You are on page 1of 111

1

დევიდ ლინჩი

როგორ დავიჭიროთ დიდი


თევზი
(მედიტაცია, ცნობიერება, შემოქმედება)

2
მიძღვნა

მის უწმინდესობა მაჰარიში მაჰეშ იოგის

3
წინათქმა

იდეები თევზებს ჰგავს.


თუ პატარა თევზის დაჭერა გინდა, დარჩი მეჩხერ წყალში. მაგრამ
თუ დიდ თევზს გამოედევნე, სიღრმეში გადაშვება მოგიწევს.
იქ, ქვემოთ, თევზები უფრო ძლიერები, უფრო უმანკოები არიან. უფ-
რო დიდები და უფრო იდუმალები, გამოუცნობნი და მიმზიდველები.
თან ძალიან ლამაზებიც.
მე ერთი კონკრეტული სახეობის თევზს დავეძებ, რომელიც განსა-
კუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის; მას, რომლის თარგმნაც კინოს
ენაზე შეიძლება. თუმცა კი იქ, ღრმად, ათასი ჯურის თევზი დაცურავს.
თევზები ბიზნესისთვის, თევზები სპორტისთვის. ყველაფრისთვის არ-
სებობს თევზი.
ნებისმიერი რამ, რაც არსებობს, სიღრმიდან მოდის ჩვენამდე. თა-
ნამედროვე ფიზიკის ენაზე ამ საწყის დონეს ერთიანი ველი ჰქვია. რაც
უფრო იხსნება ცნობიერი ― აღქმა ― მით უფრო ღრმად მიიწევ მთავა-
რი წყაროსკენ და შედეგად უფრო დიდ თევზს იჭერ.
ჩემი 33-წლიანი პრაქტიკა ტრანსცენდენტურ მედიტაციაში ფაქ-
ტობრივად განსაზღვრავს ყველაფერს, რასაც ვაკეთებ კინოში, მხატ-
ვრობაში თუ ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროში. ჩემთვის ეს არის
გზა, ჩავყვინთო ღრმად დიდი თევზის ძიებაში. ამ წიგნით მინდა, ჩემ
მიერ განცდილის ნაწილი თქვენც გაგიზიაროთ.

4
ჩაყვინთვა პირველი

ის იოგი, რომლის ბედნიერებაცა და კმაყოფილებაც შიგნიდან მომ-


დინარეობს, ვინც შიგნიდან ასხივებს სინათლეს და ვინც ბრაჰმანის ნა-
წილია, მარადიულ თავისუფლებას ღვთაებრივ შემეცნებაში აღწევს.
ბჰაგავად-გიტა

როცა მედიტაციის შესახებ პირველად გავიგე, მასში არაფერმა არ


მიმიზიდა. ცნობისმოყვარეობაც კი არ მიგრძვნია. დროის ფლანგვად
მეჩვენა.
თუმცა, ყურადღება მაინც მიიქცია ფრაზამ: „ჭეშმარიტი ბედნიერე-
ბა ჩვენს არსშივეა“. თავიდან გავიფიქრე, ეს რა ვერაგული ნათქვამია,
დაზუსტებით არ გეუბნებიან, მაინც სად „ჩვენშია“ ბედნიერება, და არც
იმას, იქ როგორ მოვხვდეთ-მეთქი. მაგრამ მაინც მოვიხელთე ამ ფრა-
ზაში სიმართლის მარცვალი. და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ იქნებ მე-
დიტაციაა საკუთარ არსში შეღწევის გზა.
შევუდექი მედიტაციაში გარკვევას, ჩამოვწერე კითხვები, დავიწყე
სხვადასხვა სახის მედიტაციების კვლევა. და აი, ამ დროს დამირეკა
ჩემმა დამ და მითხრა, უკვე ექვსი თვეა, ტრანსცენდენტურ მედიტაციას
ვაკეთებო. სხვანაირი ხმა ჰქონდა. ბედნიერება ეტყობოდა. და მაშინ
ვთქვი სწორედ: მეც ეს მინდა ზუსტად.
ასე რომ, 1973 წლის ივლისში წავედი ლოს ანჯელესის ტრანსცენ-
დენტური მედიტაციის ცენტრში, შევხვდი მასწავლებელს და მომეწო-
ნა. დორის დეის ჰგავდა. სწორედ მან მასწავლა ეს პრაქტიკა. მისგან
მივიღე მანტრა ― ბგერის, ვიბრაციის და ფიქრის სინთეზი. ამ დროს
მთავარია არა მის მნიშვნელობაზე დაფიქრება, არამედ ბგერის, ვიბ-
რაციის და ფიქრის კომბინაცია.
პირველი მედიტაციისთვის პატარა ოთახში შემიყვანა. დავჯექი,
თვალები დავხუჭე, შევუდექი მანტრას და თითქოს ლიფტში აღმოვ-
ჩნდი ― ლიფტში, რომელსაც ტროსი ჩაუჭრეს. ბუმ! და ნეტარებაში გა-
დავეშვი ― სრულ ნეტარებაში. საკუთარ არსში აღმოვჩნდი. მერე მას-
წავლებელმა მითხრა, ― დროა გამოხვიდე, უკვე ოცი წუთი გავიდა.

5
ოცი წუთი გავიდა? ― გაოცებულმა ვკითხე.
შშშშშშ, ― გამაჩუმა მასწავლებელმა, რადგან სხვებიც მედიტირებ-
დნენ. ეს გრძნობა თან ძალიან ნაცნობი იყო, თან ახალი და ჯერ არგან-
ცდილი ― და რაც მთავარია, ძალიან ძლიერი. მერე ვთქვი, რომ სიტყვა
„უნიკალური“ ამ მდგომარეობის აღსაწერად უნდა შემოვინახოთ.
მას აბსოლუტური ცნობიერების ოკეანეში გადაყავხარ. მაგრამ თან
ეს ყველაფერი ნაცნობიცაა, რადგან ის შენ ხარ. ამის გააზრება და ბედ-
ნიერების ტალღის მოვარდნა ერთია ― ეს ბრიყვული აღტაცება რო-
დია, არამედ ყოვლისმომცველი მშვენიერებაა.
33 წლის განმავლობაში მედიტაცია არც ერთხელ არ გამიცდენია.
ჯერ დილას ვმედიტირებ, შემდეგ განმეორებით, შუადღეს, თითოეულ
ჯერზე 20 წუთით. მხოლოდ ამის მერე ვიწყებ დღის საქმეებს. და ვხვდე-
ბი ხოლმე, საქმის კეთების ხალისიც უფრო დიდია. ალღოსაც მეტად
ვიჩენ. ცხოვრებაც უფრო მსიამოვნებს და უარყოფითი მუხტიც იკლებს.

6
რეზინის მასხარის მახრჩობელა მოსასხამი

უფრო ადვილია ცის კაბადონი ერთ პატარა ბურთად გადაახვიო,


ვიდრე ნამდვილი ბედნიერება განიცადო საკუთარი თავის შეუცნობ-
ლად.
უპანიშადები

შიშითა და ფორიაქით ვიყავი სავსე, როცა მედიტაციას ვიწყებდი,


ბრაზითა და უიმედობით. ამ სიბრაზეს ხშირად ჩემს პირველ ცოლზე
ვანთხევდი. მედიტაციის დაწყებიდან ორი კვირის თავზე გაოცებულმა
მკითხა: ― რა ხდება შენს თავს? ჯერ გავჩუმდი, მერე კითხვა შევუბრუ-
ნე: ― რა უნდა ხდებოდეს?
― რა უყავი სიბრაზეს?
თურმე, ისე გაქრა, ვერც შევნიშნე.
ამგვარ დეპრესიასა და სიბრაზეს რეზინის მასხარის მახრჩობელა
მოსასხამს ვეძახი, ნეგატიური გამოცდილებით გაჟღენთილ მოსას-
ხამს. ის გახრჩობს, რეზინა კი ყარს. რაწამსაც მედიტაციას იწყებ და
მასში იძირები, მასხარის მოსასხამიც თანდათან იშლება და მხოლოდ
ამ დროს ხვდები, თუ როგორ აუტანლად ყარდა ის. როცა საბოლოოდ
დაიშლება, თავისუფლებასაც მაშინ იგრძნობ.
ბრაზი, სასოწარკვეთა და დარდი მშვენიერია აღსაწერად, როცა
ამბავს ჰყვები, მაგრამ რეჟისორსა და მსახიობს შხამივით წამლავს. შე-
მოქმედებით ენერგიას რკინის მარწუხივით ედება. თუ მარწუხი გი-
ჭერს, საწოლიდანაც ვერ ადგები, შემოქმედებითი იდეებით ავსებაზე
რომ აღარაფერი ვთქვათ. რაღაც რომ შექმნა, დაწმენდილი, მკაფიო
ხედვა უნდა გქონდეს. იდეებს მოხელთება სჭირდება.

7
დაწყება

ჩრდილო-დასავლეთში ვიზრდებოდი, როგორც ერთი ჩვეულებრი-


ვი ადამიანი. მამაჩემი მკვლევარ-მეცნიერი იყო სოფლის მეურნეობის
დეპარტამენტში, ხეებს იკვლევდა. მეც უამრავ დროს ვატარებდი ტყე-
ში. ტყე ხომ ბავშვისთვის ჯადოსნური სამყაროა. პატარა ქალაქებს
რომ ეძახიან, ეგეთ ქალაქში ვიზრდებოდი. მთელი ჩემი სამყარო იმ
დროს ალბათ ორი, შეიძლება ოთხი ქუჩით შემოიფარგლებოდა. ყვე-
ლაფერი ამ ჩარჩოში ხდებოდა. იქ ვოცნებობდი, იქ, იმ პატარა სამყა-
როში მყავდა მეგობრები. მე კი მაინც უზარმაზარი და ჯადოსნური მეჩ-
ვენებოდა იქაურობა. უამრავი დრო მქონდა ოცნებისთვის და მეგობ-
რებთან ერთად ყოფნისთვის.
მიყვარდა ხატვა, გრაფიკაც და ფერწერაც. და ხშირად ვფიქრობდი,
ცხადია, არასწორად, რომ როცა დიდი ხდები, ხატვას წყვეტ და რამე
უფრო სერიოზულის კეთებას იწყებ. მეცხრე კლასში ჩემი ოჯახი საც-
ხოვრებლად ვირჯინიის შტატში, ალექსანდრიაში გადავიდა. ერთ ღა-
მეს, ჩემი შეყვარებულის სახლის წინ, მწვანე გაზონზე, ტობი კილერს
შევხვდი. საუბარში ახსენა, მამაჩემი მხატვარიაო. ვიფიქრე, ალბათ,
სახლებს ღებავს-მეთქი, მაგრამ მერე და მერე გავარკვიე, რომ მამამი-
სი ფერმწერი იყო.
ამ საუბარმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. თითქოს, მანამდე მეცნიერე-
ბა მიტაცებდა. ამის მერე ერთბაშად მივხვდი, რომ მინდოდა, მხატვა-
რი გამოვსულიყავი და ხელოვანის ცხოვრებით მეცხოვრა.

8
ცხოვრება ხელოვნებით

საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, როცა რობერტ ჰენრის წიგნი „შე-


მოქმედებითი სული“ წავიკითხე. ამ წიგნმა შთამაგონა ხელოვნებით
ცხოვრების იდეა. ჩემთვის ხელოვნებით ცხოვრება ფერწერისთვის თა-
ვის მიძღვნას ნიშნავდა, რომლის ფონზეც ყველაფერი დანარჩენი მე-
ორეხარისხოვანი იქნებოდა.
მეგონა, მხოლოდ ასე შეიძლება ჩაუღრმავდე თემებს და აღმოაჩი-
ნო მეტი. და ყველაფერი, რაც აღმოჩენის გზაზე გადაგეღობება, ხე-
ლოვნებით ცხოვრება აღარ იქნება. მართლაც, ხელოვნებით ცხოვრება
ნიშნავს თავისუფლებას. და თითქოს სულ მცირე ეგოიზმსაც. მაგრამ
თუ დაფიქრდები, ის არ არის ეგოისტური, უბრალოდ, ისაა, რომ მეტ
დროს მოითხოვს.
ბუშნელ კილერი, ტობის მამა, ყოველთვის იმეორებდა ხოლმე: „თუ
გინდა ერთ საათს ხატო მთელი არსებით, ოთხი საათი მაინც გამოყავი
ამისთვის, ოთხი საათი უწყვეტად, შეუფერხებლად“.
ასეა. პირდაპირ ხატვას ვერ იწყებ. ჯერ უნდა იჯდე, გონებაში უნდა
მომწიფდეს თემა, რომელსაც წარმოიდგენ და მერე მოხაზავ სწორ
კონტურებს. თან ათასი რამ უნდა მოამზადო. მაგალითად, ტილოს
დამჭერები ჩარჩოზე. დიდი დრო შეიძლება წაგართვას მხოლოდ იმ მა-
სალის მომზადებამ, რაზეც დახატვას აპირებ. და მერე იწყებ. იდეა საკ-
მარისია დასაწყებად, რადგან, ჩემთვის, რაც იდეას მოსდევს, ქმედებე-
ბის და მათზე რეაქციების ჯაჭვია. ეს არის შენებისა და ნგრევის და შემ-
დეგ ამ ნანგრევებში რაღაცეების აღმოჩენის პროცესი, რასაც მერე
სხვა რამეს დააშენებ. ბუნება ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს.
რთული მასალის ერთად დაწყვილება ― მაგალითად, მზის გულზე რა-
ღაცის გამოცხობა, ანდა ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც მე-
ორესთან შეუთავსებელია ― თავის ბუნებრივ, ორგანულ რეაქციას იწ-
ვევს. მერე უკვე უნდა მოდუნდე და დააკვირდე, შეისწავლო, ათვალიე-
რო და უცებ, ერთბაშად, რაღაც ძალა წამოგახტუნებს სკამიდან, მიგიყ-
ვანს ტილომდე და კიდევ სხვა რამეს დაგახატინებს. ეს არის ქმედება
და მასზე რეაქცია.

9
მაგრამ თუ იცი, რომ ნახევარ საათში სადღაც ხარ წასასვლელი, ამ
მდგომარეობას ვერ მიაღწევ. ასე რომ, ხელოვნებით ცხოვრება ნიშ-
ნავს იმას, რომ უშურველად დაუთმო დრო მშვენიერების ქმნას. სხვა
რაღაცებისთვისაც დრო ყოველთვის საკმარისი როდია.

10
ბაღი ღამით

ერთი სიტყვით, მხატვარი ვიყავი, ხელოვნების სკოლაში ვსწავ-


ლობდი. კინო საერთოდ არ მაინტერესებდა. ფილმის სანახავად იშ-
ვიათად თუ წავსულვარ, ყველაზე მეტად ხატვა მინდოდა.
ერთ დღეს, პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, დიდ
სტუდიაში ვიჯექი. დარბაზი პატარა კაბინებად იყო დატიხრული. მე
ჩემს ტიხარში ვიყავი განმარტოებული. შუადღის სამი საათი იქნებო-
და. ნახატი მქონდა დაწყებული, ღამის ბაღს ვხატავდი. ბევრი შავი
ერია და ამ სიბნელიდან აქა-იქ მცენარეთა მწვანე ფერი ამოდიოდა.
უცებ მცენარეები შეირხა, ქარის ხმაც ჩამესმა. ნარკოტიკის ზემოქმედე-
ბის ქვეშ არ ვყოფილვარ, არ ვიღებდი ნარკოტიკებს! ისღა გავიფიქრე,
რა საოცრებაა-მეთქი! და იმაზე ფიქრი დავიწყე, შეიძლებოდა თუ არა
ფილმით ნახატის ამოძრავება.
ყოველი წლის ბოლოს ექსპერიმენტული ნახატებისა და სკულპტუ-
რების კონკურსი იმართებოდა. ამ კონკურსისთვის ერთი წლით ადრე
რაღაც გამოვძერწე, ახლა კი გადავწყვიტე: მოძრავ ნახატს წარვად-
გენ. ავაწყვე გამოქანდაკებული ეკრანი ― ექვსი ფუტი რვა ფუტზე ― და
მასზე საკმაოდ დაუხვეწავად გაკეთებული ანიმაცია, სტოპ-მოუშენში
მომზადებული ფილმი გავუშვი. სახელიც ჰქონდა ― „ექვსი ადამიანი
ავად ხდება“. მეგონა, ამით დასრულდებოდა ჩემი კინოკარიერა, რად-
გან ამ რაღაცის გაკეთებას მთელი ჩემი ქონება ― 200 დოლარი დავა-
ხარჯე და დავფრთხი, აბა, ამ საქმეს ჩემი ჯიბე როგორ გაწვდება-მეთ-
ქი. მაგრამ ერთმა უფროსმა სტუდენტმაც ნახა ჩემი პროექტი და მსგავ-
სის გაკეთება სახლისთვის შემიკვეთა. აქედან გაიჩარხა საქმე. მას მე-
რე ყველგან მწვანეზე გავდიოდი. და ნელ-ნელა, სულ ნაბიჯ-ნაბიჯ ―
ან, უფრო სწორი იქნება ვთქვა, სულ ბარიერების გადალახვით ― შე-
მიყვარდა ეს მედიუმი.

11
ფარდა იხსნება

იცოდე, რომ ბუნება ჯადოსნური თეატრია, დიდი დედა მთავარი ჯა-


დოქარია და მთელი სამყარო ადამიანებით ― მისი მრავალრიცხოვა-
ნი ნაწილებითაა დასახლებული.
უპანიშადები

ჯადოსნობაა ჩემთვის, ოღონდ ვერ ვხვდები, რატომ, კინოთეატრში


შესვლა და მერე შუქის ჩაქრობა. სიჩუმე, სრული სიჩუმე და ამ დროს
ფარდა თანდათან იხსნება. შეიძლება, ფარდა წითელიცაა, არ ვიცი და
იქიდან უკვე სხვა სამყაროში გადადიხარ.
საოცრებაა, თუ ამ თავგადასავალს ვინმესთან ერთად იზიარებ და
მაინც არანაკლები საოცრებაა, თუ სახლში ხარ მარტო და კინოთეატ-
რიც ცხვირწინ გაქვს, თუნდაც არც ისეთი კარგი. არაფერი შეედრება
დიდ ეკრანს. იქედან მართლა სხვა სამყაროს კარი იხსნება და შენც იქ
შედიხარ.

12
კინო

კინო ენაა. ის დიდ და საზოგადოდ მნიშვნელოვან ამბებს გვიყვება.


და მე ეს მიყვარს კინოში. ყოველთვის კარგად არ გამომდის სიტყვე-
ბით ამბების მოყოლა. ზოგი პოეტია და მშვენივრად ფლობს ენას სიტ-
ყვიერი თხრობისთვის. კინო კი თვითონ არის ენა. და ამ ენით იმდენი
რამ შეგიძლია თქვა, რადგან გაქვს დრო და მისი დანაყოფები. გაქვს
დიალოგი, მუსიკა, ხმოვანი ეფექტები. იმდენი საშუალება გაქვს მარაგ-
ში. და ამიტომ შეგიძლია გადმოსცე გრძნობაც და ფიქრიც, რომელსაც
სხვაგვარად ვერ გამოხატავდი. კინო ჯადოსნური მედიუმია. ძალიან
ლამაზია ჩემთვის დროსა და სცენებში მწყობრად მოძრავი სურათები-
სა და ხმების წარმოდგენა, როცა აღწევ რაღაცას, რასაც მხოლოდ კი-
ნოენით გამოხატავდი. ეს მხოლოდ სიტყვები ან მუსიკა როდია, ესაა
უამრავი კომპონენტი, რომელთა ერთობლიობა მანამდე არარსებულ
სამყაროს ქმნის. ესაა ამბების თხრობა, აქამდე უცნობი პლანეტის გა-
მოგონება, თავგადასავალი, რომელიც ამ ფილმით ადამიანებმა პირ-
ველად გამოსცადეს.
როცა ფილმის იდეა მომდის, წინასწარ მიყვარდება ის ენა, რაც ამ
იდეის გადმოსაცემად კინოს აქვს. მომწონს ამბავი, რომელიც დიდი
და უნივერსალურია და ამის გადმოცემა სწორედ კინოს შეუძლია.

13
ინტერპრეტაცია

ფილმი ფილმად უნდა დარჩეს. უაზრობაა, რეჟისორმა სიტყვიერად


ახსნას, რა იგულისხმა. ფილმში გამოგონილი სამყაროა და ზოგჯერ
ადამიანებს სწორედ ამ გამოგონილ სამყაროში გადაშვება უყვართ.
მათთვის ის რეალობად იქცევა. მაგრამ თუკი მაყურებელი გაიგებს,
როგორ შეიქმნა ესა თუ ის ეპიზოდი ფილმში ან რა რას ნიშნავს, შემდეგ
ჯერზე, როცა ფილმს ნახავენ, სწორედ ამ აღქმით შეხედავენ მას და
ფილმიც გარდაიქმნება. ჩემი აზრით კი, ყველაზე ძვირფასი და მნიშ-
ვნელოვანი ფილმში სწორედ ამ სამყაროს შენარჩუნებაა და არ შეიძ-
ლება ისეთი რაღაცების თქმა, რაც ამ შთაბეჭდილებას დაარღვევს.
ნამუშევრის გარდა, არაფერი გჭირდება. უამრავი დიდი წიგნი და-
წერილა, მათი ავტორები კარგა ხნის წინ გარდაიცვალნენ და მათ საფ-
ლავებიდან არავინ თხრის. სამაგიეროდ, გრჩება წიგნი; წიგნი, რომე-
ლიც ოცნებისკენ, ფიქრისკენ გიბიძგებს.
მართალია, ადამიანები ზოგჯერ ჩივიან, რომ უჭირთ ფილმის გაგე-
ბა, მაგრამ მე რომ მკითხო, მათ უფრო მეტი ესმით, ვიდრე ჰგონიათ.
ჩვენ ხომ ყველანი დაჯილდოებული ვართ ინტუიციით და მართლა
გვაქვს ნიჭი, ალღოთი ვიგრძნოთ მთავარი არსი.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არ ესმის მუსიკა; მაგრამ ადამიანე-
ბის უმრავლესობა მუსიკას გრძნობით აღიქვამს და ხვდება, რომ მუსი-
კა აბსტრაქციაა. რა საჭიროა მუსიკის მყისიერად ახსნა და სიტყვებად
გარდაქმნა ― მუსიკას, უბრალოდ, უნდა უსმინო.
კინოც ძალიან ჰგავს მუსიკას. ის შეიძლება ძალიან აბსტრაქტული
იყოს, თუმცა კი ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, გონებით ჩაწვდნენ
მას, სიტყვებით გამოხატონ ის, რაც ნახეს. და როცა ამას ვერ ახერხე-
ბენ, იმედი უცრუვდებათ. თუმცა, მაინც შეუძლიათ შიგნითვე მოიძიონ
ახსნა, თუ ფილმს მიჰყვებიან. ამ დროს მეგობრებს რომ გაუზიარონ
ფიქრები, მალევე დაინახავდნენ, რა რა არის. იკამათებდნენ, დაეთან-
ხმებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, ხომ ვერ შეძლებდნენ ამ ყველაფერს,
მთავარს რომ უკვე არ წვდებოდნენ?

14
საინტერესო ისაა, რომ მათ მართლა მეტი იციან, ვიდრე ჰგონიათ.
და როგორც კი ხმამაღლა იტყვიან ამას, ეს ცოდნაც უფრო მკაფიო ხდე-
ბა. როცა ნახავენ რაღაცას, შეუძლიათ, სცადონ და უფრო მეტად ცხადი
გახადონ და ისევ ― იმსჯელონ მეგობართან ერთად, დასკვნამდეც მი-
ვიდნენ. და ეს დასკვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იქნება.

