Professional Documents
Culture Documents
−I−
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 1/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
*********
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 2/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 3/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
მჭვრეტელი.
იღებდა ხელში იოსები და მახლობელ ყუთებში, სკივრებსა და ზანდუკებში
ალაგებდა:
შინდისფერ არშიებით შემკულ, მოოქრულ ფაიფურის ჭურჭლებს.
წერწეტ ვერცხლის შანდლებს, ვერცხლისავე ბადიებს, პატიოსანი თვლებით
შემკულ ხატებს, ირანული მინანქარით მოჩითულ ლარნაკებს, ოქროს ზარნიშით
მოოჭვილ ქამარ-ხანჯლებს, პაწია ყუთებს, მომსხო ბრილიანტების ბეჭდებით,
მანიაკებით და ოქროს სამაჯურებით სავსეს.
ძვირფას ბეწვეულს, ტანისამოსს, ბუხარის და ირანის კრაველებს, ქართულ თასებს,
ვერცხლის თუნგებსა და აზარფეშებს..
ოჯახის მამა ლენცოფანაჭამსავით დარბოდა ოთახში, აღებდა კარადებს, მაგიდების
უჯრებს, როცა გასაღებს ვერ პოულობდა, ჩაქუჩით ამტვრევდა მათ. გლეჯდა
კედლებიდან უშველებელ თექის ნოხებს და ფარდაგებს.
მსახურებს გამოჰქონდათ ოთახებიდან ქვესაგებელი, ჭურჭელი, ხელთუნგები,
სპილენძის ტაშტები, ვერცხლის რახტიანი უნაგირები, გოლიათური, ვერცხლით
შეზიკული ჯიხვის ყანწები, ვერცხლით მოჭედილი ლეკურები, სატევრები,
ხავერდგადაკრული მუთაქები და ურთხმელის ჩარჩოებში ჩასმული სურათები.
დიდი დარბაზის კედლები ისე გააშიშვლეს, თითქოს მდიდრულად მორთულ
ბინაში მტერს უნავარდნიაო.
მხოლოდ ერთ კუთხეში ყოველივე უცვლელად დარჩენილიყო.
მეკურტნე გაოცებული შესცქეროდა კაცის სიმაღლე ფოლადის რაინდის მანეკენს.
შორიდან მთლად ცოცხალ კაცსა ჰგავდა იგი. თავზე უშველებელი ჯაჭვის ჩაბალახი
ეხურა. ტანზე ფოლადის კინენი, პოლოტიკნი, საბეჭურნი, სამხრენი, სამაჯურნი,
ხელებზე ფოლადის თათმანები, ფეხზე ფოლადისავე საბარკლენი, ფოლადისავე
ფეხსამოსელი. ორივე ხელით დაბჯენოდა უშველებელ ხმალს.
შორიდან ვერ ჰხედავდა, იოსები, სახე თუ ჰქონდა ამ ფოლადის კაცს, თვალები თუ
გააჩნდა, ან სული თუ ედგა.
ამის მსგავსი არაფერი ენახა. ხანდახან იჭვიც ებადებოდა: ვინ იცის, ეგებ შიგ
ცოცხალი კაცია! მაგრამ, თუ ცოცხალია, რატომ არ იძვრის, რატომ არას ამბობს და
ასეთ წუთში, როცა ყველა აფორიაქებულია, იგი არც ხმას იღებს და არც თუ სადმე
წასვლად ემზადება.
შავგვრემანმა ბიჭუნამ, კახამ, შენიშნა, რომ იოსები ვერ გამორკვეულიყო, ცოცხალი
იყო ეს კუთხეში მდგარი რაინდი, თუ აქ რაიმე ჯადოქრობა უნდა ყოფილიყო.
მეკურნტემ დაიჭირა კახას ოდნავ დამცინავი ღიმილი, თვალი აარიდა ფოლადის
რაინდს. შეეშინდა, დამცინებენო და მის გასწვრივ კედლებზე გადაიტანა მზერა.
კედელზე ფარი ეკიდა უშველებელი, მის გარშემო ძველებური გაზნექილი ხმლები,
დაჟანგული დამბაჩები, წათი, შუბი, წერაქული, საპირეები, საფალიები და
ისეთივე ჩაბალახი რკინისა, როგორიც თავზე ეხურა ფოლადის რაინდს.
