You are on page 1of 178

1

წინასიტყვაობა

გრიგოლ რობაქიძის „ქალღმერთის ძახილი“1 1934 წელს


გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭ-
და. „დალი“ - ასე ერქვა რომანს ქართულ ორიგინალში, რომე-
ლიც დაკარგულად ითვლება. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგ-
მენტები - „ორი ფოთოლი“ და „დიდი დედა“, გამოქვეყნებული
ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“.
როგორც „ბედი ქართლისას“ პუბლიკაციის ავტორისეული
მინაწერიდან ირკვევა, „ქალღმერთის ძახილი“ ფრანგულადაც
ყოფილა თარგმნილი მათე კერესელიძის მიერ და გამოსაცემად
გამზადებული ტექსტი დაკარგულა. გრიგოლ რობაქიძე იმედოვ-
ნებდა, რომ ამ თარგმანს იპოვიდნენ - „ჩემი პარიზში ყოფნის
დროს, 1943 წელს ხმა მომესმა: თარგმანი ერთს პარიზში
მცხოვრებ ქართველ ქალს აქვსო - გვარი არ მახსოვს. ეგებ
მოინახოს“.
წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს,
პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე,
ასევე მწერლის სიცოცხლეში გამოქვეყნებულ ორიგინალისეულ
ფრაგმენტებს. წიგნში შეძლებისდაგვარად შენარჩუნებულია
გრიგოლ რობაქიძის სტილი.

1 „Der Ruf der Gцttin“

2
ქარღმერთის ძახილი

თანბი სოფლის ბოლოს ელოდა მეგობრებს. თხის ტყავის აბ-


გა ხავსმოკიდებულ პირქუშ ლოდზე დაედო. აბგა სავსე იყო შე-
საწირავი კვერებით, ლამზირით, ხოლო იქვე ცვილის სანთლე-
ბი, პატარა დოქით ღვინო და არჩვის ლორის მოზრდილი ნაჭე-
რიც იდო.
მზე უკვე ამოსულიყო, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ჩაეღწია მაღა-
ლი მთებით შემორაგვულ ხეობაში. ყმაწვილი მოჯადოებული-
ვით დასცქეროდა მთვლემარე სანახებს. მოცისფრო მყინვარები
და სოსანისფერი კლდეები მედიდურად და ღონივრად წამომარ-
თულიყვნენ. შორეთი იისფერი ნისლის ფაფუკ ჩრდილებში ჩაძი-
რულიყო.
თანბი მკვირცხლად წამოიმართა. ღონივრად და ლაღად გა-
შალა განიერი მკერდი და ხარბად შეისუნთქა სისხამ დილის
სიგრილე.
შემდეგ ბალამწარას შეავლო თვალი. ამ ხისგან მხოლოდ ის-
რებისა და ხელჯოხის, ან წმინდანთა ხატების გამოთლა შეიძლე-
ბოდა. ფიქრებში წასული ყმაწვილი ხეს მიეყრდნო. განა ოდეს-
ღაც მის უფროს ძმას ასეთი ბებერი ხისაგან ბუმბულით შესამკო-
ბი ისარი არ გამოუთლია? და თანბის გაახსენდა, ბიჭობაში მთე-
ლი დღე ისრის სროლაში რომ ვარჯიშობდა, სანამ მისი ისარი
შორი მანძილიდან წვრილ-წვრილ ღეროებს არ ჩამოსხეპდა
ხოლმე.
მზე ცეცხლწაკიდებული ფრინველივით აფართქუნებდა გა-
ვარვარებულ დიდრონ ფრთებს, როცა ძეძვნარიდან ბექუზაც გა-

3
მოჩნდა. მასაც თხის ტყავის აბგა მოეგდო მხრებზე. თანბი მო-
სულს წყნარად მიესალმა.
ბექუზა სამოცდათხუთმეტი წლისა გახლდათ, მხრებში ოდნავ
მოხრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ჯანღონით სავსე. მის თვალებს სი-
მახვილე არ დაეკარგათ და არც ხელები უკანკალებდა. იგი
ოდესღაც სვანეთში სახელგანთქმული მონადირე გახლდათ,
მაგრამ ნადირობაზე კარგა ხანია აეღო ხელი, ოღონდ როცა
თანბის ზღაპრული წარმატებების ამბავს გაიგებდა, უცნაური ეჭ-
ვიანობა იპყრობდა ხოლმე, რომელიც მამობრივ კეთილმოსურ-
ნეობას ერწყმოდა. იგი სულ თან დაჰყვებოდა ყმაწვილ მონადი-
რეს, თუმცა თვითონ იშვიათად თუ გაისროდა ტყვიას. სამა-
გიეროდ ნადირობისას თანბის თვალს არ აშორებდა და მაშინ
სევდიანად აგონდებოდა თავისი ახალგაზრდობა.
„გიორგი სად არის?“ ჰკითხა თანბიმ.
„მგონი მის ცოლს დედათა წესის დღეები უდგას“, უპასუხა
მოხუცმა.
„ივანე სადღაა?“
„მისი რძალი ჯერაც მელოგინეა“.
ასეთ შემთხვევებში, ადათ-წესების თანახმად ნადირობა იკ-
რძალებოდა.
„ყანსავი რად არ წამოიყვანე?“ ჰკითხა თანბის ბექუზამ.
„ეტყობა, ცოლმა აცდუნა“, ღიმილით მიუგო ყმაწვილმა.
სანადიროდ წასვლამდე მონადირე ქალს არ უნდა გაჰკარე-
ბოდა. ესეც ძველთუძველესი წესი გახლდათ. ბექუზამ ჩაიღიმა.
ისინი მთებისკენ გაემართნენ. ადამიანებთან შეხვედრას გა-
ურბოდნენ, შორს ვინმეს თუ დალანდავდნენ, მყისვე ძეძვნარში
იმალებოდნენ ხოლმე.

4
სოფელი სულ მალე უკან ჩამოიტოვეს. ერთი მთის მწვერ-
ვალზე შეისვენეს, ხელ-პირი წყაროს წყლით დაიბანეს, სანთლე-
ბი აანთეს, სამ-სამი კვერი ხელში დაიჭირეს, პირი აღმოსავლე-
თისკენ ქნეს და ქალღმერთ დალის შეევედრნენ. წახემსების
შემდეგ გზას გაუდგნენ. ერთ მოსახვევში გომბეშო დაინახეს.
კარგი ნიშანიაო, ხალისიანად წამოიძახა მოხუცმა. იმავე წუთს
კი, მარცხნიდან ჩხიკვის ჩხავილი გაიგონეს. ცუდი ნიშანიაო,
გაიფიქრა გუნებაწამხდარმა თანბიმ.
ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს გამორჩეული ქვა და ბედის
საკითხავად კენჭები ესროლეს. სიტყვაძუნწობდნენ, რადგან
იცოდნენ, რომ ნადირობისას ჯობდა ხმა არ ამოეღოთ. ერთმა-
ნეთს სახელითაც არ მიმართავდნენ, „ნაპოოლი“, ანუ ჩიტი უნდა
ეძახათ. არც თოფი უნდა ეხსენებინათ, მის მაგივრად „თარხა-
ნი“, ანუ ჭოკი უნდა ეთქვათ.
ღამე ბნელ მღვიმეში ჯადოსნური სიზმრების მოლოდინში
გაათიეს.
„მე ღვინო მესიზმრა“, თქვა ჩინებულ გუნებაზე გამოღვიძე-
ბულმა მოხუცმა. ეს კარგი ნიშანი იყო, დღეს ჯიხვის სისხლს
დაღვრიდნენ.
„მე ქალი მესიზმრა“, მორცხვად თქვა თანბიმ.
„ბოლომდე ხომ არ მინებდი?“ ჰკითხა შეშფოთებულმა მო-
ხუცმა.
არაო, მიუგო ყმაწვილმა და მოხუციც დამშვიდდა. თუ კაცს
სიზმარშიც კი ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა არ ექნებო-
და, მაშინ დალი გულმოწყალებას გამოიჩენდა. ეს მონადირეთა
ძველთუძველესი გამოცდილებით დასტურდებოდა.
მაგრამ თანბის ერთი რამ არ გაუმხელია: ის ქალი, სიზმარში
რომ გამოეცხადა, თვით ქალღმერთი დალი გახლდათ: ჯერ კი-

5
დევ ბავშვობაში ოცნებობდა დალიზე, როცა ბუნდოვან ეჭვებში
ჩაფლული კერიასთან იჯდა, წყნარად მოგიზგიზე ცეცხლს ჩას-
ცქეროდა და თავის ბიძას უგდებდა ყურს, რომელიც ჭუნირს, ანუ
ძროხის გამომშრალი კუჭისგან დამზადებულ საკრავს ცეცხლზე
ათბობდა, რომ საკრავის კანი უფრო გამჭვირვალე გამხდარიყო
და დალიზე შეთხზულ ათასნაირ ზღაპრებს ამღერებდა: რა ლა-
მაზი იყო დალი, როგორ შემოახვევდა თმას მონადირეებს, რო-
გორ აცდუნებდა, ვნებათაღელვას აყოლილს კი როგორ დაღუ-
პავდა ავხორცი ქალღმერთი.
ყმაწვილს იმ დროიდან იზიდავდა ქალღმერთი დალი. ამიტო-
მაც მეოცნებე გახდა და დღისით, მზისით სახეები ელანდებოდა.
თანბი იმ იმედით გახდა მონადირე, რომ დალი ოდესმე ერთხელ
მაინც ენახა. თავისი პაპის პაპის შურდა, რომელსაც თურმე და-
ლის ვნება დაეცხრო, მაგრამ როცა მას მიწიერ ქალთან უღალა-
ტა, გრძნეულმა დალიმ ბოლო მოუღო. აი თანბი კი არასოდეს
უღალატებდა ქალღმერთს, ასე ფიქრობდა იმ პაპის ბადიში.
და აი ახლა, წუხელ იხილა იგი, მართალია, მონადირეობის
დაწყებიდან ექვსი წლის თავზე, სიზმარში, მაგრამ სიზმარი
ცხადზე კიდევ უფრო ტკბილი გამოდგა. პირმომღიმარი, გასხი-
ვოსნებული მოიწევდა მისკენ დალი, უბიწო ყმაწვილმა მხურვა-
ლედ ჩაიკრა იგი გულში და უეცრად გამთანგველი, საამური
ცეცხლი იგრძნო. გონება დაებინდა, მაგრამ სიზმარშიც იცოდა,
რომ ზღვარს არ უნდა გადასულიყო. გაბრუებულს ჯერაც განუც-
დელი შიში გაუმრავლდა. მზუთუნახავმა თვალები ფართოდ
გაახილა, მყისვე დაებინდა და დაენისლა, ტუჩმა ტუჩი შესვა და
უეცრად ქალღმერთის სახე თეთრ ჯიხვად გადაიქცა, იმ მშვე-
ნიერი ცხოველის ბაგემ ქალღმერთის ტუჩიდან ასხლეტილი

6
კოცნა ყმაწვილის ბაგეს დააკონა და ბედნიერებით სავსე თანბიმ
გამოიღვიძა - მან დალის საამური შეხება იგრძნო.
„რა დაგემართა?“ გამომცდელად ჩაეკითხა მოხუცი, მაგრამ
თანბი დუმდა.
ამასობაში ტყის სიღრმეში შევიდნენ და თავიანთ შეგულე-
ბულ ადგილზე დაბანაკდნენ. მთების კალთებს ლორთქო ბალა-
ხი მოსდებოდა. ჯიხვები მაღალი მთებიდან, სალი კლდეებიდან
ჩამოდიოდნენ და აქ ძოვდნენ ბალახს. აქვე იყო მინერალური
წყაროები, რომლებსაც მწყურვალე ცხოველები ეწაფებოდნენ,
შიგადაშიგ კი მარილის ბუდობებს ლოკავდნენ. ეს კარგად
იცოდნენ მონადირეებმა, ხერგილებს აგებდნენ, ქვებითა და მი-
წით ფარავდნენ და იქ იმალებოდნენ ხოლმე.
მონადირეებმა უეცრად ტყის ქათმის სტვენა გაიგონეს.
„ვითომ დაგვინახავდა?“ წაიჩურჩულა თანბიმ.
„ჯიხვები, ეტყობა, ახლოს არიან“, ჩურჩულითვე მიუგო ბექუ-
ზამ. იცოდნენ, რომ ჯიხვებსა და ამ იშვიათ ფრინველს შორის
იდუმალი კავშირი არსებობდა. იგი ჯიხვების მეგობარია, ზაფ-
ხულში გამოქვაბულში ბალახს ეზიდება, რომ ჯიხვებს ზამთარში
სარჩო არ მოაკლდეთ, თვითონ კი მათი ნასუფრალით იკვებება.
თუ მონადირეს მოჰკრავს თვალს, მყისვე თავისი ხაფი და საბრა-
ლო სტვენით აფრთხილებს ჯიხვებს.
მოხუცისთვის წინათგრძნობას არ უღალატია. წამიც და მარ-
თლაც გამოჩნდნენ მშვენიერი ცხოველები. გაზაფხული იდგა და
მათ ფერფლისფერ ტყავს მოყვითალო ბზინვარება დაჰკრავდა.
თანბი და ბექუზა მონუსხულივით შეჰყურებდნენ ჯიხვებს და აღ-
ტაცებას ვერ მალავდნენ. მაინც მერამდენედ? თვალს ვერ აცი-
ლებდნენ მოქნილ, ღონიერ თავკისერს, მაღალ, დაძარღვულ
ფეხებს, მუქ და ნაღვლიან თვალებს, უკან გადაწყობილ რქებს,

7
ანუ ქარახსას, მედიდურ პოზას და მთელ ამ დაძაგრულ ძალღო-
ნეს. ჯიხვი დალის რჩეული ნადირიაო, გაიფიქრა თანბიმ. მონა-
დირეები შეჩერდნენ და ხელსაყრელ წამს დაელოდნენ. ჯიხვები
ხარბად ძოვდნენ ლორთქო ბალახს, სულ მცირე გაფაჩუნებაზეც
კი თავს უკან გადაიგდებდნენ, მოკლე ყურებს დაცქვეტდნენ და
მგრძნობიარე ნესტოებით ხაპავდნენ ჰაერს. უეცრად, თითქოს
საფრთხე იგრძნესო, ქარაფს თავზე გადაახტდნენ და მიიმალ-
ნენ.
„ხელიდან დაგვისხლტდნენ“, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
თანბიმ.
„დავედევნებით“, გაამხნევა მოხუცმა.
ფრთხილად და უხმაუროდ ჩაუდგნენ კვალში ჯიხვებს. ბექუ-
ზამ ერთ-ერთს დაუმიზნა თოფი, დამფრთხალი ჯიხვი უზარმაზარ
უფსკრულს გადაევლო, მაგრამ სწორედ ამ ნახტომში დაეწია
ტყვია და სასიკვდილოდ დაჭრილი მიწას დაენარცხა. მოხუცი
წელში ამაყად გაიმართა და თავის თოფს აკოცა. ამასობაში
თანბი სხვა ჯიხვს გამოენთო. ოტებული სახიფათო, ციცაბო შვე-
რილს ჩაუყვა. რქებით და ფეხებით ეჭიდებოდა კლდეს. ერთი
კენჭიც რომ გამოსცლოდა ფეხქვეშ, გარდაუვალი დაღუპვა
ელოდა. თანბიმ ვერ ესროლა.
„რა გემართება? განა ასეთი ჯიხვის ხელიდან გაშვება შეიძ-
ლებოდა?“ ჰკითხა გაოცებულმა ბექუზამ და მოინდომა თვითონ
ესროლა, მაგრამ ყმაწვილი შეევედრა შეჩერებულიყო.
ბექუზამ ჩაიღიმილა. „ღონე წაგერთვა? განა მონადირეს ეს
ეკადრება?“ ეს კი თქვა, მაგრამ მყისვე წაიჩურჩულა, დაკოდილი
ჯიხვი დალისთვის გაღებული მსხვერპლიაო.
გაოგნებული თანბი უსიტყვოდ მიაჩერდა მოხუცს.

8
იმ უფსკრულამდე მისაღწევად, სადაც დაკოდილი ჯიხვი იწვა,
წრე უნდა დაერტყათ. სწრაფი და ლაღი ნაბიჯებით მიუახლოვ-
დნენ სულთმობრძავ ნადირს. მგზნებარედ დაუკოცნეს ნაღ-
ვლიანი სახე და ამ კოცნაში ჩაქსოვილი იყო ძველთუძველესი,
უწმინდესი რიდი და ძრწოლა. მერე ჯიხვი ხერგილამდე მიათრი-
ეს, მონადირული ლაღი სიმღერა დასჭექეს, თავიანთ თოფებს
ეამბორნენ და მადლობა შესწირეს დალის ნადავლისათვის.
მსხვერპლად შეწირულივით იწვა მოკლული ცხოველი ხერ-
გილზე. იქვე მონადირეები ისხდნენ და სისხლით მთვრალებს
სახე უხურდათ. ღამე კი ნელ-ნელა ეხვეოდა მყუდრო სამალავს.
მოხუცს ჩაეძინა. თანბი კი ფხიზლობდა და ბორგავდა. სამა-
ლავიდან გამოძვრა და ტყისკენ აიღო გეზი, რათა კიდევ უფრო
ღრმად ჩაფლულიყო მრუმე ღამის სათუთ გარსში.
გოლიათური მთების უზარმაზარმა სიჩუმემ მთელ სხეულში
დაუარა და პირთამდე აღავსო თანბი. ამ დროს მაღალი კლდი-
დან უეცრად გამოკრთა კაშკაშა შუქი. ეს მოვლენა, რომელსაც
მთების დამუხტულ ჰაერში შეიძლება შეესწროს კაცი, აგიზგიზე-
ბულ მდინარესავით დაეძგერა დიდრონ ხეს, რომელიც თანბის
სიახლოვეს იდგა და მისმა სულმა მყისვე შეიცნო „კერი“, ანუ
წმინდა ძალა, რომელიც ნაკურთხ ხეებსა და ლოდებშია დაუნჯე-
ბული. უსიტყვო ლოცვით პირთამდე სავსე, გაოგნებული იდგა
იგი. მერე ერთ წიფელს მიეახლა და ისე მხურვალედ ჩაეკრა
გულში, რომ სხეულში უცხო ძალა ჩაეღვარა. ერთხანს გაბ-
რუებულივით ეკვროდა ხის ტანს. ტყის წყნარ, ლბილ სუნთქვაში
კი ჟამიდან ჟამზე ჩნდებოდა მწყაზარი ნათება, რომელსაც დალი
ერქვა სახელად.
თანბი კარგა ხანია იწვოდა სურვილით, მოხუცისთვის ეკით-
ხა, ოდესმე თუ გიხილავს ტყის ქალღმერთიო, მაგრამ ყოველ-

9
თვის აკავებდა უსიტყვო რიდი. ბექუზას ბევრი რამ უამბნია, მაგ-
რამ არასოდეს უხსენებია დალი. ყმაწვილმა მონადირემ ამჯე-
რად გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, რაიმე დაეცდენი-
ნებინა მისთვის.
მეორე დღეს იხილეს, როგორ მოუყვებოდა თავდაღმართს
ჯიხვების მთელი ჯოგი. თანბი და ბექუზა მათ სამალავიდან უთ-
ვალთვალებდნენ. ჯოგს სილამაზით გამორჩეული ნადირი მოუძ-
ღოდა. ეს გახლდათ თეთრი ჯიხვი.
ყმაწვილი მონადირე აკანკალდა და მოხუცს ყურში რაღაც
წასჩურჩულა. მოხუცს კი ყოჩის დანახვაზე ახალგაზრდულად
აუძგერდა გული. მონადირეების აღტაცება ტკბილ-მწარე გარინ-
დებაში გადაიზარდა და თვალანთებულნი უმზერდნენ მათი
მოდგმის ტოტემას. ჯვეგი თვაალ, ჯოგის თვალიაო თეთრი ჯიხვი,
წაიჩურჩულა ერთმა მათგანმა.
ყოჩი ჯოგს გამოეყო. ცოტახანს იხტუნავა, მაგრამ უეცრად
შეკრთა და ჰაერი მოყნოსა.
არცერთს არ უსროლია. ჯოგი თვალს მიეფარა და მონადირე-
ებმაც ამოიდგეს ენა.
„ბედმა გაგვიღიმა“, ჩაილაპარაკა მოხუცმა, „თეთრი ჯიხვი
ქალღმერთ დალის რჩეული გახლავს!“
თანბი სულს ძლივს ითქვამდა.
„დღეს იგი პირველად ვიხილე“, დასძინა მოხუცმა.
„მეც“, ძლივს ამოთქვა თანბიმ.
„აი, შენი პაპის პაპა კი დალის რჩეულს მრავალგზის შეხვედ-
რია“, დასძინა მოხუცმა ცოტახნის შემდეგ.
„დალისაც შეხვედრია?“ წამოსცდა ყმაწვილ მონადირეს.
„უნახავს, როგორ დახტოდა იგი და ქალღმერთის შიშველი
მუხლებიც თვალში მოხვედრია“, თქვა მოხუცმა და დადუმდა.

10
თანბიმ იფიქრა, მოხუცი რაღაცას მიმალავსო. რას უნდა ნიშ-
ნავდეს, ქალღმერთის შიშველი მუხლები თვალში მოხვედრიაო?
ორივენი ორთაბრძოლაში ჩაბმულებივით იდგნენ ერთმანე-
თის პირისპირ. ყმაწვილ მონადირეს ისე დარია დაძაბულობამ
ხელი, რომ გაძლება აღარ შეეძლო.
„მერე, მერე?“ მოუთმენლად იკითხა მან, მაგრამ კითხვაზე
პასუხის გაცემის ნაცვლად, ბექუზამ მხიარულად მიუგო: „ნუთუ
შენი დიდი პაპის ხვედრი შეგშურდა?“
თანბიმ დაირცხვინა და დადუმდა. სახე უხურდა.
მოხუცს სახე მოეღუშა და უხალისოდ დასძინა: „ოქროს-
თმიანის ხილვა ძვირად დაუჯდა შენს დიდ წინაპარს“.
ყმაწვილი მონადირე დათრგუნული ჩანდა. მოხუცმა მისი
პირქუში მზერა შენიშნა და თქვა: „მან თეთრი ჯიხვი მოკლა“.
„რა თქვი?“ კბილებში გამოსცრა თანბიმ. ეს ამბავი აქამდე არ
ჰქონდა გაგონილი. თეთრი ჯიხვის მოკვლა ისე გამაოგნებელი
ეჩვენა, თითქოს მდუღარე გადაასხესო.
მოხუცმა მკაცრად დასძინა: „ეს რომ არ ჩაედინა, ისე ქალ-
ღმერთი არ დანებდებოდა“.
თანბი დაიბნა და ჩაიდუდუნა: „განა თეთრი ჯიხვი დალის
რჩეული არ არის?“
„ქალღმერთი სწორედ რჩეულებს ითხოვს!“ მიუგო ბექუზამ.
„ცხადია... მაგრამ მოკვლა...?“
„არა! ეს შეწირვაა!“ მოკლედ და უხეშად წარმოთქვა მოხუც-
მა. თანბი ჩაფიქრდა. კითხვების დასმის თავი აღარ ჰქონდა. მო-
ხუციც დუმდა. იდუმალების პირბადეს ხელი შეახეს და ერთმა-
ნეთს სახეში ვეღარ უყურებდნენ.

11
შინისაკენ გაემართნენ. ერთი ბლის ხეზე გარეული ინდაური
აფართქუნებდა ფრთებს. გაისმა გასროლა და ფრინველი
სტვენა-სტვენით გაფრინდა.
„ფუი!“ წამოიძახა ნირწამხდარმა ბექუზამ.
ამ დროს მეორე გასროლაც გაისმა. თანბიმ აფრენილ ფრინ-
ველს მოარტყა ტყვია. სასიკვდილოდ დაჭრილი ფრინველი მი-
წას დაენარცხა.
„დაგელოცოს მარჯვენა, თანბი!“ ბეჭზე დაარტყა ხელი მო-
ხუცმა. თანბიმ ფრთხილად აიყვანა ხელში ლამაზი ფრინველი.
სოფელში ზარ-ზეიმით შეეგებნენ მონადირეებს. ბექუზა ხა-
რობდა, ოღონდ თანბის არ ეტყობოდა სიხარულის ნიშანწყალი.
ყმაწვილი მოხუცის იდუმალ სიტყვებს დალიზე და სამსხვერპლო
ნადირზე დაებნია და შეეძრწუნებინა.
უკვე ბინდი წვებოდა, როცა თანბის სახლს მიუახლოვდნენ და
ეზოში ეკა გამოჩნდა, თანბის დედა. ეგნატე, თანბის ბიძა, ბიძაშ-
ვილები არდევანი და მაიტო, და მისი გარდაცვლილი უფროსი
ძმის ქვრივი თანბის შემოეხვივნენ და მათი ნახევრად დამახინ-
ჯებული სიტყვებიდანაც კი გაისმოდა საყოველთაო ალერსი და
აღტყინება.
„ჯიხვი ვინ მოჰკლა?“ იკითხა პატარა მაიტომ.
„ორივემ!“ მიუგო ბექუზამ.
„არა“, წარმოთქვა თანბიმ, „ჯიხვი ბექუზამ მოჰკლა“.
გაოცებისგან ყველას ენა ჩაუვარდა და გაწბილებულები უაზ-
როდ იყურებოდნენ.
„ბექუზა მარად უპირველესია მონადირეთა შორის“, თქვა
თანბიმ.
„ეგ სიმართლე არ არის“, წარმოთქვა მოხუცმა. „დღეს თან-
ბის ჯიხვები მოსაკლავად არ ემეტებოდა. აი ამ ფრინველს კი ჰა-

12
ერში მოახვედრა ტყვია, როცა ჩემი ტყვია დამჯდარსაც ვერ მი-
ვაწვდინე“, დასძინა მოხუცმა.
მაიტო და ოჯახის სხვა წევრებიც აღელვებული ჩანდნენ, ვერ
გაეგოთ, თანბისთანა მონადირეს რატომ უნდა დაეზოგა ჯიხვები.
არდევანმა ხელით მოსინჯა კოხტა ნადირის ღონიერი რქები,
მაიტო კი თეთრზოლებიან, შავ-თეთრ და მუქლურჯ ლამაზ
ფრინველს ეფერებოდა.
„უსხვა უნდა ვნახო“, უეცრად წამოიძახა თანბიმ და მაჩუბისა-
კენ გაქანდა, სადაც სამსხვერპლო ხარი იყო ბაგაზე დაბმული.
ეკა და ეგნატე მოშორებით იდგნენ.
„ნეტავ რა აწუხებს თანბის?“ წაიჩურჩულა ეკამ. „კარგახანია
ვეღარ ვცნობ“.
„ნუთუ დალელუკდუნე, ანუ დალით შეპყრობილი გახდა?“
„ღმერთმა დაიფაროს!“
„ჩემი ბაბუა ყანსავიც ზუსტად ასევე იყო შეპყრობილი, ისიც
თანბივით იქცეოდა. არ ვიცი, როგორი იყო იგი ახალგაზრდობა-
ში, მაგრამ ივანე გაბლიანი, ასათი წლის მოხუცი, სულ იმას
გაიძახის, თანბი თავისი დიდი პაპის ალი და კვალიაო“.
„მაშ გინდა თქვა, რომ თანბი დალელუკდუნეა, არა?“
„მე ასე მგონია, და...“
„წყეულიმც იყოს ავხორცი ქალი!“
„ნუღარ დასწყევლი, თორემ დალი კიდევ უფრო ძალუმად
მიიზიდავს თანბის“.
„დალის წყალობით უცხოდ იგრძნობს თავს. ბიჭი ოცდაორი
წლისაა და ცოლის შერთვაზე ჯერ არ უფიქრია“.
„აი, ეგ კი ძალიან ცუდია“.

13
თანბი მართლაც უცნაური არსება გახლდათ, მაგრამ ეს უტ-
კბესი დალის ბრალი როდი იყო. მთელი უშგული ბავშვობიდან-
ვე ასეთად იცნობდა თანბის.
ხარს თუ დაინახავდა, მყისვე გაირინდებოდა და ისე მიაჩერ-
დებოდა, თითქოს მის დიდრონ, სველ თვალებში თავის საკუ-
თარ მზერას იჭერსო, რომელიც არც ხარს ეკუთვნოდა და არც
ძროხას. იგი ისე იძირებოდა პირუტყვის თვალებში, როგორც
ნაკვერჩხალი ინავლება ხოლმე კერიაში და პირუტყვის თვა-
ლებთან ერთად მისი მზერაც სიღრმეებში იძირებოდა.
კიდევ უფრო გასაოცარი იყო, როგორ ესაუბრებოდნენ ყვავი-
ლები და მცენარეები. შეეძლო იმდენხანს ეცქირა მათთვის, სა-
ნამ მასსა და მცენარეს ან ყვავილს შორის ძაფი არ გაიბმებოდა,
რაიც ღვთაებრივ პაუზას ჰგავდა, მგრძნობიარესა და მძიმეს, შე-
საქმეს ყოველი საწყისით აღსავსეს. შემდეგ მცენარის ან ყვავი-
ლის შიგთავსში იქექებოდა, შუქს დანატრებული ცხოვრების
ბრმა წყურვილი იპყრობდა და თუ ვინმე ამ ნეტარებიდან მის გა-
მოფხიზლებას შეეცდებოდა, მაშინ იმ მთვარეულს ემსგავსებო-
და, რომელიც თავის ნაოცნებარი სამყაროდან ძალით გამოჰ-
ყავდათ, თუმცა ეს წამიერად ხდებოდა ხოლმე. გამოფხიზლებუ-
ლი გამომფხიზლებელს ისე მიაჩერდებოდა, თითქოს ეს უკანას-
კნელი მცენარე ან ყვავილი ყოფილიყო. ხელისშემშლელი გა-
ოგნებული რჩებოდა და იძულებული იყო გაეცნობიერებინა,
რომ თანბის გამჭოლი მზერა თრგუნავდა. ყმაწვილი ხმას არ
იღებდა და თუ მაინც დასცდებოდა სიტყვა, ის მნიშვნელოვანი
და გულში ჩამწვდომი აღმოჩნდებოდა. მითუმეტეს, რომ ჭროღა
თვალები ჰქონდა, სვანები კი ასეთ თვალებს სიბოროტეს მიაწე-
რენ. მისი თვალები სალამანდრის მსგავს დიდრონ ხვლიკებს
ააწრიალებდნენ, რომლებიც სადღაც შარაგზაზე სიცხეში გაწო-

14
ლილები ნეტარებდნენ და მთელ სვანეთში მისტიკურ შიშს აღ-
ძრავდნენ. თანბი ამ მზერას უმადლოდა, რომ ცხოველები არ
უფრთხოდნენ. გავეშებული ცხენი მის მიახლოებაზე თვინიერ-
დებოდა. თანბის არც ბეღურები უფრთხოდნენ. დაიჭერდა ბეღუ-
რას, გაეთამაშებოდა და მერე უშვებდა ხოლმე. ზოგჯერ ხეზე
აღოღდებოდა, ტოტებში გარდიგარდმო გაწვებოდა და ასე ისვე-
ნებდა. ზაფხულში ხშირად იწნავდა კაკლის ხის ფოთლებისგან
გვირგვინს და ამ დროს ტყისკაცს ემსგავსებოდა. ტირიფის ტოტს
გასხეპავდა და ხარბად ეწაფებოდა მის სურნელოვან სიგრილეს.
ასევე უყვარდა გვიმრის მძაფრი სურნელიც. ჟამიდან ჟამზე ნა-
ირნაირ კენჭებს აგროვებდა და მათში იდუმალ თვალებს ჭვრეტ-
და. დედაკაცებს მისი ეშინოდათ. სადმე თუ გადაეყრებოდნენ,
ისე ფითრდებოდნენ, თითქოს მათში ბნელი და ღრმა ქალური
საწყისები აბობოქრებულანო. ასე გადაიქცა იგი უცხოდ თავის
თანატომელთა შორის. მხოლოდ იშვიათად, როცა მამაკაცები
სიმღერას წამოიწყებდნენ, ისიც აჰყვებოდა და მაშინ მისი ღო-
ნიერი, ანკარა ბანი ადედებდა ექსტაზურ და ბობოქარ ჟღერას
და ამავე დროს სიმღერას გზას უკაფავდა ხოლმე.
როცა თანბი მაჩუბიდან დაბრუნდა, ეკა შინ მარტო იყო. დე-
დას მეტის გაძლება აღარ შეეძლო, ვაჟიშვილს მივარდა და გა-
დაეხვია. ეკა მაღალი ქალი იყო, მაგრამ შვილს ყელამდე ძლივს
სწვდებოდა.
„რა დაგემართა, დედა?“ ჰკითხა გაოცებულმა თანბიმ.
„ოცდაორი წლისა ხარ და ცოლის შერთვაზე არ ფიქრობ!“ ნა-
ზად და რიდით უთხრა დედამ.
„მერე რა?“
„ცოლი უნდა შეირთო. სვანეთში ბევრი ლამაზით გოგოა.
ჩვენს კერაზეც ხომ უნდა იფიქრო?“

15
„დამშვიდდი, დედა! ძია ეგნატე როგორც ხედავ ჯან-ღონით
სავსეა და ჩვენი კერაც ღონივრად ანთია. თან შენ ობოლი შვი-
ლიშვილებიც გყავს“.
„მე შენგან მინდა შვილიშვილები მყავდეს“.
„გეყოლება კიდეც“.
„შენ გენაცვალოს შენი დედა!“
„ჰო, გეყოლება, მაგრამ ჯერ არა“, საჩქაროდ დასძინა თანბიმ
და დედას სახე ისევ მოეღუშა.
მეორე დღეს, ეს გახლდათ აღდგომის პირველი კვირა, უშგუ-
ლელი ქალები, მათ შორის თანბის დედაც, მხოლოდ მათთვის
ნაცნობი სალოცავისკენ გაემართნენ.
გვიან ნაშუადღევს მიაღწიეს ერთ განმარტოებულ ბორცვამ-
დე. უზარმაზარი წიფლის ხეები და მუხები მეჩხრად იზრდებოდ-
ნენ ამ მყუდრო კუთხეში. მხოლოდ რომელიღაც ჩიტი აშ-
რიალებდა მიწაზე დაფენილ ფოთლებს და წამიერად არღვევდა
სიჩუმეს, რომელიც ფერდობებზე ჩამოწოლილიყო.
ქალები მეხისგან გაპობილი წიფლის ქვეშ შეჩერდნენ, რომ-
ლის ჩრდილშიც განსაკუთრებული სიმყუდროვე და შუქი იდგა.
ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ბედავდა. ხის ჩამპალი ფუღუროს
წინ გააჩაღეს ცეცხლი და თოფრაკიდან ფრთხილად ამოიღეს
ცომის დიდი გუნდა, რომელშიაც მიწის წყალობა იყო ჩაზელი-
ლი, ცომს ცოტაოდენი ყველიც მოაყოლეს და სამარისებურ სი-
ჩუმეში შესაწირი პურის ცხობას შეუდგნენ.
მოაგუნდავეს ექვსი კვერი, სამი მოზრდილი და სამი მომ-
ცრო, ეს უკანასკნელები ახლად შებუმბლულ ბარტყებს ჰგავ-
დნენ, რომლებსაც თავები ფრთებქვეშ აქვთ ჩარგული. პირველი
სამი კვერი მადლიერების ნიშნად ღვთისმშობელს შესწირეს,
ოღონდ დიდი ხალისით არა. შემდეგ სამმა მათგანმა დიდ დედას

16
მიმართა, რომელიც ღვთისმშობელზე გაცილებით უფროსი გახ-
ლდათ. ქალებმა სამი კვერი, თაფლის სანთლები და მუგუზალი
წამოიღეს თან და უსიტყვოდ, მძიმე-მძიმე ნაბიჯებით გაემარ-
თნენ საიდუმლო სალოცავისკენ.
საიდუმლო ადგილს დინჯად მიუახლოვდნენ. იქაურობა ჩამ-
კვდარი და გაველურებული იყო. უსულო ნანგრევები აშკარად
წარმართული სალოცავისა გახლდათ. მყიფე ქვებს ხავსი და ობი
მოჰკიდებოდა და მოყავისფრო და მოყვითალო ფუფხი აჩნდა
ლაქებად, ერთ-ერთ ქვაში ვაზი იყო ამოკვეთილი, მეორეში კი
მტევნები და ფოთლები. ზოგიერთ ქვაზე იდუმალი, გამოხუნებუ-
ლი წარწერები მოჩანდა და ყველაფერში გაუცხოებული, მაგრამ
მაინც ძველთუძველესი ლოცვა-ვედრების თბილი ფშვინვა იგ-
რძნობოდა.
ქალები შეჩერდნენ, ყური მიუგდეს ავისმომასწავებელ სიჩუ-
მეს, რომელიც ქვებს შორის ქვასავით ჩაწოლილიყო და გულის-
ყური მოიკრიფეს. შემდეგ სამსხვერპლო ღრმული მოიძიეს, რო-
მელსაც ყავარი ეხურა, ნაკვერჩხალი ჩადეს და ზემოდან სან-
თლები დააყარეს. ერთმა ქალმა, ეს გახლდათ თანბის დედა, მი-
ნავლულ ნაკვერჩხალს ფრთხილად შეუბერა სული.
დაძაბულნი, სუნთქვაშეკრულნი ელოდნენ ქალები, როდის
აალდებოდნენ სანთლები. მაშინ მათი ლოცვა ქალღმერთისა-
გან შესმენილი იქნებოდა. სამი გულისცემა ძალუმად აწყდებო-
და ერთმანეთს, სიჩუმე სუფევდა დიდი დედის წიაღში, რომელ-
საც ქალების წიაღი ყველაზე ნათლად შეიგრძნობდა. სხვა ქა-
ლები შორიახლოს იდგნენ, ისინიც დაეშვნენ მიწაზე, სახით შე-
ეხნენ ბელტებს და ერთმანეთს ტანწერწეტა შვლებივით ისე
ჩაეხუტნენ, თითქოს საფრთხე იყნოსესო. სამი მლოცველის გა-

17
ბედულმა ლოცვა-ვედრებამ გულისგულამდე შეაზანზარა დედა-
მიწა, დიდი დედა.
გოლიათი ფრინველის ჩრდილმა გადაიშხუილა ბორცვის
თავზე, მასთან ერთად დაიძრა უზარმაზარი ღრუბელი და ქალე-
ბი შეშინდნენ. თვალის დახამხამებაში დაწყნარდა ყოველივე.
ბოლოსდაბოლოს აინთო ერთი სანთელი და მისი ათინათი
დაეფინა სამ კდემამოსილ სახეზე. ისინი მუხლზე დაეცნენ, პურე-
ბი ზეაპყრობილ ხელებში ეჭირათ და დიდ დედას ლოცვით განა-
დიდებდნენ. სიტყვები ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა: „დიდო დედაო,
მოგვეც ჩვენ მამაკაცების ძალა! მოგვეც! მოგვეც!“ თანბის დედა
კი მალულად და შიშით ჩურჩულებდა: „ო, დედაო, მიეც ჩემს
ვაჟს მამაკაცური ძალღონე!“
ლოცვა დასრულდა. პურები ნიჟარისებურ ნაპრალში ჩააწ-
ყვეს და ზემოდან დაძარღვული ლოდი დაადეს. მსხვერპლი შე-
წირული იყო. ქალებმა კიდევ სამგზის ჩაიმუხლეს და დინჯად და-
იძრნენ. ახლა სამი გული იწვოდა, განათებული და უბიწო, რო-
გორც თეთრ-ლილისფერი ლევკოიონის ყლორტი, რომელიც
იქვე ჰყვაოდა. უსიტყვოდ დაელოდნენ ჩამორჩენილებს, რომ-
ლებიც მიწას ჩასჩერებოდნენ და ისე მოდიოდნენ. მომლოცვე-
ლების მოახლოება რომ იგრძნეს, წამოხტნენ და თვალებგაფარ-
თოებულებმა დასჭექეს: „დღეგრძელი იყოს მიწის მადლით ყო-
ველი თქვენგანი!“ „თქვენიანად, თქვენიანად!“ გამოეხმაურნენ
ჩამორჩენილები.
ყველანი დასხდნენ და პური იგემეს. ამ დროს ერთმა მათგან-
მა ჭიაფერას ყვავილი მოიტანა. ქალების სხეულს შორეული
თრობა მისწვდა, ტკბილი და წამლეკავი. ეს ხილის სიუხვის პირ-
ველი მაცნე გახლდათ.

18
ქალები ნელ-ნელა წამოიმართნენ, კვლავაც ილოცეს, ერ-
თმანეთი გადაკოცნეს და აუჩქარებლად გაუყვნენ სოფლისკენ
მიმავალ გზას. თანბის დედა ყველაზე უფრო მხნე და ხალისიანი
ჩანდა.
ეკა სახეგაბრწყინებული დაბრუნდა შინ, მაგრამ ვაი რომ ვა-
ჟიშვილი კიდევ უფრო მოღუშული დახვდა.
ტყეში ნანახი სიზმრის შემდეგ თანბი ტკბილ-მწარე თრობის-
გან წალეკილს ჰგავდა, დალის სურვილმა სისხლი აუჩუხჩუხა და
ტყის ქალღმერთთან შეხვედრის ნატვრამ დარია ხელი. მხო-
ლოდ ერთი რამ ვერ გაეგო, ქალღმერთისთვის ნადირი მსხვერ-
პლად უნდა შეეწირა თუ არა. თუკი ბექუზას საიდუმლო სიტყვე-
ბის მიხედვით ნადირის მოკვლა მის მსხვერპლად შეწირვას ნიშ-
ნავდა, მაშინ ეს მსხვერპლი ისევე მძიმედ ეჩვენებოდა, როგორც
თავად მკვლელობა. აი ასე ცხოვრობდა თანბის არსებაში თრო-
ბისა და შხამისაგან შემდგარი დემონი. თანბი თან ტკბებოდა მი-
სით, თან კი სურვილი ჰკლავდა მყისვე მოეშთო იგი.
ბევრი იფიქრა თანბიმ და გადაწყვიტა ერთხანს ამ ცდუნების-
გან მაინც შორს დაეჭირა თავი.
ლეჩხუმში მინდა წავიდეო, უთხრა დედას.
„რაო?“
„სამუშაოს ვიშოვი, სახლში სარჩოს შემოვიტან“, განუცხადა
შვილმა.
დედას საყვარელ პირმშოსთან განშორება გაუჭირდა, მაგ-
რამ უხაროდა, ამ მოჯადოებულ ტყეს მაინც რომ მოშორდებოდა
თანბი.
„ხარჯიხვები იქაც არიან?“ იკითხა დედამ.
„იმდენი არა, რამდენიც ჩვენთან“, ისე მიუგო თანბიმ, რომ
ვერ მიხვდა, ამ შეკითხვაში რა აზრი იყო ჩადებული.

19
ეკა დანაღვლიანდა და სახე მოეღუშა.
თანბი უხმოდ და უხალისოდ მიუყვებოდა სალ კლდეებსა და
ჩანჩქერებს შორის მომწყვდეულ მდინარეს. თუ სადმე ღორღი
ჩამოიშლებოდა, სიჩუმეში ის ხმა ყურში გრუხუნივით ჩაესმოდა
ხოლმე.
მის ჭროღა თვალებს ისეთი უცნაური, გამჭოლი მზერა ჰქონ-
და, გეგონებოდათ სიბნელეშიც ყველაფერს ხედავსო. ახლა კი
დოგივით თავაწეული მიაბიჯებდა და თავი ოდნავ გვერდზე
ჰქონდა გადახრილი.
ჟამიდან ჟამზე შეჩერდებოდა და უბრალო ჩქამს ისე მიაყუ-
რებდა, თითქოს რაღაც აგონდებაო, და შემდეგ ცალკეულ სიტ-
ყვებს წამოისროდა ხოლმე.
ქვაღორღიან კბოდეს რომ ჩაუარა, დიდრონ ლოდებზე გადა-
ცოცდა, ციცაბო ბილიკს დაადგა, შვერილებსა და ფესვმაგარ ბა-
ლახებს მოეჭიდა და წიფლის ხეს კენწეროზე მოექცა.
ერთ კბოდესთან ქვების გროვებს ჰკიდა თვალი, ერთი უფრო
დიდი იყო, მეორე კი შედარებით პატარა, და გაახსენდა ამ ორი
წლის წინ სვანებმა როგორ გაილაშქრეს მეზობელი ლეჩხუმლე-
ბის წინააღმდეგ. მებრძოლებმა უღელტეხილზე შეისვენეს და
ყოველმა მათგანმა ადათ-წესების თანახმად თითო ქვა დადო.
ლაშქრობა წარმატებით დასრულდა, თუმცა დანაკლისი ბევრი
იყო. შინ დაბრუნებამდე თანაგუნდელებმა იმდენი ქვა მოზიდეს,
რამდენი მებრძოლიც დაეცა ბრძოლის ველზე და კიდევ ერთი
ქვების გორა აღმართეს. ამ ლაშქრობაში თანბიც მონაწილეობ-
და.
იგი შეჩერდა და აუჩქარებლად მივიდა უფრო მოზრდილ
გროვასთან. გროვის პირას ერთი უშველებელი, დაფოთლილი,
რუხი ლოდი იდო. ეს ქვა მაშინ მან დადო აქ. ახლა კი ტვინში წა-

20
მით გაუელვა, თითქოს ეს ლოდი თვითონ ყოფილიყო. ფრთხი-
ლად შეახო მარჯვენა ხელი, ბუნდოვან სურვილს დაემორჩილა
და ლოდი ასწია. უეცრად ფეხი დაუცურდა, ქვა ხელიდან გაუს-
ხლტა და უფსკრულში გადავარდა. ცუდი ნიშანიაო, გაიფიქრა და
ღონიერ ბეჭებში ჟრუანტელმა დაუარა.
თანბიმ ორიოდე ნაბიჯი გადადგა, ოღონდ საკუთარი ძალისა
აღარ სჯეროდა. გადმოკიდული კლდის ქიმის ქვეშ, რომელიც
ფანტასტიკურ ღამურას ჰგავდა, ფიჩხის ჩამქრალი კოცონის მე-
ლანქოლიური ნამწვავები უმზერდნენ და მოეჩვენა, რომ თვით
მასში ქრებოდა ნაპერწკალი. მოუსვენრობა წინ ეწეოდა. მთი-
დან მაჯისსისხო ნაკადად მოჩქეფდა ფიქლის მტვრით შემ-
ღვრეული წყალი, რომელსაც მისი თანატომელები სასწაულებ-
რივ უნარს მიაწერდნენ: თითქოს მას შეეძლო ადამიანისთვის
ახალგაზრდობა და ძალა მიენიჭებინა. თანბიმ ტანსაცმელი
გაიხადა და იმ წყალში იბანავა. წყლის შორიახლო ნაპრალი მო-
ჩანდა, რომელიც გამოქვაბულს წააგავდა. თანბი გამოქვაბულ-
ში შევიდა და რამდენიმე ცხვრის ლეშს წააწყდა, რომლებიც ალ-
ბათ შემთხვევით თუ შემოეხეტნენ გამოქვაბულში და რადიუმის
სხივების მსხვერპლი გახდნენ. ბოროტი ჯადოო, გაუელვა სვანს
თავში და თითქოს რაღაც იდუმალმა ძალამ უბიძგაო, გზა განაგ-
რძო.
სამი დღის შემდეგ მიაღწია საზღვარს და იქვე ტყეს წააწყდა,
სადაც ხისმჭრელები მუშაობდნენ. აქ ყოველგვარი იარაღი მოქ-
მედებდა: ცული, ხერხი და ნაჯახი საქმეში იყო ჩართული. ფიჭვი
და ნაძვი, წიფელი და მუხა - მათი მეშვეობით ეფინებოდა მიწაზე.
ხისმჭრელები უცხო ვნებათაღელვის ტაქტში მუშაობდნენ, რად-
გან ხის კულტი მათ სისხლში ჯერაც არ იყო მინავლული. ყოველ
მათგანს სწამდა, რომ თავისი შრომით მსხვერპლთშეწირვაში

21
მონაწილეობდა და მსხვერპლად შეწირული ხარებივით ცვიოდ-
ნენ მიწაზე ხეები. ხისმჭრელები ისე მოძრაობდნენ, თითქოს უნ-
დოდათ ჩაეხშოთ ყრუ მძვინვარება. ისინი ხეებს სხლავდნენ,
გასხეპილი ხეები გროვდებოდა, სანამ თავდაღმართში არ
დააცურებდნენ და მდინარეში არ ჩაცვივდებოდნენ. სადაც ფერ-
დობი არ იყო, იქ ხარები ეზიდებოდნენ დასტა-დასტა დაწყობილ
ხეებს, რომლებიც ღონიერ რქებზე ჰქონდათ დაკრული. მდინა-
რის ჩამოტანილი უამრავი ხე ჟირაფის მოჭრილი კისრებივით
ელაგა მათ ნაპირებზე.
თანბის ახლა აქ უნდა ემუშავა. თითოეული ხის მოჭრას ისე
განიცდიდა, თითქოს მის საკუთარ გულს ჭრიანო და გული ალ-
ბათ მართლა გაეპობოდა, უსიერ ტყეში დალის ყოფნა რომ არ
მოეყნოსა.
ერთ ბორცვზე, რომელიც ბებერი მუხის უზარმაზარი მკერდი-
ვით გამობურცულიყო, პატარა ქოხი იდგა. უმთვარო ღამე შე-
დედდა ტყეში უხმოდ და რბილად და მალულად შეერწყნენ ერ-
თმანეთს დიდრონი მდუმარე ჩრდილები.
ქოხის შუაგულში ცეცხლი ენთო, რომელიც შორიდან იზიდას
ყვითელმზიური თვალივით ანათებდა წყვდიადში. ერთმანეთზე
გადაბმული ფიჭვის მორები ჯერ კიდევ ნედლი იყო, გასხეპილი
ტოტების ძირებიდან ცეცხლისგან გამთბარი ბდვილი მოჟონავ-
და და საამურ სურნელს აფრქვევდა. ნაჯახები და ხერხები კედ-
ლებზე ეკიდა, კუთხეებში კი წალდები და კავები იყო მიყუდებუ-
ლი.
ცეცხლს თხუთმეტი ხისმჭრელი შემოსხდომოდა. ალი, საუბ-
რისა არ იყოს, ნელ-ნელა მიინავლა, გამომშვიდობების ნიშნად
ერთხელ კიდევ წამოყელყელავდა და კაცებიც ნელ-ნელა და-
დუმდნენ.

