You are on page 1of 49

1

შარლ პეროს
ზღაპრები
ჩექმებიანი კატა

წითელქუდა
<<<<>>>>>>>
<<<<

მძინარე მზეთუნახავი

კონკია
0000000000

ქოჩორა რიკე

მხატვრები:ლელა ცინაძე, ნინო ქურციკიძე


მთარგმნელი: გერონტი ქიქოძე

2
3
ჩექმებიანი კატა

წისქვილი, ვირი და კატა – აი, მთელი ავლადიდება, რაც ერთმა


მეწისქვილემ თავის სამ ვაჟს დაუტოვა. ქონება ძმებმა გაინაწილეს,
არც ნოტარიუსი დასჭირვებიათ და არც ვექილი.
უფროსს წისქვილი ერგო, საშუალოს – ვირი, უმცროსს კი მხოლ-
ოდ კატა არგუნეს·
უმცროსი ვაჟი ძალიან დაღონდა, ასე მცირე მემკვიდრეობა რომ
შეხვდა. – თუ არ გაიყრებიან, ჩემს ძმებს შეუძლიათ თავი პატიოსანი
შრომით ირჩინონ, – ამბობდა უმცროსი, ‒ მე კი კატას რომ შევჭამ,
ამისი ტყავისგან ხელთათმანებს შევიკერავ, მერე შიმშილით უნდა
ამომხდეს სულიო.
კატამ გაიგონა პატრონის სიტყვები, მაგრამ წყენა არ შეიმჩნია
და დინჯად უთხრა:
– ნუ დაღონდები, ჩემო ბატონო, მხოლოდ ერთი ჩანთა მომეცი,
ერთი წყვილი ჩექმაც მიშოვე ტყეში სასიარულოდ და მალე დარ-
წმუნდები, რომ ქონებიდან არც ისე მცირე წილი შეგხვედრიაო.
ეს სიტყვები კატის პატრონისათვის ვერაფერი ნუგეში იყო, მაგ-
რამ ის კი იცოდა, რომ კატა მეტად ეშმაკი ვინმე იყო. ბევრჯერ უნა-
ხავს, რა მოხერხებულად იჭერდა თაგვებსა და ვირთაგვებს, როგორ
დაეკიდებოდა ხოლმე თათებზე ან დაიმალებოდა ფქვილში და თავს
მოიმკვდარუნებდა. ამიტომაც გაჭირვებისგან თავის დაღწევის იმე-
დი საბოლოოდ არ გადაუწურავს.
როდესაც კატამ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, ჩაიცვა ჩექმები,
ჩანთა კისერზე ჩამოიკიდა, წინა თათები თასმებს ჩაჰკიდა და წავიდა
ნაკრძალში, სადაც ბევრი ბაჭია ეგულებოდა. ჩანთაში ქატო და კომ-
ბოსტო ჩაყარა და თავი მოიმკვდარუნა. იმედი ჰქონდა, ერთი სულე-
ლი ბაჭია მაინც შეძვრება ჩანთაში ქატოსა და კომბოსტოს შესაჭმე-
ლადო.
კატამ ვერც კი მოასწრო თავის მომკვდარუნება,რომ ერთი ცან-
ცარა ბაჭია პირის ჩასატკბარუნებლად ჩანთაში შეძვრა, მოხერხე-
ბულმა კატამ ჩანთის თასმები მყისვე მოქაჩა და ბაჭია დაიჭირა.

4
5
ნადავლით დატვირთული ამაყად ეახლა მეფეს და ნახვის ნება
სთხოვა.
კატა მისი უდიდებულესობის დარბაზში შეიყვანეს.მან მეფეს თა-
ვი მდაბლად დაუკრა და მოახსენა:

‒ მეფეო, ეს ბაჭია ნაკრძალში მოვინადირე. მარკიზ დე კარაბამ


(ეს სახელი კატამ იქვე მოუგონა თავის ბატონს) დამავალა, მისი სა-
ხელით თქვენთვის მომერთმიაო.

6
– შენს ბატონს მოახსენე, – მიუგო მეფემ, – რომ დიდ მადლობას
ვუხდი ასეთი ძღვნისათვისო.
მეორედ კატა ყანაში ჩასაფრდა, ჩანთა გახსნა და როცა შიგ ორი
გნოლი შეგოგმანდა, თასმები მოსწია და ორივე დაიჭირა, მერე ისევ
მეფეს ეახლა და ფრინველები მიართვა. მეფემ ახლაც სიხარულით
მიიღო გნოლები და კატა ფულით დაასაჩუქრა, ჩემი სადღეგრძელო
გადაჰკარიო.
ორი თუ სამი თვე კატას დრო და დრო მეფისათვის,თავისი პატ-
რონის სახელით, ნანადირევი მიჰქონდა.
ერთ დღეს გაიგო, მეფე და მისი ულამაზესი ქალიშვილი მდინა-
რის პირას აპირებენ გასეირნებასო და თავის ბატონს მოახსენა:
– ბატონო, თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ, თქვენს ბედს ძაღლი არ
დაჰყეფს, წადით და იქ იბანავეთ, სადაც გეტყვით. დანარჩენი მე ვი-
ცი და ჩემმა ბიჭობამო.
ბიჭიც ისე მოიქცა, როგორც კატამ ურჩია, მაგრამ იმას კი ვერაფ-
რით მიმხვდარიყო, რა სიკეთეს მოუტანდა ეს ბანაობა.
სწორედ იმ დროს, ბიჭმა წყალში რომ შეცურა, მეფემ ჩაიარა. კა-
ტამ რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ყვირილი მორთო, – მიშველეთ,
მიშველეთ, მარკიზ დე კარაბა იხრჩობაო!
ყვირილზე მეფემ ეტლიდან თავი გამოყო, იცნო კატა, ასე ხშირად
რომ ასაჩუქრებდა ნანადირევით და მცველებს უბრძანა, საჩქაროდ
გასწიეთ ბატონ მარკიზ დე კარაბას საშველადო.
ვიდრე საბრალო მეწისქვილის ვაჟს მდინარიდან ამოიყვანდნენ,
კატა ეტლთან მივიდა და მეფეს მოახსენა, სანამ ბატონი ბანაობდა,
ქურდებმა მისი ტანსაცმელი მოიპარეს, თუმცა რაც ძალი და ღონე
მქონდა, ვყვიროდიო.
თურმე იმ ცუღლუტ კატას ტანსაცმელი ერთი დიდი ლოდის ქვეშ
დაემალა. მეფემ თავის მოლარეთუხუცესს უბრძანა, მარკიზ დე კა-
რაბას ჩემი გარდერობიდან საუკეთესო ტანსაცმელი მოართვიო.მე-
ფემ დიდი ამბით მიიღო მარკიზი. ლამაზმა ტანსაცმელმა უფრო მე-
ტად დაამშვენა მეწისქვილის ვაჟი,ის ხომ ისედაც ახოვანი ჭაბუკი
იყო და მეფის ასულმა შეხედა თუ არა, თავდავიწყებით შეუყვარდა.

7
8
მეფემ ყმაწვილთან ერთად ეტლით გასეირნება მოისურვა. გახა-
რებული კატა წინ გაიქცა და იმ გლეხებს, რომლებიც მინდორს თი-
ბავდნენ, უთხრა:
– კეთილო მთიბავებო, თუ ახლა მეფეს არ ეტყვით, ეს სათიბები
მარკიზ დე კარაბას ეკუთვნისო, საკუპატე ხორცივით გაგხდიანო.

9
მართლაც, მეფემ ჰკითხა მთიბავებს, ვის ეკუთვნის ეს მინდვრე-
ბიო.
– მარკიზ დე კარაბასო, ‒ უპასუხეს ერთხმდ, რადგან კატის მუ-
ქარამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა ისინი.
– დიდებული მამული გქონიათო, – უთხრა მეფემ ბიჭს.
– როგორც ხედავთ, ხელმწიფევ, – მიუგო მან, –ამ მინდორზე
ყოველ წელს აუარებელ ბალახს ვთიბავთო.
ეშმაკი კატა ისევ წინ გაიქცა და ახლა ყანის მკელებს უთხრა:
–კეთილ ყანის მკელებო, თუ არ იტყვით, რომ ეს ყანები მარკიზ
დე კარაბას ეკუთვნის, საკუპატე ხორცივით გაგხდიანო.
ცოტა ხანში მეფემ ჩაიარა და იკითხა, ვის ეკუთვნის ეს ყანებიო?
– მარკიზ დე კარაბასო, – უპასუხეს გლეხებმა.
მეფესაც და ბიჭსაც დიდად ესიამოვნათ ეს პასუხი.
კატა ეტლის წინ მირბოდა და ერთსა და იმავეს ეუბნებოდა ყვე-
ლას, ვისაც კი გზაზე ხვდებოდა. მეფეს ძლიერ უკვირდა, მარკიზ დე
კარაბას რამდენი ქონება ჰქონიაო.
ბოლოს ეშმაკი კატა ერთ მშვენიერ ციხე-დარბაზს მიადგა, რომ-
ლის პატრონი კაციჭამია დევი გახლდათ, იმისთანა მდიდარი
მებატონე იმ არემარეში არ მოიპოვებოდა. ყველა მიწა, რომელზეც
მეფემ გაიარა, სწორედ მისი სამკვიდრო და სამფლობელო გახ-
ლდათ.
კატამ გულდასმით გამოიკითხა, ვინ იყო ის დევი ან რის გაკეთე-
ბა იცოდა და ნახვის ნება ითხოვა. შეუთვალა, არ მინდოდა, ახლოს
ჩამევლო ამ ციხე-დარბაზთან და თქვენთვის პატივი არ მეცაო.
მასპინძელმა კატა ისე თავაზიანად მიიღო, როგორც დევს შეეფე-
რებოდა და სთხოვა, მოისვენეო.
– თქვენზე ამბობენ, შეუძლია. ყოველნაირი ცხოველის სახე მი-
იღოს, მაგალითად, სპილოდ ან ლომად გადაიქცესო, ‒ შემპარავად
უთხრა კატამ.
‒ მართალიაო, ‒ მკვახედ მიუგო დევმა, – რომ დაგარწმუნოთ,
ახლავე თქვენს თვალწინ ლომად გადავიქცევიო.
კატა ლომის დანახვამ ისე შეაშინა, რომ მყისვე სახურავზე აძვ-

