You are on page 1of 314

მკითხველთა ლიგა

იურეკ ბეკერი

მატყუარა იაკობი

გერმანულიდან თარგმნა დავით კაკაბაძემ

1
მკითხველთა ლიგა


წინასწარ ვიცი, რასაც მეტყვიან: დიდი რამეც კია ეგ შენი ხე –
ღერო, ფოთლები, ფესვები, წვრილ-წვრილი ხოჭოებით გამოვ-
სებული ქერქი და ჰო, თუნდაც ფართოდ განტოტებული ვარჯი,
მერედა რა? თითქოს უკვე ჩამესმის ყურში: ნუთუ სხვა ვერაფერი
ნახე ისეთი, რომ გაიხსენო და თვალები ისე გაგინათდეს,
როგორც მშიერ თხას მსუყე ბალახის მოზრდილი კონის დანახ-
ვაზე? ან იქნებ რაღაც განსაკუთრებულ ხეზე ფიქრობ, რომლის
სახელითაც, ვთქვათ, წარსულის რაიმე დიდი ბრძოლაა ცნობილი:
ეული კედრის ბრძოლა, მაგალითად. – ასეთ ხეს ხომ არ გუ-
ლისხმობ? თუ ეგ სულაც ის ხეა, რომელზედაც ერთ დროს დიდად
სახელგანთქმული ვინმე ჩამოახრჩვეს? ვერც ამჯერად გამოვი-
ცანი, ხომ? ესე იგი ჩამოხრჩობითაც არავინ ჩამოუხრჩვიათ? კე-
თილი. მართალია, უაზრობა მგონია, მაგრამ, რაკი ასე ძალიან
მოგწონს, ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელოთ ეს სულელური თამაში,
ნება შენია. მაშ, ის ჩუმი ხმა ხომ არ გაგონდება, ხალხი შრიალს
რომ ეძახის და მაშინ გაისმის, როცა ქარი იმ შენი ხის ფოთლებს
დაუვლის? თუ შენთვის მთავარი ის არის, რამდენ მეტრ მარგ მა-
სალას შეიცავს ხის ღერო? თუმცა არა, შენ ნამდვილად იმ სალბუ-
ნივით საამურ ჩრდილზე ფიქრობ, რომლითაც ხე ასე უშურველად
გვასაჩუქრებს. ხომ ვიცით, საკმარისია ვინმეს სიტყვა „ჩრდილი“
დასცდეს, რომ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ყველას მაშინვე
ხე ახსენდება, არადა, სახლი ან თუნდაც ბრძმედი განა უფრო ბა-
რაქიან ჩრდილს არ აყენებს? მოკლედ, ჩრდილს გულისხმობ,
არა?
არა, არა და არა, ვეტყვი პასუხად. სულ ფუჭია ეგ თქვენი მარ-
ჩიელობა, მაინც ვერ გამოიცნობთ. ერთი სიტყვაც არ გითქვამთ
სწორი, თუმცა ხის ფუნქცია, როგორც, ვთქვათ, საწვავი მასალისა,
ხელწამოსაკრავი სულაც არ არის. არა, ვგულისხმობ ხეს, მხო-
ლოდ ხეს, მეტს არაფერს. და საამისოდ მიზეზიც საკმარისი მომე-
პოვება. ჯერ ამას ვიტყვი, რომ ხეებმა ჩემს ცხოვრებაში გარ-
კვეული როლი შეასრულეს. მათს მნიშვნელობას, შესაძლოა, ვაზ-
2
მკითხველთა ლიგა

ვიადებდე კიდეც, მაგრამ რა ვქნა, თუკი ასე ვგრძნობ? ცხრა წლისა


ხიდან ჩამოვვარდი, ვაშლის ხე იყო, სხვათა შორის, და მარცხენა
ხელი მოვიტეხე. ის სატკივარი, ავად თუ კარგად, რა ხანია მოვი-
შუშე, მაგრამ რამდენიმე რთულ მოძრაობას მარცხენა ხელის თი-
თებით მას შემდეგ ვეღარ ვაკეთებ. ეს მხოლოდ იმიტომ გავიხსენე,
რომ ერთ დროს ყველას ეგონა, ჩემგან მევიოლინე დადგებოდა.
თუმც თავისთავად ამას, ცხადია, არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს. ჩემს მუსიკოსობას თავიდან დედაჩემი ნატრობდა, მერე მას
მამაჩემმაც აუბა მხარი, ბოლოს კი სამივე ერთ აზრზე დავდექით.
თუმცა, ასე იყო თუ ისე, ჩემგან მევიოლინე არ გამოვიდა. რამდე-
ნიმე წლის შემდეგ, – მაშინ, ალბათ, უკვე ჩვიდმეტის ვიქნებოდი –
ცხოვრებაში პირველად ვიწექი გოგოსთან – ხის ძირში. წიფელი
იყო, სიმაღლით ასე თხუთმეტი მეტრი მაინც. გოგოს ესთერი ერ-
ქვა... თუ არა, მგონი, მოირა იყო. მოკლედ, წიფლის ქვეშ ვიწექით
და ტახმა შეგვიშალა ხელი. გამორიცხული არ არის, ერთზე მეტიც
ყოფილიყვნენ, მიხედვაც ვეღარ მოვასწარით. კიდევ რამდენიმე
წლის შემდეგ ჩემი ცოლი, ხანაც ხის ძირში მოკლეს. ვერ გეტყვით,
კერძოდ, რა ხე იყო, მკვლელობა უჩემოდ მოხდა, და ეს ამბავიც
მხოლოდ გადმოცემით ვიცი, კითხვით კი დამავიწყდა მეკითხა, რა
ხე იყო-მეთქი.
ახლა კი გეტყვით მეორე მიზეზს, რატომაც მინათდება თვალე-
ბი იმ ხის გახსენებისას. და ეს მიზეზი, ალბათ, პირველზე მნიშვნე-
ლოვანიცაა. ალბათ კი არა, ნაღდად უფრო მნიშვნელოვანი. საქმე
ისაა, რომ გეტოში ხეები აკრძალულია (განკარგულება №311:
„სასტიკად იკრძალება გეტოს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის დე-
კორაციული თუ სასარგებლო მცენარეების მოშენება. იგივე აკ-
რძალვა ვრცელდება ხეებზეც. იმ შემთხვევაში, თუ აქა-იქ მაინც

1
განკარგულება №31 – 1939 წლის 18 სექტემბერს ქალაქ ლოძში მცხოვრები
ებრაელებისთვის ღვთისმსახურების აკრძალვით დაიწყო სერია განკარგულე-
ბებისა, რომლებიც, სხვა ზომებს შორის, ითვალისწინებდა ებრაელთა იძულე-
ბით დასაქმებას, მათი საბანკო ანგარიშების გაყინვას, ყველა ებრაული ორგა-
ნიზაციისა და უწყების გაუქმებას, კომენდანტის საათის შემოღებას და ა. შ. (აქ
და შემდგომ – მთარგმნელის შენიშვნები).
3
მკითხველთა ლიგა

დარჩა ველურად მზარდი მცენარეები, რომელთა მოსპობა გეტოს


მოწყობისას ვერ მოხერხდა, ისინი აღმოჩენისთანავე განადგურე-
ბულ უნდა იქნეს. წინააღმდეგ შემთხვევაში...“).
ჰარდტლოფმა გადაწყვიტა ასე, ეშმაკმა უწყის, რატომ. ალბათ
უფრო ჩიტების გამო. თუმცა ასევე აკრძალულია ათასი სხვა რამ:
ბეჭდები და ყოველნაირი ძვირფასეულობა, ცხოველების ყოლა,
რვის მერე ქუჩაში გასვლა, ყველაფერს ვერც ჩამოთვლი. წარმო-
მიდგენია, რა ელის კაცს, თითზე ბეჭედი რომ წამოუცვამს და რვის
მერე ძაღლი სასეირნოდ გაჰყავს. თუმცა არა, არაფერიც არ წარ-
მომიდგენია. საერთოდ, არც ბეჭედზე ვფიქრობ, არც ძაღლებზე
და არც იმაზე, თუ რომელი საათია. მხოლოდ იმ ხეზე ვფიქრობ
და თვალები მინათდება. ყველაფერი მესმის, კარგი, ვთქვათ,
თეორიულად გავიგე: თქვენ ხართ ებრაელები, ქუჩის ტალახი
თქვენზე მეტად ფასობს, ჰოდა, რა ჭირად გინდათ ბეჭდები ან რვის
მერე ქუჩაში რა დაგკარგვიათ? ჩვენ ამას და ამას გიპირებთ, და
ჩვენს განზრახვას ასე და ასე შევასრულებთ. კი ბატონო, გავიგებ.
ამის გამო კიდეც ვტირი, გავჟუჟავდი კიდეც ყველას, რომ შემეძ-
ლოს, ჰარდტლოფს კისერს მოვუგრეხდი იმ მარცხენა ხელით,
რომლის თითებითაც რთულ მოძრაობებს ვეღარ ვაკეთებ. გონე-
ბით ეს ყველაფერი მესმის. მაგრამ გამაგებინეთ, ხეებს რატომღა
გვიკრძალავენ?
უკვე ათასჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამ-
ბავი, ახლა რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი,
მაგრამ ამაოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც
ამბის მოყოლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეც-
დომებს. ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა, მეშლებოდა სახე-
ლები, ან შეიძლება, როგორც გითხარით, ხალხი ვერ შევარჩიე
წესიერად. საკმარისია, ერთი-ორი ჭიქა შნაფსი გადავკრა, რომ ის
სურათები ისევ ამოტივტივდეს, ვერაფერი მოვუხერხე თავს. არ შე-
იძლება ამდენი სმა. ყოველ ცდაზე მგონია, აი, ახლა კი ნამდვი-
ლად ვიპოვე შესაფერისი ადამიანი, თან ტვინშიც ყველაფერი კარ-
გად მაქვს დალაგებული, მოყოლისას რაღა უნდა დამემართოს--
მეთქი.
4
მკითხველთა ლიგა

ისე, იაკობს რომ შეხედო, ვერაფრით ვერ იტყვი, ხეს ჰგავსო.


ხომ ამბობენ ზოგზე, მუხასავით ბიჭიაო: წარმოსადეგი, ღონიერი,
კუნთმაგარი; ისეთი, რომ მოგინდება, დღეში თუნდაც სულ რამდე-
ნიმე წუთით დაეყრდნო. იაკობი ბევრად უფრო ტანმორჩილია, იმ
მუხასავით ბიჭს, დიდი-დიდი, მხრებამდე სწვდებოდეს. მასაც ისევე
ეშინია, როგორც ჩვენ ყველას, კაცმა რომ თქვას, არაფრით არ
განსხვავდება არც კირშბაუმისგან, არც ფრანკფურტერისგან, არც
ჩემგან, და არც კოვალსკისგან. ერთადერთი, რაც ყველა ჩვენგა-
ნისგან განასხვავებს, ის არის, რომ უიმისოდ ეს ღვთისგან კრული
ამბავი არ მოხდებოდა. თუმცა, ამ საკითხზეც შეიძლება სხვადასხვა
მოსაზრება არსებობდეს.


მოკლედ, საღამო ხანია. ზუსტ დროს ნუ მკითხავთ, დრო მხო-
ლოდ გერმანელებმა იციან, ჩვენ საათები არ გვაქვს. კარგა ხანია,
ჩამობნელდა, ზოგ ფანჯარაში შუქი ანთია, ეგ არის და ეგ. იაკობი
ჩქარობს, დრო თითქმის აღარ რჩება, უკვე რა ხანია, ჩამობნელ-
და. და უცებ, იაკობს დრო საერთოდაც აღარ რჩება, ნახევარი წა-
მიც კი აღარ, რადგან მის ირგვლივ არემარე ერთბაშად ნათდება.
ეს ყველაფერი კურლანდიის ქუჩაზე ხდება, ყრილთან, ზედ გეტოს
საზღვარზე, უწინ ქალის ტანსაცმლის სამკერვალო რომ იყო.
ჰოდა, დგას თავის ხის კოშკურაში გუშაგი და ხუთი მეტრის სი-
მაღლიდან დაჰყურებს იაკობს. ყრილის გაყოლებაზე მავთულ-
ხლართია გაჭიმული. გუშაგი ხმას არ იღებს, შუა ყრილზე გაშე-
შებული იაკობისთვის პროჟექტორი მიუშვერია და არის ასე, და-
დუმებული. მარცხნივ, ქუჩის კუთხეში, მარიუტანის მიტოვებული
ფიცრულია, რუმინელი ემიგრანტისა, რომელსაც ფრონტზე
სამშობლოს ინტერესების დასაცავად ისევ რუმინეთში მოუწია დაბ-
რუნება. მარჯვნივ ტინტენფასის ყოფილი მაღაზიაა, ადგილობ-
რივი ებრაელისა, ნიუ-იორკში, ბრუკლინში რომ გადასახლდა და
იქაც ისევ ქალის საუკეთესო კაბებს კერავს. ხოლო შუაში, ქვა-

5
მკითხველთა ლიგა

ფენილზე, დგას დამფრთხალი იაკობ ჰაიმი, – გაგონილა ამ ხნის


კაცის ასე დაფეთება? – ქუდი მოუშვლეპია, ვერაფერს ხედავს ჩახ-
ჩახა შუქზე, მხოლოდ ის იცის, რომ პროჟექტორის კაშკაშა სინათ-
ლის უკან ჯარისკაცის ორი თვალია, და ამ თვალებმა ის იპოვეს.
იაკობი გაფოთებული მარჩიელობს, ნეტავ რამე ხომ არ დამიშა-
ვებიაო, მაგრამ დანაშაულისმაგვარი არაფერი ახსენდება. მოწმო-
ბა თან აქვს, სამუშაო არ გაუცდენია, სამკერდე ვარსკვლავიც თა-
ვის ადგილზეა, – ყოველი შემთხვევისთვის თვალით ამოწმებს –
საზურგე ვარსკვლავი კი სულ ორი დღეა, თავისი ხელით დააკერა
პიჯაკს. თუ გუშაგი გაუფრთხილებლად არ ესვრის, იაკობი ნების-
მიერ შეკითხვაზე დალაგებულ პასუხს გასცემს, ოღონდ კი ჰკით-
ხოს.
„რამე მეშლება თუ რვის მერე ქუჩაში ყოფნა აკრძალულია?“ –
ამოღერღავს, როგორც იქნა, ჯარისკაცი. ცუდი ბიჭი არ უნდა იყოს,
ხმით სულ არ ჰგავს ბოროტ ვინმეს, სასიამოვნოც კი ეთქმის; ასეთს
კაცი გამოელაპარაკებოდა კიდეც, ხუმრობის ყადრიც ნამდვილად
ეცოდინება.
„აკრძალულია“, ამბობს იაკობი.
„მერე ახლა რომელი საათია?“
„არ ვიცი“.
„არადა, ამის ცოდნა არ გაწყენდა“, ამბობს ჯარისკაცი.
იაკობს შეუძლია თქვას: „მართალია“, ან შეუძლია ჰკითხოს,
„საიდან?“, ან შეუძლია ასეთი კითხვაც დაუსვას: „კი მაგრამ, რო-
მელი საათია?“ ან შეუძლია პირში წყალი დაიგუბოს და დაელო-
დოს. ასეც იქცევა, რადგან ყველაზე უპრიანად სწორედ ეს ეჩვენე-
ბა.
„ის მაინც თუ მოგეხსენება, რა შენობაა, აგერ, იქ რომ დგას?“
ეკითხება ჯარისკაცი, როცა ხვდება, რომ მისი თანამოსაუბრე ენაწ-
ყლიანობით არ გამოირჩევა. იაკობს მოეხსენება. არ დაუნახავს,
საით გაიქნია თავი ჯარისკაცმა, ან იქნებ სულაც თითი გაიშვირა,
ხედავს მხოლოდ ბდღვრიალა პროჟექტორს, რომლის უკანაც
რამდენიმე შენობა დგას. თუმცა შექმნილ ვითარებაში მათგან მხო-
ლოდ ერთი შეიძლება იგულისხმებოდეს.
6
მკითხველთა ლიგა

„განყოფილება“, ამბობს იაკობი.


„ახლა ზუსტად იქ შებრძანდები. მორიგესთან გამოცხადდები,
მოახსენებ, რომ რვის მერე ქუჩაში დასეირნობდი და სთხოვ, დაგ-
საჯონ, როგორც წესი და რიგია“.
განყოფილება. იაკობმა ამ შენობისა ბევრი არაფერი იცის,
სხვებისგან სმენია, რომ იქ გერმანელების რომელიღაც უწყებას
უდევს ბინა. მაინც რომელს, არავინ უწყის. იაკობმა იცის, რომ უწინ
იქ საფინანსო სამმართველო იყო; იცის, რომ შენობას ორი გასას-
ვლელი აქვს, ერთი წინიდან, ხოლო მეორე – გეტოს მხრიდან. და,
რაც მთავარია, იცის, რომ, თუ ებრაელი ხარ, ამ შენობიდან ცოც-
ხალი გამოსვლის შანსი თითქმის არა გაქვს. ყოველ შემთხვევაში,
აქამდე ასეთი რამის მოწმე არავინ ყოფილა.
„მოხდა რამე?“ ეკითხება ჯარისკაცი.
„არა“.
იაკობი შეტრიალდება და მიდის. პროჟექტორი მეგზურობას
უწევს, ყურადღებას აქცევინებს ქვაფენილის ოღროჩოღროებზე,
თანდათან სულ უფრო უგრძელებს ჩრდილს, მერე ამ ჩრდილს მი-
იყვანს რკინის მძიმე კარამდე, რომელშიც მრგვალი სარკმელია
ამოჭრილი; ჩრდილი კარზე აცოცებას იწყებს, იაკობს კი ჯერ კი-
დევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.
„ხომ გახსოვს, რა უნდა სთხოვო?“ ეკითხება ჯარისკაცი.
იაკობი ჩერდება, თვინიერად მოტრიალდება და უპასუხებს:
„რომ დამსაჯონ, როგორც წესი და რიგია“.
ის არ ყვირის, ყვირილი მხოლოდ თავშეუკავებელსა და თავ-
ხედ ხალხს სჩვევია, მაგრამ ამ სიტყვებს არც მთლად ჩუმად წარ-
მოთქვამს, რათა შუქში გახვეულმა კაცმა, თუმცა კარგა შორსაა,
ზუსტად გაიგოს მისი ნათქვამი; ძალიან ცდილობს, კილოც სწორი
შეარჩიოს. უნდა ჩანდეს, რომ მშვენივრად იცის, რაც უნდა ითხო-
ვოს; ჰკითხონ და უპასუხებს.
იაკობი კარს აღებს, მერე კი ხურავს და გზას უკეტავს მისკენ
მიშვერილ პროჟექტორს; ახლა წინ ცარიელი, გრძელი დერეფა-
ნია. ადრე აქ ბევრჯერ ყოფილა. მარცხნივ, ზედ კართან, ადრე პა-
ტარა მაგიდა იდგა, იმ მაგიდას პატარა მოხელე უჯდა – რაც
7
მკითხველთა ლიგა

იაკობს თავი ახსოვს, მუდამ ერთი და იგივე მოხელე, ბატონი კო-


მინეკი, რომელიც ყველა შემსვლელს ერთი და იმავე კითხვით მი-
მართავდა: „რით შეგვიძლია გემსახუროთ?“ – „პირველი ექვსი
თვის გადასახადები მინდა გავისტუმრო, ბატონო კომინეკ“, უპასუ-
ხებდა იაკობი. კომინეკი კი თავს ისე დაიჭერდა, თითქოს იაკობი
ცხოვრებაში არასოდეს ენახა, თუმცა ოქტომბრიდან აპრილის
ბოლომდე თითქმის ყოველ კვირას მის კაფეს სტუმრობდა და
კარტოფილის კვერებს შეექცეოდა. „რას საქმიანობთ?“ ჰკითხავდა
კომინეკი. „მცირე მეწარმე გახლავართ“, მიუგებდა იაკობი. გული
კი მოსდიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა, ოდნავაც არა: კომინეკი
ყოველ მისვლაზე, სულ ცოტა, ოთხ კვერს მაინც მიირთმევდა, ხო-
ლო ზოგჯერ ცოლსაც იახლებდა ხოლმე. „თქვენი სახელი?“
ჰკითხავდა მერე კომინეკი. „ჰაიმი, იაკობ ჰაიმი“. – „ცანიდან ჰაემდე
– მეთექვსმეტე ოთახში“. მაგრამ, როცა მის კაფეში მივიდოდა,
კომინეკი კი არ შეუკვეთდა კარტოფილის კვერებს, არამედ იტყო-
და ხოლმე, როგორც ყოველთვისო. ხშირი სტუმარი იყო და იმი-
ტომ.
სადაც ადრე მაგიდა იდგა, ახლა მხოლოდ მისი ფეხების ოთხი
ანაბეჭდი შერჩენია იატაკს. აი, სკამს კი კვალი არ დაუტოვებია,
ალბათ იმიტომ, რომ მაგიდასავით ჯიუტად არ მდგარა ერთსა და
იმავე ადგილზე. იაკობი კარს ეყრდნობა, რომ სული მოითქვას, ეს
ბოლო წუთები მისთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა ამას რაღა
მნიშვნელობა აქვს. შენობაში ახლა სხვანაირი სუნი დგას, შეიძ-
ლება ითქვას, უკეთესი. ადრე დერეფანი ნიშადურით იყო აყ-
როლებული, ახლა კი ჰაერში გაცილებით უფრო ადამიანური სუნი
ტრიალებს, თუმცა გაუგებარი კია, რატომ. ცოტაოდენი ტყავი,
ქალის ოფლი, ყავა, და სულ ცოტა სუნამო – ერთმანეთში
არეული. დერეფნის ბოლოს იღება კარი და ოთახიდან მწვანეკა-
ბიანი ქალი გამოდის, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს; ლამაზი, ჩა-
მოქნილი ფეხები აქვს, სხვა ოთახში შედის, ახლა ორი კარია ღია.
ოთახიდან ქალის სიცილი ისმის, მერე ის ისევ დერეფანში გა-
მოდის და თავის ოთახში ბრუნდება, კარები ისევ დაკეტილია,
დერეფანი – ცარიელი. იაკობი ფეხმოუცვლელად დგას, რკინის
8
მკითხველთა ლიგა

კარს მიყრდნობილი. ერთი სული აქვს, გარეთ გავიდეს, პრო-


ჟექტორი იქნებ აღარც ელის, იქნებ უკვე ახალი გასართობი
იპოვა, თუმცა შეიძლება სწორედ მას უცდის, ნაკლებ სავარაუდოა,
აღარ უცდიდეს, ჯარისკაცის ბოლო კითხვა და, განსაკუთრებით,
მრისხანე კილო, იმედის საფუძველს არ ტოვებს.
იაკობი რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს. კარებს არსად არ აწე-
რია, ვინ ზის მათ უკან, მხოლოდ ნომრებია აღნიშნული. გამორიც-
ხული არ არის, მორიგე იმ ოთახში იჯდეს, უწინ განყოფილების
გამგეს რომ ეკავა, მაგრამ როგორ გინდა დაადგინო? არადა, სხვა
კარზე დაკაკუნება ნამდვილად არ ღირს. რა გნებავს, ინფორმაცია
გჭირდება? გესმით, ხალხო, ინფორმაცია ნდომებია! ჩვენ ამასა და
ამას ვუპირებთ, ეს კი შემოდის აქ, ვითომც არაფერიო, და ინფორ-
მაციას გვთხოვს!
მეთხუთმეტე ოთახიდან, ერთ დროს ანიდან დონამდე მცირე
მეწარმეებს რომ ეთმობოდა, იაკობს ხმები შემოესმება. კარს
მიაყურებს, ვერაფერს არჩევს, ესმის მხოლოდ ცალკეული სიტყვე-
ბი, მაგრამ აზრი ვერ გამოაქვს. კარის ფიცარი უფრო თხელიც
რომ იყოს, მაინც ვერ იხეირებდა – როდის ყოფილა, კაცს თანა-
მოსაუბრისთვის ასე მიემართოს: ბატონო ყარაულის მორიგეო?
უცებ კარი იღება, მაინცდამაინც მეთხუთმეტე ოთახისა; საბედ-
ნიეროდ, კარები აქ გარეთ იღება, და დერეფანში გამოსული კაცი
იაკობს ვერ ხედავს, კარი ეფარება. ისიც ბედის ამბავია, რომ კაცი
კარს ღიას ტოვებს, ალბათ, ახლავე დაბრუნდება, ხოლო როცა
ადამიანს ჰგონია, რომ შენობაში უცხო არავინ არის, კარებს იშ-
ვიათად თუ მიიხურავს, და იაკობსაც დამალვის საშუალება ეძლე-
ვა. შიგნიდან რადიოს ხმა ისმის, მართალია, ეს ტკაცუნს უფრო
ჰგავს, მაგრამ იმას კი არჩევს, რომ რადიომიმღები მუსიკას არ
გადმოსცემს. რაც ამ გეტოში ცხოვრობს, იაკობს მუსიკა აღარ მო-
უსმენია, არც ჩვენ მოგვისმენია, თუ არაფერს ვიტყვით იმ შემ-
თხვევებზე, როცა რომელიმე თავად გადავწყვეტთ წაღიღინებას.
დიქტორი ჰყვება ყოვლად უმნიშვნელო ამბებს რომელიღაც შტაბ-
ბინიდან, ვიღაცისთვის სიკვდილის შემდეგ ვიცე-პოლკოვნიკის წო-
დება მიუნიჭებიათ, მერე მოსახლეობის საკვებით უზრუნველყო-
9
მკითხველთა ლიგა

ფაზე ამბობენ რაღაცას, მერე კი დიქტორი სულ ახალმიღებულ


ცნობას კითხულობს: „გააფთრებული თავდაცვითი შეტაკებების
მსვლელობაში ჩვენმა გმირულად მებრძოლმა ჯარებმა შეძლეს,
ბეზანიკიდან ოც კილომეტრში შეეჩერებინათ ბოლშევიკების იერი-
ში. საბრძოლო მოქმედებებში ჩვენი მხრიდან...“ კაცი თავის ოთახ-
ში ბრუნდება და კარს შეიხურავს. კარის ფიცარი მეტისმეტად სქე-
ლია. იაკობი გაშეშებული დგას, მან ბევრი შეიტყო, ბეზანიკამდე
არც ისე შორია, ვერ იტყვი, ორი ნაბიჯიაო, მაგრამ ცხრა მთა იქი-
თაც არ არის. იქ არასოდეს ყოფილა, ბეზანიკაზე ბევრი არაფერი
იცის, სულ პატარა ქალაქია, მატარებლით მიელოვორნოს გავ-
ლით სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ თუ გაემგზავრები, რაიონულ
ცენტრ პრიში ჩახვალ, სადაც იაკობის ბაბუას, დედის მამას, აფ-
თიაქი ჰქონდა, იქ კოსტავკისკენ2 მიმავალ მატარებელში გადაჯ-
დები, მერე კი, ადრე თუ გვიან, ბეზანიკამდეც ჩააღწევ. წესით, ოთ-
ხას კილომეტრზე მეტი უნდა იყოს, იქნებ ხუთასიც, იმედია, მეტი
არ იქნება, და ესე იგი იქამდე მისულან. მიცვალებულმა კარგი ამ-
ბავი შეიტყო და უხარია. ერთხანს კიდევ დატკბებოდა სიხარულით,
მაგრამ შექმნილი ვითარება არ აძლევს საშუალებას: მორიგე
ელოდება და იაკობი მას უნდა ეახლოს. შემდეგი ნაბიჯი ყველაზე
ძნელია, იაკობი ფეხის გადადგმას ცდილობს, მაგრამ ამაოდ – სა-
ხელო კარებში მოჰყოლია. ოთახში დაბრუნებულმა კაცმა იგი
დააბა, ისე, რომ ბოროტი განზრახვა არც კი ჰქონია, ეგაა, რომ
კარი შეიხურა და იაკობიც მახეში გაება. ფრთხილად ქაჩავს სახე-
ლოს. კარზე ნამუსიანად უმუშავიათ, მჭიდროდ ზის, არავითარი
ღრეჩოები, ფურცელი რომ ფურცელია, იმასაც ვერ შეაცურებ.
იაკობი მზად არის მოიჭრას სახელო, მაგრამ დანა შინ უდევს, კბი-
ლებით მოგლეჯაზე კი ფიქრიც ზედმეტია, მით უმეტეს, რომ ეს კბი-
ლები ნახევარიც აღარ შერჩენია. გადაწყვეტს, პიჯაკი გაიხადოს,
აი ასე, გაიხადოს და კარში გაკვეხებული დატოვოს, რაღა ჯანდა-
ბად უნდა პიჯაკი. ცალი ხელი უკვე გაითავისუფლა და მაშინღა

2
ბეზანიკა, პრი, მიელოვორნო, კოსტავკა ავტორის მოგონილი პოლონური
ტოპონიმებია.
10
მკითხველთა ლიგა

ხვდება, რომ პიჯაკი მაინც სჭირდება. არა, მოახლოებული ზამ-


თრისთვის არა, ამ შენობაში მყოფს სიცივის აღარ ეშინია, პიჯაკი
მორიგისთვის სჭირდება, თუ საერთოდ მოახერხა მისი პოვნა, მო-
რიგისთვის, რომელიც უპიჯაკო ებრაელის დანახვას როგორმე
აიტანს, პერანგი იაკობს სუფთა აცვია და დაკემსილიც სულ რამ-
დენიმე ადგილზეა, მაგრამ ვერაფრით ვერ შეეგუება შეხვედრას
ებრაელთან, რომელსაც მკერდსა და ზურგზე ვარსკვლავი არ ექ-
ნება (განკარგულება №1). შარშან, ზაფხულში, ვარსკვლავები პე-
რანგზე ჰქონდა დაკერებული, ნემსის კვალი ნაჭერს ჯერაც ატყვია,
მაგრამ ახლა აღარ აქვს, ახლა ვარსკვლავები პიჯაკზეა. ისიც ისევ
უყრის ხელს სახელოში, უარს ამბობს ვარსკვლავებთან განშორე-
ბაზე, უფრო მაგრად მოქაჩავს, რამდენიმე მილიმეტრს მოიგებს
კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მდგომარეობა, რომ იტყვი-
ან, უიმედოა, ახლა მთელი ძალით ქაჩავს სახელოს, ნაჭერი იხევა,
ხმას გამოსცემს, და ამ დროს კარიც იღება. იაკობი იატაკზე ვარ-
დება, თავზე ადგას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი კა-
ცი, რომელიც აშკარად გაკვირვებულია. კაცი ჯერ იცინის, მერე კი
სერიოზული სახით ეკითხება, აქ რა გინდაო. იაკობი წამოდგება
და ცდილობს, ზედმიწევნით ზუსტად შეარჩიოს სიტყვები. არ გეგო-
ნოთ, რვის მერე ქუჩაში ვიყავიო; არა, გუშაგმა გამაჩერა და მით-
ხრა, უკვე რვა საათიაო, მერე კი მიბრძანა, იმ შენობაში შედი და
მორიგესთან გამოცხადდიო.
„და შენც მოხვედი და ჩუმად ყურს გვიგდებ?“
„ყური არ დამიგდია. აქ პირველად ვარ და არ ვიცოდი, რომელ
ოთახში უნდა შევსულიყავი. ამ კარზე ვაპირებდი დაკაკუნებას“.
კაცი აღარაფერს ეკითხება, მხოლოდ თავის გადაქნევით ანიშ-
ნებს დერეფნის სიღრმისკენ. იაკობი წინ მიდის, კაცი მიჰყვება. „აი,
აქ“, ჩაესმის უკნიდან. ეს არ არის განყოფილების გამგის ოთახი.
იაკობი კაცს გახედავს, მერე კარზე აკაკუნებს. კაცი მიდის, ოთახი-
დან ჩამიჩუმი არ ისმის.
„შედი შიგნით“, ეტყვის კაცი და თავის ოთახში გაუჩინარდება,
ხოლო იაკობი კარის სახელურს ჩამოსწევს.

11
მკითხველთა ლიგა

იაკობი მორიგის ოთახშია, კართან ატუზული, ქუდი მას შემდეგ


აღარ დაუხურავს, რაც პროჟექტორის შუქმა გამოიჭირა. მორიგე
ახალგაზრდა კაცია, დიდი-დიდი, ოცდაათს თუ მისცემ. მუქი წაბ-
ლისფერი, თითქმის შავი თმა აქვს, ოდნავ ხვეული. მისი ჩინი ძნე-
ლი დასადგენია, პერანგის ამარაა; კიტელი კედლის კაუჭზე ისე
დაუკიდია, რომ სამხრეები არ ჩანს. კიტელზე გადაკიდებულია
ტყავის აშურმა რევოლვერიანი ბუდით. ეს მთლად ლოგიკური არ
არის. წესით კიტელი უნდა იყოს აშურმაზე გადაკიდებული: ვიდრე
კიტელს გაიხდიდეს, კაცი ჯერ ხომ აშურმას იხსნის, არადა, კიტე-
ლი ზემოდან კიდია. მორიგე შავი ტყავის დივანზე წევს და სძინავს.
იაკობი დარწმუნებულია, რომ ღრმად სძინავს. იმდენი მძინარე
ადამიანი უნახავს, ხმით ხვდება, ვინ ღრმა ძილშია და ვინ – არა,
სმენა გაწაფული აქვს. კაცი ხვრინვით არ ხვრინავს, თუმცა ღრმად
და თანაბრად კი სუნთქავს. იაკობმა ყურადღების მისაქცევად რა-
ღაც უნდა მოიმოქმედოს. ასეთ დროს ადამიანი ჩაახველებს ხოლ-
მე, მაგრამ ახლა ეს არ ივარგებს; ასე მაშინ იქცევი, როცა კარგ
ნაცნობს ესტუმრები. თუმცა არა, მთლად ასეც არ არის: თუ მარ-
თლა კარგ ნაცნობს ესტუმრე, ჩახველება რაში გჭირდება – ადგები
და პირდაპირ ეტყვი: „გაიღვიძე, სოლომონ, მე ვარ“, ან მხარზე
ხელს მოუთათუნებ და ეგაა. მაგრამ ჩახველება მაინც არ ივარ-
გებს, ჩახველება სადღაც შუაშია აქაურობასა და სოლომონს შო-
რის. იაკობი კარზე დაკაკუნებას გადაწყვეტს, მაგრამ ისევ ჩამოუშ-
ვებს ხელს, დაინახავს, რომ მაგიდაზე საათი დგას, თუმცა ციფერ-
ბლატს ვერ ხედავს. აუცილებელია იცოდეს, რომელი საათია, ყვე-
ლაზე მეტად ახლა ეს სჭირდება. საათზე რვას ოცდაოთხი წუთი
აკლია, იაკობი ფეხაკრეფით ბრუნდება კართან. გაგეხუმრნენ,
იაკობ. თუმცა გაგეხუმრნენ კი არა, მხოლოდ ერთი გაგეხუმრა, აი
ის, პროჟექტორი რომ მოგიშვირა, შენ კი ხუმრობას ვერ მიუხვდი.
იაკობის განკარგულებაში ოცდაოთხი წუთია, თუ ზუსტად ვიტ-
ყვით, მეტიც: ოცდაოთხი წუთი და ის დრო, რაც აქ უწევს ყურყუტი.
დაკაკუნებისგან ჯერ მაინც თავს იკავებს. უცებ იცნობს შავი ტყავის
დივანს, რომელზედაც მორიგე წამოწოლილა. თვითონაც
მჯდარა, ეს ხომ რეტიგის დივანია, მაკლერ რეტიგისა, ქალაქში
12
მკითხველთა ლიგა

ერთ-ერთი უმდიდრესი კაცისა. ოცდათხუთმეტის შემოდგომაზე


იაკობი ფულსაც კი ესესხა, ოცპროცენტიანი სარგებლით. იმ წე-
ლიწადს ისეთი გრილი ზაფხული იყო, ნაყინს მუშტარი თითქმის
არ ჰყავდა. ასე მცირე შემოსავალი არასდროს ჰქონია. მისი გან-
თქმული ჟოლოს ნაყინი რომ ჟოლოს ნაყინია, იმასაც კი არ ეტა-
ნებოდნენ. იაკობიც იძულებული შეიქნა, აგვისტოშივე დაეწყო კვე-
რების ცხობა, მაგრამ, რაკი კარტოფილის საყიდლად სამყოფი
ფული არ ჰქონდა, სესხება მოუხდა. ამ დივანზე კი ოცდათექვსმე-
ტის თებერვალში იჯდა, როცა რეტიგთან ვალის გასასტუმრებლად
მივიდა. დივანი მისაღებ ოთახში იდგა, იაკობი მთელ საათს იჯდა
და რეტიგს უცდიდა. მაშინ გააკვირვა კიდეც ასეთმა უყაირათობამ,
– იმ დივნის ტყავისგან ხომ ორ პალტოს ან სამ პიჯაკს შეკერავდა
კაცი, თანაც სად იდგა – მისაღებ ოთახში! ამ დროს მორიგე გვერ-
დზე გადაბრუნდება, ამოიხვნეშებს, ერთი-ორჯერ ტუჩებს გააწკლა-
პუნებს, შარვლის ჯიბიდან სანთებელა გამოცურდება და ძირს და-
ვარდება. ახლა იაკობმა როგორმე უნდა გააღვიძოს, თორემ რა
იცი, რას იფიქრებს, თვითონ თუ გაეღვიძა. შიგნიდან აკაკუნებს
კარზე. მორიგე ჩაიბუტბუტებს: „დიახ?“, პოზას შეიცვლის და ძილს
აგრძელებს. იაკობი კიდევ ერთხელ აკაკუნებს, სად გაგონილა
ასეთი ღრმა ძილი! უფრო მაგრად აკაკუნებს, მორიგე წესიერად
გაღვიძებულიც არ არის, ისე წამოჯდება, თვალებს მოიფშვნეტს და
ეკითხება: „რომელი საათია?“
„რვის ნახევარზე ცოტა მეტია“, ამბობს იაკობი.
მორიგე თვალების ფშვნეტას მორჩება და იაკობს დაინახავს,
კიდევ ერთხელ მოიფშვნეტს, ვერ გადაუწყვეტია, გაბრაზდეს თუ
გაიცინოს, ასეთი ცხოვრებაში არაფერი უნახავს; ვინმეს რომ
მოუყვეს, არც დაუჯერებენ. ფეხზე დგება, კაუჭიდან ჩამოხსნის
აშურმას, მერე კიტელს; იცვამს, აშურმას წელზე შემოირტყამს. სა-
წერ მაგიდას მიუჯდება, უკან გადაიზნიქება და ორივე ხელს წინ
იშვერს.
„რას ვუმადლოდე თქვენი სტუმრობის პატივს?“
იაკობს უნდა, რამე უპასუხოს, მაგრამ ვერ ახერხებს, პირი
მთლად გამშრალი აქვს, აი, თურმე როგორი ყოფილა მორიგე.
13
მკითხველთა ლიგა

„მორცხვობა და ეგეთი რამეები არ იყოს“, ამბობს მორიგე, „ა-


მოშაქრე, რაშია საქმე?“
პირი ისევ ნერწყვით ევსება. თავაზიანი კაცია, იქნებ აქ ახალი
გადმოყვანილია, იქნებ ჯერ არც იცის, რა ბოროტების ბუდის სახე-
ლი აქვს დაგდებული ამ შენობას. იაკობს წამით გაუელვებს აზრი,
რომ არასწორად გამოთვალა მანძილი, ბეზანიკა იქნებ სულაც არ
იყოს ისე შორს, როგორც ეგონა, ალბათ, იქამდე სამასი კილო-
მეტრიც არ იქნება, ან კიდევ ნაკლები. მის წინ რომ კაცია, შეიძ-
ლება უკვე შიშით არის შეპყრობილი, მაგრამ ჭკვიანია და თადა-
რიგს იჭერს, ყველაფერს ხომ ლოგიკური ახსნა სჭირდება? მაგ-
რამ მერე ახსენდება: ცნობამ დიქტორამდე მაშინ მიაღწია, მორიგე
შუა ძილში რომ იყო, ამიტომ, ალბათ, არც არაფერი გაუგია.
მეორე მხრივ, შეიძლება სულაც არ იყოს ურიგო, რომ არ გაუგია,
იმ ცნობაში ხომ თქვეს, რუსები შეაჩერესო, მათი იერიშის შეჩერება
მოხერხდაო, ესე იგი, ამათ რაღაც მაინც შეძლეს, ამ კაცს კი, ალ-
ბათ, ჯერაც ჰგონია, რომ რუსები წინ მოიწევენ. იაკობი მეტისმე-
ტად დიდხანს ანგარიშობს, მორიგე მოთმინებას კარგავს, შუბლი
ეჭმუხნება, ვერ არის ჭკვიანური საქციელი.
„შენ რა, გერმანელებს არ გველაპარაკები?“
რა თქმა უნდა, იაკობი ელაპარაკება გერმანელებს, გერმანე-
ლებს როგორ არ უნდა ელაპარაკოს, ღმერთმა დაიფაროს, ასეთი
შთაბეჭდილება შეექმნას ვინმეს, ჩვენ ხომ გონიერი ხალხი ვართ,
ერთმანეთს როგორ ვერ უნდა გავუგოთ.
„ბატონმა გუშაგმა კურლანდიის ქუჩის საყარაულოზე მითხრა,
რომ თქვენთან გამოვცხადებულიყავი. რვის მერე ქუჩაში ხარ და
იმიტომო“.
მორიგე გახედავს საათს, მაგიდაზე რომ უდგას, მერე სახელოს
აიწევს და მაჯის საათზე დაიხედავს.
„მეტი არაფერი უთქვამს?“
„კიდევ ის მითხრა, თქვენთვის მეთხოვა, რომ დამსაჯოთ, რო-
გორც წესი და რიგია“.
ურიგო პასუხი არ არისო, ფიქრობს იაკობი, მასში მორჩილებაც
ჩანს და გულის ამაჩუყებელი პატიოსნებაცო; კაცს, თუკი ასეთ გუ-
14
მკითხველთა ლიგა

ლახდილობას გამოიჩენს, ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს სამარ-


თლიანი მოპყრობის იმედი, მით უმეტეს, რომ ცოდვა, რომელსაც
აბრალებენ, საერთოდ არ ჩაუდენია, ამას ნებისმიერი საათი
დაუმოწმებს.
„შენი სახელი?“
„ჰაიმი, იაკობ ჰაიმი“.
მორიგე იღებს ფურცელს და ზედ ფანქრით რაღაცას ინიშნავს,
არა მხოლოდ გვარსა და სახელს, კიდევ წერს რაღაცას, ისევ სა-
ათზე იხედება, წუთი წუთს მისდევს, წერას განაგრძობს, თითქმის
ნახევარ გვერდს ავსებს, მერე კი ფურცელს განზე სწევს. ხსნის ხის
პატარა კოლოფს, იღებს სიგარეტს და შარვლის ჯიბეში ქექვას იწ-
ყებს. იაკობი შავი ტყავის დივანთან მიდის, იხრება, იატაკიდან სან-
თებელას იღებს და მაგიდაზე უდებს მორიგეს.
„გმადლობ“.
იაკობი ისევ კართან აიტუზება. მან გამოიყენა შესაძლებლობა
და თვალი შეავლო მაგიდის საათს, დაინახა, რომ რვას თხუთმეტი
აკლია, ცოტა ნაკლებიც. მორიგე სიგარეტს უკიდებს, მოქაჩავს,
თითებით სანთებელას ათამაშებს, ანთებს და აქრობს, ანთებს და
აქრობს, ცეცხლის ენა ნელ-ნელა სუსტდება.
„შორს ცხოვრობ?“ ეკითხება მორიგე.
„ათი წუთის სავალიც არ იქნება“.
„აბა, წადი შინ“.
ნუთუ მართლა ასე თქვა?! ნეტავ რამდენისთვის უთქვამს ეს სიტ-
ყვები, ვინც ამ შენობიდან ვეღარ გასულა? რას უზამს იმ თავის
რევოლვერს, იაკობი რომ მიტრიალდება? რა ხდება გარეთ, დე-
რეფანში? როგორ მოიქცევა გუშაგი, როცა დაინახავს, რომ იაკო-
ბი არავის დაუსჯია, როგორც წესი და რიგია? რატომ უნდა ერგოს
იაკობ ჰაიმს ასეთი ხვედრი, რატომ მაინცდამაინც ეს ციდამტკავე-
ლა, ბეჩავი, მოცახცახე, თვალებში ცრემლჩამდგარი იაკობ ჰაიმი
უნდა გახდეს პირველი ებრაელი, ვისაც საშუალება ეძლევა მოჰ-
ყვეს, როგორია შიგნით განყოფილება? ამის გასაგებად შესაქმის
ექვსი ახალი დღე მაინც დასჭირდება, რადგან მის თავში ახლა მა-
შინდელზე უფრო დიდი ქაოსია.
15
მკითხველთა ლიგა

„რას უდგახარ, მომწყდი თავიდან“, ამბობს მორიგე.


დერეფანი ისევ ცარიელია, იქ თავს ლამის უკვე დაცულად
გრძნობს, ყოველ შემთხვევაში, საფრთხის წყაროები აქ ნაკლება-
დაა. მაგრამ წინ ხომ გასასვლელი კარია. აღარც ახსოვს, შემოს-
ვლისას უხმოდ გაიღო თუ ხმაურით? დაიჭრიალა? დაიჭრაჭუნა?
იატაკს გაეხახუნა? მიდი და შეამჩნიე ყველაფერი, ეს ვის შეუძლია!
წინასწარვე მაინც სცოდნოდა, რომ კარი ცოტა ხანში გარკვეულ
მნიშვნელობას შეიძენდა. თუმცა მნიშვნელობა რა შუაშია? თუ ყვე-
ლაფერს საღად აწონ-დაწონი, არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს, კარი უხმაუროდ გაიღება თუ ხმაურით. თუ არ ჭრიალებს,
იაკობი მას გააღებს და, თუ ჭრიალებს, რა, აქ დარჩება, როცა
რვას ათი წუთი აკლია?
ფრთხილად მოქაჩავს სახელურს. დასანანია, რომ ამ მოქმედე-
ბის გადმოსაცემად სხვა სიტყვა არ არსებობს. ცხადია, შეგიძლია
თქვა, ძალიან ფრთხილადო ან, სულაც, უფრთხილესადო, მაგრამ
რისი თქმაც გინდა, იმას მაინც ვერ გამოხატავ. კაცმა, ალბათ, უნდა
ურჩიოს, კარი უხმაუროდ გააღე, თორემ, თუ ხმაური გაიგონა, შე-
იძლება ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდესო, იმ სიცოცხლისა,
მოულოდნელად ასე ძვირფასი რომ გამხდარა შენთვისო. ზუსტად
ასე აღებს. მერე კი გარეთ აღმოჩნდება. როგორ უცბად აცივებუ-
ლა, წინ ფართო მოედანია, რა სჯობია იქ გავლა-გამოვლას. პრო-
ჟექტორს ლოდინი მოჰბეზრდა, ალბათ, სადმე სხვაგან ირთობს
თავს, ან იქნებ ერთ ადგილზეა გაჩერებული და ძალას იკრებს ახა-
ლი თავგადასავლების წინ? კედელ-კედელ იარე, იაკობ, აი, ასე,
კარგია. სახლის კუთხემდე რომ მიხვალ, ღრმად ჩაისუნთქე და
მოედანი გადაირბინე, ბევრი არ არის, სულ ოცი მეტრია. იმას,
თუნდაც შენიშნოს რამე, პროჟექტორის მოსანათებლად დრო
დასჭირდება, შუქი მაშინვე ხომ ვერ გიპოვის, შენ კი ამასობაში
კუთხესაც მიაღწევ, სულ რაღაც ოცი მეტრი გაქვს გასავლელი.
დიახ, თითქმის ზუსტად ოცი მეტრია, ჩემი ხელით გავზომე,
ცხრამეტი მეტრი და სამოცდაშვიდი სანტიმეტრი გამოვიდა. საგან-
გებოდ ჩავედი, შენობა ისევ უწინდებურად დგას, სრულიად ხელუხ-
ლებელი, მხოლოდ საყარაულო კოშკურა აუღიათ. ვთხოვე, ზუს-
16
მკითხველთა ლიგა

ტად ის ადგილი ეჩვენებინათ, კურლანდიის ქუჩის ყრილზე, მერე


ის მანძილი ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარე. სხეულით ვგრძნობ, მეტრიანი
ნაბიჯი როგორ გადავდგა. მაგრამ ვერც ეს მაკმაყოფილებს. სა-
ზომი ვიყიდე, დავბრუნდი და მანძილი ხელახლა გავზომე. ბავშვე-
ბი მიყურებდნენ, იფიქრეს, რაღაც მნიშვნელოვანი საქმით არის
დაკავებულიო, გამვლელ-გამომვლელები ისეთი გაკვირვებული
სახით შემომცქეროდნენ, ნამდვილად ფიქრობდნენ, გიჟიაო.
საიდანღაც პოლიციელიც გაჩნდა, საბუთების წარდგენა მთხოვა
და მკითხა, რას ზომავთო. მოკლედ, ცხრამეტი მეტრი და სამოც-
დაშვიდი სანტიმეტრია, ეს დაბეჯითებით ვიცი.
შენობის ბოლოს რომ მიაღწია, იაკობი ნახტომისთვის მოემ-
ზადა. რვამდე დარჩენილ რამდენიმე წუთში სულ ოცი მეტრი უნდა
დაფაროს. თავი, შეიძლება ითქვას, ქუდში აქვს, და მაინც... რა
კარგი იქნებოდა, თაგვად გადაქცევა რომ შეეძლოს. თაგვი ხომ
სულ მოცუცქნული და უჩინარია, მის ხმასაც ძნელად თუ გაიგონებს
კაცი. შენ კი ვინ ხარ? განაწესის თანახმად, ტილი ხარ და მეტი
არაფერი, ან ბაღლინჯო. ყველანი ბაღლინჯოები ვართ, ოღონდ
სასაცილოდ დიდი ბაღლინჯოები, ასეთებად შეგვქმნა ჭირვეულმა
შემოქმედმა; და სად გაგონილა, ბაღლინჯოს თაგვად გადაქცევა
ენატროს?! იაკობი უარს ამბობს მოედნის გადარბენაზე – უმჯო-
ბესია, უხმოდ გავლა ვცადო, ასე გაფაჩუნებასაც კი გავიგონებო.
თუ პროჟექტორი ამოძრავდა, ნაბიჯის აჩქარებას მერეც შეძლებს.
შუა მოედანზე გასულს, გუშაგის ხმა ესმის. არა, საშიში არაფერია,
განა მას მიმართავს, გუშაგი მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს: „ა-
რის!“ მერე კიდევ ერთხელ იმეორებს: „არის!“ და შემდეგ კიდევ
ერთხელ. გუშაგი, როგორც ჩანს, ტელეფონით ლაპარაკობს.
შესაძლოა, რომელიმე სხვა გუშაგი ურეკავს, ალბათ, იმასაც
მოსწყინდა უსაქმურობა. თუმცა, მისივე ჩინის გუშაგი რომ ურე-
კავდეს, სულ არის, არისო, რატომ იძახებდა? არა, გამორიცხუ-
ლია. იქნებ გუშაგების მეთაურია და განკარგულებებს აძლევს? ეჰ,
რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ საუკეთესო
ვარიანტი და დავუშვათ, რომ ტელეფონის ხაზზე ჩვენი ნაცნობი
მორიგეა. კი მაგრამ, თქვენ ხომ არ გადარეულხართ, ასე რატომ
17
მკითხველთა ლიგა

დააფრთხეთ ის საცოდავი, სრულიად უდანაშაულო ებრაელი?!


შეწყვიტეთ ლაზღანდარობა! („არის!“) ვერ შეამჩნიეთ, რომ კაცი
დაბნეულობისგან ძლივს ლუღლუღებდა, შიშისგან მუხლები უკან-
კალებდა! აღარ დავინახო ასე მოქცევა, გასაგებია? („არის!“) რო-
ცა ეს „არის“ მეოთხედ გაისმა, იაკობი კუთხეს მიეფარა, ახლა, თუ
უნდა, ხვალ დილამდე ილაპარაკოს, ათ წუთში იაკობი უკვე შინ
იქნება.


იაკობთან ერთად ოთახში იოზეფ პივოვა და ნათან როზენ-
ბლატი ცხოვრობენ. ერთმანეთი აქ გაიცნეს, ამ ოთახში. ერთი-
მეორე დიდად არ ეხატებათ გულზე, სივიწროვე და შიმშილი უთან-
ხმოების წყაროა. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს,
რომ მათი პირველი შეხვედრაც მეტად ოფიციალური და მშრალი
იყო.
როზენბლატი იაკობის ამ მშვიდობიან დაბრუნებამდე ერთი
წლით ადრე გარდაიცვალა, ან ცოტა მეტით. შეჭამა კატა, რომელ-
მაც აშკარად ვერ გამოიჩინა სიფხიზლე, ყურადღება არ მიაქცია
მავთულხლართზე მიმაგრებულ გამაფრთხილებელ დაფებს და
ერთ დღესაც, მთლად გაძვალტყავებული, სიცოცხლეს გა-
მოესალმა. როზენბლატმა ის პირველმა დაინახა, ეზოში დაგდე-
ბული, და, როგორც უკვე ვთქვი, შეჭამა. ამიტომაც მოკვდა. პი-
ვოვამ კი ამ სამი თვის წინ განუტევა სული. მის გარდაცვალებას
გარკვეული გამოუცნობი გარემოებები უძღოდა წინ. დაბეჯითებით
მხოლოდ ერთი რამ ვიცით: პივოვა ცეცხლსასროლი იარაღით
მოკლა ფეხსაცმლის ფაბრიკის ზედამხედველმა, სადაც ის მუშა-
ობდა. თავხედურად იქცეოდა, ისეთი რაღაცები მიახალა პირში,
რაც ზედამხედველს კაცმა ჩვეულებრივ დროსაც არ უნდა აკად-
როს. ისიც, ბუნებრივია, გაბრაზდა და ესროლა. ერთი ვერსიის თა-
ნახმად, ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ პივოვას არ შეეძლო
ტემპერამენტის მოთოკვა, თავის შეკავებას ვერასოდეს ახერხებდა

18
მკითხველთა ლიგა

და ადრე თუ გვიან ყველაფერი სწორედ ასე უნდა დამთავრებუ-


ლიყო. ზოგი, პირიქით, ამტკიცებს, რომ ტემპერამენტი და ემო-
ციები არაფერ შუაშია. მათი თქმით, საქმე გვაქვს სრულიად
ჩვეულებრივ თვითმკვლელობასთან, რომელიც, აქვე ესეც უნდა
აღინიშნოს, ერთობ მოხერხებულად განხორციელდა. ასეა თუ ისე,
პივოვა უკვე სამი თვეა, მკვდარია, ხოლო როზენბლატი – წელი-
წადზე მეტია. მისი საწოლი შარშან ზამთარში ღუმელმა გადასან-
სლა, პივოვას შეშად ქცეული საწოლი კი იაკობის სარდაფში ელო-
დება სუსხიანი ამინდის მოახლოებას. ახალი ჯერჯერობით არავინ
მოუყვანიათ, მარაგი ამოწურულია, დასწყევლოს თუ დალოცოს
ღმერთმა ყველა კატა და ზედამხედველი. მოკლედ, იმას ვამბობ-
დი, ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ-მეთქი. როზენბლატი,
როცა შინ არის, ენას მაინც არ აჭარტალებს, ზის საწოლზე თვა-
ლებდახუჭული და ლოცულობს თავისთვის, ყველაზე გვიან წვება
დასაძინებლად და ყველაზე ადრე დგება, რადგან ღმერთთან მის
გაუთავებელ დებატებს დიდი დრო მიაქვს. ეს ჩვევა სიკვდილის
მერეც კი არ მოუშლია, მაგრამ ჩუმად მაინც არის, ზის თვალებდა-
ხუჭული და ხმაგაკმენდილი და, დიდი-დიდი, ერთი წამით გაბედოს
თვალის გახელა.
პივოვა კი ოღონდ აჩხუბე და აკამათე! ამ ოთახში ბოლოს ეგ
შემოასახლეს, არადა ისე იქცევა, გეგონება, თავიდანვე აქ იყო და-
სახლებულიო. ავეჯს წარამარა უცვლის ადგილს, გინდა თუ არა,
ფეხები ფანჯრისკენ უნდა ვქნაო. შენი წილი ლუკმა თუ არ დაუმა-
ლე, შეგიძლია, იქვე დაემშვიდობო. დასამალი რა არის – პივოვა
ადრე ტყით ირჩენდა თავს, წმიდა წყლის ბრაკონიერი იყო. მამაც
ბრაკონიერი ჰყავდა, თუმცა თვითონ ამ საქმეში მამასაც აჯობა.
შვილები არასოდეს ჰყოლია.
მოკლედ, იაკობი შინ დაბრუნდა. დღის განმავლობაში დაიღა-
ლა, ბევრი რამ გამოსცადა, გამოიარა, გადაიტანა, იკანკალა, მო-
ისმინა. გიხაროდეთ, ძმებო, გაგიჟდით და გადაირიეთ სიხარუ-
ლით, რუსები ბეზანიკიდან ოცი კილომეტრის მანძილზე დგანან,
თუ ეს სახელი რამეს გეუბნებათ! თვალი გაახილე, ნათან როზენ-
ბლატო, გეყოს კინკლაობა, პივოვა, რუსები მოდიან, გესმით თუ
19
მკითხველთა ლიგა

არა, ბოლოს და ბოლოს, ბეზანიკიდან ოც კილომეტრში არიან-


მეთქი! მაგრამ როზენბლატი ლოცვას განაგრძობს, პივოვას კი
ფეხები ისევ ფანჯრისკენ გაუშვერია. ისემც უქნიათ, სულ ასე წო-
ლილან და გაუთავებლად უკინკლავიათ, ლოცვაში უთენ-
უღამებიათ და დახოცილან, მთავარია, იაკობი შინაა, ხოლო რუ-
სები კარგს იზამენ, თუ ცოტას დაუჩქარებენ.


ახლა ცოტა ენაც მოვიფხანოთ.
ენა მოვიფხანოთ ისე, როგორც ნებისმიერ წესიერ ამბავს
შეეფერება. ნუ დამძრახავთ ამ სისუსტისთვის, დროდადრო ენა თუ
არ მოიფხანე, ცხოვრება უსიხარულო და მოსაწყენი გახდება. მხო-
ლოდ ორიოდ სიტყვა დავუთმოთ მოგონებებს, მით უმეტეს, რომ
მათში ბევრი რამ არის სათუო, დიდხანს ნუ შევჩერდებით სწრაფად
მდინარ ცხოვრებაზე, თათარიახნად გამოვაცხოთ ნამცხვარი, სა-
ნელებელიც ზომიერად დავუმატოთ, მხოლოდ გემო გავუსინჯოთ
და თეფში კვლავ განზე გავწიოთ, რომ მადა სხვა რაღაც--
რაღაცებისთვისაც შემოგვრჩეს.
მე ცოცხალი ვარ, ამას წყალი არ გაუვა. ცოცხალი ვარ და ვე-
რავინ მაიძულებს, ვსვა და ვიფიქრო ხეებზე, იაკობზე, ყველაფერ-
ზე, რაც მის ამბავს უკავშირდება. პირიქით, ყველა რაღაცას მირ-
ჩევს, წადი სადმე რამდენიმე დღით, გული გადააყოლეო; სხვა თუ
არაფერი, ამქვეყნად ერთხელ მოვდივართო, მეუბნებიან. საითაც
გაიხედავ, ყველგან რაღაც სიახლეა, ახალი თავგადასავლები, –
მერე რა, რომ აქა-იქ ცუდი ამბავიც გამოერევა – ქალები, რომელ-
თა მიმართ ჯერაც არ გამცივებია გული, ჩქოლა ნერგებით განახ-
ლებული ტყეები, მოვლილი საფლავები, ყოველ დღესასწაულზე
ისე რომ ივსება ქორფა ყვავილებით, ლამის იფიქრო, ფულის ასე
უთავბოლოდ ფლანგვა რა საჭიროაო. არ მინდა, ვინმემ მისაყვე-
დუროს, მოკრძალება გაკლიაო. მოკრძალება თუ ვინმეს აკლდა,
პივოვა იყო, თუმცა მას არასოდეს შევხვედრივარ. მისთვის ტყის

20
მკითხველთა ლიგა

ბინადრებიც უნდა დაგემალა და შენი წილი ლუკმაც. მაგრამ მე


პივოვა არა ვარ.
ხანამ, ჩემმა არცთუ თვინიერმა ცოლმა, ერთხელ მითხრა:
„შენ ცდები“, ასე იწყებოდა ჩემი მისამართით წარმოთქმული მი-
სი ყოველი ფრაზა, „მოკრძალებული ის ადამიანია, ვინც იმას
სჯერდება, რისი ქონის უფლებაც მინიჭებული აქვს. და არა ის,
ვინც ნაკლებზეც თანახმაა“.
ასე თუ ვიმსჯელებთ, სრული საფუძველი მაქვს, კმაყოფილი ვი-
ყო. ზოგჯერ მეჩვენება, ბედი მანებივრებს-მეთქი, ისე თავაზიანად
და ზრდილობიანად მეპყრობა ხალხი; ისე ცდილობენ, მოუთმენ-
ლობა არ დაეტყოთ. მოკლედ, ვერ დავიწუწუნებ.
ზოგჯერ, მოყოლას რომ მოვრჩები, თანამოსაუბრეს ვეტყვი
ხოლმე: ეს იყო და ეს, გმადლობ, რომ მომისმინე, ახლა ნუღა-
რაფრის მტკიცებას დამიწყებ-მეთქი.
„არც ვაპირებ. მარტო იმის თქმა მინდა, რომ ოცდაცხრა
წლის...“
„ხომ გითხარი, ნუღარაფრის მტკიცებას დამიწყებ-მეთქი!“ ვუ-
მეორებ.
„გავიგე. მაგრამ ომი რომ დამთავრდა, სულ პატარა...“
„წადი, შენი...“, ვამბობ მე, ვდგები და მივდივარ. ხუთი ნაბიჯიც
არ მაქვს გადადგმული, რომ ბრაზი მიპყრობს, ბრაზი იმის გამო,
რომ ასე გავუხეშდი, რომ სრულიად უმიზეზოდ ვტეხ ერთ ამბავს,
არადა, იმ კაცს ცუდი ხომ არაფერი გაუვლია თავში. მაგრამ უკან
მაინც არ ვბრუნდები და არც ნაბიჯს ვანელებ. ოფიციანტს ანგა-
რიშს ვუსწორებ, გასვლისას თვალს მაგიდისკენ ვაპარებ და ვხე-
დავ, რომ ის სრულიად გაოგნებული ზის, ალბათ ფიქრობს, ნეტავ
რა ბზიკმა უკბინაო, მე კი გარეთ გავდივარ, კარს გავიხურავ და
იმდენადაც კი არ ვიწუხებ თავს, რომ მივიდე მასთან და ყველაფე-
რი ავუხსნა.
ანდა, ვწევარ ლოგინში ელვირასთან ერთად. სრული სიცხა-
დისთვის: ორმოცდაექვსი წლის ვარ, ოცდაერთში დავიბადე. მოკ-
ლედ, ვწევარ ლოგინში ელვირასთან ერთად. ფაბრიკაში ერთად
ვმუშაობთ. მასავით თეთრი კანი ცხოვრებაში არ მინახავს.
21
მკითხველთა ლიგა

ვგრძნობ, ადრე თუ გვიან ცოლადაც შევირთავ. ჯერ კიდევ მძიმედ


ვსუნთქავთ, ამ თემაზე არასოდეს გვილაპარაკია, და უცებ რას მე-
უბნება:
„მითხარი რა, მართალია, რომ შენ...“
ეშმაკმა უწყის, ვინ უთხრა, მე კი მის ხმაში თანაგრძნობას ვამ-
ჩნევ და ვცოფდები. სააბაზანოში გავრბივარ, აბაზანაში ვჯდები და
სიმღერას ვიწყებ, მხოლოდ იმიტომ, რომ რაიმე ისეთი არ ჩავი-
დინო, რასაც, ნამდვილად ვიცი, ხუთი ნაბიჯის შემდეგ ვინანებ. რო-
ცა ნახევარ საათში ისევ ვბრუნდები, ელვირა გაკვირვებული მე-
კითხება, რა მოგივიდაო, მე კი ვეუბნები, არაფერი-მეთქი, ნაზად
ვკოცნი, შუქს ვთიშავ და ვცდილობ, დავიძინო.
მთელი ქალაქი მწვანეშია ჩაფლული, გარშემო იშვიათი სილა-
მაზეა, პარკები მოვლილია, ყოველი ხე მოგონებებს მიღვიძებს,
და მეც ხელიდან არ ვუშვებ არც ერთ ასეთ შესაძლებლობას. მაგ-
რამ როცა ის – ხეს ვგულისხმობ – ჯიქურ მომაშტერდება, რათა
შეამოწმოს, თვალები გამინათდა თუ არა, იძულებული ვხდები,
იმედი გავუცრუო: ეს ის ხე არ არის.


იაკობმა მიშას უამბო.
სადგურზე იმ განზრახვით არ მისულა, რომ ეს ამბავი ვინმეს-
თვის მოეყოლა. არც ის უფიქრია, არავის მოვუყვებიო. ისე მივიდა,
არავითარი განზრახვა არ ჰქონია. მშვენივრად იცოდა, რომ
გაუჭირდებოდა ახალი ამბის დამალვა; ამას ძნელად თუ მოახერ-
ხებს ვინმე, მით უფრო, როცა საქმე საუკეთესოთა შორის საუკეთე-
სო ამბავს ეხება, კარგ ამბავს ისე რა ფასი აქვს, თუ სხვასაც არ
გაუზიარე. მეორე მხრივ, ისიც ხომ ვიცით, ასეთ დროს როგორ
ხდება ხოლმე: ყველა შესაძლო შედეგისთვის პასუხისმგებლობა
ამბის მიმტანს ეკისრება, მისი გავრცელებული ინფორმაცია დრო-
თა განმავლობაში დაპირებად იქცევა, ამის წინააღმდეგ ვერაფერს
გააწყობ. ქალაქის მეორე ბოლოს ხმა დაირხევა, ვიღაცამ რუსები

22
მკითხველთა ლიგა

უკვე ნახა კიდეცო; სამი ახალგაზრდა იყო, მეოთხე კი თათარს


ჰგავდაო; მოხუცი დედაკაცები, თუ რამ საფიცარი არსებობს, ყვე-
ლაფერს დაიფიცებენ, შეშფოთებული ოჯახის მამები კვერს დაუკ-
რავენ. ხალხი იტყვის, ამან და ამან თქვაო, იმან კიდევ სხვისგან
შეიტყოო, და ამ გაუთავებელ რიგში ვიღაცას ეცოდინება, რომ ამ-
ბავი იაკობისგან მოდის. იაკობ ჰაიმისგან? მერე დაიწყება გარკვე-
ვა, რა კაციაო, რას წარმოადგენსო, ყველაფერი ზედმიწევნით
ზუსტად უნდა შემოწმდეს, საქმე ხომ მნიშვნელოვანზე მნიშვნელო-
ვან საკითხს ეხება. დაადგენენ, წესიერი, სანდო კაცია, სერიოზულ
შთაბეჭდილებას ტოვებს, ადრე აქ, სადღაც, ერთი პატარა კაფე
ჰქონდაო. როგორც ჩანს, სიხარულისთვის საფუძველი მართლაც
არსებობსო.
მერე გაივლის დღეები, თუ ღმერთმა საჭიროდ მიიჩნია, კვირე-
ბიც, სამასი თუ ხუთასი კილომეტრი კარგა დიდი მანძილია, და
იაკობის მიმართ კეთილგანწყობაც თანდათან შესუსტდება, მისკენ
მიპყრობილ მზერას სითბო მოაკლდება. ქუჩის მეორე მხარეს მის
დანახვაზე ატყდება ერთი ჩურჩული, მოხუცი დედაკაცები ღმერთს
შესცოდებენ და მას წყევლა-კრულვას დაატეხენ თავს, იაკობის ნა-
ყინი თანდათან მთელს ქალაქში ყველაზე უგემური გახდება, აღ-
მოჩნდება, რომ მისი განთქმული ჟოლოს ნაყინიც არაფრად ვარ-
გებულა, კარტოფილის კვერები კი არც არასოდეს ყოფილა ბო-
ლომდე კოშერული. აი, რა შეიძლება კაცს დაემართოს.
იაკობი და მიშა ვაგონისკენ ყუთებს ეზიდებიან.
ანდა სხვა ვარიანტი წარმოვიდგინოთ: ჰაიმი ირწმუნება, თით-
ქოს ყური მოჰკრა ცნობას, რომ რუსები იერიშზე გადმოვიდნენ,
ქალაქამდე სულ ოთხასი კილომეტრი დარჩათო. კი მაგრამ, სად
მოჰკრა ყური? საქმეც ეგ არის – სად და განყოფილებაში. განყო-
ფილებაშიო?! ამას შეიძლება მოჰყვეს შეძრწუნებული მზერა, მის
პასუხად – თავის ნელი დაქნევა, მოძრაობა, რომელიც ეჭვს ადას-
ტურებს. ამას ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა, ჰაიმისგან მა-
ინც ასეთ რამეს არავინ ელოდა, არავინ, მაგრამ ადამიანს რას
გაუგებ, ვეღარ გაგირკვევია, ვის შეგიძლია ენდო და ვის – არა. და

23
მკითხველთა ლიგა

გეტოს სავარაუდო დამბეზღებელთა ჯარს კიდევ ერთი კაცი შეემა-


ტება.
ასეა თუ ისე, სადგურზე მისვლისას იაკობს არავითარი მტკიცე
განზრახვა არ ჰქონია. კარგი იქნებოდა, ახალი ამბავი უიმისოდ
შეეტყოთ, თვითონ მას შეჰგებებოდნენ სასიხარულო ცნობით, ყვე-
ლაფერს ეს აჯობებდა. გაიხარებდა მათთან ერთად, არ გამოტ-
ყდებოდა, რომ სამმა კაცმა უკვე იცოდა ყველაფერი: როზენბლატ-
მა, მან და პივოვამ. ენას კბილს დააჭერდა, მათთან ერთად გაიხა-
რებდა და, დიდი-დიდი, რამდენიმე საათში დაინტერესებულიყო,
მაინც, ვინ მოიტანა ეგ ამბავიო. მაგრამ, როგორც კი სადგურის
ტერიტორიაზე შედგა ფეხი, მიხვდა, რომ ახალ ამბავს იქამდე ჯერ
არ მიეღწია, ამაში დასარწმუნებლად ისიც კმაროდა, იქ მომუშავე-
თა ზურგებისთვის თვალი შეევლო. ასე რომ, ამჯერად არ გაუმარ-
თლა. არც იყო მოსალოდნელი: ასეთ მოკლე ხანში ზედიზედ ორ-
ჯერ მხოლოდ როკფელერს თუ უმართლებს, და ისიც მხოლოდ
კვირაობით.
ვაგონისკენ ყუთებს მიათრევენ. ყუთების თრევაში იაკობი მაინ-
ცდამაინც სასურველი პარტნიორი ვერ არის. მასთან დასაწყვი-
ლებლად არავინ გამოიდებს ხოლმე თავს, კვერების მცხობელი
გოლიათი იშვიათად თუ უნახავს ვინმეს. არადა, ყუთები მძიმეა.
სადგური სავსეა ხალხით, ვისთვისაც თავს არავინ გამოიდებს, გო-
ლიათები სანთლით უნდა ეძებო. გოლიათებზე თავ-პირის მტვრე-
ვაა, მაგრამ მათ ძნელად თუ დაიყოლიებ: სუსტთან დაწყვილებას
ურჩევნიათ, თავისნაირთან ერთად ათრიონ. ნურავინ დამიწყებს
ლაპარაკს მეგობრულ სულისკვეთებაზე და მსგავს სისულელეებ-
ზე, ვინც ასეთ რამეებს ახსენებს, აქაურობისა არაფერი გაეგება,
მართლა არაფერი. მე თვითონაც არ მივეკუთვნები გოლიათების
რიცხვს და ისინი ჭირივით მძულდა. ვინ მოთვლის, გულში რამ-
დენჯერ დამიწყევლია კიდეც, როცა ვინმე ჩემნაირთან ერთად მო-
მიწევდა სიმძიმის თრევა. მაგრამ, მათნაირი რომ ვყოფილიყავი,
მეც ასე მოვიქცეოდი, ზუსტად ასე, და არა სხვანაირად.
იაკობი და მიშა ვაგონისკენ ყუთს მიათრევენ.

24
მკითხველთა ლიგა

მიშა ოცდახუთი წლის აწოწილი ბიჭია და, რაც ჩვენებურ ხალ-


ხში დიდი იშვიათობაა, ცისფერი თვალები აქვს. ერთ დროს „ჰაკო-
ას“3 კლუბში კრივობდა, სულ სამი ბრძოლა გამართა, ორი წააგო,
მესამეში კი მისი მეტოქე წელს ქვევით დარტყმისთვის რინგიდან
მოხსნეს. საშუალო წონაში გამოდიოდა. ისე, ქვემძიმეწონოსანი
უფრო იყო, მაგრამ მწვრთნელმა ურჩია, ერთი-ორი კილო დაიკე-
ლი, რადგან ქვემძიმეში მეტისმეტად დიდი კონკურენციააო. მიშამ
რჩევა ყურად იღო, მაგრამ დიდად არც ამით უხეირია, ვერც სა-
შუალო წონაში გამოიჩინა თავი, როგორც სამი ჩატარებული
ბრძოლა ადასტურებს. ერთი ფიქრი იფიქრა, წონას ავკრეფ და
მძიმეში გადავალ, იქნებ იქ მაინც გამიღიმოს ბედმაო. ოთხმოცდა-
ხუთ კილოს რომ მიუკაკუნა, საქმეში გეტო ჩაერია და მას შემდეგ
ნელ-ნელა კარგავს წონას. თუმცა ძალა, ასე თუ ისე, კიდევ შემორ-
ჩა და, გულახდილად რომ ითქვას, ნამდვილად იმსახურებს იაკობ-
ზე უკეთეს მეწყვილეს. ბევრი ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება
და დაღუპავს მისი სიკეთე, მაგრამ პირში თქმას ვერავინ უბედავს,
ეგებ ერთ მშვენიერ დღეს თვითონაც მიხვდეს.
„გეყოს თვალების აქეთ-იქით ცეცება, წინ იყურე. თორემ ზღარ-
თანს მოვადენთ“, ამბობს იაკობი. ბრაზი ერევა, იმიტომ რომ, თუმ-
ცა მეწყვილედ მიშა ჰყავს, ყუთი მძიმეა, უფრო მეტად კი იმიტომ,
რომ იცის: მიშა იქნება პირველი, ვისაც მოუყვება; არ იცის მხო-
ლოდ, რა სიტყვებით დაიწყოს.
ყუთს ვაგონის კიდეზე ჩამოდებენ, მიშა აშკარად დაბნეული
ჩანს, მერე ახალი ყუთის წამოსაღებად ბრუნდებიან. იაკობი ცდი-
ლობს, თვალი გააყოლოს მიშას მზერას; გადარევს ეს ბიჭი, ნეტავ
რას მიშტერებია, სადგურზე ახალი არაფერია.
„ხედავ იმ ვაგონს?“ ამბობს მიშა.
„რომელ ვაგონს?“
„ბოლოსწინა ლიანდაგზე. უსახურავოს“. მიშა ჩურჩულებს, თუმ-
ცა უახლოესი გუშაგი, სულ ცოტა, ოცი მეტრის დაშორებით დგას,
მათკენ არც იხედება.

3
„ჰაკოა“ – ებრაელთა სპორტკლუბი.
25
მკითხველთა ლიგა

„მერე?“ ეკითხება იაკობი.


„იმ ვაგონში კარტოფილია“.
მთელი შემდეგი ყუთის განმავლობაში იაკობი ჯაჯღანებს: მერე
რა, რომ კარტოფილია, დიდი ამბავი. კარტოფილი მაშინაა კარგი,
როცა შენია, როცა შეგიძლია მოხარშო, უმად შეექცე ან კვერი გა-
მოაცხო, და არა მაშინ, რომელიღაც ვაგონში რომ ყრია, თანაც
აქ, ამ სადგურზე; ვაგონში ჩაყრილ კარტოფილზე უინტერესო დე-
დამიწის ზურგზე არაფერია. გინდაც მარინადში ჩადებული ქაშაყი
იყოს, ან შემწვარი ბატი, ან მილიონი ქოთანი ჩოლენტი4... იაკობი
ქაქანებს და ქაქანებს, უნდა, მიშას სხვა რამეზე გადაატანინოს ყუ-
რადღება, სხვა თემაზე ჩამოუგდოს სიტყვა.
შენც არ მომიკვდე, მიშა არც ფიქრობს ყურის დაგდებას, მალე
გუშაგები უნდა შეიცვალონ. ყარაულის შეცვლას ისინი პატარა
სპექტაკლად აქცევენ ხოლმე სმენაზე დგომით, პატაკითა და
ბრძანებით: „იარაღი მარჯვენა მხარზე!“ ეს ერთადერთი მომენტია,
როცა კაცმა შეიძლება ბედი სცადოს. იაკობის საპირისპირო არ-
გუმენტები სათვალავში ჩასაგდები არ არის, რა თქმა უნდა,
რისკია, კი ბატონო, კარგა დიდი რისკიც, მერედა რა? არავის უთ-
ქვამს, კარტოფილით ქეიფი უკვე გამოწერილი გვაქვსო, ნების-
მიერი შანსი რისკს უკავშირდება, განა საქმოსან კაცს ამის ახსნა
უნდა სჭირდებოდეს? თუ საქმეში რისკი არ ურევია, შანსიც ქრება.
მაშინ ეს ნაღდი საქმე იქნებოდა, ნაღდი საქმე კი ცხოვრებაში იშ-
ვიათია, რისკი და წარმატების პერსპექტივა ერთი მედლის ორი
მხარეა.
იაკობი ხვდება, რომ დრო თითქმის აღარ რჩება, ბიჭი ისეთ
დღეშია, ნორმალურად ვერ დაელაპარაკები. ამ დროს ხედავს,
რომ ახალი ცვლის გუშაგები მწყობრი ნაბიჯით აქეთ მოემართები-
ან, აი, ახლა უნდა უთხრას.
„ბეზანიკა სად არის, იცი?“

4
ჩოლენტი – ხორცის, კარტოფილის, ქერის ბურღულისა და ლობიოს ტრადი-
ციული ებრაული კერძი, რომელსაც პარასკევს საღამოს ამზადებენ და სადი-
ლად მიირთმევენ შაბათს, როცა საჭმლის კეთება არ შეიძლება
26
მკითხველთა ლიგა

„მაცადე“, ათრთოლებული ხმით ამბობს მიშა.


„თუ იცი, ბეზანიკა სად არის-მეთქი?“
„არ ვიცი“, ამბობს მიშა და თვალს აყოლებს მწყობრს, რომელ-
მაც სადაცაა, დანიშნულების ადგილს უნდა მიაღწიოს.
„ბეზანიკამდე ჩვენგან ერთი ოთხასი კილომეტრი იქნება...“
„გასაგებია“.
„რუსები ბეზანიკიდან ოც კილომეტრში დგანან!“
მიშა წამით სწყვეტს მზერას მწყობრად მომავალ ჯარისკაცებს,
თავისი უცნაური ცისფერი თვალებით იაკობს უღიმის, მაინც რა
ღირსეულად მოიქცა ეს ჰაიმიო, მერე კი ამბობს: „კარგი კაცი ხარ,
იაკობ“.
იაკობი ელდანაკრავივით შეშდება. კაცი თავს იკლავ, შიშს
ამარცხებ, არაფრად აგდებ სიფრთხილის კანონებს და არცთუ უსა-
ფუძვლო ეჭვებს, ამდენ ხალხში გამოარჩევ ვიღაც ცისფერთვალე-
ბა ლაწირაკს, ამ მართლა იდიოტს, ამას, ეს ცხვირმოუხოცავი კი
რით გიხდის სამაგიეროს? – ყურსაც არ გიგდებს. ხოლო შენ ისიც
არ შეგიძლია, მიტრიალდე და წახვიდე, ვერ დატოვებ ასე ამ გა-
მოშტერებულს, ვერ ეტყვი, ეშმაკსაც წაუღიხარო და ვერ წახვალ.
მასთან უნდა დარჩე, მთელი შენი ბრაზი სხვა ხელსაყრელი მო-
მენტისთვის შეინახო, და ისიც კი არ იცი, ეს ხელსაყრელი მომენტი
როდისმე მოგეცემა თუ არა. უნდა შეევედრო, კეთილი ნება გა-
მოიჩინოს, თითქოს შენი სიცოცხლე მასზე ეკიდოს, უნდა დაუმტკი-
ცო, რომ შენი ნდობა შეიძლება, თუმცა შენ ეს სულ არ გჭირდება,
ეს მხოლოდ მას სჭირდება. და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა
მოიმოქმედო, სანამ ჯარისკაცები ერთმანეთის პირისპირ დგანან,
თოფებს მხარზე ირტყამენ და ერთმანეთს აბარებენ პატაკს, რომ
განსაკუთრებული არაფერი აღურიცხავთ.
„არ გიხარია?“ ეკითხება იაკობი.
მიშა თავაზიანად უღიმის, „კარგი ახლა“, ეუბნება ხმით, რომე-
ლიც სევდიანად ჟღერს და რომელშიც იმავდროულად მად-
ლიერებაც გამოსჭვივის იაკობის გულის ამაჩუყებელი მზრუნვე-
ლობის გამო. და მიშა ისევ უბრუნდება უფრო მნიშვნელოვან ამო-
ცანას – თვალთვალს განაგრძობს. მწყობრი ახლოვდება. ის უკვე
27
მკითხველთა ლიგა

გამოსცდა ქვის პატარა შენობას, რომელშიც რკინიგზელებსა და


გუშაგებს მოსასვენებელი ოთახი აქვთ მოწყობილი.
მიშა მღელვარებისგან კანკალებს, იაკობი კი ცდილობს, სიტ-
ყვები ჯარისკაცების ნაბიჯებზე სწრაფად მიაყაროს ერთმანეთს. ის
თავისი ამბის მოკლე ვერსიას ჰყვება. რატომ თავიდანვე ასე არ
მოიქცა! ჰყვება პროჟექტორიან კაცზე, განყოფილების დერეფან-
ზე, კარზე, რომელიც გარეთ იღებოდა და მას დამალვის საშუალე-
ბა მისცა; უზიარებს ახალ ამბავს, ოთახიდან გარეთ რომ გამოაღ-
წია, სიტყვასიტყვით გადასცემს ინფორმაციას, რომელიც ღამის
განმავლობაში ათასჯერ მაინც გაიმეორა, არც არაფერს ამატებს,
არც არაფერს აკლებს. კარის ღრეჩოში ხანმოკლე ტყვეობას არც
ახსენებს, მხოლოდ არსებითზე ამახვილებს ყურადღებას, არც იმ
კაცზე ამბობს რამეს, მორიგის ოთახი რომ უჩვენა, მთელ ამ ამ-
ბავში ის სტატისტია და მეტი არაფერი, ჰყვება მხოლოდ თვით მო-
რიგეზე, რომელიც, როგორც ჩანს, ადამიანი ყოფილა და ამიტომ
აშკარად სუსტი რგოლიც მტკიცებულებათა ლოგიკურ ჯაჭვში. მო-
რიგემ საათსაც ადამიანივით შეხედა და იაკობსაც ადამიანივით
უთხრა, შინ წადიო.
უცებ თავზარდაცემული იაკობი ხედავს, რომ მიშას შეჩერება
შეუძლებელია, ერთადერთი, რამაც კიდევ შეიძლება, განზრახვაზე
ხელი ააღებინოს, მისი ნაამბობის დაჯერებაა, ჯარისკაცები კი უკვე
ერთმანეთის პირისპირ დგანან. მტერს მაშინ უნდა დაარტყა, როცა
ამას ყველაზე ნაკლებად ელის, როცა ყურადღება მოდუნებული
აქვს. მიშა დაიხარა და ნახტომისთვის ემზადება, შორს არის პარ-
ტნიორისგან გაგონილი ამბები და შორს არიან რუსები, და იაკობი
იმასღა ახერხებს, რომ მას ფეხში სწვდეს. ორივე მიწაზე ეცემა,
მიშას თვალებში იაკობი ზიზღს ხედავს – რა შანსი გააშვებინა ხე-
ლიდან, ან სცადა მაინც. მიშა იაკობის მარწუხებს გამოჰგლეჯს
ფეხს, ახლა მას ვეღარაფერი დააკავებს, მერე იაკობს ხელით იცი-
ლებს.
„რადიო მაქვს!“ ამბობს იაკობი.
არა, გუშაგებს არ უსვრიათ. მათ აქამდე არც არაფერი დაუნა-
ხავთ, მეტისმეტად გართული არიან გაცვლა-გამოცვლის ცერე-
28
მკითხველთა ლიგა

მონიით, გასროლა იაკობისა იყო: ეს მან გაისროლა და შიგ გულ-


ში მოარტყა. იღბლიანი გასროლაც ამას ჰქვია, მოუმზადებლად
და თითქმის დაუმიზნებლად შესრულებული, და მაინც – ესოდენ
ზუსტი. მიშა ზის, გაქვავებული, რუსები ჩვენგან ოთხას კილო-
მეტრში არიან, ბეზანიკასთან თუ რაღაც ამდაგვართან, და იაკობს
რადიო აქვს. ისინი მიწაზე სხედან და ერთმანეთს შესცქერიან, არ
ყოფილა კარტოფილიანი ვაგონი, ყარაულის შეცვლასაც არავინ
ელოდა, სრულიად მოულოდნელად ხვალეც ამ თვისა ხდება.
რისკი და წარმატების პერსპექტივა, მართალია, ჯერაც ერთი მედ-
ლის ორი მხარეა, მაგრამ გიჟი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამ
ორს შორის რამდენადმე გონივრული შეფარდება მაინც აუცილე-
ბელია.
კიდევ ცოტა ხანს სხედან ასე, მიშას სახე ღიმილს დაუფარავს,
გოის5 თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავს, უკვალოდ არ ჩაუვ-
ლია იაკობის ცდას და მონდომებას. იაკობი წამოდგება, უსასრუ-
ლოდ ხომ არ იჯდება გაუნძრევლად, ახლა უწინდელზე მეტად
ბრაზობს. ის ხომ იძულებული გახდა, საჯაროდ ეფრქვია უპასუხის-
მგებლო განცხადებები, ვიღაც უტვინო ჩერჩეტმა, მისმა გაუგე-
ბარმა უნდობლობამ ჩაადენინა ეს სისულელე, გინდა თუ არა, კარ-
ტოფილით უნდა ამოვიყორო მუცელიო. მოუწევს ამ ვაჟბატონს
სიმართლის გაგება. ჯერ არაფერს ეტყვის, მაგრამ დღის ბოლომ-
დე აუცილებლად აუხელს თვალებს, და სულაც არ ანაღვლებს, ის
ვაგონი ხვალაც აქ იდგება თუ არა. ერთ საათში, ყველაზე გვიან
ერთ საათში, ან იქნებ უფრო ადრეც, გადმოულაგებს სიმართლეს,
მანამდე კი იყოს უდარდელად, გაიხაროს რამდენიმე წუთით, თუმ-
ცა კი ამის ღირსიც არ არის. მალე ცხოვრებაც გაუჭირდება ამ სი-
ხარულის გარეშე. აი, მაშინ ეტყვის იაკობი სიმართლეს, და მიშა-
საც სხვა გამოსავალი არ დარჩება, გარდა იმისა, რომ დაიჯეროს,
რაც განყოფილებაში მოხდა. ბოლოს და ბოლოს, რუსების წინ-
სვლის ამბავში ეს ხომ მაინც არაფერს ცვლის, ამიტომ მოუწევს
დაჯერება.

5
გოი (ებრ.) – არაებრაელი.
29
მკითხველთა ლიგა

„ჭკუას მოუხმე და ადექი. ოღონდ იცოდე, ენას კბილი დააჭირე.


გეტოში რადიოს ქონა რასაც ნიშნავს, შენც კარგად მოგეხსენება.
რაც გითხარი, კაციშვილმა არ უნდა გაიგოს“.
მიშასთვის სულ ერთია, რას ნიშნავს გეტოში რადიოს ქონა.
გინდ ათასი მუხლით იკრძალებოდეს, გინდ სიკვდილით დასჯითაც
გემუქრებოდნენ, განა აქვს ამას რაიმე მნიშვნელობა ახლა, როცა
ხვალეც ამ თვისაა?
„იაკობ, იაკობ...“
გუშაგთა რაზმის მეთაური ხედავს, რომ ვიღაც აწოწილი ბიჭი
უსაქმოდ დაბრძანებულა მიწაზე. გულიც კი არ წასვლია, თავი ხე-
ლებზე ჩამოუდევს და ცას მიშტერებია. რაზმის მეთაური, ტანმორ-
ჩილი კაცი, კიტელს ისწორებს და მიშასკენ მიემართება.
„ყურადღებით!“ აფრთხილებს იაკობი და თავით იქით ანიშნებს,
საიდანაც მედიდურად მოაბიჯებს საფრთხე.
მიშა გამოერკვევა, ფეხზე წამოხტება, ხალხს შეერევა, ხვდება,
რაც უნდა მოხდეს, მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებს პირისახეს,
რომელსაც უწინდელივით უხარია. ყუთების გროვას მიადგება და,
დააპირებს თუ არა ერთ-ერთის გადმოღებას, სახეში რაზმის მე-
თაურის გაშლილი ხელი ხვდება. მიშა შემოტრიალდება, ჯარის-
კაცი მასზე მთელი თავით დაბალია და სილა რომ გააწნას, ლამის
ფეხის წვერებზე უნდა აიწიოს. სასაცილო სცენაა, გერმანული კი-
ნოჟურნალისთვის არ ივარგებს, იმ მუნჯი კომედიისთვის უფრო
გამოდგება, სადაც ტანმორჩილი პოლიციელი, სახელად ჩარლი,
ცდილობს გაუსწორდეს წარბებგაბანჯგლულ გოლიათს. ლამის
წელში გაწყდეს მიზნის მისაღწევად, გოლიათი კი ყურსაც არ
იბერტყავს. ყველამ იცის, რომ მიშას შეუძლია ჯარისკაცი ჰაერში
აიტაცოს და ცხვირ-პირი გაუერთიანოს. თუ მოინდომა. რაზმის
მეთაური კიდევ რამდენიმეჯერ გაულაწუნებს, წესით უკვე ხელები
უნდა სტკიოდეს, ჩხავის რაღაცას, რაც კაციშვილს არ აინტე-
რესებს, და მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როცა ტუჩის კუთხიდან მი-
შას წვრილ ნაკადად წასკდება სისხლი. მერე ერთხელ კიდევ ის-
წორებს კიტელს, ამ დავიდარაბაში კარგა დაგვიანებით ამჩნევს,
რომ ქუდი გადავარდნია. მიწიდან იღებს, იხურავს, თავის რაზმს
30
მკითხველთა ლიგა

უბრუნდება და მორიგეობამოხდილ გუშაგებს უბრძანებს, მომყევი-


თო.
მიშა სახელოთი იწმენდს სისხლიან ტუჩებს, თვალს უკრავს
იაკობს და მორიგ ყუთს ეძგერება.
„მოდი, გავაგრძელოთ“, ამბობს ის.
ერთად სწევენ ყუთს. ამ თრევა-თრევაში იაკობს ისევ მოერევა
ბრაზი, ცდილობს, როგორმე მოთოკოს ნერვები, კბილებს
ღრჭიალი გაუდის. ცრუმორწმუნე სულ არ არის, მისთვის არც
ღვთიური ძალა არსებობს, მაგრამ რაღაც, ყოვლად აუხსნელი, მა-
ინც აფიქრებინებს, რომ მიშამ სწორედ ის მიიღო, რაც დაიმსახუ-
რა. ასე, ალბათ, იმიტომ ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ცოტა სა-
საცილოც იყო.
„იაკობ, იაკობ...“


ვიცით, რაც მოხდება. ჩვენივე მოკრძალებული გამოცდილებით
ვიცით, ასეთ შემთხვევებში როგორ ვითარდება მოვლენები, ცოტა
ფანტაზიასაც მოვიშველიებთ ხოლმე და ამიტომ ვიცით, რაც მოხ-
დება. მიშა საიდუმლოს ვერ შეინახავს. იცის, რომ გამხელა არ შე-
იძლება, მაგრამ თავს ვერაფერს მოუხერხებს. ბოროტი განზრახვა
არ იქნება, რაც პირს გაატეხინებს, არც მზაკვრული სურვილი, რომ
იაკობი უბედურებას გადაჰყაროს; მიზეზი სიხარული გახდება, სხვა
არაფერი. ხალხო, ნუღარ იკლავთ თავს, ეგ თქვენი სიცოცხლე მა-
ლე ისევ დაგჭირდებათ. გეყოფათ უიმედობა, ჩვენს საცოდაობას
საცაა ბოლო მოეღება. ძალა მოიკრიბეთ და თავი როგორმე გა-
დაირჩინეთ, თქვენ ხომ ამ საქმის ოსტატები ხართ, თქვენ ხომ
ათასგვარი ხრიკი იცით, სიკვდილი როგორ დატოვოთ ხახამშრა-
ლი, დღემდე ხომ მოაღწიეთ როგორღაც. კიდევ სულ რაღაც ოთ-
ხასიოდე კილომეტრსაც გაუძელით, მერე დამთავრდება გაძლება
და დაიწყება ცხოვრება.

31
მკითხველთა ლიგა

აი, მიზეზები, რატომაც ვერ შეინახავს მიშა საიდუმლოს. ხალხი


ამ ახალი ამბის წყაროთიც დაინტერესდება, მიშა არც ამას
დაუმალავს – რა მოხდა მერე? მალე დიდი საიდუმლო გეტოელ
ბავშვებსაც ეცოდინებათ, ცხადია, უმკაცრესი გაფრთხილებით,
არავის არაფერი გაუმხილონ, საიდუმლო კი მათთვის ცნობილი
გახდება, რადგან გახარებულ მშობლებს დაავიწყდებათ, ბავშვების
გამოჩენისთანავე ჩურჩულზე რომ უნდა გადასულიყვნენ. ხალხი
იაკობს მიაწყდება, რადიოს მფლობელ ჰაიმს, და ახალი ამბების
გამოკითხვას დაუწყებს. ისეთი თვალებით მიაჩერდებიან, იაკობს
მანამდე რომ არასოდეს უნახავს. რას ეტყვის ამ საბრალო ხალხს?


ნახევარი დღე გავიდა, დიდი ყუთები ვაგონებშია განაწილე-
ბული, ახლა პატარების ჯერია, ისეთებისა, რომლებსაც კაცი
მარტოც მოერევა, და მიშაც გაქრა იაკობის თვალსაწიერიდან.
თუმცა არც მთლად ასეა საქმე, პირდაპირი გაგებით თვალ-
საწიერიდან არ გამქრალა, რამდენიმე წუთში ერთხელ ხვდებიან
ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის მუდამ რამდენიმე მეტრია, ერთი
იქით მიდის, მეორე – აქეთ, ხან ზურგზე სიმძიმეშეგდებული, ხანაც
– გზად მორიგი ტვირთისკენ. ვითარების ასახსნელად ხელსაყ-
რელი საშუალება ჯერ არ მისცემია, ხომ ვერ გაიყვანს განზე, რომ
უთხრას, ასე და ასეა საქმეო. ყოველი მორიგი შეხვედრისას მიშა
ხან თვალს უკრავს, ხან შეთქმულივით უღიმის, ხან კბილებს და-
უკრეჭს, ხან კი ისე, რომ არავინ დაინახოს, ხელით ანიშნებს რაღა-
ცას; სულ ერთია, მხრებზე ყუთმოკიდებული მოდის თუ უყუთოდ,
მაინც ახერხებს, რაღაც ნიშანი მისცეს, საიდუმლო ნიშანი: აქაოდა,
ჩვენ ორმა ვიცით, რაც ხდებაო. ერთხელაც იაკობი სიფრთხილეს
კარგავს და პასუხად თვითონაც უკრავს თვალს, თუმცა უმალ გონს
მოეგება – ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა, გაურთულებდა ვითარე-
ბაში მიშას გარკვევას. მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებს, ბრაზი

32
მკითხველთა ლიგა

თანდათან უნელდება, რა გასაკვირია, ბიჭს ასე უხაროდეს, ან კი


როგორ არ უნდა უხაროდეს ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა.
დღე ცისფრად ანათებს, გეგონება, საგანგებოდ ზეიმისთვის შე-
არჩიესო. ხის ბარაკთან, ერთმანეთზე დაწყობილ აგურებზე ზის
გუშაგი, შაშხანა მხრიდან ჩამოუღია და იქვე მიუყუდებია, თავი კე-
დელზე მიუდვია, თვალები დაუხუჭავს და მზეს ეფიცხება. სახეზე
უდარდელი ღიმილი დასთამაშებს, ლამისაა, შეგეცოდოს კაცს.
იაკობი გვერდით ჩაუვლის და აკვირდება, ძალიან ნელა მოძ-
რაობს, იმახსოვრებს თვალებდახუჭულ სახეს, ღიმილს, მოზ-
რდილ ხვანჩს, ოქროს ვეებერთელა ბეჭედს გუშაგის ნეკზე. იაკობი
სიარულს არ წყვეტს და აღმოაჩენს, როგორც თვითონაც მითხრა,
რომ შეიცვალა. მისი გრძნობები უცებ, ერთი ხელის დაკვრით
გამძაფრდა. დაკვირვებას იწყებს. განურჩეველმა სასოწარ-
კვეთილებამ გზა დაუთმო ბოლო ღამის მღელვარებას, სადღაც
გაქრა გულგრილობაც, ახლა თითქოს მოვალეა, ყველაფერი
ზუსტად დაიმახსოვროს, რათა მერე ამბის გადმოცემა შეძლოს.
მერე.
იაკობი თავისთვის ერთ უწყინარ გასართობს იგონებს: გზად ვა-
გონებისკენ ან უკან, ყუთებისკენ მიმავალი, სულ ახლოს ჩაუვლის
ხოლმე მთვლემარე გუშაგს. იმდენად ახლოს, რომ ლამის მის
გაშვერილ ფეხებზე გადაბიჯება უხდება, და ყოველ გავლაზე ერთი
წამით მზეს უბნელებს. გუშაგი, ცხადია, ამას ვერ ამჩნევს, თვალსაც
კი არ ახელს, მიუხედავად იმისა, რომ არ სძინავს, მხოლოდ
ოდნავ გაარხევს თავს, ან უკმაყოფილოდ – იაკობს ასე ეჩვენება –
ააცმაცუნებს ტუჩებს, ან სულაც არ შეტოკდება. მაგრამ იაკობის
ყოველ გავლა-გამოვლაზე ცოტაოდენ მზეს ისაკლისებს. იაკობი
ამ თამაშს მანამდე თამაშობს, სანამ ყუთების ახალი წყების ჯერი
არ დგება. ახლა გუშაგი განზე რჩება; მას რომ ჩაუაროს, გზა უნდა
გაიგრძელოს, სიამოვნება კი იმდენად დიდი არ არის, რისკის
ფასად უღირდეს. მაგრამ იაკობი მაინც კმაყოფილია, რადგან
ხედავს, რომ მის წამოწყებულ საქმეს ცაზე გამოჩენილი პატარ-
პატარა ღრუბლები აგრძელებენ. მერე კი შუადღეც დგება.

33
მკითხველთა ლიგა

ქვის შენობიდან რკინიგზელის ფორმაში გამოწყობილი კაცი


გამოდის. რაც აქ ვმუშაობთ, სულ ეს კაცია. ცალი ფეხი გაშეშებული
აქვს და ყოველ ნაბიჯზე ისეთ ხმას გამოსცემს, თითქოს წყალში
პატარა კენჭი ჩავარდაო; ფეხი ხისაა. ჩვენ ამ კაცს სასტვენა შე-
ვარქვით, თუმცა მისი შეურაცხყოფა ან მასხრად აგდება აზრადაც
არ მოგვსვლია, საერთოდ არაფერი ვიცით მის ადამიანურსა თუ
საქმიან თვისებებზე. ერთადერთი, რის გამოც ამ კაცს ვერჩით, მი-
სი გერმანელობაა, ეს კი, თუ საქმეს კარგად ჩაუფიქრდები, ნამ-
დვილად არ შეიძლება, საკმარისი მიზეზი იყოს ადამიანზე უარ-
ყოფითი აზრის შესაქმნელად. მაგრამ ზოგჯერ გაჭირვება ასეთი
უსამართლობისკენაც გიბიძგებს. კაცი, როგორც კი შენობიდან
ფეხს გამოდგამს, ჯიბიდან იღებს შავი ზონრით საღილეზე დამაგ-
რებულ სასტვენს და ერთს მაგრად ჩაჰბერავს იმის ნიშნად, რომ
სადილობის დროა. ეს ერთადერთი ხმაა, რომელიც კი როდისმე
გვსმენია მისგან, თუ არ ჩავთვლით ხის ფეხის ყრუ ჭრიალს. ამი-
ტომაც შევარქვით სასტვენა. ადვილი შესაძლებელია, სულაც მუნ-
ჯი იყოს.
ერთ რიგად ვეწყობით, სრულიად წყნარად, ყოველგვარი
შეხლა-შემოხლისა და ხელის კვრის გარეშე. ასე გვასწავლეს, თან
დაგვემუქრნენ, წესის დამრღვევი მშიერი დარჩებაო. უნდა შე-
იქმნას შთაბეჭდილება, თითქოს სულაც არ გვშია. რა გაგვიწყალეს
გული ამ წარამარა ჭმევით, წესიერად ხელის გაქნევა ვერ
მოგვისწრია და ისევ საჭმელად გვეძახიან, ხეირიანად მუშაობასაც
არ გვაცდიან. მოკლედ, ვეწყობით ერთ რიგად, აუჩქარებლად,
აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედავთ, რომ ერთმანეთზე სწორება
შევძლოთ, მივიწ-მოვიწევით, ვიდრე ლარივით გაჭიმულ
წარმოსახვით ხაზზე არ დავეწყობით, გაშვერილი ხელით ვამოწ-
მებთ, დაცულია თუ არა მანძილი, რაც წინ მდგომს უნდა გვაშო-
რებდეს, რამდენიმე სანტიმეტრით ვიცვლით პოზიციას, რათა ისე
ჩანდეს, თითქოს ზრდილი, დარბაისელი ხალხი ვართ. შარვლის
ჯიბიდან მარცხენა ხელით ვიღებთ სუფრის კოვზებს, კოვზიან
ხელს შარვლის მარცხენა ტოტის ნაკერზე ვიდებთ. ბარაკის კუთ-
ხიდან მოაგორებენ ურიკას აკოკოლავებული თუნუქის ჯამებით.
34
მკითხველთა ლიგა

იქვე დგას ორი მწვანე საველე ქვაბიც, რომლებსაც ოხშივარი ას-


დის. ურიკა მსუნაგი რიგის თავში ჩერდება. რიგიდან გამოდის პირ-
ველი კაცი, ქვაბს თავსახურს ახდის, თან, როგორც მუდამ, თითს
იწვავს, და საკვების განაწილებას შეუდგება. სასტვენა იქვე დგას,
ხმას არ იღებს და ყურადღებით აკვირდება, რომ წესრიგი არ და-
ირღვეს.
ამ ცისფერ დღეს გამანაწილებელი მე ვარ. ეს წინასწარ არ ვი-
ცოდი. საერთოდ, ყველაფერი ბოლომ უნდა შევიტყო – ჩემი მაღ-
ვიძარა რომ დარეკვას გადაწყვეტს, ოთახი უკვე მზეში ბანაობს.
განრისხებული ვარ. ვბრაზობ ამ დამატებითი სამუშაოს გამო, და-
ფუფქული თითები მტკივა, ჭამითაც სულ ბოლო ვჭამ. ჯამებში ვას-
ხამ თითო ჩამჩა წვნიანს, ვინც თავის ულუფას მიიღებს, იქაურობას
შორდება, სახეზე უჩვეულოს ვერაფერს ვამჩნევ, ვერც ერთ მათ-
განს, თუმცა დიდ ყურადღებას არც ვაქცევ. იმასაც კი ვერ ვხედავ,
ამ წუთას რომელ მათგანს ვუსხამ წვნიანს, მხოლოდ ჯამებს ვუყუ-
რებ.
იაკობმა, როგორც აქ იტყვიან ხოლმე, თავისი ულუფა გაინაღ-
და და თვალებით ეძებს მიშას, რომელიც რიგში მასზე ბევრად წინ
იდგა. სადილზე შეუძლიათ, მშვიდად გაესაუბრონ ერთმანეთს, თან
მონაყოლში მცირე შესწორებაც შესატანია, ისეთისა, საქმის
რეალურ ვითარებას დიდად რომ არ ცვლის. მიშა არსად ჩანს,
მოედანი დიდია, იაკობი დადის და ეძებს იმ თავისი ჯამით ხელში.
შესვენება მეტისმეტად მოკლეა საიმისოდ, რომ წესიერად ძებნის
საშუალება მოგეცეს. იაკობი ყუთზე ჩამოჯდება და ცხელ წვნიანს
შეექცევა. ისიც ხომ ადამიანია, ბოლოს და ბოლოს. მისი ფიქრები
კარგა დიდი მანძილით შორდება წვნიანით სავსე ჯამს: რა იქნება,
რამდენ ხანს გაგრძელდება, რა მოხდება მერე, მზე კი ანათებს და
ანათებს, მის სხივებს წინ არავინ ეღობება. ამ დროს მოდის კო-
ვალსკი.
კოვალსკი მას უახლოვდება.
„იმედია, ჩემთვისაც მოიძებნება ჩამოსაჯდომად ერთი პატარა
ადგილი“, ეუბნება.

35
მკითხველთა ლიგა

იაკობს გვერდით მიუჯდება და წვნიანის ხვრეპას იწყებს. კო-


ვალსკი შეუდარებელია. თავი მელასავით ეშმაკი ჰგონია და
დარწმუნებულია, რომ სახეზე არასოდეს არაფერი ეტყობა. არა-
და, სწორედ მისი სახეა, რომ ვერაფერს მალავს, ენაჭარტალა სა-
ხე აქვს. ვინც მას ოდნავ მაინც იცნობს, ზუსტად ხვდება, ამ წუთას
რა აწუხებს – კოვალსკის ხმის ამოღებაც არ სჭირდება. მისი სიტ-
ყვები მხოლოდ ადასტურებს, რაც შენ გულში კარგა ხნით ადრე
გაივლე – საკმარისია, კოვალსკის ოდნავ მაინც იცნობდე. ამ
სადგურზე კოვალსკის, ოდნავ მაინც, ყველა იცნობს. იაკობისთვის
კი ის სულაც ძველი ნაცნობია, სკოლაში ერთად დადიოდნენ. აქ,
ამ შავბნელ დროში, ისე ხშირად ვეღარ ხვდებიან ერთმანეთს, მი-
ზეზი ნათელია: გოლიათობას ვერც ერთი ვერ დაიჩემებს, ხოლო
იმით, რომ სიმძიმეს შენთან ერთად შენი ძველი მეგობარი მოათ-
რევს, ყუთი არ ამჩატდება; ანუ, გარემოებების ბრალია, ასე რომ
მოხდა. სხვა დროს კი შეხვედრის საშუალება თითქმის არც არსე-
ბობს. ნაცნობებს ან გიწევთ ერთად მუშაობა, ან არ გიწევთ. ამათ
იშვიათად თუ უწევთ, ახლა კი მოდის ეს შენი კოვალსკი წვნიანის
ჯამით ხელში, და ამბობს, იმედია, ჩემთვისაც მოიძებნება ერთი პა-
ტარა ადგილი ჩამოსაჯდომადო, მერე გვერდით მოგიჯდება და ჭა-
მას იწყებს.
იაკობის კაფეში კოვალსკი ყველაზე ხშირი სტუმარი იყო. საუკე-
თესო კი არა, ყველაზე ხშირი. ყოველ საღამოს, შვიდისთვის, გა-
იწკარუნებდა ზანზალაკი კარზე და კაფეში შემოაბიჯებდა კო-
ვალსკი, სხვა ვინ იქნებოდა?! მიუჯდებოდა მაგიდას და ისე მიაძ-
ღებოდა კარტოფილის კვერებს, კაცს თვალთ დაგიბნელდებოდა.
ოთხ-ხუთ ცალზე ნაკლებს არასოდეს სჯერდებოდა, მერე კი მა-
ლულად ერთ ჭიქა არაყსაც გადაკრავდა: სპირტიანი სასმელებით
ვაჭრობის ლიცენზია იაკობს არ ჰქონდა. ასეთი მუშტარი ნების-
მიერი დუქნის პატრონისთვის სანატრელი იქნებოდა, იაკობი კი
ამით სულაც არ იყო ბედნიერი, რადგან კოვალსკი ფულს არ იხ-
დიდა, გროშიც არასოდეს გადაუხდია, ერთხელაც არა. იაკობის
ხელგაშლილობის მიზეზი სკოლაში ერთად გატარებული წლები
როდი იყო, ან კი ეგ რა მიზეზია ხელგაშლილობისთვის?! რაკი
36
მკითხველთა ლიგა

კოვალსკის სადალაქო კაფედან სულ რამდენიმე შენობით იყო


დაშორებული, ხოლო ის და იაკობი ერთმანეთს ისედაც ყოველ-
დღე ხვდებოდნენ, ერთ საღამოს, გვარიანად ნასვამებმა, ასე
მოილაპარაკეს: შენ არაფერს იხდი ჩემთან, მე არაფერს ვიხდი
შენთან. შეთანხმება ორივეს სახეიროდ ესახებოდა. მოგვიანებით
ეს მოლაპარაკება ორივემ ინანა, მაგრამ შეთანხმება შეთანხმებაა,
თანაც, ერთი კაცი, ძალიანაც რომ ეცადოს, ვერ გაგაკოტრებს.
თუმცა ცდას არც ერთი აკლებდა, არც მეორე. პირველ ხანებში
კვერები კოვალსკის საყვარელი კერძი იყო, მისი წინადადების მი-
ზეზიც, ალბათ, ეგ იქნებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ვი-
თარება შეიცვალა. ახლა კვერები ყელში აღარ გადასდიოდა. იმ
ოთხ ცალსაც მარტო იმიტომ შეექცეოდა, რომ იაკობი, ჩვეულე-
ბისამებრ, უთქმელად დაუდგამდა ხოლმე თეფშით. ახლა მისთვის
გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ის ჭიქა არაყი იყო, საჭმელს
რომ აყოლებდა.
მეორე მხრივ, იაკობი თავიდანვე იჩაგრებოდა იმ შეუქცევადი
გარემოების გამო, რომ კვერების მირთმევა ყოველდღე შეიძლე-
ბა, თმის შეკრეჭა კი – არა. კარგა ხანს ფიქრის შემდეგ წვერის
გაპარსვა მოაფიქრდა. ნიკაპზე რომ რაღაც ორიოდე ბეწვი ეზ-
რდებოდა, ისიც ამ იდეის სამსხვერპლოზე მიიტანა, თუმცა თან
სინდისი ქენჯნიდა. წელიწადის საუკეთესო დრო ზაფხული იყო.
მისდა საბედნიეროდ, კოვალსკის კუჭი ნაყინს ვერ ეგუებოდა, და,
ამდენად, შეთანხმებით ერთადერთი იაკობი ხეირობდა. დრო რომ
გავიდა, იაკობის პატივმოყვარეობამაც იკლო, გაჩნდა სხვა, უფრო
მნიშვნელოვანი საზრუნავი, წვერი ისევ მოუშვა, და შეთანხმებაც
უჩუმრად მიეცა დავიწყებას. მის არსებობას მხარეები მხოლოდ
ათასში ერთხელ თუ გაიხსენებდნენ.
მაგრამ ეს ძველი ამბებია. ახლა კოვალსკი მას გვერდით უზის
და წვნიანს ხვრეპს. ნეტავ რამდენ ხანს იჯდება ასე, მუნჯივით? მის
ჩავარდნილ ლოყებზე წითელი ლაქებითაა გამოსახული ერთა-
დერთი შეკითხვა. იაკობი თავის ცარიელ ჯამს დასჩერებია, იმე-
დოვნებს, იქნებ ეს მხოლოდ დამთხვევა იყოსო, ცხოვრებაში ხში-
რია უცნაური დამთხვევები. როგორ მიდის საქმეებიო, რომ ვკით-
37
მკითხველთა ლიგა

ხო, უტვინობა იქნებაო, ფიქრობს. გულმოდგინედ გალოკავს


კოვზს და ჯიბეში იდებს, ასადგომად ჯერ არავითარი საბაბი არ
მოეპოვება, შესვენება კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდება. ვინც
რიგში ბოლო იდგა, თავის წილ წვნიანს ახლაღა იღებს. ჯამს
გვერდზე გადადგამს, ხელებს ეყრდნობა, უკან იხრება, თვალებს
ხუჭავს, თავს მაღლა სწევს და მზეს ეფიცხება – რამდენიმე წუთით
მაინც იგრძნოს თავი იმ გუშაგივით.
კოვალსკი თქვლეფას წყვეტს, იაკობს თვალდახუჭულსაც ეს-
მის, რომ ჯამი ჯერ ცარიელი არ არის, კოვზს ფსკერი ჯერ არ მო-
უფხაჭნია. ისიც ესმის, როგორ აკვირდება მას კოვალსკი. სიჩუმე
დიდხანს აღარ გაგრძელდება, მთავარია, საუბრის დასაწყებად
სწორი სიტყვები შეარჩიოს.
„რა არის ახალი?“ ვითომ სხვათა შორის ეკითხება კოვალსკი.
იაკობი რომ შეხედავს, ის ვითომ ისევ თქვლეფითაა გართული,
ლოყებზე ნამალავი ფიქრი აწერია, მისი უწყინარი მზერა კი წვნი-
ანშია ჩაძირული. ისე ეკითხება, თითქოს იაკობი სადალაქოში
სწვეოდეს, ერთადერთ სარკესთან, ერთადერთ სკამზე დაეკავე-
ბინოს ადგილი, თვითონ კი ბოლო მუშტრის შავი თმა ჩა-
მოეფერთხოს ზეწრიდან და ეს ზეწარი მისთვის შემოეჭიროს კი-
სერზე, მეტისმეტად ვიწროდ, როგორც ყოველთვის. „რა არის
ახალი?“ მუნდეკის ბიჭმა თავისი პირველი პროცესი მოიგო, შორს
წავა, კოჭებში ეტყობა. თუმცა ეს უკვე ყველამ იცის, გუშინ მოიტანა
ამბავი ჰიუბშერმა. ის კი ნამდვილად არ გეცოდინება, კვარტს რომ
ცოლი გაექცა. სად წავიდა, არავინ იცის, თუმცა, ჩვენში დარჩეს და,
რომელი ჭკუათმყოფელი გაუძლებდა კვარტს? საუბარი იაკობს
იმდენად ჩვეულად ეჩვენება, ლამისაა უთხრას: „უკან ისე მოკლედ
ნუ შემჭრი, ბოლო მოსვლაზე რომ შემჭერი“.
„ხმა ამოიღე“, ეუბნება კოვალსკი, თვალებით კი სულ უფრო
ღრმად ყვინთავს წვნიანში.
„ახალი რა უნდა იყოს?“ ამბობს იაკობი. „მე რატომ მეკითხები?“
კოვალსკი იაკობისკენ მიაბრუნებს თავის მელასავით სახეს,
ფიქრების დამალვა რომ არ ეხერხება; მის გამოხედვაში ერ-

38
მკითხველთა ლიგა

თდროულად იკითხება ნაზი საყვედურიც და მინიშნებაც, რომ ამ


კერძო შემთხვევაში სიფრთხილე უადგილოა.
„იაკობ!.. განა მეგობრები არა ვართ?“
„მეგობრობა რა შუაშია?“ ამბობს იაკობი. მთლად
დარწმუნებული არ არის, დამაჯერებლად ახერხებს თუ ვერა თა-
ვის მოსულელებას, რაც გინდა თქვი და, კოვალსკი მას ძალიან
დიდი ხანია იცნობს. იაკობი ხვდება, რომ, ბოლოს და ბოლოს,
სულ ერთია, ახერხებს თუ ვერა; როცა კოვალსკიმ რაღაც იცის,
თუნდაც მოისი6 იყავი. როცა კოვალსკიმ რაღაც იცის, ცოცხალი
თავით აღარ მოგეშვება, სულს ამოგხდის, ვიდრე თავისას არ
გაიტანს.
კოვალსკი უფრო ახლოს მიუჩოჩდება, კოვზს წვნიანში აცუ-
რავებს, თავისუფალ ხელს მკლავში წაავლებს. წასულია იაკობის
საქმე.
„კეთილი, გულახდილად ვილაპარაკოთ...“ ხმას იმ დონემდე
უწევს, საიდუმლოს გასაზიარებლად რომ მიმართავენ ხოლმე,
სხვა სიტყვებით, ჩურჩულზე გადადის: „რუსების ამბავი მართა-
ლია?“
იაკობს ინტონაცია შეაკრთობს. ჩურჩული არა, ჩურჩულს ადა-
მიანი ათასგვარ ვითარებაში მიმართავს, ამაში საშიში არაფერია.
რაც მას აკრთობს, სერიოზული ინტონაციაა. ხედავს, რომ ხუმ-
რობას არავინ აპირებს, რომ იოლად ვეღარ გამოძვრება,
აკრთობს კოვალსკის აკანკალებული ხმა. აშკარაა მოლოდინი,
რომელიც ვერ მოითმენს, რომ მასხრად აიგდონ, საჭიროა სიცხა-
დე: კაცი სვამს შეკითხვას და თავის ამ ერთადერთ შეკითხვაზე პა-
სუხს ელის; პასუხი აუცილებლად სჭირდება, მხოლოდ ამ ერთ შე-
კითხვაზე, სხვაზე არაფერზე, მთელი ცხოვრება აღარაფერს ჰკით-
ხავს. იაკობი ერთხელაც ცდის, თუმცა ხვდება, რომ არაფერი გა-
მოუვა:
„რომელი რუსების?“

6
ალექსანდერ მოისი (1880-1935) – ცნობილი ავსტრიელი თეატრის მსახიობი.
39
მკითხველთა ლიგა

„რომელი რუსებისო! შენ რა, იაკობ, გინდა მაწყენინო? განა


როდისმე რამე დამიშავებია შენთვის? გონს მოდი, იაკობ, გონს
მოდი, ვერ ხვდები, გვერდით ვინ გიზის? მთელმა ქვეყანამ იცის,
რომ რადიო აქვს, ეს კი მაინცდამაინც მე მიმალავს, თავის ერთა-
დერთსა და საუკეთესო მეგობარს!“
„მთელმა ქვეყანამ იცისო?!“
კოვალსკი უკან იხევს: „მთელმა ქვეყანამ არა, მაგრამ აქა-იქ
უკვე გაიგო ხალხმა. როგორ ფიქრობ, ეს ამბავი მე ვიღაცისგან
შევიტყვე თუ ნათელმხილველი გგონივარ?“
იაკობის გულში ერთი ბოღმა მეორეს ახშობს. კოვალსკი მიშას-
თან სახსენებელიც არ არის. რა დღეში აგდებს ის ენატანია, ისა!
ვითარებაში გასარკვევად მიშას განზე გახმობა სრულიად ზედმეტი
ხდება. რაღა საჭიროა? გაჩენილ ხანძარს მაინც ვეღარაფერი ჩა-
აქრობს, და კაცმა არ იცის, ვინ გახდება განზე გასახმობი. ახლა
კიდევაც რომ სცადოს და ყველას ჩამოუაროს, ანგელოზის მოთ-
მინებით აღიჭურვოს და სათითოოდ აუხსნას, რა ყოვლად სულე-
ლური გზა გამოიარა ამ ჯადოსნურმა ცნობამ, ვიდრე გეტოსა და
მათს ყურებს მოაღწევდა, განა რჩებათ სხვა არჩევანი, გარდა იმი-
სა, რომ იაკობის ნათქვამი სარწმუნოდ არ მიიღონ? თუნდ ძა-
ლიანაც სცემდნენ პატივს და ესმოდეთ მისი მდგომარეობის სიმძი-
მე? ან იქნებ ვინმემ დაუწყოს მტკიცება, რომ კოვალსკი ისეთი
მიამიტია, შეიძლება ასე იოლად დაიჯეროს ამბავი, რომელშიც
ყოველი სიტყვა ზღაპარს ჰგავს?
„ხმა ამოიღე!“
„ჰო, მართალია რუსების ამბავი“, ამბობს იაკობი, „ახლა კი თა-
ვი დამანებე“.
„ბეზანიკიდან ოც კილომეტრში არიანო?“
იაკობი თვალებგაფართოებული ამბობს: „ჰო!“
მერე დგება. აი, ასე ჩაამწარებენ კაცს სიხარულს, არადა, წესით
და რიგით, ახლა თვითონაც ისევე უნდა უხაროდეს, როგორც და-
ნარჩენებს. რას არ გაიღებდა, კურლანდიის ქუჩაზე გუშაგს მის ნაც-
ვლად კოვალსკი რომ დაეჭირა, კოვალსკი ან ვინმე სხვა. ან რა
ჯანდაბამ წაიყვანა გუშინ იმ დასაქცევ კურლანდიის ქუჩაზე? ყველა
40
მკითხველთა ლიგა

წესიერი მოქალაქე ლოგინში წევს, მან კი ამ შუაღამისას ქუჩაში


ბოდიალი მომინდომა, რადგან ლამის სული შეეხუთოს თავის პა-
ტარა ოთახში, რადგან სულ უფრო ძნელი ხდება პივოვასა და რო-
ზენბლატის ატანა, რადგან სამუშაო დღის შემდეგ გასეირნება უც-
ნაურად შეაგრძნობინებს იმ ძველი, ნორმალური დროის სურ-
ნელს. გასეირნება ქალაქში, ხუთი თითივით რომ იცნობ ჯერ კიდევ
იმ დროიდან, როცა ზურგში ბალიშამოდებულს დაგასეირნებდნენ
ბავშვის ეტლით. შენობები გიყვებიან თითქმის მივიწყებულსა და
უმნიშვნელო ამბებს. ეს ადგილი არ იყო, ერთხელ რომ წაიქეცი
და მარცხენა კოჭი ამოგივარდა? ამ სახლის კუთხეში გიდეონს,
როგორც იქნა, სახეში მიახალე სიმართლე, აი აქ კი, ამ ეზოში, შუა
ზამთარში ხანძარი გაჩნდა. რასაც გასეირნებისას ეძებდა, ნორმა-
ლური დროის ესოდენ მონატრებული სურნელი იყო; მისი სრუ-
ლად შეგრძნება აღარ დასცალდა, ახლა კი ერთ უბედურებას
მეორე დაემატა.
„იმის იმედი მაინც თუ შეიძლება მქონდეს, რომ ენას კბილს
დააჭერ?“
„შენ რა, არ მიცნობ?“ – ამბობს კოვალსკი. მასაც უნდა, რომ
თავი დაანებონ, ცოტა ხნით მაინც, შესვენება მოკლეა, მას კი სურს,
გაერკვეს ვითარებასა და ყოველივე იმაში, რაც ასე ერთბაშად და-
ატყდა თავს.
იაკობი მიწიდან იღებს თავის მათლაფას და მიდის. თვალს შე-
ასწრებს ოცნებაში წასულ კოვალსკის. რა ომი, რის ომი, თვალები
რომელიღაც შორეული წერტილისთვის მიუპყრია, რომლის და-
ნახვაც მის მეტს არავის შეუძლია. ყურს მოჰკრავს, თავისთვის რო-
გორ ჩაიჩურჩულებს ნეტარებას მიცემული: „რუსები...“ ამასობაში
უკვე ურიკასთანაა, თავის მათლაფას სხვა მათლაფებთან დადებს
და ისევ გახედავს კოვალსკის, რომელიც წვნიანში კოვზს აცოდვი-
ლებს. ისმის სასტვენის ხმა, ისე ხმამაღლა, რომ კოვალსკის ყურ-
საც კი მისწვდება, ურიკაზე თვალის დახამხამებაში აღიმართება
ჯამების კოშკი. იაკობს ეჩვენება, რომ ყველა უცნაურად ათვა-
ლიერებს, ისე აღარ, როგორც თუნდაც გუშინ უყურებდნენ, თით-
ქოს თვალებში რაღაც საიდუმლო ჩასდგომიათ. შესაძლოა, ეს
41
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ ეჩვენებოდეს, შესაძლოა კი არა, ნამდვილად ასეა, ხომ


შეუძლებელია, ახალი ამბავი ყველამ იცოდეს, თუმცა ზოგიერთს
უთუოდ უკვე გაგონილი ექნება.


