირაქლემას ტყავისგან შეკერილ ჩექმებს,
რომლებშიც დახვეულ ჟურნალებს დებდა, რომ ფორმა არ
დაეკარგათ. ლინდა ლამაზი იყო, თუმცა ვულგარული იერიც
დაჰკრავდა. იმ ბნელ ღამეს თავის ოქროსქოჩრიან შვილთან ერ-
თად ეძინა. ბიჭის თბილი სხეული სათამაშო დათუნიასავით ჩა-
ეკრა გულში.
მეგონა, სამყარო ჩემი და სუზანის გარშემო ტრიალებდა. მი-
ჩი... მიჩი, უბრალოდ, კომიკური დანამატი იყო, პატარა ჭანჭიკი
დიდ მოწყობილობაში. ოთახებს ინტერესით ვათვალიერებდი,
ბოლოს სააბაზანოშიც შევიჭყიტე. მიჩს უცნაური შავი საპონი
ჰქონდა. სააბაზანოს მომცრო კარადა ტკივილგამაყუჩებელი
აბებით იყო სავსე.
კაფელი ბზინავდა, ჰაერში ქლორის სუსტი სუნი იგრძნობო-
და. ჩანდა, მიჩს დამლაგებელი ჰყავდა. მოფსმას ვამთავრებდი,
როცა ვიღაცამ კარი დაუკაკუნებლად შემოაღო. შემეშინდა და
ინსტინქტურად ვეცადე, ფეხებს შორის სივრცე დამეფარა. კაცმა
ერთი მზერა მაინც შემავლო, სანამ უკან დაიხევდა.
– უკაცრავად, – მებოდიშებოდა კარის მეორე მხრიდან, –
მიჩს ვეძებდი. თქვენი შეწუხება არ მინდოდა.
კარის უეცარი შემოღების გამო ონკანთან ჩამოკიდებული
გულყვითელებიანი ჯაჭვი ისევ ქანაობდა.
209 მკითხველთა ლიგა
დაიცადა, რომ მისი ბოდიში მიმეღო და ხმაურიანი ნაბიჯებით
გაეცალა კარს. შორტი ავიწიე. შიშმა გამიარა, მაგრამ ხელები
მაინც მიკანკალებდა. კოკაინი პარანოიას მიმძაფრებდა. მიჩის
მეგობარი უნდა ყოფილიყო, ამიტომ თავი დავირწმუნე, რომ
არაფერი იყო საგანგაშო. ცხოვრების იმ პერიოდში ყველა უც-
ნობს პოტენციურ მეგობრად ვთვლიდი. მჯეროდა, კაცობრიობის
ყველა წარმომადგენელი ერთმანეთთან უხილავი ძაფით იყო
გადაბმული. თითქოს მთელი სამყარო ერთ დიდ ქსელს ქმნიდა,
რომელზეც წაქცევის შემთხვევაში უსაფრთხოდ დაეშვებოდი.
რამდენიმე თვის შემდეგ შევიტყობდი, რომ ეს კაცი სკოტ ვეშ-
ლერი იყო. დარაჯი, რომელიც უკანა ეზოში, თეთრი პანელებით
აწყობილ ქოხში ცხოვრობდა, ერთ თეფშთან და გამათბობელ-
თან ერთად. ეს კაცი ასუფთავებდა ჯაკუზის ფილტრებს, რწყავდა
ბაღს და ამოწმებდა, რომ მიჩი ზედოზირებით არ მომკვდარიყო.
ნაადრევად გამელოტებული სკოტი პენსილვანიის სამხედრო
აკადემიაში კადეტი იყო. მერე სწავლას თავი მიანება და დასავ-
ლეთისკენ გაეშურა, მაგრამ კადეტურ სულისკვეთებაზე ბოლომ-
დე არ უთქვამს უარი: როცა დედამისს რედვუდზე ან წყნარ
ოკეანეზე უყვებოდა, ისეთ სიტყვებს იყენებდა, როგორებიცაა:
დიდებული და ჩინებული.
მას პირველს გაუსწორდებოდნენ. ის პირველი იქნებოდა,
ვინც გაქცევას ეცდებოდა.
სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ იმ ხანმოკლე შეხვედრიდან
ბევრი რამ შევიტყვე. თითქოს მისი დანახვისთანავე უბედურების
წინათგრძნობამ დამიარა ან მივხვდი, ძალიან კარგი ადამიანი
იყო. სინამდვილეში, არაფერი მსგავსი არ მიგრძნია. უბრალოდ,
უცნობი ადამიანი დავინახე და მალევე დავივიწყე. ისიც კი არ
მიკითხავს სუზანისთვის, ვინ იყო-მეთქი. როცა დავბრუნდი, მი-
საღები ოთახი ცარიელი დამხვდა. მუსიკა ჩართული დაეტოვები-
ნათ, საფერფლეში სიგარეტი ბოლავდა.
210 მკითხველთა ლიგა
ყურისკენ გაჭრილი მინის კარი ღია იყო და მივხვდი, გარეთ
იქნებოდნენ. წყლიან კიდესა და ტერასას რამდენიმე ათეული
მეტრი აშორებდა. ჩემ წინ ღამის განათების რბილი კედელი იყო
აღმართული: სან-ფრანცისკო ნისლში ტივტივებდა. ქარმა კისკი-
სისა და საუბრის დანაწევრებული ხმები მოიტანა. წყალში იყ-
ვნენ და წუწაობდნენ. მუხლებამდე იდგნენ აქაფებულ წყალში.
მიჩს თეთრი ტანსაცმელი დასველებოდა და მქადაგებელს ჰგავ-
და. სუზანი ძლივს იმაგრებდა თავს ტალღებში. მინდოდა, მეც
შევერთებოდი, მაგრამ რაღაც მაკავებდა. იმ კიბეზე ვიდექი,
რომლის ბოლო საფეხურიც ქვიშაში იყო ჩაფლული და ღრმად
ვისუნთქავდი ნესტიანი ხეების სუნს. სუზანმა კაბა გაიძრო და შე-
ტორტმანდა. მიჩის თავი მისი მკერდის სიმაღლეზე დაიხარა,
რომ ძუძუსთავებზე ეკბინა. მინდოდა, თვალი ამერიდებინა, მაგ-
რამ არ შემეძლო. ყურები დამიგუბდა და თვალები ამეწვა.
უსიამოვნო სანახაობას ზურგი შევაქციე და სახლში შევედი. მუ-
სიკას ჩავუწიე და მაცივრის კარი დავხურე, რომელიც სუზანს
ღია დაეტოვებინა. სითეთრეში ქათმის გამოგლეჯილ ხორცს
მოვკარი თვალი. კონას საფირმო ქათამი. ტრეიდერ ვიკსიდან.
ზედმეტად ვარდისფერი, შეცივებული ხორცი გულს მირევდა. სა-
კუთარი თავი მეზიზღებოდა: შენ ყოველთვის ასეთი იქნები. გო-
გო, რომელიც მაცივარს დახურავს და მოჩვენებასავით იდგება,
სანამ სხვები გაერთობიან.
შურს, ეჭვიანობას, სიძულვილს ერთად ვგრძნობდი. წამით
მიჩის თითები წარმოვიდგინე, რომლებიც სუზანის საცვლებში
დაძვრებოდნენ. მარილიანი წყლისგან დახეთქილი ტუჩები სუ-
ზანის ლამაზ ძუძუებზე. ვერ მივხვდი, როგორ შეიცვალა ასე
სწრაფად ყველაფერი. როგორ დავრჩი მთავარი მოვლენის მიღ-
მა.
კოკაინი უკვე აღარ მოქმედებდა. დაღლილი არ ვიყავი, მაგ-
რამ აღარც ფეხზე დგომა მსიამოვნებდა. ცარიელი საძინებელი
211 მკითხველთა ლიგა
ვიპოვე, რომელიც სტუმრების ოთახს ჰგავდა: კარადაში ტანსაც-
მელი არ ეკიდა და საწოლი ოდნავ იყო არეული. ზეწრებს ვიღაც
სხვა ადამიანის სუნი ასდიოდა და ტუმბოზე ცალი ოქროს საყურე
იდო. ჩემი სახლი გამახსენდა, ჩემი საბნის სიმძიმე და მშობ-
ლიურობის შეგრძნება. კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა კო-
ნის საწოლში წოლა. მის ცისარტყელებიან გადასაფარებელში
გავეხვეოდი და ნაცნობ ზურგს ტკიპასავით მივეკრობოდი.
მეორე ოთახიდან სუზანისა და მიჩის ხმები მესმოდა. ისე
ვბრაზობდი, თითქოს სუზანის გაუთლელი შეყვარებული ვყოფი-
ლიყავი. მიჩი ყველასა და ყველაფერზე მეტად მძულდა. დაძინე-
ბას ვერ ვახერხებდი. მინდოდა, სახეში მიმეხალა, რომ სუზანი
სექსამდე ნახევარი საათით ადრე ულმობლად დასცინოდა. მინ-
დოდა, სცოდნოდა, რა ძალიან მეცოდებოდა და როგორი საზიზ-
ღარი იყო სინამდვილეში. თუმცა ჩემი რისხვა უძლური იყო იმ
ზვირთივით, რომელსაც ძირს დასაშვებად ადგილი არ აქვს.
გრძნობები ისე იკლაკნებოდნენ ჩემში, როგორც ნახევრად ჩა-
მოყალიბებული ბავშვები, გამწარებულები და უსუსურები.
თითქმის დარწმუნებული ვარ, იმ საძინებელში ვიწექი, რო-
მელშიც მოგვიანებით ლინდასა და მის პატარა ბიჭს ეძინათ.
მართალია, სახლში სხვა საძინებლებიც იყო, მაგრამ ეს ყველა-
ზე კომფორტული ჩანდა. ლინდა და მიჩი იმ დროისთვის უკვე
დაშორებულები იყვნენ, მაგრამ მეგობრობდნენ. ერთი კვირით
ადრე მიჩმა ქრისტოფერს დაბადების დღეზე უზარმაზარი რბილი
ჟირაფიც კი აჩუქა. ლინდა მხოლოდ იმიტომ რჩებოდა მიჩთან,
რომ მისი ბინა სანსეთში ობს დაეფარა – ორ ღამეს გაათენებდა
ყოფილი შეყვარებულის სახლში, მერე კი ვუდსაიდში გადაინაც-
ვლებდა – ახალ მეგობარ კაცთან, რომელიც ზღვის პროდუქტე-
ბის რესტორნების ქსელს ფლობდა.
მკვლელობების შემდეგ ლინდას ახალი კაცი ტელევიზორში
ვნახე: სახე გაწითლებული ჰქონდა და თვალებს ხელსახოცით
212 მკითხველთა ლიგა
ისრესდა. ფრჩხილები ალბათ ამ ჩართვისთვის გაეკეთებინა.
წამყვანს უთხრა, რომ ლინდასთვის ხელის თხოვნას აპირებდა.
თუმცა არავინ იცის, ეს სიმართლე იყო თუ არა.
დილის სამისთვის კარზე კაკუნი გაისმა. სუზანი იყო. ჩემს პა-
სუხს არც დალოდებია, ისე შემოიჭრა ოთახში. შიშველი იყო.
თან სიგარეტისა და ზღვის მძაფრი სუნი შემოიყოლა.
– ჰეი, – გადამხადა ზეწარი კისკისით.
ნახევრად მეძინა, ჩაბნელებული ჭერის ყურებამ ფიქრებში
წამიღო. სუზანი ჩემს წარმოდგენაში სიზმრისეული არსება იყო,
ფრთხილი ნაბიჯებითა და მლაშე წყლის სუნით.
გვერდით მომიწვა. მისი ნოტიო კანის შეხებამ ჟრუანტელი
მომგვარა. წამით დავიჯერე, რომ გავახსენდი და ამ ფორმით
სურდა ბოდიშის მოხდა. ეს შეგრძნება მაშინვე გაქრა, როცა
თვალები გავახილე და მივხვდი, ეჩქარებოდა. მთხოვა, იქით
ოთახში წამომყევიო.
საქმე მიჩსა და მის ბინძურ სურვილებს შეეხებოდა.
– კარგი რა, – ამბობდა სუზანი და იცინოდა. სახეზე უცნაური
ლურჯი შუქი დასტრიალებდა, – ეგეთი ცუდი ტიპიც არაა.
„ცუდი ტიპი არაა“ – მეტი რისი იმედი უნდა მქონოდა. სა-
წოლში წამოვჯექი და ზეწარი მივიხუტე.
– საზიზღარია, – ვთქვი მე. ერთი წამითაც არ დამვიწყებია,
რომ უცნობის სახლში ვიყავი. სტუმრების ოთახი ზედმეტად დი-
დი და ცარიელი მეჩვენებოდა. ოთახის წინა მცხოვრებლების სუ-
ნი ცხვირში მიღიტინებდა.
– ივი, ნუ იქცევი ბავშვივით, – მისაყვედურა სუზანმა და ტუ-
ჩებში მაკოცა.
ტუჩებზე კოკაინისა და ზღვის გემო ჰქონდა შერჩენილი. ისე
გამიღიმა, ლამაზი პირი ჩემთვის არ მოუცილებია. მინდოდა, ეს
წამი დიდხანს გაგრძელებულიყო.

213 მკითხველთა ლიგა


წამიერმა შეხებამ ჩემი სიჯიუტე დაამარცხა. სუზანს იქნებ
მართლა მოვწონდი, უნდოდა, ერთად ვყოფილიყავით და უბრა-
ლოდ, ეს გზა მოძებნა? შემეძლო, საკუთარი თავი მისთვის სა-
ჩუქრად მიმერთმია და ამით გამეხარებინა. რა თქმა უნდა, იმ
მომენტში სუზანიც გარემოების მძევალი იყო, მაგრამ მე ამას-
თან ერთად ბრმაც ვიყავი. ის, ჩემგან განსხვავებით, ყოველთვის
აღწევდა დასახულ მიზანს და ჩემს სურვილებს ისე მარტივად უც-
ვლიდა მიმართულებებს, თითქოს ვერცხლის ბურთებს დრაკო-
ნის პირში ყრისო.
მიჩის ოთახი კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმო-
მედგინა. იატაკზე მეტლახი იყო დაგებული. ხის საწოლის კორ-
პუსი კუნძულ ბალის ესთეტიკით გატაცებული ხელოსნის ნამოქ-
მედარს ჰგავდა. მიჩმა გამარჯვებულის ღიმილი ვერ დამალა,
როცა ჩემს ფიგურას შეავლო თვალი. გაშლილი ხელებით შემე-
გება. შიშველ მკერდზე იმდენი თმა ჰქონდა, შორიდან ქაფით
დაფარული გეგონებოდა. საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი და ხელე-
ბი უხალისოდ ჩამოვყარე.
მიჩი იდაყვებზე წამოიწია.
– არა, – თქვა და მატრასზე ხელი დაატყაპუნა, – აქ მოდი, აქ.
მიჩის გვერდით დავწექი. სუზანი ისე შესციცინებდა თვალებ-
ში, თითქოს ძაღლია, რომელმაც გადაგდებული ჯოხი მოიტა-
ნაო.
– შენ ჯერ არ მჭირდები, – უთხრა მიჩმა. სუზანის შეხედვაც კი
არ მჭირდებოდა მისი გამომეტყველების წარმოსადგენად.
– შეგიძლია ეს გაიხადო? – ხელით საცვლებზე მანიშნა.
შემრცხვა. დიდი, ბავშვური საცვლები იყო, მორღვეული რე-
ზინის სათავეთი. ჯერ ბარძაყებამდე ჩავიწიე, მერე კი – მუხლე-
ბამდე.
– ღმერთო, – თქვა მიჩმა და წამოჯდა, – შეგიძლია ფეხები
ოდნავ მაინც გაშალო?
214 მკითხველთა ლიგა
გავშალე. თავი დახარა და მისი ცხელი სუნთქვა ჩემს აკრძა-
ლულ ბორცვთან ვიგრძენი. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,
თითქოს გაცოფებული ცხოველი მიახლოვდებოდა.
– რა მოგივიდა, მოგეწონება, – მითხრა მიჩმა, თუმცა
ვგრძნობდი, იტყუებოდა. ცოტა ხნის შემდეგ სუზანიც მოიპატიჟა.
პოზას გვიცვლიდა და ლუღლუღებდა, თითქოს თოჯინებს ალა-
გებსო. უკმაყოფილო და მოუსვენარი ჩანდა. უსიტყვოდ ბუზღუ-
ნებდა, რით ვერ მიხვდით, რა მჭირდებაო. სუზანი ისე მიყურებ-
და, როგორც უცნობ გოგოს, რომელსაც პირველად ამ ოთახში
შეხვდა. მისი ის ნაწილი, რომელიც ასე ძალიან მომწონდა, სად-
ღაც გამქრალიყო.
მიჩმა პირში ენა შემომიცურა, აგრესიულად, თავხედურად.
ჩემგან პასუხს არც მოითხოვდა. უბრალოდ, მისი ასხმარტალე-
ბული ენა უნდა მიმეღო და მისი საზიზღარი ოხშივარი მეგრძნო.
როცა მისი თითები ჩემში დაცურავდნენ, ვცდილობდი, სხვა
რამეზე მეფიქრა. თავადაც არ ჩანდა აღფრთოვანებული, თით-
ქოს მხოლოდ სამედიცინო ინტერესის გამო სწავლობდა ჩემს
სხეულს. ბოლოს შესაბამისი განლაგება იპოვა და სცადა, ჩემში
შემოსულიყო. ცოტა გაუჭირდა და ამოიგმინა. მერე ხელზე
დაიფურთხა და ზედ წამისვა. მერე კიდევ ერთხელ სცადა. მიუხე-
დავად იმისა, რომ ვხვდებოდი, რაც მოხდებოდა, მისმა ბიძგებმა
მაინც შემაშინა. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდე-
ბოდა. ვცდილობდი, საკუთარ აზრებში მაინც დავმალულიყავი,
როცა უეცრად ხელზე სუზანის თითების შეხება ვიგრძენი.
შეიძლება მიჩმა უბიძგა ჩემკენ, მაგრამ არ დამინახავს. როცა
სუზანმა მაკოცა, გავყუჩდი და ვიფიქრე, ამას ჩემთვის აკეთებდა.
მეგონა, მანიშნებდა, რომ მიჩის ხარბი ტუჩებისთვის ყურადღება
არ მიმექცია, მის თვალებში ჩავძირულიყავი და სხვა არაფერზე
მეფიქრა. მსიამოვნებდა მისი მოფერება. ხელი ძუძუზე დამადე-
ბინა. ხმამაღლა ამოიკვნესა, როცა ძუძუსთავი მოვუსრისე. მე-
215 მკითხველთა ლიგა
გონა, მისი ყველა ბგერა მე მეკუთვნოდა და ისეთ სიხშირეზე ის-
მოდა, რომელსაც მიჩი, უბრალოდ, ვერ გაშიფრავდა. მიჩი მოგ-
ვცილდა და საუცხოო სანახაობას მიაშტერდა. სველი ასო ხელში
მოექცია და გააფთრებული ამოძრავებდა. მუხლებზე იდგა და
მატრასი მისი სიმძიმის ქვეშ იღუნებოდა. სუზანის ტუჩებს ვერ
ვწყდებოდი. არაფერი მსგავსი არ მიგრძნია, როცა მიჩი მკოცნი-
და. იმ ძალადობრივ ჭყლეტას კოცნასაც ვერ უწოდებდი. ვცდი-
ლობდი, მისი არსებობა დამევიწყებინა, თუმცა მის გარყვნილ
მზერას ვერსად ვემალებოდი. სუზანმა ხელით მსუბუქად გამი-
ცალკევა ფეხები და ტუჩებით ქვედა ბაგეებზე შემეხო. მისი ენა
თავიდან დაურწმუნებლად, ფრთხილად მოძრაობდა, ბოლოს კი
სხვა დაჟინებით ამოძრავდა. თითებს ხან აუჩინარებდა ჩემში,
ხანაც აჩენდა. შემრცხვა, რომ ასე სწრაფად დავსველდი. საკუ-
თარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. სიამოვნებისგან ვკიოდი და
ვიკლაკნებოდი.
სუზანი იქამდე მეფერა, სანამ გონება აქამდე უცნობი სიამოვ-
ნებისგან არ გამეყინა. ამის შემდეგ მიჩმა ორივე გვიხმარა,
თითქოს ცდილობდა, ის ფაქტი გამოესწორებინა, რომ ერთმანე-
თი მასზე მეტად მოგვწონდა. საშინლად გაოფლიანდა, თვალები
ზედმეტი გულმოდგინებისგან ეჭუტებოდა. საწოლი მისი მძიმე
მოძრაობებისგან აქეთ-იქით დადიოდა და კედელს ხმაურიანად
ეხეთქებოდა.
დილას რომ გავიღვიძე, იატაკზე ჩემი სველი, დაკლაკნილი
საცვალი დავინახე. მთელი სხეული უსუსური სირცხვილისგან
გამეჟღინთა და ყელში ბურთი მომაწვა.

216 მკითხველთა ლიგა


***
მიჩმა რანჩოზე დაგვაბრუნა. მთელი გზა ჩუმად ვიყავი და
ფანჯრიდან ვიყურებოდი. სახლები, რომლებსაც ვაკვირდებოდი,
ღრმა ძილში ჩაფლულიყვნენ, მდიდრული მანქანები ცვილისფე-
რი გადასაფარებლებით დაეცვათ უამინდობისგან. სუზანი წინ
იჯდა და დროდადრო გადმომხედავდა ხოლმე. ეს ალბათ ბოდი-
შის ნიშნად უნდა მიმეღო, თუმცა გაქვავებული სახით ვიჯექი და
გული მუშტივით მქონდა შეკუმშული. ვცდილობდი, გამოუთ-
ქმელ მწუხარებას არ შევეპყარი.
ვცდილობდი, ცუდი შეგრძნებები ჩამეხშო, თითქოს სევდის
დამარცხება უტიფრობით შემეძლო. სექსი მქონდა. მერე რა? რა
დიდი ამბავი ესაა, ადამიანის სხეულის კიდევ ერთი, მექანიკური
მოქმედება საკუთარ თავზე გამოვცადე. რა აზრი ჰქონდა ქორწი-
ნებამდე მოცდას, მართლა ქმარს ხომ არ მივუძღვნიდი ჩემს
უმანკოებას საჩუქრად ღვთისმოშიში ადამიანივით? ახლა, როცა
დასაკარგი აღარაფერი მქონდა, უფრო მშვიდად გავაგრძელებ-
დი ცხოვრებას. სუზანი და მიჩი ჩემთვის გაუგებარ თემაზე საუბ-
რობდნენ. შავი თმა ქარში ფრიალებდა.
მიჩმა რანჩოსკენ შეუხვია.
– დროებით, გოგოებო, – გვითხრა და ხელი აგვიწია. თით-
ქოს ნაყინის საჭმელად ვყავდით წაყვანილი და უწყინარი გასე-
ირნების შემდეგ მშობლების ბუდეში გვაბრუნებდა. სუზანს სიტ-
ყვაც არ უთქვამს, მაშინვე მომშორდა და რასელის ძებნა დაიწ-
ყო. როგორც მოგვიანებით მივხვდი, ანგარიში უნდა ჩაებარები-
ნა. რასელს აინტერესებდა, საკმარისად ვასიამოვნეთ თუ არა
მიჩი. შეიცვლიდა თუ არა მის კონტრაქტთან დაკავშირებით
აზრს. თავი მიტოვებულად ვიგრძენი.
ვეცადე, საქმე გამომენახა და სამზარეულოში ნივრის გაფ-
ცქვნა დავიწყე დონასთან ერთად. გარჩეულ კბილებს დანის
ბრტყელი პირით ვაწვებოდი, როგორც მან მაჩვენა. დონა რადი-
217 მკითხველთა ლიგა
ოს გადამრთველს აწვალებდა, ცდილობდა, ჰერბ ალპერტის
ხრინწიანი ხმა როგორმე გაესწორებინა. საბოლოოდ დანებდა
და ცომის ზელას მიუბრუნდა.
რუზმა ვაზელინი წამისვა თმაზე. დონას თმა უკვე გახევებოდა
და მეუბნებოდა, როცა დაიბან, იგრძნობ, როგორ დაგირბილდე-
ბაო. მე სხვა ფიქრებში ვიყავი გართული. ჩემი გონება მიჩის სა-
ძინებელში ჯიუტად ბრუნდებოდა.
– გაჩვენა, უკანა ეზოში შადრევანი რომ აქვს? – მკითხა დო-
ნამ, რომელსაც ჩემი აზრების წაკითხვა არ გასჭირვებია, – ეგ
შადრევანი რომიდან ჩამოიტანა. მიჩის სახლს ყველა საჭირო
იონი აქვს და სწორი ენერგიის ტალღები. იმიტომ, რომ ოკეანეს-
თან ახლოსაა.
სახე ამიწითლდა. ვცდილობდი, მთელი ყურადღება ნივრის
გარჩევაზე გადამეტანა. გახევებული ჩენჩო თითებზე უსიამოვ-
ნოდ მხვდებოდა. რადიოს ხრიალი მთელ ოთახს სიბინძურით
ავსებდა. ესე იგი, ყველანი იყვნენ იქ, მიჩის უცნაურ სახლში, სა-
ნაპიროს მახლობლად. ესე იგი, ამ ვიზიტით მხოლოდ რანჩოს
გოგონების გრძელ სიას შევუერთდი, ჩემი როლი შევასრულე.
იყო ამ აზრში რაღაც გამამხნევებელი. მართალია, ჯერაც სირ-
ცხვილით ვიწვოდი, მაგრამ მაინც მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი,
რომ მე დიდ სცენარში მხოლოდ ერთი უმნიშვნელო პერსონაჟი
ვიყავი.
შადრევანი არ მინახავს, მაგრამ ეს დონასთვის არ გამიმხე-
ლია. ახლა უკვე სუზანზე მიყვებოდა უცნაურ ამბებს.
– სუზანის მშობლები ძალიან მდიდრები არიან, იცი? მგონი,
გაზის ბიზნესში არიან ჩართულები. ყველაფერს იგონებს, არა-
ფერი არ დაუჯერო. უსახლკარო არასდროს ყოფილა და საავად-
მყოფოშიც არასდროს მოხვედრილა. მაჯები წვეტიანი საგნით
დაიჩხაპნა.

218 მკითხველთა ლიგა


სამზარეულოს ნიჟარაში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენები სა-
შინლად ყარდა. ვერ ვხვდებოდი, ეს სუნი უფრო მაწუხებდა თუ
დონას ლაყბობა. შევიშმუშნე, რომ მეჩვენებინა, არ
მაინტერესებს-მეთქი.
დონა აგრძელებდა: თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, მაგრამ ეგრეა.
მენდოსინოში, ვაშლის ფერმაში როცა ვცხოვრობდით, ზედმეტი
მჟავა მოუვიდა და ძლივს გავაჩერეთ, რომ ხელები არ დაესერა.
კანი გაიჭრა, მაგრამ სისხლი არ წამოსვლია.
არაფერი მითქვამს. დონამ ცომი ჯამში გადაიტანა. ჩემი გულ-
გრილობით ნაწყენი ჩანდა.
სუზანი საძინებელში მაშინ შემოვიდა, როცა ტანსაცმელს
ვიცვლიდი. უნებურად ხელები ავიფარე. მან შეამჩნია და უნდო-
და, დაეცინა, მაგრამ თავი შეიკავა. მაჯაზე ნაიარევი უპრიალებ-
და. ახლა რთული კითხვების დასმის დრო არ იყო და ალბათ
დონას დაჯერება არც ღირდა. რა იცოდა ამ ვაზელინიანმა გო-
გომ?
– წუხელ გიჟური ღამე იყო, – თქვა სუზანმა.
ხელის შემოხვევა სცადა, მაგრამ გავიწიე.
– ოოო, კარგი რა, თითქოს შენ არ მოგეწონა, – გამიჯავრდა
ხუმრობით, – ვხედავდი, რომ გსიამოვნებდა.
დავუბღვირე. მინდოდა, თეთრეული გამომეცვალა, თითქოს
ამ ნესტიანი ბუდის ნაცვლად ნორმალური დასაძინებელი ადგი-
ლის მოწყობა უაზრო წამოწყება არ ყოფილიყო.
– როგორც გინდა, – მითხრა სუზანმა, – მაგრამ მე რაღაც
მაქვს, რაც გაგამხიარულებს.
რას უნდა გავემხიარულებინე? ბოდიშს? კიდევ ერთ კოცნას?
ჩაბნელებულ ოთახში უჰაერობა კიდევ უფრო საგრძნობი გახდა.
დაიხარა და ვიფიქრე, მისი ტუჩების გემოს კიდევ ერთხელ ვიგ-
რძნობდი, მაგრამ ბოლო მომენტში იქვე ჩამოდებული ჩანთა

219 მკითხველთა ლიგა


აიღო და საწოლზე დადო. ჩანთის ფოჩები დიდ მანძილზე გაიშა-
ლა. სუზანმა მანიშნა, ჩაიხედეო.
– მიდი, ნუ გეშინია.
ბოლოს ჩემი სიჯიუტით დაიღალა და თავად გახსნა ელვაშე-
საკრავი. სიღრმიდან მეტალის ჩარჩომ ამოანათა.
– მიდი, ამოიღე, – ცოტაც და, მოთმინება უღალატებდა.
მინაში ჩასმული ოქროს ფირფიტა იყო. არ მეგონა, ასეთი
მძიმე თუ იქნებოდა.
სუზანმა სიხარულისგან ამოიჭყივლა:
– ეგრე მოუხდება, არა?
ვერ მივხვდი, რას ელოდა ჩემგან.
მეტალის მართკუთხედზე წვრილად ეწერა სიტყვები: მიჩ
ლუისი. ალბომი Sun King.
სუზანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ჩემი იმედგაცრუება
სასიამოვნო გაკვირვებად მიიჩნია.
– აბა რა გეგონა? არ იცი, რომ მე და შენ ერთ მხარეს ვართ?
ფირფიტა ოთახის ბინდბუნდს შეუპოვრად ფანტავდა, მაგრამ
ეგვიპტური ოქროს ბრწყინვალებასაც კი არ შეეძლო ჩემი გუ-
ლის გამთელება. ეს, უბრალოდ, არტეფაქტი იყო იმ საშინელი
სახლიდან. მძიმე, უმნიშვნელო და ხელში დასაჭერად ძალიან
მოუხერხებელი.

220 მკითხველთა ლიგა


9

ტერასაზე ფიცრების ჭრიალს დედაჩემის გადაკისკისება და


ფრენკის მძიმე ნაბიჯები მოჰყვა. მისაღებ ოთახში ბაბუაჩემის
სკამში ვიყავი გაშოტილი და ჟურნალ McCall’s-ს ვფურცლავდი.
ანანასით მორთული არაბუნებრივად გლუვი ლორი რაღაცით
გენიტალიებს მაგონებდა. შემდეგ გვერდზე ლორენ ჰუტონი10
უსწორმასწორო კლდეზე გადაწოლილიყო ფერად ბიუსტჰალ-
ტერში. დედაჩემი და ფრენკი ოთახში ხმაურით შემოვიდნენ,
მაგრამ საუბარი ჩემი დანახვისთანავე შეწყვიტეს. ფრენკს კოვ-
ბოის ჩექმები ეცვა, დედაჩემი კი მის ყველა სიტყვას ხარბად ის-
რუტავდა.
– ძვირფასო, – გაუკვირდა ჩემი დანახვა. ცდილობდა, სიმ-
თვრალე შეენიღბა, მაგრამ შიფონის პერანგიდან ამოყოფილი
ვარდისფერი კისერი მის ნაცვლად მეტყველებდა. თვალებზე
გარსი ჰქონდა გადაკრული.
– გამარჯობა, – მივესალმე მეც.
– აქ რას აკეთებ, საყვარელო? – დედაჩემმა გადაწყვიტა, ჩამ-
ხუტებოდა. ნება დავრთე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟავებულ
სუნამოში არეული ალკოჰოლის მეტალისებური ნოტები დიდად
არ მესიამოვნა.
– კონი ავადაა?
– არა, – მხრები ავიჩეჩე და ჟურნალს მივუბრუნდი. კარაქის-
ფერ ტუნიკში გამოწყობილი გოგო თეთრ ყუთთან ჩამუხლული-
ყო. როგორ უნდა გაეყიდა ამ ფოტოს საძილე აბები?

10 70-იანი წლების ცნობილი ამერიკელი მოდელი.