15
წრე

ხშირად ვიმეორებ ხოლმე: „სამყარო ისეთივეა, როგორიც შენ“. და


ფილმებიც გგავს შენ. ამიტომაც, მართალია, ჩარჩო ფილმებისთვის უც-
ვლელია ― უცვლელი რაოდენობა, სცენები, ხმა ― მაგრამ მაინც თი-
თოეული ჩვენება განსხვავდება, თუნდაც ზოგჯერ შეუმჩნევლად და
ამას ყოველთვის მაყურებელი განაპირობებს. იკვრება წრე, რომელიც
პუბლიკით იწყება, ფილმისკენ მოდის და უკანვე უბრუნდება დარბაზს.
თითოეული მაყურებელი ხედავს, ფიქრობს, გრძნობს და ასკვნის იმას,
რაც საერთოდ მისი ხედვის და მგრძნობელობის ნაწილია. და ისიც შე-
საძლებელია, რომ ის სრულიად განსხვავდებოდეს იმისგან, რაც მე კი-
ნოში შევიყვარე.
ასე რომ, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა ზემოქმედებას მოახდენს
ფილმი მაყურებელზე. მაგრამ თუკი იმაზე იფიქრებ, როგორ იმოქმე-
დებს კინო ადამიანებზე, ვინმეს რამეს დაუშავებს თუ არა, მაშინ ფილ-
მების გადაღება უნდა შეწყვიტო. უბრალოდ, იღებ ფილმს, რადგან ეს
საქმე გიყვარს და რა მოჰყვება მას, წინასწარ ვერ გაიგებ.

16
იდეა

იდეა ფიქრია და ის გაცილებით მეტს იტევს, ვიდრე მისი გაჩენის


მომენტში გგონია. იმ პირველ წამს რაღაც ნათდება. კომიქსებში ხატა-
ვენ ხოლმე ― თუ პერსონაჟმა რაღაც გაიფიქრა, ანთებული ნათურა
ჩნდება. ცხოვრებაშიც ასეა.
რა არაჩვეულებრივი იქნებოდა, მთელი ფილმი ერთბაშად იბადე-
ბოდეს, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ფრაგმენტებად მოდის. პირველი
ფრაგმენტი როზეტის ქვას ჰგავს ― თავსატეხის ის ნაწილია, რომელ-
საც დანარჩენი ფრაგმენტებისკენ მივყავარ, ის არის ნაწილი, რომე-
ლიც იმედითა და მოლოდინით მავსებს.
„ლურჯ ხავერდში“ ასეთი იყო წითელი ტუჩები, მწვანე მდელოები
და სიმღერა „ლურჯი ხავერდი“, ბობი ვინტონის ვერსია. მერე წამოვი-
და მინდორში დაგდებული ყური და მორჩა.
ასე რომ, ჯერ გიყვარდება იდეა ― მისი სულ პაწაწინა ნაწილი. რო-
გორც კი მას მოიხელთებ, დროთა განმავლობაში დანარჩენიც ჩნდება.

17
სურვილი

იდეის მოხელთების სურვილი სატყუარას ჰგავს, თევზაობისას რომ


იყენებ. თევზაობას მოთმინება სჭირდება. წამოაცვამ სატყუარას ან-
კესზე და იცდი. სურვილი სატყუარაა, რომელიც თევზებს შენკენ ექაჩე-
ბა ― იზიდავს იდეებს.
კარგი ისაა, რომ როცა საყვარელ თევზს მოიხელთებ, რაოდენ პა-
ტარაც უნდა იყოს ის ― სრულყოფილი იდეის პატარა ფრაგმენტი ―
სხვა თევზებს მაინც მოიყვანს. ანკესს სხვებიც წამოეგებიან და მორჩა,
დაიძრა იდეა ― ნელ-ნელა სულ უფრო მეტი ნაწილი გამოჩნდება და
ბოლოს დასრულებულ სახეს მიიღებს. მაგრამ ყველაფერი მხოლოდ
სურვილით იწყება.

18
ცნობიერება

მედიტაციით ადამიანი უერთდება უსაზღვროებას. უსაზღვროების


შემცნობი დაიმკვიდრებს ბედნიერებას. მცირეში ბედნიერება არ არის.
უპანიშადები

პატარა თევზები ზედაპირზე სრიალებენ, დიდები ― სიღრმეში


არიან. თუ გააფართოვებ აუზს, სადაც თევზაობ ― მაშასადამე, თუ ცნო-
ბიერს გააფართოებ ― უფრო და უფრო მოზრდილ თევზებს დაიჭერ.
აი, როგორ ხდება ეს: თითოეულ ადამიანში არის სუფთა, სიცოც-
ხლით მფეთქავი ცნობიერების ოკეანე. როცა ტრანსცენდენტური მედი-
ტაციის საზღვარს გადააბიჯებ, სწორედ ამ წმინდა ცნობიერების ოკეა-
ნეში ეშვები. პირდაპირ ეხეთქები წყალს და ეს ნეტარებაა. შეგიძლია
აჰყვე მოძრაობას და იტივტივო ამ ნეტარებაში. რაც უფრო შეიგრძნობ
წმინდა ცნობიერებას, მით უფრო ცოცხლდება და ფართოვდება ის. უფ-
რო იშლება და იზრდება. თუ გოლფის ბურთისხელა ცნობიერება გაქვს,
წიგნის კითხვისას, გოლფის ბურთის ზომის ახალი ცოდნა შემოვა შენ-
ში, ხოლო ფანჯრიდან გახედვისას ― გოლფის ბურთისხელა შემეცნე-
ბა; დილას, გაღვიძებისას ― გოლფის ბურთისხელა სიფხიზლით გაიღ-
ვიძებ და მთელი დღის განმავლობაშიც, შინაგანი ბედნიერება გოლ-
ფის ბურთის ზომას არასდროს გასცდება. მაგრამ როცა შეძლებ, ცნო-
ბიერება გააფართოვო, გაზარდო, იმავე წიგნის წაკითხვისას, უფრო
მეტს გაიგებ; იმავე ფანჯრიდან გახედვისას, უფრო მეტს დაინახავ და
აღიქვამ; დილას გაღვიძებისას, უფრო ფხიზლად იქნები. და დღის გან-
მავლობაშიც უფრო მეტ შინაგან ბედნიერებას იგრძნობ.
იდეებს სიღრმეში მოიხელთებენ ხოლმე. იქ შემოქმედებითი ნაკა-
დები მეტად მძლავრია. მათი წყალობით, ცხოვრება დიდებულ თავგა-
დასავალს ემსგავსება.

19
იდეის გარდასახვა

ჩემთვის თითოეული ფილმი და პროექტი ექსპერიმენტია. როგორ


თარგმნი იდეას? როგორ განავითარებ ისე, რომ საწყისი ფორმიდან
ფილმად იქცეს? ან, თუნდაც, სკამად? გაქვს იდეა, რომელსაც ხედავ,
გრძნობ, რომლისაც გესმის და რომელიც იცი. ახლა კი, წარმოვიდგი-
ნოთ, რომ იწყებ ხის ნაჭერზე მუშაობას ― ჭრი მას, მაგრამ საქმე კარ-
გად არ მიდის. გონებას უფრო ძაბავ, რომ ახალი ფიქრი გაჩნდეს და
მუშაობაც იქიდან გააგრძელო. ახლა უკვე მოქმედებ და თან შედეგზე
რეაგირებ. ამიტომაც ვეძახი ამ პროცესს ექსპერიმენტს ― ცდებს ატა-
რებ, თავდაპირველი იდეა ზუსტად რომ გადმოსცე.
მედიტაციის დროს, ტალღა ძლიერდება. ქმედება და რეაქცია
ჩქარდება. იდეა აქ ჩნდება, მერე სხვაგან გექაჩება, მერე კიდევ სხვა-
გან გადაყავხარ. საცეკვაო იმპროვიზაციას ჰგავს. და შენც მთელი ძა-
ლით მიჰყვები, მაქსიმალურ სისწრაფეს კრეფ.
თან, თავს ძალას არ ატან და არც არავის ეპრანჭები. ეს მოძრაობა
განწყობის ასამაღლებელ პროგრამებს არ ჰგავს, როდესაც გეუბნები-
ან: „შეჩერდი და შეიგრძენი ვარდის სურნელი, შენი ცხოვრება გაუმჯო-
ბესდება“. არა, ეს ტალღა შიგნიდან მოდის. ის ძალიან დიდ სიღრმეზე
უნდა წარმოიშვას და თანდათან გაიზარდოს. მერე მართლა გარდაი-
სახება ყველაფერი.
ასე რომ, გადალახეთ ზღვარი, შეიგრძენით საკუთარი თავი ― გა-
მოღვიძებული ცნობიერება ― და ნახეთ, რა მოხდეს მერე.

20
ლოს ანჯელესი

ლოს ანჯელესში ფილადელფიიდან ჩავედი, სადაც მანამდე ხუთ


წელიწადს ვცხოვრობდი და ხელოვნების სკოლაში ვსწავლობდი. ფი-
ლადელფიას „ძმური სიყვარულის ქალაქს“ ეძახიან, მაგრამ როცა მე
იქ ვცხოვრობდი, იქაურობა ნამდვილი ჯოჯოხეთის კარი იყო, რომელ
სიყვარულზეა საერთოდ ლაპარაკი...
ლოს ანჯელესში რომ ჩავედი, ღამე იყო, ამიტომ შუქი დავინახე
მხოლოდ მეორე დილას, როცა ჩემი პატარა ბინიდან სან ვისენტეს
ბულვარზე გამოვედი. დავინახე და სული ამიჩქროლდა. იღბლიანი
ვარ, დღემდე ამ სინათლეში რომ ვცხოვრობ.
მიყვარს ლოს ანჯელესი. ვიცი, ბევრი ადამიანი ჩადის იქ და უზარ-
მაზარი ერთფეროვნების მეტს ვერაფერს ამჩნევს. მაგრამ ცოტა მეტ-
ხანს როცა რჩები, ხვდები, რომ ქალაქის თითოეულ კუთხეს თავისი ხა-
სიათი აქვს. ოქროს ხანის კინო კვლავაც ცოცხლობს იქ, ღამით გაფურ-
ჩქნული ჟასმინების სურნელსა და უმშვენიერეს ამინდში. სინათლეც
შთაგონებას აღვივებს და ენერგიით გავსებს. სმოგშიც კი მაინც რაღაც
განსხვავებულია ― თვალს არ მოგჭრის უხეშად, მაგრამ მაინც ნათელი
და რბილია. მისი შემხედვარე, ვიჯერებ ხოლმე, რომ ყველაფერი შე-
საძლებელია და ყველა შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. არ ვი-
ცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ აქაური სინათლე სულ სხვანაირია. მაგა-
ლითად, ფილადელფიაში განათება ზაფხულის დღეებშიც კი ვერ მოვა
ახლოს ლოს ანჯელესის სიკაშკაშესთან. თავიდანვე, სინათლე იყო ის,
რამაც ხალხი ლოს ანჯელესში ჩაიყვანა ფილმების გადასაღებად. და
ახლაც მშვენიერი ადგილია.

21
საშლელთავა

საშლელთავა ჩემი ყველაზე რელიგიური კინოა. არავის ესმის, რა-


ტომ, მაგრამ ასეა.
„საშლელთავას“ იდეა რაღაც უცნაურად ვითარდებოდა, ოღონდ
არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ის. ვეძებდი გასაღებს, რათა ამეხსნა, რა ში-
ნაარსი იკითხებოდა ამ სცენებში. რა თქმა უნდა, რაღაცას ვხვდებოდი,
მაგრამ ბოლომდე არ ვიცოდი, მაინც რა იყო ის, რაც ყველაფერს ერ-
თად კრავდა. გამიჭირდა გამოცნობა. კარგა ხანს ვიტანჯე. ბიბლია
გადმოვიღე და კითხვას შევყევი. ერთ დღესაც, ერთი ისეთი ფრაზა შემ-
ხვდა, რომ ბიბლია დავხურე ― ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ასე იყო. მხო-
ლოდ ამის მერე აღვიქვი ყველაფერი მთლიანობაში. და რაც გამოვი-
და, ასი პროცენტით გადმოსცემდა ნაპოვნ იდეას.
ოღონდ, არა მგონია, ოდესმე გავთქვა ფრაზა, რომელიც მაშინ ბიბ-
ლიაში ამოვიკითხე.

22
ცხოვრების ტემპი

ორმოცდაათი წლის წინ ხალხი ამბობდა: „ყველაფერი ჩქარდება“.


ოცი წლის წინათაც იმავეს ამბობდნენ: „ყველაფერი ჩქარდება“. ყო-
ველთვის ასე ჩანდა და ახლა კიდევ უფრო მეტად ჩანს ასე. სიგიჟეა.
როცა ხშირად უყურებ ტელევიზორს და ჟურნალებსაც ხშირად კითხუ-
ლობ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ცხოვრებამ გვერდზე ჩაგიარა.
„საშლელთავაზე“ რომ ვმუშაობდი, და ის ხუთ წელიწადს ვერ და-
ვასრულე, ვფიქრობდი, რომ მოვკვდი. ვფიქრობდი, რომ სანამ დავას-
რულებდი ფილმს, გარესამყაროში ყველაფერი შეცვლილი დამხვდე-
ბოდა. ჩემს თავს ვუთხარი: აგერ, ვარ აქ, გამოკეტილი ამ სამყაროში.
ვერც ვამთავრებ. თითქოს, ცხოვრებამ უკან მომიტოვა, მუსიკას აღარ
ვუსმენ, ტელევიზორს ისედაც არ ვუყურებდი. სურვილი აღარ მქონდა,
რამე გამეგო გარშემო მომხდარი ამბების შესახებ, რადგან ამ ამბების
მოსმენა გარდაცვალებას ჰგავდა.
ერთხანს ისიც ვიფიქრე, პერსონაჟ ჰენრის პატარა ფიგურას გავაკე-
თებ, რვა ინჩი სიმაღლისას, მერე პატარა გადასაღებ მოედანსაც ავაწ-
ყობ მუყაოსგან და სტოპ-მოუშენით ავამოძრავებ მას, ასე მივიყვან
ფილმს დასასრულამდე-მეთქი. ეს იყო ერთადერთი გზა, რაც მომაფიქ-
რდა დასამთავრებლად, რადგან საერთოდ აღარ მქონდა ფული. მერე
კი, ერთ ღამეს, ჩემმა ძმამ და მამაჩემმა ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახ-
ში დამსვეს. ჩემს ძმას მამაჩემივით პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს
განვითარებული. დამსვეს და გამესაუბრნენ. და გულიც ძალიან მატკი-
ნეს ― მითხრეს, სამსახური იშოვე და დაივიწყე „საშლელთავაო“. პა-
ტარა გოგონა მყავდა და ვალდებული ვიყავი, სამსახური დამეწყო.
და დავიწყე კიდეც: „უოლ სტრიტ ჯორნალს“ ვარიგებდი, რისთვი-
საც კვირაში 50 დოლარს მიხდიდნენ. იმდენის გადანახვას ვახერხებ-
დი, ერთი სცენის გადაღებას მაინც რომ ჰყოფნოდა. როგორც იქნა, ბო-
ლოსდაბოლოს, დავასრულე ფილმი.
და მედიტირებაც დავიწყე. ჯეკ ნანსი ― მსახიობი, რომელიც ჰენ-
რის როლს თამაშობდა, სამ წელიწადს მელოდებოდა, სამ წელიწადს
ინახავდა ცოცხლად თავისი გმირის იდეას, არ ივიწყებდა მას. ერთი

23
სცენაა, რომელშიც ჯეკის პერსონაჟი კარის ერთ მხარეს დგას და მხო-
ლოდ წელიწადნახევრის მერე მოვახერხეთ, გადაგვეღო, როგორ გად-
მოდის ზღურბლზე. იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ მოხდა ასე? როგორ
გაძლო ამდენ ხანს ამ ყველაფერმა? ფაქტია, ჯეკმა მოიცადა და პერ-
სონაჟი არ დაკარგა.
გამოთქმაა ასეთი: „უყურე დონატს და არა რგოლში მოქცეულ სიცა-
რიელეს“. ჰოდა, თუ მართლა არ მოაშორებ დონატს თვალს და საქმეს
ასე გულდასმით გააკეთებ, ამ საქმის მართვის გარდა, სხვას ვეღარა-
ფერს შეძლებ. ყველაფერ სხვას, რაც მიღმა, შენს გარეთაა, ვერ მარ-
თავ. სამაგიეროდ, შიგნით, საკუთარ თავს ჩაუღრმავდები თუ არა, შე-
უძლებელს შეძლებ.
არც სამყარო ჩაგივლის გვერდით. იმის გარანტიას ვერავინ მოგ-
ცემს, რომ მედიტაცია და „უოლ სტრიტ ჯორნალის“ დარიგება წარმა-
ტებისკენ მიმავალი გზაა. თუმცა, მკაფიო ხედვითა და მედიტაციით ―
შენს გარშემო მოვლენები უცვლელადაც რომ დარჩეს ― მიაღწევ იმ-
დენს, რომ ამ მოვლენებზე შენი რეაქცია მთლიანად შეიცვლება, საგ-
რძნობლად გაუმჯობესდება.

24
იოგები

როცა პირველად დავაკვირდი ინდოეთის ტყეებში ფეხგადაჯვარე-


დინებული იოგების ფოტოებს, რაღაცატომ მომინდა, კიდევ ერთხელ
შემეხედა მათთვის. სახეებს დავაკვირდი. ეს არ იყო იმ ადამიანის სა-
ხე, რომელიც დროს ფლანგავს. ეს იყო იმ ადამიანის სახე, რომელსაც
აქვს რაღაც, რაც არა მხოლოდ მინდოდა, რომ მქონოდა, არამედ მის
შესახებ არაფერი ვიცოდი. მიზიდავდა ეს რაღაც. ძალისა და ღირსების
დიდ კონცენტრაციას ვამჩნევდი და სრულიად გამქრალ შიშს. ბევრ სა-
ხეზე ვხედავდი უდარდელობას, სიყვარულს, ძალას, ღონეს. ამან მა-
ფიქრებინა სწორედ, რომ გასხივოსნება რეალურად არსებობს, თუმცა
ჯერჯერობით ჩემთვის მიუწვდომელია. დავასკვენი, რომ ერთადერთი
ცდა არსებობს მის მისაღწევად ― ჩაყვინთო საკუთარ თავში და ნახო,
რა გაიხსნება. რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ გასხივოსნება შეუძლებე-
ლია ლოს ანჯელესში ზედაპირზე ცხოვრებით.

25
„ბობის დიდი ძმა“

1970-იანი წლების შუახანებიდან 1980-იანების დასაწყისადმე თით-


ქმის ყოველდღე დავდიოდი რესტორანში „ბობის დიდი ძმა“. ავიღებ-
დი მილკ შეიკს, დავჯდებოდი და ვფიქრობდი. დაცულობის უცნაური
შეგრძნება ახლავს თან სასადილოში ფიქრს. შეგიძლია თან ყავა სვა,
ან მილკშეიკი, თან გონებით უცნაურ, შავბნელ ადგილებში იმოგზაურო
და თან ყოველთვის დაბრუნდე სასადილოს დაცულ, უსაფრთხო კედ-
ლებში.

26
სამყაროში ყველაზე ავი ძაღლი

ეს კომიქსი „საშლელთავაზე“ მუშაობისას გაჩნდა. პატარა ძაღლი


დავხატე. გაავებული სახე ჰქონდა. დაჟინებით ვუცქერდი და ვფიქ-
რობდი მასზე. ვცდილობდი, გამეგო, რამ გააბრაზა. მერე კი გავაკეთე
ოთხნაწილიანი კომიქსი ძაღლზე, რომელიც სულ ერთსა და იმავე ად-
გილას იყო ― სამი კადრი დღეს ასახავდა, ერთი ― ღამეს. ანუ დროის
მსვლელობა იგრძნობოდა კომიქსში, მაგრამ ძაღლი მაინც გაუნძრევ-
ლად იდგა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძაღლის გაბრაზებას გარემო
იწვევს ― ის, რაც გარშემო ხდება. ძაღლს ესმის სახლიდან გამომავა-
ლი ხმები. ესმის, რა ხდება ღობის იქითა მხარეს, ანდა გრძნობს, რომ
ამინდი იცვლება.
მერე თანდათან ვკონცენტრირდი მხოლოდ იმაზე, თუ რა ხმები ეს-
მის სახლიდან ძაღლს. და ეს უკვე საინტერესო კონცეპტად მეჩვენა.
წარმოვიდგინე, რომ დავხატავდი ბუშტებს და შიგნით ჩავწერდი დი-
ალოგებს, რომლებიც გარეთ მყოფ ძაღლს შიგნიდან ესმის. და ბუშტებ-
ში ჩაწერილი ტექსტი შეიძლება ყოფილიყო სასაცილო.
გაზეთმა ლ.ა.ჭეეკლყ-მ მოისურვა დაბეჭდვა. და მთელ ცხრა წელი-
წადს ბეჭდავდნენ მერე. ეს მასალა ბალტიმორე შუნ-მაც გამოაქვეყნა.
ყოველ ორშაბათს, უნდა მომეფიქრებინა ახალი რამ. მერე ვრეკავდი
და ვეუბნებოდი. ასოების მოყვანილობას ყოველთვის მე არ ვარჩევდი,
არადა ზოგჯერ არ მომწონდა, როგორც ბეჭდავდნენ, ამიტომ ბოლოს-
კენ ამის კეთებაც განვაახლე.
რედაქტორი, რომელმაც კომიქსის ბეჭდვა დაიწყო, მერე სხვა რე-
დაქციაში გადავიდა სამუშაოდ და ახალი რედაქტორები მოვიდნენ. ამ
ცხრა წლის დასასრულს კი, გაზეთში კვლავაც ის რედაქტორი დაბრუნ-
და, ვინც კომიქსის ბეჭდვა დაიწყო და მთხოვა, აღარ გამეგრძელები-
ნა. კომიქსმა თავისი თავი ამოწურა.

27
მუსიკა

ერთ დღეს, „ადამიანი-სპილოზე“ მუშაობისას, რადიო მქონდა ჩარ-


თული, როცა სემიუელ ბარბერის ადაჟიო სიმებიანი საკრავებისთვის
მოვისმინე. წამსვე შემიყვარდა ეს ნაწარმოები და ფილმის ბოლო სცე-
ნისთვის ჩავიფიქრე. პროდიუსერ, ჯონათან სანგერს ჩანაწერის შოვნა
ვთხოვე, ის კი ცხრა სხვადასხვა ჩანაწერით დაბრუნდა. ცხრავეს მო-
ვუსმინე და ბოლოს ვუთხარი: „აქედან არც ერთი არაა ის, რაც მე მინ-
დოდა“, რადგან არც ერთი არ ემთხვეოდა. წავიდა და კიდევ მომიტა-
ნა. როგორც იყო, მოვისმინე ანდრე პრევინის ვერსია და ვუთხარი: „აი,
ესაა“. ცხადია, ნაწარმოები იგივე იყო, იმავე ნოტებისგან შედგებოდა,
რისგანაც სხვა დანარჩენები, მაგრამ აქ პრევინის შესრულება იყო მთა-
ვარი.
მუსიკა უნდა შეერწყას გამოსახულებას და კიდევ უფრო უნდა შეავ-
სოს, ინტენსიური გახადოს ის. ყველანაირ მუსიკას ვერ შეაგდებ ფილ-
მში იმ იმედით, რომ გაამართლებს, თუნდაც შენს ყველაზე საყვარელ
სიმღერაზე იყოს ლაპარაკი.
მუსიკალურ ნაწარმოებს შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო სცე-
ნასთან. მაგრამ როცა მოუხდება, ამას თავად იგრძნობ. სცენა თითქოს
ამეტყველდება, გაცოცხლდება. „მთლიანობა უფრო მეტია, ვიდრე ნა-
წილაკების ერთობლიობა“ ― ასეთი რამ მოხდება დაახლოებით.