10
ვრა, მაგრამ ძლიერ გაუჭირდა, რადგან ჩექმები კრამიტზე სასიარუ-
ლოდ სულ არ გამოადგა.

ცოტა ხნის შემდეგ დევმა პირვანდელი სახე მიიღო. კატა ძირს ჩა-
მოვიდა და გამოუტყდა, დიდი შიში ვჭამეო.
‒ მართალია, მე არა მჯერა, – უთხრა კატამ, მაგრამ იმასაც ამ-
ბობენ, რომ თქვენ შეგიძლიათ პატარა ცხოველის სახე მიიღოთ. მა-
გალითად, ვირთაგვად ან თაგვად გადაიქცეთ. გარწმუნებთ, მე ეს
სრულიად შეუძლებელი მგონიაო·

11
‒ რაო, არა გჯერაო? – წამოიძახა დევმა, – ახლავე გაჩვენებ-
თო!
და მაშინვე თაგვად გადაიქცა დააქეთ-იქით-მოჰყვა სუნსულს;
კატამ ეს დაინახა თუ არა, მყისვე ეცა და გადაყლაპა.
ამ დროს მეფემ გზიდან მშვენიერი ციხე-დარბაზი შეამჩნია და
შესვლა ისურვა.

12
კატას ეტლის ხმა რომ მოესმა, შესახვედრად გაიქცა და მეფეს
მოახსენა:
‒თქვენო უდიდებულესობავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
მარკიზ დე კარაბას სასახლეშიო.
– როგორ, მარკიზ, ეს ციხე-დარბახიც თქვენია? –გაუკვირდა მე-
ფეს, – ამ სამფლობელოზე უკეთესს კაცის თვალი ვერაფერს ნახავს,
შევიდეთ შიგნით, თუ თქვენი ნება იქნებაო.
მეწისქვილის ვაჟმა მეფის ასულს ხელი გაუწოდა და წინ მიმავალ
მეფეს გაჰყვა, ყველანი ერთ დიდ დარბაზში შევიდნენ, სადაც საუც-
ხოო სუფრა იყო გაშლილი.თურმე იმ დღეს დევის მეგობრები უნდა
მოსულიყვნენ, მაგრამ რომ გაიგეს, მეფე იქ არისო, გალავანში შეს-
ვლა ვეღარ გაბედეს.
მეფე აღტაცებული იყო ბიჭის დახვეწილი მანერებით. მეფემ ამო-
დენა ქონება რომ ნახა და ხუთი თუ ექვსი თასიც გამოცალა, ყმაწ-
ვილს მიმართა:
‒ მარკიზო, თუ გსურთ, ჩემი სიძე გახდეთო?
ბიჭმა მოწიწებით მადლობა გადაუხადა ამ დიდი პატივისათვის
და იმავე დღეს შეირთო ცოლად მეფის ასული.
კატა კი, კატა დარბაისელი კარისკაცი გახდა და იმ დღიდან
კატებს მხოლოდ გასართობადღა დასდევდა.

13
წითელქუდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა.


გოგონა სოფელში ცხოვრობდა. ისეთი ლამაზი იყო, კაცის თვა-
ლი უკეთესს ვერ ნახავდა. დედას ხომ უყვარდა და უყვარდა, ბებიაც
ცივ ნიავს არ აკარებდა. კეთილმა ბებიამ გოგონას დაბადების დღის-
თვის პატარა წითელი ქუდი მოუქსოვა. ქუდი ისე უხდებოდა, რომ
თავიდან აღარ იშორებდა, ამიტომ მას ყველა პაწია წითელქუდას
ეძახდა.

14
ერთხელ დედამ ქადა გამოაცხო და გოგონას უთხრა:
‒ წადი, ბებიაშენი მოიკითხე, გავიგე, ავად გამხდარა. ეს ქადა და
პატარა ქილა ერბოც წაუღეო
წითელქუდამ მაშინვე გასწია ბებიასაკენ. იგი მეზობელ სოფელ-
ში ცხოვრობდა. ტყეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხ-
ვდა.

15
მგელს პირზე ნერწყვი მოადგა, მაგრამ გოგონას ვერაფერი გა-
უბედა, რადგან ახლომახლო ხისმჭრელები ეგულებოდა.
მგელმა ჰკითხა, საით მიდიხარო? საბრალო ბავშვმა რა იცოდა,
რომ მგელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო და უპასუხა:
‒ბებიას სანახავად მივდივარ. დედაჩემმა ქადა და ერთი ქილა
ერბო გამომატანა.
‒ბებიაშენი შორს ცხოვრობსო? –ჰკითხა მგელმა.
– დიახ, – უპასუხა წითელქუდამ, – აგერ იმ წისქვილს იქით, სოფ-
ლის განაპირას რომ სახლია.
‒ კეთილიო! ‒უთხრა მგელმა, მეც წამოვალ ბებიაშენის სანახა-
ვად, ოღონდ მე ამ გზას დავადგები, შენ კი აგერ, იმ გზით წადი. აბა,
ვნახოთ, ვინ უფრო ადრე მივაო, – და მგელმა რაც ძალი და ღონე
ჰქონდა, მოჰკურცხალა.
იგი მოკლე გზას დაადგა, გოგონა კი გრძელი გზით წავიდა, გზაში
ხან თხილს კრეფდა, ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილების თა-
იგულს კრავდა.
მგელი უფრო ადრე მივიდა ბებიასთან და კარზე დააკაკუნა:
– კაკ, კუკ!
‒ ვინა ხარ?
‒ შენი შვილიშვილი, პაწია წითელქუდა, ‒ შეცვლილი ხმით უპა-
სუხა მგელმა, – დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და ერთი ქილა ერ-
ბო მოგიტანეო.
კეთილი ბებია ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა.
‒ ურდული გასწიე და კარი გაიღებაო,‒ გასძახა მწოლიარემ.
მგელმა ურდული გასწია და კარი გაიღო,ეცა ბებიას და თვალის
დახამხამებაში გადასანსლა, რადგან თითქმის სამი დღე პირში
ლუკმა არ ჩასვლოდა. მერე კარი დაკეტა, ბებიას ლოგინში ჩაწვა და
პატარა წითელქუდას დაუწყო ლოდინი.
გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნა:
‒ კაკ, კუკ!
‒ ვინა ხარო?
პაწია წითელქუდამ მგლის ბოხი ხმა რომ გაიგონა, შეეშინდა,

16
მაგრამ გაიფიქრა, ბებია გაცივებული იქნებაო და უპასუხა:
‒შენი შვილიშვილი, პაწია წითელქუდა ვარ, დედაჩემის გამოგ-
ზავნილი ქადა და ერთი ქილა ერბო მოგიტანეო.

17
მგელმა შეცვლილი ხმით უთხრა:
‒ ურდული გასწიე და კარი გაიღებაო.
წითელქუდამ ურდული გასწია და კარი გააღო· მგელმა რომ და-
ინახა ოთახში შესული გოგონა, მაშინვე საბანი წაიფარა და უთხრა:
– ეგ ქილა და ქადა სკივრზე დადე და მოდი, ლოგინში შემომიწე-
ქიო.

