You are on page 1of 282

ფრანც კაფკა

ამერიკა
რომანი
გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ

ცეცხლფარეში

თექვსმეტი წლის კარლ როსმანს შეშფოთებულმა მშობლებმა ამე-


რიკაში უკრეს თავი, რადგან მაცდურმა მოახლემ მისგან შვილი გააჩინა.
როცა გემი უკვე შენელებული სვლით ნიუ-იორკის ნავსადგურში შევიდა,
თავისუფლების ქალღმერთის ქანდაკება, შორიდანვე რომ შენიშნა, მის
თვალწინ ერთბაშად გასხივოსნდა. ზეაღმართულ ხელში მახვილი ეპ-
ყრა და მის გარშემო თავისუფლების ნიავქარი ქროდა.
– რამსიმაღლეა! – ჩაილაპარაკა და ადგილზე გაშეშდა. ამასობაში
მებარგულთა მოზღვავებულმა ნაკადმა თანდათან გემბანის მოაჯირ-
თან მიიმწყვდია.
– აღარ აპირებთ ჩასვლას? – ჰკითხა მგზავრობისას გაცნობილმა
ახალგაზრდამ, – როგორ არა, მოვდივარ, – სიცილით მიუგო კარლმა და
საკუთარი ჯან-ღონით თავმომწონემ ჩემოდანი მარდად შემოიგდო
მხარზე. ნაცნობს რომ გააყოლა თვალი, რომელიც ხელჯოხის ქნევა-ქნე-
ვით სხვა მგზავრებთან ერთად წინ მიიწევდა, უეცრად გაახსენდა, რომ
ქოლგა ქვემოთ დარჩენოდა. წამოეწია და თავაზიანად სთხოვა, ცოტა
ხნით ჩემოდანს მიმიხედეო, რაც ახალგაზრდას დიდად არ ესიამოვნა.
კარლმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, რათა ადგილი კარ-
გად დაემახსოვრებინა და უკან გაბრუნდა. მისდა სავალალოდ, ქვედა გა-
სასვლელი, რომელიც გზას საგრძნობლად შეუმოკლებდა, ჩაკეტილი
1
დაუხვდა; ალბათ იმის გამო, რომ გემი უკვე ყველა მგზავრს დაეტოვები-
ნა. ერთმანეთზე გადაბმული რამდენიმე კიბე სულმოუთქმელად აირბი-
ნა, მიხვეულ-მოხვეული დერეფნების გავლით ერთ ცარიელ ოთახში
ამოყო თავი, რომელშიც მიტოვებული საწერი მაგიდა იდგა, და მიხვდა,
გზა საბოლოოდ არეოდა. აქეთ ერთი-ორჯერ ადრეც მოხვედრილა, მაგ-
რამ მხოლოდ სხვების თანხლებით. სასოწარკვეთილებისაგან, რადგან
ახლომახლო ადამიანის ჭაჭანება არ იყო და მხოლოდ ზემოდან ერთმა-
ნეთში არეული ნაბიჯების ხმა ისმოდა, შორიდან კი ძლივს აღწევდა უკვე
ჩამქრალი ძრავების უკანასკნელი სუნთქვა, ბევრი აღარ უფიქრია, და
პირველივე პატარა კარს, რომელთანაც ამ უთავბოლო ბორიალში აღ-
მოჩნდა, მუშტები დაუშინა.
– რა ამბავია, ღიაა, – გამოსძახა ვიღაცამ შიგნიდან, კარლმა შვებით
ამოისუნთქა და კარი გამოაღო, – რატომ აბრახუნებთ ასე თავგამეტე-
ბით? – ჰკითხა ზორბა კაცმა, როგორც კი კარლს თვალი შეავლო. უბად-
რუკ სენაკში, რომელშიც ილუმინატორიდან ძლივს აღწევდა გემის ზედა
სართულის მბჟუტავი შუქი, ერთმანეთის გვერდით თითქოს საგულდა-
გულოდ ჩაეჭედათ საწოლი, კარადა, სავარძელი და კაცი.
– გზა ამებნა, – ამოთქვა კარლმა, – მგზავრობისას სულ არ შემიმჩნე-
ვია, რა უზარმაზარი გემი ყოფილა!
– დიახ, მართალი ბრძანდებით, – ერთგვარი სიამაყით უპასუხა კაც-
მა, თან განუწყვეტლივ უკირკიტებდა პატარა ჩემოდნის საკეტს, რომელ-
საც ორივე ხელით აწვებოდა და კლიტის ტკაცუნს აყურადებდა.
– შემოდით, შემოდით , – განაგრძო კაცმა, – ასე ხომ არ იდგებით!
– ხომ არ შეგაწუხებთ? – ჰკითხა კარლმა.
– ოჰ, როგორ შემაწუხებთ!
– გერმანელი ხართ? – გულის დასაიმედებლად ჰკითხა კარლმა,
რადგან ბევრი სმენოდა იმ საფრთხეების შესახებ, ამერიკაში ახალჩასუ-
ლებს რომ ემუქრებოდა, განსაკუთრებით ირლანდიელთა მხრიდან.
– დიახ, გახლავართ, – უპასუხა კაცმა. კარლი მაინც ყოყმანობდა. უც-
ნობი უეცრად კარის სახელურს სწვდა, კარი ჯიქურ შემოხურა და კარლიც

2
შიგნით შეაგდო, – ვერ ვიტან, დერეფნიდან ჩემს ოთახში რომ იყურები-
ან, – თქვა, თან ისევ ჩემოდანს უტრიალებდა, – ყველა გამვლელ-გამომ-
ვლელი იჭყიტება, ეს ხომ აუტანელია!
– კი მაგრამ, დერეფანი ხომ ცარიელია, – მიუგო კარლმა, რომელიც
საწოლის თავთან მიჭეჭყილი უხერხულად იდგა. – ახლა კი, – თქვა კაცმა.
«საქმე ხომ ახლას ეხება, – გაიფიქრა კარლმა, – ამ კაცთან რთულია ლა-
პარაკი».
– მოთავსდით, ღვთის გულისათვის, საწოლზე, იქ მეტი ადგილია.
კარლი შეეცადა შემძვრალიყო, მაგრამ საწოლზე ახტომის პირველივე
წარუმატებელ ცდაზე თავადვე გაეცინა. როგორც კი საწოლზე ასვლა მო-
ახერხა, წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო, ჩემი ჩემოდანი ხომ სულ გადამავიწყდა! – კი მაგ-
რამ, სად არის?
– ზემოთ, გემბანზე, ერთ ნაცნობს ჩავაბარე. მოიცა, რა ჰქვია? – და
საიდუმლო ჯიბიდან, რომელიც დედამ გამომგზავრებისას შარვლის
სარჩულზე გამოუკერა, სავიზიტო ბარათი ამოიღო, – ბუტერბაუმი,
ფრანც ბუტერბაუმი.
– ძალიან გჭირდებათ ეგ ჩემოდანი?
– ცხადია.
– მაშინ უცხო ადამიანს რატომ დაუტოვეთ?
– ქოლგა დამრჩა ქვემოთ და მის მოსატანად გავიქეცი, ჩემოდანი კი
აღარ მინდოდა უკან მეთრია. მერე აქ გზა ამერია.
– მარტო ხართ? არავინ გახლავთ?
– დიახ, მარტო ვარ. «ალბათ ამ კაცს არ უნდა მოვშორდე, – გაუელვა
კარლს თავში, – ამაზე უკეთეს მეგობარს სად ვიპოვი».
– და ახლა ჩემოდანიც დაკარგეთ. ქოლგაზე ხომ ლაპარაკიც ზედმე-
ტია, – და კაცი სავარძელში ჩაჯდა, კარლის ამბავმა თითქოს ინტერესი
გაუღვივა.
– მაგრამ, მე მგონი, ჩემი ჩემოდანი ჯერ დაკარგული არ უნდა იყოს.

3
– ნეტარ არიან მორწმუნენი, – მიუგო კაცმა და თავისი მოკლე, შავი,
ხშირი თმა მაგრად მოიქექა, – გემზე ზნეობა ნავსადგურების მიხედვით
იცვლება. ჰამბურგში ის თქვენი ბუტერბაუმი ალბათ მიგიხედავდათ ჩე-
მოდანს, აქ კი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, ორივე უკვალოდ გაქ-
რებოდა.
– მაშინ ახლავე უნდა ავიდე და მოვნახო, – და კარლმა გასასვლელის
ძებნაში აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა.
– აქ იყავით, – საკმაოდ უხეშად ჰკრა კაცმა ხელი და ისევ საწოლზე
დააგდო.
– კი მაგრამ, რატომ? – გაბრაზდა კარლი.
– რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს, – უპასუხა კაცმა, – ცოტა ხან-
ში მეც გამოვალ და ერთად წავიდეთ. ჩემოდანი ან მოპარულია, მაშინ
ვეღარაფერს გავაწყობთ, ან იმ ყმაწვილმა იქვე მიატოვა, და მაშინ, რაც
უფრო დაცარიელდება გემი, მით უფრო ადვილად ვიპოვით. ასევე
თქვენს ქოლგასაც.
– კარგად იცნობთ გემს? – იჭვნეულად ჰკითხა კარლმა და მოეჩვენა,
რომ ამ მოსაზრების მიღმა, თითქოს დაცარიელებულ გემზე უფრო ად-
ვილად იპოვიდა თავის ნივთებს, რაც სხვა შემთხვევაში მართლაც დამა-
ჯერებელი იქნებოდა, ამჯერად რაღაც იმალებოდა.
– მე ხომ გემის ცეცხლფარეში ვარ, – თქვა კაცმა.
– გემის ცეცხლფარეში! – წამოიძახა გახარებულმა კარლმა, თითქოს
ამან მის მოლოდინს გადააჭარბა, და იდაყვზე დაყრდნობილი, კაცს შე-
აჩერდა, – სწორედ იმ კაიუტის წინ, სლოვაკთან ერთად რომ მეძინა, ლუ-
კი იყო, საიდანაც გემის სამანქანო ნაწილი ჩანდა.
– დიახ, იქ ვმუშაობდი, – თქვა ცეცხლფარეშმა.
– ტექნიკა ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა, – ფიქრებმა გაიტაცა
კარლი, – და მომავალში ნამდვილად ინჟინერი გავხდებოდი, ამერიკაში
იძულებითი გამომგზავრება რომ არა.
– რატომ იძულებითი?

4
– ეჰ, არ ღირს! – და კარლმა მთელი თავისი ისტორია ხელის გაქნე-
ვით მოიგერია. თან ცეცხლფარეშს ღიმილით შეხედა, თითქოს შეწყნა-
რებას სთხოვდა იმის გამო, რაშიაც არ გამოსტყდომია.
– ამას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა, – თქვა ცეცხლფარეშმა და ვერ
გაიგებდით, ამით ამ მიზეზის ახსნას მოელოდა თუ არა.
– ახლა შეიძლება მეც ცეცხლფარეში გავხდე, – განაგრძო კარლმა, –
ჩემი მშობლებისათვის სულერთია, რა გავხდები.
– ჩემი ადგილი თავისუფლდება, – და ცეცხლფარეშმა, ამაში სრული-
ად დარწმუნებულმა, ხელები ჯიბეებში ჩაიყო, დაჭმუჭნილ, ტყავისმაგ-
ვარ რუხ შარვალში გამოკრული ფეხები საწოლზე აისროლა და გაიშ-
ხლართა. კარლი კიდევ უფრო მიჩოჩდა კედლისკენ.
– ტოვებთ გემს?
– დიახ, დღეს მივემგზავრები!
– კი მაგრამ, რატომ? არ მოგწონთ აქ?
– საქმე სხვაგვარადაა, ყოველთვის როდია გადამწყვეტი, მოგწონს
რაიმე თუ არა. ისე, თქვენ მართალი ბრძანდებით, ეგეცაა, არ მომწონს.
იმედია, ცეცხლფარეშობას სერიოზულად არ აპირებთ, მაგრამ ყველა-
ფერზე იოლი სწორედ რომ ეგაა. გადაჭრით გეტყვით, არ გირჩევთ. თუკი
ევროპაში აპირებდით სწავლას, აქ რაღატომ არ უნდა ისწავლოთ? ევრო-
პული უნივერსიტეტები ამერიკულს ხომ ვერ შეედრება.
– შესაძლებელია, – მიუგო კარლმა, – მაგრამ მე ხომ სწავლის ფული
არ გამაჩნია. ვიღაცის შესახებ კი წამიკითხავს, დღისით მაღაზიაში მუშა-
ობდა და ღამით სწავლობდაო, ბოლოს დოქტორი, მგონი ბურგომის-
ტრიც გამხდარა. მაგრამ საამისოდ დიდი ნებისყოფაა საჭირო, ასე არ
არის? ვეჭვობ, ეს მქონდეს. გარდა ამისა, სწავლით არ გამოვირჩეოდი,
სკოლასთან გამომშვიდობება არ გამძნელებია. აქაური სკოლები კი ალ-
ბათ კიდევ უფრო მკაცრია. ინგლისური თითქმის არ ვიცი. საერთოდ, აქ
უცხოელების მიმართ, ჩემი აზრით, საკმაოდ ცუდად არიან განწყობილ-
ნი.

5
– ეს უკვე თქვენც გამოსცადეთ, არა? კეთილი. მაშინ ჩემი მეგობარი
ყოფილხართ. ხედავთ, ჩვენ ხომ გერმანულ ხომალდზე ვართ, რომელიც
ჰამბურგ-ამერიკის ხაზზე დაცურავს, რატომ არ უნდა ვიყოთ აქ ყველანი
გერმანელები? რატომ უნდა იყოს უფროსი მემანქანე რუმინელი? გვა-
რად შუბალი? ეს ხომ
დაუჯერებელია. და ეს არამზადა გერმანულ გემზე ჩვენ, გერმანე-
ლებს, გვჩაგრავს! არ იფიქროთ, – სულს ვეღარ ითქვამდა, ხელს იქნევ-
და, – რომ წუწუნი მიყვარს. ვიცი, თქვენ არაფერი შეგიძლიათ, თავად ერ-
თი საბრალო ყმაწვილი ხართ. მაგრამ ეს ძალზე საწყენია! – და რამდენ-
ჯერმე მაგიდაზე მუშტი დაარტყა, ისე რომ მუშტისთვის თვალი არ მო-
უშორებია, – რამდენ გემზე არ მიმსახურია, – და ოცამდე სახელი ერთმა-
ნეთს ისე მიაყოლა, თითქოს ერთ სიტყვას წარმოთქვამდა, კარლი გაოგ-
ნებული შესცქეროდა, – და ყველგან გამოვირჩეოდი, მაქებდნენ, ჩემი კა-
პიტნების მოწონებას ვიმსახურებდი, რამდენიმე წელი ერთ სავაჭრო
გემზეც კი ვიმუშავე, – წამოდგა, თითქოს ეს მისი ცხოვრების მწვერვალი
ყოფილიყოს, – და აქ, ამ ჯაბახანაზე, სადაც ყველაფერს ხუთი თითივით
ვიცნობ, თურმე არაფრად ვღირვარ, შუბალს ფეხებში ვებლანდები, ზარ-
მაცი ვარ, აქედან გასაგდები, და ხელფასს მხოლოდ სამადლოდ მიხდი-
ან. გესმით? მე ეს არ მესმის.
– ამისი უფლება არ უნდა მისცეთ, – აღელდა კარლი. მან თითქმის
დაკარგა იმის შეგრძნება, რომ გემის არამყარ ნიადაგზე იმყოფებოდა,
უცნობი კონტინენტის სანაპიროზე, იმდენად შინაურულად გრძნობდა
თავს აქ, ცეცხლფარეშის საწოლზე, – იყავით უკვე კაპიტანთან? შეეცა-
დეთ შეგეხსენებინათ თქვენი უფლებები?
– ოჰ, მომწყდით ერთი თავიდან. თქვენი დანახვა აღარ მინდა. თქვენ
არ მისმენთ, რას ვამბობ, რჩევებს კი მაძლევთ. როგორ უნდა წავიდე კა-
პიტანთან! – და ცეცხლფარეში ისევ ჩამოჯდა და დაღლილმა თავი ხე-
ლებში ჩარგო.
«უკეთესს ვერაფერს ვურჩევ, – გაიფიქრა კარლმა, – უმჯობესია საკუ-
თარი ჩემოდანი მოვძებნო, ვიდრე ცეცხლფარეშს ჭკუა დავარიგო, რაც

6
მას მაინც სისულელედ მიაჩნია». როცა კარლს მამამ ჩემოდანი სამუდა-
მო მფლობელობაში გადასცა, ხუმრობით ჰკითხა: – რამდენ ხანს გექნე-
ბა ეს? – და ახლა ეს ერთგული ჩემოდანი ალბათ უკვე დაკარგულია. ერ-
თადერთ ნუგეშად ისღა დარჩენია, რომ მისი ახლანდელი მდგომარეო-
ბის შესახებ მამა ვეღარაფერს შეიტყობს, კიდევაც რომ გაიკითხოს. გე-
მის ეკიპაჟი მხოლოდ იმას თუ დაუდასტურებს, რომ ნიუ-იორკამდე ჩა-
მოიყვანეს. კარლს უფრო იმაზე სწყდებოდა გული, რომ ვერ მოასწრო ჩე-
მოდანში ჩალაგებული ნივთების გამოყენება, თუმცა პერანგი კარგა ხა-
ნია გამოსაცვლელი ჰქონდა. ამრიგად, მისი მომჭირნეობა სრულიად
უადგილო აღმოჩნდა: ახლა, ახალი ცხოვრების დასაწყისში, ყველაზე
მეტად ესაჭიროებოდა სუფთად ჩაცმა, მას კი ჭუჭყიანი პერანგით მო-
უწევდა სიარული. სხვა მხრივ, ჩემოდნის დაკარგვა არ იქნებოდა დიდი
უბედურება, რადგან ის კოსტიუმი, ტანზე რომ ეცვა, ბევრად სჯობდა
იმას, ჩემოდანში რომ იდო; ის, შეიძლება ითქვას, სათადარიგო კოსტიუ-
მი იყო, რომელიც დედამ გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკემ-
სა. ისიც გაახსენდა, რომ ჩემოდანში ვერონული «სალიამის» ნაჭერიც
იდო, საგანგებოდ რომ უსაგზლა დედამ და თითქმის არც კი გაუსინჯავს,
რადგან მთელი გზა უმადოდ იყო და ის სუპი იკმარა, შუა გემბანზე რომ
არიგებდნენ.. ის ძეხვი რომ აქ ჰქონდეს, ცეცხლფარეშს მიართმევდა. მა-
მისგან იცოდა, რომ ასეთი ადამიანების გულის მოგება ადვილად შეიძ-
ლება პატარ-პატარა საჩუქრებით. მამა თავის ხელქვეითებს, რომლებ-
თანაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, სიგარებს ურიგებდა ხოლმე და
ასე იგებდა მათ გულს.
ახლა კარლს მხოლოდ ფულიღა დარჩა გასაცემი, მაგრამ თუ ჩემო-
დანი დაკარგულია, მას ჯერ ხელი არ უნდა ახლოს. ფიქრებით კვლავ ჩე-
მოდანს დაუბრუნდა, ვერ მიმხვდარიყო, რისთვის სდარაჯობდა მთელი
გზა ჩემოდანს უძილობის ფასად ასე გულმოდგინედ, თუ ასე ადვილად
უნდა შელეოდა. გაახსენდა ის ხუთი ღამე, რომელთა განმავლობაში გა-
ნუწყვეტლივ ეჭვობდა, რომ პატარა სლოვაკს, ორი საწოლის იქით რომ
ეძინა, მის ჩემოდანზე ეჭირა თვალი. თითქოს ეს სლოვაკი მიყურადებუ-

7
ლი იყო, როდის ჩათვლემდა უძილობისგან დასუსტებული კარლი ერთი
წამით, რათა თავისი გრძელი ჯოხით, რომლითაც დღისით თამაშობდა
ან ვარჯიშობდა, მისი ჩემოდანი გადაეთრია. დღისით სლოვაკი სრული-
ად უწყინარი ჩანდა, მაგრამ როგორც კი დაღამდებოდა, წამოდგებოდა
თავისი ადგილიდან და ნაღვლიანი სახით გასცქეროდა კარლის ჩემო-
დანს. კარლი ამას გარკვევით ხედავდა, როცა ვიღაცა ემიგრანტისათვის
დამახასიათებელი მოუსვენრობით შუქს აანთებდა ხოლმე – (თუმცა გე-
მის შინაგანაწესით ეს აკრძალული იყო), – რათა ემიგრანტთა სააგენ-
ტოების გაუგებარ პროსპექტებში რაღაც ამოეკითხა. თუ ღამით ასეთი
შუქი მის სიახლოვეს ანათებდა, მაშინ კარლი რამდენიმე წუთით ჩათ-
ვლემდა, მაგრამ თუ შუქი შორს იყო ან ბნელოდა, თვალი არ უნდა მო-
ეხუჭა. ამ დაძაბულობამ საშინლად დაქანცა, ახლა კი ყოველივე ეს სრუ-
ლიად ამაო გამოდგა. ო, ეს ბუტერბაუმი, ვითომ აღარსად გადაეყრება?
ამ დროს კაიუტის სრულ სიჩუმეში დერეფნის სიღრმიდან დაბალი,
ხშირი ხმები შემოიჭრა, თითქოს ბავშვები მოაბიჯებენო; ხმაური მოახ-
ლოვდა, უფრო გამოიკვეთა და კაცების აუჩქარებელი ნაბიჯების ხმაში
გადაიზარდა. ჩანს, დერეფნის სივიწროვის გამო ერთ რიგად მოდიოდ-
ნენ და თითქოს იარაღს მოაჟღარუნებდნენ. კარლმა, როგორც იქნა, თა-
ვიდან მოიშორა უსიამოვნო ფიქრები ჩემოდანსა და სლოვაკზე, და ის
იყო ჩათვლიმა, რომ უცებ წამოიმართა და ცეცხლფარეში შეანჯღრია,
რადგან მსვლელობის წინამძღოლი ამასობაში უკვე მათი კაიუტის კარს
მოახლოვებოდა, – გემის ორკესტრია, – უთხრა ცეცხლფარეშმა, – ზემოთ
უკრავდნენ და ახლა ჩასალაგებლად მიდიან. უკვე ყველაფერი დამთავ-
რდა და ჩვენც შეგვიძლია წავიდეთ. წამომყევით! – კარლს ხელი ჩაავ-
ლო, ბოლო წუთს საწოლის თავზე დაკიდებული ჩარჩოში ჩასმული
ღვთისმშობლის ხატი კედლიდან ჩამოხსნა, გულის ჯიბეში ჩაიდო, ჩე-
მოდანს დასწვდა და კარლთან ერთად სწრაფად გავიდა კაიუტიდან.
– ახლა კი წავალ ბიუროში და მოვახსენებ ბატონებს ჩემს სათქმელს.
მგზავრები იქ აღარ არიან, ისე რომ, ბოდიშები არ დამჭირდება, – ამ სიტ-
ყვებს სხვადასხვანაირად ატრიალებდა და თან ლამობდა, სიარულში

8
ფეხით მიესრისა კედელზე ვირთხა, რომელმაც წინ გადაურბინა, თუმცა
კინწით სოროსთან მიაგდო, და იმანაც თავს დროზე უშველა. ცეცხლფა-
რეში საერთოდ ზანტად მოძრაობდა, ფეხები კი გრძელი ჰქონდა, მაგ-
რამ მეტისმეტად მძიმე.
სამზარეულოს სათავსო გაიარეს, სადაც რამდენიმე ჭუჭყიანწინსაფ-
რიანი ქალიშვილი – თითქოს საგანგებოდ დაუსვრიათო – დიდ როფებ-
ში ჭურჭელს რეცხავდა. ცეცხლფარეშმა ერთ-ერთი მათგანი, ლინა, გა-
მოიხმო, წელზე ხელი შემოხვია და რამდენიმე ნაბიჯი მასთან ერთად
გაიარა, ის კი ამ დროს კეკლუცად ეტმასნებოდა.
– ხელფასს არიგებენ, არ წამოხვალ ჩემთან ერთად? – ჰკითხა ცეც-
ხლფარშმა.
– რატომ უნდა შევიწუხო თავი, სჯობს ფული აქ მომიტანო, – მიახალა
ქალმა, მკლავქვეშ გაუძვრა და გაიქცა, – ეს სანდომიანი ყმაწვილი სად
დაითრიე? – მიაძახა, მაგრამ პასუხს აღარ დაელოდა. გოგონებმა მუშაო-
ბა შეწყვიტეს და სიცილი დააყარეს.
გზა განაგრძეს. ერთ კარს მიადგნენ, რომლის პატარა პარმაღი ორ კა-
რიატიდას ეჭირა. გემის ინტერიერისათვის კარლს ეს მეტისმეტ ფუფუ-
ნებად მოეჩვენა. თან ენიშნა, რომ გემის ამ ნაწილში აქამდე არასოდეს
მოხვედრილა, ჩანს, ის პირველი და მეორე კლასის მგზავრებისათვის
იყო განკუთვნილი, ახლა კი, გემის გენერალური დასუფთავებისას, ყვე-
ლა კარი ფართოდ გაეღოთ. გზად შემოხვდათ კიდეც რამდენიმე კაცი,
რომლებსაც გრძელტარიანი ცოცხები გაედოთ მხრებზე და ცეცხლფა-
რეშს ესალმებოდნენ. კარლი გაოცებული აკვირდებოდა ამ ფუსფუსს,
რაც თავის გემბანზე არ შეუმჩნევია. დერეფნების გაყოლებით ელექ-
ტროგაყვანილობა იყო გაჭიმული და განუწყვეტლივ ისმოდა ზანზალა-
კის წკარუნი.
ცეცხლფარეშმა მოწიწებით დააკაკუნა კარზე და როცა შიგნიდან გა-
მოსძახეს – შემობრძანდითო, – კარლს ხელით ანიშნა, ისიც თამამად
შეჰყოლოდა. კარლიც მიჰყვა, მაგრამ ზღურბლზე შეჩერდა. ოთახის სამი
ფანჯრიდან ზღვის ტალღები მოჩანდა, რომელთა ლაღმა მოძრაობამ

9
კარლს გული ისე აუძგერა, თითქოს ხუთი გრძელი დღის განმავლობაში
განუწყვეტლივ არ ეცქირა ზღვისათვის. დიდი გემები ერთმანეთს უჭ-
რიდნენ გზას და ტალღებზე თავისი სიმძიმის კვალობაზე ირწეოდნენ.
თუ თვალებს მოჭუტავდით, მოგეჩვენებოდათ, გემები თავიანთი სიმძი-
მის გამო ქანაობენო. ანძებზე დაკიდებული ვიწრო, გრძელი ალმები
სვლაში ხან გასწორდებოდნენ, ხან კი აქეთ-იქით ფრიალებდნენ. დრო-
დადრო, როგორც ჩანს, სამხედრო გემებიდან, სალუტის ხმა გაისმოდა;
იქვე, შორიახლოს მცურავი ერთ-ერთი გემის ქვემეხის ლულებზე ლითო-
ნის პერანგის ათინათები ისე ციმციმებდნენ, თითქოს აბობოქრებულ
ოკეანეში მშვიდობიანი ცურვის შემდეგ ნებივრობენო. კარიდან ჩანდა,
იქ, შორს, როგორ იკვლევდნენ გზას მომცრო ხომალდები და ნავები
დიდ გემებს შორის, ნავსადგურისაკენ. და ყოველივე ამის მიღმა აღმარ-
თულიყო ნიუ-იორკი, რომელიც თავისი ცათამბჯენების ასი ათასი ფან-
ჯრიდან შესცქეროდა კარლს. დიახ, ამ ოთახში ცხადი იყო, სად იმყოფე-
ბოდი.
მრგვალ მაგიდას სამი მამაკაცი შემოსხდომოდა, ერთი საზღვაო
ოფიცერი იყო, რომელსაც მეზღვაურის ცისფერი ფორმა ეცვა, დანარჩენ
ორს კი, ნავსადგურის უწყების მოხელეებს, შავი ამერიკული ფორმა ემო-
სათ. მაგიდაზე ერთმანეთზე დახვავებული სხვადასხვა საბუთი ეწყო,
რომელთაც ოფიცერი ჯერ კალმით გადაურბენდა, შემდეგ დანარჩენ
ორს გადააწოდებდა, ისინიც ხან ჩაიკითხავდნენ, ხან რაღაცას ამოიწერ-
დნენ, ხან კი საქაღალდეში იწყობდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, განუწ-
ყვეტლივ კბილებს რომ აკრაჭუნებდა, კოლეგას ოქმში ჩასაწერად რაღა-
ცას კარნახობდა.
ფანჯარასთან საწერ მაგიდას კარისაკენ ზურგშექცეული ტანმორჩი-
ლი კაცი უჯდა და გრძელ ფოლიანტებს უტრიალებდა, რომლებიც მის
წინ თაროზე ეწყო. მის გვერდით გამოღებული, ერთი შეხედვით ცარიე-
ლი სეიფი იდგა.
მეორე ფანჯრიდან, რომელსაც არაფერი ეფარებოდა, საუცხოო ხე-
დი იშლებოდა. მესამესთან კი ორი კაცი ხმადაბლა საუბრობდა. ერთ

10
მათგანს, რომელიც ფანჯრის გვერდით კედელს მიყრდნობოდა, მეზ-
ღვაურის ფორმა ეცვა და ხელით დაშნის ტარს ათამაშებდა. ვისაც ელა-
პარაკებოდა, ფანჯრისკენ იყო მიბრუნებული და დროდადრო, როცა გა-
მოიწეოდა, თანამოსაუბრის მკერდზე ჩარიგებული ორდენები გამოჩ-
ნდებოდა ხოლმე. ამ უკანასკნელს სამოქალაქო სამოსი ეცვა და, რადგან
დოინჯშემოყრილი იდგა, წვრილი ბამბუკის ხელჯოხი მასაც დაშნასა-
ვით ეკიდა.
კარლმა ყველაფრის შეთვალიერება ვერ მოასწრო, რადგან მალე ერ-
თი მსახური მიუახლოვდა და ცეცხლფარეშს ისე შეხედა, თითქოს მისი
ადგილი აქ არ იყო, თან ჰკითხა, რისთვის შეწუხებულხართო. ცეცხლფა-
რეშმა ჩუმადვე მიუგო, უფროს მოლარესთან მინდა დალაპარაკებაო.
მსახურმა, თავის მხრივ, ხელის მოძრაობით უარყო ეს თხოვნა, მაგრამ
მაინც შემოუარა მრგვალ მაგიდას ფეხის წვერებზე და ფოლიანტებიან
კაცთან მივიდა. ეს ბატონი – ამას გარკვევით დაინახავდით – მსახურის
სიტყვებმა გააოცა, მაგრამ ბოლოს მაინც მიიხედა იმისკენ, ვისაც მასთან
საუბარი სურდა, და ხელები ისე გაასავსავა, თითქოს ეს უარი არა მარტო
ცეცხლფარეშს ეხებოდა, არამედ მსახურსაც. ამის შემდეგ მსახური ცეც-
ხლფარეშთან დაბრუნდა და თითქოს რაღაც უნდა გაანდოსო, ისე უთ-
ხრა:
– ახლავე მიბრძანდით აქედან!
ამ სიტყვების გაგონებაზე ცეცხლფარეშმა კარლს ისე გადახედა,
თითქოს ის მისი გული ყოფილიყოს, რომელსაც უსიტყვოდ შესჩიოდა
თავის დარდს. კარლს ბევრი აღარ უფიქრია, ადგილიდან მოწყდა, ოთა-
ხი გადაჭრა, გზად ოფიცრის სავარძელსაც კი გაჰკრა გვერდი; მსახური
წელში მოხრილი, გაშლილი მკლავებით მისდევდა უკან, თითქოს ურ-
ჩხული უნდა დაიჭიროსო, მაგრამ კარლმა მიასწრო მოლარესთან და მა-
გიდას ჩაეჭიდა, რომ მსახურს მისი უკან გამოთრევა არ დაეპირებინა.
რა თქმა უნდა, იქაურობა მაშინვე გამოცოცხლდა. მაგიდასთან
მჯდომი საზღვაო ოფიცერი წამოხტა, პორტის მოხელეები მშვიდად,
მაგრამ ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას, ფან-

11
ჯარასთან მოსაუბრე ორი ბატონი გვერდიგვერდ დადგა, მსახურმა, რო-
მელიც მიხვდა, რომ აღარაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც უფროსობა ჩა-
ერია, უკან დაიხია. კართან მდგარი ცეცხლფარეში დაძაბული ელოდა იმ
წუთს, როდის გახდებოდა საჭირო მისი მიშველება. უფროსი მოლარე
ბოლოს მკვეთრად შემობრუნდა მარჯვნივ თავის სავარძელში.
კარლმა ხელი ჩაიყო საიდუმლო ჯიბეში, რომლის აქ მყოფებთან გა-
მოჩენას არ მორიდებია, იქიდან უცხოური პასპორტი ამოიღო და თავის
წარდგენის ნიშნად მაგიდაზე გადაშლილი დადო. უფროსმა მოლარემ,
რომელსაც ეს, როგორც ჩანს, სრულიად ზედმეტად მოეჩვენა, ორი თი-
თით იქით გასწია პასპორტი, რის შემდეგაც კარლმა ფორმალური მხარე
მოგვარებულად ჩათვალა და საბუთი ისევ ჯიბეში ჩაიდო.
– თავს უფლებას მივცემ მოგახსენოთ, – წამოიწყო მან, – რომ ბატონ
ცეცხლფარეშს უსამართლოდ ექცევიან. აქ არის ვინმე შუბალი, რომე-
ლიც მასზე გადაკიდებულია. მას ერთგულად უმუშავია მრავალ გემზე,
რომელთა სახელები შეუძლია ჩამოგითვალოთ, ბეჯითია, შრომისმოყ-
ვარე, და გაუგებარია, რატომ არ მოსდით თვალში მაინცდამაინც ამ გემ-
ზე, რომელზეც არც ისე რთულია მუშაობა, როგორც, მაგალითად, სავაჭ-
რო გემებზე. ამიტომ, ჩანს, მხოლოდ ცილისწამება უშლის ხელს დაწი-
ნაურებასა და იმ აღიარების მოპოვებაში, რომელიც სხვა შემთხვევაში
არ მოაკლდებოდა. მე მხოლოდ ზოგადად გაგაცანით საქმის არსი, უფ-
რო დაწვრილებით კი ის თავად მოგახსენებთ.
კარლი ყველა იქ მყოფს მიმართავდა, და მას მართლაც ყველა უს-
მენდა; ხომ შეიძლება, მათ შორის ერთი სამართლიანი კაცი მაინც აღ-
მოჩნდეს, თუ ეს მაინცდამაინც უფროსი მოლარე არ იქნება. გარდა ამი-
სა, კარლს არ გაუმხელია, რომ მხოლოდ ცოტა ხანია, რაც ცეცხლფარეშს
იცნობს. ისე, გაცილებით უკეთესადაც ილაპარაკებდა, იმ ხელჯოხიანი
სახეწამოჭარხლებული კაცის დანახვას რომ არ შეეცბუნებინა, რომელიც
თავისი ახლანდელი ადგილიდან პირველად შენიშნა.
– სრული ჭეშმარიტებაა, – წამოიძახა ცეცხლფარეშმა, ვიდრე მას ვინ-
მე რაიმეს შეეკითხებოდა ან თუნდაც შეხედავდა. და ეს სულსწრაფობა

12
შეიძლება დიდ მარცხადაც დასჯდომოდა, მაგრამ ამ დროს ორდენები-
ანმა ბატონმა, – კარლი ახლაღა მიხვდა, რომ ეს კაპიტანი უნდა ყოფი-
ლიყო, – ეტყობა, გადაწყვიტა, მოესმინა მისთვის. ბრძანების ნიშნად ხე-
ლი გაიშვირა და ცეცხლფარეშს მოუხმო: – მობრძანდით აქ, – ხმა ფო-
ლადივით მტკიცე და ნაწრთობი ჰქონდა. ახლა მხოლოდ ცეცხლფარე-
შის საქციელზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, რადგან, მისი საქმის
სამართლიანობაში კარლს ეჭვი არ ეპარებოდა.
საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ცეცხლფარეშს ამაოდ არ უხეტი-
ალია ამქვეყანაზე. დინჯად და აუღელვებლად ამოიღო პირველივე ცდა-
ზე თავისი ჩემოდნიდან ქაღალდების დასტა და უბის წიგნაკი, და თით-
ქოს ასეც უნდა ყოფილიყო, უფროსი მოლარისათვის ყურადღებაც არ
მიუქცევია, ისე გაემართა კაპიტნისაკენ და თავისი მტკიცებულებები
ფანჯრის რაფაზე გაშალა. უფროს მოლარეს მეტი აღარაფერი დარჩე-
ნოდა და მანაც იქით გადაინაცვლა.
– ეს კაცი ცნობილი შარისთავია, – განუცხადა კაპიტანს, – კანცელა-
რიაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სამანქანო განყოფილებაში.
შუბალი, ეს თავშეკავებული კაცი, მოთმინებიდან გამოიყვანა. მომისმი-
ნეთ! – მიუბრუნდა ცეცხლფარეშს, – თქვენი აბეზარობა ყოველგვარ
ზღვარს სცილდება. რამდენჯერ გამოუგდიხართ კინწისკვრით საბუ-
ღალტრო განყოფილებიდან, როგორც ამას თქვენი სრულიად უსაფუძ-
ვლო პრეტენზიებით იმსახურებთ! რამდენჯერ შემოვარდნილხართ
იქიდან მთავარ საბუღალტროში! რამდენჯერ უთქვამთ თქვენთვის კე-
თილმოსურნეთ, რომ შუბალი თქვენი უშუალო უფროსია და მასთან,
როგორც ხელქვეითმა, თავად უნდა მოაგვაროთ ურთიერთობა. ახლა კი
აქაც მოდიხართ, როცა კაპიტანი აქ არის, ურცხვად აწუხებთ მას თქვენი
უსაფუძვლო ბრალდებებით და თავხედობა გყოფნით, ეს ცხვირმოუხო-
ცავი ყმაწვილი მოიყვანოთ მოწმედ, რომელსაც საერთოდ პირველად
ვხედავ გემზე!
კარლმა ძლივს შეიკავა თავი, რომ მოლარეზე არ გაეწია; მაგრამ კა-
პიტანი დროზე ჩაერია: – მოდით, მოვუსმინოთ ერთი ამ კაცს. ამ ბოლო

13
დროს მეც მეჩვენება, რომ შუბალი მეტისმეტად ბევრს იღებს საკუთარ
თავზე, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენი გამართლება მსურს,
– ეს უკანასკნელი სიტყვები ცეცხლფარეშს ეხებოდა. ცხადია, მაშინვე
ვერ დაიჭერდა მის მხარეს, მაგრამ უკვე ყველაფერი თითქოს სასიკე-
თოდ მიდიოდა. ცეცხლფარეშმა ახსნა-განმარტებები დაიწყო და თან
თავს ძალას ატანდა, რომ შუბალი «ბატონად» მოეხსენიებინა. კარლი კი
კმაყოფილი იდგა უფროსი მოლარის მიტოვებულ მაგიდასთან და სი-
ამოვნებისაგან საფოსტო სასწორს აქანავებდა, – ბატონი შუბალი უსა-
მართლოა! ბატონი შუბალი უცხოელებს ანიჭებს უპირატესობას! ბა-
ტონმა შუბალმა ცეცხლფარეში სამანქანო ნაწილიდან გამოაძევა და სა-
პირფარეშოების დასუფთავებას აიძულებს, რაც ცეცხლფარეშს არ ევა-
ლება! – ცეცხლფარეშმა ბატონი შუბალის შრომისმოყვარეობაც კი და-
აყენა ეჭვქვეშ, რაც თითქოს უფრო მოჩვენებითი იყო, ვიდრე ნამდვილი.
ამ სიტყვებზე კარლი დაჟინებით მიაჩერდა კაპიტანს, თითქოს მისი კო-
ლეგა ყოფილიყოს: ვითომდა, ნუ დაძრახავთ, რას იზამთ, ასეთი მკვახე
ლაპარაკი სჩვევიაო. ასე იყო თუ ისე, ამ გრძელი მონოლოგიდან ვერაფე-
რი არსებითი ვერ გამოიტანეს და თუმცა კაპიტანი ისევ წინ იყურებოდა
და გადაწყვეტილი ჰქონდა, ამჯერად ბოლომდე მოესმინა ცეცხლფარე-
შისათვის, დანარჩენებს მოუთმენლობა დაეტყოთ და ცეცხლფარეშის
ხმა უკვე ვეღარ იპყრობდა მათ ყურადღებას, რაც არცთუ სასიკეთო ნიშა-
ნი იყო. პირველმა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ბატონმა
აამოქმედა თავისი ბამბუკის ჯოხი და იატაკზე ნელა დააკაკუნა. დანარ-
ჩენები აქეთ-იქით იყურებოდნენ. პორტის მოხელეები, რომლებიც, რო-
გორც ჩანს, ჩქარობდნენ, თავიანთ საბუთებს მიუბრუნდნენ და – თუმცა
ჯერ დაბნეულებმა, – მათი თვალიერება დაიწყეს. საზღვაო ოფიცერმა
თავისი მაგიდა კვლავ ახლოს მიიწია, და უფროსმა მოლარემ, რომელ-
საც თამაში უკვე მოგებულად მიაჩნდა, ირონიულად ამოიხვნეშა. ეს სა-
ყოველთაო დაბნეულობა არ შეხებია მხოლოდ მსახურს, რომელმაც,
როგორც პატარა კაცმა, რამდენადმე გამოსცადა საკუთარ თავზე ძლიერ-

14
თა ჩექმის ძალა და კარლს სერიოზულად უქნევდა თავს, თითქოს მის-
თვის რაღაცის ახსნას ლამობდა.
ამასობაში ფანჯრებს მიღმა ნავსადგურის ცხოვრება ძველებურად
მიედინებოდა; როცა ბაგირით ოსტატურად გამაგრებული კასრებით
სავსე დაბალმა ბარჟამ გემს ჩაუარა, ოთახში თითქმის მთლიანად ჩა-
მობნელდა; პატარა კატარღები, რომლებსაც კარლი ყურადღებით დააკ-
ვირდებოდა, საამისო დრო რომ ჰქონოდა, ისარივით მიქროდნენ მესა-
ჭის ხელის მოძრაობაზე! ამოუცნობი მცურავი ობიექტები ხან სად ამოყ-
ვინთავდნენ წყლის აზვირთებული ზედაპირიდან და ხან – სად, და
უმალვე უჩინარდებოდნენ გაოცებული მაყურებლის თვალთახედვი-
დან; საოკეანო ხომალდების კანჯოებს მარდად მიაქროლებდნენ მეზ-
ღვაურები, და მგზავრები, საგულდაგულოდ რომ ჩაეჭედათ მათში, მორ-
ჩილად და მოლოდინით აღსავსენი ისხდნენ, თუმცა ზოგიერთი მაინც
უნებურად აბრუნებდა თავს აქეთ-იქით, რომ ცვალებადი პეიზაჟისათვის
მიედევნებინა თვალი. დაუსრულებელი ღელვა, ბორგვა ამ მშფოთვარე
სტიქიიდან უმწეო ადამიანებსა და მათ ნამოქმედარს გადაეცემოდა!
ყოველივე ეს სისწრაფის, გარკვეულობის, ვითარების სრულიად ზუს-
ტი აღწერისაკენ მოუწოდებდა მნახველს; და რას აკეთებს ამ დროს ცეც-
ხლფარეში? ლაპარაკისაგან ოფლში გახვითქული, ფანჯრის
რაფაზე გაშლილ საბუთებს აკანკალებული ხელებით ძლივსღა აკა-
ვებს; მსოფლიოს ყოველი მხრიდან მოედინება მისკენ საჩივრები შუ-
ბალზე, რომელთაგან, მისი აზრით, ერთიც კი საკმარისი იქნებოდა შუ-
ბალის გასანადგურებლად, მაგრამ კაპიტანს ყოველივე ეს მხოლოდ ძნე-
ლად გასაგები დომხალის სახით წარუდგინა. ბამბუკის ხელჯოხიანი ბა-
ტონი უკვე ჭერში იყურება და ხმადაბლა უსტვენს, პორტის წარმომად-
გენლებს ოფიცერი თავის მაგიდასთან მიუმწყვდევიათ და არც აპირებენ
მის გათავისუფლებას, უფროს მოლარეს მხოლოდ კაპიტნის სიმშვიდე
აკავებს, რომ საქმეში არ ჩაერიოს, სმენაზე მდგარი მსახური ყოველ წამს
ელოდება კაპიტნის განკარგულებას ცეცხლფარეშის თაობაზე.

15
კარლს უმოქმედოდ გაჩერება აღარ შეეძლო. ნელა მიუახლოვდა
ჯგუფს და თან ცდილობდა მოეფიქრებინა, როგორ მოეხერხებინა, რაც
შეიძლება სწრაფად მოევლო ამ საქმისათვის. ჩარევა აღარ უნდა და-
აყოვნოს, თორემ წუთიც და, ორივეს კინწისკვრით გაყრიან ოთახიდან.
კაპიტანი შეიძლება მართლაც წესიერი ადამიანია და სწორედ ახლა,
კარლის აზრით, განსაკუთრებული საფუძველიც აქვს, სამართლიან
ხელმძღვანელად წარმოაჩინოს თავი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ინ-
სტრუმენტი ხომ არაა, რომელზეც შენს ნებაზე დაუკრავ! ცეცხლფარეში
კი სწორედ ამას ცდილობს, მართალია, მისი უსაზღვრო აღშფოთების
გამო.
და კარლმა ცეცხლფარეშს მიმართა: – უფრო ნათლად და გასაგებად
უნდა ილაპარაკოთ, სხვაგვარად ბატონ კაპიტანს გაუჭირდება თქვენი
ამგვარი მონათხრობით საქმის ვითარებაში გარკვევა. ის ხომ ყველა მე-
მანქანესა თუ ყველა შიკრიკს გვარით და მით უმეტეს, სახელით არ იც-
ნობს, რომ მაშინვე მიხვდეს, ვის გულისხმობთ! დაალაგეთ თქვენი სა-
ჩივრები, ჯერ უმნიშვნელოვანესი წარუდგინეთ, შემდეგ კი, რიგის მი-
ხედვით, დანარჩენები. იქნებ მაშინ ყველას დასახელება აღარც გახდეს
საჭირო. მე ხომ ყველაფერი გასაგებად მომიყევით! – «თუკი ამერიკაში
ჩემოდნის მოპარვა შეიძლება, მაშინ ზოგჯერ არც სიცრუეა დიდი ცოდ-
ვა», გაიფიქრა კარლმა თავის გასამართლებლად.
ოღონდ კი ეშველოს ამით საქმეს! ნეტავ დაგვიანებული ხომ არ
არის? ცეცხლფარეშმა მაშინვე შეწყვიტა ლაპარაკი, როგორც კი ნაცნობი
ხმა გაიგონა, მაგრამ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე კაცური ღირ-
სების შეურაცხყოფის, საშინელი მოგონებების, ახლანდელი უკიდურე-
სად შეჭირვებული მდგომარეობის გამო და კარლს რიგიანად ვეღარც კი
ცნობდა. ანდა როგორ უნდა შეეცვალა ახლა – კარლს უსიტყვოდ ესმოდა
დადუმებული ცეცხლფარეშისა – როგორ შეუძლია ახლა უცებ შეცვალოს
თავისი ლაპარაკის მანერა, როცა ჰგონია, რომ ყველაფერი თქვა, რაც
სათქმელი ჰქონდა, მაგრამ ვერავითარი თანაგრძნობა ვერ გამოიწვია,
მეორე მხრივ კი, თითქოს არც არაფერი უთქვამს, და აღარც უნდა ჰქონ-

16
დეს იმედი, რომ ბატონები ბოლომდე მოუსმენენ. და სწორედ ამ დროს
მოდის კარლი, მისი ერთადერთი მოკავშირე, რათა ჭკვიანური დარიგე-
ბები მისცეს, ამის ნაცვლად კი გამოდის, რომ ყველაფერი, ყველაფერი
დაკარგულია!
«სჯობდა ადრე მოვსულიყავი, ვიდრე ფანჯარაში მეცქირა!» გაიფიქ-
რა კარლმა, ცეცხლფარეშს თვალი ვერ გაუსწორა და ხელები თეძოებზე
შემოირტყა იმის ნიშნად, რომ ყოველგვარი იმედი გადაწურული იყო.
მაგრამ ცეცხლფარეშმა არასწორად გაუგო, იფიქრა, კარლი ფარუ-
ლად მსაყვედურობსო და თავის უდანაშაულობაში დასარწმუნებლად
ყოველივე იმით დააგვირგვინა, რომ ჩხუბი დაუწყო. და ეს მაშინ, როცა
მრგვალი მაგიდის გარშემო შემომსხდარი ბატონები უკვე კარგა ხანია
ბრაზობდნენ ამ აურზაურის გამო, ხელს რომ უშლიდათ მნიშვნელოვან
საქმიანობაში; როცა უფროსი მოლარე, გაღიზიანებული კაპიტნის უად-
გილო მოთმინებით, უკვე აფეთქების ზღვარზე იყო; როცა მსახური, რო-
მელიც კვლავ თავის ბატონებს უჭერდა მხარს, მზად იყო, თვალებით გა-
ნეგმირა ცეცხლფარეში; დაბოლოს, როცა ბამბუკისჯოხიანმა ბატონმა,
რომელსაც დროდადრო კაპიტანიც კი თავაზიანად გადახედავდა ხოლ-
მე, სრულიად დაკარგა ინტერესი და ზიზღითაც კი განიმსჭვალა ცეც-
ხლფარეშის მიმართ; უბის წიგნაკი ამოიღო და როგორც ჩანს, სხვა საქ-
მით დაკავებული, ხან უბის წიგნაკში ჩაკრავდა თვალს, ხან კი კარლისა-
კენ გაიხედავდა ხოლმე.
– მე ხომ ვიცი, – თქვა კარლმა, რომელიც შეეცადა, მოეგერიებინა ცეც-
ხლფარეშის ამჯერად მისკენ მიმართული სიტყვების კორიანტელი,
თუმცა თან თავაზიანად უღიმოდა, – ვიცი, თქვენ სწორი ხართ, ამაში ეჭ-
ვიც არ შემპარვია, – მოსალოდნელი დარტყმების შიშით სიამოვნებით
გადაუგრეხდა ცეცხლფარეშს ხელებს, უმისამართოდ რომ იქნევდა, ან-
და კუთხეში მიიმწყვდევდა, რათა ერთი-ორი დამამშვიდებელი სიტყვა
წაეჩურჩულებინა, ისე, რომ სხვას არავის გაეგონა. მაგრამ ცეცხლფარეშ-
მა საბოლოოდ აიწყვიტა. ახლა კარლი შეეცადა ნუგეში ეპოვა იმ აზრში,
რომ ცეცხლფარეში თავისი სასოწარკვეთილების ძალით შვიდივე იქ

17
მყოფ ბატონს დაიმორჩილებდა. სხვა რომ არაფერი, საწერ მაგიდაზე
უამრავღილაკიანი ელექტრონული პულტი იდო, რომელზე ხელის დაკა-
რებაც კი საკმარისი იყო, რომ მთელი გემი, თავისი მტრულად განწყობი-
ლი ადამიანებით სავსე დერეფნებიანად, ფეხზე დამდგარიყო.
ის ბამბუკისჯოხიანი ბატონი, აქამდე გულგრილად რომ აკვირდებო-
და სიტუაციას, კარლს მიუახლოვდა და არცთუ ხმამაღლა, მაგრამ საკმა-
ოდ მკაფიოდ, რომ ცეცხლფარეშის ყვირილი გადაეფარა, ჰკითხა: –
თქვენი სახელი, ჩემო ბატონო? – იმავ წუთს, თითქოს ამ შეკითხვას
ელოდაო, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. მსახურმა კაპიტანს გადახედა, მან
თავი დაუქნია. ისიც მივიდა კართან და გამოაღო. ზღურბლზე ძველმო-
დურ სერთუკში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის მამაკაცი იდგა, რო-
მელსაც ერთი შეხედვით მანქანებთან თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდა
საერთო, და მაინც, – ეს გახლდათ შუბალი. კარლი რომ ამას სხვების გა-
მოხედვაზე არ მიმხვდარიყო, რომლებიც გარკვეულ კმაყოფილებას გა-
მოხატავდნენ – მათ შორის კაპიტნისაც – ცეცხლფარეშის შეშფოთებაზე
უთუოდ მიხვდებოდა, ვინ იყო ეს ბატონი: მუშტები ისე მოეკუმშა, თით-
ქოს ეს მდგომარეობა უმნიშვნელოვანესი იყო მისთვის, თითქოს მზად
იყო, სიცოცხლეც გაეწირა. ამ მუშტებში მოეყარა ახლა თავი მთელ მის
ძალებს, იმათაც კი, რომელთა წყალობითაც იდგა ფეხზე.
აი, მის წინაშე დგას მტერი, მხნე და თავისუფალი, საზეიმოდ გამოწ-
ყობილი, დავთრით ხელში, ალბათ ცეცხლფარეშის სახელფასო ცნობე-
ბითა და დახასიათებებით, და მტკიცედ დარწმუნებული, რომ ყველას
კეთილგანწყობას მოიპოვებს, უშიშრად შესცქერის თითოეულ მათგანს
რიგრიგობით თვალებში. შვიდივე
უკვე მისი მომხრეა, რადგან, კაპიტანს კიდევაც რომ ჰქონოდა მის მი-
მართ აქამდე რაიმე ობიექტური თუ სუბიექტური პრეტენზია, იმ სატან-
ჯველის შემდეგ, რომელიც ცეცხლფარეშმა მიაყენა, შუბალი ალბათ
უზადო მუშაკად მოეჩვენება. ცეცხლფარეშის მსგავს ადამიანებთან რბი-
ლად მოქცევა არ შეიძლება, და თუ შუბალი რაიმე საყვედურს იმსახუ-
რებს, მხოლოდ იმას, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო გაეტეხა

18
ცეცხლფარეშის ჭირვეულობა, და მას ეყო თავხედობა, დღეს კაპიტან-
თან გამოცხადებულიყო.
ახლა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცეცხლფარეშისა და შუბალის
დაპირისპირება ამ ადამიანებზე სწორედ ისეთ ზემოქმედებას მოახ-
დენს, როგორიც უნდა მოახდინოს მაღალ ფორუმზე, რადგან, თუმცა შუ-
ბალს კარგად ეხერხება თავის მოკატუნება, საეჭვოა, ბოლომდე გაძ-
ლოს. საკმარისია, გაბრაზებისგან ერთხელ აფეთქდეს, რომ დამსწრეთ
ეს არ გამოეპარებათ, ამაზე კარლი იზრუნებს. ის უკვე მეტნაკლებად იც-
ნობს თითოეულის გამჭრიახობას, სისუსტეებს, ჭირვეულობას, და ამ
თვალსაზრისით აქ გატარებულ დროს ამაოდ არ ჩაუვლია. ოღონდ კი
ცეცხლფარეშს არ უღალატოს ნერვებმა, მაგრამ ის, როგორც ჩანს, სრუ-
ლიად მოკლებულია ბრძოლის უნარს. შუბალი რომ მიჰგვარონ, ალბათ
მუშტებით გაუხეთქავს იმ საძულველ თავის ქალას. მაგრამ იმის ძალა
არ შესწევს, რომ თვითონ გადადგას შუბალისაკენ ორიოდ ნაბიჯი. რა-
ტომ ვერ გაითვალისწინა კარლმა ასე ადვილად გასათვალისწინებელი
რამ, რომ შუბალი, ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად მოვიდოდა, თუ სა-
კუთარი ნებით არა, კაპიტნის გამოძახებით მაინც? რატომ არ მოიფიქრა
აქ მოსვლამდე ცეცხლფარეშთან ერთად საბრძოლო გეგმა, ნაცვლად
იმისა, რომ ასე სრულიად მოუმზადებელნი შემოსულიყვნენ ამ კარში?
გააჩნია კი ცეცხლფარეშს საერთოდ ლაპარაკის უნარი, შეუძლია უპასუ-
ხოს კი ან არა, – როგორც ეს ჯვარედინ დაკითხვაზეა საჭირო, რომელიც
მხოლოდ საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება შედგეს? დგას ფეხებგაჩაჩ-
ხული, მუხლები უკანკალებს, თავი ოდნავ აუწევია და დაღებული პირი-
დან ჰაერი ისე ამოსდის, თითქოს საერთოდ არ ჰქონდეს ფილტვები,
რომლებმაც ეს ჰაერი უნდა გადაამუშავონ.
თავად კარლი კი ისე ძლიერად და თავდაჯერებულად გრძნობდა
თავს, როგორიც შინ არასოდეს ყოფილა. ნეტავი ხედავდნენ მისი მშობ-
ლები, როგორ იცავს აქ, უცხო მხარეში, პატივცემული პიროვნებების წი-
ნაშე მათი შვილი სიკეთეს, და თუ ჯერ გამარჯვება ვერ მოუპოვებია, მზა-
დაა ბოლომდე იბრძოლოს! შეიცვლიან მასზე აზრს? დაისვამენ გვერ-

19
დით და შეაქებენ? ერთხელ მაინც ჩახედავენ მოსიყვარულე თვალებში?
ეჰ, ფუჭი კითხვებია და ახლა ამის დრო არ არის.
– აქ მოვედი, რადგან ვფიქრობ, ცეცხლფარეში დასაძრახის საქციელ-
ში მდებს ბრალს. ერთმა გოგონამ სამზარეულოდან მითხრა, რომ აქეთ
მომავალი დაუნახავს. ბატონო კაპიტანო და თქვენ, ბატონებო, მზად
ვარ, უარვყო ყველა ბრალდება დოკუმენტებით; თუ საჭირო გახდება,
ობიექტურ და დაუინტერესებელ მოწმეთა ჩვენებებითაც, რომლებიც
კართან იცდიან, – ასე ლაპარაკობდა შუბალი. ყოველ შემთხვევაში, ეს
იყო გასაგები მეტყველება, და მსმენელთა გამომეტყველების შეცვლის
მიხედვით შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ ისინი დიდი ხნის შემდეგ პირ-
ველად ისმენდნენ დანაწევრებულ ადამიანურ ბგერებს. თუმცა ვერ შეამ-
ჩნიეს, რომ ეს სიტყვაკაზმულობაც ალაგ-ალაგ მოიკოჭლებდა. რატომ
მოუვიდა თავში პირველად ისეთი სიტყვები, როგორიცაა «დასაძრახი
საქციელი»? იქნებ, სწორედ ამ სიტყვებით უნდა დაეწყო
ბრალდებების ჩამოთვლა, ნაცვლად თავისი ნაციონალური მიკერ-
ძოებულობისა? ჭურჭლის მრეცხავმა გოგონამ დაინახა, რომ ცეცხლფა-
რეში კანცელარიისაკენ მიდიოდა, და შუბალი მაშინვე ყველაფერს მიხ-
ვდა? დანაშაულის გრძნობამ ხომ არ გაუმახვილა გონების თვალი? მოწ-
მეებიც მაშინვე თან წამოუყვანია, თან მიუკერძოებლებსა და დაუინტე-
რესებლებსაც რომ უწოდებს? ეს ხომ თაღლითობაა და სხვა არაფერი!
ეს ბატონები კი ყოველივე ამას ითმენენ და მართებულადაც კი მიაჩნი-
ათ ამგვარი საქციელი! ან ამდენი დრო რისთვის დასჭირდა გოგონასთან
საუბრის შემდეგ აქ მოსასვლელად? რასაკვირველია, ერთადერთი მიზ-
ნით – რათა ცეცხლფარეშს ისე დაექანცა ბატონები, რომ მათ დაეკარ-
გათ საღი განსჯის უნარი, რაც შუბალისათვის უპირველეს საფრთხეს
წარმოადგენდა. აშკარაა, კარგა ხანს იცდიდა კართან და სწორედ იმ
წუთში დააკაკუნა, როცა იმ ბატონის სასხვათაშორისო შეკითხვა გაიგონა
და დარწმუნდა, ცეცხლფარეშის საქმე უკვე მოთავებულიაო.
ყველაფერი ცხადია, აკი შუბალმაც, თავისდაუნებურად, ასე წარმო-
ადგინა საქმის ვითარება, მაგრამ ამ ბატონებს სხვაგვარად, უფრო

20
თვალსაჩინოდ უნდა დაანახვოს ყველაფერი. მათ გამოფხიზლება სჭირ-
დებათ. მაშ, სწრაფად, კარლ, გამოიყენე ეს დრო, ვიდრე მოწმეები არ შე-
მოსულან და არ აუვსიათ ოთახი!
ამ დროს კაპიტანმა შუბალს ხელით ანიშნა და ისიც – რადგან მისი
საქმე, როგორც ჩანს, დროებით გადაიდო – განზე გადგა და ხმადაბალი
საუბარი გააბა მსახურთან, რომელიც მაშინვე შეუერთდა მას, თან დრო-
დადრო ცეცხლფარეშსა და კარლს გახედავდნენ ხოლმე და საუბარს მე-
ტი დამაჯერებლობისათვის ხელებსაც აშველებდნენ. ჩანს, შუბალი მო-
რიგი გამოსვლისათვის ემზადებოდა.
– თქვენ, ვგონებ, რაღაც გინდოდათ გეკითხათ ამ ახალგაზრდისათ-
ვის, ბატონო იაკობ? – ჰკითხა ჩამოვარდნილ სიჩუმეში კაპიტანმა ბამბუ-
კისჯოხიანს.
– მართალს ბრძანებთ, – ყურადღებისათვის მადლობის ნიშნად თა-
ვი ოდნავ დაუკრა ბატონმა იაკობმა. შემდეგ კარლს მიუბრუნდა და კით-
ხვა გაუმეორა: – რა გვარი ბრძანდებით, ჩემო ბატონო?
კარლმა გადაწყვიტა, მთავარი პრობლემის სასარგებლოდ რაც შეიძ-
ლება მალე დაეკმაყოფილებინა ბატონის ცნობისმოყვარეობა, და ამჯე-
რად პასპორტის წარდგენის გარეშე, რადგან ის საიდუმლო ჯიბიდან უნ-
და ამოეღო, უპასუხა:
– კარლ როსმანი.
– კი მაგრამ, – წარმოთქვა იაკობად წოდებულმა ბატონმა და თით-
ქმის უნდობლობის გამომხატველი ღიმილით უკან დაიხია. კაპიტანმა,
უფროსმა მოლარემ, საზღვაო ოფიცერმა, მსახურმაც კი დაუფარავად გა-
მოხატეს უზომო გაკვირვება კარლის გვარის გაგონებაზე. მხოლოდ პორ-
ტის წარმომადგენლებსა და შუბალს არ გამოუმჟღავნებიათ ინტერესი
ამ ამბის მიმართ.
– კი მაგრამ, – გაიმეორა ბატონმა იაკობმა და გაუბედავად მიუახ-
ლოვდა კარლს, – მაშინ მე ხომ შენი ბიძია იაკობი ვარ, შენ კი ჩემი ძვირ-
ფასი დისწული. აკი ვგრძნობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში! – მიმარ-

21
თა კაპიტანს, ვიდრე კარლს გადაეხვეოდა და გადაკოცნიდა, კარლი კი
ენაჩავარდნილი იდგა.
– თქვენ რა გვარი ბრძანდებით? – ჰკითხა ახლა კარლმა, როცა გათა-
ვისუფლდა ბიძის მკლავებიდან, ზრდილობიანად, მაგრამ, ცოტა არ
იყოს, გულგრილად, და თან შეეცადა განეჭვრიტა ის შედეგები, რომლე-
ბიც ამ ახალ მოვლენას ცეცხლფარეშისათვის შეიძლებოდა მოჰყოლო-
და. ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ შუბალს რაიმე
სარგებლის მიღება შეეძლო ამ საქმიდან.
– გესმით, ახალგაზრდავ, რა ბედი გეწიათ, – წამოიძახა კაპიტანმა,
რომელმაც კარლის შეკითხვა ბატონი იაკობის ღირსების შელახვად მი-
იჩნია; ბატონი იაკობი კი ამ დროს ფანჯარასთან იდგა და ცდილობდა,
მღელვარება დაეფარა, თან სახეს ცხვირსახოცით იწმენდდა, – ეს სენა-
ტორი ედვარდ იაკობი გახლავთ, და ის თქვენი ბიძაა. ამიერიდან
ბრწყინვალე მომავალი გელოდებათ, როგორსაც აქამდე ვერც კი წარმო-
იდგენდით. შეეცადეთ გაისიგრძეგანოთ ეს, რამდენადაც შეძლებთ, და
თავი ხელში აიყვანეთ!
– მართალია, მე მყავს ბიძა ამერიკაში, – მიუბრუნდა კარლი კაპი-
ტანს, – მაგრამ თუ სწორად გავიგე, იაკობი ბატონი სენატორის გვარია.
– ასეა, – დინჯად მიუგო კაპიტანმა.
– საქმე ისაა, რომ ჩემს ბიძია იაკობს, დედაჩემის ძმას, სახელად
ჰქვია იაკობი, გვარად კი დედაჩემის გვარისაა, ბენდელმაიერი.
– ბატონებო! – წამოიძახა სენატორმა კარლის ახსნა-განმარტების
პასუხად, რომელიც უკვე გამხნევებული დაბრუნდა თავისი მოფარებუ-
ლი ადგილიდან. ყველას, გარდა პორტის მოხელისა, სიცილი წასკდა,
ზოგი გრძნობამორეული იცინოდა, ზოგი კი დანარჩენების მიბაძვით.
«ნეტავ ასეთი სასაცილო რა ვთქვი», გაიფიქრა კარლმა.
– ბატონებო, – გაიმეორა სენატორმა, – თქვენ ჩემდა- და თქვენდაუ-
ნებურად პატარა ოჯახური სცენის მოწმენი გახდით, და ამიტომ არ შე-
მიძლია, არ აგიხსნათ საქმის ვითარება, რაც, რამდენადაც ვიცი, მხო-

22
ლოდ კაპიტნისთვისაა სრულად ცნობილი, – და ერთმანეთს თავი მდაბ-
ლად დაუკრეს.
«ახლა კი ყოველ სიტყვას უნდა დავუკვირდე», – გაიფიქრა კარლმა
და გახარებულმა შენიშნა, რომ ცეცხლფარეში, რომლისკენაც ჩუმად გა-
აპარა თვალი, ნელ-ნელა სიცოცხლეს უბრუნდებოდა.
– ამერიკაში ჩემი ყოფნის მრავალი წლის განმავლობაში – თუმცა
სიტყვა «ყოფნა» ამერიკის
მოქალაქისათვის არც ისე შესაფერისია, მე კი სულით ხორცამდე ამე-
რიკელი ვარ – მაშ ასე, ამერიკაში ცხოვრების მრავალი წლის განმავლო-
ბაში ჩემს ევროპელ ნათესავებს სრულიად მოწყვეტილი ვარ, რისი მიზე-
ზიც, ჯერ ერთი, ახლა მნიშვნელოვანი არ არის, მეორე კი, ამაზე საუბარი
ჩემთვის მეტად მძიმე იქნებოდა. შიშითაც კი ველოდები იმ წამს, როცა
იძულებული ვიქნები, ვუამბო ჩემს დისწულს ამის შესახებ, რა დროსაც,
სამწუხაროდ, თავს ვერ ავარიდებ გულწრფელ სიტყვებს მის მშობლებსა
და მათ ახლობლებზე.
«უდავოდ ბიძაჩემია, – გაიფიქრა კარლმა და სმენად იქცა, – როგორც
ჩანს, გვარი შეიცვალა».
– ჩემი ძვირფასი დისწული მისმა მშობლებმა – მოდით, თავისი სა-
ხელი ვუწოდოთ საგნებს – უბრალოდ, გამოაბრძანეს სახლიდან, რო-
გორც კატას გამოსვამენ ხოლმე გარეთ, როცა ის რამეს დააშავებს. მე არ
ვაპირებ შევალამაზო ჩემი დისწულის საქციელი, რისთვისაც ასე დაისა-
ჯა, მაგრამ ეს ისეთი დანაშაულია, რომლის დასახელება უკვე საკმარი-
სად შეიცავს მობოდიშებას.
«საინტერესო მოსასმენია, – გაიფიქრა კარლმა, – მაგრამ სულაც არ
მინდა, ყველაფერს მოჰყვეს. ან საიდან უნდა იცოდეს ყოველივე ეს?»
– საქმე ისაა, რომ, – ბიძამ ბამბუკის ხელჯოხი წინ გამოსწია და ზედ
მსუბუქად დაეყრდნო, რითაც გააბათილა ის უადგილო საზეიმო განწყო-
ბილება, რომელიც უამისოდ უეჭველად დაეუფლებოდა სიტუაციას, – ის
ერთმა მოახლემ, დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის ქალმა, სახელად
იოანა ბრუმერმა, შეაცდინა. სიტყვით «შეაცდინა» სულაც არ მინდა შე-

23
ურაცხყოფა მივაყენო ჩემს დისწულს, მაგრამ ძნელია ამ შემთხვევისათ-
ვის უფრო შესაფერისი სიტყვის პოვნა.
კარლი, რომელიც უკვე საკმაოდ ახლოს იდგა ბიძასთან, შემოტრი-
ალდა, რათა დამსწრეთა სახეებზე მონათხრობით გამოწვეული შთაბეჭ-
დილება ამოეკითხა. არავის გასცინებია, ყველა სერიოზულად და ყუ-
რადღებით უსმენდა. ანკი ვინ გაიცინებს სენატორის დისწულზე პირვე-
ლი შემთხვევისთანავე?! ეს კია, რომ ცეცხლფარეშმა ოდნავ შესამჩნე-
ვად გაუღიმა, რაც, ჯერ ერთი, სასიხარულო იყო, როგორც სიცოცხლის
ნიშანწყალი, და მეორეც, მიმტევებელი, რადგან კარლმა კაიუტაში არ
გაუმხილა ის საიდუმლო, რომელიც აქ საჯაროდ გამოაშკარავდა.
– და აი ამ ბრუმერმა, – განაგრძო ბიძამ, – ჩემი დისწულისაგან ბავშვი
გააჩინა, ჯანმრთელი ბიჭუნა, რომელსაც სახელად იაკობი დაანათლა,
ცხადია, თქვენი მოკრძალებული მონა-მორჩილის პატივსაცემად, რომე-
ლიც, ალბათ, ჩემს დისწულს გაკვრით თუ მოუხსენებია, მაგრამ ჩანს,
ქალზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. და საბედნიეროდაც: რადგან
მშობლებმა ალიმენტების გადახდისა და სხვა ამგვარი შემთხვევის თა-
ნამდევი დავიდარაბის თავიდან ასაცილებლად, – შეგახსენებთ, რომ
იქაურ კანონებს არ ვიცნობ და არც კარლის მშობლების სხვა შესაძლებ-
ლობებს, – მაშ, ალიმენტების გადახდისა და სკანდალის თავიდან ასა-
ცილებლად თავიანთ ვაჟს, ჩემს ძვირფას დისწულს, ამერიკაში უკრეს
თავი, როგორც ხედავთ,
ყოვლად უპასუხისმგებლოდ, უბადრუკი სახსრების ანაბარა, და რომ
არა სასწაული, როგორიც მხოლოდ ამერიკაში შეიძლება მოხდეს, საკუ-
თარი თავის ამარა დარჩენილი ყმაწვილი ნიუ-იორკის პორტის რომე-
ლიმე მიგდებულ შუკაში უგზო-უკვლოდ დაიკარგებოდა; მაგრამ იმ მო-
ახლემ ჩემთვის გამოგზავნილ წერილში, რომელმაც ბევრი ხეტიალის
შემდეგ, მხოლოდ სამი დღის წინ მოაღწია ჩემამდე, ზუსტად აღმიწერა
მთელი ეს ისტორია და ჩემი დისწულის გარეგნობაც, თან გემის სახელიც
შემატყობინა. და ბატონებო, თქვენს მოცდენას რომ არ ვერიდებოდე,
რამდენიმე ადგილს წაგიკითხავდით ამ წერილიდან – ჯიბიდან წვრი-

24
ლად ნაწერი ორი გრძელი საფოსტო ფურცელი ამოიღო და ააფრიალა,
– ეს დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა თქვენზე, რადგან მარტივად, უვ-
ნებელი ეშმაკობითა და ბავშვის მამისადმი დიდი სიყვარულითაა დაწე-
რილი. მაგრამ აღარც თქვენ მსურს მოგაცდინოთ იმაზე მეტად, ვიდრე
თქვენი გაცნობიერებისათვის იყო საჭირო, და მით უმეტეს, არც ჩემი
დისწულის გრძნობებს შევეხო, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ შემორ-
ჩენია; თუ მოისურვებს, შეუძლია წყნარად წაიკითხოს წერილი მყუდრო
ოთახში, რომელიც მას უკვე ელოდება, და სათანადო დასკვნებიც გამოი-
ტანოს.
მაგრამ კარლს არავითარი გრძნობები არ გააჩნდა იმ ქალის მიმართ.
წარსულის ხილვებში, რომლებიც სულ უფრო და უფრო შორეული ხდე-
ბოდა, იგი სამზარეულოში, კარადის გვერდით იჯდა და იდაყვით მის ნა-
პირს ეყრდნობოდა. თვალს აყოლებდა, როცა კარლი დროდადრო სამ-
ზარეულოში შევიდოდა, რათა მამისათვის ჭიქით წყალი გაეტანა ან დე-
დის დავალება შეესრულებინა. ზოგჯერ, სამზარეულოს კარადის გვერ-
დით მოუხერხებლად ჩამომჯდარი, რაღაც წერილს წერდა და თან კარ-
ლის სახეს აკვირდებოდა. ხან თვალებზე ხელს მიიფარებდა და მაშინ
აღარაფერი ესმოდა. ხან თავის პატარა სენაკში, სამზარეულოს გვერ-
დით, მუხლებზე დაჩოქილი, ხისგან გამოთლილი ჯვარცმის წინ ლოცუ-
ლობდა; კარლი მაშინ გავლა-გამოვლისას ფარულად უცქერდა ოდნავ
შეღებული კარის ღრიჭოდან. ხან სამზარეულოში აქეთ-იქით მიდი-მო-
დიოდა და თუ კარლს შეეფეთებოდა, ალქაჯივით აკისკისდებოდა და
უკან იხევდა. ხან, როცა კარლი შემოვიდოდა, სამზარეულოს კარს ჩაკე-
ტავდა და სახელურს ხელს არ უშვებდა, ვიდრე კარლი გაშვებას არ მოს-
თხოვდა. ხან ხელში უსიტყვოდ რაღაც ნივთებს ჩასჩრიდა, რომლებიც
კარლს სულაც არ აინტერესებდა. ერთხელაც აღმოხდა «კარლ», და ამ-
გვარი ამოძახილით გაოგნებული კარლი კვნესითა და მანჭვით გაიყვანა
თავის პატარა ოთახში და კარი ჩაკეტა. კისერზე ისე ჩამოეკიდა, ლამის
დაახრჩო, თან სთხოვდა, გამხადეო, სინამდვილეში კი თავად გახადა და
საწოლში ჩააწვინა, თითქოს ამიერიდან მის თავს აღარავის დაუთმობ-

25
და, და მხოლოდ ის იქნებოდა მისი მოალერსე და მასზე მზრუნველი
სამყაროს აღსასრულამდე, – კარლ, ჩემო კარლ! – ვნებიანად ჩურჩულებ-
და და თვალებით მის სამუდამოდ დასაკუთრებას ლამობდა; კარლი კი
ამ დროს ვერაფერს ხედავდა და ერთმანეთზე დახვავებულ თბილ სა-
ბან-ბალიშში, საგანგებოდ რომ მოემზადებინა ქალს მისთვის, თავს
უხერხულად გრძნობდა. შემდეგ გვერდით მიუწვა და ცდილობდა, რაღაც
საიდუმლოებები დაეცდენინებინა მისთვის, მაგრამ კარლს არაფერი
ჰქონდა გასამჟღავნებელი, რაზეც ქალი ხუმრობით თუ სერიოზულად
გაუბრაზდა, მერე შეანჯღრია, გულზე ყური დაადო. უნდოდა ვაჟსაც მო-
ესმინა მისი გულისცემა, მაგრამ ვერ დაიყოლია, შიშველი მუცლით სხე-
ულზე დააწვა, და ფეხებს შორის ისე ურცხვად უფათურებდა ხელს, რომ
კარლმა საბან-ბალიშიდან თავი ძლივს ამოყო; მერე მუცლით რამდენ-
ჯერმე უბიძგა, ამით თითქოს მის ნაწილად იქცა და ალბათ ამიტომ კარ-
ლმა თავი უმწეოდ იგრძნო. გამომშვიდობების შემდეგ ატირებული დაბ-
რუნდა
თავის საწოლში. სულ ეს იყო, ბიძიამ კი აქედან მთელი ამბავი შექ-
მნა. ესე იგი, მოახლეს ჯერ კიდევ ახსოვს და ბიძასაც შეატყობინა ამერი-
კაში მისი ჩასვლის ამბავი. ეს კარგად მოუფიქრებია და ოდესმე ალბათ
მადლობასაც გადაუხდის ამისათვის.
– ახლა კი, – წამოიძახა სენატორმა, – გულახდილად მითხარი, ვარ
ბიძაშენი თუ არა.
– ბიძაჩემი ხარ, – მიუგო კარლმა და ხელზე ემთხვია, ბიძა კი საპასუ-
ხოდ შუბლზე ეამბორა, – მოხარული ვარ, რომ შეგხვდი, თუმცა ცდები,
თუ ფიქრობ, რომ ჩემი მშობლები მხოლოდ ცუდად გიხსენიებენ. გარდა
ამისა, შენს მონათხრობშიც იყო რამდენიმე უზუსტობა, სახელდობრ, სი-
ნამდვილეში ყოველივე ასე არ მომხდარა. შენ ვერც შეაფასებდი აქედან
საღად ყველა გარემოებას. თუმცა, ვფიქრობ, დიდად არც არაფერი და-
შავებულა, თუ აქ დამსწრე ბატონებმა, ცოტა არ იყოს, მცდარი ინფორ-
მაცია მიიღეს იმ ამბის თაობაზე, რომელიც დიდად არც უნდა აინტერე-
სებდეთ.

26
– ჩინებული ნათქვამია, – თქვა სენატორმა, მიიყვანა კარლი კაპიტან-
თან, რომელიც გულწრფელი ინტერესით ადევნებდა თვალს მოვლენე-
ბის განვითარებას და ჰკითხა: – აბა, როგორი დისწული მყავს?
– ბედნიერი ვარ, – სამხედრო ყაიდაზე დაუკრა თავი კაპიტანმა, –
რომ თქვენი დისწული გავიცანი. განსაკუთრებული პატივია ჩემი გემი-
სათვის, რომ ასეთი შეხვედრის ადგილად იქცა. მაგრამ შუა გემბანით
მგზავრობა ალბათ საკმაოდ დამღლელი იქნებოდა, ანკი საიდან უნდა
იცოდე, ვინ მიგყავს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შესაძლებელია,
რომ შუა გემბანის მგზავრებს მოგზაურობა შევუმსუბუქოთ, გაცილებით
მეტს, ვიდრე, მაგალითად, ამერიკული კომპანიები, მაგრამ ჯერ, სამწუ-
ხაროდ, ვერ ვახერხებთ, რომ ასეთი რეისი სიამოვნებად ვაქციოთ.
– მე არაფერი გამჭირვებია, – თქვა კარლმა.
– არაფერი გასჭირვებია! – გაიმეორა სენატორმა და გადაიხარხარა.
– ოღონდ ჩემი ჩემოდანი... – და კარლს ყველაფერი გაახსენდა, რაც
მოხდა და რაც კიდევ ელოდა, მიიხედ-მოიხედა და დაინახა, რომ ყველა-
ნი გაკვირვებისა და მოწიწებისაგან ენაჩავარდნილნი ისხდნენ უწინ-
დელ ადგილებზე და მას შესცქეროდნენ. მხოლოდ პორტის მოხელეებს
– რამდენდაც მათი მკაცრი და თვითკმაყოფილი სახეები ამჟღავნებდა –
თუ შეამჩნევდით სინანულს იმის გამო, რომ ასეთ შეუფერებელ დროს
მოვიდნენ, და ჯიბის საათი, რომელიც წინ ედოთ, თითქოს მათთვის ყო-
ველივე იმაზე მნიშვნელოვანი იყო, რაც ოთახში ხდებოდა და ალბათ
ჯერ კიდევ მოხდებოდა.
პირველი, ვინც კაპიტნის შემდეგ თავისი სიხარული გამოხატა, უცნა-
ურია, მაგრამ ცეცხლფარეში იყო, – გულითადად გილოცავთ, – უთხრა
კარლს და ხელი ჩამოართვა, რითაც თავისი მადლიერებაც აგრძნობინა.
როცა იმავე სიტყვებით სენატორისთვის უნდა მიემართა, ამ უკანას-
კნელმა უკან დაიხია, თითქოს ცეცხლფარეშმა საკუთარ უფლებებს გა-
დააჭარბა; ისიც მაშინვე შეჩერდა.
დანარჩენებმა ახლაღა მოისაზრეს, რა უნდა გაეკეთებინათ და კარ-
ლისა და სენატორის გარშემო შემოიჯარნენ. თქვენ წარმოიდგინეთ,

27
კარლმა შუბალისგანაც კი მიიღო მილოცვა და მადლობაც გადაუხადა.
ბოლოს, კვლავ ჩამოვარდნილ სიჩუმეში, პორტის მოხელეებმაც გაიმე-
ტეს ორიოდე ინგლისური სიტყვა, რითაც სასაცილო შთაბეჭდილება მო-
ახდინეს.
სენატორი ისეთ განწყობაზე იყო, სურდა ბოლომდე დამტკბარიყო
ამ სიხარულით, მეორეხარისხოვანი მომენტებიც გაეხსენებინა და დამ-
სწრეთათვისაც გაეზიარებინა, რაც ყველამ არა თუ მოთმინებით, არა-
მედ ინტერესითაც მოისმინა. გაიხსენა, რომ მოახლის წერილში დასახე-
ლებული კარლის განსაკუთრებული ნიშნები უბის წიგნაკში ჩაინიშნა,
რათა საჭიროების შემთხვევაში ხელთ ჰქონოდა. ცეცხლფარეშის აუტა-
ნელი ლაქლაქის დროს მხოლოდ და მხოლოდ გულის გადასაყოლებ-
ლად უბის წიგნაკი ამოიღო და მოახლის არცთუ ზუსტ დეტექტიურ დაკ-
ვირვებებს კარლის გარეგნობას ადარებდა, – აი, ასე პოულობენ დისწუ-
ლებს! – დაასკვნა ისეთი ტონით, თითქოს კიდევ ელოდებოდა მილოც-
ვას.
– რა ელის ახლა ცეცხლფარეშს? – იკითხა კარლმა, რომელმაც ბიძის
ნათქვამი ბოლო სიტყვები ყურს იქით გაუშვა. თავის ამ ახალ მდგომა-
რეობაში ეგონა, ყველაფრის თქმა შეეძლო, რასაც ფიქრობდა.
– ცეცხლფარეშს ის ელის, რაც დაიმსახურა, – მიუგო სენატორმა, – და
რასაც ბატონი კაპიტანი ჩათვლის მართებულად. ჩემი აზრით, ცეც-
ხლფარეშმა თავი მოგვაბეზრა, ამაში ყველა დამსწრე დამეთანხმება.
– ამაზე არაა ლაპარაკი, საქმე სამართლიანობას ეხება, – თქვა კარ-
ლმა. ის ბიძასა და კაპიტანს შორის იდგა და ალბათ ამ ადგილის გავლე-
ნით ფიქრობდა, რომ გადაწყვეტილების მიღება მის ხელში იყო.
ცეცხლფარეშს კი, ჩანს, ყოველგვარი იმედი გადაეწურა. ხელები შარ-
ვლის სათავეში ჩაეყო და აღელვებული მოძრაობებისაგან შიგნიდან და-
ჩითული პერანგი მოუჩანდა. მაგრამ ეს ოდნავადაც არ ადარდებდა, მთე-
ლი თავისი დარდი ამოთქვა და ახლა დაე, მისი ძონძებიც დაინახონ, მე-
რე კი აქედან გააპანღურონ. მისი აზრით, შუბალი და მსახური გაუწევენ
ამ უკანასკნელ სამსახურს, როგორც ყველაზე დაბალი ჩინის წარმომად-

28
გენლები; მაშინ ხომ დაისვენებს შუბალი და აღარ დაკარგავს მოთმინე-
ბას, როგორც უფროსმა მოლარემ აღნიშნა. კაპიტანი კი მთელ ეკიპაჟს
რუმინელებით დააკომპლექტებს, ყველგან რუმინულად ილაპარაკებენ,
და ალბათ საქმეც უკეთესად წავა. აღარ შეეჩხირებათ თვალებში ცეც-
ხლფარეში, მხოლოდ მისი უკანასკნელი ლაქლაქი დაამახსოვრდებათ,
რაც, როგორც ხატოვნად გამოთქვა სენატორმა, დისწულთან მისი შეხ-
ვედრის ირიბ მიზეზად იქცა. კაცმა რომ თქვას, ამ დისწულმა რამდენ-
ჯერმე სცადა დღეს მისი დახმარება, და ამით საკმარისზე მეტი მადლო-
ბაც გადაუხადა უნებურად გაწეული სამსახურისათვის – ბიძასთან შეხ-
ვედრისათვის; ცეცხლფარეშს აზრადაც არ მოსვლია, კიდევ ეთხოვა რა-
იმე მისთვის. ისე, არც ის იტყოდა უარს სენატორის დისწულობაზე, კა-
პიტნობამდე ჯერ კიდევ შორსაა; მაგრამ
სწორედ კაპიტნის პირიდან გაიგონებს მრისხანე სიტყვას. თავისი გა-
დაწყვეტილების შესაბამისად, ცეცხლფარეში ცდილობდა, არ გაეხედა
კარლისაკენ, მაგრამ ამ მტრულ გარემოცვაში, სამწუხაროდ, მხოლოდ
მასზე შეეძლო თვალის შეჩერება.
– ნუ შეაფასებ ვითარებას არასწორად, – მიმართა სენატორმა
კარლს, – საქმე სამართლიანობას ეხება, მაგრამ, ამავე დროს, დისციპ-
ლინასაც. ორივე, განსაკუთრებით კი უკანასკნელი, აქ ბატონი კაპიტნის
განსასჯელია.
– ასეა ეს, – ჩაიბურდღუნა ცეცხლფარეშმა. ვინც ეს სიტყვები გაიგონა,
გაკვირვებულმა ჩაიცინა.
–კაპიტანს ისედაც შევუშალეთ უკვე ხელი თავის საქმეებში, რომლე-
ბიც ნიუ-იორკში ჩამოსვლისთანავე უხვად დაუგროვდებოდა, და უკვე
დროა, დავტოვოთ გემი, თორემ ეს უაზრო კინკლაობა ორ მემანქანეს
შორის ჩვენი წყალობით აურზაურად გადაიქცევა. მე კარგად მესმის, ჩე-
მო ძვირფასო დისწულო, შენი კეთილი ზრახვები, მაგრამ სწორედ ეს
მაძლევს უფლებას, რაც შეიძლება სწრაფად გაგაცალო აქაურობას.
– ახლავე ჩავაშვებინებ თქვენთვის კანჯოს, – თქვა კაპიტანმა და კარ-
ლის გასაკვირად, ერთი სიტყვითაც კი არ შეეკამათა სენატორს, რომლის

29
გამონათქვამიც თავის დამდაბლებასავით ჟღერდა. უფროსი მოლარე
სწრაფად მიიჭრა საწერ მაგიდასთან და ბოცმანს ტელეფონით გადასცა
კაპიტნის ბრძანება.
«დრო აღარ ითმენს, – გაიფიქრა კარლმა, – მაგრამ ყველას თუ არ
ვაწყენინე, ისე ვერაფერს გავხდები. ახლა ხომ ვერ დავტოვებ ბიძას, რო-
მელმაც ამდენი დავიდარაბის შემდეგ მიპოვა. კაპიტანი, მართალია, თა-
ვაზიანია, მაგრამ სულ ეს არის. როცა საქმე დისციპლინას ეხება, მისი
თავაზიანობა მთავრდება, და ბიძამ ნამდვილად მისი იდუმალი აზრები
ამოიკითხა. შუბალთან დალაპარაკება არ მსურს, ვნანობ კიდეც, ხელი
რომ ჩამოვართვი. ყველა დანარჩენი კი ვიგინდარაა. ამ ფიქრებში გარ-
თული კარლი ცეცხლფარეშს მიუახლოვდა, ქამრიდან მარჯვენა ამოაღე-
ბინა და ხელი ფრთხილად მოუჭირა.
– რატომ არაფერს ამბობ? – ჰკითხა ცეცხლფარეშს, – რატომ ითმენ
ყველაფერს?
ცეცხლფარეშმა შუბლი შეიჭმუხნა, თითქოს შესაფერის სიტყვებს
ეძებდა იმის გამოსახატავად, რისი თქმაც სურდა. მერე თავის და კარ-
ლის ხელებს დახედა.
– შენ უსამართლოდ მოგექცნენ, ისე, როგორც არავის ამ გემზე არ
მოჰქცევიან, ეს ზუსტად ვიცი, – და კარლმა თითები თითებში გაუყარა,
ის კი გაბრწყინებული იცქირებოდა აქეთ-იქით, თითქოს ისეთი ნეტარე-
ბა ეწვია, რომელშიც ვერავინ შეეცილებოდა.
– შენ უნდა იბრძოლო, ან ჰო თქვა, ან არა, სხვაგვარად სიმართლეს
ვერავინ გაიგებს. უნდა დამპირდე, რომ
ყურს დამიგდებ, თორემ სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო,
რომ შენს დახმარებას ვეღარ შევძლებ, – და კარლს ცრემლები წასკდა,
ცეცხლფარეშს ხელზე აკოცა, მისი კოჟრებიანი, ახლა ძალაგამოცლილი
ხელი ლოყასთან ისე მიიტანა, თითქოს განძი ყოფილიყოს, რომელთა-
ნაც განშორება ეწერა. იმავე წუთს ბიძა მის გვერდით გაჩნდა და მსუბუქი
ძალდატანებით, მაგრამ დაჟინებით, იქაურობას გააცალა.

30
– ეტყობა, ამ ცეცხლფარეშმა მოგაჯადოვა, – უთხრა და კარლის თავს
ზემოთ კაპიტანს თანაგრძნობით გადახედა.
– შენ თავს მარტო გრძნობდი, როცა მას შეხვდი და მისი მადლიერი
ხარ, ეს საქებარიცაა. მაგრამ გთხოვ, თუნდაც ჩემი ხათრით, შორს ნუ შე-
ტოპავ და შენი ახლანდელი მდგომარეობა გააცნობიერე.
უცებ კართან ხმაური ატყდა, გარედან შეძახილები მოისმა, და თით-
ქოს კარს ვიღაც დიდი ძალით მიახეთქეს. ოთახში გაშმაგებული მეზ-
ღვაური შემოვარდა, წელზე ქალის წინსაფარი ჰქონდა შემოკრული, – გა-
რეთ ხალხია, – წამოიყვირა, იდაყვებს ისე იქნევდა, თითქოს ისევ ბრბო-
ში იყო. ბოლოს გონს მოეგო და უნდოდა, კაპიტანს სამხედრო წესით მი-
სალმებოდა, რომ უცებ წინსაფარი შენიშნა, მოიგლიჯა და ძირს მოის-
როლა, – რა საზიზღრობაა, ქალის წინსაფარი შემაბეს, – შემდეგ ქუსლე-
ბი ერთმანეთს მიარტყა და კაპიტანს მიესალმა. ვიღაცამ სიცილი დააპი-
რა, მაგრამ კაპიტანმა მკაცრად თქვა: – ეს მხიარულება უადგილოდ მეჩ-
ვენება. მაშ, ვინ იცდის გარეთ?
– ჩემი მოწმეები არიან, – წინ წამოდგა შუბალი, – უმორჩილესად გიხ-
დით ბოდიშს მათი შეუფერებელი საქციელის გამო. მაგრამ როცა მეზ-
ღვაურები შორეული ცურვიდან ბრუნდებიან, ზოგჯერ დასაბმელები
არიან ხოლმე.
– ახლავე შემოვიდნენ! – ბრძანა კაპიტანმა, მაშინვე სენატორს მიუბ-
რუნდა და თავაზიანად, მაგრამ სწრაფად უთხრა: – ახლა კი, ბატონო სე-
ნატორო, პატივი დამდეთ და თქვენს დისწულთან ერთად იმ მეზღვაურს
გაჰყევით, რომელიც კანჯოში ჩაგსხამთ. ვერ აგიწერთ, რა სიამოვნება და
პატივი იყო ჩემთვის თქვენი პირადად გაცნობა. იმასღა ვისურვებდი, მა-
ლე მოგვეცეს შესაძლებლობა, ბატონო სენატორო, გავაგრძელოთ ჩვენი
შეწყვეტილი საუბარი ამერიკული ფლოტის შესახებ, რომელიც იქნებ
ისეთივე სასიამოვნო მიზეზმა შეგვაწყვეტინოს, როგორიც დღეს იყო.
– ჯერჯერობით ეს ერთი დისწულიც საკმარისია, – სიცილით თქვა ბი-
ძამ, – ახლა კი ნება მომეცით, უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თქვენი
თავაზიანობისათვის და კარგად ყოფნა გისურვოთ. ისე, გამორიცხული

31
არ არის, – კარლი სიყვარულით ჩაიკრა გულში, – ევროპაში შემდეგი მოგ-
ზაურობისას შესაძლებლობა მოგვეცეს, მეტი დრო გავატაროთ ერთად.
– მთელი გულით მოხარული ვიქნები, – მიუგო კაპიტანმა. და ბატო-
ნებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კარლმა უსიტყვოდ და სწრაფად
გაუწოდა ხელი კაპიტანს, რადგან ამ უკანასკნელს უკვე თითქმის
თხუთმეტ-თხუთმეტი ადამიანი შემოეხვია გარს, რომლებიც, ცოტა
არ იყოს, შემცბარები, მაგრამ ხმაურით შემოიჭრნენ ოთახში. მეზღვაურ-
მა სთხოვა სენატორს, ნება მიეცა, წინ წასულიყო და გზა გაეკვლია მათ-
თვის შემოჯარულ მოწმეებს შორის, რომლებიც თავის დაკვრით ესალ-
მებოდნენ. კარლს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ამ უწყინარი
ადამიანებისათვის ცეცხლფარეშსა და შუბალს შორის შეტაკება სახა-
ლისო სანახაობა იყო, რასაც კაპიტანთანაც კი ვერ მალავდნენ. მათ შო-
რის ის ლინაც შეამჩნია, გოგონა სამზარეულოდან, რომელმაც ეშმაკუ-
რად ჩაუკრა თვალი და მეზღვაურის ნასროლი წინსაფარი წელზე შემო-
ირტყა – ეს სწორედ მისი წინსაფარი იყო.
კანცელარია დატოვეს და ვიწრო დერეფანში შეუხვიეს, რამდენიმე
ნაბიჯის გავლის შემდეგ პატარა კარს მიადგნენ, იქიდან კი მოკლე კიბე
მათთვის გამზადებულ კანჯოში ჩადიოდა. წინამძღოლი ერთი ნახტო-
მით ჩახტა ნავში, იქ მსხდომი მეზღვაურები ფეხზე წამოდგნენ და სტუმ-
რებს სამხედრო წესით მიესალმნენ. ის იყო, სენატორმა კარლს შეახსე-
ნა, კიბეზე ფრთხილად ჩამოდიო, რომ ჯერ კიდევ ზედა საფეხურზე
მდგომ კარლს უცებ ტირილი აუვარდა. სენატორმა მარჯვენა ხელი
კარლს წელზე მოხვია, მკერდზე მიიკრა და მარცხენა ხელს თავზე
ალერსიანად უსვამდა. ასე ნელა, საფეხურ-საფეხურ, ერთმანეთს ჩახუ-
ტებულები ჩავიდნენ ნავში, სადაც სენატორმა კარლს თავის მოპირდა-
პირედ შეურჩია ადგილი. სენატორის ნიშანზე მეზღვაურები გემს მო-
შორდნენ და სწრაფად მოუსვეს ნიჩბები. სულ რამდენიმე მეტრით რომ
დასცილდნენ გემს, კარლმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სწორედ
გემის იმ მხარეს იმყოფებოდნენ, საითაც ბუღალტერიის ფანჯრები გა-
მოდიოდა. სამივე ფანჯრიდან შუბალის მოწმეები იჭყიტებოდნენ, მე-

32
გობრულად ესალმებოდნენ და ხელს უქნევდნენ, ბიძამ მადლობის ნიშ-
ნად თავი დაუკრა. ერთ-ერთმა მეზღვაურმა, ისე რომ ნიჩბისთვის ხელი
არ გაუშვია, ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა. ცეცხლფარეში აღარსად ჩან-
და. კარლი დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში ბიძას, რომელსაც თით-
ქმის მუხლებით ეხებოდა, და ეჭვი აღეძრა, შეძლებდა კი ოდესმე ეს კაცი,
ცეცხლფარეშის მაგივრობა გაეწია მისთვის? ბიძამ თვალი მოაშორა და
მზერა ტალღებზე გადაიტანა, რომლებიც ნავის კედლებს ეხეთქებოდ-
ნენ.

ბიძია

ბიძიას სახლში კარლი მალე შეეჩვია თავის ახალ მდგომარეობას.


