You are on page 1of 316

1

მიგელ ანხელ ასტურიასი

სენიორ პრეზიდენტი

ესპანურიდან თარგმნა
ნინო სამუკაშვილმა

2
ნაწილი პირველი
21, 22 და 23 აპრილი

3
I
პორტალის საფეხურებზე

– ბომ-ბომ-ბომ! ბილი-ბილი! ბომ! ბომ-ბოომ! რეკავდა ზარი, ჭრიდა


ყურს, შუქი ჰკვეთდა წყვდიადს, წყვდიადი ნთქავდა შუქს. ბომ-ბომ-
ბოომ!..
სამიკიტნოებიდან ზღვასავით უკიდეგანო ქუჩებში გამოსული მათ-
ხოვრები მოედნისკენ მიჩანჩალებდნენ, პორტალის ცივ თაღქვეშ იკრიბე-
ბოდნენ, უკან რჩებოდათ პირქუში, ეული ქალაქი.
მოედანზე მაშინ გამოჩნდებოდნენ, როცა ცაზე ვარსკვლავები აკიაფ-
დებოდა, ღამეს პორტალის კიბეზე ათევდნენ, მათ მხოლოდ სიღატაკე აქ-
ცევდა ერთი უღლის ქვეშ, სულ ილანძღებოდნენ, კინკლაობდნენ, ღვარ-
ძლიანად ცრიდნენ კბილებში უშვერ სიტყვებს, გაალმასებულები უღ-
რენდნენ ერთმანეთს, ესროდნენ მიწის გოროხს, არსად ჰქონდათ თავშე-
საფარი, არსაიდან თანაგრძნობა. დღისით ჩამოთხოვილი მოწყალებით
გატენილ ტომრებზე მიდებდნენ თავებს და პორტალის კიბეზე იძინებ-
დნენ. რა არ ეწყოთ შიგ: ნასუფრალი, დაფხრეწილი ფეხსაცმელი, გაზე-
თის ნახევში გახვეული ბრინჯის ფაფა, სანთლის ნამწვავი, ფორთოხალი,
დამპალი ბანანი.
მოედნისკენ ზურგშექცევით დასხდებოდნენ პორტალის ფართო კიბე-
ზე და გროშებს ითვლიდნენ, კბილით ამოწმებდნენ ლითონს. ბუტბუტებ-
დნენ, ჩხრეკდნენ ნადავლს და აქა-იქ წამოკრეფილ საბრძოლო იარაღს
(სხვა სიტყვებით – ქვებსა და ავგაროზებსაც კი), მალულად, დაუღეჭავად
სანსლავდნენ პურის ხმელ კანს, არასოდეს არ უნაწილებდნენ მოწყალე-
ბით ნაშოვნს თავის ბედქვეშ მყოფს. მათხოვრები წუწურაქები არიან,
ძაღლისთვის უფრო გაიმეტებენ ლუკმას, ვიდრე ამხანაგისთვის.
ჭამას რომ მოათავებდნენ, ნარჩენს ფუთაში გამოკრავდნენ, ფუთას
მაგრად მიიბამდნენ ქამარზე, მიეყრებოდნენ და იძინებდნენ. შფოთიან,
ნაღვლიან სიზმრებს ხედავდნენ: მჭლე ღორები, ჩამომხმარი დედაკაცები,

4
ქეციანი ძაღლები, უცნაური ბორბლები და ვინ იცის, კიდევ რა არ ესიზ-
მრებოდათ. ხან წმინდა მამების აჩრდილები გამოეცხადებოდნენ, წმინ-
დანები საყდარში მიდიოდნენ მიცვალებულისთვის წესის ასაგებად.
შტერს ხშირად ესიზმრებოდა, რომ მოედანზე გზა აებნა და საზარელი
ყვირილით აღვიძებდა მაწანწალებს. ხან ღამის გუშაგის ფეხის ხმა გა-
უფრთხობდა ძილს. გუშაგს პოლიტიკური პატიმრები მიჰყავდა ციხეში,
უკან მოთქმა-გოდებით მისდევდნენ ქალები და მისი სისხლის კვალს
ცრემლით დამბალი ცხვირსახოცით წმენდდნენ. აღვიძებდა მუნიანი ხე-
იბრის ხვრინვა, ფეხმძიმე ყრუ-მუნჯი დედაკაცის ქშიტინი და სლუკუნი
ბრმა დედაბრისა, ნიადაგ ერთი და იგივე რომ ესიზმრებოდა: თითქოს
დაკლული საქონელივით კავზე ეკიდა საყასბოში და ბუზი ესეოდა. ყვე-
ლაზე მეტად მაინც შტერის ხმა ზარავდა, ცას სწვდებოდა მისი არაადა-
მიანური, გაბმული ბღავილი. შაბათ საღამოს ამ უცნაურ საზოგადოებას
ერთი მთვრალი ესტუმრებოდა ხოლმე და კიბეზე მათთან ერთად ათევდა
ღამეს. მთვრალი ძილში ბავშვივით სლუკუნებდა, დედას უხმობდა. მისი
პირიდან ეს სიტყვა შესაბრალისად, თითქმის მკრეხელურად გაისმოდა
და შტერს ლახვარივით ხვდებოდა გულზე. უმალ წამოენთებოდა. დაფე-
თებული იყურებოდა აქეთ-იქით, თან ნაღვლიანად ეხმიანებოდა მთვრა-
ლის გოდებას.
ყეფდნენ ძაღლები, ილანძღებოდნენ მათხოვრები, ვინც უფრო ფიცხი
იყო, წამოენთებოდა, წესრიგის დამყარებას ცდილობდა: წყნარად, თო-
რემ პოლიციელს ვუხმობო, მაგრამ პოლიციელი იმათ სათოფეზე არ ეკა-
რებოდა. აბა, რომელს დააძრობდა ჯარიმას? შტერის ღრიალში აღარ ის-
მოდა კოჭლის ყვირილი „გაუმარჯოს საფრანგეთს!” ბოლოს იქამდე მი-
ვიდა საქმე, რომ ასეთი აურზაური მათხოვრების საყვარელ გასართობად
იქცა და კოჭლი არამზადა თითქმის ყოველ ღამე ბაძავდა მთვრალს, შა-
ბათობით ძილში დედას რომ უხმობდა. კოჭლის შეძახილზე: „დედა”, პე-
ლელე ჯერ შეკრთებოდა, მერე ელდანაკრავივით წამოჯდებოდა, თვალს
შლეგივით აცეცებდა. თხელი საბნის ნახევში გახვეული მაწანწალები

5
შეჰყურებდნენ დაფეთებულ პელელეს, მაგრად უკურთხებდნენ, თან სი-
ცილით იგუდებოდნენ. შტერი ვერ ხედავდა მათ საზარელ სახეს, ვერა-
ფერს ამჩნევდა, არაფერი ესმოდა, გულამოსკვნილი ქვითინებდა. ტირი-
ლით რომ დაოსდებოდა, ისევ ჩაეძინებოდა და ისევ აღვიძებდა კოჭლის
ღრიალი:
– დედა-აა!
დაფეთებული პელელე თვალს აცეცებდა. ასე იღვიძებს ადამიანი,
როცა ესიზმრება, რომ მწვერვალიდან უფსკრულში გადაეშვა. პელელე
იბუზებოდა, იკლაკნებოდა, თვალთაგან ცრემლი ღვარად სდიოდა გვე-
მულსა და გულდაკოდილს. ცოტა რომ დაშოშმინდებოდა, მოიკუნტებო-
და, მაგრამ აფორიაქებულ გულში დიდხანს უფუთფუთებდა შიში. და
როცა ძილი ისევ წაართმევდა თავს, ახლა სხვა რომელიმე მათხოვარი
დაიღრიალებდა:
– დედა-აა!
ეს უკვე ქვრივის ხმა იყო, მოსულელო მულატის, სულ რომ ფრუტუ-
ნებდა, ბებრულად იმანჭებოდა და ლაქლაქებდა:
– დედა, დედიკო, ღვთისმშობელო, შეგვიწყალე ჩვენ, წმინდაო
ღვთისმშობელო, გადაგვარჩინე!
შტერი ახითხითდებოდა. იქნებ ის აცინებდა, რომ ყველასგან მივიწ-
ყებული იყო ბეჩავი, მშიერი, რომ ცარიელი გული და ცრემლიღა დარჩა.
სხვები კი ხორხოცობდნენ: ჰა-ჰა-ჰა-ჰა... ჰო-ჰო-ჰო-ჰო, ბჟირდებოდა მუ-
ცელგაბერილი, გრძელულვაშა მათხოვარი, კედელს ურქენდა და ქვეშ
ისველებდა ცალთვალა, ბუზღუნებდნენ ბრმები, სხვებზე მეტად ბობოქ-
რობდა უფეხო ბრმა, მეტსახელად „ქინქლა”. მისი აზრით, ასეთი ოინე-
ბით თავის შექცევა მამაკაცს არ ეკადრებოდა.
ბრმებს თითქმის არავინ უგდებდა ყურს, ქინქლას ხომ სულ არაფრად
აგდებდნენ, ყველა გააბეზრა ტრაბახით, სულ მე და მეო, გაიძახოდა: მე
ყაზარმაში გავიზარდე, ოფიცრები მათრახით ზურგს მიჭრელებდნენ,
ჯორები ტლინკებს მაყრიდნენ და მაინც კაცი დავდექი, არღნით ქუჩა-

6
ქუჩა დავდიოდი, სიმთვრალეში ატეხილ ჩხუბში დავკარგე ცალი თვალი
და მარჯვენა ფეხი, არ მახსოვს, სად ან როგორ მომივიდა მარცხი. მეორე
ფეხსაც სიმთვრალეში გამოვეთხოვე, მანქანამ გადამიარაო.
მათხოვრებმა ხმა გაავრცელეს, შტერი სიტყვა „დედას” გაგონებაზე
შმაგდებაო. და სადაც გამოჩნდებოდა ის უბედური, მოედანზე, ბაზარში,
კარიბჭესთან თუ ჩიხში, ყველგან ღვთის რისხვასავით თან სდევდა შეძა-
ხილი – „დედა!” თუ რომელიმე სახლში თავის შეფარებას დააპირებდა,
ძაღლებს მიუსევდნენ, ან მსახურები დაიფრენდნენ. საყდრიდან აგდებ-
დნენ, ახლოს არავინ იკარებდა, არავინ ფიქრობდა, რომ ძალა გამოელია,
არავინ ხედავდა რა დიდი, განუზომელი სევდით შესთხოვდნენ ყველას
მისი უაზრო თვალები შებრალებას.
ქალაქი უზარმაზარი იყო, მეტისმეტად დიდი დაქანცული პელელე-
სათვის, რომ მისი შემოვლა შესძლებოდა, ამავე დროს, მეტისმეტად პა-
ტარაც, სადმე რომ დაევანებინა თავის უბედურებასთან ერთად. ღამეულ
შიშსა და ტანჯვას დღისით დევნა ენაცვლებოდა. „ეი, შტერო, შტერუკა!
დედა მოდის, დედა!.. დედა!..” – მისდევდნენ, მისძახოდნენ, სცემდნენ, პე-
რანგს ტანზე ახევდნენ. მდიდრების უბნიდან ღარიბთა უბანში გარბოდა,
ეძებდა შვებას, მაგრამ იქ უარესად ექცეოდნენ, თვითონ ღატაკები, უმ-
წეო შტერს სასტიკად სდევნიდნენ. დაინახავდნენ თუ არა, კიჟინას დას-
ცემდნენ, მკვდარ თაგვებს, ქვებს, თუნუქის ცარიელ კოლოფებს ესროდ-
ნენ.
ჰოდა, ერთ დღეს, ძლივს რომ გამოექცა ატორღიალებულ მტარვა-
ლებს, ღვთის კარიბჭეს მიაშურა. შუბლი გაეხეთქათ, ქუდი დაჰკარგოდა,
უკან ქაღალდის გველის კუდი მისთრევდა. სახლების ჩრდილი, ძაღლის
ფეხის ფხაჭუნი, ფოთოლთ შრიალი, ეტლთა სრბოლა, ყველაფერი აფ-
რთხობდა... შებინდდა, კიბეზე მჯდარი მათხოვრები მეასედ ითვლიდნენ
თავიანთ გროშებს, კოჭლი და ქინქლა ერთმანეთს უღრენდნენ. ყრუ-მუნ-
ჯი მუცელზე ისვამდა ხელს, უკვირდა, ასე რატომ გამეზარდაო. ბრმა დე-
დაკაცი კი ისევ დაკლულივით იყო კავზე ჩამოკონწიალებული, ბუზებით

7
მთლად გადაშავებული.
ცოცხალმკვდარი შტერი კიბეზე დაეცა. რამდენი ღამე გაათენა თეთ-
რად, რამდენი დღე გაატარა ისე, რომ თავი არსად მიუდია. მათხოვრები
იქექებოდნენ, რწყილები და ღამეული ხმები არ აძინებდნენ. მკრთალად
განათებულ მოედანზე ჟანდარმები – ზოლიან პონჩოში გამოწყობილი
მოჩვენებები – დააბოტებდნენ, ყაზარმის ფანჯრებთან იარაღს აჩხარუ-
ნებდნენ, იცავდნენ რესპუბლიკის პრეზიდენტის სიმშვიდეს. არავინ იცო-
და, სად სძინავს პრეზიდენტს.
ამბობდნენ, ქალაქგარეთო, ხან ერთ სახლში, ხან – მეორეში. არავინ
იცოდა, როგორ სძინავს პრეზიდენტს. ამბობდნენ, გვერდით ტელეფონის
აპარატი უდგას, ხელთ მათრახი უპყრიაო. არავინ იცოდა, როდის ეძინა
პრეზიდენტს. ამბობდნენ, არასოდესო.
პორტალს კაცი მიუახლოვდა. მათხოვრები მოიკუნტნენ. ბუს ავბედი-
თი ყრანტალი ეხმიანებოდა იმ კაცის ჩექმის ჭრაჭუნს უძირო, უკუნეთ
ღამეში...
მეორედ მოსვლის ზარი თავს დასტრიალებდა. კოჭლმა თვალი გაახი-
ლა და ბუს უთხრა:
– ბუ, ბუკიოტო, გასწი აქედან, ვიდრე სული გიდგას, წარიღე დარდი
და ხიფათი შორეულ ზღვებს მიღმა.
ქინქლამ ხელი ასწია, სახე მოისრისა. წვა-დაგვით თრთოდა ჰაერი.
ბრმებში ქვრივი დაბორიალობდა, მარტო პელელეს ეძინა მკვდარივით,
ძლივს ეღირსა დაძინება.
კაცი შედგა, ახითხითდა, სიცილისგან სახე დაემანჭა, შტერს წიხლი
წაჰკრა და დაიღრიალა:
– დედაა!
პელელე წამოენთო, ქვეშ მოიგდო კაცი, ფრჩხილები თვალებში ჩაასო,
გათანგა, კბილებით სახეში ჩააფრინდა, მუხლს საზარდულში ურტყამ-
და, სანამ კაცი არ მიყუჩდა.
დაზაფრულმა მათხოვრებმა მაგრად დახუჭეს თვალი. ყრანტალებდა

8
ბუ, პელელე კი მიქროდა ჩაბნელებულ ქუჩებში, გონდაკარგული, გადა-
რეული, ჯერ კიდევ ვერ დაშოშმინებულიყო იმ საზარელი აფეთქების მე-
რე.
ბრმა ძალამ მოუსწრაფა სიცოცხლე პოლკოვნიკ ხოსე პარალეს სონ-
რიენტეს, მეტსახელად „მხედარს”.
თენდებოდა.

II
ქინქლას სიკვდილი

მზემ ოქროსფრად დაფერა პოლიციის მეორე განყოფილების შენობის


სახურავი, პროტესტანტული სამლოცველოს გუმბათი და მასონების და-
უმთავრებელი შენობა. პოლიციის მოქურუშებულ, დაბინდულ ეზოსა და
ბნელ დერეფნებში ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ ბავშვებატატებული ფეხშიშ-
ველი დედაკაცები, ტუსაღების ცოლები (უფროსები გვერდით ესხდნენ
იატაკზე, უმცროსები ხელში ეჭირათ), ფართო კაბა მუხლებშუა ჩაეკე-
ცათ, ფეხებში ქმრებისთვის შესაგზავნი საგზლით სავსე კალათები ედ-
გათ. ქალები თავიანთ უბედურებაზე ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, სლუ-
კუნებდნენ, თავშლის ბოლოთი ცრემლს იწმენდდნენ. ციებით განაწამე-
ბი, თვალებჩაყვითლებული დედაბერი ჩუმად ტიროდა, თითქოს ამით
უნდოდა დაენახვებინა სხვებისთვის, რომ დედის დარდი და მწუხარება
ყველაზე მწარეა. უბედურება თუ დაგატყდა, ვერაფრით უშველი, იქ, იმ
უკეთურ ადგილას, ჩამომჭკნარი ხეების ქვეშ, დამშრალ შადრევანთან,
პოლიციელებში, ზანტად რომ იწმენდდნენ ნერწყვით ცელულოიდის სა-
ყელოს, ვინ რა სიკეთეს ეწეოდა?! მარტო ღმერთის იმედზე უნდა ყოფი-
ლიყვნენ. მარჯვე პოლიციელმა ქალების წინ თრევა-თრევით ჩაატარა
ქინქლა. ქუჩის კუთხეში, სამხედრო სასწავლებლის შენობასთან დაეჭი-
რა და მაიმუნივით მოაკონწიალებდა. ქალებს ქინქლასთვის არ ეცალათ,

9
წუთი წუთზე ელოდნენ პოლიციელების გამოსვლას, იმათგან უნდა გა-
ეგოთ ქმრების ამბავი და საგზალიც გადაეცათ. „თქვენ, – ეტყვის პოლი-
ციელი ერთ-ერთ ქალს, – ნუ წუხხართ, ახლა უკეთ არის” და მეორე ქალს
მიუბრუნდება: „ნუ გჯერათ, იმისა, რაც ძმასთან იბაქიბუქა. განგებ ყბე-
დობს”. „თქვენ კი, – ეტყვის მესამე ქალს, – აფთიაქს გააღებენ თუ არა,
ოთხიოდ რეალის მალამო უყიდეთ, ოთხჯერ დასაზელად”. „თქვენ ვექი-
ლი უნდა დაუქირავოთ ქმარს, ყველაზე უხეირო გამონახეთ, რომ უღ-
მერთოდ არ გაგატყავოთ.” „თქვენ კი ნუ ეჭვიანობთ, აქ არავინაა ისეთი.
ერთი კი მოიყვანეს, მაგრამ ხელად გაიჩინა მეგობარი”. „თქვენ ორიოდ
რეალის მალამო მოუტანეთ, თორემ ცუდადაა მისი საქმე”. „თქვენ თუ
გაგიჭირდეთ, კარადა გაყიდეთ”. – ეი, შენ! – ბრაზობდა ქინქლა, – ხელი
გამიშვი, რას მიმათრევ? ღარიბი რომ ვარ, ამიტომ? ღარიბი ვარ, მაგრამ
პატიოსანი! შენი შვილი ხომ არ გგონივარ, ან თოჯინა, ან იდიოტი? მი-
ნახავს იდიოტები დავრდომილთა თავშესაფარში, ამერიკელებთან, კვი-
რაში სამი დღე მშივრები ეყარნენ, ზეწარში გახვეულები ფანჯრის რაფა-
ზე ისხდნენ. ნამდვილი საგიჟეთი იქ იყო. რა ტანჯვა გამოიარეს ამ საცო-
დავებმა! დატუსაღებულ მათხოვრებს ერთ-ერთ „სამ მარიაში” ისტუმ-
რებდნენ. ასე ეძახდნენ ყველაზე ბნელ, ვიწრო საკნებს. ქინქლა საკანში
შეძვრა და მიწისქვეშეთის თაღებქვეშ მისმა ხმამ, აქამდე რომ საკეტების
ჟღარუნი, თამბაქოსა და ნესტიანი საცვლების სუნით აქოთებული პო-
ლიციელების ლანძღვა-გინება ახშობდა, კვლავ მოიკრიბა ძალა:
– ფუი, დასწყევლოს ღმერთმა, რამდენი პოლიციელია! ოი, უი, რამ-
დენი მაძებარია!
მათხოვრები ჟამიანი ძაღლებივით ჩუმად წკმუტუნებდნენ, სიბნელე
ტანჯავდათ, ეგონათ, ვეღარასოდეს იხილავდნენ დღის სინათლეს. შიში
არ ასვენებდათ, ცუდ ადგილას ამოჰყვეს თავი, იქ ხომ შიმშილითა და
წყურვილით წყდებოდა ხალხი, მაგრამ ყველაზე მეტად იმის ფიქრი აფ-
რთხობდათ, რომ ძაღლებივით სასაკნედ გაასაღებდნენ ანდა ამ ჟანდარ-
მების დასაპურებლად დაკლავდნენ. კაციჭამიების ფართო, უკანალივით

10
სავსე სახეები მქრქალად ანათებდა სიბნელეში, მოჩანდა მათი ყავისფე-
რი, დორბლივით ჩამოკიდებული ულვაშები. საკანში სტუდენტი და მნა-
თე შეხვდნენ ერთმანეთს.
– თუ არა ვცდები, ჩემზე ადრე თქვენ ამოყავით თავი აქ! ჯერ თქვენ,
მერე – მე, არა?
სტუდენტს უნდოდა, როგორმე უკან ჩაებრუნებინა ყელზე მობჯენი-
ლი საზიზღარი გორგალი და ამიტომ ლაპარაკობდა.
– მგონი ასეა... – უპასუხა მნათემ, თან თვალს ძალა დაატანა, რომ
სიბნელეში როგორმე გაერჩია სტუდენტის სახე.
– ეე... მომიტევეთ... ნება მიბოძეთ გკითხოთ, რისთვის დაგატუსაღეს?
– ამბობენ, პოლიტიკურზეო...
შეძრწუნებულმა სტუდენტმა გაჭირვებით ამოღერღა:
– მეც... მეც ასევე...
მათხოვრები სიბნელეში ხელს აფათურებდნენ, თავიანთ ძვირფას
შულდაკებს ეძებდნენ. პოლიციის უფროსის კაბინეტში ყველაფერი წა-
ართვეს, ასანთის დამწვარი ღერიც კი არ დაუტოვეს. ძალიან მკაცრი გან-
კარგულება გაეცათ მათ შესახებ.
– მაინც რა საქმეზე ბრძანდებით დატუსაღებული? – ჩააცივდა სტუ-
დენტი მნათეს.
– არავითარ საქმეზე. პრეზიდენტის პირადი ბრძანებით დამაპატიმ-
რეს.
მნათე ზურგით კედელს ეხახუნებოდა, ტილები ჭამდნენ.
– თქვენ იყავით...
– არ ვყოფილვარ, – ბრაზით წამოიძახა მნათემ, – არ ვყოფილვარ!
გაიჭრიალა ანჯამებმა, ფართოდ გაიღო კარი და კიდევ ერთი მათხოვარი
შემოუშვა.
– გაუმარჯოს საფრანგეთს! – დაიყვირა შემოსვლისას კოჭლმა. – მე
დამატუსაღეს... – იმეორებდა მნათე.
– გაუმარჯოს საფრანგეთს!