18
წითელქუდამ დაუჯერა და ლოგინში შეუწვა. გაუკვირდა გოგო-
ნას, როგორი ყოფილა ბებია ტანგახდილიო და უთხრა:
‒ ბებია, ეგ რა დიდი ხელები გქონია.
‒ ეს იმიტომ, რომ უკეთ მოგეხვიო, ჩემო გოგონა.
– ბებია, ეგ რა დიდი ფეხები გქონია.
– ეს იმიტომ, რომ უკეთ ვირბინო, ჩემო გოგონა.
‒ ბებია, ეგ რა დიდი ყურები გქონია·
– ეს იმიტომ, რომ უკეთ გავიგონო, ჩემო გოგონა.
– ბებია, ეგ რა დიდი თვალები გქონია.
– ეს იმიტომ, რომ უკეთ დაგინახო, ჩემო გოგონა
– ბებია, ეგ რა დიდი კბილები გქონია.
– ეს იმიტომ, რომ უკეთ შეგჭამოო, – დაიღრიალა ავმა მგელმა
და პაწია წითელქუდა გადაყლაპა.
ამ დროს ბებიას სახლთან ტყისმჭრელებმა ჩაიარეს. გაიგონეს
ხმაური, შეცვივდნენ სახლში, მგელი მოკლეს, მუცელი გაუფატრეს
და ბებია და წითელქუდა უვნებელი გამოიყვანეს.

19
მძინარე მზეთუნახავი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე-დედოფალი. ისე წუხდნენ უშ-
ვილობას, ისე წუხდნენ, რომ ენა ვერ იტყვის. ყოველდღე ლოცუ-
ლობდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, უშვილოდ ნუ გადაგვაგებო.
და აი, ბოლოს, ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და ქალიშვილი
აჩუქა.

20
ბედნიერმა მეფე-დედოფალმა მშვენიერი ნათლობა გადაიხადა.
ნათლიებად პატარა მეფის ასულს დაუპატიჟეს ყველა ფერია, რომ-
ლებიც იმ სამეფოში ცხოვრობდნენ, სულ შვიდი. როგორც იმ დროს
იყო მიღებული, ყოველ მათგანს რამე ნიჭი უნდა დაენათლებინა, –
მეფის ასული ყოველნაირი ღირსებით უნდა ყოფილიყო შემკული.
ნათლობა რომ დამთავრდა, ყველანი სასახლეში დაბრუნდნენ,
სადაც დიდი ნადიმი გაიმართა. დიდებული სუფრა გაშალეს. ყველა-
ზე საპატიო სტუმრებს – ფერიებს წინ უძვირფასესი ჭურჭელი დაუწ-
ყვეს: საუცხოო ფაიფურის თეფშები, ბროლის თასები და თითო-თი-
თო ბაჯაღლო ოქროს ყუთი, რომლებშიც ალმასითა და ლალით შემ-
კული ოქროს კოვზი და დანა-ჩანგალი ეწყო. ის იყო, ფერიები სუფ-
რას მიუსხდნენ, რომ კარი გაიღო და დარბაზში ერთი ბებერი ფერია
შევიდა. ის ნათლობაზე არ მიუწვევიათ, ორმოცდაათი წელიწადი იქ-
ნებოდა, თავისი კოშკიდან არ გამოსულიყო და ყველას დიდი ხნის
მკვდარი ეგონა.
მეფემ მოხუცი ფერია სუფრასთან მიიწვია და რადგან ოქროს
ჭურჭელი და დანა-ჩანგალი მხოლოდ შვიდი ფერიისთვის იყო სა-
განგებოდ დამზადებული, მოხუცს უბრალო ჭურჭელი მიართვეს.
დედაბერი განრისხდა, იფიქრა, უდიერად მომექცნენო და ავად
აბუზღუნღა:
– ასე არა?! განანებთ ამ შეურაცხყოფასო.
იქვე ახლოს ერთი ნორჩი ფერია იჯდა, დედაბრის ბუტბუტი რომ
გაიგონა, გაიფიქრა, ავი არაფერი უსურვოს პატარასო და როგორც
კი სუფრიდან აიშალნენ, მეფის ასულის საძინებელში შეიპარა და
მის საწოლქვეშ დაიმალა. იცოდა, რომ კამათში ის იმარჯვებს, ვისაც
ბოლო სიტყვა რჩება და გადაწყვიტა, თავისი სურვილი უკანასკნელს
ეთქვა.
ამასობაში ფერიებმა მეფის ასულის დასაჩუქრება დაიწყეს. პირ-
ველი დაჰპირდა, ამქვეყნად ულამაზესი ქალი იქნებიო, მეორემ –
ანგელოზივით კეთილიო, მესამემ – სიბრძნე უბოძა, მეოთხემ – ჩი-
ნებულად იცეკვებო, მეხუთემ – ბულბულივით იმღერებო, მეექვსემ
ყველანაირ საკრავზე დაუკრავო. დადგა ბებერი ფერიის ჯერი.

21
– მეფის ასული თექვსმეტი წლის რომ შესრულდება, თითისტა-
რით ხელს გაიკაწრავს და მოკვდებაო, – ჩაიჩიფჩიფა მან თავის ქან-
ქარით.
ყველა შეძრწუნდა და ტირილს მოჰყვა. ამ დროს საწოლს ქვემო-
დან ფერია გამოძვრა და თქვა:
‒დამშვიდდით, მეფე-დედოფალო, თქვენი ქალიშვილი არ მო
კვდება. მე არ შემწევს იმის ძალა, რომ ბოროტი ფერიის წინასწარ-
მეტყველება გავაუქმო, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ მართალია,
მეფის ასული თითისტარით ხელს გაიკაწრავს, მაგრამ არ მოკვდება,
მხოლოდ ღრმა ძილს მიეცემა და ასი წლის შემდეგ უფლისწული გა-
აღვიძებსო.
ბოროტი ფერიის წინასწარმეტყველება რომ თავიდან აეცილები-
ნა, მეფემ ბრძანა, სიკვდილით დაისჯება ყველა, ვინც არათუ თითის-
ტარით ძაფის დართვას, მის სახლში შენახვას გაბედავსო.
გავიდა თექვსმეტი წელი. ერთხელ მეფე და დედოფალი ქალიშ-
ვილიანად ერთ-ერთ სააგარაკო სასახლეში გაემგზავრნენ· მეფის
ასულმა ძველი ციხე-დარბაზის დათვალიერება მოინდომა და ყვე-
ლა ოთახი შემოირბინა. ბოლოს კოშკის ბოლო სართულზე ავიდა,
სადაც ერთი დედაბერი თითისტარით ძაფს ართავდა. საოცარია,
მაგრამ ქალს არაფერი სმენოდა მეფის ბრძანებაზე, არ იცოდა, თუ
მეფეს თითისტარის ხმარება ჰქონდა აკრძალული.
– რას აკეთებთ, მოხუცოო? ‒ჰკითხა გოგონამ, რომელსაც თი-
თისტარი არასოდეს ენახა.
‒ ვართავ, ჩემო მშვენიეროო, ‒ მიუგო მან,
‒ საინტერესოა, აბა, მომეცით, იქნებ მეც შევძლოო, ‒ სთხოვა
მეფის ასულმა და აიღო თუ არა ხელში თითისტარი, თითში იჩხვლი-
ტა და გნებამიხდილი დაეცა.
შეწუხდა მოხუცი და ყვირილი მორთო, მიშველეთო.მოირბინეს
აქეთ—იქიდან, მეფის ასულს სახეზე წყალი აპკურეს, საფეთქლები
სურნელოვანი ძმრითაც დაუზილეს, ლოყებხე ხელები უტყაპუნეს,
მაგრამ გონს ვერ მოიყვანეს.
ხმაურზე მეფეც მოვარდა, უგონო ქალიშვილს რომ დახედა, გა-

22
ახსენდა ფერიის წინასწარმეტყველება, შეურიგდა ბედს და ბრძანა:
მეფის ასული საუკეთესო დარბაზში დაასვენეთ ოქრომკედით და
სირმით ნაქარგ სარეცელზეო.

23
მეფის ასული ისეთი მშვენიერი იყო, გეგონებოდათ, ანგელოზიაო.
მართალია, გულწასული იყო, მაგრამ სახის ფერი მაინც შერჩენო-
და, ლოყები ვარდისფრად უღვიოდა და ტუჩები მარჯანს მიუგავდა,
მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული. თუ მკერდზე ყურს დაადებ-
დით, ნელ სუნთქვას გაიგონებდით და მიხვდებოდით, რომ მკვდარი
არ იყო.
– დაე, იძინოს, ვიდრე მისი გაღვიძების საათი დაჰკრავსო, –
ბრძანა მეფემ
მეფის ასულმა რომ დაიძინა, კეთილი ფერია, რომელმაც სიცოც-
ხლე შეუნარჩუნა, ძალიან შორს, მატაკენის სამეფოში იყო. მას ეს
ამბავი სასწრაფოდ აცნობა ერთმა ჯუჯამ, რომელსაც შვიდმილიანი
ფეხსაცმელი ეცვა და ერთი ნაბიჯით შვიდ მილს გადიოდა. ფერია
მაშინვე გაუდგა გზას გველეშაპებშებმული ეტლით და ერთ საათში
სასახლეში გაჩნდა. მართალია, ფერიამ მეფე-დედოფალი ანუგეშა,
მაგრამ გულში კი ფიქრობდა, რა საბრალოა მეფის ასული, გაღვიძე-
ბის დრო რომ მოვა, ამ ძველ კოშკში ერთ ნაცნობ სახესაც ვეღარ
იხილავსო. ამიტომაც ასე გადაწყვიტა: ყველას, ვინც კი სასახლეში
იყო‒ ძიძებს, სეფექალებს, პირისფარეშებს, ასისთავებს, მსახურ-
თუხუცესებს, მზარეულებს, მეჭურჭლეთუხუცესებს, შიკრიკებს, მეკა-
რეებს, მეაბჯრეებს, ლაქიებს ჯადოსნური ჯოხი შეახო. ჯოხი დაჰკრა
ცხენებსაც საჯინიბოში და მეჯინიბეებსაც, ცხენებს რომ კუდებს ლა-
მაზად უვარცხნიდნენ. ჯოხი დაჰკრა სასახლის ბომბორა ძაღლებსა
და ერთ პატარა ფუმფულა ცუგასაც, მძინარე მეფის ასულის ფეხებ-
თან რომ მიწოლილიყო. დაჰკრა თუ არა ჯოხი, სასახლეში ყველანი
ძილს მიეცნენ. თვით ხოხობ და კაკაბწამოგებულმა შამფურებმაც
ჩათვლიმეს, ცეცხლმაც კი ჩაიძინა კერაში. ეს ყველაფერი ერთ წუთ-
ში მოხდა, ფერიები ხომ ძალზე მარდები არიან? ჯადოსნური ჯოხის
ერთი აქნევა და მორჩა!
მხოლოდ მეფე-დედოფალს არ დაუძინია, რადგან სამეფოს
უპატრონოდ ვერ დააგდებდნენ. თვალცრემლიანნი ეამბორნენ საყ-
ვარელ ასულს, ციხე-დარბაზიდან გავიდნენ და ბრძანეს, მასთან