სანამ გვიან არ არის, მინდა ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვა,
საიდან მოვიპოვე მთელი ეს ინფორმაცია, თორემ ვინმეს შეიძ-
ლება ეჭვიც დაებადოს. ჩემი მთავარი წყარო იაკობია, მისგან
მოსმენილი ამბების უმეტესობას აქ ადრე თუ გვიან გაეცნობით,
ამაზე თავს დავდებ. მაგრამ ვყვები უმეტესობას, ყველაფერს არა,
და ასე შეგნებულად ვიქცევი, თან ამჯერად ჩემი სუსტი მეხსიერება
არაფერ შუაშია. ბოლოს და ბოლოს, ამბავს ის კი არა, მე ვყვები,
იაკობი მკვდარია. თანაც ვყვები ამბავს, და არა მის ამბავს.
ის მე მელაპარაკებოდა, ხოლო მე თქვენ მოგმართავთ, გან-
სხვავება დიდია, რადგან მე იმ ამბების მოწმე ვარ. იაკობი ცდი-
ლობდა, ჩემთვის აეხსნა, როგორ მიეწყო ერთი მეორეს, და რომ
სხვაგვარად ვერც მოიქცეოდა, მე კი მინდა გითხრათ, რომ ის გმი-
რი იყო. სულ თავის შიშზე ლაპარაკობდა, ყოველი მესამე ფრაზის
მერე შიშს ახსენებდა, მე კი მის სიმამაცეზე მინდა გიამბოთ. ამ ხე-
ებზე, მაგალითად, ხეებზე, რომლებიც არ არსებობს და რომელთა
ძიებაშიც ვარ, რომლებზედაც არ მინდა და არც უნდა ვიფიქრო,
რადგან ყოველი გაფიქრებისას თვალები ცრემლით მევსება; აი ამ
ხეებზე იაკობს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ეს მარტო მე მეხება,
სხვას არავის. ახლა ყველაფერს ვერც მოვუყრი თავს, მაგრამ
სხვაც ბევრი რამაა ისეთი, რაც მან არ იცოდა, რაზედაც, ალბათ,
ჩამეძიებოდა კიდეც, ეს საიდანღა მოიტანეო, მე კი მაინც ვფიქ-
რობ, რომ ეს ყველაფერი ამ ამბის ნაწილია. სიამოვნებით ავუხ-
სნიდი, რატომ ვფიქრობ ასე, ვალდებულიც კი ვარ, ანგარიში ჩა-
ვაბარო და მგონია, რომ დამეთანხმებოდა.
ზოგი რამ მიშასგან ვიცი, მაგრამ ჩემს მონათხრობში ბევრია
თეთრი ლაქაც, რომელთა შესავსებადაც მოწმეები ვეღარ მოვი-

42
მკითხველთა ლიგა

ძიე. თავს ვეუბნები ხოლმე, ეს ამბავი დაახლოებით ასე და ასე


მოხდებოდა-მეთქი, ან ვიტყვი, კარგი იქნებოდა, ეს ამბავი ასე და
ასე მომხდარიყო-მეთქი, მერე კი ვყვები და თავი ისე მიჭირავს,
თითქოს ყველაფერი მართლაც ასე მომხდარიყოს. დარწმუნებუ-
ლიც ვარ, რომ ასე მოხდა – რა ჩემი ბრალია, თუ მონაყოლის
დასადასტურებლად მოწმეები ვეღარ ვიპოვე.
ჰგავს თუ არა სინამდვილეს ის, რაც მოხდა, ჩემთვის გადამ-
წყვეტი არ არის – არც ის ჰგავს სინამდვილეს, მაინცდამაინც მე
რომ გადავრჩი ცოცხალი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია,
რომ მჯერა: მოვლენები ასე შეიძლებოდა ან ასე უნდა განვითარე-
ბულიყო, და ნაამბობის დამაჯერებლობა აქ არაფერ შუაშია, ამა-
ზეც შემიძლია თავი დავდო.


არ იყო ურიგო მიშას თავში მომწიფებული აზრი, ჯობს როზას
სასურსათო ბარათების დარიგებისას გამოველაპარაკოო. სითამა-
მე მოიკრიბა და შესთავაზა, ცოტაზე გამოგაცილებ, შინისკენ მაინც
ერთი გზა გვაქვსო. საბედნიეროდ, თანხმობა მიიღო. ხმის ამოღე-
ბა თავიდან როზას სახემ გააბედვინა – ვინ მოთვლის, რამდენ გო-
გოს გამოლაპარაკებიან მხოლოდ მისი ლამაზი თვალების ეშხით,
მაგრამ მოგვიანებით ერთს მეორე მიჰყვა და დღეს, ალბათ, ასე,
ერთი წლის მერე, მიშას თავისი როზა ზუსტად ისეთი უყვარს, რო-
გორიც არის. გზის პირველი მონაკვეთი უხერხულ დუმილში
გაიარეს, მიშას თავი თითქოს გამოცარიელებული ჰქონდა. რო-
ზასგან იოტისოდენა მხარდაჭერა არ უგრძნია, გოგომ მისთვის ერ-
თი გამამხნევებელი მზერაც ვერ გაიმეტა, მორცხვად იცქირებოდა
წინ და, ალბათ, ელოდა, რომ რამე მნიშვნელოვანი მოხდებოდა.
მაგრამ არაფერიც არ მომხდარა, სრულიად არაფერი, სანამ არ
მიადგნენ როზას სახლს, სადაც გოგონას შეშფოთებული დედა
ფანჯარასთან დამდგარიყო და ღელავდა, რა იქნა ამდენ ხანს ჩემი
ერთადერთი ქალიშვილიო. როზა ნაჩქარევად და თვალებდახრი-

43
მკითხველთა ლიგა

ლი დაემშვიდობა გამცილებელს, მაგრამ, ვიდრე სახლში შევიდო-


და, როგორც ჩანს, ყური მოჰკრა, სად და რა ადგილას დაელო-
დებოდა მიშა მეორე დღეს.
გამოცხადდა კიდეც პაემანზე. მიშას გულს მოეშვა, ხელი ჯიბეში
ჩაიყო და როზას პირველი საჩუქარი მიართვა. პატარა წიგნი იყო,
ლექსებისა და სიმღერების კრებული, თვითონ უკვე ყველა ზე-
პირად იცოდა. ეს მისი ერთადერთი წიგნი იყო. ისიც სრულიად
შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. თავიდან აპირებდა, როზასთვის
ერთი თავი ხახვი ეჩუქებინა. უნდოდა, როგორმე ლურჯი ხახვი
ეშოვა, როზას ამბავს პირველი დღიდანვე მეტად სერიოზულად
მოეკიდა, მაგრამ დასახული ამოცანა გადაუჭრელი გამოდგა:
რამდენს არ ეცადა, ასე უცებ ხახვს ვერსად მიაგნო. თავიდან გო-
გომ ცოტა დაიმორცხვა, ვერ გადაეწყვიტა, მიეღო თუ არა საჩუ-
ქარი, როგორც გამოუცდელ გოგოებს ემართებათ ხოლმე, მაგ-
რამ საბოლოოდ წიგნი, რა თქმა უნდა, ჩანთაში ჩაიდო და მად-
ლიერება და სიხარულიც გამოხატა. მიშამ გოგოს მხოლოდ ამის
შემდეგ წარუდგინა თავი. გუშინ ორივე ისე აღელვებული იყო, რომ
ვერც მოიფიქრეს, გასცნობოდნენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ
პირველად გაიგო გოგოს სახელი და გვარი: როზა ფრანკფურტე-
რი.
„ფრანკფურტერი?“ ჰკითხა მან. „ის ფრანკფურტერი, ცნობილი
მსახიობი, ნათესავად ხომ არ გერგებათ?“
მიშამ რომ აშკარად გააზვიადა, მოგვიანებით იოლად გაირკვა
საქალაქო თეატრის სპექტაკლების პროგრამებიდან: მსახიობ
ფრანკფურტერს საშუალოზე მნიშვნელოვანი როლი არასოდეს
ღირსებია. მაგრამ მიშას ნათქვამში ირონია არ ყოფილა. ფრან-
კფურტერი მას არასოდეს ენახა სცენაზე, თეატრში ერთადერ-
თხელ იყო ნამყოფი, ამ მსახიობზე მხოლოდ გაეგონა ან წაეკითხა
რაღაც. როზამაც სწორად გაუგო და ლოყებშეფაკლული გამოუტ-
ყდა, რომ არ ცდებოდა, ანუ მსახიობი ფრანკფურტერი მართლაც
მამამისი იყო. შემდეგ ერთხანს თეატრზე ილაპარაკეს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ამ დარგში მიშას განათლება თითქმის ნულს
უტოლდებოდა. თუმცა მოგვიანებით მან იშვიათი მოხერხება გა-
44
მკითხველთა ლიგა

მოიჩინა და საუბარი კრივზე გადაიტანა, სადაც უკვე როზას ცოდნა


მოიკოჭლებდა. მოკლედ, მშვენივრად იბაასეს და იმავე საღამოს
როზამ მიშას პირველად დართო ამბორის ნება – თავის აბრეშუ-
მივით თმაზე აკოცნინა.


მიშა რომ მოდის, ფელიქს ფრანკფურტერი მაგიდას უზის და
ქალიშვილს შაშს ეთამაშება. ზორბა კაცია, ზორბა და ამავე დროს
ხმელ-ხმელი. მიშამ დაწვრილებით და სიყვარულით ამიწერა მისი
გარეგნობა. ფრანკფურტერის ერთ დროს ჩასკვნილი სხეული ჩა-
მოდნა, კანი ტანს ნაკეცებად ადევს და ამ კონტრასტს კიდევ უფრო
უსვამს ხაზს სამოსი, რომელიც აშკარად ტანსრულობის ხანაშია
შეკერილი. ფოტოსურათები ადასტურებს, რომ წლების წინ კაცი
და კანი გაწონასწორებულ ერთიანობას ქმნიდნენ, ეს სურათების
მსუქან-მსუქანი ალბომია, რომლის თვალიერებითაც ფრანკფურ-
ტერმა მიშა პირველივე მისვლისას დატანჯა. რადგან არაფრით
არ სურდა, სტუმარს მასზე მხოლოდ ამჟამინდელი მდგომა-
რეობით შეჰქმნოდა შთაბეჭდილება – ეს მდგომარეობა სახარ-
ბიელო რომ არ იყო, მშვენივრად იცოდა. კისერზე შარფი შემოიხ-
ვია, გემოვნებით და თითქოს დაუდევრად, ერთი ბოლო მკერდზე,
მეორე – ზურგზე, და პირში გაიჩარა ხვირთქლის ჩიბუხი, რომელ-
საც აღარც ახსოვს თამბაქოს გემო.
ახლა ქალიშვილთან ერთად უზის მაგიდას და შაშს თამაშობს,
როზას პოზიცია უიმედოა. ფრაუ ფრანკფურტერიც იქვეა, თამაშს
თვალს არ ადევნებს, ქმარს პერანგს უვიწროებს და, შესაძლოა,
უღრუბლო ბედნიერებაზე ოცნებობს. ვიდრე ოთახში მიშა შევიდო-
და, როზა მამას საყვედურობდა, შენთან თამაში მოსაწყენია, თი-
თო სვლას თითო საათს ანდომებო, მამა კი ცდილობდა ქალიშვი-
ლისთვის აეხსნა, რომ ბევრად ჯობს, ორ საათში ერთი პარტია
მოიგო, ვიდრე ხუთი წააგო.

45
მკითხველთა ლიგა

„კი მაგრამ, ახლა მაინც რაღას ჩაჰკირკიტებ?“ ჰკითხა როზამ.


„შენ ხომ ისედაც უკეთესი პოზიცია გაქვს“.
„ისედაც უკეთესი პოზიცია კი არ მაქვს“, უპასუხა მამამ, „უკეთესი
პოზიცია იმიტომ მაქვს, რომ ამდენ ხანს ვფიქრობ“.
როზამ გაღიზიანებით ჩაიქნია ხელი, თამაშით სიამოვნების მი-
ღებაზე უკვე ლაპარაკიც ზედმეტია, ქვებს დაფიდან მხოლოდ
იმიტომ არ გადაყრის, რომ მამის რიდი აქვს, და კიდევ იმიტომ,
რომ მიშა ჯერ მოსული არ არის. და აი, კაკუნი ისმის. როზა
კართან მიირბენს და აღებს. ოთახში მიშა შემოდის. ერთმანეთს
ესალმებიან, ფრანკფურტერი მიშას სკამზე მიუთითებს, მიშა ჯდება.
როზა სასწრაფოდ იღებს მაგიდიდან შაშის დაფასა და ქვებს, რათა
მიშას აღარ მიეცეს მისი წაგებული პარტიის გაგრძელების
საშუალება. არაერთხელ დაუკავებია მაგიდასთან მისი ადგილი,
გამოსავალიც კარგა დიდხანს უძებნია, ბოლოს კი მაინც იძულებუ-
ლი გამხდარა, დანებებულიყო და რევანში მოეთხოვა.
ფრანკფურტერიც დათანხმებულა და მსხდარან მერე ასე, დაფაში
თავჩარგულები, სანამ არ ჩამოღამდებოდა და მიშა წასასვლელი
არ შეიქნებოდა. როზასთვის კი ასეთი სტუმრობა აბა, რა ხეირი
იყო?
„თამაშობდით?“ ეკითხება მიშა. „დღეს ვინ მოიგო?“
„ვინ მოიგებდა“, ამბობს როზა, და ეს სიტყვები საყვედურივით
ჟღერს.
ფრანკფურტერი თავის ხვირთქლის ჩიბუხს მოქაჩავს, კმაყოფი-
ლია, რამდენადაც ასეთ პირობებში შეიძლება კმაყოფილი იყოს
ადამიანი, და თვალს უკრავს მიშას. „ეს გოგო ჯერ თამაშობს და
მერე ფიქრობს. ეჭვი არ მეპარება, ამას სხვა ვითარებაში თავადაც
შეამჩნევდი. ასე არ არის?“
მიშა ხუმრობას არ იმჩნევს, დღეს ხელცარიელი არ მოსულა,
მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ახალი ამბავი საზოგადოებას როგორ-
მე ისე მიაწოდოს, რომ სათანადო შთაბეჭდილება მოახდინოს.
ფრანკფურტერი ჭკუას კარგავს ისეთ ამბებზე, მოხდენილად რომ
მთავრდება. თუ ამ კაცს დაეჯერება, თეატრში სწორედ ასეა, იქ
ადამიანი წამდაუწუმ ხდება სასწაულებრივი ამბების მოწმე. იქ ყო-
46
მკითხველთა ლიგა

ველი ნაბიჯი, ყოველი გამოხედვა რაღაც განსაკუთრებულს, უჩ-


ვეულოს უკავშირდება. ვიღაც წაიქცა, ვიღაცას ტექსტი დაავიწყდა,
ვიღაცამ სპექტაკლი ჩაშალა, ვიღაც ვერ მიხვდა, რატომ იცინიან
დანარჩენები. სხვაგვარად რომ იყოს, – ასე ფიქრობს ფრანკფურ-
ტერი – ამბის მოყოლა აზრს დაკარგავდაო.
„რა შეიძლება დღევანდელ ვითარებაში კაცმა სტუმარს შესთა-
ვაზოს?“ ეუბნება ფრანკფურტერი თავის თვინიერ ცოლს. მერე მი-
შას მიუბრუნდება: „რა შეიძლება კაცმა სტუმარს შესთავაზოს, გარ-
და ქალიშვილისა?“
მას ეღიმება, მოხდენილად გამოუვიდა. მერე ისევ ჩიბუხს მოქა-
ჩავს. ცარიელი ჩიბუხის მოქაჩვას რა დიდი რამე უნდა, იოლზე
იოლი ამბავია, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ფრანკფურტერი
შვრება. უზადოდ თამაშობს ჩიბუხით ტკბობას, სიამოვნებს თამბა-
ქოს სურნელი. თუ წესიერად არ დააკვირდი, შეიძლება კვამლის
გასაფანტად უნებლიეთ ხელიც აიქნიო.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდება, ყველა თავის ფიქრებშია წასუ-
ლი. სადაცაა, ფრანკფურტერი რაიმე სასაცილო ამბავს მოჰყვება,
ერთ-ერთს თავისი კოლექციიდან, და თხრობის ბოლოს ისე გამ-
ხიარულდება, რომ მუხლებზე დაირტყამს ხელებს. მოჰყვება, მა-
გალითად იმას, თავიდანვე ქუდის მოხდით როგორ მიესალმა ტე-
ლი7 ჭოკზე წამოცმულ ქუდს, ოღონდ კი რაღაც უბადრუკი ნაძლევი
მოეგო, ან როგორ გადმოუვარდა პირიდან პროთეზი მსახიობ
სტრელეცკის, რომელიც, სხვათა შორის, ბრწყინვალე ოტელო
ყოფილა, თანაც მაინცდამაინც იმ წამს, როცა დეზდემონას დასახ-
რჩობად დაიხარა მის თავზე. როზა მიშას ხელზე ადებს თითებს,
დედამისი ისევ ქმრის პერანგს ავიწროებს. ფრანკფურტერი მუხ-
ლებს იზელს, იქნებ დღეს ვერ არის გუნებაზე, არადა, მიშას ასეთი
სასიხარულო ამბავი აქვს სათქმელი, ახლა მხოლოდ იმაზე ფიქ-
რობს, კარგად როგორ მოჰყვეს, ერთი ამოსუნთქვით.

7
ტელი - ფრიდრიხ შილერის (1759-1805) დრამის, „ვილჰელმ ტელის“ გმირი,
რომელიც უარს ამბობს, დაემორჩილოს საყოველთაოდ მიღებულ წესს და, პა-
ტივისცემის ნიშნად, ქუდის მოხდით მიესალმოს მთავრის ჭოკზე წამოცმულ
ქუდს.
47
მკითხველთა ლიგა

„შენ ჯობია, ის თქვი, ახალი ამბავი თუ გაიგე?“ ეკითხება უცებ


როზა.
მიშა დაბნეული შესცქერის ხან ერთს, ხან მეორეს, მერე თავის
აქეთ-იქით ტრიალს შეწყვეტს და უკვირს, რომ ფრაუ ფრანკფურ-
ტერი პერანგს წამითაც არ აშორებს მზერას. უკვე სცოდნიათ, მან
კი ვერც შეამჩნია, რომ იცოდნენ. მიშას უკვირს, რომ ოთახში ყვე-
ლაფერი ზუსტად ისევეა, როგორც მისი ბოლო სტუმრობისას იყო.
უკვირს, რა მალე ვრცელდება ხმა: ამ დილით არ იყო, იაკობისგან
რომ შეიტყო ეს ამბავი? და აი, ცნობას უკვე ფრანკფურტერებამ-
დეც მოუღწევია, ვინ იცის, რამდენი კაცის გამოვლით. ყველაზე
უცნაური ის არის, რომ როზა მხოლოდ ახლა იწყებს ამ თემაზე
ლაპარაკს. შეუძლებელია, დავიწყებოდა და ასე გვიან გახსენებო-
და, ეს გამორიცხულია, აქ ნაღდად რაღაც სხვა ამბავია. იქნებ
რაიმე საფუძველი აქვთ საიმისოდ, რომ ინფორმაციის სარწმუ-
ნოობაში ეჭვი შეიტანონ?
„უკვე გაიგეთ?“
„სამსახურში თქვა ვიღაცამ“, ამბობს როზა.
„მერედა, არ გიხარიათ?“
„გვიხარიაო?“, ამბობს ფრანკფურტერი, და განსაკუთრებით
მკვეთრად, თითქოს დამსწრეთ სცენიდან მიმართავდეს, გამოთ-
ქვამს ბგერა „რ“-ს. „შენი აზრით, უნდა გვიხაროდეს? კი მაგრამ,
ყმაწვილო, რა უნდა გვიხაროდეს, ჰა? ადრე კიდევ შეიძლებოდა
ასეთი რამე გაგხარებოდა კაცს, შეყრიდი ნათესაობას და გამარ-
თავდი ღრეობას, მაგრამ დღეს რაღაც-რაღაცები ისე აღარ არის,
წინათ რომ იყო. პირადად მე, ახალგაზრდავ, მთელი ეს ამბავი
დიდ ჭირად მიმაჩნია; მეტიც, მგონია, რომ იმ საბრალო ხალხს
უბედურება დაატყდა თავს, შენ კი მეკითხები, რატომ არ გიხა-
რიათო?“
მიშასთვის უმალ ნათელი ხდება, რომ აქ საუბარი სულ სხვა რა-
მეზეა, და მასპინძლის ასეთი განწყობილებაც მხოლოდ ამით აიხ-
სნება; ხოლო თუ ასე არ არის, მაშინ ფრანკფურტერი გაგიჟებულა
და აღარ იცის, რას ლაპარაკობს.

48
მკითხველთა ლიგა

„გაუჭირდებათ ბავშვის გაზრდა“, ნემსის ჩხვლეტასა და ჩხვლე-


ტას შუა ამბობს ფრაუ ფრანკფურტერი.
აი, პირველი ხელმოსაჭიდიც. მიშას თვალებში ისევ გაკვირვება
იკითხება. ვიღაც ბავშვზეა ლაპარაკი, გამოდის, რომ ისე სწრაფა-
დაც არ ვრცელდება ახალი ამბები. ეტყობა, ორმა შეშლილმა ამ
ქვეყანას ბავშვი მოუვლინა. თან ისე, რომ ახალი ამბავი გაგონი-
ლიც არ ჰქონდათ. ბავშვის დაბადება კი ჩვეულებრივ ვითარებაში
გეტოს ცხოვრების იმ სფეროებს მიეკუთვნება, მსჯელობის საგნად
რომ იქცევა ხოლმე. მაგრამ გუშინდელს აქეთ ვითარება ჩვეულებ-
რივი აღარ არის, ახლა სხვა სიო უბერავს, ისეთი რამეები გითხრა,
რომ დაგავიწყდეს ბავშვიც, კაციცა და ქალიც, ჭამაცა და სმაც, გუ-
შინდელს აქეთ ხვალეც ამ თვისაა.
ახლა როზას უკვირს, ჯერ უკვირს და მერე ეღიმება, მიშას სახეს
რომ უყურებს.
„შენ ჯერ ამას კარგად არ იცნობ“, ამბობს ის, „ასეთი კაცია. ვერ
ეგუება, როცა სხვამ მასზე მეტი იცის. თავი გენიოსად მოაქვს, სი-
ნამდვილეში კი წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ქვეყანაზე. მეორე
რაიონში, ვიტებსკის ქუჩაზე, ბავშვი დაიბადა. ისე, ტყუპები იყვნენ,
მაგრამ ერთი დაბადებისთანავე მოკვდა. წუხელ. ყველაფერი რომ
დამთავრდება, აპირებენ, ბიჭი აბრაამად ჩაწერონ“.
„ყველაფერი რომ დამთავრდება“, ამბობს ფრანკფურტერი, ჩი-
ბუხს მაგიდაზე დებს, დგება და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვება,
თავდახრილი და ზურგზე ხელებდაწყობილი. მისი საყვედურით
სავსე მზერა მიმართულია მიშასკენ, რომელსაც – ნუთუ არ ეჩვე-
ნება?! – მზერაში თითქოს ღიმილი შეეპარა. ამათ ყველაფერი ად-
ვილი ჰგონიათ, როზაც ასეა, ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან
საიმისოდ, რომ ყველაფერი ესმოდეთ, მომავალ დროზე ისე ლა-
პარაკობენ, თითქოს შაბათ-კვირა იყოს, რომელიც აუცილებლად
დადგება, კალათში ჩაწყობილი სურსათ-სანოვაგით ოჯახი ბუნების
წიაღში გასასეირნებლად ემზადება, სულ ერთია, თუნდაც იწვი-
მოს... „ყველაფერი რომ დამთავრდება, ბავშვი ცოცხალი აღარ
იქნება. აღარც მშობლები იქნებიან ცოცხლები. ჩვენც აღარ ვიქნე-
ბით ცოცხლები, ყველაფერი რომ დამთავრდება“.
49
მკითხველთა ლიგა

ბოლთის ცემა დამთავრდა, ფრანკფურტერი თავის ადგილს


იკავებს.
„მე დავიდი უფრო მომწონს“, ხმადაბლა ამბობს ფრაუ ფრან-
კფურტერი. „დოვიდლი... ანეტეს ბიჭს ერქვა, თუ გახსოვთ. აბ-
რაამი ხნიერი კაცის სახელი უფროა, ბავშვს სულ არ უხდება. არა-
და, სახელს მაშინ აქვს ფასი, სანამ ბავშვი ხარ. მერე, როცა, გაიზ-
რდები, რაღა მნიშვნელობა აქვს, რა გქვია“.
როზას სულაც იანი ან რომანი ურჩევნია, მისი აზრით, დადგა
დრო, დაივიწყონ ბავშვებისთვის ტრადიციული სახელების
დარქმევა, ვარსკვლავის ტარებას რომ აღარ მოგვთხოვენ, ჯობია,
სახელებიც ჩვეულებრივი გვქონდესო. ფრანკფურტერი თავის
ქნევით გამოხატავს დედაკაცების ლაყაფისადმი დამოკიდებულე-
ბას, ხოლო მიშა ნატრობს, ნეტავ ამ ოჯახში ახლა მოვსულიყავი
და მასპინძლებისთვის ახალი ამბავი პირდაპირ და შეულამა-
ზებლად მეხარებინაო. მოყოლა ახლა რომ დაიწყოს, ფრან-
კფურტერები იმასვე იფიქრებენ, რაც თვითონ იფიქრა, როცა
ეგონა, რომ ლაპარაკი ამ საკითხს ეხებოდა: უცნაურია, აქამდე
რატომ არაფერი თქვა, ხომ შეუძლებელია დავიწყებოდაო. მიშა
კვლავ უხმოდ ზის, დანარჩენები კი არა და არ ეშვებიან ასეთ მძიმე
თემებს. მიშა არჩევანის წინაშე დგას: ან ხვალისთვის გადადოს
ფრანკფურტერებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება და ისე
მოიქცეს, თითქოს ეს ამბავი სულ ახლახან გაიგო, ან რაიმე ისეთი
მოიფიქროს, რაც ახსნიდა, რატომ ჰყვება ამ ამბავს მხოლოდ
ახლა, და არა ოთახში ფეხის შემოდგმისთანავე. გადაწყვეტი-
ლებას დღევანდელი დღის სასარგებლოდ იღებს, ოღონდ ისე
უნდა მოიქცეს, რომ ფრანკფურტერზე სათანადო შთაბეჭდილება
მოახდინოს. ფეხზე დგება, იშმუშნება, თვითონაც ვერ ხვდება,
მართლა გრძნობს უხერხულობას თუ მხოლოდ თამაშობს,
დაბნეული უყურებს ესოდენ გრძელი შესავლით გაკვირვებულ
ფრანკფურტერს და, ეტიკეტის დაცვით, ქალიშვილის ხელს
სთხოვს.
როზა თავის ფრჩხილზე უცებ ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც მისი
ყურადღების სრულ კონცენტრაციას მოითხოვს, რაღაც ძალიან
50
მკითხველთა ლიგა

მნიშვნელოვანი ჩანს, ყოველ შემთხვევაში, სახე უწითლდება და


ნაკვერჩხალივით უღვივის. აქამდე ამ თემაზე კრინტიც არ დაუძ-
რავთ, თუმცა, წესი, როგორც ჩანს, ასე მოითხოვს. ფრაუ ფრან-
კფურტერი კიდევ უფრო ღრმად ჩარგავს თავს ქმრის პერანგში,
რომელიც ვერ იქნა და ვერ დაავიწროვა სათანადოდ, ყველაზე
მეტ სირთულეს საყელო უქმნის, რადგან, როგორც მისი ქმარი ამ-
ბობს, საყელო კისერს ზუსტად უნდა მოერგოს. მიშა კმაყოფილია
თავისი გამჭრიახობით, თუმცა ჯერ ძნელი სათქმელია, მიაღწია თუ
არა საწადელს. ფრანკფურტერი საგონებელშია, რაღაცის სათქმე-
ლად ემზადება. ახლა სიტყვა მას ეკუთვნის, ზრდილობიან კითხვას
პასუხი უნდა გასცეს. და, მართალია, მიშას წინადადება, ერთი შე-
ხედვით, სრულიად უადგილოა, აქედან ის უეჭველად მოახერხებს
სასიხარულო ინფორმაციამდე ხიდის გადებას, თან აღარც იმის
ახსნა-განმარტება დასჭირდება, რატომ ახლა და არა შემოსვლის-
თანავე. ასეთია მიშას გეგმა, ნაჩქარევად შემუშავებული და არცთუ
ურიგო. ხიდს ფელიქს ფრანკფურტერი გადებს, ახლა სიტყვა მას
ეკუთვნის, ყველა მის პასუხს ელოდება.
მაშ ასე, ფრანკფურტერი გაოგნებულია, მის თვალებში
უნდობლობა იკითხება, ეს წამია, ჩიბუხს მოქაჩა და დაავიწყდა,
რომ კვამლი უკან უნდა ამოუშვას. მამა, რომელიც თავის ერთა-
დერთ ქალიშვილს მიშას მეტს არავის გააყოლებდა, – ეს ბიჭი ხომ
უკვე ღვიძლი შვილივით უყვარს – საღად მოაზროვნე, მიწაზე
ორივე ფეხით მდგომი კაცი, იოლად რომ ვერ გააცურებ, განგმი-
რულია.
„გაგიჟებულა ბიჭი“, ჩურჩულით ამბობს ის, „გაჭირვებამ გონება
დააკარგვინა, აი, ამას ჰქვია ღვთისგან დაწყევლილი ცხოვრება,
როცა სავსებით ნორმალური სურვილებიც კი შემზარავი ჩანს. იქ-
ნებ შენც ამოგეღო ხმა!“
ფრაუ ფრანკფურტერი ხმის ამოღებას არ აპირებს, რამდენიმე
ცრემლს დააპკურებს პერანგს, ან კი რა უნდა თქვას, ყველა მნიშ-
ვნელოვან საკითხს აქამდე ხომ მისი ქმარი წყვეტდა.
ფრანკფურტერი ისევ ბოლთის ცემას იწყებს, უჭირს შინაგანი
წონასწორობის შენარჩუნება, მიშას კი სახეზე ისეთი იმედიანი მო-
51
მკითხველთა ლიგა

ლოდინი ახატია, თითქოს ასეთ ვითარებაში მხოლოდ ერთი პასუ-


ხი შეიძლება არსებობდეს: „შენთვის მომინდვია ჩემი ქალიშვილი,
დამილოცნიხართ!“
„გეტოში რომ ვცხოვრობთ, ხომ არ დაგავიწყდა, მიშა? ჩვენ ვერ
ვშვრებით იმას, რაც გვინდა, რადგან ისინი გვიშვრებიან იმას, რაც
უნდათ. წესით, ახლა უნდა გკითხო, ცოლის შენახვას როგორ
აპირებ-მეთქი, ის ხომ ჩემი ერთადერთი ქალიშვილია. უნდა და-
ვინტერესდე, სად ფიქრობ მასთან ერთად ბინის დადებას. უნდა
მოგახსენო, რა მზითევს მიიღებს ჩემგან როზა. განა არ გინდა,
იცოდე? ან იქნებ გსურს, ერთი-ორი რჩევა მოგცე იმის თაობაზე,
თუ რა არის საჭირო ბედნიერი ცოლქმრობისთვის, მერე კი რაბინ-
თან მივიდე და ვთხოვო, ქორწილის თარიღი დაგვინიშნოს?.. გირ-
ჩევნია, თავი იმაზე იმტვრიო, სად დაიმალები, შენ წასაყვანად
რომ მოვლენ“.
მიშა ხმას არ იღებს, მაგრამ იმედი არ გადაუწურავს, ბოლოს
და ბოლოს, ეს ხომ პასუხად ვერ ჩაითვლება.
„წარმოიდგინეთ, ხალხნო! მისი ხომალდი ჩაძირულია, თვი-
თონ შუა ზღვაში ტივტივებს, ახლომახლო კაცის ჭაჭანება არ არის,
ვისგანაც შეიძლება დახმარებას ელოდეს. ეს კი იმაზე ფიქრობს,
ამ საღამოს კონცერტზე წავიდეს თუ ოპერაში!“
ფრანკფურტერი ჩუმდება, რაც სათქმელი ჰქონდა, თქვა, ბო-
ლოს ერთი პატარა ალეგორიაც დააყოლა, ამაზე ნათლად ვერც
გამოხატავდა თავის პოზიციას.
მაგრამ სტუმარზე შთაბეჭდილება მაინც ვერ მოახდინა. პირი-
ქით, ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მიშას სურდა. ახლო-
მახლო მშველელის ჭაჭანება არ არისო, აი, ფრაზა, რომლის გა-
გონებაზეც მიშას გული გაუნათდა – ახლავე გაიგებთ, სინამდვი-
ლეში როგორ არის საქმე. რა თქმა უნდა, მომავალზე ფიქრი სა-
ჭიროა, მიშა იდიოტი ხომ არ არის, ბუნებრივია, მშვენივრად იცის,
სადაც გვიწევს ცხოვრება, ცხადია, ისიც კარგად მოეხსენება, რომ
ცოლს ვერ შეირთავს, სანამ – და მთავარიც ეს არის – სანამ რუ-
სები არ მოვლენ.

52
მკითხველთა ლიგა

მე ასე მიამბო: „ავიღე და პირდაპირ ვუთხარი (ზუსტად ეს სიტ-


ყვა იხმარა: „პირდაპირ“), რუსები ბეზანიკიდან ოც კილომეტრში
არიან-მეთქი. ხომ ხვდები, ახლა ეს მხოლოდ ცნობა კი აღარ იყო,
ეს უკვე არგუმენტადაც იქცა. მეგონა, სიხარულის ყიჟინას
დასცემენ-მეთქი, ასეთ კარგ ამბავს განა ხშირად გაიგონებ კაცი?
მაგრამ როზა აღფრთოვანებით არ ჩამომკიდებია კისერზე, არც
უფიქრია, თითქმის თავზარდაცემულმა შეხედა მოხუცს, მან კი მე
მომაპყრო თვალები, კარგა ხანს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მიც-
ქეროდა, თანაც ისე, რომ მღელვარება შემომეპარა. მოხუცი ისე
მიყურებდა, თავიდან ვიფიქრე, იქნებ ახალი ამბის ბოლომდე აღ-
საქმელად დრო სჭირდებათ-მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ
დრო კი არ სჭირდებოდათ, უნდოდათ, წყაროს უტყუარობაში ყო-
ფილიყვნენ დარწმუნებული. მეც ხომ სწორედ ასე დამემართა, მეც
ხომ მეგონა, რომ იაკობს მხოლოდ ის უნდოდა, ჩემი ყურადღება
კარტოფილის ვაგონიდან როგორმე სხვა რამეზე გადაეტანა; ასე
ვფიქრობდი, სანამ, როგორც იქნა, მთელი სიმართლე არ გამან-
დო და გამომიტყდა, საიდანაც ჰქონდა მიღებული ეს ინფორმაცია.
რა ფასი აქვს ცნობას, თუ წყაროც არ მიუთითე? ასეთი ცნობა ხომ
იგივე ჭორია. მოკლედ, დავაპირე, გუდას პირს მოვხსნი და ამ
ხალხს ყველა ეჭვს ერთბაშად გავუფანტავ-მეთქი, მაგრამ მერე
ისევ მოცდა ვამჯობინე. დაე, დამისვან შეკითხვები, გავიფიქრე ჩემ-
თვის. როცა იძულებული ხარ, კაცს სიტყვები პირიდან ძალით ამო-
ქაჩო, მისი ნათქვამი ტვინშიც უფრო ადვილად ლაგდება, თითქოს
ყველაფერს თავისი სურვილით და ერთი ამოსუნთქვით გიამბობ-
დეს. ზუსტად ასეც მოხდა“.
მოკლედ, უეცრად ჩამოვარდნილ სიჩუმეს ბოლო აღარ უჩანს,
ნემსი როგორც შეერჭო პერანგს, ისე გაქვავდა. როზას ცხელი სუნ-
თქვა, ფრანკფურტერის თვალები, მიშა სცენაზე დგას, და მაყურე-
ბელი სულგანაბული ელოდება მის რეპლიკას.
„ხვდები კი, რას ამბობ?“ ეკითხება ფრანკფურტერი. „ასეთ რა-
მეზე ხუმრობა განა შეიძლება?“
„ვიცი, რომ არ შეიძლება“, ამბობს მიშა. „ჰაიმმა მითხრა“.
„იაკობ ჰაიმმა?“
53
მკითხველთა ლიგა

„დიახ“.
„მერედა, იმას ვინ უთხრა?“
მიშას ოდნავ შესამჩნევად ეღიმება, თითქოს უხერხულად
გრძნობს თავს, ვითომ დაბნეული, მხრებს იჩეჩს, აქაოდა, სიტყვა
მაქვს მიცემულიო, თუმცა დამსწრე საზოგადოებაზე შთაბეჭდილე-
ბას ვერ ახდენს. სიტყვას რომ ვერ შეინახავს, სხვა საკითხია, მაგ-
რამ ხომ აქვს მიცემული ეს სიტყვა. თუ პირის გატეხაა, აიძულონ
მაინც. მანამდე კი მაგრად დადგება: ის მაინც ექნება სათქმელად,
ჩემ ადგილზე შენც ვერაფერს მოახერხებდიო.
„იმას ვინ უთხრა-მეთქი!“
„დავპირდი, რომ არავის მოვუყვებოდი“, ამბობს მიშა და, ამავე
დროს, უკვე მზად არის, პირობა დაარღვიოს, მაგრამ მისი მზად-
ყოფნა საკმარისად ნათელი და ცხადი არ ჩანს, ყოველ შემთხვე-
ვაში ფრანკფურტერისთვის. ახლა იმის დრო არ არის, კაცი თანა-
მოსაუბრის ხმაში ნიუანსების დაჭერაზე იყოს გაფაციცებული,
ფრანკფურტერი სწრაფად გადადგამს ორ თუ სამ ნაბიჯს და მიშას
სილას გააწნავს. ეს რაღაც შუალედურია თეატრალურსა და ნამ-
დვილ სილას შორის, თუმცა ნამდვილს უფრო უახლოვდება, რად-
გან აღშფოთებაც ახლავს; განა აქ დროს სატარებლად შევიკრი-
ბეთ?!
ბუნებრივია, მიშა, ცოტა არ იყოს, შემკრთალია, ამდენი იძულე-
ბაც არ იყო საჭირო, მაგრამ ხვდება, რომ არ უნდა ეწყინოს: ბო-
ლოს და ბოლოს, იძულება რაღაც სახით ხომ უნდა გამოხატული-
ყო. ნამდვილად ვერ დაჯდება გაქვავებული გამომეტყველებით,
გულხელდაკრეფილი, და ვერ დაიწყებს ცდას, აბა, ბოდიშს თუ მო-
მიხდიანო. ასე რომ მოიქცეს, კარგა ხანს მოუწევს ლოდინი. სამა-
გიეროდ შეუძლია, ყველა ეჭვი გაფანტოს, და ასეც იქცევა, ჩანა-
ფიქრმა გაამართლა, აღარავის დაებადება კითხვა, რატომ თავი-
დანვე არ თქვიო.
„იაკობ ჰაიმს რადიო აქვს“.
ხანმოკლე სიჩუმე, ერთმანეთისკენ ნასროლი რამდენიმე მზე-
რა, ჯერაც დაუვიწროებელი პერანგი რბილად ეშვება იატაკზე, გა-
ნა შეიძლება, საკუთარი სიძის ნათქვამში ეჭვი შეიტანო? როგორც
54
მკითხველთა ლიგა

იქნა, როზა კისერზე ჩამოეკიდება, დიდხანს კი მოუხდა ლოდინი,


მაინც ხედავს, არაქათგამოცლილი ფრანკფურტერი როგორ და-
ეშვება სკამზე და ხელებში ჩარგავს დანაოჭებულ სახეს. საუბარი
არ გამოდის, სათქმელი არაფერია, როზა მის ყურს ტუჩებისკენ
მიიზიდავს და რაღაცას უჩურჩულებს. მიშა სიტყვებს ვერ არჩევს
და კითხვით სავსე თვალებით შესცქერის. მოხუცს ხელები ჯერაც
სახეზე აქვს აფარებული.
„წამო, შენთან წავიდეთ“, ერთხელაც უჩურჩულებს როზა.
საუცხოო აზრია, მიშასაც სწორედ ეს უნდოდა შეეთავაზებინა.
დღეს დიდებული აზრების დღეა. ზედმეტი სიფრთხილით გადიან
გარეთ, კარი იკეტება, თუმცა ეს არავის ესმის, გარეთ უკვე სახიფა-
თოდ ბნელა.


ახლა ფრანკფურტერი მარტოა ცოლთან ერთად, მოწმე არა-
ვინაა. მე მხოლოდ ის ვიცი, რით დამთავრდა ყველაფერი, ჩემ-
თვის მხოლოდ შედეგია ცნობილი, შუალედში რა მოხდა, წარმოდ-
გენა არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ასე ან დაახლოებით ასე უნდა
მომხდარიყო:
ქალი, როგორც იქნა, ფეხზე დგება, ადრე თუ გვიან. თვალებზე
ცრემლს იწმენდს, იმას არა, ქალიშვილის ხელის თხოვნისას რომ
გადმოსცვივდა, ან იქნებ საერთოდაც არ იწმენდს ცრემლს, ქმარს
უახლოვდება, ფრთხილად, თითქოს არ უნდა შეაწუხოს. ზურგს
უკან დაუდგება, ხელებს მხრებზე დააწყობს, სახეს მის სახესთან
მიიტანს, ჯერ კიდევ ხელებში რომ აქვს ჩარგული, და იცდის. არა-
ფერი არ ხდება, მაშინაც კი, როცა კაცი ხელებს ჩამოუშვებს; მო-
პირდაპირე კედელს მიშტერებია, ქალი მსუბუქად უბიძგებს. მის
თვალებში რაღაცას ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს.
„ფელიქს“, ასე ეტყოდა, ალბათ, რამდენიმე ხნის შემდეგ, „ნუთუ
არ გიხარია? ბეზანიკა ხომ არც ისე შორსაა. იქამდე მისვლა თუ
მოახერხეს, ჩვენამდეც მოაღწევენ“.

55
მკითხველთა ლიგა

ანდა შეიძლებოდა ეთქვა: „წარმოგიდგენია, ფელიქს, ეს თუ


მართალია! თავბრუ მეხვევა ამის გაფიქრებაზე, წარმოგიდგენია,
რა ამბავი ატყდება? ცოტაც და, ყველაფერი უწინდებურად იქნება.
შენ ისევ შეძლებ თამაშს, ნამდვილ სცენაზე, ჩვენს თეატრს უეჭვე-
ლად ისევ გახსნიან, მე ყოველი სპექტაკლის შემდეგ გამოგივლი
ხოლმე, მსახიობების შესასვლელში, განცხადებების დაფასთან
დაგელოდები. წარმოგიდგენია, ფელიქს!“
კაცი დუმს. მხრებზე ცოლს კი დაუწყვია ხელები, მაგრამ მაინც
დგება და კარადასთან მიდის. ახლა, ალბათ, უფრო იმ ადამიანს
ჰგავს, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და
დაუყოვნებლივ სურს მისი განხორციელება.
ფრანკფურტერი აღებს კარადას, მოძებნის ფინჯანს, ან იქნებ
პატარა კოლოფსაც, იქიდან კი გასაღებს ამოიღებს.
„რა გინდა სარდაფში?“ ეკითხება ცოლი.
ქმარი ხელში წონის გასაღებს, თითქოს კიდევ რაღაც ჰქონდეს
გადასაწყვეტი, იქნებ სათქმელად ხელსაყრელი მომენტის შერჩე-
ვა უნდა, თუმცა, რაც უფრო ადრე იზამს, მით უკეთესი. რაც აქამდე
იყო, აღარ ითვლება. შესაძლოა, ცოლს ახლავე გაანდოს, რაც
განუზრახავს, აქვე, ოთახშივე გაუზიაროს თავისი გეგმა, მაგრამ ეს
ნაკლებ სავარაუდოა, მის აზრს დიდად არასოდეს უწევდა ანგა-
რიშს. გარდა ამისა, რა მნიშვნელობა აქვს, როდის ეტყვის, შეც-
ვლით აღარაფერი შეიცვლება, გასაღები უკვე ჯიბეში უდევს. მაშ,
დავუშვათ, რომ ხმის ამოუღებლად ხურავს კარადას, კართან მი-
დის, ცოლისკენ შებრუნდება და ამბობს: „წამოდი“.
ერთად ჩადიან სარდაფში.
ასეთ სახლებში უქონელი ხალხი ცხოვრობს, ასეთ სახლში უწინ
ფეხსაც არ შედგამდა, ხის საფეხურები გაცვეთილია, საშინლად
ჭრიალებს, მაგრამ კაცი კედელს ეკვრის და ისე ჩადის, ფეხის წვე-
რებზე. ცოლიც უკან მიჰყვება, შეშფოთებული, ისიც ფრთხილად,
ფეხაკრეფით, ოღონდ არ იცის, რატომ; ქმარი რომ ასე იქცევა,
მისთვის საკმარისია. აქამდე ქმარს მუდამ უკან მისდევდა, არც კი
ეკითხებოდა, საით მიდიხარო. ზოგჯერ ცდილობდა გამოეცნო,

56
მკითხველთა ლიგა

როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ამასაც იშვიათად თუ მოჰქონ-


და კარგი შედეგი.
„აღარ მეტყვი, ბოლოს და ბოლოს, აქ რატომ ჩამოვედით?“
„ჩუ!“
მიწისქვეშა, ვიწრო დერეფანში არიან, აქ უკვე ფეხის გამარ-
თვაც შეიძლება. მარჯვენა მხარეს ბოლოსწინა სარდაფი მათია.
ფრანკფურტერი ბოქლომს ხსნის, აღებს მავთულის ბადის რკინის-
ჩარჩოიან კარს, რომელიც არ იწვის და სწორედ ამიტომ შემორჩა
აქამდე. ცოლი გაუბედავად მიჰყვება უკან ქმარს, რომელიც სარ-
დაფში შედის, გამჭვირვალე კარს მიიხურავს და ახლა ორივე შიგ-
ნითაა.
ფრანკფურტერი ფრთხილი კაცია, იპოვის ტოლის ნაჭერს ან
დახვრეტილ ტილოს ტომარას, რომელსაც რამდენიმე ნაწილად
დახევს. ანდა, თუ ტომარა ვერ იპოვა, პიჯაკს გაიხდის და კარს
ააფარებს, რა იცი, რა ხდება. ასე მგონია, ერთი წამით ტუჩებზე
თითს მიიდებს, თვალებს დახუჭავს და მიაყურებს. ჩამიჩუმი არ ის-
მის. მერე მიადგება სარდაფის კუთხეში ერთმანეთზე დახვავებულ
ნივთებს, უსარგებლო საგნების პატარა მთას, მოგონებების
ბორცვს.
შეტყობინება რომ მიიღეს, ორ დღეს ვერ გადაეწყვიტათ, რა
წაეღოთ და რა – არა. ცხადია, აკრძალული ნივთების წაღება აზ-
რადაც არავის მოსვლია. ვითარება უაღრესად სერიოზული იყო,
ეს არავის ეეჭვებოდა, არავინ ფიქრობდა, წინ სამოთხე გველისო,
მაგრამ მომავალი ცხადად მაინც ვერავის წარმოედგინა. ფრაუ
ფრანკფურტერმა პრაქტიკულად იმოქმედა, ქმრის აზრით, მეტის-
მეტად პრაქტიკულადაც: მხოლოდ თეთრეული, ჭურჭელი და რამ-
დენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა. მაგრამ ქმარს ეძნელებოდა
ბევრ ისეთ ნივთთან განშორება, ცოლმა ზედმეტად რომ მიიჩნია.
ასეთ ნივთებს შორის იყო დოლი, რომლითაც მან მაყურებელს
ერთობ წარმატებულ სპექტაკლში ესპანეთის ტახტის მემკვიდრის
მობრძანება ამცნო; როზას საბალეტო ფეხსაცმელი, ხუთი წლის
ასაკში რომ ეცვა და დღემდე თითქოს უხმარია; ალბომი აკურატუ-
ლად ჩაწებებული რეცენზიებით, სადაც ნახსენები და წითელი ფან-
57
მკითხველთა ლიგა

ქრით ხაზგასმულია მისი გვარი. დამისახელე თუნდაც ერთი მიზე-


ზი, რატომ უნდა დავემშვიდობო ამ ნივთებს, ცხოვრება მარტო კუ-
ჭის ამოყორვა და ძილი ხომ არ არის? ზიდვაო? გავარდა და მა-
მასისხლად იყიდა ურიკა. ერთ ღამეში ურიკები ერთიათად გაძ-
ვირდა, და ახლა სარდაფის კუთხეში ნივთების პატარა მთაა აღ-
მართული.
ერთიმეორის მიყოლებით იღებს ნივთებს და გვერდზე აწყობს,
ცოლი უსიტყვოდ ადევნებს თვალს და თან ცნობისმოყვარეობა
კლავს. ნეტავ რას ეძებს? შესაძლოა, ქმარმა ერთი წამით შეაჩე-
როს მზერა ჩარჩოიან სურათზე, რომელზედაც თეატრის მთელი
დასია აღბეჭდილი. თვითონ ფოტოზე მარჯვენა კუთხეში დგას,
ზალცერსა და სტრელეცკის შორის. მაშინ სტრელეცკი ჯერ კიდევ
არ იყო ასე ცნობილი. მაგრამ ეს ის არ არის, რასაც კაცი ეძებს.
თუ სურათს მართლაც შეხედა, ახლა მას გვერდზე დებს და ნივთე-
ბის მთაში ქექვას განაგრძობს.
„ტუტუცია ეგ შენი იაკობ ჰაიმი“, ამბობს მერე.
„რატომ?“
„რატომ! რატომ! ახალ ცნობას მოჰკრა ყური? კი ბატონო, დი-
დებულია! თვითონ, რაც უნდა, ის აკეთოს. სასიხარულო ცნობაა,
ძალიან სასიხარულოც, ჰოდა, გაიხაროს თავისთვის, სხვას რას
აგიჟებს?“
„შენი გამკვირვებია, ფელიქს“, ამბობს ცოლი, „კაცს უსამარ-
თლოდ ამტყუნებ. განა ცუდია, რომ ეს ამბავი ჩვენც გავიგეთ? ყვე-
ლას თუ ეცოდინება, კიდევ უკეთესი“.
„დედაკაცს ჭკუა არ მოეკითხება!“ ფრანკფურტერი გამძვინვარე-
ბულია. „დღეს შენ გაიგე, ხვალ მეზობლებს ეცოდინებათ, ორ
დღეში კი მთელ გეტოს სხვა აღარაფერი ექნება სალაპარაკო!“
ცოლმა, შესაძლოა, თავიც დაუქნია, მაგრამ აშკარად გაკვირ-
ვებულია ქმრის ასეთი გაშმაგებით; ჯერჯერობით ვერ ხედავს მი-
ზეზს იაკობისთვის თუნდაც სულ მცირე საყვედურის სათქმელად.
„მერე კი ამ ამბავს გესტაპოც შეიტყობს!“ ამბობს ფრანკფურტე-
რი. „შენ რომ გგონია, იმაზე გაცილებით მეტი ყური აქვთ გესტა-
პოელებს“.
58
მკითხველთა ლიგა

„კი მაგრამ, ფელიქს“, სიტყვას აწყვეტინებს ცოლი, „ნუთუ მარ-


თლა გგონია, რომ უჩვენოდ გესტაპოს არ ეცოდინება, რუსები სად
არიან?“
„ეგ რა შუაშია! მე იმას გეუბნები, ბოლოს გესტაპოც გაიგებს,
რომ გეტოში ვიღაცას რადიო აქვს-მეთქი. და რას იზამს ამის შემ-
დეგ? აიღებს და ყველა ქუჩას თავდაყირა დააყენებს, სათითოოდ
გაჩხრეკს ყოველ სახლს, მანამ არ დაწყნარდება, სანამ რადიოს
არ იპოვის. მერედა, სად იპოვის?“
ნივთების მთა გამქრალია, ფრანკფურტერი იღებს მუყაოს
ყუთს, თეთრს ან ყავისფერს, სულ ერთია, მუყაოს ყუთს, რომელ-
შიც დამსახურებული და სამართლებრივად გამართლებული სა-
სიკვდილო განაჩენია მოთავსებული. ყუთს თავს ხდის და ცოლს
რადიოს უჩვენებს.
ცოლი, ალბათ, ერთს ჩუმად შეჰკივლებს, ალბათ, შეძრწუნებუ-
ლიცაა, დამფრთხალი რომ არის, ამას წყალი არ გაუვა, ხან რა-
დიოს მიაშტერდება, ხან ქმარს, და ვერაფერი გაუგია.
„ჩვენი რადიო წამოგიღია“, ჩურჩულით ამბობს და ხელებს პირ-
ზე იფარებს. „ჩვენი რადიო წამოგიღია, ამისთვის ხომ ყველა შე-
იძლებოდა დავეხვრიტეთ, მე კი არაფერი ვიცოდი... არაფერი ვი-
ცოდი...“
„რა საჭირო იყო?“ ამბობს ქმარი. „შენთვის რატომ უნდა მეთ-
ქვა? მე უშენოდაც დიდი შიში ვჭამე, შენ კი რადიოს გარეშეც საკ-
მარისად მოგიწია კანკალი. იყო დღეები, როცა რადიოს არსებობა
აღარ მახსოვდა, აღარ მახსოვდა და მორჩა, ზოგჯერ რამდენიმე
კვირა აღარ მახსოვდა. დიდი ამბავი, თუ სარდაფში ერთი ძველი
რადიო გიგდია, განა ყოველდღე ამაზე უნდა ფიქრობდე? მაგრამ,
გამახსენდებოდა თუ არა, შიშის კანკალი ამიტანდა ხოლმე. თუმცა,
დღეს რომ გამახსენდა, ასე აქამდე არასოდეს გამხსენებია. ყვე-
ლაზე უარესი ის არის, რომ მოსმენით ერთხელაც არ მომისმენია,
ყველაზე მძიმე დროსაც კი არ ჩამირთავს. განა იმიტომ არ ვრთავ-
დი, რომ შენ არ გაგეგო, არა, ვერ გავბედე, ეს არის და ეს. რამ-
დენიმეჯერ დავაპირე ჩართვა, ცნობისმოყვარეობა მკლავდა, ავი-
ღებდი გასაღებს და, ალბათ შენც შეგინიშნავს, სარდაფში ჩამო-
59
მკითხველთა ლიგა

ვიდოდი. გიკითხავს კიდეც, ქვემოთ რა გინდაო, მე კი გეუბნებოდი,


სურათები უნდა დავათვალიერო ან ძველი რეცენზიები
გადავიკითხო-მეთქი. გატყუებდი, რადიოს მოსმენა მინდოდა. ჩა-
მოვიდოდი სარდაფში, კარს ჩვრებს ჩამოვაფარებდი, მაგრამ ჩარ-
თვა ვერც ერთხელ ვერ გავბედე. ჩამოვჯდებოდი და სურათების
თვალიერებას ან რეცენზიების კითხვას ვიწყებდი, როგორც შენ-
თვისაც მქონდა ნათქვამი, ჩართვას კი ვერ ვბედავდი. ახლა ამ ყვე-
ლაფერს წერტილი დაესვა!“
„მე არაფერი ვიცოდი“, თავისთვის ჩურჩულებს ქალი.
„ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი!“ თქვა კაცმა. „შენ
მართალი იყავი, ყოვლად უსარგებლო ნივთია. ჰოდა, მეც აღარ
მჭირდება. აღარაფერი დარჩება მისგან, აღარაფერი, რაც რადი-
ოს შეიძლება მოგაგონებდეს. მოვიდნენ და ეძებონ, რამდენიც უნ-
დათ“.
კაცი იწყებს რადიოს ნაწილ-ნაწილ დაშლას, ალბათ, ერთა-
დერთი რადიოსი, რომელიც ჩვენ გვაბადია, უხმოდ ანადგურებს.
მილაკებს ფეხებით ფშვნის და მტვრად აქცევს, ჯიუტი მავთული იქ-
ცევა უწყინარ თოკად, რომელსაც ერთ-ერთ ყუთს შემოახვევს, სა-
თითოოდ განზე აწყობს ხის კორპუსის ნაჭრებს – მათ კიდევ რამ-
დენიმე კვირას მოუწევთ მოცდა, ვიდრე ღუმელში შეყრიდნენ,
რადგან წელიწადის ამ დროს საკვამურიდან ამოსული ნებისმიერი
კვამლი ეჭვს აღძრავს. თუმცა ეს დიდი ტრაგედია არ არის, ბო-
ლოს და ბოლოს, ხე ხეა.
„შენც მოისმინე, რუსები ლამის ბეზანიკაში რომ შესულან?“ ხმა-
დაბლა ეკითხება ფრაუ ფრანკფურტერი.
ქმარი გაკვირვებული უყურებს.
„ხომ გითხარი, არასოდეს მომისმენია-მეთქი“, შეიძლებოდა,
ასე ეპასუხა ცოლისთვის.

60
მკითხველთა ლიგა


მიშას თავის ოთახში მიჰყავს როზა, და ეს კიდევ ცალკე ამბავია.
თუ ამბავი იმაზეა, როგორ გიხდება ვიღაცის მოტყუება, რომ იმ
ვიღაცამ თავი ოდნავ მაინც ბედნიერად იგრძნოს, ეს ვიღაც სწო-
რედ როზაა; თუ ამბავი იმაზეა, როგორი ჩახლართული ხრიკების
მოფიქრება გჭირდება და როგორ გეშინია, არ გამხილონ, –
ღმერთმა დაგიფაროს შეცდომისგან! – და მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში როგორ ცდილობ, სერიოზული და უდარდელი გამომეტ-
ყველება შეინარჩუნო, თუ ეს ყველაფერი საკმარისია იმისთვის,
რომ ამბავი მოყოლის ღირსად ჩაითვალოს, მაშინ მიშას თავის
ოთახში როზა რომ მიჰყავს, მოსაყოლი ამბავია.
ოთახი შირმით არის გაყოფილი.
მეორე საწოლში რომ კაცს სძინავს, გვარად ფაინგოლდია. ყვე-
ლაფერი ასე გართულებული ისააკ ფაინგოლდის გამოა, თუმცა
თვითონ ეს სიცილადაც არ ჰყოფნის, ისეთი ქანცგაწყვეტილია ყო-
ველ საღამოს. სამოც წელს გადააბიჯა, თმა სულ გასჭაღარავებია,
ასეთი რამეები ნამდვილად აღარ იზიდავს, მაგრამ რად გინდა,
ვინ უჯერებს! თავიდან ოთახს მხოლოდ კარადა ყოფდა, მიშას ეს
საკმარისად ეჩვენებოდა, ფაინგოლდს ხომ – მით უმეტეს, აი, რო-
ზას კი მაინც არ ეყო. მიშას უთხრა, ფაინგოლდი სულაც ყრუ-მუნჯი
რომ იყოს, ბრმა ხომ ნამდვილად არ არისო, მთვარე კი ასე ლამა-
ზად ანათებს ოთახს, და არც კარადაა საკმარისად განიერი. მი-
შასაც ბევრი არ უფიქრია, ფანჯარას ფარდა ჩამოხსნა და კარადის
გვერდით ჭერზე დაკიდა. ახლა მთვარეს, თუ მოისურვებდა, შე-
ეძლო კიდევ უფრო ლამაზად გაენათებინა ოთახი, თუმცა ფაინ-
გოლდი ამით ვეღარ იხეირებდა. რაც მთავარია, როზა დაწყნარ-
და.
ფაინგოლდი ისეთივე ყრუ და მუნჯია, როგორიც მე ან კოვალ-
სკი, ან ნებისმიერი სხვა, ვინც სმენას არ უჩივის და არც ლაპარაკი
ეშლება, მაგრამ როზასთვის ის მატლივით ყრუ და თევზივით მუნ-
ჯია. მიშას თავიდანვე მშვენივრად ესმოდა, რომ როზა ნაბიჯსაც
არ გადადგამდა მისი საწოლის მიმართულებით, რადგან იქვე
61
მკითხველთა ლიგა

მდგარ კიდევ ერთ საწოლში ვიღაც უცხო კაცი იწვა, ხოლო მიხ-
ვედრილი დიასახლისები და თვალს მოფარებული პანსიონები,
სადაც პორტიეები, ვითომც აქ არაფერიო, შენკენ არ იხედებიან
და არც ზედმეტ კითხვებს გისვამენ, სხვა ქალაქშია. მიშამ ზუსტად
იცოდა, რომ ასეთ ვითარებაში როზას მხოლოდ „არას“ თქმა შე-
ეძლო. ის ეგეთი გოგო არ არის, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, და
არც თვითონ მიშაა ეგეთი ბიჭი. მაგრამ, როცა წინასწარვე იცი,
რომ მრავალი შესაძლებლობიდან უარის ვარიანტიც უნდა გაით-
ვალისწინო, თავში ათასგვარი აზრი მოგდის და ძნელია, მიშა მხო-
ლოდ იმისთვის გაამტყუნო, რომ ამ საკითხზე ფიქრსა და განსჯას
დიდი დრო დაუთმო.
იმ დალოცვილ საღამოს მიშა თვალგახელილი იწვა საწოლში
და როზაზე ფიქრებს მისცემოდა. მეორე საწოლში ფაინგოლდს
ჯერ არ ეძინა და მიშამ მასაც გაუბა ლაპარაკი როზაზე – ვინ არის,
როგორი გოგოა, შესახედავად როგორია და როგორ უყვართ ერ-
თმანეთი. ფაინგოლდი დროდადრო ამოიხვნეშებდა ხოლმე. მი-
შამ სითამამე მოიკრიბა და გულისწადილი გაანდო, როზა ერთი
ღამით შინ მინდა მოვიყვანოო.
„კი ბატონო“, უპასუხა ფაინგოლდმა ისე, რომ არც უცდია, მის
ნათქვამს ჩაჰკვირვებოდა. „არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.
ოღონდ ახლა, თუ კაცი ხარ, დამაძინე“.
მიშამ მაინც არ მისცა დაძინების საშუალება, სცადა აეხსნა, რომ
საქმე ფაინგოლდის თანხმობა კი არ იყო, არამედ მხოლოდ და
მხოლოდ ის, დათანხმებოდა თუ არა თავად როზა. ისიც დასძინა,
რომ როზასთვის მასზე ჯერ არაფერი ჰქონდა ნათქვამი, კრინტის
დაძვრაც ვერ გაებედა. მოკლედ, თუ რამე არ მოვიფიქრეთ, ამ
საქმიდან, როგორც ჩანს, არაფერი გამოვაო.
ფაინგოლდმა შუქი აანთო და გაოცებული კარგა ხანს აკვირ-
დებოდა მიშას.
„შენ რა, მართლა მეუბნები?“ ჩაიჩურჩულა დაბნეულმა. „ნუთუ
მთხოვ, რომ ამასობაში გარეთ ვიბოდიალო? წესები ხომ არ და-
გავიწყდა?“

62
მკითხველთა ლიგა

არა, მიშას ამის თხოვნა არ უფიქრია, არც მოსვლია თავში ასე-


თი აზრი, არც წესები დავიწყებია. მხოლოდ გამოსავალს ეძებდა
და ჯერჯერობით ვერ ეპოვა. ფაინგოლდმა ისევ ჩააქრო შუქი, მა-
ლე ჩაეძინა კიდეც. რამე თუ არ მოვიფიქრეთო, ზუსტი ნათქვამი
არ არის, მიშას მარტოს მოუწევს რაღაცის მოფიქრება.
ორი საათიც არ იქნებოდა გასული, რომ მიშამ ფაინგოლდი
გააღვიძა, მშვიდად მოისმინა თავს დატეხილი ლანძღვა-გინება,
მერე კი მეზობელს თავისი გეგმა გააცნო: ერთი სიტყვით, როზა
მასთან არასოდეს მივა ღამის გასათევად, თუ გაიგო, რომ ოთახში
მეორე კაციც არის, გინდა ოცი წლის იყავი და გინდა ასის. თუ
დაუმალა, მაშინ შეიძლება წამოჰყვეს, მაგრამ აქ ფაინგოლდს შეხ-
ვდება, უკან გაბრუნდება და მიშას აღარასოდეს აპატიებს. რამდე-
ნიც უნდა იმტვრიო თავი, გამოსავალი ერთია: ფაინგოლდი ოთახ-
ში იყოს, მაგრამ თან არც იყოს.
„იქნებ გინდა, დავიმალო?“ დაღლილი ხმით იკითხა ფაინგოლ-
დმა. „იქნებ მთელი ღამეები საწოლის ქვეშ ვიწვე ან კარადაში ვი-
ყურყუტო?“
„როზას ვეტყვი, რომ ყრუ-მუნჯი ხარ“, გამოაცხადა მიშამ.
ფაინგოლდი უარზე იყო. რამდენიმე დღეს გააფთრებული იბ-
რძოდა, მაგრამ ბოლოს მიშამ მაინც მოახერხა მისი დარწმუნება
ამ გადაწყვეტილების სასიცოცხლო აუცილებლობაში: დანახვით
ღამით ბევრს ვერაფერს დაინახავ და, თუ როზას ეგონება, რომ
სმენითაც არაფერი გესმის, ეს საქმე, წესით, უნდა გამოვიდესო.
ფაინგოლდმა, თუმცა დიდად აღფრთოვანებული არ ჩანდა, ბო-
ლოს თანხმობა მისცა: კარგი, მოვიდეს, რაკი ეს შენთვის ასე მნიშ-
ვნელოვანიაო. მას შემდეგ ის როზასთვის მატლივით ყრუ და თევ-
ზივით მუნჯია.
მიშას კიდევ ერთი სადარდებელი გაუჩნდა: რამდენიმე მინიშ-
ნებამ მიახვედრა, რომ ერთხელ ფაინგოლდს მათთვის ყური მი-
ეგდო. როზა ვერაფერს მიხვდა, ფაინგოლდს კრინტი არ დაუძ-
რავს, მაგრამ აშკარად გაიგონა რაღაც, რაც მისი ყურისთვის არ
იყო განკუთვნილი. როცა ადამიანს ტრფობის ჟინი იპყრობს, ვინ
მოთვლის, რამდენი ისეთი სიტყვა დასცდება, სხვისი ყურისთვის
63
მკითხველთა ლიგა

რომ არ არის განკუთვნილი, და მიშა თავს მეტად უხერხულად


გრძნობდა. მას შემდეგ გადაწყვიტა, ღრმად შეესწავლა ფაინგოლ-
დის ძილი. ლოგინში ჩაწოლილი დიდხანს ფხიზლობდა, ყურად-
ღებით უსმენდა მეზობლის სუნთქვასა და ხვრინვას. საკუთარი თა-
ვისთვის ხომ ძილში ჯერ კაციშვილს არ მოუსმენია, საკუთარ ძილს
ვერავინ მიჰბაძავს. ძილი, ზოგადად, შეიძლება გაითამაშო, მაგ-
რამ საკუთრივ შენი ძილისა მაინც არაფერი გაგეგება. მიშამ კარ-
გად იცის, როგორ ჟღერს ფაინგოლდის ძილი, ამტკიცებს, თავს
დავდებ, რომ არასოდეს არაფერი მეშლებაო. იმ იშვიათ ღამეებ-
ში, როცა როზა მასთან რჩება, თავიდან სმენად ქცეული წევს მის
გვერდით და მხოლოდ მაშინ ბედავს მიალერსებას, თუ დარწმუნ-
და, რომ ტიხარს უკან ფაინგოლდს, როგორც იქნა, ძილი მოეკი-
და. და გოგოს სულ მალე ავიწყდება განაწყენება იმის გამო, რომ
მიშამ ამდენ ხანს ალოდინა.
და აი, ერთხელ საშინელება მოხდა: შუა ძილში – ეტყობა, კოშ-
მარს ხედავდა – ფაინგოლდმა ლაპარაკი დაიწყო. მკაფიოდ გა-
მოთქვამდა ყოველ სიტყვას, თუმცა ყრუ-მუნჯები, წესით და კანო-
ნით, ძილშიც ყრუ-მუნჯებად უნდა რჩებოდნენ. მიშას გაეღვიძა და
შიშით გული გადაუქანდა, დამფრთხალმა გახედა როზას, რომელ-
საც მთვარის შუქზე მშვიდად ეძინა, და მხოლოდ თავი შეაბრუნა
გვერდზე. რა უნდა ექნა? ხომ ვერ დაუძახებდა: „ფაინგოლდ, აღარ
ჩაიგდებ ენას?“ მხოლოდ ის შეეძლო, გაუნძრევლად წოლილიყო
იმის იმედით, რომ როზა ვერაფერს გაიგონებდა. საბედნიეროდ,
ფაინგოლდი მალევე შეეშვა ფანტაზიებს და მიშაც გადარჩა: ამბო-
ბენ, სიზმარი სულ რამდენიმე წამს გრძელდებაო, და ასეთი რამ
აღარასოდეს განმეორებულა.
ასეთია ეს პატარა კომედია, ასეთმა ვერაგულმა ხრიკმა მოიყ-
ვანა როზა ამ ოთახში, ამ საბნის ქვეშ, და არა მხოლოდ ქუჩამ:
ჯერ პირდაპირ, მერე მარჯვნივ, და მერე მარცხნივ. მიშამ საქმე
გაჩარხა, ფაინგოლდმა პირობები მიიღო, როზას კი ძალიან შეუყ-
ვარდა აქ სტუმრობა.
ვიცი, ის ახლა გულაღმა წევს. ხელები, როგორც ყოველთვის,
თავქვეშ ამოუდვია. ასეთი ქცევა მაინცდამაინც არ შეშვენის: მიშა,
64
მკითხველთა ლიგა

ეს ბრგე ვაჟკაცი, საწოლზე ისედაც ძლივს რომ ეტევა, ახლა იძუ-


ლებულია, კუთხეში მიიკუნჭოს. წევს ასე, მზერა სადღაც შორს მი-
უპყრია, საღამო, რომელიც ყველა უწინდელს სჯობდა, დამთავ-
რდა, ყურშიც უკვე ყველაფერი ჩასჩურჩულეს ერთმანეთს. მართა-
ლია, ფაინგოლდი ყრუ-მუნჯია, მაგრამ ესენი მაინც ჩურჩულებენ,
როცა ორი ადამიანი ისე წევს ერთად, როგორც როზა და მიშა,
გინდ უკაცრიელ კუნძულზე იყვნენ, მაინც ჩურჩულით ილაპარაკე-
ბენ, თუ საერთოდ დასჭირდათ რაიმეს თქმა. ღამეა, დამუნჯებულ
და დაყრუებულ ფაინგოლდს კარგა ხანია, სძინავს კარადისა და
ფარდის კედელს უკან. ცხელმა დღემ და ახალმა ინფორმაციამ,
ეტყობა, ძალიან იმოქმედა მასზე, დღეს მისი სახით შეყვარებულ
წყვილს მხოლოდ ხანმოკლე წინააღმდეგობა შეხვდა, სულ რამ-
დენიმე წუთში მიშა სავსებით დააკმაყოფილა კედელს აქეთ გად-
მოსროლილმა ბგერებმა და ახლა მთელი გულისყური როზასკენ
მიმართა.
როზა ფეხით ნაზად ეხება მიშას ფეხს, დაჟინებით და მოთმინე-
ბით ცდილობს გააღვიძოს, სანამ იმდენად არ გამოფხიზლდება,
რომ დაინტერესდეს, რა მოხდაო.
„ჩემი მშობლები ხომ ჩვენთან იცხოვრებენ?“ ამბობს როზა.
მშობლები. დღემდე მათ არასოდეს შემოუღწევიათ ამ ოთახში,
დღემდე მუდამ მხოლოდ ეს ღამე არსებობდა, როცა როზა და მი-
შა საწოლში იწვნენ და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, არსებობ-
და მხოლოდ ეს ღამე და არც ერთი სხვა, სხვა ღამეების ამბავი
ჯერაც გასარკვევი იყო და აზრი არ ჰქონდა წინასწარ მათზე ლა-
პარაკს. ახლა ეს წუთიც დადგა, მოდი, ცოტა ხნით წარმოვიდგი-
ნოთ, რა შეიძლება გველოდეს მომავალში, ცალი თვალით გავიჭ-
ვრიტოთ ფარდაში აღმოჩენილ ნახვრეტში. მშობლები აქ არიან,
მომავლის სურათიც ვიხილეთ. რა გაეწყობა, როზა თავისას მო-
ითხოვს.
„არა, ჩვენთან არ იცხოვრებენ“, ამბობს მიშა ნახევრად მძინა-
რე.
„რატომ? რა გაქვს მათი საწინააღმდეგო?“

65
მკითხველთა ლიგა

როზა ხმას უწევს, საქმე ამჯერად ისეთ რამეებს ეხება, მაინცდა-


მაინც ყურში ჩაჩურჩულებას რომ არ მოითხოვს. იმდენად ხმამაღ-
ლა იწყებს ლაპარაკს, ფაინგოლდს შეიძლება გაეღვიძოს კიდეც,
ეგაა, რომ როზამ ამ ხიფათისა არაფერი იცის.
„ღმერთო ჩემო, ნუთუ ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ
შუაღამისას უნდა გაგეღვიძებინე?“
„დიახაც მნიშვნელოვანია“.
კარგი, ბატონო, მიშა იდაყვებზე წამოიწევს, როზას შეუძლია,
კმაყოფილი იყოს, რომ საბოლოოდ დაუფრთხო ძილი. მიშა ოხ-
რავს, გეგონება, ცხოვრება ისედაც გაუსაძლისი არ იყოს.
„კარგი, ბატონო: მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, სულ
არაფერი. ძალიანაც მესიმპათიურებიან, მაგრამ ჩვენთან არ იც-
ხოვრებენ. ახლა კი დამაძინე, თუ შეიძლება!“
ამბობს და მკვეთრი მოძრაობით იბრუნებს გვერდს. მცირე დე-
მონსტრაცია მთვარის შუქზე, ესეც პირველი უთანხმოება. ნამდვი-
ლი უსიამოვნება არ ეთქმის, მაგრამ ყოველდღიურ ყოფაში გარ-
დაუვალი პრობლემების მომასწავებელი კია. სიჩუმეში გაივლის
რამდენიმე წუთი, რაც მიშასთვის საკმარისია იმის დასადგენად,
რომ ფაინგოლდს გაეღვიძა.
„დედაჩემი ბავშვებს მიხედავდა“, ამბობს როზა.
„ბებიები ბავშვების განებივრების მეტს არაფერს აკეთებენ“, ამ-
ბობს მიშა.
„არც საჭმლის კეთება მეხერხება“.
„მაგისთვის საოჯახო წიგნები არსებობს“.
ახლა როზა ამოიოხრებს – კარგი, კინკლაობას მერეც მოვას-
წრებთ, დრო საკმარისად გვექნება. როზას თავის წამოწევა უხდე-
ბა, რადგან მიშა თავქვეშ უცურებს დაზავების მაუწყებელ მკლავს,
ერთი შერიგების კოცნაც და, მერე – ძილი. მაგრამ განა ასე ადვი-
ლია, თვალები დახუჭო და სინამდვილეს გაექცე? რასაც თვალგა-
ხელილი ხედავ, იმას თვალდახუჭულიც დაინახავ. თან როგორ
ელოდნენ იმ წუთს, როცა, თუნდაც ცალი თვალით, მომავლისკენ
გაიჭვრიტებოდნენ. როცა გამოგეცხადებიან, კარზე მოგიკაკუნე-
ბენ, – რუსებზეა ლაპარაკი – გეტყვიან, გამარჯობა, აი, ჩვენც მო-
66
მკითხველთა ლიგა

ვედით, შეგვიძლია საქმეს შევუდგეთო, უკვე გვიან იქნება, ფიქრი


და განსჯა იმ დროს კი არ უნდა დაიწყო, აუცილებელია, ზუსტად
იცოდე, რის მერე რას აკეთებ. მაგრამ მიშას ეძინება, როზა კი ვერ
იძინებს; იმდენი რამ არის მოუგვარებელი, რაღაცაში მაინც უნდა
შეიტანოს სიცხადე. დიდი პრობლემები ასე თუ ისე თავისთავად
გადაიჭრება, ნამდვილად გამოჩნდება წონიანი ხალხი, ვინც ამ
საქმეს მოუვლის, ჩვენთვის ის აჯობებს, პატარ-პატარა პირად საქ-
მეებს მივხედოთ, ჩვენ მაგივრად რომ არავინ მოაგვარებს. როზა
ფიქრიდან ჩურჩულზე გადადის, ჯერ სახლის ამბავია გასარკვევი,
ისეთისა, სადაც ადამიანი თავს კარგად იგრძნობს, თუმცა, თუ გინ-
და, სახლი ნუ იქნება, სხვა რამით დავიწყოთ, უფრო მნიშვნელო-
ვანი რაღაც თუ გაფიქრდება. მაგრამ ლაპარაკით კი უნდა ვილა-
პარაკოთ... არც ძალიან პატარა, არც ძალიან დიდი, ვთქვათ, ხუთი
ოთახი, მე მგონი, საკმარისია. დაიცა, ეგრევე ყვირილზე ნუ გადახ-
ვალ. ამდენს უთუოდ ვიმსახურებთ, გვეყოს, რაც გაჭირვებით ვიც-
ხოვრეთ. ერთი ოთახი შენ, ერთი მე და ორიც – მშობლებს. და,
რა თქმა უნდა, ბავშვების ოთახი, სადაც ჩვენი შვილები, რასაც
მოისურვებენ, იმას გააკეთებენ, ყირაზე ივლიან და კედლებს მო-
ხატავენ. ძილით ჩემთან დავიძინებთ ხოლმე, რად გვინდა ცალკე
საძინებელი, ადგილი ტყუილად რატომ უნდა დაიკარგოს – დღი-
სით ხომ ვერაფერში გამოიყენებ. ჰოდა, ჩვენც ცოტა პრაქტიკუ-
ლად უნდა ვიმსჯელოთ. სტუმრები რომ გვეყოლება, შენს ოთახში
ვუმასპინძლებთ. შუაში დივანს დავდგამთ, ახლა ასეა მოდაში, წინ
მოგრძო მაგიდას მივუდგამთ და სამ-ოთხ სავარძელსაც იქვე მო-
ვათავსებთ. მაგრამ ხშირი სტუმრიანობის მომხრე არ ვარ, წინას-
წარვე მინდა იცოდე. იმიტომ კი არა, რომ ოჯახში არეულობა შე-
მოაქვთ, ეგ არაფერია, არამედ იმიტომ, რომ შენთან მარტო ყოფ-
ნა მირჩევნია. ხანში რომ შევალთ, მერე კი ბატონო. სამზა-
რეულოს მოსაწყობად არავის რჩევა არ მჭირდება. კაფელით უნ-
და მოვაპირკეთოთ, სუფთაც იქნება და ლამაზიც, ალბათ, ლურჯი
და თეთრი აჯობებს. კლოზენბერგებს ჰქონდათ ასეთი სამზა-
რეულო, სხვანაირი არც მჭირდება, იმაზე ლამაზს კაცი მაინც ვერ
წარმოიდგენს. იატაკზე ღია ნაცრისფერი ფილებია, კედელზე –
67
მკითხველთა ლიგა

თაროები თეფშებისთვის, ჯამებისთვის, ჩამჩებისთვის, ერთი პატა-


რა თაროც გვექნება დასაკიდებელი, სუნელებისა და ასეთი რა-
მეებისთვის. რომ იცოდე, რამდენნაირი სუნელი არსებობს დედა-
მიწაზე, თუნდაც ზაფრანა ავიღოთ. იცი, მაგალითად, ზაფრანას
რისთვის იყენებენ? იცოდი, რომ, რასაც უნდა უყო, ნამცხვარია თუ
მაკარონი, ყველაფერს აყვითლებს?
მეტი არაფერი ვიცი, ჩემს ერთადერთ წყაროს, მიშას, სუნელე-
ბის ამ სამყაროში უკვე საბოლოოდ ჩაეძინა. შეიძლება, ფაინ-
გოლდს ამ ერთ ღამეზე მეტი მოეყოლა, შეიძლება, ფხიზლადაც
იწვა და, რაც კი იატაკიდან ჭერამდე ბგერა გაისმა, ყველა დაიჭი-
რა, მაგრამ მისთვის აღარაფერი მიკითხავს.


მერე კიდეც გათენდა, დაადგა საშველი ახალი დღის მოსვლას.
სადგურზე აქეთ-იქით დავათრევთ იმ ჩვენს ყუთებს. რამდენიმე
წლის წინ ამაზე იტყოდნენ ხოლმე, შრომა ჩქეფსო. გუშაგები
ჩვეულებრივად იქცევიან – ყვირიან ან თვლემენ, ან ვინმეს მუჯლუ-
გუნებით უმასპინძლდებიან, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველ-
თვის. შიშს არ იმჩნევენ ან ჯერ ვერ გრძნობენ. შეიძლება ვცდები,
მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ის დღე მეც კარგად მახსოვს,
თუმცა ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, ყოველ შემთხვევა-
ში, ჩემთვის. ამ დღეს, თუ არ ვცდები, ვაგონზე ვარ ამძვრალი. ჩემი
ამოცანაა, ყუთები ჩავიბარო და ერთიმეორეზე ისე დავაწყო, რომ
რაც შეიძლება მეტი დაეტიოს. ჩემი მეწყვილე ჰერშელ შტამია და
თავისთავად უკვე ეს არის განსაკუთრებული ამბავი. რადგან ჰერ-
შელ შტამს ძმა ჰყავს, და განა მარტო ძმა, ტყუპისცალი ჰყავს, რო-
მანი, და ტყუპები, როგორც წესი, ყველაფერს ერთად აკეთებენ:
ერთად მუშაობენ, ერთად დგანან და ერთად დადიან. დღეს ასე
არ არის, ჰერშელს დილითვე პატარა ინციდენტი შეემთხვა: ყუთის
თრევისას წაიბორძიკა, მარტო რომანმა ყუთი ხელში ვერ შეიმაგ-
რა, რის გამოც ყუთიცა და ჰერშელიც მიწაზე აღმოჩნდნენ. ჰერ-

68
მკითხველთა ლიგა

შელს კუთვნილი დაბეგვა არ ასცდენია, მაგრამ ეგ კიდევ არაფე-


რი, წაბორძიკებისას ფეხი იღრძო, ნაბიჯს ვეღარ დგამდა, რომან-
თან ერთად ყუთების თრევა ვეღარ შეძლო და ახლა სწორედ ამი-
ტომ დგას ვაგონზე ჩემთან ერთად.
ჩანჩქერივით აფრქვევს ოფლს. ჩემს დღეში არ მინახავს, ვინ-
მეს ამდენი ოფლი ეღვაროს. ოფლის ნიაღვარი მაშინ შეწყდება,
როცა რუსები ამ წყეულ გეტოს აიღებენ, მხოლოდ მაშინ, და არც
ერთი დღით ადრე. იმიტომ, რომ ჰერშელ შტამი მორწმუნეა. რო-
ცა ჩვენს არსებობას ცხოვრება ერქვა, ის მსახურად იყო სინაგოგა-
ში, ჩვენ ასეთ მსახურს შამესს ვეძახით. ერთი სიტყვით, ისეთი მორ-
წმუნეა, თავად რაბინს რომ არ ჩამორჩება. ჰერშელი კულულებს
ატარებს, ყველა ღრმად მორწმუნე ებრაელის სამკაულს. აბა,
ჰკითხე, დათმობს თუ არა ოდესმე ამ თავის კულულებს. დაუფიქ-
რებლად გიპასუხებს, მთელი მსოფლიოს ოქროს ფასადაც არაო,
ისე შემოგხედავს, თითქოს ჭკუიდან გადახვედი – ასეთ რამეს რო-
გორ მეკითხებიო. არადა, კულულების გამოჩენა მხოლოდ საკუ-
თარ ოთხ კედელში თუ შეიძლება, მხოლოდ იქ. ქუჩაშიც და აქაც,
სადგურზე, გერმანელები დაგინახავენ თუ არა, გეტყვიან, სად გგო-
ნია თავი, ასე მოკაზმული რომ დაბრძანდებიო. ყოფილა შემთხვე-
ვები, მაკრატელი აუღიათ და, ხარხარსა და ხორხოცში, საქმე ად-
გილზევე მოუმთავრებიათ, ჩუმი ლოცვა და უფლის მოხმობა ვის
უშველიდა. თუმცა უარესიც გვინახავს.
ჰერშელისთვის ერთადერთი გამოსავალი კულულების დამალ-
ვაა, კონტრაბანდით გადააქვს ერთი დროიდან მეორეში. ზამთარ--
ზაფხულ ქუდი ახურავს – ქუდის ტარება ჯერ არავის აუკრძალავს.
შავი ბეწვის ყურებიანი ქუდია, ნიკაპქვეშ შესაკრავი – სხვა ვერაფე-
რი იშოვა. მზეზე გაუსაძლისად ცხელია, თუმცა კი ზუსტად ის არის,
რაც მას სჭირდება. ჩვენ, ვინც ღვთისმოსავები არა ვართ, სიცხეები
რომ დაიჭირა, მხოლოდ პირველ კვირას გვეღიმებოდა, ვხუმრობ-
დით, ვექილიკებოდით. მისი ძმა, რომანიც მხარს გვიბამდა, მაგ-
რამ მერე ინტერესი გაგვინელდა, ჰერშელმა თავისი საქმისა თვი-
თონ იცის.

69
მკითხველთა ლიგა

მორიგ ყუთს ზემოდან ვადგამთ დანარჩენებს. ჰერშელი სახეზე


ოფლს იწმენდს, სანამ შემდეგ ყუთს დავეძგერებოდეთ, მეკითხება,
იმ საქმისას რას იტყვიო. ვხვდები, რასაც გულისხმობს, ვეუბნები,
სიხარულისგან საცაა ცას ვეწევი, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ--
მეთქი. ყველაფერი ისევ ჩემი იქნება, ყველაფერი, რაც მანამდე
მქონდა. ყველაფერი, ჩემი დახვრეტილი ხანას გარდა. მრავლად
იქნება ხეებიც, ჩემს თავს მშობლების ბაღში, კაკლის ხის ტოტზე
შემომჯდარს ვხედავ. ტოტი ისე წვრილია, დედაჩემს ლამის გული
წაუვიდეს, მე კი არც ვაპირებ ხიდან ჩამოძრომას და მუცელს ნიგ-
ვზით ვიტენი. წენგო თითებს ყავისფრად გიღებავს, რამდენიმე კვი-
რა ვეღარ იშორებ ამ ფერს... მაგრამ ჰერშელს დიდ აღფრთოვა-
ნებას ვერ ვატყობ.


იაკობი და მიშა ყუთს ვაგონის კიდეზე ჩამოდებენ. აბა, სად ეჩ-
ქარებათ? იაკობი ფართო ნაბიჯით მიემართება უკან, ყუთების
გროვისკენ, მიშა კუდში მიჰყვება. გუშინდელს აქეთ იაკობი ბედ-
ნიერი კაცია, ყველასთვის სასურველი. ყველას მასთან უნდა ყოფ-
ნა, გინდ ჭიამკვდარი იყოს, გინდ ნამდვილი დევკაცი. ყველა ცდი-
ლობს, მას დაუწყვილდეს, დაუახლოვდეს კაცს, ვინც პირდაპირ
უკავშირდება თვით მაღალ ღმერთს. მიშა რიგში პირველი აღმოჩ-
ნდა, ყველას დაასწრო იმ ყუთზე ხელის წავლება, იაკობმა მიზანში
რომ ამოიღო, და ახლა მას აღარ სცილდება. ყველაზე სამარ-
თლიანი ის იქნებოდა, კენჭი ეყარათ: ამდენი და ამდენი წამგები
ბილეთი და ერთი მთავარი მოგება! მაშინ ყველას თანაბრად
მიეცემოდა შანსი, მთელი არსებით შეეგრძნო იაკობის ასე მნიშ-
ვნელოვნად ქცეული სიახლოვის ბედნიერება. უკმაყოფილო მხო-
ლოდ თვითონ იაკობია, ეშმაკსაც წაუღია ასეთი ბედნიერება! დი-
ლიდან, ალბათ, უკვე ხუთჯერ ან იქნებ ათჯერაც ჰკითხეს, რას ამ-
ბობს ეგ შენი რადიოო. რაც მთავარია, სრულიად უცნობებიც ეკით-
ხებიან, შეთქმულის გამომეტყველებით და იმედით სავსე თვალე-

70
მკითხველთა ლიგა

ბით. და იაკობმა ხუთჯერ თუ ათჯერ არ იცოდა, რა ეპასუხა, მხო-


ლოდ იმას იმეორებდა, რაც გუშინაც თქვა: ბეზანიკა. ან თითებს
ტუჩებზე მიიდებდა და შეთქმულის კილოთი იტყოდა: „სსუუუ!“, ან
სულაც არაფერს ამბობდა და გულმოსული აგრძელებდა გზას.
არადა, მთელ ამ სატანჯველს ვიღაც აწოწილმა შტერმა გადაჰყა-
რა, ახლა მიამიტი მზერით კუდში რომ დასდევს და სრულიად უსა-
ფუძვლოდ მისცემია სიხარულს; წინასწარ ამას ვერავინ გათვლი-
და. ეს ხალხი ბავშვებივით იქცევა: ნაცნობ-უცნობი გარს ისე ეხვე-
ვა, როგორც გართობის მოსურნეები თეატრალურ აფიშას. რამე
სასწაული თუ არ მოხდა, დიდი-დიდი, კიდევ რამდენიმე საათი გა-
ვიდეს, ვიდრე გუშაგები რაღაცას იყნოსებენ. ნეტავ ასე ჩვეულებ-
რივ დროს აწყდებოდეს ხალხი, მისი კაფე ხომ, შაბათს თუ არ ჩავ-
თვლით, ყოველდღე ღიაა, მთელი წლის განმავლობაში, და რა-
დიოც სრულიად გამოსაჩენ ადგილას, დახლს უკანაა, ნებისმიერს
შეუძლია უსმინოს, რამდენიც უნდა. შენც არ მომიკვდე, იქ ათასში
ერთხელ თუ შეიხედავთ, და მაშინაც კაცი ისე უნდა გელოლიაოთ,
ვითომ სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ბრძანდებოდეთ, თო-
რემ წახვალთ და აღარასოდეს გამოჩნდებით; ახლა კი ამ კაცს
თავად ექცევით ისე, ვითომ სამეფო ოჯახის წევრი იყოს, წასვლით
არ მიდიხართ, მაგრამ, თუ მაინც გეღირსათ წასვლა, ისევ უკან
ბრუნდებით, საშუალება რომ იყოს, კაცი პირად დაცვას დაიქირა-
ვებდა.
მიშას წარმოდგენაც არა აქვს, რა მრისხანე აზრები იბადება და
ვითარდება მის სიახლოვეს, ვერ ხვდება, რომ იაკობის ჩქარი ნა-
ბიჯი სიბრაზის შედეგია. ყუთებს დაათრევენ. მიშას ჰგონია, შუად-
ღემდე ასე გაგრძელდება, ვერ ამჩნევს დროდადრო მისი მიმარ-
თულებით ნასროლ მტრულ მზერას და, შესაბამისად, ვერც იმას,
რომ მზერასა და მზერას შორის შუალედები სულ უფრო მცირდე-
ბა. ბოლოს მოთმინების ფიალა ივსება, იაკობი ჩერდება, იმედი
აქვს, რომ მიშა სიარულს გააგრძელებს და მას მოსცილდება, რაც
შეიძლება დიდი მანძილით. მაგრამ მიშაც ჩერდება, მის თვალებში
გაკვირვება ჩანს, მართლაც ვერაფერს ხვდება. ჰოდა, დროა,
გაიგოს.
71
მკითხველთა ლიგა

„მიშა, გთხოვ“, გატანჯული ხმით ამბობს იაკობი, „ნახე, ირ-


გვლივ რამდენი ხალხია. მაინცდამაინც ჩემთან ერთად უნდა ათ-
რიო ეს ყუთები?“
„კი მაგრამ, რა მოგივიდა?“
„რა მომივიდა და მომბეზრდა! შენს სახეს ვეღარ ვუყურებ!“
„ჩემს სახეს?“ მიშას სულელივით ეღიმება, მისი სახის მიმართ
აქამდე არავის გამოუთქვამს პრეტენზია, იაკობს ხომ მით უმეტეს.
დიდი-დიდი, სალაპარაკო რომ გამოელეოდათ, შეიძლება ვინმეს
მის ცისფერ თვალებზე გადაეკრა სიტყვა, და უცებ – ასეთი გაგი-
ჟება? ლამისაა, კაცმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.
„დიახ, შენს სახეს! და შენს ჭარტალა ენას“, დასძენს იაკობი,
რადგან მიშას ჯერაც ვერ გაუგია, რაში ადანაშაულებენ. აი, ახლა
კი ხვდება მიშა, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული: დუმი-
ლის მთელ ჯაჭვში სწორედ ის გამოდგა სუსტი რგოლი, იაკობს
ვერ შეედავები. თუმცა ამის გამო ასეთი ამბის ატეხა ნამდვილად
არ ღირს, ღმერთია მოწამე, უარესებიც გვინახავს. მიშა მხრებს
იჩეჩს, რა ვქნა, ასე დამემართა, შეცვლით კი უკვე მაინც ვეღარა-
ფერს შევცვლიო. სანამ იაკობს გაბრაზების ახალი ტალღა დაატ-
ყდებოდეს, მიშა უსიტყვოდ შორდება იქაურობას – ჩვენი საქმეები
გუშაგებს რატომ უნდა გავაგებინოთ. მოგვიანებით, ან ხვალ მაინც,
უთუოდ გამოვნახავთ დროს, ერთმანეთს ერთი-ორი თბილი სიტ-
ყვა ვუთხრათ და შევრიგდეთ.
მაშ ასე, მიშა მარტო მიემართება ყუთების გროვისკენ, და მეწ-
ყვილესაც მალევე იპოვის, ბოლოს და ბოლოს, ის ჯერ არავის
ჩამოუწერია. ჯერ კიდევ ყველას ახსოვს მისი ღონიერი მკლავები,
ამ მკლავებს აქ ჯერაც აფასებენ. რაკი იაკობთან შეამხანაგება არ
გამოდის, არც მიშაა დასაწუნი მეწყვილე. ყუთების პირამიდას
იაკობიც მარტო უახლოვდება, ვერც ხედავს, ვისთან ერთად უხდე-
ბა ყუთის თრევა, მზერა ჯერაც მიშასკენ მიუმართავს, რომელიც,
როგორც იქნა, თვალს მიეფარა, თან ისე, რომ უკან არც იხედება.
თუ ეწყინა, ცივი წყალი დალიოს. რამდენიმე ნაბიჯიც კმარა იმის
შესამჩნევად, რომ იაკობის ახალ მეწყვილეს ყუთი მიშასავით მაგ-
რად ვერ უჭირავს, მიშამდე ბევრი უკლია, მერე მეწყვილეს შეხე-
72
მკითხველთა ლიგა

დავს და აღმოაჩენს, რომ ეს ახალი კაცი კოვალსკი ყოფილა; სახე


ეჭმუხნება, იცის, რომ ვაის გაეყარა და ვუის შეეყარა, კოვალსკი
დიდხანს არ მოასვენებს.
კოვალსკი ხმას არ იღებს. უფრო სწორად, ის კი არ დუმს, თავს
იკავებს. ნეტავ რამდენ ხანს გაძლებს ასე. მიათრევს და მოათრევს
ყუთებს, იაკობს ეს ხელს აძლევს, და ძალიანაც, მაგრამ თან რა-
ღაც აფორიაქებს. კოვალსკი და ასე გაჩუმება? ნურავის ეგონება,
რომ სახე წითლად მეტისმეტი დაძაბვისგან დაეფოთლა. მთელი
სამი ყუთის მანძილზე ჩუმად არიან, კოვალსკი მწარედ ცდება, თუ
ჰგონია, რომ იაკობს დუმილით აიძულებს ხმის ამოღებას. იაკობი
კრინტსაც არ დაძრავს. მოსაყოლიც არაფერი აქვს, ეგაა, რომ ეს
ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. მაინც წამოგაგებთ ანკესზე, –
უცებ გონება უნათდება იაკობს – ისეთი მახე დაგიგოთ, თქვენი მო-
წონებული; ერთი სულ უბრალო სიტყვა დაგავიწყებს შეკითხვას,
რომლის დასმაც ჯერ ვერ გაგიბედავს, მხოლოდ თემაა მოსაფიქ-
რებელი. სადაცაა სადილად დაგვიძახებენ, მერე კი ისე გადავი-
კარგები, დიდხანს მოგიწევს ჩემი ძებნა.
„თმის ცვენის წინააღმდეგ რაიმე საშუალება ხომ არ იცი?“ ეკით-
ხება იაკობი.
„რად გინდა?“
„დილაობით, რომ ვივარცხნი, სავარცხელს თმა ბღუჯა-ბღუჯა
მოჰყვება. აღარ ვიცი, რა მოვუხერხო“.
„მაგას არაფერი ეშველება“, ამბობს კოვალსკი, და იაკობს ეს-
მის, რომ ეს თემა მას არ აინტერესებს.
„დავიჯერო, მართლა არ არის საშველი? შენ არ იყავი, ერთ
კლიენტს თმაში რაღაც კრემი რომ შეაზილე? მწვანე ფერის იყო,
თუ არ ვცდები“.
„სისულელეა“, ამბობს კოვალსკი. „მარტო იმას კი არა, ათას
სხვა ვინმესაც შევაზილე. წყალიც მშვენივრად შემეძლო შემეზი-
ლა. ხომ იცი, ზოგი როგორი ჭირვეულია? გინდა თუ არა, რაღაც
უნდა შეაზილო. ისე, მწვანე კი არა, ყვითელი იყო“.
„ესე იგი, არაფერი ეშველება?“
„ხომ გაიგე, რაც გითხარი“.
73
მკითხველთა ლიგა

შემდეგ ისევ უსიტყვოდ დაათრევენ ყუთებს. იაკობს უკვე იმედი


ეძლევა, რომ ეშლება, რომ კოვალსკი მისგან არაფერსაც არ
ელის, ყუთს იმიტომ წაავლო ხელი, რომ მასთან ყველაზე ახლოს
იდგა, წითელი ლაქები კი სავსებით შესაძლებელია, მართლაც და-
ძაბვისგან გასჩენოდა სახეზე, ან იქნებ სულაც ბაღლინჯოს ნაკბე-
ნებია. ადამიანი ასეა მოწყობილი: ყველაფრის უკან რაღაც ჩახ-
ლართულ მიზეზს ეძებს, ერთი შემთხვევის გამო კაცის წესიერება-
ში ეჭვი რატომ უნდა შეიტანო? კარგი თვისებები კოვალსკისაც
აქვს, ამის დასტურად ბევრი რამ შეიძლება გაიხსენოს. ისინი ხომ
თითქმის მეგობრობდნენ კიდეც. და იაკობიც უწინდელზე მეტი კე-
თილგანწყობით უყურებს კოვალსკის. მის მზერაში გამოუთქმელი
შენდობა იგრძნობა, გამოუთქმელი, რადგან, საბედნიეროდ, საყ-
ვედურებიც გამოუთქმელი დარჩა. ყოველი ახალი ყუთი, უსიტ-
ყვოდ რომ მიათრევენ ვაგონამდე, იაკობს სულ უფრო დიდი მან-
ძილით აშორებს ეჭვს, რომელიც, როგორც ირკვევა, სრულიად
უდანაშაულო ადამიანისკენ იყო მიმართული.
უცებ, შუადღეს რომ თითქმის აღარაფერი უკლია, კოვალსკი
მაინც სვამს თავის მუხანათურ შეკითხვას: სრულიად შეუმზადებ-
ლად და დამამცირებლად უწყინარი კილოთი ამბობს: „რაო?“
მეტი არაფერი. იაკობი შეკრთება, ხომ ვიცით, ამ სიტყვაში რაც
იგულისხმება. თვალის ერთი დახამხამება და, ბოღმა ისევ ყელში
ებჯინება. იაკობი მოტყუვდა, ლაქები იგივეა, ისევ ის ძველი ლაქე-
ბია. შემთხვევით როდი ტრიალებდა სულ მის სიახლოვეს. ნამდვი-
ლად მას ელოდა, მას ჩაუსაფრდა, ამ სამარცხვინო „რაოს“ სათ-
ქმელად მთელი დღე ემზადებოდა. ამ წუთამდე იმიტომ კი არ დუმ-
და, რომ ვიღაცას ანგარიშს უწევდა – კოვალსკიმ რა იცის, ანგა-
რიშის გაწევა რა არის. ჩუმად იყო, დაინახა, რომ იაკობი და მიშა
წაკინკლავდნენ, და ხელსაყრელ მომენტს ელოდა, ეგ ცივსის-
ხლიანი, ეგ ფლიდი ეგა. ასეთ ხალხს უმჯობესია, ახლოსაც არ
გაეკარო.
იაკობი შეკრთება, ამ გეტოში ყველაზე უარესი ის არის, რომ
ასეთ დროს ვერ მიტრიალდები და ვერ წახვალ. არ ღირს ყოველ
ხუთ წუთში ერთი და იმავე სცენის გამეორება.
74
მკითხველთა ლიგა

„რა არის ახალი?“ ახლა უკვე პირდაპირ ეკითხება კოვალსკი.


სულაც არ არის განწყობილი, თვალების პაჭუნით შემოიფარ-
გლოს: რაკი ჩემი „რაო“ არ გესმის, მიუკიბ-მოუკიბავად გეკითხები.
„არაფერი“, ამბობს იაკობი.
„ახლა არ დამიწყო მტკიცება, რომ მთელი დღის განმავლობა-
ში ომში არაფერი მომხდარა. მთელი დღისა და მთელი ღამის...“
ტვირთს ვაგონის კიდეზე დგამენ, ყუთების გროვასთან ბრუნ-
დებიან. იაკობი ღრმად ჩაისუნთქავს, კოვალსკი მას თავის
მოძრაობით ამხნევებს, იაკობი წონასწორობას კარგავს და ხმას
იმაზე მეტად უწევს, ვიდრე ასეთ ვითარებაში შეიძლება გაამარ-
თლო.
„დამანებე თავი, თუ ღმერთი გწამს! განა გუშინ არ გითხარი,
ბეზანიკიდან ოც კილომეტრში არიან-მეთქი? არ გეყო?“
რა თქმა უნდა, კოვალსკის არ ეყო. ბეზანიკაა თუ რაღაცა, თუ
რუსები იქიდან ოც კილომეტრში არიან, ის კი აქაა, აბა, როგორ
უნდა ეყოს?! მაგრამ ახლა ლოგიკური დასკვნების დრო არ არის,
ამ წუთში არა. შემკრთალი კოვალსკი თვალებს აქეთ-იქით აცე-
ცებს, რადგან იაკობმა სიფრთხილე დაივიწყა. მართლაც, გუშაგი
იქვე დგას, სულ ახლოს, მას გვერდით უნდა ჩაუარონ, და ისიც
მათკენ იხედება. ფორმა არ უხდება, მისთვის ჯერ მეტისმეტად
ახალგაზრდაა. რამდენიმეჯერ ყურადღებაც მიიქცია ლანძღვა--
გინებით, მაგრამ ცემას, როგორც ჩანს, ჯერჯერობით გემო ვერ
გაუგო.
„რა გაქვთ საკინკლაო, თქვე ნაძირალებო?“ ამბობს გუშაგი,
როცა იაკობი და კოვალსკი მისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
მთავარია, რომ წესიერად ვერაფერი გაიგო; მის ყურს მისწვდა
მხოლოდ ცალკეული ხმამაღალი სიტყვები, რომელთა ახსნაც
იაკობს არ გაუჭირდება.
„არ ვკინკლაობთ, ბატონო გუშაგო“, ხმამაღლა ამბობს კოვალ-
სკი, „ცოტა ყურს მაკლია, ეს არის და ეს“.
გუშაგი გულდასმით აკვირდება რაღაცას, რამდენიმეჯერ
ზევით-ქვევით აიწევს ფეხის წვერებზე, მერე შეტრიალდება და მი-

75
მკითხველთა ლიგა

დის. კოვალსკი და იაკობი ახალ ყუთს ეძგერებიან; ინციდენტს ერ-


თი სიტყვითაც არ ახსენებენ.
„მთელი დღე გავიდა, იაკობ, მთელი ოცდაოთხი საათი. რო-
გორ დავიჯერო, ერთი-ორი საცოდავი კილომეტრით მაინც არ
წაიწიეს წინ?“
„წაიწიეს, როგორ არა, სამი კილომეტრით, უკანასკნელი ცნო-
ბების თანახმად“.
„ისე ლაპარაკობ, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! ყოველი
მეტრი მნიშვნელოვანია, დამიჯერე, ყოველი ცალკეული მეტრი!“
„სამი კილომეტრი რა არის“, ამბობს იაკობი.
„შენც იტყვი ხოლმე! შენთვის შეიძლება არაფერია, ყოველდღე
ახალ-ახალ ამბებს იგებ. მაგრამ სამი კილომეტრი სამი კილომეტ-
რია!“
მორჩა, ყველაზე უარესი უკან მოიტოვა, დღეს კოვალსკი აღარ
შეაწუხებს, ფაინგოლდივით დამუნჯდა, შეიტყო, რაც აინტერესებ-
და.
იაკობი თავს უტყდება, რომ ეს არც ისე ძნელი ყოფილა, სულ
არ გასჭირვებია ტყუილის თქმა. მერე ამას დიდხანს და დაწ-
ვრილებით მიხსნიდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი
იყოო, მითხრა. პირველი ტყუილი, რომელსაც ტყუილი არც
ეთქმის, სულ პატარა, ერთი ნამცეცი, და კოვალსკი კმაყოფილია.
უთუოდ ღირს ამად: იმედი არ უნდა ჩაქრეს, თორემ ასეთ ყოფას
ვერ გაუძლებენ. მან ხომ დაბეჯითებით იცის, რომ რუსები წინ
მოიწევენ, თავისი ყურით გაიგონა. და, თუ მაღლა ცაში ღმერთი
არსებობს, მაშინ ჩვენამდეც უნდა მოაღწიონ, ხოლო, თუ არ არ-
სებობს, მაშინაც უნდა მოაღწიონ. ჩვენ კი აქ რაც შეიძლება მეტი
გადარჩენილი უნდა დავახვედროთ, ამისთვის ღირს ტყუილის
თქმა. თუ ყველა დავიხოცეთ, ის მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ცდა არ დაგვიკლია, და ამისთვისაც ხომ ღირს ტყუილის თქმა.
მთავარია, ფანტაზია ეყოს, ხალხი ხომ სულ ახალ-ახალ კითხვებს
დაუსვამს, დეტალებით დაინტერესდება. მარტო კილომეტრები
აღარავის დააკმაყოფილებს. აზრიანი პასუხები უნდა მოიგონოს.
იმედია, გონება არ უღალატებს, რაიმეს შეთხზვა ყველას ერ-
76
მკითხველთა ლიგა

თნაირად როდი გამოსდის. აქამდე ცხოვრებაში ერთადერთხელ


მოუწია რაღაცის მოგონება, ისიც მრავალი წლის წინ: კარტოფი-
ლის კვერის ახალი რეცეპტისა – რბილი ყველით, ხახვითა და ძი-
რათი. ერთმანეთს როგორ შეადარებ.
„და მერე ისიც მნიშვნელოვანია, საერთოდ რომ მოიწევენ წინ“,
ამბობს შეფიქრიანებული კოვალსკი. „ხომ გესმის, ჯობია, ნელა
იმოძრაო წინ, ვიდრე ჩქარა – უკან...“


დროა, ლინაც გავიცნოთ. დაგვიანებულიც კია! ჩემი მხრიდან,
შეიძლება ითქვას, უპასუხისმგებლო საქციელია, ასე გვიან რომ
გაცნობთ ლინას, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს,
სწორედ ის ანიჭებს ყოველივეს დასრულებულ სახეს, რამდენადაც
ამაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. იაკობი ყოველდღე დადის მას-
თან, ჩვენ კი მხოლოდ ახლა მოვედით.
ლინა რვა წლისაა, როგორც წესი და რიგია, გრძელი შავი თმა
და თაფლისფერი თვალები აქვს. არაჩვეულებრივად ლამაზი ბავ-
შვიაო, ამბობს თითქმის ყველა, ვისაც მასთან შეხვედრის საშუალე-
ბა ეძლევა. ზოგჯერ ისე შემოგხედავს, გინდა, უკანასკნელი ლუკმა
გაუნაწილო, მაგრამ ლუკმას მხოლოდ იაკობი უნაწილებს, ხში-
რად, რასაც იშოვის, ყველაფერს მას უთმობს, იმიტომ რომ თავისი
შვილი იაკობს არასოდეს ჰყოლია.
უკვე ორი წელია, ლინას მშობლები აღარ ჰყავს. ისინი აქაურო-
ბას მოშორდნენ, სატვირთო მატარებელში ჩასხდნენ და მარტო
დატოვეს თავიანთი ერთადერთი შვილი. თითქმის ორი წელი
მიილია მას შემდეგ. ლინას მამა ქუჩაში გავიდა. კაციშვილმა არ
უთხრა, შეგეშალა, სხვა პიჯაკი ჩაგიცვამსო – უვარსკვლავო პიჯაკი
ეცვა. შემოდგომის პირი იყო, მიდიოდა თავისთვის ქუჩაში და ფიქ-
რადაც არ გაუვლია, თუ შეიძლებოდა რაიმე ხიფათს გადაჰყროდა.
სამუშაოდ მისულს თანამშრომლები ნამდვილად ეტყოდნენ პიჯა-
კის ამბავს, მაგრამ იქ მისვლა ვინ აცადა. შუა გზაზე ბადრაგა შე-

77
მკითხველთა ლიგა

მოხვდა, ერთი მახვილი მზერა საკმარისი გამოდგა. ეგაა, რომ ნუ-


რიელი ამ მზერის აზრს ვერ ჩასწვდა.
„ცოლი გყავს?“ ჰკითხა ერთ-ერთმა.
„დიახ“, უპასუხა ნურიელმა და ვერც მიხვდა, რას მოასწავებდა
ეს უცნაური შეკითხვა.
„სად მუშაობს?“
აქა და აქაო, უპასუხა. მოჰკიდეს ხელი ნურიელს და მის ცოლს
ფაბრიკაში მიადგნენ. როგორც კი ქალმა ორ უცხო კაცთან ერთად
მისული ქმარი დაინახა, თვალში ეცა შიშველი ადგილები მის
მკერდსა და ზურგზე. თავზარდაცემული შეჰყურებდა ნურიელს, მან
კი გაკვირვებულმა უთხრა, ვერც მე გამიგია, რა ხდებაო.
„ვარსკვლავები“, ჩასჩურჩულა ქალმა.
ნურიელმა მკერდზე დაიხედა და ახლაღა მიხვდა, რომ აღ-
სასრულის წინაშე იდგა, ან ეს აღსასრული ძალიან ახლოს იყო.
აღსასრულისთვის, გეტოს შინაგანაწესის თანახმად, გაცილებით
ნაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზიც კმაროდა. ნურიელსა და მის
ცოლს შინ წასვლა უბრძანეს და თვითონაც გაჰყვნენ, გზად
უთხრეს, ამა და ამ ნივთების თან წაღება ნებადართულიაო. ლინა
სახლთან მოთამაშე არ დახვედრიათ. არც სადარბაზოში შეჰ-
გებებიათ. დედა ხომ სულ იმას ჩასჩიჩინებდა, ეცადე, შინიდან რაც
შეიძლება ნაკლებად გახვიდეო. მაგრამ აბა, ვინ იცის, რით
ერთობიან ბავშვები მთელი დღე, ვიდრე მშობლები სამსახურში
არიან. ღმერთო, ღმერთო, იქნებ ამ ერთხელ მაინც გამოიჩინა
ურჩობა. არც ოთახში აღმოჩნდა, გაკვირვებულმა ვერ ჰკითხა
დედ-მამას, სამსახურიდან ასე ადრე რატომ დაბრუნდითო; აი,
მაშინ კი შეიტყობდნენ ეს ბატონები, რომ ნურიელს, ცოლის
გარდა, კიდევ ჰყოლია ოჯახის წევრი. ცოლ-ქმარმა ბარგი
ჩაალაგა, ის ორნი იქვე იდგნენ და თვალი იმაზე ეჭირათ, რომ
ყველაფერი დადგენილი წესის მიხედვით წარმართულიყო. ნუ-
რიელი მთვარეულივით იქცეოდა, სანამ ცოლმა არ უბიძგა და არ
უთხრა, დაუჩქარეო. ნურიელი გონს მოეგო, მიხვდა, რატომ აჩქა-
რებდა ცოლი – ლინა ყოველ წუთს შეიძლებოდა დაბრუნებული-
ყო.
78
მკითხველთა ლიგა

ქვემოთ რომ ჩადიოდნენ, სადარბაზოს ფანჯრიდან თვალი


მოჰკრა ეზოში მოთამაშე ლინას (ყოველივე ამის მოწმე არავინაა,
მაგრამ ყველაფერი, ალბათ, სწორედ ასე იყო, და არა სხვაგვა-
რად). ორ ეზოს შორის ვიწრო კედელზე ამძვრალიყო და წონას-
წორობის შენარჩუნებას ცდილობდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ
აუკრძალა ეს, მაგრამ ბავშვებს განა რამეს შეასმენ?! კიბეზე შე-
მოხვდათ მეზობლის ქალი, რომელსაც იმ კვირაში ღამის ცვლაში
უწევდა მუშაობა. მან გაიგონა, როგორ უთხრა ნურიელს ცოლმა,
გეყოს ფანჯარაში ცქერა, კიბეს უყურე, თორემ წაიქცევიო. კაცი
ასეც მოიქცა, არც წაქცეულა, მშვიდობიანად გავიდნენ გარეთ და
მას შემდეგ ლინას აღარ ჰყავს მშობლები.
მალე ნურიელების ოთახში ახალჩამოყვანილი ოჯახი შეასახ-
ლეს, იმხანად სულ ჩამოჰყავდათ ახალ-ახალი ხალხი. ლინა
პრობლემად იქცა: დიდი ხნით მას ვერავინ ჩაისახლებდა, არა
მარტო იმიტომ, რომ თავადაც ვიწროდ იყვნენ ან სიკეთის გამო-
ჩენა არ სურდათ – რას უპასუხებდნენ, მოულოდნელად რომ
შეემოწმებინათ და ეკითხათ, ბავშვი აქ საიდან გაჩნდაო? რამდე-
ნიმე კვირას ყველა ელოდა, რომ ლინას კვალს მიაგნებდნენ –
რომელიმე უწყების რომელიმე თანამშრომელს რომელიღაც სა-
ბუთის კითხვისას თვალში ეცემოდა, რომ სამი ნურიელის ნაც-
ვლად ეშელონს მხოლოდ ორი გაჰყვა, მაგრამ მსგავსი არაფერი
მომხდარა. ბოლოს მეზობლის ქალებმა პატარა სხვენი დაასუფ-
თავეს, საწოლი და კომოდი ლინას ნივთებით ზემოთ აიტანეს. და
ახლა ლინა სულ ბოლო სართულზე ცხოვრობს. ეგაა, რომ ღუმე-
ლი ვერ იშოვეს. როცა ღამით ძალიან ცივა და ორი საბანიც ვე-
რაფერს გშველის, იაკობი, რომელსაც შვილი არასოდეს ჰყოლია,
სითამამეს იკრებს და ლინას თავისთან იწვენს. თავისთავად მოხდა
ისე, რომ ბავშვი ყველაზე მეტად მას ეკუთვნის. ლინას მთელი ორი
წელი ჰქონდა იაკობის მოსათვინიერებლად. და მოათვინიერა კი-
დეც.
ამ ღამეზე ვერ იტყვი, ყველაზე ცივიაო. ცივიც კი არ ეთქმის.
ამიტომ ლინას მარტოს მოუწევს ძილი, ჰერშელ შტამი მთელი
დღე ოფლში იწურებოდა. იაკობი ლინასთან ადის, ყოველ საღა-
79
მკითხველთა ლიგა

მოს ადის მასთან. ბავშვი თვალდახუჭული წევს. იაკობმა მშვენივ-


რად იცის, რომ ლინას არ სძინავს, და ლინამ მშვენივრად იცის,
რომ იაკობმა ეს იცის, ყოველ საღამოს ახალ-ახალ გასართობს
იგონებენ. იაკობი ჯიბიდან იღებს პატარა ქისაკს. ქისაკში სტაფი-
ლოა, მას საწოლის გვერდით, კომოდზე დებს, მერე დღევანდელი
გასართობის დროც დგება. ქისაკს ბერავს და ხელით ხეთქავს, მაგ-
რამ ლინას უფრო ადრე ეცინება, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა თვა-
ლები დახუჭული აქვს. ისედაც იცის, რომ წამიც და, აუცილებლად
მოხდება რაღაც. ხდება კიდეც: ქისაკი ხმაურით სკდება, ლინა სა-
წოლში წამოჯდება, იაკობს კოცნის, მან ხომ ეს კოცნა დაიმსახურა,
და აცხადებს, რომ ახლა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ხვალ
უკვე ადგომას აპირებს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს ყი-
ვანახველა, თუმცა ეს მარტო იაკობის გადასაწყვეტი არ არის. ხე-
ლისგულს შუბლზე ადებს.
„კიდევ მაქვს სიცხე?“ ეკითხება ლინა.
„მაღალი სიცხე ნამდვილად აღარ გაქვს, თუ ჩემი თერმომეტრი
ჯერ არ გაფუჭებულა“.
ლინა სტაფილოს იღებს, იაკობს ეკითხება, სიცხე რა არისო,
და ჭამას შეუდგება.
„სხვა დროს აგიხსნი“, ამბობს იაკობი. „პროფესორი იყო
დღეს?“
არა, დღეს ჯერ არ მოსულა, მაგრამ გუშინ თქვა, საქმე უკეთე-
სობისკენ მიდისო. იაკობმა კი უნდა შეწყვიტოს ყველაფრის სხვა
დროისთვის გადადება, ასახსნელი უკვე ბლომად დაუგროვდა:
აირწინაღი, ეპიდემია, საჰაერო ბუშტი, სამხედრო ტრიბუნალი, ახ-
ლა კი ეს სიცხეც დაემატა.
იაკობი სიტყვას არ აწყვეტინებს, გოგონა აშკარად მომჯობინე-
ბული ეჩვენება, შეიძლება გულიც კი სწყდება იმ სამ სიგარეტზე,
სტაფილოში რომ გაცვალა. შემდეგისთვის სტაფილო უფრო
იაფად უნდა იშოვოს. ცოტაც და, იაკობიც ჩათრეულია საუბარში –
ლინა ხომ საუბრის გაბმის დიდოსტატია, თანდაყოლილი ნიჭი
აქვს.
„სამსახურში როგორ არის საქმე?“ ეკითხება გოგონა.
80
მკითხველთა ლიგა

„შესანიშნავად“, ამბობს იაკობი, „დიდი მადლობა“.