11
– .„ისეთი დანაშაულის გამო, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის.
შეცდომის მსხვერპლი გავხდი. წარმოიდგინეთ, სამგლოვიარო გან-
ცხადების ნაცვლად, ჩვენს ეკლესიაში კედლიდან სენიორ პრეზიდენტის
დედის დღეობის მაუწყებელი განცხადება ჩამომიხსნია.
– როგორ გაიგეს? – ჩურჩულით ჰკითხა გაოცებულმა სტუდენტმა.
მნათე თითის წვერებით ისე ფრთხილად იწმენდდა ცრემლს, თითქოს
თვალის გუგიდან ყოველი კურცხალი სათითაოდ ამოაქვსო. – თვითონაც
არ ვიცი. ასეთი ბედი მქონია... როგორღაც გაიგეს და კარზე მომადგნენ...
მიმიყვანეს უფროსთან. იმან ჯერ კარგა მაგრად გამასილაქა, მერე აქ მიკ-
რა თავი. ცალკე საკანში ვიჯექი, რაკი რევოლუციური საქმიანობა მედე-
ბოდა ბრალად!
მობუზული მათხოვრები შიშის, სიცივისა და შიმშილისგან ტიროდ-
ნენ. ხან მცირე ხნით ჩათვლემდნენ და მაშინ, ყრუ-მუნჯი ფეხმძიმე ქა-
ლის სუნთქვა, თითქოს გასაქანს ეძებსო, საკნის კედლებს აწყდებოდა.
ღმერთმა უწყის, რა დრო იყო, უთუოდ შუაღამე იქნებოდა, მათხოვ-
რები რომ წამოყარეს და სადღაც წაიყვანეს. ისინი მოწმედ იყვნენ დასა-
ხელებული პოლიტიკურ საქმეზე – ასე გამოუცხადათ ღიპიანმა კაცმა,
სახის კანი რომ რუხი ტილოსავით ჰქონდა მოჭმუჭნილი, ცხვირი იხვის
ნისკარტივით გაბრტყელებული, ფუმფულა ულვაში შნოიანად გარს ევ-
ლებოდა სქელ ზედა ტუჩზე, თვალები მძიმე ქუთუთოებქვეშ შემალვო-
და.
ღიპიანმა რიგრიგობით დაკითხა მათხოვრები, იცით თუ არა, ვინ არის
ბოროტმოქმედიო (ან ბოროტმოქმედები), მერე ყველას ერთად მიმართა,
მითხარით, წუხელ ღვთის პორტალთან კაცი ვინ მოკლაო. ოთახს გრძელ-
პატრუქიანი ნავთის ლამპა ანათებდა, მისი სუსტი შუქი ისე გაჭირვებით
ატანდა ჰაერში, თითქოს წყლით სავსე ლინზაში გადისო. სადაა მაგიდა?
სადაა კედელი? სადაა ღერბი, მძვინვარე ვეფხვის დაფჩენილ ხახას რომ
ჰგავს? სადაა პოლიციელის მათრახი? მათხოვრების პასუხის გაგონებაზე
სამხედრო პროკურორი შეხტა და შემოტრიალდა.

12
– მე თქვენ აგალაპარაკებთ! – დაიღრიალა მან, სათვალის შუშებს
მიღმა ბასილისკოს თვალები დააბრიალა და საწერ მაგიდას გააფთრე-
ბით დაჰკრა მუშტი.
მათხოვრები ერთიმეორის მიყოლებით იმეორებდნენ, პოლკოვნიკი
პელელემ მოკლაო და სალხინებელში დავანებულ სულთა მსგავსად,
ნაღვლიანად, დაწვრილებით აუწერდნენ პროკურორს დანაშაულის ერ-
თსა და იმავე სურათს, რაც საკუთარი თვალით იხილეს.
კართან ატუზული, გულგაწვრილებული პოლიციელები პროკურო-
რის ნიშანზე მისცვივდნენ მათხოვრებს და პანღურის კვრით შერეკეს ცა-
რიელ ოთახში. მათხოვრებმა ბინდბუნდში ძლივს გაარჩიეს ჭერიდან ჩა-
მოშვებული გრძელი თოკი.
– პოლკოვნიკი პელელემ მოკლა! – ყვიროდა, ვისაც პირველად დაუწ-
ყეს დაკითხვა. საცოდავს ეგონა, რაკი გულწრფელად ვიტყვი სიმართლეს,
დამინდობენ, არ მაწამებენო. – პელელემ! პელელემ! ქრისტე-ღმერთსა
ვფიცავ, პელელემ მოკლა! შტერმა! შტერმა, შტერმა! ყველამ დაინახა,
როგორ მოკლა პელელე-შტერმა.
– ვიღაცამ დაგარიგათ, ასე თქვითო! ნურას უკაცრავად, ჩემთან არ
გაგივათ მაგისთანები! ახლავე მითხარით სიმართლე, თორემ დაგხო-
ცავთ. არ იცოდით, რა მოგელოდათ? მაშ, ახლა გაიგეთ: ყველას დაგხო-
ცავთ, გესმით?
ცერა თითებით ჩამოკიდებულ მათხოვარს თავში სისხლი უშხუოდა,
შხუილს პროკურორის ხმა ერწყმოდა. მათხოვარი გაუჩერებლად ყვირო-
და:
– პელელემ მოკლა! პელელემ! ღმერთო ძლიერო, პელელემ! პელელემ!
პელელემ!
– ტყუი! – დაიღრიალა პროკურორმა. – ტყუი, ძაღლო! – და ცოტა
ხნის მერე დაუმატა: – თვითონ გეტყვი და აბა გაბედე უარის თქმა? ახ-
ლავე მოგახსენებ, ვინ მოკლა პოლკოვნიკი... გენერალმა ეუსებიო კანა-
ლესმა და ლიცენციატმა აბელ კარვახალმა... აი, ვინ!

13
სამარისებური სიჩუმე ჩამოდგა. მერე გაისმა შესაბრალისი კვნესა,
ერთხელ, მეორედ, მესამედ... და ბოლოს: „დიახ...” თოკი მოხსნეს, ქვრივ-
მა იატაკზე მოადინა ზღართანი, ოფლითა და ცრემლით გაღვრილი შავი
სახე სველი ნახშირივით უბზინავდა.
მათხოვრები დაიბნენ, აღარ იცოდნენ რა ექნათ, პოლიციელებადევ-
ნებულ მაწანწალა ძაღლებს ჰგავდნენ, აქეთ-იქით რომ აწყდებიან დამ-
ფრთხალები. ბოლოს, ქინქლას გარდა, ყველამ კვერი დაუკრა პროკუ-
რორს. ქინქლაც ცერა თითებით ჩამოკიდეს, რადგან ეს ნახევარკაცი (რო-
გორიცაა ყველა უფეხო) ჯიუტად იმეორებდა, მათხოვრები შიშით ტყუი-
ან, ალალმართალ ადამიანებს მიაწერენ ბოროტმოქმედებას, რომელზეც
მარტო პელელემ უნდა აგოს პასუხიო.
– პელელემ აგოს პასუხი? – ამ სიტყვას გამოეკიდა პროკურორი. – მაშ,
იდიოტს მოვთხოვოთ პასუხი? როგორ ბედავ ამის თქმას?! სწორედ აქე-
დან ჩანს, რომ ტყუი! აგოს? ის არ აგებს პასუხს! – ეს უკვე მისი საქმეა...
– მოდი, გვერდები ავუჭრელოთ! – წამოიძახა ერთმა პოლიციელმა.
მეორე პოლიციელმა თავ-პირზე მათრახი გადაუჭირა მოხუცს.
– თქვი! – ღრიალებდა პროკურორი, – თქვი, თორემ მთელი ღამე ეგრე
იქნები ჩამოკიდებული.
– მე ხომ ბრმა ვარ...
– თქვი, პელელეს არ მოუკლავსო!
– არ შემიძლია. უკვე მოგახსენეთ სიმართლე. დედაკაცი ხომ არა ვარ,
სიტყვა გადავთქვა.
მათრახმა ქინქლას კიდევ ორჯერ აუწვა ბაგე.
– ბრმა ხარ და არა ყრუ. სიმართლე თქვი, შენი ამხანაგებივით თქვი...
– კეთილი, გეტყვით, – ყრუდ ჩაიდუდუნა ქინქლამ. პროკურორი უკვე
გამარჯვებას ზეიმობდა, რომ... – ყური მიგდე, ბებერო ტახო, პოლკოვნი-
კი პელელემ მოკლა!
– არამზადავ!

14
ქინქლამ ვეღარ გაიგონა პროკურორის ლანძღვა. როცა თოკი ჩამოხ-
სნეს, მისი ტანი (უფრო სწორად, უფეხო ტანი), გადატეხილი ქანქარასა-
ვით დაენარცხა იატაკს.
– ბებერი ცრუპენტელა! სულერთია, მაგის ჩვენებას მაინც არა აქვს
ძალა, ბრმა არის. – თქვა პროკურორმა, როცა ქინქლას გვამს ჩაუარა.
პროკურორს უნდოდა, რაც შეიძლება ჩქარა წარდგომოდა სენიორ პრე-
ზიდენტს და ძიების პირველი შედეგები მოეხსენებინა, ამიტომ სწრაფად
გავიდა შენობიდან. მკრთალი ფარნები – სიკვდილის თვალები – ანათებ-
და მის ეტლს, შიგ ორი ბეხრეკი ჯაგლაგი ება. პროკურორი ეტლში ჩაჯდა.
ჟანდარმებმა ნაგვის ფორანზე შეაგდეს ქინქლას გვამი და სასაფლაოზე
წაიღეს. მათხოვრები ქუჩაში გაიფანტნენ, ყრუ-მუნჯი დაზაფრული ბღა-
ოდა, როგორც კი მუცელში ბავშვი გაუფართხალებდა.

III
პელელეს გაქცევა

პელელე ქალაქის გარეუბნის ვიწრო, დაკლაკნილ ქუჩაში გარბოდა,


მისი საზარელი ბღავილი არც ცას აყრუებდა, არც ქალაქელებს უფ-
რთხობდა ძილს. ეძინათ სიკვდილის სარკეში ტოლ-სწორთ, ცხოვრებისე-
ულ ბრძოლაში კი უთანასწორო ადამიანებს, იმ ბრძოლაში, მზის ამოს-
ვლისთანავე რომ იწყება. ზოგს არაფერი გააჩნდა, მძიმე შრომით შო-
ულობდა ლუკმაპურს, ზოგს ყველაფერი ჰქონდა: უსაქმურობა იყო მათი
საქმე. სენიორ პრეზიდენტის მეგობრები სახლების მფლობელები (ორმო-
ცი, ორმოცდაათი სახლის...), მევახშეები (თვეში ცხრა პროცენტი, ცხრა-
ნახევარი, ათი...), დიდი მოხელეები (ექვსი თანამდებობა, შვიდი, რვა...) –
მდიდრდებოდნენ კონცესიების, ლომბარდების, ტიტულების, ინდიელე-
ბის, არყის ქარხნების, სამიკიტნოების, გაზეთის რეპორტიორთა გამყიდ-
ველობის წყალობით.

15
განთიადის დამპალმა სისხლმა დაფერა მთები, იმ ღრმა ორმოს ნაპი-
რები, სადაც წვრილი ქერტლივით გაფანტულიყო ქალაქი.
მიწისქვეშა გვირაბივით ჩაბნელებულ ქუჩებში გაიარეს ხელოსნებმა
– განთიადისგან შექმნილმა არარსებული სამყაროს აჩრდილებმა. მოგ-
ვიანებით, დაახლოებით თერთმეტ საათზე, როცა მზემ კარგად ამოიმაღ-
ლა, მოხელეები, ნოქრები და მეწვრილმანეები გამოვიდნენ. გამოჩნდნენ
ზვიადი ბატონებიც, საუზმის წინ მადის მოსაყვანად რომ სეირნობდნენ,
ან რომელიმე გავლენიან მეგობართან, ხელსაყრელ საქმეზე მოსალაპა-
რაკებლად აპირებდნენ შეხვედრას. ქუჩის კატაკომბებში ჯერ კიდევ სიწ-
ყნარე მეფობდა, კანტიკუნტად გაიშრიალებდა გახამებული კაბა მშრო-
მელი ქალიშვილისა, მოსვენება რომ არ იცის, უთენია დგება და ფუსფუ-
სებს, ფუსფუსებს დაღამებამდე. როცა ჰაერი ბეგონიის ყვავილივით
თეთრ-ვარდისფრად გამოაშუქებს, ცუნცულით გაივლიან ქუჩებს ჩამომ-
ხმარი მემანქანე ქალები და ბოლოს, მზისგულზე გამოცოცდებიან გაბ-
ღენძილი მანდილოსნები, დასხდებიან აივანზე, მოახლეს გაესაუბრებიან
ღამით ნანახ სიზმარზე, გამვლელ-გამომვლელზე წაიჭორავებენ, კატას
ხელს გადაუსვამენ, ან სარკეში კოპწიაობენ.
პელელე გარბოდა, მაგრამ არ ესმოდა, ცხადში მისდევდნენ ძაღლები
თუ სიზმარში, წვიმის ლურსმნები ესობოდა სხეულში, შიშით გადარე-
ული, ხელებაპყრობილი მიქროდა უგზო-უკვლოდ, გადმოგდებულ ენაზე
ფოჩივით ეკიდა დორბლი, აქეთ-იქით წამით გამოჩნდებოდა კარი, კიდევ
კარი, კარი და ფანჯარა, ფანჯარა და კარი... ტელეფონის ბოძი. ბოძთან
შედგებოდა, სახეზე ხელს აიფარებდა თავდასაცავად, მაგრამ როცა და-
ინახავდა, რომ ბოძი არაფერს ერჩოდა, გაიცინებდა და ისევ გარბოდა,
თითქოს მდევარი კვალში უდგასო. თანდათან უჩქარებდა ფეხს, ეჩვენე-
ბოდა, რომ ციხის ჩამოქუფრულ კედლებს, რაც დრო გადიოდა, მით უფ-
რო შორს იტოვებდა.
გარეუბანში ქალაქი უკვე მინდვრებში იჭრებოდა, პელელე ნაგვის

16
გროვაზე დაეცა და ისე დაიძინა, როგორც დიდი გაჭირვების შემდეგ თა-
ვის საწოლს მიღწეულ ადამიანს დაეძინება. ნაგვის გროვის ზემოთ გად-
მოხრილი ხმელი ხის ჩახლართულ ტოტებზე ძერები შემომსხდარიყვნენ,
შავი ფრინველები ზემოდან დასცქეროდნენ მას მღვრიე ცისფერი თვა-
ლებით და როცა დაინახეს, აღარ ინძრეოდა, ძირს ჩამოფრინდნენ, სკუპ-
სკუპით, ხტომით, სიკვდილის ცეკვით, მტაცებელ ფრინველთა როკვით
უახლოვდებოდნენ, თავს ატრიალებდნენ, ფრთას იქნევდნენ, მიხტოდ-
ნენ, თანდათან მჭიდროდ კრავდნენ წრეს, უახლოვდებოდნენ და როცა
ზედ მიადგნენ, ავბედითი ყრანტალიც გაისმა – თავდასხმის ნიშანი. პე-
ლელე წამოენთო, იგერიებდა ფრთოსნებს, ყველაზე თამამი ძერა ტუჩში
ჩააფრინდა, ნისკარტის შუბით გაუხვრიტა, კბილებამდე ჩაუძიძგნა ტუ-
ჩი, სხვები თვალებსა და გულზე ეტანებოდნენ. ტუჩში ჩაფრენილი ძერა
ხორცის მოძიძგნას ცდილობდა, აღარ დაგიდევდათ, რომ ადამიანი ცოც-
ხალი იყო, უთუოდ კიდეც მიაღწევდა თავისას, რომ პელელე უცებ ნაგვის
ორმოში არ ჩავარდნილიყო. ჩავარდნისას პელელემ მტვრის კორიანტე-
ლი დააყენა და შეწებებულ, გაქვავებულ ნაგავზე კანი გადაიტყავა. მწვა-
ნე ცა, მწვანე მინდორი. აბღავლდნენ ბუკები შორეულ ყაზარმაში –
ძვალ-რბილში გამჯდარი მანკი მარადჟამს საომრად შემართული ტომე-
ბისა, მავნე წეს-ჩვევა შუასაუკუნოვანი ალყაშემორტყმული ქალაქები-
სა... ციხეებში იწყებოდა ტუსაღების საღამოს აგონია. ადამიანები აუ-
დიენციიდან ბრუნდებოდნენ, ზოგი – განაწყენებული, ზოგი – ნასიამოვ-
ნები. საროსკიპოებიდან გამოჭრილი შუქი ხანჯლავდა ბინდბუნდს.
შტერი ძერას აჩრდილს ებრძოდა, დაცემისას ფეხი მოიტეხა და ტკი-
ვილისგან სულს ღაფავდა.
ხმადაბლა, მაგრამ გაბმით წკმუოდა პელელე, ხმადაბლა, მაგრამ გაბ-
მით, როგორც ნაცემი ძაღლი.
– ვა-ი-ი!.. ვა-ი-ი!.. ვაი!..
სარეველა ბალახში, ნაგვის ორმო დიდებულ ბაღნარად რომ ექცია,

17
მტკნარი წყლის გუბესთან მიგდებული შტერის პატარა თავში ქარიშხა-
ლი ბობოქრობდა.
– ვა-ი-ი!.. ვა-ი-ი!.. ვაი!..
რკინის კლანჭებივით ჩაესო შუბში სიცხე, წაუჭირა, აზრი აურია, სამ-
ყარო ისე გაიდღაბნა მის თვალში, თითქოს მრუდე სარკეში ხედავსო, უც-
ნაურად ეცვლებოდა ყველაფერს ზომა, გრიგალივით უვლიდა თავში
ათასი სისულელე, ბოდავდა, ხან ზევით მიფრინავდა, ხან ქვევით მიექა-
ნებოდა, განზე იჭრებოდა, მერე მოპირდაპირე მხარეს ილტვოდა და ისევ
ზევით...
– ვა-იი, უ-ი-ი-ი!..
ლო-ტა-ლო-ტა-ლოტო-ლო-ტა-ლოტოს ცოლი. (ვინც ლატარია გა-
მოიგონა?) ჯორები კონკას მიათრევენ, უცებ ლოტოს ცოლად გადაიქ-
ცნენ, გაშეშდნენ, მეეტლეები ილანძღებოდნენ, ქვებს უშენდნენ, მათრახს
უტყლაშუნებდნენ, მაგრამ ადგილიდან ვერ ძრავდნენ პირუტყვებს,
მგზავრებს სთხოვეს, მოგვეშველეთო. მიეშველნენ, დასცხეს ჯორებს და
ისინი, როგორც იქნა, დაიძრნენ.
ი-ი-ი-ი-ი!
ი-ი-იდიოტი! ი-ი-იდიოტი!
უ-ი–ი-ი-ი-ი!
ვლესავ დანებს, მაკრატლებს, კბილებს ვლესავ, სიცილი მინდა, მეცი-
ნება, დედა!
ლოთის ყვირილი: „დედა!”
მთვარე ღრუბლებიდან იხედება. თეთრი შუქი დაჰკაშკაშებს ფაიფუ-
რივით მბზინავ, ნამიან ფოთლებს.
მოას-ვე-ნებენ!..
მოას-ვე-ნე-ბენ!..
საყდრიდან წმინდანებს მოასვენებენ, მოასვენებენ დასაკრძალავად.
ვიშ, რა კარგია. ვიშ, დაკრძალავენ. ოჰ, დაკრძალავენ, კარგია და მერე
რა კარგი!