24
ახლოს არავინ გაჭაჭანებულიყო. თუმც მალე მართლაც ვერავინ მი-
ვიდოდა სასახლესთან, რადგან მის ირგვლივ იმდენი ხე, გაუვალი
ნარ-ეკალი და ძეძვნარი ამოვიდა, რომ მხოლოდ ციხე-დარბაზის
კოშკებიღა მოჩანდა.
გავიდა ასი წელი. ამ ხნის განმავლობაში უამრავი მეფე და დე-
დოფალი გამოიცვალა და აი, ერთ მშვენიერ დღეს მაშინდელი მე-
ფის ვაჟი იმ მხარეში სანადიროდ გაეშურა.
– ეს რა კოშკებია, ამ დიდ უღრან ტყეში რომ მოჩანსო? – იკითხა
უფლისწულმა, როცა მოჯადოებულ სასახლეს მიუახლოვდა. ვის რა
ჰქონდა გაგონილი და ვის რა: ერთნი ამბობდნენ, ძველი სასახლეა,
იქ მოჩვენებები ბუდობენო, მეორენი ამტკიცებდნენ, აქაური ჯადოქ-
რები კუდიანობა ღამეს აქ ღრეობენო, მესამენი კი დაბეჯითებით ირ-
წმუნებოდნენ, აქ ერთი კაციჭამია გოლიათი ცხოვრობსო. უფლის-
წულმა აღარ იცოდა, ვისთვის დაეჯერებინა. ბოლოს ერთმა მოხუცმა
გლეხმა უთხრა:
‒ უფლისწულო, მამაჩემისგან გამიგონია, რომ ამ სასახლეში
მზეთუნახავს სძინავს და კიდევ ორმოცდაათ წელს იძინებს, სანამ
რომელიმე უფლისწული არ გააღვიძებს და ცოლად შეირთავსო.
უფლისწულმა გადაწყვიტა, მყისვე გაეგო, მართალი იყო ეს თუ
არა. როგორც კი ჭაბუკი ტყეს მიუახლოვდა, უშველებელი ხეები,
ძეძვნარი და ბუჩქნარი განზე გადგნენ, რათა გზა დაეთმოთ მისთვის.
უფლისწული სასახლის ფართო ეზოში შევიდა. აქ სამარისებური სი-
ჩუმე სუფევდა და ყველაფერს სიკვდილის ფერი ედო.ირგვლივ ადა-
მიანები და ცხოველები იყვნენ გაწოლილი, ისინი მკვდრებს ჰგავდ-
ნენ, მაგრამ მეკარეების ჭორფლიან ცხვირებსა და აწითლებულ
ლოყებს რომ შეხედა, მიხვდა, რომ მათ მხოლოდ ეძინათ, ხოლო
თასები, სადაც რამდენიმე წვეთი ღვინო კიდევ ჩარჩენილიყო, მოწ-
მობდა, რომ სმაში ჩასძინებოდათ.
უფლისწულმა დიდი, მარმარილოს ფილებით მოკირწყლული
ეზო გადაჭრა, კიბე აიარა და გუშაგების დარბაზში შევიდა. მხრებზე
თოფებგადებული გუშაგები გემრიელად ხვრინავდნენ. გაიარა დარ-
ბაზები, ყველა ოთახი სავსე იყო მიძინებული ვაჟებითა და ქალებით.

25
ზოგი ფეხზე იდგა, ზოგი იჯდა. ბოლოს ოქროთი მოვარაყებულ დარ-
ბაზში შევიდა. სარეცელზე თექვსმეტი წლის ულამაზესი ქალიშვილი
იწვა. აღტაცებული ვაჟი მიუახლოვდა მძინარე მზეთუნახავს და მის
წინ მუხლებზე დაეშვა. და აი, სწორედ იმწამს დაჰკრა ფერიის დანიშ-
ნულმა საათმა და მეფის ასულმა თვალი გაახილა, თავის მხსნელს
შეხედა და უთხრა:

26
– აჰ, თქვენ ბრძანდებით, უფლისწულო? რამდენ ხანს მალოდი-
ნეთო?!
წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები, უცებ მთელი სასახლე ახმაურ-
და: ძაღლები აყეფდნენ, ცხენები აფრუტუნდნენ; სეფექალები საუკუ-
ნის განმავლობაში ჩამოშლილ კულულებს ისწორებდნენ და
ნამძინარევ თაყვანისმცემლებს ნაზად უღიმოდნენ; მსახურები კი
სარკეებიან დარბაზში სუფრის გაშლას შეუდგნენ. ყველა თავის
საქმეს ეშურებოდა.

27
ქალ-ვაჟს კი არაფერი ესმოდა, ერთმანეთს თვალებში შესციცი-
ნებდა. მეფის ასულს დაავიწყდა, რომ ასი წელია არაფერი ეჭამა,
არც უფლისწულს ახსოვდა, რომ დილიდან ლუკმაც კი არ ჩაედო
პირში. უკვე ოთხმა საათმა განვლო მუსაიფში და ჯერ სათქმელის
ნახევარიც არ ეთქვათ. მჭევრმეტყველება ნაკლები იყო, სიყვარული
– მეტი.
ერთმა, სხვებივით შიმშილით შეწუხებულმა სეფექალმა ვეღარ
მოითმინა და მეფის ასულს მოახსენა, სუფრა გაშლილიაო.
ვაჟმა ქალიშვილი წამოაყენა. მეფის ასულს ულამაზესი კაბა ეც-
ვა, მაღალყელიანი, ძველმოდური, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აუშნო-
ებდა. ქალ-ვაჟი სარკეებიან დარბაზში შევიდა და სუფრას მიუჯდა·
ყველა თავს დასტრიალებდა ლამაზ წყვილს, ნაირ-ნაირ კერძებს
სთავაზობდნენ, სამეფო კარის პოეტმა კი ულამაზესი სიმღერა შეთ-
ხზა მზეთუნახავზე, რომელსაც მოჯადოებულ ტყეში ასი წელი ეძინა.
მეფე-დედოფალმა ახალგაზრდები დალოცა. სასახლის
მღვდელმაც აღარ დააყოვნა და შეყვარებულებს კარის ეკლესიაში
ჯვარი დასწერა.