221 მკითხველთა ლიგა


– როგორც წესი, დიდი ხნით არ ჩერდები ხოლმე, – აღნიშნა
დედამ.
– სახლში ყოფნა მინდოდა, – ვუპასუხე მე, – ეს ჩემი სახლიც
ხომ არის, თუ არა?
დედამ გამიღიმა და თმაზე მომეფერა:
– რა თქმა უნდა, შენი სახლიცაა.
მერე ფრენკს მიუბრუნდა:
– რა ლამაზი გოგოა, არა? – მერე კი თავად გასცა შეკითხვას
პასუხი: – ძალიან, ძალიან ლამაზია.
ფრენკი უხალისოდ დაეთანხმა. დედაჩემის ახალ ურთიერ-
თობაში ყველა სადავე მამაკაცის ხელში იყო. მეზიზღებოდა,
რომ ვამჩნევდი, ვის სასარგებლოდ ლაგდებოდა მოვლენები,
ვინ თვალთმაქცობდა და ვინ მბრძანებლობდა. რატომ არ შეიძ-
ლებოდა, თანასწორობაზე აგებულ სასიყვარულო ურთიერთო-
ბებში ორივე მონაწილის ინტერესები ყოფილიყო გათვალისწი-
ნებული?.. ჟურნალი დავხურე და ვთქვი, მეძინება-მეთქი.
ვცდილობდი, იმაზე არ მეფიქრა, რაც მერე მოხდებოდა:
ფრენკის ხელები დედაჩემის შიფონის ზედაზე. ჩამქრალი შუქი.
ხელების ფათური სიბნელეში.
რანჩოზე დაბრუნება ჯერ არ შემეძლო. მინდოდა, სუზანს ჩემი
არყოფნა მთელი სიმწვავით შეეგრძნო და პატიება ეთხოვა. მარ-
ტოობის მტანჯველ შეგრძნებას მარილიანი კრეკერების პირში
ჩატენით ვივსებდი. „მოჯადოებულს“ ვუყურებდი. მაღიზიანებდა,
ეს ცხვირაწეული ალქაჯი სამანტა როგორ ასულელებდა საკუ-
თარ ქმარს. ის კაცი კი თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებ-
და უსაზღვრო, გულუბრყვილო სიყვარულის გამო. ერთი ღამე
ბებიაჩემის სტუდიური ფოტოების შესწავლას დავუთმე. ყველა
ფოტოზე პრიალა, ლამაზი კულულები ჰქონდა და სიჯანსაღეს ას-
ხივებდა. ერთი ეგაა, რომ ნამძინარევი თვალები სიზმრიდან ახ-
ლად გამორკვეულ ადამიანს ამსგავსებდა. რაც უფრო დიდხანს
222 მკითხველთა ლიგა
ვაკვირდებოდი, მით უფრო მიახლოვდებოდა მტკივნეული და
გარდაუვალი დასკვნა – ერთმანეთს არაფრით ვგავდით.
ფანჯარასთან მარიხუანა მოვწიე, მერე კი იმდენი ხანი ვეფე-
რებოდი ჩემს თავს, სანამ არ გავითიშე. ხან კომიქსი მქონდა გა-
დაშლილი, ხან – ჟურნალი. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ
ჰქონდა, რას ვუყურებდი. დოჯ ჩარჯერის კოვბოისქუდიან გოგო-
ზეც კი შემეძლო გახურება, თუ მოვინდომებდი. სხეულის ფორ-
მას წარმოსახვით ვატრიალებდი სხვადასხვა პოზაში. წარმო-
ვიდგენდი, როგორ იყო დახრილი კაცის უბესთან და ოდნავ შე-
სიებული, მოდუნებული სახით წოვდა ყლეს. ნიკაპი მთლიანად
სველი ჰქონდა მონდომებისგან.
ისეთი გულუბრყვილო არ ვიყავი, მიჩთან გატარებული ღამე
მოულოდნელობად მიმეჩნია. ამის მიუხედავად, გაქვავებულ, ყა-
ლიბში ჩამოსხმულ ბრაზს ვერაფერს ვუხერხებდი. რად მინდო-
და მისი დებილური ოქროს ფირფიტა? ვცდილობდი, რამე და-
ნიშნულება მომეძებნა მომხდარისთვის, მაგრამ არაფერი გა-
მომდიოდა. ერთი და იგივე სურათი მიტივტივდებოდა თვალწინ:
სუზანი, რომელიც უცნობივით მიყურებდა, და მიჩის საზიზღარი,
თხისებური სახე, რომლიდანაც ოფლის წვეთები უწყვეტად მო-
დიოდა.
გამიხარდა, რომ მომდევნო დილას სამზარეულო ცარიელი
დამხვდა. დედაჩემი შხაპს იღებდა. ყავაში შაქარი ჩავიყარე და
კრეკერებით ხელში მაგიდასთან მოვკალათდი. მსიამოვნებდა
ხრაშუნა სიმლაშე პირში, რომელსაც ყავით ვტბორავდი. იმდე-
ნად ჩართული ვიყავი ამ რიტუალში, ფრენკის შემოსვლა ვერც
კი შევნიშნე. მან ხმაურით გამოწია სკამი და ახლოს მომიჯდა.
თვალი მოვკარი, როგორი ზიზღით შეათვალიერა ნამცეცები,
რის გამოც ცოტა შემრცხვა. ის იყო, ხელით უნდა გადამეწმინდა
მაგიდა, რომ საუბარი დაიწყო.
– აბა, რა გეგმები გაქვს დღეისთვის?
223 მკითხველთა ლიგა
ნუთუ დამეგობრებას ცდილობდა? კრეკერების შეფუთვა
გვერდზე გავწიე, ხელები დავიბერტყე და ვეცადე, უფრო დახვე-
წილი გამომეტყველება მიმეღო.
– არ ვიცი, – ვუპასუხე მშვიდად.
მისი მოთმინება მხოლოდ ერთ კითხვას ეყო.
– სახლში უნდა იჯდე მთელი დღე?
მხრები ავიჩეჩე. სწორედ ამას ვაპირებდი.
ლოყაზე კუნთი შეუთამაშდა, მაგრამ ცდილობდა, მშვიდად
ესაუბრა:
– გარეთ მაინც გადი, მთელი დღე ოთახში ხარ გამომ-
წყვდეული.
უეცრად შევამჩნიე, რომ ფრენკს ქათქათა თეთრი წინდები
ეცვა და სიცილი ძლივს შევიკავე. ზრდასრულ კაცს არ ჰგავდა.
– გგონია, ეს ყველაფერი სასაცილოა? ყველაფერს ისე აკე-
თებ, როგორც გინდა. გგონია, დედაშენმა არ იცის, რა ხდება?
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ნეტავ რა გაიგო ჩემი ცხოვ-
რების შესახებ, უამრავი სავარაუდო თემა იყო, რომელიც შეიძ-
ლება ეგულისხმა: რანჩო, განმარტოებები რასელთან, მიჩი, სუ-
ზანთან საეჭვო მეგობრობა.
– ამ ბოლო დროს დედაშენი ხშირად მეუბნება, მგონი, ფული
პირდაპირ საფულიდან მიორთქლდებაო, – აგრძელებდა ფრენ-
კი.
ვგრძნობდი ლოყები გამიწითლდა, მაგრამ სიმშვიდეს ვინარ-
ჩუნებდი. თვალებით მაგიდას ვბურღავდი.
– ნუ ანერვიულებ, კარგი? დედაშენი კარგი ქალია.
– მე არ მომიპარავს, – ბავშვივით წვრილი ხმა უცნაურად
მომხვდა ყურში.
– კარგი, არ მოგიპარავს, ითხოვე ან თუნდაც ისესხე. მნიშ-
ვნელობა არ აქვს. ფაქტია, უნდა შეწყვიტო. დედაშენი ამას ვერ
გადაიტანს. მეტისმეტად უყვარხარ.
224 მკითხველთა ლიგა
შხაპიდან ხმა აღარ ისმოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მალე
ამბის დაუსწრებელი გმირიც შემოგვიერთდებოდა. შეუძლებე-
ლი იყო იმის დაზუსტებით თქმა, ეტყოდა თუ არა ფრენკი სიმარ-
თლეს. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებდი, საიდუმლო საიდუმლოდ
დარჩებოდა, მაგრამ ისიც არ მსიამოვნებდა, რომ ფრენკის მო-
ვალე ვიქნებოდი. მისი მამობრივი მზრუნველობა არაფერში
მჭირდებოდა.
– დღეს და ხვალ ქალაქში ზეიმია და ცუდი არ იქნება, წახვი-
დე. ცოტას გაერთობი. დედაშენსაც გაუხარდება, თუ იმ ოთახში
აღარ იქნები შეკეტილი, – შემომთავაზა ფრენკმა.
ამასობაში დედაც გამოვიდა შხაპიდან. სველი თმის ბოლო-
ებს პირსახოცით იმშრალებდა. უხერხული ეპიზოდი დასრულე-
ბულად ჩავთვალე და ისეთი გამომეტყველება მივიღე, თითქოს
მე და ფრენკი სასიამოვნოდ ვსაუბრობდით.
– შენ როგორ ფიქრობ, ჯინი? – ჰკითხა ფრენკმა.
– რას გულისხმობ?
– მგონი, კარგი იქნება, თუ ივი კარნავალზე წავა, – დააზუსტა
ფრენკმა, – ასი წლის იუბილეზე.
დედაჩემმა ეს აზრი ისე აწონ-დაწონა, თითქოს ხელში ძვირ-
ფასი ქვა ჩაუდესო:
– მგონი, იუბილე არ არის, მაგრამ...
– რაც არის, საზეიმო ღონისძიება, – ჩაეჭრა ფრენკი.
– ჩემი აზრით, მშვენიერი იდეაა, – დაასრულა თავისი აზრი
დედამ.
ფრენკი თვალს არ მაცილებდა.
– ჰო, აბა რა. წავალ, – ჩავილაპარაკე ჩუმად.
– მიხარია, რომ ასე თბილად საუბრობთ, – დაამატა დედა-
ჩემმა მორცხვად. ასეთი მომენტები ბევრი არ ჰქონდა.
ჩემი ჭიქა და კრეკერები წამოვკრიფე და ოთახიდან გავედი.
დედაჩემს ეს აღარ შეუმჩნევია, რადგან საოცარი აზრისთვის
225 მკითხველთა ლიგა
ფრენკს მხურვალე კოცნით აჯილდოებდა. ხალათიდან გარუჯუ-
ლი მკერდი მოუჩანდა. თვალი ავარიდე.
ქალაქი არა ასი, არამედ, ას ათი წლის იუბილეს აღნიშნავდა
– ეს უხერხული თარიღი ძალიან უხდებოდა ღონისძიების გან-
წყობას. ამ აურზაურს კარნავალს ნამდვილად ვერ უწოდებდი,
თუმცა მცხოვრებლები სიხარულით გამოფენილიყვნენ გარეთ.
სკვერი თეატრალურ დადგმას ეთმობოდა, რომლის მეშვეობი-
თაც კოლეჯის ამფითეატრის გასახსნელად საჭირო თანხა უნდა
შეგროვებულიყო. სტუდენტური საბჭოს წევრები სქელ პიჯაკებში
იოფლებოდნენ. გზები გადაკეტილი იყო. აქეთ-იქიდან გართო-
ბისა და დროსტარების მსურველები აგრესიულად მირტყამდნენ
მუჯლუგუნებს. მდინარე ნაგავს დაებინძურებინა: ნელა მიცურავ-
დნენ პოპკორნის ყუთები, ლუდის ქილები და ქაღალდის მა-
რაოები. ალბათ დედაჩემი მოხიბლული იყო ფრენკის აუხსნელი
უნარით, რომელმაც მაიძულა, სახლი დამეტოვებინა. ფრენკმა
დედაჩემის თვალში პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა – აჩვე-
ნა, რა ადვილად მოირგებდა საჭიროების შემთხვევაში მამაჩე-
მის მანტიას. ღონისძიება ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც
წარმომედგინა. ქაღალდის ჭიქით ნაყინი ავიღე, მაგრამ ნახევ-
რამდეც არ ვიყავი ჩასული, როცა ჭიქა სისველისგან დაიშალა
და ხელები გამიტკბილიანდა. ხელსახოცით გავიწმინდე, მაგრამ
თითები მაინც ერთმანეთზე მეწებებოდა. ვცდილობდი, ხალხში
გზა გამეკვლია და თავი ჩრდილისთვის შემეფარებინა. ვის არ
ნახავდით აქ – ქმრებს, რომლებიც უხალისოდ წამოჰყოლოდ-
ნენ ცოლებს „დროის გასატარებლად“, ბავშვებს, რომლებიც
ჭყივილით ითხოვდნენ რბილ სათამაშოებს, და ნაცნობ სახეებს
სკოლიდან. რამდენიმე სკოლელი ამოვიცანი: ნორმ მოროვიჩი,
ჯიმ შუმახერი. მართალია, არც ერთ მათგანთან არ მისაუბრია
პირისპირ, მაგრამ ადვილად ვცნობდი. იქვე ახლოს ის ფერმერი
ბავშვებიც დახეტიალობდნენ, კლასში რომ მხოლოდ მაშინ
226 მკითხველთა ლიგა
იღებდნენ ხმას, როცა კითხვაზე უნდა ეპასუხათ. ჩექმებზე სიდამ-
პლის სუნი ასდიოდათ, ქუდები კი შიდა მხრიდან მთლიანად გა-
შავებოდათ. ზრდილობიანი და კეთილსინდისიერი ბავშვები იყ-
ვნენ, მათ ოჯახებს მეწველი ძროხები ჰყავდათ და სამყურათი
დაფარულ მდელოებს ფლობდნენ. პატარა დებს უვლიდნენ და
გაკვეთილებზე მომზადებულები მოდიოდნენ. ცხოვრების მსგავ-
სი სტილის მიუხედავად, რანჩოს მცხოვრებლებს მათ ვერაფრით
შეადარებდი. ეს ბიჭები მამის ავტორიტეტს პატივს სცემდნენ და
სამზარეულოში შესვლამდე ფეხებს საგულდაგულოდ იწმენ-
დდნენ.
ნეტავ რას აკეთებდა სუზანი – ღელეში ცურავდა თუ დონასა
და ჰელენის გვერდით იწვა? შეიძლება მიჩთან იყო – ამის გა-
ფიქრებაზე ტუჩზე ვიკბინე, მერე კი ამძვრალი კანი მოვიკვნიტე.
კარნავალზე კიდევ ცოტა ხანი უნდა დავრჩენილიყავი, სანამ
სახლში წასვლას შევძლებდი. ფრენკი და დედაჩემი კმაყოფილი
იქნებოდნენ, რომ სოციალიზაციის ჯანსაღი დოზა მივიღე. ვეცა-
დე, სკვერისკენ გადამენაცვლა, მაგრამ იქაურობა გადატვირთუ-
ლი იყო – აღლუმი უკვე იწყებოდა, პიკაპებზე ქაღალდისგან აგე-
ბული ქალაქის მოდელები დაემაგრებინათ. ბანკის თანამშრომ-
ლები და ინდურ ტანსაცმელში გამოწყობილი გოგონები ხელებს
იქნევდნენ, მუსიკალური ბენდი მთელი ძალით გაჰყვიროდა.
ხალხს ცოტა მოვცილდი, რომ შედარებით წყნარი ქუჩები მეპო-
ვა. მუსიკა მაინც თან დამყვებოდა. როგორც ჩანს, აღლუმი აღ-
მოსავლეთ ვაშინგტონისკენ მიიწევდა. უეცრად სიცილი მომეს-
მა. სანამ თვალით მოვძებნიდი, ვინ იცინოდა, მანამდე ვიგრძე-
ნი, მიზეზი მე ვიყავი.
კონი და მეი პირდაპირ მე მიყურებდნენ. კონის წელზე ჩამო-
კიდებულ ბადისებურ ჩანთაში ფორთოხლისგემოიანი გაზიანი
სასმელი და სასუსნავები მოეთავსებინა. მაისურის ქვეშ საცუ-
რაო კოსტიუმი ეცვა და სახეზე ზაფხულის სიცხით გამოწვეული
227 მკითხველთა ლიგა
მოწყენილობა ეწერა. თავიდან მისი დანახვა ძალიან გამიხარ-
და, მაგრამ წამის მეასედში ამ შეგრძნებას უხერხულობაც მოჰ-
ყვა: ჩვენ მეგობრები აღარ ვიყავით. მეის თვალები ზიზღისგან
დაუწვრილდა. პირი ბრეკეტებით ჰქონდა გატენილი. მეგობრებ-
მა ერთმანეთს შეთქმულებივით გადახედეს და მომიახლოვ-
დნენ.
– როგორ ხარ? – მკითხა კონიმ.
ყველაფერს ველოდი: გაბრაზებას, მასხრად აგდებას, ზურგის
შექცევას, მაგრამ თამამ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ
კონი მეგობრულად დამელაპარაკებოდა. ჩემი დანახვით ცოტა
გახარებულიც ჩანდა. თვეზე მეტი იყო გასული ჩვენი ბოლო შეხ-
ვედრიდან. მეი ინტერესით გვაკვირდებოდა.
– ისე რა, – ვუპასუხე. გამიკვირდა, რომ რანჩოში გატარე-
ბულმა კვირებმა ისე ვერ შემცვალა, ძველ მეგობართან შეხვედ-
რისას აღარ მენერვიულა. ადვილად ვუბრუნდებოდი ნაცნობ
ჩვევებს და საკუთარ თავში დაურწმუნებელი გოგოს როლს. ისევ
ისე მინდოდა, კონის მოვწონებოდი.
– ჩვენკენაც ისეთი არაფერი ხდება, – თქვა კონიმ.
უეცრად ფრენკისადმი მადლიერება ვიგრძენი. თურმე ძალი-
ან მაკლდა კონი. ადამიანი, რომელიც სუზანივით რთული და
დამაბნეველი არ იყო – მეგობარი, რომელთან ერთადაც ტელე-
ვიზორის ყურება თავის ატკივებამდე შეიძლებოდა. გამახსენდა,
როგორ ვუსმენდით მუსიკას და ერთმანეთს ზურგზე ამოსული
ფერიმჭამელების გამორწყვაში ვეხმარებოდით.
– აღლუმი საკმაოდ ცუდი გამოდგა, – ვთქვი და თავი
ხმაურის მიმართულებით გადავიქნიე, – ესეც ჩვენი ას ათი წე-
ლი.
– გარშემო უამრავი უცნაური ტიპი ტრიალებს, – დაამატა მე-
იმ და უცებ დავეჭვდი, ნეტავ მე ხომ არ მგულისხმობს-მეთქი, –
მდინარესთან არიან შეკრებილები და საშინელი სუნი ასდით.
228 მკითხველთა ლიგა
– დადგმაც დიდი ვერაფერი იყო, – თქვა კონიმ უდარდელად,
– წარმოგიდგენია? სუზან ტაიერს ისეთი გამჭვირვალე კაბა ეც-
ვა, ყველაფერი უჩანდა.
შემშურდა, რომ სპექტაკლი მათთან ერთად არ მინახავს.
წარმოვიდგინე, როგორ ისხდნენ მოწყენილები და დროდადრო
მსახიობების უნიჭობაზე იცინოდნენ.
– შეიძლება საცურაოდ წავიდეთ, – თქვა კონიმ და ორივემ
გაიცინა, თითქოს რაღაც საერთო ხუმრობააო. ყოყმანით ავყე-
ვი, მაგრამ არ ვიცოდი, რას გულისხმობდნენ.
კონიმ მეის გადახედა და ჩემდა გასაკვირად, შემომთავაზა,
შენც წამოდიო.
უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა.
ჩვენი უთანხმოება და მზარდი ყინული რამდენიმე წამში ვერ
გაქრებოდა.
– საცურაოდ?
– მიდოუს კლუბში. დედაჩემმა უნდა წაგვიყვანოს, – დააზუს-
ტა მეიმ.
შეუძლებელი იყო, ასეთი იღბლიანი დღე მქონოდა. მომეჩვე-
ნა, რომ უეცრად პარალელურ სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც მე
და კონის არასდროს გვიჩხუბია, მეი ლოპესი კი ორივეს კლუბში
მილქშეიქებსა და მდნარი ყველის სენდვიჩებზე გვეპატიჟებოდა.
ხარჯები მშობლების სახელებზე იწერებოდა. გამახსენდა, რა-
ტომ მომწონდა კონისთან ურთიერთობა. მის სახლში თავს თა-
ვისუფლად ვგრძნობდი: ზეპირად ვიცოდი, სად იდო თითოეული
ჯამი თუ ჭიქა. ვცნობდი ჭურჭლის სარეცხი მანქანისგან კიდეგაც-
ვეთილ თეფშებსა და ვერცხლის ლამაზ კოვზებს. კონისთან მე-
გობრობას ძალდატანება არ სჭირდებოდა. უმიზეზოდ არას-
დროს იბუტებოდა და ყოველთვის ყურადღებით მისმენდა.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მეიმ ჩემკენ ნაბიჯი გად-
მოდგა და ლითონის ქილა ჰაერში მკვეთრად გააქნია. ქაფიანი
229 მკითხველთა ლიგა
სითხე წვეთებად შემესხა სახეში. მოულოდნელობამ ერთ ად-
გილზე დამაჭედა. მეიმ ცარიელი ქილა ძირს დააგდო და გუ-
ლიანად გაიცინა. სახე მონეტასავით უბრწყინავდა. კონი ჩემსა-
ვით გაოცებული ჩანდა, მაგრამ მეის საქციელით კმაყოფილებას
ვერ მალავდა. მუცელი შემეკუმშა და თვალები თბილმა ქიმიურ-
მა წვეთებმა ამიწვა.
მაინცდამაინც ბევრი არ შემსხმია, მაგრამ მერჩია, ბოლომდე
დავსველებულიყავი. თავს ისედაც საშინლად ვგრძნობდი.
– ბედნიერ ზაფხულს გისურვებ, – მომაძახა მეიმ და კონის-
თან ერთად გაუჩინარდა. მათი ხის სანდლების ტყაპუნი კიდევ
დიდხანს მესმოდა. ფანჯრებჩაწეული მანქანიდან ზაფხულის მუ-
სიკა იღვრებოდა. მომეჩვენა, რომ საჭესთან პიტერის მეგობარი,
ჰენრი იჯდა, თუმცა დაზუსტების არანაირი სურვილი არ მქონდა.
მინდოდა, საკუთარი სირცხვილიდან ყურადღება სხვებზე გადა-
მეტანა. ვღელავდი იმ ადამიანებზე, ვინც ამ სამარცხვინო სცენას
თავიდან ბოლომდე შეესწრო. ვცდილობდი, ისეთი სახე მიმეღო,
თითქოს ეს, უბრალოდ, გოგოური წაკინკლავება იყო და ჩემ-
თვის არაფერს ნიშნავდა. ჰა, ჰა, ჰა – მესმოდა უხილავი მაყუ-
რებლების დაჟინებული სიცილი, თითქოს „მოჯადოებულის“ და-
რინი ვყოფილიყავი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაისულელა
თავი.
სუზანის გარეშე მხოლოდ ორი დღე გავიდა, მე კი უკვე მოვას-
წარი სულელურ დრამაში გახვევა. ძველი პრობლემები საოცა-
რი სისწრაფით მიბრუნდებოდნენ – კონი და მეი, დედაჩემის
მოულოდნელი წამოდგომები თავზე, უსაქმურობა და საკუთარი
მოსაწყენი არსებობა. ქალაქის კარნავალი ნამდვილი ჯოჯოხეთი
გამოდგა. ნელ-ნელა მიჭირდა იმის გახსენება, რის გამო ვუბ-
რაზდებოდი სუზანს. წყენა იმ ძველ სვიტერს დაემგვანა, რომ-
ლის ამოქექვაც ძალიან რთული იყო. რასელის აუხსნელი ძალა-

230 მკითხველთა ლიგა


დობა ჯერ ისევ მაშფოთებდა, მაგრამ ყოველთვის არსებობდა
გზები, რომ მისი საქციელისთვის გამართლება მომეძებნა.
მომდევნო დღეს რანჩოზე დავბრუნდი. წიგნში ჩაფლული სუ-
ზანი მატრასზე იწვა. წიგნით ხელში არასდროს მენახა, ამიტომ
გაოცებული მივუახლოვდი. ნახევრად დახეულ ყდაზე ფუტურის-
ტული პენტაგრამა ეხატა, სათაური დიდი თეთრი შრიფტით ეწე-
რა.
– რაზეა? – ვკითხე შორიდანვე.
სუზანმა ამომხედა.
– დროსა და სივრცეზე, – მიპასუხა მშვიდად.
მისმა დანახვამ ისევ მიჩის სახლში დამაბრუნა, მაგრამ ამჯე-
რად გამოსახულება ბევრად უფრო ბუნდოვანი იყო, ნამდვილი
მოვლენების პროექციასავით. ჩემს გაუჩინარებაზე არ გვისაუბ-
რია, არც მიჩი გვიხსენებია. სუზანმა წიგნი გადადო, ზურგზე გა-
დაწვა და ფრჩხილების თვალიერება დაიწყო. მერე აწეულ
მკლავზე რამდენჯერმე იჩქმიტა.
– კანი მომეშვა, – გამოაცხადა მოზომილი თვალთმაქცობით.
იცოდა, შევეწინააღმდეგებოდი და ვეტყოდი, რომ არაჩვეულებ-
რივად გამოიყურებოდა.
იმ ღამეს ჩაძინება გამიჭირდა. მოუსვენრად ვწრიალებდი.
ისევ სუზანს ვუბრუნდებოდი და მის სახეზე ნიშნების წაკითხვას
ვცდილობდი. ჩემი ავადმყოფური ახირება გულს მირევდა, მაგ-
რამ თვალს ვერ ვაცილებდი.
– მიხარია, რომ აქ ვარ, – ჩავილაპარაკე ჩემთვის. სიბნელე-
ში გულწრფელობის გამოჩენა რთული არ ჩანდა.
სუზანმა ძილ-ბურანში ჩაიცინა და სიზმრიდანვე მიპასუხა:
– ყოველთვის შეგიძლია, სახლში წახვიდე.
– შეიძლება აღარც დავბრუნდე, – ვუთხარი სრული სე-
რიოზულობით.
– თავისუფალი ივი.
231 მკითხველთა ლიგა
– არ ვხუმრობ. აღარ მინდა აქედან წასვლა.
– ყველა ბავშვი ასე ამბობს, სანამ საზაფხულო ბანაკი დამ-
თავრდება, – თქვა სუზანმა და თვალები გაახილა. ვფიქრობდი,
რა მეთქვა, მაგრამ მძიმედ ამოისუნთქა და გამოაცხადა, ძალიან
მცხელაო. მერე ზეწარი გადაიხადა და ზურგი მაქცია.

232 მკითხველთა ლიგა


10

დუტონების სახლში საათი ძალიან ხმაურობდა. კალათში ჩა-


დებული ვაშლები გალაქულსა და დაძველებულს ჰგავდა. ბუხ-
რის თაროზე ტედისა და მისი მშობლების სურათები იყო გამო-
ფენილი: უფროსი და IBM-ის გაყიდვების აგენტზე იყო გათხოვი-
ლი. ყოველ წამს ველოდი, რომ წინა კარი გაიღებოდა და გამოგ-
ვიჭერდნენ. ფანჯარაზე ჩამოკიდებული ქაღალდის ვარსკვლავი
მზის შუქზე გამჭვირვალე გამხდარიყო. ალბათ მისის დუტონმა
ეს აქსესუარი სახლისთვის საგულდაგულოდ შეარჩია, მერე კი
დრო გამონახა, რომ სწორ ადგილას დაემაგრებინა. დონა
მეორე ოთახში გაუჩინარდა, მერე კი ისევ გამოჩნდა. ყველა უჯ-
რას ათვალიერებდა და ნივთებს ხელში იღებდა.
იმ დღეს ისე ვათვალიერებდი დუტონების სახლს, თითქოს
პირველად ვიყავი ამ კედლებში. მისაღები ოთახის იატაკზე რბი-
ლი ხალიჩა იყო დაგებული, სარწეველა სკამზე კი ლამაზად შე-
კერილი ბალიში მიემაგრებინათ. ხელნაკეთს ჰგავდა. ტელევი-
ზორის თავზე გრძელი ანტენა აზიდულიყო და ოთახში არომატუ-
ლი ნაკრების სუნი იდგა. ოჯახი მხოლოდ დროებით გაფენილი-
ყო გარეთ: დაბალ მაგიდაზე მიმობნეული ფურცლები, ასპირი-
ნის გახსნილი ბოთლი და გადმოღებული ჭიქები ამაზე მეტყვე-
ლებდა. დუტონების გარეშე ინტერიერს სიცოცხლე აკლდა. მეჩ-
ვენებოდა, რომ 3-D სურათს ვუყურებდი უსათვალოდ.
დონა ხელებს ვერ აჩერებდა: ყვავილებიანი ლურჯი ჭიქა რამ-
დენიმე სანტიმეტრით მარცხნივ გადასწია, ერთი ფეხსაცმელი
მეორეს დააშორა, პატარა ნივთები ერთ კუთხეში დაახვავა. სუ-
ზანი არაფერს ეხებოდა, ყოველ შემთხვევაში, თავიდან. უბრა-
ლოდ, ათვალიერებდა და ცდილობდა, ოჯახის განწყობა შეეს-
რუტა: ჩარჩოში ჩასმული ფოტოები, კერამიკული კოვბოი. ამ
233 მკითხველთა ლიგა
ქანდაკებამ დონა და სუზანი გულიანად გაამხიარულა, მაგრამ
ვერ გავიგე, რა იყო ასეთი სასაცილო.
მეც გავიღიმე, თუმცა ხუმრობას ვერ მივხვდი. მზის შუქი თვა-
ლებში მაჭყიტებდა და მუცელი უსიამოვნოდ მეკუმშებოდა.
სანამ აქ მოვიდოდით, „საშოვარზე“ ვიყავით წასულები.
Trans Am-ი, რომლითაც ვმოძრაობდით, რასელმა სავარაუდოდ
მიჩისგან ითხოვა. სუზანი საჭესთან იჯდა და შესანიშნავ გუნება-
ზე იყო. რადიოგადაცემაში The Big 610 კ.ო. ბეილი მაგრად უბე-
რავდა. ენერგიულმა მუსიკამ სამივე გაგვაერთიანა. მიხაროდა,
რომ ისევ გუნდის ნაწილი ვიყავი. როცა მანქანამ მწვანემინები-
ან სავაჭრო ცენტრთან შეუხვია, გამახსენდა, რომ დედაჩემი ხში-
რად დადიოდა საყიდლებზე აქ.
– ნადირობის დროა, – გამოაცხადა დონამ და თვითონვე
გაეცინა საკუთარ ხუმრობაზე. მერე ურნის თავზე მოექცა და კაბა
ოდნავ ჩაქაჩა, რომ ძრომიალში ხელი არ შეშლოდა. ფეხებით
დაეშვა ფსკერზე და საზიზღარი ჭყლაპუნი გაადინა. ქვემოთ სის-
ველე იყო, მაგრამ დონას ეს ვერ შეაშინებდა.
უკანა გზაზე სუზანმა განაცხადა, თავგადასავლის დროაო.
დონა მაშინვე მიხვდა, რას აპირებდნენ, მე კი ვერაფერი გავიგე.
რაც უნდა ყოფილიყო, მსიამოვნებდა, რომ სუზანს ჩემთან
ერთად გართობა უნდოდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ მისი
ზღვარგადასული მხიარულება სინამდვილეში სასოწარკვეთი-
ლებას ნიშნავდა. მიჩთან გატარებული ღამის შემდეგ სუზანი უც-
ნაურ მოუსვენრობას შეეპყრო.
– რასაც ახლა ვიზამთ, ერთგვარი თერაპიაა, – გადახედა სუ-
ზანმა დონას, – ყველაფერს შველის, რაც კი გაწუხებს. შენ თვი-
თონ ნახავ.
დონა თავს უქნევდა.
– უპირველესად, სახლი გვჭირდება, ცარიელი სახლი.
გამომცდელი მზერა მესროლა:
234 მკითხველთა ლიგა
– დედაშენი წასულია, არა?
არ ვიცოდი, რას აპირებდნენ, მაგრამ უეცრად ძალიან მომინ-
და, საკუთარი სახლი დამეცვა. განგაშის სიგნალმა ბეწვი ყალ-
ყზე დამიყენა, სკამზე ავწრიალდი. ვუთხარი, დედაჩემი სულ
სახლშია-მეთქი, მთელი დღე.
სუზანს იმედები გაუცრუვდა, მაგრამ სანამ გეგმებს გადააწ-
ყობდა, სხვა სახლი გამახსენდა, რომელიც ცარიელი უნდა ყო-
ფილიყო.
მანქანა ჩემს ინსტრუქციებს მიჰყვებოდა და ფანჯრის მიღმა
ხედი ნაცნობ მონახაზს იღებდა. ცოტა ხნით შევჩერდით. დონა
გადმოხტა და ნომრების პირველ ორ ციფრს ტალახი წაუსვა.
შევშფოთდი, მაგრამ სიმამაცეს მოვუხმე. წინა ცხოვრებიდან
გადმოყოლილი შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა დამემარცხები-
ნა. როდემდე ვიქნებოდი საკუთარ სხეულში მშიშარა თაგვივით
გამოკეტილი? ვიცოდი, ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც სუზანი
მოინდომებდა. დინებას მივყვებოდი. დაე, მოხდეს ის, რაც მო-
სახდენია – ასეთი მარტივი იყო ჩემი გეგმა.
სუზანი უყურადღებოდ ატარებდა. საგზაო ნიშნებს ფეხებზე
იკიდებდა და ხანდახან საერთოდ არ უყურებდა გზას, საკუთარ
ფიქრებში გადასახლებული. ცოტა ხანში ჩემი სახლის ჭიშკარი
დავინახე. სხვა ჭიშკრებისგან არაფრით გამოირჩეოდა, თითქოს
ერთ მძივზე ასხმული ერთნაირი ბურთებიაო.
– აქ გააჩერე, – ვუთხარი სუზანს და მანქანამ სვლა შეანელა.
დუტონების სახლის ფანჯრები სადა ფარდებით იყო დაფარუ-
ლი. დროშებით მორთულ ბილიკს წინა შესასვლელთან მიჰყავ-
დი. მანქანის სადგომზე მხოლოდ ზეთის გუბე იდგა, ტედის ვე-
ლოსიპედის სადგომზე კი ჯაჭვი ქანაობდა. სახლი ცარიელი იყო.
სუზანმა მანქანა მოშორებით, მეტ-ნაკლებად მოფარებულ
ადგილზე დააყენა. დონა პირდაპირ ეზოსკენ გაემართა, მე კი
სუზანს მივყევი. ოდნავ ჩამოვრჩებოდი, რადგან სანდლებით ტა-
235 მკითხველთა ლიგა
ლახში სიარული მიჭირდა. – მოდიხარ თუ არა? – შემომიღრინა
წინიდან.
– არ მეტყვით, რას ვაპირებთ?
სუზანმა თავი გვერდზე გადახარა და გაიღიმა:
– რა მნიშვნელობა აქვს?
აუხსნელი შიში ნაბიჯების გადადგმას მირთულებდა. ყველაზე
ცუდ სცენარს წარმოვიდგენდი და მერე საკუთარ თავს დავცინო-
დი, ეს როგორ იფიქრე-მეთქი. ნუთუ სახლის გაქურდვას ვაპი-
რებდით?
– აუჩქარე, – კიდევ ერთხელ შემახსენა სუზანმა. ჩემი ზოზი-
ნით უკვე შეღონებული იყო, მაგრამ მაინც იღიმებოდა, – აქ ხომ
არ ვიქნებით მთელი დღე.
შუადღის ჩრდილი გზაზე იწელებოდა. დონამ სახლს შე-
მოუარა და საზეიმოდ გამოაცხადა, უკანა კარი ღიააო. გული შე-
მიხტა – ეს წინააღმდეგობაც გადალახული იყო, რაღას უნდა შე-
ვეჩერებინეთ? უეცრად სახლიდან ტიკი გამოექანა და ყეფით შე-
მოგვიტია. მხრები უცახცახებდა, მთელი სხეულით ხმაურობდა.
– ჯანდაბა, – კბილებს შორის გამოსცრა სუზანმა და უკან
დაიხია. დონა ღობეს აეკრა. ძაღლი მნიშვნელოვანი წინააღმდე-
გობა იყო: მანქანაში ჩავსხდებოდით და რანჩოზე დავბრუნდე-
ბოდით. ჩემს ერთ ნაწილს სწორედ ეს უნდოდა – ამოუცნობი და
საშიში გეგმის კრახით დასრულება, მეორე ნაწილს კი აინტერე-
სებდა, რა მოხდებოდა, თუ სუზანს ამ გიჟურ წამოწყებაში აჰყვე-
ბოდა. რაც უნდა გვექნა დუტონებისთვის, მათი ოჯახიც ისეთივე
გაფუჭებული იყო, როგორიც კონი, მეი და ჩემი მშობლები. ყვე-
ლანი საკუთარ ეგოიზმსა და სისულელეში იყვნენ ჩაძირულები.
– მოიცა, მე მცნობს, – ვთქვი ხმამაღლა. სუზანმა გამომცდე-
ლად გამიღიმა.
დავიხარე და ხელი გავიშვირე, თან ძაღლს თვალს არ ვაშო-
რებდი. ტიკი მომიახლოვდა და დამსუნა.
236 მკითხველთა ლიგა
– კარგი ძაღლი ხარ, – მივეფერე კისერზე. ყეფა შეწყვიტა და
გზა დაგვითმო. თვითონ ხტუნვით მოგვყვებოდა გვერდზე. ვერ
ვიჯერებდი, რომ ყველაფერი ასე ადვილად გამოვიდა. დუტონე-
ბის საკუთრებაში ისე შევაღწიეთ, პოლიციას ხელები არ გადა-
უგრეხია. უჩინარი საზღვრების გადაკვეთა მეტისმეტად მარტივი
აღმოჩნდა. არ ვიცოდი, რატომ ვიქცეოდით ასე და რატომ ვარ-
ხევდით სხვა ადამიანების ყოველდღიურობის სიმებს. ალბათ
იმის დამტკიცება გვინდოდა, რომ შეგვეძლო. რამდენიმე წამში
დუტონების მისაღებ ოთახში ვიყავი და მათ ფოტოებს ისეთი ყუ-
რადღებით ვსწავლობდი, თითქოს აქამდე არასდროს მენახა.
სუზანის სიმშვიდე ცოტა მაშფოთებდა. მიუხედავად იმისა,
რომ უჩვეულო სიტუაცია მეც მიჩქარებდა გულს, მის ჟინს მაინც
ვერ ვიზიარებდი. თვალები ციებიანივით უციმციმებდა და აღტა-
ცებული დადიოდა ოთახიდან ოთახში. დონა რძისფერ კერამი-
კულ ფიგურებს მაგიდაზე უყრიდა თავს. ჰოლანდიელი გოგონას
პატარა ფიგურა განსაკუთრებით მოეწონა. რა უცნაური ჩანდა
სხვა ადამიანების ცხოვრებიდან ამოგლეჯილი ნივთები კონტექ-
სტის გარეშე. ყველაზე ძვირფასი საგნებიც კი იაფფასიან ნარჩე-
ნებს ემსგავსებოდა.
მინდოდა, მეთქვა, შეეშვით-მეთქი, მაგრამ ვერ ვბედავდი.
მსგავსი უსუსურობა ადრეც განმიცდია. როცა პატარა ვიყავი, მა-
მამ ტბაზე წამიყვანა. მზე მხურვალების ზენიტს აღწევდა, ნაპირ-
ზე დავხეტიალობდით. მამას საცურაო ტრუსებიდან რძესავით
თეთრი ბარძაყები უჩანდა. უეცრად წყალში წურბელა დაინახა
და სახე გამოუცოცხლდა. სისხლით გატენილი გასართობი. ჯოხი
მოიმარჯვა და აღიზიანებდა, რომ განძრეულიყო, წურბელა კი
საცოდავად იკლაკნებოდა. ძალიან შემეშინდა, არ გამსკდარი-
ყო. მინდოდა, ამ უცნაური წარმონაქმნის არსებობა დაგვევიწყე-
ბინა და გზა გაგვეგრძელებინა. წურბელის კლაკვნა გულ--
მუცელს მიტრიალებდა. ეს შეგრძნება კიდევ ერთხელ განვიცა-
237 მკითხველთა ლიგა
დე დუტონების სახლში, როცა ოთახის მეორე ბოლოში მყოფი
სუზანის აღფრთოვანებული მზერა დავიჭირე.
– მოგწონს? სიგიჟეა, არა? – მეკითხებოდა გაცისკროვნებუ-
ლი.
დონა ოთახში გათხუპნილი მკლავებით დაბრუნდა. ხელში
საზამთროს სამკუთხედი ნაჭერი ეჭირა. საკუთარი აღმოჩენით
კმაყოფილი ჩანდა.
– დიდება და მშვიდობა, – გამოაცხადა თქვლეფით. სიველუ-
რე ისე დასთრევდა, როგორც იატაკზე გდებისა და ზედ მრავალ-
ჯერ გადავლისგან გაცვეთილი კაბის არშია. მისი გარეგნობა
მხოლოდ რანჩოს ფონზე იყო ბუნებრივი. სუფთა ფარდებისა და
გაპრიალებული მაგიდის გვერდით კი სხვა სამყაროდან გადმო-
სულს ჰგავდა. საზამთროს წვენი პირდაპირ იატაკზე ეწვეთებო-
და.
– კიდევ არის ნიჟარაში, თუ მოგინდებათ, მართლა გემ-
რიელია, – გვეპატიჟებოდა სხვის საზამთროზე გულუხვად.
შავ კურკებს წკიპურტით აქეთ-იქით ისროდა და მათ ტრაექ-
ტორიას სპორტული ინტერესით აკვირდებოდა.
ალბათ ნახევარი საათის მოსულები ვიყავით, მაგრამ მეჩვე-
ნებოდა, რომ მთელი ცხოვრება გავიდა. გოგოებმა ტელევიზო-
რი ჩართეს და მოსული წერილების ჩხრეკა დაიწყეს. სუზანმა ზე-
და სართულზე ასვლა გადაწყვიტა. ნეტავ, სად იყო ამ დროს ტე-
დი ან ისევ ელოდებოდა თუ არა ჩემგან მოსაწევს... ტიკი დერე-
ფანში ხმაურობდა. ახლაღა გავაცნობიერე, რომ დუტონებს და-
ბადებიდან ვიცნობდი. მთელმა ჩემმა ბავშვობამ მათ თვალწინ
გაირბინა. ჩამოკიდებულ ფოტოებს შორის შპალერი ოდნავ
აქერცლილი იყო. კედელზე ნათითურები ემჩნეოდა.
ხშირად ვფიქრობდი ამ შემთხვევაზე. როგორი გულუბრყვი-
ლო ვიყავი, რომ ჩემს თავს ვაჯერებდი, ეს უწყინარი გართობაა--
მეთქი. მინდოდა, სუზანის გული მომეგო და მეჩვენებინა, გამბე-
238 მკითხველთა ლიგა
დაობაში არ ჩამოვუვარდებოდი. მჯეროდა, თუ დუტონების შე-
კოწიწებულ იდილიას დავარღვევდით, ისინი სამყაროში არსე-
ბულ წესრიგს ეჭვქვეშ დააყენებდნენ და იგრძნობდნენ, რა ყალ-
ბი იყო მათი ყოველდღიურობა. საკმარისი იყო, თუნდაც წამით
ეგრძნოთ უხერხულობა: შეფიქრიანებულიყვნენ, ნეტავ, ფეხსაც-
მელები როდის გადავაადგილეთ ან ეს საათი უჯრაში საიდან
მოხვდაო. თავს ვაჯერებდი, რომ კეთილ სამსახურს ვუწევდით
და სამყაროს შესახებ წარმოდგენას უკეთესობისკენ ვუცვლი-
დით.
დონა მთავარ საძინებელში მოკალათებულიყო და კაბაზე ჩა-
მოცმულ აბრეშუმის საღამურს ეფერებოდა: ვერ გაიგეთ, რომ
როლს-როისი შვიდზე მჭირდება? – ამბობდა მდიდარი ქალის
პრეტენზიული ხმით. შამპანურისფერი ქსოვილის თხევად ბზინ-
ვარებას აღტაცებაში მოჰყავდა.
სუზანს დონას წარმოდგენა ძალიან ართობდა. პომადები ნი-
ჟარებივით გაფანტულიყო ხალიჩაზე, სუნამოს წაქცეული ბოთ-
ლი კი ტუმბოზე წვეთავდა. სუზანი უკვე კარადების შიგთავსის
დათვალიერებაზე იყო გადასული. ნეილონის წინდებს ხელით
სინჯავდა და ცდილობდა, შიგნით მუჭი ისე გაეყო, თითქოს მუხ-
ლიაო. მისის დუტონი მასიურ, უსიამოვნო ბიუსტჰალტერებს
ატარებდა, რომლებიც ტანსაცმელზე მეტად სამედიცინო ატრი-
ბუტიკას ჰგავდა. ერთ-ერთი პომადა გავხსენი და დავსუნე. მონა-
რინჯისფრო წაწვეტებულ ცილინდრს ტალკის სუნი ასდიოდა.
– ეეე, – ამოიჭყივლა დონამ და თვითონაც აიღო ერთ-ერთი
პომადა. ჰაერში მსუბუქი მოძრაობა მოხაზა, თითქოს ტუჩებზე
ისვამსო, მერე კი გენიალური იდეა დაებადა: რამე უნდა დავწე-
როთო. საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ადგილს
ეძებდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.
– კედლებზე, – დაამატა სუზანმა.
მინდოდა, შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ გავჩუმდი.
239 მკითხველთა ლიგა
ნიშნის დატოვება მეტისმეტი იყო. მისის დუტონს მოუწევდა,
რამდენიმე საათის განმავლობაში ეხეხა სახლში შემოჭრის სა-
ზარელი კვალი, კედლები კი ვერასდროს დაიბრუნებდნენ თავ-
დაპირველ იერს. ხეხვისგან დატოვებული გაფერმკრთალებული
ადგილები უსიამოვნო შემთხვევას სამუდამოდ გაახსენებდნენ
და მოსვენებას არ მისცემდნენ.
– რომ დავხატოთ? – იკითხა დონამ.
– გული დავხატოთ. მე ვიზამ, – თქვა სუზანმა.
იმ მომენტში მომეჩვენა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი სუზანს.
მისი თავზეხელაღებულობა ყველა ზღვარს გადადიოდა. სახეზე
ჩრდილი დასთამაშებდა და ვგრძნობდი, რაღაც ვერ იყო რიგზე.
სიბნელე, რომელსაც მასთან საუბრისას ვეღარსად გავურბოდი,
კიდევ უფრო მაჯაჭვავდა მასთან.
სუზანმა დონას პომადა გამოართვა და ოდნავ შეახო სპი-
ლოსძვლისფერ კედელს. ამ დროს ხმაური გავიგეთ ქვედა სარ-
თულიდან.
– ვაი, – თქვა სუზანმა და კედელს მოშორდა.
დონამ ცნობისმოყვარეობისგან წარბები ასწია. შეშინებული
არ ჩანდა, უბრალოდ, აინტერესებდა, რა მოხდებოდა ამის შემ-
დეგ.
წინა კარი გაიღო და პირში შიშის ლითონისებური გემო ვიგ-
რძენი. სუზანიც დამფრთხალი ჩანდა, მაგრამ იმაზე მეტად არა,
ვიდრე ბავშვი, რომელიც თამაშისას თანატოლს ემალება. ქუს-
ლიანი ფეხსაცმლის ხმით მივხვდი, ეს მისის დუტონი იყო.
– ტედი? სახლში ხარ?
მართალია, მანქანა სხვა ქუჩაზე გავაჩერეთ, მაგრამ დარწმუ-
ნებული ვიყავი, მისის დუტონი სამეზობლოში უცხო მანქანის გა-
მოჩენას აუცილებლად შეამჩნევდა. შეიძლება იფიქრა, ტედის-
თან მისი რომელიმე უფროსი მეგობარი მოვიდა სტუმრადო.
დონა ჩუმად კისკისებდა, პირზე ხელაფარებული. თვალები გად-
240 მკითხველთა ლიგა
მოკარკვლოდა. სუზანმა გაბრაზებული სახით ანიშნა, მოკეტეო.
გული ისე სწრაფად მიცემდა, ყურებში გუგუნს ვგრძნობდი. ტიკი
ქვედა ოთახებში დაბოდიალობდა. გავიგე, როგორ მოეფერა მი-
სის დუტონი და მანაც შეშფოთებული ხმებით უპასუხა.
– ჰეი, არის აქ ვინმე? – კიდევ ერთხელ დაიძახა ქალმა.
სიჩუმის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. სულ მალე ამოვი-
დოდა და მერე რა უნდა გვექნა?
– მოდი, ჩავიპაროთ, – ჩაგვჩურჩულა სუზანმა. დონა ჩუმად
იცინოდა და იმეორებდა, დანძრეული გვაქვს, დანძრეულიო. სუ-
ზანმა პომადა ჩუმად დააბრუნა ტუმბოზე, თუმცა დონას საღამუ-
რი არ გაუხდია, ბრეტელებს აწვალებდა.
– ჯერ შენ ჩადი, – უთხრა სუზანს.
შეუძლებელი იყო ისე გაპარვა, რომ მისის დუტონს არ დავჯა-
ხებოდით სამზარეულოში. სავარაუდოდ, იმ მომენტში საზამ-
თროს წვენის გუბეებს აკვირდებოდა იატაკზე.
შეიძლება უკვე გრძნობდა ჰაერში გაყინულ უსიამოვნებას,
უცნობების სიახლოვის მჩხვლეტავ შეგრძნებას. ალბათ ნატ-
რობდა, ქმარი გვერდით ჰყოლოდა.
სუზანი კიბისკენ დაიძრა, მე და დონაც მივყევით. ჯერ ჩუმი ნა-
ბიჯებით ჩავდიოდით, მერე კი მთელი ძალით ჩავუქროლეთ მი-
სის დუტონს, რომელიც შიშისგან აკანკალდა. ტიკი ყეფით გა-
მოგვეკიდა, მისი ფრჩხილები იატაკს კაწრავდა.
– მოიცა, გაჩერდით, – დაგვიძახა მისის დუტონმა და გამოგ-
ვეკიდა. დაბნეულობისგან სკამს შეეჯახა და წონასწორობა და-
კარგა. იატაკზე დაეცა. უნებურად უკან მივიხედე და მის სახეზე
შემზარავი გაოგნება ამოვიკითხე.
– დაგინახე, – დამიძახა ძირს გართხმულმა. წვალობდა, რომ
წამომდგარიყო, სუნთქვა გახშირებოდა, – გიცანი, ივი ბოიდ!