18
სასაფლაოზე მხიარულებაა, მეტი მხიარულებაა, ვიდრე ქალაქში, მე-
ტი სისუფთავე, ვიდრე ქალაქში, ვიშ, რა კარგია, ვიშ, დაკრძალავენ. –
ტა-რა-რა! ტა-რა-რა!
ტიტ-ი-ი!
ტარარარა! ტარარარი!
ბიმ-ბიმ-ბიმ – ბუმ-ბუმ – ბიმბიმბიმ!
ოჰ-იჰო-ჰო-ჰო-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა-ჰა – თურქები-ი-ი მოაჯირთან! ტი-ი-
ი!
ბიმ-ბიმბიმ – ბუმ-ბუმ – ბიმბიმბიმ!
ვულკანიდან ვულკანზე ხტოდა, ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე, ცი-
დან ცაზე. ირგვლივ ათასი დაფჩენილი ხახა შემოეჯარა, დიდი თუ პატა-
რა, კბილებგადმოყრილი და უკბილო, სქელტუჩა და უტუჩო, ზოგიც კურ-
დღლისტუჩა, ბანჯგვლიანები, ორენიანები, სამენიანები და ყველა ერ-
თად ღრიალებდა: „დედა!”
ოჰ-ოჰ! ნეტა მიუსწროს საგარეუბნო მატარებელს, მალე გააღწიოს
ქალაქიდან, მთებში, ვულკანებთან, გაშორდეს ამ ტელეფონის ბოძებს,
სასაკლაოს, საარტილერიო ფრონტს, ჯარისკაცებს.
მატარებელი ის-ის იყო გავიდა, რომ უმალვე გამობრუნდა, თითქოს
თოკი აქვს გამობმული და ექაჩებიანო. სადგურში დუდღუნა ვაჭარი დე-
დაკაცი დადარაჯებოდა, თმის ღერები ტირიფის წკეპლებივით ეკიდა.
„მივცეთ პური შტერს, ჰა, თუთიყუშო!” – ყვიროდა იგი. „წყალი დავალე-
ვინოთ შტერს! წყალი შტერს!”
პელელე გარბოდა ღვთის პორტალისკენ. იქ კი... „დედა!”... ყვირილი!..
ნახტომი... კაცი... ღამე... ბრძოლა... სისხლი... სიკვდილი... გაქცევა... შტე-
რი... „წყალი მივცეთ შტერს! წყალი მივცეთ შტერს!” მწვავე ტკივილმა
გამოაფხიზლა, ფეხი ტეხდა, ძვალს რაღაც უღრღნიდა. მშვიდად თვლემ-
დნენ ხვართქლები, მოსასვენებლად იწვევდნენ ჩრდილში, ქაფმოგდებუ-
ლი ნაკადული ისე ელავდა ნაპირებში, თითქოს გვიმრებში ვერცხლისფე-
რი ციყვი მიმალულა და კუდს აქიცინებსო.

19
არაფერი. არავინ.
ისევ უკუნეთში შთაენთქა თვალები. კვლავ ბრძოლა ტკივილთან.
ცდილობდა მოხერხებულად დაედო მოტეხილი ფეხი, ხელისგულს იჭერ-
და დაძიძგნილ ტუჩზე, მაგრამ როგორც კი მოხუჭა ანთებული ქუთუთო-
ები, თვალები თითქოს სისხლით შეეღება. მუხლუხების ჩრდილები ელ-
ვის ციალში იგრიხებოდნენ და პეპლებად ქცეულნი მიფრინავდნენ.
რეკდა ზანზალაკი. თოვლი მივცეთ მომაკვდავებს! ყინული!
ყინულს ვყიდი! წესს ვუგებ! თოვლი, კარგი თოვლი! წესის აგება... ძინ-
ძინ, დონ-დოონ! თოვლი მივცეთ მომაკვდავებს! თოვლი მოაქვთ! წესის
ასაგებად მოდიან! ქუდი მოიხადე, შტერო! თოვლი, თოვლი მივცეთ მო-
მაკვდავებს!

IV
ანგელოზი

ქაღალდებში, ტყავის ნაკუწებში, დაძენძილ ქოლგებში, ჩაჭყლეტილ


ქუდებში, ფაიფურისა და შუშის ნამტვრევებში, გახვრეტილ ქვაბებში,
მზით მოხრუკულ, დაბრეცილ ფეხსაცმელებში, დაქექილ საყელოებში,
კვერცხის ნაჭუჭებში, ბამბასა და საჭმლის ნარჩენებში ჩაფლულ პელე-
ლეს ეზმანებოდა, რომ ვრცელ ეზოში შევიდა და ირგვლივ ჩამომსხდარი
ნიღბები დაინახა. დააკვირდა და თურმე ნიღბები კი არა, ადამიანთა სა-
ხეები იყო, მამლების ძიძგილაობას უყურებდნენ. უბრალო ძიძგილაობას
არა ჰგავდა, ეს უფრო ცეცხლი იყო, იწვოდა ქაღალდი. ერთი მებრძოლი
მიიცვალა, ჩაიფერფლა თვალგაყინული მაყურებლის წინაშე. ძალიან
მოეწონათ სისხლით მოსვრილი, მოღუნული დანები, არყის სუნი. თამბა-
ქოთი ყვითლად დაფერილი ნაფურთხი, შიგნეული. მგვემელი დასვენება.
ყეყეჩდები. სულელდები. მზე აცხუნებს. ვიღაც ფეხის წვერებზე მოიპა-
რებოდა მის სიზმრებში, ცდილობდა არ გაეღვიძებინა.
ეს იყო დედა. იგი ლოთთან ცხოვრობდა. ლოთი მამლების ბრძოლას

20
აწყობდა, გიტარაზე კარგად უკრავდა, ფრჩხილები კაჟივით ჰქონდა. ლო-
თი აწამებდა დედას, ეჭვიანობდა. ბევრი უბედურება გადაიტანა ქალმა.
განა ადვილია ასეთ კაცთან ცხოვრება? და შვილი გათვალული დაებადა.
ჭორიკანა დედაკაცები ამბობდნენ (მათზე უკეთ ვიღამ იცოდა), მთვარის
ბრალიაო. ბადრი მთვარე დაჰნათოდა ქვეყანას, როცა მან პელელე შობა.
დედა ცუდად იყო, თავბრუ ეხვეოდა, ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ
– ბავშვის უზარმაზარი, მთვარესავით მრგვალი, ოქროსთმიანი თავი,
მშობიარეთა გალეული სახეები. ლოთი კი ყვიროდა, იფურთხებოდა, ას-
ლოკინებდა, ტიროდა, აბოყინებდა. პელელეს დედის გახამებული კაბის
შრიალი ჩაესმა და ჩუმი ტირილით გაეკიდა მას.
დედის მკერდზე იგრძნო შვება. დედის მუცელმა მისცა სიცოცხლე და
ამ მუცელმა საშრობი ქაღალდივით შეიწოვა მისი ჭრილობების ტკივი-
ლი. აღარავინ დაჩაგრავს თეთრ ყვავილს, ქათქათა ნაზ ყვავილს. თავზე
ხელს უსვამდა, ეფერებოდა დედა.
სადღაც შორს, მეხსიერების სიღრმეში მღეროდა ლოთი:
ხომ ასეა...
ხომ ასეა...
ხომ ასეა, ტკბილო ბალღო, მეომარი მამალი ვარ, დეზს თუ გახლებ,
ჩემო ბალღო, ფრთებს დაგამტვრევ, თვალისჩინო.
შტერმა თავი ასწია და უხმოდ თქვა:
– მაპატიე, დედა, მაპატიე!
აჩრდილი სახეზე ხელს უსვამდა, ეალერსებოდა, ნაზად ეხმიანებოდა
მის კვნესას:
– მიპატიებია, შვილო, მიპატიებია!
სადღაც შორს, მეხსიერების სიღრმეში, კვლავ გაისმა გალოთებული
მამის სიმღერა:
მე ვცხოვრობ ახლა...
მე ვცხოვრობ ახლა...
და თეთრ ფრინველებს ვაპურებ, ვუვლი; როდესაც ირგვლივ ყვავის

21
ყოველი, მეც სიხარულით მევსება გული.
პელელე ბუტბუტებდა:
– გული მტკივა, დედა, გული!
აჩრდილი სახეზე ხელს უსვამდა, ეალერსებოდა, ნაზად ეხმიანებოდა
მის კვნესას:
– გული, შვილო?
ბედნიერებას ხორციელის სუნი არა აქვს. იქვე, გვერდით, ნაძვის
ჩრდილი წამოიზიდა, მდინარესავით გრილი ჩრდილი მიწას ჰკოცნიდა,
ნაძვის ტოტზე ჩიტი გალობდა, ჩიტი კი არა, ოქროს ზანზალაკი წკრი-
ალებდა:
– მე ცხოვრების ვარდი ვარ, სამოთხის ჩიტის ვაშლი ვარ, სანახევროდ
– სიცრუე, სანახევროდ – სიმართლე. ვარდი ვარ და ვაშლიც ვარ, თვა-
ლებს ვარიგებ, ცალს – ნამდვილს, ცალს – შუშისას. ვინც შუშის თვალით
იხედება, იმიტომ ხედავს, რომ ოცნებობს, ნამდვილი თვალით კი ყველა-
ფერს ისე ხედავენ, როგორცაა სინამდვილეში. სიცოცხლის ყვავილი ვარ,
სამოთხის ჩიტის ვაშლი ვარ, სიცრუე ვარ ყოველგვარი ჭეშმარიტების,
ჭეშმარიტება ვარ ზღაპრისა.
პელელემ დედა მიატოვა და ჯამბაზების საყურებლად გაიქცა. მბზი-
ნავი კილიტებით დამშვენებულ მარმაშის კაბაში გამოწყობილი ქალები
ლამაზ ცხენებს დააქროლებდნენ. ცხენებს ფაფარი მიწამდე დასთრევ-
დათ, თუმცა, ფაფარი კი არა, ძეწნა იყო. ჩინური ფარნებით და ყვავილე-
ბით მორთული ფორნები ქვაფენილზე მთვრალებივით აცაბაცა მიაჯან-
ჯღარებდნენ. გამოჩნდნენ კომედიანტებიც. ვაი რა ჭუჭყიანები იყვნენ!
მედოლეები, მებუკეები, სხვადასხვა საკრავებზე დამკვრელები. კომედი-
ანტები ფერად პროგრამებს ურიგებდნენ მაყურებელს. „წარმოდგენა ეწ-
ყობა ეროვნული გმირის, უდიდესი ლიბერალური პარტიის ბელადის,
ახალგაზრდობის მფარველის, რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცე-
მად”.
პელელე თვალებდაცეცებული ათვალიერებდა მაღალ კამარებს.

22
თოკზე მოცეკვავე ჯამბაზებმა ხელი სტაცეს და მწვანედ მოხასხასე
უფსკრულისკენ გატყორცნეს. ჩამოკიდებული ხიდივით ირხეოდა სკამები
მოფარდაგულზე, სააღმსარებლო ადი-ჩადიოდა, თითქოს ლიფტით აჰ-
ყავდ-ჩამოჰყავდათ სულები. ზევით ოქროსბურთიანი ანგელოზი იჯდა,
ქვევით – შვიდრქიანი ეშმა. წალოდან თვით ღვთისმშობელი გამოვიდა.
ისე გაიარა დარბაზი, როგორც სხივი გაივლის შუშაში და პელელეს ჰკით-
ხა, აქ რისთვის მოსულხარ, რა გინდაო! პელელე სიამოვნებით გაესაუბრა
იმ სახლის დიასახლისს, ანგელოზთა თაფლს, წმინდანთა გონებას, ღა-
ტაკთა საშაქარლამოს.
ასეთი დიდებული ქალია და რა დაბალია. თუმცა, რა მოხდა, თუ ტან-
მორჩილია, ყველაფერი ესმის. პელელემ ანიშნა ღვთისმშობელს, სან-
თლის ღეჭვა მიყვარსო. ღვთისმშობელმა გაუღიმა, საკურთხევლიდან
სანთლის აღების ნება დართო, მერე ცალ ხელში მოიკრიბა ვერცხლის წა-
მოსასხამის კალთა, დიდი კი ჰქონდა წამოსასხამი, ხელი ჩაჰკიდა პელე-
ლეს და გუბურასთან მიიყვანა. გუბურაში სხვადასხვა ფერის თევზები
ცურავდნენ. შაქარყინულიც მისცა მოსაწუწნად. ვიშ, რა კარგია! ვიშ, რა
კარგია! ენის წვერიდან ფეხის ქუსლამდე დაუარა ნეტარებამ, თავის სი-
ცოცხლეში მსგავსი არაფერი განუცდია – ღეჭავ სანთელს, წუწნი პიტნი-
ან შაქარყინულს, უყურებ თევზებს, დედა კი ნატკენ ფეხს გიზელს და
ლოცვას დუდუნებს: „ალისა, თვალისა, თვალი მავნებელისა, თვალთა
ნაცარი, გულთა ლახვარი, ვინც ჩემს შვილს!..” ხედავთ? ნაგვის ორმოში
დაიძინა და ბედნიერება თავს წამოადგა. მაგრამ ბედნიერება ზაფხულის
წვიმასავით ხანმოკლეა. თავის ძაღლთან ერთად ჩაიარა რძისფერი ბი-
ლიკი შეშისმჭრელმა, ზურგზე გუდურა ეკიდა, ზედ ქურთუკი ჰქონდა
მიბმული, ხელში თოთო ბავშვივით ეჭირა მაჩეტე – დიდი დანა! ხევი
ღრმა არ იყო, მაგრამ ბინდში მაინც ღრმა ჩანდა. შეშის მჭრელმა მიიხედ-
მოიხედა. თვალს ხომ არ ადევნებენ? ცოტა კიდევ გაიარა და ისევ შედგა.
ვიღაც იყო იქ. ძაღლს ბალანი აეშალა, ისე აყმუვლდა, თითქოს ეშმაკი

23
დაინახაო. ქარმა სისხლითა თუ ჭარხლის წვენით გაჟღენთილი ქაღალ-
დის ფურცლები ააფარფატა, დაატრიალა. ცა ძლიერ შორს იყო, ლაჟვარ-
დი ცა და იმ სილაჟვარდეში ისე ზანტად, ნელა ტრიალებდნენ ძერები,
თითქოს მაღალი ყორღანი გვირგვინებითაა მორთულიო. ძაღლი იქით
გაიქცა, სადაც პელელე ეგდო. შეშის მჭრელი შიშით ცახცახებდა, ნელა
მისდევდა ძაღლს, უნდა ნახოს, ვინ წევს იქ, მკვდარია თუ ცოცხალი!
ფრთხილად მიაბიჯებდა, ეშინოდა შუშის ნატეხს ან თუნუქის ქილას არ
დავკრა ფეხიო, ხტოდა მყრალი გროვიდან გროვაზე, დაჟანგებული ტაშ-
ტები ხომალდებივით მიცურავდა ნაგვის ზღვაში. გუდურა არ ჩამოუხ-
სნია (შიში გაცილებით მძიმეა გუდურაზე), ფეხი წაჰკრა უძრავად მწო-
ლიარე კაცს და გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ იგი ცოცხალი იყო. ზე-
ვით, ფიჭვნარში, ფეხის ხმა გაისმა. შეშის მჭრელი დაიზაფრა – „ემანდ
პოლიციელი არ წამოადგეს თავს და ხათაბალაში არ გაებას. ღმერთმა ნუ
ქნას. ესღა აკლია ახლა...”
– გაჩუმდი, – შეუყვირა შეშის მჭრელმა ძაღლს. ძაღლი არ წყნარდე-
ბოდა და პანღური ამოჰკრა. – ეშმაკმა წაგიღოს, არ მიეკარო!
„უნდა გაიქცეს... არა, დაიჭერენ, რად გაიქეციო... მაგრამ თუ პოლი-
ციელია?” დაჭრილს მიუბრუნდა:
– მოდი, წამოვაყენებ!.. უყურე შენ! ეს რა უქნიათ? კინაღამ მოუკ-
ლავთ კაცი! ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ! აბა, რა გაღრიალებს?.. გზა-
ზე მოვდიოდი... დაგინახე...
– მე კი დავინახე, რომ შენ მაგის წამოყენებას აპირებდი, – გაისმა შე-
შის მჭრელის ზურგს უკან ვიღაცის ხმა. – აქეთ გამოვეშურე, ნაცნობი
ხომ არ არის-მეთქი. ამოვიყვანოთ აქედან...
შეშის მჭრელი შებრუნდა და შიშით ლამის სული გააფრთხო, შეტორ-
ტმანდა, კინაღამ ხელიდან გაუვარდა დაჭრილი. მის წინ ანგელოზი იდგა:
მარმარილოსავით თეთრი კანი, ოქროსფერი თმა, ნაზი, ქალური სახე,
თვალები კი ნახშირივით შავი, ვაჟკაცური. რუხი ფერის კოსტიუმი ეცვა.
ბინდი ჩამოდგა, ხეირიანად ვერ გაარჩია, ღრუბელს ჰგავდა, პატარა,

24
წვრილი ხელები ჰქონდა. ცალ ხელში ჯოხი ეჭირა, მეორეში – დიდი ქუ-
დი, ნამდვილი მტრედი იყო.
– ანგელოზი!.. – შეშის მჭრელი უცნობს მიაჩერდა. – ანგელოზი... –
გაიმეორა. – ანგელოზი!
– ჩაცმაზე გეტყობათ, რომ ღარიბი ხართ, – უთხრა ანგელოზმა შეშის
მჭრელს. – ძნელია სიღარიბე.
– როგორ გითხრათ... პირადად მე, რა თქმა უნდა, ხელმოკლე კაცი
ვარ, მაგრამ ბედს არ ვემდური. ვმუშაობ, მყავს ცოლი, მაქვს სახლი... არა
უშავს რა, ისე ვცხოვრობთ... – დუდუნებდა შეშის მჭრელი, ეგონა, ანგე-
ლოზს ვაამებ და, ვინ იცის, ეგებ ასეთი თვინიერებისთვის ადგეს და ხელ-
მწიფედ დამსვას, ოქროთი ამავსოს, წითელ წამოსასხამში გახვეული,
თავზე გვირგვინდადგმული, ალმასებით მოოჭვილი კვერთხით ხელში
ვივლიო. ნაგვის ორმო უკან იხევდა...
– საინტერესოა, – თქვა ანგელოზმა ხმამაღლა, რომ პელელეს კვნესა-
გმინვაში როგორმე სიტყვა მიეწვდინა შეშის მჭრელისთვის. – რა არის
ამაში საინტერესო? ისიც სათქმელია, რომ სიღარიბესთან ერთად უწყი-
ნარებიც ვართ... ასეთი ბედი გვქონია. ვინც სკოლაში სწავლობდა, ისინი,
რა თქმა უნდა, დრტვინავენ. ჩემი დედაბერიც კი დროდადრო დადარდი-
ანდება და ინატრებს ხოლმე: ნეტა კვირა დღეს მაინც გამომესხას ფრთე-
ბიო.
სანამ გაჭირვებით მიბობღავდნენ აღმართზე, შტერმა ორ-სამჯერ
გრძნობა დაკარგა: ხეები ხან ზევით მიიწევდა, ხან ქვევით ეშვებოდა, ჩი-
ნელი მოცეკვავის თითებივით. ორი კაცი, მას რომ მიათრევდა, ერთმა-
ნეთს ელაპარაკებოდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აღწევდა მის ცნობიერე-
ბამდე, სიტყვები ისე ბორძიკობდა და ბანცალებდა, როგორც მთვრალი
მოპრიალებულ იატაკზე. რაღაც დიდი, შავი, სახეს უკაწრავდა შტერს,
მკვეთრმა სიცივემ კი სხეულიდან დამწვარი სიზმრების ნავლი შემოს-
წმინდა.

25
– მაშ, შენი ცოლი ფრთებსა ნატრობს? კვირა დღეს მაინც გამომესხა-
სო, ამბობს? მართლა რომ მისცენ ფრთები, დარწმუნებული ვარ, არ ეცო-
დინება, როგორ მოიხმაროს, – თქვა ანგელოზმა.
– კარგად ბრძანეთ. სასეირნოდ წავიდოდი ან შორს, შორს გავფრინ-
დებოდი, მოგშორდებოდიო. ასე მაშინ მეუბნება, როცა გაბრაზებულია.
შეშის მჭრელი შედგა. ქურთუკის კალთით ოფლი მოიწმინდა.
– უჰჰ, რა მძიმეა!
– სასეირნოდ სავსებით საკმარისია ფეხები, – უთხრა ანგელოზმა, –
მიტოვება და სადღაც გადახვეწა კი ტყუილია, გინდაც ფრთები გამოეს-
ხას, მაინც არსად წავა.
– რასაკვირველია. აბა, სად წავა! გულში კი შეიძლება მართლა ნატ-
რობდეს. ხომ იცით, ქალი ისეთი ჩიტუნიაა, უგალიოდ ვერ დატოვებ. რამ-
დენი ჯოხი მე იმას გადავამტვრიე. ჰოდა... – ამ დროს გაახსენდა, რომ
ანგელოზს ელაპარაკებოდა და შეცდომის გამოსწორება დააპირა: –
ღვთის შემწეობით, ცხადია...
ანგელოზი დუმდა.
– ნეტავ ვინ ჩააგდო ამ დღეში? – სალაპარაკო თემა შეცვალა შეშის
მჭრელმა:
– ასეთი საქმის მოყვარულები ყოველთვის გამოჩნდებიან...
– მართალი ბრძანდებით. ჩხუბისა და დაკა-დაკასთვის რა გამოლევს
ახლობლებს... დიახ, მაგრამ ასე უღმერთოდ, შეუბრალებლად როგორ
მოექცნენ, სახეში დანა ჩაჰკრეს და ნაგვის ორმოში ჩააგდეს. – ეჭვს გარე-
შეა, ამას არ აკმარებდნენ, სხვა ჭრილობაც ექნება. – ალბათ სამართებე-
ლივით გაუსვეს ტუჩზე დანა და ორმოში ჩააგდეს, რომ კვალი დაეფარათ.
– დიახ, ცასა და დედამიწის შუა დატოვეს...
– მეც მაგას მოგახსენებთ...
ფერდობი აათავეს. ხეებზე ძერები ისხდნენ. შიში ტკივილზე ძლიერია
და პელელე კრინტს არ ძრავდა, მხოლოდ იკლაკნებოდა, ზღარბივით
იკუნტებოდა.