28
ინტუიცია

იცანი ის, რისი ცოდნითაც ყველაფერს სწავლობ.


უპანიშადები

ცხოვრება გაურკვევლობებითაა სავსე და ერთადერთი, ალღო


გვეხმარება, რომ თავი და ბოლო გავუგოთ მას. ალღო გზის დანახვაა,
გამოსავლის დანახვაა. ესაა მდგომარეობა, როცა ემოციები და ინტე-
ლექტი მხარდამხარ მოქმედებენ. ის საბაზისო უნარია რეჟისორის-
თვის.
რა უნდა მოიმოქმედო იმისთვის, რომ მიხვდე, ეს ისაა? რომ იმავე
განცდას იწვევს, რაც თავიდან გაჩნდა? საშუალებები ყველას ერთნაი-
რი აქვს: კამერა და კასეტები, ცხოვრება და მსახიობები. თუმცა, ამ
ფრაგმენტების შეერთების გზები განსხვავდება. სწორედ აქ ერთვება
ალღო.
მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ალღოს გავარჯიშება და გაზრდა მე-
დიტაციის, საკუთარ მეში ჩაყვინთვის გზით შეიძლება. ჩვენში ხომ ცნო-
ბიერის მთელი ოკეანეა და ესაა გამოსავლებით სავსე ოკეანე. როცა
ჩაყვინთავ ოკეანეში, საკუთარ ცნობიერში, ამით აფხიზლებ მას. ჩაყ-
ვინთვის მომენტში კონკრეტულ გადაწყვეტას არ ეძებ; მიზანი ცნობიე-
რების ოკეანის გამოფხიზლებაა. შედეგად ალღო მძაფრდება და
პრობლემების გადაჭრის გზაც ჩნდება. ამ დროს ისიც კარგად იცი, სად
დაუშვი შეცდომა და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. უნარებიც
იხვეწება და საერთოდ, პროცესი უფრო დაუბრკოლებლად, მშვიდო-
ბიანად მიდის.

29
ერთიანი ველი

ცნობიერების ერთიანი უძირო ოკეანე სინათლედ, წყლად და ნივ-


თიერებად გარდაიქმნა, ხოლო ეს სამი შემდეგ გამრავლდა. ასე შეიქ-
მნა სამყარო, როგორც ცნობიერების უსაზღვრო ოკეანე, რომელიც და-
უსრულებლად ფართოვდება, დაუსრულებლად იფურჩქნება საკუთარ
თავში.
უპანიშადები

წმინდა ცნობიერების ოკეანეს, რომელზეც მაჰარიში მაჰეშ იოგი სა-


უბრობს, თანამედროვე მეცნიერებაში ერთიან ველსაც უწოდებენ.
როცა მაჰარიში 1959 წელს პირველად ჩავიდა შტატებში, კვანტურ
ფიზიკაში ერთიანი ველი ჯერ კიდევ არ აღმოეჩინათ. ამიტომ ადამია-
ნები ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ პროცესს: „კარგი რა, სიცრუეა ეგ
ყველაფერი, ეგენი ეძებენ ველს, რომელიც ყველას და ყველაფრის სა-
ფუძველშია და ყველას და ყველაფერს აერთიანებს, მაგრამ სინამდვი-
ლეში ასეთი ველი არ არსებობს. არავის უნახავს, არავინ იცის“. თუმცა,
დაახლოებით 30 წლის წინ, კვანტურმა ფიზიკოსებმა ველს მართლაც
მიაგნეს და მიაგნეს საქმის არსში, საფუძველში სულ უფრო ღრმად ჩას-
ვლის გზით და ერთ დღესაც თვალწინ გადაეშალათ ის. სწორედ ამის
მერე თქვეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორიც დოქტორი ჯონ ჰაგელი-
ნია, რომ ნებისმიერი პატარა რამ, ზოგადად ნებისმიერი რამ, ამ ველი-
დან ამოიზრდება.
ასე გაერთიანდა თანამედროვე და ძველი მეცნიერება.
ვედური მეცნიერება ― იგივე ცნობიერების მეცნიერება ― ბუნების
კანონებს სწავლობს, სამყაროს წყობას იკვლევს, აკვირდება, როგორ
იწყება, როგორ ფართოვდება ის. ვედურ მეცნიერებაში ამ წმინდა ცნო-
ბიერების ოკეანეს ატმა, შინაგანი მე ჰქვია. „შეიცან თავი შენი“. კი, მაგ-
რამ როგორ? საკუთარ თავს სარკეში ყურებით ვერ სწავლობ. ვერც ჩა-
მოჯდომით და საუბრის გაბმით. არადა, იცი, იქაა, სხეულს შიგნით,
სიღრმეში.

30
ტრანსცენდენტური მედიტაცია უბრალო და იოლი საშუალებაა,
რომელიც ძალდატანების გარეშე შეგაძლებინებს საკუთარ თავს ჩაუღ-
რმავდე, გონებისა და ინტელექტის უფრო შეფარულ დონეებს ჩაუკვირ-
დე და ამ წმინდა ცნობიერების ოკეანეში ― ამ ერთიან ველში ― ამ „მე-
ში“ შეაბიჯო. ეს არ ნიშნავს რაღაცის ინტელექტის ძალით გაგებას, აქ
მთავარი ფხიზელი ცნობიერების გამოცდილებაში გატარებაა. შენ
აცოცხლებ მას, ხსნი და აფართოებ აზროვნებას. და ამ ზრდის საბო-
ლოო შედეგს ეძახიან გასხივოსნებას, რაც არის ჩვენთვის, ყველას-
თვის პოტენციალის სრულად გამოვლენა.

31
მეოთხე მდგომარეობა

ბევრ ადამიანს გამოუცდია ტრანსცენდენტური გადასვლის მდგო-


მარეობა ისე, რომ ვერც კი ხვდება ამას. ესაა გამოცდილება, რომელიც
ადამიანმა შეიძლება დაძინებამდე რამდენიმე ხნით ადრე განიცა-
დოს. იმ მომენტში, როცა ჯერ კიდევ გღვიძავს, მაგრამ თან მსუბუქ ვარ-
დნას განიცდი, შეიძლება თვალი მოკრა მოთეთრო შუქსაც და ნეტარე-
ბის ოდნავი მოზღვავებაც იგრძნო. ასეთ დროს შეიძლება აღმოგხდეს:
„ჩემი კაიი!“ როცა ცნობიერების ერთი მდგომარეობიდან მეორეში გა-
დადიხარ, მაგალითად, როცა გადადიხარ ღვიძილიდან ძილში, გარ-
დამავალ მომენტს გადიხარ და სწორედ იმ მომენტში შეიძლება გამო-
ცადო ტრანსცენდენტური გადასვლა.
ჩემს წარმოდგენაში ესაა თეთრი ოთახი, სადაც ყვითელი, წითელი
და ლურჯი ფარდები კიდია, რომლებიც კედლების სითეთრეს ფარავს.
ფარდები ცნობიერების სამ მდგომარეობას ასახავს: ღვიძილს, ძილს
და სიზმარს. მაგრამ ფარდებს შორის მოტოვებულ გარდამავალ სიცა-
რიელეებში მოჩანს აბსოლუტის სითეთრე ― ნეტარებამდე სრულყო-
ფილი ცნობიერება. შეგიძლიათ ამ პატარა თეთრ ფრაგმენტში გამოცა-
დო ტრანსცენდენტური გადასვლა და ცნობიერების სხვა მდგომარეო-
ბაში გადახვიდე. ეს თეთრი ოთახი სულ შენთანაა, იმის მიუხედავად,
რომ ფარდები თითქმის ბოლომდე ფარავს. ამიტომ, ის მაინც ყველგა-
ნაა, აქაც, იქაც - ყველგან, სადაც შენ. ზოგჯერ სრულიად გაუაზრებ-
ლად, ანდა წესების ცოდნის გარეშე, ადამიანებს ისედაც გადაულა-
ხავთ ეს ზღვარი. ხოლო ტრანსცედენტური მედიტაციით, ცნობიერების
გაღვიძების შემდეგ ყოველთვის შეგიძლია შეიგრძნო ეს თეთრი კედე-
ლი. ეს მოხდება მაშინ, როცა დაჯდები და მედიტაციას დაიწყებ. აი,
ასეა.

32
მისვლა

მხოლოდ ატმა, პირვანდელი შემეცნების მდგომარეობა იმსახუ-


რებს, ვუცქიროთ და ვუგდოთ ყური, ვჭვრეტდეთ და ვიმეცნებდეთ.
უპანიშადები

მედიტაციის ზოგიერთი ფორმა მხოლოდ კონცენტრაციას, დაკვირ-


ვებას გულისხმობს: ისინი ზედაპირზე გტოვებენ. ასეთი მედიტაციის
დროს ტრანსცენდენტურ გადასვლას ვერ ახერხებ. ვერ მიაღწევ ცნო-
ბიერების იმ მეოთხე ფაზას და ვერც მისთვის დამახასიათებელ ნეტა-
რებას მოიპოვებ. ამას ჰქვია სწორედ ზედაპირზე დარჩენა. სარელაქ-
საციო ვარჯიშებმა შეიძლება ოდნავ ღრმად შეგიყვანოს. საოცარი შეგ-
რძნება მოდის ამ დროს, ძალიან ჰგავს იმ შეგრძნებებს, რაც მასაჟის
დროს ეუფლება ადამიანს. მაგრამ ტრანსცენდენტური გადასვლა ეს
მაინც არ არის. ტრანსცენდენტური გადასვლა თავისთავად უნიკალუ-
რი მდგომარეობაა. როცა ჩაყვინთავ, შენი „მე“ გხვდება იქ და გხვდება
ნამდვილი ბედნიერებაც. ჩადიხარ უზარმაზარ, უსაზღვრო, სუფთა
ოკეანეში და გრძნობ ნეტარებას, ფიზიკურ, ემოციურ, გონებრივ, სული-
ერ ბედნიერებას, რომელიც შენს შიგნით იზრდება და ძლიერდება. ის
ყველაფერი, რაც მანამდე გსპობდა, სუსტდება. თან რამდენი ასეთი
სტრესი და წნეხია კინობიზნესში, იმხელა არეალია შფოთის, ფორია-
ქისა და შიშისთვის. თუმცა ტრანსცენდენტური გადასვლის პროცესი
ცხოვრებას თამაშად აქცევს, ფანტასტიკურ თამაშად, როცა შემოქმე-
დებითი ენერგია ტალღებად მოდის. მთელი ოკეანეა შემოქმედებითი
ძალების და ეს იგივე შემოქმედებითი ძალაა, რომელიც ყველაფრის
ქმნას უდევს საფუძვლად. ეს ჩვენ ვართ. და რატომაა ეს ყველაფერი
ასე ადვილი? იმიტომ, რომ გონებას აქვს ასეთი თვისება: გონებას
სურს, დიდი ბედნიერება შეიგრძნოს, ბედნიერების უსაზღვრო მინ-
დვრებზე იფარფატოს. ბუნებრივად სურს ასე. და რაც უფრო ღრმად
ჩახვალ, მით უფრო მეტად იზრდება ეს შეგრძნება, სანამ ასპროცენტი-
ან, სრულყოფილ ნეტარებას არ მიაღწევ. ტრანსცენდენტური მედიტა-

33
ცია საშუალებაა, რომელსაც იქ ჩაყავხარ, ყველაფერი კი სუფთა და ბო-
ლომდე გახსნილი ცნობიერების ოკეანეში ჩასვლით იწყება.

34
თანამედროვე მეცნიერება და ძველი მეცნიერე-
ბა

მეცნიერულად, სულ უფრო მეტი საფუძველი ჩნდება იმის დასაჯე-


რებლად, რომ ტრანსცენდენტური გადასვლის პროცესი ნამდვილად
არსებობს და რომ, შესაბამისად, ნამდვილია მისი სასარგებლო მხარე-
ებიც. ელექტროენცეფალოგრამის საშუალებით ტვინის კვლევის
დროს, დასტურდება, რომ ადამიანი ტრანსცენდენტური გადასვლის
პროცესს შეიძლება სწორედ იმ წუთებში გადიოდეს; რომ ადამიანი იმ
წუთებში ცნობიერების მეოთხე მდგომარეობას განიცდის. ნეირომეცნი-
ერ ფრედ ტრევისთან ერთად მოგზაურობისას, ეს საკუთარი თვალით
მინახავს.
მუსიკის წერისას, ტვინის ერთ ნაწილს იყენებ, ლაპარაკისას ―
სხვას. სიმღერის დროს დატვირთვა ტვინის სრულიად სხვა ნაწილზე
გადადის, ხოლო მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას ― კიდევ
სხვაზე. მაგრამ ტრანსცენდენტური გადასვლის პროცესში ტვინის ყვე-
ლა ნაწილია ჩართული. და ტრანსცენდენტური გადასვლის პროცესში
მიღებული გამოცდილება ნებისმიერ სხვა საქმეში გადაგაქვს ― მათე-
მატიკაშიც, სიმღერაშიც და ნებისმიერ საქმეში, რასაც აკეთებ, რადგან
შენს ტვინში უკვე გაჩნდა ჰარმონიული კავშირები, რომელიც ნებისმი-
ერ საქმიანობაზე აისახება.
ეს ჰოლისტიკური გამოცდილებაა.
ესაა ტვინის აბსოლუტური ამუშავება. და რაც დრო გადის, რაც უფ-
რო მეტად შედიხარ ერთიან ველზე, მით უფრო მეტად იქცევა ის მუდ-
მივ მდგომარეობად, მით უფრო იზრდება ცნობიერება. ერთ ღამეში,
ცხადია, არაფერი იცვლება, მაგრამ თანდათანობით, ყოველდღიურად
ხდება ცვლილებები. ვედური მეცნიერება ყოველთვის ამტკიცებდა,
რომ ასეთი ველი არსებობს და მასთან ზიარება ყოველთვის შეიძლება.
ახლა კი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯით იმავეს ამტკიცებს თანა-
მედროვე მეცნიერებაც.

35
ნებისმიერ დროს და ადგილზე

მედიტაცია ყველგან შეგიძლია. აეროპორტშიც, სამსახურშიც,


ყველგან, სადაც აღმოჩნდები. როგორც წესი, მე დილაობით, საუზმემ-
დე ვმედიტირებ, შემდეგ საღამოს, სადილამდე. გადაღებების დროს,
წასვლამდე და მერე ― შუადღისას, წახემსების დროს ვაკეთებ მედი-
ტაციას. თუ მედიტაციის გარეშე ყოფნა გამიგრძელდა, გადაღებების
შემდეგ ვმედიტირებ. ისეთ ადგილებშიც ვყოფილვარ, სადაც მედიტა-
ციას ჩემ გარდა სხვა არავინ აკეთებდა, მაგრამ მაინც გავოცებულვარ
― ადამიანებს თითქოს მაინც მოსწონებიათ ჩემი მედიტაციის პროცე-
სი. მშვიდ ოთახს ვთხოვდი მათ და მაშინვე დაფაცურებულან: „რა თქმა
უნდა, ახლავე გიპოვნით მშვიდ ადგილს, სადაც არავინ შეგიშლით
ხელს“. ასე ხშირად გამიკეთებია. ისედაც იმდენ დროს ვკარგავთ სხვა
რამეებზე. როცა შენი ცხოვრების წესს მედიტაციასაც დაამატებ და რუ-
ტინად აქცევ, ბუნებრივ ჩვევადაც კი გარდაიქმნება.

36
შენი ნამდვილი „მე“

მედიტაციას ასე ჩვევია: რაც უფრო მეტს მედიტირებ, მით მეტად ემ-
სგავსები იმას, ვინც ხარ ― მით უფრო ახლოს შეიცნობ ნამდვილ შინა-
გან „მე“-ს.

37
საბოლოო მონტაჟი

მიყვარს ფრანგები. მსოფლიოში ყველაზე მეტად კინო მათ უყვართ


და ისინი ზრუნავენ მასზე. მართლა ზრუნავენ რეჟისორებსა და მათ უფ-
ლებებზე, მართლა სჯერათ ფილმის სარეჟისორო ბოლო ვერსიის. გა-
მიმართლა, რომ მიმუშავია რამდენიმე ფრანგულ კომპანიასთან, რომ-
ლებზეც შემიძლია ვთქვა, რომ ყოველნაირად ხელს მიწყობდნენ.
მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო. „დიუნაზე“ მუშაობისას, სარეჟი-
სორო ბოლო ვერსია არ მქონია. ამიტომ ვდარდობდი, ვდარდობდი ძა-
ლიან. გული მწყდებოდა ― მეგონა, რომ რაღაც გავყიდე, გავასხვისე
და თან, ფილმი კინოთეატრებში პოპულარობის მხრივაც წარუმატებე-
ლი აღმოჩნდა. სხვა რამეა, როცა რაღაც ისეთს აკეთებ, რისიც გჯერა,
მაგრამ მარცხდები ― ამ დროს შეგიძლია საკუთარი თავი მიიღო და
ცხოვრება გააგრძელო. მაგრამ თუ იმას აკეთებ, რისიც არ გწამს და
მარცხდები, ორმაგად კვდები. უსაზღვროდ მტკივნეული და სევდიანი
რამ არის ეს.
აბსურდულია, როცა რეჟისორებს არ შეუძლიათ ფილმები ისე გადა-
იღონ, როგორც თავად სურთ. მაგრამ ამ ბიზნესში ასეთი რამეც ხშირად
ხდება.
კინოში მხატვრობიდან მოვედი. მხატვარს ასეთი საზრუნავი არ
აქვს. მხატვარი ნახატს ხატავს. არავინ მოდის ჭკუის სასწავლებლად
და არავინ ეუბნება მას: „ეგ ლურჯი ფერი უნდა შეცვალო“. სისულელეა,
იფიქრო, რომ ფილმი უკეთესი გახდება, თუკი მასზე მუშაობის პროცეს-
ში სხვა ვინმე ჩაერევა. თუ ფილმის გადაღების უფლებას გაძლევენ, მა-
შინ იმის უფლებაც უნდა მოგცენ, რომ ყველაფერი საკუთარი სურვი-
ლის მიხედვით გააკეთო. რეჟისორმა თავად უნდა გადაწყვიტოს თი-
თოეული წვრილმანი, თითოეული სიტყვა, ხმა და საერთოდ ყველაფე-
რი, რაც ფილმზე მუშაობისას წამოიჭრება ხოლმე. სხვაგვარად ფილმი
ვერ გამთლიანდება. შეიძლება საბოლოოდ არაფრად ვარგოდეს, ნა-
გავი გამოვიდეს, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რომ ყველაფერზე პა-
სუხისმგებელი თვითონ ხარ.

38
ასე რომ, „დიუნა“ ჩემთვის დიდი დამარცხება იყო. ვიცოდი, ვცდე-
ბოდი, როცა ვთანხმდებოდი, საბოლოო მონტაჟს არ გავაკეთებ-მეთქი.
მაინც იმედი მქონდა, რომ ისედაც გამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
საბოლოოდ, ის ვერ მივიღე, რაც მინდოდა და ჩემი დადარდიანების
მიზეზიც ეს გახდა. მაგრამ არის ერთი რამ: როცა მედიტაციას იწყებ და
შინაგანი სამყარო ნეტარებით ნელ-ნელა ივსება და იმუხტება, ასეთი
ტკივილებიც ნაკლები სიმძაფრით შემოგიტევს ხოლმე. მერე გიჩნდება
იმის ძალა, მსგავსი დაბრკოლებები სწრაფად დაძლიო და ცხოვრების
სხვა ეტაპზე გადახვიდე. თუმცა, ისიც ხომ ვიცით, რომ სწორედ ამ ტკი-
ვილმა ბევრი ადამიანი შეიწირა. ბევრს ათქმევინა უარი ფილმის გადა-
ღებაზე.

39
თერაპია

ერთხელ ფსიქიატრთან წავედი. ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც ჩვე-


ვად მექცა, მეორდებოდა და ვიფიქრე, წავალ, გავესაუბრები ფსიქი-
ატრს-მეთქი. ოთახში შესვლისთანავე ვკითხე: „ხომ არ ფიქრობთ, რომ
ეს პროცესი რამენაირად ჩემს შემოქმედებით ენერგიას დააზიანებს?“
მან მიპასუხა: „როგორ გითხრა, დევიდ, გულწრფელად რომ ვთქვა, შე-
იძლება დააზიანოს კიდეც“. ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.

40
სიზმრები

მიყვარს სიზმრების ლოგიკა, მაგრამ თითქმის არასდროს გამჩენია


იდეა სიზმრებიდან. უფრო ხშირად იდეები მუსიკის მოსმენის დროს
მომდის, ანდა სიარულისას.
თუმცა, „ლურჯ ხავერდზე“ მუშაობისას, მართლა ძალიან გავწვალ-
დი სცენარზე. ოთხი სხვადასხვა ვერსია დავწერე, ოღონდ ვერა და ვერ
გავმართე სცენები დასასრულისკენ. არ გამოდიოდა. ერთ დღესაც,
ოფისში ვიყავი, შეხვედრა მქონდა გვერდითა ოფისში და იქ გადავდი-
ოდი. კიდევ კარგი, მდივანი შემხვდა გზაში, ფურცელი ვთხოვე, რად-
გან უცებ გამახსენდა წინა ღამით ნანახი სიზმარი. და ეს იყო, ამით
დასრულდა ჩემი წვალება ― სიზმარში ვიპოვნე სამი პატარა ნიუანსი,
რამაც ფინალის პრობლემები გადამაჭრევინა. თუმცა ასეთი რამ იმ ერ-
თადერთხელ მოხდა.

41
ანჯელო ბადალამენტი

ანჯელო ბადალამენტი „ლურჯ ხავერდზე“ მუშაობისას გავიცანი


და მას მერე ყველა ჩემი ფილმისთვის მუსიკას ის წერს. ძმასავით
მყავს. ასე ვმუშაობთ: მომწონს მის გვერდით, ფორტეპიანოს სკამზე
ჯდომა. მე ვლაპარაკობ, ანჯელო უკრავს. უკრავს ჩემს სიტყვებს. მაგ-
რამ ზოგჯერ ვერ ხვდება ხოლმე და ამ დროს დაკვრაც ცუდად გამოს-
დის. ვეუბნები: „არა, არა, არა, რა, ანჯელო“ და სიტყვებსაც ოდნავ
ვცვლი. მერე ისიც სხვაგვარად იწყებს დაკვრას. მერე ისევ ვამბობ:
„არა, არა, არა, არა, რა, ანჯელო“ და სიტყვებს კიდევ ვცვლი. და რო-
გორღაც, ამ პროცესში, ანჯელო რაღაცას იჭერს. სწორედ ამ დროს ვე-
უბნები მეც: „ეგაა!“ მერე, როცა სწორი გზა უკვე ნაპოვნი გვაქვს, საქმე-
ში თავის ჯადოქრულ ძალას რთავს. ძალიან ვხალისობთ ორივე. ჩემ
გვერდით რომ ცხოვრობდეს, მასთან ერთად ყოველდღე ასე გავერთო-
ბოდი, მაგრამ ის ნიუ ჯერსიში ცხოვრობს, მე ― ლოს ანჯელესში.