241 მკითხველთა ლიგა


მესამე ნაწილი

ჯულიანი ჰუმბოლდტიდან მეგობართან ერთად დაბრუნდა,


რომელიც მასავით ლოს-ანჯელესისკენ მიემგზავრებოდა. მეგო-
ბარს ზავი ერქვა. ამბობდა, ეს ჩემი რასტაფარიანული სახე-
ლიაო, თუმცა თეთრი იყო. დატკეპნილი წითური თმა ქალის
თმის სამაგრით შეეკრა. ჯულიანზე ბევრად დიდი ჩანდა, ალბათ
ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა, თუმცა მოზარდივით იცვამდა:
სამხედრო შარვალი, მოჩვარული მაისური. დენის სახლში ყვე-
ლაფერი შეათვალიერა: სპილოს ძვლისგან გამოთლილი ხარის
ფიგურა აიღო, მერე კი უკან დააბრუნა. იმ ფოტოს, რომელზეც
პატარა ჯულიანი დედას ხელში აეყვანა, დიდხანს აკვირდებოდა.
მერე გაიცინა და თაროს მოშორდა.
– ხომ შეიძლება, ამაღამ აქ დარჩეს? – მკითხა ჯულიანმა ისე,
თითქოს დედამისი ვყოფილიყავი.
– შენი სახლია, – ვუპასუხე მე.
ზავმა ხელზე მაკოცა და ამ კეთილშობილური ჟესტისთვის
დიდი მადლობა გადამიხადა.
ზავს საშაც კარგად იცნობდა. სულ რამდენიმე წუთში სამივე
ცხარედ საუბრობდა ერთ-ერთ პირქუშ ბარზე ჰუმბოლდტში, რო-
მელსაც ჭაღარა დილერი ფლობდა. ჯულიანს ისე მოეხვია ხელი
საშასთვის, თითქოს დიდი კაცია, რომელიც მონატრებულ ცოლს
მაღაროში მუშაობის შემდეგ დაუბრუნდაო. ვუყურებდი და ვცდი-
ლობდი წარმომედგინა, როგორ შეიძლება რამე ევნო ძაღლის-
თვის ან ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის. საშას სახეზე ეტყო-
ბოდა, როგორ უხაროდა მის გვერდით ყოფნა. მთელი დღე იპ-
რანჭებოდა და წინა ღამეს გამხელილი ეჭვებისგან საბოლოოდ
გათავისუფლებულიყო. ზავის ხუმრობებზე ლამაზი მორჩილი სი-

242 მკითხველთა ლიგა


ცილით იცინოდა და ხელს ტუჩებზე იფარებდა, თითქოს არ უნ-
დოდა, კბილები გამოეჩინა.
გადავწყვიტე, გარეთ მესადილა, რომ მათ უფრო თავისუფ-
ლად ეგრძნოთ თავი. სანამ კარს გავიხურავდი, ჯულიანმა დამი-
ძახა.
– საით?
საშა და ზავიც ჩემკენ მოტრიალდნენ.
– ქალაქში გავისეირნებ.
– ჩვენთან ერთად ჭამე, რა, – მთხოვა ჯულიანმა. საშამაც თა-
ვი დაუქნია და მიუჩოჩდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს
მხოლოდ იმიტომ მიღიმოდა, რომ მისი შეყვარებულის ყურად-
ღების ცენტრში მოვხვდი.
– ბევრი საჭმელი გვაქვს, – დაამატა გოგომ.
თავიდან უარის თქმა ვცადე, მაგრამ საბოლოოდ ჟაკეტი გა-
ვიხადე. მარტო დარჩენას მერეც მოვასწრებდი.
უკანა გზაზე გაჩერებულიყვნენ საყიდლებზე, უზარმაზარი გა-
ყინული პიცა და ფოლგაში შეხვეული ფასდაკლებული ხბოს
ხორცი მოეყოლებინათ.
– ნადიმია, – თქვა ზავმა, – მივიღოთ ჩვენი პროტეინები, –
მერე კი ჯიბიდან წამლის ყუთი ამოაძვრინა და დაამატა, – და
ბოსტნეულიც არ დავივიწყოთ.
„ჯოინთის“ გახვევა პირდაპირ მაგიდაზე დაიწყო. ეს პროცესი
ხელოვნების დონემდე ჰქონდა აყვანილი. საკუთარი ნამუშევა-
რი სიამაყით შეათვალიერა და მერე კიდევ ცოტა ბალახი გად-
მოყარა ქაღალდზე. ოთახში ნესტიანი მოსაწევის სუნი დადგა.
ჯულიანმა ხორცის შეწვა საკუთარ თავზე აიღო. ნაჭრები ტა-
ფაზე დაყარა და კარაქის დანით გამუდმებით ჩხვლეტდა შესა-
მოწმებლად. კამპუსის კულინარია. საშამ პიცას ცელოფანი გა-
დააძრო და ღუმელში შეაცურა. მერე კი სუფრის გაწყობა დაიწ-
ყო. თეფშებს კოხტად გადაკეცილ ქაღალდის ხელსახოცებს
243 მკითხველთა ლიგა
ულაგებდა. უცნაური იყო საშას ხილვა დიასახლისის როლში.
სახლის საქმეები. აჩრდილი წარსული ცხოვრებიდან. ზავი
ლუდს სვამდა და სხვების ფუსფუსს ღიმილით აკვირდებოდა.
გახვეულ ღერს ხელში ათამაშებდა და ერთი სული ჰქონდა, რო-
დის მოუკიდებდა.
მე და ჯულიანი მარიხუანას მოყვანის სხვადასხვა მეთოდს
განვიხილავდით, თითქოს ფერმერები ვყოფილიყავით, რომლე-
ბიც ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ. რომელი სჯობდა,
სათბურში გაზრდა თუ ღია ცის ქვეშ? რომელ ჯიშში უფრო მეტი
THC იყო? მარიხუანა ახალგაზრდობის ჰობიდან სერიოზულ ბიზ-
ნესად გარდაქმნილიყო. წლების წინ სამეზობლოს ბიჭები კანაფ-
სა და პომიდორს გვერდიგვერდ ზრდიდნენ, გაღვივებულ თეს-
ლებს კი მინის ქილებით არიგებდნენ. თუ მოინდომებდი, შეგეძ-
ლო თესლი პირდაპირ მცენარიდან გამოგეღო და თავად და-
გერგო. მანქანით ქალაქამდე გაყვანა რამდენიმე „გახვევა“
ღირდა. ახლა კი მარიხუანას მისტიკურობისა და სისადავის ელ-
ფერი ჩამოშორებოდა. შეიძლება ასეც ჯობდა. ჯულიანი და ზავი
შორს იყვნენ გაბრუებული იდეალიზმისგან. კანაფის ბიზნესს
დამწყები მეწარმეებივით უყურებდნენ.
სამზარეულოში დამწვრის სუნი დატრიალდა.
– ფუ შენი, – წამოიძახა ჯულიანმა და აბოლებული ღუმელი
გამოაღო. პიცა შიშველი ხელებით გამოიღო და იგინებოდა, სა-
ნამ მაგიდაზე დადებდა. მადისაღმძვრელი პიცისგან დიდი შავი
წრე დარჩენილიყო.
– ეს რა მოგსვლია, ძმაო, – თქვა ზავმა, – კარგი პიცა იყო,
ძვირიანი.
საშა გაკვირვებული ჩანდა. პიცის ყუთზე დაწერილ ინსტრუქ-
ციას ჩაჰკირკიტებდა და ბუტბუტებდა: – გააცხელეთ 450 გრა-
დუსზე. ზუსტად ეგრე ვქენი. ვერ ვხვდები, რა მოხდა.
– რომელ საათზე შედე? – ჰკითხა ზავმა.
244 მკითხველთა ლიგა
საშამ თვალი საათისკენ გააპარა.
– საათი გაფუჭებულია, დებილო, – ჯულიანმა პიცა ნაგავში
მოისროლა.
საშას თვალები აუწყლიანდა.
– აღარაფერი ეშველება, – თქვა ზიზღით და ხელები ტანსაც-
მელზე შეიწმინდა. იმ პროფესორის ძაღლი გამახსენდა. სანამ
საწამლავი ბოლომდე გაუჯდებოდა მის სისხლძარღვთა სისტე-
მას, ალბათ დიდი ხანი იკლაკნებოდა და საკუთარ თავს კბენდა
ტკივილისაგან. უცებ მივხვდი, სავარაუდოდ, სხვა ამბებიც არსე-
ბობდა, რომლებიც ჩემთვის საშას არასდროს მოუყოლია.
– რამეს მოვამზადებ, – ვთქვი მე, – კარადაში მაკარონი უნ-
და იყოს, – მინდოდა, საშას შემოეხედა, რომ უსიტყვოდ გამემ-
ხნევებინა, მაგრამ ის საკუთარ წარუმატებლობას გლოვობდა.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ზავი „ჯოინთს“ თითებს შორის ათამა-
შებდა და ელოდებოდა, რა მოხდებოდა.
– არა უშავს, ხორციც ბევრია, – თქვა ჯულიანმა და გადაწყვი-
ტა, საკუთარი რისხვა მოეთოკა, – ეგ არაფერი.
საშას ზურგზე ხელი გადაუსვა. ჩემი აზრით, საკმაოდ უხეშად,
მაგრამ მისმა შეხებამ გოგონა დაამშვიდა და სამყაროში დააბ-
რუნა. როცა აკოცა, საშამ თვალები სიამოვნებისგან მილულა.
სადილზე დენის ღვინო დავლიეთ, რომელმაც ჯულიანს კბი-
ლები დაულაქავა. მერე ლუდი დავაყოლეთ. ალკოჰოლი ცხი-
მიანი საჭმლის განეიტრალებაში გვეხმარებოდა. არ ვიცოდი,
რომელი საათი იყო, მაგრამ უკვე ძალიან ბნელოდა. ფანჯრები
ჩაშავებულიყო და გარეთ ქარი სტვენდა. საშამ ღვინის ბოთლს
სველი იარლიყი ააძრო და თითებს შორის ათამაშებდა. ჯუ-
ლიანი ზურგზე ეფერებოდა და დროდადრო ზავს სასაცილო ამ-
ბებს უყვებოდა. ბიჭები ისე კარგად უგებდნენ ერთმანეთს და იმ-
დენად ჩაფლულიყვნენ საკუთარ ისტორიებში, რომ საშა და მე
ფონზე ვიკარგებოდით, ნაცნობ სიჩუმეში ვიძირებოდით.
245 მკითხველთა ლიგა
საუბარში ჩაჭრა დიდ ძალისხმევას მოითხოვდა და შედეგი არც
ისე სასიამოვნო იქნებოდა. მათი ყურება ბევრად ადვილი იყო.
საშა აქ ჯდომითაც კმაყოფილი ჩანდა.
– ჯულიან, შენ კარგი ბიჭი ხარ, – ამბობდა ზავი, – ამიტომ არ
გახდევინებ ხოლმე წინასწარ საქონლის ფულს. შენც იცი, მაკ-
გინლისთან და სემთან სხვანაირად ვმუშაობ. ეგ გონებაშეზღუ-
დულები სხვა გზას არ მიტოვებენ.
სამივე მთვრალები იყვნენ და მეც არ მეთქმოდა ფხიზელი.
ჭერში წინა მოწევიდან დაგროვებული ბოლი ტრიალებდა. კი-
დევ ერთხელ მოვუკიდეთ. ზავს თვალები სიამოვნებისგან ეჭუ-
ტებოდა, საშა კი ჩუმად იჯდა. ჟაკეტი შეეხსნა და გაურუჯავი,
ლურჯი ვენებით დაზოლილი მკერდი უჩანდა. თვალებზე ახლა
უფრო მძიმე მაკიაჟი ესვა, ვიდრე რამდენიმე საათის წინ, თუმცა
ვერ მივხვდი, როდის მოასწრო დამატება.
როცა ჭამა დავასრულე, ფეხზე წამოვდექი და მაგიდასთან
შეკრებილებს თავაზიანად დავემშვიდობე, წავალ, ჩემს საქმეებს
მივხედავ-მეთქი. ამჯერად აღარ შემხვეწნიან. საძინებელში შე-
ვიკეტე, თუმცა მათი საუბრის ნაწყვეტები მაინც აღწევდა ჩემამ-
დე.
– პატივს გცემ, – ეუბნებოდა ჯულიანი ზავს, – და ყოველთვის
პატივს გცემდი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სკარლეტი მიმ-
ტკიცებდა, აუცილებლად უნდა გაიცნოო. მის აღფრთოვანებას
მარიხუანას გამაბრუებელი ეფექტი აძლიერებდა. ზავმა ჯუ-
ლიანის ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება. საშას სიჩუმე
აუტანლად შესამჩნევი იყო.
ორიოდე საათის შემდეგ, როცა ოთახიდან გამოვედი, მივ-
ხვდი, ჩემს არყოფნაში ბევრი არაფერი შეცვლილა. საშა ისევ
ჩუმად უსმენდა ბიჭების ღრიანცელს და ისე იყურებოდა, თით-
ქოს ამ საუბრების მიხედვით მოგვიანებით გამოცდა უნდა ჩააბა-
როსო. ჯულიანისა და ზავის ინტოქსიკაცია აქტიურ ფაზაში იყო
246 მკითხველთა ლიგა
შესული, თმისა და შუბლის საზღვარი ოფლისგან სულ სველი
ჰქონდათ.
– ძააან ხომ არ ვხმაურობთ? – იკითხა ჯულიანმა გულწრფე-
ლად. უცნაური თავაზიანობა დაჰბრუნებოდა, თითქოს ხელის
ერთი მოძრაობით შეეძლო ამ რეჟიმზე გადასვლა.
– არა, უბრალოდ, წყალი მომინდა.
– ჩამოჯექი ჩვენთან, ვილაპარაკოთ, – ზავმა კარგად შემათ-
ვალიერა.
– იყოს, – ვუპასუხე მე.
– კარგი რა, ივი, – გაიღიმა ჯულიანმა. მისმა ფამილარობამ
ცოტა გამაკვირვა. აქამდე სახელით არასდროს მოუმართავს.
მაგიდა ბოთლის თავსახურებითა და სადილიდან მორჩენი-
ლი საჭმლით იყო სავსე. თეფშების ალაგება დავიწყე.
– არაა აუცილებელი, – ჯულიანმა გვერდზე გაიწია, როცა მი-
სი თეფშის აღება მოვინდომე.
– ასე სამართლიანი იქნება. საჭმელი ხომ შენ მოამზადე, –
შევეწინააღმდეგე მე.
საშამ წვრილი ხმით გადამიხადა მადლობა, როცა მისი თეფ-
ში ჭურჭლის ხუხულას დავამატე. უეცრად ზავის ტელეფონი აინ-
თო და მაგიდაზე ზუზუნით ტრიალი დაიწყო. ეკრანზე საცვლებში
გამოწყობილი ქალის ფოტო გამოჩნდა.
– ლექსია? – იკითხა ჯულიანმა. ზავმა თავი დაუქნია, თუმცა
არ უპასუხია.
ჯულიანმა და ზავმა მრავლისმეტყველად გადახედეს ერთმა-
ნეთს და გაიცინეს. ეს ორმხრივი ჩაღიმება ლექსთან დაკავშირე-
ბულ საერთო ისტორიაზე მიანიშნებდა. ზავმა ამოაქარვა და ჰა-
ერში გადამუშავებული ხორცის სუნი დადგა.
– ბენი რომ კომპიუტერების ამბავშია, გითხარი? – თემა შეც-
ვალა ზავმა.
ჯულიანმა მაგიდაზე ხელი დაარტყა:
247 მკითხველთა ლიგა
– შანსი არაა.
თეფშები ნიჟარამდე მივიტანე და დაკუჭული ხელსახოცების
შეგროვება დავიწყე. ნამცეცებს პირდაპირ ხელისგულით ვხვე-
ტავდი.
– იცი როგორ გასუქდა? სასაცილოა.
– ბენი ის ტიპია, შენი სკოლელი? – საშამ საუბარში ჩასართა-
ვი ნაპრალი იპოვა.
ჯულიანმა თავი დაუქნია. სანამ ნიჟარა წყლით ივსებოდა, ვუ-
ყურებდი, როგორ იცვლიდა ჯულიანი პოზას ისე, რომ საშას სხე-
ულს უკეთესად მორგებოდა. მუხლები მის მუხლებს შეახო და
საფეთქელზე აკოცა.
– მგონი, ზედმეტი მოგდით თქვენ ორს, – ზავი წყვილს
თვალს არიდებდა.
მის ტონში ეშმაკური ჩანაფიქრი იგრძნობოდა. თეფშები და-
გუბებულ წყალში ჩავაწყვე და ცხიმის ბადე მთელ ზედაპირზე
გაიშალა.
– მართლა არ მესმის, ამასთან რატომ რჩები, – თქვა ზავმა
და საშას თვალი ჩაუკრა, – ბევრად უკეთესს იმსახურებ.
საშამ გაიცინა, თუმცა შევამჩნიე, როგორ გაუჭირდა შესაბა-
მისი პასუხის მოძებნა.
– იმას ვგულისხმობ, რომ ზედმეტად კარგი ნაშა ხარ.
ჯულიანს ზავის სიტყვები არ სწყენია. პირიქით, ისე იღიმოდა,
როგორც დედისერთა ბიჭებმა იციან – იმ ადამიანის ქედმაღ-
ლობით, რომელიც ყველაფერს იღებს, რაც კი მოესურვება. გა-
ნათებულ მაგიდასთან შემომსხდარი მეგობრები – უცებ მეგონა,
ისეთ ფილმს ვუყურებდი, რომლისთვისაც ზედმეტად დიდი ვიყა-
ვი.
– საშა, მე და შენ ხომ კარგი მეგობრები ვართ? – იღიმებოდა
ზავი, – ჰოდა გეტყვი, ძალიან მომწონხარ.

248 მკითხველთა ლიგა


საშა ღვინის ეტიკეტს ვერ ელეოდა და ცდილობდა, თავი ამა-
ყად დაეჭირა.
– იცი, რომ თავისი ძუძუები არ ევასება? – ჯულიანმა საშას
კისერზე თითები აათამაშა, – მე სულ ვუმეორებ, რომ კარგი ძუ-
ძუები აქვს.
– საშა! – მხატვრულად აღშფოთდა ზავი, – არ იცი, რა მაგა-
რი ძუძუები გაქვს?
გავწითლდი და უფრო სწრაფად დავიწყე ჭურჭლის რეცხვა.
მინდოდა, ოთახიდან მალე გავსულიყავი.
– გაიგე, რა თქვა ზავმა? ხომ იცი, არასდროს იტყუება, – გა-
ბადრული სახით ეუბნებოდა ჯულიანი.
– მე სულ სიმართლეს ვამბობ, – დაადასტურა რასტაფა-
რიანელმაც.
– ასე რომ, წუწუნის უფლება ჩამოგერთვა, – დაამატა ჯული-
ანმა სიცილით.
– მაჩვენე, – მოითხოვა ზავმა.
– ძალიან პატარა მკერდი მაქვს, – ამოიწრიპინა საშამ საცო-
დავად. ტუჩები შეეკუმშა, თითქოს საკუთარ თავს დასცინისო.
ადგილს ვერ პოულობდა.
– კარგია მერე, არასდროს ჩამოგეწელება, – დაუყვავა ჯუ-
ლიანმა და მხარზე ოდნავ უჩქმიტა, – მიდი, აჩვენე ზავს.
საშა გაწითლდა.
– მიდი, პატარა, – ჯულიანის ხმას მუქარის ტონები შეეპარა.
მოვტრიალდი და საშას მზერას შევეჩეხე. მომეჩვენა, რომ დახ-
მარებას ითხოვდა.
– კარგი რა, ბიჭებო.
ორივე გაოცებული მომიბრუნდა. ერთი წამითაც არ დავიწყე-
ბიათ, რომ აქვე ვიყავი. ჩემი სიახლოვეც თამაშის ნაწილი იყო.
– რა? – მკითხა ჯულიანმა და უმანკოება გაითამაშა.
– გეყოთ.
249 მკითხველთა ლიგა
– არაფერია, – თქვა საშამ და ძლივსშესამჩნევად გაიცინა.
ჯულიანისთვის თვალი არ მოუცილებია.
– რას ვაკეთებთ ისეთს? – არ დაიხია უკან ჯულიანმა, – შე-
გიძლია გვითხრა, კონკრეტულად რა უნდა გვეყოს?
მან და ზავმა ერთად გაიცინეს – ორი ბიჭის შეთანხმებული
სიცილიც კი საკმარისი იყო, წარსულში განცდილი ყველა დამ-
ცირება გაეცოცხლებინა. ხელები გადავაჯვარედინე და საშას
შევხედე.
– გოგოს აშკარად აწუხებთ.
– შენ ნუ დარდობ ამაზე, კარგი? – გაღიზიანდა ჯულიანი და
საშას ყურს უკან გადაუწია თმა. გოგომ ძალა მოიკრიბა და
გაიღიმა.
– თანაც, – აგრძელებდა ჯულიანი, – შენი მხრიდან ჩვენთვის
მორალის წაკითხვა უსინდისობაა, მგონი.
გული ამიჩქარდა.
– მეშლება, თუ ადამიანი გყავს მოკლული?
ზავმა დაუსტვინა და ნერვიულად გაიცინა. აინტერესებდა, რა
მოხდებოდა ამის შემდეგ.
ჩემივე ხმა მოგუდულად მომესმა:
– მე არავინ მომიკლავს.
– ხო, მაგრამ იცოდი, რასაც აპირებდნენ, – ჯულიანს უხარო-
და, რომ კუთხეში მიმიმწყვდია, – ფაქტია, რასელ ჰედრიკის
ჯგუფში იყავი.
– ჰედრიკი? – თვალები გაუფართოვდა ზავს, – მეღადავე-
ბით?
ვეცადე, სადღაც სიღრმეში დაბადებული ისტერიკისთვის გა-
ნავარდების საშუალება არ მიმეცა და მშვიდად ვუპასუხე:
– იქ არ ვცხოვრობდი, უბრალოდ, მივდიოდი ხოლმე.
ჯულიანმა მხრები აიჩეჩა და განაცხადა, შენი მონაყოლიდან
ეგრე არ ჩანდაო.
250 მკითხველთა ლიგა
– მგონი, შენ თვითონაც არ გჯერა იმის, რასაც ამბობ, – ვუთ-
ხარი ჯულიანს. მასთან კამათი უკვე ძალას მაცლიდა.
– შეიძლება ვცდები, მაგრამ როგორც საშამ მითხრა, ბევრი
არაფერი გიკლდა მკვლელობამდე, – მომიგო ჯულიანმა.
ეს სიტყვები ზურგში დანის ჩაცემას ჰგავდა. ესე იგი, ის მე-
გობრული ღამე არაფერს ნიშნავდა. საიდუმლო, რომელიც მხო-
ლოდ მას გავანდე, ჯულიანს მაშინვე ჩაუკაკლა.
– ჰოდა, გვაჩვენე შენი განთქმული ძუძუები, – თქვა ზავმა,
რომელმაც უთანხმოება ამოწურულად ჩათვალა.
ისევ უჩინარი გავხდი. – ვალდებული არ ხარ, – შევახსენე სა-
შას.
გოგომ თვალები დამიბრიალა, ამაზე ამბის ატეხა რა აუცი-
ლებელიაო. მისი ხმა ახალშეძენილი მედიდურობით იყო სავსე.
მერე მაისური გამოსწია და შეფიქრიანებულმა ჩაიხედა შიგნით.
– ხომ კარგად გაიგე, რაც თქვა? – მომაძახა ჯულიანმა, –
მისთვის არანაირი პრობლემა არაა.
როცა მე და დენი ახლოს ვიყავით, ჯულიანის ერთ-ერთ კონ-
ცერტს დავესწარი. მაშინ ალბათ ცხრა წლის იქნებოდა. პატარა
ფეხებს შორის უზარმაზარი ჩელო ამოედო და თმა საგულდაგუ-
ლოდ გადაევარცხნა. იმდენად კარგად უკრავდა ინსტრუმენტზე,
დარბაზი აღტაცებას ვერ მალავდა. მისი პატარა მკლავები
ზრდასრულის საქმეს ყოჩაღად ართმევდნენ თავს. ნესტოებზე
წვინტლები ჰქონდა შემხმარი, თუმცა ხემს ოსტატურად ფლობ-
და. როგორ გადაიქცა ბიჭი, რომელიც საოცარ სევდასა და სიმ-
შვიდეს ასხივებდა, ამ ცივსისხლიან ადამიანად? ალბათ ვერას-
დროს გავიგებდი.
საშამ მაისური ჩაიწია. სახე ასწითლებოდა, თითქოს სადღაც
სხვაგან დაფრინავსო. ხელის მოუთმენელი მოძრაობით შეიხსნა
ლიფი და ფერმკრთალი ძუძუები გამოათავისუფლა. კანზე ბრე-
ტელებისგან დატოვებული ხაზები ეტყობოდა. ზავმა სიხარუ-
251 მკითხველთა ლიგა
ლისგან წამოიყვირა და ვარდისფერი ძუძუსთავი ცერა თითით
მოუსინჯა. ჯულიანი ამ სცენას თვითკმაყოფილი ღიმილით აკ-
ვირდებოდა.
ასე უსარგებლოდ თავი არასდროს მიგრძნია. დიდი ხნის წინ
ამოვწურე ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო.

252 მკითხველთა ლიგა


1969

11

გამომიჭირეს. რა თქმა უნდა, გამომიჭირეს.


მისის დუტონი სამზარეულოს იატაკზე იყო გართხმული და
ჩემს სახელს ისე იმეორებდა, თითქოს გამოცანის პასუხს მიაგ-
ნოო. ვერ გადამეწყვიტა, რა უნდა მექნა. საკუთარი სახელი ყუ-
რებში მიწუოდა, ერთმანეთში ირეოდა ბუნებრივი სურვილი,
დავხმარებოდი წაქცეულ მისის დუტონს და გაქცეული გოგონე-
ბისთვის მხარის აბმის აუცილებლობა. როცა აზროვნების უნარი
დამიბრუნდა, სუზანი და დონა უკვე შორს იყვნენ. სანამ გაუჩი-
ნარდებოდნენ, სუზანმა თვალი მოჰკრა, როგორ მეჭიდებოდა
უღონო მისის დუტონი მხარზე. მინდოდა მისთვის მეგრძნობინე-
ბინა, თქვენ გაიქეცით, მე ყველაფერს დავალაგებ-მეთქი.
დედაჩემმა სწორედ ამ დღის შემდეგ გააცნობიერა, რომ მე
გამოუსწორებელი შემთხვევა ვიყავი – ნამდვილი პათოლოგი,
მანიაკი. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი მშობლის
როლი ახალი ქურქივით მოიხდინა. ისე ბრაზობდა, თითქოს
უხილავი ჟიურის წინ გამოდისო. აინტერესებდა, ვისთან ერთად
შევიჭერი დუტონების სახლში.
– ჯუდიმ კიდევ ორი გოგო დაინახა, შეიძლება სამიც კი. ვინ
იყვნენ?
– არავინ, – ვპასუხობდი მე. სიჩუმის შენარჩუნება საუკეთესო
გზად მეჩვენებოდა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მე უნდა
ამეღო. არ მწყენია, რომ ამბის სხვა გმირებმა უკან ჩამომიტო-
ვეს.

253 მკითხველთა ლიგა


– მხოლოდ მე ვიყავი, – გავიმეორე კიდევ ერთხელ. ბრაზისგან
სიტყვებს ამახინჯებდა.
– ასე ურცხვად თუ მოიტყუები, ამ სახლში აღარაფერი გესაქ-
მება.
ვხედავდი, რა გაღიზიანებული იყო ახალი დამაბნეველი სი-
ტუაციით. მისი ქალიშვილი აქამდე არასდროს ყოფილა პრობ-
ლემა, ყოველთვის წინააღმდეგობის გარეშე ემორჩილებოდა და
საკუთარ თავს ისე უვლიდა, როგორც ის თევზები, აკვარიუმს
რომ თვითონვე ასუფთავებენ. არც კი გაუვლია თავში, სხვა გა-
რემოებებისთვის მომზადებულიყო. ამ პრობლემებთან შეჯახე-
ბას საერთოდ არ ელოდა.
– შენ მთელი ზაფხულის განმავლობაში იმას მეუბნებოდი,
რომ კონისთან იყავი, – ყვიროდა გაცოფებული ქალი, – ასე
მარტივად, სახეში მიყურებდი და მატყუებდი. ჰოდა, იცი რაა?
არტურს დავურეკე და მითხრა, ორი თვეა არ მინახავსო. გესმის,
ივი? ორი თვე.
დედაჩემი ცხოველს დამსგავსებოდა. სახე რისხვისგან ერ-
ღვეოდა, მდუღარე ცრემლებს მის ლოყებზე წვრილი ბილიკები
დაეტოვებინა.
– მატყუარა ხარ. ადრეც ყველაფერს იტყუებოდი და ახლაც
იტყუები. არც კი ვიცი, რატომ უნდა დაგიჯერო, – პატარა ბრაზი-
ან მუშტებს დროდადრო ზემოთ სწევდა, მერე კი ისევ ქვემოთ
უშვებდა.
– მეგობრებთან ვიყავი, – გავაპროტესტე მე, – სხვა მეგობ-
რებიც მყავს, კონის გარდა.
– სხვა მეგობრებიც გყავს, აბა რა. ახლა მაინც გამოტყდი,
ვისთან დაეთრეოდი. ღმერთმა იცის, რა სიბინძურეებს აკეთებ-
დით ერთად. შე საზიზღარო მატყუარა.

254 მკითხველთა ლიგა


სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა და თითოეულ მათგანში
ზიზღის ზუსტად საჭირო რაოდენობას დებდა.
– არასრულწლოვანთა კოლონიაში მოხვედრა გინდა?
სიამოვნებით გაგაგზავნიდი მანდ. მე მაინც ვეღარ გაკონტრო-
ლებ და ამიერიდან იმათ იტეხონ თავი. იქნებ ამან მაინც გიშვე-
ლოს.
სამზარეულოდან გავიძურწე და ჩემს ოთახში შევიკეტე, მაგ-
რამ დედაჩემის გესლიანი მონოლოგი რამდენიმე მეტრის დაშო-
რებით, დახურული კარის მიღმაც კი მესმოდა.
ფრენკი დამხმარე ძალის სახით გამოგვეცხადა: საწოლში წა-
მომჯდარი ვუყურებდი, როგორ ჩამოხსნა ჩემი საძინებლის კარი
ანჯამებიდან. დიდხანს ეწვალა, სანამ ჩარჩოს მთავარი ნაწი-
ლისგან განაცალკევებდა. მერე კი კარი კედელზე ისე მიაყუდა,
თითქოს გამოფიტული ხის ნაცვლად, ძვირფასი მინისგან ყოფი-
ლიყო დამზადებული. დერეფანი მოათვალიერა. ჭანჭიკებს კა-
მათლებივით ათამაშებდა ხელში.
– ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მომიწია, – მითხრა სრულიად
გულწრფელად, თითქოს დაქირავებული მოსამსახურე ყოფილი-
ყო, რომელსაც დედაჩემის სურვილები აუცილებლად უნდა შე-
ესრულებინა.
მისმა მოულოდნელმა სიკეთემ გული ამიჩუყა, მაგრამ ეს
შეგრძნება მაშინვე განვდევნე. არ მინდოდა, ფრენკის მიმართ
სიძულვილის გარდა რამე მეგრძნო. ის სურათი წარმოვიდგინე,
რომელიც თავში ჩვენი შეხვედრისას ჩამებეჭდა: ფრენკი მექსი-
კის მაღაროში, მზისგან გაუფერულებული ბეწვები მის ხელებზე
და მაგრად ჩაბღუჯული ლიმონათი. ჩემს გონებაში მაღარო
მთლიანად ოქროს ნამცეცებით იყო მოფენილი. აღარაფრის მე-
შინოდა. თუ ფრენკი დედაჩემს მოპარული ფულის შესახებაც ეტ-
ყოდა რამეს, ჩემს აურაცხელ პრობლემებს, უბრალოდ, კიდევ
ერთი სადარდებელი დაემატებოდა. ეგ იყო და ეგ. ფრენკს არა-
255 მკითხველთა ლიგა
ფერი უთქვამს, ჩვენი საიდუმლო მტკიცედ შეინახა. შეიძლება
შეამჩნია, რომ დედაჩემი ისედაც საკმარისად გაბრაზებული
იყო. სიმშვიდეს ინარჩუნებდა მაშინაც, როცა დედაჩემი მამაჩემ-
თან წუთ-გამოშვებით რეკავდა და ილანძღებოდა. მისი პრეტენ-
ზიები და კითხვები გულს მიკუმშავდა:
– ხედავ, როგორი გახდა? ვის დაემსგავსა? როგორი ადა-
მიანი უნდა იყო, რომ მეზობლის სახლში შეიჭრა და იმ ოჯახს და-
ესხა თავს, რომლისგანაც სიკეთის მეტი არაფერი გახსოვს?
– რამე მიზეზი მაინც ჰქონოდა, – ამატებდა სიმწვავისთვის.
მამაჩემის პასუხი არ მესმოდა, მაგრამ სავარაუდოდ, ამშვი-
დებდა და სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობდა.
– გგონია, ეგ მე არ ვკითხე? გგონია, არ ვცადე? – კრიახებდა
დედა.
სიჩუმე.
– კი, აბა რა. თუ ასეთი დარწმუნებული ხარ, შენ თვითონ მი-
ხედე.
აი, ასე გამაგზავნეს პალო ალტოში.
მამაჩემის ბინაში ორი კვირა გავატარე. პორტოფინოს ბინის
სიმჭიდროვე იმდენადვე თვალშისაცემი იყო, რამდენადაც – დე-
დაჩემის სახლის სიცარიელე და მასშტაბურობა. თამარმა თქვა,
ადრე უფრო პატარა ბინაში ვცხოვრობდითო. ვგრძნობდი, ახა-
ლი ბინისთვის ყველა დეტალი საგულდაგულოდ შეერჩიათ: გაპ-
რიალებული ხილით სავსე ჯამი, სასმელების მაგიდაზე ჩამოლა-
გებული გაუხსნელი ბოთლები, მტვერსასრუტით დასუფთავების-
გან დაზოლილი ძვირფასი ხალიჩა – ზრდასრული ცხოვრების
ნატურმორტები. ყველაზე მეტად იმაზე ვღელავდი, რომ სუზანი
დამივიწყებდა, რანჩო უჩემოდ გააგრძელებდა ცხოვრებას, მე კი
აღარაფერი დამრჩებოდა ხელჩასაჭიდი. ჯგუფიდან მოწყვეტის
შიში ყველა სხვა მღელვარებაზე ძლიერი იყო. სუზანი ისე მენატ-
რებოდა, თითქოს ჯარისკაცი ვყოფილიყავი, რომელმაც თავისი
256 მკითხველთა ლიგა
სათნო შეყვარებული მშობლიურ ქალაქში დატოვა. ახლა, როცა
მისი ნახვა შეუძლებელი იყო, კიდევ უფრო ნატიფი და მშვე-
ნიერი მეჩვენებოდა. თუმცა ჩემს ერთ ნაწილს ჯერ კიდევ ახსოვ-
და, როგორი თვალებით იყურებოდა დუტონების ბინაში. მისი
დაუნდობლობა შიგნიდან მარყევდა და საშუალებას არ მაძლევ-
და, საკუთარ ზღაპარში მშვიდად გავხვეულიყავი.
ნეტავ, რას ელოდა დედაჩემი ამ გადაწყვეტილებისგან? იმას,
რომ მამაჩემი ეცდებოდა და ჩემი უცნაური ქცევის მიზეზებს გა-
მოიკვლევდა? ან იქნებ იმას, რომ საკუთარ თავზე აიღებდა პასუ-
ხისმგებლობას და სათანადოდ დამსჯიდა? ალბათ მამაჩემიც
გრძნობდა, რომ ახლა სიმკაცრე უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ჩვენ
შორის არსებული გაუცხოება კიდევ უფრო შესამჩნევი გამხდა-
რიყო, ვიდრე ოდესმე. ერთადერთი, რაც მოიფიქრა, ის იყო,
რომ მოხუცი მშობლებისთვის დამახასიათებელი თავაზიანობა
და გულგრილობა გამოეჩინა.
ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ორ თვეზე მეტი გასულიყო. ჩემ
დანახვაზე თავიდან ძალიან დაიბნა, მაგრამ გაახსენდა, რომ უნ-
და ჩამხუტებოდა და ბარბაცა ნაბიჯებით გამოეშურა ჩემკენ. შეც-
ვლილი ჩანდა: ყური გაეხვრიტა და ახალი მაისური ეცვა.
ვგრძნობდი, მეც სხვანაირად გამოვიყურებოდი. ახლა უფრო
გრძელი და ხუჭუჭა თმა მქონდა, ტანზე კი ისეთი გაცრეცილი კა-
ბა მეცვა, თითით შიგნიდან რომ მივწოლოდი ქსოვილს, სულ
ადვილად დავარღვევდი. მამაჩემმა შემომთავაზა, შენს ნივთებს
მანქანაში ჩავაწყობო, მაგრამ უკანა სკამზე უკვე მომეთავსებინა
ჩემი ჩანთა.
– მაინც მადლობა, – ვუთხარი და გავუღიმე.
ხელები გაშალა და მხრები იმ ტურისტივით აიჩეჩა, რომელ-
საც მიმართულება ვერ გაეგო. ისე მაკვირდებოდა, თითქოს მისი
შვილი კი არა, უცნობი გენიოსი ვყოფილიყავი. აოცებდა ჩემი
ტვინის ამოუცნობი ხვეულები და არც ცდილობდა იმის გარკვე-
257 მკითხველთა ლიგა
ვას, რა იმალებოდა დალუქული კარის მიღმა. ადგილები დავი-
კავეთ. სახეზე ეტყობოდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა მამის როლ-
ში დასაბრუნებლად.
– იმედი მაქვს, შენი ოთახში ჩაკეტვა არ მომიწევს, – სცადა
უკბილოდ გახუმრება, – შევთანხმდეთ, რომ არავისთან არ შეიჭ-
რები.
როცა თავი დავუქნიე, დაძაბულობა ოდნავ გაიფანტა. პირვე-
ლი წინააღმდეგობა გადალახულად ჩათვალა.
– დიდი ხანია მინდოდა, ჩემთან მოსულიყავი, – ისე თქვა,
თითქოს მე თვითონ შევარჩიე ეს დრო სტუმრობისთვის და ჩემი
უსაქციელობა არაფერ შუაში იყო, – ცოტა დავლაგდით. თამარ-
მა ყველაფერი თავის გემოზე მოაწყო: ავეჯი, ნივთები, ფერები.
წარმოგიდგენია? ჰალფ მუნ ბეიმდე ჩავიდა, რომ მეორად ბაზ-
რობაზე სასმელებისთვის ბორბლებიანი მაგიდა ეყიდა.
მამა გაუჩერებლად ილაპარაკებდა, ოღონდ პრობლემები არ
ეხსენებინა.
ვუყურებდი და ვხვდებოდი, მენატრებოდა. წამიერად ისიც კი
მომინდა, ხელზე შევხებოდი, მაგრამ ამ შეგრძნებამ მალევე
გაიარა. რა უცნაური იყო იმის გაფიქრება, რომ ეს კაცი ერთ
დროს ჩემთან ერთად ცხოვრობდა.
– რომელ სადგურზეც გინდა, იმაზე გადართე, – შემომთავაზა
ისე, თითქოს მორცხვი ბიჭი ყოფილიყო, რომელიც საცეკვაოდ
გოგოს ეპატიჟებოდა.
პირველ დღეებში სამივე ვნერვიულობდით. მე ადრე ვდგებო-
დი, რომ სტუმრების ოთახში გაშლილი საწოლი გამესწორებინა
და დეკორატიული ბალიშები ძველებურად დამელაგებინა. ჯაჭ-
ვიან საფულესა და ტილოს ჩანთაში ჩატენილ ტანსაცმელს ისე
ვუფრთხილდებოდი, თითქოს სულ ეს იყო ჩემი ცხოვრება. როცა
მღელვარება მიპყრობდა, თავს ვირწმუნებდი, რომ, უბრალოდ,
ლაშქრობაში ვიყავი საკუთარი თავის გამოსაცდელად. პირველ
258 მკითხველთა ლიგა
საღამოს მამაჩემმა შოკოლადის ნაყინის დიდი ყუთი მოიტანა
სახლში. ძალიან ბევრი გადმოიღო თავისთვის. მე და თამარმაც
გავსინჯეთ. როცა თავისი ულუფა დაასრულა, კიდევ დაიმატა.
კმაყოფილი ჩანდა საკუთარი ცხოვრებით: თავისი გოგონებით
გარშემორტყმული ცივ ნაყინს მიირთმევდა.
თამარი შეცვლილი მომეჩვენა: ბამბის შორტებსა და სპორ-
ტულ მაისურში გამოწყობილიყო. მაისურზე იმ კოლეჯის სახელი
ეწერა, რომელიც მანამდე არასდროს გამეგო. თმისთვის
სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოეცხადებინა: სააბაზანო-
ში უცნაური აპარატი ედგა, რომელიც მთელ ბინაში ქაფურის
სუნს აყენებდა. კანს ნელსაცხებლებით იზელდა, თმას ზეთებით
იტენიანებდა და წუწუნებდა, ფრჩხილებზე პატარა ნახევარმთვა-
რეები გამიჩნდაო – ვიტამინების ნაკლებობის ნიშანი. თავიდან
უხერხულად შემხვდა – ცივად ჩამეხუტა და ისეთი სახე მიიღო,
თითქოს მორჩილად იტანდა ახალი დედის როლს. მეც ძლივს
დავფარე იმედგაცრუება: იმ ეგზოტიკურ ქალს აღარ ჰგავდა,
რომელიც წლების წინ გავიცანი. ჩვეულებრივი გოგო იყო. რასე-
ლი მასში ვერაფერს შენიშნავდა განსაკუთრებულს. ისე იქ-
ცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო: მამაჩემისთვის მუშაობდა,
მომდგარ პიჯაკს ატარებდა და პატარ-პატარა ნაბიჯებით მი-
დიოდა ცოლის სტატუსისკენ. ცოტა ხნის შემდეგ თამარიც გაიხ-
სნა და უნიფორმასავით მორგებული ფორმალურობა გვერდზე
გადადო. უფლება მომცა, ზრდასრულობის პირბადე ამეხადა
მისთვის. ერთად დავათვალიერეთ დალიანდაგებული ტომსიკა,
რომელშიც მაკიაჟს ინახავდა. ჭეშმარიტი კოლექციონერის
სიამაყით გამაცნო საკუთარი სუნამოები და ბოლოს თავისი
ბლუზაც მაჩუქა, რომელსაც ზარის ფორმის მკლავები და მარგა-
ლიტისებური ღილები ჰქონდა.