ბიძიაც ყოველ წვრილმანში მეგობრულად უბამდა მხარს. ასე რომ,
კარლს არც ერთხელ არ მოუწია იმ მწარე გამოცდილების გაზიარება,
რომელიც უცხოეთში ყოფნის პირველ ხანებში ასე უწამლავს ხოლმე
ბევრს სიცოცხლეს.
კარლის ოთახი ერთი შენობის მეექვსე სართულზე მდებარეობდა,
რომლის ქვედა ხუთი სართული, მიწისქვეშა სამი სართულის ჩათვლით,
ბიძიას საწარმოს ეკავა. სინათლე, რომელიც მის ოთახში ორი ფანჯრი-
დან და აივნის კარიდან შემოდიოდა, ყოველთვის აოცებდა კარლს, რო-
ცა დილით თავისი პატარა საძინებლიდან გამოვიდოდა ხოლმე. ნეტავ
სად მოუწევდა ცხოვრება, უბადრუკი საბრალო მიგრანტის სტატუსით
რომ დაედგა ფეხი ამ ქვეყნის მიწაზე? დიახ, ადვილი შესაძლებელია,
როგორც ამაში სავსებით დარწმუნებული იყო ბიძია, – ის კი მიგრანტო-
ბის კანონებს კარგად იცნობდა, – კარლი საერთოდ არ შეეშვათ შეერთე-
ბულ შტატებში, უკან გაებრუნებინათ და სულაც არ შეეწუხებინათ თავი
იმაზე ფიქრით, რომ მას სამშობლო აღარ ჰქონდა. აქ თანაგრძნობის
იმედი არ უნდა გქონდეს და სრული სიმართლეა, რაც კარლს ამ თვალ-
საზრისით ამერიკაზე წაუკითხავს: მხოლოდ იღბლიანების ხვედრია,
დატკბნენ აქ ბედნიერებით, ასევე უდარდელ მოძმეთა გარემოცვაში.
33
ვიწრო აივანი ოთახის მთელ სიგრძეზე იყო გაჭიმული. მაგრამ ის,
რაც მშობლიურ ქალაქში კარლისათვის უმაღლესი გადასახედი წერტი-
ლი იქნებოდა, აქ მხოლოდ ერთი ქუჩის ხედს სთავაზობდა, რომელიც
ზუსტად ერთ სიმაღლეზე გადაჭრილი შენობების ორ რიგს შორის პირ-
დაპირ მიემართებოდა და სიშორეში იკარგებოდა, სადაც სქელი ჯანღი-
დან მოჩვენებასავით ამოჩრილიყო საკათედრო ტაძრის ქონგურები. დი-
ლით, საღამოს და ღამით ქუჩაზე უწყვეტი გამალებული მოძრაობა ზე-
მოდან ადამიანების გაბრტყელებული ფიგურებისა და ავტომანქანების
სახურავების ერთმანეთში არეულ აბუყბუყებულ მდინარეს მოგაგონებ-
დათ, რომლიდანაც სულ ახალ-ახალი, გაძლიერებული ხმაურის, მტვრი-
სა და სიმყრალის ნარევი ამოდიოდა. ყოველივე ეს გახვეული იყო
მკვეთრ შუქში, უამრავი საგნებიდან რომ იფრქვეოდა, იფანტებოდა და
კვლავ ბრუნდებოდა, და გაბრუებულ თვალს მთელ ქუჩაზე გადაფარე-
ბულ მინის ხუფად წარმოუდგებოდა, რომელიც ყოველ წამს მთელი ძა-
ლით ფეთქდებოდა.
წინდახედულმა ბიძიამ კარლს ურჩია, ჯერჯერობით არაფერში ჩაბ-
მულიყო სერიოზულად. დაკვირვება, შესწავლა – კი ბატონო, მაგრამ
არავითარ შემთხვევაში ჩათრევა. ევროპელის პირველი დღეები ამერი-
კაში – ეს ხომ ხელახლა დაბადებას ჰგავს, იქნებ ვინმემ იმაზე სწრაფად
შეძლოს აქ ფეხის მოკიდება – კარლისათვის ამის ცოდნა საჭიროა, რომ
უსაფუძვლო შიშმა არ შეიპყროს – ვიდრე საიქიოდან სააქაოში გადმო-
სულმა, – მაინც აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ პირველი
შთაბეჭდილება ყოველთვის მაცდურია. ამიტომ მან საღი განსჯის უნარი
არ უნდა დაგაკარგვინოს. ბიძია თავად იცნობდა ახალჩამოსულებს,
რომლებიც, მაგალითად, ამ პრინციპების გათავისების ნაცვლად მთელ
დღეს აივანზე ატარებდნენ და ფარას ჩამორჩენილი ცხვარივით ქუჩას
გადასცქეროდნენ. ეს ხომ თავგზას აგიბნევს!
ამგვარი უქმი განმარტოების, ნიუ-იორკის შრომით დატვირთული
დღის შორიდან ცქერით ტკბობის უფლება მხოლოდ ტურისტმა შეიძლე-
ბა მისცეს თავს, და მასაც ზომიერება მართებს, იმისთვის კი, ვინც აქ

34
დარჩენას აპირებს, ეს დამღუპველია, ამ შემთხვევაში თამამად შეიძლე-
ბა გამოვიყენოთ ეს სიტყვა, თუნდაც გადაჭარბებული გვეჩვენოს. და
მართლაც, ბიძიას სახეზე უკმაყოფილება დაეტყობოდა ხოლმე, როცა
დისწულთან მოსულს – ეს კი დღეში ერთხელ, თუმც ყოველთვის სხვა-
დასხვა დროს ხდებოდა – კარლი აივანზე დახვდებოდა. კარლმა მალე
შენიშნა ეს და ცდილობდა, შეძლებისდაგვარად უარი ეთქვა ამ სიამოვ-
ნებაზე.
გარდა ამისა, ეს ხომ მისთვის ერთადერთი სიამოვნება არ იყო.
ოთახში შესანიშნავი ამერიკული საწერი მაგიდა ედგა, როგორზეც მამა-
მისი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა, და ცდილობდა, სხვა-
დასხვა აუქციონზე ხელმისაწვდომ ფასად შეეძინა, თუმცა მოკრძალებუ-
ლი სახსრები ამის საშუალებას არა და არ აძლევდა. ცხადია, ამ მაგიდის
შედარება არ შეიძლებოდა იმ ვითომდა ამერიკულ მაგიდებთან, ევრო-
პულ აუქციონებზე რომ შეხვდებოდით. ზედა ნაწილში, მაგალითად,
ასამდე სხვადასხვა ზომის უჯრა იყო განლაგებული, და შეერთებული
შტატების პრეზიდენტიც კი ყოველ საქმიან ქაღალდს შესაფერის ად-
გილს მოუძებნიდა. გარდა ამისა, გვერდზე რეგულატორი ჰქონდა, რომ-
ლის სახელურის შემოტრიალებით უჯრების განლაგება სურვილისა და
საჭიროების მიხედვით იცვლებოდა: თხელი გვერდითი კედლები ნელა
ეშვებოდა და ახლად წარმოქმნილი უჯრების ძირად ან სახურავად იქცე-
ოდა; სახელურის ყოველი გადატრიალების შედეგად მაგიდა სულ სხვაგ-
ვარად გამოიყურებოდა და ეს ყველაფერი ხდებოდა ნელა ან საოცარი
სისწრაფით, იმის მიხედვით, თუ როგორ გადაატრიალებდი სახელურს.
ეს უახლესი გამოგონება იყო, მაგრამ კარლში ცხოველ მოგონებებს იწ-
ვევდა იმ სათამაშოზე, რომელსაც მის სამშობლოში საშობაო ბაზრობა-
ზე გაოცებულ ბავშვებს უჩვენებდნენ ხოლმე; კარლიც ხშირად მდგარა,
თბილად ჩაფუთნული, ამ სათამაშოს წინ და თვალმოუშორებლად აკ-
ვირდებოდა, როგორ ატრიალებდა მოხუცი კაცი სახელურს, რომლის ძა-
ლითაც პაწაწინა სცენაზე გამოჩნდებოდა სამი მოგვი, მანათობელი ვარ-
სკვლავი და მოკრძალებული ცხოვრება წმინდა გომურში. და ყოველ-

35
თვის ეჩვენებოდა, რომ მის უკან მდგარი დედა საკმარისი ყურადღებით
არ ადევნებდა თვალს ამ სცენებს; თავისკენ ექაჩებოდა, ვიდრე ზურგზე
მის შეხებას არ იგრძნობდა, და ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა,
გაემახვილებინა მისი ყურადღება შეუმჩნეველ წვრილმანებზე, მაგალი-
თად, ბაჭიაზე, რომელიც ბალახში ხან უკანა თათებზე დადგებოდა, ხან
ისევ გასაქცევად მოემზადებოდა; ბოლოს დედა პირზე ხელს დააფარებ-
და და ისევ თავის საფიქრალს მიეცემოდა ხოლმე. ცხადია, საწერი მაგი-
და იმისათვის როდი იყო გაკეთებული, რომ ამგვარი მოგონებები აღეძ-
რა, მაგრამ გამომგონებლობის ისტორიაში ალბათ იყო რაღაც ბუნდოვა-
ნი კავშირი მსგავს მოგონებებთან. კარლისაგან განსხვავებით, ბიძას ეს
მაგიდა მაინცდამაინც არ მოსწონდა, მაგრამ უნდოდა, რიგიანი საწერი
მაგიდა ეყიდა მისთვის, ახლა კი ყველა მაგიდა ამგვარი ახლებური მოწ-
ყობილობით იყო აღჭურვილი, თან მათი უპირატესობა ის იყო, რომ მოძ-
ველებულ საწერ მაგიდაზეც დიდი დანახარჯის გარეშე შეიძლებოდა მა-
თი დამონტაჟება. ყოველ შემთხვევაში, ბიძიამ კარლს ურჩია, რაც შეიძ-
ლება ნაკლებად გამოეყენებინა რეგულატორი; და თავისი რჩევის დასა-
საბუთებლად ისიც უთხრა, მექანიზმი ძალზე სათუთია, შეიძლება მო-
იშალოს და მისი აღდგენა საკმაოდ ძვირი დაჯდებაო. ადვილად მიხვდე-
ბოდით, რომ ამგვარი რჩევები მხოლოდ ფანდი იყო, თუმცა, მეორე
მხრივ, რეგულატორის ჩაკეტვა სრულიად მარტივად შეიძლებოდა, მაგ-
რამ ბიძიას ეს არ გაუკეთებია.
პირველ დღეებში, როცა ბიძია და კარლი უფრო ხშირად საუბრობ-
დნენ ხოლმე, კარლმა უამბო, რომ სახლში ხანდახან ფორტეპიანოზე უკ-
რავდა, მართალია, იშვიათად, მაგრამ ეს სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა
ამ მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯების გადადგმა მოასწრო,
რაშიც დედა დაეხმარა. კარლს კარგად ესმოდა, რომ ამ ამბის მოყოლით
ბიძას იმავე დროს ფორტეპიანოს ყიდვას სთხოვდა, მაგრამ უკვე საკმა-
რისად მიიხედ-მოიხედა, რათა დაესკვნა, რომ ბიძიას მომჭირნეობა სუ-
ლაც არ სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ბიძიას თხოვნა მაშინვე არ შე-
უსრულებია, მაგრამ სულ რაღაც რვა დღის შემდეგ თითქოს სურვილის

36
წინააღმდეგ გამოუტყდა კარლს, ფორტეპიანო მოიტანეს და თუ სურვი-
ლი გაქვს, შეგიძლია ამოტანას თვალი ადევნოო. ეს იოლი საქმე იყო,
მაგრამ თვით ამოტანაზე ბევრად იოლიც არა, რადგან სახლში ავეჯი-
სათვის განკუთვნილი ლიფტი იყო, რომელშიც თავისუფლად შეეტეოდა
ავეჯის მთელი კონტეინერი. სწორედ ამ ლიფტით აიტანეს ინსტრუმენ-
ტი კარლის ოთახში. კარლს შეეძლო იმავე ლიფტით ემგზავრა, რომელ-
შიც ფორტეპიანო და მზიდავები იყვნენ, მაგრამ რადგან გვერდით სამ-
გზავრო ლიფტიც მის განკარგულებაში იყო, იქ შევიდა, თან საგანგებო
ბერკეტით მეორე კაბინის სიმაღლეს უსწორდებოდა და მინის კედლები-
დან თვალს არ აშორებდა ლამაზ ინსტრუმენტს, რომელიც ახლა უკვე
მისი საკუთრება იყო. როცა ოთახში შეიტანეს და პირველი ნოტები ააჟ-
ღერა, ისეთი გიჟური სიხარული დაეუფლა, დაკვრა შეწყვიტა, წამოხტა,
ინსტრუმენტს რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა და დოინჯშემოყრილი
ტკბებოდა მისი ცქერით. აკუსტიკაც შესანიშნავი იყო და სრულიად აქარ-
წყლებდა იმ თავდაპირველ უსიამო შთაბეჭდილებას, რომელსაც ამ
თითქოსდა რკინის კედლებში ცხოვრება აღძრავდა. სინამდვილეში შე-
ნობა მხოლოდ გარედან გეგონებოდათ რკინის, თვით ოთახში კი ვერა-
ფერს შეამჩნევდით და მის მოწყობილობაში ვერც ერთ ისეთ დეტალს
ვერ აღმოაჩენდით, რომელიც იდილიურ სიმყუდროვეს დაარღვევდა.
პირველ ხანებში კარლი დიდ იმედებს ამყარებდა ფორტეპიანოზე და
ძილის წინ იმაზეც კი ფიქრობდა, როგორ მოეხდინა მუსიკით უშუალო
გავლენა ამერიკულ ცხოვრებაზე. მართლაც, უჩვეულოდ ჟღერდა, როცა
ღია ფანჯრებიდან შემოჭრილ ქუჩის ხმაურში ძველ ჯარისკაცურ სიმღე-
რას აახმიანებდა, მის სამშობლოში საღამოობით რომ მღეროდნენ ყა-
ზარმის ფანჯრებთან მოკალათებული ჯარისკაცები და თან პირქუშ
პლაცს გასცქეროდნენ, – მაგრამ ქუჩაზე ერთი გადახედვაც კი საკმარისი
იყო, რომ დაენახა: ის არ იცვლება, ერთი პატარა ნაწილი დიდი წრებ-
რუნვისა, რომელსაც ვერაფრით შეაჩერებ, თუ არ იცნობ იმ ძალებს, მას
რომ ამოძრავებენ. ბიძია იტანდა პიანინოზე დაკვრას, არაფერს საწინა-
აღმდეგოს არ ეუბნებოდა, მით უმეტეს, რომ კარლი, ისევ და ისევ ბიძიას

37
ხათრით – იშვიათად თუ აძლევდა თავს ამ სიამოვნების უფლებას; ამე-
რიკული მარშების ნოტებიც კი მოუტანა კარლს და, რა თქმა უნდა, ეროვ-
ნული ჰიმნისაც, მაგრამ მხოლოდ მუსიკის სიყვარული არ უნდა ყოფი-
ლიყო მიზეზი, როცა კარლს ყოველგვარი ხუმრობის გარეშე ჰკითხა, ვი-
ოლინოზე ან ვალტორნაზე დაკვრასაც ხომ არ ისწავლიდიო.
ცხადია, კარლის უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანა ინ-
გლისური ენის შესწალა იყო. ყოველ დილით, შვიდ საათზე, კომერციუ-
ლი სასწავლებლის ახალგაზრდა პროფესორი მოდიოდა, რომელსაც
კარლი უკვე საწერ მაგიდასთან, გადაშლილი რვეულებით ხვდებოდა, ან
ოთახში ბოლთას სცემდა და თან რაღაცას იმეორებდა. კარლს კარგად
ესმოდა, რომ ინგლისური რაც შეიძლება მალე უნდა შეესწავლა, თან ეს
საუკეთესო შესაძლებლობა იყო, ბიძია თავისი სწრაფი წარმატებებით
გაეხარებინა. მართლაც, თუ ბიძიასთან ინგლისურ ენაზე ურთიერთობა
პირველ ხანებში მისასალმებელი და გამოსამშვიდობებელი
ფრაზებით შემოიფარგლებოდა, სულ მალე საუბრის უფრო და უფ-
რო მეტი ნაწილი ინგლისურად მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუწყო
მათ შორის უფრო ახლობლური ურთიერთობის დამყარებას. ერთ საღა-
მოს ბიძიას პირველი ამერიკული ლექსი წაუკითხა, რომელშიც ხანძარი
იყო აღწერილი. ამან მასში უდიდესი კმაყოფილება გამოიწვია. მაშინ
ორივე კარლის ოთახის ფანჯარასთან იდგა, ბიძია ჩამავალ მზეს გაჰყუ-
რებდა და თან ხელის მოძრაობას ლექსის რიტმს აყოლებდა, კარლი კი
მის გვერდით იდგა და თვალგაშტერებული წარმოთქვამდა რთულ
სტროფებს.
რაც უფრო ეუფლებოდა კარლი ინგლისურს, მით მეტი იყო ბიძის
სურვილი, წარედგინა იგი თავისი ნაცნობებისათვის, და ყოველი შემ-
თხვევისათვის ასეთ შეხვედრებზე მისი თხოვნით ინგლისურის პროფე-
სორიც კარლის სიახლოვეს იყო ხოლმე. პირველი ნაცნობი, რომელსაც
კარლი ერთ დღეს წარუდგინეს, ერთი ტანადი, არაჩვეულებრივად მოქ-
ნილი ახალგაზრდა იყო, რომელსაც ბიძია საგანგებო ქათინაურებით შე-
მოუძღვა ოთახში. ის, როგორც ჩანს, მშობლების აზრით, მილიონერე-

38
ბის ერთ-ერთი მრავალთაგანი ხელმოცარული ვაჟი იყო, რომლის ცხოვ-
რება ისე მიედინებოდა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი მისი ცხოვრების
თუნდაც ერთ ნებისმიერ დღეს ტკივილის გარეშე ვერ გაადევნებდა
თვალს. თავად ის კი, თითქოს იცოდა ან ხვდებოდა ამას, ცდილობდა,
შეძლებისდაგვარად დაპირისპირებოდა ამ მოსაზრებას, მისი ბაგეები
და თვალები განუწყვეტლივ ბედნიერებასა და ღიმილს ასხივებდნენ,
რაც საკუთარი თავის, თანამოსაუბრისა და მთელი სამყაროსაკენ იყო
მიმართული.
აი ამ ჭაბუკს, ბატონ მაკს, ბიძიას დაჟინებული რჩევით, კარლი შე-
უთანხმდა, ერთად ეჯირითათ დილის ექვსის ნახევარზე საცხენოსნო
სკოლაში ან ბუნების წიაღში. კარლი ჯერ ყოყმანობდა, დათანხმება ვერ
გადაეწყვიტა, რადგან ცხენზე არასოდეს მჯდარა და უნდოდა ჯერ ცოტა-
თი შესჩვეოდა ამ სპორტს. მაგრამ ბიძია და მაკი არ მოეშვნენ და იმდენ
ხანს არწმუნებდნენ, ცხენოსნობა მხოლოდ სიამოვნება და ცხოვრების
ჯანსაღი წესია, და არა ხელოვნებაო, რომ ბოლოს და ბოლოს, დათან-
ხმდა. ხუთის ნახევარზე უკვე ფეხზე უნდა ყოფილიყო და ამას ხშირად
ნანობდა, რადგან, ალბათ იმის გამო, რომ ყოველი დღე მისგან ყურად-
ღების უაღრეს დაძაბვას მოითხოვდა, დროდადრო ძილი მოეკიდებოდა
ხოლმე, მაგრამ სააბაზანო ოთახი ამ უხერხულობისგან სწრაფად ათავი-
სუფლებდა. მთელი აბაზანის სიგრძე-სიგანეზე გადაჭიმული იყო შხაპის
ბადე – მის რომელ თანაკლასელს ღირსებია მსგავსი რამ, რაც უნდ მდი-
დარი ყოფილიყო, თანაც მხოლოდ თავის განკარგულებაში – კარლი კი
დილიდანვე ჩაწვებოდა ხოლმე ამ აბაზანაში, სადაც თავისუფლად შე-
ეძლო გაეშალა ხელები, და ზემოდან სურვილის მიხედვით მოედინებო-
და წყლის თბილი, ცხელი, კვლავ თბილი, ბოლოს კი ყინულოვანი ნაკა-
დი მთელი აბაზანის ზედაპირზე ან მის ნაწილზე. ასე იგრძელებდა ძი-
ლის ნეტარებას და წყლის უკანასკნელი, უკვე გაიშვიათებული წვეთები,
რომლებსაც ჯერ დახუჭული ქუთუთოებით იჭერდა, თვალების გახელის
შემდეგ სახეზე ჩამოედინებოდა.

39
საცხენოსნო სკოლაში, სადაც კარლი ბიძის მაღალძარიანი მანქანით
მიჰყავდათ, უკვე ელოდებოდა ინგლისურის მასწავლებელი, მაკი კი
მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდებოდა ხოლმე. ისე, სწორედ მას შეეძ-
ლო თამამად დაეგვიანებინა, რადგან ნამდვილი, გაცხოველებული ჯი-
რითი მხოლოდ მისი მოსვლის შემდეგ იწყებოდა. მისი მოსვლა და – ნა-
ხევრად მძინარე ცხენები გამოფხიზლდებოდნენ, მათრახის
შხუილი უფრო მკვეთრად გაისმოდა, მანეჟს გარშემოვლებული გა-
ლერეა ნელ-ნელა აივსებოდა მაყურებლებით, მეჯინიბეებით, საცხე-
ნოსნო სკოლის მოსწავლეებით თუ კიდევ ვინც გინდათ, იმით. მაკის
მოსვლამდე კი კარლი ცდილობდა, ცოტათი მაინც გაწაფულიყო ცხე-
ნოსნობის თუნდაც უმარტივეს ილეთებში. ერთი ახმახი, რომელიც ხე-
ლის დაუხმარებლად შემოახტებოდა ხოლმე ყველაზე მაღალ ცხენს,
კარლს ყოველდღე თხუთმეტ-თხუთმეტ წუთს ავარჯიშებდა. ცხენოსნო-
ბაში კარლის მიღწევები არცთუ სახარბიელო იყო, სამაგიეროდ, წარმა-
ტებით ეუფლებოდა ჩივილის გამომხატველ ინგლისურ წამოძახილებს,
რომლებსაც ვარჯიშის დროს სულმოუთქმელად მიაყრიდა ხოლმე ინ-
გლისურის მასწავლებელს, ის კი, გამოუძინებელი, კარის წირთხლს მიყ-
რდნობილი, თავს ძლივს იკავებდა. მაგრამ მაკის გამოჩენა ცხენოსნო-
ბასთან დაკავშირებულ ყველა უსიამოვნებას ბოლოს მოუღებდა ხოლმე.
ჯერ კიდევ ნახევრად განათებულ მანეჟში მხოლოდ მოჯირითე ცხენე-
ბის ფლოქვების ხმა ისმოდა და მაკის აწეული ხელი მოჩანდა, რომლი-
თაც კარლს ბრძანებებს აძლევდა. ამ ნახევარსაათიანი სიამოვნების
შემდეგ, რომელიც ძილივით ჩაივლიდა ხოლმე, გაკვეთილი მთავრდე-
ბოდა. მაკი სწრაფად დაემშვიდობებოდა კარლს, ზოგჯერ ლოყაზეც მო-
უთათუნებდა ხელს, თუ მისი ჯირითით კმაყოფილი იყო, და იქაურობას
ისე გაეცლებოდა, რომ კარლს არც კი დაელოდებოდა. კარლი პროფე-
სორთან ერთად მანქანაში ჯდებოდა, და ინგლისურის გაკვეთილზე უმე-
ტესად შემოსავლელი გზით მიემგზავრებოდნენ, რადგან გაჭედილი მა-
გისტრალით მგზავრობა, რომელიც საცხენოსნო სკოლიდან პირდაპირ
კარლის სახლამდე მიდიოდა, დიდ დროს წაართმევდათ. მალე ინგლი-

40
სურის პროფესორი ამ ზედმეტი ტვირთისგან გათავისუფლდა, რადგან
კარლს სინდისი აწუხებდა, ეს გადაღლილი ადამიანი საცხენოსნო სკო-
ლაშიც რომ დაჰყვებოდა, და ბიძიას სთხოვა, ცოტათი მაინც შეემსუბუ-
ქებინა მისთვის მოვალეობა. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ ბიძია დათან-
ხმდა.
ბიძიას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, სანამ კარლს ნებას დართავ-
და, ზოგადად მაინც გასცნობოდა საწარმოს საქმიანობას, თუმცა კარლი
ხშირად სთხოვდა ამას. ეს იყო ერთგვარი საკომისიო-საექსპედიციო
ფირმა, როგორიც, რამდენადაც კარლისათვის ცნობილი იყო, ევროპაში
არ არსებობდა. ფირმა საკომისიო საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ის შუ-
ამავლობდა არა მწარმოებლებსა და მომხმარებლებს ან მოვაჭრეებს
შორის, არამედ მსხვილ საწარმოებს შორის, რომლებსაც სხვადასხვაგ-
ვარი ნედლეულითა თუ ნახევარფაბრიკატებით ამარაგებდა. ამიტომ,
რაკი ფირმა მსხვილმასშტაბიან შესყიდვებს, დასაწყობებას, გადაზიდ-
ვასა და გასაღებას აწარმოებდა, უწყვეტი სატელეფონო თუ სატელეგრა-
ფო კავშირი ჰქონდა კლიენტებთან. სატელეგრაფო დარბაზი უფრო პა-
ტარა კი არა, უფრო დიდიც კი იყო მისი მშობლიური ქალაქის იმ სატე-
ლეგრაფო სამსახურზე, სადაც კარლი ერთხელ თანასკოლელს ახლდა.
სატელეფონო დარბაზში, საითაც კი გაიხედავდი, კაბინების კარები გა-
ნუწყვეტლივ იღებოდა და იხურებოდა და ზარების ყურისწამღები წკა-
რუნი ისმოდა. ბიძიამ ერთ-ერთი უახლოესი კარი გამოაღო, სადაც ელექ-
ტრონის კაშკაშა სინათლეში ერთი თანამშრომელი იჯდა, რომელსაც კა-
რის ხმაურისათვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან თავზე ლითონის
სალტიანი ყურსასმენები ჰქონდა გადაჭიმული. მარჯვენა მკლავი პატა-
რა მაგიდაზე ჩამოედო, თითქოს მეტისმეტად მძიმეაო, და მხოლოდ თი-
თები, რომლებითაც ფანქარი ეჭირა, რაღაც არაადამიანური სისწრაფი-
თა და თანაბარი რიტმით მოძრაობდნენ. მიკროფონში ლაპარაკისას
ძალზე სიტყვაძუნწი იყო და ხშირად შეამჩნევდით კიდეც, რომ უნდოდა
საუბარში, თავის მხრივ, რაღაც

41
ჩაერთო ან დაეზუსტებინა, მაგრამ სანამ თქმას მოასწრებდა, საპასუ-
ხო სიტყვები აიძულებდა, თვალები დაეხარა და რაღაც ჩაეწერა. რო-
გორც ბიძიამ მოკლედ აუხსნა, მას ლაპარაკი არც სჭირდებოდა, რადგან
იმ ინფორმაციებს პარალელურად ორი სხვა თანამშრომელიც იწერდა,
რათა შემდეგ შეედარებინათ. ეს შეძლებისდაგვარად გამორიცხავდა
ყოველგვარ შეცდომას. როგორც კი ბიძია და კარლი კაბინიდან გამო-
ვიდნენ, კარში მარდად შეძვრა ერთი პრაქტიკანტი და მალევე იქიდან
ნაწერით აჭრელებული ქაღალდებით გამოვიდა. დარბაზში ხალხის
აქეთ-იქით სიარული არ წყდებოდა. ერთმანეთს არ ესალმებოდნენ, მი-
სალმება ამოღებული იყო დღის წესრიგიდან, ყველა თავის ნაბიჯს წინ
მიმავალის ნაბიჯებს უთანხმებდა და თან ძირს იყურებოდა, რომ ფეხი
არაფრისთვის წამოეკრა, ან რომელიმე სიტყვას ან ციფრს ჩაკრავდა
თვალს ქაღალდებში, რომლებსაც სიარულისას მიაფრიალებდა.
– რაც მართალია, მართალია, ბევრისთვის მიგიღწევია, – უთხრა ერ-
თხელ ბიძიას კარლმა საწარმოს მორიგი შემოვლისას, რომლის გაცნო-
ბას მრავალი დღე სჭირდებოდა, თუნდაც ცალი თვალით შეგეხედა თი-
თოეულ განყოფილებაში.
– და ყველაფერი ეს, რომ იცოდე, ოცდაათი წლის წინ თავად შევქმე-
ნი. მაშინ პორტის კვარტალში ერთი პატარა მაღაზია მქონდა, და თუ
დღეში ხუთიოდე ყუთი შემომივიდოდა, იმდენი მეჩვენებოდა, სახლში
თავაწეული მივდიოდი. დღეს კი ჩემი საწყობები პორტში მესამეა სიდი-
დით და ის პატარა მაღაზია ახლა ჩემი მტვირთავების სამოცდამეხუთე
ჯგუფის სასადილო და იარაღების შემნახველი საკანია.
– ეს ნამდვილად სასწაულს უდრის, – თქვა კარლმა.
– აქ ყველაფერი სწრაფად ვითარდება, – მიუგო ბიძიამ და საუბარი
შეწყვიტა.
ერთ დღეს, ის იყო კარლი, ჩვეულებისამებრ, მარტო უნდა მისჯდო-
მოდა სუფრას, რომ ბიძია მოვიდა და უთხრა, სასწრაფოდ საზეიმოდ გა-
მოწყობილიყო და მასთან და მის ორ კომპანიონთან ერთად ესადილა.
ვიდრე კარლი მეზობელ ოთახში იცვამდა, ბიძია საწერ მაგიდას მიუჯდა

42
და ინგლისურის ახლად შესრულებულ დავალებას გადახედა; კმაყო-
ფილმა ხელი მაგიდას დაჰკრა და წამოიძახა: – ნამდვილად ჩინებულია!
ამ საქებარი სიტყვების გაგონებაზე კარლმა ჩაცმას მოუჩქარა. ინ-
გლისურში წარმატებები თავადაც ეამაყებოდა .
ბიძიას სასადილო ოთახში, რომელიც კარლს ჩამოსვლის პირველი
საღამოდან ახსოვდა, მათ შესახვედრად ორი ზორბა ბატონი წამოიმარ-
თა: ვინმე გრინი და ვინმე პოლუნდერი, როგორც ეს სუფრასთან შემ-
დგომ საუბარში გამოირკვა. ნაცნობებზე ლაპარაკი ბიძიას ნაკლებად
სჩვეოდა, კარლს ყოველთვის აძლევდა შესაძლებლობას, დაკვირვების
შედეგად თავად გამოეტანა საჭირო დასკვნები ამა თუ იმ პიროვნების შე-
სახებ. სადილის დროს მხოლოდ უაღრესად საქმიან საკითხებზე მსჯე-
ლობდნენ, რაც კარლისათვის
კარგი გაკვეთილი იყო ეკონომიკურ ტერმინოლოგიაში გასარკვევად;
თვით კარლს საშუალება მისცეს, წყნარად ეჭამა, როგორც ბავშვს, რომე-
ლიც, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა დანაყრდეს; ამის შემდეგ ბა-
ტონი გრინი კარლისაკენ დაიხარა და საგანგებოდ მკაფიო ინგლისურით
ჰკითხა, როგორი იყო მისი პირველი ამერიკული შთაბეჭდილებები. სა-
ყოველთაო სიჩუმეში კარლმა საკმაოდ ვრცელი პასუხი გასცა, თან შიგა-
დაშიგ თვალს ბიძიასკენ აპარებდა, და შთაბეჭდილების მოსახდენად
ცდილობდა, საუბრისათვის ნიუ-იორკული შეფერილობაც კი მიეცა; ერთ
გამოთქმაზე სამივეს ჩაეცინა და ერთმანეთს გადახედეს, რამაც კარლი,
ცოტა არ იყოს, შეაცბუნა, რაიმე ხომ არ შემეშალაო, მაგრამ არა, რო-
გორც ბატონმა პოლუნდერმა აღნიშნა, გამოთქმა ზუსტი იყო. ჩანს, ბა-
ტონი პოლუნდერი ძალზე კეთილად განეწყო კარლის მიმართ, და როცა
ბიძია და ბატონი გრინი საქმიან საუბარს მიუბრუნდნენ, კარლს სავარ-
ძელი ახლოს მოაწევინა, და ჯერ გვარისა და წარმოშობის თაობაზე გა-
მოჰკითხა ყველაფერი, მერე მგზავრობაზე, ბოლოს, კარლი რომ დაეს-
ვენებინა, სულმოუთქმელად და სიცილით თავად დაიწყო ლაპარაკი სა-
კუთარ თავსა და ქალიშვილზე, რომელთან ერთად ნიუ-იორკის მახ-
ლობლად პატარა მამულში ცხოვრობდა, სადაც ის მხოლოდ საღამოებს

43
ატარებდა, რადგან ბანკირი იყო და საქმეების გამო მთელი დღე ნიუ-
იორკში უწევდა ყოფნა. მაშინვე მთელი გულით დაპატიჟა კარლი თავის
მამულში – ახლად გამომცხვარ ამერიკელს, როგორიც კარლია, ხომ აქვს
მოთხოვნილება, ხანდახან მაინც დააღწიოს ნიუ-იორკს თავიო. კარ-
ლმაც უმალ სთხოვა ბიძიას ნებართვა, რაზეც ბიძია სიხარულით და-
ეთანხმა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუთქვამთ და არც დაფიქ-
რებულა ამაზე, როგორც ამას კარლი და ბატონი პოლუნდერი მოელოდ-
ნენ.
მაგრამ მეორე დღესვე კარლი ბიძიას ერთ-ერთ კაბინეტში დაიბარეს
(მხოლოდ ამ შენობაში ბიძიას ათამდე სხვადასხვა კაბინეტი ჰქონდა),
სადაც ბიძია და ბატონი პოლუნდერი ჩუმად ისხდნენ სავარძლებში.
– ბატონი პოლუნდერი, – თქვა ბიძიამ, რომელიც ოთახში ჩამომ-
დგარ ბინდში თითქმის არ ჩანდა, – ბატონი პოლუნდერი მობრძანდა,
რათა თავის მამულში წაგიყვანოს, როგორც გუშინ შევთანხმდით.
– მე არ ვიცოდი, დღესვე თუ უნდა წავსულიყავით, – მიუგო კარლმა, –
თორემ მოვემზადებოდი.
– თუ მზად არ ხარ, მაშინ უმჯობესია ვიზიტი გადავდოთ, – თქვა ბი-
ძიამ.
– რა მომზადება! – წამოიძახა ბატონმა პოლუნდერმა, – ახალგაზ-
რდა კაცი მუდამ მზადაა.
– მისი მიზეზით არა, – მიუბრუნდა სტუმარს ბიძია, – მაგრამ თავის
ოთახში დასჭირდება ასვლა და დაგაგვიანებთ.
– მაგისთვისაც საკმარისი დრო გვაქვს, – უპასუხა ბატონმა პოლუნ-
დერმა, – მე გავითვალისწინე, რომ შევყოვნდებოდით და ადრიანად და-
ვამთავრე საქმეები.
– ხედავ, – მიმართა ახლა კარლს ბიძიამ, – რამდენი უხერხულობა
შექმნა უკვე შენმა ვიზიტმა.
– ვწუხვარ, – მოიბოდიშა კარლმა, – მაგრამ ახლავე დავბრუნდები, –
და გასაქცევად მოემზადა.

44
– ძალიან ნუ იჩქარებთ, – უთხრა ბატონმა პოლუნდერმა, – თქვენი
სტუმრობა არავითარ უხერხულობას არ მიქმნის, პირიქით, ეს ჩემთვის
უდიდესი სიამოვნებაა.
– ხვალ ცხენოსნობის გაკვეთილის გაცდენა მოგიწევს, გააფრთხილე
ამის შესახებ?
– არა, – მიუგო კარლმა, და ეს ვიზიტი, რომელსაც ასეთი სიხარულით
ელოდა, უკვე ტვირთად დააწვა, – მე ხომ არ ვიცოდი.
– და მაინც წახვალ? – აღარ ეშვებოდა ბიძია.
ბატონი პოლუნდერი თავაზიანად წამოეშველა კარლს:.
– გზად საცხენოსნო სკოლაში შევივლით და ყველაფერს მოვაგვა-
რებთ.
– კარგი აზრია, – დაეთანხმა ბიძია, – მაგრამ მაკი რომ იქ დაგელო-
დება?
– დალოდებით არ დამელოდება, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ მოს-
ვლით კი მოვა.
– მაშ როგორ მოვიქცეთ? – იკითხა ბიძიამ, თითქოს კარლის პასუხი
საკმარისი გამართლება არ იყო მისთვის.
აქ ისევ ბატონმა პოლუნდერმა თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა:
– მაგრამ კლარაც ხომ ელოდება მას უკვე ამ საღამოს, – კლარა ბატო-
ნი პოლუნდერის ქალიშვილი იყო, – განა მას არ აქვს უპირატესობა მაკის
წინაშე?
– ცხადია, – სხვა გზა აღარ დარჩა ბიძიას, – აბა გაიქეცი შენს ოთახში,
– და სავარძლის სახელურს უნებურად რამდენჯერმე დაარტყა ხელი.
კარლი უკვე კართან იყო, როცა ბიძიამ კიდევ ერთხელ შეაჩერა და ჰკით-
ხა: – ხვალ დილით ხომ დაბრუნდები ინგლისურის გაკვეთილისათვის?
– კი მაგრამ, – წამოიძახა ბატონმა პოლუნდერმა და გაკვირვებისაგან
სავარძელში შემობრუნდა, რამდენადაც წონა ამის საშუალებას აძლევ-
და, – ნუთუ არ შეიძლება, ხვალინდელი დღე მაინც გაატაროს ქალაქგა-
რეთ? ზეგ დილით თავად ჩამოვიყვანდი.

45
– არავითარ შემთხვევაში, – მოუჭრა ბიძიამ, – ასე ვერ დავარღვევ მის
სასწავლო განრიგს. მოგვიანებით, როცა მისი პროფესიული ცხოვრება
მეტ-ნაკლებად კალაპოტში ჩადგება, სიამოვნებით დავრთავ ნებას, უფ-
რო დიდი დრო დაუთმოს ამგვარ საპატიო და თავაზიან მიწვევებს.
«რაებს იმიზეზებს!» – გაიფიქრა კარლმა.
ბატონი პოლუნდერი დაღონდა.
– მაგრამ ერთი საღამოთი და ერთი ღამით ხომ არაფერი დაშავდე-
ბა?!
– მეც მაგას მოგახსენებთ, – უპასუხა ბიძიამ.
– რას ვიზამთ, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვეძლევა, – კვლავ გა-
იცინა ბატონმა პოლუნდერმა, – მაშ, გელოდები! – მიაძახა კარლს, რო-
მელიც კარისაკენ გაეშურა, რადგან ბიძიას აღარაფერი უთქვამს.
როცა უკვე გაემზადა და ჩამობრუნდა, კაბინეტში მხოლოდ ბატონი
პოლუნდერი დახვდა, ბიძია წასულიყო. ბატონმა პოლუნდერმა სიხარუ-
ლისგან ორივე ხელი ჩამოართვა, თითქოს უნდოდა საბოლოოდ დარ-
წმუნებულიყო, რომ კარლი ნამდვილად მიემგზავრებოდა მასთან ერ-
თად. სიჩქარისაგან კარლი ჯერ ისევ გაქაფული იყო, მანაც ორივე ხელი
გაუწოდა ბატონ პოლუნდერს, ეს სტუმრობა ძალზე ახარებდა.
– ხომ არ გაბრაზდა ბიძია, თქვენთან ერთად რომ მოვდივარ?
– რა თქმა უნდა, არა! სერიოზულად არც უფიქრია ხელის შეშლა.
ესაა, რომ თქვენი აღზრდა ძალიან ახლოს მიაქვს გულთან.
– თვითონ გითხრათ, რომ სერიოზული მიზეზი არ აქვს?
– ო, დიახ, – ამოთქვა ბატონმა პოლუნდერმა, რითაც დაამტკიცა,
რომ სიცრუე არ ეხერხებოდა.
– უცნაურია, როგორ გაუჭირდა თქვენთან სტუმრობის ნება დაერთო
ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ხართ.
ეს ვერც ბატონ პოლუნდერს აეხსნა, მაგრამ კარლს არ გამოსტყდო-
მია. და როცა ამ თბილ საღამოს ავტომობილით მიქროდნენ, ორივეს ეს
ფიქრი უტრიალებდა თავში, თუმცა სულ სხვა რამეზე ლაპარაკობდნენ.

46
მგზავრობისას ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ და ბატონ პოლუნ-
დერს კარლის ხელი ხელში ეჭირა, თან კლარაზე უამბობდა. კარლს სურ-
და, რაც შეიძლება მეტი შეეტყო ფროილაინ კლარაზე, თითქოს ხან-
გრძლივი მგზავრობის გამო მოთმინება აღარ ჰყოფნიდა და ბატონი პო-
ლუნდერის ნაამბობი დაეხმარებოდა უფრო მალე ჩაეღწია დანიშნულე-
ბის ადგილამდე. მიუხედავად იმისა, რომ საღამოს ნიუ-იორკის ქუჩებში
არ უმგზავრია, ტროტუარებსა და სავალ ნაწილზე კი რაღაც უცხო სტიქი-
ის მსგავსი შხუილ-შხუილი ყოველ წამს იცვლიდა მიმართულებას, კარ-
ლის ყურადღება ბატონი პოლუნდერის მუქ ჟილეტზე იყო მიჯაჭვული,
რომლის ჯიბიდან ასევე მუქი ძეწკვი იყო გადმოკიდებული. თან ცდი-
ლობდა მისი არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა. ქუჩებიდან, სადაც
ხალხი თეატრებში დაგვიანების შიშით უკიდურესად აჩქარებდა საკუ-
თარ ნაბიჯებსა თუ ავტომობილებს, ისინი თანდათან გარეუბანში გა-
ვიდნენ, სადაც ცხენოსანი პოლიცია მათ ავტომობილს შემოვლითი
გზისკენ უთითებდა, რადგან ფართო ქუჩები გაფიცული მუშების დემონ-
სტრაციას ეკავა და ავტომობილები მხოლოდ ძალზე შეზღუდული რა-
ოდენობით დაიშვებოდა გზაჯვარედინებზე. როცა ჩაბნელებული, ხმა-
ურიანი ქუჩაბანდებიდან გამოსულმა ავტომობილმა ერთ-ერთი ასეთი
მოედნის მსგავსი ფართო ქუჩა გადაკვეთა, ორივე მხარეს, სადამდეც კი
თვალი მიუწვდებოდათ, ტროტუარები გაჭედილი იყო ბრბოთი, რომე-
ლიც ნელ-ნელა მიიწევდა წინ და ისე ერთხმად მღეროდა, როგორც ერ-
თი ადამიანი. თავისუფალ ქვაფენილზე აქა-იქ ჩანდნენ ადგილზე გაშე-
შებული ცხენოსანი პოლიციელები, მედროშეები, ზეაღმართული ლო-
ზუნგები, თანამოაზრეებით გარშემორტყმული მუშების წინამძღოლი,
ტრამვაის ვაგონი, რომელსაც ვერ მოესწრო აქედან დროზე გასვლა და
ახლა ცარიელი და ჩაბნელებული იდგა, მძღოლი და კონდუქტორი კი
ბაქანზე ჩამომსხდარიყვნენ. ცნობისმოყვარეთა პატარა ჯგუფები დე-
მონსტრანტებისგან მოშორებით იდგნენ და პოზიციებს არ თმობდნენ,
თუმცა მოვლენების ნამდვილ არსში ვერ გარკვეულიყვნენ. ამ დროს კი
ბატონი პოლუნდერის მკლავზე უდარდელად მისვენებულ კარლს უდი-

47
დეს სიამოვნებას ჰგვრის იმის მოლოდინი, რომ მალე სასურველი სტუ-
მარი იქნება განათებულ, გალავანშემოვლებულ, ძაღლებით დაცულ ქა-
ლაქგარე სახლში, და თუმცა, უკვე რულმორეულს, ბატონი პოლუნდერის
საუბარი აქა-იქღა თუ ესმის, დროდადრო გამოფხიზლდება ხოლმე და
თვალებს მოიფშვნეტს, რათა დარწმუნდეს, რომ თანამოსაუბრეს მისი
თვლემა არ შეუმჩნევია; ეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავიდან უნდა აი-
ცილოს.

სახლი ნიუ-იორკის გარეუბანში

– აი, კიდეც ჩამოვედით, – თქვა ბატონმა პოლუნდერმა სწორედ იმ


დროს, როცა კარლმა კვლავ ჩათვლიმა. მანქანა ვილის წინ იდგა, რომე-
ლიც, ნიუ-იორკის გარეუბნის მდიდართა ვილების მსგავსად, გაცილე-
ბით დიდი და მაღალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი, ერთი ოჯახისათვის
განკუთვნილი სახლი. რადგან სახლის მხოლოდ ქვედა სართული იყო
განათებული, მისი სიმაღლის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. სახლის
წინ წაბლის ხეები შრიალებდნენ, რომელთა შორის – რკინის ჭიშკარი
უკვე ღია იყო – მოკლე ბილიკი სახლში შესასვლელ კიბემდე მიდიოდა.
ავტომობილიდან გადმოსულმა კარლმა, რომელიც გვარიანად დაღლი-
ლიყო, დაასკვნა, რომ მგზავრობამ საკმაოდ დიდხანს გასტანა. ჩაბნე-
ლებულ წაბლების ხეივანში თავის გვერდით გოგონას ხმა მოესმა: – ბო-
ლოს და ბოლოს, ბატონი იაკობიც მოვიდა.
– მე კარლ როსმანი ვარ, – გამოეპასუხა კარლი და ხელი ჩამოართვა
გოგონას, რომლის სილუეტი ახლაღა გაარჩია.
– ეს იაკობის დისწულია, – აუხსნა ბატონმა პოლუნდერმა, – კარლ
როსმანი.
– მისი სტუმრობა არანაკლებ სასიხარულოა, – მიუგო გოგონამ, რომ-
ლისთვისაც სტუმრის სახელს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კარლმა, ვიდრე ბატონ პოლუნდერსა და გოგო-
ნას შორის სახლისაკენ მიდიოდა, ჰკითხა:
48
– თქვენ კი ფროილაინ კლარა ბრძანდებით, არა?
– დიახ, – უპასუხა მან და სახე, რომელიც სახლიდან გამოსულმა სი-
ნათლემ გაუნათა, კარლისაკენ მიაბრუნა, – მაგრამ არ მინდოდა, ამ სიბ-
ნელეში გაგცნობოდით.
«მაშ ჭიშკართან რატომ გველოდებოდა?» – გაიფიქრა კარლმა, რო-
მელიც სიარულში თანდათან გამოფხიზლდა.
– სხვათა შორის, ამ საღამოს კიდევ ერთი სტუმარი გვყავს, – თქვა
კლარამ.
– შეუძლებელია! – წამოიძახა გაკვირვებულმა პოლუნდერმა.
– ბატონი გრინი, – მიუგო კლარამ.
– როდის ჩამოვიდა? – თითქოს რაღაც წინათგრძნობა დაეუფლა
კარლს.
– ეს წუთია. არ შეგიმჩნევიათ, მისი მანქანა რომ მოდიოდა თქვენ
წინ?
კარლმა პოლუნდერს ახედა, რათა გაეგო, რა შთაბეჭდილება მოახ-
დინა მასზე ამ ამბავმა, მაგრამ მას ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო და
მძიმედ მიაბოტებდა.
– ვერაფერი სახარბიელოა ნიუ-იორკთან ასე ახლოს ცხოვრება, სი-
ურპრიზებს თავს ვერ დააღწევ. უფრო შორს უნდა გადავიდეთ საცხოვ-
რებლად, თუნდაც ნახევარი ღამე დამჭირდეს სახლში მისასვლელად.
კიბესთან შეჩერდნენ.
– მაგრამ ბატონი გრინი ხომ დიდი ხანია, რაც აქ არ ყოფილა, – თუმც
მამას ეთანხმებოდა, მაინც მის დამშვიდებას შეეცადა კლარა.
– კი მაგრამ, რაღა მაინცდამაინც ამ საღამოს მოვიდა, – გაცხარების-
გან პოლუნდერს სქელი ქვედა ტუჩი აუთამაშდა; ამ მოდუნებულ ხორცის
მასას მღელვარება ადვილად ერეოდა.
– მართლაცდა! – წამოიძახა კლარამ.
– იქნებ მალევე წავიდეს, – კარლი თავადვე გააკვირვა იმ ურთიერ-
თთანხმობამ, რომელიც მას და მისთვის გუშინ ჯერ კიდევ უცნობ ადა-
მიანებს შორის დამყარდა.

49
– ოჰ, არა, – უპასუხა კლარამ, – რაღაც დიდი საქმე აქვს მამასთან, რო-
მელზე მსჯელობაც ალბათ კარგა ხანს გაგრძელდება. ხუმრობით უკვე
დამემუქრა, რომ, თუ მინდა თავაზიანი დიასახლისი ვიყო, დილამდე
მომიწევს მათი მოსმენა.
– ესღა მაკლდა. ესე იგი, მთელი ღამე დარჩება! – წამოიძახა პოლუნ-
დერმა, თითქოს უარესი არაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, – ღმერ-
თმანი, – თავში ახალი აზრი მოუვიდა და ტონი შეარბილა, – ღმერთმანი,
ბატონო როსმან, დროა ისევ ავტომობილში ჩავსხდეთ და თქვენს ბიძას-
თან წაგიყვანოთ. დღევანდელი საღამო ამთავითვე გაფუჭებულია, და
ვინ იცის, კიდევ როდის გვანდობს თქვენი ბიძია თქვენს თავს. თუ ამ სა-
ღამოსვე დაგაბრუნებთ, ვერ გვეტყვის უარს, რომ მალე კვლავ გვესტუმ-
როთ.
და კარლს ხელი ჩაჰკიდა, რომ გეგმა სისრულეში მოეყვანა, მაგრამ
კარლი ადგილიდან არ იძვროდა და კლარამაც სთხოვა, დარჩენილიყო
– მას და კარლს ბატონი გრინი არაფერში შეუშლიდა ხელს, და ბოლოს
თავად პოლუნდერიც მიხვდა, რომ მისი გადაწყვეტილება არც თუ გო-
ნივრული იყო. გარდა ამისა – და ალბათ ეს იყო გადამწყვეტი – კიბის ზე-
და საფეხურიდან ბატონმა გრინმა გადმოსძახა: – სად დაიკარგეთ?
– წამოდით, – და პოლუნდერი კიბისაკენ გაემართა. უკან კარლი და
კლარა მიჰყვებოდნენ, რომლებიც ახლა სინათლეში ათვალიერებდნენ
ერთმანეთს.
«რა წითელი ტუჩები აქვს», გაიფიქრა კარლმა და ბატონი პოლუნდე-
რის ლაშები გაახსენდა, ასე ლამაზად რომ გარდაქმნილიყვნენ კლარას
ტუჩებად.
– ვახშმის შემდეგ, – თქვა კლარამ, – თუ წინააღმდეგი არ იქნებით,
ჩემს ოთახებში ავიდეთ, რომ ბატონ გრინს მაინც დავაღწიოთ თავი,
ვიდრე მამა მასთან საუბრით იქნება დაკავებული. დიდად მასიამოვ-
ნებთ, თუ პიანინოზე დაუკრავთ, მამამ უკვე მითხრა, რა კარგად უკრავთ.
მე, სამწუხაროდ, სრულებით არ მაქვს მუსიკალური ნიჭი, და ჩემს ინ-
სტრუმენტს არ ვეკარები, თუმცა მუსიკა ძალიან მიყვარს.

50
კარლი დაეთანხმა კლარას წინადადებას, თუმცა ერჩია, ბატონი პო-
ლუნდერიც მათთან ერთად ყოფილიყო. მაგრამ ბატონი გრინის ვეება
ფიგურის დანახვაზე – პოლუნდერის გაბარიტებს კარლი უკვე შეეჩვია –
რომელიც ყოველ საფეხურთან ერთად ნელ-ნელა იკვეთებოდა მათ წინ,
კარლს ყოველგვარი იმედი გადაეწურა, რომ ამ საღამოს ამ კაცს ბატონი
პოლუნდერის თავს ხელიდან გამოჰგლეჯდა.
ბატონი გრინი მათ ნაჩქარევად მიესალმა, თითქოს ბევრი რამ ჰქონ-
დათ ასანაზღაურებელი, ბატონ პოლუნდერს ხელი გამოსდო და მის წინ
მიმავალ კარლსა და კლარას სასადილო ოთახისაკენ უბიძგა, რომელიც
ძალზე საზეიმოდ გამოიყურებოდა, განსაკუთრებით მაგიდაზე შემოდ-
გმული ყვავილების წყალობით, ნახევრად რომ ამოეყოთ თავი მწვანე
ფოთლებიდან, რაც ბატონი გრინის არასასურველი სტუმრობით გამოწ-
ვეულ უსიამო გრძნობას ერთიორად აძლიერებდა. ვიდრე კარლი ელო-
და, როდის შემოუსხდებოდნენ მაგიდას დანარჩენები, და ღია ბაღში გა-
მავალი დიდი მინის კარიდან მონაბერი ძლიერი სურნელით ტკბებოდა,
ბატონი გრინი ქშენა-ქშენით მიიჭრა კართან, ჯერ ქვედა ურდულისაკენ
დაიხარა, მერე ზედასაკენ აიმართა, და მინის კარი ისეთი ჭაბუკური სი-
მარდით ჩაკეტა, მათკენ მომავალ მსახურს გასაკეთებელი აღარაფერი
დარჩა. მაგიდასთან წარმოთქმული პირველივე სიტყვებით ბატონმა
გრინმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ ბიძამ კარლს ამ სტუმრო-
ბის ნება დართო. წვნიანს სავსე კოვზებით სულმოუთქმელად ხვრეპდა,
თან მარჯვნივ კლარას, მარცხნივ კი ბატონ პოლუნდერს უხსნიდა, რა-
ტომ იყო გაკვირვებული იმით, თუ როგორ დასტრიალებდა ბიძია კარლს
თავზე და რომ მისი სიყვარული კარლის მიმართ გაცილებით მეტი იყო,
ვიდრე უბრალოდ ბიძის სიყვარული.
«ის არ კმარა, რომ ასე უბოდიშოდ შემოიჭრა აქ, ახლა მე და ბიძიას
შორის ჩადგომასაც ცდილობს», – გაიფიქრა კარლმა და ოქროსფერი
წვნიანი ყელში გაეჩხირა. მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია, უხერხულად
რომ გრძნობდა თავს და უსიტყვოდ დაიწყო წვნიანის ხვრეპა. ვახშამი
სატანჯველივით გაიჭიმა. მხოლოდ ბატონი გრინი და კლარა საუბრობ-

51
დნენ ცოცხლად და დროდადრო ჩაცინების საბაბსაც პოულობდნენ. ბა-
ტონი პოლუნდერი მხოლოდ რამდენჯერმე ჩაერია, როცა ბატონმა
გრინმა საქმიანი საუბარი წამოიწყო. თუმცა მალევე ეთიშებოდა ხოლმე
და ბატონ გრინს ხელახლა უწევდა მისი საუბარში ჩართვა. გარდა ამისა,
რამდენჯერმე ხაზგასმით გაიმეორა, – კარლი ამ დროს ყურებდაცქვეტი-
ლი უსმენდა და კლარამ შეახსენა
კიდეც, რომ მის წინ მწვადი იდო და რომ ვახშამზე იყო – რომ თავი-
დან არ აპირებდა ამ მოულოდნელ სტუმრობას. რადგან, მართალია, ის
საქმე, რომელზეც კიდევ მოუწევთ საუბარი, ძალზე საჩქაროა, ამიტომ
მის უმნიშვნელოვანეს პუნქტებზე ამ საღამოს ქალაქში შეიძლებოდა ემ-
სჯელათ, დანარჩენზე კი ხვალ ან მოგვიანებით. და სამუშაო დღის დამ-
თავრებამდე კარგა ხნით ადრე შეიარა კიდეც ამ მიზნით ბატონ პოლუნ-
დერთან, მაგრამ რადგან იქ არ დახვდა, იძულებული გახდა, სახლში და-
ერეკა, რომ ამაღამ არ მივიდოდა და აქეთ გამოემგზავრა.
– რაკი ასეა, ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – ხმამაღლა თქვა კარლმა,
ვიდრე ვინმე მოასწრებდა, რაიმე ეპასუხა ბატონი გრინისათვის, – ჩემი
ბრალია, რომ ბატონმა პოლუნდერმა დღეს ადრე დაამთავრა თავისი
საქმეები, და ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა.
ბატონმა პოლუნდერმა სახეზე ხელსახოცი აიფარა, კლარამ კი
კარლს გაუღიმა, მაგრამ ეს იყო არა თანაგრძნობის ღიმილი, არამედ
თითქოს აფრთხილებდა მას.
– საბოდიშო არაფერია, – მიუგო ბატონმა გრინმა, თან მარდად აქნა
მტრედი, – პირიქით, მოხარულიც ვარ, რომ ასეთ სასიამოვნო საზოგა-
დოებაში ვატარებ საღამოს, თორემ სახლში მარტო მომიწევდა ვახშმო-
ბა, სადაც ჩემი მნე ქალი მომემსახურებოდა, რომელიც ისე მოხუცია, კა-
რიდან მაგიდამდე გაჭირვებით მოდის და შემიძლია კარგად დავისვენო
სავარძელში, სანამ ამ გზას გამოივლიდეს. სულ ცოტა ხანია, რაც ჩემი
დაჟინებული თხოვნით სასადილო ოთახის კარამდე მსახურს მოაქვს
კერძები, ხოლო მანძილი კარიდან ჩემს მაგიდამდე მას ეკუთვნის.
– ღმერთო ჩემო, – წამოიძახა კლარამ, – აი, მესმის ერთგულება!

52
– დიახ, ჯერ კიდევ არსებობს ერთგულება ქვეყანაზე, – თავი დაუქნია
ბატონმა გრინმა და ხორცის მოზრდილი ნაჭერი პირისაკენ გააქანა, სა-
დაც ენა, რასაც შემთხვევით მოჰკრა თვალი კარლმა, ლუკმას მარჯვედ
დაუხვდა. კინაღამ ცუდად გახდა და წამოდგა, მაგრამ ბატონმა პოლუნ-
დერმა და კლარამ თითქმის ერთდროულად ჩაავლეს ხელი.
– ცოტა ხანს კიდევ უნდა დარჩეთ, – უთხრა კლარამ, და როცა კარლი
კვლავ დაჯდა, ჩასჩურჩულა: – მალე აქედან გავქრებით, მოთმინება იქო-
ნიეთ.
ბატონი გრინი ამასობაში მშვიდად განაგრძობდა ტრაპეზობას,
თითქოს ბატონი პოლუნდერი და კლარა მოვალენი იყვნენ დაემშვიდე-
ბინათ კარლი, როცა მას გული აერეოდა.
ვახშამი კარგა ხანს გაგრძელდა, განსაკუთრებით იმ გულმოდგინე-
ბის გამო, რომლითაც ბატონი გრინი თითოეულ კერძს უმასპინძლდე-
ბოდა. ისე დაუღალავად ეგებებოდა ყოველ ახალ კერძს, იფიქრებდით,
თავისი მოხუცი მნე ქალისაგან საფუძვლიანად დასვენება გადაუწ-
ყვეტიაო. დრო და დრო კლარას დიასახლისობის ხელოვნებას უქებდა,
რაც მას აშკარად სიამოვნებდა, კარლი კი ცდილობდა, მოეგერიებინა მი-
სი ქათინაურები, თითქოს ეს კლარას გაანაწყენებდა. მაგრამ ბატონმა
გრინმა ეს როდი იკმარა, არამედ რამდენჯერმე თეფშიდან თავაუწევ-
ლად კარლის თვალშისაცემი უმადობის გამო თავისი გულისტკივილიც
გამოხატა. ბატონმა პოლუნდერმა სცადა კარლს გამოქომაგებოდა,
თუმც, როგორც მასპინძელს, მასაც კარლის შეპატიჟება მართებდა. მარ-
თლაც, ამ ზეწოლის გამო, კარლი მთელი ვახშმის განმავლობაში ისე
უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ბატონი პოლუნდერის სიტყვები, მი-
უხედავად კეთილი ზრახვებისა, მისდამი არაკეთილგანწყობილად
აღიქვა. ამიტომ ხან მიუღებელი სისწრაფით ყლაპავდა უზარმაზარ ნაჭ-
რებს, ხან დაქანცული, დანა-ჩანგალს დადებდა და უძრავად იჯდა, ისე
რომ, მსახური, კერძები რომ შემოჰქონდა, მასთან მიდგომას ვერ ახერ-
ხებდა.

53
– ხვალვე ვუამბობ ბატონ სენატორს, როგორ გაანაწყენეთ ფროილა-
ინ კლარა თქვენი უმადობით, – უთხრა ბატონმა გრინმა და, იმის ხაზგა-
სასმელად, რომ ეს სიტყვები ხუმრობით იყო ნათქვამი, დანა-ჩანგალი
შეათამაშა.
– ერთი შეხედეთ, რა დაღონებულია გოგონა, – განაგრძო და კლარას
ნიკაპზე ხელი მოუთათუნა. კლარას არაფერი უთქვამს, მხოლოდ თვა-
ლები დახუჭა.
– შე კუდრაჭა, – წამოიძახა, სკამის ზურგზე გადაწვა და სახეწამოწით-
ლებულმა გულიანად გადაიხარხარა. ამაოდ ცდილობდა კარლი, ბატო-
ნი პოლუნდერის საქციელისათვის რაიმე ახსნა მოეძებნა. ის კი იჯდა და
თავის თეფშს ჩასცქეროდა, თითქოს იქ ხდებოდა ყველაზე მნიშვნელო-
ვანი რამ. კარლის სავარძელი ახლოს მიიწია და თითქოს მას ელაპარა-
კებოდა, მაგრამ ყველას მიმართავდა, კარლისათვის კი არაფერი განსა-
კუთრებული სათქმელი არ ჰქონდა. პირიქით, ითმენდა, რომ გრინი, ეს
ბებერი, გაქნილი ნიუ-იორკელი ბერბიჭა, კლარას უბოდიშოდ ხელით
ეხებოდა, რომ კარლს, მის სტუმარს, შეურაცხყოფას აყენებდა, ან, ყო-
ველ შემთხვევაში, ბავშვივით ექცეოდა და ღმერთმა იცის, კიდევ რის უფ-
ლებას აძლევდა თავს.
სუფრიდან რომ წამოიშალნენ – როცა გრინმა საერთო განწყობილე-
ბა შენიშნა, პირველი ის წამოდგა და გარკვეულწილად დანარჩენებიც
მან აიყოლია – კარლი ერთ-ერთ დიდ ფანჯარასთან განმარტოვდა, რო-
მელიც ვიწრო თეთრი ლარტყებით იყო დაყოფილი და ტერასაზე გადი-
ოდა, მაგრამ როგორც სინამდვილეში აღმოჩნდა, კარი ყოფილა. სად
გაქრა ის ანტიპათია, ბატონმა პოლუნდერმა და მისმა ქალიშვილმა რომ
გამოავლინეს თავიდან გრინის მიმართ და რაც კარლს მაშინ გაუგებრად
მოეჩვენა? ახლა გრინთან ერთად იდგნენ და ყველაფერზე კვერს უკრავ-
დნენ. ბატონი გრინის სიგარის ბოლი – ამსისხო სიგარაზე მამას ხშირად
უამბნია შინ, თუმცა საკუთარი თვალით, შესაძლოა, არც არასოდეს ენახა
– რომელიც პოლუნდერმა მიართვა, მთელ დარბაზს ედებოდა და გრი-
ნის გავლენას ყველა კუთხე-კუნჭულში ავრცელებდა, სადაც ის თავად

54
ალბათ არც არასოდეს მოხვდებოდა. და თუმც კარლი საკმაოდ მოშორე-
ბით იდგა, ეს ბოლი ცხვირში უღიტინებდა და ბატონი გრინის საქციელი,
რასაც მან თავისი
ადგილიდან მოჰკრა თვალი, სიბილწედ მოეჩვენა. იქნებ ბიძია იმის
გამო ყოყმანობდა იმდენ ხანს, ნება დაერთო მისთვის ამ სტუმრობაზე,
რომ იცნობდა ბატონი პოლუნდერის სუსტ ხასიათს და შესაძლოა, ზუს-
ტად არ განუჭვრეტია, მაგრამ ვარაუდობდა მაინც, რომ კარლს იქ რაიმეს
აწყენინებდნენ. არც ეს ამერიკელი გოგონა მოუვიდა თვალში, თუმც არც
წარმოსახვაში წარმოედგინა მზეთუნახავად; მაგრამ როცა ბატონი გრი-
ნი ელაპარაკებოდა, კარლი გააოცა მისმა უნარმა, რა მომხიბლავი შეეძ-
ლო ყოფილიყო, განსაკუთრებით კი მისი ცოცხალი თვალების გამოსხი-
ვებამ. კარლს ჯერ არასოდეს ენახა ტანზე ასე მჭიდროდ შემოტკეცილი
ბოლოკაბა, პატარა ნაკეცები გამოკვეთდა მოყვითალო, ნაზი, მტკიცე
ქსოვილის დაჭიმულობას. და მაინც, სრულებით არ მიუწევდა მისკენ გუ-
ლი და არავითარი სურვილი აღარ ჰქონდა, თავის ოთახებში გაჰყოლო-
და კლარას. უმჯობესია, გამოაღოს კარი, რომლის სახელურზეც ყოველი
შემთხვევისათვის ხელი უკვე ჩავლებული აქვს, ჩაჯდეს მანქანაში, და
თუ მძღოლს სძინავს, მარტო გაუდგეს გზას ნიუ-იორკისაკენ. განათებუ-
ლი ღამე, მისადმი კეთილად განწყობილი სავსე მთვარით, ყველასათ-
ვის ღიაა, ღია ცის ქვეშ რაიმეს შიში კი კარლს უაზრობად ეჩვენებოდა.
წარმოიდგინა – და ამ დარბაზში პირველად იგრძნო თავი კარგად – რო-
გორ დაადგება ბიძიას დილით თავზე – უფრო ადრე ალბათ ვერც მიაღ-
წევს სახლამდე. მართალია, არასოდეს ყოფილა მის საძინებელში, არც
იცის მისი მდებარეობა, მაგრამ როგორმე გაიგნებს გზას. შემდეგ კარზე
დააკაკუნებს და როცა გაიგონებს – შემობრძანდითო, – ოთახში შევარ-
დება და ძვირფას ბიძიას, აქამდე რომ მხოლოდ საგულდაგულოდ გა-
მოწყობილი, თავიდან ფეხებამდე მოწესრიგებული უნახავს, ღამის საც-
ვლებში, საწოლში წამომჯდარს წაადგება თავზე. ამაში იქნებ არც არა-
ფერია განსაკუთრებული, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ამას
მოჰყვეს: ალბათ პირველად ისაუზმებს ბიძიასთან ერთად, ის საწოლში,

55
თვითონ სავარძელში, მათ შორის კი პატარა მაგიდა საუზმით, იქნებ ეს
ერთობლივი საუზმე ყოველდღიურ რიტუალადაც იქცეს; იქნებ ამგვარი
საუზმის შემდეგ უფრო ხშირად შეხვდნენ ხოლმე ერთმანეთს, არა მხო-
ლოდ ერთხელ დღეში, როგორც აქამდე, და ცხადია, უფრო გულახდი-
ლად შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს. ბოლოს და ბოლოს, განა სწო-
რედ გულახდილობის ნაკლებობა არ არის იმის მიზეზი, რომ დღეს არ
გაუგონა, უფრო სწორად, ასე გაუჯიუტდა ბიძიას? და ამაღამ აქ დარჩე-
ნაც რომ მოუწიოს – სამწუხაროდ, ალბათ, ასეც იქნება, თუმცა აქ, ფანჯა-
რასთან, საკუთარ თავთან მარტო დატოვეს, – იქნებ ეს საბედისწერო
სტუმრობა შემობრუნების წერტილად იქცეს ბიძიასთან ურთიერთობა-
ში, იქნებ ბიძიასაც მსგავსი ფიქრები უტრიალებს თავში თავის საძინე-
ბელ ოთახში?!
ცოტათი დამშვიდდა და შემოტრიალდა. მის წინ კლარა იდგა.
– ნუთუ სრულებით არ მოგწონთ ჩვენთან? არ გინდათ, ცოტა შინაუ-
რულად იგრძნოთ თავი? წამომყევით, უკანასკნელად შევეცდები თქვენს
მოშინაურებას.
დარბაზი გადაჭრეს და კარისკენ წავიდნენ. ორივე ბატონი პატარა
გვერდით მაგიდასთან იჯდა და წინ შუშხუნა სასმელით სავსე ბოკალები
ედგა; კარლისათვის ეს სასმელი უცხო იყო და სიამოვნებით დააჭაშნი-
კებდა. ბატონი გრინი ცალი იდაყვით მაგიდას დაყრდნობოდა და სახე
ბატონ პოლუნდერთან ისე ახლოს მიეტანა, ვინც ბატონ პოლუნდერს არ
იცნობდა, იფიქრებდა, საქმეზე კი არ მსჯელობენ, რაღაც
დანაშაულის ჩადენას აპირებენო. ბატონმა პოლუნდერმა კეთილმე-
გობრული მზერა გააყოლა კარლს, გრინს კი, – თუმცა ადამიანები ნებით
თუ უნებლიეთ თანამოსაუბრის მზერას იმეორებენ ხოლმე, – კარლი-
სათვის არც კი შეუხედავს, რაშიც კარლმა გრინის რწმენის გამოხატულე-
ბა დაინახა: თითოეული მათგანი – კარლი და გრინი – საკუთარი შესაძ-
ლებლობების იმედად უნდა იყოს, ხოლო შესაბამისი საზოგადოებრივი
ურთიერთობები მათ შორის მოგვიანებით ჩამოყალიბდება, იმის მი-
ხედვით, რომელი მათგანი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება.

56
«თუ ასე ფიქრობს, – გულში გაივლო კარლმა, – მაშინ ბრიყვი ყოფი-
ლა. მე მისგან არაფერი მჭირდება და უჯობს, თავი დამანებოს.»
დერეფანში რომ გავიდა, გაიფიქრა, მგონი ძალზე უთავაზოდ მოვი-
ქეციო, რადგან გრინს ისე დაჟინებით მიშტერებოდა, კლარამ ძლივს გა-
ათრია ოთახიდან. ახლა სიამოვნებით მიჰყვებოდა გვერდით. დერეფ-
ნებში რომ მიაბიჯებდა, ჯერ თვალებს არ დაუჯერა, როცა დაინახა, რომ
ყოველ ოც ნაბიჯში მდიდრულ ლივრეებში გამოწყობილი ლაქიები იდ-
გნენ, რომლებსაც კანდელების მსხვილი ფეხი ორივე ხელით ეჭირათ.
– ახალი ელქტროგანათება ჯერ მხოლოდ სასადილო ოთახშია შეყ-
ვანილი, – აუხსნა კლარამ, – ეს სახლი დიდი ხანი არ არის, რაც შევიძი-
ნეთ და მთლიანად გადავაკეთებინეთ, რამდენადაც შესაძლებელია ძვე-
ლი სახლის გადაკეთება, რომელსაც თავისებური არქიტექტურა აქვს.
– ესე იგი, ამერიკაშიც ყოფილა ძველი სახლები, – დაასკვნა კარლმა.
– რა თქმა უნდა, – სიცილით მიუგო კლარამ და გზა გააგრძელა, –
ძალზე უცნაური წარმოდგენა გაქვთ ამერიკაზე.
– ნუ დამცინით, – გაღიზიანდა კარლი. ბოლოს და ბოლოს, ის უკვე
ევროპასაც იცნობს და ამერიკასაც, კლარა კი – მხოლოდ ამერიკას.
სიარულში კლარამ ხელის მსუბუქი მოძრაობით ერთი კარი შეაღო
და არ შეჩერებულა, ისე უთხრა კარლს: – თქვენ აქ დაიძინებთ.
კარლს უნდოდა მაშინვე შეეხედა ოთახში, მაგრამ კლარამ მოუთმენ-
ლად, თითქმის ყვირილით აუხსნა, ეს საჩქარო არ არის და ჯერ მე გა-
მომყევიო. ერთხანს კინკლაობდნენ დერეფანში, მერე კარლმა გადაწ-
ყვიტა, ვალდებული არ ვარ, ყველაფერში კლარას დავემორჩილოო, ხე-
ლიდან დაუსხლტა და ოთახში შევიდა. ფანჯრის მიღმა სრული წყვდი-
ადი იდგა, რადგან მას მთლიანად ფარავდა მაღალი ხის ტოტები. გარე-
დან ჩიტების ჟღურტული მოისმოდა. თვით ოთახში, სადაც მთვარის შუ-
ქი ვერ აღწევდა, შეუძლებელი იყო
თვალთან თითის მიტანა. კარლმა ინანა, რომ ბიძის ნაჩუქარი ჯიბის
ელექტროფარანი არ წამოიღო. ამ სახლში აუცილებელი იყო ჯიბის ფა-
რანი. რამდენიმე ასეთი ფარანი რომ ჰქონოდათ აქ, ხომ გაუშვებდნენ

57
მსახურებს დასაძინებლად. ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და მიაყურადა,
რა ხდებოდა გარეთ. დამფრთხალი ჩიტი ბებერი ხის ტოტებში ფართხა-
ლებდა. სადღაც შორს ნიუ-იორკის საგარეუბნო მატარებლის საყვირის
ხმა გაისმა. სხვა მხრივ სიწყნარე იდგა.
მაგრამ სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ოთახში აჩქარებით შე-
მოიჭრა კლარა. აშკარად გაბრაზებულმა წამოიძახა: – ეს რას ნიშნავს? –
და ბოლოკაბაზე ხელი დაირტყა. კარლი პასუხს არ აპირებდა, ვიდრე
კლარა უფრო თავაზიანად არ მიმართავდა. მაგრამ ის დიდი ნაბიჯებით
მიუახლოვდა და ჰკითხა: – მაშ, წამოხვალთ ჩემთან ერთად თუ არა? –
განზრახ თუ აღელვებულმა მკერდზე ისე ძლიერად ჰკრა ხელი, რომ კარ-
ლი კინაღამ ფანჯრიდან გადავარდა, მაგრამ რაფიდან ჩამოცურებული,
ბოლო წამს ფეხებით იატაკს დასწვდა.
– კინაღამ გადავვარდი, – საყვედურით უთხრა კლარას.
– დასანანია, რომ ასე არ მოხდა. რატომ ხართ ასეთი გაუგონარი? აი,
ავდგები და კიდევ ერთხელ გკრავთ ხელს.
და მართლაც, ხელები მოხვია, და რადგან მოულოდნელობისაგან
დაბნეულმა კარლმა თავიდან წინააღმდეგობა ვერ გაუწია, სპორტით გა-
კაჟებული კუნთების წყალობით კლარამ თითქმის ფანჯრამდე მიათ-
რია. აქ კი კარლი გონს მოვიდა, მკვეთრად შემოტრიალდა და წელზე ხე-
ლი შემოხვია.
– ო, მტკივა, – მაგრამ კარლმა გადაწყვიტა, აღარ გაეშვა ხელიდან.
ნაბიჯების აქეთ-იქით გადადგმის საშუალებას კი აძლევდა, მაგრამ თვი-
თონაც მასთან ერთად მოძრაობდა და ხელს არ უშვებდა. თან ასეთ ვიწ-
რო კაბაში მისი შეკავება არც ისე ძნელი იყო.
– გამიშვით, – წაიჩურჩულა და ალეწილი სახე სახესთან ისე ახლოს
მიუტანა, რომ კარლი მის ნაკვთებს თითქმის ვეღარ არჩევდა, – გამიშ-
ვით, და რაღაც საინტერესოს გაჩვენებთ.
«რატომ ხვნეშის ასე, – გაიფიქრა კარლმა, – მე ხომ არ ვტკენ, მაგრად
ხომ არ ვუჭერ ხელს», – და ხელი არ შეუშვია. მაგრამ უცებ, წამიერი მო-
დუნებისა და დუმილის შემდეგ, კვლავ მთელი სხეულით იგრძნო მისი

58
წინააღმდეგობის ძალა, ქალი ხელიდან დაუსხლტა, ხელები მკვირ-
ცხლად გადაუგრიხა, კარლისათვის უცნობი საბრძოლო ილეთების დახ-
მარებით ფეხები გაუკავა და კედელთან მიაყენა, თან ღრმად და სრული-
ად თანაბრად სუნთქავდა. იქ დივანი იდგა, კარლი მასზე დააგდო და
მისკენ ძალიან არ დახრილა, ისე უთხრა:
– აბა ახლა გაინძერი, თუ შეგიძლია.
– კატა, გადარეულო კატა, – ესღა წამოიძახა გააფთრებისა და სირ-
ცხვილისაგან გაცოფებულმა კარლმა, – გიჟო, გადარეულო კატა!
– სიტყვები შეარჩიე, – უთხრა და ცალი ხელი ყელში ისე წაუჭირა,
კარლი სულს ძლივსღა ითქვამდა, მეორე ხელი კი ჯერ ლოყაზე მოუთა-
თუნა, მერე ისევ უკან წაიღო, თითქოს საცაა, სილა უნდა გააწნასო.
– რა მოხდება, – ჰკითხა თან, – თუ ქალის მიმართ შენი ამგვარი საქ-
ციელისათვის კარგად გასილაქებულს გაგიშვებ სახლში? ალბათ შენი
ცხოვრების შემდგომ გზაზე ეს გაკვეთილი გამოგადგება, თუმც არცთუ
სასიამოვნო მოსაგონარი იქნება. მეცოდები, სანდომიანი ყმაწვილი ხარ
და ჯიუ ჯისტუ რომ გესწავლა, ალბათ კარგადაც მიმტყეპავდი. და მაინც,
მაინც, ხელები მექავება, რომ სილა გაგაწნა, ვიდრე აქ წევხარ. მართა-
ლია, შეიძლება მერე ვინანო, მაგრამ თუ მაინც გავაკეთებ ამას, იცოდე,
ეს ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოხდება. ამასთან, ცხადია, ერთ ალი-
ყურს არ გაკმარებ, იმდენს გილაწუნებ, სანამ ლოყები არ გაგისივდება.
შენ კი, თუ ღირსების გრძნობა გაგაჩნია – მინდა დავიჯერო, რომ ასეცაა
– არ მოინდომებ, გასილაქებულმა გააგრძელო სიცოცხლე და თავს მო-
იკლავ. მაგრამ მაინც რატომ მომექეცი ასე? იქნებ არ მოგწონვარ? არ
ღირდა ჩემს ოთახში შემოსვლა? ნახე, კინაღამ უცაბედად გითავაზე
ალიყური. თუ დღეს იოლად გინდა გადარჩე, ჯერ რიგიანად მოიქეცი. მე
შენი ბიძია არა ვარ, რომ სიჯიუტე გაგივიდეს. და კიდევ, დაიმახსოვრე,
თუ გაუსილაქებელს გაგიშვებ აქედან, არ იფიქრო, რომ ღირსების
თვალსაზრისით შენი ახლანდელი მდგომარეობა და გაუსილაქებლობა
ერთი და იგივეა. თუ ასე იფიქრებ, მირჩევნია, ნამდვილად გაგაწნა სილა.
რას იტყვის მაკი, როცა ყველაფერს ვუამბობ?

59
მაკის ხსენებაზე კარლს ხელი გაუშვა. თავის არეულ ფიქრებში მაკი
კარლს მხსნელად წარმოუდგა. ერთხანს კიდევ გრძნობდა კლარას ხელს
კისერზე, ამიტომ ცოტათი კიდევ შეინძრა და მერე გაჩერდა.
კლარამ ადგომა შესთავაზა, მაგრამ მან არაფერი უპასუხა და არც
განძრეულა. კლარამ სადღაც სანთელი მოძებნა და აანთო. ოთახი გა-
ნათდა, ჭერზე ცისფერი ზიგზაგი გამოისახა. კარლი გაუნძრევლად იწვა,
თავი დივანის მუთაქაზე ედო, ისევე, როგორც კლარამ დააწვინა, და ერ-
თი გოჯითაც არ მოუბრუნებია. კლარა ოთახში მიდი-მოდიდა, მის ბო-
ლოკაბას შარიშური გაჰქონდა, ეტყობა, ფანჯარასთან ცოტა ხანს გაჩერ-
და.
– მორჩი სიჯიუტეს? – იკითხა მერე.
კარლი საშინლად გრძნობდა თავს იმის გამო, რომ ამ ოთახში, რო-
მელიც ბატონმა პოლუნდერმა მისთვის მოამზადა, სიმშვიდე ვერ ჰპოვა.
აქ ეს გოგონა მიდი-მოდის, ხან გაჩერდება, ხან ლაპარაკობს, რამაც სა-
შინლად მოაბეზრა თავი. მხოლოდ ის უნდა, გამოიძინოს და მერე აქე-
დან წავიდეს. საწოლში ჩაწოლა სულაც არ სურს, აქ, დივანზე დარჩება.
მის წასვლასღა ელოდა, რომ წამომხტარიყო, კარი ურდულით ჩაეკეტა
და ისევ დივანზე დამხობილიყო. ერთი გაზმორება და დამთქნარება ახ-
ლა ყველაფერს ერჩია, მაგრამ კლარას თანდასწრებით ასე ვერ მოიქცე-
ოდა. იწვა, ჭერს მიშტერებოდა, გრძნობდა, რომ სახე თანდათან უქვავ-
დებოდა, თვალებთან კი ბუზი დაბზუოდა, თუმც კარგად ვერ გაეგო, რა
იყო ეს.
კლარა კვლავ მიუახლოვდა, ისე დაიხარა, რომ მისი მხედველობის
არეში მოხვედრილიყო, და კარლს რომ დროზე არ აერიდებინა მზერა,
თვალებით შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
– მე მივდივარ, – უთხრა კლარამ, – იქნებ მოგვიანებით მოგინდეს
ჩემთან შემოსვლა. აქედან მეოთხე ჩემი ოთახის კარია, დერეფნის ამავე
მხარეს. სამ კარს გამოტოვებ და შემდეგი ჩემია. დარბაზში აღარ ჩავალ,
ჩემს ოთახში დავრჩები. ძალიან დამღალე. დალოდებით არ დაგელო-
დები, მაგრამ თუ მოისურვებ, მოდი. არ დაგავიწყდეს, შენ დამპირდი,

60
რომ ფორტეპიანოზე დაუკრავდი ჩემთვის. თუმცა ალბათ უკვე ისე დაგ-
ღალე, რომ ვეღარ ინძრევი; მაშინ დარჩი აქ და გამოიძინე. ჩვენი კინ-
კლაობის შესახებ მამას ჯერ არაფერს ვეტყვი. ამას იმიტომ გეუბნები,
რომ არ ინერვიულო, – და მიუხედავად მოგონილი დაღლილობისა,
ოთახიდან ორი ნახტომით გავარდა.
– კარლი მაშინვე წამოჯდა, ეს წოლა უკვე ყელში ამოუვიდა. მუხლის
გასამართავად კართან მივიდა და დერეფანს გახედა. რა სიბნელე იყო!
კარი რომ მიხურა, ჩაკეტა და ისევ სანთლის შუქით განათებულ მაგიდას-
თან შეჩერდა, შვება იგრძნო. გადაწყვიტა, ამ სახლში აღარ დარჩენილი-
ყო, ჩასულიყო ბატონ პოლუნდერთან, პირდაპირ ეთქვა მისთვის, რო-
გორ მოექცა კლარა – თავისი მარცხის აღიარება სულაც არ ერცხვინებო-
და – და ამ სრულიად საკმარისი მიზეზით ეთხოვა მისთვის, სახლში გა-
ემგზავრებინა, ან ნება დაერთო, თავად წასულიყო. თუ ბატონი პოლუნ-
დერი წინააღმდეგი იქნება მისი ასე სასწრაფოდ გამგზავრებისა, მაშინ
სთხოვს, ერთ-ერთმა მსახურმა უახლოეს სასტუმრომდე მიაცილოს. სა-
ერთოდ, ამგვარად, როგორც კარლი აპირებდა, სტუმართმოყვარე მას-
პინძელს არ ექცევიან, მაგრამ არც სტუმარს ექცევიან ისე, როგორც მას
კლარა მოექცა. თავისი დაპირება, რომ ამ კინკლაობის შესახებ მამას
ჯერჯერობით არაფერს ეტყოდა, სიკეთედაც კი მიაჩნდა, ეს ხომ აღმაშ-
ფოთებელია! იმისათვის ხომ არ გამოიწვიეს კარლი ამ ბრძოლაში, რომ
სამარცხვინო მარცხი განეცადა გოგონასთან, რომელმაც, როგორც ჩანს,
თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბრძოლო ილეთების შესწავლაში
გაატარა? და მაკი ხომ არ იყო მისი მასწავლებელი? დე, უამბოს მაკს ყვე-
ლაფერი; ის გონიერი ადამიანია, ეს იცის კარლმა, თუმცა არ მისცემია
შემთხვევა, უშუალოდ დარწმუნებულიყო ამაში. კარლმა ისიც იცის, რომ
თუ მაკი ამეცადინებს, კლარაზე მეტ წარმატებას მიაღწევს; მაშინ კიდევ
მოვა აქ ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ დაუპატიჟებლად, თავდაპირვე-
ლად, ცხადია, გარემოს შეისწავლის, რისი ზუსტი ცოდნაც იყო სწორედ
კლარას უპირატესობა, დაავლებს ხელს ამ კლარას და ცხვირს დაარ-
ტყმევინებს იმ დივანზე, კარლი რომ დააგდო დღეს.

61
ახლა მთავარია, დარბაზისაკენ გაიკვლიოს გზა, სადაც, როგორც ახ-
სოვს, თავდაპირველი დაბნეულობის გამო კეპი დარჩა უადგილო ად-
გილზე. სანთელს, ცხადია, თან წაიღებს, მაგრამ არც სანთლის შუქზეა
ადვილი გზის გაგნება. მაგალითად, ისიც კი არ იცის, იმავე სართულზეა
თუ არა მისი ოთახი, რომელზეც სასადილო. აქეთობას კლარა ისე ექაჩე-
ბოდა, მიხედ-მოხედვა ვერ მოასწრო. ბატონმა გრინმა და კანდელიანმა
მსახურებმაც გაუფანტეს ყურადღება. მოკლედ, ახლა ფაქტობრივად
ისიც კი არ იცის, ერთი კიბე აიარეს თუ ორი, თუ საერთოდ არც ერთი.
ხედის მიხედვით თუ იმსჯელებს, ოთახი საკმაოდ მაღლა მდებარეობს,
ამიტომ გადაწყვიტა, რომ კიბით ამოვიდნენ; მაგრამ სახლში შემოს-
ვლამდეც ხომ ამოიარეს საფეხურები, და ხომ შეიძლება, შენობის ეს ნა-
წილიც ამიტომ იყოს შემაღლებული? ნეტავი დერეფნის რომელიმე კა-
რიდან სინათლის სხივმა გამოაღწიოს, ან რაიმე ხმას მაინც მოჰკრას ყუ-
რი, თუნდაც შორიდან.
მისი ჯიბის საათი, ბიძიას ნაჩუქარი, თერთმეტს აჩვენებდა. სანთე-
ლი აიღო და დერეფანში გავიდა. კარი ღია დატოვა, რათა იმ შემთხვევა-
ში, თუ მისი ძიება ამაო აღმოჩნდება, თავის ოთახს მაინც მოაგნოს და
შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში – კლარას ოთახის კარს. გულის დასაი-
მედებლად, რომ კარი თავისთავად არ ჩაკეტილიყო, სავარძელი მიად-
გა. დერეფანში ერთი დაბრკოლება დახვდა: მის საპირისპიროდ – ცხა-
დია, ის კლარას კარიდან მარცხნივ წავიდა – ორპირი ქარი უბერავდა,
მართალია, სუსტი, მაგრამ ადვილი შესაძლებელი იყო, სანთელი ჩაექ-
რო, ისე რომ კარლს ხელი უნდა მოეფარებინა ალისათვის და ხშირად
შეჩერებულიყო, რათა შესუსტებული ალი კვლავ მოძლიერებულიყო.
ამიტომ ნელა მიიწევდა წინ, რის გამოც გზა ორმაგად გრძელი ეჩვენა.
კარლმა უკვე საკმაოდ გრძელი მონაკვეთი გაიარა, მაგრამ არც ერთი კა-
რი არ შეხვედრია, ვერ გაეგო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ კედელს
მიღმა. მერე კარი კარს მოჰყვა. კარლი შეეცადა გამოღებას, მაგრამ ყვე-
ლა კარი ჩაკეტილი იყო. ჩანს, ამ ოთახებში არავინ ცხოვრობდა. რამხე-
ლა ფართობი იკარგება სრულიად უსარგებლოდ. ეს ხომ გაუგონარია!

62
და კარლს გაახსენდა საცხოვრებლები ნიუ-იორკის აღმოსავლეთ კვარ-
ტალში, რომლის ჩვენებასაც დაჰპირდა ბიძია, სადაც, როგორც ბიძია
უამბობდა, ერთ პატარა ოთახში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა და თი-
თოეული ოჯახის სამყოფს ოთახის კუთხე წარმოადგენდა, სადაც ბავშვე-
ბი მშობლების გარშემო ირეოდნენ. აქ კი ამდენი ოთახი უქმადაა და კარ-
ზე რომ დააკაკუნებ, მხოლოდ ყრუ ექო გამოგეპასუხება. კარლის აზრით,
ბატონი პოლუნდერი ვითომდა მეგობრებმა შეიყვანეს შეცდომაში, სიგი-
ჟემდე უყვარს თავისი ქალიშვილი და მისი საქმე წასულია. ბიძია ალბათ
სწორად აფასებდა მას და მხოლოდ მისი პრინციპი – არ მოეხდინა კარ-
ლზე გავლენა ადამიანების შეფასებაში – იყო ამ ავბედითი სტუმრობისა
და დერეფნებში უთავბოლო ბორიალის მიზეზი. ხვალ ყოველგვარი მი-
კიბ-მოკიბვის გარეშე ეტყვის ამას ბიძიას, რადგან, მისი პრინციპის თა-
ნახმად, დისწულის აზრსაც მშვიდად მოისმენს თავის თავზე. გარდა ამი-
სა, სწორედ ეს პრინციპია ერთადერთი, რაც კარლს ბიძიაში არ მოსწონს,
თუმცა არც ეს არმოწონებაა კატეგორიული.
უცებ დერეფნის ერთ მხარეს კედელი შეწყდა და მას ყინულივით ცი-
ვი მარმარილოს მოაჯირი შეენაცვლა. კარლმა სანთელი გვერდით და-
იდგა და ფრთხილად გადაიხარა ქვემოთ. იქიდან ბნელმა სიცარიელემ
შემოუბერა. ეს თუ სახლის მთავარი ჰოლია – სანთლის მბჟუტავ შუქზე
მაღალი თაღოვანი ჭერი გამოჩნდა – მაშინ რატომ აქედან არ შემოვე-
დით? რისთვისაა ეს უზარმაზარი სივრცე? აქ, ზემოთ – თითქოს ეკლესი-
ის ქანდარაზე დგახარ. კარლს უკვე დაენანა, რომ ხვალამდე ვერ დარჩე-
ბა ამ სახლში, – სიამოვნებით დაათვალიერებდა დღის სინათლეზე ბა-
ტონ პოლუნდერთან ერთად მთელ სახლს და ყველაფერს გაეცნობოდა.
მოაჯირი გრძელი არ იყო და კარლი ისევ ჩაკეტილ დერეფანში აღ-
მოჩნდა. დერეფნის მკვეთრ მოსახვევში უცებ ინერციის მთელი ძალით
გალავანს დაეჯახა, და რომ არა ის მოუდუნებელი სიფხიზლე, რომლი-
თაც სანთელი ჰქონდა ჩაბღუჯული, ხელიდან გაუვარდებოდა და ჩაქრე-
ბოდა. რადგან დერეფანს ბოლო არ უჩანდა, არსად ფანჯარა ან გასახე-
დი, ამ თვალუწვდენ სივრცეში კი არსაიდან სიცოცხლის ნიშანწყალი არ

63
ისმოდა, დაასკვნა, რომ განუწყვეტლივ წრეზე დადიოდა და გადაწყვი-
ტა, თავისი ოთახის ღია კარი მაინც მოეძებნა, მაგრამ კარიცა და მოაჯი-
რიც თითქოს მიწამ ჩაყლაპა. აქამდე ხმამაღალი დაძახებისაგან თავს
იკავებდა, არ უნდოდა, ამ უცხო სახლში ხმაური აეტეხა, მაგრამ ახლა
მიხვდა, რომ ამ ჩაბნელებულ
შენობაში სხვა გზა აღარ ჰქონდა და ის იყო, დერეფნის ორივე მხარეს
გასძახა, რომ იქით, საიდანაც მოვიდა, პაწაწინა სინათლე გამოჩნდა,
რომელიც თანდათან უახლოვდებოდა. ახლაღა გააცნობიერა, რამსიგ-
რძე ყოფილა დერეფანი; ეს სახლი ვილა კი არა, ნამდვილი ციხესიმაგრე
იყო. ამ მხსნელი შუქის გამოჩენამ კარლი ისე გაახარა, ყოველგვარი
სიფრთხილე დაავიწყდა და შუქისკენ გაიქცა; პირველივე ნახტომებზე
სანთელი ჩაუქრა. ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან სანთელი
აღარ სჭირდებოდა – მისკენ ხომ მოხუცი მსახური მოდიოდა ფარნით
ხელში და გზას ის მიასწავლიდა.
– ვინ ხართ? – ჰკითხა მსახურმა და ფარანი სახესთან მიუტანა, რი-
თაც ამავე დროს თავისი სახეც გაანათა. გრძელი თეთრი წვერი, აბრეშუ-
მის კულულებივით რომ ეფინა მკერდზე, მის სახეს კუშტ იერს აძლევდა,
– ეტყობა ერთგული მსახურია, ამგვარი წვერის ტარების უფლებას რომ
აძლევენ, – გაიფიქრა კარლმა, წვერს მთელ მის სიგრძე-სიგანეზე აკვირ-
დებოდა, თუმცა ამავ დროს თვით ისიც დაკვირვების ობიექტი იყო. პასუ-
ხი კი არ დაუგვიანებია, ბატონი პოლუნდერის სტუმარი ვარ, ჩემი ოთა-
ხიდან სასადილო ოთახში მივდიოდი, მაგრამ გზა ვერ გავიგენიო.
– აჰ, – თქვა მსახურმა, – ელექტროგანათება ჯერ არ შემოგვიყვანია.
– ვიცი, – მიუგო კარლმა.
– თქვენს სანთელს ჩემს ფარანზე ხომ არ მოუკიდებდით? – ჰკითხა
მსახურმა.
– გმადლობთ, – და კარლი ასეც მოიქცა.
– დერეფნებში ისე უბერავს, – განაგრძო მსახურმა, – რომ სანთელი
ადვილად ქრება, ამიტომაც ფარანი წამოვიღე.
– დიახ, ფარანი გაცილებით პრაქტიკულია, – კვერი დაუკრა კარლმა.

64
– თქვენი კოსტიუმი სანთლის ნაღვენთით მთლად დაწინწკლულა, –
და მსახურმა კარლის კოსტიუმს ფარანი მიანათა.
– ეს არც კი შემიმჩნევია! – წამოიძახა შეწუხებულმა კარლმა, რადგან
ეს ის შავი კოსტიუმი იყო, რომელზეც ბიძიამ უთხრა, ყველაზე მეტად
გიხდებაო. არც კლარასთან ძიძგილაობა წაადგებოდა კოსტიუმს სასიკე-
თოდ, რაც ახლაღა გაახსენდა. მსახური იმდენად თავაზიანი აღმოჩნდა,
რომ კოსტიუმი გაუწმინდა, რამდენადაც სიჩქარე ამის საშუალებას აძ-
ლევდა; კარლი ხან აქეთ შემობრუნდებოდა, ხან – იქით და მსახურს
ახალ-ახალ ლაქებს უჩვენებდა, ისიც მორჩილად აშორებდა.
– კი მაგრამ, რატომ უბერავს აქ ასე ძლიერად? – იკითხა კარლმა, გზა
რომ გააგრძელეს.
– აქ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, – მიუგო მსახურმა, – გადაკე-
თება უკვე დაწყებულია, მაგრამ საქმე ნელა მიიწევს წინ. თან ახლა, ალ-
ბათ იცით, მშენებლები გაფიცულები არიან. მშენებლობას, საერთოდ,
უამრავი დავიდარაბა მოსდევს. კედელი რამდენიმე ადგილას გამოტე-
ხეს, მაგრამ კვლავ ამოშენებაზე არავინ ფიქრობს, და აი, ორპირი ქარი
მთელ სახლში დათარეშობს. ყურებში რომ ბამბა არ მქონდეს ჩატენი-
ლი, ამას ვერ ავიტანდი.
– უფრო ხმამაღლა ხომ არ ვილაპარაკო? – ჰკითხა კარლმა.
– არა საკმაოდ ძლიერი ხმა გაქვთ, – უპასუხა მსახურმა, – მაგრამ ისევ
მშენებლობას დავუბრუნდეთ; აქ, სამლოცველოს სიახლოვეს, რომელიც
მოგვიანებით მთავარი ნაგებობისაგან უნდა გამოიყოს, განსაკუთრებით
ძლიერად უბერავს.
– ესე იგი, გალერეა, რომელშიც ამ დერეფნიდან შეიძლება მოხვედ-
რა, სამლოცველოში გადის?
– დიახ.
– ეს მაშინვე ვიფიქრე, – თქვა კარლმა.
– ძალზე საინტერესო სანახავია, – განაგრძო მსახურმა, – ეს სამლოც-
ველო რომ არა, ბატონი მაკი ალბათ ამ სახლს არც იყიდდა.

65
– ბატონი მაკი? – გაკვირვება ვერ დამალა კარლმა, – მე მეგონა, სახ-
ლი ბატონ პოლუნდერს ეკუთვნოდა!
– ასეცაა, – განაგრძო მსახურმა, – მაგრამ ბატონმა მაკმა სახლის ყიდ-
ვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. იცნობთ ბატონ მაკს?
– ჰო, დიახ, – მიუგო კარლმა, – მაგრამ რა ურთიერთობა აქვს მას ბა-
ტონ პოლუნდერთან?
– ის ფროილაინ კლარას საქმროა, – უპასუხა მსახურმა.
– ეს კი არ ვიცოდი, – თქვა კარლმა და შეჩერდა.
– ასე გაგაკვირვათ ამ ამბავმა? – ჩაეკითხა მსახური.
– უბრალოდ, მინდა გავიაზრო. როცა ასეთ ურთიერთობებზე არაფე-
რი იცი, შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა.
– საკვირველია, რომ არაფერი გითხრეს ამის შესახებ, – თქვა მსახურ-
მა.
– ნამდვილად, – მიუგო დარცხვენილმა კარლმა.
– ალბათ ჩათვალეს, რომ ყველაფერი იცოდით, – განაგრძო მსახურ-
მა, – ეს ხომ ახალი ამბავი არ არის. აი, მოვედით კიდეც, – მსახურმა კარი
გამოაღო და გამოჩნდა კიბე, რომელიც უწინდებურად განათებული სა-
სადილო ოთახის უკანა კართან ჩადიოდა.
ვიდრე კარლი სასადილო ოთახში შევიდოდა, საიდანაც, ისევე, რო-
გორც ორი საათის წინ, ბატონი პოლუნდერისა და ბატონი გრინის ხმები
ისმოდა, მსახურმა შესთავაზა: – თუ გნებავთ, აქ დაგელოდებით და შემ-
დეგ თქვენს ოთახში გაგაცილებთ. რაც არ უნდა იყოს, ძნელია აქ პირვე-
ლივე საღამოს გზის გაგნება.
– ჩემს ოთახში აღარ დავბრუნდები, – უთხრა კარლმა და თვითონაც
ვერ გაეგო, რატომ დააღონა ასე ამ ამბავმა.
– ნუ დაღონდებით, – დაამშვიდა მსახურმა, თანაგრძნობით გაუღიმა
და მხარზე ხელი დაარტყა. ეტყობა, დაასკვნა, რომ კარლი მთელი ღამე
სასადილო ოთახში ბატონებთან სასაუბროდ დარჩენას და მათთან ერ-
თად სმას აპირებდა. კარლს ახლა ახსნა-განმარტებების სურვილი არ
ჰქონდა, მაგრამ თან გაიფიქრა, რომ ეს მსახური, რომელიც მას სხვა აქა-

66
ურ მსახურებზე მეტად მოეწონა, მისთვის ნიუ-იორკისაკენ გზის მისწავ-
ლებას შეძლებდა და ამიტომ უთხრა:
– თუ აქ დამელოდებით, ეს დიდი თავაზიანობა იქნება თქვენი მხრი-
დან და მადლობელი დაგრჩებით. ყოველ შემთხვევაში, მალე გამოვალ
და გეტყვით, შემდეგ რას დავაპირებ. ვფიქრობ, მაინც დამჭირდება
თქვენი დახმარება.
– კეთილი, – უპასუხა მსახურმა, ფარანი ძირს დადგა და იქვე, დაბალ
კვარცხლბეკზე ჩამოჯდა, რომელიც ალბათ სახლის გადაკეთების გამო
ჯერ თავისუფალი იყო, – მაშინ აქ დაგელოდებით. სანთელი შეგიძლიათ
დამიტოვოთ, – მიაძახა კარლს, რომელიც ანთებული სანთლით აპირებ-
და დარბაზში შესვლას.
– რა დაბნეული ვარ, – კარლმა სანთელი მსახურს გაუწოდა, რომელ-
მაც ოდნავ შესამჩნევად დაუკრა თავი, თუ უბრალოდ, ხელი წვერზე და-
ისვა.
კარლმა გამოაღო თუ არა, კარი უცებ ხმამაღლა აწკარუნდა, რადგან
მთლიანი მინის ფურცლისაგან იყო, და მკვეთრად გამოღებისას, თუ
მხოლოდ სახელურზე გეკიდათ ხელი, იზნიქებოდა. შეშინებულმა კარ-
ლმა კარს ხელი შეუშვა, რადგან სიჩუმის დარღვევა არ უნდოდა. თავი
აღარ მოუბრუნებია, მაგრამ შენიშნა, როგორ წამოდგა მსახური კვარ-
ცხლბეკიდან და მის უკან ფრთხილად და სრულიად უხმაუროდ მიხურა
კარი.
– მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, – მიმართა კარლმა ორივე ბატონს, რომ-
ლებიც მას გაკვირვებული გამომეტყველებით შესცქეროდნენ. თან დარ-
ბაზს თვალი მოავლო, ხომ არ იდო სადმე მისი კეპი. მაგრამ კეპი არსად
ჩანდა, სასადილო მაგიდა ალაგებული იყო და შესაძლოა, სამწუხარო გა-
უგებრობის გამო სამზარეულოში გაიტანეს.
– კი მაგრამ, კლარა სად დატოვეთ? – ჰკითხა ბატონმა პოლუნდერმა,
რომელსაც თითქოს ესიამოვნა კიდეც კარლის მოულოდნელი გამოჩენა,
რადგან მაშინვე შეიცვალა მდგომარეობა და მთელი კორპუსით კარლი-
საკენ შემოტრიალდა. ბატონმა გრინმა მოჩვენებითი გულგრილობით

67
ჯიბიდან უჩვეულო სიდიდისა და სისქის საფულე ამოიღო, თითქოს მის
უამრავ განყოფილებებში რაღაც საბუთს ეძებსო, მაგრამ სხვა ქაღალ-
დებსაც კითხულობდა, რომლებიც ამ ძებნისას ხელში მოჰყვებოდა.
– თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ოღონდ არასწორად ნუ გამიგებთ, –
სწრაფად მიიჭრა კარლი ბატონ პოლუნდერთან, და მეტი სიახლოვი-
სათვის მკლავით სავარძლის სახელურს დაეყრდნო.
– ასეთი რა თხოვნა უნდა იყოს? – ბატონმა პოლუნდერმა კარლს პირ-
დაპირი, უეშმაკო მზერა მიაპყრო, – ჩათვალე, რომ ის უკვე შესრულებუ-
ლია, – კარლს მკლავი მოხვია და მუხლებს შორის ჩაიყენა. კარლს წინა-
აღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა საერთოდ ასეთი მოპყრობისათვის თავი
საკმაოდ მოზრდილად მიაჩნდა. მაგრამ თხოვნის ამოთქმა, რა თქმა უნ-
და, ძალზე გაუჭირდა.
– მაინც, როგორ მოგწონთ აქაურობა? – ჰკითხა პოლუნდერმა, – არ
გაქვთ თქვენც ისეთი გრძნობა, რომ სოფლად, როგორც კი ქალაქს თავს
დააღწევთ, თავისუფლება გეუფლებათ? საერთოდ, – და კარლისაგან
დაფარულად, ბატონ გრინს გვერდულად გახედა, – საერთოდ, მე კვლავ
და კვლავ, ყოველ საღამოს მეუფლება ეს გრძნობა.
«ისე ლაპარაკობს, – გაიფიქრა კარლმა, – თითქოს არაფერი იცოდეს
ამ უზარმაზარ სახლზე, უსასრულოდ გრძელ დერეფნებზე, სამლოცვე-
ლოზე, ცარიელ ოთახებზე, ყველგან გამეფებულ სიბნელეზე.»
– აბა, რა თხოვნა გაქვთ? – და პოლუნდერმა მეგობრულად შეან-
ჯღრია კარლი, რომელიც ენაჩავარდნილი იდგა.
– გთხოვთ, – მიუხედავად კარლის მცდელობისა, ხმადაბლა ელაპა-
რაკა, გვერდით მჯდომ გრინს მაინც ვერ გამოაპარებდა ვერც ერთ სიტ-
ყვას, რომელსაც შეიძლება კარლის თხოვნა პოლუნდერისათვის შე-
ურაცხმყოფელად აღექვა,– გთხოვთ, ნება მომეცით, ახლავე, ამაღამვე
დავბრუნდე სახლში.
და რაკი ყველაზე ძნელად სათქმელი უკვე ამოთქვა, დანარჩენიც თა-
ვისთავად, – ყოველგვარი ტყუილის გარეშე მოჰყვა, ისეთი რამეებიც კი,
რაზეც იქამდე არც უფიქრია, – ყველაფერზე მეტად ახლა სახლში

68
წასვლა მინდა. სიამოვნებით გეწვევით კიდევ, რადგან ჩემთვის სა-
სიამოვნოა იქ ყოფნა, ბატონო პოლუნდერ, სადაც თქვენ ხართ. ოღონდ
დღეს ვერ დავრჩები აქ. თქვენ იცით, როგორ გაუჭირდა ბიძიას, ნება და-
ერთო ჩემთვის ამ სტუმრობაზე. მას ალბათ ჰქონდა საამისო მიზეზი,
როგორც ყველაფრისათვის, რასაც აკეთებს, მე კი, მისი სურვილის წინა-
აღმდეგ, ძალისძალად გამოვგლიჯე ეს ნებართვა; უბრალოდ, ბოროტად
გამოვიყენე მისი ჩემდამი სიყვარული. ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რა
ჰქონდა ამ სტუმრობის საწინააღმდეგო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბა-
ტონო პოლუნდერ, არაფერი ისეთი, რაც თქვენთვის საწყენი იქნებოდა,
რადგან თქვენ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ. ბიძაჩემის მეგობრებს
შორის ამ მხრივ ვერც ერთი თქვენთან ახლოსაც კი ვერ მოვა. სწორედ ეს
არის ჩემი ამგვარი ურჩობის ერთადერთი, თუმც არასაკმარისი საპატიო
მიზეზი. თქვენ ალბათ არ გეცოდინებათ ყველაფერი ჩემი და ბიძიას ურ-
თიერთობის შესახებ, ამიტომ მხოლოდ ყველაზე არსებითს გეტყვით.
ვიდრე ინგლისურ ენას საფუძვლიანად არ დავეუფლები და საკმარისად
არ გავიწაფები პრაქტიკულ კომერციაში, მთლიანად ბიძიას კეთილგან-
წყობაზე ვარ დამოკიდებული, რასაც ის, როგორც თავის ღვიძლ ნათე-
სავს, არ მაკლებს. არ გეგონოთ, რომ მე უკვე შემწევს საიმისო ძალა, წე-
სიერი გზით ვიშოვო ლუკმაპური – სხვაგვარად კი ღმერთმა დამიფაროს!
ამისათვის ჩემი აღზრდა, სამწუხაროდ, მეტისმეტად არაპრაქტიკული
იყო. ევროპული გიმნაზიის ოთხი კლასი საშუალო შეფასებით დავამ-
თავრე, ფულის შოვნის თვალსაზრისით კი ეს სრულიად არაფერია, რად-
გან ჩვენი გიმნაზიების სასწავლო პროგრამა არაპროგრესულია. ალბათ
გაგეცინებათ, რომ გიამბოთ, რას ვსწავლობდი. თუ სწავლას გააგრძე-
ლებ, გიმნაზიას დაამთავრებ და უნივერსიტეტში შეხვალ, ალბათ ყვე-
ლაფერი, ასე თუ ისე, გაწონასწორდება და, ბოლოს და ბოლოს, რიგიანი
განათლება გიჭირავს ხელში, რომლითაც შეგიძლია რაღაცას ეწიო და
გარკვეული ანაზღაურებაც მოითხოვო. მე, სამწუხაროდ, განათლების ამ
სისტემიდან ამომგლიჯეს; ხანდახან ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი
ვიცი, და ბოლოს და ბოლოს, რაც არ უნდა მესწავლა იქ, ამერიკელები-

69
სათვის ეს მაინც არაფერია. ამ ბოლო ხანებში ჩემს სამშობლოშიც აქა-
იქ დაარსდა რეფორმირებული გიმნაზიები, სადაც თანამედროვე ენებ-
საც ასწავლიან და ალბათ კომერციულ მეცნიერებებსაც; როცა მე სახალ-
ხო სკოლა დავამთავრე, ასეთი რამ ჯერ არ იყო. მამას კი უნდოდა, ინ-
გლისური ენა მესწავლა, მაგრამ ჯერ ერთი, მაშინ წარმოდგენა არ მქონ-
და, რა უბედურება დამატყდებოდა თავს და როგორ დამჭირდებოდა ეს
ენა, მეორეც, გიმნაზიაში ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა და სხვა
საქმისათვის დრო აღარ მრჩებოდა. – ყოველივე ამას იმიტომ გიყვებით,
რომ აგიხსნათ, როგორ ვარ დამოკიდებული ბიძაჩემზე და რარიგად ვარ
მისგან დავალებული. დამეთანხმებით უთუოდ, რომ ასეთ ვითარებაში
ვერ მივცემ თავს უფლებას, სულ უმნიშვნელო რამეც კი მოვიმოქმედო
მისი თუნდაც გამოუთქმელი სურვილის წინააღმდეგ. ამიტომ, ნაწილობ-
რივ მაინც რომ გამოვისყიდო ის წყენა, რომელიც მას მივაყენე, დაუყოვ-
ნებლივ უნდა გავემგზავრო სახლში.
კარლის ამ გრძელ აღიარებას ბატონი პოლუნდერი ყურადღებით უს-
მენდა; თან დროდადრო კარლს, – განსაკუთრებით როცა ის ბიძიას ახ-
სენებდა ხოლმე, – მსუბუქად მიიკრავდა მკერდზე, და რამდენჯერმე სე-
რიოზულად და მომლოდინედ გადახედა გრინსაც, რომელიც კვლავ თა-
ვის საფულეში იქექებოდა. კარლს კი, რაც უფრო მეტად აცნობიერებდა
ლაპარაკის დროს თავის დამოკიდებულებას ბიძიას მიმართ, სულ უფრო
და უფრო მეტად იპყრობდა მოუსვენრობა და უნებურად ცდილობდა, გა-
თავისუფლებულიყო პოლუნდერის მკლავებიდან. ყველაფერი აწუხებ-
და მას აქ, რაც ბიძიასაკენ მიმავალს გზად უნდა გაევლო –
მინის კარი, კიბე, ხეივანი, შარაგზა, რომელიც გარეუბნიდან მთავა-
რი მაგისტრალის გავლით ბიძიას სახლისაკენ მიდიოდა, – ყოველივე
ამას მის წარმოდგენაში რაღაც მკაცრი, უდაბური, გლუვი მთლიანობის
სახე მიეღო, რომელიც მას ელოდა და დაჟინებით მოუხმობდა თავისკენ.
ბატონი პოლუნდერის სიკეთე და ბატონი გრინის სიბილწე მისთვის უკვე
აღარ არსებობდა და არაფერი მეტი ამ გაბოლილი ოთახისაგან აღარ უნ-
დოდა, ოღონდ კი, რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას. და თუმ-

70
ცა ბატონი პოლუნდერისაგან თავს უკვე გამოთავისუფლებულად
გრძნობდა, და მზად იყო ბატონ გრინთან საბრძოლველად, რაღაც გა-
ურკვეველი შიში ღრღნიდა მაინც მის მთელ არსებას, რომლის შემოტევა
თვალებს უბინდავდა.
ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ახლა ბატონი პოლუნდერისა და ბა-
ტონი გრინისაგან თანაბარ მანძილზე იყო დაშორებული.
– არ გინდათ რაიმე უთხრათ? – ჰკითხა ბატონმა პოლუნდერმა ბა-
ტონ გრინს და თხოვნის ნიშნად ხელი ხელზე მოუჭირა.
– არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა, – მიუგო ბატონმა გრინმა, საფულიდან,
ბოლოს და ბოლოს, წერილი ამოიღო და მაგიდაზე წინ დაიდო.
– ნამდვილად საქებარია, ბიძასთან დაბრუნება რომ სურს, და თუ
ადამიანურად განვსჯით, უნდა ვიფიქროთ, რომ ამით განსაკუთრებულ
სიხარულს მიანიჭებს მას. მაგრამ ესეც ხომ შესაძლებელია, რომ თავისი
გაუგონრობით გვარიანად გააბრაზა ბიძია; მაშინ აჯობებს, აქ დარჩეს.
თუმცა გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია; ჩვენ ორივენი ბიძიას მეგობრე-
ბი ვართ და გაგვიჭირდება იმის დადგენა, რომელი ჩვენგანი უფრო ახ-
ლობელია მისთვის, მაგრამ ბიძიას გულში ვერ ჩავიხედავთ, მით უმე-
ტეს, მანძილიდან, რომელიც ნიუ-იორკს გვაშორებს.
– მაპატიეთ, ბატონო გრინ, – მიმართა კარლმა და თავს ძალა დაატა-
ნა, რომ მას მიახლოებოდა, – როგორც თქვენი სიტყვებიდან გავიგე,
თქვენც მიგაჩნიათ, რომ უმჯობესია დავბრუნდე.
– მე ეგ სულაც არ მითქვამს, – და ბატონმა გრინმა წერილის თვალიე-
რება გააგრძელა, თან ორი თითით მის ნაპირებს ასწორებდა. ამით
თითქოს უნდოდა მიენიშნებინა, რომ ბატონი პოლუნდერის შეკითხვას
უპასუხა და კარლთან საქმე არ ჰქონდა.
ამასობაში ბატონი პოლუნდერი კარლს მიუახლოვდა, ფრთხილად
მოაშორა ბატონ გრინს და ფანჯრისკენ წაიყვანა, – ძვირფასო ბატონო
როსმან, – კარლის ყურთან დაიხარა, მოსამზადებლად სახე ცხვირსახო-
ცით მოიწმინდა და ცხვირი მოიხოცა, – ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი
სურვილის წინააღმდეგ დაგაკავებთ აქ. ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

71
სამწუხაროდ, არ შემიძლია ავტომობილით მოგემსახუროთ, რადგან ის
აქედან მოშორებით, საზოგადოებრივ ფარეხშია, – ჯერ ვერ მოვიცალე
საიმისოდ, რომ აქ საკუთარი
ავტოფარეხი მომეწყო, აქ ხომ ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბების
პროცესშია. მძღოლსაც აქ კი არ სძინავს, არამედ ფარეხის მახლობლად,
თავადაც არ ვიცი ზუსტად, სად. გარდა ამისა, ის არ არის ვალდებული,
ახლა აქ, სახლში იყოს. მისი მოვალეობაა, ხვალ დილით დროულად მო-
ვიდეს. მაგრამ ყოველივე ეს არ არის დაბრკოლება, რომ თქვენ დაუყოვ-
ნებლივ გაემგზავროთ სახლში. თუ თქვენ ასე დაჟინებით მოითხოვთ,
ახლავე გაგაცილებთ უახლოეს სარკინიგზო სადგურამდე, რომელიც,
სხვათა შორის, იმსიშორესაა, რომ იმაზე ბევრად ადრე ვერ ჩახვალთ
სახლში, ვიდრე დილით –შვიდ საათზე რომ გავემგზავროთ ერთად ჩემი
მანქანით.
– მაშინ, ბატონო პოლუნდერ, მირჩევნია მატარებლით წავიდე, – უთ-
ხრა კარლმა, – მატარებელი არ გამხსენებია. თქვენც ხომ ამბობთ, რომ
მატარებლით უფრო ადრე ჩავალ, ვიდრე ხვალ დილით რომ გავემგზავ-
რო მანქანით.
– დიახ, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო განსხვავებით.
– მაინც, მაინც, ბატონო პოლუნდერ, თქვენი თავაზიანობის იმედით
ყოველთვის სიამოვნებით გესტუმრებით, თუ, ცხადია, ჩემი დღევანდე-
ლი საქციელის შემდეგ კიდევ გექნებათ ჩემი დაპატიჟების სურვილი, და
ალბათ შემდეგ სტუმრობაზე უკეთესად შევძლებ იმის გამოხატვას, თუ
რატომ არის დღეს ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ყოველი წუთი, რაც შე-
იძლება ადრე ვნახო ბიძაჩემი, – და თითქოს უკვე მიიღო წასვლის ნებარ-
თვა, დაუმატა: – მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამაცილოთ.
ეს სრულებით არ არის საჭირო. გარეთ მსახურია, რომელიც სიამოვნე-
ბით მიმაცილებს სადგურამდე. ახლა კი მხოლოდ ჩემი ქუდი დამრჩა მო-
საძებნი, – და ამ ბოლო სიტყვებით ოთახი გადაჭრა, რათა კიდევ ერ-
თხელ მოევლო თვალი იქაურობისათვის კეპის მოსაძებნად.