42
ხმა

ზოგჯერ მოისმენ მუსიკას და პირდაპირ ზედგამოჭრილია ეპიზო-


დისთვის, რომელიც სცენარშია აღწერილი. გადაღებების დროს, ასე
ნაპოვნ მუსიკას ხშირად ვრთავ ხოლმე და დიალოგსაც მის ფონზე ვუს-
მენ. მუსიკის მოსმენა ჩემთვის ამ დროს მტკიცებულებაა, დარწმუნებაა,
რომ ყველაფერი სწორი გეზით მიდის ― მაგალითად, რომ ტემპიც სწო-
რია და განათებაც. მოკლედ, ის მორიგი საშუალებაა იმის გადასამოწ-
მებლად, ნამდვილად მივყვები თუ არა თავდაპირველ იდეას, რომ არ
ვღალატობ მას. ასე რომ, კარგია მუსიკის ჩართვა და შემოწმება, ვარგა
თუ არა რომელიმე კონკრეტული სცენა.
ხმა უმნიშვნელოვანესი რამაა ფილმის შესაგრძნობად. ოთახში
სწორი ატმოსფეროს შექმნა, იმის ზუსტად გადმოცემა, რაც გარეთ ხდე-
ბა და დიალოგის სწორად გამართვა ძალიან ჰგავს მუსიკალურ ინ-
სტრუმენტზე დაკვრას ― სიზუსტის მიღწევამდე ექსპერიმენტები არ
წყდება. ეს, უმეტესად, ფილმის მონტაჟის მერე ხდება ხოლმე, მაგრამ
მე მაინც ხშირად ვცდილობ, შევაგროვო ის, რასაც „შეშას“ ვეძახი. ამი-
ტომაც უამრავი მასალა მაქვს, რომელსაც ვუბრუნდები ხოლმე და ვა-
მოწმებ, იქნებ ვარგა და კარგია. წამითაც რომ ჩართო მოსასმენად,
მიხვდები, გამოგადგება თუ არა.

43
მსახიობების შერჩევა

არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ძლიერია მსახიობი. მთავა-


რია, აირჩიო ის, ვინც როლს ზუსტად იხდენს.
არც კი ვუწყობ მსახიობებს ე.წ. ცივ კითხვას, ასე მგონია, ეს მათ-
თვის ტანჯვაა და ამ პროცესისგან ახალს მეც ვერაფერს ვიგებ.
თუმცა, მათთან ერთად რეპეტიციის გავლა მომწონს. ოღონდ თი-
თოეულ მსახიობთან ამ პროცესს ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამიტომ
მხოლოდ ველაპარაკები და ვაკვირდები, თვითონ როგორ ლაპარაკო-
ბენ. გონებაში ამ დროს სცენარს ვიხსენებ. ზოგიერთი მხოლოდ შუამდე
მისვლას ახერხებს და მერე ჩერდება. ზოგი ბოლომდე მიდის და მეც
ვხვდები.
„ლურჯ ხავერდზე“ მუშაობისას, კასტინგის დირექტორთან, ჯოანა
რეისთან ვთანამშრომლობდი და ყველამ ერთად დავასახელეთ დე-
ნის ჰოპერი. მაგრამ მაშინვე ყველამ იუარა: „არა, არა, დენისთან ვერ
ვიმუშავებ. ცუდ დღეშია ძალიან და პრობლემების გარდა, არაფერს
მოგვიტანს“. ავდექით და გავაგრძელეთ ხალხის ძებნა. მაგრამ ერთ
დღეს დენისის აგენტმა დარეკა და თქვა, დენისი კარგად არის, სიფ-
ხიზლის ფაზა აქვს და ერთ ფილმში უკვე ითამაშა კიდეც. თუ გსურთ,
რეჟისორსაც გაესაუბრეთ გადასამოწმებლადო. მერე თვითონ დენის-
მაც დარეკა და თქვა: „მე ფრენკი უნდა ვითამაშო იმიტომ, რომ ფრენკი
მე ვარ“. ამ ნათქვამმა ამაღელვა, ოდნავ შემაშინა კიდეც.
ზოგჯერ თავიდანვე ვიცი, რომელი მსახიობი უნდა დავამტკიცო
როლზე. ერთი პერსონაჟია „მალჰოლანდ დრაივში“, რომლის შემ-
თხვევაშიც სწორედ ასე მოხდა. საღამოს რვის ნახევარი იქნებოდა, რა-
ღაცას ვკარნახობდი ჩემს ასისტენტს, მშვენიერ ქალს. უცებ სასაცი-
ლოდ ავლაპარაკდი, „მალჰოლანდ დრაივის“ კავბოივის პერსონაჟი-
ვით. ცოტაც გავაგრძელე ასე ლაპარაკი და უცებ მივხვდი, რომ ჩემი მე-
გობარი მონტი მონტგომერი შესანიშნავად შეასრულებდა ამ როლს.
არადა, მსახიობი არც არის. თან ნამდვილი მსახიობია, ძალიან კარგი
მსახიობი. ძალიან მოუხდა ამ როლს.

44
არიან მსახიობები, რომლებსაც ვუბრუნდები ხოლმე, მაგალითად,
კაილ მაკლაქლენი. მომწონს კაილი, ჩემი ალტერ ეგოა ერთგვარად.
თუმცა, დაუწერელი წესი, ცხადია, მაინც ის არის, რომ სწორი მსახიობი
შეარჩიო როლზე და სწორედ ეს არის შენი მიზანიც. ასე რომ, კაილი ჩე-
მი მეგობარია, მაგრამ როლს თუ არ უხდება, სამწუხაროდ მას ვერ მიი-
ღებს.
საინტერესოა ერთიც: როცა ვიღაცასთან მუშაობას იწყებ, მას ერთი
კონკრეტული როლისთვის ირჩევ. მერე კი, სადილზე ან რომელიმე
სხვა ვითარებაში ამ ადამიანის სხვა მხარეს აღმოაჩენ. აღმოაჩენ და
იმახსოვრებ. და მერე, როცა სხვა როლი გამოჩნდება და ამ დროს ვი-
ღაც იტყვის, ― არა, კაილი ამას თავს ვერ გაართმევს, გაგახსენდება
მისი ის თვისება, რაც ცოტა ხნით ადრე აღმოაჩინე და იტყვი: „როგორ
არა, შეძლებს“.

45
რეპეტიცია

რეპეტიციის დროს, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იწყებ. შეკრებ


მსახიობებს და ამოარჩევ იმ ეპიზოდებს, რომლებიც პერსონაჟების
განმსაზღვრელ შტრიხებს ავლენს. უბრალოდ, ატარებ რეპეტიციას და
არ აქვს მნიშვნელობა, სად ატარებ. ეს შეიძლება ნებისმიერ ადგილზე
მოხდეს.
მერე გადადიხარ საუბარზე. ზოგჯერ სხვა დიდ ვერაფერ აზრს გა-
მოიტანს ამ საუბრებიდან, მაგრამ აზრი გამოაქვს მსახიობს და გამო-
მაქვს მეც. ვგრძნობ, რომ ასე ხდება და უკვე მომდევნო რეპეტიციაზე
რაღაცები კიდევ უფრო უახლოვდება სასურველ სურათს, შემდეგზე ―
კიდევ უფრო.
პირველ ეტაპზე განსაკუთრებით ბევრს ვლაპარაკობთ. ამ დროს
ბევრი რამ შეიძლება ილაპარაკო, არცთუ იშვიათად უცნაურობები და
სიბრიყვეებიც კი. მაგრამ ნელ-ნელა გამოიმუშავებ საუბრისთვის საჭი-
რო პატარ-პატარა კოდებს თითოეულ მსახიობთან, ინდივიდუალუ-
რად. მაგალითად, ჩემთვის, კოდური ფრაზა „მეტი ქარი“ „მეტ იდუმა-
ლებას“ ნიშნავს. არადა, დამეთანხმებით, უცნაურია.
ასე ნელ-ნელა, ხელის ერთი გაქნევით, ანდა სიტყვის წამოსრო-
ლით, ადამიანი უცებ გეთანხმება: „ააა, ხოო, მივხვდი“. ანუ თავდაპირ-
ველი რეპეტიციების ერთ-ერთ ეტაპზე, ასე იჭერენ მსახიობები აზრს და
შენს სათქმელს. მერეც ყველაფერი კარგად მიდის და მთელი მათი არ-
ტისტული ნიჭი ფილმში სრულყოფილად ვლინდება.
იგივე ითქმის ყველა იმ ადამიანზე, ვისთანაც მუშაობ. რეპეტიციის
ხსენებაზე, ზოგს ჰგონია, რომ მხოლოდ მსახიობებს გულისხმობთ. რე-
პეტიციები კი გადამღები ჯგუფის სხვა წევრებისთვისაც არსებობს, ნე-
ბისმიერი სამუშაო პროფილით. მთავარია, ყველა შეჯერდეს, ყველამ
დაინახოს, რომ ერთ გზას დაადგნენ, გზას, რომელსაც წინ ფილმის
თავდაპირველი იდეები უძღვის.
მაგალითად, რეკვიზიტების მენეჯერმა შეიძლება მოიტანოს უამ-
რავი რეკვიზიტი, ოღონდ, ყველა არასწორი, გაესაუბრები, ისიც მიხ-
ვდება, წავა და უფრო შესაფერისი ნივთებით დაბრუნდება. კიდევ აუხ-

46
სნი დამატებით და მეორედ უკან დაბრუნების შემდეგ უკვე ზუსტ, იდეა-
ლურად შერჩეულ რეკვიზიტებს მოიტანს. ყველაფერი ახსნაზე, საუბარ-
ზე, ქმედებასა და რეაგირებაზეა.
იგივე სქემა მოქმედებს ყველა სხვა დეპარტამენტის შემთხვევაში,
რადგან ფილმის ყველა წვრილმანი კომპონენტი სინამდვილეში არაწ-
ვრილმანია, თუ გვინდა, რომ ფილმი შეიკრას და გამოვიდეს. პროცესი
ყველასთვის და ყოველთვის ერთი და იგივეა. იწყებ რეპეტიციით, რაც
არ უნდა შორეული ჩანდეს სურათი. უბრალოდ, იწყებ. შეიძლება აღ-
მოგხდეს კიდეც: „ღმერთო ჩემო, ჯერ კიდევ რამდენი რამ გველოდება
წინ“ (ოღონდ, ცხადია, ეს აღმოხდომა შენს ფიქრებს არ უნდა გასცდეს
― სხვამ ეს არ უნდა გაიგოს!). მერე შეუდგები საუბრებისა და რეპეტი-
ციების სერიას და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდები იმას, რასაც
ხედავ და ეძებ. ეს მიზანი აშკარად აბსტრაქტულია, მაგრამ ყველა მა-
ინც იქით მიდის. რაღაც ეტაპზე ყველას ენთება ნათურა და თითოეული
მათგანი ამბობს: „მგონი, მივხვდი“. მერე სხვა რეპეტიციას ატარებ და
ასე. შენი მიზანია, ეს ნაპერწკალი არ გაქრეს, ამიტომ აცდი, სანამ გა-
დაღებებს დაიწყებ.
თავში ყოველთვის გაქვს თავდაპირველი იდეა, განწყობა, პერსო-
ნაჟი და ლაპარაკით, რეპეტიციით, ისევ ლაპარაკითა და ისევ რეპეტი-
ციით, ჩანაფიქრი მალე კონტურებს იძენს. როგორც კი გადამღები ჯგუ-
ფის თითოეული წევრი ტალღას იჭერს, უკვე ხედავ, როგორ მოგყვები-
ან ბილიკზე, შენთან ერთად არიან აზრების დინებაში, რომელიც თავ-
დაპირველი იდეიდან გაჩნდა. ასე ხდება ხოლმე ეს.

47
შიში

ზოგჯერ მიყვებიან ხოლმე რეჟისორებზე, რომლებიც მსახიობებს


უყვირიან, ანდა სხვადასხვა ეშმაკურ ხერხს მიმართავენ, რომ კარგად
თამაში გამოსტყუონ. არიან რეჟისორები, რომლებიც მთელ საქმეს
შიშზე აგებენ. ჩემთვის კი ეს ყველაფერი ცუდ ხუმრობას ჰგავს, ერ-
თდროულად ყალბს და ბრიყვულს. როცა ადამიანს ეშინია, არც სამსა-
ხურში წასვლა უნდა. ამიტომაც ცხოვრობს ამ გრძნობით ბევრი ადამია-
ნი დღეს. მერე შიში ზიზღში გადასდით და დგება პერიოდი, როცა სამუ-
შაოდ წასვლის მთელი პროცესი სძულთ. სიძულვილი შეიძლება ბრაზ-
ში გადაიზარდოს და ხალხი შეიძლება მთელ სამსახურს, მენეჯმენტს
აუმხედრდეს.
გადასაღები მოედანი მეც შიშზე რომ დავაფუძნო, ერთპროცენტიან
შედეგს მივიღებ და არა 100-იანს. არც გადასაღებ პროცესში ჩართვა
იქნება სახალისო. არადა, ეს სწორედ რომ უნდა გეხალისებოდეს.
ცხოვრებაშიც და სამსახურშიც ყველას ერთმანეთის უნდა გვესმოდეს.
ისე უნდა გვიხაროდეს, როგორც პატარა ლეკვებს უხარიათ ხოლმე და
ამას კუდის ქიცინით გამოხატავენ. ცხოვრება უნდა აბედნიერებდეს.
დიდებული რამ უნდა იყოს. შიშის დათესვის ნაცვლად, კომპანია თა-
ნამშრომლებს საკუთარ თავში ჩაყვინთვის პროცედურებს ― ენერგიი-
სა და ინტელექტის გაფართოების საშუალებებს ― რომ სთავაზობდეს,
ადამიანები დადგენილ სამუშაო გრაფიკსაც გადააჭარბებდნენ საკუ-
თარი ნებით და ამაში არც დამატებით გასამრჯელოს მოითხოვდნენ.
გაცილებით უფრო შემოქმედებითად მიუდგებოდნენ საქმეს. კომპანი-
აც, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო წარმატებული გახდებოდა.
ასეც უნდა იყოს.
ყოველთვის ასე არ ხდება, მაგრამ რა მარტივია, რომ ასე მოხდეს.

48
აბა, ყველამ ერთად

როცა მუშაობას იწყებ, გინდა, ბედნიერი გადამღები ჯგუფი გყავ-


დეს. გინდა, რომ ყველამ ერთად, გუნდურად, გაასწოროს ფოკუსი სა-
ერთო მიზანზე. გჭირდება ეტაპობრივად გადაერთო თემიდან თემაზე,
თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე კონცენტრირდე და ამ დროს ყურად-
ღება სხვა ფაქტორებმა არ გაგიფანტოს. ეს უნარი ადამიანში იზრდება
მაშინ, როცა მედიტაციას, შინაგან სამყაროში ჩაღრმავებას იწყებს.
გამოთქმაა ასეთი: „საგანი ცოცხლდება მაშინ, როცა ყურადღებას
მისკენ მივმართავთ“. ასე რომ, როცა მთელ ყურადღებას ერთ რამეზე
ამახვილებ, სწორედ ის ივსება სიცოცხლით და მოძრაობას, ფეთქვას
იწყებს. ამბობ: „დღეს გავაკეთებთ ამას, ახლა ვართ აქა და აქ, აი, ამის
მიღწევა გვსურს“. და სამუშაო პროცესიც სულ უფრო იხვეწება, ჯგუფიც
სულ უფრო ბედნიერია.

49
„ტვინ პიკსი“

როცა გაფაციცებით აკვირდები პროცესს, იმასაც ამჩნევ, რომ იდეე-


ბი წარმოუდგენლად უცნაური წყაროებიდან იბადება. ზოგჯერ გადასა-
ღებ მოედანზე ისეთი რამ ხდება, წარმოსახვას მაშინვე გიღვიძებს.
როცა „ტვინ პიკსის“ საპილოტე ვერსიას ვიღებდით, ჯგუფში გვყავ-
და ფილმის მხატვრის თანაშემწე, სახელად ფრენკ სილვა. ფრენკი
არანაირი ლოგიკით არ უნდა ყოფილიყო „ტვინ პიკსში“, მილიონში ერ-
თი შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონოდა. მაგრამ ვიღებდით ლორა
პალმერის სახლში და ფრენკი მის ოთახში რაღაც ნივთებს ადგილს უც-
ვლიდა. ამ დროს მე დერეფანში ვენტილატორის ქვეშ ვიდექი. ქალმა
უთხრა: ― ფრენკ, დაანებე თავი მაგ კომოდს, ნუ გამოდგამ კართან,
ოთახში ჩაიკეტები. და უცებ წარმოვიდგინე ― ფრენკი ოთახში. შევ-
ვარდი და ვკითხე: ― ფრენკ, მსახიობი ხარ? მიპასუხა: ― დიახ, ზოგჯერ
მიღებენ ხოლმე. ლოს ანჯელესში ყველა მეტ-ნაკლებად მსახიობია.
შეიძლება მთელ სამყაროშიც ასეა. მეც ვუთხარი: ― ფრენკ, შენ ამ სცე-
ნაში ითამაშებ.
ოთახის პანორამა გადავიღეთ, ორჯერ ფრენკის გარეშე, ერთხელ
― საწოლის ძირთან გაშეშებული ფრენკის მონაწილეობით. მაგრამ ჯე-
რაც არ ვიცოდი, რისთვის მჭირდებოდა, ან რას ნიშნავდა ეს.
იმ საღამოს ქვევით ჩავედით, ლორა პალმერის დედას ვიღებდით
დივანზე. იწვა დამწუხრებული, გატანჯული. უცებ წარმოსახვის თვა-
ლით რაღაც დაინახა და შეშლილივით წამოხტა კივილით. ოპერატო-
რი შონი იძულებული გახდა, კამერა ბორბლებზე მიებრუნებინა იქით,
საითაც ლორას დედა იყურებოდა დაზაფრული. ძალიან მომეწონა ეს
ყველაფერი, დავასკვენი, რომ შონმა შესანიშნავად იმუშავა და ვუთხა-
რი კიდეც: ― მორჩა, გაჭერი, დიდებული იყო! შესანიშნავია!
მაგრამ შონმა თქვა: ― არა, არა, სულაც არ არის შესანიშნავი.
― რატომ?
― სარკემ ვიღაც აირეკლა.
― ვინ აირეკლა?
― ფრენკი.

50
აი, ხანდახან გადაღებებზე ასეთი რაღაცები ხდება და წარმოსახ-
ვას გიღვიძებს. ერთი ამბავი მეორეს უკავშირდება და თუ ხელს არ შე-
უშლი და მიუშვებ, სულ უფრო მეტ შრეს გახსნი და აღმოაჩენ.

51
ისტორია, რომელიც გრძელდება

მიყვარს სხვა სამყაროში გადანაცვლება, მიყვარს იდუმალი ამბე-


ბი. ამიტომ წინასწარ რაღაცების ცოდნა დიდად არ მსიამოვნებს. მომ-
წონს შეგრძნებები, რაც აღმოჩენებს ახლავს თან. მგონია, რომ ეს ერთ-
ერთი ყველაზე მაგარი რამეა, რაც ახასიათებს ამბავს, რომელიც
გრძელდება: შეგიძლია შეაბიჯო და შეჰყვე და შეჰყვე, ღრმად შეტოპო.
მისტიკური ხდება გარემო და ამბები თავისით ჩნდება.
ტელესერიალების პოპულარობა ტალღებივით მიდის და მოდის.
ტელეკომპანიები პერიოდულად ატარებენ გამოკითხვებს და სულ
სხვადასხვა დასკვნა გამოაქვთ. ხან იმას ამბობენ, რომ ადამიანები
ტელეშოუებს ყოველკვირას არ უყურებენ; ან შეიძლება თვეში ორჯერ
ნახონ; და მერე, ლოგიკურად, უსხლტებათ სერიიდან სერიაში გარდა-
მავალი სიუჟეტური ხაზი და ნელ-ნელა ეთიშებიან შოუს. რასაკვირვე-
ლია, ტელეკომპანიებს მაყურებლის შენარჩუნება სურთ. ამიტომ ერ-
თხანს უარი თქვეს ამ გარდამავალ ამბებზე და უპირატესობა მიანიჭეს
ამბებს, რომლებიც თითო სერიაში სრულდება.
ზუსტად არც მესმის, რატომ გადაწყვიტა ტელეკომპანიამ „ტვინ
პიკსის“ საპილოტე ვერსია გადაგვეღო. თან საპილოტე ვერსიის გადა-
ღება არ ნიშნავდა იმას, რომ მის სერიებად ქცევაზე თანახმა იყვნენ.
ასეა თუ ისეა, აქამდე მოვედით. და მერეც დიდად ვერ მიხვდნენ, რაში
სჭირდებოდათ ეს საპილოტე ვერსია. გაგზავნეს სადღაც, თუ არ ვცდე-
ბი, ფილადელფიაში. ვიღაცეებს ანახეს და შეაფასებინეს. როგორღაც
ისე მოხდა, რომ მაყურებელმა საკმაოდ კარგად შეგვაფასა; კარგი შე-
ფასება მოგვცეს, მაგრამ არა ― უმაღლესი. ასე რომ, არ ვიცი, რა მოხდა
ამ მომენტსა და პრემიერის საღამოს შორის, მაგრამ ფაქტია ― იმ ერთ
საღამოს „ტვინ პიკსის“ მაყურებელთა რიცხვი ერთიორად გაიზარდა.
ძალიან გაგვიმართლა მაშინ.

52
წითელი ოთახი

ზაფხულის ერთ საღამოს ლოს ანჯელესში, ლაბორატორიაში ვიყა-


ვი, რომელსაც ასე ეძახდნენ: „კინოს გაერთიანებული ინდუსტრიები“.
„ტვინ პიკსის“ საპილოტე ვერსიას ვამოტანჟებდით და იმ დღის საქმე
დავასრულეთ. საღამოს შვიდის ნახევარი იყო და უკვე გარეთ გამოვე-
დით. ავტოსადგომზე მანქანები იდგა. ერთ-ერთ მანქანას სახურავზე
ხელისგულებით დავაწექი და სითბო ვიგრძენი ― თბილი იყო, სასია-
მოვნოდ თბილი და არა ცხელი. ვიდექი ასე, მანქანის სახურავზე დაწ-
ყობილი ხელებით და უცებ ― სსსსტ! ― „წითელი ოთახი“ გაჩნდა. მერე
ფონიც გაჩნდა და რაღაც დიალოგიც მომესმა.
ასე ზმანებასავით მოვიდა ეს იდეა, ფრაგმენტულად. და მე ყველა
ფრაგმენტი შემიყვარდა.
ასე იწყება ხოლმე. იდეა გკარნახობს „წითელი ოთახის“ აგებას. იწ-
ყებ ფიქრს.
― მოიცა ერთი წუთით, ― ამბობ, ― კედლები წითელია, მაგრამ მყა-
რი არაა.
აგრძელებ ფიქრს, უფრო გაფაციცებით ფიქრობ.
― ეს ფარდებია და დახშული კი არაა, გამჭვირვალეა.
და კედლებზე ფარდებს კიდებ.
― და იატაკი? რაღაც სჭირდება.
და შენც უბრუნდები თავდაპირველ იდეას და იხსენებ, რომ იატაკზე
რაღაც იყო ― ყველაფერი ჩანდა იდეაში და ახლა იმ რაღაცას დებ ია-
ტაკზე. იდეა კი უფრო მეტი დეტალით ცოცხლდება გონებაში. რაღა-
ცებს ამატებ, შეცდომებს უშვებ, მერე გადაალაგებ, სხვა რაღაცები შე-
მოგაქვს და საბოლოოდ, ყველაფერი ისეა რეალობაშიც, როგორც თავ-
დაპირველ იდეაში ჩანდა ― რა განცდებიც იმ თავდაპირველ სურათს
ახლდა.