22
ხუთი მათგანი აქამდეც ჩუმად იყო. ისინი სვანები იყვნენ, და-
ნარჩენებმა უხალისოდ შეწყვიტეს საუბარი, ესენი მეგრელები
და ლეჩხუმლები გახლდნენ. სვანები მუხის კუნძებივით გაუნ-
ძრევლად ისხდნენ, მათ შორის ყველაზე მდუმარე კი თანბი იყო.
იგი ისე ჩასჩერებოდა ცეცხლს, თითქოს უნდოდა შიგ ჩამწვა-
რიყო. ცეცხლი კი ბრიალებდა და მარად ძველსა და მარად
ახალს ჯადოსნურ გარსში ხვევდა. ამ დროს პატარა გოროხი
მოსწყდა ნაკვერჩხალს, აბრიალებულ ცეცხლში ჩავარდა და
თანბიმ უეცრად ალში უცხო თვალი დაინახა. ტანში ჟრუანტელმა
დაუარა, მაგრამ დანარჩენებს არაფერი შეუმჩნევიათ. შემდეგ
შიში ისე ჩამოიბერტყა, როგორც ფერფლი ჩამოსცვივა ხოლმე
გაღვივებულ ნაკვერჩხალს და თანბიც დაუბრუნდა პირველ-
ქმნილ სამყაროს, ისევე გასავათებული, როგორც ცეცხლი იყო
იმ წუთებში, წამიერად აბრიალებული და მასავით ძალაგამო-
ლეული.
ხისმჭრელები დაქანცულები იყვნენ. ხელ-ფეხი ისე მოსდუნე-
ბოდათ, თითქოს თავისთვის, განცალკევებით არსებობენო.
ხორკლიანი, დაძარღვული ხელები ისე ტოკავდნენ, როგორც
ფესვები ტოკავენ ხოლმე ხის ამოთხრისას. ერთი ხელი პატარა
ნაკვერჩხალს დასწვდა ჩიბუხის გასაღვივებლად. როცა ჩიბუხი
გაღვივდა, ხელი ჩამოუვარდა: თითები წვას ვერ გრძნობდნენ.
მწეველი კაცი ხნიერი სვანი გახლდათ.
დიდრონ ნაკვერჩხლებზე კეცი იდო.
„გამომცხვარი იქნება“, თქვა ერთმა.
„ჰო, გამომცხვარი იქნება“, დაუდასტურა მეორემ.
მესამემ საგანგებოდ მოღუნული მუხის ტოტი მოიმარჯვა, რო-
მელსაც მაშის მაგივრობა უნდა გაეწია, ზედა კეცს ნაკვერჩხალი
მოაცალა და მჭადის ოქროსფერი კიდეები გამოაჩინა. მჭადი

23
თხუთმეტ ნაწილად დატეხეს და მთელ ქოხში საამური სურნელი
დატრიალდა. სურნელმა ნესტოები გაუფართოვა ყველას, თავი-
ანთი ულუფა სახლეჩი ატამივით გახლიჩეს, ზედ ყველის ნაფშვე-
ნები მოაყარეს, რომ მისი წვენი მჭადში შესულიყო.
უბრალო საკვები ეგემრიელათ, მიწის წიაღმა და ძროხებისა
და ცხვრების ჯიქნებმა მადლი მოისხეს. დაქანცულმა ხისმჭრე-
ლებმა ახალი ძალა შეიმატეს, ხელ-ფეხი დაეძაგრათ, სხეული
ხელახლა გამოიწრთო.
მსუბუქი და ტკბილი მეგრული ოჯალეში ბოლომდე შეისვა და
მაშინ სვანებმა კედლიდან არყით სავსე ბოთლები ჩამოხსნეს.
ცეცხლი მიინავლა და ხისმჭრელებმა დაბალ ხმაზე სიმღერა წა-
მოიწყეს.
გარეთ, დიდი წიფლის ძირას ხარები იწვნენ. ისინი აღარ
იცოხნებოდნენ, ისინიც ისვენებდნენ. მათი დიდრონი სველი
თვალები წყვდიადს ისრუტავდნენ და სქელ ქუთუთოებს ღამეში
მძიმედ ამოძრავებდნენ. უშველებელი ნაგაზები, მგლის მორევა
რომ შეეძლოთ, იქვე იწვნენ. ჟამიდან ჟამზე შორეთს ხმაური გაკ-
ვეთდა, რასაც ბოხი ყეფა მოჰყვებოდა ხოლმე. ტყის პირას, სა-
დაც ხისმჭრელები ისვენებდნენ, ყეფას სხვა ძაღლი გამოეხ-
მაურებოდა. ექო შორეთიდან შორეთს გადაუვლიდა და ტყეში
შეიჭრებოდა, სადაც უძრავი სიჩუმე კიდევ უფრო ღრმავდებოდა.
მერე, სადღაც შორს მგელი დაიყმუვლებდა. ხისმჭრელები შეძა-
ხილებით აფრთხობდნენ ნადირს, რომლებიც მზად იყვნენ თავ-
დასხმისა და ნადავლის მოსაპოვებლად. მგლების ყმუილს მყის-
ვე შეეხმიანებოდა ტურების უტიფარი კივილი. მერე კი ტყეში
კვლავ მძიმე სიჩუმე წვებოდა.
ხისმჭრელები ტყესა და ღამეს მიჩვეულები იყვნენ, მაგრამ
ღამე რაღაც უცხოსა და საშიშს მაინც ბადებდა. ღამეული ტყე

24
მკაფიო ხატებს შობდა, რომლებიც დღისით სიფრიფანა სიზმრე-
ბივით ინავლებოდა. მამაკაცები უშიშარნი იყვნენ, მაგრამ ტყის
შიში მაინც ჰქონდათ და ეს არ იყო ნადირის შიში - ტყეში იდუმა-
ლება დაძრწოდა.
„გამოდის, რომ უბირი ადამიანი მას ვერ დაინახავს, არა?“
გაისმა ერთი მეგრელის ხმა.
„არა“, მიუგო ერთ-ერთი სვანის ძმამ. „მისი ხილვა მონადი-
რეს ძალუძს, ოღონდ მანამდე თეთრი ხარჯიხვი უნდა ჰყავდეს
ნანახი“. თანბი დაიძაგრა და ხარივით ასწია თავი. არავისთვის
არ შეუხედავს. „ნუთუ ვინმეს კი უხილავს იგი?“ კვლავ გაიგონეს
ვიღაცის ხმა. „ყანსავ მარგიანს უნახავსო“, იყო პასუხი.
თანბი გაქვავდა.
„ეს დიდი ხნის წინათ მომხდარა“, დასძინა მთხრობელმა.
„ახლა თუ უნახავს ვინმეს იგი?“ იკითხა ერთმა ლეჩხუმელმა.
მამაკაცებს დუმილი დააწვათ მხრებზე.
„მას არ უხილავს იგი!“ თქვა თანბიმ ხმადაბლა, მაგრამ მკაც-
რად.
დუმილი ტვირთად იქცა. ხისმჭრელებს ამ კაცის ეშინოდათ.
მის სიახლოვეს ითრგუნებოდნენ, თუმცა მისგან არანაირ ბორო-
ტებას არ მოელოდნენ. მათ არ უწყოდნენ, რომ იგი იმ ყანსავის
შვილთაშვილი იყო, მხოლოდ ის იცოდნენ, რომ სიტყვაძუნწი
გახლდათ და თან გრძნობდნენ, რომ მისი სიტყვა მათი სიტყვე-
ბისგან განსხვავდებოდა, როცა წვეთ-წვეთად სცვიოდა ბაგიდან.
ხისმჭრელები განცვიფრებულნი იყვნენ. თანბი კი ისე ლაპარა-
კობდა, თვითონაც ვერ გაეგო, ეს სიტყვები მას ეხებოდა, თუ ვინ-
მე სხვას.
მეგრელმა გაბედა განეგრძო შეწყვეტილი საუბარი.
„ნეტავ სადაა ახლა მარგიანის შვილთაშვილი?“

25
„ამბობენ, ტყეში ცხოვრობს, გაველურებულიაო“, მიუგო
მთხრობელმა.
„რაო?“
„ტყის ქალღმერთს ხშირად მიჰყავს ადამიანი სიგიჟემდე“.
„მაშ ის კაცი დალელუკდუნე გახდა?“
„შესაძლოა“, მიუგო სვანმა.
სიტყვა „დალელუკდუნეს“ გაგონებაზე მეგრელი გამხიარულ-
და.
„იმ ავხორცმა ქალღმერთმა ჩვენშიც გააგიჟა ერთი კაცი“,
თქვა ერთმა.
„უტუ ბარქაია არ გახსოვს?“ მიუბრუნდა იგი გვერდში
მჯდომს.
„როგორ არ მახსოვს?“
ახლა კი მოიკრიბეს გამბედაობა სხვებმაც და ენა ამოიდგეს:
„თურმე ბროწეულისფერი თმა ჰქონია“, თქვა ერთმა.
„მაღალი, ღონიერი თეძოებიც“, დასძინა მეორემ.
„ამბობენ თაფლისფერი თვალები აქვსო“, განაცხადა მესა-
მემ.
„არა, მისი თვალები ზღვის ტალღის ფერიაო“, ყველას
შეუწორა ნათქვამი მეოთხემ, მეგრელმა.
ზღვის ხსენებაზე გაოცდნენ სვანები, არ იცოდნენ, რა იყო
ზღვა.
„თქვენი აღწერილობით გამოდის, რომ ქალღმერთი ივლიტე
გელოვანი ყოფილა“, მხიარულად დასძინა ლეჩხუმელმა.
ყოველი მათგანი რაღაც უცნაურობას ჰყვებოდა ტყის ქალ-
ღმერთზე, მხოლოდ თანბი არ იღებდა ხმას, გუნებაც წახდენო-
და. სახელი ივლიტე გელოვანი მის მეხსიერებაში ჩრდილივით
მისრიალებდა.

26
„მე ასე მაქვს გაგონილი“, ძლივს გაბედა მთხრობელმა შეპა-
სუხება. მის სიტყვებში უფრო მეტად მობოდიშება იგრძნობოდა.
„ვისზეა ლაპარაკი?“ იკითხა მის პირდაპირ მჯდომმა.
„ტყის ქალღმერთზე“, წაიჩურჩულა მის გვერდით მჯდომმა.
ცეცხლს ჩაეძინა, ნაკვერჩხალი ჩაიფერფლა და სიტყვა აღარა-
ვის გაუგონია. ზოგმა დაამთქნარა, სხვამ გაიზმორა, მესამენი
უკვე თვლემდნენ. ხარებიც თვლემდნენ, კუდიც აღარ გაუნძრე-
ვიათ. მშიერი მგელი განრისხებული იჯდა თავის გამოქვაბულში.
ტურებიც აღარ კიოდნენ. ძაღლებიც ჩაჩუმდნენ. ხისმჭრელები
სხვენში მოთავსდნენ და ორიოდე წუთში ღრმა ძილს მიეცნენ.
ისინი ისე იწვნენ, როგორც გარეთ ეყარა მოჭრილი ხეები. ყო-
ველ მათგანს ძილში ჩაეყოლებინა დალის ხატება, ერთს თავისი
ცოლის სახით, მეორეს დის ან სულაც სატრფოს სახით, მხო-
ლოდ ერთმა დაიყენა თვალწინ სიბნელეში დალის ხატება და
არაფერში აურევია იგი. ეს გახლდათ თანბი, ოღონდ იმ ღამეს
მის თვალს რული არ მიჰკარებია.
დედამიწაზე უზარმაზარი სიმშვიდე გაწოლილიყო. ქვემოთ,
ხეობაში მდინარე მიჩუხჩუხებდა. ქოხს ზემოდან დიდი დათვი
დაჰყურებდა. ყოველივე ძილს მისცემოდა და ცეცხლიც ჩამქრა-
ლიყო.
თანბი წამოდგა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ქოხიდან გა-
მოვიდა. მოჭრილ და კანგაცლილ ხეებს, ხშირ ხავსსა და გვიმ-
რას ერთმანეთში შეერიათ თავიანთი სურნელი, ხოლო მკვდარი
ხეების ჩამპალი ფუღუროებიდან არამიწიერი შუქით ანათებ-
დნენ ლპობაშეპარული ძეძვები. ხმაურზე გაიღვიძეს ქოფაკებ-
მაც. როცა სვანი იცნეს, აღარ დასტაკებიან. ერთი ძაღლი მაინც
შეახტა მკერდზე და კაცი უხმოდ მოეფერა ძაღლს. მისი იშვიათი

27
უსიცოცხლო სიქათქათე თვალს ისე სჭრიდა, თითქოს გახრწნი-
ლი ხორცი ანათებდა მისი ბეწვიდან.
თანბი უღელტეხილს გასცქეროდა. ცაზე მილეული ნახევარ-
მთვარე ამოვიდა და მისი თეთრი სხივები არამიწიერი შუქით
ანათებდნენ ძაღლს.
კაცი მდინარისკენ დაეშვა და ძაღლიც აედევნა. ციცაბო კბო-
დესთან დიდი მოჭრილი მუხა იდო და გაუსხლავ ტოტებს ისე გა-
დამხობოდა, თითქოს სანდო საყრდენი უპოვიაო. უეცრად ხე
ოდნავ წამოიწია, მაგრამ მყისვე ძირს დაენარცხა და თავდაღ-
მართში უფრო ღრმად ჩაეშვა. თანბი აკანკალდა: ნუთუ მუხა
მოკვდა? გაუელვა თავში, რადგან ტოტებს ქვა როგორ გამოეცა-
ლა, არ შეუმჩნევია.
აცახცახებულმა ცხენისწყლის ნაპირს მიაღწია. მდინარე
უზარმაზარ ურჩხულს ჰგავდა, რომლის გრძელი ქერეჭი მთვა-
რის შუქზე ფოლადისფრად ელავდა. ტალღები ქაფდებოდნენ და
მდინარის სხეულზე დამსხვრეული ნიჟარებივით იფანტებოდნენ.
ქაფი იმ ძაღლის თეთრ ბეწვს მიაგავდა. თანბი იძულებული გახ-
და შეჩერებულიყო და წიფელს მიჰყრდნობოდა. ამ დროს კაშკა-
შა ვარსკვლავმა აალებული რკალი მოხაზა ცაზე და წამსვე მდი-
ნარეზე ტყაპანი გაისმა. ძაღლი გაოგნებული მისჩერებოდა მო-
ზუზუნე, ცეცხლოვან ქერეჭს და ისე ყეფდა, თითქოს იმ ქერეჭის
დაჭერას ლამობდა! თანბი დაჟინებით ჩასცქეროდა მდინარის
შუაგულს. - ნუთუ ვარსკვლავი იქ ჩამოვარდა? უეცრად მდინარე-
ში რაღაცამ ამოყვინთა და წყალში მყისვე უკანვე ჩაეშვა. ნუთუ
ეს დალი იყო? მაგრამ რა უნდოდა ტყის ქალღმერთს მდინარე-
ში? ის ხომ ნიმფა არ იყო! შემდეგ გაახსენდა, რომ დალი მდინა-
რეშიც შეიძლებოდა ზოგჯერ შესულიყო. დიდხანს დასჩერებოდა
მდინარეს, მაგრამ მდინარე არ იხსნებოდა, თუმცა იქიდან

28
კვლავ ამოიზიდა ქალის ხატება. ნუთუ ძაღლმა დააფრთხო იგი?
ძაღლს ალმაცერად გადახედა და მძიმე ნაბიჯებით დაადგა გზას
მთების ამაღლებულ დუმილში ჩაფლული.
იგი მდინარეს მიუყვებოდა, წყლის მრავალხმიანი სიმღერით
აღსავსე, რაიც სინამდვილის განცდას უკარგავდა საგნებს. და აი
უეცრად ფართოტოტებიანი ხის უკან თეთროსანი ადამიანი და-
ლანდა. შიშისგან შეჩერდა, სული ძლივს მოითქვა, წინ გაიჭრა
და გაქვავდა. ნუთუ ის ადამიანი გაქრა? ახლოს მივიდა: ბალა-
ხებში ქალი იწვა. სხეული შვლის ნუკრივით უთრთოდა. დიდრო-
ნი ჩრდილები ერთმანეთში ირეოდნენ და ერთმანეთს ერწყმოდ-
ნენ. მშვენიერი სახის მკრთალი ზეთისხილისფერი მთვარის
რბილ შუქზე მდინარის ჩქერებივით ციმციმებდა. იგი მდუმარედ
იწვა, მილულული ჰქონდა თვალები. ნუთუ ეს დალია? შიშნარე-
ვი სიხარულით გაიფიქრა სვანმა. მღელვარებისგან სუნთქვაშეკ-
რულმა ბრმასავით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მაგრამ ქალთან
მიკარება ვერ გაბედა. და მაინც, როგორც მზის სხივი შეიჭრება
ხოლმე ყვავილში, ისე გადაევლო მამაკაცისგან წამოსული
ტალღა ქალის სხეულს. სვანს მოეჩვენა, რომ ქალმა თავი დააღ-
წია მთვლემარე ყოფას და ცეცხლმა წალეკა მთელი მისი არსე-
ბა. ქალმა რაღაც წაიჩურჩულა, რაც კაცმა ვერ გაიგო, მაგრამ
მისმა რბილმა, მკერდისმიერმა ხმამ, მთის წყაროსავით ანკა-
რამ და სხივმფინარემ, ეჭვი აღარ დაუტოვა, რომ ეს ნამდვილად
ტყის ჯადოქარი დალი უნდა ყოფილიყო. ზედმიწევნით მდუმარე
თრობაში შობილმა პირველქმნილმა გრძნობამ დაუარა ორთა-
ვეს სხეულში. მამაკაცსა და ქალს შორის ცეცხლოვანმა სუნ-
თქვამ გაირბინა. ყმაწვილმა კაცმა საკუთარ სისხლში იგრძნო
სიმწიფისაკენ ნელ-ნელა მიმავალი ალი და აი ახლა იდგა იგი
ქალის წინაშე საკუთარი ძალებით პირთამდე სავსე, მწიფე, რო-

29
გორც მოსაჭრელად გამზადებული მტევანი, დამწიფებული
უდაბნოს ცხელი სუნთქვით, ბახუსის უბიწო პირმშო, ღვთიურ
სივრცეში მონანავე როგორც ოქროსფრად დამწიფებული მტევ-
ნების აკიდო, რომელიც მზით არის სავსე და თან შიშობს თუნ-
დაც ერთი მარცვალი არ მოსწყდეს მტევანსო. მის არსებაში და-
ბუდებული გამანადგურებელი ალი ყვავილად გადაიქცა. და იდ-
გა იგი, დუმილის დარღვევის შიშით გათანგული, ვითარცა სა-
თუთი ყლორტი სინათლისა.
მხოლოდ ლოცვა შეეძლო. და აი დაბალ ხმაზე ისე წამოიწყო
ლოცვა, თითქოს მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებსო:
„ოი დალი, ოი ქალღმერთო,
შენს მონადირედ მიგულე, დალი,
მე დაგიფარავ მგლებისა და ტურებისაგან,
ძეძვნარი შენთვის გამაკაფინე,
და მდინარეში ნება მომეც საბანაო მე მოგიმზადო,
ხარჯიხვის რქებზე, ანუ შენი მიჯნურის რქებზე,
ნება მიბოძე მე ვიხილო შენი ხატება,
როგორც დიდი მზე ყვითელთვალება,
ოი დალი, ოი ქალღმერთო!“
ქალი დუმდა. თავი ოდნავ ალმაცერად ედო. არ ინძრეოდა,
თითქოს ახალგაზრდა კაცს უსმენსო. მისი უცხო სურნელით გაჟ-
ღენთილი სხეულიდან კვლავ მოედინებოდა გამაბრუებელი,
მცხუნვარე ძალა. და აი ქალს ერთხელ კიდევ გაუბედავად შეეხო
მამაკაცის აჩქროლებული სისხლის ტალღა, თუმცა მამაკაცი მო-
ნუსხული, მაგრამ თავშეკავებული ჩანდა. ასე ეძებენ მარადისო-
ბაში ერთმანეთს სამუდამოდ დაცილებული მიჯნურები, დაცი-
ლებულნი მიწიერი გაგებით, მაგრამ აღსავსენი სხვა აზრით - გა-
ნუხორციელებელი სურვილითა და ღვთიური სიტკბოებით შეერ-

30
თებულნი. გაბრუებული სვანი ერთბაშად მიხვდა, ერთი ხელის
დაკვრით რა უმწეოდ და დაუცველად იგრძნო თავი.
როცა თავის უბიწო სიყვარულისგან მოგვრილ ბნედას თავი
დააღწია და გონს მოვიდა, ქალი უკვე გამქრალიყო. თვითონ ვე-
ღარ აზროვნებდა, მხოლოდ მონატრება უღრღნიდა გულს. ნუთუ
ეს ყველაფერი მოეჩვენა? ძლივს გაიხსენა, რომ ქალმა რაღაც
წასჩურჩულა, მაგრამ რა, ვერ იხსენებდა. მხოლოდ ღვთაებრივი
ხმა დაამახსოვრდა: ეს ხმა ტკბილი იყო, მაგრამ კიდევ უფრო
ტკბილი იყო მისი ხელები, შუბლზე რომ მოეფერა.
ფეხზე წამოდგა: სხეულის ყოველ ნაკვთში გრძნობდა ხელ-
შეუხებელ უცხო სიმხურვალეს.
თანბი დამბლადაცემულივით დაადგა უკან დასაბრუნებელ
გზას. ნაცნობ კბოდესთან შეჩერდა, შემობრუნდა და მდინარის
გაღმა, პლატოზე უეცრად აჩრდილივით წამოიმართა ძველი
ციხე-დარბაზი, რომელსაც უზარმაზარი მთვლემარე ხეები ერ-
ტყა გარს.
თანბი უაზროდ გაჰყურებდა აჩრდილივით მდუმარე გარე-
მოს, რომელიც ღამის სიფრიფანა საბურველში გახვეულიყო.
იგი უცნობი არსების ასტრალურ სხეულს ჰგავდა, რომელიც
უკან ვეღარ იბრუნებდა თავის მიწიერ სამოსელს. თანბიმ ერ-
თხელ კიდევ უაზროდ მოავლო თვალი ლანდშაფტს, თითქოს
რაღაცას დაეძებსო, რადგან ყველაფერი დამთრგუნველი ეჩვე-
ნებოდა, და აი უეცრად ციხე-დარბაზში პაწაწინა შუქი აინთო. შუ-
ქის დანახვამ ააღელვა. გაუკვირდა, რომელიღაც სულიერი რომ
ფხიზლობდა და ალბათ დარდით, ტკივილითა და სიხარულით
იყო სავსე. და აი მოხდა სასწაული: სიცოცხლის ამ სუსტმა ნიშან-
მა ცნობიერება დაუბრუნა თანბის.

31
ის ციხე-დარბაზი, თანბიმ რომ იხილა, ორსართულიანი ნაგე-
ბობა იყო. პირველი სართული ქვიტკირით გახლდათ ნაგები,
მეორე კი ძელქვით და თავად იულონ გელოვანს ეკუთვნოდა.
იულონს, რომელსაც ცალი ფეხი დადამბლავებული ჰქონდა,
უეცრად გამოეღვიძა. ოთახის სასიამოვნო სიჩუმეში კედლები-
დან ქვიშისფერი, რბილი სხივები იღვრებოდა. ერთი კედელი
თითქმის მთლიანად ხალიჩით იყო დაფარული. ხალიჩის ვასა-
კასფერ ფონზე ამოქსოვილი გახლდათ კოხტა შველი და ახალ-
გაზრდა მონადირე, სურათის ნატიფი შტრიხები ღია ყვითელი
ფერის ლაქებზე ისე მოჩანდა, თითქოს ზედ მზის ფოთლები აყ-
რიაო. ხალიჩაზე ეკიდა ხარჯიხვის ყანწები და ირმის რქები,
ხმლები, თოფები და უცხოდ ნაჭედი ხანჯლები. ერთი კუთხე ბუ-
ხარს ეკავა, რომელიც აგვისტოს ბოლოდან მაისის დასაწყისამ-
დე განუწყვეტლივ ენთო. ბუხართან რჩეული წიგნებით სავსე კა-
რადა იდგა. ერთმანეთის გვერდით ეწყო წმინდა წერილი,
ფსალმუნები, ჟამნი, მიცვალებულის მოსახსენიებელი ლოცვე-
ბი, აქვე ელაგა საქართველოს ანალები, დიდი ეპიკური თხზუ-
ლება „ვეფხისტყაოსანი“, კავკასიური და ირანული ეპოსების
ნაწყვეტები, ძველი სამედიცინო წიგნი, რომელსაც „კარაბადი-
ნი“ ერქვა და სხვა. აქვე დაცული იყო სპარსული და ქართული
მინიატურები, იშვიათი ხელნაწერები და პერგამენტები. ამ კუთ-
ხეში ძველი წიგნებისა და ქაღალდების და ლამის უკვე წმინდა-
ნად შერაცხული უსისხლო ქსოვილის სუნი იდგა. დივნის თავ-
თან მოკლეფეხებიანი ათკუთხა ტაბლა მოჩანდა, რომელზეც მუ-
დამ ნაირ-ნაირი ხილით სავსე დიდი ლანგარი იდო. იქვე იდგა
აგრეთვე პატარა დოქი, რომელიც საგანგებოდ თავადისთვის
დაწურული ღვინით იყო სავსე.

32
სანთელი უხმაუროდ და მოუსვენრად იწვოდა. თავადი გუ-
ლაღმა გაშოტილიყო და მოწყენილი მიმინოს თვალებით მისჩე-
რებოდა კედელზე მორიალე ჩრდილებს. იგი ორმოცდაშვიდი
წლისა გახლდათ, ტანადი და ბრგე, ძალითა და სიცოცხლის
წყურვილით აღსავსე, იმ გამორჩეული იბერიული ჯიშისა, სადაც
ხორციელება შეუმჩნევლად გადადის სულიერებაში და თითქოს
შეგუებული იყო თავის სატკივარს, მაგრამ ზოგჯერ, მერე და მე-
რე კი ლამის ყოველთვის, სასიცოცხლო ძალები შეტოკდებოდ-
ნენ, თითქოს სიკვდილის ფაქიზი ჩხვლეტა იგრძნესო და მაშინ
გამანადგურებელი დიდი სიცარიელის წინაშე ობლად დარჩენი-
ლი გული ჯერ შეეკუმშებოდა, მერე კი ისევ გაეხსნებოდა და სის-
ხლსავსე ცხოვრებას დანატრებული, მის დასაბრუნებლად
უფალს შეძრწუნებული ევედრებოდა ხოლმე.
ასე მოხდა იმ ღამითაც. თავადს ესიზმრა, ვითომ შეზარხოშე-
ბული, ღონიერ, გავეშებულ კვიცზე იჯდა და ცხენს უფსკრულის-
კენ მიაჭენებდა, რათა ყიჟინით გადაელახა იგი - და აი ამ დროს
შეახსენა თავი მწარე სინამდვილემ, ცივ ოფლში გაღვარულს გა-
მოეღვიძა და დამბლადაცემულ ფეხში საშინელი ტკივილი იგ-
რძნო.
ნაღველი შემოაწვა, ის სანთელი აანთო, რომელიც თანბიმ
შორიდან დაინახა, და შორეთს უჩინოდ გაუშტერა თვალი.
ფიქრებში წასულმა ძლივს მოიკრიბა ძალა. წინაპრების სუ-
რათებს გახედა და მათ წინაშე დამნაშავედ იგრძნო თავი. ნუთუ
გელოვანების მოდგმა ასეთ შავ დღეში უნდა ჩავარდნილიყო?
მწარედ გაიფიქრა მან, წამოდგა, სასთუმალთან მიყუდებულ ყა-
ვარჯენს დაეყრდნო და წიგნების კარადისაკენ გაემართა. წმინ-
და წერილი გადმოიღო, ლოგინს დაუბრუნდა და დაიწყო თაფ-
ლის სანთლის წვეთებით მოფენილი მძიმე და სურნელოვანი

33
გვერდების ფურცვლა. იქ, სადაც ეკლეზიასტეს შემთხზველი
ამაოებათა ამაოებაზე ლაპარაკობს, ჩადებული იყო მუხის ნახე-
ვარი, დამჭკნარი ფოთოლი და იულონმა ხელახლა წაიკითხა ში-
შისმომგვრელი, მაგიური სიტყვები ამპარტავანთა ამპარტავნო-
ბაზე. ვითომ იმ აზრებით უნდოდა ენუგეშებინა თავი, რომ ყვე-
ლაფერი არარაობა და წარმავალია? ნუგეშის ნაცვლად წიგნში
ჩადებული დამჭკნარი ფოთოლი დაინახა, რომელიც მის თვალ-
წინ კარგავდა ფერს.
წიგნი გადადო. ნაღველი წუხილად ექცა. „ივლიტე!“ დაიძახა
მან. პასუხი არ მიუღია. „ივლიტე!“ დაიყვირა, მაგრამ პასუხი არ
მიუღია. სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ნუთუ ასე ღრმად სძი-
ნავს? შეშფოთებით ჩაეკითხა საკუთარ თავს. არ შეეძლო დიდ-
ხანს მარტო დარჩენა. ფეხათრეული გაემართა ცოლის ოთახი-
საკენ.
კარს მიუახლოვდა, შეჩერდა და შემდეგ წყნარად შეაღო.
ასანთი აანთო და დაინახა, რომ ოთახი ცარიელი იყო, საწოლი
აშლილი, ლოგინი მიმობნეული. კაცს თვალთ დაუბნელდა, ძა-
ლა მოიკრიბა, უკან ბრმასავით გაბრუნდა და თავის ოთახში დი-
ვანზე ჩამოჯდა. ნუთუ მთვარემ ისევ აცდუნა იგი? ყრუდ გაიფიქ-
რა მან. მაგრამ მთვარეულობისგან ხომ განიკურნა, სამი წელია
შეტევა აღარ მოსვლია. თანაც მთვარე ილევა! რა უნდა მომხდა-
რიყო? მღელვარება გაუძლიერდა. „ივლიტე!“ ამჯერად ღია ფან-
ჯარაში დაიძახა მან. პასუხის ნაცვლად ძაღლის ყეფა გაიგონა.
იქნებ ოთახი ჩაიხუთა და გამოსაცოცხლებლად ეზოში ჩავიდა?
იულონი ცოლის ოთახში შებრუნდა. ფანჯარა ღია იყო, ჰაერი
სუფთა და გრილი. „ივლიტე!“ დაიძახა შეშინებულმა. ამჯერად
მის ძახილს ძაღლიც აღარ გამოხმაურებია.

34
იგი კოჭლობით დაბრუნდა თავის ოთახში და შუბლშეკრული
საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ნუთუ მიღალატა? გაუელვა გონება-
ში. შეუძლებელია! ამის გაფიქრებაც კი სირცხვილია. მსახური
ხომ არ გააღვიძოს? არა, ეჭვი მასაც მოუშხამავდა გუნებას. ეზო
თვითონ რომ შემოევლო? ძალა არ ეყოფოდა და რომც ყოფნო-
და, მიყურადება და თვალთვალი მასვე დაამცირებდა.
დაბნეული და დათრგუნული იწვა ლოგინში. ბოლოს კვლავ
წმინდა წერილს მიუბრუნდა და როგორც კი ხელახლა გადაფურ-
ცლა, იმწამსვე მოციქულის იდუმალ სიტყვებს წააწყდა: „სრულ-
ყოფილ სიყვარულს არაფრის ეშინია“, რა დიდებული, წინასწარ-
მეტყველური სიტყვებია! ღვთიურმა სიტყვამ სინათლე და ძალა
მიანიჭა, წიგნი გადადო და თავის სიყვარულს ჩაუღრმავდა. მარ-
თალია შიში ჯერ კიდევ მცირე იყო, მაგრამ იგი მის არსებაში მა-
ინც ღვიოდა, ივლიტე მისი გრძნობის ხორციელი გამონათება
გახლდათ, მაგრამ დროდადრო ნათელი იმღვრეოდა და მის ად-
გილს სიბნელე და ეჭვი იკავებდა. მათ სიყვარულს ნაყოფი არ
მოჰყოლია და თავადის აზრით ეს ცუდი იყო. მაინც ვინ იყო უნა-
ყოფო? კაცი? ქალი? თუ ორივე? ეს კითხვები მუდამ და დაუღა-
ლავად ღვიოდა მის სულსა და გულში. შთამომავლობის გარეშე
დარჩენა უბედურება გახლდათ. ვინ იცის, რამდენ მამა-პაპას გა-
უმრავლებია თავისი მოდგმა? მათი სიცოცხლე კი მასში იყო და-
უნჯებული და ნუთუ იგი მასთან ერთად შეწყვეტდა არსებობას?
ნუთუ ღვთაებრივი თესლი უნდა დაშრეტილიყო? ამაზე საშინე-
ლება რაღა უნდა მომხდარიყო? ნაღველი, ფესვებგადგმული
ნაღველი სტანჯავდა მამაკაცს. უნაყოფობა ხომ სიკვდილის სუნ-
თქვას ნიშნავს. ასე მტკივნეულად და უიმედოდ არასოდეს გა-
ნუცდია იულონს ეს ამბავი, როგორც იმ წუთებში განიცადა. მისი
გულისტკივილი მთელ მოდგმას მოიცავდა. უეცრად სხეული ისე

35
დაეძაბა, თითქოს ქვეწარმავალი შეეხო, გველნაკბენივით წა-
მოხტა, მაგრამ კვლავ საწოლზე დაეშვა და გაქვავდა. უნაყოფო
თესლი ხომ ღვთიურს არაფერს შეიცავს? გაიფიქრა მან და
კვლავ სიყვარულს მიუბრუნდა. ნუთუ მისი და მისი ცოლის შემა-
კავშირებელი ძაფები სათანადოდ მტკიცე არ იყო? მან ხომ თვი-
თონვე იგრძნო თავისსავე სიყვარულში შიში? ვითომ ივლიტე
მთელი არსებით ეკუთვნოდა ქმარს?
აქ იულონმა რაღაც იყნოსა და ამ კითხვას ჯიუტად ჩაებღაუჭა.
ივლიტე მთელი არსებით მართლაც არ ეკუთვნოდა ქმარს.
ამაში მამაკაცი არ შემცდარა, ოღონდ იმას კი ვეღარ წარმოიდ-
გენდა, რომ ქალი საკუთარ თავსაც არ ეკუთვნოდა მთლიანად.
ივლიტე წმინდა სისხლის მეგრელი ქალი გახლდათ, ცნობი-
ლი გვარის, დადიანის ასული. იგი დღენაკლული დაიბადა და
დედას მოაცილეს თუ არა, მყისვე დაკლული ხარის სისხლიან
ფაშვში ჩააწვინეს. იქნებ მისი სისხლი მაშინ გამრავლდა ან ოც-
ნებით აღივსო?
შავი ზღვის სუნთქვა კვებავდა მისი ქალურობის ექტონიკურ
ფესვებს, თვითონ კი ამას ნათლად ვერ აცნობიერებდა. ბავშვო-
ბაში ხშირად გაუტარებიათ ბებერი ცაცხვის ფესვებქვეშ, რომ-
ლებიც მიწიდან შიშვლად ამოჩრილიყვნენ. ამ რიტუალს უბედუ-
რებისგან უნდა დაეფარა, ან ბოროტების მძლევარი ძალით უნ-
და აღჭურვა იგი. ივლიტე ასეთ წამებში ამოიზარდა დაღვლარ-
ჭნილი და სურნელოვანი ფესვების ხლართებიდან. მას მერე შე-
უყვარდა ცაცხვის ჩუმი ფოთოლი, უპირველეს ყოვლისა კი მისი
რბილი მერქანი და შეიგრძნო მისი დასვრეტილი ტოტები, რო-
გორც საკუთარი მკერდის კოკრები.
თავისი პირველი ალერსიც ისე განიცადა, როგორც ღმერთის
ფშვინვა, ცაცხვის სახით გამოვლენილი. რაღაც არსებამ, ძლი-

36
ერმა და ძალღონით სავსემ მოიტაცა იგი სიზმარში, როგორც ნა-
დავლი. ეს განცდა ტკბილიც იყო და შიშის მომგვრელიც. ამ
დროს უეცრად დაინახა, რომ მისი მომტაცებელი ირემი იყო,
რომელსაც ქალი თავის ცხრატოტიან, უკან გადაწყობილ რქებზე
ეწვინა. გამარჯვებული ირემი მიქროდა და მასთან ერთად მიფ-
რინავდა გონწასული ქალწულიც ფართოტალღებიან შორეთში.
ცოტა ხნის შემდეგ ირემმა გამაბედნიერებელი ნადავლი მიწაზე
დააგდო და თავისი სველი და ცხელი ნესტოებით დაყნოსა იგი.
ამ დროს ქალწული უეცრად ცაცხვად გადაიქცა. ირემი გამძვინ-
ვარდა, ჟინისაგან გონდაკარგული გარს უვლიდა ხეს. ქალწული
ცაცხვი კი ხარობდა: შიშმა გაუარა, თავის სხეულში სიტკბოებას
დაატარებდა, ცაცხვის ტანში, მის ტოტებსა და რტოებში, ფოთ-
ლებსა და ფესვებში გაბნეულს. გამწარებული ირემი იქაურობას
გაეცალა, მაგრამ ეს ის ირემი აღარ იყო. ეს გახლდათ ხარჯიხვი,
თეთრი ჯიხვი, რომელსაც მხრებზე ამაყად გადაეწყო თავისი
რქები. სვანების მშვენიერმა ცხოველმა ელვასავით გააკაშკაშა
მისი ფიქრები და ქალწული ცაცხვი უცხო აღტაცებამ გამოაფხიზ-
ლა.
ივლიტე მაშინ თხუთმეტი წლის იყო. მას შემდეგ მხოლოდ
ცაცხვს არ დანათესავებია, ყოველი სულიერი შინაგანად მასთან
იყო დაკავშირებული. ეშინოდა მეხდაცემული მუხისა, რომლის
გაპობილი მუცელი ამომწვარ საშოს ჰგავდა. მდინარის ჩუხჩუხი
უფესვო სამყაროსკენ უხმობდა და მახვილი სმენის წყალობით
წყლის ნაკადის მიწისქვეშა ზრიალი ესმოდა. ერთხელ გულმო-
სულ გლეხებს გადაეყარა, რომლებიც ამაოდ დაეძებდნენ წყა-
როს თვალს. ივლიტემ მიდამოს შეავლო თვალი, ნიადაგი მო-
სინჯა და გლეხებს ბუჩქნარის ახლოს უჩვენა ადგილი, საიდანაც
ორიოდე საათის თხრის შემდეგ მართლა ამოიფრქვა წყლის ნა-

37
კადი. საოცარი იყო ერთი ამბავიც: როცა გვალვიან ზაფხულში
წყარო შრებოდა, მაშინ ივლიტეც გამომშრალი და გამოფიტული
გახლდათ. ეს ტკივილს აყენებდა და ნადირივით ენატრებოდა ის
მდინარე. ერთხელ, მაისის დამდეგს ტყეს მიაშურა. იქ ერთ პატა-
რა ნაპრალში წყლის ძარღვს მიაგნო. მხლებელს უბრძანა ნაპ-
რალი ხანჯლით გაეგანიერებინა. მისი სურვილი შესრულდა თუ
არა, რქის სისქე ნაკადმა გადმოხეთქა კლდის ქანებიდან. ივლი-
ტე მოწყურებული სინდიოფალასავით დაეწაფა მოჩუხჩუხე
წყალს. კაცს უკვირდა, რომ ქალის თეძოები უფრო მწყურვალი
ჩანდა, ვიდრე მისი პირი. ხილს მხოლოდ მაშინ იგემებდა, თუ სა-
კუთარი ხელით ჩამოკრეფდა ხიდან. დღისით შუბლგახსნილი,
სათნო და დამყოლი გახლდათ, ღამით კი პირქუში და დაუმორ-
ჩილებელი ხდებოდა. ძილ-ბურანში მყოფს ღამე დიდი, შავი, მი-
თიური კატის სახით ევლინებოდა და ამიტომაც უყვარდა ღამე-
სავით შავი, უნიშნო კატები, მათი ფოსფორის მფრქვეველი თვა-
ლები და მთვლემარე კრუტუნი. საკუთარ თავთან გაუცხოებული
ღამეში შეაბიჯებდა და ღამეც მასში მოდიდდებოდა და შედედდე-
ბოდა. თუ ღამე მთვარიანი იყო, ტკბილ ოცნებებში იძირებოდა
და მაშინ მთვარე ხან შიშველი ქალის სახით, ხან ქალის ნაყო-
ფის სახით ევლინებოდა ხოლმე. ივლიტე იმ ღამესაც ნისლში
გახვეულ ოცნებაში იყო შთანთქმული. ძილის წინ ეზოში გაისე-
ირნა. კარგად რომ დაღამდა, თავის ოთახში შევიდა, ჩაეძინა და
ესიზმრა, თითქოს მთვარე მისი ნაყოფი იყო, იგი ორად გადატ-
ყდა და ერთი ნახევარი წყალში ჩავარდა. ქალი წამოხტა და ღა-
მეს შეერია. ცაზე მართლაც სავსე მთვარე იდგა. როცა ჯერ კი-
დევ ძილბურანში მყოფმა მდინარეში ჩაიხედა, დაინახა, რომ
მთვარის მეორე ნახევარი წყალში დაცურავდა და ისე შეეშინდა,
რომ სიგიჟემ საფეთქელზე ჩაასო ბრჭყალი.

38
და აი, სწორედ მაშინ წააწყდა იმ ველურ, ოცნების გამაყუჩე-
ბელ მამაკაცს.
ღრმა ფიქრებში ჩაფლულმა იულონმა წმინდა წერილი გადა-
ფურცლა და შემდეგ „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას შეუდგა, მაგრამ
სურნელით გაჯერებულ სიყვარულის სიმღერას ნელსურნელება
აკლდა და მშვენიერი გმირი ნესტანი, ეს ახლადაყვავებული ყვა-
ვილი ხელიდან გაუსხლტა. გაწბილებულმა გადადო წიგნი, სან-
თელი ჩააქრო, თვალები დახუჭა, მაგრამ ძილი არ ეკარებოდა.
ერთი საათის შემდეგ გაიგონა ციხე-დარბაზის მძიმე სიჩუმე-
ში თავისი ცოლის ღამეგამოვლილი ნაბიჯების ხმა. უნდოდა ამ-
დგარიყო და მისთვის მყისვე ეკითხა რამე, მაგრამ გადაიფიქრა.
ისე ჩაეფლო ეჭვის ხანძარში, რომ შვება არ უპოვია. მძიმედ მი-
იზლაზნებოდნენ ტკივილით აღსავსე საათები. ქალის სიახლოვე
ნელ-ნელა ალხად იქცა და გაადნო მისი მხურვალება. შიშნარე-
ვი, ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა იგი ქალის ოთახისაკენ, უხ-
მაუროდ გააღო კარი და ასანთს გაჰკრა. ქალი შეიშმუშნა, მაგ-
რამ არ გაუღვიძია. მდუმარე კაცი დაჰყურებდა ქალს: იგი ნეტარ
ძილში იყო ჩაფლული და სხეული ჟამიდან ჟამზე ისე უკრთოდა,
თითქოს ტკბილ შეხებას გრძნობსო.
გველნაკბენივით გამობრუნდა კაცი და კიდევ უფრო შეშფო-
თებულმა ხელის ცეცებით მიაშურა თავის დივანს. ძილი მხო-
ლოდ გამთენიისას მოეკიდა.
უკვე დილა იყო, როცა იულონს გამოეღვიძა, მაგრამ მსახუ-
რისთვის არ მოუხმია. უნდოდა ჯერ ცოლი ენახა. ცოტახნის შემ-
დეგ იგი თვითონვე გამოეცხადა და თან მოიტანა თასი, საპონი,
პირსახოცი და წყლით სავსე დოქი.
„დღეს მე მოგემსახურები“, მხიარულად თქვა ქალმა და
ქმარს ნაზად მიესალმა.

39
„გმადლობ“, მიუგო იულონმა მოკლედ.
გაისმა წყლის ჩუხჩუხის ხმა.
„წუხელ ხუთჯერ დაგიძახე“, დაუყვირა იულონმა ქალს.
პირის ბანისას ქალი ვერც მისი სახის გამომეტყველებას
დაინახავდა და ვერც ხმის ტემბრს დააკვირდებოდა. ეტყობა,
კაცმა საგანგებოდ შეარჩია ეს წამი. ქალს ჯერ უნდოდა ეთქვა,
ღრმად მეძინა და შენი ხმა ვერ გავიგონეო, მაგრამ მერე შეამ-
ჩნია, რა უცნაურად უტოკავდა კაცს მხრები და უბრალოდ უპასუ-
ხა, ცუდ გუნებაზე ვიყავი და მდინარეს მივაშურეო.
იულონმა სახე შეიმშრალა და თვალები მოიფშვნიტა. ქალმა
ელვის სისწრაფით შეავლო თვალი და მის თვალებში პირქუში
ნაპერწკალი დაინახა.
„სიფრთხილე გმართებს, ივლიტე“, მოთოკილი ხმით თქვა
იულონმა, „ღამით, მდინარეზე შეიძლება ხიფათს წააწყდე“.
„მე არ მეშინია“, გაიღიმა ქალმა.
„უნდა გეშინოდეს!“
„მე, ივლიტეს?“
„დიახ, შენც!“
ივლიტემ გულიანად გადაიხარხარა და ნაზად მოეხვია ქმარს.
თმაზე გადაუსვა ხელი და მანამდე ეფერებოდა მის მარცხენა სა-
ფეთქელს, სანამ მის გახურებულ მარჯვენას არ შეახო ხელი. მა-
მაკაცმა ქალის მათრობელა სიახლოვე იგრძნო და თავი მის
სურნელოვან თეძოებს მიაყრდნო. ქალი დიდხანს უკოცნიდა
მწუხარე შუბლს. ავი აზრები სადღაც გაქრა. იულონი სიტყვებს
ვეღარ პოულობდა. ამ დროს აივანზე ნაბიჯების ხმა გაისმა და
ქალი ქმარს მოშორდა. მოვიდა მოურავი იასონი, ჩია, ჩასკვნი-
ლი კაცი. იასონს მონღოლური სახის ნაკვთები და ეშმაკური
თვალები ჰქონდა.

40
საუბარი ერთ საათს გაგრძელდა. ამასობაში საუზმეც მოარ-
თვეს. იულონი და იასონი ერთი და იგივე ქალის ნათლულები
იყვნენ და ერთმანეთს მეგობრულად ექცეოდნენ.
„როგორაა არხის სამუშაოების საქმე?“ იკითხა თავადმა.
„ხუთი მუშა კიდევ გვჭირდება“, მიუგო მოურავმა.
„ვითომ ხისმჭრელებში ვერ ვიშოვით ვერავის?“
„გავივლი და ვნახავ“.
მერე ორივენი ეზოში გავიდნენ.
სანამ ღამე იყო, ივლიტე თავის ცხოვრების გამო ხან დათ-
რგუნულად გრძნობდა თავს, ხან კი გაბრუებული გახლდათ.
დღისით-მზისით კი გაბრუება ქრებოდა და ქალს საკუთარი თა-
ვის მიმართ უგემურობის გრძნობა უჩნდებოდა, რაიც ლამის
ზიზღს უახლოვდებოდა ხოლმე.
ასე მოხდა ამჯერადაც. მოღრუბლული დაეხეტებოდა და მისი
უსაგნო მზერა მეჩხერი ტყით დაფარულ ბორცვს მიბჯენოდა.
ამ დროს ძაძით შემოსილი ქალი დაინახა. ეს ჯადოქარი მზეხა
გახლდათ, რომლის სახელი ზღაპრული ჭორებით იყო გარემო-
სილი. მისი თვალშენავლები წიწილები მყისვე იხოცებიანო, ამ-
ბობდნენ ერთნი, სხვანი კი ირწმუნებოდნენ, მის მზერას შეუძ-
ლია ქალი უნაყოფო გახადოსო. ისეთი ხმებიც დადიოდა, სავსე
მთვარეობისას საიდუმლო რიტუალებს ასრულებს, თუმცა ძვე-
ლებური ძალა დიდი ხანია დაკარგული აქვსო.
ივლიტემ დააპირა მისთვის ჩვეულებრივ აერიდებინა თვალი,
მაგრამ უეცრად ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და ადგილს
მიეჯაჭვა.
„საღამო მშვიდობისა“, მიესალმა იგი ქალბატონს.
„საღამო მშვიდობისა“, მიუგო ახალგაზრდა ქალმა.

41
დედაბერი შეჩერდა და ივლიტე გამომცდელად შეათვა-
ლიერა. საოცარია: ჯადოქარი სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც
ქალბატონი მოელოდა, ჩონჩხზე ტყავგადაკრულ, უკბილო
კერპს როდი ჰგავდა, წელგამართული დადიოდა და ცოცხლად
გამოიყურებოდა. მართალია, ახალგაზრდული სილამაზის
კვალს ვეღარსად უპოვიდით, მაგრამ სახის ნაკვთები მიმზიდვე-
ლი და დახვეწილი ჰქონდა. ივლიტემ მყისვე შეამჩნია მთელი
მისი სხეულის უჩვეულო სიმშვიდე, რომელიც არავითარ შემ-
თხვევაში არ მოწმობდა გონებრივ სიძაბუნეს. მხოლოდ ერთმა
გარემოებამ გამოიწვია ივლიტეს განცვიფრება, რომელიც ლა-
მის შიშს ესაზღვრებოდა: დედაბერი ახლოს იდგა, მაგრამ თით-
ქოს მთელი არსებით შორს იყო აქედან. მზერაც ისეთივე ჰქონ-
და, შორიდან მოსული და თვალებსაც ჩვეულებრივი არ ეთქმო-
და: თვალები ერთმანეთისგან არც ფერით და არც სიდიდით არ
განსხვავდებოდა, მარცხენაც და მარჯვენაც ერთნაირად უციმცი-
მებდა. ორივე თვალი ფოსოებში ღრმად ჰქონდა ჩამჯდარი, ვიწ-
რო თვალები კი ერთმანეთს ისე მიბჯენოდა, რომ ჭოტის თვა-
ლებს მიუგავდა: დანისლული, მაგრამ მზერამახვილი, თითქოს
თვალის კაკალი აღარ სჭირდებაო.
„აბა, მზეთუნახავო!“ ოდნავ ყრუდ გაისმა დედაბრის ხმა. „რა-
ტომ მარიდებ თვალს? გძულვარ?“ თქვა და ღიმილი დამალა.
ივლიტეს პასუხი არ გაუცია. დედაბრის ხიბლი წუთიდან წუ-
თამდე იპყრობდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სხვისი
უხერხულობა მასაც ედებაო. დედაბერი აკვირდებოდა ივლიტეს.
„რატომ დუმხარ?“ ჰკითხა ბოლოს. „ჩემი ხომ არ გეშინია?“
თავისი მუქი ყავისფერი თვალებით გაბურღა ივლიტე. განრის-
ხებული ახალგაზრდა ქალი დუმდა.

42
„შეწუხებული ჩანხარ“, ხელახლა წამოიწყო დედაბერმა, „რა-
ღაცას უკვე ვხედავ...“.
ივლიტე შიშმა აიტანა.
„არ გინდა გიმკითხავო?“ გაისმა მაცდუნებელი ხმა.
ქალბატონს არც ახლა გაუცია პასუხი. შემკრთალი იყო.
რცხვენოდა, ამ თვალების წინაშე გაშიშვლებული რომ იდგა,
მაგრამ სირცხვილზე უფრო შიში აწუხებდა: ეშინოდა გაშიშვლე-
ბის, რადგან ბუნდოვნად ხვდებოდა, გაშიშვლება ძალას წაარ-
თმევდა. საკუთარ თავს ებრძოდა და ამავე დროს გრძნობდა,
რომ ბრძოლა უკვე წაგებული ჰქონდა.
უცნაურად აკვირდებოდა დედაბერი ახალგაზრდა ქალს. აღ-
ტაცებით უმზერდა მის მშვენიერ სხეულს. ეს მზერა ლამის შურს
უტოლდებოდა. გაურკვეველი სიღრმეებიდან ამოდიოდა დედაბ-
რის შეგრძნება, იგი მწარედ გრძნობდა საკუთარ სხეულს, რომე-
ლიც ოდესღაც ვნებიანობის ნიშნით მგზნებარე უნდა ყოფილი-
ყო, მაგრამ საოცარია: მართალია თვალები ლამის დაშრეტილი
ჰქონდა, მაგრამ მაინც შეენარჩუნებინა მზერის სიმახვილე, მის
გამოფიტულ სხეულში ასევე იყო რაღაც საშინლად ცოცხალი -
დაუმძიმებელი, უხორცო ჟინი ავხორცობის ფუფუნებისა. მისი
სხეული განიმსჭვალა გაუპიროვნებელი ქალურობის ცხელი
სუნთქვითა და ცხელი ტალღით, ოღონდ ტალღა „ფუყე“ გახ-
ლდათ, რადგან ბებერი სხეული უკვე გაცვეთილი იყო. აი იქ კი
იდგა ახალგაზრდა ქალი, ბახუსური თრობისათვის გულუხვად
მომწიფებული და „კუდიან ქალს“ ნახევრად გაუცნობიერებლად
გაუჩნდა სურვილი, ნაყოფიერად გაეკაფა ის ტალღა მშვენიერი
ქალბატონის არსებაში. უკვე გამოცოცხლებული ჯადოქარი ივ-
ლიტეს ახლა ლამის სიყვარულით უცქერდა და ათრთოლებულ

43
მხრებზე ალერსიანად გადაუსვა ხელი. ივლიტემ შინაგანად გა-
იბრძოლა, მაგრამ ხაფანგი უკვე ჩაკეტილი იყო.
„არ გინდა გიმკითხავო?“ გაიმეორა მან.
„დიახ, მინდა“, თვინიერად მიუგო ქალბატონმა.
„მაშინ ხვალ ამ დროს დიდ მუხასთან მოდი“.
ივლიტემ მორჩილად დაუქნია თავი.
მთელი ღამე ებრძოდა ქალბატონი თავს, მაგრამ ბრძოლამ
მხოლოდ გაუღვივა ცნობისმოყვარეობა და მოლოდინი.
როცა მეორე დღეს ბებერ მუხასთან მივიდა, დაინახა, რომ
მზეხა უკვე საქმიანობდა. თან მოეტანა წითელი გველის გამხმა-
რი თავი, ექვსი თვის ვერძის დამჭკნარი ნაღვლის ბუშტი და
თოვლივით ქათქათა ცოცხალი დედალი. მზეხამ დედალს კისე-
რი მოუგრიხა, თავი ფრთის ქვეშ ამოუდო და მიწაზე დააგდო,
მარჯვნივ ნაღველი დაუდო, მარცხნივ ქვეწარმავლის თავი. ჯა-
დოქარი დუმდა, ჰაერს ყნოსავდა და ძლივს გასაგებ სიტყვებს
ბუტბუტებდა.
დარეტიანებული დედალი თითქმის არ იძროდა. გავიდა რამ-
დენიმე წუთი, მზეხა ივლიტეს მიუბრუნდა და უთხრა, რაიმე სიზ-
მარი მომიყევი, რომელმაც შენზე იმოქმედაო. ივლიტე დაფიქ-
რდა, უცნაური იყო: ის სიზმარი, რომელმაც ოდესღაც ერთიანად
შეძრა, წუხელ ხელახლა, უცვლელად რომ ნახა. მან აღიარა
ირემთან თავს გადახდენილი ამბავი, აღელვებული ყვებოდა
სიზმარს და პატარა გოგონასავით სირცხვილით იწვოდა.
დედაბერი სიტყვებს არ უგდებდა ყურს, მხოლოდ ქალბატო-
ნის ხმას და შინაგან ენას უსმენდა. მისი თვალების მშვიდი თაფ-
ლისფერი ფოთოლზე დაცემული წყლის წვეთივით ხმიანობდა.
ივლიტემ დაასრულა თავისი სიზმარი და კანკალი აუვარდა.