72
– ჩემი კეპი რომ შემოგთავაზოთ? – და ბატონმა გრინმა ჯიბიდან კეპი
ამოაძვრინა, – იქნებ შემთხვევით მოგერგოთ.
დაბნეული კარლი შედგა: – თქვენ კეპს ხომ არ წაგართმევთ?! თავ-
შიშველიც მშვენივრად წავალ, არ მჭირდება.
– ეს ჩემი კეპი არ არის, წაიღეთ!
– მაშინ მადლობელი ვარ, – მიუგო კარლმა და რომ აღარ შეჩერებუ-
ლიყო, კეპი ჩამოართვა, დაიხურა, და რადგან ზუსტად მოერგო, გაეცინა,
შემდეგ ისევ მოიხადა და შეათვალიერა, მაგრამ ის განსაკუთრებული ნი-
შანი, რასაც ეძებდა, ვერ იპოვა; კეპი სრულიად ახალი იყო, – ზუსტად მო-
მერგო! – თქვა მან.
– მაშ, მოგერგოთ, არა? – წამოიძახა ბატონმა გრინმა და ხელი მაგი-
დას დაჰკრა.
კარლი უკვე კარისკენ გაემართა მსახურის დასაძახებლად, რომ ბა-
ტონი გრინი წამოდგა, მსუყე ვახშმისა და კარგი დასვენების შემდეგ გა-
იზმორა, მკერდზე მჯიღი დაირტყა და რჩევისა თუ ბრძანების კილოთი
უთხრა: – წასვლამდე ფროილაინ კლარას უნდა დაემშვიდობოთ.
– ცხადია, უნდა დაემშვიდობოთ, – კვერი დაუკრა ბატონმა პოლუნ-
დერმა და ისიც წამოდგა. თან ხმაზე დაეტყო, რომ ეს გულით ნათქვამი
არ იყო. შეცბუნებულმა ხელები ჩამოუშვა, ხან გაიხსნა, ხან შეიკრა პიჯა-
კი, რომელიც, უკანასკნელი მოდის მიხედვით, ისე მოკლე იყო, თეძოე-
ბამდე ძლივს სწვდებოდა, რაც ბატონი პოლუნდერისნაირ მსუქნებს
სრულებითაც არ უხდებათ. და სხვათა შორის, განსაკუთრებით, როცა ბა-
ტონი გრინის გვერდით იდგა, უთუოდ იფიქრებდით, ბატონი პოლუნდე-
რის სიმსუქნე ავადმყოფური იყო: დამძიმებული, წახრილი ზურგი, მოშ-
ვებული ღიპი, ფერმკრთალი და გატანჯული სახე. ბატონი გრინი კი, შე-
საძლოა, ბატონ პოლუნდერზე ცოტა სრულიც იყო, მაგრამ მკვრივი და
შეკრული სხეული ჰქონდა, ჯარისკაცურად ერთმანეთთან მიტყუპებული
ფეხებით მიწაზე მყარად იდგა, ქედშემართული სიარულისას თავის ოდ-
ნავ გადახრა სჩვეოდა; მოკლედ, ეტყობოდა, კარგი ტანმოვარჯიშე იყო,
სანიმუშოც კი.

73
– მაშ, ჯერ ფროილაინ კლარასთან წადით, – განაგრძო ბატონმა
გრინმა, – ეს თქვენც სიამოვნებას მოგანიჭებთ და ჩემს გეგმაშიც კარგად
ჩაჯდება. საქმე ისაა, რომ ვიდრე აქედან წახვიდოდეთ, რაღაც საინტე-
რესო უნდა გითხრათ, რასაც თქვენი დაბრუნებისთვისაც გადამწყვეტი
მნიშვნელობა ექნება. სამწუხაროდ, სასტიკად ვარ გაფრთხილებული,
შუაღამემდე არაფერი გაგიმხილოთ. წარმოიდგინეთ, ეს ჩემთვისაც
ძალზე მძიმეა, რადგან ღამის ძილი გამიტყდება, მაგრამ დავალება უნ-
და შევასრულო. ახლა თორმეტის თხუთმეტი წუთია, ისე რომ მე იქამდე
შემიძლია დავამთავრო ჩემი საქმეების განხილვა ბატონ პოლუნდერ-
თან, რაშიც თქვენი თანდასწრება მხოლოდ ხელს შემიშლის, ამასობაში
კი თქვენ ფროილაინ კლარასთან სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ზუს-
ტად თორმეტ საათზე აქ გამოცხადდებით და შეიტყობთ ყველაფერს,
რაც საჭიროა.
განა შეეძლო კარლს უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე, რომელიც მისგან
მართლაცდა თავაზიანობისა და მადლიერების უმცირესი გამოხატულე-
ბა იქნებოდა ბატონი პოლუნდერის მიმართ, თუმცა ამას ეს გარეშე, უხე-
ში ადამიანი უყენებდა, ხოლო ბატონი პოლუნდერი, რომელსაც ეს უშუა-
ლოდ ეხებოდა, არც სიტყვებითა და არც გამოხედვით არაფერში
ერეოდა? და რა არის ნეტავ ის ძალზე საინტერესო, რაც მან მხოლოდ
შუაღამით უნდა შეიტყოს? თუ ეს ამბავი მის სახლში დაბრუნებას ორ-
მოცდახუთი წუთით მაინც ვერ დააჩქარებს, მაშინ ის მისთვის ნაკლებად
საინტერესოა. მაგრამ ყველაზე დიდი საკითხავი ახლა მისთვის ის არის,
შეუძლია კი საერთოდ წავიდეს კლარასთან, ის ხომ ასე მტრულადაა მი-
სადმი განწყობილი? ის რკინის ძელაკი მაინც ჰქონდეს თან, პრესპაპიეს
მაგივრად რომ აჩუქა ბიძიამ! იქნებ კლარას ოთახი მისთვის მოწყობილი
მახეა? მაგრამ ახლა ხომ სრულიად შეუძლებელია, ერთი აუგი სიტყვაც
კი დაძრას კლარაზე? ის ხომ პოლუნდერის ქალიშვილია და როგორც ახ-
ლა გაიგო, მაკის საცოლე? სულ ცოტათი მაინც სხვაგვარად რომ მოქცე-
ოდა, მისთვის ხომ მხოლოდ საამაყო იქნებოდა კლარას მეგობრობა? ეს

74
ფიქრები უტრიალებდა თავში, მაგრამ შენიშნა, რომ ფიქრის დრო აღარ
ჰქონდა: ბატონმა
გრინმა კარი გამოაღო და მსახურს უხმო, რომელიც მაშინვე წამოხტა
კვარცხლბეკიდან: – მიაცილეთ ეს ახალგაზრდა ფროილაინ კლარას
ოთახამდე.
«აი, როგორ უნდა ბრძანებების შესრულება,» გაიფიქრა კარლმა, რო-
ცა უკვე ჯანგატეხილ მოხუცს სირბილ-სირბილით, ბერიკაცული ხვნე-
შით, უმოკლესი გზით მიჰყავდა კლარას ოთახისაკენ. თავის ოთახს რომ
ჩაუარა, რომლის კარი ჯერ ისევ ღია იყო, ალბათ გულის დასამშვიდებ-
ლად, უნდოდა ერთი წამით მაინც შესულიყო იქ. მაგრამ მსახურმა ამის
ნება არ მისცა.
– არა, – უთხრა მან, – თქვენ ფროილაინ კლარასთან უნდა მიხვიდეთ.
თავადაც ხომ გაიგონეთ.
– მხოლოდ ერთი წამით შევიდოდი, – და კარლმა წარმოიდგინა, რო-
გორ გაიშოტებოდა ცოტა ხნით დივანზე, რათა შუაღამის მოახლოვება
დაეჩქარებინა.
– ნუ მირთულებთ დავალების შესრულებას, – უთხრა მსახურმა.
«ეტყობა, სასჯელი ჰგონია, ფროილაინ კლარასთან რომ უნდა მივი-
დე,» გაიფიქრა კარლმა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ისევ გა-
ჯიუტდა და შეჩერდა.
– წამობრძანდით, ბატონო, – მიმართა მსახურმა, – რაკი აქ ხართ. ვი-
ცი, თქვენ ჯერ კიდევ ღამით გინდოდათ წასვლა, მაგრამ ყველაფერი
ჩვენი სურვილის თანახმად როდი ხდება, მე ხომ მაშინვე გითხარით,
რომ ეს თითქმის შეუძლებელია.
– დიახ, წასვლა მინდა და კიდეც წავალ, – მიუგო კარლმა, – და ახლა
მხოლოდ ფროილაინ კლარას უნდა გამოვემშვიდობო.
– ასეა? – კარლმა შეატყო, რომ მსახურს მისი არც ერთი სიტყვისა არ
სჯეროდა, – მაშ რატომ ითრევთ ფეხს, წავიდეთ.
– ვინ არის დერეფანში? – გაისმა კლარას ხმა და მაშინვე ერთ-ერთი
კარიდან თავი გამოყო. ხელში დიდი, წითელაბაჟურიანი მაგიდის ნათუ-

75
რა ეჭირა. მსახური მისკენ გაეშურა და საქმის ვითარება მოახსენა. კარ-
ლიც ნელი ნაბიჯებით მიჰყვა.
– გვიან მობრძანდით, – თქვა კლარამ.
ვიდრე მას უპასუხებდა, კარლი მსახურს მიუბრუნდა და ხმადაბლა,
მაგრამ რადგან მის ბუნებას უკვე კარგად იცნობდა, მკაცრი კილოთი უთ-
ხრა: – ცოტა ხნით კართან დამელოდეთ!
– უკვე დაძინებას ვაპირებდი, – და კლარამ ნათურა მაგიდაზე დადგა.
როგორც ქვემოთ, სასადილო ოთახში, მსახურმა აქაც ფრთხილად მიხუ-
რა გარედან კარი, – უკვე თორმეტის ნახევარზე მეტია.
– თორმეტის ნახევარზე მეტი? – კითხვა შეუბრუნა კარლმა, თითქოს
ამ რიცხვმა შეაშინა, – მაშინ ახლავე უნდა დაგემშვიდობოთ, რადგან
ზუსტად თორმეტ საათზე ქვემოთ უნდა ვიყო, სასადილო ოთახში.
– ძალიან სასწრაფო საქმეები კი გქონია! – უპასუხა კლარამ, თან დაბ-
ნეული, ხალვათი საღამურის ნაკეცებს ისწორებდა. სახე ალეწოდა და
სულ იღიმებოდა. კარლმა გადაწყვიტა, რომ კლარას მხრიდან საფრთხე
აღარ ემუქრებოდა, – ხომ ვერ დამიკრავდით ფორტეპიანოზე, როგორც
გუშინ მამა და დღეს თავად თქვენ დამპირდით?
– ძალიან გვიანი ხომ არ არის? – კარლს უნდოდა კლარასათვის ესია-
მოვნებინა, რადგან ის ახლა სულ სხვანაირი იყო, თითქოს რაღაცნაი-
რად გადაინაცვლა ბატონი პოლუნდერის და შემდეგ მაკის წრეში.
– კი, ნამდვილად გვიანია, – თქვა და როგორც ჩანს, მუსიკის მოსმე-
ნის სურვილმა უკვე გადაუარა, – აქედან ყოველი ბგერა მთელ სახლს მო-
ედება; დარწმუნებული ვარ, თუ დაუკრავთ, ზემოთ, მანსარდაში, მსახუ-
რებსაც გაეღვიძებათ.
– მაშინ ამჯერად თავი დავანებოთ მუსიკას, იმედი მაქვს, კიდევ გეს-
ტუმრებით; ისე, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, იქნებ ერთხელ ჩემს
ბიძიას ესტუმროთ და თან ჩემს ოთახშიც შემოიხედოთ. მე შესანიშნავი
ინსტრუმენტი მაქვს. ბიძიამ მაჩუქა. მაშინ, თუ თქვენი სურვილიც იქნე-
ბა, ჩემს ყველა ოპუსს დაგიკრავთ. სამწუხაროდ, ეს ბევრი არ არის, თან
ასეთი დიდი ინსტრუმენტი, როგორზეც მხოლოდ ვირტუოზები უკრავენ,

76
მათ არ შეეფერება; მაგრამ ეს სიამოვნებაც შეგიძლიათ მიიღოთ, თუ წი-
ნასწარ შემატყობინებთ, როდის ჩამოხვალთ – უახლოეს მომავალში ბი-
ძია ჩემთვის ცნობილი პედაგოგის მოწვევას აპირებს. ვერ წარმოიდ-
გენთ, როგორ მიხარია – და მისი დაკვრის მოსასმენად ღირს, გაკვეთი-
ლის დროს მეწვიოთ. მართალი გითხრათ, მიხარია კიდეც, რომ ახლა
გვიანია, რადგან ვერაფრით გაგაკვირვებდით, ისე ცოტა რამ შემიძლია
ჯერ. ახლა კი, ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ, ბოლოს და ბოლოს, უკვე
ძილის დროა, – და რაკი კლარა მის მიმართ უკვე კეთილგანწყობილი
ჩანდა და ცოტახნისწინანდელი შეტაკებაც თითქოს აღარ ახსოვდა, ხე-
ლი გაუწოდა და ღიმილით დაუმატა: – ჩემს სამშობლოში ასე იტყვიან:
მშვიდი ძილი და ტკბილი სიზმრები.
– მოიცადეთ, – გამოწვდილი ხელი ჰაერში შეარჩინა კლარამ, – იქნებ
მაინც დაგეკრათ, – და პატარა კარში გაუჩინარდა, რომლის გვერდითაც
პიანინო იდგა.
«ახლა რაღა უნდა? – გაიფიქრა კარლმა, – დიდხანს ვერ მოვიცდი,
რაც უნდა თავაზიანად მთხოვოს». დერეფნის კარზე დააკაკუნეს და მსა-
ხურმა, რომელსაც კარის მთლიანად გამოღება ვერ გაებედა, ღრიჭოდან
უჩურჩულა:
– მაპატიეთ, ეს-ესაა დამიძახეს და მეტს ვეღარ მოვიცდი.
– წაბრძანდით, – უპასუხა კარლმა, რომელიც უკვე დარწმუნებული
იყო, მარტო გაიგნებდა გზას სასადილო ოთახისაკენ, – ოღონდ ლამპარი
კართან დამიტოვეთ. ისე, რომელი საათია?
– თითქმის თხუთმეტი წუთი აკლია თორმეტს.
«რა ნელა გადის დრო!» გაიფიქრა კარლმა. მსახურს უკვე კარი უნდა
დაეხურა, როცა კარლს გაახსენდა, რომ მისთვის გასამრჯელო არ გადა-
უხდია, შარვლის ჯიბიდან ერთი შილინგი ამოიღო – ამერიკული ჩვე-
ულების მიხედვით, ახლა ყოველთვის ეყარა ჯიბეში ხურდა ფული, ბან-
კნოტებს კი ჟილეტის ჯიბეში ინახავდა – და მსახურს გაუწოდა სიტყვე-
ბით: – ეს თქვენი სამსახურისათვის.

77
კლარა ისევ შემოვიდა, ხელებით ვარცხნილობას ისწორებდა;
კარლს უცებ გაახსენდა, რომ მსახური ჯერ არ უნდა გაეშვა. ვინ გააცი-
ლებს ახლა რკინიგზის სადგურამდე? თუმცა ბატონ პოლუნდერს შეუძ-
ლია სხვა მსახურიც გამოიძახოს, ან იქნებ ეს მსახური ახლა სასადილო
ოთახში დასჭირდათ და მერე ისიც მის განკარგულებაში იქნება.
– გთხოვთ, მაინც დაუკრათ ცოტა. აქ ისე იშვიათად მაქვს მუსიკის
მოსმენის შესაძლებლობა, რომ არ მინდა შემთხვევა ხელიდან გავუშვა.
– მაშინ ნუღარ გადავდებთ, – ბევრი აღარ უფიქრია კარლს და ინ-
სტრუმენტს მიუჯდა.
– ნოტები ხომ არ დაგჭირდებათ? – ჰკითხა კლარამ.
– გმადლობთ, ნოტებს კარგად ვერც კი ვარჩევ, – უპასუხა კარლმა და
მელოდია ააჟღერა. ეს იყო პატარა სასიმღერო მელოდია, და თუმცა კარ-
ლმა მშვენივრად იცოდა, მას ნელი შესრულება მოუხდებოდა, რათა,
განსაკუთრებით უცხო ყურს, კარგად აღექვა, მარშის რიტმში დაუდევ-
რად ჩააბრახუნა. დაკვრა რომ დაამთავრა, მთელ სახლში კვლავ სიმშვი-
დემ დაისადგურა. ორივე გაშეშებული იჯდა და ადგილიდან არ იძვრო-
და.
– მშვენიერია, – თქვა კლარამ, მაგრამ არ მოიძებნებოდა თავაზიანო-
ბის გამომხატველი არც ერთი გამოთქმა, რომლითაც ასეთი შესრულე-
ბის შემდეგ კარლის გულს მოიგებდა.
– რომელი საათია? – იკითხა კარლმა.
– თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლია.
– მაშინ ცოტა დრო კიდევ მაქვს, – და კარლმა გაიფიქრა: «ან – ან», –
მართალია, ათივე სიმღერას ვერ დავუკრავ, რომლებიც ვიცი, მაგრამ
ერთ-ერთი ხომ შემიძლია რიგიანად შევასრულო, – და თავისი საყვარე-
ლი ჯარისკაცური სიმღერა წამოიწყო. უკრავდა ისე ნელა, რომ მსმენე-
ლის გაღვიძებული სურვილი შემდეგი ბგერის მოლოდინში იმატებდა,
რომელსაც კარლი თითქოს აყოვნებდა და ძალისძალად გამოსცემდა.
სინამდვილეში სიმღერის შესრულებისას საჭირო კლავიშებს ჯერ თვა-
ლებით ეძებდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ეღვრებოდა გულში სიმღე-

78
რით გამოწვეული ნაღველი და რაღაც სხვა გამოსავალს ეძებდა, მაგრამ
ვერ პოულობდა, – მე ხომ არაფერი არ შემიძლია, – თქვა კარლმა სიმღე-
რის დამთავრების შემდეგ და კლარას ცრემლიანი თვალები მიაპყრო.
უცებ მეზობელი ოთახიდან ხმამაღალი ტაში გაისმა, – კიდევ ვიღაც
გვისმენს! – წამოიძახა გამოფხიზლებულმა კარლმა.
– მაკი, – ხმადაბლა თქვა კლარამ.
იქიდან უკვე მაკმაც გამოსძახა:
– კარლ როსმანი, კარლ როსმანი!
კარლი ორივე ფეხით მარდად გადმოევლო ფორტეპიანოს სკამს და
კარი გამოაღო. დიდ ბალდახინიან საწოლზე ნახევრად წამომჯდარი მა-
კი დაინახა, საბანი სხვათაშორის ჰქონდა ფეხებზე გადადებული. ცისფე-
რი აბრეშუმის ბალდახინი ამ უბრალო, დაუმუშავებელი შავი ხისაგან
უხეშად გამოჩარხული საწოლის ერთადერთი, ოდნავ ზღაპრული სამ-
კაული იყო. ტუმბოზე მხოლოდ ერთი სანთელი ენთო, მაგრამ ლოგინის
თეთრეული და მაკის პერანგი მის შუქზე თვალისმომჭრელად ქათქა-
თებდა; ბალდახინიც ელვარე სხივს გამოსცემდა, ყოველ შემთხვევაში
მისი კიდე, რომელზეც ოდნავ დატალღული აბრეშუმი მსუბუქად იყო გა-
დაჭიმული. მაკს იქით კი საწოლი და მთელი სივრცე სრულ წყვდიადში
იყო ჩაძირული. კლარა საწოლის თავს მიყრდნობოდა და მაკს თვალს
არ აშორებდა.
– სალამი, – და მაკმა კარლს ხელი გაუწოდა, – საკმაოდ კარგად უკ-
რავთ. აქამდე მხოლოდ თქვენს მხედრულ ხელოვნებას ვიცნობდი.
– რიგიანად არც ერთი მეხერხება და არც მეორე, – უპასუხა კარლმა,
– რომ მცოდნოდა, თქვენ მისმენდით, არავითარ შემთხვევაში არ დავუკ-
რავდი. მაგრამ თქვენი ფროილაინი, –კარლი შეყოვნდა, ყოყმანობდა,
კლარა «საცოლედ» მოეხსენიებინა, რადგან მათი თანაცხოვრება უკვე
აშკარა იყო.
– მე ხომ ვიცოდი, ამიტომაც გამოგიტყუათ კლარამ ნიუ-იორკიდან,
თორემ თქვენს დაკვრას საერთოდ ვერ მოვისმენდი. რა თქმა უნდა, ეს
დამწყების შესრულებაა, და იმ სიმღერებშიც კი, რომლებშიც

79
გავარჯიშებული ხართ და რომელთა არანჟირება საკმაოდ პრიმიტი-
ულია, რამდენიმე შეცდომა დაუშვით, მაგრამ მაინც გამახარეთ, მით
უმეტეს, რომ მე არავის შესრულებას არ უგულებელვყოფ. არ გნებავთ,
ცოტა ხანს კიდევ დარჩეთ ჩვენთან? კლარა, მოუწიე სავარძელი.
– გმადლობთ, – ენის ბორძიკით მიუგო კარლმა, – ვერ დავრჩები, რაც
უნდა დიდი იყოს ჩემი სურვილი. სამწუხაროდ, გვიან შევიტყვე, რომ ამ
სახლში ასეთი მყუდრო ოთახებიც ყოფილა.
– მთელ სახლს ამგვარად გადავაკეთებ, – თქვა მაკმა.
ამ დროს ზარმა თორმეტჯერ დარეკა, სწრაფად, ერთიმეორეზე მი-
ყოლებით, ერთის ხმას მეორე ფარავდა. კარლმა სახეზე იგრძნო ამ ზა-
რების მძლავრი მოძრაობა. რა სოფელია ეს, ასეთი ზარებით?
– უკვე დროა, – კარლმა მაკსა და კლარას ხელი გაუწოდა, მაგრამ მათ
ხელის ჩამორთმევას აღარ დალოდებია, ისე გავარდა ოთახიდან. ლამ-
პარი იქ არ დახვდა და ინანა, რომ მსახურს ადრე გადაუხადა გასამრჯე-
ლო.
უნდოდა კედელზე ხელის ცეცებით თავისი ოთახის ღია კარამდე მი-
ეღწია, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ მისკენ
ქანაობით მომავალი ბატონი გრინი დაინახა, რომელსაც სანთლიანი ხე-
ლი ზემოთ აეწია და იმავე ხელში წერილი ეჭირა.
– კი მაგრამ, როსმან, სად დაიკარგეთ? რატომ მაცდევინებთ? რას
აკეთებდით ამდენ ხანს ფროილაინ კლარასთან?
«რამდენი კითხვას სვამს! – გაიფიქრა კარლმა, – ახლა კედელთანაც
მიმაყენებს», – და მართლაც, გრინი კარლის ცხვირწინ აღმოჩნდა, ის კი
ზურგით კედელს მიეყრდნო. ამ დერეფანში გრინი განსაკუთრებით ვე-
ება და სასაცილო ჩანდა, და კარლმა გულში გაიხუმრა, ნეტავ საბრალო
ბატონი პოლუნდერი ხომ არ გადაყლაპაო.
– სიტყვის კაცი ნამდვილად არ ყოფილხართ. დამპირდით, რომ
თორმეტზე ჩამოხვიდოდით, ამის ნაცვლად კი ფროილაინ კლარას კარ-
თან ატუზულხართ. მე შუაღამისათვის რაღაც საინტერესოს დაგპირ-
დით, და თქვენგან განსხვავებით, უკვე აქ ვარ.

80
და კარლს წერილი გაუწოდა. კონვერტზე ეწერა: – კარლ როსმანს, შუ-
აღამისას საკუთარ ხელში გადასაცემად, სადაც არ უნდა იყოს.
– ბოლოს და ბოლოს, – უთხრა ბატონმა გრინმა, ვიდრე კარლი წე-
რილს ხსნიდა, – ჩემი აზრით, თქვენგან
მადლიერებას ვიმსახურებ იმის გამო, რომ თქვენი გულისთვის ნიუ-
იორკიდან აქ ჩამოვედი, და არაფერში არ მჭირდება, დერეფნებში გდი-
ოთ კიდევ უკან.
– ბიძიასგანაა! – წამოიძახა კარლმა, როგორც კი წერილს ჩახედა, –
მე ამას ველოდი, – და ბატონი გრინისაკენ მიბრუნდა.
– ელოდით თუ არა, ჩემთვის ეს სულერთია. წაიკითხეთ ერთი, – და
სანთელი მიუნათა.
კარლმა სანთლის შუქზე კითხვა დაიწყო:
«ძვირფასო დისწულო! როგორც შენ ალბათ ჩვენი სავალალოდ
ძალზე ხანმოკლე ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში შეიტყვე, მე,
უპირველეს ყოვლისა, პრინციპების მიმდევარი ადამიანი ვარ. ეს ძალზე
არასასიამოვნო და შემაწუხებელია არა მარტო ჩემი გარემოცვისათვის,
არამედ თვით ჩემთვისაც, მაგრამ სწორედ ჩემს პრინციპებს ვუმადლი
ყველაფერს, რასაც მივაღწიე, და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ჩემ-
გან, საკუთარ თავს ვუღალატო, არავის, არც შენ, ჩემო ძვირფასო დისწუ-
ლო, თუმცა, თუკი ოდესმე ასეთ რაიმეს დავუშვებ, სწორედ შენ იქნები
პირველი, ვისაც ორივე ხელით, რომლებითაც ახლა ფურცელი მიჭირავს
და ამ წერილს ვწერ, გულში ჩავიკრავ და ავიტაცებ. მაგრამ რაკი ჯერჯე-
რობით არაფერი იმის მომასწავებელი არ ჩანს, რომ ოდესმე ასეთი რამ
მოხდება, დღევანდელი შემთხვევის შემდეგ იძულებული ვარ, ყოველ-
გვარი პირობის გარეშე მოგიწყვიტო გულიდან და დაჟინებით გთხოვ,
არც პირადად, არც წერილობით, არც შუაკაცის მეშვეობით ჩემთან და-
კავშირებას არ შეეცადო. შენ ამ საღამოს ჩემი სურვილის წინააღმდეგ გა-
დაწყვიტე, წასულიყავი ჩემგან, ამიტომ, დე, მთელი შენი სიცოცხლის
განმავლობაში ამ გადაწყვეტილების ერთგული დარჩე; მხოლოდ მაშინ
იქნება ეს ნამდვილი კაცური გადაწყვეტილება. ამ ამბის გადმოსაცემად

81
ჩემი საუკეთესო მეგობარი, ბატონი გრინი ავირჩიე. იმედია, ის იპოვის
შენთვის იმ სანუგეშო სიტყვებს, რომლებიც მე ამ წუთში, ვაი რომ, ვერ
მიპოვია. ის გავლენიანი კაცია და ჩემი ხათრით პირველი დამოუკიდებე-
ლი ნაბიჯების გადადგმისას მხარში ამოგიდგება კეთილი რჩევითა და
საქმით. ვცდილობ ჩავწვდე ჩვენი განშორების არსს, რაც ჩემთვის ახ-
ლაც, ამ წერილს რომ ვამთავრებ, ჯერ კიდევ შეუძლებელია, ისევ და
ისევ ვუმეორებ საკუთარ თავს: შენი ოჯახიდან, კარლ, არაფერი კარგი არ
გამოვა. თუ ბატონ გრინს დაავიწყდება შენთვის ჩემოდნისა და ქოლგის
გადმოცემა, შეახსენე. შენი შემდგომი კეთილდღეობის მსურველი,
შენი ერთგული ბიძია იაკობი.»
– დაამთავრეთ? – ჰკითხა გრინმა.
– დიახ, – უპასუხა კარლმა, – მომიტანეთ ჩემოდანი და ქოლგა?
– აგერ არის, – და გრინმა კარლის ძველი ჩემოდანი, რომელსაც იქამ-
დე მარცხენა ხელით ზურგს უკან მალავდა, მის გვერდით დადგა.
– და ქოლგა?
– ყველაფერი აქ არის, – გრინმა შარვლის ჯიბეზე ჩამოკიდებული
ქოლგა მოიხსნა, – ეს ნივთები ვინმე შუბალმა მოიტანა, ჰამბურგ-ამერი-
კის ხაზის უფროსმა მემანქანემ, რომელსაც ისინი გემზე უპოვია. თუ შემ-
თხვევა მოგეცემათ, შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ.
– ახლა ჩემი ძველი ნივთები მაინცაა ისევ ჩემთან, – თქვა კარლმა და
ქოლგა ჩემოდანზე დადო.
– მომავალში უკეთესად უნდა მიხედოთ თქვენს ნივთებს, ასე შემო-
გითვალათ ბატონმა სენატორმა, – და, ალბათ საკუთარი ცნობისმოყვა-
რეობის გამო ბატონმა გრინმა ჰკითხა: – რა არის ეს, კაცმა რომ თქვას,
ასეთი უცნაური ჩემოდანი?
– ასეთი ჩემოდნით ჩემს სამშობლოში ჯარისკაცები სამხედრო სამ-
სახურში მიდიან, – მიუგო კარლმა, – ეს მამაჩემის ძველი სამხედრო ჩე-
მოდანია. ისე, ძალიან მოხერხებულია, –დასძინა ღიმილით, – თუ, რა
თქმა უნდა, სადმე უყურადღებოდ არ მიატოვებ.

82
– ბოლოს და ბოლოს, საკმაოდ განსწავლული ხართ, – უთხრა ბატონ-
მა გრინმა, – და მეორე ბიძა ამერიკაში ალბათ არ გყავთ. აი, სან-ფრან-
ცისკოში გასამგზავრებელი მესამე კლასის ბილეთი. გადავწყვიტე, სან-
ფრანცისკოში გაგამგზავროთ, რადგან, ჯერ ერთი, იქ თქვენთვის უფრო
ადვილია სამუშაოს შოვნა და მეორეც, აქ, ყველაფერი, რაც თქვენთვის
შეიძლება გამოდგეს, ბიძათქვენის ხელშია, თქვენი შეხვედრა კი ნების-
მიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ფრისკოში შეგიძლიათ სრული-
ად მშვიდად იმუშაოთ; ოღონდ ჯერ დაბალი საფეხურიდან დაიწყეთ და
შეეცადეთ თანდათან წაიწიოთ წინ.
გრინის სიტყვებში კარლს არავითარი ნიშნის მოგება არ უგრძვნია.
ცუდი ამბავი, რომელსაც ის მთელი საღამო მალავდა, უკვე გამჟღავნებუ-
ლია, და ამის შემდეგ გრინი სრულიად უწყინარი კაცი ჩანდა, რომელთა-
ნაც ალბათ უფრო გულახდილად შეიძლებოდა ლაპარაკი, ვიდრე ვინმე
სხვასთან. საუკეთესო ადამიანიც კი, რომელსაც, საკუთარი უდანაშაუ-
ლობის მიუხედავად, ამგვარი საიდუმლო და უსიამოვნო დავალების
შესრულება უწევს. ვიდრე ამ საიდუმლოს ინახავს, ცხადია, საეჭვოდ
გვეჩვენება.
– მე ახლავე დავტოვებ ამ სახლს, – თქვა კარლმა და გამოცდილი
ადამიანისაგან დასტურს ელოდა, – რადგან აქ მიმიღეს მხოლოდ რო-
გორც სენატორი ბიძიას დისწული, როგორც უცხოს კი აქ არაფერი მესაქ-
მება. ამიტომ დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ გასასვლელამდე
მიმაცილებთ, შემდეგ კი უახლოესი სასტუმროს გზას მიმასწავლით.
– ოღონდ სწრაფად, – უთხრა გრინმა, – უამრავი თავსატეხი გამიჩი-
ნეთ.
როცა კარლმა დაინახა, რამხელა ნაბიჯები გადადგა მაშინვე გრინმა,
შედგა, მისი აჩქარება საეჭვოდ მოეჩვენა, უეცრად ჩასწვდა საქმის ნამ-
დვილ ვითარებას, გრინს პიჯაკის ბოლოზე მოქაჩა და უთხრა:
– ერთი რამ კიდევ უნდა ამიხსნათ: წერილის კონვერტზე, რომელიც
ჩემთვის უნდა გადმოგეცათ, ეწერა მხოლოდ, რომ მე ის შუაღამით უნდა
მიმეღო, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. მაშ რატომ შემაჩერეთ აქ, ამ წე-

83
რილის მომიზეზებით, როცა მე თორმეტის თხუთმეტ წუთზე აქედან წას-
ვლას ვაპირებდი? ამით თქვენს უფლებამოსილებას გადაამეტეთ.
გრინმა პასუხად ხელი აიქნია, რითაც კარლის შენიშვნა უაზრობად
და გაზვიადებად წარმოაჩინა, შემდეგ კი უთხრა:
– განა კონვერტზე ის წერია, რომ თან უნდა გადაგყვეთ, ან იქნებ წე-
რილის შინაარსიდან დაასკვენით, რომ წარწერა ასე უნდა გაიგოთ? რომ
არ შემეჩერებინეთ, მაშინ შუაღამით შარაგზაზე მომიწევდა წერილის
გადმოცემა.
– არა, – არ შეეპუა კარლი, – მთლად ასე არ არის. კონვერტზე წერია:
– შუაღამისას გადასაცემად, – თუ ძალიან დაღლილი იყავით, მაშინ ალ-
ბათ ჩემს გამოყოლასაც ვერ შეძლებდით, ანდა მე – მართალია, ამას ბა-
ტონი პოლუნდერი არ დაეთანხმა – შუაღამისთვის უკვე ბიძიასთან ჩავი-
დოდი, ან, ბოლოს და ბოლოს, მოვალე იყავით, თქვენი ავტომობილით
წაგეყვანეთ ბიძიასთან, მაგრამ ამაზე რატომღაც კრინტიც არ დაგიძ-
რავთ; მე ხომ ასე დაჟინებით მოვითხოვდი უკან დაბრუნებას. განა კონ-
ვერტის წარწერა გარკვევით არ მეტყველებს იმაზე, რომ შუაღამე ჩემ-
თვის უკანასკნელი ვადა უნდა ყოფილიყო? და თქვენ ხართ დამნაშავე,
რომ ეს ვადა გამოვტოვე.
კარლი დაჟინებით შესცქეროდა გრინს და ხედავდა, როგორ ებრძო-
და მასში ორი გრძნობა ერთმანეთს: სირცხვილისა იმის გამო, რომ ამხი-
ლეს და სიხარულის, რომ თავისი ჩანაფიქრი წარმატებით აისრულა. ბო-
ლოს თავი ხელში აიყვანა და ისეთი ტონით, თითქოს კარლს სიტყვა გა-
აწყვეტინაო – ის უკვე კარგა ხნის გაჩუმებული იყო – დაუყვირა: – სიტყვა
აღარ გავიგონო! – და კარლი, რომელმაც ჩემოდანი და ქოლგა კვლავ
აიღო, მის წინ გამოღებულ პატარა კარში ხელის კვრით გარეთ გააგდო.
გაკვირვებული კარლი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. სახლზე მიშენებული
ერთ-ერთი უმოაჯირო კიბე ქვემოთ ჩადიოდა. ამ კიბით დაბლა ჩავა და
შემდეგ მარჯვნივ გაუხვევს ხეივნისაკენ, რომელიც შარაგზაზე გადის.
მთვარიან ღამეში გზა არ აერევა. ქვემოთ, ბაღში, ძაღლების ყეფა ისმო-
და, რომლებიც აეშვათ და სიბნელეში ხეებს შორის დარბოდნენ. ღამის

84
სიჩუმეში გარკვევით ისმოდა, როგორ შრიალებდა ბალახი მათი მძლავ-
რი ნახტომების ქვეშ.
კარლმა ძაღლებს გვერდი აუარა და მშვიდობიანად გავიდა ბაღი-
დან. ზუსტად ვერ დაედგინა, რომელ მხარეს იყო ნიუ-იორკი. აქეთობას
ნაკლებად აკვირდებოდა ცალკეულ დეტალებს, რომლებიც ახლა შეიძ-
ლებოდა გამოსდგომოდა. ბოლოს გაიფიქრა, არაა აუცილებელი ნიუ-
იორკში წასვლა, სადაც არავინ ელოდება, და მით უფრო, ის ერთი ხომ
ნამდვილად არ ელოდება. ამიტომ მიმართულება ალალბედზე აირჩია
და გზას გაუდგა.

გზა რამზესისაკენ

ცოტა ხნის სიარულის შემდეგ პატარა სასტუმროს მიადგა, რომელიც


ეკიპაჟებს ნიუ-იორკამდე ბოლო ხანმოკლე გაჩერებისას ემსახურებოდა
და ამიტომ ღამის გასათევად ნაკლებად იყენებდნენ. კარლმა ყველაზე
იაფი ადგილი მოითხოვა, რადგან გადაწყვიტა, ახლავე დაეწყო მომჭირ-
ნეობა. მოთხოვნის პასუხად სასტუმროს პატრონმა, როგორც მსახურს,
თავის დაქნევით კიბისაკენ მიუთითა, სადაც გაჩეჩილი დედაბერი შეეგე-
ბა, და გაღიზიანებულს, რომ ძილი დაუფრთხეს, მისთვის ყურიც არ უთ-
ხოვებია, ისე გაუძღვა წინ, თან განუწყვეტლივ აფრთხილებდა, კიბეზე
უხმაუროდ ასულიყო, ოთახამდე მიაცილა, ვიდრე შეუშვებდა, წაუშიშინა
– შშშ – და კარი გამოიხურა.
კარლმა თავიდან ვერ გაიგო, ფარდები იყო ფანჯარაზე ჩამოშვებუ-
ლი თუ ამ ოთახს საერთოდ არ ჰქონდა ფანჯარა, ისე ბნელოდა აქ; ბო-
ლოს ერთი პატარა, ფარდაჩამოფარებული ლუკი შენიშნა, ფარდა გა-
დასწია და იქიდან სინათლის სხივი შემოიჭრა. ოთახში ორი საწოლი იდ-
გა, მაგრამ ორივე უკვე დაკავებული იყო. კარლმა ორი ახალგაზრდა და-
ინახა, რომლებსაც ღრმად ეძინათ; რამაც მასში ერთგვარი უნდობლობა
გამოიწვია, უპირველეს ყოვლისა, იყო ის, რომ ორივეს ჩაცმულს ეძინა,
ერთს ჩექმებიც კი არ გაეძრო.
85
იმავ წამს, როგორც კი კარლმა ლუკი გაათავისუფლა, ერთ-ერთმა
მძინარემ ხელები და ფეხები ოდნავ მაღლა ასწია, რაც ისეთი სასაცილო
დასანახავი იყო, რომ კარლს, მიუხედავად თავისი სავალალო მდგომა-
რეობისა, თავისთვის ჩაეცინა.
მაშინვე მიხვდა, აქ ძილი არ ეწერა – გარდა იმისა, რომ ოთახში არც
კანაპე იყო და არც დივანი, თავის ახლად დაბრუნებულ ჩემოდანსა და
ფულს, რომელიც თან ჰქონდა, საფრთხეში ვერ ჩააგდებდა. არც წასვლა
უნდოდა, რადგან არ ჰქონდა იმედი, რომ მოახლე ქალისა და პატრონის
შეუმჩნევლად შეძლებდა აქაურობის დატოვებას. ბოლოს და ბოლოს, აქ
ყოფნა ხომ ნაკლებად სახიფათო იქნებოდა, ვიდრე შარაგზაზე. მაგრამ
უცნაური ის იყო, რომ მთელ ოთახში, რამდენადაც სიბნელე ამის დანახ-
ვის საშუალებას იძლეოდა, არავითარი ბარგი არ ჩანდა. თუმცა შესაძ-
ლოა, და დიდი ალბათობაცაა იმისა, რომ ეს ორი ახალგაზრდა მსახუ-
რია, და სტუმრების გამო მალევე მოუწევთ ადგომა, ამიტომაც სძინავთ
ჩაცმულებს. მაშინ მათთან ერთ ჭერქვეშ ღამის გათევა, მართალია, არც
თუ სასიამოვნოა, მაგრამ, სამაგიეროდ – უსაფრთხოა. ოღონდ, ვიდრე
ამაში საბოლოოდ არ დარწმუნებულა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა
დაიძინოს.
საწოლის ქვეშ სანთელი და ასანთი შენიშნა, რომლებსაც ფრთხი-
ლად მიეპარა და გამოათრია. სანთელს უყოყმანოდ მოუკიდა, ოთახი
ხომ პატრონის ნებით მასაც ისევე ეკუთვნის, როგორც ორ დანარჩენს,
რომლებსაც, გარდა ამისა, უკვე ნახევარი ღამეა, სძინავთ და მათი მდგო-
მარეობა შეუდარებლად მომგებიანია, რაკი საწოლები ერგოთ. სხვა
მხრივ, ცხადია, ყველანაირად ეცდება, ფრთხილად იმოძრაოს, რომ ისი-
ნი არ გააღვიძოს.
გადაწყვიტა, უპირველეს ყოვლისა, ჩემოდანი შეემოწმებინა, თავისი
ნივთები უნდა გადაეთვალიერებინა, რომლებიც რიგიანად აღარც კი ახ-
სოვდა. მათაგან ყველაზე ღირებული ალბათ უკვე დაკარგული იყო. რა-
საც შუბალი ხელს დაადებს, იმის იმედი აღარ უნდა გქონდეს, რომ მთე-
ლი და უვნებელი დაგიბრუნდება. მაგრამ ალბათ ბიძიასგან კარგ გასამ-

86
რჯელოს ელოდა, თუმცა, მეორე მხრივ, თუ ჩემოდანში მართლაც აკლია
რაიმე, თამამად შეუძლია მის თავდაპირველ ყარაულს, ბატონ ბუტერ-
ბაუმს გადააბრალოს ყველაფერი.
ჩემოდანი რომ გახსნა, თავზარი დაეცა: რამდენი საათი მოანდომა
მგზავრობისას მის მოწესრიგებას, ნივთების კვლავ და კვლავ ამოლაგე-
ბასა და ხელახლა ჩალაგებას, ახლა კი ყველაფერი ერთმანეთშია არეუ-
ლი და ისე უწესრიგოდ ჩატენილი, რომ საკეტის გახსნისთანავე სახურა-
ვი თავისთავად ახტა ზემოთ.
მაგრამ მალე, თავისდა სასიხარულოდ, კარლი მიხვდა, რა ყოფილა
მთელი ამ უწესრიგობის მიზეზი: ყველაფერთან ერთად ის კოსტიუმიც
ჩაეტენათ, რომელიც გზაში ეცვა და რომლისთვისაც ჩემოდანში, ცხა-
დია, ადგილი არ იყო გათვალისწინებული. არაფერი არ აკლდა. შარ-
ვლის საიდუმლო ჯიბეში პასპორტთან ერთად სახლიდან წამოღებული
ფულიც იდო; ისე რომ, იმ ფულს თუ დაუმატებს, რაც თან აქვს, საკმარი-
სად იქნება უზრუნველყოფილი. ის თეთრეულიც, ჩამოსვლისას რომ ეც-
ვა ტანზე, გარეცხილი და დაუთოებული ელაგა ჩემოდანში. საათი და
ფული მაშინვე საიმედოდ შეინახა საიდუმლო ჯიბეში. დასანანი მხო-
ლოდ ის იყო, რომ ვერონული «სალიამი», მართალია, არ დაკარგული-
ყო, მაგრამ ყველაფერს მისი სუნი გადასდებოდა. თუ მის მოსაშორებელ
საშუალებას ვერ იშოვის, თვეების განმავლობაში ამ სურნელში გახვე-
ულს მოუწევს სიარული.
როცა ჩემოდნის ძირში ჩალაგებული ნივთები ამოძებნა – ჯიბის ბიბ-
ლია, საფოსტო ქაღალდი, მშობლების ფოტო – კეპი თავიდან მოსძვრა
და ჩემოდანში ჩავარდა. თავის ძველ ნივთებს შორის მაშინვე შეიცნო ის,
ეს ხომ მისი კეპი იყო, რომელიც დედამ გამოატანა. მაგრამ გემზე არ და-
უხურავს: იცოდა, ამერიკაში, ჩვეულებრივ, შლაპების ნაცვლად კეპებს
ატარებენ, და უფრთხილდებოდა, რომ ჩასვლამდე კეპს პეწი არ დაჰკარ-
გვოდა. ბატონმა გრინმა კი იმისთვის გამოიყენა, რომ აბუჩად აეგდო. ნე-
ტავი ესეც ბიძიამ ხომ არ დაავალა? და უცაბედი, გაბრაზებული მოძრაო-
ბით ჩემოდნის სახურავს ხელი დაჰკრა, რომელიც ხმაურით დაიხურა.

87
მოსახდენი მოხდა: ორივე მძინარეს გაეღვიძა. ჯერ ერთმა გაიზმორა
და დაამთქნარა, მაშინვე მეორეც აჰყვა. ამ დროს ჩემოდნის მთელი შიგ-
თავსი მაგიდაზე იყო ამოყრილი; თუ ესენი ქურდები არიან, რა შეუშლით
ხელს, მაგიდასთან მივიდნენ და ნივთები ამოარჩიონ. და არა მარტო ამ-
გვარი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად, არამედ საქმის ვითა-
რებაში სინათლის შესატანადაც კარლი სანთლით ხელში საწოლებთან
მივიდა და აუხსნა, რა უფლებით იყო აქ. ისინი, როგორც ჩანს, სულაც არ
მოელოდნენ ამგვარ ახსნა-განმარტებას, რადგან ჯერ კიდევ ნახევრად
მძინარეებს, ლაპარაკის თავი არ ჰქონდათ და მხოლოდ, ყოველგვარი
გაკვირვების გარეშე, გაშტერებულები შესცქეროდნენ კარლს. ორივე
ძალზე ახალგაზრდა იყო, მაგრამ მძიმე შრომისა და გაჭირვებისაგან ნა-
ადრევად დაძაგრული სახე, გაბურძგნილი წვერი, დიდი
ხნის შეუჭრელი აჩეჩილი თმა ხანს მატებდათ; ნამძინარევ, ჩაცვე-
ნილ თვალებს თითებით გულიანად ისრესდნენ.
კარლმა გადაწყვიტა, მათი წუთიერი დაბნეულობით ესარგებლა და
მიმართა: – მე კარლ როსმანი გახლავართ, გერმანელი. რაკი ერთ ოთახს
ვიყოფთ, მითხარით, თუ შეიძლება, რა გქვიათ და რა ეროვნებისა ხართ.
ახლავე მოგახსენებთ, რომ საწოლზე არავითარი პრეტენზია არ მაქვს,
რადგან გვიან მოვედი და, საერთოდ, ძილს არ ვაპირებ. გარდა ამისა, ჩე-
მი სოლიდური ჩაცმულობა ნუ შეგაფიქრიანებთ, სრულიად უქონელი
ვარ და არავითარი პერსპექტივა არ გამაჩნია.
მათგან უფრო ტანმორჩილმა, რომელსაც ჩექმებით ეძინა, ხელე-
ბით, ფეხებითა და მიმიკით მიანიშნა, რომ ყოველივე ეს სრულებით არ
აინტერესებდა და რომ ახლა, საერთოდ, მსგავსი განმარტებების დრო
არ იყო, გადაბრუნდა და მაშინვე ჩაეძინა; მეორე, შავგვრემანიც, ისევ
დაწვა, მაგრამ ვიდრე დაიძინებდა, ზარმაცად გაიშვირა ხელი და უპასუ-
ხა: – ის რობინსონია, ირლანდიელი, მე კი გვარად დელამარში ვარ,
ფრანგი; ახლა კი გთხოვთ, ნუღარ შეგვაწუხებთ. – ეს თქვა თუ არა, კარ-
ლის სანთელს ღონივრად შეუბერა და თავი ბალიშში ჩარგო.

88
«მაშ, ეს საფრთხე ჯერჯერობით არიდებულია, – გაიფიქრა კარლმა
და მაგიდასთან მიბრუნდა. თუ მათი ძილი თავის მოკატუნება არ არის,
მაშინ ყველაფერი რიგზეა. არასასიამოვნოა მხოლოდ, რომ ერთი ირ-
ლანდიელია. კარლს კარგად აღარ ახსოვდა, რომელ წიგნში ჰქონდა შინ
წაკითხული, რომ ამერიკაში ირლანდიელებისაგან თავი შორს უნდა გე-
ჭიროს. ბიძიასთან ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, საუკეთესო შესაძლებ-
ლობა ჰქონდა, გაერკვია, თუ რატომ იყვნენ ირლანდიელები ასე საშიშე-
ბი, მაგრამ რაკი თავი ერთხელ და სამუდამოდ ქუდში დაიგულა, ეს შემ-
თხვევა ხელიდან გაუშვა. ახლა გადაწყვიტა, სანთლის შუქზე, რომელიც
ისევ აანთო, უფრო კარგად დაჰკვირვებოდა ირლანდიელს, და თავისდა
გასაკვირად აღმოაჩინა, რომ ის უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა,
ვიდრე ფრანგი. ჯერ კიდევ შემორჩენოდა ბავშვურად სავსე ლოყები და
ძილში სრულიად უწყინრად იღიმებოდა, რამდენადაც მოშორებით, ფე-
ხის წვერებზე მდგომ კარლს შეეძლო ეს დაენახა.
და მაინც, მტკიცედ გადაწყვიტა, არ დაეძინა, დაჯდა ერთადერთ
სკამზე, რომელიც ოთახში იყო, ჩემოდნის ჩალაგება დროებით გადადო,
რადგან ამისათვის მთელი ღამე წინ ჰქონდა, და ბიბლიის ფურცვლა და-
იწყო, თუმცა არაფერს კითხულობდა. შემდეგ მშობლების ფოტო აიღო
ხელში, რომელზეც ტანმორჩილი მამა გაჯგიმული იდგა, დედა კი მის
წინ, სავარძელში, ოდნავ უკან გადაწოლილიყო. მამას ცალი ხელი სა-
ვარძლის ზურგზე ედო, მეორე კი, მუშტად შეკრული – ილუსტრირებულ
წიგნზე, რომელიც გვერდით, პატარა ინკრუსტირებულ მაგიდაზე იყო გა-
დაშლილი. მეორე ფოტოც ჰქონდა, მშობლებთან ერთად გადაღებული.
დედა და მამა მკაცრად შესცქეროდნენ მას, თვითონ კი, როგორც ფო-
ტოგრაფმა დაარიგა, აპარატში იყურებოდა. მაგრამ ის ფოტო თან არ წა-
მოუღია.
ამიტომ გულდასმით აკვირდებოდა ამ ფოტოს, რომელიც მის წინ
იდო, სხვადასხვა რაკურსიდან, და
ცდილობდა, მამის მზერა დაეჭირა. მაგრამ, საითაც არ გადააადგი-
ლა სანთელი, მამის თვალები ვერ გააცოცხლა. არც მისი სქელი, სწორი

89
ულვაშები ჰგავდა ნამდვილს – ეს ცუდი ფოტო იყო. მამისაგან განსხვავე-
ბით, დედა უკეთესად იყო გამოსახული, გაბუტული ტუჩებით, თითქოს
ვიღაცამ აწყენინაო, გაღიმებას ცდილობდა. კარლს მოეჩვენა, რომ ეს
თვალში საცემი იქნებოდა ყველასათვის, ვინც კი ამ ფოტოს დახედავდა,
მაგრამ მეორე წუთში გადაწყვიტა, ამ შთაბეჭდილების სიცხოველე მე-
ტისმეტად ძლიერი და თითქმის წინააღმდეგობრივი იყო. რა უცილობე-
ლი დამაჯერებლობით ძალუძს ფოტოგრაფიას გადმოსცეს მასზე აღ-
ბეჭდილი ადამიანების იდუმალი გრძნობები! და ცოტა ხნით სურათს
თვალი მოსწყვიტა. როცა მიუბრუნდა, დედის ხელი მოხვდა თვალში, წი-
ნა პლანზე სავარძლის სახელურზე გადმოდებული – რა ახლოს იყო სა-
კოცნელად! გაიფიქრა, ცუდი არ იქნებოდა, თუ მშობლებს მისწერდა, რა-
საც ასე სთხოვდნენ დედაცა და მამაც (და მამა ბოლოს, დაჟინებით, ჰამ-
ბურგში). მართალია, მაშინ, იმ საშინელ საღამოს, როცა დედამ ფანჯა-
რასთან ამერიკაში გამგზავრების შესახებ ამცნო, სამუდამოდ დაიფიცა,
რომ არასოდეს მისწერდა მათ წერილს, მაგრამ განა რას ნიშნავს გამო-
უცდელი ყმაწვილის ფიცი ახალ გარემოებებში! ასევე გულმხურვალედ
შეეძლო მაშინ დაეფიცა, რომ ამერიკაში ყოფნის ორი თვის თავზე ამე-
რიკის სახალხო ლაშქრის გენერალი გახდებოდა, სინამდვილეში კი ნიუ-
იორკის გარეუბნის სასტუმროს სხვენში ამოყო თავი ორ ბოგანოსთან
ერთად, და თან არ შეუძლია არ აღიაროს, რომ მისი ადგილი სწორედ აქ
არის. ღიმილით დახედა კიდევ ერთხელ მშობლების სახეებს, თითქოს
ცდილობდა გაეგო, აქვთ კი მათ კიდევ ვაჟიშვილისაგან წერილის მიღე-
ბის სურვილი?
სურათის თვალიერებისას მალე იგრძნო, რომ გაუჭირდებოდა თეთ-
რად გაეთენებინა მთელი ღამე. სურათი ხელიდან გაუვარდა, შემდეგ
ზედ ლოყა დაადო, მისი სიგრილე ეამა და ტკბილად ჩაეძინა.
დილით იღლიაში მოღიტინებამ გააღვიძა. ასეთი ფამილარობის
უფლება ფრანგმა მისცა თავს. მაგრამ ირლანდიელიც მის გვერდით იდ-
გა მაგიდასთან და ორივე არანაკლები ცნობისმოყვარეობით ათვალიე-
რებდა, ვიდრე კარლი მათ ღამით. კარლს არ გაჰკვირვებია, რომ მათ ად-

90
გომაზე არ გაეღვიძა; ეტყობა, ყოველგვარი ბოროტი ზრახვების გარეშე,
ჩუმად ადგნენ – რადგან მას ღრმად ეძინა, და არც მათ ჩაცმასა და დაბა-
ნას გამოუწვევია დიდი ხმაური.
ერთმანეთს წესისა და რიგის მიხედვით, ერთგვარი ოფიციალურო-
ბითაც კი მიესალმნენ, და კარლმა შეიტყო, რომ ორივე მანქანის ზეინკა-
ლი ყოფილა, კარგა ხანია ნიუ-იორკში ეძებენ სამუშაოს, მაგრამ ამაოდ,
და ამიტომაც ტანსაცმელი გვარიანად შემოსცვეთიათ. ამის დასამტკი-
ცებლად რობინსონმა პიჯაკი გაიხსნა, რომლის ქვეშ პერანგი არ ეცვა,
თუმცა ეს ისედაც შესამჩნევი იყო, რადგან საყელო თავისუფლად ქანა-
ობდა კისერზე და უკან, პიჯაკზე ჰქონდა მიმაგრებული. ისინი ნიუ-იორ-
კიდან ორი დღის სავალზე, პატარა ქალაქ ბატერფორდში აპირებდნენ
წასვლას, სადაც, როგორც ამბობდნენ, სამუშაოს შოვნა იყო შესაძლებე-
ლი. ორივე თანახმა იყო, კარლიც მათ გაჰყოლოდა, და თან დაჰპირ-
დნენ, რომ ჯერ ერთი, დროდადრო ჩემოდნის ტარებაში წაეშველებოდ-
ნენ, და მეორეც, თუკი სამუშაოს იშოვიდნენ, კარლისათვის შეგირდის
ადგილს გაახერხებდნენ, რაც სამუშაოს შოვნის შემთხვევაში ძნელი არ
უნდა ყოფილიყო. კარლმა დათანხმებაც ვერ მოასწრო, რომ ორივემ მე-
გობრულად ურჩია, ეს კოხტა კოსტიუმი თავიდან
მოეშორებინა, რადგან ის სამუშაოს ძებნისას ხელს შეუშლიდა. ამ
სახლში სწორედ კარგი შესაძლებლობა იყო საამისოდ – მოახლე ქალი
ტანსაცმლით ვაჭრობდა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მი-
ეღო, რომ კოსტიუმის გახდაში დაეხმარნენ და სასწრაფოდ გააქანეს.
როცა მარტო დარჩენილი, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი კარლი თავის
ძველ სამგზავრო კოსტიუმს ნელა იცვამდა, თავს საყვედურობდა კოს-
ტიუმის გაყიდვის გამო, რომელიც მას შეგირდის ადგილის შოვნაში ალ-
ბათ მართლაც შეუშლიდა ხელს, მაგრამ უფრო წესიერი სამსახურის მო-
საძებნად გამოადგებოდა, და კარი გამოაღო, რათა ორივე უკან მოებრუ-
ნებინა, მაგრამ დაბრუნებულებს კარშივე შეეჯახა, კოსტიუმის საფასური
ნახევარი დოლარი მაგიდაზე დაუგდეს, თან სახის გამომეტყველებაზე

91
აშკარად ეტყობოდათ, რომ გარიგება მათთვის სარფიანი გამოდგა და
გვარიანი მოგებაც ჩაიჯიბეს.
გამოკიდების დროც აღარ იყო – ოთახში მოახლე შემოვიდა, წუხან-
დელივით ნამძინარევი, და სამივეს დერეფანში ერეკებოდა, იმ საბაბით,
რომ ოთახი ახალი მდგმურებისათვის უნდა მოემზადებინა. მაგრამ,
მდგმურები, რა თქმა უნდა, არაფერ შუაში იყვნენ, დედაბერი სიბრაზი-
საგან მოქმედებდა ასე. კარლი, რომელიც სწორედ თავისი ჩემოდნის
მოწესრიგებას აპირებდა, ენაჩავარდნილი უყურებდა, როგორ ყრიდა ქა-
ლი ორივე ხელით მის ნივთებს ჩემოდანში, თითქოს მის წინ პირუტყვე-
ბი იყვნენ, რომლებიც უნდა დაეტუქსა. ორივე ზეინკალი მოახლეს გარ-
შემო უტრიალებდა, ხან კაბის ბოლოზე მოჰქაჩავდნენ, ხან მხარზე ურ-
ტყამდნენ ხელს, მაგრამ თუ ფიქრობდნენ, ამით კარლს დაეხმარებოდ-
ნენ, მათი მცდელობა სრულიად ამაო იყო. როცა ქალმა ჩემოდანი დახუ-
რა, კარლს ხელში მიაჩეჩა, ზეინკლები თავიდან მოიშორა და სამივე
ოთახიდან გამოყარა, თან დაემუქრა, ურჩობის შემთხვევაში ყავის გარე-
შე დაგტოვებთო. ქალს, ეტყობა, სულ გადაავიწყდა, რომ კარლს თავი-
დან ზეინკლებთან საერთო არაფერი ჰქონდა, და სამივეს ერთ ბანდასა-
ვით ეპყრობოდა. რაკი ზეინკლებმა მიჰყიდეს მას კარლის ტანსაცმელი,
ამით ხომ დაუმტკიცეს, რომ ერთნი არიან.
დერეფანში კარგა ხანს მოუწიათ წინ და უკან სიარული, ფრანგმა
კარლს ხელი გამოსდო, განუწყვეტლივ ილანძღებოდა, პატრონს ცემით
ემუქრებოდა, თუ ჩარევას გაბედავდა და თან, თითქოს საამისოდ ემზა-
დებაო, მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა. ბოლოს პატარა ბიჭი გამოჩნდა,
რომელიც ფეხის წვერებზე შედგა, რომ ფრანგისათვის ყავის ქეთლი მი-
ეწოდებინა. სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ქეთლი იყო და ბიჭს ვერ გა-
აგებინეს, რომ კიდევ ორი ჭიქა უნდა მოეტანა. ამიტომ რიგრიგობით
სვამდნენ – ერთი სვამდა და ორი უცდიდა. კარლს არ უნდოდა დაელია,
მაგრამ თანამეინახეებისათვის რომ არ ეწყენინებინა, როცა მისი რიგი
მოვიდა, ქეთლი უნდომლად მიიტანა ტუჩებთან.

92
გამომშვიდობებისას ირლანდიელმა ქეთლი მეტლახის იატაკზე და-
ანარცხა. სასტუმროდან შეუმჩნევლად გავიდნენ და დილის სქელ, მოყ-
ვითალო ნისლს შეერივნენ. გზის პირას გვერდიგვერდ უხმოდ მიაბიჯებ-
დნენ; კარლი თავის ჩემოდანს მიათრევდა, ის ორი ალბათ მხოლოდ მა-
შინ შეეშველებოდა, თუ სთხოვდა დროდადრო ნისლიდან ავტომობილი
გამოვარდებოდა, სამივე მოაბრუნებდა თავს და თვალს აყოლებდა უმე-
ტესად უზარმაზარ მანქანებს, რომლებიც ისე სწრაფად გაუჩინარდე-
ბოდნენ ხოლმე, რომ შეუძლებელი იყო თვალის შესწრება, ისხდნენ თუ
არა შიგ მგზავრები. მალე ფურგონების კოლონები
გამოჩნდა, რომლებსაც ნიუ-იორკში სურსათი მიჰქონდათ და ხუთ
რიგად გზის მთელ სიგანეზე ისე მჭიდროდ მისდევდნენ ერთმანეთს,
რომ ქუჩას ვერავინ გადაჭრიდა. ზოგ ადგილას გზა ფართოვდებოდა და
მოედანს წარმოქმნიდა, რომლის შუაგულში, შემაღლებულ პოსტზე, პო-
ლიციელი დააბიჯებდა, რათა ყველაფრისთვის თვალყური ედევნებინა
და კვერთხის მეშვეობით ცენტრალურ მაგისტრალსა და მის შენაკად ქუ-
ჩებზე მოძრაობა ემართა, რომელიც შემდეგ მოედანსა და შემდეგ პოლი-
ციელამდე მეთვალყურეობის გარეშე მიედინებოდა, მაგრამ ყურადღე-
ბიანი და მშვიდი მეეტლეებისა და მძღოლების წყალობით, თავის კალა-
პოტში რჩებოდა. ყველაფერზე მეტად კარლს ეს სიმშვიდე აკვირვებდა.
უდარდელი საკლავის ბღავილი რომ არა, მხოლოდ ფლოქვების თქა-
რათქური და საბურავების შიშინი თუ დაარღვევდა ამ სიჩუმეს. ამასთან,
მოძრაობის სიჩქარე ყოველთვის თანაბარი როდი იყო. როცა ზოგიერთ
მოედანზე გვერდითი ქუჩებიდან ტრანსპორტის ნაკადის მოზღვავების
გამო აუცილებელი ხდებოდა მნიშვნელოვანი გადანაწილება, მთელი
რიგები კუს ნაბიჯით მიიწევდნენ წინ, მაგრამ მალე კვლავ მოსწყდებოდ-
ნენ ადგილს და ელვისებური სისწრაფით მიქროდნენ, ვიდრე ცოტა ხან-
ში, თითქოს ერთი საერთო მუხრუჭის ძალით, კვლავ არ შედგებოდნენ.
ამასთან, ქვაფენილს მტვრის ერთი ნაწილაკიც კი არ ასდიოდა, მთელი
ეს ქარავანი გამჭვირვალე ჰაერში მოძრაობდა. არც ერთი ფეხით მოსია-
რულე, ბაზრის მოვაჭრე ქალი არ მიუყვებოდა ფეხით შარაგზას, რო-

93
გორც ეს კარლის სამშობლოში იყო; მაგრამ აქა-იქ გამოჩნდებოდნენ დი-
დი, დაბალი ავტომობილები, საიდანაც ოცამდე ქალი, ზურგზე მოკიდე-
ბული კალათებით, – ალბათ ბაზრის მოვაჭრე ქალები, – კისერწაგრძე-
ლებული ადევნებდა თვალს მოძრაობას, იმის იმედით, რომ უფრო
სწრაფად წაიწევდნენ წინ. მსგავს ავტომობილებზე, რომლებიც წარწე-
რებით იყო აჭრელებული, ჯიბეებში ხელებჩაყოფილი მამაკაცები მიდი-
მოდიოდნენ. ერთ-ერთი ასეთი წარწერის ამოკითხვისას გაკვირვებულ-
მა კარლმა წამოიძახა: – ვქირაობთ მტვირთავებს იაკობის გადამზიდი
კანტორისათვის, – მანქანა სწორედ ნელა მიდიოდა, და მის საფეხურზე
მდგომმა კაფანდარა, მოხრილმა, მარდმა კაცმა სამ მსტოვარს ასვლა
შესთავაზა. კარლი ზეინკლებს ამოეფარა, თითქოს იქ ბიძამისი შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო და დაენახა. გაუხარდა, მისმა ორივე თანამგზავრმაც
რომ უარი თქვა მიპატიჟებაზე, ოღონდ, ცოტა არ იყოს, არ მოეწონა მათი
სახის გამომეტყველება. ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ბიძიასთან სამსა-
ხური მათი საკადრისი არ არის. მაშინვე მიანიშნა ამაზე, თუმცა, ცხადია,
არა აშკარად, რის შემდეგაც დელამარშმა სთხოვა, თავი შეეკავებინა
ისეთ საქმეებში ჩარევისაგან, რომლებიც არ ესმოდა; მუშების დაქირა-
ვების ამგვარი ხერხი წმინდა წყლის თაღლითობაა და, საერთოდ, იაკო-
ბის ფირმას მთელ შეერთებულ შტატებში სახელი აქვს გატეხილიო.
კარლმა არაფერი უპასუხა, მაგრამ ამ წუთიდან ირლანდიელს მიეკედ-
ლა, თან სთხოვა, ჩემოდნის ტარებაში შეშველებოდა, რაც მან მხოლოდ
თხოვნის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ ინება. მაგრამ განუწყვეტ-
ლივ წუწუნებდა ჩემოდნის სიმძიმის გამო, ვიდრე არ გამოირკვა, რომ ჩე-
მოდანს თურმე მხოლოდ ვერონული სალიამი ამძიმებდა, რომელსაც,
როგორც ჩანს, სასტუმროშივე დაადგა თვალი. კარლმა ამოათრია თუ
არა ძეხვი, მას მაშინვე ფრანგი დაეპატრონა, თავისი ხანჯლისმაგვარი
დანით გაუსწორდა და თითქმის მთლიანად მარტომ გადასანსლა. რო-
ბინსონმა რამდენიმე პატარა ნაჭერი მოინადირა, კარლს კი, რომელსაც
ჩემოდანი შერჩა ისევ სატარებლად, – თორემ შარაგზაზე მოუწევდა მისი
დატოვება, – საერთოდ არაფერი ერგო, თითქოს წინასწარ ჰქონდა თავი-

94
სი წილი განაღდებული. მას არ უნდოდა ისე დაწვრილმანებულიყო, რომ
ერთი ნაჭრისთვის დაეწყო ღრეჯა, მაგრამ ბოღმა ყელში მოაწვა.
ნისლი უკვე გაიფანტა, შორს მაღალი ქედი ამოჩნდა, რომლის და-
ტალღული ზურგი კიდევ უფრო შორეულ მზის ჯანღში იკარგებოდა.
გზის გასწვრივ ცუდად დამუშავებული მინდვრები გაწოლილიყო, რომ-
ლებიც შავად შებოლილ დიდ ფაბრიკებს ეკვროდნენ გარს. აქა-იქ უწეს-
რიგოდ გაშენებული საარენდო სახლების ფანჯრებში მრავალფეროვა-
ნი განათება ციმციმებდა, და პატარა აივნებზე ქალები და ბავშვები ფუს-
ფუსებდნენ, რომლებსაც ხან ჩამოეფარებოდა, ხან კი ისევ გამოაჩენდა
გარშემო გაკიდებული დილის ნიავზე აფრიალებული და იალქნებივით
გაბერილი სარეცხი. თუ სახლებს მოაშორებდით მზერას, ჰაერში მო-
ლივლივე ტოროლებს დაინახავდით, უფრო ქვემოთ კი მერცხლებს,
რომლებიც თითქმის მგზავრების თავზე კრავდნენ ირაოს.
ბევრი რამ აგონებდა კარლს სამშობლოს და არ იცოდა, სწორად იქ-
ცეოდა თუ არა, ნიუ-იორკს რომ ტოვებდა და ქვეყნის სიღრმეში მიემ-
გზავრებოდა. ნიუ-იორკში ზღვაა და ნებისმიერ დროს – სამშობლოში
დაბრუნების შესაძლებლობა. ამიტომ შეჩერდა და თანამგზავრებს გა-
ნუცხადა, რომ ნიუ-იორკში სურდა დაბრუნება. და როცა დელამარში, უბ-
რალოდ, მის ძალად წაყვანას შეეცადა, არ წაჰყვა და უთხრა, ჩემი თავი
მე მეკუთვნის და უფლება მაქვს, თავად მივიღო გადაწყვეტილებაო. აქ
ირლანდიელი ჩაერია და შეეცადა აეხსნა, ბატერფორდი ნიუ-იორკზე გა-
ცილებით უკეთესიაო. მხოლოდ ბევრი თხოვნის შემდეგ შეძლეს მისი
დაყოლიება. და მაინც, იქამდე არ დაიძრა ადგილიდან, ვიდრე თავი არ
დაირწმუნა, რომ მისთვის მართლაც უმჯობესია ისეთ ქალაქში ყოფნა,
საიდანაც სამშობლოში დაბრუნება არც ისე ადვილია. იქ ნამდვილად
უკეთესად იმუშავებს და წაიწევს წინ, რადგან უსარგებლო ფიქრები არ
შეაწყენენ თავს. და ახლა ის მიუძღოდა წინ ორივეს, ისინიც ისე გახარე-
ბულები იყვნენ მისი ამგვარი მონდომებით, რომ უსიტყვოდ ენაცვლე-
ბოდნენ ჩემოდნის ტარებაში, კარლს კი ვერაფრით გაეგო, მაინც რით
მიანიჭა მათ ასეთი სიხარული. გზა აღმართ-აღმართ მიდიოდა და დრო-

95
დადრო რომ შეჩერდებოდნენ და უკან მოიხედავდნენ, თვალწინ ნიუ-
იორკისა და მისი ნავსადგურის პანორამა გადაეშლებოდათ, რომელიც
სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა. ხიდი, ნიუ-იორკს ბრუკლინთან
რომ აკავშირებდა, მსუბუქად ეკიდა ისტ-რივერის თავზე, და თვალის მო-
ჭუტვაზე თითქოს ირწეოდა. მოძრაობა მასზე არ ჩანდა, მის ქვემოთ კი
უსიცოცხლოდ გაწოლილიყო წყლის გლუვი ზოლი. ეს ორი გიგანტ-ქა-
ლაქი ცარიელი და უმაქნისი ჩანდა. დიდ და პატარა სახლებს შორის
თითქოს განსხვავება არ იყო. ქუჩების უხილავ სიღრმეში ალბათ ცხოვ-
რება თავისი გზით მიედინებოდა, მაგრამ მათ თავზე არაფერი ჩანდა,
გარდა მსუბუქი ბუღისა, რომელიც არ იძვროდა, თუმცა თითქოს ადვი-
ლად შეიძლებოდა მისი გაფანტვა. ნავსადგურებშიც კი, რომლებიც უდი-
დესი იყო მსოფლიოში, სიჩუმეს დაესადგურებინა, და მხოლოდ აქა-იქ,
ალბათ უფრო ადრინდელი შთაბეჭდილების გავლენით, ილანდებოდა
გემი, რომელიც მოკლე მანძილზე გადაადგილდებოდა. დიდხანს არც ეს
ხილვა გრძელდებოდა, მალევე იკარგებოდა თვალთაგან და აღარ ბრუნ-
დებოდა.
მაგრამ დელამარში და რობინსონი, ჩანს, გაცილებით მეტს ხედავ-
დნენ, მარცხნივ და მარჯვნივ უთითებდნენ, ხელებით იმეორებდნენ მო-
ედნებისა და პარკების მოხაზულობას, რომლებსაც სახელებით იხსენი-
ებდნენ. ვერ გაეგოთ, რომ კარლს, რომელმაც ორ თვეზე მეტი დაყო ნიუ-
იორკში, თითქმის არაფერი ენახა, გარდა ერთი ქუჩისა. და დაჰპირდნენ,
თუ ბატერფორდში საკმარის ფულს იშოვიდნენ, მასთან ერთად წავი-
დოდნენ ნიუ-იორკში და ყველა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერები-
ნებდნენ, და, რა თქმა
უნდა, განსაკუთრებით იმ ადგილებს, სადაც თავდავიწყებამდე შეიძ-
ლება გართობა. ამის შემდეგ რობინსონმა მთელი ხმით წამოიწყო სიმ-
ღერა, დელამარშმა კი ტაში ააყოლა; კარლმა ამ სიმღერაში მშობლიური
ოპერეტის მელოდია ამოიცნო, რომელიც ახლა ინგლისური ტექსტით
უფრო მოეწონა, ვიდრე სახლში ოდესმე მოსმენილი. ეს იყო პატარა წარ-
მოდგენა ღია ცის ქვეშ, რომელშიც სამივე მონაწილეობდა, ოღონდ მათ

96
ფერხთით გაწოლილმა ქალაქმა, თითქოსდა ამ მელოდიაზე რომ ერ-
თობოდა, ამის შესახებ არაფერი უწყოდა.
ერთხელ კარლმა იკითხა, სად მდებარეობდა იაკობის საწყობები, და
მაშინვე დელამარშისა და რობინსონის ერთსა და იმავე თუ ერთმანეთი-
საგან მრავალი მილით დაშორებული წერტილისაკენ გაშვერილი საჩვე-
ნებელი თითები დაინახა. გზა რომ გააგრძელეს, კარლმა ისევ იკითხა,
როდის შეძლებდნენ ყველაზე ადრე საკმარისი ფულით ნიუ-იორკში
დაბრუნებას. დელამარშმა უპასუხა, ეს ერთ თვეში სრულიად შესაძლე-
ბელია, რადგან ბატერფორდში მუშახელის ნაკლებობაა და მაღალი
ანაზღაურებაო. რა თქმა უნდა, ფულს საერთო ყულაბაში შეინახავენ,
რათა შემთხვევითი განსხვავება გასამრჯელოში მეგობრულად გაათა-
ნაბრონ. საერთო ყულაბა კარლს მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდა, თუმ-
ცა შეგირდის პოსტზე ის, ცხადია, ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე გა-
მოცდილი მუშები. გარდა ამისა, რობინსონმა დაუმატა, თუ ბატერფორ-
დში ვერ ვიშოვით სამუშაოს, ცხადია, გზის გაგრძელება მოგვიწევს, რათა
ან მოჯამაგირეებად დავდგეთ, ან კალიფორნიაში წავიდეთ ოქროს საბა-
დოებზე სამუშაოდო, რაც, რობინსონის დაწვრილებითი მონათხრობი-
დან გამომდინარე, მისი ყველაზე სანუკვარი მიზანი იყო.
– მაშინ რისთვის გახდით ზეინკალი, თუ ახლა ოქროს საბადოებზე
აპირებთ მუშაობას? – ჰკითხა კარლმა, რომელიც ასეთი შორი და ხიფა-
თიანი მოგზაურობის პერსპექტივით ვერ მოიხიბლა.
– ზეინკალი რისთვის გავხდი? – კითხვა შეუბრუნა რობინსონმა, – რა
თქმა უნდა, არა იმისათვის, რომ შიმშილით მოვკვდე. ოქროს საბადოებ-
ზე მშვენიერი ანაზღაურებაა.
– იყო ოდესღაც, – თქვა დელამარშმა.
– ახლაც ასეა, – მიუგო რობინსონმა და გაიხსენა ბევრი გამდიდრებუ-
ლი ნაცნობი, რომლებიც ახლაც იქ არიან და თითის თითზე დაკარება
აღარ სჭირდებათ, მაგრამ ძველი მეგობრობის ხათრით, ცხადია, მასაც
და მის თანამგზავრებსაც დაეხმარებიან გამდიდრებაში.

97
– ჩვენ ბატერფორდშივე შევეცდებით სამუშაოს შოვნას, – თითქოს
კარლის აზრები ამოიკითხაო დელამარშმა, მაგრამ მისი სიტყვები არც
ისე იმედიანად ჟღერდა.
მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ ერთ
სასტუმროში, სადაც გარეთ, რკინის მაგიდასთან, როგორც კარლს მოეჩ-
ვენა, ნახევრად უმი ხორცით გაუმასპინძლდნენ, რომელსაც დანა-ჩან-
გლით კი ვერ ჭრიდნენ, არამედ გლეჯდნენ. ცილინდრული ფორმის პუ-
რებში გრძელი დანები იყო
ჩარჭობილი. ამ სადილთან მუქი ფერის სასმელი მოართვეს, რომე-
ლიც ყელს წვავდა. თუმცა დელამარშსა და რობინსონს მოეწონათ, რამ-
დენჯერმე თავიანთი სურვილების ასრულების სადღეგრძელოც დალი-
ეს და ჭიქებიც მიუჯახუნეს ერთმანეთს. მეზობელ მაგიდასთან მუშები
ისხდნენ, რომლებსაც კირით შეთხუპნული ბლუზები ეცვათ და ისეთსა-
ვე სითხეს შეექცეოდნენ. გზაზე უამრავი ავტომობილი მიქროდა და მა-
გიდებს მტვრის ღრუბელში ხვევდა. ხელიდან ხელში გადადიოდა დიდი
გაზეთის ფურცლები, აღელვებულები ლაპარაკობდნენ მშენებელი მუ-
შების გაფიცვაზე და ხშირად ისმოდა გვარი მაკი. კარლმა გაიკითხა და
შეიტყო, რომ ეს მისი ნაცნობი მაკის მამა ყოფილა, ნიუ-იორკის უმსხვი-
ლესი სამშენებლო კომპანიის მენარდე. გაფიცვას მისთვის მილიონო-
ბით ზარალი მიუყენებია და მის კომპანიას გაკოტრებითაც ემუქრებო-
და. კარლის აზრით, ამ მითქმა-მოთქმის არც ერთი სიტყვა არ იყო სარ-
წმუნო, და ის მხოლოდ ცუდად ინფორმირებული, არაკეთილმოსურნე
ადამიანების მიერ იყო აგორებული.
კარლს ეს სადილი იმის გამოც ჩამწარდა, რომ სრულიად გაურკვევე-
ლი იყო, როგორ უნდა გადაეხადათ მისი საფასური. ყველაზე ბუნებრივი
იქნებოდა, თუ თითოეული თავის წილს გადაიხდიდა, მაგრამ დელამარ-
შმა და რობინსონმა იქამდე გაკვრით ახსენეს, რომ უკანასკნელი კაპიკე-
ბი ბოლო ღამისსათევში დატოვეს. საათი, ბეჭედი ან რაიმე სხვა გასას-
ხვისებელი ნივთი არც ერთს არ გააჩნდა. კარლიც ხომ ვერ უსაყვედუ-
რებს, რომ მისი ტანსაცმლის გაყიდვით რაღაც მოგება ნახეს, ასეთი შე-

98
ურაცხყოფა ხომ სამუდამო განხეთქილებას გამოიწვევს. მაგრამ ყველა-
ფერზე გასაკვირი ის იყო, რომ არც დელამარშსა და არც რობინსონს გა-
დახდის საკითხი თითქოს სულაც არ ადარდებდა, უფრო მეტიც, მშვენი-
ერ ხასიათზე იყვნენ, მიმტან ქალს ელაზღანდარებოდნენ, რომელიც
თავაწეული, მძიმედ დააბიჯებდა მაგიდებს შორის. შუბლსა და ლოყებ-
ზე ჩამოყრილ გაშლილ თმას მალ-მალე ხელით ისწორებდა. ბოლოს
მათთან მივიდა და როცა მისგან ტკბილი სიტყვის გაგონებას ელოდნენ,
ორივე ხელი მაგიდაზე დააწყო და იკითხა: – ვინ გადაიხდის? – არასო-
დეს ყოფილა ხელების მოძრაობა ისეთი სწრაფი, როგორიც იმ წუთს დე-
ლამარშისა და რობინსონისა, როცა ორივემ ერთდროულად კარლზე მი-
უთითა. კარლი არ შემკრთალა, რადგან ამას წინასწარვე გრძნობდა, და
არაფერს ცუდს არ ხედავდა იმაში, რომ ამხანაგებმა, რომელთაგანაც
ისიც მოელოდა გარკვეულ სამსახურს, მას ეს მცირე ხელგაშლილობა
დააკისრეს, თუმცა გაცილებით წესიერი საქციელი იქნებოდა, თუ ამაზე
წინასწარ მოილაპარაკებდნენ, და კარლს ფაქტის წინაშე არ დააყენებ-
დნენ. უხერხული მხოლოდ ისაა, რომ საიდუმლო ჯიბიდან მოუწევს ფუ-
ლის ამოღება. თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, ფული უკიდურე-
სი შემთხვევისათვის შემოენახა და ამრიგად, ჯერჯერობით თავი ამხა-
ნაგებთან თანაბარ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. იმ უპირატესობას,
რომელიც ამ ფულის წყალობით, და რაც მთავარია, ამხანაგებისაგან მი-
სი დამალვის წყალობით გააჩნია, სავსებით აწონასწორებს ის გარემო-
ება, რომ ისინი ბავშვობიდანვე ამერიკაში ცხოვრობდნენ, საკმარის
ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდნენ სამუშაოს მოსაძებნად, დაბო-
ლოს, არ იყვნენ ჩვეულნი ახლანდელზე უკეთეს პირობებში ცხოვრებას.
კარლის უწინდელ მოსაზრებებს ფულის თაობაზე ეს გადახდა თავისთა-
ვად დიდად არ შეუშლის ხელს. მეოთხედი დოლარი, ბოლოს და ბო-
ლოს, ხომ არ დააქცევს, დადებს მონეტას მაგიდაზე და განაცხადებს,
რომ სულ ესაა მთელი მისი ავლა-დიდება, და მზად არის, გაიღოს ის ბა-
ტერფორდში ერთად გასამგზავრებლად. ფეხით სიარულის პირობებში
ეს თანხა სრულიად საკმარისი იქნება. ოღონდ ზუსტად არ იცოდა, საკ-

99
მარისად ჰქონდა თუ არა წვრილი ფული, გარდა ამისა, ეს ხურდაც და
ბანკნოტებიც სადღაც
საიდუმლო ჯიბის სიღრმეშია და ვერ ამოძებნის, თუ ყველაფერს მა-
გიდაზე არ ამოაპირქვავებს. თანაც, სულაც არ არის საჭირო, ამხანაგებმა
ამ საიდუმლო ჯიბის შესახებ შეიტყონ რაიმე. საბედნიეროდ, მათ ახლა
მიმტანი ქალი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, თუ როგორ აკოწიწებს
კარლი გადასახდელ ფულს. დელამარშმა ანგარიშის გამოწერის საბა-
ბით ქალი რობინსონთან ერთად ალყაში მოიქცია, ის კი, აბეზარების
მოსაგერიებლად, ხან ერთს გაუწევდა გაშლილი ხელით სახეს იქით, ხან
– მეორეს. ამასობაში დაძაბულობისაგან გახვითქული კარლი მაგიდის
ქვეშ შეყოფილი ხელით საიდუმლო ჯიბიდან თითო-თითოდ ამოღებულ
წვრილ ფულს მეორე ხელში იგროვებდა. ბოლოს, თუმცა ამერიკულ
ფულს ჯერ კარგად არ იცნობდა, მონეტების რაოდენობის მიხედვით გა-
დაწყვიტა, რომ ეს თანხა საკმარისი იქნებოდა და მაგიდაზე დაყარა. მო-
ნეტების წკრიალმა მეგობრებს მაშინვე შეაწყვეტინა ღლაბუცი. კარლის
შესაცბუნებლად და ყველას გასაოცრად აღმოჩნდა, რომ მაგიდაზე მთე-
ლი დოლარი ეყარა. მართალია, არავის უკითხავს, რატომ არაფერი
თქვა აქამდე ამ ფულზე, რომელიც ბატერფორდში რკინიგზით გასამ-
გზავრებლად სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ კარლმა ძალზე
უხერხულად იგრძნო თავი. ანგარიშის გასწორების შემდეგ დარჩენილი
ხურდა ნელა შეაგროვა, დელამარშმა კი მისი ხელიდან კიდევ ერთი მო-
ნეტა აიტაცა, რათა მიმტანი ქალისათვის გასამრჯელო გადაეხადა, და
ცალი ხელი ქალს წელზე მოხვია, მეორით კი ფული მიაწოდა.
კარლი მათი მადლობელი იყო, რომ გზად ფულზე სიტყვაც არ დაუძ-
რავთ, და ერთი პირობა კიდევაც იფიქრა, გამოეჩინა მათთვის მთელი
თავისი ქონება, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შესაფერისი შემთხვევა არ
მიეცა. საღამოხანს ერთ ნაყოფიერ სოფლამდე ჩააღწიეს. გადაჭიმული
ტრიალი მინდვრები თავისი ახლად ამწვანებული ბალახით დაბალ
ბორცვებს ეფინებოდა; გზის პირას მდიდრული კარ-მიდამოები იყო ჩა-
რიგებული, საათობით მიაბიჯებდნენ ბაღების მოოქრულ მესრებს შო-

100
რის, რამდენჯერმე გადაკვეთეს ერთი და იგივე ნელი მდინარე, მათ თავ-
ზე დაკიდებულ ვიადუკებზე კი გრიალით მიქროდნენ მატარებლები.
ის იყო, მზე შორეული ტყეების სწორი კიდის იქით ჩაეშვა, რომ ზე-
განზე, პატარა ჭალაკის შუაგულში, მწვანე მოლზე დაეშვნენ, რათა გრძე-
ლი გზის შემდეგ სული მოეთქვათ. რობინსონი და დელამარში ნებივ-
რად გაიშოტნენ, წამომჯდარი კარლი კი რამდენიმე მეტრით დაშორე-
ბულ საავტომობილო გზას გასცქეროდა, რომელზეც მთელი დღის გან-
მავლობაში განუწყვეტლივ მიქროდნენ ავტომობილების შემხვედრი ნა-
კადები, თითქოს ზუსტად ერთი და იმავე რაოდენობით რომელიღაც შო-
რეთიდან გამოგზავნილებს, იმავე რაოდენობით ელოდნენ სადღაც მე-
ორე შორეთში. დილიდან მოყოლებული, მთელი დღის განმავლობაში,
კარლს არ დაუნახავს, რომ რომელიმე მანქანა გაჩერებულიყო და იქი-
დან მგზავრი გადმოსულიყო.
რობინსონმა წამოაყენა წინადადება, აქ გაეთიათ ღამე, რადგან ძა-
ლიან დაღლილები იყვნენ, დილით კი ადრე გასდგომოდნენ გზას; ბო-
ლოს და ბოლოს, დაღამებამდე მაინც ვერ იშოვიდნენ უფრო იაფ და მო-
ხერხებულ ადგილს ღამის გასათევად. დელამარში დაეთანხმა, მხო-
ლოდ კარლმა თავი მოვალედ ჩათვალა, ეთქვა, რომ საკმარისი ფული
ჰქონდა, რათა სასტუმროში სამივესათვის გადაეხადა ღამის
გასათევი. დელამარშის აზრით, ფული ჯერ კიდევ გამოადგებოდათ
და სჯობდა, კარგად შეენახა. ის სულაც არ მალავდა, რომ კარლის ფულ-
ზე ეჭირათ თვალი. რაკი რობინსონის პირველი წინადადება გავიდა, ახ-
ლა განაცხადა, ცუდი არ იქნება, თუ დაძინებამდე ძალ-ღონის მოსაკრე-
ბად წავიხემსებთ და დილისათვის მოვმაგრდებითო; ამისათვის ერთ-
ერთ მათგანს რაიმე უნდა მოეტანა სასტუმროდან, რომლის განათებუ-
ლი რეკლამა, – «სასტუმრო ოქსიდენტალი», – იქვე ახლოს ჩანდა შარაგ-
ზაზე. რაკი კარლი ყველაზე უმცროსი იყო, თან არც სურვილი გამოუთ-
ქვამს რომელიმეს, უყოყმანოდ შესთავაზა მეგობრებს თავისი სამსახუ-
რი, და როგორც კი მათგან შაშხის, პურისა და ლუდის შეკვეთა მიიღო,
სასტუმროსაკენ გაემართა.

101
ჩანს, ახლოს რომელიღაც დიდი ქალაქი მდებარეობდა, რადგან სას-
ტუმროს პირველივე დარბაზი, რომელშიც კარლი აღმოჩნდა, მოყაყანე
ბრბოთი იყო სავსე, სამი კედლის გასწვრივ გაჭიმული ბუფეტის წინ კი
აქეთ-იქით დარბოდნენ თეთრწინსაფრიანი მიმტანები, რომლებიც
თავს ვერ ართმევდნენ კლიენტების მოთხოვნებს, და ამის გამო სხვა-
დასხვა მხრიდან ლანძღვა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი ისმოდა.
კარლისთვის ყურადღება არავის მიუქცევია; დარბაზში არავითარი მომ-
სახურება არ იყო. ისეთ პატარა მაგიდებთან მსხდომ სტუმრებს, სამ კაცს
რომ ძლივს იტევდა, თავად მოჰქონდათ ბუფეტიდან, რაც სურდათ. ყვე-
ლა მაგიდაზე იდგა დიდი ბოთლი ზეთით, ძმარი და კიდევ რაღაც ამდაგ-
ვარი, და ბუფეტიდან მოტანილ ყველა კერძს ამ სანელებლებს მოასხამ-
დნენ ხოლმე. ბუფეტამდე მისვლისას, სადაც საყიდლების გამო ალბათ
სირთულე ელოდა, დიდი სიფრთხილის მიუხედავად, კარლმა რამდენი-
მე სტუმარს გაჰკრა გვერდი, თუმცა მათ აღშფოთება არ გამოუხატავთ,
მაშინაც კი, როცა ერთ სტუმართან შეჯახებისას კინაღამ მაგიდა გადაა-
ყირავა. ბოდიში მოიხადა, მაგრამ ეტყობა ვერ გაუგეს, და არც მას გაუგია
არც ერთი სიტყვა იქიდან, რაც მიაძახეს.
ბუფეტთან გაჭირვებით იპოვა ერთი პატარა ადგილი, საიდანაც კარ-
გა ხანს მეზობლების იდაყვები უფარავდა სახედველს. ეტყობა, აქ საერ-
თოდ ჩვევად ჰქონდათ იდაყვებზე დაყრდნობა და მუშტების საფეთ-
ქლებთან მიბჯენა; კარლს ლათინური ენის პროფესორი, დოქტორი
კრუმპალი გაახსენდა, რომელიც ვერ იტანდა ამ პოზას, მოულოდნელად
მიეპარებოდა ხოლმე მოსწავლეს და სახაზავის სწრაფი მოქნევით –
ღმერთმა იცის, საიდან გაუჩნდებოდა უცებ ხელში – საყრდენს გამოაც-
ლიდა.
კარლი მიეჭეჭყა ბუფეტს, რადგან, როგორც კი რიგში ჩადგა, მის უკან
მაგიდა დადგეს, და ამ მაგიდასთან მოკალათებული ერთ-ერთი სტუმა-
რი, ლაპარაკის დროს, ოდნავ გადახრისას, კარლს თავისი უზარმაზარი
ქუდით ზურგზე უხახუნებდა. თანაც, კარლს იმედი არ ჰქონდა, რომ ოფი-
ციანტისაგან რაიმეს მიიღებდა, მაშინაც კი, როცა მისი ორივე ტლანქი

102
მეზობელი დაკმაყოფილებული გაეცალა იქაურობას. რამდენჯერმე მა-
გიდაზე გადაიხარა და ერთ-ერთ ოფიციანტს წინსაფარში სწვდა, მაგრამ
მან გაგულისებული სახით თავი გაითავისუფლა. შეუძლებელი ჩანდა
რომელიმეს მოხელთება, ყველა გარბი-გამორბოდა. მის სიახლოვეს მა-
ინც რომ ყოფილიყო რაიმე სასურველი საჭმელი ან სასმელი, აიღებდა,
ფასს იკითხავდა, ფულს დახლზე დაუგდებდა და გახარებული გაეცლე-
ბოდა აქაურობას. მაგრამ მის წინ თასებში მხოლოდ ქაშაყისმაგვარი
თევზი ეწყო, რომლის მუქი ქერცლის კიდეები ოქროსფრად ბრწყინავ-
და. თუმცა ის ალბათ ძალიან ძვირიც
ეღირებოდა და ვერც დაანაყრებდა. გარდა ამისა, შეეძლო პატარა
ქვაბს მისწვდომოდა, რომელშიც რომი იყო, მაგრამ მეგობრებისათვის
რომის წაღება არ უნდოდა, ისედაც შემთხვევას არ უშვებდნენ, მაგარი
ალკოჰოლიანი სასმელი მოეყუდებინათ პირზე, კარლი კი ამაში მათ-
თვის ხელის შეწყობას არ აპირებდა.
მეტი რაღა დარჩენოდა, სხვა ადგილი უნდა მოეძებნა და ყველაფე-
რი თავიდან დაეწყო. მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი დრო დაკარგა. დარბა-
ზის მეორე ბოლოში დაკიდებული საათი, რომლის ისრების დანახვა
სქელ კვამლში მხოლოდ მხედველობის უკიდურესი დაძაბვით იყო შე-
საძლებელი, ცხრაზე მეტს აჩვენებდა. სხვა ადგილებში კიდევ უფრო მე-
ტი ჭყლეტა იყო, ვიდრე ადრინდელ, ცოტა მოშორებულ ადგილას. გარ-
და ამისა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ივსებოდა დარბაზი. მთავარი
შემოსასვლელიდან «ჰელოს» ხმამაღალი ძახილით სულ ახალ-ახალი
სტუმრები შემოდიოდნენ. ზოგ ადგილას თვითნებურად ათავისუფლებ-
დნენ დახლს, მოიკალათებდნენ პულტზე და ერთმანეთის სადღეგრძე-
ლოებს სვამდნენ, ეს საუკეთესო ადგილები იყო მთელი დარბაზის მო-
სათვალიერებლად.
კარლი გაჭირვებით კი მიიწევდა წინ, მაგრამ რაიმეს მოპოვების იმე-
დი გადაეწურა. თავს საყვედურობდა, რომ ასეთი დავალების შესრულე-
ბა იკისრა, მაშინ, როცა აქაურ გარემოებებს არ იცნობდა. ამხანაგები
დამსახურებულად გამოლანძღავენ და იმასაც იფიქრებენ, რომ ფული

103
დაენანა და ამიტომ არ მოიტანა არაფერი. თან ახლა დარბაზის ისეთ
ადგილას აღმოჩნდა, სადაც გარშემო, მაგიდებზე, ხორციანი კერძები ეწ-
ყო, ოქროსფრად დაბრაწული კარტოფილებით; ვერ გაეგო, როგორ მო-
იპოვა ამ ხალხმა ყოველივე ეს.
უცებ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ხანდაზმული ქალი შენიშნა,
რომელიც ალბათ სასტუმროს მომსახურე პერსონალს ეკუთვნოდა, და
სიცილით ერთ-ერთ სტუმარს ელაპარაკებოდა; თან განუწყვეტლივ თმა-
ში სარჭს ისწორებდა. კარლმა მაშინვე გადაწყვიტა, ამ ქალისათვის მი-
ემართა, თუნდაც იმის გამო, რომ ის, როგორც ერთადერთი ქალი, გამო-
ნაკლისი იყო მთელ ამ ყაყანსა და აურზაურში, და იმ უბრალო მიზეზის
გამოც, რომ ის ერთადერთი იყო მომსახურე პერსონალიდან, რომელთა-
ნაც შესაძლებელი იყო დალაპარაკება, თუ, რა თქმა უნდა, მისი პირველი
სიტყვისთანავე თავის საქმეებზე არ გაიქცეოდა. მაგრამ სრულიად საწი-
ნააღმდეგო რამ მოხდა: კარლს ჯერ ხმაც არ ამოეღო, უბრალოდ, მზერა
შეაჩერა მასზე, მან კი, საუბრის დროს გვერდზე რომ გაიხედავენ ხოლმე,
ისე გახედა კარლს, ლაპარაკი შეწყვიტა, და თავაზიანად, გამართული
ინგლისურით, ჰკითხა, რამეს ხომ არ ეძებთო.
– რა თქმა უნდა, – მიუგო კარლმა, – აქ ვერაფერი მოვიპოვე.
– მაშინ წამომყევით, პატარავ, – თანამოსაუბრეს დაემშვიდობა, რო-
მელმაც ქუდი მოიხადა, რაც აქ ზრდილობის დაუჯერებელი გამოვლინე-
ბა იყო, კარლს ხელი ჩაჰკიდა, ბუფეტისაკენ გაემართა, ერთი სტუმარი
განზე გასწია, დახლის კარი ასწია, უკანა გასასვლელი გადაჭრა, დაუღა-
ლავად მოფუსფუსე ოფიციანტებს მოხერხებულად აუარა გვერდი, კი-
დევ ერთი, შპალერგადაკრული კარი გამოაღო, და დიდ, გრილ საკუჭნაო-
ში აღმოჩნდნენ. «აი, რას ნიშნავს საქმის ცოდნა», – გაიფიქრა კარლმა.
– აბა, რა გნებავთ? – ჰკითხა ქალმა და თავაზიანად დაუკრა თავი.
ძალზე მსუქანი იყო, მთელი სხეული უთანთალებდა, მაგრამ სახე, ცხა-
დია, ტანთან შედარებით, სანდომიანი ჰქონდა. თაროებსა და მაგიდებ-
ზე სანიმუშო წესრიგით დალაგებული ნაირ-ნაირი სურსათის დანახვაზე
კარლი კინაღამ ცთუნებამ აიტანა, თავისი შეკვეთის ნაცვლად რაიმე უფ-

104
რო დახვეწილი ვახშამი მოეფიქრებინა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ
ამ გავლენიანი ქალისაგან უფრო შეღავათიან მომსახურებას მოელოდა,
მაგრამ რადგან ვერაფერი შესაფერისი ვერ მოიფიქრა, ისევ შაშხი, პური
და ლუდი მოითხოვა.
– სხვა არაფერი? – ჰკითხა ქალმა.
– არა, გმადლობთ, – მიუგო კარლმა, – ოღონდ სამი კაცისათვის.
როცა ქალმა ორ დანარჩენზე ჰკითხა, კარლმა მოკლედ უამბო ამხა-
ნაგებზე, ესიამოვნა, რომ ქალმა მათ მიმართ ინტერესი გამოიჩინა.
– მაგრამ ეს ხომ პატიმრების ულუფაა, – ქალი კარლისაგან აშკარად
შემდგომ სურვილებს ელოდა. ის კი იმის შიშით, ფულს არ გამომარ-
თმევსო, გაჩუმდა, – ამას ახლავე მოგიგროვებთ, – თავისი სიმსუქნის პი-
რობაზე გასაოცარი სიმარდით მივიდა ერთ მაგიდასთან, გრძელი, თხე-
ლი, ხერხისმაგვარი დანით ძარღვიანი ხორცით სავსე შაშხის დიდი ნა-
ჭერი ჩამოჭრა, თაროდან ერთი პური გადმოიღო, იატაკიდან სამი ბოთ-
ლი ლუდი აიღო, ყველაფერი მსუბუქ ჩალის კალათაში ჩაალაგა და
კარლს გაუწოდა. თან ისიც აუხსნა, აქ იმიტომ შემოგიყვანე, რომ გარეთ,
დახლზე, სურსათი, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად იყიდება, კვამლი-
სა და ბუღისაგან ილახება, თუმცა ისინი არც იმას იწუნებენო. კარლმა
არაფერი უპასუხა, რადგან არ იცოდა, რით დაიმსახურა ასეთი გამორ-
ჩეული მომსახურება. გაახსენდა თავისი ამხანაგები, რომლებიც ამერი-
კას კარგად იცნობდნენ, მაგრამ ასეთ საკუჭნაოში ალბათ ვერასოდეს ვერ
მოხვდებოდნენ და ბუფეტის შელახული სურსათით მოუწევდათ დაკმა-
ყოფილება. აქ დარბაზიდან ხმაური არ შემოდიოდა, ეტყობა, კედლები
ძალიან სქელი იყო, რომ ამ თაღებქვეშ სიგრილე შეენარჩუნებინა.
კარლს უკვე ხელში ეჭირა კალათა, მაგრამ არც გადახდა ახსოვდა და არც
ადგილიდან იძროდა. მხოლოდ, როცა ქალი კალათაში კიდევ ერთი ისე-
თი ბოთლის ჩადგმას აპირებდა, როგორებიც გარეთაც იდგა მაგიდებზე,
შეკრთა და მადლობა გადაუხადა.
– კიდევ დიდი გზა გაქვთ გასავლელი? – ჰკითხა ქალმა.
– ბატერფორდამდე, – მიუგო კარლმა.

105
– კიდევ ერთი დღის სავალი, – შენიშნა ქალმა.
– ო, არა, – თქვა კარლმა.
ქალმა მაგიდაზე რამდენიმე ნივთი მიწი-მოწია; შემოვიდა ოფიციან-
ტი, რომელიც რაღაცის ძებნაში აქეთ-იქით იხედებოდა. როცა ქალმა
დიდ თასზე მიუთითა, რომელშიც ოხრახუშმოყრილი სარდინები ეწყო,
კაცმა მაღლა აწეული ხელებით დარბაზში გაიტანა.
– კი მაგრამ, რატომ გადაგიწყვეტიათ, გარეთ გაათიოთ ღამე? – შე-
ეკითხა ქალი, – აქ ადგილი მოიძებნება, ჩვენთან დაიძინეთ, სასტუმრო-
ში.
ეს წინადადება კარლისათვის ძალზე მომხიბლავი იყო, მით უმეტეს,
რომ წინა ღამე ისე ცუდად გაატარა.
– ჩემი ბარგი გარეთაა, – ყოყმანით და ცოტა თავმომწონედაც უპასუ-
ხა კარლმა.
– მერე და მოიტანეთ აქ, რა გიშლით ხელს?
– მაგრამ ჩემი ამხანაგები? – წამოიძახა კარლმა და მაშინვე გაიფიქ-
რა, ისინი სწორედაც რომ ხელის შემშლელები იქნებიანო.
– მათაც შეუძლიათ აქ გაათიონ ღამე, – უთხრა ქალმა, – მოდით, ნუ
მახვეწნინებთ ამდენს.
– ჩემი ამხანაგები საერთოდ კარგი ბიჭები არიან, მაგრამ უსუფთაოდ
გამოიყურებიან.
– არ ნახეთ, რა სიბინძურეა დარბაზში? – ჰკითხა ქალმა და სახე შეჭ-
მუხნა, – აქ ყველანაირი ნაგავი შემოდის. ახლავე გავამზადებინებ სამ
საწოლს. ოღონდ სხვენში, რადგან სასტუმრო გადატენილია, მეც სხვენ-
ში გადავსახლდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარეთ ღამის გათევას
სჯობს.
– ჩემს ამხანაგებს ვერ მოვიყვან, – უთხრა კარლმა და წარმოიდგინა,
რა აურზაურს ატეხდნენ ისინი ამ წესიერ სასტუმროში: რობინსონი ყვე-
ლაფერს დათხვრის და დელამარში ხომ თავისი ოინბაზობით უთუოდ
თავს მოაბეზრებს ამ ქალს.