„დღეს თქვენთანაც ცხელოდა? აქ სიცხემ შეგვაწუხა“.
„ისე რა“.
„და რას აკეთებდით? დღესაც იმგზავრე ლოკომოტივით?“
„ეგ საიდანღა მოიტანე?“
„ახლახან არ იყო, რუდპოლში რომ ჩახვედი და მერე ისევ ლო-
კომოტივით დაბრუნდი? აღარ გახსოვს?“
„მახსოვს, როგორ არა! მაგრამ დღეს არ მიმგზავრია, უკვე მე-
რამდენე დღეა, ლოკომოტივი გაფუჭებულია“.
„რა მოუვიდა?“
„ბორბალი მოსძვრა, სათადარიგო კი არა გვაქვს“.
„ეე, რა ცუდია. და მიშა როგორ არის? რამდენი ხანია, ჩვენთან
აღარ მოსულა“.
„ძალიან დაკავებულია. კარგია, რომ გამახსენე, შენთან მოკით-
ხვა დამაბარა“.
„გმადლობ“, ამბობს ლინა. „ჩემგანაც მოიკითხე“.
„გადავცემ“.
ასეთი საუბარი საათობით შეიძლება გაგრძელდეს, ამასობაში
ერთს კი არა, ოც სტაფილოს შეჭამს კაცი, მნიშვნელობა არა აქვს,
რაზე მუსაიფობენ, ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ, ვიდრე კარი
არ იღება და კირშბაუმი არ შემოდის.
თავიდანვე სხვანაირად რომ არ მქონოდა ჩაფიქრებული,
ალბათ, კირშბაუმის ამბავს მოვყვებოდი. შესაძლოა, როდისმე
მოვყვე კიდეც, ცდუნება დიდია, თუმცა ერთმანეთს სულ ორჯერ თუ
სამჯერ შევხვედრივართ. ისიც მცირე ხნით, ჩემი სახელიც კი არ
იცოდა. კაცმა რომ თქვას, მას მეც მხოლოდ იაკობის ძუნწი მონა-
ყოლით ვიცნობ, იაკობმა ის ლამის სასხვათაშორისოდ ახსენა,
ჩემში კი აშკარად ცნობისწადილი აღძრა. ჩვენს ამბავში მისი
როლი არც ისე დიდია, – მთავარია, რომ ლინა მოარჩინა. წლების
წინ კირშბაუმი ცნობილი კაცი იყო, ოღონდ ისეთი კი არა, როზას
მამა რომ არის, სახელი მართლაც საქვეყნოდ ჰქონდა დაგ-
დებული, თავისი ბეჭდებით, ხელმოწერებითა და სიგელებით.
კრაკოვის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო, გულის აღიარე-
81
მკითხველთა ლიგა

ბული სპეციალისტი. მოხსენებების წასაკითხად იწვევდნენ სხვა-


დასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში – უნაკლოდ იცოდა ფრანგული,
ესპანური და გერმანული, თურმე ალბერტ შვაიცერთანაც8 კი
ჰქონია მეგობრული მიმოწერა. ვინც მასთან მკურნალობას
მოისურვებდა, ამისთვის გვარიანად უნდა გარჯილიყო. პატივსა-
ცემი კაცის რეპუტაცია დღემდე არ დაუკარგავს, თუმცა ამით
ბოროტად არასოდეს უსარგებლია. საუკეთესო ინგლისური ნაჭ-
რისგან შეკერილ კოსტიუმებს დრომ იდაყვებზე და მუხლისთავებ-
თან, მართალია, თავისი კვალი დაატყო, მაგრამ ტანზე უწინ-
დელივით უზადოდ აზის, უკლებლივ ყველა მუქი ფერისაა, რაც
მეტად ეფექტურ კონტრასტს ქმნის მის თოვლივით თეთრ თმას-
თან.
კირშბაუმს არასოდეს შეუწუხებია თავი იმაზე ფიქრით, რომ
ებრაელია. მამამისიც ქირურგი იყო, ეს ებრაული წარმოშობა კი
რა არის, წესიერად ხომ არც არავინ იცის, ებრაელობას გაიძუ-
ლებენ, შენ კი წარმოდგენაც არა გაქვს, ეს რას ნიშნავს. ახლა ის
სულ ებრაელებითაა გარემოცული. ცხოვრებაში პირველად,
ირგვლივ მხოლოდ ებრაელებს ხედავს. რამდენი იმტვრია თავი,
ცდილობდა დაედგინა, რით ჰგავს ეს ხალხი ერთმანეთს, მაგრამ
ვერაფერს გახდა, ერთმანეთთან მათ თითქმის არაფერი აქვთ
საერთო, ხოლო თვითონ მას დანარჩენებთან ხომ – სულ
არაფერი.
უმრავლესობის თვალში კირშბაუმი, ცოტა არ იყოს, უცნაური
კაცია, ისეთი, ადვილად რომ ვერ გაუთამამდები. თავად მას ეს მე-
ტისმეტი მორიდება სულაც არ ეპიტნავება, ამგვარ პატივისცემას
გულთბილი, გულითადი ურთიერთობა ურჩევნია. ცდილობს კი-
დეც, ამას მიაღწიოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. მისგან ყველა
რაღაც განსაკუთრებულს ელის, არადა, სრულიად მოკლებულია
იუმორის გრძნობას, რომელიც ასეთ ვითარებაში მეტად სასარ-
გებლო იქნებოდა.

8
ალბერტ შვაიცერი (1875-1965) – ცნობილი გერმანელი თეოლოგი, მუსიკოსი,
ექიმი და ფილოსოფოსი, ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი.
82
მკითხველთა ლიგა

კირშბაუმი სხვენზე ადის. ლინასთვის წვნიანით სავსე ქვაბი მი-


აქვს, ნაბიჯი ენერგიული აქვს, ჩოგბურთის კლუბმა ახალგაზრდო-
ბა შეუნარჩუნა.
„ყველას მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა!“ ამბობს ის.
„საღამო მშვიდობისა, ბატონო პროფესორო“.
იაკობი საწოლიდან დგება, ადგილს უთმობს კირშბაუმს, რომე-
ლიც ლინას მოსასმენად ემზადება, გოგო უკვე პერანგსაც იხდის,
წვნიანი ჯერ მაინც ცხელია. ვიდრე ჭამას შეუდგებოდეს, ჯერ ექიმმა
უნდა გასინჯოს. იაკობი გამოღებულ ფანჯარასთან მიდის. ფანჯარა
კი არა, პატარა სარკმელია ზედ იატაკთან, მაგრამ, გარეთ რომ
გაიხედავ, ნახევარ ქალაქს დაინახავ. შეიძლება მზის ჩასვლასაც
შეესწრო, თვალი შეავლო რუხსა და ოქროსფერ სახლებს, შეიგ-
რძნო ქალაქის უშფოთველობა. რუსები ყველა ქუჩაზე ჩაივლიან,
ერთსაც არ გამოტოვებენ, კარებზე მიკრული აღარ იქნება წყეული
ვარსკვლავები, იქნება მხოლოდ მათი გახუნებული კვალი, რო-
გორსაც კედლიდან ჩამოხსნილი და ნაგავში გადაყრილი მახინჯი
სურათები ტოვებენ. როგორც იქნა, იაკობსაც ეღირსა, სხვებისა არ
იყოს, ვარდისფერ ფიქრებს მიეცეს, თითქოს კოვალსკის მისთვის
სასწაული ეუწყებინოს, წარმოიდგინოს, რომ მომავალი სადღაც
იქ, შორსაა დამალული. ამაღელვებელი თავგადასავლები აღარ
სჭირდება, ვნების მორევში თავით გადაშვება ყმაწვილკაცების საქ-
მეა. მას კაფე ხელახლა ექნება შესაღები, იქნებ ერთი-ორი ახალი
მაგიდაც დაუმატოს, შეიძლება მაგარი სასმელებით ვაჭრობის ლი-
ცენზიაც მიიღოს, რომლის მოპოვებაზე ადრე ფიქრიც კი ზედმეტი
იყო, ვნახოთ. საკუჭნაოში ლინასთვის ოთახის მოწყობასაც შეძ-
ლებს, ოღონდ ვინმე გადამთიელი ნათესავები არ მოცვივდნენ და
გოგონას წაყვანა არ მოისურვონ, მშობლების მეტს არავის
გაატანს, ეგაა, რომ არავინ იცის, მისი მშობლები ცოცხლები არიან
თუ არა. გაისად ლინა სკოლაშიც წავა. სასაცილო კია: ცხრა წლის
პატარა ქალბატონი – პირველ კლასში. პირველი კლასი სავსე იქ-
ნება გადამწიფებული ბავშვებით, იქნებ რამე მოიფიქრონ კიდეც,
ბავშვებმა ამდენი დრო რომ არ დაკარგონ. ურიგო არ იქნება, კაც-
მა გოგოს მანამდეც ასწავლოს რამე, თუნდაც კითხვა და ცო-
83
მკითხველთა ლიგა

ტაოდენი არითმეტიკა, აქამდე როგორ არ მოაფიქრდა?! ჯერ გა-


მოჯანმრთელდეს და მერე ამასაც მიხედავს.
„ახლა შემიძლია, აღარც დაგიმალოთ“, ამბობს კირშბაუმი.
„ჩვენი პატარა ქალბატონის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო,
მაგრამ დამჯერ პატარა ქალბატონებს, როგორც წესი, ეშველებათ
ხოლმე. გაუმართავი რაც იყო, თითქმის სულ შევაკეთეთ. აბა, ახ-
ლა ღრმად შეისუნთქე და ჰაერი დაიგუბე!“
ქვემოთ, კარადაში, ერთი ძველი წიგნი დევს, მოგზაურის ჩა-
ნაწერები აფრიკაზე თუ ამერიკაზე, კითხვის სწავლებისთვის
მშვენივრად შეიძლება გამოიყენოს, ტექსტს რამდენიმე სურათიც
ერთვის. როგორღაც უნდა მოახერხოს, რომ გოგოს სწავლის ხა-
ლისი გაუჩინოს, თორემ, თუ რამე ჭკუაში არ დაუჯდა, გინდა ყირა
გაჭიმე, ვერაფერს გახდები. როგორც კი შესაძლებლობა მომეცე-
მა, ლინას ვიშვილებ, მანამდე, ცხადია, მშობლების ამბავს და-
ვადგენ, ისე, რომ მან არაფერი შეიტყოს. ამბობენ, შვილად აყვანა
იოლი საქმე არ არისო, ათასი ქაღალდის შევსება გიწევს, ერთი
უწყებიდან მეორეში სირბილი. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ასაკში
შვილი შემეძინებოდა. ამაში გერმანელებსაც მიუძღვით წვლილი,
და რუსებსაც. ვისი წვლილი უფრო დიდია? ავიღებ და ვეტყვი,
რომ დამთავრდა გაუთავებლად ზღაპრების მოყოლა, გვეყოს,
რაც უფლისწულებსა და კუდიანებზე, ჯადოქრებსა და ყაჩაღებზე
ვილაპარაკეთ, სინამდვილე სულ სხვაგვარია, შენ უკვე დიდი
გოგო ხარ, აი, ეს არის „ანი“. დარწმუნებული ვარ, მკითხავს, „ანი“
რა არისო, იმითაც ნამდვილად დაინტერესდება, რისთვის არის
საჭიროო, ტვინი საოცრად პრაქტიკულად აქვს მოწყობილი, მის
ასაკში ცხოვრება თითქმის მხოლოდ კითხვებისგან შედგება. რო-
გორც ჩანს, კარგი დღე არ დამადგება. ის ხომ, როგორც ბავშვი,
უკვე რვა წლისაა, მე კი, როგორც მამას, ჯერ ორიც არ შემსრუ-
ლებია.
კირშბაუმი ბავშვს მკერდზე ადებს სტეტოსკოპს და დაძაბული
უსმენს. უცებ, თითქოს რაღაცამ გააკვირვაო, თვალებგაფარ-
თოებული შეხედავს ლინას და ამბობს: „ერთი ამას დამიხედეთ! ეს
რაღაა?! შიგნიდან რაღაც სტვენა მესმის!“
84
მკითხველთა ლიგა

ლინა, აშკარად გახალისებული, იაკობს გახედავს, ის კი სტვე-


ნას განაგრძობს. თვითონაც ვერ შეამჩნია, ისე წაუსტვინა რაღაც
მელოდია, ახლა კი განაგრძობს, რათა კირშბაუმს ეს ვითომ ხუმ-
რობა არ ჩაუშალოს. ლინას კი ეცინება სულელ პროფესორზე,
რომელიც იმასაც ვერ მიმხვდარა, რომ სტვენა მისი მკერდიდან კი
არ ისმის, არამედ ბიძია იაკობის ტუჩებიდან.


ვინა თქვა, დიადი მოვლენების მოახლოებას კაცი წინასწარვე
გრძნობსო? არსად არაფერი არ იგრძნობა. რამდენიმე უღიმღამო
დღეც მიილევა – უღიმღამო, თუ მემატიანის პოზიციიდან შევა-
ფასებთ. არავითარი ახალი განკარგულება, არავითარი გარე მოვ-
ლენა, არაფერი ხელშესახები, არაფერი ისეთი, რაც რაიმე
ცვლილებაზე მიანიშნებდა კაცს. ზოგიერთი ამტკიცებს, გერმა-
ნელები უფრო თავშეკავებულად იქცევიანო, სხვები, რაკი საერ-
თოდ არაფერი არ ხდება, ამბობენ, ეს არის სიწყნარე ქარიშხლის
წინო. მე კი ვაცხადებ, რომ ტყუის, ვინც ქარიშხლისწინა სიწყნა-
რეზე ლაპარაკობს, ვინც ამბობს, არაფერიც არ ხდებაო. შე-
საძლოა, მთელი სიმძლავრით არა, მაგრამ ქარიშხალი უკვე ამო-
ვარდნილია, ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ოთახებში, ხალხს ეში-
ნია და ათასნაირ ვარაუდს გამოთქვამს, რაღაცის იმედი აქვს და
ლოცულობს, მოკლედ, დიდ წინასწარმეტყველთა დროა. თუ ორი
კაცი კამათობს, თემა უთუოდ მომავლის გეგმებია: შენსას ჩემი
სჯობიაო, ისე კი კამათში უკლებლივ ყველა ჩაბმულია, უკვე ყვე-
ლამ შეიტყო დაუჯერებელი ამბავი. თუ ვინმეს ჯერ არ შეუტყვია,
უთუოდ ყველაფერს მოწყვეტილი განდეგილი იქნება. ახალი ამ-
ბის წყარო ყველასთვის როდია ცნობილი, საამისოდ გეტო მეტის-
მეტად დიდია, მაგრამ „რუსები“ ყველას თავში უტრიალებს. ძველი
ვალები უცებ ისევ იძენს მნიშვნელობას, ამ ვალებს მორიდებით
ახსენებენ ერთმანეთს, ქალიშვილები უცებ საპატარძლოებად იქ-
ცნენ, ახალი წლის წინა კვირას ქორწილის გადახდაც იგეგმება,

85
მკითხველთა ლიგა

სულ გადაირია ხალხი, თვითმკვლელობის შემთხვევათა რიცხვი


ნულამდე დაეცა.
ვისაც ახლა მოკლავენ, როცა საცაა ყველაფერი უნდა დას-
რულდეს, უცებ, ერთი დაკვრით დაკარგავს მომავალს. ღმერთმა
ყველა დაგიფაროთ იმისგან, რომ გერმანელებს საბაბი მისცეთ
მაიდანეკში ან ოსვენციმში გასასტუმრებლად, თუ საამისოდ საბა-
ბია საჭირო. ფრთხილად, ებრაელებო, ძალიან ფრთხილად, ნა-
ბიჯსაც ნუ გადადგამთ დაუფიქრებლად.
კარგა ხანია, ყველა სახლში ორი პარტია ჩამოყალიბდა –
იაკობს მხოლოდ მეგობრები როდი ჰყავს; ორი პარტია უწესდე-
ბოდ, თუმცა საფუძვლიანი არგუმენტებითა და პლატფორმებით,
და კიდევ – თანამოსაუბრის დარწმუნების ხელოვნებით. ერთნი
მოუთმენლად ელიან ახალი ამბებს, აინტერესებთ, რა მოხდა წუ-
ხელ, როგორია მხარეთა დანაკარგები, არ არსებობს ცნობა, თუნ-
დაც სრულიად უმნიშვნელო, რომლისგანაც შესაბამისი დასკვნე-
ბის გამოტანა არ შეიძლებოდეს. სხვებს კი – ეს ფრანკფურტერის
პარტიაა – ყელში ამოუვიდათ ახალი ამბები, მათთვის ეს რადიო
მუდმივი ხიფათის წყაროა. იაკობს სულ იოლად შეუძლია, დაამ-
შვიდოს ისინი, ყურში ჩამესმის მათი შეშფოთებული ლაპარაკი
სადგურზე, ქუჩაში თუ სახლში. ამ თქვენი ჭკუასუსტობის გამო
თქვენც და ჩვენც უბედურებას გადავეყრებითო, გვაფრთხილებენ
ისინი, გერმანელები არც დაყრუებულან და არც დაბრმავებულან.
გეტოს შინაგანაწესი ვინმეს ზრდილი ქცევის ინსტრუქცია ხომ არ
ჰგონია? იქ შავით თეთრზე წერია, რას ნიშნავს რადიოს მოსმენა.
ისიც წერია, რა ელის მას, ვინც იცის, რომ რადიოს ვიღაც უსმენს
და ამის შესახებ შესაბამის უწყებას არ მოახსენებს. მაშ, დაწყნარ-
დით და ელოდეთ გაყუჩებულები თქვენს ბედს, თუ რუსები უნდა
მოვიდნენ, მოვლენ კიდეც, ამ უსასრულო ლაყაფით მათს მოს-
ვლას ვერ დააჩქარებთ. და, რაც მთავარია, შეწყვიტეთ ლაპარაკი
ამ თარს რადიოზე, რასაც შეიძლება კიდევ ათასი სიკვდილი მოჰ-
ყვეს; ყველას კი ის აჯობებდა, რადიო დღესვე გაგენადგურებინა-
თო.

86
მკითხველთა ლიგა

ასეთია ვითარება. ანუ იაკობს მხოლოდ მეგობრები როდი


ჰყავს, მაგრამ თვითონ ამას ვერ ამჩნევს, ვერც სხვისგან შეიტყობს.
ცნობისწადილით შეპყრობილნი, ანუ კოვალსკები და მისნაირები,
მას თავს რომ დასტრიალებენ, არაფერს გაუმხელენ, იმის შიშით,
ვაითუ ყველაფერი გადაიფიქროს და უცებ ხმა გაიკმინდოსო; უმ-
ჯობესია, ისევ ჩვენ დავაჭიროთ ენას კბილიო. ხოლო სიფრთხი-
ლის ბანაკის წევრებისგან ხმის ამოღება ან იაკობთან მრჩეველთა
დელეგაციის გაგზავნა კიდევ უფრო ნაკლებად მოსალოდნელია –
ეს მეტისმეტად სარისკო იქნებოდა. იაკობს ისინი ახლოსაც არ ეკა-
რებიან, რათა მერე, საქმე საქმეზე თუ მიდგა, დაკითხვაზე არავის
ათქმევინონ, ესა და ეს კაცი იაკობის გვერდით დავინახეო.
კულულებიანი ჰერშელ შტამი, მაგალითად, მეორე ბანაკის წევ-
რია, ერთი იმათგანია, ვისაც აღარც არაფრის გაგონება სურს,
აღარც არაფრის დანახვა, შიშობს, თანამზრახველობა არ დასწა-
მონ. როცა სადგურზე იაკობისგან ცინცხალი ინფორმაციის მიღე-
ბის შემდეგ ერთმანეთს რუსების კიდევ ერთ წარმატებაზე ვეჩურ-
ჩულებით, ჰერშელი რამდენიმე ნაბიჯით გვშორდება, თუმცა, ასე
მგონია, არც იმდენად, რომ ჩვენი საუბარი ვერ გაიგონოს. მთავა-
რია, საუბარში არავინ ჩააბას, ეს არის, რაც ყველაზე მეტად აში-
ნებს. ასეთ დროს ჰერშელის თვალები გულგრილად დაჰყურებენ
ლიანდაგს, ზოგჯერ ალმაცერ მზერასაც ესვრის რომელიმე ჩვენ-
განს, თუმცა გამორიცხული არ არის, იმ ოფლმდენი ბეწვის ქუდში
ყურები კურდღელივით ჰქონდეს დაცქვეტილი.
ელექტროქსელის გაუმართაობას, რაც იაკობის რადიოს აგერ
უკვე რამდენი დღეა, სიცოცხლისთვის საშიშ დამტვერილ ყუთად
აქცევს, ჰერშელი თავის დამსახურებად მიიჩნევს. ამას, მართალია,
საზოგადოებაში არ აცხადებს, საერთოდ ჰერშელს არ უყვარს
მკერდში მჯიღის ცემა, მაგრამ ეს ამბავი რომანისგან ვიცით, მისი
ტყუპისცალისგან, რომელიც ყოველ საღამოსა და ყოველ დილას
მასთან ერთადაა, ერთ ოთახში, ღამით კი საწოლიც ერთი აქვთ.
რომანს ნამდვილად დაეჯერება. როცა ჰერშელს ვეკითხებით, ეს
სასწაული რამ ჩაადენინა – ხუმრობა ხომ არ არის დენის მიწოდე-
ბის შეფერხება ერთბაშად რამდენიმე ქუჩისთვის, თანაც რამდენი-
87
მკითხველთა ლიგა

მე დღით, – სახეზე, ხიფათგადარჩენილს, ღიმილი გადაურბენს,


მაგრამ თქმით მაინც არაფერს ამბობს. მაშინ ყველა მის ძმას მი-
ვუბრუნდებით: „როგორ იყო, რომან? მაინც, როგორ მოახერხა?“
დაძინების წინ, როგორც რომანი ამბობს, ჰერშელი რამდენიმე
ხანს ლოცვაში ატარებს. მოიკალათებს თავისთვის კუთხეში და ჩუ-
მად ლოცულობს. მხოლოდ ახლა კი არა, რაც რადიო გაჩნდა,
დიდი ხანია, ეს ჩვევად ექცა. რომანი ამ დროს საწოლში წევს და
მოთმინებით ელოდება იმ წუთს, როცა ერთად გადაიფარებენ სა-
ზიარო საბანს, უკვე კარგა ხანია, აღარ სთხოვს ჰერშელს, ცოტა
დაუჩქარე, გეღირსოს დაწოლაო; მას განუმარტეს, რომ, სადაც
ლოცვაა, იქ სიჩქარეზე ლაპარაკი ზედმეტია. რომანი არ უსმენს
მის მონოტონურ, სიმღერისმაგვარ ბურტყუნს, არც ექნებოდა აზრი
მოსმენას, რადგან ებრაული ერთი სიტყვაც არ იცის, მაგრამ ბო-
ლო ხანს მის ყურს დროდადრო მაინც სწვდება ნაცნობი ბგერები.
იმ დროიდან მოყოლებული, რაც ჰერშელს უფლის მიმართ კონ-
კრეტული სათხოვარი გაუჩნდა და ღვთისმოსავი კაცის ვედრებას
ყველას შეწყალებასა და საქმის უკეთესობისკენ შემობრუნებაზე
ბევრი ახალი თხოვნაც დაემატა, სულ უფრო ხშირად იყენებს ყვე-
ლასთვის გასაგებ ენას. ახლა რომანს ნაწყვეტ-ნაწყვეტ მაინც შე-
უძლია გაიგოს, რა აღელვებს და ტანჯავს მის ძმას. უჩვეულო და
განსაკუთრებული არაფერია. თვითონაც რომ ლოცულობდეს,
ბევრს ვერაფერს დაუმატებდა. ყოველ საღამოს ღმერთი იძულე-
ბულია ისმინოს ჰერშელის ნაამბობი შიმშილზე, გადასახლების
შიშზე, გუშაგებისგან ნაწვნევ ცემა-ტყეპაზე; ხომ შეუძლებელია, ეს
ყველაფერი უფლის თანხმობით ხდებოდეს, და ამიტომაც ევედრე-
ბიან მას, შეძლებისდაგვარად ყურადღება მიაქციოს აქაურ ამბებს,
თანაც მალე, რადგან დრო არ ითმენს, და კიდევ ამას ეხვეწება
მოკრძალებით: რაიმე ნიშნით აცნობოს, რომ თხოვნა მიღებულია.
ნიშანი დიდხანს არ ჩანდა, ჰერშელმა კი მაინც ღირსეულად ჩააბა-
რა სიმტკიცის გამოცდა: ლოცვისას ყოველ მომდევნო დღეს გა-
ფაციცებით, მაგრამ ამაოდ ცდილობდა, ეპოვა უფლის სასიკეთო
ჩარევის თუნდაც ნიშანწყალი. იმდენ ხანს ელოდა, სანამ ეს სანუკ-
ვარი ნიშანი მართლა არ მიიღო – მოულოდნელად, როგორც ყო-
88
მკითხველთა ლიგა

ველივე ღვთაებრივს შეეფერება, და ისეთი გამაოგნებელი ძა-


ლით, რომ ეჭვის სიტყვები თვით ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც კი
პირზე შეაშრებოდა.
ამ საღამოს საუბარი რადიოზეა, ახლა სწორედ ეს არის უმ-
თავრესი და ყოვლისმომცველი სადარდებელი. ჰერშელი
ღმერთს დაწვრილებით უხსნის, რა შეიძლება დაემართოს ქა-
რაფშუტა მოლაყბეს, რომლის დაუფიქრებლობისა და არასაკმა-
რისი სიფრთხილის გამო რადიოს ამბავი, შესაძლოა, გერმანე-
ლის ყურსაც მისწვდეს, მერე კი წასულია მისი საქმე. ყველა ენა-
ჭარტალა დაისჯება, როგორც წესი და რიგია, და მათ სხვებსაც
მიაყოლებენ – ვინც, მართალია, ენას კბილი დააჭირა, მაგრამ
ცოდნით ყველაფერი იცოდა. მერე იმასაც იტყვიან, რომ ყველამ
ყველაფერი ვიცოდით, რომ კაცი არ დარჩენილა, რადიოს ამბის-
თვის ყური მაინც არ მოეკრას და მართალიც იქნებიან. მეტიც: სულ
არ არის აუცილებელი, ეს ამბავი მაინცდამაინც გერმანელის ყურს
მისწვდეს. ვინ მოთვლის, ირგვლივ რამდენი გერმანულად შენიღ-
ბული ყურია, შენ ხომ მაინც არ გესწავლება, რომ მაბეზღარები
ჩვენ შორის საკმარისზე მეტნი არიან. ან ვიღაცამ შეიძლება საკუ-
თარი ტყავის გადასარჩენად ვისაც ჯერ არს, ენა მიუტანოს, ამქვეყ-
ნად გარეწრებს რა გამოლევს, შენ ესეც კარგად გეცოდინება. აბა,
შენი თანხმობა რომ არა, ამათ დედამიწაზე ვინ გააჩერებდა. ნუ
დაუშვებ, რომ ამ სიკეთის დროს, როცა საცაა ყველაფერი უნდა
დამთავრდეს, თავს რაიმე უბედურება დაგვატყდეს; სადაც ამდენი
წელი შენი მფარველი ხელით გვიცავდი მთლად უარესი ბოროტე-
ბისგან, ახლა ამას ნუ იზამ, შენივე საქმის სადიდებლად. ნუ გააგე-
ბინებ გერმანელებს რადიოს ამბავს, ხომ იცი, რისი ჩამდენებიც
არიან. ანდა, აჯობებს, – იქნებ ჩემი რჩევა ჭკუაში დაგიჯდეს – ის
დაწყევლილი რადიო სულაც მოსპო, საუკეთესი გამოსავალი ეს
იქნებოდა.
სწორედ ამ დროს ჭერზე დაკიდებული ნათურა ციმციმს იწყებს.
ჰერშელი თავიდან ყურადღებასაც არ აქცევს, მაგრამ მერე უცებ
აიხედავს და გაოგნებული შეჰყურებს ჭერს. ელვის სისწრაფით
უნათდება გონება და ხვდება, ეს რასაც უნდა ნიშნავდეს. ღმერთმა
89
მკითხველთა ლიგა

შეისმინა მისი ვედრება, ამაო არ ყოფილა ამდენი ლოცვა და


ხვეწნა-მუდარა, საჭირო დროს გამოგზავნა ნიშანი იმის დასტურად,
რომ თხოვნა მიღებულია, და თან ისეთი მკაფიო ნიშანი, უფრო
მკაფიოს რომ ვერც წარმოიდგენ. აბა, სხვაგვარად რა ღმერთი
იქნებოდა! უდენოდ რადიო განწირულია საიმისოდ, რომ, ბოლოს
და ბოლოს, ჩაიგდოს ენა, შუქი კი მით უფრო მეტად ციმციმებს და
ბჟუტავს, რაც უფრო გამალებით ლოცულობს ჰერშელი. „არ მოეშ-
ვა!“ – აქეზებს ძმას რომანი, მაგრამ ეს სრულიად ზედმეტია, ჰერ-
შელმა ისედაც მშვენივრად იცის, რისი ბედიც წყდება ამ წუთებში,
მოქილიკეთა რჩევები არ სჭირდება. მით უფრო ახლა, როცა
გარჯის სანაცვლოდ შეიძლება ნეტარება ეღირსოს. ზეციურ ძა-
ლებთან თავის კავშირებს ბოლომდე იყენებს და გზნებით გა-
ნაგრძობს ლოცვას – ცოტაც და, მიზანი მიღწეულია, ნათურა
ქრება, საბოლოო სიტყვა ნათქვამია. ჰერშელი ფანჯარას მიაწ-
ყდება, მზერას ქუჩის გადაღმა მდგარ შენობას მიაპყრობს, სი-
ნათლე არც ერთ ფარდაში არ აღწევს, იაკობ ჰაიმის სახლშიც
სიბნელე გამეფებულა. ხომ ჩაგაგდებინეთ ენა, ჩემო საყვარელო,
ახლა მაინც დაისადგურებს ზეციური სიმშვიდე, ეშმაკსაც წაუღია ეგ
შენი საზარელი ყუთი, გამოდგომით მაინც აღარ გამოგადგება. და
ნუ გეგონება, რომ უდენობას, რომელსაც შენი უტვინობით ზა-
რალად მიიჩნევ, ხვალვე მოეღება ბოლო: ზემოდან გამოგ-
ზავნილი მოკლე ჩართვის შედეგები ასე მალე ვერ გამოსწორდე-
ბა.
ამაყი და ზომიერად ბედნიერი, ზუსტად იმდენად, რამდენადაც
ამის საშუალებას გარემოება იძლევა, ვალმოხდილი ჰერშელი
ლოგინში წვება და, საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსე, რო-
მანისგან მილოცვას იღებს.


შეწუხებული სახეები იაკობის გარშემო. ხალხი უკუნეთში მოექ-
ცა. წარმოდგენაც აღარ აქვთ, რა ხდება ქვეყანაზე. უკვე მესამე

90
მკითხველთა ლიგა

დღეა, ეს გაუსაძლისი ყოფა გრძელდება. ამას ელექტროქსელის


გაუმართაობა აღარ ჰქვია, ეს ნამდვილი სტიქიური უბედურებაა,
და რაღა მათ დაატყდათ თავს?! რატომ იჩქარეს, რატომ დაეჩვივ-
ნენ სასიხარულო ამბების მოსმენას, ყოველ დილით ნარკომანე-
ბივით რატომ ელოდნენ ინფორმაციას კიდევ რამდენიმე კილო-
მეტრის შესახებ, რის შემდეგაც იმედჩასახულებს შეეძლოთ მთე-
ლი დღე მომავალზე ემსჯელათ. ახლა ირგვლივ რაღაც დათ-
რგუნვილი სიმშვიდეა. დილაადრიან, გაღვიძებისთანავე, პირველ
ნაბიჯს შუქის ჩამრთველისკენ ვდგამთ. ზოგი სულაც შუაღამისას
დგება, რათა ამ ჩამრთველს თითი დააჭიროს და მიიღოს პასუხი,
რომელსაც ასე უფრთხის: იაკობს დღესაც ზუსტად იმდენი ეცოდი-
ნება, რამდენიც ჩვენ. მხოლოდ დენს ძალუძს, იგი ისევ ყოვლის-
მცოდნედ გადააქციოს, მხოლოდ დენს, ბნელმა ძალებმა რომ გა-
დაჭრეს, მისი შუქი მხოლოდ მაშინ მიმოაბნევს თავის ნათელ სხი-
ვებს, როცა ყველა ოთახში ისევ აინთება ნათურები, მაგრამ ვინ
იცის, ეს როდის მოხდება.
ერთადერთი, ვინც შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს, თავად
იაკობია; შექმნილ ვითარებას მხოლოდ ის არ აღიქვამს ბედის
უკუღმართობად. გარე სამყაროსთან მისი კავშირი არ გაწყვეტი-
ლა, ან კი როგორ გაწყდება ის, რაც არ არის? კავშირი დღესაც
ისევე არ არსებობს, როგორც აქამდე არ არსებობდა, ეგ არის,
რომ ახლა იაკობს, როგორც იქნა, საშუალება ეძლევა, ეს
აღიაროს კიდეც. გაგიჟდები კაცი, თუ დაფიქრდი, რამდენად მრა-
ვალსახოვანი შეიძლება იყოს ბედნიერება! რა იქნება, დენის გა-
თიშვად მოვლენილი ეს პატარა ბედნიერება მანამ გაგრძელდეს,
სანამ ქალაქის მისადგომებთან პირველი რუსების გამოჩენა იქ
მდგომ გუშაგებს არ დააფრთხობს! ახლა იაკობს ის მაინც შეუძ-
ლია, სხვებივით თავისუფლად ისუნთქოს, ის ახლა ისევ ერთ--
ერთია მრავალთა შორის, აღარავინ აიძულებს, დანარჩენებზე მე-
ტი იცოდეს, თუმცა თავისი როლის შესრულებაზე უარს უკვე მაინც
ვეღარ იტყვის. გამუდმებით უნდა ითამაშოს: სხვას თავი ისე უნდა
მოაჩვენოს, თითქოს ძალიან წუხს უდენობის გამო, ეს კი სულაც
არ არის იოლი საქმე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სინამდვილეში
91
მკითხველთა ლიგა

ლოდი მოსწყდა გულიდან. ხომ ხედავთ, მეგობრებო, ძალ-ღონე


არ დამიშურებია, სანამ ამის საშუალება მქონდა, სულ ცხელ-ცხელ
და საუკეთესო ინფორმაციას გაწვდიდით, ერთი დღეც არ დამი-
ტოვებიხართ საიმედო ცნობის გარეშე, ო, რა სიამოვნებით გავაგ-
რძელებდი თქვენთვის ახალი ამბების მოწოდებას ნანატრი დღის
დადგომამდე, მაგრამ, თავადაც ხედავთ, ხელ-ფეხი შეკრული
მაქვს.


დილით კოვალსკიმ ყველას დაასწრო, ახლა ის იაკობის მეწ-
ყვილეა, ეგ არის, რომ ამაში მაინცდამაინც აღარც არავინ შესცი-
ლებია, ერთი ღამეც საკმარისი გამოდგა, რომ იაკობი ჩვეულებ-
რივ მუშახელად ქცეულიყო, ხანში შესული კაცი ორი თითქმის ძა-
ლაგამოცლილი ხელით, რომლებთან დაწყვილებაც აღარავის
სწყურია. კოვალსკი რომ შეუამხანაგდა, ეს უფრო ძველი ჩვევის
თუ ძველი მეგობრობის გამო. ასეა თუ ისე, ახლა ერთად ათრევენ
ტვირთს. ასე სიტყვის უთქმელად კარგა ხანია, აღარ უმუშავიათ
ერთმანეთის გვერდით. იაკობს ყუთები ოდნავ უფრო მჩატედ ეჩ-
ვენება მას შემდეგ, რაც კოვალსკი და სხვები შეკითხვებით აღარ
აბეზრებენ თავს, კოვალსკის კი, რაკი პასუხებს ვეღარ ისმენს, ალ-
ბათ, უფრო ემძიმება. წონა, როგორც ჩანს, აბსოლუტური სიდიდე
არ ყოფილა. ბოლოს ეს ჰკითხა, ნუთუ, ღმერთმა დაიფაროს, შუქი
შენს სახლშიც გამოირთოო? იაკობმაც მოკლე და ვითარების შე-
საბამისი, დადებითი პასუხი გასცა – ბედნიერი იყო, რომ ამდენი
ხნის შემდეგ პირველად ეძლეოდა საშუალება, სრული სიმართლე
ეთქვა, და იმ დღიდან მოყოლებული, მას, ისევე როგორც ნების-
მიერ სხვას, აღარავინ აწუხებს. ასე იქნება, სანამ დენი ისევ არ
გაჩნდება სადენებში, მანამდე კი ნურავის გააკვირვებს იაკობის
უდარდელობა.
სასტვენის ხმა იმას ნიშნავს, რომ ხანმოკლე შესვენება
გამოცხადდა, მუშები ერთიმეორის გვერდით, მზისგულზე სხდებიან

92
მკითხველთა ლიგა

და წვნიანს შეექცევიან. კოვალსკიც სვლეპს თავის ულუფას და თან


ოხრავს, მაგრამ წვნიანი არაფერ შუაშია, ის ზუსტად ისეთივეა,
როგორიც სხვა დღეებში – არც უფრო მეტად გემრიელი, არც
ნაკლებად. ბოლო ხანს იაკობს აღარ მოსწონდა, აშინებდა კიდეც
კოვალსკის სიახლოვე, ამდენ ცნობისმოყვარეს შორის სწორედ
კოვალსკი გამოდგა ყველაზე კირკიტა, აღარც ჭამის საშუალებას
აძლევდა, აღარც დაძინებისას, ლამის სული ამოეხადა, ოღონდ
კი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა. მაგრამ დღეს იაკობს მისი
სიახლოვე შიშს აღარ ჰგვრის, ახლა ნებისმიერი კითხვა ფუჭად
ნასროლი სიტყვებია და სხვა არაფერი. მზე ანათებს, დამსხდარა
ეს ხალხი ერთმანეთის გვერდით, მშვიდად, ხმის ამოუღებლად, და
წვნიანს შეექცევა. ხოლო საიდანღაც, შორიდან, სტალინის ჯარის-
კაცები მათ გაურკვეველი სიჩქარით უახლოვდებიან.
„როგორ გგონია, კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს
ეს უშუქობა?“ ეკითხება კოვალსკი.
„იმედია, ოც წელიწადს მაინც გაგრძელდება“, ამბობს იაკობი.
კოვალსკი მზერას მოსწყვეტს თავის ჯამს და ნაწყენი სახით გა-
ხედავს თანამოსაუბრეს, განა ასეთ პასუხს ელოდა მეგობრისგან?!
გასაგებია, ეს ბოლო დღეები იაკობისთვის იოლი არ ყოფილა,
ყველა მას აწუხებდა, როგორც გარე სამყაროსთან კავშირის მქო-
ნე ერთადერთ ადამიანს, თავს ესხმოდა და შეკითხვებით ტვინს
უბურღავდა, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ხალხისთვის
ასეთ დროს ნუთუ არ უნდა შეგეძლოს ცოტა თავის შეწუხება? შენ
ადგილას ვინ მოიქცეოდა სხვაგვარად? ვისაც გინდა, დაადე ხელი,
ერთსაც ვერავის დამისახელებ, შენ კი სრულიად უწყინარ შეკით-
ხვაზე ასეთ უხეშ პასუხს მახლი სახეში!
„ასე რამ გაგაღიზიანა?“ ეკითხება კოვალსკი.
„რომ მოკვდე, ვერ გამოიცნობ“, ამბობს იაკობი.
კოვალსკი მხრებს იჩეჩს და ჭამას აგრძელებს, დღეს იაკობს
ვერ დაელაპარაკება კაცი, ეტყობა, უგუნებოდაა. ადრეც ყოფილა
ასეთი დღეები, ყოველ სიტყვაზე ლამის ყელში რომ გწვდებოდა.
ძველ დროს, მშვენიერ გუნებაზე მყოფი, მივიდოდა მის ულაზათო,
ნახევრად ცარიელ კაფეში, ერთ-ერთ თავისუფალ მაგიდას მიუჯ-
93
მკითხველთა ლიგა

დებოდა და სრულიად ჩვეულებრივად ჰკითხავდა იაკობს, საქ-


მეები როგორ მიდისო, იაკობი კი, იმის ნაცვლად, რომ მშვიდად
ეპასუხა, საქმეები ასე და ასე მიდისო, როგორც ზრდასრულ ადა-
მიანს ეკადრება, გაავებული მიუგებდა: რას მეკითხები მაგ სისულე-
ლეს, მიიხედ-მოიხედე და თვითონ მიხვდებიო!
ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ კოვალსკისა და იაკობს მი-
შა მიუჯდება გვერდით; შვოხიც თან მოუყვანია, უმცროსი კომპა-
ნიონი ფირმისა „ლიფშიცი და შვოხი, საკანცელარიო ბეჭდების ბა-
ლიშები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა“. თავიდან იაკობს ჰგო-
ნია, აქ იმიტომ დასხდნენ, თავისუფალი ადგილი ნახესო, მზეზე,
გუშაგებისგან მოშორებით, მაგრამ მერე ამჩნევს, რომ თვალებით
წამდაუწუმ რაღაცას ანიშნებენ ერთმანეთს, მიშა თითქოს ამხნე-
ვებს მეგობარს, შვოხს კი გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიუღია.
ახლა კი ხვდება, რომ მათი აქ მოსვლა შემთხვევითი არ ყოფილა,
თამაშში უცნობი მდგენელი ჩაება, იაკობს უკვე უფაქიზეს ნიუანსებ-
საც ვეღარ გამოაპარებ. მიშას მზერა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ
არა მოწოდებას, მიდი, ბიჭო, ამოიღე ხმაო, ხოლო შვოხის პასუხი
მის თვალებში ჩანს – არა, შენ თქვიო. თვალების აქეთ-იქით ტრი-
ალს ბოლო არ უჩანს, იაკობი კიდევ ერთ კოვზს ჩაისხამს პირში
და ამბობს: „გისმენთ“.
„რაღაც მოვიფიქრეთ, იაკობ“, ამბობს შვოხი.
მერედა, მაგას რა სჯობია! თუ იდეა კარგია, სარგებლობასაც
აუცილებლად მოიტანს, გამჭრიახობა კაცს ჰაერივით სჭირდება.
ამოშაქრეთ, ბოლოს და ბოლოს, რა მოიფიქრეთ ასეთი, სხვაზე
მერე ვილაპარაკოთ.
მაგრამ შვოხმა ის პირველი ფრაზაც ძლივს ამოღერღა, ახლა
კი მთლად ჩაუვარდა ენა, ისევ მიშასკენ იხედება და თითქოს თვა-
ლებით ეუბნება: „მიდი, შენ თქვი“.
„მოკლედ, ასეთი ამბავია“, ამბობს მიშა. „ასე ვიფიქრეთ, თუ დე-
ნი არ მიდის რადიოსთან, მაშინ რადიო უნდა მივიდეს დენთან“.
„რებუსებით ნუ მელაპარაკები!“ იაკობის ხმაში შეშფოთება ის-
მის, მიშას ნათქვამი ხომ სულ არ ჰგავს რებუსს. პირიქით, რაც მან
თქვა, მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, არც მეტს, არც
94
მკითხველთა ლიგა

ნაკლებს: რომ გეტოს რომელიღაც ქუჩაზე შუქი ჯერაც ინთება, მა-


ლე იმასაც მოახსენებენ, კერძოდ სად, დიდი გამჭრიახობა არ
არის საჭირო ამის მისახვედრად.
„კოვალსკის ქუჩაზე არის დენი“, ამბობს შვოხი.
ეს ვითომ დამაიმედებელი წინადადება, იაკობისთვის ვითარე-
ბის ასახსნელად რომ წარმოითქვა, კოვალსკის ყურს ზუსტად იმ
წამს სწვდება, როცა ის თავისი ჯამიდან საჭმლის ბოლო ნარჩენებს
ფხეკს. ხელი უშეშდება, წამით თვალებს ხუჭავს, შვოხს ბუტბუტით
წყევლა-კრულვას დაატეხს და გვერდზე გაიწევა. არა, შორს არა,
მხოლოდ რამდენიმე სიმბოლური სანტიმეტრით მოშორდება და-
ნარჩენებს. მას არაფერი გაუგონია, ამ გადარეულებმა კი, რაც უნ-
დათ, ის ილაპარაკონ, მათთან არაფერი ესაქმება.
იაკობმა ყველაფერი კარგად დაინახა, სამწუხარო ის არის,
რომ ახლა გაღიმება არ შეიძლება, ახლა საქმეა გასაკეთებელი –
სანამ შესვენება დამთავრდებოდეს, სანამ მიშას და შვოხის გეგმის
ამბავს სხვებიც შეიტყობდნენ და მოიწონებდნენ. კოვალსკისთან
რომ ვერაფერს გახდებიან, იაკობს მშვენივრად ესმის, ამ პოზი-
ციიდან საფრთხეს არ უნდა ელოდეს. ვისაც კოვალსკის მე-
ზობლად არაერთი წელი უცხოვრია და მისი ტირადებიც მოუს-
მენია, იცის, რომ გმირები სხვა მასალისგან არიან ჩამოსხმული.
წვერის შეთხელება უკანასკნელი მოდის მიხედვით ან თმის ისე
ოსტატურად შეკრეჭა, რომ ქუჩაში ხალხმა ყურადღება მოგაქციოს,
კი ბატონო, ეს შეუძლია, მაგრამ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების
ფასად აკრძალული გადაცემების მოსმენა და მერე მათი შინა-
არსის გავრცელება მისი საქმე არ გახლავთ, კოვალსკი ეგ კაცი
არ არის. შესაბამისად, აქ შეუძლია გულდამშვიდებული იყოს,
მაგრამ ვაითუ სხვა ვინმე გამოჩნდეს: კოვალსკი რომ ცხოვრობს,
ის ქუჩა გრძელია. ხომ შეიძლება, მასთან ვინმე სხვა მივიდეს და
უთხრას: მოიტა ეგ შენი ყუთი, ნახე, თუ არ ავალაპარაკოთ და არ
ავამღეროთ, დედამიწა სამოთხედ არ ვაქციოთო.
როგორმე უნდა დაარწმუნოს ეს ხალხი, რომ გეგმა საფუძველ-
შივე უვარგისია, რომ მისი განხორციელება შეუძლებელია, და
რომ ეს კოვალსკის ბრალი კი არ არის, არამედ თვით გეგმისა.
95
მკითხველთა ლიგა

უნდა ეცადოს, ღირსეულად გამოძვრეს ამ დავიდარაბიდან, ისეთი


სიტყვები შეარჩიოს, თვით იდეას რომ შებღალავს და დაამტკი-
ცებს, რომ გეგმა სრულიად გამოუსადეგარია. მაგრამ როგორ გინ-
და ამ სიჩქარეში დამაჯერებელი არგუმენტის მოძებნა? იქნებ კო-
ვალსკის მაინც მოაფიქრდეს რამე ხეირიანი. რადგან ახლა ის,
როგორც იქნა, იაკობის თანამოაზრეა, ახლა, როგორც იქნა, ორი-
ვე ერთ დაცხავებულ ნავში აღმოჩნდა. ახლა კოვალსკიც არ და-
აკლებს ცდას, რომ მიშას და შვოხის გეგმის უვარგისობა დაამტკი-
ცოს, ათას რამეს მოიმიზეზებს, ოღონდ იმის აღიარება არ მოუხ-
დეს, რომ ეშინია. ეს კაცი რომ აალაპარაკო, ჯერ კუთხეში უნდა
მიიმწყვდიო, მერე იცოცხლე, ძაღლის ყბას გამოიბამს, მაგრამ ახ-
ლა მოსაფიქრებლად ბევრი დრო არა აქვს, იქნებ ღმერთმა მაინც
გადმოხედოს მოწყალე თვალით და საჭირო სიტყვები ჩასჩურჩუ-
ლოს.
„თუ გაიგე, რას მოითხოვენ შენგან?“ ეკითხება იაკობი.
კოვალსკი თავს მისკენ მიაბრუნებს, ისეთ გამომეტყველებას
იღებს, თითქოს ფიქრებში იყო წასული, ხორცშესხმულ მიამიტო-
ბად ქცეულა: „ჩემგან?“ და მერე შვოხს მიმართავს: „რას?“
„დენის ამბავია“, მოთმინებით უხსნის შვოხი, „იქნებ რადიო შენ-
თან გადმოგვეტანა?“
კოვალსკის სახე ისე ემანჭება, თითქოს ვიღაცამ უკბილოდ
გაიხუმრაო: „ჩემთანო?“
„ჰო, შენთან“.
„რადიო?“
„ჰო, რადიო“.
„მშვენიერი აზრია!“
ამ იდიოტებს ჩემი მოსპობა განუზრახავთ, ფიქრობს, ალბათ,
კოვალსკი, უნდათ, რომ დამღუპონ, ვითომ სხვა არაფერი მქონ-
დეს საზრუნავი, თან ჩემს აღსასრულზე ისე ლაპარაკობენ, გეგო-
ნება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყოს.
„მერედა შენ, იაკობ, შენ რას იტყვი?“
„რატომაც არა?“ ამბობს იაკობი. „შენი გადასაწყვეტია. მე თა-
ნახმა ვარ“.
96
მკითხველთა ლიგა

მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ისე, თითქოს ცეცხლს ეთამაშე-


ბოდეს, მშვენივრად იცის, კოვალსკისგან რას შეიძლება ელოდეს,
გარდა ამისა, თუ მაინც მოხდა სასწაული და გაირკვა, რომ კო-
ვალსკი ასე უცებ, თვალის დახამხამებაში გმირად იქცა, სიტყვის
გადათქმას მერეც შეძლებს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ეს
დასჭირდეს, კოვალსკი ხომ პირველი კლასის ამოცანასავით
იოლი ამოსახსნელია.
„ხვდები მაინც, როგორ ხიფათში იგდებ თავს?“ ეკითხება კო-
ვალსკი, და თან უზომოდ უკვირს, ასე გაუფრთხილებლად მოქცევა
როგორ შეიძლებაო. „საერთოდ, რას ნიშნავს, იქნებ რადიო შენ-
თან გადმოგვეტანაო? ვინ უნდა გადმოიტანოს? მე? შენ? ამან? ან
ეს „იქნებ“ როგორ გავიგოთ? თუ ის გინდათ, რადიო დღისით--
მზისით ქუჩა-ქუჩა აპროწიალოთ გეტოში? ან, კიდევ უკეთესი, სა-
ღამოს, იქნებ, სულაც რვის მერე?“
გაალმასებული, თავს უკან გადაიქნევს, ლამის გაგეცინოს კაცს,
ისეთ რამეს გეტყვიან ხოლმე, არადა, რომ ჰკითხო, თავი ჭკუის
კოლოფებად მოაქვთ.
„პროცესიის გამართვა მომინდომეს! გუშაგები და ყარაულები
ამასობაში ხვრინვას ამოუშვებენ, ხოლო მერე, ყველაფერი რომ
მორჩება, გავაღვიძებთ და ვეტყვით: შეგიძლიათ, თქვენი საქ-
მიანობა გააგრძელოთ, რადიო კოვალსკისთან დავაბინავეთო!“
შვოხი და მიშა შეწუხებულები ჩანან, ერთმანეთს უყურებენ და
ეტყობათ, რომ თავიანთი გეგმა უწინდელივით უზადოდ აღარ ეჩ-
ვენებათ, რამდენიმე მრავლისმეტყველ მზერას იაკობიც შეაშვე-
ლებს, ფიქრიანსა და ეჭვით აღსავსეს. კოვალსკის შთამბეჭდავმა
სიტყვამ, როგორც ჩანს, ისიც ღრმად ჩააფიქრა.
„ერთი რამეც გასათვალისწინებელია“, ამბობს კოვალსკი. „გე-
ტოში რომ რადიო გვაქვს, უკვე თითქმის ყველასთვის ცნობილია,
მაგრამ განა ბევრმა იცის, რომ ის იაკობს უდგას სახლში? აქ, სად-
გურზე მომუშავეებმა ვიცით და კიდევ, დიდი-დიდი, მისმა მეზობ-
ლებმა. თუ აქამდე ყველაფერი კარგად მიდის, ესე იგი, თუ აქამდე
გერმანელებმა ვერაფერი იყნოსეს, უნდა დავასკვნათ, რომ იაკო-
ბის სახლში პატიოსანი ხალხი ცხოვრობს. მაგრამ საიდან იცით,
97
მკითხველთა ლიგა

რომ მეც წესიერი მეზობლები მყავს? ჩემს სახლში ჩემ გარდა კი-
დევ სამი კაცია, ვინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ჩემ თავზე, ჩემ
გვერდით ან ჩემ ქვევით მოღალატე ან ვინმე ლაჩარი არ ცხოვ-
რობს? ან რომ ის მაშინვე გესტაპოში არ გაიქცევა და ყველაფერს
არ ჩაუკაკლავს?“
ხანგრძლივი პაუზა, კოვალსკის სიტყვებს წონიან და აფასებენ,
მერე შვოხი ხმადაბლა ამბობს: „დალახვროს ეშმაკმა, ეს კაცი მარ-
თალია“. მიშა ჭოჭმანით იჩეჩს მხრებს, იაკობი კი დგება და ამბობს:
„ნება თქვენია...“
„ნუ იქნებით ასე სულწასულები, ბავშვებო, თავს ხიფათში ნუ ჩა-
იგდებთ“, ამბობს კოვალსკი. „ადრე თუ გვიან ისევ მოვა ის დენი.
თუ ხვალ არა, ზეგ. და იაკობიც დროულად შეგვატყობინებს იმათს
ადგილსამყოფელს“.
შესვენების დამთავრების მაუწყებელი სასტვენი რომ გაისმის,
მიშას და შვოხის გეგმა დაწუნებული და უკუგდებულია. ის მისხალ--
მისხალ განიხილეს, აწონ-დაწონეს, როგორც გონიერ არსებებს
ეკადრებათ, გამოააშკარავეს მისი სუსტი წერტილები და დაას-
კვნეს, რომ მართლაც უვარგისი ყოფილა. კარგი კი იქნებოდა,
სამწუხარო ამბავია, მაგრამ აი, რას ნიშნავს ნათელი გონება – ყვე-
ლას თვალები აგვიხილა. შვოხი და მიშა თავიანთ ცარიელ ჯამებს
ურიკაზე აწყობენ, მათ უკან თითქმის აღარავინაა, ცოტაც და, ყა-
რაული მოთმინებას დაკარგავს, უკვე გრძნობენ კიდეც მის მუქა-
რით სავსე მზერას.
იაკობი და კოვალსკი ისევ მარტო რჩებიან, ორივეს მოაკლდა
საზრუნავი, ერთი საქმე მოგვარებულია.
„რას არ მოიფიქრებს ეს ხალხი!“ ღიმილით ჩაილაპარაკებს
კოვალსკი, უფრო თავისთვის, ვიდრე იაკობის გასაგონად, და წერ-
ტილს დაუსვამს ამ ფურცელს.

98
მკითხველთა ლიგა


ლინა უხალისოდ მიჰყუდებია სადარბაზოს კარს და მისჩერებია
რაფაელსა და ზიგფრიდს, ტროტუარზე რომ ჩამომსხდარან. ბიჭე-
ბი ხმადაბლა საუბრობენ, მეტისმეტად ხმადაბლა და ფრთხილად,
როგორც მას ეჩვენება; როგორც კი ვინმე ჩაუვლით, ლაპარაკს
წყვეტენ და მიამიტური გამომეტყველებით ცაში იყურებიან. ლინა
ამაოდ ცდილობს სმენის დაძაბვას, მორიდებაზე ხელს აიღებს და
რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს ქვაფენილზე – ბოლოს და ბოლოს
ხომ უნდა გაიგოს, რას ეჩურჩულება ერთმანეთს ეს ორი მამლა-
ყინწა. ყურს მოჰკრავს ზიგფრიდის ნათქვამს, რომ დიდი დრო
აღარ რჩება, და რაფაელის პასუხს, რომ მასთან სახლშიც ამას
ამბობენ: კიდევ რამდენიმე დღეც და მორჩაო.
ამ დროს მას დაინახავენ. გოგოს აუღელვებლად შეავლებენ
თვალს და სახეგაყინულები იცდიან, როდის გადაივლის შეფერხე-
ბა. მაგრამ ლოდინი დიდხანს მოუწევთ, ლინა გზის გაგრძელებას
არ აპირებს, ადგილზე ჩერდება და ბიჭებს თავაზიანად უღიმის. სა-
ნამ რაფაელი ადგომას არ გადაწყვეტს.
„წამო, წავიდეთ. რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ამის ჭკუის საქმე
არ არის“, ამბობს ის.
ზიგფრიდიც ზუსტად ასე ფიქრობს. მთელი იმ თავისი ზორზოხი
ტანით ლინას წინ აღიმართება და თავს ვერ იკავებს, რომ არ უთ-
ხრას, შენი ბედი, ასეთი ცინგლიანი და უბადრუკი რომ ხარ, თორემ
კარგა მაგრად გაიტყიპებოდიო. მუქარა ლინაზე დიდ შთა-
ბეჭდილებას ვერ ახდენს, რადგან ბიჭები მას ზურგს შეაქცევენ და
თავიანთ სადარბაზოში გაუჩინარდებიან, მართლა ხომ არ სცემენ
პატარა ბავშვს! ლინა რამდენიმე წამს იცდის, იაკობი, რომელმაც
მკაცრად აუკრძალა სხვის სახლებში შესვლა, ახლა შორსაა, და
ლინაც მიჰყვება ბიჭებს. ფრთხილად გაყოფს თავს ჭიშკარში და
ხედავს, როგორ შედიან ზიგფრიდი და რაფაელი ფიცრულში,
რომელშიც მშვიდობიან დროს პანო დურგალს სახელოსნო ჰქონ-
და მოწყობილი, წებოს სუნი დღემდე მკეთრად იგრძნობა. ფიც-
რულის ფანჯრების მინები ჩამსხვრეულია, ლინამ ეს შეუმოწ-
99
მკითხველთა ლიგა

მებლადაც იცის, თვითონაც იქ იყო, როცა რაფაელმა პირველივე


სროლით მოარტყა ქვა ბოლო მთელ შუშას. ესე იგი, ამ ორის
ბნელ ჩანაფიქრებსაც სულ მალე შეიტყობს, მასთან ეგეთები არ
გაუვათ. ფეხის წვერებზე შემდგარი, ჩაშავებულ ფანჯარასთან მივა
და იქვე, მიწაზე ჩამოჯდება. მთელი არსებით მზად არის მოსასმე-
ნად.
„სხვა თუ არაფერი, განყოფილებას მაინც ავაფეთქებთ“, ეს ზიგ-
ფრიდის ხმაა.
„რო ჩაგვავლონ?“ ეკითხება რაფაელი.
„რა იყო, რა ელეთ-მელეთი მოგდის! რუსები მალე აქ იქნებიან,
ეს მაინც ხომ გაიგე? და მერე, თუ ავაფეთქეთ, როგორ უნდა ჩაგ-
ვავლონ, ყველანი საიქიოში იქნებიან. მთავარია, მანამდე არ ჩაგ-
ვიგდონ ხელში“.
ბაქიბუქობა ზიგფრიდს ადრეც სჩვეოდა, ლინა მზად არის, ახ-
ლავე დადოს სანაძლეო, რომ ამ საქმისგან არაფერი გამოვა.
„ნეტა რუსების უფროსი რამეს თუ გაიმეტებს ჩვენთვის, ყველა-
ფერი კარგად თუ მოვაწყვეთ?“ ეს კითხვა სიხარბით ცნობილ რა-
ფაელს ებადება.
„აბა, რას იზამს! ორდენს მოგვცემს, ან ნამდვილ პისტოლეტს,
ან რამე საჭმელს!“
„ან სულაც ყველაფერს ერთად!“
„აბა, რა! პატარა საქმეა? სახლში არაფერი წამოგცდეს“.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდება, ეს ორი ჩერჩეტი, ალბათ, იმის
წარმოდგენას ცდილობს, როგორ ამოიტრიალებენ რუსები სავსე
ჯიბეებს და ჩადენილი გმირობისთვის როგორ დააჯილდოებენ
ნაირ-ნაირი საჩუქრებით.
უცებ რაფაელი დაღონებით ამბობს: „შენა... არ გამოვა ეგ საქ-
მე“.
„რატომ?“
„დინამიტი სად გინდა იშოვო? ჩემი ორი ვაზნიდან ყველაფერი
რომ გადმოვყარო, მაინც არ გვეყოფა“.
„ეგ მართალია. მეტი არა გაქვთ?“
„არა“.
100
მკითხველთა ლიგა

„არც ჩვენ“.
ლინას ეღიმება და პირზე ხელს იფარებს, ლამის სიცილი წას-
კდეს. გაგიჟდება კაცი: ათი წლის ვირები და ასეთი ჩერჩეტები?!
რაფაელს ისევ გაუნათდება გონება: „იცი, რა? მოდი, ავიღოთ
და ჩავკეტოთ!“
„ვინ?“
„ვინ და გესტაპოელები! ავიღოთ და განყოფილება გარედან
ჩავკეტოთ. ღამით ხომ ყველას სძინავს, ჰოდა, მივიდეთ და ჩავ-
კეტოთ. კარები, აი, ამსისქე მაინც იქნება, ფანჯრებს კი თვითონ
გაუკეთეს გისოსები, გარეთ გამოსვლა ნაღდად გაუჭირდებათ.
ჰოდა, რუსები რომ მოვლენ, ყველას ერთბაშად გადავცემთ!“
მეტისმეტი აღელვებისგან რაფაელი ქოშინ-ქოშინით ლაპარა-
კობს.
„გასაღები რომ არა გვაქვს?“
„ვიშოვით“, გულდაჯერებით აცხადებს რაფაელი. „მამაჩემს უჯ-
რაში მთელი აცმა უდევს, ერთი ოცი გასაღები მაინც იქნება. შეუძ-
ლებელია, ერთი მაინც არ მოერგოს“.
„ძალიან კარგი“, ჩაიბურტყუნებს ზიგფრიდი. მის ხმაში იოლი
შესამჩნევია გაწბილება, რომ ასეთი ბრწყინვალე აზრი თვითონ
არ მოუვიდა თავში. რაფის წინადადებას სიამოვნებით გამოუჩ-
ხრეკდა რაიმე ხინჯს, მაგრამ გეგმა აშკარად უნაკლოა.
ამ დროს ჭიშკარი იღება და შემოდის ფრაუ ბუიოკი, ტანმორჩი-
ლი მეზობლის ქალი, რომელიც თავის დაკარგულ შვილს ეძებს.
შვილის ნაცვლად ხედავს ლინას, მიწაზე რომ ჩაცუცქებულა და
ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებს.
„ზიგფრიდი ხომ არ გინახავს?“
ლინა, სმენად რომ იყო ქცეული, უცებ შეკრთება, მერე ფრაუ
ბუიოკს ახედავს და სახეს ისევ ღიმილი გაუნათებს. „ცინგლიანი და
უბადრუკი“ ახლაც ყურში ჩაესმის, არ ეგონა, ასე მალე თუ დაუდ-
გებოდა ზეიმის ჟამი. ქალს ცერა თითით ზურგსუკან, ფიცრულის-
კენ ანიშნებს. ფრაუ ბუიოკი მრისხანე მზერას მიაპყრობს ფიც-
რულს, წამით შეჩერდება, ღრმად ჩაისუნთქავს და შიგ შეაბიჯებს.
ისმის არცთუ ხმადაბალი ტყლაშანი და ისმის „აუ!“, და კიდევ: „რამ-
101
მკითხველთა ლიგა

დენჯერ უნდა გითხრა, ფანჯრის წინ ითამაშე-მეთქი!“ მერე ისმის


კიდევ ერთი ტყლაშანი და „შენც ახლავე წაბრძანდი სახლში, შე
თავხედო, შენა!“
ეზოში სიჩუმე დაისადგურებს, ლინა წამოდგება და კაბას
დაიფერთხავს, წარმოდგენა დამთავრებულია. ფრაუ ბუიოკი ფიც-
რულიდან გამოდის, ბრაზისგან სახე ასჭარხლებია, ზიგფრიდი ცა-
ლი ხელით დედაზეა ჩამოკონწიალებული, მეორე ხელი კი ლო-
ყაზე აუფარებია. კიდევ კარგი, ტირილით მაინც არ ტირის. ეზოდან
მალევე გადიან, ზიგფრიდი ლინას ვერ ხედავს.
ლინაც უახლოვდება ჭიშკარს, მას არსად ეჩქარება, რამე რომ
იყოს, დარჩენაც შეიძლებოდა, მაგრამ რაფაელი ახლა მარტოა
და მოსასმენიც აღარაფერია, სათვალთვალომ ფასი დაკარგა. გა-
მორიცხული არ არის, რაფაელმა ახლა მაინც აღარ ითაკილოს
მასთან საუბარი, მაგრამ მიუფურთხებია ასეთი მეგობრობისთვის,
აქეთ შეეხვეწონ, თუ უნდათ. იჯდეს ახლა და იმარჩიელოს, ოცი
გასაღებიდან რომელი მოერგება საკეტს, მაინც არაფერი გა-
მოუვა.
მოკლედ, ლინა მიდის, მაგრამ კარის ზღურბლთან ერთს კიდევ
შეჩერდება და უკან მიიხედავს. რაფაელი არც ახლა იღებს ხმას.
„სულელები ხართ ორივე!“ მიაძახებს ეზოს სიღრმეში მდგარ
ფიცრულს, რაც ნამდვილად არ არის საუკეთესო საშუალება შიგ
მყოფის გულის მოსაგებად.


კი მაგრამ, წინააღმდეგობა? – იკითხავს კაცი, – წინააღმდეგო-
ბა სადღაა? იქნებ გმირები ფეხსაცმლის ფაბრიკაში ან სატვირთო
სადგურზე იკრიბებიან, რამდენიმე კაცი მაინც? იქნებ სამხრეთის
საზღვართან, დასაცავად და გასაკონტროლებლად ყველაზე
რთულ რაიონში, უკვე მოიძებნა ფარული არხები გეტოში იარაღის
შესაგზავნად? თუ ამ დაწყევლილ ქალაქში ყველა ხელი მხოლოდ

102
მკითხველთა ლიგა

ზუსტად იმას აკეთებს, რასაც ჰარტლოფი და მისი გუშაგები მოით-


ხოვენ?
გაკიცხეთ ისინი. ყველა გაგვკიცხეთ, თუ გნებავთ, მაგრამ ამ ქა-
ლაქში სხვანაირ ხელებს ვერ ნახავდით. სამართლიანობის სახე-
ლით თოფი ერთხელაც არავის გაუსვრია. სიმშვიდე და წესრიგი
მუდამ უმკაცრესად იყო დაცული; წინააღმდეგობაზე ხომ ლაპა-
რაკიც ზედმეტია. ალბათ, უნდა დავაზუსტო: ეს მე მგონია, რომ
არავითარი წინააღმდეგობა არ ყოფილა. ყოვლისმცოდნე არ
ვარ, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ, გაგიზიაროთ ჩემი ვარაუდი,
რომელიც, რომ იტყვიან, დიდი ალბათობით, ახლოა ჭეშმარიტე-
ბასთან. რამე ამდაგვარი რომ ყოფილიყო, უეჭველად შევამ-
ჩნევდი.
თავად მეც მივიღებდი მონაწილეობას. შემიძლია დავიფიცო,
საკმარისი იყო, ვინმეს ასეთი რამ შემოეთავაზებინა, დავთან-
ხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ ჩემი ხანას გულისთვის. სამწუხა-
როდ, არ მივეკუთვნები იმ რჩეულთა რიცხვს, ბრძოლისკენ რომ
მოუწოდებენ დანარჩენებს, სხვების აყოლიება არ შემიძლია, მაგ-
რამ იმ სხვებს გავყვებოდი. არა მარტო მე. რატომ არ მოიძებნა
კაცი, რომელიც დაიძახებდა, მომყევითო; მაშინ ხომ ის ბოლო
რამდენიმე ასეული კილომეტრი ასე გრძელი და ასე ძნელად გა-
სავლელი აღარ მოგვეჩვენებოდა. ყველაზე უარესი, რაც ასეთ
დროს შეიძლებოდა დაგვმართოდა, აზრიანი სიკვდილი იქნებო-
და.
ერთსაც გეტყვით: ამასობაში დიდი კრძალვით და პატივისცე-
მით წავიკითხე ვარშავისა და ბუხენვალდის ამბები. დიახ, სხვა სამ-
ყარო იყო, მაგრამ შედარება მაინც შეიძლება. ბევრი ვიკითხე საგ-
მირო საქმეებზე, იქნებ საკმარისზე მეტიც, ბოლოს უაზრო შურმა
ამიტანა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ასეა თუ ისე, ბოლო წუთამდე
პირში წყალჩაგუბებულებივით ვიყავით, და ახლა ამას უკვე ვეღარ
შევცვლი. მსმენია, ჩაგრული ერი მხოლოდ მაშინ გახდება ჭეშმა-
რიტად თავისუფალი, თუ ამ თავისუფლების მოსაპოვებლად თავა-
დაც გაირჯება, თუ თვითონ დაძლევს მესიისკენ მიმავალი გზის
თუნდაც მცირე მონაკვეთსო. ჩვენ ასე არ მოვქცეულვართ, მე ამის-
103
მკითხველთა ლიგა

თვის თითიც არ გამინძრევია, სამაგიეროდ ზეპირად ვისწავლე ში-


ნაგანაწესი, მკაცრად ვიცავდი მას და მხოლოდ დროდადრო თუ
ვკითხავდი საბრალო იაკობს, ახალი რა იცი-მეთქი. ამას, მგონი,
ვეღარასოდეს მოვინელებ, უკეთესი ხვედრი არც დამიმსახურებია.
ალბათ, ჩემი ახირებების ბრალიც არის, ხეებისადმი ჩემი დამოკი-
დებულებისა, იმისიც, რომ ყველაფერზე გული მიჩუყდება და წამ-
დაუწუმ ცრემლებს ვაღვარღვარებ. იქ, სადაც მე ვიყავი, წინააღ-
მდეგობა არ ყოფილა.


ნათქვამია, მტერს რაც არგებს, შენ გავნებსო. არ ვაპირებ ამის
გამო კამათის გაჩაღებას, კამათს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ
ხელშესახებ მაგალითებს მოიშველიებ. ახლა სწორედ ასეთი მა-
გალითი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ კამათი მაინც არ მინდა.
ჩემი მაგალითი ელექტროდენია. იაკობი მზად არის, მასზე უარი
თქვას, უიმისოდაც მშვენივრად გრძნობს თავს. უარი თქვას კი არა,
თავის დღეში ვერავინ წარმოიდგენდა, რა დიდებული რამ შეიძ-
ლება იყოს უდენობა. რუსებსა და ლინას ჯანმრთელობას თუ არ
ჩავთვლით, იაკობი არაფერს არ ნატრობს ისე, როგორც უდენო-
ბას. მაგრამ იაკობი ერთია, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ჩვენ გვინდა დე-
ნი, დენი თუ არ გვექნა, უიმედოდ განწირული ვართ მარცხისთვის
ჩვენივე წარმოსახვასთან ბრძოლაში. თუ მაცხოვრის გამოცხადე-
ბაზე უარს გვეუბნებიან, დენი მაინც გვაღირსონ.
დენი, ისევ ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, გერმანელებ-
საც უნდათ, მარტო იმისთვის არა, რომ განყოფილებაში სანთლის
შუქზე თვალები არ დაითხარონ. წყალში ეყრებათ თავიანთი უზა-
დოდ შემუშავებული გეგმები: ავეჯის ქარხანა ვეღარც სკამებს უშ-
ვებს, და ვეღარც ჭურჭლის კარადებს; დეფიციტად ქცეულა ინ-
სტრუმენტების ქარხნის პროდუქცია: ბრტყელტუჩა, ჩაქუჩი თუ ჭან-
ჭიკი, აღარც ფეხსაცმელი იკერება, აღარც შარვლები, ებრაელები
უსაქმოდ დაყიალებენ აქეთ-იქით.

104
მკითხველთა ლიგა

ნაჩქარევად შეყრილი ელექტრიკოსების ორი ჯგუფი გეტოში


დარბის და ცდილობს, ავარიის მიზეზს მიაგნოს, რისთვისაც უფ-
როსობა მათ პურისა და სიგარეტის გაორმაგებულ ნორმას უწერს.
დღედაღამ სინჯავენ და ამოწმებენ დამცავებსა და ყველაფერ
სხვასაც, რისი შემოწმებაც ასეთ დროს არის საჭირო. ჩვენი
გულშემატკივრობით თხრიან ქუჩებს და აშიშვლებენ კაბელებს. ხუ-
თი უშედეგო დღის შემდეგ ჰარდტლოფი მათ დახვრეტას
ბრძანებს. მიზეზად საბოტაჟი მოჰყავთ, რაც მტკნარი სისულელეა:
ელექტრიკოსები, ამა თუ იმ სახით, იაკობის მუშტრები იყვნენ და
დეფექტის აღმოფხვრით პირადად უნდა ყოფილიყვნენ დაინტე-
რესებული. განყოფილების წინ რომ მოედანია, მათ იქ დახ-
ვრეტენ, ვისაც სურს, შეუძლია დაესწროს: გაფრთხილება ყო-
ფილიყოს თქვენთვის და მომავალში ის აკეთეთ, რაც მოგეთხო-
ვებათ.
მერე მანქანით მოჰყავთ გერმანელი სპეციალისტების რაზმი.
მარსიდან ჩამოსულებს ჰგვანან. ისეთი სამუშაო ტანსაცმელი აცვი-
ათ, მყვინთავები გეგონებათ. აშკარად კარგ გუნებაზე არიან, ტკბე-
ბიან თავიანთი მნიშვნელოვნობით. ამ საქმეს სულ იოლად მოვუვ-
ლით, ასაღელვებელი არაფერია, აბა, ერთი გვიჩვენეთ, რაზე
დაილეწეს კბილები ამ ებრაელმა ბალახტარებმაო. ორი დღეც
და, დაზიანებული ადგილი ნაპოვნია: ვირთხებს ერთგან მავთული
გადაუღრღნიათ და საკუთარი სიმსუნაგის მსხვერპლიც გამხდა-
რან. მიწაში ახალ კაბელს დებენ და ყველაფერი ისევ ძველებუ-
რადაა: ჭურჭლის კარადები, ფეხსაცმელი, ბრტყელტუჩები, ჭანჭი-
კები, იაკობის რადიო.


გვაინტერესებს, მართალია თუ არა, რომ გამოსასყიდში
აპირებდნენ ჩვენ გაცვლას? თუ მართალია, რატომ არ დაადგა
საშველი იმ ფულის შოვნას? გვაინტერესებს, შეესაბამება თუ არა
სინამდვილეს, რომ იგეგმება ებრაული სახელმწიფოს შექმნა. თუ

105
მკითხველთა ლიგა

შეესაბამება, როდისთვის იგეგმება? თუ არ შეესაბამება, ვინ


ცდილობს, წინ აღუდგეს მის დაარსებას? ყველაზე მეტად კი ის
გვაინტერესებს, სად არიან რუსები ამდენ ხანს. უკვე სამი კვირაა,
წარმატებით ახერხებ, რაც კარტოფილის კვერებით არასოდეს
გამოგდიოდა: ნერწყვს გვადენ ამდენ ხალხს. ჰოდა, მოგვიყევი,
როგორ გაარღვიეს ფრონტი, რომელ ტაქტიკას მიმართავენ,
ტყვეებს ტყვეებივით ექცევიან თუ ტუსაღებივით, აღმოსავლეთში
იაპონელებთან უჭირთ თუ არა გამკლავება, ამერიკელებს
მოსდით თუ არა თავში, ეს ამოცანა მაინც გადაიბარონ, რაკი
ევროპაში ფეხის დადგმაზე უარს აცხადებენ. ისიც გვაინტერესებს,
როგორ მიდის კიეპურას9 კარიერა, როგორ მოეწყო ამერიკაში.
ამ ხნის განმავლობაში სიახლე ბლომად დაგროვდებოდა,
გასაგებია, რომ ახალი ამბების მოკლე შეჯამებას ჩვენთვის
საგანგებოდ არავინ გადმოსცემს, მათ ხომ არც იციან, როგორ
გაგვაწვალა უდენობამ, მაგრამ უახლეს ცნობებთან ერთად
ზოგჯერ, ალბათ, შედარებით მოძველებულ ამბებსაც გაურევენ
ხოლმე. ნურაფერს გამოტოვებ, გესმის, ნურაფერს, გემუდარებით.
საბრალო იაკობი! ახლა მას ერთი კარგად აღჭურვილი ბიურო
სჭირდება, შტაბბინა სამი მდივნით ან, კიდევ უკეთესი, ხუთით. ყვე-
ლა საკვანძო დედაქალაქში – თითო მეკავშირე, რომლებიც ჯაშუ-
შობით მოპოვებულ ყოველ დიდსა თუ მცირე ინფორმაციას ზუს-
ტად და დროულად გზავნიან შტაბბინაში. იქ საქმეში ჩაფლული
მდივნები ცნობებს ახარისხებენ, ყველა მნიშვნელოვან გაზეთს
კითხულობენ, ყველა რადიოსადგურს უსმენენ, რათა ამ ზღვა ინ-
ფორმაციიდან დაწურული სახით ჩამოაყალიბონ მთავარი და გა-
დასცენ იაკობს, როგორც უზენაეს პასუხისმგებელ პირს – აი, მაშინ
კი ის, ალბათ, შეძლებს შეკითხვების დაახლოებით მესამედზე სი-
მართლის შესაბამისი პასუხების გაცემას, იმდენად, რამდენადაც ამ

9
იან კიეპურა (1902-1966) – დედით ებრაელი პოლონელი მომღერალი, გამო-
დიოდა ვენის, მილანის, ბერლინის, ნიუ-იორკის საოპერო თეატრებში, ითამაშა
რამდენიმე კინოფილმშიც.
106
მკითხველთა ლიგა

სიმართლეს გაზეთები, რადიოსადგურები და მეკავშირეები ავრცე-


ლებენ.


სასტვენას ჯიბიდან გაზეთი მოუჩანს. ქვის შენობიდან გამოდის,
ვაგონებს ჩაუვლის, ძლივს მიათრევს იმ თავის ხის ფეხს. მერე
გასცდება ებრაელებსაც, რომლებიც ვერც კი ხვდებიან, რამ
ჩაიარა კოჭლაკოჭლობით – გაზეთი ვის დაჰკარგვია, ჩვენ ხომ
იაკობი გვყავს! მარტო იაკობი ხედავს, რაც დასანახია, მარტო მას
აინტერესებს, მისი თვალების ობიექტივი წამით არ უშვებს მხედ-
ველობიდან რკინიგზელის ჯიბეს, ქაღალდის პატარა ნაგლეჯს,
რომელიც შეიცავს მართალსა თუ გამოგონილ ცნობებს ნამ-
დვილად მომხდარზე, და ნებისმიერ შემთხვევაში უსაზღვროდ
უფრო ძვირფასია, ვიდრე არარსებული რადიო. სარისკო კია,
მაგრამ როგორმე იმ ნაგლეჯის ხელში ჩაგდებას რომ მოახერ-
ხებდეს, ნამდვილი შვება იქნებოდა მისი დაწრეტილი ფანტაზიის-
თვის.
სულ ბოლო ლიანდაგის უკან სასტვენა აღწევს მიზანს – მხო-
ლოდ გერმანელებისთვის განკუთვნილ ხის მომცრო ნაგებობას,
როგორც კარზე მიკრული წარწერაც გვამცნობს. წარწერის თავზე
ხეში ამოჭრილი გულია: მათთან, ეტყობა, ასეა მიღებული.
იაკობს კოვალსკისთან ერთად ყუთების აქეთ-იქით თრევა კი
უწევს, მაგრამ თვალს არ აცილებს ჩეჩმას: თუ სწორად შენიშნა,
იქითობას გაზეთი სრული სახით იყო შემონახული და, თუ რკინიგ-
ზელი მთლად უყაირათო კაცი არ არის, რაღაც ნაწილი, წესით,
უნდა გადარჩეს კიდეც. ხოლო თუ რკინიგზელი არც წყალწაღებუ-
ლი წუწურაქია, მაშინ ის გადარჩენილი ნაწილი იქვე უნდა დატო-
ვოს. იმედია, არც უყაირათო გამოდგება და არც წუწურაქი. თუმცა
იმედი შეიძლება გქონდეს, მაგრამ გულდაჯერებული ვერ იქნები.
თუ საშუალება მიეცა, იაკობი წავა და აიღებს იმ გადარჩენილ ნა-
წილს. ოღონდ, როგორი საშუალებაც უნდა მიეცეს, სიცოცხლის-

107
მკითხველთა ლიგა

თვის ყველა საშიში იქნება: რა დაჰკარგვია ვიღაც ებრაელს გერ-


მანელების საპირფარეშოში?! მაგრამ თქვენთვის, ძმებო, მზად
ვარ, სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდო. მიშასავით თადარიგიანი
არა ვარ, რომ კარტოფილის მოპარვაზე ვიფიქრო, თვლაში ის
ჩემზე ძლიერია, მაგრამ მე სამაგიეროდ, თუ ყველაფერმა მშვი-
დობიანად ჩაიარა, რამდენიმე გრამ ახალ ამბავს მოვიპარავ და
ერთ ტონა იმედად ვაქცევ. დედას უფრო ჭკვიანი რომ გავეჩინე, ან
განგებას ისეთი ფანტაზიის უნარი ეჩუქებინა, შოლომ ალეიხემს10
რომ ჰქონდა – თუმცა რა სისულელეებს ვროშავ, მისი ნახევარიც
მეყოფოდა, – მაშინ არაფრის მოპარვა არ დამჭირდებოდა: იმ გა-
ზეთებში რასაც წერენ, იმაზე ათჯერ მეტს და ათჯერ უკეთესს ამო-
ვიწოვდი თითებიდან. ეგ არის, რომ ვერ ვაკეთებ ამას, ვერა და
მორჩა, ისეთი გამოცარიელებული ვარ, ზოგჯერ შიში შემიპყრობს
ხოლმე. თქვენთვის გავირჯები, თქვენთვის და ჩემთვის, დიახ, ჩემ-
თვისაც, რადგან უეჭველია: მარტო ვერ გადავრჩები, თუ გადარჩე-
ნა მიწერია, მხოლოდ თქვენთან ერთად. თვალი გააყოლეთ მატ-
ყუარას, წავალ ჩეჩმაში და ავიღებ, რაც დარჩება, მთავარია, რამე
დარჩეს.
როგორც იქნა, დაადგა საშველი სასტვენას გარეთ გამოსვლას.
დღის შუქზე დაბრუნებულმა, ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქა
ჰაერი და პაპიროსს მოუკიდა, თუმცა ამისთვის, ქარის გადამკიდე,
ოთხი ასანთის ღერი დასჭირდა. ისე ზოზინებს, შეიძლება ჭკუაზე
შეგარყიოს, მაგრამ ჯიბე – მთავარი ხომ ჯიბეა! – ცარიელი აქვს.
როგორ იყო, ადრე გაზეთებს რომ ვკითხულობდით? ჩვენი გაზე-
თები რვა გვერდზე იბეჭდებოდა, ანუ ოთხ ფურცელზე. დავუშვათ,
მისი გაზეთიც ოთხფურცლიანი იყო. ალბათ, ასეც იქნებოდა. ახლა
დავითვალოთ: ერთ ფურცელს ორად ხევ, მერე კიდევ ორად, მე-
რე მესამედაც. ესე იგი, თითო ფურცლიდან გამოგდის, მოიცა,
რამდენი გამოგდის?.. ჰო, თითო ფურცლიდან რვა ნაგლეჯი გრჩე-

10
შოლომ ალეიხემი (1859-1916) – ებრაელი მწერალი და დრამატურგი, იდიშ-
ზე შექმნილი თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებე-
ლი.
108
მკითხველთა ლიგა

ბა. ოთხ ნაწილადაც შეგიძლია დახიო, მაგრამ მაშინ ნაგლეჯები


მეტისმეტად პატარა გამოვა. დავანებოთ თავი, ისევ სამზე შევჩერ-
დეთ, ქაღალდი ხომ საკმარისად ჰქონდა. ოთხი გავამრავლოთ
რვაზე, მივიღებთ ოცდათორმეტ ნაგლეჯს, რომელ ჯანმრთელ
ადამიანს სჭირდება ამდენი ქაღალდი?! ვთქვათ, დახიე ერთი
ფურცელი, დანარჩენს რაღას უზამ? ცხადია, წასაკითხად მოიტო-
ვებ. მაგრამ, თუნდაც ყველა ფურცელი დაეხია, რაღაც ნაწილი მა-
ინც დარჩებოდა, თუ თავისი დაუდევრობით იმ ნარჩენებსაც ორ-
მოში არ გადაუძახა.
„რას ბურტყუნებ ასე გაუთავებლად?“ ეკითხება კოვალსკი.
„მე ვბურტყუნებ?“ ამბობს იაკობი.
„განუწყვეტლივ. ოთხიო და თექვსმეტიო, ეს ამდენი და ეს იმ-
დენიო, ნეტა ვიცოდე, რას ანგარიშობ?“
სასტვენა ბოლოს და ბოლოს ქვის შენობას მიაღწევს და მის
წიაღში გაუჩინარდება. იაკობი თვალს შეავლებს გუშაგებს. ერთი,
ჭიშკართან რომ დგას, აშკარად მოწყენილი ჩანს, მეორე ვაგონის
საფეხურზე ჩამომჯდარა, იმდენად შორს, რომ ლამის დამშვიდდე
კაცი. მესამე საერთოდ არსად ჩანს, ალბათ შენობაშია, ან სადღაც
მალულად წაუძინა, საქმე მაინც არაფერია. მეტი არც არავინაა.
„გააგრძელე მუშაობა და თვალს ნუ გამომაყოლებ“, ამბობს
იაკობი.
„რატომ?“ უკვირს კოვალსკის. „რა მოხდა?“
„იმათ ჩეჩმაში უნდა წავიდე“.
კოვალსკის გაოცებისგან თვალები შუბლზე ასდის, მუშაობას
წყვეტს, ეს გადარეული მალე ქვის შენობაში მოინდომებს წასვლას
შნაფსისა და თამბაქოს საშოვნელად, იქნებ გუშაგს პაპიროსიც
სთხოვოს, ისინი კი ამისთვის კედელთან მიაყენებენ, ზუსტად ისევე,
როგორც იმისთვის, რასაც ახლა აპირებს.
„ხომ არ გადარეულხარ? შესვენებამდე დაიცადე და მიდი მერე
ღობესთან“.
„არა, ვერ დავიცდი“.
იაკობი წელში იხრება და ადგილს სწყდება კარგი მორბენალი-
ვით. ერთმანეთზე დაწყობილი ყუთების გრძელი რიგი მას ქვის შე-
109
მკითხველთა ლიგა

ნობიდან გამოსროლილი მზერისგან იცავს, მხოლოდ ბოლო მეტ-


რები რჩება დაუცველი. არადა, ის მეტრებიც ხომ გასავლელია.
იაკობი ბოლო მონაკვეთსაც უკან მოიტოვებს, საპირფარეშოში შე-
ვარდება და კარს მიიხურავს. ნუ ვახსენებთ მყრალ სუნს, ნურც კედ-
ლებზე ამოკაწრულ ხელოვნების ნიმუშებზე გავამახვილებთ ყუ-
რადღებას: უნიტაზის რგოლთან მდიდარი ნადავლი დევს. მაგრამ
ჯერ გარეთ უნდა გაიხედოს კარში ამოჭრილი გულიდან, დარწმუნ-
დეს, რომ არავის არაფერი შეუნიშნავს. გულის ნახვრეტში დანახუ-
ლი სადგური. ცხოვრება ჩვეულად მიედინება. ნადავლი, როგორ-
საც ელოდა, ისეთი ნარჩენებისგან შედგება. ნამდვილად არ ყო-
ფილა უყაირათო კაცი, ქაღალდების დასტაში ყოველი ფურცელი
ისე სწორადაა გახეული, დანით გაჭრილი გეგონება, და ამ პატარა
ფურცლებს ქვეშ ხელუხლებელი ორმაგი გვერდია. იაკობი ფურ-
ცლებს პერანგში იტენის, შეძლებისდაგვარად ფრთხილად, რომ
არ დაიჭმუჭნოს და მუშაობის დროს არ იშრიალოს. ამ მხრივ მუ-
ცელს ზურგი სჯობია. ორმაგი გვერდი რაიმე ფასეულობას არ წარ-
მოადგენს. თუმცა არა, როგორ არ წარმოადგენს, ოთხივე გვერდი
სავსეა შავ ჩარჩოში ჩასმული სამგლოვიარო განცხადებებით. თა-
ვისთავად სასიხარულო ამბავია, მაგრამ საინფორმაციო შინაარ-
სის თვალსაზრისით მისი ფასი თითქმის ნულის ტოლია. დაეცა
ბრძოლის ველზე, დაეცა ბრძოლის ველზე, დაეცა ბრძოლის ველ-
ზე, დაეცა ბრძოლის ველზე... ამის წაღება არ ღირს, რად გვინდა
ბალასტის თრევა, ამას ხომ ზეპირადაც თამაშ-თამაშ ვისწავლით,
სიკვდილით სავსე ოთხ გვერდს, თანაც ცოტა რამ სახალისო შემ-
დეგ მომსვლელსაც ხომ უნდა დავუტოვოთ. არც დროის გაწელვა
ღირს. ისე ნუ მოვიქცევით, თითქოს საკუთარ საპირფარეშოში ვიმ-
ყოფებოდეთ, ყოველი წუთი საფრთხეს ზრდის, ახლა ისევ სამუშა-
ოს დავუბრუნდეთ და, მოთმინებით თუ მოუთმენლად, როგორმე
ჩავამთავროთ, მერე კი მივაღწევთ ჩვენს ოთახამდე, სადაც კაციშ-
ვილი ვეღარ დაგვინახავს, წელში ჩატენილ ფურცლებს ამოვი-
ღებთ და ჩვენს ახალ რადიოსაც ჩავრთავთ. ხვალ კი ისევ შეგიძ-
ლიათ მოხვიდეთ და კითხვები დამაყაროთ. გიპასუხებთ, სანამ მა-
რაგი არ ამოიწურება.
110
მკითხველთა ლიგა

იაკობი ერთხელ კიდევ გაიჭვრიტება ჭუჭრუტანაში, ამოწმებს,


ყველაფერი რიგზეა თუ არა. არაფერიც არ არის რიგზე, არაფერი,
უკანა გზა ყოველ ნაბიჯზე დანაღმულია. ჩეჩმას ჯარისკაცი უახ-
ლოვდება, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულად. თითით ქამრის
ბალთას აწვალებს, ფიქრებით უკვე შიგნით ზის და შვებასაც
გრძნობს, როგორ გინდა, ჩეჩმიდან ისე გახვიდე, რომ არ შეგამ-
ჩნიოს, რა გინდა ქნა? იაკობის მუხლები დაუნდობლად ახსენებს
პატრონს, რომ პატარა ბიჭი აღარ არის, თუმცა კი აქეთ მომავალ-
მა მანძილი სულ სირბილ-სირბილით დაფარა. ასეთ რამეებს კაცი
მაშინ ხვდები, როცა უკვე გვიანაა. კარს შიგნიდან ვერ გადაკეტავ,
ვიღაც ბედოვლათს კაუჭის ყულფი მოუგლეჯია. აბა, სცადე, ხელით
დაიჭირო, ერთს მხრით მოაწვება და დამთავრებულია: თვალებ-
გაფართოებული, შენ გვერდით გაჩნდება და მერე რასაც გიზამს,
იმაზე, ჯობია, არც იფიქრო. თეორიულად იცის, როგორ მოიქცეს:
არ უნდა აღელდეს და სიმშვიდე შეინარჩუნოს. მით უმეტეს, რომ
მოულოდნელობის უპირატესობა მის მხარეზეა, გერმანელს კიდევ
რვა ნაბიჯი აქვს გამოსავლელი. უკანა კედლის ფიცრებს ხუთი წუ-
თი მაინც დასჭირდება, ხმაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ. აი, კი-
დევ ხუთი ნაბიჯი უნდა გადმოდგას, შენ კი ერთი გზაღა დაგრჩენია:
იატაკზე ამოჭრილ ოვალურ ხვრელში გაუჩინარდე, პირდაპირ
იმათ ქაქში გადაეშვა. ხვრელში გასატევად სიმჭლევე არ გაკლია,
ეგაა, რომ თავს ვერ აიძულებ.
ჯარისკაცი კარს გამოაღებს, წინააღმდეგობა არ ხვდება, მაგ-
რამ, ბედი არ გინდა? ლამის ცხვირით ჩაერჭოს გაშლილ გაზეთში.
გაზეთი ოდნავ თრთის, მაგრამ ასეთ უხერხულ ვითარებაში ეს ძნე-
ლი შესამჩნევია.
„ო, უკაცრავად!“ ამბობს და სასწრაფოდ ხურავს კარს. მას არ
დაუნახავს გაზეთს ამოფარებული, გვარიანად ნათრევი ებრაული
ფეხსაცმელები, და არც ის შეუნიშნავს, რომ გაზეთის მკითხველი
შარვალჩახდილი არ მჯდარა, რაც სურათს კიდევ უფრო და-
მაჯერებელს გახდიდა, მაგრამ საამისოდ ცივი გონება და მეტი
დრო იყო საჭირო. იქნებ უკეთესიცაა, მეტისმეტმა შენიღბვამ
ზოგჯერ შეიძლება გავნოს კიდეც, მთავარია, რომ ჯარისკაცმა კა-
111
მკითხველთა ლიგა

რი ისე გაიხურა, ეჭვი არ აუღია. ახლა მან იცის, რომ ერთხანს


მოცდა მოუწევს, მკლავზე ქამარგადაკიდებული, ბოლთის ცემას
იწყებს, ასე უფრო იოლია მოთმენა, ვიდრე ერთ ადგილზე დგო-
მისას.
თვითონ იაკობს რამდენ ხანს მოუხდება ლოდინი? გაზეთს ოდ-
ნავ დაბლა სწევს და თვალს გარეთ აპარებს: კარში ამოჭრილი
გულიდან აქეთ-იქით მოსიარულე რუხფორმიან ჯარისკაცს ხედავს.
ახლა მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენს, ასარჩევად აღარ აქვს
საქმე, ყველაფერზე თანახმაა. აღარც ტვინის ჭყლეტა სჭირდება,
რადგან ნამდვილ სასწაულს წინასწარ ვერ გამოთვლი. კიდევ ორი
წუთი აქვს, მეტი არა და, თუ სასწაული სწორედ ახლა არ მოხდა,
რაც გასაკვირი სულ არ იქნება, მაშინ მართლაც სასეირო ყოფი-
ლა ის ავადსახსენებელი უკანასკნელი წამი.
„დაუჩქარე, ამხანაგო11, ფაღარათი მაქვს“, ესმის ჯარისკაცის
მუდარა.
პერანგში დამალული ფურცლები ზურგზე მიწებებას იწყებს,
ვიდრე ჩახედავდეს, მათი გაშრობა მოუწევს, თუ სასწაული მოხდა
და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, როგორც ზღაპარში.
იაკობი მიყვება, როგორ ერთბაშად ერევა დაღლილობა, როგორ
ერთბაშად ქრება შიშიცა და იმედიც, როგორ ერთბაშად და უც-
ნაურად უმძიმდება და უმსუბუქდება სხეულის ყველა ნაწილი: ფე-
ხები, ქუთუთოები, ხელები, რომლებსაც ნელ-ნელა უსხლტება სამ-
შობლოსთვის დაცემულთა ოთხი გვერდი.
„გაიგე, მაროცკეს თურმე ისევ შვებულებას აძლევენ! ნამდვი-
ლად რაღაცაშია საქმე, ზემოთ ეყოლება ვიღაც. დადის წინ და
უკან, როგორც მოეპრიანება, ჩვენ კი უნდა ველოდოთ და ველო-
დოთ, და თან ამ ნივრიჭამიების გარემოცვით ვტკბებოდეთ“.
ღმერთო დიდებულო, ნივრიჭამიებიო! ახლა ერთი კბილი
ნიორი რომ მქონდეს, ხო მივახეხავდი გახუხულ პურზე! იდიოტი

11
„ამხანაგო“ (გერმანულად Genosse) – მემარცხენე ორიენტაციის პარტიებში
(მათ შორის, გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიაში) და რევო-
ლუციურ გარემოში გავრცელებული მიმართვა.
112
მკითხველთა ლიგა

ხარ ნამდვილი! ამას ჰგონია, საპირფარეშოში ვინმე შულცი ან


მიულერი ზის, მაროცკე სულ რომ არ ეხატება გულზე. კაცმა რომ
თქვას, ამაში მართალიც არის, ვინც გინდა იყოს ის შენი მაროცკე.
იაკობი უკანა კედელს ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს, გმირულ
წინააღმდეგობას ტყუილად ელის ვინმე, არაფრის თავი აღარ
აქვს. ახლა, გარეთ რომ ჯარისკაცია, იმის სვლაა, მან უნდა გან-
საზღვროს მოქმედების შემდგომი განვითარება. წავიდეს თუ დარ-
ჩეს? თუ მუცლის გვრემით შეწუხებულმა, უხეშად გამოაღოს კარი,
გაოცდეს და სროლა ატეხოს? შიგ მყოფისთვის მოულოდნელი
არაფერი იქნება. ახლა რა მოხდება, მასზეა დამოკიდებული.
ვინ წარმოიდგენდა, რომ სასწაული ვიღაცის თავში უკვე მწიფ-
დება? უხეში კონტურებით ის უკვე მოხაზულიც კია. ნუ დაგვავიწ-
ყდება, რომ კოვალსკიც აქ არის, ძრწოლით ატანილს, თვალები
ლამის შუბლზე დაასხდეს. მშვენივრად იცის, რაც ხდება, მისთვის
ვითარება ნათელია. უყურებს გაჭირვებულ ჯარისკაცს და კარს,
რომელიც ჯერჯერობით უძლებს დაწოლას, მან იცის, შიგნით ვინც
არის და იცის ისიც, რომ ის შიგნით მყოფი მის დაუხმარებლად
თავს ვერ დაიძვრენს, თუ, რა თქმა უნდა, შიშისგან უკვე არ გაუსკდა
გული. ხსნა ის იქნება, როგორმე გერმანელის ყურადღება მიიპ-
ყრო, მაგრამ არა კედლისკენ კენჭის სროლით, იმ იმედით, რომ
ჯარისკაცი აქეთ მობრუნდება, გავიგო ერთი, კენჭი ვინ ისროლაო.
აუცილებელია, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც მის დაუყოვნებელ ჩა-
რევას მოითხოვს. პირველი, რაც თვალში ხვდება, ერთმანეთზე
დაწყობილი ყუთების გროვაა, სიმაღლით თითქმის ორი მეტრია
და არც მაინცდამაინც მყარი უნდა იყოს. საკმარისია, ქვემოდან
ორი ყუთი გამოაცალო, რომ ეს ამაყად მდგარი, გასამგზავრებ-
ლად გამზადებული პირამიდა წონასწორობას დაკარგავს და სა-
ერთო ყურადღებასაც მიიპყრობს. მაგრამ ნეტავ რა მოუვა იმ ბო-
თეს, ასე მოუხეშავად რომ მოძრაობს? ნეტავ რა ელის იაკობს,
ასეთი მოუქნელი ვინმე თუ არ აღმოჩნდა ახლომახლო? ან რამ-
დენად ფასობს ორმოცწლიანი მეგობრობა? კოვალსკის ახლა ამ
გამოცანების გამოცნობა მოუწევს. იაკობს შორიდან ესმის გრუხუ-
ნის ხმა; თვალები დახუჭე, თუ გინდა, მაგრამ ყურებში თითს ხომ
113
მკითხველთა ლიგა

ვერ დაიცობ? მერე ესმის, რა სწრაფად გარბის სადღაც ჯარისკა-


ცის წყვილი ჩექმა. ეს იმის მაუწყებელია, რომ დროა, თვალები
რაც შეიძლება ფართოდ გაახილოს. სასწაულიც სწორედ ეს არის,
ვინმეს სხვა რამ ნუ ეგონება! ხელ-ფეხი თანდათან იბრუნებს უწინ-
დელ წონას, ყველაფერი ისევ ძველებურადაა! ირგვლივ თითქოს
სიმშვიდეა, რასაც კარში ამოჭრილ გულში გაჭვრეტაც ადასტუ-
რებს. ებრაელებმა, ამ საჭვრეტიდან რომ მოჩანან, მუშაობა შეწ-
ყვიტეს, ყველა ერთი მიმართულებით იცქირება, იქით, სადაც, სა-
ვარაუდოდ, სასწაული თამაშდება.
კოვალსკიმ მარჯვედ შეურყია საფუძველი ყუთების მთას. ძალა
ზუსტად საამისოდ ეყო. ერთი ყუთი თავზე დაეცა. ჩეჩმასთან მდგო-
მი ჯარისკაცი დაუფიქრებლად გამოიქცა მისთვის დაგებული ხა-
ფანგისკენ და პირდაპირ მთავარ სატყუარას, კოვალსკის ებ-
დღვნა. თამამად შეიძლება ითქვას: უკეთესი ფოკუსი თითქმის წარ-
მოუდგენელია. ისე მაგრად მოხვდა ცხვირ-პირში, რომ თავში ყუ-
თის დაცემა ამასთან შედარებით არაფერია. კოვალსკი მწარედ
მოთქვამს, ორივე ხელი სახეზე აუფარებია, თითქოს თავს იცავსო,
და გულგამგმირავი სიტყვებით გამოხატავს სინანულს თავისი უპა-
ტიებელი საქციელის გამო.
დანარჩენები ვდგავართ გაქვავებულებივით და კბილებს ვაღ-
რჭიალებთ. ჩემ გვერდით ვიღაც იფიცება, საკუთარი თვალით და-
ვინახე, ყუთები კოვალსკიმ განზრახ წააქციაო. ჯარისკაცი ურტყამს
და ურტყამს, იმ მაროცკეს ისევ შვებულებაში უშვებენ, თვითონ კი
ვერსადაც ვერ მიდის, შესაძლოა, მართლაც აღშფოთებულია ამ
არნახული მოუქნელობით, მაგრამ უცებ სრულიად მოულოდნე-
ლად ჩერდება. აშკარად რაღაც აიძულებს, ასე მოიქცეს. ეს არც
თანაგრძნობაა და არც დაღლა, ფაღარათი შეახსენებს თავს, ამას
ყველა ხედავს. სახე ემანჭება და თავქუდმოგლეჯილი გარბის ჩეჩ-
მისკენ, რომელიც ამასობაში საგანგებოდ მისთვის გაუთავისუფ-
ლებიათ. თუმცა არა, ვიდრე ადგილს მოსწყდებოდეს, ერთსაც და-
იღრიალებს: „რომ დავბრუნდები, ყუთები ისევ დაწყობილი დამ-
ხვდეს, გასაგებია?“ მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოძრაობას
გრძელი, ნაბიჯებით, ხტომა-ხტომით, რაც, ყველაფრის მიუხედა-
114
მკითხველთა ლიგა

ვად, სასაცილო სანახავია. ახლა საქმის გადადება არ ივარგებს,


ვინც უნდა დახვდეს იმ ჩეჩმაში, გინდა გაზეთს კითხვულობდეს,
გინდა სხვა რამეს, მოსთხოვს, დაუყოვნებლივ გარეთ გამოვიდეს.
რადგან, თუ ასე არ მოიქცა, ნამდვილად მარცხი მოუვა. მაგრამ
ასე მოქცევა აღარ სჭირდება: კარს ერთი მაგრად მოქაჩავს და
ცარიელი ჩეჩმის წინაშე აღმოჩნდება – ბოლო წამს როგორღაც
მოხერხდა მარცხის თავიდან აცილება.
ჩვენგან, მაყურებელთაგან, ვერავინ ბედავს კოვალსკის დახმა-
რებას ან დამშვიდებას, აქ ხალხი მუშაობს, რა დროს დამშვიდება-
ა?! ის სახიდან სისხლს იწმენდს, იმოწმებს კბილებს, რომელთა-
გან, ერთის გარდა, ყველა ადგილზეა. კარგად თუ ჩაუფიქრდი,
მიხვდები, რომ ეს ამბავი გაცილებით უარესადაც შეიძლებოდა
დასრულებულიყო. ტკივილი გაივლის, იაკობი გადარჩენილია.
ომი რომ დამთავრდება, ისეთ უნიტაზს ვაჩუქებთ, მტერსაც რომ
შეშურდება: იჯდეს მერე თუნდაც საათობით და იფიქროს თავის
ერთგულ მეგობარ კოვალსკიზე. უცებ ყუთების გროვის უკან გა-
მოჩნდება ეს ჩვენი სასწაულებრივად გადარჩენილი, ზურგიდან
უახლოვდება კოვალსკის, რომელიც ჯერ კიდევ ისინჯავს თითე-
ბით სხეულს. სანამ ამხანაგს გამოეცხადებოდეს, იაკობი სითამამეს
მოიკრებს: კოვალსკიმ ვერავითარ შემთხვევაში ვერ უნდა შეიტ-
ყოს მისი გაბედული გასეირნების ნამდვილი მიზეზი. სწორედ მან
ვერ უნდა შეიტყოს, მან დაიმსახურა უფლება, არ იცოდეს ნამდვი-
ლი მიზეზი, მისთვის ეს უნდა დარჩეს იაკობის აუხსნელ ახირებად,
რომელიც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
„გმადლობ“, ამბობს იაკობი. გულაჩუყებული ჩანს. მის ახლან-
დელ მდგომარეობას მხოლოდ ეს სიტყვა მიესადაგება: გულაჩუ-
ყებული. ორმოცი წლის განმავლობაში პირველადაა გულაჩუყებუ-
ლი – რაც გინდა თქვი და, ჩვეულებრივი ამბავი არ არის, სიკ-
ვდილს რომ გადაგარჩენენ. თანაც ვინ – კაცი, რომელსაც ამდენი
ხანია იცნობ და რომლისგანაც, თუ გულახდილად ვიტყვით, ასეთ
რამეს არ ელოდი.
კოვალსკი პარტნიორს შეხედვის ღირსადაც არ აგდებს.
ხვნეშა-ხვნეშით წამოდგება და ყუთებს მიაშურებს: უმჯობესია, ისევ
115
მკითხველთა ლიგა

დააწყოს ერთმანეთზე, როგორც უბრძანეს, თანაც მანამ, სანამ ის


ჯარისკაცი მოისაქმებდეს და დაბრუნდებოდეს, აბა, ერთი ვნახო,
ჩემი ნათქვამი როგორ სრულდებაო. არადა, ყუთები ისევ კოხტად
იქნებოდა ერთმანეთზე დაწყობილი, მასაც პირში იმდენივე კბილი
დარჩებოდა, რამდენიც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა, იაკობი ნორ-
მალური ადამიანი რომ ყოფილიყო და სრულიად აუხსნელ ახირე-
ბას არ აჰყოლოდა. რა ენაღვლება: მისი საქციელისთვის სხვამ
უნდა ზღოს.
იაკობის ხელები დაფრინავს: სანამ კოვალსკი ერთ ყუთს
მიუჩენდეს ადგილს, იაკობი სამის დადებას ასწრებს. კოვალსკის
პარტნიორისთვის ვერ უპატიებია, ბრაზი ახრჩობს და ტკივილი არ
ასვენებს. „კარგად მაინც თუ მოჯვი?“ ეკითხება და თან ძლივს იკა-
ვებს თავს, რომ ხმას არ აუწიოს. „აბა, ერთი შემომხედე, კარგად
შემომხედე. ხომ ლამაზი ვარ? შენ გგონია, ცხვირ-პირი იმან გამი-
ლამაზა? არაფერი შეგეშალოს! ეს შენ მირტყი. თუმცა ნეტა რა
მაბრაზებს! მთავარია, რომ საუფროსო პირობებში მოჯვი, დანარ-
ჩენს რა მნიშვნელობა აქვს? ერთი რამე დაიმახსოვრე, ჰაიმ: ერ-
თხელაც იზამ ამას და ნახავ, რაც მოგივა! აბა, ერთი სცადე და
ვნახოთ მერე, ვინ გიშველის!“
იაკობი მუშაობაშია ჩაფლული. თავისი გადმოსახედიდან
კოვალსკი მართალია. რაც დააშოშმინებდა, იმას იაკობი ვერ გა-
უმხელს, ხოლო ნებისმიერი სხვა სიტყვა კიდევ უფრო
გააღიზიანებს. როდისმე, მოგვიანებით, კოვალსკი, ეს ყველაფერი
ჩავლილი რომ იქნება, მე და შენ სადმე წყნარ კუთხეში რომ
დავსხდებით და სამზარეულოს ტაფაზე კარტოფილის კვერების
შიშინში თითო შნაფსს გადავკრავთ, აი, მაშინ აგიხსნი ყველაფერს.
მშვიდად, აუღელვებლად გიამბობ სიმართლეს, კოვალსკი, მერე
ბევრს ვიცინებთ თავის აქეთ-იქით ქნევით იმის გახსენებაზე, რა
საგიჟეთი გამოვიარეთ. შენ მკითხავ, ეს ყველაფერი რატომ მა-
შინვე არ გამანდე, ჩემთვის მაინც გეთქვა, შენი საუკეთესო მე-
გობრისთვისო, მე კი გიპასუხებ, ამას ვერ ვიზამდი, შენ ხომ მაშინვე
ყველას მოუყვებოდი, ისინი კი ჩვეულებრივ მატყუარად და
ჭორიკანად ჩამთვლიდნენ და იმედიც საბოლოოდ
116
მკითხველთა ლიგა

გადაეწურებოდათ-მეთქი. მერე მხარზე ხელს დამადებ, რადგან,


ალბათ, გამიგებ, და მეტყვი: „იაკობ ჩემო, თითო არაყიც ხომ არ
დაგველია?“
როცა კარგა ხნის შემდეგ ჩეჩმის კარი ისევ იღება, ყუთების მთა
კვლავ ამაყად დგას, ზეაღმართული, თითქოს არც არავის ეცადოს
მისი წაქცევა. ჯარისკაცი დინჯად მოაბიჯებს, ხელები ზურგზე და-
უწყვია, ფორმაც მოწესრიგებული აქვს, უკვე ელიან კიდეც. ვერ იტ-
ყვი, მოუთმენლადო, მხოლოდ იმისთვის, რომ ინციდენტს წერტი-
ლი დაესვას. მაგრამ ჯარისკაცის ნაბიჯი და პოზა, გვერდზე გადახ-
რილი თავი, მთელი მისი იერი, უჩვეულოა და, ამდენად – შემაშ-
ფოთებელი: მზერა კეთილგანწყობილი უფრო აქვს, ვიდრე გამომ-
ცდელი. სამყაროს ახლა, ეტყობა, სხვა თვალით უყურებს, რამდე-
ნიმე საამური წუთი და, უკვე სხვა კაცი ხარ. ყუთები ვიღას ახსოვს,
გერმანელი კოვალსკის დასივებულ სახეს ათვალიერებს. სახე ამ
უკანასკნელს, მართალია, წითლად უღვივის, მაგრამ თანდათან
იკვეთება ლურჯი, მწვანე და იისფერი ლაქებიც, გერმანელი შეწუ-
ხებული ჩანს. იაკობს შეუძლია დაიფიცოს, რომ შეწუხებული ჩანს,
მიდი და გაუგე ამ ხალხს. ჯარისკაცი უსიტყვოდ მიტრიალდება და
მიდის. იაკობი ფიქრობს, რა კარგია, გულჩვილობა მხოლოდ ახ-
ლა რომ გამოამჟღავნა და თავიდანვე არ მოინდომა სიკეთის გა-
მოჩენა, თორემ მაშინ ხომ კარს არ მოშორდებოდა, იქვე გაჩერ-
დებოდა და არსადაც არ გაიქცეოდა, სულ ცოტა ხანში კი მის კაიკა-
ცობას მკაცრი გამოცდის ჩაბარება მოუწევდაო.
სიარულში ამხანაგს ორი სიგარეტი დაუვარდა, „იუნოს“ მარკის
უფილტრო სიგარეტები. დაუვარდა თუ განზრახ დააგდო, ვერასო-
დეს გავარკვევთ, ისევე როგორც ამ საქციელის მოტივს, თუ საქმე
წინასწარ განზრახვასთან გვაქვს. ასეა თუ ისე, სიგარეტები კოვალ-
სკის ეკუთვნის, რაც გინდა თქვი და, ისინი მართლაც ძვირად და-
უჯდა.
რამდენიმე წუთში ქვის შენობიდან გამოდის სასტვენა და სადი-
ლის შესვენების ნიშანს იძლევა. რკინიგზელი, რომლის ლაპარა-
კიც აქამდე არც ერთს არ გაგვეგონა და რომელიც ყველაზე ენა-
ჭარტალა გამოდგა ჩვენს გერმანელებს შორის, რადგან ჯიბიდან
117
მკითხველთა ლიგა

ლამის მთელი რადიომიმღები ამოუვარდა. დღეს ხომ ყველაფე-


რი სასტვენათი დაიწყო, თავად ის კი ვერაფერს ხვდება, სტვენით
გვაუწყებს წვნიანის მოახლოებას და წარმოდგენაც არა აქვს, რა
უნამუსოდ გამოიყენეს მისი გულმავიწყობა, თუ რაც იყო. ეს მხო-
ლოდ იაკობმა იცის. მას ახსენდება პერანგქვეშ დამალული ფურ-
ცლები და გაშლილი გვერდი, რომელსაც ამასობაში ვინ იცის, რა
ბედი ეწია და რომლის ფუჭად დაკარგვა, კაცმა რომ თქვას, ცოდვა
იქნებოდა.
„აღარ მახსოვს, გითხარი თუ არა, რომ გერმანელებმა უზარმა-
ზარი დანაკარგი განიცადეს“, ამბობს იაკობი.
უკვე ორივენი რიგში დგანან, კოვალსკი თავს იაკობისკენ აბრუ-
ნებს. ჩალურჯებულ, ჩამწვანებულ ლაქებს შორის მის სახეს ოდნავ
შესამჩნევი, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მადლიერი ღიმილი
ეფინება.