44
„რა მშვენიერია, რა წარმტაცი!“ თქვა დედაბერმა და ჩაფიქ-
რდა. მერე მშვიდად აიღო დანა და დარეტიანებულ ქათამს მარ-
ჯვედ წააცალა თავი. გასისხლიანებული დანა იქვე მიაგდო. ხე-
ლები გაუხევდა. თავწაცლილმა ქათამმა შემაძრწუნებლად გა-
ირბინა რამდენიმე ნაბიჯი და სისხლისგან დაცლილი მიწაზე
დაეცა. ჯადოქარი წინ გადახრილი იჯდა და მიწას დაჰყურებდა -
ახლა სახე დაღმეჭოდა: თითქოს უნდა იმ საგნებში თვითონაც
ჩაიძიროს, და მისი საიდუმლოებანი ამოსწოვოსო. ზედმიწევნით
მკაცრად გაჩხრიკა დაქცეული სისხლი - მისი ფერი, მისი სურნე-
ლი, მისი წვეთების მდინარება. სისხლი გაწოლილიყო მიწაზე,
როგორც შემოდგომის ჩამოცვენილი ფოთლები წითელი წიგნი-
სა, საიდანაც რუნები აღმოცენდნენ. სახემოღუშული დედაბერი
უმოძრაო მზერით ხარბად დაჰყურებდა მუქ, წითელი საღებავით
დახატულ იეროგლიფებს. ახლა მისთვის გარეგანი და შინაგანი
სამყარო აღარ არსებობდა. ის თავად იყო დაღვრილ სისხლში
წვეთ-წვეთად შერეული. საოცარი კი ის იყო, რომ სულ უფრო და
უფრო ძალუმად ჩქეფდა მისი საკუთარი სისხლი. მომჭკნარი მო-
ხუცი გაიფურჩქნა და აყვავდა. გადიოდა წამები, უსასრულობანი.
შემდეგ ჯიქურ ასწია თავი და გაცისკროვნებულმა შეხედა ივლი-
ტეს სახეში. ქალბატონი შეკრთა. „სისხლსავსე ხარ, ჩემო მშვე-
ნიერო“, დაიწყო მან. „ბროწეული ასე მძლავრად ვერ იყვავი-
ლებს. (იგი შეჩერდა). შენი ვენა მღელვარებს. რაღაც უჩვეულო
სწყურია (თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა მან) განა შეიძლება
მზეს გაეჯიბრო? (შემდეგ ისევე, როგორც თავიდან): შენ სიყვა-
რულში აყვავდები (იდუმალი ხმით). მაგრამ სად არის იგი,
ვინც... (შეჩერდა). შენი ქმარია ის, ვისაც უყვარხარ. მაგრამ შენ?
(ისევ შეჩერდა), შენც გიყვარს იგი, მაგრამ... (ხანგრძლივი
პაუზა) შენ ერთადერთი მამაკაცისთვის არ ხარ შექმნილი, უფრო

45
უკეთ: არ არსებობს მამაკაცი, რომელიც ისე შეგიყვარებს, რო-
გორც გერგება. არა... (ღრმად ჩაფიქრდა). იქნებ არსებობს კი-
დეც ვინმე, მაგრამ იგი მთლიანად ვერ დაგეუფლება, სიყვა-
რულს ვგულისხმობ... (ისევ სისხლს დახედა) შენს ირემს ვხედავ
აქ თავის რქებიანად, თუ ეს ჯიხვია, თეთრი ჯიხვი? (მის შუბლს
წმინდა ჟრჟოლამ გადაუარა, ქალბატონს სული შეუგუბდა). ერთ
მამაკაცსაც ვხედავ. და: შენს ბედნიერებას ვხედავ, უდიდეს ბედ-
ნიერებას, მაგრამ... (სახეზე ჩრდილი გადაეფარა. ივლიტე აკან-
კალდა). ცხოველი მას ეკუთვნის, მას. (ივლიტემ ვერ გაიგო)
იგი... იგი... ის არის, შენ რომ გნუსხავს. იგი ირემს იშვიათად
გიგზავნის. იშვიათად... (ღრმად ჩაფიქრდა). იგი შენ გგავს. ის
თვითონ შენ ხომ არ ხარ? არა... ახლა მოვა იგი, როგორც შენი
მეტოქე. (გიჟური წამღერება) ეს ამბავი იდუმალებითაა მოცული,
ყველაფერი ბურუსითაა მოცული. (უეცრად, თითქოს გამოფხიზ-
ლდაო) შენ რქებს მიიღებ. ვხედავ თეთრი ჯიხვის რქებს. (შიში,
თითქოს ხელშეუხებელს შეეხო; (ივლიტე გაქვავდა). დიახ, შენ
მიიღებ (შემდეგ მგზნებარედ და უხეშად) შენ უნდა მიიღო იგი...
რათა... რათა... გამარჯვებული გამოხვიდე. შენი ბედნიერება
აქაა... არა... ბედნიერება კი არა... (შიშისაგან გაქვავებულმა
ქალბატონმა შეხედა ჯადოქარს) ბედნიერება კი არა, რაღაც
სხვა, რაც ბედნიერებაზე მეტია. (ხანგრძლივი პაუზა: ისევ ხარ-
ბად დახედა სისხლს). და... ეს რაღაა? (გაოგნებული შეჩერდა და
თავი ჩაჰკიდა, თითქოს უნდოდა ქალბატონისთვის რაღაც
დაემალა).
ჯადოქარს მეტი აღარაფერი უთქვამს. თანდათან კვლავ
ჩაიკეტა თავის წიაღში. გამამხნევებლად იღიმებოდა იგი, მაც-
დური. მხრებზე მოუთათუნა ხელი ახალგაზრდა ქალს, თითქოს
უნდა მასში მთვლემარე ძალები სისხლსავსედ გამოაღვიძოსო.

46
იგი წინასწარ ჭვრეტდა ქალბატონის ნეტარებას და თვითონაც
ჩუმ-ჩუმად ეძლეოდა ამ ნეტარებას, როგორც გრძნეული, გულ-
შემატკივარი და მფარველი.
ახალგაზრდა ქალი ხმას ვერ იღებდა. დედაბერს ოქროს ფუ-
ლი აჩუქა და დაემშვიდობა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა,
შემობრუნდა: დედაბერი არსად წასულა, იგი გაქრა, როგორც
საგნებს შორის ჩაწოლილი ჩრდილი.
ოცნებით შეპყრობილი უახლოვდებოდა ივლიტე სახლს. იგი
ნისლში იყო ჩაძირული და რა უცნაურია: მის არსებაში იზრდე-
ბოდა ის, რასაც ძველები „ამორ ფატი“-ს უწოდებენ.
იმ მამაკაცებს შორის, რომლებიც იასონმა არხზე სამუშაოდ
აირჩია, თანბიც ერია. იგი ბეჯითად და მარჯვედ მუშაობდა - სვა-
ნები მთელ საქართველოში საუკეთესო მიწის მუშებად არიან
ცნობილნი - მაგრამ თანბი მაინც დაბნეული იყო და გულჩათ-
ხრობილი. ის ადგილი, სადაც ტყის დედოფალი შეიგრძნო, აქე-
დან ახლოს იყო. ხშირად მოუნდომებია ღამით იქით წასულიყო,
მაგრამ ყოველთვის რაღაც შიშისმაგვარი აბრკოლებდა. დალი
ამ კუთხეში, მართალია, ისე არა, როგორც სვანეთში, მაგრამ მა-
ინც ცნობილი იყო. ძილის წინ მუშები ახსენებდნენ ხოლმე და-
ლის, ოღონდ ივლიტეს სახელი მათთვის უფრო ცნობილი გახ-
ლდათ.
სახელი „ივლიტე“ თანბის ერთხელ აქ, ზემოთ, ტყეში და ისიც
ყურმოკვრით ჰქონდა გაგონილი. ახლა კი სახელი იმ ჩრდილად
იქცა, რომელიც ნელ-ნელა იძენს მკვიდრ ფორმას. თანბის გულ-
ში გროვდებოდა სურვილი ციხე-დარბაზის ქალბატონი ენახა,
მაგრამ იგი იშვიათად გამოდიოდა გარეთ. ასე გავიდა ორი კვი-
რა. ორაზროვანი, გადაკრული სიტყვები, რაც მუშებს ზოგჯერ
დასცდებოდათ ხოლმე, ხშირად მეორდებოდა, განსაკუთრებით

47
კი უკანასკნელ დღეებში, როცა ახალგაზრდა თავადი ოთარ და-
დეშქელიანი ჩამოვიდა გელოვანებთან სტუმრად.
სამუშაო მოედნის შორიახლოს თავლა მდებარეობდა. ერთ
დღეს იქიდან ულაყი გამოიყვანეს, რომელიც თავად ოთარს ივ-
ლიტესთვის საჩუქრად ჩამოეყვანა. მზე ჯერ კიდევ ჩასული არ
იყო, მუხისა და ცაცხვის ხშირი ფოთლები გრძელ ჩრდილებს
აფენდნენ მიწაზე. უქარო საძოვრებზე მზის სხივები ისე გაწოლი-
ლიყო, როგორც მზის ძლივს შესამჩნევი სუნთქვა. ყვითელი სხი-
ვები ფოთლებს ეფინებოდა და ისინიც შინაგანად თრთოდნენ.
როცა მუშებმა ულაყი დაინახეს, გაოგნებისგან შეჩერდნენ და
ცხენს მიაშტერდნენ.
მათ წინაშე ცხენი კი არ იდგა, არამედ ველური, არნახული
ცხოველი. ვინმე არაბი შეიხი რომ წლობით ამყოფებს ცხენებს
სიბნელეში, რათა მზის დანახვისთანავე სიხარულის, სიცოც-
ხლის ძალის განსახიერებად იქცნენ. აი ასეთ ცხენს ჰგავდა ეს
ცხოველი. იქვე იდგა თავადი ოთარი, გოლიათური აღნაგობის,
მხარბეჭგანიერი კაცი. მისი მოყვითალო ღია ფერის თვალები
მოწონებით ათვალიერებდნენ ულაყს. რამდენიმე წუთში იულო-
ნიც მოვიდა ყავარჯენზე დაყრდნობილი. მოურავი იასონი გასა-
სინჯად მიუახლოვდა ცხენს, მაგრამ გავეშებული ცხოველი გან-
ზე გახტა და თავლის ყმაწვილ მსახურებს დიდი ჯაფა დაადგათ,
რომ ცხენი დაეტყვევებინათ. იასონმა ჯერ თავი გაუსინჯა ცხენს.
თავი ნიამორივით მოკლე ჰქონდა, ზემოთ განიერი, კოხტად
მოყვანილი, ნესტოები დაბერილი. მოურავმა ნაზად გადაუსვა
ხელი მაღალ,^ ფარივით გამობურცულ შუბლზე. „მამაცია და ყო-
ჩაღი“, ჩაილაპარაკა თავისთვის. ფართო, მეტყველი თვალები
ველურ სხივებს აფრქვევდნენ. ცხვირის კეხის მოღუნული ხაზი
კადნიერებაზე მიუთითებდა. დიდრონი, თხელი, ფართოდ გახე-

48
ლილი თვალები, ფაქიზად მოხაზული ნესტოები ხარბად ისრუ-
ტავდნენ მზით გაჯერებულ ჰაერს. იასონმა ჯერ კბილები გაუსინ-
ჯა ულაყს, შემდეგ მკერდი და ფეხები. ცხოველი ნელ-ნელა და-
ოკდა. „მშვენიერი ცხოველია“, თქვა მან მცოდნის დამაჯერებე-
ლი ტონით.
ამ დროს გამოჩნდა ივლიტე. „როგორც იქნა“, წაიჩურჩულა
ერთმა მუშამ. ტანმაღალს მკვრივი მკერდი ამშვენებდა. მხრებზე
თეთრი აბრეშუმის გრძელი შალი მოესხა, მოდიოდა ბატონკაცუ-
რად, თითქმის გამომწვევად, ^ნელა, თავის ძალაში დარწმუნე-
ბული, თითქოს რაღაც მოაქვსო. თანბიმ თავი ასწია და მუშაობა
შეწყვიტა. ივლიტე ახლოვდებოდა. ისე მოირხეოდა, რომ ირ-
გვლივ ნებიერ, საამურ სიმშვიდეს აფრქვევდა. ცხენი დაინახა
თუ არა, ფეხს აუჩქარა და ნაბიჯიც შეუმსუბუქდა... თანბი ბარს
ჩამოეყრდნო. „ასე მალე!“ ორაზროვნად წაიჩურჩულა ერთმა
მუშამ, რომელიც შორიახლოს იდგა. ქალი ცხენთან შეჩერდა,
მისი ყოველი ნაკვთი სავსე იყო რაღაცის მოლოდინით. თანბი
ხან ცხენს აკვირდებოდა და ხან ქალს. ყვითლად მოელვარე
შუქზე ცხოველი კიდევ უფრო მოწითალო ჩანდა და არც ხალები
ემჩნეოდა. თითქოს შვლის სისხლშია ნაბანავებიო. ქალის თმა
ასეთივე წითელი არ იყო, თმას მწიფე ასკილის სიწითლე დაჰ-
კრავდა. თანბის თვალში მოხვდა ქალის ბიბილოები, ამაზე
მშვენიერი არაფერი ენახა. ქალბატონი აქ იდგა, იმ ულაყივით
უცხო. იასონმა მოინდომა ცხენის ფლოქვები დაეთვალიერები-
ნა, წინა ფეხში ჩასჭიდა ხელი, მაგრამ ცხოველი ყალყზე შედგა
და ბალანი აეშალა. სიბრაზისაგან ცეცხლს აფრქვევდა, ყველა
კუნთი უცახცახებდა, ოღონდ შიშისგან კი არა. თანბი თვალს
ვერ აშორებდა ქალს: მასაც ულაყივით უთრთოდა მუხლები და

49
თეძოები. ქალმა უეცრად მოიხედა მუშებისაკენ. „მზისთვალა“.
ამ სიტყვამ ელვისებურად გაიარა სვანის ტვინში.
„ცხენი ჯერ კიდევ ველურია“, თქვა ოთარმა თავმომწონედ.
„აბა, ძუკუ, ხომ არ გინდა გააჭენო?“ მიუბრუნდა იულონი ერთ
მეგრელს, რომელიც იქვე, მის გვერდით იდგა.
მეგრელი ელვისებურად მოახტა ცხენს და გააჭენა. ულაყს
უნაგირი არ ედგა, მხოლოდ თოქალთო ეფარა. ვერ გაიგებდი,
მხედარი მიაჭენებდა ულაყს, თუ ულაყი მხედარს. მეგრელმა
თანდაყოლილი სიჩაუქე აჩვენა. როცა უკან დაბრუნდა, იულონ-
მა ღიმილით უთხრა:
„ძუკუ, უკვე ვიცით შენი უებრო მხედრული ხელოვნების ამბა-
ვი. ცხენი შენ უნდა გამოგეცადა“. დადეშქელიანმა მუშების წრე-
ში სვანები გამოარჩია და თავისი ჯიშის გამო სიამაყე იგრძნო.
„ვინ არის თქვენს შორის კარგი მხედარი“? იკითხა მან.
ყველამ თანბის შეხედა, თუმცა არცერთმა არ იცოდა, იგი გა-
წაფული მხედარი იყო თუ არა. ახალგაზრდა სვანი მედგრად ვერ
გრძნობდა თავს. ჯირითში ისეთი გამოცდილი არ იყო, როგორც
მონადირე, მაგრამ ამ წარმოსადეგ კაცს უარს ვერ შეჰკადრებ-
და.
თანბი იმ მეგრელივით მარჯვედ ვერ შემოახტებოდა ცხენს,
სამგზის სცადა გაუხედნავ ცხენს ზურგზე მოჰქცეოდა და სამივე-
ჯერ გაუსხლტა ველური ცხოველი. დამსწრეები სიცილს ძლივს
იკავებდნენ და ქალს სახეზე დამცინავი ღიმილიც კი გამოესახა.
თანბი როგორც იქნა ზურგზე მოექცა ცხენს. ჯერ ნელა დაიძ-
რა, ისე რომ გაცნობიერებული ჰქონდა თავისი და ცხენის ძალე-
ბიც. იასონი მიჰყვა და ფლოქვებს შორის მანძილი გაზომა.
„ერთ წყრთაზე მეტია“, წამოიძახა გახარებულმა.

50
ეს კარგი ნიშანი გახლდათ: უკანა ფეხები ერთი წყრთით უფ-
რო გრძელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა.
ცხენმა იგრძნო მხედარი და ჩორთით დაიძრა. ბოლოს თანბი
ოთხზე გადავიდა.
„აბა, როგორია?“ ჰკითხა ოთარმა უკან დაბრუნებულ თანბის.
„ცხენი მგრძნობიარეა“, მიუგო თანბიმ.
„თითქოს მხედრის უმცირეს სურვილსაც კი გრძნობსო!“
„დიახ“.
„კიდევ რა?“
„დაღლა არ ეტყობა“.
„და ეს მხედარს მამაცობას მატებს, არა?“
„დიახ. ასე გახლავთ“.
„და მისი გჯერა, ხომ?“
„დიახ“!
თანბი ბატონს პასუხს სცემდა და თან მალულად უჭვრეტდა
ქალს. დიდრონი, ოდნავ ირიბად გაჭრილი, მზესავით ყვითელი
თვალები დაენისლა. სვანმა დაიმორცხვა და ამასთან უცნაური
შიშიც იგრძნო. ცხენი აღვირს კვნეტდა და მთელი ტანით თრთო-
და. უეცრად ქალი ცხენთან მიიჭრა და ველურ კატასავით მოახ-
ტა ზურგზე.
„რას შვრები, ივლიტე?“ სირცხვილისაგან დაიყვირა იულონ-
მა. „უბელო ცხენი გინდა გააჭენო?“.
„მასში იყივლა დადიანების ტომის სისხლმა“, წაიჩურჩულა
ოთარმა.
ქალი ყველას განერიდა და საკუთარ თავსაც, როგორც მა-
შინ, სიზმარში, ირმის გადაწყობილ რქებზე მწოლიარემ, ამჯე-
რად ცხენის ზურგზე შეიგრძნო საკუთარი სხეული. მასში აალდა
და გაიღვიძა ჟინმა. ცხენი შლეგივით მიჰქროდა. ქალი ტკბილ

51
ბურანში იყო გახვეული. ორივე ნეტარებაშერეულ სიხარულს
გრძნობდა. ყველა გაოცებით მიშტერებოდა ქერა ცენტურიას.
თანბი დადეშქელიანის გვერდით იდგა და თვალებში ცეცხლი
ენთო. როგორც ახალგაზრდა ირემი გრძნობს რქების ამოსვლი-
სას ნაკრტენში ტკბილმწვავე ფხანას და ჟამიდან ჟამზე სიცოც-
ხლის წყურვილით აღსავსე ხეებს ეტაკება, სვანის სისხლში ისე
გაღვივდა მამაკაცური ძალა, რომ მზად იყო გასაფრენად და
უმოძრაოდ კი იდგა.
მათგან შორიახლოს ხარ-ძროხა ჩანდა. ერთნი ხარბად
ნთქავდნენ ნორჩ, ახლად მოჭრილ სიმინდის ღეროებს, სხვები
ზანტად იზმორებოდნენ. ზოგიერთები იცოხნებოდნენ და კაქტუ-
სის ფოთლის მსგავს, ლორწოვან ენებს აწკაპუნებდნენ. ერთი
შავი ხარი მოძალებულ სიშმაგეს ვერ იოკებდა და თავისი დიდ-
რონი, წაწვეტებული რქებით ხან ერთ ძროხას დაეტაკებოდა და
ხან რომელიმე ხბოს.
ახლა კი გაავებულ ცხოველს ქალი უახლოვდებოდა. ხარმა
შორიდანვე შეამჩნია ოთხით მრბოლელი და წინა ფეხებით
ღმუილით დაუწყო მიწას თხრა. ბუნდოვანი მგზნებარებით შეპ-
ყრობილმა ქალმა ზედ ხარისკენ მიუშვა ცხენი. „ვაი“, შიშისაგან
აღმოხდა ყველას. შავმა ხარმა ბრაზიანად ასწია თავი, რომ ცხე-
ნი გამოეფატრა. დადეშქელიანი გვერდზე გახტა. დანარჩენები
შიშისაგან გაქვავდნენ. ამ დროს თანბი მოსწყდა ადგილს, ხა-
რისკენ გაემართა და მუხის მორივით დაატყდა თავზე. ხარმა
უკან დაიხია და ცხენი გადაურჩა ხიფათს. აწყვეტილი, შმაგი
ცხოველი დანებებას არ აპირებდა, გავეშებული სურომოდებულ
მუხას დაეტაკა და ცალი რქა შეალეწა. შემდგომ გასისხლიანე-
ბული თავი ყრუ ღმუილით გააქნია და წამით გაირინდა. ცხოვე-
ლი მიხვდა, რომ რაღაც დააკლდა. ბრაზით ანთებული სველი

52
თვალები დაენისლა და ბოლოს ფეხარეული დაუბრუნდა თავის
ჯოგს.
სახეშეფაკლული ქალი ცხენიდან ჩამოხტა.
„ყოველთვის უგუნურებას ჩადიხარ ხოლმე“, მიუბრუნდა
იულონი ცოლს.
„რა მოხდა მერე?“ ბრაზიანად მიუგო ქალმა.
„ხარმა კინაღამ გამოფატრა ცხენი“.
„კინაღამ არ ითვლება!“
იულონი მიხვდა, რომ ყოველი შენიშვნა მხოლოდ გააღი-
ზიანებდა ქალს და ამჯობინა გაჩუმებულიყო. იგი მიუახლოვდა
რქას, რომელიც მუხის ჩამოგლეჯილ კანთან ერთად საცოდავად
ეგდო მიწაზე, სიბრალულით დახედა და თავისთვის წაიჩურჩუ-
ლა: „რა ხარი დაშავდა?“
ქალი ამ წუთში ჯიშიან მონადირე ძალღს ჰგავდა, რომელმაც
პირველად იგემა ნადირის სისხლი და აღელვებული და გაუც-
ხოებული აქეთ-იქით იყურებოდა. უეცრად, თითქოს რაღაც გა-
ახსენდაო, გახალისდა და ოთარს მიუბრუნდა.
„მე მეგონა, შენ დევებს, მითოსურ გოლიათებს მოერეოდი,
მაგრამ...“
ქალმა ორაზროვნად გაიღიმა...
„დიახ, მოვერევი კიდეც“, წამოიძახა კაცმა, იმ მუხასთან მივი-
და, რომელზეც ხარმა რქა წაიტეხა და გავეშებულმა მკლავის
სისხო დაშნა იშიშვლა.
„ეჭვიც არ მეპარება, რომ ღონიერი ხარ, მე მხოლოდ ის
ვთქვი, ასეთმა ხარმა შეგაშინა-მეთქი“.
ქალმა მხიარულად გაიცინა.
დადეშქელიანი მიხვდა, რომ ქალი მხდალად თვლიდა. ქალ-
მა არ იცოდა, რომ საფრთხემ იგი მხოლოდ ერთი წამით შეაში-

53
ნა. მერე კი ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ დრო აღარ
ეყო თავი გამოეჩინა და ახლა შერცხვა. მუქი პირის კანიანი სახე
უილაჯო გაუხდა, და ისე მოეღუშა, თითქოს რაღაც შემაშფოთე-
ბელს მალავსო. შემდეგ თანბის მიუბრუნდა:
„რომელი კუთხიდან ხარ?“
„უშგულიდან“, მიუგო სვანმა.
„ღონიერი და მამაცი ჩანხარ“.
ეს სიტყვები უფრო რაინდული გარსი იყო, რომ თავისი მარ-
ცხი დაეფარა,
„რა გვარისა ხარ?“
„მარგიანი“.
„თანბის თუ იცნობ?“
„რომელ თანბის?“
„ცნობილ მონადირეს!“
„ეს მე ვარ“, მორიდებით თქვა თანბიმ.
ყველამ ყური ცქვიტა. ამ მონადირის სახელი ლეჩხუმშიც
იცოდნენ. მემამულე ქალბატონმა მამაკაცს მახვილი მზერა
დაასო: უეცარი ეჭვი გაუღრმავდა.
„დალის ჯერაც არ უცდუნებიხარ?“ - ღიმილით ჰკითხა თავად-
მა.
ახალგაზრდა სვანმა არაფერი უპასუხა, სახეზე მხოლოდ
უსიტყვო წყენა გამოეხატა. ტყის დედოფლის ხსენებაზე ქალი გა-
წითლდა. თანბიმ მალულად შეხედა ქალს. იგი მზის სხივებში
იყო მთლიანად გახვეული. მუხის დიდი ფოთოლი უჩრდილავდა
თეთრ შუბლს, მზე დასთამაშებდა, ეალერსებოდა, თითქოს ეჭ-
ვიანობსო. რაღაც მგრძნობიარე წინასწარმეტყველების გარსში
გახვეული ქალი და მამაკაცი ისე აკვირდებოდნენ ერთმანეთს,

54
თითქოს გარდასულ დროში განცდილს ბუნდოვნად, მძიმედ და
მღელვარედ იხსენებენო.
დაღამდა. მუშები კვლავაც წყნარ კერიას უსხდნენ. აქა-იქ,
კუთხეებში ისე ეკიდა გაჭვარტლული ბადეები, თითქოს ჩამომ-
ხრჩვალი ღამურებიაო. სიძველითა და იდუმალებით აღსავსე
უმთვარო ღამე შემოდიოდა ქოხში და მუშები ცოტას ლაპარა-
კობდნენ. რაც გაიგეს, რომ მათ შორის სახელგანთქმული მონა-
დირე, თანბი იმყოფებოდა, თანდათან და გაუცნობიერებლად
მის მიმართ მოწიწებას გამოხატავდნენ. თანბი განმარტოებით
იჯდა, უცხო და მდუმარე.
„როგორ მოახტა ცხენს“, ჩაიჩურჩულა ერთმა.
ყველა მიხვდა, რომ ქალბატონი იგულისხმებოდა.
„ულაყი ხომ ველურია, მაგრამ ქალი კიდევ უფრო ველური
ჩანს“, განაცხადა ღიმილით მეორემ.
„დალი? სწორედ ის არის“, თქვა მესამემ მხიარულად და მა-
ლულად გახედა თანბის.
მონადირეს მზერა გაქვავებოდა და უაზროდ ჩასჩერებოდა
ჩამქრალ ნაკვერჩხალს. მერე ნელა და გაუბედავად ასწია თავი,
მაგრამ სიტყვა არ დაუძრავს. მუშები დაღლილი იყვნენ და მალე
ჩაეძინათ. მხოლოდ თანბი ფხიზლობდა და ტყის დედოფალზე
ფიქრობდა. მის მხურვალე შეხებას ჯერ კიდევ გრძნობდა სხე-
ულზე და მისი დაბალი ხმის წკრიალიც ჯერაც ყურებში ედგა. ეს
იყო და ეს. მეტი არაფერი და მაინც ეს აჩრდილისებური შეხვედ-
რა მისთვის მცხუნვარე რეალობა გახლდათ. ნუთუ მის კოხტა,
გაშიშვლებულ მუხლსაც ეამბორა? თანბიმ ეს ვარაუდი იმ ყრუ
მოგონებიდან, სიზმარეული წყვდიადიდან გამოჩხრიკა.
უჩუმრად გამოვიდა ქოხიდან. დიდრონი ხეები მთვლემარე
ღმერთებივით აღმართულიყვნენ და ფოთლები ისე ჩუმად

55
შრიალებდნენ, თითქოს მარადისობა აფახულებს წამწამებსო.
თანბი ერთ ხეს მიუახლოვდა და უეცრად შედგა: ხმადაბალი
საუბარი შემოესმა და ხეს ძალაგამოცლილი მიეყუდა.
„დღეს შენ დალი ახსენე,“ გაისმა ქალის ჩუმი ხმა.
„ჰო, მე ვახსენე“, მიუგო კაცმა.
თანბიმ იცნო ივლიტე და ოთარი და გულში თითქოს ბასრი
დანა ჩაესო. ამ შეგრძნებას სირცხვილიც შეერია, თუნდაც უნებ-
ლიეთ სხვების საუბარს რომ შეესწრო.
უნდა წასულიყო?
მაგრამ შეეშინდა, მისი იქ ყოფნა მცირე გაფაჩუნებასაც არ
გაეცა. თან ერთი გარემოებაც აჩერებდა, რისი ახსნაც მის და-
ბინდულ გონებას არ შეეძლო.
„შენ ცოტა ხნის წინ იმ ყმაწვილს ჰკითხე“, წამოიწყო ქალმა,
„დალის ხომ არ უცდუნებიხარო... რას გულისხმობდი?“
„ნუთუ არ იცი, რომ დალი მონადირეს ავხორცობისკენ უბიძ-
გებს და ხშირად აგიჟებს კიდეც? ის ხომ ძალზე ლამაზი და მაც-
დურია“.
„მართლა?“
„ჰო, მაგრამ შენ უფრო ლამაზიც ხარ და მაცდურიც, ივლიტე“.
თანბი ხეს ისე აეკრო, რომ ტანში ტკივილმა დაუარა. მიხვდა,
რომ კაცი ცდილობდა ივლიტეს მოხვეოდა, მაგრამ ქალი ხელი-
დან დაუსხლტა. და თანბიმ იგრძნო, რომ სხეული ხესავით
გაუშეშდა. მაშ, მართალი ყოფილა ქალბატონსა და დადეშქელი-
ანზე ხმები რომ დადისო?“ მწარედ ჩაეკითხა საკუთარ თავს.
მხოლოდ მაშინ ჩაუწყნარდა გული, როცა გაიგონა, როგორ გა-
იქცა ქალი.

56
თანბი მობრუნდა და ქოხს მიუახლოვდა. უეცრად გაიფიქრა,
გული ხომ არ მოსდიოდა ივლიტეზე? ნუთუ აღარ უნდა მოეძებნა
ის ადგილი, სადაც დალის გადაეყარა?
პირქუში ღამე იდგა და კიდევ უფრო პირქუში იყო სვანი. იმ
ადგილისკენ ფეხაკრეფით გაემართა. მისი ღია ფოლადისფერი
თვალები შიშითა და მონატრებით დაეძებდნენ უცხო, ტკბილ აჩ-
რდილს. როცა მდინარეს მიაღწია, თითქოს სიზმარშიაო, მაშინ-
ვე მის წყნარ დუდუნში ჩაეფლო. ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა.
უეცრად მდინარის მოლაპლაპე ზედაპირი გაიყო და წყლიდან
რაღაც დგაფუნით ამოხტა. გული კინაღამ გაუჩერდა, მაგრამ ეს
ვერცხლისფრად მოელვარე მოზრდილი თევზი აღმოჩნდა. წინ
აღარ წასულა. დალი ალბათ განრისხებული იქნება, დღეს ჩემი
თვალები მხოლოდ ქალბატონს რომ შეჰყურებდნენო, გაიფიქრა
მან.
გულგატეხილი მიუყვებოდა შინისკენ მიმავალ გზას და ფიქ-
რებში საკუთარ თავს ეომებოდა. უეცრად ის „არა“ გაიმეორა,
მაშინ დალისგან რომ გაიგონა და ამავე დროს ყურში ჩაესმა
მსუბუქი სიტყვა, რომელიც ივლიტემ შეტევაზე გადმოსულ და-
დეშქელიანს უთხრა. თანბი ჩაფიქრდა, განსაკუთრებული არა-
ფერი ყოფილა. მხოლოდ ხმა, ეს წკრიალა და ფოლადივით
მჟღერი ხმა იყო მსგავსი, მაშინაც და დღესაც. ნუთუ შესაძლებე-
ლია, რომ იგი დალის ხმითაც ჰგვანებოდა? უკვირდა თანბის.
ჩუმად, ფეხაკრეფით შევიდა ეზოში. ზედა სართულის კუთხის
ოთახში ჯერ კიდევ ენთო სანთელი, თავადი იულონი კვლავ სიყ-
ვარულის ეპოსს „ვეფხისტყაოსანს“ კითხულობდა.
გავიდა ერთი თვე. დადეშქელიანი გაემგზავრა. არხის სამუ-
შაოები დამთავრდა და მუშები დაითხოვეს. მოურავმა მხოლოდ

57
თანბი დაიტოვა ციხე-დარბაზში სამუშაოდ, რაც სვანისთვის უეჭ-
ველად ფრიად სასიამოვნო გახლდათ.
ივლიტე იშვიათად გამოდიოდა ციხე-დარბაზიდან. თანბი
მხოლოდ სამჯერ შეხვდა და ისიც თვალმოკვრით. ქალს ყოველ
შეხვედრაზე სიმორცხვის ალმური მოედებოდა სახეზე და მყისვე
ზურგს აქცევდა ხოლმე. თანბი აენთებოდა, მისი საქციელი
სწყინდა, მაგრამ გამუდმებით მასზე კი ოცნებობდა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ ქალბატონმა მეზობელი მემამუ-
ლის მონახულება მოისურვა, რომლის ვაჟი მისი ნათლული გახ-
ლდათ. მოურავმა მხლებლად თანბი გაატანა. მემამულე ახლოს
ცხოვრობდა და ივლიტემ ფეხით წასვლა არჩია.
ქალი წინ მიდიოდა, მხარზე თოფგადადებული მხლებელი კი
შორიახლოს მიჰყვებოდა. ასე რომ, თანბის შეეძლო მის მაღალ
და მოქნილ თეძოებს დაჰკვირვებოდა, რომლებიც ლამის ბიჭის
თეძოებს მიუგავდა. აღტაცებით შეჰყურებდა ქალის სვლას - იგი
ბატონკაცურად მიაბიჯებდა და თან ისე ლაღად მირონინებდა,
თითქოს ასე სიარული სიხარულს ანიჭებსო. იგი ზურგში
გრძნობდა მამაკაცის შემფასებლურ მზერას და ბეჭების თრთო-
ლაზე მსუბუქი სიმორცხვე ეტყობოდა, რომელიც ქალური სიძ-
ლიერის სიტკბოებასთან იყო შერწყმული. თანბი თვალს ვერ
აცილებდა ქალს, რომელიც თავის გზაზე ნელსურნელოვან, უც-
ხო ხიბლს ტოვებდა.
ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. ბოლოს ქალმა ნაბიჯი
შეანელა და როცა თანბი წამოეწია, უთხრა:
„მაშინ შენ რომ იქ არ ყოფილიყავი, ხარი ულაყს გამოფატ-
რავდა“.
თანბიმ არ იცოდა რა ეპასუხა და უსიტყვო სიხარულისგან
გაიბადრა.

58
ამ დროს ქალმა ერთი წამით დაკვირვებით შეავლო თვალი.
„გულადი ჩანხარ“, უთხრა ქალმა.
„უფრო გულადი რომ ვყოფილიყავი, ხარი რქას არ მოიტეხავ-
და“, უბრალოდ თქვა მან.
„როგორ?“
„ხარს უფრო ღონივრად რომ ჩავჭიდებოდი, მაშინ იგი მუხას
არ დაეჯახებოდა“.
„ამის გათვლა როგორ შეიძლებოდა?“ იკითხა ქალმა.
სვანს კიდევ უფრო გაუნათდა სახე.
ისინი ახლა შუაგულ ტყეში იყვნენ. ქალი ნელა და თამამად
მიაბიჯებდა. მშვენიერტოტებიანი ტყე და მისი დიდი ჩრდილები
მოსასხამს ჰგავდა, რომელშიც იგი თავის სხეულს სიამოვნებით
ახვევდა ხოლმე. ამას ქალზე უფრო ძლიერად კაცი გრძნობდა.
უეცრად ყვავმა დაიჩხავლა.
„ხმა ჩაგიწყდეს, ხმა ჩაგიწყდეს“, დაიძახა ქალმა.
„თვითონ უნდა დადუმდეს!“ თქვა კაცმა. და იმავე წუთს გაის-
მა გასროლა. ქალი შიშისაგან შეკრთა, მაგრამ როცა სასიკვდი-
ლოდ დაჭრილი ფრინველი დაინახა, გულით გაიხარა.
„შენ კარგი მსროლელიც ყოფილხარ!“ გაიოცა ქალმა.
დარცხვენილმა და ამავე დროს გაბედნიერებულმა კაცმა თა-
ვი ჩაჰკიდა.
ტყე გათავდა. მდინარეს მიუახლოვდნენ, რომელზეც უზარმა-
ზარი დირე იყო გადებული. ქალი სწრაფად ახტა დირეზე, მაგ-
რამ თავბრუ დაეხვა და შეშინებულმა ფეხი ვეღარ წადგა წინ.
„ნებას მომცემთ, ქალბატონს გავუძღვე?“ იკითხა სვანმა, წინ
გავიდა და ქალს მარჯვენა შესთავაზა.
„ქალბატონმა ხელი ჩამჭიდოს და თვალები დახუჭოს“, დას-
ძინა მან.

59
ქალმა უსიტყვოდ ჩასჭიდა ხელი და გაჰყვა. მამაკაცის ხელი
ცხელი იყო და ნოტიო. ქალი თვალდახუჭული მიდიოდა, რო-
გორც სიზმარში, ტალღების შრიალით მთვრალი, თითქოს უსას-
რულობაში, უსაგნობაში ჩაედინებაო. ბავშვური და ფრთხილი
იყო მისი ნაბიჯი, მაგრამ ძლიერი მამაკაცისთვის რომ ტოლი არ
დაედო, ისიც უფსკრულის პირას ისე მიაბიჯებდა, რომ მშვიდიც
იყო და სიტკბოებით აღსავსეც. უეცრად კაცი შეჩერდა და ქალმა
თვალი გაახილა. დირეს ბოლოში ფეხის მოსაკიდებელი ფიცარი
აღარსად იყო. ეტყობა წყალდიდობისას ნიაღვარს წაეღო.
თანბი ნაპირზე გადახტა.
„აბა?“ მიუბრუნდა ქალს და ხელები გაშალა.
ქალს ამაზე უფრო დიდი სიმაღლიდან გადმოხტომაც შეეძ-
ლო, მაგრამ როცა მამაკაცის ღონიერი ხელები დაინახა, აღარა-
ფერზე უფიქრია და მოწყვეტილი ნაყოფივით ძირს გადაეშვა.
თანბიმ ხელები შეაგება ცეცხლოვან სხეულს და სიტკბოებით
გონდაკარგულმა მწყურვალე ბაგე მისი მკერდის მოსართავს
შეახო. ქალი ისე მარდად ამოძრავდა, როგორც წყლის სიღრმი-
დან ამომხტარი თევზი აიჭრება ხოლმე ჰაერში, და ძალაგამოც-
ლილმა და ნირწამხდარმა კაცმა ქალი მიწაზე ჩამოსვა.
ქალმა კაბა შეისწორა. გაწითლებულ სახეზე რისხვის სხივი
დასთამაშებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ძალაგამოცლილი
თანბი ტოტებდასხეპილ ხეს ჰგავდა, ქალს ისე დაბნეული, დარ-
ცხვენილი და ნირწამხდარი მიჰყვებოდა უკან, თითქოს მთელი
სხეული დაუდამბლავდაო.
სულ რამდენიმე საათს დარჩა ქალბატონი მეგობარი მემამუ-
ლის ოჯახში. თანბი გრძნობდა, რომ შეცდა, რაღაც უხერხული
და მიუღებელი რამ ჩაიდინა და ახლა დაბნეული და ეული ეზოში
მარტოდმარტო დაბორიალებდა.

60
როცა ქალბატონი შინისკენ მიმავალ გზას დაადგა, გამცილე-
ბელი უსიტყვოდ, დადამბლავებულივით მიჰყვა უკან. კვლავ
მდინარის ნაპირს მიადგნენ და თანბი მივხდა, რომ წინ ახალი
სიძნელეები ეღობებოდა. როგორ ახტებოდა ქალი დირეზე? იქ-
ნებ ხელში აეყვანა და ხიდზე დაესვა? ამას თანბი გაგულისებულ
ქალბატონს ვერ შეჰბედავდა. შემდეგ დაიწყო რაიმეს ძებნა, ფე-
ხის დასაბიჯებლად რომ გამომდგარიყო.
„ხელებით დამიჭირე“, უეცრად მიმართა ქალმა.
შემდეგ ღიმილით დასძინა: „ოღონდ იცოდე, ტუჩების წაშვე-
ლება საჭირო არ არის“.
ო, ეს ღიმილი! სვანს მოეჩვენა, თითქოს ცა გაიხსნა და და-
ლოცვის ნიშნად გაფართოვდა კიდეც. მან თავისი მარჯვენა მარ-
ცხენას გადააჭდო და ქალს საფეხურად შესთავაზა. ქალი მარ-
ჯვედ ახტა დირეზე. თანბის სიმძიმე არ უგრძვნია, მხოლოდ სურ-
ნელი შეისუნთქა, რომელიც გასრესილი ტუბეროზისას ჰგავდა.
გახარებული თვითონაც ავიდა ხიდზე, რათა ქალს კვლავ გაძ-
ღოლოდა, მაგრამ დახეთ! ქალი მარტო, მარდად და მარჯვედ
მიაბიჯებდა. თანბი გაოცებით შეჰყურებდა და ახლა ხიდზე თვი-
თონ მიბორძიკობდა.
კვლავ ტყეში შევიდნენ. ჩამავალი მზის სხივები უხმოდ კვეთ-
დნენ მის გარსს და ათასობით ფოთლიდან ოქროსფრად წვეთავ-
დნენ: ქალი მზის ტალღა იყო და ამას სვანი გრძნობდა. უნდოდა
რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. უნდოდა რაღაც ეღონა, მაგ-
რამ მაინც რა? ამ დროს უეცრად ერთ განცალკევებულ ბილიკ-
თან უხვად ამოსულ გვიმრას წააწყდა. მყისვე მოტეხა ერთი მა-
რაოსებრი ტოტი და მის მძაფრ სურნელს გაშმაგებით დაეწაფა.
ორიოდე ნაბიჯის შემდეგ ერთ ბუჩქნარში ასკილის თითისსიმ-
სხო ყლორტი შენიშნა, რომელიც ზეცისკენ სანთელივით აწვარ-

61
თულიყო. დაუფიქრებლად მიიჭრა ბუჩქთან, ხელი გაიწვდინა,
დანით მოჭრა ნორჩი ყლორტი, სათუთად გამოარიდა ეკალ--
ბარდებს, სათუთად გააცალა ეკლები და ქალს მიართვა.
„რა წერწეტა ყლორტია!“ დაიძახა ქალმა და სიხარულისგან
აიწვართა. ახალმოწყვეტილი ყლორტის კანი ვასაკასფერი იყო
და ქალის თმის მზისებრ ელფერს საოცრად ჰარმონიულად ეხა-
მებოდა. ქალმა უხეშად წაატეხა თავი ყლორტს და გაფარ-
თოებული ნესტოებით მის ნოტიო, გამაბრუებელ სურნელს
დაეწაფა. კაცი ქალის ხელებში მოქცეულ ყლორტს შესცქეროდა
და ისე ხარობდა, თითქოს ქალღმერთისთვის მსხვერპლი შეეწი-
როს.
უეცრად თანბიმ ხეების თავზე მონანავე დიდი ქორი დაინახა
და თოფს დაავლო ხელი.
„არ ესროლო!“ უბრძანა ქალბატონმა.
გაწბილებულმა დაუშვა თოფი. ქალი ახლა განრისხებულ
ქორს ჰგავდა, ოღონდ მისი ტუჩები მაინც ხალისს ასხივებდა.
კაცმა თავი ჩაჰკიდა.
„თქვენს მხარეში დიდი ტყეებია“?
„დიახ, უფრო დიდი, ვიდრე აქაა“, მიუგო მან.
„ნადირი?“
„ნადირიც ბევრია“.
„ირმები, ჯიხვები?“
„ირმებიც არის, მაგრამ ჯიხვი უფრო მეტია!“
„ბევრი ჯიხვი მოგინადირებია?“
„უთვალავი“.
„თეთრ ჯიხვს თუ შეხვედრიხარ?“
თანბი უნდობლობის მცხუნვარებამ გააქვავა.

62
„მხოლოდ ერთხელ“, ცოტახნის შემდეგ გაუბედავად მიუგო
მან.
„მართლა ლამაზია?“
„ძალიან ლამაზი“.
„დალის რჩეული ცხოველიაო, გამიგონია“.
„ჰო, ასე ჰყვებიან“.
დუმილი ჩამოწვა.
„მონადირეები დალის აღმერთებენ, არა?“ ჩურჩულით
შეეკითხა ქალი.
„ჩვენ ტყის ქალღმერთს ვაღმერთებთ“, მიუგო თანბიმ.
„დალი ლამაზია?“
„ლამაზიაო, ამბობენ“.
„ჩემზე ლამაზი?“ უეცრად მხიარული ხმით, გამომწვევად
იკითხა ქალმა.
ამასობაში ტყიდან გამოვიდნენ. ჩამავალი მზის ფონზე ქალი
უცხო არსებას ჰგავდა. ისე აღენთო, იფიქრებდით, თხიერ
ცეცხლს ასხივებსო. კაცმა ისე შეხედა, თითქოს უცხო ძალამ
მოაჯადოვაო და დადუმდა.
„პასუხის გაცემის გეშინია?“ ჰკითხა ქალმა. „დალი ჩემზე ლა-
მაზია?“
„არ ვიცი, შენზე ლამაზია თუ არა. ქალბატონი ძალიან ლამა-
ზია“, წაიბუტბუტა მან.
„დალი გინახავს?“ დაუნდობლად ჩაეკითხა ქალი.
თანბი გაშეშდა. განა შეეძლო გაეცა საიდუმლო? მაგრამ ქა-
ლის ჯადომ ისე გათანგა, რომ ნებისყოფის ნატამალი აღარ შერ-
ჩენოდა.
„დამუნჯდი? დოყლაპია ხომ არა ხარ?“ დასცინა ქალმა.
„ერთხელ მინახავს... აქ... მდინარეზე“, წაიჩურჩულა მან.

63
ისევ დუმილი ჩამოწვა. ქალი უეცრად გაოცებამ მოიცვა.
„სად? როდის?“ არ მოეშვა თანბის.
თანბიმ რაღაც წაიდუდუნა და ხელით ის მიდამო შემოხაზა.
ქალი რაღაცას მიხვდა და თავი მოთოკა.
„თუკი გინახავს, მაშინ ისიც უნდა იცოდე, როგორ გამოიყუ-
რება“, ვითომ მხიარულად ჩაეკითხა ქალი.
„ერთი თვალის მოკვრით ვნახე, სულ რამდენიმე წამით“,
მიუგო მან.
„და ნათლად არ გინახავს?“
„ღამე იყო და მთვარეც ილეოდა“.
„თუ ისევ შეხვდები, მაშინ უფრო ნათლად იხილავ!“
„ვეღარ ვიხილავ“, გამოსცრა სასოწარკვეთილმა.
„მგონი მისი რისხვის გეშინია“, მის შიშსა და ეჭვებს შეეხო ქა-
ლი.
თავჩაკიდული თანბი დუმდა.
„მართალია დღეს უღალატე, მაგრამ“... - ორაზროვნად
გაიღიმა ქალმა.
თანბის არაფერი უთქვამს.
„მაგრამ არაფერია“, განაგრძო ქალმა, „გაპატიებს“.
„მას ვეღარასოდეს ვნახავ“, სევდიანად გაიმეორა თანბიმ.
„ნახავ, უეჭველად ნახავ“, გაამხნევა ქალმა თანბი, „მაგრამ
მხოლოდ სავსე მთვარეობისას“.
თანბიმ თავი წამოსწია და ნელა ჩახედა თვალებში. ქალი ამ
წუთებში დაძაგრული, მზედაკრული ნაკვთებით ველურს ჰგავდა.
მისი წიაღიდან სურნელთან ერთად მწველი ალი მოედინებოდა.
თანბი მუხლებზე დაეცა და მის ვნებით დაძაგრულ ფეხებს
გაშმაგებით მოხვია ხელები.