28
კონკია

იყო და არა იყო რა, იყო ერთი აზნაური. როცა დაქვრივდა, ერთი
ამაყი და გულზვიადი დედაკაცი შეირთო. ამ დედაკაცს ორი ქალიშ-
ვილი ჰყავდა, რომლებიც ზნითა და ხასიათით დედას ჰგავდნენ. აზ-
ნაურსაც ჰყავდა შვილი, სათნო და კეთილი ქალიშვილი. სულ თავის
განსვენებულ დედას ჰგავდა.
გადაიხადეს თუ არა ქორწილი, დედინაცვალმა მაშინვე გამოამ-
ჟღავნა ავი ზნე, შეიძულა კეთილი გერი, ვის გვერდითაც მისი ქა-
ლიშვილები უფრო ცუდები ჩანდნენ.
ოჯახში რაც კი ბინძური საქმე იყო, დედინაცვალი გერს აკეთები-
ნებდა. გოგონა ჭურჭელს რეცხავდა და კიბეს გვიდა, ქალბატონისა
და მისი ქალიშვილების ოთახებში იატაკს აპრიალებდა. მას სხვენში
ეძინა ძველი ჩალის ქვეშაგებზე, მისი დები კი სუფთა ოთახებში ნე-
ბივრობდნენ, სადაც დიდი გემოვნებით ნაკეთები საწოლები იდგა
და ვეებერთელა სარკეები ეკიდა.
საბრალო გოგონა მორჩილად იტანდა ყველაფერს და მა-
მასთანაც ვერ ბედავდა ჩივილს, იცოდა, უსათუოდ დატუქსავდა,
რადგან თავისი ახალი ცოლის მონა-მორჩილი იყო.საქმეს რომ
მოათავებდა, ბუხარს მიუჯდებოდა ხოლმე, ნაცართან მოიკალათებ-
და, და ამიტომ ყველა ტურტლიანს ეძახდა. უმცროსმა დამ კი,
რომელიც უფროსივით ავი არ იყო, კონკია შეარქვა.
კონკია თავისი ძველი, დაკონკილი ტანისამოსითაც ათასჯერ
უფრო ლამაზი ჩანდა, თუმცა მისი დები დიდი ფუფუნებით იყვნენ გა-
მოწყობილნი.
ერთხელ მეფისწულმა მეჯლისი გამართა და ყველა წარჩინებუ-
ლი დაპატიჟა. ქალიშვილებმა ლამაზ ტანსაცმელსა და თმის სამკაუ-
ლებზე დაიწყეს ზრუნვა. კონკიასაც გაუჩნდა საზრუნავი. დების ტან-

29
საცმლის დაუთოება, საყელოებისა და სახელოების გახამება ხომ
მუდამ მისი საქმე იყო. გოგოებს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდათ,
გარდა იმისა, თუ ვინ როგორ მოირთვებოდა.

30
– მე წითელი ხავერდის მაქმანიან კაბას ჩავიცვამ და ძვირფას
თავსამკაულს გავიკეთებ, შორი ქვეყნიდან რომ ჩამომიტანესო, -
თქვა უფროსმა.
– მე კი, – მიუგო უმცროსმა, – სადა კაბას, სამაგიეროდ ჩემს ოქ-
რომკედის ყვავილებიან წამოსასხამს მოვიხურავ და ალმასებით
მოოჭვილ ისეთ ქამარს შემოვირტყამ, არც ერთ დიდებულ ქალს
რომ არ ექნებაო.
სასწრაფოდ უხმეს მკერავ ქალს ორმაგმაქმანიანი ძვირფასი ჩა-
ჩების შესაკერად, ღაწვებზე მისაწებებელი ხალები კი ქალაქის სა-
უკეთესო ოსტატთან იყიდეს. დებმა კონკიას უხმეს, იცოდნენ, კარგი
გემოვნება ჰქონდა და მისი აზრი აინტერესებდათ. კონკიამ საუკე–
თესო რჩევა მისცა, თან შესთავაზა, თუ გნებავთ, თმასაც დაგვარ-
ცხნითო. სანამ კონკია დებს ვარცხნიდა, ისინი ეკითხებოდნენ:
‒კონკია, მეჯლისზე რომ წამოსულიყავი, გაგიხარდებოდაო?
‒ ეჰ, ქალბატონებო, ნუ დამცინით, მეჯლისი რა ჩემი საქმეაო.
‒ მართალს ამბობ! სიცილით დაიხოცებიან, შენისთანა ტურ-
ტლიანი მეჯლისზე რომ მივიდესო.
სხვა, ალბათ, უშნოდ დავარცხნიდა დებს, მაგრამ კონკიას კეთი-
ლი გული ჰქონდა და ძალიან ლამაზად დაუყენა დებს თმა.
დებს სიხარულისაგან თითქმის ორი დღე სადილ-ვახშამი არ
უჭამიათ. წვრილი წელი რომ გამოსჩენოდათ, კორსაჟის თასმებს
მაგრად იჭერდნენ და ვინ იცის, რამდენი დაწყვიტეს. დილიდან სა-
ღამომდე სარკესთან ტრიალებდნენ და იპრანჭებოდნენ.
ბოლოს დადგა ბედნიერი დღეც. დები მეჯლისზე წავიდნენ. კონ-
კიამ მათ ნაღვლიანად გააყოლა თვალი და ტირილი დაიწყო.
ამ დროს ნათლიამ გამოიარა და თვალცრემლიანი რომ ნახა,
ჰკითხა, რა გატირებსო.
‒ მეც მინდოდა... მინდოდა... – საბრალო ისე მწარედ ტიროდა,
რომ სიტყვა ვერ დაამთავრა.
ნათლია ჯადოქარი იყო, ფერია, და ადამიანის ფიქრიც კი
ესმოდა·
‒ შენც გინდოდა მეჯლისზე წასვლა, არა? –ჰკითხა გოგონას.

31
– ჰო! – უპასუხა კონკიამ და ამოიოხრა.
‒ კარგი. თუ დამიჯერებ, ამ საღამოს შენც მიხვალ სასახლეში.
ახლა კი ბაღში გადი და ერთი გოგრა მომიტანეო, – უთხრა ნათლი-
ამ.

32
კონკია ბაღში გავიდა, საუკეთესო გოგრა ამოარჩია და ნათლიას
მიუტანა. ძალიან უნდოდა, გაეგო,როგორ შეეძლო ამ გოგრას მისი
მეჯლისზე წაყვანა,მაგრამ კითხვა ვერ გაბედა.
ნათლიამ გოგრა ისე გამოწმინდა, მარტო ქერქიღა დარჩა, მერე
თავისი ჯადოსნური ჯოხი დაჰკრა და ოქროთი მოვარაყებულ ეტლად
გადააქცია.
შემდეგ კონკია საკუჭნაოში გაგზავნა ხაფანგის სანახავად. შიგ
ექვსი ცოცხალი თაგვი გაბმულიყო.
ფერიამ კონკიას ხაფანგის კარი ოდნავ ააწევინა და თაგვები
რიგრიგობით გამოაშვებინა. როგორც კი ერთ მათგანი გამოძვრე-
ბოდა, დაჰკრავდა ჯადოსნურ ჯოხს და თაგვი მაშინვე ფეხმარდ რუხ
რაშად გადაიქცეოდა.
წუთიც არ გასულა, რომ კონკიას წინ იდგა დიდებული ეტლი, რო-
მელშიც ექვსი ვერცხლის სადავეებიანი ცხენი იყო შებმული. ახლა
მხოლოდ მეეტლე აკლდათ. ფერია ჩაფიქრდა. კონკიამ უთხრა:
– ახლა წავალ, ვნახავ, იქნებ ხაფანგში ვირთაგვა იჯდეს, რომ
მეეტლედ გადავაქციოთ.
– მართალი ხარ, – უთხრა ნათლიამ, – წადი, ნახე.
კონკიამ ვირთაგვების ხაფანგი მოიტანა, შიგ სამი დიდი ვირთაგ-
ვა იყო.
ფერიამ ერთ, ყველაზე გრძელულვაშიან ვირთაგვას ჯოხი შეახო
და იგი გადაიქცა ჩასუქებულ მეეტლედ, რომელსაც ლამაზი ულვაში
ამშვენებდა. მერე კონკიას უთხრა:
– ბაღში გადი, სარწყავის უკან ექვს ხვლიკს ნახავ, დაიჭირე და
აქ მომიყვანე.
კონკიამ ხვლიკები შემოიყვანა, ნათლიამ ისინი იმწამსვე ჭრელ-
ტანსაცმლიან ლაქიებად გადააქცია, რომლებიც ფიცხლად ეტლის
საფეხურზე გაიჭიმნენ. თავი ისე ეჭირათ, თითქოს მთელი თავისი სი-
ცოცხლე მეტი არაფერი გაუკეთებიათო.
მაშინ ფერიამ კონკიას უთხრა:
– აი, ამ ეტლით წახვალ საღამოზე, ხომ კმაყოფილი ხარ?
– კი მაგრამ, ამ საძაგელი ტანსაცმლით სად წავიდე?