53
დაეკითხეთ იდეას

ფორმა, რომელშიც განსხეულებულია ის, რაც ცნობიერებაში წარ-


მოიშვა, ცნობიერებაშივე უნდა დარჩეს.
უპანიშადები

იდეაა ყველაფერი. იდეას თუ არ უღალატებ, ის ყოველთვის მიგა-


ნიშნებს, რისი ცოდნაც სინამდვილეში გჭირდება. მთავარია, ბოლომ-
დე ეცადო, სამუშაო პროცესი იდეას არ დაშორდეს, ისევე გრძნობდე
მას, როგორც თავიდან; არც ჟღერადობა შეეცვალოს, არც გარეგნობა
და არც არსი. უცნაურია, მაგრამ აშკარად ყოველთვის ხვდები, როდის
გადაუხვიე გზიდან; ყოველთვის იცი, რომ რაღაცას არასწორად აკე-
თებ, რადგან შეგრძნებაც ასეთი გაქვს. შინაგანი ხმა გკარნახობს:
„არა, არა, ეს არაა თავდაპირველი იდეა“. და როცა სწორი მიმართუ-
ლებით მიდიხარ, ამას ცხადად გრძნობ. ეს არის ალღო. ასე გრძნობი-
თა და ფიქრით მიიკვლევ გზას წინ. ერთ ადგილას იწყებ და გზაში სულ
უფრო იხვეწება, კარგად ჟღერს. არ დაგავიწყდეს, რომ მთელ ამ პრო-
ცესში იდეა გელაპარაკება და დგება ეტაპი, როცა ფიქრობ, რომ დიახ,
ასეც უნდა იყოს და იმედს გამოთქვამ, რომ სურათის ბუნებრიობას
სხვებიც გრძნობენ.
ზოგჯერ მივალ ხოლმე პავილიონში, რომელიც სწორედ იდეას და-
ეფუძნა და წამით მომეჩვენება ხოლმე, რომ ამ იდეაში შევაბიჯე. შე-
უდარებელი შეგრძნებაა. თუმცა, შეიძლება ხშირად ისეც მოხდეს, რომ
პავილიონი კი არ ააშენო, არამედ ლოკაცია მოძებნო, რომელსაც
გრძნობ, რომ სწორად არჩევ, რადგან იმ თავდაპირველად იდეას
ეფუძნება. და ლოკაციაც შეგიძლია ათასგვარად გადააკეთო, ოღონდ
კი იდეას მიუახლოვდე. შეგიძლია რეკვიზიტები და განათება შეცვა-
ლო. სხვათა შორის, განათებამ შეიძლება უდიდესი როლი შეასრულოს
ამაში. მოკლედ, აგრძელებ მუშაობას იქამდე, სანამ ყველაფერი სწო-
რად არ მოგეჩვენება ― იდეის შესაბამისად. თუ მართლა ყველაფერს
გააკეთებ იმისთვის, რომ ყველა კომპონენტი ჰარმონიულად ეწყობო-

54
დეს ერთმანეთს, უცბად, გაგიკვირდება კიდეც, რამდენად ახლოს იქ-
ნება ფილმი გონებაში იდეის სულ პირვანდელ გაბრწყინებასთან.
ამ პროცესში, ცხადია, ახალი იდეებიც გაჩნდება. ფილმიც არ მთავ-
რდება მანამ, სანამ არ იგრძნობ, რომ დამთავრდა. ასე რომ, სულ სა-
დარაჯოზე დგახარ. ზოგჯერ ბედნიერი შემთხვევითობებიც ხდება. ხან
თავსატეხის სულ ბოლო ფრაგმენტები მიგანიშნებს მხოლოდ, რომ
ფილმი დასრულდა, შეიკრა და გამთლიანდა. და ამ დროს ისეთი მად-
ლიერი ხარ, არც კი იცი, როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ასე სასწაუ-
ლებრივად დალაგებულიყო?
„ლურჯი ხავერდის“ გადაღებებზე, ერთხელ, ფილმის პერსონაჟის
― ბენის ბინაში სცენას ვიღებდით. ბენის როლს დინ სტოკუელი ასრუ-
ლებდა. ერთ მომენტში დინს როი ორბინსონის სიმღერა Iნ დრეამს უნ-
და ემღერა. ტუჩები უნდა აეყოლებინა სიმღერისთვის და დენის ჰოპე-
რისთვის ემღერა. სცენარის მიხედვით, მას თან უნდა აეღო პატარა სა-
ნათური მაგიდიდან და მიკროფონივით დაეჭირა ხელში. მაგრამ სწო-
რედ ამ დროს, გადასაღებ მოედანზე, ზუსტად მის ცხვირწინ გაჩნდა სა-
მუშაო მაგიდის ლამფა ― და ფილმის მხატვარმა პატრისია ნორისმა
თქვა, რომ მას ეს ლამფა იქ არ დაუდევს. ლამფას გრძელი შნური ჰქონ-
და და თვითონ ნათურას მაყურებელი ვერ ხედავდა, ის უფრო მეტად
ანათებდა დინის სახეს. დინმაც დასტაცა ხელი, რადგან იფიქრა, რომ
მისთვის დადეს. იმდენი რამ ხდება გადაღებებზე თავისთავად.
ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიცაა, ბედნიერება მოაქვსო, ვერაფრით
იტყვი, მაგრამ ამასაც უნდა გაუმკლავდე. თანდათან ეუგები, რომ ზო-
გიერთი ზედმეტი მონაკვეთი უნდა ამოჭრა. თუ თავდაპირველ იდეას
თვალსაწიერიდან არ დაკარგავ და არ უღალატებ, გაოცდები იმით,
რომ ბოლოს ყველაფერი, უსიამოვნო შემთხვევითობების ჩათვლით,
ნაღდი და ბუნებრივი გამოჩნდება. ამ დროს ყველაფერი ბუნებრივად
ეწერება თავდაპირველ იდეაში.

55
საცდელი ჩვენება

იმის მიუხედავად, რომ ფილმის გადაღებისას სულ მაყურებელზე


ვერ იფიქრებ, მუშაობის დასრულებამდე ერთხელ მაინც უნდა უყურო
ფილმს სხვებთან ერთად. ზოგჯერ ობიექტურობას კარგავს ადამიანი
და საჭიროა, სხვებისგან იგრძნო, რა ამართლებს და რა ― არა. ეს შე-
იძლება ყველაზე საშინელი ჩვენება იყოს, რაც კი გქონია ― შეიძლება
ნამდვილ ჯოჯოხეთს დაემსგავსოს, მაგრამ ერთხელაც გავიმეოროთ:
ფილმი არ სრულდება მანამ, სანამ არ მივხვდებით, რომ დასრულდა.
ასეთი ჩვენების შემდეგ, ფილმის მთლიანობის შესანარჩუნებლად,
რაღაცების ამოჭრა და რაღაცების ჩამატება მოგვიწევს. ეს პირდაპირი
გაგებით შეცდომები როდია. პირიქით, ფილმიდან ამოჭრილ სცენებს
შორის ზოგიერთი, ცალკე აღებული, შესანიშნავიც კია, მაგრამ ფილმის
შესაკრავად მათი მსხვერპლად გაღება გვიწევს. პროცესია ასეთი,
გარკვეულწილად მსგავსი რაღაცები ყოველთვის ხდება.

56
განზოგადებები

ვფიქრობ, სახიფათოა, ამტკიცო, რომ რომელიმე ქალი პერსონაჟი


ქალების განზოგადებული სახეა, ან მამაკაცი პერსონაჟი ყველა მამა-
კაცის განსახიერებაა. ზოგ კრიტიკოსს ძალიან ხიბლავს მსგავსი გან-
ზოგადებები, მაგრამ ფილმი ხომ ერთ კონკრეტულ გმირზე მოგვით-
ხრობს, რომელსაც ერთი კონკრეტული ისტორია გადახდება თავს და
ერთ კონკრეტულ გზას დაადგება. ასეთი სპეციფიკური გარემოებები
ქმნის მათ პირად სამყაროს. და ზოგჯერ სწორედ ამ სამყაროში შეს-
ვლა და მისი აღმოჩენა გვჭირდება.

57
წყვდიადი

ხშირად უკითხავთ ჩემთვის ― თუ მედიტაცია ასეთი კარგია და ამ-


ხელა შვებას და ნეტარებას განიჭებს, რატომაა შენი ფილმები ასეთი
ბნელი, რატომაა მათში ამდენი ძალადობა? უამრავი ბნელი და ბნელ-
ზე ბნელი რამ ხდება დღევანდელ სამყაროში და ფილმების უმეტესობა
სწორედ იმ რეალურ სამყაროს აირეკლავს. ისინი ამბებია. ამბავს კი
ყოველთვის სჭირდება კონფლიქტი. მას სჭირდება კულმინაცია და მე-
რე ამოსუნთქვა, დადებითიც და უარყოფითიც.
მე კონკრეტული იდეები მიყვარდება და იქ ვარ, სადაც ვარ ხოლმე.
რომ მეთქვა, გავსხივოსნდი და ჩემი კინემატოგრაფიც გასხივოსნებუ-
ლი კინემატოგრაფიაა-მეთქი, სხვა საქმეა. მაგრამ ამას ხომ არ ვამ-
ბობ. მე ერთი უბრალო კაცი ვარ, რომელიც მონტანას შტატის ქალაქ
მიზულაში დაიბადა, ჩემს საქმეს ვაკეთებ და დანარჩენებივით, საკუ-
თარ გზას მივუყვები.
გარესამყარო თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ფილმს სხვა დროზე
რომ იღებდე, ის მაინც შენს ეპოქას აირეკლავდა. დააკვირდი, როგორ
განსხვავდება ის ფილმები ერთმანეთისგან, რომლებშიც მოქმედება
სხვა ეპოქაში ხდება და ამ განსხვავებებს ფილმების გადაღების დრო
განაპირობებს. ესაა მგრძნობელობა ― ლაპარაკის სტილი, ზოგიერთი
თემის წინა პლანზე წამოწევა ― და სწორედ ეს მგრძნობელობა იცვლე-
ბა გარესამყაროსთან ერთად. ასე რომ, მართალია მონტანას შტატის
ქალაქ მიზულადან ვარ, რომელიც მსოფლიოს სიურეალიზმის დედაქა-
ლაქი ნამდვილად არ არის, მაგრამ მერე რა ― ნებისმიერ ადგილზე შე-
იძლება იყო და გეუცნაუროს დღევანდელი ცხოვრება ან რამე სხვა თა-
ნამედროვე მოვლენას შეხედო განსხვავებული თვალით.

58
ტანჯვა

კარგია, როცა ხელოვანს ესმის, რა არის კონფლიქტი და სტრესი.


ასეთი რამეები იდეებით გავსებს. მაგრამ გარანტიას გაძლევ, თუ შენ
თვითონ მიიღე სტრესი, ვერაფერს შექმნი. და იგივე ითქმის კონფლიქ-
ტზეც ― თუ კონფლიქტები საკმარისად გაქვს ცხოვრებაში, ეს შენს შე-
მოქმედებით პოტენციალს დაასამარებს. შეიძლება გესმოდეს კონ-
ფლიქტის არსი, მაგრამ არაა საჭირო, რომ ამით იცხოვრო.
კინოში გადმოცემულ ამბებში უხვადაა ტანჯვა, დაბნეულობა, სიბ-
ნელე, დაძაბულობა და სიბრაზე. არის მკვლელობები და ბევრი მსგავ-
სი რამ. თუმცა, აუცილებელი არაა, ტანჯვის აღსაწერად რეჟისორიც
იტანჯებოდეს. მას შეუძლია აღწეროს ტანჯვა, გადმოსცეს ადამიანური
მდგომარეობა, ასახოს კონფლიქტი და კონტრასტები, მაგრამ აუცილე-
ბელი არაა, თავადვე გადაიტანოს ეს ყოველივე. რეჟისორი მართავს
და უძღვება პროცესს და არ ეფლობა მასში. მოდი, ტანჯვა თქვენს პერ-
სონაჟებს მიანდეთ. საზოგადო ჭეშმარიტებაა: რაც უფრო იტანჯება
მსახიობი, მით ნაკლებად ავლენს შემოქმედებით უნარს; ნაკლებად
სიამოვნებს მუშაობის პროცესი და შესაბამისად, ნაკლები სიზუსტით
ართმევს თავს სამუშაოს.
აქ შეიძლება ზოგს ვინსენტ ვან გოგი გაახსენდეს ― მხატვარი, რო-
მელიც ტანჯვის მიუხედავად, ან სწორედ ტანჯვის გამო, დიდ ნამუშევ-
რებს ქმნიდა. მე კი, მინდა მჯეროდეს, რომ ვან გოგი უფრო ნაყოფიე-
რად იმუშავებდა, უფრო დიდ ნაწარმოებებს შექმნიდა, ასე რომ არ და-
ებრკოლებინა მტანჯველ გარემოებებს. არ მგონია, რომ ვან გოგის სი-
დიადე მისი ტკივილიდან მოდის ― პირიქით, ვფიქრობ, რომ ის სწო-
რედ თავის ნამუშევრებში პოულობდა ბედნიერებას, რაც საერთოდ
ჰქონდა ცხოვრებაში.
ზოგიერთ ხელოვანს სჯერა, რომ ბრაზი, დეპრესია და, საერთოდ,
უარყოფითი გარემოებები უფრო საინტერესოს ხდის მათ. ფიქრობენ,
რომ ამ ბრაზსა და შიშს უნდა ჩაებღაუჭონ, რათა შემდეგ მუშაობისას
გამოიყენონ. ბედნიერების იდეა არც კი მოსწონთ, ამის წარმოდგენა-

59
ზეც კი გული ერევათ. ფიქრობენ, რომ ბედნიერება მათ განსაკუთრებუ-
ლობას, ძალას წაართმევს.
თუმცა, განსაკუთრებულობას, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებით
ძალას ვერაფრით დაკარგავ, თუ მედიტაციას დაიწყებ. სინამდვილე-
ში, რაც უფრო მეტს მედიტირებ და ტრანსცენდენტურ გადასვლას გა-
დიხარ, მით უფრო ზრდი შენს შინაგან ძალებს და ეს კარგად იცი. უფრო
მეტად შეიცნობ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, როცა ჩაყვინთავ და
საკუთარ „მე“-ში ჩაიძირები. ამ გზით აღქმა იზრდება, მადლიერების
გრძნობით ივსები, სამყაროს სრული სურათი და ადამიანური ყოფიე-
რების არსი სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება.
თუ ხელოვანი ხარ, ცხადია, უნდა იცოდე, რა არის შიში, ოღონდ ისე,
რომ შიში დაბრკოლებად არ გექცეს. შემოქმედებისთვის ენერგია, მკა-
ფიო სურათი გჭირდება; იდეების მოხელთება უნდა შეგეძლოს. იმდე-
ნად ძლიერი უნდა იყო, რომ გაუძლო სამყაროს წარმოუდგენელ წნეხსა
და სტრესს. ამიტომ კარგი იქნება, გაუფრთხილდე იმ ადგილს, საიდა-
ნაც ძალას, მკაფიო ხედვასა და ენერგიას იღებ ― სადაც ჩაყვინთავ და
შინაგან „მე“-ს გამოაცოცხლებ. უცნაური ამბავია, მაგრამ ჩემი გამოც-
დილებით ასეა: უზენაესი ბედნიერება ჯავშანჟილეტს ჰგავს. ის გიცავს.
თუ ბედნიერი ხარ, ვერაფერი მოგერევა. და მერე, როცა ნეგატიური გა-
რემოებები შესუსტდება, შეძლებ, ახალი იდეებიც მოიხელთო და უფრო
მეტადაც ჩაწვდე მათ. ამ დროს იდეასაც მეტი სიხალისით აჰყვები. შენ
ხომ უკვე ენერგიით, სიფხიზლით სავსე. და ახლა შეგიძლია მუშაობა-
საც შეუდგე ― იდეები იმ მედიუმში განახორციელო, რომელშიც მო-
ისურვებ.

60
შინაგანი „მე“-ს შუქი

ის, ვინც ყველაფერს ისე აღიქვამს, როგორც მხოლოდ საკუთარ


თავს აღიქვამდა; და ის, ვინც საკუთარ თავს ხედავს ყველაფერში,
შორსმჭვრეტელია, უკან არაფრისგან იხევს. რადგანაც გასხივოსნებუ-
ლისთვის ყველაფერი რაც არსებობს, მისი პირადი არსებობის ნაწი-
ლია. და ის, ვინც ეს მთლიანობა გაითავისა, როგორღა დაატანჯინებს,
ან მოატყუებინებს თავს რამეს?
უპანიშადები

უარყოფითი გამოცდილება წყვდიადივითაა. მაშინ ის ვთქვათ, რა


არის წყვდიადი? შეხედავ და მიხვდები, რომ წყვდიადში სიცარიელეა:
წყვდიადი არარსებობაა. აანთებ შუქს და სიბნელეც ქრება.
თუმცა, იგივე დღის სინათლე უარყოფით გამოცდილებას ვერა-
ფერს უხერხებს. ის ნთქავს წყვდიადს, მაგრამ უარყოფით გამოცდილე-
ბას ― ვერ. მაშ, რა უნდა ქნა, რომ სინათლემ ისევე გაფანტოს უარყო-
ფითი გამოცდილება, როგორც მზის შუქი ფანტავს წყვდიადს? ფხიზე-
ლი, წმინდა ცნობიერების შუქი, შინაგანი „მე“ ― ერთიანობის შუქია. არ
გაუწიო წინააღმდეგობა წყვდიადს. არც კი იდარდო წყვდიადზე. მხო-
ლოდ აანთე შუქი და სიბნელე თავისით გაქრება. გაზარდე სუფთა ცნო-
ბიერებიდან გამომავალი სინათლე და უარყოფითი გამოცდილება
ამით განდევნე. ახლა ამბობ: ― ვაიმე, რა კარგად ჟღერს!
დიახ, საოცნებოდ ჟღერს. მაგრამ არა მარტო ჟღერს, ნამდვილად
ასეა ეს.

61
ოქროს ციხე-სიმაგრე

გაპრიალებული სარკის მსგავსად ანათებს მათი გონება და სხე-


ული, ვინც საკუთარი თავი შეიმეცნა. ისინი ბედნიერებით ერთხელ და
სამუდამოდ აღივსნენ.
უპანიშადები

როგორ ახშობს ნეგატიურ გამოცდილებას მედიტაცია?


წარმოიდგინე, რომ ემპაიარ სტეიტ ბილდინგი ხარ. შენშია ასობით
ოთახი, ამ ოთახებში კი ― ბლომად ნაგავი. მთელი ეს ნაგავი შენი მი-
ტანილია. ჯდები ლიფტში და ეს იგივეა, რაც საკუთარ „მე“-ში ჩაღრმა-
ვება. მართლაც, ეშვები შენობის ძირში. ჩადიხარ შენობის ქვეშ მდება-
რე „ერთიან ველზე“ ― ეს კი იგივეა, რაც წმინდა ცნობიერება. ჩადიხარ
და იქაურობა ელექტრულ ოქროს ჰგავს. შენ მას მთელი სიმძაფრით
გრძნობ. და ეს ელექტრული ოქრო ააქტიურებს პატარა დამლაგებელ
რობოტებს. ისინი ოთახიდან ოთახში გადადიან და სათითაოდ ალაგე-
ბენ მათ. ისინი ჭუჭყს, ნაგავს და მტვერს ოქროთი ანაცვლებენ. სტრესი,
რომელიც მავთულის რგოლებივით ერთმანეთში ახლართული იყო,
თანდათან ქრება, დნება, ორთქლდება, გარეთ გამოდის. თან იწმინდე-
ბი, თან ახალს ისრუტავ. აი, უკვე გასხივოსნების მშვენიერ გზას ადგა-
ხარ.

62
რელიგია

პრესვიტერიანელად აღმზარდეს. პატივს ვცემ ადამიანებს, რომ-


ლებიც რელიგიურები არიან და ვფიქრობ, რომ რელიგიაში ისინი სი-
ლამაზეს პოულობენ ― იმას, რაც, უბრალოდ, ლამაზია. და ამაში არის
ჭეშმარიტება. თუმცა რადგან ეს რელიგიები ძველია, მათში ბევრი რამ
დამახინჯებულია და ვფიქრობ, საწყისი საფუძვლები დაკარგულია.
მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენ ყველანი მივდივართ ერთი და იმავე მშვე-
ნიერი მიზნისკენ. ასე ვფიქრობ ამ საკითხზე.
ყველა რელიგია ბოლოს ერთი და იმავე ოკეანისკენ ისწრაფვის.
ტრანსცენდენტური მედიტაცია კი არის საშუალება, რომ ეს ოკეანე შე-
ვიგრძნოთ. ესაა საშუალება, რომელსაც ყველანაირი რელიგიური
მრწამსის ადამიანი იყენებს. თვითონ ტრანსცენდენტური მედიტაცია
არაა რელიგია ― ის არც ერთ რელიგიას არ ეწინააღმდეგება; ის საერ-
თოდ არაფერს არ ეწინააღმდეგება.

63
ნარკოტიკები

ჩვენ ყველას გვსურს ცნობიერების გაფართოება და თანმდევი ნე-


ტარების შეგრძნება. ეს ბუნებრივი ადამიანური სურვილია. და ბევრი
ადამიანი ამ ყველაფერს ნარკოტიკებში დაეძებს. პრობლემა ისაა,
რომ ნარკოტიკის ზემოქმედების დროს, ადამიანის სხეული და ფსიქი-
კა დიდ დარტყმას იღებს. ნარკოტიკები ნერვულ სისტემას აზიანებს და
კიდევ უფრო ართულებს მსგავსი გამოცდილების ბუნებრივ მიღებას.
მარიხუანა მომიწევია, მაგრამ აღარ ვეწევი. 1960-იანი წლებში ხე-
ლოვნების სკოლაში ვსწავლობდი და თავადაც შეგიძლია წარმოიდგი-
ნო, რა ხდებოდა. თუმცა, ჩემი მეგობრები მიმეორებდნენ ხოლმე: ―
არა, არა, დევიდ, ნუ იღებ ნარკოტიკს.
კარგად გადავრჩი.
ამასთანავე, გაცილებით უფრო ღრმა და სრულფასოვანი გამოცდი-
ლებები მიიღწევა ბუნებრივად. როცა შენი ცნობიერება გაფართოებას
იწყებს, ეს გამოცდილებებიც ბუნებრივად მოდის. ამ ყველაფრის და-
ნახვას უკვე ახერხებ. მთავარია ცნობიერების რკალის გაფართოება
შეძლო. ცნობიერების რკალი უსასრულო, უსაზღვროა. ის თავად
მთლიანობაა და შეგიძლია ეს მთლიანობა შენი გახდეს. ასე რომ, მთე-
ლი ეს გამოცდილებები შენთვისაა, თანაც ნარკოტიკების გვერდითი
ეფექტების გარეშე.

64
შუქის ანთება

იოგის, ესე იგი, მთლიანობის სიახლოვეს, მტრული ტალღები ძა-


ლას კარგავენ.
იოგასუტრა
ჩვენ ნათურებს ვგავართ. თუ შენს შინაგან სამყაროში ნეტარება იზ-
რდება, ის სინათლესავითაა ― გარემოსაც ანათებს.
უსიამოვნოა, როცა ისეთ ოთახში შედიხარ, სადაც ვიღაც ცხარედ
კამათობს და ჩხუბობს. ამას მაშინვე გრძნობ კიდეც. და გრძნობ მაში-
ნაც, თუ ჩხუბი უკვე დამთავრდა. მაგრამ თუ ისეთ ოთახში შეხვალ, სა-
დაც მანამდე ვიღაც მედიტირებდა, ამ ნეტარებასაც აღიქვამ. და ეს ძა-
ლიან სასიამოვნო რამაა.
ჩვენს უშუალო გარემოზე თითოეული ჩვენგანი ვახდენთ გავლენას.
შიგნით წარმოქმნილი სინათლე გვსიამოვნებს და თუ ამ სინათლეს
მოვუმატებთ, უფრო და უფრო ვისიამოვნებთ მისი ნათებით. ამ დროს
შიგნით ანთებული შუქი სულ უფრო მეტად გამოაღწევს ჩვენგან ― გა-
რეთაც.