106
– არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ეს შეუძლებელი, – უთხრა ქალმა, – მაგ-
რამ, თუ ასე გნებავთ, თქვენი ამხანაგები გარეთ დატოვეთ და მარტო მო-
დით ჩვენთან.
– ეს არ შეიძლება, არ შეიძლება, – მიუგო კარლმა, – ისინი ჩემი ამხა-
ნაგები არიან და მეც მათთან უნდა დავრჩე.
– რა ჯიუტი ხართ, – ქალმა თვალი მოაშორა, – თავაზიანად გექცევი-
ან, ცდილობენ დაგეხმარონ, თქვენ კი მთელი ძალით ხელს ჰკრავთ.
კარლს ესმოდა ყველაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა,
და ესღა დასძინა: – უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თავაზიანობისათ-
ვის.
მერე გაახსენდა, რომ ფული ჯერ არ გადაეხადა და ჰკითხა, რამდენია
ჩემზეო.
– ფულს მაშინ გადამიხდით, როცა კალათას მომიტანთ უკან, – უპა-
სუხა ქალმა, – ხვალ დილით აუცილებლად უნდა დამიბრუნოთ.
– გმადლობთ, – ქალმა კარი გამოაღო, რომელიც პირდაპირ გარეთ
გადიოდა, და როცა კარლმა გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა,
დაუმატა: – ღამე მშვიდობისა, მაგრამ არ იქცევით სწორად, – და კარლს
უკვე რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, როცა მიაძახა: – დილამ-
დე!
ის იყო გარეთ აღმოჩნდა, დარბაზიდან კვლავ შეუნელებელი ხმაური
მოესმა, რომელსაც ახლა სასულე ორკესტრის ხმებიც ერთვოდა. კმაყო-
ფილი იყო, რომ დარბაზის გავლა აღარ მოუწია. ახლა სასტუმროს ხუთი-
ვე სართული განათებული იყო და ქუჩას მთელ სიგანეზე ანათებდა. გა-
რეთ ჯერ კიდევ დაქროდნენ ავტომობილები, თუმცა უკვე დროგამოშვე-
ბით. უფრო მეტი სისწრაფით, ვიდრე დღისით. მოქროდნენ შორეთი-
დან, შუქფარების თვალისმომჭრელ სხივებს ქვაფენილზე საცეცებივით
მოატარებდნენ, სასტუმროს წინ განათებულ ტერიტორიას შესუსტებუ-
ლი სინათლით გადაკვეთდნენ და წყვდიადში უჩინარდებოდნენ.
კარლი რომ დაბრუნდა, ამხანაგებს უკვე ღრმად ეძინათ – იმდენ ხანს
გაგრძელდა მისი «გასეირნება». ის იყო, მოტანილი სურსათი კალათაში

107
ჩაფენილ ქაღალდზე მადისაღმძვრელად უნდა გაეშალა, და ამხანაგები
მხოლოდ მაშინ გაეღვიძებინა, როცა ყველაფერს გაამზადებდა, რომ
შეშფოთებულმა დაინახა, როგორ ეგდო იქვე მისი ჩემოდანი, რომელიც
ჩაკეტილი დატოვა და გასაღები ჯიბეში შეინახა, ყურთამდე გახსნილი,
შიგთავსი კი გარშემო, ბალახზე იყო მიმობნეული.
– ადექით! – დაიძახა, – თქვენ გძინავთ, აქ კი ქურდები ყოფილან.
– კი მაგრამ, აკლია რამე? – იკითხა დელამარშმა. რობინსონმა, რო-
მელიც ჯერ მთლიანად არ გამოფხიზლებულიყო, ლუდს სტაცა ხელი.
– არ ვიცი, – დაიყვირა კარლმა, – მაგრამ ჩემოდანი ღიაა. რა წინდაუ-
ხედაობაა, თქვენ დაგძინებიათ, ჩემოდანი კი უყურადღებოდ მიგიტოვე-
ბიათ.
დელამარშმა და რობინსონმა გადაიხარხარეს, და პირველმა უთხრა:
– შემდეგისათვის ამდენი ხნით ნუ დაიკარგებით. სასტუმრო ათ ნაბიჯ-
შია, თქვენ კი წასვლა-მოსვლას სამი საათი მოანდომეთ. ჩვენ გვშიოდა,
ვიფიქრეთ, იქნებ ჩემოდანში რაიმე საჭმელი აქვსო, და საკეტი იმ-
დენ ხანს ვაწვალეთ, სანამ არ გაიღო. სამწუხაროდ, ვერაფერი აღმოვა-
ჩინეთ და ახლა შეგიძლიათ, ყველაფერი მშვიდად ჩაალაგოთ უკან.
– გასაგებია, – თქვა კარლმა. იგი გაშტერებული შესცქეროდა რა სის-
წრაფით ცარიელდებოდა კალათა, თან იმ უცნაურ ხმაურს აყურადებდა,
რობინსონი რომ გამოსცემდა სმის დროს – სითხე ჯერ ხახაში ხვდებო-
და, სტვენით ბრუნდებოდა უკან და მხოლოდ ამის შემდეგ ძლიერ ნაკა-
დად ჩაედინებოდა სიღრმეში.
– დაამთავრეთ ჭამა? – ჰკითხა კარლმა, როცა ორივე ერთი წამით სუ-
ლის მოსათქმელად შეჩერდა.
– განა თქვენ სასტუმროში არ ჭამეთ? – გაიკვირვა დელამარშმა, რო-
მელსაც ეგონა, რომ კარლი თავის წილს ითხოვდა.
– თუ კიდევ გინდათ, იჩქარეთ, – და კარლი თავისი ჩემოდნისაკენ გა-
ემართა.
– ეტყობა, უხასიათოდაა, – გადაულაპარაკა დელამარშმა რობინ-
სონს.

108
– უხასიათოდ არ ვარ, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ განა წესიერი საქ-
ციელია ჩემს აქ არყოფნაში ჩემი ჩემოდნის გახსნა და იქიდან ნივთების
ამოყრა? ვიცი, ამხანაგებს შორის ბევრი რამ დასაშვებია, და მეც მზად
ვიყავი ამისათვის, მაგრამ ეს მეტისმეტია. მე სასტუმროში გავათევ ღა-
მეს და ბატერფორდში არ წამოვალ. სწრაფად ჭამეთ, კალათა უნდა და-
ვაბრუნო.
– გესმის, რობინსონ, რას ლაპარაკობს? – წამოიწყო დელამარშმა, –
აი, დახვეწილი მეტყველება. ის ხომ გერმანელია. შენ ადრევე მაფრთხი-
ლებდი, მაგრამ მე გავბრიყვდი და წამოვიყვანე. ჩვენ ნდობა გამოვუცხა-
დეთ, მთელი დღე ვათრიეთ, რის გამოც თითქმის ნახევარი დღე დავკარ-
გეთ და ახლა – რაკი სასტუმროში ვიღაცამ გადაიბირა, გარბის, უბრა-
ლოდ, გარბის. მაგრამ რადგან მატყუარა გერმანელია, აშკარად კი არ
აკეთებს ამას, არამედ ჩემოდანს იყენებს საბაბად, და რადგან ყოყლო-
ჩინა გერმანელია, ისე ვერ წავა, თუ ღირსება არ შეგვილახა და ქურდები
არ გვიწოდა, რაკი მის ჩემოდანს გავეხუმრეთ.
კარლი, რომელიც თავის ნივთებს ალაგებდა, მათკენ არ მიბრუნებუ-
ლა: – ილაპარაკეთ, ილაპარაკეთ, და გამიადვილეთ წასვლა. მე კარგად
ვიცი, რა არის ამხანაგობა. ევროპაშიც მყავდა მეგობრები და ვერავინ მი-
საყვედურებს, რომ ვუღალატე ან ცუდად მოვექეცი. ახლა, ცხადია, არ
გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ თუ ოდესმე ევროპაში დავბრუნდები, ყვე-
ლა კეთილად მიმიღებს და მაშინვე მეგობარს დაინახავს ჩემში. და
თქვენ, დელამარშ, და თქვენ, რობინსონ, ამბობთ, რომ მე გიღალატეთ,
თქვენ, ვინც ასეთი თავაზიანობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ და – ამას არა-
სოდეს არ დაგიკარგავთ – ბატერფორდში ჩემთვის შეგირდის ადგილის
მოძებნასაც კი დამპირდით? მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. თქვენ არაფე-
რი გაგაჩნიათ და ეს არ გამცირებთ ჩემს თვალში, მაგრამ გშურთ ჩემი
მცირე ქონების და ცდილობთ ჩემს დამცირებას, ამას კი მე
ვერ ავიტან. და ახლა, როცა ჩემი ჩემოდანი გატეხეთ, ერთი სიტყვი-
თაც კი არ მოგიბოდიშებიათ, არამედ მლანძღავთ და ლანძღავთ ჩემს
ხალხს. ამით ყოველ შესაძლებლობას მისპობთ, თქვენთან დავრჩე. ისე,

109
თქვენ ეს არ გეხებათ, რობინსონ. თქვენ მიმართ მხოლოდ ის მაქვს სა-
საყვედურო, რომ სუსტი ხასიათის გამო დელამარშის ძლიერ გავლენას
განიცდით.
– ახლა ხომ დავინახეთ, – დელამარში კარლს მიუახლოვდა და მისი
ყურადღების მისაქცევად მსუბუქად უბიძგა, – ახლა ხომ დავინახეთ, რო-
გორ ჩამოიხსენით ნიღაბი. მთელი დღე კუდში მომყვებოდით, ჩემს პი-
ჯაკზე გქონდათ ხელი ჩავლებული, ყოველ ჩემს მოძრაობას იმეორებ-
დით და თაგვივით გასუსული იყავით. ახლა კი, როცა სასტუმროში ვიღა-
ცის იმედი გაქვთ, ხმამაღლა დაიწყეთ ლაპარაკი. თქვენ პატარა ვირეშ-
მაკა ხართ, და ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ ამას ასე არ დავტოვებთ. ხომ
არ მოვითხოვოთ თქვენგან იმის საფასური, რაც მთელი დღის განმავ-
ლობაში ჩვენგან გადაიღეთ? გესმის, რობინსონ, თურმე ამისი გვშურს –
გვშურს მისი ქონების. ერთი დღის მუშაობა ბატერფორდში და – კალი-
ფორნიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ – ათი იმდენი გვექნება, რაც თქვენ
გვიჩვენეთ და რასაც ალბათ პიჯაკის სარჩულში მალავთ. ასე რომ, სიტ-
ყვები შეარჩიეთ!
კარლმა ჩემოდნიდან თავი ასწია და დაინახა, რომ ახლა რობინსო-
ნიც მისკენ მოდიოდა, რომელიც ჯერ მთლად გამოფხიზლებული არ
იყო, მაგრამ ლუდს ცოტათი გამოეცოცხლებინა, – თუ კიდევ დიდხანს
დავრჩები აქ, ალბათ ახალ-ახალ სიურპრიზებს უნდა ველოდო თქვენ-
გან. გატყობთ, ჩემი მიტყეპვა მოგინდომებიათ.
– ყოველგვარ მოთმინებას აქვს თავისი საზღვარი, – თქვა რობინსონ-
მა.
– უმჯობესია, გაჩუმდეთ, რობინსონ, – მიმართა კარლმა, ისე რომ დე-
ლამარშისათვის თვალი არ მოუცილებია, – თქვენ ხომ გულის სიღრმეში
მე მეთანხმებით, მაგრამ იძულებული ხართ, დელამარშს დაუჭიროთ
მხარი!
– მისი მოქრთამვა ხომ არ გინდათ? – ჰკითხა დელამარშმა.
– არც მიფიქრია, – უპასუხა კარლმა, – მოხარული ვარ, რომ მივდი-
ვარ, და არც ერთ თქვენგანთან აღარ ვაპირებ საქმის დაჭერას. მხოლოდ

110
ერთი რამ მინდა გითხრათ: თქვენ მისაყვედურეთ, რომ ფული დაგიმა-
ლეთ. დავუშვათ, ეს მართლაც ასეა, მაგრამ განა შეიძლება სხვაგვარად
მოქცევა, როცა მხოლოდ რამდენიმე საათია, რაც იცნობ ადამიანებს, და
განა არ დაამტკიცეთ თქვენი ახლანდელი საქციელით ამგვარი მოქმე-
დების სისწორე?
– წყნარად იყავი, – მიმართა დელამარშმა რობინსონს, თუმცა ის არ
ინძრეოდა. შემდეგ კარლს ჰკითხა: – რაკი ასე უსირცხვილოდ გულახდი-
ლი ბრძანდებით, მაშ მოდით, ვიდრე წყნარად ვდგავართ აქ, ბოლომდე
გულახდილი იყავით და აღიარეთ, მაინც რატომ გადაწყვიტეთ სასტუმ-
როში წასვლა? – კარლმა ჩემოდანს
გადააბიჯა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, ისე ახლოს მივიდა მას-
თან დელამარში. მაგრამ დელამარში არ დაბნეულა, ჩემოდანი ფეხით
განზე გასწია, ნაბიჯი წინ გადადგა, ფეხი პერანგის თეთრ გულისპირს
დაადგა, რომელიც ბალახში დარჩენილიყო, და კითხვა გაუმეორა.
თითქოს ამ შეკითხვის პასუხად გზიდან ერთმა კაცმა გადმოუხვია,
რომელსაც ხელში ძლიერშუქიანი ჯიბის ფარანი ეჭირა და ჯგუფს მიუახ-
ლოვდა. ეს სასტუმროს ოფიციანტი იყო. დაინახა თუ არა კარლი, უთ-
ხრა: – უკვე თითქმის ნახევარი საათია გეძებთ. ყველა ფერდობი მოვათ-
ვალიერე გზის ორივე მხარეს. ქალბატონმა შეფმზარეულმა შემოგითვა-
ლათ, რომ კალათა, რომელიც გათხოვათ, სასწრაფოდ სჭირდება.
– ინებეთ, – აღელვებისაგან ენა დაება კარლს. დელამარში და რო-
ბინსონი მოჩვენებითი მორიდებულობით განზე გადგნენ, როგორც ყო-
ველთვის იქცეოდნენ უცხო, შეძლებული ადამიანების წინაშე. ოფიციან-
ტმა კალათა ჩამოართვა და უთხრა: – ქალბატონი შეფმზარეული გეკით-
ხებათ, ხომ არ გადაგიწყვეტიათ მაინც სასტუმროში ღამის გათევა. და-
ნარჩენი ორი ბატონისთვისაც მოიძებნება ადგილი, თუ მათ თან წამოყ-
ვანას ინებებთ. საწოლები უკვე გამზადებულია. მართალია, ამაღამ თბი-
ლა, მაგრამ აქ, ფერდობზე ღამის გათევა სახიფათოა, აქ ხშირია გველე-
ბი.

111
– რაკი ქალბატონი შეფმზარეული ასე თავაზიანია, მის მიპატიჟებას
მივიღებ, – უპასუხა კარლმა და თან ელოდებოდა, რას იტყოდნენ მისი
ამხანაგები. მაგრამ რობინსონი ენაჩავარდნილი იდგა, დელამარშს კი
ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო და ვარსკვლავებს ასცქეროდა. ორი-
ვეს აშკარად იმედი ჰქონდა, რომ კარლი მათ ულაპარაკოდ თან წაიყვან-
და.
– ასეთ შემთხვევაში, – განაგრძო ოფიციანტმა, – დავალებული მაქვს,
სასტუმრომდე მიგაცილოთ და თქვენი ბარგი წამოვიღო.
– მაშინ ერთი წუთით მოიცადეთ, – უთხრა კარლმა და დაიხარა, რომ
რამდენიმე ნივთი, რომლებიც ჯერ კიდევ ბალახში ეყარა, ჩემოდანში
ჩაეწყო.
უცებ წამოიმართა. ფოტოსურათი, რომელიც ჩემოდანში სულ ზემო-
დან იდო, არსად ჩანდა. ყველაფერი ადგილზე იყო, მხოლოდ ის აკლდა,
– ფოტოგრაფიას ვერ ვპოულობ, – თხოვნის კილოთი მიმართა დელა-
მარშს.
– რომელ ფოტოგრაფიას? – ჰკითხა იმან.
– ჩემი მშობლების ფოტოგრაფიას.
– ჩვენ მსგავსი არაფერი გვინახავს, – თქვა დელამარშმა.
– ჩემოდანში არავითარი ფოტოგრაფია არ ყოფილა, ბატონო როს-
მან, – თავის მხრივ, დაუდასტურა რობინსონმა.
– მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, – კარლის მავედრებელი თვალების
დანახვაზე მებუფეტე მასთან ახლოს მივიდა, – ზემოდან იდო და ახლა
არსადაა. ეს ოინი რომ არ ჩაგედინათ!
– ყოველგვარი შეცდომა გამორიცხულია, – თქვა დელამარშმა, – ჩე-
მოდანში ფოტოგრაფია არ ყოფილა.
– ის ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რაც კი ჩემოდანში მე-
დო, – უთხრა მებუფეტეს, რომელიც აქეთ-იქით დადიოდა და ბალახში
ეძებდა, – ის ჩემთვის შეუცვლელია, მეორე ასეთი არასოდეს აღარ მექ-
ნება, – და როცა მებუფეტემ უიმედო ძებნას თავი დაანება, დაუმატა: –
ჩემი მშობლების სურათი მეტი არ მაქვს.

112
ამის პასუხად მებუფეტემ ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარე-
შე განაცხადა: – იქნებ ამ ბატონების ჯიბეებიც გაგვეჩხრიკა.
– დიახ, – მაშინვე დაეთანხმა კარლი, – ფოტოგრაფია უნდა ვიპოვო.
მაგრამ ვიდრე ჯიბეების გაჩხრეკას დავიწყებდე, ჯერ გეტყვით: ვინც ფო-
ტოგრაფიას ნებაყოფლობით დამიბრუნებს, მთელი ჩემოდანი მისი იქ-
ნება, – ერთი წამის საყოველთაო დუმილის შემდეგ მებუფეტეს უთხრა:
– ჩანს, ჩემს ამხანაგებს ჯიბეების გაჩხრეკა ურჩევნიათ. მაგრამ ახლაც კი
ვპირდები იმას, ვის ჯიბეშიც ფოტოგრაფია აღმოჩნდება, მთელ ჩემო-
დანს იმას ვჩუქნი. მეტი არაფერი შემიძლია.
ოფიციანტი მაშინვე დელამარშის გაჩხრეკას შეუდგა, რომლის მოვ-
ლა, მისი აზრით უფრო რთული იყო, ვიდრე რობინსონისა; ეს უკანასკნე-
ლი კარლს გადაულოცა. თან შეახსენა, რომ ორივე ერთდროულად უნდა
გაეჩხრიკათ, თორემ ერთ-ერთს, რომელიც მეთვალყურეობის გარეშე
დარჩებოდა, შეეძლო ფოტოგრაფია თავიდან მოეშორებინა. რობინსო-
ნის ჯიბეში ხელის პირველივე ჩაყოფაზე კარლმა იქ თავისი ჰალსტუხი
აღმოაჩინა, მაგრამ არ ამოუღია და მაშინვე გასძახა მებუფეტეს: – რაც არ
უნდა უპოვოთ დელამარშს, გთხოვთ, ყველაფერი დაუტოვოთ. ფოტოგ-
რაფიის გარდა არაფერი მჭირდება, მხოლოდ ფოტოგრაფია.
გულის ჯიბეების ჩხრეკისას კარლს რობინსონის ცხელ, ოფლიან
მკერდზე მოუხვდა ხელი, და მაშინ თავში გაუელვა აზრმა, ძალიან უსა-
მართლოდ ხომ არ ვექცევი ამხანაგებსო. შეეცადა, რაც შეიძლება სწრა-
ფად დაემთავრებინა საქმე. სამწუხაროდ, ყველაფერი ამაო გამოდგა:,
ფოტოგრაფია არც ერთს არ აღმოაჩნდა.
– რა გაეწყობა, – თქვა მებუფეტემ.
– ალბათ დახიეს და ნაკუწები გადაყარეს, – უპასუხა კარლმა, – მეგო-
ნა, ჩემი მეგობრები იყვნენ,
სინამდვილეში კი მხოლოდ ზიანის მოყენება უნდოდათ ჩემთვის.
რობინსონს არ ვგულისხმობ, მას არ მოუვიდოდა თავში აზრად, რომ
ფოტოგრაფია ასე ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ დელამარში კი, – კარლი
მხოლოდ მებუფეტეს ხედავდა თავის წინ, რომლის ფარანი პატარა წრეს

113
ანათებდა, ყველაფერი დანარჩენი კი, დელამარში და რობინსონიც,
წყვდიადში იყო ჩაძირული.
რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რომ დელამარში
და რობინსონი სასტუმროში თან წაეყვანათ. მებუფეტემ ჩემოდანი
მხარზე შემოიგდო, კარლმა კალათას დაავლო ხელი, და წავიდნენ. კარ-
ლი უკვე შარაგზაზე იყო, როცა ფიქრებიდან გამოერკვა, შეჩერდა და
სიბნელეში ასძახა: – მომისმინეთ, თუ ფოტოგრაფია მაინც რომელიმე
თქვენგანს აქვს და მის სასტუმროში მოტანას მოინდომებს, მიუხედავად
ყველაფრისა, ჩემოდანს მაინც მივცემ და ვფიცავ, არ განვაცხადებ, – ზე-
მოდან პასუხი არ ჩამოსძახეს, მხოლოდ სიტყვის ნაწყვეტი გაისმა, რო-
ბინსონის გამოძახილის დასაწყისი, მაგრამ დელამარშმა ეტყობა მაშინ-
ვე პირზე ხელი დააფარა. კარლი ერთხანს კიდევ ელოდა, იქნებ მაინც
გადაწყვიტონო. ორჯერ კიდევ ასძახა მცირეოდენი შუალედით: – ჯერ კი-
დევ აქ ვარ! – მაგრამ ძახილს არავითარი პასუხი აღარ მოჰყოლია; მხო-
ლოდ ქვა დაგორდა ფერდობზე, ვინ იცის შემთხვევით, ვინ იცის უხეი-
როდ ნასროლი.

სასტუმრო „ოქსიდენტალი“

სასტუმროში კარლი მაშინვე კანცელარიისმაგვარ ოთახში შეიყვა-


ნეს, სადაც შეფმზარეული, უბის წიგნაკით ხელში, მბეჭდავ გოგონას წე-
რილს ჰკარნახობდა. უაღრესად ზუსტი კარნახი, საბეჭდი მანქანის კლა-
ვიშების სწრაფი და გაბმული კაკუნი მკაფიოდ გაისმოდა კედლის სა-
ათის აუჩქარებელი წიკწიკის ფონზე; საათი თითქმის თორმეტის ნახე-
ვარს უჩვენებდა, – ესეც ასე! – თქვა შეფმზარეულმა და წიგნაკი დახურა;
მბეჭდავი გოგონა წამოხტა, მანქანას ხის სახურავი ჩამოამხო, თან, ამ მე-
ქანიკური მოძრაობების შესრულებისას, კარლს თვალს არ აშორებდა.
ერთი შეხედვით სკოლის მოსწავლესავით გამოიყურებოდა: საგულდა-
114
გულოდ დაუთოებული წინსაფარი, არშიაშემოვლებული სამხრეები, მა-
ღალი ვარცხნილობა, და გაგიკვირდებოდათ, როცა ამ დეტალების შემ-
დეგ მის სერიოზულ სახეს დაინახავდით. ჯერ შეფმზარეულს დაუკრა
თავი, შემდეგ – კარლს და ოთახიდან გავიდა. კარლმა თავისდაუნებუ-
რად ცნობისმოყვარედ გახედა შეფმზარეულს.
– მშვენიერია, რომ მაინც მოხვედით, – მიეგება ის, – და თქვენი ამხა-
ნაგები?
– ისინი არ წამომიყვანია თან, – მიუგო კარლმა.
– ალბათ დილაადრიანად უნდა გაუდგნენ გზას, – თითქოს თავის
თავს აუხსნა შეფმზარეულმა.
«ხომ არ ჰგონია, რომ მეც მათთან ერთად მივდივარ?» – გაიფიქრა
კარლმა და ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხავად უთხრა: – უთან-
ხმოების გამო დავშორდით ერთმანეთს.
შეფმზარეულს ეს ამბავი თითქოს ესიამოვნა: – ესე იგი, თავისუფალი
ხართ?
– დიახ, თავისუფალი ვარ, – უპასუხა კარლმა და გაიფიქრა, რომ არა-
ფერი იყო მისთვის ისეთი უსარგებლო, როგორიც ეს თავისუფლება.
– მომისმინეთ, არ გინდათ, სასტუმროში დაიწყოთ მუშაობა? – ჰკით-
ხა შეფმზარეულმა.
– სიამოვნებით, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცი,
მაგალითად, მანქანაზე ბეჭდვაც კი არ შემიძლია.
– ეს არ არის მთავარი, – დაამშვიდა შეფმზარეულმა, – დასაწყისი-
სათვის დაბალ თანამდებობაზე იმუშავებთ, მერე კი, ყველაფერი
თქვენს მონდომებასა და სიბეჯითეზეა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ,
თქვენთვის უმჯობესი იქნება, სადმე მოიკიდოთ ფეხი, ვიდრე ასე იხე-
ტიალოთ მთელ ქვეყანაზე. ჩემი აზრით, ამისთვის არ ხართ დაბადებუ-
ლი.
«ყველაფერ ამას ბიძაჩემიც მოაწერდა ხელს», – გაიფიქრა კარლმა
და თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ამავე დროს, გაახსენდა, რომ ჯერ

115
თავი არ წარუდგენია, მასზე კი აქ ასე ზრუნავენ, – მაპატიეთ, თუ შეიძლე-
ბა, რომ თავი არ წარმოგიდგინეთ, კარლ როსმანი გახლავართ.
– გერმანელი ხართ, ასე არ არის?
– დიახ, – უპასუხა კარლმა, – დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკაში ვარ.
– საიდან ხართ?
– პრაღიდან, ბოჰემიიდან, – უპასუხა კარლმა.
– ერთი შეხედეთ, – წამოიძახა გერმანულად შეფმზარეულმა, ინგლი-
სური აქცენტით, – ესე იგი თანამემამულეები ვართ. ჩემი სახელია გრეტე
მიცელბახი, ვენიდან ვარ. პრაღას შესანიშნავად ვიცნობ, ნახევარი წე-
ლიწადი «ოქროს ბატში» ვმუშაობდი, ვენცელპლაცზე. ეს ხომ წარმოუდ-
გენელია.
– ეს როდის იყო? – შეეკითხა კარლი.
– დიდი, დიდი ხნის წინათ.
– ძველი «ოქროს ბატი» ორი წლის წინათ დაანგრიეს.
– მართლა? – და შეფმზარეული ფიქრებით წარსულში ჩაიძირა.
მაგრამ მალევე გამოცოცხლდა, კარლს ხელი ჩაავლო და წამოიძახა:
– ახლა, როდესაც გამოირკვა, რომ ჩემი თანამემამულე ხართ, არავი-
თარ შემთხვევაში არ უნდა წახვიდეთ აქედან. ნუ მაწყენინებთ. ხომ არ
გინდათ, მაგალითად, ლიფტიორად იმუშაოთ? თქვენ მხოლოდ მო-
ისურვეთ და ეს ადგილი თქვენი იქნება. როცა ცოტათი მიიხედ-მოიხე-
დავთ, მიხვდებით, რომ ასეთი ადგილის შოვნა არც ისე ადვილია. დასაწ-
ყისისათვის ხომ ვერაფერს უკეთესს ვერ მოიფიქრებ. ურთიერთობა გექ-
ნებათ ყველა სტუმართან, ყველა გაგიცნობთ, პატარ-პატარა დავალე-
ბებს მოგცემენ, ყოველდღე გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ წინ წა-
იწიოთ. დანარჩენზე ზრუნვა კი მე მომანდეთ.
– ლიფტიორად სიამოვნებით ვიმუშავებდი, – პასუხი დააყოვნა კარ-
ლმა. დიდი სისულელე იქნებოდა ლიფტიორის ადგილზე უარის თქმა
იმის გამო, რომ გიმნაზიის ხუთი კლასი აქვს დამთავრებული. აქ, ამერი-
კაში, გიმნაზიის ხუთი კლასი სამარცხვინოც კია. სხვათა შორის, ლიფ-

116
ტიორები კარლს ყოველთვის მოსწონდა, სასტუმროს სამკაულად მიაჩ-
ნდა ისინი.
– ენების ცოდნა არ არის აუცილებელი?
– თქვენ გერმანულად ლაპარაკობთ და მშვენივრად ფლობთ ინგლი-
სურს, ეს სავსებით საკმარისია.
– ინგლისური ამერიკაში ვისწავლე, ორთვე-ნახევარში, – კარლმა გა-
იფიქრა, რომ თავისი ეს ერთადერთი უპირატესობა არ უნდა დაემალა.
– ეს თქვენ სასარგებლოდ მეტყველებს, – უთხრა შეფმზარეულმა, –
რომ მახსენდება, როგორ გამიჭირდა ინგლისური ენის სწავლა. მაგრამ
ეს ოცდაათი წლის წინათ იყო. სწორედ გუშინ ვლაპარაკობდი ამაზე.
სხვათა შორის, გუშინ ორმოცდაათი წელი შემისრულდა, – ღიმილით
ცდილობდა, ამოეკითხა კარლის სახეზე, რა შთაბეჭდილება მოახდინა
მასზე ასეთმა სოლიდურმა ასაკმა.
– მაშ, ბედნიერებას გისურვებთ, – უთხრა კარლმა.
– ეს ყოველთვის საჭიროა, – კარლს ხელი მოუჭირა და ამ ძველმა
მშობლიურმა გამოთქმამ, რომელიც გერმანულად ლაპარაკისას გაახ-
სენდა, ნაღველი მოჰგვარა.
– მაგრამ მე ხომ გაყოვნებთ, – წამოიძახა შემდეგ, – თქვენ, რა თქმა
უნდა, დაღლილი იქნებით, და უმჯობესია, ყველაფერზე დღისით ვილა-
პარაკოთ. თანამემამულის ნახვის სიხარული ყველაფერს დაგავიწყებს
ადამიანს. წამოდით, თქვენს ოთახში წაგიყვანთ.
– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, ქალბატონო შეფმზარეულო,
– გაახსენდა კარლს ტელეფონის აპარატის დანახვაზე, რომელიც მაგი-
დაზე იდგა, – შესაძლოა, დილით, ალბათ ძალიან ადრე, ჩემმა ყოფილმა
ამხანაგებმა ერთი ფოტოგრაფია მოიტანონ, რომელიც აუცილებლად
მჭირდება. თუ არ შეწუხდებით, იქნებ დაურეკოთ პორტიეს და სთხო-
ვოთ, ჩემთან ამოაგზავნოს ისინი, ან მე გამომიძახოს.
– აუცილებლად, – უპასუხა შეფმზარეულმა, – მაგრამ, არ იქნება საკ-
მარისი, თუ გამოართმევს მათ ამ ფოტოგრაფიას? მაინც, რა ფოტოგრა-
ფიაა ასეთი, თუ შეიძლება გკითხოთ?

117
– ეს ჩემი მშობლების ფოტოგრაფიაა, – უპასუხა კარლმა. – არა, მე
თავად უნდა დაველაპარაკო ამ ადამიანებს, – შეფმზარეულს აღარაფე-
რი უთქვამს და პორტიეს ტელეფონით შესაბამისი განკარგულება გა-
დასცა, თან კარლის ოთახის ნომერი – 536 – დაუსახელა.
შემდეგ შემოსასვლელის მოპირდაპირე კარით პატარა დერეფანში
გავიდნენ, სადაც ლიფტის გისოსზე მიყრდნობილ პატარა ლიფტიორს
ჩასძინებოდა, – ჩვენ თავად მოვემსახურებით ჩვენს თავს, – და შეფმზა-
რეულმა კარლი ლიფტში შეუშვა, – ათ-თორმეტ საათიანი სამუშაო ასე-
თი ბიჭუნასათვის
მეტისმეტია, – თქვა ქალმა, ვიდრე ლიფტი ზევით ადიოდა, – მაგრამ
ასეა ამერიკაში. ეს პატარა ბიჭუნა, მაგალითად, სულ ნახევარი წელია,
რაც მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, იტალიელია. ახლა ისე გამოიყურე-
ბა, იფიქრებ, ეს სამუშაო მის ძალ-ღონეს აღემატებაო, სახე სულ გამო-
ლევია, სამუშაო საათებში ეძინება, თუმცა ბუნებით ძალზე დაუზარე-
ლია – მაგრამ კიდევ ნახევარი წელი უნდა იმუშაოს აქ ან ნებისმიერ სხვა
ადგილას ამერიკაში და ყველაფერს იოლად გაუძლებს, ხუთ წელიწადში
კი მისგან ძლიერი კაცი დადგება. ასეთ მაგალითებზე საათობით შემიძ-
ლია გელაპარაკოთ. თუმცა თქვენ არ მყავხართ მხედველობაში, თქვენ
ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ხართ; ჩვიდმეტი წლისა იქნებით, ასე არ
არის?
– მომავალ თვეში თექვსმეტი შემისრულდება, – უპასუხა კარლმა.
– მხოლოდ თექვსმეტი! – წამოიძახა ქალმა, – მაშ, მხნედ!
ზემოთ რომ ავიდნენ, კარლი ერთ ოთახში შეიყვანა, რომლის ერთი
კედელი, როგორც მანსარდის ოთახებისა საერთოდ, დამრეცი იყო, სხვა
მხრივ კი, ორი ნათურის შუქზე, საკმაოდ მყუდროდ გამოიყურებოდა.
– ოთახის მოწყობილობა ნუ შეგაშინებთ, – უთხრა შეფმზარეულმა, –
ეს სასტუმროს ოთახი არ არის, ჩემი ბინის ნაწილია, რომელიც სამი
ოთახისაგან შედგება, ასე რომ, სრულებითაც არ შემავიწროებთ. მეზო-
ბელ ოთახში გასასვლელ კარს ჩავკეტავ, რომ თავი თავისუფლად იგ-
რძნოთ. ხვალ, როგორც სასტუმროს ახალი მოსამსახურე, საკუთარ ოთა-

118
ხს მიიღებთ. ამხანაგებთან ერთად რომ მოსულიყავით, სასტუმროს
მომსახურე პერსონალის საერთო საძინებელში მოგათავსებდით, მაგ-
რამ რაკი მარტო ხართ, ჩემი აზრით, აქ უფრო კარგად მოისვენებთ, მი-
უხედავად იმისა, რომ დივანზე მოგიწევთ დაძინება. ახლა კი მშვიდ
ძილს გისურვებთ, რათა სამუშაოსათვის ძალ-ღონე მოიკრიბოთ. ისე,
ხვალინდელი დღე არც ისე დაძაბული იქნება.
– უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თავაზიანობისათვის.
– მოითმინეთ, – და ზღურბლზე შეჩერდა, – თორემ ადრე გაგაღვიძე-
ბენ, – ოთახის გვერდით კართან მივიდა, დააკაკუნა და გასძახა: – ტერე-
ზე!
– დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო, – გამოეხმაურა მბეჭდავი გოგო-
ნა.
– დილით ჩემს გასაღვიძებლად დერეფნით გამოდი, აქ ოთახში სტუ-
მარს სძინავს. ძალიან დაღლილია, – კარლს გაუღიმა და უთხრა: – გასა-
გებია?
– დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო.
– მაშ, ღამე მშვიდობისა!
– მშვიდობის ღამეს გისურვებთ.
– საქმე ისაა რომ, – აუხსნა შეფმზარეულმა, – ეს რამდენიმე წელია,
ძალიან ცუდად მძინავს. არადა, ახლა შემიძლია, კმაყოფილი ვიყო ჩემი
მდგომარეობით და, მართალი გითხრათ, ბევრი საფიქრალიც არ მაქვს.
მაგრამ, ეტყობა, ეს უძილობა ადრე გადატანილი გასაჭირის შედეგია.
გამთენიის სამ საათზე თუ მოვახერხე დაძინება, დიდი სიკეთეა. მაგრამ
რაკი ხუთზე, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს ექვსის ნახევრისა, ისევ
ადგილზე უნდა ვიყო, ტერეზეს ვთხოვე, გამაღვიძოს, თან რაც შეიძლება
ფრთხილად, რომ ნერვები ახლანდელზე მეტად არ მომეშალოს. აბა, უკ-
ვე ყველაფერი იცით, და არც მე გტოვებთ დიდი ხნით. ღამე ნებისა! – და
თავისი წონის მიუხედავად. ოთახიდან თითქმის გაფრთხიალდა.
კარლი ნეტარებით მოელოდა დაძინებას, რადგან ამ დღემ ძალიან
დაღალა. უფრო მოხერხებულ გარემოს ხანგრძლივი და მშვიდი ძილი-

119
სათვის ვერც ინატრებდა. ოთახი, მართალია, საძინებლად არ იყო გათ-
ვალისწინებული, უფრო შეფმზარეულის მისაღებ ოთახს ჰგავდა, და
პირსაბანი ამ საღამოს საგანგებოდ მისთვის შემოიტანეს თუმცა, კარლი
არ გრძნობდა თავს დაუპატიჟებელ სტუმრად, პირიქით, მზრუნველო-
ბით იყო გარემოცული. მისი ჩემოდანი წესრიგში იყო და კარგა ხანია ასე
უსაფრთხოდ არ ყოფილა. უჯრებიან დაბალ კამოდზე, რომელზეც აჟუ-
რული შალის ქსოვილი იყო გადაფარებული, ჩარჩოებში და მინის ქვეშ
სხვადასხვა ფოტოები ეწყო. ოთახის თვალიერებისას კარლი შეჩერდა
და მათ დააკვირდა. უმეტესად ძველი ფოტოები იყო, რომლებზეც გოგო-
ნები იყვნენ აღბეჭდილნი ძველმოდურ, არაპრაქტიკულ კაბებში, და-
უდევრად ჩამოფხატული, პატარა, მაგრამ მაღალი თავსაბურავებით,
მარჯვენა ხელით ქოლგაზე დაყრდნობილებს, მზერა მაყურებლისაკენ
მიეპყროთ, მაგრამ მათი გამოხედვა მაინც მოუხელთებელი იყო.
მამაკაცების სურათებს შორის კარლს ერთი ახალგაზრდა ჯარისკა-
ცის ფოტო მოხვდა თვალში, რომელსაც კეპი პატარა მაგიდაზე დაედო,
გაჭიმული იდგა თავისი ხშირი შავი ქოჩრით და მედიდურ სიცილს
ძლივს იკავებდა. მისი მუნდირის ღილები ფოტოგრაფიაზე ოქროთი და-
ეფერათ. ყველა ეს ფოტოგრაფია ალბათ ევროპიდან იყო წამოღებული.
ამისი წაკითხვა, რა თქმა უნდა, ფოტოების უკანა მხარეს იყო შესაძლე-
ბელი, მაგრამ კარლს არ უნდოდა მათი ხელში აღება. როგორც ეს ფო-
ტოგრაფიები ეწყო აქ, ისე უნდოდა თავის მომავალ ოთახში მშობლები-
სა ჰქონოდა.
ის იყო მთელი ტანი საფუძვლიანად დაიბანა – თანაც, მეზობლის შე-
წუხების რიდით განსაკუთრებული სიფრთხილით – და დასაძინებლად
დივანზე გაიშალა, რომ კარზე ჩუმი კაკუნი მოესმა. უცბად ვერ მიხვდა,
რომელ კარზე აკაკუნებდნენ, ან შესაძლოა, ეს შემთხვევითი ხმაურიც
ყოფილიყო. კაკუნი მაშინვე არ განმეორებულა, და კარლი უკვე თვლემ-
და, როცა კვლავ გაისმა. ახლა უკვე აღარ იყო საეჭვო, რომ ეს ნამდვილად
კაკუნი იყო და ხმა მემანქანის კარიდან მოდიოდა. კარლმა ფეხის წვე-

120
რებზე მიირბინა კართან და ხმადაბლა, რომ თუ კარს იქით ვინმეს ეძინა,
არ გაეღვიძებინა, ჰკითხა: – გნებავთ რაიმე?
ასეთივე ხმადაბალმა პასუხმა არ დააყოვნა: – ხომ ვერ გააღებდით
კარს? გასაღები თქვენს მხარესაა.
– ახლავე, – შეეხმიანა კარლი, – ოღონდ ჯერ უნდა ჩავიცვა.
მცირე პაუზის შემდეგ გაისმა: – არ არის საჭირო, გააღეთ და საწოლში
ჩაწექით, მე ცოტა ხანს მოვიცდი.
– კეთილი, – კარლი ასეც მოიქცა, გარდა ამისა, სინათლეც აანთო, –
უკვე ვწევარ, – გასძახა ოდნავ ხმამაღლა. და თავისი ჩაბნელებული ოთა-
ხიდან მემანქანე გოგონა შემოვიდა. ზუსტად ისევე ეცვა, როგორც ქვე-
მოთ, კანტორაში, და ეტყობა, მთელი ამ ხნის განმავლობაში დაძინება
არც უფიქრია.
– მაპატიეთ, თუ შეიძლება, – და კარლის საწოლისაკენ ოდნავ დაიხა-
რა, – და გთხოვთ, არ გამცეთ. დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, ვიცი, რომ
საშინლად დაღლილი ხართ.
– არა უშავს, – უთხრა კარლმა, – მაგრამ ალბათ უმჯობესია, ჩავიცვა,
– გაჭიმული იწვა, რომ საბანი კისრამდე აექაჩა, რადგან ღამის საცვალი
არ ეცვა.
– მხოლოდ ერთი წუთით შეგაწუხებთ, – და სავარძელს წაეტანა, – შე-
იძლება დივანთან ახლოს დავჯდე?
კარლმა თავი დაუქნია. გოგონა დივანთან ისე ახლოს მიიწია, კარლი
იძულებული იყო, კედელს აჰკროდა, რათა მისი დანახვა შესძლებოდა.
გოგონას მრგვალი სახე და სწორი ნაკვთები ჰქონდა, ოღონდ შუბლი მე-
ტისმეტად მაღალი, რაც, შესაძლოა, ვარცხნილობის ბრალიც იყო, რო-
მელიც მას არ უხდებოდა. ძალიან სუფთად და მოწესრიგებულად ეცვა.
მარცხენა ხელში ცხვირსახოცი ჩაებღუჯა.
– დიდხანს დარჩებით აქ? – ჰკითხა მან.
– ეს ჯერ არ არის საბოლოოდ გარკვეული, – მიუგო კარლმა, – მაგრამ,
ვფიქრობ, დავრჩები.

121
– ძალიან კარგი იქნებოდა, – და ცხვირსახოცით სახე მოიწმინდა, – მე
ისე მარტო ვგრძნობ აქ თავს.
– უცნაურია, – გაიკვირვა კარლმა, – ქალბატონი შეფმზარეული ხომ
ძალზე კეთილგანწყობილია თქვენ მიმართ. ის თქვენ ხელქვეითივით
არ გექცევათ. ისიც კი ვიფიქრე, რომ ნათესავები ხართ.
– ო, არა, – უპასუხა გოგონამ, – ჩემი სახელია ტერეზე ბერხტოლდი,
პომერანიიდან ვარ.
კარლმაც წარუდგინა თავი. გოგონამ ახლა ისე ჯიქურ შეხედა, თით-
ქოს სახელის გაგების შემდეგ კარლი უფრო უცხო გახდა მისთვის. ერ-
თხანს ორივე ჩუმად იყო. შემდეგ ისევ გოგონამ დაარღვია დუმილი: –
უმადური არ გეგონოთ, ქალბატონი შეფმზარეული რომ არა, ნამდვი-
ლად ძალიან გამიჭირდებოდა. ადრე სამზარეულოში ვმუშაობდი, აქვე,
სასტუმროში და უკვე გათავისუფლება მემუქრებოდა, რადგან მძიმე სა-
მუშაოს თავს ვერ ვართმევდი. აქ ძალიან დიდი მოთხოვნებია. ერთი
თვის წინ სამზარეულოს ერთ-ერთმა გოგონამ გადაღლილობისაგან გო-
ნება დაკარგა და თოთხმეტი დღე საავადმყოფოში იწვა. მეც საკმაოდ
სუსტი ვარ, ბავშვობაში ბევრი რამ გადავიტანე და ამის გამო ცოტა ჩა-
მოვრჩი კიდეც განვითარებაში; თქვენ ალბათ ვერ იფიქრებთ, რომ
თვრამეტი წლისა ვარ. მაგრამ ახლა უკვე თანდათან ჯან-ღონე მემატება.
– აქ მუშაობა, ჩანს, მართლაც ძალზე დამქანცველია, – თქვა კარლმა,
– ქვემოთ ახლა პატარა ლიფტიორი ბიჭი ვნახე, რომელსაც ფეხზე ეძინა.
– ამ დროს ლიფტიორების მდგომარეობა სხვებისაზე გაცილებით
უკეთესია. ისინი სტუმრებისაგან საკმაოდ კარგ გასამრჯელოს იღებენ
და არც ისეთი მძიმე სამუშაო აქვთ, როგორიც სამზარეულოს პერსო-
ნალს. მაგრამ ერთხელაც ბედმა გამიღიმა, ქალბატონ შეფმზარეულს
გოგონა დასჭირდა, რომელიც საბანკეტო სუფრას ხელსახოცებით გააწ-
ყობდა. სამზარეულოში ჩამოგზავნა კაცი. იქ ორმოცდაათამდე ჩემნაირი
გოგონაა, მაგრამ ბედად სწორედ მე მოვყევი ხელში და შეფმზარეული
ძალიან კმაყოფილი დარჩა, რადგან ხელსახოცების გაწყობა ყოველ-

122
თვის მეხერხებოდა. ასე გადმომიყვანა თავისთან და თანდათან საკუ-
თარ მდივნად გამომზარდა. ამასობაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
– ნუთუ ამდენია აქ საბეჭდი? – ჰკითხა კარლმა.
– აჰ, ძალიან ბევრი, – მიუგო გოგონამ, – ვერც კი წარმოიდგენთ, რამ-
დენი. ხომ ნახეთ, ამ საღამოს თორმეტის ნახევრამდე ვმუშაობდი, და
დღევანდელი დღე გამონაკლისი არ არის. ცხადია, გამუდმებით ბეჭდვა
არ მიწევს, ქალაქშიც დავდივარ სხვადასხვა დავალების შესასრულებ-
ლად.
– რა ჰქვია ამ ქალაქს? – ჰკითხა კარლმა.
– არ იცით? რამზესი.
– დიდი ქალაქია?
– ძალიან დიდი, – უპასუხა გოგონამ, – არ მიყვარს ქალაქში გასვლა.
მაგრამ თქვენ ალბათ უკვე გეძინებათ.
– არა, არა, მე ხომ ჯერ არც კი ვიცი, რისთვის შემოხვედით.
– იმისთვის, რომ დამლაპარაკებელი არავინ მყავს. წუწუნი არ მიყ-
ვარს, მაგრამ როცა სრულიად მარტო ხარ, ბედნიერებაა, თუ, ბოლოს და
ბოლოს, ვინმე მოგისმენს. მე ქვემოთვე დაგინახეთ, დარბაზში, სწორედ
ქალბატონი შეფმზარეულის დასაძახებლად შემოვედი, როცა მან საკუჭ-
ნაოში შეგიყვანათ.
– ეს საშინელი დარბაზია, – თქვა კარლმა.
– მე ამას უკვე ვეღარ ვამჩნევ, – უპასუხა გოგონამ, – მხოლოდ იმის
თქმა მინდოდა, რომ ქალბატონი შეფმზარეული დედასავით კეთილად
მექცევა. მაგრამ ჩვენ შორის მდგომარეობის მიხედვით მეტისმეტად დი-
დი განსხვავებაა, რომ თავისუფლად შემეძლოს მასთან დალაპარაკება.
სამზარეულოს გოგონებს შორის მყავდა ადრე მეგობრები, მაგრამ ისინი
უკვე დიდი ხანია, აქ აღარ არიან, ახალ გოგონებს კი თითქმის არც ვიც-
ნობ. ზოგჯერ მეჩვენება, ახლანდელი სამუშაო უფრო დამღლელია ჩემ-
თვის, ვიდრე ადრინდელი, რომ ისე კარგად ვერ ვართმევ თავს, და ქალ-
ბატონი შეფმზარეული მხოლოდ სიბრალულის გამო მაჩერებს ამ ად-
გილზე. ბოლოს და ბოლოს, მდივანი რომ გახდე, ნამდვილად უკეთესი

123
სასკოლო განათლებაა საჭირო. ცოდვაა ამის თქმა, მაგრამ ხშირად შიში
მიპყრობს, რომ გავგიჟდები. ღვთის გულისათვის, – უცებ ლაპარაკს მო-
უჩქარა და კარლს მხარზე მოჰკიდა ხელი, რადგან მას ხელები საბანში
ჰქონდა ჩამალული, – ქალბატონ შეფმზარეულთან სიტყვა არ დაგ-
ცდეთ, თორემ დავიღუპები. იმ თავსატეხის გარდა, რასაც ჩემი მუშაო-
ბით ვუქმნი, კიდევ ტკივილსაც თუ მივაყენებ, ეს მართლაც მეტისმეტი
იქნება.
– ცხადია, არაფერს ვეტყვი, – უპასუხა კარლმა.
– ძალიან კარგი, და დარჩით აქ. მოხარული ვიქნები, თუ აქ დარჩე-
ბით და, თუ თქვენი სურვილიც იქნება, ერთმანეთს მხარს გავუმაგრებთ.
როგორც კი პირველად დაგინახეთ, თქვენდამი ნდობით გავიმსჭვალე.
და მიუხედავად ამისა – წარმოგიდგენიათ, რა ცუდი ვარ – შემეშინდა,
რომ ქალბატონი შეფმზარეული თქვენ აგიყვანდათ მდივნად და მე გა-
მათავისუფლებდა. მაგრამ, როცა აქ მარტო ვიჯექი, ვიდრე თქვენ ქვე-
მოთ იყავით, კანტორაში, ავწონ-დავწონე და ვიფიქრე, უკეთესიც კი იქ-
ნებოდა, თუ ჩემს ადგილს დაიკავებდით, რადგან თქვენ ნამდვილად
უკეთესად გაართმევთ ამ სამუშაოს თავს. თუ ქალაქში დავალებებზე სი-
არული არ გენდომებათ, შემიძლია ეს სამუშაო მე შევასრულო. საერ-
თოდ კი, სამზარეულოში მუშაობით ალბათ მეტი სარგებლობის მოტა-
ნას შევძლებ, მით უმეტეს, რომ უკვე ცოტა მოვმაგრდი.
– საქმე უკვე მოგვარებულია, – უთხრა კარლმა, – მე ლიფტიორად ვი-
მუშავებ, თქვენ კი მდივნის ადგილზე დარჩებით. მაგრამ თუ ქალბატონ
შეფმზარეულს თუნდაც სიტყვას გადაუკრავთ თქვენს გეგმებზე, ყველა-
ფერს მოვახსენებ, რაც დღეს გამანდეთ, რაც უნდა სამწუხარო იყოს ეს
ჩემთვის.
მისმა ტონმა ტერეზე ისე ააღელვა, რომ საწოლთან დაემხო და ატი-
რებულმა თავი საბანში ჩარგო, – მე, რა თქმა უნდა, არ გაგცემთ, – დაამ-
შვიდა კარლმა, – მაგრამ არც თქვენ უნდა უთხრათ არაფერი.
კარლი ახლა უკვე საბანში დამალული ვეღარ დარჩებოდა, გოგონას
მხარზე ხელი გადაუსვა, რადგან სიტყვებს ვეღარ პოულობდა; ესღა გა-

124
იფიქრა, რომ არც აქ ექნებოდა დალხენილი ცხოვრება. ბოლოს გოგონა
დამშვიდდა, ყოველ შემთხვევაში, შერცხვა თავისი ტირილის გამო,
კარლს მადლიერებით შეხედა, ურჩია, დილით კარგად გამოეძინებინა
და დაჰპირდა, თუ დროს ვიპოვი, რვა საათისათვის გასაღვიძებლად ამო-
ვალო.
– გაღვიძება ნამდვილად გეხერხებათ, – უთხრა კარლმა.
– დიახ, ცოტა რამ მაინც შემიძლია, – გამომშვიდობების ნიშნად ხე-
ლი საბანზე მსუბუქად გადაუსვა და თავისი ოთახისაკენ გაიქცა.
მეორე დღეს კარლმა დაჟინებით მოითხოვა, ახლავე შევუდგები სამ-
სახურსო, თუმცა ქალბატონ შეფმზარეულს უნდოდა, ეს დღე მისთვის
რამზესის დასათვალიერებლად მიეცა. მაგრამ კარლმა გულახდილად
განაცხადა, საამისო შემთხვევა კიდევ მომეცემაო. ახლა კი მისთვის ყვე-
ლაფერზე მნიშვნელოვანია, საქმეს შეუდგეს; ევროპაში აკი ერთხელ უკ-
ვე მიატოვა დაწყებული საქმე, და ახლა იძულებულია, ლიფტიორად და-
იწყოს მუშაობა, მაშინ, როცა მისი ასაკის ყმაწვილები უკვე მზად არიან,
სამსახურებრივი იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე შედგან ფეხი.
სავსებით სწორია, რომ ლიფტიორობით იწყებს თავის კარიერას. მაგ-
რამ სწორია ისიც, რომ განსაკუთრებულად უნდა იჩქაროს. საქმის ასეთ
ვითარებაში ქალაქის დათვალიერება ვერავითარ სიამოვნებას ვერ მი-
ანიჭებს. იმ პატარა გასეირნების უფლებაც კი არ მისცა თავს, რომელიც
ტერეზემ შესთავაზა. მოსვენებას არ აძლევდა იმაზე ფიქრი, რომ თუ ჯე-
როვან სიბეჯითეს არ გამოიჩენდა, ბოლოს დელამარშისა და რობინსო-
ნის ბედს გაიზიარებდა.
სასტუმროს თერძთან ლიფტიორის ფორმა მოასინჯეს, რომელიც
ოქროს ღილებითა და სირმით გაწყობილი, შესანიშნავად გამოიყურე-
ბოდა, მაგრამ მის ჩაცმაზე კარლს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, რადგან იღ-
ლიებში ქურთუკი ცივი, გამაგრებული და სველი იყო იმ ლიფტიორი ბი-
ჭუნების ოფლისაგან, რომელთაც ის ადრე უტარებიათ. უპირველეს ყოვ-
ლისა, საჭირო გახდა ფორმის გაფართოვება კარლის მკერდის ზომაზე,
რადგან ათი ფორმიდან, რომლებიც გარდერობში იყო, არც ერთი მიახ-

125
ლოებითაც კი არ მოერგო. აუცილებელი გადაკეთებისა და ოსტატის
უხეირობის მიუხედავად – უკვე გამზადებული ფორმა მისი ხელიდან ორ-
ჯერ დაბრუნდა სახელოსნოში – ხუთიოდე წუთში ყველაფერი მოგვარდა
და კარლმა ატელიე დატოვა უკვე ლიფტიორის შემოტკეცილი შარვლი-
თა და, ოსტატის თავგამოდების მიუხედავად, ისეთი ვიწრო ქურთუკით,
რომ ცდილობდა, სუნთქვის ვარჯიშები შეესრულებინა, რათა დარწმუნე-
ბულიყო, შესაძლებელი იყო თუ არა საერთოდ მასში სუნთქვა.
შემდეგ კარლი მსახურთუხუცესთან გამოცხადდა, რომლის განკარ-
გულებაშიც უნდა ემუშავა – ტანმაღალ, მოხდენილ ორმოციოდე წლის
კაცთან, რომელსაც მსხვილი ცხვირი ჰქონდა. რადგან მას არ ეცალა, მცი-
რე ხნით მაინც გასაუბრებოდა კარლს, ზარით ლიფტიორი გამოიძახა,
შემთხვევით სწორედ ის, გუშინ რომ ნახა კარლმა. უფროსი მას უბრა-
ლოდ ნათლობის სახელით «ჯაკომოთი» მიმართავდა, რაც კარლმა
მოგვიანებით გაარკვია, რადგან ინგლისური წარმოთქმით სახელის გარ-
ჩევა შეუძლებელი იყო. ამ ყმაწვილს დაევალა, ეჩვენებინა კარლისათ-
ვის, რაც ლიფტიორის სამსახურისათვის იყო საჭირო; მაგრამ ის ისე
მორცხვობდა და ჩქარობდა, რომ კარლმა, თუმცა საჩვენებელი ბევრი
არაფერი იყო, მისგან თითქმის ვერაფერი შეიტყო. ჯაკომო ალბათ იმის
გამოც ბრაზობდა, რომ კარლის გულისთვის ლიფტიორის სამსახური
დაატოვებინეს და ამიერიდან მოახლეებს უნდა დახმარებოდა. ეს კი,
გარკვეული
მოსაზრებებით, რაც კარლისთვის არ გაუმხელია, სამარცხვინოდ მი-
აჩნდა. კარლი იმედგაცრუებული დარჩა, უპირველეს ყოვლისა, იმით,
რომ ლიფტიორის ურთიერთობა ლიფტთან მხოლოდ ღილაკზე ხელის
დაჭერით და მისი ამგვარად ამოძრავებით შემოიფარგლებოდა, ძრავის
შეკეთება კი მხოლოდ სასტუმროს მექანიკოსების საქმე იყო, ასე რომ,
ჯაკომოს, მაგალითად, მიუხედავად ლიფტიორად ნახევარი წლის სამ-
სახურისა, არც ძრავა ენახა თვალით და არც ლიფტის მექანიზმი, თუმცა
ეს, როგორც თავად თქვა, ძალიანაც აინტერესებდა. სამუშაო, საერთოდ,
ძალზე ერთფეროვანი იყო და, რამდენადაც ცვლა თორმეტ საათს

126
გრძელდებოდა მონაცვლეობით დღისით და ღამით, ისე დამქანცველი,
რომ ჯაკომოს სიტყვებით, მისი გაძლება შეუძლებელი იქნებოდა, თუ
დროდადრო რამდენიმე წუთით ფეხზე ძილს არ შეეჩვეოდი. კარლს ამა-
ზე არაფერი უთქვამს, მაგრამ მიხვდა, რომ ჯაკომოს სწორედ ამ ჩვევად
უღირდა ეს ადგილი.
კარლს ხელს აძლევდა, რომ ლიფტი, რომელსაც ის მოემსახურებო-
და, მხოლოდ ზედა სართულებისათვის იყო განკუთვნილი, რაც მას თა-
ვიდან ააცილებდა მდიდარ და პრეტენზიულ სტუმრებთან ურთიერთო-
ბას. მართალია, აქ ბევრს ვერაფერს ისწავლიდა, მაგრამ დასაწყისისათ-
ვის არც ისე ცუდად ეჩვენებოდა.
პირველივე კვირის შემდეგ კარლისათვის ნათელი გახდა, რომ სამუ-
შაოს თავს გაართმევდა. მისი ლიფტის თითბერი ისე იყო გაპრიალებუ-
ლი, დანარჩენი ოცდაათი ლიფტიდან ვერც ერთი ვერ შეედრებოდა, და
ალბათ კიდევ უფრო მეტადაც იპრიალებდა, მისი მეწყვილე ბიჭი ცოტა-
თი მაინც რომ მგვანებოდა მას სიბეჯითით და მის იმედად თავი არხეი-
ნად არ ეგრძნო. ეს იყო მკვიდრი ამერიკელი, გვარად რენელი, პატივ-
მოყვარე პირტიტველა ჭაბუკი შავი თვალებითა და ოდნავ ჩაცვენილი
ლოყებით. მას საკუთარი ელეგანტური კოსტიუმი ჰქონდა, რომლითაც
საღამოობით, სუნამოშეფრქვეული, ქალაქისაკენ მიიჩქაროდა ხოლმე;
ზოგჯერ კარლსაც სთხოვდა, საღამოს შეეცვალა, ოჯახური საქმეების
მომიზეზებით, და სულაც არ ადარდებდა, რომ მისი გარეგნობა ამგვარი
საბაბის საწინააღმდეგოდ მეტყველებდა. მიუხედავად ამისა, კარლს ის
მოსწონდა და სიამოვნებდა, როცა რენელი ასეთ საღამოს, წასვლამდე,
თავის ელეგანტურ კოსტიუმში გამოწყობილი, ლიფტთან მის წინ შეჩერ-
დებოდა, კიდევ ერთხელ მოუბოდიშებდა, ხელებზე ხელთათმანებს
ამოიქაჩავდა, და შემდეგ დერეფანს გაუყვებოდა. ამგვარი შენაცვლებით
კარლს, უბრალოდ, უნდოდა სამსახური გაეწია მისთვის, რაც მას უფრო-
სი კოლეგის მიმართ დასაწყისისათვის ბუნებრივად მიაჩნდა, ოღონდ ეს
დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ეს გამუდმებული მგზავ-

127
რობა ზევით-ქვევით საკმაოდ დამღლელი იყო, რაც, მით უმეტეს საღა-
მოობით, წუთით არ წყდებოდა.
მალე კარლმა სწრაფად და მდაბლად თავის დაკვრაც ისწავლა, რო-
გორც ეს ლიფტიორ ბიჭებს მოეთხოვებათ, და გასამრჯელოსაც ჰაერში-
ვე იჭერდა. წვრილი ფული უმალ მისი ჟილეტის ჯიბეში უჩინარდებოდა
და მისი სახის გამომეტყველებით ძნელი იყო მიხვედრა, გულუხვად და-
აჯილდოვეს თუ ძუნწად. მანდილოსნებს განსაკუთრებული მოწიწებით
უღებდა კარს და მხოლოდ მათ შემდეგ შევიდოდა ხოლმე ფრთხილად,
რადგან ისინი თავიანთი გრძელი კაბების, ქუდებისა და მოსასხამების
გამო უფრო ნელა შედიოდნენ ლიფტში, ვიდრე მამაკაცები. მგზავრობის
დროს კართან ახლოს, მგზავრებისაკენ ზურგით იდგა, რათა ნაკლებად
მიეპყრო მათი ყურადღება, ხელი კარის სახელურზე ეჭირა, რომ გაჩერე-
ბისას სწრაფად და უცაბედი ხმაურის გარეშე გაეწია კარი. ზოგჯერ
მგზავრობისას ვიღაცა მხარზე
ხელს დაარტყამდა, რათა რაღაც ეკითხა. მაშინ სწრაფად შემოტრი-
ალდებოდა, თითქოს ელოდაო ამას და ხმამაღლა პასუხობდა. ხშირად,
მიუხედავად ლიფტების სიმრავლისა, განსაკუთრებით თეატრის დამ-
თავრების შემდეგ ან რომელიმე სწრაფი მატარებლის ჩამოსვლის შემ-
თხვევაში, ისეთი ჭედვა შეიქმნებოდა ხოლმე, რომ კარლი, როგორც კი
ზემოთ სტუმრებს გადმოსხამდა, მაშინვე ქვემოთ უნდა ჩაქანებულიყო,
რათა იქ მომლოდინე მგზავრები აეყვანა. შეეძლო მოექაჩა ბაგირი, რო-
მელიც ლიფტის კაბინაში გადიოდა, და ამით ჩვეულებრივი სიჩქარე გა-
ეზარდა, მაგრამ ლიფტის ექსპლოატაციის წესების მიხედვით ეს აკრძა-
ლული იყო და თან სახიფათოც. ამ ხერხს კარლი არასოდეს მიმართავ-
და, როცა მგზავრები მიჰყავდა, მაგრამ ზემოთ რომ გადმოსხამდა მათ
და ქვემოთ კი სხვები ელოდნენ, მაშინ წესებს ყურადღებას აღარ აქცევ-
და და ბაგირს მეზღვაურივით ძლიერად, რიტმულად ექაჩებოდა. კარ-
ლმა იცოდა, რომ სხვა ლიფტიორებიც აკეთებდნენ ამას და არ უნდოდა
თავისი მგზავრების დაკარგვა. ზოგიერთი სტუმარი, რომელიც შედარე-
ბით ხანგრძლივად ცხოვრობდა სასტუმროში, რაც აქ საკმაოდ ხშირი

128
იყო, ღიმილით ანიშნებდა კარლს, რომ ცნობდა. კარლი ამგვარ თავა-
ზიანობას სერიოზული გამომეტყველებით პასუხობდა, გულში კი სი-
ამოვნებდა. ზოგჯერ, როცა მოძრაობა შედარებით შენელდებოდა ხოლ-
მე, პატარა დავალებებსაც ასრულებდა, მაგალითად, თუ რომელიმე
სტუმარს არ უნდოდა ზედმეტად ნომერში ასვლა იქ დავიწყებული რა-
ღაც წვრილმანის ჩამოსატანად, კარლი იმწამსვე აფრინდებოდა მარტო
თავისი ლიფტით, რომელიც ასეთ წუთებში განსაკუთრებით საყვარელი
იყო მისთვის, გადმოვიდოდა საჭირო სართულზე, შევიდოდა უცხო
ოთახში, სადაც უმეტესად ისეთი უცნაური ნივთები ეწყო, ან ეკიდა ტან-
საცმლის საკიდებზე, რომლებიც მას არასოდეს ენახა, გრძნობდა უცხო
საპნის, სუნამოსა თუ პირში გამოსავლები წყლის თავისებურ სურნელს,
და ბუნდოვანი მინიშნებების მიუხედავად, ნაპოვნი ნივთით დაუყოვნებ-
ლივ ბრუნდებოდა უკან. ხშირად ნანობდა, რომ უფრო მსხვილი დავა-
ლებების შესრულება არ უწევდა, რადგან ამისათვის სასტუმროში სპე-
ციალურად ჰყავდათ მოსამსახურეები ან შიკრიკები, რომლებიც ველო-
სიპედებითა და მოტოციკლებითაც კი იყვნენ უზრუნველყოფილნი. მხო-
ლოდ ოთახიდან სასადილოში ან სათამაშო ოთახებში შეეძლო კარლს
გაქცეულ-გამოქცეულიყო საჭიროების შემთხვევაში დავალების შესას-
რულებლად.
როცა თორმეტსაათიანი სამუშაოს შემდეგ, სამ დღეს საღამოს ექვს
საათზე, მომდევნო სამ დღეს კი დილის ექვს საათზე ბრუნდებოდა, ისე
იყო ხოლმე დაქანცული, რომ არავისზე ფიქრის თავი აღარ ჰქონდა და
მაშინვე დასაძინებლად წვებოდა. ლიფტიორების საერთო საძინებელ-
ში ეძინა; ქალბატონი შეფმზარეული, რომლის გავლენაც არც ისე დიდი
ყოფილა, როგორიც კარლს პირველ საღამოს მოეჩვენა, მართალია, შე-
ეცადა საკუთარი ოთახი გაეხერხებინა მისთვის, და ალბათ გაუხერხებ-
და კიდეც, მაგრამ, რადგან კარლმა დაინახა, რა რთული იყო ეს და რო-
გორ დაურეკა რამდენჯერმე კარლის უფროსს, იმ უაღრესად დაკავებულ
კაცს, ამ საქმის თაობაზე, უარი თქვა და დაარწმუნა კიდეც შეფმზარეუ-
ლი თავისი უარის საფუძვლიანობაში იმ არგუმენტით, რომ არ უნდოდა,

129
სხვა ლიფტიორებს შურის თვალით შეეხედათ მისთვის დაუმსახურებ-
ლად მინიჭებული უპირატესობის გამო.
ამ საერთო საძინებელში მოსვენება, რა თქმა უნდა, თითქმის შეუძ-
ლებელი იყო, რადგან თითოეული მათგანი თორმეტსაათიან თავისუ-
ფალ დროს თავისებურად ანაწილებდა ჭამაზე, ძილზე, გართობასა და
დამატებით საშოვარზე; საძინებელში გამუდმებით აუტანელი აურ-
ზაური იყო. ზოგს ეძინა და საბანი თავზე ჰქონდა წაფარებული, რათა
არაფერი გაეგონა; და თუ რომელიმეს სხვების ხმაურზე გაეღვიძებოდა,
გააფთრებული ისეთ ყვირილს ატეხდა, ყველაზე ძილისგუდებიც კი ვერ
უძლებდნენ და წამოცვივდებოდნენ ხოლმე. თითქმის ყველა ბიჭს ჰქონ-
და საკუთარი ჩიბუხი, და რადგან ეს ფუფუნების საგნად ითვლებოდა,
კარლმაც შეიძინა და მალე გაუგო კიდეც გემო. რაკი სამსახურებრივ სა-
ათებში მოწევა ეკრძალებოდათ, აქედან გამომდინარე, ყველა, თუკი არ
ეძინა, საძინებელ ოთახში ეწეოდა. ამის შედეგად ყოველი საწოლი საკუ-
თარ კვამლის ღრუბელში იყო გახვეული, და ყველაფერი გარშემო – სა-
ერთო ბურუსში ჩაძირული. ვერაფრით მოახერხეს – თუმც უმრავლესობა
ამის მომხრე იყო – ღამით დარბაზის მხოლოდ ერთ ბოლოში ყოფილი-
ყო სინათლე ანთებული. ეს საკითხი რომ მოეგვარებინათ, ვისაც მოუნ-
დებოდა, დარბაზის ბნელ ნაწილში შეძლებდა მშვიდად ძილს – დარბა-
ზი კი დიდი იყო, ორმოცდაათსაწოლიანი; დანარჩენებს კი შესაძლებ-
ლობა ექნებოდათ განათებულ ნაწილში კამათლის, ბანქოს თამაშისა,
თუ ნებისმიერი საქმის კეთებისა, რისთვისაც სინათლეა საჭირო. თუ რო-
მელიმეს, ვისი საწოლიც დარბაზის განათებულ ნაწილში იდგა, დაძინე-
ბა მოუნდებოდა, თამამად შეეძლო დაწოლილიყო ერთ-ერთ თავისუ-
ფალ საწოლზე ჩაბნელებულ ნაწილში, რადგან თავისუფალი საწოლები
ყოველთვის საკმარისად იყო, და არავინ იქნებოდა წინაღმდეგი, მისი
საწოლი დროებით სხვას გამოეყენებინა, მაგრამ არ ყოფილა ღამე, რომ
ამგვარი წესრიგი დაეცვათ. ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგა-
ლითად, ორი ადამიანი, რომლებსაც სიბნელეში გამოძინების შემდეგ
საკუთარ საწოლებს შორის გადებულ ფიცარზე ბანქოს თამაშის სურვი-

130
ლი გაუჩნდებოდათ, და, ცხადია, უახლოეს ნათურას აანთებდნენ, რომ-
ლის მკვეთრი სინათლე მაშინვე ფეხზე წამოყრიდა მძინარეებს, თუ მათ
სინათლე სახეში სცემდათ. ერთხანს იწრიალებდნენ, მაგრამ ბოლოს,
ვერაფერს უკეთესს რომ ვერ მოიფიქრებდნენ, ისინიც გამოღვიძებულ
მეზობელთან ბანქოს თამაშს წამოიწყებდნენ. და ცხადია, ჩიბუხებიც მა-
შინვე აბოლდებოდა. იყვნენ, რა თქმა უნდა, ისეთებიც, ვისაც ამ პირო-
ბებშიც კი ძილი ერჩია ყველაფერს – კარლიც უმეტესად მათ რიცხვს
ეკუთვნოდა – და ისინი, ბალიშზე თავის დადების ნაცვლად, ბალიშს
იდებდნენ თავზე; მაგრამ განა შესაძლებელია ძილი, როცა უახლოესი
მეზობელი შუაღამით წამოდგება, რათა სამუშაოს დაწყებამდე ცოტა
ხნით ქალაქში გაისეირნოს, როცა ის შენი საწოლის თავთან დაყენებულ
ნიჟარაში ხმაურით იბანს პირს და წყალს გაშხეფებს, როცა არა მარტო
ხმაურით იცვამს ჩექმებს, არამედ იატაკზე აბაკუნებს ქუსლებს, რათა
უკეთესად ჩატენოს შიგ ფეხები – თითქმის ყველა, მიუხედავად ამერიკუ-
ლი კალაპოტისა, ვიწრო ჩექმებს ატარებდა – ბოლოს კი, რაღაც წვრილ-
მანის მოსაძებნად, რომელიც მის აღჭურვილობას აკლია, მძინარე მე-
ზობელს თავიდან ააცლის ბალიშს, რომლის ქვეშ მას უკვე ისედაც კარგა
ხანია ღვიძავს და მხოლოდ შესაფერის მომენტს ელოდება, რომ თავ-
დამსხმელს საკადრისი პასუხი გასცეს? უნდა ითქვას, რომ ყველანი
სპორტსმენები იყვნენ, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე ჭაბუკები, რომ-
ლებიც ხელიდან არ უშვებდნენ შემთხვევას, სპორტულად გავარჯიშებუ-
ლიყვნენ. და შუაღამისას, საშინელი ხმაურისაგან გამოღვიძებული, არ
იყავი დაზღვეული, რომ შენს საწოლთან, იატაკზე, ორ მორკინალს არ
აღმოაჩენდი, გარშემო კი, თვალისმომჭრელად განათებულ საწოლებზე
– ღამის საცვლებში ფეხზე მდგარ სეირის მაყურებლებს. ერთხელ, ამ-
გვარი ღამეული კრივის რაუნდის დროს, ერთ-ერთი მებრძოლი მძინარე
კარლს დაეცა თავზე და პირველი, რაც თვალგახელილმა კარლმა და-
ინახა, ჭაბუკის ცხვირიდან წამსკდარი სისხლი იყო, რომელმაც, ვიდრე
რამეს მოიმოქმედებდნენ, მთელი საწოლი შეღება. ხშირად კარლი

131
თითქმის მთელ თორმეტ საათს იმის ცდაში ატარებდა, რამდენიმე
საათით მაინც წაეძინა, თუმცა დიდი იყო ცთუნება, სხვების საუბარში მი-
ეღო მონაწილეობა; მაგრამ ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ სხვებს მას-
თან შედარებით რაღაც უპირატესობა გააჩნდათ ცხოვრებაში, რაც მას
ბეჯითი შრომითა და ზოგიერთ რამეზე უარის თქმით უნდა გაეწონასწო-
რებინა. ამგვარად, თუმცა სამუშაოს გამო ძილი კარლისათვის ძალზე
მნიშვნელოვანი იყო, საერთო საძინებლის შესახებ არც შეფმზარეულ-
თან დაუჩივლია, არც ტერეზესთან, რადგან, ჯერ ერთი, ეს პრობლემა
ყველა ჭაბუკს აწუხებდა, მაგრამ არ წუწუნებდნენ ამაზე, და მეორეც, სა-
ერთო საძინებლის სატანჯველი აუცილებელი ნაწილი იყო ლიფტიო-
რის მოვალეობისა, რაც მან მადლიერებით მიიღო შეფმზარეულის ხე-
ლიდან.
კვირაში ერთხელ, ცვლის გადაბარებისას, ოცდაოთხი საათი ჰქონდა
თავისუფალი. ამ დროს შეფმზარეულს მოინახულებდა ხოლმე, ან ტერე-
ზეს, მის თავისუფალ წუთებს დადარაჯებული, სადმე, რომელიმე კუთ-
ხეში, დერეფანში ან, მხოლოდ იშვიათად, მის ოთახში, ორი სიტყვით
დაელაპარაკებოდა. ზოგჯერ ქალაქშიც გაჰყვებოდა ხოლმე სასწრაფო
საქმეებზე. თითქმის სირბილით – კარლს ტერეზეს ჩანთა ეჭირა – მეტ-
როს უახლოეს სადგურამდე მივიდოდნენ, მატარებელი მიქროდა, თით-
ქოს არავითარ წინააღმდეგობას არ განიცდიდა, თვალის დახამხამებაში
გაჩნდებოდნენ ადგილზე, და ნაცვლად იმისა, რომ ესკალატორს დალო-
დებოდნენ, რომელიც ძალზე ნელი ეჩვენებოდათ, კიბეებზე არბოდნენ;
მათ ფეხქვეშ ჩნდებოდა მოედნები, მათგან აქეთ-იქით ვარსკვლავისებუ-
რად მიემართებოდნენ ქუჩები; თვალებს უჭრელებდა ყოველი მხრიდან
მომდინარე ტრანსპორტის ნაკადი, მაგრამ კარლი და ტერეზე, ხელი-
ხელჩაკიდებულნი, ელვისებური სისწრაფით შერბოდნენ სხვადასხვა
კანტორაში, სამრეცხაოში, საწყობსა თუ მაღაზიაში, სადაც ტელეფონით
ძნელად მოსაგვარებელი, თუმც არც ისე მნიშვნელოვანი დავალებები
იყო შესასრულებელი ან საჩივრები გასარკვევი. ტერეზე მალე მიხვდა,
რომ კარლის დახმარებაზე უარის თქმა არ ღირდა, პირიქით, ის საგ-

132
რძნობლად აჩქარებდა საქმეს. კარლის წყალობით აღარ უწევდა ადრინ-
დელივით დიდხანს ლოდინი, რომ უაღრესად დაკავებულ საქმოსნებს
მისთვის ყური ეთხოვებინათ. იმდენ ხანს აბრახუნებდა მუშტით კანტო-
რის კარზე, სანამ არ უპასუხებდნენ; მის წინ აღმართულ ადამიანების კე-
დელს ზემოდან გადასძახებდა თავისი ხაზგასმულად სწორი, ათას ხმა-
ში გამოსარჩევი ინგლისურით, უყოყმანოდ შეაღწევდა ადამიანებთან,
მაშინაც კი, როცა ისინი ქედმაღლურად გაუჩინარდებოდნენ ხოლმე თა-
ვიანთი ვრცელი კანტორების სიღრმეში. ყოველივე ამას აკეთებდა არა
ახალგაზრდული ყოყლოჩინობით, არამედ პატივისცემით ხვდებოდა
ყოველგვარ წინააღმდეგობას, მაგრამ თავს დაცულად გრძნობდა, რაც
მას უფლებამოსილებას ანიჭებდა – სასტუმრო «ოქსიდენტალი» იყო
დაწესებულება, რომელთანაც ხუმრობა არ ეგებოდა, და, ბოლოს და ბო-
ლოს, ტერეზეს, მიუხედავად მისი გამოცდილებისა, დახმარება სჭირდე-
ბოდა.
– თქვენ ყოველთვის უნდა მახლდეთ, – ეტყოდა დროდადრო ბედ-
ნიერი ღიმილით, განსაკუთრებით, როცა წარმატებით შესრულებული
დავალების შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ უკან.
იმ თვე-ნახევრის განმავლობაში, რომელიც კარლმა რამზესში გაატა-
რა, მხოლოდ სამჯერ დაყო შედარებით დიდხანს, რამდენიმე საათი, ტე-
რეზეს ოთახში. ის, რა თქმა უნდა, ყველაზე პატარა იყო შეფმზარეულის
ოთახებს შორის. მცირეოდენი ავეჯი, ძირითადად ფანჯარასთან იყო
განლაგებული, მაგრამ საერთო საძინებლის გამოცდილების შემდეგ
კარლს კარგად ესმოდა საკუთარი, შედარებით მშვიდი კუთხის ფასი, და
თუმცა პირდაპირ არ უთქვამს ამის შესახებ, ტერეზე ხვდებოდა, რომ
კარლს მოსწონდა მისი სენაკი. მისგან საიდუმლო არ ჰქონდა, ან კი რო-
გორ უნდა ჰქონოდა რაიმე საიდუმლო იმ პირველი საღამოს ვიზიტის
შემდეგ?! ის უკანონო შვილი იყო, მამა მშენებლობაზე ათისთავად მუშა-
ობდა და ქალი და ბავშვი პომერანიიდან გამოიხმო; მაგრამ ამით თით-
ქოს მხოლოდ მოვალეობა მოიხადა ან თითქოს სხვა ადამიანებს ელოდა
და არა შრომისაგან ქანცგაწყვეტილ ქალსა და სუსტ გოგონას, რომლებ-

133
საც ნავსადგურში დახვდა; მათი ჩამოსვლის შემდეგ მალე, ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე, ემიგრაციაში გაემგზავრა კანადაში და მას
მერე მისგან არც წერილი და არც რაიმე შეტყობინება აღარ მიუღიათ,
რაც ნაწილობრივ არც იყო გასაკვირი – ისინიც ხომ უმისამართოდ ჩა-
იკარგნენ აღმოსავლეთ ნიუ-იორკის ჯურღმულებში.
ერთხელ ტერეზე კარლს დედის გარდაცვალების შესახებ უამბობდა
– კარლი მის გვერდით იდგა ფანჯარასთან და ქუჩაში იყურებოდა. რო-
გორ მიიჩქაროდნენ ზამთრის ერთ საღამოს ის და დედა – ტერეზე მაშინ
ხუთი წლისა თუ იქნებოდა – ფუთებით ხელში ქუჩაში, რათა დასაძინე-
ბელი ადგილი მოეძებნათ. დედას ჯერ ხელი ჰქონდა მასზე ჩაკიდებული
და ისე მიჰყავდა – ქარბუქი იყო და გადაადგილება ჭირდა – ვიდრე ხელ-
ში ძალა არ გამოეცალა და ტერეზეს უკანმოუხედავად შეუშვა ხელი; გო-
გონა ახლა თვითონ ებღაუჭებოდა დედას კაბის კალთაზე. ხშირად ბორ-
ძიკობდა და ეცემოდა კიდეც, მაგრამ დედა თითქოს ბურანში იყო და არ
ჩერდებოდა. საშინელია ქარბუქი ნიუ-იორკის გრძელ, სწორ ქუჩებში!
კარლს ნიუ-იორკული ზამთარი ჯერ არ ენახა. თუ ქარის საწინააღმდეგო
მიმართულებით მიდიხარ, ის კი ატაცებულ თოვლს ჰაერში ატრიალებს,
თვალის თუნდაც წამით გახელა შეუძლებელია, ქარი თოვლით გადაგი-
ლესავს სახეს. ცდილობ გაიქცე, მაგრამ ადგილიდან ვერ იძვრი, ეს ნამ-
დვილი სასოწარკვეთილებაა. ბავშვისათვის, რა თქმა უნდა, ეს შედარე-
ბით ადვილია, ვიდრე მოზრდილი ადამიანისათვის – გარბის ქარში და
ცოტა უხარია კიდეც. ტერეზესაც არ ესმოდა მაშინ ბოლომდე დედის, და
მტკიცედაა დარწმუნებული, იმ საღამოს რომ უფრო ჭკვიანურად მოქცეუ-
ლიყო – არადა მაშინ ხომ ჯერ სულ პატარა იყო – დედა ასე საცოდავად
არ დაიღუპებოდა. დედა ორი დღის უმუშევარი იყო, ცენტიც კი აღარ გა-
აჩნდა, მთელი დღე ღია ცის ქვეშ, ულუკმაპუროდ გაატარეს, ფუთებში
უსარგებლო ნაფლეთები ჰქონდათ გამოკრული, მაგრამ ალბათ ცრურ-
წმენის გამო გადაგდებას ვერ ბედავდნენ. მეორე დღისთვის დედას მშე-
ნებლობაზე ჰპირდებოდნენ სამუშაოს, მაგრამ, როგორც მთელი დღის
განმავლობაში ცდილობდა აეხსნა ტერეზესათვის, ეშინოდა, რომ ამ

134
ხელსაყრელ შემთხვევას ვერ გამოიყენებდა, რადგან ძალ-ღონე მთლი-
ანად გამოცლილი ჰქონდა. დილითვე ქუჩაში, გამვლელთა შესაძრწუ-
ნებლად, სისხლს ახველებდა, და მისი ერთადერთი ნატვრა იყო, სადმე
სითბოში სული მოეთქვა. და სწორედ იმ საღამოს გახდა შეუძლებელი
მსგავსი ადგილის პოვნა. იქ, სადაც მეეზოვე შესასვლელიდანვე არ გა-
მოაძევებდა, რომ უამინდობისას ცოტა ხნით მაინც შეეფარებინათ თავი,
მიიჩქაროდნენ ვიწრო, გაყინული დერეფნებით, არბოდნენ კიბეებზე,
სართულიდან სართულზე, გარს უვლიდნენ ეზოების ვიწრო ტერასებს,
აკაკუნებდნენ განურჩევლად ყველა კარზე, ხან ვერ ბედავდნენ ვერავის-
თან დალაპარაკებას, ხან კი ყოველ შემხვედრს შველას ევედრებოდნენ.
ერთი-ორჯერ, უკვე სული რომ ეხუთებოდა, დედა კიბის საფეხურზე ჩა-
მოჯდა, გაჯიუტებული ტერეზე გულში ჩაიკრა და
გაშმაგებით კოცნიდა. როცა უკვე იცი, რომ ეს უკანასკნელი კოცნა
იყო, ვერ გაგიგია, რას უნდა დაებრმავებინე ასე, თუნდაც ტერეზესავით
ერთი ციდა, რომ ამას ვერ მიმხვდარიყავი. ზოგიერთი ოთახის კარი ღია
იყო, რათა იქიდან დახუთული ჰაერი გამოეშვათ, იმ ბუღიდან კი, რომ-
ლითაც ოთახი იყო სავსე, როგორც ხანძრის შემდეგ, ზღურბლზე გამოკ-
ვეთილი ფიგურა უტყვი გულგრილობით ან მოკლე უარით აუწყებდა,
რომ მათთვის იქ თავშესაფარი არ მოიძებნებოდა. ახლა, როცა უკან იხე-
დება, ტერეზეს ეჩვენება, რომ დედა მხოლოდ პირველ საათებში ეძებდა
ადგილს ასეთი დაჟინებით, ხოლო შუაღამე რომ გადავიდოდა, არავის
აღარ მიმართავდა, თუმცა გარიჟრაჟამდე დროგამოშვებით მაინც აგ-
რძელებდა სახლების დერეფნებში ბორიალს, მიუხედავად იმისა, რომ
აქ არც შესასვლელისა და არც ბინის კარი არასოდეს არ იკეტებოდა, სი-
ცოცხლე არ წყდებოდა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ადამიანებს შეხვდე-
ბოდი. სწრაფად სიარული, ცხადია, უკვე აღარ შეეძლოთ, ძალების უკი-
დურესი დაძაბვით მიათრევდნენ ფეხებს. ტერეზეს აღარც ახსოვს, შუ-
აღამიდან დილის ხუთ საათამდე ოცი სახლი შემოიარეს თუ მხოლოდ
ორი, ან იქნებ ერთიც. ამ სახლების დერეფნები ეშმაკურადაა დაგეგმი-
ლი ფართობის დასაზოგად, გაგნება კი ძნელდება; ვინ იცის, რამდენჯერ

135
გაიარეს ერთი და იგივე დერეფანი. ტერეზეს ბუნდოვნად აგონდება, რო-
გორ გამოვიდნენ ერთხელ იმ სახლის შესასვლელიდან, რომელშიც
მთელი ღამე თავშესაფარს ეძებდნენ; ისიც აგონდება, რომ შესახვევი-
დან მაშინვე გამობრუნდნენ და ისევ იმ სახლს მიაშურეს. ყოველივე ეს,
ბავშვისათვის, ცხადია, სრულიად გაუგებარი სატანჯველი იყო – დედას
ხან მაგრად ჰქონდა მასზე ხელი ჩავლებული, ხან თვითონ ებღაუჭებო-
და მას და მიჰყვებოდა, ისე რომ არც ერთი სანუგეშო სიტყვა არ ესმოდა
მისგან; და ბავშვური გონება მაშინ ერთადერთ ახსნას პოულობდა: დე-
დას მისგან გაქცევა უნდოდა. ტერეზეც უფრო მაგრად ებღაუჭებოდა დე-
დას. მაშინაც კი, როცა დედას ხელჩაკიდებული მიჰყავდა, მეტი უსაფ-
რთხოებისათვის, მეორე ხელს კაბის ბოლოში ჩაავლებდა და დროდად-
რო ღრიალებდა. არ უნდოდა, აქ დაეტოვებინათ, იმ ადამიანებს შორის,
რომლებიც მძიმე ნაბიჯებით მათ წინ კიბეებზე ადიოდნენ, ან უკნიდან,
ჯერ უხილავები, მოსახვევში წამოეწეოდნენ, დერეფნებში ერთმანეთს
ეჩხუბებოდნენ და ერთიმეორეს ოთახში ძალისძალად მიათრევდნენ.
ნასვამები გაბმული ღიღინით სახლებში აქეთ-იქით დაბორიალებდნენ.
საბედნიეროდ, დედა და ტერეზე რაღაცნაირად ახერხებდნენ ასეთი
ჯგუფების გვერდის ავლას. გვიან ღამით, როცა მეთვალყურეობა აღარ
იყო ისე მკაცრი და წესებსაც იმდენად აღარ აქცევდნენ ყურადღებას,
ცხადია, შეეძლოთ ერთ-ერთ ასეთ საზოგადო, მეპატრონეებისაგან გაქი-
რავებულ ღამის გასათევში თავის შეფარება, მაგრამ ტერეზე ამას ვერ
ხვდებოდა, დედა კი მოსვენებაზე აღარ ფიქრობდა. დილით, როცა მშვე-
ნიერი ზამთრის დღე იწყებოდა, ორივე რომელიღაც სახლის კედელზე
იყო მიყრდნობილი, ალბათ ცოტა ხანს ფეხზე წათვლიმეს, ან უბრა-
ლოდ, თვალღიად ეძინათ. აღმოჩნდა, რომ ტერეზეს თავისი ფუთა და-
უკარგავს და დედამ, უყურადღებობისათვის ცემა დაუწყო, მაგრამ ტერე-
ზეს არაფერი ესმოდა და ვერც დარტყმებს გრძნობდა. შემდეგ უკვე გა-
მოღვიძებულ ქუჩაბანდებს გაუყვნენ. დედა სახლის კედლებს მიჰყვებო-
და. მივიდნენ ხიდთან. დედა მოაჯირს ეჭიდებოდა და ხელით მთელი
ჭირხლი გადაწმინდა. ბოლოს იმ მშენებლობამდე მიაღწიეს – ტერეზემ

136
მაშინ ეს ჩვეულებრივად მიიღო, ახლა კი ვერ გაეგო, როგორ – სადაც დე-
და იმ დილით იყო დაბარებული. ტერეზესთვის არ უთქვამს, წასულიყო
თუ მოეცადა, ტერეზემ კი ეს დარჩენის ბრძანებად მიიღო, რადგან თავა-
დაც ასე სურდა. იქვე, აგურის გროვაზე ჩამოჯდა და უყურებდა, როგორ
გახსნა დედამ თავისი ფუთა, იქიდან ჭრელი ნაჭერი ამოიღო და შემოიკ-
რა თავსაფარზე, რომელიც მთელი ღამე ეკეთა. ტერეზე ისე იყო დაღ-
ლილი, რომ
აზრადაც არ მოსვლია, დედას დახმარებოდა. დედა არც მშენებლო-
ბის კანტორაში გამოცხადებულა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, და
არც ვინმესთვის უკითხავს რამე, ისე ავიდა კიბეზე, თითქოს უკვე იცოდა,
რა სამუშაო უნდა შეესრულებინა. ტერეზე ამან გააკვირვა, რადგან დამ-
ხმარე მუშები, ჩვეულებრივ, ქვემოთ ან კირს აქრობდნენ, ან აგურს აწო-
დებდნენ, ან რაიმე ნაკლებად რთულ სამუშაოს ასრულებდნენ. ამიტომ
იფიქრა, რომ დედას დღეს უკეთესად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრუ-
ლება უნდაო, და ნამძინარევმა, ღიმილით ახედა. ნაგებობა ჯერ არ იყო
მაღალი – პირველი სართული ახალი დამთავრებული იყო – მაგრამ მა-
ღალი ხარაჩოები შემდეგი სართულებისათვის, ოღონდ დამაკავშირებე-
ლი ხიდურების გარეშე, უკვე აწვდილიყო ლურჯი ცისაკენ. ზემოთ დედამ
მოხერხებულად აუარა გვერდი ქვისმთლელებს, რომლებიც აგურს
აგურზე აწყობდნენ და რაც უნდა უცნაური იყოს, არაფერი უკითხავთ ქა-
ლისთვის, ის კი ფრთხილად ჩაეჭიდა სუსტი ხელით ხის ტიხარს, მოაჯი-
რის როლს რომ ასრულებდა. ნახევრად მძინარე ტერეზე ქვემოდან
ტკბებოდა დედის მოქნილობით და ეჩვენებოდა, რომ დედა სიყვარუ-
ლით უღიმოდა ზემოდან. აი, დედა მიუახლოვდა აგურის გროვას, რომ-
ლის იქითაც მოაჯირი, და ალბათ, ხიდურაც, წყდებოდა, მაგრამ გადაა-
ბიჯა აგურებს, მისი მოქნილობა თითქოს სადღაც გაქრა, გროვა გადაან-
გრია და ძირს გადაეშვა. აგურები ერთიმეორის მიყოლებით თან მიჰყვა.
ბოლოს სადღაც მძიმე ფიცარი მოწყდა და ზედ დაეცა. ტერეზემ დაინა-
ხა, როგორ ეგდო დედა ძირს კუბოკრულ ბოლოკაბაში, პომერანიიდან
რომ ჰქონდა წამოღებული, და ის ჩამოვარდნილი ფიცარი თითქმის

137
მთლიანად ფარავდა... ეს იყო მისი უკანასკნელი მოგონება დედაზე. ყო-
ველი მხრიდან მოცვივდნენ მუშები, ზემოთ კი ვიღაც კაცი გაბრაზებული
რაღაცას ყვიროდა.
უკვე გვიანი იყო, როცა ტერეზემ თხრობა დაასრულა. ჰყვებოდა დაწ-
ვრილებით, რაც საერთოდ არ სჩვეოდა, და სწორედ უმტკივნეულო ად-
გილებზე, მაგალითად, ხარაჩოების აღწერისას, სათითაოდ რომ აღმარ-
თულიყვნენ ცაში, თვალებზე ცრემლები მოადგა და შეჩერდა. ახლა, ათი
წლის შემდეგ, ზუსტად ახსოვდა ყოველი წვრილმანი, და რადგან დედის
ხატი იქ, ზემოთ, ნახევრად დამთავრებულ სართულზე, უკანასკნელი მო-
გონება იყო ცოცხალ დედაზე, მან კი ვერ მოახერხა, საკმარისი სიზუს-
ტით დაეხატა ეს მეგობრისათვის, თხრობის დამთავრების შემდეგ უნ-
დოდა ხელახლა მიჰბრუნებოდა ამ ეპიზოდს, მაგრამ ენა დაება, სახე ხე-
ლებში ჩამალა და არც ერთი სიტყვა აღარ უთქვამს.
თუმცა ტერეზეს ოთახში უფრო მხიარული საათებიც გაუტარებია.
პირველივე სტუმრობისას კარლმა იქ კომერციული მიმოწერის სახელ-
მძღვანელო დაინახა და სთხოვა, ეთხოვებინა. მაშინვე შეთანხმდნენ,
რომ კარლი წიგნში შეტანილ სავარჯიშოებს შეასრულებდა და შესამოწ-
მებლად ტერეზეს მოუტანდა, რომელსაც უკვე დამუშავებული ჰქონდა,
რამდენადაც ეს პატარ-პატარა დავალებებისათვის სჭირდებოდა. და აი,
კარლი მთელი ღამეები, ყურებში ბამბებჩატენილი, იწვა ქვემოთ, თავის
საწოლზე, მრავალფეროვნებისათვის მდგომარეობას ათასნაირად იც-
ვლიდა, წიგნს ჩაჰკირკიტებდა და დავალებებს გაკრული ხელით წიგნაკ-
ში იმ ავტოკალმით იწერდა, რომლითაც ქალბატონმა შეფმზარეულმა
ინვენტარის გრძელი სიის პრაქტიკულად და სუფთად შედგენისათვის
დააჯილდოვა. ამ დროს ყმაწვილები მოსვენებას არ აძლევდნენ, მაგრამ
კარლმა მოახერხა, ესეც თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა – ყოველ-
თვის რჩევებს სთხოვდა ხოლმე ინგლისურ ენაში, ვიდრე მათ ეს არ მოჰ-
ბეზრდებოდათ და თავს არ გაანებებდნენ.
ხშირად უკვირდა, რომ მათ სავსებით აკმაყოფილებდა ახლანდელი
მდგომარეობა, სრულებით ვერ აცნობიერებდნენ სამუშაოს დროებით

138
ხასიათს – ოც წელს ზემოთ ლიფტიორად მუშაობა აღარ შეიძლებოდა –
ვერ გრძნობდნენ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას მომავალ
პროფესიასთან დაკავშირებით და, კარლის მაგალითის მიუხედავად,
არაფერს კითხულობდნენ, გარდა დეტექტიური ისტორიებისა, რომელ-
თა დაფლეთილი, ჭუჭყიანი ფურცლები საწოლიდან საწოლში გადადი-
ოდა. ყოველ შეხვედრაზე ტერეზე უდიდესი გულმოდგინებით უსწორებ-
და შესრულებულ დავალებებს; იყო ხოლმე აზრთა სხვადასხვაობაც; მა-
შინ კარლი თავის ცნობილ ნიუ-იორკელ პროფესორს მოიყვანდა ხოლმე
მოწმედ, მაგრამ ტერეზესათვის ეს ისევე ნაკლებად სარწმუნო იყო, რო-
გორც ლიფტიორების გრამატიკული გამოცდილება. კარლს ავტოკა-
ლამს ხელიდან გამოართმევდა და იმ ადგილს გადახაზავდა, რომლის
მცდარობაშიც დარწმუნებული იყო. ასეთ საეჭვო შემთხვევებში კარლი
ტერეზეს გადახაზულ ადგილებს ისევ მთელი სიზუსტით აღადგენდა,
თუმცა ტერეზეზე დიდი ავტორიტეტი ამ საქმეში არ ეგულებოდა. ზოგ-
ჯერ შეფმზარეული ჩაერეოდა, რომელიც კამათს ყოველთვის ტერეზეს
სასარგებლოდ გადაწყვეტდა ხოლმე, თუმცა ეს არაფერს ამტკიცებდა –
ტერეზე ხომ მისი მდივანი იყო. შეფმზარეული ორ მხარეს შორის ზავს
ჩამოაგდებდა, მაშინვე აადუღებდნენ ჩაის, მოიტანდნენ ნამცხვარს,
კარლი დაიწყებდა ამბების თხრობას ევროპის შესახებ, თუმცა შეფმზა-
რეული ყოველ სიტყვაზე აწყვეტინებდა, შეკითხვებს უსვამდა და გაკ-
ვირვებას ვერ მალავდა, რითაც კარლს ახვედრებდა, რამდენი რამ შეც-
ვლილა შედარებით მცირე დროში ძირფესვიანად და ბევრი რამ უკვე
ალბათ კარლის იქ არყოფნაშიც შეიცვალა და კვლავაც შეიცვლება.
კარლის რამზესში ჩამოსვლიდან ალბათ ერთი თვე იქნებოდა გასუ-
ლი, როცა ერთ საღამოს რენელმა სხვათა შორის უთხრა, სასტუმროს წინ
ერთი კაცი გამომელაპარაკა, სახელად დელამარში და შენზე გამომკით-
ხაო. რადგან რენელს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, რაიმე დაემალა,
სიმართლე უთქვამს, რომ კარლი ლიფტიორად მუშაობს, მაგრამ შეფ-
მზარეულის პროტექციის წყალობით უკეთესი ადგილის მიღების შანსი

139
აქვსო. კარლმა შენიშნა, რა თავაზიანად მოჰქცევია დელამარში რე-
ნელს, რომ ამ საღამოს მეგობრულ ვახშამზეც კი მიუწვევია.
– მე დელამარშთან აღარაფერი მაქვს საერთო, – უთხრა კარლმა, –
შენც გირჩევ, თავი შორს დაიჭირო მისგან.
– მე? – გაიჭიმა რენელი და აჩქარდა. სასტუმროში ის ყველაზე მოხ-
დენილი ჭაბუკი იყო და ახალგაზრდებში ხმებიც დადიოდა, – თუმცა
ცნობილი არ იყო, ვინ გაავრცელა, – რომ მას ერთი კეთილშობილი მან-
დილოსანი, რომელიც კარგა ხანია სასტუმროში ცხოვრობს, ლიფტში
ჰკოცნიდა. მასზე, ვისაც ეს ხმები სმენოდა, საოცარ შთაბეჭდილებას ახ-
დენდა, როცა ეს თავდაჯერებული მანდილოსანი, რომლის შემხედვარე
ვერავინ იფიქრებდა, თუ ის ამგვარი საქციელის ჩამდენი იყო, ნელი, მსუ-
ბუქი ნაბიჯებით, ჰაეროვანი ვუალით, წელზე მჭიდროდ შემოჭერილ
კორსეტში, გვერდით ჩაუვლიდა. ის პირველ სართულზე ცხოვრობდა და
რენელის ლიფტი მას არ ემსახურებოდა, მაგრამ როცა სხვა ლიფტები
დაკავებული იყო, ასეთ სტუმარს სხვა ლიფტში შესვლას ვერავინ დაუშ-
ლიდა. ამიტომაც ეს მანდილოსანი
დროდადრო სარგებლობდა კარლისა და რენელის ლიფტით, თან
მხოლოდ მაშინ, როცა რენელის ცვლა იყო. იქნებ ეს შემთხვევითობაც
იყო, მაგრამ ამისა არავის სჯეროდა, და როცა ლიფტი ამ ორი მგზავრით
დაიძვრებოდა, ლიფტიორების მთელ გუნდს ისეთი დაუფარავი მღელ-
ვარება შეიპყრობდა, რომ ზოგჯერ მსახურთუხუცესიც კი ჩაერეოდა
ხოლმე. ამ მანდილოსნის დამსახურება იყო ეს თუ გავრცელებული ხმე-
ბისა, ყოველ შემთხვევაში, რენელი შეიცვალა, კიდევ უფრო თავდაჯერე-
ბული გახდა, ლიფტის დასუფთავება მთლიანად კარლს გადააბარა, რო-
მელიც შესაფერის შემთხვევას ელოდა, რომ ამ საკითხზე სერიოზულად
დალაპარაკებოდა, მაგრამ ის საერთო საძინებელში საერთოდ აღარ
ჩნდებოდა. არავინ მის გარდა ასე მთლიანად არ ჩამოშორებია ლიფტი-
ორთა საძმოს, ისინი ხომ ძირითადად ერთმანეთს უჭერდნენ მხარს, ყო-
ველ შემთხვევაში, სამსახურებრივ საკითხებში მაინც, და ორგანიზაციაც
ჰქონდათ, რომელსაც სასტუმროს დირექციაც აღიარებდა.

140
ეს ფიქრები კარლს თავში უტრიალებდა. გაახსენდა დელამარშიც.
სხვა მხრივ კი, როგორც ყოველთვის, თავის სამუშაოს ასრულებდა. შუ-
აღამისას პატარა გადახალისება ელოდა – ტერეზემ, რომელიც ხშირად
ანებივრებდა პატარ-პატარა საჩუქრებით, ერთი დიდი ვაშლი და შოკო-
ლადის ფილა მოუტანა. ცოტა ხანს ისაუბრეს, ლიფტის მოძრაობით გა-
მოწვეულ შეფერხებებს მათთვის ხელი არ შეუშლია. საუბარი დელამარ-
შსაც შეეხო, და კარლმა შენიშნა, რომ ის ტერეზეს გავლენის ქვეშ მოექცა
და მხოლოდ ამიტომ მიაჩნია დელამარში სახიფათო ადამიანად, ტერე-
ზეს კი თავად შეუქმნა მასზე ასეთი წარმოდგენა თავისი მონათხრობით.
მისი აზრით, დელამარში უბრალოდ თაღლითია, რომელიც უბედურე-
ბამ აქცია ასეთ ადამიანად, ისე კი შესაძლებელია მასთან საერთო ენის
გამონახვა. ტერეზე მის ამ მოსაზრებას კატეგორიულად ეწინააღმდეგე-
ბოდა და ბევრი რჩევა-დარიგების შემდეგ პირობის დადება მოსთხოვა
კარლს, რომ დელამარშს აღარ დაელაპარაკებოდა. პირობის ნაცვლად
კარლი დაჟინებით უმეორებდა, დასაძინებლად წასულიყო, რადგან შუ-
აღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო, და ტერეზე რომ ვერ დაიყოლია,
დაემუქრა, სამუშაოს მივატოვებ და ოთახში წაგიყვანო. როცა ტერეზემ,
ბოლოს და ბოლოს, წასვლა დააპირა, უთხრა: – ასე რატომ ნერვიულობ,
ტერეზე? თუკი ეს უკეთესად დაძინებაში დაგეხმარება, რა თქმა უნდა,
გპირდები, რომ დელამარშს მხოლოდ მაშინ დაველაპარაკები, თუ ამის
აუცილებლობა იქნება, – შემდეგ კარლს ბევრჯერ მოუწია ლიფტით ას-
ვლა-ჩამოსვლა, რადგან მეზობელი ლიფტიორი რაღაც სხვა საქმეზე გა-
მოიძახეს და კარლი ორივე ლიფტს ემსახურებოდა. ზოგიერთი სტუმარი
აღშფოთებული იყო უწესრიგობით. ერთი ბატონი, რომელსაც მანდი-
ლოსანი ახლდა, კარლს ასაჩქარებლად თავისი ხელჯოხითაც კი შეეხო,
თუმცა კარლისათვის ამგვარი შეხსენება სრულიად ზედმეტი იყო. ხომ
შეიძლებოდა, როცა სტუმრები დაინახავდნენ, რომ ერთი ლიფტი ლიფ-
ტიორის გარეშეა დარჩენილი, კარლის ლიფტთან გადასულიყვნენ, მაგ-
რამ არა, ისინი ჯიუტად იცდიდნენ მეზობელ ლიფტთან, ხელი კარის სა-
ხელურზე ჰქონდათ ჩავლებული, ან სულაც შედიოდნენ შიგნით, რაც ში-

141
ნაგანაწესის უმკაცრესი მუხლების თანახმად, ლიფტიორებს არავითარ
შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ. ამიტომაც კარლი სულმოუთქმელად
დარბოდა აქეთ-იქით, თან არ იყო დარწმუნებული, ზუსტად ასრულებდა
თუ არა მოვალეობას. ყველაფერთან ერთად დაახლოებით დილის სამ
საათზე ერთ მებარგულს, მოხუც კაცს, რომელთანაც დაახლოვებული
იყო, მისი დახმარება დასჭირდა, მაგრამ კარლმა ვერ შეძლო მისთვის
ხელის შეშველება, რადგან ორივე ლიფტთან მგზავრები იცდიდნენ. დი-
დი ძალისხმევა დასჭირდა, რომ
მაშინვე აჩქარებული ნაბიჯებით ერთ-ერთ ჯგუფთან მისულიყო.
ამიტომ დიდ ბედნიერებად მოეჩვენა, როცა მეორე ლიფტიორი დაბ-
რუნდა და რამდენიმე სასაყვედურო სიტყვაც ესროლა, ამდენ ხანს სად
დაიკარგეო, თუმცა ის ალბათ არც იყო დამნაშავე.
დილის ოთხი საათის შემდეგ მოძრაობა ცოტა შენელდა, რაც კარლს
მართლაც ძალიან სჭირდებოდა. მძიმედ მიეყრდნო მოაჯირს თავისი
ლიფტის გვერდით და ნელა შეუდგა ვაშლის ჭამას, რომლის არომატმაც
ჩაკბეჩისთანავე გააბრუა; თან ქვემოთ იყურებოდა, შახტაში, სადაც სა-
კუჭნაოების დიდი ფანჯრები გამოდიოდა და სიბნელიდან კედელზე ჩა-
მოკიდებული ბანანების აკიდოები ანათებდა.