რადიო არც იმდენად სიტყვაუხვი გამოდგა, იაკობი რომ ელო-
და. ახლა ის ნაგლეჯებს ერთმანეთის გვერდით აწყობს მაგიდაზე,
სულ ცხრა ნაგლეჯია, ხოლო პივოვასა და როზენბლატს მისთვის
ხელის შეშლა აზრადაც არ მოსდით. დღეს ისინი ის არიან, რაც
არიან: დიდი ხნის მკვდრები კატის ლეშით და ზედამხედველის ხე-
ლით, დღეს ისინი ცხვირს არ ყოფენ იაკობის საქმეში, რადგან ამ
უკანასკნელის გულისყური მიმართულია თამაშისკენ, რომელსაც
ნაგლეჯების გამთლიანება ჰქვია.
გაზეთის სახელწოდება ვერ მოიძებნა, ისევე როგორც დაბეჭ-
დვის თარიღი, ბრმა შემთხვევამ ასე ინება. ცხრა ნაგლეჯისგან ერ-
თი მთლიანი გვერდი არ იკვრება. ქაღალდის ხმარებისას სასტვე-
ნა ბრმად მოქმედებდა, გვერდების თანამიმდევრობა არ დაუცავს,
რითაც იაკობს ამოცანა გაურთულა. ასეც ატრიალებს ნაგლეჯებს
და ისეც, ფურცლებს ხან აქედან მიადებს ერთმანეთს, ხან – იქი-
დან, მაგრამ ისეთ ორ ნაგლეჯსაც ვერ პოულობს, ერთიმეორეს

118
მკითხველთა ლიგა

რომ ერგებოდეს. მთელი ამ ტანჯვა-წვალების შედეგად მაგიდაზე


უდევს ორი, მეტი რომ არა ვთქვათ, არასრული და დაფლეთილი
საგაზეთო გვერდი, რომელთა დანახვაზე კაცი იფიქრებს, ვიღაც
წინდახედულმა ცენზორმა ნომრიდან ყველაზე საინტერესო ამბები
ამოჭრა და საგანგებოდ იზრუნა, რომ უცხო პირთა ხელში მხო-
ლოდ უმნიშვნელო ინფორმაცია მოხვედრილიყოო. სპორტის გან-
ყოფილება, მაგალითად. მაინცდამაინც სპორტის განყოფილება
გადარჩენილა თითქმის უვნებლად. ო, როგორ გაიხარებენ ებ-
რაელები, როცა შეიტყობენ, რომ ლუფტვაფეს12 მოკრივეთა გუნ-
დმა ათით ექვსი მოუგო სამხედრო-საზღვაო ძალების ნაკრებს. ან
რომ ჰამბურგელმა ფეხბურთელებმა ბერლინელებს, როგორც
უწინაც არაერთხელ მომხდარა, გამარჯვების ყოველგვარი იმედი
მოუსპეს. გაზეთის სიტყვაძუნწი გვერდი მსოფლიო მნიშვნელობის
ამბებსაც გვამცნობს, კერძოდ, გვატყობინებს, რომ რომელიღაც
გაულაიტერმა13, რომლის გვარიც გაზეთის გვერდზე მოხეულია,
ქებით მოიხსენია რომელიღაც სამხატვრო გამოფენა; რომ მისმა
აღმატებულებამ, ესპანეთის ელჩმა, გამოთქვა სურვილი, კიდევ
უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული მე-
გობრული ურთიერთობა; და რომ სახალხო სასამართლოში დას-
რულდა ებრაელთა მსოფლიო კაპიტალის მიერ დაფინანსებული
ორი აგენტის პროცესი, რომლის შედეგადაც დამნაშავეებს საკად-
რისი სასჯელი მიეზღოთ.
მერე ზიხარ ასე, გაწბილებული. დიდი იმედი არც მანამდე გქო-
ნია, ფიქრობდი, ამ ჩემს საცოდავ ტვინს სულ მცირე ზურგქარიც
ეყოფაო – ერთი ან ორი ფარული მინიშნება, რომელთა დახმარე-
ბითაც, თუ გონებას ძალას დაატან, მეფურ ნადიმსაც გამართავ კა-
ცი, მაგრამ ასეთი მჭლე ლუკმა თუ შეგხვდებოდა, ნამდვილად არ
გეგონა. არც ერთი სიტყვა ბეზანიკაზე, სადაც რუსები კარგა ხნის
შესული უნდა იყვნენ. არც ერთი საცოდავი სიტყვა, რაც გერმანე-

12
Luftwaffe (გერმ.) – გერმანიის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები.
13
Gauleiter (გერმ.) – გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის რეგიონუ-
ლი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
119
მკითხველთა ლიგა

ლების პრობლემებზე მიგანიშნებდა! ამის მაგივრად ეს ბრიყვები


თამაშობენ ფეხბურთს, აწყობენ გამოფენებს და სამართლის აღ-
სრულებაზე ზრუნავენ.
მოდი, ჩვენ მაინც ვიყოთ სამართლიანები, ნუ გამოვრიცხავთ
შესაძლებლობას, რომ გაზეთი ძველია, ან რომ მისი საუკეთესო
ნაწილი სასტვენამ იხმარა, მაგრამ, გინდ ასე თქვი, გინდ ისე:
სულელი რომ არ იყო, იმედიც არაფრისა გექნებოდა. ხუთი წამით
მაინც რომ დაფიქრებულიყავი, მიხვდებოდი, რაც გელოდა. იმათ
როგორი გაზეთების კეთება შეუძლიათ, კარგად არის ცნობილი:
წლების წინ ჩვენს რაიონშიც გამოდიოდა ერთი გერმანული გა-
ზეთი, „ფიოლკიშერ ლანდბოტე“14 ერქვა. ნუ მკითხავთ, როგორი
გაზეთი იყო. ყიდვით არავინ ყიდულობდა, ფულის გადაყრა ხომ
ცოდვაა, მაგრამ დროდადრო, გინდოდა თუ არა, როგორღაც
მაინც ჩაგივარდებოდა ხელში. ბაზარში თევზს გაგიხვევდნენ,
ერთი-ორი ცალი კბილის ექიმის მოსაცდელშიც იდო ხოლმე, სა-
დაზღვევო უწყებაში ხომ – მით უმეტეს. ის კი არა, ამ გაზეთს ზოგ-
ჯერ კოვალსკისთანაც ნახავდით – აქაოდა, ჩემი სადალაქო ვინმეს
პროვინციული დაწესებულება არ ეგონოსო. გვითქვამს კიდეც მის-
თვის: კოვალსკი, ბიჭო, ასე ვეტყოდით ხოლმე, ამ ნაგავს
აქაურობას დროზე თუ არ მოაშორებ, მუშტარი გაგექცევა. ან იქნებ
გგონია, რომ გერმანელი კლიენტი გეახლება და უფლებას მოგ-
ცემს, შენი ებრაული თითები წვერებში უფათურო, იმპერატორ
ვილჰელმივით რომ მოუშვიაო? ეს ჩემი საქმეაო, იწყენდა ხოლმე
კოვალსკი, განა მე გეუბნები, შენს კარტოფილის კვერებში რამ-
დენი ნახერხი უნდა შეურიოო? ასეთი კაცი იყო კოვალსკი. ეს
ორივე ხელი შემახმეს, თუ მისი ნათქვამი ცილისწამება არ იყოს.
ეგ იქით იყოს და, იმ გაზეთისთვის თვალის ერთი გადავლებაც
კმაროდა, რომ მიმხვდარიყავი, რასთან გქონდა საქმე. სულ
რაღაც საფრთხე ელანდებოდათ, სულ დამცირებულად

14
ამ სახელწოდების გაზეთი გერმანიაში არ არსებობდა. სავარაუდოდ, ეს არის
მინიშნება გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ორგანოზე,
„ფიოლკიშერ ბეობახტერზე“ (Völkischer Beobachter).
120
მკითხველთა ლიგა

გრძნობდნენ თავს, ღვთისა და კაცისგან დაჩაგრულებად. თურმე


ისინი კი არ გვავიწროებდნენ, ჩვენ ვავიწროებდით მათ. საკითხი,
კიდევ რამდენ ხანს უნდა იტანჯებოდეს გერმანია უკანასკნელი
ომის სამარცხვინო შედეგების გამო, ყოველ ნომერში, კვირაში
სამჯერ განიხილებოდა და მოსვენებას არ აძლევდა გაზეთის ავ-
ტორებს. ბოლო გვერდზე კი, რებუსის გვერდით, ისეთი აბდაუბდა
ლექსები იბეჭდებოდა, იფიქრებდი, ამ ხალხს თავისი ენა ავიწყდე-
ბაო.
ერთადერთი, რასაც წუნს ვერ დასდებდი, განცხადებების გან-
ყოფილება იყო, ამ საქმის ყადრი ნამდვილად იცოდნენ. ყოველ
მეორე ოთხშაბათს თუ სამშაბათს ორივე შუა გვერდი წვრილად
აწყობილი განცხადებებით იყო გაჭედილი. თუ რაიმე ისეთი დაგ-
ჭირდებოდა, რაც ბაზარზე ძნელად ან საერთოდაც არ იშოვებო-
და, ვთქვათ, რამდენიმე ლამაზი სკამი დაწნული საზურგითა და
დასაჯდომით, თანამედროვე ტორშერი ან თეფშების დიდი პარ-
ტია, – კაფეში ხომ ჭურჭელი დიდხანს ვერასოდეს ძლებდა – აი,
მაშინ კი მართლაც ღირდა „ლანდბოტეში“ ჩახედვა. ბუნებრივია,
აკვირდებოდი იმათ გვარებს, ვინც საქონელს გთავაზობდა: თუ ის
ვიღაც გვარად ჰაგედორნი ან ლაინევებერი იყო, მასთან, ცხადია,
არ წახვიდოდი; არც სკჟიპჩაკთან ან ბარტოშევიჩთან გაიქცეოდი
სიხარულით; მხოლოდ მაშინ მიდიოდი, თუ განცხადება ზილბერ-
შტრაიფს ეკუთვნოდა. „ლანდბოტეს“ ხალხი ამ სფეროში არავის
ეუბნებოდა უარს, განცხადებას უქვეყნებდა ნებისმიერს, ვისაც კი
საფასურის გადახდა შეეძლო. თუმცა ეს, როგორც აღვნიშნე, მხო-
ლოდ განცხადებებს ეხება, ყოველ მეორე ოთხშაბათს თუ სამშა-
ბათს, დანარჩენი ნაგავი იყო და სხვა არაფერი.
ყოველივე ამაზე კაცს შეიძლებოდა მანამ ეფიქრა, სანამ მარ-
ყუჟში გაყოფდა გოგრას და სასწაულისა თუ მეგობრის დახმარე-
ბით ისევ დაიხსნიდა თავს: გაზეთებს მაშინ ასე აკეთებდნენ, და ასე
აკეთებენ დღესაც, უკეთესის კეთება ამ ხალხს აქამდე ვერავინ ას-
წავლა. სამაგიეროდ, აშკარად არ დაუკარგავთ განცხადებების რი-
გიანად შედგენის უნარი. ჩეჩმაში დატოვებული, დაღუპულთა გვა-

121
მკითხველთა ლიგა

რებით სავსე ოთხი საგაზეთო გვერდი იმაზე მიანიშნებს, რომ საქ-


მე მცოდნე ხალხს აბარია.
იაკობი ფურცლის ყოველ ნაგლეჯს სათითოოდ ატრიალებს
აქეთ-იქით, პოლონეთი ჯერ არ დაღუპულა15, ჯერ კიდევ
არსებობს წაუკითხავი უკანა მხარე, რომელიც, მართალია, წინას
მსგავსად, ნაფლეთებადაა ქცეული, მაგრამ იქნებ ისე ძუნწი მაინც
არ იყოს. წერენ ვიღაც გმირზე, რომლის მსგავსიც მხოლოდ
ჩვენმა ერმა შეიძლება შვას, ფრანგული გვარის მფრინავზე, აფ-
რიკის ცაში ბეღურებივით რომ ანადგურებს მტრის აეროპლა-
ნებს16; ფიურერს დუჩეს გზავნილზე უპასუხია, ხოლო მიუნხენში სა-
ბარგო მანქანა ტრამვაის დასჯახებია, რის შედეგადაც ტრანსპორ-
ტის მიმოსვლა რამდენიმე საათით შეფერხებულა. იქვეა კარიკა-
ტურაც: ერთ მაღალ კაცს ერთი პატარა კაცის თავზე ანთებული
ასანთის ღერი უჭირავს. კითხვა: „რას ნიშნავს ეს?“ პასუხი: „დოვე-
რი17 ცეცხლქვეშ“. და მსხვილი შრიფტით დაბეჭდილი სათაური,
რომლის მიხედვითაც ყველა ფრონტზე გამარჯვებას ზეიმობენ! ამ
ცნობას კაცმა შეიძლება დაუჯეროს, შეიძლება – არა. ჩვენ, მოდი,
ნუ დავუჯერებთ, მით უმეტეს, რომ ქვედა ნაწილი აკლია. ეს გან-
ცხადება, ასე ვთქვათ, ჰაერშია გამოკიდებული, თანაც ჩვენ ხომ
ვიცით, რომ თავის დროზე იმასაც ამტკიცებდნენ, სადაცაა მოსკოვ-
ში შევალთო. ამას ისინი გაიძახოდნენ, და არა ჩვენ, ხოლო ჩვენ
საკუთარი ყურით მოვისმინეთ, რომ ბრძოლები ბეზანიკასთან მიმ-
დინარეობს. ამ ქალაქებს შორის კარგა მოზრდილი მანძილია. თუ
ამას გამარჯვება ჰქვია, კიდევ უამრავ ასეთ გამარჯვებას გისურ-
ვებთ.
კეთილი და პატიოსანი, იაკობი კი ხვდება, რომ ესენი რაღაცას
მამაძაღლობენ, მაგრამ რა პასუხი გასცეს შეკითხვებს, ხვალ დი-

15
პოლონეთის ეროვნული ჰიმნის, „დომბროვსკის მაზურკის“ ტექსტის პირველი
სტრიქონი.
16
სავარაუდოდ, ავტორი გულისხმობს ჰანს-იოახიმ მარსელს (1919-1942), მეტ-
სახელად „აფრიკის ვარსკვლავს“, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ერთ--
ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო მფრინავი იყო.
17
დოვერი – საპორტო ქალაქი სამხრეთ ინგლისში.
122
მკითხველთა ლიგა

ლიდან სეტყვასავით რომ დააყრიან? ეს ყველაფერი უფრო


იოლად მქონდა წარმოდგენილიო, მეუბნება და თან ოხრავს. ვი-
ფიქრე, წავიკითხავ ამ შეთითხნილ ცნობებს, სულ იოლად მივ-
ხვდები, რა და როგორ, მით უმეტეს, თუ გონებას ოდნავ მაინც
დავძაბავ, ყველაფერს პირუკუ შევატრიალებ და ცხელ-ცხელი ამ-
ბებიც მზად არის-მეთქი, მიდი და ავრცელე, როცა დაგჭირდება.
ატრიალე და ატრიალე წაღმა-უკუღმა, რამდენიც გენებოს.
ლუფტვაფეს მოკრივეებმა მეზღვაურები კი არ დაამარცხეს, არა-
მედ თვითონ დამარცხდნენ, იმ მოხეული გვარის პატრონმა
გაულაიტერმა გამოფენა მიწასთან გაასწორა, გერმანელმა
გმირმა აფრიკაში მტრის ვერც ერთი თვითმფრინავი ვერ ჩამო-
აგდო, მიუნხენში ტრამვაიმ მარჯვედ აუქცია გვერდი საბარგო
მანქანას, ხოლო ფიურერმა დუჩეს გზავნილი უპასუხოდ დატოვა,
რადგან ის გზავნილი არც კი მიუღია. ხომ გეუბნები, სულ ნაგავია
და სხვა არაფერი. იქნებ კარიკატურას დავტყუო რაიმე აზრიანი-
მეთქი, ვფიქრობ. „დოვერი ცეცხლქვეშ“ იმაზე მიგვანიშნებს, რომ
დოვერს ცეცხლს უშენენ. დოვერი, თუ არ ვცდები, ინგლისში
მდებარეობს, და თუ ინგლისს ცეცხლს უშენენ, მოსალოდნელია,
ინგლისმა საპასუხო ცეცხლი გახსნას. შესანიშნავიაო, მეტყვიან
ხვალ დილით, კარგია, ინგლისი თავს რომ იცავს, მაგრამ ინ-
გლისი აქედან შორსაა, ჩვენ რა გველის, ჩვენო? დიდი-დიდი, შე-
მიძლია, ყველა ფრონტზე გამარჯვება ყველა ფრონტზე დამარ-
ცხებად ვაქციო, მაგრამ რა ვქნა, რომ ფრონტებისა არაფერი გა-
მეგება: არც ის ვიცი, რომელი სად გადის, არც ის, რამდენი ფრონ-
ტია. თანაც, დამარცხების ამბავს რომ ჰყვები, დეტალებით ხომ უნ-
და გაამაგრო, მე კი არაფერიც არ ვიცი. შენ რას იზამდი ჩემ ად-
გილას?
იაკობი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს. დენის გათიშ-
ვა ნანატრი ამოსუნთქვა იყო, რომლის ერთადერთ ნაკლადაც ის
შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მის ხანგრძლივობას ჩვენ არავინ გვე-
კითხებოდა. ახლა ამოსუნთქვის საშუალებას თვითონვე მივცემთ
თავს, ოღონდ ერთი განსხვავებით: ეს ამოსუნთქვა, ჩვენ რომ ჩა-
ვიფიქრეთ, უსასრულო იქნება. როცა გვკითხავენ, ახალი რა არის,
123
მკითხველთა ლიგა

იაკობო, ყურებს ჩამოვყრით, სევდიან გამომეტყველებას მივი-


ღებთ და სასოწარკვეთილი ხმით ჩავუჩურჩულებთ პასუხად: წარ-
მოგიდგენიათ, ებრაელებო, მივუჯექი წუხელ გაფაციცებული იმ
ჩემს აპარატს, ღილაკი, როგორც ყოველთვის, აქეთ-იქით ვატ-
რიალე, რადიო კი ხმას არ იღებს! კრინტს არ ძრავს! გესმით, ხალ-
ხო, ჯერ კიდევ გუშინ ჩიტივით ჟღურტულებდა, დღეს კი პირში წყა-
ლი ჩაიგუბა. ვაი-ვიშით საქმეს ვერ უშველით, ებრაელებო, თავა-
დაც გეცოდინებათ, რა ჭირვეული რამ არის რადიო. გაფუჭდა და
მორჩა, უყარე კაკალი!
რადიო გაფუჭდა. იაკობი ნაგლეჯებს ჭმუჭნის, ცხრა ნაგლეჯი
ქაღალდის პატარა გორად იქცევა. ცოტა არ იყოს, ბრაზობს კი-
დეც, ასეთი ბრწყინვალე აზრი აქამდე რატომ არ მომივიდა თავ-
შიო. მაგრამ უფრო მეტად ის უხარია, რომ ტუალეტის ქაღალდმა,
თუ სხვა რამისთვის ვერ ივარგა, ასე გაუნათა გონება. ესე იგი, მა-
ინც ღირდა ჩიტი ბდღვნად, და არც ის საფასური იყო მეტისმეტად
მაღალი, რომლის გადახდაც კოვალსკის მოუხდა. ახლა აღარ
დასჭირდება ყოველღამე თვალებდაჭყეტილი წოლა და ტვინის
ჭყლეტა იმაზე, მეორე დღეს რა ტყუილებით გამოკვებოს ხალხი.
ახლა შეუძლია ყოველღამე ყურებდაცქვეტილი იწვეს და სხვები-
ვით იმას ელოდეს, სადღაც, შორს, როდის შეწყვეტენ დუმილს სა-
ნატრელი ქვემეხები. რადიო გაფუჭდა, ქაღალდის ნაგლეჯები
ღუმლისკენ მიფრინავს, ცეცხლს იაკობი მაშინ წაუკიდებს, როცა
ოთახის გათბობა დასჭირდება. ახლა კი ღუმლის სარკმელს ხუ-
რავს.
და დროულადაც, რადგან სიჩქარეში შემოსასვლელი კარის
დაკეტვა დავიწყებია. კარი იღება და ოთახში დაუკაკუნებლად შე-
მოდის მოღიმარი ლინა.
„დღეს დაგავიწყდი?“ ეკითხება იაკობს.
„რას ამბობ“, უპასუხებს იაკობი, გოგონას კოცნის და კარს ახლა
მაინც კეტავს. „ზუსტად ახლა ვაპირებდი შენთან ამოსვლას, მხო-
ლოდ რაღაც მქონდა გასაკეთებელი“.
„რა გქონდა გასაკეთებელი?“
„სულაც არ არის საჭირო, ყველაფერი იცოდე. უკვე ივახშმე?“
124
მკითხველთა ლიგა

„ყველაფერი შევჭამე, რაც მაგიდაზე დამიდგი“.


ლინა თვალს გადაავლებს ოთახს, კონკრეტულს არაფერს
ეძებს, მხოლოდ იმას აკვირდება, წესრიგია თუ არა, მტვერი ხომ
არ არის გადასაწმენდი. მერე თითს გადაუსვამს კარადას და
თვალთან მიიტანს: შედეგი დიდად სახარბიელო არ ჩანს.
„ხვალ დაგილაგებ ოთახს“, ამბობს გოგო. „დღეს მეზარება“.
„არაფერსაც არ დამილაგებ“, ხმას იმკაცრებს იაკობი. „ხომ
გითხრა პროფესორმა, ბევრი სიარული ჯერ არ შეიძლებაო!“
ლინა არაფერს ამბობს, მაგიდას მიუჯდება და თან ეღიმება. მა-
ნაც იცის და იაკობმაც, რომ ოთახს აუცილებლად დაულაგებს.
კარგა ხანია, აღარავის ებადება კითხვა, ვინ არის აქ მთავარი. ამ
მხრივ საკამათოც კი აღარაფერია. იაკობის საქმე საკვებსა და ტან-
საცმელზე ზრუნვაა, ზამთარში გათბობაზეც უნდა იფიქროს, და-
ნარჩენისთვის პასუხისმგებელი კი ლინაა, მოსწონს ეს იაკობს თუ
არა. გოგონა იმისთვის არ მოსულა, რომ დიდი ხნის მოგვარებულ
საკითხებზე იკამათოს, არც იმის შეშინებია, ვაითუ იაკობს დავავიწ-
ყდიო, მშვენივრად იცის, რომ ეს გამორიცხულია. მისი სტუმრობის
მიზეზი ბოლო დღეების ამბებშია საძიებელი, როცა ლინამ ათას
რამეს მოჰკრა ყური, გაგებით კი მხოლოდ ცოტა თუ გაიგო. ერთი
რაღაც განსაკუთრებით აინტერესებს.
„გაიგე, რაზე ლაპარაკობს ყველა?“ ეკითხება ლინა.
„რაზე?“
„იმაზე, რომ მალე რუსები შემოვლენ“.
„რას ამბობ!“
იაკობი კარადასთან მიდის, ერთი კვირის ნორმად მიღებული
პურიდან დღევანდელ რაციონს მოიტეხს და ღეჭვას შეუდგება.
„მერედა ამას ვინ ამბობს?“
„ვინ და ზიგფრიდი და რაფაელი, ფრაუ ზონშაინიც და ფრაუ
ლონდონიც, ყველა. შენ რა, არაფერი გაგიგია?“
„არა“.
იაკობი გოგონას პირისპირ ჩამოჯდება და აკვირდება მის გაწ-
ბილებულ სახეს. აბა, რა იქნება: მას ხომ იმედი ჰქონდა, რომ ყვე-
ლაფერს აუხსნიდნენ, ამ კაცმა კი არაფერიც არ იცის. იაკობი პუ-
125
მკითხველთა ლიგა

რის ნაჭერს შუაზე ტეხს და ნახევარს, კომპენსაციის სახით, ლინას


სთავაზობს. ლინა გამოართმევს, ღეჭვასაც იწყებს, მაგრამ პური
არც იმდენად გემრიელია, რომ იაკობის ასეთი სიბრიყვე გადას-
წონოს.
„არა, გაგებით მეც კი გავიგე რაღაც“, ამბობს იაკობი. „მაგრამ
ზუსტად არავის არაფერი უთქვამს. ასეთი მნიშვნელოვანი განა რა
უნდა იყოს?“
გოგონას თვალები ეჭვით ევსება. ნეტავ ვინმეს სულელი ხომ
არ ჰგონია, პატარა ბავშვი ხომ აღარ არის, საოჯახო მეურნეობა-
საც დამოუკიდებლად უძღვება... ყველა რაღაც სასწაულზე ლაპა-
რაკობს, ეს კი ეუბნება, განა ასეთი მნიშვნელოვანი რა უნდა იყო-
სო?!
„რუსები თუ შემოვიდნენ, რა იქნება?“
„აბა, მე საიდან ვიცი, რა იქნება?“, ამბობს იაკობი.
„უკეთესი იქნება თუ უარესი?“
იაკობს ლამის კვნესა აღმოხდეს. სადგურზე როგორღაც
მოახერხე, თავი დაგეღწია იმ აფთრებისთვის, და თუ გაფუჭებული
რადიოს იდეამ გაამართლა, იქნებ სამუდამოდაც. ახლა კი ისევ
იძულებული ხდები, სხვა გასაქცევი ეძებო, რადგან ჩამციებელი
საკუთარ ჭერქვეშ გეზრდება. საყვარელი ჩამციებელი კია, მაგრამ,
თავზე თმაც რომ არ ამოგდის კაცს, ერთბაშად იმდენ კითხვას
დაგაყრის. ანდა საბოლოოდ ჩაიქნევ ხელს, შეეშვები გამოსავლის
ძიებას და ბედს შეეგუები, ნუთუ იმდენს მაინც ვერ მოახერხებ, გაუმ-
კლავდე ბავშვს, ჯერ ცხრა წელიც რომ არ შესრულებია? ადექი და
მოუყევი, როგორც შეძლებ, რანაირი სამყარო გვექნება ხვალ, ეს
ხომ თავადაც გაინტერესებს, გოგოს კი სულაც არ აწყენს, თუ და-
ახლოებით მაინც ეცოდინება, რას უნდა ელოდეს.
„უკეთესი იქნება თუ უარესი?“
„უკეთესი, რა თქმა უნდა“, ამბობს იაკობი.
„მაინც, როგორ უკეთესი? სხვანაირი რა იქნება?“
„ვარსკვლავების ტარებას აღარავინ მოგვთხოვს. ლინა იმას ჩა-
იცვამს, რაც მოესურვება, და ქუჩაში არავინ ჰკითხავს, შენი ვარ-
სკვლავი რა უყავიო“.
126
მკითხველთა ლიგა

„სულ ეს არის?“
„არა, არა. საჭმელიც ბლომად გექნება...“
„რამდენიც მომინდება, იმდენი?“
„რამდენიც მოგინდება, იმდენი. წარმოიდგინე, მაგიდაზე ნაირ--
ნაირი ნუგბარი აწყვია, შენ იმას ირჩევ, რაც მოგესურვება. თუ გუ-
ლი იჯერე და ვეღარ ჭამ, მაგიდას აალაგებენ; მერე კი, შემდეგი
ჭამისთვის, ყველაფერს ისევ დააწყობენ“.
„იგონებ“, ამბობს გოგო, რადგან სულაც არ იქნება ურიგო, თუ
ამ ყველაფერს იაკობი კიდევ ერთხელ დაუდასტურებს.
„სრულ სიმართლეს გეუბნები. ლამაზი კაბებიც გექნება, ერთად
წავალთ მაღაზიაში და...“
„მოიცა, რა. მაგიდაზე რა ნუგბარს დააწყობენ?“
„რაც შენ გიყვარს. ხორცის პაშტეტს კარაქით, ხალას18, მოხარ-
შულ კვერცხსა და თევზს, თვითონ აირჩევ, რასაც მოისურვებ“.
„კარტოფილის კვერებს ისევ გამოაცხობ?“
„გამოვაცხობ“.
„კაფეში?“
„კაფეში“.
„ხომ არ დაგვიწყებია, რასაც დამპირდი? ნებას მომცემ, კაფეში
მეც დაგეხმარო?“
„აბა, რას ვიზამ!“
„შენ დახლს უკან დგახარ და კვერებს აცხობ, მე კი ეს კვერები
სტუმრებთან მიმაქვს, თან თეთრი წინსაფარი მიკეთია. ზაფხულში
ნაყინს ვურიგებ“.
„ასე იქნება“.
„რა კარგია, რა კარგია!“
ლინას უხარია. როცა უხარია, მხრებს ყურებამდე აქაჩავს ხოლ-
მე. იაკობს, ბოლოს და ბოლოს, ეძლევა ჭამის საშუალება. თუმცა,
გამხმარი პურის გარდა, ჯერ ლუკმაც არ ჩაუდევს პირში, რომ გო-
გონა მცირე ხანს ჩაფიქრების შემდეგ ისევ იჭმუხნის შუბლს – ერ-
თმა წინააღმდეგობამ მაინც იჩინა თავი:

18
ებრაული დაწნული პური
127
მკითხველთა ლიგა

„კი მაგრამ, სკოლას რა ვუყო? შენ ხომ მითხარი, რომ გაიზ-


რდები, სკოლაში უნდა იაროო? მაშინ ხომ კაფესთვის დრო აღარ
დამრჩება?“
„სკოლა უფრო მნიშვნელოვანია“, დაასკვნის იაკობი. „მანამდე
სტუმრებს როგორმე მარტო მოვემსახურები. სკოლას რომ დაამ-
თავრებ, მერეც შეგიძლია მომეხმარო, თუ კიდევ გენდომება“.
„მე ახლავე მინდა“.
„სკოლამ რა დაგიშავა? ვინმე ჩერჩეტმა სკოლაზე რამე სისუ-
ლელე ხომ არ გითხრა?“
გოგო უარის ნიშნად თავს გააქნევს.
„ჰოდა, დამიჯერე: სკოლა გადასარევი რამეა! იქ უამრავი სუ-
ლელი ბავშვი შეჰყავთ, და მერე იქიდან უამრავი ჭკვიანი ბავშვი
გამოჰყავთ. თუმცა, თუ გგონია, რომ სულელი უფრო მომწონ-
ხარ...“
„ზიგფრიდი და რაფაელიც ივლიან სკოლაში?“
„აბა, როგორ!“
ამ დამამშვიდებელი სიტყვების მერე კარზე კაკუნი გაისმის. ლი-
ნა წამოხტება, კარისკენ გაქცევასა და გაღებას აპირებს, მაგრამ
იაკობი აჩერებს, საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიაქვს. კაკუნი მუ-
დამ ეჭვს იწვევს, თუმცა ეჭვი ყოველთვის როდი მართლდება. მა-
გალითად, ეს შეიძლება კირშბაუმი იყოს, რომელსაც ლინას გა-
მოჯანმრთელებაზე სურს ლაპარაკი, ან ერთი კოვზი ალაოს ყავის
სათხოვნელად მოვიდა მეზობელი, ჰოროვიცი, სულ რომ იფიცება,
მიწა გამისკდეს, თუ მალევე არ ჩაგასესხოო. გამორიცხული არ
არის, სრულიად ჩვეულებრივი კაკუნიც იყო, ამას სულ მალე დავი-
ნახავთ, მაგრამ ლინას გამოჩენა მაინც არ არის საჭირო, ლინას
ამბავი მხოლოდ და მხოლოდ მას ეკითხება. იაკობი გოგონას
მხარზე ხელს ხვევს, ფანჯრისკენ მიჰყავს და საწოლისკენ უთი-
თებს.
„აი, აქ ჩაცუცქდი“, ჩურჩულით ეუბნება. „სანამ არ დაგიძახებ, არ
გაინძრე. გასაგებია?“

128
მკითხველთა ლიგა

გასაგებია. ლინა საწოლის უკან ჩაცუცქდება და არ ინძრევა,


იაკობი კარს აღებს. გარეთ ვინ დგას? ვინ და კოვალსკი. დგას
კარებში სახეგასივებული და გაღიმებას ცდილობს.
„აღარ განებებ თავს“.
იაკობს ძალიანაც უნდა, იქვე დაამთავროს ლაპარაკი, – ჩქარა
თქვი, რა მოხდა და მერე კარგად მენახეო, მაგრამ კოვალსკის
აშკარად ეტყობა, რომ არსადაც არ ეჩქარება. გვერდს აუვლის
იაკობს, რომელსაც კარი სახელურით უჭირავს, მაგიდას მიუჯდება
და ამბობს: „იქნებ დაგეკეტა ეგ კარი?“
კარის დაკეტვა ცოტა არ იყოს ხმაურიანად გამოსდის, ლინა
ჩუმადაა, როგორც დაარიგეს. იაკობი თავს აიძულებს, მეორე სკამ-
ზე ჩამოჯდეს და ცდილობს, სტუმარს ისე მოაჩვენოს თავი, თით-
ქოს დრო ცოტა აქვს.
„მგონი, ვახშმობდი“, ასკვნის კოვალსკი. „იმედია, ხელს არ შე-
გიშლი“.
„იქნებ მითხრა, რამ მოგიყვანა?“
„თქვენში სტუმარს ასე ეგებებიან?“ ღიმილით ამბობს კოვალ-
სკი.
„მეც ერთბაშად ღვინო არ ამოგიტანო სარდაფიდან!“
„ასე რამ გაგაღიზიანა? ეგაა შენი უბედურება, იაკობ. არც კლი-
ენტებს ექცეოდი თავაზიანად, ბევრს მოუყოლია, სანამ თმას
ვკრეჭდი ხოლმე. იმიტომ იყო, რომ შენს კაფეს სტუმარი თანდა-
თან აკლდებოდა“.
„მადლობა მომიხსენებია ჭკუის სწავლებისთვის. ამის სათქმე-
ლად მოხვედი?“
საწოლის უკან ვიღაც ჩუმად ხითხითებს. ეს მხოლოდ იმას ეს-
მის, ვინც იცის, რომ ოთახში მარტონი არ არიან.
„გაგეცინება, იაკობ, საქმეზე არ მოვსულვარ. შინ რომ ვარ, ასე
მგონია, ჭერი თავზე დამემხობა. შეიძლება, კაცი ყოველ საღამოს
ერთ ოთახში იყოს გამოკეტილი? ვიფიქრე, წადი იაკობთან,
დაელაპარაკე, ალბათ, ისიც შენს დღეშია, ვიფიქრე, გაუხარდება--
მეთქი. უწინაც ხომ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს, სამუშაოს
რომ მოვრჩებოდით, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჰოდა, იქ-
129
მკითხველთა ლიგა

ნებ დადგა დრო, ისევ ნელ-ნელა მივეჩვიოთ იმ ჩვეულებრივ ამ-


ბებს?“
სანამ იაკობი უპასუხებდეს, რომ უწინ უწინ იყო, დღეს კი დღეს
არის, რომ კარგი იქნება, თუ მოასვენებენ და დაძინების საშუალე-
ბას მისცემენ, რადგან სადგურზე მუშაობა არაქათს აცლის, კო-
ვალსკი ხელს ჯიბეში იყოფს, ორ სიგარეტს იღებს და ერთს თა-
ვისთვის დებს მაგიდაზე, მეორეს იაკობისთვის, რითაც ამ უკანას-
კნელს დროებით დაამუნჯებს.
„მადლობელი ვარ, ჩემზეც რომ გიფიქრია“, ამბობს იაკობი. კო-
ვალსკის, ალბათ, ჰგონია, რომ იაკობი მის სტუმრობას გულის-
ხმობს, იაკობი სიგარეტებს დახედავს, ჩანს, ესეც იგულისხმა და
ისიც.
„თანაც დღეს ჩემთვის ბევრი არაფერი მოგიყოლია“, ამბობს
კოვალსკი მცირე პაუზის შემდეგ. „დანაკარგების ამბავი სასიხარუ-
ლო კია, მაგრამ თავადაც ხომ მშვენივრად გესმის, რომ სხვა ამ-
ბებიც არანაკლებ მაინტერესებს. ამაზე კი დღეს სიტყვა არ დაგ-
ცდენია“.
„რატომ არ დამეხსნები, კოვალსკი, რატომ მაწვალებ? გეგო-
ნება, პრობლემები გვაკლდეს, მაინცდამაინც შენიც უნდა დამიმა-
ტო! აღარ შემიძლია ამის მოსმენა! როგორც კი რამეს გავიგებ,
აუცილებლად გეტყვი, მაგრამ ჩემს საკუთარ ოთხ კედელში მაინც
მომასვენე, თუ კაცი ხარ!“
კოვალსკი ჩაფიქრდება, თავს აქეთ-იქით აქნევს, თან თითებშუა
სიგარეტს ატრიალებს, მერე შესივებულ ქვედა ტუჩს წინ გამოს-
წევს. აქ ერთმა ეჭვმა მოიყვანა და, როგორც ახლა ხვდება, არცთუ
უსაფუძვლომ. „გგონია, ვერ ვხედავ, იაკობ, რომ ყოველთვის ღი-
ზიანდები, გულიც მოგდის, როცა ახალ ამბებზე გკითხავ რამეს?
შენით ხომ არაფერს მეუბნები, მეც რაღა დამრჩენია, გეკითხები,
მაგრამ რად გინდა: სიტყვა დამთავრებულიც არ მაქვს, რომ ბრაზი
გერევა. თავს ვიმტვრევ და მაინც ვერ გამიგია, ლოგიკა სად არის.
წარმოიდგინე, იაკობ, ყველაფერი პირიქით რომ იყოს, რადიო
შენ კი არა, მე რომ მქონდეს, განა არაფერს მკითხავდი?“
„შენ რა, გაგიჟდი? ბავშვი გვისმენს!..“
130
მკითხველთა ლიგა

იაკობი წამოხტება და ფანჯრისკენ მიბრუნდება, ლინას მოჰბეზ-


რდა უფროსების საუბრის ასე ჩაცუცქული სმენა და, შეთანხმებისა-
მებრ, გამოვიდა თავისი ყოვლად მოუხერხებელი სამალავიდან:
მას ხომ, შეიძლება ითქვას, დაუძახეს. სახეზე ღიმილი გადაჰფენია.
„ღმერთო მოწყალეო!“ ჩაიბურტყუნებს დამფრთხალი კოვალ-
სკი და შეტყუპებულ ხელისგულებს აღაპყრობს. მაგრამ მისთვის
ახლა არავის სცხელა, ეს ამბავი მხოლოდ ლინასა და იაკობის
გასარკვევია. ერთმანეთს მიაშტერდებიან, ლინა თვალს უკრავს.
ეს რა მარცხი მოგივიდა, ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდიო!
იაკობი საბოლოოდ ემშვიდობება ისედაც უსუსურ იმედს, იქნებ
ლინამ ვერაფერი გაიგონაო, რადგან ბავშვები ზოგჯერ ფიქრე-
ბით, ღმერთმა უწყის, სად დაფრინავენ, ან იქნებ ვერ გაიგო, რაზეა
ლაპარაკიო. მაგრამ ამ ეშმაკის ფეხს რას გამოაპარებ! ის თვალს
უკრავს იაკობს და ყველაფერი ცხადზე უცხადესია. ახლა მოუწევს,
გვარიანად დაძაბოს გონება, როგორღაც უნდა ჩააცხროს კატას-
ტროფა, ურომლისოდაც დღე აღარ გაივლის. ისევ არ გამოუვა
ღამით მშვიდად ჩაძინება ქვემეხების გრუხუნის მოლოდინში. თუმ-
ცა ღამე ჯერ არ დამდგარა, ჯერ შენ წინ ლინა დგას და ზეიმობს
მცირე გამარჯვებას, რომელიც ასე დაუფიქრებლად აჩუქა ტუტუცმა
კოვალსკიმ. იაკობი ოფლში იწურება და, თითქოს ენა გადაეყლა-
პოს, კრინტსაც ვერ ძრავს. მაგრამ სულ ასე იატაკში ფესვგადგმუ-
ლივით ხომ არ იდგება ერთ ადგილას, ხმა მაინც ხომ უნდა
ამოიღოს!
„ადი ზევით, ლინა. მეც ამოვალ ცოტა ხანში“, ამბობს ნირწამ-
ხდარი.
გოგონა ჯერ მას უახლოვდება და თავს ძირს დაახრევინებს.
იაკობს ჰგონია, კოცნას აპირებსო, კოცნა ხომ ყოველი დამშვიდო-
ბების აუცილებელი ნაწილია. მაგრამ იაკობს რაც უნდა, ის ეგო-
ნოს, ლინა სულაც არ არის კოცნის გუნებაზე, ახლა არ არის. თავს
იმიტომ დაახრევინებს, რომ თავს ყურები ასხია, და ისიც ერთ--
ერთში ჩასჩურჩულებს: „შენი საიდუმლო ყველამ იცის. შენ კი მაინც
მომატყუე!“

131
მკითხველთა ლიგა

ეს თქვა და გარეთ გავიდა. იაკობი და კოვალსკი ისევ მაგიდას


უსხედან. კოვალსკი საყვედურების მოლოდინშია, მაგრამ თავს
სრულიად უდანაშაულოდ გრძნობს. რადგან არაფერიც არ მოხ-
დებოდა, იაკობს თავისი ბავშვი მისთვის, საუკეთესო მეგობრის-
თვის რომ არ დაემალა. თუ იმიტომ დამალა, რომ არ შეიძლებო-
და სცოდნოდა, კარზე ვინ დააკაკუნა, მაშინ გოგო იმის მერე მაინც
უნდა გამოეშვა, რაც ნახა, ვინ მოვიდა. არა, ბატონო, დატოვა ბავ-
შვი იმ თავის კუთხეში, იქნებ დაავიწყდა კიდეც მისი არსებობა, მაგ-
რამ გამაგებინეთ ერთი, განა ბავშვის დავიწყება შეიძლება? ბო-
ლოს და ბოლოს, ნათელმხილველი ხომ არა ვარ?! ეს ვაჟბატონი
კი ბრაზობს და ახლა ისევ მე მომადგება.
„აფერუმ შენს კაცობას! თითქოს არ მეყოფოდა, მთელი გეტო
ჩემზე ენას რომ აჭარტალებს, ახლა ეს ბავშვმაც გაიგო!“ ამბობს
იაკობი.
„მაპატიე, მაგრამ ძალიანაც რომ მომეწადინებინა, ამ ჩემი თვა-
ლით ბავშვს როგორ დავინახავდი!.“.
კოვალსკის თითი თვალებისკენ მიაქვს. იაკობის ნებაა, რო-
მელს აირჩევს – ორივე ჩინელის თვალებივით დასწვრილებია,
ორივეს რგოლად შემოვლებია მუქი ლურჯი ზოლი. ჰო, კოვალსკი
თავის თვალებზე უთითებს, ანუ მორიდებით მიანიშნებს დილის ინ-
ციდენტზე, როცა მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა. ზედმეტი სიტ-
ყვები რა საჭიროა, თუ ვინმეს რამე აქვს სასაყვედურო. თუმცა სა-
კითხავია, ვის? ან იქნებ ჯობდეს, ორივემ ცოტაოდენი სულგრძე-
ლობა გამოვიჩინოთ და დავივიწყოთ ძველი ამბები, შეცვლით ხომ
ვეღარაფერს შევცვლით. ეს ვარიანტი ჭრის, თვალები მართლაც
დიდ ეფექტს ახდენს, მაგიდასთან მსხდომთა გუნება--
განწყობილებაში აშკარა ცვლილება შეინიშნება, ატმოსფერო
რამდენიმე გრადუსით თბება. ტყუილად არ გარჯილან, როცა მას-
პინძლის თანაგრძნობას უხმეს: იაკობი სკამს მეგობრისკენ მიაჩო-
ჩებს და სრულიად შეცვლილი მზერით ათვალიერებს თავის ნა-
მოქმედარს.
„ჰო, ვერ არის კარგი ამბავი“.

132
მკითხველთა ლიგა

კოვალსკი ხელს ჩაიქნევს, ეგ არაფერი, ადრე თუ გვიან მომი-


შუშდებაო. რაკი იაკობი შესარიგებლად განეწყო, თვითონაც აღარ
დაწვრილმანდება, უნდა გულუხვობა გამოიჩინოს. მოუკიდებელი
სიგარეტები ჯერაც მაგიდაზე აწყვია, კოვალსკის ყველაფერი გა-
უთვალისწინებია, ასანთიც კი წამოუღია თან. ღერებს, როგორც
კიდევ ერთ სიურპრიზს, ჯიბიდან იღებს და ერთ-ერთს კარგა გაც-
ვეთილი კოლოფის გოგირდიან ზედაპირს გაჰკრავს: მოვწიოთ,
ძმაო. მოდი, გემრიელად მოკალათდი მაგ შენს სკამზე და თვალე-
ბი დახუჭე, უაზრო ლაყბობით ნუ ჩავიმწარებთ ამ სიამოვნებას, და-
ვარტყათ რამდენიმე ნაფაზი და ცოტა ხნით იმ ძველ დროში გა-
დავინაცვლოთ, რომელიც მალე ისევ დაბრუნდება. მოდი, გავიხ-
სენოთ ხაიმ ბალაბუსნე იმ თავისი სქელშუშიანი ნიკელის სათვა-
ლით და ის ერთი ციცქნა ფარდული, სადაც სიგარეტებს ვყიდუ-
ლობდით; უფრო სწორად, თამბაქოს, სიგარეტების სახვევად. შენს
კაფესთან მისი მაღაზია უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩემი სადალა-
ქო, ჩემს სადალაქოს კი მის მაღაზიას ნაკლები მანძილი აშორებ-
და, ვიდრე შენს კაფეს. თამბაქოს ფარდული ზუსტად ჩვენ შორის
იდგა, მაგრამ იმ კაცს ხეირიანად მაინც ვერ დავუახლოვდით. მი-
ზეზი საკუთარ თავში ეძებოს: მას ხომ არც კარტოფილის კვერები
აინტერესებდა, არც ნაყინი, არც თმის კრეჭითა თუ წვერის პარ-
სვით იკლავდა თავს. ბევრჯერ უთქვამთ, ღვთისმოსავია და იმ
ჟღალ თმას იმიტომ იზრდისო, მაგრამ მე მაინც ხომ ვიცი, რატომ
იზრდიდა: წუწურაქი იყო და იმიტომ. რაც იყო, იყო, მკვდრებს
აუგად ნუ მოვიხსენიებთ. რა აღარ იყო ბალაბუსნეს ფარდულში:
სიგარებიო, ჩიბუხებიო, ყვავილებიანი პორტსიგარებიო, მდიდარი
ხალხისთვის – ოქროსფილტრიანი სიგარეტებიო. სულ ცდილობ-
და, უფრო ძვირი სიგარეტები შემოეჩეჩებინა, მაგრამ ჩვენი „ექ-
სცელსიორი“ ყველაფერს გვერჩივნა. ან ის დახლზე დამაგრებუ-
ლი სადგარი თუ გახსოვს, ზედ გაზის სანთებელათი, სპილენძის
სადგარზე გეუბნები. ფარდულში როცა კი უნდა შესულიყავი, ერ-
თთავად იმას აპრიალებდა. ჰოდა, ძველ დროზე რომ ვფიქრობ,
სულ ის სულელური სადგარი მახსენდება, თუმცა თამბაქოს საყიდ-

133
მკითხველთა ლიგა

ლად მის ფარდულში, დიდი-დიდი, კვირაში ერთხელ შევსულიყა-


ვი, და სადგარს არც მაშინ ვიყენებდი.
„ხაიმ ბალაბუსნე შენც გახსენდება ხოლმე?“
„ეგ ხაიმ ბალაბუსნე რაღამ გაგახსენა?“
„არ ვიცი. ალბათ, რომ ვეწევით, იმან“.
„მე არაფერიც არ მახსენდება“.
ბოლო ნაფაზიც დაარტყეს, ერთიც და, კაცი ტუჩებსაც დაიწვავს.
კვამლი ნაზად გიფხაჭნის ფილტვებს, სასიამოვნო თავბრუსაც
გრძნობ, თითქოს ბანგი შეგესვას. სამყარო თავზე კი დაგ-
ტრიალებს, მაგრამ სკამზე მაგრად ზიხარ, ხელები მაგიდაზე და-
გიწყვია. ერთი-ორი ამოოხვრა, რამდენიმე ამოხვნეშა, კვამლი ჯე-
რაც ოთახში დაცურავს, კოვალსკი ამბობს: „მოდი, ახლა საქმეზე
გადავიდეთ, იაკობ. რა ხდება ქვეყანაზე? რუსებისგან რა ისმის?“
იაკობი სიმშვიდეს არ კარგავს, ხომ იცოდა, რომ ადრე თუ გვი-
ან კოვალსკი თავისი სტუმრობის ნამდვილ მიზეზზე ჩამოუგდებდა
სიტყვას. მაგრამ განა იმის კაცია, სიგარეტმა თვალები აუხვიოს.
ახლა კუთხეში ლინა აღარ იმალება, ახლა უკვე გულახდილად შე-
იძლება ლაპარაკი, შენთვისა და შენისთანებისთვის პასუხი უკვე
მომზადებულიც გვაქვს, გამაგრდი, გული არ გაგისკდეს. გამომეტ-
ყველება – სასოწარკვეთილი, მხრები – საცოდავად ჩამოყრილი,
დადგა კითხვა-პასუხზე აგებული ჩვენი თამაშის ბოლო აქტის
დროც. ვიცი, კოვალსკი, ვერაფრად გეჭაშნიკება, მაგრამ ამას ან-
გარიშს ვეღარ გავუწევ, კოვალსკი, საკმარისზე დიდხანს გიგორეთ
კოჭი, მეტისმეტს ნუ მომთხოვ, ერთი გაუბედურებული კაცი ვარ.
„არ მინდოდა შენთვის ამის თქმა...“
„რაო, უკან დაახევინესო?“ შესძახებს კოვალსკი.
„არა, არა, არც ეგრე ცუდადაა საქმე“.
„აბა, როგორაა? აღარ მეტყვი, რა ხდება?“
„წარმოიდგინე“, ხმადაბლა და უზადოდ დაღვრემილი გამო-
მეტყველებით ამბობს იაკობი, „მივუჯექი ცოტა ხნის წინ იმ ჩემს
აპარატს, დავატრიალე აქეთ-იქით ღილაკი, როგორც საერთოდ
ვატრიალებ ხოლმე, რადიო კი ხმას არ იღებს. გაგიგია ასეთი რა-
მე? გუშინ მშვენივრად მუშაობდა, წუნი არ დაედებოდა, დღეს კი
134
მკითხველთა ლიგა

ენა ჩაიგდო. რას იზამ, მითხარი ერთი, ან ამ რადიოს რას გაუგებ?


გაფუჭდა და ეგ არის“.
„ღმერთო მოწყალეო!“ შეჰყვირებს თავზარდაცემული კოვალ-
სკი. ამ საღამოს კოვალსკის უკვე მეორედ აღმოხდება „ღმერთო
მოწყალეო!“ და ისევ მლოცველივით შეატყუპებს ხელისგულებს,
რადგან ერთი მეორის გარეშე მისთვის, ეტყობა, არ არსებობს.


„ახლა ერთი გამაბოლებინა“, ნატრობს იაკობი, რადგან უკვე
შემდეგი დღეა და გუშინდელი უფილტრო „იუნო“ შორეულ მოგო-
ნებად ქცეულა. ის სატვირთო ვაგონზე დგას და ასრულებს სამუშა-
ოს, რომელიც იმდენად იოლია, სამუშაო არც ეთქმის. კერძოდ,
ჩვენგან, ებრაელებისგან, იბარებს ტომრებს, რომელთა თრევის
პატივიც ასე სულგრძელად გვარგუნეს. იმ ნახევარცენტნერიანი
ტომრების თრევა ორმოცდაათ მეტრზე მაინც გვიწევს, იაკობის
ამოცანა კი იმით ამოიწურება, რომ ტომრები ვაგონში აიტანოს და
ლამაზად დააწყოს ერთიმეორეზე. ამასაც თუ მუშაობა ჰქვია! მით
უმეტეს, რომ მარტო არ არის – ლეონარდ შმიდტი ეხმარება. დღე,
სხვათა შორის, იმით დაიწყო, რომ გაგვიკვირდა, როცა გვაჩვენეს,
რა უნდა გვეკეთებინა. გაოგნებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს,
გავიფიქრეთ, ამათ თვითონ ვერ გაუგიათ, რა უნდათო. ორი კვი-
რის წინ სადგურში ცემენტის ტომრებით დატვირთული შემადგენ-
ლობა ჩამოდგა, გეგონება სახლების აშენება დაეპირებინოთ. ის
ტომრები ვაგონებიდან სათითოოდ გადმოვიღეთ და ბრეზენტი გა-
დავაფარეთ, დღეს კი გვეუბნებიან, ისევ ვაგონებში ჩატვირთეთო.
მათი ნებაა: ტომრებს მორჩილად ვაბრუნებთ ვაგონებში, რაკი ასე-
თი ბრძანებაა. მივათრევთ ვაგონებთან, რომელთაგან ერთ--
ერთზე იაკობი შემხტარა, ვითომ ისიც მუშაობს. თან შმიდტს ეუბნე-
ბა, ახლა ერთი გამაბოლებინაო... შმიდტი მხიარულად მიუგებს:
„სხვა საზრუნავი რომ არ გექნებათ, ბატონო ჰაიმ, აი მაშინ გააბო-
ლებთ“.

135
მკითხველთა ლიგა

ლეონარდ შმიდტი. გეტოში ამ კაცის მოხვედრა იმას ჰგავს, უბი-


წო ქალწულს რომ შვილი მიეცა. ბედმა ისეთ გზებზე ატარა, სიზ-
მარშიც რომ ვერასდროს იხილავდა. ისეთი ცხოვრება აქვს გამოვ-
ლილი, წესით, ღობის იქითა მხარეს რომ უნდა გაგრძელებული-
ყო. ჩვენ შორის ყოფნა მისთვის სამყაროს მცირერიცხოვან ამო-
უხსნელ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. დაბადებულა 1895
წელს ჰაველის ბრანდენბურგში, შეძლებული მამისა და კაიზერის
ერთგული დედის ოჯახში. საუკეთესო გიმნაზიაში სწავლობდა ბერ-
ლინში, სადაც მამამისი, ვაჟის დაბადებიდან ორი წლის თავზე გა-
დასახლდა სამეწარმეო საქმიანობის გამო (ქსოვილების ფაბრიკა
შეიძინა). სკოლის ატესტატი აიღო თუ არა, ჯარში წავიდა: ფლან-
დრიის ოპერაციაო, ვერდენიო, ყირიმის აღებაო; მოგვიანებით,
როცა ხალხი შემოაკლდათ, შამპანიც. მოკლედ, შმიდტმა იომა.
ბოლოს დიდი პატივით დაითხოვეს დამარცხებული არმიიდან,
როგორც სიმამაცის ორდენითა და სხვა ჯილდოებით მკერდდამ-
შვენებული ამაყი ლეიტენანტი, რის შემდეგაც მთელი გულისყური
სამსახურებრივ წინსვლას მიაპყრო. ახლა უმაღლესში სწავლის
ჯერიც დამდგარიყო, როგორც კარგ ოჯახიშვილს შეეფერება: სა-
მართლის ფაკულტეტზე ჯერ ჰაიდელბერგში, ხოლო შემდეგ, ბო-
ლო რამდენიმე სემესტრი, – ბერლინში. ისეთ წარმატებას მიაღ-
წია, კაცი მეტს რომ ვერ ინატრებს. ყველა გამოცდა ბრწყინვალედ
ჩააბარა, ზოგიერთ საგანში კი სიგელიც დაიმსახურა. ამას მოჰყვა
აუცილებელი სტაჟირების სამი წელი, მერე სავიზიტო ბარათი „ა-
სესორი ლეონარდ შმიდტი“ და ბოლოს, როგორც იქნა, დადგა
სანუკვარი დღე: საკუთარი საადვოკატო კანტორა გახსნა პრესტი-
ჟულ რაიონში. დიდი ლოდინი არ დასჭირვებია, რომ კარგი კლი-
ენტებიც გამოჩნდნენ, მამის კავშირების წყალობით იმდენი ხალხი
აკითხავდა, მალე ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის ორი
ახალგაზრდა ვექილის დაქირავება მოუხდა. კარგი სახელის მო-
სახვეჭად ბევრ სხვა კოლეგაზე ათჯერ ნაკლები დრო დასჭირდა.
სიყვარულით ქორწინება, ორი ზომიერად ქერათმიანი ქალიშვი-
ლი... სამყარო ყოველდღე პატივისცემით იხდიდა ქუდს მის წინაშე,
ვიდრე ადვოკატთა კოლეგიის ერთ შურიან წევრს არ დაებადა სა-
136
მკითხველთა ლიგა

ბედისწერო აზრი, მისი ოჯახის გენეალოგიური ხით დაინტერესე-


ბულიყო. მერე ხის ხერხვა დაიწყო და საქმე ცუდად დამთავრდა.
ერთგული მეგობრების გაფრთხილების წყალობით, როგორღაც
მოახერხა ცოლისა და ორივე ქალიშვილის შვეიცარიაში გაყვანა,
ბანკში ჩადებულ ქონებასთან ერთად, თვითონ კი გაქცევა ვეღარ
მოასწრო. ბოლო წუთს გადასაწყვეტი რომელიღაც აუცილებელი
საქმის მოგვარებას აპირებდა, როცა კარზე ენერგიული კაკუნი გა-
ისმა. შმიდტს ეს ყველაფერი დღემდე უკბილო ხუმრობად ეჩვენე-
ბა. იქნებ მართლაც გაიღვიძოს ერთ მშვენიერ დღეს და აღმოაჩი-
ნოს, რომ კლიენტები ისევ მოსაცდელ ოთახში სხედან. არადა, იმ
დროს საქმეს ისეთი პირი უჩანდა, მალე გერმანელ ნაციონალის-
ტად უნდა ჩამოყალიბებულიყო. არ დააცალეს, კარზე მიუკაკუნეს
და ურჩიეს, სპექტაკლს ნუ მოგვიწყობო. თეთრქსოვილგადაფარე-
ბული პლუშის სავარძლები და მოახლე გოგოს დაფეთებული სა-
ხე. აქ იმიტომ მოიყვანეს, რომ მისი დიდი პაპა სინაგოგაში და-
დიოდა, მშობლებმა კი სისულელე ჩაიდინეს და წინადაცვითეს, წე-
სიერად თვითონაც არ იცოდნენ, რატომ. გინდა ხუმრობა ეძახე,
მაგრამ დანარჩენებთან შედარებით ის ორჯერ და სამჯერ მეტად
იტანჯება. პირველ დღეებში, როცა ახალი მოყვანილი იყო და თა-
ვისი თავგადასავლის მოყოლას მორჩა, გაუბედურებული სახით
მკითხა: „ამის გაგება შეგიძლიათ?“
ცოტა ხნის შემდეგ, როცა კაცი უკვე იფიქრებდა, გეტოს ცხოვ-
რებას თანდათან ეჩვევაო, სადგურზე ისე გამოპრანჭული მობ-
რძანდა, განცვიფრებისგან ყველას ენა ჩაგვივარდა: მკერდზე,
მარცხენა მხარეს, ქინძისთავივით რაღაც დაემაგრებინა და ზედ
ჩამოეკიდებინა პატარა, შავ-თეთრი ნივთი, რომელშიც, უკეთ რომ
დავაკვირდით, რკინის ჯვარი შევიცანით. „ჭკუას მოუხმე!“ ურჩია
ერთმა. „მოიხსენი ეგ ჯვარი და კარგად გადამალე. თორემ, ამათ
თუ დაგინახეს, სულს გაგაფრთხობინებენ ცოფიანი ძაღლივით!“
შმიდტმა ამის მთქმელს ზურგი შეაქცია და მუშაობა დაიწყო, თით-
ქოს არც არაფერი მომხდარაო. ჩვენ მას, რომ იტყვიან, სათოფეზე
არ ვეკარებით: რად გვინდა საქმის გართულება? მაგრამ შორი-
დან, გარკვეული მანძილის დაცვით, მაინც თვალყურს ვადევნებთ.
137
მკითხველთა ლიგა

საათზე მეტი დასჭირდა ერთ-ერთ მორიგე გუშაგს ამ გაუგონარი


მკრეხელობის დასანახავად თუ აღმოსაჩენად, რის შემდეგაც
შმიდტს გამოეცხადა; ხოლო თავად შმიდტი, თითქოს ენა ჩაუვარ-
დაო, სახეგაფითრებული გაქვავდა მის პირისპირ. უსასრულოდ
დიდხანს იდგნენ ასე გაშეშებული, ვიდრე ბოლოს გუშაგი ჩექმის
ქუსლებზე არ შეტრიალდა და შმიდტს ზურგი არ მიუშვირა. გეგო-
ნებოდათ, გაოგნებისგან მეტყველების უნარი დაკარგაო. მერე
ქვის შენობისკენ გაემართა, სულ ცოტა ხანში კი თავის უშუალო
უფროსთან ერთად ისევ გამოვიდა და ხელით ანიშნა შმიდტზე, ერ-
თადერთ ადამიანზე, რომელსაც ამასობაში მუშაობა გაეგრძელე-
ბინა. უფროსი შმიდტს თითით თავისკენ უხმობს. შმიდტის დამ-
თხვეული გოგრის გადარჩენაზე სანაძლეოს აღარავინ დადებს.
უფროსი ყურადღებით აკვირდება მის მკერდზე დამაგრებულ
ნივთს, როგორც მესაათე – უმცირეს დაზიანებულ დეტალს.
„ეს საიდან გაქვთ?“ ეკითხება.
„ვერდენიდან“, შმიდტს ხმა უკანკალებს.
„აქ ეს არ შეიძლება. აკრძალულია“, ამბობს უფროსი. შმიდტს
ჯილდოს მკერდიდან ააგლეჯს და ჯიბეში იდებს, არავის გვარს არ
ინიშნავს, დამნაშავეს ადგილზე არ ხვრეტს. ინციდენტს სასეირო
ამბად უფრო აღიქვამს, რომელიც საღამოს დუქანში საერთო
მხიარულებას გამოიწვევს. კმაყოფილი ბრუნდება ქვის შენობაში,
ყარაულს ყურადღება სხვა რაღაცებზე გადააქვს, მომხდარზე
კრინტსაც აღარავინ ძრავს, შმიდტს ისიც ეყო, რაც გადაიტანა, ჩვენ
კი ჩვენი წილი სანახაობა უნდა ვიკმაროთ. ასე უცნაურად გაითქვა
სახელი ამ კაცმა ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში. სულ ეს იყო, რაც
ლეონარდ შმიდტის ბიოგრაფიაზე მინდოდა მეამბა.
„სასამართლოებთან ცხოვრებაში არასოდეს მქონია საქმე“, ამ-
ბობს იაკობი.
„აჰა“, ამბობს შმიდტი.
დროს მშვენივრად ატარებენ: ორი მხრიდან მოჰკიდებენ ხელს
ტომარას, რომელსაც ჩვენ, მტვირთავები, ვაგონის კიდეზე ჩამო-
ვუდებთ, ერთს შესძახებენ: „წავიდა!“ და ტვირთს თავის ადგილს
მიუჩენენ. ამ ორს წვიმაც კი ვერაფერს აკლებს, რადგან ვაგონი
138
მკითხველთა ლიგა

გადახურულია. ხანმოკლე პაუზების დროს კედელს მიეყრდნობი-


ან, შუბლიდან იწმენდენ ოფლს, რომელიც, კაცმა არ იცის, იქ
საიდან გაჩნდა, და არხეინად მუსაიფობენ, გეგონება დედამიწაზე
მშვიდობა სუფევდეს. როცა კოვალსკი, შტამები ან მიშა ტომარას
ქშენა-ქშენით ვაგონამდე მიათრევენ, მათ შურით სავსე თვალებს
მიაპყრობენ და ღვარძლიანად ეტყვიან, თავს გაუფრთხილდით,
მეტისმეტი შრომით სული არ გაგძვრეთო. პასუხად ღიმილი ხვდე-
ბათ: ჩვენ გამო ნუ იღელვებთო.
„უფრო სწორად, ერთხელ მოწმედ ვიყავი“, ამბობს იაკობი.
„აჰა“.
„ოღონდ, სასამართლოში არა. იმ პროკურორის კაბინეტში,
საქმე რომ ებარა“.
„რა საქმე?“
„უნდა დაედგინათ, კოვალსკის მევახშე პორფირისა რამე ემარ-
თა თუ არა. მევახშეს, რაღაც სასწაულით, თამასუქი დაჰკარგოდა,
ჩემი მოვალეობა კი მხოლოდ ის იყო, რომ მეთქვა, კოვალსკიმ
ვალი დაუბრუნა-მეთქი“.
„ფული რომ დაუბრუნა, თქვენც იქ იყავით?“
„იქ მე რა მინდოდა?! მაგრამ კოვალსკიმ ყველაფერი დაწვრი-
ლებით ამიხსნა“.
„კი მაგრამ, თუ ფულის გადაცემას პირადად არ დასწრებიხართ,
ანუ საქმის ვითარებას მხოლოდ ყურმოკვრით იცნობდით, მაშინ,
როგორც მოწმეს, ჩვენების მიცემის უფლებაც არ გქონდათ. დაბე-
ჯითებით ხომ არ შეიძლებოდა გცოდნოდათ, მართლაც დაუბრუნა
თუ არა კოვალსკიმ ფული იმ ბატონს? მას ხომ შეეძლო, – არა,
რამეს კი არ ვაბრალებ, მაგრამ მაინც, – ხომ შეიძლება დავუშვათ,
რომ კოვალსკის თქვენთვის ტყუილი ეთქვა, რათა ჩვენება მის სა-
სარგებლოდ მიგეცათ?“
„არა მგონია“, უყოყმანოდ ამბობს იაკობი. „ცუდი თვისებების მე-
ტი რა აქვს, ჩემზე უკეთ ეს ვის მოეხსენება, მაგრამ მატყუარა ნამ-
დვილად არ არის. თავიდანვე მითხრა, პორფირისთვის ფული არ
დამიბრუნებიაო. ან კი საიდან უნდა დაებრუნებინა, რაც არ ჰქონ-
და?“
139
მკითხველთა ლიგა

„თქვენ კი, თუმცა ეს იცოდით, პროკურორს მიეცით ჩვენება,


რომ ფულის გადაცემა თქვენი თანდასწრებით მოხდა?“
„ჰო, ბუნებრივია“.
„არც ისე ბუნებრივია, ბატონო ჰაიმ“, ეღიმება შმიდტს. წყალი
არ გაუვა, ახლა იმაზე ფიქრობს, როგორი თავისებური წარმოდ-
გენა აქვს სამართალზე ამ უცნაურ ხალხს, რომელსაც, როგორც
არწმუნებენ, თვითონაც ეკუთვნის.
„ერთი სიტყვით, ჩემი ჩვენება მეტად სასარგებლო გამოდგა“,
ამბობს იაკობი ბოლოს. „ის სისხლისმსმელი პორფირი თავისი
სარჩელით ვერაფერს გახდა. მისი ფულიც აორთქლდა. თუმცა, რა
მისი ფული! თითქმის ყოველ ჩვენგანს, მცირე მეწარმეებს ვგულის-
ხმობ, ნელ-ნელა გვაცლიდა ტყავს. ოცდაათპროცენტიანი განაკ-
ვეთი – ასეთი რამ სად გაგონილა? მთელი ქუჩა ზეიმობდა, განა-
ჩენის გამოცხადების შემდეგ პორფირი და კოვალსკი სასამარ-
თლოს შენობიდან რომ გამოვიდნენ: პორფირი ბრაზით გულგა-
ხეთქილი, კოვალსკი – მზესავით სახეგაბადრული“.
თვალებჩალურჯებული კოვალსკი ტომარას ვაგონის კიდეს-
თან, მიწაზე აგდებს, ცალი ყურით გაიგონა, კოვალსკი მზესავით
სახეგაბადრული გამოვიდაო, და ეკითხება: „რა არის, რა ამბების
მოყოლა აგიტყდა ჩემზე?“
„პორფირის იმ დაკარგულ თამასუქზე ვუამბე“.
„ერთი სიტყვაც არ დაუჯეროთ“, მიმართავს კოვალსკი შმიდტს.
„ეს კაცი სულ იმის ცდაშია, როგორმე ჩირქი მომცხოს“.
წვიმით გალუმპული კოვალსკი მორიგი ტომრის მოსატანად მი-
ძუნძულებს, თუმცა მანამდე მკაცრ მზერას ესვრის იაკობს, თითქოს
ეკითხება, სრულ ჭკუაზე თუ ხარო. შმიდტი და იაკობი, სრულიად
მშრალები, მუშაობას უსიტყვოდ განაგრძობენ, ერთ ვაგონში იმდე-
ნი ტომარა ეტევა, ენას გაუთავებლად ხომ არ ატარტარებ კაცი.
სიჩუმე მორიგ ხანმოკლე პაუზამდე გასტანს, ვიდრე შმიდტს რაღაც
მნიშვნელოვანი აზრი არ მოუვა თავში: „ნუ დამძრახავთ ზედმეტი
ცნობისმოყვარეობისთვის, ბატონო ჰაიმ, მხოლოდ ერთს გკით-
ხავთ: სერ უინსტონი როგორ აფასებს შექმნილ ვითარებას?“
„ვინა?“
140
მკითხველთა ლიგა

„ჩერჩილი. ინგლისის პრემიერ-მინისტრი“.


„წარმოდგენა არა მაქვს, როგორ აფასებს. თქვენ რა, არ გაგი-
გიათ? რადიო გამიფუჭდა“.
„მეხუმრებით?“
„რატომ უნდა გეხუმრებოდეთ?“ სერიოზული სახით ამბობს
იაკობი.
იაკობი ხედავს, შმიდტი შეწუხებულია, ზუსტად ისევე, როგორც
ისინი, ვისაც დილით, მხრებჩამოყრილმა და სასოწარკვეთილმა,
ეს ამბავი აუწყა, დღის ერთადერთი ახალი ამბავი. ეს კუდაბზიკა
შმიდტი, ერთმა ენაკვიმატმა ლეონარდ ასიმილინსკი რომ შეარ-
ქვა, ისეთი შეწუხებული ჩანს, გეგონება გულში ნემსები ჩხვლეტდე-
სო. ახლა ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ყველა დანარჩენს.
„ეგ როგორღა მოხდა?“ ხმადაბლა ეკითხება იაკობს.
ამ კითხვის პასუხმა დილით გარკვეული ცვლილებები განიცა-
და. სად იყო იმის დრო, ახსნა-განმარტება ყველასთვის ცალ--
ცალკე ლანგრით მიერთმია, როგორც კოვალსკის მიართვა. ჰო-
და, იაკობი იძულებული შეიქნა, ზოგ დეტალს შელეოდა. როგორ
მოხდა? „როგორ უნდა მომხდარიყო? როგორც რადიო ფუჭდება
ხოლმე. გუშინ მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს“.
რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო. ზოგმა წყევლა შეუთვალა ყოვ-
ლად უსამართლო ღმერთს, ზოგმა მის მიმართ ლოცვა აღავლი-
ნა, ზოგმა იმით სცადა თავის დამშვიდება, რომ რადიო და რუსები
ორი სრულიად განსხვავებული რამ არის; ერთი ბავშვივით ატირ-
და, ცრემლები წვიმის წვეთებთან ერთად ჩამოსდიოდა ლოყებზე,
ვერც გაარჩევდი, რომელი რომელი იყო; ერთმა კი თქვა, იმედია,
ეს ამბავი ავს არაფერს მოასწავებსო.
იაკობი ვერც ჰოს ამბობდა, ვერც არას, მწარე სიმართლის
თქმას ისევ ის სჯობდა, მათთვის ეს პატარა ტკივილი მიეყენებინა.
მანუგეშებელს შმიდტსაც ვერაფერს ჩასჩურჩულებს იმ ჩამოყრილ
ყურებში, ნუგეშის მარაგი ამოეწურა. ურიგო არ იქნება, თუ დრო-
დადრო სულ ცოტა ხნით მაინც გავიხსენებთ ხოლმე, რომ იაკობს
თავადაც ისევე სჭირდება გულის გაკეთება, როგორც მის ირ-
გვლივ მყოფ ამ ბედშავ ხალხს, რომ ის თავადაც დანარჩენებივით
141
მკითხველთა ლიგა

მოკლებულია ინფორმაციის მიღების საშუალებას, და რომ მასაც


სხვებივით აფორიაქებს იმედი. მხოლოდ ერთი გიჟური შემთხვე-
ვის გამო იყო, რომ სხვათა სწორი მათ შორის რჩეულად იქცა და
ახლაც ის შემთხვევა არ აძლევს უფლებას, ბანქოს ყველა ქაღალ-
დი მაგიდაზე გაშალოს. თუმცა ასე იყო დღემდე, დღეს კი უკვე ჩა-
გახედეთ მეფოკუსის სახელოში, დაგანახვეთ, რომ ის ცარიელია,
რომ კოზირის ტუზს იქ არავინ მალავს. ახლა ყველა ერთნაირი
ჭკუის კოლოფები ვართ, ერთმანეთისგან აღარაფრით გამოვირ-
ჩევით, არაფრით, გარდა ერთისა: თქვენ გეგონათ, თითქოს ერთ
დროს მე რჩეული ვიყავი.
„ამას აღარაფერი ეშველება, ბატონო შმიდტ, საქმე გველოდე-
ბა. წავიდა!“
წვიმამ იკლო. უცებ მთელს სადგურზე ქუხილივით გაისმა ვიღა-
ცის მრისხანე ხმა: „აბა, აბა, ხელი არ ახლო!“
იაკობი და შმიდტი ვაგონის კართან მიირბენენ და ხედავენ, გა-
რეთ რაც ხდება: ერთ-ერთი ტყუპისცალი, ჰერშელ შტამი, სათადა-
რიგო ლიანდაგზე დგას ერთ სრულიად ჩვეულებრივ ვაგონთან,
რომელიც ჯერ გადარაზულია. ალბათ იფიქრა, ახლა ამ ვაგონის
დატვირთვის ჯერიაო, რომ უცებ მოესმა უცნობი ხმა, რომელიც
მხოლოდ მას შეიძლება მიმართავდეს. სასწრაფოდ უშვებს ხელს
რაზას, არადა, ის იყო, მოქაჩვას აპირებდა. ერთადერთი, რაც ამ
ეპიზოდში აღსანიშნავია, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, უც-
ნობი ხმაა. აღსანიშნავი კი ნამდვილად არის, რადგან ხმა სასტვე-
ნას ეკუთვნის და, მაშასადამე, უცნობია. რკინიგზელის ფორმაში
გამოწყობილი სასტვენა ჰერშელ შტამისკენ მიიჩქარის, რამდენა-
დაც ამის საშუალებას ხის ფეხი აძლევს. დამფრთხალი შტამი ვა-
გონს შორდება, სასტვენა ჩერდება და საკეტს ამოწმებს, რაზა თა-
ვის ადგილზეა.
„ვერ გაიგონე, რა გითხარი? ამ ვაგონს ხელი არ ახლო-მეთქი,
დალახვროს ეშმაკმა!“
„არის!“, ამბობს ჰერშელ შტამი.
შემდეგ სასტვენა დანარჩენ ებრაელებს მიუბრუნდება. საქმეს
ყველამ თავი მიანება, დგანან და სულგაკმენდილები უსმენენ აქამ-
142
მკითხველთა ლიგა

დე არგაგონილ ხმას. ის კი ახლა კიდევ უფრო მძლავრად დაიქუ-


ხებს: „ახლა მაინც შეუშვით თავში, თქვე ძუძგებო? ამ ვაგონს ხელი
არავინ ახლოს-მეთქი! ახლებთ და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ!“
აი, თურმე როგორი ხმა ჰქონია! ვერ ვიტყვი, პრემიერამ წარ-
მატებით ჩაიარა-მეთქი, დიდი ვერაფერი ბარიტონია, უფრო სა-
სიამოვნო ტემბრი ნამდვილად სასურველი იქნებოდა. სასტვენა
დინჯი ნაბიჯით მიემართება უკან, ქვის შენობისკენ, ჰერშელ შტამი
კი სასწრაფოდ უბრუნდება საქმეს, რათა თავი დააღწიოს გაჩახჩა-
ხებულ სცენას. დანარჩენებიც ვაგრძელებთ მუშაობას, ინციდენტი,
რომელსაც ინციდენტსაც ვერ დაარქმევ კაცი, ამ დროისთვის ამო-
წურულია.
„ნეტავ რა ვაგონია ასეთი?“ კითხულობს შმიდტი.
„აბა, მე საიდან უნდა ვიცოდე?“ ამბობს იაკობი.
„ბატონ შტამს აშკარად ბედმა გაუღიმა, რომ გადარჩა. დილით
ხომ ყველას გვიბრძანა გუშაგმა, ამ ვაგონს თავი დაანებეთო.
თქვენც უსათუოდ გაიგონებდით“.
„კი, კი“.
„მაშ, რატომ მიუახლოვდა?“
„ღმერთო ჩემო, მე რა ვიცი, რატომ!“
შმიდტი ვერ გრძნობს, რომ საუბარი დასრულებულია. ის მოკ-
ლებულია ამ უნარს. ზედიზედ ახვავებს მოსაზრებებს იმის თაობა-
ზე, თუ რამდენად უფრო სწორია ბრძანებების განუხრელად შეს-
რულება, რამდენად იზრდება გადარჩენის შანსი, თუ ასე მოიქცევა
კაცი, აყალიბებს მოკლე მოხსენებას ფაქტობრივად არსებულ სა-
მართლებრივ მდგომარეობაზე, რომელსაც ხელისუფლებაში
ძალთა განაწილების ამჟამინდელი სურათი განაპირობებს. იაკობი
ცალი ყურით უსმენს. გულახდილად თუ ვიტყვით, შმიდტი დიდად
არავის ეხატება გულზე, თავი სხვებზე უკეთესი და ჭკვიანი ჰგონია,
თუმცა თქმით ამას არასოდეს იტყვის. უფრო კულტურულიც. სა-
ფიქრებელია, რომ მთელი ამ გეტოს საწინააღმდეგოც არაფერი
ექნებოდა, თვითონაც შიგ რომ არ გამოემწყვდიათ. როცა ძალიან
ცდილობს, არსებული განსხვავებები მიჩქმალოს, ამას კი თითქმის
მუდამ ცდილობს, სულ გგონია, რომ თამაშობს და გეუბნება, შე-
143
მკითხველთა ლიგა

მომხედეთ, რა კარგი ბიჭი ვარ, ისე ვიქცევი, თითქოს ერთნი ვი-


ყოთო. არადა, განსხვავებები არსებობს, ის მათ ვერსად გაექცევა.
ან როგორ შემოგხედავს, ან როგორ საუბრობს, ან როგორ ჭამს,
გერმანელებზე როგორ ლაპარაკობს, ან ძველ დროს როგორ იხ-
სენებს და, რაც მთავარია, როგორ აზროვნებს. გასაჭირში თანამ-
გზავრს ვერ ამოირჩევ, ისიც ჩვენსავით გასაჭირშია ჩავარდნილი,
თავის წილ სიცოცხლეს ისიც ჩვენსავით დაჰკანკალებს, თუმცა მა-
ინც ცოტა სხვანაირად, თავისებურად, ჩვენებურ კაცს მაინცდამაინც
რომ არ ეპიტნავება, ისე.
ცოტა ხანში ვაგონს ზურგზე ტომარააკიდებული ჰერშელ შტამი
უახლოვდება, თავზე ჩამოუფხატავს ერთთავად სველი ბეწვის ქუ-
დი, რომლითაც თავის ღვთისმოსაობას მალავს. იაკობი ეკითხება:
„რა იყო, ჰერშელ, რა მოხდა?“
„გინდ დაიჯერე, გინდ არა, იმ ვაგონიდან ხმები მომესმა“, ამ-
ბობს ჰერშელი.
„ხმებიო?“
„ხმები“, იმეორებს ჰერშელი. „როგორც ახლა შენ გიყურებ,
ადამიანის ხმები“.
ჰერშელს ზურგში ცივი ჟრუანტელი უვლის, ბეწვის ქუდში მომ-
წყვდეული თავი უწინდებურად უხურს. ლოყებს ბერავს და, შეწუხე-
ბული, რამდენიმეჯერ გადააქნევს თავს, ძნელი მისახვედრი არ
არის, ეს ხმები რას უნდა ნიშნავდეს. იაკობი ხვდება კიდეც, ჰერშე-
ლის მანჭვას უმწეო ამოოხვრას შეაგებებს, თან თვალებს ხუჭავს
და წარბებს მაღლა სწევს. ამ ორს შორის მოკლე და უხმო
დიალოგი მიმდინარეობს, შმიდტი კი იქვე დგას და ვერაფერი
გაუგია.
მოდის მიშა, ცემენტის ტომარას ძირს აგდებს და ამბობს: „ნუ
გაჩერდებით, გუშაგი სულ თქვენკენ იყურება“.
იაკობს უცებ ღონე ეცლება, ტომარა ხელიდან უსხლტება, შმიდ-
ტი ბრაზობს: „ცოტა ყურადღებით, თუ შეიძლება!“
იაკობს მეტი ყურადღება მართებს. ახლა, როგორც მოგვიანე-
ბით იხსენებს, თავს იმ კაცივით გრძნობს, ვინც ის იყო, ბედნიერე-
ბასა და სიმშვიდეზე ოცნებას მიეცა, რომ ვიღაც უტიფარმა თბილი
144
მკითხველთა ლიგა

საბანი გადახადა. და შენც წევხარ ასე, შიშველი, და გაცახცახებს


გამოფხიზლებულს.
„როგორი სიტყვაძუნწი ბრძანდებით“, ამბობს შმიდტი მცირე
ხნის მერე.
იაკობი ამის შემდეგაც სიტყვაძუნწია, მისი მდუმარება შეუვა-
ლია, უხმოდ იღებს ტომრებს და მხოლოდ დროდადრო, მალუ-
ლად თუ ესვრის მზერას სათადარიგო ლიანდაგზე გაჩერებულ
არაფრით გამორჩეულ ვაგონს, რომლიდანაც ვიღაცამ ადამიანის
ხმები გაიგონა. კედლებში, სახურავქვეშ, ვენტილაციისთვის ნახ-
ვრეტებია დატანებული, თუმცა არც იმდენად დიდი, თავის ამოყო-
ფა შეიძლებოდეს. არავინ ყვირის, არც შიგნით, არც გარეთ, რა-
ტომ არავინ დაიყვირებს? ტომრები ლამაზად უნდა დააწყო ერთი-
მეორეზე. დგას მოწითალო-მოყავისფრო, სათადარიგო ლიან-
დაგზე, თითქოს ყველასგან დავიწყებული, მაგრამ ის არ დაავიწ-
ყდებათ, ზოგ საკითხში მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. გუშინ
ის ჯერ კიდევ არ იყო აქ, ხვალ აქ აღარ იქნება, ხანმოკლე გაჩე-
რება სადღაც მიმავალ გზაზე. ასეთი ვაგონები ასჯერ დაუტვირ-
თავთ და გადმოუტვირთავთ და ისევ დაუტვირთავთ: ყუთებიო, ქვა-
ნახშირიო, კარტოფილიც, მკაცრი ზედამხედველობით, დაზგებიო,
ქვა-ღორღიო, ზუსტად ასეთი ვაგონები. ამას კი არ გაეკაროთ,
გაეკარებით და კარგ ჩიტსაც დაიჭერთო.
„როგორ გგონიათ, მართალია?“ ეკითხება შმიდტი.
„რა არის მართალი?“
„ხმები მოისმაო?“
„რა შეკითხვაა? ნუთუ ფიქრობთ, რომ ჰერშელ შტამმა ყველა-
ფერი მოიგონა?“
„კი მაგრამ, ვინ შეიძლება იმ ვაგონში იყოს?“
„ვინ იქნება, როგორ გგონიათ?“
შმიდტი პირს დააღებს – ახლაღა გაუნათებს გონებას საზარე-
ლი ეჭვი, გაოგნებული ჩაიჩურჩულებს: „თქვენ გგონიათ...“
„დიახ, მგონია!“
„თქვენ გგონიათ, ხალხს ბანაკებში ახლაც გზავნიან?“

145
მკითხველთა ლიგა

ასეა, სამწუხაროდ, შმიდტს არაფერი გაეგება მინიშნებების ენი-


სა, არ იცის, როგორ ილაპარაკოს, რომ არ ახსენოს ის, რაზედაც
ლაპარაკია. ამ ენას ვერც ვერასოდეს ისწავლის, გულის სიღრმეში
სამუდამოდ უცხოდ დარჩება. უხეშად თუ არ მიახალე პირში, ვერა-
ფერს გაიგებს.
„არა, აღარავის გზავნიან! ომი დიდი ხანია დამთავრებულია.
რომ გვინდოდეს, სახლებშიც წავიდოდით, მაგრამ არ გვინდა წას-
ვლა, აქ ყოფნა ხომ ყველას ასეთ სიხარულს გვანიჭებს!“ ამბობს
იაკობი და თვალებს ცისკენ აღაპყრობს. „ბანაკებში ახლაც თუ
გზავნიანო! იქნებ გგონიათ, რომ ხალხი შემოელიათ? აბა, მე ვინ
ვარ, ან თქვენ ვინ ხართ, ან ესენი ვინ არიან? რას იგონებთ, ხალ-
ხნო, ნუთუ გგონიათ, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა?“
შმიდტი იაკობს ხელის აქნევით აწყვეტინებს ამ აუცილებლო-
ბად ქცეულ ლექციას, შეძრწუნებული ლიანდაგებისკენ იშვერს
თითს და ყვირის: „შეხედეთ, შეხედეთ! შტამი!“
ჰერშელზე ვერავინ იტყვის, როდისმე ირგვლივ მყოფთა ყუ-
რადღებას იპყრობდაო. გამონაკლისად ის შემთხვევა შეიძლება
ჩაითვალოს, დღედაღამ რომ ლოცულობდა დენის მიწოდების შე-
საფერხებლად, რაც, როგორც თვითონ ჰგონია, მოახერხა კიდეც.
სამაგიეროდ ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, საყოველთაო ყუ-
რადღება მიიპყროს. ის სათადარიგო ლიანდაგზე დგას, ვაგონ-
თან. გუშაგებს ჯერ არ შეუნიშნავთ, ვაგონს ყურს ადებს და ლაპა-
რაკს იწყებს, გარკვევით ვხედავ, როგორ ამოძრავებს ტუჩებს, რო-
გორ მიაყურებს, მერე ისევ ლაპარაკობს, ეს ღვთისმოსავი ჰერშე-
ლი. მისი ძმა რომანი შემთხვევით ჩემ გვერდით აღმოჩნდება, თვა-
ლები წისქვილის ქვებივით გასდიდებია, უნდა, ჰერშელთან მივარ-
დეს და იქაურობას მოაშოროს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის.
ორი კაცი ძალით აკავებს, ერთი ჩურჩულით ეუბნება: „წყნარად, შე
იდიოტო, თვითონ არ მიაქცევინო ყურადღება!“
არ მესმის, ჰერშელი რას ამბობს, ან რას ეუბნებიან მას ვაგონში
მყოფნი, საამისოდ მეტისმეტად დიდი მანძილი გვაშორებს ერთმა-
ნეთს, მაგრამ მიხვედრით კი ვხვდები. რა ვარაუდი, რის ვარაუდი!

146
მკითხველთა ლიგა

რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ცხადად ჩამესმის მისი სიტ-
ყვები, თუმცა ეს ჩემთვის არასოდეს დაუდასტურებია.
„ხალხო, გესმით ჩემი?“ თავდაპირველად ჰერშელი ამას ამ-
ბობს.
„გვესმის“, ალბათ, ასე უპასუხებს ხმა ვაგონიდან. „შენ ვინ ხარ?“
„მე გეტოდან ვარ“, ამბობს მერე ჰერშელი. „უნდა გაუძლოთ,
კიდევ სულ ცოტა ხანს უნდა გაძლოთ. რუსები უკვე ბეზანიკას გა-
მოსცდნენ!“
„ეგ საიდან იცი?“ ეკითხებიან შიგნიდან, ყველაფერი ლოგიკური
და ბუნებრივია.
„დამიჯერეთ, ვიცი. რადიოს ვუსმენთ ჩუმ-ჩუმად. ახლა უნდა წა-
ვიდე“.
ვაგონში გამოკეტილები გაოგნებულნი და მადლიერნი არიან,
პატარა თეთრი მტრედი შეუფრინდათ იმ უკუნეთში, რა მნიშვნე-
ლობა აქვს, რა სიტყვებს ამბობენ. ალბათ, უსურვებენ ბედნიერე-
ბასა და სიმდიდრეს, ას ოცი წლის სიცოცხლეს და ესმით მისი ნა-
ბიჯების ხმა, იქაურობას რომ შორდება.
მონუსხულებივით გავყურებთ ჰერშელს, რომელიც სადაცაა,
უკანა გზას დაადგება. ჭკუა რომ მოგვეკითხებოდეს, საქმეს დავუბ-
რუნდებოდით და ისე მოვიქცეოდით, ვითომ არაფერიც არ ხდება,
ჩვენ კი ვდგავართ გაქვავებულები და თვალს ვერ ვაშორებთ ჰერ-
შელს. რომანს სიბრიყვე არ ჩავადენინეთ, მაგრამ რად გინდა: ახ-
ლა თავად ვიქცევით ბრიყვებივით. შეიძლება ჰერშელი უჩვენო-
დაც გამოეჭირათ, ვინ იცის? მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ
არ ვცდილობთ, გუშაგების ყურადღება სხვა მხარეს მივმართოთ.
თითქოს ახლაღა აიტანა შიშმა. რაც აქამდე იყო, თავისთავად მოხ-
და, იმ შეუცნობი კანონების თანახმად, მთვარეულებიც რომ ემორ-
ჩილებიან. ჰერშელი ვერაფერს ამოეფარება, არავითარი საფარი
მისთვის არ არსებობს. მან იცის, შიშს რატომ აუტანია. ყუთების პა-
ტარა გროვა, კიდევ ერთი ცარიელი ვაგონი – გზაზე მეტი არაფე-
რია. ჰერშელს ახლა დაცვის ესკორტი თუ იხსნის. ვხედავ, ვაგონის
კუთხიდან როგორ ნელ-ნელა, სანტიმეტრობით სწევს თავს წინ,
ფიქრით უკვე ჩვენთან არის, უკვე ჩამესმის მისი მონაყოლი დედა-
147
მკითხველთა ლიგა

მიწის გარშემო მოგზაურობაზე. მოწინააღმდეგე ბანაკში ჯერჯე-


რობით სიმშვიდეა. ჭიშკართან მორიგე გუშაგს სადგურის ტერიტო-
რიისთვის ზურგი შეუქცევია, მის ყურადღებას არაფერი იპყრობს,
დანარჩენი ორი კი სადღაც გაუჩინარებულა, სავარაუდოდ, შენო-
ბაში არიან, წვიმას თუ აფარებენ თავს. ვხედავ, როგორ ემზადება
ჰერშელი დიდი ნახტომისთვის, ვხედავ, როგორ ლოცულობს.
მართალია, ჯერაც ვაგონთან დგას და მხოლოდ ტუჩებს ამოძრა-
ვებს, აშკარაა, რომ ვაგონში მყოფთ კი აღარ ელაპარაკება, არა-
მედ – თავის ღმერთს. მერე ქვის შენობისკენ ვიხედები. პატარა
გისოსებიანი ფანჯარა გამოღებულია, რაფაზე თოფია ჩამოდებუ-
ლი. ვიღაც სრულიად აუღელვებლად უჭერს ნიშანს. კაცს ვერ ვარ-
ჩევ, ოთახში ბნელა, ვხედავ მხოლოდ ხელებს, ლულის მიმართუ-
ლებას რომ ასწორებენ, ვიდრე სასურველ პოზიციას არ მიაღწე-
ვენ. მერე ქვავდებიან, ტილოზე დახატულებივით. რა მექნა, გმირი
არასოდეს ვყოფილვარ, რა მექნა, თუნდაც გმირი ვყოფილიყავი,
დიდი-დიდი, შემეძლო დამეყვირა, მაგრამ ის ჩემი ყვირილი ვის
რას არგებდა? არ ვყვირი, თვალებს ვხუჭავ, საუკუნე გადის, რომა-
ნი მეუბნება: „რას დაგიხუჭავს თვალები? შეხედე, ის გადარეული
როგორ მოიპარება!“
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამწუთას ვფიქრობ ხანაზე, იმ ხესთან
რომ მომიკლეს, რომლის სახელიც ჩემთვის უცნობია, გასროლის
შემდეგაც ვაგრძელებ მასზე ფიქრს, სანამ ირგვლივ მყოფთა ხმები
ერთმანეთში აირეოდეს. ერთი მშრალი გასროლა და მორჩა, – იმ
ორ ხელს, როგორც უკვე ვთქვი, მოსამზადებლად დრო საკმარისი
ჰქონდა – ჰერშელის ლოცვა კარგა ხანს გაგრძელდა. უცნაური
მოსასმენი ყოფილა ცალკეული გასროლა, მანამდე არასოდეს გა-
მეგონა, მხოლოდ ის ვიცოდი, ერთად რამდენიმე როგორ ჟღერს:
თითქოს ჭირვეული ბავშვი იატაკზე ფეხებს აბაკუნებსო, ან ბუშტმა
წნევას ვერ გაუძლო და გასკდაო, ან, რაკი ხატოვნად საუბრის გუ-
ნებაზე დავმდგარვარ, თითქოს ღმერთმა ჩაახველაო, ღმერთმა
ჰერშელისთვის ჩაახველაო.
მოწითალო-მოყავისფრო ვაგონში დამწყვდეულებმა ალბათ
იკითხეს: „რა მოხდა, ბიჭო, რა მოგივიდა?“
148
მკითხველთა ლიგა

ჰერშელი პირქვე წევს ორ შპალს შორის, ლიანდაგზე. მოკრუნ-


ჩხული მარჯვენა ხელი შავ ჭენჭეხში ჩაჰფლობია. სახე, რომელსაც
ჯერჯერობით მხოლოდ ნახევრად ვხედავ, გაკვირვებული მეჩვენე-
ბა, თვალი რომ აქვს გახელილი, ალბათ იმიტომ. ვდგავართ ასე,
მუნჯებივით, მის გარშემო, ცოტა ხანს ესენიც კი გვაცდიან, რომანი
ძირს იხრება, ძმას ლიანდაგიდან ჩამოაცურებს და ზურგზე გადა-
აბრუნებს. მერე ბეწვის ქუდს მოხდის, აშკარად უჭირს მოუქნელი
თითებით ნიკაპზე კვანძის გახსნა. ქუდს ჯიბეში იდებს და მიდის. ამ
სადგურზე პირველად ხდება, რომ ქარი ჰერშელს უფრიალებს კუ-
ლულებს, რომელიც ბევრ ჩვენგანს აქამდე არც უნახავს, ბევრმა
ამ კულულების ამბავი მხოლოდ ყურმოკვრით თუ იცოდა. აი, რო-
გორი ყოფილა ჰერშელ შტამი სინამდვილეში, უმასკარადოდ. უკა-
ნასკნელად ვხედავთ მის სახეს, სველ მიწასა და ხშირ თმას შავ
ჩარჩოში რომ ჩაუსვამს, ვიღაცას მისთვის თვალების დახუჭვაც
მოუფიქრებია. ტყუილი რად მინდა, შესახედავად ლამაზი კაცი არ
ყოფილა, ღვთისმოსავი კი ნამდვილად იყო, უნდოდა, სხვისთვი-
საც ჩაენერგა იმედი და ამას ემსხვერპლა.
ჭიშკართან მორიგე გუშაგი ზურგიდან ისე მოგვიახლოვდა,
ვერც შევნიშნეთ, დროა, ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტა-
ნოს: „რას მიშტერებიხართ? იქნებ მითხრათ, მკვდარი არასოდეს
გვინახავსო? აბა, მოუსვით აქედან, საქმეს მიხედეთ! ჰოპ, ჰოპ!“
მუშაობას რომ მოვრჩებით, ჰერშელს წავასვენებთ და დავმარ-
ხავთ, ამას არ გვიკრძალავენ, თუმცა უამრავი მოქმედი შინაგანა-
წესიდან ამ საკითხზე ერთშიც არაფერია ნათქვამი, თავისთავად
ასე დამკვიდრდა. ვიხედები ფანჯრისკენ. ამასობაში მოუხურავთ
კიდეც: აღარც თოფია, აღარც ხელები, არც შენობიდან გამოდის
ვინმე, ვის ანაღვლებს ჩვენი ამბავი, მათთვის ინციდენტი ამოწურუ-
ლია.
ცხოვრება გრძელდება, შმიდტი და იაკობი ისევ თავიანთ ტომ-
რებს უბრუნდებიან. შმიდტმა ის მაინც შეიგნო, რომ ჩუმად უნდა
იყოს და აღარ იკითხოს, რატომ მოიწადინა ჰერშელმა ასე, იმ ვა-
გონთან მიერბინა, როცა რკინიგზელმა სულ ცოტა ხნით ადრე
გარკვევით და მკაფიოდ გააფრთხილა.
149
მკითხველთა ლიგა

იაკობს სინდისი ტანჯავს, შეძრწუნებულია – მან ხომ ზუსტად


იცის, რა როლი შეასრულა ამ პიესაში. ცდილობ, თავი როგორ-
ღაც ინუგეშო, წარმოიდგენ ერთ დიდ სასწორს ორი პინით, ერთზე
ჰერშელს შეაგდებ, მეორეზე დაახვავებ მთელ იმ იმედს, დროთა
განმავლობაში ხალხს რომ უნერგავდი, – რომელ მხარეს გადაიხ-
რება? რთული ის არის, რომ არ იცი, იმედი რამდენს იწონის, არც
გეტყვის ვინმე. თავად შენ უნდა მოძებნო ფორმულა და ანგარიშიც
შენვე დაასრულო. მაგრამ ვერ ანგარიშობ, სირთულეები სულ უფ-
რო მრავლდება, აი, კიდევ ერთი: ვინ გეტყვის დაბეჯითებით, რამ-
დენი უბედურების თავიდან აცილება მოხერხდა შენი გამოგონილი
ამბების წყალობით? ათი კატასტროფის თუ ოცის, ან იქნებ სულაც
ერთადერთის? ის, რისი თავიდან აცილებაც მოხერხდა, შენთვის
სამარადისო საიდუმლოდ დარჩება. რაც ჩაიდინე, ხილული მხო-
ლოდ ის არის: აქვე გდია, ლიანდაგთან, და ზედ აწვიმს.
ამ მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნა არც მოგვიანებით
ხერხდება, სადილობისას, დაახლოებითაც კი. თავის წვნიანს
იაკობი განცალკევებით ხვრეპს, დღეს ერთმანეთს არავინ აწუხებს.
რომან შტამს თავი აარიდა, რომანი მას არც ეძებს, მაგრამ ური-
კასთან, რომელზედაც უკვე ცარიელ თუნუქის ჯამებს აწყობენ, ისი-
ნი უცებ პირისპირ აღმოჩნდებიან. თვალს თვალში უყრიან ერთმა-
ნეთს, განსაკუთრებით დაჟინებით რომანი მისჩერებია. იაკობი მე-
უბნება: ისე შემომხედა, თითქოს ძმა მე მოვუკალიო.


სამუშაოს მერე დარჩენილი დრო ლინას ეკუთვნის.
ერთ დღეს, დიდი ხნის წინ, იაკობმა ლინა სადარბაზოში, თავი-
სი ბინის კართან გააჩერა და უთხრა: „ახლა ყურადღებით მომის-
მინე, ლინა, უცებ რამე რომ მოხდეს, ჩემი ოთახის გასაღების პოვ-
ნა რომ არ გაგიჭირდეს. აი აქ, კარს უკან, კედელში პატარა ნახ-
ვრეტია, ხომ ხედავ? ახლა ამ ნახვრეტში გასაღებს ჩავდებ და მე-
რე კენჭით ამოვავსებ. მისი ამოღება ძალიან იოლია, ფეხის წვე-

150
მკითხველთა ლიგა

რებზე რომ აიწევი, დიდი გოგო ხარ. აბა, სცადე“. ლინამ სცადა,
აიწოწა, რამდენადაც შეეძლო, კენჭი ამოიღო, ბოლო ძალები მო-
იკრიბა და გასაღებსაც მისწვდა, მერე კი ამაყად გაუწოდა იაკობს.
„შესანიშნავია“, უთხრა იაკობმა, „ადგილი კარგად დაიმახსოვრე.
არ ვიცი, რისთვის, მაგრამ როდისმე შეიძლება ძალიან საჭირო
შეიქნეს. და ერთსაც გეტყვი: ამ ადგილის შესახებ სიტყვა არავის-
თან დაგცდეს“.
ამასობაში ლინას ფეხის წვერებზე დადგომაც აღარ სჭირდება,
ორი წლის განმავლობაში ის გამალებით იზრდებოდა და უახ-
ლოვდებოდა კარს უკან გაჩენილ პატარა ნახვრეტს. რამე რომ
მოხდესო, იაკობმა თქვა, ჰოდა დღეს მოხდა, ლინა გასაღებს
იღებს, კარს აღებს და სუნთქვაშეკრული ჩერდება ცარიელ ოთახ-
ში. ცოტა არ იყოს ეშინია, მაგრამ შიში გაუვლის. თუ იაკობი
მოულოდნელად წაადგა თავზე, ეტყვის, დასალაგებლად შემოვე-
დიო. გაბედული ნაბიჯია და საეჭვოა, ის იაკობს მოეწონოს, მაგ-
რამ, თუ ის ვერაფერს შეიტყობს, ასაღელვებელიც არაფერი ექნე-
ბა.
ლინას ორი დაბრკოლება ელის, ეს მშვენივრად ესმის. პირვე-
ლი სამალავია, ჯერჯერობით დაუდგენელი, მეორე ის, რომ მან
არ იცის, როგორია რადიო. სამალავი ამ ოთახში ბევრი არ იქნე-
ბა, აქაურობის გადასაჩხრეკად რამდენიმე წუთიც კმარა. მეორე
დაბრკოლება გაცილებით რთული ჩანს. იაკობმა რა აღარ აუხსნა.
ლინა, მაგალითად, სხაპასხუპით აგიწერს ომნიბუსს, თუმცა მის ახ-
ლოსაც კი არასოდეს გაუვლია, გიამბობს ბანანებზე, თვითმფრი-
ნავებსა და დათვებზე, რომლებიც, ზურგზე თუ დააწვინე, თურმე
ბურდღუნს იწყებენ. ახლახან, დენის მიწოდება რომ შეუწყდათ,
იაკობმა იმ იდუმალებით მოცულ გზაზეც კი გაატარა, რომლითაც
სინათლე ქვანახშირის მაღაროებიდან ჭერქვეშ დაკიდებულ პატა-
რა ნათურამდე მიდის, მაგრამ რადიოზე ერთი სიტყვაც არ დას-
ცდენია. რამდენიმე სუსტი ხელმოსაჭიდი მაინც აქვს: ამ რადიოზე
ყველა ლაპარაკობს, ის არ შეიძლება გქონდეს, აკრძალულია, ის
გატყობინებს ახალ ამბავს, რაც არ იცოდი, და თან ისეთი პატარაა,
სულ იოლად შეგიძლია დამალო.
151
მკითხველთა ლიგა

„ხვალ ხომ მაჩვენებ შენს რადიოს?“ ჰკითხა იაკობს გუშინ სა-


ღამოს, როცა ის კოვალსკის მარცხიანი სტუმრობის შემდეგ ლი-
ნასთან სხვენზე ავიდა.
„არა“, მიუგო იაკობმა.
„და ზეგ?“
„არც ზეგ“.
„და ზეგის ხვალ?“
„ხომ გითხარი, არა-მეთქი! მორჩა და გათავდა!“
ამჯერად არ ჭრის სხვა დროს მუდამ შედეგიანი თვალების მი-
ნაბვა. იაკობი მისკენ არც იხედება, ამიტომ იძულებული ხდება,
წყენით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ სცა-
დოს:
„და როდისმე მაჩვენებ?“
„არა“.
„და რატომ?“
„იმიტომ“.
„და იმას მაინც მეტყვი, როგორია?“ ჰკითხა მერე, და ამ დროს
მის თავში გეგმაც ნახევრად მომწიფდა. მაგრამ იაკობმა ეს კითხვა
საერთოდ უპასუხოდ დატოვა, რის შემდეგაც ნახევრად მომწიფე-
ბული გეგმა მომწიფებულად იქცა.
მოკლედ, ახლა ლინა ეძებს საგანს, რომელზედაც მხოლოდ ის
იცის, რომ იაკობს ის დამალული აქვს – უფერო, უფორმო და უწო-
ნო ნივთს. კიდევ კარგი, იაკობს ოთახში უცნობი ნივთი ბევრი არ
მოეპოვება. პირველ აქამდე უნახავ საგანს, რომელსაც გადააწ-
ყდება, წესით და კანონით, რადიო უნდა ერქვას.
ლინა აშკარა სამალავებით იწყებს: საწოლის ქვეშ, კარადის
თავზე, მაგიდის უჯრაში. იქნებ რადიო იმდენად დიდია, რომ უჯრა-
ში არც ეტევა, იქნებ ვინმეს ხარხარიც აუტყდეს, თუ დაინახა, რომ
ლინა რადიოს მაგიდის უჯრაში ეძებს. მაგრამ რა მისი ბრალია,
თუ იაკობი ასე ჯიუტად დუმს, და თან ლინას ვერც ვერავინ ხედავს.
უჯრაში რადიო არ არის, ის საერთოდ ცარიელია, საწოლს ქვეშ
და კარადის თავზე კი მხოლოდ მტვერია. ახლა შიგ კარადაში უნ-
და ეძებოს, სხვა სამალავი არ არსებობს. კარადას ორი კარი აქვს,
152
მკითხველთა ლიგა

ერთი ზემოთ, ერთი ქვემოთ. ზედა კარის გამოღება, კაცმა რომ


თქვას, ზედმეტიცაა: მის უკან ოთხი თეფში ეგულება, ორი ღრმა
და ორიც – ფრიალა. ორი ფინჯანი, რომელთაგან ერთს, ლინას
რეცხვისას ძირს რომ დაუვარდა, ყური აქვს მოტეხილი, კიდევ ერ-
თი დანა და ორი კოვზი, მუდამ ცარიელი საშაქრე და ამ ყველაფ-
რის უკან, როცა მოიპოვება, საჭმელი. ამ კარს უკან რაც არის, ლი-
ნამ ზეპირად იცის. სუფრის გაწყობა ხშირად უხდება, ნივთებს მა-
გიდაზე აწყობს და მერე ისევ თავის ადგილზე აბრუნებს, ამ კარის
გამოღება ნამდვილად ზედმეტია. მაგრამ განა უსამართლობა არ
იქნება, ამდენი შრომა დაუდევრობის გამო ჩაუფლავდეს? ლინა
კარს აღებს: ოთხი თეფში, ორი ფინჯანი, საშაქრე, დანა და კოვ-
ზები, იქით ერთი ნაჭერი პური და ლობიოს პატარა შეკვრა – ახა-
ლი და უჩვეულო არაფერია.
რჩება ქვედა კარი. ლინა ყოყმანობს, თითები უკვე გასაღებზე
უდევს, მისი გადატრიალება კი ვერა და ვერ გადაუწყვეტია. თუ სა-
სურველი ნივთი აქაც არ არის, მაშინ არსად არ იქნება. კარადის
ქვედა განყოფილებას ლინას ცნობისმოყვარეობა არასოდეს
აღუძრავს. იაკობმა ერთხელ ისე მშვიდად თქვა, აქ ჩემს ძველმანს
ვინახავო, რომ გოგოს იმ ნივთებში ქექვის ინტერესიც არ გასჩენია.
ჩემს ძველმანსო – ახლა ხომ მაინც იცის, რა შეიძლება იგულის-
ხმებოდეს ამ ორ სრულიად უწყინარ სიტყვაში.
ყოყმანი დიდხანს არ გრძელდება, ლინა ბოლოს და ბოლოს
აღებს კარადას. სადარბაზოდან ნაბიჯების ხმა ისმის. კარის შიგნი-
დან ჩაკეტვა არ ივარგებს: თუ იაკობი მოვიდა, იმას კი არ იკით-
ხავს, აქ რას აკეთებო, არამედ ჰკითხავს, რატომ ჩაიკეტეო, ამ კით-
ხვაზე კი რა პასუხი გინდა მოიფიქრო? ლინა ერთიმეორის მიყო-
ლებით იღებს ნივთებს: შარვალსა და პერანგს, ნემსსა და ძაფს,
ქვაბს, ნეტავ ზემოთ რატომ არ დევს, ლურსმნებიან და ჭანჭიკებიან
კოლოფს, ცარიელ ჩარჩოს, წიგნს აფრიკის შესახებ. აქ თავს ცოტა
ხანს შესვენების უფლებას აძლევს: წიგნში მარტო ასოები როდია,
ბოლო დროს იაკობი ასე უცნაურად დიდ მნიშვნელობას რომ ანი-
ჭებს, სურათები, მიუხედავად ყველაფრისა, მცირედ ყურადღებას
მაინც იმსახურებენ.
153
მკითხველთა ლიგა

ქალი უსაშველოდ გრძელი, გაბრტყელებული ძუძუებით, კაცს


გამხმარი რომ ეგონება, ცხვირში გაყრილი რგოლით, რომელზე-
დაც იაკობი დაჰპირდა, მერე აგიხსნი, ეს რასაც ნიშნავსო; შიშველი
კაცები, სახეები ერთიანად რომ მოუხატავთ, ხელში გრძელი შუბე-
ბი უჭირავთ, თავზე კი ბუმბულისგან, თმისა და ბაფთებისგან მოჩ-
ხლართული უზარმაზარი ქუდები ჩამოუმხვიათ. ან გაძვალტყავე-
ბული, ბურთივით მუცელმომრგვალებული ბავშვები, რქებიანი და
ზოლებიანი, უსაშველოდ გრძელცხვირა და კიდევ უფრო გრძელ-
კისერა ცხოველები – ყველაფერმა ამან ერთხანს შეიძლება შეგა-
ყოვნოს, მაგრამ არც იმდენად, რომ მთავარი მიზანი მიგავიწყდეს.
ლინა წელამდე ძვრება კარადაში, ბოლო წინაღობასაც გადა-
ლახავს: მწვანეპირსახოცგადაფარებულ თეთრეულის თხელ შეკ-
ვრას, რის შემდეგაც გზა ხსნილია ამ აქამდე უნახავი ნივთისკენ.
გამარჯვებულის ამაყი ღიმილი. ნივთი იქვეა, შეუმჩნევლად მოკა-
ლათებულა კუთხეში, იდუმალი და აკრძალული. ლინა მას იღებს
და სინათლეზე გამოაქვს. პატარა და ნაზი მავთულბადე, ხრახნი,
მრგვალი შუშა. მოწიწებით დგამს მაგიდაზე, თვითონ კი წინ დაუს-
კუპდება, ნეტავ რა ელის? როგორ თქვა იაკობმა, ჩემი ძველმა-
ნიო? თვალგაშტერებით ცქერაში წუთი წუთს მისდევს, რა უნდა შე-
იტყოს ისეთი, რაც აქამდე არ იცოდა? ნეტავ როგორ ლაპარაკობს
ეს ნივთი – ჩვეულებრივი ადამიანივით თუ თავის საიდუმლოებებს
სხვანაირად, ჯადოსნურად გიყვება? კარგა ხნის გამომცდელი დუ-
მილის შემდეგ ლინა ხვდება, რომ თავისით ეს ნივთი არაფერს
ეტყვის, როგორმე უნდა სცადოს მისი ალაპარაკება. იქნებ საამი-
სოდ ჯერ რამე უნდა ჰკითხოს? თუ ასეა, იმედია, ისეთი მკაცრად
დადგენილი ჯადოსნური შელოცვა არ დასჭირდება, რომლის გა-
მოყენებაც სეზამის კლდესთან ალი ბაბას მოუხდა.
„აბა, რა მქვია?“ ლინა ყველაზე იოლი შეკითხვით იწყებს, მაგ-
რამ ნივთისთვის, როგორც ჩანს, ის იოლიც ძნელზე ძნელია. ლი-
ნა არ აჩქარებს, შედეგი მაინც არ ჩანს. გაწბილებას ცვლის ფიქრი,
რომ რაღაც ისეთი უნდა ჰკითხოს, რაც თვითონაც არ იცის, საკუ-
თარი სახელი რა საკითხავია. ეკითხება: „აბა, რამდენია ოცდაათ-
ჯერ ორი მილიონი?“ რაკი პასუხი ამჯერადაც იგვიანებს, ლინა
154
მკითხველთა ლიგა

სხვა გზას ადგება. იწყებს ფიქრს სინათლეზე, რომელიც, როგორც


მოგესურვება, ისე შეგიძლია ჩართო და გამორთო, იქნებ ამ ნივ-
თის ჩართვაც ასევე შეიძლება? მოდი, ერთი, ამ ხრახნის გადატ-
რიალება ვცადოთ. გვარიანად დაჟანგულია, წესიერად არც მოძ-
რაობს, ლინას დიდი მონდომების მიუხედავად, მხოლოდ რაღაც
წრიპინისმაგვარ ხმას უშვებს, არადა, უკვე თითები ეტკინა. ამ
დროს ოთახში შემოდის იაკობი და, როგორც მოსალოდნელი
იყო, ეკითხება: „აქ რას აკეთებ?“
„მე“, ამბობს ლინა, „მე მინდოდა“, ამბობს და თან ცდილობს,
შიშისგან გამოერკვეს. „მე ხომ შენთან დალაგებას ვაპირებდი,
აღარ გახსოვს?“
იაკობს ახსოვს, ჯერ კარადასთან გამართულ სოდომ-გომორს
გახედავს, მერე – ისევ ლინას, დალაგებას რომ აპირებდა. ვიდრე
იაკობი პირს გააღებდეს, ლინამ უკვე იცის, რომ საქმე არც ისე
ცუდადაა. „იმედია, დალაგება ჯერ არ დაგიმთავრებია“, ამბობს
იაკობი.
რა თქმა უნდა, არ დაუმთავრებია, ახლაღა იწყებს. ფეხზე წა-
მოხტება და ქვაბს, წიგნსა თუ თეთრეულს ისე სწრაფად ტენის კა-
რადაში, რომ იაკობი თვალის მიდევნებასაც ძლივს ასწრებს. ახ-
ლა ჩარჩოს ჯერია, ამ სიჩქარეში კოლოფიდან ლურსმნები უცვივ-
დება, თვალის დახამხამებაში ისევ აგროვებს. ნემსი და ძაფი სად-
ღაა, არა უშავს, მერე მოძებნის, კარადის კარი იკეტება და
არეულობაც სადღაც ქრება. მხოლოდ ის ნივთი რჩება მაგიდაზე,
დანახვით ხომ ისედაც დაინახა. აი, მისი ერთადერთი საიდუმლო,
იაკობი კი რატომღაც არ ჩქარობს გაბრაზებას.
„ხომ არ გამიბრაზდები?“
„არა, არა“.
იაკობი პიჯაკს იხდის, სადგურიდან მოსული, ხელებს იბანს. ლი-
ნა თანდათან მოთმინებას კარგავს, ნივთი კი არის თავისთვის გა-
ყურსული, ყურადღებასაც არავინ აქცევს.
„მართალი მითხარი, აქ რას აკეთებდი?“
„არაფერს. ვალაგებდი“, ამბობს ლინა, თუმცა ხვდება, რომ და-
მალვას აზრი არა აქვს.
155
მკითხველთა ლიგა

„რას ეძებდი?“
იაკობი თანდათან მართლაც უწევს ხმას, მაგრამ მისი შეკითხვა
ლინას ნამდვილი სისულელე ჰგონია: კაცს ნივთი ცხვირწინ უდევს
და მაინც მიამიტურად ეკითხება, რას ეძებდიო. პასუხი ხომ ისედაც
ცხადია, ამიტომ ხმის ამოღებაზე უარს ვაცხადებთ.
„ამ ლამპას მაგიდაზე რა უნდა?“
„რომელ ლამპას?“
„აი, ამას. კიდევ რომელს ხედავ?“
ლინას ენა ჩაუვარდება და თვალები უფართოვდება, ლამპად
წოდებულ ნივთს მიაშტერდება, მერე კი დიდრონი თვალები ნელ--
ნელა ცრემლით ევსება. იაკობი გოგოს ჩაიხუტებს და ახლა გაცი-
ლებით უფრო ხმადაბლა ეკითხება: „რა მოგივიდა?“
„არაფერი“.
ბავშვს მუხლზე დაისვამს. ლინა, საერთოდ, იშვიათად თუ იტი-
რებს. როგორ გინდა გაიგო, რა ხდება ამ პატარა თავში, მთელი
დღე მარტოს რომ უწევს ათას რამეზე ფიქრი. „მითხარი, რა მოხ-
და. ლამპას მოუვიდა რამე?“
„არა“.
„უწინ როდისმე თუ გინახავს?“
„არა“.
„გინდა გასწავლო, როგორ ინთება?“
ლინა ცრემლებს იკავებს, ბოლოს და ბოლოს, რა იაკობის
ბრალია, ასე რომ შეცდა, გარდა ამისა, ხვალეც ხომ გათენდება,
როგორმე მოახერხებს იმ სამალავის პოვნას, დღეს რომ ვერ მი-
აგნო. თვალებსა და ცხვირს სახელოთი იმშრალებს, თუმცა ეს არ
ჰყოფნის, იაკობი თავის ცხვირსახოცს მიაშველებს.
„აგიხსნა?“
„ჰო“.
„ჰოდა, ყური დამიგდე. ეს ნავთის ლამპაა. წინათ, სანამ ელექ-
ტროდენი გაჩნდებოდა, მარტო ასეთი ლამპები გვქონდა. აი აქ, ამ
პატარა ჭურჭელში, ნავთს ვასხამთ. ეს პატრუქია. ნავთით იჟღინ-
თება და ამ ხვრელიდან მხოლოდ მისი ბოლო ჩანს. აი, ამ ხრახ-
ნით შეგვიძლია პატრუქს უფრო მეტად გამოვაყოფინოთ თავი, ან
156
მკითხველთა ლიგა

ნაკლებად. მერე პატრუქს ცეცხლს მოუკიდებ და ოთახიც განათ-


დება“.
„ვერ მაჩვენებ?“
„ნავთი, სამწუხაროდ, არ მაქვს“.
ლინა იაკობის მუხლიდან ჩამოხტება, ორივე ხელით იღებს
ლამპას, ყოველი მხრიდან ყურადღებით ათვალიერებს. აი, თურმე
რატომ არ პასუხობდა. ახსენდება ძველი დრო, როცა მშობლებ-
თან ერთად ცხოვრობდა. ნურიელებს არც ნავთის ლამპა ჰქონი-
ათ, არც რადიო, შეცდომები კი გამოუცდელობის შედეგია. ლამპას
ერთხელაც შეავლებს თვალს და ისევ კარადაში დგამს. ოთახში
კვლავ სრული წესრიგია, ლინაც წყნარდება, თავის წარუმატებელ
საძიებო ოპერაციაში ახლა სასაცილო მხარესაც ხედავს.
„იცი, რა მეგონა?“
„რა?“
„ოღონდ არ დამცინო“.
„რატომ უნდა დაგცინო?“
„ეს შენი რადიო მეგონა“.
იაკობს ეღიმება, ახსენდება, სულ პატარა რომ იყო, როგორ
ეგონა ერთი კუზიანი, მოხუცი მეზობელი ბოროტი ჯადოქარი. მა-
შინ ისიც ლინასავით შეცდა. მაგრამ თანდათან ღიმილი ქრება.
ლინა რადიოს ეძებდა, ამაში გამოუტყდა კიდეც. კარგი იქნებოდა,
გოგონასთვის ის მცდარი წარმოდგენა არ გაექარწყლებინა: ლამ-
პას, გინდაც რადიოდ მიიჩნიო, არაფერი დაუშავდება. ლინასთვის
პატიოსანი სიტყვა უნდა ჩამოერთმია, რომ კრინტს არ დაძრავდა:
აჰა, ბოლოს მაინც მიაგენი. ახლა შენც იცი, ეს ნივთი როგორია,
ჰოდა, მორჩეს ამაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით უცხო ხალხთანო.
მერე კი რამდენიმე კვირით სიმშვიდე დაისადგურებდა, შინ მაინც.
მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. ლინამ თავი რომ გასცა, უკვე გვიან
იყო, თვითონ მან კი ვერც სიდინჯე გამოიჩინა და ვერც გამჭრიახო-
ბა, რომ ჯეროვნად შეეფასებინა ოთახში შექმნილი ვითარება, მიმ-
ხვდარიყო, რას ნიშნავდა მაგიდაზე შემოდგმული ლამპა და ლი-
ნას ცრემლები. ახლა ხომ აუცილებლად ჰკითხავს: კეთილი, ეს
ლამპა ყოფილა, მაშ, რადიო სადღააო? ახლავე ჰკითხავს ან, შე-
157
მკითხველთა ლიგა

საძლოა, ერთ საათში, არა უგვიანეს ხვალისა, მოუთმენლობისგან


ცმუკავს. გაფუჭებული რომ არის, ეს არ დააკმაყოფილებს, ეტყვის,
მაშინ გაფუჭებული მაჩვენეო, იაკობი კი, სამწუხაროდ, არ მიეკუთ-
ვნება იმათ რიცხვს, აბეზარ კითხვებს ზოგჯერ ალიყურით რომ პა-
სუხობენ. ერთი გამოსავალი კიდევ რჩება, უბრალო გამოსავალი:
შეუძლია უთხრას, რადიო დავწვიო, გაუმართავი რადიო, თუკი გი-
პოვეს, გამართულზე არანაკლებ სახიფათოა.
მართლაც შეუძლია, ეს თქვას, მაშინ რადიო, თავისდა საბედ-
ნიეროდ, სამუდამოდ მოშორებული ექნებოდა – ლინასთვისაც და
მთელი მსოფლიოსთვისაც. მაგრამ იმას რა უყოს, რაც დღეს სად-
გურზე მოხდა? მკვდარ ჰერშელ შტამს, მის ძმას, რომანს, მის საყ-
ვედურით სავსე თვალებს, სათადარიგო ლიანდაგზე მდგარ ვა-
გონში გამოკეტილ უცნობ ხალხს, რადიოს საბოლოო განადგურე-
ბამდე თითო სიტყვა ხომ მათაც ეთქმით. სიტყვა ეთქმით იმ ებ-
რაელებსაც, დილაადრიან რომ მიადგნენ რაიმე საიმედო ამბის
გასაგებად, მაგრამ თავზარდაცემულები ისე გაბრუნდნენ, ახალი
ვერაფერი შეიტყვეს. არადა, ხომ აქვთ ამის უფლება. ახლა, ალ-
ბათ, ისევ შინ იქნებიან, ნათესავები თუ ნაცნობები კარზე უკაკუნე-
ბენ, ეკითხებიან, სადგურზე ახალი რა გაიგეთო. არაფერიო,
მიუგებენ პასუხად, რადიო აღარაფერს ამბობს, გაფუჭებულია, გუ-
შინ უკრავდა, დღეს კი ხმას აღარ იღებსო. ნათესავები და ნაცნო-
ბები მიდიან, ახალ ამბავს ავრცელებენ ყველა სახლში და ყველა
ქუჩაზე, მალე ისევე უიმედოდ რომ დარჩებიან, როგორც მანამდე,
იმ საღამოს რვის ნახევრამდე, კურლანდიის ქუჩაზე მოწყობილ მი-
წაყრილთან იაკობი პროჟექტორის სხივმა რომ გამოიჭირა. ათასი
რამ უნდა გაითვალისწინო, ვიდრე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას
მიიღებდე, ვიდრე მოიპოვებდე სიმშვიდეს, რომელსაც სიმშვიდეს
ვერც უწოდებ.
„ახლა მაჩვენებ რადიოს?“
„გუშინ ხომ უკვე გითხარი, არა-მეთქი. განა მას შემდეგ რამე
შეიცვალა?“
„მაინც ვიპოვი“, ამბობს ლინა.
„ეძებე, რამდენიც გენებოს“.
158
მკითხველთა ლიგა

„გინდა დაგენაძლევო, რომ ვიპოვი?“


აშკარა შეტევაზე გადმოდის, ჯობია ეძებოს, ვიდრე კითხვებით
უწვრილებდეს გულს. შემდეგ რადიოზე, რომელსაც გოგონა იპო-
ვის, იაკობი ნამდვილად აღარ ეტყვის, ეს რადიო არ არისო. ხო-
ლო რადიო, რომელსაც ის ვერასოდეს იპოვის, ჯერჯერობით გა-
დარჩება დაწვას. საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს, მთავარი კი
მაინც ჰერშელია, კულულებიანი ჰერშელი, რომელმაც რადიო
ჯერ კიდევ დღეს დილით აამუშავა, წვიმაში, შპალებს შორის მწო-
ლიარემ.