65
ინდუსტრიული სიმფონია #1

ინდუსტრიული სიმფონია #1 იყო პირველი და უკანასკნელი შემ-


თხვევა, როცა სასცენო დადგმაზე ვიმუშავე. ეს ბრუკლინის მუსიკალურ
აკადემიაში გავაკეთე. ორი კვირა გვქონდა დადგმისთვის და მხო-
ლოდ ერთი დღე ― უშუალოდ თეატრის დარბაზში ყველაფრის ერთ
მთლიანობად ასაწყობად და ორი სპექტაკლის ჩასატარებლად.
მუსიკაზე ანჯელო ბადალამენტისთან ერთად ვმუშაობდი. ბევრნა-
ირ განზოგადებულ მუსიკალურ თემებს ვარჩევდით, რათა სხვადასხვა
კომპონენტი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა. სხვები ამ დროს გადა-
საღებ მოედანს აწყობდნენ და როგორც კი მორჩებოდნენ, ყველა რე-
პეტიცია ერთ დღეში უნდა გაგვევლო, განათებაც ამ დროში უნდა დაგ-
ვემონტაჟებინა.
დადგა დანიშნული დღეც. მხოლოდ გვიანი დილა და შუადღე
გვქონდა რეპეტიციისთვის და ორი წარმოდგენის ასაწყობად. მინდო-
და, რეპეტიცია სულ თავიდან დაგვეწყო და ბოლომდე გავსულიყავით.
დავიწყეთ, საათნახევარიც გავიდა, მაგრამ თემასთან ახლოსაც ვერ
მივედით, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი დიდი არ იყო. მაშინ მივ-
ხვდი, რომ უზარმაზარი, გარდაუვალი მარცხის წინაშე ვიდექი. გავი-
ფიქრე, რომ თუ რაიმე იდეა არ მომივიდოდა, უარს ვიტყოდი მის გაკე-
თებაზე. და ჰოპ ― გონება გამინათდა. შესაძლოა, ეს არ იყოს ველოსი-
პედის თავიდან გამოგონება ― ალბათ, ეს საზოგადოდ ცნობილი ამბა-
ვიცაა ― მაგრამ ასეთი რამ გავაკეთე: სათითაოდ ველაპარაკე თითოე-
ულ მსახიობს. დავტაცებდი ერთს ხელს და ვკითხავდი: ― აი, ხედავ
იმას? როცა ის კაცი წავა იქით და უკან წამოვა, შენ წახვალ იქეთ.
ისიც მთანხმდებოდა.
― და იქ რომ მიხვალ, ამას გააკეთებ.
― კარგი.
მერე მივადგებოდი მეორეს და ვკითხავდი:
― ხედავ იმ კაცს, იქ რომ დგას? როცა ამას და ამას გააკეთებ, შენი
რიგი მოდის, რომ აქ მოხვიდე და ესა და ეს გააკეთო.

66
რეპეტიცია არ გვქონია, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარ-
გად ჩაიარა.

67
„დაკარგული გზატკეცილი“

როცა ბარი გიფორდი და მე „დაკარგული გზატკეცილის“ სცენარს


ვწერდით, თითქმის შეპყრობილი ვიყავი ო.ჯეი. სიმპსონის სასამარ-
თლო საქმით. ბარის და მე ამაზე არასდროს გვილაპარაკია, მაგრამ
ვფიქრობ, რომ როგორღაც ფილმი სწორედ ამ საქმეს დაუკავშირდა.
ყველაზე მეტად ო.ჯ. სიმპსონში მანცვიფრებდა ის, რომ მას კვლა-
ვაც შეეძლო გაღიმება, სიცილი და შემდეგ გოლფის სათამაშოდ წას-
ვლაც კი. თითქოს ამ სკანდალური საქმის მონაწილეს არაფერი აღელ-
ვებდა. ვერაფრით ვხვდებოდი, ადამიანმა თუ ასეთი რაღაცები მარ-
თლა ჩაიდინა, როგორღა აგრძელებდა ცხოვრებას. მაშინ მივაკვლიეთ
დიდებულ ფსიქოლოგიურ ცნებას ― „ფსიქოგენური გაქცევა“ ― რაც
დამზაფვრელი მოვლენისგან თავის დასაღწევად დავიწყების უნარს
გულისხმობს. ასე რომ, გარკვეულწილად, „დაკარგული გზატკეცილი“
ამაზე მოგვითხრობს. და ასევე იმ ფაქტზე, რომ სამუდამოდ დაფარუ-
ლი არაფერი რჩება.

68
დაბრკოლებები

ზოგჯერ დაბრკოლებები ძალიან აფხიზლებს გონებას. თუ ტონო-


ბით გაქვთ ფული, შეიძლება მოდუნდეთ და დაასკვნათ, რომ ნებისმი-
ერ შემხვედრ პრობლემას ფულს მიაყრით და მოგვარდება. ამ დროს
აღარ ძაბავთ გონებას, ხოლო როცა ამ მხრივ შეზღუდული ხართ, შეიძ-
ლება საკითხის ძალიან მახვილგონივრულ გადაწყვეტასაც მიაგნოთ,
რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ.
ჩემი მეგობარი გარი დ’ამიკო სპეც-ეფექტების სპეციალისტია. გიჟ-
დება რაღაცების აფეთქებებზე. სწორედ მან ააფეთქა სახლი „დაკარ-
გულ გზატკეცილში“. ოღონდ ისე, რომ სათანადო მოწყობილობა არ
ჰქონია. არც კი ვიცოდი, საერთოდ, სახლის აფეთქება თუ მინდოდა.
წარმოების მენეჯერმა იკითხა: ― ვანგრევთ ამ სახლს? გინდა რომე-
ლიმე ნივთი დაიტოვო?
― ვანგრევთ? ― შევუბრუნე კითხვა და დავფიქრდი. მერე გარის მი-
ვადექი და ვკითხე: ― რა იქნება, რაღაცის აფეთქება რომ მოვინდომო?
სახე გაუნათდა და ვუთხარი: ― სახლის აფეთქება მინდა.
― ნეტავი ადრე გეთქვა. არ ვიცი, მაქვს თუ არა საჭირო საშუალებე-
ბი თან, ― მიპასუხა, მაგრამ მერე დააყოლა, ― არა, მაინც მოვახერ-
ხებთ.
წავიდა და მოამზადა ყველაფერი იმით, რაც ჰქონდა. და ეს ულამა-
ზესი სანახაობა იყო. წინასწარ რომ სცოდნოდა ჩემი გეგმა და სახლის
ასაფეთქებლად საჭირო ყველა ატრიბუტიკა რომ მოეტანა, აფეთქება
ასეთი ლამაზი არ გამოვიდოდა. ნარნარად აფეთქდა ყველაფერი.
ასობით ფუტზე გადაისროლა ნივთები, მაგრამ ― ნარნარად. მერე ეს
სცენა ბოლოდან გადავიღეთ. საოცარი გამოვიდა.

69
„მალჰოლანდ დრაივი“

თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, „მალჰოლანდ დრაივი“


სატელევიზიო ფილმი უნდა ყოფილიყო გაგრძელებებით. გადავიღეთ
საპილოტე ვერსია ღია დასასრულით, რათა მაყურებელს მეტის ნახვა
მონდომებოდა. შევიტყვე, რომ კაცმა, რომელიც აბჩ-ში საპილოტე ვერ-
სიის მიღება-არმიღებაზე გადაწყვეტილებას იღებდა, ჩანაწერი დი-
ლის ექვს საათზე ნახა. ოთახის ერთი ბოლოდან გაჰყურებდა, თურმე,
ტელევიზორს, ყავას სვამდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ვერ აიტა-
ნა ის, რაც ეკრანზე ნახა. მთქნარება აუტყდა მოწყენილობისგან და
ფილმზე უარი თქვა.
მერე, საბედნიეროდ, გამიჩნდა შანსი, მხატვრულ ფილმად გადამე-
კეთებინა. მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.
ახლა ერთი დეტალი: მედიტაციას იდეების მოსახელთებლად რო-
დი იყენებ. მედიტაციის დროს აფართოებ ცნობიერებას, გამოდიხარ
გაცოცხლებული, ენერგიით სავსე, იმ მიზნით, რომ იდეა ეძებო. მაგრამ
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც „მალჰოლანდ დრაივის“
მხატვრულ ფილმად გადაღების შესაძლებლობა მომეცა, მედიტაცია
დავიწყე და დაახლოებით ათ წუთში, სსსსტ! ― როგორც ძაფზე აცმული
მარგალიტები, ისე ჩამწკრივდა იდეები გონებაში. და ამ იდეებმა და-
მალაგებინეს ფილმის შუა ნაწილი, დასაწყისი და დასასრული. ნამ-
დვილ კურთხევას ჰგავდა. მაგრამ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა
ასეთი რამ მედიტაციის დროს მოხდა.

70
ყუთი და გასაღები

წარმოდგენა არ მაქვს, რას ნიშნავს ესენი.

71
ადგილის შეგრძნება

ადგილის შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია კინოში, რადგან ის


სხვა სამყაროში გადაბარგებას უკავშირდება. თითოეულ ამბავს თავი-
სი სამყარო აქვს, თავისი შეგრძნებები და განწყობა. შენც ცდილობ ეს
ყველაფერი ერთად მოათავსო ― შეაწებო ეს პატარა დეტალები, რათა
ადგილის შეგრძნება შექმნა. ამ ყველაფერს დიდად განსაზღვრავს გა-
ნათება და ხმა. ხმებით, რომლებიც ოთახში შემოდის, შეიძლება ცოც-
ხლად დაიხატოს იქაური განწყობა და შეავსოს სურათი. თუკი დეკორა-
ციების უმეტესობა შორი ხედისთვის ვარგისია, მგონია, რომ ისინი ახ-
ლო ხედისთვისაც გამოსადეგი უნდა იყოს, პატარა დეტალების საჩვე-
ნებლად. შეიძლება კადრში გარკვევით არც ჩანდეს ისინი, მაგრამ მა-
ინც იგრძნობ, რომ ეს ყველაფერი იქაა და რომ მათი წყალობით ეს ად-
გილი ნამდვილ ადგილს, ნამდვილ სამყაროს ჰგავს.

72
სილამაზე

როცა დაძველებულ შენობას ან ჟანგიან ხიდს დაინახავ, იცოდე,


რომ ბუნების და ადამიანის თანამშრომლობის სურათს უყურებ. თუ შე-
ნობას გადაღებავ, იდუმალებას წაართმევ მას. თუ დაძველების საშუა-
ლებას მისცემ და ისე დატოვებ, როგორც ადამიანის ხელმა ააშენა და
ბუნებამ დააძველა, მიიღებ ორგანულ პროცესს. თუმცა ხშირად ადა-
მიანები ამას არ უშვებენ. გამონაკლისი მათ შორის მხოლოდ ლან-
დშაფტის მხატვრებია.

73
სტრუქტურა

რომ გითხრათ, ხრწნის პირას მისული სხეულები მიყვარს-მეთქი,


მოგატყუებთ, მაგრამ უდავოდ, მათ სახასიათო სტრუქტურა აქვთ. გინა-
ხავთ, მაგალითად, პატარა ცხოველი, რომელიც იხრწნება? მომწონს
ასეთი რამეების თვალიერება ისევე, როგორც ხის ქერქზე, პატარა
მწერზე, ყავის ფინჯანზე, ნამცხვრის ნაჭერზე დაკვირვება. რაც უფრო
ახლოს მიიტან მზერას და ახლოდან დააკვირდები, მით უფრო დიდე-
ბული ჩანს ტექსტურები.

74
მუშაობა ხეზე

ხე ერთ-ერთი ყველაზე საოცარი მასალაა სამუშაოდ. არსებობს


რბილი და მაგარი ხეები და თითოეულ მათგანი თავისებურ ხიბლს ავ-
ლენს მუშაობის პროცესში. გადავხერხავ თუ არა ახლად მოჭრილი
ფიჭვის ნაჭერს და ქორფა ხის ცინცხალი სუნი მეცემა თუ არა, მგონია,
პირდაპირ სამოთხეში მოვხვდი. იგივე მემართება ფიჭვის წიწვებზეც.
ადრე ვღეჭავდი ხოლმე ყვითელი ფიჭვის ფისს, რაც ხის სხეულიდან
გამომავალი სითხეა, რომელიც მერე ქერქს აშრება. თუ სულ ცინცხალ
ფისს მოსინჯავ, ნახავ, რომ სიროფს ჰგავს. ხელზე მოგეკვრება და ვე-
ღარ მოიშორებ. თუმცა ზოგჯერ ძველი თაფლივით იცის გამკვრივება
და ამ დროს თუ გაღეჭავ, მისი არომატი, კარგი გაგებით, ჭკუიდან შეგ-
შლის.
ფიჭვი რბილი ხეა და მასზე მუშაობა ადვილია, უკვე მზადაა დასა-
მუშავებლად. ახალგაზრდობაში ფიჭვისგან უამრავ რამეს ვაკეთებდი.
მერე კი ნელ-ნელა დუგლასის სოჭი შემიყვარდა, ვერტიკალურად და-
ხაზული დუგლასის სოჭი. როცა თავად გადაფხეკ ამ ხეს, ნახავ, რამდე-
ნად გენიალური და კომპლექსურია მისი მშვენება. და როცა ხის ორ ნა-
ჭერს მიადებ ერთმანეთს, გაოცდები, იმდენი რამის შესაძლებლობას
მოგცემს, თან გზადაგზა ათასგვარ ხერხსაც ისწავლი. გაიგებ, რომ არ-
სებობდა გიუნტერი, გერმანელი დურგალი, რომელიც ელექტრო ხელ-
საწყოებს არასდროს იყენებდა. მოადგებოდა სახლს ხელსაწყოებით
სავსე სახელურიანი მშვენიერი ხის ყუთით, რომელსაც სულ თან და-
ატარებდა ხოლმე. ვუყურებდი, როგორ ამუშავებდა დუგლასის სოჭის
მცირე დეტალებს. დაადებდა ერთმანეთს ორ ნაჭერს და თავისი ბებე-
რი, დაკოჟრილი ცერა თითით დაუწყებდა გაპრიალებას. ისეთი გულ-
მოდგინებით სრესდა შეერთების ადგილს, ისე დაბეჯითებით უსვამდა
და უსვამდა თითებს, სანამ შეერთების ადგილი სულ არ გაქრებოდა. ეს
იყო ნამდვილი ჯადოქრობა. გიუნტერი მოწოდებით დურგალი გახ-
ლდათ.

75
გარემო

სრულქმნილ და იდეალურ სამყაროში შეიძლება გათენდეს დილა,


როცა მიირთმევ ყავას, დაასრულებ მედიტაციას და იტყვი: „მაშ, კარგი,
ახლა წავედი სახელოსნოში, ლამფა უნდა დავამზადო“. იდეა გაქვს და
ვიზუალუარადაც კი ხედავ მას, მაგრამ მის განსახორციელებლად
გჭირდება ის, რასაც მე „გარემოს“ დავარქმევდი. შესაძლოა, ეს იყოს
სახელოსნო, სტუდია, მუსიკალური ოთახი, ანდა კომპიუტერის კაბინე-
ტი, სადაც წერას შეძლებ. აუცილებელია გქონდეს ასეთი გარემო, ისე,
რომ ნებისმიერ წუთს, როცა იდეა მოვა, შეხვიდე და იქ ყველაფერი
დაგხვდეს სამუშაოდ.
თუ გარემო არ გაქვს, შეიძლება შთაგონება ამაოდ გეწვიოს და გან-
სახორციელებლად ვერც ადგილი, ვერც შესაბამისი ინსტრუმენტები
ვერ დაახვედრო. შთაგონება კი ერთხანს ჩამოჯდება, დაგელოდება,
მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამოიღვენთება და მერე აორთქლდე-
ბა კიდეც. ვერ შეასრულე, ხელიდან გაუშვი ― ამის გააზრება დიდ გუ-
ლისტკივილს იწვევს.

76
ცეცხლი

ცეცხლის წინ ჯდომა ჰიპნოზის ტოლფასია. მნუსხავს და ბოლომდე


იპყრობს მთელ ჩემს არსებას. ასევე მემართება ელექტროენერგიაზე.
კვამლზე. და მოციმციმე შუქზე.

77
განათება

ზოგიერთ კადრში სახასიათო განწყობას ოთახი და განათება ერ-


თად ქმნის. ისე, რომ თუ ოთახი მთლად ის არაა, რაც უნდა ყოფილიყო,
შეგიძლია განათებით იმუშაო და განწყობა მაინც შეუცვალო, გამოას-
წორო და იმ ხასიათს მიუახლოვო, რაც თავდაპირველ იდეაში გაჩნდა.
განათებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ფილმში და არა მხო-
ლოდ ფილმში, პერსონაჟის ხასიათშიც.
ვგიჟდები, ადამიანები სიბნელიდან რომ ამოიზრდებიან ხოლმე.

78
„სტრეიტის ამბავი“

„სტრეიტის ამბის“ სცენარი მე არ დამიწერია. ჩემთვის ეს გზიდან


გადახვევა იქნებოდა ― ძალიან სწორხაზოვანი ამბავია და იმიტომ.
სამაგიეროდ, შემიყვარდა ემოცია, რაც სცენარს ჰქონდა. ასეც შეიძლე-
ბა მოხდეს ― შეგიყვარდეს ის, რაც უკვე არსებობს და ეს ძალიან ჰგავს
ჯერ კიდევ აბსტრაქტული, ფორმამიუცემელი იდეის შეყვარებას. ამ
დროს ერთადერთი ემოცია გიპყრობს ― გრძნობ, როგორ იქცევა ეს ყვე-
ლაფერი ფილმად და მუშაობის დროს, ამ იმიჯით ხელმძღვანელობ.

79
კინემატოგრაფის გმირები

სულ აღმაფრთოვანებს ბილი უაილდერი. მისი ორი ფილმი განსა-


კუთრებით მომწონს, რადგან სრულიად დამოუკიდებელ, ძალიან სახა-
სიათო და თვითმყოფად სამყაროებს ქმნიან. ესენია „სანსეტ ბულვა-
რი“ და „ბინა“.
და ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასია ფელინიც, როგორც უზარმა-
ზარი შთაგონების წყარო. მომწონს „გზა“ და „81/2“, და საერთოდ მისი
ყველა ფილმი, ისევ და ისევ, თვითმყოფადი სამყაროებისა და პერსო-
ნაჟების, გამორჩეული ხასიათისა და განწყობის და გარკვეული დონის
გამო, რომელსაც თითსაც ვერ დააკარებ ― აი, ეს ყველაფერია მის
ფილმებში.
და მიყვარს ჰიჩკოკი. „ფანჯარა ეზოს მხარეს“ ის ფილმია, რომელ-
საც, ისევ კარგი გაგებით, ჭკუიდან გადავყავარ. ისეთი სიმყუდროვე
მოაქვს კადრს, როცა ჯეიმს სტიუარტს ხედავ ოთახში და ეს ისეთი სა-
და, ცივი ოთახია და ადამიანები, რომლებიც ამ ოთახში შემოდიან ―
ვთქვათ, გრეის კელი და ტელმა რიტერი ― ისე გნუსხავენ, რადგან ჩარ-
თული არიან იმ მისტიკურ ამბავში, რაც მათი ფანჯრის მიღმა თამაშ-
დება... ჯადოსნურია ეს ყველაფერი და ყველა, ვინც ამ ფილმს ნახავს,
იმავეს იგრძნობს. ძალიან მსიამოვნებს უკან დაბრუნება და ამ ეპიზო-
დის მონახულება.

80
ფელინი

ერთხელ რომში რეკლამას ვიღებდი. ორ ადამიანთან ერთად ვმუ-


შაობდი, რომლებიც მანამდე ფელინისთან თანამშრომლობდნენ. ამ
დროს კი ის უკვე ჩრდილოეთ იტალიაში, საავადმყოფოში იწვა. მერე
გავიგეთ, რომ რომში გადმოჰყავდათ. მის ძველ თანამშრომლებს
ვკითხე: ― როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, მისვლა და მონა-
ხულება? დამპირდნენ, რამეს მოვახერხებთო. ჯერ ხუთშაბათს საღა-
მოს ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა, მერე ― პარასკევ საღამოს და
მივედით. ზაფხული იყო, 6 საათი ― თბილი, მშვენიერი ამინდი იდგა.
ორნი შევედით და პირდაპირ ფელინის ოთახისკენ გაგვიძღვნენ. პა-
ლატაში ვიღაც დაგვხვდა, რომელსაც ეს ჩემი მეგობარი იცნობდა და
ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ამასობაში ფელინიმ დამსვა. ორ სა-
წოლს შორის ჩადგმულ ეტლში იჯდა. ხელი ხელზე მომკიდა და ნახევა-
რი საათი მაინც გავატარეთ საუბარში. მგონი, ბევრი არაფერი მიკით-
ხავს. გაფაციცებით ვუსმენდი. ძველ ამბებს იხსენებდა. მომწონდა მის
გვერდით ჯდომა. მერე წამოვედით. ეს იყო პარასკევ საღამოს, კვირას
კი უკვე კომაში ჩავარდა და ამ მდგომარეობიდან აღარც გამოსულა.

81
კუბრიკი

სტენლი კუბრიკი ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი რეჟისო-


რია, რომელმაც კარიერის დასაწყისში წარმოუდგენელი მოტივაცია
მომცა. იმხანად ინგლისში, „ადამიანი-სპილოზე“ ლის საერთაშორისო
სტუდიაში ვმუშაობდი. ვიდექი დერეფანში. ფილმის ერთ-ერთმა პრო-
დიუსერმა, ჯონათან სანგერმა, ვიღაცები მომიყვანა, ესენი ჯორჯ ლუ-
კასთან მუშაობენ და ერთი ამბის მოყოლა სურთო. კარგი-მეთქი. ჰოდა,
მიამბეს, გუშინ ელსთრი სტუდიოში ვიყავით, კუბრიკს შევხვდით და
ლაპარაკის დროს, შინ, თავისი საყვარელი ფილმის სანახავად დაგ-
ვპატიჟაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდით, წავედით და მისი საყვარე-
ლი ფილმი „საშლელთავა“ აღმოჩნდაო.
ამის გაგება ჩემთვის ნიშნავდა, რომ უკვე მშვიდად და ბედნიერად
შეიძლებოდა სიკვდილი.
კუბრიკის ყველა ფილმი მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად მაინც,
ალბათ, „ლოლიტა“. უბრალოდ, განსაკუთრებით მომწონს ამ ფილმში
შექმნილი სამყარო, მისი პერსონაჟები, თამაშის მანერა. ჯეიმს მეისო-
ნი ყველაფერზე და ყველაზე უფრო გენიალურია ამ ფილმში.