რობინსონის საქმე

უცებ ვიღაცამ მხარზე დაარტყა ხელი. კარლმა, რა თქმა უნდა, მაშინ-


ვე იფიქრა, რომ ეს სტუმარი იქნებოდა, ვაშლი ჯიბეში ჩაიდო და კაცს
თვალი შეავლო თუ არა, ლიფტისაკენ გაემართა.
– საღამო მშვიდობისა, ბატონო როსმან, – უთხრა კაცმა, – ეს მე ვარ,
რობინსონი.
– როგორ შეცვლილხართ! – წამოიძახა კარლმა და თავი გადააქნია.
– დიახ, საქმეები კარგად მიმდის, – უპასუხა რობინსონმა და თავისი
ტანსაცმელი აათვალიერ-ჩაათვალიერა, რომელსაც, მართალია, საკმა-
ოდ დახვეწილი აქსესუარები ამშვენებდა, მაგრამ ისე უგემოვნოდ იყო
142
შეხამებული, უბადრუკად გამოიყურებოდა. თვალში გეცემოდათ აშკა-
რად ახალთახალი თეთრი ჟილეტი ოთხი პატარა, შავად შემოგვირის-
ტებული ჯიბით, რომელთა გამოსაჩენად რობინსონი საგანგებოდ იჯგი-
მებოდა.
– ძვირფასი ტანსაცმელი გაცვიათ, – უთხრა კარლმა და უცებ გაახსენ-
და თავისი დახვეწილი, სადა კოსტიუმი, რომლითაც რენელსაც კი თამა-
მად ამოუდგებოდა გვერდით, ამ ორმა არამზადამ კი გაუყიდა.
– დიახ, – მიუგო რობინსონმა, – თითქმის ყოველდღე ვყიდულობ
ჩემთვის რაღაც ახალ ნივთს. ჟილეტი როგორ მოგწონთ?
– მშვენიერია, – უპასუხა კარლმა.
– მაგრამ ეს ნამდვილი ჯიბეები არ არის, ისეა გაკეთებული, – და რო-
ბინსონმა კარლს ხელი ჩაავლო, რომ თავად დაერწმუნებინა. მაგრამ
კარლმა უკან დაიხია, რადგან რობინსონს პირიდან არყის აუტანელი სუ-
ნი ამოსდიოდა.
– თქვენ ძველებურად ბევრს სვამთ, – და ისევ მოაჯირთან დაბრუნ-
და.
– არა, – უპასუხა რობინსონმა, – ბევრს არა, – და თავისი თვითკმაყო-
ფილების საპირისპიროდ დასძინა: – აბა, რაღა დაგვრჩენია ამქვეყნად?
– მათი საუბარი ლიფტის რეისმა შეწყვიტა, ხოლო როგორც კი კარლი
ისევ ჩამოვიდა, ტელეფონმა დარეკა. ახლა კარლს სასტუმროს ექიმის
მოსაყვანად მოუხდა წასვლა, რადგან ერთ ქალს მეშვიდე სართულზე
გონება დაუკარგავს. იმედოვნებდა, რომ რობინსონი ამასობაში წავიდო-
და, რადგან არ უნდოდა, ვინმეს მასთან ერთად დაენახა, და ტერეზეს
გაფრთხილების თანახმად, არც დელამარშზე სურდა რაიმეს გაგონება.
მაგრამ რობინსონი ისევ ელოდებოდა ნასვამისათვის დამახასიათებე-
ლი სიჯიუტით; სწორედ ამ დროს სასტუმროს მაღალი ჩინის შავსერთუ-
კიანმა და ცილინდრიანმა მოსამსახურემ ჩაიარა, მაგრამ, საბედნი-
ეროდ, რობინსონი არ შეუნიშნავს.
– ნუთუ არ გინდათ, როსმან, ერთხელ მაინც შემოიაროთ ჩვენთან?
ჩვენ ახლა მშვენივრად ვცხოვრობთ, – და კარლს მაცდურად შეხედა.

143
– თქვენ მეპატიჟებით თუ დელამარში? – ჰკითხა კარლმა.
– მე და დელამარში. ჩვენ ამ საკითხში ერთსულოვანნი ვართ, – უპა-
სუხა რობინსონმა.
– მაშინ მოგახსენებთ და გთხოვთ, დელამარშსაც გადასცეთ იგივე:
ჩვენი განშორება, თუ მაშინ კარგად ვერ გაიგეთ, საბოლოო იყო. თქვენ
მე ისე მაწყენინეთ, როგორც არავის არ უწყენინებია ჩემთვის. იქნებ არც
მომავალში აპირებთ, თავი დამანებოთ?
– ჩვენ ხომ თქვენი ამხანაგები ვართ, – რობინსონს სიმთვრალის სა-
ზიზღარი ცრემლები მოადგა თვალებზე, – დელამარშმა შემოგითვა-
ლათ, რომ ყველაფერს აგინაზღაურებთ რაც კი უსიამოვნება მოუყენებია
თქვენთვის. ჩვენ ახლა შესანიშნავ მომღერალთან, ბრუნელდასთან ერ-
თად ვცხოვრობთ, – ეს რომ თქვა, სიმღერა წამოიწყო მაღალ ხმაზე, მაგ-
რამ კარლმა დროულად შეაწყვეტინა: – ახლავე გაჩუმდით, დაგავიწ-
ყდათ, სად ხართ?
– როსმან, – შეშინებულმა რობინსონმა სიმღერა შეწყვიტა, – მე ხომ
თქვენი ამხანაგი ვარ. მითხარით, რაც გინდათ. ახლა აქ შესანიშნავი ად-
გილი გაქვთ, ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებდით?
– რომ ისევ სასმელში დახარჯოთ? – უთხრა კარლმა, – თქვენს ჯიბე-
ში არყის ბოთლსაც კი ვხედავ, რომლიდანაც, გეტყობათ, ჩემს აქ არ-
ყოფნაში კარგად მოგისვამთ, რადგან თავიდან, ასე თუ ისე, გონზე იყა-
ვით.
– ეს ისე, შესამაგრებლად, როცა სადმე მივდივარ, – მობოდიშებით
უპასუხა რობინსონმა.
– თქვენს გამოზრდას აღარ ვაპირებ, – უთხრა კარლმა.
– მაგრამ ფული? – წამოიძახა რობინსონმა და თვალები დააჭყიტა.
– ჩანს, დელამარშმა დაგავალათ, რომ ფული მიუტანოთ. კეთილი,
მოგცემთ ფულს, ოღონდ ერთი პირობით: რომ ახლავე წახვალთ აქედან
და აღარასოდეს შემაწუხებთ. თუ ჩემთვის რაიმეს შეტყობინება მოგინ-
დებათ, მომწერეთ: კარლ როსმანს, ლიფტიორს, სასტუმრო «ოქსიდენ-
ტალი». მისამართად საკმარისია. მაგრამ, გიმეორებთ, აქ აღარ უნდა

144
მოხვიდეთ. ეს ჩემი სამსახურია და ვიზიტების დრო არ მაქვს. მაშ, თა-
ნახმა ხართ, ამ პირობით მოგცეთ ფული? – და კარლმა ხელი ჟილეტის
ჯიბეში ჩაიყო. გადაწყვიტა, ამღამინდელი გასამრჯელო გაეწირა. რო-
ბინსონმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და მძიმედ ამოისუნთქა. კარ-
ლმა ეს არასწორად გაიგო და კიდევ ერთხელ ჰკითხა: – ჰო თუ არა?
რობინსონმა ხელით თავისკენ მიიხმო და ჩურჩულით უთხრა, თან
ყოველ სიტყვაზე იხრჩობოდა, რაც აშკარად ცუდის ნიშანი იყო: – როს-
მან, ძალიან ცუდად ვარ.
– ეშმაკმა დალახვროს, – აღმოხდა კარლს და ორივე ხელით მოაჯირ-
თან მიათრია. რობინსონმა პირდაპირ შახტის სიღრმეში გადაარწყია.
შუალედებში, გულისრევის შეტევებს შორის, კარლს უმწეოდ ებღაუჭე-
ბოდა.
– თქვენ ნამდვილად კარგი ყმაწვილი ხართ, – ლუღლუღებდა თან,
ან: – მორჩა, უკვე გამიარა, – მაგრამ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა.
– არამზადები, რა საზიზღრობით გამჭყიპეს! – კარლმა აღშფოთები-
სა და ზიზღის გამო მის გვერდით ვეღარ გაძლო და ბაქანზე წინ და უკან
სიარულს მოჰყვა. აქ, კუთხეში, ლიფტის გვერდით, რობინსონი ასე თუ
ისე მოფარებულია, მაგრამ, ვაითუ ვინმემ მაინც შეამჩნიოს, ერთ-ერთმა
ამ ჭირვეული, მდიდარი სტუმრებიდან, რომლებიც ყოველ წუთში მზად
არიან, საჩივრით მიმართონ სასტუმროს მოხელეს, რის გამოც ის, გან-
რისხებული, მთელ პერსონალს, მართალსა თუ მტყუანს, სასტიკად გა-
უსწორდება; ან სასტუმროს ერთ-ერთმა დეტექტივმა გამოიაროს, გა-
მუდმებით რომ იცვლებიან და არავინ იცნობს დირექციის გარდა, და
ყველა, ვინც კი გამვლელ-გამომვლელს დაჟინებით აკვირდება, შესაძ-
ლოა სულაც ახლომხედველობის გამო, დეტექტივი ჰგონიათ. ქვემოთ კი,
საკმარისია, ვინმეს საკუჭნაოში შესვლა დასჭირდეს, – რესტორანში ხომ
მუშაობა მთელი ღამე არ წყდება, – სინათლის შახტაში ამ საზიზღრობის
დანახვით გაოცებული, მაშინვე კარლს შეეკითხება ტელეფონით, რა
ხდება, ღვთის გულისათვის, იქ, ზემოთ. შეძლებს მაშინ კარლი რობინ-
სონის უარყოფას? და თუ ასე მოიქცევა, ხომ არ მიათითებს რობინსონი

145
თავისი სიბრიყვისა და სასოწარკვეთილების გამო კარლზე, ნაცვლად
იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს? და ხომ არ გაათავისუფლებენ აქედან
მაშინვე, რადგან გაუგონარი რამ მოხდა: ლიფტიორმა, სასტუმროს პერ-
სონალის უზარმაზარი იერარქიის ამ ყველაზე დაბალმა და ადვილად
გასამეტებელმა მსახურმა, თავისი მეგობრის აქ მიღებით დააბინძურა
სასტუმრო და შეაშინა სტუმრები, ან მათი აქედან წასვლის მიზეზადაც
იქცა? და განა შეიძლება ითმინონ ლიფტიორი, თუ მას ასეთი მეგობრე-
ბი ჰყავს და თან სამუშაო საათებში მისი მონახულების უფლებასაც აძ-
ლევს? ხომ არ აღძრავს ყოველივე ეს ეჭვს, რომ ასეთი ლიფტიორი თავა-
დაც ლოთი ან უარესიცაა, რადგან სავსებით შესაძლებელია, ის იმდენ
ხანს კვებავს თავის დამქაშებს სასტუმროს მარაგიდან, ვიდრე ისინი ამ
საგანგებოდ მოვლილი სასტუმროს ნებისმიერ ადგილზე ისეთ უმსგავ-
სობას არ ჩაიდენენ, როგორიც ახლა ჩაიდინა რობინსონმა? და რატომ
შემოიფარგლება ასეთი ყმაწვილი მხოლოდ სურსათის ქურდობით, რო-
ცა სტუმრებისათვის საყოველთაოდ დამახასიათებელი დაუდევრობის
წყალობით მართლაც უთვალავი შესაძლებლობაა ბაცაცობისთვის –
კარმოღებული კარადები, მაგიდებზე დაყრილი ძვირფასეულობა, თავ-
ღია ზარდახშები და დაუფიქრებლად დაგდებული გასაღებები?
ამ დროს კარლმა დაინახა სტუმრები, რომლებიც სარდაფის რეს-
ტორნიდან ამოდიოდნენ, სადაც ეს-ესაა დამთავრდა ვარიეტეს წარმოდ-
გენა. იგი თავის ლიფტთან დადგა და ვერ გაებედა რობინსონისაკენ გა-
ხედვა იმის შიშით, რაც იქ შეიძლებოდა დაენახა. ცოტათი დაამშვიდა
იმან, რომ იქიდან არავითარი ხმა, ხვნეშაც
კი არ მოისმოდა. თავის სტუმრებს ემსახურებოდა, მათთან ერთად
ადი-ჩამოდიოდა, მაგრამ დაბნეულობას ვერ მალავდა, და ყოველ ჩა-
მოსვლაზე გულის ფანცქალით ელოდა, რომ იქ რაღაც უსიამოვნო სიურ-
პრიზს წააწყდებოდა.
ბოლოს, როგორც იქნა, მოიცალა, რომ რობინსონისაკენ გაეხედა,
რომელიც თავის კუთხეში მიყუჟულიყო და თავი მუხლებში ჩაერგო.
მრგვალი, მაგარი ქუდი შუბლიდან კეფაზე აჩოჩებულიყო.

146
– ახლა კი წადით, – წყნარად და გადაჭრით უთხრა კარლმა, – აი, ფუ-
ლი. თუ იჩქარებთ, უმოკლეს გზას მიგასწავლით.
– მე წასვლას ვერ შევძლებ, – რობინსონმა პაწაწინა ცხვირსახოცით
შუბლი მოიწმინდა, – აქ მოვკვდები. ვერც კი წარმოიდგენთ, რა ცუდად
ვარ. დელამარში ფეშენებელურ რესტორნებში დამათრევს, მე კი ყო-
ველდღე ვუჩიჩინებ, რომ ამ გადაპრანჭულ ადგილებს ვერ ვიტან.
– თქვენი აქ დარჩენა აღარ შეიძლება, – უთხრა კარლმა, – გაიხსენეთ,
სად ხართ. აქ თუ გიპოვიან, დაგაჯარიმებენ, მე კი ჩემს ადგილს დავკარ-
გავ. ეს გინდათ?
– ვერ წავალ, – უპასუხა რობინსონმა, – მირჩევნია ჩავხტე იქ, ქვემოთ,
– და მოაჯირის გისოსებს შორის სინათლის შახტაზე მიუთითა, – ვიდრე
აქ ასე ვზივარ, კიდევ ასატანია, მაგრამ წამოდგომას ვერ შევძლებ, უკვე
ვცადე, თქვენ აქ არყოფნაში.
– მაშინ ავტომობილს გამოვიძახებ და საავადმყოფოში წაგიყვანენ,
– უთხრა კარლმა და ფეხებზე მოქაჩა, რადგან რობინსონი სულ უფრო
და უფრო შეურაცხადი ხდებოდა. მაგრამ სიტყვა საავადმყოფოს გაგონე-
ბაზე, რომელმაც, როგორც ჩანს, საშინელი მოგონებები აღუძრა, რობინ-
სონმა ღრიალი ამოუშვა და ორივე ხელი კარლისაკენ ისე გაიშვირა,
თითქოს შეწყალებას ევედრებაო.
– წყნარად, – შემოჰკრა კარლმა და ხელები ძირს დააშვებინა, მიირ-
ბინა იმ ლიფტიორთან, რომელსაც იმ ღამეს ცვლიდა, სთხოვა, ახლა ცო-
ტა ხნით შენ შემცვალეო, მერე რობინსონთან მიბრუნდა, რომელიც ისევ
ზლუქუნებდა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ ფეხზე წამოეყენებინა,
და ჩასჩურჩულა: – რობინსონ, თუ არ გინდათ, თქვენზე ხელი ავიღო, თა-
ვი ხელში აიყვანეთ, – სულ მცირე მანძილი გამართულმა უნდა გაიაროთ.
ჩემს საწოლამდე მიგიყვანთ, სადაც შეგიძლიათ იქამდე დარჩეთ, ვიდრე
უკეთესად არ გახდებით. გაგიკვირდებათ კიდეც, რა მალე გამოფხიზ-
ლდებით. ოღონდ ახლა წესიერად უნდა მოიქცეთ, დერეფნებში ყველ-
გან ხალხია და ჩემი საწოლიც საერთო საძინებელშია. თუ ცოტათი მაინც

147
მიიქცევთ ვინმეს ყურადღებას, ვერაფრით ვეღარ დაგეხმარებით. და
თვალები გაახილეთ, მომაკვდავივით ხომ ვერ წაგიყვანთ.
– ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით, მაგრამ მარტო ვერ წამიყ-
ვანთ. რენელს ხომ ვერ დაუძახებდით?
– რენელი აქ არ არის, – უპასუხა კარლმა.
– ჰო, მართლა, რენელი დელამარშთან ერთად არის. მათ ხომ თქვენ-
თან გამომგზავნეს. უკვე ყველაფერი ამერ-დამერია, – კარლმა ისარგებ-
ლა რობინსონის ამ და კიდევ სხვა გაუგებარი მონოლოგებით, რათა ხე-
ლის კვრით წინ წაეგდო, და ასე მშვიდობიანად მიაღწიეს კუთხემდე, სა-
იდანაც სუსტად განათებული დერეფანი ლიფტიორების საძინებლისა-
კენ მიდიოდა. სწორედ ამ დროს ერთმა ლიფტიორმა ჩაურბინა გვერ-
დით. ისე, აქამდე მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად სახიფათო შეხვედრა
ჰქონდათ; ოთხიდან ხუთ საათამდე ყველაზე წყნარი დრო იყო, და კარ-
ლმა კარგად იცოდა, თუ ამ დროში ვერ მოახერხებდა რობინსონის საძი-
ნებელში შეყვანას, გამთენიისას, როცა სასტუმროში ახალი დღე იწყება,
ამაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნებოდა.
საძინებელი დარბაზის ბოლოში სწორედ დიდი შეხლა-შემოხლა თუ
რაღაც ამდაგვარი სანახაობა გაეჩაღებინათ, ისმოდა ხელების რიტმუ-
ლი ტყაპუნი, ფეხების აღგზნებული ბაკუნი და სპორტული შეძახილები.
დარბაზის იმ ნახევარში, რომელიც კართან იყო ახლოს, მხოლოდ რამ-
დენიმე გამოუსწორებელი ძილისგუდა მიგდებულიყო, უმეტესობა კი
ზურგზე იწვა და ჭერს მიშტერებოდა, ზოგიერთი – ჩაცმული თუ გახდი-
ლი – დროდადრო წამოხტებოდა საწოლიდან, რათა გაერკვია, რა ხდე-
ბოდა დარბაზის მეორე ბოლოში. ამრიგად, რობინსონი, რომელიც ამა-
სობაში სიარულს მიეჩვია, კარლმა, თითქმის შეუმჩნევლად მიიყვანა
რენელის საწოლამდე, რადგან ის კართან ახლოს იდგა და საბედნი-
ეროდ, თავისუფალი იყო, მის საწოლში კი, როგორც შორიდან დაინახა,
მშვიდად ეძინა ერთ ყმაწვილს, რომელსაც კარლი საერთოდ არ იცნობ-
და. როგორც კი რობინსონმა თავი საწოლში დაიგულა, მაშინვე, ცალ-
ფეხგადმოკიდებულს, ღრმად ჩაეძინა. კარლმა საბანი თავზე წააფარა

148
და გადაწყვიტა, რომ ერთხანს მაინც შეეძლო მშვიდად ყოფილიყო, –
რობინსონი ექვსზე ადრე ნამდვილად არ გაიღვიძებს, იქამდე კი დაბ-
რუნდება და მაშინ რენელთან ერთად რაიმე ხერხს გამონახავს, რომ
რობინსონი აქედან გაიყვანონ. საძინებლის შემოწმება რომელიმე მაღა-
ლი ინსტანციის მხრიდან მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში თუა მოსა-
ლოდნელი, დილის ამგვარი შემოწმების გაუქმებას კი ლიფტიორებმა
მრავალი წლის წინათ მიაღწიეს, ასე რომ, არც ამ მხრივ ემუქრება რაიმე
საფრთხე.
როცა კარლი თავის პოსტზე დაბრუნდა, დაინახა, რომ როგორც მისი,
ასევე მეზობლის ლიფტი ზემოთ ადიოდა. მოუსვენრად ელოდა, რომ გა-
ეგო, რაში იყო საქმე. მისი ლიფტი უფრო ადრე ჩამოვიდა და იქიდან
სწორედ ის ლიფტიორი გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დერეფანში რომ ჩა-
უქროლა გვერდით.
– სად დაიკარგე, როსმან? – ჰკითხა მან, – რატომ წახვედი? რატომ
არავის შეატყობინე?
– კი მაგრამ, მე ხომ ვთხოვე, ცოტა ხნით შევეცვალე, – უპასუხა კარ-
ლმა და მეზობელ ლიფტიორზე მიუთითა, რომელიც სწორედ ამ დროს
მოუახლოვდა, – მე ხომ მას მთელი ორი საათი ვცვლიდი, როცა გაცხო-
ველებული მოძრაობა იყო.
– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, – მიუგო ახალმოსულმა, – მაგრამ
არასაკმარისი. განა არ იცი, რომ სამსახურის დროს სულ ცოტა ხნით წას-
ვლის შემთხვევაშიც კი მსახურთუხუცესს უნდა აცნობო? სწორედ ამის-
თვის გაქვს აქ ტელეფონი. მე კი სიამოვნებით შეგცვლიდი, მაგრამ ხომ
იცი, ეს არც ისე ადვილია. ორივე ლიფტის წინ სწორედ ხუთის ნახევრია-
ნი ექსპრესით ჩამოსული კლიენტები იცდიდნენ. ჯერ შენს მგზავრებს
ხომ ვერ ავიყვანდი და ჩემებს ხომ ვერ ვალოდინებდი; ასე რომ, ჯერ ჩე-
მი ლიფტით ავედი!
– მერე? – ჰკითხა კარლმა და დაძაბული ელოდა პასუხს, რადგან
ორივე დუმდა.

149
– მერე, – უპასუხა მეზობელმა ლიფტიორმა, – გამოიარა მსახურთუ-
ხუცესმა, დაინახა შენი ლიფტის წინ მომლოდინე კლიენტები, რომლებ-
საც არავინ ემსახურებოდა, სიბრაზისაგან გამწვანდა, მეკითხება შენზე,
რადგან სწორედ იმ დროს ჩამოვედი ლიფტით, სად არისო, მე კი ამაზე
წარმოდგენა არ მაქვს, შენ ხომ არ გითქვამს, სად წახვედი, და მაშინვე
დარეკა საძინებელში, რომ სხვა ლიფტიორი მოსულიყო.
– მე ხომ შეგხვდი დერეფანში, – უთხრა კარლს შემცვლელმა. კარლმა
თავი დაუქნია.
– რა თქმა უნდა, – ირწმუნებოდა მეორე ლიფტიორი, – მე მაშინვე
ვუთხარი, რომ შეცვლა მთხოვე, მაგრამ ვის აინტერესებს ამგვარი ახსნა-
განმარტებები? გეტყობა, ჯერ მათ კარგად არ იცნობ. და დაგვავალეს
გადმოგცეთ, რომ ახლავე კანტორაში გამოცხადდე. ასე რომ, უმჯობესია,
თუ აღარ დააყოვნებ და ახლავე გაიქცევი. იქნებ გაპატიოს, შენ ხომ მარ-
თლაც მხოლოდ ორიოდე წუთით დატოვე პოსტი. მხოლოდ ის აუხსენი,
რომ მე მთხოვე შეცვლა, იმაზე კი, რომ შენ მე შემცვალე, უმჯობესია არა-
ფერი თქვა, ამას დაჟინებით გირჩევ, მე არაფერს დამიშავებენ, რადგან
ნებართვა მქონდა, მაგრამ არ არის საჭირო ამაზე ლაპარაკი, მით უმე-
ტეს, ამ შემთხვევასთან დაკავშირება, რომელთანაც მას საერთო არაფე-
რი აქვს.
– ეს პირველი შემთხვევა იყო, რომ პოსტი დავტოვე, – თქვა კარლმა.
– ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ამისი არავის სჯერა, – და თავისი ლიფ-
ტისაკენ გაიქცა, რადგან კლიენტები მიუახლოვდნენ.
კარლის შემცვლელმა, თოთხმეტიოდე წლის ყმაწვილმა, რომელიც
კარლს აშკარად თანაუგრძნობდა, ურჩია: – ბევრი მსგავსი შემთხვევა ყო-
ფილა, მაგრამ უპატიებიათ. ჩვეულებრივ, რაიმე სხვა სამუშაოზე გადაჰ-
ყავთ ხოლმე. გათავისუფლებით, რამდენადაც ვიცი, მსგავსი მიზეზით
მხოლოდ ერთი გაათავისუფლეს. შენ რაიმე ჭკვიანური მიზეზი უნდა მო-
იფიქრო თავის გასამართლებლად. არავითარ შემთხვევაში არ თქვა,
რომ უცებ ცუდად გახდი, ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ. ყველაფერს აჯო-
ბებს, თქვა, რომ ერთმა სტუმარმა მეორესთან რაღაც დაგაბარა, მაგრამ

150
აღარ გახსოვს, ვინ დაგაბარა და ვერც ის იპოვე, ვისთვისაც დანაბარები
უნდა გადაგეცა.
– არა უშავს, – თქვა კარლმა, – ყველაფერი მოგვარდება, – თუმცა
იმის შემდეგ, რაც აქ მოისმინა, კეთილი დასასრულის იმედი აღარ ჰქონ-
და. თუნდაც პოსტის დატოვება აპატიონ, იქ, საძინებელში, ხომ რობინ-
სონი წევს, დანაშაულის ცოცხალი მტკიცებულება, კირკიტა მსახურთუ-
ხუცესი კი ზედაპირული გამოძიებით არ დაკმაყოფილდება და ბოლოს
და ბოლოს, აღმოაჩენს რობინსონს. რაიმე კატეგორიული აკრძალვა უც-
ხო ადამიანის საერთო საძინებელში შეყვანის თაობაზე, მართალია, არ
არსებობს, მაგრამ არ არსებობს იმის გამო, რომ ასეთი რამის დაშვება,
უბრალოდ, წარმოუდგენელია.
როცა კარლი მსახურთუხუცესის კაბინეტში შევიდა, ის სწორედ დი-
ლის ყავას შეექცეოდა, ერთ ყლუპს მოსვამდა და სიაში იხედებოდა, რო-
მელიც, როგორც ჩანს, სასტუმროს უფროსმა პორტიემ შემოუტანა, იქვე
რომ იჯდა. ეს იყო ზორბა კაცი, ჩინებული, მდიდრულად გაწყობილი
მუნდირი – მხრებსა და სახელოებსაც ოქრომკედით ამოქარგული კლაკ-
ნილები ამშვენებდა – კიდევ უფრო მხარბეჭიანად წარმოაჩენდა, ვიდრე
სინამდვილეში იყო. მისი სხივიანი შავი ულვაშები, გადაგრეხილი ბო-
ლოებით, როგორსაც უნგრელები ატარებენ, თავის მკვეთრ მოძრაობა-
ზეც კი არ ირხეოდა. საერთოდ, მძიმე სამოსის გამო, პორტიეს მოძრაობა
უჭირდა და ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, რათა წონასწორობა
დაეცვა.
კარლი თავისუფლად და სწრაფად შევიდა ოთახში, როგორც ამას
სასტუმროში შეეჩვია, რადგან სიდინჯე და სიფრთხილე, რაც კერძო ადა-
მიანებში, ჩვეულებრივ, ზრდილობის ნიშანია, ლიფტიორებს სიზარმა-
ცედ ეთვლებათ. გარდა ამისა, შესვლისთანავე არ უნდა შეიმჩნიოს, რომ
თავს დამნაშავედ გრძნობს. მსახურთუხუცესმა ცალი თვალით კი გაიხე-
და კარისაკენ, მაგრამ მაშინვე თავის ყავასა და სიას მიუბრუნდა, კარლი-
სათვის ყურადღებაც არ მიუქცევია. პორტიეს, როგორც ჩანს, კარლის შე-
მოსვლით ხელი შეეშალა, შესაძლოა, რაიმე საიდუმლო ამბავი ან სათ-

151
ხოვარი ჰქონდა უფროსისათვის გადასაცემი, ყოველ შემთხვევაში, მა-
ლიმალ დაბღვერილი გახედავდა ხოლმე კარლს, შემდეგ კი, თვალებით
რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, თავისი გეგმების შესაბამისად, კვლავ
მსახურთუხუცესისაკენ მიბრუნდებოდა. კარლი ფიქრობდა, არ ივარ-
გებს, თუ ახლავე, უფროსის ბრძანების გარეშე დავტოვებ აქაურობასო.
მაგრამ ის სიას ჩაჰკირკიტებდა და თან ნამცხვარს შეექცეოდა, რომელ-
საც დროდადრო, კითხვის შეუწყვეტლად, შაქარს აშორებდა. როცა სიის
ერთი ფურცელი იატაკზე დავარდა, პორტიეს მისი აღება არც კი უცდია,
რადგან იცოდა, რომ ვერ მოახერხებდა, თან ეს არც იყო საჭირო, კარლი
ხომ იქვე იყო – აიღო და უფროსს გაუწოდა, რომელმაც ისე ჩამოართვა,
თითქოს ფურცელი თავისთავად აფრინდა იატაკიდან. ასე რომ, ეს პატა-
რა სამსახური არაფერში ჩაეთვალა, რადგან პორტიე ისევ დაბღვერილი
იყურებოდა მისკენ.
მიუხედავად ამისა, კარლი უფრო მხნედ გრძნობდა თავს, ვიდრე ად-
რე. მსახურთუხუცესს რომ მისი საქმე ასე უმნიშვნელოდ მიაჩნია, უკვე
კარგის მომასწავებელი უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ეს გასაგებიცაა.
ლიფტიორი, რა თქმა უნდა, არაფერს წარმოადგენს და ამიტომ ვერც
მისცემს თავს ვერაფრის უფლებას, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ არა-
ფერს წარმოადგენს, ვერაფერს ისეთს ვერ ჩაიდენს, რაც წარმოუდგენე-
ლია. ბოლოს და ბოლოს, მსახურთუხუცესი ახალგაზრდობაში თავადაც
ლიფტიორი იყო – რითაც ლიფტიორების ახლანდელი თაობა ამაყობს
კიდეც – სწორედ ის იყო, რომელმაც ლიფტიორების პირველი ორგანი-
ზაცია ჩამოაყალიბა, და ბუნებრივია, მასაც დაუტოვებია ნებართვის გა-
რეშე თავისი
პოსტი, თუმცა ამის გახსენებას დღეს ვერავინ აიძულებს, და ცხადია,
არ შეიძლება არ გაითვალისწინო, რომ ის, როგორც ყოფილი ლიფტი-
ორი, თავის მოვალეობად მიიჩნევს, დროდადრო მაინც, შეუვალი სიმ-
კაცრით დაიცვას წესრიგი ამ ფენაში. კარლი ახლა იმის იმედადღა იყო,
რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა: კანტორის საათის მიხედვით
ექვსის თხუთმეტი წუთია, რენელი წუთი-წუთზე დაბრუნდება, შესაძ-

152
ლოა, უკვე აქაც იყოს, რადგან, ალბათ შეამჩნევდა, რომ რობინსონს შე-
აგვიანდა; კარლმა ახლა ისიც გაიფიქრა, რომ რობინსონი და დელამარ-
ში სადღაც სასტუმრო «ოქსიდენტალის» ახლომახლო უნდა ყოფილიყ-
ვნენ, რადგან სხვა შემთხვევაში რობინსონი ასეთ შესაბრალის მდგომა-
რეობაში აქამდე ვერ მოაღწევდა. თუ რენელს რობინსონი თავის საწოლ-
ში დახვდება, რაც გარდუვალია, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. რად-
გან რენელი საკმაოდ პრაქტიკული ყმაწვილია, განსაკუთრებით, როცა
საქმე მის ინტერესებს ეხება, და ყველანაირად შეეცდება, როგორმე გა-
არიდოს რობინსონი სასტუმროდან, რაც ახლა არც თუ ისე რთული იქნე-
ბა, რადგან რობინსონი ამასობაში ალბათ უკვე ასე თუ ისე გამოფხიზ-
ლდებოდა და დელამარშიც ალბათ ელოდება სასტუმროს წინ, რომ მე-
გობარი ჩაიბაროს. თუკი რობინსონი უვნებელყოფილია, მაშინ კარლს
შეუძლია, უფრო თავდაჯერებულად შეეპასუხოს მსახურთუხუცესს და
ამჯერად იქნებ, უბრალოდ, სასტიკი საყვედურით გადარჩეს. შემდეგ ტე-
რეზეს დაეთათბირება, უთხრას თუ არა შეფმზარეულს სიმართლე –
კარლი, თავის მხრივ, ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ხედავს – და ეს საქ-
მეც შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დამთავრდება.
ის იყო კარლმა ამგვარი განსჯით თავი დაიმშვიდა და იმ ღამით მი-
ღებული გასამრჯელოს შეუმჩნევლად თვლას შეუდგა – რადგან, რო-
გორც გრძნობდა, ის განსაკუთრებით უხვი უნდა ყოფილიყო – რომ მსა-
ხურთუხუცესმა სიტყვებით: – ერთი წუთით კიდევ მოიცადეთ, თუ შეიძ-
ლება, ფიოდორ – სია მაგიდაზე დადო, სხარტად წამოხტა და კარლს ისე
დაჰყვირა, რომ ის შიშისაგან ფართოდ გაღებულ შავ ხახაში მიაჩერდა.
– შენ უნებართვოდ დატოვე პოსტი. იცი, რას ნიშნავს ეს? ეს გათავი-
სუფლებას ნიშნავს. არავითარი თავის მართლების მოსმენა არ მსურს,
შენი მოგონილი მიზეზები შეგიძლია შენთვის შეინახო, ჩემთვის სრუ-
ლიად საკმარისია ის ფაქტი, რომ ადგილზე არ იყავი. მე თუ ამას მოვით-
მენ და გაპატიებ, ორმოცივე ლიფტიორი სამუშაო საათებში აქეთ-იქით
დაიწყებს სირბილს და მე მარტო მომიწევს ხუთი ათასი სტუმრის ხე-
ლით აყვანა კიბეზე.

153
კარლი დუმდა. პორტიე მიუახლოვდა და მისი ქურთუკის დაჭმუჭნი-
ლი კალთა გამოსწია, რათა მსახურთუხუცესის ყურადღება კარლის კოს-
ტიუმის ამ უწესრიგობაზე გაემახვილებინა.
– იქნებ უცებ ცუდად გახდი? – დამცინავად ჰკითხა მსახურთუხუცეს-
მა.
კარლმა გამომცდელად შეხედა და უპასუხა: – არა.
– მაშ ცუდადაც კი არ გამხდარხარ? – კიდევ უფრო ხმამაღლა დაიღ-
რიალა მსახურთუხუცესმა, –
მაშასადამე, რაღაც წარმოუდგენელი ტყუილი გექნება მოგონილი.
რითი იმართლებ თავს? აბა, გისმენ!
– მე არ ვიცოდი, რომ ტელეფონით უნდა მეთხოვა ნებართვა, – უპა-
სუხა კარლმა.
– შესანიშნავია, – მსახურთუხუცესი ქურთუკის საყელოში სწვდა
კარლს და თითქმის მიიტანა ლიფტის მომსახურების წესდებასთან, რო-
მელიც კედელზე ეკიდა. პორტიეც მათ მიჰყვა და კედელთან დადგა, – აი,
წაიკითხე! – და მსახურთუხუცესმა ერთ-ერთ პარაგრაფზე მიუთითა.
კარლს ეგონა, თავისთვის უნდა წაეკითხა. მაგრამ უფროსმა უბრძანა: –
ხმამაღლა!
ნაცვლად ხმამაღლა წაკითხვისა, კარლმა, იმის იმედით, რომ უფ-
როსს დაამშვიდებდა, უპასუხა: – მე ვიცნობ ამ პარაგრაფს, მომსახურე-
ბის წესები მეც მივიღე და გულდასმით გავეცანი. მაგრამ ის მუხლები,
რომლებსაც არ იყენებ, გავიწყდება. უკვე ორი თვეა ვმუშაობ და არასო-
დეს მიმიტოვებია პოსტი.
– სამაგიეროდ, ახლა დატოვებ, – უთხრა მსახურთუხუცესმა, მაგი-
დასთან მივიდა, სია ისევ ხელში აიღო, თითქოს კითხვა უნდა გაეგრძე-
ლებინა, მაგრამ ქაღალდის უსარგებლო ნაგლეჯივით მაგიდაზე დააგ-
დო, და სახეწამოჭარხლებული, ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, – ამ ლა-
წირაკის გამო ასეთი რამ უნდა მოითმინო! ასეთი არეულობა ღამის
ცვლაში! – წამოიძახა რამდენჯერმე, – იცით, ვინ უნდა ასულიყო სწორედ
ზემოთ, როცა ამ ყმაწვილმა ლიფტი მიატოვა? – მიუბრუნდა პორტიეს.

154
და დაასახელა გვარი, რომლის გაგონებაზე პორტიე, რომელიც, რა თქმა
უნდა, ყველა სტუმარს იცნობდა და მათი ფასიც იცოდა, ისე შეძრწუნდა,
რომ სწრაფად გახედა კარლს, როგორც ნივთიერ დასტურს იმისა, რომ
ამ სახელისა და გვარის პატრონს ამაოდ მოუწია რამდენიმე ხანს ლიფ-
ტთან ცდა, რადგან ლიფტიორს პოსტი მიუტოვებია.
– რა საშინელებაა! – თქვა პორტიემ, კარლისაკენ მიბრუნდა და უსაზ-
ღვროდ შეშფოთებულმა თავი ნელა გადააქნია, ის კი დაღონებული შეს-
ცქეროდა და ფიქრობდა, რომ ამ კაცის გონებაჩლუნგობაც ძვირად და-
უჯდებოდა.
– სხვათა შორის, მეც კარგა ხანია, გიცნობ, – თქვა პორტიემ და თავი-
სი მსხვილი, გრძელი, გაშეშებული საჩვენებელი თითი კარლისაკენ გა-
იშვირა, – შენ ერთადერთი ლიფტიორი ხარ, რომელიც პრინციპულად
არ მესალმება. ვინ გგონია თავი? ყველა, ვინც პორტიეს კუთხეს ჩაუვ-
ლის, ვალდებულია მომესალმოს. სხვა პორტიეებთან შეგიძლია რო-
გორც გინდა, ისე მოიქცე, მაგრამ მე მოვითხოვ, მომესალმო. მე ზოგჯერ
არ ვიმჩნევ, მაგრამ დარწმუნებული იყავი, ზუსტად ვიცი, ვინ მესალმება
და ვინ – არა, შე რეგვენო! – კარლს ზურგი შეაქცია და გაჯგიმული მსა-
ხურთუხუცესისაკენ მიბრუნდა. მან კი, პორტიესადმი თანაგრძნობის გა-
მოხატვის ნაცვლად, საუზმე გააგრძელა და თან გაზეთს ათვალიერებ-
და, რომელიც სწორედ მსახურმა შემოიტანა ოთახში.
– ბატონო უფროსო პორტიე, – კარლმა გადაწყვიტა, მსახურთუხუცე-
სის უყურადღებობით ესარგებლა და პორტიესთან გაერკვია ურთიერ-
თობა, რადგან კარგად ესმოდა, რომ პორტიეს მტრული დამოკიდებუ-
ლება
უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე მისი საყვედურები, – მე ნამ-
დვილად გესალმებით. დიდი ხანი არ არის, რაც ამერიკაში ვარ, წარმო-
შობით ევროპელი გახლავართ. იქ კი, როგორც მოგეხსენებათ, საჭირო-
ზე ხშირადაც კი ესალმებიან ერთმანეთს. ცხადია, ამას მთლიანად ვერ
გადავეჩვეოდი, და ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, ნიუ-იორკში, სადაც ბე-
დის წყალობით საკმაოდ მაღალ საზოგადოებაში ვტრიალებდი, ყოველ

155
ფეხის ნაბიჯზე მახსენებდნენ, რომ არ არის საჭირო ასეთი გადაჭარბე-
ბული თავაზიანობა. და მაინცდამაინც თქვენ არ მოგესალმებოდით?
დღეში რამდენჯერმეც კი გესალმებით ხოლმე. მაგრამ, ცხადია, არა ყო-
ველ დანახვაზე, რადგან დღეში ხომ ასჯერ მაინც ჩაგივლით გვერდით.
– შენ ვალდებული ხარ, ყოველთვის მომესალმო, ყოველ ჯერზე, გა-
მონაკლისის გარეშე, და ვიდრე მელაპარაკები, ქუდი ხელში გეჭიროს;
ყოველთვის «ბატონო უფროსო პორტიეთი» უნდა მომმართო, და არა
უბრალოდ თქვენობით. და ასე ყოველთვის, ყოველ ჯერზე.
– ყოველ ჯერზე? – ხმადაბლა გაიმეორა კარლმა შეკითხვა, და ახლა-
ღა გაახსენდა, რა მკაცრად და საყვედურით უყურებდა მას სწორედ ეს
პორტიე მთელი ამ დროის განმავლობაში. რაც აქ არის, იმ პირველი დი-
ლიდან მოყოლებული, როცა მსახურის მდგომარეობას ჯერ კიდევ შეუჩ-
ვეველი, საკმაოდ თამამად, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე, დაჟინე-
ბით ეკითხებოდა, ხომ არ მოუკითხავს ის ორ მამაკაცს და ხომ არ და-
უტოვებიათ მისთვის ფოტოგრაფია.
– ახლა ხომ ხედავ, სადამდე მიგიყვანა ასეთმა საქციელმა, – პორტიე
კვლავ მიუახლოვდა კარლს და მსახურთუხუცესზე მიუთითა, რომელიც
ჯერ ისევ კითხულობდა, თითქოს ის მისი შურიძიების იარაღი ყოფილი-
ყოს, – შენს ახალ სამსახურში მაინც ისწავლი, რომ პორტიეს უნდა მი-
ესალმო, თუნდაც ეს მხოლოდ უბადრუკი სამიკიტნო იყოს.
კარლს ესმოდა, რომ ადგილი უკვე დაკარგა, რადგან მსახურთუხუ-
ცესმა თქვა და პორტიემაც დაადასტურა, ლიფტიორის გასათავისუფ-
ლებლად კი სასტუმროს დირექციის თანხმობა ალბათ არც არის აუცი-
ლებელი. ყველაფერი უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე წარმოედგინა. ბო-
ლოს და ბოლოს, ორი თვე იმუშავა, ისე პატიოსნად, როგორც შეეძლო,
და ნამდვილად უკეთესად, ვიდრე სხვა ლიფტიორები მუშაობენ. მაგრამ,
როგორც ჩანს, გადამწყვეტ მომენტში ამას არც ერთ კონტინენტზე არ აქ-
ცევენ ყურადღებას – არც ევროპაში და არც ამერიკაში, არამედ განაჩენი
წუთიერი მრისხანების გავლენით გამოაქვთ. ახლა ალბათ ყველაფერს
აჯობებს, თუ დაუყოვნებლივ დაემშვიდობება და გაეცლება აქაურობას.

156
შეფმზარეულსა და ტერეზეს ალბათ ჯერ კიდევ სძინავთ; მისი საქციე-
ლით გამოწვეულ იმედგაცრუებასა და მწუხარებას აარიდებს. ყოველ
შემთხვევაში, პირადად გამომშვიდობებას, უმჯობესია, მათ წერილო-
ბით დაემშვიდობოს, ჩაალაგოს ჩემოდანი და ჩუმად წავიდეს. კიდევ ერ-
თი დღითაც რომ დარჩეს, რაც გამოსაძინებლად ზედმეტი არ იქნებოდა,
ამას სხვა არაფერი მოჰყვება, თუ არა მისი საქმის სკანდალად ქცევა, საყ-
ვედურები ყოველი მხრიდან, ტერეზეს ცრემლები, და შესაძლოა, შეფ-
მზარეულისაც, რისი დანახვაც მისთვის აუტანელია, და უკიდურეს შემ-
თხვევაში ალბათ სასჯელიც კი. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია ის, რომ
აქ ორი მტრის პირისპირ აღმოჩნდა და მისგან ნათქვამ ყოველ სიტყვას
თუ ერთი არა, მეორე მაინც გადაასხვაფერებს და
არასწორად გაიგებს. ამიტომ ჯერ დუმდა და ოთახში ჩამოვარდნი-
ლი სიჩუმით ითქვამდა სულს, რადგან მსახურთუხუცესი უწინდებურად
გაზეთს კითხულობდა, უფროსი პორტიე კი მაგიდაზე მიმოფანტული სი-
ის ფურცლებს ნომრების მიხედვით ალაგებდა, რაც ახლომხედველობის
გამო დიდ სირთულეებს უქმნიდა.
ბოლოს მსახურთუხუცესმა დაამთქნარა და გაზეთი მაგიდაზე დადო,
კარლისაკენ გაიხედა, დარწმუნდა, რომ ისევ აქ არის, და მაგიდის ტელე-
ფონის სახელური გადაატრიალა. რამდენჯერმე ჩასძახა «ალო», მაგრამ
არავინ გამოხმაურებია, – არ პასუხობენ, – უთხრა უფროს პორტიეს. ამან
კი, რომელიც, როგორც კარლს მოეჩვენა, განსაკუთრებული ინტერესით
ადევნებდა თვალს დარეკვის პროცესს, უპასუხა: – უკვე ექვსს თხუთმეტი
წუთი აკლია, ახლა უთუოდ ფეხზე იქნება. უფრო დიდხანს რეკეთ, – იმ-
წამსვე, ხელახალი დარეკვის გარეშე, ზარი გაისმა, – მსახურთუხუცესი
ისბერი, – უპასუხა, – დილა მშვიდობისა, ქალბატონო შეფმზარეულო.
ხომ არ გაგაღვიძეთ? ძალიან ვწუხვარ. დიახ, დიახ, უკვე ექვსს თხუთმე-
ტი წუთი აკლია. გულწრფელად ვწუხვარ, რომ შეგაწუხეთ. ძილის დროს
ტელეფონი უნდა გამოთიშოთ ხოლმე. არა, არა, ნამდვილად არ მეპატი-
ება, მით უფრო, რომ საქმე, რაზეც უნდა დაგელაპარაკოთ, სრულიად უმ-

157
ნიშვნელოა. რა თქმა უნდა, დრო მაქვს, დაგელოდებით ტელეფონთან,
თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
– ეტყობა, საღამურით მოირბინა ტელეფონთან, – ღიმილით უთხრა
უფროს პორტიეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში სახის და-
ძაბული გამომეტყველებით ტელეფონისაკენ იყო დახრილი, – ნამდვი-
ლად გავაღვიძე, ჩვეულებრივ, პატარა გოგონა აღვიძებს ხოლმე, რომე-
ლიც მასთან მბეჭდავად მუშაობს, და დღეს, ეტყობა, დაავიწყდა. ვწუხ-
ვარ, რომ შევაშფოთე, ისედაც ძალზე ნერვიულია.
– რატომ არ აგრძელებს ლაპარაკს?
– გოგონას დასახედად წავიდა, რამე ხომ არ მოუვიდა, – უპასუხა მსა-
ხურთუხუცესმა და იმ წამსვე ყურმილი ისევ ყურთან მიიტანა, რადგან
ტელეფონმა ისევ დარეკა, – გამოჩნდება, – გააგრძელა ლაპარაკი, –
თქვენ ასე ახლოს არ უნდა მიიტანოთ გულთან ყველაფერი. ნამდვილად
საფუძვლიანი დასვენება გესაჭიროებათ. მაშ, პატარა საქმესთან დაკავ-
შირებით მოგახსენებთ. აქ, ჩემთან, ერთი ლიფტიორია, სახელად – კარ-
ლისაკენ მიბრუნდა, რომელიც ყურადღებით უსმენდა და მაშინვე მიაშ-
ველა თავისი სახელი და გვარი – სახელად კარლ როსმანი. თუ არ ვცდე-
ბი, თქვენ მფარველობთ; სამწუხაროდ, მან ჯეროვნად ვერ დააფასა
თქვენი კეთილგანწყობა და უნებართვოდ მიატოვა პოსტი, რითაც დიდი
უსიამოვნება მომაყენა, და რისი შედეგებიც ჯერ კიდევ უცნობია; ამი-
ტომ, ეს-ესაა გავათავისუფლე. იმედია, თქვენ ამას ტრაგიკულად არ მიი-
ღებთ. რა ბრძანეთ? გავათავისუფლე, დიახ, გავათავისუფლე. მაგრამ,
ხომ გითხარით, რომ პოსტი მიატოვა. არა, ამ შემთხვევაში ნამდვილად
ვერაფრით დაგეხმარებით, ძვირფასო ქალბატონო შეფმზარეულო. საქ-
მე ეხება ჩემს ავტორიტეტს. ბევრი რამ დევს სასწორზე, ერთი ასეთი
ყმაწვილი მთელ ბანდას გამიფუჭებს. სწორედ ლიფტიორების შემთხვე-
ვაში სასტიკი ყურადღება გვმართებს. არა, არა, ამჯერად ვერაფრით ვერ
გაგიწევთ სამსახურს, რაც უნდა ძლიერ მინდოდეს. მიუხედავად ყოვე-
ლივე ამისა, კიდევაც რომ დავტოვო აქ, მხოლოდ ჩემი ღვარძლიანობის
გავარჯიშების მიზნით. თქვენ გამო,

158
ქალბატონო შეფმზარეულო, სწორედ თქვენ გამო ის არ უნდა დარ-
ჩეს აქ. თქვენ მას გულშემატკივრობთ. ის კი ამას სრულებით არ იმსახუ-
რებს, და რადგან მე ვიცნობ არა მარტო მას, არამედ თქვენც, დანამდვი-
ლებით ვიცი, რომ ეს თქვენთვის უდიდესი იმედგაცრუების მომტანი იქ-
ნება, რაც ნებისმიერ ფასად უნდა აგარიდოთ. მე სრულიად გულახდი-
ლად გელაპარაკებით, თუმცა ეს უტიფარი ყმაწვილი ჩემგან რამდენიმე
ნაბიჯში დგას. მას გავათავისუფლებთ, არა, არა, ქალბატონო შეფმზა-
რეულო, საბოლოოდ გავათავისუფლებთ, არა, არა, არავითარი სხვა სა-
მუშაოზე გადაყვანა, ის სრულიად გამოუსადეგარია. სხვათა შორის, მას-
ზე სხვა საჩივრებიც არის შემოსული. მაგალითად, უფროსი პორტიე, დი-
ახ ფიოდორი, ჩივის, რომ ეს ყმაწვილი უზრდელი და თავხედია. როგორ,
განა ეს არ კმარა? დიახ, ქალბატონო შეფმზარეულო, ამ ყმაწვილის გამო
თქვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებით. არა, თქვენ არ გაქვთ უფლება,
ასეთი ზეწოლა მოახდინოთ ჩემზე.
ამ დროს უფროსი პორტიე მსახურთუხუცესის ყურთან დაიხარა და
რაღაც ჩასჩურჩულა. მსახურთუხუცესმა ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე
კი ისე სწრაფად ალაპარაკდა, რომ კარლმა თავიდან ვერაფერი გაიგო
და ფეხის წვერებზე შემდგარი, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
– ძვირფასო ქალბატონო შეფმზარეულო, – ეუბნებოდა ის, – მართა-
ლი გითხრათ, არ მეგონა, თუ ასე ცუდად იცნობდით ადამიანებს. ეს-ესაა
ისეთი რამ გავიგე მაგ თქვენს უცოდველ ყმაწვილზე, რაც თქვენს შეხე-
დულებას საფუძვლიანად შეგიცვლით, და ვწუხვარ, რომ სწორედ მე უნ-
და გითხრათ ეს. მაშ ასე, ეს სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც თქვენ კე-
თილშობილების განსახიერებად მიგაჩნიათ, სამუშაოდან თავისუფალ
არც ერთ ღამეს არ უშვებს ისე, რომ ქალაქში არ გავარდეს, საიდანაც
მხოლოდ გამთენიისას ბრუნდება. დიახ, დიახ, ქალბატონო შეფმზარე-
ულო, ამას მოწმეებიც ადასტურებენ, დიახ, პირუთვნელი მოწმეები. ხომ
ვერ მეტყვით, საიდან შოულობს ფულს ასეთი გასართობებისათვის? და
რაღა ყურადღება უნდა დარჩეს სამუშაოსათვის? იქნებ გსურთ, ისიც აღ-
გიწეროთ, რას ჩადის ქალაქში? რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მოვიშო-

159
რო თავიდან ეს ბიჭი. თქვენ კი ეს გაფრთხილებად მიიღეთ ჩემგან, რომ
მომავალში მაინც ფრთხილად იყოთ ასეთ უთვისტომო ყმაწვილებთან.
– კი მაგრამ, ბატონო მსახურთუხუცესო, – შვებით წამოიძახა კარლმა,
რომელმაც დაასკვნა, რომ აქ რაღაც შეცდომაა, და თუ მას გამოასწო-
რებს, საქმე ნამდვილად სასიკეთოდ შემოტრიალდება, – აქ გაუგებრო-
ბასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ბატონმა უფროსმა პორტიემ გით-
ხრათ, რომ მე ყოველ ღამე მივდივარ სასტუმროდან. მაგრამ ეს არ არის
სწორი, პირიქით, ყოველ ღამე საძინებელში ვარ, ამას ყველა ლიფტიო-
რი დაგიდასტურებთ. როცა არ მძინავს, კომერციულ მიმოწერას ვსწავ-
ლობ, მაგრამ საძინებლიდან ფეხს არ ვიცვლი. ამის დამტკიცება სულ
ადვილია. ბატონ უფროს პორტიეს აშკარად ვიღაცაში ვეშლები, და ახლა
გასაგებია, რატომაც ჰგონია, რომ მე არ ვესალმები.
– ახლავე გაჩუმდი! – დაუყვირა უფროსმა პორტიემ და მუშტი მოუღე-
რა, თუმცა სხვა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თითს დაუქნევდა, – მე შენ
ვიღაცაში მეშლები! მაშინ მე პორტიე არ ვყოფილვარ, თუ ადამიანები
ერთმანეთში მეშლება. გესმით, ბატონო ისბარი? მაშინ რაღა უფროსი
პორტიე ვარ, თუ ადამიანები
მეშლება?! ჩემი მუშაობის ოცდაათი წლის განმავლობაში არავინ ერ-
თმანეთში არ ამრევია, რასაც ასობით მსახურთუხუცესი დაგიდასტუ-
რებთ, რომლებსაც ამ ხნის განმავლობაში აქ უმუშავიათ, და შენ, უბად-
რუკო ყმაწვილო, მაინცდამაინც შენ შემეშალე სხვაში? შენ, შენი თვალ-
შისაცემი ფლიდი სიფათით! რა შუაშია აქ არევა? შეგიძლია ყოველ ღამე
გაიპარო ქალაქში ჩემს ზურგს უკან, მაგრამ სახეზე გაწერია, რომ გაქნი-
ლი არამზადა ხარ.
– საკმარისია, ფიოდორ! – უთხრა მსახურთუხუცესმა, რომელმაც,
როგორც ჩანს, უეცრად შეწყვიტა შეფმზარეულთან საუბარი. – ყველაფე-
რი ნათელია. მისი ღამის გასართობები სულაც არ არის მთავარი. ალ-
ბათ უნდა, წასვლამდე დიდი გამოძიება ჩავატაროთ მის ღამეულ საქმია-
ნობაზე. წარმომიდგენია, როგორ მოეწონება ეს. ორმოცივე ლიფტიორს
აქ გამოიძახებენ და დაკითხავენ, როგორც მოწმეებს, მათ კი ყველას, რა

160
თქმა უნდა, ის ისევ ვიღაც სხვაში აერევათ, ასე რომ, თანდათან მთელი
მომსახურე პერსონალის მოწმეებად გამოძახება მოგვიწევს; სასტუმრო-
ში მუშაობა, ცხადია, გაურკვეველი დროით შეწყდება, და თუ, ბოლოს და
ბოლოს, მაინც მოისვრიან აქედან, თავის ჭიას ხომ გაახარებს. ასე რომ,
უმჯობესია, ეს არ გავაკეთოთ. შეფმზარეული, ეს ღვთისნიერი ქალი, უკ-
ვე გააბრიყვა და ეს საკმარისია. არაფრის გაგონება აღარ მსურს; ამ წუ-
თიდან შენ გათავისუფლებული ხარ სამსახურის გაცდენის გამო. აი, მი-
მართვა სალაროს, რომ დღევანდლამდე გადაგიხადონ ხელფასი. შენი
საქციელის შემთხვევაში, ეს, ჩვენში რომ ვთქვათ, უბრალოდ საჩუქარია,
რასაც მხოლოდ ქალბატონი შეფმზარეულის პატივისცემით ვაკეთებ.
სატელეფონო ზარმა მსახურთუხუცესს ხელი შეუშალა, მაშინვე მო-
ეწერა ხელი მიმართვისათვის, – ამ ლიფტიორების გამო დღეს მოსვენე-
ბა არ მაქვს! – წამოიძახა პირველი სიტყვების მოსმენისთანავე, – ეს ხომ
გაუგონარია! – წამოიყვირა ცოტა ხნის შემდეგ. ტელეფონს მოშორდა და
პორტიეს მიმართა: – ფიოდორ, გეთაყვა, ცოტა ხნით შეაჩერე ეს ყმაწვი-
ლი, კიდევ გვაქვს მასთან სალაპარაკო, – ტელეფონით კი ბრძანება გას-
ცა: – ახლავე ამოდი აქ.
ახლა კი უფროს პორტიეს მიეცა ჯავრის ამოყრის საშუალება, რაც
ლაპარაკისას ვერ მოახერხა. კარლს მხარში ჩაავლო ხელი, მაგრამ არა
მშვიდად, რაც ასე თუ ისე ასატანი იქნებოდა, არამედ დროდადრო ოდ-
ნავ შეუშვებდა ხელს, რათა ცოტა ხნის შემდეგ უფრო და უფრო მეტი ძა-
ლით მოეჭირა, ეს კი, თუ მის ფიზიკურ შესაძლებლობებს გავითვალის-
წინებთ, თითქოს უსასრულოდ გრძელდებოდა, ისე რომ კარლს თვალთ
დაუბნელდა. მაგრამ მას არა მარტო ეჭირა კარლი, არამედ, თითქოს
იმავ დროს მისი სიგრძეში გაჭიმვის ბრძანებაც მიიღოო, დროდადრო ჰა-
ერში ასწევდა, ანჯღრევდა, თან მსახურთუხუცესს გახედავდა ხოლმე და
ეკითხებოდა: – ახლა კი აღარ შემეშლება, ნამდვილად აღარ შემეშლება.
ამ ტანჯვისაგან კარლი უფროსი ლიფტიორის გამოჩენამ იხსნა. ეს
იყო ვინმე ბესი, ბუზღუნა, სქელი ჭაბუკი. უფროსმა პორტიემ ახლა მასზე
გადაიტანა ყურადღება. კარლი ისე იყო ქანცგამოცლილი, ძლივს მი-

161
ესალმა, და თავისდა გასაკვირად დაინახა, როგორ შემოჰყვა მას ტერე-
ზე, საშინლად გაფითრებული, დაუდევრად ჩაცმული, სახელდახელოდ
დამაგრებული თმით. იმწამსვე კარლთან გაჩნდა და უჩურჩულა: – იცის
ეს უკვე შეფმზარეულმა?
– მსახურთუხუცესი ტელეფონით დაელაპარაკა, – უპასუხა კარლმა.
– ეს კარგია, ეს უკვე კარგია, – თქვა სწრაფად და თვალები გამოუცოც-
ხლდა.
– არა, – მიუგო კარლმა, – შენ ხომ არ იცი, რაში მდებენ ბრალს. უნდა
წავიდე, შეფმზარეული უკვე დაარწმუნეს. ნუ გაჩერდები აქ, ადი ზემოთ,
მერე ამოვალ და დაგემშვიდობები.
– კი მაგრამ, როსმან, ეს რა მოიგონე, შენ იმდენ ხანს დარჩები აქ,
რამდენ ხანსაც მოისურვებ. მსახურთუხუცესი ყველაფერს გააკეთებს,
რასაც შეფმზარეული ეტყვის, მას ხომ ის უყვარს, სულ ცოტა ხნის წინ გა-
ვიგე. ასე რომ, შეგიძლია მშვიდად იყო.
– გთხოვ ტერეზე, წადი. შენ თუ აქ იქნები, თავის დაცვა გამიჭირდება.
მე კი აუცილებლად უნდა დავიცვა თავი, რადგან ცრუ ბრალდებებს მი-
ყენებენ. და რაც უფრო ყურადღებით ვიქნები და უკეთესად დავიცავ
თავს, მით მეტი შანსი მექნება, აქ დავრჩე. ასე რომ, ტერეზე – ტკივილის
უეცარ შემოტევას ვეღარ გაუძლო და ჩურჩულით დასძინა: – ოღონდ კი
ამ პორტიემ გამიშვას ხელი! წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ჩემი მტერი
იყო. როგორა აქვს ხელი ჩავლებული და როგორ მიჭერს! – თან გაიფიქ-
რა: «რატომ ვამბობ ამას! ქალებს ხომ არ შეუძლიათ ასეთი რამის მშვი-
დად მოსმენა». და მართლაც, ტერეზე უფროს პორტიეს მიუბრუნდა,
კარლმა კი თავისუფალი ხელით მისი შეჩერება ვერ შეძლო: – ბატონო
უფროსო პორტიე, თუ შეიძლება, ახლავე გაუშვით როსმანს ხელი, თქვენ
ხომ ტკივილს აყენებთ მას. ქალბატონი შეფმზარეული ახლავე პირა-
დად გეახლებათ და მაშინ ნახავთ, რა უსამართლოდ ექცევით მას. გაუშ-
ვით ხელი; განა რა სიამოვნებას განიჭებთ მისი ტანჯვა! – და უფროს
პორტიეს ხელშიც კი სწვდა, – ნაბრძანები მაქვს, გოგონი, ნაბრძანები, –
უპასუხა უფროსმა პორტიემ და თავისუფალი ხელით ტერეზე თავისკენ

162
მიიზიდა, მეორე ხელი კი ისეთი ძალით ჩააჭირა კარლს, თითქოს მის-
თვის არა მარტო ტკივილის მიყენება სურდა, არამედ ჯერ ვერ მიეღწია
იმ რაღაც განსაკუთრებული მიზნისათვის, რომელიც მის განკარგულე-
ბაში მყოფ ხელს უკავშირდებოდა.
ტერეზეს რამდენიმე წუთი დასჭირდა უფროსი პორტიეს მკლავები-
დან გასათავისუფლებლად და ის იყო აპირებდა, კარლის დასაცავად მი-
ემართა მსახურთუხუცესისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ბესის დაწვრი-
ლებით ჩვენებას ისმენდა, რომ ოთახში შეფმზარეული შემოიჭრა სწრა-
ფი ნაბიჯით.
– მადლობა ღმერთს! – აღმოხდა ტერეზეს და ერთი წამით ოთახი ამ
ხმამაღალმა სიტყვებმა მოიცვა. იმავ წამს მსახურთუხუცესი წამოხტა და
ბესი განზე გასწია.
– მაშ, თქვენ თავად მობრძანდით, ქალბატონო შეფმზარეულო? ამ
უმნიშვნელო ამბის გამო? ჩვენი სატელეფონო საუბრის შემდეგ კი უნდა
მქონოდა ამის მოლოდინი, მაგრამ მაინც არ მჯეროდა. თქვენი პროტე-
ჟეს საქმე კი უფრო და უფრო მძიმდება. ვშიშობ, მისი უბრალოდ გათავი-
სუფლება კი არა, ციხეში ჩასმა მომიწევს. თავად მოისმინეთ, – და ბესი
ხელით მოიხმო.
– ჯერ მინდა როსმანს ვუთხრა რამდენიმე სიტყვა, – და შეფმზარეუ-
ლი სავარძელში ჩაჯდა, რომელიც მსახურთუხუცესმა მიართვა.
– კარლ, მომიახლოვდი, თუ შეიძლება, – კარლმა ნაბიჯი გადადგა,
უფრო სწორად, უფროსმა პორტიემ მიათრია შეფმზარეულთან. – გაუშ-
ვით ხელი, – უთხრა გაბრაზებულმა შეფმზარეულმა, – ყაჩაღი ხომ არ
არის! – პორტიემ შეუშვა ხელი, მაგრამ იქამდე კიდევ ერთხელ ისე ძლი-
ერად მოუჭირა, რომ ძალდატანებისგან თავად მოადგა თვალებზე ცრემ-
ლი.
– კარლ, – მიმართა შეფმზარეულმა, ხელები მშვიდად დაიწყო მუხ-
ლებზე და თავდახრილმა შეხედა. ეს სრულებით არ ჰგავდა დაკითხვას,
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრა, რომ ძველებურად გენდობი. ბა-
ტონი მსახურთუხუცესიც სამართლიანი ადამიანია, ამაზე თავს დავდებ.

163
პრინციპში, ორივეს გვინდა, აქ დაგტოვოთ – თან მსახურთუხუცესს გახე-
და, თითქოს სთხოვდა, ნუ შემაწყვეტინებო. მსახურთუხუცესს არც შეუწ-
ყვეტინებია, – მაშ, დაივიწყე ყველაფერი, რაც აქ ალბათ აქამდე გით-
ხრეს. ნურც იმას მიიტან გულთან ახლოს, რაც ალბათ უფროსმა პორტი-
ემ გითხრა. მას ფიცხი ხასიათი აქვს, მისი სამსახურის გათვალისწინე-
ბით ეს გასაკვირი არ არის; მაგრამ მასაც ჰყავს ცოლ-შვილი და იცის, რომ
ტყუილად არ უნდა დატანჯოს ახალგაზრდა კაცი, რომელიც საკუთარი
თავის ამარაა დარჩენილი ცხოვრებაში და გარშემომყოფთაგან ისედაც
ბევრის ატანა უწევს.
ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. უფროსმა პორტიემ ახსნა-გან-
მარტების მოლოდინში მსახურთუხუცესს გადახედა, ის კი, თავის მხრივ,
შეფმზარეულისაკენ იყურებოდა და თავს აქნევდა. უფროსი ლიფტიორი
ბესი უაზროდ იღრიჭებოდა მსახურთუხუცესის ზურგს უკან, ტერეზე კი
ჩუმად სლუკუნებდა სიხარულისა თუ დარდისაგან და მთელი არსებით
ცდილობდა, ეს არავისთვის შეემჩნევინებინა.
კარლი კი, თუმცა შეიძლებოდა ეს ცუდ ნიშნად მიეღოთ, შეფმზარე-
ულს არ უყურებდა, რომელიც, ცხადია, ელოდა მის მზერას, არამედ ია-
ტაკს ჩაშტერებოდა. მკლავში ტკივილები ყველა მიმართულებით
ვრცელდებოდა, პერანგი დალურჯებულ ადგილებს ეკვროდა, საშინ-
ლად უნდოდა, გაეხადა ქურთუკი და ენახა, რა ხდებოდა მის შიგნით. რა-
საც შეფმზარეული ლაპარაკობდა, ცხადია, მხოლოდ კეთილი ზრახვე-
ბით იყო ნაკარნახევი, მაგრამ, საუბედუროდ, კარლს ეჩვენებოდა, რომ
სწორედ შეფმზარეულის ასეთი საქციელით შეიქმნებოდა შთაბეჭდი-
ლება, რომ ის არ იმსახურებდა ამ კეთილგანწყობას, რომ ამ ორი თვის
განმავლობაში დაუმსახურებლად სარგებლობდა მისი გულკეთილო-
ბით, და სხვას არაფერს იმსახურებს, გარდა უფროსი პორტიეს მარწუ-
ხებში მოხვედრისა.
– ამას იმიტომ გეუბნები, – განაგრძო შეფმზარეულმა, –რომ სიმარ-
თლე გვიპასუხო, რასაც ალბათ ისედაც გააკეთებდი, რამდენადაც გიც-
ნობ.

164
– მაპატიეთ, შეიძლება ამასობაში ექიმი მოვიყვანო, თორემ შესაძ-
ლოა ადამიანი სისხლისაგან დაიცალოს, – ძალზე თავაზიანად, მაგრამ
უდროო დროს ჩაერია უცებ ლიფტიორი ბესი.
– წადი, – უთხრა მსახურთუხუცესმა და ისიც მაშინვე გაიქცა. შემდეგ
კი შეფმზარეულს მიმართა: – უფროსმა პორტიემ ტყუილად როდი და-
აკავა ეს ყმაწვილი. საქმე ისაა, რომ ქვემოთ, ლიფტიორების საძინებელ-
ში, ერთ-ერთ საწოლში, საბანში საგულდაგულოდ გახვეული, გალეში-
ლი, სრულიად უცხო მამაკაცი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, გააღვიძეს და
უნდოდათ გაეგდოთ. მან კი საშინელი აურზაური ატეხა, ყვიროდა, საძი-
ნებელი კარლ როსმანს ეკუთვნის, მე მისი სტუმარი ვარ, მან მომიყვანა
აქ და ყველას სასტიკად გაუსწორდება, ვინც კი ხელს დამაკარებსო. გარ-
და ამისა, იმიტომაც უნდა დაველოდო როსმანს, რომ ის ფულს დამპირ-
და და სწორედ მის მოსატანად წავიდაო. ყურადღება მიაქციეთ ამას,
ქალბატონო შეფმზარეულო, ფულს დაჰპირდა და მის მოსატანად წავი-
და. შენც კარგი ყურით გაიგონე, როსმან, – სხვათა შორის მიმართა მსა-
ხურთუხუცესმა კარლს, რომელიც სწორედ ტერეზესაკენ მიბრუნდა, ის
კი გაოგნებული შესცქეროდა მსახურთუხუცესს და მალიმალ შუბლზე ჩა-
მოყრილ თმას ისწორებდა, თუ ხელის ამ მოძრაობით თავის დამშვიდე-
ბას ცდილობდა, – იქნებ შენი ზოგიერთი მოვალეობა შეგახსენო: იმ კაც-
მა, გარდა ამისა, თქვა, რომ შენი დაბრუნების შემდეგ ორივე ერთ ქალიშ-
ვილს უნდა ეწვიოთ, რომლის სახელი, სამწუხაროდ, ვერავინ გაარჩია,
რადგან ის კაცი ამ სახელს მხოლოდ სიმღერ-სიმღერით წარმოთქვამდა.
აქ მსახურთუხუცესმა ლაპარაკი შეწყვიტა, რადგან საშინლად გა-
ფითრებული შეფმზარეული წამოდგა და სავარძელი უკან დახია.
– დანარჩენი დეტალებით აღარ დაგღლით, – თქვა მსახურთუხუცეს-
მა.
– არა, არა, – ხელში სწვდა შეფმზარეული, – განაგრძეთ, ყველაფერი
უნდა მოვისმინო, სწორედ ამისთვის ვარ აქ.
უფროსი პორტიე, რომელიც წინ წამოდგა და გულში მჯიღს ირტყამ-
და იმის ნიშნად, რომ ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა, მსახურთუხუ-

165
ცესმა სიტყვებით: – დიახ, თქვენ სავსებით სწორი იყავით, ფიოდორ, –
დააშოშმინა და თან ხმა ჩააწყვეტინა.
– სულ ცოტაღა დარჩა მოსაყოლი, – განაგრძო მსახურთუხუცესმა, –
როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, ჯერ სასაცილოდ აიგდეს, შემდეგ
ჩხუბი ატეხეს, და რადგან მათ შორის ყოველთვის მოიძებნება კარგი
მოკრივეები, გვარიანად მიბეგვეს. მე ვერც კი გავბედე იმის კითხვა, თუ
რამდენი ჭრილობა მიაყენეს, ან რა ადგილებში, ეს ყმაწვილები ხომ სა-
შინელი მოჩხუბრები არიან და მით უმეტეს, მთვრალ კაცთან გასწორება
არაფრად უღირთ!
– მაშ ასე, – შეფმზარეული სავარძლის ზურგს ჩაეჭიდა და იმ ადგილს
დააცქერდა, რომელიც ეს-ესაა გაათავისუფლა, – თქვი რამე, ერთი სიტ-
ყვა მაინც თქვი, როსმან! – ტერეზემ შეფმზარეულთან მიირბინა და ხე-
ლი გამოსდო, რაც კარლს აქამდე არასოდეს ენახა. მსახურთუხუცესი
შეფმზარეულის ზურგს უკან იდგა და ფრთხილად ასწორებდა ხელით
მის სადა მაქმანიან საყელოს, რომელიც ოდნავ დაჭმუჭნულიყო.
უფროსმა პორტიემ კი, კარლის გვერდით რომ იდგა, იკითხა: – მაშ,
ახლა? – რითაც მხოლოდ მუჯლუგუნის დაფარვა უნდოდა, რომელიც
კარლს უთავაზა.
– ეს სიმართლეა, – პორტიეს მუჯლუგუნის გამო უფრო გაუბედავად
გამოუვიდა კარლს, ვიდრე აპირებდა, – რომ მე ის კაცი საძინებელში შე-
ვიყვანე.
– მეტის ცოდნა არც არის საჭირო, – თქვა პორტიემ ყველას სახელით.
შეფმზარეულმა ჯერ მსახუთუხუცესს შეხედა უსიტყვოდ და მერე – ტერე-
ზეს.
– სხვა გზა არ მქონდა, – განაგრძო კარლმა, – ეს კაცი ოდესღაც ჩემი
ამხანაგი იყო, ორი თვე არ გვენახა ერთმანეთი და დღეს ჩემ სანახავად
მოვიდა, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, მარტო წასვლა ვეღარ შეძლო.
მსახურთუხუცესმა მის გვერდით მდგომ შეფმზარეულს ხმადაბლა
გადაულაპარაკა: – მის სანახავად მოვიდა და შემდეგ ისე დათვრა, რომ
წასვლა ვეღარ შეძლო, – შეფმზარეულმა თავი მისკენ მიაბრუნა და რა-

166
ღაც უჩურჩულა, მსახურთუხუცესი კი ღიმილით თითქოს შეეპასუხა, მაგ-
რამ ეს ალბათ საქმეს არ ეხებოდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ
ტერეზეს – კარლი მხოლოდ მას აკვირდებოდა – სახე შეფმზარეულის
ზურგში ჩაერგო და არაფრის დანახვა აღარ უნდოდა. ერთადერთი, ვინც
კარლის პასუხით სავსებით კმაყოფილი დარჩა, უფროსი პორტიე იყო,
რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა: – სრული სიმართლეა, თანამეინა-
ხეს ხომ უნდა დაეხმარო, – და გამოხედვითა თუ ხელის მოძრაობით შე-
ეცადა, ეს ჭეშმარიტება ყველა იქ მყოფისათვის ჩაებეჭდა თავში.
– მხოლოდ იმაში ვარ დამნაშავე, – თქვა კარლმა და ცოტა ხანს შე-
იცადა, თითქოს თავისი მსაჯულებისაგან კეთილ სიტყვას ელოდა, რო-
მელიც სიმხნევეს შემატებდა, რომ თავის დაცვა გაეგრძელებინა, მაგრამ
ასეთი სიტყვა არავის დასცდენია, – ჩემი დანაშაული მხოლოდ ისაა,
რომ ის კაცი – მას რობინსონი ჰქვია, ირლანდიელია – საძინებელში შე-
ვიყვანე. ყველაფერი დანარჩენი, რაც მან თქვა, სიმთვრალის ბრალია
და სიმართლეს არ შეესაბამება.
– მაშ ფულს არ დაჰპირებიხარ? – ჰკითხა მსახურთუხუცესმა.
– დიახ, – უპასუხა კარლმა და შეწუხდა, რომ ეს დაავიწყდა, დაბნეუ-
ლობისა თუ დაუფიქრებლობის გამო მეტისმეტად კატეგორიული გამო-
ნათქვამებით იმართლებდა თავს, – ფულს დავპირდი, რადგან მთხოვა.
მაგრამ ფულის მოსატანად არ წავსულვარ, მინდოდა იმ გასამრჯელო-
დან მიმეცა, რაც ამ ღამით გამოვიმუშავე. – და დასამტკიცებლად ჯიბი-
დან რამდენიმე მონეტა ამოიღო და ხელისგულზე დაიყარა.
– შენ სულ უფრო და უფრო იხლართები, – უთხრა მსახურთუხუცესმა,
– კაცმა რომ დაგიჯეროს, ჯერ ის უნდა დაივიწყოს, რაც იქამდე გაქვს
ნათქვამი. მაშასადამე, ჯერ ის კაცი – მე ისიც კი არ მჯერა, რომ გვარად
რობინსონია – მას აქეთ, რაც ირლანდია არსებობს, არც ერთ ირლან-
დიელს ასეთი გვარი არ ჰქონია. მაშასადამე, ჯერ მხოლოდ საძინებელ-
ში შეიყვანე, რაც, სხვათა შორის, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ
სამსახურიდან კინწისკვრით გაგაგდონ. ფულს კი, ჯერ თქვი, რომ არ შეჰ-
პირებიხარ, მაგრამ მერე, როცა იგივე შეკითხვა მოულოდნელად დაგის-

167
ვეს, აღიარე, რომ შეჰპირდი. ჩვენ აქ კითხვა-პასუხობანას როდი ვთამა-
შობთ, არამედ გვინდა, თავის მართლება მოვისმინოთ შენგან. ჯერ ფუ-
ლის მოსატანად არ წასულხარ, არამედ, გინდოდა, დღევანდელი გასამ-
რჯელო მიგეცა მისთვის, მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ფული თან გაქვს,
ესე იგი, კიდევ სხვა ფული უნდა მოგეტანა, რისთვისაც დიდი დრო დაგ-
ჭირდა. ბოლოს და ბოლოს, არც არაფერია განსაკუთრებული ამაში, თუ
ფული შენი ჩემოდნიდან უნდა ამოგეღო, მაგრამ უცნაური ისაა, რომ
მთელი მონდომებით უარყოფ ამას. ისევე, როგორც არც იმის გამხელა
გინდა, რომ ის კაცი აქ, სასტუმროში დაათვრე, რაც ეჭვგარეშეა, რადგან
თავად აღიარე, რომ ის კაცი მარტო მოვიდა, მაგრამ მარტო წასვლა ვე-
ღარ შეძლო, და საძინებელშიც ხომ გაჰყვიროდა, რომ შენი სტუმარია.
ახლა მხოლოდ ორი რამ დარჩა საკითხავი, რასაც, თუ საქმის კიდევ მე-
ტად გართულება არ გსურს, თავად შეგიძლია უპასუხო, თუ არა და შენი
დახმარების გარეშეც შევძლებთ დადგენას: ჯერ ერთი, როგორ მოიპოვე
საკუჭნაოებში შეღწევის უფლება, და მეორეც, როგორ შეაგროვე გასაცე-
მი ფული?
«შეუძლებელია თავის დაცვა, როცა საამისოდ არავითარი კეთილი
ნება არ არსებობს», გაიფიქრა კარლმა და მსახურთუხუცესს აღარ უპასუ-
ხა, რითაც ალბათ ძალზე გაანაწყენა ტერეზე. იცოდა, ყველაფერს, რაც
არ უნდა ეთქვა, სხვაგვარად გაიგებდნენ; მხოლოდ განმსჯელზეა დამო-
კიდებული, დასჯიან მას თუ შეიწყალებენ.
– არ პასუხობს, – თქვა შეფმზარეულმა.
– ეს ყველაზე ჭკვიანურია, რაც მის მდგომარეობაში შეიძლება გააკე-
თოს კაცმა, – გამოეხმაურა მსახურთუხუცესი.
– კიდევ მოიგონებს რაღაცას, – ჩაერთო უფროსი პორტიე და ხელი,
რომელიც იქამდე ასეთი სასტიკი იყო, ფრთხილად დაისვა წვერზე.
– გაჩუმდი, – მიმართა შეფმზარეულმა გვერდით მდგომ ტერეზეს,
რომელმაც ზლუქუნი დაიწყო, – ხომ ხედავ, არ პასუხობს, როგორ უნდა
დავეხმარო? ბოლოს და ბოლოს, მსახურთუხუცესის თვალში მე არ გა-
მოვდივარ მართალი. მითხარი, ტერეზე, განა ყველაფერი არ გავაკეთე

168
მისთვის? – საიდან უნდა სცოდნოდა ეს ტერეზეს, ან რაში არგებს, რომ
პატარა გოგონასათვის ამ ორი ბატონის წინაშე საჯაროდ დასმული ამ
შეკითხვით შეფმზარეული ბევრ რამეს დებს სასწორზე?
– ქალბატონო შეფმზარეულო, – კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები
კარლმა, ოღონდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ტერეზესათვის პასუხი აეცი-
ლებინა, – მე არ ვფიქრობ, რომ რაიმეთი შეგარცხვინეთ, და საქმის ზედ-
მიწევნით გამოძიების შემდეგ ყველა დარწმუნდება ამაში.
– ყველა, – გაიმეორა უფროსმა პორტიემ და მსახურთუხუცესზე მი-
ათითა, – ეს გამოხდომა თქვენ წინააღმდეგაა მიმართული, ბატონო ის-
ბერი.
– მაშ ასე, ქალბატონო შეფმზარეულო, – თქვა მან, – უკვე შვიდის ნა-
ხევარია, ვფიქრობ, დროა, თუ ნებას მომცემთ, დავასრულოთ ეს საქმე,
რომელსაც ისედაც ძალზე ლმობიერად მივუდექით.
შემოვიდა პატარა ჯაკომო, კარლთან მისვლა დააპირა, მაგრამ საყო-
ველთაოდ გამეფებული სიჩუმით შეშინებულმა უკან დაიხია და შეიცა-
და.
შეფმზარეულს კარლის უკანასკნელი სიტყვების შემდეგ მისთვის
თვალი არ მოუცილებია და არც ეტყობოდა, გაიგონა თუ არა მსახურთუ-
ხუცესის შენიშვნა. მისი მზერა მთლიანად კარლზე იყო მიმართული –
დიდი, ცისფერი თვალების მზერა, ასაკთან ერთად სხივი ოდნავ რომ
ჩაჰქრობოდა. იდგა, სავარძელს აქანავებდა, და ყოველივე ეს აღძრავდა
მოლოდინს, თითქოს საცაა უნდა თქვასო: «მაშ, კარლ, ვფიქრობ, საქმე
ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული და როგორც შენ მართებუ-
ლად აღნიშნე, ზედმიწევნით გამოძიებას საჭიროებს. და ჩვენ ახლა ამას
შევუდგებით, იმისდა მიუხედავად, უნდა ეს ვინმეს თუ არა, რადგან სა-
მართალმა უნდა იზეიმოს».
მაგრამ მცირე პაუზის შემდეგ, რომლის დარღვევა ვერავინ გაბედა –
მხოლოდ საათმა დარეკა მსახურთუხუცესის სიტყვების დასტურად შვი-
დის ნახევარი, და მას, ჩვეულებრივ, სასტუმროს ყველა საათი აჰყვა, რაც
დიდი მოუთმენლობის ჟრუანტელივით ჟღერდა, – შეფმზარეულმა

169
თქვა: – არა, კარლ, არა, არა! ამაში ვერ დაგვაჯერებ. სამართლიან საქმეს
ეს მაშინვე ეტყობა, შენი საქმე კი, უნდა ვაღიარო, სხვაგვარად გამოიყუ-
რება. მე შემიძლია ვთქვა ეს და მოვალეც ვარ, ვთქვა, რადგან აქ შენდამი
უდიდესი კეთილგანწყობით მოვედი. შენ ხედავ, რომ ტერეზეც კი დუმს.
(მაგრამ ის არ დუმდა, ტიროდა.)
შეფმზარეული წამით შეჩერდა, თითქოს რაღაც უეცარი გადაწყვეტი-
ლება მიიღოო, და განაგრძო: – მოდი აქ, კარლ, – და როგორც კი კარლი
მასთან მივიდა (მსახურთუხუცესმა და უფროსმა პორტიემ მის ზურგს
უკან მაშინვე გაცხოველებული საუბარი გამართეს), მარცხენა ხელი მოხ-
ვია და მასთან და ტერეზესთან ერთად, რომელიც თავისი სურვილის წი-
ნააღმდეგ მიჰყვა მათ, ოთახის სიღრმისაკენ გაემართა, მათთან ერთად
რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და თქვა: – შესაძლოა, კარლ, და შენც
ალბათ ამისი იმედი გაქვს, სხვა შემთხვევაში მე საერთოდ ვერ გაგიგებ-
დი, – გამოძიებამ ცალკეულ დეტალებში გაგამართლოს. რატომაც არა?
შენ ალბათ მართლაც ესალმებოდი უფროს პორტიეს. მე ეს დანამდვი-
ლებით მჯერა, მე ხომ ვიცი, ის რა ადამიანია; როგორც ხედავ, მე ახლაც
კი სავსებით გულახდილი ვარ შენთან. მაგრამ ეს პატარ-პატარა გამარ-
თლებები ვერ გიშველის. მსახურთუხუცესი – მრავალი წლის განმავლო-
ბაში მე ვისწავლე იმის დაფასება, თუ რა კარგად ერკვევა ის ადამიანებ-
ში, – ყველაზე საიმედო ადამიანია მათ შორის, ვისაც მე ვიცნობ, მან კი
სრულიად ნათლად ჩამოაყალიბა შენი დანაშაული, და ეს მეც უდავოდ
მეჩვენება. შესაძლოა, შენ დაუფიქრებლად მოიქეცი, შესაძლოა, ის არ
ხარ, ვინც მე მეგონე. და მაინც, – თითქოს თავის თავს შეაწყვეტინა და
ორივე ბატონისაკენ გააპარა თვალი, – მე ვერ შევიცვლი იმ აზრს, რომ
პრინციპში შენ წესიერი ყმაწვილი ხარ.
– ქალბატონო შეფმზარეულო, ქალბატონო შეფმზარეულო! – თავი
შეახსენა მსახურთუხუცესმა, რომელმაც მისი მზერა დაიჭირა.
– ახლავე დავამთავრებთ, – გაეპასუხა შეფმზარეული და უფრო სწრა-
ფად დაიწყო ლაპარაკი: – მომისმინე, კარლ, შენს საქმეს რომ გადავხე-
დე, მოხარულიც ვარ, რომ მსახურთუხუცესმა არ მოინდომა გამოძიების

170
ჩატარება; კიდევაც რომ დაეწყო, მე ამას, ისევ შენი ინტერესებიდან გა-
მომდინარე, ხელს შევუშლიდი. არ არის საჭირო, ვინმემ იცოდეს, რო-
გორ და რითი გაუმასპინძლდი შენ იმ კაცს, რომელიც, შესაძლოა, არც
არის შენი ერთ-ერთი ყოფილი ამხანაგი, როგორც შენ ირწმუნები; მათ-
თან ხომ ბოლოს სერიოზული უთანხმოება მოგივიდა, ისე რომ, ახლა
რომელიმე მათგანს არ გაუმასპინძლდებოდი. ეს ალბათ, ერთ-ერთი
ნაცნობია, რომელსაც დაუფიქრებლად დაუძმაკაცდი ღამით ქალაქის
რომელიღაც დუქანში. როგორ შეგეძლო, კარლ, დაგემალა ჩემთვის ასე-
თი რამეები? თუ შენთვის საერთო საძინებელი ასეთი აუტანელი იყო და
ამ უწყინარი მიზეზით დაიწყე ღამის თავგადასავლების ძებნა, რატომ
ერთი სიტყვაც არ გითქვამს ჩემთვის ამაზე? მე ხომ ვცდილობდი, ცალკე
ოთახი მომეხერხებინა შენთვის და მხოლოდ შენი დაჟინებული თხოვ-
ნით ვთქვი ამაზე უარი. გამოდის, იმის გამო არჩიე საერთო საძინებელი,
რომ იქ უფრო თავისუფლად გეგრძნო თავი. და შენი ფული ხომ ჩემს სა-
ლაროში შეინახე, გასამრჯელოც ყოველ კვირაში მოგქონდა; მაშ, სა-
იდან, ღვთის გულისათვის, საიდან შოულობდი ფულს გასართობად და
საიდან უნდა მიგეტანა ფული შენი მეგობრისათვის? ეს, ცხადია, ისეთი
გარემოებებია, რომლებზეც მე, ყოველ შემთხვევაში ახლა, არაფრით არ
უნდა გავამახვილებინო ყურადღება მსახურთუხუცესს, რადგან მაშინ გა-
მოძიება ალბათ გარდუვალი იქნება. ასე რომ, შენ აუცილებლად უნდა
წახვიდე სასტუმროდან, და რაც შეიძლება, ჩქარა. წადი პირდაპირ ბრე-
ნერის პანსიონატში – იქ ხომ არაერთხელ ყოფილხარ ტერეზესთან ერ-
თად – იქ ამ რეკომენდაციით მაშინვე მიგიღებენ – და სავიზიტო ბარათ-
ზე რამდენიმე სტრიქონი დაწერა ოქროსფერი ფანქრით, რომელიც გუ-
ლის ჯიბიდან ამოიღო, თან ლაპარაკს აგრძელებდა, – შენს ჩემოდანს
მალევე მოგაწვდი. ტერეზე, გაიქეცი ლიფტიორების გარდერობში და მი-
სი ჩემოდანი ჩაალაგე! – (მაგრამ ტერეზე ადგილიდან არ იძვროდა, სურ-
და, გადატანილი სატანჯველის შემდეგ, ახლა ბოლომდე განეცადა სი-
ხარული იმ სასიკეთო შემობრუნების გამო, რაც საქმეში შეფმზარეულის
ჩარევის წყალობით მოხდა).

171
ვიღაცამ კარი შემოაღო, მაგრამ მაშინვე მიხურა ისე, რომ არ გამოჩე-
ნილა. ეს ალბათ ჯაკომოს ეხებოდა, რადგან ის კარლთან მივიდა და უთ-
ხრა: – როსმან, რაღაცა მაქვს შენთვის სათქმელი.
– ახლავე, – შეაწყვეტინა შეფმზარეულმა და კარლს, რომელიც თავ-
დახრილი უსმენდა, ჯიბეში სავიზიტო ბარათი ჩაუდო, – შენი ფული
ჯერჯერობით ჩემთან იქნება, შენ იცი, რომ შეგიძლია მენდო. დღეს პან-
სიონატში დარჩი და შენს საქმეზე დაფიქრდი; ხვალ – დღეს აღარ მაქვს
დრო, ისედაც დიდხანს შევყოვნდი აქ – მოვალ ბრენერთან და მოვიფიქ-
რებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ შენთვის. მინდა ახლავე იცოდე, რომ არ
მიგატოვებ. მომავალზე ფიქრი ჯერ ადრეა, უმჯობესია, ახლო წარსულ-
ზე იფიქრო, – ამ სიტყვებით მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და მსა-
ხურთუხუცესისაკენ გაემართა. კარლმა თავი ასწია და თვალი გააყოლა
ზორბა, წარმოსადეგ ქალს, რომელიც მას მშვიდი და თავდაჯერებული
ნაბიჯით გაშორდა.
– ნუთუ სულ არ გიხარია, – უთხრა ტერეზემ, რომელიც მის გვერდით
დარჩა, – რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდა?
– ჰო, როგორ არა, – გაუღიმა კარლმა, მაგრამ ვერ გაეგო, რატომ უნდა
გახარებოდა, როცა ქურდივით აგდებდნენ აქედან. ტერეზეს თვალები
გულწრფელ სიხარულს ასხივებდნენ, თითქოს მისთვის სულერთი იყო,
დააშავა თუ არა კარლმა რაიმე, სამართლიანად მოექცნენ თუ არა მას,
ან როგორ უშვებენ – პატივით თუ სამარცხვინოდ. და ასე იქცევა სწორედ
ტერეზე, რომელიც საკუთარ საქმეებში იმდენად ეჭვიანია, რომ შეფმზა-
რეულის ოდნავ ორაზროვანი სიტყვა კვირების განმავლობაში უტრია-
ლებს თავში და მოსვენებას არ აძლევს. კარლმა განგებ ჰკითხა: – ახლა-
ვე ჩაალაგებ ჩემს ჩემოდანს და გააგზავნი? – გაკვირვებისაგან კარლმა
უნებურად თავი გადააქნია, ისე სწრაფად ჩასწვდა ტერეზე მისი შეკით-
ხვის ქვეტექსტს, და დარწმუნებულმა, რომ ჩემოდანში არის ნივთები,
რომლებიც სხვისგან საიდუმლოდ უნდა შეინახოს, ვერც შეხედვა გაუბე-
და კარლს, ვერც ხელის გაწოდება, მხოლოდ წაიჩურჩულა: – რა თქმა უნ-
და, კარლ, ახლავე, ახლავე ჩავალაგებ ჩემოდანს, – და მაშინვე გაიქცა.