64
„ისევ ღალატი? ამას კი დალი ვეღარ გაპატიებდა“, თქვა ქალ-
მა ლაღად და თავზე ნაზად გადაუსვა ხელი.
თანბიმ, ღმერთებისაგან აბრიალებული სიმხურვალით აღ-
სავსემ, კიდევ უფრო ღონივრად მოხვია ხელები ჩამოქნილ, აყ-
ვავებულ თეძოებს, მაგრამ ქალი დაიხარა, კაცს მუხლი გამოს-
ტაცა და მის ვნებამორეულ მკლავებს დაუსხლტა.
„არა, არა!“ ჩაესმა მისი მბრძანებლური ხმა.
თანბი ძლივს წამოდგა.
„გიყვარდეს შენი დალი, ოღონდ არ დაგავიწყდეს, სავსემ-
თვარეობისას უნდა ეძებო!“ დასძინა ქალმა.
კაცი მიწაზე დაეცემოდა, ქალის სახეზე ის ბუნდოვანი, ბედ-
ნიერების მომგვრელი ღიმილი რომ არ დაენახა.
მდუმარე აჩრდილებივით ნელა მიემართებოდნენ ისინი
ეზოსკენ: წინ ქალი, ძლევამოსილი და მცხუნვარე, მის უკან კი
კაცი, პირქუში და მღელვარე.
სამი დღე და სამი ღამე გაატარა ძილ-ღვიძილში თანბიმ. ტყის
დედოფლისა და ქალბატონის ტრფობით იწვოდა და მის გულს
ვერ გადაეწყვიტა, ვისკენ გადახრილიყო. დალიმ ჩრდილებივით
მორიალე სიზმარივით გაჟღინთა სინამდვილე, ივლიტემ კი სი-
ნამდვილე სიზმარეულ მდინარებად აქცია. ზოგჯერ ორივე ხატი
ერთიუ დვრიტადან ამოხეთქილს ჰგავდა და საბედნიეროდ ერ-
თმანეთს ვეღარ დააცილებდი.
თანბი ბეჯითად შრომობდა, მაგრამ თითქოს ამქვეყნად აღარ
იყო. ივლიტეზე ოცნებობდა, მაგრამ ქალბატონი ციხე-დარბაზში
შეყუჟულიყო, მაგრამ მისთვის ყურადღება არა მიუქცევია. თან-
ბი დანაღვლიანდა. მეექვსე დღეს ქალმა ისე შეხედა, თითქოს
პირველად ხედავსო. თანბის სევდა მოერია. მეშვიდე დღეს ისე
გამოელაპარაკა, თითქოს მათ შორის არაფერი მომხარიყოს:

65
არც ცივად ელაპარაკებოდა და არც მკვახედ, მხოლოდ მშვიდად
და საქმიანად ესაუბრებოდა და თანბის გული მოუვიდა, ნუთუ
მეთამაშებაო, დაოკებული რისხვით ჩაეკითხა საკუთარ თავს.
თანბი მთვარეს უთვალთვალებდა. კერიის პირას თბილად
მოკალათებული კატები ნებიერად კრუტუნებდნენ და თვალის
გუგები ლამის მეოცნებედ ჰქონდათ გაფართოებული, მეორე
დღეს სავსე მთვარე უნდა ამოსულიყო.
ღამე დიდებულად და უხმოდ ეფინებოდა მიდამოს. მთვარემ
თავისი დიდი ყვითელი თვალი გაახილა, დიდი და სავსე ამოვი-
და და ჩვეულებრივზე უფრო შიშველი ჩანდა.
თანბი ქოხიდან გამოვიდა და ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა
მდინარისაკენ. ხეებს შორის ჩრდილები წვებოდა და რეალობის
მოჩვენებასავით ართმევდა სინამდვილის შეგრძნებას: ფოთლე-
ბი ისე ჩაფლულიყვნენ მოშრიალე სიმშვიდეში, როგორც კრუხი
ეფოფრებოდა ხოლმე გამოსაჩეკ წიწილებს. ბალახი სულ ოდნავ
თრთოდა. მზით გამაძღარ, სხივებდაფლეთილ ყვავილებს მჭიდ-
როდ, ნეტარებით დაეხუჭათ თვალები და თვლემდნენ. დედამი-
წა დედის საშოსავით გრძნობდა ნაყოფს, რომელიც დასამწი-
ფებლად თავის საათს ელოდა. მთვარის მწყაზარი, გრილი სხი-
ვები ყველა საგანს ორმაგ არსებად აქცევდა. მიდამოს დიდი
სიმშვიდე დაჰფენოდა. ყურებდაცქვეტილი ქოფაკი გაოგნებული
შეჰყურებდა მთვარეს და ბოხი ხმით უყეფდა ამ უსირცხვილოს,
თუმცა შეშინებული კი იყო, თავისი ყეფით ღამის სიჩუმეს რომ
არღვევდა.
სვანი აჩრდილივით უხმაუროდ მიაბიჯებდა და ირგვლივ შემ-
კრთალი იყურებოდა. სადღაც შორს მდინარე დუდუნებდა და
უსახელო არსებას შთააგონებდა, რომ ყოველთვის ხელახლა
მოდიოდა და ხელახლა იბადებოდა. აქვე იყო თანბიც, თითქოს

66
ისიც მდინარესავით მოედინებოდა, მდინარესთან მიახლოების
კვალობაზე იზრდებოდა მისი შიშიც. ფეხები აღარ ემორჩილე-
ბოდა და იქვე, კუნძზე ღონემიხდილი ჩამოჯდა. დიდხანს იჯდა
ასე, ოცნებასა და ცდუნებას შორი გახლეჩილი, მისი საკუთარი
ორეული. ამ დროს ზურგსუკან შემოესმა ჩუმი და მტკიცე ნაბიჯე-
ბის ხმა, შიშისაგან მოიკრუნჩხა და შემობრუნება ვერ გაბედა,
გავიდა ერთი წამი, რომელშიც სინამდვილის ტალღამ გაკვეთა
ოცნება. „დალი“, ძლივს გასაგონად წარმოთქვა ეს სახელი და
გულს მიაყურადა, თავზე ვიღაცამ ხელი გადაუსვა, შეეშინდა.
„ადექი!“ გაიგონა ხმა.
თანბი ბრძანებას დაემორჩილა. მის წინაშე იდგა ქალბატო-
ნი, სხივმფინარე და ძლევამოსილი. თანბის თითქოს დამბლა
დაეცა, მაგრამ ქალის ჯადოს გამაცოცხლებელი ძალა ახლდა
თან.
„შენ მეც მიღალატე?“ ღიმილით წარმოთქვა მან.
კაცი ხმას არ იღებდა.
„ასე არაა?“ კვლავ გაიღიმა ქალმა.
„არა!“ შესძახა სვანმა მოკლედ და გულმხურვალედ.
„როგორ?“ ჰკითხა ცოტა არ იყოს დაბნეულმა ქალმა.
„ქალბატონი თავად არის დალი“, გაისმა პასუხი.
„დალი ტყის დედოფალია“.
ხანმოკლე დუმილი ჩამოვარდა.
„მაშ სხვაში არ გამცვლი?“ მხიარულად ჩაეკითხა ქალი.
„სხვა არ არსებობს“, იყო პასუხი.
ქალი შუქსავსედ იდგა. კაცი ახლა მხოლოდ სისხლი იყო, მუ-
ქი და მაინც ღვთიური სისხლი. და იგი ამ სისხლს დაღვრიდა,
ქალს რომ მოენდომებინა.
„დალის თეთრი ხარჯიხვი უყვარს“, უეცრად თქვა ქალმა.

67
„ვიცი“, გაოცებით მიუგო კაცმა.
„გინდა თეთრი ჯიხვის რქები მომიტანო?“ იდუმალი ხმით
იკითხა ქალმა.
სვანს თავბრუ დაეხვა.
„როგორც სიყვარულის ნიშანი?“ დასძინა ქალმა.
კაცს არაფერი უთქვამს.
„შენ მგონი დალის გეშინია?“ მაცდურად წაიჩურჩულა მან.
ახლა კი მიხვდა თანბი, რომ „სხვაც“ არსებობდა. საკუთარ
სხეულს სისხლისგან თუ დაცლიდა, იმ ცხელ ნაკადში ყვირილს
გაიგონებდა.
გამარჯვებული ქალი დაწინაურდა...
კაცი მოშორებით მიჰყვა, როგორც ზვარაკი.
ეს იყო ოქტომბერში, ამ თვეს საქართველოში მწიფობისას
ეძახიან.
მარანში მუქი ნაცრისფერი ხისგან გამოთლილი საწნახელი
იდგა, მუცელგამოფატრულ მითიურ მამონტს რომ ჰგავდა. მა-
რანში დაჭყლეტილი ყურძნის მსუყე, წებოვანი სურნელი
ტრიალებდა. აქა-იქ, კედლებზე ოქროსფერი მძიმე აკიდოები
ეკიდა, როგორც გაქვავებული, ღვთაებრივი რძით გაჯერებული
ძუძუები. წკნელით მოწნულ სასიმინდეებში გამოსაშრობად და-
ეწყოთ სიმინდის ტაროები. ხეების ფოთლები ოქროს საწმისად
ქცეულიყვნენ და ფოთლები ნელ-ნელა, უხმაუროდ ცვიოდნენ,
მზის უკანასკნელი ამბორით გაჯერებულნი. წყლის დონე და-
წეულიყო და მისი ჩხრიალი გაცილებით ნაზი გამხდარიყო. ხა-
რები და ძროხები ზანტად მოძრაობდნენ, სიუხვისაგან დაქანცუ-
ლები და მესერზე მიბმული ცხენი მზის ნელთბილ ტალღებს გაშ-
ტერებული მისჩერებოდა. ირგვლივ ხილის ბარაქა, დოვლათი

68
და მათ შორის ჩამოვარდნილი საგანგებო პაუზა მეფობდა, რო-
მელიც არამიწიერი ნაღველით იყო სავსე.
უნაყოფო თავად იულონს უყვარდა ხილის სიუხვე. ალბათ
ამიტომაც ღრღნიდა შემოდგომით სევდა და ნაღველი, რომე-
ლიც მასში სიკვდილზე ფიქრებს აღვივებდა. ეს არ იყო სიკ-
ვდილზე ფიქრი, ეს თვით სიკვდილის ჩხვლეტა იყო, მოკლე,
უეცარი და ბასრი, როგორც ცაში მონანავე ქორის ჩრდილი, რო-
მელიც ქათმებსა და წიწილებს დაჰფარფატებს ხოლმე თავს.
იულონმა მერე იგრძნო,^ რომ მზე, ხეები და სხვა ყველაფერი
სიცოცხლეს გააგრძელებდნენ მაშინაც კი, თუ თვითონ ამ ქვეყა-
ნას გამოეთხოვებოდა.
იგი ახლა სუროშემოხვეულ ხის ვერანდაზე იჯდა და დაღლი-
ლი მზერით გადასცქეროდა შემოდგომისეულ დუნე მიდამოს.
ქარვის კრიალოსანის ყვითელი ბურთულები ისე გადიოდნენ
მის ნატიფ თითებში, თითქოს დარჩენილ წლებს უთვლიანო.
უეცრად ეზოში ივლიტე გამოჩნდა. მას უხვად მოჰქონდა ყურძე-
ნი და სიმინდის ტაროები. ნელა მოაბიჯებდა, თითქოს ეშინია, ეს
ყველაფერი არ დაუცვივდესო... კაცი იფიქრებდა, ქალი თავის
წიაღში სიმწიფეს პირველად გრძნობსო.
„ივლიტე!“ დაუძახა იულონმა, „იასონი დაბრუნდა?“
„ჯერ არა“, მოკლედ და ცივად მიუგო ქალმა და სასიმინდის
უკან გაუჩინარდა.
იულონი გაფითრდა. იგი დააბნია იმან, რომ ქალი კვლავ
შეცვლილი იყო. უკანასკნელ დღეებში ივლიტეს ყოველთვის
შორიახლოს და განმარტოებულს ხედავდა. ის ცოტას ლაპარა-
კობდა, სახეში არავის არ უყურებდა და თუკი შემთხვევით ვინ-
მეს შეხედავდა, ისეთი შეგრძნება დაგეუფლებოდათ, თითქოს

69
სხვა რამეს უყურებსო, ისე ღრმად იყო ჩაძირული თავის შინაგან
ხმათა სამყაროში.
ქალის ცივმა ტონმა განარისხა თავადი.
უეცრად ქარი ამოვარდა. ძლიერი არ იყო, მაგრამ უცნაური
კი გახლდათ. დაფლეთილმა ღრუბლებმა ნახევრად დაჩრდილა
მზე და დღის შუქი ჩანაცრისფერდა. ტოტები დაიგრიხნენ, აზუ-
ზუნდნენ, მახინჯ სახეებად გადაიქცნენ, მკვდარი ფოთლები მო-
წამლულივით ჩამოიშალნენ, მტვრის კორიანტელი დააყენეს მი-
წაზე, გავეშებული ცხოველები ისე იზმორებოდნენ, თითქოს თა-
ვის ტყავში ვეღარ ეტევიანო, დამფრთხალი ქათმები საქათმის-
კენ გარბოდნენ, ხოლო მიწა ახლად გარდაცვლილს ჰგავდა,
რომლის სხეულზეც ჯერ კიდევ იზრდება ბალანი. ჰაერში სიმწა-
რე და სიმძიმილი ჩამოწოლილიყო და გახრწნის სუნი ტრიალებ-
და.
თავადმა პირში საზიზღარი გემო იგრძნო - ეს ის ელვისებური
ჩხვლეტა იყო, მოკლე, უეცარი, მწვავე ოხვრა აღმოხდა და ორი-
ვე ხელით მოაჯირზე გადაემხო.
სწორედ იმ დროს თანბი შავ კაჟის ქვაზე ნაჯახს ლესავდა.
უნებურად ასწია თავი და თავადისკენ წამით გაიხედა. ახალგაზ-
რდა კაცი უჩვეულოდ აღელდა: ასე დაღვრემილი თავადი ჯერ არ
ენახა. სხვა დროს ყოველთვის აღტაცებას ჰგვრიდა იულონში ჩა-
ბუდებული კეთილი შუქი და მისი დამბლის ამბავს კიდევ უფრო
ღრმად განიცდიდა. თანაგრძნობა და სირცხვილი ერ-
თდროულად შემოაწვა გულზე ახალგაზრდა სვანს და თავი ჩაჰ-
კიდა. დღემდე არ უფიქრია, რომ შეეძლო გელოვანისთვის ეღა-
ლატა, იგი მძლავრად ჰყავდა მოცული თეთრ ხარჯიხვს. ვინც მის
მოკვლას მოინდომებდა, მკრეხელობას ჩაიდენდა ტომის
საიდუმლოს წინაშე და მისი სიყვარული უცაბედმა ძრწოლამ გა-

70
დაფარა. განა არ აჯობებდა თავი აერიდებინა ქალბატონთან
შეხვედრისთვის? მაგრამ როცა მოულოდნელად შეხვდებოდა,
მის უბიწო სხეულს ტკბილი, დაუძლეველი ბედისწერის ტალღა
გადაუვლიდა ხოლმე. ახლა კი თავადის ნაღვლიანმა სახემ სუ-
ლის სიღრმემდე შეძრა იგი და ძალისძალად, უნიათოდ განაგ-
რძო ნაჯახის ლესვა.
იულონი უცნაური მღელვარებით აკვირდებოდა მუხის ხმელ,
მომაკვდავ ტოტს. სხვა დროსაც ხშირად ენახა იგი, მაგრამ არა-
სოდეს მიუქცევია მისთვის ყურადღება. ახლა კი სახემოღუშული
ლამის ბრაზით შესჩერებოდა ხმელ ტოტს, რომელსაც არც ზრდა
ეტყობოდა და აღარც ნაყოფი ესხა. კაცი აწრიალდა და ამ დროს
მოურავიც გამოჩნდა.
„იასონ!“ მოუთმენლად დაუყვირა თავადმა.
„რა მოხდა?“ ჰკითხა შეშფოთებულმა მოურავმა.
„ის ტოტი სასწრაფოდ მოსაჭრელია!“ ბრძანა თავადმა.
თანბიმ კვლავ იულონისკენ გაიხედა და მის თვალებში ტკი-
ვილთან ერთად ბოროტი ნაპერწკალიც დაინახა. სვანს გუნება
წაუხდა.
„აბა, თანბი“, მიუბრუნდა იასონი, „მე მგონი, ნაჯახი უკვე კარ-
გადაა გალესილი“.
თანბიმ კიბე გამოიტანა, ხეს მიადგა და იმ ტოტის მოჭრას შე-
უდგა, ყოველ დარტყმაზე თავადის ტკივილს გრძნობდა და როცა
საბრალო ტოტი მიწაზე დაეცა, ძალა აღარ ეყო აივნისკენ აეხე-
და.
ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა ციხე-დარბაზი დაეტოვებინა,
მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლა გაუჭირდა.
შემოდგომა მიილია. აქეთ ერთმა უშგულელმა ჩამოიარა.
თანბის ბაშვივით გაუხარდა მისი დანახვა და თავის კუთხის კაცს

71
წვრილად გამოჰკითხა უშგულისა და თავისიანების ამბავი. უშ-
გულელმა გულღიად და მეგობრულად უპასუხა ყველა კითხვაზე.
ბოლოს კი ვითომ სხვათა შორის, ჩუმად ჰკითხა: „შენ როდისღა
ბრუნდები შინ?“
თანბიმ დაიმორცხვა და თავი ჩაჰკიდა.
„დედაშენი ყოველდღე გელოდება“, დასძინა მოსულმა. სვანს
ნაღველმა ჩრდილივით გადაუარა სახეზე. სიტყვა კი ვერ მოიძი-
ა.
ამ დროს ეზოში უეცრად ივლიტე გამოჩნდა.
„რა თქვა ამ კაცმა?!“ ჰკითხა მან სახემოღუშულ თანბის, რად-
გან სვანური არ იცოდა.
„დედა მელოდება“, მორცხვად მიუგო მან.
ქალი არც დაფიქრებულა, ისე მიახალა უშგულელს მოკლედ
და მკვახედ:
„დედამისს გადაეცი, რომ თანბი ჯერჯერობით აქ უნდა დარ-
ჩეს“.
უშგულელმა ქალს შეხედა და რაღაც ენიშნა. ქალი არჩდი-
ლივით გაქრა. თანბი სირცხვილისგან აილეწა, ოღონდ გული
ჩუმი სიხარულისგან აუძგერდა.
„მაშ, აქ რჩები?“ ჰკითხა თანბის უშგულელმა.
„მხოლოდ რამდენიმე თვე“, მიუგო მან.
შემოდგომა მიილია. ქვეყანა გაშიშვლებული და გამოცა-
რიელებული იყო, დედამიწის ძალები დაშრეტილიყვნენ. სოფე-
ლი ნადირის თავშესაფარ ბანაკს დაემსგავსა. თავადი იულონი
დიდი გატაცებით კითხულობდა ინდურ ეპოსებს. ივლიტე საკუ-
თარ თავში ჩაძირულიყო და ღვთიური მღელვარებით უგდებდა
ყურს თავის მკერდში აღძრულ შავბნელ დუღილს. ახალგაზრდა
სვანი ნაღვლიანად ოცნებობდა თეთრი ხარჯიხვის რქებზე.

72
ძველთუძველესი ცეცხლი ისევ დაინთო და კერია კვლავინდებუ-
რად ლაპარაკის საღერღელს უშლიდა, ენას ადგმევინებდა სიტ-
ყვაძუნწ ადამიანებს. და ისინიც ჰყვებოდნენ ზღაპრებს მღეროდ-
ნენ და აღტაცებას ჰგვრიდათ ჩინებული, არამიწიერი ბანი სვანი-
სა.
„მაინც რა ხმა აქვს ამ სვანს!“ ამბობდა ხოლმე იულონი, რო-
მელიც თავადაც ჩინებული მომღერალი გახლდათ.
ზამთარში ქვეყანა მიტოვებულს ჰგავდა. ახლოვდებოდა ქვე-
მოსვანეთის დიდი საკულტო დღესასწაული: მეშხა-დვეშდიში.
ნელ-ნელა რაღაც ძველთუძველესმა, იდუმალმა სიტკბოებამ გა-
იღვიძა სვანის არსებაში, მგრძნობიარემ და წმინდათაწმინდამ.
ეს გრძნობა ხან მოჭრილ, ტკივილისაგან ათრთოლებულ, კორ-
ძებიან ფესვებს ჰგავდა, ხან კი წყნარი ზღვის ტალღებზე ლივ-
ლივს თეთრი, უჩინო მედუზებისას. თანბი სულ უფრო და უფრო
აფორიაქებული და მოუთმენელი ხდებოდა.
„სამი დღით გამიშვი“, სთხოვა მან მოურავს.
„მეშხა-დვეშდიშის დღესასწაულზე გინდა დასწრება?“ ჰკითხა
იასონმა.
„ჰო, მინდა“, მტკიცედ მიუგო სვანმა.
იასონი მაყურებლის როლში დასწრებია ამ დღესასწაულს და
იცოდა, რომ არანაირ ძალას არ შეეძლო ნებისმიერი სვანის-
თვის დღესასწაულში მონაწილეობა აეკრძალა. „გმადლობ“,
გულწრფელი მადლობა უთხრა იასონს თანბიმ.
ივლიტემ სხვაგვარად მიიღო ეს ამბავი. მის სახეზე შეკავებუ-
ლი რისხვის ამოკითხვა შეიძლებოდა.
„მაშ, ლაშხეთში მიდიხარ, არა?“ თქვა მან მკაცრად.
„მივდივარ“, ვაჟკაცურად, მტკიცედ დაუდასტურა თანბიმ.
ორივე დუმდა.

73
„მიგიღია ოდესმე ამ დღესასწაულში მონაწილეობა?“ ჰკითხა
ივლიტემ ცოტახნის შემდეგ.
„ჯერ არა“, მიუგო სახეგაბადრულმა თანბიმ.
ქალი ჩაფიქრდა. ბუნდოვნად იგრძნო, რომ მისი ქალური
ხიბლი მამაკაცის სხეულში ამ საკულტო დღესასწაულზე დას-
წრების შემდეგ კიდევ უფრო მძლავრად გაიფურჩქნებოდა.
„კარგი, ასე იყოს“, თქვა მან და სახე გაუნათდა: „წადი, მაგ-
რამ უკან უნდა დაბრუნდე“.
„დავბრუნდები“, მიუგო გახარებულმა თანბიმ.
„უეჭველად?“
„უეჭველად!“
ისევ დადუმდნენ. უეცრად ქალის სიტყვები გაისმა:
„ცეკვისას დალიზე იფიქრე“, ღიმილით თქვა ქალმა.
„მე ქალბატონზე ვიფიქრებ“, გათამამდა თანბი.
ეტყობა, ქალმა იცოდა, ამ საკულტო ცეკვას რა შინაარსიც
ჰქონდა.
ეს იყო პირველი ორშაბათი დიდმარხვის შემდეგ, შავი ორშა-
ბათი, რომელსაც მეშხა-დვეშდიში ერქვა. ამ დღეს ყოველი კუთ-
ხიდან მოისწრაფოდნენ სვანები სოფელ ჯახუნდერისაკენ, რათა
ეზეიმათ მამაკაცური, ძველთუძველესი იდუმალი ძალით აღსავ-
სე დღესასწაული. მამაკაცები ზემო სვანეთიდანაც ჩამოდიოდ-
ნენ და მათ შორის იყო ბებერი მონადირე ბექუზაც. მოდიოდნენ
ლეჩხუმში სამუშაოდ ჩასული სვანებიც და მათ შორის იყო თან-
ბიც.
მზე სისხლით გაჯერებულ, მომწიფებულ საშოს ჰგავდა, ხო-
ლო მთა-ველი მზის სიფრიფანა, სხივმფინარე, თითქმის არამი-
წიერი ტალღებით განათებულიყო. თოვლი პრიალა ლითონი-
ვით იდო მიწაზე, ხოლო ცის ლაჟვარდი ლურჯად ხასხასებდა.

74
დიდი, დინჯი მდინარეებივით ნელ-ნელა იზრდებოდა მყინვარე-
ბი და უფსკრულებში ჩაედინებოდა. მყინვარებიდან მოჩუხჩუხებ-
და მარდი წყაროები. გადმოკიდული ყინულის ლოდები უხილა-
ვი ზეწოლის გამო სიმძიმეს ვეღარ უძლებდნენ და უზარმაზარი
უფორმო მასები უფსკრულებში ქაოტური ზათქით ცვიოდნენ.
თავნება მდინარეები ციცაბო კლდეებს ეხეთქებოდნენ და აქაფე-
ბულებს ღრიალით მოჰქონდათ ლოდები და კენჭები. ეს ზათქი
შორეთში კოსმიურ ძრწოლაში შთაინთქმებოდა.
ჯახუნდერამდე ეს ზათქი და ზრიალი ვერ აღწევდა. იქ მხო-
ლოდ ზანკურის, ანუ წმინდა ბუკის ხმა ისმოდა. ხალხი ნელ--
ნელა მოგროვდა პატარა სამლოცველოს ირგვლივ. წინაეზო
ორასი წყრთის ოთხკუთხედის ტოლი იყო და მას მთლიანად ფა-
რავდა დიდი, წმინდა ცაცხვის ხე.
ხე მართლაც გიგანტური იყო, ცხრა მეტრი ჰქონდა გარშემო-
წერილობა. მისი ხავსმოდებული, ნახვრეტებიანი ტანი ასამდე
წელიწადს ითვლიდა. ახლა კი დაბერებულიყო, არც ყვავილი ეს-
ხა და არც ფოთოლი, მაგრამ მაინც მედიდურად და ძლევამოსი-
ლად გამოიყურებოდა. მამაკაცები მდუმარედ უახლოვდებოდ-
ნენ ხეს. ხეს აკრძალვა ახლდა, ვერავინ გაბედავდა თუნდაც პა-
ტარა ტოტი ჩამოეტეხა და ვერცერთი მონადირე მის ტოტზე ჩა-
მომსხდარ ჩიტს ტყვიას ვერ ესროდა. ამ ხესა და სხვებს შორის
უხილავი ზღვარი იყო გავლებული.
ცოცხალი არსება ისე ცხოვრობს, არც წინ იყურება და არც
უკან, მაგრამ არსებობს ისეთი წამები, როცა სულიერი არსება
უეცრად შეჩერდება და საკუთარ გულში იხედება, რათა ბუნდოვ-
ნად იგრძნოს, რომ ის ყველაფერი, რითაც იგი ცოცხლობს, მას
კი არა, ვიღაც უცხოს და იდუმალს ეკუთვნის. რიდით, მოწიწები-
თა და ნეტარებით ჩუქნის იგი მას ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ კი

75
სიცოცხლეს; პულსი იგრძნობა ღვთაებრივის სუნთქვით აღსავსე
პაუზაში. საიდუმლოში დანახული რამ წმინდათაწმინდაა, ტოტე-
მია და ამავე დროს ხელმიუკარები, ანუ ტაბუდადებული გახ-
ლავთ.
ღვთაებრივი პაუზა სუნთქავდა წმინდა ცაცხვსა და სხვა და-
ნარჩენ ხეებს შორის.
სვანები ნელ-ნელა, სიყვარულით შემოერტყნენ საოცარ ხეს
და მასთან ერთიანობა შეიგრძნეს: ზოგი მისი ტოტები იყო, ზოგი
მისი ყლორტები, ზოგი ისევ და ისევ მისი ტანი და მისი მრავალი
ფესვი. ისინი ამ ხის სუნთქვაში ცოცხლობდნენ. თავად ხე სინამ-
დვილედ ქცეული ალეგორიული მოდგმა იყო: წყნარ, ნელ ზრდა-
ში ცეცხლით დუღილამდე მიყვანილი (მამაკაცები) და ბნელში
მიმღები (ქალი). მის ტანს გარს შემოხვეოდა ძაფები, ხოლო ტო-
ტებზე ეკიდა ირმის რქები და ქარახსა ხარჯიხვისა. ერთი ტოტი
მეხს გაეხეთქა, მაგრამ იგი მაინც იზრდებოდა, სიცოცხლეს და-
ხარბებული და მძვინვარე. ხალხი მოწიწებით შეჰყურებდა
ცაცხვს და არ უწყოდნენ, რომ თვითონვე იყვნენ ის ხე. მოხუცი
და ახალგაზრდა ერთად შეკრებილიყო.
„მახსოვს, აი ის ტოტი მაჯის სიმსხო რომ იყო“, ჩუმად გა-
დაულაპარაკა ბექუზამ თანბის.
„ახლა კი ხბოს მუცლის ტოლაა“, მიუგო თანბიმ.
„ალბათ კიდევ უფრო მსხვილიც“, თავისთვის ჩაილაპარაკა
მოხუცმა.
„რამდენჯერ ხარ აქ ნამყოფი?“ ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.
„სულ ცოტა თხუთმეტჯერ“, მიუგო მოხუცმა მონადირემ.
ამ დროს საუბარში სხვებიც ჩაებნენ. წმინდა ცაცხვის მიხედ-
ვით უნდოდათ მათი ასაკი გამოეცნოთ, მაგრამ არავინ უწყოდა,
რა ხნის იყო ხე.

76
„ჩემი დიდი ბაბუა იმ დროიდან იცნობდა ამ ცაცხვს, როცა იგი
აი იმ ხის სიმაღლისა იყო“, თქვა ერთმა მოხუცმა და აკანკალე-
ბული ხელით საშუალო სიმაღლის ხეზე მიუთითა, რომელიც
ეზოს განაპირას იდგა.
„რამდენი წლის იქნება ეს ცაცხვი?“ მორიდებით იკითხა თან-
ბიმ.
ყველა დუმდა.
არავინ იცოდა, როდის დაირგო ცაცხვი და ასევე არავინ უწ-
ყოდა, როდის იხილა მისმა ტანმა მზის სინათლე.
ცაცხვი კი იდგა, ფოთლებგაძარცული და დათოვლილი, მაგ-
რამ მაინც ღონიერი და მხნე. მის ნოტიო თბილ წიაღში ჯერ კი-
დევ ღვიოდა უშუქო ცეცხლი, ფესვს იდგამდა ჩუმი, უხილავი
ყლორტი. ხავსმოკიდებულ, ღონიერ სხეულზე, ტოტებსა და
ყლორტებში, ფოთლებში იქსოვებოდა ძველთუძველესი, კურ-
თხეული ადათ-წესები.
ხალხი უკვე შეკრებილიყო.
უეცრად გაისმა მჭექარე სიმღერა: „მოდიან ზემო ლაშხები“.
მოდიოდნენ მეომრები და მონადირეები. მათ გრძელი თოკი
მოჰქონდათ, რომელზეც ქსოვილის ნაგლეჯი დაემაგრებინათ,
ეს ის დროშა იყო, რომლისთვისაც უნდა ებრძოლათ. ისევ გაის-
მა ბუკის ხმა. ორი მებრძოლი გამოვიდა არენაზე, ერთი ზემო
ლაშხეთელი, მეორე ქვემო ლაშხეთიდან. არაადამიანურ შერკი-
ნებაში, ველურ ორთაბრძოლაში ზემოლაშხეთელმა გაიმარჯვა,
რომელიც ახლა ბრძოლის დიდოსტატად, ანუ კეისრად იყო შე-
რაცხილი. მისი თანასოფლელები ხარობდნენ: საითაც იგი წავი-
დოდა, დროშასაც იქით მიაფრიალებდნენ.
გამარჯვებულებმა ამასობაში მორბილებული თოვლისგან
ციხესიმაგრე წამოჭიმეს და თოვლში ჩაარჭეს დროშა. გაისმა

77
ბუკის მოკლე სიგნალი და ხალხის მასა შეტევაზე გადავიდა.
ხმაური და ყვირილი, ღმუილი და ზედახორა. დროშა სოფელ მა-
შახისაკენ გადაიხარა და მაშახელებმა გაიხარეს: ეს ნიშნავდა,
რომ წელს კარგ მოსავალს მოიწევდნენ.
ბექუზა და მოხუცი ლაშხი განაპირას იდგნენ.
„ვაი, რა კარგია ახალგაზრდობა“, ნაღვლიანად ჩაილაპარაკა
ლაშხმა.
„დალოცვილები იყვნენ“, თავმოდრეკილად მიუგო სახეგა-
ბადრულმა ბექუზამ.
ორივემ ისე ახედა ცაცხვს, თითქოს მისგან ნუგეშს
მოელიანო. ცაცხვი მართლაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო.
ამ დროს ბრბოს თორმეტი ტანადი მამაკაცი გამოეყო და
წრეც შეიკრა. მათ შორის იყო თანბიც. ერთმანეთს ქამრის ბალ-
თებზე ჩაავლეს ხელი და როკვა დაიწყეს. ჯერ ცალ ფეხს დაეყ-
რდნენ, მოხდენილად მოძრაობდნენ და ალმაცერად და ღონივ-
რად აგდებდნენ წინ მეორე ფეხს. როკვა მარტივი იყო, ოღონდ
მკაცრი რიტმით შეკრული. რამდენიმე წუთში თორმეტი სხვა მო-
ცეკვავე პირველი წრის მოცეკვავეებს მხრებზე დაახტა, მათ
მეორე წრე შეკრეს, მარცხენა ფეხი ერთი მოცეკვავის მარჯვენა
მხარზე ედოთ, მარჯვენა ფეხი კი სხვა მოცეკვავის მარცხენა
მხარზე ჰქონდათ დაბჯენილი. ცეკვამ ცეცხლი გააღვივა.
ორიოდე წუთიც და მესამე წრეც შეიკრა. ცეკვამ ახლა კი მარ-
თლაც ხანძარი დაანთო. სწრაფ, რიტმულ ტალღებად გაიზარდა
ძალა და სამსართულიანი ფერხული აღენთო. რიტმებმა სიმღე-
რა შვეს; ქარბორბალა ტრიალებდა წრეში და სულ უფრო და უფ-
რო ძლიერდებოდა მოცეკვავეთა მამაკაცური ძალა.
უეცრად ქვედა წრემ ხელსაყრელი წამი არ გაუშვა ხელიდან,
ტრიალს გამოერიდა და ზედა მწკრივები მიწას დაენარცხნენ. სი-

78
ცილი და ბობოქარი მხიარულება მოჰყვა ამ ამბავს, ოღონდ ცეკ-
ვა ამით არ დასრულებულა. მოცეკვავეები ერთმანეთის მიყო-
ლებით მწკრივში ჩადგნენ. ყოველი მათგანი ხელს ადებდა მის
წინ მდგომი მამაკაცის თეძოს. დაიწყო ახალი, უფრო მარტივი
ცეკვა. ისინი ტაქტში აბაკუნებდნენ ფეხებს და ერთმანეთს ხე-
ლებს უტყაპუნებდნენ. სულ უფრო და უფრო აჩქარდა მოძრაობა
და მასთან ერთად მღელვარებამაც იმატა. მიწისქვეშეთიდან
ამოფრქვეულ გრგვინვას ჰგავდა შეძახილები: „იოხ, იოხ, იოხ!“
თვალდათვალ იზრდებოდა მამაკაცური ძალა.
უეცრად მეწინავე მოცეკვავემ ხელის ერთი მოქნევით შარვა-
ლი ჩაიხადა: ცალი ხელით იგი ჭოკს იქნევდა, მეორე ხელს კი
თავის მამაკაცური ძალის სიმბოლოს უჭერდა. კვლავაც მეფობ-
და გამარჯვებით მთვრალი ბებერი ფალოსი. თვალებში ცეცხლი
ღვიოდა, წმინდა, გიჟური რიტმებისგან სუნთქვა ეკვროდათ. და-
ქანცული, ჟინით აღსავსე წყვილებისგან ხმები გაისმოდა, რომ-
ლებიც შეძახილში: „იოხ, იოხ, იოხ“ გადადიოდა. ბაკხური ძალე-
ბის ზეწოლის გაძლება აღარ შეიძლებოდა. მოცელილებივით
ეცემოდნენ მუხლზე გაშმაგებულები. ქუდები მოიშვლიპეს, პირი
აღმოსავლეთისკენ იბრუნეს და კვირიას, გრძნობიერების
ღმერთს მიუძღვნეს გაგრძელებული ჰიმნი.
ამ დროს თანბი ბუნდოვნად, მაგრამ მგზნებარედ დალიზე, ან
იქნებ ივლიტეზე ფიქრობდა.
ჰიმნს კი სიტყვები არ ეთქმოდა, ეს იყო დაუნაწევრებელი,
თაურბგერები, ყრუდ, კოსმიური გრძნობით წარმოთქმული სიტ-
ყვები. შემდეგ გაისმა „იოპუპუ, ჯოპუპუ, იოპუპუ, ჯოპუპუ“. გაშმა-
გებულების წრეში რაღაც აალდა, რაც მხოლოდ ცეცხლოვან
სვლაში თუ იპოვიდა გამოსავალს.

79
ბრბომ ამოისუნთქა. ამ დროს მოედანზე ჭვარტლით გამურუ-
ლი ვიღაც კაცი გამოჩნდა. თავზე ჩამოცმული ჰქონდა ფიჩხით
სავსე კანაფშემოხვეული კალათა. ხელში ეჭირა ხის ხმალი და
წინ ხისსავე ფალოსი ეკიდა. ისიც შეპყრობილი იყო, სირბილი-
თა და ხტომა-ხტომით მოისწრაფოდა ხალხისაკენ და ხმალსა და
ფალოსს ერთმანეთს განუწყვეტლივ უხათქუნებდა... მასზე არა-
ნაკლებ აღტყინებული ბრბო ყიჟინით მიჰყვებოდა. „იოპუპუ, ჯო-
პუპუ - იოპუპუ, ჯოპუპუ“, გაჰყვიროდნენ ისინი და სულს ვეღარ
ითქვამდნენ. თავდაუზოგავად გარბოდნენ, თვალებში მინავლუ-
ლი ცეცხლი უღვიოდათ, გარბოდნენ შეუსვენებლივ, თითქოს
დემონებს უკბენიათ ფეხებზეო.
ბებერი ცაცხვი ხარობდა, ხარობდნენ ბექუზა და მოხუცი ლაშ-
ხიც, რომლებიც შერეოდნენ აბობოქრებულ ბრბოს.
ამ დროს უეცრად ყმაწვილმა არდევანმა, თანბის ძმისწულმა,
ბრბო შუაზე გააპო. იგი გაშმაგებით მოისწრაფოდა აქეთკენ.
ისარივით შეიჭრა მისი ყვირილი ბრბოს ნეტარებით გათანგულ
სხეულში.
„ოთარ დადეშქელიანმა წმინდა ხარი მოგვიკლა!“
ცაცხვიდან ერთი პეშვი თოვლი ჩამოცვივდა - ნუთუ ისარი მა-
საც შეეხო?
ბრბო გაიშალა და გაქვავდა. ყრუდ და მწვავედ შეაღწია არ-
დევანის სიტყვამ სვანების შეზარხოშებულ თავებში და პირთამ-
დე სავსე, ძლიერი საწამლავივით უხვად ჩაიღვარა გახელებული
ადამიანების ექსტაზურ მღელვარებაში. შეძრწუნებამ დარია ხე-
ლი და დაადამბლავა ყველა, მზერა ცხოველური გახდა და ბო-
როტად აიმღვრა. გაფართოებულ გუგებში დაოკებული ძრწოლა
ჩამდგარიყო. მდუმარედ იდგა ბრბო, სისხლისგან დაწრეტოდათ
თავები და გონების დაკარგვას აღარაფერი უკლდათ. ნუთუ ეს

80
შესაძლებელია? მოკლულია ხარი, წმინდა ხარი? ეს ხომ სიგიჟე-
ა!
თანბიმ გზა გაუხსნა შეკავებულ მრისხანებას.
უშგულის ხარი, უსხვა ხომ ღმერთ ღერმეთსაა შეწირული. მას
ოთხი წლის მანძილზე ყველა ნება ჰქონდა, ცხოვრების ყველა
სიამით დატკბობის ნება: ებალახა იქ, სადაც თვითონ მოისურ-
ვებდა, და ეჭამა ბალახი, რამდენიც უნდოდა. არავის ჰქონდა
უფლება მისთვის დაერტყა ან საიდანმე გამოედევნა. მეხუთე
წელს იგი „თანაფას“ დღესასწაულზე დაიკვლებოდა და მისი
ხორცი ყველას ერგებოდა. ნებისმიერი უშგულელისთვის რომ
გეკითხათ, ერთსაც არ ეცოდინებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა
ამას. მაგრამ თუკი ტომის საიდუმლო ცნობიერება როგორმე
ხორცშესხმულ პირს იპოვიდა, ის პირი დარწმუნებით იტყოდა,
რომ სიკვდილთან წილნაყარი წმინდა ცხოველი ერთდროულად
მსხვერპლიც იყო და ღმერთიც და ვინც მის ხორცს იგემებდა,
ისიც ღვთაებრიობას იქნებოდა ნაზიარები.
და აი, ასეთი ხარი მოკლა თავადმა ოთარმა! ყველა დუმდა,
ვერავინ ბედავდა ყმაწვილისთვის ეკითხა, როგორ მოხდა ეს.
არდევანი ცახცახებდა. შემდეგ ბრბო დაიშალა, უხალისოდ და
თითქმის მექანიკურად. ყველა წელმოწყვეტილი, ძალაგამოც-
ლილი დაადგა თავის სახლისკენ მიმავალ გზას. ყოველი მათგა-
ნი სიამოვნებით განსჯიდა სხვასთან ამ საშინელ ამბავს, მაგრამ
ამბის გაზიარების ძაფი გაწყვეტილი იყო და საჭირო სიტყვებს
ვერავინ პოულობდა. ფიზიკურმა შიშმა ყველა დაადამბლავა და
სხეულის ნაწილებს ძალა გამოაცალა. ასე მიდიოდნენ ისინი
მდუმარედ საკუთარ სახლებში და ყველას ავის მომასწავებელი
ყრუ წინათგრძნობა გასჩენოდა.

81
სამი წლის წინ შავი, დიდი ხარი, რომელსაც შუბლზე ნახე-
ვარმთვარისებური თეთრი ლაქები ამშვენებდა, მსხვერპლად
იქნა შერჩეული. ხარი თანბის ოჯახს ეკუთვნოდა. სამი წლის მან-
ძილზე იყო იგი გაღმერთებული და განებივრებული, ნებიერა
ტოტემი. მაშინ როცა სხვა ხარები ზამთრის თვეებში ტყვეებივით
იყვნენ დაბმული ბაგაზე და თავის აშვების უფლება არ ჰქონდათ,
მსხვერპლად შერაცხულ ხარს არაფერი ზღუდავდა: მას შეეძლო
თავისუფლად ევლო და სუფთა ჰაერზე ენავარდა.
ასევე იყო ამჯერადაც. ბიჭუნა მაიტომ, თანბის მეორე ახალ-
გაზრდა ძმისწულმა დათოვლილ მინდორზე გამოიყვანა ხარი.
ძალ-ღონით და ხალისით სავსე ცხოველი მხიარულად დაკუნ-
ტრუშებდა.
ამ დროს ერთ მოსახვევში ცხენოსანი გამოჩნდა. ეს გახ-
ლდათ ოთარი. ბიჭუნას რომ მოუახლოვდა, ცხენიდან ჩამოხდა
და უნაგირის ღვედის მოჭერა დაიწყო, რადგან შორიახლოს
თავდაღმართი შენიშნა. ბიჭუნა გაოცებით შეჰყურებდა მხედარს,
ასეთი გოლიათური აღნაგობის კაცი აქამდე არ ენახა. მისალმე-
ბაც კი დაავიწყდა, რაც თავადმა თავხედობად ჩაუთვალა.
„ვისი ბიჭი ხარ?“ მკვახედ ჰკითხა მან.
„მარგიანის“, მიუგო გონს მოგებულმა ბიჭმა.
„შენი რა არის მონადირე თანბი?“
„ბიძაჩემია“.
„შენც მისნაირი კადნიერი ჩანხარ“.
„რატომაც არა?“ გათამამდა ბიჭი.
„როგორც ვხედავ, თქვენი უშგულელი გართობას არ იკ-
ლებს“, თქვა თავადმა.
„რა თქმა უნდა!“ გაბედულად მიუგო ბიჭმა.

82
„დადეშქელიანის სახელი თუ გაგიგონია?“, ისე ჰკითხა ამა-
ყად მდგარ ბიჭს თავადმა, თითქოს უნდა დააშინოსო.
„გამიგონია“, მიუგო ბიჭმა მშვიდად და თავხედურად.
„ჰოდა, არ დაივიწყო!“ ბრძანების ტონით დასძინა თავადმა.
მაიტოს უფროსებისგან გაგონილი ჰქონდა, რომ დადეშქე-
ლიანის გვარი თავისუფალ სვანეთს ემტერებოდა, მაგრამ ვერა-
ფერს ხდებოდა. ამან გააკადნიერა ბიჭი და როცა თავადის
მბრძანებლური ხმა გაიგონა, თვითონაც ლამის გამომწვევად
აუწია ხმას.
„ეგ რას ნიშნავს?“ დაიძახა მან.
ეს კი მეტისმეტი გახლდათ. თავადი განრისხდა და ის იყო მო-
ინდომა მკვახე პასუხი გაეცა მისთვის, რომ ამ დროს მოულოდ-
ნელი რამ მოხდა: ცხენი უეცრად ყალყზე შედგა და მოახ-
ლოებულ ხარს უკანა ფეხები დაარტყა, იმავე წამს ხარმა ცხენს
რქები მოუღერა. თავადი შედრკა და ხარს წინ გადაუდგა, მაგ-
რამ ცხოველი არ გაქცეულა, პირიქით, თავადს მედგრად
შეუტია. კაცი დაფრთხა, განზე გახტა და ცხენიც კი მიატოვა. სის-
ხლი აემღვრა. ამ დროს დაბინდულ გონებაში გაუელვა იმ ხარის
მოგონებამ, რომელიც მაშინ ივლიტეს ცხენს დაესხა თავს და
მის გონებაში რაღაც ბნელი, ბოროტი გრძნობა ამოიზარდა. ში-
ში და სირცხვილი იყო იმ გრძნობაში და გულის სიღრმეში შუ-
რისძიების სურვილიც აბობოქრდა.
ამას ბავშვის შეძახილიც დაემატა:
„ჰა, ჰა, ჰა, ხარმა შეაშინა, ხარმა!“
სისხლამღვრეულ კაცს ესღა აკლდა. ხმალი იშიშვლა და
ხარს თავი წააგდებინა. ბლანტი სისხლი მოცისფრო თეთრ თოვ-
ლზე უზარმაზარი გველივით დაიკლაკნა.

83
„ვაი, ვაი, უბედურება დაგვატყდა თავს! უსხვა მოკლეს!“ შეშ-
ლილივით დაიყვირა ბიჭმა.
უსხვას გაგონებაზე შურისმაძიებელი თავადი გონს მოეგო და
კიდევ უფრო დიდმა შიშმა დარია ხელი. ცხენს შეახტა და გააჭე-
ნა.
იმ საღამოს მაჩუბში, სახლის პირველ სართულზე, თავისუ-
ფალ სვანებს მოეყარათ თავი. დაღვრემილები ისხდნენ კერიას-
თან. კერიის თავზე დაკიდული, ნაირ-ნაირი ფიგურებით გამოჭე-
დილი ჯაჭვი ტომის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ჯაჭვთან დებენ
სვანები ფიცს, მასთან იწყევლებიან კიდეც. ჯაჭვზე მიფურთხება
რწმენის დაცინვას ნიშნავს და სხვისი სახლიდან მისი წამოღება
შეურაცხყოფად ითვლება.
იმ საღამოს უშგულელებს კერიის ჯაჭვი შეურაცხყოფილად
მიაჩნდათ. წყნარად და დარბაისლურად გიზგიზებდა ცეცხლი;
მისი სიწმინდე ყოველმა სვანმა უწყის. კერიასთან სვანი სახეში
არავის უყურებს; იგი მხოლოდ ცეცხლს ესაუბრება. იმ საღამოს
კი საუბარი არ ეწყობოდა. სვანები ნაკვერჩხალს ჩასჩერებოდ-
ნენ და გრძნობდნენ, მათშიც როგორ ღვივდებოდა ცეცხლი. ქა-
ლები ქსოვდნენ, ნაღვლიანები და მდუმარენი. კვარი სამ კე-
დელზე მიმაგრებულ მძიმე ხის ჩარჩოებს, ანუ პირუტყვის სად-
გომს ანათებდა. ცხოველებს თავი გამოეყოთ თავიანთი ბაგები-
დან. ცოხნის უძველესი, პირველყოფილი ხმები არღვევდა დამ-
თრგუნველ სიჩუმეს. ხანგამოშვებით პირუტყვს გახედავდნენ
ხოლმე: ცხოველების მზერა აპობდა სიბნელეს. იმ საღამოს უშ-
გულელები განსაკუთრებით ნაღვლიანად ჩასცქეროდნენ პი-
რუტყვს თვალებში, უპირველეს ყოვლისა, თანბის მაჩუბში, სა-
დაც მოკლული ხარი იყო აქამდე დაბმული.

84
მეორე დღეს უშგულელებმა ყმაწვილი არდევანი ჯახუნდერში
გაგზავნეს და თან გააყოლეს მეგზური, რომელმაც კარგად იცო-
და გზა.
სვანი მიჩვეულია მთაში სიარულს. იგი განსაცვიფრებელი
მოსიარულეა. მას შეუძლია ისეთ ვიწრო ბილიკზე გაიაროს, რო-
მელზეც მხოლოდ მგელი თუ მოიკიდებს ფეხს. მიწის ჩამოფშვნა,
ფეხის დაცდენა, წაბორძიკება აქ სიკვდილის ტოლფასია და ამი-
ტომაც სვანებს მეექვსე გრძნობაც აქვთ თანდაყოლილი.
მწკრივად მოდიოდნენ სვანები ჯახუნდერიდან უშგულში.
მხოლოდ თანბი არ იყო მათთან. მიდამო თოვლით იყო დაფა-
რული და გზა კიდევ უფრო სახიფათო გამხდარიყო. ნელა და
ფრთხილად მოაბიჯებდნენ, მაგრამ მამაკაცურად და ღონივრად.
მათ ხამლებქვეშ თოვლი ჭრაჭუნებდა.
თავზეხელაღებულთა ფეხები გრძნობდნენ საერთო რიტმს და
მძიმედ მიაბიჯებდნენ მორბილებული ყინულის ქვიშაში. ისინი
ღამით მოდიოდნენ, რადგან დღისით მზე გაქვავებულ თოვლს
მოალბობდა, ხოლო ზოგიერთებს ეშინოდათ, დღისით თოვლს
თვალი არ მოეჭრა. ღამით მდუმარედ მიაბიჯებდნენ, უსიტყვოდ,
ჩურჩულის გარეშე, ვინაიდან ყოველ წვრილმან მოძრაობას,
ყოველ ბაგისმიერ ბგერას შეეძლო დადებული თოვლი გაეხვრი-
ტა და ის მასები ზვავად გადაქცეულიყო.
ადამიანური სიმამაცე ებრძოდა სტიქიის ბრმა ძალას, ათას-
წლეულებში გამოწრთობილი გვაროვნული ნება ჯერ კიდევ
ძლიერი გახლდათ სვანებში. მამაკაცების დუმილი თითქოს
შთანთქა ღამეულმა დუმილმა, უსასრულობაში გაითქვიფა და ამ
დუმილში ოდენ მძვინვარებდა მტკივნეული ფიქრი ნაკურთხი
ხარის მკვლელობაზე.