ორი ავტომობილი, ერთიც საბარგო, კიდემდის დატვირთა იოსებმა. მაფრაშებისა და
ზანდუკების ყორედან მხოლოდ თავები და მხრები უჩანდათ მგზავრებს.
როცა ავტომობილები შუილით დაიძრნენ, იოსებმა თვალი მოჰკრა, თუ როგორ
ფარფატებდა პატარა კახას ხელში თეთრი მტრედის ხუნდი.
და დიდხანს უწიოდა ყურში ბავშვის ნაღვლიანი ძახილი: ბერბერა, მშვიდობით
ბერბერა...
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 4/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− II −
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 5/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 6/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 7/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 8/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
*********
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 9/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− III −
− IV −
−V−
პირველ ღამეს დიდი იოსები ძლიერ კმაყოფილი იყო, რომ მას ასე დაუსჯელად
შერჩა სხვისი ქონების უსაზმნო ფლანგვა.
იგი შეურიგდა მეეზოვის ნესტიან ოთახს, მაგრამ ბერბერას ძვირად დაუჯდა ბინის
გამოცვლა. გახდა, ეპილეპტიური კრუნჩხვა შეეყარა. კანტუზიანი მხედარივით
უცახცახებდა მთელი სხეული.
შეებრალა იოსებს ავადმყოფი ცხოველი. აქამდის თუ ერთ წუთს არ უშვებდა
ქუჩაში, ახლა ბერბერა თავისუფლად დათარეშობდა, ქუჩის ძუკნა ძაღლებს
გადაყოლილი.
გახუნდა, გაჭუჭყიანდა, გაყვითლდა მისი სპეტაკი ბეწვი, ზინთიანი წილამურები
ეკიდა ტანსა და კუდზე. სადღა იყო მისი სანაქებო, ზრდილი ქცევა და
მიხვრამოხვრა. გაიმურა, ქუჩის ტალახში ამოიგანგლა მშვენიერი ბერბერა და
დაემსგავსა თავადის ქალს, ჟამთა სიავით მრეცხავ ქალად გადაქცეულსა. ქუჩის
ბიჭები ქვებს ესროდნენ გაწუწკებულ ძაღლს.
პატივი აეყარა ბერბერას ამ სახლში ახლად შემოხიზნულ მეზობლებისა და
მდგმურების თვალში. მიუხედავად ამისა, დიდი იოსები ლუკმას უყოფდა თავის
ერთადერთ მეგობარს.
*********
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 12/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− VI −
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 13/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
„შენ რა გგონია, იოსებ ჩემო, რატომ უყეფდა შენი ბერბერა მთვარის ლანდს აუზის
სარკეში? ძაღლი გულთმისანია ცხოველთა შორის. მისი ყმუილი სიკვდილის
მოახლოებას მოასწავებს.
განა ვერ ხედავ, ჩემო იოსებ, რომ მთვარე ისე გაწითლდა, თითქოს სისხლში იყოს
ნაბანი? ეს ქვეყანა ამჟამად მეექვსე მოქცევის ნიშანს ქვეშ იმყოფება. სიტყვა-
სიტყვით ნავარაუდევია ეს ყოველივე: „და ვიხილე რაჟამს აღაღო მეექვსე ბეჭედი
და, აჰა, ძვრა იქნა დიდი და მზე შეიქნა ვითარცა ძაძა ბალნისა, მთოვარე
ყოველითურთ იქმნა ვითარცა სისხლი, ვარსკვლავნი ცისანი გადმოსცვივეს
ქვეყნად, ვითარცა ლეღვმან რა დაჰყარის პირველი ნაყოფი თავისი, ქარისაგან
დიდისა შერყევითა და ცა წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი და ყოველი
მთა და ბორცვი ადგილთა თვისაგან შეინძრეს და მეფეთა ქვეყნისათა და
მთავართა და ათასისთავთა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან და
დამალნეს თავნი მათნი ქვაბთა შინა კლდეთა და მთათა შინა.
რამეთუ მოვიდა დღე რისხვისა მისისა და ვინ შემძლებელ არს დადგომად?“
დიდი იოსები ხმაგაკმედილი იჯდა, თავი ზე ასწია, სტუდენტის ფერმკრთალ
სახეზე დიდრონი შავი თვალები ღველფივით ელავდნენ.
სომეხ მეთარეებს უკვე სავსებით ჩახლეჩოდათ ხმა. ქართველი კინტოები წრეს
გადასული ღრიალებდნენ. დუქანში ხმაურობა და ღრეობა მატულობდა.