33
ნათლიამ ახლა მას შეახო თავისი ჯადოსნური ჯოხი და ძონძები
ოქრომკედით ნაქარგ და მოსირმულ, ძვირფასი თვლებით მოოჭ-
ვილ კაბად გადააქცია. ერთი წყვილი ულამაზესი ბეწვშემოვლებუ-
ლი ფეხსაცმელიც მისცა.
ასე მორთულ-მოკაზმული კონკია ეტლში ჩაჯდა, ნათლიამ და-
უბარა, იცოდე, შუაღამეს არ გადააცილო; ერთი წუთითაც რომ და-
აგვიანო, ეგ შენი ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა, ცხენები თაგვე-
ბად, ლაქიები ხვლიკებად, ხოლო ახალი ტანსაცმლის მაგივრად
ხელში ისევ ძონძები შეგრჩებაო. კონკია დაჰპირდა, უსათუოდ შუა-
ღამემდე დავბრუნდები შინო. და მეჯლისზე წავიდა.
როცა მეფისწულს მოახსენეს, ვიღაც წარჩინებული ქალიშვილი
მოვიდა, მაგრამ არავინ იცნობსო, ჭაბუკი მაშინვე გაეშურა ქალის
შესახვედრად, ეტლიდან ჩამოსვლისას თავაზიანად ხელი გაუწოდა
და შეიყვანა დარბაზში, სადაც სტუმრებს მოეყარათ თავი.
უცნობი ქალიშვილის სილამაზემ ყველას ყურადღება მიიპყრო.
დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ცეკვა შეჩერდა, საკრავების ხმა მიწ-
ყდა, მხოლოდ ყრუ გუგუნი ისმოდა:
– აჰ, რა მშვენიერიაო!
თვით ღრმად მოხუცმა მეფემაც კი, რომელიც უმეტესად თვლემ-
და, თვალი გაახილა, კონკიას შეხედა და დედოფალს უთხრა, ასეთი
ლამაზი, მომხიბლავი არსება დიდი ხანია არ მინახავსო.
მანდილოსნები გულდასმით აცქერდებოდნენ მის სამკაულებს
და ტანსაცმელს, რომ ხვალვე მსგავსი შეეძინათ, თუკი სადმე მოინა-
ხებოდა ესოდენ მშვენიერი ქსოვილი და ხელმარჯვე ოსტატები.
მეფისწულმა სტუმარი საპატიო ადგილას დასვა, შემდეგ კი სა-
ცეკვაოდ მიიპატიჟა. კონკია ისე მომხიბლავად ცეკვავდა, რომ კი-
დევ უფრო აღაფრთოვანა მეჯლისის მონაწილენი.
ცეკვების შემდეგ ნაირ-ნაირი ნუგბარი შემოიტანეს, მაგრამ მე-
ფისწული არც გაჰკარებია თვალს ვერ აცილებდა უცნობ მზეთუნა-
ხავს.
ამასობაში კონკია თავის დებს მიუახლოვდა, ქათინაურებით აავ-
სო და უფლისწულის მირთმეული ფორთოხლები და ლიმონები უწი-

34
ლადა. გაიხარეს დებმა, ესიამოვნათ უცნობი სტუმრის ყურადღება.
საუბრის დროს კონკიას მოესმა, როგორ დაჰკრა საათმა თერ-
თმეტი და სამი მეოთხედი, სასწრაფოდ გამოეთხოვა სტუმრებს და
წავიდა.
სანამ შინ მივიდოდა, ნათლიასთან შეირბინა, მადლობა გა-
დაუხადა და უთხრა, ძალიან მინდა ხვალაც წავიდე მეჯლისზე, მე-
ფისწულმა მთხოვაო და ფერიას ყველაფერი უამბო.
ის იყო კონკია შინ შევიდა, წინსაფარი გაიკეთა და ხის ქოშები ჩა-
იცვა, რომ კარზე დააკაკუნეს. კონკია კარის გასაღებად გაქანდა.
– რა გვიან დაბრუნდითო, – უთხრა დებს, თან თვალების სრესა
და ზმორება დაიწყო, თითქოს ის-ის იყო გაიღვიძაო.
– იქ რომ ყოფილიყავი, არც შენ მოიწყენდიო, – უთხრა ერთმა
დამ.
‒ ისეთი ლამაზი მეფის ასული მოვიდა, რომ უკეთესს კაცის თვა-
ლი ვერ ნახავს. ჩვენ ძალიან თავაზიანად მოგვექცა და ფორთოხლე-
ბი გვითავაზაო.
კონკია სიხარულისაგან ცას ეწია, იკითხა, რა ერქვა იმ მეფის
ასულსო, მაგრამ დებმა უპასუხეს, არავინ იცნობდა, მეფისწული
დაღონებულია და ძალიან უნდა, მისი ვინაობა გაიგოსო.
კონკიამ გაიღიმა და თქვა:
‒ ღმერთო ჩემო, რა ბედნიერები ხართ, ნეტავი მეც შემეძლოს იმ
ქალიშვილის ნახვა! აჰ, დაო, ჟავოტა, ცოტა ხნით თქვენს საშინაო
ყვითელ კაბას ხომ არ მათხოვებდითო?
– მაგის მეტი დარდი არა მაქვს, – აიმრიზა ჟავოტა, – გიჟი ხომ
არა ვარ, ჩემი კაბა შენისთანა მურიანს ვათხოვოო!
კონკია სწორედ ასეთ პასუხს მოელოდა და ძალიან კმაყოფილი
დარჩა. რა უნდა ექნა, მის დას კაბა რომ ეთხოვებინა?
მეორე დღეს ორივე და მეჯლისზე წავიდა; წავიდა კონკიაც, მხო-
ლოდ უფრო ლამაზად მორთული, ვიდრე პირველად.
მეფისწული გვერდიდან არ მოშორებია, ისეთი თავაზიანი იყო,
ისე ტკბილად ესაუბრებოდა, რომ გოგონა გაერთო, – სულ დაავიწ-
ყდა ნათლიას დარიგება, თორმეტ საათს რომ დაჰკრავს, სასახლეში

35
აღარ უნდა იყოო. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა შუაღამის ზარი
დაირეკა. მაშინ კი წამოხტა და ისე მკვირცხლად გაიქცა, რომ ჯეირა-
ნიც ვერ დაეწეოდა.

36
მეფისწული დაედევნა, მაგრამ ვერ დაეწია, კიბეზე გოგონას პა-
ტარა ბროლის ფეხსაცმელი გასძვრა და მეფისწულმა დიდის მოკ-
რძალებით აიღო.
კონკია შინ დაქანცული დაბრუნდა. ისევ თავისი დაძონძილი ტა-
ნისამოსი ეცვა. აღარც ეტლი იყო სადმე, აღარც ლაქიები, აღარაფე-
რი შერჩა თავისი ბრწყინვალებისგან, გარდა პაწია ფეხსაცმლისა,
რომლის ცალიც კიბეზე დაუვარდა.
სასახლის კარიბჭის გუშაგებს ჰკითხეს, აქედან რომ მეფის ასუ-
ლი გავიდა, ხომ არ გინახავთო. უპასუხეს, არავინ გვინახავს, გარდა
ერთი ჩამოკონკილი ქალიშვილისა, რომელიც გლეხის გოგოს უფ-
რო ჰგავდა, ვიდრე კეთილშობილ ქალბატონსო.
დები შინ რომ დაბრუნდნენ, კონკიამ ჰკითხა, დღესაც ხომ კარ-
გად მოილხინეთ და ის ლამაზი ქალიშვილი იყო თუ არაო.
უპასუხეს, მოვიდა, მაგრამ საათმა რომ თორმეტი დაჰკრა, ისე
გაიქცა, ლამაზი, პაწია ბროლის ფეხსაცმელიც კი გასძვრა. მეჯლის-
ზე მეფისწულს მისთვის თვალი არ მოუშორებია, ალბათ, შეუყვარ-
დაო.
ქალებმა მართალი თქვეს. რამდენიმე დღის შემდეგ მეფისწულ-
მა ბრძანა, საყვირით აუწყეთ ყველას, რომ ცოლად შევირთავ იმ
ქალს, ვისაც ეს ფეხსაცმელი მოერგებაო.
პაწია ფეხსაცმელი ჯერ მეფის ასულებმა გაისინჯეს, მერე გრაფე-
ბის ქალიშვილებმა, ბოლოს ყველა სეფექალმა, მაგრამ ამაოდ.
ფეხსაცმელი დებსაც მიუტანეს. როგორ არ ეცადნენ, ფეხი შიგ ჩა-
ეკვეხებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
კონკიამ იცნო ფეხსაცმელი და ღიმილით თქვა:
– მოდი, მეც ვსინჯავ, იქნება მომერგოსო.
დებმა სიცილი დააყარეს, მაგრამ აზნაური, რომელიც პაწია ფეხ-
საცმელს აზომებდა, კონკიას ყურადღებით დააცქერდა. ძალიან მო-
ეწონა და თქვა, აუცილებლად უნდა გავასინჯოთ, რადგან მიბრძა-
ნეს, ყველა ქალს მოვაზომოო. დასვა კონკია და ფეხსაცმელი გა-
უწოდა. ქალს ფეხი იოლად ჩაუვიდა პაწია ფეხსაცმელში.
დები განცვიფრდნენ, მაგრამ კიდევ უფრო გაუკვირდათ, როცა

37
კონკიამ ჯიბიდან მეორე ფეხსაცმელი ამოიღო და ჩაიცვა.

38
ამ დროს ნათლიაც მოვიდა, შეახო ჯადოსნური ჯოხი კონკიას და
მისი ტანსაცმელი უმშვენიერეს სამოსად აქცია.
დებმაც იცნეს ის მომხიბლავი არსება, რომელიც მეჯლისზე ნა-
ხეს, მუხლებზე დაეცნენ და შეევედრნენ, გვაპატიე, თუ ცუდად გექ-
ცეოდითო. კონკია დებს გადაეხვია და უთხრა, ყველაფერს წრფელი
გულით გაპატიებთ და გთხოვთ, ამიერიდან შემიყვაროთო.
ლამაზად მორთული კონკია უფლისწულს მიჰგვარეს. ქალი ვაჟს
კიდევ უფრო მომხიბლავი ეჩვენა და რამდენიმე დღეში ჯვარიც და-
იწერეს.
კონკია ლამაზიც იყო და გულკეთილიც, დები სასახლეში გადა-
იყვანა. და წარჩინებულ კარისკაცებსაც მიათხოვა.