იაკობი გულმოცემული მიდის სამუშაოდ, ვინც ხედავს, მხრებში
როგორ არის გამართული და ნაბიჯსაც რა მარდად დგამს, ვისაც
გუშინდელი ან ბოლო დღეების იაკობი ახსოვს, უთუოდ შენიშნავს
ცვლილებებს: ჩვენ წინაშე გაწონასწორებული ადამიანია. გულმო-
ცემული იმიტომ არის, რომ საწოლში გატარებული საათები მდი-
დარი გამოდგა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა თვალსაზრი-
სით, კავშირი გარე სამყაროსთან კვლავ აღდგენილია. რადიო ნა-
ხევარი ღამე ჩართული იყო, ლინა თავიდან მოიშორა თუ არა, მა-
შინვე ჩართო და უსმინა კიდეც, სანამ ძილი დაუპატიჟებლად არ
ეწვია, მაგრამ იმ დროისთვის ახალი ამბები უკვე ბლომად ჰქონდა
მოსმენილი, თანაც, არცთუ ურიგო ამბები. გულმოცემულია, რად-
გან მოლოდინის მბჟუტავი ალის ჩაქრობა არ შეიძლება, ასეთია
იაკობის გადაწყვეტილება. ტყუილად კი არ მოანდომა თითქმის
მთელი ღამე მისთვის ფიჩხის, წიწკებისა და ნაფოტების ძებნას.
მოახერხა და კარგა დიდი ნახტომიც გააკეთა, რუსებთან ერთად:
სულ იოლად მოაგებინა მათ დიდი ბრძოლა მდინარე რუდნაზე,
რომელიც, მართალია, მთლად ჩვენს ეზო-ყურეში არ მოდუდუ-
ნებს, მაგრამ, ჩვენდა გასახარად, აქედან ბევრად უფრო ახლოსაა,
ვიდრე ქალაქი ბეზანიკა.

159
მკითხველთა ლიგა

გადახედა რა სამყაროსთვის დღემდე მიწოდებულ ცნობებს,


იაკობს თვალში მოხვდა, რომ ისინი ძირითადად გრძლად აღწერ-
და უმნიშვნელო მოვლენებს. ბეზანიკასთან დაკავშირებულ სულ
პირველ ამბავს თუ არ ჩავთვლით, მათგან ერთიც არ იყო მწყობ-
რი და გამართული. საკმარისი იყო, თავში რაიმე აზრი მოსვლო-
და, რომ უსაშველოდ გააბუქებდა, ხშირად არადამაჯერებლად და
არცთუ სანდოდ და, თუ აქამდე მისი ნაამბობისთვის ეჭვის თვალით
არავის შეუხედავს, ეს მხოლოდ იმით აიხსნება, რომ იმედმა ხალ-
ხი დააბრმავა და სიფხიზლე დაუკარგა. მაგრამ იმ ღამეს, რუდნას-
თან გამართული ბრძოლის წინ, იაკობი ყველაფერს მიხვდა, ბო-
ლოს და ბოლოს მიაგნო პრობლემის სათავეს. სხვაგვარად თუ
ვიტყვით, შუქი ჩააქრო თუ არა, გონება გაუნათდა: ახლა უკვე იცო-
და, რატომ უჭირდა ასე ამბების მოგონება, რატომ იყო, რომ ბო-
ლო ხანს თითქმის საერთოდ ვეღარაფერს იგონებდა. მეტისმეტად
ფრთხილი ვარო, იფიქრა, რადგან მუდამ ცდილობდა, ახალი ამ-
ბები მოსაყოლად ისე შეერჩია, რომ მერე, ცხოვრების ჩვეულ კა-
ლაპოტში დაბრუნების შემდეგ, მისი ცნობების გადამოწმება შეუძ-
ლებელი ყოფილიყო. ყოველი ახალი ინფორმაციის შეთხზვისას
რაიმე ახალი დაბრკოლება უღობავდა გზას; გამუდმებით ქენჯნი-
და სინდისი, ტყუილს რის ვაი-ვაგლახით, უხალისოდ ამოღერღავ-
და ხოლმე, თითქოს სამალავს ეძებდა და მანამდე ლამობდა შიგ
შევარდნას, სანამ ვისიმე დაკვირვებული მზერა არ მისწვდებოდა.
ასეთი ქცევა, როგორც წუხელ დაასკვნა, იმთავითვე მცდარი იყო,
რადგან მატყუარა, რომელსაც სინდისის ქენჯნა ტანჯავს, თავისი
დღე და მოსწრება დილეტანტად დარჩება. ამ საქმეში მოკრძალე-
ბა და ზედმეტი მორიდება საზიანოა, აქ თავდაჯერებით მოქმედე-
ბაა საჭირო, საკუთარი თავის რწმენა სახეზე უნდა გეწეროს, მოვა-
ლე ხარ, ყველას უჩვენო, როგორ გამოიყურება ადამიანი, რო-
მელმაც უკვე იცის ის, რასაც სხვები სულ მალე სწორედ მისგან
შეიტყობენ. აუცილებელია, მონათხრობი რაც შეიძლება უხვად შე-
კაზმო რიცხვებით, სახელებითა და თარიღებით; რუდნასთან გა-
მართული ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მოკრძალებულ და-
საწყისად უნდა იქცეს. ისტორიაში ის არასოდეს შევა, მაგრამ ჩვენს
160
მკითხველთა ლიგა

ისტორიაში საპატიო ადგილს დაიკავებს. და როცა ყველაფერი ჩა-


ივლის, როცა ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი ომის ჭეშმა-
რიტ მსვლელობას წიგნებით გაეცნობა, დაე, მოვიდეს, ვისაც
მოესურვება, და გკითხოს: „ეი, შენ, რა იყო, რაღაც სისულელეებს
რომ როშავდი? რა რუდნა, რის რუდნა, ასეთი ბრძოლა საერთოდ
არ ყოფილა!“ – „არ ყოფილაო?“ გაიკვირვებ შენ. „აბა, მაჩვენეთ
ეგ წიგნი... ჰო, მართალია, ასეთი ბრძოლა არ ყოფილა. წიგნში
არ წერია. ეტყობა, მაშინ არასწორად მომესმა, ბოდიში მომითხო-
ვია“. გაპატიებენ, როგორ არ გაპატიებენ, დიდი-დიდი, მხრები
აიჩეჩონ და წავიდნენ, მათ შორის იქნებ ისეთი ვინმეც აღმოჩნდეს,
ვინც იმ შეცდომისთვის მადლობას გადაგიხდის.
საბრძოლო მოქმედებების განვითარების საკითხზე იაკობმა წი-
ნასწარ წაიმუშავა, ადგილობრივი გეოგრაფიის ცოდნაც საუცხო-
ოდ გამოიყენა. რუდნასთან გამართულ ბრძოლას თანამდევი მოვ-
ლენებითურთ მომდევნო სამ დღეს მაინც იმყოფინებს. ზომაც ხომ
უნდა იცოდე კაცმა. მდინარის გადალახვა სახუმარო ამბავი რო-
დია, რუსებს საქმეს ასე ძალიანაც ვერ გავუიოლებთ, გერმანელებ-
მა ერთადერთი ხიდი ააფეთქეს – იაკობმა ასე გადაწყვიტა. ვიდრე
წინსვლის გაგრძელება მოხერხდებოდეს, აუცილებელია პონტო-
ნური ხიდის აგება, ამას კი სამი-ოთხი დღე მაინც დასჭირდება. მე-
რე ეს საქმეც მოგვარებულია, რუსები დამაჯერებლად მიიწევენ პა-
ტარა ქალაქ ტობოლინისკენ, რომელიც გერმანელებს თავიანთ
ციხესიმაგრედ უქცევიათ. ის კიდევ სამ დღეს უძლებს შეტევას, შემ-
დეგ ალყას შემოარტყამენ, საარტილერიო ცეცხლით შესაბამის
კონდიციამდე მიიყვანენ და ქვეითი ჯარი იერიშით იღებს ქალაქს.
უიმედო ვითარებაში მაიორი კარტჰოიზერი (გვარი საუცხოოდაა
შერჩეული, სამხედრო წოდებულებაც სავსებით მისაღებია) ხელს
აწერს კაპიტულაციის აქტს, ტობოლინი გათავისუფლებულია.
სხვათა შორის, ეს ამბავი მიშას განსაკუთრებით გაუხარდება – იმ
ქალაქში დეიდა ჰყავს, რომელიც, იმედია, მოესწრო გამარჯვებას.
იმ დეიდას, ლეა მალამუტს, გალანტერეის მაღაზია ჰქონდა და,
როცა მიშა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ყოველ დაბადების დღეს
უგზავნიდა ჭრელ-ჭრელი ღილებითა და ბაფთებით სავსე პატარა
161
მკითხველთა ლიგა

კოლოფებს. თუმცა ტობოლინში დიდხანს ნუ შევჩერდებით, იქი-


დან რაიონულ ცენტრ პრიმდე, რომელიც ჩვენკენ მომავალმა უნ-
და გამოიაროს, კარგა დიდი მანძილია, სამოცდაათი კილომეტრი
მაინც იქნება. ამ მონაკვეთის ამბავი დაახლოებით უკვე გარ-
კვეულია, თუმცა დეტალები ჯერაც დასამუშავებელია. უახლოეს
მომავალში, ღამღამობით, სწორედ ეს იქნება იაკობის სამუშაო.
ტობოლინამდე ჯერჯერობით ყველაფერი ნათელია და დღეს,
სადგურზე მისული, ყველას საზეიმოდ აუწყებს რუდნის ნაპირებზე
გარდახდილი სახელოვანი ბრძოლის ამბავს.
გულმოცემული მიდის იაკობი სამუშაოდ. გზად თავში გაუელ-
ვებს ერთი პატარა და ლამაზი აზრი, რომლითაც შეიძლება კიდევ
უფრო დაამშვენოს რუდნასთან განვითარებული მოვლენები: იქ-
ნებ ღირდეს, რუსებს ხელში ჩაუგდოს გერმანელთა საიდუმლო
გეგმები, რის შედეგადაც ამ ფრონტზე მტრის ნებისმიერი მოქმე-
დება რამდენიმე კვირით ადრე იქნება ცნობილი და, შესაბამისად,
წარუმატებელი. ასეთი დეტალი იაკობის მონათხრობს მართლაც
ისე მოუხდებოდა, როგორც ქიშმიში ნამცხვარს, მაგრამ იქვე ჩნდე-
ბა ეჭვი, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი:
ვინ ინახავს საიდუმლო გეგმებს ასეთ არასაიმედო ადგილას, ბო-
ლოს და ბოლოს ეს გერმანელები მთლად იდიოტები ხომ არ არი-
ან? თან არც რუსები არიან იდიოტები, ასეთი ტიპის გეგმები კიდე-
ვაც რომ იგდონ ხელთ, ამ ამბავს მთელს მსოფლიოს რადიოთი
ხომ არ ამცნობენ? პირიქით, არავისაც არ გაუმხელენ და მშვიდად
შეუდგებიან თავიანთი ამოცანის შესრულებას. ჯობს, უარი ვთქვათ
ლამაზ ფანტაზიებზე, ხელთ რაც გვაქვს, ისიც სავსებით საკმარი-
სია, რომ ებრაელებს ნაწილობრივ მაინც გადაეცეთ ამაღლებული
განწყობილება, რომლითაც ახლა იაკობი სამუშაოდ მიაბიჯებს, მა-
თაც მიეცეთ გული.
ტისმენიცის ქუჩის კუთხეში კოვალსკის მოჰკრავს თვალს. აქ,
კაცმა რომ თქვას, განსაკუთრებული რა უნდა იყოს, კოვალსკი ხომ
ამ ადგილას ხშირად ელოდება ხოლმე, აქ ცხოვრობს. მაგრამ მი-
ახლოებისას ირკვევა, რომ ის მარტო არ არის, გვერდით ახალ-

162
მკითხველთა ლიგა

გაზრდა კაცი უდგას. აი, ეს კი ნამდვილად უჩვეულოა, მით უფრო,


რომ იმ ახალგაზრდას პირველად ხედავს.
კოვალსკი შორიდანვე იშვერს თითს იაკობისკენ, უცნობი ახალ-
გაზრდა თითს თვალს აყოლებს, კოვალსკი თითქოს უხსნის, აგერ
ის კაცია, მუქი ნაცრისფერი პიჯაკი რომ აცვიაო.
იაკობი მათ უახლოვდება, ხელს ართმევს და გზას ახლა სამნი
აგრძელებენ. წარდგენის ცერემონია ჯერ კიდევ წინ არის. კოვალ-
სკი ამბობს: „დღეს რაღაც დაგაგვიანდა. უკვე კარგა ხანია, გელო-
დებით“.
„განა შეთანხმებული ვიყავით?“ ეკითხება იაკობი. გვერდიდან
აკვირდება ახალგაზრდას, რომელიც ხმას არ იღებს, ცოტა შემ-
ცბარი ჩანს და თან ჯიუტად მხოლოდ წინ იყურება. ბრმაც კი მიხ-
ვდება, რომ მისი აქ ყოფნა შემთხვევითი არ არის. კოვალსკიმ
თქვა, კარგა ხანია გელოდებითო, ესე იგი ახალგაზრდა აქ შემ-
თხვევით არ მოსულა, ამ საქმეში კოვალსკის ხელი ურევია, მისი
მოყვანილი იქნება.
„იქნებ გაგვაცნო ერთმანეთი?“ ამბობს იაკობი.
„თქვენ რა, ერთმანეთს არ იცნობთ?“ ვითომ უკვირს კოვალ-
სკის. „ეს იოზეფ ნაიდორფია“.
„მე იაკობ ჰაიმი ვარ“.
„ვიცი“, მიუგებს მორცხვი ახალგაზრდა, გვარად, როგორც ირ-
კვევა, ნაიდორფი. ეს მისი პირველი სიტყვაა, რომელიც რაიმე
დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა.
„შენც სადგურზე მუშაობ?“ ეკითხება იაკობი.
„არა“.
„აბა, სად?“
„ინსტრუმენტების ქარხანაში“.
„მაშინ გზა შეგშლია. საწინააღმდეგო მიმართულებით უნდა მი-
დიოდე“.
„მუშაობას თქვენზე გვიან ვიწყებთ“, ამბობს ნაიდორფი და აშ-
კარაა, ამ განმარტების გამო თავს უხერხულად გრძნობს.
„გასაგებია. და, რაკი ცოტაოდენი დრო კიდევ გაქვს, გადაწყვი-
ტე, სადგურამდე გამოგვაცილო. გასაგებია ყველაფერი“.
163
მკითხველთა ლიგა

ნაიდორფი უცებ ჩერდება, ასე მაშინ ჩერდებიან, როცა გაქცე-


ვას აპირებენ. აშკარად დაბნეულია, ხმადაბლა მიმართავს კოვალ-
სკის: „იქნებ უჩემოდ მოაგვაროთ ეგ საკითხი? გთხოვთ გამიგეთ,
არ მინდა ყველაფერ ამასთან რამე მესაქმებოდეს. მეშინია, გამი-
გეთ“.
„ისევ დაიწყე? ხომ აგიხსენი ყველაფერი – ესეც გითხარი, ისიც
გითხარი!“ ღელავს კოვალსკი და ახალგაზრდას მკლავში ხელს
წაავლებს, რათა მან უცებ დეზერტირობა არ მოინდომოს. „შეიგნე,
ბოლოს და ბოლოს! ეს კაცი ხმას არ ამოიღებს, მე ხმას არ ამო-
ვიღებ და შენ ხმას არ ამოიღებ. ჩვენ სამის მეტს ეს ამბავი არავის
ეცოდინება. ჰოდა, გამაგებინე, რა უნდა მოხდეს?“
ნაიდორფი მაინც ერთობ შეწუხებული ჩანს, მაგრამ გაქცევით
არსად გარბის, როცა კოვალსკი ფრთხილად უშვებს ხელს.
„რაზე არ ამოვიღებ ხმას?“ სვამს კითხვას იაკობი, რომელმაც
ახლა მეტი ინფორმაციის მიღება მოისურვა. კოვალსკი ხელის
მოძრაობით ანიშნებს, მოითმინეო. ხელის მოძრაობით ბევრის
თქმა შეიძლება, მაგალითად, ამის: ხომ ხედავ, ბიჭი რა დღეშია?
ერთ წუთს დააცადე, გონს მოვიდეს, ბოლოს და ბოლოს, გაერ-
კვეს, რა უნდა და რისი ეშინია. კოვალსკის ეხერხება ასეთი შინა-
არსიანი ხელის მოძრაობები. ნაიდორფს გასამხნევებლად თვალს
უკრავს, რაც, თუ თვალები დასივებული გაქვს, არც ისე იოლია, და
ამბობს: „ახლა შეგიძლია უთხრა, ვინც ხარ“.
ნაიდორფი ყოყმანობს, იაკობს ცნობისმოყვარეობა იპყრობს:
ნეტავ ამ დილაადრიან რა სიურპრიზი მოუმზადეს ასეთი, ახალ-
გაზრდა კაცს რომ აფრთხობს და ამ ამბის ყველა მონაწილისგან,
ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ენის ჩაგდებას მოითხოვს?
ასეთი სიურპრიზი კოვალსკის აქამდე იშვიათად თუ მოუწყვია.
„საერთოდ რადიომექანიკოსი ვარ“, ამოღერღავს ბოლოს
ნაიდორფი.
ესე იგი რადიომექანიკოსი ყოფილა.
იაკობისთვის სკამი არავის მოუმზადებია. სამი მზერა აქეთ-იქით
დაფრინავს, კმაყოფილიც და გამანადგურებელიც. იაკობი გაცეც-
ხლებულია, ისე ბრაზობს კოვალსკიზე, რომ სუნთქვა უჭირს. გა-
164
მკითხველთა ლიგა

მომივიდა მამაღმერთი, ეს კრეტინი, ესა, შეკეთებაზე ზრუნვა მო-


მინდომა, როცა წარმოდგენაც არა აქვს, შესაკეთებელი რა არის,
თანაც ნამდვილად ჰგონია, რომ იქით უნდა გადაუხადონ მადლო-
ბა ასეთი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის. განა ადვილი საქ-
მეა, ერთი ხანმოკლე საღამოს განმავლობაში, უკვე რვა საათზე
რომ მთავრდება, გამოჩხრიკო კაცი, ვისაც რადიოებისა რაღაც
გაეგება? კოვალსკისთანა მეგობრისთვის შეუძლებელი არაფე-
რია. დგას სახეგაბადრული და შექებას ელოდება: ხომ კარგად გა-
ვახერხეო? გადასარევად! ერთი ასეთი გახერხებაც და კაცს თავის
ჩამოსახრჩობად ექნება საქმე. განა ღირდა ასეთებისთვის რუდნის
ნაპირებთან გამართული ბრძოლის მოგება? ესენი იმდენს იზამენ,
რომ მართლა დააწვევინებენ იმ წყეულ რადიოს. გამოდის, რომ
გუშინ, ერთმანეთს დაემშვიდობნენ თუ არა, კოვალსკი გავარდა
და მთელი გეტო ფეხზე დააყენა. ამ ნაიდორფს მანამდე, ალბათ,
არც იცნობდა, თორემ იაკობსაც ხომ ეცოდინებოდა, ვინ იყო – კო-
ვალსკის ნაცნობები, სამწუხაროდ, მისი ნაცნობებიც არიან. ესე იგი
ერთი ოჯახიდან მეორეში დაძვრებოდა, და ამ თავისი გულის გა-
მაწვრილებელი ხმით ყველას მიამიტურად ეკითხებოდა: „შემ-
თხვევით ხომ არ იცი ვინმე, რადიოს შეკეთება რომ შეეძლოს?“ –
„რადიოსიო? ღმერთო ჩემო, რადიოს შემკეთებელი რაღა ჭირად
გინდა?“ – „როგორ თუ რად მინდა, მჭირდება!“
მერე ვიღაცამ ამ საცოდავ ნაიდორფთან მიასწავლა, რომელ-
საც ერთ ნეკში მეტი ჭკუა აქვს, ვიდრე კოვალსკის – თავში. ასე
შეშინებული რომ არის, სწორედ ამის დასტურია. ვინ იცის, რა მო-
უჩმახა, ოღონდ კი დაემშვიდებინა, მერე აქ წამოათრია, ისეთ
დღეში ჩაგვყარა, უარესს რომ ვერ წარმოიდგენს კაცი. ჰოდა, და-
ყუდებულხარ ახლა სულელივით და წინ ცოცხალი რადიომექანი-
კოსი გიდგას.
„მშვენიერი პროფესია კი გქონია, ვერაფერს დაუწუნებ!“ ამბობს
იაკობი.
„დიახ, ნამდვილად კარგი პროფესიაა“.
კოვალსკის სიხარულს საზღვარი არა აქვს. მეგობრობაც ასეთი
უნდა: ჯერ იყო და სასწაულებრივად იხსნა ჩეჩმიდან, ახლა კი ერ-
165
მკითხველთა ლიგა

თი საგმირო საქმე კიდევ ჩაიდინა. აბა, სხვა ვინ იზამს ასეთ სიკე-
თეს? თანაც მაშინ, როცა ყველას თავისი თავი გასჭირვებია. თუმცა
კოვალსკი განსაკუთრებულ მადლობას არ ელის, მეგობრებში
ამისთანა რამეები რა სალაპარაკოა, სიტყვაზე მეტად აქ საქმე ფა-
სობს. და, რაკი დრო ნელ-ნელა იწურება, იაკობი კი რატომღაც
არ ჩქარობს სიხარულის ან თანხმობის ნიშნების ჩვენებას, კოვალ-
სკი მას განუმარტავს: „ეს ბიჭი რადიოს შეგიკეთებს. ნუ გეშინია,
სანდო კაცია“.
„კიდევ კარგი, მითხარი“, ამბობს იაკობი.
„დაბეჯითებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს დაგპირდებით“, მო-
რიდებით ამბობს ნაიდორფი, რომელიც მზად არის დახმარების
გასაწევად. „მაგალითად, თუ მილაკია გადამწვარი, მე ვერაფერს
გავხდები. სათადარიგო ნაწილები არა მაქვს, ბატონ კოვალსკის
თავიდანვე ვუთხარი“.
„წინასწარ ლაპარაკს რა აზრი აქვს, ჯერ მიდი და ნახე“, ეუბნება
კოვალსკი.
გამოსავლის მოსაძებნად იაკობს დიდი დრო აღარ რჩება. ვინ-
მეს შეიძლება ეგონოს, როცა გამუდმებით იძულებული ხარ, რა-
ღაც მოიფიქრო, მერე და მერე ეს სულ უფრო ნაკლებად გიჭირს.
ხომ ნათქვამია, ცოდნას გაწაფვა უნდაო, მაგრამ სინამდვილეში
არაფერიც არ გიჭირს ნაკლებად, ყოველი ახალი შემთხვევა ისევე
რთულია, როგორც წინა. არ სიამოვნებს წუხანდელი გადაწყვეტი-
ლებების გახსენება, გადაწყვეტა ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდ-
რე შესრულებაა. მით უფრო, როცა კაცს ასეთი წინააღმდეგობები
გხვდება. მაგრამ იაკობი მაინც ახერხებს თავის მოთოკვას. სასიხა-
რულო ამბავს რომ გამცნობენ, სიხარული სახეზე უნდა დაგეტყოს,
თუმცა იაკობს არაფერი გამოსდის, დახმარების ჟინით შეპყრობი-
ლი კოვალსკის ყურება გაღიმების ყოველგვარ სურვილს უსპობს.
ძლივს ახერხებს, ტუჩები გაწელოს, თვალებს ჭუტავს, რომ მად-
ლიერება გამოხატოს, და თან ისეთი სახე მიიღოს, თითქოს ეს წა-
მია, რაღაც მეტად მნიშვნელოვანი გაახსენდა.
„შენთვის ხომ ჯერ მთავარი არ მითქვამს“, ამბობს ის.
„ტყუილად გარჯილხარ და ეგ არის. რადიო ისევ ამუშავდა“.
166
მკითხველთა ლიგა

„რას ამბობ!“
„მაინც მადლობელი ვარ, ასე რომ შეწუხდი“.
„კი მაგრამ, როგორ ამუშავდა? შენ შეაკეთე?“ ეკითხება კო-
ვალსკი, და ძნელი სათქმელია, გულწრფელად უხარია თუ, პირი-
ქით, გაწბილებულია, რომ მისი სიკეთე არავის გამოადგა.
„ისევ მუშაობს-მეთქი. ამის ცოდნა არ გაკმაყოფილებს?“
„როგორ თუ მუშაობს?“ არ ეშვება კოვალსკი. „რადიო თავისით
ხომ ვერ გაკეთდებოდა?“
ნაიდორფიც იქვე რომ არ იყოს, იაკობი ათას რამეს
მოიფიქრებდა, მილაკი იყო მოყანყალებულიო ან რამდენიმეჯერ
მუშტი ვხეთქე და ისევ ჩაირთოო. კოვალსკის რადიოსი, თავად მი-
სი არ იყოს, არაფერი გაეგება. მაგრამ ეს ნაიდორფი, სამწუ-
ხაროდ, ჯერაც აქვეა მთელი თავისი ტექნიკური განათლებითურთ.
ბიჭს, ერთი მხრივ, აშკარად გულს მოეშვა, რომ მისი დახმარება
ზედმეტი გამოდგა, მაგრამ, მეორე მხრივ, თვალებში ცხადად ეტ-
ყობა პროფესიული ინტერესი. მიდი ახლა და მიართვი ლანგრით,
თანაც მოუმზადებლად, ისეთი განმარტება, უტვინოსა და სპე-
ციალისტს ერთნაირად რომ დააკმაყოფილებს, თავად მაინც ხომ
უნდა იცოდე, როგორ შეაკეთე ეგ შენი რადიო. ჰოდა, მიდი, ყვე-
ლაფერი სასწრაფოდ მოახსენე და თან სახეზე სიხარულიც დაიხა-
ტე.
„კაბელში მავთული ყოფილა გაწყვეტილი. ავიღე და ცოტათი
დავამოკლე“.
საქმე მშვენივრად მოგვარდა. იაკობს გულის სიღრმეში ეამაყე-
ბა კიდეც, სამივე მხარე კმაყოფილია. ნაიდორფი ხელის ჩამორ-
თმევით ემშვიდობება, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას იღებს გარ-
ჯისთვის, მერე კი ინსტრუმენტების ქარხნისკენ მიეშურება, შიშიც
აღარაფრისა აქვს.
კოვალსკი და იაკობი სადგურისკენ მიაბიჯებენ, იაკობი ფიქ-
რობს, როგორ იძიოს შური ჩამწარებული დილისთვის, ასე მშვე-
ნივრად რომ დაიწყო. კრინტსაც არ ძრავს რუდნის ნაპირებთან
გამართულ ბრძოლაზე, დაე, სხვებისგან შეიტყოს ეს სასიხარულო
ამბავი. მეგობრები, რომლებიც სულ იმის ცდაში არიან, როგორმე
167
მკითხველთა ლიგა

გაგაწვალონ და სული ამოგხადონ, არ იმსახურებენ უძილო ღამე-


ებში ტანჯვა-წამებით მოგებული ბრძოლების ჩუქებას. დღევანდე-
ლი საქციელი კოვალსკის ბოროტი განზრახვით არ ჩაუდენია, მაგ-
რამ ასეთი უბოროტოდ შექმნილი სირთულეები ბოლო ხანს სახი-
ფათოდ მრავლდება, და შენც იძულებული ხდები, რაღაც მოიმოქ-
მედო. გუშინწინ არ იყო, ლინა რომ მიუქსია? დღეს კიდევ
ნაიდორფიო. გაუთავებელი შეკითხვებითაც ხომ კოვალსკი ყვე-
ლაზე მეტად უწვრილებს გულს. ჰოდა, საპასუხო ზომის სახით ერ-
თი მოგებული ბრძოლის დამალვა სავსებით სამართლიანი ნაბი-
ჯია.
„წუხელ რამე ახალი თუ თქვეს?“ ეკითხება კოვალსკი.
„არაფერი“.
დროდადრო ნაცნობები ესალმებიან, სადგურისკენ ყველას ერ-
თი გზა აქვს. სამუშაოდ მიმავალთა ნაკადი თანდათან იზრდება.
იაკობი გრძნობს მათს ცნობისმოყვარე მზერას, ამჩნევს, რომ ზო-
გი მის თანამგზავრსაც გამომცდელად უყურებს: დიდების შარავან-
დედი, იაკობს რომ ადგას, კოვალსკისაც ეფინება. მერე ესმის, რო-
გორ უჩურჩულებს ვიღაცას: „რადიო ამუშავდა“.
გეგონება, მისი დამსახურება იყოს! ის ვიღაც კი ნაბიჯს უჩქარებს
და ჩურჩულით ახლა სხვებს ამცნობს ახალ ამბავს. იაკობისკენ ხან
ვინ შემოაბრუნებს თავს, ხან ვინ. ეს ხალხი დღეს აშკარად უკეთეს
გუნებაზე ჩანს, ვიდრე გუშინ. იაკობიც თითქმის შეუმჩნევლად უკ-
რავს თავს, თითქოს ეუბნება, ჰო, ასეაო, და ამუშავებული რადიო
სადგურამდე, ალბათ, პატრონზე ადრე მიაღწევს.
„რა მინდოდა მეკითხა“, ამბობს კოვალსკი, „ვიფიქრე, ვიფიქრე
და დავასკვენი, რომ დროა, ნელ-ნელა სხვა რაღაცებზეც დავიწ-
ყოთ ზრუნვა“.
„მაგალითად?“
„მაგალითად, საქმეზე“.
„საქმეზეო? რომელ საქმეზე?“
„ჩემი საქმე კომერციაა“, ამბობს კოვალსკი. „განა არ დადგა
დრო, ნელ-ნელა თავში მაინც დავაწყოთ სამომავლო გეგმები?“

168
მკითხველთა ლიგა

„რა კომერციაზე ლაპარაკობ? ან რა გეგმების დაწყობას აპი-


რებ? შენი სადალაქო სადმე გაიქცა თუ რა ხდება?“
„ეგ არის სწორედ, რაც მაწუხებს. კარგა ხანია, ერთი აზრი ამეკ-
ვიატა. სულ ვფიქრობ, ხელი რამე სხვა საქმეს ხომ არ მოვკიდო--
მეთქი“.
„რა სხვა საქმე აგიტყდა ამ სიბერეში?“
„რატომაც არა? ჩვენში დარჩეს და, რაღაც დანაზოგიც მაქვს
გადანახული. ოქროს ზოდებიაო, ვერ იტყვი, მაგრამ, რაც არის,
კაცმა უკეთ შეიძლება გამოიყენოს, ვიდრე იმ ჩემს ადამისდროინ-
დელ სადალაქოში. თან მაინცდამაინც ისედაც არასოდეს მომწონ-
და. გულზე ხელი დაიდე, დიდად ხომ არც შენ გეპიტნავებოდა?
ჰოდა, თუ ეს ნაბიჯი გადავდგი, ის ხომ მაინც უნდა ვიცოდე, რომ
ფული ქარისთვის არ გამიტანებია?“
„კი ბატონო, მაგრამ მე რა შუაში ვარ?“
„იმ შენი რადიოთი დროდადრო ეკონომიკის ამბებსაც ხომ გად-
მოსცემენ?“
„გადმოსცემენ“.
„რამე ისეთი ხომ არ უთქვამთ, რაც შეიძლება გამოადგეს კაცს?
მინიშნებით მაინც?“
„ეგეთი რამეები არ მაინტერესებს“.
„როდის აქეთ აღარ გაინტერესებს?!“ ამბობს კოვალსკი. „რამეს
მაინც მოჰკრავდი ყურს“.
„გამაგებინე, ერთი, რას მეკითხები? შენი ნათქვამიდან ვერაფე-
რი გავიგე“.
„რა გაგება ამას უნდა?! მაინტერესებს, რომელი სფერო უფრო
პერსპექტიულია“.
„რა ბავშვივით იცი ხოლმე ლაპარაკი, კოვალსკი! მართლა ხომ
არ გგონია, რომ ადგებიან და რადიოთი გამოგიცხადებენ, გირ-
ჩევთ, ომის შემდეგ თქვენი ფული ამა და ამ საქმეში დააბანდო-
თო?“
კოვალსკი ხვდება, რომ იაკობი მართალია, და ამბობს: „კეთი-
ლი და პატიოსანი. მაშინ, როგორც მეგობარს, ისე გეკითხები: ფუ-
ლი რომ გქონდეს, რა საქმეში ჩადებდი?“
169
მკითხველთა ლიგა

ახლა კი იაკობის დაფიქრების ჯერი დადგა, ფულის დაბანდება


სახუმარო საქმე როდია. ნეტავ, რომ ჰქონდეს, რა საქმეში ჩადებ-
და?
„ალბათ, სპირტიან სასმელებში. ხომ გახსოვს, პირველი ომის
მერე ყველა რა გაგიჟებული იყო სასმელზე? მაშინ არ იყო, დავიდ
გედალიემ, ჩვენმა საერთო ნაცნობმა, შნაფსით ნამდვილი სასახ-
ლე რომ აიშენა?“
„იმან კი აიშენა“, ეთანხმება კოვალსკი, „მაგრამ ნედლეული
სად გინდა იშოვო. პირველ ხანებში ვინ მოგვცემს შნაფსის გამო-
სახდელად სამყოფ კარტოფილს?“
„ასე რატომ გგონია? სამყოფი ნედლეული საერთოდ არაფ-
რისთვის არ გვექნება. თუ გინდა, ომის მერე რამე საქმეში ხელი
მოგემართოს, ლოგიკა კი არა, ყნოსვა უნდა გამოიყენო“.
კოვალსკის მაინც ეჭვი ღრღნის, აშკარაა, შნაფსი დიდად არ
ეჭაშნიკება, მისთვის ფული არ ემეტება.
„წესით, არც ქსოვილების წარმოება უნდა იყოს ურიგო საქმე.
ჩასაცმელი ადამიანს მუდამ სჭირდება“, ამბობს ის.
„შეიძლება მართალიც ხარ. უკვე რამდენი წელია, ჩასაცმელს
მარტო ჯარისკაცებს უკერავენ. ეს ჯარისკაცის გეტრებიო, ჯარისკა-
ცის შარვლებიო, ჯარისკაცის პიჯაკებიო, ჯარისკაცის მაზარებიო,
ჩვეულებრივ ხალხს ისევ ძველი ტანისამოსი აცვია. როგორ გგო-
ნია, ეს რას ნიშნავს?“
„ბრძანე“.
„მოთხოვნილება გაჩნდება“.
„სწორია, ჩემო იაკობ, ოღონდ მთლადაც არა. ნუ დაგავიწყდე-
ბა, რომ მთელი ეს დრო უამრავი ჩასაცმელი უხმარი აწყვია კარა-
დებში, ჯარისკაცების ტანისამოსს ვგულისხმობ. დღესაც ახალივი-
თაა“.
„ჰმ“, იაკობი შეფიქრიანებულია.
და ასე. განიხილავენ კიდევ ორ-სამ სხვა შესაძლებლობასაც.
კოვალსკი ფიქრობს, იაკობს ხომ არ შეუამხანაგდეს, რომ მასთან
ერთად გახსნას ერთი კარგი თანამედროვე რესტორანი, მთელი
თავისი ამბებით. მაგრამ იაკობს ჩანაფიქრის მასშტაბი აშინებს. თა-
170
მკითხველთა ლიგა

ნაც ჰგონია, რომ კოვალსკის გეგმა მთლად სერიოზული არ არის


და ამიტომ თავდაპირველ წინადადებას უბრუნდება. წინადადება
კი ასეთია: კოვალსკი თავის ძველ სადალაქოში დარჩეს და, თუ
ვერ მოუფიქრებია, იმ გადანახულ ორიოდე გროშს რა უყოს, უმ-
ჯობესია, ისევ სადალაქოს განახლებას მოახმაროს. აიღე, ბოლოს
და ბოლოს, და ახალი სკამები იყიდე. მოთხოვნილება ამისი იქნე-
ბა თუ იმისი, ერთი რამ ცხადია: თმა და წვერი კაცს მომავალშიც
გაეზრდება. და, როცა სადგურზე შეაბიჯებენ, კოვალსკი თითქმის
უკვე ისევ დალაქია.


ლინა სანაძლეოს იგებს, ამ უთანაბრო ბრძოლაში იაკობი იმ-
თავითვე მარცხისთვის არის განწირული, გოგონას რადიოს აჩვე-
ნებს.
რამდენიმედღიანი უშედეგო ძიების შემდეგ, როცა მისთვის
მთელ ბინაში უცნობი აღარაფერი დარჩა, ლინა ხვეწნა-მუდარაზე
გადავიდა. ხვეწნაში მას ბადალი არ ჰყავს, მშვენივრად ახერხებს
იაკობის დაყოლიებას: ქათინაურით, ცრემლებით, თავის ისე მოჩ-
ვენებით, თითქოს სასტიკად ნაწყენია, მერე ისევ ცრემლებით...
ამას დაუმატეთ არნახული სიჯიუტეც. თვითონ იაკობმა რამდენიმე
დღეს გაუძლო შეტევას, მაგრამ ბოლოს ძალა გამოელია, და ერთ
საღამოს – წინასწარვე შეიძლებოდა გამოთვლა, ეს როდის უნდა
მომხდარიყო – ლინამ სანაძლეო მოიგო.
ჩემთვის, როგორც, ალბათ, დღემდე ცოცხალი ერთადერთი
ადამიანისთვის, ვისაც მაშინდელი მოვლენები ახსოვს, ის საღამო
მთელ ამ ამბავში ყველაზე ძნელად ამოსახსნელია. ვერც თავი გა-
ვუგე, ვერც ბოლო, თუმცა იაკობმა, როგორც შეძლო, ამიხსნა. ბო-
ლოს მაინც ვკითხე: „ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგივიდა? ხომ შეიძ-
ლებოდა, ბავშვს საიდუმლო გაეთქვა და ამით ყველაფერს წერ-
ტილი დასმოდა?“ – „რას ამბობ?“ ღიმილით მიპასუხა იაკობმა, „ა-
ბა, ლინა როგორ გამთქვამდა?“ მე ვუთხარი: „განზრახ კი არა,

171
მკითხველთა ლიგა

უნებლიეთ. ხომ იცი, ბავშვს უცაბედად ისეთი რამ შეიძლება წამოს-


ცდეს, რომ ის ერთი სიტყვა ვიღაცას უზარმაზარი ამბის შესათხზა-
ვად ეყოს“. – „ლინამ ზუსტად იცის, რასაც ამბობს“, მიპასუხა იაკობ-
მა, მე კი სხვა რაღა დამრჩენოდა, მისი ნათქვამი სარწმუნოდ უნდა
მიმეღო. მაგრამ ამ ამბავში კიდევ იყო რაღაც, რისი გაგებაც მი-
ჭირდა. „ერთიც უნდა გკითხო, იაკობ, მართლა ასე დარწმუნებული
იყავი, რომ ლინა ვერაფერს გაიგებდა? მას ხომ სულ იოლად შე-
ეძლო შეემჩნია, სინამდვილეში რა ხდებოდა, აკი თვითონაც სულ
იმას გაიძახი, ჭკვიანი გოგოაო. თუ ასეა, შენ უნდა თქვა, ბედი მქო-
ნიაო, რომ ბავშვი ვერაფერს მიხვდა“. – „ვინ თქვა, რომ ვერ მიხ-
ვდა?“ მომიგო იაკობმა და თვალებში სიამაყე ჩაუდგა. „ისე კი, ჩემ-
თვის სულ ერთი იყო, მიხვდებოდა რამეს თუ ვერა. ვიცოდი,
გაუხარდებოდა და ამიტომ ჩავიყვანე სარდაფში, შედეგებზე, მარ-
თალი გითხრა, არც დავფიქრებულვარ“. და მცირე შესვენების შემ-
დეგ, რომელიც აშკარად არ მეყო იმ საღამოს ამბებში გასარკვე-
ვად, დაამატა: „არა, სულ ერთი არ ყოფილა. მგონი, მინდოდა კი-
დეც, ყველაფერი სცოდნოდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცისთვის
ხომ უნდა მეჩვენებინა ის ჩემი რადიო, ლინა კი ამას ყველაზე მე-
ტად იმსახურებდა. რაღაც თამაშივით იყო. სხვას ყველას სიმარ-
თლის გაგებაზე თავზარი დაეცემოდა, ლინას კი, ყველაფერი რომ
შეიტყო, გაუხარდა. ამიტომ იყო, იმ საღამოს რომ ვუთხარი, წამო,
სარდაფში ჩავიდეთ, რადიოს ერთად მოვუსმინოთ-მეთქი“. მაშინ
გამეღიმა და იაკობს ვუთხარი: „იმ დროს რომ მცოდნოდა, რამდე-
ნი რამ შეგძლებია, მოვიდოდი და გთხოვდი, ხე მაჩვენე-მეთქი“. ეს
ნათქვამი კი უკვე იაკობმა ვეღარ გაიგო. მოდი, მოვუსმინოთ, რა
მოხდა იმ საღამოს.
დაძაბულობა აშკარაა, ლინა იაკობის პიჯაკს ჩაჰფრენია, სარ-
დაფამდე გრძელი და ჩაბნელებული გზაა გასავლელი. ფეხის წვე-
რებზე ჩაუვლიან რამდენიმე რკინის კარს, რომლებიც ისეა გადა-
რაზული, გეგონება, მათ უკან აურაცხელი სიმდიდრე ინახებოდეს.
აგვისტოა, მაგრამ ჰაერი ცივი და ნესტიანია. მზრუნველმა ბიძია
იაკობმა ესეც გაითვალისწინა, ლინას ლამის ძალით ჩააცვა ზამ-

172
მკითხველთა ლიგა

თრის კაბა და თბილი წინდები, კისერზე კი შარფი შემოახვია. ჭერ-


სა და კედლებზე პატარა მბჟუტავი ნათურებივით ანთია წვეთები.
„გეშინია?“
„არა“, ლინას პასუხი, თუმცა ჩურჩულითაა წარმოთქმული, მტკი-
ცეა. გოგონა არ ტყუის: ცნობისმოყვარეობა ყველა სხვა გრძნობას
ჯაბნის. რაც უნდა იყოს, დერეფნის ბოლოს მას ელოდება ნივთი,
რომელსაც რამდენიმე დღეს უშედეგოდ ეძებდა და პოვნის იმედიც
თითქმის დაკარგული ჰქონდა; განა იმის ჩიტია, ახლა თქვას, ჰო,
მეშინია, მოდი, დავბრუნდეთო?
იაკობი ჩერდება. გრძელ დერეფანში მისი სარდაფი ერთ-ერთი
უკანასკნელია. ჯიბიდან იღებს გასაღებს, საკეტს გადაატრიალებს
და ანთებს შუქს, რომელსაც შუქი ეთქმის და არც ეთქმის.
სარდაფი საგანგებო აღწერას იმსახურებს: ოთხი კვადრატული
მეტრი უფანჯროდ. რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია: ოთახს
ორად ყოფს ირიბი ტიხარი, კედელსა და ტიხარს შორის მხოლოდ
ვიწრო გასასვლელია დატოვებული: სარდაფი მშენებლებმა, რო-
გორც ჩანს, ნახშირის შესანახად მოაწყვეს. ნივთების ჩამოთვლა
დიდ დროს არ წაიღებს: რკინის საწოლი გვარიანად დაჟანგული
რკინისავე ბადით, ღუმლის ნარჩენები აქა-იქ მიმობნეული მწვანე
და ყავისფერი კაფელის ნატეხებით, რამდენიმე მილი, მათ შორის
ერთი მუხლანა. კუთხეში, კართან – ჩაკეტვის ღირსი ერთადერთი
განძი: ერთმანეთზე გულმოდგინედ დაწყობილი ფიცრების პატარა
გროვა, რომელზედაც, სანამ მას საწოლის ფორმა ჰქონდა, რამ-
დენიმე თვის წინ ეძინა იმ თავხედ ბრაკონიერ პივოვას. ახლა ტი-
ხარს უკანაც გავიხედოთ. იქაც ღუმლის ნარჩენები, აგურები, ნიჩა-
ბი, რამდენიმე ადგილას გახვრეტილი ვედრო და ერთი ცული.
სულ ეს არის. ასე ზუსტად იმიტომ კი არ ვყვები, რომ ჩამოთვლი-
ლი საგნები მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ მოგვიანებით,
როცა მოწმეებს, კვალსა და არარსებულ ხეებს ვეძებდი, იქ თავად
გახლდით. ისევე, როგორც ჩემი ხელით გავზომე მანძილი განყო-
ფილებიდან უახლოესი შენობის კუთხემდე; ისევე, როგორც მოვი-
ნახულე იაკობის ოთახი, სადაც, საბინაო უწყების გადაწყვეტილე-
ბით, უკვე ცხოვრობდა ერთი მარტოხელა, ხნიერი ქალი, რომელ-
173
მკითხველთა ლიგა

მაც ოთახის უწინდელი ბინადრებისა არაფერი იცოდა. ისე მივედი


იმ სარდაფის სანახავადაც. სარდაფი, ადრინდელივით, იმავე
ოთახის მობინადრეს ეკუთვნოდა. ფრაუ დომნიკმა ულაპარაკოდ
მომცა გასაღები, მხოლოდ ის მითხრა, ქვემოთ არასოდეს ჩავ-
სულვარ, სარდაფში ჩასატანი არაფერი გამაჩნია, ნუ გაგიკვირდე-
ბათ, თუ იქ მტვერი და არეულობა დაგხვდათ, ჩემი ბრალი არ გე-
გონოთო. მართლაც, ყველაფერს მტვერი ედო, იქაურობა აბლა-
ბუდებს მიჰქონდა, მაგრამ არეულობისა სარდაფს ვერაფერი შე-
ვატყვე, ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც იაკობმა ამიწერა: სა-
წოლი, ღუმლის ნარჩენები, ცული და ვედრო, ფიცრებიც კი ისევ
ისე ეწყო კართან.
იაკობი შიგნიდან კეტავს კარს: „ხელი რომ არავინ შეგვიშა-
ლოს“. მერე ამბობს: „მოდი, აქ დაჯექი“, და გოგონას რკინის სა-
წოლზე ანიშნებს.
ლინამ უკვე მოასწრო სარდაფისთვის თვალის შევლება, მარ-
თალია, ჯერჯერობით უშედეგოდ. თუმცა მაინც მორჩილად ჯდება
საწოლზე, მზად არის, იაკობს დაუმტკიცოს, რომ დამჯერი გოგოა
– ამას შექმნილი ვითარება მოითხოვს.
„აბა, სადა გაქვს რადიო?“
„ცოტა კიდევ მოითმინე“.
იაკობი გოგონას წინ ჩაცუცქდება, ხელს ნიკაპზე მოჰკიდებს, სა-
ხეს თავისკენ შეაბრუნებინებს, რომ ერთი მზერაც არ დაიკარგოს
უქმად, და აუცილებელ შესავალ სიტყვას წარმოთქვამს: „ყურად-
ღებით მომისმინე და დაიმახსოვრე, რასაც გეტყვი. ჯერ ერთი, პი-
რობა უნდა მომცე, რომ კარგად მოიქცევი და ყველაფერს დამი-
ჯერებ. მაძლევ პატიოსან სიტყვას?“
პატიოსანი სიტყვა, მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
შემთხვევებისთვის რომ არის შემოღებული, უყოყმანოდ გაიცემა,
გოგონას თვალები იაკობს ეუბნება, შესავალზე ამდენი დროის და-
კარგვა სრულიად ზედმეტიაო.
„იჯექი, როგორც ზიხარ, და არ გაინძრე. რადიო ამ ტიხარს უკა-
ნაა. ახლა მე იქით გავალ, რადიოს ჩავრთავ და ორივე ერთად

174
მკითხველთა ლიგა

მოვუსმენთ, რასაც იტყვის. ოღონდ, როგორც კი შევამჩნევ, რომ


წამოდგომას აპირებ, მაშინვე გამოვრთავ“.
„არ შეიძლება, მეც ვნახო?“
„არავითარ შემთხვევაში!“ გადაჭრით ამბობს იაკობი. „ნახვა კი
არა, პატარა ბავშვებისთვის რადიოს მოსმენაც არ შეიძლება. აკ-
რძალულია! მაგრამ მზად ვარ, შენთვის გამონაკლისი დავუშვა.
შევთანხმდით?“
სხვა რა გზაა? როცა შანტაჟს გიწყობენ, იძულებული ხარ, ბედს
შეეგუო. სულ არაფერს ისევ მოსმენა სჯობია, თუმცა დიდი იმედი
კი ჰქონდა, რომ რადიოს საკუთარი თვალით ნახავდა. თანაც, ხომ
შეიძლებოდა ენახა, ნამდვილად შეიძლებოდა. მოკლედ, ვნახოთ,
რა იქნება.
„რას დაუკრავს ეგ შენი რადიო?“
„აბა, რა ვიცი წინასწარ. ჯერ უნდა მოვმართო“.
მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია, საკუთარი უსაფ-
რთხოებისთვის მეტს ვერაფერს მოიმოქმედებ. იაკობი წამოდგება,
ტიხართან მიდის, ვიწრო გასასვლელთან ჩერდება და კიდევ ერ-
თხელ გახედავს ლინას, თითქოს ცდილობს, გოგონა მზერით
მიაჯაჭვოს საწოლს, მერე კი საბოლოოდ მიეფარება თვალს.
იაკობის თვალები ჯერ ახალ შუქს უნდა მიეჩვიოს, ტიხარს იქით
თითქმის ვერაფერს არჩევს, ფეხს წამოჰკრავს დახვრეტილ ვედ-
როს.
„ეს უკვე რადიო იყო?“
„არა, ჯერ არა. ცოტაც მოითმინე“.
ჩამოსაჯდომად რამე უნდა იპოვოს, ვინ იცის, რამდენ ხანს გას-
ტანს სპექტაკლი, თუ გახურდა, მერე რაღა გააჩერებს. იაკობი
ვედროს გადმოაბრუნებს და ზედ მოიკალათებს. ახლაღა და-
ფიქრდება, რა პროგრამა უნდა შესთავაზოს რადიომ მსმენელს,
ლინამ ხომ უკვე იკითხა კიდეც. პასუხის დაყოვნება არ ივარგებს.
თავის დროზე უნდა ეფიქრა, ეჰ, რამდენ რამეზე უნდა ეფიქრა თა-
ვის დროზე, ალბათ, ცოტა უნდა წაევარჯიშა, ახლა რადიოს
ალალბედზე მოუწევს მაუწყებლობა. მუსიკას გადმოსცემს თუ ილა-
პარაკებს? იაკობს ახსენდება, როგორ ჰბაძავდა მამამისი მთელ
175
მკითხველთა ლიგა

სასულე ორკესტრს, თავისი ტუბით, საყვირებითა და ტრომბონით,


დიდი დაფდაფებით. სიცილით ჩაბჟირდებოდა კაცი! ნავახშმევს,
თუ დღე რაიმე დიდი უსიამოვნების გარეშე ჩაივლიდა, მამას ზოგ-
ჯერ დაიყაბულებდა ხოლმე. მაგრამ ახლა ვინ იცის, ასეთი ორკეს-
ტრი პირველსავე ცდაზე შეძლებს თუ არა მწყობრად დაკვრას, მა-
მამისი ხომ კარგა ხანს მოუნდა ბგერის დახვეწას. ლინა ზის თა-
ვისთვის ჩუმად, ზამთრის კაბაში გამოწყობილი, და ელოდება,
იაკობი კი ოფლში იწურება, თუმცა წარმოდგენა ჯერ არც დაწყე-
ბულა.
„ვრთავ“, ამბობს იაკობი, რაც იქნება, იქნება.
ფრჩხილს გაჰკრავს ვედროს ზედაპირს, რადიო ასე ირთვება.
იქაურობა ხრიალითა და სტვენით ივსება. გახურების ეტაპს გამო-
ტოვებს, ეს დეტალი მხოლოდ მცოდნე ხალხს თუ მოხვდება ყურ-
ში, იაკობის რადიო თავიდანვე კრეფს საჭირო ტემპერატურას,
არც სადგურის შერჩევაა მაინცდამაინც რთული. ლაპარაკს წიკვი-
ნა დიქტორი იწყებს, ხომ ითქვა, რაც იქნება, იქნებაო: „საღამო
მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო! მოგესალმებით ყვე-
ლას, შინ თუ გარეთ, ახლა შემოგთავაზებთ ინტერვიუს ინგლისის
მინისტრთან, სერ უინსტონ ჩერჩილთან“. დიქტორი მიკროფონს
უთმობს კორესპონდენტს, საშუალო რეგისტრის ხმის პატრონ მა-
მაკაცს: „საღამო მშვიდობისა, სერ უინსტონ“.
ახლა თვით სერ უინსტონის ჯერია. ძალიან დაბალი ხმით და
აშკარად უცხოური აქცენტით ის ამბობს: „საღამო მშვიდობისა, მო-
გესალმებით ყველას“.
კორესპონდენტი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს
სტუდიაში. პირველი შეკითხვა ასეთია: იქნებ უთხრათ ჩვენს მსმე-
ნელებს, როგორ აფასებთ ამჟამინდელ ვითარებას?“
სერ უინსტონი: „ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლია. ღრმად
ვარ დარწმუნებული, მთელ ამ დავიდარაბას სულ მალე მოეღება
ბოლო. დიდი-დიდი, კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდეს“.
კორესპონდენტი: „იმასაც ხომ ვერ გაგვიმხელდით, რას ემყა-
რება თქვენი ეს უდავოდ სასიამოვნო რწმენა?“

176
მკითხველთა ლიგა

სერ უინსტონი (ოდნავ დაბნეული უნდა იყოს): „წინსვლა ყველა


ფრონტზე აშკარაა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, გერმანელები დიდ-
ხანს ვეღარ გაძლებენ“.
კორესპონდენტი: „კეთილი. და როგორი ვითარებაა, კერძოდ,
ბეზანიკის რაიონში?“
ამ დროს მცირე უხერხულობა იქმნება – ოფლის ხვითქის და
სარდაფის ცივი ჰაერის ბრალია თუ იმისი, რომ იაკობს ცხვირში
რაღაც შეუფრინდა, ყველა ერთმანეთის მიყოლებით იწყებს ცემი-
ნებას: კორესპონდენტიც, დიქტორიცა და სერ უინსტონიც.
კორესპონდენტი (სხვებზე ადრე დაიბრუნებს ჩვეულ ტემბრს):
„სიცოცხლე, ბატონო მინისტრო!“
სერ უინსტონი (ცხვირს იხოცავს): „გმადლობთ! თუმცა ისევ
თქვენს შეკითხვას დავუბრუნდეთ. ბეზანიკის რაიონში გერმანელე-
ბის საქმე განსაკუთრებით ცუდადაა. რუსები მათ ყოველმხრივ ჯაბ-
ნიან, ბეზანიკა კარგა ხანია, რუსების ხელშია. სწორედ გუშინ იყო,
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა რომ მოიგეს მდინარე რუდ-
ნასთან. იქნებ იცოდეთ კიდეც, სად არის ეს მდინარე“.
კორესპონდენტი: „დიახ, ვიცი, როგორ არა!“
სერ უინსტონი: „მაშინ ისიც გეცოდინებათ, სად გადის დღეს
ფრონტის ხაზი. დიდხანს ნამდვილად აღარ გაგრძელდება ეს ყვე-
ლაფერი“.
კორესპონდენტი (აშკარად ნასიამოვნებია): „ეს ამბავი ძალიან
გაახარებს ჩვენს მსმენელებს, ცხადია, თუ მათ შორის გერმანელე-
ბიც არ არიან. სერ უინსტონ, დიდ მადლობას მოგახსენებთ ესო-
დენ შინაარსიანი საუბრისთვის“.
სერ უინსტონი: „არაფერს, არაფერს“.
დიქტორი (მცირე პაუზის შემდეგ): „ქალბატონებო და ბატონე-
ბო, ეს იყო დაპირებული საუბარი ინგლისის მინისტრთან, სერ უინ-
სტონ ჩერჩილთან. მომავალ შეხვედრამდე“.
იაკობი ისევ ფრჩხილს გაჰკრავს ვედროს, რადიო ასე უნდა გა-
მოირთოს, და შუბლიდან ოფლს იწმენდს. დიდი ვერაფერი ინტერ-
ვიუ გამოვიდაო, ფიქრობს, ლინასთვისაც ნაკლებად საინტერესო
იქნებოდაო, მაგრამ რა ქნას, იაკობი შოლომ ალეიხემი არ არის,
177
მკითხველთა ლიგა

და ვერც ვერასოდეს გახდება, რომ მასავით იოლად მოსდიოდეს


თავში საინტერესო ამბები. მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ ამ გაუბედუ-
რებულ კაცს, დღეისთვის რაც მოახერხა, ის ვიკმაროთ. იაკობი ტი-
ხარს აქეთ გამოდის. როგორც ირკვევა, მარტო ბეზანიკის რაიონ-
ში კი არა, აქაც, სარდაფშიც, არანაკლებ ბრწყინვალე ვითარებაა!
ლინას ბოლოს და ბოლოს ეღირსა თავისი ყურით რადიოს მოს-
მენა, რაც ბავშვებისთვის სასტიკად აკრძალულია, და სიხარულით
ლამის ფრთები შეესხას. არადა, ჩანაფიქრის წარმატება აშკარად
ბეწვზე ეკიდა. ხმის შეცვლა, მით უფრო, სამნაირად, იაკობს აქამდე
არასოდეს უცდია. ხომ შეიძლებოდა, ლინას ცივად მოეთხოვა, ახ-
ლავე მორჩი ამ სისულელეებს და ნამდვილი რადიო ჩართეო.
იაკობს, ალბათ, გული გაუსკდებოდა, ამის გაფიქრებაც კი ზარავს,
მაგრამ გოგონას მსგავსი არაფერი მოსდის თავში, ყველაფერი
საუცხოოდაა, იაკობისთვის ეს ცხადზე უცხადესია.
„მოგეწონა?“
„ჰო“.
ორივე მხარე კმაყოფილია. იაკობი გოგონას პირისპირ დგას
და წასასვლელად ემზადება, გვეყოფა გართობა, უკვე ძილის
დროაო, მაგრამ ლინა ამბობს: „ჯერ ხომ არ დამთავრებულა?“
„აბა, კიდევ რა უნდა იყოს?“
„კიდევ მინდა მოსმენა“.
„არა, არა, გეყოფა“, ამბობს იაკობი, მაგრამ ხმაში სიმტკიცე აკ-
ლია. ხანმოკლე სიტყვიერი პაექრობა: უკვე გვიან არის; ლინას კი-
დევ უნდა მოსმენა; სხვა დროს; რამე მაინც; ასეთი გაუმაძღრობა
რა უბედურებაა; მარტო ერთხელ ჩართე და, რაც იქნება, იმას მო-
ვუსმენ, სხვას არაფერს მოგთხოვ. იაკობი ისევ აცემინებს, ამ სა-
ღამოს, როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოს ცემინება აუტყდა. იაკო-
ბი ცხვირს იხოცავს და თან ლინას მზერას აკვირდება, მის თვა-
ლებში ეჭვის ნატამალსაც ვერ ამჩნევს და ნებდება.
„რა გინდა მოისმინო?“
მოკლედ, ზის იაკობი ისევ იმ თავის ვედროზე, ირგვლივ სიჩუ-
მეა, საქმეში პატივმოყვარეობა ერთვება, რაც სასულე ორკესტრს
უკავშირდება, მასზე ფიქრს თავიდან ვერ იშორებს. თუმცა ორ-
178
მკითხველთა ლიგა

კესტრს ორმოცი წელია, ერთი ბგერაც არ გამოუცია, ხოლო და-


ჟანგული ინსტრუმენტები მტვრის სქელი ფენით არის დაფარული,
იაკობი მაინც მზად არის, რისკი გასწიოს, დღეს მეტად გათამამე-
ბულია.
თავიდან გაისმის ტკაცანი, რასაც მოსდევს ხრიალი და სტვენა,
მეორე ცდაზე ეს ხმაური უფრო დამაჯერებელია. და უცებ, სრული-
ად მოულოდნელად, აჟღერდება მუსიკა, დაფდაფებითა და თეფ-
შებით, პირველ რამდენიმე ტაქტს სწორედ ისინი წარმართავენ.
დაფდაფებსა და თეფშებს მხარს უბამს მარტოხელა ტრომბონი,
რომელიც, ვიდრე სწორ გზას დაადგებოდეს, ნოტების მთელ რიგს
ჩამოუვლის. მელოდია გაურკვეველია, როგორც იაკობი ამბობს,
ბგერების თანამიმდევრობა იმპროვიზებულია, გაჯერებული სხვა-
დასხვა ცნობილი თემით, ოღონდ ყოველგვარი კანონზომიერების
უგულებელყოფით. გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება,
რომ საქმე მარშთან გვაქვს. დასარტყამი ინსტრუმენტის როლს,
თავიდან ფრთხილად, მერე და მერე კი სულ უფრო თამამად, ას-
რულებენ ფეხები, რომელთაც მხარს უბამს თითებისა და ვედროს
კომბინაცია. ამგვარად, მეტი გასაქანი ეძლევა ტუჩებს, რომელსაც
დანარჩენ ინსტრუმენტებზე უწევს ზრუნვა: სასულე ორკესტრი განა
მარტო ტრომბონისგან შედგება! მას დროდადრო უნდა ჩაენაც-
ვლოს საყვირი, ამ უკანასკნელს – მკივანა კლარნეტი, ხოლო ხან-
გამოშვებით აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტუბის ბუხბუხა ბანი,
რომლის ბგერაც სადღაც შორს, ყელის სიღრმეში წარმოიქმნება.
იაკობი, როგორც თვითონ ჰყვება, ყოველგვარ სიფრთხილეს კარ-
გავს. ერთადერთი წესი, რომელსაც ის ემორჩილება და რომელ-
საც – თითქოს ახლაც ჩაესმის ყურში – მამამისი მკაცრად იცავდა,
ასეთია: არავითარი ხმოვნები! ხმოვნებს ის მხოლოდ იშვიათად თუ
იყენებდა, ისე კი ცდილობდა, საერთოდ არ გამოეყენებინა. რად-
გან ინსტრუმენტები ხმას მხოლოდ საშუალო რეგისტრში გამოსცე-
მენ, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, იმ ბგერებით, რომელთა გადმო-
ცემა, ძალიან თუ დაგჭირდა, თანხმოვნებითაც შეიძლება. ეს ბგე-
რები ჰგვანან თანხმოვნებს, თუმცა, ცხადია, მხოლოდ ჰგვანან. ტა--
ტა-ტასა და ლა-ლა-ლას ძახილი იაკობისთვის იოლი იქნებოდა,
179
მკითხველთა ლიგა

მაგრამ მისი ამოცანა გაცილებით რთულია: მან უნდა შექმნას ბგე-


რები, რომლებსაც ვერც ერთ ანბანში ვერ მოიძიებ. სარდაფში
აქამდე არგაგონილი გუგუნი ისმის. ალბათ, ვინმე იტყვის, ლინას-
თანა პატარა ბავშვისთვის ამდენი წვალება რა საჭიროა, ნაკლე-
ბად დახვეწილ წარმოდგენასაც დაჰყაბულდებოდაო, მაგრამ შე-
გახსენებთ: საქმეში პატივმოყვარეობა მონაწილეობს, კაცი თავს
ნებაყოფლობით უწყობს გამოცდას, ხოლო ოსტატობა ყველაზე
მეტად მაშინ იხვეწება, როცა წნეხისგან თავისუფალია. ცოტაც და,
ტონალობის შენარჩუნება სირთულეს აღარ ქმნის, ასპარეზზე ხან
საყვირი გამოდის, ხან – ტრომბონი, ისინი ერთმანეთს ესვრიან
ფრაზებს და მონაცვლეობის ამ თამაშს თითქმის მუდამ წარმატე-
ბით აგვირგვინებენ. კლარნეტი სულ უფრო მეტად ექცევა ჩრდილ-
ში, მისი მაღალი ბგერა მეტისმეტად არაბუნებრივია. სამაგიეროდ
სულ უფრო ხშირად ისმის ტუბა, რომელსაც დროდადრო იმის
თავხედობაც ჰყოფნის, რამდენიმე დაბალი ბგერა ერთმანეთს გა-
დააბას. თუ სუნთქვა არ ეყო, ერთი-ორი ტაქტის მანძილზე ვედრო
ამოუდგება მხარში.
ერთი სიტყვით, მუსიკის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული
ფურცელი იწერება. ეს ტრიუმფია, იაკობი ზეიმობს, ლინას ჰბეზ-
რდება საწოლზე ჯდომა. უხმოდ დგება, ვიღას ახსოვს დიდის ამ-
ბით მიცემული პატიოსანი სიტყვა, ფეხები თავისით მიიპარებიან
ტიხრის მიმართულებით. აუცილებლად უნდა იხილოს ეს ნივთი,
რომელიც თითქოს იაკობის ხმასავით ჟღერს, მაგრამ მაინც სულ
სხვანაირია, სხვადასხვა ხმით ლაპარაკი შეუძლია, იაკობივით აცე-
მინებს და ათასგვარ უცნაურ ბგერას გამოსცემს. თვალის ერთი
შევლებაც იკმარებს, დაე, დაადანაშაულონ ფიცის გატეხაში, რო-
გორ გინდა, წინააღმდეგობა გაუწიო ფეხებს, თავიანთ ნება--
სურვილს ზოგჯერ ასე მტკიცედ რომ ავლენენ? არადა, ასეთი სიფ-
რთხილე ზედმეტიც კია, ხმები, ეს ნივთი რომ გამოსცემს, ყველა
დანარჩენ ბგერას ფარავს. მაგრამ გოგონა მაინც ფეხაკრეფით
მიიწევს წინ და ვიწრო გასასვლელს უახლოვდება. ამ დროს
ტრომბონი ოსტატურად ამთავრებს მორიგ სოლოს და ესტაფეტას
საყვირს გადასცემს, ლინა ფრთხილად ყოფს თავს ტიხრის უკან.
180
მკითხველთა ლიგა

იაკობი ვერაფერს ამჩნევს, არა იმიტომ, რომ გვერდულად ზის,


არამედ იმიტომ, რომ თვალები დახუჭული აქვს, რაც ფიზიკური და
სულიერი ძალების უკიდურესი დაძაბვის ნიშანია. ის თავდავიწყე-
ბით ხმაურობს და ამ პროცესში მხოლოდ მისთვის ცნობილ კანო-
ნებს ემორჩილება. ვერა, ვერ ამჩნევს, რომ რამდენიმე წამს დე-
დიშობილა და დაუცველი ზის ვედროზე, მოგვიანებით ლინას ქა-
რაგმები შეაფიქრიანებს. კიდევ უფრო გვიან, დიდი ხნის შემდეგ,
ლინა უკვე პირდაპირ ეტყვის, სინამდვილეში რა მოხდა იმ საღა-
მოს სარდაფში. ჯერჯერობით ამ რამდენიმე წამს უნდა დასჯერდეს,
დანახვა და გაოგნება ხომ უკვე მოასწრო. ლინა ინდოეთშიც ნამ-
ყოფია და ამერიკაც აღმოჩენილი აქვს, სარდაფში მხოლოდ იმის-
თვის ჩამოვიდა, რომ თავისი თვალით ენახა, როგორია ის ნივთი.
ჰოდა, ახლა ზუსტად იცის, რომ ნივთი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს
იაკობს. პასუხგაუცემელი ერთი კითხვაღა დარჩა, და იაკობს მერე
ამ კითხვასაც დაუსვამს: კიდევ ერთი რადიო ხომ არ გაქვსო. სავა-
რაუდოდ, არა აქვს, ამ სარდაფის გარდა, სხვაგან აბა, სად დამა-
ლავდა, ლინასთვის ცნობილია რაღაც, რაც არავინ იცის. უხმოდ
ბრუნდება უკან და თავის ადგილზე ჯდება, რადიოს მოსმენა ისეთ-
სავე სიამოვნებას ანიჭებს, როგორსაც აქამდე გრძნობდა, ეგაა,
რომ ახლა თავში რაღაც ფიქრებიც უტრიალებს. ეს ლინას ფიქ-
რებია, მისი საქმეა და სხვისი არავისი.
მარში მთავრდება, წარმოდგენა – ჯერ არა. როცა იაკობი, არა-
ქათგამოცლილი, კმაყოფილი და ტუჩებდაშაშრული, ისევ გამოჩ-
ნდება, აღფრთოვანებული ლინა ბისზე შესრულებას ითხოვს,
ღმერთი ხომ სამობითაა, მით უმეტეს ახლა. იაკობისთვის ეს იმის
დასტურია, რომ გოგონას არაფერი უეჭვია, ჰგონია, რომ დასტური
უნდა იყოს. ეს მარში თუ კარგად გამოუვიდა, ახლა აღარაფერი
უჭირს.
„კარგი, ოღონდ მეტს ნუღარ მთხოვ!“ ამბობს იაკობი.
მერე საწყის პოზიციას უბრუნდება, უკვე იცის, შემდეგი რა-
დიოსადგური რომელი იქნება, და ტკაცანიც გაისმის. ლინას ბედი
სწყალობს, იაკობი სულ იოლად პოულობს სადგურს, რომელზე-
დაც ვიღაც კეთილი ბიძია ზღაპრებს ჰყვება: „ყველა პატარას, ვინც
181
მკითხველთა ლიგა

ახლა გვისმენს, მეზღაპრე ბიძია უამბობს სნეული პრინცესის ზღა-


პარს“.
მეზღაპრის ხმა სერ უინსტონ ჩერჩილისას წააგავს, ისეთივე და-
ბალი ტემბრისაა, ოღონდ შედარებით ჩუმი, და, ბუნებრივია, არც
უცხოური აქცენტი იგრძნობა.
„იცი ეს ზღაპარი?“ ეკითხება იაკობი, როგორც იაკობი.
„არა. მაგრამ რა უნდა რადიოში მეზღაპრე ბიძიას?“
„როგორ თუ რა უნდა? არის იქ და მორჩა“.
„შენ რომ მითხარი, ბავშვებისთვის რადიო აკრძალულიაო?
ზღაპრები განა ბავშვებისთვის არ არის?“
„მართალია. მაგრამ მე გითხარი, ჩვენთან, გეტოშია
აკრძალული-მეთქი. სადაც გეტო არ არის, იქ ბავშვებისთვისაც შე-
იძლება მოსმენა. რადიო კი ყველგან არის. გასაგებია?“
„გასაგებია“.
შეფერხება უარყოფითად მოქმედებს მეზღაპრე ბიძიას გუნება-
ზე, მაგრამ ის საკმარისად სამართლიანია საიმისოდ, რომ მიზეზი
საკუთარ თავში ეძიოს. პიჯაკს იხდის და ქვეშ დაიფენს: ვედრო მა-
გარია, რკინის არშიით, ზღაპარი კი – კარგა გრძელი, თუ საერ-
თოდ მოახერხა მისი გახსენება. ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა,
მაინცდამაინც ახლა ახსენდება შორეული წლები. ზღაპრების მო-
ყოლა მამას არ ეკითხებოდა, ეს დედას მოვალეობა იყო, შენ კი
იწექი ლოგინში და უცდიდი და უცდიდი, სანამ ის საოჯახო საქმეებს
მორჩებოდა და შენთან მოვიდოდა. ამ ლოდინში თითქმის ყო-
ველთვის ჩაგეძინებოდა ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ მაინც ჩამოგიჯ-
დებოდა საწოლზე, თბილ ხელს საბნის ქვეშ შემოგიცურებდა,
მკერდზე დაგადებდა და ზღაპრებს გიყვებოდა – სამთვალა ყაჩაღ
იარომირზე, რომელსაც, რაკი თავისი ზომის საწოლი ვერსად ენა-
ხა, მუდამ ცივ მიწაზე უხდებოდა ძილი; კატა რაშკაზე, რომელსაც
არასდიდებით არ სურდა თაგვების დაჭერა და თვალი სულ ჩიტებ-
ზე ეჭირა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ღამურა არ დაინახა; შაპუ-
ნის ტბაზე, რომელშიც ბოროტი ჯადოქარი დვოირე ბავშვებს ატი-
რებდა ხოლმე და რომელიც ერთხელაც ისე ადიდდა, რომ ნაპი-

182
მკითხველთა ლიგა

რები წალეკა და თვით დვოირეც საცოდავად დაახრჩო; სწორედ


დედა მოგიყვა ზღაპარს სნეულ პრინცესაზე.
„აღარ იწყება?“ ეკითხება ლინა.
„სნეული პრინცესის ზღაპარი“, აცხადებს მეზღაპრე ბიძია.
და იწყებს თხრობას მოხუცსა და კეთილ მეფეზე, რომელსაც
ეკუთვნოდა უზარმაზარი ქვეყანა და ულამაზესი სასახლე, და ასუ-
ლიც ჰყავდა, – ძველი ამბავია – და რომელიც ერთ დღეს ძალიან
შეშინდა, რადგან უზომოდ უყვარდა თავისი პრინცესა, და როცა ის
წაიქცა და თვალებში ცრემლები ჩაუდგა, მეფე თვითონაც ატირდა,
ისე ძალიან უყვარდა ქალიშვილი. შეშინებით კი იმიტომ შეშინდა,
რომ ერთ დილას პრინცესამ საწოლიდან ადგომა აღარ ისურვა
და სახეზე ავადმყოფის იერი დაედო. უმალ მოჰგვარეს საუკეთესო
ექიმი მათგან, ვინც კი მახლობელსა თუ შორეულ ქვეყნებში ეგუ-
ლებოდათ, იმ იმედით, რომ ავადმყოფს ფეხზე დააყენებდა და ღი-
მილსაც დაუბრუნებდა. ექიმმა პრინცესას ასეც უსმინა და ისეც,
მარცხნივაც უკაკუნა და მარჯვნივაც, მერე კი ხელებჩამოყრილმა
წარმოთქვა: „უკიდურესად ვწუხვარ, ბატონო მეფეო, მაგრამ ვერა-
ფერს მივხვდი. თქვენს ასულს, ეტყობა, ისეთი სენი შეჰყრია, ჩემს
ცხოვრებაში რომ არ გამიგონია“. ამ სიტყვებზე მოხუცი კეთილი
მეფე კიდევ უფრო შეშინდა, თვითონ ეახლა პრინცესას და შეევედ-
რა, მითხარი, შვილო, თუ ღმერთი გწამს, რა დაგემართაო. პრინ-
ცესამ მიუგო, ღრუბელი მინდაო, ღრუბელს თუ მომიტან, მაშინვე
მოვრჩებიო. „ოღონდ ნამდვილი უნდა იყოს!“ ესეც დაამატა. ძნე-
ლი წარმოსადგენი არ არის, როგორ დაფეთდებოდა მეფე, ყვე-
ლამ ვიცით, ნამდვილი ღრუბელი რაოდენ ძნელი საშოვნელია,
თვით მეფისთვისაც კი. ისეთმა სევდამ შეიპყრო, მთელი დღე ქვე-
ყანა ვეღარ მართა, საღამოს კი წერილები დაუგზავნა თავის ყვე-
ლაზე ბრძენსა და გამჭრიახ ქვეშევრდომებს, ყველა საქმე გადა-
დეთ და დაუყოვნებლივ გამოცხადდით ჩემთან, სასახლეშიო. მარ-
თლაც, დილით ყველა იქ იყო: ექიმები და მინისტრები, ვარ-
სკვლავთმრიცხველები და ამინდის მკვლევრები. მეფე თავის ტახ-
ტზე აბრძანდა, რათა დარბაზში შეკრებილთ მისი ხმის გაგონება
არ გასჭირვებოდათ, და ხმამაღლა დაიძახა: „სი-ჩუ-მე!“ ირგვლივ
183
მკითხველთა ლიგა

მართლაც სიჩუმემ დაისადგურა და მეფემ ბრძანა: „აქ შეკრებილ


ბრძენკაცთაგან იმას, ვინც ჩემს ქალიშვილს ციდან ღრუბელს ჩა-
მოუღებს, იმდენ ოქრო-ვერცხლს ვუბოძებ, რამდენსაც მთელ ჩემს
სამფლობელოში უდიდესი ურემი დაიტევს!“ ეს რომ ბრძენკაცებმა
გაიგონეს, უმალ იწყეს ფიქრი და განსჯა, მოზომვა და ანგარიში.
ურიცხვი ოქრო-ვერცხლი ყველას უნდოდა, სხვაგვარად, აბა, რო-
გორ იქნებოდა? ერთი, განსაკუთრებით გამჭრიახი, კოშკის აგებას
შეუდგა, ღრუბლებს ასე შევწვდებიო. ფიქრობდა, შენებას რომ
მოვრჩები, ზედ ავძვრები, ღრუბელს ხელს დავტაცებ და გასამრჯე-
ლოც ჩემი იქნებაო. მაგრამ კოშკი ნახევრამდეც არ იყო აყვანილი,
რომ წაიქცა. ბედმა არც სხვებს გაუღიმა: ამდენი ბრძენკაციდან
ვერც ერთმა ვერ მოიპოვა ღრუბელი, პრინცესას ასე ძლიერ რომ
სწადდა. მეფის ასული სულ დაილია და დასნეულდა, რადგან,
დარდით შეპყრობილი, პირსაც აღარაფერს აკარებდა, ინდაურის-
ხორციან მაცაზეც19 კი უარს ამბობდა.
ერთ მშვენიერ დღეს მებაღის ბიჭმა, რომელთანაც პრინცესა,
სანამ ჯანმრთელი გოგო იყო, ბაღში თამაშობდა ხოლმე, სასახ-
ლეში შეიხედა, ემანდ რომელიმე ლარნაკი უყვავილოდ ხომ არ
დგასო. შეიხედა და თვალი ჰკიდა მწოლიარე პრინცესას, აბრეშუ-
მის საბანგადაფარებულსა და თოვლივით გათეთრებულს. ეს ბო-
ლო დღეები თავს იმაზე იმტვრევდა, ბაღში სათამაშოდ ნეტავ რა-
ტომ აღარ გამოდისო, მიზეზი კი ვერა და ვერ მოეძებნა. ამიტომ
პირდაპირ ჰკითხა: „რა მოგივიდა, ჩემო პრინცესავ? გარეთ, მზეზე
რატომ აღარ ინებებ გამოსვლას?“ მაშინ პრინცესამ მასაც უთხრა,
ავად ვარ და, მანამ ვერ მოვრჩები, სანამ ვინმე ღრუბელს არ მო-
მართმევსო. მებაღის ბიჭი ერთხანს დაფიქრდა, მერე კი წამოიძა-
ხა: „ეს ხომ იოლზე იოლი საქმეა, ჩემო პრინცესავ!“ – „რაო? იოლ-
ზე იოლიო?“ გაიკვირვა პრინცესამ. „ამდენი ხანია, მთელი სამე-
ფოს ბრძენკაცები ამაოდ იმტვრევენ თავს, შენ კი ამტკიცებ, იოლ-
ზე იოლიაო?“ – „ასეა“, უპასუხა მებაღის ბიჭმა, „შენ მხოლოდ ის
უნდა მითხრა, ღრუბელი რისგან შედგება“. ამ სიტყვების გაგონე-

19
მაცა – უფუარი ებრაული პური.
184
მკითხველთა ლიგა

ბაზე პრინცესა ნამდვილად გადაიკისკისებდა, ასე სუსტად რომ არ


ყოფილიყო. ამიტომ მხოლოდ ეს უპასუხა: „რა სისულელეებს მე-
კითხები? ბავშვმაც კი იცის, რომ ღრუბლები ბამბისაა“. – „ეს გასა-
გებია. ახლა ბარემ ისიც მითხარი, ეს შენი ღრუბელი რამოდენაა“.
– „შენ რა, ესეც არ იცი?“ გაუკვირდა პრინცესას. „ღრუბელი ჩემი
ბალიშის ხელაა. თვითონაც დაინახავ, თუ იმ ფარდას ოდნავ გა-
დასწევ და ცას გახედავ“. მებაღის ბიჭი ფანჯარასთან მივიდა, ცას
ახედა და შესძახა: „მართლაც ასე ყოფილა! ზუსტად შენი ბალი-
შისხელაა!“ მერე სადღაც გაუჩინარდა და მალე პრინცესას ზუსტად
მისი ბალიშისოდენა ბამბის ქულა მოართვა.
დანარჩენის მოყოლას აზრი არა აქვს. ყველას შეუძლია, წარ-
მოიდგინოს, როგორ გაუნათდა თვალები პრინცესას, როგორ
აუვარდისფრდა ტუჩები და როგორ გამოჯანმრთელდა; როგორ
გაიხარა მოხუცმა და კეთილმა მეფემ, როგორ თქვა უარი მებაღის
ბიჭმა ჯილდოზე, როგორ სთხოვა ოქრო-ვერცხლის ნაცვლად მე-
ფეს ქალიშვილის ხელი, და რა კეთილად დამთავრდა ესე ამბავი,
იაკობი მას ასე ჰყვებოდა.


ალბათ იმავე საღამოს იქნებოდა, თუმცა, შესაძლოა, წინა სა-
ღამოს ან შემდგომ საღამოსაც ყოფილიყო: ჩვენი სათნო და ლა-
მაზი როზა მიშას გვერდით წამოწოლილა და რუდნასთან გამარ-
თული ბრძოლის ამბავს ისმენს. მიშა ხმადაბლა ჰყვება, ოღონდ
არ ჩურჩულებს, ხმადაბლა ლაპარაკსა და ჩურჩულს შორის დიდი
განსხვავებაა. შეიძლება ვინმემ სავსებით სამართლიანად იკით-
ხოს, კი მაგრამ, რატომ არ ჩურჩულებსო? იმასაც იკითხავს, რა-
ტომ აღარ დგას კარადა შუა ოთახში და, როგორც წესი და რიგია,
კედელზეა მიდგმული, ან რატომ არის, რომ ფარდა ახლა ფანჯა-
რაზეა ჩამოფარებული, ნაცვლად იმისა, რომ ოთახს ორ ნაწილად
ყოფდესო. ზოგი გაიკვირვებს, ნეტავ შირმა სად გაქრაო, უფრო
მეტად კი ის გააოცებთ, რომ როზა შიშველი წევს საწოლზე, თუმცა

185
მკითხველთა ლიგა

ოთახში შუქი ანთია. რა მოუვიდა, რატომ აღარ რცხვენიაო, იფიქ-


რებს კაცი. მერე მზერას მეორე საწოლზე გადაიტანს, დაინახავს,
რომ ის ცარიელია და ყველა კითხვა ერთ კითხვად ექცევა: სად
არის ყრუ-მუნჯი ისააკ ფაინგოლდი, რომლის სმენასაც ვერაფერს
გამოაპარებო?
ეს არც მე ვიცი და არც მიშამ, როზაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ. ერთი კვირის წინ, დილაადრიან, სამუშაოდ წავიდა, რო-
გორც ყოველთვის, და მას შემდეგ დაკარგულია. პირველ საღა-
მოს დიდად არავინ შეშფოთებულა: მიშამ იფიქრა, ალბათ, რომე-
ლიმე მეგობრის მოსანახულებლად თუ წავიდა, ლაპარაკში გაერ-
თო, მერეღა შენიშნა, რომ რვა შესრულებულიყო და, რაკი შინ
დაბრუნება უკვე გვიან იყო, იქვე, მიწურ იატაკზე დაწვა დასაძინებ-
ლადო. „როგორ თუ ლაპარაკში გაერთო?“ უნდობლად ჰკითხა
როზამ. „ის ხომ ყრუ-მუნჯია?“ – „ნუთუ გგონია, რომ ყრუ-მუნჯები
ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ?“ არ დაიბნა მიშა. „ნუთუ
გგონია, განწირული არიან საიმისოდ, რომ, რაც კი რამ თავში აზ-
რი უტრიალებთ, ვერავის გაუზიარონ? მათაც ზუსტად ისევე შეუძ-
ლიათ ერთმანეთთან ლაპარაკი, როგორც მე და შენ, ეგაა, რომ
ამისთვის ნიშნების ენას მიმართავენ“.
მაგრამ ფაინგოლდი არც მეორე საღამოს დაბრუნდა, არც მე-
სამე საღამოს. ამიტომ იყო, რომ მეოთხე დღეს მიშა ადგა და წა-
ვიდა მის ერთადერთ ნაცნობთან, რომელსაც თავადაც იცნობდა:
ჰერშ პრაშკერთან. ეს პრაშკერი ფაინგოლდთან ერთად მუშაობს
დასუფთავების რაზმში, ქუჩებს ნაგვისა და შიმშილით დახოცილე-
ბისგან წმენდს. მაგრამ მიშამ ვერც მისგან შეიტყო რამე. „ხვალ
მასთან მინდოდა მოსვლა, ვაპირებდი მეკითხა, სამუშაოზე რატომ
არ დადიხარ-მეთქი. მაინც მოაკითხავდნენ, მისამართი იციან,“
თქვა მან. – „ბოლოს როდის იყო მოსული?“ – „სამშაბათს“. – „ოთ-
ხშაბათს დილით კი სახლიდან გავიდა, როგორც ყოველთვის“.
სამუშაოზე არ მისულა, შინ არ დაბრუნებულა. შეიძლება გაიქცა
ან მოკვდა, ან რაიმე უბედურებას გადაეყარა, ან პირდაპირ ქუჩაში
დააპატიმრეს. სიკვდილი და უბედური შემთხვევა ნაკლებ სავა-
რაუდოა, რადგან მაშინ ხომ სადმე მაინც იპოვიდნენ. მიშამ კი, სა-
186
მკითხველთა ლიგა

დაც შეიძლებოდა, ყველგან მოიკითხა. ისიც ძნელი დასაჯერებე-


ლია, რომ გაქცევა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი: უკლებლივ ყვე-
ლა მისი ნივთი კარადაშია, შვილიშვილის ფოტოც კი აქ არის, ამ
სურათს არამც და არამც არ დატოვებდა, ისე უფრთხილდებოდა,
თითქოს დიდი განძი ყოფილიყოს. ის უფრო შეიძლება იფიქროს
კაცმა, რომ ქუჩაში დაიჭირეს, მაგრამ გაუგებარია, რატომ: ფაინ-
გოლდი ხომ მუდამ წესიერი, კანონმოშიში კაცი იყო. თუმცა
ტყუილად კი არ არის ნათქვამი, თუ გული გულობს, ქადა ორი ხე-
ლით იჭმებაო. ყოველივე ამის შემდეგ თავისთავად ცხადი ხდება,
რატომ ჰყვება მიშა რუდნის ნაპირებთან მომხდარი ბრძოლის ამ-
ბავს ხმადაბლა, და არა ჩურჩულით.
უკვე ზედიზედ მეორე საღამოა, როზა მის გვერდით წევს, ეს კი
აქამდე არასოდეს მომხდარა. მოხუცმა ფრანკფურტერმა, რომე-
ლიც, როგორც თეატრის კაცი, მაინცდამაინც მკაცრი ზნეობრივი
კანონების მიმდევარი არასოდეს ყოფილა, საჭიროდ მიიჩნია ეთ-
ქვა: „კეთილი, შვილებო, ერთმანეთი რომ გიყვართ, გასაგებია.
მაგრამ ახლა მეტისმეტსაც ნუ იზამთ“. ამიტომაც და კიდევ როზას
მორცხვობის გამო აქამდე ღამეს ერთად ვერც ისე ხშირად ატა-
რებდნენ. მიშას ყოველთვის ხვეწნა სჭირდებოდა მის დასაყოლი-
ებლად, როგორც იმ პირველი სტუმრობის დროს, თუ რამდენიმე
გამონაკლისს არ ჩავთვლით. ახლა კი ზედიზედ მეორე ღამეა, ერ-
თად წვანან. როზა ფიქრობს, დაქორწინებული წყვილები, ალბათ,
სწორედ ასე იქცევიანო, მაგრამ, გულახდილად თუ ვიტყვით, თავს
მთლად არხეინად ვერ გრძნობს. ეს მიშას ბრალი როდია, ის არ
შეცვლილა, არც აუწყვეტია და არც მორიდება დაუკარგავს, როზას
თვალში მიშას ერთი მისხალიც არ მოჰკლებია და ქალის მზერა
ახლაც ისევე სავსეა სიყვარულით, როგორც პირველ დღეს იყო.
ან, ვთქვათ, მეხუთე დღეს. მავანისთვის ეს იქნებ გაუგებრადაც
ჟღერდეს, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი ისააკ ფაინგოლდია.
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, როზა მიეჩვია მის იქ ყოფნას. კი
მაგრამ, როგორ შეიძლება, მიეჩვიო ვიღაცას, ვინც ხელის შეშლის
მეტს არაფერს გიკეთებს, თუნდაც ყრუ-მუნჯი იყოს? ასეთ დროს,
როცა წყვილის მარტო ყოფნა თავისთავად უნდა იგულისხმებო-
187
მკითხველთა ლიგა

დეს, როგორ შეიძლება, ვიღაცას მიეჩვიო? თუმცა შეიძლება და


არც შეიძლება. გონება დავძაბოთ და ისე ვიმსჯელოთ: ჯერ ერთი,
ამ ოთახში როზამ პირველად გამოსცადა სიყვარული, და ეს ფა-
ინგოლდის თანდასწრებით მოხდა. ფაინგოლდი ხომ ყოველი მა-
თი ნამალავი ალერსის უტყვი მოწმე იყო. მეორეც, ფაინგოლდის
საწოლი ახლა მხოლოდ ცარიელი არ არის. არა, ახლა ფაინ-
გოლდი აღარ წევს ამ საწოლში და ეს სულაც არ არის ერთი და
იგივე. შირმისკენ ნასროლი ყოველი მზერა, იმ შირმისკენ, რომე-
ლიც ზედმეტად იქცა და იქაურობას მოაშორეს, მისი მწარე ხვედ-
რის გახსენებაა. დაბეჯითებით, მართალია, არაფერია ცნობილი,
მაგრამ, რაც უფრო მეტად იმტვრევს თავს როზა, მისთვის მით უფ-
რო ცხადი ხდება: დაბეჯითებით ცნობილი არ არის მხოლოდ ის,
როგორი სიკვდილი ერგო წილად ფაინგოლდს. დასასრულ, მე-
სამე: როცა მიშამ უთხრა, ფაინგოლდი დაიკარგაო, როზას თვა-
ლებმა შეშფოთება გამოხატა, როგორც მოსალოდნელიც იყო,
მაგრამ ცოტა ხანში ეს შეშფოთება სადღაც გაქრა, და როზამ თავი
იმაზე დაიჭირა, უცებ როგორ გაიფიქრა, ძლივს არ გვეღირსაო!
ეს ფიქრი ფაინგოლდის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული, ამ
კაცისთვის როზას, სიკეთის გარდა, არაფერი სურდა, ის მხოლოდ
თავის თავსა და მიშას გულისხმობდა: ძლივს არ გვეღირსა მარტო
დარჩენა, ახლა ხელს აღარავინ შეგვიშლის, ჩვენი, მხოლოდ ჩვე-
ნი პატარა კუთხე გვექნებაო. მაგრამ როზამ თავი ასეთ ფიქრზე
დაიჭირა და არ ესიამოვნა, ეს აზრი სამარცხვინოდ მიიჩნია, თუმცა
მისგან მაინც ვერა და ვერ გათავისუფლდა: გვეღირსა! მერე ისიც
გაიფიქრა, კიდევ კარგი, მიშამ არ იცის, თავში რა აზრები მიტ-
რიალებსო. კიდევ ის იფიქრა, რაც უნდა დამართოდა ფაინ-
გოლდს, ასეც დაემართებოდა და ისეც, გონებაში რა აზრიც უნდა
გიტრიალებდეს, თუ ხმამაღლა არ გამოთქვი, ცხოვრების დინებას
ვერ შეცვლისო.
არადა, შეცვალა. საქმის ვითარება არც ისე მარტივი იყო. რამ-
დენიმე დღეს ათას რამეს იმიზეზებდა, ცდილობდა, მიშასთვის აეხ-
სნა, რატომ ვერ გაჰყვებოდა მის ოთახში, ბოლოს კი იმედგაც-
რუებულმა მიშამ ხელი ჩაიქნია. ასე იყო გუშინდლამდე, როცა რო-
188
მკითხველთა ლიგა

ზამ უარის სათქმელად მიზეზი ვეღარ მოიფიქრა, ან არ ისურვა


მოფიქრება. მიშამ ჰკითხა: „დღეს რატომღა არ მომყვები?“ როზამ
უპასუხა: „როგორ არ მოგყვები!“ და სწორედ ამის მერე იყო, ის
სიტყვები ხმამაღლა რომ წარმოთქვა: „ძლივს არ გვეღირსა!“
ოთახში შევიდნენ. მიშამ ავეჯი წინასწარვე მისწი-მოსწია, რად-
გან აშკარა შეიქნა, რომ ფაინგოლდი აღარ დაბრუნდებოდა – გაქ-
რა, ერთხელ და სამუდამოდ. კარადა, როგორც უკვე ითქვა, კე-
დელთან იდგა, ფარდა ფანჯარაზე იყო ჩამოფარებული, როზა შუა
ოთახში გაჩერდა. კარგა ხანს ვერ მიეჩვია ახლებურ გარემოს. ეს
ოთახი ასეთი არასოდეს ენახა. მაშინვე მოხვდა თვალში ფაინ-
გოლდის საგულდაგულოდ გასწორებული ლოგინი, მაშინვე მიხ-
ვდა, რომ ის რაღაც უსიამოვნებას გადაჰყრიდა. მერე იკითხა: „ეს
რა ყუთია?“
„მისი ნივთებია. იქნებ ვინმემ მოაკითხოს“, უპასუხა მიშამ და
განწყობილებაც მყისვე შეიცვალა.
ბოლოს საწოლისკენაც გაემართნენ, თუმცა დიდხანს იწვნენ
ასე უსიტყვოდ, გაუნძრევლად, უხალისოდაც კი, არც შუქი გამოურ-
თავთ. მიშა გვერდულად იწვა, როზა – გულაღმა. საწოლი მეტის-
მეტად ვიწროა, გულაღმა წოლელა ორი კაცი ვერ დაეტევა. მიშამ
ფაინგოლდის ლოგინს გახედა და თქვა: „როგორ ფიქრობ, ხომ
არ ჯობია...“
„გაჩუმდი რა, ძალიან გთხოვ!“ შიშნარევი ხმით გააწყვეტინა
სიტყვა როზამ.
„კარგი, კარგი“.
მიშამ შუქი ჩააქრო, მკლავი თავქვეშ ამოსდო როზას, საერთო-
დაც ასე იწყებს ხოლმე, კოცნაც დააპირა, მაგრამ როზამ თავი გან-
ზე გასწია. „რა მოგივიდა?“ ჰკითხა მიშამ.
„არაფერი“.
მიშა ერთხანს დაფიქრდა, ნეტავ ეს „არაფერი“ რას ნიშნავსო,
მერე კი თქვა: „კი მაგრამ, იმ კაცს ხომ წესიერად არც იცნობდი.
ასეც რომ არ იყოს, ჩვენ ხომ მაინც ვეღარაფერს შევცვლით?“
მიშამ ისევ საკოცნელად გაიწია, როზა ამჯერად აღარ შეწი-
ნააღმდეგებია, მაგრამ ეს იყო და ეს. მიშა მალევე მიხვდა, რომ
189
მკითხველთა ლიგა

როზას ბევრს ვერაფერს დასტყუებდა, თვალები დახუჭა, ხვალეც


ამ თვისააო, და ძილს მიეცა. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ისე
მოხდა, როგორც ყოველთვის – მიშას მუდამ პირველს ეძინება.
შუაღამე იყო, როზამ რომ გააღვიძა. მიშა არ გაჰბრაზებია. იმე-
დი ჩაესახა, გოგომ, ეტყობა, გადაიფიქრაო, ამისთვის გაღვიძებას
კი აბა, როგორ დაამადლიდა!
„რაღაც უნდა გითხრა, მიშა“, ჩასჩურჩულა როზამ.
„რაო?“
ამ სიტყვების მერე როზას გაჩუმება მიშამ სრულიად მცდარად
გაიგო, თავისკენ მიიზიდა და ის იყო, ტუჩებით მის სახეს შეეხო,
რომ იგრძნო: ქალს ლოყები სველი და მარილიანი ჰქონდა. გვა-
რიანად შეფიქრიანდა, რადგან იცოდა, რომ როზა, მართალია,
იშვიათად თუ გაიცინებდა, მაგრამ ტირილითაც არასოდეს ტირო-
და. მაშინაც კი არ უტირია, როცა ამ ნახევარი წლის წინ მისი საუკე-
თესო მეგობარი მატარებელში ჩასვეს და გზას გაუყენეს, და რო-
ზას მისგან რამდენიმე დღეს სიცოცხლის არავითარი ნიშანი არ
მიუღია. ახლა კი უცებ, სველი ლოყები... შეგეშინდება კაცს, აბა,
რა მოგივა! როზა არც ქვითინს მოჰყოლია, არც მოთქმა დაუწყია,
ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, უხმაუროდ ხდებოდა, მიშას არც კი
გაეღვიძებოდა, თვითონ როზას რომ არ გაეღვიძებინა. თან ხმა-
ზეც ეტყობოდა, რომ ტირილი თითქმის უკვე დაემთავრებინა კი-
დეც.
„რაღაც უნდა გთხოვო, ოღონდ არ გაგიკვირდეს“.
„რა უნდა მთხოვო?“
„მინდა, ეს ოთახი, ადრე რომ იყო, ისევ ისეთი იყოს“.
„ადრე რას ნიშნავს?“
„კარადა ისევ შუაში დავდგათ. და ფარდაც გამოვწიოთ“.
„ეგ რატომ? ფაინგოლდი ხომ აქ აღარ არის?“
„ასე მინდა“, თქვა როზამ.
მიშას ეს უცნაურად მოეჩვენა. თავიდან მოეჩვენა უცნაურად, მე-
რე – ბავშვობად, მერე – ახირებად, მერე კი მხოლოდ სასაცი-
ლოდ. მერე გაახსენდა, რომ ოდესღაც მოსმენილი თუ წაკითხული
ჰქონდა რაღაც ქალის ხასიათის ამოუხსნელ ჭირვეულობაზე და
190
მკითხველთა ლიგა

ისიც, რომ ასეთ დროს ჯობს, ახირების გამოვლინება ჩანასახშივე


ჩაახშო. ის ცვლილება, რასაც როზა ითხოვდა, ათ წუთზე მეტს არ
წაართმევდა, მაგრამ მან თქვა: „თუნდაც ერთ გონივრულ მიზეზს
თუ დამისახელებ, კი ბატონო“.
„ასე მინდა“, თქვა როზამ.
ეს კი ნამდვილად არ იყო გონივრული მიზეზი, ძალიანაც რომ
მოგესურვებინა, ასეთად ვერ ჩათვლიდი. ჰოდა, მიშაც მტკიცედ
დადგა უარზე. მან თქვა, მართალია, შენს სიკეთეზე მეტყველებს,
ფაინგოლდის გაუჩინარება გულთან ასე ახლოს რომ მიიტანე,
თუმცა, მის სუნთქვასა და ხვრინვას თუ არ ჩავთვლით, იმ კაცს
ხეირიანად არც იცნობდი, მაგრამ გეტოში ისედაც ყოველდღე
ქრებიან ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები, ყოველი მათგა-
ნის გაქრობისას ასეთი სპექტაკლები თუ მოვაწყვეთ, ცხოვრება
აუტანელი გახდებაო. როზამ პასუხად პირში მიახალა, სქელკა-
ნიანი, უგრძნობელი კუნძი ხარო. ეს იყო მათი პირველი წაკინკლა-
ვება. რვა საათთან დაკავშირებული აკრძალვა რომ არა, როზა
ახლა ნამდვილად ადგებოდა, ჩაიცვამდა და – კარგად მეყოლე!
შექმნილ ვითარებაში კი მხოლოდ ზურგი შეაქცია მიშას, რათა მას
ეგრძნო, როგორ არარაობადაც მიიჩნევდა.
მეორე დღეს, ანუ დღეს, მიშამ ფაბრიკაშივე გაუარა როზას,
რადგან სახლში, მშობლების თანდასწრებით, ბევრად უფრო
გაუჭირდებოდა მასთან შერიგება. ეს ისედაც არ იყო იოლი საქმე,
არა იმიტომ, რომ საამისოდ ვინმეს კეთილი ნება აკლდა, არამედ
იმ მიზეზით, რომ არც ერთს არ ჰქონდა ჩხუბის მერე შერიგების
გამოცდილება. ბოლოს ორივემ აღიარა, მთლად კარგად ვერ მო-
ვიქეცითო. ამას, უკვე სახლის კართან, მოჰყვა კოცნა, რის შემდე-
გაც ორივემ შვებით ამოისუნთქა. როზასთან იმისთვის გაიარეს,
რომ მშობლებისთვის ეთქვათ, ღამეს სად გაათევდნენ. ფრან-
კფურტერს ეს დიდად არ გახარებია, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა,
რომ წინა ღამემ თითქმის ფუჭად ჩაიარა. მიშამ გაიგონა, ფრაუ
ფრანკფურტერმა ქმარს როგორ ჩასჩურჩულა, თავი დაანებე, ნუ
დაუშლიო.

191
მკითხველთა ლიგა

მერე მიშასთან წავიდნენ. ორივენი ცდილობდნენ, იმ კინ-


კლაობის შემდეგ განსაკუთრებული თავაზიანობა და ყურადღება
გამოეჩინათ, ერთმანეთისთვის თავიანთი საუკეთესო თვისებები
ეჩვენებინათ, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რომ იმ წყენის გასაქარ-
წყლებლად დრო იყო საჭირო.
მიშა რუდნასთან მომხდარი ბრძოლის ამბებს მოუყვა, ან უკეთ,
რაკი ახლა უკვე მოვლენებს დავეწიეთ, მიშა როზას ხმადაბლა უყ-
ვება რუდნასთან მომხდარი ბრძოლის ამბებს. ჰყვება იმას, რაც
დღეს იაკობისგან მოისმინა, უკანასკნელი ცნობები პირდაპირი
ეთერით. როზა სიხარულით აღარ არის, კარგად იცის, სადაც
მიედინება რუდნა და ბეზანიკის შემდეგ ეს ბრძოლა როგორ წინ-
სვლას ნიშნავს. ახლა ისევ შეიძლება მომავალზე ფიქრი, გეგმების
დაწყობა. მაგრამ მიშა გეგმების გუნებაზე არ არის, სულ სხვა ფიქ-
რი უტრიალებს თავში, გეგმები არსად გაექცევა, მთავარია, ზედი-
ზედ მეორე საღამო არ შემოადნეს ხელში. შუქს აქრობს. ახლა
თავი მთლიანად როზას უნდა უძღვნას, გამარჯვებაზე ლაპარაკი
აქ უადგილოა, წინა ღამემ ხომ, კაცმა რომ თქვას, ფუჭად ჩაიარა.
ვიღას ახსოვს რუდნა და ფაინგოლდი, დავიწყებას ეძლევა სიფიც-
ხით დაცდენილი სიტყვები, როზა და მიშა ნაცნობი გზებით უახ-
ლოვდებიან ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში, სურთ, მიუახლოვ-
დნენ. მაგრამ ნებას და სურვილს მოქმედება ყოველთვის როდი
მოსდევს. გონებაში უნებლიეთ იბადება შედარებები. თითქოს ყვე-
ლაფერი უწინდელივითაა, როზა და მიშა გვერდიგვერდ წვანან და
ერთმანეთს შესცქერიან. შეიძლება ისიც კი ესმით, რომ ოთახის
მეორე ნახევრიდან ხელს აღარ უშლით სხვისი სუნთქვა. მოდი, გუ-
ლახდილად ვთქვათ: ფუჭად ჩავლილი ღამის ანაზღაურება ვერ
მოხერხდა, თუმცა ამაში არც როზა გამოუტყდება თავს, არც მიშა.
პირიქით, თავი ორივეს ახალი შეყვარებულივით უჭირავს.
რა გაეწყობა, ოდნავ გულდამძიმებული ვტოვებთ ახალგაზრდა
წყვილს, იმ იმედით, რომ აუცილებლად დადგება უფრო უდარდე-
ლი დრო, იმედს ხომ ვერავინ წაგვართმევს. ვიდრე აქაურობას გა-
ვეცლებოდეთ, გვესმის, შერიგების ტალღაზე მომართული და მო-
ღიმარი მიშა როგორ უსვამს როზას კითხვას, რომელიც ჯობდა,
192
მკითხველთა ლიგა

არ დაესვა: „მაინც გინდა, ოთახი კარადითა და ფარდით შუაზე გავ-


ყო?“
ამას ღიმილით ამბობს, რადგან ეჭვი არ ეპარება, რომ როზა
ვითარებას სულ სხვაგვარად ხედავს, და რომ ის ახლა თავის სუ-
ლელურ ახირებაზე იტყვის, არც კი ვიცი, გუშინ რა ჯანდაბა დამე-
მართა, მოდი, დავივიწყოთ, რაც მოხდაო.
და გვესმის ისიც, როგორ უპასუხებს როზა: „ჰო, თუ შეიძლება“.