259 მკითხველთა ლიგა


– ჩემი სტილი არაა და შენ უფრო გიხდება, – მხრები აიჩეჩა
და საყელოდან ძაფი მომაცილა, – ელიზაბეტის ეპოქის ქალს
ჰგავხარ.
მართლა მიხდებოდა. თამარი ქალურობის ექსპერტი იყო: ზე-
პირად იცოდა საკვებში კალორიების რაოდენობა და ყოველ
ჯერზე ისე აცხადებდა ხმამაღლა, თითქოს საკუთარ თავს დასცი-
ნისო. მომდევნო დღეს ჩაშუშული ბოსტნეულის კერძი მოამზადა
– დამბალ ოსპს ზედ უცნობი ყვითელი სოუსი მოასხა. მამაჩემს
კი ანტაციდი გაუწოდა კუჭის მოქმედების გასაუმჯობესებლად.
იმანაც ისე მორჩილად გადაყლაპა, თითქოს კანფეტი ყოფილი-
ყო. თამარი ხანდახან ლოყას უშვერდა მამაჩემს, რომ ეკოცნა,
თუმცა ხელის ჩაკიდება არ სიამოვნებდა.
– ოფლიანი ხარ, – გამოაცხადა ხმამაღლა. მართალია, მამამ
გაიცინა, მაგრამ ვიგრძენი, ეწყინა. მოსწონდა, ერთმანეთს რომ
გავუგეთ, მაგრამ ეშინოდა, მის წინააღმდეგ არ გავერთიანებუ-
ლიყავით. გრძნობდა, ბევრი რამ გვქონდა საერთო. ერთხელ,
როცა მე და თამარი Spanky and Our Gang-ზე11 ვსაუბრობდით,
სცადა, თვითონაც ჩართულიყო განხილვაში: მეც მომწონს ეგ
სერიალიო. Little Rascals-ს12 გულისხმობდა. მე და თამარმა გა-
დავიხარხარეთ.
– საერთოდ გაგიგია, რა არის როკ-ენ-როლი? ახალგაზრდუ-
ლი მუსიკა, სახელად როკ-ენ-როლი, – დასცინა თამარმა.
მამა დაიბნა და მისმა შეწუხებულმა სახემ კიდევ უფრო გაგ-
ვამხიარულა.
სახლში ლამაზი ფირსაკრავი ედგათ. თამარი ამბობდა, სხვა
კუთხეში ან სხვა ოთახში უნდა გადავიტანოთო და სხვადასხვა

11 როკჯგუფი.
12 სერიალი, რომლის ერთ-ერთ გმირსაც სპენკი ჰქვია.

260 მკითხველთა ლიგა


აკუსტიკური თუ ესთეტიკური მიზეზი მოჰყავდა. მისი ყველა გეგ-
მა ბინის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა: მუხის იატაკი უნდა
დაეგო, კარნიზები გამოეცვალა, ჩაის ტილოები მაგიდის გადა-
საფარებელთან შეეხამებინა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს მხო-
ლოდ დაგეგმვითაც კი საკმარის სიამოვნებას იღებსო. იმაზე
ბევრად დახვეწილ მუსიკას უსმენდა, ვიდრე რანჩოს მცხოვრებ-
ლები – ჯეინ ბირკინსა და მის ბებერ, ბაყაყივით ქმარს, სერჟს.
ფირფიტის ჩასადებზე ლამაზი, წაბლისფერთმიანი გოგო ეხა-
ტა.
– ლამაზია, – ვთქვი და ბირკინის გარუჯული სხეული შევათ-
ვალიერე. ნატიფი სახე ჰქონდა და კურდღლისებური კბილები.
სერჟი მასთან შედარებით საშინლად გამოიყურებოდა. სიმღე-
რებიც საზარელი ჰქონდა: მღეროდა მძინარე მზეთუნახავზე, გო-
გოზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყო მიმზიდველი, რომ თვა-
ლები სულ დახუჭული ჰქონდა. რა შეიძლებოდა ჯეინისნაირ გო-
გოს სერჟში ჰყვარებოდა? ან რატომ უყვარდა თამარს მამაჩემი,
სუზანს კი – რასელი? ეს კაცები არ ჰგავდნენ იმ სიმპათიურ ბი-
ჭებს, უთმო მკერდი და დაჭორფლილი მხრები რომ ჰქონდათ.
უეცრად მიჩი გამახსენდა და გუნება წამიხდა. მინდოდა, მეფიქ-
რა, რომ ის ღამე სადღაც სხვაგან მოხდა: ტიბურონში, სათამაშო
სახლში, რომელსაც აუზი და პატარა მწვანე ეზო ჰქონდა. თუ მო-
ვინდომებდი, შემეძლო სახლის მაკეტი ხელში ამეღო და მის-
თვის ზემოდან დამეხედა. თუ სახურავს ავხდიდი, ერთმანეთის-
გან გულის სარქველივით გაყოფილ ოთახებს დავინახავდი. სა-
წოლი, რომელშიც სექსი გვქონდა, ჩემს წარმოდგენაში ასანთის
კოლოფზე მოზრდილი არ იყო.
თამარი სუზანისგან განსხვავდებოდა, მისი გაგება ბევრად
მარტივი იყო. დიდ ყურადღებას არ მოითხოვდა და არ ცდილობ-
და, საკუთარი შეხედულებები მოეხვია. როცა უნდოდა, მასთან
ახლოს მივსულიყავი, უბრალოდ, მეუბნებოდა. დიდი ხნის გან-
261 მკითხველთა ლიგა
მავლობაში პირველად ვიგრძენი სიმშვიდე, მაგრამ სუზანი მა-
ინც მენატრებოდა. ის იმ სიზმრებს მახსენებდა, რომლებშიც და-
ვიწყებული ოთახის კარს აღებ და სხვა სამყაროში აბიჯებ. თამა-
რი თბილი და კეთილი იყო, მაგრამ მისი ცხოვრება სატელევი-
ზიო სერიალის პავილიონს ჰგავდა: შეზღუდული რაოდენობის
ნივთებით, ნორმალურსა და მოსაწყენს. მისი ყოველდღიურობა
მკაცრად იყო განსაზღვრული, როგორც სამჯერადი კვება: საუზ-
მე, ლანჩი, სადილი. ზუსტად ისე ცხოვრობდა, როგორც სჯერო-
და, რომ უნდა ეცხოვრა. მისგან განსხვავებით, სუზანი საკუთარ
ცხოვრებაში მეორეხარისხოვანი გმირი იყო, თუმცა სულ ცოტა
ხანში ისეთ როლს შეასრულებდა, რომელსაც ვეღარასდროს
დაივიწყებდა. თუკი მე და სუზანი რაღაც ისეთს ვესწრაფვოდით,
რისი მიღწევაც შეუძლებელი იყო, თამარს ყველაფერი ჰქონდა,
რაც უნდოდა. მისი გეგმები არსებული წესრიგის შენარჩუნებას
ემსახურებოდა – არაფრის შეცვლას არ აპირებდა, უბრალოდ,
ნაცნობ სიმრავლეებს უცვლიდა ადგილს, თითქოს დარბაზში
ადამიანებს ანაწილებსო.
სანამ მამას ველოდებოდით, თამარმა სადილი მოამზადა. სა-
ხე ახალი ლოსიონით გაიწმინდა, რომელიც, მისი ღრმა რწმე-
ნით, ბუნებრივი რძის პროტეინებს შეიცავდა და ნაოჭებისგან
იცავდა. თმა სველი ჰქონდა და მხრებზე ეფინა. შეხების ადგი-
ლებში მაისური ფერშეცვლილი და ჩამუქებული ჩანდა. მაქმანე-
ბიანი შორტი ეცვა. სტუდენტური საცხოვრებლიდან გადმოსახ-
ლებულს ჰგავდა. მხოლოდ პოპკორნი და ლუდის ქილა აკლდა.
– თეფში მომაწოდე, – მითხრა დედობრივი მზრუნველობით.
ბურღული გადმომიღო და დაამატა, სუნელები შეგიძლია
თეფშზევე დააყაროო.
– კერძში არ ვუქენი, – თქვა და გაბეზრებული გამომეტყვე-
ლება მიიღო, – ზოგიერთებს ნაზი კუჭი აქვთ.

262 მკითხველთა ლიგა


უეცრად დედაჩემმა გამიელვა თვალწინ: ისიც ცდილობდა,
სამყარო მამაჩემის სურვილებისა და მოთხოვნებისთვის მოერ-
გო. ათ წყვილ ერთნაირ წინდას ყიდულობდა, რომ მამას არას-
დროს არეოდა ერთმანეთში ფერები.
– ხანდახან ბავშვივით არის, იცი? – თქვა თამარმა და თეფ-
შზე გადმოღებულ ბურღულს კურკუმა დაამატა, – ერთხელ
შაბათ-კვირას დავტოვე და რომ დავბრუნდი, სახლში საჭმელი
არ დამხვდა, თუ ხახვსა და ხბოს მარილიან ხორცს არ ჩავ-
თვლით. ალბათ მოკვდება, მარტო რომ დარჩეს.
მერე შემომხედა:
– ალბათ შენ ამას არ უნდა გეუბნებოდე, არა?
თამარი ცუდს არაფერს გულისხმობდა და სწორედ ამან გა-
მაოცა. მისთვის მამაჩემი, უბრალოდ, უსუსური კაცი იყო, ყო-
ველგვარი მისტიკურობის გარეშე. სანამ მათთან სახლში აღ-
მოვჩნდებოდი, არც კი მიფიქრია, რომ მამაჩემი შეიძლება გარ-
თობის ობიექტი ყოფილიყო. ვერ წარმომედგინა, რომ ისიც უშ-
ვებდა შეცდომებს და სამყაროს კიდეებს იქამდე ეხეთქებოდა,
სანამ ვინმე მიმართულებას არ მისცემდა.
დესპოტი არ ეთქმოდა. ერთ შემთხვევასაც ვერ ვიხსენებ, რო-
ცა ჩემთვის უყვირია ან კარი გაუჯახუნებია. უბრალოდ, მისი მო-
ნაწილეობით ყველა მოგონებას უცნაური ბინდი ჰქონდა გადაკ-
რული, სანამ უეცრად არ მივხვდი, რომ ისიც ჩვეულებრივი კაცი
იყო. სხვებივით ღელავდა, რას იფიქრებდნენ მასზე, სარკეში ეჭ-
ვით ათვალიერებდა საკუთარ ანარეკლს და ცდილობდა,
აუდიოჩანაწერებით ფრანგული ენა ესწავლა. პერანგის ღილებს
შორის მუცლის კანი მოუჩანდა – ახალშობილის კანივით ვარ-
დისფერი ფრაგმენტი.
– მამაშენი ძალიან მიყვარს, – თქვა ისეთი მოზომილი ტო-
ნით, თითქოს მის სიტყვებს ვინმე არქივში იწერდა, – ან როგორ
არ უნდა მიყვარდეს?! ექვსჯერ დამპატიჟა სადილზე, სანამ საბო-
263 მკითხველთა ლიგა
ლოოდ დამითანხმებდა. ასეთი თავაზიანი კაცი არასდროს მინა-
ხავს. მერე კი გამიმხილა, ჯერ კიდევ იქამდე ვიცოდი, რომ დამ-
თანხმდებოდი, სანამ თავად გეცოდინებოდაო. უეცრად ტუჩზე
იკბინა, რადგან მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი – მაშინ მამაჩემი
ჩვენთან ცხოვრობდა. დედაჩემის გვერდით ეძინა და ჩვენთან
ერთად სადილობდა. თამარმა შუბლი შეჭმუხნა და ელოდა, რომ
გესლიან სიტყვებს ვეტყოდი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე. მე
თვითონ მიკვირდა, რომ მამაჩემი არ მძულდა ჩვენი მიტოვების
გამო. მას თამარი უნდოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. ასე-
თივე ჟინით მინდოდა მე სუზანი, ხოლო დედაჩემს – ფრენკი.
როგორ უნდა აუკრძალო შენს თავს ის, რაც გულით უნდა? ჩვენ
ხომ მხოლოდ ერთი ცხოვრება გვაქვს.
მე და თამარი ხალიჩაზე ვიწექით და მუსიკას ვუსმენდით.
ტერფები ჰაერში გვქონდა აშვერილი და რიტმულად ვაქანავებ-
დით. პირში ჯერ კიდევ ვგრძნობდი ფორთოხლის ფრეშის სიმ-
წკლარტეს, რომლისთვისაც რამდენიმე კვარტალი ვიარეთ ფე-
ხით. თამარი ბედნიერად მეჭორავებოდა, ხისძირიანი სანდლები
ტროტუარზე კაკუნობდნენ. ზაფხულის თბილი საღამო იდგა.
მამაჩემი შემოვიდა და ჩვენი ერთად დანახვა გაუხარდა, თუმ-
ცა მოეჩვენა, რომ მუსიკა ზედმეტად ხმამაღლა იყო ჩართული.
მომღერალი ხან გაჰყვიროდა, ხანაც სევდიანად და დინჯად მღე-
როდა.
– შეგიძლია ცოტა დაუწიო? – სთხოვა თამარს.
– კარგი რა, – უპასუხა თამარმა ისე, რომ თავი არც კი შეუბ-
რუნებია, – ეგეთი ხმამაღალიც არაა.
– მართალია, – გავიმეორე მისი სიტყვები. თანამოაზრის არ-
სებობას ჯერ კიდევ შეუჩვეველი ვიყავი.
– ხედავ? შენს ქალიშვილს მაინც მოუსმინე, – თამარმა მხარ-
ზე ნაზად გადამისვა ხელი. მამაჩემი უსიტყვოდ გავიდა ოთახი-

264 მკითხველთა ლიგა


დან, თუმცა რამდენიმე წამში დაბრუნდა და ფირსაკრავის ნემსი
ასწია. ოთახი გამაყრუებელმა სიჩუმემ გაავსო.
– რა წესია? – წამოიძახა თამარმა და წამოჯდა, მაგრამ მამა-
ჩემი უკვე სააბაზანოში იყო. შხაპის მიღებას აპირებდა.
– წადი შენი, – ჩაიბურტყუნა თამარმა და ფეხზე წამოდგა.
ბარძაყებზე ხალიჩის პრინტი გადასვლოდა. შემომხედა და ჩუმი
„ბოდიში“ მომიგდო. მერე სამზარეულოში გავიდა და ვიღაცას-
თან დარეკა. ტელეფონის სადენს თითებზე იხვევდა და ხელს უშ-
ვებდა, ისევ და ისევ. ბრაზობდა და იცინოდა. უსიამოვნო შეგ-
რძნება დამეუფლა. მივხვდი, ყურმილის მეორე მხარეს მყოფ
ადამიანს მამაჩემზე უყვებოდა.
ალბათ სწორედ მაშინ მივხვდი, თამარი აუცილებლად
მიატოვებდა მამაჩემს. შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ ცოტა ხან-
ში. მისი გონება უკვე სხვაგან დაქროდა და ჯერ კიდევ არარსე-
ბული, ახალი და საინტერესო ცხოვრების არქიტექტურაზე მუშა-
ობდა. დრო გავიდოდა და მე და მამა მხოლოდ სასაცილო ეპი-
ზოდი ვიქნებოდით მის ისტორიაში, როგორც გადახვევა უფრო
ფართო და უფრო სწორი გზიდან. ვინღა იქნებოდა მამაჩემის
გვერდით მერე? ვისთვის უნდა ეშოვა ფული და მიეტანა დესერ-
ტი საღამოობით? სამსახურში გატარებული დამღლელი დღის
შემდეგ ცარიელი ბინის კარს შეაღებდა და ოთახები ზუსტად ისე-
ვე დახვდებოდა, როგორ მდგომარეობაშიც დატოვა, სხვა ადა-
მიანებისგან შეურყვნელი. იმ ერთ წამში, შუქის ანთებამდე, მთე-
ლი წარსული თვალწინ გადაურბენდა და წარმოიდგენდა სხვა
ცხოვრებას, რომელიც არასდროს ჰქონია: არსებობდა კი რამე
დივანის მარტოსული საზღვრების მიღმა? იმ ბალიშების მიღმა,
რომლებსაც მისი მძინარე სხეულის ფორმა მიეღოთ?
უამრავი ახალგაზრდა გარბოდა სახლიდან: ამისთვის განსა-
კუთრებული მიზეზი არ გჭირდებოდა. ტრაგედიის ნაცვლად მოწ-
ყენილობაც კი გამოდგებოდა. ასე გადავწყვიტე რანჩოზე გადა-
265 მკითხველთა ლიგა
სახლება. ჩემი მეორე სახლი უკვე აღარც განიხილებოდა საც-
ხოვრებელ ადგილად. დედაჩემი იმუქრებოდა, რომ პოლიციაში
წამათრევდა, მამაჩემის ბინაში კი არაფერი მესაქმებოდა. მარ-
თალია, თამარს მოსწონდა ჩემი ახალგაზრდული კამპანია, მაგ-
რამ მხოლოდ მაცივარში ჩაციებული პუდინგივერ მაგრძნობი-
ნებდა თავს ბედნიერად.
რანჩოზე ზღვარგადასული თავისუფლების გემო რომ არ გა-
მესინჯა, შეიძლება მომწონებოდა კიდეც პორტოფინოს ბინაში
დაძინება და გაღვიძება. მაგრამ ახლა, როცა ვიცოდი, რომ არ-
სებობდა კიდევ უფრო ციცაბო კიდე, სადაც ადამიანურ მსხვრე-
ვადობას გაექცეოდი, მოსვენებას ვეღარ ვპოულობდი. ახალგაზ-
რდული თავდაჯერებულობით მწამდა, თამარი და მამაჩემი ვე-
რასდროს გაიგებდნენ იმას, რაც მე, სუზანმა და რასელმა ვიცო-
დით. გული სხვა, ამაღლებული სიყვარულით მქონდა სავსე, რო-
მელსაც უფროსები ვერასდროს შეიგრძნობდნენ. რა თქმა უნდა,
აქ ვერ დავრჩებოდი.
არ ვიცოდი, რომ სანამ მე ღამეებს ტელევიზორის ყურებაში
ვათენებდი, რანჩოს საქმეები უკან-უკან მიდიოდა. მხოლოდ
მოგვიანებით გავიგებდი, სინამდვილეში რა ცუდად იყო ყველა-
ფერი. რასელის კონტრაქტის საქმე წინ არ იძვროდა. როგორც
მიჩმა განაცხადა, მან ყველაფერი სცადა, მაგრამ ხმისჩამწერი
კომპანია რასელის ნიჭით მასავით არ მოხიბლულა. მართალია,
მიჩი წარმატებული მუსიკოსი იყო და გიტარაზეც მშვენივრად
უკრავდა, მაგრამ სხვა ადამიანების გადარწმუნებას ნამდვილად
ვერ შეძლებდა.
ამ გადმოსახედიდან, ის საშინელი ღამე, რომელიც მე და სუ-
ზანმა ოკეანისპირა სახლში გავატარეთ, კიდევ უფრო დიდ საცო-
დაობად მომეჩვენა – ჩვენი მცდელობა ჰაერში აწეული მანქანის
ბორბლების ტრიალს ჰგავდა. რასელს არ სჯეროდა მიჩისა. ან
შეიძლება სჯეროდა, მაგრამ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,
266 მკითხველთა ლიგა
ვისი ბრალი იყო შეთანხმების ჩაშლა. მიჩს სამყაროს ყველა
მანკიერება ერთად დაჰბრალდა. იმ დღიდან მის ლანძღვას უფ-
რო ხშირად გაიგებდით რანჩოზე, ვიდრე სიყვარულის შესახებ
წაკითხულ ლექციებს.
უმადური იუდა. როგორ გაბედა რასელისთვის იმედის მიცემა
და გადაგდება? სანამ მე არ ვიყავი, მთელი რანჩო სპიდის (ამფე-
ტამინის ჟარგონული დასახელება) მოხმარებაზე გადავიდა. გაი
და სუზანი ფარდულში შეიკეტებოდნენ ხოლმე და უკან მოცვი-
ვით ჩაშავებული თვალის გუგებით ბრუნდებოდნენ. რასელმა
რევოლვერი მოიტანა და ყველანი ერთად ვარჯიშობდნენ მიზან-
ში სროლაში. რანჩო გარე სამყაროს ნაწილი არასდროს ყოფი-
ლა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო განცალკევდა. გაზეთები, ტელე-
ვიზია და რადიო დასახლებაში ვეღარ აღწევდა. წესებიც შეიცვა-
ლა: რასელი სტუმრებს თბილად აღარ ხვდებოდა და გოგოებს
გაის გარეშე აღარ უშვებდა ნაგავში ჩასაძრომად. ნაჭუჭი სქელ-
დებოდა.
ლპობა, რომელიც იქაურობის განუყოფელი ნაწილი იყო, კი-
დევ უფრო შესამჩნევი გახდა. შემიძლია წარმოვიდგინო, რო-
გორ დაფარფატებდა სუზანი სადღაც სხვაგან, როგორ იძინებდა
და იღვიძებდა ისე, რომ დროის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონ-
და. გოგოები შიმშილობდნენ: ცილას ვერ იღებდნენ და ტვინებს
მხოლოდ მარტივ ნახშირწყლებსა და არაქისის კარაქზე ამუშა-
ვებდნენ. სუზანი სპიდის მოხმარებამ უფრო გააფაციცა, დააშინა
და გააუხეშა – ისე იქცეოდა, თითქოს დენს ურტყამენო. საკუ-
თარ დუმილში ოკეანესავით დაცურავდა. მოგვიანებით, როცა
საშინელება უკვე დატრიალებული იყო, ადამიანები ერთსა და
იმავე კითხვებს სვამდნენ: რატომ რჩებოდნენ ასეთ სიტუაციაში?
რატომ არ მიდიოდნენ სხვაგან? სუზანსა და სხვებს, უბრალოდ,
არჩევანი არ ჰქონდათ: მათ საკუთარი ცხოვრება ხელისგულზე
მიართვეს რასელს, რომელიც ამ ძვირფას საჩუქარს ისე ეთამა-
267 მკითხველთა ლიგა
შებოდა, როგორც მტაცებელი – მსხვერპლს. გოგოები სამყა-
როს გამოეთიშნენ და საღი დასკვნების გამოტანა უკვე აღარ შე-
ეძლოთ. მათი ყველა ინსტინქტი, თუ ასეთი რამ საერთოდ გააჩ-
ნდათ, უკვე დაჩლუნგებულიყო. აღარ არსებობდა თეთრი და შა-
ვი, კარგი და ცუდი, სინამდვილე და სიყალბე. მათი ეგოები
გაუვარჯიშებელ კუნთს დაემსგავსა, რომელიც მოდუნდა და
უსარგებლო გახდა. იმ სამყაროს, სადაც ადამიანები საკუთარი
თავის სასარგებლოდ მოქმედებდნენ, საბოლოოდ მოწყვეტი-
ლიყვნენ. აღარც გულისრევა აწუხებდათ და აღარც ეჭვები
ღრღნიდათ. ყველაფერი სულერთი იყო.
ან რა ჰქონდათ დასაკარგი? რა სიმაღლიდან უნდა ჩამოცვე-
ნილიყვნენ? საკუთარ თავში ეჭვის შესატანად მხოლოდ ის ფაქ-
ტიც კმაროდა, რომ გოგოები იყვნენ. როცა გოგო ხარ, შენი აზ-
რები და შეგრძნებები ისეთივე არასანდო და ბუნდოვანი გეჩვე-
ნება, როგორიც მიცვალებულთა დაფიდან ამოკითხული სისუ-
ლელეები. მახსოვს, როგორ მტანჯავდა საავადმყოფოში ყოვე-
ლი ვიზიტი, რადგან არ ვიცოდი, როგორ მეპასუხა ექიმის მიერ
დასმული თავაზიანი კითხვებისთვის: როგორ გრძნობ თავს?
როგორ აღწერდი ტკივილს? ყრუდ გტკივა თუ გჩხვლეტს? სასო-
წარკვეთილი ვუყურებდი დედაჩემს და აზრებს თავს ვერ ვუყრი-
დი. განა ექიმს არ უნდა ეთქვა, რა მჭირდა და რა უნდა მეგრძნო?
როგორ შეიძლება ჩემს სიტყვებს მისთვის მნიშვნელოვანი ინ-
ფორმაცია გადაეცა. მეგონა, სიმართლე იმ დამღლელი ანალი-
ზებითა და რადიაციული მანქანებით უნდა გარკვეულიყო და
ჩემს პასუხებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
რა გასაკვირი იყო, რომ რანჩოდან არავინ გაქცეულა? გოგო-
ებს ბევრად მეტის ატანა შეეძლოთ, ვიდრე, უბრალოდ, სიბინძუ-
რე და შიმშილი იყო. როცა ცხრა წლის ვიყავი, საქანელადან
გადმოვვარდი და მაჯა მოვიტეხე. საშინელი ტკაცანი გაისმა და
გონება დავკარგე. თუმცა მაშინაც კი, როცა ხელი შეგუბებული
268 მკითხველთა ლიგა
სისხლისგან გამისივდა, ვირწმუნებოდი, რომ კარგად ვიყავი და
არაფერი მაწუხებდა. ეს ისე დამაჯერებლად გამომდიოდა, მშობ-
ლებიც კი მშვიდად იყვნენ, სანამ ექიმმა რენტგენის სურათი არ
აჩვენა, რომელზეც ჩემი დამსხვრეული ძვლები ჩანდა.

269 მკითხველთა ლიგა


12

ტანსაცმელი ჩავალაგე და სტუმრების ოთახიდან ჩემი იქ


ყოფნის ყველა ნიშანწყალი გავაქრე. სიცარიელე სწრაფად გაუჯ-
და კედლებს – ალბათ ამას ემსახურებოდა თანამედროვე, მარ-
ტივი დიზაინი. მეგონა, სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ მისაღებ
ოთახში რომ გამოვედი, დივანზე წამოწოლილი მამაჩემი დამ-
ხვდა.
– თამარი ფორთოხლის წვენს თუ რაღაც დებილობას ყიდუ-
ლობს, – მითხრა მაშინვე. მის დაბრუნებას ელოდებოდა, რომ
სამსახურში ერთად წასულიყვნენ.
ტელევიზორს ვუყურებდით. თამარი აგვიანებდა და მამაჩემი
ახალგაპარსულ ლოყებს ნერვიულად ისრესდა, რაც მის სახეს
გამოუძინებელ იერს აძლევდა. მყვირალა რეკლამებს შორის
ჩამოწოლილი სიჩუმე მე და მამაჩემს შორის არსებულ გაუც-
ხოებას დასცინოდა. არაფერი გაქვთ სალაპარაკო? ამბობდა ტე-
ლევიზორი. ერთი თვით ადრე ალბათ ეს უხერხული სიტუაცია
დამთრგუნველად იმოქმედებდა ჩემზე. ვეცდებოდი, მთელი ძა-
ლისხმევა მომეკრიბა და სასაუბრო თემა მეპოვა. ახლა კი თავს
არ ვიწუხებდი. იმ მომენტში მამაჩემი ერთდროულად ყველაზე
ნაცნობი და ყველაზე უცნობი ადამიანი იყო ჩემთვის – ჩვეულებ-
რივ კაცად ქცეულიყო, რომელიც სუნელებიან საკვებს ვერ ინე-
ლებდა, ბირჟაზე მიმდინარე მოვლენების წინასწარმეტყველებას
ცდილობდა და ფრანგულის თავისუფლად ფლობაზე ოცნებობ-
და.
მამა მაშინვე წამოხტა, როგორც კი კარში გასაღების გაჩხა-
კუნების ხმა გაიგო.
– ნახევარი საათის წინ უნდა გავსულიყავით, – უთხრა გაბუ-
ტული ხმით.
270 მკითხველთა ლიგა
თამარმა გადმომხედა, თან ჩანთაში იქექებოდა.
– ბოდიში, – ოთახს მკრთალი ღიმილი მოავლო.
– ხომ იცოდი, რომ გვაგვიანდება? – გაიმეორა მამამ.
– უკვე გითხარი, ბოდიში-მეთქი, – გაღიზიანდა თამარი. მე-
გონა, მართლა შეწუხებული იყო, მაგრამ ერთი წამით ტელევი-
ზორისკენ გააპარა თვალი და მივხვდი, საერთოდ არ ადარდებ-
და მამაჩემის წყრომა. ცდილობდა, ჩვენი ყურადღება სხვა თემა-
ზე გადაეტანა. მისი მოუქნელი ჟესტი მამამაც შეამჩნია.
– ფორთოხლის წვენიც კი არ გაქვს, – ხმა ტკივილისგან გა-
ებზარა. ბრაზობდა, რომ თამარი თავის მოტყუების საშუალება-
საც კი არ აძლევდა.
თავიდან ახალგაზრდა წყვილმა გამიჩერა. გოგოს კარაქის-
ფერი თმა ჰქონდა და პერანგის ბოლოები ისე გაეკვანძა, რომ
ლამაზი მუცელი გამოეჩინა. ბიჭი მეგობრული და ხალისიანი
ჩანდა. გოგო წამდაუწუმ ბრუნდებოდა ჩემკენ, ფისტების შემოსა-
თავაზებლად, დროდადრო კი შეყვარებულს ისე კოცნიდა, რომ
სავარძლებს შორის სივრცეში მათ გადახლართულ ენებს ვხე-
დავდი. პირველად გავაჩერე მანქანა გზაზე. მხოლოდ ის მადარ-
დებდა, რას იფიქრებდნენ უცნობები ჩემზე. ნეტავ, როგორი გო-
გო ვიყავი მათ თვალში? რას ელოდნენ ჩემი გრძელი თმისა და
გაცრეცილი კაბისგან? რა სიმძაფრის გაბრაზება უნდა მეჩვენე-
ბინა ომთან დაკავშირებით, როგორ უნდა მესაუბრა იმ სტუდენ-
ტებზე, რომლებიც პოლიციის შენობებს აგურებს უშენდნენ ან იმ
ადამიანებზე, თვითმფრინავებს რომ იტაცებდნენ კუბაზე გადა-
საფრენად. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ფილმს ვუყურებდი
საკუთარი ცხოვრების შესახებ. ერთი ის ვიცოდი, ყველაფერი
კარგად დასრულდებოდა, რადგან რანჩოსკენ მივემართებოდი.
მსიამოვნებდა იმ შიშის წარმოდგენა, რომელიც თამარსა და
მამაჩემს სამსახურიდან დაბრუნებისას დაეუფლებოდათ. ბინა –
ცარიელი, ჩემი ნივთები – გამქრალი. ალბათ გვიან მიხვდებოდ-
271 მკითხველთა ლიგა
ნენ, რაც მოხდა. ჯერ თამარი ჩასწვდებოდა ჩემს გეგმას, მერე კი
მამაჩემიც დაეწეოდა. მამა ალბათ დედას დაურეკავდა, მაგრამ
ის მოულოდნელობისგან გაშეშდებოდა. ვერსიაც კი არ ექნებო-
დათ, სად შეიძლება წავსულიყავი – მათი თვალთახედვის არეს
გავეცლებოდი და ჩემ ნაცვლად დანაშაულის მტანჯველ შეგ-
რძნებას დავტოვებდი. ამისთვის ვეღარანაირ სასჯელს ვერ
მოიფიქრებდნენ. მოუწევდათ, სინდისის ქენჯნასთან ერთად ეც-
ხოვრათ, რომელიც ხან ზედაპირზე ამოყვინთავდა, ხანაც
ფსკერზე დაეშვებოდა.
წყვილმა ვუდსაიდამდე მიმიყვანა. იქ სავაჭრო ცენტრის ავ-
ტოსადგომზე ვიცდიდი, სანამ დანჯღრეული „შევროლეს“ საჭეს-
თან მჯდომმა სხვა კაცმა არ გამიჩერა. ბერკლისკენ მიდიოდა,
რომ მოტოციკლის ნაწილი დაეტოვებინა. ყოველ ჯერზე, როცა
ორმოში ჩაუვარდებოდა ბორბალი, წებოვანი ლენტით დამაგრე-
ბული მანქანის უჯრა საშინლად ხმაურობდა. გაფარჩხული ხეები
სწრაფად უჩინარდებოდნენ ფანჯარაში, ჰაერი მზისგან იყო შეს-
ქელებული, მეწამული პლაჟი უსასრულო მეჩვენებოდა.
მძღოლს კლოდი ერქვა და თავადაც იცოდა, ეს სახელი არ
შეეფერებოდა. დედაჩემს ფრანგული კინო უყვარდაო, –
გაიმართლა თავი.
კლოდმა საფულე გადმომიშალა და თავისი ქალიშვილის სუ-
რათები მაჩვენა. პუტკუნა გოგო იყო, ვარდისფერი დინგით. უგე-
მოვნო კულულები მხრებამდე ჩამოშლოდა. როგორც ჩანს,
კლოდმა იგრძნო, ვერ მოვიხიბლე და სასწრაფოდ შეინახა საფუ-
ლე.
– გოგო როცა ხარ, ცოტა ფრთხილად უნდა იყო და უცხოებს
არ უნდა ჩაუჯდე, – მითხრა და თავი ისე გადაიქნია, რომ მისი
გულწრფელი შეშფოთება ბოლომდე აღმექვა. მისი ფრაზა ჩემ-
თვის სხვას არაფერს ნიშნავდა, გარდა იმისა, რომ მამაცი ვეგო-
ნე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ როცა კაცები საფრთხის
272 მკითხველთა ლიგა
შესახებ გესაუბრებიან, ხშირად საკუთარ თავში გარბენილ სა-
შიშ აზრებს გულისხმობენ – ძალადობრივ ფანტაზიას, რომელიც
დანაშაულის შეგრძნებას უღვივებთ და თავს ვალდებულად
თვლიან, სამყაროში არსებული უთანასწორობა კიდევ ერთხელ
შეგახსენონ.
– ნეტავ მეც შენსავით ვიყო, – აგრძელებდა კლოდი, – თავი-
სუფალი და ლაღი. მოგზაურობისთვის დრო მრჩებოდეს...
ერთ-ერთ მოსახვევში კლოდმა უცნაურად გამომხედა და
პირველად სწორედ მაშინ ავღელდი. უკვე მიჩვეული ვიყავი კა-
ცის შემფასებლური მზერის გაშიფვრას. ვნებას ვერაფერს უხერ-
ხებდა, აზრებს სურვილი უბინდავდა. ჩაახველა, რომ ის ავი ნა-
პერწკალი თვალებიდან გაექრო, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
– შენნაირები საერთოდ მუშაობენ? – მკითხა სასხვათაშორი-
სოდ. ალბათ ჰიპებს გულისხმობდა.
ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ეს მჭახე შეკითხვა. შეიძლება
ჩემი გაღიზიანება უნდოდა, ან იმის ჩვენებას აპირებდა, ვინ იყო
ჩვენ ორში მთავარი. უკვირდა, რომ მისი არ მეშინოდა. ის ხომ
დიდი კაცი იყო, მე კი – პატარა გოგო, თანაც მისგან დავალებუ-
ლი. კლოდმა არ იცოდა, რომ ჩემს დიდ მიზანთან შედარებით
არაფერს წარმოადგენდა: რანჩოზე მივდიოდი, ამჯერად – სამუ-
დამოდ. სულ მალე სუზანს ვნახავდი და აღარასდროს მოვშორ-
დებოდი. რით უნდა შეეშალა ჩემთვის ხელი? ქაღალდისგან გა-
მოჭრილ მასხარას ჰგავდა, უვნებელს, სასაცილოსა და უსარ-
გებლოს.
– აქ რომ ჩამოგსვა? – მკითხა კლოდმა და ბერკლის კამპუ-
სისკენ გადაუხვია. ბორცვების უკან საათიანი კოშკურა ამოზ-
რდილიყო. კიბეებიანი სახლების პატრონებს მშვიდად ეძინათ
თავიანთ საწოლებში. ძალიან ცხელოდა და გარეთ ცოტა მანქა-
ნა მოძრაობდა. ძრავა გამორთო.
– გმადლობ, – ვუთხარი და ჩემი ნივთები წამოვკრიფე.
273 მკითხველთა ლიგა
– ნუ ჩქარობ, – მითხრა კლოდმა, როცა კარის გაღება დავა-
პირე, – ცოტა ხანი იჯექი.
ამოვიოხრე, მაგრამ ცოტა ხნით მართლა შევყოვნდი. ვაკვირ-
დებოდი ბერკლის გახუნებულ გორაკებს და ვიხსენებდი იმ
დროს, როცა ზედაპირი მწვანე, სქელი ბალახით იყო დაფარუ-
ლი. მაშინ სუზანს არ ვიცნობდი.
– მისმინე, – თქვა კაცმა და თავი მოიქექა, – თუ ფული გჭირ-
დება...
– არ მჭირდება, – მოვუჭერი მკაცრად. მისი არ მეშინოდა,
მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის დავემშვიდობებოდი და გა-
დავიდოდი, – კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მომიყვა-
ნეთ.
– მოიცა, – ხელი მაჯაში წამავლო.
– გააჯვი, – ვუყვირე გაბრაზებულმა და მკლავი გავითავი-
სუფლე. ჩემი ხმა ყრუდ მომესმა, სუნთქვას ვერ ვიმორჩილებდი.
სანამ კარს მივაჯახუნებდი, კლოდის შეცბუნებულ სახეს მოვკა-
რი თვალი. ტროტუარი სიცხისგან ხურდა, თითქოს ცხელი დღის
ამბებს უყვება იმათ, ვინც მხოლოდ საღამოს გამოვიდა გარეთო.
მანქანის შემხუთავი სივიწროვის შემდეგ ქუჩა უზარმაზარი მო-
მეჩვენა.
– ბოზო, – მომაძახა კლოდმა, მაგრამ არ შევტრიალებულ-
ვარ.
ბერკლის ფოსტის შენობა გადატვირთული იყო. რას არ ნა-
ხავდი აქ: გასაყიდად გამოტანილ სურნელოვან ჩხირებს, ლი-
თონის სამკაულებს, ტყავის საფულეებს, ჩანთებს, ათასგვარ სა-
ჭირო თუ უსარგებლო ნივთს. ბერკლიში იმ წელს თავიდან იგე-
ბოდა გზები, ამიტომ რიყის ქვები ტროტუარზე შეეგროვებინათ,
გზები კი ისე იყო გადათხრილი, თავი საშინელებათა ფილმში
გეგონებოდა. გრძელ ხალათებში გამოწყობილი ტიპები პამ-
ფლეტებს არიგებდნენ. წელზემოთ შიშველი ბიჭები, რომლებსაც
274 მკითხველთა ლიგა
მკერდთან მაგრად გადაეჭდოთ ხელები, ინტერესით მათვა-
ლიერებდნენ. ჩემხელა გოგონები ხალიჩისფერ ჩანთებს დაათ-
რევდნენ და აგვისტოს სიცხეშიც კი ხავერდის პალტოები ეცვათ.
თავს უფლება არ მივეცი, იმ დამპალი „შევროლეს“ ამბავს
დავეშინებინე. გზა უნდა გამეგრძელებინა. კლოდი ჩემი თვალ-
თახედვის კუთხეში მოხვედრილი ტივტივა იყო, რომელიც მშვი-
დად მიცურავდა სიცარიელისკენ. ხუთჯერ ცდის შემდეგ, რო-
გორც იქნა, გამიმართლა. ტომი მანქანაში ჯდებოდა, როცა მივუ-
ახლოვდი და დამგზავრება ვთხოვე. ისე გაუხარდა, თითქოს წაყ-
ვანა მხოლოდ იმიტომ ვთხოვე, რომ მასთან დაახლოების შესაძ-
ლებლობა მქონოდა. მგზავრის სავარძელი ხელით გადაწმინდა
და უხილავი ნამცეცები ძირს დაყარა.
– უფრო სუფთაც შეიძლებოდა ყოფილიყო, – თქვა ბოდიშის
მოხდით, თითქოს საქმე ასარჩევად მქონდა.
ტომს თავისი პატარა იაპონური მანქანა ზუსტად დასაშვები
სიჩქარის ზღვარზე დაჰყავდა და სხვა ზოლში გადასვლამდე ყო-
ველთვის ამოწმებდა გვერდითა სარკეს. იდაყვებთან დათხელე-
ბული კუბოკრული პერანგი აკურატულად ჩაეტანებინა შარვალ-
ში. სუფთად და მოწესრიგებულად ეცვა. მისმა თხელმა, ბიჭურმა
მაჯებმა მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. დამპირდა, მეტი მან-
ქანის გამოცვლა აღარ მოგიწევს, რადგან ბოლომდე მიგიყვანო.
– ისედაც იქით მივდიოდი, სანტა როზაში მეგობრები მყავს, –
თქვა და უხერხულად გაიღიმა. დაძაბულობისგან გაწითლებული
კისრით როგორც მივხვდი, იტყუებოდა. მაშინვე შეატყობდი,
რომ ბერკლის სტუდენტი იყო. სამედიცინოზე სწავლობდა, თუმ-
ცა სოციოლოგია და ისტორიაც იტაცებდა. ირწმუნებოდა, ლინ-
დონ ბი ჯონსონი ამერიკის ყველაზე კარგი პრეზიდენტი იყოო.
დიდი ოჯახი ჰყავდა და ძაღლი, სახელად სისთერი. მუდმივი მე-
ცადინეობის გამო დაღლილი და გამოუძინებელი იერი ჰქონდა.
– შენ რაზე სწავლობ? – მკითხა საუბრის გასაგრძელებლად.
275 მკითხველთა ლიგა
ძალიან გამიხარდა, რომ დიდი ვეგონე. მისი აზრით, უკვე
სტუდენტი უნდა ვყოფილიყავი.
ვუთხარი, უნივერსიტეტში არ ვსწავლობ-მეთქი და სანამ მო-
ვუყვებოდი, რომ ჯერაც საშუალო სკოლაში დავდიოდი, თავის
მართლება დაიწყო.
– რა თქმა უნდა, ყველა ვალდებული არაა, სწავლობდეს. მეც
ვფიქრობ ხოლმე თავის დანებებაზე. ფული უკვე გადახდილი
მაქვს, თორემ ალბათ შევეშვებოდი, – მანამდე მიყურა, სანამ არ
დარწმუნდა, რომ ჩემთვის არაფერი უწყენინებია.
– თუ ფული გადახდილი გაქვს, ბოლომდე უნდა მიიყვანო, –
პირველი ეს მომაფიქრდა.
ჩაახველა.
– რაკი არ სწავლობ, ალბათ მუშაობ, არა? თუ უზრდელურ
კითხვად მიგაჩნია, არ მიპასუხო. არა, ნუ მიპასუხებ, არ უნდა მე-
კითხა, – დაიხია უკან.
მეცინებოდა, რომ ასე ღელავდა. მე მთელი მგზავრობის გან-
მავლობაში ლაღად ვგრძნობდი თავს. ჩემი სურვილების ასრუ-
ლებაში ვერაფერი შემიშლიდა ხელს. მეგონა, სამყაროსაც კარ-
გად ვიცნობდი. უცნობებთან საუბარი და მათი დახმარებით
პრობლემების გადაჭრა მარტივად გამომდიოდა.
– ახლა სადაც მივდივართ, იქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. რთუ-
ლი ასახსნელია. ბევრნი ვართ და ერთმანეთს ვუვლით.
დაინტერესდა, მაგრამ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. ყუ-
რადღებით მისმენდა, სანამ მე რანჩოს იდეას ვუხსნიდი. ვუხა-
ტავდი დიდ ძველ სახლს, აქეთ-იქით მორბენალ ბავშვებს, გაის
მიერ გაყვანილ საკანალიზაციო სისტემასა და ჩვენს შეკრებებს
კოცონთან.
– როგორც მივხვდი, საერთო საცხოვრებელს ჰგავს. ჩემს
კამპუსშიც ეგრეა. თხუთმეტნი ვართ და დაფაზე ცარცით გვაქვს