26
ქარი ლაღად დანავარდობდა ვაკეზე, ქალაქიდან ველისკენ მიქროდა
გრილი ქარი, კარგი, საამო ქარი.
ანგელოზმა საათზე დაიხედა, დაჭრილს ჯიბეში რამდენიმე მონეტა
ჩასჩარა, თავაზიანად გამოეთხოვა შეშის მჭრელს და სწრაფი ნაბიჯით
გაუყვა გზას.
ცა ბრწყინავდა. თეატრის ჩაბნელებულ დარბაზში ანთებული ასან-
თივით ციმციმებდა გარეუბნის ელექტრონათურები. ვიწრო ბილიკები
ბინდში გველივით მიიკლაკნებოდა ქოხებისკენ, ხის ფარდულებისკენ, პა-
ტარა სახლებისკენ, საჯინიბოს სუნით აქოთებული, ჩაბინძურებული პა-
ტიოებისკენ, ტრაქტორებისკენ, სადაც წესის მიხედვით თივითაც ვაჭ-
რობდნენ და ბნელ კუთხეებში ქეიფობდნენ მეჯორეები. პირველსავე სახ-
ლთან შეშის მჭრელმა დაჭრილი ძირს დააწვინა და საავადმყოფოს გზა
მიასწავლა. პელელემ ქუთუთოები ასწია. ნეტა ვინმე მიეშველებოდეს,
ასე არ ასლოკინებდეს მაინც. მომაკვდავის შესაბრალისი მზერა ბასრი
ეკალივით ჩაესო უკაცრიელ ქუჩას. სადღაც შორს საყვირი აბღავლდა,
სადღაც შორს წირავდნენ განსვენებულთათვის, რეკავდნენ მწუხრის ზა-
რები: ვაგლახ-ვაი! ვაგლახ-ვაი! ვაგლახ-ვაი!
ფრთამოტეხილი ძერა სიბნელეში მიფორთხავდა. პელელე დაიზაფ-
რა, დაჭრილი ფრინველის ავი დრტვინვა ცუდად ენიშნა. გაჭირვებით წა-
მოდგა, ხვნეშა-კვნესით უგზო-უკვლოდ გაუყვა გზას, თვითონაც არ იცო-
და, საით მიჩლახუნებდა, ხელით ებჯინებოდა უძრავ კედლებს, მაგრამ
მის ხელქვეშ კედლები, თითქოს ირხეოდა, ქარი სახეში სცემდა. მოსაღა-
მოებულზე ქარი ყინულით გამძღარიყო... სლოკინისგან გულ-მუცელი
ეგლიჯებოდა.
თავის ეზოში შეშის მჭრელმა, როგორც ყოველთვის, გუდურა ძირს
დააგდო. დაწინაურებული ძაღლი სიხარულით შეეგება პატრონს, მაგრამ
მან ფეხის გაკვრით შორს მოისროლა პირუტყვი და მხრებზე ქურთუკწა-
მოსხმული (ზედგამოჭრილი ღამურა იყო), შინ შევიდა. მისი ცოლი კე-
რიაში კვერებს აფიცხებდა.

27
– ნაგვის ორმოსთან ანგელოზი ვნახე... – უთხრა ცოლს შეშის მჭრელ-
მა.
ლერწმის კედლებსა და ჩალის ჭერზე ისე ციალებდა ცეცხლის შუქი,
თითქოს ანგელოზების ფრთების ანარეკლი რიალებსო.
მილიდან ზევით მიიკლაკნებოდა თეთრი კვამლი.

V
„პირუტყვი”

პრეზიდენტის მდივანი ექიმ ბარენიოს უსმენდა.


– უნდა მოგახსენოთ, ბატონო მდივანო, რომ მე, როგორც სამხედრო
ექიმი, ათი წელიწადია ყოველდღე ვამოწმებ ყაზარმებს. უნდა მოგახსე-
ნოთ, რომ უპრეცედენტო შეურაცხყოფა მომაყენეს... დიახ, უპრეცედენ-
ტო... დამაპატიმრეს იმ მიზეზით... უნდა მოგახსენოთ, რომ ჰოსპიტალში
რაღაც ახალი, შეუსწავლელი დაავადება მუსრს ავლებს ჯარისკაცებს.
სისტემატურად ათი კაცი კვდება დილით, ათი შუადღეზე, ათი საღამოს,
ათიც ღამით. სანიტარული სამსახურის უფროსმა მე და ჩემს კოლეგებს
დაგვავალა გამოგვერკვია, რა მიზეზით იხოცებოდნენ ჰოსპიტალში სულ
ცოტა ხნის წინათ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ჯარისკა-
ცები. უნდა მოგახსენოთ, რომ ხუთი გვამის გაკვეთის შემდეგ ჩემთვის ნა-
თელი გახდა – სიკვდილიანობის მიზეზი კუჭის გახვრეტა იყო. კუჭის გახ-
ვრეტას კი სოდის სულფატი იწვევდა. ხსენებულ სულფატს ჰოსპიტალში
კუჭის გასაწმენდ საშუალებად ხმარობენ და ყიდულობენ გაზიანი წყლე-
ბის ფაბრიკაში. როგორც ხედავთ, იგი მავნებელი აღმოჩნდა. უნდა მო-
გახსენოთ, რომ კოლეგები არ დამეთანხმნენ, შეუსწავლელი დაავადების
ვერსია ირწმუნეს და ცხადია, ამით აიცდინეს რისხვაც და პატიმრობაც.
დაიღუპა ის ორმოცი ჯარისკაცი, მაგრამ სულფატის ორი კასრი კიდევ
დგას ჰოსპიტალში. უნდა მოგახსენოთ, რომ სანიტარული სამსახურის
უფროსმა, პირადი ინტერესებისთვის, გამდიდრების მიზნით გაწირა ას

28
ორმოცი ჯარისკაცი და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენს გაისტუმრებს იმ
ქვეყნად...
– ექიმი ლუის ბარენიო! – მისაღები ოთახის კარიდან დაიყვირა პრე-
ზიდენტის ერთ-ერთმა თანაშემწემ.
– უნდა მოგახსენოთ, ბატონო მდივანო... რასაც იგი ბრძანებს... მდი-
ვანი დახვეწილი მეტყველების თაყვანისმცემელი იყო, ართობდა ექიმის
მონოტონური დუდღუნი. სწორედ ასეთი ლაპარაკი შეშვენოდა მეცნიე-
რის ჭაღარა თავსა და დახრუკული ბიფშტექსის მსგავს სახეს. რესპუბ-
ლიკის პრეზიდენტი ფეხზე ამდგარი შეხვდა ექიმს. თავი მაღლა ჰქონდა
აწეული, ცალი ხელი ძირს დაშვებული, მეორე – სერთუკის გადანაკეცში
შემალული. მისალმება არ აცალა, დაინახა თუ არა, მაშინვე დაუღრი-
ალა:
– ხელისუფლების ავტორიტეტის შერყევის ნებას არ მივცემ ვიღაც
ექიმუკებს, გესმით, დონ ლუის? არ მივ-ცემ ნე-ბას! დაე, იცოდნენ! ყვე-
ლას თავს წავაგდებინებ! გაეთრიეთ აქედან! გაეთრიეთ... და, დაუძახეთ
იმ პირუტყვს.
თითქოს თავის პანაშვიდს ესწრებაო, ისე გადაფითრდა ექიმი, უკან-
უკან წავიდა კარისკენ, ქუდს ხელში ჭმუჭნიდა, მტანჯველი ფიქრით მო-
ცული შუბლი მწუხარე ნაოჭმა გადაუსერა.
– დავიღუპე, ბატონო მდივანო, დავიღუპე!.. ყვირის: „გაეთრიეთ აქე-
დან, დაუძახეთ იმ პირუტყვსო...”
– მე მიხმობს, – ოთახის კუთხეში მაგიდასთან მჯდარი გადამწვარი
წამოდგა და პრეზიდენტის კაბინეტში შევიდა.
– მეგონა მცემდა! ნეტა გენახათ! ნეტა ერთი გენახათ!.. – ბუტბუტებდა
ექიმი, თან ჭირის ოფლს იწმენდდა. – მაგრამ თქვენ იმდენი საქმე გაქვთ,
ბატონო მდივანო, მე კი დროს გართმევთ. მივდივარ, მივდივარ. დიდი
მადლობელი ვარ თქვენი...
– კარგი, კარგი, არა ღირს. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მკურნალო!
მდივანი გაჩქარებული წერდა. იმ ქაღალდზე ერთი წამის შემდეგ ხელი

29
უნდა მოეწერა პრეზიდენტს.
ვარსკვლავთ დიადემით მორთული, ღრუბლის მსუბუქ მარმაშში გახ-
ვეული ქალაქი აისის მოწითალო სასმელს სვამდა. მბრწყინავი სამრეკ-
ლოები მწუხრის ლოცვათა მაშველ რგოლებს ესროდა ქუჩებს. ექიმი ბა-
რენიო შინ მიჩანჩალდა. დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია ამ ოჯახს!..
დიდი ხნის არსებობა არ უწერია ამ სახლს!.. კარი ჩაკეტა, მიმოიხედა:
ხომ არსაიდან გამოყოფენ ხელს მის დასახრჩობად? შევიდა თავის ოთახ-
ში და ტანსაცმლის კარადის უკან დაიმალა.
ნაფტალინწაყრილი სერთუკები ჩამომხრჩვალებივით ეკიდა საკი-
დარზე. ექიმს გაახსენდა, როგორ მოუკლეს მამა დიდი ხნის წინათ, ღა-
მით, უკაცრიელ გზაზე მარტოდ მიმავალი. ოფიციალურმა გამოძიებამ
ვერაფერი დაადგინა და ოჯახს რაღა დარჩენოდა, უნდა შერიგებოდა ამ
ამბავს.
უსინდისობა ფარსით დაგვირგვინდა, მიიღეს დაახლოებით ასეთი ში-
ნაარსის ანონიმური წერილი: „მე და ჩემი სიძე ვუელტა-გრანდედან ლა-
კანოეში მივდიოდით. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, შორიდან სრო-
ლის ხმა რომ მოგვესმა, ერთხელ, მეორედ, მესამედ. სულ ხუთჯერ გაის-
როლეს. უმალ ხეივანში ვდურთეთ თავი და იქიდან დავინახეთ, გზაზე
როგორ ჩაიქროლეს მხედრებმა. ვუელტა-გრანდესკენ მიიჩქაროდნენ.
როცა ყველაფერი მიწყნარდა, გზა გავაგრძელეთ, მაგრამ მალე ჩვენი
ცხენები შედგნენ, ფრუტუნით უკან დაიხიეს. იმწუთს დავქვეითდით, რე-
ვოლვერმომარჯვებულები წავედით წინ და გზაზე პირქვედამხობილი
მკვდარი კაცი დავინახეთ, ცოტა მოშორებით დაჭრილი ჯორი ეგდო. ჩემ-
მა სიძემ ჯორს ტყვია დაახალა, რომ ტანჯვისგან გაეთავისუფლებინა.
მაშინვე მოვაბრუნეთ ცხენები და ისევ ვუელტა-გრანდესკენ გავქუსლეთ.
ხელისუფლებისთვის უნდა შეგვეტყობინებინა, რაც ვნახეთ. კომენდატუ-
რაში დაგვხვდა პოლკოვნიკი ხოსე პარალეს სონრიენტე, „მხედარს” რომ
ეძახიან, მეგობრებთან ერთად სუფრას მისჯდომოდა, ღვინოს შეექცე-
ოდა. განზე გავიხმეთ, მოვუყევით, როგორ გავიგონეთ სროლის ხმა და

30
მერე... პარალეს სონრიენტემ მხრები აიჩეჩა, ჩამოღვენთილ სანთელს გა-
ხედა და გვითხრა: „შინ წადით, ამაზე კრინტი არსად დაძრათ, მე ვიცი,
რასაც გეუბნებითო!..”
– ლუის! ლუის!
ერთი სერთუკი მტაცებელი ფრინველივით მოსწყდა საკიდს.
– ლუის!
ბარენიო თაროსკენ გადახტა, წიგნს ხელი დასტაცა და ფურცვლა და-
უწყო. ცოლს შეეშინდებოდა, კარადის უკან მიმალული რომ ენახა. –
ცხოვრებაში შნო ღმერთმა არ მოგცა, თავს კი იკლავ, ნამდვილად იკლავ
თავს! იცოდე, გაგიჟდები! როდისღა გაიგებ, რომ ემაგ მეცნიერული წიგ-
ნებით ვერაფერს მიაღწევ. ცხოვრებაში მთავარია გაქლესილი ენა. დიახ!
გაქლესილი ენა. შენ კი სულ სწავლობ, სწავლობ და რას მიაღწიე ამით,
რა შეიძინე: არა-ფე-რი. წყვილი წინდა, ისიც... ახლა კი ესღა გვაკლდა!
ახლა!
შუქმა და ცოლის ხმამ დაამშვიდა ექიმი.
– წიგნები! სულ წიგნები და წიგნები! ნეტა რაში გჭირდება? შენი და-
მარხვის დღეს რომ თქვან, დიდი სწავლული იყოო? წიგნები უბრალო
ექიმებმა უნდა იკითხონ. შენ კი წოდება გაქვს! ვის აძლევენ წოდებას?
ცხადია – ვინც ყველაფერი იცის. წიგნების შეგროვებას სჯობდა, პაციენ-
ტებზე გეზრუნა. თითოეული წიგნის ნაცვლად კარგი პაციენტი რომ გყავ-
დეს, არაფერი გვეტკინებოდა. სხვები შინ ღებულობენ ავადმყოფებს,
დღედაღამ წკრიალებს მათ სახლში ტელეფონი, იწვევენ კონსულტაციის
ჩასატარებლად. გამოფხიზლდი, გაინძერი, რაღაც სახეიროს მოჰკიდე ხე-
ლი!
– შენ მხედველობაში გაქვს...
– რამე შემოსავლიანი!.. ოღონდ ნუღარ მეტყვი, რომ ამისთვის წიგნე-
ბის კითხვით თვალი უნდა დაითხარო. სხვა ექიმებს შენი ნახევარი ცოდ-
ნა რომ ჰქონდეთ, ხელად გაითქვამდნენ სახელს! დიახ!
სენიორ პრეზიდენტის პირადი მკურნალი! პირადი მკურნალი იქით...

31
პირადი მკურნალი აქეთ... აი, რას ვეძახი სახეიროს.
– აჰა-ა-ა! – ექიმს აზრის მოკრება უნდოდა და სიტყვა გაწელა. – მა-
გის იმედი ნუ გექნება. ახლახან გახლდით პრეზიდენტთან... დიახ, ვიხილე
მისი ბრწყინვალება...
– მართლა? რაო მერე, რა გითხრა, როგორ მიგიღო?
– ცუდად. „თავს წაგაცლი” და კიდევ რაღაც ამისთანას მიყვიროდა,
კარგად არ მახსოვს. ძალიან შევშინდი.
– დაგიყვირა? მერე რა მოხდა! სხვებს სცემს ხოლმე. – ქალი გაჩუმდა
და ცოტა ხნის მერე დაუმატა: – ერთთავად შიშში ხარ და ეგ გღუპავს.
– ეე, ჩემო კარგო, ასეთი მხეცის ვის არ შეეშინდება!
– მე მაგაზე არ ვამბობ. თუ იმას ვერ მიაღწევ, რომ სენიორ პრეზი-
დენტის პირად მკურნალად დაგნიშნონ, ქირურგობას მაინც მიჰყავი ხე-
ლი. მაგრამ ამ საქმეში გულადობაა საჭირო. დიახ, გაბედულება, სიმტკი-
ცე, როცა ხელში დანას იღებ. თუ მკერავ ქალს აბრეშუმის ნაჭრის გაფუ-
ჭების შიში აქვს, ვერასოდეს წესიერად ვერ გამოჭრის. აბრეშუმის ყიდვას
კი ფული უნდა. ჯერ ინდიელებზე გაიწაფე ხელი. ქირურგისთვის ეს აუ-
ცილებელია. პრეზიდენტზე ნუღარ ფიქრობ. წამო, ვისადილოთ. რასაკ-
ვირველია, იბობოქრებს იმ საშინელი მკვლელობის შემდეგ.
– გაჩუმდი, კრინტი აღარ დაძრა, თორემ ისეთ რაღაცას ვიზამ!.. გა-
გარტყამ, იცოდე! ეგ მკვლელობა არ არის! არაფერია მაგაში საშინელი!
ძალიანაც კარგია, რომ ჩააძაღლეს! არამზადა! ჯალათი! იმან მომიკლა
მამა! მოკლა მოხუცი! ღამით, უკაცრიელ გზაზე მარტოდ მიმავალს და-
ესხა თავს...
– ანონიმური წერილის გჯერა? ღმერთი იყოს შენი შემწე. ვაჟკაც კაცს
ისეთი რამ არ ეკადრება. ვის სჯერა ანონიმური წერილებისა? – მე რომ
მჯეროდეს ანონიმური...
– არ ეკადრება-მეთქი ვაჟკაცს, არა!
– სიტყვა დამამთავრებინე! მე რომ ანონიმური წერილების მჯერო-

32
დეს, დღეს შენ ჩემს სახლში არ იქნებოდი. – ბარენიო გაფაციცებით ეძებ-
და ჯიბეში რაღაცას. – ჩემს სახლში არ იქნებოდი! აჰა, წაიკითხე! ქალს
მკვდრის ფერი დაედო, ქიმიური პომადის ზოლიღა უღაღანებდა წით-
ლად სახეზე. ჩამოართვა ქმარს ქაღალდი და თვალი გადაავლო:
„ექიმო, როგორმე ანუგეშეთ თქვენი მეუღლე, თორემ მხედარი უკე-
თეს სამყაროში გადასახლდა... ერთგული მეგობრები”.
ქალმა ქაღალდი ქმარს დაუბრუნა. თითქოს უცნობი რამ შხამია გა-
მოსაკვლევიო, პატარა ლაბორატორიის სინჯარები და რეტორტები ის-
ტერიული სიცილის ნამსხვრევებმა ამოავსო. კარში მოახლე ქალი იდგა:
– სუფრა გაშლილია!
სასახლეში კი პრეზიდენტი ხელს აწერდა ქაღალდს. გვერდით ის მო-
ხუცი ედგა, რომელიც ექიმ ბარენიოს შემდეგ შევიდა მასთან, როცა გა-
იგონა, რომ „იმ პირუტყვს” უხმობდნენ.
„პირუტყვი” ღარიბულად ჩაცმული, ხანშიშესული კაცი იყო, ფერო-
ვანი პირისახე ჰქონდა, გამოხუნებული, თხელი თმა, მღვრიე ცისფერი
თვალები, კვერცხისგულისფერი დიდი სათვალე ეკეთა. პრეზიდენტმა ხე-
ლი მოაწერა ქაღალდს. მოხუცს უნდოდა ნაწერი საშრობით დაეშრო და
უცაბედად სამელნე ზედ იმ ხელმოწერილ ქაღალდზე მოაპირქვავა.
– აი პირუტყვი!
– სე-ნი-ორ პრე-ზი-დენ-ტო...
– პირუტყვო!
აწკრიალდა ზარი... ერთხელ... მეორედ... ნაბიჯის ხმა... კარში ადიუ-
ტანტი იდგა.
– გენერალო, ორასი წკეპლა იმას! სწრაფად! – დაიღრიალა პრეზი-
დენტმა და წამოდგა. სადილობის დრო იყო, შინ უნდა წასულიყო.
„პირუტყვს” ცრემლი წასკდა, ჩუმად ტიროდა, არც უფიქრია პატიე-
ბის თხოვნა. სენიორ პრეზიდენტი პოლკოვნიკ პარალეს სონრიენტეს
მკვლელობამ გააცეცხლა. მოხუცი ცრემლით დანისლული თვალით ხე-

33
დავდა თავის ოჯახს, მასზე მლოცველ, განაწამებ ცოლსა და ექვს დაძა-
ბუნებულ ბავშვს. დაკრუნჩხული ხელით ეძებდა სერთუკის ჯიბეში
ცხვირსახოცს, თავისი უბედურების გამოტირება უნდოდა, მაგრამ ხმა-
მაღლა არ შეიძლებოდა ტირილი. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სულ უბ-
რალო, უმნიშვნელო რაღაცისთვის სჯიდნენ ასე სასტიკად. „მეტი გულ-
მოდგინება, მეტი სიმარჯვე მართებს, მელნის დაქცევა არ შეიძლება. არც
ხმამაღლა ტირილი შეიძლება. ტირილის ნება რომ მისცენ, ცოტა გულზე
მოეშვებოდა”.
ტუჩი მოიკვნიტა. ყბა ყბაზე ჰქონდა გაკრული, საცოდავი შესახედავი
იყო, ნამდვილი სიკვდილმისჯილი. პერანგი ზურგზე მიენება, თავის სი-
ცოცხლეში ასე არ გაოფლილა, არ სიამოვნებდა ეს. ხმამაღლა ტირილი
კი არ შეიძლებოდა! ეშინოდა! ეშინოდა! ოჰ, როგორ ეშინოდა, როგორ უმ-
ძიმდა ამის გადატანა, კბილები სიმწრით უკაწკაწებდა. ადიუტანტმა ხე-
ლი ჩაჰკიდა და იდიოტივით წაათრია. მოხუცი როგორღაც უცებ მოდუნ-
და, მოიკუნტა, თვალი გაუშტერდა, ყური დაუგუბდა, საშინელი დღე და-
უდგა. ოჰ, რა ცუდად იყო! რა ცუდად!.. რამდენიმე წუთის შემდეგ სასა-
დილო ოთახში:
– ნება მიბოძეთ, სენიორ პრეზიდენტო!
– შემოდით, გენერალო!
– სენიორ პრეზიდენტო! გავბედავ და მოგახსენებთ, რომ „პირუტყვმა”
ვერ გაუძლო ორას წკეპლას.
პრეზიდენტის წინ ლანგრით ხელში მდგარი მოახლე აკანკალდა. პრე-
ზიდენტი შემწვარ კარტოფილს იღებდა ლანგრიდან.
– რა გაკანკალებთ? – მკაცრად ჰკითხა მან ქალს და გენერალს მიუბ-
რუნდა, გაჯგიმული რომ იდგა ქუდით ხელში.
– თავისუფალი ხართ, გენერალო.
მოახლე ქალი ლანგრიანად გაეკიდა გენერალს, აინტერესებდა, „პი-
რუტყვმა” რატომ ვერ გაუძლო სასჯელს.
– როგორ თუ რატომ? მოკვდა?