იაკობს საკუთარი ყურით უხდება მოსმენა, რა დამახინჯებით
ვრცელდება მისი ინფორმაციები.
მას ლინასთან უნდა ასვლა, სხვენზე. ჯერ, მართალია, ძილის
დრო არ არის, მაგრამ, როცა ლინას ეხება საქმე, მხოლოდ იმას
ვერ მიაქცევ ყურადღებას, რომ ბავშვმა კარგად დაიბანოს, კბილე-
ბი გაიხეხოს და დროულად დაწვეს დასაძინებლად. სადგურიდან
ორი საათით ადრე გამოგვიშვეს, დასატვირთი აღარაფერი დარ-
ჩათ და გუშაგებს მოჰბეზრდათ უსაქმოდ მოხეტიალე ხალხის ყა-
რაულობა. ამიტომაც გვიბრძანეს, მოუსვით აქედანო. განსაკუთრე-
ბით გამჭრიახი რამდენიმე ჭკუის კოლოფი გამოთქვამს ვარაუდს,
რომ ამ ბრძანების უკან სიზარმაცეზე გაცილებით მეტი რამ იმალე-
ბა. ხომ არ გვემლიქვნელებიან პატივცემული გუშაგებიო, – ანგა-
რიშობენ ისინი – ხომ შეეძლოთ, ორ საათს სადგურზე ვეყურყუტე-
ბინეთ, მათ კი მწკრივებად დაგვაწყვეს და შინ გამოგვისტუმრეს.
რა გასაკვირია, კაცს თავში გაუელვოს, ემანდ ახალი დროება ხომ
არ მოგვადგა კარსო. ასეა თუ ისე, იაკობს უხარია: რა კარგია, ამ
ნაჩუქარ ორ საათს ლინასთან გავატარებო. მაგრამ ხელს კარის
სახელურისკენ წაიღებს თუ არა, ხვდება, რომ ლინა მარტო არ
არის. ესმის რაფაელის სიტყვები: „და ისე რაზეა?“
„პრინცესაზე“, ამბობს ლინა.
„მოიტაცებენ?“
„რატომ გგონია, რომ მოიტაცებენ?“

193
მკითხველთა ლიგა

„მოიტაცებენ, აბა, რას იზამენ! ვიცი ეგ ზღაპარი. ერთი ყაჩაღი


მოიტაცებს. უზარმაზარ გამოსასყიდს მოითხოვს, მაგრამ მერე მას
პრინცი მოკლავს და პრინცესას გაათავისუფლებს. და მერე იქორ-
წინებენ“.
„რა სისულელეებს როშავ“, ბრაზდება ლინა. „ეგ სულ სხვა ზღა-
პარია. შენ რა, გგონია, პრინცესაზე მარტო ერთი ზღაპარი არსე-
ბობს?“
„ჰოდა, შენც მოჰყევი, თუ ჰყვები!“
„ზიგფრიდს არ დავუცადოთ?“
„არ მოდის და რა ვუყოთ?“
იაკობს ესმის, როგორ იცდიან ბავშვები, მერე სხვენის ფანჯარა
გაჯახუნდება და ისმის რაფაელის ხმამაღალი ძახილი: „ზიგფრიდ!“
ამის შემდეგ ბიჭი ამბობს, არ ჩანს ზიგფრიდიო, მერე კი ლინა
მკივანა ხმით ითხოვს, რაფაელ, გეყოს მაიმუნობაო. რა მაიმუნო-
ბაზეა ლაპარაკი, იაკობმა არ იცის, მაგრამ ბიჭი, ეტყობა, ერთხანს
კიდევ არ ჩერდება, მერე კი ამბობს: „ვინ მოგიყვა ამ ზღაპარს?“
„ბიძია იაკობი“.
საფიქრალი მრავლად გიჩნდება, როცა კარს უკან იმალები.
პრინცესაზე ზღაპარი იაკობს ლინასთვის არასოდეს უამბია. რომ
ეამბა, უთუოდ ემახსოვრებოდა. ვინც უამბო, ის მეზღაპრე ბიძია
იყო, ამ გოგომ კი ორი სხვადასხვა კაცი ერთ კაცად ისე აქცია, ხმაც
არ აჰკანკალებია. მართლაც დასაფიქრებელი ამბავია. ნეტავ, ის
მარშიც იაკობმა ხომ არ შეასრულა, და კითხვა-პასუხის ავტორიც
ის ხომ არ იყო? ან იქნებ ამ სიჩქარეში ლინას შეეშალა, ან სულაც
– და ეს ნამდვილად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა – იძულებული
გახდა, ტყუილისთვის მიემართა, რათა რადიოს არსებობა არ გა-
ეთქვა? მარჩიელობას აზრი არა აქვს, ეტყობა, ამაზეც მოუწევს
ბავშვთან დალაპარაკება.
„აღარ მოდის, ხომ ხედავ? გეღირსოს მოყოლა“, ამბობს რა-
ფაელი.
ასეც ხდება. ლინა ჩაახველებს, იაკობი ყურადღებად იქცევა –
ჯერ არასოდეს მოუსმენია, როგორ ვრცელდება მისი გადაცემული
ცნობები.
194
მკითხველთა ლიგა

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე, კეთილი და მოხუცი, მას
ჰყავდა ერთი ქალიშვილი, პრინცესა“, იწყებს ლინა.
„მეფეს რა ერქვა?“
ლინა, ეტყობა, ჩაფიქრდა, აღარ ახსოვს, სახელებზე საერთოდ
ითქვა თუ არა რამე. რაფაელს პაუზა მეტისმეტად გრძელი ეჩვე-
ნება, ამბობს: „ის მაინც არ უნდა იცოდე, მეფეს რა ერქვა?“
„მეფეს ერქვა ბენიამინი“, ახსენდება ლინას. „პრინცესის სახე-
ლი კი მაგდალენა იყო“.
„რაო, რა ერქვაო? ბენიამინი? იცი, ბენიამინი ვის ჰქვია? ბიძა-
ჩემს, ტარნოპოლში რომ ცხოვრობს. აი, იმას ჰქვია ბენიამინი. მე-
ფე და ბენიამინი ვის გაუგია!“
„თუ გინდა, ნუ დაიჯერებ, შენი ნებაა, მაგრამ იმ ზღაპარში მეფეს
ბენიამინი ერქვა“.
„კარგი, ერქვას, თუ ასე ძალიან გინდა“, სულგრძელად უთმობს
რაფი. არ ღირს სახელის გამო დავიდარაბის ატეხა. იაკობი თით-
ქმის დარწმუნებულია, რომ ბიჭი მკერდზე ხელებდაჭდობილი
დგას, შემომხედეთ, რა დიდსულოვანი ვარო.
ლინა ზღაპრის მოყოლას განაგრძობს, მაგრამ ახლა უფრო
ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობს, თითქოს სიუჟეტის ხაზი დაეკარგა და
ახალ-ახალი შენიშვნების მოლოდინშიაო:
„ერთ დღეს პრინცესა ავად გახდა. ექიმმა ვერაფერი გაუგო,
რადგან ეს ავადმყოფობა არ იცოდა, პრინცესა კი აღარც პურს
ჭამდა, აღარც წყალს სვამდა. ჰოდა, მეფე თვითონ მივიდა მასთან,
ძალიან უყვარდა და იმიტომ, ამის თქმა დამავიწყდა. ჰოდა, ჰკით-
ხა, რა გაწუხებსო. პრინცესამ უთხრა, მანამდე ვერ მოვრჩები, სა-
ნამ ვინმე ჩემი ბალიშისოდენა ბამბის ქულას არ მომიტანსო. ჰო-
და, ადგა მოხუცი მეფე და...“
აქ გოგოს სიტყვა გაუწყდა. რაფაელს მოთმინების ფიალა აევ-
სო. ძალიან ეცადა და დიდხანს უსმინა კიდეც, მაგრამ საზღვარი
ყველაფერს აქვს, მათ შორის მის მიმნდობლობასაც.
„ასეთი რა ავადმყოფობა შეეყარა იმ შენს მაგდალენას?“
„ხომ გითხარი, რაც“.

195
მკითხველთა ლიგა

„მე კი გეუბნები, რომ ასეთი ავადმყოფობა საერთოდ არ არსე-


ბობს. არსად არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე!“
„შენ საიდან იცი?“
„წითელა მაინც ჰქონოდა ან ყივანახველა, ან მუცლის ტიფი“,
არ ცხრება რაფაელი. „იცი, სინამდვილეში რა ჰქონდა იმ შენს
პრინცესას? თავში კუილი!“
ბიჭი იცინის, იაკობზე გაცილებით ხმამაღლა, მაგრამ ლინას
მის განმარტებაზე სულაც არ ეცინება. ის რაფაელს ეკითხება: „გინ-
და, ბოლომდე მოისმინო თუ არა?“
„აღარ მინდა“, ამბობს აშკარად გამხიარულებული რაფაელი –
ყველაზე სასაცილო ხუმრობა ხომ თვითონ შენი ხუმრობაა! „არ
მინდა იმიტომ, რომ იმ პრინცესას თავში კუილი ჰქონდა. და, იცი
რა, მთელი ეს ზღაპარი სისულელეა, და მეტი არაფერი. ჯერ მეფე
ნახე! მთელ მსოფლიოში ვერ იპოვი მეფეს, ბენიამინი რომ ერ-
ქვას. მერე, პრინცესები პურს ისედაც არასდროს არ ჭამენ, ისინი
ნამცხვრებით იკვებებიან. ყველაზე დიდი სისულელე კი ეს ავად-
მყოფობაა. ან იქნებ გაგიგონია, ვინმე ავად გამხდარიყოს მარტო
იმიტომ, რომ ბამბა არა აქვს?“
ლინაზე, როგორც ჩანს, დამაჯერებლად მოქმედებს რა-
ფაელის არგუმენტები. ყოველ შემთხვევაში, ის ხმას არ იღებს.
იაკობი იმედოვნებს, რომ ამ ეპიზოდში ცრემლი არ მონაწილეობს.
აზრის შეცვლა მას არც უფიქრია: ლინა ჭკვიანი გოგოა, შეცდომა
ვის არ მოსდის, მთელი ამ გაუგებრობის მიზეზი უთუოდ სარდაფში
გადატანილი მღელვარება იქნებოდა. ან კიდევ, რა გასაკვირია, ამ
ასაკის ბავშვს უჭირდეს რთული აზრობრივი წიაღსვლების აღქმა.
იაკობი ისევ ხელს ჰკიდებს კარის სახელურს, აუცილებლად უნდა
ჩაერიოს დავაში, ბავშვები დააშოშმინოს და ყველაფერი აუხსნას,
თორემ, ღმერთმა ნუ ქნას და, შეიძლება ხელჩართული ბრძოლა
გააჩაღონ. სრულიად მშვიდად შეიძლება შევიდეს კაცი: გამარჯო-
ბა, ლინა, გამარჯობა, რაფაელ, კარგი ბიჭი ხარ, ლინა რომ
მოინახულე, დედაშენი როგორ არის? მერე სიტყვა მოიტანს და
თავისთავად წამოიჭრება კონფლიქტის თემა. იაკობს ორი ვერსი-
ის მოსმენა მოუწევს, დაწყნარდით, ბავშვებო, ერთმანეთს დააცა-
196
მკითხველთა ლიგა

დეთ ლაპარაკი. იაკობს არ გაუჭირდება დაყვავების სიტყვების


პოვნა, რაც გაუგებარი იყო, იმას ნათელს მოჰფენს. ეტყვის, ბავ-
შვებო, ერთმანეთს ასე ძალიან ნუ გაუბრაზდებით, სინამდვილე
ასეთი და ასეთიაო, და ბოლოს სრული ჰარმონია და ურთიერთგა-
გება დაისადგურებს. მოკლედ, იაკობი ამ გაგანია ბრძოლაში შეჭ-
რას განიზრახავს, რომ უცებ რაფაელის დამთმობი ხმა მოესმის:
„ბიძაშენი კიდევ რომ დააპირებს შენთვის ზღაპრის მოყოლას, უთ-
ხარი, ამ სისულელეებს თავი დაანებოს და რამე უკეთესი მოიფიქ-
როს. პრინცესას თავი კუილით ჰქონდა სავსე“.
შეჭრამდე აღარ მიდის საქმე, კარი იღება, – ხოლო კარების
მხრივ იაკობს მუდამ სწყალობდა ბედი – კარი გარეთ იღება და
მას დამალვის საშუალება ეძლევა. რაფაელი, უფრო მხიარული
გართობის იმედით, სწრაფად შორდება იქაურობას. ალბათ, ზიგ-
ფრიდის მოძებნას შეეცდება, რათა ყველაფერი დაწვრილებით
უამბოს. ბიჭი კიბეზე ჩარბის და თან „ლიმონისა და ფორთოხლის“
მელოდიას უსტვენს. სტვენას არც მაშინ წყვეტს, როცა გაბრაზე-
ბული ლინა პაექრობის გამარჯვებით დაგვირგვინებისთვის
აუცილებელ სიტყვებს მიაძახებს: „ზუსტად ეს ავადმყოფობა
სჭირდა პრინცესას! და მებაღის ბიჭმა მას ბამბა მიუტანა! და პრინ-
ცესა კარგად გახდა და მერე მებაღის ბიჭმა და პრინცესამ იქორ-
წინეს!“
ყველაფერი ითქვა, მერე რა, რომ, ვისთვისაც ითქვა, იმან ვე-
ღარაფერი გაიგონა. ქვემოდან რაფაელის სტვენა აღარ ისმის, სა-
მაგიეროდ, ისმის სადარბაზოს კარის ბრახუნი. სულ ზემოთ პატა-
რა გოგო გრძელ ენას უყოფს გაქცეულ ბიჭს, მერე კი სხვენის ოთა-
ხის კარს გაიჯახუნებს. იაკობი უწინდელივით კართან დგას. ახლა
უკვე ეჭვი ეპარება, ღირს თუ არა ორი ნაჩუქარი საათის ლინასთან
გატარება, ახლა – მას შემდეგ, რაც მოხდა. როგორც თვითონ მე-
უბნება, ბავშვების კამათმა მშვენივრად გაართო, მაგრამ უცებ რა-
ტომღაც აღარ მოუნდა ოთახში შესვლა, მოულოდნელად უცნაური
დაღლილობა იგრძნო. გადაწყვიტა, ის ორი საათი ისევ თავის-
თვის დაეტოვებინა. თან მეკითხება, ასეთი დეტალების მოყოლით
თავი ხომ არ მოგაბეზრე, მითხარი და გავჩუმდებიო.
197
მკითხველთა ლიგა

ვეუბნები, არა-მეთქი.
იმ ორ საათს იაკობი გასასეირნებლად იყენებს. მისთვის დას-
ვენება მხოლოდ თავის პატარა ოთახში წამოწოლა ან თუნდაც
საყვარელ ბავშვებთან ერთად ყოფნა არ არის, დღემდე უყვარს
ხეტიალი, პროჟექტორებისა და განყოფილების მიუხედავად. რა
სჯობია ხეტიალს შენს პატარა ქალაქში, საიდანაც მთელი ცხოვ-
რების მანძილზე ერთ კვირაზე მეტი ხნით ფეხიც არსად გაგიდ-
გამს. მზე თბილად გინათებს გზას, იმ მოგონებებივით თბილად,
რომელთა გამოც სახლიდან გამოხვედი და რომლებთანაც ყოვე-
ლი მეორე ქუჩა გაკავშირებს, ეს ხომ ადრეც ვთქვით. ორი მოსახ-
ვევიც და, უკვე იმ სახლთან დგახარ, სადაც არაერთხელ გადაწ-
ყვეტილა, რამდენად კარგი ზამთარი გელოდა. ამ სახლში ერთ
დროს არონ ერლიხერი ცხოვრობდა, კარტოფილის ვაჭარი. მის
დაწესებულ ფასებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, უწინარეს
ყოვლისა, კვერების ფასი და, შესაბამისად, ბრუნვის მოცულობა.
მასთან ვაჭრობა გამორიცხული იყო: ამდენი და ამდენი, არც ერთი
გროშით ნაკლები; თუ გეძვირებათ, ბატონო ჰაიმ, გირჩევთ,
მიიხედ-მოიხედოთ, იქნებ სადმე უფრო იაფადაც წააწყდეთ. და თუ
ასეთ ადგილს იპოვით, უმორჩილესად გთხოვთ, შემატყობინოთ,
მეც იქ ვიყიდი. ერთი შემთხვევა რა არის, ერთხელაც არ დაუკლია
ფასი იმ თავისი კარტოფილისთვის. ერთ მშვენიერ დღეს იაკობმა
უთხრა: „ბატონო ერლიხერ, თქვენ კარტოფილით მოვაჭრე კი
არა, კარტოფილის გამყიდველი ბრძანდებით“. ცხადია, იხუმრა,
მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, ამ სიტყვების გაგონებაზე ერ-
ლიხერის ხარხარი ცას სწვდებოდაო. წესიერად ვერავინ გაიგო,
ეს კაცი გასაცოდავებული წვრილი საქმოსანი იყო, როგორც მისი
მუშტრები, თუ უფრო მაღალი გაქანების მეწარმე. მისი ცოლი ლა-
მაზი ყავისფერი ქურქით დაიარებოდა, ბავშვები პუტკუნა, ჩამრგვა-
ლებული და, ცოტა არ იყოს, თავხედი ჰყავდა. მის სამუშაო კაბი-
ნეტში კი ერთთავად ობის სუნი იდგა. პატარა და მოუვლელი
ოთახი ჰქონდა, მაგიდის, სკამისა და შიშველი კედლების მეტი იქ
არაფერი იყო. სწორედ იმ მოშიშვლებულ კედელზე მიუთითა

198
მკითხველთა ლიგა

ოხვრა-ხვნეშით იაკობს და ჰკითხა: „აბა, როგორ უნდა დავაკლო


ფასი?“
ახლა სახლში უცნობი ხალხი ცხოვრობს, შენც გადაშლი არონ
ერლიხერის გვერდს და გზას განაგრძობ. ორი ნაჩუქარი საათი
დიდი დროა. იქვე, ლიბაუს შესახვევში შეუხვევ და 38 ნომრამდე
მიხვალ. სეირნობისას არც ერთ სხვა სახლთან ასე ხშირად არ
მიდიხარ, არც ერთ სხვა შენობასთან ასე დიდხანს არ ყოვნდები.
ამას თავისი მიზეზი აქვს. ჩაბნელებულ ეზოშიც რომ შედიხარ, იმა-
საც აქვს მიზეზი. ფანჯრებიდან ეჭვიანი თვალები გიცქერენ: ამ უც-
ხო კაცს ჩვენს ეზოში რა დაჰკარგვიაო. მაგრამ განა შენ აქ უცხო
ხარ?
მეოთხე სართულზე, დერეფნის მარცხენა მხარეს რომ ბოლო
კარია, აი იქ, სწორედ იქ, მაღალფარდოვნად თუ ვიტყვით, ზურგი
გაქცია ან, პირიქით, მოწყალე თვალით გადმოგხედა ბედმა. საქმე
საქმეზე რომ მიდგა, გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა
აღარ გეყო. და დღემდე არ იცი, კარგი იყო ეს შენთვის თუ ცუდი.
იოზეფა ლიტვინმა ჯიქურ მოგახალა, ჩემთან დაკავშირებით რა
გეგმები გაქვსო, შენ კი, სხვა რომ ვერაფერი მოახერხე, თავი ჩა-
ქინდრე და ჩაიბურტყუნე, მოსაფიქრებლად ცოტა დრო კიდევ
მჭირდებაო.
არადა, ქალი იყო, წუნს ვერ დასდებდი – თუ ამ საქმეში გადამ-
წყვეტი სიტყვა თვალებს ეკუთვნით. პირველად მატარებელში
დაინახე და მაშინვე გაიფიქრე, აი, ქალიც ამას ჰქვიაო! ეცვა მწვანე
ხავერდის კაბა თეთრი მაქმანის საყელოთი, ქუდი ეხურა, ზომით
გაშლილ ქოლგას არ ჩამოუვარდებოდა. ასაკითაც, ბევრი-ბევრი,
35-36 წლისა თუ იქნებოდა, ანუ ზედგამოჭრილი შენთვის, ორმო-
ციოდე წლის კაცისთვის. ზედგამოჭრილი, ასაკის თვალსაზრისით.
მაგრამ მაშინ, კუპეში მჯდომი, ვერც კი წარმოიდგინდი, რომ მომ-
დევნო წლების უდიდესი პრობლემა გეჯდა წინ. მას, როგორც თვი-
თონ მიამბობ, თურმე პირტიტველა იდიოტივით მიაშტერდი, თუმცა
ქალმა იქნებ სულაც ვერ შეგამჩნია. შემთხვევა იყო თუ რა, არ ვი-
ცი, რაც გინდა, ის დაარქვი, მაგრამ მატარებლიდან ბაქანზე ფეხი
რომ ჩამოდგით, ახლო-მახლო მებარგულის ჭაჭანება არ ჩანდა
199
მკითხველთა ლიგა

და ქალმა გკითხა, ამ მძიმე ჩემოდნის თრევაში ხომ ვერ დამეხმა-


რებითო; აქვე, რამდენიმე ქუჩის იქით ვცხოვრობ, ლიბაუს შესახ-
ვევში, 38 ნომერშიო. ამ თხოვნით ისე კი არ მოგმართა, დაბალი
მდგომარეობის კაცებს რომ მიმართავენ ხოლმე – თუმცა უარს
არც მაშინ ეტყოდი, – არამედ თავაზიანად გაგრძნობინა, სუსტი
სქესის წარმომადგენელი ვარ და მიშველეთ რამე, როგორც
ძლიერი სქესის წარმომადგენელმაო. შენც გაგიხარდა და პასუხად
მიუგე, ეგ რა საკითხავიაო, ჩემოდანი ხელიდან გამოჰგლიჯე,
თითქოს შეგეშინდა, ვაითუ მებარგული გამოჩნდესო, და ქალს
ფეხდაფეხ აედევნე 38 ნომრამდე, ზედ მისი სახლის კარამდე. იქ
ჩემოდანი მიწაზე დადგი, რამდენიმე წამს ერთმანეთს დაბნეულად
უღიმოდით, მერე კი ქალმა გულითადი მადლობა გადაგიხადა და,
ნახვამდისო, გითხრა. შენ კი იდექი და ფიქრობდი, რა სამწუხა-
როაო.
რამდენიმე კვირის შემდეგ, ნაშუადღევს, და ეს ნამდვილად შემ-
თხვევას უნდა მივაწეროთ, ქალი შენს კაფეში შემოვიდა, ვიღაც მა-
მაკაცის თანხლებით. შენ ის მაშინვე იცანი, ხოლო მერე იმ კაცზე
გაბრაზდი, თუმცა კი რა უფლება გქონდა?! მაგრამ მერე გაგიხარ-
და, რადგან ქალმაც გიცნო. ერთმანეთისთვის სიტყვაც არ გით-
ქვამთ. ქალ-ვაჟმა ლიმონათი შეუკვეთა. შემდეგ ჟოლოს ნაყინი
დააყოლეს. შენ ყურადღებით აკვირდებოდი, მაგრამ მაინც ვერ
დაადგინე, რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ. ან კი რა საჭირო
იყო?
როცა ქალი მეორე დღესაც მოვიდა, ამჯერად მარტო, შენთვის
ნათელი შეიქნა, რომ შემთხვევა აქ აღარაფერ შუაში იყო. ეს
პირველად გიხაროდა, რომ კაფეში ფეხიც არავის შემოუდგამს, იმ
ქალის მეტი ოთახში არავინ იჯდა. თანაც მეორე დღესვე გეწვია.
შენ მიუჯექი, ერთმანეთს გამოელაპარაკეთ, გაეცანით, აღმოჩნდა,
რომ მესაათის ქვრივი ყოფილა. ქმარი ოთხი წლის წინ გარ-
დასცვლოდა. იმ ნაყინის საფასური, შენთან რომ მიირთვა, ცხადია,
არ გადაახდევინე, ჩათვალეთ, რომ დაპატიჟებული ბრძანდე-
ბითო, უთხარი, დღესაც და მომავალშიც, რამდენჯერაც გენებო-
თო. იმ მამაკაცზე გითხრა, შორეული ნაცნობია და ჩვენს დაახ-
200
მკითხველთა ლიგა

ლოებას ხელს ვერ შეუშლისო. სხვაც ვერაფერი შეუშლის ხელს,


თუ უფრო ხშირად შეხვედრა მოვისურვეთო. მოკლედ, მეორე
დღეს ამავე კაფეში შეხვდით ერთმანეთს, მერე კიდევ ერთხელ
აქვე, მერე – რომელიღაც სხვა რესტორანში, ასე ვთქვათ, ნეიტ-
რალურ მინდორზე, ცოტა წაიცეკვეთ კიდეც, როგორც წესი და რი-
გია. მალე შეხვედრა შენს ბინაში გაიმართა. ამ დროისთვის შენ-
თვის უკვე ცნობილი იყო ქალის მოკრძალებული, თუმცა არცთუ
უმწეო ქონებრივი მდგომარეობა. ისიც იცოდი, რომ უშვილო იყო.
ბოლოს 38 ნომერშიც ესტუმრე. ფინჯანი ჩაი და შინ გამომცხვარი
პატარა კვერები... ჰაერი სუნამოს ნაზსა და მოტკბო სურნელს გა-
ეჟღინთა. საუბარი სიმპათიაზე ჩამოვარდა, პირველივე შეხვედრი-
სას გაჩენილ სიმპათიაზე, მერე კიდევ თითო ფინჯანი, თითო ნამ-
ცხვარი.
საღამო ისეთი გამოდგა, ჯერ არც ერთ პოეტს რომ არ აღუწე-
რია! ღმერთო ჩემო, მერე ის ღამე, ღმერთო ჩემო, ეჰ... ბევრს
აღარ გავაგრძელებ, ჩვენი თხრობის საგანი ხომ იაკობისა და
იოზეფას ამბავი არ არის, დროა, ეს გვერდიც გადავფურცლოთ.
მხოლოდ ერთს დავამატებ: ეს ყველაფერი სრულ ოთხ წელიწადს
გაგრძელდა, ოთხ წელიწადს ერთად იცხოვრეს, როგორც ქმარმა
და ცოლმა, თუმცა საერთო ბინაში საბოლოოდ მაინც არ გა-
დაბარგებულან და მუდამ თავს არიდებდნენ ერთ საკითხს: რაბინი
თუ სამოქალაქო ქორწინება? განსაკუთრებით ეს იაკობზე ითქმის.
ერთმანეთის კარგად გაცნობის საშუალება საკმარისზე მეტი
ჰქონდათ. იოზეფაზე შეიძლებოდა თქმულიყო, რაც ბრჭყვიალებს,
ყველაფერი ოქრო როდიაო. იმ ქალში ნაკლებად ძვირფას
ლითონთა მინარევებიც ბლომად მოიპოვებოდა. იაკობს ზოგჯერ
ეჩვენებოდა, რომ მას მეტისმეტად უყვარდა სხვებზე ბატონობა,
ზოგჯერ მისი გაუთავებელი ტიკტიკი აღიზიანებდა, ზოგჯერ მის
დიასახლისობას იწუნებდა. ყველაფერი მოსაწონი არც იაკობს
ჰქონდა, მაგრამ ურთიერთობის გაწყვეტა თავიდან არც ერთს არ
უფიქრია. პირიქით, ყველაფრის მიუხედავად, მშვენივრად ესმო-
დათ ერთმანეთის და იაკობი უკვე ფიქრობდა, საქმეს ისეთი პირი
უჩანს, ჩვენი ამბავი მალე არ დამთავრდებაო. მაგრამ, როცა უცებ
201
მკითხველთა ლიგა

(თუმცა რაღა „უცებ“!) ქალმა შესთავაზა, ხომ არ აჯობებს, სადმე


ერთად დავსახლდეთ და მაშინ კაფეს საქმეებშიც დაგეხმარებო-
დიო, იაკობს შეეშინდა, ვაითუ საკუთარ კაფეში უბრალო ხელის
ბიჭად ვიქცეო და ქალს უპასუხა: „მოდი, ამაზე მოგვიანებით ვილა-
პარაკოთ“.
კი ბატონო, იყოს მოგვიანებითო, იოზეფას არსადაც არ ეჩქა-
რებოდა. ასე ჩანდა, ყოველ შემთხვევაში. ვიდრე ის ხსენებული
საღამო არ დადგა, ლიბაუს შესახვევის 38 ნომერში, როცა ბედმა
იაკობს ზურგი აქცია ან, პირიქით, მოწყალე თვალით გადმოხედა
– არავინ უწყის, რა უფრო სწორია. იაკობი, როგორც ყოველთვის,
მივიდა, ფეხსაცმელი გაიძრო, ფეხები ტახტზე შეაწყო, როგორც
ყოველთვის, იოზეფა მისკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა.
„კი მაგრამ, დღეს რა დაგემართა?“ ჰკითხა იაკობმა. „ჩაის არ
დამალევინებ?“
იოზეფა მაშინვე არა, მაგრამ მალე მოტრიალდა. სახეზე მწუ-
ხარე გამომეტყველება დაეხატა და დაჯდომითაც ტახტზე კი არ
ჩამოუჯდა იაკობს, არამედ იქვე მდგომ სავარძელში მოიკალათა.
„იაკობ ჰაიმ, სალაპარაკო მაქვს შენთან“.
„გისმენ“, მიუგო იაკობმა, რომელიც ყველაფრისთვის მზად
იყო, ოღონდ იმისთვის არა, რაც ამ სიტყვებს მოჰყვა.
„ავრომ მინშს თუ იცნობ?“
„უნდა ვიცნობდე?“
„ავრომ მინში ის კაცია, ვისთან ერთადაც სულ პირველ დღეს
შენს კაფეში მოვედი, თუ გახსოვს“.
„მშვენივრად მახსოვს. მაშინ ისიც მითხარი, შორეული ნაცნო-
ბიაო“.
„დღეს დილით ავრომ მინშმა მკითხა, ცოლად თუ გამომყვები-
ო“.
„მერე შენ რა უთხარი?“
„იაკობ, მე სერიოზულად გელაპარაკები! ბოლოს და ბოლოს,
უნდა გადაწყვიტო რაღაც!“
„მე?“

202
მკითხველთა ლიგა

„გეყოს ხუმრობა, იაკობ. ოცდათვრამეტი შემისრულდა. ასე ვე-


ღარ ვიცხოვრებ. ძმასთან აპირებს ამერიკაში წასვლას და მკითხა,
ხომ არ გინდა, შენც წამოხვიდე, როგორც ჩემი ცოლიო“.
რაღა დარჩენოდა იაკობს? მკერდზე მიბჯენილი პისტოლეტი
სულაც არ ეჭაშნიკა, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებად ესიამოვნა,
რომ ამ წუთამდე დაუმალეს ავრომ მინშის არსებობა. შორეულ
ნაცნობს ცოლად შერთვას არ სთავაზობენ, ასეთ ნაბიჯს როცა
დგამ, ადამიანს ამ მხრივ ცოტათი მაინც ხომ უნდა იცნობდე. არა-
და, ოთხ წელიწადს ეგონა, ერთმანეთისა ყველაფერი ვიცითო,
ბოლო წვრილმანამდე. იმ გარემოებამ, რომ იოზეფა მას გარკვე-
ულწილად პირველი მუშტრის უფლებას ანიჭებდა, იაკობის გაწბი-
ლება ვერ გააქარწყლა, ოდნავაც ვერა. მან უსიტყვოდ ჩაიცვა ფეხ-
საცმელი, კართან მისვლამდე ყველაფერი იღონა, რომ ქალის-
თვის მზერა აერიდებინა, მერე კი, უკვე გამოღებულ კარში მდგომ-
მა, დაბნეულმა წარმოთქვა, მშვიდად უნდა ავწონ-დავწონო ყვე-
ლაფერიო.
დღემდე წონის და ფიქრობს და მაინც ვერ გადაუწყვეტია. ეს
ორი ნაჩუქარი საათიც ვერაფერს შველის. ამ დროს ვიღაც კეთი-
ლი კაცი ფანჯარას აღებს და ხმადაბლა ეძახის ეზოში მდგომ
იაკობს: „ეჰეი, თქვენ, გესმით ჩემი?“
იაკობი შეკრთება და სახურავზე შემხტარ მთვარეს ხედავს, მე-
რე უცნობს პასუხსაც აღირსებს: „რა ხდება?“
„თუ არ ვცდები, ამ სახლში არ უნდა ცხოვრობდეთ“.
„დიახ, აქ არ ვცხოვრობ“.
„უკვე კარგა ხანია, შვიდი შესრულდა“.
„გმადლობთ“.
იაკობი გამოერკვევა. შინისკენ მიმავალ გზაზე შეყოვნების უფ-
ლება აღარ აქვს, მოგონებების აღმძვრელ სხვა სახლებს ახლა
ვეღარ დაუთმობს ყურადღებას, უკვე კარგა ხანია, შვიდი შესრულ-
და.
ლინა უკვე წევს და იაკობს ახსნა-განმარტებას სთხოვს სამუ-
შაოდან ასე უჩვეულოდ გვიან დაბრუნების გამო. ისიც უხსნის,
დღეს განსაკუთრებით ბევრი ტვირთი გვაზიდვინესო. ამიტომ გო-
203
მკითხველთა ლიგა

გო აღარ შეაწუხებს თავის პრობლემებზე ლაპარაკით, მაგალი-


თად, ზღაპარზე და მეზობლის ბიჭებზე, არაფრის დაჯერება რომ
არ უნდათ, იაკობმა კი ეს ამბები, აბა, როგორ უნდა გამოჰკითხოს.
ლინამ იცის, რა მომქანცველია სადგურზე გატარებული ყოველი
დღე, მით უფრო, როცა დამატებითი სამუშაოა შესასრულებელი,
დიდხანს მასთან დარჩენა საჭირო არ არის, ჯობს აკოცოს ჩქარა
და წავიდეს თავის ოთახში, ლინასაც ისევე ძლიერ უყვარს იაკობი,
როგორც იაკობს ლინა.
იაკობს სინდისი აწუხებს. უკვე კიბეზე თავს პირობას აძლევს,
რომ ხვალ ან უახლოეს მომავალში ლინას ორჯერ მეტ ყურადღე-
ბას დაუთმობს. ამასობაში მაგიდასაც მიუჯდება, პურსა და ალაოს
ყავას შეექცევა და ხვდება, რომ განვლილი დღე არც ისე ურიგო
გამოუვიდა: სადგურზე ებრაელები თავშეკავებულად იქცეოდნენ,
მცირედსაც სჯერდებოდნენ, რუდნასთან გამართულმა ბრძოლამ,
როგორც ჩანს, ღრმა კვალი დატოვა; მერე საჩუქრის სახით მიღე-
ბული, ოცნებითა და ფიქრით სავსე ორი საათი, სხვენის კართან
მალვით მოსმენილი სახალისო ზღაპარი, ნაკლებად სახალისო
არონ ერლიხერი, მერე კი – იოზეფა. კვლავ და კვლავ იოზეფა,
ლუკმასა და ლუკმას, ყლუპსა და ყლუპს შორის, ვერა და ვერ
მოიშორა ეს დედაკაცი. ნეტა, როგორ წაგვივიდოდა საქმე ჩვენ,
ბედის ნებიერებს, მაშინ, იმ 38 ნომერში რომ?.. არავინ იცის. და
მაინც, ამ ათასჯერ დასმულ კითხვაზე პასუხი ცნობილია: ეს იქნე-
ბოდა ცხოვრება სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ანუ ჩვეულებ-
რივი ცხოვრება. აბა, სხვაგვარად როგორ ან რატომ უნდა ყოფი-
ლიყო, თუ არა ისე, როგორც იმ ოთხი წლის განმავლობაში? იმ
წლებისა, ყველაფერი რომ დაიტია: უთანხმოებაცა და გაუგებრო-
ბაც, სევდა და მხიარულება, ცოტაოდენი სიმყუდროვეც. და გაუმ-
ხელელი საიდუმლოც, როგორც სულ ბოლო დღეს გაირკვა. ვერ
იქნა და ვერ ამოიგდო თავიდან ეს დედაკაცი. მხოლოდ კაკუნი
შველის.
კარზე აკაკუნებენ, იაკობს ერთი სული აქვს, დაიძახოს: „შემო-
დი, კოვალსკი!“ არა, ერთი სული არა აქვს, მხოლოდ ვარაუდობს.
მაგრამ მერე აღარ ვარაუდობს, რადგან საათზე მეტი გავიდა მას
204
მკითხველთა ლიგა

შემდეგ, რაც რვა იყო დაწყებული, ესე იგი ახლა რვაზე მეტია, ასე
მთლად გადარეული კოვალსკიც კი არ არის. იაკობი ამბობს: „შე-
მობრძანდით!“
პროფესორი კირშბაუმია, თავისი ვიზიტით პატივი რომ დასდო
იაკობს. ხელი ხომ არ შეგიშალეთო. არა, რას ბრძანებთ, დაბ-
რძანდით, რას უნდა ვუმადლოდე ამ იშვიათ სიამოვნებასო?
კირშბაუმი ჯდება, ვიდრე საუბარს დაიწყებდეს, მრავალმნიშვნე-
ლოვნად იყურება აქეთ-იქით, იაკობი სმენად არის ქცეული, თუმცა
ვერ გაუგია, რას მოასწავებს სტუმრის ასეთი ქცევა.
„ვერ ხვდებით, რა მიზეზით გესტუმრეთ, ბატონო ჰაიმ?“
პირველი, რაც თავში მოუვიდა: „ლინას გამო ხომ არა? რამე
ხომ არ სჭირს?“
„ლინას გამო არ მოვსულვარ. პირდაპირ საქმეზე გადავალ,
რომ იტყვიან, in medias res20. თქვენს რადიოაპარატზე მსურს და-
გელაპარაკოთ“.
გინდ გაწბილება დაარქვი, გინდ იმედგაცრუება: წყალშია გა-
დაყრილი რამდენიმე ბედნიერი საათი, როცა ის ურჩხული დავიწ-
ყებას იყო მიცემული. ახლა იაკობს ისევ რუდნასთან გამართული
ბრძოლა თუ იხსნის. აქაურებისთვის ის ადამიანი აღარ არის, ის
რადიოს მფლობელია. ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებე-
ლია, როგორც კარგა ხნის წინ გაირკვა და ახლა კიდევ ერთხელ
დადასტურდა. უბრალო მასლაათის უფლება წარსულს ჩაჰბარდა.
აღარავინ დაგელაპარაკება ამინდზე, ან წელის ტკივილზე, – არა-
და, ამ თემაზე სასაუბროდ კირშბაუმი მართლაც იდეალური პარ-
ტნიორი იქნებოდა – აღარც საერთო ნაცნობებზე წაგეჭორავება
ვინმე და აღარც ყოველდღიურ ყოფაზე ჩამოგიგდებენ სიტყვას:
ისეთი განძის მფლობელი ხარ, საცოდაობაა ასეთ რამეზე დროის
ფლანგვა.
„ალბათ, თქვენც ახალი ამბების მოსმენა გნებავთ“, ამბობს
იაკობი. ახლა კირშბაუმიც აიკიდა, მაგრამ არა უშავს: რაღა მნიშ-

20
(ლათ.) – შუაგულ საქმეში.
205
მკითხველთა ლიგა

ვნელობა აქვს, ერთით მეტი ეყოლება აკიდებული თუ ერთით ნაკ-


ლები.
მაგრამ კირშბაუმი ამბობს: „ახალი ამბები არ მაინტერესებს.
თქვენთან იმისთვის მოვედი, რომ გისაყვედუროთ. ეს დიდი ხნის
წინ უნდა მექნა“.
„მისაყვედუროთ?“
„არ ვიცი, ძვირფასო ბატონო ჰაიმ, რა გამოძრავებდათ, როცა
გარკვეულ ინფორმაციას ავრცელებდით. მაგრამ მიჭირს წარმოდ-
გენა, რომ კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ საფრთხეს
გვიქმნით ამით ყოველ ჩვენგანს“.
ახალი ამბები კი არა, საყვედურებიო, რას არ იტყვის კაცის ენა!
კიდევ ერთხელ დადასტურდა: კირშბაუმი მართლაც განსაკუთრე-
ბული ადამიანია. რატომ ჩამიფურთხე, პროფესორო, ამ ჩემს ოფ-
ლით ნაშოვნ ვახშამში, რატომ მომინდომე ჭკუის დარიგება, ლექ-
ციის წაკითხვა ისეთ რამეებზე, რაზედაც თვითონაც ათასგზის ვიმ-
ტვრიე თავი და ათასგზის ვიჭყლიტე ტვინი ჯერ კიდევ მაშინ, როცა
შენ ჩემს რადიოზე წარმოდგენაც არ გქონდა. იმის მაგივრად,
მხარზე ხელი მომითათუნო და მითხრა, ბრავო, ბატონო ჰაიმ, ასე
განაგრძეთ, ხალხს წამალზე მეტად იმედი სჭირდებაო... კარგი, იქ-
ნებ მეტისმეტს ვითხოვ. იმის მაგივრად, რომ საერთოდ არ მოსუ-
ლიყავი (ვის რად უნდა შენი ხელის მოთათუნება!), მოდიხარ და
კარზე მიკაკუნებ, ეშმაკსაც წაუღიხარ, და მერე ცხვირს ყოფ სხვის
საქმეში და მასწავლი, კაცმა თავი როგორ უნდა გადაირჩინოს.
არადა, იძულებული ვარ, ისეთი სახე მივიღო, თითქოს ყურადღე-
ბით გისმენ, რადგან ვიცი, შენი შეშფოთება მხოლოდ კეთილი
ზრახვებითაა გამოწვეული, რადგან შეიძლება კიდევ დამჭირდე
ლინასთვის, დამაჯერებლად უნდა აგიხსნა, რატომ ვიქცევი ასე,
მაგრამ თავში ხეირიანი არაფერი მომდის. თუმცა ეს ჩემი პრობ-
ლემაა. ეს საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ ესოდენ გრძელი
ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ შენმაღრმად განსწავლულმა
ტუჩებმა გამომიცხადონ: „აჰა, მესმის, დიახ, დიახ, გასაგებია“.
„ზედმეტია თქვენთვის იმის შეხსენება, სად ვცხოვრობთ, ძვირ-
ფასო ბატონო ჰაიმ“, ამბობს კირშბაუმი.
206
მკითხველთა ლიგა

„ზედმეტია“, ამბობს იაკობი.


„და მაინც აუცილებელია, როგორც ჩანს. მაგალითად, რა მოხ-
დება, მთელმა ამ ინფორმაციამ გესტაპოს ყურამდე რომ მიაღწი-
ოს? ამაზე თუ გიფიქრიათ?“
„მიფიქრია“.
„ვერაფრით ვერ დავიჯერებ. ასე რომ იყოს, სხვაგვარად მოიქ-
ცეოდით“.
„აჰა“, ამბობს იაკობი, „ესე იგი, სხვაგვარად მოვიქცეოდი“.
იაკობს გავლა მოუნდა, დღეს აგერ უკვე მერამდენედ. ჩაუვლის
მაგიდას, საწოლს, კარადასა და კირშბაუმს – ბრაზი, როცა სიტ-
ყვებში ვერ ამოანთხევ, ფეხებში მიდის. მთელი ბრაზი არა (საამი-
სოდ ოთახი მეტისმეტად პატარაა), რაღაც ნაწილი ხმისთვისაც
რჩება, და სწორედ ბრაზის ეს მცირე ნარჩენია, კირშბაუმს
უსიამოვნოდ რომ ხვდება ყურში. როცა იაკობი იტყვის: „ერთხელ
მაინც თუ გინახავთ, როგორი თვალებით ითხოვენ ჩემგან ახალ
ამბებს? არა? და ის თუ იცით, როგორ სჭირდებათ თუნდაც ერთი
კარგი ამბავი? ეს მაინც თუ იცით?“
„მშვენივრად შემიძლია წარმოვიდგინო. და არც იმაში მეპარება
ეჭვი, რომ კეთილზე კეთილი ზრახვები გამოძრავებთ. მიუხედავად
ამისა, მაინც უნდა...“
„დამეხსენით და ეს „მიუხედავად ამისაც“ თქვენთვის შეინახეთ!
ნუთუ ის არ კმარა, რომ შიმშილით ლამის სული ამოგვძვრეს, რომ
ზამთარში ყოველ მეხუთე ჩვენგანს ქუჩაში გაყინულს პოულობენ,
რომ ხალხს ყოველდღე პანტაპუნტით ყრიან ვაგონებში და სად-
ღაც მიაქანებენ? არ კმარა ეს ყველაფერი, ხომ? ჰოდა, მეც ვცდი-
ლობ, ბოლო შესაძლებლობა გამოვიყენო და ამ ხალხს სიკვდილ-
ზე ხელი ავაღებინო, უარი ვათქმევინო იმაზე, რომ ახლავე, აქვე,
მიწაზე გაწვნენ და ჩაძაღლდნენ, და ამას სიტყვით ვაკეთებ, გეს-
მით, სიტყვით! რადგან სხვა, თუ გნებავთ იცოდეთ, არაფერი მაბა-
დია! თქვენ კი გამომეცხადეთ აქ და მეუბნებით, აკრძალულიაო“.
საოცარია, მაგრამ იაკობს მაინცდამაინც ახლა, ზუსტად ამწამს
გაუელვებს ფიქრი სიგარეტზე, როგორც თვითონ მიამბო, „იუნოს“
მარკის უფილტრო სიგარეტზე, ხოლო რა ფიქრი გაუელვებს კირ-
207
მკითხველთა ლიგა

შბაუმს, დაუდგენელი რჩება. ვიცით მხოლოდ, რომ ის ხელს


იყოფს თავისი გაქუცული ორბორტიანი პიჯაკის ჯიბეში, ძნელი და-
საჯერებელია, ზუსტად ამწამს, და იქიდან იღებს სიგარეტის კო-
ლოფს. იღებს ასანთსაც, და ეკითხება იაკობს: „ინებებთ?“ ასეთი
თავაზიანობა სრულიად არ შეესაბამება ღრიალით წარმოთქმულ
იმ ტირადას, რომელიც იაკობმა ეს-ეს არის, დაასრულა.
რა მოხდა მერე, იკითხა კაცმა. დარბაისელი ხალხი ასე იქცევა,
ზრდილობის ნიმუშადაც შეიძლება გამოდგეს, ან იქნებ ეს კითხვა
იმის გამოხატულება იყოს, რომ ადამიანს ეჭვი შეეპარა თავისი
საქციელის სისწორეში. თუმცა, შესაძლოა, არც ერთი იყოს, და
არც მეორე. ასეა თუ ისე, ოთახში სიჩუმეა, კაცები სიგარეტს აბო-
ლებენ და მათი შეჭმუხნილი შუბლები თანდათან სწორდება.
ხარბად შესუნთქული კვამლი მხოლოდ სიამოვნებას როდი გა-
ნიჭებს, ის უფრო შემწყნარებელსაც გხდის, დამიჯერეთ, როცა ეწე-
ვა, იაკობი სხვა კაცად იქცევა, რაღაც ემართება. წინ უზის კეთილ-
შობილი ქველმოქმედი, რომელიც დაბნეული და შემცბარია. თა-
ვისი თხელი თითებით კირშბაუმი უმწეოდ ატრიალებს სიგარეტს,
თანამოსაუბრისკენ გახედვასაც ვეღარ ბედავს, პირის გაღებაზე
რომ აღარაფერი ვთქვათ. პირს მხოლოდ მორიგი ნაფაზისთვის
თუ აღებს. შიშობს, ვაითუ ისევ დაანთხიონ თავს სიტყვების ის
მოუთოკავი ნიაღვარი: თქვენთვის შეინახეთ ეს „მიუხედავად ამი-
სა“! ან: ნუთუ არ კმარა!.. აქ იმისთვის მოვიდა, რომ მეზობელთან
გულახდილად ელაპარაკა, ბოლოს და ბოლოს. რადიო ხომ ამ
ქალაქში ისეთივე ჩვეულებრივი ნივთი არ არის, როგორიც სკამი
ან პერანგია. იმისთვის არ მოსულა, რომ ვინმე რამეში დაედანა-
შაულებინა. მხოლოდ ის სურდა, მშვიდად ემსჯელათ მნიშვნელო-
ვან საკითხზე, საქმე კი ასე შეტრიალდა. გამომეცხადეთ აქ და მე-
უბნებით, აკრძალულიაო... კირშბაუმი არ წავიდა, ეს მის კეთილ-
განწყობაზე მეტყველებს, ან, შესაძლოა, გაუსაძლისად ძლიერ
შიშზე. ის დარჩა, ხელი ჯიბეში ჩაიყო და, თითქოს ჯადოსანიაო,
იაკობს ამოუთქმელი სურვილი შეუსრულა. რაც გინდა თქვი და,
მეზობლისგან ერთი-ორი თბილი სიტყვა ამ კაცმა ნამდვილად და-
იმსახურა.
208
მკითხველთა ლიგა

„ცხადია, თავადაც ვიცი, რომ ამის გამო რუსები აქ უფრო მალე


არ გაჩნდებიან“, ამბობს იაკობი, ნახევარი სიგარეტი უკვე მო-
წეული აქვს. „და ამ ამბავს ათასჯერაც რომ მოვყვე, გზა მაინც არ
შეუმოკლდებათ. მაგრამ თქვენი ყურადღება სხვა რამეს მინდა მი-
ვაპყრო: მას შემდეგ, რაც გეტოში ეს ამბები ვრცელდება, აღარ
მსმენია, ვინმეს თავი მოეკლას. თქვენ თუ გსმენიათ?“
კირშბაუმი გაოგნებული უყურებს იაკობს და ამბობს: „მართა-
ლია“.
„არადა, მანამდე ხომ უამრავი შემთხვევა ყოფილა, თქვენზე
უკეთ ეს ვის ეცოდინება. მახსოვს, რა ხშირად გეძახდნენ, თუმცა,
როგორც წესი, უკვე გვიან იყო ხოლმე“.
„კი მაგრამ, თავად რატომ ვერაფერს მივხვდი?“ – კითხულობს
კირშბაუმი.


ერთ-ერთ მომდევნო დღეს გაუგონარი რამ ხდება: ჩვენს ქა-
ლაქში გამოჩნდება მსუბუქი ავტომანქანა, ერთადერთი მსუბუქი ავ-
ტომანქანა ჩვენი ხანგრძლივი თხრობის განმავლობაში. გაუგო-
ნარი კია, მაგრამ ისეთი ამბავი არ არის, კაცი იმედს რომ
დაუკავშირებს – გინდ უმდიდრესი ფანტაზიის პატრონი იყოს და
გინდ თამამზე თამამი მეოცნებე. ალბათ, უფრო პირიქითაა. შავი
მანქანა პირდაპირ მიზნისკენ მიემართება, არსად არ უხვევს, მარ-
შრუტი, როგორც ჩანს, წინასწარვეა შესწავლილი ქალაქის გეგმა-
ზე. მისი გამოჩენისთანავე ქუჩები ცარიელდება. უკან სამოქალაქო
ტანსაცმელში გამოწყობილი ორი კაცი ზის, საჭესთან – მძღოლი
საგულდაგულოდ დაუთოებული ფორმით. ჩვენთვის მხოლოდ ის
ორია მნიშვნელოვანი, უკან რომ მოკალათებულან. უფრო სწო-
რად, დიდად მნიშვნელოვანნი არც ისინი არიან. ესესის ალამს კი
აფრიალებს, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, არც მთელი ეს მანქანაა
მნიშვნელოვანი, არც ის, საიდან მოდის, არც ის, საით უჭირავს გე-
ზი, და არც ის, ვის გაიყოლებს. თუმცა არა, ცოტა მნიშვნელოვანია,

209
მკითხველთა ლიგა

ან არცთუ მთლად უმნიშვნელოა, თუ შედეგებს გავითვალისწი-


ნებთ.
ეს ორნი პროისი და მაიერი არიან. მე ვიცი, რაზე ლაპარაკო-
ბენ, არ ვიცი, რას ფიქრობენ, თუმცა ამის მიხვედრას დიდი გულ-
თმისნობა არ სჭირდება. ვიცი მათი სამხედრო წოდებები, საჭი-
როების შემთხვევაში – მათი მოკლე ბიოგრაფიებიც. შესაბამისად,
ჩემთვის ცნობილია მათი სახელები. სამწუხაროდ, მოგვიანებით,
როცა საქმე ახსნა-განმარტებაზე მიდგება, მომიხდება მოქმედება-
ში უხეშად და ტლანქად ჩარევა, რადგან ამ ამბავში, რამდენადაც
შესაძლებელია, თეთრი ლაქა არ უნდა დარჩეს. ახსნა-განმარტება
მას როგორღაც ამოავსებს, ოღონდ მოგვიანებით, მანამდე კი უნ-
და გამოჩნდეს, რამოდენაა ეს თეთრი ლაქა.
მანქანა ზედ მიადგება ზიგფრიდსა და რაფაელს, ქუჩაში რომ
დაეხეტებიან, როგორც ყოველთვის. ახლა ისინი – ორად ორი
გმირი – ტროტუარზე სხედან: დანარჩენები სადღაც გაქრნენ,
ახლომახლო სულიერი არ ჭაჭანებს. დანარჩენი ებრაელები, ვი-
საც თვალი არ დავსებია და მუხლიც ჯერ კიდევ მოსდევს, დგანან
თავიანთ ფანჯრებთან ან თავშესაფარ-სადარბაზოებში და ცახცა-
ხებენ: ღელავენ ორი გადარეული ბავშვისა და იმ ჯერაც გაურ-
კვეველი საფრთხის გამო, გერმანული მანქანის გამოჩენა რომ
მოასწავებს. თუმცა საქმეში ჩახედული კაცი იფიქრებს, საფრთხე
გაურკვეველი სულაც არ არის, მანქანა, ბოლოს და ბოლოს,
რომელიღაც სახლთან ხომ არ გაჩერებულა, იაკობ ჰაიმის სახ-
ლთან გაჩერდაო.
პროისი და მაიერი მანქანიდან გადმოდიან, საგანგებო დავა-
ლება აქვთ შესასრულებელი. პროისი მაღალ-მაღალი კაცია, წაბ-
ლისფერთმიანი, ხმელ-ხმელი და შესახედავადაც არა უშავს. ერთი
ეგ არის, მის გარეგნობაში აშკარად შეიმჩნევა რაღაც ქალური.
მაიერი, როგორც ამიწერეს, მასზე ერთი თავით დაბალია, ჩას-
კვნილი, და თვალის ერთი შევლებაც კმარა, რომ მიხვდე – ყვე-
ლაფრის მკისრებელი. სავარაუდოა, რომ ამ წყვილის შერჩევისას
დიდი გულისყური გამოიჩინეს: რაც ერთს აკლია, უხვად აქვს ნა-

210
მკითხველთა ლიგა

ბოძები მეორეს, და პირიქით. მოკლედ, ერთი მეორეს ავსებს. კა-


ცები სახლში შედიან.
„იცი, რომელი ბინაა?“ ეკითხება პროისი.
„მეორე სართულია“, ამბობს მაიერი. „გვარები კარებზე ეწერე-
ბა“.
მეორე სართულიო. იაკობი მესამეზე ცხოვრობს. მაინც
მეორეო, და კირშბაუმის კარს მიადგნენ. ზრდილობიანად აკა-
კუნებენ, მოთმინებით ელიან პასუხს. ბოლოს ისმის ქალის ხმა,
რომელსაც ეტყობა, რომ ვიზიტი დიდად არ გახარებია: „ვინ
არის?“
„გააღეთ, თუ შეიძლება“, ამბობს პროისი.
განა ეს საკმარისი მიზეზია კარის გასაღებად? მაგრამ ვიღაც
მაინც ცდილობს, გასაღები საკეტს მოარგოს, შემდეგ მას გადაატ-
რიალებს და კარი იღება. ჯერ ფრთხილად, მერე – ფართოდ.
საამისო აუცილებლობა არ ჩანს, მაგრამ მაიერი სასწრაფოდ ჩად-
გამს ფეხს კარსა და ზღურბლს შორის. კარებში ელიზა კირშბაუმი
დგას, მოხუცი და მკაცრი, სულ არ ეტყობა, რომ შიშს შეუპყრია.
ნურავის შეაცდენს მრავალგზის დაკემსილი წინსაფარი, ჩვენ წინა-
შე ნამდვილი ქალბატონია, შეხედეთ, თავი როგორ უჭირავს! დი-
ახ, ნამდვილი ქალბატონია თქვენ წინაშე, პროისო და მაიერო.
შიში მართლაც არ ეტყობა, აი, ზიზღი კი სახეზე აწერია. გულგრი-
ლი მზერა დაუპატიჟებელი სტუმრების მიმართულებით, შემდეგ –
მაიერის ფეხისკენ, სრულიად უადგილოდ რომ გაჩრილა კარებში.
მაიერი თავს ებრძვის. „რა გნებავთ?“
„გამარჯობა“, თავაზიანად ამბობს პროისი. იქნებ არც აქვს სხვა
გზა ამ მზერის გადამკიდე. „პროფესორ კირშბაუმთან გვაქვს საქ-
მე“.
„შინ არ გახლავთ“.
„მაშ, დაველოდებით“, პროისის ხმაში ოდნავი დაეჭვებაც არ
შეინიშნება. ქალს გვერდით ჩაუვლის და ოთახში შედის. ახლა უკვე
მაიერსაც ეძლევა საშუალება, ფეხი გაითავისუფლოს, ამხანაგს
მიჰყვება. ორივე ინტერესით ათვალიერებს ოთახს. რა სისუ-
ლელეებს ჩმახავს ეს ხალხი! ამათ გაჭირვების რა ეტყობათ. აქეთ
211
მკითხველთა ლიგა

ბუფეტი ფაიფურის პატარა ფიგურებით, იქით დივანი თავისი ორი


სავარძლით, მერე რა, რომ ცოტა გაქუცულია. წიგნის კარადა
გამოჭედილია. ასეთი რამ მხოლოდ კინოფილმში თუ გინახავს;
ჭერზე სამთითიანი ჭაღი ჩამოუკონწიალებიათ, ცოტაც და ბრო-
ლისას დაიკიდებენ. მოკლედ, არიან არხეინად. იქნებ მარტო
კირშბაუმი ცხოვრობს ასე, ამბობენ ეს კაცი უწინ რაღაცას წარ-
მოადგენდაო. ან იქნებ დამატებით რაციონს აძლევენ? ჭკუა კი უჭ-
რით ამ ყევერებს, გაძვრებიან, გამოძვრებიან და მერე, სადაც უნ-
და მოხვდნენ, თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.
მაიერი დივანზე დაეხეთქება, პროისი – ჯერ არა, რადგან ელი-
ზა კირშბაუმი ისევ კარებში დგას და სახეზე ახატია, რომ ახსნა--
განმარტებას ელის.
„თქვენ პროფესორ კირშბაუმის მეუღლე ბრძანდებით?“ ეკით-
ხება პროისი.
„მისი და გახლავართ“.
„ხომ შეიძლება, დაველოდოთ?“
პროისი სავარძელში ჯდება, ფეხს ფეხზე გადაიდებს, დრო საკ-
მარისად აქვთ. ელიზა კირშბაუმი ადგილიდან არ იძვრის, მაგრამ
საქმეს ესეც არ შველის, იძულებულია იკითხოს: „რამ შეგაწუხათ?“
„ენა ჩაიგდე, შენი საქმე არ არის“, ამბობს მაიერი. ისედაც დიდ-
ხანს იჯდა ჩუმად, არ მოსწონს, რაც მის თვალწინ ხდება, სპექტაკ-
ლია და მეტი არაფერი! თვითონ ამ სპექტაკლში მონაწილეობას
არ აპირებს. თავხედურ შეკითხვას საკადრისი პასუხი უნდა გასცეს,
ვინც საჭიროა, თავის ადგილზე მოსვას, თორემ, თუ ასე გაგრძელ-
და, ესენი სულ თავზე დაგვასხდებიან.
ცხადია, ელიზა კირშბაუმის მდგომარეობა ისეთი ვერ არის,
რომ მოახლეს უხმოს და ეს ტუტუცი კინწისკვრით გააგდებინოს გა-
რეთ, იარაღის არსენალი ღარიბი აქვს, მაგრამ ის კი შეუძლია,
მაიერი არად ჩააგდოს და ამგვარად დასაჯოს. პროისს მიუბრუნ-
დება და ცივად წარმოთქვამს: „თუ შეიძლება, ამ ვაჟბატონს გა-
დაეცით, რომ სხვის ბინაში იმყოფება და რომ მე ასე მოქცევას
ჩვეული არ ვარ“.

212
მკითხველთა ლიგა

მაიერს აღელვება ეტყობა, მზად არის, წამოხტეს, განრისხდეს,


იყვიროს, მაგრამ პროისი მას საქმიან მზერას სტყორცნის, – ეს
ხომ საგანგებო დავალებაა – მერე კი ამბობს: „მართალი ბრძან-
დებით. ბოდიში მოგვითხოვია“.
„მგონი, აპირებდით გეთქვათ, რა საქმეზე ხართ მოსული“.
„ალბათ, უმჯობესი იქნება, ბატონ პროფესორს ეს პირადად
ავუხსნათ. ხომ არ იცით, როდის მობრძანდება?“
„არა. მაგრამ რვას არ გადააცილებს“.
ქალი თავისუფალ სავარძელში ჯდება, წელში გამართულია,
ხელებს მუხლებზე იწყობს – მოლოდინის პოზა. ბარემ ახლავე
ვიტყვი: კირშბაუმი ასე ნახევარ საათში მოვა. ამ დროის განმავ-
ლობაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, თუ ერთ ეპიზოდს არ
ჩავთვლით. მაიერი სიგარას უკიდებს და ასანთის ღერს იატაკზე
მოისვრის. ელიზა კირშბაუმი ასანთს იატაკიდან იღებს, მაიერს სა-
ფერფლეს უდგამს და ფანჯარას აღებს. მაიერი დაბნეული ჩანს.
ან მეორეს: მაგიდაზე თითების კაკუნი რომ მოჰბეზრდება,
პროისი ფეხზე დგება. მისი გულისყური წიგნის კარადისკენ არის
მიმართული. შუშის კარს აღებს, თავს გვერდზე ხრის, წიგნების
ყუაზე სათაურებს კითხულობს, მერე ერთ წიგნს გამოაძრობს და
ფურცლავს, მერე კიდევ ერთს, და ისევ ფურცლავს, კარგა ხანს
ფურცლავს, ხოლო შემდეგ წიგნებს ისევ თავის ადგილზე აწყობს.
„მხოლოდ სამედიცინო შინაარსის წიგნებია“, ამბობს ელიზა
კირშბაუმი.
„ვხედავ“.
„საგანგებო ნებართვა გვაქვს“, ამბობს ქალი. და, რაკი პროისი
დანარჩენების თვალიერებას განაგრძობს, სთავაზობს: „სხვების
ნახვაც ხომ არ გნებავთ?“
„არა, გმადლობთ“.
ამოარჩევს ერთ-ერთს, განსაკუთრებით საინტერესოდ რომ მო-
ეჩვენება, წიგნიანად თავის ადგილზე ჯდება და ფურცვლას იწყებს.
წიგნი სასამართლო მედიცინაზეა.
კიდევ ერთი ეპიზოდი: მაიერი მოულოდნელად ფეხზე წამოიჭ-
რება, კარს მივარდება და მკვეთრი მოძრაობით გამოაღებს. მერე
213
მკითხველთა ლიგა

ცარიელ სამზარეულოს მოათვალიერებს, ისევ მშვიდდება და ჯდე-


ბა.
„რა იცი, რა ხდება“, უხსნის პროისს, რომელიც კითხვას განაგ-
რძობს.
და კიდევ ერთი: მაიერი ისევ დგება, ამჯერად აუჩქარებლად,
ფანჯარასთან მიდის, ქვემოთ იყურება. ხედავს ორ ქალს, რომლე-
ბიც ცდილობენ, ორი ბავშვი მანქანას მოჰგლიჯონ და მოპირდა-
პირე შენობაში შეათრიონ, იმ შენობაში, თითქმის ყოველი ფან-
ჯრის მინის უკან სახეები ჩანს. ფორმიანი კაცი მანქანასთან დგას,
აშკარად მოწყენილია.
„შეიძლება კიდევ დიდხანს მოგვიწიოს ლოდინი“, ჩასძახებს
მაიერი. მერე ისევ ჯდება. ნახევარი საათის ამბავია, როგორც ით-
ქვა.
სხვა სცენა: ელიზა კირშბაუმი სამზარეულოში შედის, რაღაცას
ფუსფუსებს, მერე ლანგრით ბრუნდება. ორი თეფში, ორი ფინჯანი,
დანა, ჩანგლები, ჩაის კოვზები, ორი ნაჭრის ხელსახოცი. ქალი
სუფრას შლის, პროისი თავის წიგნშია ჩაფლული, მაიერი ღელავს,
ვერ მიმხვდარა, რა ხდება მის თავს. პროისი მზერას არ სწყვეტს
წიგნს, მშვიდად ამბობს: „თავი დაანებე“.
ერთ ნახევარ საათში პროფესორიც მოდის. ისმის, როგორ
ცდილობს, გასაღები საკეტს მოარგოს, მაგრამ შიგნიდან მეორე
გასაღებია შერჭობილი. მაიერი სიგარას ჩააქრობს, ამჯერად – სა-
ფერფლეში. პროისი წიგნს მაგიდაზე დებს, თეფშებს შუა. ელიზა
კირშბაუმი კარს აღებს.
პროფესორი ელდანაცემივით ქვავდება ზღურბლზე, მღელვა-
რების დამალვა ძნელია, მიუხედავად იმისა, რომ მთლად მოუმზა-
დებელიც არ ყოფილა – მანქანა ხომ ქვემოთ დგას, სახლთან. იმე-
დი ჰქონდა, რომ ეს სტუმრობა ჰაიმთან იქნებოდა დაკავშირებუ-
ლი, უფრო სწორად, იმედი კი არ ჰქონდა, ვარაუდობდა. იმედი
იმისი ჰქონდა, რომ ესენი თავად მას არ მოაკითხავდნენ. სულ
ტყუილად. პროისი ფეხზე დგება.
„სტუმრები გვყავს“, ამბობს ელიზა კირშბაუმი. მაგიდიდან იღებს
„სასამართლო მედიცინას“, კარადაში თავის ადგილს მიუჩენს და
214
მკითხველთა ლიგა

შუშის კარს კეტავს. მერე წინსაფრის ჯიბიდან იღებს ჩვარს და მი-


ნაზე ნათითურებს წმენდს.
„პროფესორი კირშბაუმი ბრძანდებით?“ ეღირსება პროისს ხმის
ამოღება.
„დიახ?“
„მე პროისი გახლავართ“, და მაიერს გახედავს.
„მაიერი“, ჩაიბურტყუნებს მაიერი.
ხელის ჩამორთმევისგან მხარეები თავს იკავებენ, პროისი
ეკითხება: „ჰარდტლოფს თუ იცნობთ?“
„გესტაპოს უფროსს გულისხმობთ?“
„ვგულისხმობ ბატონ შტურმბანფიურერ ჰარდტლოფს. თავის-
თან გიბარებთ“.
„თავისთან მიბარებს?“
აქ თვით ელიზა კირშბაუმსაც კი უჭირს სიმშვიდის შენარჩუნება.
მაიერიც აღელვებულია: თავისთან გიბარებთო, ისაო, ესაო. ეს
თავაზიანი კილო რაღაა, კომედიაა და მეტი არაფერი. პროისი ამ-
ბობს: „დიახ. ამ დილით გულის შეტევა ჰქონდა“.
„კარგად ვერ გავიგე“.
„უნდა გასინჯოთ“, ამბობს პროისი. „თუმცა კი საფიქრებელია,
რომ ბატონი შტურმბანფიურერის ავადმყოფობა დიდად არ უნდა
გაღელვებდეთ. თქვენ, ყოველ შემთხვევაში, არაფერი გემუქრე-
ბათ“.
„კი მაგრამ...“
„რა კი მაგრამ?“ ეკითხება მაიერი.
კირშბაუმი დას გახედავს. მთელი ცხოვრება ეს ქალი რო-
გორღაც ახერხებდა, მისთვის აერიდებინა უხერხული სიტუაციები,
ცივი გონების, შორსმჭვრეტელობის, უკომპრომისობისა და გამ-
ჭრიახობის წყალობით ძმას ყოველგვარი უსიამოვნებისგან იცავ-
და. ამიტომაა, რომ პროფესორის მზერა დისკენ არის მიმარ-
თული.
„Dis leurs que tu n’en as plus l’habitude“21, ამბობს ის.

21
(ფრანგ.) უთხარი, რომ პრაქტიკა გაკლია.
215
მკითხველთა ლიგა

„რაო, რა მინდაო?“ ეკითხება მაიერი პროისს, მერე თვითონაც


მთელი ტანით წამოიმართება.
„მომისმინეთ, თუ შეიძლება“, ამბობს პროფესორი. „რასაც ჩემ-
გან მოითხოვთ, გამორიცხულია. როგორც ექიმი, ვერავითარ შემ-
თხვევაში ვერ ვიკისრებ პასუხისმგებლობას, ამდენი ხნის უმოქმე-
დობის შემდეგ... ხუმრობა ხომ არ არის, უკვე ოთხი წელი იქნება,
რაც პაციენტი აღარ მყოლია“.
პროისი შესაშურ წონასწორობას ინარჩუნებს, ათას ბრძოლაგა-
მოვლილ მაიერს მხარზე ხელს ადებს, შენ დამშვიდდი და ნუ და-
გავიწყდება, საგანგებო დავალებას რომ ვასრულებთო. მერე
პროფესორისკენ გადადგამს ნაბიჯს, სულ ახლოს მიდის მასთან.
თვალებით საყვედურს გამოხატავს, მაგრამ ვერ იტყვი, თავაზიანი
არ არის ან, მით უფრო, გაბოროტებულიაო. მის მზერაში თანაგ-
რძნობა უფრო ჩანს, თითქოს სურდეს, სანამ გვიან არ არის, ეს
თავქარიანი კაცი გონს მოიყვანოს. პროისი ამბობს: „ვშიშობ, სწო-
რად ვერ გამიგეთ, ბატონო პროფესორო. აქ სათხოვნელად არ
მოვსულვართ. თუ შეიძლება, საქმეს ნუ გაგვირთულებთ...“
„კი მაგრამ, ხომ გითხარით...“
„წამოსაღები თუ გაქვთ რამე?“ მშრალად ეკითხება პროისი.
ახლა უკვე პროფესორიც ხვდება, რომ უაზრობაა რაიმეს მომი-
ზეზება და შინ დასარჩენად ახალი საბაბის ძიება, ეს ორნი ოდნა-
ვაც არ არიან დაინტერესებული იმის ჩვენებით, რომ სრულყოფი-
ლად ფლობენ შეგონების ხელოვნებას. პროისის ერთგვარი თა-
ვაზიანობა მხოლოდ მისი ურთიერთობის სტილია და მეორე მხა-
რეს არავითარ უფლებებს არ ანიჭებს. ჰოდა, კირშბაუმიც გადაწ-
ყვეტს, თავი დაანებოს წინააღმდეგობის გაწევას და დას მიჰბაძოს.
თვითონაც უნდა, მასავით უდრეკი, ღირსებით აღსავსე ჩანდეს. იქ-
ნებ ეს მაინც შეძლოს, ახლა მაინც მოახერხოს... მთელი ცხოვრება
აღაფრთოვანებდა დის ეს თვისებები, აშინებდა კიდეც, მაგრამ უფ-
რო აღაფრთოვანებდა. მის დას ზოგი შერეკილსაც კი ეძახდა. ნუ-
რავის ეგონება, რომ ამ ორ გერმანელ არამზადას საშუალება
მიეცემა, სასოწარკვეთის სცენა იხილოს. წამოსაღები თუ გაქვთ
რამეო, ჰკითხეს. ხომ არ ჰგონიათ, მათ წინაშე დაიჩოქებს?! მაინც,
216
მკითხველთა ლიგა

როგორ წელში გამართული დგას ელიზა! ასე ერთბაშად ვერც


მიჰბაძავ, მაგრამ ის ხომ შეიძლება, ჩვეულებრივად მოიქცე, ვი-
თომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო? განა რა დიდი ამ-
ბავია – ვიღაც მაღალჩინოსანი ავად გახდა, უნდა წახვიდე და გა-
სინჯო, ამაზე ადვილი რა უნდა იყოს.
„ხომ სწორად გავუგეთ ერთმანეთს?“ ეკითხება პროისი.
პროფესორი ფეხზე დგება, წიგნის თაროების ქვეშ ერთ-ერთ
კარს გამოაღებს და თავის ტყავის ჩანთას დაუწყებს ძებნას, ექიმის
მრგვალ, ყავისფერ საკვოიაჟს.
„კარადაშია“, ამბობს ელიზა კირშბაუმი.
პროფესორი ჩანთას კარადიდან იღებს, ხსნის, ამოწმებს, შიგ
რა უდევს, მერე კი პროისს მიუშვერს. ის ჩანთაში ჩახედვას არ აპი-
რებს.
„სამედიცინო ინსტრუმენტებია“.
„კეთილი“.
ელიზა კირშბაუმი მეორედ გამოაღებს კარადას, კაშნეს იღებს
და ძმას გაუწვდის.
„არ დამჭირდება. გარეთ თბილა“, ამბობს ის.
„დაგჭირდება“, ამბობს ელიზა კირშბაუმი. „შენ ხომ არ იცი, რვის
მერე როგორ გრილა“.
პროფესორი კაშნეს ჯიბეში იტენის, მაიერი კარს აღებს, ახლა
ერთმანეთს უნდა დაემშვიდობონ.
„ნახვამდის, ელიზა“.
„ნახვამდის“.
ასეთია დამშვიდობება.


მერე სახლის წინ მდგარ მანქანაში სხდებიან, ადგილებს უთუ-
ოდ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით იკავებენ: პროისი
და პროფესორი უკან, მაიერი – წინ, ფორმიანის გვერდით. ელიზა
კირშბაუმი ფანჯარასთან დგას, მთელი ქუჩა ფანჯრებთან დგას,

217
მკითხველთა ლიგა

მაგრამ გამოღებული მხოლოდ ერთია. მანქანა მკვეთრად უხვევს,


ცალი ბორბლით ტროტუარზე ადის, რამდენიმე წამს ჰაერში პატა-
რა, ღია ცისფერი ღრუბელი ტრიალებს. ქუჩის ბოლოს მანქანა
მარცხნივ უხვევს და გეზს ჰარდტლოფის ვილისკენ იღებს.


პროისი ვერცხლის პორტსიგარს ხსნის და პროფესორს ეკით-
ხება: „ხომ არ ინებებთ?“
„არა, გმადლობთ“, ამბობს კირშბაუმი.
მაიერი თავს აქნევს, უკან არც იხედება, მხოლოდ ფორმიანს
გახედავს, აქაოდა, როგორ მოგწონს ეს სპექტაკლიო. ფორმიანი
იღიმება, თან თვალს არ აცილებს გზას. პროისი სარკიდან უთ-
ვალთვალებს წინ მსხდომთ, კირშბაუმი გაქვავებული ზის, თითქოს
მოძრაობები გამოზოგილად ჰქონდეს დასახარჯი.
„ჩადგით ქვემოთ ეგ თქვენი ჩანთა“, ამბობს პროისი. „კარგა დი-
დი მანძილი გვაქვს გასავლელი“.
„რამდენი ხნის სავალია?“
„ასე, ნახევარი საათის“.
კირშბაუმი ჩანთას კალთიდან არ იცილებს.
მანქანა გეტოს ჭიშკარს უახლოვდება, ჩერდება, მაიერი ფანჯა-
რას დაბლა სწევს. გუშაგი ჩაფხუტიან თავს მანქანაში ყოფს და ამ-
ბობს: „ეს ბედოვლათი ვინღაა?“
„ახლა არ მითხრა, არ ვიცნობო!“ გასძახებს მაიერი. „ეს ხომ
სახელგანთქმული პროფესორი კირშბაუმია!“
პროისი გუშაგს მოწმობას უჩვენებს და ოფიციალური ტონით
ამბობს: „გაგვიღეთ ჭიშკარი. გვეჩქარება“.
„კარგი, კარგი, ნუ გეწყინებათ“, ამბობს გუშაგი. ხელით ნიშანს
აძლევს მეორე გუშაგს, რომელიც შლაგბაუმს მაღლა სწევს და
ჭიშკარს აღებს.
მანქანა გზას აგრძელებს, ახლა უკვე ქალაქის თავისუფალ ნა-
წილში. ქუჩები აქ სხვანაირია. კირშბაუმს უეჭველად თვალში ეცე-

218
მკითხველთა ლიგა

მოდა, რომ გამვლელები ყვითელ ვარსკვლავებს არ ატარებენ.


აქა-იქ ვიტრინებიანი მაღაზიებია, ვერ იტყვი, სურსათ-სანოვაგითაა
გაძეძგილიო, მაგრამ ჩანს, მყიდველები შედიან და გამოდიან. რაც
მთავარია, ქუჩის ორივე მხარეს ხეების რიგებია, მე ასე მგონია.
ახალ მოედანზე, კინოთეატრ „იმპერიალში“, რომელიღაც გერმა-
ნულ ფილმს უჩვენებენ. დროდადრო გამოჩნდება შემხვედრი მან-
ქანა, ტრამვაი, საზეიმოდ ჩაცმული ორი ჯარისკაცი მკლავგაყრი-
ლი გოგოების თანხლებით. კირშბაუმს დიდი დაინტერესება არ ეტ-
ყობა, ეს სურათები მას ბევრს არაფერს ეუბნება, ვერ აღუძრავს
მოგონებებს, როგორც, მაგალითად, იაკობს აღუძრავდა, რადგან
ეს მისი ქალაქი არ არის.
„კაცმა რომ თქვას, უნდა გიხაროდეთ, რომ ბოლოს და ბოლოს
ახალი პაციენტი ჩაგივარდათ ხელში“, ამბობს პროისი.
„შეიძლება დავინტერესდე, როგორ მომაგენით?“
„სულ არ იყო ძნელი საქმე. ჰარდტლოფის პირად ექიმს გადაწ-
ყვეტილების მიღება გაუჭირდა და სპეციალისტის მოწვევა მოით-
ხოვა. მაგრამ მიდი და იპოვე სპეციალისტი ჩვენს დროში. მობი-
ნადრეთა სია გადავქექეთ და თქვენს სახელს წავაწყდით. ჰარ-
დტლოფის ექიმი გიცნობთ“.
„მიცნობს?“
„პირადად არა, რა თქმა უნდა. სახელი სმენია თქვენი“.
უბანი, რომელშიც ახლა მოძრაობენ, წინაზე კეთილმოწყობი-
ლია. სახლები უფრო დაბალია, ერთმანეთისგან მოშორებით
დგას, სიმწვანეც მეტია, ხეებიც უფრო მრავლადაა. კირშბაუმი ჩან-
თას ხსნის, იღებს პატარა მილაკს, თავსახურს აძრობს, ორ აბს
ამოიღებს და ხელისგულზე დაიდებს. პროისის მზერაში შეკითხვა
ჩანს.
„გულძმარვის წამალია“, უხსნის კირშბაუმი. „თქვენც ხომ არ
გნებავთ?“
„არა“.
კირშბაუმი აბებს გადაყლაპავს, მილაკს თავსახურს აცობს და
ისევ ჩანთაში იდებს. წეღანდელივით გაუნძრევლად ზის.
„უკეთ გრძნობთ თავს?“ ეკითხება პროისი ცოტა ხანში.
219
მკითხველთა ლიგა

„წამალი ასე სწრაფად არ მოქმედებს“.


ქალაქიდან გასასვლელი, კიდევ ერთი შემოწმება. ეს, შეიძლე-
ბა ითქვას, უკვე სოფელია, ჰარდტლოფს მოფარებული ადგილი
აურჩევია. გზის ორივე მხარეს არყნარია. პროისი ამბობს: „ცხადია,
ისევ უკან წაგიყვანთ, საქმეს რომ მორჩებით“.
კირშბაუმი ჩანთას დაბლა დებს. მთელი გზა კალთაში ედო,
მიზნამდე სულ ცოტა ხნით ადრე კი დაბლა დებს. ღრმად ამოიოხ-
რებს და საზურგეს ეყრდნობა.
„სიგარეტს ხომ არ მომაწევინებდით?“
პროისი სიგარეტს აწვდის, უკიდებს კიდეც. აქ უნდა ვახსენოთ
მაიერის ცუდად შენიღბული აღშფოთება. კირშბაუმს ხველება აუტ-
ყდება, მერე მშვიდდება, ნახევრად მოწეულ სიგარეტს ფანჯრიდან
აგდებს.
„მეორე მხრივ, თქვენი შეშფოთებაც სავსებით გასაგებია“,
პროისი ცდილობს, ხელი წაავლოს საუბრის თითქოსდა გაწყვე-
ტილ ძაფს.
„აღარ ვარ შეშფოთებული“, ამბობს კირშბაუმი.
„როგორ არა, შეშფოთება სახეზე გაწერიათ. მშვენივრად მეს-
მის, რომ თქვენი მდგომარეობა სულაც არ არის შესაშური. შტურ-
მბანფიურერის გადარჩენას თუ შეძლებთ,თქვენი ხალხის წინაშე
ნამდვილად არაფერი გექნებათ სატრაბახო. ხოლო თუ ვერ შეძ-
ლებთ...“
პროისი წყვეტს გამოწვლილვით მსჯელობას, გაგრძელება არა
მარტო უტაქტობა იქნებოდა, არამედ სრულიად ზედმეტიც. კირ-
შბაუმი ისედაც მიხვდა, რა მნიშვნელობა ენიჭება ჰარდტლოფის
გადარჩენას. მაიერი უკან შებრუნდება, პირველად მთელი ამ ხნის
განმავლობაში. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, მა-
ნაც იცის, როგორ გაგრძელდება პროისის სათქმელი. არც ცდი-
ლობს დამალოს, თვითონ რას ფიქრობს ამ გაგრძელებაზე. და-
მალოს კი არა, პირიქით, თავს უკან ერთი წუთით სწორედ ამის
საჩვენებლად აბრუნებს. კირშბაუმი მას ყურადღებას არ აქცევს,
ეტყობა, თავის ფიქრებშია წასული. პროისი ერთი-ორი არაფრის-

220
მკითხველთა ლიგა

მთქმელი ფრაზით ცდილობს, საუბარი გააგრძელოს, მაგრამ კირ-


შბაუმი ამ საუბარში აღარ მონაწილეობს.
ამასობაში ჰარდტლოფის ვილასაც მიადგნენ. გზა დაბურულ
პარკშია გაყვანილი, იქვე მოჩანს კლუმბი ამომშრალი გუბურით,
სადაც თავის დროზე, ალბათ, ოქროს თევზები დაცურავდნენ.
აქაურობას მოვლა აკლია, თორემ ყველაფერი ლამაზად და
მდიდრულად არის მოწყობილი.
„მოვედით“, ეუბნება პროისი ჯერაც ფიქრებში წასულ კირშბაუმს
და მანქანიდან გადადის.
კიბეზე ჩამორბის ჰარდტლოფის პირადი ექიმი, დაბალი, მე-
ლოტი კაცი მბზინავი ჩექმებით და შეხსნილი ფორმის პიჯაკით. ბა-
ღისა არ იყოს, მოვლა მასაც აკლია. ისეა დაფეთებული, აშკარაა,
ან ძალიან წუხს, ან ძალიან ეშინია. ალბათ, უფრო ეშინია, რადგან
პასუხისმგებელი ამ საქმეში სწორედ ის არის. პასუხისმგებელია
არა მხოლოდ ჰარდტლოფის ჯანმრთელობისთვის, არამედ დღე-
ვანდელი გაბედული ექსპერიმენტისთვისაც. კიბის ზედა საფეხურე-
ბიდანვე ჩასძახებს ახალმოსულთ: „მდგომარეობა გაუარესდა! სად
ხართ ამდენ ხანს?“
„ლოდინი მოგვიხდა, ექიმი შინ არ იყო“, ამბობს პროისი.
„დაუჩქარეთ, დაუჩქარეთ!“
მანქანაში მოძრაობის ნიშანწყალიც არ ჩანს, პროისი კირ-
შბაუმის მხარეს კარს აღებს და ერთხელაც იმეორებს: „მოვედით.
გადმობრძანდით, თუ შეიძლება“.
მაგრამ კირშბაუმი ადგილიდან არ იძვრის, ფიქრებმა, როგორც
ჩანს, შორს გაიტაცა, პროისისკენ არც კი იხედება. დაგვიანებული
ურჩობაა თუ სწავლულის საყოველთაოდ ცნობილი დაბნეულობა?
დრო, როგორც ერთისთვის, ისე მეორისთვის, ყოვლად შეუფერე-
ბელია, ასე მოთმინებასაც დაკარგავს კაცი. მაიერს რომ ეკითხე-
ბოდეს ვინმე, იცოცხლე, კოხტად მოაგვარებდა საქმეს.
პროისი მკლავში ხელს ჰკიდებს კირშბაუმს და ხმადაბლა ეუბ-
ნება: „ნუ გაგვირთულებთ საქმეს“. კორექტულობა ბოლომდე შე-
ნარჩუნებულია, თუმცა პროფესორის გადასაყვანად ოდნავი ძალ-
დატანება მაინც ხდება საჭირო.
221
მკითხველთა ლიგა

მანქანიდან კირშბაუმის გადასვლა მოულოდნელ სახეს იძენს.


ის თითქოს წაიბორძიკებს და მთელი სიმძიმით აწვება პროისს,
რომელიც იმდენად გაოგნებულია, რომ მის შეკავებას ვერ ახერ-
ხებს. კირშბაუმი პირდაპირ შიშველ მიწაზე ვარდება.
„რა ხდება, გამაგებინეთ!“
ჰარდტლოფის პირადი ექიმი გასწევ-გამოსწევს კირშბაუმის
ჩამყვანებს, გზას იკვლევს ებრაელი პაციენტისკენ და, ძირს დაიხ-
რება თუ არა, ხმამაღლა აცხადებს იოლად დასადგენ დიაგნოზს:
„ეს კაცი მკვდარია!“
პროისისთვის ეს ახალი ამბავი არ არის, აღარ არის. მანქანი-
დან იღებს ტყავის ჩანთას. მომრგვალოსა და ყავისფერს, ექიმის
ჩვეულებრივ საკვოიაჟს. „წამოსაღები თუ გაქვთ რამე?“ – „სამედი-
ცინო ინსტრუმენტები“. – „კეთილი“. ნეტა, თვითონ ხომ არ მიაწო-
და ეს იდეა?
პროისი ჩანთას ხსნის, იქექება, მილაკს პოულობს და ექიმს აწ-
ვდის.
„გულძმარვის წამალია“, ამბობს პროისი.
„იდიოტო“, ამბობს ექიმი.


ახლა კი დაპირებული ახსნა-განმარტების დროც დადგა.
ერთი მხრივ, ეს თითქოს ზედმეტიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ,
სავსებით დასაშვებია, მავან ურწმუნოს გაუჩნდეს კითხვა, იმ მანქა-
ნაში როგორღა მოხვდიო. ცხადია, რომ კირშბაუმის მეშვეობით
არა. მაშ, რომელ ადგილზე იჯდა ის კაცი, ვინც ეს ყველაფერი
მიამბო? იმ მავანის თვალსაზრისით, ნამდვილად არ არის უსაფუძ-
ვლო კითხვა.
ბუნებრივია, შემიძლია ვუპასუხო, რომ ახსნა-განმარტება ჩემი
საქმე არ არის – მე ვყვები ამბავს, რომელსაც თავადაც ვერაფერი
გავუგე. შემიძლია ვთქვა, თვითმხილველებისგან ვიცი, რომ კირ-
შბაუმი მართლაც ჩაჯდა იმ მანქანაში. მგზავრობის ბოლოს რომ

222
მკითხველთა ლიგა

მკვდარი იყო, ისედაც ცნობილია, შუა მონაკვეთში კი მოვლენები


ზუსტად ასე ან დაახლოებით ასე უნდა განვითარებულიყო, სხვა რა
უნდა იფიქროს კაცმა-მეთქი. მაგრამ ეს ტყუილი იქნებოდა, რად-
გან შუა მონაკვეთში მოვლენები დიახაც შეიძლებოდა, სულ სხვაგ-
ვარად განვითარებულიყო, ჩემი აზრით, უფრო მეტად სავა-
რაუდოც კია, სხვაგვარად განვითარებულიყო და არა ასე. და, ალ-
ბათ, სწორედ ეს გარემოებაა ჩემი ახსნა-განმარტების ნამდვილი
მიზეზი.
მაშ ასე: ომის დამთავრებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, პირვე-
ლი შვებულება რომ ავიღე, ჩვენს გეტოში გავემგზავრე. მცირე-
რიცხოვანი ნაცნობები მაფრთხილებდნენ, ეს ერთი სტუმრობა
მთელ წელს ჩაგაშხამებს, მოგონებები ერთია, ცხოვრება კი
მეორეო. ყველას ვუთხარი, მართალი ხართ-მეთქი, და გზას გავუ-
დექი. იაკობის ოთახი, განყოფილება, კურლანდიის ქუჩა, მიშას
ოთახი, სარდაფი – ყველაფერი გულდაგულ დავათვალიერე, გავ-
ზომე, შევამოწმე. ზოგი რამ მხოლოდ დავათვალიერე. იაკობის
კაფეშიც მივედი. იქ დროებით ვიღაც მეწაღეს დაედო ბინა, ამიხსნა
კიდეც, სანამ რაიმე უკეთესს ვიპოვიდეო.
მომეჩვენა, რომ ტყავის სუნთან ერთად სახელოსნოში რაღაც-
ნაირი ნამწვრის სუნი იდგა, მაგრამ მეწაღეს ასე არ ეჩვენებოდა.
შვებულების ბოლოსწინა დღეს, ჩემოდანს რომ ვალაგებდი, გავი-
ფიქრე, რამე ხომ არ მავიწყდება-მეთქი; ამ ქალაქში, ალბათ, ვე-
ღარასოდეს მოვხვდებოდი და, თუ რამე გამომრჩა, დასაზუსტებ-
ლად დრო ჯერ კიდევ მქონდა. ერთადერთი, რაც თავში მომივი-
და, კირშბაუმის მანქანით მგზავრობა იყო, თუმც ამაზე რაიმეს შეტ-
ყობა შეუძლებელი მეჩვენა. თანაც ვიფიქრე, რომ იმ ამბისთვის,
რომელმაც აქ ჩამომიყვანა, ეს ეპიზოდი არც იმდენად მნიშვნელო-
ვანი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ნაშუადღევს რუსების კომენდა-
ტურისკენ გავემართე, ალბათ იმიტომ, რომ საქმე არაფერი მქონ-
და ან იქნებ იმიტომაც, რომ ყველა რესტორანი დაკეტილი დამ-
ხვდა.
მორიგე ოფიცერი ორმოციოდე წლის ქალი გამოდგა, წო-
დებით ლეიტენანტი. ვუამბე, რომ გეტოში ვცხოვრობდი, რომ მა-
223
მკითხველთა ლიგა

მაჩემი და კირშბაუმი ომამდე ახლო მეგობრები იყვნენ, და რომ


კირშბაუმის ბედი ამიტომაც მაინტერესებდა. რაღა ჩემი თავგა-
მოდება და რაღა წითელი ჯვრის ხაზით წარმოებული საძიებო
ოპერაცია! მერე ისიც ავუხსენი, რა კავშირი იყო კირშბაუმსა და
ჰარდტლოფს შორის. ვუთხარი, მხოლოდ ის ვიცი, რომ კირშბაუმი
მანქანაში ჩაჯდა, ეს არის და ეს-მეთქი, და მართლაც ასე იყო. ისიც
დავამატე, რომ მის წასაყვანად, თუ გვარები არ მეშლება, პროისი
და მაიერი იყვნენ მისული. ოფიცერს შევევედრე, თუ პროფესორის
ასავალ-დასავალი ცნობილი არ არის, ამ ორ კაცზე მაინც მით-
ხარით რამე, იქნებ ერთი-ორი ხელმოსაჭიდი მინიშნება დავტყუო-
მეთქი. გვარები ჩაიწერა და მითხრა, ორ საათში გამოიარეთო.
ორ საათში მისულმა შევიტყვე, რომ მაიერი წითელი არმიის
შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, ღამით მოწყობილი თავ-
დასხმის დროს მოეკლათ პარტიზანებს.
„და ის მეორე?“ ვკითხე მე.
„აი მისი მისამართი გერმანიაში“, მიპასუხა ქალმა.
ის იყო, ხელი ქაღალდის ნაგლეჯისკენ წავიღე, ლეიტენანტმა
შეშფოთებული მზერა მომაპყრო და მითხრა: „რამე სისულელე
ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული?“
„არა, არა, რას ბრძანებთ!“ ვუპასუხე.
ნაგლეჯი გამომიწოდა, მე მისამართს დავხედე და ვთქვი:
„რა კარგად დაემთხვა! ახლა მეც ბერლინში ვცხოვრობ“.
„თქვენ რა, გერმანიაში დარჩით?“ გაუკვირდა ქალს. „კი მაგ-
რამ, რატომ?“
„თავადაც არ ვიცი“, ვთქვი და არც მიცრუვია. „ასე აეწყო“.


პროისი შიონებერგში ცხოვრობდა, დასავლეთ ბერლინში.
ჰყავდა სიმპათიური ცოლი და ორი შვილი, ცოლს ცალი ხელი არ
ჰქონდა. კვირას, ნაშუადღევს მივედი. ზარი რომ დავრეკე, კარი
გამიღო მაღალმა, წაბლისფერთმიანმა, სასიამოვნო შესახე-

224
მკითხველთა ლიგა

დაობის კაცმა, რომლის გარეგნობაშიც რაღაც ქალური შეიმ-


ჩნეოდა. ასაკით ჩემზე უფროსი არ იქნებოდა.
„რით შემიძლია გემსახუროთ?“ მკითხა.
„ბატონი პროისი ბრძანდებით?“
„დიახ?“
მე ვუთხარი: „ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. შეიძლება, რამ-
დენიმე წუთი წაგართვათ?“
„მობრძანდით“, თქვა მან, სასტუმრო ოთახში შემიძღვა და, არ-
ცთუ იოლი მოლაპარაკების შედეგად, ბავშვები გარეთ გაისტუმრა.
კედელზე ეკიდა დიურერის „ხელების“ რეპროდუქცია და პატარა
გოგოს სამგლოვიარო ლენტშემოვლებული ფოტოსურათი. მას-
პინძელმა დაჯდომა შემომთავაზა.
თავდაპირველად თავი წარვუდგინე. ჩემი გვარის გაგონებაზე
თითქოს კი შეცბა, მაგრამ, ცხადია, კონკრეტული ვერაფერი გაიხ-
სენა. კიდევ უფრო დაიბნა, როცა ვკითხე, მართალია, რომ ჰარ-
დტლოფის თანამშრომელი იყავით-მეთქი? შევნიშნე, როგორ გა-
ფითრდა, მერე კი ხმადაბლა მკითხა: „რა საქმეზე მობრძანებულ-
ხართ?“
„ერთი ამბის გამო მოვედი“, ვუპასუხე მე. „უფრო სწორად, ამ
ამბავში დარჩენილი თეთრი ლაქის გამო, რომელიც იქნებ თქვენ
შემავსებინოთ“.
კაცი წამოდგა, კარადასთან მივიდა, მალევე იპოვა, რასაც ეძებ-
და და მაგიდაზე ფურცელი დამიდო. დენაციფიკაციის მოწმობა
იყო, ბეჭედდარტყმული და ხელმოწერილი.
„ამ ქაღალდს ტყუილად მიჩვენებთ“, ვუთხარი მე.
მაგრამ, ვიდრე ბოლომდე არ ჩავიკითხე, კაცმა საბუთს ხელი
არ ახლო. მერე აიღო, ოთხად დაკეცა და თავის ადგილას შეინახა.
„რამეს ხომ არ მიირთმევთ?“ მკითხა მერე.
„არა, გმადლობთ“.
„ფინჯან ჩაიზე რას იტყვით?“
„არა, გმადლობთ“.

225
მკითხველთა ლიგა

მერე ცოლს დაუძახა: „ინგრიდ!“ ქალი ოთახში შემოვიდა, აშკა-


რად ეტყობოდა, რომ ჯერაც მიუჩვეველი იყო ცალხელობას. კაცი
მე მომიბრუნდა: „ჩემი ცოლია“.
მე წამოვდექი და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.
„იქნებ ქვემოთ ჩახვიდე და პატარა ბოცა ლუდი ამოგვიტანო?
ამ შაბათ-კვირისთვის ზებალდი ორ ლიტრს დამპირდა“, უთხრა
კაცმა ცოლს.
ქალი რომ გავიდა, მასპინძელს ვკითხე: „პროფესორი კირ-
შბაუმი თუ გახსოვთ?“
„დიახ, რა თქმა უნდა“, მიპასუხა მაშინვე. „ძალიან კარგად“.
„როგორც ვიცი, ჰარდტლოფის გასასინჯად თქვენ წაიყვანეთ.
თქვენს კოლეგა მაიერთან ერთად“.
„დიახ. მაიერი იმ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოასალმეს
სიცოცხლეს“.
„ვიცი. კირშბაუმს რა ბედი ეწია? ისიც ხომ არ დახვრიტეს ჰარ-
დტლოფის სიკვდილის შემდეგ?“
„ეგ საიდან მოიტანეთ? ჰარდტლოფი და კირშბაუმი ერთმანეთს
არასოდეს შეხვედრიან“. გაკვირვებულმა შევხედე პროისს და
ვკითხე: „ნუთუ მის გასინჯვაზე უარი განაცხადა?“
„ასეც შეიძლება ვთქვათ“, მიპასუხა მან. „მანქანაში თავი მოიწამ-
ლა. გზაში, ჩვენ თვალწინ“.
„თავი მოიწამლაო?“ ვკითხე მე და პროისი მიხვდა, რომ არ
დავუჯერე.
„შემიძლია დაგიმტკიცოთ“, თქვა მან. „ლეცერიხს მიმართეთ,
ჩემს მონაყოლს სიტყვასიტყვით დაგიდასტურებთ“.
„ლეცერიხი ვინღაა?“
„ჩვენი მძღოლი იყო. მთელი გზა ერთად ვიყავით. მისამართი
არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ კიოლნელია. მისამართის დადგენა
ძნელი არ იქნება“.
მასპინძელს ვთხოვე, იმ მგზავრობის დეტალები გაეხსენებინა.
შედეგი ცნობილია. თხრობამ კარგა ხანს გასტანა, რაღაც დროის
შემდეგ პროისის ცოლმა ლუდი შემოგვიტანა. ერთი კათხა დავ-
ლიე, საზიზღარი გემო ჰქონდა. სიტყვას თითქმის არ ვაწყვეტინებ-
226
მკითხველთა ლიგა

დი, რადგან დეტალებზე თვითონვე ამახვილებდა ყურადღებას.


განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კირშბაუმმა თა-
ვისი აბები მასაც შესთავაზა. „დროდადრო გულძმარვა მართლა
მაწუხებს ხოლმე, ვერ ვიტყვი, რომ იშვიათად. წარმოიდგინეთ, რა
მოხდებოდა, ის აბი მეც რომ გადამეყლაპა!“
„ბეწვზე გადარჩენილხართ, იმ კაცს თქვენი მოკვლა უცდია და
ეგ არის“, ვუპასუხე მე.
პროისმა მოყოლა განაგრძო. მიამბო, როგორ დატოვეს ქალა-
ქის ფარგლები, როგორ შეუდგნენ გზის ბოლო მონაკვეთს, რო-
გორ მოსწიეს ბოლო სიგარეტი. ახსენა მაიერის არაორაზროვანი
მზერაც; მომიყვა, როგორ მიადგნენ ვილას, როგორ გამოვარდა
ჰარდტლოფის პირადი ექიმი, როგორ დავარდა მიწაზე მკვდარი
კირშბაუმი. მითხრა ისიც, როგორ მიხვდა, რაც მოხდა, როგორ
აიღო ექიმის ჩანთა, როგორ იპოვა აბების მილაკი და ჰარდტლო-
ფის პირად ექიმს გადასცა, მერე კი როგორ თქვა ამ უკანასკნელ-
მა: „იდიოტო“.
ერთხანს ჩუმად ვისხედით. ჩემს თანამოსაუბრეს, ალბათ, ეგო-
ნა, რომ თავზარდაცემული ვიყავი, მე კი იმაზე ვფიქრობდი, კიდევ
რა შეიძლებოდა მეკითხა. დაწვრილებით მომიყვა ყველაფერს,
ხატოვნად, არც არაფერი გამოუტოვებია. ისიც გასაგები გახდა, მა-
შინდელი მგზავრობა ასე რატომ ჩაებეჭდა მეხსიერებაში.
ბოლოს ძალიან მოინდომა, ჩემთვის გაეზიარებინა, რას ფიქ-
რობდა იმ ბედკრულ დროზე, გული გადაეშალა საღი გონების
პატრონი ადამიანისთვის, მაგრამ მე ამისთვის ნამდვილად არ ვი-
ყავი მისული. ვუთხარი, ისედაც მეტისმეტად გამიგრძელდა სტუმ-
რობა, კიდევ რაღაც მაქვს მოსასწრები, თან საქმე თქვენც
გექნებათ-მეთქი. წამოვდექი და დახმარებისთვის მადლობა გადა-
ვუხადე.
„სახელი დაიმახსოვრეთ, იქნებ შემოწმება დაგჭირდეთ“, თქვა
მან. „ეგონ ლეცერიხი. რაინის კიოლნი“.
დერეფანში შემოგვხვდა მისი ცოლი, რომელსაც პატარები
სააბაზანოში მიჰყავდა. მათ ღამის პიჟამის შარვლები ეცვათ, ხო-
ლო წელზევით შიშვლები იყვნენ.
227
მკითხველთა ლიგა

„აბა, რა უნდა თქვათ?“ მიმართა მათ პროისმა.


ორივემ ერთდროულად გამომიწოდა ხელი. თავი დამიკრეს და
რევერანსით დამემშვიდობნენ: „ნახვამდის, ბიძია“.
„ნახვამდის“, ვუპასუხე მე.
სამივე სააბაზანოში გაუჩინარდა. პროისმა არ დაიშალა და სა-
დარბაზოს კარამდე მიმაცილა: ვაითუ, დაკეტილი დაგხვდეთო.
კარი ღია იყო. პროისი ქუჩაში გამომყვა, ერთი ღრმად ჩაისუნ-
თქა, ხელები გაშალა და თქვა: „მალე მაისიც მოვა“.
შეზარხოშებული ჩანდა. არც იყო გასაკვირი: ჩემს ერთ კათხას
თუ არ ჩავთვლით, ორი ლიტრი თბილი ლუდი მარტომ დალია.
„დამავიწყდა მეკითხა“, ვთქვი მე, „მისი დის საქმე როგორ გა-
დაწყდა?“
„კირშბაუმის დის? მასთან საქმე არ გვქონია. ძმას რომ მივა-
კითხეთ, მხოლოდ მაშინ ვნახე. კიდევ მოხდა რამე?“
როცა უკვე საბოლოოდ ვაპირებდი დამშვიდობებას, პროისმა
თქვა: „მეც მინდა რაღაც გკითხოთ, თუ ნებას დამრთავთ“.
„ბრძანეთ“, მივუგე მე.
მცირე ყოყმანის შემდეგ მკითხა: „ჩემი მისამართი ვინ მოგცათ?“
„ინგლისელების დაზვერვამ“, ვუპასუხე მე. მერე მართლა წამო-
ვედი.


ჰარდტლოფი მოკვდა, გულის შეტევამ იმსხვერპლა. ამ ცნობამ
სადგურამდეც მოაღწია. ეტყობა, წუხანდელი ამბავია: გუშინ საღა-
მოს, სადგურიდან რომ გამოვდიოდით, ქვის შენობაზე დროშა
მოწყენილად ეკიდა ჩვეულ ადგილას, დღეს დილით კი, სამუშაოდ
რომ გამოვცხადდით, მხიარულად ფრიალებდა ძირს დაშვებული.
ესე იგი, ეს ამბავი ამ შუალედში უნდა მომხდარიყო. ცხადია, დრო-
შა თავისთავად მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებაა და მარტო იმას
გაუწყებს, რომ ვიღაც მაღალჩინოსანი საიქიოს გზას გაუდგა, ვი-
ნაობას არ გიმხელს. ვინაობა ერთმა გუშაგმა გაამხილა – მეორე

228
მკითხველთა ლიგა

გუშაგთან საუბრისას ახსენა გარდაცვლილის გვარი. მათს ესოდენ


შინაარსიან საუბარს დილით ყური მოჰკრა რომან შტამმა, რომე-
ლიც ყოველგვარი მზაკვრული ჩანაფიქრის გარეშე ყუთების გრო-
ვასთან მივიდა, გროვის უკან კი ის ორი გუშაგი იდგა და ჰარ-
დტლოფის სიკვდილზე ლაპარაკობდა. ბედნიერი შემთხვევაც ამას
ჰქვია! ყუთის აღებას ჩვეულებრივზე მეტი დრო მოანდომა, ტვირ-
თი მაშინღა ასწია, როცა გუშაგებმა საუბრის თემა შეცვალეს.
ახლა უკვე ყველამ გავიგეთ, ვის პატივსაცემად ფრიალებს დაშ-
ვებული დროშა: რომანმა გადაწყვიტა, რომ არ ღირს ამ სიახლის
საიდუმლოდ შენახვა. შეიძლება ითქვას, ახალ ამბავს თავშეკავე-
ბით ვხვდებით, რადგან სათუოა, მან ჩვენს ცხოვრებაში რამე შეც-
ვალოს. თუ როდისმე რამე შეიცვლება კიდეც, ამის მიზეზი ჰარ-
დტლოფის სიკვდილი ნამდვილად არ იქნება. თუმცა თავისთავად
არც ეს ამბავია ურიგო. ერთია, იაკობს გული სწყდება, რომ გუშა-
გების საუბარს მან კი არა, რომან შტამმა მოჰკრა ყური: შტურმბან-
ფიურერის მარცხი რადიოს საინფორმაციო გამოშვების მთავარ
ცნობად იქცეოდა. არა მხოლოდ შინაარსის გამო. შეიძლებოდა ეს
ყოფილიყო პირველი ცნობა, რომლის სარწმუნოდ მიღებაც იაკო-
ბის პატიოსან სიტყვაზე აღარ იქნებოდა დამოკიდებული, ნებისმი-
ერ მსურველს მიეცემოდა საშუალება, სულ იოლად დარწმუნებუ-
ლიყო მის უტყუარობაში: ამ დილიდან საბუთი აქვე კიდია, საალმე
ანძაზე. ახლა აღარ ივარგებს, რომ თქვას, ჰარდტლოფის სიკვდი-
ლის ამბავი დილის საინფორმაციო გამოშვებაში უკვე მოსმენილი
მქონდაო. რაც მოხდა, მოხდა, რადიოს თავისი სიამაყე აქვს, მოვ-
ლენებს უკან ხომ არ გამოედევნება.
ზუსტად 12 საათზე სასტვენა სადილის შესვენების ნიშანს იძლე-
ვა და იაკობიც საბოლოოდ ემშვიდობება ამ სასიამოვნო ფიქრებს.
ვიღაც თუნუქის ჯამებით სავსე ურიკას მოაგორებს, ხოლო ჩვენ,
როგორც ყოველთვის, მწყობრად ვდგებით რიგში.
იაკობის უკან ვიღაც ხმადაბლა ამბობს: „წუხელ რადიოს უსმი-
ნე?“
„ჰო“, ამბობს იაკობი.
„ჰარდტლოფის ამბავი თუ თქვეს?“
229
მკითხველთა ლიგა

„ხომ არ გაგიჟებულხარ? ასეთი წვრილმანები მაგათ არ აინტე-


რესებთ“.
წინ მდგომი ეკითხება: „რომელ სადგურებს უსმენ ხოლმე?“
„ხან რომელს, ხან რომელს“, ამბობს იაკობი. „მოსკოვს, ლონ-
დონს, შვეიცარიას, ზოგჯერ ამინდს გააჩნია“.
„გერმანულ სადგურებს არ იჭერ?“
„რისთვის?“
„მუსიკას თუ უსმენ?“
„იშვიათად“, ამბობს იაკობი. „მხოლოდ მაშინ, როცა ახალი ამ-
ბების გამოშვებას ველოდები. ის რადიო რა, გასართობად კი არა
მაქვს!“
„ეჰ, რა სიამოვნებით მოვუსმენდი მუსიკას! ნებისმიერ რამეს“,
ამბობს იაკობის წინ მდგომი.
წვნიანით სავსე ქვაბების მოტანა ჭიანურდება, რიგი კი მაინც
ლარივითაა გაჭიმული. ყველა ცდილობს, თვითონვე გამოასწო-
როს თუნდაც სულ უმნიშვნელო გადახრა, ისეთიც კი, კაცი ძნელად
რომ შეამჩნევს. მაგრამ ქვაბების მოტანას ეს ამჯერად ვერ აჩქა-
რებს. ამის ნაცვლად იღება ქვის შენობის ზედა სართულის სამკუთ-
ხა ფანჯარა და გამოჩნდება ვიღაცის ხელი, რომელიც შეკრებილთ
უბრძანებს, სიჩუმე იყოსო. მერე კი ზემოდანვე გაისმის ბრაზიანი
ხმა, თითქოს თვით მამაზეციერი განრისხებულიყოს: „შესვენება
ათი წუთი! დღეს სადილი არ იქნება!“
ჯამებიან ურიკას ისევ სადღაც მიაგორებენ, მშიერი მწყობრი
ირევა და სადგურის ტერიტორიას ეფინება. სუფთა კოვზები ჯიბე-
ებს უბრუნდება, აქა-იქ ისმის წყევლა-კრულვა და გინება, ზოგი
ბოღმიანი მზერითაც კმაყოფილდება, ცოტაც დაიცადეთ, თქვე
ძაღლისშვილებო, მოვლენ რუსები და ყოფას გიტირებენ.
ჩემგან შორიახლოს მდგომი კოვალსკი კითხულობს: „ჰარ-
დტლოფი რომ მოკვდა, იმიტომ არ გვაჭმევენ?“
„ეგრე იქნება“, ვეუბნები.
„მე თუ მკითხავთ“, ამბობს კოვალსკი, „ნამდვილად ღირდა
ამად“.

230
მკითხველთა ლიგა

ხუმრობაზე არავის ეცინება, უსადილოდ დარჩენა სახუმარო არ


არის, მტკივნეული დარტყმაა, თანაც პირდაპირ კუჭზე. მაგრამ კო-
ვალსკი თავისას არ იშლის და ოხუნჯობას განაგრძობს: „წარმო-
იდგინეთ, რომელიმე ჩვენგანმა ფეხები გაფშიკოს და გერმანე-
ლებს საჭმელი არ მისცენ. აბა, შიმშილი მაშინ ნახე!“
ეჰ...
ამ ათი წუთის განმავლობაში იაკობს, საითაც უნდა წავიდეს,
ყველგან კუდში დაჰყვება ებრაელების პატარა, ერთგული ჯგუფი.
კოვალსკიც იქვეა, თუმცა, კიდეც რომ არ იყოს, დიდად არავინ
მოისაკლისებს. იაკობმა იცის, ეს ხალხი მას აედევნა, სადილი არ
იქნება, ლუკმის მაგივრობა მისმა სიტყვამ უნდა გასწიოს. მიდის ცა-
რიელი ვაგონისკენ, დასაჯდომად იქ ყველას ეყოფა ადგილი, ერ-
თმანეთისთვის ანგარიშის გაწევა აქაურებს კარგა ხანია, ჩვევად
გვექცა. იაკობი გუნებაზე ვერ არის. როგორი იმედი ჰქონდა, რომ
გუშინდელი წარმატების – ქალაქ ტობოლინის გათავისუფლების –
შემდეგ თანამოძმეთა თვალში დღესაც შარავანდედით იქნებოდა
მოსილი. მაიორმა კარტჰოიზერმა ჩვენი აღფრთოვანებული შეძა-
ხილების თანხლებით თავისი მართლაც შთამბეჭდავი ხელმოწერა
დაუსვა კაპიტულაციის აქტს, სიმაგრე აღებულია, მაგრამ ეს იყო
გუშინ. ვინ იფიქრებდა, რომ ახალი მოვლენების აუცილებლობა
მეორე დღესვე გაჩნდებოდა? ჰოდა, ზის ასე, მოუმზადებელი, თა-
ვისიანებს შორის.
ყველა იაკობს მისჩერებია, მანაც მალე უნდა დაიწყოს ამბების
მოყოლა. და უცებ თავში, როგორც მერე თვითონ მიამბო, ერთი
მწარე ფიქრი გაუელვებს. ეს ფიქრი ტობოლინსაც დაჩრდილავს
და ყველა სხვა გამარჯვებასაც. უცებ გაიაზრებს, რომ დღეს სად-
გურის ტერიტორიაზე ორმა ცნობამ შემოაღწია, ხალხმა კი მხო-
ლოდ ერთი აღიქვა: ჰარდტლოფი. მეორე, სამწუხარო ცნობა, შე-
უმჩნეველი დარჩა, თუმცა კი ისიც ჰაერში ტრიალებდა, მხოლოდ
ყურადღების მიქცევა იყო საჭირო.
„ასე ძალიან სასიხარულოც არაფერია ამ ამბავში“, – იაკობი
დამწუხრებული ჩანს.
„რომელ ამბავს გულისხმობ?“
231
მკითხველთა ლიგა

„ჰარდტლოფის სიკვდილს“.
„რა იყო, ძალიან გენაღვლება?“ ხუმრობს ვიღაც.
„ეგ არა“, ამბობს იაკობი, „კირშბაუმი“.
ძნელია, არ დაეთანხმო, გულდამძიმებულია ყველა, ვისაც ახ-
სნა არ სჭირდება და ისედაც ესმის, რა კავშირია ამ ორ ადამიანს
შორის. დღევანდელ ვითარებაში ნაკლებად სავარაუდოა, ებრა-
ელმა ექიმმა თავის არიელ პაციენტზე დიდხანს იცოცხლოს, ამ
კონკრეტულ შემთხვევაში ხომ – კიდევ უფრო ნაკლებად. „კირ-
შბაუმი ვინ არის?“ კითხვას სვამს ვიღაც, ხომ არ შეიძლება, ყველა
ყველას იცნობდეს. სასწრაფოდ უხსნიან, ვინც არის: ნათელი გო-
ნების პატრონი, თავის დროზე გულის დარგის ერთ-ერთი კორი-
ფე, აქ იაკობის მეზობელი. მოაკითხეს და წაიყვანეს, რომ ჰარ-
დტლოფი გადაერჩინა. მერე დამსწრენი დაგვიანებითა და უსიტ-
ყვოდ პატივს მიაგებენ პროფესორის ხსოვნას, ათი წუთი კითხვე-
ბისა და მორიგ საბრძოლო წარმატებებზე საუბრის გარეშე იწურე-
ბა, თუმცა ყურადღების გადატანისთვის იაკობი სხვა საბაბს ისურ-
ვებდა. უნდა, რაღაცით ანუგეშოს ეს ხალხი, ასე მშიერს ხომ ვერ
დატოვებს! ახსენდება უწინ მოფიქრებული ამბავი გერმანელთა
საიდუმლო გეგმებისა, რუსებს ტობოლინის ციხესიმაგრეში რომ
ჩაუვარდებათ ხელში. მაგრამ ამ სიბრიყვეს სასტვენა არ ჩაადენი-
ნებს, უფრო სწორად კი – მისი ხმოვანი ნიშანი, რომელიც,
ჩვეულებრივ, სადილის დასრულებას მოასწავებს, დღეს კი – ესო-
დენ უგემური სადილისას.
მოკლედ, ჰარდტლოფის სიკვდილის მიუხედავად, დღე დუნედ
იწყება და ასევე უხალისოდ გრძელდება. სადგურზე გაცხარებული
მუშაობაა, როცა გამოჩნდება საზიდარი ზედ დადგმული ცისტერ-
ნით. საზიდარში ორი ჯანდაგი ცხენია შებმული. ნაცნობი სურათია,
ნაცნობია ფლოქვების ხმაც, ცისტერნის მოახლოებას შორიდანვე
რომ გვამცნობს. ის საშუალოდ სამ თვეში ერთხელ მოდის, ზაფ-
ხულში უფრო იშვიათად, ზამთარში, როცა მიწა გაყინულია, უფრო
ხშირად, მაგრამ ყოველთვის ორშაბათობით. მისი სტუმრობის მი-
ზეზია გერმანელებისთვის განკუთვნილი პატარა ფიცრული კარში
ამოჭრილი გულით. ცისტერნის სტუმრობის გარეშე ის მხოლოდ
232
მკითხველთა ლიგა

სამ თვეს ძლებს, მეტს ვერა. თუ ცისტერნამ ჩამოსვლა დააგვიანა,


იქაურობა ერთიანად დაიტბორება.
კოფოზე აქაური გლეხი ზის, კაცმა არ იცის, რა დამსახურების-
თვის ერგო ასეთი პატივი. ჩვენ ის გვძულს. როცა სადგურზე პირ-
ველად გამოჩნდა, გერმანელებმა ჩვენთან გამოლაპარაკება აუკ-
რძალეს და მას შემდეგ ამ აკრძალვას განუხრელად ემორჩილება.
თავიდან, იაკობის რადიო მაშინ სად იყო, რამდენიმეჯერ ვცადეთ,
მისთვის ერთი-ორი სიტყვა მაინც დაგვეცდენინებინა. თავადაც არ
ვიცოდით, რისი მოსმენა გვსურდა, გვაინტერესებდა გარედან მო-
ტანილი ნებისმიერი ამბავი, თუნდაც ორიოდე სიტყვა. ჩვენთან და-
ლაპარაკება სულ იოლად შეეძლო ისე, რომ თავი საფრთხეში არ
ჩაეგდო, მაგრამ – არა, იჯდა პირზე კლიტედადებული იმ თავის
კოფოზე და წამდაუწუმ თვალს აპარებდა კარგა მოშორებით
მდგომი გუშაგებისკენ. ალბათ საკუთარი ტყავის დარდი ჰქონდა,
ან იმ თავისი ქაქებისა. ან შეიძლება სულაც ანტისემიტია, ან კიდევ
იდიოტი.
საზიდარს ჩეჩმის უკან აჩერებს. ერთი გერმანელი ქვის შენობი-
დან გამოდის და ხალხს შეერევა. საერთოდ, როგორც კი ეს სა-
ზიზღარი თქარუნი ჩვენს ყურამდე მოაღწევს, ყველა ისე იქცევა,
თითქოს საშინლად დაკავებული იყოს. რადგან სამუშაოსთან,
რომლისთვისაც ახლა ოთხ კაცს ეძებენ, ყუთების თრევა მონაგო-
ნია: ისეთი მყრალი სუნით იჟღინთები, ლაყე კვერცხი სუნამოდ მო-
გეჩვენება. თანაც, ვიდრე შინ არ მიხვალ, ტანსაც ხომ ვერ დაიბან.
„შენ, შენ, შენ და შენ“, ამბობს გერმანელი.
შმიდტი, იაკობი და ორი უცნობი კბილების ღრჭიალით მიემარ-
თებიან საპირფარეშოსკენ და იწყებენ თავიანთი ბინძური სამუშაოს
შესრულებას. ორი კაცი საზიდარზე დამაგრებულ თითო ნიჩაბსა
და თითო ვედროს იღებს, იაკობი და ადვოკატი თავს ხდიან ორ-
მოს. მერე იმ ტურტლით ვედროებს ავსებენ, ხოლო ორი დანარ-
ჩენი ვედროებს ცისტერნაში ცლის. შმიდტის ზიზღისგან დაჯღანუ-
ლი სახე ამოცანას სულაც არ ამსუბუქებს. სამუშაო სამ საათს მაინც
გრძელდება, საათ-ნახევარში როლები იცვლება: ვისაც ნიჩაბი ეჭი-

233
მკითხველთა ლიგა

რა, ახლა ვედროს თრევა მოუწევს, და პირიქით. „აქამდე თუ შე-


გისრულებიათ ეს სამუშაო?“ კითხულობს შმიდტი.
„ორჯერ“, მიუგებს იაკობი.
„მე კი ჯერ არა“.
გლეხი ისევ კოფოზე ზის, მათთვის ზურგი აქვს შექცეული. ჯი-
ბიდან პატარა შეკვრას იღებს, ხსნის პერგამენტის ქაღალდს, რო-
მელშიც პური და ღორის ქონი აქვს გახვეული. ჩამავალი მზის სხი-
ვებზე თბება და გემრიელად შეექცევა სადილსა თუ სამხარს,
იაკობს პირი ნერწყვით ევსება.
ვედროების მზიდავთაგან ერთ-ერთი, ასაკით უფროსი, გლეხს
ევედრება, ერთი ლუკმა მომაკბეჩინეო. თან ხმადაბლა უხსნის,
რომ დღეს უსადილოდ დარჩა. მხოლოდ ერთ ლუკმა პურს
სთხოვს, ღორის ქონზე ვინ გაბედავს ხმის ამოღებას. გლეხს ყოყ-
მანი ეტყობა. იაკობი თან ნიჩბით მუშაობს, თან ხედავს, რა უაზ-
როდ აცეცებს აქეთ-იქით გლეხი თვალებს, სადგურის რომელიმე
ზედამხედველი ხომ არ გვიყურებსო. მაგრამ ამ უკანასკნელთაგან
არავის აინტერესებს, რა ხდება კარზე გულამოჭრილი ფიცრულის
უკან.
„ნუ გეშინია“, ამბობს ჩვენი კაცი, „ჩვენთან ლაპარაკს არავინ
გთხოვს. ერთი ნატეხი პური ძირს დააგდე, ხომ გესმის, ვითომ შემ-
თხვევით დაგივარდა. ამისთვის პასუხს ვერავინ მოგთხოვს. ისე და-
ვიხარო და ავიღო, კაციშვილმა ვერ შეამჩნიოს... გესმის? კაციშ-
ვილმა. ისე ავიღებ, თვითონ შენც კი ვერაფერს მიხვდები!“
„ამ სიმყრალეში ჭამას შეძლებდით?“ ეკითხება შმიდტი.
„დიახ, შევძლებდი“, ამბობს იაკობი.
გლეხი კიდევ ერთხელ იყოფს ხელს ჯიბეში, იქიდან პერგამენ-
ტის ქაღალდს იღებს, გულდასმით ახვევს პურისა და ღორის ქო-
ნის ნარჩენს და ისევ ინახავს. ეტყობა, ან დანაყრდა, ან მადა წაუხ-
და. მერე მწვანე საველე მათარიდან ერთ დიდ ყლუპს გადაკრავს
და ტუჩებს ჭუჭყიანი სახელოთი შეიმშრალებს.
„შე ჩათლახო!“ – გლეხს ვერც ეს ბოღმიანი შეძახილი გა-
მოაცოცხლებს.