276 მკითხველთა ლიგა


ჩამოწერილი სახლის საქმეები. ყველა ყველაფერს აკეთებს, უბ-
რალოდ, მონაცვლეობით.
– ჰო, დაახლოებით ეგრეა, – დავეთანხმე მე, მიუხედავად
იმისა, რომ რანჩო ყველაფერს ჰგავდა, კამპუსის გარდა. წარმო-
ვიდგინე, როგორ მსჯელობდნენ ფილოსოფიის ფაკულტეტის
სტუდენტები იმაზე, თუ ვის უნდა დაერეცხა ჭურჭელი ან გაეწმინ-
და უნიტაზი. ერთი პოლონელი გოგოც ეყოლებოდათ, რომელიც
დროდადრო სამშობლოში დატოვებულ შეყვარებულს იგლო-
ვებდა.
– სახლი ვისია? თუ რამე ცენტრისმაგვარია? – ჩამეკითხა
ტომი.
ძალიან გამიჭირდა მისთვის ამეხსნა, ვინ იყო რასელი. უკვე
დამვიწყებოდა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის მისი სა-
ხელი და გვარი არაფერს ნიშნავდა, ყოველ შემთხვევაში, იმ
დროს.
– ძალიან ნიჭიერია. წესით, მისი ალბომი საშობაოდ უნდა გა-
მოვიდეს.
ვუყვებოდი რანჩოზე, თმაგაშლილ გოგონებზე, ზანტად გათე-
ნებულ დილებსა და მხურვალე საღამოებზე. დროდადრო დონა-
სავით ძალდაუტანებლად ვახსენებდი მიჩის სახელს. რაც უფრო
ვუახლოვდებოდით იქაურობას, მით უფრო მიმძაფრდებოდა მო-
ნატრება და ჩემს მონათხრობს მგზნებარება ემატებოდა. იმ
ცხენს ვგავდი, რომელსაც უეცრად საჯინიბოს არსებობა ახსენ-
დება და ზედ ამხედრებულ ადამიანს ივიწყებს.
ტომს ჩემი აღტაცება მალევე გადაედო. ვხედავდი, როგორ
ცდილობდა, რანჩო და მისი ბინადრები წარმოედგინა. მის გვერ-
დით არსებული სამყაროს შესახებ მოყოლილი ძილისპირული
შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
– საინტერესო ჩანს.

277 მკითხველთა ლიგა


– თუ გინდა, შენც გვესტუმრე. თუ, რა თქმა უნდა, დრო გაქვს,
– ვუთხარი მე.
დაპატიჟებამ ძალიან გაახარა და მადლიერების გამო კიდევ
უფრო დაიმორცხვა.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ ამ მოწვევას, თუ ხელს
არ შეგიშლით, – ლოყები უღაჟღაჟებდა.
ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა შეეშალა ხელი. ჩემი აზრით,
სუზანსა და სხვებს ძალიან გაუხარდებოდათ, თუ თანამოაზრეს
მივიყოლებდი. რანჩოს გაფართოება, გამრავალფეროვნება,
ახალშეძენილი მეგობრები – განა ეს არ იყო ჩვენი მიზანი? თა-
ნაც, ტომსაც შეეძლო საკუთარი წვლილი შეეტანა ჩვენს კეთილ-
დღეობაში და საჭმლის ფული შემოეწირა. თუმცა რანჩოს კე-
თილდღეობის გარდა სხვა მიზეზიც არსებობდა – ტომთან უც-
ნაური სიახლოვე ვიგრძენი. მანქანაში ჩამოწოლილი სიჩუმე სუ-
ლაც არ მაწუხებდა, მის ყველა სიტყვაში სითბო და თავაზიანობა
იკითხებოდა, რომელიც ასე მენატრებოდა. მომწონდა ტყავის
სავარძლების სასიამოვნო სუნი და გაპრიალებულ სარკეში გამ-
კრთალი ჩემივე გამოსახულება – დაშვებული თმა და დაჭორ-
ფლილი მხრები. უკვე ვხედავდი იმ ქალს, რომელიც ერთ დღეს
გავხდებოდი. ხიდი გადავკვეთეთ და განავლისსუნიან მიწაყ-
რილს ჩავუარეთ. აქედან ჭანჭრობიანი ვაკე იწყებოდა, რომე-
ლიც მოულოდნელად ხეობაში გადადიოდა. არ ვიცოდი, რომ
რანჩო იმ სახით, რომლითაც ორიოდე კვირის წინ დავტოვე,
აღარ არსებობდა. დასასრული უკვე დამდგარიყო, თუმცა მის
არსებობას ყველა ვერ ამჩნევდა. გული სიხარულისგან შემიხტა,
როცა ტომის მანქანამ ნაცნობ გზაზე შეუხვია: მიუხედავად იმისა,
რომ დიდი დრო არ გასულა, დაბრუნება მაინც ამაღელვებლად
მეჩვენებოდა. მთელი არყოფნის განმავლობაში ვეჭვობდი, რა-
სელი და გოგოები სხვა ადგილას გადაინაცვლებდნენ და გამი-
ხარდა, რომ მტყუანი აღმოვჩნდი. ყველაფერი ადგილზე იყო:
278 მკითხველთა ლიგა
ლამებიც, „ქარწაღებულნიდან“ გადმოტანილი სახლიც და უც-
ნაური ნივთებიც. ლექიანი მართკუთხედი აუზი ძველებურად
წყალმცენარეებით იყო სავსე – მე ისევ აქაურობის ნაწილი ვიყა-
ვი.
მანქანიდან გადმოსვლისას, ტომი კიდევ ერთხელ შევათვა-
ლიერე, ამჯერად სხვების თვალებით. ახლაღა შევამჩნიე, რომ
ზედმეტად გატკიცინებული ჯინსი და სუფთა ფეხსაცმელები ეცვა.
შეიძლება, არ ღირდა მისი მოყვანა რანჩოზე – გოგოები სასაცი-
ლოდ აიგდებდნენ. ახლა უკვე გვიანი იყო, ამიტომ ეჭვები მალე-
ვე მოვიშორე. თავი გავიმხნევე, ყველაფერი კარგად იქნება--
მეთქი.
ტომი დაბნეული ათვალიერებდა რანჩოს. მონუსხული იყო,
მაგრამ დაზუსტებით ვერ ვიტყოდი, რას ფიქრობდა. მინდოდა,
აქაურობის სული შეეგრძნო, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, ნგრევა-
სა და ლპობასაც შეამჩნევდა: გზაზე გაჭყლეტილ ბაყაყს, აუზის
ზედაპირზე ამოტივტივებულ ნაგავს, გამოშიგნულ მოღუშულ
მანქანებს აუცილებლად დააკვირდებოდა. ასეთი დეტალების
მიმართ მე უკვე სრულიად უგრძნობი ვიყავი. ისევე ვხუჭავდი
მათზე თვალებს, როგორც ნიკოს დაუმუშავებელ და ქვიშიან
ჭრილობებზე. ხრწნისა და დაშლის ტექსტურა ჩემთვის იმდენად
ნაცნობი იყო, სახე ღიმილისაგან გამინათდა: სახლში დავბრუნ-
დი.

279 მკითხველთა ლიგა


13

ჯერ დონა დავინახე: ხელში გასარეცხი ტანსაცმელი და ჭუჭ-


ყიანი თეთრეული ეჭირა. ალბათ ღელისკენ მიდიოდა.
ჩვენ დანახვაზე ბუსავით შეჰკივლა:
– ამას ვის ვხედავ? ნადავლი მოგვიყვანე?
თვალების ქვეშ ტომრები ჩამოჰკიდებოდა. ლოყები ჩასცვე-
ნოდა, ყვრიმალებზე კანი დასთხელებოდა და ტუჩები დასწვრი-
ლებოდა. თუმცა ეს ყველაფერი ნაცნობი ნაკვთების დანახვის
სიხარულმა გადაფარა. ჩემი დაბრუნებით გახარებული ჩანდა,
რასაც ვერ ვიტყვით ტონის გაცნობაზე.
მტრული შეხვედრის ღრუბლები რომ გამეფანტა, დონას
ავუხსენი, ტომი რომ არა, აქამდე ვერ მოვაღწევდი-მეთქი.
დონამ თავმოუბმელად გამიღიმა და სარეცხი უფრო მიიხუტა.
ტომმა ჩამჩურჩულა, ხომ ნამდვილად შეიძლება აქ ჩემი შე-
მოსვლაო. ისე იქცეოდა, თითქოს რანჩოს მეთაური ვყოფილიყა-
ვი. უცნაურმა დახვედრამ მეც დამაბნია – აქამდე ყოველთვის
თბილად ხვდებოდნენ სტუმრებს, ყურადღებისა და მასხრობის
ქარცეცხლში ატარებდნენ. ვერ ვხვდებოდი, ეს მოცემულობა
რას უნდა შეეცვალა.
– რა თქმა უნდა, შეიძლება, – ვუთხარი სიცილით, მაგრამ
დონასთან მაინც გადავამოწმე, – ხომ მართალს ვამბობ?
– მე არ ვიცი, სუზანს ან გაის ჰკითხე, – მიპასუხა უხეშად.
მკაცრი სიჩუმე ერთ წამში თავშეუკავებელ კისკისში გა-
დაიზარდა. ტომი შეკრთა, მე კი საერთოდ არ გამკვირვებია: დო-
ნა დონასავით იქცეოდა. მისი ცვალებადობა ცოტათი მომწონდა
კიდეც. ბალახებში ხვლიკმა გაირბინა. ტომი აქეთ-იქით აცეცებ-
და თვალებს.

280 მკითხველთა ლიგა


– რასელმა რამდენიმე დღის წინ მთის ლომი ნახა, წარმო-
გიდგენია? – გვიყვებოდა თვალებგაფართოებული დონა. ამა-
სობაში სუზანიც გამოჩნდა:
– ეს ვინ დაბრუნებულა, – გაშალა ხელი სუზანმა. მის მისალ-
მებაში ისეთი წყენა ამოვიკითხე, თითქოს არდადეგებზე ვყოფი-
ლიყავი წასული.
– უკვე მეგონა, გზა დაგავიწყდა.
სუზანმა მშვენივრად იცოდა, რატომ გავქრი. დაინახა, რო-
გორ შემაჩერა მისის დუტონმა და შეეძლო წარმოედგინა, რა
მოხდებოდა ამის შემდეგ. ამის მიუხედავად, ტომს თვალებით
ბურღავდა, თითქოს ჩემი გაუჩინარების მიზეზი ახალი ბიჭის გა-
მოჩენა ყოფილიყო. ტომმა გადაწყვიტა მცირე ექსკურსია მოეწ-
ყო და ბალახიან ეზოში ისე დააბიჯებდა, თითქოს მუზეუმს ათვა-
ლიერებდა. ფარდულიდან მომავალი ცხოველების სუნი განსა-
კუთრებით აწუხებდა. ცხვირშეჭმუხნილი დადიოდა.
ვეცადე, სუზანისა და დონასთვის ამეხსნა, რა დღეში ჩავვარ-
დი დუტონების სახლში შეჭრის შემდეგ, მაგრამ ცარიელი თვა-
ლებით მიყურებდნენ. იმ სამყაროს წარმოდგენა, სადაც ისევ არ-
სებობდა სასჯელი გარკვეული მოქმედებებისთვის, ძალიან
უჭირდათ. ცდილობდნენ, აქეთ მეგრძნო თავი დამნაშავედ თა-
მართან გატარებული დროისა და იმ საღამოების გამო, როცა
სუზანის არსებობა არ მახსოვდა.
– იცი, რა საშინლად მექცეოდნენ? – გავაბუქე მე. მამაჩემის
სახლი ისეთ ადგილად დავხატე, სადაც ყოველწამს თვალს მა-
დევნებდნენ და ახალ-ახალ, ერთმანეთზე უსამართლო სასჯელს
იგონებდნენ.
– ღმერთო ჩემო, – ამოიხრუტუნა სუზანმა, – რა უბედურებაა.
მთავარი სახლის გასწვრივ ჩრდილი ისე გადაჭიმულიყო,
თითქოს შენობას ახალი, გადაუხურავი ოთახი დაამატესო. სიგ-
რილეში შევიყუჟეთ და მზეზე ფეხსაც არ ვადგამდით. თავზე კო-
281 მკითხველთა ლიგა
ღოების კონუსი დაგვტრიალებდა. ჰაერი კარნავალის მხიარუ-
ლებით დაბზარულიყო: მიხაროდა, რომ ნაცნობი გოგოების ნა-
ხევრადშიშველ სხეულებს ვხედავდი. ცდილობდნენ, რანჩოს
რიტმში მალე დავბრუნებულიყავი.
დროდადრო ბუჩქებიდან მეტალი ანათებდა – გაი შენობის
უკანა მხარეს მანქანას ახეთქებდა. ჯერ ბიძგს ვგრძნობდით, მე-
რე ექოს, ბოლოს კი კარკასიც გაიელვებდა ხოლმე. ბავშვები
მხიარულად დააბიჯებდნენ თავთხელი გუბეებისგან შექმნილ სა-
ერთო სისტემაში – როგორც ჩანს, ვიღაცას ონკანის გადაკეტვა
დავიწყებოდა. ჰელენს თხელ ტანზე ზეწარი მოესხა და ყელთან
გაეკვანძა. დონა ცდილობდა, მისთვის ზეწარი ჩამოეგლიჯა და
ბოლომდე გაეშიშვლებინა. ბარძაყზე დიდი სისხლჩაქცევა
მოუჩანდა. ტომი მიწაზე უხერხულად იჯდა და არ იცოდა, რა ეკე-
თებინა. მისი არსებობა არ დამვიწყებია, მაგრამ ყურადღების
გადანაწილება ჩემს სტუმარსა და სუზანს შორის საკმაოდ რთუ-
ლი აღმოჩნდა. სუზანი ადრინდელზე ბევრად ჩქარა საუბრობდა,
სახეზე ოფლის წვეთები უციმციმებდა და დროდადრო ბინძური
კაბით იწმენდდა.
უეცრად გავაცნობიერე, რომ მამაჩემი და თამარი ჯერაც არ
იქნებოდნენ დაბრუნებულები სახლში. რა უცნაურია, მათ ჯერ
გაპარვის ამბავიც არ იცოდნენ, მე კი უკვე რანჩოზე ვიყავი. ნიკო
აქეთ-იქით დაქროდა სამბორბალათი, რომელიც მისთვის ძა-
ლიან პატარა იყო. ველოსიპედი ჭრიალებდა და მისი ტერფების
ქვეშ იღუნებოდა.
– რა საყვარელი ბავშვია, – სცადა სიჩუმის დარღვევა ტომმა.
დონამ და ჰელენმა გადაიხარხარეს, ტომი კი ვერ მიხვდა, რა
შეეშალა. სუზანმა ბალახი მოწყვიტა, კბილებს შორის გაირჭო
და სახლიდან გამოტანილ სავარძელში ჩაეფლო. თვალით რა-
სელს ვეძებდი, მაგრამ ახლომახლო არ ჩანდა.
– ქალაქში წავიდა პატარა საქმეზე, – თქვა სუზანმა.
282 მკითხველთა ლიგა
უეცრად ვიღაცამ შეჰკივლა და ჩვენც მივტრიალდით: დონა
ცალ ხელზე დადგომას ცდილობდა და აშკარად არ გამოს-
დიოდა. ფეხებს აფართხალებდა და ეცემოდა. ერთ-ერთი ასეთი
მცდელობისას, ტომის ლუდის ქილას ფეხი გაჰკრა და წააქცია.
ტომმა, როგორც წესიერად აღზრდილ ვაჟებს შეეფერებათ, აქეთ
დაიწყო ბოდიშის მოხდა და ტილო მოითხოვა ტერასის მოსაწ-
მენდად.
სუზანი კიდევ ერთხელ გამხიარულდა:
– და რომ შეეშვა, არ გინდა?
სპიდის მოქმედება ყველაფერზე ეტყობოდა: თვალებში არა-
ჯანსაღი სიცივე ჩასდგომოდა, ტანი ფაიფურის კატის ქანდაკება-
სავით გახევებოდა. მაშინ სპიდზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ყური
მქონდა მოკრული, უფროსკლასელი გოგოები გასახდომად იყე-
ნებენო. მე თვითონ არასდროს გამისინჯავს, რადგან მიმაჩნდა,
რანჩოს სულ სხვანაირი ნარკოტიკები უხდებოდა, სიმშვიდის-
მომგვრელი და დასადუმებელი.
სუზანი სადღაც გარიყულიყო, მხოლოდ დროდადრო გვერ-
თვებოდა საუბარში. არ მინდოდა, მეც ასე დამმართნოდა. მუდ-
მივად გაღიზიანებული, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და სანამ
რამეზე შეაჩერებდა მზერას, სახე წამის მეასედით სრულიად
უშეშდებოდა.
მოსაწევი გავახვიეთ. ტომმა ღრმა ნაფაზი დაარტყა და ხვე-
ლება ატეხა. როცა თავდაპირველმა აღელვებამ გადამიარა,
ცვლილებების შემჩნევაც დავიწყე: რანჩოზე ბევრად ნაკლები
ადამიანი იყო, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ. აღარსად ჩანდნენ
მოგზაურები, რომლებიც მთელ ეზოს კვეთდნენ ცარიელი თეფ-
შებით ხელში და გვეკითხებოდნენ, სადილი როდის იქნებაო.
არავინ იწნავდა თმას და იხსენებდა ლოს-ანჯელესის გიჟურ ის-
ტორიებს. კეროლაინიც არსად ჩანდა.

283 მკითხველთა ლიგა


– ბოლოს სულ გაუბერა, – განმიმარტა სუზანმა, – ამბობდა,
თუ დამაკვირდები, მთელი შიგნეულობა მიჩანსო. მერე ვიღაც
ტიპებმა მოაკითხეს და წაიყვანეს.
– მშობლებმა? – ვიკითხე დაუფიქრებლად. ამის გაფიქრებაც
კი სასაცილო იყო, თუმცა მშობლები რანჩოს მცხოვრებლები-
დან თითქმის ყველას ჰყავდა.
– არა, მშობლებმა არა, ვიღაც ნაცნობებმა. ფურგონით მიდი-
ოდნენ მენდოსინოში. არ ვიცი, საიდან იცნობდნენ.
ვეცადე, თავი დამერწმუნებინა, რომ კეროლაინი მშვიდად და
უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, სადაც უნდა ყოფილიყო.
ტომი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. როგორც ჩანს, კოლე-
ჯის დახვეწილ გოგოებთან საუბარს იყო მიჩვეული და ეს მის-
თვის მეტისმეტი გახლდათ. იმ გოგოებს ალბათ ნახევარგანაკვე-
თიანი სამუშაოები, სამკითხველოს ბარათები და გაყოფილი ბო-
ლოები ჰქონდათ. ჰელენი, დონა და სუზანი კი დაუმუშავებლები
იყვნენ, მათი მომჟავო სუნი მეც კი მაწუხებდა. რა თქმა უნდა, შე-
ვეჩვეოდი, უბრალოდ, თამარის ნელსაცხებლების შემდეგ მძაფ-
რი არომატი მაინც მეხამუშებოდა. გამახსენდა, როგორი აკ-
ვიატებით უვლიდა თავს: ლაქს მხოლოდ ნეილონის ფუნჯით ის-
ვამდა, თმას ხის სავარცხლით ივარცხნიდა. ტომის დისკომფორ-
ტი მეც არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. ყოველ ჯერზე,
როცა დონა პირადად მას მიმართავდა, უხერხულად იშმუშნებო-
და.
– ალბომზე რა ხდება? – ვიკითხე ხმამაღლა. ველოდი, სა-
სიამოვნო სიახლეს მეტყოდნენ, რაც ტომსაც გაუფანტავდა
აქაურობასთან დაკავშირებულ ეჭვებს. მე ხომ მისთვის არაფე-
რი მომიტყუებია: რანჩოზე ყველაფერი დახვდა, რასაც დავპირ-
დი. ერთი ეგაა, საკუთარი თავი ჩარჩოებისგან უნდა გაეთავი-
სუფლებინა, რომ თავისუფლება შეეგრძნო.