172
ჯაკომომ ვეღარ მოითმინა და ხანგრძლივი ლოდინით აღელვებულ-
მა ხმამაღლა დაიძახა: – როსმან, ის კაცი დერეფანში იატაკზე გდია და
ვერ მიჰყავთ აქედან. უნდოდათ, საავადმყოფოში წაეყვანათ, მაგრამ
სასტიკი წინააღმდეგია და გაიძახის, რომ შენ არ დაუშვებ, ის საავადმყო-
ფოში მოხვდეს. ამიტომ ავტომობილი უნდა დაიქირავონ და სახლში გა-
აგზავნონ, ფული კი შენ უნდა გადაიხადო. თანახმა ხარ?
– ხედავ, ის კაცი როგორ გენდობა? – შენიშნა მსახურთუხუცესმა. კარ-
ლმა მხრები აიჩეჩა და ჯაკომოს ფული ხელში ჩაუთვალა. – მეტი არ
მაქვს, – დასძინა თან.
– კიდევ დამაბარეს გკითხო, წაჰყვები თუ არა, – ჰკითხა ჯაკომომ, თან
ხელში მონეტებს ათამაშებდა.
– ის არ წაჰყვება, – თქვა შეფმზარეულმა.
– მაშ, როსმან, – ჯაკომოს გასვლას აღარ დაელოდა მსახურთუხუცე-
სი, – შენ გათავისუფლებული ხარ.
უფროსმა პორტიემ რამდენჯერმე დააქნია თავი, თითქოს ეს მისი
სიტყვები ყოფილიყოს, რომლებიც მსახურთუხუცესმა მხოლოდ მის
შემდეგ გაიმეორა.
– შენი გათავისუფლების მიზეზებს აქ ვერ გავახმიანებ, თორემ შენი
ციხეში ჩასმა მომიწევდა.
უფროსმა პორტიემ განსაკუთრებული სიმკაცრით გადახედა შეფმზა-
რეულს, რადგან მიხვდა, რომ სწორედ ის იყო ამ ლმობიერი განაჩენის
მიზეზი.
– ახლა წადი ბესთან, გადაიცვი, ჩააბარე შენი ლივრეა და ახლავე, ახ-
ლავე დატოვე სასტუმრო.
შეფმზარეულმა თვალები დახუჭა. ამით უნდოდა, კარლი დაემშვი-
დებინა. როცა კარლმა გამომშვიდობების ნიშნად თავი მდაბლად დაუკ-
რა, თვალი მოჰკრა, როგორ მოჰკიდა მსახურთუხუცესმა შეფმზარეულს
ხელზე ხელი და ფარულად მიეფერა. უფროსმა პორტიემ მძიმე ნაბიჯით
მიაცილა კარლი კარამდე, რომლის დახურვის უფლება არ მისცა და სა-

173
განგებოდ ღია დატოვა, რათა მიეძახებინა: – თხუთმეტ წამში მთავარ გა-
სასვლელთან უნდა ჩამიარო! დაიმახსოვრე!
კარლი ჩქარობდა, რათა მთავარ გასასვლელთან პორტიეს შემოტე-
ვა თავიდან აეცილებინა, მაგრამ ყველაფერი თითქოს განგებ გაცილე-
ბით ნელა გამოსდიოდა. ჯერ იყო და ბესი კარგა ხანს ვერ იპოვა, რადგან
ახლა, საუზმის დროს, ყველგან უამრავი ხალხი ირეოდა; მერე აღმოჩ-
ნდა, რომ ვიღაცას კარლის ძველი შარვალი უნათხოვრებია და კარლს
ყველა საკიდის გადაქექვა მოუხდა, ვიდრე თავის შარვალს იპოვიდა. ასე
რომ, ალბათ ხუთი წუთიც კი გავიდა, სანამ მთავარ გასასვლელამდე მი-
აღწევდა. ზუსტად მის წინ ერთი მანდილოსანი მიდიოდა ოთხი მამაკა-
ცის თანხლებით. გარეთ ერთი დიდი ავტომობილი ელოდა, რომლის კა-
რი ერთ-ერთ მსახურს უკვე გამოეღო, თან თავისუფალი მარცხენა ხელი
თითქოს საზეიმოდ განზე ჰქონდა გაშვერილი. მაგრამ კარლის იმედი,
რომ ამ კეთილშობილ საზოგადოებასთან ერთად შეუმჩნევლად გავი-
დოდა, ამაო აღმოჩნდა. უფროსი პორტიე მკლავში სწვდა, ორ მამაკაცს
შორის გამოათრია, რომლებსაც ბოდიში მოუხადა, და თავისკენ მოქაჩა.
– ეს არის თხუთმეტი წამი? – და კარლს გვერდიდან ისე შეხედა, თით-
ქოს გაფუჭებულ საათს აკვირდებაო, – შემოდი, – უთხრა მერე და დიდ
მოსაცდელში შეიყვანა, რომლის დათვალიერება კარლს დიდი ხანია
სურდა, მაგრამ ახლა, როცა პორტიეს ძალად მიჰყავდა, ყოყმანით შევი-
და. კარში რომ შედიოდნენ, კარლი შემოტრიალდა, სცადა პორტიე
გვერდზე გაეწია და წასულიყო.
– არა, არა, შესასვლელი აქეთაა, – უთხრა და კარლი შემოატრიალა.
– მე ხომ უკვე გათავისუფლებული ვარ, – შეეპასუხა კარლი და ამით
აგრძნობინა, რომ სასტუმროში მას ვერავინ ვეღარაფერს უბრძანებდა.
– ვიდრე ჩემს ხელში ხარ, არ ხარ თავისუფალი, – უპასუხა პორტიემ
და ეს მართლაც ასე იყო.
ბოლოს და ბოლოს, კარლმაც გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობის გა-
წევას აზრი არ ჰქონდა. ან რაღა უნდა მოუვიდეს აწი? გარდა ამისა, პორ-
ტიეს ოთახის კედლები მთლიანად მინისაა და ისე გარკვევით ხედავს

174
ფოიეში სტუმრების ერთმანეთის საპირისპიროდ მოძრავ ნაკადს, თით-
ქოს ისიც მათ შორისაა. დიახ, ერთ კუთხესაც ვერ იპოვი აქ, სადაც ადა-
მიანის თვალს დაემალები. მიუხედავად იმისა, რომ იქ, გარეთ, როგორც
ჩანს, საშინლად ჩქარობენ, წინ გაშვერილი ხელებითა და ზემოთ აწეუ-
ლი ბარგით მიიკვლევენ გზას, წარბშეკრულები იყურებიან აქეთ-იქეთ,
მაინც, ყველა ასწრებს, გაიხედოს პორტიეს ოთახის მინის ტიხრებისა-
კენ, სადაც ყოველთვის რაიმე განცხადება თუ ინფორმაციაა გამოკრუ-
ლი, მნიშვნელოვანი როგორც სტუმრებისათვის, ასევე მომსახურე პერ-
სონალისთვისაც. გარდა ამისა, პორტიეს ოთახი
უშუალოდ უკავშირდება ფოიეს, რადგან ორ განიერ გასაწევ ფანჯა-
რასთან ორი უმცროსი პორტიე ზის, რომლებიც განუწყვეტლივ პასუხო-
ბენ სტუმრების შეკითხვებს. ორივე გადატვირთულია და კარლი თავს
დადებს, რომ უფროსი პორტიე, რამდენადაც მას იცნობს, თავის კარიე-
რულ წინსვლაში ასეთ თანამდებობას მოხერხებულად აუვლიდა
გვერდს. ამ ორი ინფორმატორის წინ – გარედან ამის წარმოდგენა შეუძ-
ლებელია – ფანჯარასთან მუდამ, სულ ცოტა, ათი შემკითხველი მაინც
დგას. ამ ათ შემკითხველს შორის, რომლებიც განუწყვეტლივ იცვლები-
ან, ხშირად ენათა ისეთი აღრევა ხდება, თითქოს ყოველი მათგანი სხვა-
დასხვა ქვეყნიდან ჩამოსულაო. ზოგი ერთდროულად ეკითხება, ზოგი
ერთმანეთს ელაპარაკება. უმეტესობას რაღაცა აქვს წასაღები პორტიეს
ოთახიდან, ან ჩასაბარებელი, და ამ ბრბოს თავზე მუდამ ჩანს მოუთმენ-
ლად მაღლა აწვდილი ხელები. აი, ვიღაცას რაღაც გაზეთი დასჭირდა,
რომელიც უეცრად ჰაერში გაიშალა და წამით შემკითხველებს სახეებზე
გადაეფარა. და ეს ორი უმცროსი პორტიე მთელ ამ შემოტევას უნდა გა-
უმკლავდეს. ჩვეულებრივი მეტყველება მათი სამუშაოსათვის არ კმარა,
მომართულებივით ლაპარაკობენ. მათ შორის გამოირჩევა ერთი პირქუ-
ში კაცი, რომელსაც მთელ სახეს წვერი უფარავს, – პირმოუკუმავად პასუ-
ხობს შეკითხვებს. ის არც მაგიდის ზედაპირზე იყურება, საიდანაც სულ
რაღაცას იღებს, არც შემკითხველებს უყურებს: თვალი სივრცისთვის გა-
უშტერებია, ალბათ ძალების დასაზოგავად და მოსაკრებად. მისი მეტ-

175
ყველების გაგებას ალბათ წვერიც უშლის ხელს. როცა კარლმა რამდენი-
მე წამი დაყო მის გვერდით, ცოტა რამ თუ გაიგო მისი ნათქვამიდან, თუმ-
ცა, შესაძლოა, ის უცხო ენებზე ლაპარაკობდა, ოღონდ ინგლისური აქ-
ცენტით. გარდა ამისა, დამაბნეველია ისიც, რომ ერთ ინფორმაციას ისე
მოსდევს მეორე, შემკითხველი, რომელიც დაძაბული სახით უსმენს და
ჰგონია, ისევ თავის პასუხს ისმენს, მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ
ხვდება, რომ მისი საკითხი უკვე ამოწურულია. შემკითხველი იმასაც უნ-
და შეეჩვიოს, რომ უმცროსი პორტიე არასოდეს არ ითხოვს შეკითხვის
გამეორებას. მაშინაც კი, როცა შეკითხვის საერთო აზრი გასაგებია, მაგ-
რამ ფორმულირება არაზუსტი – ის თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაო-
ბით ანიშნებს შემკითხველს, რომ არ აპირებს პასუხის გაცემას, და შემ-
კითხველმა თავად უნდა გააცნობიეროს თავისი შეცდომა და უკეთესად
ჩამოაყალიბოს შეკითხვა. ამიტომ ბევრ კლიენტს დიდხანს უწევს ფან-
ჯარასთან ლოდინი. ყოველ უმცროს პორტიეზე მიმაგრებულია დამხმა-
რე ბიჭი, რომელიც აქეთ-იქით აწყდება და წიგნის თაროდან თუ სხვა-
დასხვა უჯრიდან აწვდის უმცროს პორტიეს ყველაფერს, რაც კი მას სწო-
რედ იმ წუთში სჭირდება. ეს არის სასტუმროს პატარა ბიჭებისათვის ყვე-
ლაზე მაღალანაზღაურებადი, თუმცა ამავე დროს ყველაზე დამქანცვე-
ლი მოვალეობა. გარკვეული თვალსაზრისით, მათი შრომა გაცილებით
უფრო მძიმეა, ვიდრე უმცროსი პორტიეებისა – ამ უკანასკნელთ მხო-
ლოდ ფიქრი და ლაპარაკი უწევთ, დამხმარე ბიჭებს კი, აქეთ-იქით სირ-
ბილის გარდა, აზროვნებაც სჭირდებათ. თუ ისინი არასწორად მიაწოდე-
ბენ მასალას უმცროს პორტიეს, მას, ცხადია, არ სცალია მათთვის ჭკუის
სასწავლებლად, არამედ უბრალოდ მოისვრიან ხოლმე მაგიდიდან ასეთ
ინფორმაციას. ძალზე საინტერესოა უმცროსი პორტიეების შეცვლის
პროცესი, რაც სწორედ კარლის იქ შესვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა.
ასეთი შეცვლა, ცხადია, დღის განმავლობაში მრავალჯერ ხდება, რად-
გან ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც საათზე მეტ ხანს გაძ-
ლებდა ამ ფანჯარასთან. შეცვლის დროს გაისმის ზარი, და გვერდითი
კარიდან ერთდროულად, თავ-თავისი დამხმარე ბიჭით შემოდის ორი

176
უმცროსი პორტიე, რომელთაც ახლა უნდა იმუშაონ. თავდაპირველად
ისინი უმოქმედოდ დგანან ფანჯარასთან და ერთხანს აკვირდებიან
ხალხს, რათა დაადგინონ, რა სტადიაშია კითხვა-პასუხის
პროცესი. როგორც კი ისინი შესაფერის მომენტს დაიჭერენ, როცა მა-
თი ჩარევაა საჭირო, შესაცვლელ უმცროს პორტიეს მხარზე ხელით შე-
ეხებიან და ისიც, თუმცა იქამდე წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება მის
ზურგს უკან, მაშინვე ერკვევა საქმის ვითარებაში და ადგილს ათავისუფ-
ლებს. ყოველივე ეს ისეთი სისწრაფით ხდება, რომ გარეთ მომლოდინე
ადამიანები გონზე მოსვლას ვერ ასწრებენ, და მათ წინ ახალი სახის უე-
ცარი გამოჩენით შემკრთალები, უკან იხევენ. ორი შეცვლილი პორტიე
იზმორება და გახურებულ თავებს ორ პირსაბანზე იგრილებს, რომლე-
ბიც მათ განკარგულებაშია. შეცვლილ დამხმარე ბიჭებს კი გაზმორების
უფლება არ აქვთ, ვიდრე მათი მუშაობის დროს იატაკზე დაყრილ ნივ-
თებს არ აალაგებენ და ადგილს არ მიუჩენენ.
ყოველივე ამაში კარლი ყურადღების უკიდურესი დაძაბვით სულ
რამდენიმე წამში გაერკვა და თავის მსუბუქი ტკივილით ჩუმად გაჰყვა
უკან უფროს პორტიეს. უთუოდ მანაც შენიშნა, რა შთაბეჭდილება მოახ-
დინა კარლზე ინფორმაციის ამგვარი ხერხით გაცემამ, უეცრად მოქაჩა
მკლავზე და უთხრა: – ხედავ, როგორ მუშაობენ აქ? – მართალია, სას-
ტუმროში კარლს არ უზარმაცია, მაგრამ ასეთ მუშაობაზე წარმოდგენაც
არ ჰქონდა, და თითქოს სულ გადაავიწყდა, რომ პორტიე მისი უდიდესი
მტერი იყო, თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაუქნია თავი. მაგრამ უფ-
როსმა პორტიემ ეს ისევ და ისევ უმცროსი პორტიეს გადაჭარბებით შე-
ფასებად და საკუთარი პერსონისადმი უპატივცემულობად მიიღო, რად-
გან, თითქოს კარლი სასაცილოდ აიგდოო, ისე დაჰყვირა, არც დაფიქრე-
ბულა, რომ სხვაც გაიგონებდა: – რა თქმა უნდა, ეს ყველაზე სულელური
სამუშაოა მთელ სასტუმროში; საკმარისია, ერთი საათი უსმინო, რომ
ყველა შეკითხვა, რომლებსაც მათ უსვამენ, ზეპირად გეცოდინება, და-
ნარჩენზე კი პასუხის გაცემაც არ ღირს. შენ რომ თავხედი და უზრდელი
არ ყოფილიყავი, მატყუარა, თაღლითი, ლოთი და ქურდბაცაცა, ამ ფან-

177
ჯარასთან დაგსვამდი, რადგან აქ სწორედ შენნაირი ხისთავიანები
მჭირდება.
თავისი მისამართით გამოთქმული ლანძღვა კარლმა მთლიანად
ყურს იქით გაუშვა, იმდენად აღაშფოთა უფროსი პორტიეს დამცინავმა
დამოკიდებულებამ უმცროსი პორტიეს რთული და პატიოსანი შრომის
მიმართ, რაც მხოლოდ აღიარებას იმსახურებს, და დასცინის ის კაცი,
რომელიც ერთი საათით თუ გაბედავს ამ ფანჯარასთან დაჯდომას, რამ-
დენიმე წუთში იძულებული გახდება, შემკითხველთა სიცილ-ხარხარში
დატოვოს ეს ადგილი.
– გამიშვით, – უთხრა კარლმა, რომელმაც თავისი ცნობისმოყვარეო-
ბა პორტიეს რეზიდენციის მიმართ საკმარისზე მეტად დაიკმაყოფილა,
– აღარ მინდა რაიმე საერთო მქონდეს თქვენთან.
– ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ წახვიდე, – განუცხადა უფ-
როსმა პორტიემ. მკლავებზე ისე მოუჭირა ხელები, რომ კარლი ვეღარ
ინძრეოდა, და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ოთახის მეორე ბო-
ლოში გადაიტანა. ნუთუ გარედან ვერავინ ხედავს უფროსი პორტიეს ამ-
გვარ ძალადობას? ან, თუ ვინმე ხედავს, როგორ აფასებს ამას? – არავინ
შეჩერებულა, არავის მიუკაკუნებია მინაზე, რათა ენიშნებინა უფროსი
პორტიესათვის, რომ მას აკვირდებიან და არ აქვს უფლება, ასე თვითნე-
ბურად მოექცეს კარლს.
მაგრამ მალე კარლმა ყოველგვარი იმედი დაკარგა, რომ ვესტიბიუ-
ლიდან ვინმე დაეხმარებოდა, რადგან უფროსმა პორტიემ ზონარი ჩამო-
ქაჩა და წამში მინების მთელ სიმაღლეზე შავი ფარდები ჩამოეშვა. აქაც
იყვნენ ადამიანები, მაგრამ მათი თვალი და ყური დახშული იყო ყვე-
ლაფრის მიმართ, რაც მათ სამუშაოს არ უკავშირდებოდა. გარდა ამისა,
ყოველი მათგანი დამოკიდებული იყო უფროს პორტიეზე და არათუ და-
ეხმარებოდნენ კარლს, არამედ უფროს პორტიეს შეუწყობდნენ ხელს და
ყველაფერს დაფარავდნენ, რაც არ უნდა მოემოქმედებინა მას. მაგალი-
თად, აქ ექვს ტელეფონთან ექვსი უმცროსი პორტიე ზის. დადგენილების
თანახმად, როგორც ერთი შეხედვითაც ჩანს, ზარებს მხოლოდ ერთი პა-

178
სუხობს, მისი მეზობელი კი პირველისაგან მიღებული მონაცემების მი-
ხედვით დანარჩენებს შესაბამის დავალებებს გადასცემს. ამ უახლესი
სატელეფონო აპარატებისათვის ცალკე ჯიხურები არ არის საჭირო,
რადგან ზარის ხმა ჭრიჭინას ჭრიჭინს არ აღემატება, ხოლო ელექტრო-
ნული გამაძლიერებლების წყალობით ჩურჩულით ნათქვამი ხაზის მე-
ორე ბოლოში ხმამაღლა აღწევს. ამიტომ ტელეფონზე სამი მოლაპარა-
კის ხმა თითქმის არ ისმოდა, თითქოს ისინი ბუტბუტით ადევნებდნენ
თვალს ტელეფონის მიკროფონში მიმდინარე პროცესებს, მეორე სამეუ-
ლი კი, თითქოს იმ ხმაურით გაყრუებულნი, რომელიც გარშემომყოფთ
არ ესმით, ქაღალდზე თავდახრილები იწერდნენ მიღებულ ინფორმაცი-
ას. ამ სამ მოლაპარაკესაც დამხმარე ბიჭები ედგათ გვერდით; მათ ევა-
ლებოდათ გაფაციცებით ესმინათ თავიანთი უფროსებისათვის და შემ-
დეგ, თითქოს ბზიკმა უკბინათო, უზარმაზარ ყვითელ ცნობარებს მის-
ცვივდებოდნენ, – რომელთა ფურცლების შრიალი ტელეფონის საყვირს
ახშობდა, – რათა იქ საჭირო ნომერი მოეძებნათ.
კარლი ყურადღებით ადევნებდა ყოველივე ამას თვალს, თუმცა უფ-
როს პორტიეს, რომელმაც ამასობაში სავარძელში მოიკალათა, უწინდე-
ბურად მარწუხებში ჰყავდა მოქცეული.
– ჩემი მოვალეობაა, – თქვა უფროსმა პორტიემ და კარლი ისე შეან-
ჯღრია, თითქოს მხოლოდ ის უნდოდა, რომ კარლს მისკენ მიებრუნები-
ნა სახე, – ის, რაც მსახურთუხუცესს მიზეზთა და მიზეზთა გამო მხედვე-
ლობიდან გამორჩა, სასტუმროს დირექციის სახელით აღვასრულო. აქ
ყოველთვის ერთი მეორეს ცვლის. უამისოდ ამხელა დაწესებულება ვერ
იმუშავებდა. შენ ალბათ იტყვი, რომ მე შენი უშუალო უფროსი არ ვარ;
მერე რა, უფრო დიდ დამსახურებად ჩამეთვლება, რომ ამ შუა გზაზე მი-
ტოვებულ საქმეს მოვკიდე ხელი. სხვათა შორის, როგორც უფროსი პორ-
ტიე, მე გარკვეული თვალსაზრისით ყველაზე მაღლა ვდგავარ, რადგან
სასტუმროს ყველა კარიბჭე მექვემდებარება: ეს მთავარი შემოსასვლე-
ლი, სამი შუა და ათი გვერდითი კარი, რომ აღარაფერი ვთქვათ უთვა-
ლავ პატარა კარსა თუ უკარო ღიობებზე. ცხადია, მთელი მათი მომსახუ-

179
რე პერსონალი მოვალეა, მე დამემორჩილოს. ამ საპატიო მისიის ძა-
ლით მე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ სასტუმროს დირექციის წი-
ნაშე, არავინ გავუშვა აქედან, ვინც მცირედ ეჭვს მაინც იწვევს. შენ კი,
რადგან მე ასე მსურს, ძალიანაც საეჭვოდ მეჩვენები, – და ამით გახარე-
ბულმა, ხელები ჯერ მაღლა ასწია და მერე ისევ ისეთი ძალით დაუშვა,
რომ ტკივილისაგან კარლს თვალთ დაუბნელდა, – შეიძლებოდა, – დას-
ძინა მეფური გამომეტყველებით, – სხვა გასასვლელიდან შეუმჩნევლად
გაპარულიყავი, რადგან იმად არ მიღირხარ, რომ შენი გულისთვის სა-
განგებო განკარგულება გამეცა. მაგრამ რაკი აქ ხარ, ამ სიამოვნებას ხე-
ლიდან არ გავუშვებ. ისე, ეჭვიც არ შემპარვია, რომ გამოცხადდებოდი ამ
პაემანზე, რომელიც მთავარ შემოსასვლელთან დაგინიშნე; რადგან,
როგორც წესი, თავხედი და ურჩი სწორედ იქ და მაშინ ამთავრებს თავის
ცოდვებს, სადაც შესცოდა. ამაში კიდევ არაერთხელ დარწმუნდები.
– არ გეგონოთ, – თქვა კარლმა და ჩაისუნთქა ის თავისებური შმორის
სუნი, რომელიც უფროსი პორტიედან მოდიოდა და მხოლოდ აქ, მასთან
ხანგრძლივი სიახლოვისას იგრძნო, – არ გეგონოთ, რომ მე მთლიანად
თქვენს ხელში ვარ. ხომ შემიძლია, ვიყვირო.
– მე კი პირს მოგიკუმავ, – ისევე მშვიდად და სწრაფად უპასუხა უფ-
როსმა პორტიემ, როგორც აღასრულებდა კიდეც ამას საჭიროების შემ-
თხვევაში, – და ნუთუ მართლა ფიქრობ, კიდევაც რომ შემოვიდეს ვინმე,
მოიძებნება ისეთი, ვინც შენ დაგიჭერს მხარს ჩემ, უფროსი პორტიეს წი-
ნააღმდეგ? ალბათ ხვდები, რამდენად ფუჭია შენი იმედები. იცი, ვიდრე
ფორმა გეცვა, ნამდვილად ასე თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურებოდი,
მაგრამ ასეთი ჩაცმულობა მხოლოდ ევროპაში თუ გამოდგება! – და რამ-
დენიმე ადგილზე გამოქაჩა კოსტიუმი, რომელიც ხუთი თვის წინ სულ
ახალი იყო, ახლა კი გაქექილი, დაჭმუჭნილი, რაც მთავარია, დალაქავე-
ბული, რაც ძირითადად იმ ყმაწვილი ლიფტიორების დაუდევრობის
ბრალი იყო, რომლებსაც ბრძანების თანახმად საძინებელში სისუფთა-
ვის დაცვა ევალებოდათ, მაგრამ, რადგან წესიერად დალაგება ეზარე-
ბოდათ, ყოველდღე იატაკზე რაღაც ზეთოვან სითხეს ასხურებდნენ, რო-

180
მელიც ამავე დროს საკიდებლებზე დაკიდებულ ტანსაცმელსაც ეშხეფე-
ბოდა. სადაც არ უნდა შეგენახა ტანსაცმელი, მაინც გამოჩნდებოდა ვი-
ღაც, ვინც თავის ტანსაცმელს ვერ აგნებდა, სამაგიეროდ, იოლად პო-
ულობდა სხვისას და მოურიდებლად ხმარობდა. და თუ ის ვიღაც სწო-
რედ ის იყო, ვისაც იმ დღეს საძინებელი უნდა დაესუფთავებინა, არა
მარტო დაწუწავდა სამოსს ზეთით, არამედ მთლიანად, თავიდან ფეხე-
ბამდე ამ სისაძაგლეში ამოავლებდა. მხოლოდ რენელი ინახავდა თავის
ძვირფას სამოსს ისეთ საიდუმლო ადგილზე, საიდანაც მას ვერავინ გა-
მოათრევდა, მით უმეტეს, რომ სხვის ტანსაცმელს არავინ ნათხოვრობ-
და ჯიბრზე ან სიხარბის გამო, არამედ სიჩქარეში ბრმად გამოათრევ-
დნენ ხოლმე იმას, რაც ხელში მოჰყვებოდათ. მაგრამ რენელის პიჯაკსაც
კი ზურგზე მრგვალი, მოწითალო ზეთის ლაქა აჩნდა, რომლის მიხედ-
ვით ქალაქში საქმეში ჩახედული კაცი ადვილად ამოიცნობდა ამ ელე-
განტურ ყმაწვილში ლიფტიორს.
და ამ მოგონებებში ჩაძირულმა კარლმა გაიფიქრა, რომ ყველა ტან-
ჯვა-წამებამ, რაც ლიფტიორობაში გადაიტანა, ამაოდ ჩაუარა; ლიფტიო-
რის სამსახური, როგორც იმედოვნებდა, არ აღმოჩნდა პირველი საფეხუ-
რი უკეთესი თანამდებობებისაკენ მიმავალ გზაზე, არამედ პირიქით –
უფრო დაბლა დაეშვა და კინაღამ ციხეშიც კი ამოყო თავი. და ახლა, ყვე-
ლაფერთან ერთად, უფროს პორტიეს ჰყავს ჩაჭერილი, რომელიც ალ-
ბათ იმაზე ფიქრობს, როგორ შეარცხვინოს კარლი უფრო მეტად. და
რადგან სრულიად დაავიწყდა, რომ უფროსი პორტიე არ ეკუთვნოდა ად-
ვილად დასარწმუნებელ ადამიანთა რიცხვს, კარლმა თავისუფალი ხე-
ლი რამდენჯერმე შემოიკრა შუბლზე და წამოიძახა: – ვთქვათ, მარ-
თლაც არ გესალმებოდით, როგორ შეიძლება, რომ ზრდასრული ადა-
მიანი ასე შეიპყროს შურისძიების სურვილმა მიუსალმებლობის გამო?
– ეს შურისძიება არ არის, – მიუგო უფროსმა პორტიემ, – მე მხოლოდ
შენი ჯიბეები მინდა გავჩხრიკო. დარწმუნებული ვარ, ვერაფერს ვიპოვი,
ალბათ, ფრთხილად მოქმედებდი და შენს ძმაკაცს ნელ-ნელა ატანდი

181
ყოველდღე რაღაცას. მაგრამ მაინც უნდა გაგჩხრიკო, – და მაშინვე შარ-
ვლის ჯიბეში ისეთი ძალით
ჩაუყო ხელი, რომ გვერდის ნაკერები გაირღვა, – აქ არაფერია, – ჯიბე
ამოქექა და ნივთები გადაათვალიერა: სასტუმროს სარეკლამო კალენ-
დარი, ფურცელი, რომელზეც კომერციული მიმოწერის დავალება იყო,
პიჯაკისა და შარვლის რამდენიმე ღილი, შეფმზარეულის სავიზიტო ბა-
რათი, ფრჩხილების ქლიბი, ჩემოდნის ჩალაგებისას რომ გადაუგდო ერ-
თმა სტუმარმა, ძველი ჯიბის სარკე, რენელმა რომ აჩუქა ერთხელ მად-
ლობის ნიშნად პოსტზე ალბათ ათჯერ შეცვლისათვის, და კიდევ რამდე-
ნიმე წვრილმანი, – ესე იგი, აქ არაფერია, – გაიმეორა უფროსმა პორტიემ
და ყველაფერი სკამის ქვეშ შეყარა, თითქოს კარლის ნივთების ადგილი,
რამდენადაც ისინი ნაპარავი არ აღმოჩნდა, სწორედ სკამის ქვეშ იყო.
«ახლა კი საკმარისია», გაიფიქრა კარლმა, სახეზე ალმური მოედო,
და როცა უფროსმა პორტიემ, რომელსაც ჯიბრმა სიფრთხილე დაავიწყა,
მეორე ჯიბის ქექვაც დაიწყო, კარლი ერთი გაბრძოლებით სახელოები-
დან გათავისუფლდა. პირველი, ჯერ გაუთვლელი ნახტომით ერთ-ერთი
უმცროსი პორტიე ტელეფონს მიაჯახა, სირბილით გადაჭრა დახუთული
ოთახი, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე აპირებდა, და სანამ უფროსი პორტიე
თავისი მძიმე მუნდირით ფეხზე წამოდგებოდა, გარეთ გავარდა. დაცვა
მაინცდამაინც სანიმუშოდ არ იყო ორგანიზებული, რამდენიმე მხრიდან
კი გაისმა განგაშის ზარი, მაგრამ ღმერთმა იცის, რა მიზნით! სასტუმროს
მოსამსახურეები კი დარბოდნენ კართან აქეთ-იქით, თითქოს აპირებ-
დნენ, შეუმჩნევლად გადაეკეტათ გასასვლელი, – სხვა აზრი ამ უთავბო-
ლო წინ და უკან სირბილში არ ჩანდა; ყოველ შემთხვევაში, კარლი მალე
აღმოჩნდა გარეთ, მაგრამ ჯერ კიდევ სასტუმროს გასწვრივ, ტროტუარზე
უწევდა სიარული, ქუჩაზე გადასვლა შეუძლებელი იყო, რადგან ავტომო-
ბილები უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ სასტუმროს მთავარი შესას-
ვლელის წინ. ეს ავტომობილები თითქმის ეჯახებოდნენ ერთმანეთს,
რადგან ყველა თავის უფროსთან მიიჩქაროდა; ფეხით მოსიარულეები,
რომლებიც განსაკუთრებით ჩქარობდნენ ქუჩის მეორე მხარეს გადას-

182
ვლას, ხან აქ, ხან იქ გაძვრებოდნენ ავტომობილებს შორის, თითქოს ეს
საზოგადო გადასასვლელი ყოფილიყოს, და სულაც არ იწუხებდნენ
თავს იმაზე ფიქრით, მხოლოდ მძღოლი და მსახური ისხდნენ მანქანა-
ში, თუ კეთილშობილი ბატონები. მაგრამ კარლს ასეთი საქციელი გადა-
ჭარბებულად მოეჩვენა – საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყო, ასე-
თი რამ რომ გაბედო. ადვილი შესაძლებელია, ავტომობილს დაეჯახოს,
რომლის აღშფოთებული მგზავრები მთელ აურზაურს ატეხენ, მისთვის
კი, სასტუმროდან პერანგისამარა გამოქცეული, საეჭვო მოსამსახური-
სათვის, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. ბოლოს და ბოლოს, ოდეს-
ღაც სადღაც ხომ გაწყდება ავტომობილების ეს ჯაჭვი, თან, ვიდრე სას-
ტუმროს სიახლოვესაა, ნაკლებად მოხვდება ვინმეს თვალში; და მარ-
თლაც, ბოლოს და ბოლოს, კარლმა ისეთი ადგილი შეამჩნია, სადაც ავ-
ტომობილების ნაკადი, მართალია, არ წყდებოდა, მაგრამ შარაგზისაკენ
უხვევდა და შედარებით თავისუფალი იყო. დააპირა თუ არა შესვლა
ტრანსპორტის ნაკადში, სადაც ერთი შეხედვით მასზე ბევრად საეჭვო
ადამიანები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ, უცებ იქვე ახლოს ვიღაცამ
სახელით დაუძახა. მოტრიალდა და დაინახა, რომ მისთვის კარგად ნაც-
ნობ ორ ლიფტიორს დაბალი, პატარა კარიდან, აკლდამაში შესას-
ვლელს რომ ჰგავდა, გაჭირვებით გამოჰქონდა საკაცე, რომელზეც, რო-
გორც ახლა გაარჩია კარლმა, ნამდვილად რობინსონი იწვა; თავი, სახე,
მკლავები დოლბანდით ჰქონდა შეხვეული; საშინელი დასანახავი იყო,
როგორ ცდილობდა, თვალებთან მიეტანა ხელი და სახვევით მოეწმინ-
და ცრემლები, რომლებიც ტკივილითა თუ სხვა გასაჭირით, თუ კარლის
დანახვით იყო გამოწვეული.
– როსმან, – დაუძახა საყვედურით, – რატომ მაცდევინებ ამდენ ხანს!
ერთი საათია, ამათ ვიგერიებ, რომ შენ მოსვლამდე საავადმყოფოში არ
გადავეყვანე. ეს ყმაწვილები – და ერთ-ერთ ლიფტიორს თავში ხელი წა-
მოარტყა, თითქოს სახვევები საპასუხო დარტყმისაგან დაიცავდა, – ნამ-
დვილი ეშმაკები არიან. ო, როსმან, შენი მონახულება ძვირად დამიჯდა.

183
– რა დაგემართა? – ჰკითხა კარლმა და საკაცეს მიუახლოვდა, რომე-
ლიც ლიფტიორმა ბიჭებმა შესასვენებლად სიცილით ძირს დაუშვეს.
– მეკითხები კიდევაც? – ამოიხვნეშა რობინსონმა, – ხომ ხედავ, რას
ვგავარ. ისე მცემეს, ალბათ მთელი სიცოცხლე ხეიბარი დავრჩები. საში-
ნელი ტკივილები მაქვს აქედან აქამდე – და ჯერ თავზე მიანიშნა, მერე
კი – ფეხის თითებზე, – ძალიან მინდოდა, გენახა, როგორ მომდიოდა
ცხვირიდან სისხლი. ჟილეტი არაფრად აღარ ვარგა, იქვე დავტოვე, შარ-
ვალი ნაფლეთებად იქცა, საცვლების ამარა ვარ, – და საბანი ოდნავ ზე-
მოთ ასწია, რომ კარლს შეეხედა, – ახლა რა მეშველება! სულ ცოტა, რამ-
დენიმე თვე ლოგინში მომიწევს წოლა, და ახლავე უნდა გითხრა, კარლ,
შენ მეტი ვერავინ მომივლის. დელამარში ძალიან მოუთმენელია. როს-
მან, ჩემო როსმან! – და ხელები კარლისაკენ გაიშვირა, რათა თავი შე-
ეცოდებინა, კარლმა კი უკან დაიხია, – ნეტავი რატომ მოვედი შენთან! –
გაიმეორა რამდენჯერმე, რათა კარლისათვის შეეხსენებინა, რომ სწო-
რედ ის იყო დამნაშავე მის ყველა უბედურებაში, – ახლა კი კარლი ერ-
თბაშად მიხვდა, რომ რობინსონი ჭრილობების გამო კი არ წუწუნებდა,
არამედ, ნაბახუსევი, საშინელ მდგომარეობაში იყო – ჯერ იყო და, გალე-
შილმა დაძინება ვერ მოასწრო, რომ მაშინვე გააღვიძეს, მერე, გაოგნებუ-
ლი, გვარიანად მიბეგვეს, და ახლა გონზე ვეღარ მოსულიყო. ჭრილობე-
ბი რომ სრულიად უმნიშვნელო იყო, ამაზე უფორმო, ძველი ნაფლეთე-
ბისაგან შეკოწიწებული სახვევებიც მეტყველებდა, რომლებშიც ლიფტი-
ორ ბიჭებს რობინსონი სასეიროდ თავიდან ფეხებამდე შეეხვიათ. საკა-
ცის თავსა და ბოლოში მდგომი ორივე ლიფტიორი შიგა და შიგ ფხუკუ-
ნებდა. მაგრამ აქ არ იყო საიმისო ადგილი, რომ რობინსონი გონზე მო-
ეყვანა, რადგან გამვლელები ელვისებური სისწრაფით მიქროდნენ და
ყურადღებას არ აქცევდნენ საკაცესთან მდგომ ჯგუფს; ბევრი, ნამდვილი
გიმნასტივით, რობინსონს გადაახტებოდა და ისე აგრძელებდა გზას,
კარლის ფულით დაქირავებული მძღოლი კი გაიძახოდა: – «წინ, წინ!» –
ლიფტიორებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს და საკაცე ზემოთ ასწი-
ეს. რობინსონმა კარლს ხელი ჩაავლო და მიელაქუცა: – მაშ წამოდი, წა-

184
მოდი. – მართლაც, სად დაიმალებოდა კარლი ამ მდგომარეობაში უკე-
თესად, ვიდრე ჩაბნელებულ ავტომობილში? და გვერდით მიუჯდა რო-
ბინსონს, რომელმაც მაშინვე თავი მხარზე დაადო. დარჩენილმა ლიფ-
ტიორებმა გულითადად ჩამოართვეს ხელი კარლს, როგორც ყოფილ კო-
ლეგას, და ავტომობილი მკვეთრად მიბრუნდა გზისკენ; თითქოს უბედუ-
რი შემთხვევა გარდაუვალი იყო, მაგრამ ტრანსპორტის ყოვლისმომ-
ცველმა ნაკადმა ამ ავტომობილის ლარივით სწორი გზაც მშვიდად შე-
იწოვა.

თავშესაფარი

ადგილი, სადაც ავტომობილი შეჩერდა, ჩანს, გარეუბნის ერთ-ერთი


შორეული ქუჩა იყო, რადგან გარშემო სიჩუმე სუფევდა, ტროტუარის კი-
დეზე ბავშვები ჩაცუცქულიყვნენ და თამაშობდნენ. ერთი კაცი, რომელ-
საც ძველი ტანსაცმლის გროვა გადაეკიდებინა მხარზე, რაღაცას გაყვი-
როდა და თან სახლების ფანჯრებს ათვალიერებდა. დაღლილობისაგან
კარლი თავს მოუსვენრად გრძნობდა, როცა ავტომობილიდან დილის
მზის თბილი სხივებით გამთბარ ასფალტზე გადმოაბიჯა.
– ნამდვილად აქ ცხოვრობ? – შესძახა რობინსონს მანქანაში.
რობინსონმა, რომელსაც მთელი გზა მშვიდად ეძინა, გაურკვეველი
ბურდღუნით დაუდასტურა და თითქოს ელოდა, როდის გადმოიყვანდა
კარლი ავტომობილიდან.
– მაშ მე აქ აღარაფერი მესაქმება. კარგად იყავი, – და ის იყო, დაღ-
მართს დაუყვა, რომ რობინსონმა მიაძახა:
– კი მაგრამ, კარლ, რას აპირებ? – და აღელვებული მანქანაში წამოი-
მართა, თუმცა მუხლები ჯერ კიდევ უკანკალებდა.
– უნდა წავიდე, – უპასუხა კარლმა, რომელმაც შენიშნა, რა სწრაფად
გამოკეთდა რობინსონი.
– პერანგისამარა? – ჰკითხა მან.

185
– პიჯაკის ფულს როგორმე ვიშოვი, – უპასუხა კარლმა, რობინსონს
გამამხნევებლად დაუკრა თავი, გამომშვიდობების ნიშნად ხელი მაღლა
ასწია და მართლაც წავიდოდა, რომ არა მძღოლის შეხსენება: – ერთი
წუთით მოითმინეთ, ბატონო!
როგორც გამოირკვა, მძღოლი დამატებით საფასურს ითხოვდა, რად-
გან სასტუმროს წინ ლოდინიც ფული ღირდა.
– ასეა, – მანქანიდან გამოსძახა რობინსონმა და მძღოლის სამარ-
თლიანი მოთხოვნა დაადასტურა, – მე ხომ იქ დიდხანს გელოდე. ცოტა
კიდევ უნდა დაუმატო.
– რა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა მძღოლმა.
– ცხადია, ნეტავი კი მქონდეს კიდევ რამე, – და კარლმა ჯიბეები მო-
იქექა, თუმცა იცოდა, ამას აზრი არ ჰქონდა.
– მე მხოლოდ თქვენგან შემიძლია ავიღო ფული, – უთხრა მძღოლმა
და ფეხები ფართოდ გადგა, – ავადმყოფ კაცს ვერაფერს მოვთხოვ.
შესასვლელში ახალგაზრდა ცხვირმოჭმული კაცი გამოჩნდა, რომე-
ლიც რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა და მათ საუბარს უსმენდა. ერთი პო-
ლიციელი შემოვლაზე იყო, შენიშნა პერანგისამარა კაცი და შეჩერდა.
რობინსონმა, რომელმაც ასევე შენიშნა პოლიციელი, დაუფიქრებ-
ლად გამოსძახა ავტომობილის ფანჯრიდან: – ყველაფერი რიგზეა, ყვე-
ლაფერი რიგზეა! – თითქოს შეიძლებოდა, ბუზივით მოეგერიებინა პო-
ლიციელი. ბავშვებმა, რომლებიც პოლიციელს აკვირდებოდნენ, ახლა
კარლსა და მძღოლსაც მიაქციეს ყურადღება და მათთან მიირბინეს. მო-
პირდაპირე ჭიშკარში მოხუცი ქალი იდგა და მათ მისჩერებოდა.
– როსმან! – მოისმა მაღლიდან. ეს დელამარში იყო, რომელიც ბო-
ლო სართულის აივნიდან იძახდა. ცის მოთეთრო ფონზე ბუნდოვნად
ჩანდა, ეტყობა, დილის ხალათი ეცვა და თეატრალური ბინოკლით ათ-
ვალიერებდა ქუჩას. მის გვერდით წითელი ქოლგა იყო გაშლილი, რომ-
ლის ჩრდილშიც თითქოს ქალი იჯდა, – ალო, – გადმოსძახა ხმამაღლა,
რომ ქვემოთ გაეგონათ, – რობინსონიც მანდ არის?

186
– დიახ, – უპასუხა კარლმა, რასაც რობინსონის უფრო ხმამაღალი
«დიახ» მოჰყვა მანქანიდან.
– ალო, – გამოეპასუხა დელამარში, – ახლავე ჩამოვალ!
რობინსონმა მანქანიდან თავი გამოყო, – აი, მესმის კაცი! – დელა-
მარშის მისამართით გამოთქმული ეს ქება მიმართული იყო კარლის,
მძღოლის, პოლიციელისა და ყველას გასაგონად, ვინც კი ამას გაიგონებ-
და. ზემოთ, აივანზე, საითაც დაბნეულობის გამო ჯერ კიდევ იყურებოდ-
ნენ, თუმცა დელამარში უკვე წამოსული იყო, ქოლგის ჩრდილს გამოეყო
ვეება ქალი წითელ თავისუფალ კაბაში, მოაჯირიდან ბინოკლი აიღო და
ქვემოთ მდგომთ გადახედა, რომლებმაც მას თანდათან თვალი მოაშო-
რეს. დელამარშის მოლოდინში კარლი ჭიშკარსა და ეზოში იყურებოდა,
სადაც თითქმის უწყვეტ მწკრივად მისდევდნენ ერთმანეთს მტვირთავე-
ბი; ყოველ მათგანს მხარზე მომცრო, მაგრამ, როგორც ეტყობა, ძალზე
მძიმე ყუთი ჰქონდა შემოდგმული. მძღოლი თავის მანქანასთან მივიდა
და, დრო რომ ამაოდ არ დაეკარგა, ჩვრით შუქფარების წმენდა დაიწყო.
რობინსონი დაკვირვებით ისინჯავდა სხეულის ნაწილებს, გაკვირვებუ-
ლი ჩანდა, რომ ტკივილები მაინცდამაინც არ აწუხებდა, და თავდახრი-
ლი ფრთხილად შეუდგა ფეხზე შემოხვეული სქელი სახვევის შემოხსნას.
პოლიციელს თავისი შავი ხელკეტი ორივე ხელით ეჭირა და ჩუმად, დი-
დი მოთმინებით იცდიდა, რაც პოლიციელისათვის ყველა შემთხვევაში
აუცილებელია, – გინდ ჩვეულებრივი სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისას, გინდ ჩასაფრებისას. ამოჭმულცხვირიანი ახალგაზრდა
ჭიშკრის ქვაზე ჩამოჯდა და ფეხები წინ გაიშვირა. ბავშვები ნელ-ნელა,
პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდნენ კარლს; მიუხედავად იმისა,
რომ იგი ყურადღებას არ აქცევდა, თავისი ცისფერი პერანგის გამო იქ
მყოფთ შორის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანდა.
დელამარშის ჩამოსვლას საკმაო დრო დასჭირდა, რაც სახლის სი-
მაღლეზე მეტყველებდა; დელამარში კი მარდად ჩამოვიდა, ხალათის
კალთები თავისუფლად უფრიალებდა, – ბოლოს და ბოლოს, მოხვე-
დით, – წამოიძახა გახარებულმა, მაგრამ ამავე დროს მკაცრად. მის ყო-

187
ველ ფართო ნაბიჯზე ხალათიდან წამით ფერადი ქვედა საცვალი გა-
მოსჩანდა. კარლს ვერ გაეგო, რატომ დადიოდა დელამარში აქ, ქალაქ-
ში, ამ უზარმაზარ საიჯარო სახლში, ასე შინაურულად, თითქოს საკუ-
თარ ვილაში ყოფილიყოს. რობინსონის არ იყოს, დელამარშიც ძალიან
შეცვლილიყო. მის შავგვრემან, სუფთად გაპარსულ, საგულდაგულოდ
მოვლილ, მსხვილ ყვრიმალებიან შთამბეჭდავ სახეს ქედმაღლური იერი
დაჰკრავდა. ყოველივე ამას დაუმატეთ ოდნავ მოჭუტული თვალების
მომნუსხველი გამოსხივება. ხალათი, მართალია, ძველი, დალაქავებუ-
ლი და დიდიც იყო, მაგრამ ამ უსახური სამოსის ფონზე თავს იწონებდა
მძიმე აბრეშუმის მუქი ჰალსტუხი.
– აბა? – შეკითხვით მიმართა ყველას ერთად. პოლიციელი მანქანას
მიუახლოვდა და კაპოტს მიეყრდნო. კარლმა მოკლედ აუხსნა საქმის ვი-
თარება.
– რობინსონი ცოტა დაღლილია, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანს,
კიბეებზე ასვლას შეძლებს. მძღოლი კი დამატებით გასამრჯელოს ელო-
დება, გარდა იმ თანხისა, რაც მე მგზავრობისათვის გადავუხადე. ახლა
კი წავედი. ნახვამდის.
– არსადაც არ წახვალ, – შეაჩერა დელამარშმა.
– მეც ასე ვუთხარი, – მანქანიდან გამოსძახა რობინსონმა.
– მე მაინც მივდივარ, – და კარლმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგ-
რამ დელამარში დაეწია და ძალით მოაბრუნა.
– აკი გითხარი, აქ დარჩები! – დაუყვირა კარლს.
– დამანებეთ თავი, – კარლი მოემზადა, საჭიროების შემთხვევაში
მუშტებით მოეპოვებინა თავისუფლება, თუმცა ისეთი ადამიანის წინა-
აღმდეგ, როგორიც დელამარში იყო, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონო-
და. მაგრამ აქ ხომ პოლიციელია, მძღოლი, ამ საერთოდ წყნარ ქუჩაზე
დროდადრო მუშებიც მიდი-მოდიან. ნუთუ დაუშვებენ, რომ დელამარში
მას უსამართლოდ მოექცეს? ოთახში მასთან პირისპირ დარჩენას არ
ისურვებდა, მაგრამ აქ? დელამარშმა მშვიდად გადაუხადა ფული
მძღოლს, რომელმაც მადლიერების ნიშნად რამდენჯერმე თავი მდაბ-

188
ლად დაუკრა და დაუმსახურებლად დიდი გასამრჯელო სწრაფად ჩა-
იდო ჯიბეში; შემდეგ რობინსონთან მივიდა და, ეტყობა, ურჩევდა, რო-
გორ გადმოსულიყო უფრო მოხერხებულად მანქანიდან. კარლმა შეამ-
ჩნია, რომ არავინ უთვალთვალებდა. იქნებ დელამარშისათვის უკეთე-
სია, თუ უსიტყვოდ გაუჩინარდება? ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, ცხა-
დია, ასე აჯობებს. და სწრაფი ნაბიჯებით გაუყვა ქუჩას. ბავშვები დელა-
მარშს მისცვივდნენ, რომ კარლის გაქცევაზე
გაემახვილებინათ მისი ყურადღება, მაგრამ მისი ჩარევა საჭირო
აღარ გახდა, რადგან პოლიციელმა ჯოხი წინ გაიშვირა და დაიძახა: – შე-
ჩერდი!
– რა გვარი ხარ? – ჰკითხა, ჯოხი იღლიაში ამოიჩარა და ჯიბიდან ნე-
ლა ამოიღო უბის წიგნაკი. კარლმა პირველად შეათვალიერა ყურადღე-
ბით პოლიციელი: ეს იყო ჯან-ღონით სავსე კაცი, თუმცა თმა მთლიანად
გასჭაღარავებოდა.
– კარლ როსმანი, – უპასუხა მან.
– როსმანი, – გაიმეორა პოლიციელმა, აშკარად მხოლოდ იმიტომ,
რომ ნელი და დაკვირვებული კაცი იყო, კარლს კი, რომელსაც პირვე-
ლად მოუხდა ამერიკული ხელისუფლების წარმომადგენელთან პირის-
პირ შეხვედრა, ეს გამეორება გარკვეული ეჭვის გამოხატულებად მოეჩ-
ვენა. მისი საქმე მართლაც არ უნდა იყოს სახარბიელოდ, რადგან, რო-
ბინსონიც კი, რომელსაც საკუთარი თავსატეხი არ აკლია, მანქანიდან
უსიტყვოდ, ხელების მოძრაობით ანიშნებს დელამარშს, როგორმე მიეშ-
ველოს კარლს. მაგრამ დელამარში უარის ნიშნად ენერგიულად აქნევს
თავს და თავის უზარმაზარ ჯიბეებში ხელებჩაყოფილი, ჩარევას არ აპი-
რებს. ჭიშკრის ქვაზე ჩამომჯდარი ახალგაზრდა ჭიშკრიდან ეს-ესაა გა-
მოსულ ქალს წვრილად უხსნის საქმის მთელ ვითარებას. ბავშვები ნახე-
ვარწრედ შემორტყმიან კარლს და ჩუმად მისჩერებიან პოლიციელს.
– მაჩვენე შენი საბუთები, – მიმართა კარლს პოლიციელმა. ეს ალბათ
უბრალოდ ფორმალური კითხვა იყო – თუ კაცი უპიჯაკოდაა, ბევრი საბუ-
თი ვერ ექნება თან. ამიტომ კარლმა გაჩუმება არჩია, რათა შემდეგ კით-

189
ხვაზე დაწვრილებით გაეცა პასუხი და ამით საბუთის უქონლობა მიეფუ-
ჩეჩებინა.
მაგრამ შემდეგი კითხვა ასეთი იყო: – მაშ საბუთები არ გაქვს? – და
კარლი იძულებული გახდა ეღიარებინა: – თან არ მაქვს.
–ცუდია, – დაფიქრებულმა პოლიციელმა წრეს თვალი მოავლო და
თავისი უბის წიგნაკის ყდაზე ორი თითით დააკაკუნა, – მუშაობ სადმე? –
ჰკითხა ბოლოს.
– ლიფტიორი ვიყავი, – უპასუხა კარლმა.
– ლიფტიორი იყავი, მაშასადამე ახლა აღარ ხარ, ახლა რა სახსრე-
ბით ცხოვრობ?
– ახალ სამუშაოს მოვძებნი.
– ესე იგი, გაგათავისუფლეს?
– დიახ, ერთი საათის წინ.
– მოულოდნელად?
– დიახ, – და კარლმა, თითქოს ბოდიშს იხდისო, ხელი მაღლა ასწია.
მთელ ისტორიას აქ ვერ მოჰყვება, და ეს შესაძლებელიც რომ იყოს, განა
უიმედო არ არის გადატანილი უსამართლობის მოყოლით მოსალოდნე-
ლი უსამართლობის თავიდან აცილება? და თუ ვერც შეფმზარეულის
გულკეთილობამ და ვერც მსახურთუხუცესის წინდახედულებამ ვერ უშ-
ველა, თავისი უფლებები დაეცვა, აქ, ამ ქუჩაში შეკრებილი საზოგადოე-
ბისგან რისი იმედი უნდა ჰქონდეს?
– და ასე, უპიჯაკოდ გაგათავისუფლეს? – ჰკითხა პოლიციელმა.
– დიახ, ასე, – უპასუხა კარლმა; ესე იგი, სახელისუფლებო ორგანოე-
ბი ამერიკაშიც ეკითხებიან იმის შესახებ, რაც ისედაც ნათელია. (როგორ
ბრაზობდა მამა მოხელეების უაზრო შეკითხვებზე, ვიდრე მისთვის საზ-
ღვარგარეთის პასპორტის ასაღებად დარბოდა!) კარლს ისღა უნდოდა,
გაქცეულიყო, დამალულიყო სადმე და ეს შეკითხვები აღარ მოესმინა.
ახლა კი პოლიციელმა სწორედ ის შეკითხვა დაუსვა, რომლისაც ყველა-
ზე მეტად ეშინოდა და რომლის მოლოდინში ის ალბათ უფრო წინდაუ-
ხედავად იქცეოდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოიქცეოდა.

190
– და რომელ სასტუმროში მუშაობდი?
კარლმა თავი დახარა და არაფერი თქვა; ამ შეკითხვაზე არაფრით
არ უნდოდა პასუხის გაცემა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას,
რომ პოლიციელის თანხლებით კვლავ სასტუმრო «ოქსიდენტალში»
დაბრუნდეს, რომ იქ დაკითხვა მოუწყონ, რისთვისაც მის მტერსა თუ
მოყვარეს მოიწვევენ, რომ შეფმზარეულმა მისადმი ისედაც შესუსტებუ-
ლი ნდობა ბოლომდე დაკარგოს, როცა მას, ნაცვლად იმისა, რომ ბრენე-
რის პანსიონატში მისულიყო, ბადრაგის თანხლებით დაინახავს, უპიჯა-
კოდ, მისი სავიზიტო ბარათის გარეშე, მსახურთუხუცესი გაგებით დააქ-
ნევს თავს, უფროსი პორტიე კი ღმერთს მადლობას შესწირავს, რომ ბო-
ლოს და ბოლოს, საკადრისი მიუზღო თაღლითს.
– სასტუმრო «ოქსიდენტალში» მუშაობდა, – თქვა დელამარშმა და
პოლიციელს გვერდით დაუდგა.
– არა, – დაიყვირა კარლმა და ფეხი დააბაკუნა, – ეს არ არის სიმარ-
თლე! – დელამარშმა დამცინავი ღიმილით გადახედა, თითქოს აფ-
რთხილებდა, სხვა რაღაცეებიც მაქვს კიდევ სათქმელიო. კარლის მო-
ულოდნელმა აფეთქებამ ბავშვები შეაშფოთა და დელამარშთან მიირ-
ბინეს, რომ კარლისათვის შორიდან ედევნებინათ თვალი. რობინსონს
მანქანიდან თავი გამოეყო და დაძაბულობისგან სული გაენაბა; მხო-
ლოდ დროგამოშვებით ახამხამებდა წამწამებს. ჭიშკრიდან მოთვალ-
თვალე ახალგაზრდამ სიამოვნებისაგან ხელი ხელს შემოჰკრა, მის გვერ-
დით მდგომმა ქალმა მუჯლუგუნით ანიშნა, ჩუმად იყავიო. სწორედ ამ
დროს მტვირთავებმა სასაუზმოდ შეისვენეს. ხელში ყოველ მათგანს დი-
დი ქეთლი ეჭირა შავი ყავით, რომელშიც პურს აწებდნენ. რამდენიმე
ტროტუარის კიდეზე ჩამოჯდა, ყავას ყველა ხმამღლა ხვრეპდა.
– თქვენ, როგორც ჩანს, იცნობთ ამ ყმაწვილს? – ჰკითხა პოლიციელ-
მა დელამარშს.
– უკეთესად, ვიდრე ამას ვისურვებდი, – უპასუხა მან, – თავის დროზე
ბევრი სიკეთე გავუკეთე, მან კი უმადურობით გადამიხადა, ამას ალბათ

191
თქვენც კარგად მიხვდებოდით იმ მოკლე დაკითხვიდან, რომელიც მას
მოუწყვეთ.
– ჰო, – თქვა პოლიციელმა, – კერკეტი კაკალი ჩანს.
– სწორედ ასეა, – დაუმოწმა დელამარშმა, – მაგრამ ეს მისი ყველაზე
ცუდი თვისება როდია.
– ასეა საქმე?
– დიახ, – ლაპარაკის ეშხში შესული დელამარში ჯიბეებში ხელებს
ისე ამოძრავებდა, რომ მისი ხალათის კალთები აქეთ-იქით ფრიალებ-
და, – ნამდვილი გაიძვერაა. მე და ჩემი მეგობარი, – აი, იქ, მანქანაში რომ
ზის, – შემთხვევით შევხვდით მას და გასაჭირში დავეხმარეთ, მაშინ ამე-
რიკული ცხოვრების ყაიდაზე წარმოდგენა არ ჰქონდა, ის-ისაა, ევროპი-
დან იყო ჩამოსული, სადაც ასევე ვერ ივარგა; და აი, თან წავიყვანეთ,
ჩვენთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობა მივეცით, ყველაფერს ვუხ-
სნიდით, გვინდოდა, სამუშაო გვეშოვა მისთვის, ვფიქრობდით, მიუხედა-
ვად ყველა საპირისპირო ნიშნისა, წესიერ ადამიანად ვაქცევდით, მაგ-
რამ ერთ ღამეს გაუჩინარდა, უბრალოდ გაქრა, თან ისეთ გარემოებებში,
რომ ამაზე მირჩევნია არაფერი ვთქვა. ასე იყო თუ არა? – ჰკითხა ბოლოს
და ბოლოს, კარლს და პერანგის სახელოზე მოქაჩა.
– უკან დაიხიეთ, ბავშვებო! – დაიძახა პოლიციელმა, რადგან ისინი
ისე ახლოს მოსულიყვნენ, რომ დელამარში ერთს კინაღამ დაეჯახა. ამა-
სობაში მტვირთავებმაც, რომლებსაც აქამდე ამ დაკითხვის მიმართ ინ-
ტერესი არ გამოუმჟღავნებიათ, ყურები ცქვიტეს და კარლის გარშემო
შეკრეს წრე, ისე რომ, იგი ახლა ერთი ნაბიჯითაც ვეღარ დაიხევდა უკან,
თან ყურებში განუწყვეტლივ ესმოდა მათი გაუგებარი ყაყანი, რადგან
ისინი, ჩანს, უხვად ურევდნენ სლავურ გამოთქმებს ინგლისურში.
– გმადლობთ ინფორმაციისათვის, – პოლიციელი სამხედრო წესით
მიესალმა დელამარშს, – ყოველი შემთხვევისათვის, წავიყვან და სას-
ტუმრო «ოქსიდენტალში» ჩავაბარებ, – მაგრამ დელამარში შეეპასუხა: –
თუ შეიძლება გთხოვოთ, რომ ეს ყმაწვილი ჯერჯერობით მე დამიტო-

192
ვოთ, მასთან კიდევ მაქვს რაღაც გასარკვევი და პირობას გაძლევთ, მერე
თავად მივიყვან სასტუმროში.
– ამას ვერ გავაკეთებ, – უპასუხა პოლიციელმა.
– აი, ინებეთ ჩემი სავიზიტო ბარათი, – და დელამარშმა ბარათი გა-
უწოდა.
პოლიციელმა ყურადღებით დახედა ბარათს და თავაზიანი ღიმი-
ლით განუცხადა: – არა, ეს არ არის საჭირო.
თუ აქამდე კარლი ყველანაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა დე-
ლამარშისათვის, ახლა მასში თავისი ერთადერთი მხსნელი დაინახა.
მართალია, მისი მცდელობა, როგორმე დაიხსნას კარლი პოლიციელი-
საგან, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მი-
სი დაყოლიება გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე პოლიციელისა, რომ
არ წაიყვანოს იგი სასტუმროში. და თუ კარლს მაინც მოუწევს სასტუმრო-
ში დაბრუნება, დელამარშთან ერთად ეს გაცილებით ნაკლები უბედუ-
რება იქნება, ვიდრე პოლიციელის თანხლებით. ჯერჯერობით კი არ უნ-
და შეიმჩნიოს, რომ დელამარშთან დარჩენა უჯობს, თორემ ყველაფერი
დაიღუპება. და გულის ფანცქალით უყურებდა პოლიციელის ხელს, რო-
მელიც ყოველ წამში შეიძლებოდა აღმართულიყო მის დასაჭერად.
– ის მაინც ხომ უნდა გავიგო, რატომ გაათავისუფლეს ასე უეცრად? –
იკითხა ბოლოს პოლიციელმა, ვიდრე დელამარში უკმაყოფილოდ იხე-
დებოდა გვერდზე და სავიზიტო ბარათს ხელში სრესდა.
– კი მაგრამ, ის სულაც არ გაუთავისუფლებიათ! – ყველასათვის მო-
ულოდნელად წამოიძახა რობინსონმა, მძღოლს დაეყრდნო და მანქანი-
დან გამოყო თავი, – პირიქით, მას იქ შესანიშნავი ადგილი აქვს. საძინებ-
ლის უფროსია და შეუძლია, ვინც უნდა, ის შეიყვანოს იქ. მხოლოდ ესაა,
რომ ძალიან დაკავებულია და თუ მასთან რაიმე საქმე გაქვს, დიდხანს
უნდა ელოდო. სულ მსახურთუხუცესთან ან შეფმზარეულთანაა. გათავი-
სუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არ ვიცი, რატომ თქვა ასე. ან რის-
თვის უნდა გაათავისუფლონ? სასტუმროში მძიმედ დავშავდი და ჩემი

193
სახლში წამოყვანა დაავალეს; და რადგან იმ წუთში უპიჯაკოდ იყო, ასევე
წამოვიდა. იქ ხომ ვერ დავუცდიდი, ვიდრე პიჯაკს მოიტანდა.
– მაშ ასე, – ხელები გაშალა დელამარშმა, თითქოს პოლიციელს საყ-
ვედურობდა, რომ ასე ცუდად ერკვეოდა ადამიანებში, და მისმა ამ ორმა
სიტყვამ სრული სინათლე შეიტანა რობინსონის გაურკვეველ ჩვენებაში.
– ეს სიმართლეა? – უკვე გაუბედავად იკითხა პოლიციელმა, – და თუ
სიმართლეა, რატომ ამბობს, რომ გათავისუფლებულია?
– შენ უნდა უპასუხო, – მიმართა დელამარშმა კარლს.
კარლმა პოლიციელს გადახედა, რომელსაც ევალება, მოაგვაროს
ურთიერთობა უცხო ადამიანებს შორის, რომლებიც მხოლოდ საკუთარ
თავზე ფიქრობენ, და პოლიციელის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვა-
ლა. არ უნდოდა ეცრუა და ხელები ზურგს უკან გადააჯვარედინა.
ჭიშკარში ზედამხედველი გამოჩნდა, ტაში შემოჰკრა, რითაც მტვირ-
თავებს ანიშნა, რომ კვლავ სამუშაოს
უნდა შესდგომოდნენ. მათაც ქეთლებიდან ყავის ნალექი გამოღვა-
რეს და ზლაზვნით უსიტყვოდ შევიდნენ შენობაში.
– ასე ვერასოდეს ვერ დავამთავრებთ, – თქვა პოლიციელმა და უნდო-
და კარლისათვის ხელი ჩაევლო. კარლმა უნებურად უკან დაიხია, იგ-
რძნო თავისუფალი სივრცე, რომელიც მის უკან მტვირთავების წასვლის
შედეგად გაჩნდა, შემოტრიალდა, ჯერ რამდენიმე დიდი ნახტომი გააკე-
თა და მერე უკანმოუხედავად მოკურცხლა. ბავშვებმა ერთდროულად წა-
მოიყვირეს და გაქცეულს წინ გაშვერილი ხელებით რამდენიმე ნაბიჯზე
უკან დაედევნენ.
პოლიციელი უხმაურო, ძლიერი, ნავარჯიშები ნახტომებით გამოე-
დევნა კარლს გრძელ, თითქმის უკაცურ დაღმართზე, და თან დროგა-
მოშვებით გაიძახოდა: – დაიჭირეთ! – კარლის ბედად, ეს დევნა მუშათა
კვარტალში ხდებოდა, მუშები კი ხელისუფლებასთან მწყრალად არიან.
კარლი შუა ქუჩაში მირბოდა, რადგან აქ ნაკლები წინააღმდეგობა ხვდე-
ბოდა, და ხედავდა, როგორ ჩერდებოდნენ ტროტუარზე აქა-იქ მუშები
და მშვიდად აყოლებდნენ მას თვალს, პოლიციელი კი მისძახოდა: – და-

194
იჭირეთ! – და თავის ხელკეტს კარლისაკენ იშვერდა. კარლს ისედაც არ
ჰქონდა დიდი იმედი და ისიც თითქმის მთლიანად გადაეწურა, როცა გა-
დამკვეთ ქუჩას მიუახლოვდნენ, სადაც ალბათ ასევე პატრული მორიგე-
ობდა, და პოლიციელმა სასტვენს მთელი ძალით ჩაჰბერა. კარლის ერ-
თადერთი უპირატესობა მისი ხალვათი ჩაცმულობა იყო. ის მიფრინავ-
და, უფრო სწორად, მიქროდა თავდაღმართში, ოღონდ, უძილობისა და
დაღლილობის გამო ხშირად უნებლიეთ მეტისმეტად მაღალი ნახტომე-
ბი გამოსდიოდა, რაც დიდ დროს ართმევდა და არაფერში რგებდა. გარ-
და ამისა, პოლიციელს ფიქრი არ სჭირდებოდა, მიზანი თვალში ჰქონდა
ამოღებული, კარლისათვის კი სირბილი მეორეხარისხოვანი საქმე იყო,
ის უნდა დაფიქრებულიყო, სწორი არჩევანი გაეკეთებინა და ყოველ წამს
ახალ-ახალი გადაწყვეტილება მიეღო. ჯერჯერობით მისი ერთადერთი
გეგმა ის იყო, როგორმე თავი აერიდებინა შესახვევებისათვის: ღმერთმა
იცის, რას გადააწყდება იქ, ვინ იცის, პირდაპირ პოლიციის განყოფილე-
ბაში ამოყოს თავი; აჯობებს, ვიდრე ეს შესაძლებელია, ამ ქუჩას მიჰყვეს,
რომელიც სადღაც იქ, ქვემოთ, ხიდს უერთდება, და წყლის ლივლივსა
და მზის სხივების ათინათში თვალსაწიერიდან იკარგება. ის იყო, ამ გა-
დაწყვეტილებით შეგულიანებულმა ძალები მოიკრიბა, რათა გადამკვე-
თი ქუჩა რაც შეიძლება სწრაფად მოეტოვებინა უკან, რომ წინ, სულ ახ-
ლოს, პოლიციელი დაინახა, რომელიც ჩრდილში მდებარე სახლის ჩა-
მუქებულ კედელთან ჩასაფრებული, შესაფერის წუთს ელოდა თავდა-
სასხმელად. ახლა ერთადერთი ხსნა სწორედ გადამკვეთი ქუჩა იყო, და
როცა ამ ქუჩიდან ვიღაცამ სახელით დაუძახა, ჯერ ეგონა, მომეჩვენაო,
რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ყურებს ზუზუნი გაჰქონდა,
ბევრი აღარ უფიქრია, ცალ ფეხზე შემოტრიალდა და პოლიციელები-
სათვის მოულოდნელად, მკვეთრად შეუხვია.
ორი ნახტომიც არ ექნებოდა გაკეთებული, სახელით რომ დაუძახეს,
ამასობაში სულ გადაავიწყდა, მეორე პოლიციელმაც დაუსტვინა, ეტყო-
ბა, ძალ-ღონის ნაკლებობას არ უჩიოდა, გამვლელებმაც თითქოს ფეხს
აუჩქარეს, – უცებ პატარა კარიდან ვიღაცამ ხელი გამოყო და სიტყვებით:

195
– ჩუმად, გაჩუმდი! – კარლი ჩაბნელებულ შესასვლელში შეათრია. ეს
იყო დელამარში. სულს ძლივს ითქვამდა, სახეზე ალმური
ასდიოდა, თმები შუბლზე მისწებებოდა. ხალათი იღლიაში ამოეჩა-
რა და პერანგისა და ქვედა საცვლის ამარა იყო. კარი, რომელიც სადარ-
ბაზოს შესასვლელი კი არ იყო, არამედ უსახური გვერდითი კარი, მაშინ-
ვე მიხურა და გადაკეტა.
– ერთი წამი, – დელამარშმა თავი უკან გადასწია, კედელს მიეყრდნო
და მძიმედ ამოისუნთქა. კარლი მკლავებზე ჩამოეკიდა და თითქმის გო-
ნებადაკარგულმა სახე მის მკერდში ჩარგო.
– იქ ისინი მირბიან, – მიაყურადა დელამარშმა და თითი კარისაკენ
გაიშვირა. მართლაც, ორმა პოლიციელმა სახლს ჩაურბინა, მათი ნაბი-
ჯები ცარიელი ქუჩის ქვაფენილზე ლითონივით კვესავდა.
– მთლად ქანცგამოცლილი ხარ, – უთხრა დელამარშმა კარლს, რო-
მელსაც ჯერ კიდევ ვერ მოეთქვა სული და ხმას ვერ იღებდა. ფრთხილად
დასვა იატაკზე, მის გვერდით ჩაიმუხლა და შუბლზე რამდენჯერმე გა-
დაუსვა ხელი.
– ახლა უკვე არა მიშავს, – თქვა კარლმა და ძლივს ძლივობით წამოდ-
გა.
– მაშინ წავედით, – დელამარშმა ხალათი კვლავ მოიცვა და დაღლი-
ლობისგან თავჩაქინდრული კარლი წინ გაიგდო. თან დროდადრო ან-
ჯღრევდა, რომ გამოეფხიზლებინა.
– მართლა დაიღალე? – ჰკითხა მერე, – შენ თავისუფლად მაინც გარ-
ბოდი, ურა ცხენივით, მე კი ამ დაწყევლილ გასასვლელებსა და ეზოებში
ვიძრომიალე. მაგრამ, საბედნიეროდ, კარგი მორბენალი ვარ, – კარლს
თავმომწონედ დაჰკრა ხელი ზურგზე, – ზოგჯერ სასარგებლოა პოლი-
ციელებთან ასეთი შეჯიბრი.
– მე მანამდეც დაღლილი ვიყავი, – თქვა კარლმა.
– ცუდ სირბილს ვერაფრით გაამართლებ, – მიუგო დელამარშმა, – მე
რომ არა, კარგა ხანია, მათ ხელში იქნებოდი.

196
– მეც ასე ვფიქრობ, – უთხრა კარლმა, – თქვენგან ძალიან დავალებუ-
ლი ვარ.
– ოღონდაც, – უპასუხა დელამარშმა.
გრძელი, ვიწრო დერეფნით მიდიოდნენ, რომელიც მუქი, ბრტყელი
ფილებით იყო მოგებული. ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, კიბის ასასვლე-
ლი გამოჩნდებოდა, ან სხვა, უფრო მოზრდილ დერეფანში გასასვლე-
ლი. მოზრდილები თითქმის არ ჩანდნენ, მხოლოდ ბავშვები თამაშობ-
დნენ კიბის ცარიელ საფეხურებზე. მოაჯირთან პატარა გოგონა იდგა და
ისე გულამოსკვნილი ტიროდა, რომ ცრემლებისაგან
მთელი სახე უბრწყინავდა. როგორც კი დელამარშს მოჰკრა თვალი,
დამფრთხალმა კიბეზე აირბინა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა
ზემოდან რამდენჯერმე გადმოიხედა და დარწმუნდა, რომ არავინ მის-
დევდა და არც არავინ აპირებდა გამოკიდებას.
– წეღან დავეჯახე და წავაქციე, – სიცილით თქვა დელამარშმა და გო-
გონას მუშტი მოუღერა, ბავშვი კი ღრიალ-ღრიალით უფრო მაღლა ავარ-
და.
ეზოებიც, რომელთა გავლითაც მიდიოდნენ, თითქმის მთლიანად
უკაცრიელი იყო. მხოლოდ აქა-იქ დამტარებელი ორთვალა ურიკას მი-
აგორებდა, ქალი ჭასთან ტოლჩას წყლით ავსებდა, ფოსტალიონმა
მშვიდი ნაბიჯებით გადაჭრა მთელი ეზო, ჭაღარაულვაშიანი მოხუცი,
რომელიც მინის კარის წინ იჯდა და ფეხი ფეხზე გადაედო, ჩიბუხს
ეწეოდა, საექსპედიციო კანტორის წინ ყუთებს ტვირთავდნენ, უქმად და-
ტოვებული ცხენები თავებს გულგრილად იქნევდნენ, სამუშაო კომბინე-
ზონიან კაცს ხელში ფურცელი ეჭირა და მუშაობას თვალს ადევნებდა;
ერთ-ერთ კანტორაში, რომლის ფანჯარა გამოღებული იყო, მაგიდას-
თან მჯდომი მოსამსახურე შემობრუნდა და დაფიქრებულმა გაიხედა გა-
რეთ, სადაც სწორედ კარლმა და დელამარშმა ჩაიარეს.
– ამაზე წყნარ ადგილს კაცი ვერც ინატრებს, – შენიშნა დელამარშმა,
– საღამოობით, ერთი-ორი საათი კი არის აქაც ხმაური, მაგრამ დღისით
სანიმუშო წესრიგია, – კარლმა თავი დაუკრა, ეს სიწყნარე მეტისმეტად

197
მოეჩვენა, – სხვა ადგილზე ვერც ვიცხოვრებდი, – განაგრძო დელამარ-
შმა, – ბრუნელდა ვერავითარ ხმაურს ვერ იტანს. იცნობ ბრუნელდას?
მაშ, ახლა ნახავ. ყოველ შემთხვევაში გირჩევ, რაც შეიძლება წყნარად
მოიქცე მასთან.
როცა კიბეს მიუახლოვდნენ, რომელიც დელამარშის ბინაში
ადიოდა, ავტომობილი უკვე წასული იყო. მოჭმულცხვირიანმა ახალგაზ-
რდამ, რომელსაც კარლის დაბრუნება სრულებით არ გაჰკვირვებია, მო-
ახსენა, რობინსონი კიბეზე ავიყვანეო. დელამარშმა უბრალოდ, თავი
დაუკრა, თითქოს ის მისი მსახური ყოფილიყოს, რომელმაც თავისი ჩვე-
ულებრივი მოვალეობა აღასრულა და კარლი, გაუბედავად რომ იყურე-
ბოდა მზიანი ქუჩისაკენ, კიბეზე აათრია, – ახლავე ავალთ, – იმეორებდა
კიბეზე ასვლისას, მაგრამ მისი დანაპირები არა და არ სრულდებოდა, კი-
ბის ერთ მარშს მეორე მოსდევდა, მხოლოდ მიმართულება იცვლებოდა
შეუმჩნევლად. ერთხელ კარლი შეჩერდა კიდეც, არა დაღლილობის გა-
მო, არამედ კიბეების უსასრულობით იმედდაკარგული, – ბინა მართლაც
ძალიან მაღალზეა, – თქვა დელამარშმა, როცა აღმასვლა გააგრძელეს,
– მაგრამ ამას თავისი უპირატესობა აქვს. გარეთ იშვიათად გამოდიხარ,
მთელი დღე ხალათი გაცვია, ძალიან მყუდროდ ვართ. ცხადია, ამსიმაღ-
ლეზე არც სტუმრიანობა გვაწუხებს.
«ნეტავი საიდან უნდა მოვიდნენ სტუმრები?» – გაიფიქრა კარლმა.
ბოლოს, კიბის ბაქანზე, ჩაკეტილ კართან რობინსონი გამოჩნდა – ესე
იგი, მოვედით; მაგრამ კიბე ჯერ არ დამთავრებულა, ნახევრად ჩაბნელე-
ბულ უჯრედში ზემოთ და ზემოთ მიიწევდა, და არაფერი მის მალე დას-
რულებაზე არ მიანიშნებდა.
– ასეც ვიფიქრე, – ხმადაბლა თქვა რობინსონმა, თითქოს ტკივილი
ისევ აწუხებდა, – რომ დელამარში მოგიყვანდა! როსმან, რა გეშველებო-
და დელამარშის გარეშე?! – რობინსონი საცვლებისამარა იდგა, მხო-
ლოდ ცდილობდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, სასტუმრო «ოქ-
სიდენტალიდან» გამოყოლებული პატარა საბანი შემოეხვია. . გაუგება-
რი იყო, რატომ არ შედიოდა ბინაში, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ სასაცი-

198
ლო მდგომარეობაში მდგარიყო აქ, სადაც შესაძლოა, ვინმეს გამოევლო
და დაენახა.
– სძინავს? – იკითხა დელამარშმა.
– არა მგონია, – უპასუხა რობინსონმა, – მაგრამ ვარჩიე, აქ დაგლოდე-
ბოდით.
– ჯერ უნდა ვნახოთ, ხომ არ სძინავს, – და დელამარში გასაღების
ჭუჭრუტანასთან დაიხარა. კარგა ხანს აქეთ-იქით ატრიალებდა თავს და
უჭვრიტინებდა, ბოლოს გაიმართა და თქვა: – გარკვევით არ ჩანს, შტო-
რები ჩამოშვებულია, დივანზე ზის, შეიძლება, სძინავს კიდეც.
– რა, ავადაა? – იკითხა კარლმა, რადგან დელამარში ისე იდგა, თით-
ქოს რჩევას ელოდა. მაგრამ ახლა აღშფოთებულმა შეუბრუნა კითხვა:
– ავად?
– ის ხომ არ იცნობს მას, – კარლის გამართლებას შეეცადა რობინსო-
ნი.
რამდენიმე კარს იქით დერეფანში ორი ქალი გამოჩნდა, ხელებს
გულდაგულ იწმენდდნენ წინსაფარზე, დელამარშისა და რობინსონისა-
კენ აპარებდნენ თვალს და ჩანს, მათზე ლაპარაკობდნენ. ერთი კარიდან
სრულიად ახალგაზრდა ქალიშვილი გამოვარდა, ქალებს შუა ჩადგა და
ორივეს ხელკავი გაუყარა.
– საზიზღარი დედაბრები, – ხმადაბლა თქვა დელამარშმა, მაგრამ
ალბათ უფრო ბრუნელდას გაღვიძების შიშით, – მალე პოლიციაში გან-
ვაცხადებ და ერთ-ორ წელიწადს დავისვენებ მათგან. ნუ იყურები იქით,
– წაუსისინა კარლს, რომელიც ვერაფერს ცუდს ვერ ხედავდა იმაში, რომ
ქალებისათვის ეცქირა, რაკი დერეფანში ბრუნელდას გამოღვიძებამდე
უნდა ეცადათ. და თავი გაბრაზებით გაიქნია, – თითქოს დელამარშის
მითითება იუკადრისა, და ამის ხაზგასასმელად ქალებთან მისვლა და-
აპირა, მაგრამ რობინსონმა სიტყვებით – როსმან, ფრთხილად! – სახე-
ლოში მოქაჩა და უკან გამოათრია, კარლის საქციელით ისედაც გაღი-
ზიანებული დელამარში კი ქალიშვილის ხმამაღალმა კისკისმა ისე გა-

199
აცოფა, რომ ხელების ქნევით ქალებისაკენ გაიწია, რომლებიც, თითქოს
უეცრად ქარმა წამოუბერაო, ისე გაუჩინარდნენ თავ-თავიანთ კარებში.
– ხშირად მიწევს ასე აქაური დერეფნების წმენდა, – თქვა დელამარ-
შმა და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა;
მაგრამ უცებ კარლის სიჯიუტე გაახსენდა და მიმართა: – შენგან კი
სულ სხვაგვარ საქციელს მოველი, თორემ შენს თავს დააბრალე, რაც მო-
გივა.
ამ დროს ოთახიდან ვიღაცამ დაღლილი ხმით, წყნარად იკითხა: –
დელამარშ?
– დიახ, – უპასუხა დელამარშმა, კარს უწყინრად შეხედა და იკითხა: –
შეიძლება შემოვიდეთ?
– დიახ, დიახ, – გამოსძახეს იქიდან; დელამარშმა მის უკან მდგომ ორ
მომლოდინეს გადახედა და კარი ნელა გამოაღო.
სრულ სიბნელეში შეაბიჯეს. აივნის ფარდა – ოთახს არც ერთი ფან-
ჯარა არ ჰქონდა – იატაკამდე იყო დაშვებული და სინათლეს თითქმის
არ ატარებდა. გარდა ამისა, ოთახი გავსებული იყო ავეჯით და ყველგან
ტანსაცმელი ეკიდა, რაც კიდევ უფრო მეტად აბნელებდა მას. ჰაერი ჩა-
ხუთული იყო და მტვრის სუნი იდგა, რომელიც აქ ისეთ კუთხეებში დაგ-
როვილიყო, ადამიანს ხელი რომ ვერ მიუწვდებოდა. პირველი, რაც
კარლს შესვლისთანავე თვალში ეცა, იყო სამი სკივრი, რომლებიც ერ-
თმანეთზე მიტყუპებული იდგა.
დივანზე იწვა ქალი, ცოტა ხნის წინ აივნიდან რომ იყურებოდა. წითე-
ლი კაბა ტანზე მოღრეცოდა და გრძელი კუდივით დაშვებულიყო იატაკ-
ზე. ფეხებზე, რომლებიც თითქმის მუხლებამდე უჩანდა, სქელი თეთრი
შალის წინდები ჰქონდა აქაჩული, ფეხსაცმელი კი არ ეცვა.
– რა სიცხეა, დელამარშ, – თქვა, თავი შემოაბრუნა, ხელი ზარმაცად
გაუწოდა, რომელმაც ის მაშინვე აიტაცა და მოწიწებით ეამბორა. კარლი
თვალს ვერ აშორებდა მის ორმაგ ღაბაბს, თავის ყოველ მოძრაობაზე
რომ მიდი-მოდიოდა.
– ფარდები ხომ არ ავწიოთ? – ჰკითხა დელამარშმა.

200
– ოღონდაც ეგ არა, – თვალდახუჭულმა, სასოწარკვეთილი ხმით უპა-
სუხა ქალმა, – უარესი იქნება.
კარლი დივანის ბოლოში დადგა, რათა უკეთესად შეეთვალიერებინა
ქალი, რომლის ჩივილი გადამეტებულად ეჩვენა, რადგან არც ისე განსა-
კუთრებულად ცხელოდა.
– მოიცადე, მოხერხებულად მოგაწყობ, – მორიდებულად შესთავაზა
დელამარშმა, საკინძი შეუხსნა და ყელი და გულმკერდის ზედა ნაწილი
გაუთავისუფლა, ღია გულისპირში პერანგის თხელი, პირისფერი მაქმა-
ნი გამოჩნდა.
– ეს ვინ არის? – იკითხა უეცრად ქალმა და კარლზე მიათითა, – ასე
რატომ მომშტერებია?
– მალე საქმეში გამოგვადგები, – უთხრა დელამარშმა კარლს და
გვერდზე გასწია, თან ქალი დაამშვიდა: – ბიჭია, მოვიყვანე, რომ შენ მო-
გემსახუროს.
– მე არავინ არ მჭირდება, – დაიყვირა ქალმა, – რატომ მოგყავს სახ-
ლში უცხო ხალხი?
– კი მაგრამ, შენ ხომ ამდენ ხანს ოცნებობდი მსახურზე, – დელამარ-
ში მის ფერხთით ჩაცუცქდა, რადგან, მიუხედავად დივანის სიგანისა,
ბრუნელდას გვერდით მისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.
– ოჰ, დელამარშ, შენ არა და არ გინდა ჩემი გაგება.
– ახლა ნამდვილად არ მესმის შენი, – მიუგო დელამარშმა და მისი
სახე ხელებში მოიქცია, – მაგრამ არაფერია, თუ გინდა, ახლავე წავა აქე-
დან.
– რაკი აქ არის, დარჩეს, – კვლავ გამოეპასუხა ქალი და ქანცგაწყვე-
ტილი კარლი ისეთი მადლიერი დარჩა ამ სიტყვებისა, რომლებიც, ალ-
ბათ, არც თუ დიდი კეთილგანწყობით იყო ნათქვამი, – მაგრამ როცა წარ-
მოიდგინა ის უსასრულო კიბეები, რომლებზეც, შესაძლოა, ახლავე მო-
უწიოს თავქვე დაშვება, თავის საბანზე მშვიდად მძინარე რობინსონს გა-
დააბიჯა და მიუხედავად გაბრაზებული დელამარშის ხელების ქნევისა,
თქვა: – ყოველ შემთხვევაში, მადლობელი ვარ, რომ ცოტა ხნით აქ დარ-

201
ჩენის უფლება მომეცით. მთელი ოცდაოთხი საათია, თვალი არ მომიხუ-
ჭავს, თან ბევრი ვიმუშავე და ათასი სანერვიულოც შემხვდა. საშინლად
დავიღალე. კარგად არც კი ვიცი, სად ვარ. მაგრამ ერთ-ორ საათს თუ და-
მაძინებთ, მერე თამამად შეგიძლიათ გამისტუმროთ აქედან და მეც სი-
ამოვნებით წავალ.
– შეგიძლია საერთოდ დარჩე აქ, – უთხრა ქალმა და ირონიულად
დასძინა: – ადგილი, როგორც ხედავ, საკმარისზე მეტიც გვაქვს.
– ესე იგი, უნდა წახვიდე, – უთხრა დელამარშმა, – ჩვენ არაფერში
გვჭირდები.
– არა, დარჩეს, – უკვე სერიოზულად უთხრა ქალმა. და დელამარ-
შმაც, თითქოს ამ სურვილის ასასრულებლად, კარლს მიმართა: – მაშ,
მოეწყვე სადმე.
– შეუძლია ფარდებზე დაწვეს, ოღონდ ჩექმები გაიხადოს, რომ არ
დახიოს.
დელამარშმა აჩვენა კარლს ის ადგილი, რომელსაც ბრუნელდა გუ-
ლისხმობდა. კარსა და სამ სკივრს შორის დიდ გროვად ეყარა ნაირ-ნაი-
რი ფარდები. თუ ფარდებს წესიერად დაფენ – მძიმეები სულ ქვემოთ,
უფრო მსუბუქები – ზემოდან, გამოაძრობ ამ გროვაში გაჩრილ ხის ლავ-
გარდანებსა და რგოლებს, – ურიგო მოსასვენებელი არ გამოვა, მაგრამ
კარლი მაშინვე დაწვა ამ არამდგრად მასაზე, რადგან ძილისწინა სამზა-
დისისათვის ძალზე დაღლილი იყო და არც მასპინძლების ზედმეტად
შეწუხება უნდოდა.
უკვე თითქმის ღრმა ძილში იყო, როცა ყვირილი მოესმა; წამოიწია
და დაინახა, რომ ბრუნელდა დივანზე იჯდა და მის ფერხთით დაჩოქილ
დელამარშს ეხვეოდა. კარლმა თავი უხერხულად იგრძნო, ისევ დაწვა და
ფარდებში ჩაყო თავი, რათა შეწყვეტილი ძილი გაეგრძელებინა. აქ რომ
ორ დღეზე მეტს ვერ გაძლებს, ნათელია, მაგრამ მით უფრო სჭირდება
კარგად გამოძინება, რათა მერე საღ გონებაზე სწრაფად და მშვიდად მი-
იღოს გადაწყვეტილება.

202
მაგრამ ბრუნელდამ მოასწრო კარლის შიშისაგან ფართოდ გახელი-
ლი თვალების დანახვა, რომლებმაც ერთხელ უკვე დააფრთხეს და წა-
მოიძახა: – დელამარშ, სიცხეს ვეღარ ვუძლებ, ცეცხლი მეკიდება, უნდა
გავიხადო, უნდა ვიბანაო, გაუშვი ორივე ოთახიდან, სადაც გინდა, დერე-
ფანში, აივანზე, ოღონდაც კი თვალით აღარ დამენახვონ! საკუთარ ბი-
ნაში წუთითაც არ მაქვს მოსვენება. ნეტავი მე და შენ მარტო ვიყოთ, დე-
ლამარშ! ო, ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ აქ არიან! როგორ გაშოტილა ეს
ურცხვი რობინსონი საცვლებისამარა ქალის თანდასწრებით! და ეს უც-
ხო ბიჭი, ერთი წუთის წინ კინაღამ რომ შემჭამა თვალებით, ისევ დაწო-
ლილა, რომ თვალი ამიხვიოს! მოაშორე ესენი აქედან, დელამარშ, ნერ-
ვებს მიშლიან, მაჯლაჯუნასავით მიხუთავენ სულს. ახლა თუ მოვკვდები,
მათი ბრალი იქნება.
– ახლავე წავლენ აქედან, შენ კი გაიხადე, – დელამარში რობინსონ-
თან მივიდა, ფეხი გულზე დააბიჯა და შეანჯღრია. მაშინვე კარლსაც შე-
უძახა: – როსმან, ავდგეთ! ორივე აივანზე! და ვაი თქვენი ბრალი, თუ
იქამდე შემოსულხართ, ვიდრე დაგიძახებენ! აბა, ცოცხლად, რობინსონ
– და რობინსონი უფრო მაგრად შეანჯღრია, – შენ კი, როსმან, ფრთხი-
ლად იყავი, თორემ შენთვისაც მოვიცლი, – და ორჯერ შემოკრა ტაში.
– რამდენ ხანს უნდებიან! – დაიყვირა ბრუნელდამ დივანიდან. გა-
ჩაჩხული იჯდა, რათა უზომოდ გასქელებული სხეულისათვის მეტი თა-
ვისუფლება მიეცა, მხოლოდ ძალების უდიდესი დაძაბვით, ქშენა-ქშენი-
თა და სვენებ-სვენებით მოახერხა ისე დახრილიყო, რომ წინდებისთვის
ყელში ჩაევლო ხელი და ცოტათი მაინც ჩაეწია. ბოლომდე გახდა მის ძა-
ლებს აღემატებოდა, ეს დელამარშის საქმე იყო, და მას მოუთმენლად
ელოდა.
დაღლილობისაგან მთლიანად გათიშული კარლი ფარდების გროვი-
დან გამოძვრა და ნელა წავიდა აივნის კარისაკენ. ქსოვილის ერთი ნაგ-
ლეჯი ფეხზე შემოხვეოდა და გულგრილად მიათრევდა თან. დაბნეუ-
ლობისაგან, ბრუნელდას რომ ჩაუარა, «ღამე მშვიდობისაც» კი უსურვა,
დელამარშს, რომელმაც ფარდა ოდნავ გამოსწია, გვერდი ზანტად აუ-

203
არა და აივანზე გავიდა. კარლს მაშინვე რობინსონიც მიჰყვა, ისიც გამოუ-
ძინებელი, თავისთვის ბურდღუნებდა: – გამუდმებით აბუჩად აგდება!
თუ ბრუნელდაც არ გამოვა, ისე აივანზე არ გავალ, – მიუხედავად ამისა,
ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გავიდა გარეთ, სადაც, რაკი კარ-
ლი უკვე სავარძელში მოკალათებულიყო, მაშინვე ქვის იატაკზე გაიშო-
ტა.
კარლს რომ გამოეღვიძა, უკვე შებინდებულიყო. ცაზე ვარსკვლავები
ციმციმებდნენ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღალი შენობე-
ბის უკან მთვარემ ამოანათა. მხოლოდ უცნობი მიდამოს მოთვალიერე-
ბისა და სუფთა, გრილი ჰაერის ჩასუნთქვის შემდეგ გააცნობიერა, სად
იყო. როგორი წინდაუხედაობა
გამოიჩინა, ყურად არ იღო არც შეფმზარეულის რჩევები, არც ტერე-
ზეს გაფრთხილებები, საკუთარი შიშიც კი, ზის აქ მშვიდად დელამარშის
აივანზე და ნახევარი დღე იძინა, თითქოს ფარდის იქით მისი უდიდესი
მტერი, დელამარში არ იყოს. იატაკზე რობინსონი ზარმაცად გადატრი-
ალდა და კარლს ფეხზე მოჰქაჩა, ჩანს, სწორედ მან გააღვიძა, რადგან
უთხრა: – რა მძინარა ხარ, როსმან! აი, რას ნიშნავს უდარდელი ახალ-
გაზრდობა. რამდენ ხანს აპირებ ძილს? გაცლიდი, მაგრამ, ჯერ ერთი, აქ,
იატაკზე წოლა მომწყინდა, მეორეც, საშინლად მშია. გთხოვ, ცოტა ხანს
წამოდექი, მანდ, სავარძლის ქვეშ, ცოტაოდენი საჭმელი გადავინახე და
გამოვიღებ. რაღაც შენც შეგხვდება, – კარლი წამოდგა და დაინახა, რო-
გორ მიხოხდა მუცლით რობინსონი იატაკიდან წამოუდგომლად სავარ-
ძელთან, ხელები სავარძლის ქვეშ შეყო და იქიდან მოვერცხლილი თასი
გამოათრია, ისეთი, სავიზიტო ბარათებს რომ ინახავენ ხოლმე. ზედ შა-
ვი ძეხვის ნახევარი იდო, რამდენიმე წვრილი სიგარეტი, გახსნილი, მაგ-
რამ ჯერ კიდევ სავსე კოლოფი ზეთში ჩაწყობილი სარდინებით და თით-
ქმის მთლიანად გასრესილი, ერთმანეთზე შეწებებული კანფეტები. შემ-
დეგ პურის მოზრდილი ნაჭერიც გაჩნდა, და რაღაც სუნამოს ფლაკონის
მაგვარი, რომელშიც, ჩანს, სულაც არ იყო სუნამო, რადგან რობინსონმა

204
ის განსაკუთრებული კმაყოფილებით დაანახვა კარლს და ტუჩებიც კი
მოილოკა.
– ხედავ, როსმან, – უთხრა კარლს, თან სარდინს სარდინზე ყლაპავ-
და და ზეთიან ხელებს შალის ნაჭერზე იწმენდდა, რომელიც, როგორც
ჩანს, ბრუნელდას დარჩენოდა აივანზე, –როგორ უნდა გადამალო ცო-
ტაოდენი სასუსნავი, თუ არ გინდა, შიმშილით მოკვდე. იცი, აქ მე არაფ-
რად მაგდებენ. და როცა სულ ძაღლივით გექცევიან, ბოლოს და ბოლოს,
მართლაც დაიჯერებ, რომ ძაღლი ხარ. კიდევ კარგი, აქ ხარ, როსმან, და-
ლაპარაკება მაინც შემიძლია ვიღაცასთან. ამ სახლში მე არავინ მელაპა-
რაკება. ჩვენ ყველას ვძულვართ. და ყველაფერი ეს ბრუნელდას გამო
ხდება. ის, რა თქმა უნდა, დიდებული დედაკაცია. მომისმინე, – კარლს
ხელით ანიშნა, ახლოს მიწეულიყო და ჩასჩურჩულა: – ერთხელ შიშვე-
ლი დავინახე. ოოო! – და ამ სასიხარულო ამბის გახსენებაზე კარლს ფე-
ხებზე ჩქმეტა და წვალება დაუწყო, ვიდრე მან არ წამოიძახა: – ხომ არ
გაგიჟდი, რობინსონ, – ხელები გადაუგრიხა და უკან მიაგდო.
– შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, როსმან, – რობინსონმა პერანგიდან კი-
სერზე თასმით ჩამოკიდებული ხანჯალი ამოაძვრინა, ქარქაშიდან ამოი-
ღო და გამაგრებული ძეხვი გაჭრა, – შენ კიდევ ბევრი რამ გაქვს სასწავ-
ლი. მაგრამ სწორედ კარგ ადგილზე მოხვდი. დაჯექი. არ გინდა შენც ჭა-
მო რამე? მაშინ მიყურე და მადაზე მოხვალ. არც დალევა გინდა? სულ
არაფერი არ გინდა. არც ლაპარაკის ხასიათზე ხარ. მაგრამ ხომ სულერ-
თია, ვისთან ერთად ზიხარ აივანზე, ოღონდ კი ვინმე იყოს. მე, მაგალი-
თად, ხშირად მიწევს აივანზე ჯდომა. ბრუნელდას ეს ძალიან მოსწონს.
საკმარისია, რამე მოუვიდეს თავში, – ხან სცივა, ხან სცხელა, ხან ეძინება,
ხან თმა უნდა დაივარცხნოს, ხან კორსეტი გაიხსნას, ხან შეიკრას, – მე
ყოველთვის აივანზე გამსვამენ ხოლმე. ზოგჯერ მართლაც იმას აკე-
თებს, რასაც ამბობს, მაგრამ უმეტესად წევს დივანზე, როგორც ამ დი-
ლას, და არ ინძრევა. ადრე ფარდას გავწევდი ხოლმე ოდნავ და ოთახში
ვიჭყიტებოდი, მაგრამ მას მერე, რაც ერთხელ დელამარშმა ასეთი საქ-
ციელისთვის სახეზე რამდენჯერმე მათრახი გადამიჭირა, – ზუსტად ვი-

205
ცი, მას არ უნდოდა, ბრუნელდას თხოვნით გააკეთა ეს, – ხედავ ნაწიბუ-
რებს? – თვალთვალს ვეღარ ვბედავ. და ასე ვზივარ აქ აივანზე და ერთა-
დერთი თავშესაქცევი ჭამაა. გუშინწინ,
როცა საღამოს მარტო ვიყავი აქ, – მაშინ ჩემი ელეგანტური კოსტიუ-
მი მეცვა, რომელიც, სამწუხაროდ, შენს სასტუმროში დარჩა – ეს ძაღლე-
ბი, ოღონდ კი ადამიანს ძვირფასი ტანსაცმელი გახადონ! – აი ასე, მარ-
ტო რომ ვიჯექი აქ და გისოსებიდან ქვევით ვიყურებოდი, უცებ ისეთი
სევდა შემომაწვა, ავქვითინდი. ამ დროს შემთხვევით, – მაშინვე არც კი
შემიმჩნევია, – ბრუნელდა გამოვიდა თავის წითელ კაბაში – ეს კაბა ყვე-
ლაზე მეტად უხდება – ერთხანს მიყურებდა და მერე მითხრა: «რობინ-
სონ, რატომ ტირი?» მერე თავისი წითელი კაბის ბოლოთი ცრემლები
მომწმინდა. ვინ იცის, რას გააკეთებდა კიდევ, დელამარშს რომ არ და-
ეძახნა და მაშინვე ოთახში არ შებრუნებულიყო. ცხადია, ვიფიქრე, ახლა
ჩემი რიგია-მეთქი, და ფარდის გადაუწევლად ვკითხე, შეიძლებოდა თუ
არა, შევსულიყავი. და როგორ გგონია, რა თქვა ბრუნელდამ: «არა!»
მითხრა: «ეს რა მოიგონე?»
– რატომ რჩები აქ, თუ ასე გექცევიან? – ჰკითხა კარლმა.
– მაპატიე, როსმან, მაგრამ სულელურ კითხვებს იძლევი, – მიუგო
რობინსონმა, – შენც დარჩები აქ, უარესადაც რომ მოგექცნენ, მაინც. ისე,
მე აქ არც ისე ცუდად მექცევიან.
– არა, – უთხრა კარლმა, – აუცილებლად წავალ, შესაძლოა, ამ საღა-
მოსაც. თქვენთან არ დავრჩები.
– მაინც როგორ აპირებ ამ საღამოს წასვლას? – ჰკითხა რობინსონმა,
პურს გული ამოსჭრა და სარდინებიანი კოლოფის ზეთში ჩააწო, – რო-
გორ გინდა წახვიდე, როცა ოთახშიც კი ვერ შესულხარ?
– კი მაგრამ, რატომ არ შეგვიძლია შესვლა?
– ვიდრე არ დარეკავენ, შესვლა არ შეიძლება, – უპასუხა რობინსონ-
მა, რომელიც ზეთიან პურს ფართოდ გაღებულ პირში იტენიდა, პეშვში
პურიდან ჩამონადენ ზეთის წვეთებს იგროვებდა და შიგ დროდადრო
პურს აწებდა, – აქ წესები სულ უფრო და უფრო მკაცრდება. თავიდან კარ-

206
ზე თხელი ფარდა ეკიდა. მართალია, გამჭვირვალე არ იყო, მაგრამ სა-
ღამოობით ჩრდილების დანახვა მაინც შეიძლებოდა. ბრუნელდას ეს არ
მოსწონდა და მე მისი ერთ-ერთი თეატრალური მოსასხამი ფარდად გა-
დავაკეთე და ძველი ფარდის ნაცვლად დავკიდე. ახლა ვეღარაფერს და-
ინახავ. ადრე ვეკითხებოდი ხოლმე, შეიძლებოდა თუ არა შესვლა, და გა-
რემოებისდა მიხედვით, ან ჰოს მპასუხობდნენ, ან – არას. მაგრამ, მერე
და მერე, ეტყობა, გადავამლაშე და ხშირად ვკითხულობდი. ბრუნელდამ
ეს ვერ აიტანა – მიუხედავად სიმსუქნისა, ძალიან სუსტი ჯანმრთელობა
აქვს, ხშირად აწუხებს თავის ტკივილი და გამუდმებით ნიკრისის ქარი,
და ასე, დაადგინეს, რომ მე აღარ უნდა ვიკითხო, არამედ, როცა ჩემი შეს-
ვლის დრო მოვა, ზარს დააჭერენ ხელს. ზარს ისეთი ხმა აქვს, მაღვიძებს
ხოლმე. ერთხელ თავშესაქცევად კატა მოვიყვანე, ზარის ხმამ ისე შეაში-
ნა, რომ გაიქცა და აქამდე არ დაბრუნებულა. დღეს კი ჯერ არ დაურე-
კავთ; სხვათა შორის, როცა დარეკავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არამარტო
შემიძლია შევიდე, არამედ უნდა შევიდე – და რაკი ამდენ ხანს არ რეკა-
ვენ, ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი.
– ჰო, – თქვა კარლმა, – მაგრამ ის, რაც შენ გეხება, მე რატომ უნდა
მეხებოდეს. და საერთოდ, ასე მხოლოდ იმას ექცევიან, ვინც ამას დაუშ-
ვებს.
– კი მაგრამ, – წამოიძახა რობინსონმა, – შენ რატომ არ უნდა გეხებო-
დეს? ცხადია, ეს შენც გეხება. ასე რომ, დაიცადე აქ წყნარად ჩემთან ერ-
თად, ვიდრე დარეკავენ. მერე ვნახავთ, როგორ წახვალ.
– მაინც რატომ არ მიდიხარ აქედან? იმიტომ, რომ დელამარში შენი
მეგობარია, თუ უფრო სწორად, იყო? განა ეს ცხოვრებაა? ბატერფორდში
არ აჯობებდა, სადაც თავიდან აპირებდით წასვლას? ან სულაც კალი-
ფორნიაში, სადაც მეგობრები გყავს?
– ჰო, ამას ვერავინ წარმოიდგენდა, – და ვიდრე თხრობას გააგრძე-
ლებდა, თქვა: – ეს შენ გაგიმარჯოს, როსმან, – და სუნამოს ფლაკონიდან
კარგად მოსვა, – მაშინ, შენ რომ ასე ვერაგულად მიგვატოვე, საშინელ
მდგომარეობაში ვიყავით. პირველ დღეებში ვერავითარი სამუშაო ვერ

207
ვიპოვეთ. ისე, დელამარშს არც უნდოდა მუშაობა, ის კი იშოვიდა რამეს,
მაგრამ სულ მე მაგზავნიდა საძებნელად, მე კი ბედი არ მწყალობს. ერ-
თხელაც, აქეთ-იქით ხეტიალში, უკვე საღამო იქნებოდა, ქალის რედი-
კულს გადააწყდა. ლამაზი კი იყო, მძივებით ამოქარგული, მაგრამ თით-
ქმის ცარიელი. მერე ბრუნელდას აჩუქა. შემდეგ მითხრა, კარდაკარ უნ-
და ვიაროთ და მოწყალება ვითხოვოთ, ამით შეიძლება, ცოტაოდენი
რამ დავაგროვოთო, და ასე დავიწყეთ მოწყალების თხოვნა; უკეთესი
შთაბეჭდილების მოსახდენად მე ბინის კართან ვმღეროდი. დელამარშს
ხომ ძაღლის ბედი აქვს – ის იყო, მეორე ბინის კართან შევჩერდით,
მდიდრული ბინა იყო, პირველ სართულზე, და მზარეულსა და მსახურს
წავუმღერეთ – ვხედავთ, კიბეზე ამოდის ქალი, რომელსაც ეს ბინა ეკუთ-
ვნის, სწორედ ეს ბრუნელდა. ეტყობა, კორსეტი ისე მაგრად ჰქონდა შე-
მოჭერილი, საფეხურებზე ვერ ამოდიოდა. მაგრამ რა ლამაზი იყო, როს-
მან! თეთრი ქათქათა კაბა ეცვა, ხელში კი – წითელი ქოლგა. ისეთი იყო,
ჩასაყლაპავი, პირის ჩასატკბარუნებელი. ო, ღმერთო, რა ლამაზი იყო!
დიდებული დედაკაცი! არა, მითხარი, საიდან ჩნდებიან მაინც ასეთები!
რა თქმა უნდა, მოახლე და მსახური მაშინვე გამოეგებნენ და ხელით აიყ-
ვანეს კიბეზე. ჩვენ კარის მარჯვნივ და მარცხნივ დავდექით და მხედრუ-
ლად მივესალმეთ, როგორც აქ იციან. ის წამით შეჩერდა, რადგან ჯერ
კიდევ ვერ მოეთქვა სული, და არ ვიცი, როგორ მოხდა, – მე შიმშილისა-
გან ვეღარ ვაზროვნებდი, – ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი და მოსული
იყო, და განსაკუთრებული კორსეტის წყალობით – მერე ერთხელ გაჩვე-
ნებ სკივრში – მკვრივი; მოკლედ, ოდნავ შევახე ხელი, ძალიან მსუბუქად,
მხოლოდ თითებით. რა თქმა უნდა, დაუშვებელია, რომ ბოგანო მდიდარ
ქალს მიეკაროს. თითქმის არც შევხებივარ, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს,
ეს მაინც შეხება იყო. და ვინ იცის, რა მოხდებოდა, დელამარშს რომ სი-
ლა არ გაეწნა ჩემთვის, თან ისეთი სილა, რომ მაშინვე ორივე ხელი ლო-
ყებზე ვიტაცე.
– აქამდეც მივიდა საქმე? – კარლი დააინტერესა ამბავმა და იატაკზე
დაჯდა, – მაშ, ეს ბრუნელდა იყო?

208
– დიახ, ბრუნელდა, – მიუგო რობინსონმა, – შენ ხომ თქვი, მომღერა-
ლიაო? – ჰკითხა კარლმა.
– რა თქმა უნდა, მომღერალია, და დიდი მომღერალიც, – მიუგო რო-
ბინსონმა, რომელიც ენით კანფეტებს ატრიალებდა და დროდადრო, პი-
რიდან გამოვარდნილ კანფეტს თითით ისევ უკან იტენიდა, – მაგრამ მა-
შინ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით, მხოლოდ ვხედავდით, რომ მდიდარი და
მომხიბლავი ქალი იყო. მან არაფერი შეიმჩნია, შეიძლება, არც უგ-
რძვნია რამე, მე ხომ მხოლოდ თითის წვერები შევახე. მაგრამ დელა-
მარშს თვალს არ აშორებდა. მანაც, როგორც სჩვევია, თვალი თვალში
გაუყარა. მერე დელამარშს უთხრა: – შემოდი ერთი წუთით, – და ქოლ-
გით კარზე მიუთითა. ორივენი შევიდნენ და მსახურებმა კარი მოხურეს.
მე გარეთ დამტოვეს, გავიფიქრე, ალბათ მალე გამოვა-მეთქი და დელა-
მარშის მოლოდინში საფეხურზე ჩამოვჯექი. მაგრამ დელამარშის ნაც-
ვლად მსახური გამოვიდა და წვნიანით სავსე თასი გამომიტანა, – დელა-
მარშის მოხერხებაა, – გავიფიქრე ჩემთვის. ვიდრე მე წვნიანს ვხვრეპდი,
მსახური იქვე იდგა და რაღაც-რაღაცები მიამბო ბრუნელდაზე. მაშინ
მივხვდი, რა შეიძლებოდა მოეტანა ჩვენთვის ამ შეხვედრას: ბრუნელდა
გაცილებული ყოფილა, დიდი ქონების პატრონი და სრულიად დამოუკი-
დებელი! ყოფილ ქმარს, კაკაოს ფაბრიკის მფლობელს, ის თურმე ჯერ
კიდევ უყვარს, მაგრამ ბრუნელდას მისი სახელის გაგონებაც არ უნდა.
ქმარი ხშირად მოდიოდა მის ბინაში, ყოველთვის ძალზე ელეგანტუ-
რად, თითქოს საქორწილოდ გამოწყობილი, – ეს სრული სიმართლეა,
ვიცნობ კიდეც, მაგრამ მსახური, მიუხედავად დიდი ქრთამისა, ვერ ბე-
დავდა, ეკითხა ბრუნელდასათვის, უნდოდა თუ არა მისი მიღება. რად-
გან, რამდენჯერაც უკითხავს, იმდენჯერ ბრუნელდა სახეში ესროდა
ხოლმე, რაც იმ წუთში ხელში მოჰყვებოდა. ერთხელ ცხელი წყლით სავ-
სე სათბური ბოთლიც კი უსვრია და წინა კბილი ჩაუმტვრევია მისთვის.
მაშ, როსმან, ხედავ, რა ამბებია!
– შენ საიდან იცნობ იმ კაცს? – ჰკითხა კარლმა.
– ზოგჯერ აქაც ამოდის ხოლმე, – უპასუხა რობინსონმა.

209
– აქაც? – გაკვირვების ნიშნად კარლმა იატაკს დაჰკრა ხელი.
– ნამდვილად გასაკვირველია, – განაგრძო რობინსონმა, – მეც გამიკ-
ვირდა, როცა მსახურმა ამის შესახებ მიამბო. წარმოიდგინე, როცა ბრუ-
ნელდა სახლში არ იყო ხოლმე, მსახურს ეს კაცი მის ოთახში შეჰყავდა
და მას სამახსოვროდ რაიმე პატარა ნივთი მიჰქონდა თან, სამაგიეროდ
კი ბრუნელდას რაიმე ძალზე ძვირფას და დახვეწილ ნივთს უტოვებდა,
მსახურს კი მკაცრად აფრთხილებდა, არ ეთქვა ბრუნელდასათვის, ვის-
გან იყო ეს ნივთი. მაგრამ ერთხელაც, როცა ამ კაცმა – როგორც მსახურმა
თქვა და მეც მჯერა ეს – რაღაც ფასდაუდებელი ფაიფურის ნაკეთობა მო-
იტანა, ბრუნელდა რაღაცნაირად მიხვდა, ვისგანაც იყო ეს და იატაკზე
დაანარცხა, ფეხებით გადაუარა, დააფურთხა ნამსხვრევებს და კიდევ
ისეთი რაღაც გააკეთა, რომ მსახურმა ნამსხვრევები ზიზღით ძლივს გა-
იტანა ოთახიდან.
– კი მაგრამ, რა დაუშავა ქმარმა ასეთი? – ჰკითხა კარლმა.
– მართალი გითხრა, არ ვიცი, – მიუგო რობინსონმა, – მაგრამ, ჩემი
აზრით, არაფერი განსაკუთრებული,
ყოველ შემთხვევაში, ქმარმა ეს თავადაც არ იცის. რამდენჯერმე მი-
საუბრია მასთან ამის თაობაზე. ყოველდღე იქ, ქუჩის კუთხეში მელოდე-
ბა, რათა ახალი ამბები ვუამბო. თუ ვერ მივალ, ნახევარ საათს მელოდე-
ბა და მერე მიდის. ეს ჩემთვის კარგი დამატებითი საშოვარი იყო, რად-
გან ის კაცი ახალი ამბებისათვის გულუხვად მიხდიდა. მაგრამ მას მერე,
რაც ამის შესახებ დელამარშმა შეიტყო, მთელი გასამრჯელო მას უნდა
ჩავუთვალო, ამიტომაც იშვიათადღა მივდივარ იმ კაცთან.
– კი მაგრამ, რაღა უნდა იმ ქმარს? ხომ ხედავს, რომ ქალს მისი სახე-
ლის გაგონებაც არ სურს?
– დიახ, – ამოიხვნეშა რობინსონმა, სიგარეტს მოუკიდა, და ხელის აქ-
ნევით ბოლი გაფანტა. შემდეგ თითქოს გადაწყვეტილება შეცვალა და
დასძინა: – მე ვინ მეკითხება? მხოლოდ ის ვიცი, რომ ის კაცი ფულს არ
დაიშურებდა, ოღონდ კი აქ, აივანზე წოლა შესძლებოდა ჩვენსავით.

210
კარლი წამოდგა, მოაჯირს დაეყრდნო და ქუჩაში გადაიხედა. მთვარე
უკვე ამოსულიყო, მაგრამ ქუჩაბანდის სიღრმეში მისი შუქი ჯერ ვერ აღ-
წევდა. ქუჩაში, დღისით სულ დაცარიელებული რომ იყო, ახლა უამრავი
ხალხი ირეოდა, განსაკუთრებით სახლების შესასვლელებთან. ყველა
ნელა, მძიმედ მოძრაობდა. კაცების პერანგები, ქალების ღია ფერის კა-
ბები სუსტად ანათებდნენ სიბნელიდან; ყველა თავშიშველი იყო. გარ-
შემო, აივნებზეც ხალხი გამოფენილიყო. ნათურის შუქზე, აივნის სიდი-
დის მიხედვით, მაგიდებს გარს შემოსხდომოდნენ ოჯახები. ზოგი, უბრა-
ლოდ, სავარძელში ისვენებდა, ზოგს კი მხოლოდ თავი გამოეყო ოთახი-
დან. მამაკაცებს ფეხები განზე გაედგათ, ტერფები კი მოაჯირის გისო-
სებს შორის ჰქონდათ გამოყოფილი და გაზეთებს კითხულობდნენ,
რომლებიც თითქმის იატაკამდე იყო დაშვებული; ან ბანქოს თამაშობ-
დნენ, როგორც ჩანს, უსიტყვოდ, მაგრამ ქაღალდს ხმაურით ატყლაშუ-
ნებდნენ მაგიდებზე; ქალებს მუხლებზე ხელსაქმე ედოთ და მხოლოდ
დროდადრო მოავლებდნენ ხოლმე თვალს გარემოს; მეზობელ აივანზე
განუწყვეტლივ ამთქნარებდა ერთი ქერა, კაფანდარა, თვალებგადმო-
კარკლული ქალი, თან პირზე იფარებდა თეთრეულის ნაჭერს, რომელ-
საც კემსავდა; ყველაზე პატარა აივანზეც კი ბავშვები დაჭერობანას თა-
მაშს ახერხებდნენ, რითაც მშობლებს თავს აბეზრებდნენ. ოთახების
უმეტესობაში გრამაფონები იყო ჩართული და იქიდან სიმღერები თუ სა-
ორკესტრო მუსიკა იღვრებოდა, მაგრამ არავინ უგდებდა ყურს, მხოლოდ
ოჯახის უფროსის მინიშნებაზე ვიღაც შერბოდა ოთახში ფირფიტის შე-
საცვლელად. ზოგიერთ ფანჯარასთან უძრავად იდგა შეყვარებული
წყვილი; კარლის მოპირდაპირე ფანჯარაშიც სწორედ ასეთი წყვილი იდ-
გა. ვაჟს ცალი ხელი გოგონასათვის შემოეხვია, მეორით კი მკერდზე ეფე-
რებოდა.
– იცნობ რომელიმე მეზობელს? – ჰკითხა კარლმა რობინსონს, რო-
მელიც ამასობაში წამომდგარიყო და, რადგან შეამცივნა, საბნის გარდა,
ბრუნელდას შალიც შემოეხვია ტანზე.