85
დღისით კლდის უზარმაზარ ფრთის ქვეშ, ჩრდილში შეისვე-
ნეს. აქაც სიტყვაძუნწობდნენ. ისხდნენ ცეცხლთან და ერთმა-
ნეთს თვალს არიდებდნენ. დაღლილი თვალები განცვიფრებით
უმზერდნენ უზარმაზარ ნაპრალებს ან თვალისმომჭრელ ფან-
ტასტიურ ათინათებს.
მესამე ღამე მიილია და იმ დილით პირველად კვლავ დიდე-
ბულად ამოვიდა მარადიული მზე: სვანები უკვე ლატფარის
უღელტეხილზე იყვნენ 2700 მეტრის სიმაღლეზე, როცა უსასრუ-
ლო ლაჟვარდში უეცრად გამოჩნდა კავკასიონის ქედის ალმასის
მასივი, დათოვლილი და ჯადოსნურად სხივმფინარე.
მამაკაცები სიხარულისა და გაოგნებისგან გახევდნენ.
შორეთში გიგანტური კლდეები ასვეტილიყვნენ: ხორკლიანი
გრანიტი, ხავსისფერი ბაზალტი, მეწამული ძოწი: კლდეები
მთვლემარე მითიურ დრაკონებს თუ ჩუქურთმიან გოტიკურ ტაძ-
რებს ჰგავდნენ.
სვანებმა შესვეს ეს ამაღლებული მშვენიერება სამყაროს შემ-
ქმნელი წინარე ძალისა, რომელიც თოვლად და ყინულად გარ-
დასახულიყო.
ისინი მათ წინ აღმართულ ყველაზე მაღალ მთას - შხარას ხე-
დავდნენ, მარცხნივ თეთნულდს, სხივმფინარე პატარძალს, მო-
შორებით, მარცხნივ ორმწვერვალიან უშბას, პირქუშ ნეფეს,
მათგან მარჯვნივ კი თვით დიდებულ იალბუზს, მედიდურად გა-
წოლილს.
იისფერი კლდეები და მოცისფრო მყინვარები, ძალღონით
აღსავსენი და ქვადქცეულნი, ზემოდან მზისგან გულუხვად ნა-
საზრდოებნი, შორეთში მუქიისფრად ჩაწოლილი ნისლი: მამაკა-
ცები დათვრნენ ამ სილამაზით, ეს ყველაფერი შორს იყო, მაგ-
რამ გეგონებოდა ხელს მიუწვდენდი და გულიც აგიჩქროლდე-

86
ბოდა ამ სურათის შემხედვარეს. ადამიანებმა დანისლული თვა-
ლები ზანტად მოაშორეს მთებს და ნავივით გაწოლილი ენგურის
ხეობა დაინახეს. ეს მათი სახლი იყო, მათი მიწა, მათი დედა და
უეცრად ორმოცდაათი სხეული რაღაც ხელშესახებმა სიტ-
კბოებამ განმსჭვალა და ორმოცდაათტანიანმა არსებამ, უსიტ-
ყვოდ და უხმოდ, ექსტაზით შეპყრობილებმა დაარღვიეს დუმი-
ლი და ტომის ჰიმნი ლილეო წამოიწყეს: „ოოოი და ლილეეოოო
ისკვამი დიდებიი პინგოოიაა შილეეშაა ლილეეოო და ლი-
ლეეოო და ლიი-ლეე-ოო“. ფოლადივით ტენორები შეერივნენ
ბანებს და ეს ხმები ისეთი მძლავრი იყო, როგორც თვით ეს დი-
დებული გარემო. მამაკაცებს ყველაფერი დაავიწყდათ, მათ შო-
რის მოკლული ნაკურთხი ცხოველიც. ისინი ღმერთმა დაიპყრო
და ღმერთისგან იყვნენ მთვრალი, რაიც უფრო დიდი იყო, ვიდრე
მისთვის შეწირული ცხოველი. ღონიერი სიმღერა ზემოდან
მოედინებოდა, ვითარცა კოსმიური ქორალი, რომელიც მშობ-
ლიურ ველებს ლხენითა და ალერსით ევლებოდა თავს. ცაში
ფრინველმა შეაჩერა ფრენა, ნადირმა შეწყვიტა ყმუილი. ორ-
მოცდაათი მამაკაცი კი მღეროდა. ყოველი მათგანი ახლა ასაფ-
რენად იყო მომართული, როგორც ნიკე, რომელიც ღმერთად
ქცეული ფრთებით უსასრულობაში შთაინთქმება, ფატუმისგან
თავმოკვეთილი, მაგრამ ყოველგვარი სიმძიმისაგან თავდაღ-
წეული.
სვანები თავიანთ მშობლიურ მიწას მიუახლოვდნენ.
ამ დროს გაისმა წმინდა ბუკის ხმა: ისინი ხალხს გოლიათური
ხის ქვეშ უხმობდნენ. აქეთ მოისწრაფოდნენ მურყმელიდან, ჩვი-
ბიანიდან, ჩაჟაშიდან და სხვა სოფლებიდან სვანები. მოვიდნენ
ასევე ჯახუნდერიდან დაბრუნებულებიც. მთელი თავისუფალი
სვანეთი აქ იყო თავმოყრილი. ყველას უკვირდა, რომ თანბი არ-

87
სად ჩანდა, ყველაზე უფრო მწარედ კი ეგნატე შეფიქრიანებული-
ყო.
„ხომ არსად შეგხვედრია?“ ჰკითხა მან არდევანს.
„შემხვდა“, მიუგო ყმაწვილმა.
„მაინც სად?“
„მითხრა, ლეჩხუმში მინდა დავბრუნდეო“.
„ჰმ...“ ამოიხვნეშა მოხუცმა.
შემდეგ კრება გახსნა.
„ლატალის თემს ჯერ არ ყოფილა ვისიმე ძალმომრეობა
ეღიარებინოს. ამაოდ დაშვრნენ ჩვენი მეზობლები სვანეთის სა-
თავადოდან, რომ ცბიერებით ან ძალით დავემორჩილებინეთ:
ძალმომრეობას იარაღით გავცემთ პასუხს, ცბიერებას კი სი-
ჯიუტით დავჯაბნით“.
„კარგია, კარგი“, დაიძახეს შეკრებილებმა.
„მაგრამ მტერი გათავხედებულია“, განაგრძო სიტყვით გა-
მომსვლელმა:
„თავადმა ოთარმა ჩვენი უსხვა მოკლა, ჩვენი წმინდა ცხოვე-
ლი; რა უნდა ვუთხრათ ღერმეთს?“
მამაკაცების ტვინში გამაღიზიანებელი ძრწოლა შეიპარა.
ყველა დუმდა.
„თავადი ოთარი სიკვდილის ღირსია!“ დაასრულა თავისი
სიტყვა ეგნატემ.
„თავადი ოთარი სიკვდილის ღირსია!“ გაიმეორა ბრბომ.
სხვებმაც ილაპარაკეს და მათ შორის ბექუზამაც. ყველა თა-
ვადის მოკვლას ითხოვდა, ოღონდ ეს როგორ უნდა მომხდარი-
ყო, არავინ იცოდა. თავადთან პირისპირ შეყრა ყველასთვის სა-
ხიფათო გახლდათ. იგი, როგორც თითქმის ყველა დადეშქე-
ლიანი, გოლიათი იყო, მაგრამ მოუხეშავი კი არა, უაღრესად

88
მოქნილი და მარჯვე. შეეძლო ცხრა გულად სვანს გამკლავებო-
და, მასში თითქოს მთელი მოდგმა იყო ჩაბუდებული და მისი ფი-
ზიკური ძალის ხილვაც კი შიშს აღძრავდა. იქნებ ერთად უნდა
შეეტიათ მისთვის? მაგრამ ეს ხომ მთელი სათავადოსთვის ომის
გამოცხადებას უდრიდა და უშგულელთა ძალას აღემატებოდა.
მარტო ოთარის ოჯახსაც ვერ მოერეოდნენ, მას შეეძლო თავის
კოშკში ჩაკეტილიყო, ამ ციხესიმაგრის აღება კი სრულიად შეუძ-
ლებელი გახლდათ.
უშგულელებმა ეს ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ საკუთარ
თავსაც არ უტყდებოდნენ. ყოველი მათგანი შურისძიებას გეგ-
მავდა, მაგრამ არავინ იცოდა ის გზა, რომელიც ამას შეაძლები-
ნებდა. ასე დაიშალნენ.
გზაში ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ: ვითომ რა იქნება თავა-
დი სტუმრად რომ შემოვიტყუოთო? ოღონდ ამ ჩურჩულში შიშიც
იგრძნობოდა, რადგან სტუმარ-მასპინძლობის წესის დარღვევა
ტომის კანონის მიხედვით უდიდესი, მიუტევებელი დანაშაული
გახლდათ. მსმენელიც კანკალებდა, ოღონდ ეს აზრი მაინც მესა-
მეს უჩურჩულა, მესამემ მეოთხეს გაანდო და ასე გაგრძელდა.
საშინელი აზრი ერთიდან მეორისკენ მიცოცავდა, პირქუშად და
ყრუდ. ყოველი მათგანი თავს იმართლებდა, ეს აზრი ჩემგან კი
არა, სხვისგან მოდისო. მაგრამ მისი სული მართლა ზიზღითა და
მღელვარებით მიესალმებოდა ამ აზრს. დასასრულ ჩამოყალიბ-
და უსიტყვო შეთანხმება, რომ თავადი სოფელში სტუმრად შემო-
ეტყუებინათ.
თავადი იულონი მოურავთან ერთად თავლისკენ გაემართა
იმ ულაყის სანახავად (დადეშქელიანმა ივლიტეს რომ მიუძ-
ღვნა), რადგან ცხენი ავად იყო. თავლის შორიახლოს მოულოდ-
ნელად სოფლის მასწავლებელი შემოხვდათ.

89
„გამარჯობა, ბატონო იულონ!“ თავაზიანად, მაგრამ ცოტა არ
იყოს უხალისოდ მიესალმა იგი თავადს.
„გაგიმარჯოს, ნავერა!“ მიუგო იულონმა.
მასწავლებელი უშგულელი იყო, გვარად ნავერიანი, გარე
სვანეთიდან, მას სვან ნავერას, ან მოკლედ ნავერას ეძახდნენ.
ტანადი კაცი იყო, მართალია მარცხენა ფეხით ოდნავ კოჭლობ-
და, მაგრამ ნაკლს ისე ჩქმალავდა, რომ ვერაფერს შეატყობ-
დით. ნაყვავილარი სახიდან ისე იყურებოდნენ მისი წვრილ--
წვრილი, მოჭუტული თვალები, თითქოს უნდათ რაღაც საშინე-
ლება გაგანდოთო, ხოლო გამომხმარ ბაგეზე ჟამიდან ჟამზე გა-
დაიქროლებდა გესლიანი ღიმილი. იგი ხშირად სტუმრობდა
იმერეთს და იულონთან ჩერდებოდა ხოლმე.
„მეგონა ჯახუნდერში იქნებოდი დღესასწაულზე წასული“, უთ-
ხრა იულონმა.
„თქვენგან გამკვირვებია“, ზიზღნარევი ღიმილით მიუგო თა-
ვადს მასწავლებელმა, თითქოს ამით უნდოდა ეთქვა, სამაგისო
რა შემატყვეთ, რომ იმ „ველურ“ დღესასწაულში მონაწილეობას
მივიღებდიო“.
„ქუთაისში გახლდით“, დასძინა მერე.
ამასობაში თავლას მიუახლოვდნენ.
„შეგიძლია აქ დარჩე, ნავერა“, უთხრა იულონმა მასწავლე-
ბელს. „შენ მგონი ცხოველების გეშინია, არა?“
„ცხოველები მაინცდამაინც არ მიყვარს“, მიუგო მასწავლე-
ბელმა.
იულონი და იასონი თავლაში შევიდნენ. იქ პირუტყვის სუნი
იდგა. ცხენის თვალებში ბინდბუნდში უცხო, არაამქვეყნიური
ცეცხლი კიაფობდა. მამაკაცები სნეულ, სისხლისფერ ცხენს
მიეახლნენ. იგი ველურივით აღარ გამოიყურებოდა. ესეც რომ

90
არ ყოფილიყო იულონს, თანბისა არ იყოს, ნიჭი, ანუ ძალა გააჩ-
ნდა, გადაელახა ის იდუმალი ზღვარი, რომელიც ადამიანსა და
ცხოველს შორის ოდითგანვე არსებობს, პირუტყვი მიახლოების-
თანავე დაეოკებინა და დაემორჩილებინა. იასონმა პატარა, სამ-
ფეხა სკამი, ჯორკო მოიტანა, იულონი გაჭირვებით ჩამოჯდა
ჯორკოზე, კვარს ცეცხლი მოუკიდა და ცხენს ნაზად გადაუსვა ხე-
ლი. პირუტყვი აღარ დამფრთხალა. თავადს ლაგამიც კი
ამოადებინა.
„ახლა არა უშავს“, თქვა თავადმა.
იასონმა წამოდგომისას ხელი შეაშველა.
„ჭინჭარი მოახარშინე და დუშაყის ირგვლივ საფენი დაადე“.
ნავერა ორთავეს კართან ელოდებოდა.
„სად არის ის სვანი მონადირე, დიდებულად რომ მღერის?“
უეცრად ჰკითხა მოურავს იულონმა.
„ჯახუნდერშია წასული, დღესასწაულზე“, მიუგო იასონმა. „ვე-
რაფრით ვერ გავაჩერე. წესით დღეს უნდა დაბრუნდეს“.
სვანის ხსენებაზე ნავერამ ყურები ცქვიტა. სვანი, თანაც მო-
ნადირე, რომელიც დიდებულად მღერის - ნუთუ ეს თანბია?
გაიფიქრა პირმოღუშულმა. იგი ჭაბუკს ვერ იტანდა, თუმცა მას-
თან შეტაკება არასდროს მოსვლია.
„აბა, ნავერა, მოშიებული იქნები. საუზმე მოამზადებინე“, უთ-
ხრა ნავერას თავადმა.
„გმადლობთ“, მიუგო მასწავლებელმა და სამზადისაკენ
გაეშურა.
იულონი და მოურავი ციხე-დარბაზში დაბრუნდნენ.
„ქუთაისში...“ წაიჩურჩულა ჩაფიქრებულმა იულონმა. იმათ
უეჭველად ინახულებდა“.
„ვის?“ - ჰკითხა იასონმა.

91
„ნიჰილისტებს“.
„ჰმმ...“
„მათ მთელი რუსეთი წალეკეს, ახლა კი საქართველოს უტ-
რიალებენ“.
„შესაძლებელია ნავერას რაიმე კავშირი ჰქონდეს მათთან?
ნაძლევს ჩამოვალ, მასაც აქ, სადმე საიდუმლო სადგომი თუ არ
ექნება...“
„მაგას ვერ დავიჯერებ“.
„რატომაც არა? ჰაერი უნდა მოვყნოსო... რაღაც ხდება...“
იულონი დივანზე ჩამოჯდა, ორივე დუმდა.
„არ მესმის, ამ ხალხს რა უნდა“, თქვა იასონმა ცოტა ხნის
შემდეგ.
„დაამყარონ თანასწორობა“, ცოტა არ იყოს დამცინავად
თქვა თავადმა.
„როგორ? ორ ერთნაირ ფოთოლს ერთ ხეზეც ვერ იპოვი!“
„დიახ“.
„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ღმერთის წინაშე ყველანი თანას-
წორნი ვართ“.
„მკაცრად თუ მივუდგებით, არც ღმერთის წინაშე ვართ ერ-
თნი. ვინმე დედაკაცი ნინო წმინდა ნინოს ტოლი ვერ იქნება.
მხოლოდ ერთი რამაა სწორი: ყოველი არსება ღვთაებრივთანაა
თავისებურად წილნაყარი.
„გასაოცარია, რომ სწორედ ისინი უარყოფენ ღმერთს, ვინც
თანასწორობისთვის იბრძვის“.
„ალბათ იმიტომ, რომ ბუნდოვნად გრძნობენ: სადაც ღმერ-
თია, იქ თანასწორობას არაფერი ესაქმება... ღვთაებრიობა ყო-
ველთვის მრავალფეროვნება და გამორჩეულობაა... ამ გაქუ-

92
ცულ ნავერას კი ასე მგონია, მშვენიერი ხეც კი ეჯავრება“...
მოურავს გაეღიმა: თავადი დადუმდა და უჩვეულოდ ჩაფიქრდა.
„მათ თუ გაიმარჯვეს, ეს წიგნიც აღარ იარსებებს“, თქვა მან
ცოტახნის შემდეგ და „ქართლის ცხოვრებაზე“ მიუთითა.
„როგორ?“ იკითხა გაოცებულმა იასონმა.
„ამ წიგნში საქართველოს სულია ცოცხლად შემონახული“...
„მერე?“
„მათ თუ გაიმარჯვეს, სულსაც ბოლო მოეღება...“
„თვითონ საქართველო ხომ დარჩება!“
„ქერქი და გარსი კი, მაგრამ სული ვერა...“
„ეს კარგად არ მესმის... ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ
უპირველეს ყოვლისა ღარიბი და მდიდარი აღარ არსებობდეს...
„ეგ არ არის მთავარი... შენ უკვე თქვი, რომ მათ ღმერთის
მოსპობა უნდათ...“
„ასე რომ მოხდეს, მაშინ?“
„მაშინ ღმერთთან ერთად სულიც მოკვდება...“
იასონს ბევრი არაფერი გაეგებოდა ამ ამბებისა, ეს თავადმაც
იცოდა, მაგრამ ფრიად შეწუხებული იყო და ამაზე ლაპარაკი
სწყუროდა.
„ღმერთი უზენაესია, ხელახლა დაიწყო თავადმა, სახელდა-
ურქმეველი, იდუმალებით აღსავსე, იგი ყველაფერშია: ქვაში,
მცენარეში, ცხოველში, ადამიანში, იგი ყველაფერშია და თავის-
თავად არსებობს, როგორც მზე, რომელსაც ცხრათვალას ვეძა-
ხით. არარაში კი იგი იგივე ხატია ან იგივე ძალაა... აბა იფიქრე,
რომელიღაც არსება ჩამოშორებულია მას და მის არსებობას ვე-
ღარ გრძნობს თავის თავში, თუნდაც ეს წამიერად მოხდეს. რაღა
იქნება მაშინ იგი? ფესვებდაკარგული, სინამდვილისგან დაცლი-

93
ლი, შეწყალებას მოკლებული - როგორც ფოთოლი, რომელიც
ჯერ კიდევ მწვანეა, მაგრამ მკვდარ ხეზეა შემორჩენილი.
მძიმე დუმილი ჩამოვარდა.
„ხალხის სული მოკვდება, თუ ღმერთს მოკლავენ“, განაგრძო
თავადმა.
მოურავი მთელი გრძნობით უსმენდა თავადს.
„მინდა სულის ცნება ერთი მაგალითით აგიხსნა. ჩვენ, ქარ-
თველები, ვლაპარაკობთ ქართულად. ვინ შექმნა იგი? ცხადია,
ქართველებმა, მაგრამ როგორ? გამოცალკევებით არავინ, ყვე-
ლამ ერთად. მაგრამ ეს „ყველა“ დროის სხვადასხვა მონაკვე-
თებში დაცილდა ერთმანეთს. საიდუმლო აქ ძევს. მე არ ვიცი,
როგორ უნდა ამოიხსნას ეს საიდუმლო, ალბათ იქნებოდა ერ-
თობლივი ჩანასახოვანი უჯრედი, რომელიც ყველა ქართველში
ცოცხალია, წარსულის, აწმყოს, მომავლის ქართველში და ალ-
ბათ მას შეუქმნია ჩვენი ენა. მე ამ ჩანასახის უჯრედს საქართვე-
ლოს სულს ვუწოდებ“.
„და თუკი ღმერთი ხალხში ჩაკლულია...“ წაიჩურჩულა აღელ-
ვებულმა მოურავმა.
„მაშინ მთელის ეს ჩანასახოვანი უჯრედი დაზიანდება და საფ-
რთხეში აღმოჩნდება. ვინაიდან, როგორც უკვე ვთქვი, უღმერთო
ადამიანს ფესვები არ გააჩნია. მას შეუძლია ინდივიდი იყოს,
მაგრამ პიროვნება ვერ იქნება“.
თავადი დადუმდა.
უეცრად იგრძნო, რომ საკითხი უფრო ბუნდოვანი და მძიმე
გახდა, და გაჩუმდა. მაგრამ ამავე დროს დაინახა, რომ იასონი
რაღაცას მიხვდა, რადგან დასევდიანდა და გონება გაუნათდა. ეს
ნათელი იულონისთვის მეტს ნიშნავდა, ვიდრე აზრი. თვითონაც

94
სახეგანათებული იჯდა და დუმდა. შემდეგ, თითქოს უეცრად რა-
ღაც გაახსენდაო, ხელში პატარა წიგნაკი აიღო.
„მე ვთქვი, ღმერთი მზეში სახიერდება-მეთქი. ახლა მოისმინე
ეს ლექსი, იგი მზეს ეძღვნება“, თქვა მან და კითხვას შეუდგა.
„შენ ნაყოფსა ზრდი ქალის სხეულში,
შენ, შენ აღვიძებ მამაკაცის თესლს,
შენ ხომ წიწილას ჰაერს აწვდი თავის ნაჭუჭში,
ანიჭებ ძალას გამოტეხოს ნაჭუჭი იგი.
შენ ყველას კვებავ, არშობილთა დიდო გადიავ,
მუდამ მზადა ხარ შენს ქმნილებას სული შთაბერო,
ბნელი საშოდან როცა იგი გარეთ გამოდის“.
„კარგი ნათქვამია, არა?“
„საოცარია“, მიუგო აღფრთოვანებულმა იასონმა.
„ასე ღრმად და მგრძნობიარედ არავის უმღერია მზისათვის“.
„ვინ თქვა ეს სიტყვები?“
„ერთმა ეგვიპტელმა მეფემ, მეთოთხმეტე საუკუნეში ქრისტე-
შობამდე“.
„რა ერქვა მას?“
„ამენოფისი. მან ასევე დაირქვა ეხნატონი, რადგან იგი იღ-
ვწოდა, რათა შემოეღო ჰიმნი მზის ღმერთის ატონის განსადი-
დებლად“.
მოურავი მოჯადოებულივით დუმდა.
„მან იცოდა, რა იყო ღმერთი“, წაიჩურჩულა იულონმა გაუბე-
დავად.
ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. მის წყნარ გიზგიზში გამობ-
რწყინდა მზის თვალი, სიმშვიდე მარადიულში განივრცო.
მოურავი ოთახიდან გავიდა და თან წაიყოლა შიში და ნათე-
ლი.

95
თავადი მარტო დარჩა, ახლა იგი ცეცხლს ესაუბრებოდა.
მშვიდად შეჰყურებდა ძველთუძველესის გამოვლინებას და თვი-
თონაც იძირებოდა წინარესამყაროსეულ სიჩუმეში, როგორც
დაისში ჩაფლული პატარა კუნძული, ნელთბილი ტალღები მის
მარჯნის რიფებს ალერსიანად რომ ლოკავენ.
დაქანცული და მოღუშული ბრუნდებოდა თანბი ჯახუნდერი-
დან გელოვანის მამულში. კარგად ვერ გარკვეულიყო, რა უბე-
დურება ელოდა მის ტომს. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ სამ-
სხვერპლო ცხოველის მოკვლა რაღაც საბედისწეროს შეიცავდა.
მყუდრო ეზოში შევიდა თუ არა, მისმა სხეულმა შვება იგ-
რძნო.
აგერ ის მუხა, სადაც ხარის შემოტევისგან იხსნა ცხენი. ერთ
ტოტზე თვალი ჰკიდა იმ მოტეხილ რქას და უეცრად მის გონება-
ში ამოტივტივდა თეთრი ჯიხვის ქარახსა. სვანს გულზე მოეშვა.
ნელი ნაბიჯით გაემართა ქოხისაკენ. კერასთან მყუდროდ ის-
ხდნენ გლეხები და მათ შორის გახლდათ ნავერაც.
„ახ, თანბი, თანბი!“ ხალისიანად შეეგებნენ მოსულს.
„გამარჯობა თქვენი!“ დინჯად თქვა თანბიმ.
იგი დაჯდა და ხელები ცეცხლს მიაფიცხა.
„მოწყენილი ჩანხარ“, მიმართა ერთმა.
თანბის არაფერი უთქვამს.
„ჯახუნდერიდან ყველა მხიარულ გუნებაზე ბრუნდება“, უთ-
ხრა მეორემ, „შენ კი...“
„ალბათ გზაში დალის თუ გადაეყარა“, უეცრად ჩაურთო ნავე-
რამ და ორაზროვნად გაიღიმა. როცა დაინახა, თანბის სახეზე
ბრაზმა როგორ გადაუარა, მლიქვნელურად დასძინა:
„თანბი მთელ სვანეთში უპირველეს მონადირედ ითვლება“.

96
„უგუნებობასთან დალის რა ხელი აქვს?“ იკითხა ერთმა, რო-
მელმაც გამკიცხავი ტონი ვერ იგრძნო ნავერას სიტყვებში.
„ტყის ქალღმერთი ხშირად აჯადოებს მონადირეს და ჩვენ
შეგვიძლია ვიეჭვოთ, რომ მონადირის უგუნებობა ამის ბრალი-
ა“, დაუფარავი ირონიით განაცხადა ნავერამ.
თანბიმ განმგმირავი მზერა ტყორცნა ნავერას, ოღონდ არა-
ფერი უთქვამს.
„დალის თავი დაანებე! მაგას სჯობია დღესასწაულის ამბები
მოვისმინოთ“, საუბარში ჩაერია ერთი.
„ამ კაცს რომ არაფრის მოყოლა არ სურს?“ თქვა მეორემ.
„დღესასწაულმა ნამდვილად კარგად ჩაიარა“, გაისმა ნავე-
რას ხმა.
„მამაკაცები, მჯერა ვნებისაგან ისე გახელდებოდნენ, რომ
დაიმახსოვრეთ, ცხრა თვის შემდეგ ლაშხეთელი ყველა ქალი
ბავშვს გააჩენს აუცილებლად“.
ყველას გაეცინა. თანბი კიდევ უფრო მოიღუშა.
„ღმერთმანი, უცნაური დღესასწაული ყოფილა! არა?“ განაგ-
რძო საღერღელაშლილმა ნავერამ. „ხუმრობის გარეშე, ასეთი
დღეები გამრავლების უებარი საშუალებაა. ახლახან ქუთაისში
ვიყავი და გაზეთში წავიკითხე, რომ საფრანგეთში - არის ასეთი
ქვეყანა - გამრავლების საკითხი აწუხებთ. მე თუ მკითხავთ, წე-
ლიწადში ერთხელ ჩვენთან უნდა ჩამოვიდნენ და ჯახუნდერში
ისწავლონ, როგორ უნდა გამრავლდეს მოსახლეობა. ასე არაა?“
ბევრმა გაიცინა.
თანბი, ეტყობა, შეტევისთვის მზად იყო, მაგრამ ამ დროს კა-
რი გაიღო და მოურავი შემოვიდა. ყველანი ფეხზე წამოდგნენ:
„კეთილი იყოს, თანბი, შენი დაბრუნება!“ დაიძახა გახარე-
ბულმა იასონმა.

97
„გაგიმარჯოს!“ მიუგო თანბიმ.
მოურავი დაჯდა.
„როგორ ჩაიარა დღესასწაულმა?“ იკითხა მან.
„ჩვენ კი არაფერს გვიყვება და...“ თქვა რამდენიმემ.
„რაო?“ მოურავი გაოცებული ჩანდა.
უეცრად გაისმა თანბის ხმა:
„ოთარ დადეშქელიანმა უსხვა, ჩვენი წმინდა ხარი მოკლა“.
დუმილს შეძრწუნება შეერია. ნავერაც კი დადუმდა, თუმცა
გულში ეს ამბავი გაუხარდა. ასე შეიძლებოდა დადეშქელიანსა
და თავისუფალ სვანებს შორის შუღლი კიდევ უფრო გამწვავებუ-
ლიყო.
„როგორ მოხდა ეს?“ ცოტახნის შემდეგ იკითხა მოურავმა.
თანბიმ მოკლედ უამბო, რაც იცოდა.
ისევ დუმილი ჩამოვარდა.
„აქ იგი ხარმა შეაშინა“, ჩაურთო ერთმა, „და იქ ხარი მოკლა.
ვითომ შურისძიების გამო?“
ამ შენიშვნამ შეამსუბუქა ვითარება.
„ისეთი რა მოხდა?“ წამოიწყო ნავერამ. „კაცმა მოკლა ხარი,
ხუთი პირუტყვით აანაზღაურებს ზარალს“.
„ჰო, მაგრამ ხარი ნაკურთხი რომ იყო?“ შენიშნა მოურავმა.
„მაშინ უშგულელებმა ახალი ხარი უნდა შეარჩიონ, რომელ-
საც ნახევარმთვარისებური ნიშანი ექნება, თუ შუბლზე არა, უკა-
ნალზე მაინც“, გაიხუმრა ნავერამ.
„რაოოო?“ დაიყვირა გააფთრებულმა თანბიმ.
„კარგი!“ განაგრძო ნავერამ გესლიანად. „თუ გამოსავალი
არ არსებობს, მაშინ სხვა რამეს შემოგთავაზებთ: უშგულელებმა
მოკლული ხარი შეწირულად მიიჩნიონ, ოდესმე ხომ ისედაც უნ-

98
და დაეკლათ იგი? ღერმეთს არაფერი ექნება საწინააღმდეგო.
იგი მუდამ მშიერია და ასეთ მსხვერპლზე უარს არ იტყვის“.
„ხმა ჩაიწყვიტე, თავხედო!“ დაუყვირა თანბიმ.
„რაა? მაგინებ კიდეც?“ გამომწვევად უთხრა ნავერამ.
„კაცმა ეგ გოგრა უნდა წაგაგდებინოს!“ პასუხად ესროლა
თანბიმ.
„აბა ერთი სცადე!“
ავაზასავით ისკუპა თანბიმ, ცეცხლს გადაევლო და ნავერას
დაეძგერა.
დამხდურმა ელვის სისწრაფით დაავლო ხელი ორკაპა ისარს
და მთელი ძალით ესროლა თანბის. თანბიმ თავი დაღუნა და
ნასროლი ისარი მის მარჯვენა მხარზე გადატყდა. ახლა კი გამ-
ხეცდა თანბი. გამძვინვარებული ქოფაკივით დაეძგერა ნავერას
და ორივე ხელი ყელში წაუჭირა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხ-
და, რომ დამსწრეები მხოლოდ ახლა მოეგნენ გონს. ორი წამი
კიდევ და ნავერა გაიგუდებოდა. რამდენიმე კაცი, მათ შორის
მოურავი, შეეცადნენ გააფთრებული თანბისთვის ნავერა ხელი-
დან გამოეგლიჯათ, თანბიმ ხელი უშვა ნავერას და ჯერ კიდევ
გონებადანისლული თავის აკანკალებულ ხელებს დააცქერდა...
სხვებმა ჩხუბისთავი ცივი წყლით მოასულიერეს.
„ის უღირსი კინაღამ შემომაკვდა“, თქვა თანბიმ უბოროტოდ
და ქოხიდან გამოვიდა.
აივანზე იულონი და მისი მეუღლე გამოვიდნენ. გაიგონეს,
როგორ უხმობდა თავადი მოურავს.
თანბი დარცხვენილი იყო და ქოხის უკან მიიმალა.
იასონი ბატონისკენ გაეშურა.
„რა მოხდა?“ ჰკითხა შეწუხებულმა თავადმა.
მოურავმა მოკლედ მოახსენა ყველაფერი.

99
ივლიტე იქვე იდგა და მოურავის სიტყვებს გულაჩქარებული
უგდებდა ყურს.
„მე ხომ გითხარი“, წასჩურჩულა იულონმა მოურავს, „ეს
წყეული მხოლოდ შუღლს თესავს-მეთქი“.
როცა თავადი შინ შევიდა, ივლიტემ მოურავს ჩუმად უბრძანა:
„ამ საღამოს ის სვანი მომიყვანე, მინდა ჯახუნდერის ამბები გა-
მოვკითხოო“.
რამდენიმე საათს დაეძებდა მოურავი თანბის. ბოლოს ტყის
პირას მიაგნო და ქალბატონის სურვილი გადასცა. თანბი და-
ფიქრდა: საიდან გაუჩნდა ასეთი სურვილი? ალბათ ნავერასთან
ჩემი ჩხუბის ამბავი არ მოეწონა და დატუქსვას მიპირებსო, ფიქ-
რობდა დარცხვენილი თანბი.
მოსაღამოვდა. თანბი უკვე ქალის ოთახში იყო.
სინათლის ზღვა ნელ-ნელა მკრთალ სილურჯეში გადავიდა.
ბუხარში ნაკვერჩხალი ჩაინავლა. ივლიტე განიერ დივანზე იჯდა
და ჩესუჩის ქსოვილით იყო გართული, რომელიც მხოლოდ დი-
ვანზე კი არ ეფარა, არამედ რამდენიმე მეტრით იატაკზე იყო და-
ფენილი.
სვანი მოშორებით იდგა და მონუსხულივით შესცქეროდა
ქსოვილის ნაკეცებს, თითქოს იგი შუადღის მზით გავარვარე-
ბულ ქვიან ნაპირზე ყოფილიყო გაშლილი.
ეჩვენებოდა, თითქოს ქსოვილში მზის თესლი ყოფილიყო
ჩაწნული.
ბუხართან ნებიერად გაწოლილიყო სპარსული ყვითელი კატა
და თვლემამორეული კრუტუნებდა.
„აბა მომიყევი რამე დღესასწაულის შესახებ“, თვალები
შეანათა ქალმა. სვანმა ახლა მზე ქალბატონის თვალებში
დაინახა. რაღაც წაიბუტბუტა, რაზეც ივლიტეს გაეღიმა.

100
„დიდი მხიარულება იყო?“ ჰკითხა მან სვანს.
„ჰო“, მიუგო თანბიმ. „ის საშინელი ამბავი რომ არ მომხდა-
რიყო...“
„წმინდა ხარის მოკვლას გულისხმობ, არა? იასონმა გვიამ-
ბო“.
„დიახ, ამ ამბავმა ჩაგვაშხამა დღესასწაული“.
ორივე დადუმდა.
„ალბათ ოთარმა არ იცოდა, პირუტყვი ნაკურთხი რომ იყო,^
არა?“ მოსინჯა ქალმა.
„ო, ნეტავ ასე ყოფილიყო“.
ქალი ჩაფიქრდა.
„ოთარს საფრთხე ემუქრება?“ იკითხა შეწუხებულმა.
კაცს გველის ნაკბენივით მოხვდა გულზე ეს კითხვა და უეც-
რად ოთარისა და ქალბატონის ის ღამეული სცენა გაახსენდა.
„დიახ“, თქვა მან.
ივლიტე ჩაფიქრდა.
„თანბი!“ შეევედრა იგი. „ოთარი ჩემი ძუძუმტეა. ეცადე არა-
ფერი დაუშავდეს, შენი ძალისა მჯერა“.
ქალი აღარ იღიმებოდა.
სვანს სახე გაებადრა. პირველად გაიგონა ქალბატონის ბაგე-
დან თავისი სახელი და ამან ფრთები შეასხა. ამავე დროს ისიც
გაიგო, რომ ივლიტე და ოთარი ძუძუმტეები ყოფილან. ამ ამბავ-
მა ეჭვიანობის ჭიაც ჩაუკლა, ხოლო მისი ძალის აღიარებამ ბედ-
ნიერებით აღავსო.
„ძალ-ღონეს არ დავზოგავ“, მტკიცედ აღუთქვა ქალს თანბიმ.
ქალი ისევ გამხიარულდა.
„სანამ თავზარდამცემ ამბავს შეიტყობდით, დღესასწაული
ალბათ ბობოქრობდა, არა?“ იკითხა ქალმა.

101
„ჰო, ასე იყო“, უბრალოდ დაუდასტურა თანბიმ.
„ცეკვაში მონაწილეობდი?“
„დიახ, მეც ვცეკვავდი“.
სვანმა იგრძნო, რომ ქალს ისევ გაეღიმა. მის თვალებში, აბ-
რეშუმის ქსოვილში, ცეცხლში, კატაში - ერთი და იგივე რამ იყო
ჩაბუდებული.
„იქ დალიზე ფიქრობდი?“ ღიმილით ჰკითხა ქალმა.
„მე ქალბატონზე ვფიქრობდი“, თამამად მიუგო თანბიმ.
„ცეკვის დროს გულით დაატარებდი“?
„გულით დავატარებდი, როგორც ცეცხლის ფრთებიან ფრინ-
ველს“.
ქალს თვალები მიებნიდა.
რაღაც იზრდებოდა მამაკაცშიც, რაც თვით მასზე მეტი იყო,
უხეში, ცხოველური და ძლევამოსილი.
ქალმა წამით უცნაურად შეხედა თანბის და გაშლილი თმა
მზის ჩქერივით გადაიყარა ბეჭებზე. მამაკაცმა იგრძნო - ახლოვ-
დებოდა გონიერება და უგნურება, ანუ ორთავეს გამაბედნიერე-
ბელი ძალა.
„თანბი“, წარმოთქვა ქალმა, ერთადერთი სიტყვა, ქალური
ჯადოს ყველა სურნელით გაჯერებული.
ძალა, რომელიც მამაკაცში იზრდებოდა, გონის დაკარგვას-
თან იყო მიახლოებული. დაივიწყა თეთრი ჯიხვის ქარახსა, ნა-
კურთხი ხარის მკვლელობა, იულონის დარდი, ნავერასთან ჩხუ-
ბი - ყველაფერი დაავიწყდა. მხოლოდ საკუთარ თავს გრძნობდა,
ოღონდ ის სხვა იყო და არა თანბი. ყველაფერი შთაინთქა. უეც-
რად ქალისკენ დაიხარა, აცახცახებული ხელებით ჩაიკრა გულ-
ში, ალმოდებული ნადავლივით ასწია მაღლა, შეისრუტა მისი

102
სურნელი, გონდაკარგულმა თავისკენ შემოატრიალა და მის და-
მათრობელ ძუძუმკერდს მწყურვალივით დაეწაფა.
„საყვარელო...“ ბუტბუტებდა იგი და ამ ერთადერთ სიტყვას
იმეორებდა, რომელშიც მთელი მისი მამაკაცური არსი სახიერ-
დებოდა.
ქალი ნისლში იყო ჩაძირული და ნეტარებისგან არსაითში ჩა-
კარგული.
„ჯერ ჯიხვის ქარახსა“, ისე წაიჩურჩულა მან, თითქოს მისი
ტუჩები სუნთქვას იკავებენო.
თითქოს შორიდან მოესმა კაცს ერთხელ უკვე გაგონილი, შე-
მაშფოთებელი სიტყვები და ქალი უხმოდ დააწვინა დივანზე.
მის არსებაში გაქვავდა და გამოფხიზლდა მწველი ნაკადი.
ახლა მამაკაცში მეფობდა მთლიანობა, პირველქმნილი, გაუბზა-
რავი და უხინჯო. ქალმა ნათელი მზერა შეაგება, ოღონდ საკმა-
ოდ მკაცრი. თავის პირისპირ იგი ღვთაებრივი სტიქიით სავსე
ცხოველს ხედავდა. მამაკაცი მის წინ იდგა, როგორც ყლორტი,
სხივებიდან ამოზრდილი და გაქვავებული.
„მომიახლოვდი“, უთხრა ქალმა.
მამაკაცმა მისკენ გაიწია.
„დაიხარე“, უთხრა ქალმა ხმადაბლა.
მამაკაცმა დაიჩოქა, როგორც უბიწო ყმაწვილი დაიჩოქებდა
ველური ქალღმერთის წინაშე.
„არ გაინძრე“, წაიჩურჩულა ქალმა.
თანბი არ განძრეულა.
მაშინ ქალმა ოდნავ წამოიწია, მამაკაცის თავი ხელებში მო-
იქცია და თავის ამობურცული ტუჩებით მის ტუჩებს შეეხო. მამა-
კაცს ბაგე არ შეურხევია. ახლა იგი მხოლოდ ჭურჭელი იყო, რო-
მელსაც ქალი ავსებდა და რომ განძრეულიყო, იმ უხმო სიტ-

103
კბოებას შებღალავდა უთუოდ. „მე შენი ვარ“, ძლივს ამოთქვა
ქალმა.
კაცს არაფერი უპასუხნია. მხოლოდ ნელა ასწია თავი და მისი
თვალები ჩაიკარგნენ ქალბატონის გაფართოებულ თვალებში.
„მომიტან თეთრი ჯიხვის რქებს?“ ალერსიანად ჩაეკითხა იგი
თანბის.
თანხმობის ნიშნად მან თავი დახარა.
„სიყვარულის ნიშნად, არა?“ დასძინა ქალმა.
კაცმა ხელმეორედ დაუქნია თავი.
ორივე დუმდა. ქალმა აღარ იცოდა, რა ეთქვა. მამაკაციც
უსიტყვოდ იდგა. ორივეს დაბინდული ჰქონდა გონება. ამ დროს
ბუხარში ნაკვერჩხალმა გაიტკაცუნა და გასკდა. ქალი პირველი
მოეგო გონს.
„ამ დღეებში სვანეთში წახვალ“, ძლივს გასაგონად თქვა
ქალმა. „ოთარის ბედი მაშინებს. იასონს მე თვითონ დაველაპა-
რაკები“.
„ქალბატონი როგორც ინებებს...“ სვანი წამოდგა. ქალმა ნე-
ტარებით გააყოლა თვალი მძიმედ მიმავალს, ხოლო კაცი კეფა-
ში მის მზერას გრძნობდა .
ჩრდილებივით რბილი ჩანდა მოლურჯო დაისში აღმართული
მთები. ჩიტების გუნდები ფაქიზად გრძნობდნენ ფოთლებგაძარ-
ცულ სიჩუმეს და დუნედ და ნაზად ემზადებოდნენ ბუდობისათ-
ვის.
თანბი თავის სახლს მიუახლოვდა. შინაურებმა გაიგონეს
უეცარი ყეფა, ნაცრისფერი დიდი ძაღლი მისკენ გამოექანა, თა-
ვისი პატრონი და მეგობარი მაშინვე იცნო და წკმუტუნით შეახტა
მკერდზე. თანბიმ ორივე თათში ჩაავლო ხელი, ოდნავ გასწია

104
ძაღლი და მაგრად ჩასჭიდა ხელები. სიხარულმა ცხოველსაც და
კაცსაც თვალები აუწყლიანა.
ორიოდე წუთში გამოჩნდა არდევანი და ტიტინით გადაეხვია
თავის ახალგაზრდა ბიძას.
შემდეგ სამივე - თანბი, არდევანი და ძაღლი მაჩუბისაკენ
გაემართნენ. კერაზე დიდი ცეცხლი ენთო, ქალები ვახშმის სამ-
ზადისში იყვნენ. სიხარულით ახმაურდა წყნარი და პირქუში მა-
ჩუბი. დედამ მორიდებულად აკოცა თავის ძეს, რძალი გახარე-
ბული იდგა იქვე, მოხუცმა ეგნატემ მუხლებში ახალგაზრდული
ძალა იგრძნო, პატარა მაიტო ხტუნავდა.
ყველანი მხიარულად მიუსხდნენ კერიას.
„მოწყენილი მეჩვენები, თანბი“, უთხრა დედამ.
თანბი გრძნობდა, რომ დედა გუმანით ხვდებოდა მისი დარ-
დის მიზეზს, მაგრამ კარგი იყო, რომ ცეცხლის პირას სახეში მზე-
რა ქალს ეკრძალებოდა და შვილს ვერ ჩააცქერდებოდა.
„დაღლილი ვარ“, თქვა მან უბრალოდ.
მოიტანეს ახლადგამომცხვარი ქერის პური, ყველი და მო-
ხარშული ლობიო. ეგნატემ არყის ბოთლი გახსნა და ძმისწულის
დაბრუნება დალოცა. თანბიმ ჯიბიდან ჭრელი თავსაფარი
ამოიღო, რომელშიც აბრეშუმის ქისა იყო გახვეული, გახსნა იგი
და დედას გამომუშავებული ფული გადასცა.
„ოჯახში დაგვჭირდება“, დასძინა მან.
დედას სახე გაებადრა.
„აქ ყველანი კარგად ხართ?“ იკითხა თანბიმ.
„კარგად“, თქვა ეგნატემ, მაგრამ არცთუ მტკიცედ. შემდეგ
წასჩურჩულა:
„საბრალო ივანე გარდაიცვალა“.

105
მაჩუბში დუმილი ჩამოწვა. ყველანი ცეცხლს ჩააშტერდნენ,
თითქოს მის ალში შეეძლოთ სიკვდილის საიდუმლო ამოეცნოთ.
შემდეგ საუბარი გაგრძელდა. ყველა ცდილობდა, განსაკუთრე-
ბით კი არდევანი და მაიტო, ლეჩხუმური ამბები გაეგოთ, შინ
დაბრუნებული კი არაფერს ამბობდა, ბავშვებს მხოლოდ შეპირ-
და, ყველაფერს მერე მოგიყვებითო.
ცეცხლი მიინავლა და კიდევ უფრო გაღრმავდა სიჩუმე.
ბაგებიდან ზანტი ცოხნის ხმა მოისმოდა და ნახევრად ჩაბნე-
ლებულ მაჩუბში პირუტყვის საოცარი თვალები უცნაურად
ელავდნენ.
თანბი წამოდგა და ნელა მიუახლოვდა პირუტყვს, ალერ-
სიანად გადაუსვა ხელი ხარებისა და ძროხების წამოწვდილ თა-
ვებს. მოშორებით ცხენი ჭიხვინებდა და წინა ფეხებს აბაკუნებ-
და. თანბი მასთანაც მივიდა და ლოყა დამფრთხალი ცხოველის
თავს მიაყრდნო. შემდეგ ცარიელ ბაგასთან მივიდა. კაცის ტვინ-
ში რაღაც სიმწარემ გაიფაჩუნა.
„ცოცხალი აღარ არის“, გაიგონა ეგნატეს ხმა.
სიკვდილის ჩრდილი ჩამოწვა მაჩუბში.
„ალბათ გაიგებდი, უსხვა რომ მოკლეს“, ცოტა ხნის შემდეგ
დასძინა ეგნატემ.
„ვიცი“, თქვა თანბიმ და გამოტრიალდა.
კერიასთან დიდხანს ისხდნენ. ეს იყო ცეცხლის ძველთუძვე-
ლესი ძალა და უსიტყვო გლოვა. იშვიათად თუ გაისმოდა სიტ-
ყვა. მეცხვარის ძაღლი კუთხეში იწვა და უკვე სიზმრებს ხედავდა.
ხარები და ძროხებიც მიწვნენ და თვლემამორეულნი გაირინ-
დნენ. ცხენი სიბნელეში წინასწარმეტყველივით იყურებოდა. მო-
ხუცი დაწვა, სხვებმაც მას მიბაძეს. ცეცხლს უკვე დიდიხანია ეძი-
ნა და ადამიანებმაც დაიძინეს. მხოლოდ თანბის დედა თვლემდა

106
და გული უკვნესოდა. გაიგონა, შუაღამისას თანბი ძილში ხმა-
დაბლა როგორ ლაპარაკობდა. ისმოდა დანაწევრებული სიტ-
ყვები: „თეთრი ჯიხვი“, „რქები!“. ალბათ ნადირობა თუ ესიზმრე-
ბა, იფიქრა ქალმა, მაგრამ რაღაზედ ოხრავს? შიშით აუძგერდა
ქალს გული.
თანბის ადრე გაეღვიძა და ხარბად მოათვალიერა ეზო. ყვე-
ლა ხე ჩამოიარა. შემდეგ შენიშნა, რომ ერთ მუხას ტოტი ჰქონდა
ჩამოტეხილი.
„რა მოუვიდა ხეს?“ ჰკითხა არდევანს.
„ხეზე ხარი მივაბი და ტოტი იმან მოტეხა“, მიუგო ძმისშვილმა
და გაწითლდა.
თანბი მოიღუშა.
გზა მარტო განაგრძო. გზადაგზა ლანდშაფტს ათვალიერებ-
და. მაღალი მთები დიდებულად ერტყმოდნენ მშობლიურ მიწას.
ეს სანახაობა ჩვეულებრივ მშვენიერი და საამური ეჩვენებოდა,
ახლა კი მის გრძნობებს უცხო გემო შერეოდა: ყველაფერი დაპა-
ტარავებული ეჩვენებოდა და ამასთან აღარც ისეთი ლამაზი,
როგორც უწინ, თითქოს სადაგი დღეების მჭახე შუქს სიზმარში
მყოფი უეცრად გამოუღვიძებიაო.
ამ დროს დედა გამოჩნდა.
„წუხელ მთელი ღამე სიზმრებში იყავი“, უთხრა მან თანბის.
„სულ თეთრ ჯიხვს და მის რქებს გაიძახოდი“.
თანბი დუმდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, რატომ ვერ გრძნობდა
თავს მშობლიურ კუთხეში კარგად. ივლიტე აკლდა. გული მკერ-
დში ვერ ეტეოდა და ეს მიდამო ევიწროებოდა. ბობოქრობდა,
წრიალებდა, ხან რას მიაწყდებოდა და ხან რას. ხან ხეს მიადგე-
ბოდა, ხან პირუტყვს, ხან ბავშვს, ხან მოზრდილ ადამიანს, მაგ-
რამ ყველაფერს მაინც განერიდებოდა, თითქოს სხვა რასმე

107
დაეძებსო. როგორც უსაზღვრო სიტკბო იწყებს დნობას, ასევე
დნებოდა ივლიტეს მოგონება მის გულში. - ის შორს იყო, ალბათ
სამუდამოდ და ამიტომაც თრგუნავდა ჯიხვის რქების ძიებაც.
თანბი იტანჯებოდა: შეშფოთებული დედა გაეცალა შვილს.
ამ დროს მოხუცი მონადირე ბექუზა გამოჩნდა და ერთმანეთს
მამა-შვილივით გადაეხვივნენ.
„რა კარგია, რომ დაბრუნდი“, უთხრა მოხუცმა. „უშენოდ ნა-
დირობისკენ არ მიმიწევს გული“.
თანბის კმაყოფილებით გაეღიმა.
„ლეჩხუმში ნადირი არის?“ ჰკითხა მოხუცმა.
„იმდენი არა, რამდენიც აქ... მაგრამ...“
„ხარჯიხვი თუ არის?“
„არის“.
„თეთრი ხარჯიხვი?“
ისევ ეს თეთრი ჯიხვი! თანბის ხმა აღარ ამოუღია.
ბექუზას არ გამოპარვია მისი დაბნეულობა და გულკეთილად
გაიღიმა.
„იქ ბევრს ნადირობდი“?
„არა, დრო არ მქონდა“.
მოხუცი ენამჭევრობდა და ამ დროს უეცრად მოკლული წმინ-
და ხარი ახსენა.
„უსხვა მოკლეს“, წაიჩურჩულა ჩაფიქრებულმა.
„ეს უბედურებაა...“
შიშნეული დუმილი ჩამოწვა მათ შორის.
„ვშიშობ, ახალი უბედურება არ დაგვატყდეს თავს“, თქვა
თანბიმ.
„რა უბედურება?“
„ჩვენებურებმა შეიძლება თავადი ოთარი მოკლან“.