234
მკითხველთა ლიგა

ფუნქციების გაცვლის დრო რომ დგება, შმიდტი უცებ მკვეთრად


ანელებს ნიჩბის ტრიალს, მერე კი სულ ჩერდება, ირწმუნება, აღარ
შემიძლიაო. ამბობს, რომ თავბრუ ეხვევა და თვალებში შავი რგო-
ლები უტრიალებს, ოფლში გაწურული ეყრდნობა საპირფარეშოს
უკანა კედელს.
„რომ არ გისადილიათ, ეგ იმის ბრალია“, ამბობს იაკობი.
შმიდტისთვის ეს, აბა, რა შეღავათია, სახეზე ოფლის მსხვილი
წვეთები ჩამოსდის, ცდილობს, ამოაღებინოს, მაგრამ ვერ ახერ-
ხებს. იაკობი თავის ვედროს ავსებს, მზიდავებს ლოდინი უწევთ,
დიდხანს ასე გაგრძელება არ გამოვა.
„მუშაობა უნდა განაგრძოთ“, ამბობს იაკობი.
„თქვენთვის ადვილი სათქმელია“, მიუგებს შმიდტი ხრინწიანი
ხმით, კედელზე მიყუდებული და ქაღალდივით გათეთრებული.
„ან ახლავე განაგრძეთ მუშაობა, ან ბარემ აქვე დაწექით და
მოკვდით“, ამბობს ისევ იაკობი.
სიკვდილი კი ადვოკატ შმიდტს ნამდვილად არ უნდა, ისევ ებ-
ღაუჭება ნიჩაბს და ბარბაც-ბარბაცით ავსებს ვედროს, რომელიც
კარგა ხანია, თავის ჯერს ელოდება. ისმის კვნესა, აშკარაა, შმიდტი
სასოწარკვეთილი ცდილობს დავალების შესრულებას, მაგრამ
არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ცდა წარუმატებელი
იქნება. ნიჩაბი ზედაპირზე ცოდვილობს, ისე ღრმად ვერ ჩადის
ორმოში, როგორც საჭიროა, ამიტომ იმ სიბინძურიდან ნახევრად
გავსებული ამოდის, ეს კი ნიშნავს, რომ იაკობს მეტი მუშაობა უხ-
დება.
„სხვათა შორის, თქვენს საყვარელ სერ უინსტონზე გავიგე რა-
ღაც“, ამბობს იაკობი, იმდენად ხმადაბლა, რომ გლეხმა ვერაფე-
რი გაიგონოს, თუნდაც საუკეთესო სმენის პატრონი იყოს.
„სერ უინსტონზე?“ ამბობს შმიდტი. აშკარად დასუსტებულია,
მაგრამ ეტყობა, რომ იაკობის ნათქვამით დაინტერესდა.
„გაცივებულია“.
„რამე სერიოზულია?“
„არა, არა. სურდო და ასეთი რამეები. თითქმის მთელი ინტერ-
ვიუს განმავლობაში აცემინებდა“.
235
მკითხველთა ლიგა

„მთელი ინტერვიუს განმავლობაში?“


„მოკლე ინტერვიუ იყო“.
„და რაო, რა თქვა?“ ეკითხება შმიდტი.
იაკობი აგრძნობინებს, რომ ახლა მასლაათის დრო არ არის,
შორიახლოს გუშაგები მიდი-მოდიან. მართალია, ამჟამად სხვა
საქმით არიან დაკავებული, მაგრამ სამ საათში ერთ-ერთი მათგა-
ნი უეჭველად მოვა შესამოწმებლად და ორმო დაცლილი უნდა
დახვდეს. შესაბამისად, შმიდტი ინფორმაციას მხოლოდ მაშინ
მიიღებს, თუ ამ საუბრის მუშაობით შენიღბვა მოხერხდება. შმიდტს
სხვა გზა არა აქვს, ამ პირობას უნდა დაჰყაბულდეს, იძულებულია,
უფრო მაგრად ჩაავლოს ხელი ნიჩაბს, ეგ არის, რომ შუბლი ისევ
ოფლის წვეთებით აქვს დაფარული. რაო, რას ამბობს სერ უინ-
სტონიო?
იაკობიც უყვება. რეპორტიორსა და ინგლისის პრემიერს შორის
სარდაფში გამართული საუბარი ჯერ კიდევ შემორჩენია მეხსიერე-
ბას, თუმცა არც მთლად უწინდელივით ცოცხლად. ქალაქებს ნუ
დავასახელებთ, მაგრამ აღმოსავლეთის ფრონტზე შექმნილი ვი-
თარება გერმანელებისთვის უიმედოა, ეს პირადად მისი სიტყვებია.
შეიკრა სასიკეთო პერსპექტივის მოზრდილი, ნაირფერი თაიგუ-
ლი. სერ უინსტონის თვალსაწიერის მქონე კაცს კი ნამდვილად
დაეჯერება, განა ასე არ არის? ცხადია, აქა-იქ ჯერ კიდევ ვაწყდე-
ბით სირთულეებს, მაგრამ აბა, ერთი მითხარით, სად გაგიგიათ
ომი უსირთულეებოდ?
თანაც შმიდტი სხვაა და ლინა სხვა, ეს განსხვავებებიც გა-
სათვალისწინებელია. იაკობი ჩაბნელებულ სარდაფში კი არ ზის
პატარა გოგოსთან ერთად, გართობის მიზნით თუ მისი სიყვა-
რულის ხათრით, არამედ მზის გულზე შრომობს ღრმად გან-
სწავლული შმიდტის მხარდამხარ. ყოველი სიტყვა გულდასმით
ასაწონ-დასაწონია, სამ საათში ორმო სიბინძურისგან უნდა გაიწ-
მინდოს.

236
მკითხველთა ლიგა


იმ დილით, რომელიც საოლქო ქალაქ პრიზე იერიშისთვის შე-
ირჩა, რუსები მას, მართალია, ვერ მიაღწევენ, მაგრამ კარგა დიდი
მანძილით კი მიუახლოვდებიან. იაკობს ასე სურს. სწორედ იმ
მრავლისაღმთქმელი დღის დილას სამუშაოდ მიმავალი მიშა
გზად აღელვებულ მამაკაცთა პატარა ჯგუფს გადაეყრება. ერთნი
აქეთ იშვერენ ხელს, მეორენი – იქით, ორი მათგანი გაცხარებით
ამტკიცებს რაღაცას, დანარჩენები ყურს უგდებენ და აშკარად შე-
წუხებულები ჩანან. მიშა ამათ ისე როგორ ჩაუვლის, არ გაიგოს,
რა ხდება. უცებ ყურში ჩაესმის ქუჩის სახელი, ფრანცისკელთა ქუ-
ჩაო, წამოიძახებს ვიღაც. მიშა ერთ-ერთ მოკამათეს მკლავში
ხელს წაავლებს და მოთუხთუხე წრიდან გამოათრევს. თუ ღმერთი
გწამს, მითხარი, ფრანცისკელთა ქუჩაზე რა მოხდაო, ეკითხება უც-
ნობს. ისიც არ დააყოვნებს: უბედურება დაგვატყდა თავს, ფრან-
ცისკელთა ქუჩის ბინადრებს სამ მწკრივად აწყობენო. გერმანელე-
ბი სახლიდან სახლში გადადიან, სულ ცოტა ხნის წინ ათ ნომერში
იყვნენ, რამდენიმე საათში ამ ქუჩაზე ადამიანის ჭაჭანება აღარ იქ-
ნება, ყველას ბანაკში უკრავენ თავს და, ვინ იცის, კიდევ სადო.
„არადა, ხმა დაირხა, რუსებმა უკვე ტობოლინი აიღესო“, ამ-
ბობს უცნობი.
მიშა ადგილს მოსწყდება. ფრანცისკელთა ქუჩის ბედი მას ზო-
გადად კი არ ანაღვლებს, ფრანცისკელთა ქუჩა სრულიად განსა-
კუთრებული ქუჩაა, იქ როზა ცხოვრობს. უცნობმა თქვა, ცოტა ხნის
წინ ათ ნომერში იყვნენო, ანუ, ალბათ, რამდენიმე წუთის წინ, ამ
დროს კი როზა წესით დიდი ხნის წასული უნდა იყოს ფაბრიკაში.
მიშა თავის თავს საყვედურობს, რატომ არ ვაიძულე, ყოველღამე
ჩემთან დარჩენილიყო, მით უფრო, წუხელო. მერე ფაბრიკაში მი-
ვა. ყარაული, მართალია, შენობაში არ შეუშვებს, მაგრამ როზას-
თან ახლოს მაინც იქნება. სამუშაოს დასრულებას დაელოდება,
თვითონ იქცევა ყარაულად, რათა როზა გააფრთხილოს, რომ შინ
დაბრუნება არ შეიძლება. ღმერთმა დაიფაროს, მთელი დღე ცა-
რიელი ფაბრიკის ყარაულობა მოუხდეს – თუ როზა შინიდან
237
მკითხველთა ლიგა

დროულად გამოვიდა, ახლა ფაბრიკაში უნდა იყოს. ყველა სხვა


იმედი ამაოა. მიშა თავქუდმოგლეჯილი მირბის, თვითონაც არ
იცის, რატომ ჩქარობს ასე, როზას სამსახურის დამთავრებამდე
დიდი დროა. მაინც მირბის.
სამკერვალო ფაბრიკის მისადგომებთან, წითელი აგურის შე-
ნობის გარშემო, სამყარო სრულიად ჩვეულებრივი ჩანს. მიშა ქუ-
ჩის მოპირდაპირე მხარეს დგას, მის გარდა, ირგვლივ არავინაა.
ის გრძელი დღის გასატარებლად ემზადება, მაგრამ დღე, მას რომ
ჰგონია, იმაზე გაცილებით მოკლე გამოდგება. ფაბრიკიდან ებ-
რაელი გოგო გამოდის. მიშა ეკითხება, ამ გაგანია სამუშაო
საათებში გარეთ ვინ გამოგიშვათო, გოგო კი უმიზნოდ მისეირ-
ნობს, მიშას ისე ჩაუვლის გვერდს, ერთსაც არ შეხედავს. მიშას ვერ
გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, ყოყმანობს, მერე კი, როცა გოგო
უახლოეს კუთხეს მიაღწევს, აედევნება. გოგო მას მალევე შენიშ-
ნავს, თავს კეკლუცად მიაბრუნებს უკან, მერე კიდევ ერთხელ: განა
გეტოში ბევრს ნახავ ასეთ ცისფერთვალება, მხარბეჭიან ბიჭს, თა-
ნაც დღისით-მზისით? გოგო ნაბიჯს ანელებს, არაფერი აქვს საწი-
ნააღმდეგო, თუ დაეწევიან. საბოლოოდ, ასეც ხდება. კუთხეს გას-
ცდებიან თუ არა, მიშა მის გვერდითაა.
„უკაცრავად“, ამბობს მიშა. „თქვენ ამ სამკერვალოში მუშაობთ?“
„დიახ“, ღიმილით მიუგებს გოგო.
„შემთხვევით ხომ არ იცით, როზა ფრანკფურტერი შენობაშია
თუ არა?“
გოგო რამდენიმე წამს დაფიქრდება, მერე კი ამბობს: „თქვენ
ნამდვილად მიშა იქნებით“.
„დიახ“, ამბობს მიშა. „როზა იქ არის?“
„რამდენიმე წუთია, რაც წავიდა. უთხრეს, შეგიძლია, შინ წახვი-
დეო“.
„რამდენიმე წუთი რამდენია?“ მიშას ხმაში ბზარი უჩნდება. „ზუს-
ტად როდის წავიდა?“
„ერთი ათი წუთი იქნება“, უპასუხებს გოგო, თან უკვირს მიშას
ასეთი მოულოდნელი აღელვება.

238
მკითხველთა ლიგა

მიშა ისევ მოსწყდება ადგილს. გონებაში გამალებით ანგარი-


შობს, რომ, თუ როზა მართლა ათი წუთის წასულია, შეძლებს,
დაეწიოს. აქედან ფრანცისკელთა ქუჩაზე მისვლას როზა ნახევარ
საათს მაინც ანდომებს, თუ ნელა იარა – კიდევ მეტს, ხოლო აჩქა-
რებით წესით არ უნდა აჩქარდეს. იმ არამზადებმა უთხრეს, შეგიძ-
ლია, შინ წახვიდეო, მიზეზი არც აუხსნიათ, აჩქარება რა საჭიროა!
უცებ მიშა მკვეთრად შემოტრიალდება და ისევ უკან გარბის: ამ
სიჩქარეში შეცდომა დაუშვა, უპატიებელი შეცდომა, რომელიც ახ-
ლა უნდა გამოასწოროს. გოგო მისკენ მოემართება და ისევ უღი-
მის.
„თქვენც გაგიშვეს?“ შორიდანვე, ყვირილით ეკითხება მიშა.
„დიახ“.
„ნუ წახვალთ შინ! სადმე დაიმალეთ!“
მიშას გოგოს შეკითხვა ჩაესმის: „კი მაგრამ, რატომ?“
„რატომ და ფრანცისკელთა ქუჩაზე დეპორტაციაა!“
„ფრანცისკელთა ქუჩა რა შუაშია? მე ზაგორსკის ქუჩაზე ვცხოვ-
რობ“.
ამ სიტყვაუხვ საუბარზე მეტისმეტად დიდი დრო იკარგება, ესე
იგი ზაგორსკის ქუჩაზეც იგივე ამბავია! რაც იცოდა, ყველაფერი
უთხრა. რა დასკვნასაც გამოიტანს, იმის მიხედვით გადაწყდება,
შეძლებს თუ ვერ შეძლებს თავის გადარჩენას. თუ ჭკვიანი გოგოა,
ფაბრიკის შესასვლელთან დადგება და, ვისაც კი გარეთ გამოუშ-
ვებენ, ყველას ეტყვის: „შინ არ წახვიდე, დაიმალე, მნიშვნელობა
არა აქვს, სად ცხოვრობ!“ მიშა მირბის, როზას მისდევს, და თავში
ეს ფიქრები უტრიალებს. ახსენდება, რომ ფრანცისკელთა და ზა-
გორსკის ქუჩები ერთმანეთს არ კვეთს, მათ შორის ბლუმენბინ-
დერგასეა. იქ, მართალია, ბევრი სახლი არ დგას, ძირითადად
საწყობებია, რომლებსაც ახლა იშვიათად თუ იყენებენ, მაგრამ
რამდენიმე შენობა ნამდვილად იქნება. მიშას ყოველ მოსახვევში
უჩნდება იმედი, რომ როზას დაინახავს. იქნებ უმოკლესი გზით არც
წამოსულა, იქნებ გადაწყვიტა, ბოლომდე შეირგოს ნაჩუქარი დღე
და მზიან ამინდში სეირნობს. თუ ასეა, მიშა მას ნამდვილად დაას-
წრებს, ფრანცისკელთა ქუჩის ერთ ბოლოში გაჩერდება და როზას
239
მკითხველთა ლიგა

გაფრთხილებასაც მოახერხებს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ გა-


ჩერებას მხოლოდ ერთ ბოლოში შეძლებს. ფრანცისკელთა ქუჩას
ხომ ორი ბოლო აქვს, მიდი და გაიგე, რომელ მხარეს ჯობია ყა-
რაულობა. თან ასეთ დროს, სული რომ გძვრებოდეს, დახმარების
სათხოვნელადაც ვერავის იპოვი. რამდენიმე წამით მიშას ისევ უბ-
რუნდება იმედი: იქნებ როზა თვითგადარჩენის ინსტინქტმა იხსნას?
რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხრიდან მოვა, ხომ დაინახავს,
მის ქუჩაზე რაც ხდება. ალბათ, უკან გაბრუნდება, მიშას სახლისკენ
გაიქცევა და ეზოში დაიმალება იმ ანგარიშით, რომ საღამოს მიშა
მივა და თავისი ბინის კარს გაუღებს. თან მიშა ხვდება, რომ ამის
იმედი არ უნდა ჰქონდეს, საამისოდ მეტისმეტად კარგად იცნობს
როზას. იმ გიჟ გოგოს დედ-მამის სიყვარული თავსაც დაავიწყებს,
ვერ მოერევა ამ ბავშვურ გრძნობას. რომ დაინახავს, რაც ხდება
მის ქუჩაზე, დიდი-დიდი, წამით შეყოვნდეს, მერე კი, ატირებული,
სირბილით გაუყვება თავისი დაღუპვის გზას, იქით გაიქცევა, სადაც
მშობლები ეგულება, რომლებსაც ის ახლა არ სჭირდებათ, და
რომლებსაც ვერაფრით დაეხმარება.
გულთმისნობა და ვარაუდები ერთბაშად წყდება, როცა ლარი-
ვით სწორი ქუჩის ბოლოს მიშა, ბოლოს და ბოლოს, თვალს მოჰ-
კრავს როზას. ეს არგენტინის ხეივანია. ერთ დროს იქ გამწკრივე-
ბული ცაცხვები ძირში დაუჭრიათ და მზერა ახლა შორს სწვდება.
ქუჩა თითქმის უკაცრიელია, მიშა ცნობს როზას მოწითალო--
მოყავისფრო კაბას, თავიდან წერტილივით რომ მოჩანს, მერე
ლურჯ თავსაფარს, მერე მის მიხრა-მოხრას. როზას სიარულზე ეტ-
ყობა, რომ არსად ეჩქარება, მიშას ვარაუდი გამართლდა, ის ბედ-
ნიერია.
სულ რამდენიმე მეტრი რომ რჩება, მიშა სირბილიდან
სიარულზე გადადის და როზას ერთხანს ნელი ნაბიჯით მიჰყვება
უკან. როზა ათვალიერებს ძველი სახლების ლამაზ, წაწვეტებულ
სახურავებს. უწინ ეს ვაჭრების უბანი იყო, როზა სეირნობს. ვიდრე
დაენახვებოდეს, კარგად უნდა მოიფიქროს, რას ეტყვის, არაფერი
უნდა შეეტყოს. უმჯობესი იქნება, უთხრას, გავიგე, ფაბრიკიდან
რომ გამოგიშვეს და სახლში მოვდიოდი შენთანო. კრინტიც არ უნ-
240
მკითხველთა ლიგა

და დაძრას, შიშით კინაღამ გული რომ გაუსკდა, არც ფრანცის-


კელთა ქუჩაზე დატრიალებული უბედურების ხსენება შეიძლება,
თორემ დაღუპავს დედ-მამის სიყვარული.
უკნიდან თვალებზე ხელებს ავაფარებ და შეცვლილი ხმით ვეტ-
ყვი, აბა, თუ გამოიცნობ, ვინ ვარ-მეთქი. მშვენიერი დასაწყისია.
მიშა გრძნობს, რომ ხელებიც და სახეც ოფლით დაეცვარა. სახეს
პიჯაკის სახელოთი იმშრალებს და ვითომ უდარდელი ხმით ამ-
ბობს: „რა მოულოდნელი შეხვედრაა!“ როზა სწრაფად მობრუნდე-
ბა, თავიდან შეშინებული ჩანს, მერე იღიმება, მიშას აშკარად ბედი
სწყალობს: დღეს სულ ლამაზი გოგოები უღიმიან. როზა ეკითხება:
„აქ რა გინდა?“
„შენ თვითონ რა გინდა აქ?“
„მე შინ მივდივარ“, ამბობს ის. „წარმოგიდგენია, ფაბრიკაში ერ-
თი საათის მისულიც არ ვიქნებოდი, რომ გამომიშვეს“.
„რატომ გამოგიშვეს?“
„რა ვიცი. მხოლოდ ის მითხრეს, შეგიძლია, შინ წახვიდეო. კი-
დევ რამდენიმე გოგო გაუშვეს, ყველა არა“.
„ჩვენთანაც ასე იყო, დაახლოებით“, ამბობს მიშა.
„დღეს შენც თავისუფალი ხარ? მთელი დღე?“
„ჰო“.
„რა კარგია“, ამბობს როზა.
მიშას ხელკავს გამოსდებს. შემთხვევითი გამვლელი აღფრთო-
ვანებით აყოლებს თვალს ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილს.
„ჩემთან წავიდეთ“, ამბობს მიშა.
„კი მაგრამ, ზუსტად აქ როგორ აღმოჩნდი?“
„ფაბრიკაში მოგაკითხე. მე რომ დამითხოვეს, ვიფიქრე, იქნებ
შენც გამოგიშვან-მეთქი“.
„რა ჭკვიანი ბიჭი ხარ“.
„სულ ახალი წამოსული დამხვდი. ვიღაც გოგომ მომახსენა, პა-
ტარა, ლამაზი გოგო იყო, წითური“.
„ლარისა იქნებოდა“, ამბობს როზა.
აუჩქარებლად მისეირნობენ მიშას სახლისკენ. ოდნავაც არ ღე-
ლავს, ეს გზა რომ აირჩია – ფრანცისკელთა ქუჩა უკვე მარცხნივ
241
მკითხველთა ლიგა

დარჩა. როზა ლარისაზე უყვება, ეუბნება, რომ ზოგჯერ მიშაზე


ელაპარაკება ხოლმე, მიშა ამისთვის, იმედია, არ გაუწყრება; გო-
გოები სამკერვალოში ერთ მაგიდას უსხედან, დღე კი ისე გრძე-
ლია... ეს ჩვენი ლარისა ერთი შეხედვით მამა აბრამის ბატკანი
გეგონება, მაგრამ მტრისას, თუ კლანჭები გამოაჩინა, ნურავის შე-
აცდენს მისი მეოცნებე თვალები. მეგობარი ბიჭი მასაც ჰყავს, გვა-
რად ნაიდორფია. იოზეფი ჰქვია, მაგრამ ლარისა იოსელეს ეძა-
ხის, ინსტრუმენტების ქარხანაში მუშაობს, მიშას, ალბათ, არ ეცო-
დინება. მეზობლები არიან. ლარისას კიდევ დედა და ორი უფრო-
სი ძმა ჰყავს. ჰოდა, ერთხელაც იმ ძმებმა იოზეფ ნაიდორფს შავი
დღე აყარეს, თავიანთ დასთან ერთად რომ შეუსწრეს სხვენზე და
ლაზათიანადაც მიბეგვეს. როგორ ფიქრობ, სხვენზე რას აკეთებ-
დნენ? რა თქმა უნდა, კოცნაობდნენ, მაგრამ ხომ არ გგონია, ლა-
რისამ უკან დაიხია? დაიხია კი არა, ის თავისი ძმები კარგა მაგრა-
დაც გამოლანძღა. მას შემდეგ წესიერად იქცევიან, ეტყობა, შეიგ-
ნეს, რომ მათი და პატარა გოგო აღარ არის. ის კი არა, იოსელეს
დროდადრო იმის უფლებასაც აძლევენ, ლარისას შინ ესტუმროს.
სალაპარაკოდ, ბუნებრივია. შუა ლაპარაკში როზა მოულოდნე-
ლად ჩერდება და მიშას ეკითხება: „რას უნდა ნიშნავდეს, მთელი
დღით რომ დაგვითხოვეს სამსახურიდან?“
„აბა, მე საიდან ვიცი?“ ამბობს მიშა.
„რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეთ?“
მიშა მხრებს იჩეჩს. იმედი ჰქონდა, რომ როზა ამ თემას საერ-
თოდ არ შეეხებოდა, ამიტომ არ იცის, რა უპასუხოს. იძულებულია,
დაეთანხმოს, ნამდვილად უცნაური ამბავია.
„ნეტავ, რუსების გამო ხომ არ გამოგვიშვეს?“ ეკითხება როზა.
„რუსების გამო?“
„ჰო, რუსების გამო. იქნებ ესენი უკვე ხვდებიან, რომ მათი
დღეები დათვლილია და ახლა ცდილობენ, როგორმე სასწრა-
ფოდ მოგვიქონონ თავი?“ ვარაუდობს როზა. „რა, არ გესმის? სა-
მომავლოდ“.
„შეიძლება“, ამბობს მიშა, უკეთესი ახსნა არც მას მოსდის თავში.

242
მკითხველთა ლიგა

ტაატით მიუყვებიან გზას მიშას სახლისკენ. მოზღვავებული სი-


ლაღის გრძნობით თუ ავხსნით, რომ როზა უჩვეულოდ ენაწ-
ყლიანია. მიშა ცდილობს, არ შეაფერხოს სიტყვების მორაკრაკე
ნაკადული, აშკარაა, რომ ლარისას ამბის მოყოლით როზას თა-
ვისი ტყვია-წამალი ბოლომდე არ დაუხარჯავს. კლარასა და ანე-
ტეზეც, იცოცხლე, აქვს სათქმელი, თუმცა ნინას ამ მხრივ ვერავინ
გაეჯიბრება, აი, ვის შეუძლია დაიტრაბახოს სასიყვარულო თავგა-
დასავლებით! კიდევ რა? ჰო, მამამისი, როგორც იქნა, თანდათან
იწყებს სამომავლო გეგმების დაწყობას. გუშინწინ, როგორც როზა
ამბობს, უცნაური შინაარსის ფურცელი დაუდევს მაგიდაზე. ფურ-
ცელზე სამ მწკრივად ყოფილა ჩამოწერილი მისთვის სასურველი
თეატრალური როლები, რომლებიც მომავალში, თუ ღმერთმა
ინება, შესასრულებელი ექნება – იკმაროს თეატრის დირექციამ,
რა როლებიც აქამდე წაართვა. დეტალები როზამ არ იცის, თეატ-
რისა ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ ფურცელზე, ალბათ, ერთი
ოცი როლი მაინც ეწერა.
სადარბაზოს კართან მიშას უსიამოვნო აზრი გაუელვებს: სამსა-
ხურის გაცდენა უსადილოდ დარჩენას ნიშნავს. როზას ეკითხება,
სურსათის ტალონები შემთხვევით თან ხომ არ გაქვსო. სამწუხა-
როდ, შინ დავტოვეო, ესმის პასუხად. მიშა იმედგაცრუებულია. შინ
ხომ არ გავიქცე მოსატანადო, არავითარ შემთხვევაშიო, მერე გა-
საღებს აძლევს და ეუბნება, შენ ადი, მე კი ახლავე ამოვალ, ტა-
ლონები მე მაქვსო.
ფარდულში მიშა ერთადერთი მუშტარია. ჩვეულებრივ, როცა
აქ სამუშაოს დამთავრების მერე მოდის, სულ ცოტა ნახევარ საათს
მაინც უწევს ლოდინი.
„ამ დროს აქ რამ მოგიყვანა?“ ეკითხება ჩასუქებული როზენეკი.
არსებობს ეჭვი, რომ მისი სასწორი სიზუსტით არ გამოირჩევა და
რატომღაც მუდამ ერთი მიმართულებით ცდება. სავარაუდოდ,
სწორედ ეს სასწორია, ღიპის ზრდას რომ უწყობს ხელს. ძალიან
კი ცდილობს როზენეკი, ეს თავისი მოღალატე ფაშვი როგორმე
ფართო კიტელით შენიღბოს, მაგრამ ვერც კიტელი და ვერც თა-

243
მკითხველთა ლიგა

ვად როზენეკი ვერაფერს გააწყობენ: რა ზომის კიტელიც გინდა


მოიცვი, იმ გაბერილ ლოყებს ხომ ვერსად დამალავ.
„დასვენების დღე მაქვს“, ამბობს მიშა.
„დასვენების დღეო? ეგ რაღაა?“
„დასვენების დღე“.
მიშა სურსათის ტალონებს დახლზე უდებს როზენეკს, ყველას
ერთად.
„დღეს მხოლოდ სამშაბათია“, აფრთხილებს გაკვირვებული
როზენეკი.
„არა უშავს“.
„შენი საქმისა შენ იცი“.
როზენეკი ფქვილიანი თაროდან იღებს მრგვალ პურს, რო-
მელსაც ისეთი სუნი აღარ აქვს, პურს უწინ რომ ჰქონდა, მაგიდაზე
დებს, ქშენა-ქშენით, ხერხიანი დანით შუაზე ჭრის და სახელგან-
თქმულ სასწორზე შეაგდებს, მეორე პინაზე კი ორგანის მილები-
ვით გაამწკრივებს თავის მატყუარა საწონებს.
„თუ შეიძლება, კარგად აწონეთ“, ამბობს მიშა.
„ეგ რას ნიშნავს? მე ყოველთვის კარგად ვწონი“.
მიშა არ აპირებს სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში ჩაბმას, ეს მაინც
არაფერს მოუტანს, და ამბობს: „განსაკუთრებით კარგად აწონეთ.
სტუმარი მყავს“.
„სტუმარი? ეგ რაღაა?“
„სტუმარი-მეთქი“.
მთლად გულქვა არც როზენეკია. მიშას პურის მეორე ნახევარს
აძლევს, ვითომ ნახევარს, სასწორზე მის შემოდებას არც ფიქ-
რობს. ამას ემატება კარტოფილით სავსე შარვლის ორი ჯიბე –
კარტოფილისთვის მიშას არაფერი წამოუღია, ერთი კოლოფი მუ-
ხუდოს ფქვილი, ძეხვი, რომელიც გარეგნულად უფროა ძეხვი,
ვიდრე შინაარსით, და ერთი კოლოფი ალაოს ყავა.
„ამ ტალონებზე ქონიც წერია“, ამბობს მიშა.
„მართლა, წერია? შემთხვევით ისიც ხომ არ წერია, საიდან უნ-
და გავაჩინო ეგ შენი ქონი?“
„ბატონო როზენეკ“, ამბობს მიშა.
244
მკითხველთა ლიგა

როზენეკი ისეთი სახით უყურებს, თითქოს თავისი ცხოვრების


ურთულესი გადაწყვეტილება ჰქონდეს მისაღები, რა დღეში აგ-
დებს ეს ბიჭი! ამბობს: „ყავა ძალიან გჭირდება?“
„არც ისე“.
როზენეკი ერთხანს გაუნძრევლად დგას, მთელი სხეულით გა-
მოხატავს, რომ მდგომარეობა თავსამტვრევია. ბოლოს დახლი-
დან იღებს ყავის კოლოფს და მეზობელ ოთახში გადის. უკან რომ
ბრუნდება, ხელში პერგამენტის ქაღალდის ნაგლეჯი უჭირავს.
თვალის ერთი შევლებით პერგამენტის დაკეცილი ფურცელია,
მაგრამ თუ კარგად დააკვირდები, დაინახავ, რომ რაღაცაა გახ-
ვეული. ქონია, როზენეკმა ის საკუთარი ღიპიდან ჩამოითალა, სა-
ხის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ.
„მხოლოდ შენი ხათრით“, ამბობს როზენეკი. „ოღონდ, არავის
უთხრა, თუ ღმერთი გწამს“.
„რატომ უნდა ვუთხრა“, ამბობს მიშა.
შინ დატვირთული ბრუნდება. როზა აღფრთოვანებულია, ფან-
ჯარა ფართოდ გაუღია.
„თორემ მზე იფიქრებს, შინ არავინ არისო და სხვაგან წავა. დე-
დაჩემმა იცის ხოლმე თქმა“, ამბობს როზა.
მიშა კარადაში აწყობს როზენეკის ძღვენს, შარვლის ჯიბეები-
დან, კარტოფილი რომ ეყარა, მიწას გამოიბერტყავს. როზა ფან-
ჯარასთან უხმობს, მიშას მისი ხმა არ მოსწონს. ფანჯრიდან გა-
დაიწევა და, საითაც როზა იყურება, იქით გაიხედავს. შორს ნაც-
რისფერი კოლონა მოჩანს, ჯერ პატარაა, დეტალების გარჩევა
ჭირს. მხოლოდ ძაღლების ყეფა ისმის ხანგამოშვებით, რაც სრუ-
ლიად ზედმეტია: კოლონის მწყობრის დარღვევა აზრადაც არავის
მოსდის.
„დღეს რომელი ქუჩის ჯერია?“ ეკითხება როზა.
„არ ვიცი“.
მიშა ხელს ჰკიდებს როზას და ფანჯარას კეტავს, იმას კი ვეღარ
ახერხებს, ოთახის სიღრმისკენ წამოიყვანოს. როზა დაკეტილ
ფანჯარასთან დგას და კოლონის მოახლოებას უცდის. მერე ამ-
ბობს: „მაცადე. იქნებ ნაცნობები იყვნენ“.
245
მკითხველთა ლიგა

„არ გშია?“ ეკითხება მიშა. „არ გინდა, საჭმელი გავიკეთოთ?“


„ახლა არა“.
სხვა წინადადებებისგან მიშა თავს იკავებს. იცის, რაც უნდა შეს-
თავაზოს, როზა ყველაფერზე ერთ პასუხს გასცემს: „ახლა არა“.
მხოლოდ ძალით თუ მოაშორებ ფანჯარას. არადა, როზას საქ-
ციელი ნამდვილი სიგიჟეა: წარმოდგენაც არა აქვს, ვინ შეიძლება
დალანდოს კოლონაში, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ასეთ დროს თა-
ვი სილაში არ უნდა ჩარგოს. ასეთია მისი თამაშის წესი. თავად
როზაც ასეთია, ვერაფერს გააწყობ. ყველაზე იოლი გამოსავალი
ის იქნება, რომ ხელი სტაცოს, საწოლზე დააგდოს და კოცნა და-
უწყოს, ვითომ უცებ დაატყდა თავს ვნების ტალღა. პირველ ნაბიჯ-
საც კი დგამს ამ მიზნით, მაგრამ მეორის გადადგმას ვეღარ ბე-
დავს: როზა მას მეტისმეტად კარგად იცნობს, მაშინვე მიხვდება,
რომ რაღაცას ატყუებს. სხვა გზა არ არის, როზა ფანჯარას არ მო-
შორდება, ფეხს არ მოიცვლის, სანამ ის საზარელი წამი არ დად-
გება და თავად არ გახდება ყველაფრის მოწმე.
მიშა საწოლზე ჯდება, ცდილობს, აღელვება არ დაეტყოს. სულ
ტყუილად კი წვალობს – როზა ქუჩას წამითაც არ სწყვეტს თვალს.
შუბლით მინას მიჰბჯენია, რაც უფრო მჭიდროდ ეკვრის, მით უფრო
მკაფიოდ ხედავს კოლონას. შუშაზე ორთქლის მომცრო ლაქა
ჩნდება, როზა პირღია სუნთქავს, როგორც ყველა აღელვებული
ადამიანი.
„მოდი ჩემთან“, ამბობს მიშა.
რაღა მისი ქუჩით მოისურვეს წამოსვლა იმ იდიოტებმა, ნუთუ
სხვა ქუჩები არ არსებობს? ლამისაა, სადარბაზოში გავარდეს, ან
გადაინაცვლოს ფაინგოლდის ნახევარში, რომელმაც, რაღა თქმა
უნდა, როზას ჩარევიდან მეორე დღესვე დაიბრუნა პირვანდელი
იერი. ახლა ერთ ფიქრს შეუპყრია: როზა როგორ მოიქცევა? სულ
უფრო ხმამაღლა ისმის ყეფა, ხოლო, როცა ძაღლები რამდენიმე
წამით ჩუმდებიან, ნაბიჯების ხმასაც გაარჩევს კაცი, დროდადრო
გაისმის შეძახილები: „ცოცხლად, ცოცხლად!“
„მიშა!“ ხმადაბლა ამბობს როზა.

246
მკითხველთა ლიგა

„მიშა!“ ყვირის სულ რამდენიმე წამში. „მიშა, მიშა, მიშა, ეს ჩვენი


ქუჩაა!“
მიშა ახლა მის უკან დგას. კოლონაში მისი მშობლებიც რომ
შეიძლება იყვნენ, როზას, ეტყობა, ჯერ არ მოსვლია აზრად. ჩურ-
ჩულით ჩამოთვლის იმ მეზობლების გვარებს, რომლებსაც შეიც-
ნობს. ყოველ მათგანს ხელში რაღაც უჭირავს: ჩანთა, ჩემოდანი,
საგზლის ფუთა. მიშა დროს იხელთებს და თვალებით ფრანკფურ-
ტერების ძებნას იწყებს. მათ როზაზე ადრე დაინახავს. ფელიქს
ფრანკფურტერს ყელზე თავისი განუყრელი შარფი შემოუხვევია.
მის ნაბიჯში ერთგვარი თავდაჯერება იგრძნობა. ცოლი, მასზე ერ-
თი თავით დაბალი, გვერდით მიჰყვება, უცებ მათი ფანჯრისკენ
აიხედავს – მიშას და როზას ამბავი ხომ არავისთვის ყოფილა
საიდუმლო.
როზა გვარების ჩამოთვლას განაგრძობს, დედამისის ამოხედ-
ვა მიშასთვის ბოლო ბიძგია – როზას ხელებს შემოხვევს და ოთა-
ხის სიღრმისკენ ექაჩება, უნდა, რომ საწოლზე დააწვინოს და
აღარ გაუშვას, მაგრამ არ გამოსდის. ორივე ძირს ეცემა, როზა
წინააღმდეგობას უწევს. მიშას სცემენ და ფხოჭნიან, თმას წიწკნიან,
ის კი როზას სხეულს ჩაჰფრენია და არაფერს იმჩნევს. დიდხანს
წვანან ასე იატაკზე. როზა უყვირის, ახლავე გამიშვი ხელიო, ალ-
ბათ, უკვე ოცჯერ მაინც იყვირა: „ხელი გამიშვი!“ ცოტა ხანში აღარც
ყეფა ისმის, აღარც ნაბიჯების ხმა, როზას თანდათან ძალა ეცლე-
ბა. მერე ჩერდება კიდეც. მიშა ფრთხილად უშვებს ხელს, მზად
არის, ერთ წამში ისევ დაიჭიროს. მაგრამ როზა გაუნძრევლად
წევს, თვალები დაუხუჭავს და აჩქარებით სუნთქავს, თითქოს ეს წუ-
თია, მძიმე სამუშაოს მორჩაო. კარზე კაკუნი ისმის, მეზობლის
ქალს აინტერესებს, რამე დახმარება ხომ არ გჭირდებათ, გავიგო-
ნე, ვიღაც ყვიროდაო.
„არა, არა, ყველაფერი რიგზეა“, კარის გაუღებლად მიუგებს მი-
შა. „გმადლობთ“.
დგება და ფანჯარას აღებს, თორემ, როგორც უკვე შევიტყვეთ,
მზე იფიქრებს, შინ არავინ არისო, და სხვაგან წავა. უკაცრიელ ქუ-
ჩაზე ჩამიჩუმი აღარ ისმის. დიდხანს იცქირება ფანჯრიდან. როცა
247
მკითხველთა ლიგა

მოტრიალდება, ხედავს, რომ როზა ჯერ ისევ გაუნძრევლად წევს


იატაკზე.
„კარგი ახლა, ადექი“.
როზა დგება. თუმცა, როგორც მიშას ეჩვენება, იმიტომ არა,
რომ მან სთხოვა. გოგოს თვალიდან ჯერ ერთი ცრემლიც არ გად-
მოვარდნია, ის საწოლზე ჯდება. მიშა ხმის ამოღებას ვერ ბედავს.
„კისერზე სისხლი გაქვს“, ეუბნება როზა.
მიშა უახლოვდება, მის წინ ჩაიჩოქებს, ცდილობს, თვალებში
ჩახედოს, მაგრამ გოგოს მზერა სადღაც სხვა მხარესაა მიმართუ-
ლი.
„აი, რატომ მომაკითხე“, ამბობს მერე. „თურმე ყველაფერი
იცოდი“.
მიშა შეკრთება, რადგან ხვდება, რა საყვედური იმალება როზას
სიტყვებში. სურს აუხსნას, რომ მისი მშობლების გასაფრთხილებ-
ლად დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ ახლა არ არსებობს არგუმენ-
ტი, რომელიც როზას დაარწმუნებს.
„კი მაგრამ, შენები დაინახე?“ ეკითხება მიშა.
„შენ არ იყავი, აქეთ რომ გამომათრიე?“ ამბობს როზა და, ბო-
ლოს და ბოლოს, ატირდება.
მიშა ეუბნება, არც მე დამინახავსო, კოლონას ბოლომდე მივა-
დევნე თვალიო, იქნებ დროულად იგრძნეს ხიფათი და თავს უშვე-
ლესო. იცის, რა სისულელესაც როშავს, ორი სიტყვის მერე ხვდე-
ბა, რომ სულ ტყუილად ლაპარაკობს, მაგრამ დაწყებულ ფრაზას
მაინც ამთავრებს, თითქოს გაზეპირებული ჰქონდეს.
„ნამდვილად ნახავ შენებს“, დასძენს ბოლოს. „იაკობმა მით-
ხრა...“
„ტყუი!“ ყვირილზე გადადის როზა. „ყველა ტყუით! ყბედობთ და
ყბედობთ, შეცვლით კი არაფერი იცვლება!“
როზა წამოხტება და გასასვლელისკენ გარბის, მიშა მაშინღა
წაავლებს ხელს, როცა გოგოს კარი უკვე გამოღებული აქვს. სა-
დარბაზოში მეზობლის ქალი, ჭუჭრუტანის სიმაღლეზე რომ იყო
მოხრილი, წელში იმართება. „ნამდვილად ვერ დაგეხმარებით?“
ეკითხება ისევ.
248
მკითხველთა ლიგა

„ხომ გითხარით, ვერა-მეთქი!“ ღრიალებს მიშა, ახლა ისიც ყვი-


რის.
მეზობლის ქალი მიდის. შეურაცხყოფილია და უნდა ვივა-
რაუდოთ, სამუდამოდ უქრება სურვილი, ვინმეს დაეხმაროს,
ყოველ შემთხვევაში, ამ მყვირალა თავხედს. კიდევ კარგი, მესამე
პირის გამოჩენამ, ასე ჩანს, როზა მაინც დააშოშმინა. თვითონ
ბრუნდება ოთახში, მიშას მხრიდან ოდნავი ძალდატანებაც არ
სჭირდება. მიშა კარს კეტავს, დუმილის ეშინია. ამიტომ დაუყოვნებ-
ლივ იწყებს ფაინგოლდის უკაცრიელი ნახევრის ხელახლა ათვი-
სებას. კარადას ისევ კედელს მიადგამს, ზუსტად იქ, სადაც შპა-
ლერზე სუფთად დარჩენილი დიდი ოთხკუთხედია, ფარდას ჭერი-
დან ჩამოხსნის და ისევ ფანჯარას ააფარებს. რადგან როზა
ამიერიდან აქ იცხოვრებს, სხვა თუ არაფერი, ეს ხომ მაინც ცხადზე
უცხადესია.


„ბოლო ხანს დეპორტაციებზე თუ გადმოსცეს რამე?“ ეკითხება
მიშა.
„არაფერი“, ამბობს იაკობი.
„მარტო ფრანცისკელთა ქუჩიდან კი არ მოხვეტეს ხალხი. ზა-
გორსკის ქუჩაზე და...“
„ვიცი“, ამბობს იაკობი.
ერთხანს ხმაამოუღებლივ მიაბიჯებენ სადგურიდან შინისკენ.
კოვალსკისგან წინა ქუჩის კუთხეში დაიხსნეს თავი. მიშას თანდას-
წრებით ის აშკარად თავს იკავებდა შეკითხვების დასმისგან.
იმ დღის მერე სადგურზე ხუთი კაცი დააკლდათ, ალბათ მეტიც,
ხუთი იმათგან, ვისაც იცნობდნენ. იაკობმა სათვალავი კინაღამ ექ-
ვსამდე გაზარდა: რაკი მიშა იმ დღეს სამსახურში არ გამოცხადდა,
ისიც დაკარგულებს მიათვალა. საბედნიეროდ, შეცდა.
„როზასთან რა ხდება?“ ეკითხება იაკობი.
„რა უნდა ხდებოდეს?“

249
მკითხველთა ლიგა

„კვების საქმე როგორ გაქვთ?“


„გადასარევად!“
„სურსათის ტალონებს რომ ვეღარ იღებს?“
„მეც ეგ არ მაფიქრებს?“
„მეზობლებიდან ვერავინ დაგეხმარება? მეც ხომ ამ დღეში ვარ,
ლინას ვგულისხმობ. კირშბაუმი მისთვის ხან რას მომცემდა, ხან
რას“.
„აღარ მჯერა ბედნიერი დასასრულის“, ამბობს მიშა. „ერთი-
მეორის მიყოლებით წმენდენ ქუჩებს“.
იაკობს ეჩვენება, რომ მიშას ხმაში თითქმის შეუფარავი საყვე-
დური ისმის.
„შესაძლოა“, ამბობს იაკობი. „მაგრამ აბა, კარგად დაფიქრდი:
გერმანელები პანიკაში არიან! ხალხს რომ სადღაც მიერეკებიან,
სწორედ იმას ადასტურებს, რომ რუსები უკვე აქვე, სულ ახლოს
უნდა იყვნენ! ამ თვალსაზრისით ეს კარგი ნიშანიც კია“.
„გადასარევი ნიშანია, ღმერთმანი! მიდი, ერთი, ეგ როზასაც
აუხსენი“.


ერთ დღეს, ნაშუადღევს, შინ უსაქმოდ ჯდომითა და ტირილით
გაბეზრებული როზა სახლიდან გადის, თუმცა მიშამ ქუჩაში გასვლა
მკაცრად აუკრძალა. ის კი არა, სიამოვნებით ჩაკეტავდა კიდეც
ოთახში, არად ჩააგდებდა როზას წინააღმდეგობას. ასე მხოლოდ
იმიტომ არ მოიქცა, რომ საპირფარეშო ეზოშია.
როზა უმიზნოდ დაბორიალებს, ერთკვირიანი პატიმრობის შემ-
დეგ სიამოვნებს გასეირნება. საფრთხე, რომელზედაც მიშა გაუთა-
ვებლად ჩასჩიჩინებს, გადაჭარბებული ეჩვენება. მიშას ოთახში ის
ზუსტად ისევეა დაცული, როგორც სხვაგან იქნებოდა, მისი სახლის
ჯერიც ხომ ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს. ესეც რომ არა, ვინ
უნდა იცნოს? ნაცნობებიდან ხომ თითქმის აღარავინ დარჩა. ქუჩა-
ში ხალხის შემოწმებას საღამოსკენ უფრო იწყებენ, კომენდანტის

250
მკითხველთა ლიგა

საათი რომ მოახლოვდება. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მას დი-


დად აღარც ადარდებს, და კიდევ: სულაც არ არის საჭირო, ამ გა-
სეირნების ამბავი მიშამაც შეიტყოს, დიდხანს არც აპირებს გარეთ
დარჩენას.
სულ არ არის აუცილებელი, უკვე მოგვიანებით, შინ დაბრუ-
ნებულმა, მასზე ბევრად ადრე მისულ მიშას სრული სიმართლე
უთხრას. როზა ჰყვება, რა მოულოდნელად იპოვა ჯიბეში თავისი
სახლის გასაღები; და როგორ აღმოჩნდა უცებ ფრანცისკელთა
ქუჩაზე. ვერც ვიგრძენი, ფეხებმა იქით როგორ წამიყვანაო, ამ-
ბობს.
ქუჩა არაბუნებრივად უკაცრიელი ეჩვენება. ახლა მას სხვა ქუ-
ჩებზე გასასვლელადაც აღარავინ იყენებს, თითქოს ამ უბანში შავი
ჭირი მძვინვარებდეს. როზა პირველი სართულის მიტოვებულ
ოთახებში იჭყიტება, იმ ხალხის ბინებში, ჯერ კიდევ რამდენიმე
დღის წინ რომ ესალმებოდა. ერთ-ერთი ფანჯრის უკან ბიჭს მოჰ-
კრავს თვალს. ასე, თოთხმეტიოდე წლის იქნება. ღია კარადასთან
ჩაცუცქულა და გამალებით იყრის ზურგჩანთაში ყველაფერს, რაც
ხელში მოხვდება: ჭურჭელს, თეთრეულს, შარვალს, ხის კოლოფს,
თან ისე, რომ არც კი ამოწმებს, შიგ რა ყრია. როზა ბიჭს მიაშტერ-
დება, ერთადერთ ცოცხალ არსებას მის გარდა, რომელიც აქ
ტრიალებს. კარადა დაცარიელებულია, ზურგჩანთაში კი ჯერაც
არის ადგილი. ბიჭი წამოდგება და ოთახში მიმოიხედავს. ამ დროს
ფანჯრის მინის უკან დაინახავს მისკენ მომზირალ ორ დიდრონ
თვალს. ჯერ შეკრთება, მერე კი, როზას მკერდზე დაკერებულ
ვარსკვლავს რომ გაარჩევს, სახეზე მშვიდი ღიმილი ეფინება. ალ-
ბათ ჰგონია, რომ ამ უცხო ქალიშვილის სახით უწყინარი კონკუ-
რენტი გამოუჩნდა.
როზა სასწრაფოდ შორდება იქაურობას, ნეტავ უკვე ჩვენს ბი-
ნასაც თუ ესტუმრა ასეთი ვინმეო, ფიქრობს თავისთვის. ასეთი მა-
როდიორიო – სხვა აბა, რა უნდა უწოდოს. რასაც ახლა გრძნობს,
ბრაზს ვერ დაარქმევ, თუმცა არც თანაგრძნობა ეთქმის. არ
სიამოვნებს, რომ ამ კედლების მიღმა გრძელდება სხვა, საიდუმ-

251
მკითხველთა ლიგა

ლო, შეფარული ცხოვრება, რომელიც ყველა უწინდელ კვალს


თანდათან შლის.
ფრთხილად აღებს სადარბაზოს კარს და გულაჩქროლებული
მიაყურებს. რა კარგი იქნებოდა, მიშაც გვერდით ჰყოლოდა. რომ
ეცადა, იქნებ მოეხერხებინა კიდეც მისი დაყოლიება. ასეა თუ ისე,
როზა ახლა მარტოა. დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ, რაკი
მყუდროებას კარგა ხნის ლოდინის შემდეგაც არაფერი არღვევს,
ასკვნის, რომ შენობაში, მის გარდა, არავინაა. სწრაფად აირბენს
კიბის ორ მარშს და თავის ბინას მიადგება. ვიდრე კარს გააღებ-
დეს, ჭუჭრუტანაში იჭვრიტება. აი, უკვე ოთახშიც შედის. ბინა
დალაგებულ-მოწესრიგებულია. არც ავეჯი, არც ნივთები დამტვე-
რილი არ არის – საამისოდ ჯერ საკმარისი დრო არ გასულა. ოთ-
ხი სკამი კოხტად შემოუწყვიათ მაგიდის გარშემო, რომელზედაც
ყვითელი სუფრაა გადაფარებული, სიგრძეში ორივე მხარეს სამ-
კუთხედებად რომ ბოლოვდება. ონკანიდან წყალი წვეთავს. ზურ-
გჩანთით აქ ჯერ არავინ ყოფილა, ამას როზა თვალის პირველივე
შევლებით ხედავს. ხედავს იმასაც, რომ მის მშობლებს აქაურობა
უცებ, ფაციფუცში არ დაუტოვებიათ.
პირველი, რასაც ეძებს, რაიმე ბარათია. ეს ახლაღა მოსდის
აზრად, ახსენდება, რომ დედამისი სახლიდან ისე არ გავიდოდა,
ბარათი არ დაეტოვებინა. ამჯერად, როგორც ჩანს, უღალატა
ძველ ჩვევას, რადგან ქაღალდის ნაგლეჯიც არსად ჩანს, ზედ რამე
რომ ეწეროს. თუმცა რა შეიძლება ეწეროს ასეთ ნაგლეჯზე? ერ-
თადერთი რამ: „არ ვიცი, საით, არ ვიცი, რა ხნით“.
მერე როზა ისევ იწყებს ძებნას, ოღონდ ახლა უკვე თვითონაც
აღარ იცის, რას ეძებს. მიშამ მითხრა, სენტიმენტალური გოგოა,
უნდოდა სცოდნოდა, მისმა მშობლებმა თან რა წაიღესო. ამ
დროს, ალბათ, ცრემლად იღვრებოდა. ტყავის კუბოკრული სა-
ყიდლების ჩანთა, თეთრ-ყავისფერი უჯრედებით, და შავი მუყაოს
ჩემოდანი არსად ჩანს, სხვა ჩანთები თუ ჩემოდნები ადგილზეა.
როზას მთელი თავისი ოჯახის ავლადიდება ზეპირად ახსოვს, ძებ-
ნას რომ დაამთავრებს, თავისუფლად შეუძლია, წაღებული ნივთე-
ბის სია შეადგინოს. სიაში ის ალბომიც მოხვდებოდა, რომელშიც
252
მკითხველთა ლიგა

სურათები და რეცენზიებია ჩაწებებული – წიგნი ფელიქს ფრან-


კფურტერის ნამდვილი ცხოვრებისა.
მისი ნივთები ხელუხლებლად აწყვია. ამ ნივთებს შორისაა სა-
სურსათო ბარათიც, ტალონების ნაწილს უკვე ვადა გასვლია. რო-
ზა ბარათს ჯიბეში იდებს, სხვა ნივთებიდან არაფერია ისეთი, გან-
საკუთრებით რომ სწყდებოდეს გული. თავს აიძულებს, საქმეს
პრაქტიკულად შეხედოს. იღებს პორტფელს, შიგ აწყობს გამოსაც-
ვლელ კაბას, თეთრეულსა და წინდებს, ბოლოს პალტოსაც კე-
ცავს. თან უკვირს, ნეტავ ეს რაღამ მომაფიქრა, რა დროს მომავა-
ლი ზამთარიაო... პალტოიანად პორტფელი აღარ იკეტება. როზა
ჯერ გადაწყვეტს, ზემოდან მოვიცვამო, მაგრამ მაშინ ვარსკვლავე-
ბი კაბას უნდა აარღვიოს და პალტოს დააკეროს. იღებს და ისევ
უკან ტენის პალტოს, ქამარს კი პორტფელს გარედან გადაუჭერს.
ქუჩაში ის ბიჭი თუ შეხვდა, ნამდვილად შეშურდება მისი უხვი
ნაალაფევი.
როზა მაგრად კეტავს ონკანს, მორჩა თავის საქმეს. გასვლისას
გასაღებს საკეტში ტოვებს – შესაძლოა, იმ ბიჭისთვის, ან იქნებ
ვინმე სხვისთვისაც, ამით თითქოს წერტილს უსვამს წარსულ ცხოვ-
რებას.
„რომ მოკვდე, ვერ გამოიცნობ“, მეუბნება მიშა, „ძალიანაც რომ
ეცადო, ვერ მიხვდები, სად წავიდა იქიდან“.
როზა იაკობთან მიდის. არ იცნობს, მასზე მხოლოდ მიშას მო-
ნაყოლით იცის, და საკმაოდ ბევრიც. ბეზანიკიდან მოყოლებული,
არ ყოფილა ერთად გატარებული საღამო, სიტყვა იაკობზე არ ჩა-
მოეგდოთ – მის რადიოზე, მის სიმამაცეზე, ფრონტზე რუსების წინ-
სვლაზე. მაშინ, ახალი ამბის გამო პირველი დიდი სიხარული რომ
მინავლდა, როზამ იკითხა, კი მაგრამ, რაღა ახლა დაიწყო იაკობ-
მა ამ გადაცემებზე ლაპარაკი, ჩვენ ხომ უკვე სამი წელია, გეტოში
ვცხოვრობთ და, თუ რადიოს მალავს, ხომ თავიდანვე დამალული
ექნებოდაო.
„ალბათ აქამდე სულ გერმანელები მიიწევდნენ წინ. შენ რა,
გინდოდა, ამ კაცს მოეყოლა, დღითი დღე როგორ უარესდებოდა

253
მკითხველთა ლიგა

მდგომარეობა?“ უთხრა მაშინ მიშამ და ეს პასუხი სავსებით დამა-


ჯერებლად ჟღერდა.
დგას ახლა იაკობის კარებთან, არც შურისძიების მიზნით, არც
ბოღმის ამოსანთხევად – ყოველ შემთხვევაში, ცდილობს, თავი
დაირწმუნოს, რომ მართლაც ასეა. ეჭვი არ ეპარება, რომ იაკობი
გულკეთილი და თავაზიანი კაცი იქნება, ალბათ, მხოლოდ კეთი-
ლი ზრახვები ამოძრავებს, მაგრამ როგორ ესადაგება მისი ეს იმე-
დიანი დაპირებები ცარიელ ოთახს ფრანცისკელთა ქუჩაზე,
მთელს უკაცრიელ უბანს? აი, ამას ჰკითხავს იაკობს. ჰკითხავს,
რამდენად მიზანშეწონილია, იმედი ჩაუსახო მათს მდგომარეობა-
ში მყოფ ხალხს. რადიოს მოშველიება მას ვერ დაარწმუნებს, რა-
დიომ, რაც უნდა, ის ილაპარაკოს, მიიხედ-მოიხედეთ და დაინა-
ხავთ, ხალხი რა დღეშია.
როზა რამდენიმეჯერ უშედეგოდ აკაკუნებს. რატომ თავიდანვე
არ იფიქრა, რომ იაკობიც დაახლოებით იმავე დროს დაბრუნდება
შინ, როცა მიშა ბრუნდება ხოლმე? ლოდინი სიმტკიცეს უკარგავს,
მერე, იაკობის პირისპირ რომ აღმოჩნდება, თავში შეიძლება ერ-
თი დალაგებული აზრიც აღარ უჭაჭანებდეს. ჯერ კიდევ არის დრო,
ჯერ კიდევ შეუძლია, შინ წავიდეს, იქნებ მიშასაც მიასწროს და თა-
ვიდან აიცილოს უსიამოვნო საუბარი, რომელსაც სხვაგვარად ნამ-
დვილად ვერ ასცდება. რაც უფრო დიდხანს იცდის, მით უფრო
ნათლად ხვდება, რომ აქ მეტად ბუნდოვანი განზრახვით მოვიდა.
რაც უნდა უსაყვედუროს, იაკობი ყველაფერს თავის რადიოს და-
აბრალებს. როზა იმედოვნებდა, რომ ამ პერიოდს ყველა უვნებ-
ლად გადაურჩებოდა. ასე არ მოხდა და, თუ კარგად ჩავუფიქრდე-
ბით, სწორედ ეს არის მისი სტუმრობის მიზეზი. „ეს გოგო ჯერ თა-
მაშობს და მერე ფიქრობს“, განა ასე არ თქვა მამამისმა ერთხელ,
შაშის პარტიის შემდეგ? როზას ფიქრი გაუელვებს, იქნებ იაკობი
რადიოში ერთს ისმენს, გავრცელებით კი სხვა ინფორმაციას ავ-
რცელებსო.
უცებ დერეფნის ბოლოს ლინა გამოჩნდება. ეს წუთია, მორჩა
ქუჩაში რაფაელთან თამაშს და შინ დაბრუნდა. ხედავს ნაცნობ კარ-
თან ატუზულ ახალგაზრდა ქალს გაბერილი პორტფელით ხელში
254
მკითხველთა ლიგა

და, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი, უცნობს უახლოვდება. ერ-


თხანს უხმოდ შესცქერიან ერთმანეთს, თავიდან ეჭვი არც ერთს არ
ებადება. „ბიძია იაკობს ეძებ?“
„ჰო“.
„მალე უნდა მოვიდეს. არ გინდა, შიგნით დაელოდო?“
„შენ რა, აქ ცხოვრობ?“ ეკითხება როზა.
პასუხის ნაცვლად ლინა ღრეჩოდან ამოაცურებს გასაღებს,
კარს აღებს და როზას ხელით ანიშნებს, შედიო. ცოტა არ იყოს
ეამაყება კიდეც. როზა ყოყმანით შედის ოთახში, მას მყისვე მიუჩო-
ჩებენ სკამს, ეჭვგარეშეა, მეტად ყურადღებიანი მასპინძლის ხელში
აღმოჩნდა. ლინაც ჯდება, სტუმარ-მასპინძელი ისევ ერთმანეთს
აკვირდება, ორივეს თვალებში კეთილგანწყობა იკითხება.
„შენ ლინა ხარ, არა?“ ამბობს როზა.
„საიდან იცი ჩემი სახელი?“
„მიშასგან“, ამბობს როზა. „თქვენ ხომ კარგად იცნობთ ერთმა-
ნეთს?“
„აბა, რა. ახლა მეც ვიცი, შენ ვინ ხარ“.
„მართლა?“
„როზა ხარ. ხომ გამოვიცანი?“
მერე ჰყვებიან, რა იციან ერთმანეთზე. სხვათა შორის, ლინა
მიშაზე სულ არ არის ნაწყენი, ერთხელაც რომ არ ინახულა, როცა
ავად იყო და ლოგინში იწვა და მხოლოდ იაკობის პირით უთვლი-
და ხოლმე მოკითხვას. როზა უჩუმრად აცეცებს თვალებს აქეთ--
იქით. თუმცა სულ არ ელის, რომ ის აპარატი სადმე გამოსაჩენ
ადგილას იდგება ოთახში, ნებისმიერი შემთხვევითი სტუმრის გუ-
ლის გასახარად.
„ბიძია იაკობთან რა საქმე გაქვს?“ ეკითხება ლინა, რაკი
ჩვეულებრივი სალაპარაკო თემები ამოწურულია.
„ჯობს დაველოდოთ, სანამ მოვა“.
„მიშასგან უნდა გადასცე რამე?“
„არა“.
„მითხარი, ნუ გეშინია. იაკობი მე არაფერს მიმალავს“.

255
მკითხველთა ლიგა

მაგრამ როზა მაინც არ აპირებს თქმას, იღიმება და დუმს. მაშინ


ლინა სხვა ხერხს მიმართავს.
„ჩვენთან ადრეც ყოფილხარ?“ ეკითხება როზას.
„არა, არასოდეს“.
„ბოლო დროს, რომ იცოდე, ათასი ვინმე მოდის. გინდა გით-
ხრა, რა უნდათ?“ ლინა ჩერდება, რათა ამასობაში როზა მიხვდეს,
როგორ ენდობიან, მერე კი საიდუმლოსაც გაამხელს: „ახალი ამ-
ბების მოსმენა უნდათ. შენც ამიტომ მოხვედი?“
როზას სახეზე ღიმილი უქრება, ამისთვის ნამდვილად არ მო-
სულა, ალბათ, უფრო პირიქით. უკვე ნანობს კიდეც, რომ მოვიდა,
პირველივე წამიდან სულ უფრო მეტად და მეტად გრძნობს, რომ
მისი სასოწარკვეთილება აქაურობას არ უხდება, აქ ყველაფერი
პატიოსნად და სიმართლის რწმენით კეთდება. თავს ეკითხება,
როგორ მოიქცევა, ახლა იაკობი რომ შემოვიდეს და უთხრას, ამა
და ამ პუნქტისკენ მიმავალ შენი მშობლების ეშელონს გზად მხსნე-
ლები დახვდნენო? პასუხის გაცემას ვერ ბედავს. ვერც ამ კითხვაზე
და ვერც იმაზე, თავისი სტუმრობის ნამდვილ მიზეზთან დაკავში-
რებით აქამდე თავს ხომ არ იტყუებდა. ეს გამორიცხულად არ მი-
აჩნია.
„მითხარი“, ამბობს ლინა, „შენც ამისთვის მოხვედი?“
„არა“, მიუგებს როზა.
„მაგრამ გაგებით ეს ამბავი ხომ შენც გაიგე?“
„რომელი ამბავი?“
„რომ მალე ყველაფერი შეიცვლება?“
„კი“, ამბობს როზა.
„მერე რატომ არ გიხარია?“
როზა წელში იმართება. უკვე მიღწეულია ზღვარი, რომელთა-
ნაც ან უკან უნდა დაიხიო, ან სიმართლე თქვა. თუმცა რა არის
სიმართლე? ახლა მხოლოდ ეჭვები არსებობს. ის ამბობს: „იმი-
ტომ, რომ არ მჯერა“.
„არ გჯერა, ბიძია იაკობი რასაც ჰყვება?“ ეკითხება ლინა ისეთი
ტონით, თითქოს ყურებს არ უჯერებსო.
„არა“.
256
მკითხველთა ლიგა

„გგონია, რომ გვაბითურებს?“


როზას მოსწონს ეს სიტყვა, თუმცა შექმნილ ვითარებას დიდად
არ შეეფერება. ამ სასიამოვნო გოგონას სიხარულით დაელაპარა-
კებოდა სასიამოვნო ამბებზე. ახლავე უნდა შეწყვიტოს არჩეული
გზით სიარული, ვერ გაუგია, რამ შეადგმევინა ფეხი ამ ბილიკზე,
მით უმეტეს, ბავშვთან ერთად. დამაჯერებელ მიზეზს ვერ დაასახე-
ლებს, მაგრამ უცებ რწმუნდება, რომ შეცდომა მოუვიდა, თუმცა
იმედია, ამ შეცდომას ცუდი არაფერი მოჰყვება. ვერა, ფეხს ვერ
დაკრავს და ასე უცებ ვერ წავა. ზის დაბნეული და ელოდება, მაგ-
რამ ახლა უკვე იაკობს კი არა, მხოლოდ ხელსაყრელ საბაბს
მცდარად მიჩნეული ამ სტუმრობის დასასრულებლად. არადა, სა-
ბაბი არ ჩანს, ლინა კი ისეთი აღტყინებით ელის ამ ზარდამცემი
წუთის მოახლოებას, ლამის შეგეშინდეს. სხვა რაც გინდა, უწოდე,
მაგრამ მისი ბიძია მატყუარა არ არის. როზას ეს არც უთქვამს.
როგორ არა, ზუსტად ეს თქვა, როგორ შეიძლება ასეთი რამეების
ლაპარაკი? მან ხომ თვითონ მოისმინა იაკობის რადიოთი, რომ
მალე რუსები აქ იქნებიან, თავისი ყურით. ამაზე რაღას იტყვი? ერ-
თი კაცი, ბოხი ხმა რომ ჰქონდა, ეუბნებოდა მეორეს, გვარი აღარ
ახსოვს, ხმა კი კარგად დაამახსოვრდა. ზუსტად ასე თქვა, მთელ
ამ დავიდარაბას სულ მალე მოეღება ბოლო, დიდი-დიდი, კიდევ
რამდენიმე კვირას გაგრძელდესო. იქნებ როზამ თქვას, იმ კაცმაც
გაგვაბითურაო. საერთოდ, როგორ ბედავს, რომ ლინას ბიძიას
ტყუილების მოგონებაში ადანაშაულებს, კეთილინებოს და იაკობს
დაელოდოს, მისგან ნამდვილად მიიღებს საკადრის პასუხს...
ლინა აღშფოთებულია, აღელვებისგან ენა ებმის. სათქმელი
კიდევ ბევრი აქვს, მაგრამ უცებ ჩუმდება და შეშინებულ მზერას
როზას უკან, სივრცეს მიაპყრობს. როზა კარისკენ გაიხედავს. იქ
სახეგაქვავებული დგას იაკობი. ორპირი ქარი არც ერთს არ უგ-
რძნია.
როზა დგება. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენის გაგონება მოას-
წრო შემოსულმა – ბევრისა თუ ცოტასი, როზა თავს მაინც ისე
გრძნობს, თითქოს ყველაფერს მიუხვდნენ – იაკობის თვალებში
სასოწარკვეთილება ჩანს. როზა თავდახრილი უახლოვდება კარს,
257
მკითხველთა ლიგა

მეტად აღარ მიეცემა აქაურობის ღირსეულად დატოვების შანსი,


აშკარად დააშავა რაღაც. იაკობი გზის დასათმობად ოდნავ განზე
იწევს, მაგრამ როზა იძულებული ხდება, სკამთან დაბრუნდეს – და-
ვიწყებული პორტფელი იატაკზე გდია. ვიდრე გრძელ დერეფანს
გაივლიდეს, ერთხელაც ვერ ბედავს უკან მიხედვას. მხოლოდ კი-
ბესთან მისული მიაბრუნებს თავს. იაკობი გაუნძრევლად დგას და
თვალს არ აცილებს. პატარა გოგო ახლავე მოუყვება ამბავს, რო-
მელიც მან ისედაც იცის.
ჩვენ კი როზას გავყვეთ. ქუჩაში რომ გადის, უკვე შებინდებას
იწყებს. გარეთ კიდევ ერთი უსიამოვნება ელოდება. ხედავს, რა-
ღაც ჩოჩქოლია, ებრაელები სადარბაზოებს აფარებენ თავს, ვინ
მოთვლის, მერამდენედ. თავიდან როზა ვერ ხვდება, ვის ან რას
გაურბიან. მერე შენიშნავს მისკენ მიმავალ მანქანას, მუქ ყავისფერ
პატარა საბარგოს, რომლის საფეხურზეც ფორმიანი კაცი დგას.
როზა ისევ იაკობის სახლისკენ მირბის, პანიკა მასაც გადაედო.
ფიქრის თავი არც აქვს, ზურგით კედელს მიეყრდნობა და თვა-
ლებს ხუჭავს. მაშინღა ახელს, როცა ჩქარი ნაბიჯის ხმა შემოესმე-
ბა. ვიღაც ხნიერი კაცი, ისიც ქუჩიდან გამოქცეული, მის გვერდით
დგება. მძიმედ სუნთქავს.
„რა უნდა ამ ხალხს, ქალიშვილო, ხომ არ იცით?“ ეკითხება კა-
ცი.
როზა მხრებს იჩეჩს. რამდენიმე წამიც და, მანქანა ჩაივლის,
ხოლო შემდეგ დავიწყებასაც მიეცემა. მიშასგან დატუქსვას რომ
ვეღარ გადაურჩება, აშკარაა. კაცი გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქ-
მეში უმაღლესი რანგის უწყებაა გარეული, თორემ ეს ხალხი ფე-
ხით მოვიდოდა, საერთოდ ხომ ასე ხდება ხოლმე – როგორც ამ-
ბობენ, ორ-სამ დღეში ერთხელო. უცებ ორივეს გულის გასახეთ-
ქად, ისმის მუხრუჭების ხმა. შემკრთალი მოხუცი როზას ისე მაგ-
რად ჩაავლებს ხელს, რომ მკლავს სტკენს.
ორი ფორმიანი კაცი მაინცდამაინც მათს სადარბაზოში შედის,
ნიკაპქვეშ ტყავის თასმები აქვთ შემოჭერილი, მოხუცი როზას
მკლავს ჩაჰფრენია. გარედან ჯერაც ისმის ძრავას ხმა, თავიდან
გერმანელებს ჰგონიათ, რომ ჩაბნელებულ სადარბაზოში სხვა
258
მკითხველთა ლიგა

არავინაა. თითქმის კიბესთან არიან, როცა ერთი-ერთი ამბობს:


„ერთი ამათ დამიხედე!“
ფორმიანები კედელს აკრული ორი არსებისკენ მიმართავენ
მზერას. როზა, როგორც ჩანს, მოხუცზე მეტად აინტერესებთ, თუმ-
ცა, შესაძლოა, მას მხოლოდ ეჩვენება ასე. რამდენიმე ნაბიჯს გა-
დადგამენ მათკენ, მერე კი ერთ-ერთი ხელს აიქნევს და ამბობს:
„არა, ეგ არ არის“.
მეორე დასძენს: „აბა, მოუსვით აქედან“.
შემდეგ კიბეს აუყვებიან, მათი ჩექმების ბრახუნი მთელ სახლს
ააფორიაქებს. ისმის კარის გაჯახუნების ხმა, ყოველი მხრიდან
ყურს სწვდება მობინადრეთა აღელვებული ლაპარაკი. ერთმა-
ნეთს სიტყვის თქმას არ აცდიან, არადა, ამ ვითარებაში სიმშვიდის
შენარჩუნება აჯობებდა. სადღაც ბავშვი ტირის.
„წავედით!“ ჩურჩულით ამბობს მოხუცი.
როზა მას სირბილით მიჰყვება, სადარბაზოს კართან მოხუცი
ყოვნდება, რადგან მანქანის ეშინია. თუ გერმანელის განკარგულე-
ბის შესრულებას აპირებენ, მანქანას გვერდით უნდა ჩაუარონ.
„მიდით, რაღას ელოდებით“, ეუბნება როზა.
ახლა უკვე ქუჩაში არიან, მოპირდაპირე მხარეს მდგარი სახ-
ლისკენ მიიჩქარიან, შიგნიდან უკვე კარსაც უღებს ვიღაც. ქანცგაწ-
ყვეტილი მოხუცი კიბის ქვედა საფეხურზე ჩამოჯდება და ისე ქშენს,
გეგონება, მთელი კვარტალი შემოირბინაო, ხელი გულთან მი-
აქვს. მის გარდა, როზა სადარბაზოში კიდევ სამ მამაკაცსა და ერთ
ქალს ხედავს. ეს სადარბაზო წინაზე უფრო ჩაბნელებულია, როზა
აქ არავის იცნობს. კარისკენ გაიხედავს. კარი თუნუქისაა. მეოთხე
მამაკაცი, შედარებით ახალგაზრდა, ჭუჭრუტანაში იხედება და და-
ნარჩენებს ვითარებას აცნობს.
„ჯერ არაფერი არ ხდება“, ამბობს ის.
„კი მაგრამ, ვის ეძებენ?“ ეკითხება ქალი მოხუცს.
„აბა, მე რა ვიცი“, ამბობს მოხუცი და თან მკერდის ზელას გა-
ნაგრძობს.
„იქ ვინმე ისეთი ცხოვრობს?“ ეკითხება მელოტი.

259
მკითხველთა ლიგა

თავიდან პასუხს არავინ სცემს – ყველა სამუშაოდან შინისკენ


მიდიოდა, ამ ქუჩაზე ეს ხალხი არავის იცნობს. მერე როზა ხმადაბ-
ლა ამბობს: „იაკობ ჰაიმს მოაკითხეს“.
ვინ იაკობ ჰაიმს, რომელ იაკობ ჰაიმს? ჭუჭრუტანასთან მოხრი-
ლი მზვერავი წელში იმართება და ეკითხება: „იაკობ ჰაიმს? ეგ ის
ხომ არ არის, რადიო რომ აქვს?“
„დიახ“.
„კარგი ამბავია, ხომ იცი“, ამბობს მზვერავი. მის ხმაში როზა
თანაგრძნობას ვერ ამჩნევს: „ადრე თუ გვიან მაინც გასკდებოდა“.
აქ კი კიბეზე ჩამომჯდარი მოხუცი განრისხდება. როზას უკვირს,
რადგან ეგონა, რომ იმ კაცს თავისი შიშისა და მკერდის ზელის
მეტი არაფერი ადარდებდა. ახლა მას ბრაზისგან სისხლძარღვები
ებერება. „რატომ უნდა გამსკდარიყო, შე ლაწირაკო შენა? ჰა, რა-
ტომ? მე გეტყვი, რატომაც გასკდა. იმიტომ, რომ ვიღაც არამზადამ
გაყიდა! აი, ამიტომ! თუ შენ გგონია, თავისით გასკდებოდა?“
ლაწირაკი დაბნეულია და მორჩილად იღებს შენიშვნას. ისევ
ჭუჭრუტანისკენ იხრება და მცირე პაუზის შემდეგ ამბობს: „ისევ არა-
ფერი არ ხდება“.
მოხუცი თავის დაქნევით ანიშნებს როზას, აქ მოდიო, და, როცა
ის მიუახლოვდება, ოდნავ ჩაიწევს. როზა მის გვერდით იკავებს
ადგილს.
„იცნობ?“ ეკითხება.
„ვის?“
„იმ იაკობ ჰაიმს“.
„არა“.
„მაშ, საიდან იცი, რომ იქ ცხოვრობს?“
„ნაცნობებისგან“, ამბობს როზა.
„ჯერ კიდევ შენობაში არიან“, აუწყებს იქ მყოფთ ლაწირაკი.
მოხუცი რამდენიმე წამით ჩაფიქრდება, მერე კარისკენ გაიხე-
დავს და ამბობს: „რომ გამოიყვანენ, მითხარი. მინდა ვიცოდე, გა-
რეგნობით როგორი კაცია“.
ეს ნათქვამი როზას თავიდან უტაქტობად ეჩვენება, მოგვიანე-
ბით ის აზრს შეიცვლის.
260
მკითხველთა ლიგა

„მამაცი ვინმე ყოფილა“, აღტაცებას ვერ მალავს მოხუცი. ამჯე-


რად ისევ როზას მიმართავს, რომელიც დასტურის ნიშნად თავს
უქნევს. თან იმაზე ფიქრობს, მიშას რას ეტყვის. თავისი ბინა რომ
მოინახულა, ამისთვის მისგან მკაცრი საყვედური ნამდვილად არ
ასცდება. ვერც დაუმალავს. კიდეც რომ მოისურვოს, პორტფელი
და სასურსათო ბარათი ყველაფერს გაამხელს, აღიარება აღარც
დასჭირდება. აი, იაკობის ხსენება კი არაფრით არ უნდა. ამის
თქმას მიშას ნამდვილად ვერ გაუბედავს, მით უფრო ახლა. თანაც,
რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, იაკობთან შეხვედრის ამბავი
სრულიად მშვიდად შეუძლია დაუმალოს, იაკობი მას მიშასთან ვე-
ღარ ამხელს.
„იქნებ შინ არ არის“, ამბობს მოხუცი.
„შინ არის“, ამბობს როზა დაუფიქრებლად.
მოხუცი გაკვირვებული შეხედავს, მის მზერაში შეკითხვა ჩანს,
თუმცა კითხვის შესაძლებლობა არ მიეცემა, რადგან კართან ჩა-
ცუცქული ლაწირაკი აცხადებს: „თქვენ შეცდით. ქალი გამოჰყავთ!“
ახლა გარეთაც გავიხედოთ, ვნახოთ, ქუჩაში რა ხდება. ქალი,
რომელსაც ფორმიანებმა მოაკითხეს, ელიზა კირშბაუმია. მან პა-
სუხი უნდა აგოს ძმის უუნარობისთვის, რომელმაც მოლოდინი ვერ
გაამართლა, შტურმბანფიურერი ვერ გადაარჩინა. რაღაც გვიან კი
გაახსენდათ ამ ქალის არსებობა!
სახლის მობინადრენი კარგა ხანია, შეშფოთებით ელოდნენ
მოვლენათა ასეთ განვითარებას. რა ძნელი მისახვედრი ეგ იყო.
ვიღაცამ ახსენა კიდეც მანამდე ჩვენთვის სრულიად უცნობი სიტ-
ყვები: „ნათესაური პასუხისმგებლობა“22. იმ დღეს, როცა ანძაზე
სადგურის დროშა დაუშვეს, იაკობი მოსაღამოებულს ელიზა კირ-
შბაუმს ესტუმრა. ურჩია, იქნებ ჯობდეს, ერთხანს მეგობრებთან
დაიმალოთო; მეგობრები ნამდვილად გეყოლებათო; ცოტა ხნით
მაინც, ვიდრე გაირკვევა, ამ ამბავს სავარაუდო რეპრესიები მარ-

22
ნათესაური პასუხისმგებლობა – ნაცისტების მმართველობისას მოქმედი კა-
ნონი, რომლის მიხედვითაც მთელი ოჯახი პასუხს აგებდა მისი ერთ-ერთი წევ-
რის დანაშაულისთვის.
261
მკითხველთა ლიგა

თლაც მოჰყვება თუ არაო; ვიცი, მტკივნეულია, მაგრამ თქვენი ძმის


საქმე, ეტყობა, ვერ არის კარგადო; თუ სასწაული მოხდა და, ყვე-
ლაფრის მიუხედავად, მაინც უვნებელი დაბრუნდა შინ, გპირდე-
ბით, მაშინვე შეგატყობინებთო. მაგრამ ქალს არაფრის მოსმენა
არ სურდა, იაკობს უთხრა: „მადლობელი ვარ ასეთი გულის-
ხმიერებისთვის, პატივცემულო ბატონო ჰაიმ. მაგრამ, ნება მიბო-
ძეთ, ჩემი პრობლემები თავადვე მოვაგვარო“. თითქოს ხელში და-
ნარჩენებისთვის უხილავი კოზირი ეკავა.
ახლა ის ჩქარი ნაბიჯით მიდის ორი გერმანელის წინ, ჩქარობს,
რათა საბაბი არ მისცეს, ხელი ჰკრან ან თუნდაც მხოლოდ შეეხონ.
როგორც ფანჯრის უკან მდგომი იაკობი ვარაუდობს, ჩქარობს კი-
დევ იმიტომ, რომ არ სურს, სასეირო სანახაობის მოწმე გახადოს
მთელი ქუჩა, რომელიც, მართალია, უკაცრიელი ჩანს, სინამდვი-
ლეში დამალული თვალებით არის სავსე. თანმხლები ორი მამა-
კაცის ერთ მუშტად შეკრული ძალის შეუფარავი გამოვლინება ასე-
თი სუსტი, გალეული პატიმრის მიმართ აშკარად გადაჭარბებული
ჩანს. ელიზა კირშბაუმი მანქანასთან ჩერდება, ფორმიანებს ზედაც
არ უყურებს. ერთ-ერთი მათგანი მანქანიდან ასაკეც კიბეს გადმოს-
წევს. ქალი პატარა საფეხურზე ფეხის შედგმას დააპირებს. ამ
დროს მანქანა დაიძვრება, ელიზა კირშბაუმს ფეხი დაუცდება და
მიწაზე დავარდება. მანქანა უნდა მოტრიალდეს, რათა ქუჩის
მეორე მხარეს გაჩერდეს, მძღოლს ფანჯრიდან თავი გამოუყვია.
იაკობის ფანჯარა აქედან შორს არის, ის ვერ არჩევს მოქმედ პირ-
თა სახეებს. უფრო ახლოს მცხოვრებნი შემდეგ იტყვიან, გერმანე-
ლებმა ისე ჩაიხითხითეს, ამგვარი ხუმრობით, ეტყობა, ხშირად ერ-
თობიანო. ელიზა კირშბაუმი მაშინვე ფეხზე დგება, ისე სწრაფად
და მსუბუქად, კაცს გაუკვირდება. მანქანა ჯერ გაჩერებულიც არ
არის, რომ ის კვლავ მზადაა ჩასაჯდომად – მოსაბრუნებლად
მძღოლს ორი ცდა დასჭირდა. მერე ქალი მანქანაში ადის, კიბის
საფეხური მისთვის მეტისმეტად მაღალია, ძალიან ცდილობს, უკ-
ნიდან ხელი არ ჰკრან, მაგრამ ამაოდ. ფორმიანები მანქანაში მას-
თან ერთად იკავებენ ადგილს, კიბეს ისევ აკეცავენ, ელიზა კირ-
შბაუმი საბოლოოდ ქრება მუქ-მწვანე ბრეზენტის უკან. მანქანა
262
მკითხველთა ლიგა

თვალს ეფარება, მცირე პაუზის შემდეგ (სიფრთხილეს თავი არ


სტკივა) კარების უმეტესობა იღება. და ვიწრო ტროტუარები თან-
დათან ისევ ივსება მდუმარე და მოკამათე გამვლელებით, რო-
მელთა დიდი ნაწილი, როგორც ვიცით, სამუშაოს დამთავრების
შემდეგ შინისკენ მიდის და ამ ქუჩაზე თავს უცხოდ გრძნობს.


ამასობაში რადიო იტყობინება, რომ წითელი არმია რაიონულ
ცენტრ პრის მისადგომებთანაა გაჩერებული. ჰოდა, სად პრი და
სად ბეზანიკა! პრის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მასზე არა-
ვინ იკითხავს, ნეტავ ეს ქალაქი სად ჯანდაბაშიაო. ის ჩვენგან ზუს-
ტად ას ორმოცდაექვსი კილომეტრით არის დაშორებული.
აქაურების უმრავლესობა ამ ქალაქში ნამყოფიც კია, თანაც არა-
ერთხელ. ზოგიერთი იქ ცხოვრობდა კიდეც და ჩვენთან მხოლოდ
ომის დაწყების შემდეგ გადმოასახლეს, რადგან პრის, იღბლიანი
დემოგრაფიის წყალობით, თავისი გეტო არა აქვს.
რუსების განლაგება ცხარე დისკუსიის საგნად იქცევა, კო-
ვალსკი ეკამათება თავის ერთ-ერთ მეზობელს (ოთახში სულ ოთ-
ხნი ცხოვრობენ), რომლის გვარიც ჩემთვის უცნობია. მეც და ბუ-
ნებით დამყოლმა იაკობმაც მშვენივრად ვიცით, რა იოლია, კაცს
კოვალსკისგან განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ამ კერძო
შემთხვევაში მზად ვართ, მისი თვალსაზრისის მართებულობა
ვაღიაროთ. საქმე რაიმე წვრილმანს როდი ეხება, ლაპარაკია
იმაზე, რომ იმ ვიღაცამ, – თხრობის გასაიოლებლად მას აბრაამი
დავარქვათ – იმ აბრაამმა განაცხადა, რუსებმა პრი უკვე
გამოიარეს და გეზი მიელოვორნოსკენ უჭირავთო. ქარხანაში,
სადაც ის მუშაობს, ალბათ, აგურის ქარხანაში, ეს ამბავი ვიღაცას
მიუტანია, არადა, კოვალსკი თავს იკლავს და იფიცება, ისინი ჯერ
პრიშიც არ შესულანო. მაგრამ აბრაამი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ
უნდა დაუჯეროს კოვალსკის, და არ დაუჯეროს თავის კოლეგას.

263
მკითხველთა ლიგა

„სატვირთო სადგურზე ვინ მუშაობს?“ ეკითხება გაწიწმატებული


კოვალსკი. „მე თუ შენ? ვინ იგებს ამ ამბებს პირველწყაროდან –
მე თუ შენ?“
აბრაამისთვის ეს საკმარისად დამაჯერებელი საბუთი არ არის,
უწინარესად, ალბათ, იმიტომ, რომ მისი ვერსია კოვალსკისაზე გა-
ცილებით სასიამოვნოდ ჟღერს. ერთხელ ყველა შეიძლება შეც-
დესო, ამბობს. იმ ლოგიკურ არგუმენტსაც კი არაფრად აგდებს,
რომ ყველაფერი, რასაც აგურის ქარხნის ის იდუმალებით მოსი-
ლი მუშა ამტკიცებს, ასე თუ ისე, იაკობისგან მომდინარეობს. „იქნებ
თქვა, ვიღაცას კიდევ აქვს რადიოო?“
„მე რა ვიცი“, ამბობს აბრაამი.
კოვალსკისთვის თითქოს სულ ერთი უნდა იყოს, აბრაამი რას
იფიქრებს, თუ ასე ძალიან სურს, მიამიტი ბავშვივით დაიჯეროს ვი-
ღაცის მონაჭორი, მაგრამ ჰგონია, რომ სიმართლისთვის თვითო-
ნაც პასუხისმგებელია. რადიო ხომ გარკვეულწილად მისიცაა –
იაკობთან აკავშირებს ძველისძველი მეგობრობა, რომელიც
დღემდე გრძელდება. ის რადიო კი ერთხელ კინაღამ მის ბინაშიც
აღმოჩნდა, აი მაშინ, დენი რომ გაითიშა. კოვალსკი აბრაამს მოთ-
მინებით აღუწერს გრძელ გზას, რომელიც ყოველმა ცნობამ იაკო-
ბისგან, ათასი ვინმეს გავლით, ქარხნამდე უნდა გაიაროს, განუ-
მარტავს, როგორი საფრთხეები ემუქრება მას ამ გზაზე, რამდენი
დამახინჯება თუ შელამაზება. ყველა თავისას როგორ ამატებს,
როგორ აქცევს კარგ ამბავს კიდევ უკეთესად, ბოლოს კი ინფორ-
მაცია ადრესატამდე ისე შეცვლილი აღწევს, როგორც დავინახეთ,
მშობელი მამაც კი ვეღარ იცნობს.
„მოკლედ, რუსები მიელოვორნოსკენ მიდიან“, ჯიუტად
იმეორებს აბრაამი. „იქნებ, რამე შეგეშალა? ან მან ვერ მოისმინა
კარგად? კამათს ის აჯობებს, ხვალ კიდევ ერთხელ ჰკითხო“.
კოვალსკი ხვალამდე არ იცდის, ისედაც ათასში ერთხელ თუ
მიეცემა იაკობთან თავისუფლად ბაასის საბაბი. კოვალსკი
დაუყოვნებლივ გაეშურება იაკობთან.
იაკობი დათრგუნვილია: უხალისო, გულგრილი, სიტყვაძუნწი.
სულ ნახევარი საათია, რაც ელიზა კირშბაუმი წაიყვანეს.
264
მკითხველთა ლიგა

„ხელი ხომ არ შეგიშალე?“ ეკითხება კოვალსკი და გამოაც-


ხობს ღიმილს, რომელიც იაკობის გამომცდელი მზერის გამო უცებ
უადგილოდ მოეჩვენება.
„შენ ხარ?“, ამბობს იაკობი. კოვალსკის ოთახში შეიყვანს და
კარს კეტავს, მერე კი ჩაცმულ-დახურული წვება საწოლზე, რო-
მელზედაც, ეტყობა, უკვე იწვა კიდეც, ვიდრე კაკუნს გაიგონებდა.
ხელებს თავქვეშ ამოიდებს და ჭერს მიაშტერდება. კოვალსკის უკ-
ვირს, რა დაემართაო, აკი სულ ცოტა ხნის წინ, სადგურიდან რომ
ბრუნდებოდნენ, ძალიანაც კმაყოფილი ჩანდა, თუ საერთოდ შეიძ-
ლება ამ ბოლო წლებში კაცი რაღაცით კმაყოფილი იყო.
„მოხდა რამე?“ ეკითხება კოვალსკი.
მოხდა თუ არ მოხდა, უცებ იაკობს აქამდე უცნობი სისუსტე და-
რევს ხელს, უცებ და შემაშფოთებლად მოულოდნელად. წეღან,
ლინა სხვენზე რომ ააცილა და უკან ბრუნდებოდა, კიბის მოაჯირზე
ხელის წავლებით შეიმაგრა თავი. ერთი პირობა სცადა, ეს ამბავი
გამუდმებული შიმშილით აეხსნა, მაგრამ შიმშილით მხოლოდ
მუხლების კანკალი თუ შეიძლება აიხსნას, არამც და არამც ის სხვა,
არანაკლებ გაუსაძლისი სისუსტე, რომელსაც უსასოობა ჰქვია.
ამაზე ფიქრით იტანჯება ახლა, ჭერს მიშტერებული, თან
ცდილობს, თავი მოიტყუოს, ვითომ ის უსასოობა სულაც არ არ-
სებობს, ცდილობს, მოძალებული სისუსტე უფრო უმნიშვნელოდ
წარმოიდგინოს, ვიდრე სინამდვილეშია: უზარმაზარი და ლო-
დივით მძიმე. ელიზა კირშბაუმის დაპატიმრება, ეჭვგარეშეა, მხო-
ლოდ ერთი პატარა აგური იყო. მან, ცხადია, იმოქმედა იაკობზე,
მაგრამ გადაჭარბება იქნებოდა გვეთქვა, რომ სწორედ ამ სამ-
წუხარო ამბავმა გატეხა და ერთბაშად წაართვა მხნეობა. ამაზე
ბევრად მეტს ნიშნავდა როზას სტუმრობა, იმის მოსმენა, ათას-
გვარი ტყუილით, ანუ მისივე საკუთარი იარაღით, როგორ იცავდა
ლინა; თუმცა ვერც მხოლოდ ამ ვიზიტს დავაბრალებთ, რომ
იაკობს თანდათან ძალა ეცლება. თუ სიმართლეს თვალს გა-
ვუსწორებთ, მიზეზი ცოტ-ცოტა ყველაფერში უნდა ვეძებოთ, უწი-
ნარესად კი, ზოგადად, მის გარშემო შექმნილ ვითარებაში. ხან ვინ
გაგიყვანს განზე, ხან ვინ, და გეუბნება, ეჰ, ჩემო იაკობ, აღარ მჯე-
265
მკითხველთა ლიგა

რა, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდებაო. შენ, მართა-


ლია, ახერხებ, ეს ერთი კაცი ცხელ-ცხელი ამბებით ისევ როგორ-
ღაც დაამშვიდო, მაგრამ გაიხედავ, იქვე კიდევ ექვსი გელოდება
და იმასვე გეუბნება, რაც ეს წუთია, მოისმინე. რუსები, რადიოს ინ-
ფორმაციის თანახმად, პრისკენ მიიწევენ, და მხოლოდ ერთმა
ღმერთმა უწყის, საით მიიწევენ სინამდვილეში, ან მათკენ თუ
მიიწევს ვინმე. რადიოს თუ დავუჯერებთ, მალე კაცმა აქედან საარ-
ტილერიო სროლის ცეცხლიც უნდა დაინახოს. ამასობაში, დღე
დღეს მისდევს, სურათი კი უცვლელია – გულის ამრევი უიმედობა.
ნელ-ნელა უკან დახევაზეც უნდა იზრუნო: რუსების წინსვლისთვის
ისეთი ტემპი აგირჩევია, როგორიც სინამდვილისგან, სამწუხა-
როდ, ძალზე შორსაა.
კოვალსკიც დამდგარა ასე, უმიზნოდ, და უშედეგოდ ელის გა-
მამხნევებელ მზერას.
„იქნებ აჯობებს, წავიდე?“ ეკითხება კარგა ხნის დუმილის შემ-
დეგ იაკობს და სკამზე ჯდება.
იაკობს ახლაღა ახსენდება სტუმარი, ჭერს თვალს მოსწყვეტს
და ამბობს: „მაპატიე, რაღაც ვერ ვარ კარგად“.
„რა იყო, მოხდა რამე?“
„თან კი, თან არა“, ამბობს იაკობი. „ამ ცოტა ხნის წინ კირ-
შბაუმის და წაიყვანეს. ეს იქით იყოს და, ვბერდებით“.
„კირშბაუმის და? ახლა რაღა დროსია?“
„აბა, შენ ეგ თქვი“.
იაკობი წამოდგება, ყური საეჭვოდ უწყებს შუილს, თავბრუ ეხ-
ვევა და გულიც ერევა, ახლა ავადმყოფობის დრო არ არის. თით-
ქოს საიდანღაც შორიდან ჩაესმის კოვალსკის ხმა: „რა დაგე-
მართა?“
სწრაფად მიუჯდება მაგიდას, საბედნიეროდ, თავს უკეთ იგ-
რძნობს. უცებ ლინა ახსენდება, წარმოიდგენს, რა ელის გოგონას,
და იქვე დაასკვნის, რომ ისევ ჯობს, ავად არ გახდეს. როცა
ბოლოს და ბოლოს კოვალსკის შეხედავს, თვალწინ წარმოუდგე-
ბა პატარა აბრა, პატარა თეთრი აბრა მწვანე წარწერით: „ა-
ვადმყოფობის გამო დროებით დაკეტილია“. ეს აბრა ლაიბ პახმა-
266
მკითხველთა ლიგა

ნისგან ერგო მემკვიდრეობად, როცა მისგან კაფე იყიდა. ათას


სხვა წვრილმანთან ერთად ისიც აღჭურვილობის ნაწილი იყო. ოცი
წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დასჭირდა; კარ-
ტოფილის კვერების ცხობაში, ნაყინის ჩამორიგებასა და
ათასნაირი შედარებით უმნიშვნელო საქმის მოგვარებაში გა-
ტარებული მთელი ამ დროის მანძილზე კაფეს კარზე აბრის ჩა-
მოკიდება ერთადერთხელ მოუხდა. კაცმა რომ თქვას, ნამდვილი
ავადმყოფობა არც ყოფილა, იაკობი ცხენივით ჯანმრთელი კაცი
იყო. ჟალუზის შესაკეთებლად ზემოთ ამძვრალი, კიბიდან
ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა, ასეთ დროს კი, გინდ კაჟივით მაგა-
რი იყავი, ვერაფერი გიშველის. ეს იოზეფა ლიტვინამდე დიდი
ხნით ადრე მოხდა, თორემ, იცოცხლე, გამოადგებოდა მომ-
ვლელად. მაშინ კი, რადგან ახლობელი არავინ ჰყავდა, ერთი
მოკაკული კაპასი დედაბერი უვლიდა მეზობელი სახლიდან,
რაშიც, ცხადია, ფულს იღებდა. თუმცა უვლიდაო, გაჭირვებით თუ
იტყოდა კაცი. ეგ იყო, მაგიდას მიუწევდა საწოლთან და საჭმელს
დაუდგამდა, რომ ლუკმა თვითონ აეღო, დროდადრო სა-
ფერფლიდან ნამწვებს გადაყრიდა და ოთახს გაუნიავებდა, დი-
ლაობით ლოგინსაც უსწორებდა, ისე კი ეტყოდა ხოლმე: „კიდევ
რამე თუ დაგჭირდათ, რებ23 ჰაიმ, დამიძახეთ, ფანჯარას გამო-
ღებულს დავტოვებ“. იაკობმა ერთი-ორჯერ სცადა კიდეც დაძა-
ხება, მაგრამ ქალს ან ფანჯრის გამოღება ავიწყდებოდა, ან ბებერი
თხუნელასავით ყრუ იყო. ორ-სამ დღეში ერთხელ, საღამოობით,
კოვალსკი ესტუმრებოდა ხოლმე, თან ერთ პატარა ბოთლ არაყ-
საც გაიყოლებდა, თანაგრძნობას უწევდა იაკობს, რომელიც მის
წინ ფეხგაშეშებული იწვა და განძრევაც კი უჭირდა. იჯდა ასე, ვიდ-
რე ბოთლი დაიცლებოდა, არც ერთი იყო დიდი ოხუნჯი, არც
მეორე. იაკობი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ მოტეხილი
ძვალი გაურთულებლად შეუხორცდა. კიდევ რამდენიმე დღეც და,
მოწყენილობა მოკლავდა. ამ ამბიდან დიდ დროს არ გაევლო,
რომ ის სრულიად უდანაშაულო აბრა ღუმელში შეაგდო, თან კმა-

23
რები (Rebbe) – პატივცემული ადამიანი.
267
მკითხველთა ლიგა

ყოფილი ადევნებდა თვალს, როგორ უკვალოდ ჩაიფერფლა ალ-


ში. ამ მუქარამ ისე იმოქმედა, რომ მას შემდეგ ერთხელაც არ გამ-
ხდარა ავად.
„იქნებ მაინც ჯობს, წავიდე?“ ეკითხება ისევ კოვალსკი, რომელ-
საც, ეტყობა, მოთმინების ფიალა აევსო.
„არ წახვიდე“, ამბობს იაკობი.
კოვალსკის მზერაში კითხვა ჩანს, ეჩვენება, რომ იაკობს მის-
თვის რაღაც აქვს სათქმელი. თანაც, ამ გაჭიანურებული შესავლი-
სა და გაწელილი წუთების გამო იმასაც ვარაუდობს, რომ სასიკე-
თოს ვერაფერს მოისმენს. არადა, აქეთ სრულიად უწყინარი გან-
ზრახვით მოდიოდა. გზაში გადაწყვიტა კიდეც, პრის თაობაზე
აღარც არაფერი ეკითხა: იმ საკითხში რაიმე გაუგებრობა გამო-
რიცხული იყო – ის აბრაამი აშკარად ვიღაც არამკითხე მოამბის
ანკესზე წამოეგო. მხოლოდ იმას ფიქრობდა, მეგობარს მოვინა-
ხულებ, მშვიდობის საღამოს ვუსურვებ, ორ სიტყვას გუშინდელ
დღეზე ვეტყვი, ორსაც – ხვალინდელზეო. აბა, სხვას ვის გინდა
დაელაპარაკო, თუ არა შენს ერთადერთ ძველ მეგობარს? თუ ის
არ მოგიკითხავს, შენ მიდი და მოიკითხე.
„როგორ გგონია, კოვალსკი, რამდენს შეიძლება კაცმა გაუძ-
ლოს?“ ეკითხება ბოლოს და ბოლოს იაკობი.
ფილოსოფოსობის გუნებაზე ყოფილა ჩვენი იაკობიო, ფიქ-
რობს კოვალსკი და შეკითხვის უფრო განვრცობას, მის დაზუსტე-
ბას ელის. მაგრამ, იაკობმა კითხვა, როგორც ჩანს, მხოლოდ ზო-
გადად წამოჭრა. ის ამბობს: „თქვი, მაინც როგორ გგონია?“
„ჩემი აზრი თუ გინდა იცოდე“, ამბობს კოვალსკი, „ბევრს. წარ-
მოუდგენლად ბევრს“.
„მაგრამ ზღვარი სადღაც ხომ არსებობს?“
„რა თქმა უნდა...“
„ჰოდა, ბოდიში მომითხოვია“, ამბობს იაკობი, „და მე ჩემს
ზღვარს მივაღწიე. სხვა ჩემ მაგივრად, შესაძლოა, უფრო შორსაც
წასულიყო, მე აღარ შემიძლია“.
„რა აღარ შეგიძლია?“
„აღარ შემიძლია“, ამბობს ისევ იაკობი.
268
მკითხველთა ლიგა

კოვალსკი არ აჩქარებს, არ იცის, რომ იაკობი უპირობო კაპი-


ტულაციისთვის ემზადება, ყველაზე მძიმე აღიარებისთვის აღიარე-
ბათა შორის. მხოლოდ მის ლოყებჩაცვენილ, ხელისგულებზე ჩა-
მოდებულ სახეს ხედავს, ჩვეულებრივზე ცოტა უფრო ფერ-
მკრთალს, იქნებ ოდნავ უფრო დაღლილსაც, მაგრამ ეს მაინც იმ
ძველი იაკობის სახეა, რომლის დარად ცოტა ვინმეს თუ იცნობს
ამქვეყნად. კოვალსკი შეშფოთებულია, რადგან უსასოობის ასეთი
შეტევები იაკობისთვის სრულიად უცხოა. კი, მართალია, ზოგჯერ
ბუზღუნიც იცის და შეიძლება რაღაც წვრილმანზეც ერთი ამბავი
აგიტეხოს, მაგრამ ეს სულ სხვა რამაა. მოთქმა-გოდება მას არ
სჩვევია, მოთქმა და გოდება სხვების საქმეა, იაკობი კი მუდამ იმ
სხვების ნუგეშისმცემელი იყო. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად,
იაკობთან ხშირად იმიტომ მიდიოდნენ, რომ მისგან გამხნევებას,
სულიერი სისუსტის დასამარცხებლად მხარში ამოდგომას ელოდ-
ნენ. ასე იყო ჯერ კიდევ რადიომდე. მეტიც, ასე იყო გეტომდე. იმ
ნავსიან, უიღბლო დღეებში, დილიდან საღამომდე ვიტრინასთან
ატუზული ამაოდ რომ ელოდი მუშტრის გამოჩენას, ან კიდევ უზარ-
მაზარი გადასახადით გაოგნებულმა აღარ იცოდი, ეს ფული რო-
გორ, რომელი ჯიბიდან ამოგეღო, საით გაგიწევდა გული მოსაღა-
მოებულს? საით და იაკობის კაფესკენ. თუმცა არა იმიტომ, რომ
შნაფსი მას განსაკუთრებით გემრიელი ჰქონდა. არა, შნაფსი ისე-
თივე იყო, როგორიც ყველგან, თანაც აკრძალული, რადგან ული-
ცენზიოდ გისხამდნენ. მასთან იმიტომ მიდიოდი, რომ ასეთი სტუმ-
რობის შემდეგ სამყარო ოდნავ უფრო ვარდისფრად გეჩვენებოდა,
რადგან იაკობმა სხვებზე ცოტა უფრო დამამშვიდებლად იცოდა
თქმა, რას ჩამოგიყრია ეგ ყურებიო, ანდა ყველაფერი კარგად იქ-
ნებაო, ან რაღაც ამდაგვარისა. შეიძლება იმიტომაც, რომ შენი
ნაცნობების არცთუ ფართო წრეში სწორედ ის იყო ერთადერთი,
ვინც ასეთი რამის სათქმელად თავს იწუხებდა. კოვალსკი მას არ
აჩქარებს.
და აი, იაკობი ლაპარაკს იწყებს. თითქოს კოვალსკის მიმარ-
თავს, რადგან ოთახში სხვა არავინაა, მაგრამ, იმავდროულად, თუ
ნათქვამის შინაარსს დავაკვირდებით, მოზრდილ აუდიტორიას
269
მკითხველთა ლიგა

ესაუბრება, სადღაც შორს, სიცარიელეში იყურება და სიმწარეშე-


პარული ხმით, თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობს. მისთვის უცხო
სასოწარკვეთილებით შეპყრობილი, დამსწრეთ უკანასკნელად აწ-
ვდის ინფორმაციას, აქამდე ყველას ასე უშურველად რომ ურიგებ-
და. სთხოვს, თუ პატიების ძალა კიდევ შემოგრჩათ, მომიტევეთ და
ნუ მიწყენთო, არავითარი რადიო მე არა მაქვს და არც არასოდეს
მქონიაო; არც ის ვიცი, რუსები სად არიან, შეიძლება ხვალ მოვიდ-
ნენ, შეიძლება არც არასოდეს მოვიდნენო. ისინი ახლა იქნებ პრი-
ში დგანან, ან ტობოლინში, ან კიევში, ან პოლტავაში, ან სადღაც
ბევრად უფრო შორს, ან ამასობაში იქნებ გამანადგურებელი მარ-
ცხიც იწვნიეს – ესეც კი არ ვიციო. ერთადერთი, რისი თქმაც დაბე-
ჯითებით შემიძლია, ის არის, რომ ამა და ამ დროს ბეზანიკისთვის
იბრძოდნენო. საიდან ვიცი და ამის მოყოლა შორს წაგვიყვანდაო,
დღეს ეს ამბავი აღარავის აინტერესებს, მთავარია, რომ ნამდვი-
ლი ამბავიაო. წარმომიდგენია, რა მძიმეა თქვენთვის ამ აღიარე-
ბის მოსმენა, და ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას, ყვე-
ლასთვის მხოლოდ სიკეთე მინდოდა, მაგრამ გეგმები დამემ-
სხვრაო.
ოთახში კარგა ხნით სიჩუმე ჩამოწვება, მეფემ, შეიძლება ით-
ქვას, ტახტი დათმო. იაკობი ამაოდ ცდილობს, კოვალსკის სახეზე
რაიმე მოძრაობა დაიჭიროს. ის უხმოდ ზის, მზერაგაყინული, მა-
რილის სვეტივით გაქვავებული24. იაკობმა, სიტყვა დამთავრებუ-
ლიც არ ჰქონდა, რომ უეცრად სინდისის ქენჯნა იგრძნო, ოღონდ
არა, საკუთრივ ამ აღიარების გამო არა – ეს აუცილებელი იყო და
არც გადადება ივარგებდა. მაგრამ მაინც, იქნებ ჯობდა, სათქმელი
უფრო რბილად ეთქვა, თუნდაც, ვითომდა რუსების უკან დახევის
ამბავთან ერთად, და სიმართლის მთელი სიმძიმე ერთბაშად არ
შეეგდო სხვის მხრებზე, არაფრით რომ არ არის თვით მის მხრებ-
ზე უფრო ფართო და ღონიერი. იაკობმა ახლა ისიც აღარ იცის,

24
აშკარაა მინიშნება ბიბლიის ეპიზოდზე, როცა სოდომის დატოვებისას ლოტის
ცოლი, ანგელოზების დარიგების საწინააღმდეგოდ, უკან მიიხედავს: „უკან
მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად“ (ძველი აღთქმა - და-
ბადება, თავი 19).
270
მკითხველთა ლიგა

სწორად მოიქცა თუ არა, არჩევანი კოვალსკიზე რომ შეაჩერა,


რომ სწორედ მისი, კოვალსკის თანდასწრებით დაუსვა ამ ამბავს
საბოლოო წერტილი. ვიღაც უცხოსგან რომ მოესმინა ეს ყველა-
ფერი, ვინმე ისეთისგან, ვინც იაკობს ახლოს არ იცნობს, ის ხომ
უთუოდ იფიქრებდა, იმ ვიღაცას რაღაც ეშლება ან ერთი ნამუსგა-
რეცხილი ცილისმწამებელიაო. ეჭვებსა და ფიქრში თეთრად გა-
თენებული ღამის შემდეგ მივიდოდა იაკობთან და ეტყოდა: „იცი,
ვიღაც იდიოტები რაებს ლაპარაკობენ? არავითარი რადიო მაგას
არა აქვსო!“ – „ჰო, ეგრეა“, მიუგებდა მაშინ იაკობი. კოვალსკის ეს
პასუხიც გააოგნებდა, მაგრამ, ალბათ, ისე ვეღარ მოუკლავდა
გულს, იმიტომ რომ მთელი იმ უძილო ღამის მანძილზე თავად
ისიც ერთხელ მაინც დაუშვებდა საქმის ასე შემობრუნებას. ასე იქ-
ნებოდა თუ ისე, იაკობი როგორღაც მოახერხებდა ყველაფრის
მოგვარებას. კოვალსკის ბედმა უმუხთლა, რომ მაინცდამაინც ამ
საღამოს ესტუმრა მეგობარს.
„არაფერს იტყვი?“ ამბობს იაკობი.
„რა ვთქვა“.
თავისი არსების ამოუცნობი წიაღიდან კოვალსკი როგორღაც
ახერხებს პირზე ღიმილის გამოსახვას, უამღიმილოდ ის არც იქ-
ნებოდა კოვალსკი, მერე კი ისევ შეხედავს იაკობს. მართალია, მი-
სი თვალები ტუჩებივით ვერ იღიმებიან, მაგრამ სრული უიმედობა
არც ამ თვალებში ჩანს. მათში, როგორც მუდამ, ახლაც გამოკ-
რთის ეშმაკური ნაპერწკალი, თითქოს ამჯერადაც შეეძლოთ შე-
ფარული აზრის ამოცნობა.
„რა ვთქვა, იაკობ? მესმის შენი, ძალიან კარგად მესმის. როგო-
რი მხნე და გულადიც ვარ, შენც მშვენივრად მოგეხსენება, საკმა-
ოდ დიდი ხანია, მიცნობ. მე რომ აქ რადიო მქონოდა, ჩემგან, ალ-
ბათ, ერთი კაციც ვერაფერს შეიტყობდა. თუმცა უფრო საფიქრებე-
ლია, რომ შიშით სულაც დავწვავდი იმ რადიოს, ჩემი ამბავი ჩემზე
უკეთ ვინ იცის. ხუმრობა ხომ არ არის, მთელ გეტოს ახალი ამბე-
ბით ამარაგებდე! ასეთ რამეს ვერასოდეს გავბედავდი, რა იცი, ვინ
გისმენს! თუკი ცხოვრებაში ოდესმე ვინმესი გამიგია, შენი მესმის
ახლა“.
271
მკითხველთა ლიგა

აზრების ამგვარ გადმოფრქვევას იაკობი არ ელოდა, ჯიბიდან


გავარდნილმა კოვალსკიმ თავის თავსაც გადააჭარბა – იქაც კი
დაიწყო ანგარიში, სადაც საანგარიშო არაფერი იყო. როგორ გინ-
და დააჯერო, რომ ახლა მაინც ამბობ სიმართლეს? დიდი-დიდი,
შეგიძლია შესთავაზო, შენს ბინასა და სარდაფში ყოველი კუთხე--
კუნჭული გადააქოთოს. მაგრამ უდანაშაულო კაცივით ვეღარ გაშ-
ლი ხელებს, ვერ იტყვი, აბა, ერთი, მითხარი, როდის მომიტყუები-
ხარო. და თუ მართლა შესთავაზებ, ძებნას შეუდგეს, იმასაც დას-
ძენ, ყველა რადიო, რომლებსაც იპოვი, შენთვის მიჩუქებიაო. ისიც
საქმეში გასული კაცის სახით ჩაგიკრავს თვალს და რაიმე ამდაგ-
ვარს გეტყვის: „გვეყოს მაიმუნობა, იაკობ, ბოლოს და ბოლოს,
ორმოცი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ“. გაგრძნობინებს, რომ მას-
თან კატათაგვობანას თამაში ზედმეტია, შეუძლებელს ვერაფრით
დაამტკიცებ. იაკობი შიშნაკრავივით ეკითხება: „რა იყო, არ გჯერა
ჩემი?“
„რა მნიშვნელობა აქვს, მჯერა თუ არ მჯერა“, ამბობს კოვალ-
სკი, ხმადაბლა და მოსალოდნელზე თითქოს უფრო გულგრილი
სახით, ისეთივე ტონით, სულ ახლახან იაკობმა რომ წარმოთქვა
ყველასადმი მიმართული თავისი მოკლე სიტყვა. მეტს არაფერს
ამბობს, ჯერჯერობით, მხოლოდ მაგიდაზე თითებით აკაკუნებს
რომელიღაც მშვიდ მელოდიას და, იდუმალ ფიქრებში ჩაღრმავე-
ბულს, თავი უკან გადაუგდია.
იაკობი ხელახლა იწყებს თავის მართლებას. არ უნდა, მეტის-
მეტად მკაცრად გაკიცხონ, მისთვის ეს მნიშვნელოვანია, თუმც
საამისოდ კაცმა ხომ უნდა იცოდეს, რამ უბიძგა ასეთი ნაბიჯისკენ
და იცოდეს ისიც, ასე უცებ რამ გადააწყვეტინა ყველაფერზე ხელის
აღება. მაგრამ ეს რიგიანად თავადაც ვერ გაუგია. ამიტომ, და იმი-
ტომაც, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ მისი კი არა, კოვალსკის
საქმეცაა, არაფერს ამბობს და გადაწყვეტს, მომავლისთვის გადა-
დოს თხოვნა შემამსუბუქებელ გარემოებათა შესახებ.
და უცებ იაკობს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო – ხვდება,
რომ თვითონ აქ საერთოდაც არაფერ შუაშია, გეტოში მასზე უმ-
ნიშვნელო კაცი არ დადის, რადიო რომ არა, გროშია მისი ფასი.
272
მკითხველთა ლიგა

მნიშვნელოვანი სულ სხვა ხალხია – მისი მსმენელები, კოვალსკი


და კიდევ ბევრი სხვაც. ამ ხალხს კი მიუფურთხებია მისი თავის
მართლებისთვის, თუნდაც მისი ყოველი სიტყვა ძალიანაც დამაჯე-
რებლად ჟღერდეს; მათ სხვა საზრუნავი აწუხებთ, და არცთუ მცი-
რე. მაგალითად, სურთ იცოდნენ, რა მოხდება პრის შემდეგ.
კოვალსკი მაგიდაზე კაკუნს წყვეტს, ღრმა ფიქრიდან გამოერ-
კვევა, წამოდგება და იაკობს მხარზე მეგობრულად მოუთათუნებს
ხელს. მერე ამბობს: „ნუ გეშინია, შე ძველო, ჩემგან აღარაფერი
გემუქრება. მე აღარაფერს გკითხავ“.
გასასვლელისკენ მიმავალი, სახეზე ისევ დაიხატავს ღიმილს,
ვიდრე კარს გამოაღებდეს, კიდევ ერთხელ მიუბრუნდება იაკობს
და ამჯერად მართლაც უკრავს თვალს. ორივე თვალს:
„არ გეგონოს, შენზე ნაწყენი ვიყო“.
და მიდის.