39
ქოჩორა რიკე

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დედოფალი, რომელსაც ისეთი უმ-
სგავსი და უშნო ვაჟი შეეძინა, რომ ეჭვიც კი ეპარებოდა, ნეტავ ადა-
მიანია თუ არაო.

40
მის დაბადებას ერთი ფერია დაესწრო. მან თქვა, მართალია, ბი-
ჭი მახინჯია, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იქნება და მას შეეძლება თავისი
ჭკუა უწილადოს იმ ადამიანს, ვინც ძალიან შეუყვარდებაო.
ამან ოდნავ ანუგეშა საბრალო დედოფალი, რადგან ძალიან ნაღ-
ვლობდა, ასეთი ვაჟიშვილი რომ შეეძინა.
მართლაც, ბავშვმა ამოიდგა თუ არა ენა, ყველა გააოცა გონიე-
რებით, ისე იქცეოდა, რომ ყველას თავი შეაყვარა.
დამავიწყდა, მეთქვა, ბიჭს პატარა ქოჩორი დაჰყვა და ამიტომაც
ქოჩორა რიკე დაარქვეს. რიკე მისი გვარი იყო.
შვიდი თუ რვა წლის შემდეგ მეზობელი სამეფოს დედოფალს
ორი ქალიშვილი შეეძინა.
გოგონა, რომელიც პირველად დაიბადა, მზესავით ლამაზი იყო
და სეფექალები შიშობდნენ, მეტისმეტი სიხარულისაგან დედოფა-
ლი ჭკუაზე არ შეცდესო.
ამ დროს იქ იყო ის ფერია, რომელიც ქოჩორა რიკეს დაბადებას
დაესწრო. ფერიამ თქვა, მეფის ასული ლამაზია, მაგრამ სულელიო.
დაღონდა დედოფალი. მალე კიდევ უფრო დიდი დარდი გაუჩნდა,
‒ მეორე ქალიშვილი ძალიან ულამაზო დაებადა.
‒ ნუ დაღონდებით, ქალბატონო, ‒უთხრა ფერიამ, – მართალია,
თქვენი შვილი ულამაზოა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი იქნება და მის სი-
მახინჯეს არაფრად ჩააგდებენო.
‒ ღმერთმა ქნას, ‒ თქვა დედოფალმა, ‒ მაგრამ რა იქნებოდა,
ცოტა ჭკუა უფროსსაც ჰქონოდა. ის ხომ ისეთი მშვენიერიაო?
– ქალბატონო, ჭკუას მე ვერ მოვუმატებ, – მიუგო ფერიამ, ‒ სა-
მაგიეროდ, სილამაზეს მივანიჭებ და რაკი თქვენი სიამოვნებისათ-
ვის არაფერსდავიშურებ, მეფის ასულს დავანათლავ უნარს, რომ
მშვენიერება მიანიჭოს იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად მოეწონე-
ბაო.
იზრდებოდნენ მეფის ასულები და იზრდებოდა მათი ღირსებებიც.
ამბობდნენ, რა მშვენიერია უფროსი და რა ჭკვიანი უმცროსიო.
მაგრამ, რაც დრო გადიოდა, მათი ნაკლიც იზრდებოდა, ‒ უმ-
ცროსი თვალდათვალ მახინჯდებოდა, უფროსს კი დღითი დღე ჭკუა

41
აკლდებოდა, რომ შეეკითხებოდნენ, ან სულ არაფერს უპასუხებდა,
ან სისულელეს წამოროშავდა. თან ისეთი ხელმარცხიც იყო, ოთხი
ფაიფურის ნივთი რომ გადაედგა ბუხარზე, ერთს აუცილებლად გა-
ტეხდა. ჭიქა წყალს ვერ დალევდა, რომ ნახევარი კაბაზე არ ჩამო-
ეწუწა.
უფროსი დის სილამაზე ყველას ხიბლავდა, მაგრამ წვეულებებზე
უმცროსი მეტ ყურადღებას იქცევდა.
ჯერ ყველა ლამაზისკენ გასწევდა, რომ მისი ცქერით დამტკბარი-
ყო, მაგრამ მალე ჭკვიანი მეფის ასულის ირგვლივ იყრიდნენ თავს,
რომ სასიამოვნო საუბარი მოესმინათ.
უფროსი კარგად გრძნობდა თავის ნაკლს და ამბობდა, არ დავი-
შურებდი სილამაზეს, ოღონდ ჩემი დის ჭკუის ნახევარი მომცაო.
თვით დედოფალიც, ეს ჭკუით ნაქები ქალი, ხშირად ტუქსავდა
შვილს სისულელეებისთვის და საცოდავი მეფის ასული ჯავრისაგან
აღარ იყო.
ერთ დღეს ტყეში წავიდა, რომ თავისი შავი ბედი გამოეტირა·
გზად მდიდრულ ტანისამოსში გამოწყობილი ერთი ძლიერ მახინჯი
და დაბალი კაცი შემოხვდა.
ეს უფლისწული ქოჩორა რიკე იყო. მას თურმე უფროსი მეფის
ასულის სურათები ენახა, შეჰყვარებოდა და მამის სამეფოდან
წამოსულიყო, რათა მისი ცქერითა და მასთან საუბრით დამტკბარი-
ყო.
ქოჩორა რიკე დიდად მოხარული იყო, პირისპირ რომ შეხვდა
ქალს. მიუახლოვდა, მოწიწებით და ზრდილობიანად მიესალმა, ქა-
თინაურები უთხრა და როცა შენიშნა, ქალი ძალიან დაღონებული
იყო, შეჰკადრა:
– ვერ წარმომიდგენია, ასეთი მშვენიერი არსება ნაღვლიანი რა-
ტომ უნდა იყოს. შემიძლია დავიკვეხო. ბევრი მშვენიერი მანდილო-
სანი მინახავს, მაგრამ, გარწმუნებთ, თქვენისთანა ლამაზი არც ერ-
თი არ ყოფილაო.
– გეჩვენებათო, – უპასუხა მეფის ასულმა და დადუმდა, თითქოს
ენა ჩაუვარდა.

42
– სილამაზე ისეთი ღირსებაა, რომ ყველაფერს აიწონის, – მი-
უგო ქოჩორა რიკემ, – და თუ ადამიანი ლამაზია, ასე მგონია, მას
აღარაფერი აქვს სანაღვლოო.

‒ მირჩევნია თქვენსავით მახინჯი ვიყო, ოღონდ ჭკუა მეტი მქონ-


დეს. რა თავში ვიხლი ამ სილამაზეს, თუ სულელი ვიქნებიო! – შეს-
ჩივლა მეფის ასულმა.
‒ ქალბატონო, ადამიანი სწორედ მაშინ არის ჭკვიანი, როცა თა-
ვის უჭკუობას აღიარებს. ასეთია ჭკვიანი ადამიანის ბუნება, რაც უფ-

43
რო მეტი ჭკუა აქვს, მით უფრო გრძნობს მის ნაკლებობასო.
– რა გითხრათ, – მიუგო მეფის ასულმა, – მე მხოლოდ ის ვიცი,
რომ სულელი ვარ და ეს არის ჩემი სადარდებელიო.
– მხოლოდ ეს თუ გაწუხებთ, ადვილად შემიძლია გიხსნათ მაგ
გასაჭირისგანო.
– როგორო? – იკითხა მეფის ასულმა.
‒ ქალბატონო, ‒ მიუგო ქოჩორა რიკემ, ‒ მე შემიძლია ჩემი ჭკუა
იმ ადამიანს მივცე, ვინც ყველაზე მეტად შემიყვარდება, ეს ადამიანი
კი თქვენ ბრძანდებით. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, იქნებით
ისეთი ჭკვიანი თუ არა, როგორსაც ნატრობთ, ამისთვის კი საკმარი-
სია ცოლად გამომყვეთო.
მეფის ასულს გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უპასუხა.
– ვხედავ, ჩემმა წინადადებამ საგონებელში ჩაგაგდოთ, – თქვა
ქოჩორა რიკემ, – და არც მიკვირს, დროს გაძლევთ ერთ წელს,
იფიქრეთ და გადაწყვიტეთო.
მეფის ასულს ეგონა, ეს ერთი წელიწადი არასოდეს გავიდოდა
და დათანხმდა.
როგორც კი ქალი ვაჟს შეჰპირდა, გაისად სწორედ ამ დღეს გა-
მოგყვები ცოლადო, იგრძნო, რომ მთლად შეიცვალა.
ახლა ის ადვილად ახერხებდა საუბარს, გასაგებად ლაპარაკობ-
და და მოსწრებული სიტყვა-პასუხიც ჰქონდა. მაშინვე ისეთი თავა-
ზიანი საუბარი გაუბა ვაჟს, რომ ქოჩორა რიკე დაეჭვდა, ვაითუ მეტი
ჭკუა მივეცი, მე კი აღარაფერი დავიტოვეო.
როდესაც მეფის ასული შინ დაბრუნდა, მთელი სასახლე გან-
ცვიფრდა ასეთი უეცარი ცვლილებით. თუ უწინ მის აბდაუბდა ლაპა-
რაკს იყვნენ მიჩვეულნი, ახლა მისი აზრიანი და მოსწრებული სიტ-
ყვა აკვირვებდათ.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ იყო გახარებული მთელი სამე-
ფო კარი, მხოლოდ უმცროს დას არ ესიამოვნა, – ჭკუით ვეღარ
სჯობნიდა უფროს დას და მთლად მაიმუნს დაემსგავსა.
ახლა მეფე უფროს ქალიშვილს ეკითხებოდა რჩევას და თათბირ-
საც ხშირად მის ოთახში იწვევდა.