34
მოახლე სასადილოში დაბრუნდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა პრე-
ზიდენტს, გულმშვიდად რომ შეექცეოდა სადილს:
– ვერ აიტანა თურმე, გარდაიცვალა.
– რა მოხდა მერე? მოიტანეთ ჩაროზი!

VI
გენერლის თავი

სადილს რომ ამთავრებდნენ, პრეზიდენტის ერთგული კაცი, მიგელ


კარა დე ანხელი მოვიდა.
– ასჯერ და ათასჯერ გიხდით ბოდიშს, სენიორ პრეზიდენტო! – თქვა
მან სასადილო ოთახში შესვლისას (ძალიან ლამაზი იყო, ლამაზი და სა-
ტანასავით ვერაგი), – ათასჯერ გიხდით ბოდიშს, ცოტა შემა-გვი-ან-და...
ერთი შეშის მჭრელი სანაგვეზე დაჭრილს წააწყდა, მივეშველე. არა, არა,
ნაცნობი არ იყო. ისე, ვიღაც უბრალო... პრეზიდენტი, როგორც ყოველ-
თვის, იმ დღესაც დათალხული გახლდათ: შავი კოსტიუმი, შავი ფეხსაც-
მელი, შავი ჰალსტუხი, შავი ქუდი. ქუდს თავიდან არ იშორებდა. გრძე-
ლი, ჭაღარა ულვაში უკბილო ღრძილებს უფარავდა, ყბები შეჯაგრული
ჰქონდა, უწამწამო ქუთუთოები გაპუტულს მიუგავდა.
– დაჭრილი ხომ მიიყვანეთ, სადაც საჭიროა? – ჰკითხა პრეზიდენტმა
კარა დე ანხელს და შუბლი გაშალა.
– სენიორ პრეზი...
– ეს რა მესმის? კაცი პრეზიდენტის მეგობრად ითვლება და ვიღაც
უცნობს, უცნობის ხელით დაჭრილს, ღვთის ანაბარა არ ტოვებს ქუჩაში!
სასადილო ოთახის კარმა გაიჭრიალა. პრეზიდენტი შებრუნდა: – შე-
მოდით, გენერალო.
– სენიორ პრეზიდენტის ნებართვით...
– ყველაფერი მზადაა?
– დიახ, სენიორ პრეზიდენტო.

35
– პირადად თქვენ წახვალთ, გენერალო. გადაეცით ქვრივს ჩემი სამ-
ძიმარი და ჩააბარეთ სამასი პესო რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით
ჩვენი ძვირფასი მეგობრის დაკრძალვის ხარჯებისთვის. გენერალი გაჯ-
გიმული იდგა, ქუდი მარჯვენა ხელში ეჭირა, თვალს არ ახამხამებდა,
თითქმის არ სუნთქავდა. როცა პრეზიდენტმა სათქმელი დაამთავრა, გე-
ნერალმა მდაბლად თავი დაუკრა, ფული ჩამოართვა, ქუსლზე შეტრი-
ალდა და გავიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გენერალი იმავე მანქანით
გაემგზავრა, რომელზეც იდგა „იმ პირუტყვის” კუბო.
– საავადმყოფოში მინდოდა მიმეყვანა, – აჩქარებით დაიწყო კარა დე
ანხელმა, – მაგრამ გავიფიქრე: თუ სენიორ პრეზიდენტის განკარგულება
იქნება, უფრო ჩქარა მიიღებენ-მეთქი და რაკი აქ მოსასვლელი ვიყავი...
მინდოდა ერთხელ კიდევ მეთქვა თქვენთვის, თუ როგორ მატკინა გული,
პოლკოვნიკი პარალეს სონრიენტე მხდალი არამზადების ხელით რომ
დაეცა...
– განკარგულებას გავცემ...
– სხვანაირ პასუხს არც ველოდი იმ ადამიანისგან, ვისაც, როგორც
არა ერთი და ორი კაცი ამბობს, არ შეეფერება ამ ქვეყნის მართვა... პრე-
ზიდენტი გველნაკბენივით წამოიჭრა:
– ვინ ამბობს ამას?
– მე – პირველი, სენიორ პრეზიდენტო. სხვებთან ერთად მეც გულ-
წრფელად მწამს, რომ თქვენისთანა ადამიანი, სულ მცირე, საფრანგეთს
მაინც უნდა ედგას სათავეში, ან თავისუფალ შვეიცარიას, ან შრომის-
მოყვარე ბელგიას, ან მშვენიერ დანიას! თუმცა არა, სწორედ საფრან-
გეთს... საფრანგეთს! თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც უნდა მიანდოს თა-
ვისი ბედ-იღბალი გამბეტასა და ვიქტორ ჰიუგოს დიდმა ერმა!
ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა პრეზიდენტს ულვაშებ-
ქვეშ, აბრეშუმის თეთრი ცხვირსახოცი ამოიღო, გაწმინდა სათვალე, ერ-
თხანს მდუმარედ შესცქეროდა ფავორიტს, მერე დაიწყო:
– იმისთვის დაგიბარე, მიგელ, რომ მინდა ერთი მნიშვნელოვანი საქმე

36
დაგავალო. ხელისუფლებამ განკარგულება გასცა ბებერი არამზადის, გე-
ნერალ ეუსებიო კანალესის დასაპატიმრებლად. შენ ხომ იცნობ მას. ღა-
მით შინ მიუვლენ და დაატუსაღებენ. ეჭვს გარეშეა, ისიც მონაწილეობდა
პოლკოვნიკის მკვლელობაში, მაგრამ, განსაკუთრებული მიზეზებისა გა-
მო, ხელისუფლებას ეუხერხულება მისი ციხეში ჩასმა. ჩემთვის კი საჭი-
როა, ეს კაცი გაიქცეს. მოძებნე გენერალი, რაც შეიძლება ჩქარა შეატყო-
ბინე ყველაფერი, შენი მხრივაც ურჩიე, გაიქცეს ამაღამვე. შეგიძლია გაქ-
ცევაში დაეხმარო. ძველი მეომარია და, რა თქმა უნდა, მაღლა აყენებს
ღირსებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც სიკვდილი უნდა. მე კი, თუ
იგი დაიჭირეს, ხვალვე ჩამოვახრჩობ. არავინ, თვით გენერალმაც არ უნ-
და იცოდეს ჩვენი საუბრის შესახებ, მხოლოდ მე და შენ... ფრთხილად
იყავი, პოლიციას არ ჩაუვარდე ხელში. ბებერი თაღლითი კი გაიქცეს.
სულ ესაა, თავისუფალი ხარ.
ფავორიტი გავიდა, სახე შავ შარფში ჩამალა (ლამაზი იყო, ძალიან
ლამაზი და სატანასავით ვერაგი). სასადილო ოთახის კართან მდგარი
ოფიცრები მხედრულად გამოეჭიმნენ. წინათგრძნობა? თუ ყური მოჰ-
კრეს, რომ მას ხელთ ეპყრა გენერლის თავი? სამოცი იმედდაკარგული
ელოდა მისაღებში სენიორ პრეზიდენტს. სასახლის ირგვლივ ქუჩები ყვა-
ვილებით მოეფინათ. მთავარსარდლის ბრძანებით, ჯარისკაცები ახლომ-
დებარე ყაზარმების ფასადებს ქაღალდის ფარნებით, თეთრი და ცისფე-
რი ალმებითა და ქაღალდის ჯაჭვებით რთავდნენ.
კარა დე ანხელი ვერ ამჩნევდა სადღესასწაულო სამზადისს, ჩაფიქ-
რებული მიდიოდა. გაქცევის გეგმა უნდა შეედგინა, ენახა გენერალი და
დახმარებოდა. ყველაფერი იოლი ეჩვენებოდა, სანამ პარკში ძაღლები არ
აყეფდნენ, იმ საზარელ პარკში, სენიორ პრეზიდენტს რომ მტრებისგან
იცავდა, სადაც ხეებს ყურები ესხა და ნელ ფაჩუნზეც კი ისე თრთოდნენ,
თითქოს ქარმა შემოუქროლათო. ირგვლივ ერთი მილის მანძილზე ჩქამი
არ ისმოდა, ყველაფერს ხარბად იწოვდა მილიონი ხრტილიანი ყური.
ძაღლები არ ცხრებოდნენ. უხილავი ძაფები, ტელეგრაფის მავთულზე

37
უფრო წვრილი ძაფები, ყოველ ფოთოლს სენიორ პრეზიდენტთან აერ-
თებდა და იგი გულისყურით უსმენდა და იგებდა, რა ხდებოდა მისი ქვე-
შევრდომების სულის სიღრმეში.
ეშმაკს მიჰყიდის სულს, რომ პოლიცია მოატყუოს და გენერალს გაქ-
ცევაში დაეხმაროს... მაგრამ ეშმაკი კეთილ საქმეში არავის გაუმართავს
ხელს. გენერლის თავი და კიდევ რაღაც სხვა... ამ ფრაზით ტკბებოდა,
თითქოს მართლა ხელით მიაქვსო გენერლის თავი და კიდევ რაღაც სხვა.
აი, მერსედესის უბანიც. ერთ-ერთ კუთხეში იდგა გენერალ კანალესის
ძველი სახლი, ასი წლისა მაინც იქნებოდა, ქუჩისკენ რვა აივანი გამოდი-
ოდა, შესახვევში კი – ფართო სადარბაზო. ამ სახლში, როგორც უძველეს
მონეტებში, იყო რაღაც კეთილშობილური.
ქუჩაში უნდა გაჩერდეს და თუ კარს უკან ნაბიჯის ხმას გაიგონებს,
დააკაკუნოს. მაგრამ ტროტუარზე ჟანდარმები მიმოდიან. ფავორიტმა
ფეხს აუჩქარა, თვალი ფანჯრისკენ გააპარა – ხომ არავინ არის? არავინ
ჩანდა. ტროტუარზე დგომა არ შეიძლებოდა, ეჭვს გამოიწვევდა. მოპირ-
დაპირე მხარეს ღარიბული სამიკიტნო დაინახა. იქ შევა და დაელოდება,
როდის გამოვა ვინმე გენერლის სახლიდან. შევა, სასმელს მოითხოვს. სა-
მიკიტნოს პატრონ ქალს ორიოდე სიტყვით გაესაუბრა, ლუდი მოითხოვა
და სამიკიტნო მოათვალიერა. კედელთან სკამზე ახალგაზრდა კაცი იჯ-
და, შესვლისას მოჰკრა თვალი; მაღალი ჭაბუკი იყო, ფართოფარფლიანი
ქუდი ღრმად ჩამოეფხატა თავზე, ყელზე პირსახოცი შემოეხვია, ფართო
შარვალი, რეზინის ძირიანი, ღილებით შესაკრავი ყვითელი ფეხსაცმელი
ეცვა, ოღონდ ახლა ღილები გახსნილი ჰქონდა, ეტყობოდა ლოთი იყო.
ფავორიტმა თავი ასწია და თაროზე ჩამწკრივებული ბოთლები დაინახა,
დაინახა მოციმციმე ძაფი ელექტრონათურაში. ესპანური ღვინოების
რეკლამა, კედელზე დაკიდებულ სურათზე, შიშველ ქალებსა და ღიპიან
ბერებს შუა კასრზე მჯდარი ბახუსი იყო გამოსახული, იქვე ეკიდა სენი-
ორ პრეზიდენტის პორტრეტი. ახალგაზრდა იყო იმ სურათში, მხრებს
ლიანდაგივით ფართო ზოლები უმშვენებდა, ანგელოზი თავზე დაფნის

38
გვირგვინს ადგამდა. კარგი სურათია! ფავორიტი დროდადრო თვალს
აპარებდა გენერლის სახლისკენ. ვაითუ ამ ქალსა და ჭაბუკს პირი აქვთ
შეკრული და ღმერთმა ნუ ქნას, ჩაუშალონ საქმე. ფეხი ფეხზე გადაიდო,
უსაქმური კაცის უდარდელი იერი მიიღო და დახლს დაეყრდნო. კიდევ
მოითხოვოს ლუდი? მოითხოვა და დრო რომ მოეგო, ასპესოიანი ქაღალ-
დი გაუწოდა სამიკიტნოს პატრონს, თან გაიფიქრა, ნეტა ხურდა არა
ჰქონდესო. ქალმა ბრაზიანად ახადა ფულის ყუთს სახურავი, გაქონილ
ქაღალდებში მოაფათურა ხელი და სახურავი გულმოსულმა დაახეთქა.
ხურდა არა აქვს. ჩვეულებრივი ამბავია! მოშიშვლებული ხელები წინ-
საფრის ქვეშ შემალა და სანამ გარეთ გავიდოდა, კედელთან მჯდარ ჭა-
ბუკს ისე გადახედა, თითქოს აფრთხილებდა, სტუმარზე თვალი გეჭიროს,
არაფერი აწაპნოსო. მაგრამ გაფრთხილება ზედმეტი გამოდგა. სწორედ
იმ წუთში (ღმერთმა თუ გამოუგზავნა) გენერლის სახლიდან ყმაწვილი
ქალი გამოვიდა და ფავორიტი თვალის დახამხამებაში გავარდა გარეთ.
– სენიორიტა! – მიმართა ყმაწვილ ქალს, როცა დაეწია. – უთხარით
მაგ სახლის პატრონს, საიდანაც ეს-ესაა გამოხვედით, რომ ძალიან მნიშ-
ვნელოვანი ამბავი უნდა შევატყობინო...
– მამას? – გენერალ კანალესის ასული ბრძანდებით?
– დიახ...
– მაშ... ნუ, ნუ გაჩერდებით... იარეთ... იარეთ... აი, ჩემი სადარბაზო
ბარათი... უთხარით, რაც შეიძლება ჩქარა მოვიდეს ჩემთან. ახლა შინ
მივდივარ, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. დიახ, დაუყოვნებლივ გაჩნდეს
ჩემთან.
ქარმა ქუდი მოჰგლიჯა და გააქროლა. გაეკიდა ქუდს, რამდენჯერაც
წაეტანა, იმდენჯერ გაუსხლტა ხელიდან, ძლივს დაიჭირა.
ასე დასდევენ ხოლმე ქათამს ეზოში.
მერე სამიკიტნოში დაბრუნდა. ხურდა უნდა გამოერთმია ქალისთვის.
გარდა ამისა, აინტერესებდა, რა გაიფიქრა იმ ახალგაზრდამ, როცა იგი
სამიკიტნოდან შლეგივით გავარდა. შედგა ფეხი სამიკიტნოში და გულის

39
ამაჩუყებელ სურათს წააწყდა: ჭაბუკს კედელთან მიემწყვდია სამიკიტ-
ნოს პატრონი ქალი, საკოცნელად ეტანებოდა, ქალი კი გააფთრებით
იცავდა თავს.
– ჯაშუშო! ტყუილად ხომ არ შეგარქვეს ღორი!.. – წამოიძახა ქალმა,
როცა კარა დე ანხელის ფეხი ხმის გაგონებაზე ჭაბუკმა ხელი უშვა და
უკან დაიხია.
კარა დე ანხელმა გადაწყვიტა მეგობრულად ჩარეულიყო მათ ჩხუბში.
ეს ხელს აძლევდა. წაართვა ქალს ბოთლი, მომარჯვებული რომ ეჭირა
თავდასაცავად და ჭაბუკს თანაგრძნობით გადახედა. – აბა, აბა, სენიორა,
რა მოგივიდათ? ხურდა დაიტოვეთ და მშვიდობიანად დავამთავროთ
ყველაფერი. რად გინდათ აყალმაყალი?
სხვა რომ არა იყოს რა, პოლიცია შეიტყობს და კარს მოგადგებათ. აი,
თუ ჩვენი მეგობარი...
– თქვენი მონა-მორჩილი, ლუსიო ვასკესი...
– ლუსიო ვასკესი? ვასკესი კი არა, წვირიანი ღორი, აი ვინ არის ეგ!
პოლიცია კი... ყველგან რომ ეს პოლიცია ტრიალებს... ნეტა ერთი ცხვირი
შემოყონ აქ... რისა უნდა მეშინოდეს? ინდიელი კი არა ვარ. დიახ, სენი-
ორ, ტყუილად ნუ მაშინებ იმ შენი ახალი სახლით. – თუ მოვინდომე,
ისეთ სახლში ვუკრავ თავს, რომ... – ბუტბუტებდა ვასკესი, თან იატაკზე
აწიტებდა.
– რაო, რაო?
– კარგი, ნუ ჩხუბობთ, შერიგდით!
– მე რა, სენიორ, მე არაფერს ვამბობ!
ვასკესს არაბუნებრივი, საზიზღარი წრიპინა ხმა ჰქონდა, დიაცური.
თურმე გაგიჟებით შეუყვარდა სამიკიტნოს პატრონი ქალი და მოსვენე-
ბას არ აძლევდა, მაგრამ ქალი დამთმობთა რიცხვში არ ერია, ვედრება,
მუქარა, საჩუქრები, სერენადები, მოჩვენებითი თუ ნამდვილი ცრემლი –
არაფერი ჭრიდა, სალ კლდესავით უტეხი იყო. „იცოდეს, ვაჟბატონმა, –
ამბობდა იგი, – რომ ჩემთან გამიჯნურება მტერთან შებმას უდრის”. –

40
ესეც ასე, დავმშვიდდით, – თითქოს თავისთვის თქვა კარა დე ანხელმა
და საჩვენებელი თითი დახლზე მიწებებულ ლითონის მონეტას მოუსვა.
– ახლა კი იმ სახლის ბინადარ ქალიშვილზე მინდა რაღაც გითხრათ.
და მან დაიწყო, თითქოს მეგობარმა დაავალა, გამიგე, მიიღო თუ არა
ქალიშვილმა ჩემი ბარათიო. მაგრამ სამიკიტნოს პატრონმა სიტყვა გა-
აწყვეტინა:
– ბედი გქონიათ და ეგ არის! ვხედავ, ვხედავ, რომ თვითონ ეარშიყე-
ბით! ფავორიტს თავში გაუელვა: „თვითონ... ოჯახი წინააღმდეგია...
მოტაცების ინსცენირებას მოაწყობს... მოტაცების... გაქცევის!” ახლა
უფრო გამალებით უსვამდა ლითონის მონეტას თითს.
– გამოიცანით... – თქვა მან. – მაგრამ უბედურება ის არის... რომ...
მამა წინააღმდეგია.
– ბებერი ტარტაროზი! – ჩაერია საუბარში ვასკესი. – გავიტანჯე მა-
გის გამო! განა ჩემით ვაკეთებ? დამავალეს, ჰოდა, დავდივარ! – მდიდრებს
სულ ამისთანა ამბები სჭირთ, – ხმადაბლა თქვა სამიკიტნოს პატრონმა.
– ჰოდა, გადავწყვიტე, მამის ჩუმად წავიყვანო, – განაგრძო კარა დე
ანხელმა. – იგი თანახმაა. სწორედ ახლა მოვილაპარაკეთ ყველაფერზე,
ამაღამისთვის დავთქვით საქმის მოთავება.
ვასკესსა და სამიკიტნოს პატრონს გაეღიმათ.
– ერთი ყლუპი გადაჰკარით, – უთხრა ვასკესმა, – მაგ საქმეს მოვაგ-
ვარებთ. – სიგარეტი გაუწოდა. – არ ეწევით?
– არა, გმადლობთ. თუმცა... ხათრით შეგიამხანაგდებით...
სანამ ისინი სიგარეტს მოუკიდებდნენ, ქალმა სამი ჭიქა შეავსო. სას-
მელი მაგარი გამოდგა და როცა სული მოიბრუნეს, კარა დე ანხელმა
თქვა:
– მაშ, ასე. თქვენი იმედი მაქვს. ძალიან მჭირდება დახმარება... ოღო-
ნდ უსათუოდ ამაღამ. მერე გვიან იქნება.
– თერთმეტი საათის შემდეგ მე ვეღარ დაგეხმარებით. სამსახური
მაქვს ასეთი, იცით... – უთხრა ვასკესმა კარა დე ანხელს. – სამაგიეროდ,

41
აი ეს...
– ილაპარაკე, მაგრამ ნუ შეტოპავ. „ეს”? კიდევ რას ბრძანებ? – კეთი-
ლი. აბა, ასე ვიტყვი: ჩვენი დიასახლისი, მეტსახელად „მგუდავი”. – შე-
ხედა ქალს. – თავს გაართმევს, ორ კაცად ღირს და თუ მოისურვებს, დამ-
ხმარესაც გამოვუგზავნი. ერთი მეგობარი მყავს, სწორედ ამ საღამოს უნ-
და შევხვდეთ მე და ის ინდიელთა უბანში. – უყურე ამას! ყველგან, ყვე-
ლაფერში რომ იმ თავის ხენარო როდასს, „ლიმონათის ბოთლს” ჩრის?
– რატომ შეარქვეს ასეთი მეტსახელი? – იკითხა კარა დე ანხელმა. –
უნიათოა. აპეთი... ფუი, აპათიური!
– მერე რა?
– ჩემი აზრით, საფუძველი არა გვაქვს...
– სწორედაც რომ გვაქვს! მაპატიეთ, სენიორ, რომ სიტყვას გაწყვეტი-
ნებთ. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ მომიწევს. ფედინამ, იმ როდასის
ცოლმა, ცა და ქვეყანა შეყარა, გენერლის ქალიშვილი დამპირდა, ბავშვს
მოგინათლავო. ჰოდა, მაგ საქმისთვის, ცხადია, შენი მეგობარი არ გამოდ-
გება.
– ვაჰ, რა ენატარტალა ხარ!
– შენ კი – სულელი!
კარა დე ანხელმა მადლობა გადაუხადა ვასკესს, თან აგრძნობინა,
სჯობს „ლიმონათის ბოთლი” არ გავრიოთ ამ საქმეში, რადგან ის მაინც
დაინტერესებულ პირად ითვლებაო.
– როგორ მწყინს, მეგობარო ვასკეს, რომ თქვენ თვითონ არ შეგიძლი-
ათ.
– მეც ვწუხვარ. ნეტა მცოდნოდა, დავეთხოვებოდი...
– თუ ფული გინდათ...
– რას ბრძანებთ, რას? ეგეთი არ გახლავართ!.. – ვასკესმა ქეჩო მო-
იქექა.
– რა გაეწყობა. არ შეიძლება და ნუ შეიძლება. მაშ, ასე. – თქვა კარა
დე ანხელმა. – მე გვიან მოვალ, ორს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება,

42
ან ორის ნახევარზე. სიყვარული არ იცდის!
გამოემშვიდობა მათ, საათი ყურთან მიიტანა. რა ულმობლად უვლი-
და ყურში ხშირი წიკწიკი. ფერმკრთალი სახე შავ შარფში ჩამალა და სა-
მიკიტნოდან აჩქარებით გავიდა. დიახ, მას გენერლის თავი და კიდევ სხვა
რაღაც მიჰქონდა.