„მთვარეული ხომ გაგიგონია, ჩემო იოსებ”, - ქადაგებდა სუდენტი, პაპიროსს
აბოლებდა და ქანცმილეული ნაბავდა თვალებს.
„მთვარეული?“ - ამბობდა დიდი იოსები.
დედაჩემისაგან გამიგონია, მეც მჭირდა ეგე ბავშვობაში, მექვენის ეკლესიის
სამრეკლოზე გავსულვარ ძილში დიდ ხუთშაბათ ღამეს, მნათეს დავუჭერივარ...
„ჰოდა, მე კი 14 წლის დაი მყავდა მთვარეული. ღამით ამდგარიყო, მესამე
სართულიდან ჩამოჰყოლოდა წყლის მილს, ნაწვიმარ წყლის კასრში ჩასულა.
წყლის გაკარებაზე გაღვიძებია და დამხრჩვალა.
იცი, ჩემო იოსებ, ამ ქვეყნად ყოველივე მთვარიდან მოდის. თვითონ მანქანებიც,
შენ რომ გეზარება, ის მანქანებიც მთვარისაგან არიან მოგზავნილი“.
„როგორ მანქანები? ეს არ მესმის, ჰი, მანქანები!“ - იცინოდა დიდი იოსები, თავის
ცხენურ კბილებს უჩვენებდა სტუდენტს.
„სულ მარტივი ამბავია: მთვარე აორსულებს ადამიანებს. იგი თავისი შხამიანი
სუნთქვით სწამლავს და აცოფებს ოცნებას და მერმე მთვარით შეპყრობილნი
უსულო რკინასა და რვალს სულს ჩაუდამენ და ესენიც მთვარეულივით ხეტიალს
დაიწყებენ.
ეს ქვეყანა ჩემო იოსებ, სიზმარსა და ოცნებას უპყრია და თუ ადამიანი ოცნებისაგან
გამოერკვა, მასაც ისეთივე დაღუპვა მოელის, როგორც გამოფხიზლებულ
მთვარეულს. მაშინ დადგება სწორედ დღე რისხვისა, წეღან რომ გითხარი, იგი დღე,
ძმა ძმას არ დაინდობს და შვილი - მშობელს. ეს ახდა კიდეც ნაწილობრივ.
მე ომში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ მოდიოდნენ წითლების
ტანკები.
ტანკი შენც ხომ გინახავს ტფილისის ქუჩებზე. უშველებელ კუსა ჰგავს, გარშემო
ფოლადის ხობოკვერა არტყია. შიგ ადამიანები სხედან არხეინად და ზარბაზნებს
ისვრიან”.
დიდი იოსები გაოცდა, რადგან მას ასეთი რამ ჯერ არ ენახა.
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 16/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− VII −
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 17/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− VIII −
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 18/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
*********
*********
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 21/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
− IX −
*********
დიდო იოსებ!
შენ წილი არ დაგიდო ამ ცხოვრებამ თავის ნადიმში.
დიდო იოსებ!
შენს რაჭაში ორიოდე ციდა სამოსახლო მიწა არ შეგარჩინეს გაუმაძღარმა
ძმისშვილებმა.
დიდო იოსებ!
ეგებ მეწყერებს თან გადაჰყვა შენი წილი ვენახიცა და შენი წალკოტიც.
ბედისწერამ გადმოგტყორცნა ამ ამღვრეულ, დაბურდულ, განადგურებულ,
დომხალივით არეულ ტფილისში.
უთუოდ იმავე ბედისწერამ არია შენი ცხოვრების ეტლი და, როგორც ვატყობ,
მრუდე ბილიკებზე შეგაყენა შენაც.
*********
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 22/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
მისი ბრგე ბეჭები ჯერაც კამეჩივით ამტანია და ძლიერი. მისი კისერი ლომა ხარის
ქედივით აზვინულია და მოუდრეკელი.
ვინ იცის, ეგებ ერთ მშვენიერ დღეს გაზეთში შემხვდეს შრომის გმირის - დიდი
იოსების - სურათი.
*********
−X−
− XI −
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 24/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
*********
− XII −
სწორედ იმ ღამეს, როცა ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში ყალბი ათასიანები ჩავკეტე,
საოცარი მერეხი დააცხრა ქალაქს.
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 25/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 26/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 27/28
11.02.2020 კონსტანტინე გამსახურდია - დიდი იოსები
მინაწერი:
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8019 28/28