211
– თითქმის არავის, და ეს არის სწორედ ყველაზე ცუდი, – მიუგო რო-
ბინსონმა და კარლი თავისკენ მიიზიდა, რომ ჩაეჩურჩულებინა: – თო-
რემ საწუწუნო არაფერი მექნებოდა. ბრუნელდამ ხომ დელამარშის გამო
ყველაფერი გაყიდა, რაც კი ებადა და მთელი თავისი ავლა-დიდებით ქა-
ლაქის გარეუბანში, ამ ბინაში
გადმოსახლდა, რათა მთლიანად მას მიუძღვნას თავი და არავინ არ
შეაწუხოს; სხვათა შორის, ეს დელამარშის სურვილიც იყო.
– და მსახურებიც გაუშვა? – ჰკითხა კარლმა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა რობინსონმა, – აბა, სად უნდა მოეთავსე-
ბინა აქ მსახურები? ეს მსახურები ხომ ძალზე პრეტენზიული ხალხია;
ერთხელ დელამარშმა ერთ-ერთ მსახურს ბრუნელდას თანდასწრებით
ალიყური უთავაზა და ოთახიდან გააგდო. არაერთგზის გააწნა სილა,
ვიდრე ის კაცი გარეთ გავარდებოდა; რა თქმა უნდა, დანარჩენი მსახუ-
რებიც მას შეუერთდნენ და კართან ხმაური ატეხეს. მაშინ დელამარში
გავიდა მათთან (მე მაშინ მსახური არ ვიყავი, არამედ ოჯახის მეგობარი,
მაგრამ მაინც მსახურებს დავუჭირე მხარი) და ჰკითხა: – რა გინდათ? –
უხუცესმა მსახურმა, ვინმე ისიდორმა, უპასუხა: – თქვენთან არაფერი
გვაქვს სალაპარაკო, ჩვენი პატრონი მოწყალე ქალბატონი ბრუნელდაა,
– როგორც ხედავ, ისინი ბრუნელდას პატივს სცემდნენ. მაგრამ ბრუნელ-
დას მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, დელამარშთან მიირბინა – მა-
შინ ჯერ კიდევ არ იყო ისე დამძიმებული, როგორც ახლა – ყველას
თვალწინ მოეხვია, აკოცა და «უსაყვარლესი დელამარში» უწოდა. «გაა-
პანღურე ეს მაიმუნები აქედან», უთხრა ბოლოს. მაიმუნები – ცხადია,
მსახურებს უწოდა ასე. წარმოიდგინე, რა სახეები მიიღეს მაშინ. შემდეგ
ბრუნელდამ დელამარშს საფულეზე მოაკიდებინა ხელი, რომელიც ქა-
მარზე ეკიდა; დელამარშმა საფულე გახსნა და მსახურების გასტუმრება
დაიწყო. ბრუნელდას მონაწილეობა ამ ანგარიშსწორებაში იმით შემოი-
ფარგლებოდა, რომ ქამარზე შებმული ღია საფულით იდგა იქ. დელა-
მარშს ხშირად უწევდა საფულეში ხელის ჩაყოფა, რადგან ფულს ისე
არიგებდა, რომ არ ითვლიდა, და არც ამოწმებდა, ვისთვის რამდენი უნ-

212
და მიეცა. ბოლოს განუცხადა: – რაკი ჩემთან ლაპარაკი არ გინდათ, ბრუ-
ნელდას სახელით გეტყვით: «ჩაალაგეთ თქვენი ბარგი-ბარხანა და ახ-
ლავე მოუსვით აქედან». ასე გაუშვა ისინი. ამის შემდეგ რამდენიმე პრო-
ცესი შედგა, ერთხელ დელამარშსაც მოუწია სასამართლოში გამოცხა-
დება, მაგრამ ამის შესახებ დაწვრილებით არაფერი ვიცი. ეს იყო, რომ
მსახურებთან გამომშვიდობების შემდეგ ბრუნელდას უთხრა: «აი, ახლა
აღარც ერთი მსახური აღარ გყავს». მან კი უპასუხა: «მაგრამ რობინსონი
ხომ აქ არის». დელამარშმაც მხარზე ხელი დამარტყა და მითხრა: «კე-
თილი, მაშ შენ იქნები ჩვენი მსახური». და ბრუნელდამ ლოყაზე ხელი
მომითათუნა. თუ შემთხვევა მოგეცემა, როსმან, შენც მოათათუნებინე
ლოყაზე ხელი. ვერ წარმოიდგენ, რა სასიამოვნოა ეს.
– ესე იგი, დელამარშის მსახური გახდი? – შეაჯამა კარლმა.
რობინსონმა კარლის ამ შეკითხვაში სიბრალული იგრძნო და უპასუ-
ხა: – მე მსახური ვარ, მაგრამ ამას ცოტა ვინმე თუ ამჩნევს. ხედავ, შენც
კი არ იცოდი ეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ცოტა ხანი მაინც დაყავი
ჩვენთან. ხომ ნახე, როგორ მეცვა, სასტუმროში რომ მოვედი წუხელ
თქვენთან. უკეთესს ვერ ინატრებ. განა მსახურებს ასე აცვიათ? ოღონდ
ეგაა, რომ ხშირად ვერ გავდივარ, მუდამ აქ უნდა ვიტრიალო, სახლში
საქმეს რა გამოლევს. ერთი ადამიანისთვის აქ ბევრი სამუშაოა. როგორც
შენც შეამჩნევდი, ოთახში უამრავი ნივთია; რაც გადმოსახლებისას ვერ
გავყიდეთ, თან წამოვიღეთ. ცხადია, შეიძლებოდა ყველაფრის
გაჩუქება, მაგრამ ბრუნელდა არაფერს გასცემს. წარმოიდგინე, რამ-
ხელა შრომა დასჭირდებოდა ამდენი რამის კიბეებზე ამოზიდვას.
– რობინსონ, ეს ყველაფერი შენ ამოზიდე? – ჰკითხა კარლმა.
– მაშ, სხვა ვინ ამოზიდავდა? – მიუგო რობინსონმა, – ერთი დამხმა-
რე მუშაც იყო, მაგრამ ზარმაცი და უქნარა; ასე რომ, სამუშაოს მეტი წილი
მარტომ შევასრულე. ბრუნელდა ქვემოთ იდგა, მანქანასთან. დელამარ-
ში ზემოთ აწესრიგებდა, სად რა უნდა დაედო, მე კი განუწყვეტლივ ზე-
ვით-ქვევით დავრბოდი. ორ დღეს მოვუნდით, ძალიან ბევრია, არა? მაგ-
რამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რამდენი რამაა ოთახში, ყველა სკივრი

213
გატენილია და სკივრებს უკან კიდევ ჭერამდეა ერთმანეთზე დახვავებუ-
ლი. ერთი-ორი მუშა რომ დაექირავებინა გადმოსაზიდად, ყველაფერს
სწრაფად გაართმევდნენ თავს, მაგრამ ბრუნელდა ჩემ გარდა თავის ნივ-
თებს ვერავის ანდობდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მაშინ სამუდა-
მოდ დავიზიანე ჯანმრთელობა, მე კი რა გამაჩნია სხვა, გარდა ჩემი ჯან-
მრთელობისა? როგორც კი ოდნავ დავიძაბები, მაშინვე მჩხვლეტს აქ და
აქ და აქ. როგორ ფიქრობ, ის ბიჭები სასტუმროში, ის ლაწირაკები – სხვა
რა შეიძლება მათ უწოდო – მომერეოდნენ მაშინ, მე რომ ჩემი ჯანი მქო-
ნოდა? მაგრამ რაც არ უნდა მომივიდეს, არც დელამარშსა და არც ბრუ-
ნელდას სიტყვასაც არ ვეტყვი, ვიშრომებ, ვიდრე შემეძლება, და როცა
აღარ შემეძლება, დავწვები და მოვკვდები, და მხოლოდ მაშინ, გვიანღა
მიხვდებიან, რომ ავად ვიყავი და მიუხედავად ამისა, მაინც სულ ვმუშა-
ობდი და ვმუშაობდი და მათ სამსახურში ამომივიდა სული. ეჰ, როსმან,
– თქვა ბოლოს და კარლის პერანგით მოიწმინდა ცრემლები. ცოტა ხნის
შემდეგ კი ჰკითხა: – არ გცივა? პერანგის ამარა დგახარ.
– მომისმინე, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – სულ წუწუნებ და წუწუ-
ნებ. არა მგონია, ავად იყო. სავსებით ჯანმრთელად გამოიყურები, მაგ-
რამ სულ აივანზე რომ წევხარ, ათასი რამ მოგდის თავში. შეიძლება ზოგ-
ჯერ მართლაც გაქვს ჭვალი გულზე, მეც მჩხვლეტს ხოლმე ხანდახან,
ყველას აქვს ეს. მაგრამ ასეთი წვრილმანის გამო ყველა წუწუნს რომ მოჰ-
ყვეს შენსავით, აივნები მტირალებით გაივსებოდა.
– მე უკეთ ვიცი, – თქვა რობინსონმა და ამჯერად თავისი საბნის კუთ-
ხით მოიწმინდა თვალები, – ერთმა სტუდენტმა, ქირით რომ ცხოვრობს
მეზობლად, ერთ ქალთან, რომელიც ჩვენც გვიმზადებდა საჭმელს, ერ-
თხელ, ჭურჭელი რომ დავუბრუნე, მითხრა: «მომისმინეთ, რობინსონ,
ავად ხომ არ ხართ?» მე აკრძალული მაქვს მეზობლებთან ლაპარაკი,
ამიტომ ჭურჭელი დავაწყვე და წამოსვლა დავაპირე. ის კი უკან გამომყვა
და მითხრა: «მომისმინეთ, ძმობილო, ნუ მიიყვანთ საქმეს უკიდურესო-
ბამდე, თქვენ ავად ხართ.» «მაპატიეთ, მაგრამ რა უნდა ვქნა?» ვკითხე
მე. «ეს თქვენი საქმეა», მიპასუხა მან და გატრიალდა. დანარჩენებმა, მა-

214
გიდასთან რომ ისხდნენ, გაიცინეს; ჩვენ ხომ ყველგან მტრები გვყავს, და
მეც წამოსვლა ვამჯობინე.
– ესე იგი, იმ ადამიანებისა გჯერა, რომლებიც სულელად გთვლიან,
მათი კი არა, ვისაც შენთვის სიკეთე სურს.
– მაგრამ მე ხომ უკეთესად ვიცი, როგორ ვგრძნობ თავს, – განაგრძო
რობინსონმა, და ისევ წუწუნს მოჰყვა.
– შენ სწორედაც რომ არ იცი, რა გჭირს. რაიმე წესიერი სამუშაო უნდა
მოძებნო, ნაცვლად იმისა, რომ აქ დელამარშს ემსახურო. რაც შენი მო-
ნათხრობიდან შევიტყვე და რაც საკუთარი თვალით ვნახე, ეს სამსახური
კი არა, ნამდვილი მონობაა. ამისი ატანა შეუძლებელია, გეთანხმები.
შენ ალბათ ფიქრობ, რომ რაკი დელამარშის მეგობარი ხარ, ვერ მიატო-
ვებ მას. ეს არ არის სწორი; თუკი ის ვერ ხვდება, რა უბადრუკ ცხოვრებას
ეწევი მის გამო, მაშინ შენ არავითარი ვალდებულება არ გაკისრია მის
წინაშე.
– მაშ, შენი აზრით, როსმან, თუ ამ სამსახურს დავანებებ თავს, გამოვ-
ჯანმრთელდები?
– უეჭველად, – მიუგო კარლმა.
– უეჭველად? – კითხვა შეუბრუნა რობინსონმა.
– ეჭვიც არ მეპარება, – ღიმილით მიუგო კარლმა.
– მაშ ახლავე შემიძლია დავიწყო გამოკეთება, – და რობინსონმა
კარლს ახედა.
– კი მაგრამ, როგორ?
– როგორ და, ჩემს სამუშაოს ამიერიდან ხომ შენ შეასრულებ, – უპა-
სუხა რობინსონმა.
– ეგ ვინ გითხრა? – შეეკითხა კარლი.
– ეს კარგა ხნის გეგმაა. რამდენიმე დღეა ამაზე თათბირობენ. ყველა-
ფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ბრუნელდამ გამომლანძღა, რადგან
ბინას წესიერად ვერ ვასუფთავებ. ცხადია, შევპირდი, ყველაფერს მოვა-
წესრიგებ-მეთქი. მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ამ მდგომარეობაში, მაგა-
ლითად, არ შემიძლია, ყველგან შევძვრე და მტვერი გამოვწმინდო. შუა

215
ოთახშიც კი შეუძლებელია კუდის მოქნევა, არამც თუ ავეჯსა და სანოვა-
გის ყუთებს შორის. თუ გინდა, წესიერად დაასუფთავო ყველაფერი, ავე-
ჯიც უნდა დაძრა ადგილიდან, და ამას მარტო როგორ შევძლებ? გარდა
ამისა, ყველაფერი ეს უხმაუროდ უნდა მოხდეს, რომ ბრუნელდა არ შე-
წუხდეს, ის კი თითქმის არასოდეს გადის ოთახიდან. მე კი დავპირდი,
ყველაფერს დავასუფთავებდი, მაგრამ სინამდვილეში არ დამისუფთა-
ვებია. როცა ბრუნელდამ ეს შენიშნა, დელამარშს უთხრა, ასე გაგრძელე-
ბა აღარ შეიძლება და კიდევ ერთი დამხმარე უნდა ავიყვანოთო, – მე არ
მინდა, დელამარშ, – უთხრა მან, – ერთხელაც მისაყვედურო, რომ სახლს
ვერ ვუძღვები. კარგად ხედავ, ჩემთვის დაძაბვა არ შეიძლება, რობინსო-
ნი კი ვერ ართმევს თავს საქმეს; თავიდან ყოჩაღად იყო და ყველაფერს
ასწრებდა, ახლა კი გამუდმებით დაღლილია და უმეტესად კუთხეშია მი-
ყუჟული. არა და ოთახი,
რომელშიც ამდენი ნივთია, როგორც ჩვენთან, თავისთავად ვერ და-
ლაგდება, – ამის შემდეგ დელამარში დაფიქრდა, რა უნდა მოემოქმედე-
ბინა, ასეთ სახლში ნებისმიერ ადამიანს ხომ ვერ შემოიყვან, გამოსაც-
დელი ვადითაც კი, ჩვენ ხომ ყოველი მხრიდან გვითვალთვალებენ. და
რადგან მე შენი კარგი მეგობარი ვარ და რენელისაგან გამიგონია, რო-
გორ იტანჯებოდი სასტუმროში, შენი თავი შევთავაზე. დელამარში მა-
შინვე დამეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ისე უკმეხად მოექეცი,
და ცხადია, მე გამიხარდა, რომ შევძელი სამსახური გამეწია შენთვის.
შენთვის ეს ადგილი ზედგამოჭრილია, – ახალგაზრდა ხარ, ჯან-ღონით
სავსე და მოხერხებული, მე კი აღარაფრად ვვარგივარ. ოღონდ არ იფიქ-
რო, რომ უკვე მიღებული ხარ; თუ ბრუნელდას არ მოეწონები, ჩვენ არა-
ფერში გვჭირდები. ასე რომ, ეცადე, ასიამოვნო ბრუნელდას, დანარჩენ-
ზე მე ვიზრუნებ.
– და შენ რას გააკეთებ, თუ მე აქ მსახურად დავრჩები? – კარლმა შვე-
ბა იგრძნო, პირველმა შიშმა, რობინსონის ნაამბობმა რომ გამოიწვია,
გაუარა. ესე იგი, დელამარშს ცუდი განზრახვა არ აქვს მასთან დაკავში-
რებით, მხოლოდ მისი მსახურად ქცევა სურს – რაიმე უარესი განზრახვა

216
რომ ჰქონდეს, რობინსონს ენაზე არ დაადგებოდა. და თუ საქმე ასეა, მა-
შინ გადაწყვეტილია – კარლი ამაღამვე გამოემშვიდობება აქაურობას.
ძალით ვერავის აიძულებ, იმუშაოს. და თუ ადრე აფიქრებდა ის ამბავი,
შეძლებდა თუ არა სასტუმროდან გათავისუფლების შემდეგ მალევე შე-
საფერისი და შეძლებისდაგვარად მისაღები ადგილის პოვნას, რომ შიმ-
შილისგან არ მომკვდარიყო, ახლა, იმასთან შედარებით, რასაც აქ უმზა-
დებენ და რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, ყველაფერზე თანახმაა,
უმუშევრობის ტვირთიც კი ურჩევნია აქ მსახურად მუშაობას. ოღონდ
რობინსონისათვის ამის ახსნა სულაც არ არის საჭირო, მით უმეტეს, რო-
ცა მისი ყველა განსჯა ახლა იმ იმედს ემყარება, რომ კარლი მას ტვირთს
შეუმსუბუქებს.
– ასე რომ, – დაიწყო რობინსონმა, თან ლაპარაკს ხელების მოძრაო-
ბას აყოლებდა – იდაყვით მოაჯირს დაეყრდნო, – უპირველეს ყოვლისა,
ყველაფერს აგიხსნი და მარაგს გიჩვენებ. შენ განათლებული ხარ და
კარგი ხელწერაც გექნება; ახლავე შეგიძლია შეადგინო სია, რა გვაქვს.
ბრუნელდას დიდი ხანია, ეს სურს. ხვალ თუ დილიდანვე კარგი ამინდი
იქნება, ბრუნელდას ვთხოვოთ, აივანზე დაჯდეს, ამასობაში კი ჩვენ
მშვიდად ვიმუშავებთ ოთახში, ისე, რომ მას არ შევაწუხებთ. ეს მთავა-
რია, როსმან. ოღონდ კი ბრუნელდა არ შეწუხდეს. მას ყველაფერი ესმის.
ჩანს, როგორც მომღერალს, მეტად მახვილი სმენა აქვს. მაგალითად,
ვისკის კასრი უნდა გამოაგორო, რომელიც სკივრის უკან დგას; ამას უხ-
მაუროდ ვერ მოახერხებ – კასრი მძიმეა, გარშემო კი უამრავი რამ აწყვია
– ერთბაშად ვერ გამოაგორებ. ბრუნელდა ამ დროს მშვიდად წევს დი-
ვანზე და ბუზებზე ნადირობს, რომლებიც ძალიან აწუხებენ. გგონია, შენ
ყურადღებას არ გაქცევს, და კასრს შენთვის მიაგორებ; ის ისევ მშვიდად
წევს. მაგრამ უეცრად, როცა ამას სულ არ მოელი და როცა ყველაზე ნაკ-
ლებად ხმაურობ, წამოჯდება, ორივე ხელს დივანს დაარტყამს და ისეთ
მტვერს აადენს, რომ მტვრის ღრუბელში აღარ ჩანს, – რაც აქ ვართ, დი-
ვანი არ გამიბერტყავს, ის ხომ სულ ზედ წევს – და ისეთ ყვირილს ატეხს,
კაცი ვერ აჯობებს, და ყვირის ასე, საათობით. სიმღერა კი აუკრძალეს მე-

217
ზობლებმა, მაგრამ ყვირილს ვერავინ უკრძალავს, ყვირის და ყვირის;
სხვათა შორის, ახლა ეს იშვიათად ხდება, მე და დელამარში ძალიან
ვფრთხილობთ. თან ეს მისთვის საზიანოა. ერთხელ გული წაუვიდა, და
მე – დელამარში წასული იყო – მეზობელი სტუდენტის მოყვანა დამჭირ-
და – მან დიდი ბოთლიდან რაღაც
სითხე შეასხურა, ამან კი უშველა, მაგრამ იმ სითხეს ისეთი აუტანელი
სუნი ჰქონდა, ახლაც იგრძნობ, თუ დივანთან ცხვირს ახლოს მიიტან.
სტუდენტი, ცხადია, ჩვენი მტერია, როგორც ყველა აქ. შენც ასი თვალი
და ასი ყური უნდა გამოისხა, არავისთან არ უნდა გააბა მასლაათი.
– მომისმინე, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – ეს ძალიან ძნელი სამ-
სახურია. კარგ ადგილზე კი გაგიწევია ჩემთვის რეკომენდაცია.
– ფიქრი ნუ გაქვს, – მიუგო რობინსონმა და თვალდახუჭულმა თავი
გადააქნია, რათა კარლის ყველა შესაძლო ეჭვი გაეფანტა, – ამ სამსა-
ხურს ისეთი უპირატესობა აქვს, როგორიც არც ერთ სხვა სამსახურს არ
ექნება. ისეთი ქალის სიახლოვეს იქნები, როგორიც ბრუნელდაა, ზოგ-
ჯერ მასთან ერთად ერთ ოთახშიც მოგიწევს ძილი, ეს კი, როგორც ალ-
ბათ შენც ხვდები, ათასგვარ სიამოვნებას გპირდება. გულუხვად გადა-
გიხდიან, ფული აქ თავზე საყრელად აქვთ; მე არაფერს მიხდიდნენ,
რადგან დელამარშის მეგობარი ვარ; ოღონდ, როცა ქალაქში გავდიოდი,
ბრუნელდა ყოველთვის მაძლევდა რაღაცას, შენ კი, როგორც ყველა მსა-
ხურს, ისე გადაგიხდიან. შენ ხომ ხარ კიდეც მსახური. რაც მთავარია, მე
ძალიან შეგიმსუბუქებ სამსახურს. პირველ ხანებში, ცხადია, არაფერს
გავაკეთებ, ხომ უნდა დავისვენო, მაგრამ როგორც კი ძალას მოვიკრებ,
შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. ბრუნელდას მომსახურებას მე გავაგ-
რძელებ – დავარცხნას, ჩაცმას – თუ დელამარში არ გააკეთებს ამას. შენი
მოვალეობა იქნება დალაგება, საყიდლებზე სიარული და სხვა მძიმე სა-
შინაო საქმეების მოგვარება.
– არა, რობინსონ, – უთხრა კარლმა, – ყოველივე ეს მე არ მხიბლავს.
– სისულელეებს თავი დაანებე, როსმან, – რობინსონმა კარლს სახე
სახესთან მიუტანა, – ხელიდან ნუ გაუშვებ ამ შესანიშნავ შესაძლებლო-

218
ბას. სად იშოვი ასე უცებ სამუშაოს? ვინ გიცნობს? ვის იცნობ? ჩვენ, ორმა
კაცმა, რომლებმაც ბევრი რამ გადავიტანეთ და დიდი გამოცდილებაც
დავაგროვეთ, რამდენი კვირა ვიარეთ კარდაკარ, მაგრამ სამუშაო ვერ ვი-
შოვეთ. ეს არც ისე ადვილია, სასოწარკვეთილებამდე ძნელია.
კარლმა თავი დაუკრა, გაუკვირდა, რა გონივრულად ლაპარაკობდა
რობინსონი. მაგრამ მის რჩევებს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა –
არ უნდა დარჩეს აქ, ამ დიდ ქალაქში უთუოდ მოიძებნება მისთვის რა-
ღაც ადგილი, მთელი ღამე – ეს კარგად იცის – ყველა სასტუმრო თუ რეს-
ტორანი გადატვირთულია, სტუმრებს კი მომსახურება სჭირდებათ, მას
ხომ უკვე აქვს რაღაც გამოცდილება. შეეცდება, ჩქარა და შეუმჩნევლად
მოეწყოს რომელიმე დაწესებულებაში. აი, მოპირდაპირე სახლში, ქვე-
მოთ, პატარა რესტორანია, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა მოისმის. მთა-
ვარ შესასვლელზე დიდი ყვითელი ფარდაა ჩამოფარებული, რომელიც
დროდადრო, ქარის დაბერვაზე, ქუჩაში გამოფრიალდება ხოლმე. სხვა
მხრივ ქუჩაში უკვე სიწყნარეა. აივნების უმეტესობა ჩაბნელებულია,
მხოლოდ მოშორებით მოჩანს აქა-იქ კიდევ სინათლე, მაგრამ საკმარი-
სია, თვალი შეაჩერო, იქ მყოფნი წამოიშლებიან და ვიდრე ისინი ოთახ-
ში გაუჩინარდებიან, ოჯახის მამა უკანასკნელად მოავლებს ქუჩას მზე-
რას და ნათურას აქრობს.
«აი, კიდეც დაღამდა», გაიფიქრა კარლმა, «თუ კიდევ დავრჩები აქ,
მათნაირი გავხდები.» და შემოტრიალდა, რომ კარზე ფარდა გადაეწია,
– რას აპირებ? – რობინსონი კარლსა და ფარდას შორის ჩადგა.
– უნდა წავიდე, – უთხრა კარლმა, – გამიშვი! გამიშვი!
– ხელს ხომ არ შეუშლი, – წამოიძახა რობინსონმა, – ეს რა მოიგონე!
– და კარლს ორივე ხელი კისერზე შემოხვია, მთელი სიმძიმით ჩამოეკი-
და ზედ, მისი ფეხები თავის ფეხებს შორის მოიქცია და წამში ძირს დას-
ცა. მაგრამ კარლმა, რომელმაც ლიფტიორებთან ურთიერთობაში რამ-
დენიმე საბრძოლო ილეთი შეისწავლა, რობინსონს ნიკაპში მუშტი ამო-
არტყა, თუმცა მსუბუქად და ფრთხილად. მან კი სწრაფად და მთელი ძა-
ლით მუცელში მუხლი უთავაზა, მერე ორივე ხელი ნიკაპზე წაივლო და

219
ისეთი ღრიალი ამოუშვა, რომ მეზობელი აივნიდან კაცმა ხელი ხელს შე-
მოჰკრა და უბრძანა: – წყნარად მანდ! – კარლი ცოტა ხანს უძრავად იწვა,
რომ რობინსონის დარტყმით გამოწვეული ტკივილი გაეყუჩებინა. მხო-
ლოდ სახე მიაბრუნა ფარდისაკენ, რომელიც მშვიდად და მძიმედ ეკიდა
ჩაბნელებული ოთახის კარზე. ჩანს, ოთახში აღარავინაა, ალბათ დელა-
მარში ბრუნელდასთან ერთად სადღაც გავიდა, და კარლი სრულიად თა-
ვისუფალია. რობინსონი კი, რომელიც ნამდვილი ყარაულის ძაღლივით
იქცეოდა, საბოლოოდ მოიშორა თავიდან.
ამ დროს შორიდან საყვირისა და დაფდაფის რიტმული ხმები გაის-
მა. ცალკეული შეძახილები მალე საყოველთაო ღრიალში გადაიზარდა.
კარლმა თავი მიაბრუნა და დაინახა, რომ უცებ ყველა აივანი ისევ გამო-
ცოცხლდა. ნელა წამოდგა, წელში ჯერ მთლად ვერ გაიმართა და მოა-
ჯირს მძიმედ მიეყუდა. ქვემოთ, ტროტუარზე, ახალგაზრდები მწყობ-
რში სამხედრო ნაბიჯით მიდიოდნენ. მაღლა აღმართულ ხელებში
ფორმის ქუდები ეჭირათ, სახეები მკვეთრად მიებრუნებინათ უკან. ქვა-
ფენილი ჯერ თავისუფალი იყო. ზოგი გრძელ ჯოხებზე დამაგრებულ
ლამპიონებს აქნევდა აქეთ-იქით, რომლებიც მოყვითალო კვამლში იყო
გახვეული. როცა მესაყვირეები და მედაფდაფეები სინათლის შუქზე გა-
მოვიდნენ, კარლი განაცვიფრა მათმა მრავალრიცხოვნებამ. სწორედ ამ
დროს უკნიდან ხმები შემოესმა; შემოტრიალდა და დაინახა დელამარ-
ში, რომელმაც მძიმე ფარდა ასწია, ოთახის სიბნელიდან კი ბრუნელდა
გამოვიდა წითელ კაბაში, მხრებზე აჟურული მოსასხამით, მუქი ჩაჩიდან
დაუვარცხნელი, მხოლოდ სახელდახელოდ აკრეფილი თმა მოუჩანდა,
რომლის ბოლოები სახეზე ჩამოშლოდა. ხელში პატარა გაშლილი მა-
რაო ეჭირა, რომლითაც არ ინიავებდა, არამედ გულში მაგრად იკრავდა.
კარლმა გვერდზე ჩაიწია, რათა წყვილისათვის ადგილი დაეთმო.
ცხადია, აქ დარჩენას ვერავინ აიძულებს, და თუ დელამარში მაინც შეეც-
დება, ბრუნელდა მაშინვე გაუშვებს, როგორც კი კარლი სთხოვს. ის ხომ
ვერ იტანს კარლს, მისმა გამოხედვამ შეაშინა კიდეც. მაგრამ როგორც კი
კარისკენ გადადგა ნაბიჯი, ბრუნელდამ ეს შეამჩნია და უთხრა: – საით

220
გაგიწევია, პატარავ? – დელამარშის მკაცრმა გამოხედვამ კარლი ად-
გილზე გააშეშა, ბრუნელდამ კი თავისკენ მიიზიდა, – არ გინდა გადახე-
დო ქვემოთ პროცესიას? – ჰკითხა და მოაჯირთან თავის წინ ჩაიყენა, –
იცი, რა ხდება აქ? – გაიგონა კარლმა ზურგს უკან მისი ხმა და უნებური
მოძრაობით შეეცადა, თავი დაეღწია მისგან, მაგრამ უშედეგოდ. ნაღ-
ვლიანად გადახედა ქუჩას, თითქოს იქ ყოფილიყოს მისი მწუხარების მი-
ზეზი.
დელამარში ჯერ ბრუნელდას უკან იდგა, გულზე გადაჯვარედინებუ-
ლი ხელებით, მერე ოთახში შეირბინა და ბრუნელდას თეატრალური ბი-
ნოკლი გამოუტანა. ქვემოთ მუსიკოსებს პროცესიის მთავარი ნაწილი
მოჰყვა. უზომოდ მაღალ კაცს მხრებზე ერთი ბატონი შემოესვა. ამ სი-
მაღლიდან მხოლოდ მისი პრიალა მელოტი თავი მოჩანდა, ზეაწეული
ცილინდრით აქეთ-იქით სალამს არიგებდა. მის გარშემო პანელები მიჰ-
ქონდათ, რომლებიც ზემოდან სრულიად თეთრად ჩანდა; ეს სცენა ისე
იყო ჩაფიქრებული, თითქოს პანელები ყოველი მხრიდან აკავებდნენ ამ
ბატონს მსვლელობის თავზე. და რაკი ყველაფერი მოძრაობაში ხდებო-
და, პანელების კედლები ხან დაიშლებოდა, ხან ისევ აეწყობოდა. ამ ბა-
ტონის ირგვლივ, მთელი ქუჩის სიგანე, თუმცა, რამდენადაც სიბნელეში
შეიძლებოდა ამის გარჩევა, მცირე მონაკვეთი, მისი მიმდევრებით იყო
სავსე, რომლებიც ტაშისცემით ალბათ მის სახელს გაიძახოდნენ. სახე-
ლი მოკლე იყო, მაგრამ საყოველთაო ხმაურისა და სიმღერის ფონზე –
გაუგებარი. რამდენიმე კაცს, რომლებიც მოხერხებულად იყვნენ განაწი-
ლებული პროცესიაში, ავტომობილის ძლიერი შუქფარები მიჰქონდა,
და ქუჩის ორივე მხარეს სახლებს მთელ სიმაღლეზე, ნელა აშუქებდნენ
პროჟექტორებით. კარლის სიმაღლეზე შუქი აღარ ჭრიდა თვალს, მაგ-
რამ დაბალი სართულების აივნებზე მდგომი ადამიანები, რომლებიც
პროჟექტორის განათებაში ხვდებოდნენ, აჩქარებით ორივე ხელს იფა-
რებდნენ თვალებზე.
დელამარშმა ბრუნელდას თხოვნით მეზობელ აივანზე იკითხა, რას
ნიშნავდა ეს მსვლელობა. კარლი დაინტერესდა, უპასუხებდნენ თუ არა,

221
ან რას უპასუხებდნენ. დელამარშმა მართლაც სამჯერ იკითხა, მაგრამ
პასუხი ვერ მიიღო. ის უკვე სახიფათოდ გადაიხარა მოაჯირზე, მეზობ-
ლებზე გაბრაზებულმა ბრუნელდამ ფეხი მსუბუქად დააბაკუნა და კარ-
ლმა მისი მუხლის შეხება იგრძნო. ბოლოს რაღაც პასუხი მაინც მოვიდა,
მაგრამ იმავე წამს იმ ხალხით სავსე აივნიდან ხმამაღალი სიცილი გაის-
მა. საპასუხოდ დელამარშმა ისე დასჭექა რაღაც, მთელ ქუჩაზე ასეთი
ხმაური რომ არ ყოფილიყო, გაკვირვებისაგან ყველა ყურებს დაცქვეტ-
და. ყოველ შემთხვევაში, ამან იმოქმედა და სიცილი მყის შეწყდა.
– ხვალ ჩვენს ოლქში მოსამართლეს ირჩევენ და ის კაცი, პროცესიას
რომ მიჰყავს, კანდიდატია, – თქვა დელამარშმა, რომელიც სრულიად
წყნარად დაუბრუნდა ბრუნელდას, – არა, – წამოიძახა მერე და ბრუნელ-
დას ალერსით ზურგზე ხელი დაარტყა, – ჩვენ საერთოდ აღარ ვიცით, რა
ხდება ქვეყანაზე.
– დელამარშ, – უპასუხა ბრუნელდამ და მეზობლების საქციელს მი-
უბრუნდა, – სიამოვნებით გადავიდოდი აქედან, ეს რომ ასე რთული არ
იყოს! სამწუხაროდ, მე ამას ვეღარ გავუძლებ, – და ხშირი და ხმამაღალი
ხვნეშით, დაბნეული, მოუსვენრად წიწკნიდა კარლის პერანგს, კარლი კი
ცდილობდა, როგორმე შეუმჩნევლად მოეშორებინა მისი კოტიტა ხელე-
ბი, რაც მოახერხა კიდეც, რადგან ბრუნელდა მას ყურადღებას არ აქცევ-
და – სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა.
მაგრამ კარლსაც მალე დაავიწყდა ბრუნელდა და ითმენდა მის მძიმე
მკლავებს მხრებზე, რადგან ქუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა ძა-
ლიან დააინტერესა. მამაკაცების პატარა ჯგუფის მითითებით, რომლე-
ბიც კანდიდატის წინ მიაბიჯებდნენ და რომელთა საუბარი, როგორც
ჩანს, მნიშვნელოვანი იყო, რაზეც მეტყველებდა ყოველი მხრიდან მათ-
კენ ყურადღებით მიბრუნებული სახეები, მსვლელობა რესტორნის წინ
შეჩერდა. ამ აქტიურ პირთაგან ერთ-ერთმა ხელი მაღლა ასწია, რი-
თაც როგორც მასას, ასევე კანდიდატს რაღაც ანიშნა. ხალხი დადუმდა,
კანდიდატმა კი, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა, წამომდგარიყო მისი
დამტარებლის მხრებიდან, მაგრამ ისევ ეცემოდა, მოკლე სიტყვა წარ-

222
მოთქვა, თან ცილინდრს ელვისებური სისწრაფით იქნევდა აქეთ-იქით.
ყოველივე ეს სრულიად გარკვევით ჩანდა, რადგან ყველა ავტომობი-
ლის შუქფარი ორატორისკენ იყო მიმართული, ასე რომ, ის განათებული
ვარსკვლავის შუაგულში იდგა.
აი, ახლა ნათლად გამოჩნდა, რა ინტერესით ადევნებდა თვალს
მთელი ქუჩა ამ მოვლენას. აივნებზე, რომლებიც კანდიდატის მიმდევ-
რებით იყო სავსე, სიმღერით მის სახელს სკანდირებდნენ და თან მხარ-
დაჭერის ნიშნად გისოსებიდან გამოყოფილ ხელებს თავგამეტებით იქ-
ნევდნენ. დანარჩენი აივნებიდან ძლიერი საპასუხო სიმღერა გაისმა,
თუმცა ეს დაპირისპირება ერთსულოვანი არ იყო, რადგან ისინი სხვა-
დასხვა კანდიდატს ემხრობოდნენ. შემდეგ აქაური კანდიდატის ყველა
მტერმა ერთობლივი სტვენა წამოიწყო, და აქა-იქ კვლავ გრამაფონებიც
აახმიანეს. ცალკეულ აივნებს შორის პოლიტიკური დისკუსიებიც გაჩაღ-
და, რასაც ღამეული საათი განსაკუთრებულ სიმძაფრესა და მღელვარე-
ბას მატებდა. უმეტესობას უკვე საღამურები ეცვა და მხოლოდ ხალათე-
ბი ჰქონდათ წამოსხმული. ქალები დიდ, მუქ შალებში გახვეულიყვნენ,
უყურადღებოდ მიტოვებულ ბავშვებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო
მეტი რაოდენობით გამოდიოდნენ ჩაბნელებული ოთახებიდან, სადაც
უკვე დასაძინებლად იწვნენ, – სახიფათო გასართობი გამოეძებნათ –
აივნის მოაჯირზე ძვრებოდნენ. აქა-იქ განსაკუთრებით ემოციური დე-
მონსტრანტები მოწინააღმდეგეებისაკენ ამოუცნობ საგნებს ისროდნენ.
ზოგი ხვდებოდა მიზანში, ნასროლი საგნების უმეტესობა კი ფილაქანზე
ეცემოდა, რასაც გაცხარებული წამოძახილები მოსდევდა. როგორც კი
მსვლელობის ლიდერებს ხმაური შეაწუხებდა, მაშინვე მესაყვირეები და
მედაფდაფეები მათგან მითითებას მიიღებდნენ, რის შემდეგაც მათი
ყურისწამღები, დაუსრულებელი საყვირი ყოველგვარ ადამიანურ ხმას
ახშობდა და სახლების სახურავებამდე აღწევდა. შემდეგ, უეცრად – და-
ჯერებაც კი ძნელია, – დაფდაფების ხმა წყდებოდა და, ჩანს, საგანგე-
ბოდ ამისათვის გაწვრთნილი ჯგუფი წამით ჩამოვარდნილ სიჩუმეში,
ქუჩას პარტიის ჰიმნით აახმიანებდა – ფარების შუქზე კარგად მოჩანდა

223
თითოეულის ფართოდ გაღებული პირი – ვიდრე ამასობაში გონს მოსუ-
ლი მოწინააღმდეგე მხარე გაათმაგებული ძალით არ მორთავდა ყვი-
რილს აივნებიდან და ფანჯრებიდან, და ქვედა პარტია, ზედაზე ხანმოკ-
ლე გამარჯვების შემდეგ, საბოლოოდ არ დადუმდებოდა.
– როგორ მოგწონს, პატარავ? – ჰკითხა კარლს ბრუნელდამ, რომე-
ლიც მის უკან აქეთ-იქით წრიალებდა, რათა ბინოკლით რაც შეიძლება,
უკეთესად დაენახა ყველაფერი. კარლმა პასუხად მხოლოდ თავი დაუკ-
რა. ამასთან, შენიშნა, რომ რობინსონი აღელვებული უამბობდა დელა-
მარშს ალბათ კარლის საქციელზე, რასაც დელამარში, ჩანს, არავითარ
მნიშვნელობას არ ანიჭებდა, და ცდილობდა, რობინსონი მარცხენა ხე-
ლით გვერდზე გაეწია, მარჯვენა კი ბრუნელდას წელზე ჰქონდა შემოხ-
ვეული, – არ გინდა ბინოკლით უყურო? – ჰკითხა ბრუნელდამ და კარლს
გულზე ხელი დაჰკრა, იმის ნიშნად, რომ სწორედ ის ჰყავდა მხედველო-
ბაში.
– ისედაც ვხედავ, – უპასუხა კარლმა.
– სინჯე მაინც, უკეთესად დაინახავ.
– კარგი მხედველობა მაქვს, ყველაფერს ვხედავ.
როცა ბრუნელდამ ბინოკლი თვალებთან მიუტანა, კარლს ეს თავა-
ზიანობად კი არ მიუღია, არამედ ხელის შეშლად, თუმცა ქალმა მხო-
ლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: – ოჰ! – მელოდიურად, მაგრამ მუქარით.
ბინოკლი კი უკვე კარლის თვალებთან იყო და ის მართლაც ვერაფერს
ხედავდა.
– ასე ვერაფერს ვხედავ, – თქვა და შეეცადა, ბინოკლი მოეშორებინა,
მაგრამ ქალს ბინოკლი მაგრად ეჭირა, კარლი კი ბრუნელდას მკერდზე
მიდებულ თავს ვერც აქეთ აბრუნებდა და ვერც – იქით.
– აი, ახლა კი დაინახავ, – უთხრა ბრუნელდამ და ბინოკლის ხრახნს
მოუჭირა.
– არა, ვერც ახლა ვხედავ, – და კარლმა გაიფიქრა, რომ თავისდა უნე-
ბურად მართლაც შეუმსუბუქა რობინსონს ტვირთი, რადგან ბრუნელდა
თავისი აუტანელი ჭირვეულობით ახლა მასზე იყრიდა ჯავრს.

224
– როდის დაინახავ, ბოლოს და ბოლოს? – ხრახნის ტრიალი გააგრძე-
ლა ბრუნელდამ, კარლს ახლა მისი მძიმე სუნთქვა სახეში სცემდა, – ახ-
ლა? – ჰკითხა კიდევ ერთხელ.
– არა, არა, არა! – დაიყვირა კარლმა, თუმცა ახლა, მართალია, ბუნ-
დოვნად, მაგრამ მაინც ხედავდა ყველაფერს. მაგრამ სწორედ ამ დროს
ბრუნელდამ დელამარშზე გადაიტანა ყურადღება და ბინოკლი სწორად
ვეღარ ეჭირა, კარლიც, მისდა შეუმჩნევლად, ახლა ბინოკლის ზემოდან
იყურებოდა ქუჩაში. მერე კი საერთოდ მოეშვა კარლს და თვითონ დაიწ-
ყო ბინოკლით ცქერა.
ქვემოთ, რესტორნიდან, მსახური გამოვიდა, რომელიც გამალებით
დარბოდა შესასვლელთან და მსვლელობის ლიდერების შეკვეთებს
იღებდა. ჩანდა, როგორ იყურებოდა ფეხის წვერებზე აწეული რესტო-
რანში და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი კოლეგა გამოეხმო. ამ მუქთი
სმა-ჭამის სამზადისი სულაც არ უშლიდა კანდიდატს ხელს ლაპარაკში.
უზარმაზარი კაცი, რომლის მხრებზეც იჯდა კანდიდატი, დროდადრო,
რამდენიმე წინადადების შემდეგ, ნელა ბრუნავდა ადგილზე, რათა ორა-
ტორის ხმას მიტინგის ყველა მონაწილემდე მიეღწია. კანდიდატი უმე-
ტესად მოკრუნჩხული იჯდა, და ცდილობდა, თავისუფალი ხელისა და
ცილინდრის მკვეთრი მოძრაობით მეტი დამაჯერებლობა მიენიჭებინა
თავისი სიტყვებისათვის. მაგრამ დროდადრო, თითქმის თანაბარი შუ-
ალედებით, როცა შთაგონება ეწვეოდა ხოლმე, წამოიმართებოდა და
ფართოდ გაშლილი ხელებით უკვე არა მხოლოდ ერთ ჯგუფს, არამედ
მთელ ხალხს მიმართავდა, მიმართავდა მაცხოვრებლებს ყველაზე მა-
ღალი სართულების ჩათვლით, თუმცა სრულიად ნათელი იყო, რომ ყვე-
ლაზე დაბალ სართულებზეც კი აღარ ესმოდათ მისი; და თუნდაც ყოფი-
ლიყო ამის შესაძლებლობა, აღარავის ჰქონდა მისი მოსმენის სურვილი,
რადგან ყოველ
ფანჯარასა და ყოველ აივანს, სულ ცოტა, ერთი საკუთარი მყვირალა
ორატორი მაინც ჰყავდა. ამასობაში რამდენიმე მიმტანმა რესტორნი-
დან ბილიარდის მაგიდისხელა ტაბლა გამოიტანა, რომელზეც მოელვა-

225
რე სავსე ბოკალები იდგა. მსვლელობის ხელმძღვანელები ორგანიზაცი-
ას უწევდნენ სასმელის დარიგებას, რაც მარშის ფორმით მიმდინარეობ-
და რესტორნის კართან. მაგრამ, თუმცა ბოკალები ტაბლაზე განუწყვეტ-
ლივ ივსებოდა, მთელ პროცესიას მაინც არ ჰყოფნიდა და ბარმენების
ორი რიგი ტაბლის მარჯვნივ და მარცხნივ ხალხში გზას იკაფავდა, რომ
სასმელი ყველასათვის მიეწოდებინა. კანდიდატმა, რა თქმა უნდა, გა-
მოსვლა შეწყვიტა და შესვენებას ძალების აღსადგენად იყენებდა. ხალ-
ხისა და პროჟექტორების შუქისაგან მოშორებით, ზორბა კაცი ნელა და-
ატარებდა თავის ტვირთს აქეთ-იქით. მხოლოდ რამდენიმე უახლოესი
თანამოსაგრე დაჰყვებოდა თან და თავაწეული ესაუბრებოდა.
– შეხედეთ ერთი ამ პატარას, – თქვა ბრუნელდამ, – ისე გაერთო სა-
ნახაობით, რომ დაავიწყდა, სად არის, – და კარლისთვის მოულოდნე-
ლად, მისი სახე ორივე ხელით თავისკენ შემოატრიალა და თვალებში
ჩახედა. თუმცა ეს მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა, რადგან კარლმა მა-
შინვე მოიშორა მისი ხელები და გაბრაზებული, რომ წამით არ აძლევენ
მოსვენებას, – თან ერთი სული ჰქონდა, გასულიყო ქუჩაში და ახლოდან
ენახა ყველაფერი, – მთელი ძალით შეეცადა, გათავისუფლებულიყო
ბრუნელდას მარწუხებისგან, თქვა:
– გამიშვით, თუ შეიძლება.
– შენ ჩვენთან დარჩები, – ქუჩისთვის თვალმოუშორებლად უთხრა
დელამარშმა და მხოლოდ ხელით გადაუკეტა გზა.
– გეყოფა, – უთხრა ბრუნელდამ და დელამარშს ხელი აქეთ გამოაწე-
ვინა, – ისედაც დარჩება, – და კიდევ უფრო მიიმწყვდია კარლი მოაჯირ-
თან. მისგან რომ თავი დააღწიოს, უნდა წაეჩხუბოს. და კიდევაც რომ მო-
ახერხოს ეს, რას მიაღწევს! მარცხნივ დელამარში უდგას, მარჯვნივ –
რობინსონი ნამდვილი ტყვეა, – გიხაროდეს, რომ არ გაგდებენ აქედან, –
უთხრა რობინსონმა, ბრუნელდას იღლიის ქვეშ ხელი გააძვრინა და
კარლს მხარზე დაარტყა.

226
– არ აგდებენ? – გაიმეორა დელამარშმა, – გაქცეულ ქურდს არ აგდე-
ბენ, მას პოლიციას გადასცემენ, თუ წყნარად არ იქნება, ეს ხვალ დი-
ლითვე მოხდება.
ამ წუთიდან კარლმა ქვემოთ მიმდინარე წარმოდგენის მიმართ ყო-
ველგვარი ინტერესი დაკარგა. მხოლოდ იძულებით გადაიხარა ოდნავ
მოაჯირზე, რადგან ბრუნელდას გამო წელში ვერ იმართებოდა. საკუთა-
რი სადარდებლით თავგზააბნეული, დაბნეული იყურებოდა ქვევით, სა-
დაც ოც-ოც კაციანი ჯგუფები რიგრიგობით მიდიოდნენ რესტორნის კარ-
თან, დაიტაცებდნენ ბოკალებს, შემოტრიალდებოდნენ, მხედრულად
ესალმებოდნენ კანდიდატს, რომელიც საკუთარი თავით იყო დაკავებუ-
ლი, წამოიძახებდნენ პარტიულ მისალმებას, ცლიდნენ ბოკალებს და
დგამდნენ ტაბლაზე ხმაურით, რაც ზემოთ არ ისმოდა, და
ადგილს უთმობდნენ ახალ, მოუთმენლად მოყაყანე ჯგუფს. ხელ-
მძღვანელების დავალებით ორკესტრი, რომელიც აქამდე რესტორანში
უკრავდა, ქუჩაში გამოვიდა, მათი დიდი ჩასაბერი ინსტრუმენტები ჩაბ-
ნელებულ ბრბოში ელავდნენ, მაგრამ მათი მუსიკა ხმაურში იკარგებო-
და. ქუჩა ახლა, ყოველ შემთხვევაში, რესტორნის მხარეს, ხალხით იყო
სავსე. მორბოდნენ ზემოდან, საიდანაც კარლი დილით მანქანით მოვი-
და, ამორბოდნენ ქვემოდან, ხიდის მხრიდან, და სახლების მობინად-
რეებიც კი ვერ უძლებდნენ ცთუნებას, პირადად ჩაბმულიყვნენ მოვლე-
ნებში, აივნებზე და ფანჯრებთან თითქმის მხოლოდ ქალები და ბავშვე-
ბიღა დარჩნენ, კაცები კი ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ სადარბაზოები-
დან. მუსიკამ და გამასპინძლებამ უკვე დასახულ მიზანს მიაღწია, – საკ-
მაო ხალხს მოეყარა თავი, ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, რომელსაც
ორი გამნათებელი ამოსდგომოდა გვერდში, ხელის მოძრაობით შეაჩე-
რა მუსიკა, ძლიერად დაუსტვინა, და მხარდამჭერებისგან მოწყობილ
დერეფანში გამოჩნდა ზორბა დამტარებელი მხრებზე შემოსმული კან-
დიდატით.
როგორც კი რესტორნის კარს მიუახლოვდნენ, კანდიდატმა, რომელ-
საც ახლა ძლიერად ანათებდა პროჟექტორების შუქი, თავისი ახალი

227
სიტყვა წამოიწყო. მაგრამ ახლა გაცილებით რთული ვითარება იყო,
ვიდრე აქამდე, – ზორბა დამტარებელს ოდნავი განძრევის საშუალებაც
კი არ ჰქონდა, რადგან მის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. უახლოესი
მხარდამჭერები, რომლებიც აქამდე ყოველგვარ ხერხს მიმართავდნენ,
რათა გაეძლიერებინათ კანდიდატის გამოსვლის ზემოქმედება, ახლა
დიდი ძალისხმევის ფასად ინარჩუნებდნენ პოზიციას მის სიახლოვეს,
ოციოდე მათგანი მთელი ძალით ჩასჭიდებოდა ზორბა დამტარებელს.
მაგრამ ეს ჯანიანი კაცი ნაბიჯსაც კი ვერ დგამდა თავის ნებაზე, მასაზე
ზემოქმედების მოხდენაზე კი, რისთვისაც გარკვეული ბრუნებით, ნაბი-
ჯის წინ წადგმით ან უკან დახევით შეიძლებოდა მიეღწია, ფიქრიც ხომ
ზედმეტი იყო. ბრბო უწესრიგოდ ქანაობდა, ადამიანები ერთმანეთზე
იწვნენ, სწორად დგომა შეუძლებელი იყო. ახალმა ნაკადმა კანდიდატის
მოწინააღმდეგეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ აქამდე დამ-
ტარებელი ახერხებდა, შეენარჩუნებინა პოზიცია რესტორნის კართან,
ახლა, თითქოს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ბრბოს დინებას
მიჰყვა, რომელიც წინ და უკან დაატარებდა; კანდიდატი განუწყვეტლივ
ლაპარაკობდა, თუმცა გაუგებარი იყო, თავის პროგრამას წარმოადგენდა
თუ შველას ითხოვდა; თუ მაყურებლებს თვალი არ ატყუებდა, კიდევ ერ-
თი კანდიდატი გამოჩნდა, ან მეტიც, რადგან აქა-იქ წამიერად აფეთქე-
ბულ სინათლეზე ბრბოს თავზე გამოჩნდებოდა ხოლმე ორატორი, ფერ-
მკრთალი სახით, რომელიც მუშტების ქნევით წარმოთქვამდა სიტყვას,
მომხრეები კი ყვირილით გამოხატავდნენ მხარდაჭერას.
– კი მაგრამ, რა ხდება აქ? – ჰკითხა დაბნეულმა კარლმა თავის გუშა-
გებს.
– როგორ აღელვებს ეს ჩვენს პატარას! – უთხრა ბრუნელდამ დელა-
მარშს და კარლს ნიკაპზე მოჰკიდა ხელი, რათა მისი თავი მიეზიდა. მაგ-
რამ კარლი არ დაემორჩილა და ქუჩაში მიმდინარე პროცესებით სრუ-
ლიად გონებაგაფანტული, ისე მკვეთრად შემობრუნდა, რომ ბრუნელ-
დამ არამც თუ გაუშვა ხელი, არამედ უკან დაიხია და თავისუფლება მის-
ცა, – უკვე საკმარისად ნახე, რაც ხდება, – უთხრა კარლის საქციელით აშ-

228
კარად გაბრაზებულმა, – შედი ოთახში, გაშალე ლოგინი და მოამზადე
ყველაფერი
ღამისათვის, – და ხელი ოთახისაკენ გაიშვირა. კარლს კარგა ხანია
უნდოდა ოთახში შესვლა და სიტყვა არ შეუბრუნებია. ამ დროს ქუჩიდან
მინის მსხვრევის ხმა მოისმა. კარლმა თავი ვერ შეიკავა და სწრაფად მი-
ირბინა მოაჯირთან, რომ კიდევ ერთხელ ცალი თვალით გადაეხედა.
მოწინააღმდეგემ წარმატებული დარტყმა მიაყენა კანდიდატს, თან გა-
დამწყვეტიც, – კანდიდატის მომხრეთა პროჟექტორები, რომელთა ძლი-
ერი განათება საშუალებას იძლეოდა, მთავარი პროცესები მაინც გაეშუ-
ქებინა, და ამრიგად, ყველაფერს მეტ-ნაკლებად ჩარჩოებში ინარჩუნებ-
და, – უკლებლივ და ერთდროულად დაიმსხვრა; კანდიდატი და მისი
დამტარებელი ახლა ქუჩის სუსტი განათების ამარა აღმოჩნდნენ, რომე-
ლიც მკვეთრი სინათლის შემდეგ სრული წყვდიადის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. ახლა მიახლოებითაც კი შეუძლებელი იყო იმის თქმა, სად იმ-
ყოფებოდა კანდიდატი, წყვდიადის მაცდუნებელი ძალა კი კიდევ უფრო
გაძლიერდა, როცა ქვემოდან, ხიდის მხრიდან, მძლავრი, მრავალხმიანი
სიმღერა გაისმა.
– განა არ გითხარი, რა უნდა გააკეთო ახლა? – თქვა ბრუნელდამ, –
იჩქარე, დაღლილი ვარ, – დასძინა მან და ხელი ასწია, რის გამოც მკერ-
დი ჩვეულებრივზე მეტად ამოებურცა. დელამარშმა, რომელსაც ხელი
ისევ შემოხვეული ჰქონდა მისთვის, აივნის კუთხისკენ წაიყვანა. რობინ-
სონი მათ მიჰყვა, რათა თავისი სადილის ნარჩენები მოეშორებინა, იქ
რომ დატოვა.
ახლა კი უნდა იხელთოს დრო, ქვემოთ ცქერის დრო არაა, ქუჩაში უკე-
თესად და უფრო ზუსტად ნახავს, რაც ხდება იქ, ვიდრე ზემოდან, – და
კარლმა ორი ნახტომით გადაკვეთა წითლად განათებული ოთახი, მაგ-
რამ კარი ჩაკეტილი დახვდა და გასაღები – გამოღებული. უნდა იპოვოს,
მაგრამ ვინ იპოვის ამ არეულობაში გასაღებს და თან იმ მოკლე, ძვირფას
დროში, რაც კარლის განკარგულებაშია! ახლა უკვე კიბეზე უნდა იყოს,
თავქუდმოგლეჯილი გარბოდეს. ის კი გასაღებს ეძებს! ეძებს ყველა უჯ-

229
რაში, სადაც კი ხელი მიუწვდება, მაგიდაზე, რომელზეც ათასგვარი ჭურ-
ჭელი, ხელსახოცები და დაწყებული საქარგავია მიყრილ-მოყრილი. მი-
ირბინა სავარძელთან, რომელზეც ძველი ტანსაცმელი იყო დახვავებუ-
ლი – ხომ შეიძლება, მათში იყოს გასაღები, მაგრამ ამაოდ, ბოლოს
მყრალ დივანს ეცა, რათა ყველა კუთხესა თუ ნაოჭში ეძებნა. შემდეგ ძებ-
ნას თავი დაანება და შუა ოთახში გაჩერდა. გასაღები ნამდვილად ბრუ-
ნელდას ექნება ქამარზე შებმული, გაიფიქრა. მას ხომ იმდენი რამ ჰკი-
დია ქამარზე, ძებნა ამაოა.
და ბრმად დასტაცა ხელი ორ დანას, კარის საგდულებს შორის გაუყა-
რა, ერთი ზევით, მეორე – ქვევით, რათა ორი ერთმანეთისაგან დაშორე-
ბული საყრდენი წერტილი ჰქონოდა. როგორც კი დააწვა, დანის პირები,
ცხადია, შუაზე გადატყდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა, ნატეხებით უფრო მო-
ხერხებულად იმუშავებს. და მთელი ძალით მოსწია, ხელები გაშალა,
ფეხები ფართოდ გადგა, თან ხვნეშით აკვირდებოდა კარს. საკეტი დიდ-
ხანს ვერ გაუძლებდა დაწოლას – კარლმა სიხარულით იგრძნო, რომ
კლიტე ემორჩილებოდა . საკეტი ხმაურით არ უნდა ამოვარდეს, თორემ
აივანზე გაიგონებენ, ნელა უნდა გაიხსნას. ამიტომ კარლი დიდი სიფ-
რთხილით მუშაობდა, მთელი გულისყურით ჩაჰკირკიტებდა საკეტს.
– ერთი შეხედეთ, – გაიგონა უცებ დელამარშის ხმა. სამივე ოთახში
იდგა, ფარდა მათ უკან უკვე გადაწეული იყო, ჩანს, კარლს გამოეპარა მა-
თი შემოსვლა. მათ დანახვაზე დანებს ხელი უშვა. მაგრამ
ახსნა-განმარტების ან მობოდიშების დრო არ იყო, რადგან კარგა
ხნის დაგროვებულმა რისხვამ ერთბაშად იფეთქა დელამარშში და
კარლს ეძგერა – მისი ხალათის გახსნილმა ქამარმა ჰაერში დაკლაკნი-
ლი ტრაექტორია შემოხაზა. ბოლო წამში კარლმა მოასწრო, თავდასხმა
აერიდებინა, შეეძლო დანა გამოეძრო კარიდან და თავდაცვისათვის გა-
მოეყენებინა, მაგრამ ამის ნაცვლად დაიხარა, შეხტა, დელამარშს ხალა-
თის განიერ საყელოში სწვდა, ასწია, და რადგან დელამარშის ხალათი
დიდი ზომისა იყო, თავზე მოხერხებულად წამოაფარა; მოულოდნელო-
ბისაგან დაბნეული დელამარში ჯერ ბრმად იქნევდა ხელებს, და მხო-

230
ლოდ ცოტა ხნის შემდეგ, მაგრამ უხერხულად, კარლს მუშტები დაუშინა
ზურგში; მან კი, სახე რომ გადაერჩინა, თავი დელამარშის მკერდში ჩარ-
გო. კარლი ითმენდა დარტყმებს, თუმცა ტკივილისაგან იკლაკნებოდა
და დარტყმები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ან კი როგორ არ
უნდა მოეთმინა, როცა წინ გამარჯვება ელოდა. ხელები თავზე შემოაჭ-
დო, ისე რომ, ცერებს პირდაპირ თვალებზე აჭერდა. ავეჯის უწესრიგო
გროვისკენ უბიძგა, თან ცდილობდა, ფეხის თითებით ხალათის ქამარი
მისთვის ფეხებზე შემოეხვია და ძირს დაეგდო.
მაგრამ რადგან მთელი მისი ძალები დელამარშის წინააღმდეგ იყო
მიმართული, მით უფრო, რომ გრძნობდა, როგორ ძლიერდებოდა თან-
დათან მისი წინააღმდეგობა და მოწინააღმდეგის ძარღვიანი სხეული
სულ უფრო და უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა, სრულებით და-
ავიწყდა, რომ დელამარშთან მარტო არ იყო. მალე გაახსენეს ეს: უცებ
მუხლები მოეკეცა, რადგან რობინსონი ყვირილით დავარდა მის უკან ია-
ტაკზე და ფეხებში მოქაჩა. კარლმა ამოიხვნეშა და დელამარშს ხელი გა-
უშვა, რომელმაც კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ბრუნელდა მთელი
თავისი კორპუსით, ფართოდ გადგმული ფეხებით, მუხლებში მოხრილი,
შუა ოთახში იდგა და გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდა ამ ხელ-
ჩართულ ბრძოლას. ღრმად სუნთქავდა, თითქოს თვითონაც მონაწილე-
ობდა ამ შეტაკებაში, თვალებს ჭუტავდა და მუშტებს ნელა იქნევდა. დე-
ლამარშმა ხალათის საყელო მკვეთრი მოძრაობით გადაიგდო თავიდან,
და ახლა, რაკი მხედველობის უნარი დაიბრუნა, უკვე ბრძოლა კი აღარ
მიმდინარეობდა, არამედ დასჯა. კარლს პერანგში ჩაავლო ხელი, ია-
ტაკს მოსწყვიტა, და – ზიზღისაგან არც კი შეუხედავს, – ისეთი ძალით
მიანარცხა რამდენიმე ნაბიჯში მდგარ კარადას, რომ პირველ წუთებში
კარლს მოეჩვენა, თითქოს ის აუტანელი ტკივილები ზურგსა და თავში,
კარადასთან მიჯახებამ რომ გამოიწვია, პირდაპირ დელამარშის მუშტე-
ბიდან მოდიოდა. თვალთ დაუბნელდა და ამ წუთიერ სიბნელეში დელა-
მარშის ხმამაღალი წამოძახილი გაიგონა: – არამზადა! – და როცა გონე-

231
ბადაკარგული კარადის გვერდით ჩაიკეცა, ყურებში გამოძახილივით ეს-
მოდა ეს სიტყვები: «აბა, დამაცადე!»
როცა გონს მოვიდა, მის ირგვლივ სრული წყვდიადი სუფევდა, ალ-
ბათ ჯერ კიდევ ღამე იყო, მხოლოდ აივნის ფარდიდან მთვარის სუსტი
შუქი აღწევდა ოთახში. სამი მძინარის წყნარი ფშვინვა ისმოდა. ყველაზე
ხმამაღლა ბრუნელდა ფშვინავდა, ძილშიც ისევე ფშვინავდა, როგორც
დღისით, ლაპარაკისას. მაგრამ ადვილი არ იყო იმის დადგენა, რომელი
მძინარე სად იმყოფებოდა, მთელ ოთახში მათი სუნთქვის შრიალი იდ-
გა. ცოტათი რომ მიიხედ-მოიხედა, გადაწყვიტა შეემოწმებინა, რა მდგო-
მარეობაში იყო და შეეშინდა, – თუმცა მთელ სხეულში აუტანელ ტკივი-
ლებს გრძნობდა, იმაზე არც კი უფიქრია, რომ შეიძლებოდა, სერიოზუ-
ლი დაზიანება ჰქონოდა მიღებული. ახლა კი თავში სიმძიმე იგრძნო,
მთელი სახე,
კისერი და გულმკერდი კი თითქოს სისხლით ჰქონდა დასველებუ-
ლი. სინათლე სჭირდება, რომ დაადგინოს, რა მდგომარეობაშია. იქნებ
ისე სცემეს, რომ დაასახიჩრეს. მაშინ დელამარში სიამოვნებით გაუშ-
ვებს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს, მაშინ ხომ აღარაფრის იმედი აღარ უნ-
და ჰქონდეს. უცებ ის ცხვირმოჭმული ყმაწვილი გაახსენდა, და ორივე ხე-
ლი სახეზე აიფარა.
უნებურად კარისკენ მიტრიალდა და ხელების ცეცებით, ოთხზე იქით
გაემართა. მალე თითები ჩექმაზე მოუხვდა, ჩექმას ფეხიც მოჰყვა. ეს რო-
ბინსონია, სხვა ვინ დაიძინებდა ჩექმებით? ალბათ უბრძანეს, კართან
გარდიგარდმო დაწოლილიყო, რათა კარლისათვის გაქცევის საშუალე-
ბა არ მიეცა. ჯერჯერობით გაქცევას არ აპირებს, მხოლოდ სინათლე
სჭირდება. რაკი კარიდან ვერ გავა, აივანზე უნდა გავიდეს.
სასადილო მაგიდა აშკარად სხვა ადგილზე იდგა. დივანი, რომელსაც
კარლი, ცხადია, ძალიან ფრთხილად მიუახლოვდა, მისდა გასაოცრად
ცარიელი იყო, ოთახის შუაგულში კი ერთმანეთზე დახვავებული ტან-
საცმლის, საბნების, ფარდების, ბალიშებისა და ნოხების მაღალ, მაგრამ
საკმაოდ მყარ გროვას გადააწყდა. ჯერ ეგონა, პატარა გროვა იყო, იმის

232
მსგავსი, დივანზე რომ ნახა საღამოს, და ალბათ იატაკზე გადმოგორ-
დაო, მაგრამ ცოცვა რომ გააგრძელა, მისდა გასაკვირად მიხვდა, რომ აქ
ამგვარი ნივთების თითქმის მთელი მთა წამომართულიყო, რომლებიც
ეტყობა, სკივრიდან ამოულაგებიათ, სადაც ისინი დღისით ინახება. ცოც-
ვით შემოუარა გროვას და მალე აღმოაჩინა, რომ ყველაფერი ეს ერ-
თგვარ მოსასვენებელს წარმოადგენდა, რომლის თავზეც, როგორც
ფრთხილი მოსინჯვის შედეგად დაასკვნა, დელამარში და ბრუნელდა
განისვენებდნენ.
ახლა იცის, ვის სად სძინავს და სასწრაფოდ აივნისაკენ აიღო გეზი.
სულ სხვა სამყარო იყო იქ, ფარდის მიღმა, სადაც კარლი საჩქაროდ წა-
მოდგა ფეხზე. ღამის სიგრილეში, სავსე მთვარის შუქზე, აივანზე რამ-
დენჯერმე გაიარ-გამოიარა. ქუჩაში გადაიხედა, იქ სიჩუმე იყო, რესტორ-
ნიდან ჯერ კიდევ ისმოდა მუსიკის ხმა, მაგრამ უკვე დახშულად. კარის
წინ კაცი ტროტუარს გვიდა, ქუჩაში, სადაც საღამოს საყოველთაო ყურის-
წამღებ ყაყანში შეუძლებელი იყო კანდიდატის წამოძახილების გარჩე-
ვა, ახლა გარკვევით ისმოდა ქვაფენილზე ცოცხის ფხაკუნი.
მეზობელ აივანზე მაგიდამ გაიჭრიალა. იქ ვიღაც იჯდა და მეცადინე-
ობდა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, პატარა სამკუთხა წვერით, რომელზეც
კითხვისას განუწყვეტლივ ხელს ისვამდა, თან ტუჩებს სწრაფად ამოძრა-
ვებდა. იჯდა პატარა, წიგნებით სავსე მაგიდასთან, სახე კარლისაკენ
ჰქონდა მიბრუნებული, კედლიდან მოხსნილი ნათურა, რომელიც ორ
დიდ წიგნს შორის ჩაემაგრებინა, კაშკაშა შუქს ჰფენდა.
– საღამო მშვიდობისა, – მიესალმა კარლი, რადგან მოეჩვენა, თით-
ქოს ახალგაზრდამ მისკენ გამოიხედა.
მაგრამ, როგორც ჩანს, შეცდა, რადგან ყმაწვილს ის აქამდე არც შეუმ-
ჩნევია, ახლა კი თვალები ხელით მოიჩრდილა, რათა დაენახა, ვინ მი-
ესალმა, და რადგან მაინც ვერაფერი დაინახა, ნათურა ზევით ასწია, რა-
თა მეზობელი აივანი გაენათებინა.
– საღამო მშვიდობისა, – მიესალმა ისიც, წამით დაჟინებით მიაშტერ-
და, შემდეგ კი დასძინა: – და მერე?

233
– ხელს ხომ არ გიშლით? – ჰკითხა კარლმა.
– ცხადია, ცხადია, – გამოეპასუხა ახალგაზრდა და ნათურა ადგილზე
დააბრუნა.
ამ სიტყვებით მან, კაცმა რომ თქვას, წერტილი დაუსვა გაბაასებას,
მაგრამ კარლი მაინც არ მოშორდა აივნის იმ კუთხეს, საიდანაც ახლოს
იყო ახალგაზრდასთან. ჩუმად უცქერდა, როგორ კითხულობდა ყმაწვი-
ლი, ფურცლავდა წიგნებს, დროდადრო სწრაფად დასწვდებოდა სხვა
წიგნს, რაღაცას მოძებნიდა და რვეულში ინიშნავდა, რისთვისაც სახე სა-
ოცრად ახლოს მიჰქონდა რვეულთან.
იქნებ ეს ახალგაზრდა სტუდენტია? ყველაფერი იმაზე მეტყველებს,
რომ მეცადინეობს. სწორედ ასე იჯდა კარლი – რამდენი ხანი გავიდა მას
შემდეგ – სახლში მაგიდასთან მშობლებთან ერთად და გაკვეთილებს
ამზადებდა, მამა გაზეთებს კითხულობდა ან რომელიღაც გაერთიანე-
ბის საბუღალტრო საქმეებს აგვარებდა, ან კორესპონდენციას აწარმოებ-
და; დედა ხელსაქმით იყო დაკავებული, ნემსი და ძაფი ქსოვილიდან
მაღლა ეჭირა. მამა რომ არ შეეწუხებინა, კარლს მხოლოდ რვეული და
საწერი მოწყობილობა ედო მაგიდაზე, საჭირო წიგნები კი მარჯვნივ და
მარცხნივ სავარძელში ჰქონდა ჩაწყობილი. რა სიმყუდროვე იყო იქ! რა
იშვიათად შემოდიოდნენ უცხო ადამიანები იმ ოთახში! კარლს პატა-
რაობიდანვე უყვარდა ცქერა, როგორ კეტავდა დედა საღამოობით კარს
გასაღებით. რას წარმოიდგენდა მაშინ, თუ კარლი იქამდე მივიდოდა,
რომ შეეცდებოდა, დანით გაეტეხა ვიღაცის კარი.
და რა აზრი ჰქონდა მთელ მის სწავლა-განათლებას! ყველაფერი და-
ავიწყდა; კიდევაც რომ მიეცეს აქ სწავლის გაგრძელების საშუალება, ძა-
ლიან გაუჭირდება. მოაგონდა, რომ ერთხელ სახლში ერთი თვე ავად
იყო; რა ძალისხმევა დასჭირდა გაცდენილის ანაზღაურებას! ახლა კი
რამდენი ხანია, ინგლისური კომერციული კორესპონდენციის სახელ-
მძღვანელოს გარდა არაფერი წაუკითხავს.
– ახალგაზრდა, – გაიგონა უცებ კარლმა, – არ შეგიძლიათ სადმე
სხვაგან დადგეთ? თქვენი დაჟინებული ცქერა საშინლად მიშლის ხელს.

234
ნუთუ არ შეიძლება, ღამის ორ საათზე ადამიანმა მშვიდად იმუშაოს აი-
ვანზე? გნებავთ რაიმე ჩემგან?
– თქვენ სწავლობთ? – ჰკითხა კარლმა.
– დიახ, დიახ, – უპასუხა კაცმა და მეცადინეობისათვის დაკარგული
ეს წუთები წიგნების გადასალაგებლად გამოიყენა.
– მაშინ აღარ შეგიშლით ხელს, – უთხრა კარლმა, – უკვე ოთახში შევ-
დივარ. ღამე მშვიდობისა.
კაცმა არც კი უპასუხა, ამ ხელისშემშლელი გარემოების თავიდან მო-
შორების შემდეგ დაუყოვნებლივ მიუბრუნდა მეცადინეობას და შუბ-
ლით მძიმედ დაეყრდნო მარჯვენა ხელს.
ვიდრე ფარდას გადასწევდა, კარლს უცებ გაახსენდა, რისთვის გამო-
ვიდა აივანზე. ჯერ ხომ არ იცოდა, რა მდგომარეობაში იყო. რატომ
გრძნობდა თავზე ასეთ სიმძიმეს? ხელი თავზე მოიკიდა და გაკვირვებუ-
ლი დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ სისხლმდენი ჭრილობა კი არ ჰქონდა,
როგორც ეს ბნელ ოთახში შეშინებულს მოეჩვენა, ეს იყო ჯერ კიდევ სვე-
ლი, ჩალმისებური სახვევი. აქა-იქ ჩამოკიდებული მაქმანის ნარჩენების
მიხედვით დაასკვნა, რომ ეს ბრუნელდას ძველი პერანგის ნაგლეჯი იყო,
რომელიც რობინსონს დაუდევრად შემოეხვია მისთვის თავზე, ოღონდ
გაწურვა დავიწყებია და ვიდრე კარლი უგონოდ იწვა, წყალს სახე და პე-
რანგი დაესველებინა, რამაც ასე შეაშინა.
– თქვენ რა, ისევ მანდ ხართ? – ჰკითხა ახალგაზრდამ და გამოხედა.
– ახლა უკვე ნამდვილად მივდივარ, – უპასუხა კარლმა, – აქ მხოლოდ
რაღაც მინდოდა მენახა, ოთახში საშინლად ბნელა.
– კი მაგრამ, ვინ ხართ? – ჰკითხა ახალგაზრდამ, კალმისტარი გადაშ-
ლილ წიგნში ჩადო და მოაჯირს მიუახლოვდა, – რა გქვიათ? როგორ მოხ-
ვდით ამ ადამიანებთან? დიდი ხანია, რაც აქ ხართ? და რა უნდა გენა-
ხათ? მოატრიალეთ ნათურა, რომ დაგინახოთ.
კარლი ასეც მოიქცა, მაგრამ ვიდრე უპასუხებდა, ფარდა კარგად ჩა-
მოაფარა კარზე, რათა შიგნით არაფერი გაეგონათ, – მაპატიეთ, – უთხრა

235
მერე ჩურჩულით, – ასე ხმადაბლა რომ გელაპარაკებით. შიგნით თუ გა-
იგონებენ, ისევ აურზაური ატყდება.
– ისევ? – ჰკითხა ახალგაზრდამ.
– დიახ, აი, ამ საღამოს მაგრად წავეჩხუბე მათ და ეტყობა, გვარიანი
კოპიც დამაჯდა, – და კარლმა კეფა ხელით მოისინჯა.
– რაზე წაეჩხუბეთ? – ჰკითხა ახალგაზრდამ, და რადგან კარლმა მა-
შინვე არ უპასუხა, დასძინა: – შეგიძლიათ მშვიდად გამანდოთ ყველაფე-
რი, რაც ამ ბატონების წინააღმდეგ გაქვთ გულში. მე ისინი სამივე
მძულს, განსაკუთრებით კი ის თქვენი მადამი. მართალი გითხრათ, გა-
მიკვირდება, თუ უკვე არ განგაწყვეს ჩემ წინააღმდეგ. მე იოზეფ მენდე-
ლი ვარ, სტუდენტი.
– დიახ, – უპასუხა კარლმა, – თქვენზე კი მიამბეს უკვე, მაგრამ არაფე-
რი ცუდი. თქვენ ერთხელ მგონი ფრაუ ბრუნელდასათვის გიმკურნალი-
ათ, ასე არ არის?
– დიახ, ასეა, – უპასუხა სტუდენტმა და გაეცინა, – დივანი ისევ ყარს?
– ო, საშინლად.
– ფრიად მოხარული ვარ, – უთხრა სტუდენტმა და ხელი თმაზე გა-
დაისვა, – და ეგ კოპები რისთვის დაიმსახურეთ?
– წავიჩხუბეთ, – უთხრა კარლმა და თან დაფიქრდა, როგორ აეხსნა
ყველაფერი სტუდენტისათვის. შემდეგ ფიქრიდან გამოერკვა და ჰკით-
ხა: – ხელს არ გიშლით?
– ჯერ ერთი, – უპასუხა სტუდენტმა, – უკვე შემიშალეთ ხელი და, სამ-
წუხაროდ, მე ძალზე ნერვიული ვარ, დასამშვიდებლად კი დრო მჭირდე-
ბა. მას მერე, რაც თქვენ აივანზე აქეთ-იქით სიარული დაიწყეთ, ვეღარ
ვმეცადინეობ. მეორეც, სამ საათზე ყოველთვის ვისვენებ. ასე რომ, მიამ-
ბეთ მშვიდად. ეს ჩემთვისაც საინტერესოა.
– ყველაფერი მარტივადაა, – დაიწყო კარლმა, – დელამარშს უნდა,
მისი მსახური გავხდე. მე კი არ მინდა. ამ საღამოსვე სიამოვნებით წავი-
დოდი. მაგრამ დელმარშმა არ გამიშვა, კარი ჩაკეტა, მე კარის გატეხა და-
ვაპირე, და აი, ამაზე წავიჩხუბეთ. ჩემდა საუბედუროდ, ისევ აქ ვარ.

236
– გაქვთ რაიმე სხვა ადგილი? – ჰკითხა სტუდენტმა.
– არა, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ოღო-
ნდ კი აქედან წავიდე.
– მომისმინეთ, – უთხრა სტუდენტმა, – ამას არ აქვს თქვენთვის მნიშ-
ვნელობა? – ცოტა ხანს ორივე გაჩუმდა, – რატომ არ გინდათ ამ ხალხთან
დარჩენა? – ჰკითხა მერე.
– დელამარში ცუდი ადამიანია, – უთხრა კარლმა, – კარგა ხანია, მას
ვიცნობ. ერთხელ მთელი დღე ვიარე მასთან ერთად და მოხარული ვი-
ყავი, როცა დავშორდი. და ახლა მისი მსახური უნდა გავხდე?
– ყველა მსახური რომ თქვენსავით წუნია იყოს ბატონების არჩევი-
სას! – უთხრა სტუდენტმა და თითქოს ჩაიცინა, – იცით, მე დღისით გამ-
ყიდველი ვარ, ყველაზე უმცროსი გამყიდველი, უფრო სწორად, ხელზე
მოსამსახურე მონტლის უნივერმაღში. ეს მონტლი, ეჭვი არ მეპარება,
ნამდვილი თაღლითია, მაგრამ ეს სრულებითაც არ მაღელვებს. მხო-
ლოდ ის მაცოფებს, რომ გროშებს მიხდიან. ასე რომ, შეგიძლიათ მომბა-
ძოთ.
– როგორ? – გაიკვირვა კარლმა, – დღისით გამყიდველი ხართ და ღა-
მით სწავლობთ?
– დიახ, – უპასუხა სტუდენტმა, – სხვა გზა არ მაქვს. უკვე ყველაფერი
ვცადე, რაც კი შესაძლებელი იყო, მაგრამ ცხოვრების ეს წესი საუკეთე-
სოა. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ სტუდენტი ვიყავი, დღისით და ღა-
მით, და იცით, კინაღამ შიმშილით მოვკვდი, ბინძურ, ძველ სოროში მე-
ძინა და მაშინდელი კოსტიუმით აუდიტორიაში შესვლას ვერ ვბედავდი.
მაგრამ ეს წარსულს ჩაჰბარდა.
– კი მაგრამ, ძილი? როდისღა გძინავთ? – ჰკითხა კარლმა და გაკვირ-
ვებით შეხედა სტუდენტს.
– ძილი? – უპასუხა სტუდენტმა, – ძილი მერე, სწავლა-განათლებას
რომ დავამთავრებ. ჯერჯერობით კი შავ ყავას ვსვამ, – მიტრიალდა, მა-
გიდის ქვემოდან დიდი ბოთლი გამოიღო, დაისხა ფინჯანში შავი ყავა

237
და ისე გადაკრა, როგორც წამალს გადაყლაპავენ ხოლმე სწრაფად, რომ,
რაც შეიძლება, ნაკლებად იგრძნონ გემო.
– შესანიშნავი რამაა შავი ყავა, – თქვა სტუდენტმა, – სამწუხაროა,
რომ შორს ხართ და ვერ მოგაწოდებთ.
– მე შავი ყავა არ მიყვარს, – უთხრა კარლმა.
– არც მე, – უპასუხა სტუდენტმა და გაიცინა, – მაგრამ რა მეშველებო-
და უამისოდ. შავი ყავა რომ არა, მონტლი ერთი წუთითაც არ გამაჩერებ-
და. სულ მონტლი მაკერია პირზე, თუმცა მას წარმოდგენაც არ აქვს ჩემი
არსებობის შესახებ. ზუსტად ვერ გეტყვი, როგორ გავძლებდი სამუშა-
ოზე, იქ რომ ზუსტად ასეთი ბოთლი არ მქონდეს მომარაგებული. აქამ-
დე არასოდეს გამიბედავს ყავის სმა შემეწყვიტა; მერწმუნეთ, უმისოდ მა-
შინვე დამეძინებოდა ჩემს სამუშაო ადგილზე. სამწუხაროდ, ეს შეამჩნი-
ეს და «შავი ყავა» შემარქვეს. ეს სულელური ხუმრობაა, მაგრამ, ცხადია,
ჩემი კარიერისათვის საზიანოა.
– და როდის დაამთავრებთ სწავლას? – ჰკითხა კარლმა.
– საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ, – უპასუხა სტუდენტმა და თავი და-
ხარა. მერე მოაჯირს მოშორდა და კვლავ მაგიდას მიუჯდა, იდაყვებით
გადაშლილ წიგნს დაეყრდნო, ხელები თმაში შეიყო და თქვა: – შესაძ-
ლოა, კიდევ ერთი-ორი წელი დამჭირდეს.
– მეც ვაპირებდი სწავლას, – თქვა კარლმა, თითქოს ეს გარემოება მე-
ტი ნდობის უფლებას ანიჭებდა მას, ვიდრე აწ დადუმებულმა სტუდენ-
ტმა გამოიჩინა მის მიმართ.
– ჰო, – კარლი ვერ მიხვდა, ისევ თავის წიგნს მიუბრუნდა სტუდენტი
თუ დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, – გიხაროდეთ, რომ სწავლაზე ხე-
ლი აიღეთ. მე, მართალი გითხრათ, რამდენიმე წელია, სწავლა უბრა-
ლოდ ჩვეულებად მექცა. მისგან ვერავითარ კმაყოფილებას ვერ ვიღებ
და არც მომავლის რაიმე პერსპექტივა ჩანს. ანკი რა პერსპექტივაზე შე-
იძლება ლაპარაკი! ამერიკა ხომ სავსეა თაღლითი დოქტორებით.

238
– მე ინჟინერი მინდოდა გამოვსულიყავი, – ნაჩქარევად ჩაილაპარაკა
კარლმა, თუმცა სტუდენტი თითქოს უკვე არავითარ ყურადღებას აღარ
აქცევდა.
– და ახლა ამ ხალხს უნდა ემსახუროთ, – თქვა სტუდენტმა და წამით
თავი ასწია, – ეს, ცხადია, გულს გტკენთ.
სტუდენტის ეს დასკვნა, მართალია, სრულად ვერ ასახავდა სიმარ-
თლეს, მაგრამ კარლმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ამიტომ
ჰკითხა: – ჩემთვისაც ხომ არ მოიძებნება რაიმე ადგილი მაგ უნივერმაღ-
ში?
ამ შეკითხვამ სტუდენტი მთლიანად მოსწყვიტა თავის წიგნს; მას აზ-
რადაც არ მოსვლია, რომ შეიძლებოდა კარლს ადგილის მოძებნაში
დახმარებოდა, – სცადეთ, – უთხრა მან, – ან, უმჯობესია, არც შეეცადოთ.
მონტლისთან რომ სამუშაო ვიშოვე, ეს ჩემი ცხოვრების ჯერჯერობით
უდიდესი წარმატებაა. არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს სწავლასა და
სამუშაოს შორის, ცხადია, სამუშაოს ავირჩევდი. რაც შემიძლია ვცდი-
ლობ, ასეთი არჩევანის აუცილებლობა არ დადგეს.
– ასე ძნელია იქ ადგილის მოპოვება? – უფრო თავისთვის ჩაილაპა-
რაკა კარლმა.
– აბა რა გეგონათ, – უპასუხა სტუდენტმა, – აქ ბევრად იოლია ოლქის
მოსამართლე გახდე, ვიდრე შვეიცარი მონტლისთან.
კარლი გაჩუმდა. ამ სტუდენტმა, რომელიც მასზე გაცილებით გამოც-
დილი იყო და დელამარში კარლისათვის ჯერ უცნობ მიზეზთა გამო
სძულდა, თვით კარლს კი არაფერს ცუდს არ უსურვებდა, – ვერც ერთი
სიტყვა ვერ იპოვა, რომელიც წააქეზებდა მას, დაეტოვებინა დელამარ-
ში. გარდა ამისა, მან ხომ არაფერი იცის ჯერ იმ საფრთხეზე, პოლიციის
მხრიდან რომ ემუქრება კარლს, და რომლისგანაც ის ასე თუ ისე დელა-
მარშმა გადაარჩინა.
– ხომ ნახეთ ამ საღამოს დემონსტრაცია, ქვემოთ რომ მიმდინარე-
ობდა? ხომ ასეა? ვინც საქმეში არაა ჩახედული, იფიქრებს, რომ ამ კან-

239
დიდატს, გვარად ლობტერს, რაღაც შანსი აქვს, ან, ყოველ შემთხვევაში,
ანგარიშგასაწევი კონკურენტია, არა?
– პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, – უპასუხა კარლმა.
– ეს დიდი შეცდომაა, – უთხრა სტუდენტმა, – მაგრამ, ამას რომ თავი
დავანებოთ, თვალი და ყური ხომ გაქვთ. ამ კაცს, უეჭველია, თავისი
მტერ-მოყვარე ეყოლება. ეს ხომ გასაგებია თქვენთვის. ახლა კი იფიქ-
რეთ, ამ კაცს, ჩემი აზრით, მცირე შანსიც კი არ აქვს, რომ აირჩიონ. მე
შემთხვევით ყველაფერი ვიცი
მის შესახებ. აქ, მეზობლად, ერთი კაცი ცხოვრობს, რომელიც მას იც-
ნობს. ის არ არის უნიჭო კაცი და თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა
და პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით, სწორედ შესაფერისი
მოსამართლე იქნებოდა ამ ოლქისათვის. მაგრამ არავის ფიქრადაც კი
არ მოუვა მისი არჩევა. ის ჩაფლავდება, ორიოდ დოლარს, რაც კი გააჩ-
ნია, საარჩევნო კამპანიაში ჩაყრის, და ყველაფერი ამით დამთავრდება.
კარლი და სტუდენტი ერთხანს მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმა-
ნეთს. სტუდენტმა ღიმილით დაუკრა თავი და დაღლილი თვალები ხე-
ლით მოისრისა.
– მაშ ასე, არ მიდიხართ ჯერ დასაძინებლად? – ჰკითხა შემდეგ, – მე
მეცადინეობა უნდა გავაგრძელო. ხედავთ რამდენი მაქვს კიდევ დასამუ-
შავებელი? – და სწრაფად გადაფურცლა ნახევარი წიგნი, რათა კარლი-
სათვის წარმოდგენა შეექმნა იმ სამუშაოზე, რომელიც კიდევ ელოდა.
– მაშ, ღამე ნებისა, – უთხრა კარლმა და თავი დაუკრა.
– შემოიარეთ ერთხელ როგორმე ჩვენთან, – უთხრა სტუდენტმა, რო-
მელიც კვლავ მიუჯდა მაგიდას, – ცხადია, თუ სურვილი გექნებათ. აქ ყო-
ველთვის დიდი საზოგადოება დაგხვდებათ. საღამოს ცხრიდან ათ სა-
ათამდე მეც მექნება თქვენთვის დრო.
– ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ დელამარშთან დავრჩე? – ჰკითხა
კარლმა.
– აუცილებლად, – უპასუხა სტუდენტმა და მაშინვე წიგნებში ჩარგო
თავი. კარლს მოეჩვენა, თითქოს ეს სიტყვა სტუდენტს არ უთქვამს, არა-

240
მედ უფრო დაბალმა ხმამ წარმოთქვა, რომელიც მას ჯერ კიდევ ესმოდა
ყურში. ნელა მივიდა ფარდასთან, კიდევ ერთხელ გადახედა სტუდენტს,
რომელიც ახლა უძრავად იჯდა, როგორც წყვდიადით გარემოცული ნა-
თელი წერტილი. და ოთახში შევიდა. იქ სამი მძინარის ქშენა შეეგება.
ხელის ცეცებით გაჰყვა კედელს, მოძებნა დივანი და ისე მშვიდად გაიშა-
ლა ზედ, თითქოს ეს მისი ჩვეული მოსასვენებელი ყოფილიყოს. რაკი
სტუდენტმა, რომელიც კარგად იცნობს დელამარშს და აქაურ გარემო-
ებას, და გარდა ამისა, განათლებულიცაა, აქ დარჩენა ურჩია, დროებით
ყოველგვარი ეჭვი თავიდან მოიშორა. სტუდენტივით მაღალი მიზნები
არ ამოძრავებს, ვინ იცის, იქნებ ვერც სახლში მოეხერხებინა სწავლის
ბოლომდე მიყვანა, და თუ ეს სახლშიც კი საეჭვო იყო, ვერავინ მოით-
ხოვს მისგან, რომ აქ, უცხოეთში მოახერხოს. ისეთი ადგილის პოვნის
იმედი კი, სადაც რაღაცას მიაღწევს და სადაც ჯეროვნად დააფასებენ მის
მონდომებას, აქ მეტია, თუ დათანხმდება, დროებით ემსახუროს დელა-
მარშს და წყნარად დაელოდება ხელსაყრელ შემთხვევას. ამ ქუჩაზე ბევ-
რი საშუალო და უფრო დაბალი რანგის კანტორა უნდა იყოს, რომლებიც
პერსონალის არჩევაში ალბათ მეტისმეტად მომთხოვნები არ იქნებიან.
საქმე საქმეზე თუ მიდგება, სიამოვნებით იმუშავებს რომელიმე კანტო-
რის შიკრიკად, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისაა გამორიცხული,
წმინდა საკანტორო სამუშაოზე მიიღონ და ერთხელაც, კანტორის მუშა-
კის რანგში, საწერ მაგიდას მიუჯდეს და დროდადრო, ღია ფანჯარაში,
ისე უდარდელად გაიხედოს, როგორც ის მოხელე,
დელამარშთან ერთად რომ ნახა ამ დილით ეზოში. თვალები დახუჭა
და თავში დამამშვიდებელმა აზრმა გაუელვა, რომ ჯერ ახალგაზრდაა
და დელამარში როდესღაც გაუშვებს; მართლაცდა, რამდენ ხანს გას-
ტანს ეს სამთა ერთობა? თუ რომელიმე კანტორაში მოახერხებს ადგი-
ლის შოვნას, მხოლოდ სამუშაოზე იფიქრებს და სტუდენტივით არ გა-
ფანტავს ძალებს. თუ საჭირო გახდება, ღამითაც იმუშავებს კანტორაში,
რასაც პირველ ხანებში მოსთხოვენ კიდეც კომერციული გამოცდილების
უქონლობის გამო. მხოლოდ იმ საქმის ინტერესებზე იფიქრებს, რომელ-

241
საც უნდა ემსახუროს, და არანაირი სამუშაოს შესრულებაზე არ იტყვის
უარს, არც ისეთზე, რასაც სხვა მოხელეები ღირსების შელახვად მიიჩნე-
ვენ. ასეთი კეთილშობილი აზრები უტრიალებდა თავში, თითქოს მისი
მომავალი შეფი დივანთან იდგა და მის აზრებს კითხულობდა.
ამ ფიქრებში ჩაეძინა, და მხოლოდ ერთხელ, ჯერ კიდევ ძილ-ღვი-
ძილში, ბრუნელდას ძლიერი ხვნეშა ჩაესმა, რომელსაც, ჩანს, ცუდი სიზ-
მრები ტანჯავდა და საწოლში აქეთ-იქით ტრიალებდა.

ოკლაჰომის საზაფხულო თეატრი

ქუჩის კუთხეში კარლმა აფიშა დაინახა, რომელზეც შემდეგი წარწე-


რა ამოიკითხა: «კლეიტონის იპოდრომზე დღეს, დილის ექვსი საათიდან
შუაღამემდე, ვკრებთ დასს ოკლაჰომის თეატრისათვის! ოკლაჰომის დი-
დი თეატრი გიხმობთ! გიხმობთ მხოლოდ დღეს, მხოლოდ ერთხელ!
ვინც ახლა ამ შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, გაუშვებს მას სამუ-
დამოდ! ვინც თავის მომავალზე ფიქრობს, ჩვენი მეგობარია! გიწვევთ
ყველას! ვისაც სურს, ხელოვანი გახდეს, მოგვაკითხოს! ჩვენი თეატრი
ყველას დაასაქმებს, ყველას მიუჩენს ადგილს! ვინც ჩვენ სასარგებლოდ
მიიღებს გადაწყვეტილებას, ახლავე ვულოცავთ ამ წარმატებულ არჩე-
ვანს! ოღონდ იჩქარეთ, რათა შუაღამემდე მოასწროთ ჩაწერა! თორმეტ
საათზე ყველაფერი დაიკეტება და აღარასოდეს აღარ გაიღება! ვაი მას,
ვინც არ დაგვიჯერებს! მაშ გავწიოთ კლეიტონისაკენ!»
აფიშის წინ ბევრი ხალხი კი ირეოდა, მაგრამ აღფრთოვანება არავის
ეტყობოდა. აფიშა ხომ იმდენია, მათი აღარავის სჯერა. ეს აფიშა კი კი-
დევ უფრო დაუჯერებელი იყო, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი აფიშები.
უპირველეს ყოვლისა, ერთი დიდი ხარვეზი ჰქონდა – ანაზღაურებაზე
ერთი სიტყვაც არ ეწერა. ის რომ ოდნავ მაინც მისაღები ყოფილიყო,
აფიშაზე აუცილებლად მიუთითებდნენ; ასეთი მნიშვნელოვანი სატყუა-
რა არ დაავიწყდებოდათ. არტისტობაზე არავინ დებდა თავს, თუმცა

242
გარკვეული გასამრჯელოს მიღება თავისი შრომის ფასად ყველას აინ-
ტერესებდა.
კარლისათვის ამ აფიშაზე ერთი რამ იყო ყველაზე სახარბიელო.
«გიწვევთ ყველას», – ყველას, ესე იგი, კარლსაც. ყველაფერი, რაც აქამ-
დე გაუკეთებია, დავიწყებას მიეცემა, ვეღარავინ უსაყვედურებს ამის გა-
მო. შეუძლია მოეწყოს ისეთ სამუშაოზე, რომლის გამოც გაწითლება არ
მოუწევს, უფრო მეტიც, რომელზეც საჯაროდ ეპატიჟებიან! და ასევე სა-
ჯაროდ ჰპირდებიან, რომ მასაც მიიღებენ. მეტს არაფერს მოითხოვს,
სურს, ბოლოს და ბოლოს, რიგიანი კარიერა დაიწყოს, და აქ, როგორც
ჩანს, ასეთი შემთხვევა გამოჩნდა. თუნდაც სიცრუე იყოს ის ბრტყელ-
ბრტყელი დაპირებები, თუნდაც ოკლაჰომის დიდი თეატრი პატარა მო-
ხეტიალე ცირკი გამოდგეს, – ისიც საკმარისია, რომ იქ სამუშაოს მიი-
ღებს. კარლს აფიშა მეორედ აღარ წაუკითხავს, მაგრამ კიდევ ერთხელ
მოძებნა წინადადება «გიხმობთ ყველას». ჯერ იფიქრა, ფეხით ხომ არ
წავიდე კლეიტონშიო, მაგრამ გზას სამი საათი მაინც დასჭირდება და
ალბათ სწორედ იმ დროს ჩააღწევს, როცა ეტყვიან, ყველა ვაკანტური
ადგილი უკვე დაკავებულიაო. აფიშის მიხედვით, სამუშაოზე მისაღებთა
რიცხვი კი განუსაზღვრელია, მაგრამ სამუშაოს ამგვარ შემოთავაზებებს
ყოველთვის ასე ადგენენ ხოლმე. კარლმა დაასკვნა, რომ ან ახლავე უარი
უნდა თქვას შემოთავაზებაზე, ან გაემგზავროს. ფული გადათვალა – ამ
მოგზაურობის გარდა, რვა დღის სამყოფი თუ იქნებოდა. ხურდა ფული
ხელის გულზე შეათამაშა. ერთმა ბატონმა, რომელიც მას აკვირდებოდა,
მხარზე ხელი დაარტყა და უთხრა: – ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ
კლეიტონისაკენ.
კარლმა უხმოდ დაუკრა თავი და ანგარიში გააგრძელა. მაგრამ მალე-
ვე მიიღო გადაწყვეტილება,
მგზავრობისათვის საჭირო თანხა ცალკე ჩაიდო და მეტროსაკენ გა-
იქცა. როცა კლეიტონში გადმოვიდა, მაშინვე დაფდაფებისა და ბუკის
ხმა შეეგება. საშინელი ხმაური იყო, ბუკები ხმაშეუწყობლად უბერავ-
დნენ, ერთმანეთს ყურს არ უგდებდნენ. მაგრამ კარლს ეს არ აღელვებ-

243
და, პირიქით, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ოკლაჰომის თეატრი მარ-
თლაც დიდი იყო. მაგრამ სადგურის შენობიდან რომ გამოვიდა, მის
თვალწინ გადაშლილმა სურათმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,
და ვერ გაეგო, როგორ შეეძლო დაწესებულებას ამხელა ხარჯების გაღე-
ბა მხოლოდ დასის შესაგროვებლად. იპოდრომის შესასვლელთან გრძე-
ლი, დაბალი პოდიუმი დაეგოთ, რომელზეც ანგელოზებივით თეთრად
შემოსილი ასობით ქალი, ზურგზე ფრთებით, გრძელი, მოოქრული ბუ-
კებით უხმობდა. მაგრამ ისინი უშუალოდ პოდიუმზე როდი იდგნენ: ყო-
ველი მათგანი კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც არ ჩანდა, რადგან ანგე-
ლოზების გრძელი, ფრიალა სამოსელი მთლიანად ფარავდა მათ. და
რადგან პოსტამენტები ძალზე მაღალი, ორ მეტრამდე სიმაღლისა იყო,
ქალების ფიგურები უზარმაზარი ჩანდა, მხოლოდ პატარა თავები ამცი-
რებდა სიდიდის ამ შთაბეჭდილებას, და მათი ჩამოშლილი თმაც მოკ-
ლედ და სასაცილოდ გამოიყურებოდა დიდ ფრთებს შორის. ერთფე-
როვნების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სიმაღლის პოსტამენტე-
ბი შეერჩიათ; თუ ზოგიერთი ქალი ბუნებრივი სიმაღლისა იყო, იქვე, მის
გვერდით მდგომი იმსიმაღლეზე აღმართულიყო, რომ შეგეშინდებო-
დათ, ქარმა არ წაიღოსო. და ყველა ეს ქალი ბუკს სცემდა. მსმენელი არც
ისე ბევრი იყო. ათამდე ჭაბუკი, რომლებიც ამ უზარმაზარი ფიგურების
ფონზე ტანდაბლები ჩანდნენ, ფიცარნაგის წინ დასეირნობდნენ და
დროდადრო ქალებს ახედავდნენ ხოლმე. ერთმანეთს ხან ერთზე მი-
უთითებდნენ, ხან – მეორეზე, მაგრამ, როგორც ჩანს, სამუშაოზე ჩაწერას
არ აპირებდნენ. მხოლოდ ერთი შედარებით ასაკოვანი კაცი ჩანდა, რო-
მელიც განზე იდგა. ცოლიც ახლდა და ჩვილიც თან წამოეყვანა ეტლით.
ქალს ცალი ხელი ეტლისთვის ჩაევლო, მეორით კი ქმარს ეყრდნობოდა
მხარზე. ისინი გატაცებით უყურებდნენ წარმოდგენას, მაგრამ მაინც
იმედგაცრუებულები ჩანდნენ. ალბათ ისინიც ელოდნენ, რომ აქ სამუშა-
ოს იშოვიდნენ, მაგრამ ბუკის ხმამ დააბნია. კარლიც მსგავს მდგომარეო-
ბაში იყო. კაცს მიუახლოვდა, ერთხანს უსმინა ბუკის ხმას და მერე ჰკით-
ხა: – აქ უნდა ჩავეწეროთ ოკლაჰომის თეატრში მისაღებად?

244
– მეც ასე მგონია, – უპასუხა კაცმა, – მაგრამ უკვე ერთი საათია აქ ვიც-
დით და ბუკის ხმის მეტი არაფერი ისმის. არც აფიშა ჩანს სადმე და არც
მაუწყებელი, – არავინ, ვისაც შეუძლია, რაიმე ინფორმაცია მოგვაწო-
დოს.
– ალბათ ხალხის შეგროვებას ელოდებიან. ჯერ ნამდვილად ცოტაა
აქ ხალხი, – თქვა კარლმა.
– შესაძლოა, – მიუგო კაცმა და ორივე გაჩუმდა. ბუკების ხმაურში მარ-
თლაც ძნელი იყო რაიმეს გაგება. შემდეგ ქალმა რაღაც წასჩურჩულა თა-
ვის ქმარს, კაცმა თავი დაუკრა და ქალმა მაშინვე გასძახა კარლს: – ხომ
ვერ წახვიდოდით იპოდრომზე, რომ გეკითხათ, სად წარმოებს აქ სამუ-
შაოზე მიღება?
– დიახ, – უპასუხა კარლმა, – მაგრამ პოდიუმზე მომიწევს გავლა, ან-
გელოზებს შორის.
– ეს ასე რთულია? – ჰკითხა ქალმა.
მისი აზრით, კარლს ეს არ უნდა გასძნელებოდა, თავისი ქმრის გაგ-
ზავნა კი არ უნდოდა.
– კეთილი, – თქვა კარლმა, – წავალ.
– თქვენ ძალიან თავაზიანი ხართ, – უთხრა ქალმა და მან და მისმა
ქმარმა ხელი ჩამოართვეს კარლს.
ახალგაზრდები ჯგუფად შეგროვდნენ, რომ ეცქირათ, როგორ ავი-
დოდა კარლი ფიცარნაგზე. ქალებმა თითქოს უფრო ძლიერად ჩაჰბერეს
ბუკებს სამუშაოს პირველი მაძიებლის მისასალმებლად. ისინი კი, რომ-
ლებსაც კარლი გვერდით ჩაუვლიდა, ბუკს ტუჩებიდან იშორებდნენ და
გვერდზე იხრებოდნენ, რათა მისთვის თვალი მიედევნებინათ. ფიცარ-
ნაგის მეორე ბოლოში კარლმა ერთი კაცი დაინახა, რომელიც მოუსვენ-
რად დადიოდა აქეთ-იქით და, როგორც ჩანს, მომსვლელებს ელოდა,
რომ მათთვის ყველა შესაძლო ინფორმაცია მიეწოდებინა. კარლი ის
იყო, იმ კაცს მიუახლოვდა, რომ ვიღაცამ დაუძახა:
– კარლ! – ეძახდა ანგელოზი. კარლმა აიხედა და მოულოდნელი სი-
ხარულისაგან სიცილი დაიწყო. ეს იყო ფანი.

245
– ფანი! – წამოიძახა და მისალმების ნიშნად ხელი ასწია.
– ამოდი! – დაუძახა ფანიმ, – ასე ხომ არ ჩამივლი გვერდზე! – მოსას-
ხამის კალთები გაშალა და კარლს პოსტამენტისა და ზემოთ მიმავალი
ვიწრო კიბისაკენ გზა გაუთავისუფლა.
– შეიძლება მანდ ამოვიდე? – ჰკითხა კარლმა.
– ვინ აგვიკრძალავს, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ?! – გად-
მოსძახა ფანიმ და გაბრაზებულმა მიიხედ-მოიხედა, ვინმე ამკრძალავი
ხომ არ მოდისო. კარლმა ამასობაში კიბეზე აირბინა.
– ნელა! – გააფრთხილა ფანიმ, – თორემ ჩვენც გადავყირავდებით
და პოსტამენტიც! – მაგრამ არაფერი მომხდარა, კარლმა მშვიდობიანად
აიარა საფეხურები, – ერთი ნახე, – უთხრა ფანიმ, ერთმანეთს რომ მი-
ესალმნენ, – ერთი ნახე, რა სამუშაო ვიშოვე.
– მშვენიერია, – უპასუხა კარლმა და მიიხედ-მოიხედა. ახლოს
მდგომმა ქალებმა უკვე შეამჩნიეს კარლი და ფხუკუნი ატეხეს, – შენ
თითქმის ყველაზე მაღალი ხარ, – და კარლმა ხელი ასწია, რომ სხვა ქა-
ლების სიმაღლე გაეზომა.
– მე მაშინვე დაგინახე, – უთხრა ფანიმ, – როგორც კი სადგურიდან
გამოხვედი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რიგში ვდგავარ და არ ვჩანვარ,
არც დაძახება შემეძლო. ძლიერად კი ჩავბერე, მაგრამ შენ ვერ შემნიშნე.
– თქვენ ყველანი ცუდად უკრავთ, – უთხრა კარლმა, – მათხოვე ერთი,
მე ჩავბერო.
– აგერ, ინებე, – და ფანიმ საკრავი გაუწოდა, – ოღონდ ორკესტრში
დისონანსი არ შეიტანო, თორემ გამათავისუფლებენ.
კარლმა ჩაბერა; ეგონა, ეს უხეშად გამოჩორკნილი საკრავი იქნებო-
და, მხოლოდ ხმაურიანი ეფექტის მოსახდენად, მაგრამ, როგორც აღ-
მოჩნდა, ამ ინსტრუმენტებით ნებისმიერი მელოდიური ხვეულის გამოყ-
ვანა იყო შესაძლებელი. თუ ყველა ინსტრუმენტი ასეთი ხარისხისაა, მა-
შინ მათ აქ უბრალოდ უპატივცემულოდ ეპყრობიან. კარლმა ორკესტრის
ხმაურს ყურადღება არ მიაქცია, მთელი ძალით ჩაჰბერა საკრავს და ერ-
თი მელოდია ააჟღერა, რომელიც ერთხელ ერთ დუქანში ჰქონდა მოსმე-

246
ნილი. უხაროდა, რომ ძველ მეგობარს შეხვდა, შეეძლო ბუკზე დაეკრა და
მალე ალბათ კარგ სამუშაოსაც იშოვიდა. ბევრმა ქალმა შეწყვიტა დაკ-
ვრა და მას უსმენდნენ; როცა უცებ ისიც შეჩერდა, ორკესტრის ნახევარი-
ღა უკრავდა და მხოლოდ თანდათან აახმიანეს ინსტრუმენტები ძველე-
ბური ძალით.
– შენ ნამდვილი არტისტი ხარ, – უთხრა ფანიმ, როცა კარლმა საკრა-
ვი დაუბრუნა, – დაიწყე აქ მებუკედ მუშაობა.
– კაცებსაც იღებენ აქ სამუშაოდ? – ჰკითხა კარლმა.
– დიახ, – უპასუხა ფანიმ, – ჩვენ ორი საათის განმავლობაში ვუკრავთ,
შემდეგ კაცები გვენაცვლებიან, რომლებსაც ეშმაკის კოსტიუმები აცვი-
ათ. მათი ნახევარი ბუკს უბერავს, ნახევარი კი ბარაბანს ურტყამს. ძალი-
ან ლამაზი სანახაობაა, და საერთოდ, მთელი აღჭურვილობა ძალიან
ძვირფასია! და ფრთები? – თავისი თავი შეათვალიერა ფანიმ.
– შენი აზრით, – ჰკითხა კარლმა, – მეც მივიღებ აქ ადგილს?
– დარწმუნებული ვარ, – უპასუხა ფანიმ, – ეს ხომ მსოფლიოს უდიდე-
სი თეატრია. რა კარგია, რომ ისევ ერთად ვიქნებით! თუმცა ეს იმაზეა
დამოკიდებული, თუ რა ადგილს მიიღებ. შესაძლოა, ვიმუშაოთ ერთად,
მაგრამ მაინც ვერ ვნახოთ ხოლმე ერთმანეთი.
– ნუთუ ეს თეატრი მართლა ასე დიდია? – ჰკითხა კარლმა.
– ეს უდიდესი თეატრია მსოფლიოში, – გაუმეორა ფანიმ, – მართა-
ლია, მე ჯერ თავად არ მინახავს, მაგრამ ჩემი კოლეგა გოგონები, რომ-
ლებიც უკვე იყვნენ ოკლაჰომაში, ამბობენ, რომ ის თითქმის უსაზღვროა.
– მაგრამ ძალიან ცოტა ჩანს სამუშაოს მსურველი, – უთხრა კარლმა
და ყმაწვილებსა და პატარა ოჯახზე მიუთითა.
– მართალია, – უპასუხა ფანიმ, – მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ
ყველა ქალაქში ვაგროვებთ ხალხს. ჩვენი მიმღები ჯგუფი განუწყვეტ-
ლივ მოგზაურობს და ასეთი ჯგუფი ძალზე ბევრია.
– და თეატრი ჯერ არ გახსნილა? – ჰკითხა კარლმა.
– როგორ არა, – მიუგო ფანიმ, – ეს ძველი თეატრია და განუწყვეტლივ
ფართოვდება.