82
„შინაგანი იმპერია“

ჩვენ ობობებს ვგავართ. ვქსოვთ ცხოვრებას და მერე მივყვებით ამ


ნაქსოვს. ჩვენ მეოცნებეს ვგავართ, რომელიც ოცნებობს და მერე ამ
ოცნებაში იწყებს ცხოვრებას. და ეს ეხება მთელ სამყაროს.
უპანიშადები

დასაწყისში არავითარი „შინაგანი იმპერია“ არ არსებობდა. საერ-


თოდ არაფერი არ არსებობდა. უბრალოდ, ქუჩაში ლორა დერნს შევე-
ჩეხე, რომელიც, თურმე, ჩემი მეზობელი ყოფილა. დიდი ხნის უნახავი
მყავდა და მითხრა: ― დევიდ, გავაკეთოთ რამე ერთად. რა თქმა უნდა-
მეთქი, დავეთანხმე. ― იქნებ რამე დავწერო შენთვის და ინტერნეტის-
თვის გადავიღოთ, როგორც ექსპერიმენტი. მშვენიერიაო, მიპასუხა.
ასე დავწერე 14-გვერდიანი მონოლოგი და ლორამ თოთხმეტივე გვერ-
დი ზეპირად ისწავლა. დაახლოებით 70 წუთი გამოვიდა. ლორა შეუდა-
რებელი იყო, ნამდვილი ფენომენი. ეს ყველაფერი ინტერნეტისთვის
არ მემეტებოდა, რადგან დაუჯერებლად კარგი მასალა იყო. საღერ-
ღელს მიშლიდა, რაღაც ჰქონდა, რასაც ვერ ვხსნიდი; ამეკვიატა და
ხშირად დამაფიქრებდა ხოლმე. ამ დროს, ნელ-ნელა რაღაც სურათი
იკვეთებოდა. ერთ სცენას მეორე სცენამდე მივყავდი. მაგრამ ჯერ წარ-
მოდგენა არ მქონდა, რა იყო ეს. მერე მომდევნო სცენიდან მორიგი
იდეა იბადებოდა და მეც ვფიქრობდი, იქნებ, ეს, მესამეა ყველაზე მე-
ტად დაშორებული პირველ ორს, თუმცა კი, მეორეც საკმაოდ განსხვავ-
დებოდა პირველისგან.
ერთ დღეს ვემზადებით ერთი ეპიზოდის გადასაღებად, რომელსაც
„პატარა სახლი“ ჰქვია. ამ სცენაში ლორა დერნი და ჩემი მეგობარი,
პოლონელი მსახიობი, კშიშტოფ მაიჟრაკი თამაშობდნენ. პოლონეთი-
დან ლოს ანჯელესში ჩამოფრენისთანავე, კშიშტოფი „კამერიმიჯის“
ხალხმა სახლში მომიყვანა. როცა მანქანიდან გადმოვიდა, დავინახე,
რომ ძალიან სასაცილო, უცნაური სათვალე ეკეთა. გამიღიმა და სათ-
ვალეზე მანიშნა. მეც დავასკვენი, რომ შერჩეულ სცენაში ამ სათვალით
თამაშს აპირებდა. პირდაპირ ვაჯახე, არა და არა, ეგრე არ გამოვა,

83
კშიშტოფ-მეთქი. რამე აქსესუარი მჭირდება, სხვაგვარად არ იქნებაო
და მეც კაბინეტში შევიყვანე, გამოვაღე ბუფეტი და დამტვრეული კა-
ფელის პატარა ნამსხვრევი დავინახე, მერე დავინახე კენჭი, იქვე წი-
თელი ნათურა, მაგრამ ძალიან გამჭვირვალე, საშობაო განათებასა-
ვით. აი, ესენი გამოვიღე და შევთავაზე, რომელიც გინდა, აირჩიე-მეთ-
ქი. ნათურა აირჩია, დანარჩენი ნივთები შევალაგე და აღარც შემითა-
ვაზებია, მხოლოდ ნათურა გადავეცი. გადავედით პატარა სახლში და
კშიშტოფი ხის უკან დადგა, მერე კი პირში ჩადებული წითელი ნათუ-
რით გამოვიდა წინ ― ასე გადავიღეთ სცენა. ანუ ერთმა გარემოებამ
მეორემდე მიგვიყვანა. მივხვდი, რომ თუ მართლა არსებობს ერთიანი
ველი, უნდა არსებობდეს რაღაც საერთო საშობაო ნაძვის ხის განათე-
ბას და ამ პოლონელ კაცს შორის, რომელიც უცნაური სათვალით გამო-
მეცხადა. საინტერესოა დააკვირდე პროცესს ― როგორ იწყებენ თა-
ნაცხოვრებას ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული საგნები და
გარემოებები. ასეთ რამეებზე დაკვირვებისას, ათმაგი სიმძაფრით მუ-
შაობს გონება. როგორ შეიძლება ერთმანეთისგან ასე შორს მყოფი რა-
ღაცების შეერთება? შეერთების ამ პროცესში ჩნდება მესამე მოვლენა,
რომელიც თითქმის აერთიანებს პირველ ორს და მერე უკვე გიჭირს და-
ინახო, როგორ იმუშავებს ეს კონტრასტებსა და განსხვავებებში წარ-
მოქმნილი მთლიანობა. ეს მთლიანობა ოკეანეა და მის ზედაპირზე
ტივტივებს ყველაფერი.
მეც დავფიქრდი ― უნდა არსებობდეს ხერხი, რითაც ეს ყველაფერი
ერთმანეთს უკავშირდება, რადგან ხომ არსებობს ეს ერთიანი ველი,
არა? ჰოდა, არ შეიძლება, ერთი ფრაგმენტიც კი დარჩეს, რომელიც
ყველაფერთან დაკავშირებული არ იქნება. ამ ერთიანი ველის პოვნას
ვცდილობდი, რომელიც სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან აკავში-
რებდა. იმ იმედით ვიყავი, რომ დავინახავდი, როგორ, რა ხერხით გამ-
თლიანდნენ ერთმანეთისთვის უცხო ელემენტები. ოღონდ ეს საკმაოდ
გვიან მოხდა ― თითქმის ფილმის ნახევრამდე ვიყავით მისული, როცა
ერთბაშად დავინახე, რომ გაჩნდა ფორმა, რომელმაც ყველაფერი და-
ნარჩენი მოიცვა, ყველაფერი, რაც მანამდე გვქონდა. დიდი დღე ეგ
იყო, თუ იყო. კარგი დღეც იყო ეგ, რადგან სწორედ იმ დღეს, თითქმის

84
დარწმუნებით ვთქვი, რომ „შინაგანი იმპერია“ მხატვრული ფილმი იქ-
ნებოდა.

85
სახელწოდება

ერთ დღეს, ჯერ კიდევ პროცესის პირველ ეტაპზე, ლორა დერნს ვე-
ლაპარაკებოდი, როცა შევიტყვე, რომ მისი ახლანდელი ქმარი ბენ
ჰარპერი ინლენდ ემპაიერიდან იყო, რაც ლოს ანჯელესშია. შემთხვე-
ვით ახსენა საუბარში. არ ვიცი, როდის წამოტივტივდა ეს, მაგრამ
ვთქვი, ― ეგ იქნება ფილმის სახელწოდებაც. ეს ის ეტაპია, როცა ფილ-
მზე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ის კი გავარკვიე, რომ მისთვის „შინაგა-
ნი იმპერიის“ დარქმევა მინდოდა.
ჩემს მშობლებს მონტანაში ხის ქოხი აქვთ. ერთ დღესაც, ჩემმა
ძმამ, იმ ქოხს რომ ალაგებდა, ტრილიაჟის უკან ბლოკნოტი იპოვა და
გამომიგზავნა, რადგან ჩემი ყოფილა. ეს ჯერ კიდევ იმდროინდელი
ბლოკნოტი აღმოჩნდა, როცა ხუთი წლის ვიყავი და სპოკანეში, ვაშინ-
გტონის შტატში ვცხოვრობდით. გავხსენი წიგნაკი და სპოკანეს პანო-
რამული ხედი დავინახე, რომელსაც ქვეშ ეწერა ― Iნლანდ ემპირე. მეც
დავასკვენი, რომ სწორ გზას ვადექი.

86
მუშაობის ახლებური სტილი

„შინაგან იმპერიაზე“ მუშაობა ძალიან უცნაური იყო. მთლიანად


ციფრულ ვიდეოფორმატში გადავიღეთ, ამიტომაც მართვისა და კონ-
ტროლის, მოქნილობის ხარისხი წარმოუდგენელი იყო. თან არ მქონდა
სცენარი. ყველაფერს ეპიზოდიდან ეპიზოდამდე მუშაობისას ვწერდი
ისე, რომ დიდად ვერც კი ვხვდებოდი, სად დამთავრდებოდა ეს ყვე-
ლაფერი. მართალია, ვრისკავდი, მაგრამ მაინც არ მტოვებდა შეგ-
რძნება, რომ რადგანაც ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, აქ, ამ
მომენტში გაჩენილი იდეაც რაღაცნაირად დაუკავშირდება იქ, იმ მო-
მენტში დაბადებულ აზრს. თან ძალიან კარგ გუნდთან ვთანამშრომ-
ლობდი ― ფრანგულ „სტუდიო კანალთან“, რომელიც იმდენად მენდო-
ბოდა, რომ ჩემს შემოქმედებით მუშაობაში არ ერეოდნენ.

87
რეჟისორის კომენტარი

როცა ფილმებს ციფრულ კომპაქტ დისკებზე ვუშვებ, რეჟისორის


კომენტარს თან არ ვურთავ ხოლმე. ვიცი, მაყურებელს უყვარს ამ და-
მატებითი ინფორმაციის მიღება, მაგრამ ამ რაღაცებში ფილმი სულ
მთლად იკარგება. ჩვენ ჯერ თვითონ ფილმი უნდა დავიცვათ. ფილმი
უნდა გამოვარჩიოთ. იმდენს შრომობ ფილმის რაღაც დონემდე მისაყ-
ვანად, რომ მისი ზედმეტი ინფორმაციით დახუნძვლა საცოდაობაა.
რეჟისორის კომენტარი მხოლოდ ხერხია იმისთვის, რომ მაყურებელს
აზრი შეაცვლევინო მთავარ ამბავზე ― თავად ფილმზე. ფილმის შესა-
ხებ ამბების მოყოლის მჯერა, მაგრამ თან ფილმი გადიოდეს, თან რე-
ჟისორის კომენტარი ერთვოდეს, მკრეხელობად მიმაჩნია.
ამის ნაცვლად, ვფიქრობ, უნდა სცადო და მთელი ფილმი ერთი-
ანად, უწყვეტად ნახო, სადმე, მშვიდ ადგილზე, დიდ ეკრანზე, შეძლე-
ბისდაგვარად კარგი ხმის სისტემით. ასე შეძლებ გადახვიდე სამყარო-
ში, რომელსაც ფილმი ქმნის და საკუთარ თავზე გამოსცადო ყველაფე-
რი, რაც იქ ხდება.

88
ფირის სიკვდილი

ფირთან, როგორც მედიუმთან ურთიერთობა დავამთავრე. ჩემთვის


ის მკვდარია. თუ დააკვირდები, რით იღებენ ადამიანები მთელ მსოფ-
ლიოში, ნახავ, რა გველის წინ.
ვიღებ ციფრული კამერით და ძალიან მომწონს ეს. ვებსაიტიც მაქვს
და საიტისთვის ამ პატარა კამერებით პატარ-პატარა ექსპერიმენტებს
ვატარებ. თავიდან ჩემი სათამაშო იყო, თან დიდად არც ვარგოდა, მაგ-
რამ მერე მივხვდი, რომ პირიქით, ძალიან, ძალიან კარგია ეს კამერები
― ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.
გაქვს 45-წუთიანი კადრი, ავტომატური ფოკუსი. წონითაც მსუბუქია
და მყისიერად ნახულობ, რაც გადაიღე. ფირი კი მიგაქვს სტუდიაში და
მეორე დღემდე ვერ ნახულობ ვერაფერს. ციფრულ კამერას, დამთავ-
რებისთანავე, კომპიუტერს უერთებ და ეგრევე მუშაობას იწყებ. თან იმ-
დენი ინსტრუმენტი გაქვს ხელთ. ჩათვალე, ამ დილას ათასი ახალი ინ-
სტრუმენტი გაჩნდა, ხვალ დილას კი ათი ათასი ახალი დაგხვდება. ეს
ცვლილებები ჯერ ხმის სისტემაში მოხდა და ახლა უკვე ყველას აქვს
ეს ე.წ. პროთოოლს, რაც ხმაზე მანიპულაციების საშუალებას გვაძ-
ლევს, ხმის უმალ გასწორების საშუალებასაც, მათ შორის. იგივე ხდება
გამოსახულების სფეროშიც. უკვე მართვის საოცარი ინსტრუმენტები
გვაქვს ხელთ.
მეც დავიწყე ფიქრი და ექსპერიმენტები. რაღაც მასალის ციფრული
ფორმატიდან ფირზე გადატანა ვცადე, რადგან მაინც გჭირდება ფილ-
მის ფირზე გადატანა, თუ კინოთეატრში გაშვებას აპირებ. მართალია,
ყველაფერი ისე არ ჩანდა, როგორც ფირზე გადაღებისას იქნებოდა,
მაგრამ მაინც უარესი წარმომედგინა მანამდე.
როგორც კი დაიწყებ ციფრული კამერით მუშაობას, როგორც კი მო-
გეწონება მისი სიმსუბუქე და ავტომატური ფოკუსი, დაასკვნი, რომ ფი-
რი დიდად მოუქნელი რამეა. იმ 35-მმ-იან კამერებს უკვე ლამის დინო-
ზავრებს ვამსგავსებ. უზარმაზარი, საშინლად მძიმეა და თან აქეთ-
იქით უნდა ატარო! იმდენი რამეა გასაკეთებელი, ისინი კი ზოზინებს,
ათას შესაძლებლობას უშვებ ხელიდან. ციფრული ვიდეოს ფორმატში

89
კი ყველაფერი მსუბუქი და მოძრავია. გაცილებით უფრო მოქნილი და
ადვილად ცვალებადი. გზადაგზა შეგიძლია მოიფიქრო ქმედებები, მო-
იხელთო იდეები. მსახიობებიც ხედავენ განსხვავებას: ფირზე მუშაობი-
სას, შედიან როლში, შუა სცენაში არიან და ათ წუთში ეუბნები, რომ უნ-
და გაჩერდნენ, რადგან კამერაა გადასატვირთი. ზოგჯერ ასეთი მო-
ულოდნელი წყვეტა ყველაფერს ანგრევს. ახლა კი მიდი, მიაწექი, მთე-
ლი 40 წუთი გაქვს მარაგში. ელაპარაკე მსახიობებს, კი არ გააჩერო, შე-
დი სცენაზე და აუხსენი. რეპეტიციაც კი შეგიძლია გადაღების მომენ-
ტში გაიარო, თუმცა ზოგჯერ ჩემი ხმა ირევა ხოლმე, რადგან ხმის რეჟი-
სორებს ჩემი სიტყვების ამოჭრა უწევთ. მაგრამ გადაღების პარალე-
ლურად, მსახიობებს მაინც ველაპარაკები და ეს გვაძლევს საშუალე-
ბას, უფრო მეტად ჩავწვდეთ ფილმის ჩანაფიქრს.

90
ციფრული ვიდეო ახალგაზრდა რეჟისორების-
თვის

ჩემი რჩევა ასეთია: გამოიყენეთ შესაძლებლობები, რაც ციფრულ


ვიდეოს გააჩნია იმის გასაკეთებლად, რისიც ნამდვილად გწამთ. შე-
ინარჩუნეთ თქვენი ინდივიდუალური ხმა. არაფერი გააკეთოთ მხო-
ლოდ სტუდიის ანდა ფულიანი სპონსორების მოსახიბლად. ასეთი რა-
მეები ყოველთვის ცუდად ბრუნდება ხოლმე, საკუთარი გამოცდილე-
ბით გეუბნებით. ძალიან კარგია, თუ კინოსკოლაში სწავლობთ, ბევრ
ინტელექტუალურ ცოდნას მიიღებთ იქ, მაგრამ მთავარი მაინც პრაქ-
ტიკაა. ახლა, როცა ეს პროცესი გაიაფდა, შეგიძლიათ, თავად გააკე-
თოთ ყველაფერი. უამრავი კინოფესტივალიცაა, სადაც შეგიძლიათ
მონაწილეობა და იმის გარკვევა, შეგიძლიათ თუ არა ფილმის დის-
ტრიბუციაში მხარდაჭერის ან ფინანსური დახმარების მოპოვება.

91
ციფრული ვიდეოს ხარისხი

DV კამერა, რომელსაც ახლა ვიყენებ, არის შონყ პდ-150, რასაც უფ-


რო დაბალი ხარისხი აქვს, ვიდრე ჰდ-ს. და ძალიან მომწონს ეს დაბა-
ლი ხარისხი. ზოგადად, მომწონს პატარა კამერები.
ხარისხის ხსენებაზე 1930-იანი წლების ფილმები მახსენდება. იმ
ადრეულ ხანაში, ემულსიის ხარისხი საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომაც
ეკრანზე ყველაფერი არ ჩანდა. შონყ პდ-ის შედეგიც ცოტათი ამას
ჰგავს ― ახლოსაც ვერ მივა მაღალ რეზოლუციამდე. და ზოგჯერ თუ
დაეჭვდი, ნეტავი რას ვხედავ ახლა ეკრანზეო, ანდა ნეტავი, ის პატარა
შავი წერტილი რა არისო, შეიძლება წარმოსახვამ მოსვენება დაგიკარ-
გოს; ხოლო როცა ყველაფერი დღესავით ნათელია ეკრანზე, ― ეგაა
და მორჩა ― სხვას ვეღარაფერს წარმოიდგენ. და მაღალი რეზოლუ-
ცია, სამწუხაროდ, სწორედაც რომ დღესავით ნათელია. ჩემს სამონტა-
ჟოში ერთხელ ეკრანზე მაღალი რეზოლუციით გადაღებული ფილმი
ვნახე. რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკა იყო. ფონზე, კადრის სიღრმეში,
ხის ჭანჭიკებსაც კი ვარჩევდი იმაში, რაც უბრალოდ რკინის კონსოლი
უნდა ყოფილიყო. ასეა ― რაც დრო გავა, სულ უფრო გართულდება სცე-
ნების დადგმა მაღალი რეზოლუციის ფორმატისთვის.

92
კინოს მომავალი

ფილმებს სხვაგვარად ვუყურებთ. აღქმა შეიცვალა. ვიდეო იპოდ-ი


და ონლაინ ვიდეო თავდაყირა აყენებს ყველაფერს. ციცქნა, პატარა
სურათი, უზარმაზარი, გიგანტური სურათის ნაცვლად ― ასე ნახავენ მა-
ლე ადამიანები ფილმებს. კარგი ამბავი კი ერთია მხოლოდ: ამას ყვე-
ლანი თავიანთი ყურსასმენებით შეძლებენ. ვფიქრობ, ხმა კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი გახდება. და იქნებ ისიც მოვახერხოთ, რომ იპოდ-ი შე-
ვაერთოთ რამე მოწყობილობაში, გამოსახულება ჩვენივე სახლის დიდ
ეკრანზე გადავიტანოთ, ხმის გამაძლიერებლებითა და ხარისხიანი
ხმის სისტემით და ჩვენი მყუდრო, მშვიდი სახლიდან ასე გადავეშვათ
სამყაროში, რაც ფილმშია.
მთავარი ისაა, რომ ფარდის აწევისას და შუქის ჩაქრობისას იმ სამ-
ყაროში გადასვლა შევძლოთ. ეს კი, რაც დრო გადის, სულ უფრო ჭირს.
ზოგი გამუდმებით ლაპარაკობს კინოდარბაზში. ზოგჯერ კი გაქვს ეს
ერთი ციდა, გაჭედილი კადრი. როგორღა უნდა მიიღო ის გამოცდილე-
ბა, რაც ფილმშია?
ამიტომ ვფიქრობ, რომ გზა, რომელიც უნდა გავიაროთ, ოღროჩოღ-
რო იქნება. თუმცა, თან შესაძლებლობაც გვაქვს, მივიღოთ ძალიან
სუფთა გამოსახულება ― ნაკაწრის, ჭუჭყის, წყლის ლაქის, ნახევის გა-
რეშე ― მხოლოდ იმიჯი, რომლის მართვაც ათასნაირად შეგვიძლია.
თუ იზრუნებ იმაზე, რომ ფილმი კარგად აჩვენო, ეს შეიძლება დაუვიწ-
ყარ, მშვენიერ გამოცდილებად, სხვა სამყაროში გადასვლად იქცეს.
ჯერ კიდევ მივდივართ ამ მიზნისკენ. თუმცა კი, ეს უნდა ვიცოდეთ ―
ციფრული ფორმატი უკვე არსებობს, ასევე ვიდეო იპოდ-იც. სიმარ-
თლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და დინებას მივყვეთ.

93
საღი აზრი

კინემატოგრაფის უდიდესი ნაწილი საღ აზრს ეფუძნება. საკმარი-


სია, მზად იყო რამის გასაკეთებლად და მას აღმოაჩენ.

94
რჩევა

ჭეშმარიტებაზე დგას სურნელოვანი მიწა და ჭეშმარიტებაა, რაც


ზღვებსა და მდინარეებს აცოცხლებს. ჭეშმარიტების ძალა ბადებს
ცეცხლს და ის ამოძრავებს ჰაერს. ჭეშმარიტება შთაბერავს მზეს შუქს
და ის კვებავს სიცოცხლეს. დაფარული ჭეშმარიტება უდევს საფუძ-
ვლად ყოველივეს. იპოვე იგი და გაიმარჯვე.
რამაიანა

ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს. თქვენი ხმა სუფთად, გარკვევით უნ-


და ისმოდეს, ნურავის მისცემთ მასზე ზემოქმედების უფლებას. არას-
დროს თქვათ უარი კარგ იდეაზე, მაგრამ არც არასდროს მიიღოთ ცუდი
იდეა. და აკეთეთ მედიტაცია. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი
„მეს“ განცდა, წმინდა ცნობიერებაში ჩაღრმავება. მე ამან ძალიან მიშ-
ველა და მგონია, რომ ნებისმიერ რეჟისორს დაეხმარება. ასე რომ, ჩა-
იძირეთ, ჩაყვინთეთ თქვენს სამყაროში, გამოაცოცხლეთ ცნობიერება.
ამოზარდეთ შინაგანი სამყაროს სიღრმიდან ბედნიერება და ინტუ-
იცია. გამოსცადეთ კეთების, შემოქმედების სიხარული. და ამ სიმშვი-
დეში ჩაფლულ გზაზე გასხივოსნდებით, განათდებით. მეგობრები
თქვენი ბედნიერებით იხარებენ, ყველას მოუნდება თქვენ გვერდით
ყოფნა. და ფულსაც მოგცემენ!

95
ძილი

ძილი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქიკა უნდა დაასვე-


ნოთ, რათა კარგად მუშაობა, კარგად მედიტირება შეძლოთ. როცა ცუ-
დად მძინავს, მედიტაციასაც შეფერხებით ვაკეთებ ხოლმე. თუ გამოუ-
ძინებელზე იწყებთ მედიტაციას, პირველ წუთებში შეიძლება ჩაგ-
თვლიმოთ კიდეც, რადგან ორგანიზმი ამ დროს მშვიდდება, დუნდება;
ხოლო თუ დასვენებული ხართ, მედიტაციის სეანსი უფრო სუფთა, უფ-
რო ღრმა იქნება. ძილმორეულ მედიტაციაში შეიძლება ტრანსცენდენ-
ტური გადასვლის პროცესსაც კი გადიხართ. მაგრამ ჯობს, სუფთა, დაწ-
მენდილი ცნობიერებით ჩაუღრმავდეთ საკუთარ „მე“-ს. ამ დროს ჩაყ-
ვინთვა ძალიან ძლიერი და ღრმაა. მედიტაციის დროს გონება ყველა-
ზე ქვედა ფაზაში ჩადის და იქ ისვენებს, ისვენებს ფიზიოლოგიაც. და
ახლა, უამრავი კვლევის შემდეგ, უკვე არსებობს დასკვნა, რომ მედი-
ტაციის ყველაზე ღრმა ფაზაში სამჯერ უფრო მეტად ისვენებთ, ვიდრე
ყველაზე ღრმა ძილში დაისვენებდით. თუმცა, ძილი მნიშვნელოვანია,
რომ მედიტაციის სწორედ ამ ყველაზე ღრმა ფაზას მიაღწიოთ.