108
„მაგას მეც ვშიშობ... ხალხი ცოტა ჩაწყნარდა, მაგრამ ამ დღე-
ებში მასწავლებელი ნავერა, ეს მოლაყბე ჩამოვიდა და შურის-
ძიებაზე ფიქრი კვლავ წამოტივტივდა...“
„ჩვენი სარწმუნოების უარმყოფელი კაცი უსხვაზე დარ-
დობს?“
„არც დარდობს... იმას სხვა რამე უნდა...“
„მაინც რა?“
„სულ იმას ფიქრობს, როგორმე შუღლი გააღვივოს ჩვენსა და
დადეშქელიანს შორის...“
„ოხ, ეს არამზადა!“
„ირწმუნება, თავადები თავისუფალი სვანების მტრები
არიანო!“
თანბი ჩაფიქრდა.
„იქნებ ოთარმა არ იცოდა, ხარი რომ შეწირული იყო?“
„ნეტავ ასე იყოს! ტომის რისხვა მაშინ ასეთი მძაფრი არ იქნე-
ბოდა“.
იქვე, ახლოს პატარა მაიტო თამაშობდა.
„მაიტო!“ დაუძახა თანბიმ.
ბიჭუნამ მოირბინა.
„როგორ გგონია, მაიტო“, მიუბრუნდა თანბი ბავშვს, „ოთარ-
მა იცოდა, ხარი სამსხვერპლო რომ იყო? შენ ხომ იქ იყავი?“
„არ ვიცი“, მიუგო ბიჭუნამ. „როცა მივაძახე ცხოველი უსხვაა-
მეთქი, კაცი ჯერ გაშეშდა, მერე კი ცხენს შემოახტა და გიჟივით
გაქუსლა აქედან... ეს კარგად მახსოვს... მაგრამ უკვე გვიან იყო:
ჩვენი ხარი თავმოკვეთილი ეგდო თოვლზე...“
„ხედავ?“ ახლა თანბის მიუბრუნდა ბექუზა.
„ვხედავ და გულზე მომეშვა კიდეც...“
„უნდა ვცადოთ...“

109
ბიჭუნას ამ საქმისა არაფერი გაეგებოდა.
ივლიტეს შეხება სვანის სხეულში მზით მთვრალი ადამიანის
ფუჭ ოცნებებს იწვევდა. და მაინც რაღაც გაუგებარი რამ ტანჯავ-
და თანბის, მისი ჯადოსგან თავის დახსნა შეუძლებელი იყო. უნე-
ბურად ახსენდებოდა ჯახუნდერში გამართული ფალოსის დღე-
სასწაული, სადაც საამური ძალების მოზღვავება იგრძნო. გაახ-
სენდა აგრეთვე სიტკბოების ღმერთი, დღესასწაულის სხვა თანა-
მონაწილეებთან ერთად თვითონაც ჰიმნს რომ უმღეროდა. იმ
ღმერთის სახელი იყო კვირია. აი, ის თუ დამეხმარებაო, ფიქ-
რობდა იგი.
მაგრამ როგორ უნდა მიეღწია იქამდე?
ამ დროს უეცრად გონებაში პატარა სამლოცველოს სახელი
ლაგურკა ამოუტივტივდა თავის სახელგანთქმულ ხატიანად,
რომელსაც კვირიკე ერქვა. ეს ხომ კვირიას მოფერებითი სახე-
ლი გახლდათ. იქნებ მიწიერების ღმერთი იმ პატარა სამლოცვე-
ლოს კედლებში ცხოვრობდა? და სვანი იქითკენ მიმავალ გზას
დაადგა.
„ისევ მიდიხარ?“ ჰკითხა შეწუხებულმა დედამ.
„კალაში მივდივარ, მინდა კვირიკეს ჯიხვის რქები ვაკურთხე-
ბინო“, მიუგო ვაჟიშვილმა.
დედის თვალებში ცრემლი არ გამშრალა...
მძიმე-მძიმედ, ნელა მიაბიჯებდა თანბი. ენგურის ერთ მოსახ-
ვევში, უფსკრულში გალავანივით აღმართული კლდეები შენიშ-
ნა და უნებურად ბოროტი მითიური დევი გაახსენდა. დევი
ღვთისმშობელზე ყოფილა განრისხებული, ამიტომ უცდია მდი-
ნარე კედლებით დაეგუბებინა და მარიამის ტაძარი დაეტბორა.
ამ დროს მხსნელად კვირიკე გამოჩენილა: მას რკინისრქებიანი
ვერძები გამოუგზავნია, რომლებსაც რქებით გაუნგრევიათ კე-

110
დელი და ისე გადაურჩენიათ პატარა ეკლესია. თანბი რაც უფრო
ბევრს ფიქრობდა, მით უფრო უღრმავდებოდა კვირიკას რწმენა.
პატარა ეკლესია ერთ მაღალ კლდეზე დგას, რომელიც აქა-
ფებულ ენგურამდე ციცაბოდ ეშვება. დღედაღამ დარაჯობს მას
ექვსი შეიარაღებული კაცი. მისი კარის გაღების უფლება მხო-
ლოდ ფანიანის ტომის ორ მეკლიტულს აქვს. მათ ერთიმეორის
გარეშე ნება არა აქვთ, ვინმე, ვინც უნდა იყოს იგი, საყდარში შე-
უშვან:
საყდრისაკენ წმინდა ჭალის გავლით ვიწრო ბილიკი მიდის.
იმ ჭალაში ყველაფერს ტაბუ ადევს. ვერავინ გაბედავს ერთი პა-
წაწინა ტოტიც რომ ჩამოტეხოს. უმაღლეს პლატოზე სამ გიგან-
ტურ ნაძვს შორის დაინახავთ შვიდსაუკუნოვანი შენობის მკა-
ფიო კონტურებს, რომელსაც ფონად შორს აღმართული, სხივ-
მფინარე თეთნულდი უძევს. ეს არის უბრალო, სიგრძეში რვა
მეტრი, სიგანესა და სიმაღლეში ხუთი მეტრის ზომის კუბისებური
ნაგებობა, რომელსაც მქრქალი ოქროსფერი კირქვის ნახეთქი
ლოდებისგან ნაშენი კოშკით დამშვენებული გალავანი არტყია
გარს.
თანბი აქ პირველად არ ჩამოსულა. იგი კვლავ ხედავდა მთა-
ვარანგელოზის ხატს, რომლის თბილი, პასტელის ფერები თით-
ქოს მთვარის ნაზ არილს გამოსცემდა. იგი კედლებზე ხედავდა
ბალამწარისგან გამოთლილ უამრავ ისარს, ასევე ორ შვილდი-
სარს, რომელთაგან ერთი სამმაგი გახლდათ, თუმცა ყველაფერ
ამას თანბი ზერელედ აღიქვამდა.
ამჯერად გული კვირიკეს ხატისკენ მიუწევდა. წმინდანის სამი
გამოსახულებიდან სვანის მზერა ერთმა მიიჯაჭვა, სადაც კვირი-
კე წმინდა ივლიტესთან ერთად იყო გამოსახული: ეს იყო ორი
პატარა ბავშვის უბრალოდ გადაბმული ფიგურები. ბავშვური ხე-

111
ლით შესრულებული ხატი, მაგრამ თვალწარმტაცი. შემოქმედე-
ბითი სიო, რომელიც მასალას შეეხო, იგრძნობა მასში, იგი იდუ-
მალი სირცხვილითაა სავსე, რომელიც დემონურ ტკბობას ესაზ-
ღვრება და ბავშვურ მზერაში კია ჩამალული.
დიდხანს იდგა თანბი ამ ხატის წინ. საოცარია: მხოლოდ ახ-
ლა გაახსენდა, რომ კვირიკესთან ერთად გამოსახულ წმინდან-
საც ივლიტე ერქვა. ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი ამ ხატზე, და
მხოლოდ ახლა მოისურვა უფრო მეტი გაეგო.
გარეთ გამოსულს მოხუცმა ფანიანმა მშრალად, მაგრამ მრა-
ვალმნიშვნელოვნად უამბო შემდეგი:
იმერეთის ერთ ბატონს ერთხელ გამოუცხადებია, ნებისმიერ
ჯილდოს გადავცემ იმას, ვინც ჩემს გეგუთის მინდორს მარტო
გათიბავსო. ერთმა სვანმა, გვარად შალიანმა, გამოწვევა
მიიღო, მინდორი გათიბა და მებატონისგან ჯილდოდ მოითხოვა
კვირიკესა და ივლიტეს ხატი, რომელიც სასწაულმოქმედი ძა-
ლით, განსაკუთრებით კი სიყვარულის საქმეებით იყო განთქმუ-
ლი. შალიანმა მიიღო წმინდანთა ხატი, მაგრამ ამავე დროს გა-
ირკვა, რომ ამ ხატზე დიდი ხანია თვალი ეჭირა ერთ თავადს,
გვარად გარდაფხაძეს. და იმ სვანს სწორედ მის მამულზე უნდა
გაევლო. გარდაფხაძემ თავის მეუღლესთან შიკრიკს წერილი
გაატანა: მას შალიანი შინ უნდა მიეწვია, კარგად გამასპინძლე-
ბოდა და მერე ლოგინშიც ჩასწოლოდა. თავადის მეუღლე გაოგ-
ნებული დარჩა, მაგრამ ბრძანებას დაემორჩილა. ღამით, თავა-
დი მოულოდნელად დაეცა თავს და შალიანი არჩევანის წინაშე
დააყენა: ან უნდა მოეკლათ ან ხატი უნდა დაეთმო. სვანმა
მეორე პირობა არჩია, ხატი თავადს დარჩა, მაგრამ დიდი ხნით
არა. შალიანის თანამემამულეებმა, თავისუფალმა სვანებმა,
გარდაფხაძეს ომი გამოუცხადეს, დაამარცხეს და ხატი წაარ-

112
თვეს. მას შემდეგ დააბრძანეს იგი ამ პატარა ეკლესიაში და იგი
დღესაც შალიანის სახელს ატარებს.
თანბი მღელვარედ უგდებდა მოხუცს ყურს და თანდათან უფ-
რო გრძნობდა ხატის სიძლიერეს.
მოხუცმა განაგრძო მოყოლა:
„რა ბრძოლები არ ყოფილა ამ ხატის გამო! ვინ მოთვლის!
აქაც კი, ეკლესიაში, მას მოსვენება არ ჰქონია. მაგონდება, რო-
გორ დაესხნენ თავს თავადი დადეშქელიანები ლაგურკას, სხვა
არაფრისთვის ხელი არ უხლიათ, მხოლოდ ეს ხატი წაუღიათ.
ჩვენები ბობოქრობდნენ. რა უნდა ეღონათ? თავადების დამარ-
ცხება იოლი საქმე არ იყო. და აი ერთმა ჩვენიანმა - მე მგონი
გვარად მარგიანმა, ოღონდ არ ვიცი, რომელმა, ხატი მოიპარა
და გადამალა. თავადები განრისხდნენ და თავს დაესხნენ ჩვენს
კუთხეს. ყველაფერი გადათხარეს, ყველა ეზო გაჩხრიკეს თავი-
დან ბოლომდე, მომტაცებლის სახლშიც შევიდნენ. რა უნდა ექ-
ნათ? სად უნდა დაემალათ ხატი? საბედნიეროდ, ერთ ოჯახში
ზუსტად იმ დროს ერთი ქალი მშობიარობდა, და უეცრად დაიბა-
და აზრი, ხატი მისი საწოლქვეშ დაემალათ. თავადებმა ამ ოჯახ-
საც შეუტიეს, ჩხრეკაც დაიწყეს, მაგრამ ისინიც ხომ სვანები იყ-
ვნენ და მელოგინის შეხებას ვერცერთი სვანი ვერ გაბედავდა.
მაშინ ასე გადავარჩინეთ ეს ხატიო, დასძინა მოხუცმა.
თანბი ყურს უგდებდა მოხუცს და სულ უფრო და უფრო ძალუ-
მად გრძნობდა ხატის ძლევამოსილებას.
სვანები ჰაერს ეამბორებიან, როცა ხატს ეკლესიიდან გამო-
აბრძანებენ ხოლმე. თანბი გამოვიდა ღვთის სახლიდან, მოეჩვე-
ნა, რომ ხატი მოსდევდა და ჰაერს დაუწყო კოცნა, უფრო მეტად
კი ივლიტეს, მაგრამ რომელს? ახლა სურვილი გაუჩნდა, რადაც
უნდა დასჯდომოდა გაეგო, ის მარგიანი და ის მელოგინე ვინ იყ-

113
ვნენ, და სასწრაფოდ თავის სოფლისაკენ გაეშურა. მაგრამ ვის-
თვის უნდა ეკითხა ეს? ამ ფიქრებში გართულს აუხსნელი, სირ-
ცხვილნარევი მოკრძალების გრძნობა მოერია.
ეზოში უეცრად ეგნატე გამოჩნდა. თანბი ფრთხილად მიუჩოჩ-
და მოხუცს და ხატის ამბის გამოკითხვა დაუწყო. ბიძას გაუკვირ-
და, საიდან გაუჩნდა ამ ხატისადმი ინტერესი ჩემს ყველაზე გულ-
ჩათხრობილ და პირქუშ ძმისწულსო? იგი მთისას და ბარისას
ჰყვებოდა, თანბიმ კი სიტყვა იმ მელოგინეზე ჩამოაგდო.
„ის დედაშენი იყო“, ნელა და ცოტა არ იყოს უგერგილოდ
უპასუხა მან.
თანბის ფერი წაუვიდა.
„მაშინ შენზე მშობიარობდა“, ამჯერად ღიმილით დასძინა მო-
ხუცმა.
თანბი გაოგნებისა და შიშისაგან გაქვავდა.
„მაშინ გამოდის, რომ მე და ის ხატი ერთად დავბადებულ-
ვართ!“ არც თუ მკაფიოდ დასცდა ეს სიტყვები ბაგედან.
ერთი წამით თანბის ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს თვი-
თონ და ხატი ტყუპები ყოფილიყვნენ. მთელ სხეულში უცხო ჟრუ-
ანტელმა დაუარა. ნუთუ მისი ბედი ამ ხატში იყო ჩანერგილი? უკ-
ვირდა, რომ ხატზე მამაკაცისა და ქალის გარდა ბავშვის სახეც
იყო გამოსახული. წმინდანი კაცი და წმინდანი ქალი? მაგრამ
რატომღა იყვნენ ერთად? რატომ, ნუთუ ისინი და-ძმანი იყვნენ
და თავიანთი სიცოცხლე ღმერთს ერთად შესწირეს? თანბი ღრმა
ფიქრებს მიეცა. ხანგამოშვებით მის გონებაში გაიელვებდა აზრი
მამაკაცური და ქალური საწყისების სიახლოვეზე, მაგრამ მყისვე
იცილებდა თავიდან, როგორც რაღაც უწმინდურებას.
ეგნატე წასული იყო, როცა მოულოდნელად ბექუზა გამოჩ-
ნდა.

114
„კვირიკეს ქარახსა შესწირე თუ არა?“
„დიახ!“ მიუგო თანბიმ. „საიდან იცი, შესაწირად რომ მივ-
დიოდი“. კითხვა შეუბრუნა თანბიმ.
„ეგ მთელმა სოფელმა იცის“, მიუგო ბექუზამ, ცოტახნის შემ-
დეგ კი ჰკითხა: „აიწყვიტა?“
„ვინ?“
„კვირიკემ!“
„ხარი ხომ არ არის?“ გაიოცა თანბიმ.
„ის ნებისმიერ ცხოველზე უფრო დიდი მხეცია“, განაგრძო
მოხუცმა. „ვერ ნახე განა, ჯაჭვებით რომაა დაბმული? ასე რომ
არ იყოს, სხვა ხატებს დალეწავდა“. თანბის გაუკვირდა მოხუცის-
გან მკრეხელური სიტყვის გაგონება. თან გაუხარდა, მოხუცის
ასეთი ენამჭევრობის გამო კითხვების დასმა რომ აღარ სჭირდე-
ბოდა. ნამდვილად ეცოდინება იმ ხატის საიდუმლოო, გაიფიქრა
თანბიმ.
„ბოლომდე მაინც არ მესმის ყველაფერი“, წაიბუტბუტა მაც-
დუნებლად.
„სიმართლე თუ გნებავს, ის წმინდანის ხატი მაინც არაა“.
„თუ ხატი არ არის, მაშინ რა ყოფილა?“
თანბის კიდევ უფრო იპყრობდა გაოცება.
„უბრალოდ ჯადოსნური ნახატია და მეტი არაფერი“.
„ჯადოსნური ნახატი?“
„როგორ გითხრა?.. ამდენი მკვლელობა და სისხლი, მოტ-
ყუება, ძარცვა-ყაჩაღობა, უწმინდურება, რა აღარ მომხდარა ამ
ერთი ხატის გამო - ოდესმე ასეთი რამ თუ გაგიგონია?.. არა, აქ
რაღაც სხვა ამბავია...“
„მაინც რა?“

115
„ბევრი რამ არც მე ვიცი“, ხელახლა წამოიწყო მოხუცმა:
„ერთ მხატვარს, წარმოშობით მეგრელს, ერთი აფხაზის ხასა
შეჰყვარებია, მას შემდეგ დიდი დროა გასული. ქალი ლამაზი
ყოფილა, ძალიან ლამაზი და რაღა თქმა უნდა, მაცდური. მას
სიყვარულითვე უპასუხნია მამაკაცისთვის, მაგრამ სხვა საყვარ-
ლებს არ შელევია. ავხორცი ყოფილა ის ქალი. კაცი დარდობდა.
ქალების ამბავი ხომ იცი, უბრძანებია, თეთრი მიმინო მომგვა-
რეო. მაგრამ ასეთი ფრინველის ყოლა მხოლოდ სამეგრელოს
მთავარს შეეძლო, ჰოდა, საბრალო კაცს სად უნდა დაეჭირა ეს
იშვიათი ფრინველი და თავის სატრფოსთვის ეჩუქებინა? შენც
ხომ იცი, მიჯნური სიყვარულის გულისთვის რას არ ჩაიდენს.
კაცმა გაბედა და მშვენიერი ფრინველი თავის სატრფოს მიჰგვა-
რა. ქალს გახარებია, მაგრამ ავხორცობა არ მოუშლია - ქალი-
სას რას გაიგებ კაცი! კაცი კვლავ იტანჯებოდა. შემდეგ კი ჯადოქ-
რობას მიმართა: მან თავისი თავი და ქალი პატარა ბავშვების
სახით გამოსახა, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილი
და დედის საშოდან ასე გამოსულნი და აი, ეს ხატი აჩუქა თავის
სატრფოს. ჯადოქრობამ გაჭრა, მაგრამ ქალი ვერ ისვენებდა. რა
ექნა? ხატი დაემტვრია, თუ დაეწვა? ამით საკუთარ თავს ავნებდა
და ვერაგული გეგმა მოიფიქრა. მას ჰქონდა ხასხასა წითელი
ფერის აბრეშუმის თავშალი, რომელიც თაობიდან თაობაზე გა-
დადიოდა. ის თავშალი ჯადოსნურად ითვლებოდა და მამაკაცე-
ბისთვის საშიში გახლდათ. იქნებ ღირდა მისი ძალა თავის მიჯ-
ნურზე გამოეცადა? თუ გაუძლებდა, მაშინ მის სიყვარულს ძალა
შეემატებოდა და ქალიც მისი ერთადერთი წილხვედრი გახდე-
ბოდა. თუ ვერ გაიმარჯვებდა, მაშინ ქალი არ იქნებოდა დამნაშა-
ვე. ასე გადაწყვიტა ქალმა. სამეგრელოში მალე მარულა უნდა
გამართულიყო. მხატვარი თავგადაკლული ცხენოსანი გახ-

116
ლდათ და ცხადია მარულაში მონაწილეობას მიიღებდა. ამასთან
იგი სხვა იმედსაც ელოლიავებოდა: თუ გაიმარჯვებდა, მაშინ
მთავარი იმ კადნიერებას მიუტევებდა, რაც თეთრ მიმინოს უკავ-
შირდებოდა. მან თავის სატრფოს სთხოვა რაღაც ისეთი მიეცა,
რაც ჭენებისას მისი სხეულის სიახლოვეს აგრძნობინებდა და აი,
ქალმაც ის მზესავით ჩახჩახა თავშალი მისცა. მარულა მეორე
დღეს უნდა დაწყებულიყო...“
„ბექუზა, ჰაი ბექუზა!“ უეცრად გაისმა ეგნატეს ხმა. „შენთან
რაღაც მაქვს სათქმელი“, დასძინა უკვე ახლოს მოსულმა მოხუც-
მა.
თხრობა შეწყდა, როგორც ხდება ხოლმე, როცა ორ მოსაუბ-
რეს მოულოდნელად მესამე შეემატება და მაშინაც, როცა
საუბარში არაფერია დასამალი.
ეგნატემ ბექუზასთან გააბა ლაპარაკი.
თანბი ვითომ უსმენდა მოსაუბრეებს, მაგრამ ფიქრითა და გუ-
ლისყურით სხვაგან იყო. მღელვარებას შეეპყრო: იმ კაცის ბედი
იდუმალებით იყო მოცული და მის საკუთარ ბედს წააგავდა. იქ
ხასა იყო, აქ კი გათხოვილი ქალი, მაგრამ თანბი ამას სათვა-
ლავში არ აგდებდა. „იგი სხვებსაც ვერ ელეოდაო“, ეს სიტყვები
გულში ლახვარივით ჩაესო და მყისვე ივლიტეზე გაგონილი სა-
ეჭვო ხმებიც გაახსენდა. ან ეს თეთრი მიმინოს ამბავი რაღა იყო,
განა ის თეთრი ჯიხვის ამბავს არ წააგავდა? თანბი მსგავსებას
ეძებდა და კიდევ უფრო აღრმავებდა ამ აზრს: ტყუპების ბედი! ამ
აზრით განისმჭვალა! ხელახლა დარია ხელი იმ აზრმა, რომ
თვითონ იმ ხატთან ერთად იყო დაბადებული. რაღაც ბნელით
მოცულმა დატბორა იგი და საშინელმა მოუსვენრობამ შეიპყრო.

117
როცა ბექუზასთან კვლავ მარტო დარჩა, ვეღარ გაბედა ეკით-
ხა, ეს ამბავი როგორ დასრულდაო, რაღაც ბუნდოვანმა შიშმა
ისე გათანგა და ბექუზასაც აღარ გახსენებია ეს ამბავი.
„მშვენიერი ამინდია“, გამომშვიდობებისას დასძინა მოხუცმა:
„არ გინდა სანადიროდ წავიდეთ?“
„სიამოვნებით“, მიუგო ახალგაზრდა მონადირემ.
რამდენიმე დღის შემდეგ თანბი და ბექუზა უკვე სანადიროდ
იყვნენ მთებში წასული. დიდებული გაზაფხული იდგა და მზე
ახალშობილს ჰგავდა: გულუხვად და რუდუნებით, ყვითელ სხი-
ვებად იღვრებოდა დიდი ნორჩი საშო განაყოფიერებულ,
აფუებულ მიწაზე. კვირტი სკდებოდა, ტოტი ფოთლებს ისხამდა,
მიდამო ღონივრად იღვიძებდა. პირველქმნილი სიგრილე ატე-
ნიანებდა ტყის მძიმე სუნთქვას. აქა-იქ ნიავის ფშვინვას გაიგო-
ნებდით: მახვილი თვალი ბუჩქის ზრდასაც კი შენიშნავდა. ხარ-
ბად ისრუტავდნენ მონადირენი სისხლით მთვრალ გაზაფხულს
და გეგონებოდათ შორეულ ხმებსაც იჭერენო. ჟამიდან ჟამზე ხე-
ებს დიდი მთის ქათამი გადაუფრენდა, მჭახედ და ღონივრად და-
უსტვენდა, მაგრამ ნანატრი ხარჯიხვები არსად ჩანდნენ.
მეორე დღეს საშინელი ყვირილის ხმა გაიგონეს.
„ტახია, არა?“ წაიჩურჩულა ბექუზამ.
„ეტყობა, მგელს ერკინება!“ თქვა თანბიმ.
ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ იმ ადგილს, საიდანაც ის ხმა
მოისმოდა და ეს მართლაც შავი ტახი აღმოჩნდა, რომელიც ხეს
ერკინებოდა.
„ეს ნადირი ხომ არ გაგიჟებულა!“ წაიჩურჩულა მოხუცმა.
„ასე ჩანს“, მიუგო ყმაწვილმა.
უეცრად თანბის ტყვიამ გაიტკაცუნა და ტახმაც უკანასკნელი
ყვირილი ამოუშვა. როცა მოკლულ ნადირს მიუახლოვდნენ,

118
ორივეს ხმამაღლა გაეცინა - ნადირი ხის ტანზე ეშვით იყო მი-
ლურსმული.
„ეტყობა, ტახს ეშვი ჩაეჭედა ხის ტანში და თავი ვეღარ დაიხ-
სნა“, თქვა თანბიმ.
„როგორ მოუვიდა ეს?“ იკითხა ბექუზამ.
„ალბათ რომელიმე ნადირმა გაახელა და ეშვი უნებურად
ჩაასო ხეში“, მიუგო თანბიმ. ორივეს გაეცინა. მაგრამ ეს ნამდვი-
ლი ნადავლი არ იყო ჭეშმარიტი მონადირის თვალში და ორივე
დადუმდა.
ამჯერად ნადირობა აღარ მოუნდომებიათ. იყო კიდევ რაღაც
ისეთი, რაც გუნებას უშხამავდა ორივეს: ტომის არსებაში ჩაბუ-
დებული შურისგების სურვილი, რომელიც ორივეს აღელვებდა.
მონადირეს წინათგრძნობა არ ატყუებდა: მთელი უშგული
დუღდა.
თავად ოთარს ერთხელ კიდევ უნდოდა ივლიტეს მონახულე-
ბა და ფიქრობდა ლეჩხუმში სამეგრელოს გავლით ჩასულიყო.
გზა უგრძელდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ უსაფრთხო გახ-
ლდათ. ყურს თავისი ერთი ბიძაშვილის ნათქვამი სიტყვა მის-
წვდა, რომელშიც ფარული ქილიკი იგრძნობოდა: უშგულელე-
ბის შურისძიებისა ეშინიაო და ამაყი კაცისათვის ეს საკმარისი
გახდა უშგულზე გამავალი გზა აერჩია.
ის უსიამოვნება ლამის აღარც ახსოვდა და ამიტომ არხეინად
გრძნობდა თავს. მაინც რას ნიშნავდა ხარის მოკვლა? ბოლოს-
დაბოლოს შეეძლო მის სანაცვლოდ ხუთი ხარი გაეღო. მან მარ-
თლა არ იცოდა მისი მოკლული ხარი სამსხვერპლო თუ იყო.
ცხენს თავის გზაზე მიაჭენებდა, როცა საშინელმა წყურვილმა
შეაწუხა. გულბანების ოჯახის კართან შეჩერდა და ყრმა ხაზბუ-

119
ლატი დაინახა. ყმაწვილი აცახცახდა, მაგრამ წამსვე მოთოკა
თავი, თუმცა მის გონებაში ავმა ფიქრმა გაიელვა.
თავადმა წყალი ითხოვა:
„ხომ არ ინებებს თავადი ჩვენს სახლს პატივი დასდოს თავი-
სი სტუმრობით?“ უთხრა ყმაწვილმა.
სხვა დროს ოთარი ასეთ თხოვნას არ დაჰყვებოდა, მაგრამ
ამჯერად გაუხარდა კიდეც მიპატიჟება: ვითომ ამ სტუმრობით
მომხდარს შეარბილებდა? ხაზბულატმა ცხენი დაიჭირა და თავა-
დი სიამოვნებით ჩამოხტა ცხენიდან.
ხაზბულატის მამამ, მოხუცმა ყანსავმა დიდი სუფრა გაშალა.
მოიპატიჟა მეზობლები, მომღერლები და მეზღაპრეები. ღვინოს
- იგი სტუმრებისათვის იმერეთიდან ჩამოიტანეს, სვანეთში ღვი-
ნო ცოტაა - ჯიხვის რქის ყანწებით სვამდნენ. სუფრასთან უწმაწუ-
რი და ნამთვრალევი სიმღერები ისმოდა. გოგონები ჭაბუკებთან
ცეკვავდნენ. მოხუცი მეზღაპრე ჭუნირზე უკრავდა და ტყის ქალ-
ღმერთის, დალისადმი მიძღვნილ ჰანგებს ამღერებდა. თამადა
სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა.
ამასობაში მთელი უშგული, მოხუცი და ახალგაზრდა ფეხზე
დადგა. ხაზბულატმა თავის მეგობრებს მაცნე გამოუგზავნა, თა-
ვადი მახეში ებმება, ბედისწერამ დააჩქარებინა აქეთ წამოსვლა,
მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდიაო!
მღელვარებისგან უშგულელებს სუნთქვა შეეკრათ. განსა-
კუთრებით ნავერა ირჯებოდა, თავადი უნდა მოკვდეს ახლავე,
თორემ ამაზე უფრო ხელსაყრელი წუთი აღარ გამოგვიჩნდებაო.
მაგრამ ვის უნდა მოეკლა იგი? ვინ უნდა ხელყოს სტუმარ--
მასპინძლობის ადათი? ვერავინ, ვერავინ! უშგულელები მამა--
პაპის სიტყვისა და საქმის ერთგული რჩებიან.

120
„ყველამ ერთად უნდა მოვკლათ მტერი. პასუხისმგებლობა
ყველამ უნდა იკისროს“, დაიჩურჩულა უეცრად ერთმა მოხუცმა
უშგულელმა, ძრწოლითა და იდუმალებით აღსავსე ხმით.
ეს აზრი ყველასთვის შვება აღმოჩნდა.
სვანებმა შიბანთან ერთ პატარა ეკლესიაში მოიყარეს თავი,
რომელსაც ლამარია უშგვლაში, მარიამ ღვთისმშობელი, უფრო
სწორად, უშგულელთა მიწის დედა ჰქვია.
ეს ეკლესია სწორედ გულბანების სახლის წინ იდგა. ეკლესი-
ის სარკმლიდან მოქეიფეებით სავსე აივანი მოჩანდა.
უშგულელები საქმეს შეუდგნენ, პირქუში სახით და საიდუმ-
ლოდ. თითოეულმა მამაკაცმა თავის ტყვიას ნაწილი ჩამოაფხი-
კა და ასე შეამზადეს ერთი საერთო ტყვია.
„რა ხმაურია აქ?“ იკითხა შეშფოთებულმა თავადმა.
„არაფერია!“ მიუგო ერთ-ერთმა სტუმარმა. „თემს საჩივარი
აქვს და უნდათ დავა სამლოცველოში გადაწყვიტონ“.
თავადი შეთვრა.
ყოველ უშგულელს ძარღვებში მღელვარება შეეპარა. აჩქა-
რებით განაგრძეს სამზადისი. აიღეს რკინით ნაჭედი თოფი, გა-
ტენეს იმ ტყვიით და ეკლესიის გალავნის ერთ-ერთ სათოფურში
გააყოფინეს თავი.
მაგრამ ვინ უნდა გამოჰკრას ჩახმახს ხელი? კვლავ დადგა პი-
რადი ბრალეულობის საკითხი და კვლავ იპოვა მოდგმის ცნო-
ბიერებამ პასუხი:
„ყველამ ერთად და ერთდროულად უნდა დავსაჯოთ მკრეხე-
ლი“, კვლავ წაიჩურჩულა იმ მოხუცმა.
თოფს გრძელი ზონარი გამოაბეს, ზონარს ყველამ ჩასჭიდა
ხელი და შემდეგ გულაძგერებულნი ნიშანს დაელოდნენ.

121
ამ დროს თანბი და ბექუზა სოფელს უახლოვდებოდნენ. მოკ-
ლული ტახის ფეხები ერთმანეთზე გადაეჭდოთ, შეეკრათ, ფეხებ-
შუა გრძელი ჯოხი გაეტარებინათ, ბეჭებზე გაედოთ და ასე მოჰ-
ქონდათ თავიანთი ნადავლი. ეკლესიის მახლობლად საეჭვო
ჩურჩული გაიგონეს. პატარა მაიტო გამოეგებათ.
„რა მოხდა?“ ჰკითხა აღელვებულმა თანბიმ.
„ჩვენებს უნდათ თავადი ოთარი მოკლან“, აკანკალებული
ხმით მიუგო ბავშვმა.
„თავადი სად არის?“
„გულბანებთან, სუფრაზე“.
ბექუზამ და თანბიმ მყისვე ჩამოიხსნეს ტვირთი, მიწაზე დადეს
და აღელვებულები და შუბლშეკრულები პატარა ეკლესიისკენ
დაიძრნენ.
უშგულელები ჯერ კიდევ ნიშანს ელოდებოდნენ: უეცრად
გულბანის სახლიდან თამადის მქუხარე ხმა გაისმა:
„წითელი ღვინო მოგვართვით!“
ეს იყო ნიშანი. ხელები მხოლოდ ბრძანებას ელოდებოდნენ.
„სდექ, უშგულელებო!“ ამ დროს დაიქუხა სახლში შემოჭ-
რილმა თანბიმ და ბექუზაც ფეხდაფეხ მიჰყვა.
ბრბო წამით შეტორტმანდა და მერე გაირინდა თავის მრისხა-
ნებაში.
არაადამიანური ძალით აღივსო და გაიზარდა ახალგაზრდა
მონადირის სხეული. იგი მათი ნაცნობი მონადირე აღარ იყო:
იგი ძველი დროის უსახელო მონადირედ გადაიქცა, რომლის-
თვისაც მოკლული ნადირი წმინდა მსხვერპლი იყო. თანბი
გრძნობდა, როგორ აღივსო მამაკაცური ძალით, და მისი ხმა
კოსმოსის ცეცხლოვანი სუნთქვასავით მოხვდა გულში თავის
თანატომელებს. მისმა სიტყვამ ზურგის ტვინამდე ჩააღწია. ბრბო

122
გაქვავდა. და მაინც დაძაბულობა სროლისათვის მზადმყოფთა
და თანბის მოშიშართა შორის ისე გაძლიერდა, რომ მათი შეკა-
ვება შეუძლებელი გახლდათ. გაისმა სროლის ხმა, მაგრამ ეს
შიშის გამოვლენა უფრო იყო, ვიდრე ავი განზრახვა.
შემდეგ ბრბო კვლავ გაქვავდა. კაცებს ხელი კვლავ ზონარზე
ედოთ და არ ინძრეოდნენ. ჩასისხლიანებული თვალები აიმ-
ღვრა და დაინისლა. უმწეოდ იდგა ადამიანთაგან შემდგარი ურ-
ჩხული. სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა. ყველას თავზე ბატონობ-
და საბედისწერო სიჩუმე.
თანბიც დუმდა. მისი ხმა ამ წუთში უძლური აღმოჩნდებოდა,
რადგან იქ რაღაც ბნელის მოლოდინი სუფევდა, რომელიც უფ-
რო ძლიერი იყო, ვიდრე სხვა ყველაფერი ამ სამყაროში.
უეცრად გულბანების სახლიდან ყვირილის ხმა გაისმა. ტყვია
მოხვდა! შიშნარევმა აზრმა გაიელვა უშგულელებში. ბრბო ნელ-
ნელა ამოძრავდა, თითქოს ყვირილმა გარინდებიდან გამოიყვა-
ნაო.
„ეს არის თქვენი სიმამაცე? მალულად? ზურგიდან სროლა?“
დაიყვირა თანბიმ და მიწაზე დაეცა.
მისმა ხმამ ყველას სხეულში გააღვივა სირცხვილის გრძნო-
ბა: მთიელებისთვის იმაზე დამაკნინებელი არაფერია, თუ არა
ზურგიდან სროლა. ვერავინ გაბედა ხმის ამოღება.
„მაინც რა მოხდა?“ პირველი მწკრივიდან გაისმა ვიღაცის
ხმა. „თავადმა ისეთი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, რომ მის-
თვის ყოველგვარი შურისძიება მეტისმეტად მცირეა“.
ხმა ნავერასი იყო.
ბრბომ ამოისუნთქა.
„სადღაა მამა-პაპის ანდერძი?“ შეჰყვირა ბექუზამ: „სტუმრის
მოკვლაზე საშინელი არაფერია!“

123
სირცხვილისაგან კვლავ მოიხარნენ წელში: მთიელებისთვის
ძველი ადათ-წესების ხელყოფაზე სამარცხვინო არაფერია.
„თავადმა სამსხვერპლო ხარი მოკლა, ესეც საშინელებაა!“
აგდებულად შეესიტყვა მას ნავერა.
ბრბომ კვლავ შვებით ამოისუნთქა.
„შენ არც ღმერთი გწამს და არც შეწირული ცხოველი“, გა-
ვარვარებულ რკინასავით ესროლა ეს სიტყვები თანბიმ ნავე-
რას.
ბრბოს დვრიტამ იგრძნო გესლიანი, მოწამლული ალის ძა-
ლა...
„შენ, შენ რაღა გწამს?“ დამცინავად მიუგო მოწინააღმდეგემ.
„მშვენიერი ივლიტე გელოვანისა ხომ არა, ცეცხლს რომ გიკი-
დებს და მისი ძუძუმტესი, ოთარისა, რომლის დაცვაც გსურს, რა-
თა ავხორცი ქალის გული მოინადირო?“
ბრბომ ყურები ცქვიტა (ზოგჯერ უხამსობა ამსუბუქებს ტრაგი-
კულობის შეგრძნებას).
თანბი მზად იყო ნავერას დასტაკებოდა და ბოლოსდაბოლოს
საბოლოოდ მოეხრჩო იგი, მაგრამ რაღაც აკავებდა: გამწარებუ-
ლი და ამავე დროს გაცისკროვნებული იდგა. რაც ნავერამ
მიახალა, თავისთავად სიმართლე იყო, მაგრამ თავხედი კაცის
პირიდან გადმოსული სიმართლეც კი სიცრუედ აღიქმებოდა და
ამას თანბი ცხადად გრძნობდა.
„გრცხვენოდეს!“ შესძახა მან ნავერას.
ამასობაში გულბანის სახლიდან ერთი კაცი გამოვიდა.
„დაჭრილია!“ თქვა მან.
„სასიკვდილოდაა დაჭრილი?“ ყველას ბაგეს აღმოხდა ეს
კითხვა.
„არა! ტყვიამ მხოლოდ მხარი გაუკენწლა“.

124
„მადლობა ღმერთს“, შვებით ამოისუნთქა ყველამ.
ნავერა და ამბის მომტანი შეცბნენ: რა იყო აქ სამადლობე-
ლი?
„კარგია, რომ თავადი მხოლოდ დაჭრილია, მაგრამ სირ-
ცხვილს სადღა წაუვალთ?“ თქვა ბექუზამ.
ბრბო ისევ აბობოქრდა. გაფითრებული ხელები ცახცახებ-
დნენ: და ისევე, როგორც წმინდა ხარის მოკვლისას, მათ გონე-
ბაში ყრუდ მოდიდდა შურისძიების ტალღა. დაიძრა ანგარიშ-
სწორების მძლავრი მოქცევა. ყოველი მათგანი თავის თავში
გრძნობდა სამარცხვინო ლაქას. კვლავ აიმღვრა გვაროვნული
მეხსიერება, დაბნეულობამ შთანთქა მათი სულები. ყოველ მათ-
განს უჭირდა ლამარიას სამლოცველოში ყოფნა. ბევრი მათგანი
მიყრდნობოდა წმინდა კედლებს, უმწეოდ ეკვროდნენ და კოც-
ნიდნენ ერთმანეთს.
კუთხეში იდგა თანბი, ნახევრად უცხო, ვითარცა სინათლის
ბოძი და დამცველის სახით გვერდით ედგა მოხუცი ბექუზა.
გაოგნებული ბრბო მისჩერებოდა ორივე მამაკაცს და მათგან
ძალისა და სიმამაცის გამოვლენას ელოდა.
ოთარი ისე გაუდგა თავის გზას, არავის გამომშვიდობებია. ეს
უზრდელობა არ იყო: მხოლოდ უხერხულობა უნდოდა თავიდან
აეცილებინა. ამავე დროს ბუნდოვნად გრძნობდა, რომ მასპინ-
ძლის სახლში ყველა სავსე იყო შიშნარევი სირცხვილის გრძნო-
ბით და ნებისმიერი საუბარი მათთან ამ სირცხვილს კიდევ უფ-
რო გაამწვავებდა.
სირცხვილის შეგრძნება არა მარტო გულბანის ოჯახში
მყოფთ აწუხებდა, არამედ იგი ტომის მთელ არსებაში იყო
ღრმად ჩანერგილი. მართალია, თავადი არ მოუკლავთ, მაგრამ
სტუმარ-მასპინძლობის წმინდა წესი შებღალული გახლდათ.

125
იყო კიდევ რაღაც, რაც მოდგმის ცნობიერებაში იგრძნობოდა:
უსხვას მკვლელის მოკვლის ნება ერთბაშად, ერთი ამოსუნ-
თქვით გატყდა და ყოველმა უშგულელმა დაკარგა რწმენა. მთე-
ლი ტომი დაემსგავსა გონებადანისლულ, ინსტინქტებშელახულ
მხეცს, რომელსაც დაკარგული აქვს საკუთარი სხეულისა და
სამყაროს ერთიანობის შეგრძნება.
„უმჯობესი იქნებოდა ტყვიას სასიკვდილოდ დაეჭრა იგი“, ამ-
ბობდნენ ახალგაზრდები. „ბოლოსდაბოლოს საქმე დასასრუ-
ლამდე მაინც მივიდოდა“.
„არაო, სისხლის დაღვრა ერთობ სახიფათო რამ არისო“, პა-
სუხობდნენ ხანდაზმულები.
ტომი ამ სიტყვებში ეძებდა ნუგეშს.
ყველაზე უფრო ღრმად სირცხვილს თანბი გრძნობდა. მხო-
ლოდ იმიტომ არა, რომ მან, როგორც უპირველესმა მონადირემ
და ჯადოქარმა უშგულში დაკარგა ძალაუფლება; იყო აქ კიდევ
ერთი რამ, რასაც კიდევ უფრო მწარედ განიცდიდა თანბი. ოთა-
რი ივლიტეს უეჭველად მოუყვებოდა ყველაფერს და თანბი ლა-
მაზი ქალის თვალში ხომ სულმდაბალი გამოჩნდებოდა! ტომის
ღირსება მისი საკუთარი ღირსებაც გახლდათ და თუ ტომი თუნ-
დაც ერთხელ დაკარგავდა ღირსებას, ისიც მასთან ერთად სამუ-
დამოდ ღირსებააყრილი რჩებოდა.
თანბი ახლა ხშირად დადიოდა სანადიროდ, ოღონდ მარტო
და მოხუცი ბექუზა ეჭვიანობას ვერ მალავდა.
აბა მოხუცთან ერთად ნადირობამ რა სიამოვნება უნდა არგუ-
ნოსო, ზოგჯერ წაიბუტბუტებდა ხოლმე გულმოკლული მოხუცი.
ახალგაზრდა მონადირე თავს არ იმართლებდა, მითუმეტეს,
რომ მის საქციელს სხვა მიზეზი ჰქონდა, ვიდრე მოხუცი ეჭვობ-
და.

126
ნუთუ თანბის თეთრი ჯიხვის მოკვლა სურდა? ამ აზრს საკუ-
თარ თავსაც არ უმხელდა. ბრმად მიჰყვებოდა თავის ჟინს, რო-
მელიც თვით მასზე აღმატებული გახლდათ. იგი ხშირად ნადი-
რობდა, ყოველთვის მოჰქონდა ნადავლი. მხოლოდ ის აკვირ-
ვებდა, რომ თეთრი ჯიხვი ამჯერად აღარსად ჩანდა. ნუთუ ჯოგი
თავის წინამძღოლთან ერთად სადღაც გადაიხვეწა? ფიქრობდა
თანბი. ან იქნებ წმინდა ჯიხვი მოკვდა, ისე უბრალოდ, როგორც
ცხოველი კვდება ხოლმე? ღრმა და სათუთი კაეშანი მსჭვალავ-
და მის არსებას. ნელ-ნელა ცხადი გახდა, რომ იგი მხოლოდ
თეთრ ჯიხვზე ინადირებდა.
ის დღე უხაროდა, როცა ჯიხვებს არსად გადაეყრებოდა და
ასე აღწევდა ხოლმე თავს საზარელ ცდუნებას. ერთხელ საკუ-
თარ თავს ისიც კი აღუთქვა, თვეში შვიდჯერ წასულიყო სანადი-
როდ და თუ თეთრ ჯიხვს არ გადაეყრებოდა, მაშინ იმ პირობის-
გან, ივლიტესთვის მოკლული ჯიხვის ქარახსა რომ უნდა მიეტა-
ნა, სამუდამოდ განთავისუფლდებოდა.
ამჯერად იმ აღთქმის დადების შემდეგ მეოთხედ მიდიოდა სა-
ნადიროდ და იმ ადგილზე შეჩერდა, სადაც ჯიხვები მომთაბარე-
ობდნენ. მზის ჩასვლის დრო იყო. თანბი ხერგილს ამოეფარა და
უეცრად ცახცახმა აიტანა: კვლავ იხილა, ჯიხვების ჯოგი როგორ
ეშვებოდა ქვემოთ და სუნთქვა შეუგუბდა: ჯოგს თეთრი ყოჩი მო-
უძღოდა - იდუმალებით აღსავსე და მშვენიერი. თანბიმ ძალა
მოიკრიბა და დაიძაგრა. ნებისყოფა აღარ ჰქონდა, დამდნარ
ლითონს ჰგავდა, მაგრამ თავში ცეცხლი და ცდუნება ერთად უტ-
რიალებდა. გრძნობდა, რომ იმ უკიდურეს ზღვრამდე იყო მისუ-
ლი, რომლის იქით რა მოხდება, არავინ იცის.

127
უეცრად ჩახმახს გამოჰკრა თითი. ჯიხვი შემოტრიალდა და
დაეცა, მაგრამ მაინც წამოდგა, ჯიხვებმა წრეში მოაქციეს იგი და
რქებით შეეხიდნენ.
თანბი თვალის დახამხამებაში მიხვდა, რომ გამოუსწორებე-
ლი რამ ჩაიდინა. დამფრთხალი და დასევდიანებული ჯიხვები
გარბოდნენ, მაგრამ რქებით მაინც ეხმარებოდნენ თავიანთ მე-
თაურს, რომელიც ბარბაცებდა, რადგან ორივე ფეხში იყო დაჭ-
რილი. თვით მონადირეს ის გამოუსწორებელი ცოდვა მიაქანებ-
და და ჯოგს კვალდაკვალ მისდევდა. ჯიხვები ცოცხალი თავით
არ ტოვებდნენ თავიანთ წინამძღოლს, მაგრამ დაჭრილს ფეხზე
დგომა უკვე აღარ შეეძლო. მონადირე ჩქარობდა. ხარჯიხვებმა
სულთმობრძავი მიატოვეს და შეშინებულები და დანაღვლიანე-
ბულები იქაურობას გაერიდნენ.
თანბი თეთრ ჯიხვს მივარდა: ნადირი მძიმედ სუნთქავდა. მო-
ნადირემ ტუჩებში აკოცა ჯიხვს. ნადირმა ერთი წამით გაახილა
თვალები და კაცს მოეჩვენა, რომ ნელ-ნელა ჩამქრალ თვალებ-
ში საყვედური დაინახა. ეს ხომ იმ კოცნას არ ჰგავდა, ტკბილ
სიზმარში მაშინ რომ ამოიკითხა!
მონადირის დანამ ნადირის ტანჯვას ბოლო მოუღო.
თანბი უკან ისე ბრუნდებოდა, თითქოს შერკინება გადაეტა-
ნოს. დაქანცულობისგან თვალთ დაუბნელდა. შემდეგ უეცრად
ძალის მოზღვავება იგრძნო და დანით მარჯვედ და სწრაფად
ამოკვეთა ჯიხვს ქარახსა.
თანბი შინისაკენ გაეშურა, მაგრამ ამ დროს გახურებულ თავ-
ში ერთმა აზრმა გაუელვა: ამ ნადავლს შინ ვერ მიიტანდა. იპოვა
დიდი, ბებერი წიფელი და ჯიხვის რქები მის ფუღუროში დამალა,
მაგრამ ნანადირევის გარეშე სოფელში როგორ უნდა გამოჩენი-

128
ლიყო? ეს პირველ მონადირეს არ ეკადრებოდა და თანბი გულ-
მოსილი მიუყვებოდა შინისაკენ მიმავალ გზას.
გზაში მზისთვალება ველური კატა შენიშნა და სვანის ტვინში
საოცრად სწრაფად ამოტივტივდა ივლიტეს სახე. ამ შემაცბუნე-
ბელი აზრით შემკრთალმა დაუმიზნა და ახალგაზრდა ყვითელი
კატა მიწაზე უსულოდ დაეცა. ნადავლი აიღო და გზა განაგრძო.
თანბი სახემოღუშული მიაბიჯებდა, გაღიზიანებული და გაბო-
როტებული. სოფლის თავში ბექუზა შემოხვდა. მოხუცი მონადი-
რე ახალგაზრდა მეგობარს მამობრივი სიყვარულით მიესალმა.
თანბის სიტყვებში კი აღარც სიახლოვე და აღარც სითბო აღარ
იგრძნობოდა.
„რა გემართება, თანბი?“ ჰკითხა შეწუხებულმა მოხუცმა. „ი-
სეთ გუნებაზე ხარ, თითქოს ადამიანი მოგეკლას“.
„ცუდ გუნებაზე როგორ არ იქნები, როცა ხარჯიხვის ნაცვლად
კატას მოათრევ სახლში!“
გულში კი ფიქრობდა, ადამიანზე უფრო დიდი რამ მოვკალი-
ო.
ბექუზა თანბის პასუხმა ცუდ გუნებაზე დააყენა.
იმ ღამეს თანბის არ უძინია, უფრო სწორად, ძილში უფრო
ფხიზლობდა, ვიდრე სიფხიზლეში. მთელი ღამე მოჩვენებასავით
მოვლენილი ივლიტე და ის ტკბილი აჩრდილი ჟამიდან ჟამზე
ხელშესახებ ხატად ქცეული ელანდებოდა. მამაკაცი გაბრუებუ-
ლი იყო. ციხე-დარბაზში მასთან ნამდვილი შეხება ასეთი ცეც-
ხლოვანი არ ყოფილა - მამაკაცი ქალისგან დარეტიანებული
გახლდათ.
მეორე დღეს ივლიტეს დაუოკებელმა მონატრებამ არ მოას-
ვენა, ხერხემალში გადატყდებოდა, ლეჩხუმში წასვლა რომ არ
გადაეწყვიტა და სატრფოსთვის დაპირებული ქარახსა საჩუქრად

129
არ მიერთმია. თავად იცოდა, ახლა ვერავითარი მიწიერი ძალა
ვერ შეაჩერებდა.
ნაშუადღევს უკვე გზას მიუყვებოდა.
ტყეში შევიდა, ის წიფელი იპოვა, რქები გამოიღო და ბნელი
ძალებით შეპყრობილი ლეჩხუმისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
იულონი ახლადამოწვერილი სიმინდის ყანის პირას პატარა
მაჟალო ვაშლის ხის ქვეშ იჯდა. განაყოფიერების იდუმალი
ფშვინვა ათრთოლებდა ტალღისებურ ფოთლებს. კაცი ცხადად
ხედავდა მზის მარადიულ, დალოცვილ ძალას: მისი ოქროსავით
ყვითელი, ხელშეუხებელი ნაკადი აქ მწვანე ზურმუხტად შედე-
დებულიყო. მით უფრო იდუმალი ჩანდა განაყოფიერება. იულო-
ნი ყოველთვის ცდილობდა, ყოველი ნივთი და მოვლენა პიროვ-
ნულად შეეგრძნო. ეს უსაშველოდ ძნელი რამ იყო, მაგრამ თუკი
ამას ერთხელ მაინც მოახერხებდა, მაშინ ამ გრძნობაში უსასრუ-
ლობის სუნთქვას შეიგრძნობდა ხოლმე. მისი საკუთარი ყო-
ფიერება მაშინ უფრო ღრმად გაიდგამდა ფესვებს. ეს ნეტარების
მომგვრელი და გამასხივოსნებელი რამ იყო. ამჯერადაც ასე
მოხდა. იგი შეყვარებულივით გასცქეროდა სიმინდის ხშირ ყა-
ნას. ყანა ღაღანებდა და მონანავე ფოთლებს სახელდაურქმევე-
ლი სუნთქვა ეკვროდა.
იქვე ახლოს ივლიტე იდგა, თამაშ-თამაშით წეწავდა სურნე-
ლოვან სიმინდის ღეროებს და მათ შორის თვითონაც მზის
საამო ყლორტს ჰგავდა. ალერსიანი იყო, ლბილი და ერთგულე-
ბით აღსავსე. ამას მამაკაციც გრძნობდა. ქალმა სიმინდს წამოზ-
რდილი უხეში ფურცელი შემოაცალა და ქმარს უგერგილოდ შე-
მოახვია ყელზე. იულონმა გაიხარა, სიმინდის ყანისა და ქალის-
გან წამოსულ ტალღებში ატივტივდა. სიმშვიდემ გააღრმავა ნე-
ტარებით სავსე სუნთქვა.

130
უეცრად ქალი შეტოკდა და აწრიალდა. იულონი მიხვდა, რომ
ქალმა რაღაც უჩვეულო შენიშნა, თუმცა ხმა არ ამოუღია.
ყანაში მოულოდნელად თანბი გამოჩნდა. იგი ლამის ეზოში
იყო შემოსული, მაგრამ როცა ყანაში თავის სატრფოს მოჰკრა
თვალი, მყისვე მისკენ გამოემართა. ქალი მარტო ეგონა და
გაუხარდა, რომ შეპირებული რქები ახლავე შეეძლო მისთვის
მოწმეების გარეშე მიერთმია. აღელვებულს ასევე მღელვარე
გულში მაინც ნათელი ედგა. რქები ტირიფის ტოტებში იყო გახ-
ვეული, რომ უცხო თვალს არ დაენახა: ყანაში რომ შემოვიდა,
შეკრთა - თავადი დაინახა. უკან გაბრუნებულიყო და დამალუ-
ლიყო? მაგრამ უკვე გვიან იყო და ისიც მართალია მორიდებით,
მაგრამ მტკიცე ნაბიჯით მიეახლა ცოლ-ქმარს: ქალს მოწიწებით
მიესალმა და ქარახსა ფეხებთან დაუდო. ივლიტემ მყისვე იაზრა,
შეკვრაში რაც უნდა ყოფილიყო და მშვენიერი სახე ველურმა
შუქმა გაუნათა. სვანი თრთოლამ აიტანა.
იულონი შიშით შეჰყურებდა ცოლს: მას სიხარულისგან სახე
ლამის შეშლოდა. ასე შეიგრძნობს ქალი თავის ვარსკვლავთა
განლაგებაში წარმოქმნილ სისავსეს, რომელიც ყოველ წუთს
შეიძლება მოდიდდეს და გადმოიღვაროს. შემდეგ თავადმა თან-
ბის შეავლო თვალი. თანბი ისე იდგა, თითქოს თავის ფესვებს
მოსწყვეტიაო.
იულონი გაფითრდა. ნათლად იგრძნო ეს სიახლოვე, რომე-
ლიც ორ შეყვარებულ ადამიანს შორის უხილავი ძაფის მსგავ-
სად გაიბმება ხოლმე. სისხლივით წითელი ეთერის ტალღები ეხ-
ვეოდნენ გარს წყვილს. თავადს სხეული მოუდუნდა - იგრძნო,
ბედისწერის ჩრდილმა როგორ გადაუქროლა მხრებზე. ივლიტემ
ხელი ალერსიანად გადაუსვა შეკვრას.
„რა არის?“ ძლივს ამოთქვა თავადმა.