284 მკითხველთა ლიგა


სუზანმა უცნაურად გადმომხედა. სხვები ხმას არ იღებდნენ,
თითქოს სუზანს ელოდებოდნენ, შეთანხმებული პასუხი გად-
მოეცა. მანიშნა, ცუდად მოიქეცი, ეს თემა რომ წამოწიეო.
– რა უნდა ხდებოდეს? მიჩი დამპალი ნაბიჭვარია, – თვალებ-
ში სიძულვილი გაუკრთა.
თავიდან ყურებს არ დავუჯერე. როგორ შეიძლება რასელი
და მიჩი ვერ შეთანხმებულიყვნენ? რასელის ნიჭი ხომ ცხადი
იყო. ნუთუ მხოლოდ ჩვენ ვგრძნობდით, რომ საოცარი მუხტი
დაჰყვებოდა და მის გარშემო ჰაერი სიმკვრივეს იცვლიდა? სუ-
ზანის ბრაზი მეც გადმომედო.
– მიჩს შეეშინდა, ოღონდ არ ვიცი, რისი. ამ შოუ-ბიზნესის ტი-
პებს ვერაფერს გაუგებ. უმაქნისი ნაბიჭვრები არიან, – თქვა სუ-
ზანმა.
– რასელთან ხუმრობა არ შეიძლება, – ჩამოართვა სიტყვა
დონამ, – მისი აზრით, არა უშავს, თუ ადამიანს რამეს დაჰპირ-
დები და მერე, უბრალოდ, ფეხებზე დაიკიდებ. მიჩმა ალბათ არ
იცის, ვისთან აქვს საქმე. რასელს მის გასანადგურებლად თითის
აწევაც კი არ დასჭირდება.
დონას ხმაში აღმოცენებულმა ახალმა პათოსმა ცოტა დამაბ-
ნია. როდის აქეთ გახდა რასელი აგრესიული? კი, ერთხელ ჰე-
ლენს დაარტყა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი მომ-
ხდარაო, მაგრამ... ყოველ ჯერზე, როცა ის საღამო მახსენდებო-
და, თავიდან მიწევდა თავის გადარწმუნება, თითქოს ეს დარ-
ტყმა საგანგაშო სულაც არ ყოფილა.
– შეიძლება, მიჩმა გადაიფიქროს, – ვთქვი და ტომს გავხედე.
ჩემდა გასაკვირად, კონტრაქტის ამბები საერთოდ არ აინტერე-
სებდა. ბალახს ჩაშტერებოდა.
– ერთი მაგისიც, – აიჩეჩა მხრები სუზანმა, – რასელს უთხრა,
აღარ დამირეკოო. რა მაგარია პირობების დარიგება და მერე
გაუჩინარება, – ჩაიცინა სევდიანად.
285 მკითხველთა ლიგა
მიჩის შესიებული სახე და ცხოველური ჟინი გამახსენდა. იმ-
დენად იყო გაგიჟებული, ჩემს წივილსაც არ აქცევდა ყურადღე-
ბას, როცა თმა იდაყვების ქვეშ მომაყოლა. მისი დაბინდული
მზერა მე და სუზანს ერთმანეთში გვზელდა. ჩვენი სხეულები
მხოლოდ სხეულები იყო და მეტი არაფერი.
– ეგ არაფერი, – გაიღიმა სუზანმა ნაძალადევად და ის იყო,
თემა უნდა შეეცვალა, რომ ტომი ფეხზე წამოხტა.
აუზისკენ გაიქცა და გზადაგზა ტანსაცმელს იხდიდა. ტერასა
რამდენიმე წამში გადაკვეთა. რაღაცას გაიძახოდა, მაგრამ სიტ-
ყვებს ვერ ვარჩევდით.
– რა სჭირს ამას? – იკითხა სუზანმა.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. სირცხვილისგან ვიწვოდი და ნელ--
ნელა შიშიც მიპყრობდა. ტომი ყვირილით ჩახტა აუზში.
როგორც იქნა, გავარკვიე, რას იძახდა:
– პატარა ბავშვი! ბიჭი!
რანჩო თითქოს შეტორტმანდა. აუზში ნიკო უნდა ყოფილიყო.
წამით საშინელი სცენა დამიდგა თვალწინ: წყლით გატენილი
ფილტვები, პატარა, უსიცოცხლო სხეული. როცა აუზთან მივირ-
ბინეთ, ტომი ლორწოიანი წყლიდან შეუპოვრად მოათრევდა ნი-
კოს. ბავშვს არაფერი სჭირდა. პირიქით, აღშფოთებული იქნევ-
და ხელ-ფეხს და თვალებს ისრესდა. როცა ძირს დასვეს, ბალახ-
ზე გაიშოტა და ტირილი დაიწყო. არაფერი სტკიოდა, უბრალოდ,
ამ უცნაურმა კაცმა შეაშინა. ვერ ხვდებოდა, რატომ შეაწყვეტი-
ნეს დროსტარება და ამოათრიეს ხმელეთზე. მშვენივრად ერთო-
ბოდა.
– რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? – ჰკითხა დონამ ტომს
და ნიკოს თავზე ისე გადაუსვა ხელი, როგორც ძაღლებს ეფერე-
ბიან ხოლმე.
– ვერ დაინახეთ, რომ წყალში ჩახტა? – ტომი მთელი
სხეულით კანკალებდა.
286 მკითხველთა ლიგა
– მერე რა? – იკითხა სუზანმა.
ტომმა ფართოდ გაახილა თვალები, ვერ ხვდებოდა, რაც უფ-
რო დიდხანს გააგრძელებდა ახსნას, უფრო ცუდი იქნებოდა მის-
თვის.
– ვიფიქრე, რომ აუზში ჩავარდა.
– ჰო, მაგრამ წყალი ხომ ასხია, – თვალები აახამხამა ჰელენ-
მა.
– წყალი, ანუ სითხე, რომელშიც ცურვა შესაძლებელია, –
დაამატა დონამ ხითხითით.
– ბავშვს ყველაფერი რიგზე აქვს, – თქვა სუზანმა, – უბრა-
ლოდ, შენ გიჟივით ეცი და შეაშინე.
– ბლუყ, ბლუყ, ბლუყ, – კისკისებდა ჰელენი, – გეგონა, მოკ-
ვდებოდა?
– შეიძლება დამხრჩვალიყო, – ხმა გაებზარა ტომს, – არავინ
უყურებდა. ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ცურვა კარგად იცო-
დეს.
– ერთი შენი თავისთვის შეგახედა, – თქვა დონამ, – მაგრად
ხარ შეშინებული.
ტომი ცდილობდა დამყაყებული წყლის ბიოლოგიური სუნი
ისე ჩამოეფერთხა, როგორც ძაღლები შრებიან ხოლმე. ეზოში
გაფანტული ბრჭყვიალა ნაგავი მზის სხივებს ირეკლავდა. ნიკო
ფეხზე წამოდგა და თმა გაიქნია. რაღაც ამოიფრუტუნა და თავის
საქმეებზე გასწია. გოგოები ერთ ხმაში იცინოდნენ. მე თავი ისე
მეჭირა, თითქოს ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ნიკოს
არაფერი სჭირდა. ტომი კისკისის წინააღმდეგ უძლური იყო, ბავ-
შვიც კი მას უბრაზდებოდა. ძალიან მრცხვენოდა, რომ აქ მოვიყ-
ვანე. არ მეგონა, თუ ამხელა აურზაურს ატეხდა. სუზანი თვალს
არ მაცილებდა, რომ ბოლომდე მეგრძნო ამ აყალმაყალზე პასუ-
ხისმგებლობა. ტომმა თხოვნით სავსე მზერა მესროლა, მე კი
თავი შორს დავიჭირე და მიწას ჩავაშტერდი.
287 მკითხველთა ლიგა
– უბრალოდ, ვფიქრობ, მომავალში უფრო ფრთხილად უნდა
იყოთ, – თქვა ტომმა.
სუზანმა გადაიკისკისა:
– კიდევ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად?
– მე მაშველი ვიყავი, – თქვა ტომმა აკანკალებული ხმით, –
შეიძლება არ იცით, მაგრამ ადამიანები დაბალ წყალშიც იხრჩო-
ბიან.
დონა მის სიტყვებს განზრახ დაბოხებული ხმით იმეორებდა.
სუზანს მისი ახსნა ძალიან ართობდა. ალბათ მათი ზიზღის ნაწი-
ლი მეც მომემართებოდა.
– დაიკიდე, რა, – ვუთხარი ტომს, რომ ეს თემა დახურული-
ყო.
ისე შემომხედა, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა.
– ვერ ხედავ, რა საშინელი ადგილია?
– მაშინ უნდა წახვიდე, ლოგიკური არაა? – უთხრა სუზანმა.
სპიდი სახეს უმღვრევდა და სახეზე გესლიანი ღიმილი დასთამა-
შებდა. ასეთი უხეშობა აუცილებლობას არ წარმოადგენდა.
– შეიძლება ერთი წამით დაგელაპარაკო? – მკითხა ტომმა.
სუზანმა გაიცინა:
– კიდევ ვინმე იხრჩობა?
– სულ ერთი წამით, – მთხოვა გულით.
სუზანს კითხვით სავსე თვალებით შევხედე. მისი ნებართვა
მჭირდებოდა.
– დაელაპარაკე, დაელაპარაკე, – გაიქნია ხელი.
ტომი მდელოს მეორე ბოლოსკენ გაემართა. მეც უკან მივყვე-
ბოდი, მაგრამ ფეხს ვითრევდი. არ მინდოდა, გოგოებს ეფიქ-
რათ, ამ გაუგებრობაში მის მხარეს ვიყავი. უკან ვიყურებოდი.
ისინი უკვე სახლში შედიოდნენ. უცებ ძალიან გავბრაზდი ტომზე.
მის სულელურ შარვალზე, მის ცხიმიან თმაზე.
– რა გინდა? – ვკითხე და ტუჩები მკაცრად მოვკუმე.
288 მკითხველთა ლიგა
ტომი ყოყმანობდა. ცდილობდა, სწორი სიტყვები შეერჩია.
თვალებს აცეცებდა და სველ პერანგს ქვემოთ ექაჩებოდა.
– უბრალოდ, მგონია, რომ... – აზრი გაუწყდა, – დღეს კამ-
პუსში წვეულებაა და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ შენც წამომ-
ყვები.
დასწრების გარეშეც შემეძლო წარმომედგინა ეს „წვეულება“:
რიცის მარილიანი კრეკერები, დისპენსერთან შეკრებილი სტუ-
დენტების სერიოზული მსჯელობები, სოციალურ მეცნიერებებზე
შექმნილი წიგნების განხილვა და შედარება. მხრები სულ ოდნავ
გავატოკე, იმდენად, რომ ეფიქრა, თითქოს ცოტათი მაინც დავ-
ფიქრდი, სანამ უარს ვეტყოდი.
– მაშინ ჩემს ნომერს დაგიტოვებ, – არ ყრიდა ფარ-ხმალს
ტომი, – მართალია, საერთო ტელეფონია, მაგრამ თუ სთხოვ,
დამიძახებენ.
ტერასაზე შეკრებილი გოგოების კისკისი ჰაერში სწრაფად
ვრცელდებოდა.
– იყოს, აქ ტელეფონი მაინც არ არის.
– ესენი კარგი ადამიანები არ არიან, – თქვა ტომმა და გა-
მომცდელად შემომხედა. ისე გამოიყურებოდა, როგორც პრო-
ვინციელი მღვდელი ნათლობის შემდეგ. სველი შარვალი ფე-
ხებზე ეწებებოდა, თვალები უელავდა.
– შენ რა იცი? – ვთქვი და ვიგრძენი, როგორ მომაწვა სის-
ხლი, – ნორმალურად არც კი იცნობ.
ტომს დაყვავებისთვის მოთმინება აღარ ეყო.
– ვერ ხედავ, რომ ეს ჩვეულებრივი ნაგავსაყრელია? – სიტ-
ყვებს პირიდან აფურთხებდა, – როგორ ვერ ხედავ? რა თქმა უნ-
და, ყველაფერს ვხედავდი: დანგრეულ და სახურავჩამომპალ
სახლს, სარეველებიან ეზოს, გამოშიგნულ მანქანებსა და ზეთის
ცარიელ კასრებს, მიწაზე გაფენილ პლედებს, რომლებიც
ნიადაგს შეზრდოდნენ და ტერმიტების ბუდედ ქცეულიყვნენ. ამ
289 მკითხველთა ლიგა
ყველაფერს ვხედავდი, მაგრამ რანჩო ჩემთვის სულ სხვა რამეს
ნიშნავდა. ტომი ვერ გადამარწმუნებდა.
ტომი შებრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა. გოგოებმა
ფრთები თამამად გაშალეს: მალამოსავით მოდებული სიჩუმე
წამში დაირღვა. მშვიდი, ზანტი ჭორაობის ადგილი გიჟურმა შე-
ძახილებმა დაიკავა.
– სად გაქრა შენი განსაკუთრებული მეგობარი? – მკითხა სუ-
ზანმა სიცილით, – რა არ მოეწონა?
ფეხს ვერ აჩერებდა, მუდმივად უკანკალებდა, იმის მიუხედა-
ვად, რა გამომეტყველება ეწერა სახეზე.
ვეცადე, ჩემი პოზიციები აღმედგინა ჯგუფში. გავიცინე, ტომზე
ერთი-ორი გესლიანი ხუმრობაც ვთქვი, მაგრამ თავს ძალაგა-
მოცლილად ვგრძნობდი. მწყინდა, რომ ტომი ბერკლიში ბრუნ-
დებოდა. მწყინდა, რომ ისეთი რანჩო ვერ დავანახვე, როგორ-
საც მე ვიცნობდი. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ სიმართლეს
ამბობდა: ეზო მართლაც შემაშფოთებლად გამოიყურებოდა, ად-
რინდელზე მეტად. ნიკოც მართლა შეიძლება დაშავებულიყო და
მერე რაღას ვიზამდით? გოგოებს ლანდი გასდიოდათ, თვალები
ავადმყოფურად ჩაშავებოდათ და თმა ჩალასავით გაუხეშებო-
დათ. სუზანის ენაზე სქელი თეთრი ნადები შევამჩნიე – შიმში-
ლობის უტყუარი ნიშანი. ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნ-
დებოდა რასელი და ჩემს ეჭვებს გააქარწყლებდა.
– ცუდო გოგო, – დამიძახა რასელმა, როგორც კი შემამჩნია,
– სულ გარბიხარ და გულს გვტკენ. საერთოდ არ გადარდებს,
რომ გვენატრები?
ვეცადე, თავი დამერწმუნებინა, რომ რასელი ისევ ის რასელი
იყო, რანჩო არ შეცვლილა, მაგრამ როცა მაკოცა, მის ყბებზე
რაღაც უჩვეულო შევამჩნიე. ბაკები! ჩვეულებრივ თმასავით კი
არ იჩხვლიტებოდნენ, შავად ითხუპნებოდნენ. ბაკები თვალის
ფანქრით ან ნახშირით ჰქონდა მიხატული. ხელოვნების დონემ-
290 მკითხველთა ლიგა
დე აყვანილმა სიყალბემ კინაღამ გული ამირია. ასეთი ფასადუ-
რი იყო ყველაფერი რანჩოზე, გარყვნილების ზღვარზე არსებუ-
ლი მსხვრევადი ტყუილი. ერთი ბიჭი გამახსენდა, რომელიც მა-
ღაზიიდან ტონალურ კრემს იპარავდა მუწუკების დასაფარად.
რასელი მაგრად ჩამეხუტა და ეცადა, ჩემში ახლად აზვირთებუ-
ლი აღშფოთება ჩაეწყნარებინა. რთული იყო იმის თქმა, მარ-
თლა ბრაზობდა თუ არა ჩემი გაუჩინარების გამო. გოგოები მის
დაძახებაზე ჭუკებივით გამოიქცნენ. ვეცადე, სუზანი „მწკრივი-
დან“ გვერდზე გამეყვანა. ძალიან მჭირდებოდა მასთან საუბარი.
ხელი ხელში გავუყარე. ძველებურად, მაგრამ მსუბუქად გამიღი-
მა და თავი გაითავისუფლა. რასელისთვის გამარჯობის თქმა
უფრო მნიშვნელოვანი იყო.
მიჩის სიძულვილი რანჩოს მცხოვრებლებს ერთმანეთთან
მყარად აკავშირებდა. ერთხელ რასელმა გაი გააგზავნა, რომ
მიჩის ნაგვის ურნები გადაეყირავებინა და გაზონი გაბრტყელე-
ბული ყუთებით, დაკუწული ფოლგითა და საჭმლის ნარჩენებით
მოეფინა. რაც შეეხება სკოტს, იმ საბედისწერო ღამემდე ცოტა
ხნით ადრე მიჩს აცნობა, ჭიშკართან ვიღაც უცნაური ტიპი დგას
და აქაურობას თვალს არ აშორებსო. სკოტმა რასელს სთხოვა,
თუ შეიძლება, აქაურობა დატოვეთო, რასელმა კი უპასუხა, ამ
სახლის წინა მფლობელი ვარო. რასელი ხმის ინჟინრის სახ-
ლთანაც გამოჩნდა და მისი ცოლი დააფრთხო. როგორც ქალი
ჰყვებოდა, კარზე მოულოდნელმა ზარმა ძალიან გააღიზიანა,
რადგან ახალშობილს იქვე, ოთახში ეძინა. როცა ქალმა კარი
გააღო, ზღურბლზე ჭუჭყიან ვრანგლერებში გამოწყობილი რასე-
ლი იდგა და უცნაურად იღიმებოდა.
ქალმა წარუმატებელი მუსიკალური სესიის ამბები ქმრისგან
იცოდა და რასელიც იცნო. არ შეშინებულა: რასელი ერთი შე-
ხედვით სულაც არ ჰგავდა საშიშ ტიპს. როცა ქალმა უთხრა, ჩემი
ქმარი სახლში არ არისო, რასელმა მხრები აიჩეჩა.
291 მკითხველთა ლიგა
– უბრალოდ, ჩანაწერებს ავიღებ. ერთი წუთი მჭირდება, –
თან ცდილობდა, სახლი მასპინძლის მხარს მიღმა შეეთვა-
ლიერებინა.
ქალს შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა. ფეხები უფრო მაგრად
ჩარგო სანდლებში და პატარა ბავშვის არსებობა გაახსენდა,
რომელსაც რამდენიმე მეტრში ეძინა.
– ასეთ რამეებს სამსახურში ინახავს, – უთხრა დარწმუნებით.
როგორც ჩანს, რასელმა დაუჯერა.
როგორც ცოლი იხსენებს, იმავე ღამეს რაღაც ხმაური მოეს-
მა, თითქოს ვიღაც ხმაურობდა ბუჩქებში, მაგრამ როცა ფანჯრი-
დან გაიხედა, მხოლოდ მთვარით განათებული ქვაფენილი
დაინახა.
პაუზის შემდეგ რანჩოზე დაბრუნება ძალიან გამიჭირდა. ძვე-
ლი ღამეები სიცოცხლითა და ახალგაზრდული მხიარულებით
იყო სავსე, ამჯერად კი ჰაერში დაძაბულობა შეგუბებულიყო.
ძაღლს ვეფერებოდი და ყურს უკან ვფხანდი. თვითონაც მსუნავ-
და და სიხარულით მლოკავდა. მოფერება მონოტონურ რიტმში
გადაიზარდა, რამაც ორივე ჩვენგანს სიმშვიდე მოუტანა. რა
თქმა უნდა, უცნაური ღამეები აქამდეც მქონია: როცა LCD-ს ვი-
ღებდით, ან ბაიკერები კოცონთან მოახლოებას გადაწყვეტდნენ
ხოლმე. ცეცხლი ნელ-ნელა ინავლებოდა, მაგრამ შენთებას
არავინ აპირებდა. ყველას მზერა რასელზე იყო მიჯაჭვული. მო-
ჭიმულ ზამბარას ჰგავდა. არავინ იცოდა, როდის გასხლტებოდა.
– მინდა, ჩემი ახალი სიმღერა შეგისრულოთ. ჯერ არც დამის-
რულებია და უკვე ლეგენდაა, – გამოაცხადა რასელმა. ცდი-
ლობდა, საკუთარი თავით აღფრთოვანება მოეზომა, მაგრამ არ
გამოსდიოდა. ორთქლმავალივით დუღდა.
გიტარის აწყობით თავი არ შეუწუხებია. სიმებიდან ბრტყელი,
უსიამოვნო აკორდები გადმოიღვარა. რიტმს ვერ ზომავდა, ხან
აჩქარებდა, ხანაც ანელებდა. ხმასაც ვერ იმორჩილებდა. არ
292 მკითხველთა ლიგა
მჯეროდა, რომ ამ ჟღარუნს მართლა ხელოვნების ნიმუშად
თვლიდა. სუზანს გადავხედე, მაგრამ ის მთელი სხეულით რა-
სელს ეკუთვნოდა.
– ეს მომავლის მუსიკაა, – თქვა დასრულების შემდეგ რა-
სელმა, – სხვებს არ ესმით, რა არის ხელოვნება. ჰგონიათ, რაკი
მათი სიმღერები რადიოში გადის, ყველაფრის აზრზე არიან.
არავის შეუმჩნევია, რომ მისი სიტყვები ზღვარს გადადიოდა:
ყველა, უბრალოდ, იმეორებდა იმას, რასაც რასელი ამბობდა,
ტუჩებს შეთანხმებულად ამოძრავებდნენ.
რასელი გენიოსია-მეთქი, – სწორედ ასე ვუთხარი ტომს, მაგ-
რამ ახლა თავს ვეღარ დავდებდი ამაზე. წარმოვიდგინე, რას
იფიქრებდა ტომი, აქ რომ ყოფილიყო და ეს სიმღერა მოესმინა.
ალბათ იტყოდა, ნამდვილი საცოდაობააო. უცებ ძალიან გავ-
ბრაზდი მასზე, რადგან მომეჩვენა, ტომი მართალი იქნებოდა.
რასელის სტრიქონებს შორის დარჩენილი სივრცე საკმარისი
იყო იმის გასააზრებლად, რომ მისი სიმღერები დაუხვეწავი იყო,
არა, დაუხვეწავიც არა, უბრალოდ, ცუდი. გულისამრევად ტკბი-
ლი და სენტიმენტალური. სიყვარულზე სკოლის მოსწავლესა-
ვით მღეროდა. მისი აკორდები მსუქანი ხელით დახატული გუ-
ლებივით, მზეებივით და ყვავილებივით უშნო იყო. თუმცა ჩემს
ერთ ნაწილს მაინც სჯეროდა რასელის ნიჭიერებისა. ვხედავდი,
როგორ ეცვლებოდა სუზანს სახე, როცა მას შეჰყურებდა, და მეც
მინდოდა, ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი. თუ მოვინდო-
მებდი და რასელს შევიყვარებდი, ისე რომ მას ეს სცოდნოდა,
შესაბამისადაც მომექცეოდა. ასეთი შეთანხმება სამართლიანად
მეჩვენებოდა, თითქოს სამყარო სამართლიანობის პრინციპით
ყოფილიყო აწყობილი.
ხანდახან უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა და გაღვიძების
შემდეგ ვერ ვხვდებოდი, რა იყო გამოგონილი და რა – მართა-
ლი. მეგონა, დაქორწინებული ვიყავი, ან ფრენის საიდუმლო
293 მკითხველთა ლიგა
ამოვხსენი, გამოფხიზლების შემდეგ კი გულწრფელად ვდარ-
დობდი, რომ საკუთარმა გონებამ მომატყუა.
რა თქმა უნდა, არ მინახავს, როგორ დაავალა რასელმა სუ-
ზანს მიჩ ლუისის სახლში წასვლა და მისთვის ჭკუის სწავლება,
მაგრამ ეს სცენა დეტალურად შემეძლო აღმედგინა: ბნელი ღა-
მე, ჭრიჭინების გაბმული ხმაური და ტოტებგამოჩრილი მუხები –
ყველაფერი იმდენად ცხადი იყო, მეგონა, ამ მომენტს შევესწა-
რი. ამ ეპიზოდის შესახებ იმდენ წიგნში ეწერა, დაწვრილებით
შემეძლო მომეყოლა ყველაფერი, სიტყვებს შორის პაუზები კი
ისეთი ცხადი ფერებით შემელამაზებინა, როგორითაც გვახსოვს
ხოლმე ბავშვობის მოგონებები.
სუზანი განზრახ მარიდებდა თავს. იმ ღამეს რამდენჯერმე
ვცადე, დავლაპარაკებოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე თავიდან მი-
შორებდა. მარწმუნებდა, მოგვიანებით ვისაუბროთო. გადავ-
წყვიტე, არ დამეძინა და დავლოდებოდი. მეგონა, საკუთარ და-
ნაპირებს ღამის ბინდბუნდში, ძილის წინ აასრულებდა. გული
შემეკუმშა, როცა კიბეზე ნაბიჯების ხმა გავიგე. მეგონა, სუზანი
იყო, მაგრამ თვალის ერთი შევლებით მივხვდი, რომ დონაში
ამერია.
– მძინარე მზეთუნახავო, – თქვა ხითხითით და ბალიში მეს-
როლა.
ვეცადე, ლამაზად წამოვმჯდარიყავი. ზეწრები ჩემი დაძაბული
კანკალისგან გადახურებულიყო. იმ ღამეს სუზანი არ შემოსულა.
იმდენი ხანი ველოდე, რამდენიც შემეძლო. ყველა ჭრაჭუნსა და
ბიძგზე ვაჭყეტდი თვალებს, სანამ ძილმა არ მომადუნა.
სუზანი რასელთან დარჩა. სავარაუდოდ, მათი ჟიმაობისგან
ჰაერი შესქელდა ტრაილერში, მერე კი რასელმა საკუთარი გეგ-
მა გაუმხილა. ალბათ იქამდე აღიზიანებდა და აწვალებდა, სანამ
ბოლომდე არ გადასდო სიბრაზე და შურისძიების სურვილი. რა-

294 მკითხველთა ლიგა


სელს შეეძლო, სუზანი ისე მოენუსხა, მიჩ ლუისის დასჯა საკუთა-
რი იდეა ჰგონებოდა.
– ჩემი პატარა ქოფაკი, – ასე ეფერებოდა რასელი სუზანს და
თვალები იმ სიგიჟისგან ენთებოდა, რომელიც სიყვარულშიც შე-
იძლება აგრეოდა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს მოსაფე-
რებელი სახელი სუზანსაც მოსწონდა. თავისი კაცის ხელისგუ-
ლების სიმძიმის ქვეშ ყველაფერი ავიწყდებოდა.
– რაღაც დიდი უნდა მოვიმოქმედოთ, – არწმუნებდა რასე-
ლი, – რამე ისეთი, რასაც თვალს ვერ აარიდებენ.
წარმომიდგენია, ამ დროს სუზანის კულულებს თითზე იხვევ-
და და ისე ქაჩავდა, გოგოს სიამოვნებაში გარეული ტკივილი ეგ-
რძნო.
მეორე დღეს სუზანი გაფანტული იყო, თავისთვის დადიოდა
და სახეზე მღელვარება ეწერა. დროდადრო გაისთან გადაუდე-
ბელ, საიდუმლო თათბირებს მართავდა.
სუზანი ჩემთვის მიუწვდომელი გახდა. როგორ შემეძლო რა-
სელს გავჯიბრებოდი მისი ყურადღების მოპოვებაში? ვხედავდი,
როგორ ეხვეოდა საკუთარ აზრებსა თუ გეგმებში და ვერაფერს
ვშვრებოდი. მისთვის სადღაც შორს არსებულ პრობლემად ვიქე-
ცი.
რამდენი ოპტიმისტური ახსნაც უნდა მომეფიქრებინა, საბო-
ლოოდ იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ სუზანი შეიცვალა. როცა
ვუღიმოდი, ძალიან გვიან ამჩნევდა და უხალისოდ მპასუხობდა,
თითქოს უბრალო უცნობი ვყოფილიყავი, რომელმაც დაკარგუ-
ლი ჯიბის ბლოკნოტი დაუბრუნა. მისი თვალები სამყაროს აღარ
აკვირდებოდნენ, შიგნით იყვნენ ჩატრიალებულნი, მისსავე
სულში. მოგვიანებით მივხვდი, ეს გარინდება დაგეგმილი დანა-
შაულისთვის ამზადებდა.
სადილად ხელმეორედ შემთბარი ლობიო გვქონდა, რომელ-
საც ტაფიდან ამძვრალი ლითონის ნაკუწების გამო ალუმინის
295 მკითხველთა ლიგა
გემო დაჰკრავდა. დესერტად ძველი შოკოლადის ტორტი უნდა
დაგვეყოლებინა, რომელსაც ზედა ნაწილი მთლიანად გაყინუ-
ლი ჰქონდა. უამინდობის გამო სახლში ვჭამდით, პირდაპირ ხიჭ-
ვებიან იატაკზე ჩამომსხდრები. გამოქვაბულის ადამიანებივით
ჭამა მოუხერხებელი იყო, ამიტომაც ძირითადად თეფშებს ჩავ-
ყურებდით. სუზანმა ტორტს თითი დაადო და იქამდე დააწვა, სა-
ნამ მთლიანად არ ჩამოშალა. მეჩვენებოდა, რომ ოთახში უთვა-
ლავი სხვადასხვა გზავნილი დაფრინავდა და არც ერთი არ იყო
ჩემთვის. დონამ სუზანს შეთქმული სახით გაუწოდა ჩვარი. არა-
ფერი მესმოდა, მხოლოდ იმას ვგრძნობდი, ჩემ თვალწინ რაღაც
მნიშვნელოვანი ხდებოდა, მე კი სრულიად მოწყვეტილი ვიყავი
ჯგუფიდან.
ცოტა ხანში სუზანი ფეხზე წამოდგა და სხვებიც მიჰყვნენ. ისე
მიზანმიმართულად წამოიშალნენ, მივხვდი, სადღაც მიდიოდ-
ნენ. ჩემი სამყარო შეტორტმანდა, ხმა ჩამიწყდა – სუზანი მტო-
ვებდა.
– მეც წამოვალ, – ვთქვი ხმაში შერეული მუდარით. ჯგუფი
უკვე ბალახებს მიაპობდა. ვცდილობდი, დავწეოდი.
– სად წამოხვალ? – მომიბრუნდა სუზანი.
– სადაც მიდიხართ. ვიცი, სადღაც მიდიხართ, – ვუპასუხე მე.
– ხო, მაგრამ რასელს შენთვის არ უთხოვია წამოსვლა.
– მე თვითონ გთხოვ. მინდა, წამოგყვე.
სუზანს არაფერი უთქვამს, მაგრამ ისე შეანელა ნაბიჯები,
რომ მეც დავწეოდი.
ბოლოს თვალი გამისწორა და მითხრა:
– სხვა რამე უნდა ჩაიცვა.
ტანსაცმელზე დავიხედე და ვეცადე, გამომეცნო, რა არ
მოეწონა: ბამბის პერანგი და გრძელი კაბა მეცვა.
– რამე უფრო მუქი, – დაამატა სიცხადისთვის.

296 მკითხველთა ლიგა


14

მგზავრობა ისეთი დაუჯერებელი და ბუნდოვანი გამოდგა,


როგორიც ხანგრძლივი ავადმყოფობა. საჭესთან გაი იჯდა, ჰე-
ლენი და დონა კი მის გვერდით მოკალათებულიყვნენ. მე და სუ-
ზანი უკან ვისხედით. ღამე ბნელი და შავი იყო, მანქანების შუქი
ალაგ-ალაგ თუ გამოკრთებოდა. ფოსფორისფერი ნათება სუზა-
ნის სახეს არაბუნებრივად აფერადებდა, სხვები მანეკენებივით
გაშეშებულიყვნენ. ხანდახან მეჩვენება, რომ მანქანიდან არ გა-
დავსულვარ. ჩემი ერთი ნაწილი იქ დარჩა. რასელი რანჩოზე
ათევდა ღამეს, რაც საერთოდ არ მომეჩვენა უცნაურად. სუზანი
და სხვები მისი ოჯახივით იყვნენ – მისი წარმომადგენლები რან-
ჩოს გარეთ. გაი სეკუნდანტის ერთგულებით ასრულებდა ბრძა-
ნებებს. ყველაფერს გააკეთებდა, რაც საჭირო იქნებოდა. სუზა-
ნი, ჰელენი და დონაც რასელის ნდობით იყვნენ აღჭურვილები.
რაც შეეხება რუზს, იმ ღამეს ჩვენთან ერთად არ ყოფილა. მოგ-
ვიანებით თქვა, ცუდი წინათგრძნობა მქონდაო, მაგრამ სავა-
რაუდოდ იტყუებოდა. რასელი ამჩნევდა, მასში რაღაც მოუდრე-
კელი, ჯიუტი ძალა არსებობდა, რომელსაც ჩანაფიქრი შეიძლე-
ბა ჩაეშალა. რუზი, რომელიც მოგვიანებით მთავარი მოწმე გახ-
დებოდა სასამართლოზე და ყველას წინააღმდეგ მისცემდა ჩვე-
ნებას, თავის შვილთან, ნიკოსთან დარჩა.
არ ვიცი, სუზანმა შეუთანხმა თუ არა რასელს, რომ მეც მინ-
დოდა წამოსვლა – ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს გავიგებ.
რადიოდან სხვა ადამიანების ცხოვრების მუსიკა ისმოდა –
სიმღერა იმ გრძნობებზე, რომლებსაც ჩვენ ვერასდროს გამოვ-
ცდიდით. გზის პირას ჩამწკრივებულ სახლებში კაცები დასაძი-
ნებლად ემზადებოდნენ, დედები კი სადილიდან მორჩენილ ქათ-
მის ნაკუწებს ნაგავში ყრიდნენ.
297 მკითხველთა ლიგა
ჰელენს ენა არ გაუჩერებია: გვიყვებოდა, როგორ გამორიყა
ოკეანემ პიზმოს სანაპიროზე დიდი ვეშაპი, და გვეკითხებოდა,
მართალია თუ არა, რომ ეს დიდი მიწისძვრის ნიშანიაო? ისე
ცქმუტავდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის დაგვატყდე-
ბოდა მიწისძვრა თავს.
– უდაბნოში უნდა წავიდეთ, – გვითხრა დარწმუნებულმა,
თუმცა საუბარში ჩაბმა არავის უნდოდა. მანქანაში სიჩუმე გამე-
ფებულიყო. დონამ რაღაც ჩაილუღლუღა და ჰელენმა მოკეტა.
– ფანჯარას ჩაუწიე, რა, – სთხოვა სუზანმა.
– მცივა, – დაიკნავლა ჰელენმა ბავშვური ხმით.
– კარგი ახლა, – თქვა სუზანმა და უკან გადაწვა, – ვდნებით.
ჰელენმა ფანჯარას ჩაუწია და მანქანაში დაღლილობით სავ-
სე ჰაერი შემოიჭრა. ოკეანის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მართა-
ლია, მოგვიანებით რასელმა ყველაფერი სხვანაირად მოყვა,
მაგრამ იმ მომენტში მეც იქ ვიჯექი, სუზანთან ერთად. მისი სიახ-
ლოვე ერთდროულად მამშვიდებდა და მაფორიაქებდა. ბავშვი-
ვით მჯეროდა, სანამ ჩემ გვერდით იყო, მონსტრები არ მომეკა-
რებოდნენ. იმ ბავშვივით, რომელიც ვერ ხვდება, რომ მონსტრე-
ბის შეიძლება დედამისსაც ეშინოდეს, რომ დედას შვილის დასა-
ცავად მონსტრებისთვის საკუთარი თავის შეთავაზების გარდა
არაფერი შეუძლია.
შეიძლება ჩემმა ერთმა ნაწილმა იცოდა კიდეც, საით მიექა-
ნებოდა ეს ყველაფერი. თუ გონებას დავძაბავდი, მოვლენების
ტრაექტორიის გამოთვლა არ გამიჭირდებოდა. ყველაფერი ამ
უეჭველი, სასტიკი დასასრულისკენ მიდიოდა. იმ ზაფხულს და
ჩემი ცხოვრების ყველა მომდევნო ზაფხულს იმ დღეებში მომ-
ხდარ ამბებს დავშლიდი და გადავაწყობდი.
ვიცოდი, მიჩთან მივდიოდით, მაგრამ გეგმა არავის გაუმხე-
ლია. სუზანის სიტყვებში ისეთი სიძულვილი იგრძნობოდა, რო-
გორიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია. ვფიქრობდი, მიჩს იმავე
298 მკითხველთა ლიგა
ტრიუკით გავაოცებდით, რომელიც დუტონებს ჩავუტარეთ. წეს-
რიგს დავარღვევდით ფსიქოლოგიური შეტევის განსახორ-
ციელებლად, რომ მიჩი თუნდაც ერთი წუთით შეშინებულიყო და
საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის გადაეხედა. განა არ დაიმ-
სახურა დასჯა? მისი მსუქანი, მცოცავი თითები ჯერაც გულს მი-
რევდა. მახსენდებოდა მისი უწყვეტი ბლუყუნი, როცა ზემოდან
დაგვცქეროდა. იმედი ჰქონდა, არაფრისმთქმელი სიტყვებით
გაგვასულელებდა და ხელს შეგვიშლიდა იმის დანახვაში, რა
ბინძურიც იყო. ამ ყველაფრისთვის მისი დასჯა სამართლიანი
მეჩვენებოდა: თავს ისე სუსტად ვაგრძნობინებდით, როგორც
ჩვენ ვგრძნობდით იმ ღამეს. მის სახლს სხვა სამყაროდან გად-
მოსული ავი სულებივით შევესეოდით.
ვხვდებოდი, მანქანაში მყოფებს ერთი და იგივე სურვილი
აერთიანებდათ, მაგრამ სურვილის ზუსტად ამოცნობას ვერ ვა-
ხერხებდი. ვგრძნობდი, ქარი, რომელიც თმებს გვირხევდა, სხვა
განზომილებიდან უბერავდა, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენ-
დი, რომ ამ განზომილებას სიკვდილი ერქვა. მხოლოდ რამდე-
ნიმე დღის შემდეგ, როცა გაზეთები მკვლელობის ამბებმა წალე-
კა, მივხვდი, რას ნიშნავდა ის საერთო დუმილი. მსხვერპლისა
და სისხლის არსებობამ მთელი წარსული უფერო ნისლივით გა-
დაფარა, მანქანა შეავსო და ფანჯრებს მიებჯინა. საერთო ჰაერი,
რომელსაც ვსუნთქავდით, იმ ღამეს წარმოთქმულ სიტყვებს
სულ სხვა, საბედისწერო შინაარსით ავსებდა. ბევრი არ გვივ-
ლია, ალბათ ოცი წუთი იყო გასული, რაც რანჩოდან გამოვე-
დით, როცა გაიმ გორაკებს შორის მიმავალ ბნელ გზაზე სიჩქა-
რეს მოუმატა. ევკალიპტების მწკრივს გავცდით. სუსხიანი ღამე
იყო.
ჩემმა სიფხიზლემ ყველაფერი შემოინახა: რადიო, სხეულე-
ბის მოძრაობა, სუზანის სახე პროფილში. უკანასკნელად ვიყა-
ვით ყველანი ერთნი. ამ შეგრძნებამ მიმაჯაჭვა რანჩოს – ბადეს,
299 მკითხველთა ლიგა
რომელშიც დამპალი კედლების ყველა მცხოვრები ერთად ეხ-
ვეოდა. სუზანმა ხელი ჩემს ფეხთან ახლოს ჩამოდო. გული ამიჩ-
ქარდა. გამახსენდა, როგორ ეჭირა ჩემი ხელი მიჩის საწოლში.
ფრჩხილებზე თეთრი ლაქები ეტყობოდა – ცუდი კვებისგან ზე-
დაპირი მთლიანად ექერცლებოდა.
ჯერ კიდევ მქონდა სულელური იმედი, რომ ფიზიკური სიახ-
ლოვე ჩვენი მეგობრობის განახლებას ნიშნავდა. აუტანლად მო-
მინდა, მისი კანი შემეგრძნო და ხელზე სულ ოდნავ შევეხე, თით-
ქოს საიდუმლო წერილის გადაცემას ვაპირებდი. სუზანი შეკრთა
და ფიქრებიდან გამოერკვა.
– რა იყო? – მკითხა გაღიზიანებულმა.
ჩემმა სახემ შენიღბვის ყველა უნარი დაკარგა. სახეზე მეწე-
რა, ამ მანქანაში მხოლოდ მის გამო ვიჯექი. მინდოდა, მისი ყუ-
რადღება და სიყვარული დამემსახურებინა.
არაფერი მითქვამს, მაგრამ სუზანი ყველაფერს მიხვდა. თვა-
ლებში ცეცხლი ჩაუქრა.
– გააჩერეთ მანქანა, – გამოაცხადა ხმამაღლა.
გაი მართვას აგრძელებდა.
– გააჩერე, – ამჯერად უფრო ხმამაღლა გაიმეორა.
გაიმ გადმოგვხედა და სხვა ზოლში გადავიდა.
– რა მოხდა? – ვიკითხე გულუბრყვილოდ.
– გადადი, – მომიჭრა სუზანმა და კარი გამიღო. შეწინააღ-
მდეგება ვერც კი მოვასწარი. კარის გაღების ხმა ყრუ გზაზე ხმა-
მაღლა გაისმა.
ნუთუ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო? სუზანი უკვე გზაზე იდგა
და ელოდებოდა, როდის გადმოვიდოდი მეც. გაქვავებულ სახე-
ზე ვერაფერი ამოვიკითხე.
– კი მაგრამ, აქ საერთოდ არაფერი არ არის, – გავხედე
გზატკეცილს სასოწარკვეთით.

300 მკითხველთა ლიგა


სუზანი მოუთმენლად ირწეოდა ფეხზე. ჰელენს, დონასა და
გაის შევხედე იმ იმედით, რომ დამეხმარებოდნენ, მაგრამ ბრინ-
ჯაოს ქანდაკებებივით დაცლილები იყვნენ ადამიანურობისაგან.
დონამ თვალი ამარიდა, ჰელენი კი ცნობისმოყვარეობით მო-
მაშტერდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ დონამ უჩქმიტა.
– სუზან, გთხოვ, – უძლური ხმით შევევედრე.
არაფერი უთქვამს. იქამდე იცადა, სანამ არ გადმოვედი. მერე
კი ბევრი არ უყოყმანია, მანქანაში ჩაჯდა და კარი დახურა. ყვე-
ლაფერი სიბნელეში ჩაიძირა.
ძრავის ხმამ ისინი სადღაც სხვაგან წაიყვანა. იქ, სადაც ჩემი
ადგილი არ იყო.
მიმოვიხედე. არავინ ჩანდა. უცებ, მიამიტურად ვინატრე, ნე-
ტავ მობრუნდნენ-მეთქი. ვერ ვიჯერებდი, რომ სუზანმა ასე გამი-
მეტა. როგორ შეიძლება ასე მომქცეოდა? ასე გავეთელე ფეხით?
მხოლოდ ის შემეძლო, ყველაფრისთვის გარეშე თვალით შემე-
ხედა. ვიღაც გოგო გზის პირას მარტო იდგა და მიწას ჩაშტერე-
ბოდა. მე მას არ ვიცნობდი.

301 მკითხველთა ლიგა


15

პირველ დღეებში უამრავი ჭორი დაირხა. ჰოვარდ სმიტი


მცდარ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს მიჩ ლუისი მოკ-
ლეს, თუმცა ეს ჭორი მალევე ჩანაცვლდა სხვა დაუდასტურებე-
ლი ცნობებით. დევიდ ბრინკლის თუ დავუჯერებდით, ექვსი ადა-
მიანი დაჭრეს და მერე მათი სხეულები გაზონზე დატოვეს. მოგ-
ვიანებით მსხვერპლის რაოდენობა ოთხამდე შემცირდა. ბრინ-
კლი პირველი იყო, ვინც თავსაბურავები, ყულფები და სატანური
სიმბოლოები ახსენა. ეს გაუგებრობა, ალბათ მისაღები ოთახის
კედელზე დახატულმა მახინჯმა გულმა გამოიწვია. დედის სის-
ხლით გაჟღენთილი პირსახოცის წვერით დახატული ფიგურა
მართლაც ჰგავდა შავი მესიდან მორჩენილ სიმბოლოს. სინამ-
დვილეში კი, უბრალოდ, უხეიროდ შესრულებული გული იყო –
კლიშე, რომელიც ნებისმიერი სიყვარულს მოწყურებული გო-
გოს დღიურს აფორმებდა.
იმ ადგილიდან ერთი მილის მოშორებით ტექსაკოს გაჩერება
იყო. ნახევრად ჩაბნელებულ გზაზე მანამ ვიარე, სანამ ფეხის
თითები კენჭებზე უნებური დარტყმისგან არ დამეჟეჟა. სულფუ-
რის ნათურები ისეთ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს ტაფაზე ბეკო-
ნი შიშხინებსო. საბოლოოდ დავკარგე იმედი, რომ ვინმე მომა-
კითხავდა, და გადავწყვიტე, მამაჩემთან დამერეკა გზისპირა ტე-
ლეფონიდან. ყურმილი თამარმა აიღო.
– მე ვარ, – ვთქვი ძალიან ჩუმად.
– ივი! მადლობა ღმერთს, გამოჩნდი. როგორ ხარ? სად ხარ?
– წარმოვიდგინე, როგორ აწვალებდა სადენს სამზარეულოში.
– ვიცოდი, რომ მალე დარეკავდი. მამაშენსაც ვუთხარი, მა-
ლე დაგვიკავშირდება-მეთქი.

302 მკითხველთა ლიგა


დაღლილი, გაბზარული ხმით ავუხსენი, როგორ მოეგნო ჩემ-
თვის.
– ახლავე გამოვალ. ფეხი არ მოიცვალო, – მითხრა აღელვე-
ბულმა.
სანამ პლიმუთი მომაკითხავდა, ბორდიურზე ჩამოვჯექი. ჰა-
ერში შემოდგომის პირველი ნიშნები იგრძნობოდა. მანქანების
ფარების შუქი გზას ანათებდა, დიდი სატვირთოები გრუხუნით
გადმოდიოდნენ გზაზე და ხმაურით უმატებდნენ სიჩქარეს. ჯერ
კიდევ ვცდილობდი, სუზანის საქციელისთვის რაიმე ახსნა მომე-
ძებნა, მაგრამ ერთადერთ რამეს ვაცნობიერებდი – ჩვენ არას-
დროს ვყოფილვართ მეგობრები. მე მისთვის არაფერს ვნიშნავ-
დი.
სატვირთოების მძღოლები, რომლებიც მზესუმზირის საყიდ-
ლად ჩერდებოდნენ ბენზინგასამართ სადგურზე, ჩემ დანახვაზე
ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდნენ. პირიდან თამბაქოს
იფურთხებოდნენ, ერთნაირი ქუდები ეფარათ და სიარულის მა-
ნერაც მსგავსი ჰქონდათ. ვიცოდი, ჩემს მარტოობას თავიანთი
გადმოსახედიდან ზომავდნენ. აფასებდნენ მოშიშვლებულ ფე-
ხებსა და გრძელ თმას. ცდილობდნენ, გამოეცნოთ, რა შემემ-
თხვა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ თამარიც გამოჩნდა. ძრავა
არ გამოურთავს, ისე შეანელა სვლა. გვერდით მივუჯექი და ოდ-
ნავ შესამჩნევად გავუღიმე. ხელები მიკანკალებდა.
– გაშრობა ვერ მოვასწარი, – მითხრა თამარმა და სველი
თმა შეისწორა. მართალია, თბილად მიყურებდა, მაგრამ
ვგრძნობდი, შიგნიდან უამრავი შეკითხვა ღრღნიდა. იცოდა,
არაფერს მოვუყვებოდი.
მოზარდები საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, რომელსაც
მხოლოდ იძულების შემთხვევაში ტოვებენ. ამ გზით მშობლებს
წინასწარ აჩვევენ საკუთარ არყოფნას. მე უკვე საბოლოოდ ვიყა-
ვი იმ სამყაროში გადასახლებული.
303 მკითხველთა ლიგა
– ნუ ღელავ, დედაშენმა არ იცის, რომ წახვედი. მამაშენს
ვუთხარი, რომ მალე გამოჩნდებოდი და ტყუილად მისი ანერ-
ვიულება არ ღირდა.
სუზანთან განშორება უფრო და უფრო მტკივნეული მეჩვენე-
ბოდა. ალბათ დავიმსახურე, რომ მიმატოვა. გული ისე შემეკუმ-
შა, თითქოს კიბეზე ჩამოსვლისას შემთხვევით საფეხური გამომ-
რჩა. თამარმა ჩანთა ცალი ხელით მოჩხრიკა და იქამდე აფათუ-
რა ხელი, სანამ ვარდისფერი ტყავის შტამპდატანილი ოქროს-
ფერი ყუთი არ იპოვა. სავიზიტო ბარათების შესანახ სათავსოს
ჰგავდა. შიგნით ერთადერთი „ჯოინთი“ იდო. მანიშნა, მანქანის
უჯრიდან სანთებელა მომაწოდეო.
– მამაშენს არ უთხრა, თორემ მეც დამსჯის, – მითხრა და
მოუკიდა. ნაფაზის დარტყმისას ისეთ ხმას გამოსცემდა, თითქოს
ცხვირშია გაჭედილიო. ეწეოდა და გზას გაჰყურებდა.
სახლში რომ მივედით, კარში აკანკალებული მამაჩემი შეგ-
ვხვდა. ჩემი გაქცევის გამო შერცხვენილი ჩანდა – თითქოს მისი
შინაური ცხოველი ვყოფილიყავი, რომლის გამოკვებაც დაავიწ-
ყდა.
– ხომ შეიძლება რამე მოგსვლოდა, – მითხრა აღელვებულ-
მა. ყველა იმ წინადადებას შორის, რაც თავში უტრიალებდა, ეს
აარჩია სათქმელად. იმ მსახიობს ჰგავდა, რომელსაც ტექსტი
დაავიწყდა და ცდილობდა, ყველაზე სარწმუნო ვერსიით ჩაენაც-
ვლებინა.
თამარმა დასამშვიდებლად ზურგზე ხელი გადაუსვა, მერე კი
სამზარეულოსკენ გაემართა გაზიანი სასმელის დასასხმელად.
მამაჩემის გახშირებულ, ცხელ სუნთქვასთან და ახამხამებულ,
შეშინებულ თვალებთან სრულიად მარტო დავრჩი. აღარაფერი
მადარდებდა: მეტი რაღა უნდა წაერთმიათ ჩემთვის? ყველაფე-
რი მოხდა, რისაც მეშინოდა.