247
– მიკვირს, – თქვა კარლმა, – რომ უფრო მეტი ხალხი არ მოიწევს
აქეთ.
– ნამდვილად, – უპასუხა ფანიმ, – უცნაურია.
– იქნებ, – თქვა კარლმა, – ამდენი ანგელოზი და ეშმაკი უფრო აფ-
რთხობს ხალხს, ვიდრე იზიდავს.
– რას გაიგებ! –უთხრა ფანიმ, – თუმცა შესაძლოა. უთხარი ჩვენს ხელ-
მძღვანელს, იქნებ შენი რჩევა რაიმეში გამოადგეს.
– სად არის? – ჰკითხა კარლმა.
– იპოდრომზე, მსაჯების ტრიბუნაზე.
– ესეც მაკვირვებს, – თქვა კარლმა, – რატომ ხდება მიღება იპოდრომ-
ზე?
– იცი, – უთხრა ფანიმ, – ჩვენ ყველგან საგანგებოდ ვემზადებით დი-
დი მოზღვავებისათვის. იპოდრომზე კი დიდი სივრცეა. და ყველა ჯი-
ხურში, სადაც ჩვეულებრივ სანაძლეოს დებენ ხოლმე, მიმღები პუნქტე-
ბია მოწყობილი. როგორც ამბობენ, ორასამდე ასეთი პუნქტი არსებობს.
– კი მაგრამ, – წამოიძახა კარლმა, – ნუთუ ოკლაჰომის თეატრს ამხე-
ლა შემოსავლები აქვს, რომ ამგვარი მიმღები ჯგუფები შეინახოს?
– ეგ რა ჩვენი საქმეა? – თქვა ფანიმ, – ახლა კი წადი, კარლ, არ დაგაგ-
ვიანდეს, მე ისევ უნდა ჩავბერო. ყოველ შემთხვევაში ეცადე, ამ დასში
მიიღო ადგილი და მაშინვე გამაგებინე. არ დაგავიწყდეს, რომ მოუთმენ-
ლად ველოდები შენგან ამბავს.
ხელი მოუჭირა, შეახსენა, ფრთხილად ჩადიო, ბუკი კვლავ ტუჩებთან
მიიტანა, მაგრამ არ ჩაუბერავს, ვიდრე არ დარწმუნდა, რომ კარლი მშვი-
დობიანად ჩავიდა დაბლა. კარლმა ისევ წააფარა კიბეს ანგელოზის მო-
სასხამი, როგორც იქამდე იყო. ფანიმ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა;
კარლი ათასნაირად ხარშავდა
მოსმენილს. გაემართა კაცისაკენ, რომელმაც უკვე შენიშნა იგი ზე-
მოთ, ფანის გვერდით, და ახლა პოსტამენტთან ახლოს ელოდებოდა.
– ჩვენთან გნებავთ იმუშაოთ? – ჰკითხა კაცმა, – მე ამ დასის კადრების
უფროსი ვარ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, – ზრდილობის ნიშნად

248
ოდნავ წინ წახრილი ლაპარაკობდა, ადგილზე ცეკვავდა და საათის
ძეწკვს ათამაშებდა.
– მადლობას მოგახსენებთ, – უთხრა კარლმა, – მე თქვენი კომპანიის
აფიშა წავიკითხე და, აი, გამოვცხადდი, რომ ჩავეწერო.
– სწორად მოქცეულხართ, – კვერი დაუკრა კაცმა, – სამწუხაროდ, აქ
ყველა როდი იქცევა ასე სწორად.
კარლს უნდოდა ეთქვა, რომ მიმღები ჯგუფის რეკლამა, შესაძლოა,
სწორედ მეტისმეტი გრანდიოზულობის გამო, ეფექტურად არ მოქმე-
დებდა. მაგრამ თავი შეიკავა – ეს კაცი ხომ დასის ხელმძღვანელი არ
არის, გარდა ამისა, უხერხული ხომ არ იქნებოდა მისგან, რომელიც ჯერ
მიღებულიც არ არის სამუშაოზე, რეკომენდაციების შეთავაზება? ამი-
ტომ მხოლოდ ეს უთხრა: – იქ, გარეთ, კიდევ ერთი კაცი იცდის, რომელ-
საც ასევე სიაში ჩაწერა სურს და მე გამომგზავნა ამბის გასაგებად. შეიძ-
ლება ისიც მოვიყვანო?
– რა თქმა უნდა, – უთხრა კაცმა, – რაც მეტი მოვა, მით უკეთესია.
– ცოლიც ახლავს, ჩვილიც თან ჰყავთ, ეტლით. ისინიც უნდა მოვიდ-
ნენ?
– ცხადია, – კაცს თითქოს გაეღიმა კარლის დაეჭვებაზე, – ჩვენ ყვე-
ლას მოვუძებნით საქმეს.
– მაშინ ახლავე დავბრუნდები, – და კარლი ფიცარნაგის კიდისაკენ
გაიქცა. ცოლ-ქმარს ხელი დაუქნია და გასძახა, რომ ყველა მოსულიყო.
მიეხმარა საბავშვო ეტლის პოდიუმზე ატანაში, და ერთად გასწიეს. ყმაწ-
ვილებმა, რომლებმაც ეს დაინახეს, ერთმანეთში თათბირი დაიწყეს და
მერე, ჯიბეებში ხელებჩაყოფილნი, ნელა ავიდნენ პოდიუმზე, თუმცა
ბოლო წუთამდე ყოყმანობდნენ, და კარლსა და ოჯახს მიჰყვნენ. მეტ-
როს სადგურის შენობიდან ახალი მგზავრები გამოვიდნენ, რომლებმაც
პოდიუმისა და ანგელოზების დანახვაზე გაკვირვების ნიშნად ხელები
გაშალეს. ეტყობა, ახლა სამუშაოს მსურველთა რიცხვი გაიზრდება.
კარლს უხაროდა, რომ ადრე ჩამოვიდა, თითქმის პირველი, ცოლ-ქმარი
მორცხვად ცდილობდა გამოერკვია, რა მოთხოვნებს უყენებდნენ სამუ-

249
შაოს მსურველებს. კარლმა უპასუხა, ჯერ დანამდვილებით არ ვიცი, მაგ-
რამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყველა მსურველს მიიღებენო.
მისი აზრით, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. კადრების უფროსი უკვე გამოე-
მართა მათკენ. კმაყოფილი ჩანდა, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, ხელებს
ისრესდა, ყველას სათითაოდ ესალმებოდა თავის დაკვრით და რიგში
აყენებდა. კარლი პირველი იდგა, მის შემდეგ – ცოლ-ქმარი, და მხოლოდ
მერე – დანარჩენები. როცა ყველა
განლაგდა, – ყმაწვილები ჯერ უწესრიგოდ ირეოდნენ ერთმანეთში,
და მხოლოდ ცოტა ხნის შემდეგ დაეწყვნენ, – ბუკები დადუმდნენ და
კადრების უფროსმა შეკრებილთ მიმართა: – მოგესალმებით ოკლაჰო-
მის თეატრის სახელით. თქვენ ადრე მობრძანდით (თუმცა შუადღე უკვე
მოახლოებული იყო), ხალხის ნაკადი ჯერ დიდი არ არის, ამიტომ თქვე-
ნი მიღების ფორმალურ მხარეს მალე მოვაგვარებთ. საბუთები, იმედია,
თან გექნებათ.
ყმაწვილებმა რაღაც საბუთები ამოიღეს ჯიბეებიდან და კადრების
უფროსს გაუწოდეს; კაცმა თავის ცოლს უბიძგა, რომელმაც ბავშვის ეტ-
ლის ლეიბის ქვემოდან საბუთების მთელი დასტა გამოაძრო. კარლს კი
არავითარი საბუთი არ ჰქონდა. არ მიიღებენ ამის გამო? გამოცდილე-
ბით იცოდა, რომ მთავარია, გაბედულად იმოქმედოს, მაშინ ასეთი წესე-
ბის გვერდის ავლა იოლია. ეს სავსებით შესაძლებელია. კადრების უფ-
როსმა რიგს თვალი გადაავლო, დარწმუნდა, რომ ყველას ჰქონდა საბუ-
თები, და რადგან კარლმაც ასწია ხელი, თუმც ცარიელი, ჩათვალა, მასაც
ყველაფერი წესრიგში აქვსო.
– კეთილი, – თქვა უფროსმა და ხელით შეაჩერა ყმაწვილები, რომ-
ლებსაც უნდოდათ, მათი საბუთები მაშინვე შეემოწმებინათ. – საბუთებს
მისაღებ პუნქტში შეამოწმებენ. როგორც ჩვენი აფიშიდანაც შეიტყობ-
დით, ჩვენ ყველას მოვუძებნით საქმეს. მაგრამ, ბუნებრივია, უნდა ვიცო-
დეთ თქვენი ადრინდელი პროფესია, რათა თითოეულს სწორად შეგირ-
ჩიოთ ადგილი, სადაც თქვენს გამოცდილებას გამოიყენებთ.
«ეს ხომ თეატრია», – იჭვნეულად გაიფიქრა კარლმა და სმენად იქცა.

250
– ამიტომ ჩვენ, – განაგრძო მან, – ყოველ ჯიხურში მოვაწყვეთ მისა-
ღები პუნქტები. თითოეული – ერთი პროფესიული ჯგუფისათვის. ახლა
ყოველი თქვენგანი დამისახელებს თავის პროფესიას. ოჯახისათვის
განმსაზღვრელია ქმრის პროფესია. შემდეგ წაგიყვანთ მისაღებ პუნ-
ქტებში, სადაც ჯერ თქვენს საბუთებს შეამოწმებენ, შემდეგ კი – თქვენს
პროფესიულ გამოცდილებას; გამოცდა დიდხანს არ გაგრძელდება, სა-
ნერვიულო არაფერია. ამის შემდეგ თქვენ მიღებული იქნებით და შემ-
დგომ მითითებებს დაელოდებით. მაშ დავიწყოთ. ეს პირველი პუნქტი,
როგორც წარწერაც მეტყველებს, ინჟინრებისთვისაა განსაზღვრული.
ხომ არ არის თქვენ შორის ვინმე ინჟინერი? – კარლმა ნაბიჯი წინ წადგა.
მისი აზრით, რადგან საბუთები არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ფორმალუ-
რი მხარე რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაეფარცხა; თავისი ნაბიჯის პა-
ტარა გამართლებაც ჰქონდა – ხომ უნდოდა, ინჟინერი გამოსულიყო.
როცა ყმაწვილებმა დაინახეს, რომ კარლი წინ გაიჭრა, შეშურდათ მისი
და მიჰბაძეს; კადრების უფროსი წელში გაიმართა და ყმაწვილებს ჰკით-
ხა: – თქვენ ინჟინრები ხართ? – მაშინ ყველამ ნელა დაუშვა ხელები. კარ-
ლმა კი უკან არ დაიხია. კადრების უფროსმა, მართალია, უნდობლად კი
შეხედა, რადგან კარლი ძალზე უბადრუკად იყო ჩაცმული, თან ძალიან
ახალგაზრდა, მაგრამ არაფერი თქვა, ალბათ მადლიერების გამო – კარ-
ლმა ხომ, ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით, მსურველები მოუყვანა. ხე-
ლით მიიპატიჟა პუნქტისაკენ, და კარლიც შევიდა, უფროსი კი დანარჩე-
ნებს მიუბრუნდა.
ინჟინრების პუნქტში სწორკუთხა პულტთან ორი ბატონი ისხდა,
რომლებსაც გრძელი სიები ედოთ წინ და
ერთმანეთს უდარებდნენ. ერთი ხმამაღლა კითხულობდა, მეორე კი
ამოკითხულ გვარს თავის სიაში აღნიშნავდა. როცა კარლი შევიდა და მი-
ესალმა, მაშინვე სიები გვერდზე გადადეს, დიდი წიგნები გადმოიღეს და
გადაშალეს.
ერთმა, რომელიც მხოლოდ წერდა, უთხრა: – თქვენი საბუთები, თუ
შეიძლება.

251
– სამწუხაროდ, თან არ მაქვს, – უპასუხა კარლმა.
– საბუთები თან არ აქვს, – უთხრა მწერალმა მეორე ბატონს და პასუ-
ხი მაშინვე თავის წიგნში ჩაიწერა.
– თქვენ ინჟინერი ხართ? – ჰკითხა მეორემ, რომელიც ალბათ პუნ-
ქტის უფროსი იყო.
– ჯერ არა, – სწრაფად უპასუხა კარლმა, – მაგრამ...
– საკმარისია, – უფრო სწრაფად მოუჭრა ბატონმა, – მაშინ ჩვენი კად-
რი არ ხართ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ წარწერას, – კარლმა კბი-
ლი კბილს დააჭირა. ბატონმა ეს, როგორც ჩანს, შენიშნა და უთხრა: –
ფიქრი ნუ გაქვთ, ჩვენთან ყველასთვის მოიძებნება საქმე, – და ხელით
ერთ-ერთ მომსახურეს უხმო, რომელიც უქმად დადიოდა ბარიერებს შო-
რის: – წაიყვანეთ ეს ბატონი ტექნიკური ცოდნის მქონე კანდიდატთა
მიმღებ პუნქტში.
მომსახურემ ზუსტად გაიგო ბრძანება და კარლს ხელი ჩაჰკიდა. რამ-
დენიმე ჯიხური გაიარეს, ერთში კარლმა ერთ-ერთი ყმაწვილი დაინახა,
რომელიც უკვე მიეღოთ სამუშაოზე და ახლა მადლიერებით ხელს არ-
თმევდა ბატონებს. იმ პუნქტში, სადაც კარლი მიიყვანეს, როგორც მოსა-
ლოდნელი იყო, იგივე პროცედურა მიმდინარეობდა, რაც პირველში.
ოღონდ, როცა გაიგეს, რომ საშუალო სკოლაში უსწავლია, იმ პუნქტში გა-
აგზავნეს, რომელიც ყოფილ საშუალოსკოლელთათვის იყო განკუთვნი-
ლი. მაგრამ როცა იქ თქვა, ევროპულ სკოლაში ვსწავლობდიო, იქიდანაც
სხვა პუნქტში გააგზავნეს – ევროპული სკოლის მოსწავლეთათვის. ეს
პუნქტი ყველაზე განაპირას მდებარეობდა, და სხვებზე არა მარტო პა-
ტარა, არამედ დაბალიც იყო. მომსახურე, რომელმაც კარლი აქ მოიყვა-
ნა, გააბრაზა ამსიგრძე გზამ და ამდენმა უარმა, რაშიც, მისი აზრით, მხო-
ლოდ კარლი იყო დამნაშავე. შეკითხვებს აღარ დაელოდა და მაშინვე გა-
ილალა. ეს პუნქტი, ჩანს, უკანასკნელი თავშესაფარი იყო. როცა კარლმა
პუნქტის უფროსს შეხედა, შეაშინა მისმა მსგავსებამ ერთ პროფესორ-
თან, რომელიც ალბათ ახლაც ასწავლიდა იქ, მისი ქალაქის რეალურ
სკოლაში. თუმცა, როგორც მაშინვე გამოირკვა, მსგავსება მხოლოდ ცალ-

252
კეულ დეტალებში იყო. მაგრამ მსხვილ ცხვირზე წამოცმულმა სათვა-
ლემ, საგანგებოდ მოვლილმა ხშირმა ჟღალმა წვერმა, ოდნავ წინ წახ-
რილმა ზურგმა, მოულოდნელად მაღალმა ხმამ კარლი, ცოტა არ იყოს,
საგონებელში ჩააგდო. ბედად, დიდი ყურადღება არ მოეთხოვებოდა,
რადგან აქ გაცილებით მარტივად იყო საქმე, ვიდრე სხვა პუნქტებში.
აქაც ჩაიწერეს, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონ-
და, რასაც პუნქტის უფროსმა გაუგონარი დაუდევრობა უწოდა, მაგრამ
მწერალი, რომელიც იძლეოდა აქ განკარგულებებს, მალე სხვა საკით-
ხებზე
გადავიდა და უფროსის ორიოდე მოკლე შეკითხვის შემდეგ, კარლი
მიღებულად გამოაცხადა; უფროსმა, რომელიც სწორედ უფრო რთული
შეკითხვის დასმას აპირებდა, პირი დააღო და მწერალს მიუბრუნდა, მან
კი ხელით ანიშნა, საქმე მოგვარებულიაო, თქვა: «მიღებულია» და ეს გა-
დაწყვეტილება მაშინვე დიდ დავთარში შეიტანა. მწერალი აშკარად
თვლიდა, რომ ევროპული საშუალო სკოლის მოსწავლეობა იმდენად სა-
მარცხვინო რამაა, თუ მავანი ამას აღიარებს, სიტყვაზეც დაეჯერებაო.
კარლს, თავის მხრივ, არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, და მწერლისკენ
გაემართა, რათა მისთვის მადლობა გადაეხადა. მაგრამ როცა სახელი
და გვარი ჰკითხეს, კარლი შეყოვნდა, მაშინვე არ უპასუხა – რცხვენოდა,
არ უნდოდა თავისი ნამდვილი გვარის გამხელა და მისი წიგნში შეტანა;
როგორც კი თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ადგილს მიიღებს და დამაკ-
მაყოფილებლად გაართმევს მას თავს, – აი, მაშინ გაიგებენ მის ნამ-
დვილ სახელს, მაგრამ არა ახლა; იმისთვის ხომ არ მალავდა ამდენ
ხანს, რომ ახლა აქ გაემჟღავნებინა. ამიტომ, რაკი იმ წუთში ვერაფერი
სხვა ვერ მოიფიქრა, თავისი მეტსახელი დაუსახელა, როგორც ბოლო
ადგილზე ეძახდნენ: «ნეგრო».
– ნეგრო? – ჰკითხა უფროსმა, თავი მოაბრუნა და ისეთი გამომეტყვე-
ლებით შეხედა, თითქოს კარლმა ამით დაუჯერებლობის მწვერვალს მი-
აღწია. მწერალიც წამოდგა და ერთხანს გამომცდელად უცქერდა კარლს,
მაგრამ შემდეგ გაიმეორა «ნეგრო» და დავთარში შეიტანა.

253
– მართლა ხომ არ ჩაწერეთ «ნეგრო»? – მიუტრიალდა უფროსი მწე-
რალს.
– დიახ, ნეგრო, – მშვიდად მიუგო მწერალმა და ხელი აიქნია – საქმე
გავაგრძელოთო. უფროსმაც თავი ხელში აიყვანა, წამოდგა და თქვა: –
ამრიგად, თქვენ ოკლაჰომის თეატრში – მაგრამ ვეღარ გააგრძელა, თა-
ვის სინდისს ვერ გადააბიჯა, დაჯდა და თქვა: – მას არ ჰქვია ნეგრო.
მწერალმა წარბები ასწია, წამოდგა და თვითონ გამოაცხადა: – ამრი-
გად, მოგახსენებთ, რომ თქვენ მიღებული ხართ ოკლაჰომის თეატრში
და ახლა ჩვენს ხელმძღვანელობასთან წარდგებით.
კვლავ დაუძახეს მომსახურეს, რომელმაც კარლი მსაჯთა ტრიბუნი-
საკენ წაიყვანა.
კიბესთან კარლმა საბავშვო ეტლი დაინახა. მაშინვე ცოლ-ქმარიც გა-
მოჩნდა, ქალს ჩვილი ხელში ჰყავდა.
– მიღებული ხართ? – ჰკითხა კაცმა, რომელიც ახლა უფრო გამოცოც-
ხლებული ჩანდა. ქალმაც ღიმილით გამოხედა. როცა კარლმა უპასუხა,
ეს-ესაა მიმიღეს და ახლა ხელმძღვანელობის წინაშე უნდა წარვდგეო,
კაცმა უთხრა: – მაშ გილოცავთ. ჩვენც მიგვიღეს. საკმაოდ სერიოზული
საწარმო ჩანს, თუმცა ყველაფერს ერთბაშად ვერ შეეჩვევი. რას იზამ, ეს
ყველგან ასეა, – ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და კარლი ტრიბუნაზე
ავიდა. ნელა ადიოდა, რადგან ზედა ბაქანი ხალხით იყო სავსე და არ უნ-
დოდა, ჭედვაში მოყოლილიყო. ცოტა ხანს შეჩერდა კიდეც და დიდ
იპოდრომს გადახედა, რომელიც ყოველ მხარეს შორეულ ტყეებამდე
იყო გადაჭიმული. სურვილი გაუჩნდა, ერთხელ მაინც ენახა დოღი, ამე-
რიკაში ჯერ არც ერთხელ არ ჰქონია
ამის შესაძლებლობა. ევროპაში ერთხელ კი წაიყვანეს პატარაობი-
სას დოღზე, მაგრამ მხოლოდ ის დაამახსოვრდა, როგორ მიათრევდა
დედა მაყურებლებს შორის, რომლებსაც არ უნდოდათ ერთმანეთისათ-
ვის გზის დათმობა. ასე რომ, სინამდვილეში ჯირითი ჯერ საერთოდ არ
ენახა. მის უკან რაღაც მექანიზმი ახმაურდა, კარლი მიბრუნდა და აპა-
რატზე, რომელზეც საერთოდ გამარჯვებულთა სახელებს აქვეყნებდნენ

254
ხოლმე, შემდეგი წარწერა დაინახა: «ვაჭარი კალა ცოლშვილითურთ».
ესე იგი, ასე ატყობინებდნენ პუნქტებს მიღებულთა სახელებს.
ამ დროს კიბეზე ჩამოირბინა რამდენიმე კაცმა, რომლებიც, უბის წიგ-
ნაკებითა და ფანქრებით ხელში, ცოცხლად ელაპარაკებოდნენ ერთმა-
ნეთს; კარლი მოაჯირს აეკრა, რათა ისინი გაეტარებინა, და რადგან ზე-
მოთ ადგილი გათავისუფლდა, ავიდა. ხის მოაჯირით გარშემორტყმუ-
ლი ბაქნის კუთხეში – ბაქანი ვიწრო კოშკის ბრტყელ სახურავს ჰგავდა –
იჯდა კაცი, რომელსაც ხელები ხის მოაჯირის გასწვრივ გაეშალა, მკერ-
დზე კი განიერი თეთრი აბრეშუმის ლენტი ჰქონდა გადადებული წარწე-
რით: – ოკლაჰომის თეატრის მეათე მიმღები ჯგუფის უფროსი, – მის
გვერდით, პატარა მაგიდაზე, იდგა ტელეფონის აპარატი, რომელსაც
ალბათ ჯირითის დროსაც იყენებდნენ, ახლა კი, როგორც ჩანს, მისი სა-
შუალებით უფროსი წინასწარ, პირადად გაცნობამდე, საჭირო ინფორმა-
ციას იღებდა თითოეულ კანდიდატზე, ამიტომ კარლისათვის არაფერი
უკითხავს, არამედ ერთ კაცს, რომელიც ფეხებგადაჯვარედინებული იდ-
გა მის გვერდით, ხელი კი ნიკაპზე ეკიდა, უთხრა: – ნეგრო, ევროპული
საშუალო სკოლის მოსწავლე, – და თითქოს მის წინ თავდახრილი კარ-
ლი მისთვის უკვე არავითარ ინტერესს აღარ წარმოადგენდა, კიბისაკენ
გაიხედა – კიდევ თუ მოდიოდა ვინმე. მაგრამ რადგან არავინ ჩანდა,
დროდადრო უსმენდა მეორე კაცის საუბარს კარლთან, უმეტესად კი
იპოდრომისაკენ იყურებოდა და თითებით მოაჯირზე აკაკუნებდა. ეს
თხელი, მაგრამ ძლიერი, გრძელი და სწრაფად მოძრავი თითები კარ-
ლის ყურადღებას იქცევდა, თუმცა მეორე ბატონთან საუბრით იყო დაკა-
ვებული.
– თქვენ უმუშევარი იყავით? – დაუსვა ამ ბატონმა პირველი შეკით-
ხვა. ეს შეკითხვა, ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენი, ძალზე
მარტივი, სრულიად უეშმაკო იყო, და გარდა ამისა, პასუხები დამატები-
თი შეკითხვებით არ ზუსტდებოდა; მიუხედავად ამისა, თავისთავად გა-
მოკითხვის მანერით – დაჟინებული მზერით, ოდნავ წინ წახრილი, აკ-
ვირდებოდა მოპასუხის რეაქციას, დროდადრო თავდახრილი იმეორებ-

255
და პასუხს – ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის შეკით-
ხვებს, რაც მოპასუხისათვის ბოლომდე გასაგები არ იყო, მაგრამ ერ-
თგვარად ბოჭავდა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებდა მას. ხშირად
კარლს სურვილი უჩნდებოდა, უკან წაეღო თავისი პასუხი და სხვა, ალ-
ბათ უფრო შთამბეჭდავი პასუხით შეეცვალა, მაგრამ ყოველთვის თავს
იკავებდა, რადგან იცოდა, რა ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ამგვარი
მერყეობა და, გარდა ამისა, რა ამოუცნობი იყო უმეტეს შემთხვევაში პა-
სუხის ზემოქმედება. თან, მისი მიღების საკითხი ხომ უკვე თითქმის გა-
დაწყვეტილი იყო, და ამის შეგნება თავდაჯერებას მატებდა.
შეკითხვაზე, უმუშევარი ხომ არ იყო აქამდე, მან უბრალოდ და მარ-
ტივად უპასუხა: – დიახ.
– სად მუშაობდით ბოლოს? – ჰკითხა შემდეგ ბატონმა. კარლს ის იყო
უნდა ეპასუხა, რომ ბატონმა საჩვენებელი თითი ასწია და გაუმეორა: –
ბოლოს!
კარლმა პირველივე შეკითხვაზე სწორად გაიგო ყველაფერი და ჩათ-
ვალა, რომ ბოლო ხაზგასმა მის დასაბნევად იყო გამიზნული, ამიტომ
უნებურად თავი გააქნია და თქვა: – ერთ კანტორაში.
ჯერ ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ თუ ბატონი შემდეგ დეტალებს
მოსთხოვს კანტორის შესახებ, უნდა იცრუოს. თუმცა ეს არ დასჭირვებია,
რადგან შემდეგი შეკითხვა იმდენად მარტივი იყო, რომ კარლმა სრული-
ად სუფთა სინდისით უპასუხა: – კმაყოფილი იყავით იქ მუშაობით?
– არა! – ლამის შეკითხვა არ დაამთავრებინა კარლმა. ალმაცერად
გახედა უფროსს და შენიშნა, რომ მას ჩაეცინა. ინანა, რომ ასე ნაჩქარე-
ვად გასცა პასუხი ბოლო შეკითხვაზე, მაგრამ მეტისმეტად დიდი იყო
ცთუნება, წამოეძახებინა ეს «არა!», რადგან თავისი ბოლო სამუშაოს
მთელი დროის განმავლობაში უდიდესი სურვილი ჰქონდა, მოსულიყო
სხვა დამსაქმებელი და ამ შეკითხვით მიემართა მისთვის. მეორე მხრივ,
მის პასუხს შეიძლებოდა მოჰყოლოდა შემდეგი შეკითხვა, თუ რატომ არ
იყო ბოლო სამუშაოთი კმაყოფილი. მაგრამ ამის ნაცვლად უფროსმა
ჰკითხა:

256
– რა სამუშაო მიგაჩნიათ თქვენთვის შესაფერისად?
ამ შეკითხვაში ნამდვილად რაღაც ხაფანგი იმალება – ეს რაღა სა-
კითხავია, როცა ის უკვე მსახიობად მიიღეს? და თუმცა ეს კარგად აქვს
გაცნობიერებული, მაინც არ უბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ მსა-
ხიობობა თავისთვის შესაფერისად მიაჩნია. ამიტომ შეკითხვაზე პირდა-
პირ არ უპასუხა, რითაც შესაძლებელი იყო, ჯიუტის შთაბეჭდილება მო-
ეხდინა:
– მე ქალაქში აფიშა წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ ყველასთვის მო-
იძებნება ადგილი, ამიტომაც გამოვცხადდი.
– ეს ვიცით, – თქვა ბატონმა და გაჩუმდა, რითაც ანიშნა, რომ თავდა-
პირველ შეკითხვაზე მოითხოვდა პასუხს.
– მე მსახიობად მიმიღეს, – ყოყმანით უპასუხა კარლმა, რათა გამოე-
ხატა, რა რთულ მდგომარეობაში ჩააგდო იგი ამ შეკითხვამ.
– სწორია, – და ბატონი ისევ გაჩუმდა.
– არა, – წამოიძახა კარლმა, და მთელი იმედი, რომ უკვე იპოვა ადგი-
ლი, უცებ გაქარწყლდა, – მე არ ვიცი, რამდენად გამოვდგები მსახიობად,
მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ ყველა დავალება შევასრულო.
ბატონი მიუბრუნდა უფროსს, მანაც თავი დაუკრა, ჩანს, კარლმა სწო-
რად უპასუხა, ამიტომ ისევ გამხნევდა და ახლა მშვიდად ელოდა შემდეგ
შეკითხვას. ის კი ასე ჟღერდა: – რა პროფესიის შესწავლა გინდოდათ
თავდაპირველად?
შეკითხვა რომ უფრო ზუსტად ჩამოეყალიბებინა – ზუსტად ჩამოყა-
ლიბება ბატონისათვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო – დასძინა: – მხედ-
ველობაში მაქვს, ევროპაში, – ამასთან, ხელი ნიკაპიდან მოიშორა და
მსუბუქად აიქნია, თითქოს ამით უნდოდა ხაზი გაესვა, რა შორია ევროპა
და რამდენად უმნიშვნელოა ოდესღაც იქ დასახული გეგმები.
კარლმა უპასუხა: – მე მინდოდა ინჟინერი გამოვსულიყავი, – ამ პასუ-
ხის გასაცემად თავს ძალა დაატანა, – სასაცილო იყო ამერიკაში მისი აქა-
მომდელი კარიერის გათვალისწინებით იმის გახსენება, რომ ოდესღაც
ინჟინერი უნდოდა გამოსულიყო, – ან ევროპაში გახდებოდა კი ოდესმე

257
ინჟინერი? მაგრამ სხვა პასუხის გაცემა არ შეეძლო და ამიტომ ეს უპასუ-
ხა.
ეს პასუხი ბატონმა ისევე სერიოზულად მიიღო, როგორც სხვა დანარ-
ჩენი.
– ჰო, ინჟინერი, – თქვა მან, – ალბათ ერთბაშად ვერ გახდებით, მაგ-
რამ, ვფიქრობ, დროებით დაბალი კვალიფიკაციის ტექნიკური სამუშაოს
შესრულებაზეც თანახმა იქნებით.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა კარლმა, ძალიან კმაყოფილი იყო, რომ ამ
წინადადების მიღებით მსახიობთა დასიდან ტექნიკურ მუშაკთა ჯგუფში
გადაინაცვლებდა, თან ნამდვილად დარწმუნებული იყო, რომ ამ სამუ-
შაოზე უფრო გამოიჩენდა თავს. გამუდმებით იმეორებდა თავისთვის,
რომ მნიშვნელოვანია არა სამუშაოს ხასიათი, არამედ მისი შენარჩუნე-
ბა.
– გაქვთ საკმარისი ღონე, რომ მძიმე სამუშაო შეასრულოთ? – ჰკითხა
ბატონმა.
– ცხადია, – უპასუხა კარლმა.
შემდეგ ბატონმა სთხოვა კარლს, უფრო ახლოს მისულიყო და კუნ-
თები მოუსინჯა.
– ღონიერი ყმაწვილია, – თქვა და კარლს უფროსისკენ უბიძგა. მანაც
ღიმილით დაუკრა თავი, კარლს ხელი გაუწოდა ისე, რომ თავისი ადგი-
ლიდან არ დაძრულა და უთხრა: – ჯერჯერობით სულ ესაა. ოკლაჰომაში
კიდევ ერთხელ შეგამოწმებენ. იმედია, ჩვენი მიმღები ჯგუფის მოლო-
დინს გაამართლებთ!
გამომშვიდობებისას კარლმა უფროსს თავი დაუკრა, უნდოდა მეორე
ბატონსაც გამომშვიდობებოდა, მაგრამ ის უკვე თავაწეული ბაქანზე
ბოლთას სცემდა, თითქოს თავისი სამუშაო ამოწურა. როცა კარლი ჩა-
დიოდა, კიბის გვერდით, საინფორმაციო დაფაზე გაჩნდა წარწერა: «ნეგ-
რო, ტექნიკური მუშაკი».
რადგან აქ ყველაფერმა წესით და რიგით ჩაიარა, კარლს აღარაფერი
ექნებოდა საწინააღმდეგო, თუ დაფაზე მისი ნამდვილი სახელი გამოჩ-

258
ნდებოდა. ყველაფერი საგულდაგულოდ იყო მოწყობილი: კიბის ძირში
უკვე ელოდა მომსახურე, რომელმაც მკლავზე სამკლაური გაუკეთა. რო-
ცა კარლმა ხელი ასწია, რათა დაენახა, რა ეწერა მასზე, წაიკითხა: «ტექ-
ნიკური მუშაკი».
საითაც არ უნდა გაეგზავნათ ახლა, კარლს სურდა, ჯერ ფანისათვის
შეეტყობინებინა, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. მაგრამ, მის-
და სავალალოდ, მომსახურისაგან შეიტყო, რომ ანგელოზები და ეშმაკე-
ბი უკვე მიმღები ჯგუფის შემდეგ დანიშნულების ადგილზე გაემგზავ-
რნენ, რათა იქ ემცნოთ მეორე დღისათვის ჯგუფის ჩასვლის ამბავი.
– დასანანია, – თქვა კარლმა. ამ ახალ გარემოში ეს მისი პირველი
იმედგაცრუება იყო, – ერთი ნაცნობი მყავს ანგელოზებს შორის.
– თქვენ მას ოკლაჰომაში ნახავთ, – უთხრა მომსახურემ, – ახლა კი
წავიდეთ, თქვენ ბოლო ხართ.
მან კარლი პოდიუმის უკანა მხარის გაყოლებით წაიყვანა, სადაც ად-
რე ანგელოზები იდგნენ; ახლა იქ ცარიელი პოსტამენტებიღა ჩანდა.
კარლის ვარაუდი, რომ ანგელოზების მუსიკის გარეშე აქ სამუშაოს მეტი
მაძიებელი მოვიდოდა, მცდარი აღმოჩნდა. პოდიუმის წინ არც ერთი
მოზრდილი ადამიანი არ იდგა, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი ეკინკლავე-
ბოდა ერთმანეთს გრძელი თეთრი ნაკრტენის გამო, რომელიც, როგორც
ჩანს, ანგელოზის ფრთიდან ჩამოვარდნილიყო. ერთ ბიჭს ნაკრტენი
მაღლა აეწია, დანარჩენები კი ცდილობდნენ, ცალი ხელით ბიჭის თავი
დაედრიკათ, მეორით კი ნაკრტენს ეტანებოდნენ.
კარლმა ბავშვებზე მიათითა, მომსახურეს კი მათკენ არც გაუხედავს,
ისე უთხრა: – იჩქარეთ, თქვენი მიღება ძალიან დიდხანს გაგრძელდა.
რაიმე ეჭვი ხომ არ გაუჩნდათ?
– არ ვიცი, – გაიკვირვა კარლმა, მაგრამ გაიფიქრა, რომ ეჭვი არ უნდა
ჰქონოდათ. სრულიად ნათელ ვითარებაშიც კი ხომ მოიძებნება ხოლმე
ისეთი ვინმე, ვინც საფიქრალს გაუჩენს ადამიანს. მაგრამ კეთილგანწყო-
ბილ მაყურებელთა დიდი ტრიბუნის დანახვაზე, რომელსაც ახლა მიუ-
ახლოვდნენ, კარლს მომსახურის შენიშვნა გადაავიწყდა. ამ ტრიბუნაზე

259
იყო გრძელი, თეთრსუფრაგადაფარებული მერხი, რომელზეც სარბენი
მოედნისკენ ზურგით მსხდომ ახლადმიღებულებს უმასპინძლდებოდ-
ნენ. ყველა გახარებული და აღელვებული იყო; როცა დაგვიანებული
კარლი შეუმჩნევლად ჩამოჯდა მერხის ბოლოში, ბევრი მათგანი წამოდ-
გა ჭიქით ხელში, ერთმა კი მეათე მიმღები ჯგუფის უფროსის სადღეგ-
რძელოც წარმოთქვა, რომელსაც მან «სამუშაო ადგილის მაძიებელთა
მამა» უწოდა. რომელიღაცამ შენიშნა, რომ მისი დანახვა აქედანაც შეიძ-
ლებოდა, და მართლაც, არცთუ მოშორებით, მსაჯთა ტრიბუნაზე, გარ-
კვევით ჩანდა ორი ბატონი. ახლა ყველა იქით მიბრუნდა ჭიქებით, კარ-
ლმაც წინ მდგარ ჭიქას დაავლო ხელი, მაგრამ – თუმც ხმამაღლა ყვი-
როდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას –
მსაჯთა ტრიბუნაზე არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ ვინმე ამჩნევდა
მათ ოვაციას ან უნდოდა ეს შეემჩნია.
უფროსი უწინდებურად კუთხეში მიყრდნობოდა მოაჯირს, მეორე ბა-
ტონი კი მის გვერდით იდგა და ხელს ნიკაპზე ისვამდა. გაწბილებული
მესუფრეები კვლავ დასხდნენ, დროდადრო რომელიმე მიტრიალდებო-
და ხოლმე მსაჯთა ტრიბუნისაკენ, მაგრამ მალევე უბრუნდებოდა უხვ
სუფრას; ჩამოატარეს დიდი ფრინველი, როგორიც კარლს აქამდე არა-
სოდეს უნახავს. შებრაწულ ხორცში ჩანგლები იყო ჩარჭობილი, მსახუ-
რები განუწყვეტლივ ავსებდნენ ჭიქებს, თუმცა მოქეიფეები ამას თით-
ქმის ვერც ამჩნევდნენ, რადგან ყველას საკუთარ თეფშში ჩაერგო თავი,
სასმისებში კი წითლად ჩაედინებოდა ღვინის ნაკადი; ვისაც საერთო სა-
უბარში მონაწილეობა არ სურდა, შეეძლო ოკლაჰომის თეატრის ფო-
ტოები დაეთვალიერებინა, რომლებიც დასტად ეწყო სუფრის ბოლოში
და ხელიდან ხელში გადადიოდა. მაგრამ სურათები დიდად არ აინტე-
რესებდათ და კარლამდე, რომელიც მერხის ბოლოში იჯდა, მხოლოდ
ერთმა მიაღწია. ამ სურათის მიხედვით ყველა საინტერესო სანახავი უნ-
და ყოფილიყო. მასზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის
ლოჟა იყო აღბეჭდილი. ერთი შეხედვით გეგონებოდათ, ეს ლოჟა კი არა,
მთელი სცენააო, ისეთ დიდ რკალს ხაზავდა მისი დეტალებმოოქრული

260
ბარიერი დარბაზის სივრცეში. ფაქიზად გამოყვანილ რიკულებს შორის
განლაგებული იყო ადრინდელი პრეზიდენტების მედალიონები; ერთს
მსხვილი, სწორი ცხვირი ჰქონდა, სქელი ტუჩები და ამობურცულ ქუთუ-
თოებს ქვემოთ დახრილი თვალები. ლოჟის გარშემო, გვერდებიდან და
ზემოდან, სინათლის სხივები იღვრებოდა; თეთრი, მაგრამ მაინც რბი-
ლი შუქი მის მხოლოდ წინა პლანს ანათებდა, დრაპირებული მეწამული
ხავერდის მიღმა კი, რომლის ნაკეცებში წითელი ფერის სხვადასხვა ტო-
ნი ერთმანეთში გადადიოდა და ყაითანით აკრეფილი მთელ რკალზე
ეშვებოდა, მუქ-წითლად მოციმციმე სიცარიელე მოჩანდა. შეუძლებელი
იყო იმის წარმოდგენა, რომ ამ ლოჟაში ადამიანები იმყოფებოდნენ, იმ-
დენად თვითკმარად გამოიყურებოდა აქ ყოველივე. კარლს საჭმელი არ
ავიწყდებოდა, თუმცა ხშირად გადახედავდა ხოლმე სურათს, რომელიც
მისი თეფშის გვერდით იდო.
ისე კი, სიამოვნებით ნახავდა იმ დანარჩენებიდან თუნდაც კიდევ
ერთ სურათს, მაგრამ თავად ვერ გადაეწყვიტა მოტანა, რადგან ერთ-
ერთ მომსახურეს ხელი ედო დასტაზე, როგორც ჩანს, არ უნდოდა სურა-
თების თანმიმდევრობის დარღვევა, ამიტომ კარლი აქეთ-იქით იყურე-
ბოდა, რათა დაედგინა, ხომ არ გადმოსცემენ ერთმანეთს კიდევ ერთ
რომელიმე სურათს. უცებ, თეფშებზე დახრილ სახეებს შორის – ჯერ
თვალებს არ დაუჯერა – გაკვირვებულმა შენიშნა კარგად ნაცნობი სახე:
ჯაკომო. მაშინვე მიირბინა მასთან და დაუძახა.
მან მორცხვად ასწია თავი თეფშიდან – როგორც ყოველთვის, როცა
მოულოდნელად წაასწრებდნენ ხოლმე, – შემოტრიალდა მერხებს შო-
რის ვიწრო სივრცეში, პირი ხელით მოიწმინდა და სიხარულით შეეგება
კარლს, შესთავაზა, მის გვერდით დამჯდარიყო, ან თავად გადასულიყო
კარლის ადგილზე. უნდოდათ, ყველაფერი ეამბნათ ერთმანეთისათვის
და სულ ერთად ყოფილიყვნენ. კარლს არ უნდოდა სხვების შეწუხება,
ამიტომ ჯერჯერობით ორივე თავის ადგილზე უნდა დარჩენილიყო. სა-
დილი მალე დამთავრდება და მერე, ცხადია, ერთმანეთს აღარ დაშორ-
დებიან. მაგრამ კარლი მაინც შეჩერდა ჯაკომოსთან, უნდოდა, ცოტა

261
ხანს ეცქირა მისთვის. რა მოგონებები ჰქონდა წარსულზე! სად არის ნე-
ტავი შეფმზარეული? რას იქმს ტერეზე? თავად ჯაკომო გარეგნულად
სულ არ შეცვლილა. არ ახდა
შეფმზარეულის წინასწარმეტყველება, რომ ნახევარ წელიწადში ის
ძლიერი ამერიკელი დადგებოდა, ადრინდელივით სუსტი იყო. უწინდე-
ბურად ჩაცვენილი ლოყები, მართალია, ახლა დამრგვალებოდა, რად-
გან კარგა მოზრდილი ხორცის ნაჭერი ედო პირში, რომლიდანაც აუჩქა-
რებლად აძრობდა ძვლებს და თეფშზე ყრიდა. როგორც კარლმა მის
სამკლაურზე ამოიკითხა, არც ჯაკომო მიუღიათ მსახიობად, არამედ
ლიფტიორად. ოკლაჰომის თეატრში, მართლაც, ყველასათვის მოიძებ-
ნება თურმე ადგილი! ჯაკომოს ცქერით გართული კარლი დიდხანს არ
დაბრუნებია თავის ადგილს. ის იყო, დაბრუნებას აპირებდა, რომ კად-
რების უფროსი გამოჩნდა, ერთ-ერთ მაღალ მერხზე შედგა, ტაში შემოჰ-
კრა და მოკლე განცხადებით მიმართა ახალმიღებულებს. უმეტესობა
ფეხზე წამოდგა, ისინი კი, ვისაც საჭმლის მიტოვება არ უნდოდა და ად-
გილზევე დარჩა, დანარჩენებმა მუჯლუგუნებით აიძულეს, ამდგარიყ-
ვნენ.
– იმედი მაქვს, – დაიწყო მან. კარლი ამასობაში ფეხის წვერებზე და-
უბრუნდა თავის ადგილს, – რომ კმაყოფილი დარჩით ჩვენი გამასპინ-
ძლებით. ჩვენი მიმღები ჯგუფის კვებას საერთოდ აქებენ. სამწუხაროდ,
დროა სუფრიდან აიშალოთ, რადგან მატარებელი, რომელმაც ოკლაჰო-
მაში უნდა წაგიყვანოთ, ხუთ წუთში გადის. მართალია, წინ გრძელი გზა
გელით, მაგრამ, როგორც ნახავთ, თქვენზე კარგად იზრუნებენ. ახლა
წარმოგიდგენთ ბატონს, რომელიც თქვენს გადაყვანას უხელმძღვანე-
ლებს და რომელსაც უნდა დაემორჩილოთ.
გამხდარი, ჩია კაცი აძვრა იმ მერხზე, რომელზეც კადრების უფროსი
იდგა. დრო არ დაუკარგავს, ნაჩქარევად დაუკრა თავი შეკრებილთ და მა-
შინვე, ხელების ნერვიული მოძრაობით დაიწყო განკარგულებების გაცე-
მა, თუ როგორ უნდა შეკრებილიყვნენ, განლაგებულიყვნენ და გასდგო-
მოდნენ გზას. მაგრამ მას ჯერ არავინ უსმენდა, რადგან იმ ახალმიღე-

262
ბულმა, იქამდეც რომ წარმოთქვა სიტყვა, მაგიდას ხელი დაჰკრა და
გრძელი სამადლობელი წამოიწყო, თუმცა – კარლს უკვე მოუსვენრობა
დაეტყო – ეს-ესაა ითქვა, რომ მატარებელი მალე უნდა გასულიყო. მაგ-
რამ ორატორს არც იმისთვის მიუქცევია ყურადღება, რომ კადრების უფ-
როსი მას არ უსმენდა, არამედ გადაყვანის ორგანიზატორს სხვადასხვა
მითითებას აძლევდა, მოჰყვა ლაქლაქს, ჩამოთვალა ყველა კერძი, რაც
სუფრაზე მოიტანეს, ყველა შეაფასა, დაბოლოს, თავისი სიტყვა შემდეგი
შეძახილით დაასრულა: – პატივცემულო ბატონებო, ასე ლამობენ ჩვენი
გულის მოგებას! – ყველას გაეცინა, იმათ გარდა, ვისაც ეს მიმართვა ეხე-
ბოდა, მაგრამ ეს უფრო სინამდვილე იყო, ვიდრე ხუმრობა.
ამ სიტყვის გამო ყველამ იმით ზღო, რომ სადგურამდე სირბილით
მოუწიათ მისვლა. თუმცა ეს არც ისე ძნელი იყო, რადგან – კარლმა ახ-
ლაღა შეამჩნია ეს – ბარგი არავის ჰქონდა; ერთადერთი ბარგი ბავშვის
ეტლი იყო, რომელსაც ახლა ჯგუფის თავში მამა ხტუნვა-ხტუნვით მი-
აგორებდა. რა უპოვარი, საეჭვო ადამიანები შეკრებილიყვნენ აქ და მი-
უხედავად ამისა, ასე გულუხვად გაუმასპინძლდნენ და შეიფარეს! გადაყ-
ვანის ორგანიზატორსაც გულთან ახლოს მიჰქონდა ყოველი მათგანის
ბედი. ხან ცალი ხელით თავად მიაგორებდა ბავშვის ეტლს, მეორეს კი
მაღლა ასწევდა ხოლმე ჯგუფის გასამხნევებლად, ხან მსვლელობის ბო-
ლოში მოექცეოდა და ჩამორჩენილებს აჩქარებდა, ხან მწკრივში ყველა-
ზე ნელა მიმავალს გამოარჩევდა და ხელების ქნევით აჩვენებდა, რო-
გორ უნდა სწრაფად სიარული.
სადგურზე რომ მივიდნენ, მატარებელი უკვე ჩამომდგარი იყო. ხალ-
ხი ერთმანეთს ჯგუფზე მიუთითებდა, ისმოდა შეძახილები: – ყველა
მათგანი ოკლაჰომის თეატრის კადრია.
თეატრი, როგორც ჩანს, ბევრად უფრო ცნობილი იყო, ვიდრე კარლს
წარმოედგინა. თეატრალური წარმოდგენები დიდად არასოდეს აინტე-
რესებდა. მთელი ერთი ვაგონი დასისათვის იყო გამოყოფილი, გადაყ-
ვანის უფროსი გამცილებელზე მეტად უჩქაროდა მატარებელში ასვლას.
ჯერ ყოველ კუპეში სათითაოდ შეიხედა, სათანადო განკარგულებები

263
გასცა, და მხოლოდ ამის შემდეგ ავიდა თავად. კარლმა შემთხვევით
ფანჯარასთან დაიკავა ადგილი და ჯაკომოც გვერდით დაისვა. ასე ის-
ხდნენ გვერდიგვერდ და სიხარულით ელოდნენ გამგზავრებას. ასე
უდარდელად ამერიკაში ჯერ არასოდეს უმგზავრიათ. როცა მატარებე-
ლი დაიძრა, ფანჯრიდან ხელის ქნევა დაიწყეს, მოპირდაპირედ მსხდო-
მი ყმაწვილები კი, რომლებსაც ეს სასაცილოდ მოეჩვენათ, მუჯლუგუნე-
ბით ანიშნებდნენ მათზე ერთმანეთს.
ორი დღე და ორი ღამე იმგზავრეს. მხოლოდ ახლა შეიცნო კარლმა
ამერიკის სიდიადე. დაუღალავად იყურებოდა ფანჯრიდან, და ჯაკომოც
იმდენ ხანს მიიწევდა იქით, ვიდრე მოპირდაპირედ მსხდომმა ყმაწვი-
ლებმა, რომლებიც ბანქოს თამაშობდნენ, ნებით არ დაუთმეს მას ფან-
ჯარასთან ადგილი. კარლმა მადლობა გადაუხადა – ჯაკომოს ინგლისუ-
რი ყველასათვის არ იყო გასაგები, და დროთა განმავლობაში, – კუპეში
სხვაგვარად ხომ შეუძლებელია – მათ შორის მეგობრული ურთიერთობა
დამყარდა, ოღონდ ეს მეგობრულობა ხშირად შემაწუხებელი იყო, რად-
გან, რამდენჯერაც მათ, მაგალითად, ბანქოს ქაღალდი ძირს დაუვარდე-
ბოდათ და იატაკზე დაუწყებდნენ ძებნას, კარლს ან ჯაკომოს მთელი ძა-
ლით ჩქმეტდნენ ფეხზე. ჯაკომო მოულოდნელობისაგან წამოიყვირებ-
და ხოლმე და ფეხს მაღლა სწევდა, კარლმა საპასუხოდ მხოლოდ ერ-
თხელ უთავაზა კინწი, ისე კი ჩუმად ითმენდა. ყველაფერი ეს, რაც ამ პა-
ტარა, ღია ფანჯრების მიუხედავად გაბუღულ კუპეში ხდებოდა, არაფე-
რი იყო იმასთან შედარებით, რასაც გარეთ ხედავდა.
პირველ დღეს მაღალი უღელტეხილი გადალახეს. სალი კლდის შავ-
ლურჯი შვერილები ლამის ფანჯარაში შემოჭრილიყვნენ, მგზავრები
თავს დაბლა ხრიდნენ და ამაოდ ცდილობდნენ მწვერვალის დანახვას.
ხეობის პირქუში, ვიწრო კანიონები იხსნებოდა მათ თვალწინ, თითებით
ხაზავდნენ მიმართულებას, სადაც ისინი უჩინარდებოდნენ, მთიდან
გადმომსკდარი ჩანჩქერები შხუილით მოქუხდნენ კლდეზე, ათასობით
აქაფებულ ტალღად იფრქვეოდნენ, მიექანებოდნენ ხიდებს ქვეშ, რომ-

264
ლებზეც მატარებელი გადიოდა და ყველაფერი ეს ისე ახლოს იყო, რომ
მათი ცივი სუნთქვა ტანში ჟრუანტელად უვლიდა ადამიანს.

ფრაგმენტები

I
– ავდგეთ! ავდგეთ! – დაიძახა რობინსონმა, როგორც კი კარლმა დი-
ლით თვალი გაახილა. კარზე ფარდა ჯერ არ იყო გადაწეული, მაგრამ
ჭუჭრუტანებიდან შემოჭრილი მზის კაშკაშა სხივების მიხედვით ჩანდა,
რომ შუადღე უკვე მოახლოვებული იყო. რობინსონი შეწუხებული სახით
გამალებული დარბოდა აქეთ-იქით, ხან პირსახოცი მოჰქონდა, ხან –
ტაშტი, ხან თეთრეული ან ტანსაცმელი, და რამდენჯერაც გვერდით ჩა-
უვლიდა კარლს, თავის დაკვრით ანიშნებდა, ამდგარიყო, და რაც ხელში
ეჭირა, მაღლა სწევდა, რათა ეჩვენებინა კარლისათვის, როგორ იტანჯე-
ბოდა უკანასკნელად მის გამო, რადგან ის, პირველ დილას, ცხადია, თა-
ვის მოვალეობებში ვერ გაერკვეოდა.
მალე კარლმა დაინახა, ვის ემსახურებოდა თურმე რობინსონი. ოთა-
ხის იმ ნაწილში, რომელიც ორი სკივრით იყო დანარჩენი ფართობისა-
გან გამოყოფილი – რაც კარლს აქამდე არ შეუნიშნავს – დიდი განბანვა
მიმდინარეობდა. სკივრს ზემოთ მოჩანდა ბრუნელდას თავი, შიშველი
ყელი – თმა სახეზე ჰქონდა ჩამოყრილი, სანახევროდ კეფა და დროდად-
რო დელამარშის ზეაწეული ხელი სველი ღრუბლით, რომელსაც ის ბრუ-
ნელდას უსვამდა და ბანდა. ისმოდა დელამარშის მოკლე ბრძანებები
რობინსონის მისამართით, რომელიც მას საჭირო ნივთებს აწვდიდა ვიწ-
რო ღრიჭოში სკივრებსა და ესპანურ შირმას შორის, თან ყოველ მიწოდე-
ბაზე ხელი მთელ სიგრძეზე უნდა გაეჭიმა და სახე გვერდზე მიებრუნე-
ბინა.
– პირსახოცი! პირსახოცი! – დაიყვირა დელამარშმა. და ის იყო შეში-
ნებულმა რობინსონმა, რომელიც მაგიდის ქვეშ რაღაც სხვას ეძებდა, თა-
ვი გამოყო, რომ ახალი ბრძანება გაისმა: – სად არის წყალი, ეშმაკმა და-
265
ლახვროს! – და სკივრს ზემოთ დელამარშის განრისხებული სახე გამოჩ-
ნდა. ყველაფერს, რაც კი, კარლის აზრით, დასაბანად თუ ჩასაცმელად
მხოლოდ ერთხელ იყო საჭირო, დელამარში რამდენჯერმე და თან სულ
სხვადასხვა თანმიმდევრობით მოითხოვდა რობინსონისაგან და მასაც
იმდენჯერვე მოჰქონდა. პატარა ელექტროქურაზე წყლიანი ტაშტი იდგა
შესათბობად და ეს მძიმე ტვირთი რობინსონს კვლავ და კვლავ ფეხებ-
გაჩაჩხულს მიჰქონდა საბანაო კუთხისაკენ. რა გასაკვირია, თუ ამდენი
დავალებით თავბრუდახვეული რობინსონი ბრძანებებს ყოველთვის
ზუსტად ვერ ასრულებდა და ერთხელაც, როცა დელამარშმა ისევ მოით-
ხოვა შესამშრალებელი, არც აცია, არც აცხელა, შუა ოთახში განიერ ტახ-
ტზე დაგდებულ პერანგს დაავლო ხელი, მოჭმუჭნა და «სააბაზანოში»
გადაუგდო.
მაგრამ არც დელამარშის სამუშაო იყო იოლი და ალბათ იმიტომაც
ბრაზობდა რობინსონზე, რომ თვითონ ვერაფრით ვერ ახერხებდა, ესია-
მოვნებინა ბრუნელდასათვის. კარლს კი, გაღიზიანებული, საერთოდ
ვერ ამჩნევდა, – აჰ! – წამოიყვირებდა ბრუნელდა და კარლი, რომელიც
ამ ამბავში არ მონაწილეობდა, შეშინებული შეკრთებოდა ხოლმე, – რო-
გორ მტკენ! მომშორდი თავიდან! მირჩევნია თვითონ დავიბანო, ვიდრე
ეს ავიტანო! ხელს ისევ ვერ ვწევ ზემოთ. ისე მაგრად მიჭერ, თვალთ მიბ-
ნელდება. ზურგი ალბათ
მთლიანად დალილავებული მაქვს. შენ, რა თქმა უნდა, ამას არ მეტ-
ყვი. დამაცადე, რობინსონს ვანახვო, ან ჩვენს პატარას. არა, ამას არ გა-
ვაკეთებ, მაგრამ ცოტა უფრო ნაზად მოიქეცი. ფრთხილად, დელამარშ,
ყოველ დილით გიმეორებ ამას, მაგრამ შენთვის ყველაფერი სულერ-
თია, – რობინსონ! – დაიყვირა უცებ და მაქმანიანი პერანგის ამხანაგი
ზემოთ აისროლა. – მომეშველე, ნახე, რა დღეში ვარ, ამ წამებას დაბანას
ეძახის ეს დელამარში! რობინსონ, რობინსონ, სად დაიკარგე, ნუთუ გუ-
ლი არ გაქვს? – კარლმა უსიტყვოდ, თითით ანიშნა რობინსონს, მისული-
ყო, მაგრამ რობინსონს მისკენ არც გაუხედავს, თავი გააქნია, – მე უკეთ
ვიციო, – რას ამბობ? – ყურში ჩასჩურჩულა კარლს, – ის ამას არ გულის-

266
ხმობს. მხოლოდ ერთხელ მივედი მის დაძახებაზე და მეტად აღარ გავ-
ბრიყვდები. მაშინ ორივემ ერთად მტაცა ხელი და აბაზანაში ჩამაყუდა,
ისე, რომ კინაღამ დავიხრჩე. და მთელი დღეები ბრუნელდა მსაყვედუ-
რობდა, რა ურცხვი ხარო, და სულ მეუბნებოდა: «კარგა ხანია ჩემს აბა-
ზანაში არ გიბანავია», ან: «როდის მოხვალ კიდევ იმის სანახავად, რო-
გორ ვბანაობ?» და იქამდე არ დამანება თავი, ვიდრე რამდენჯერმე მუხ-
ლდაჩოქილმა პატიება არ ვთხოვე. ეს არასოდეს დამავიწყდება.
და ვიდრე რობინსონი კარლს ამას უამბობდა, ბრუნელდა ისევ და
ისევ ყვიროდა: – რობინსონ! რობინსონ! სად დაიკარგა ეს რობინსონი!
და თუმცა მის საშველად არავინ მიდიოდა და პასუხიც კი არ ისმოდა
– რობინსონი კარლის გვერდით იჯდა და ორივე მდუმარედ გაჰყურებდა
სკივრებს, რომელთა ზემოთ დროდადრო ხან ბრუნელდას თავი გამოჩ-
ნდებოდა, ხან დელამარშისა, ბრუნელდა არ ცხრებოდა და ხმამაღლა
უჩიოდა დელამარშს, – ო, დელამარშ! – ყვიროდა იგი, – ახლა სრულე-
ბით ვერ ვგრძნობ, თუ მბან. სად გაქვს ღრუბელი? მიდი, აიღე! ნეტავი
დახრა შემეძლოს, ნეტავ განძრევა შემეძლოს! განახებდი, როგორ უნდა
დაბანა. სად გამიფრინდა ქალიშვილობის წლები, როცა იქ, კოლორა-
დოში, ჩემი მშობლების მამულში, ყოველ დილით ვცურავდი, ყველაზე
სხარტი ვიყავი ჩემს ტოლ-სწორებს შორის. ახლა კი! როდის ისწავლი
ჩემს დაბანას, დელამარშ; აქეთ-იქით იქნევ ღრუბელს, იძაბები, მე კი ვე-
რაფერს ვგრძნობ. როცა გეუბნებოდი, სისხლი არ მადინო-მეთქი, ის კი
არ მიგულისხმია, რომ აქ დგომა და გაციება მინდა. იცოდე, ამოვხტები
აბაზანიდან და გავიქცევი, ასე, როგორც ვარ!
მაგრამ თავისი მუქარა არ შეუსრულებია – ან კი როგორ შეძლებდა
ამის შესრულებას, შეშინებულმა დელამარშმა, მართლა არ გაცივდესო,
ეტყობა ძალით ჩასვა აბაზანაში, რადგან წყლის ძლიერი დგაფუნი მო-
ისმა.
– ეს კი გეხერხება, დელამარშ, – თქვა ბრუნელდამ ამჯერად ხმადაბ-
ლა, – მელაქუცები და მელაქუცები, რამეს რომ დააშავებ. – მერე ცოტა

267
ხანს სიჩუმე ჩამოვარდა, – ახლა კოცნის, – თქვა რობინსონმა და წარბები
ასწია.
– ახლა რა არის გასაკეთებელი? – ჰკითხა კარლმა. რაკი აქ დარჩენა
გადაწყვიტა, ახლავე უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას.
რობინსონი, რომელმაც არ უპასუხა, მარტო დატოვა დივანზე და
დაიწყო დიდი სარეცლის მოწესრიგება, რომელიც ჯერ ისევ დატკეპ-
ნილი იყო იმ სიმძიმისგან, მთელი ღამე რომ ესვენა ზედ; სათითაოდ
იღებდა ამ გროვის შემადგენელ ნაწილებს და წესიერად ალაგებდა, რის-
თვისაც, როგორც ჩანს, მთელი კვირები არავის შეუწუხებია თავი.
– გახედე, დელამარშ, – უთხრა ბრუნელდამ, – მგონი ჩვენს საწოლს
ანგრევენ. ყველაფერზე უნდა გეჭიროს თვალი, წუთით არ გვაქვს მოსვე-
ნება. უფრო მკაცრად უნდა მოექცე ორივეს, თორემ რაც მოუნდებათ,
იმას გააკეთებენ, – ეს ნამდვილად ჩვენი პატარაა თავისი წყეული მონ-
დომებით! – წამოიძახა დელამარშმა და ის იყო, უნდა გამოვარდნილი-
ყო სააბაზანო კუთხიდან; კარლს ყველაფერი ხელიდან დაუცვივდა, მაგ-
რამ ბედად ბრუნელდამ შეაჩერა: – არ წახვიდე, დელამარშ, არ წახვიდე.
ოჰ, რა ცხელია წყალი, მოვითენთე. ჩემთან დარჩი, დელამარშ, – კარ-
ლმა მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ სკივრების იქით განუწყვეტლივ ამო-
დიოდა ორთქლი.
შეშინებულმა რობინსონმა ლოყაზე ხელი შემოირტყა, თითქოს კარ-
ლმა რაღაც საშინელება ჩაიდინა, – ყველაფერი ისე დატოვე, როგორც
იყო! – გაისმა დელამარშის ხმა. განა არ იცით, რომ ბრუნელდა აბაზანის
შემდეგ კიდევ ერთ საათს ისვენებს? უთაური რეგვენები! დამაცადეთ,
თქვენამდეც მოვალ! რობინსონ, გეტყობა, ისევ ოცნებამ წაგიღო! შენ,
მხოლოდ შენ მოგთხოვ ყველაფერზე პასუხს, რაც აქ ხდება. ლაგამი უნ-
და ამოსდო ამ ბიჭს, რომ თავის ნებაზე არ იტრიალოს. როცა რამეში სა-
ჭირო ხართ, ვერაფერს თქვენგან ვერ ეღირსება კაცი; როცა არაფერია გა-
საკეთებელი, მაშინ გამოიდებთ ხოლმე თავს. დასხედით სადმე კუთხე-
ში და დაიცადეთ, ვიდრე რამეში დაგვჭირდებით!

268
მაგრამ მაშინვე ყველაფერი დაავიწყდა, რადგან ბრუნელდამ, თით-
ქოს ცხელმა წყალმა არაქათი გამოაცალაო, ძლივს გასაგონად წაიჩურ-
ჩულა: – სუნამო! სუნამო მომიტანეთ! – სუნამო! – დაიღრიალა დელა-
მარშმა, – გაინძერით! – მაგრამ სად არის სუნამო? კარლმა რობინსონს
შეხედა, რობინსონმა – კარლს. კარლი მიხვდა, რომ ყველაფერი თვი-
თონ უნდა აიღოს აქ ხელში, რობინსონს წარმოდგენა არ აქვს, სად არის
სუნამო, დაწვა იატაკზე და ორივე ხელს დივანის ქვეშ აფათურებს, მაგ-
რამ იქიდან მხოლოდ მტვრის ქუნქლა და ქალის თმის ბულული გამო-
ათრია. კარლი მაშინვე საპირფარეშო მაგიდას ეცა, რომელიც კარის
გვერდით იდგა. მაგრამ მის უჯრებში მხოლოდ ინგლისური რომანები,
ჟურნალები და ნოტები იყო ისე ჩაჭედილი, რომ თუ ერთხელ გამოსწევ-
დი უჯრას, მერე ვეღარ მიხურავდი, – სუნამო, – კვნესოდა ამასობაში
ბრუნელდა, – რას აკეთებთ ამდენ ხანს? მაღირსებთ დღეს ჩემს სუნა-
მოს? – ბრუნელდას მოუთმენლობის გამო კარლს, ცხადია, საფუძვლია-
ნად ძებნა არ შეეძლო. ფლაკონი არც ტუალეტის კარადაში აღმოჩნდა,
სადაც წამლებისა და საცხების ქილები ეწყო, ყველაფერი დანარჩენი სა-
აბაზანო კუთხეში იყო შეტანილი. იქნებ ფლაკონი სასადილო მაგიდის
უჯრაშია? მაგრამ ვიდრე სასადილო მაგიდასთან მივიდოდა – კარლი
მხოლოდ სუნამოზე ფიქრობდა, სხვა არაფერზე – რობინსონს შეეჯახა,
რომელსაც დივანის ქვეშ ძებნისათვის, ბოლოს და ბოლოს, თავი დაენე-
ბებინა და თითქოს სუნამოს ადგილსამყოფელი მოიყნოსაო, ბრმასავით
მიიჩქაროდა იქით. შუბლებით მაგრად შეეჯახნენ ერთმანეთს. კარლს
ხმა არ ამოუღია, რობინსონმა კი, თუმცა არ შეჩერებულა, ტკივილის შე-
სამსუბუქებლად გაზვიადებულად ხმამაღლა და გაბმულად დაიყვირა.
– იმის ნაცვლად, რომ სუნამო ეძებონ, ჩხუბობენ, – თქვა ბრუნელდამ,
– ამ უთაურობას ვეღარ ავიტან, დელამარშ, და ხელში ჩაგაკვდები, – სუ-
ნამო მჭირდება, – წამოიძახა ისევ, – აუცილებლად მჭირდება! აბაზანი-
დან არ გამოვალ, ვიდრე არ მომიტანენ, თუნდაც საღამომდე მომიწიოს
აქ დარჩენა, – და მუშტი ისე ჩაარტყა წყალში, რომ შხეფები ხმაურით
ამოიფრქვა.

269
მაგრამ სასადილო მაგიდის უჯრაში მხოლოდ ბრუნელდას ტუალე-
ტის ნივთები აღმოჩნდა: პუდრის წასასმელი ძველი ბალიშები, ნელსაც-
ხებლიანი ქილები, თმის ჯაგრისები, შინიონები და უამრავი ერთმანეთ-
ში აზელილი და ერთმანეთზე შეწებებული წვრილმანი. ვერც რობინ-
სონმა, რომელიც ჯერ ისევ ხვნეშოდა, კუთხეში ასამდე დახვავებულ კო-
ლოფსა და ზარდახშას ერთმანეთის მიყოლებით რომ ხსნიდა და ათვა-
ლიერებდა, ამასთან ნივთების თითქმის ნახევარი, უმეტესად საკერავი
და საწერი მოწყობილობები – იატაკზე ცვიოდა და იქვე რჩებოდა, – ვე-
რაფერი ვერ იპოვა, როგორც თავის ქნევითა და მხრების აჩეჩით ანიშ-
ნებდა კარლს.
ამ დროს დელამარში ქვედა საცვლის ამარა გამოვარდა სააბაზანო-
დან, ბრუნელდამ კი გულამოსკვნილი ტირილი ამოუშვა. კარლმა და რო-
ბინსონმა ძებნა შეწყვიტეს და დელამარშს მიაცქერდნენ, რომელმაც,
თავიდან ფეხებამდე გალუმპულმა – სახიდან და თმებიდანაც კი წყალი
წურწურით ჩამოსდიოდა – წამოიძახა: – აბა, ახლა კეთილი ინებეთ და
ძებნას შეუდექით! – აქ! – უბრძანა ჯერ კარლს და შემდეგ – იქ! – რობინ-
სონს. კარლი მართლაც შეუდგა ხელახლა ძებნას და ის ადგილებიც კი
გადაამოწმა, სადაც რობინსონს ჰქონდა ძებნა ნაბრძანები, მაგრამ ვერც
მან და ვერც რობინსონმა, რომელიც მასზე მეტი მონდომებით ეძებდა
და ცალ თვალს დელამარშისკენ აპარებდა, სუნამოს ვერ მიაგნეს, დელა-
მარში კი ამ დროს გაბრაზებული დააბოტებდა ოთახში აქეთ-იქით, რამ-
დენადაც ფართობი ამის საშუალებას იძლეოდა, და გაბრაზებული, კარ-
ლსაც და რობინსონსაც სიამოვნებით გაროზგავდა.
– დელამარშ! – გამოსძახა ბრუნელდამ, – მოდი, შემშრალებაში მა-
ინც დამეხმარე! სუნამოს ხომ ვერც ერთი ვერ პოულობს, მხოლოდ ყვე-
ლაფერი აურ-დაურიეს. ახლავე შეწყვიტონ ძებნა. ახლავე! ყველაფერი
დააწყონ! და აღარაფერს მიეკარონ! თორემ ბინას საჯინიბოდ გადააქ-
ცევენ. ქეჩოში ჩაავლე ორივეს ხელი, დელამარშ, თუ არ შეწყვეტენ! მაგ-
რამ ისევ განაგრძობენ, აი, კოლოფი გაუვარდათ. ნუღარ აიღებენ, ყვე-

270
ლაფერი ადგილზე დატოვონ, და ოთახიდან გაყარე! კარი ჩაურაზე და
ჩემთან მოდი. რამდენი ხანია წყალში ვწევარ, ფეხები სულ გამიცივდა.
– ახლავე, ბრუნელდა, ახლავე! – მიაძახა დელამარშმა და კარლსა
და რობინსონს სასწრაფოდ კარისკენ გაუძღვა. მაგრამ ვიდრე გაუშვებ-
და, დაავალა, საუზმე მოეტანათ და თუ შეძლებდნენ, ვინმესგან ბრუ-
ნელდასათვის კარგი სუნამო ეთხოვათ.
– რა საშინელი უწესრიგობა და სიბინძურეა თქვენთან, – უთხრა კარ-
ლმა, გარეთ რომ გავიდნენ, – როგორც კი საუზმით მოვბრუნდებით, და-
ლაგება დავიწყოთ.
– ჯანმრთელობა რომ მომცა! – ამოიოხრა რობინსონმა, – და ადამია-
ნური მოპყრობა! – რობინსონს ალბათ ის სწყინდა, რომ ბრუნელდა
არაფრით განასხვავებდა მას, რომელიც ამდენი თვეა ემსახურებოდა,
გუშინ მოსული კარლისაგან. მაგრამ მეტს არ იმსახურებდა და კარლმა
უთხრა: – ცოტათი ძალა უნდა მოიკრიბო, – და სრულ სასოწარკვეთილე-
ბაში რომ არ ჩავარდნილიყო, დასძინა: – სულ ერთხელ მოგვიწევს რი-
გიანად მუშაობა. სკივრების უკან საწოლს მოგიწყობ და როცა ყველაფე-
რი ასე თუ ისე მოწესრიგებული იქნება, შეგიძლია მთელი დღე იწვე, არა-
ფერზე იფიქრო და მალე გამოჯანმრთელდები.
– ახლა თავად ხედავ, როგორ არის ჩემი საქმე, – უთხრა რობინსონმა
და სახე იქით მიიბრუნა, რათა თავის თავთან და თავის გასაჭირთან მარ-
ტო დარჩენილიყო, – მაგრამ დამაცლიან კი მშვიდად წოლას?
– თუ გინდა, მე მოველაპარაკები ამაზე დელამარშსა და ბრუნელდას.
– განა ბრუნელდა ვინმეს გაუწევს ანგარიშს? – და კარლისათვის სრუ-
ლიად მოულოდნელად მუშტი ჰკრა კარს, რომელთანაც სწორედ ახლა
აღმოჩდნენ.
სამზარეულოში შევიდნენ, რომლის ღუმელიდან, აშკარად შესაკეთე-
ბელი რომ იყო, შავი კვამლი ამოდიოდა. ღუმლის კართან ქალი იდგა
მუხლებზე, რომელიც კარლმა გუშინ დერეფანში დაინახა, და შიშველი
ხელებით ნახშირის ნატეხებს ცეცხლში ყრიდა, თან ცეცხლს ყოველი

271
მხრიდან ამოწმებდა. მისი ასაკისათვის მუხლებზე დგომა მოუხერხებე-
ლი და დამღლელი იყო და მძიმედ ქშინავდა.
– ცხადია, უბედურება ხომ არასოდეს მოდის მარტო, – თქვა რობინ-
სონის დანახვაზე, ნახშირის ყუთს დაეყრდნო, გაჭირვებით წამოდგა,
ღუმლის კარის სახელურს წინსაფარი შემოახვია და მიხურა, – უკვე ნაშუ-
ადღევის ოთხი საათია, – გაკვირვებულმა კარლმა სამზარეულოს საათს
ახედა, – თქვენ კი ახლა აპირებთ საუზმეს? რა ხალხი ხართ! – დასხე-
დით, – უთხრა მერე, – და დამელოდეთ, ვიდრე თქვენთვის მოვიცლიდე.
რობინსონმა კარლი კარის გვერდით მერხზე დასვა და ჩასჩურჩულა:
– უნდა დავუჯეროთ. მასზე ვართ დამოკიდებული. ოთახი მისგან ვიქი-
რავეთ და შეუძლია, ყოველ წუთში გაგვყაროს აქედან. მაგრამ ჩვენ ხომ
ბინის გამოცვლა არ შეგვიძლია, როგორ უნდა გადავიტანოთ კიდევ ერ-
თხელ მთელი ეს ნივთები; უპირველეს ყოვლისა კი ბრუნელდას გადაყ-
ვანა შეუძლებელია!
– და აქვე, ამ დერეფანში, სხვა ოთახს ვერ ვიქირავებთ? – ჰკითხა კარ-
ლმა.
– არავინ მოგვაქირავებს, – მიუგო რობინსონმა, – მთელ სახლში არა-
ვინ მოგვაქირავებს ოთახს.
ასე ისხდნენ ჩუმად მერხზე და ელოდნენ. ქალი განუწყვეტლივ დარ-
ბოდა ორ მაგიდას, სარეცხ ვარცლსა და
ღუმელს შორის. მისი წამოძახილებიდან შეიტყვეს, რომ ქალიშვილი
შეუძლოდ ჰყოლია და ამიტომ, ოცდაათამდე მდგმურის მომსახურება
და კვება მას დააწვა კისერზე. ამას ისიც დაემატა, რომ ღუმელი მწყობ-
რიდან გამოვიდა, კერძი ვერა და ვერ გამზადდა. ორ დიდ ქვაბში წვნიანი
თუხთუხებდა, ქალი წამდაუწუმ ციცხვით იღებდა ქვაბიდან წვნიანს და
გადმოასხამდა ხოლმე, მაგრამ, სუსტი ცეცხლის ბრალი თუ იყო, წვენი
არა და არ სქელდებოდა, ამიტომ ღუმლის წინ თითქმის იატაკზე ჩაჯდე-
ბოდა ხოლმე და გავარვარებულ ნაკვერჩხლებს საჩხრეკით ურევდა.
კვამლი, რომელსაც სამზარეულო გაევსო, ქალს ყელს უღიზიანებდა და
დროდადრო ისეთი ხველა აუვარდებოდა, სკამის ზურგს ჩაეჭიდებოდა

272
და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერაფერს ვეღარ აკეთებდა. რამ-
დენჯერმე ჩაილაპარაკა, საუზმეს დღეს საერთოდ ვეღარ გავამზადებ,
რადგან ამისთვის აღარც დრო მაქვს და აღარც სურვილიო. რადგან კარ-
ლსა და რობინსონს, ერთი მხრივ, ნაბრძანები ჰქონდათ საუზმის მიტა-
ნა, მეორე მხრივ კი მას ძალით ვერ მოიპოვებდნენ, ასეთ შენიშვნებზე
არაფერს პასუხობდნენ და უწინდებურად გასუსულები ისხდნენ.
ირგვლივ, სკამებსა თუ ტაბურეტებზე, მაგიდებზე თუ მაგიდების
ქვეშ, ერთ კუთხეში იატაკზეც კი, მდგმურების ჯერაც გაურეცხავი საუზ-
მის ჭურჭელი იყო დახვავებული. მათ შორის ქეთლები, რომლებშიც ცო-
ტაოდენი ყავა ან რძე იყო ჩარჩენილი, ზოგიერთ თეფშზე – კარაქის ნარ-
ჩენები, გადმოყირავებული თუნუქის ქილიდან გალეტები გადმოცვენი-
ლიყო. ყოველივე ამისგან თავისუფლად შეიძლება საუზმის შეკოწიწება,
რომლითაც ბრუნელდა, თუ მისი წარმომავლობა არ ეცოდინება, სავსე-
ბით კმაყოფილი დარჩება, გაიფიქრა კარლმა და საათს ახედა; უკვე ნა-
ხევარი საათია, აქ იცდიან, ბრუნელდა ალბათ ცოფებს ყრის და დელა-
მარშს მათ წინააღმდეგ აქეზებს; ქალმა კი ხველის შეტევებს შორის, კარ-
ლისათვის თვალი არ მოუშორებია, ისე წამოიძახა: – შეგიძლიათ, რამ-
დენ ხანსაც გინდათ, იმდენ ხანს ისხდეთ აქ, მაგრამ საუზმეს ვერ მიი-
ღებთ. სამაგიეროდ, ერთ-ორ საათში ვახშამს გაგიმზადებთ.
– მოდი, რობინსონ, – დაუძახა კარლმა, – ჩვენ თვითონ გავამზადოთ
ჩვენი საუზმე, – როგორ? – წამოიყვირა ქალმა და თავი დახარა, – გამოი-
ჩინეთ, თუ შეიძლება, კეთილგონიერება, – უთხრა კარლმა, – რატომ არ
გინდათ, საუზმე მოგვცეთ? აი, უკვე ნახევარი საათია გიცდით, ეს საკმა-
ოდ დიდი დროა. ხომ გიხდით ყველაფრისათვის, და ნამდვილად იმაზე
მეტსაც, ვიდრე სხვები გიხდიან. ჩვენ რომ ასე გვიან ვსაუზმობთ, ეს
თქვენთვის, ცხადია, შემაწუხებელია, მაგრამ ჩვენ თქვენი მდგმურები
ვართ, ასეთი ჩვეულება გვაქვს, გვიან ვსაუზმობთ, და თქვენც ანგარიში
უნდა გაგვიწიოთ. გასაგებია, რომ დღეს თქვენი ქალიშვილის ავადმყო-
ფობის გამო განსაკუთრებით გიჭირთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, თავად

273
მოვამზადოთ ნარჩენებისაგან ჩვენი საუზმე, თუ სხვაგვარად არაფერი
გამოდის და უკეთეს საჭმელს არ გვაძლევთ.
მაგრამ ქალი არ აპირებდა არც ერთ მათგანთან თავაზიანი საუბრის
გაბმას. ეს მდგმურები, მისი აზრით, საერთო საუზმის ნარჩენებსაც კი არ
იმსახურებდნენ; მეორე მხრივ კი ორივე მსახურმა იმდენად მოაბეზრა
თავი, რომ ხელი დაავლო თასს, რობინსონს მიაჩეჩა, რომელმაც სახე
დაღრიჯა და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ თასი უნდა დაეჭირა,
რათა მასში ქალს მათთვის მოძებნილი საკვები ჩაეყარა. მან უდიდესი
სისწრაფით აავსო თასი, მაგრამ ყოველივე ეს ჭუჭყიანი ჭურჭლის გრო-
ვას უფრო წააგავდა, ვიდრე საუზმეს. სანამ ქალი მათ სამზარეულოდან
აძევებდა, და ისინიც, წელში მოხრილები, სალანძღავი სიტყვებისა და
მუჯლუგუნების მოლოდინში, კარისაკენ მიიჩქაროდნენ, კარლმა თა-
სი ჩამოართვა რობინსონს, რადგან საუზმე საიმედო ხელში არ ეგულე-
ბოდა.
დერეფანში, სამზარეულოს კარს საკმარისად რომ გასცდნენ, კარლი
თასით ხელში იატაკზე ჩაჯდა, რათა, უპირველეს ყოვლისა, თასი გაეწ-
მინდა და საკვები დაეხარისხებინა: მაგალითად, რძე ერთ ჭურჭელში ჩა-
ასხა, კარაქის ნარჩენები ერთ თეფშზე გადაფხიკა, შემდეგ ნახმარობის
ყოველგვარი კვალი გააქრო, ესე იგი, დანა-ჩანგალი და კოვზები დაწმინ-
და, პურ-ფუნთუშებს მონაკბეჩები ჩამოაჭრა, და ამგვარად, საუზმეს მეტ-
ნაკლებად მოწესრიგებული სახე მისცა. რობინსონის აზრით, მთელი ეს
სამუშაო სრულიად ზედმეტი იყო – საუზმე ხშირად ამაზე უარესადაც გა-
მოიყურება ხოლმეო, მაგრამ კარლმა მას ყური არ ათხოვა და მოხარუ-
ლიც იყო, რომ რობინსონი თავისი ჭუჭყიანი თითებით მის დახმარებას
არ ცდილობდა. დასაწყნარებლად, როგორც ეს განსაკუთრებული შემ-
თხვევა მოითხოვდა, რამდენიმე გალეტი და ქეთლი მისცა, რომლის
ფსკერზე შოკოლადის სქელი ფენა იყო დალექილი.
როცა თავიანთ ბინასთან მივიდნენ და რობინსონმა მაშინვე დააპი-
რა კარის სახელურის ჩამოწევა, კარლმა შეაჩერა, რადგან დარწმუნებუ-
ლი არ იყვნენ, შეიძლებოდა თუ არა შესვლა, – ჰო, მართლა, – თქვა მან,

274
– ახლა ჯერ მხოლოდ ვარცხნის, – და მართლაც, ჯერ ისევ გაუნიავებელ
და ფარდებჩამოშვებულ ოთახში, შეზლონგზე იჯდა ფეხებგაჩაჩხული
ბრუნელდა, დელამარში კი, მისკენ დახრილი, მოკლე და ალბათ ძალზე
აბურდულ თმას უვარცხნიდა. ბრუნელდას კვლავ თავისუფალი განიერი
კაბა ეცვა, ოღონდ ამჯერად ღია ვარდისფერი, გუშინდელ კაბაზე ალბათ
ცოტათი მოკლე, ყოველ შემთხვევაში, თეთრი, უხეშად ნაქსოვი წინდები
თითქმის მუხლებამდე მოუჩანდა. მოუთმენლობისაგან, რადგან ვარ-
ცხნის პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა, ბრუნელდა თავისი სქელი წითე-
ლი ენით წამდაუწუმ ტუჩებს ილოკავდა, დროდადრო თავს გააქნევდა
ხოლმე და წამოიძახებდა – ოჰ, დელამარშ! – ის კი ზეაწეული სავარ-
ცხლით მშვიდად ელოდა, როდის დააბრუნებდა ბრუნელდა თავს უწინ-
დელ მდგომარეობაში.
– დიდი დრო დაგჭირდათ, – უთხრა ბრუნელდამ ორივეს, კარლი კი
განსაკუთრებით გააფრთხილა: – ცოტა უფრო მარდი უნდა გახდე, თუ
გინდა, რომ შენით კმაყოფილი ვიყოთ. ზარმაცი და ღორმუცელა რობინ-
სონისაგან ნუ აიღებ მაგალითს. ამასობაში თქვენ ალბათ ერთად წაისა-
უზმეთ სადმე; გაფრთხილებთ, მომავალში ამას აღარ მოვითმენ.
ეს დიდი უსამართლობა იყო, რობინსონმა თავი გააქნია და ტუჩებიც
აამოძრავა, ოღონდ ხმა ვერ ამოიღო. კარლი კი მიხვდა, რომ ბატონებზე
მხოლოდ მუყაითი შრომით მოახდენდა შთაბეჭდილებას. კუთხიდან
დაბალი იაპონური მაგიდა გამოათრია, სუფრა გადააფარა და რაც მო-
იტანეს, ზედ დაალაგა. ვინც საუზმის წარმომავლობას იცნობდა, ყოვე-
ლივე ეს დამაკმაყოფილებლად მოეჩვენებოდა, საერთოდ კი, როგორც
კარლი თავს გამოუტყდა, ზოგ რამეზე შეიძლებოდა მიდავება.
საბედნიეროდ, ბრუნელდა მშიერი იყო. ვიდრე კარლი საუზმეს აწ-
ყობდა, მოწონების ნიშნად თავს უკრავდა და ხშირად ხელსაც უშლიდა,
როცა გემრიელ ლუკმას გამოსტაცებდა ხოლმე თავისი რბილი, მსუქანი
ხელით, მაშინვე რომ სრესდა ყველაფერს.
– კარგად გარჯილა, – თქვა პირის წკლაპუნით და დელამარში, რო-
მელმაც სავარცხელი ვარცხნის გასაგრძელებლად თმაში ჩაუტოვა,

275
გვერდით დაისვა სავარძელზე. საუზმის დანახვაზე დელამარშიც მოლ-
ბა. ორივე ძალიან მოშიებული იყო და მათი ხელები მაგიდაზე ერთმა-
ნეთს უსწრებდა. კარლი მიხვდა, რომ ბატონების გულის მოსაგებად ყო-
ველთვის რაც შეიძლება მეტი საჭმელი უნდა მოეტანა, თან გაახსენდა,
კიდევ რამდენი საჭმელად გამოსადეგი რამ დატოვა სამზარეულოში ია-
ტაკზე და თქვა: – ეს პირველი შემთხვევა იყო და არ ვიცოდი, როგორ უნ-
და მომემზადებინა ყველაფერი, შემდეგისათვის ამას უკეთესად გავაკე-
თებ, – მაგრამ ლაპარაკის დროსვე გააცნობიერა, ვის ელაპარაკებოდა,
და მიხვდა, რომ ამ საქმემ ძლიერ გაიტაცა. ბრუნელდამ კმაყოფილებით
დაუკრა თავი დელამარშს და კარლს ჯილდოდ პეშვით გალეტები გა-
უწოდა.

ბრუნელდას გამგზავრება

II
ერთ დღეს კარლმა სადარბაზოდან ინვალიდის ეტლი გამოაგორა,
რომელშიც ბრუნელდა იჯდა. ისე ადრე აღარ იყო, როგორც იმედოვნებ-
და. შეთანხმდნენ, ღამით გამოსულიყვნენ, რათა ქუჩაში ყურადღება არ
მიეპყროთ, რაც დღისით გარდაუვალი იქნებოდა, რაც უნდ მონდომე-
ბით გახვეულიყო ბრუნელდა დიდ რუხ პლედში. მაგრამ სტუდენტის და-
უზარელი დახმარების მიუხედავად, კიბეზე ჩამოყვანას დიდი დრო დას-
ჭირდა, მით უფრო, რომ სტუდენტი კარლზე გაცილებით სუსტი აღმოჩ-
ნდა. ბრუნელდას ძალიან ყოჩაღად ეჭირა თავი, თითქმის არ ხვნეშოდა
და ყველანაირად ცდილობდა, თავისი მზიდველებისათვის ტვირთი შე-
ემსუბუქებინა. მაგრამ მაინც ყოველ მეხუთე საფეხურზე შეჩერება და
ბრუნელდას ძირს დაშვება უწევდათ, რათა თავისთვისაც და მისთვისაც
სულის მოთქმის საშუალება მიეცათ. გრილი დილა იყო, დერეფნებში
ცივი ნიავი უბერავდა, როგორც სარდაფში, მაგრამ კარლი და სტუდენტი
ოფლში იყვნენ გახვითქულები და ყოველ შესვენებაზე სახეზე ოფლს
ბრუნელდას პლედის ბოლოებით იწმენდდნენ, რომელსაც ის, უნდა ით-
276
ქვას, თავაზიანად უწვდიდა. ამიტომ მხოლოდ ორი საათის შემდეგ ჩა-
მოაღწიეს ქვემოთ, სადაც წინა საღამოს მომზადებული ეტლი ელოდათ.
ბრუნელდას ეტლში ჩასმასაც საკმაო ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ
ყველაფერი წარმატებით დასრულდა; რადგან ეტლის ტარება მაღალი
ბორბლების წყალობით ძნელი არ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ იმისი
შიში ჰქონდათ, რომ ბრუნელდას სიმძიმის ქვეშ ეტლი არ დაშლოდათ.
მაგრამ სხვა გზა არ იყო, რისკი უნდა გაეწიათ, სათადარიგო ეტლს ხომ
ვერ წამოიღებდნენ თან, რომლის შოვნა და ტარება სტუდენტმა ნახევ-
რად ხუმრობით იკისრა. სტუდენტთან გამომშვიდობების დროც დადგა,
რამაც ძალზე გულითადად ჩაიარა. ყველა უთანხმოება ბრუნელდასა და
სტუდენტს შორის თითქოს დავიწყებას მიეცა. მან ბოდიშიც კი მოუხადა
ბრუნელდას იმ ძველი წყენის გამო, რაც ავადმყოფობის დროს მიაყენა,
მაგრამ, როგორც ბრუნელდამ თქვა, ყველაფერი დავიწყებული და გა-
მოსყიდულიცააო. ბოლოს სთხოვა სტუდენტს, მეგობრობის ნიშნად სა-
მახსოვროდ მიეღო მისგან ერთი დოლარი, რომელიც თავის მრავალ-
რიცხოვან ბოლოკაბებში ძლივს ძლივობით ამოქექა. ბრუნელდას ცნო-
ბილი სიძუნწის გათვალისწინებით, ეს საჩუქარი ძალზე გულუხვი იყო.
სტუდენტმა სიხარულისგან მონეტა მაღლა აისროლა, თუმცა მერე მისი
ძებნა მოუწია, კარლიც მიეშველა და ბოლოს ბრუნელდას ეტლის ქვეშ
იპოვა. კარლისა და სტუდენტის გამომშვიდობება, ცხადია, გაცილებით
მარტივი იყო, მათ ხელი გაუწოდეს ერთმანეთს და იმედი გამოთქვეს,
რომ ოდესმე ისევ შეხვდებოდნენ და მაშინ ერთ-ერთი მათგანი მაინც –
კარლი ირწმუნებოდა, რომ ეს იქნებოდა სტუდენტი, სტუდენტი კი ირ-
წმუნებოდა, რომ – კარლი, წარმატების მწვერვალს მიაღწევს, რისი
დროც ჯერ, სამწუხაროდ, არ დამდგარა. შემდეგ კარლმა მხნედ ჩაავლო
ეტლის სახელურს ხელი და სადარბაზოდან გამოაგორა. სტუდენტი
იქამდე უყურებდა, ვიდრე თვალს არ მიეფარნენ, თან ცხვირსახოცს უქ-
ნევდა. კარლი დროდადრო უკან იხედებოდა და თავის დაკვრით ემშვი-
დობებოდა, ბრუნელდაც სიამოვნებით მოიხედავდა, მაგრამ ასეთი მოძ-
რაობები ძალიან ღლიდა. რათა საბოლოო გამომშვიდობების საშუალე-

277
ბა მიეცა, ქუჩის ბოლოში კარლმა ეტლი შემოატრიალა, ისე რომ ბრუ-
ნელდას სტუდენტი დაენახა. მანაც ამ შემთხვევით ისარგებლა და
ცხვირსახოცი განსაკუთრებული მონდომებით დაუქნია.
შემდეგ კარლმა უთხრა, რომ შეჩერებების დრო აღარ იყო, რადგან
წინ გრძელი გზა ედოთ და თან განზრახულზე გაცილებით გვიან გამო-
ვიდნენ. მართლაც, აქა-იქ უკვე გამოჩნდნენ ეკიპაჟები და – თუმც ჯერ
ძალზე იშვიათად – ადამიანებიც, რომლებიც სამუშაოზე მიიჩქაროდნენ.
თავისი შენიშვნით კარლს მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რაც სინამდვი-
ლეში თქვა, მაგრამ მგრძნობიარე ბრუნელდამ ეს სხვანაირად გაიგო და
მთლიანად გაეხვია თავის რუხ საბანში. კარლს წინააღმდეგობა არ გა-
უწევია; მართალია, რუხი გადასაფარებლით შენიღბული ურიკა საკმაოდ
თვალშისაცემი იყო, მაგრამ შეუდარებლად ნაკლებად თვალშისაცემი,
ვიდრე შეუნიღბავი ბრუნელდა იქნებოდა. ის ძალიან ფრთხილად მიდი-
ოდა; ვიდრე კუთხეში შეუხვევდა, შემდეგ ქუჩას ათვალიერებდა, თუ სა-
ჭიროდ ჩათვლიდა, ეტლს დააყენებდა და რამდენიმე ნაბიჯს მარტო გა-
დადგამდა წინ, თუ რაიმე უსიამოვნო შეხვედრის წინათგრძნობა გაუჩ-
ნდებოდა, დაიცდიდა, ვიდრე ის ჩაივლიდა, ან სულაც სხვა ქუჩით გააგ-
რძელებდა გზას. ასეთ შემთხვევაშიც კი არ უწევდა შორი გზით მოვლა,
რადგან ყველა შესაძლებელი მიმართულება წინასწარ ჰქონდა შესწავ-
ლილი. ცხადია, დროდადრო თავს იჩენდა ხოლმე ისეთი დაბრკოლებე-
ბი, რომლებიც ეჭვს კი აღძრავდა, მაგრამ მათი წინასწარ განჭვრეტა შე-
უძლებელი იყო. ერთ აღმართიან ქუჩაზე, მაგალითად, რომელიც ყვე-
ლაფრის დანახვის საშუალებას იძლეოდა, და კარლისდა სასიხარუ-
ლოდ, სრულიად ცარიელი იყო – კარლი ცდილობდა, ასეთი უპირატესო-
ბა განსაკუთრებული სისწრაფით გამოეყენებინა – სადარბაზოს ბნელი
კუთხიდან პოლიციელი გამოვიდა და ჰკითხა, რა მიჰქონდა ასე საგულ-
დაგულოდ შენიღბული ურიკით. ძალიან მკაცრად კი შეხედა კარლს, მაგ-
რამ მაშინვე გაეღიმა, როცა გადასაფარებელი გადასწია და ბრუნელდას
აწითლებული, შეშინებული სახე დაინახა, – როგორ? – ჰკითხა გაკვირვე-
ბულმა, – მე მეგონა, ათი ტომარა კარტოფილი მიგქონდა, აქ კი მხოლოდ

278
ერთადერთი დედაკაცია? საით მიემგზავრებით, ვინ ხართ? – ბრუნელ-
დამ პოლიციელის შეხედვაც კი ვერ გაბედა, მხოლოდ კარლს შესცქერო-
და, თან აშკარად ეეჭვებოდა, რომ კარლი მის გადარჩენას შეძლებდა.
კარლის აზრით კი, რომელსაც უკვე პოლიციელებთან ურთიერთობის
საკმაო გამოცდილება ჰქონდა, ეს გარემოება არც ისე საშიში იყო, – წარ-
მოადგინეთ, ფროილაინ, საბუთი, რომელიც თქვენ მოგცეს, – ოჰ, ცხა-
დია, – თქვა ბრუნელდამ და ისე უგერგილოდ დაიწყო ძებნა, რომ აშკარა
ეჭვს აღძრავდა. – მაშ ასე, – დაუფარავი ირონიით თქვა პოლიციელმა, –
საბუთს ვერ ვპოულობთ, – როგორ არა, – მშვიდად უპასუხა კარლმა, –
საბუთი ნამდვილად თან აქვს, უბრალოდ სადღაც ჩაიტენა, – თავად შე-
უდგა ძებნას და მართლაც, ბრუნელდას ზურგიდან ამოაძრო საბუთი.
პოლიციელმა ნაჩქარევად გადაავლო თვალი ქაღალდს, – მაშ ასე, – გა-
იღიმა მან, – ესე იგი, სწორედ ეს არის ეს ქალი? თქვენ კი, პატარავ, მის
კვებასა და გადაყვანას უზრუნველყოფთ? ნუთუ ამაზე უკეთესი საქმე
ვერ გიპოვიათ? – კარლმა მხრები აიჩეჩა – ისევ პოლიციელებისათვის
ჩვეული შარიანობა, – მაშ, ბედნიერი მგზავრობა, – თქვა პოლიციელმა,
როცა პასუხი ვეღარ მიიღო. პოლიციელის სიტყვებში აშკარა სიძულვი-
ლი იგრძნობოდა, კარლიც ამიტომ გამოუმშვიდობებლად გაშორდა –
პოლიციელის სიძულვილი სჯობს მის ყურადღებიანობას.
ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო უსიამოვნო შეხ-
ვედრა ჰქონდა. კარლს ერთი კაცი მიუახლოვდა, რომელიც რძის დიდი
ბიდონებით დატვირთულ ურიკას მიაგორებდა და ცნობისმოყვარეობა
კლავდა, რა მიჰქონდა კარლს რუხგადასაფარებლიანი ეტლით. მათ ერ-
თი გზა ნამდვილად არ ჰქონდათ, და თუმცა კარლი მოულოდნელ მანევ-
რებს აკეთებდა, მერძევე მაინც გვერდიდან
არ შორდებოდა. თავიდან ისეთი შეძახილებით კმაყოფილდებოდა,
როგორიცაა, მაგალითად, «ეტყობა, მძიმე ტვირთი უნდა გქონდეს!» ან
«ცუდად დაგიწყვია ზემოდან, სადაცაა, რაღაც გადმოგორდება!» მერე კი
პირდაპირ ჰკითხა: – რა გაქვს მაგ გადასაფარებლის ქვეშ?
კარლმა მიუგო: – რა შენი საქმეა?

279
პასუხმა კაცს ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაუცხოველა. და ბო-
ლოს უთხრა:
– ვაშლი.
– ამდენი ვაშლი? – გაიკვირვა კაცმა და ამ შეძახილს გაუთავებლად
იმეორებდა, – ეს ხომ მთელი მოსავალია, – თქვა მერე.
– ჰო, ასეა, – უთხრა კარლმა. მაგრამ, კარლს არ დაუჯერა თუ მისი
გაბრაზება უნდოდა, მოკლედ, თავისი არ დაიშალა და – ვითომ ხუმრო-
ბით, ცდილობდა ხელით გადასაფარებელს მისწვდომოდა და ბოლოს,
მისი მოქაჩვაც კი გაბედა. რა დღეში ჩავარდებოდა ბრუნელდა! მისი
ხათრით კარლმა მერძევეს ჩხუბი არ დაუწყო და უახლოეს ღია ალაყა-
ფის კარში შეუხვია, ვითომ იქ მიდიოდა.
– აი, უკვე მოვედი, – უთხრა მერძევეს, – მადლობას მოგახსენებთ
კომპანიისათვის.
სახტად დარჩენილი მერძევე ჭიშკართან გაჩერდა და კარლს თვალი
გააყოლა, რომელიც მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში მთელი ეზო
გადაეკვეთა. კაცს ეჭვი აღარ დარჩენია, მაგრამ ჯიბრზე ურიკა კართან
დატოვა, კარლს ფეხის წვერებზე დაეწია და გადასაფარებელი ისეთი ძა-
ლით მოქაჩა, რომ კინაღამ ბრუნელდას სახე გააშიშვლა, – ეს შენი ვაშ-
ლების გასანიავებლად, – მიაძახა და უკან გაიქცა. კარლმა ესეც მოითმი-
ნა, ოღონდ კი ამ აბეზარასაგან საბოლოოდ დაეხსნა თავი. ეტლი ეზოს
კუთხეში მიაგორა, სადაც რამდენიმე დიდი ცარიელი ყუთი იდგა და მათ
საფარში უნდოდა ბრუნელდასათვის ერთი-ორი დამამშვიდებელი სიტ-
ყვა ეთქვა. მაგრამ მის დასამშვიდებლად დიდი ხანი დასჭირდა, რადგან
ბრუნელდა ცრემლებად იღვრებოდა და სრულიად სერიოზულად ევედ-
რებოდა კარლს, მთელი დღე აქ, ყუთების უკან დავრჩეთ და მხოლოდ
შეღამებულზე გავაგრძელოთ გზაო. ალბათ კარლი ვერ შეძლებდა მის
დარწმუნებას, რამდენად არასწორი იქნებოდა ეს, შემთხვევა რომ არ
დახმარებოდა – ვიღაცამ ყუთების გროვის მეორე მხარეს ისეთი საშინე-
ლი ხმაურით მოისროლა ცარიელი ყუთი, რომ ამ ხმაურის ექო მთელ
ეზოს მოედო, და შეშინებულმა ბრუნელდამ სიტყვაც ვეღარ დაძრა, სა-

280
ბანი თავზე წაიფარა და ალბათ სიხარულით ცას ეწია, როცა კარლი და-
უყოვნებლივ გაუდგა გზას.
ქუჩები თანდათან გამოცოცხლდა, მაგრამ ეტლი ისეთ დიდ ყურად-
ღებას არ იპყრობდა, როგორც კარლი შიშობდა. საერთოდ, უფრო გონივ-
რული ხომ არ იქნებოდა, მგზავრობისათვის სხვა დრო შეერჩია? თუ
ამგვარი «გასეირნება» კიდევ ერთხელ გახდება საჭირო, ამისთვის
კარლი შუადღეს ამჯობინებს. ბოლოს, განსაკუთრებული დაბრკოლებე-
ბის გარეშე, ერთ ვიწრო, ბნელ ქუჩაზე შეუხვია, სადაც დაწესებულება
ნომერი 25 მდებარეობდა. კართან ელამი მმართველი იდგა საათით
ხელში.
– ყოველთვის ასეთი არაპუნქტუალური ხარ? – ჰკითხა მან.
– რაღაც დაბრკოლებები შემხვდა, – უპასუხა კარლმა.
– ასეთი დაბრკოლებები, როგორც ცნობილია, ყოველთვის იქნება, –
მიუგო მმართველმა, – მაგრამ აქ, ჩვენთან, ეს მხედველობაში არ მიიღე-
ბა.
ასეთ შენიშვნებს კარლი ყურს იქით უშვებდა – ყველა იყენებს თავის
ძალაუფლებას და ლანძღავს ქვემდგომებს. ვინც ამას შეჩვეულია, მის-
თვის ეს იგივეა, რაც საათის წიკწიკი. მაგრამ როცა ეტლი ფოიეში შეაგო-
რა, შეაკრთო იმ სიბინძურემ, რაც იქ დახვდა და რასაც მოელოდა კიდეც.
რომ დააკვირდებოდი, ეს რაღაც მოუხელთებელი სიბინძურე იყო. ფოი-
ეს ქვის იატაკი თითქოს დაეგავათ, კედლების მოხატულობა – არც თუ
ძველი, ხელოვნური პალმები – ოდნავ დამტვერილი, – და მაინც, ყველა-
ფერი გაზინთული და ზიზღისაღმძვრელი იყო, თითქოს აქ ყველაფერს
ცუდად ეპყრობოდნენ და რაც არ უნდა წმინდო, ვეღარ დაუბრუნებ აქაუ-
რობას პირვანდელ სისუფთავესო. როცა კარლი სადმე მივიდოდა, უყ-
ვარდა აწონ-დაწონა, რის გაუმჯობესებას შეძლებდა აქ, და იმის წარ-
მოდგენა, რა სიხარულით შეუდგებოდა მაჯებდაკაპიწებული მუშაობას,
თუნდაც ეს სამუშაო დაუსრულებელი ყოფილიყო. აქ კი არ იცოდა, სა-
იდან უნდა დაეწყო. ნელა გადახადა ბრუნელდას გადასაფარებელი.

281
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ფროილაინ, – მაღალფარდოვ-
ნად მიესალმა მმართველი. ბრუნელდამ მასზე აშკარად კარგი შთაბეჭ-
დილება მოახდინა. როგორც კი ბრუნელდამ ეს შეამჩნია, მაშინვე მო-
ახერხა, ამით ესარგებლა, რაც კმაყოფილებით შენიშნა კარლმა. ბოლო
საათების მთელი შიში გაიფანტა.

282

You might also like