44
მეფის ასულის ამბავი ქვეყანამ გაიგო, მეზობელი სამეფოების
უფლისწულები ქალის გულის მოპოვებას შეეცადნენ, თითქმის ყვე-
ლა მის ხელს თხოულობდა, მაგრამ ქალს არც ერთი ჭკვიანად არ მი-
აჩნდა; საქმროებს უსმენდა, პირობას კი არავის აძლევდა.
ბოლოს ერთი ძლიერი, მდიდარი, ჭკვიანი და ახოვანი უფლისწუ-
ლი გამოცხადდა და მეფის ქალი მოხიბლა.
მეფემ, ქმრის არჩევა შენი ნებაა და მე მხოლოდ შენს გადაწყვე-
ტილებას ველიო.
კარგად ვიცით, ვისაც მეტი ჭკუა აქვს, მისთვის უფრო ძნელია
ქორწინების საქმეში მტკიცე გადაწყვეტილების მიღება. ქალმა მა-
მას მადლობა უთხრა და სთხოვა, ცოტა კიდევ დამაცადე, რომ
მოვიფიქროო.
უფრო კარგად რომ მოეფიქრებინა, ქალი ტყეში წავიდა. სწორედ
ამ ტყეში ერთი წლის წინ ქოჩორა რიკეს შეხვდა.
სეირნობის დროს ჩაფიქრებულ მეფის ასულს მიწიდან რაღაც გუ-
გუნი მოესმა. თითქოს იქ ადამიანები მიდი-მოდიოდნენ და ფუსფუ-
სებდნენ.
უფრო გულდასმით რომ მიუგდო ყური, გაიგონა. ერთი ამბობდა:
„ის ქვაბი მომიტანე“, მეორე ‒ „ცეცხლს შეშა შეუკეთეო“.
ამ დროს მიწა გადაიხსნა და ქალმა დიდი სამზარეულო დაინახა.
მზარეულები, მათი თანაშემწეები და სხვა მსახურები დიდებულ სუფ-
რას შლიდნენ. სამზარეულოდან ოცი თუ ოცდაათი მემწვადე ხეივანს
გაჰყვა და გრძელ მაგიდას მიუჯდა. მელიისკუდიანი ქუდები ეხურათ,
ხელში კი შამფურები ეჭირათ და შეწყობილად მუშაობდნენ, თან
მომხიბლავად მღეროდნენ.
განცვიფრებულმა მეფის ასულმა ჰკითხა, ვისთვის იწვევთ ნა-
დიმსო.
– ქოჩორა რიკესთვის, ქალბატონოო! – მიუგო ყველაზე დარბაი-
სელმა მზარეულმა, – ხვალ მისი ქორწილიაო!
კიდევ უფრო გაუკვირდა მეფის ასულს, მაგრამ უეცრად გაახსენ-
და, რომ სწორედ ერთი წლის წინ ქოჩორა რიკეს დაჰპირდა, ცოლად
გამოგყვებიო და გულშეღონებული კინაღამ ძირს დაეცა. აღარ ახ-

45
სოვდა, რომ მაშინ ჯერ ისევ სულელი იყო, როცა უფლისწულმა ჭკუა
მიამადლა. ძველი სისულელეები სულ გადაავიწყდა.

46
ოციოდე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ წინ ქოჩორა რი-
კე გადაუდგა ბრწყინვალედ ჩაცმული, როგორც ეს საქორწილოდ
გამოწყობილ უფლისწულს შეეფერება.
– ქალბატონო, მე ჩემი სიტყვა შევასრულე,‒ უთხრა ქალს, – ეჭ-
ვი არ მეპარება, თქვენც იმისთვის მობრძანდით, რომ დაპირება შე-
ასრულოთ და უდიდესი ბედნიერება მომანიჭოთო.
‒ გულწრფელად უნდა გითხრათ, – მიუგო მეფის ასულმა, ‒ ჯერ
არაფერი გადამიწყვეტია და ვერც გადავწყვეტ, თქვენი ცოლი გავ-
ხდეო.
‒ მაკვირვებს თქვენი სიტყვები, ქალბატონოო! ‒ გაიოცა ქოჩო-
რა რიკემ.
– მჯერა, – უთხრა მეფის ასულმა, – საქმე რომ ვინმე ტლანქ ან
უჭკუო მამაკაცთან მქონოდა, არაფერი მეშველებოდა. ის მეტყოდა,
მეფის ასულის სიტყვა უტეხია, რაკი პირობა მომეცი, აუცილებლად
ცოლად უნდა გამომყვეო, მაგრამ თქვენ უჭკვიანესი ადამიანი ხართ
და ეჭვი არ მეპარება, გამიგებთ. თუ გახსოვთ, სულელი გოგო რომ
ვიყავი,მაშინ ვერ გადავწყვიტე თქვენი ცოლობა და ახლა, როცა თქ-
ვენივე წყალობით ჭკუა მომემატა, როგორ დაგთანხმდებით მაგ წი-
ნადადებაზე? თუ ჩემი შერთვა ასე სულით და გულით გინდოდათ,
რატომ მიხსენით უგუნურებისაგან და ასე ნათლად რატომ დამანახ-
ვეთ ყველაფერიო?
– თუ უგუნურ ადამიანს, როგორც ბრძანეთ, შეეძლო თქვენთვის
სიტყვის გადახვევა ესაყვედურა, – მიუგო ქოჩორა რიკემ, ‒ ვინ და-
მიშლის ამას მე, როცა საქმე ჩემს ბედნიერებას ეხება? რა სამართა-
ლია, რომ ჭკვიანი ადამიანი უჭკუოზე მეტად დაზარალდეს? თქვენ
არ შეგფერით ამის თქმა, ამხელა ჭკუის პატრონს, მაგრამ საქმეს და-
ვუბრუნდეთ, რას მიწუნებთ გარეგნობის გარდა? იქნებ წუნსა სდებთ
ჩემს გვარიშვილობას, ჩემს ჭკუას, ხასიათს ან ქცევასო?
– სრულიადაც არა! – მიუგო მეფის ასულმა, – ეგ ყველაფერი,
რაც ახლა თქვით, ძლიერ მომწონსო.
‒ თუ ასეა, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე ლამაზ კაცად მაქციოთო.
‒ როგორო? ‒ ჰკითხა მეფის ასულმა.

47
– ეს მაშინ მოხდება, – მიუგო ქოჩორა რიკემ. – თუ შემიყვარებთ.
ჩემმა სიტყვებმა რომ არ დაგაეჭვოთ, მოგახსენებთ: ფერიამ დაბა-
დების დღეს საყვარელი ადამიანისათვის ჭკუის მინიჭების ძალით
დამაჯილდოვა, თქვენ კი მოგამადლათ ნიჭი – სილამაზე აჩუქოთ
მას, ვინც შეგიყვარდებათ და ვისაც ამ წყალობის ღირსად ჩათვლი-
თო.

48
– თუ ასეა, – თქვა მეფის ასულმა, – წრფელი გულით ვინატრებ-
დი, თქვენ ყველაზე ლამაზი და მომხიბლავი უფლისწული იყოთ ამ-
ქვეყნად და რამდენადაც ჩემს ძალას შესწევს, გიძღვნით ამ
მადლსო.
მეფის ასულმა ამ სიტყვების წარმოთქმა ვერ მოასწრო, რომ ქო-
ჩორა რიკე ისეთ ლამაზ, ახოვან და თავაზიან ვაჟკაცად გადაიქცა,
რომლის მსგავსი ქალს არასოდეს ენახა.
ზოგიერთები ამტკიცებენ, თითქოს ფერიების ჯადოქრობა აქ
არაფერ შუაშია, სასწაული მხოლოდ სიყვარულმა მოახდინაო. ასეა
თუ ისე, მეფის ასული დაჰპირდა, ცოლად გამოგყვები, ოღონდ კი მა-
მაჩემის ნებართვა მიიღეო.
როცა მეფე დარწმუნდა, რომ მისი ქალი უღრმესი პატივისცემით
ეპყრობოდა ქოჩორა რიკეს, ხოლო სასიძოც მეტად მჭევრმეტყველი
და ბრძენი კაცი გამოდგა, სიამოვნებით დათანხმდა მათ ქორწინე-
ბას.
მეორე დღეს დიდებული ქორწილი გადაიხადეს,როგორც ეს ქო-
ჩორა რიკემ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა.

49

You might also like