304 მკითხველთა ლიგა


იმ უფერულ, ნეიტრალურ საძინებელში დავბრუნდი, რომელ-
შიც მანამდე ვრჩებოდი. სასტუმროს ნომრის ბრის მსგავსი მსუ-
ბუქი სანათი ერთფეროვანი, უმაქნისი სინათლით ავსებდა
ოთახს.
მეორე დილას რომ გავიღვიძე, ბინა უკვე ცარიელი დამხვდა.
მამაჩემი და თამარი სამსახურში წასულიყვნენ. ერთ-ერთ მათ-
განს, სავარაუდოდ, თამარს, ვენტილატორი ჩართული დაეტო-
ვებინა და ხელოვნური მცენარე ყოველ შემოტრიალებაზე ნამ-
დვილივით ირხეოდა. ინტერნატში გამგზავრებამდე ერთი კვი-
რაღა იყო დარჩენილი. ეს შვიდი დღე, შვიდი მტანჯველი სადი-
ლი მამაჩემის გვერდით ყოფნისთვის ძალიან დიდ ვადად მეჩვე-
ნებოდა, მაგრამ ყველაფრის გასააზრებლად ძალიან ცოტა იყო.
სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავლოდებოდი, როდის დასრულდე-
ბოდა ზაფხულის ბოლო ამოსუნთქვა.
ტელევიზორი ჩავრთე, რომ გამამხნევებელი ფონი მქონოდა,
სანამ სამზარეულოს ვლაშქრავდი. ერთ-ერთ კარადაში ცო-
ტაოდენი ტკბილი შვრია ვიპოვე და რძის გარეშე, უმად შევჭამე.
მუჭებით ვიყრიდი პირში, სანამ ხელში ცარიელი ყუთი არ შემ-
რჩა. ცივი ჩაი დავისხი და კრეკერები ხელზე პოკერის მონეტები-
ვით დავიწყვე. ეს ყველაფერი დივანთან მივზიდე და ის იყო, უნ-
და დავმჯდარიყავი, რომ ტელევიზორში გამოჩენილმა ფოტოებ-
მა ადგილზე გამაშეშა.
ეკრანზე ერთმანეთს ენაცვლებოდა დასახიჩრებული, გასის-
ხლიანებული სხეულები. წამყვანი ამბობდა, რომ მიჩ ლუისთან
დაკავშირება შეუძლებელი იყო, თავდამსხმელისა თუ თავდამ-
სხმელების ვინაობის დადგენაზე პოლიცია უკვე მუშაობდა. კრე-
კერები ხელში ჩამემსხვრა.
ყველა დეტალი მხოლოდ სასამართლო პროცესების შემდეგ
გახდა ცნობილი. იმ ღამემ გასაგები და საზარელი ფორმა
მიიღო. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, რა როლი შეიძლე-
305 მკითხველთა ლიგა
ბოდა შემესრულებინა. ყველაზე ადვილი იქნებოდა საკუთარი
თავის დარწმუნება, რომ თითსაც არ გავანძრევდი ან პირიქით,
ვეცდებოდი, ისინი შემეჩერებინა, ადამიანურ საზღვრებში და-
მებრუნებინა. ეს ვერსია არარეალური, თუმცა სასურველი მგო-
ნია, მაგრამ სხვა შესაძლებლობაც არსებობდა. დამალული და
საშიში. როგორც ურჩხული საწოლის ქვეშ ან გველი კიბის სულ
ქვედა, ბოლო საფეხურზე. შეიძლება, მეც შემეტანა ჩემი წვლი-
ლი. შეიძლება არც კი დავფიქრებულიყავი ამაზე.
როგორც მოგვიანებით გავიგე, მას შემდეგ, რაც გზის პირას
დამტოვეს, პირდაპირ მიჩის სახლისკენ გაემართნენ. ბოლო ნა-
ხევარმა საათმა, ალბათ სრულ სიჩუმეში ჩაიარა. ჩემი მანქანი-
დან გადაგდების დრამატული სცენა მანქანაში დარჩენილების
სულისკვეთებას მხოლოდ გააძლიერებდა. მთელი ჯგუფი გაერ-
თიანდებოდა იმ აზრით, რომ ჩანაფიქრის აღსასრულებლად
მხოლოდ ნამდვილი „მორწმუნეები“ დარჩნენ. სუზანი ამფეტამი-
ნის მუხტს ბოლომდე მიენდობოდა და ხელებს გაჭიმავდა. გაი
გზატკეცილიდან ორზოლიან გზაზე გადავიდოდა და ტბორს გა-
დაკვეთდა. ჰაერში დატრიალებული ევკალიპტების გრილი და
ცხარე არომატი ცხვირში მოუღიტინებდა. ბათქაშის ფასადიან
იაფფასიან მოტელებს უხალისოდ გააყოლებდნენ თვალს.
მოგვიანებით ჰელენმა განაცხადა, დასახლებულ გზაზე რომ
გავედით, პირველად მაშინ შევშფოთდიო. ამას მხოლოდ ძალი-
ან გულუბრყვილო თუ დაიჯერებდა. ყველაფერი ზედაპირზე იყო.
ძალადობის თხელგარსიანი ბუშტი ყველას თავზე დაგ-
ვტრიალებდა, თუმცა ჩემ გარდა ყველამ იცოდა, საით მიემარ-
თებოდნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ მიჩის სახლს, ეჭვები
უფრო და უფრო კარგავდა ძალას, დაახლოებით ისე, როგორც
იფანტებიან სიზმრის ნაწილაკები გაღვიძების შემდეგ.
მანქანა უკვე სანაპიროს მიუყვებოდა, როცა ჰელენმა აღ-
მოაჩინა, რომ დანა სახლში დარჩა. ოფიციალური ოქმების თა-
306 მკითხველთა ლიგა
ნახმად, სუზანი ამაზე ძალიან გაბრაზდა, მაგრამ ჯგუფმა სახლში
მიბრუნების იდეა მაშინვე უკუაგდო. რაღაც საბედისწერო ძალა
პირდაპირ დანიშნულების ადგილისკენ მიაქანებდა და ეს ძალა
მათზე ბევრად ძლიერი იყო.
„ფორდი“ გზაზე დააყენეს და დამალვითაც არ შეუწუხებიათ
თავი. მიჩის ჭიშკრისკენ ისე გაემართნენ, თითქოს ერთი ორგა-
ნიზმის სხვადასხვა ნაწილები ყოფილიყვნენ. როცა სასამარ-
თლოებს ვუყურებდი, წარმოვიდგენდი ხედს, რომელიც მანქანი-
დან გადმოსულებს წინ გადაეშალათ. ხრეშიან გზაზე მდგარი მი-
ჩის სახლი, პლაჟის სიმშვიდე და მოვლილი გაზონი – ამ ყველა-
ფერს ჩემზე უკეთესად იცნობდნენ, რადგან ერთი თვე ცხოვრობ-
დნენ აქ, საყიდლებზე დარბოდნენ, გადასახადებს იხდიდნენ და
ჭუჭყიანი პირსახოცებით კანის სოკოს იკიდებდნენ. მიუხედავად
ამისა, იმ ღამეს სახლი მაინც სხვანაირი მოეჩვენებოდათ: უფრო
განცალკევებული და საინტერესო, ხოჭოს კანივით მბზინვარე
და შაქარყინულივით მყარი. სახლში მყოფნი უკვე განწირულები
იყვნენ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ ამის შესახებ. იმდენად განწირუ-
ლები იყვნენ, რომ გაისა და გოგოებს წინასწარ ყოველი მათგა-
ნი ეცოდებოდათ. მათი ცხოვრება უკვე ჩამოწერილი და ზედმეტი
იყო, როგორც ქუჩიდან შემოსული ხმაური ვიდეოჩანაწერში.
არავის შეეძლო იმ დიდი, დაუნდობელი ძალის შეჩერება, რომე-
ლიც შემოსასვლელი კარისკენ მყარი ნაბიჯებით მიემართებო-
და.
მიჩი სახლში არ დახვდათ. ეს ნაწილი ყველამ იცის: ლოს--
ანჯელესში იყო იმ ფილმის საუნდტრეკის ჩასაწერად, რომელიც
ვერასდროს იხილავდა დღის სინათლეს. მუსიკოსმა ყველაფერი
სკოტს გადააბარა და სან-ფრანცისკოს აეროპორტიდან ბოლო
რეისით გაფრინდა ბურბანკში. სკოტმა დილას გაზონი გაკრიჭა,
მაგრამ აუზის გაწმენდა ვეღარ მოასწრო. სახლში მიჩის ყოფი-
ლი შეყვარებულიც იყო შვილთან, კრისტოფერთან ერთად. მხო-
307 მკითხველთა ლიგა
ლოდ ორი ღამით აპირებდნენ მეპატრონის სტუმართმოყვა-
რეობით სარგებლობას. სუზანსა და სხვებს ძალიან გაუკვირდათ
უცნობების ნახვა. ამ ადამიანებზე არაფერი იცოდნენ – შეეძ-
ლოთ გაკვირვებული მზერა გაეცვალათ და მანქანაში დაბრუნე-
ბულიყვნენ, მაგრამ არ დაბრუნდნენ. ის გააკეთეს, რაც რასე-
ლისგან ჰქონდათ ნაბრძანები: მოაწყვეთ სცენა. ჩაიდინეთ რამე
ისეთი, რასაც ყველა გაიგებს.
სახლში მყოფები – ლინდა და მისი პატარა ბიჭი – დასაძინებ-
ლად ემზადებოდნენ, დედამ სპაგეტი მოხარშა, ჯამში გადმოიღო
და სულ ცოტა, ჩანგალზე ერთი დახვევა შეუჭამა ბავშვს. თავის-
თვის საჭმლის მომზადება ეზარებოდა. ტანსაცმლით სავსე ზურ-
გჩანთა სტუმრების საძინებელში მოეთავსებინათ. კრისტოფე-
რის სათამაშოს – ღილისთვალება საზარელ ხვლიკს – საპატიო
ადგილი დაეკავებინა საწოლზე.
სკოტმა მიჩის არყოფნით ისარგებლა და თავისი შეყვარებუ-
ლი გვენ საზერლენდი მუსიკის მოსასმენად და ჯაკუზში სანებივ-
როდ დაპატიჟა. ოცდასამი წლის გვენს ცოტა ხნის წინ დაემთავ-
რებინა მარინის უნივერსიტეტი. მართალია, გარეგნობით არ
ბრწყინავდა, მაგრამ სკოტისთვის თავი ლაღი ხასიათითა და მე-
გობრული განწყობით შეეყვარებინა. ისეთი გოგო იყო, როგო-
რებსაც ბიჭები ხშირად სთხოვენ ღილის მიკერებას ან თმის შე-
მოკლებას. ერთმანეთი ბარბექიუზე გაეცნოთ, როსში. ცოტა ლუ-
დი დალიეს. სკოტმა მოწია კიდეც. პატარა კოტეჯში მშვენივრად
გრძნობდნენ თავს. საკუთარ ოთახს კაცი სამხედრო სტანდარტე-
ბის შესაბამისად ასუფთავებდა – ზეწრებს საგულდაგულოდ უკე-
ცავდა კუთხეებს, თითქოს სასტუმროში ან საავადმყოფოში ყო-
ფილიყო. სუზანი და სხვები თავდაპირველად სწორედ მასთან
მივიდნენ. გაიმ სკოტის გაღვიძება სცადა, თუმცა მან ამოიხვრი-
ნა და ძილი შეიბრუნა. სათვალე მკერდზე ჰქონდა ჩამოდებული
და არხეინად თვლემდა. როცა ჯანჯღარი გაგრძელდა, ძილ--
308 მკითხველთა ლიგა
ბურანიდან გამოვიდა და იფიქრა, მიჩი დროზე ადრე დაბრუნდა
სახლშიო.
– ბოდიში, – ამოიბუტბუტა ნამძინარევმა. ეგონა, უხეში მოპ-
ყრობა გასაწმენდი აუზის გამო დაიმსახურა. ხელით სათვალეს
ეძებდა.
როცა სათვალე მოირგო, თვალწინ აღმართული ბასრი დანა
დაინახა, რომელიც გაის ეჭირა ხელში.
სუზანი სხვებს გამოეყო, რომ სააბაზანო შეესწავლა, რადგან
იქიდან ხმაური მოესმა. ჰელენი და დონა მთავარი სახლის გა-
საჩხრეკად გაემართნენ.
გვენი ნიჟარაზე იყო დახრილი და სახიდან მაკიაჟს იშორებ-
და. როცა წელში გაიმართა, ზურგს უკან, სარკეში, უცხო ადა-
მიანი შენიშნა.
– გამარჯობა, – მიესალმა გაკვირვებული. სახიდან წურწუ-
რით ჩამოსდიოდა წყალი. ის კარგად აღზრდილი გოგო იყო და
ამ უცნაურ სიტუაციაშიც არ ივიწყებდა ზრდილობას. სავა-
რაუდოდ, იფიქრა, მიჩის ან სკოტის მეგობარი იქნებაო, თუმცა
მალევე მიხვდა, რომ ცდებოდა. გოგოს, რომელიც საპასუხოდ
სარკეში უღიმოდა (და გავრცელებული ხმების თანახმად, სუზა-
ნი ნამდვილად უღიმოდა საპასუხოდ), კედელივით ყრუ თვალე-
ბი ჰქონდა.
ჰელენმა და დონამ დედა-შვილს მიაკვლიეს და მთავარ
ოთახში შერეკეს. ლინდას ხელები უკანკალებდა, ფეხები არ
ემორჩილებოდა, მაგრამ მაინც უკან მიჰყვებოდა. მხოლოდ საც-
ვალი და რამდენიმე ზომით დიდი მაისური ეცვა. ალბათ იმ მო-
მენტში ფიქრობდა, თუ დიდხანს შეინარჩუნებდა სიჩუმეს და გა-
მომწვევად არ მოიქცეოდა, გადარჩებოდა. კრისტოფერს უსიტ-
ყვოდ ამშვიდებდა და ბუთქუნა თითებზე მაგრად უჭერდა ხელს.
მისი დაუჭრელი ფრჩხილები ხელისგულში ესობოდა. ბიჭი ჯერ
კიდევ ვერ ხვდებოდა, რომ უნდა ეტირა. ეგონა, ეს ყველაფერი
309 მკითხველთა ლიგა
თამაში იყო, როგორც დახუჭობანა და დამალობანა. გაშეშობანა
და მკვლელობანა. ნეტავ რას აკეთებდა ამ დროს რასელი? შეიძ-
ლება ცეცხლი ჰქონდა დანთებული რანჩოზე და შემთვრალ სიბ-
ნელეს გიტარის ჟღრიალით ფანტავდა. შეიძლება ტრაილერში
იყო შეყუჟული რუზთან ან რომელიმე სხვა გოგოსთან ერთად.
„ჯოინთს“ ეწეოდნენ და უყურებდნენ, როგორ მიიწევდა კვამლი
ჭერისკენ. გოგო ალბათ ეპრანჭებოდა და ბედნიერიც კი იყო
იმით, რომ კონკურენტები სადღაც სხვაგან გამგზავრებულიყ-
ვნენ. სავარაუდოდ, რასელის გონება ედჯვოტერის გზასა და სა-
ნაპირო სახლს დასტრიალებდა, მკვლელობის სავარაუდო სცე-
ნარის წარმოდგენისას ჟრუანტელი უვლიდა და თვალები კარის
სახელურებივით ცივი და პრიალა უხდებოდა. „ამ ყველაფრის
გაკეთება თვითონ უნდოდათო“, იტყოდა მოგვიანებით სასამარ-
თლოში და გადაიხარხარებდა. სიცილისგან სულს ძლივს მოით-
ქვამდა და დაამატებდა:
– გგონიათ, ამ ხელებმა ერთი ადამიანი მაინც მოკლეს? ფიქ-
რობთ, მე ვაიძულე ამის ჩადენა?
მისი ხარხარი ხის ბარიერებს შეაზანზარებდა. დაცვას მისი
გაყვანა მოუწევდა.
ყველანი მთავარი სახლის მისაღებში მოგროვდნენ. გაიმ
ისინი დიდ დივანზე ჩამოსხა. მსხვერპლები, რომლებიც ერთმა-
ნეთს არ იცნობდნენ და ჯერ ისიც არ იცოდნენ, რომ მსხვერპლე-
ბი იყვნენ, ერთმანეთს ათვალიერებდნენ.
– რა უნდა გვიქნათ? – იკითხა გვენმა.
სკოტმა ჩუმად ჩაიცინა. გვენმა გადახედა და თვითონაც
გაეღიმა. გრძნობდა, მისი იმედი არ უნდა ჰქონოდა. სკოტი, უბ-
რალოდ, მისი კაცი იყო, დანისლული სათვალეებითა და აკანკა-
ლებული ტუჩებით. საკუთარი თავი შეეცოდა – ნუთუ სახლიდან
ასე შორს უნდა მომკვდარიყო? ცრემლები წასკდა.
– მოკეტავ თუ არა? – შეუღრინა გაიმ.
310 მკითხველთა ლიგა
გვენმა სცადა, უფრო ხმადაბლა ესლუკუნა და ჩუმად აკან-
კალდა. ლინდა ახერხებდა, კრისტოფერი დაემშვიდებინა, მას
შემდეგაც კი, რაც გოგოებმა ყველა დააბეს. დონამ გვენის ხე-
ლებზე მაგრად გაკვანძა ნაჭერი.
ლინდამ კიდევ ერთხელ მოუჭირა ხელი კრისტოფერს, სანამ
გაი ერთმანეთისგან მუჯლუგუნით განაცალკევებდა. გვენი სა-
ვარძელში იჯდა, უშნოდ აკეცილი ქვედაკაბიდან ბარძაყები
მთლიანად უჩანდა, მაგრამ ვერ ისწორებდა. სახე ცრემლების-
გან სულ დასველებოდა. ლინდა ცდილობდა, გამოსავალი ეპო-
ვა. სუზანს ბუტბუტით უმეორებდა, მთელი ფული წაიღეთ, რაც
ჩანთაში მაქვს და თუ ბანკში წამიყვანთ, კიდევ უფრო მეტს გა-
მოვიტანო. ცდილობდა, ხმა დაემორჩილებინა და დამაჯერებ-
ლად ესაუბრა, თითქოს საქმიან შეხვედრაზე ყოფილიყო.
სკოტი პირველი აღმოჩნდა. ის მთელი ძალით იბრძოდა, რო-
ცა გაი ხელებზე ქამარს უჭერდა.
სიტყვებს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისროდა: – მოიცა, ერთი წუთი, ასე
როგორ...
გაის მოთმინებამ უღალატა და დანა ისეთი ძალით ჩაასო,
ვერცხლისფერი ტარი ორად გაიყო. სკოტი აფართხალდა.
იატაკზე გადაგორება მოახერხა მხოლოდ. უნდოდა, მუცელი
როგორმე დაეცვა. ცხვირიდან და პირიდან სისხლის ბუშტები გა-
მოჰბერვოდა.
გვენს სასოწარკვეთილებამ აქამდე უცნობი ძალა აგრძნობი-
ნა – როგორც კი დანამ მის შეყვარებულში შეაღწია, თავი
გაითავისუფლა და წინა კარისკენ გაიქცა. ისე გაჰყვიროდა მიშ-
ველეთო, მეზობლებს ალბათ ეგონებოდათ, თამაშობდა. უკვე
ჭიშკართან იყო, როცა წაიქცა და გაზონზე დაეცა. სანამ ფეხზე
წამოდგებოდა, დონა მასთან გაჩნდა, ზურგზე შეახტა და იქამდე
ურტყამდა, სანამ გვენი „თავაზიანად“ არ შეევედრა, მომკალიო.
დედა და შვილი ბოლოსთვის შემოინახეს.
311 მკითხველთა ლიგა
– გთხოვთ, – იმეორებდა ლინდა უემოციოდ, მარტივად,
მშრალად. გულის სიღრმეში მაინც ჰქონდა შეწყალების იმედი.
ძალიან ლამაზი იყო და ძალიან ახალგაზრდა. ბავშვი ჰყავდა.
ფიქრობდა, რომ გადარჩენის შანსი ჰქონდა.
– ძალიან გთხოვთ, – ამბობდა მეათასედ, – შემიძლია, ფული
მოგცეთ, ყველაფერი მოგცეთ, რაც მაქვს.
სუზანს ფული არ უნდოდა. ამფეტამინი საფეთქლებს უკუმშავ-
და და თვალებს უწვრილებდა. გული გიჟურად უცემდა. ლინდას,
ისევე როგორც სხვა ლამაზ ადამიანებს, სჯეროდა, რომ რამე გა-
მოსავალი მოიძებნებოდა, უბრალოდ, სწორი სიტყვები უნდა შე-
ერჩია. ჰელენმა ლინდა ძირს დააგდო და მსუბუქად აჭერდა
მხრებზე ხელებს, თითქოს ეცეკვებაო. მეტი არც იყო საჭირო, სა-
ნამ სუზანი დანას არ ჩაარტყამდა. აი, მერე კი მოუწია, მთელი
სხეულით გაეკავებინა აფართხალებული ქალი. ლინდამ იცოდა,
რა მოჰყვებოდა ამ დარტყმას.
ოთახი კრისტოფერის გამაყრუებელმა ტირილმა აავსო. ბავ-
შვმა დივანთან ჩაიმუხლა. მას არავინ იჭერდა. საცვლები შარ-
დის მომწარო სუნით გაეჟღინთა. ლინდას ყოველ წამოკივლება-
ზე ბიჭი ტირილს უმატებდა. ბოლოს დედამისი ხალიჩაზე გაიშო-
ტა და აღარ გაინძრა.
სუზანმა ჩაიმუხლა და კრისტოფერს ხელი გაუწოდა, აქ მო-
დიო.
ამის შემდეგ რა მოხდა, არსად არ წერია, მაგრამ ამ სცენას
წარმოსახვაში გამუდმებით ვიმეორებდი.
სუზანმა ბიჭისკენ გასისხლიანებული ხელები გაიშვირა. მის
თმას, ტანსაცმელსა და სხეულს თბილი სამედიცინო სუნი ას-
დიოდა. იმის დანახვაც კი შემეძლო, როგორი კუთხით ეცემოდა
სახეზე ჩრდილები. გარშემო დამამშვიდებელი მისტიკური ჰაერი
ეკრა, თითქოს წყალს მიაპობსო.

312 მკითხველთა ლიგა


– მოდი, – უთხრა დამაჯერებელი ტონით და ბიჭი მისკენ წა-
ვიდა. ცოტა ხანში კრისტოფერი კალთაში ეჯდა, სუზანი კი დანას
ისე უტრიალებდა ცხვირწინ, თითქოს საჩუქარს ჩუქნისო.
სიუჟეტი რომ დასრულდა, აღმოვაჩინე, დივანზე ვიჯექი. დივა-
ნი პორტოფინოს ბინიდან სრულად იყო მოწყვეტილი და უჰაერო
სივრცეში ტივტივებდა. თვალებიდან არ ამომდიოდა ფოტოები
დანაშაულის ადგილიდან: წყალი მშვიდად ტორტმანებდა სახ-
ლის უკან, მოკლემკლავებიან მაისურში გამოწყობილი პოლი-
ციელი კიბეზე აუჩქარებლად ჩამოდიოდა – სიჩქარისთვის არა-
ნაირი მიზეზი აღარ არსებობდა. ვინღა უნდა გადაერჩინა?!
ვგრძნობდი, ეს სიახლე ბევრად დიდი იყო, ვიდრე თავად მე.
მხოლოდ წამით შევავლე თვალი იმას, რაც ედჯვოტერის გზაზე
დატრიალდა. ტრაგედია ბევრად ღრმა და საზარელი იყო, ვიდრე
სიუჟეტიდან ჩანდა. ფიქრები ერთმანეთში ირეოდნენ: იქნებ სუ-
ზანი ჯგუფს გამოეყო? იქნებ მას არაფერი უქნია? ჩემი სულელუ-
რი კითხვები ექოსავით პასუხობდნენ საკუთარ თავს: რა თქმა
უნდა, სუზანი არსად წასულა. რა თქმა უნდა, ეს მან ჩაიდინა.
როგორ მოხდა, რომ მიჩი სახლში არ იყო? როგორ შეიძლება
ამ ყველაფერთან კავშირი მქონოდა?! ნუთუ გამაფრთხილებელი
ნიშნები ამდენი ხანი ჩემ წინ ტივტივებდნენ, მე კი, უბრალოდ,
თვალები დავხუჭე? ცრემლები მომაწვა და ნერწყვი ხმაურიანად
ჩავყლაპე. სუზანი რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად გამოვიდო-
და წყობიდან, რა გატირებსო.
– შენ ხომ არაფერი გიქნია, – აღშფოთდებოდა გულწრფე-
ლად.
ამ გადმოსახედიდან უცნაური მეჩვენება დროის ის მონაკვე-
თი, როცა თავდამსხმელების ვინაობა ჯერ კიდევ უცნობი იყო.
მოკლული ადამიანები, ისევე როგორც მკვლელობის აქტები,
სუზანისა და სხვებისგან განცალკევებით არსებობდნენ. რა თქმა
უნდა, ვიცოდი, ვინ იდგა ამ სისასტიკის უკან, მაგრამ დანარჩენი
313 მკითხველთა ლიგა
სამყაროსთვის მიჩის ყველა მეგობარი პოტენციური მკვლელი
იყო.
დანაშაულის გახსნამდე თვეები გავიდა, მანამდე კი მომხდა-
რის სისასტიკემ მთელი ქვეყანა ისტერიით დააავადა. ადამიანე-
ბი სახლებს ახალ, უფრო გამძლე საკეტებს უყენებდნენ და აგრე-
სიულ ძაღლებს ყიდულობდნენ. ეს მკვლელობები კიდევ უფრო
საზარელი იმიტომ ჩანდა, რომ სახლში შეღწევით მოხდა. სადღა
უნდა გეგრძნო თავი დაცულად, თუ ნაცნობი ნივთებისა თუ კედ-
ლების გარემოცვაშიც ვერ იქნებოდი უსაფრთხოდ?!
ტელევიზორი სადილის დროსაც არ გამომირთავს. საკმარი-
სი იყო, ეკრანის კუთხეში გამოსახულება შეცვლილიყო, რომ ჭა-
მას ვწყვეტდი და ეკრანს ვაშტერდებოდი. მინდოდა, მეტი გამე-
გო მომხდარის შესახებ. მამაჩემი კეფას იფხანდა და აქეთ-იქით
იყურებოდა. ეს გამომეტყველება ჩემთვის უცნობი იყო – პირვე-
ლად ვხედავდი ასე შეშინებულს. თამარი მარტო დარჩენაზე
უარს ამბობდა და დროდადრო იმეორებდა ხოლმე: ბავშვი, ბავ-
შვი რომ არ მოეკლათ, იქნებ ასეთი საშინელება არ ყოფილიყო.
მიკვირდა, როგორ ვერ ხვდებოდნენ, რომ ჩემი გაქცევა და
მკვლელობები ერთმანეთთან უხილავი ძაფით იყო დაკავშირე-
ბული. მეგონა, ყველაფერი სახეზე მეწერა. იმ ღამეს მამაჩემმა
საგულდაგულოდ გადაკეტა კარი და დასაძინებლად წასვლამდე
რამდენჯერმე შეამოწმა. მე ვერ ვიძინებდი, ხელებში ძალა
მქონდა გამოცლილი. რა უნდა მომხდარიყო, რომ მიჩის სახლი
სისხლიან კარნავალს არ დამსგავსებოდა? პლანეტები უნდა
ჩამწკრივებულიყვნენ სხვაგვარად, თუ ტალღებს სხვანაირად
უნდა ჩამოერეცხათ კლდეები? მეჩვენებოდა, რომ სამყაროს, სა-
დაც დამნაშავე ვიყავი, ჩემთვის ჩვეული ცხოვრებისგან მხო-
ლოდ თხელი მემბრანა აცალკევებდა. ყველაზე მეტად კი იმაზე
ვბრაზობდი, რომ მაშინაც კი, როცა ამდენი რამ ვიცოდი რანჩოს
ბინადრების შესახებ, სუზანი ძალიან მენატრებოდა.
314 მკითხველთა ლიგა
მოტივის აღმოჩენა პოლიციას ძალიან გაუჭირდა. სიმართლე
არაფრისმთქმელი დეტალების, ყალბი ნიშნებისა და დაუდგენე-
ლი ჭორების მიღმა იმალებოდა. ერთადერთი, რაც პოლიციას
ჰქონდა, სხეულები იყო. მკვლელობების სცენის ამსახველ ფო-
ტოებს ერთმანეთს სავიზიტო ბარათებივით ურიგებდნენ, რომ
ერთობლივი ძალით მაინც ეპოვათ ჩახლართული ძაფის დასაწ-
ყისი. ნუთუ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო? იყო კი მიჩი სამიზ-
ნე? რა შუაში იყვნენ ლინდა, სკოტი ან თუნდაც გვენი? მიჩს, სა-
ვარაუდოდ, ბევრი მტერი ეყოლებოდა ძველ, განაწყენებულ მე-
გობრებს შორის. საიდან უნდა დაეწყო პოლიციას ძიება?
რასელის სახელმა საუბრებში რამდენჯერმე გაიელვა, მაგ-
რამ ის უამრავ კანდიდატურას შორის მხოლოდ ერთ-ერთი იყო.
იმ დროისთვის, როცა პოლიციამ საბოლოოდ მიაკვლია რან-
ჩოს, ჯგუფს ადგილი შეცვლილი ჰქონდა. ავტობუსით მოგ-
ზაურობდნენ და თავს უდაბნოს აფარებდნენ.
არავინ იცოდა, რომ გამოძიება ერთ ადგილას გაიყინა. პო-
ლიცია თავიდანვე არასწორ გზას დაადგა – გაზონზე ნაპოვნ
ბრელოკს, რომელიც მიჩის ძველ დარაჯს ეკუთვნოდა, ზედმე-
ტად დიდი მნიშვნელობა მიანიჭა. მიჩის ძველი მენეჯერი, რომე-
ლიც წარსულში პირობით სასჯელს იხდიდა, დაკვირვების ქვეშ
აიყვანეს. პოლიციელები ისე იქცეოდნენ, თითქოს ყოველი კენ-
ჭი სამხილი იყო – საქმის გახსნის სურვილი ყველა დეტალს
მნიშვნელოვანი ელფერით აფერადებდა. მეგონა, რაკი მე ვიცო-
დი მკვლელების ვინაობა, პოლიციაც წუთი წუთზე შეიტყობდა
სიმართლეს. მერე კი ჩემზეც გამოვიდოდნენ, რადგან რანჩოზე
ჩანთა დამრჩა.
ბერკლის სამაგალითო სტუდენტი, ტომი, როგორღაც დააკავ-
შირებდა ერთმანეთთან მკვლელობებსა და სუზანის გესლიან
საუბარს მიჩის შესახებ. პოლიციაში დარეკავდა და ყველაფერი
გაირკვეოდა. მართალია, ეს სცენარი რეალური იყო, მაგრამ
315 მკითხველთა ლიგა
უსაფუძვლო – განყოფილება ზარებითა და წერილებით დატბო-
რილი იყო. უამრავი ადამიანი ირწმუნებოდა, რომ საქმესთან
დაკავშირებით ექსკლუზიური ინფორმაცია ჰქონდა. ჩანთა რომც
ეპოვათ, ჩემი ვინაობის დადგენა ძალიან გაუჭირდებოდათ. გო-
გოებს უკვე დანაწილებული ექნებოდათ ჩემი პერანგები, წიგნე-
ბი... მერლ ნორმანის სახის კრემი კი სხვა თინეიჯერებსაც ექნე-
ბოდათ. სიჩუმის შენარჩუნება ძალიან მიჭირდა. ისიც კი გავი-
ფიქრე, თამარს ხომ არ გავუმხილო-მეთქი სიმართლე, მაგრამ
მალევე გადავიფიქრე. თვალწინ სუზანი დამიდგა, საკუთარ ხე-
ლებს ჩაჩერებული და გარინდებული – წარმოვიდგინე, როგორ
შემომხედავდა განმგმირავი თვალებით და დავდუმდი.
მეშინოდა, რომ მეც მომაკითხავდნენ, როგორც მოწმესა და
საეჭვო პირს. იმ კვირას ერთი ღამეც არ მძინებია, დღისით კი
მამაჩემსა და თამარს დავდევდი უკან – სახლიდან გარეთ, ოთა-
ხიდან ოთახში. ფანჯარაში ვიხედებოდი, რომ შავი ავტობუსის
მოახლოება არ გამომრჩენოდა. ვფიქრობდი, თუ ჩვენთან მოვი-
დოდნენ, დალაპარაკებასა და გადარწმუნებას შევძლებდი. მიკ-
ვირდა, თამარი და მამაჩემი ჩემს მღელვარებას რომ ვერ ამ-
ჩნევდნენ. ვერ ხედავდნენ ჩემს გაფითრებულ სახესა და აცახცა-
ხებულ ტუჩებს. არც მოულოდნელ და უსაფუძვლო სიახლოვეს
გამოუწვევია ეჭვები. დროთა განმავლობაში შიშმა გაიარა, უფ-
როსები საქმეებს დაუბრუნდნენ და უსაფრთხოების ყალბ შეგ-
რძნებებში გაეხვივნენ. მე კი მომიწია, კიდევ ერთხელ გამომე-
გონებინა საკუთარი თავი. ამიერიდან ჩუმი, დინჯი და დაკვირვე-
ბული უნდა ვყოფილიყავი. ძველი ივი, დარიჩინიანი კანფეტების
მოყვარული და გადამდებად მოკისკისე, სადღაც გაქრა და მის
ნაცვლად ახალი გოგო გამოჩნდა – ახალმოსული, უბრალოდ,
თავს იქნევდა, როცა მიმართავდნენ და სახლის საქმეებში ჩუმი
მორჩილებით ერთვებოდა.

316 მკითხველთა ლიგა


დედამ მთხოვა, კატალინაში გამგზავრებამდე შენი ოთახი
მოაწესრიგეო. ჩემთვის უნიფორმა შეეკვეთა: ორი ლურჯი კაბა
და მეზღვაურის ბლუზა, რომელიც საწოლზე გადაკიდებული და-
მახვედრა. ქსოვილს სამრეცხაოს სუნი ჰქონდა. ფორმა მოუზო-
მებლად ჩავტენე ჩემოდანში. არ ვიცოდი, კიდევ რა უნდა წამე-
ღო თან. ერთ დროს ჩემთვის უსაყვარლესი ნივთები – ვინილის-
ყდიანი დღიური, თილისმებიანი სამაჯური, გასაფერადებელი
წიგნი – ახლა უსარგებლო და ვადაგასული მეჩვენებოდა. ნეტავ
რა მომწონდა ამ სისულელეებში? რატომ ვატარებდი ამ უგემოვ-
ნო სამაჯურებს ან რა მაიძულებდა, ჩემი ყოველი დღე წერილო-
ბით აღმეწერა?
– გინდა დიდი ჩემოდანი გათხოვო? – მკითხა დედაჩემმა და
ფიქრებიდან გამომარკვია. ჩემს არყოფნაში კიდევ უფრო შეც-
ვლილიყო: სუნით ვიგრძენი, ახლა ბევრად მეტს ეწეოდა. სახე
დანაოჭებოდა.
მეგონა, დედა მაინც შეამჩნევდა ჩემს სულში დატრიალებუ-
ლი ქარიშხლის ანაბეჭდს. ჩემი სახიდან ბავშვური ქონის მცი-
რედ შესამჩნევი კვალიც კი ალაგმულიყო, თვალებში ახლადშე-
ძენილი სევდა ჩამდგომოდა. დედამაც ვერაფერი შენიშნა. ერთი
ეგ იყო, თვალი მოავლო ჩემს ოთახს და თითქმის ცარიელ ჩემო-
დანს.
– ფორმა კარგად გაქვს? – ეს საკითხი ადარდებდა.
მიუხედავად იმისა, რომ არ გამისინჯავს, თავი დავუქნიე. რა
მნიშვნელობა ჰქონდა?!
– მიხარია, – გამიღიმა დედამ და ტუჩები ოდნავ გააპო.
როცა წიგნების კარადას ვალაგებდი, ერთ-ერთი წიგნიდან
პოლაროიდით გადაღებული ორი რძისფერი ფოტო გადმოვარ-
და. ერთ-ერთზე სუზანის გამაოგნებელი ღიმილი და გამობურცუ-
ლი ძუძუები იყო გამოსახული. მისმა მისტიკურმა სიახლოვემ
მთელი ოთახი შეავსო. ვეცადე, ყველა იმ ემოციიდან, რომელიც
317 მკითხველთა ლიგა
დამეუფლა, ზიზღი გამომერჩია და მას მივყოლოდი. წარმოვიდ-
გინე, როგორი იყო იმ ღამეს, მეტამფეტამინისგან შეშლილი და
უცნაური ჟინით ანთებული: ალბათ დექსედრინის სუნით ყარდა
და ყასბური შრომის გამო ოფლი ასხამდა. თუმცა, ეს მაინც სუზა-
ნი იყო და ეს ფოტო თავიდან უნდა მომეშორებინა. სამხილს უფ-
რო ჰგავდა, ვიდრე უწყინარ მოგონებას წარსულიდან. გადაგდე-
ბა ვერ შევძელი და ღრმად შევჩურთე კარადაში. მეორე ფოტოზე
ვიღაცის გადღაბნილი კეფა იყო გამოსახული. დიდი ხანი დამ-
ჭირდა, სანამ აღვიქვამდი, რომ ფოტოზე მე ვიყავი აღბეჭდილი.

318 მკითხველთა ლიგა


მეოთხე ნაწილი

საშა, ჯულიანი და ზავი ადრე წავიდნენ და მარტო დავრჩი.