131
სვანი ხმას არ იღებდა. პასუხი არც იყო საჭირო, რადგან ივ-
ლიტემ უკვე გამოაჩინა ჯიხვის რქები.
„ნუთუ ეს თეთრი ხარჯიხვის რქებია?“ წამოიყვირა შიშისაგან
გაქვავებულმა იულონმა.
„ქალბატონმა მოისურვა ჰქონოდა ეს რქები“, წყნარად მიუგო
თანბიმ.
„თეთრი ჯიხვი წმინდა ცხოველია“, თქვა განრისხებულმა თა-
ვადმა და შუბლი შეიკრა.
თანბის პასუხი არ გაუცია. იგი ბედისწერის ძალას გრძნობდა
და აქ ნებისმიერი სიტყვა ზედმეტი იყო.
თავადმა შიშისგან შეჰყვირა და ეტყობა, გულზე მოეშვა.
მტკივნეულმა შეყვირებამ განმუხტა ვითარება და თვითონაც
ვერ მიხვდა, რომ ამით შინაგანი საყრდენი იპოვა. ახლა ივლი-
ტეს შეხედა მკაცრად. იგი უცნობი საიდუმლოს წინაშე გაქვავე-
ბულიყო, არ იცოდა თეთრი ჯიხვი სვანებისთვის რას ნიშნავდა.
მიუხედავად ამისა, სიხარულისგან გაქვავება იმას ჰგავდა, თით-
ქოს მდინარეს წამით შეეწყვიტოს რბოლა.
ისინი ეზოში შევიდნენ. წინ თავადი მიდიოდა, მას ივლიტე
მიჰყვებოდა, ოდნავ მოშორებით კი თანბი. ერთმანეთისთვის
ხმა არ გაუციათ. ხანგამოშვებით ახალგაზრდა ქალი მალულად
უჭვრეტდა სვანს - თანბი ყველაფერს მიხვდა. საკვირველია სიტ-
ყვა, თუკი მას გრძნობამორეული ადამიანი აზრის გამოსათქმე-
ლად მიაგნებს, ხოლო ღვთიურია ის ამოსუნთქვის ტალღა, რო-
მელსაც სიტყვით გამოთქმა არ სჭირდება. ყმაწვილი კაცის სის-
ხლი სატრფოს ყოველ პაწაწინა რხევას გრძნობდა. ასე მიემარ-
თებოდნენ ორივენი რხევა-რხევით, მათ გზაზე რტოებდაშვებუ-
ლი დიდი ხე იდგა. ქალის მარცხენა საფეთქელი ერთ ფოთოლს

132
გამოედო. თანბიმ იმ ფოთოლს მალულად შეახო ბაგე. ივლიტემ
ეს შენიშნა და ბედნიერებისაგან გაიბადრა.
თავადი იულონი და ივლიტე ციხე-დარბაზში შევიდნენ. თანბი
კი ქოხისაკენ გაემართა.
იულონი მარტო დარჩა. უნდოდა გარეგნულ სიწყნარეში ში-
ნაგანი სიცხადე შეენარჩუნებინა. მიჩვეული იყო საკუთარ სულ-
ში შესვენებები ჩაერთო, რათა მათში სამყაროსთან თავისი და-
მოკიდებულება გაერკვია. ეს გამაჯანსაღებლად მოქმედებდა,
ოღონდ ამჯერად ამ საშუალებამ უმტყუნა. შიშისმომგვრელად
იზრდებოდნენ მის სულში მრუმე ტალღები. მოსაღამოვდა.
იულონს ვახშმისთვის პირი არ დაუკარებია. სისუსტე და მოუთ-
მენლობა არაფერს უშველიდა. შიგნიდან გაქვავდა და თითქოს
დამშვიდდა, თუმცა ტკივილმა უფრო ღრმად ჩააღწია და გაიდგა
ფესვები.
არ ეძინა, მაგრამ არც ფხიზლობდა. ციხე-დარბაზში ჩამიჩუმი
არ ისმოდა. გული კი ძალუმად უცემდა. ეჭვიანობის ფაქიზი სა-
ცეცები ძალას იკრებდნენ მის სულში და ხელშეუხებელს ეხე-
ბოდნენ. საკუთარ თავს განრიდებული გრძნობდა, მთელი მისი
არსება როგორ მიისწრაფოდა ფესვებისაკენ. ასეთ წუთებში უც-
ნაურ ტალღებთან იყო გადაჯაჭვული, რომლებიც თითქოს მატე-
რიალურნი არც იყვნენ და მაინც ხელშესახები კი ჩანდნენ: იგი
ნათლად აზროვნებდა, ცხადად ხედავდა და აღიქვამდა ყველა-
ფერს. ჩვეულებრივ მშვიდად ყოფნისას სამყარო საოცარი ვი-
ზიონებით შემოდიოდა მასში. დღეს კი ეს სიმშვიდე აკლდა. სურ-
ვილი ვარვარებდა, თვითგვემა მწვავდებოდა, ნება მოუსვენრო-
ბამ შეიპყრო და ტალღები, რომლებსაც იგი ასტრალურად
მიუერთდა, ბოროტი და მწარე გამოდგა. ივლიტე ელავდა მათ-

133
ში, ისინი წარმავალი და მძაფრი იყო, ხოლო ქალის ხატება დამ-
ძიმებული და დალაქავებული გახლდათ.
იგი წამოდგა და ყავარჯენს დაეყრდნო. რამდენიმე ნაბიჯის
შემდეგ კარის წინ მილურსმულივით გაჩერდა. გაეღვიძებინა ივ-
ლიტე? კარს ვერ აღებდა. გონმიხდილივით იდგა და ვერ ინ-
ძრეოდა. უეცრად თვალთ დაუბნელდა და ამ ბნელში რაღაც იაზ-
რა. დაავადებული თვალი ამოგლეჯილია, მაგრამ თვალისჩინი
არღვევს ცარიელ ფოსოს, წამით აალდება და ქრება. ასე იხილა
იულონმა რაღაც: მთელი არსებით იგრძნო, რომ ივლიტე ახლა
იმ სვანთან იქნებოდა. ეს მჭახე შუქივით ნათელი იყო. იულონი
აკანკალდა, უეცრად მოერია სურვილი გარეთ გასულიყო და
ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა, ერთი ნაბიჯი გადაედგა.
გაშეშებას თავი დააღწია და ამჯერად კარი გააღო. რამდენიმე
გაუბედავი ნაბიჯიც გადადგა. ეტყობა, ნატრობდა იმ შესაძლებ-
ლობას, რომ ეს ხატი მხოლოდ მისი გამოგონილი ყოფილიყო.
ო, ამ შესაძლებლობას სინამდვილეში რომ გადაჰყროდა, ეს აღ-
დგომის ტოლფასი იქნებოდა. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგა.
შემდეგ ისევ შეჩერდა. წინ წასვლა აღარ შეეძლო. რაღაც უზარ-
მაზარი რამ აჩერებდა, უკან ეწეოდა. ახლა შიშმა შეიპყრო, გა-
მოუსწორებელი რამ არ ჩაედინა. ჯობდა ეჭვებთან დარჩენილი-
ყო, გაურკვევლობაში დარჩენილიყო. მართალია ეს გამანადგუ-
რებელი რამ არის, მაგრამ მასში მაინც რჩება რაღაც და დაე ეს
იყოს ერთი წვეთი ილუზია... დამბლადაცემულივით დაბრუნდა
თავის ოთახში. იგი ბედისწერას შეეხო, მაგრამ ვერ შეძლო მის-
თვის თვალი გაესწორებინა და თავის ნაჭუჭში შეიმალა.
ელვისებურ ნათელხილვას იულონი არ მოუტყუებია. ივლიტე
მართლაც სვანთან იყო. ერთმანეთს ისე შეხვდნენ, არც შეთან-
ხმებულან. თანბი ეზოში დაწრიალებდა და იცოდა, რომ ივლიტე

134
მოვიდოდა. ივლიტე ციხე-დარბაზიდან გამოვიდა და იცოდა,
რომ ის აქ იქნებოდა. ღვთიური მღელვარებით შეპყრობილებმა
იპოვეს ერთმანეთი. მიწის ძალა დამათრობელი აღმოჩნდა მათ-
თვის - სუნთქვა სუნთქვას შეუერთდა. ორივე პირველქმნილ
ცეცხლში იწვოდა, მაგრამ მაინც უმწიკვლონი რჩებოდნენ -
ზღვართან ცეცხლოვანი შეხება კიდევ უფრო ტკბილი გახლდათ.
ისინი ბაღჩაში ისხდნენ. დღეს ახდენილიყო ქალის ოცნება:
იგი ახლა ის ცაცხვი იყო. ქალი არ იძვროდა, ბურანში იყო ჩაძი-
რული. კაცი ეალერსებოდა და იგი, ცაცხვი, სხეულში სიტ-
კბოებას გრძნობდა: თავის ტანში, თავის ტოტებში, თავის
ყლორტებში, თავის ფოთლებში და ფესვებში. ტუჩებით გამოცე-
მულ ყოველ ბგერას შეეძლო სიტკბოება დაერღვია და ამიტომ
ორივე დუმდა.
უეცრად ციხე-დარბაზიდან ტკაცანისებური ხმა გაისმა. ეს ის
წუთი იყო, როცა თავადს ის საშიში სახე მოელანდა. ქალს
შეეშინდა, მამაკაცს მასზე უფრო. ახლა კი გამოფხიზლდნენ და
თავი დააღწიეს თავიანთ სიმთვრალეს. სიტყვა თავისით მოვი-
და.
„რა კარგია, რქები რომ მომიტანე“, თქვა ქალმა.
თანბი დუმდა.
„ასე ვერავინ დამასაჩუქრებდა, თავადი ოთარიც კი“.
კაცი უხერხულად შეიშმუშნა.
„ვუთხარი, რქებს შენ რომ მომიტანდი“.
„როგორ?“ წამოიყვირა შეშინებულმა სვანმა.
„არა, მხოლოდ გავეხუმრე, მინდოდა გამეღიზიანებინა“.
თანბი მოიღუშა.
„ნუ ნაღვლობ!“ კვლავ წამოიწყო ქალმა. „ნუთუ ვერ ხედავ,
როგორ მიყვარხარ?“

135
კაცმა ქალს ხელში ჩასჭიდა ხელი.
„ჰო, მართლა, ოთარს თქვენთან რა შეემთხვა?“ ცოტა ხნის
შემდეგ ჰკითხა ქალმა და ხმაში შეშფოთება შეეტყო.
ამ კითხვას თანბი კარგა ხანია გულის ფანცქალით ელოდა
და ვერ გადაეწყვიტა, უშგულში მომხდარი ამბავი თვითონ უნდა
მოეყოლა თუ არა. ახლა კი ამაზე ჩამოვარდა სიტყვა და ბოლო
ყოყმანიც გაქრა. შეკავებული მღელვარებით უამბო ქალს ყვე-
ლაფერი. ბოლოს კი სულგანაბული დაელოდა თავის მონაყო-
ლისგან გამოწვეულ შთაბეჭდილებას.
მძიმე პაუზა ჩამოვარდა.
„უშგულელებს გული ბოღმით ჰქონიათ სავსე“, ფიქრიანად,
თითქმის თავისთვის თქვა ქალმა.
კაცს გულზე მოეშვა. ქალი ამას მსუბუქი ხელის მოჭერით
მიხვდა.
შეყვარებულებს სისხლი კვლავ აუჩქროლდათ და თითქოს
ღამესაც უნდოდა ორივე თავის წიაღში შეესრუტა.
„გინდა მეც გაჩუქო რამე?“ უეცრად ჰკითხა ქალმა.
„ჩემი სატრფო თვითონაა საჩუქარი“, მიუგო მან.
„არა, მაინც მინდა რაიმე გისახსოვრო“, თქვა ქალმა.
ამჯერად კაცმა საყვარელ დასავით შეხედა ქალს.
„შენს ტომს, რომელმაც შენ გშობა, რაღაცას ვაჩუქებ“, განაგ-
რძო ქალმა.
კაცს ხმა არ ამოუღია, გაოცებული კი დარჩა.
„არ გინდა იცოდე, რა გაჩუქებ?“
„მინდა, თუ ჩემს სატრფოს უნდა მითხრას“.
„ამას პირველ ივლისს ნახავ, თქვენს ლომების დღესასწაულ-
ზე“.
კაცმა გაოცებით და ბედნიერი სახით შეხედა ქალს.

136
უკვე შუაღამე იყო.
„მაშ ხვალ უკან ბრუნდები, არა?“ ჰკითხა ქალმა.
„უნდა წავიდე“, სევდიანად თქვა კაცმა.
„ამ თვის ბოლოს ხომ ჩამოხვალ?“
„ჰო, აქ სამუშაო თუ ვიშოვე“.
„იასონი იზრუნებს ამაზე, ნამდვილად ჩამოხვალ?“
„მე მუდამ ჩემს სატრფოსთან ვარ“.
მთვარის შუქზე არჩდილებივით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
მეორე დღეს თავადი მხოლოდ შეფიქრიანებული კი არ იყო,
არამედ გაბრაზებულიც. სახე ნეფრიტივით გაქვავებოდა,
ოღონდ ნეფრიტის ნაზი ბზინვარება აკლდა. ახსნა-განმარტებები
მოეთხოვა ცოლისათვის? ეს მხოლოდ ახალ შეცდომამდე მიიყ-
ვანდა და მანაც მყისვე სძლია ცდუნებას.
იგი ვერანდაზე იჯდა და ნაღვლიანად უგდებდა ყურს თავის
გულისთქმას. მოურავმა იასონმა დილიდანვე შეამჩნია, თავადი
უგუნებოდ რომ იყო და მასაც თვალს არიდებდა. ეს თავადმაც
იგრძნო და საკუთარ თავზე გული მოუვიდა.
„აქ აღარ დავინახო!“ დაუყვირა მისკენ წამოსულ მოურავს.
„ვინ?“ ჰკითხა გაფითრებულმა იასონმა.
თავადს ენის წვერზე უტრიალებდა სვანის სახელი, მაგრამ ამ
დროს უეცრად ივლიტე გამოვიდა და თავადმაც დასძინა:
„ნავერა“.
გაუხარდა, ამბავი ასე რომ დამთავრდა.
„ის უკვე წასულია“, მიუგო მოურავმა.
ქვევით, ეზოში თანბიმ ჩაიარა და ნავერას სახელის გაგონე-
ბაზე უსიამოდ შეკრთა.

137
ნავერა უკვე ქუთაისში იყო. იგი აქეთ-იქით დაეხეტებოდა და
ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა. ერთ საღამოს ნავერა ქუჩაში
თავად ოთარს შეხვდა.
„გამარჯობა, ბატონო ოთარ!“ პირმოთნედ მიესალმა თავადს
ნავერა.
„გაგიმარჯოს“, მკაცრად და უნდოდ უპასუხა თავადმა.
მძიმე პაუზა ჩამოვარდა.
ოთარი დარცხვენილი იყო, მით უმეტეს, რომ ნავერა რეპტი-
ლიასავით ნუსხავდა.
„კარგია, უშგულელებს შურისძიება რომ არ გამოუვიდათ“,
ცუდად დაფარული უტიფრობით წარმოთქვა ნავერამ.
თავადი შეკრთა.
„შენც იცი?“ სული მოითქვა და ისე ჰკითხა ნავერას.
„მეც იქ ვიყავი“, ყოჩაღად უპასუხა მასწავლებელმა.
თავადი მოიღუშა.
„ადამიანები ჯერ კიდევ ველურები და გაუნათლებლები არი-
ან. ბატონმა ეს უნდა იცოდეს; აბა რას უნდა ნიშნავდეს მოკლუ-
ლი ცხოველი, თუნდაც იგი სამსხვერპლოდ იყოს მიჩნეული?“
ოთარს აღარ შეეძლო მისი სიტყვების ატანა.
„მათ ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი“, უფრო შეპასუხების
მიზნით თქვა მან.
ნავერამ ყურები ცქვიტა, თამაში წაგებული იყო.
ოთარს მისი დაბნეულობისთვის ყურადღება არ მიუქცევია,
მისთვის სახეშიც აღარ შეუხედავს.
„უშგულელებს ჯერ უნდა გამოეძიებინათ, ვიცოდი თუ არა, ეს
ჩვეულებრივი ცხოველი იყო თუ წმინდა?“
ნავერას არ უნდოდა ბოლომდე წაგებული დარჩენილიყო.
„დიახ, ასეა საქმე“, წამოიძახა გამოცოცხლებულმა.

138
თავადმა ეჭვით შეხედა, მაგრამ მისთვის ზურგი არ შეუქცევი-
ა.
„თანბი, მონადირეც ალბათ იქ იყო, არა?“ მოულოდნელად
თქვა ოთარმა.
„დიახ, ისიც იქ გახლდათ“, მიუგო გათამამებულმა ნავერამ.
„და გულმოდგინეობასაც იჩენდა, არა?“ ბოროტად ჩაიღიმა
თავადმა. რაგინდ სულმდაბალიც უნდა ყოფილიყო, ნავერა, ამ
კითხვაზე დადებით პასუხს ვერ გასცემდა.
„ჰმ“, ძლივს გასაგონად წარმოთქვა მან.
ამგვარად, იმ კაცის სახელი ახსენეს, ვისაც ვერცერთი ვერ
იტანდა. ოთარს და ნავერას სძულდათ ერთმანეთი, მაგრამ მო-
ნადირე კიდევ უფრო მეტად. და უჩვეულო საუბარიც დაიწყო.
ორთავე ერთმანეთს შენიღბულად აღიზიანებდა და ორთავე მო-
ნადირეს ესხმოდა თავს. ამ გზით ცდილობდნენ, ერთიმეორე
თანბის წინააღმდეგ განეწყოთ და კიდევ უფრო მეტად აემხედ-
რებინათ. ორივე დარწმუნებული გახლდათ, რომ ერთის იდუმა-
ლი განზრახვა მეორესათვის განუჭვრეტელი იყო.
„გულადი კია ეს მონადირე, არა?“ სისინით ურევდა შხამს თა-
ვადი თავის ნათქვამში.
„მერე და როგორი!“ მიუგო გახარებულმა ნავერამ.
„გელოვანებთან ყვებოდნენ, აქ ვიღაც სვანი კინაღამ მოუხ-
რჩვიაო“.
ახლა კი იყნოსა ნავერამ ხაფანგი, მაგრამ ფარ-ხმალი არ და-
უყრია. არ გამოტეხილა, რომ ის სვანი თვითონ იყო. პირიქით,
გულგრილი სახე მიიღო და ამჯერად თავადს დაუგო მახე.
„დიახ, ცხადია, თავგასული ყმაწვილია, თავადის მეუღლეს-
თან გაარშიყება დიდი უსირცხვილობაა...“ სიტყვა არ დაუმთავ-

139
რებია, ისე გამომცდელად მიაჩერდა მოწინააღმდეგეს თვალებ-
ში, მაგრამ თავადს ეტყობა შეეძლო მღელვარება დაეოკებინა.
„ისე ღრმად შესტოპა, რომ ქალბატონს ისიც კი აღუთქვა,
თეთრი ჯიხვის რქებს მოგართმევო“, დასძინა ოთარმა.
„მართლა?“ წამოიძახა ნავერამ, ამჯერად მართლა გაოცე-
ბულმა.
„ეს ჩემი ყურით გამიგონია“, თავისი ნათქვამი დაადასტურა
ოთარმა.
ასე გაგრძელდა საუბარი. ორივე მათგანი დარწმუნებული
გახლდათ, რომ თავის მოწინააღმდეგეს ეშმაკობით ჯობნიდა,
ოღონდ არცერთმა არ იცოდა, რომ ორივე უკვე რა ხანია ამ თა-
მაშში წაგებულები იყვნენ. ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და
ორივეს მტკიცედ სჯეროდა, რომ გამარჯებული თვითონ იყო.
როცა თანბი უშგულში დაბრუნდა, მყისვე მიხვდა, რომ მის
არყოფნაში ზემო სვანეთის მიწაზე რაღაც მნიშვნელოვანი რამ
მომხდარიყო. ერთმანეთს ლამის შიშითა და ჩურჩულით უყვე-
ბოდნენ, თეთრი ხარჯიხვი მოუკლავთო. მართალია, საუკუ-
ნეების მანძილზე ამ ცხოველთან დაკავშირებული კულტისმიერი
ცოდნა დაბინდული გახლდათ, მაგრამ მით უფრო იდუმალებით
აღსავსე ჩანდა ის, რაც უმეცარი ფენების შემეცნებაში იყო ჩალე-
ქილი. მაგალითად, დღემდე მოქმედებს ნახევრად წაშლილი,
ამოუხსნელი წარწერები ძველთუძველეს საკულტო ქვაზე. შიშს
ისიც აღრმავებდა, რომ მკვლელი უცნობი და უხილავი რჩებო-
და. ტომის სიცოცხლის წვენი ასევე მოწამლული იყო. ყოველი
კაცი გამომშრალად და გამოცარიელებულად გრძნობდა თავს,
თითქოს მის წიაღში ჭა ჩამშრალიყო. რაღაც სხვაც მიემატა ყვე-
ლაფერ ამას. ზოგიერთებს ღამით ესმოდათ საზარელი, ტკივი-

140
ლით აღსავსე ღრიალი და ბევრი ირწმუნებოდა, მოკლული უს-
ხვა ყვირილით მოითხოვს შურისგებასო.
თანბი გულჩათხრობილი გახდა, მტკიცედ გადაეწყვიტა თა-
ვის თავში ჩაკეტილიყო და გაეძლო. იგი გრძნობდა ბედისწერის
გამოწვევას და როგორც კი მას მიიღებდა, მყისვე ტკბილი თრო-
ბა ეუფლებოდა ხოლმე. იგი ძალას იკრებდა და იწრთობოდა,
რათა ბედისწერას გამკლავებოდა. შეგნებული ჰქონდა, რომ რა-
ღაც უზარმაზარი დანაშაული ჩაედინა, მაგრამ განა ჯიხვის მოკ-
ვლა მსხვერპლის გაღება არ იყო? მართალია, ივლიტეს მიუძ-
ღვნა მისი რქები, მაგრამ განა მასში ტყის დედოფალს არ ხედავ-
და? იგი საკუთარ თავში იქექებოდა და თავს იცავდა.
მდუმარედ და თამამად მივიდა რამდენიმე დღის შემდეგ დიდ
თავყრილობაზე. ხალხი ნელ-ნელა გროვდებოდა. ზემო სვანე-
თის ყველა სოფელი ჩამოვიდა. ყველანი შეწუხებულნი და შეც-
ბუნებულები იყვნენ. მხოლოდ ნავერასა და მის რამდენიმე მიმ-
დევარს ეტყობოდათ მხიარულება. ნავერა ხან ერთთან მიირბენ-
და და ხან მეორესთან, ხან კოჭლობდა, უმიზეზოდ თამამად იღი-
მებოდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. კრება კვლავ მოხუც-
მა ეგნატემ, თანბის ბიძამ გახსნა, ლაპარაკი უჭირდა.
„უსხვას შემდეგ, თეთრი ხარჯიხვიც მოკლეს“, მწარე წვეთე-
ბად იღვენთებოდნენ მისი სიტყვები.
ბრბომ ძალა მოიკრიბა. ბედისწერის სიმძიმე იდგა ჰაერში და
ადამიანებს ახრჩობდა. სახეგაფითრებული ეგნატე დუმდა. ბრბო
გმინავდა. ყველა გრძნობდა, რომ მკვლელი მხოლოდ მონადი-
რე შეიძლებოდა ყოფილიყო. იქნებ ახლა სულ ახლოს იდგა
მკვლელთან? ყველა ცდილობდა მონადირეებისთვის სახეში არ
შეეხედათ. მონადირეები თავს შერცხვენილად და გულნატკენად
თვლიდნენ. მათ შორის ბექუზაც იყო.

141
„მკვლელი მხოლოდ მონადირე შეიძლება იყოს“, თქვა ეგნა-
ტემ სულის შემხუთველი გრძელი პაუზის შემდეგ.
„ნამდვილად მონადირე იქნება!“ დაიყვირა ვიღაცამ ბრბო-
დან. „აბა სხვა ვინმე ხარჯიხვს როგორ მოკლავდა?“
ძლივსშესამჩნევი ნაპრალი მონადირეებსა და დანარჩენებს
შორის გაფართოვდა. ბრბოს გამოეყო ერთი ჯგუფი - თორმეტი
კაცი და განზე გადგა. ბექუზაც მათ მიჰყვა.
„შენ აქ დარჩი, ბექუზა“, მიუბრუნდა ეგნატე მას.
„ბექუზა ჩვენთან უნდა დარჩეს“, დაიყვირა ბრბომ.
„არა!“ თითქმის რისხვით შესძახა მოხუცმა.
მის ხმაში არამარტო ჰეროიკული მზაობა იგრძნობოდა,
ახალგაზრდა მონადირეებთან გაეზიარებინა პასუხისმგებლობა,
არამედ სიამაყეც, ხანდაზმულობის მიუხედავად, ჯერ კიდევ მო-
ნადირედ რომ ითვლებოდა.
თანბი ჯგუფში მოხუცი მონადირის გვერდით თავჩაქინდრუ-
ლი იდგა. მათ ერთმანეთისთვის სიტყვა არ უთქვამთ. სახეშიც
არ უყურებდნენ ერთმანეთს. თანბი გრძნობდა: მოხუცმა ყველა-
ფერი იცოდა. ბექუზა ერთი სიტყვითაც არ ამხელდა ამ ცოდნას.
ორივე დუმდა. ორივე გრძნობდა, თითოეულის გულში რა ცეც-
ხლიც ბობოქრობდა.
„რა გაქვთ სათქმელი?“ ახლა ეგნატემ მიმართა მონადირე-
ებს.
„ჩვენ ასე გვგონია, რომ მკვლელი შეიძლება მხოლოდ მონა-
დირე იყოს“, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
დუმილი შედედდა.
„იქნებ მკვლელმა არ იცოდა, რომ თეთრი ჯიხვი წმინდა ცხო-
ველი იყო“, კვლავ გაიმეორა ეგნატემ თავისი სიტყვები, რათა
მკვლელისთვის აღიარება გაეიოლებინა.

142
ბრბომ კვლავ ამოიხვნეშა.
ნავერა ერთ ჯგუფში მაყურებელივით და არა თანამონაწილე-
სავით იდგა, იკრიჭებოდა, თვალებს აცეცებდა და იცინოდა, ახ-
ლა კი მოულოდნელად სიტყვა ითხოვა.
„მკვლელს ეს რომ არ სცოდნოდა, ნადავლს თან მოიტანდა,
მაგრამ ეს არ გაუკეთებია!“ წამოიძახა მან.
პასუხი სამართლიანი გახლდათ.
ბრბოს კვლავ შეეკრა სუნთქვა.
„მეტი არაფერი გაქვათ სათქმელი?“ კვლავ მიუბრუნდა ეგნა-
ტე მონადირეებს.
„რატომ ვეძებთ მკვლელს მაინცდამაინც ჩვენ შორის?“ შეეპა-
სუხა იგივე მონადირე ეგნატეს. „მონადირეები სვანეთის თავა-
დებს შორისაც ურევია!“
პასუხმა ბრბოში დაბნეულობაც გამოიწვია და შვებაც. ამ
დროს ნავერა წამოხტა. ისეთი ატაცებული იყო, თითქოს რაღაც
საიდუმლოს ფლობდა, რითაც მოწინააღმდეგის განადგურება
შეეძლო.
„დიახ, სვან თავადებშიც არიან მარჯვე მონადირეები, მაგრამ
ერთი ისეთი მონადირე, რომელიც მთელ სვანეთში პირველ მო-
ნადირედ ჩაითვლება, იქ არ მოიძებნება“, დაიყვირა მან.
„ამით რა გინდა თქვა?“ გაისმა ბრბოდან ვიღაცის განრისხე-
ბული ხმა.
„ამით გეუბნებით, რომ თეთრი ჯიხვის მოკვლა მხოლოდ
უპირველეს მონადირეს შეუძლია“, დაასრულა ნავერამ და დას-
ძინა: „ჩემი თუ არ გჯერათ, ბექუზას ჰკითხეთ!“
მოხუცმა მონადირემ ის იყო დააპირა რაღაცის თქმა, რომ ამ
დროს ბრბოდან ვიღაცამ წამოიძახა:
„ანუ შენ გგონია, რომ თეთრი ჯიხვი თანბის მოკლულია?

143
„დიახ“, წამოიყვირა გაცხარებულმა ნავერამ.
ბედს დამორჩილებული იდგა თანბი. არ ინძრეოდა. მზერა
დანისლული ჰქონდა, მხოლოდ ღაწვის ძარღვი უტოკავდა ბრინ-
ჯაოსფერ სახეზე. ბრბო მძვინვარებდა და ღრიალებდა. როგორ?
ნუთუ თანბია დიდებული ცხოველის მკვლელი? ხორხისმიერი
ჩახლეჩილი ხმით წარმოთქმული წყევლა-კრულვა გაისმოდა
ყველას ბაგედან. რამდენიმე კაცი ღრიალით დაეტაკა ცილის-
მწამებელს და მზად იყვნენ მოეხრჩოთ იგი. ამ დროს თანბი გა-
ინძრა და მბრძანებლური ხმით დაიძახა:
„შეჩერდით!“
ყველანი მყისვე შესდგნენ.
თანბი მხრებში გაიშალა.
ბედისწერის ქროლვის წინაშე ადამიანი სუსტდება, ბედისწე-
რის მუშტის ქვეშ იგი ბრმავდება და თუკი ამ შემოტევისას სიმა-
მაცეს ინარჩუნებს, მაშინ ბედისწერა თვით მის ძალად გადაიქ-
ცევა. ასე დაემართა ახლა თანბისაც.
„მისმინეთ, ძმებო და ბიძაშვილებო!“ გაისმა მისი ხმა და ეს
ხმა მტკიცედ ჟღერდა. „მისმინეთ!“ ამ დროს ბედუინივით ასწია
თავი: „რასაც ნავერა ამბობს, სწორია, მაგრამ სიმართლე არ
არის“.
ბრბოს გული გაუჩერდა. მართალია, ნათქვამმა „სიმართლე
არ არისო“ დააბნია იგი, მაგრამ გამონათქვამმა „სწორიაო“, ში-
ში მოჰგვარა ყველას. სვანები რასაც გნებავთ გაიგონებდნენ,
ოღონდ ამას კი არა. ამ სიტყვებმა უფრო მეტად შესძრა ისინი,
ვიდრე თვით ხარჯიხვის მკვლელობამ. ნუთუ ისეთმა გამორჩე-
ულმა კაცმა, როგორიც იყო თანბი, ტომის თვალის სინათლემ
და დამცველმა ჩაიდინა ეს დანაშაული? ამას სჯობდა თვითონ
მომკვდარიყო. რისთვისღა უნდა ეცოცხლა? ასეთ სიცოცხლეს

144
რა ფასი აქვს? დუმილმა მუხლი მოუკვეთა ბრბოს. მამაკაცებს
აღშფოთება კი არა, დადამბლავება ეტყობოდათ. ხელები
მოუდუნდათ. მორღვეული სახეების შემხედვარეს ნაცემი ეგონე-
ბოდა ისინი, შუბლშეკრულნი და გასავათებულნი.
ყველა დუმდა. ნავერაც კი აღარ იღებდა ხმას.
ამ დროს რიგები უეცრად მოხუცმა ბექუზამ გაარღვია.
„მეც მომისმინეთ!“ დაიყვირა აკანკალებულმა მოხუცმა.
ბრბო ოდნავ გამოცოცხლდა.
„შესაძლოა თანბიმ მართლა მოკლა თეთრი ჯიხვი“, დაიწყო
მან, „მაგრამ იქნებ მსხვერპლად შესწირა იგი?“
ყველას გულზე მოეშვა.
„როცა, ჩვენ, მონადირეები, ხარჯიხვს ვკლავთ, ცხოველს
ვკოცნით, დალის ვეთაყვანებით და რქებს ვაკურთხებთ“, განაგ-
რძო სახეგაბადრულმა მოხუცმა.
მამაკაცების სხეულებს კვლავ დაუბრუნდათ სული და გულის-
ყურით უსმენდნენ მოხუც მონადირეს.
„მართალია, თეთრი ჯიხვი ჩვენი ტომის წმინდა ცხოველია,
მაგრამ ერთხელაც, ალბათ საუკუნეში ერთხელ, იგი ქალღმერთ
დალის უნდა შევწიროთ... ცხადია, თუ მონადირეს საამისო ძალა
შესწევს... მეტს ვერაფერს ვიტყვი“.
ხალხი ჯერ კიდევ დუმდა, მაგრამ დუმილი ახლა გამოცოც-
ხლებას უფრო წააგავდა.
შემდეგ მოხუცი თანბის მიუბრუნდა.
„ჯიხვი დალის შესწირე, არა?“ ჰკითხა თანბის ბექუზამ მკაც-
რად.
„დიახ, იგი ტყის ქალღმერთს შევწირე“, უპასუხა მან მოკლედ.
იგი არ ტყუოდა: ამ წუთებში მისთვის ივლიტე და დალი ერთი
იყო.

145
„შესწირა! ალბათ გელოვანის ციხე-დარბაზში მყოფ დალის
შესწირა“, გესლიანად წაიჩურჩულა ნავერამ.
საბედნიეროდ, ეს სიტყვები მხოლოდ მისმა თანამოაზრეებმა
გაიგონეს.
ბრბომ შვებით ამოისუნთქა.
თანბი შორეთში იყურებოდა. რაც მას გარს ერტყა, წმინდა
იყო და ამაღლებული. იგი საკუთარ თავში გრძნობდა თანატო-
მელების ხალისიან სუნთქვას, რომელიც მას ჩირაღდანივით მი-
უძღოდა წინ.
ხალხი გვიან საღამოს დაიშალა.
ჩამშრალი ჭა კვლავ ღონივრად ჩქეფდა. ღვთაებრივ თვლე-
მაში ჩაძირული მოდგმა ცოცხლობდა.
ღამით ტომს მშვიდად ეძინა. ეძინა თანბისაც. უეცრად ახალ-
გაზრდა მონადირეს სულის შეხუთვისგან გამოეღვიძა და მწვა-
ვედ იგრძნო, რომ ივლიტე და დალი სულაც არ იყვნენ ერთნი.
საჩქაროდ ჩაიცვა და ბექუზასკენ გაეშურა: მოხუცი მონადირე
ტომის სინდისი გახლდათ.
უმთვარო, ბნელი ღამე იდგა.
მოხუცსაც ღრმად ეძინა. თანბიმ ფრთხილად გააღვიძა იგი.
„რა მოხდა?“ ჰკითხა შეშინებულმა ბექუზამ.
„არაფერი“, წყნარად მიუგო ყმაწვილმა კაცმა.
ორივენი გარეთ გამოვიდნენ.
„ბექუზა, შენ ჩემთვის მამაზე უფრო მეტი ხარ“, წამოიწყო
აცახცახებულმა თანბიმ.
„ვიცი“, ალერსიანად მიუგო მოხუცმა.
„მართალია, ჯიხვი დალის შევწირე, მაგრამ...“
და თანბიმ ბექუზას თავისი სიყვარულის ამბავი გაანდო.

146
შემდეგ თანბი დადუმდა. მის ცრემლებს ბექუზა ვერ დაინა-
ხავდა, მაგრამ ცრემლები მის ხმაში იყო ჩაღვენთილი.
მოხუციც დუმდა. მძიმედ გადიოდა წამები.
„იცი, თანბი“, გაისმა ბოლოს ბექუზას ხმა, „როცა დედაშენმა
გშობა, მაშინ მე ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე. ახლა დამჭკნარი
ფოთოლი ვარ და ბევრი რამ ვიცი... ხომ ნახე დღეს რაც ხდებო-
და... ის ქალი გულიდან უნდა ამოიღო... ასე ჯობია შენი ტომისა
და შენი თავისთვის...“
მოხუცი დადუმდა. მისი ყელიდან შეკავებული ქვითინის ხმა
ისმოდა.
თანბის არაფერი უთქვამს.
„აბა რას იტყვი?“ ჰკითხა მოხუცმა.
„გულიდან მისი ამოღება არ შემიძლია“, უპასუხა თანბიმ.
„მაშინ იქნებ მისი დავიწყება შეძლო?“
„არც ეგ შემიძლია“.
„ძლიერ გყვარებია“, თქვა ჩაფიქრებულმა მოხუცმა და იდუ-
მალი ხმით დასძინა: „შეგიძლია გიყვარდეს, მაგრამ...“
„რა?“ საჩქაროდ გააწყვეტინა თანბიმ.
„მისი ნდომა აღარ უნდა მოგერიოს...“
„როგორ?“
„ასე - გიყვარდეს, მაგრამ არ გსურდეს...“
ახალგაზრდა კაცი ერთბაშად ვერ მიხვდა, რა უთხრეს.
„გიყვარდეს წარმოსახვაში. განა დალიც წარმოსახვაში არ
გიყვარს?“
თანბი ჩაფიქრდა.
„მეტს ვერაფერს გეტყვი“, საუბარი დაასრულა მოხუცმა.
გამომშვიდობებისას ახალგაზრდა კაცი დალოცა.

147
პირველ ივლისს მესტიაში, ზემო სვანეთში, წმინდა გიორგის
ეკლესიიდან საზეიმოდ გამოაქვთ წმინდა დროშა. ერთ-ერთი
მხედარი ხელს დაავლებს დროშის ტარს და სხვებთან ერთად
მიაჭენებს ცხენს მინდვრებზე. სვანებს სწამთ, რომ ამ ჭენებაში
ელვაა განსხეულებული. დროშას სახელად ჰქვია „ლომი“, ვი-
ნაიდან ამ ცხოველში ძალაა ჩაბუდებული.
იმ წელს მესტიელებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დროშა აშმო-
რებული და გამოუსადეგარი იყო საზეიმო მარულისათვის და უნ-
და შეეკერათ ახალი დროშა. ამ ცნობამ მთელი სვანეთი მოიარა
და მის გარეთაც გააღწია. ნებისმიერი ქალისთვის დიდი პატივი
იყო ასეთი დროშის შეკერვა და ივლიტეს გულიც აღენთო ამ
სურვილით. ეს დროშა იგულისხმა, როცა თანბის მისი თემისათ-
ვის საჩუქარს შეპირდა...
დროშა იმ ძვირფასი ყვითელი აბრეშუმისგან შეკერა, რო-
მელმაც მაშინ თვალი მოსჭრა თანბის. დროშა თითქმის მზად
იყო, იგი ფორმით არ განსხვავდებოდა უბრალო, გრძელი ტომ-
რისაგან, მაგრამ ჭენების დროს უნდა გაბერილიყო და ლომის
გამოსახულებად ქცეულიყო. ამიტომაც თათებისა და კუდის ად-
გილას უბეები, ხოლო სახის ადგილზე მოვერცხლილი ნაპრალი
ჰქონდა დატანებული. მხოლოდ წარწერაღა აკლდა: „უფალო,
აკურთხე გაერთიანებული, ბედნიერი ველი ლომისა და მისი
დროშა, ჩვენი ტაძრის დროშა“. ივლიტე ახლა „ლომის“ ცხვირზე
იმ წარწერას ქარგავდა.
იულონმა მტკიცედ იცოდა, რომ ასეთი საკულტო ნივთი სუ-
ლიერი სინათლით უნდა დამზადებულიყო. იყო კი ივლიტეს გუ-
ლი ნათელი? იგი ხედავდა, რომ ცოლი უკანასკნელ დღეებში
სულ უფრო და უფრო იქუფრებოდა. სურვილი დაებადა, მასთან
ამაზე ელაპარაკა. იყო კი ამ აზრებში კიდევ სხვა რამეც ჩამალუ-

148
ლი? იულონი ხედავდა, რომ ცოლი შინაგანად შორდებოდა. იგი
იტანჯებოდა და უნდოდა მის საქციელზე დალაპარაკებოდა, მაგ-
რამ ისიც იცოდა, რომ ქალთან, რომელიც ვნებას ჰყავდა შეპ-
ყრობილი, ყოველგვარი ახნა-განმარტება კიდევ უფრო დიდ
გაუგებრობამდე მიიყვანდა და ამიტომ ყოველთვის ყოყმანობდა
ხოლმე. ხშირად აუტანია ცდუნებას, რაიმე ეღონა ასეთი გაუც-
ხოების წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის ყოფნიდა ძალა ეს
მცდელობა დაეძლია: აი დღეს კი ეს ცდუნება სხვა შუქში დაინა-
ხა: დროშაზე ლაპარაკი იძლეოდა შესაძლებლობას შორიდან
მოგევლო და სათქმელი ისე ფრთხილად გეთქვა, რომ განზრახ-
ვა შეუმჩნეველი დარჩენილიყო. და ამჯერად ამ ცდუნებას ვეღარ
გაუმკლავდებოდა.
„მომისმინე, ივლიტე!“ მიუბრუნდა იგი ცოლს. „შენ იცი, რომ
ასეთი დროშა საკულტო მიზნებისთვისაა განკუთვნილი და შე-
გიძლია მენდო, რომ მისი დამზადებისას სულიერი სინათლეა
აუცილებელი“.
ქალი გველნაკბენივით შეკრთა.
„არ მესმის, ამით რა გინდა მითხრა“, თქვა ქალმა უცხოდ და
მკაცრად.
იულონმა მყისვე იგრძნო მისგან წამოსული ცივი ტალღა. იგ-
რძნო, რომ ქალმა თავისი შეუმცდარი ალღოთი არამარტო მისი
სიტყვები, არამედ მისი ფარული აზრიც გაიგო, და შეკრთა. და-
დუმდეს? ეს უკვე შეუძლებელი იყო.
„არის კი შენი გული ახლა ისეთი წმინდა, რომ სულში ნათე-
ლი გედგას და დროშა მის შუქზე დაამზადო?“ ჰკითხა ქალს ცო-
ტახნის ფიქრის შემდეგ.
„სულ გაუთავებელი ეჭვები...“ ცხარედ და ლამის გაბოროტე-
ბით თქვა ქალმა.

149
„ღვთის გულისათვის, მეტს ნურაფერს იტყვი...“ გააწყვეტინა
კაცმა მკაცრად.
„სულ ასე ხდება...“ თქვა განაწყენებულმა ქალმა.
იულონი გაჩუმდა და თავისთვის მწარედ ჩაილაპარაკა: ჰო,
სულ ასე ხდება. ქალს მშვიდად შეხედა: იგი კიდევ უფრო მოღუ-
შულიყო. შეიძლება კი საერთოდ ქალთან „უკიდურესობაზე“
ილაპარაკო? საკუთარ თავს ჩაეკითხა სასოწარკვეთილი კაცი
და ნელა გავიდა ოთახიდან.
ივლიტემ განაგრძო ხელსაქმე. წარწერა უკვე მზად იყო. ახ-
ლა იგი ხელმოწერას ქარგავდა: „თავადის ქალი ივლიტე გელო-
ვანი“. გონება ისე ჰქონდა დანისლული, რომ ეს გვარი ეუცხოვა.
მაისი იწურებოდა. დროშა მესტიაში გაიგზავნა. ეს იყო თან-
ბის ტომის საჩუქარი და ეს ამბავი მალე ყველას უნდა სცოდნო-
და. ხოლო ეს თანბის საჩუქარიც რომ იყო, მხოლოდ მას და თან-
ბის ეცოდინებოდა. ქალი ხარობდა, მაგრამ უფრო დიდი სიხარუ-
ლი ჯერ კიდევ წინ ედო: ამ დღეებში თანბი უნდა ჩამოსულიყო.
ივლიტე მიჯნურთან შესახვედრად ემზადებოდა და მისი სიყვა-
რულის ძალა წამიდან წამამდე იკრებდა ძალას.
სვანი კი არ ჩანდა და არა. გავიდა 27, 28, 29, 30, 31 მაისი,
თანბი არ გამოჩენილა. ქალი მოუსვენრობამ შეიპყრო. გაცეც-
ხლებული იყო და მძვინვარე. დადგა ივნისი - მიჯნურისგან არა-
ფერი ისმოდა. ქალს ცეცხლი ეკიდა, დარდი არ ასვენებდა. დად-
გა ივნისის შუა რიცხვები - სვანეთიდან არავინ ჩამოსულა. ცეც-
ხლის ალი ინავლებოდა. გავიდა 22, 23, 24 ივნისი. თანბი არ გა-
მოჩენილა. ქალი იტანჯებოდა. არაბები ამბობენ, ცეცხლს საწვა-
ვი თუ არ მიაშველე, თავის თავს თვითონვე ამოიჭამსო. ქალის
გულში დანთებული ხანძარი საკუთარ თავს თვითონვე ნთქავდა,
მაგრამ საწვავი წვასთან ერთად ძლიერდებოდა. ალი თავისით

150
ჩაღდებოდა სულის შებერვასთან ერთად. უზარმაზარი მოუთმენ-
ლობა ღრღნიდა ქალს, მაგრამ სუსტს ვერ უწოდებდით. მამაკაცი
შეიძლება დაასუსტოს მოუთმენლობამ, რადგან იგი მისი ცნო-
ბიერების ნაპრალებში იბუდებს. ქალის არსებაში კი მოუთმენ-
ლობა შეიძლება ბუნების ძალად იქცეს, რადგან მაშინ ქალი
ბრმავდება. ასე დაემართა ივლიტესაც. მას ვეღარ იცნობდით -
ეს იყო უცხო არსება, რომელსაც ყველა უფრთხის. მისი მიწიერი
ძალა ხუნდებისგან თავისუფლდებოდა და ივლიტემ მზეხას მო-
უხმო. მრავლის მნახველი ჯადოქარი შემკრთალი ჩანდა, როცა
დიდი მუხის ქვეშ ივლიტეს შეხვდა. დედაბერი თავის წინასწარ-
მეტყველურ აზრებს ძლივს უყრიდა თავს. რაღაცას ბლუკუნებდა
გაუბედავად შავ ცეცხლზე და გრძელ გზაზე, მერე წაიბორძიკა
და გაგრძელება ვეღარც შესძლო.
ივლიტე უჟმურად დაემშვიდობა ჯადოქარს, მაგრამ მისი მი-
ნიშნება „გრძელ გზაზე“ აფორიაქებულ გონებაში უცნაურად
ჩაებეჭდა.
ეზოში მოურავი შემოხვდა და შეაჩერა. უცნაურია, მაგრამ ქა-
ლი უეცრად განაზდა.
„იასონ!“ ალერსიანად მიმართა მოურავს. „პირველ ივლისს
მესტიაში ლომის დღესასწაულს ზეიმობენ. შენ იცი, მე რომ ამ
ზეიმისთვის დროშა შევკერე. მინდა ზეიმს მეც დავესწრო, რაც
საჭიროა, შენ მომიმზადებ“.
მოურავს სიტყვა არ დასცდენია.
„გთხოვ“, მუდარა გაურია ქალმა ხმაში.
„ბატონმა იულონმა იცის ეს?“ ამოღერღა მოურავმა.
„არა!“ მიუგო ქალმა. „ყველაფერს შენ მომიგვარებ“. დასძინა
ივლიტემ და გაქრა.

151
იასონი ჩაფიქრდა. უნდოდა ხელსაყრელ წუთს დალოდებო-
და, რომ ამ საქმეზე ბატონს მოლაპარაკებოდა, მაგრამ იულონი
სწორედ ახლა იმ ადამიანის დღეში იმყოფებოდა, რომელსაც
რწმენა თითქმის დაკარგული ჰქონდა. ახლა სწრაფი მოქმედება
იყო საჭირო.
მოურავი ბატონის ოთახში შევიდა, მაგრამ იგი იქ არ დაუხ-
ვდა. შემდეგ სიმინდის ყანისკენ გაემართა, სადაც ბატონს დას-
ვენება უყვარდა. იგი ახლაც მაჟალოს ქვეშ იჯდა და ყურადღებას
არ აქცევდა ფოთლების შრიალს, თავის ფიქრებში ისე იყო ჩაფ-
ლული.
მოურავმა ფრთხილად ამცნო ივლიტეს სურვილი.
იულონი დუმდა. უეცრად თავში გაუელვა აზრმა: თუთის ხეს
თუ მოჭრი, მისი ფესვებიდან ყლორტები აღმოცენდება: იქნებ სა-
მუდამოდ უნდა ამოძირკვოს ის კვირტები? შემდეგ სიმშვიდე და-
უბრუნდა და მტკიცედ წარმოთქვა:
„არცთუ საჩქარო საქმეა. პასუხს ხვალ გეტყვი“.
უკან ერთად ბრუნდებოდნენ. გზაში ერთი გლეხის დედაკაცი
შემოხვდათ, რომელიც ციხე-დარბაზისკენ მიდიოდა. ქალი დამ-
წუხრებული ჩანდა. ორიოდე სადა სიტყვით აუხსნა თავადს თავი-
სი თხოვნა. ჩემი პატარა კაციტა მძიმე ავადმყოფი წევს ლოგინში
და სურს ორიოდე წუთით მოინახულოს თავადმაო. იულონი და-
ფიქრდა; ნეტავ რა უნდა უნდოდეს პატარა ბიჭს ჩემისთანა წელ-
ში გატეხილი კაცისგან? უკვირდა იულონს. შემდეგ გადაწყვიტა
პატარას თხოვნა შეესრულებინა და ქალთან ერთად გაემართა
მისი ქოხისაკენ. მოურავი კი ციხე-დარბაზისკენ გაეშურა.
როცა თავადი სნეულის საწოლს მიუახლოვდა, სნეული უეც-
რად კედლისკენ გადაბრუნდა და თავზე საბანი წაიფარა. მოისმა
ბავშვის ქვითინი.

152
„ბატონი იულონი მოვიდა, საყვარელო“, უთხრა დედამ. „რა
გატირებს?“
ბიჭი ხმას არ იღებდა.
იულონი ჩაფიქრდა. უცებ გონებაში რაღაცამ გაუელვა. რამ-
დენიმე თვის წინ სოფლის ბავშვები უკან მოჰყვებოდნენ, მისი
გამოჯავრებით ღმერთს სცოდავდნენ და ეს ყველაზე უკეთ კაცი-
ტას გამოსდიოდა. ბავშვები მის დადამბლავებულ ფეხზე ხალი-
სობდნენ. ნუთუ ბიჭი ახლა ინანიებს თავის საქციელსო, გაიფიქ-
რა იულონმა და ფრთხილად შეახო მის საბანს ხელი.
„კაციტა!“ მიმართა ბიჭს ალერსიანად და ღიმილით. „მე ყვე-
ლაფერი დამავიწყდა. ნუ ტირი, ბიჭუნა! ბავშვობაში ამაზე დიდი
საშინელებები ჩამიდენია. ნუ ტირი, კაციტა! შემომხედე!“
ბიჭუნა აღარ იკრუნჩხებოდა. ცოტახანს არც განძრეულა, მე-
რე კი გადმობრუნდა და ბატონს ცრემლით სავსე ფართო თვა-
ლები შეანათა, ოღონდ თვალები ამჯერად მხოლოდ ნეტარებით
უპრიალებდა.
დიდხანს, დიდხანს იჯდა თავადი ბიჭის სასთუმალთან და სნე-
ულ ბავშვს ნაირ-ნაირ ამბებს უყვებოდა. ბიჭუნა უკვე იღიმებო-
და, დედა გახარებული იყო. გვიან საღამოს დაბრუნდა თავადი
შინ.
საოცარია: იგი უცხო სუნთქვას გრძნობდა, სულ პაწაწინას,
რომელიც მას, წელში გატეხილ კაცს, ახალისებდა. აი თურმე რა
შესძლებია ერთ პეშვ გულისხმიერებასა და სიკეთეს? ფიქრობდა
სულიერად განათებული კაცი.
მეორე დღეს დილაადრიან მოურავი იხმო.
„მესტიაში დღესასწაულზე უნდა წასვლა?“ თქვა მან მშვიდად,
„შენ გაჰყვები“.

153
როცა მოურავმა ეს ამბავი ქალბატონს მოახსენა, ქალმა სი-
ხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა.
იასონი წავიდა.
რამდენიმე წამში ივლიტე მძიმე ფიქრებმა მოიცვა, ალბათ
თანბიმ დამივიწყაო.
თანბი დამწუხრებული გახლდათ. „გიყვარდეს, მაგრამ არ
გსურდეს!“ ამის გაგება მას არ შეეძლო. „გიყვარდეს, როგორც
წარმოსახვაში არსებული ხატი!“ ხატი კი სინამდვილეზე უფრო
ხელშესახები იყო.
თანბი გაგარეულდა, უცხოსავით ჩაუვლიდა ხოლმე საგნებს
და ადამიანებს, დამალული და ოცნებებში წასული. ის ჩვეულე-
ბა, რომ ადამიანი მცენარედ და მცენარე ადამიანად აღექვა, კი-
დევ უფრო გაუღრმავდა. მყუდრო ჩეროში მჯდარი ისე უყურებდა
ზოგჯერ რომელიმე ძირს ჩამოვარდნილ ფოთოლს, თითქოს ში-
ნაგანად ეხებოდა თავის მიძინებულ ოცნებას. მეორე დღეს
კვლავ შეხედავდა ფოთოლს და ამჯერად მაინც მასთან მყოფი
და ახლობელი წარმოუდგებოდა როგორც „უცხო შენ“.
ერთ დღეს ტოტზე აცახცახებული ჩიტუნა იპოვა, რომელსაც
ფრთა ჰქონდა მოტეხილი. მიუახლოვდა, ჩიტუნას მისი არ შეში-
ნებია და კაცს მოეჩვენა, რომ ჩიტს თვალები ცრემლით ჰქონდა
სავსე. ჩიტუნა შინ წაიყვანა, პატარა ბუდე გაუკეთა, მოუარა და
განკურნა იგი. ჩიტუნას ნელ-ნელა დაუბრუნდა სიცოცხლე. რამ-
დენიმე დღის შემდეგ კაცმა პაწაწინა თვალებში პაწაწინა სიხა-
რული შენიშნა. ჩიტუნამ შეიფრთხიალა. კაცმა მის გულს მიაყუ-
რა. გული ფართაქალებდა და ამ გულისცემაში შეიგრძნო კდე-
მითა და ნეტარებით სახელდაურქმეველის გულის ძგერა.
ასე მიუახლოვდა იგი საგნებს და მოვლენებს და გადმოედინა
მათ დუმილში. საგნებმა სული შთაბერეს და შეიწოვეს მისი ტკი-

154
ვილი. ასეთ წუთებში ივლიტესთან სიახლოვეს, სისხლისმიერ
სიახლოვეს გრძნობდა. ხელის ცეცებით უახლოვდებოდა თავის
ოცნებას, რომელიც აუმღვრეველ, წყნარ სხივებში ჩაძირული-
ყო. მაგრამ ხშირად - და ეს მუდამ მოულოდნელად ხდებოდა
ხოლმე - უეცრად გული შევიწროებული ეჩვენებოდა: მაშინ იგი
ისუნთქავდა სიცარიელეს და ეს სულს უგუბავდა. შემდეგ ივლი-
ტეს მონატრებამ შეიპყრო, მუქსისხლიანმა და გამთანგველმა.
ამგვარი შეტევის დროს ბექუზასთან მიდიოდა ხოლმე: მოხუც
მონადირეს ხელეწიფებოდა მისი ტკივილის გაყუჩება.
ასე მოხდა ამჯერადაც.
„აბა რას მეტყვი, თანბი“, ღიმილით შეეგება ბექუზა, როცა
თავისი ახალგაზრდა მეგობარი დაინახა.
თანბი უსიტყვოდ მიესალმა.
„დღეს რაღაც სევდიანი ჩანხარ“, უთხრა მოხუცმა.
„ჯობია ეს დარდი გულიდან ამოვიგლიჯო...“ წაიჩურჩულა
თანბიმ ყრუდ და ცხარედ... „მიყვარდეს და არ მსურდეს“, ეს ჩემს
ძალებს აღემატება“.
„შენი სიყვარული მძიმეა“, მიუგო ბექუზამ. „უნდა გამაგრდე“.
„უნდა ვნახო, მეტის გაძლება აღარ შემიძლია“, წაიჩურჩულა
თანბიმ.
„უფლება გაქვს ნახო, წყნარად თქვა მოხუცმა.
„მართლა?“ ბავშვივით გაიხარა თანბიმ.
„ჰო, შეგიძლია ნახო, მაგრამ მაშინ, როცა საამისოდ მომწი-
ფებული იქნები“.
ყმაწვილი კაცი მოხუცის ყოველ სიტყვას ყლაპავდა.
„მხოლოდ ნახო“, იდუმალებით სავსე ხმით დასძინა ბექუზამ.
თანბი ნელ-ნელა დამშვიდდა. „ვნახო, მხოლოდ ვნახო“ - ეს
უკვე ბედნიერების ტოლფასი იყო.