VII
მთავარეპისკოპოსმა ცოდვები შეუნდო

ხენარო როდასი სიგარეტისთვის ცეცხლის მოსაკიდებლად შედგა კე-


დელთან. სანამ ის ასანთს აჩხაკუნებდა, ლუსიო ვასკესიც გამოჩნდა. საყ-
დრის ცხაურთან გაბმით ყეფდა ძაღლი.
– უჰ, როგორ გადაირია ქარი! – აბუზღუნდა როდასი.
– რასა იქმ? – მოიკითხა ვასკესმა მეგობარი და ერთად გაუდგნენ
გზას.
– შენ ხარ?
– საით მიდიხარ?
– რაღას მეკითხები? ჩვენ ხომ შევთანხმდით...
– არ მეგონა, თუ დაიხსომებდი. ახლავე გეტყვი იმ საქმეზე ყველა-
ფერს, ოღონდ ჯერ თითო ყლუპი გადავკრათ. თვითონაც არ ვიცი, ასე
რად მომინდა დალევა. მოედანი გადავჭრათ, თვალი მოვავლოთ იქაუ-
რობას...
– კეთილი, გავიაროთ, მაგრამ... მას მერე, რაც მაწანწალები გარეკეს,
ძეხორციელი არ ჭაჭანებს მოედანზე.
– ჰოდა, მადლი უფალს! წამო, პორტალისკენ წავიდეთ!
პოლკოვნიკ პარალეს სონრიენტეს მკვლელობის შემდეგ, საიდუმლო
პოლიცია წუთით არ ტოვებდა უმეთვალყურეოდ ღვთის პორტალს.
მზვერავებად თავზეხელაღებული ბიჭები ჰყავდათ შერჩეული. ვასკესი

43
და მისი მეგობარი მთავარეპისკოპოსის სასახლის გვერდით აუყვნენ კი-
ბეს, შემოუარეს პორტალს და ას კარიბჭესთან გავიდნენ. მაწანწალების
მაგივრად პორტალის ფილებზე სვეტების ჩრდილები გაწოლილიყო. კე-
დელზე მიყუდებული რამდენიმე კიბე იმას მეტყველებდა, რომ მღებავებს
შენობის შეკეთება დაეწყოთ. მართლაც, მუნიციპალიტეტის განკარგუ-
ლებებში, რომლებითაც ცდილობდნენ სენიორ პრეზიდენტისათვის
უსიტყვო მორჩილება და ერთგულება დაემტკიცებინათ, მნიშვნელოვანი
ადგილი ეჭირა პორტალის შეღებვისა და შეკეთების განკარგულებას.
მთელი ხარჯები თურქებს შეაწერეს, რადგან მათ ტაძრის კედელთან
ჰქონდათ ჩამწკრივებული თავიანთ აქოთებული დუქნები, სწორედ იქ,
სადაც მოხდა გაუგონარი ბოროტმოქმედება. „ხარჯი უნდა გასწიონ
თურქებმა, – ეწერა განკარგულებაში, – ვინაიდან ისინი მაინც პასუხის-
მგებელი არიან მათი საცხოვრებელი სახლების მახლობლად მომხდარ
მკვლელობაზე”. ასეთი სასტიკი დადგენილება გამოიტანეს. კონტრიბუ-
ცია, ცხადია, გააღატაკებდა თურქებს, იმ მაწანწალების დონეზე დაიყ-
ვანდა, სულ ცოტა ხნის წინათ პორტალის კიბეზე რომ ათევდნენ ღამეს.
მაგრამ გავლენიანი მეგობრების დახმარებით ნახევარ ფასად ჩაიგდეს
ხელში სახელმწიფო ხაზინის თამასუქები, გადაიხადეს ღვთის პორტა-
ლის შეკეთების, შეღებვისა და განათების ფული.
სიხარული მალე ისევ მღელვარებამ შეცვალა, როცა დარწმუნდნენ,
რომ პოლიციის აგენტები დღედაღამ დარაჯობდნენ პორტალს.
თურქები ჩუმად ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ნეტა ასეთი ეჭვის მიზე-
ზი რა უნდა იყოს, განა ის თამასუქები არ ჩაიფერფლა გამოუწვავ კირში?
განა მღებავებს არ ვუყიდეთ წინასწარმეტყველის წვერივით ფუმფულა
ფუნჯები? სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თქვეს თურქებმა და თავ-თა-
ვიანთი სახლის კარს ახალი საკეტები და ურდულები გაუკეთეს.
ლუსიო ვასკესი და ხენარო როდასი ას კარიბჭესთან გავიდნენ (სიჩუ-
მეში გამოატანა მათი ნაბიჯის ექომ). ქუჩა რომ ჩაათავეს, სამიკიტნო
„ლომის გაღვიძებისკენ” გაუხვიეს. ვასკესი მიკიტანს მიესალმა და ორი

44
ჭიქა აგუარდიენტე1 შეუკვეთა. მეგობრები ტიხარს იქით მაგიდას შემო-
უსხდნენ.
– აბა, როგორაა საქმეები? მოაკვარახჭინე თუ ვერა, რასაც შემპირ-
დი? – იდღეგრძელე! – ჭიქა ასწია ვასკესმა.
– შენც გაგიმარჯოს, ბერიკაცო!
მიკიტანმა მათ მაგიდას ჩაუარა და უნებლიეთ დაილოცა:
– თქვენი სადღეგრძელო იყოს, სენიორებო!
ორივემ გადაჰკრა სასმელი.
– ვერაფერიც ვერ მოგიკვარახჭინე... – ვასკესმა აქაფებულ დორბლში
შერეულ აგუარდიენტესთან ერთად ამოაფურთხა ეს სიტყვები. – უფრო-
სის თანაშემწემ თავისი ნათლული შეჩხირა იმ ადგილზე. როცა უფროსს
შენზე გადავუკარი სიტყვა, გამოირკვა, რომ უკვე შეჰპირებია თანაშემ-
წეს. ეტყობა, დიდი წუნკალი ვინმეა ის ნათლული.
– ნაღდად ეგრე იქნება!
– შენც ხომ გესმის, უფროსებთან აბა რას გავხდებით! ისიც ვუთხარი,
ფხიანი ბიჭია, ძალიან უნდა საიდუმლო პოლიციაში მუშაობამეთქი...
– იმან რა გიპასუხა?
– ეგ ადგილი დაკავებულია, ჩემი თანაშემწის ნათლული ავიყვანეთო.
უწინ უფრო ადვილი იყო ჩვენთან მოწყობა, მაგრამ ზოგმა ქვეყანა შეყა-
რა, სახეიროა პოლიციაში მუშაობაო და ახლა ყველა ამ საქმეს ეტანება.
იმედგაცრუებულმა როდასმა მხრები აიჩეჩა და რაღაც ჩაიდუდუნა.
ძალიან დაჯერებული იყო, ეგონა, ადვილად მოეწყობოდა საიდუმლო
პოლიციაში.
– ამაზე ნუ იდარდებ! სხვა ადგილს ვიშოვით. მოგაწყობ, ღმერთს გე-
ფიცები! ახლა ისეთი საქმეები გამოინასკვა, ბევრი ადგილი გამოჩნდება!
არ მახსოვს, გითხარი თუ არა... – ვასკესმა მიიხედ-მოიხედა, – თუმცა,
ვერა, ვერ გეტყვი!

1
ალკოჰოლური სასმელი.
45
– ნება შენია!.. თუ არ გინდა, ნუ მეტყვი!..
– იცი რაა.
– არ მინდა, ნურაფერს მეტყვი, ენაზე არავინ გეწევა! თვითონ წამო-
იწყე და...
– კარგი ერთი, რას გაფხუკიანდი? დათვერი, თუ რა მოგივიდა? – გირ-
ჩევნია, გაჩუმდე. რა ეშმაკად მინდა! არ მენდობი და ჯანდაბას შენი თავი!
დედაკაცივით იქცევი, ღმერთმანი! ვინ გაძალებდა, ჰა? ვასკესი წამოდგა,
იქაურობა მოათვალიერა, ყურს ხომ არავინ გვიგდებსო, მერე როდასის-
კენ მიიწია. განაწყენებულ როდასს თავი განზე მიჰქონდა, მაგრამ ვას-
კესმა მაინც უთხრა ხმადაბლა: – არ მახსოვს, მოგიყევი თუ არა, რომ იმ
მაწანწალებს, ვინც პორტალში ათევდა ღამეს, ჩვენება ჩამოართვეს და
ახლა უკვე გამორკვეულია, ვინ აუგო წესი პოლკოვნიკ პარალეს სონრი-
ენტეს. – მერე ხმამაღლა წამოიძახა: – რაო, რაო, რას ამბობ? – და ისევ
ჩუმად განაგრძო, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს უზიარებსო: – იცი
ვინ? გენერალმა ეუსებიო კანალესმა და ლიცენციატმა აბელ კარვახალ-
მა...
– მერე, ამის გამჟღავნების ნება გაქვს?
– დღეს მათი დაპატიმრების ორდერი დაიწერა. ასე რომ, შეიძლება! –
უყურე შენ! – როდასი ცოტა დამშვიდდა. – ამბობენ, პოლკოვნიკი გაფ-
რენილ ბუზს არ ააცდენდა ტყვიას, დაუნდობელიც იყოო და ხედავ? შიშ-
ველი ხელით მოსპეს, ქათამივით მოგუდეს! ცხოვრებაში მთავარია გამ-
ბედაობა. ეტყობა, გამოჯეკილი ბიჭები იყვნენ. ვასკესმა აგუარდიენტე
გადაკრა და მიკიტანს გასძახა:
– კიდევ ორი ჭიქა, დონ ლუჩო!
დონ ლუჩოს მხრებზე აბრეშუმის შავი აჭიმები უბზინავდა, შეავსო
ჭიქები და ახალგაზრდებს მიართვა.
– თითო კიდევ გადავკრათ! – თქვა ვასკესმა, გადააპურჭყა და კბი-
ლებში გამოსცრა: – ხომ იცი, გულგრილად არ შემიძლია სავსე ჭიქის და-

46
ნახვა. თუ აქამდე არ იცოდი ეს, ახლა გაიგე. იდღეგრძელე! როდასი აქამ-
დე დაბნეული უსმენდა, ახლა გამოფხიზლდა, ჭიქა შეაგება ვასკესის ჭი-
ქას, დალია, სასმისი მაგიდაზე დადგა და თქვა: – სულელები იქნებიან ის
მკვლელები, თუ ისევ გამოჩნდებიან პორტალთან.
– მერე, ვინ გითხრა, რომ პორტალთან აპირებენ მკვლელები მოს-
ვლას? – რაა?
– რა და სკ...! ჰა-ჰა-ჰა! სასაცილოა, ღმერთმანი!
– კარგი ერთი! მე რას გეუბნები, იცი? თუ გამორკვეულია, ვინ გაასაღა
სონრიენტე, მაშინ მოედანზე ვიღას ელით? როგორ არა, მეორედ მოგივ-
ლენ აქ ის მკვლელები! მგონი, შენ თურქების გულისთვის დაწანწალებ ამ
პორტალთან. ასე არ არის?
– რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ!
– შენც ნუ მიჰქარავ! მნახე რაღა სულელი!
– პორტალთან საიდუმლო პოლიცია თუ დაძრწის, მკვლელებს კი არ
დაეძებს. ჰოდა, ყველა ნუ ჩაყოფს ამ ამბავში ცხვირს.
– ყველა არადა, მე კი ჩავყოფ!
– კარგი ერთი, გეყოფა. სერიოზულად გელაპარაკები, რომ მკვლელე-
ბი, ღმერთი-რჯული, არაფერ შუაშია. შენი დღე და მოსწრება რომ იფიქ-
რო, მაინც ვერ მიხვდები, ვის ვუდარაჯებთ აქ! ერთ შტერს ველით!
– გეყოფა ტყუილები!
– გახსოვს, ერთი მუნჯი დარბოდა აქ, „დედას” ძახილით დასდევდნენ.
აწოწილი იყო, გამხდარი, ფეხებდაბრეცილი... ხომ გახსოვს? გეხსომება.
აი, სწორედ იმას ველით. სამი დღეა, რაც გაიქცა... და ვასკესმა რევოლ-
ვერზე დაიდო ხელი.
– ნუ მაცინებ, თუ ღმერთი გწამს!
– რა არის აქ სასაცილო? სიმართლეს გეუბნები, ღმერთსა ვფიცავ, სი-
მართლეს. იცი, რამდენი კაცი დაკბინა? ჰოდა, ექიმებმა ცხელი ტყვია გა-
მოუწერეს.

47
– თვალს ნუ მიხვევ. შენი პოლიცია იმათ ელის, ვინც პოლკოვნიკს მო-
უგრიხა კისერი.
– ვაი, ღმერთო! რას აიჩემე! არა-მეთქი, გაიგე, ადამიანო! შტერს ვუ-
დარაჯებთ, მუნჯ შტერს. რამდენჯერ უნდა გითხრა!
პელელეს კვნესა-გმინვა ჭიაყელასავით მიიკლაკნებოდა ქუჩებში.
ვაი-ვაგლახით მიათრევდა ნაგვემ სხეულს, ხან ოთხზე დამდგარი მიბობ-
ღავდა, მიწას საღი ფეხით სწყდებოდა, ნატკენს მიათრევდა, ხან ქვებზე
მუცლით გაწოლილი მიხოხავდა, ხან თეძოზე გადაბრუნდებოდა, მიწას
იდაყვს აბჯენდა, ფეხს ღუნავდა. როგორც იქნა, გამოჩნდა მოედანი. ნაგ-
რიგალევ ხეებზე ძერები ხომ არ აშრიალებენ ფრთებს? პელელე დაიზაფ-
რა, დიდხანს ეგდო უგონოდ, აუტანელი წყურვილი უთუთქავდა პირს,
მკვდარი თევზივით გაბერილ, მშრალ ენას, სველი ბარძაყები მაკრატლის
პირებივით ცივი ჰქონდა, საფეხურიდან საფეხურზე მომაკვდავი კატასა-
ვით მიბობღავდა, ჩრდილიან კუთხეს მიაღწია და იქ მოიკუნტა. თვალები
ამღვრეული ჰქონდა, პირი – დაფჩენილი, დაკონკილი სამოსი – ჭუჭყისა
და სისხლისაგან გახეშეშებული. სიჩუმეში ინთქმებოდა შეგვიანებული
გამვლელების ნაბიჯის ხმა, ჟანდარმების ხმლების ჟღარუნი, ძვლების სა-
ძებრად მოწანწალე ძაღლების თათების წკაპუნი, ქარისგან პორტალის
ნაპირებთან მოხვეტილი ქაღალდის ნახევებისა და ფოთლების შრიალი.
დონ ლუჩომ ისევ შეავსო „ორსართულიანის” სახელით მონათლული
ორი ორმაგი ჭიქა.
– ჰოდა, იმას გეუბნებოდი! – ამბობდა ვასკესი ჩვეულებრივზე უფრო
წვრილი ხმით, თან იატაკზე აპურჭყებდა. – ვიჯექი-მეთქი ამ დილას ათ
საათზე ჩემს მგუდავთან. თუმცა, არა, ათის ნახევარი იქნებოდა. ის იყო
აქეთ წამოსვლას ვაპირებდი, რომ შემოვიდა სამიკიტნოში ერთი ტიპი და
ლუდი მოითხოვა. მგუდავმა მიართვა ლუდი.
სტუმარმა დალია და კიდევ მოითხოვა, თან ასპესოიანი ქაღალდი გა-
უწოდა ქალს. რა თქმა უნდა, ქალს ხურდა არა ჰქონდა, ფულის დასა-
ხურდავებლად გაიქცა. როგორც კი შევხედე იმ ტიპს, თავში გამიელვა,

48
კარგ საქმეზე არ არის აქ მოსული-მეთქი და მართლაც, თითქოს მის
გულში ვიხედებოდი. დუქნის პირდაპირ სახლი დგას. გამოვიდა იმ სახ-
ლიდან ყმაწვილი ქალი. სტუმარმა თვალი მოჰკრა ქალს, ელვის სისწრა-
ფით გაენთო გარეთ და გამოუდგა. ამ დროს მგუდავი დაბრუნდა, საკოც-
ნელად მივეტანე. არ დამნებდა.
– ასიანი...
– არა, ყური დამიგდე. ქალს რომ ვებღლარძუნებოდი, ის ტიპი შემობ-
რუნდა, დაგვინახა ამ ყოფაში, გული აუჩვილდა და გამოგვიტყდა, რომ
გენერალ კანალესის ქალიშვილზეა შეყვარებული და რომ აუცილებლად
ამაღამ ჩუმად უნდა წაიყვანოს სახლიდან. ახლახან ყმაწვილი ქალი რომ
გამოვიდა მოპირდაპირე სახლიდან, ის არის, მოსალაპარაკებლად შევ-
ხვდითო. მერე მთხოვა, მომეხმარე ქალის მოტაცებაშიო, მაგრამ მე აქეთ
ვიყავი წამოსასვლელი და უარი ვუთხარი.
– უყურე შენ! ხომ არ მატყუებ? – როდასმა ნერწყვი გადაყლაპა. – ის
ტიპი ბევრჯერ მინახავს სენიორ პრეზიდენტთან ერთად სასახლეში.
– ნათესავი თუა!
– არა, არ არის ნათესავი! ერთი რამ მიკვირს ძალიან: რად შეფუც-
ხუნდა ასე, რაღა სწორედ ამაღამ მოუნდა ქალის მოტაცება? იქნებ რა-
ღაცას მოჰკრა ყური გენერალზე და გადაწყვიტა, მანამ გაიყვანოს გოგო
სახლიდან, სანამ ჯარისკაცები მამამისს წააჩანჩალებენ. – ცხადია, ასე
იქნება!
– აბა, თითო კიდევ გადავკრათ და ჰაიდა!
დონ ლუჩომ ისევ შეუვსო ჭიქები, დალიეს, დააფურთხეს თავიანთ ნა-
ფურთხსა და იაფფასიანი სიგარეტების ნამწვავებზე.
– რამდენი გერგება ჩვენგან, დონ ლუჩო?
– თექვსმეტი პესო და ოთხი...
– თითოსაგან? – გაუკვირდა როდასს.
– არა. როგორ გეკადრება. ორივესაგან! – მიუგო დონ ლუჩომ. ვასკეს-
მა ხელში ჩაუთვალა მიკიტანს ქაღალდის თექვსმეტი პესო და რამდენიმე

49
წვრილი მონეტა.
– კარგად იყავი, დონ ლუჩო!
– ნახვამდის, დონ ლუჩიტო!
– ნახვამდის! – უპასუხა დონ ლუჩომ და კარამდე მიაცილა სტუმრები.
– ფუი, დასწყევლოს ღმერთმა, რა საშინლად ცივა! – წამოიძახა რო-
დასმა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.
ნელი ნაბიჯით მივიდნენ შესახვევთან. ღვინით მოთენთილი ვასკესი
ღვთის პორტალთან შედგა. სიამოვნებით გაიზმორა და მეგობარს მიმარ-
თა:
– რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი? დღეს მე ზეიმი მაქვს, გესმის? ზეიმი
მაქვს-მეთქი, შენ გეუბნები!
წრიპინა ხმით იმეორებდა ამ სიტყვებს, თანდათან უფრო გამკივანად
უბრაგუნებდა ღამის დაირას, ოქროს ზანზალაკებიან დაირას, ქარს ხელს
ართმევდა, პორტალისკენ მიათრევდა. მხიარულება, სიცილი სწყუროდა,
იქ კი ბალაგანი იყო, მთელი თავისი პერსონაჟებით. ვასკესი ხარხარებდა,
ხარხარებდა, ტოკავდა ქურთუკის ჯიბეში ხელჩაყოფილი, მაგრამ უცებ
მიყუჩდა, სიცილი ისე შეეყინა ტუჩებზე, როგორც თაბაშირი, დანტისტი
კბილის ზომის ასაღებად რომ უდებს პირში ადამიანს. პელელე დაინახა.
კიბის საფეხურებზე ფეხის ბრაგუნი გაისმა. ძველი კედლები ბგერას ამ-
რავლებდა, ორად, რვად, თორმეტად. შტერი დაჭრილი ძაღლივით წკმუ-
ოდა, წკმუოდა ნელა, გაბმით. ყვირილმა გაჰკვეთა სიჩუმე. პელელემ რე-
ვოლვერმომარჯვებული კაცი დაინახა. ვასკესი მოტეხილ ფეხში სწვდა
შტერს, კიბეზე ჩაათრია მთავარეპისკოპოსის სასახლისკენ.
როდასი ერთ ადგილზე გაშეშდა, ცივ ოფლში გაიღვარა, მძიმედ სუნ-
თქავდა, თვალს ვერ აშორებდა ვასკესსა და შტერს. პირველი გასროლა
– პელელე ქვის საფეხურებზე დაგორდა. დაფეთებული თურქები მი-
იმალ-მოიმალნენ. მეორე გასროლით დამთავრდა ყველაფერი. არავის
არაფერი დაუნახავს, მხოლოდ მთავარეპისკოპოსის სასახლის ერთ-ერ-

50
თი სარკმლიდან მომზირალი წმინდანის თვალები სიკვდილს უმსუბუ-
ქებდა საბრალო შტერს და სანამ ის საფეხურიდან საფეხურზე მიგორავ-
და, წმინდანმა ასწია ხელი, თითზე ამეთვისტოსთვლიანი ბეჭედი უციმ-
ციმებდა. იმ ბეჭდიანი ხელით შეუნდო უბედურ პელელეს ცოდვანი და
ცის სასუფევლისკენ გზა გაუხსნა.