სახლი ძველებურად დაყრუვდა. თუ არეულ საწოლსა და კედ-
ლებში გამჯდარ სექსის სუნს არ ჩავთვლიდით, ყველაფერი ისე
დატოვეს, როგორც მათ მოსვლამდე იყო. ვაპირებდი, თეთ-
რეული გარაჟში მდგარ სარეცხ მანქანაში შემეყარა. გავაშრობ-
დი, დავკეცავდი და საიმედოდ შევინახავდი. სტუმრების ოთახი
პირველყოფილ სიცარიელესა და ხელშეუხებლობას დაიბრუ-
ნებდა.
იმ დღეს სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე. ხანდახან ნი-
ჟარის ნამსხვრევებს ვაწყდებოდი, ხანაც კიბორჩხალების დატო-
ვებულ სპირალისებურ ხვრელებს. მომწონდა, რომ ყურებში ქა-
რი მიზუზუნებდა. იგივე ქარი ადამიანებს ადგილების დატოვებას
აიძულებდა: ახალგაზრდა სტუდენტები კიოდნენ, სანამ მათი მე-
გობარი ბიჭები ჰაერში აფარფატებულ პლედებს დასაჭერად
დასდევდნენ. ოჯახები, ბოლოს და ბოლოს, ნებდებოდნენ
ამინდს და დასაკეც სკამებს მანქანისკენ მიათრევდნენ, ფრანები
სამუდამოდ იკარგებოდნენ ცაში. ერთმანეთზე ორი გრძელ-
მკლავიანი მაისური მქონდა გადაცმული და თავს დაცულად
ვგრძნობდი, ნელა ვმოძრაობდი, ვცდილობდი, გარემო მთელი
ძალით შემესრუტა. ყოველ ორ ნაბიჯში ვხვდებოდი ნაპირზე გა-
მორიყულ უზარმაზარ წყალმცენარეებს – სახანძრო მილებივით
სქელი ღეროები ჰქონდათ და ახალი ცივილიზაციის დასაწყისში
მყოფ არსებებს ჰგავდნენ. ეს ლამინარიააო, ვიღაცამ მითხრა,
ხარისებრი ლამინარია. მისი სახელის ცოდნა ოდნავადაც არ ამ-
სუბუქებდა ამ წარმონაქმნის არაამქვეყნიურობას.
საშა ნორმალურად არ დამემშვიდობა და ჯულიანს ამოეფა-
რა. არ უნდოდა, ჩემს სახეზე ჩუმი საყვედური ამოეკითხა. გაუც-
319 მკითხველთა ლიგა
ხოებული საკუთარ გონებაში გახიზნულიყო: თავს აჯერებდა,
რომ ჯულიანი თბილი და მოსიყვარულე იყო, მისი ცხოვრება კი
– საკმარისად ბედნიერი. ან, თუ ბედნიერი არა, საინტერესო მა-
ინც. ესეც ხომ რაღაცას ნიშნავდა. ვეცადე, თბილი ღიმილი მეჩუ-
ქებინა, სანამ თვალს მიეფარებოდა, მაგრამ ჩემი სითბო საერ-
თოდ არაფერში სჭირდებოდა.
კარმელში უფრო სქელი და რძისფერი ნისლი იცოდა, ვიდრე
ჩემს მშობლიურ ქალაქში. სწავლა სექტემბერში დავიწყე და
გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემზე ბევრად ახალგაზრდა და
გამოუცდელი კლასელები მყავდნენ. ოთახის მეზობელს შალის
სვიტერების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა და ერთმანეთს
ანაცვლებდა. კამპუსის კედლები მთლიანად გობელენებით იყო
დაფარული. ზარის ჩამოკვრის შემდეგ გარეთ ყოფნა გვეკრძა-
ლებოდა. ოთახებში უნდა დავბრუნებულიყავით და დაგვეძინა.
უფროსკლასელებს მაღაზია გაეხსნათ, სადაც ჩიფსები, გაზიანი
სასმელი და ტკბილეული იყიდებოდა. გოგონები ისე იქცეოდ-
ნენ, თითქოს შენობის ახლომახლო სასუსნავების შეძენის სა-
შუალება თავისუფლების უმაღლესი მწვერვალი ყოფილიყო.
დასვენების დღეებში, დილის ცხრიდან საღამოს თორმეტის ნა-
ხევრამდე, ისხდნენ მაღაზიის კიბეებზე და მასწავლებლებზე ჭო-
რაობდნენ. ტრაბახი, ფირფიტების სახელების ჩამოთვლა – ჩემი
ნიუიორკელი კლასელებიც კი ჩემი თავის იმ ვერსიას მახსენებ-
დნენ, როგორიც კონისთან ვიყავი. დროდადრო, როცა ნისლი
პატარა ეკლესიის გუმბათს ახშობდა, ზოგიერთი გოგო საერ-
თოდ ვეღარ აგნებდა საცხოვრებელს და იკარგებოდა.
პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვცდილობდი,
ზურგჩანთამოგდებული გაღიმებული გოგოებისგან თავი შორს
დამეჭირა. ისე დადიოდნენ, როგორც კარგად ჩაცმული არამზა-
დები დეტექტიური სერიალებიდან, თმებს ბაფთებით იკრავდნენ
და უქმე დღეებში კუბოკრულ პერანგებს იცვამდნენ. სახლში წე-
320 მკითხველთა ლიგა
რილებს გზავნიდნენ და გაუჩერებლად საუბრობდნენ კატებსა
და მათით აღტაცებულ უმცროს დებზე. საერთო ოთახები სახ-
ლის ჩუსტებისა და ხალათების სამეფოდ ქცეულიყო. გოგონები
მაცივარში ჩაციებულ შოკოლადს ჭამდნენ და ტელევიზორს
საათობით აშტერდებოდნენ, თითქოს კათოდის სხივებით იკვე-
ბებიანო. მათი ერთადერთი გასართობი ისტორიების მოყოლა
იყო. ერთ-ერთ გოგოს ალპინისტი შეყვარებული ჰყავდა, რომე-
ლიც რამდენიმე თვის წინ მისიის დროს დაიღუპა. ტრაგიკულმა
ისტორიამ ახალგაზრდა ქვრივი კამპუსის დედოფლად აქცია. ვი-
ღაცებს ისიც კი შურდათ, რომ თავად მსგავსი არაფერი გადახ-
დენიათ.
მაშინ, როცა ყველა თავის გამოჩენაზე ფიქრობდა, მე მინდო-
და, საიმედოდ და შეუმჩნევლად გავთქვეფილიყავი ხალხში. მე-
შინოდა, ვინმეს ჩემს სახეზე ბნელი წარსული არ ამოეკითხა.
სკოლის სტრუქტურა და ფორმალურობა ინკოგნიტოდ დარჩენას
აადვილებდა. მიუხედავად ამისა, ახალი მეგობარი გავიჩინე.
ჩემმა თანამეოთახე ჯესამინმა თავად გამოთქვა დაახლოების
სურვილი. როგორც ჩანს, ჩემი თავშეკავებულობა იზიდავდა და
ფიქრობდა, სიჩუმით უზარმაზარ ცხოვრებისეულ გამოცდილე-
ბას ვნიღბავდი. პრინციპში, ასეც იყო.
ჯესამინის ოჯახი ორეგონის პატარა ქალაქში ცხოვრობდა.
მშობლები საქონელს უვლიდნენ, უფროსი ძმა კი კომიქსებით
იყო გატაცებული. დაიკოს რომ არ მოეწყინა, თვეში ერთხელ
განსაკუთრებულად სასაცილო და უხამს კომიქსებს უგზავნიდა
ხოლმე. ქალ პერსონაჟებს ტანსაცმელი ზედ ასკდებოდათ და
ერთი სული ჰქონდათ, როდის დაკავდებოდნენ სექსით რვაფე-
ხებთან და ანიმაციურ ძაღლებთან. ჯესამინს კომიქსების არასე-
რიოზულობა, სულელური ძალადობა ძალიან მოსწონდა. ხანდა-
ხან ერთად ვფურცლავდით ფერად გვერდებს, მაგრამ მე დიდად

321 მკითხველთა ლიგა


არ მიზიდავდა ბოლავარდნილი ძუძუები და გულიდან გადმოჩ-
ქეფილი მეწამული სისხლი.
– ახალ დიეტაზე ვარ. უბრალოდ, ყველას ვუყოფ ჩემს საჭ-
მელს, – ამბობდა ჯესამინი და შოკოლადის ბატონს მინაწილებ-
და, – ადრე ნახევარს ურნაში ვაგდებდი, მაგრამ მერე მთელ
კამპუსს თაგვები შემოესივნენ.
ცოტათი კონის მახსენებდა. როცა მასავით ათვალიერებდა
საკუთარ მუცელს სარკეში, გული ოდნავ შესამჩნევად მეკუმშე-
ბოდა. კონი ისევ პეტალუმას სკოლაში სწავლობდა, რამდენიმე
საფეხურს ერთდროულად ახტებოდა და ლანჩს წინწკლებიან მა-
გიდაზე ჭამდა.
ჯესამინი ჩემი მოსმენით არ იღლებოდა. მიუხედავად იმისა,
რომ რამდენჯერმე განვუმარტე, პატარა ქალაქიდან ვარ-მეთქი,
მაინც წარმოიდგენდა, რომ პირდაპირ ჰოლივუდის ნიშნის ქვეშ
ვცხოვრობდი. მეხუმრებოდა ხოლმე, ტენისის მოედნის მოსავ-
ლელად ალბათ საკუთარი მებაღეები გყავსო. ბებიაჩემის შესა-
ხებ რომ შეიტყო, ჩემი ავტორიტეტი ერთი-ორად ამაღლდა. ბო-
ლოს მისმა აღტაცებამ ისე გამათამამა, ოდნავ შეცვლილი სახით
მოვუყევი ჩემი ისტორია.
– ერთი ბოიფრენდი მყავდა, საკმაოდ ცნობილი. მის სახელს
ვერ გეტყვი, მაგრამ ცოტა ხანი ვცხოვრობდით ერთად. მოლურ-
ჯო პენისი ჰქონდა, – გავუმხილე მე.
ჯესამინი ცნობისმოყვარეობისა და შურისგან იწვოდა. ეს ის
მზერა იყო, რომლითაც მე ვაკვირდებოდი სუზანს. ახალ მეგო-
ბართან ურთიერთობისას საკუთარი წარსულის ახალი, უფრო
შელამაზებული ვერსია შევქმენი – ეს ის სამყარო იყო, სადაც
ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მე მინდოდა.
ფრანგულს ახალგაზრდა, ლამაზი მასწავლებელი გვასწავ-
ლიდა. ახალი დანიშნული იყო და უფროსკლასელ გოგონებს
უფლებას აძლევდა, მისი საქორწინო ბეჭედი მოესინჯათ. მის კუ-
322 მკითხველთა ლიგა
კი, ხელოვნების მასწავლებელი, მონდომებული და ჭკვიანი ჩან-
და. პანსიონატი მისთვის პირველი სამუშაო ადგილი იყო, ამი-
ტომ ყველა გაკვეთილში სულსა და გულს დებდა. მოსწავლეებ-
თან საკმაოდ ლმობიერი იყო: შენიშვნას არ მაძლევდა, როცა
თვალი ფანჯრიდან გადაშლილ ხედზე მიშტერდებოდა ან როცა
პირდაპირ მერხზე ვდებდი თავს. ესმოდა, რომ ჩემი საკუთარი
სამყარო მქონდა. ერთხელ კამპუსიდან ერთად გავედით წყალ-
გარეული ვისკის დასალევად და ზედ ჰოთ-დოგების დასაყო-
ლებლად. სწორედ მაშინ გამომიტყდა, რომ კარმელში საკუთა-
რი თავის საპოვნელად გადმოსახლდა.
– ნიუ-იორკზე მეტად არაფერი მეზიზღება. მეზობლის ძაღლი
ყოველდღე, დაბარებულივით ისაქმებდა ჩემი სახლის კიბეებზე.
ასე სევდიანად თავი არასდროს მიგრძნია. ძალიან ბევრს ვჭამ-
დი, რომ ამ ყველაფერზე არ მეფიქრა. ბოლოს გადავწყვიტე, სა-
კუთარი თავისთვის მეშველა.
ელოდა, რომ მეც გავუზიარებდი რამე ისტორიას, თვითონ კი
ზრდასრულებისთვის დამახასიათებელი ოსტატობით შემიჯამებ-
და ცხოვრებისეულ გაკვეთილს. ალბათ იმედოვნებდა, რომ
მშობლიურ ქალაქში შეყვარებული დავტოვე, ან დედაჩემმა ჯან-
მრთელობის პრობლემები გამოიარა. ბოლოს და ბოლოს, ოთა-
ხის მეზობელი მაინც მეყოლებოდა ახირებული. არაფერი მით-
ქვამს. ცოტა გამეცინა კიდეც იმის წარმოდგენაზე, როგორ
დააღებდა პირს, სიმართლე რომ მომეყოლა.
საქმე ისევ გაუხსნელი იყო: თავად მიჩიც კი ბევრს ვერაფერს
ეუბნებოდა სასოწარკვეთილ პოლიციას. ამდენი ყურადღებით
შეწუხებული, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გადასახლდა. მის
სახლში დროდადრო იჭრებოდნენ მანიაკები, დილერები, უსახ-
ლკაროები და ნათელმხილველები. ერთ-ერთმა ექსტრასენსმა
ისიც კი თქვა, დანაშაულის უკან მარტოსული, შუახნის მამაკაცი

323 მკითხველთა ლიგა


დგას, რომელიც ახალგაზრდობაში უსამართლოდ დასაჯეს არ-
ჩადენილი დანაშაულისთვისო.
ირწმუნებოდა, მისი სახელი კ-ზე იწყება და წარმოშობით ვა-
ლიეჰოდანააო.
რა ძალიანაც უნდა მდომებოდა მხრებიდან ტვირთის მოხსნა,
მის კუკთან ვერაფერს ვიტყოდი. ან რა იყო სათქმელი? ის, რომ
აგვისტოდან მოყოლებული ნორმალურად არ მძინებია, რადგან
სისხლიანი სხეულები მესიზმრებოდა? თუ ის, რომ ოფლში გაწუ-
რული ვიღვიძებდი, დარწმუნებული, რომ რასელი ჩემს მოგუდ-
ვას ცდილობდა?
დაჟინებით ვაშენებდი ახალ სამყაროს, სადაც ის საშინელი
ღამე არასდროს მომხდარა: თითქოს შევძელი და სუზანი და-
ვარწმუნე, ჩემთან ერთად დაეტოვებინა რანჩო. ლინდა და მისი
ბიჭუნა რომელიღაც მარკეტში მიაგორებდნენ ურიკას, გვენი
სველ თმაზე პირსახოცს იხვევდა და ფეხებზე დამარბილებელ
ლოსიონს ისვამდა. სკოტი კი ჯაკუზის ფილტრებს ღიღინით წმენ-
დდა. ეზოში ჩართული სარწყავები სითხის გამჭვირვალე თაღს
ქმნიდნენ და რადიომიმღებიდან მხიარული ჰანგები იღვრებო-
და.
თავდაპირველად დედაჩემისთვის გაგზავნილ წერილებში
ყველაფერს ვიტყუებოდი, დროთა განმავლობაში კი გამოგონი-
ლი ფაქტები რეალური გახდა: გაკვეთილები მომწონდა. მეგობ-
რები გავიჩინე.
შემდეგ კვირას აკვარიუმში წავიდოდით და ვნახავდით მედუ-
ზებს, რომლებიც განათებულ კედლებს საცეცებს არტყამდნენ
და პირს ისე აღებდნენ, თითქოს საკუთარი თავის გადაყლაპვა
უნდათო.
ქარი გაძლიერდა და პლაჟი ელვის სისწრაფით დაცარიელ-
და. ძაღლების პატრონებმა ოთხფეხა მეგობრები სახლისკენ წა-
იყვანეს, პიკნიკის მონაწილეებმა კი საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი
324 მკითხველთა ლიგა
გარეთ ჩამოსხდომაზე. გადავწყვიტე, სახლისკენ მივბრუნებუ-
ლიყავი. კლდეებსა და ტალღებს შორის ვიწრო ოქროსფერი ზო-
ლი უნდა გამევლო. ეს გზა ჩემთვის უცხო არ იყო. მივდიოდი და
ვფიქრობდი, სად იქნებოდნენ საშა, ჯულიანი და ზავი ახლა. სა-
ვარაუდოდ, ლოს-ანჯელესს ჯერ კიდევ აშორებდათ ერთი
საათის სავალი გზა. გონების დაძაბვაც კი არ მჭირდებოდა იმის
გამოსაცნობად, რომ ჯულიანი და ზავი წინ ისხდნენ, საშა კი –
უკან.
შემეძლო წარმომედგინა საშა, რომელიც ცდილობდა ბიჭე-
ბის ყურადღება სასაცილო ხუმრობით ან საგზაო თამაშით დაემ-
სახურებინა, ბოლოს კი ხელს ჩაიქნევდა ამ უაზრო წამოწყებაზე
და უბრალოდ, გაჩუმდებოდა. ჯულიანისა და ზავის საუბარი
ნელ-ნელა ბუტბუტში გადაიზრდებოდა, საშა კი ფანჯარასთან
მიიწეოდა და ხეხილის ბაღებს დააკვირდებოდა. ალბათ გაიღი-
მებდა, როცა ტოტებზე ჩამოკიდებულ ვერცხლისფერ ფოლგებს
შეამჩნევდა. ამ მარტივ ხერხს მოსავალი აბეზარი ჩიტებისგან
უნდა დაეცვა.
კამპუსის მაღაზიისკენ მივდიოდი, როცა ერთმა გოგომ დამი-
ძახა, შენი და ქვემოთ გელოდებაო. თავიდან ვერ მივხვდი, რომ
მე მელაპარაკებოდა, ცოტა ხანში კი ცივმა ოფლმა დამასხა.
ჯესამინმა ნაწყენი მზერა მესროლა, რატომ არ მითხარი, და
რომ გყავდაო.
იმ მომენტში მივხვდი, სუზანის გამოჩენას ყოველ წამს ველო-
დებოდი. ვიცოდი, ჩემი იდილია პანსიონატში სამუდამოდ ვერ
გაგრძელდებოდა. ბამბასავით რბილი სიჩუმე, რომელშიც ზაფ-
ხულის შემდეგ გავეხვიე, უეცარ ჩაძინებას ჰგავდა. ახლა კი და-
ბუჟებული გრძნობები მაღვიძებდნენ და მწარე ჩხვლეტა
რეალობაში მაბრუნებდა. გამოფხიზლების დრო დამდგარიყო.

325 მკითხველთა ლიგა


სუზანი შემოსასვლელში იდგა და ერთ-ერთ ბოძს ეყრდნობო-
და. თმა დაუვარცხნელი ჰქონდა, ტუჩები დასკდომოდა. მისმა
დანახვამ დამარხული ტკივილები გამიღვიძა.
ძალიან შემეშინდა, ოღონდ არც ვიცი, რისა. რა უნდა დაეშა-
ვებინა დღის სინათლეზე, უამრავი ადამიანის თანდასწრებით?
საქმიანად აკვირდებოდა ქოთნებში ჩარგულ მინიატურულ ხე-
ებს, კედელზე გაკრულ ცხრილებსა და ლურჯ ფორმებში გამოწ-
ყობილ მოსწავლეებს. ეს გოგონები უჩინარი დედების საამაყო
ექსპონატები იყვნენ – ცდილობდნენ, მშობლების ამაგი და იმე-
დები გაემართლებინათ. სუზანი მათ ისე უყურებდა, თითქოს გა-
ლიაში გამოკეტილ ცხოველებს აკვირდებაო. როცა მივუახლოვ-
დი, წელში გაიმართა.
– ერთი ამას დამიხედეთ. როგორ გასუფთავებულა, უბანავია,
თმა დაუვარცხნია, – გამიღიმა მეგობრულად.
სახე კიდევ უფრო გაუხეშებოდა და ფრჩხილებზე სისხლჩაქ-
ცევები ემჩნეოდა. არაფერი მითქვამს. არ შემეძლო. უბრალოდ,
თმას ვაწვალებდი. გრძელი კულულები წარსულს ჩავაბარე. ჯე-
სამინი დამეხმარა შეჭრაში: ცალ ხელში მაკრატელი ეჭირა,
მეორეში კი – ჟურნალი, სადაც დეტალური ინსტრუქციები იყო
მოცემული.
– მაინცდამაინც არ გაგხარებია ჩემი დანახვა, – აღნიშნა სუ-
ზანმა. აშკარა იყო, ჩემს შიშს გრძნობდა და სიამოვნებდა კიდეც.
არ მინდოდა, გამოჭიმული ბანერის ქვეშ ვმდგარიყავით, ყვე-
ლას დასანახად. ცოტაც და რომელიმე კურსელი მოგვიახლოვ-
დებოდა და ჩემი დის გაცნობას მოინდომებდა. ნეტავ რასელი
და სხვებიც ახლოს იყვნენ? მხედავდნენ? შენობის ყველა ფანჯა-
რა მათ თვალებად გადაიქცა. ისე ვიხედებოდი აქეთ-იქით, თით-
ქოს სნაიპერები უნდა გამომეჭირა.
– შენს ოთახს არ მაჩვენებ? – მკითხა სუზანმა.

326 მკითხველთა ლიგა


მადლობა ღმერთს, ჯესამინი უჩემოდ წავიდა მაღაზიაში.
ოთახი ცარიელი იყო.
– რა სილამაზეა, – აღფრთოვანება ყალბი ბრიტანული აქ-
ცენტით გამოხატა. სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი, რომ ჯესამი-
ნის საწოლზე იჯდა და ამოწმებდა, საკმარისად რბილი იყო თუ
არა. თეთრ კედელზე ჰავაის პოსტერი იყო გაკრული. დაუჯერებ-
ლად ლამაზი ოკეანე ლურჯ ცაში გადადიოდა, ამ ორ უსასრუ-
ლობას კი შაქრისებური ქვით მოფენილი პლაჟი ყოფდა. ტუმბო-
ზე ჯესამინის მამის საჩუქარი იყო, მსოფლიოს საუკეთესო წიგნე-
ბის კოლექცია. გვერდით ხის მოჩუქურთმებული ზარდახშა ედო,
სადაც გოგონა ოჯახიდან გამოგზავნილ წერილებს ინახავდა.
სუზანმა თავსახური ახადა და ჩაიჭყიტა:
– ჯესამინ სინგერი ვინ არის?
უეცრად ყუთი ხმაურით დახურა და თვალებგაფართოებული
მომაჩერდა:
– უი, შენი საწოლი ის ყოფილა.
ცოტა ხნით ჩემს საწოლზე წამოწვა და შვებით ამოისუნთქა.
წამიერად მისი სხეული გამახსენდა მიჩის თეთრეულში. მრგვა-
ლი ძუძუები, კისერზე მიწებებული სველი თმა. ვეცადე, ეს მოგო-
ნება თავიდან ამომეგდო.
– მოგწონს აქ? – მკითხა მეგობრულად.
– არა უშავს, – ვუთხარი გულგრილად.
– არა უშავს? – გაეღიმა სუზანს, – ნამდვილად ივის ველაპა-
რაკები? შენ ამბობ, რომ პანსიონატს არა უშავს?
მის ხელებს თვალს ვერ ვაშორებდი. ვცდილობდი გამომეც-
ნო, რამდენად სერიოზული ბრალი მიუძღოდათ ამ ხელებს გახ-
მაურებულ მკვლელობებში. ჩემს მზერას გაჰყვა და შეცბუნდა.
მიხვდა, რაზეც ვფიქრობდი. ფეხზე წამოდგა და სახე შეეცვალა.
– გამომყევი, რაღაც უნდა გაჩვენო, – მითხრა და კარისკენ
წავიდა.
327 მკითხველთა ლიგა
ავტობუსი გვერდითა ქუჩაზე იყო გაჩერებული, ზუსტად სკოლის
შემოსასვლელთან. ფანჯრებში მოძრავ ფიგურებს ვხედავდი.
რასელი ადვილად გავარჩიე, სხვები – კარგად ვერა. ჭერი გა-
დაეღებათ, მაგრამ სხვა ყველაფერი იგივე იყო. ავტობუსი მძინა-
რე მხეცს ჰგავდა. უცებ ძალიან შემეშინდა: ხომ შეეძლოთ ალყა
შემოერტყათ? კუთხეში მივემწყვდიეთ? ვინმეს რომ თვალი მო-
ეკრა, როგორ ვიდექით იმ ფერდობზე, იფიქრებდა, რომ მეგობ-
რები ვიყავით. ხელები შარვლის ჯიბეებში გვქონდა ჩაწყობილი
და მშვიდად ვლაპარაკობდით. სუზანი ხელით თვალებს იჩრდი-
ლავდა:
– ცოტა ხნით უდაბნოში უნდა წავიდეთ.
ჩემგან რა უნდოდა? რატომ მიყვებოდა ამ ყველაფერს? ვიგ-
რძენი, როგორ მენგრეოდა ძლივს შეკოწიწებული ახალი ცხოვ-
რება: ფრანგულის მოყვარულთა კლუბის შეხვედრები, მადამ
გუველის მოტანილი კარაქიანი ტარტები, მყრალი ბალახი, რო-
მელსაც მე და ჯესამინი ხველებით ვეწეოდით საღამოს ზარის
შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პირ-
ველად ვგრძნობდი თავს მშვიდად, ჩემს ერთ ნაწილს მაინც ავ-
ტობუსში შეხტომა და გაუჩინარება უნდოდა. შემეძლო, კიდევ
ერთხელ მეგრძნო სუზანის ნესტიანი სუნთქვა და გრილი ხელე-
ბი. მასთან ერთად მიწაზე მძინებოდა და პირი ჭინჭრის ფოთლე-
ბით გამესველებინა.
– ხომ იცი, რომ რასელი არ გიბრაზდება? – აგრძელებდა სუ-
ზანი, – იცის, რომ არასდროს ჩაგვიშვებ.
ეს უფრო მუქარას ჰგავდა, ვიდრე მეგობრულ საუბარს, მაგ-
რამ ვერ შევეწინააღმდეგებოდი. რა თქმა უნდა, ჩემი დუმილი
მეტწილად საკუთარი ტყავის გადარჩენას ემსახურებოდა. არ
მინდოდა სასამართლოებზე სიარული და შიშში ცხოვრება, მაგ-
რამ ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო. იმიტომაც ვდუმდი, რომ არ
328 მკითხველთა ლიგა
შემეძლო სუზანისთვის მეღალატა – გოგოსთვის, რომელიც ძუ-
ძუსთავებს იაფფასიანი პომადით იფერადებდა და უცნობებს ისე
ელაპარაკებოდა, თითქოს მათგან თავს იცავსო. პოლიციაში არ
დამირეკავს, რადგან არ მინდოდა, ამ გოგოს რამე მოსვლოდა.
თუ მე არ ვიქნებოდი მის გვერდით, ვიღას ეყვარებოდა? ვინ ეტ-
ყოდა, რომ მისი გული ტყუილად არ ფეთქავდა? რომ მის სიცოც-
ხლეს აზრი ჰქონდა?
ვუყურებდი და ვხვდებოდი, ეს დასასრული იყო. სავა-
რაუდოდ, უკანასკნელად ვხედავდი. ხელები გამიოფლიანდა,
მაგრამ არ მინდოდა, ჯინსებზე შემეწმინდა. თუ თვალებს ოდნავ
მოვჭუტავდი, იმ პირველ ღიმილსაც გავიხსენებდი, რომლითაც
პარკში დამაჯილდოვა. ჩემთვის მანამდე არავის შემოუხედავს
ასე. მის გვერდით უკეთესად ვხვდებოდი, ვინ ვიყავი. მისი
საოცარი მზერა ფოტოებიდანაც კი მატყვევებდა. რასელს სულ
სხვანაირად უყურებდა. მართალია, კაცებს ჩვენს სხეულს ვუთ-
მობდით და უფლებას ვაძლევდით, ყველა სურვილი აესრულე-
ბინათ, მაგრამ ისინი ვერასდროს დაეპატრონებოდნენ ჩვენი სუ-
ლის ყველაზე საიდუმლო ნაწილებს. იმასაც კი ვერ იგრძნობ-
დნენ, რომ შეეძლოთ, მეტიც მოეთხოვათ.
სუზანი კარგი ადამიანი არ იყო. ეს მშვენივრად მესმოდა.
მოგვიანებით გავიგე, რომ ლინდას მარცხენა ხელზე არათითი
და ნეკა საშინლად ჰქონდა დაზიანებული, იმიტომ რომ სახეზე
იფარებდა. უნდოდა, თავი დაეცვა.
ისე მიყურებდა, თითქოს, თუ უფლებას მივცემდი, ყველა-
ფერს ამიხსნიდა. ავტობუსის მინის მიღმა ფიგურები უფრო და
უფრო სწრაფად ამოძრავდნენ. ჩვენი შეხვედრა დასასრულს
უახლოვდებოდა.
– ჩემი წასვლის დროა, – ჩაილაპარაკა ისე, თითქოს უჩინარ-
მა საათმა ბოლო მოძრაობა გააკეთაო.

329 მკითხველთა ლიგა


ველოდებოდი, რომ რამეს მეტყოდა, დამემუქრებოდა ან მი-
მანიშნებდა, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევხვდებოდით,
თუმცა აღარაფერი უთქვამს. ამის შემდეგ აღარასდროს მინა-
ხავს.
მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი არყოფნა ასეთი საგ-
რძნობი და ხანგრძლივი იქნებოდა. ჩემთვის რანჩოს გოგოები
არსად გამქრალან. მათი დაპატიმრება, უბრალოდ, არ დავიჯე-
რე. ჩემს წარმოდგენაში ისინი ისევ დახეტიალობდნენ გზატკეცი-
ლებზე, დროდადრო სკვერებში ისვენებდნენ და ახალი შემარ-
თებით აგრძელებდნენ გზას, რაღაც მარადიული ძალით მომარ-
თულები.
სუზანი ავტობუსში გაუჩინარდა, მაგრამ სანამ ბოლო საფე-
ხურზე ააბიჯებდა, ახირებული ღიმილი მესროლა. ისე მიყურებ-
და, თითქოს ჩვენ ორმა შეხვედრა დავთქვით და წინასწარ იცო-
და, რომ მოსვლა აუცილებლად დამავიწყდებოდა.
მინდოდა მეფიქრა, სუზანმა იმიტომ გადმომაგდო მანქანი-
დან, რომ ჩვენ შორის განსხვავება დაინახა. მისთვის ცხადი იყო,
მე ვერავის მოვკლავდი. მართალია, გონება დაბინდული ჰქონ-
და, მაგრამ ხვდებოდა, მანქანაში მხოლოდ მის გამო ვიჯექი.
ეს ადვილი ახსნა იყო. სიამოვნებით დავიჯერებდი ამ ვერსი-
ას, რომ არა ერთი „მაგრამ“: რისხვა, რომელმაც სუზანს მკვლე-
ლობისკენ უბიძგა, ჩემთვისაც არ იყო უცნობი. სიძულვილი, რო-
მელსაც ის გრძნობდა, ჩემშიც გროვდებოდა წვეთ-წვეთად. მე-
ზიზღებოდა გამყიდველი, რომელმაც ბაზარში ყოფნისას ხელები
შორტში ჩამიცურა: ის კაცი, რომელმაც ტროტუარზე ფეხი დამი-
დო და როცა წავიქეცი, გულიანად გადაიხარხარა. მახსენდებო-
და ის ღამე, როცა ჩემზე ბევრად უფროსმა კაცმა ძვირფას რეს-
ტორანში წამიყვანა და დამპირდა, მოლუსკებს გაგასინჯებო.
ჩვენს მაგიდას რესტორნის მფლობელი და ცნობილი რეჟისორი
შემოუერთდნენ. კაცები ცხარე კამათში ჩაერთნენ, მე კი ტილოს
330 მკითხველთა ლიგა
ხელსახოცს ვაწვალებდი, რადგან არ მესმოდა, რაზე საუბრობ-
დნენ.
– ბოსტნეული ჭამე, – უეცრად მომიტრიალდა რეჟისორი, –
მაინც მოზარდი ხარ. შემახსენა, რაც ისედაც ვიცოდი: არანაირი
ძალაუფლება არ მქონდა. არაფერს ვნიშნავდი. ბოსტნეული უნ-
და მეჭამა და ჩუმად ვმჯდარიყავი.
სახლისკენ გზაზე იმ უფროსმა კაცმა ჩემი ხელი აიღო და სა-
კუთარ გამაგრებულ ასოზე დამადებინა. მე კი სასაზე მოლუსკე-
ბის გემო მიღიტინებდა.
ჩემი სიძულვილი მყისიერი იყო – გაფუჭებული რძის პირვე-
ლი ყლუპივით, რომელიც მაშინვე გიჯდება სხეულში და სიდამ-
პლეს ყელში გადენს. მე ერთადერთი არ ვიყავი. გარშემო უამ-
რავი გოგო არსებობდა, რომლებსაც ზიზღი კანქვეშ უფეთქავდა.
სუზანს მათი შემჩნევა ადვილად შეეძლო. იცოდა, ასეთი გო-
გოების ხელები დანის სიმძიმეს სულ ადვილად გაუძლებდნენ.
რამდენი რამ იყო გასანადგურებელი.
სუზანმა არ დაუშვა გამეკეთებინა ის, რისი გამკეთებელიც ვი-
ყავი. თავისუფლება და სიცოცხლე მაჩუქა. უნდოდა, მე მაინც
ვყოფილიყავი მისი წარმომადგენელი ამ სამყაროში. თვითონ
ვერასდროს ისწავლიდა, ვერასდროს მიაღწევდა წარმატებას,
მაგრამ მე ჯერ კიდევ მქონდა ამის შანსი. შემეძლო, მისი ხმა
სხვა ადამიანებამდე მიმეტანა. სუზანმა მომცა ყველაფერი: ჰავა-
ის პოსტერი კედელზე, პლაჟი და ლურჯი ცა – საოცრად გაცვე-
თილი და ამავე დროს, დახვეწილი ბედნიერება. მომცა შანსი,
დავსწრებოდი პოეზიის გაკვეთილებს, ოთახის კართან გასარეც-
ხი ტანსაცმელი დამეტოვებინა და სახლში ოჯახურად მომზადე-
ბული სტეიკი მეჭამა.
ეს საჩუქარი იმდენად მძიმე და ღირებული იყო, არც კი ვიცო-
დი, რა უნდა მომეხერხებინა მისთვის. ინტერნატი დავამთავრე
და ორი წელი ვისწავლე უნივერსიტეტში. გავუძელი ცარიელ დე-
331 მკითხველთა ლიგა
კადას ლოს-ანჯელესში, ჯერ დედა დავმარხე, მერე – მამა, რო-
მელსაც სიცოცხლის ბოლო წლებში თმა ბავშვივით დაუთხელ-
და. ვიხდიდი კომუნალურებს, ვყიდულობდი პროდუქტებს და
რეგულარულად დავდიოდი ექიმებთან. დღეები ისე მეფშვნებო-
და ხელში, თითქოს კლდეს გამხმარ ხავსს ვაცლიდი. ჩემი ცხოვ-
რება სხვა არაფერი იყო, თუ არა კიდესთან უკიდურესად მიახ-
ლოება, მერე კი – უკან დახევა.
რა თქმა უნდა, კარგი მომენტებიც იყო. მაგალითად, ის ზაფ-
ხული, როცა ჯესამინის მოსანახულებლად სიეტლში ჩავედი.
ბავშვი ახალი გაჩენილი ჰყავდა და გაჩერებაზე მიცდიდა. თმა
პალტოს საყელოში ჰქონდა ჩაკეცილი, რომ არ გაყინულიყო.
მისმა ღიმილმა ის უცოდველი, საყვარელი გოგო გამახსენა,
რომელიც ერთ დროს ვიყავი. წლებმა უეცრად პირი გახსნა და
ვიგრძენი პატარა ივი ბოიდი, რომელიც ჩემში ისევ ცხოვრობდა.
შეყვარებულიც ვიყავი. ორეგონში ერთი წელი ვიცხოვრე საყ-
ვარელ მამაკაცთან ერთად. სამზარეულოში მცენარეებს ვახა-
რებდით და ღარიბულ სავარძლებზე ინდური ქსოვილი გვქონდა
გადაფარებული დაზიანებების შესანიღბად. ცივ პიტაზე გადასმუ-
ლი არაქისის კარაქი და ნაწვიმარზე სეირნობა გვიყვარდა. ლაშ-
ქრობაშიც წავედით კანიონის მახლობლად. ტბაში ვიბანავეთ და
მზით გამთბარ ქვებზე გადავწექით. ჩვენს სხეულებს საერთო
ორთქლი ასდიოდა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო
დღე იყო.
ხანმოკლე ბედნიერებას ისევ გრძელი ცარიელი პერიოდები
მოჰყვებოდა ხოლმე. თითქმის დავქორწინდით, მაგრამ ყველა-
ფერი აირია. ვცდილობდი, ადამიანებთან უფრო გახსნილი ვყო-
ფილიყავი, ნაწილობრივ გამომდიოდა კიდეც, მაგრამ მერე ისევ
ვიკეტებოდი. იყო ისეთი ღამეებიც, როცა არავინ მყავდა, საკუ-
თარი თავის გარდა. სანათს ვაქრობდი და უძირო სიბნელეში
ვეშვებოდი. არ მინდოდა საკუთარ თავთან ერთი-ერთზე დარჩე-
332 მკითხველთა ლიგა
ნა. ასეთ დროს ვფიქრობდი, რომ სუზანმა საჩუქარი კი არ მო-
მიძღვნა, საკუთარი უსუსურობის გამო დამსაჯა. მან ყველაფერი
მიიღო: სახელი, ინტერვიუები, ბიბლიის წრე და დიპლომიც კი
(ამაზე ციხის განათლების სისტემამ იზრუნა). მე კი სამუდამოდ
იმ გოგოდ დავრჩი, რომელიც მანქანიდან გადააგდეს. არაფერი
მქონდა მოსაყოლი, გარდა მესამე პირის თვალით დანახული
მოვლენებისა. მინდოდა, მეც გავხსენებოდი ვინმეს და ამავე
დროს, ძალიან მეშინოდა, რომ ვინმეს გავახსენდებოდი.
საბოლოოდ ჰელენი ალაპარაკდა. 18 წლის იყო, როცა
ბეიკერსფილდში მოპარული საკრედიტო ბარათის გამო დააკა-
ვეს. ერთი კვირა მიუსაჯეს სახელმწიფო ციხეში და მერე ისევ გა-
რეთ გამოვიდოდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა. ყურადღება სწყუ-
როდა. ისიც გასაკვირი იყო, რომ ამდენი ხანი დარჩნენ გარეთ.
საერთო ოთახში ფასიანი ტელევიზია იყო ჩართული. დიქტორი
გაუხსნელი მკვლელობების შესახებ საუბრობდა.
– ეს სახლი ბევრად დიდია, ვიდრე სურათებიდან ჩანს, –
თქვა ჰელენმა, როცა ედჯვოტერის სურათები ეკრანზე გამონათ-
და. თანამოსაკნემ ყურადღება არ მიაქცია მის გოგოურ ტრა-
ბახს, მაგრამ ჰელენი არა და არ გაჩუმდა. ბოლოს და ბოლოს,
ქალმა მის მონათხრობში უკეთესი ცხოვრების პერსპექტივა აღ-
მოაჩინა: ამ ფასდაუდებელი ინფორმაციის ნაცვლად, შეეძლო
სასჯელის ვადის შემცირება მოეთხოვა. მეტი მომიყევიო, წააქე-
ზა გახარებულმა. ჰელენსაც ესიამოვნა ყურადღება და ყველაფე-
რი დაფქვა. ცოტა გააზვიადა კიდეც, თითქოს კოცონთან ჩამომ-
ჯდარი, მოჩვენებებზე საშიშ ისტორიას ჰყვებაო. ჰელენს, ისევე,
როგორც ყველა სხვა ადამიანს, აღიარება სჭირდებოდა.
დეკემბრის ბოლოს ყველა მათგანი დააკავეს: რასელი, სუზა-
ნი, დონა, გაი და სხვები. პოლიციამ მათ ბანაკს გამთენიისას,
პანამინტ-სპრინგსში მიაგნო: დახეულ საძილე ტომრებსა და
ნეილონის გადასაფარებლებში იყვნენ შეყუჟულები. ცეცხლი
333 მკითხველთა ლიგა
სუსტდებოდა. როცა მიხვდა, ალყაში იყო, რასელმა გაქცევა სცა-
და, თითქოს ამდენი ოფიცრისთვის გვერდის ავლას შეძლებდა.
მაშინვე შეიპყრეს და გამხმარ ბალახზე დააჩოქეს. გაი, რომელ-
საც არ სჯეროდა, რომ პოლიცია მართლაც დაადგა თავზე, გაოგ-
ნებული იყურებოდა აქეთ-იქით. პატარა ბავშვებს სოციალური
სამსახურის ფურგონებში უკრეს თავი, პლედები მოახვიეს და
მდნარი ყველის სენდვიჩები მიაწოდეს. მუცლები ცუდი კვების-
გან გაბერილი ჰქონდათ და თავში უამრავი ტილი უფუთფუთებ-
დათ. პოლიციამ ჯერ არ იცოდა, ვინ რა ჩაიდინა, ამიტომ სუზანი
სხვებისგან არ გამოურჩევიათ, სხვებთან ერთად აიყვანეს. გო-
გონები სიბნელეში ავი ძაღლებივით იფურთხებოდნენ და როცა
პოლიცია მათ შესაპყრობად მოვიდა, მიწაზე ჩაიკეცნენ. ამ ჟეს-
ტში იყო რაღაც ძალიან ღირსეული – გაქცევა არავის უცდია.
ბოლო მომენტში გოგონები რასელზე ბევრად ძლიერები აღმოჩ-
ნდნენ.
კარმელში იმ კვირას მოთოვა და გაკვეთილები ჩაიშალა.
თოვლით დაფარული თხელი ყინული ფეხებქვეშ გვემ-
სხვრეოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს დედამიწის
ბოლო დილა იყო. ნაცრისფერი ციდან დიდი თეთრი ფიფქები
ეშვებოდა და ჩვენც აღტაცებულები შევყურებდით ამ საოცარ სა-
ნახაობას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ საათზე ნაკლებ დროში
ყველაფერი ტალახად გადაიქცეოდა.
ავტოსადგომამდე ნახევარი გზა გავლილი მქონდა, როცა
ჩემკენ მომავალი მამაკაცი დავინახე. ალბათ ასი მეტრით იქნე-
ბოდა დაშორებული, მაგრამ სწრაფად მიახლოვდებოდა. თავი
გადაპარსული ჰქონდა და ყბის ხაზი აგრესიულად გადადიოდა
სქელ კისერში. მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რაც ასეთი
ამინდისთვის უცნაური ჩანდა. კანი მთლად გასწითლებოდა ქა-
რისგან. არ მინდოდა, ავნერვიულებულიყავი, მაგრამ თავს ვე-
რაფერი მოვუხერხე. ფაქტები ფაქტებად რჩებოდა: მარტო მივა-
334 მკითხველთა ლიგა
ბიჯებდი ქვიშაში, ავტოსადგომამდე ჯერ კიდევ შორი იყო, გარ-
შემო ყველა შემოფანტულიყო, ის კი პირდაპირ ჩემკენ მო-
დიოდა. ქარი თმას სახეზე მაფარებდა და ჩემს უმწეობას კიდევ
უფრო თვალსაჩინოს ხდიდა. თავი ვაიძულე, სიარული ჩვეულ
ტემპში გამეგრძელებინა. მიმართულების შეცვლა, ნაბიჯის აჩქა-
რება და შენელება ბევრად უარეს მდგომარეობაში ჩამაგდებდა.
დაშორება 50 მეტრიღა იქნებოდა. მის სხეულს ახლა უკეთესად
ვარჩევდი. დაკუნთული, ძლიერი ხელები ჰქონდა. გადაპარსუ-
ლი თავის ქალა უცნაურად უბზინავდა. თავს აქეთ-იქით იქნევდა,
გიჟივით. „ქვა! – გავიფიქრე უეცრად, – ახლა ქვას აიღებს და
თავს გამიხეთქავს. ჩემი ტვინი ამ ქვიშას შეერევა. შეიძლება ხე-
ლები მაგრად შემომაჭდოს ყელზე, სანამ სასულე მთლიანად არ
ჩამეშლება“.
ფიქრები ერთმანეთში მერეოდა: საშას მარილიანი კოცნა,
მზით განათებული ხეივანი, სუზანი თეთრ მაისურსა და ჯინსებში,
მომაკვდავი ლინდა, რომელიც შეწყალებას ითხოვდა... ნეტავ
თუ იცოდა სუზანმა, რა ხშირად მახსენდებოდა?
კაცი ჩემკენ მოიწევდა. ხელები გამიოფლიანდა და ფეხებში
ძალა გამომეცალა.
– გთხოვ, – ვთქვი ტუჩების გაუნძრევლად. ვის ვევედრებო-
დი? კაცს? ღმერთს? ვის უნდა ეშველა ჩემთვის?
ცოტაც და ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდებოდით. გასაქ-
ცევად დრო აღარ რჩებოდა.
„ჰეჰ“, – გავიფიქრე უნებურად, როცა მომიახლოვდა.
ჩვეულებრივი კაცი იყო, სრულიად უვნებელი. ყურებში თეთრი
ყურსასმენები გაერჭო და თავს მუსიკის რიტმს აყოლებდა. ჩემ-
სავით ჩამავალი მზის საყურებლად გამოსულიყო გარეთ და ქა-
რი საერთოდ არ აწუხებდა. მუსიკით ტკბებოდა და პლაჟს გაჰყუ-
რებდა.

335 მკითხველთა ლიგა


სანამ გამცდებოდა, ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და მეც გა-
ვუღიმე. ზუსტად ისე, როგორც უცნობები უღიმიან ხოლმე ერ-
თმანეთს.

336 მკითხველთა ლიგა

You might also like