155
შემდეგ საუბარი მოახლოებულ დღესასწაულს შეეხო. თანბიმ
ის საჩუქარი ახსენა, რომელიც ივლიტემ მას და მის ტომს მიუძ-
ღვნა და მოხუცს სიტყვა ამაზე ჩამოუგდო.
„მაინც რა უნდა იყოს?“ შეფიქრიანდა მოხუცი. „ეხ მე არ ვი-
ცი“, მიუგო თანბიმ.
გადიოდა დღეები და კვირები.
პირველ ივლისს, წმინდა გიორგის პატარა ეკლესიის გალა-
ვანში დილაადრიან შეიკრიბნენ მამაკაცები. მოდიოდნენ მხედ-
რები არა მხოლოდ მესტიის თემიდან, არამედ ზემო სვანეთის
ყოველი კუთხიდან. თანბიც აქ იყო.
სამარისებურ სიჩუმეში შემოაბრძანეს დროშა, მაგრამ ვის
ერგებოდა პატივი დროშის ტარისთვის ჩაევლო ხელი? ყველას
მზერა თანბისკენ იყო მიმართული. მშვიდად და მოწიწებით
მიიღო ყმაწვილმა მონადირემ ნაკურთხი დროშა.
იგი დააცქერდა მძიმე, ღია ყვითელი ფერის ქსოვილს და მე-
ლოდიურ ტალღასავით ერთბაშად დაურბინა ტანში სიტკბოებამ
და სიკეთემ, რომელიც სხეულში უსასრულოდ გაიჟღერებს და
ჩაივლის. ნუთუ ეს დროშა იმ უხეში აბრეშუმისგანაა შეკერილი?
ფიქრობდა სიხარულითა და გაოცებით შეძრული.
ამ დროს რამდენიმე მხედარი მოადგა გალავანს.
„უფალმა დალოცოს“, დროშაზე ამოიკითხა ერთ-ერთმა მათ-
განმა, „დაე მან გააერთიანოს ლომის ბედნიერი ველი და ალა-
მი, ჩვენი სალოცავის დროშა“.
სისხლაჩქროლებული უგდებდა ყურს თანბი იმ მხედარს.
„ივლიტე გელოვანი“, წაიკითხა მკითხველმა ხელმომწერის
გვარ-სახელი. და თანბი აცეცხლდა და აალდა. ხელი შეახო თა-
ვისი სატრფოს ნახელავს და ქსოვილში მისი სიმხურვალე შეიგ-
რძნო. მაშ ეს ყოფილა შეპირებული საჩუქარი? დაასკვნა სახე-

156
გაბრწყინებულმა თანბიმ და თავისი სიხარული დროშას შემოავ-
ლო.
ბექუზა იქვე იდგა. ისიც მოსულიყო, თუმცა არა როგორც მხე-
დარი, რაც ანაღვლიანებდა. წარწერა რომ ამოიკითხეს, მანაც
გაიგონა.
„რაო, თანბი?“ ღიმილით შეეხმიანა იგი თანბის.
თანბიმ შეჰღიმილა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ისინი თვალებში შესცქეროდნენ და უსიტყვოდ უგებდნენ ერ-
თმანეთს.
ამ დროს თბილისიდან გამოგზავნილი კორესპონდენტი მო-
ვიდა და მანაც წაიკითხა დროშაზე წარწერილი სიტყვები. უც-
ნაურად შემოიპარა მის ფიქრებში სიტყვები „ლომის მინდორი“.
ლომი? სვანეთში ხომ თვალით არავის უნახავს ლომი და მითუ-
მეტეს მისი უდაბნოეთი! კორესპონდენტი ბექუზას მიუახლოვდა
და ჰკითხა:
„ოდესმე აქ მონადირე თუ გადაჰყრია ლომს?“
„ლომს?“ წაიდუდუნა გაოგნებულმა მოხუცმა. „ერთი კი ცხოვ-
რობდა აი, იქ, იმ მთაზე“.
„იქ ცხოვრობდა?“
„დიახ! გოთშელიანს მოუკლავს თავის დროზე“.
„ეგ როდის იყო?“
„როდის? არ ვიცი, მოხუცებისგან მსმენია, ამ ამბავს ისინი
ყვებოდნენ ხოლმე“.
კორესპონდენტი გაოცდა.
„მოხუცები ყვებოდნენო? როდის შეიძლებოდა ეს მომხდარი-
ყო? მაშინ ხომ არა, როცა სვანები ჯერ კიდევ თავის თავდაპირ-
ველ სამშობლოში, წინააზიაში ცხოვრობდნენ?“

157
თანბი გულისყურით უსმენდა მოსაუბრეებს. მთელი არსებით
გრძნობდა ტროპიკულ მინდორ-ველებს და ესმოდა ნადირთა
მეფის მჭახე ღრიალი, თუ ეს ივლიტეს ხორცის მხურვალება იყო
და დამათრობელი შეხების ძახილი? თანბის სასოებით ეჭირა
ხელში ივლიტეს საჩუქარი. დიდხანს, დიდხანს ნეტარებით დას-
ჩერებოდა იგი წმინდა დროშას.
„შენ დღეს ეს დროშა მაღლა უნდა გეჭიროს, როგორც ჩვენი
მოდგმის შუბი“, წაუჩურჩულა ბექუზამ.
„შევეცდები“, მშვიდად უპასუხა თანბიმ.
უეცრად გონებაში გაუელვა ერთი მეგრელი მხატვრის ისტო-
რიამ, რომელსაც აფხაზი ასული უყვარდა.
„როგორ დასრულდა იმ მხატვრის ამბავი?“ მოულოდნელად
იკითხა მან.
ბექუზა შეკრთა.
„ნუთუ ბოლომდე არ მომიყოლია ეს ამბავი?“ ჰკითხა მან
თანბის.
„არა“.
„სად შევჩერდი?“
„მას მარულაში უნდა მიეღო მონაწილეობა“.
„ჰო, ხელში მანდილი უნდა სჭეროდა, რომელიც სატრფომ
მიუძღვნა... ახლა გამახსენდა“...
„მერე?“
„იგი ცხენიდან ჩამოვარდა... და სასიკვდილოდ დაშავდა...“
თანბი შეკრთა და ბექუზას ეს არ გამოჰპარვია. ყმაწვილმა
კაცმა უეცრად იგრძნო, რომ ეს დროშა იმ მანდილს ჰგავდა. მო-
ხუცს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ მარულა უკვე იწყე-
ბოდა. გულდამძიმებული გაჰყურებდა ბექუზა მიმავალ თანბის.
მარულა დაიწყო.

158
აღტყინებით აიშვა თავი ტომის მოქნილობამ და მხედრებს
თითქოს მოუთოკავმა ნაკადმა დაუარა ძარღვებში. ცხენების
ფლოქვებს ნაპერწკლები სცვიოდა და თვით ცხენები ელვას
ჰგავდნენ. ეს მართლაც ელვის ზეიმი იყო. ყველაზე წინ თავის
წაბლისფერი ბედაურით თანბი მიჰქროდა. მას მაღლა ეჭირა
წმინდა ბაირაღი. ბაირაღი ფრიალებდა გამარჯვების ჟინით
მთვრალი და მითიური გველეშაპივით იბერებოდა. ეს იყო ბუნე-
ბის ძალების გადმოფრქვევა - ლომის ძალისა. ადამიანები ყიჟი-
ნას სცემდნენ. ყველა და ყოველი უნაპირო აღფრთოვანებას მო-
ეცვა, თანბი დროშას მიაქროლებდა. იგი მართლაც ტომის შუბი
იყო, საბრძოლველად გულანთებული, საფრთხესთან მებრძო-
ლი. იყო კი ეს დროშა სვანებისათვის მხოლოდ შუბი? თანბი მას-
ში უფრო ივლიტეს სხეულს გრძნობდა, ცეცხლის წამკიდებელს,
გონების დამბინდველს. იგი სატრფოს ხატებას სიზმრად მოვლე-
ნილივით აღიქვამდა, მაინც ხელშესახებსა და ახლობელს. იგი
მსჭვალავდა მას, როგორც ტკბილი, სულ უფრო და უფრო მზარ-
დი ნაკადი წყაროსი.
იგი წინ ისწრაფოდა, მინდორ-ველებზე და ხეობებზე გადა-
დიოდა, უფსკრულების თავზე მიფრინავდა. თავის ცხენისგან
იყო მთვრალი, დროშისგან, ივლიტესაგან. ხელშესახებად გადა-
იქცა ბაირაღი ივლიტეს ხატებად, და მისი ხატება იზრდებოდა და
იწვოდა. ჟამიდან ჟამზე კაცს ეჩვენებოდა, თითქოს მზისფერ
ქსოვილს მიაქროლებდა, იმის მსგავსს, როგორიც აფხაზმა ქალ-
მა მისცა თავის მიჯნურს. და მაინც წამებში განქარდა ეს მწარე
აზრი და იგი კვლავ მიჰქროდა თითქოს ბედისწერის შესახვედ-
რად, იმ მიზნით, რომ დაემარცხებინა იგი.
მხედრები ვიწროებში მიგრიალებდნენ. და აი უეცრად გაღმა
ქალს მოჰკრეს თვალი, რომელიც იმავე მიმართულებით მოაჭე-

159
ნებდა ცხენს. ქალი თეთრებში იყო შემოსილი და სისხლივით წი-
თელ ცხენზე იჯდა. ნუთუ ეს დალია? ყველას გაუელვა თავში. ივ-
ლიტე? ელვასავით დაუარა ტანში თანბის. ქალი მიფრინავდა და
უკან ახლო მანძილზე რუხ ცხენზე ამხედრებული მამაკაცი მიჰ-
ყვებოდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იგი ქალ-
ღმერთს მისდევდა. ერთი-ორი ამოსუნთქვა და ქალი ატეხილ ჭა-
ლაში გაუჩინარდა. გულანთებულნი მიაჭენებდნენ ცხენებს მამა-
კაცები. კიდევ რამდენიმე წამი და ქალი ისევ გამოჩნდა. სამი
ასეული თვალი დაეწაფა მის ხატებას, მათ შორის ორი თვალი
უკვე დაბრმავებული იყო. ივლიტე! ამ სახელმა დაუარა ტანში
თანბის, თითქოს იგი აღტაცებისგან სავსე მოფრიალე დროშას
თავად დაეყვირა. კვლავ შთანთქა ტევრმა ზღაპრული ქალი და
კვლავ გამოჩნდა იგი ტყის პირას. მხედრები მოჯადოებულივით
მიჰქროდნენ. თანბის ბინდი გადაეკრა თვალებზე. ერთგან უფ-
სკრული ისეთი ვიწრო იყო, რომ ქალი მხედრებთან ხელის გაწ-
ვდენაზე აღმოჩნდა. მან თანბის მზერა ესროლა, რომელშიც სიყ-
ვარულის ყველა გრძნობა იყო ჩაქსოვილი. ნუთუ ეს ის დროშა
იყო, რომელიც ვიწრო ჭურჭელს აფეთქებას უქადდა? თუ ეს შუ-
ბის ღალატი იყო და საიმედოობის განცდის მსხვრევა? ნუთუ ეს
იყო გაქცევა უსასრულობაში, სადაც აღარ გჭირდება მიწიერი
წონასწორობა? თუ გიჟური სიმამაცის გამოვლენის მცდელობა,
უფსკრულს გადაახტე? თუ მიწა საბედისწეროდ გიმტყუნებდა და
მხედარს ფეხი აგიცდებოდა? თუ ყველაფერი ერთად? თანბი
უეცრად ცხენითა და დროშიანად უფსკრულში გადაიჩეხა.
„ვაი!“ აღმოხდა მრბოლელებს.
„ვაი!“ გაიგონეს ქალის ხმა.

160
შიშისაგან თავზარდაცემული მამაკაცები თავს ვეღარ უჭერ-
დნენ დამფრთხალ ცხენებს. ქალი უნაგირიდან მარდად ჩამოხტა
და ავაზასავით ჩაუყვა უფსკრულის დამრეც ვიწროებს.
თანბი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ტკბილი სიტყვები გაიგონა:
დალი მოვიდა შენთან. ეს იყო მისი უკანასკნელი სასმელი - ერ-
თხელ კიდევ შეისრუტა სატრფოს სიახლოვე. ივლიტემ შთანთქა
მისი უკანასკნელი ამოსუნთქვა. ერთმა წამმა უსასრულობაში
გააერთიანა ისინი. ქალმა სათუთად დაუხუჭა თვალები. მისი ხე-
ლები სინათლეს ასხივებდნენ.
მამაკაცებმა თანბის უსიცოცხლო სხეული უფსკრულიდან
ამოასვენეს და მასთან ერთად ამოიღეს წმინდა დროშაც. საკაცე
შეკრეს, ზედ დაასვენეს კეთილი თანბი და დროშა გადააფარეს.
ოთხ მხედარს ეჭირა ხელში საკაცე და მიჰქონდათ როგორც სამ-
სხვერპლო ტვირთი. მათ ცხენზე ამხედრებული ქალი მიჰყვებო-
და. მხედრები ნელა და უღიმღამოდ მიაბიჯებდნენ. მათ იასონის-
გან შეიტყვეს - ნისლა ცხენზე მჯდომი მოურავი გახლდათ - რომ
ქალი ივლიტე გელოვანი იყო, რომელმაც სვანებს მიუძღვნა თა-
ვისი ნახელავი დროშა. არავითარი საუბარი, არავითარი ბაგის-
მიერი ბგერა; მხოლოდ ცხენები ბერავდნენ ნესტოებს. ასე
მიემართებოდა პროცესია, ნელა და მდუმარედ.
გზაში სოფლელები შეკრებილიყვნენ. შეწუხებულები ხედავ-
დნენ, რომ მხედრები ჩუმად და მშვიდად ბრუნდებოდნენ უკან:
შიშით შენიშნეს, რომ წინამძღოლი არსად იყო. „წმინდა დროშა
სადღაა?“ ერთმანეთს ეკითხებოდნენ შიშით ატანილები. ამ
დროს დაინახეს საკაცე და შედრკნენ - დროშა მკვდარი იყო და
მის ქვეშ მკვდარი თანბი ესვენა. ლომიც მომკვდარიყო, ტომის
ნება და ძალა.

161
მოზომილი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ მხედრები და სოფ-
ლელები თანბის სახლს. საკაცე დაასვენეს ხშირფოთლიანი,
მუქწაბლისფერი ფოთლოვანი ხის ქვეშ. თითქოს ყველაფერი
ჩამოიხსნესო და თვალისჩინიც დაჰკარგვიათო. ყველა ტკივი-
ლიან დუმილში გაქვავებულიყო.
ორი ამოსუნთქვაც და ყველამ გაიგონა შემაძრწუნებელი კი-
ვილი. ეს დედა იყო. მხოლოდ ერთი სიტყვა ისმოდა: „თანბი“.
იგი ახლოვდებოდა როგორც დალეწილი აჩრდილი. შემდეგ მო-
ვიდა მოხუცი ეგნატე, შემდეგ რძალი გამოჩნდა, შემდეგ არდევა-
ნი, შემდეგ პატარა მაიტო. ყველანი მოსთქვმდნენ და ისმოდა
ერთადერთი სიტყვა „თანბი“. მათ ეპასუხებოდნენ მხედრები და
დანარჩენები. აქაც მხოლოდ ის ლამაზი სახელი გაისმოდა. გე-
გონებოდათ სვანურ ენაში სიტყვები მომკვდარიყვნენ. ერთა-
დერთი სიტყვა გადარჩენილიყო ცოცხალი: სახელი „თანბი“. ამ
სიტყვით ეხებოდნენ ისინი რაღაცას, მაგრამ ის ვერ ამოეხაპათ
და დამწუხრებულებს ქვითინი წასკდათ.
დედა მიცვალებულის თავთან დაიხარა და ერთხანს უსასო-
ოდ იდგა. შემდეგ მუხლები მოეკვეთა და უგონოდ ჩააცქერდა ვა-
ჟიშვილის დამშვიდებულ სახეს. მიცვალებულს მარცხენა სა-
ფეთქელთან შავად შეხმობოდა სისხლი - სიცოცხლის ნიშანი.
დედა დაიხარა და შვილს თავისი მფეთქავი საფეთქელი ნაზად
და ფრთხილად შეახო. ამ დროს იპოვა სხვა სიტყვები, მაგრამ
ორად-ორი: „ჩემი შვილი, ჩემი შვილი“.
ყველას გულმა შეიგრძნო ის ერთი გული და ყველას თვალე-
ბი დაუღვრელი ცრემლით იყო სავსე.
ივლიტე მიცვალებულის სასთუმალთან ისე მივიდა, თვალი
არ დაუხამხამებია. გაოგნებული დასცქეროდა საყვარელ სახეს
და გულში ყრუდ გრძნობდა, რომ მასშიაც მომკვდარიყო რაღაც,

162
ბნელი ცეცხლი. დედამ თავი წამოსწია და დანისლული თვალე-
ბით შეხედა უცნობ ქალს. ვინ არის ეს ლამაზი ქალი? გაუელვა
აწეწილ ფიქრებში და წარბები იჭვნეულად შეჰყარა, ოღონდ ერ-
თი წამით: იგი ხედავდა - უცხო ქალი იდგა მის წინ, მოკრძალე-
ბული და უბიწო, როგორც უსიტყვო ყვავილი, დასავით თავმოდ-
რეკილი და კდემამოსილი.
ირგვლივ გარინდულიყვნენ მთები, მხოლოდ ჭალაში დაქ-
როდა ნიავი.
ამ დროს უეცრად შეტორტმანდა ბრბო. მომხვდურებმა
დაინახეს, მათკენ როგორ მორბოდა ერთი კაცი. ეს ბექუზა იყო,
მოხუცი მონადირე. მოხუცს სუნთქვა ეკვროდა.
ხალხი უსიტყვოდ გაიყო შუაზე და მოხუცი მიცვალებულს გა-
დაემხო. დიდხანს, დიდხანს იდგა მუხლებზე, თავჩაქინდრული
და უსიტყვოდ დასტიროდა თავის ახალგაზრდა მეგობარს.
ახლა კი ყველა ხმამაღლა აქვითინდა. ეს გოდება კურ-
თხეული იყო და შვების მომგვრელი.
მოხუცი მონადირე ქვითინებდა. დამწუხრებული კი იყო, მაგ-
რამ გონება არ დაბინდვია. შემდეგ ნელა წამოდგა და სახეგანა-
თებულმა წარმოთქვა: „დალიმ წაიყვანა თანბი, როგორც
რჩეული. კურთხეულ იყოს სვანეთის მიწა!“
ყველამ შვებით ამოისუნთქა. ბუნდოვნად გრძნობდნენ, რომ
სიცოცხლე ულმობელი არ არის. და ამ წუთებში ყველა ერთ
გულს წარმოადგენდა, გაშიშვლებულ გულს, რომელიც მაცოც-
ხლებელ ტალღას ელის.
ივლიტე მოშორებით იდგა და უცნაურად შეჰყურებდა მოხუც
მონადირეს. ბექუზა თავის მხრივ გაოცებით შესცქეროდა უცხო
ქალს: იგი უკვე ხვდებოდა, ვინც იყო ეს ქალი. შემდეგ მიუახ-
ლოვდა და ხმადაბლა უთხრა:

163
„როგორ უყვარდი!“
ქალს მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.
ამ დროს ხეს ერთი ფოთოლი მოსწყდა, მძიმე ფოთოლი და
მიცვალებულს შუბლზე გადაეფარა.

164
დანართი

ორი ფოთოლი

რომანითგან „დალი“

დალის დობილი

უცნაური იყო ეს ქალი: ივლიტე. იგი კოლხეთის ჯიშის იყო,


თავად დადიანთა გვარითგან. იშვა დღენაკლული, შვიდი თვის.
მოწყდა თუ არა დედის საშოს, ნაშვი მყისვე გაფატრულ უშობე-
ლის ცხელ ფაშვში გახვიეს, რათა სიცოცხლის ძალა მიმატებო-
და. ძალა მართლაც მიემატა, გარნა სისხლი გაუხელდა.
წამოიზარდა, მომწიფდა, ატევრდა. ტანი მაღლა აიყარა. იყო
მოქნილი და უზადოთ გამოსხმული. დიდრონ თვალებში ჩამავა-
ლი მზის ჭავლი უციალებდა: ინდუშა. ცქერისას თვალებს ელა-
მურ ნაბავდა. ნაწნავი მისი, მაჯის სიმსხო, არ თუ გრძელი, გო-
ლეულს გავდა, მწიფე უნაბის ფერით ამუქულს. სოთი ცხვირი
წინ ოდნავ აწეული იყო:^ ნიშანი ავხორცობის, თუ არისტოტელს
დაეჯერება. ამ ნიშანს ერთი რამ თითქო კიდეც აძლიერებდა: ზე-
და ტუჩი სამჩნევად წამოწეული, ქვედას ემაღლებოდა. ბიჯი ტურ-
ფასი ნელი იყო, თუმცა არ მოზომილი. ფეხს ისე ადგამდა, რომ

165
მუხლი მუხლს არ ხვდებოდა, რაიცა ქალთ ჩვევიათ საერთოდ.
ამასთან ერთი დეტალი, რომელიც არისტოტელს გამოპარვია:
ფეხის დადგმისას ტერფი ტანმღვივანისა თითების მხრით ხაზს
განზე ჰხრიდა ირიბათ.
საამვო სუნნელი მისთვის ლონთქოში ალერდი იყო და კიდევ
უფრო ყნოსვა - მათრობელი გასრესილი გვიმრა. ხილს სავსე-
ბით მაშვინ იგემებდა, თუ თვითონ მოწყვეტდა. ფერებში ყვითე-
ლი ფერი ესიტყვებოდა მის თვალს და ქარვას ხვითოდ თვლიდა:
და მისი აღერებული ყელი ამ ხვითოებით იყო მოთვალული.
მარდი იყო და გულოვანი ივლიტე. სიცოცხლის ხალისი მის-
თვის ცხენი იყო და ცხენოსნობაც ემარჯვებოდა. როცა იგი, უკვე
მოქალებული, ჭალადიდის ველებში თავისს „ლურჯას“ მიაგელ-
ვებდა, გავარდნილი კენტავრი გეგონებოდათ.
ბავშვობისას ხშირად გაუძვრენიათ იგი ცაცხვის ამოგდებულ
გაშიშვლებულ ფესვების ქვეშ, რათა ამით ავი ბედი აცდენოდა.
გამოძვრენისას გზნებდა: თითქო ხელმეორეთ იბადებოდა. უყ-
ვარდა ცაცხვის ფართო ყუდრო ფოთოლი და კიდევ უფრო მისი
მანელებელი ცილი და ამოკვივრულ მშახლ კორძს მისსა ძუძუ-
თი აღიქმევდა. პირველი ალერსიც ცაცხვად ქცევით იგემა.
სიზმარში უცხო ვაჟმა გაიტაცა, მხიბლავმა და ძალუმმა. გატა-
ცება ტკბილი იყო შიშნარევიც. უეცრად ეჩვენა: მომტაცებელი
ირემი ყოფილიყო, რომელსაც იგი მხრებზე შემოეგდო. ეხლა
შიშმა მთლად მოიცვა: ქალწული ირმის რქის ტოტებს დაემხო
აფართქალებული. მინავარდობდა ირემი დავლით დამთვრალი,
მიჰქროდა. ქალწული უკიდურო გარესკნელს ერთვოდა. აღარ
იყო ზღვარი. ნაპირი უნაპიროში ინთქებოდა. გარსი იბინდებო-
და. ერთს მოსახვევთან შეჩერდა ირემი ანაზდეულად, გახლტა
განზე, გადმოიგდო მხრებითგან ქალწული, მოეხვია წინა ფეხე-

166
ბით გაშხვართულ ტანს და უწყო ლოშნა ახივილებით. ქალწული
რისხვამ აიყვანა, გაუსხლტა ხვევნას, გავარდა განზე და: უეც-
რად ცაცხვად აღიმართა. ირემი აიმღვრა, ახელდა, აბორგდა,
ეძგერა ხეს რქებით და: იწყო მისი რქენა გაშმაგებით. რქენა
ბრაზიც იყო და ალერსიც. ქალწულისათვის შიში აღარ იყო:
ალერსის სიტკბო ეხლა ხეში იღვენთებოდა. იღვენთებოდა: მის
ფესვებში, მის ტანში, მის ტოტებში, მის ფოთლებში. ცაცხვი--
ქალი ხალისით იბადრებოდა. ირემი გავარდა რეტდასხმული და
გამგუნებული. ქალმა თვალი გააყოლა. შეჰკრთა: ეს რაა? „ჯვე-
გი თვაალ?“ ირემი თეთრ ჯიხვად ქცეულიყო, სვანთა წმინდა ნა-
დირად. შეირხა ერთიანად თვალ-მოხიბლული. ეხლა კიდეც და-
ღონდა, რომ ცაცხვად იქცა. გამოეღვიძა. რული აღარ მიჰფენია:
ღამე თეთრად გაათენა.
შემდგომ ამ ზმანებისა იგი არა მარტო ცაცხვს იჩნევდა თავი-
სად: მისთვის ყოველი ხე მიმზიდველი გახდა, განსაკუთრებით
ტანმაგარი მუხა. ხშირად იჯდა მუხის ქვეშ დაყუდრული და ჩა-
მოცვენილ რკოებს ჰკრებავდა არჩევით, თითქო თითებით სინ-
ჯავდა: ხიბლავდა მათი იდუმალი მოყვანილობა. გარნა თუ მუხა
ნამეხარი იყო, მას გვერდს უქცევდა: გამოფატრული ფაშვი ხისა
ამომწვარ საშოდ ეჩვენებოდა.
იყო დროდადრო ფიქრდამძიმებული - მაშვინ იგი მდინარი-
საკენ მიეშურებოდა. იჯდა ხანდაზმით მის პირას და ისმენდა
გატრუნვილი მის მინელებულ ჩქრიალს. ნელი დუდუნი მდინა-
რის ერთგვარ პაუზას ჰქმნიდა და: დუდუნს შერთული ყოფის უფ-
სკერო დენას წვდებოდა.
ერთხელ თავს წააწყდა გლეხებს, რომელთაც მესამეჯერ გა-
ერღვიათ მიწის მკერდი, ხან აქ ხან იქ, რათა საგულვებელი
წყაროს-თვალი აღმოეჩინათ. ამაოდ: ვერ მოენახათ. ივლიტემ

167
მიმოვლო მიდამო, მოყნოსა ნიადაგი აქა-იქ გაგანიერებული
ნესტოებით და ბოლოს ერთი ალაგი ანიშნა გლეხებს: აბა, აქ
სცადეთო! გლეხებმა გათხარეს მიწა ალაბნახევარი სიღრმით
და: ფსკერითგან უეცრად ცინცხალა წყაროს-თვალი ამოხალის-
და. ახალისებული გლეხები გაშტერებით მზერდენ მისანს: ქალ-
წული ეხლა თვითონ იყო წყაროს-თვალი. საოცარი შემდგომ კი-
დევ ის მოხდა, რომ: როცა ეს წყარო გოლვის დროს დაიშრიტა,
ივლიტეც კინაღამ დაიწრიტა.
და მაინც: წყაროს წყალს იგი კლდითგან მომსკდარ ნაკადს
არჩევდა. გაზაფხულს პირი უჩნდა. ივლიტე სოფლის გარეთ ცხე-
ნით მისეირნობდა. თან ახლდა მოურავი, ისიც ცხენით. უეცრად
თვალი მოჰკრა: კლდის ერთი ნახეთქითგან ნაჟური ჟონავდა.
უბრძანა მხლებელს: ეხი ხანჯლით გაეღრმავებია. მოურავმა
აასრულა ბრძანება და: კლდის მკერდითგან წამსავე რქასიმსხო
ნაკადი გადმოთქრიალდა. ივლიტე გადახლტა ცხენითგან და
თვალხასხასა ჩქერალს მომყურვებული შველივით დაეწაფა.
იყო შთაბეჭდილება: თითქო მთელი ტანი სვამდა წყალს, ათქვი-
რებული და კლდისაკენ შნოიანად გადაშვილდული.
ასე ფესვევულ ზიარ-იქმოდა იგი ბუნების ყოველი მოვლენი-
სა. ზღვარმოუვლელი როგორც ქალი - ქალური ქალში ზღვაა,
ვაჟური ვაჟში კუნძული - იგი უზღვაროში გადადიოდა. ცილი მი-
სი თვითებისა უფსკეროთგან მობერილ სუნთქვაში ინთქებოდა -
შთანქვას მისი პიროვნული ფიალა ინთქავდა. ივსებოდა იგი ქა-
ლურით როგორც ღაჟღაჟა ნიჟარა ზღვის შუვილით. აქ იყო ბუნი,
ღნიოში, ქაოტიური, რომელიც მუდამ მზის ჩქერალს ელის, რა-
თა ნათელი სხეობით გამოიქმნას. გარნა რომელი ვაჟის მზე იქ-
ნებოდა კმამყოფელი ქალურით ეგზომ ავსილ ქალისათვის? და
ივლიტეს ნატრვა ნაღვლად იქცეოდა.

168
ეს ნაღველი მას დაქმარებულსაც არ სცილდებოდა. ქმარი
იულონ მას უაღრესად უყვარდა, ხოლო მის ქვეცნეულ არეში
„ქალი“ მზე-ვაჟს ელოდა. ნაღველს ნაღვლიანს ისიც უმძაფრებ-
და, რომ იგი დედად ვერ გამხდარიყო: უნაყოფო გამოდგა. ქალი
გაუშლელ ქალად დარჩა.
დღისით ანკარა იყო: ნათელი, სხივმფენი, თვინიერი, გულ-
გახსნილი, ღამით იმღვრეოდა, იყო: უთვისო, კუშტი, ჩათხრობი-
ლი, ანჩხლი, ზნიანი. ღამე მის ხილვაში იშლებოდა ვითარ ვეება
შავი კატა მითიური: და ჰყავდა შავი უნიშნო კატა, რომლის
თვალთა ფოსფორული კიაფი მის საიდუმლოს თითქო ამჟღავ-
ნებდა. თვითონ მესაიდუმლოვედ კი მისთვის მთვარე იყო: და
ყვითელი კატა, მთვარის მსახიერებელი, მის კალთაში ხშირად
ესვენა. ტკბებოდა მისი თვლემითი გრუტუნით და სიცხადეთგან
ზმანეულში გადადიოდა. ამ დროს მთვარე მას ხან ტიტველ ქა-
ლად ესახებოდა, ხან კი ქალის ნაყოფად.
დღესაც ასე მოხდა. ივლიტემ დაწოლის წინ მიმოვლო გარე-
მო. შესვა ღამემ - აივსო ღამით. დაბრუნდა შინ. მიწვა, მიიძინა
ნახევრად. რულში მოეჩვენა: მთვარე - ეხლა თითქო მისი ნაყო-
ფი - უეცრად შუაზე გასკდა და ერთი ნახევარი მდინარეში ჩავარ-
და. წამოდგა ქალი, გავიდა ეზოში, გაემართა მდინარისაკენ რო-
გორც მთვარეული. ცაზე ნახევარი მთვარე ამოსულიყო. მიუახ-
ლოვდა მდინარეს და: იქ მეორე ნახევარს მოჰკრა თვალი. ქალი
შეირხა და ბნედამოცული ლელში ჩაიკეცა. „ნიჟარა“ სავსე იყო
შუვილით.

169
170
ლილე

ჯახუნდერითგან გაბრუნებულნი, სვანნი გამწკრივებით მი-


დიოდენ კლდეებში. ხშირად წავარნა ხვდებოდათ და: ბიჯი მათი
ნელი იყო და მოზომილი. იყო თოვლი და გზა მით უფრო სახიფა-
თო. ვიდოდენ ღამით. დღისით თოვლის ყინვად შემტკიცულ
ქერქს მზე ბზარავდა და ეშინოდათ მარცხულ ფეხდადგმის ლეღ-
მში, თუმცა მათს ფეხს ნადირის გნება ჰქონდა. სიტყვა აქა იქ თუ
გაისმოდა და ისიც მხოლოდ როგორც ჩურჩული. უმეტეს წილ
სდუმდენ. კაცთა დუმილს ნთქავდა ღამის დიადი მდუმარება. დუ-
მილში ერთადერთი ფიქრი ღვივოდა, მწვავი და მწარე: როგორ
დადეშქელიანმა „უსხვა“ მოჰკლა, შეწირული ხარიი? მიმავალნი
მიეშურებოდენ თავიანთ სახლკარისაკენ, დამეხილნი შემზარა-
ვი ამბავით, ხოლო მით უფრო განრისხებულნი, დღისით ვეება
ფრთად გადმოშლილ კლდის ფერდის ქვეშ ისვენებდენ. სიტყვა
აქაც ძვირი იყო. უსხდენ ყუდრო ცეცხლს. თვალი თვალს არ ეყ-
როდა.
მესამე ღამემ განვლო. სვანნი ეხლა ლატფარის უღელტე-
ხილზე იყვნენ. ალიონი, ეთერიული ზღვარი ღამისა და დღის შო-
რის, მიილია და: უეცრად ამოტივტივდა მატყვევებელი სიუხვით
ცხრათვალა მზე. შესდგენ მიმავალნი ერთ კონცხზე, შეჩერდენ
ვითარ ღვთიური მზევაჟის მიმართ და: უსიტყვო ლოცვით მზე-
რად იქცენ განლიგებულნი. გავიდა ორიოდე წუთი. განლიგებუ-
ლებმა მიმოავლეს თვალი, ხანდაზმით, აღმაფრენით განვრცო-
ბილ არეს. ლაჟვარდოვან უკიდურში გამოჩნდა ზვიადი მასსივი
კავკასის ქედისა, რომელსაც ესხმოდა სხივჩქერალი მომძლავ-
რებული მზისა. შეირხენ სვანნი. იმართებოდენ შორეთში უზარ-

171
მაზარნი კლდენი - რუხ გრანიტების ხავსისფერ ბაზალტების, მე-
წამულ პორფირებს - მითიურ ვეშაპებივით განაბულნი. იყო ვი-
ზიონი ტელლურიული ატეხილობის, ყინულისა და თოვლისაგან
მოოჭვილი. თვრებოდენ მზერით მგზავრები. პირისპირ: შხარა,
ქედმაღალი; მარცხნით: თეთნულდი, მხიბლავი სასძლო; მის
მარცხნით: ორრქიანი უშბა, ძალუმი სასიძო; მარჯვენა რქის
იქით მისსა: თვითონ მთავართმთავარი: იალბუზი. ცითგან ხვი-
თოების ღვარი მზისა და შორს შორს ჰორიზონტის გასწვრივ
ზლაზვნით გაწვდილი მუქი იის ფერი ნისლი, თვლემაში რომ ინ-
თქება ნელი-ნელ.
თვალმთვრალნი მიმავალნი მიქვავებულიყვენ ციცაბო ნაპ-
რალს. მზერა დაეშვა ძირს. გაიშალა ენგურის მიდამო. ეს იყო
სვანთა მიწა, მათი დედული და მათი მამული. უმალეს უტკბი-
ლესმა ტალღამ გაირბინა ორმოცდაათ სხეულში და: მძაფრი
ჟრუანტელით ტანი ტანს ესხეულა. კრებული ერთი არსი იყო ეხ-
ლა. მოვარდნილ ტალღას საშვები უნდა მიცემოდა - თუ არ მის
მიერ გამოწვეული შვება, ორმოცდაათ ტანიან არსს მოაჩრობ-
და. და აი დასჭექა ერთმა ხტილმა კრებულისა: „ოოოი დაა ლი-
ლეეოოო“. ამას მოჰყვა ბანთა მძლეთამძლევი გუგუნი: „ისკვა-
მიი დიდეებიი პინგოოიაა შილეეშაა ლილეეოოო და ლილეეოო
და ლიი-ლეე-ოო“. ორმოცდაათ ტანიანი არსი მღეროდა და თვი-
თეული ტანი ორფეოსი იყო მითიური, აღმამფრენი ჰიმნი ეშვე-
ბოდა მშობლიურ არეში ვითარ კოსმიური ხორალი. ფრინველმა
ფრენა შეანელა, ნადირს მოეშვა გმინვა. მღერალთ მოსწყდათ
სიმძიმე. დაავიწყდათ ყველაფერი, აღარც „უსხვა“ ახსოვდათ:
ღვთაებით იყვენ აყვანილნი, რომელიც მეტი იყო ვიდრე მის-
თვის შეწირული ხარი. მღეროდა ორმოცდაათ ტანიანი არსი.
ყოველი ტანი სამოთრაკიის „მარჯი“ იყო ეხლა, ლუვრში მოთავ-

172
სებული, ღვთიურ ქცეული ფრთებით გაფრენას რომ აპირებს
უსაზღვროებაში, ფატუმის კაპრიზით თავმომტვრეული, ხოლო
ამითვე, ჰოი საიდუმლოებავ, რაღაც განგებით ფრენისათვის
„რაციოს“ სიმძიმეს მოცლილი.
„ოოოი და ლილეეოოო“.
მინაწერი:
1. რომანი „დალი“ გამოვიდა გერმანულად 1934 წელს, სხვა
სათაურით. ფრანგულათ თარგმნა მათე კერესელიძემ. დამუშა-
ვებული ტექსტი თარგმანისა დაკარგულა. ჩემი პარიზში ყოფნის
დროს 1943 წელს ხმა მომესმა: თარგმანი ერთს პარიზში მცხოვ-
რებ ქართველ ქალს აქვსო - გვარი არ მახსოვს. ეგებ მოინახოს.
2. „დალის დობილი“. ქართულ ტექსტში უფრო ვრცლადაა.
ლელში ჩაკეცილ ქალს თავს წააწყდება სახელგანთქმული მო-
ნადირე: სვანი თანბი, რომელიც ამ ქალივით არის ატეხილი,
მხოლოდ ვაჟური ხაზით: იგი „დალელუკდუნეა“. (დალით გაშმა-
გებული, სვანურად). ქალი „დალად“ მოეჩვენება. (რომანის
კვანძი სვანთა „დალი“ არის.) მათ შორის იშვის ტრფობა, რომე-
ლიც სხეულურ ტკბობაში, უკანასკნელში არ გადადის. დრამა-
ტიზმი: ქალი ვაჟის ტრფობაში ხან რეალური ივლიტეა, ხან მი-
თიური დალი: იშვიათად ორივე ერთად. მკითხველი წარმოიდ-
გენს, თუ რა სიძნელე მქონდა აქ დასაძლევი. (მეხმარებოდა
სვანთა ყოფა, რომლითგანაც ეს მითოსი ამოცენებულია: ვშლი-
დი ამ ყოფას, ცენდებოდა მითოსი.) ერთხელ ვაჟში ივლიტე
„დალს“ გადაძლევს და: ვაჟი, მითოსის ხაზით, იღუპება.
3. „ლილეს“ ვბეჭდავ ხსოვნისათვის ეგნატე გაბლიანისა. იყო
ნამდვილი სვანი და როგორც ასეთი ნამდვილი ქართველი მამუ-
ლიშვილი. და თანვე: ნამდვილი ვაჟკაცი, სწორუპოვარი ივე-
რიული პროფილით. მწერლობდა: დაგვიტოვა რამოდენიმე

173
ღირსშესანიშნავი ნარკვევი სვანეთის შესახებ. ვაჟი მისი გივი
მწერს ამერიკითგან: 1937 წელს დააპატიმრეს და სადღაც გა-
დაასახლესო. ორი წლის შემდგომ ცნობა მიეღოთ, არა ოფი-
ციალური: ბოლო მოღებოდა. თუ მტრად თვლიდენ - ამ წუთს ამ
ფიქრმა მიელვა - მიეშვათ მის პირისპირ თუ გინდ ხუთი კაცი:
ხუთსავე მიალაგებდა მიბეგვილს ერთიმეორეზე. დარწმუნებუ-
ლი ვარ: სიკვდილის წუთს „ლილეს“ თუ ვერ იმღერებდა, „ლი-
ლე“ გასძახებდა მასში. განუსვენოს უფალმა.
4. კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძისგან გაგონილი. მე-
ლიტონი გაცნობოდა პეტერბურგში, საცა დიდ ხანს ცხოვრობდა,
ფილოსოფოსს ვლადიმირ სოლოვიოვს. ერთხელ ემღერა მის-
თვის „ლილე“. ფილოსოფოსი ისე აღტაცებულიყო, რომ „ლი-
ლეს“ მოსმენის შემდეგ აღარ სურვებია სხვა რომელიმე ჰიმნი
მოესმინა. წარმოდგენილი მაქვს, რა იქნებოდა: „ლილე“ გუნ-
დის მიერ მღერილი რომ მოსმენოდა.

174
დიდი დედა

რომანთაგან „დალი“

აღდგომის პირველ კვირას, რომელი „ახალ-კვირად“ არის


საქართველოში ხმობილი, უშგულის ქალნი, ყველა დაქორწინე-
ბულნი, ქალთა რიტუალის ასასრულებლად გაემართნენ. გად-
მოცემით ბევრი რამ ამ რიტუალისა სვანეთში ვაჟებმა არ იციან:
ძველისძველი საიდუმლო „დიდი დედის“ თაყვანებისა ქალებს
ფარულად შეუნახავთ. სალოცავად მიმავალ ქალებში თანბის
დედაც ერია, მონადირის.
მიდიოდენ ნელი ბიჯით, იყვნენ მდუმარენი, უთქმი სიტყვით
აყვანილნი, ვიდოდენ: ეზრდებოდენ ერთიმეორეს შინაგან, გუ-
ლი ერთისა ნათელი ფეთქვით ეხმიანებოდა გულსა მეორისა.
ოდნავ მიბნედილ თვალთ მიმავალთა სათნოების ციალი ეფინე-
ბოდა. სცილდებოდენ ყოფას ყოველდღიურს.
მზის დახრისას მიადგნენ მიმავალნი ერთს მოზრდილ
ბორცვს, ათასწლოვანი ხეებით გარსმოვლებულს. შეჩერდენ.
იდგა მყუდროება. მხოლოდ ხანდახან ფრინველის ფრთქიალი
ფოთლებში აფრთხობდა ფრთადაშვებულ სიჩუმეს, მილაგდენ
ნამეხარი მუხის ქვეშ. სიტყვა არც ახლა წასცდენია რომელიმეს,
ხის ფუღუროს წინ გააჩაღეს ცეცხლი. ამოიღეს ჩანთიდგან პურის
ცომი და ყველი. მოზილეს კვერებად და შეუდგნენ ცხობას სა-
წირველისა. გამოაცხვეს ექვსი კვერი: სამი დიდი, სამი მოცრო.
შეჯგუფდენ, შემტკიცდენ, გაირინდენ. იდგენ ასე რამდენიმე
წუთი, განაბულნი, შემდგომ პირი ჰქნეს მიმართ გაღმისა, გამოჩ-
175
ნდა სალოცავი, ქალწულ მარიამისა „ლამარია“. შეირხენ, ამარ-
თეს სამი დიდი კვერი და შესწირეს ღვთისმშობელს უსიტყვო
ვედრებით: ლოცვით.
ორიოდე წუთი კიდევ. ახლა სამი ქალი გამოეყო მწირველთ.
ესენი ყველაზე ხნიერნი იყვენ. სამში ერთი თანბის დედა იყო,
გაემართენ იდუმალ ადგილისაკენ: „დიდი დედის“ მიმართ, რო-
მელი უუხნიერესია ღმრთის ძის დედაზე. წაიღეს თან სამი მომ-
ცრო კვერი, თაფლის სანთლები და ერთი დიდი აღვივებული
ნაკვერჩხალი.
უსიტყვოთ, შენელებული სლვით მიეახლენ რჩეულნი იდუმა-
ლებით მოცულ ადგილს. დაფუტუროვებული ხეების გვერდით
ერთ ალაგს ხვრელი იყო უცნაური, ნიადაგის ჩაღრმავებით
ქმნილი. ჯურღმული მოყვანილობით დიდს ზუმელს გავდა. აქაიქ
ბრტყელნი ქვანი: შესაძლოა ნატეხნი წარმართულნი ნიშისა,
ძველთაძველის. ზოგი ქვა ხავსმოკიდებული იყო, ზოგი დასირ-
სვლული. სირსვილი წარწერასავით იხაზებოდა, დროთა ვითა-
რებაში წარშლილისა. აქ დრო აღარ იყო: სუფევდა ზესთად-
როული.
დედებმა მოიყარეს მუხლი „ზუმელის“ წინაშე, კდემით. დაად-
გეს მისს გნდეზე ნაკვერჩხალი და ზედ სანთლების ნატეხები
დააყარეს, ერთმა ქალმა - ეს თანბის დედა იყო, სამსხვერპლო
აქტის ამქმელად რჩეული - სული დაჰბერა უკვე მოფერფლილ
ნაკვერჩხალს. თვითეული მათგანი ლოდინით იყო დაძაბული:
აენთებოდა თუ არა თუ გინდ ერთიც სანთელის ნატეხი. აენთე-
ბოდა - ეს იქმნებოდა ნიშანი მსხვერპლის მიღებისა „დიდი დე-
დის“ მიერ.
უკან დარჩენილ დედებსაც ჰძაბავდა მძაფრად ლოდინი: გარ-
თხმულ იყვნენ მიწაზე და ეკვროდენ ერთმანეთს ვითარ დაფ-

176
რთხობილნი ნიამორნი. მიწა, დედა, იღქმებოდა მათს გზნებას
და მოჰქონდა იგი წირვაში აგზნებულთა მომართ. ქვეფენილ
ჰმატებდა ეს ძალას მწირველ დედებს.
უეცრად ჩრდილი მოედო არეს. შეჰკრთენ სამნი. აიხედეს
მაღლა: ზრქელი ღრუბელი იფინებოდა. განვლო ღრუბელმა: გა-
ინთქა ჩრდილი, კვლავ ახალისდა ცხრათვალა მზე, ხალასი.
შემკრთალთ გულს მოეშვათ - ხოლო ლოდინი კიდევ უფრო გა-
უმძაფრდათ.
დაჰბერა სული მეორეხელ ამქმელმა ნაკვერჩხალს, აენთო
ერთი ნატეხი სანთლისა, უმალვე დაემხვენ დედები ნეტარებით,
აღაპყრეს მაღლა ხელნი. ხელში კვერი ეჭირა თვითეულს. იხმეს
„დიდი დედა“ აღტყინებულებმა. გაისმა ირგვლივ გულისმიერ
ძახილი: „მოგვეც, მოგვეც, სიმრავლე ვაჟთა!“ თანბის დედა
გულში ამასაც უმატებდა: „შეჰმატე, დედაო, ჩემს ძეს ძალა ვაჟი-
სა!“.
მოათავეს ზორვა. კვერები „ზუმელში“ ჩაალაგეს: დაკრძა-
ლეს. ზე დიდი ქვა დადვეს. ბრტყელი, სამჯერ მუხლი მოიყარეს,
გამობრუნდენ უკან უსიტყვოდ.
სხვები პირქვედამხობილები უცდიდნენ გამობრუნებულთ,
ხმაამოუღებლივ. სცნეს თუ არა მათი მოახლოება, წამოდგენ
წამსვე და ერთხმად შეეგებენ: „გაგმარჯვებიათ მიწის სალოცა-
ვის ლოცვა! „თქვენც გაგმარჯვებიათ!“ მიუგეს დაბალი ხმით
დაბრუნებულებმა. გადაეხვივნენ ერთიმეორეს, დაკოცნეს ერ-
თმანეთი.
დახდენ. იგემეს სამსხვერპლო ნაცხობი, ისხდენ დაყურსულ-
ნი, ჰხარობდა: ტანი ქალობით. სიტყვამაც იმატა ნელინელ. წა-
მოდგენ ახალისებულნი და შვებით დაეშვნენ სოფლისაკენ.
„დიდი დედა“ უშგულს უბეში იხუტებდა.

177
მინაწერი:
„დიდი დედა“: „მაგნა, მატერ“ ცნობილია ყველგან. „დედა“:
იგულისხმება ქალური თაური მსოფლიოსი. არა მგონია, რომე-
ლიმე ხალხს ეგზნოს ეს თაური ისეთი სიღრმით როგორც ქარ-
თველებს. „დიდ-დედას“ სვანთა ესიტყვება „ადგილის დედა“
ხევსურთა: როგორც ასული დედას.
გვყავს სამი დედა: წმ. ნინო, მეფე თამარი, დედოფალი ქეთე-
ვან. თვითეული მათგანი თავისებურ ასახიერებს ქალური თა-
ურს. ნინომ დაამყნა საქართველოს ხის ტანში ქრისტეს სჯული -
ხე იქცა ნამყენით „ხედ სიცოცხლისა“. თამარმა განაფინა შარა-
ვანდით ხელმწიფება ქართველთა, დგინებული დავით აღმაშე-
ნებლის მიერ. ქეთევან ეწამა ნაქმისათვის როგორც ნინოსი ისე
თამარისა. ამ სამის ერთობითს მუხლში მოქცეულია უშრეტი ენ-
გადი ქართველთა ყოფისა.
ნინოს ვიგონებთ იანვარში: „კალენდარულად“, თამარს მაის-
ში, როცა მიწვეულნი ვართ რომელიმე თამარ-რქმეულთან; ქე-
თევანს არც ისე ვიხსენებთ და არც ასე: დაგვიწყებია.
სასურველია, ეს სამი - ნინო, თამარ, ქეთევან - ერთად მოვი-
გონოთ: მოვიგონოთ ფესვებით. დღესასწაულისათვის მე ვირ-
ჩევდი რომელიმე დღეს მწიფობისთვისა. თაოსნად აქ, მგონია,
პარიზის ქართველთა სათვისტომო უნდა გამოვიდეს.
მესმის შეკითხვა: „მამათა“ შორის ვინ ვიდღესასწაულოთ?
ჩემი პასუხი: ყველაზე წინ დიდი მეფე, დავით აღმაშენებელი.
(სხვებზე შემდეგ ვიფიქრებთ). დღედ მისი კულტისა არჩეულ იქ-
მნება აგვისტოს 14: ამ დღეს იქცა იგი 1121 წელს „ხელმწიფედ“,
ამ სახელდების კარდუ-ს გაგებით - მოიგონებენ თანამემულენი.

178

You might also like