VIII
ბალაგანი ღვთის პორტალთან

სროლის, პელელეს გმინვის, ვასკესისა და როდასის ფეხის ბაგაბუგზე


მირბოდნენ მთვარის შუქით აჭრელებული ქუჩები, ერთად იკრიბებოდ-
ნენ, ხეირიანად არ იცოდნენ, რა მოხდა. მოედანზე მდგარი ხეები მწუხა-
რედ ატკაცუნებდნენ თითებს – როგორ გადასცემ ჰაერით, ტელეგრაფით,
რაც მოხდა?! ქუჩები კუთხეში იჭყიტებოდნენ, კითხულობდნენ, სად ის-
როდნენო და მთლად დაბნეულები იფანტებოდნენ აქეთ-იქით – ზოგი
ცენტრისკენ, ზოგიც გარეუბნებისკენ. არა, ეს არ მომხდარა ებრაელთა
დაკლაკნილ შესახვევში, აცაბაცა რომ მიემართებოდა, თითქოს
მთვრალს გაუჭრიაო; არც მაწანწალა ძაღლების შესახვევში, სადაც კა-
დეტები ხმლით გმირავდნენ არამზადა ჟანდარმებს და ამით უნდოდათ
მუშკეტერთა დროების აღდგენა; არც ხელმწიფის სახელობის შესახვევში
მომხდარა, არც წმინდა ტერეზას პირქუშ, ციცაბოდ აყუდებულ ჩიხში,
არც ბოცვრისა, არც ჰავანის, არც ხუთი გზის შესაყარში და არც მოჩვე-
ნებათა ქუჩაზე.
ეს მოხდა მთავარ მოედანზე, სადაც შიშინით ჩარბის წყალი საზოგა-
დო საპირფარეშოებში, სადაც ხმლების ჟღარაჟღურით დააბოტებენ გუ-
შაგები და ცის ცივ კამარაზე ნელა ბრუნავს, ტრიალებს ღამე, მასთან ერ-
თად ტაძარიც და თვით ცაც.
ქარიც დაიჭრა, ნელა უცემდა ძარღვი საფეთქელზე, ძალა გამოეცა-
ლა, ვეღარ წყვეტდა ფოთოლს – აკვიატებულ ფიქრს – ხეთა გაჩეჩილი

51
თავებიდან.
უცებ ღვთის პორტალის მახლობლად კარი გაიღო და ფრთხილად, ში-
შით, თაგვივით გამოიჭვრიტა ბალაგანის პატრონმა, უკნიდან ცოლი
უჯიკავებდა, ორმოცდაათი წლის ქალი, პატარა გოგონასავით ცნობის-
მოყვარეობით იყო ატაცებული, გარეთ აგდებდა ქმარს. რა მოხდა იქ? რა-
ტომ ისროდნენ? ვის ესროლეს? ქმარს ესმოდა, რომ ცოლის ჟინის ასას-
რულებლად საცვლების ამარა გარეთ გავარდნა ურიგო იყო. ცოლს კი უნ-
დოდა გაეგო, თურქი ხომ არ მოკლეს! იმისათვის, რომ ქმარს კისერი კარ-
გად წაეგრძელებინა და როგორმე დაენახა, რა ხდებოდა, ქალმა მამლის
დეზებივით ბასრი ათივე ფრჩხილი გვერდებში ჩაასო. ეს უკვე მეტისმეტი
იყო!
– ვაი, ღმერთო! აქედან ხომ არაფერი არ ჩანს! როგორ გითხრა რამე!
რა გინდა ჩემგან?
– რაო, რაო? თურქებთანო, ამბობ?
– თურქები კი არა, არაფერი არ ჩანს-მეთქი, გითხარი! მაინც რა გინ-
და ჩემგან?
– ნუ ბლუკუნებ, თუ ღმერთი გწამს.
როცა ქმარი ხელოვნურ კბილებს ამოიღებდა, გაუგებრად ბლუკუნებ-
და ხოლმე.
– დამაცა! ვხედავ, ვხედავ!
– არ მესმის, რას ამბობ! – და წამებულის კილოთი დაუმატა: – ვერა-
ფერი ვერ გავიგე, ვე-რა-ფე-რი!
– ვხედავ, კუთხეში ხალხი შეგროვდა, მთავარეპისკოპოსის სასახლეს-
თან.
– იცი რა, მოდი, მე გამატარე, შენგან ვერაფერს გაიგებს ადამიანი!
ერთი სიტყვაც ვერ გავარჩიე. მგონი, თვითონაც არ იცი, რას ლუღლუღებ!
დონ ბენხამინმა უკან დაიხია, კარში მისი თმაგაწეწილი ცოლი ჩადგა.
ცალი ძუძუ ამოვარდნოდა ყვითელი ჩითის ღამის პერანგიდან, მეორე ავ-
გაროზის ბაფთებში გახლართვოდა.

52
– ხედავ, საკაცე მოაქვთ, – დაიჩიფჩიფა დონ ბენხამინმა.
– უყურე შენ! მაშ, აქვე მახლობლად მომხდარა... მე კი მეგონა, თურ-
ქებთან ისროდნენ. აქამდე ვერ მითხარი? ამიტომაც ყურის ძირში გაისმა
ბათქი.
– ისე ცხადად ვხედავ, როგორ ჩაატარეს საკაცე, თითქოს ახლა მიჰ-
ქონდეთ ჩემ წინ, – გეგონებოდათ მიწის სიღრმიდან ამოდისო, ისე გაისმა
ქალის ზურგსუკან მდგარი დონ ბენხამინის ხმა.
– რაო, რას ამბობ?
– ახლაც ცხადად ვხედავ, როგორ ჩაატარეს საკაცე-მეთქი, გითხარი.
– ოჰ, სჯობია ხმა ჩაიწყვიტო, მაინც ვერაფერს გაიგებს ადამიანი შენი
ნათქვამიდან! ჩაგესვა კბილები და ასე საცოდავად აღარ იჩიფჩიფებდი...
– საკაცე-მეთქი, გითხარი...
– სტყუი, საკაცე ახლაღა მოიტანეს.
– კი, მაგრამ, ძვირფასო, მე რა ხანია დავინახე საკაცე!.. – ახლაღა მო-
აქვთ, გეუბნები! ბრმა ხომ არა ვარ?
– მე რა, მე კი არ გეკამათები, ოღონდ წეღან ცხადად დავინახე... – რა?
რა დაინახე, საკაცე? გაიგე, ადამიანო...
დონ ბენხამინი ღამურას ჰგავდა, დაბალი იყო, გალეული, ბანჯგვლი-
ანი. თავისი ზორბა ცოლის, ტრამვაიში რომ ორ ადგილს იკავებდა (თითო
სკამი თითო დუნდულისთვის), საკაბედ კი რვა მეტრი ქსოვილი სჭირდე-
ბოდა, უკან მდგარი, რა თქმა უნდა, ვერც შეჯგუფებულ ხალხს ხედავდა,
ვერც – ჟანდარმებს.
– თითქოს შენ მეტს არავის აინტერესებდეს, რა ხდება... – შეჰბედა
ცოლს საყვედური დონ ბენხამინმა იმ იმედით, რომ მზის სრული დაბნე-
ლება დამთავრდებოდა და, თითქოს მას ეთქვას – „სეზამ გაიღე!” – ცოლი
უცებ მოუბრუნდა, თავისი უზარმაზარი ტანით ზედ დაასკდა. – ოი,
ღმერთო, ღვთისმშობელო დედაო!.. – დაიყვირა ქალმა, აიტაცა ქმარი და
ატატებული მიიყვანა კართან.

53
ბალაგანის პატრონი გაცეცხლებული იფურთხებოდა, სკივრივით ვე-
ება ფაშვში წიხლებს ურტყამდა ცოლს. ისინი რომ ამ ამბავში იყვნენ,
ოთხმა მთვრალმა კაცმა მოედანზე საკაცით პელელეს გვამი ჩაატარა.
ქალმა პირჯვარი გადაისახა. საზოგადოებრივ საპირფარეშოებში ჩამდი-
ნარე წყალი დაჰქვითინებდა დაღუპულს, ქარი კი პარკის რუხ ხეებში ძე-
რის ფრთებივით დაშრიალებდა.
– იმ დაწყევლილ დღეს, როცა ჩვენ ჯვარი დაგვწერეს, მღვდელს ჩემ-
თვის უნდა ეთქვა: „გაძლევ ძიძას და არა მონას!” – აბუზღუნდა დონ ბენ-
ხამინი, როცა ცოლმა ძირს დასვა.
ქალი ყურადღებას არ აქცევდა ქმრის ბუზღუნს (იშვიათი წყვილი
იყო – ქმარი მანდარინის ლებანს ჰგავდა, ცოლი – მსხვილ ფორთოხალს),
იბლუკუნოს რამდენიც უნდა, მაინც არაფერი მესმის, როცა კბილები ჩა-
მოღებული აქვსო.
თხუთმეტი წუთის შემდეგ ქალი ისე ხვრინავდა, თითქოს სხეულის
სიმძიმით დათრგუნული მისი ყელი და ფილტვები სასიცოცხლოდ იბ-
რძვიანო. გაალმასებული დონ ბენხამინი კი სწყევლიდა იმ დღეს, როცა
ამ ქალზე დაიწერა ჯვარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირმა მის ბა-
ლაგანს სარგებლობა მოუტანა. ქალის წყალობით თოჯინებმა გაბედეს
ტრაგედიის სფეროში შესვლა, ახლა მათი მუყაოს თვალებიდან, პატარა
მილების სისტემის წყალობით, წყლით სავსე თასიდან ოყნის დახმარე-
ბით რომ იკვებებოდნენ, ნამდვილი ცრემლი მოწვეთავდა. უწინ დონ ბენ-
ხამინის თოჯინებს მარტო იცინოდნენ და თუ იტირებდნენ, სახის გამო-
მეტყველება მაინც მხიარული ჰქონდათ, ახლა კი ფიცარნაგს ცრემლის
ნაკადით რწყავდნენ.
დონ ბენხამინს ეგონა, ასეთი სურათის დანახვაზე ბავშვები ატირდე-
ბიანო და როგორ გაუკვირდა, როცა მტირალა თოჯინების შემყურე ბავ-
შვებმა გულიანი ხარხარი მორთეს, სულ ერთმანეთს ასკდებოდნენ გადა-
ფიჩინებულები. მაშ, ბავშვებს სხვისი მწუხარება და ტანჯვა ამხიარუ-
ლებთ... ბავშვები იცინიან, როცა მათ წინ ვინმეს სცემენ...

54
– ეს ხომ არაბუნებრივია! – თქვა გაოცებულმა დონ ბენხამინმა. – ძა-
ლიანაც ბუნებრივია! – მოუჭრა ცოლმა.
– არაბუნებრივია, არაბუნებრივი!
– ბუნებრივია, ბუნებრივზე ბუნებრივი!
– ნუ ვიკამათებთ! – სთხოვა ცოლს დონ ბენხამინმა.
– კარგი, – დაეთანხმა ცოლი.
– მაგრამ მაინც არაბუნებრივია...
– ბუნებრივია-მეთქი, ძალიანაც ბუნებრივი! ბუნებრივზე ბუნებრივი!
როცა ქალი ქმარს ეჩხუბებოდა, ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა.
სიტყვების გამეორება სარქველის მაგივრობას უწევდა, რომ არ აფეთქე-
ბულიყო.
– არა-არა-არა-ბუნებრივია! – ღრიალებდა გააფთრებული მებალა-
განე და თავზე ხელებს იჭერდა.
– ბუნებრივია! სწორედაც რომ ბუნებრივი! ბუ-ნებ-რივ-ზე ბუნებ-რი-
ვი! ასე იყო თუ ისე, ღვთის პორტალთან მდგარი ბალაგანი დიდხანს სარ-
გებლობდა ოყნით, რომლის წყალობითაც ტიროდნენ თოჯინები და გუ-
ლიანად ხარხარებდნენ ბავშვები.

IX
შუშის თვალი

დუქნებს საღამო ხანს ხურავდნენ. ვაჭრები უკანასკნელ მუშტარს


რომ გაისტუმრებდნენ, ნავაჭრს დაითვლიდნენ და საღამოს გაზეთს გა-
დაშლიდნენ. ქუჩის კუთხეებში ონავარი ბიჭები ელექტრონის ფარნების
შუქზე მოფარფატე მაისის ხოჭოებს იჭერდნენ და აწამებდნენ. ყველაზე
სასტიკი ბავშვები ცდილობდნენ დიდხანს გაეგრძელებინათ მწერის ტან-
ჯვა და არავინ იყო ისეთი გულმოწყალე, რომ გაესრისა იგი, ერთბაშად
გადაერჩინა წამებას. გისოსიან დარაბებთან ატუზული ქალ-ვაჟი სიყვა-
რულით ითენთებოდა. ხიშტებიანი გუშაგები და კეტებით შეიარაღებული

55
ღამის გზირები უფროსების მეთაურობით უვლიდნენ წყნარ ქუჩებსა და
შესახვევებს. ხან ყველაფერი მოულოდნელად შეიცვლებოდა: ხოჭოების
ონავარი მწამებლები შეერთდებოდნენ და იწყებდნენ ბრძოლას, მეომრე-
ბი მანამ არ იხევდნენ უკან, ვიდრე ჭურვები, ესე იგი, ქვები არ გამო-
ელეოდათ. დედის გამოჩენაზე წყდებოდა სამიჯნურო სცენა გისოსიან
დარაბასთან. უბედური თაყვანისმცემელი დასტაცებდა ხელს ქუდს და
ისე მოკურცხლავდა, თითქოს ეშმაკს გაურბისო. გუშაგი კი რომელიმე
გამვლელს სტაცებდა ხელს, თავით ფეხებამდე გაჩხრეკდა და ციხეში უკ-
რავდა თავს – მართალია, იარაღი არა აქვს, მაგრამ მაინც ეტყობა, კარგი
სული არ უნდა იყოს, დაეთრევა აქ უსაქმოდ. ვინ იცის, იქნებ შეთქმუ-
ლია? და, საერთოდ, მეთაურის თქმისა არ იყოს, რაღაც თვალში არ მომ-
დის, მეტისმეტად შესამჩნევი კაცია.
გვიან ღამით ღარიბთა უბნები გამოცარიელებული და ჩაბინძურებუ-
ლი ჩანდა, რაღაცნაირი აღმოსავლური, რელიგიური ფანატიზმით,
ღვთის მორჩილებით შობილი გაპარტახება იგრძნობოდა იქ. მთვარე
თხრილებზე მიცურავდა, მიწას უსწორდებოდა, სასმელი წყალი თავის
მილებში ითვლიდა ხალხის ცხოვრების უსასრულო საათებს, იმ ხალხისა,
რომელიც თავს განწირულად თვლიდა, რომელიც ფიქრობდა, რომ მო-
ნობა და დანაშაული არის მისი ხვედრი.
ერთ ასეთ უბანში ლუსიო ვასკესი თავის მეგობარს გამოემშვიდობა:
– აბა, კარგად იყავი, ხენარო!.. – ეუბნებოდა იგი, თან თვალებში შესცი-
ცინებდა: არსად არაფერი წამოგცდესო. – გავრბივარ. იქნებ მივუსწრო
და ხელი შევაშველო იმ საქმეში. გენერლის ქალიშვილზე გეუბნები.
ხენარო ერთხანს შეფიქრიანებული იდგა, თითქოს ნანობდა, გულახ-
დილად რად ველაპარაკე ვასკესსო, მერე თავის სახლთან მივიდა – დუ-
ქანში ცხოვრობდა – და კარზე დააკაკუნა.
– ვინ არის? – იკითხეს სახლიდან.
– მე ვარ... – მიუგო ხენარომ და ისე დაიხარა კარისკენ, თითქოს და-
ბალ კაცს რაღაცას ჩასჩურჩულებდა ყურში.

56
– ვინ მე? – იკითხა ქალმა, კარი გააღო და ზღურბლთან შედგა, თმა
გაშლილი ჰქონდა, ღამის პერანგის ამარა იყო, სანთელი მაღლა ასწია,
სახეში მიანათა როდასს.
როცა როდასი შინ შევიდა, ფედინამ სანთელი საათის წინ დადგა, რა-
თა ურცხვს დაენახა, რა დროს მობრძანდა შინ, ხმაურით გაუყარა კარს
ურდული და ხმისამოუღებლად წავიდა საწოლისკენ. როდასი სკივრთან
შედგა, კატას ხელი გადაუსვა, თან ხმადაბლა, გაუბედავად დაიწყო მხი-
არული ჰანგის სტვენა.
– რა მოხდა, რა სტვენა ატეხე? – დაუყვირა ფედინამ და სანამ ლო-
გინში ჩაწვებოდა, ხელისგულებით ფეხები დაიზილა.
– არაფერი, – აჩქარებით უპასუხა დუქნის ბნელი კუთხიდან როდას-
მა. ეშინოდა, ცოლმა ხმაზე არ შემატყოს, რა უბედურება უნდა ვაცნო-
ბოო.
– ისევ იმ წიკვინა ჯაშუშთან დაეთრეოდი?
– არა! – მკვახედ მიახალა როდასმა და ტიხარს იქით გავიდა. – ოი,
სტყუი! ეს-ესაა გამოემშვიდობე იმას! დამიჯერე, ხენარო, ხეირს ვერ გა-
დაეყრები ისეთ კაცთან ამხანაგობით, ვინც დიაცივით წიკვინებს. იმის-
თვის დაეთრევი მასთან, რომ ხალხმა დაგინახოს და თქვან, უყურე, რა
დიდი ვინმე ყოფილა, საიდუმლო საქმე აბარიაო. ეგ უქნარების ხელობაა,
უნდა გრცხვენოდეს.
– ეს რაღაა? – სიტყვა ბანზე რომ აეგდო, უთხრა ხენარომ და სკივრი-
დან ახალი ქვედატანი ამოიღო.
ფედინამ ქმარს ხელიდან თეთრი ალამივით ჩამოართვა ქვედატანი,
ლოგინზე ჩამოჯდა და გაცხოველებით დაიწყო ლაპარაკი, რომ ქვედატა-
ნი გენერალ კანალესის ასულმა აჩუქა, ის ხომ დიდი ხანია შეჰპირდა,
პირმშოს მოგინათლავო. როდასმა ჩრდილში შემალა სახე. აკვანს ამოე-
ფარა. არ შეეძლო ცოლის ლაპარაკის გაგონება ნათლობაზე, თვალში
სანთლის შუქი მოხვდა, ხელით მოიჩრდილა სახე, მაგრამ უმალ ჩამოუშ-
ვა, თვალები დაიქნია, რომ ჩამოეფერთხა სისხლის წებოვანი ანაბზინი.