96
არ დანებდეთ

ძალიან რთულია. გსურთ, რომ მიჰყვეთ და აკეთოთ თქვენი ხელოვ-


ნება, მაგრამ ცხოვრებაც ხომ გინდათ. სამსახურიც გჭირდებათ და მე-
რე ხელოვნებისთვის დრო აღარ რჩება. თუმცა, როცა საკუთარი საქმე
გიყვარს, მგონია, რომ თავს არ დაანებებ მას. მე ძალიან გამიმართლა.
გზადაგზა სულ გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან და
მეც ბევრი ასეთი ადამიანი შემხვედრია ცხოვრებაში ― ადამიანი, რო-
მელიც შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დამხმარებია. ამ დახმარებას კი
იმიტომ ვიღებთ, რომ რაღაც გავაკეთეთ მანამდე. ამიტომაც, არას-
დროს შეწყვიტოთ საქმის კეთება. ბევრი რამ, რაც თავს გადამხდენია,
მხოლოდ გამართლება ყოფილა და სხვა არაფერი. თუმცა, ამასაც გეტ-
ყვით: იშოვეთ სამსახური, რომელიც მთელ დროს არ წაგართმევთ; იძი-
ნეთ კარგად, მიიღეთ საკვები ზომიერად და სამუშაოში შეძლებისდაგ-
ვარად გამოავლინეთ შესაძლებლობები. საყვარელი საქმის კეთება
ხომ ძალიან სასიამოვნოა. იქნებ, ამან გაგიხსნათ კარი და თქვენც იპო-
ვოთ გზა საყვარელი საქმისკენ. იმედი მაქვს, რომ ამას შეძლებთ.

97
წარმატება და მარცხი

გარკვეულწილად ასეა ― რაც უფრო მეტი ფილმი გაქვს გადაღებუ-


ლი, მით უფრო გეიოლება ახლის გადაღება. უფრო კარგად იცნობ იდე-
ის მოხელთების პროცესს. ისიც უკეთ იცი, როგორ თარგმნო იდეა.
ფლობ პროფესიულ ინსტრუმენტებს, გესმის განათების ფასიც. მოკ-
ლედ, უკვე გრძნობ მთელ პროცესს ― ეს ხომ მანამდეც გაგიკეთებია.
მაგრამ ეს ყველაფერი რთულიც არის, რადგან როცა მორიგ ფილმს
უშვებ, მას წინა ფილმების კონტექსტში აღიქვამენ, სწორედ ამ წინა გა-
მოცდილებაზე დაყრდნობით აფასებენ. და თუ წინა ფილმი წარმატე-
ბული იყო, ახლა შეიძლება შეშინდე, რომ ფილმს ჩააგდებ. თუმცა, თუ
პირიქით, წინა ნამუშევარი წარუმატებელი გამოდგა, როგორც ჩემს
შემთხვევაში გახლდათ ფილმი „დიუნა“, მაშინ შიშიც ქრება და ფიქ-
რობ: ამაზე უფრო ხომ ვეღარ დავეცემი?! ამ დროს თავისუფლების ეი-
ფორიას გრძნობ, რადგან დასაკარგი აღარაფერია.
წარმატებასა და მარცხს შორის წონასწორობის მოპოვებაა საჭირო.
წარმატებამ ისევე შეიძლება დაგღუპოს, როგორც მარცხმა. და წონას-
წორობის მოპოვების ერთადერთი გზა ერთიანი ველის დონეზე მოქმე-
დებაა. იქაა შენთვის ხელსაყრელი გარემო და აქ ვერ მოიტყუები ― ან
ამ ველზე ხარ, ან ― არა. როგორც კი ველი მთლიანად გამოცოცხლდე-
ბა, რაც არ უნდა მოხდეს, ვეღარაფერი დაგამარცხებს.

98
კვლავაც სათევზაოდ წასვლა

მხოლოდ საკუთარ ბუნებას მინდობილი, კიდევ და კიდევ, დაუსრუ-


ლებლად ვქმნი.
ბჰაგავადგიტა

ფილმზე მუშაობის დასრულება სასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ის


სიცარიელის განცდასაც ტოვებს. დამთავრდა ის, რისკენაც მანამდე
მთელი ყურადღება გქონდა მიმართული. ეს თევზაობას ჰგავს.
ვთქვათ, გუშინ უმშვენიერესი თევზი დაიჭირე და დღესაც იმავე ანკე-
სით სათევზაოდ გამოხვედი. ახლა ფიქრობ, დაიჭერ თუ არა ერთ ასეთ-
სავე თევზს. თუმცა, თუ თევზაობისას ყველაფერს გუშინდელივით გა-
იმეორებ, რაც არ უნდა მოთმინებით ელოდო, შეიძლება თევზი საერ-
თოდ ვერ დაიჭირო. ესე იგი, არასწორ ადგილზე ხარ. ჰოდა, ხომ არ ჯო-
ბია, ამ დროს, აახვიო ანკესი, მოუსვა ნიჩაბს და სხვა მხარეს გადაინაც-
ვლო? ეს იმას ნიშნავს, რომ დატოვო ადგილი, სადაც დროს თვლემასა
და სიზმრებში ატარებდი და სხვა რამეზე გადაერთო. სურვილები ხში-
რად მხოლოდ გარკვეული გარემოების შეცვლის შედეგად ხდება.
ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც სხვა ადგილზე ჯდომასა და
ლოდინში სურვილი ახდება. არც კი ვიცი, როგორ ახდება ხოლმე სურ-
ვილი. თუმცა, სურვილს, თუ მას შენში აცოცხლებ და არ მოკლავ, ხში-
რად გაამყარებს იდეა. იდეა კი ისეთი რამეა, რაც უკვე მტკიცებულე-
ბაა.

99
თანაგრძნობა

ყვავილზე უნაზესია, თუ საქმე სიკეთეზე მიდგება; და ― ჭექა-ქუ-


ხილზე ძლიერი, როცა საფრთხე ემუქრება პრინციპებს.
გასხივოსნებულის ვედური განსაზღვრება

მედიტაციაში არაფერია ეგოისტური. მართალია, საკუთარ თავს


უღრმავდებით და საკუთარი „მე“-ს გათავისებას ცდილობთ, მაგრამ
სამყაროში გამავალ კარს მაინც არ კეტავთ. ესაა საკუთარი თავის გაძ-
ლიერება, რათა უფრო ნაყოფიერად დაუბრუნდეთ გარესამყაროს. ოდ-
ნავ იმასაც კი ჰგავს, თვითმფრინავის ბორტზე რომ გვასწავლიან ხოლ-
მე: ჯერ თქვენ დაიმაგრებთ ნიღაბს და მერე დაეხმარებით სხვებს. ჩემ-
მა მეგობარმა ჩარლი ლუტისმა იცოდა თქმა: დაინახავ, კაცი მოთქვამს
სადარბაზოსთან, მიხვალ, დაუყვავებ და ორ წუთში გაიხედავ, დაინა-
ხავ, ორი კაცი ტირის სადარბაზოსთან.
ასე რომ, თანაგრძნობა, სხვების დახმარების ძალა მატულობს, რო-
ცა მედიტირებ. ღრმად იძირები საკუთარ სამყაროში და სრულფასოვ-
ნად გრძნობ უმანკო სიყვარულის, მშვიდობის ოკეანეს ― შეიძლება
ვთქვათ, აბსოლუტურ თანაგრძნობასაც. ამ ყველაფერს გრძნობ და
იცი, რადგან ეს ყველაფერი შენ ხარ, შენს თავში ხდება. მერე გადიხარ
სამყაროში და უკვე მართლა შეგიძლია დაეხმარო სხვებს.

100
ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლება

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ, რამაც ტრანსცენდენტურ მედი-


ტაციაზე საჯაროდ ლაპარაკისკენ მიბიძგა, იყო ცვლილება, რასაც ბავ-
შვები ამის მერე გრძნობენ. ახლანდელი ბავშვები იტანჯებიან. სტრესი
სულ უფრო და უფრო პატარა ასაკში უტევთ ― თითქმის აკვნიდან გად-
მოსვლისთანავე. დასწავლის სულ სხვადასხვაგვარი აშლილობები
ჩნდება ― ისეთები, საერთოდ რომ არ მსმენია არასდროს. ამავდროუ-
ლად ვხედავ ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლების შედეგებს.
ესაა განათლების ტიპი, რომელიც ადამიანის სრულ პოტენციალს ავ-
ლენს. მას ყველა თანაბრად იღებს და დამატებით ბონუსად ეძლევათ
ის, რომ მოსწავლე სწავლობს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, საკუთარი
„მე“-ს გახსნას, აბსოლუტური ცნობიერების შეცნობას. დოქტორი ჯორჯ
რუტერფორდი სკოლის დირექტორია ქალაქ ვაშინგტონში, რომელმაც
ტრანსცენდენტური მედიტაცია სამ სკოლაში დანერგა. მანამდე სკო-
ლებში ხშირი იყო ძალადობის შემთხვევები: სროლა, სუიციდი, ჩაგვრა.
მაგრამ მას მერე, რაც მასწავლებლებსაც და სტუდენტებსაც მედიტა-
ცია დააწყებინა, ნახა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. კი-
დევ ერთი დირექტორია, კარმენ ნ’ნამდი დეტროიტის შტატიდან, რო-
მელმაც ტრანსცენდენტური მედიტაცია თავის სკოლაში, ნატაკი ტა-
ლიბაში ცხრა წლის წინ დანერგა. ბავშვები დილაობით ათ წუთს მედი-
ტირებენ, შუადღესაც ათ წუთს და სკოლაში ნამდვილი ნეტარება სუ-
ფევს. ბავშვები უფრო ბედნიერი არიან, უკეთ სწავლობენ და ბევრი
სხვადასხვა მიმართულებით აღწევენ წარმატებას. ამ დროს ერთი კონ-
კრეტული რამ მოქმედებს: იღებ მეტ ინტელექტუალურ ცოდნას, რად-
გან ეს უკვე გეხალისება. ამავდროულად, გონებრივ შესაძლებლობებს
აფართოებ, რათა კიდევ მეტი ცოდნა მიიღო. ეს კი სტანდარტული სა-
განმანათლებლო პროცედურისგან რადიკალურად განსხვავდება.
ტრანსცენდენტურ მედიტაციასთან შედარებით, სტანდარტული სასკო-
ლო პრაქტიკა ბლეფია. მოსწავლე სწავლობს მხოლოდ ფაქტებსა და
სტატისტიკას და არაფერს ― საკუთარი თავის შესახებ.

101
ერთ საღამოს აიოვას შტატში, მაჰარიშის სკოლაში სპექტაკლს და-
ვესწარი. იქაც ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლების მეთოდს იყე-
ნებენ. ცივი და წვიმიანი ღამე იყო და როცა მითხრეს, რომ საშუალო
სკოლაში მიდიხარ სპექტაკლზეო, გავიფიქრე, ალბათ, წინ ძალიან
გრძელი ღამე მელის-მეთქი. პატარა დარბაზის შუაში დამსვეს ― ძა-
ლიან კოხტა, პატარა თეატრი იყო და აი, სცენაზე მოსწავლეებიც გამო-
ვიდნენ. პროფესიონალი მსახიობები, ცხადია, არ იყვნენ. უბრალოდ,
ბავშვები თამაშობდნენ სპექტაკლს, რომელიც თავადვე დადგეს, მაგ-
რამ ასე აღფრთოვანებულს სხვა არაფერი მინახავს. გავიფიქრე,
ბროდვეის დადგმასაც ჯობია-მეთქი, რადგან მათ სახეებზე გამოღვი-
ძებულ ცნობიერებას ვხედავდი, ცოცხალ, ელვარე, სუფთა აზრს. ისეთ
ინტელექტს აფრქვევდნენ, დროის ისეთ შეგრძნებას ავლენდნენ და
ისეთ ზუსტ იუმორს, რომ გაოცდებოდი. ასეთ სტუდენტებზე რატომ უნ-
და იღელვო. თვითკმარები არიან, თავს მშვენივრად გაართმევენ
ცხოვრებას, როცა სკოლიდან გავლენ და მეტიც, იმაზეც იზრუნებენ,
სამყარო შეცვალონ, გარემო გააუმჯობესონ.
ჩემი ფონდი, ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლებისა და მსოფ-
ლიო მშვიდობის დევიდ ლინჩის ფონდი იმ მიზნით შეიქმნა, რომ მეტ
ბავშვს დაეხმაროს მსგავსი გამოცდილების მიღებაში. ჩვენ მოვიპო-
ვეთ თანხები და გადავეცით სკოლებს იმისთვის, რომ მთელ ქვეყანაში
ათასობით და ათიათასობით მოსწავლეს მიეცეს მედიტაციის შესწავ-
ლის შანსი. აღმაფრთოვანებენ ბავშვები, რომლებიც უკვე აკეთებენ
ამას. სტრესი ახლოსაც ვერ ეკარება მათ, ისე ისხლეტენ, როგორც ბა-
ტის ბუმბული ისხლეტს წყალს. და ამას ვაკეთებ არა მხოლოდ ამ ბავ-
შვების გამო, არა მხოლოდ მათი ცნობიერების ასამაღლებლად, არა-
მედ თითოეული ჩვენგანის გამო, რადგან ჩვენ ნათურებივით ვართ. და
როგორც ნათურებში, ჩვენშიც ინთება ცნობიერების ალი, რომელსაც
გარეთ ვასხივებთ და სხვებს გადავცემთ. მჯერა, რომ მშვიდობისკენ
მიმავალი გზა ამ მიდგომაზე გადის. ათიათასი მედიტაციაში ჩართული
ახალი მოსწავლე რომ გვყავდეს, ქვეყანასაც დაეტყობოდა. ჰარმონია,
იდილია, ნამდვილი მშვიდობა გაჩნდებოდა.

102
ადამიანში ცნობიერების სინათლე ნეგატიურ გამოცდილებას მის-
გან შორს დევნის და შეუძლია, სამყაროშიც იგივე გააკეთოს.

103
ნამდვილი მშვიდობა

უკან გააბრუნე საფრთხე, რომელიც კარს ჯერ არ მოგდგომია.


იოგასუტრა

ხალხს უკვე ისე სჯერა, რომ მშვიდობა არასდროს დაისადგურებს,


ამაზე ხუმრობენ კიდეც. ვიღაც სილამაზის კონკურსს მოიგებს და იწყე-
ბენ ხუმრობას, ამასაც მსოფლიო მშვიდობა უნდაო. და მერე ყველა
ხარხარებს. აღარავის სჯერა მისი. მშვიდობისგან, უბრალოდ, კეთილ-
შობილური იდეა დარჩა, საყვარელი, ტკბილი წარმოსახვა, მოხუცი, კე-
თილი ბებოს ოცნება. მან მნიშვნელობა დაკარგა. აღარ სჯერათ, რომ
ის ოდესმე დაისადგურებს. ჩვენც ვცხოვრობთ ამ ჯოჯოხეთში და გვგო-
ნია, რომ ასეც უნდა იყოს.
მაგრამ იქნებ ვცდებით? ჩვენ ხომ ვიცით, როგორც კი ცნობიერებას,
მთლიანობის სინათლეს გავააქტიურებთ, ნეგატიური გამოცდილება
სუსტდება? ასეთ ადამიანში ჩნდება მეტი ინტელექტი, შემოქმედებითი
უნარები, შინაგანი ბედნიერება და პოზიტიური გავლენა მთელ გარე-
სამყაროზე ვრცელდება.
ასე რომ, თუ ბევრი ჩაერთვება მედიტაციაში, სამყარო მშვენიერი
გახდება. თუმცა, მანამდეც, მოწინავე მედიტაციურ პრაქტიკებში ჩარ-
თული პატარა ჯგუფებიც კი ბევრ რამეს შეცვლიან. არსებობს თეორია,
რომ თუ მსოფლიო მოსახლეობის კვადრატული ფესვის 1 პროცენტი,
ანუ 8 ათასი ადამიანი ჯგუფურად ჩაერთვება მოწინავე მედიტაციურ
პრაქტიკებში, ის ჯგუფი, გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაცი-
ლებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე იმავე ოდენობის სხვადასხვა
მხარეს გაფანტული ადამიანი. ეს სამშვიდობო ჯგუფები მოკლევადია-
ნი კვლევისთვის შეიქმნა და ყოველ ჯერზე, როცა მედიტაციისთვის იკ-
რიბებოდნენ, მათ გარშემო გარემოს კარდინალურად ცვლიდნენ. ამ-
ცირებდნენ კრიმინალსა და ძალადობას. როგორ? ერთიანი ველი მოქ-
მედებს ყველა ადამიანს შორის. ეს ველი მუდამ არსებობდა, ის უსაზ-
ღვროა, უჩარჩოო და მარადიული. ეს ცხოვრების ის ფაზაა, რომელსაც
დასაწყისი არ გააჩნია, რადგან სულ არის და სულ იქნება, მუდამ. სწო-

104
რედ მისი გამოცოცხლება შეიძლება. ადამიანში მისი გამოცოცხლება
გასხივოსნებას ― ადამიანის სრული პოტენციალის გამოვლენას იწ-
ვევს. მსოფლიოში კი სამშვიდობო ჯგუფების მიერ ერთიანი ველის გა-
მოცოცხლება ნამდვილ მშვიდობას დაამკვიდრებს.

105
დასასრულს

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ უზომოდ მიყვარს კინო. მიყვარს


იდეების მოხელთების პროცესი. მიყვარს მედიტაცია. მთლიანობის
შეგრძნება. და მგონია, რომ მთლიანობის მიღწევა ცხოვრებას სულ უფ-
რო აუმჯობესებს. შეიძლება გასხივოსნება ჯერ კიდევ შორს არის, მაგ-
რამ ნათქვამია ― როცა მიდიხარ სინათლისკენ, ყველაფერი თითოე-
ულ ნაბიჯზე უმჯობესდება. ჩემთვის ყოველი დღე წინაზე უკეთესია. და
მგონია, რომ ამ სამყაროში მთლიანობის გაღვიძებითა და მიღწევით,
მშვიდობა მთელ დედამიწაზე დამყარდება.
მეც ამიტომ ვამბობ: მშვიდობა თქვენ.
დაე, ყველა გაბედნიერდეს. დაე, ყველა სენისგან გათავისუფ-
ლდეს. დაე, წყალობა ყველგან იგრძნობოდეს, ხოლო ტანჯვა აღარა-
ვის ეკარებოდეს.
მშვიდობა.

106
ნამდვილი ბედნიერება ეძიე შიგნით

ახლა, ამ ეტაპზე, თევზს ვიჭერ ხატვისთვის, ასევე ― მუსიკის შესაქ-


მნელად. ჯერ არ დამიჭერია თევზი მომდევნო ფილმის გადასაღებად.
მხოლოდ იმას ვცდილობ, იდეები მოვიხელთო, მერე, ზოგჯერ, რომე-
ლიმე მათგანი შემიყვარდება და უკვე ვხვდები ხოლმე, რისი გაკეთება
მსურს. ამ ყველაფერს არავითარი კავშირი არ აქვს ფულთან. ის კავ-
შირშია მხოლოდ იდეის განვითარებასთან.
„შინაგანი იმპერიის“ შემდეგ, ხალხი მეკითხებოდა, ისევ ჩემით გა-
ვავრცელებდი თუ არა ფილმს. გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა, გავავ-
რცელებ. ამასთანავე, დღემდე ციფრული კამერის ერთგული ვრჩები.
ციფრული ვიდეო კინოსავით უპრობლემოა. ჩვენ ახლა ციფრულ სამყა-
როში ვცხოვრობთ და ძალიან მომწონს ეს ― ფირთან დამბრუნებელი
ნამდვილად აღარ ვარ. ასე რომ, ვფიქრობ, „შინაგან იმპერიას“ რა რე-
აქციაც მოჰყვა, ძალიან ჰგავდა ბევრ სხვა ფილმზე რეაქციას: ზოგი-
ერთს ძალიან შესძულდა, ზოგს ― შეუყვარდა. ამან კი დისკუსია გამო-
იწვია. ამ დისკუსიაში ბლოგერებიც აქტიურად ჩაერთნენ. მჯერა, რომ
კინოფაკულტეტების სტუდენტებიც კი ციფრულ ენაზე გადადიან. რა
თქმა უნდა, მათ ყოველთვის ექნებათ მოთხოვნილება, ერთი ფილმი
მაინც გადაიღონ ფირზე, მერე სათქმელი რომ ჰქონდეთ და გამოცდი-
ლებაში რომ დარჩეთ, მაგრამ მგონია, რომ მერე სწრაფადვე დაუბრუნ-
დებიან ციფრულ სამყაროს.
წინაც რომ გავიხედოთ, ძალიან ვარ ჩართული ფონდის სამუშაო
პროცესში. გვინდა, სამედიტაციო პროგრამების დაწყებაში დავეხმა-
როთ სკოლებს, რომელთა რიცხვიც სწრაფად იზრდება. თვითონვე ით-
ხოვენ ამას. ხმაც ვრცელდება მათ წრეში, რომ საკუთარ „მე“-ში ჩაღ-
რმავება მართლაც ყველაფერს ცვლის უკეთესობისკენ. ეს არ არის
წარმავალი ცოდნა ― როგორც კი ამ ტექნიკას სტუდენტებს გაუზიარებ,
ისინი მართლაც ყველაფერს შეცვლიან და თან ერთხელ ნასწავლი
ტექნიკა სამუდამოდ მათთან რჩება. უკვე ვხედავ, რომ ადამიანები აც-
ნობიერებენ, უბრალოდ მშვენიერია ეს ყველაფერი ― ჩაღრმავება სა-
კუთარ თავში, ტრანსცენდენტურობა და ერთიანი ველი ― საიდანაც

107
ყველაფერი იწყება. ესაა ნეტარების მომგვრელი და ბოლომდე გახსნი-
ლი ცნობიერების, აბსოლუტური ინტელექტის და უსაზღვრო შემოქმე-
დებითობის ველი.
ყველაფერი, რაც დღეს ხდება, უკან მაბრუნებს ― იქ, საიდანაც ყვე-
ლაფერი დავიწყე: ნამდვილი ბედნიერება ჩვენშია.

108
შერჩეული ფილმოგრაფია

საშლელთავა (1977)
ადამიანი-სპილო (1980)
ლურჯი ხავერდი(1986)
გულით ველურნი (1990)
ტვინ პიკსი (1990–1991)
დაკარგული გზატკეცილი (1997)
სტრეიტის ამბავი (1999)
მალჰოლანდ დრაივი (2001)
შინაგანი იმპერია (2006)

109
ციტირებული წიგნები

Ramayana. Retold by William Buck. University of California Press, 1976.


Eternal Stories from the Upanishads.Thomas Egenes and Kumuda Reddy.
Smriti Books, 2002.
Maharishi Mahesh Yogi on the Bhagavad-Gita, A New Translation and
Commentary, chapters 1–6.
International SRM Publications, 1967. Penguin Books, 1969.
Maharishi’s Absolute Theory of Defence. Maharishi Mahesh Yogi. Age of
Enlightenment Publications, 1996.
1S The Upanishads. Translated by Alistair Shearer and Peter Russell, Harper
& Row, 1978.

110
ავტორის შესახებ

„ოსკარზე“ სამჯერ ნომინირებული კინორეჟისორი დევიდ ლინჩი


ჩვენი ეპოქის წამყვან რეჟისორებს შორისაა. ადრეული 1970-იანი წლე-
ბიდან დღემდე, ლინჩის პოპულარულ და კრიტიკოსების მიერ აღიარე-
ბულ კინოპროექტებს, მათ შორის: „საშლელთავა“, „ადამიანი-სპი-
ლო“, „გულით ველურნი“, „ტვინ პიქსი“, „ლურჯი ხავერდი“, „მალჰო-
ლანდ დრაივი“ და „შინაგანი იმპერია“, საერთაშორისო მასშტაბით
აფასებენ, როგორც არტ-ჰაუზ კინოსა და ჰოლივუდის კინემატოგრაფს
შორის საზღვრის გაუქმებას.
დევიდ ლინჩის ფონდის ― ცნობიერებაზე დაფუძნებული განათლე-
ბისა და მსოფლიო მშვიდობის ფონდის (Consciousness-Based Education
and World Peace) შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მი-
სამართზე: www.DavidLynchFoundation.org. ამ წიგნის გაყიდვიდან მიღე-
ბულ საავტორო შემოსავალს ლინჩი რიცხავს ტრანსცენდენტურ მედი-
ტაციაში შიდასასკოლო პროგრამების დასაფინანსებლად.

111

You might also like