მეორე დილით, ბოლო დროის ყველაზე უძილო ღამის შემდეგ,
იაკობი სამუშაოდ მიეშურება. ვიდრე ქუჩაში გავიდოდა, მან – კაცმა
არ იცის, რატომ – მალვით სცადა კირშბაუმების კარის სახელურის
ჩამოწევა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. ჰოროვიცმა, რომელ-
მაც არაფრისმთქმელ ჭუჭრუტანასთან წაასწრო, ჰკითხა: „რამე
კონკრეტულს ეძებთ?“
რა თქმა უნდა, იაკობი კონკრეტულს არაფერს ეძებდა, ისე,
ადამიანური ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა, ჰოროვიცის წინა-
შე ნაჩქარევად იმართლა თავი და წავიდა. სახლის წინ, მანქანების
სავალ ნაწილზე, თვალი მოჰკრა ფერად ლაქას – ზუსტად იქ, სა-
დაც გუშინ გერმანელების პატარა საბარგო იდგა. მანქანიდან ჩა-
მოღვენთილი ზეთის რამდენიმე წვეთი ახლა თხელ-თხელი ძაფე-
ბივით ათასფრად ელვარებდა იმ თითქმის უკვე ამომშრალი
წყალსაცავის ფსკერზე, რომელიც ერთად დააგუბეს ზიგფრიდმა
და რაფაელმა ჯერ შარვლის ტოტებიდან, ხოლო შემდეგ, როცა

273
მკითხველთა ლიგა

წყარო დაუშრათ, წყლის ვედროს დახმარებით. ელიზა კირშბაუმი


წაიყვანეს თუ არა, ბიჭები საქმეს შეუდგნენ, რადგან ასეთი იშვიათი
შესაძლებლობის ხელიდან გაშვება აფსუსი იქნებოდა – ვინ იცის,
მანქანას ამ მხარეში კიდევ როდის ეღირსება გამოჩენა. ამ დროს
იაკობი ფანჯარასთან იდგა გაუგონარი უსაქციელობით აღშფოთე-
ბულ ლინასთან ერთად და თვალს ადევნებდა ბიჭების საქმიანო-
ბას.
თუმცა ისევ სადგურისკენ მიმავალ გზას დავუბრუნდეთ. იაკობი
შორიდანვე შეავლებს თვალს ხალხის ჯგროს ქუჩის კუთხეში, ზუს-
ტად იმ სახლის წინ, სადაც კოვალსკი ცხოვრობს. პირველი აზრი,
რომელიც თავში მოსდის: კოვალსკი ამ ჯგროს ცენტრშია. მისი
საუკეთესო მეგობარი ქუჩაში გამოსული არ იყო, რომ გუდას პირი
მოხსნა, როგორც საერთოდ სჩვევია. ან ღამის განმავლობაში და-
ასკვნა, რომ იაკობმა სიმართლე უთხრა, ან, რაც უფრო სავა-
რაუდოა, როცა საქმე კოვალსკის ეხება, კვლავინდებურად არ სჯე-
რა, მაგრამ ხალხში ისე იქცევა, თითქოს დაიჯერა – ჭეშმარიტი
მეგობრობა ხომ მხარში დგომასაც გულისხმობს. როგორც კი სახ-
ლიდან გამოვიდა, მთელი ებრაელობა თვალის დახამხამებაში
დააფრთხო ამ საბედისწერო ინფორმაციით – ის ხომ მუდამ პირ-
ველი უნდა იყოს! მნიშვნელობა არა აქვს, ჯოჯოხეთი იქნება თუ
სამოთხე – კოვალსკიმ ყველას უნდა დაასწროს ფეხის შედგმა.
ასეთი ქცევით იაკობსაც საბოლოოდ მოუჭრა უკან დასახევი გზა,
რომლის გამოყენებასაც ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ
ის, მართალია, არც აპირებდა, მაგრამ განა ეს კოვალსკის საქმეა?
როგორც შემდეგ თვითონ ჰყვება, იაკობს იპყრობს სურვილი,
უკან დაბრუნდეს, ოდნავ უფრო გაიგრძელოს გზა სადგურისკენ, იქ
მას ისედაც მძიმე დღე ელის, ხალხი უთუოდ ჯვარს აცვამს. აქ კო-
ვალსკიმ კეთილინებოს და თავად გაუმკლავდეს ბრბოს, ეს მისი
პრობლემაა, იაკობს კი მიეცემა საუცხოო შესაძლებლობა, განზე
გადგეს და საქმეში არ ჩაერიოს. თუმცა შეკრებილთ გვარიანი მან-
ძილი აშორებს, უცებ ამჩნევს, რომ ხალხი თითქმის უხმოდ დგას.
თუ ინფორმაცია მოისმინეს, როგორც ვარაუდობს, წესით, აღელ-
ვებული უნდა იყვნენ. ჯგროს ცოტა კიდევ უახლოვდება და ხედავს,
274
მკითხველთა ლიგა

რომ უმეტესობა შეწუხებული დუმს. ზოგი ზევით იყურება. მზერა


გამოღებული ფანჯრისკენ მიუპყრიათ, რომელშიც, ერთი შეხედ-
ვით, განსაკუთრებული არაფერია – გამოღებულია და მორჩა.
ფანჯარაში არავინ ჩანს. იაკობი ვერც ხვდება, კოვალსკის ფანჯა-
რაა თუ მისი მეზობლისა. კარგად რომ დააკვირდება, იმ რაღაც
განსაკუთრებულსაც დაინახავს, თავიდან რომ გამორჩა: ფანჯრის
ჩარჩოზე თოკის პატარა ნაგლეჯია გამობმული. თოკი ძალიან
მოკლეა და ამიტომაც იყო, ასე გვიან რომ შენიშნა.
იაკობი ადგილს მოსწყდება, შეკრებილ ხალხში გზას გაიკაფავს
და სახლში შევარდება, ცდილობს, ორ-ორ საფეხურს გადაახტეს,
მაგრამ ამას მხოლოდ პირველი ორი ნახტომით ახერხებს. კიდევ
კარგი, კოვალსკი მეორე სართულზე ცხოვრობს. ბინის კარი, ფან-
ჯრისა არ იყოს, ღიაა. ამიტომ ორპირი ქარი უბერავს. კოვალსკის
ოთახში მცხოვრები სამი კაცი, რომელთაგან ერთი აბრაამად მოვ-
ნათლეთ, შინ აღარ არის. მხოლოდ კოვალსკია შინ, და მასთან
ერთად – ორი სრულიად უცხო მამაკაცი. მათ ის ქუჩიდან პირვე-
ლებმა დაინახეს. თოკზე ჩამოკიდებული. მერე თოკი გადაჭრეს და
კოვალსკი საწოლზე დაასვენეს. ახლა იქვე დგანან დაბნეულები
და არ იციან, როგორ მოიქცნენ. ერთი მათგანი იაკობს ეკითხება:
„იცნობდით?“
„როგორ?“ ეკითხება იაკობი, რომელიც ახლა საწოლთან
დგას.
„ამ კაცს თუ იცნობდით-მეთქი?“
„ვიცნობდი“, ამბობს იაკობი.
როცა რამდენიმე ხანში უკან მიიხედავს, აღმოაჩენს, რომ
ოთახში მარტოა. იმ უცხოებს კარიც გაუხურავთ. იაკობი ფანჯარას-
თან მიდის და ქუჩას გახედავს. ჯგროს კვალიც აღარსად ჩანს, მხო-
ლოდ გამვლელები მიდი-მოდიან. ფანჯრის დაკეტვა უნდა, მაგრამ
ვერ კეტავს. იძულებული ხდება, შეხსნას ჩარჩოზე ორმაგი კვანძით
დამაგრებული თოკი. ფარდას გადმოსწევს – რაც უფრო ნაკლებია
შუქი, კოვალსკის სახის დანახვა მით უფრო ნაკლებად უმძიმს.
სკამს მიიჩოჩებს, – საწოლზე ჩამოჯდომა არ უნდა – და გაურკვე-
ველი დროით ჯდება. გაურკვეველი დროით-მეთქი, იმიტომ ვამ-
275
მკითხველთა ლიგა

ბობ, რომ მოგვიანებით თვითონაც ვერ გაიხსენა, რამდენ ხანს და-


ყო ოთახში.
მკვდარი კაცის დანახვა იაკობისთვის უცხო არ არის. რამდენ-
ჯერ ყოფილა, ტროტუარზე მიმავალს, გადაუბიჯებია კიდეც ვიღაც
საბრალოსთვის, ალბათ შიმშილით რომ ამოხდა სული და ქუჩის
დამსუფთავებლებს ჯერაც არ აღმოეჩინათ. მაგრამ კოვალსკი ხომ
ვიღაც არ არის! ღმერთო დიდებულო, ნამდვილად არ არის ვიღაც
– კოვალსკი კოვალსკია. მისი სიკვდილი გულახდილი აღიარების
შედეგია, თანაც ისეთი აღიარებისა, რომლის ჭეშმარიტებაც თით-
ქოს არც დაიჯერა. შე უგუნურო კაცო, რატომ არ დარჩი ჩემთან
გუშინ კიდევ ცოტა ხანს? მშვიდად ვიბაასებდით ყველაფერზე, ერ-
თმანეთს გავამხნევებდით და სიცოცხლის სიკეთეშიც დავარწმუნებ-
დით. ვინ მოთვლის, რამდენ რამეში დაგვირწმუნებია ერთიმეორე
– ნამდვილი იქნებოდა თუ გამონაგონი; თუკი ეს გამოგივიდა, აღა-
რავინ შეგეკითხება, როგორ და რისთვისო. ან კი რატომ გადაწ-
ყვიტე, იმ შენს ბოლო საღამოს პოკერის მოთამაშის სახე მიგეღო?
შეგვეძლო, ერთმანეთისთვის დახმარების ხელი გაგვეწოდებინა,
მაგრამ მხოლოდ შენ იცოდი, სინამდვილეში რა ხდებოდა ჩვენს
სულში, და არ ისურვე, გული გადაგეშალა შენი მეგობრისთვის,
იაკობ ჰაიმისთვის, დამიმალე შენი ნამდვილი სახე. არადა, შეიძ-
ლებოდა, კიდევ გვეცოცხლა, კოვალსკი, თავის მოკვლა რა საჭი-
რო იყო.
ხელობით დალაქს – როგორც ვიცით, ცოტაოდენი ფული
ჰქონდა გადანახული, იმ განზრახვით, რომ მომავალში სხვა რამ
საქმისთვის მოეკიდა ხელი, თუმცა, ალბათ, ისევ დალაქად დარ-
ჩებოდა – დაბადებითვე ბევრი არცთუ სანაქებო თვისება დაჰყვა:
ეჭვიანი და ახირებული კაცი იყო, მოუქნელი და ტლანქი, ლაქლა-
ქიც უყვარდა და სხვისთვის ჭკუის დარიგებაც. მაგრამ ახლა, როცა
ამ თვისებებს ვაჯამებთ, თვალწინ მაინც ახლობელი და საყვარე-
ლი ადამიანი წარმოგვიდგება. ერთხელ იაკობი თითქმის გამოუვა-
ლი მდგომარეობიდან იხსნა, უფრო ზუსტად კი – გერმანული ჩეჩ-
მიდან. სადალაქოში მუშტრის მისაზიდად „ფიოლკიშერ ლანდბო-
ტეც“ ჰქონდა გამოწერილი. იყო დრო, შეეძლო ზედიზედ გა-
276
მკითხველთა ლიგა

დაესანსლა კარტოფილის შვიდი მოზრდილი კვერი, თუმცა ნაყინს


არ ეტანებოდა, ვალის დაბრუნებაზე მეტად ფულის სესხება უყვარ-
და, მუდამ ცდილობდა, თავი ანგარიშიან კაცად მოეჩვენებინა, მაგ-
რამ სინამდვილეში ასეთი სულაც არ იყო, თუ ამ ბოლო ნაბიჯს არ
ჩავთვლით.
იაკობს, როგორც მოსალოდნელიც იყო, ვერ უპატიებია თავის-
თვის, ამბობს, კოვალსკის სიკვდილი ჩემს სინდისზეაო; ჩემი უბად-
რუკობისა და უსუსურობის ბრალია, დახმარებისთვის თოკს რომ
მიმართაო; ერთხელ დაწყებული საქმე კაცმა ბოლომდე უნდა მი-
იყვანო, საკუთარი ძალები წინასწარ უნდა აწონ-დაწონოო. ამას
რომ მეუბნებოდა, სიტყვა გავაწყვეტინე: „სისულელეს ამბობ. ნუ
გგონია, რომ შენი ძალების შეფასებაში შეცდი. აბა, საიდან უნდა
გცოდნოდა, რომ ეს ყველაფერი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა?“
მერე კი დავამატე: „კოვალსკის სიკვდილი შენი ბრალი არ არის,
კოვალსკი სწორედ შენ უნდა გიმადლოდეს, იმ დღემდე რომ
იცოცხლა“. – „კარგი, კარგი“, მიპასუხა იაკობმა, „ახლა ამას რაღა
მნიშვნელობა აქვს“.
ბოლოს და ბოლოს იაკობი დგება. ისევ გადასწევს ფარდას და,
წასვლისას, კარს ფართოდ გაღებულს ტოვებს: სამუშაოდან დაბ-
რუნებული რომელიმე მეზობელი ნახავს, რაც მოხდა, და საჭირო
ზომებს მიმართავს. სადგურზე წასვლა უკვე გვიანაა, როგორ გინ-
და, ჭიშკართან მდგომ გუშაგს აუხსნა, გზაში შევყოვნდიო, მოგჭამა
ჭირი სადილმა. იაკობი შინ მიდის და თავში ერთი აზრი უტ-
რიალებს: იქნებ კოვალსკის არავისთვის გაუმხელია თვითმკვლე-
ლობის მიზეზი, იქნებ ამ ერთხელ მაინც დააჭირა ენას კბილიო.
იმიტომ, რომ იაკობმა ისევ იპოვა თავისი რადიო.


თუნდაც კიდევ ათასჯერ იპოვოს ეს რადიო, გაავრცელოს ცნო-
ბები და გამოიგონოს ბრძოლები, რომელთა შესახებ სხვებსაც
უამბობს, იაკობი ერთს მაინც ვერ შეძლებს – ვერ შეაჩერებს იმ

277
მკითხველთა ლიგა

ამბის დინებას, რომელიც თავის უკეთურ დასასრულს უახლოვ-


დება. ამბავს ორი დასასრული აქვს. არა, დასასრული, ცხადია,
მხოლოდ ერთია: ის, რომლის მოწმენიც იაკობი და დანარჩენები
გავხდით. მაგრამ ჩემთვის ის სხვაგვარადაც ბოლოვდება. არ
გვინდა მეტისმეტი მოკრძალება, პირდაპირ ვიტყვი: მე ვიცი და-
სასრული, რომლის მოსმენისას კაცი შეიძლება შურით გა-
ფითრდეს. არა, მთლად ბედნიერი არც ამას ეთქმის, და აქაც
იაკობი იჩაგრება, მაგრამ ნამდვილ დასასრულს მაინც ბევრად
სჯობს. ამდენი წელი ტყუილად კი არ მიწვალია მის შეთხზვაზე.
ჩემს თავს ვუთხარი: ცოდვა არ არის, ასეთი მშვენიერი ამბავი ასე
უარაფროდ დამთავრდეს-მეთქი? ჰოდა, ავიღე და მოვუგონე
დასასრული, რომლითაც ასე თუ ისე ყველა კმაყოფილი დარჩება
და, რომელსაც, ძალიანაც რომ ეცადო, შარს ვერ მოსდებ.
რიგიანი დასასრული ბევრ სუსტ ადგილს დაგავიწყებს კაცს. გარდა
ამისა, უკეთესი დასასრული მარტო იაკობმა კი არა, სხვებმაც
დაიმსახურეს. თავის გასამართლებლად, თუ დაგჭირდა, საუცხოო
საბაბია-მეთქი, ვთქვი ჩემთვის და მონდომებაც არ დამიკლია.
ვფიქრობ, ამაოდაც არ გავრჯილვარ. მაგრამ მერე ეჭვი შემიჩნდა,
ვაითუ ჩემი მონათხრობი საკმარისად დამაჯერებლად არ
ჟღერდეს-მეთქი. მართლაც, სინამდვილეს თუ შევადარებთ,
ყველაფერი რაღაც ძალიან ლამაზი ჩანდა. ვიფიქრე, განა შეიძ-
ლება, საქმემ მხოლოდ იმით იხეიროს, თუ რომელიმე გასაცო-
დავებულ ცხოველს მეტისმეტი სიყვარულით ფარშავანგის დი-
დებულ ბოლოს გამოვაბამ, ასე ხომ იმ ცხოველს დავამახინჯებ-
მეთქი? მერე დავასკვენი, რომ ეს შედარება მოიკოჭლებს. რამ-
დენი არ ვიწვალე, მკაფიო აზრი მაინც ვერ ჩამოვაყალიბე. ვიდექი
ამ ორი დასასრულის პირისპირ და ვერ გადამეწყვიტა, რომელი
მომეყოლა – ჩემი თუ ის მეორე, შემზარავი. არჩევანი ორივეს სა-
სარგებლოდ გავაკეთე. არა იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მისა-
ღებად სიმტკიცე მაკლდა, არამედ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ასე
ორივე კმაყოფილი დავრჩებით: ერთი მხრივ, ჩემგან დამოუკიდებ-
ლად მომხდარი ამბავი, ხოლო მეორე მხრივ, მე და მთელი ჩემი

278
მკითხველთა ლიგა

რუდუნება, რომელიც არამც და არამც არ მსურდა, უქმად ქცეული-


ყო.
მაშ ასე, ჯერ გთავაზობთ დასასრულს, რომელიც არ ყოფილა.


კოვალსკის შეუძლია, მკვდრეთით აღდგომა იზეიმოს. ფანჯრის
ჩარჩოს და თოკს ზედაც არ უყურებს, რადგან იაკობი აღსარების
თქმას გადაიფიქრებს. იმ ღირსსახსოვარ საღამოს ისინი უწყინარ
ამბებზე მუსაიფობენ. იაკობს თავში, მართალია, სხვა აზრები უტ-
რიალებს, მაგრამ სულ არ არის აუცილებელი, ეს კოვალსკიმაც
იცოდეს. მხოლოდ მოგვიანებით, მარტო რომ დარჩება, იაკობი
ხვდება, რომ რადიოტყუილების გაგრძელება – მით უმეტეს, განუ-
საზღვრელი ვადით – მის მილეულ ძალებს აღემატება. და მაინც,
სრულიად დაუშვებელია, რომ სიმართლე გამოაშკარავდეს. იაკო-
ბი წარმოიდგენს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. მაგალითად, ის ში-
შობს, რომ შესაძლოა, ახალი ძალით იფეთქოს და ყოველგვარ
ზღვარს გადასცდეს თვითმკვლელობათა ტალღა, რომლის შეჩე-
რებაც ერთხანს ასე წარმატებით ხერხდებოდა.
შემდგომ ღამეებს, უკვე სრულიად თავისუფალს კოვალსკის
სიკვდილის გამო ყოველგვარი თვითგვემისაგან, იაკობი უკანას-
კნელი დამაჯერებელი ტყუილის ძიებაში ატარებს. უნდა განმარ-
ტოს, რატომ აღარ მუშაობს რადიო, როგორღაც უნდა მოიშოროს
ეს საშინელი ჭირი. მაგრამ ტყუილი ვერა და ვერ მოუფიქრებია,
მისი შეთხზვა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე აქამდე მოგონილი
ყველა სხვა სიცრუისა.
ერთი ფიქრი იმასაც კი ვფიქრობ, იაკობს პირდაპირ ვათქმევი-
ნო, რომ რადიო მოჰპარეს. გეტოში ხომ ყველაფერს იპარავენ,
რადიო რაღა გამონაკლისია? რადიოზე კი არა, ქურდები ბევრად
ნაკლებად ფასეულსა და ნაკლებ საჭირო ნივთებზეც არ ამბობენ
უარს. ჰოდა, მეც წარმოვიდგენ, რომ მთელი გეტო იმ უნამუსო
ქურდის ძებნაშია. ხალხი ერთმანეთს გამომცდელად უყურებს თვა-

279
მკითხველთა ლიგა

ლებში. ერთიმეორეს მხოლოდ იმ მიზნით სტუმრობენ, რომ შეუმ-


ჩნევლად მიათვალ-მოათვალიერონ მასპინძლის ბინა. საღა-
მოობით მეზობლები ერთმანეთის კარს აყურებენ, იქნებ ქურდმა
სწორედ ახლა ჩართოს ლონდონის სადგური, იქნებ სწორედ მე-
ზობელი გამოდგეს ის უსინდისო კაცი? ყოველთვის იყო რაღაც
უცნაური მის გამოხედვაში, ტყუილად კი არ აფრთხილებდა შინა-
განი ხმა! მხოლოდ ერთი რამ რჩება გაუგებარი: რა ხეირს ნახუ-
ლობს ქურდი ამ დანაშაულის ჩადენით? არავითარს! ის ხომ ვერა-
ფერს გაიგებს ახალსა და განსხვავებულს იმისაგან, რასაც იაკობის
ან ამბის რომელიმე სხვა მიმტანის მეშვეობით იგებდა? ახლა მხო-
ლოდ სხვები დარჩებიან უსასოოდ, ყოველგვარ ახალ ამბავს მოკ-
ლებული. აბა, ეს ვის რაში წაადგება? რით უნდა ახსნას კაცმა ამ-
გვარი საქციელი, თუ არა უკიდურესი ზნედაცემულობით? კიდევ
იმას წარმოვიდგენ, რომ ქურდის ძებნა სახიფათო სახეს იძენს, იქ-
მნება ერთგვარი არალეგალური აღმასრულებელი ორგანო, რო-
მელიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ, გეშის ასაღებად, სახლებ-
ში ჩხრეკას იწყებს. ერთიც ვნახოთ და, გეტოს რამდენიმე ათას
მცხოვრებს შორის კიდევ ვინმე არის ფელიქს ფრანკფურტერის-
თანა, ერთადერთი სულიერი, რომელსაც ასევე დამალული აქვს
რადიო, და რომელსაც, ფრანკფურტერისგან განსხვავებით, ის არ
გაუნადგურებია.
მშვენივრად მესმის, რომ ის ერთადერთი ადამიანი ჩვენს ამბავს
მხოლოდ გაართულებდა და დამაჯერებლობასაც მოაკლებდა,
რადგან, ფრანკფურტერისა არ იყოს, ან ეშინოდა და არასოდეს
უსმენდა რადიოს, ან უსმენდა და მაშინ უთუოდ უნდა სცოდნოდა,
რომ იაკობის ყოველდღიური ახალი ამბები წმიდა წყლის სიცრუე
იყო, თუ ბეზანიკასთან გამართულ ბრძოლას არ ჩავთვლით. და
მთელი ამ ხნის განმავლობაში დუმდა. ორივე ეს შესაძლებლობა
ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ მოდი, უახლოესი სამი წინა-
დადების მანძილზე წარმოვიდგინოთ მაინც, რომ მათგან ერთ--
ერთი სინამდვილეს შეესაბამება; თორემ ისე ხომ ჩვენც ვიცით,
რომ ის კაცი გარკვეულწილად ფანტაზიის ნაყოფი, ახირებული
გონების თამაშია. ჩხრეკისას ბინაში რადიოს უპოვიან და, გავეშე-
280
მკითხველთა ლიგა

ბულებს, ხელში ჩააკვდებათ. საუცხოო თამაშია, ვერაფერს იტყვი.


ან არ ჩააკვდებათ, ჩვენი ამბისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არა
აქვს. რადიოს იაკობს მიუტანენ, კანონიერ მფლობელს. მისი გა-
მომეტყველების წარმოდგენა მთელ ამ იდეად ღირს! მერე ყვე-
ლაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება: იაკობი უსმენს და
ჰყვება. მომდევნო რამდენიმე დღეს ხალხი სხვაზე არაფერზე ლა-
პარაკობს, გარდა ამ აღმაშფოთებელი ინციდენტისა: როგორ
ხდება, რომ ადამიანი ასეთ უღირს საქციელს სჩადის, თანაც რის-
თვის?!
თუმცა გვეყოს – იაკობს აზრადაც არ მოსდის ქურდობის ვერსია
– არც ნამდვილ დასასრულში, რაც, ჩემი აზრით, მეტად საკვირვე-
ლია, არც ჩემ მოგონილში. ჩემეულ დასასრულში ის უშედეგოდ
წვალობს, ვერასგზით ვერ იშორებს იმ დასაწვავ რადიოს, და ამი-
ტომ გადაწყვეტს, ებრაელები მოიშოროს. სტუმრებს აღარ იღებს,
კარს აღარავის უღებს, სადგურზეც ახლოს არავის იკარებს, სა-
დილს გერმანელების ქვის შენობასთან თქვლეფს, ანუ იქ, სადაც
ვერავინ ვერაფერს ჰკითხავს. და სამუშაოს დაამთავრებს თუ არა,
აჩრდილივით სადღაც ქრება. შინისკენ მიმავალი, ჩასაფრებულებს
რომ არ გადაეყაროს, შორ გზას ირჩევს. ასეთი სიფრთხილის
მიუხედავად, დროდადრო მაინც ჩაავლებენ ხოლმე და ეკითხები-
ან, რა დაგემართა, რატომ აღარაფერს გვიყვებიო.
„ახალი არაფერია“, ამბობს ასეთ შემთხვევებში. „რამეს ახალს
თუ გავიგებ, უსათუოდ გეტყვით“.
ან კიდევ უკეთესი, იაკობი ამბობს: „ეს ყველაფერი უკვე ძალიან
სახიფათოდ მეჩვენება. ახლა, როცა ომის დამთავრებამდე ასე ცო-
ტა დრო რჩება, აღარ მინდა, თავი საფრთხეში ჩავიგდო. თუ ჩემი
ხათრი გაქვთ, ნუღარაფერს მკითხავთ“.
ასეთი ქცევით ბევრს გაანაწყენებს, მხოლოდ ერთეულებს თუ
ესმით მისი მდგომარეობა. გუშინდელი გმირის პოპულარობა
მკვეთრად ეცემა. რას აღარ უწოდებენ! ის ახლა ლაჩარიც არის
და ნაძირალაც, რადგან ცოცხალი თავით არ თანხმდება, რადიო
ვინმე სხვას გადასცეს, ისეთ ვინმეს, ვისაც სული კოჭებში არ ეპა-
რება. ისეთი თვალებით უყურებენ, ლამის კანკალმა აგიტანოს. მის
281
მკითხველთა ლიგა

ზურგს უკან ათას სისაძაგლეს ჩურჩულებენ, ყურსაც რომ არ უნდა


გააკარო... მაგრამ იაკობი გადაწყვეტილებას არ ცვლის. დაე,
იფიქრონ, რომ ნაძირალაა, მათ ადგილას ისიც ასე იფიქრებდა;
დაე, ყოველი შეხვედრისას აგრძნობინონ, რომ უღირსად შერაც-
ხეს – მათთვის სიმართლის თქმას ყველაფერი სჯობია.
თუმცა არა, ძველი კეთილი ნაცნობებიდან იაკობი ყველას არ
მიუტოვებია. ასე მგონია, კოვალსკიმ და მიშამ მაინც უერთგულეს.
მიშა კვლავინდებურად მასთან ერთად დაათრევს ყუთებს, კოვალ-
სკი, მართალია, უწინდელივით ხშირად არა, მაგრამ დროდადრო
ისევ ეტყვის ხოლმე: „ჰა, შე ძველო, როგორ არის საქმე? მე მაინც
მითხარი რამე, ან თუნდაც მიმანიშნე. სულ არ არის აუცილებელი,
სხვამაც გაიგოს“.
იაკობი უარს აცხადებს. ეს უარი, შესაძლოა, ძველი მეგობრის
დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მაგრამ არა, ის არ კარგავს, კოვალ-
სკი, როგორც ირკვევა, კერკეტი მეგობარია.
ერთ დღეს მიშა ამბობს: „იაკობ, ვწუხვარ, ამას რომ გეუბნები,
მაგრამ ხალხი რადიოს წართმევას გიპირებს“.
„წართმევასო?“
„ჰო“, სახედაღვრემილი უდასტურებს მიშა. „ძალით წართმევას“.
იაკობი სხვებს გახედავს. გამოდის, ამათგან ზოგიერთი კუნთებ-
ზე იყურება. იაკობს არც უნდა იცოდეს, მაინც ვინ არის ეს ხალხი.
„მერე შენ ვერ გადაათქმევინებ?“ ეკითხება მიშას.
„როგორ?“ კითხვას შეუბრუნებს მიშა. „სიამოვნებით გადავათ-
ქმევინებდი, მაგრამ იქნებ მითხრა, როგორ?“
„უთხარი, ისე აქვს გადამალული, ვერაფრის დიდებით ვერ
იპოვით-თქო“, ამბობს იაკობი.
„კარგი, ვეტყვი“, ჰპირდება მიშა.
შინ მისვლისთანავე იაკობი მკაცრად მიმართავს ლინას, უჩე-
მოდ აღარ გაბედო ჩემს ოთახში შესვლაო. გასაღებს – სიფრთხი-
ლეს თავი არ სტკივა – აღარ ინახავს კედელში კარის ჩარჩოს
უკან. ახლა მას ვეღარც ლინა აიღებს და ვეღარც ვინმე სხვა. გოგო
უმეტესად სხვენზე უნდა იყოს და ნაკლებად იფიქროს გარეთ გას-
ვლაზე. ძალიან რომ არ მოსწყინდეს, აფრიკაზე წიგნსაც ათხო-
282
მკითხველთა ლიგა

ვებს: ასე კითხვასაც ისწავლის, რაც გაცილებით მეტ სარგებლო-


ბას მოუტანს, ვიდრე ყალთაბანდობა და უსაქმოდ ყიალი.
მომდევნო დღეებში იაკობის ისედაც აწეწილ ნერვებს მძიმე გა-
მოცდა ელის: უნდა იჯდეს უხმოდ, გულხელდაკრეფილი, და ელო-
დეს განმათავისუფლებლებსა თუ ქურდებს, თან ისიც კი არ იცის,
საერთოდ მოვლენ თუ არა. მიშა ეუბნება, წარმოდგენა არა მაქვს,
მოწინააღმდეგე ბანაკმა აზრი შეიცვალა თუ არაო: რაკი შენიშნეს,
მიუხედავად ყველაფრისა, რაც მთელი მისი შუამავლობის პერი-
ოდში მოხდა, იაკობს ისევ კეთილი თვალით უყურებსო, თურმე
თათბირებს აღარ ასწრებენ; მეტიც, საყოველთაო ათვალწუნება
ახლა ნაწილობრივ მიშასკენაც არის მიმართული. ისევე როგორც
კოვალსკისაკენ.
არ დავფიქრებულვარ, თავად როგორ ვიქცევი ამ ვითარებაში,
ვის მხარეს ვდგავარ, იაკობისთვის მეგობარი ვარ თუ მტერი. მაგ-
რამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, თუნდაც იმას თუ გავიხსენებთ,
რად მიღირდა ის უწყვეტი ინფორმაცია, მაინც მტერი ვარ, იქნებ
ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერიც კი. დავუშვათ, დაბეჯი-
თებით მოვითხოვე, ყურადღება არ მივაქციოთ ვიღაც-ვიღაცების
ლაყაფს და დაუყოვნებლივ წავართვათ რადიო პატრონს. ამ მო-
საზრებას ბევრი იზიარებს, მაგრამ ზოგი ებრაელი სხვაგვარად
ფიქრობს, თუნდაც ის ხალხი, ვისაც რადიო თავიდანვე ხიფათის
წყაროდ მიაჩნდა. ისინი, შეიძლება ითქვას, კმაყოფილიც კი არიან
იაკობის ასეთი გარდასახვით, ამბობენ: რა ამბავი აგიტეხიათ? რუ-
სები თუ მოსასვლელები არიან, ასეც მოვლენ და ისეცო. ზოგის
პოზიცია კი ასეთია: მოდი, ნუ ვიჩქარებთ, იქნებ ეს ჰაიმი თვითონვე
მოეგოს გონს, ცოტა ხანს ვაცადოთო.
მოკლედ, ვიცი, რომ იაკობს შინ არავინ შეუვარდება, ყოველ
შემთხვევაში, ჩემეულ დასასრულში.
ეს მძიმე დღეები იაკობის ნერვებისთვის სხვა მხრივაც იქცა გა-
მოცდად: ის იძულებული ხდება, თავს გამოუტყდეს, რომ კიდევ ერ-
თხელ უერთგულა ერთ ძველ ჩვევას – გადაჭარბებით შეაფასა თა-
ვისი ძალა. სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მტრული ტალღის
გამო, რომლის მოახლოებასაც, ცხადია, წინასწარვე ვარაუდობ-
283
მკითხველთა ლიგა

და, დიდად არ იდარდებდა. ფიქრობდა, ამან ისეთი რა უნდა და-


მაკლოსო. თავს იმითაც იმხნევებდა, მსგავს რამეებში გამოცდი-
ლება არ მაკლიაო – კაფეში გატარებული წლები განა ბრძოლა
არ იყო, ერთის ბრძოლა ყველას წინააღმდეგ? მაგრამ ეს თავქა-
რიანი კაცის მცდარი დასკვნა გამოდგა. იაკობმა არ გაითვალის-
წინა ბეზანიკის შემდგომი პერიოდი, როცა ხალხმა ის კეთილგან-
წყობით, გულის სითბოთი და პატივისცემით დააჯილდოვა, მეტიც,
ლამის შეუცვლელობის გრძნობა გაუჩინა. ამგვარ რამეს ხომ ადა-
მიანი სასაცილოდ მალე ეჩვევა. ახლა კი სრულიად საპირისპირო
სურათია: სულ რაღაც ათიოდე დღეში ვითარება ისე შეიცვალა,
მტრულმა ტალღამ შეიძლება წალეკოს, მისთვის აუტანელი ხდება
ზურგშექცეული ხალხის ყურება.
ლინას არ გამოჰპარვია მომხდარი ცვლილება, თუმცა მიზეზს
ვერ ხვდება. მორჩილად ასრულებს იაკობის დარიგებებს: სხვენი-
დან თითქმის აღარ ჩამოდის და, შესაბამისად, არც არაფერი
სწვდება მის ყურს. მხოლოდ იმას ხედავს, რომ იაკობი მასთან
ყოფნისას უსიხარულო ფიქრებს ეძლევა და ხმასაც თითქმის აღარ
იღებს. წესიერად ისიც კი არ გაიოცა, ლინამ აფრიკის ალბომიდან
მთელი წინადადება სხაპასხუპით რომ წაუკითხა. იაკობს კალთაში
რომ უჯდება, თავს ისე გრძნობს, თითქოს სკამზე იჯდეს. ჯერ კიდევ
ცოტა ხნის წინ ხალისით ჩააისვამდა ხოლმე კალთაში, ახლა კი
მას თითქოს ვეღარც ამჩნევს. თუ ლინა ზღაპრის მოყოლას
სთხოვს, ეუბნება, ახალი არაფერი მახსენდებაო, და ჰპირდება, თუ
გამახსენდა, აუცილებლად მოგიყვებიო. ლინა ეკითხება: „რამეზე
გაბრაზებული ხარ?“
„გაბრაზებული? გაბრაზებული რატომ უნდა ვიყო?“
„იმიტომ, რომ რაღაც უცნაური ხარ“.
„მე ვარ უცნაური?“ ამბობს იაკობი და ძალა არ ჰყოფნის – ვერ
ახერხებს, ხმაში უსამართლო სიმკაცრე არ შეეპაროს. „გირჩევნია,
თავი დამანებო და შენს საქმეს მიხედო“.
ლინა მარტო რჩება, ვერ ხვდება, რა საქმეს შეიძლება მიხე-
დოს, მისახედი ხომ მარტო იაკობი ჰყავს, მას კი ნამდვილად რა-
ღაც დაემართა. თუმცა ლინა ვერ ხვდება, რა.
284
მკითხველთა ლიგა

ჩემეული დასასრულის ერთ მნიშვნელოვან საღამოს, თვის და-


საწყისში, როცა სურსათის ბარათებს არიგებენ ხოლმე, იაკობი მი-
შას კარზე აკაკუნებს. კარგა ხნის ლოდინის შემდეგ კარი ფრთხი-
ლად იღება და მიშა გაკვირვებული კითხულობს: „იაკობ, შენ ხარ?“
იაკობი ოთახში შედის. პირველი, რასაც ამბობს, ეს არის: „თუ
იმ გოგოს დამალვა გინდა, მაგიდაზე ორ ფინჯანს რატომ ტოვებ,
შე ჩერჩეტო?!“
„ჰო, მართალი ხარ“, ეთანხმება მიშა.
ტანსაცმლის კარადასთან მიდის და როზა გამოჰყავს. როზა და
იაკობი ხმის ამოუღებლად დგანან ერთმანეთის პირისპირ. იმდენ
ხანს დგანან ასე, რომ მიშა თავს უხერხულად იგრძნობს.
„იცნობთ ერთმანეთს?“ იკითხავს ბოლოს.
„ერთხელ შევხვდით, ისიც სულ ცოტა ხნით“, ამბობს იაკობი.
„დაბრძანდით“, თავაზიანად და აჩქარებით ეუბნება როზა. აჩქა-
რებით იმიტომ, რომ არ უნდა, მიშას საშუალება მისცეს, იმ ერთა-
დერთი შეხვედრით დაინტერესდეს. იაკობი ჯდება და ფიქრობს,
რით დაიწყოს. სტუმრად ტყუილად არ მოსულა, სერიოზული საქმე
აქვს.
„ახლა, რატომ შემოვიარე“, ამბობს ის. „რაღაც მინდა გთხოვო
და, თუ უარს მეტყვი, არ მეწყინება. სხვა არავინ გამახსენდა, ვის-
თვისაც ასეთი რამ შეიძლებოდა მეთხოვა“.
„თქვი, რა მოხდა“, ამბობს მიშა.
„საქმე ის არის, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, თავს საშინლად
ვგრძნობ. ჯანმრთელობას ვგულისხმობ. ახალგაზრდა აღარ ვარ,
ხან გულიო, ხან წელიო... მერე ეს გაუთავებელი თავის ტკივილიო.
ერთბაშად დამატყდა ყველაფერი“.
მიშა ჯერ ვერ ხვდება, რა თხოვნაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი,
და ამბობს: „ჰო, ეგ ვერ არის კარგი ამბავი“.
„ეგ არ მადარდებს, ადრე თუ გვიან გამივლის. ოღონდ ერთი
რამ მინდოდა მეკითხა, მიშა, მანამდე ლინას შენთან ხომ ვერ
გადმოიყვან-მეთქი“.
ოთახში სრული დაბნეულობაა, ვერც ერთი ვერ ბედავს ხმის
ამოღებას. იაკობი მასპინძლებისკენ არ იხედება – ეტყობა, ახალ-
285
მკითხველთა ლიგა

გაზრდა კაცს მეტისმეტად მძიმე ტვირთის აკიდება დაუპირა. ხუმ-


რობა ხომ არ არის, შენს ბინაში შეიფარო მდედრობითი სქესის
ერთბაშად ორი აკრძალული არსება?! თუმცა განა თავიდანვე არ
უთხრა, არ მეწყინება, თუ თხოვნას ვერ შემისრულებო?
„იცი რა“, დამარცვლით ამბობს მიშა და ასეთი დასაწყისი წინას-
წარვე ნათელს ხდის მოსალოდნელ პასუხს.
„რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ლინა მოგვიყვანოთ“, ამბობს რო-
ზა და თან მიშას საყვედურით სავსე მზერას ესვრის.
„მარტო რომ იყო, ამ თხოვნას ვერც შემოგბედავდი“, ეუბნება
იაკობი გულდამძიმებულ მიშას. „მაგრამ, რაკი ფროილაინ ფრან-
კფურტერი ისედაც სულ აქ არის, და ლინაც მუდამ მარტოა...“
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან იქნება“, ამბობს როზა.
„შენ რას იტყვი?“
„მიშასაც უხარია“, ამბობს როზა.
მიშა ელოდება, როდის დაუწყნარდება სახე. დიდად გახარებუ-
ლი რომ არ არის, ისედაც ცხადია. მერე ამბობს: „კარგი, მოიყვა-
ნე“.
იაკობს გულს მოეშვება, მაგიდაზე დებს სურსათის ბარათს, რო-
მელსაც მხოლოდ ერთი ნაწილი აკლია – მიშას ასაღელვებელი
აღარაფერი აქვს, ხომ არ ეგონა, გოგონასთვის უფასო კვებასაც
მოსთხოვდნენ? კვების საქმე მოგვარებულია.
„როდის შეიძლება მოგიყვანოთ?“
„შენ როდისთვის ფიქრობდი?“
„ხვალ საღამოს შეიძლება?“ ეკითხება იაკობი.
მიშა ქუჩამდე აცილებს, თუმცა იაკობი ირწმუნება, საჭირო არ
არისო. როცა დამშვიდობებისას ხელს გაუწოდებს, მიშა მას
ჩვეულებრივზე მეტხანს არ უშვებს, და იაკობი მის ცისფერ თვა-
ლებში კითხვას დაინახავს. მიშა ცამდე მართალია, ფიქრობს ის,
მეგობრული სამსახური იმითაცაა კარგი, რომ საპასუხო სამსახურ-
საც გულისხმობს, მით უფრო, როცა ასე მორიდებით გთხოვენ.
„გაინტერესებს, საქმე როგორ არის?“ ეკითხება იაკობი.
„ჰო, თუ შეგიძლია მითხრა“, ამბობს მიშა.

286
მკითხველთა ლიგა

იაკობი გაანდობს, რომ პრი ამასობაში აღებულია, მაგრამ


მიელოვორნოსკენ მიმავალ გზაზე გერმანელებმა დამცავი ზღუდე
აღმართეს, რაც, როგორც ჩანს, ბრძოლას გაახანგრძლივებს.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იმ ზღუდეში პირველი ბზარები უკ-
ვე გაჩნდა, ეს კი იმედის საფუძველს იძლევა. იაკობი მიშას
სთხოვს, ეს ინფორმაცია თავისთვის შეინახოს, თორემ მერე სად-
გურზე ტვინს წაიღებენ საყვედურებით, ვიღაც ერთს რატომ ამარა-
გებენ ცინცხალი ცნობებით, დანარჩენებს კი არაო. მიშა პირობას
დებს – თუ მისი ტაქტიკა სწორად მესმის, ალბათ, იმ იმედით, რომ
დროდადრო მომავალშიც მიიღებს ახალ-ახალ ინფორმაციას.
მეორე საღამოს ლინა ახალ ბინაში გადაბარგდება. იაკობმა
მას იგივე მიზეზი დაუსახელა, რაც მიშას: განშორება სულ რამდე-
ნიმე დღით, და ლინაც მშვიდად ეგუება ვითარებას. მიშა ხომ ძა-
ლიან მოსწონს, გულის სიღრმეში ლამის უყვარს კიდეც, სავა-
რაუდოა, რომ მიშაც ამასვე გრძნობს. ერთი ის როზაა, მაინცდამა-
ინც რომ არ მოსდის თვალში – იმდღევანდელი სტუმრობისა და
საყვედურების გამო; მასთან უთანხმოება ნამდვილად არ არის გა-
მორიცხული. მაგრამ იაკობი ცდილობს დაარწმუნოს, – გზაშიც კი
ამაზე ელაპარაკება – რომ როზა მეტად სასიამოვნო ადამიანია,
ავკარგიანი და თავაზიანი, რომ გუშინაც კი უთხრა იაკობს, ძალიან
მახარებს ლინას სტუმრობაო. ალბათ ჯობს, კრინტიც არ დაძრას
ამასწინანდელ ვიზიტზე.
„შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ. აბა, შენ იცი, არ შემარცხვინო!“
ლინას დანიშნულების ადგილას მიიყვანს თუ არა, იაკობი შინ
ბრუნდება, ვითომ დასაწოლად მიდის. კარგა ხანს ზის ბნელ ოთახ-
ში და ფიქრობს, რამდენად შესაწყნარებელია გადაწყვეტილება,
რომლის გამოც ლინას გაშვება შეიქნა საჭირო. არ სურს, რომ მე-
რე, მომავალში – თუ, ცხადია, დასცალდა – საკუთარი თავისთვის
საყვედური ჰქონდეს სათქმელი: ბოლო ხანს საკმარისზე მეტი
მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. რუსების ერთი ხელის გაწვდე-
ნაზე მოყვანა შეცდომა იყო, მაუწყებლობის შეწყვეტა შეცდომა
იყო, თავად რადიო კი შეცდომებს შორის უპირველესად და უმ-
თავრესად ესახება – ერთი კაცი და ამდენი შეცდომა?! მაგრამ ჯერ
287
მკითხველთა ლიგა

კიდევ რჩება შესაძლებლობა, ერთი შეცდომა მაინც გამოასწო-


როს, დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ მონოტონურ დინებას. სამ--
ოთხ დღეში, შესაძლოა, ისევ უკეთ იგრძნოს თავი – ასეთი ავად-
მყოფობა, ოღონდ მოისურვე და, სულ იოლად იკურნება. მერე
ლინას ისევ შინ წაიყვანს, სადგურზე თავს მორჯულებულად გამო-
აცხადებს და გააგრძელებს ცნობისმოყვარე ხალხისთვის ახალ--
ახალი ამბების მიწოდებას, სულ ერთია, კარგი იქნება თუ ცუდი;
მაგრამ რას მოიტანს ეს ყველაფერი, იაკობმა არ იცის.
თუ არ ვცდები, ასე, ორიოდე საათში იაკობი გადაწყვეტილებას
იღებს. საწოლის გადასაფარებლით ფანჯარას აბნელებს და შუქს
ანთებს, მერე იღებს დანას, პიჯაკს იხდის და აარღვევს მის წინა და
უკანა მხარეს დაკერებულ ყვითელ ვარსკვლავებს. მეტად გულ-
მოდგინედ მუშაობს, ნაჭერს სათითოოდ აცლის თეთრი ძაფის
ნარჩენებს, რომ მოგვიანებით მათი კვალის გამო ცარიელმა ად-
გილებმა არ გათქვას. საქმეს რომ მორჩება, იაკობი ისევ იცვამს
პიჯაკს, ის ახლა უჩვეულოდ მოშიშვლებულად ეჩვენება. ოთახში
თვალით ეძებს საგნებს, რამეს ისეთს, რაც თავისი გეგმის შესას-
რულებლად შეიძლება გამოადგეს. ხედავს მკვნეტარას, რომელ-
საც, რა თქმა უნდა, ჯიბეში იდებს. თვალში სხვა არაფერი ხვდება,
შუქს აქრობს და უკანასკნელად იხედება ფანჯარაში. გაჰყურებს
ჩაბნელებულსა და უკაცრიელ ქუჩას, რვა რა ხანია შესრულდა, ანუ
კომენდანტის საათია. იქნებ უკვე შუაღამეც იყოს. სადღაც შორს,
მაგალითად, შეიძლება დაინახოს თავისი პროჟექტორი, რომე-
ლიც გაფაციცებით, მაგრამ უმიზნოდ დასრიალებს ერთი სახურა-
ვიდან მეორეზე.
რაკი ჩემი ახირებისთვის საზღვრები არავის დაუწესებია, მინდა,
რომ ის ღამე გრილი იყოს, ხოლო ცა – ვარსკვლავებით მოჭედი-
ლი. მარტო იმიტომ კი არა, რომ ლამაზია, არამედ იმიტომაც,
რომ ჩემეულ დასასრულს ასე უხდება, მერე გამოჩნდება, რატო-
მაც. შესაბამისად, იაკობი ქუჩას მიუყვება – უვარსკვლავებოდ და
რვის მერე. უფრო სწორად, კი არ მიდის, მიიპარება სახლების
კედლებს აკრული, ცდილობს, აჩრდილს დაემსგავსოს; სულ არ
აპირებს, ვინმეს თავი მოაკვლევინოს. აი, ერთი ქუჩა, მერე კიდევ
288
მკითხველთა ლიგა

ერთი და კიდევ ერთი. მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ყველა


უმოკლესი გზით მიგიყვანს საზღვრამდე.
აი საზღვარიც. იაკობისთვის საუკეთესო ადგილი შევარჩიე –
მწვანილის ძველი ბაზარი, პატარა მოკირწყლული მოედანი, რო-
მელზედაც ირიბად გაუბამთ მავთულხლართი. ვინც კი მართლა
სცადა გაქცევა, სწორედ ამ ადგილას აღწევდა მიზანს ან სწორედ
ამ ადგილას იჭერდნენ. მოედნის მარჯვენა ბოლოსთან სათვალ-
თვალო კოშკურაა, რომელიც პროჟექტორით არ არის აღჭურვი-
ლი. ზემოთ, კოშკურაზე, გუშაგი გაუნძრევლად დგას, იაკობი მას
ერთ-ერთი სახლის სადარბაზოდან ადევნებს თვალს, მოედნის
უკიდურესი მარცხენა წერტილიდან. მანძილი ას ორმოცდაათამდე
მეტრი იქნება. მავთულხლართი გარს ერტყმის მთელ გეტოს და
მის გაყოლებაზე არსად მოიძებნება მეორე ადგილი, კოშკურიდან
ამდენად რომ იყოს დაშორებული. რატომღაც მხოლოდ აქ
დაუტოვებიათ დიდი სივრცე, შესაძლოა, მომჭირნეობით, ან იქნებ
იმიტომაც, რომ ასე უკეთ ჩანს ყველაფერი.
კოშკურაზე ისეთი სიწყნარეა, გეგონება მონუმენტი დაუდგამ-
თო. იაკობს იმედი უჩნდება, რომ გუშაგს ჩაეძინა. ცას ახედავს,
ელოდება, აქა-იქ გაფანტული ღრუბლებიდან ერთ-ერთი როდის
ჩამოეფარება მთვარეს, ახლა აშკარად ხელს რომ უშლის. მალე
ღრუბელი მართლაც გაუწევს ამ სამსახურს, იაკობი მკვნეტარას
ჯიბიდან იღებს და გარბის.
ახლა, ჩემი დასასრულის ამ უაღრესად დრამატულ მომენტში,
მცირე ხნით შევისვენოთ. პაუზას იმისთვის გამოვიყენებ, რომ ვა-
ღიარო: იაკობის უეცარი გაქცევის მიზეზს ვერ დავასახელებ. საქ-
მეს სულაც არ ვიადვილებ და არ ვამბობ, ჩემთან გაქცევა მოუნდა,
მორჩა და გათავდა-მეთქი. სულ იოლად შემიძლია, რამდენიმე მი-
ზეზი მოვიყვანო და მათგან ყველა სავსებით დასაშვებად მიმაჩნია.
მხოლოდ ის არ ვიცი, რომელზე შევაჩერო არჩევანი. მაგალითად,
იაკობს დაეკარგა იმედი, რომ გეტოს მანამ გაათავისუფლებენ, სა-
ნამ იქ ებრაელები ცხოვრობენ და გადაწყვიტა, თვითონვე უშვე-
ლოს თავს. ან ის თავისსავე ხალხს გაურბის, გაურბის ირგვლივ
მყოფთა გაუთავებელ საყვედურებსა და ბრალდებებს, მათს
289
მკითხველთა ლიგა

დაუოკებელ ცნობისწადილს – ცდილობს გაექცეს რადიოსა და მის


შედეგებს. ან კიდევ, მესამე მიზეზი, იაკობისთვის ყველაზე ღირ-
სეული და თან თავხედური: განზრახული აქვს, მომდევნო ღამის
განმავლობაში ისევ დაბრუნდეს გეტოში, გარეთ გაღწევა მხო-
ლოდ იმ ინფორმაციის მოსაპოვებლად სჭირდება, რომელსაც
შემდეგ თავის რადიოს გამოაცხადებინებს.
აი ეს იქნებოდა უმთავრესი მიზეზები. დამეთანხმებით, მათგან
ვერც ერთს ვერ უგულებელვყოფთ, მაგრამ ვერა და ვერ გადამიწ-
ყვეტია, იაკობისთვის რომელი ვამჯობინო. დაე, ყველამ თვითონ
გააკეთოს არჩევანი, თავისი გამოცდილების შესაბამისად თავადვე
განსაზღვროს, რომელი მიზეზია ყველაზე დამაჯერებელი. მეტიც,
იქნებ ვინმეს კიდევ უკეთესი რამ მოაფიქრდეს. აღვნიშნავ მხო-
ლოდ, რომ ისტორიაში ცნობილი მნიშვნელოვანი ამბების უმეტე-
სობა ერთზე მეტი მიზეზით მოხდა.
ახლა იაკობის საფარი ღრუბელია, მავთულხლართს ისე მიაღ-
წევს, ვერავინ შენიშნავს. მიწას გაერთხმება. მისი მარტივი გეგმა
მავთულხლართის ქვეშ გაძრომას ითვალისწინებს, რაც, ცხადია,
დასაგეგმად უფრო იოლია, ვიდრე შესასრულებლად, რადგან ქვე-
და მავთული მიწიდან სულ ათი სანტიმეტრის სიმაღლეზეა. თუმცა
იაკობი ამისთვის მზად იყო და, როგორც წინდახედულმა ადამიან-
მა, მკვნეტარაც ამიტომ წამოიღო. იარაღს ხელში იღებს და საქმეს
იწყებს, მარჯვედ მუშაობს, წვრილი მავთული დიდხანს ვერ გაუწევს
წინააღმდეგობას. ასეც ხდება. ის კი არა, მოსალოდნელზე სწრა-
ფადაც წყდება. მაგრამ ხმაურს რა უყოს? მავთული ხომ მაგრად
არის დაჭიმული და გაწყვეტისას საზარელ ხმას გამოსცემს. იაკობს
ჰგონია, ეს ხმა მთელ ქალაქს ფეხზე დააყენებს. სუნთქვას შეიკ-
რავს და, გვარიანად დამფრთხალი, სმენად იქცევა. ყველაფერი
უწინდებურადაა. ეგაა, ქუჩა ნელ-ნელა ნათდება – ადრე თუ გვიან
ყველა ღრუბელი ქრება. შემდეგი მავთული ათი სანტიმეტრით
მაღლაა, ანუ მიწიდან ოც სანტიმეტრზე. იაკობი ასკვნის, რომ მის
ქვეშ გაძრომა გარკვეულ სიძნელეებთან იქნება დაკავშირებული
როგორც სხეულის, ისე ტანსაცმლისთვის. უწინდელთან შედარე-
ბით, მართალია, საგრძნობლად დაიკლო წონაში, მაგრამ მაინც,
290
მკითხველთა ლიგა

რაც უნდა იყოს, ზრდასრული მამაკაცია. მეორე მხრივ, აღარ


სურს, კიდევ ერთხელ დაარღვიოს სიჩუმე და ახლა მეორე მავთუ-
ლი აამღეროს. მით უმეტეს, იცის, რომ ეს მავთული ოდნავაც არ
იქნება პირველზე ჩუმი; არადა, მესამე გამოსავალი არ ჩანს.
იაკობი წევს და ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, თან
ფრთხილად ქაჩავს მავთულს, ცდილობს, მოაბოშოს და ამით შე-
ამციროს ხმაური, როცა მასაც გადაჭრის. მაგრამ გადაწყვეტილე-
ბას მის ნაცვლად უფრო მაღალ ინსტანციაში იღებენ. აკი თავი-
დანვე ვთქვი, ამ ჩემს დასასრულში იაკობი იჩაგრება-მეთქი. ღამის
სიჩუმეს ავტომატის მკვეთრი ჯერი არღვევს, ჩვენს გუშაგს არც ისე
ღრმად სძინებია. საფიქრალი აღარაფერია, იაკობი მკვდარია და
მთელ მის გარჯას წერტილი დაესვა.
თუმცა ამით ყველაფერი როდი მთავრდება, ეს რა დასასრული
იქნებოდა! ვაგრძელებ ფიქრს და წარმოვიდგენ, რომ გეტოში
მღელვარება არ ცხრება. იაკობისთვის შურისძიებაც მოფიქრებუ-
ლი მაქვს: მე ხომ თავიდანვე ვისურვე, რომ რუსების შემოსვლის
ღამე გრილი ყოფილიყო, ხოლო ცა – ვარსკვლავებით მოჭედი-
ლი. წითელ არმიას ქალაქისთვის სულ მოკლე ხანში შემოვარ-
ტყმევინე ალყა. ცას მძიმე არტილერიის ზალპები ანათებს. მათი
გამაყრუებელი გრგვინვა უმალ მოჰყვება იაკობისთვის განკუთ-
ვნილ ავტომატის ჯერს, თითქოს მთელი ეს გრუხუნი რაღაც
დაუდევრობით გამოეწვიოს სათვალთვალო კოშკურაზე მდგარ
დოყლაპია გუშაგს. პირველი ტანკები, აჩრდილებივით რომ მო-
ბობღავენ, განყოფილებას დამიზნებული ჭურვები, ცეცხლში გახ-
ვეული საგუშაგო კოშკურები, გააფთრებული გერმანელები, უკა-
ნასკნელ გასროლამდე რომ იცავენ თავს, ან მხდალი გერმანელე-
ბი, რომ გარბიან და დასამალავად ხვრელი ვერ უპოვიათ. ღმერ-
თო ჩემო, რა საოცარი ღამე იქნებოდა! ფანჯრებს მიღმა კი – აც-
რემლებული ებრაელები. მათთვის ეს ყველაფერი იმდენად
მოულოდნელი და გამაოგნებელია, დგანან ხელიხელჩაკიდებულ-
ნი და თვალებს არ უჯერებენ; ძალიანაც უნდათ, სიხარული გამო-
ხატონ, იზეიმონ, მაგრამ არ გამოსდით. ზეიმის საშუალება მოგ-
ვიანებით კიდევ მიეცემათ. ჩემს წარმოსახვაში ბრძოლები დილის
291
მკითხველთა ლიგა

ბინდბუნდში დასრულდება, გეტო გეტო აღარ არის, ის ახლა ქა-


ლაქის ყველაზე უბადრუკი უბანია, ყველას შეუძლია წავიდეს,
საითაც მოესურვება.
როგორ ფიქრობს მიშა, რომ ახლა იაკობი ნამდვილად უკეთაა,
როგორ მიჰყავს მასთან ლინა, ის კი შინ არ ხვდება, რა გემ-
რიელია პური, რომელსაც უშურველად გვირიგებენ, რა ელით იმ
საბრალო გერმანელებს, ვინც ხელში ჩაგვივარდება – ეს ყველა-
ფერი და კიდევ ბევრი სხვაც არც ისე მნიშვნელოვანი მგონია
საიმისოდ, რომ ჩემს შეთხზულ დასასრულში ადგილი დავუთმო.
მნიშვნელოვანი ჩემთვის სხვა რამაა.
ებრაელთა ერთი ნაწილი გეტოს მწვანილის ძველი ბაზრის
გავლით ტოვებს. იქ, მავთულხლართთან, რომელშიც ერთი მავ-
თული გადაჭრილია, წევს ვიღაც უვარსკვლავებო კაცი, მოკრუნ-
ჩხულ მარჯვენა ხელში მკვნეტარა დაუჭერია. ეჭვგარეშეა, გაქცე-
ვას აპირებდა, როცა მოკლეს. გულაღმა გადმოაბრუნებენ. ნეტა
ვინ არის ეს უბედურიო, ისმის აქა-იქ. ირგვლივ მდგომთაგან ერთ--
ერთი იაკობს ამოიცნობს. უმჯობესია, ეს კოვალსკი იყოს, თუმცა
სხვაც გამოდგებოდა: ვთქვათ, რომელიმე მეზობელი, ან თუნდაც
მე, ანდა რომელიმე კოლეგა სატვირთო სადგურიდან; მოკლედ,
ნებისმიერი ვინმე, ვინც იაკობს იცნობდა, ლინას გარდა. ის ვიღაც
გაოგნებული დაჰყურებს იაკობს. ეს კაცი შეიძლება თავის მოკ-
ვლას აპირებდა, როცა მის ყურამდე იაკობისგან პირველმა სასი-
კეთო ცნობამ მიაღწია. ჰოდა, დგას ახლა და თავისთვის ჩურჩუ-
ლით იმეორებს, ვერაფერი გავიგე, ვერაფერი გავიგეო. რა არის
გაუგებარიო, უკვირს ვიღაცას. „ამ უბედურმა გაქცევა სცადა, რად-
გან არ იცოდა, რომ დასასრული კარს იყო მომდგარი. რა არის
აქ გაუგებარი?“
და ის გაოგნებული, ყელში ბურთი რომ გასჩრია, ყოვლად უშე-
დეგოდ ცდილობს, აუხსნას ყველას, რა დარჩება მისთვის გაუგება-
რი, თუნდაც ას წელიწადს იცოცხლოს.
„ეს ხომ იაკობ ჰაიმია“, ამბობს ის. „ნუთუ არ გესმით? იაკობ
ჰაიმი! რატომ გარბოდა? გაგიჟებულა და ეგ არის. ნამდვილად
იცოდა, რომ რუსები მოვიდოდნენ. მას ხომ რადიო ჰქონდა...“
292
მკითხველთა ლიგა

დაახლოებით ამას ამბობს ეს კაცი, მერე კი თავის ქნევით მიჰ-


ყვება დანარჩენებს იქით, თავისუფლებისკენ. და დაახლოებით
ასეთია ჩემეული დასასრული.


ახლა კი, გამოგონილი დასასრულის შემდეგ, როგორც იქნა,
დადგა უსახური და დამთრგუნველი, ნამდვილი და ყოველგვარ
ფანტაზიას მოკლებული დასასრულის დროც, რომლის წამკით-
ხველსაც უთუოდ დაებადება უაზრო კითხვა: რატომ ეს ყველაფე-
რი?
კოვალსკი მკვდარია და მას ვეღარაფერი გააცოცხლებს, იაკო-
ბი ჯერჯერობით კიდევ ცოცხალია და წუთითაც არ ფიქრობს, ლი-
ნა უცხო ხალხს აჰკიდოს, სავალდებულო ვარსკვლავებს არ აარ-
ღვევს თავის პიჯაკს, მკვნეტარასაც უჯრაში ტოვებს, თუ საერთოდ
აქვს ასეთი რამ. მაშასადამე, იმ ცივსა და ვარსკვლავიან ღამეს
არც ძველ მწვანილის ბაზარზე მორიგე გუშაგს მისცემს საბაბს ავ-
ტომატის ჯერისთვის, რომელსაც ასეთი უზარმაზარი ექოს გამოწ-
ვევა შეუძლია. იმ დღეს მან სამუშაო გააცდინა, გვახსოვს კიდეც,
რატომ. მოსვენებას არ აძლევს ჩამომხრჩვალ მეგობარზე ფიქრი,
მაგრამ დილით როგორმე უნდა შეძლოს მისგან გათავისუფლება
– სასწრაფო საქმე აქვს მოსაგვარებელი. იაკობმა თავისი თვა-
ლით იხილა, რა შედეგი მოჰყვება რადიოს დათმობას. კი ბატონო,
ყველას რეაქცია ასეთი როდია, მაგრამ ზოგისა ხომ არის. ამიტომ
რადიო ისევ უწინდებურად იმუშავებს. მართალია, კოვალსკი უცებ
იმაზე მეტად ენატრება, ვიდრე სიცოცხლეში ოდესმე მონატრებია,
მაგრამ მოუწევს, გლოვა მომავლისთვის გადადოს. ახლა კი მუ-
შაობას იწყებს ახალი ამბების პატარა ფაბრიკა. მას თავისი
მფლობელისთვის დიდი ვერაფერი ხეირი მოაქვს, მაგრამ უთუოდ
უნდა იმუშაოს, რადგან ხვალაც და მერეც, ყოველდღე, იაკობს
ისევ დააყრიან კითხვებს – რაც გინდა თქვი და, ცხოვრება მაინც
წინ მიიზლაზნება.

293
მკითხველთა ლიგა

დილაც დგება. იაკობი კბილს კბილზე აჭერს და ასე ჩაუვლის


კოვალსკის სახლს, მზერა სადღაც შორს მიუპყრია, ქუჩის ბოლოს
ერთი წერტილი შეურჩევია და იმას უყურებს. არადა, ყველამ კარ-
გად ვიცით, რა ამაოდ ვცდილობთ ხშირად, არ ვიფიქროთ რაღაც
კონკრეტულზე. იაკობს თვალწინ წარმოუდგება მწოლიარე მეგო-
ბარი, თითქოს ოთახში მის პირისპირ იდგეს. ფანჯრის ჩარჩოდან
კიდევ ერთხელ მოხსნის თოკის ნაგლეჯს, სკამს მიიჩოჩებს, რად-
გან საწოლზე ჩამოჯდომა არ უნდა. ამას ისიც ემატება, რომ ყურში
ჩაესმის საუბრის დასასრული. ან იქნებ ეს დასაწყისია.
„აი იქ, იმ სახლში“.
„თოთხმეტ ნომერში?“
„არა, თექვსმეტში. კუთხის სახლია“.
„უკვე გაირკვა, ვინ არის?“
„ვიღაც უცნობი კაცია. კამინსკიო თუ რაღაც ამდაგვარი“.
სადგურამდე ჯერ კარგა დიდი მანძილია დარჩენილი, როცა
იაკობი ხვდება: იქ რაღაც უჩვეულო მოხდა. სამუშაოდ მისული ებ-
რაელები შესასვლელთან მოგროვილან, რადგან ჭიშკარი დაკე-
ტილია. შიგნით რატომ არავის უშვებენ, თავიდან ვერ ხვდება.
ვერც ის გაუგია, რატომ იშვერს მისკენ თითს პირველივე კოლეგა,
რომელიც თვალს მოჰკრავს. მერე ის კოლეგა რაღაცას ამბობს
და ყველა იაკობისკენ მიაბრუნებს თავს. ორმოცდაათი-სამოცი კა-
ცი ელოდა იაკობს, მათ შორის მეც. ახლა ვხედავთ ერთადერთ
ადამიანს, რომელსაც, ჩვენი ფიქრით, შეუძლია, ჩადგეს ჩვენსა და
მოახლოებულ უბედურებას შორის. ის თანდათან გვიახლოვდება,
თან გაოცებული ფეხს ითრევს. გზას ვუთმობთ, ვიწრო გასას-
ვლელს ვუტოვებთ, რათა დაუბრკოლებლად შეძლოს ჭიშკართან
მისვლა და იმ განცხადების წაკითხვა, იქ რომ გამოუკრავთ, მერე
კი მოგვიბრუნდეს და გვითხრას, აქ რაც წერია, ყურადღებას ნუ
მიაქცევთო. ჩემ გვერდით ადვოკატი შმიდტი ცმუკავს, მესმის, რო-
გორ ჩურჩულებს: „გადაადგი ფეხი, რაღას ელოდები!“ იაკობი
მართლაც გულის გამაწვრილებლად ზოზინობს, და იმის მაგივ-
რად, რომ წინ იყურებოდეს, თვალს არ აცილებს ბრბოს.

294
მკითხველთა ლიგა

ზუსტად იმ დროს, როცა წესით სამუშაო უნდა იწყებოდეს, იაკო-


ბი სადგურის დაკეტილ ჭიშკარს უახლოვდება და ზედ მიკრულ გან-
ცხადებას კითხულობს: რომ შუადღისას, ზუსტად ცამეტ საათზე,
განყოფილებასთან, მოედანზე უნდა შევიკრიბოთ. კაცზე ხუთი კი-
ლო ბარგი; ბინები – ღია და დაწკრიალებული; ვინც დათქმული
დროის შემდეგ შინ დახვდებათ... ეს ეხებათ მწოლიარე ავადმყო-
ფებსა და ხანდაზმულებსაც, დაწვრილებითი ინფორმაცია ცამეტ
საათზე, დადგენილ ადგილას.
მიდი ახლა და ხალხი ისევ რაღაცით ანუგეშე. სად იპოვი ამ
ნუგეშს, შენი საქმეა. როგორმე აუხსენი, რომ ეს უკბილო ხუმრობაა
და სხვა არაფერი, რომ სინამდვილეში ყველას გველის ათასი სა-
სიამოვნო სიურპრიზით სავსე გასეირნება უცნობ სამყაროში; შენ
ზურგს უკან მდგომნი დაახლოებით ასეთ რამეს ელიან, უნდათ,
შენგან ეს სიტყვები მოისმინონ: შეშფოთების საფუძველი არ არსე-
ბობს, ძმებო, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ქაღალდის ამ ნაგლეჯს და
თქვენს საქმეებს მიხედეთ; ვისაც ცნობისმოყვარეობა არ მოგასვე-
ნებთ, და თან საქმეც არაფერი გექნებათ, შეგიძლიათ პირველ სა-
ათზე განყოფილებასთანაც მიხვიდეთ. დაშავებით ვერავინ ვერა-
ფერს დაგვიშავებს, რადგან – თქვენ ხომ ეს ჯერ არც კი იცით, სულ
დამავიწყდა მეთქვა, მე გამოშტერებულს – რუსები აქედან ორ ნა-
ბიჯში არიან და არ დაუშვებენ, რომელიმე თქვენგანს ვინმემ თითი
დააკაროს.
ასე გვგონია, იაკობი ზეპირად სწავლობს იმ ორიოდე სტრი-
ქონს, იმდენ ხანს დგას გაშეშებული გამოკრულ განცხადებასთან.
რატომ დგას ამდენ ხანს? – გონებაში ამ კითხვას ვუსვამთ ერთმა-
ნეთს და თან ვგრძნობთ, რომ ეს კარგს არაფერს უნდა მოასწა-
ვებდეს. როგორი სახე ექნება, ისევ ჩვენკენ რომ მობრუნდება, რას
გვეტყვის? რაღაც ხომ უნდა გვითხრას! ვხედავ, ზოგი როგორ
ხმაამოუღებლად ტოვებს იქაურობას. გული მეკუმშება, რადგან
დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ხალხი მართალია – აქ სასიკეთო
აღარაფერი გველის. და მაინც, არ მინდა, იმედი გადავიწყვიტო,
უარს ვამბობ, ისევე როგორც აქ მყოფთა უმრავლესობა.

295
მკითხველთა ლიგა

ფუჭია ეს ყველაფერი. უსასრულოდ დიდი ხნის შემდეგ იაკობი


შემობრუნდება და ორ ჩამქრალ თვალს მოგვანათებს. ახლა უკვე
თვით ყველაზე უტვინოებიც ხვდებიან, რომ წასულია ჩვენი საქმე.
როგორც იაკობი ჰყვება, ის ვერც ასწრებს იმაზე დაფიქრებას, რა
უბედურება დაატყდა თავს, ბევრად უფრო მძიმეა სხვების სასო-
წარკვეთილება, იმათი, ვინც მას მოტყუებული მევალესავით შეჰ-
ყურებს, და ვისთვისაც, როგორც იქნა, დადგა გაცემული თამასუ-
ქების განაღდების დღე. ისევ დგას ასე კარგა ხანს, თვალებდახ-
რილი, ბრბო კი სულაც არ ფიქრობს მისთვის საქმის გაიოლებას
თუნდაც იმით, რომ დაიშალოს. იმ ხუთი კილოგრამის მოსაგრო-
ვებლად დრო თავსაყრელად აქვთ, შეიძლება ითქვას, მთელი
დარჩენილი ცხოვრება. დერეფანი, რომელიც ჭიშკრისკენ მიმა-
ვალმა იაკობმა გაჭრა, ისევ დაიკეტა. ახლა ის ხალხის ნახევარ-
წრეშია მოქცეული, მისივე თქმით, როგორც ჯამბაზი, რომელსაც
გადამწყვეტ მომენტში ტექსტი დაავიწყდა.
„რას დამდგარხართ პირდაფჩენილები?“ ისმის ღობის უკან
მდგომი გუშაგის შეკითხვა.
ის ახლაღა შევნიშნეთ. ჭიშკრიდან რამდენიმე მეტრის დაშორე-
ბით დამდგარა და მხოლოდ თვითონ თუ იცის, უკვე რამდენი ხა-
ნია, ასე დგას. გაგონებით ბევრს ვერაფერს გაიგონებდა, მნიშვნე-
ლოვანი რაც იყო, უკვე ყველაფერი ითქვა. ხალხი, ბოლოს და
ბოლოს, ამოძრავდება, არ ღირს გუშაგის გაღიზიანება, ბრბო უხ-
მოდ იშლება. გუშაგს ეღიმება და თავს აქნევს, ვერ აუხსნია ამ უც-
ნაური არსებების საქციელი. იაკობმა ლამის მადლიერება იგ-
რძნოს ამ უნებლიე დახმარებისთვის.


შინ დაბრუნდება თუ არა, სხვენზე ადის. ელის, რომ ლინა ჯერ
ამდგარიც არ იქნება, მაგრამ გოგონა უკვე ოთახშიც კი აღარ არის.
არადა, ამინდი კარგს არაფერს გვიქადის, ცაზე ალაგ-ალაგ თუ
მოჩანს პატარა ცისფერი ლაქები. ძნელი მისახვედრი არ არის,

296
მკითხველთა ლიგა

რომ იაკობის ჭკუის დარიგებას ზოგ-ზოგები აინუნშიც არ აგდებენ.


ლოგინი კოხტადაა გასწორებული, კომოდზე დადებული თეფში-
დან პურის ნაჭერი გამქრალია. დილით, როგორც კი დაემშვიდო-
ბა და სამუშაოდ წავიდა, ლინა, ეტყობა, ადგა და სადღაც გაიქცა.
როგორ გინდა გაიგო, რა საქმეებზე დაბრძანდება ეს გოგო?
იაკობი გადაწყვეტს, ლინას ძებნა ცოტა ხნით გადადოს და ჯერ
მისი ნივთები ჩაალაგოს, ხოლო შემდეგ თავისი. ლინას მოძებნას
მერეც მოასწრებს. თავს არ იწუხებს იმაზე ფიქრით, ჭიშკარზე გან-
ცხადება მხოლოდ სადგურზე მომუშავეებისთვის გამოაკრეს თუ გე-
ტოს ყველა ბინადრისთვის. სხვა გამოსავალი მაინც არა აქვს –
ლინა თან უნდა წაიყვანოს. ამაოა იმედი, რომ აქ დატოვებით გო-
გონას უკეთესი ხვედრი შეიძლება ელოდეს. ამის მიხვედრას დიდი
გამჭრიახობა არ სჭირდება.
ბარგის დადგენილი რაოდენობა, როგორც ირკვევა, საკმარის-
ზე გაცილებით მეტია: ლინას მეტ-ნაკლებად გამოსადეგი ავლა--
დიდება ერთ მომცრო გორგალს შეადგენს. საცვლებს, წინდებსა
და შარფს იაკობი ჯიბეებში იტენის, ზამთრის კაბის დაკეცვას რომ
შეუდგება, ლინაც გამოჩნდება. ხელში პურის პატარა ნატეხი უჭი-
რავს, იაკობის სტუმრობით მეტად გაკვირვებულია. დაინახავს თუ
არა მის საყვედურით სავსე თვალებს, მიხვდება, რომ დატუქსვა არ
ასცდება – მან ხომ, ათასჯერ გაფრთხილების მიუხედავად, სხვენი
დატოვა.
„წყლის საქაჩთან ვიყავი, ძალიან მომწყურდა“, უხსნის იაკობს.
„კარგი, არა უშავს“, ესმის პასუხად.
იაკობი კაბის კეცვას მორჩება და გოგონას გაუწოდებს, მი-
მოიხედავს, მერე კი სათითოოდ გამოაღებს კომოდის კარებს, რა-
მე ხომ არ გვრჩებაო.
„ახლა ისევ ქვემოთ ვიცხოვრებ შენთან ერთად?“ ეკითხება ლი-
ნა.
„წამოდი“, ამბობს იაკობი.
ერთად შედიან მის ოთახში. კიბეზე შემოხვდებათ მეზობელი,
ჰოროვიცი. ეტყობა, სარდაფიდან ამოდის და ძლივს მოათრევს
ტყავის ჩემოდანს, რომელსაც საკეტები მოშლილი აქვს.
297
მკითხველთა ლიგა

„როგორ უყურებთ ამ ამბავს?“ ეკითხება იაკობს.


„აბა, თუ მიხვდებით“, იღებს პასუხად.
ახლაღა შეიტყობს დაბეჯითებით, რომ სადგურის ჭიშკარზე გა-
მოკრული განცხადება ყველას ეხება, ამას მოწმობს ჰოროვიცის
უაზრო შეკითხვა და მისი ჩემოდანი – ღამის განმავლობაში ასეთი
განცხადებები, აშკარაა, ყველა ფაბრიკის ყველა შესასვლელთან
გამოაკრეს.
„შემთხვევით ყური ხომ არ მოგიკრავთ, სად გვიპირებენ წაყვა-
ნას?“
„არა“, ამბობს იაკობი.
ლინასთან ერთად თავის ოთახში შესვლას ჩქარობს, თორემ ეს
კაცი ნამდვილად ლაპარაკს გაუბამს. ისე კი, სიამოვნებით ჰკით-
ხავდა ჰოროვიცს, რა ჭირად უნდა მარტოხელას ეს ვეებერთელა
ჩემოდანი – ერთობ საეჭვოა, მაინცდამაინც მის განცხადებაში
ჩაეწეროთ, კაცზე ორასი კილოა დაშვებულიო.
კარს რომ მიხურავენ, ლინა იაკობს გამოუტყდება, რომ ჰორო-
ვიცი გულზე არ ეხატება. მუდამ ცდილობს, სადმე არ გადაეყაროს,
რადგან ეს კაცი, როცა კი საშუალება მიეცემა, შენიშვნებს დააყრის
ხოლმე: ხან უსაქმოდ რატომ დაყიალებო, ხან წესიერად მოსალ-
მება უნდა იცოდეო, ხან ასე თავხედურად ნუ იყურებიო, ხან ახლავე
შეწყვიტე ხმაურიო – სათქმელი არასოდეს ელევა. ერთხელ
მკლავზე წაავლო ხელი და მაგრად შეაჯანჯღარა, რადგან ლინა
კიბის მოაჯირით ჩასრიალდა ქვევით და მას პირდაპირ ცხვირწინ
დაუხტა. იაკობი ამბობს: „რას მეუბნები“.
მერე ჯიბეებიდან იღებს ლინას ნივთებს, მაგიდაზე აწყობს და
ჩალაგებას იწყებს. თუმცა მანამდე გადასაწყვეტი აქვს, რა წაიღოს:
ჩემოდანი თუ ზურგჩანთა, ადგილი ერთშიც და მეორეშიც საკმა-
რისზე მეტია. არჩევანი ზურგჩანთაზე ჩერდება, ის უფრო მოსახერ-
ხებელია, მით უფრო, განუსაზღვრელი ხანგრძლივობის მოგ-
ზაურობისას, როცა ცალი ხელი მუდამ ლინას განკარგულებაში უნ-
და გქონდეს. ასეთ ვითარებაში ჩემოდანმა შეიძლება თავბედი გაწ-
ყევლინოს.

298
მკითხველთა ლიგა

ლინა კარგა ხანს მოთმინებით ელის, რომ ბიძია თვითონვე


აუხსნის თავისი ამ უცნაური საქმიანობის მიზეზს, მაგრამ იაკობი
მხოლოდ იმით იფარგლება, რომ დროდადრო ეუბნება, ახლა ეს
მომაწოდე, ახლა ისო. ერთი სიტყვაც არ დასცდება გოგონას ცნო-
ბისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მასაც სხვა გზა არ რჩე-
ბა, გარდა იმისა, რომ ჰკითხოს: „რატომ ალაგებ ამ ნივთებს?“
„შენ როგორ ფიქრობ, ნივთებს რატომ ალაგებენ ხოლმე?“
„მე რა ვიცი“, ამბობს ლინა და ნათქვამს, როგორც სჩვევია,
მხრების აჩეჩით უსვამს ხაზს – ლამის ყურებამდე აქაჩოს.
„ჰოდა, შენც ადექი და დაფიქრდი“.
„იმიტომ, რომ სადღაც მიემგზავრებიან?“
„სწორედ იმიტომ, ჩემო ჭკუის კოლოფო“.
„სადმე მივდივართ?“ შესძახებს ლინა, თითქოს უნდა, უსაყვედუ-
როს:
„და ამას მხოლოდ ახლა მეუბნები?“
„ჰო, მივდივართ“, ამბობს იაკობი.
„სად?“
„ეგ ზუსტად არ ვიცი“.
„შორს თუ ახლოს?“
„მგონი, საკმაოდ შორს“.
„ისე შორს, როგორც ამერიკაში?“
„არა“.
„აბა, როგორც ჩინეთში?“
„არა“.
„აბა, ისე შორს, როგორც აფრიკაში?“
იაკობმა გამოცდილებით იცის, რომ ლინას შეუძლია, ამგვარი
თამაში საათობით გააგრძელოს, ამიტომ მოუჭრის: „ჰო, დაახ-
ლოებით ისე შორს, როგორც აფრიკაში“.
გოგო ოთახში ხტუნაობას იწყებს, ვერ დაუჯერებია ასეთი ბედ-
ნიერება. იაკობსაც არ უნდა სიხარული ჩაამწაროს – მას ხომ ცხოვ-
რებაში არასოდეს უმგზავრია. თავის ხელში აყვანა განსაკუთრე-
ბით ძნელდება მაშინ, როცა ლინა უეცრად კოცნის და ეკითხება,
შენ რატომ არ გიხარიაო.
299
მკითხველთა ლიგა

„იმიტომ, რომ მგზავრობა არ მიყვარს“, ამბობს იაკობი.


„აი, ნახავ, რა კარგი იქნება“.
ზურგჩანთა მზად არის. ზემოდან ორ კოვზს დაადებს, ის არის,
შესაკრავად მოემზადება, რომ მკლავზე ლინას ხელის შეხებას იგ-
რძნობს: „წიგნი დაგავიწყდა“.
„რომელი წიგნი?“
„აფრიკაზე“.
„მართალი ხარ. სად არის?“
„ბალიშის ქვეშ. ახლავე მოვიტან!“
ლინა გარეთ გავარდება, იაკობს ჯერ სადარბაზოდან, მერე კი
სხვენიდან ესმის მისი წკრიალა ხმა: „მივემგზავრებით! მივემგზავ-
რებით...“ შეიძლება ეს მართლა სიხარულია, შეიძლება გოგონას
უნდა, ცოტა გააბრაზოს ის ბუზღუნა ჰოროვიცი, ხომ იცის, რომ თა-
ვი ქუდში აქვს – იაკობი იქვე ეგულება.


მერე მივემგზავრებით.
ვაგონში სივიწროვე და უჰაერობაა. ებრაელები ჩაცუცქულან ან
იატაკზე დამსხდარან თავიანთი ხუთ-ხუთი კილოგრამის გვერდით.
ჩემი ანგარიშით სულ ცოტა ოცდაათი კაცი მაინც იქნება. ღამით
დაძინება, თუ მგზავრობა ამდენ ხანს გაგრძელდა, გაჭირდება,
რადგან დასაწოლად ყველას არ ეყოფა ადგილი, დაწოლა მო-
ნაცვლეობით მოგვიწევს. ვაგონში ბნელა, ჭერთან, კედელში და-
ტანებული რამდენიმე ვიწრო ხვრელი შუქს ისედაც მეტად ძუნწად
ატარებს, აქ კი ამ შუქს მუდამ ვიღაც ეღობება. ლაპარაკით თით-
ქმის არავინ ლაპარაკობს, უმეტესობას თავი ისე უჭირავს, თითქოს
რაღაც მნიშვნელოვანსა და გადაუდებელ საქმეებზე უხდება ფიქ-
რი. არადა, კაცს რომ უნდოდეს, მშვენივრად შეძლებს მეზობელ-
თან გასაუბრებას – ბორბლების ხმაურში შენს სიტყვებს, სივიწრო-
ვის მიუხედავად, სხვა ვერავინ მოჰკრავს ყურს.

300
მკითხველთა ლიგა

ვზივარ მოწყენილი კუბოკრულ ბალიშისპირზე, მთელ ჩემს


ბარგი-ბარხანას რომ იტევს. გვერდით ვიღაც ღრმა მოხუცი, გა-
ლეული ქალი მიზის და ჩუმად ტირის, მეზობლები რომ არ შეაწუ-
ხოს. ცრემლი რა ხანია, გამშრალი აქვს, მაგრამ დროდადრო მა-
ინც ისე მძლავრად სრუტუნებს, გეგონება, აზვირთებული ნაკადის
შეჩერება უხდებაო. ქმარი, მასთან ერთად რომ ჩამომჯდარა ჩე-
მოდანზე, ასეთ დროს დამნაშავესავით, მორცხვად გადახედავს
გარშემო მყოფთ, თითქოს უნდა, ყველას აუხსნას, რომ რაიმეს
შეცვლა მის ძალ-ღონეს აღემატება.
ჩემგან მარცხნივ – შექმნილ ვითარებაში კი ცქერა სწორედ
იქით მიხდება – დგას იაკობი, რომელსაც სავენტილაციო ხვრელ-
თან დაუკავებია ადგილი. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია
განვაცხადო, რომ ეს მეზობლობა შემთხვევითია. საგანგებოდ არ
მიცდია მის გვერდით მოხვედრა. არ ვიზიარებ ზოგიერთი ჩერჩე-
ტის აზრს, რომ ამ ჩვენს მოგზაურობაში იაკობსაც მიუძღვის წვლი-
ლი. თუმც ვერ უარვყოფ: იქნებ უსამართლოდ, მაგრამ მაინც ვბრა-
ზობ ამ კაცზე, რადგან დამენგრა ყველა შენობა, მის ჩაყრილ სა-
ძირკვლებზე რომ ავაგე. მოკლედ, მის გვერდით მოხვედრა არ
მიცდია, ჩემთვის სულ ერთია, ვის გვერდით ვიმგზავრებ, თავისთა-
ვად მოხდა ასე. იაკობის ფეხებს შორის ვხედავ ლინას, რომლის
არსებობაც მანამდე მხოლოდ სხვისი მონაყოლით ვიცოდი, გოგო
ზურგჩანთაზე ჩამომჯდარა. ლინას შემხედვარე, იაკობის მიმართ
ისევ სიმპათიას ვგრძნობ, ასეთ დროს უცხო ბავშვს სხვა ვინ
აიკიდებდა-მეთქი, ვფიქრობ. ეს ფიქრი გარკვეულწილად აბათი-
ლებს კიდეც ჩემს იმედგაცრუებას.
სიამოვნებით გავიცნობდი ამ გოგონას, თვალს ჩავუკრავდი ან
სასაცილოდ დავემანჭებოდი, როგორც ასეთ დროს შვრებიან
ხოლმე, მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს. ჩაფიქრებული ძირს
იყურება, აშკარაა, თავში ისეთი ფიქრები უტრიალებს, ყველა და-
ნარჩენისთვის რომ უცხოა, რადგან სახეზე დროდადრო ღიმილი
გადაურბენს. ზოგჯერ უხმოდ აამოძრავებს ტუჩებს, ან ისეთ სახეს
იღებს, თითქოს რაღაც ეჭვი შეუჩნდაო. მისი ცქერა სიამოვნებას
მანიჭებს. იატაკზე მრგვალ კენჭს ვხედავ. ვიღებ და ვესვრი. კენჭი
301
მკითხველთა ლიგა

მკლავზე ხვდება, ლინა ფიქრებიდან გამოერკვევა, აქეთ-იქით იყუ-


რება, ნეტავ ვინ მესროლაო, მაგრამ ჩემკენ ერთხელაც არ გა-
მოიხედავს. მერე იაკობს ახედავს, რომელიც გაუნძრევლად დგას
ხვრელთან – ვინ გაბედავს მასზე ეჭვის მიტანას?! – და მთელი გუ-
ლისყური გარეთ, ბუნების მორბენალი სურათებისკენ მიუმართავს.
ლინა ფეხზე მოქაჩავს.
იაკობი გოგონას დახედავს და ეკითხება: „რა იყო?“
„გახსოვს ის ზღაპარი?“ ეკითხება ლინა.
„რომელი?“
„სნეულ პრინცესაზე“.
„მახსოვს“.
„მართალია?“
იაკობის სახეზე კაცი იოლად ამოიკითხავს გაკვირვებას იმის
გამო, რომ ის ზღაპარი ლინას მაინცდამაინც ახლა გაახსენდა.
„რა თქმა უნდა, მართალია“, ამბობს ის.
„ზიგფრიდმა და რაფიმ რომ არ დამიჯერეს?“
„იქნებ ცუდად მოუყევი?“
„ზუსტად შენსავით მოვუყევი. მათ კი მითხრეს, ასეთი რამე დე-
დამიწის ზურგზე არ არსებობსო“.
„რა არ არსებობსო?“
„რომ ადამიანი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, თუ ვიღაცამ ბამ-
ბა მიუტანაო“.
იაკობი გოგონასკენ დაიხრება და ხელში აიყვანს. მეც ვდგები,
რადგან ბორბლები კარგა მაგრად ხმაურობს და არ მინდა, ამ სა-
უბრის გაგრძელებას მოვაკლდე.
„მაგრამ ეს მართალია?“ ამბობს ლინა. „პრინცესას მართლა
უნდოდა ბალიშისხელა ბამბის ქულა? და, რომ მიუტანეს, გამოჯან-
მრთელდა?“
ვამჩნევ, ულვაშებში როგორ ეღიმება იაკობს. ის ამბობს:
„მთლად ეგრეც არაა. პრინცესას ღრუბელი უნდოდა. საქმე ის
არის, რომ მას ეგონა, ღრუბლები ბამბისააო, და მხოლოდ ამიტომ
გაუხარდა, ბამბა რომ მიუტანეს“.

302
მკითხველთა ლიგა

ლინა ერთხანს გარეთ იყურება. ასე მგონია, გაკვირვებულია.


მერე იაკობს ეკითხება: „კი მაგრამ, განა ღრუბლები ბამბის არ
არის?“
მათს თავებს შორის ცის პატარა ნაგლეჯი მოჩანს, ალაგ-ალაგ
ღრუბლებიც დაცურავს, და უნდა ვაღიარო, რომ მსგავსება მარ-
თლაც თვალში საცემია: ღრუბლები ბამბის ქულებს ჰგავს.
„აბა, რისაა ღრუბლები?“ ეკითხება ლინა.
მაგრამ იაკობი პასუხს მომავლისთვის გადადებს, შესაძლოა
იმიტომაც, რომ დაიღალა ლინას ხელში ჭერით. გოგონას ისევ
ზურგჩანთაზე სვამს და ბუნების მორბენალ სურათებს უბრუნდება.
ახლა კი ვხვდები, რომ ჩემი დროც მოვიდა. იატაკზე ვჯდები,
ლინასკენ ვჩოჩდები და ვეკითხები, ხომ არ გინდა აგიხსნა, ღრუბ-
ლები რისაა-მეთქი. ცხადია, უნდა, როგორ არ უნდა! ჰოდა, ვუყვე-
ბი მდინარეებსა და ტბებზე და ზღვაზე, წყლის გამუდმებულ ბრუნ-
ვაზე, ძნელად დასაჯერებელ აორთქლებაზე, ვუხსნი, პატარ--
პატარა წვეთებად ქცეული, სრულიად შეუმჩნევლად როგორ ადის
წყალი ცაში, როგორ წარმოქმნის ღრუბლებს, რომლებიც თანდა-
თან ისე იბერებიან და სველდებიან, რომ ტანის დასაბან ღრუბელს
ემსგავსებიან და წვიმის სახით ისევ როგორ კარგავენ წვეთებს.
ორთქლის ხსენებაც არ მავიწყდება, ვუყვები ლოკომოტივებსა და
საკვამურებზე, ათასგვარ ცეცხლზე. ლინა ყურადღებით მისმენს,
მაგრამ სახეზე უნდობლობა აწერია. ვხვდები, რომ მთელი ამ ამ-
ბის ახსნას ერთი ლექცია არ ეყოფა. ვხედავ იმასაც, რა კეთილ-
განწყობით მიყურებს იაკობი. შესაძლოა, სწორედ ჩემი ეს გაკვე-
თილია მიზეზი, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ის მაინცდამაინც მე
მომიყვება ამაზე ბევრად უფრო დაუჯერებელ ამბავს. ის, რომ რამ-
დენიმე სხვასთან ერთად მაინცდამაინც მე გადავრჩები, შუბლზე
ნამდვილად არ მაწერია.
როცა ღრუბლების წარმოშობასა და შედგენილობაზე ჩემი
ცოდნა იწურება, ლინას ვეუბნები, ნუ გერიდება, მკითხე, თუ რამე
ვერ გაიგე-მეთქი. მაგრამ ის ჩემს ნათქვამს ყურადღებას არ აქ-
ცევს, თავს ხელებში ჩარგავს და აპირებს, ყველაფერი კიდევ ერ-
თხელ, მშვიდად აწონ-დაწონოს. აშკარაა, როგორმე მოუწევს ერ-
303
მკითხველთა ლიგა

თი მძიმე შეცდომის გადახარშვა – ღრუბლები ბამბისა არ ყოფი-


ლა.
„ვერც კი ხვდები, რა ხათაბალაში გაყავი თავი“, ყურში მიჩურ-
ჩულებს იაკობი.
„რატომ?“
„იმიტომ, რომ წარმოდგენა არა გაქვს, რა შეკითხვების დასმა
შეუძლია ამ ბავშვს“.
ვუყურებ ლინას და ვამბობ: „ასეთი რა უნდა მკითხოს“.
იაკობი თვალებით მეუბნება, ჯერ სადა ხარო, მერე მეკითხება,
ხომ არ გინდა, ცოტა ხანს ამ ხვრელთან დადგეო.
„რატომაც არა“, ვპასუხობ მე.
მოლოდინით აღსავსე, ფეხზე ვდგები და დაღამებამდე გარეთ
ვიცქირები. ჩემ თვალწინ გარბიან სოფლები და ნათესები, ერ-
თხელ შორიდან მოვკრავ თვალს პატარა ქალაქს, მცენარეებით
ნახევრად დაფარულ გუბურასთან ვხედავ საბარგო მანქანებით,
ქვემეხებითა და ძროხებით გარშემორტყმულ ჯარისკაცთა ჯგუფს,
რომელიც, როგორც ჩანს, ისვენებს. ვხედავ რამდენიმე პატარა
სადგურსაც თავისი ბაქნებითა და შლაგბაუმებით, სადგურის უფ-
როსის ჯიხურებით, რომლებზედაც ყვავილების მწვანე ქოთნებია
დაკიდებული. რაკი ქოთნები ყველა ჯიხურზე კიდია და რაკი ყვე-
ლა ქოთანი მწვანეა, თავს ვეკითხები, ნეტავ ეს სამსახურებრივი
მითითება ხომ არ არის-მეთქი. ვხედავ ხალხსაც, ვხედავ, როგორ
აყოლებენ თვალს ჩვენს მატარებელს, თუმცა სახეებს ვერ ვარჩევ.
და, რაც მთავარია, ვხედავ ხეებს, რომელთა არსებობაც თითქმის
დამავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯეელი კაცი ვარ. უამრავი ხე-
ა: წიფლები და თხმელები, არყები და ტირიფები, ფიჭვები... ღმერ-
თო ჩემო, რა ხეებს აღარ ვხედავ, არ წყდება ხეების რიგი! ხის
ბრალი იყო, მევიოლინე რომ არ გამოვედი და ხის ძირში ვიქეცი
ნამდვილ კაცად, ტახებს მოსვლა დააგვიანდათ, ხელი ვეღარ შე-
მიშალეს. რომელიღაც უცნობ ხესთან დავკარგე ჩემი ცოლი, ხანა,
და რომელიღაც განაწესს უნდოდა, ჩემთვის სამუდამოდ აეკრძა-
ლა ხეების ნახვა. ვიღაც-ვიღაცები ჩემზე ამბობენ, ხეები გონებას
უმღვრევენო. ვდგავარ და ვდგავარ. ხანგამოშვებით დღესაც ვჯდე-
304
მკითხველთა ლიგა

ბი ხოლმე მატარებელში და ტყიან მხარეში მივემგზავრები, ყვე-


ლაზე მეტად შერეული ტყე მიყვარს. უცებ იაკობის ხმა ჩამესმის:
„აღარ გეძინება?“
„ცოტა ხანს კიდევ მაცადე დგომა“, ვეუბნები პასუხად.
„უკვე მაინც ხომ ვეღარაფერს ხედავ“, მესმის მისი სიტყვები.
„ვხედავ“.
ვხედავ ხეების ჩრდილებს, დაძინებით მაინც ვერ დავიძინებ. მი-
ვემგზავრებით, სადაც მივემგზავრებით.

მატყუარა, მშიშარა იაკობი


ბოლოთქმა

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: იმას, რომ იურეკ ბეკერის „მატ-


ყუარა იაკობი“ რომანად გამოქვეყნდა და სწორედ ამ სახით იქცა
მეორე მსოფლიო ომისშემდგომი გერმანული ლიტერატურის
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად, ავტორიცა და მისი
მრავალრიცხოვანი მკითხველიც აღმოსავლეთ გერმანიის „დე-
მოკრატიულად“ წოდებულ რეპრესიულ რეჟიმს უნდა უმადლოდ-
ნენ. საქმე ის არის, რომ ფართო საზოგადოებისთვის იმხანად სრუ-
ლიად უცნობმა ახალგაზრდა მწერალმა და სცენარისტმა თავისი
სადებიუტო ტექსტი კინოფილმისთვის შექმნა. ბაბელსბერგის კი-
ნოსტუდია „დეფამ“ სცენარი დაამტკიცა და მას რეჟისორიც გა-
მოუნახა: ბეკერზე სულ ხუთიოდე წლით უფროსი, მაგრამ უკვე სა-
ხელმოხვეჭილი ფრანკ ბაიერი. იმ დროისთვის ბაიერს უკვე გადა-
ღებული ჰქონდა რამდენიმე ფილმი, რომელთაგან ერთმა – ბრუ-
ნო აპიცის რომანის მიხედვით 1963 წელს შექმნილმა ანტიფაშის-
ტურმა დრამამ „შიშველი ხელით მგლის ხროვაში“ – გდრ-ის სა-
ხელმწიფო პრემია და მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალ-

305
მკითხველთა ლიგა

ზე საუკეთესო რეჟისურისთვის დაწესებული ვერცხლის პრიზი


მოუტანა.
„მატყუარა იაკობზე“ მუშაობა მალე უნდა დაწყებულიყო კიდეც
გდრ-სა და პოლონეთში, მაგრამ პოლონელ პარტნიორებთან მო-
ლაპარაკება გაჭიანურდა, ამასობაში კი ეკრანებზე გამოვიდა
ბაიერის ახალი ნამუშევარი – ერიკ ნოიჩის რომანის, „ქვათა კვა-
ლის“ მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი. გა-
მოსვლით კი გამოვიდა, მაგრამ გდრ-ის კინოთეატრებში სამ დღე-
ზე მეტხანს ვერ გაძლო: ქვეყნის კომუნისტმა ფუნქციონერებმა იგი
„ანტისახელმწიფოებრივად“ მონათლეს, ხოლო მისი გადამღები
„დეფას“ თანამშრომელთა საშტატო სიიდან ამოშალეს. ასე „და-
ობლდა“ „მატყუარა იაკობის“ სცენარი. ბაიერის შემცვლელის ძებ-
ნა სტუდიას არც უფიქრია.
იურეკ ბეკერს, რომელიც მაშინ ოცდაათი წლისაც არ იყო,
დრო არ დაუკარგავს და სულ მალე, 1966 წლის მიწურულს, აღ-
მოსავლეთ ბერლინის უდიდეს გამომცემლობას, „აუფბაუს“, რომა-
ნად ქცეული სცენარის ხელნაწერის პირველი 60 გვერდი შესთა-
ვაზა. ხელშეკრულება გაფორმდა, წიგნის გამოცემა 1968 წლის-
თვის დაიგეგმა. გამომცემლობის მესვეურებს, რომლებსაც 1968
წლის მაისში ბეკერმა მართლაც ჩააბარა თავისი რომანის სრული
ვერსია, ხელნაწერი აშკარად მოეწონათ, მაგრამ, თავის დასაზ-
ღვევად („სიფრთხილეს თავი არ სტკივა“-ს პრინციპით) ტექსტი „გა-
რე შემფასებელს“, ვოლფგანგ იოჰოს გადაუგზავნეს. იოჰო, თავა-
დაც მწერალი და არაერთი სახელმწიფო ჯილდოს ლაურეატი,
გდრ-ის ლიტერატურულ წრეებში დიდი გავლენით სარგებლობდა
და მთავრობაშიც მიღებული კაცი იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში მთა-
ვარი ის არის, რომ მას, საბედნიეროდ, ლიტერატურული გემოვ-
ნებაც აღმოაჩნდა: იოჰოს აღფრთოვანებულმა დასკვნამ ტექსტს
სტამბის გზა გაუკვალა.
„ეს სრულიად არაჩვეულებრივი ამბავია, – წერს გამომცემლო-
ბისთვის მომზადებულ დასკვნაში იოჰო, – როგორც სიუჟეტისა და
თხრობის სტილის, ისე ლიტერატურული მნიშვნელობის თვალ-
საზრისით“. დასკვნის ავტორი დებიუტანტი კოლეგის მისამართით
306
მკითხველთა ლიგა

ქების სიტყვებს არ იშურებს და უწონებს ჰოლოკოსტის თემისადმი


„სრულიად ახლებურ მიდგომას“. „ბეკერს არ უცდია, აპიცივითა და
სხვებივით, მხატვრულად აესახა ორგანიზებული, პოლიტიკურად
შეგნებული ხალხის წინააღმდეგობა, არამედ სცადა, იაკობის სა-
ხით უძლურთა მორალური სიძლიერე ეჩვენებინა. (...) ჩემი აზ-
რით, ამ ამოცანას მან საუცხოოდ გაართვა თავი, რის შედეგადაც
მივიღეთ როგორც მაღალმხატვრული ღირებულების, ისე დიდი
ზნეობრივი პოტენციის მქონე ნაწარმოები“. 25
ამ უკანასკნელმა სიტყვებმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად
განაპირობა, რომ რომანმა, მართალია, დაგეგმილზე ერთი
წლით გვიან, მაგრამ მაინც იხილა დღის სინათლე და მის ავტორს
ელვის სისწრაფით გაუთქვა სახელი მთელს გერმანულენოვან სამ-
ყაროში. ცხადი შეიქნა, რომ ომისშემდგომ გერმანულ ლიტერატუ-
რას ახალი, კაშკაშა ვარსკვლავი შეემატა. თუმცა, გდრ-ის სო-
ციალისტ იდეოლოგთა უმეტესობა სულ სხვაგვარად ფიქრობდა.
მათ აშკარად არ მოსწონდათ, რომ ბეკერის რომანის გმირი ნა-
ცისტების წინააღმდეგ მებრძოლი გერმანელი ჯარისკაცი ან წინა-
აღმდეგობის მოძრაობის კომუნისტი წევრი კი არ იყო, არამედ გე-
ტოს მობინადრე ებრაელი კაცი, რომელსაც გმირისა (ამ სიტყვის
მათებური გაგებით) არც არაფერი ეცხო. ბევრს არც ბეკერის იუმო-
რითა და ირონიით გაჟღენთილი სტილი ეპიტნავა: აქაოდა, ასეთი
საზარელი ამბების თხრობისას ხუმრობა და ღიმილი უადგილოაო.
შესაბამისი იყო ოფიციალური კრიტიკის რეაქციაც, რომლის
საილუსტრაციოდაც საკმარისია მოვიყვანოთ ნაწყვეტი გდრ-ის სო-
ციალისტური ერთიანობის პარტიის ორგანოში, გაზეთ „ნოიეს დო-
იჩლანდში“ დაბეჭდილი რეცენზიიდან. ბეკერის მოხდენილი ენისა
და სიუჟეტური ქარგის ოსტატურად აგების რამდენიმე სიტყვით შე-
ქების შემდეგ სტატიის ავტორი, ვერნერ ნოიბერტი წერს:
„მაინც, რანაირი მატყუარაა ეს იაკობი? ობიექტურად თუ განვი-
ხილავთ, იაკობ ჰაიმი ტრაგიკომიკური მატყუარაა, რადგან მას

25
Beate Müller, Stasi – Zensur – Machtdiskurse. Publikationsge-schichten und
Materialien zu Jurek Beckers Werk. S. 91f. Walter de Gruyter, Berlin 2006
307
მკითხველთა ლიგა

ჰგონია, რომ შეუძლია, ადამიანს სიცოცხლის იმედი გაუღვივოს


გამოგონილი ბრძოლებით, ქალაქების სახელებითა თუ ჯარის გა-
დაადგილების ტემპით. ომიანობის დროსა და ვითარებაში მართა-
ლი საქმისთვის მებრძოლი და იმედით აღსავსე ხალხისთვის ასე-
თი ფაქტები, შესაძლოა, მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი
იყოს, მაგრამ ყველაზე მძლავრი მორალური წყარო ხომ, საბო-
ლოო ანგარიშით, კლასობრივ პოზიციასა და პოლიტიკურ შეგნე-
ბაზე დამყარებული რწმენაა. ერთ დროს წვრილი მეწარმე იაკობ
ჰაიმი ამგვარ რწმენას მოკლებულია, და სწორედ ამ გარემოების
გათვალისწინებით ავტორს საშუალება ჰქონდა, (...) თავისი წიგ-
ნისთვის კიდევ უფრო ღრმა, სოციალური განზომილება მიენიჭე-
ბინა“.26
სხვა რეცენზენტები ავტორს „პერსონაჟებში მგზნებარების ნაკ-
ლებობას“, „სოციალისტური ოპტიმიზმის დეფიციტსა“ და „გეტოში
გმირული სულისკვეთების არარსებობას“ საყვედურობდნენ. ერ-
თმა აღშფოთებულმა „ლიტერატურათმცოდნემ“ ისიც კი დაწერა,
როგორ შეიძლება, რომანის მთავარი გმირი მშიშარა იყოსო?!
ხოლო მისმა კიდევ ერთმა გულმოსულმა კოლეგამ დაასკვნა: „ა-
რა, ასეთი ნაწარმოები ნამდვილად ვერ დაგვეხმარება წარსულის
გაგებაში, წარსულის დაძლევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!“
ეჭვგარეშეა, იურეკ ბეკერი წინასწარვე ხვდებოდა, რომ მის ნა-
წარმოებს ამგვარი კრიტიკა არ ასცდებოდა. აკი რომანის დასაწ-
ყისშივე ათქმევინა „მატყუარა იაკობის“ მთხრობელს: „უკვე ათას-
ჯერ ვცადე, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს წყეული ამბავი, ახლა
რომ გიყვებით. ვფიქრობდი, გულს მომეშვება-მეთქი, მაგრამ ამა-
ოდ – ან ის ხალხი ვერ შევარჩიე კარგად, ვისთვისაც ამბის მოყო-
ლას ვაპირებდი, ან მე თვითონ ვუშვებდი რაღაც შეცდომებს“.
ასეა თუ ისე, „მატყუარა იაკობი“ აკრძალვას გადაურჩა და მისი
პირველი ტირაჟი – 10 ათასი ეგზემპლარი – მალევე გაქრა წიგნის
მაღაზიების დახლებიდან. მეტიც, რომანის გამოსვლიდან ხუთ წე-
ლიწადში კინოსტუდია „დეფას“ ხელმძღვანელობამ დამტვერილი

26
გაზეთი „ნოიეს დოიჩლანდი“, 1969 წლის 14 აპრილი.
308
მკითხველთა ლიგა

თაროდან გადმოიღო თავის დროზე უარყოფილი სცენარი და


ფილმის გადაღება კვლავ იმ დროისთვის უკვე რეაბილიტირებულ
ფრანკ ბაიერს დაავალა (სხვათა შორის, ეს ფილმი, რომელიც
ცნობილი რეჟისორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩ-
ნეული, 1976 წელს „ოსკარზეც“ იყო წარდგენილი წლის საუკეთე-
სო არაინგლისურენოვანი ნაწარმოების ნომინაციაში. მოგვიანე-
ბით ბეკერის სცენარით ჰოლივუდიც დაინტერესდა, თუმცა 1999
წელს გადაღებული ამერიკული კინოვერსია, რომელშიც მთავარ
როლს რობინ უილიამსი ასრულებდა, დრამატურგიული მასალის
ბაიერისეულ ინტერპრეტაციაზე გაცილებით სუსტი და ზედაპირუ-
ლი გამოდგა).
ბევრის აზრით, გდრ-ის კულტურის სფეროს ხელმძღვანელებმა
ბეკერს მხოლოდ იმიტომ აპატიეს ჰეროიკული მასალის ესოდენ
„არაჰეროიკული“ დამუშავება, რომ მას თავად ჰქონდა გამოცდი-
ლი ის, რასაც აღწერდა და, რაკი თავადაც ებრაელი იყო, ებ-
რაელებზე და მათს აუტანელ ყოფაზე ხუმრობაც ეპატიებოდა.
„ორი წლის რომ ვიყავი, დედა, მამა და მე ჩემი მშობლიური
ქალაქის, ლოძის გეტოს ბინადრები გავხდით; იმ ქალაქისა, ცოტა
ხნით ადრე სახელი რომ შეუცვალეს და ლიცმანშტადტად მონათ-
ლეს. ამას მოჰყვა პატიმრობა რავენსბრიუკისა და ზაქსენჰაუზენის
საკონცენტრაციო ბანაკებში. ომი რომ დამთავრდა, ჩემი ერთ
დროს მეტად მრავალრიცხოვანი ოჯახი, როგორც ვიცი, სამად სამ
წევრამდე დაპატარავდა. ჩემ გარდა, ესენი არიან მამაჩემი და
დეიდაჩემი, რომელიც მე არ მახსოვს, რადგან პოლონეთში გერ-
მანელების შეჭრისთანავე თავს უშველა და, სავარაუდოდ, ამერი-
კაში გაიქცა“. ეს არის ციტატა იურეკ ბეკერის 1977 წელს გამოქ-
ვეყნებული ესედან „ჩემი ებრაელობა“.
მოკლედ, ბეკერმა მშვენივრად იცოდა, რასაც „მატყუარა
იაკობში“ აღწერდა. თუმცა როგორც თავადაც არაერთხელ აღუ-
ნიშნავს, გეტოსა და საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული
წლები, ანუ ადრეული ბავშვობა, მხოლოდ ბუნდოვნად თუ შემორ-
ჩა მის მეხსიერებას.

309
მკითხველთა ლიგა

„ორი წლის რომ ვიყავი, ამ გეტოში აღმოვჩნდი, ხუთისა აქედან


ბანაკის გზას გამიყენეს. იმ დროისა არაფერი მახსოვს. ასე მიამ-
ბეს, ასე წერია ჩემს საბუთებში, ესე იგი, ასეთი ყოფილა ჩემი ბავ-
შვობა. ზოგჯერ გავიფიქრებ ხოლმე, რა სამწუხაროა, იმ ჩემს სა-
ბუთებში სხვა რამე რომ არ წერია-მეთქი. ასეა თუ ისე, გეტოს მხო-
ლოდ ყურმოკრული ამბებით ვიცნობ“, – იხსენებს ბეკერი 1989
წელს დაწერილ ესეში „უხილავი ქალაქი“, ხოლო ზემოთ უკვე ნახ-
სენებ „ჩემს ებრაელობაში“ ცდილობს ახსნას, რატომ გადაეკრა
ნისლის აპკი მის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს:
„ჯერ ერთი, ჩემი მეხსიერების ეს უცნაურად გვიანი დასაწყისი,
ბუნებრივია, განდევნის ფენომენს უნდა უკავშირდებოდეს. დამცავ-
მა მექანიზმმა, რომლის არსებობაც ბედნიერებად უნდა მივიჩნი-
ოთ, როგორც ჩანს, მომწყვიტა მძიმე პერიოდს და ამით, გარკვე-
ულწილად, დამიცვა კიდეც მისგან. მეორეც, ასე მგონია, გასახსე-
ნებელი ბევრიც არაფერია. ბანაკში გატარებული დღეები უღიმღა-
მო და ერთფეროვანი იქნებოდა. რაც იქ ხდებოდა, ალბათ, მხო-
ლოდ უფროსებისთვის თუ იყო ამაღელვებელი, რადგან ნების-
მიერი ამბის მიღმა სასიკვდილო საფრთხეს მხოლოდ ისინი ხე-
დავდნენ, ბავშვებისთვის კი ის ამბები მოსაწყენი იყო და ერთმა-
ნეთს ჰგავდა. დასასრულ, მესამე: ვფიქრობ, ჩემს მაშინდელ ყო-
ფას კაცი ცხოვრებას ვერც უწოდებს; იმას, ალბათ, არსებობა უფ-
რო ეთქმოდა. ეს იყო აპათიისა და უხალისობის მდგომარეობა,
სადაც ცხოვრებისეული ფუნქციები მინიმუმს უტოლდებოდა; სადაც
ნებისმიერი ქმედება ფასდებოდა იმით, თუ რამდენად ემსახურე-
ბოდა გადარჩენის ამოცანას; სადაც ადგილი არ რჩებოდა ჭვრე-
ტისა და ცნობისმოყვარეობისთვის, მით უფრო – ინტელექტუალუ-
რი ფიქრისა და განსჯისთვის. ყოველივე იმდროინდელი, სავა-
რაუდოდ, იმგვარი იყო, რომ ჩემმა მაშინდელმა არსებამ მეხ-
სიერებაში შენახვის ღირსად არ ჩათვალა. და ამ სამმა გარე-
მოებამ – ასე დავასკვენი საბოლოოდ – ხსოვნიდან ამომიშალა
მთელი ის ხანა, რომელიც წინ უძღოდა გათავისუფლებას. ცხადია,
არა მთლიანად; ცხადია, არა ისე უკვალოდ, რომ შემეძლოს
ვთქვა, იქ სულ აღარაფერი დარჩა-მეთქი. და მაინც, იმდენად სა-
310
მკითხველთა ლიგა

ფუძვლიანად, რომ იმ მცირედს, რაც დარჩა, მოგონებას გაჭირვე-


ბით თუ დავარქმევთ“.
თითქოს თავისივე სიტყვების დამაჯერებლობა ეეჭვებოდაო,
ინტერვიუებსა თუ საგაზეთო სტატიებში ბეკერი ხშირად იმეორებ-
და, „მატყუარა იაკობის“ ამბავი თავიდან ბოლომდე ფანტაზიის ნა-
ყოფია და არამც და არამც არ შეიძლება მისი მიჩნევა პირადი გა-
მოცდილების ლიტერატურულ ინტერპრეტაციადო. კრიტიკოსები
ვერ შეთანხმებულან, რამდენად სარწმუნოდ შეიძლება მივიღოთ
ავტორის ეს მტკიცება. სამაგიეროდ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი,
რომ თავისი რომანით იურეკ ბეკერმა საფუძველი ჩაუყარა ჰოლო-
კოსტის თემაზე სრულიად ახლებურ თხრობას, სტილს, რომელიც
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, თბილი იუმორითა და ფაქიზი
ირონიით აღწერს გეტოს ბინადართა გაუსაძლის ცხოვრებას, გვი-
ამბობს მათს სიკვდილსა თუ გადასახლებაზე, იმედსა თუ უიმედო-
ბაზე.
თხრობის ამ მეტად ორიგინალური ხერხის დამსახურებაცაა,
რომ „მატყუარა იაკობი“, გდრ-ის კულტურის მესვეურთა უკმაყო-
ფილების მიუხედავად, საერთაშორისო ბესტსელერად იქცა. რო-
მანი ჯერ შვედურად ითარგმნა, შემდეგ – ჩეხურად, უნგრულად და
რუმინულად, მერე კი (1975 წელს) – ინგლისურად და ფრანგულა-
დაც. ამას მოჰყვა სხვა თარგმანებიც, მათ შორის პოლონური, ეს-
პანური და ებრაული (დღეისთვის „მატყუარა იაკობი“ 30-მდე ენა-
ზეა თარგმნილი). თანდათან იზრდებოდა ბეკერის პოპულარობაც,
რასაც ხელი შეუწყო კიდევ ორი რომანის, „ხელისუფალთა გაბი-
თურებისა“ (1973) და „მოკრივის“ (1976) გამოსვლამ. რაც უფრო
მეტად ექცეოდა მწერალი საზოგადოების ყურადღების ცენტრში,
რაც უფრო ხშირად უხდებოდა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებ-
ზე აზრის გამოთქმა, ქვეყნის იდეოლოგთათვის მით უფრო აშკარა
ხდებოდა, რომ მათთვის ესოდენ სასურველ მორჩილ მოქალაქეს-
თან არ ჰქონდათ საქმე.
როცა 1976 წლის ნოემბერში გდრ-ის სოციალისტური ერ-
თიანობის პარტიის პოლიტბიურომ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამო-
ართვა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საკონცერტო
311
მკითხველთა ლიგა

ტურნედან შინ დაბრუნების უფლება არ მისცა დისიდენტ პოეტს,


მომღერალსა და კომპოზიტორს ვოლფ ბირმანს, იურეკ ბეკერმა,
11 სხვა ცნობილ მწერალთან ერთად, მთავრობას საპროტესტო
წერილით მიმართა და გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.
ამის შემდეგ აშკარა შეიქნა, რომ ბეკერს გდრ-ში დიდხანს დარჩე-
ნა აღარ ეწერა. ასეც მოხდა: 1977 წელს ის დასავლეთ ბერლინში
გადასახლდა.
წერას, ცხადია, იქაც განაგრძობდა. გამოაქვეყნა რომანები „უ-
ძილო დღეები“ (1978), „ყველას მეგობარი“ (1982), „ბრონშტაინის
შვილები“ (1986) და „უგულო ამანდა“ (1992), მოთხრობების კრე-
ბული „პირველი მომავლის შემდეგ“ (1980), ნაყოფიერად მუშაობ-
და ტელევიზიისთვის, მაგრამ თავის სადებიუტო ნაწარმოებს მაინც
ვეღარაფრით გადააჭარბა: „მატყუარა იაკობი“ იურეკ ბეკერის შე-
მოქმედების მწვერვალად რჩება.
1990 წელს გაზეთ „ცაიტისთვის“ დაწერილ სტატიაში ბეკერი
აღნიშნავს: „არაფერი არ მოსწონთ დიქტატორებს ისეთ მოსახ-
ლეობაზე მეტად, რომელიც იმდენადაა დაშინებული ან კორუმპი-
რებული, რომ ნებისმიერ მითითებას მორჩილად ასრულებს. (...)
ამ თვალსაზრისით გდრ-ის მთავრობა მართლაც ბედნიერ ვარ-
სკვლავზე იყო დაბადებული: მას ებარა მორჩილების უმაღლესი
ხარისხის მქონე მოსახლეობა, მოქალაქეები, რომლებიც წინააღ-
მდეგობას ძირითადად იმით გამოხატავდნენ, რომ გული მოს-
დიოდათ“.27
ასეთ „მორჩილთა“ რიცხვს რომ არ ეკუთვნოდა, ბეკერმა თავი-
სი ცხოვრებითა და შემოქმედებით დაამტკიცა. არადა, როგორც
თვითონაც არაერთხელ უთქვამს, თავი მუდამ „კარგ ამხანაგად“
(ანუ სოციალისტად) მიაჩნდა; ვიდრე გარიცხავდნენ, გდრ-ის სო-
ციალისტური ერთიანობის პარტიის წევრიც იყო და ქვეყნის მწე-
რალთა კავშირიც წიგნაკიც ჰქონდა. ეგ იყო, რომ აღმოსავლეთ
გერმანიის სახელმწიფოს უსამართლობაზე დაფუძნებულ, საკუთა-

27
გაზეთი „ცაიტი“, 1990 წლის 3 აგვისტო.
312
მკითხველთა ლიგა

რი მოსახლეობის დათრგუნვა-დამონებისკენ მიმართულ ქვეყნად


მიიჩნევდა.
2017 წელს იურეკ ბეკერის ორი იუბილე აღინიშნება: დაბადე-
ბის მე-80 და გარდაცვალების მე-20 წლისთავი. „მატყუარა იაკო-
ბის“ პირველი ქართული გამოცემა ორივე ამ თარიღს ეძღვნება.

დავით კაკაბაძე

313

You might also like