57
სიკვდილის აჩრდილი ისე წამოიმართა აკვნიდან, თითქოს კუბოდან წა-
მოდგაო. მკვდრები ახალშობილებივით უნდა ვარწიოთ. აჩრდილს კვერ-
ცხის ცილასავით მღვრიე ფერი ედო, ქაჩალი იყო, უწამწამო, უკბილო,
თვალამღვრეული, საცეცხლურიდან ამოსული კვამლივით იკლაკნებო-
და. ცოლის ხმა შორიდან ესმოდა როდასს, ქალი თავის პაწიაზე ლაპა-
რაკობდა, გენერლის ქალიშვილზე, ნათლობაზე, მეზობელ ქალებზე. მე-
ზობლები უკლებლივ უნდა დავპატიჟოთ, მიკიტანიც, ყასაბიც, მეფუნ-
თუშეც. ნახავ, როგორ ვიმხიარულებთო.
და უცებ შეწყვიტა სიტყვა:
– ხენარო, რა დაგემართა?
ხენარო წამოხტა.
– არაფერი.
ცოლის ყვირილზე აჩრდილი შავად შეიფოთლა და ის შავი ლაქები
კუთხის ჩრდილში ჩონჩხის გამოსახულებას შეერწყა, ქალის ჩონჩხის...
მართალია, ქალური მხოლოდ ჩამომჭკნარი ძუძუები ჰქონდა, ფომფლო,
ბანჯგვლიანი, თითქოს მკვდარი თაგვები ნეკნების გალიაში მომწყვდეუ-
ლანო.
– ხენარო, რა ამბავია შენს თავს?
– არაფერი.
– ღმერთმა უწყის, სად დაეხეტები, მერე მოხვალ შინ კუდამოძუებუ-
ლი, მთვარეულივით გამოლენჩებული. ნეტა მაცოდინა, სად ჯანდაბაში
დაგატარებს ეშმაკი? შინ არა და არ შეგიძლია ჯდომა. ცოლის ხმამ და-
აფრთხო ჩონჩხი.
– არა, მართლა არაფერია!
ახლა უცნაური თვალი აუსრიალდა მარჯვენა ხელის თითებში ელექ-
ტროლამპის სხივივით. ნეკიდან – შუათითამდე, შუათითიდან – არათი-
თამდე, არათითიდან – საჩვენებლამდე, საჩვენებლიდან – ცერამდე...
თვალი... მხოლოდ თვალი... იგი ფეთქავდა, ურტყამდა თითებზე. ხელი

58
დამუშტა თვალის გასაჭყლეტად. თვალი მაგარი იყო. ფრჩხილები ხე-
ლისგულში ჩაისო, მაინც არაფერი გამოუვიდა. გაშალა ხელი, თვალი იქ-
ვე იყო, პანია, ჩიტისგულისხელა თვალი, მაგრამ ჯოჯოხეთივით საზარე-
ლი. სისხლის ტალღა საფეთქელში მიასკდა. ვინ, ვინ შემოსცქერის ასეთი
თვალით, თითებში რომ დასხლტის, ბურთივით ტრიალებს მწუხრის ზა-
რების გუგუნზე?
ცოლმა ბავშვის საწოლს მოაშორა იგი, განზე გაიყვანა.
– ხენარო, რა მოგივიდა?
– არაფერი.
რამდენჯერმე ამოიოხრა.
– არაფერი... უცნაური თვალი ამეკვიატა, თან მდევს! აი, ჩემს ხელის-
გულს დავცქერი... არა, შეუძლებელია ასეთი რამ! ეს ჩემი თვალებია... ეს
თვალი კი...
– გირჩევნია ილოცო!.. – წყრომით უთხრა ცოლმა, ყური არ მიუგდო
ქმრის ჩივილს.
– თვალი... ჰო, თვალი, მრგვალი, შავი, წამწამებიანი. შუშის თვალსა
ჰგავს!..
– გამოიბრუჟე და გელანდება რაღაც!
– არა, სულ არ დამილევია!..
– ჰმ, არ დაულევია! ღვინის სუნად ყარხარ!
პატარა საძინებელ ოთახში, ტიხარს იქით, როდასი ისე გრძნობდა
თავს, თითქოს მიწისქვეშა უზარმაზარ გამოქვაბულში იყო, იმედსა და
ნუგეშს მოკლებული. ღამურები, ობობები, მორიელები და გველები ეხვია
გარს.
– ცუდ რამეს ჩაიდენდი, – უთხრა ფედინამ მთქნარებით. – ჰოდა,
ღვთის თვალი გიყურებს.
ხენარო საწოლთან მიიჭრა, ტანგაუხდელად შეძვრა ზეწარქვეშ, მისი
ცოლის ნორჩ, მშვენიერ სხეულზე დასრიალებდა თვალი. ფედინამ შუქი
ჩააქრო. როდასს უარესი დაემართა – სიბნელეში თვალმა სწრაფად იწყო

59
ზრდა, დაფარა მთელი ოთახი, იატაკი, ჭერი, მთელი სახლი, სიცოცხლე,
შვილი...
– არა, – უთხრა ხენარომ ცოლს, როდესაც მისი ყვირილით დაფეთე-
ბული ქალი წამოხტა, სანთელი აანთო, ბავშვის ჩვრით მოსწმინდა ცივი
ოფლი შუბლიდან და გაუმეორა: – ეგ ღვთის თვალი კი არა, სატანის თვა-
ლია...
ფედინამ პირჯვარი გადაიწერა. ხენარომ სთხოვა, შუქი ჩააქრეო.
თვალი ისე მოიღუნა, რვიანს დაემსგავსა, შუქიდან უკუნეთში ჩასრიალ-
და, გაისმა ჭახანი, თითქოს თვალი რაღაცას დაეჯახაო და მართლაც, იქ-
ვე გასკდა, ქუჩაში შარიშურით ჩაიარა.
– პორტალთან! პორტალთან! – ყვიროდა ხენარო. – ჰო, ჰო! სინათლე!
ასანთი! შუქი! ქრისტე ღმერთი თუ გწამს, ჩქარა შუქი!
ცოლმა ხელი გაიწოდა ასანთის ასაღებად. შორს ბორბლების რახრა-
ხი გაისმა. ხენარომ პირზე აიფარა ხელი, თითებს იკვნეტდა და ცოლს
უხმობდა: ეშინოდა მარტოს. ფედინა ყავის გასათბობად გავიდა, რომ
ქმარი დაემშვიდებინა, მაგრამ მის ყვირილზე ისევ დაფეთებული მოიჭ-
რა.
– ვაიმე, ნუთუ სმისგან თეთრი ცხელება დაგემართა? – ვიშვიშებდა
ფედინა და მშვენიერი შავი თვალებით სანთლის მოფარფატე ალს შეჰ-
ყურებდა. აგონდებოდა თეატრში მომუშავე ქალი – ენრიკეტა, რომელ-
საც კუჭიდან მუხლუხები ამოუღეს, ერთ ინდიელს კი ტვინის ადგილზე
ხავსი უნახეს. ინდიელის სული ღამღამობით დაძრწოდა და აშინებდა.
კრუხივით, ქორის გამოჩენაზე რომ გადაეფოფრება წიწილებს, ფედინა
შვილის საწოლთან მიიჭრა, აიღო წმინდა ვლასის ხატი, გულზე დაადო
ჩვილს: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისათა წმინდისათა...”
ამ სიტყვების გაგონებაზე ხენარო ისე შეკრთა, თითქოს მაგარი სილა
სტკიცესო. თვალდახუჭული მივარდა ბავშვის საწოლთან, მუხლზე და-
ეცა, ფეხებზე შემოეხვია ცოლს და უამბო, რაც პორტალთან მოხდა: – სა-

60
ფეხურებზე, ჰო, საფეხურებზე მოგორავდა. პირველივე გასროლით დაჭ-
რეს, სისხლი სდიოდა, თვალები კი ღია ჰქონდა, ფეხები – გაფარჩხული,
ერთ წერტილს მიშტერებული ცივი თვალები, წებოვანი. ღმერთმა უწყის,
რა იყო ეს, თითქოს ელვას აფრქვევდა იმ ცივი, წებოვანი თვალიდან და
პირდაპირ მე მიმიზნებდა... აი აქ, აქ არის ის თვალი, არ მშორდება, ხელ-
ში მიჭირავს! ღმერთო ძლიერო! რამდენი ხანია ხელში მაქვს!
უცებ ბავშვი ატირდა. ფედინამ ხელში აიყვანა ბამბაზიის საბანში გა-
მოკრული პატარა და ძუძუ მისცა. ქმარი კი (ოი, როგორ ეზიზღებოდა
ახლა იგი) კვნესოდა, ფეხებზე ეკვროდა.
– ყველაზე საშინელი ისაა, რომ ლუსიო...
– იმ წიკვინას ლუსიო ჰქვია?
– ჰო, ლუსიო ვასკესი...
– მაშ, იმას შეარქვეს „ქლესა?”
– ჰო...
– რად მოკლა?
– უბრძანეს. თვითონაც ჭკუაზე აღარ იყო ამის შემდეგ. მაგრამ ეს კი-
დევ არაფერია... ყველაზე საშინელი ის არის, რომ გენერალი კანალესის
დაპატიმრებაზე ორდერი გაუციათ, ერთი ტიპი კი სენიორიტა კამილას
მოტაცებას აპირებს ამაღამ. ეს ამბავი ლუსიო ვასკესმა მითხრა.
– სენიორიტა კამილას, ჩვენი ნათლიის?
– ჰო.
ამ საშინელი ამბის გაგონებაზე ფედინამ ხმამაღლა მორთო გოდება.
როგორც ტირის ხოლმე უბრალო ადამიანი სხვისი უბედურების დანახ-
ვაზე. ცრემლი ჩვილს ეფრქვეოდა თავზე, იმ წყალივით ცხელი ცრემლი,
დედაბრებს რომ მიაქვთ ეკლესიაში, ემბაზის წმინდა, ცივ წყალში გასა-
რევად. ბავშვმა დაიძინა, ღამე მიიწურა, ისინი კი მოჯადოებულივით ის-
ხდნენ, სანამ გარიჟრაჟმა კარქვემოთ ოქროს ზოლი არ გაავლო და დუქ-
ნის მდუმარება პურის დამტარებლის შეძახილმა არ დაარღვია: – ცხე-
ელი პური! ცხე-ელი პუ-რი!

61
X
არმიის თავადები

გენერალი ეუსებიო კანალესი, მეტსახელად „ძველი მუნდირი”, ფავო-


რიტის სახლიდან ისეთი მხნე, მხედრული ნაბიჯით გამოვიდა, თითქოს
დარაზმულ ჯარისკაცებს უნდა ჩაუაროსო, მაგრამ როგორც კი ზურგსუ-
კან კარი დაიხურა და უკაცრიელ ქუჩაში მარტო დარჩა, მისი მხნე ნაბი-
ჯი ბაზრისკენ ქათმის საყიდლად მიმავალი ინდიელის ცუხცუხმა შეცვა-
ლა. გენერალს ეჩვენებოდა, რომ ჯაშუშები ფეხდაფეხ მოსდევდნენ.
ძველმა თიაქარმა თავი შეახსენა, მწვავე ტკივილი უვლიდა საზარდულ-
ში და აზიდებდა. ხელი მიიჭირა მტკივნეულ ადგილზე. მძიმე ქოშინით
სწყდებოდა პირიდან ჩივილი, გული ყელში ებჯინებოდა, პირში საზიზ-
ღარ გემოს გრძნობდა. ნეკნებშუა დაიჭირა გული, ისე ეკავა, როგორც არ-
ტახით გაკრული მოტეხილი ხელი. თვალგაშტერებული იყო, არაფერზე
არ ფიქრობდა და ნელ-ნელა გამოერკვა. შვება იგრძნო, კუთხეში გაუხ-
ვია. რა შორს იყო ეს კუთხე ერთი წუთის წინ! აი, მეორე კუთხეც, უფრო
შორეული. იქამდე კი ვერ მიაღწევს, ვერა! გადააფურთხა. ფეხები აღარ
ემორჩილებოდა, ძირს რაღაცის ქერქი ეგდო, ქუჩის ბოლოს ეტლი მის-
რიალებდა. ახლა ფეხი დაუსხლტა იმ ქერქზე. თვალი აუჭრელდა, გა-
ცურდა სახლები, ეტლი, ელექტრონათურები. ფეხს აუჩქარა. ყოველი
წუთი ძვირფასია! არა უშავს რა. იმ კუთხეში გაუხვია, რომელიც ცოტა
ხნის წინათ მიუღწეველი ეჩვენებოდა. აგერ, მეორე კუთხეც, ოღონდ ის
გაცილებით შორსაა. ვერა, ვერ მიატანს იქამდე.
ტუჩი მოიკვნიტა. ფეხები მოუდუნდა, გაჭირვებით მიღოღიალობდა,
მუხლებს ვეღარ ღუნავდა, წელქვემოთ ერთი ადგილი საზიზღრად ეწვო-
და, ეწვოდა ყელიც, მუხლებიც. აღარაფერი უკლდა, რომ ძირს გაწოლი-
ლიყო და ხოხვით წასულიყო შინ. იდაყვებსა და ხელისგულებზე დაყ-
რდნობით წაეჩოჩებინა სხეული, რომელიც ასე ჯიუტად ეწინააღმდეგე-

62
ბოდა სიკვდილს. უფრო ნელა, ტაატით განაგრძო გზა, მის გვერდით მი-
ცურავდნენ უკაცრიელი შესახვევები, ორად იყოფოდნენ, მრავლდებოდ-
ნენ, როგორც გამჭვირვალე თეჯირის საგდულები უძილო ღამეში. სასა-
ცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი იმათ თვალში, ვინც ხედავს ახლა
მას ან ვერ ხედავს, როგორ შეიძლება ასე? რომელიმე კერძო პირი ხომ არ
არის, გენერალია და მუდამ, ღამეც კი, როდესაც მარტოა, თანამოქალა-
ქენი შესცქერიან. „რაც იქნება, იქნება, – ჩაიბუტბუტა. – ჩემი ვალია აქ
დარჩენა. ეს ღირსების საქმეა, თუ იმ უქნარამ სიმართლე მითხრა”.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და: „გაქცევა დანაშაულის აღიარებას
ნიშნავს...” ექო იმეორებდა მისი ფეხის ბაკუნს. „გაქცევა დანაშაულის
აღიარებას ნიშნავს... ნიშნავს... მაგრამ – დარჩენა!..” ექო იმეორებდა მი-
სი ფეხის ბაკუნს. „დანაშაულის აღიარება!.. მაგრამ – დარჩენა”. ექო
იმეორებდა მისი ფეხის ბაკუნს.
ისევ გულზე იტაცა ხელი. ჩქარა ჩამოიგლიჯოს ეს შიშის სალბუნი.
რატომ თან არა აქვს ორდენები. „გაქცევა დანაშაულის აღიარებას ნიშ-
ნავს, დარჩენა კი...” ფავორიტის თითი ექსორიის გზაზე მიუთითებდა.
ერთადერთ გზაზე. „თავს უშველეთ, გენერალო. ჯერ კიდევ არ არის გვი-
ან”. და რასაც იგი წარმოადგენდა, რადაც ღირდა, რაც უყვარდა ჭაბუკუ-
რი მგზნებარებით – სამშობლო, სახლი, მოგონებები, ტრადიციები, კამი-
ლა, ყველაფერი იმ თითის გარშემო ტრიალებდა, თითქოს რწმენასთან
ერთად სამყაროც იმსხვრეოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. საზარელი
მოჩვენება გაქრა, დარჩა მხოლოდ დაუწმენდელი, გადმოუღვრელი
ცრემლი.
„გენერლები არმიის თავადები არიან – ასე ვთქვი ერთ-ერთი გამოს-
ვლის დროს. რა ყეყეჩი ვარ, ძვირად დამიჯდება ეს ფრაზა. პრეზიდენტი
არ მაპატიებს ამ თავადობს. დიდი ხანია ეკლად ვესობი თვალში. ჰოდა,
შემთხვევას ეძებდა, თავიდან მოვეშორებინე. მკვლელობა დამაბრალა.
ის პოლკოვნიკი ხომ მე მუდამ მოწიწებით მექცეოდა”.
მწარე ღიმილმა გაურბინა ჭაღარა ულვაშში. ახლა იგი სხვა გენერალ

63
კანალესს ხედავდა, ბებერ გენერალს, ძლივს რომ მიათრევდა ფეხებს,
როგორც ცოდვათა მომნანიებელი მიჩანჩალებს რელიგიური პროცესის
კუდში, ჩუმი, საცოდავი, უბედური, დამწვარი რაკეტასავით დენთის სუ-
ნი რომ უდის. მართლაც ძველი მუნდირია! დიახ, კანალესი, სწორედ ის
კანალესი, მხედრული ნაბიჯით რომ გამოვიდა ფავორიტის სახლიდან
მთელი თავისი ბრწყინვალებით, ალექსანდრეს, კეისრის, ნაპოლეონის,
ბოლივარის დიადი გამარჯვებების შუქით ნათელმოსილი კანალესი.
უცებ კარიკატურად გადაიქცა, აღარც აქსელბანდი, აღარც სირმა, აღარც
დიდებული ჯიღა, მბრწყინავი სამხრეები და მოოქროვილი დეზები – ყვე-
ლაფერი შემოეძარცვა, საბრალო უცნობი გახდა, შავად მოსილი საბრა-
ლო უცნობი, მაწანწალას დაკრძალვის დღესავით მიმტკნარებული და
გაცრეცილი. ნამდვილი გენერალი კანალესი კი, აქსელბანდებით, ჯიღით,
სამხრეებით დამშვენებული, ყველა რომ მოწიწებით ესალმებოდა, დიდე-
ბულ, მდიდრულ დაკრძალვასავით ბრწყინვალე იყო. დამხობილმა გენე-
რალმა იგემა ისეთი მარცხი, როგორიც არ ახსოვდა ისტორიას. ის მეორე
კი, ნამდვილი, ვერ ეწეოდა პირველს, იგი ჯამბაზს ჰგავდა, ოქრომკედით
ნაქარგ სამოსში გამოწყობილ ჯამბაზს, სამკუთხა ქუდი თავზე ჩამოფ-
ხატვოდა, ხმალი გასტეხოდა, ხელები დამუშტული ჰქონდა, მკერდზე
სამხედრო ორდენები უწკარუნებდა.
ნაბიჯი არ შეუნელებია, ისე აარიდა თვალი აზრით დახატულ საკუ-
თარ პორტრეტს. მიხვდა, სულიერად არის ძლიერი, გული უკვდებოდა
იმის წარმოდგენაზე, რომ საზღვარგარეთ უნდა გაიქცეს და იქ, კარისკა-
ცივით სამოქალაქო შარვალსა და სერთუკში გამოწყობილმა იაროს.
ვიწრო იქნება ის სერთუკი თუ ხალვათი, მოკლე თუ გრძელი – მაინც არ
მოადგება ტანზე. გენერალი კანალესი თავისსავე ნამსხვრევებზე მიაბი-
ჯებდა, ფეხით ქელავდა სამხრეებს.
„კი მაგრამ, მე ხომ ალალმართალი ვარ! – თქვა და მერე უფრო მტკი-
ცედ გაიმეორა: – ალალმართალი ვარ! რის უნდა მეშინოდეს?..” „სწორედ
მაგის! – უპასუხა გონებამ ფავორიტის ხმით. სწორედ მაგის. დამნაშავე

64
რომ იყოთ, უკეთესი იქნებოდა. მათ ბოროტმოქმედები უყვართ, ისინი
ხომ მათი თანამზრახველები არიან. თქვენ ბრძანეთ – სამშობლოო? გა-
იქეცით, გენერალო! ვიცი, რასაც გეუბნებით! რომელი სამშობლო! კანო-
ნები! როგორ არა! გაიქეცით-მეთქი, თორემ სიკვდილი არ აგცდებათ”.
– კი მაგრამ, მე ხომ ალალმართალი ვარ!
„იმაზე კი ნუ ფიქრობთ, გენერალო, რომ არაფერი დაგიშავებიათ,
იფიქრეთ იმაზე, თვალში მოსდიხართ თუ არა მბრძანებელს. შერისხული
უდანაშაულო დამნაშავეზე გაცილებით უარესია”.
ცდილობდა გულისხმისთვის არ მიეგდო ყური, შურისძიებაზე ფიქ-
რობდა, ბუტბუტით ემუქრებოდა ვიღაცას, სული ეხუთებოდა, მერე კა-
მილაზე დაიწყო ფიქრი. „კამილა ჩავა მასთან”. ტაძრის გუმბათზე საათ-
მა დაიგუგუნა. ცა მოწმენდილი იყო, მთლად მოკრიალებული, მოციმცი-
მე ვარსკვლავებით მოჭედილი. კუთხეში გაუხვია და თავისი სახლის გა-
ნათებული ფანჯრები დაინახა. შუქი ქვაფენილზე ეცემოდა. ის შუქი
იზიდავდა.
„ძმასთან, ხუანთან დავტოვებ კამილას. როცა შევიძლებ, კაცს გამო-
ვუგზავნი წამოსაყვანად. კარა დე ანხელი შემპირდა, რომ კამილას ამა-
ღამ ან ხვალ დილით წაიყვანს ხუანთან”.
ჯიბიდან გასაღები ამოიღო, მაგრამ მისი გამოყენება არ დასჭირვებია,
კარი უმალ გაიღო.
– მამა!
– ჩუმად! მოდი აქ... ყველაფერს აგიხსნი. დრო უნდა მოვიგოთ... ყვე-
ლაფერს აგიხსნი... ადიუტანტს უთხარი, ჯორი შეკაზმოს... ფული... რე-
ვოლვერი... ტანსაცმლისთვის მერე ვინმეს გამოვგზავნი... ახლა მარტო
აუცილებელ ნივთებს წავიღებ ერთი ჩემოდნით. ღმერთო ძლიერო! თვი-
თონაც არ ვიცი, რას ვლაპარაკობ... შენ არც კი მიგდებ ყურს. უბრძანე,
ჯორი შეკაზმონ და ჩემი ნივთები ჩაალაგე. ტანსაცმელს გამოვიცვლი,
ძმებს წერილს მივწერ. შენ ეს დღეები ხუანთან იქნები.
გენერალ კანალესის ქალიშვილს უცებ რომ მოჩვენება დაენახა, ისე

65
არ შეეშინდებოდა, როგორც ახლა. მისი მამა, მუდამ მშვიდი მამა! ახლა?
ხმა უწყდებოდა, ფითრდებოდა, წითლდებოდა, არასოდეს ასეთი არ უნა-
ხავს. შიშით დაზაფრული, გაოგნებული ყმაწვილი ქალი ღმერთო, ღმერ-
თოს ძახილით გაიჭრა ადიუტანტის გასაღვიძებლად და ჯორის შეკაზმვა
უბრძანა, მერე ჩემოდანში ჩაჩურთა მამის ნივთები. დაკეცვა და წესიე-
რად ჩალაგება არ შეეძლო. ჩაჩურთა პირსახოცები, წინდები, ფუნთუშე-
ბი... ჰო, კარაქით... მარილი დაავიწყდა და სამზარეულოში გავარდა ძი-
ძასთან. დედაბერი, როგორც ყოველთვის, ნახშირის ყუთზე ჩამომჯდარი,
ცეცხლის პირას თვლემდა, მუხლებზე კატა ეჯდა. ცეცხლი ძლივსღა ბჟუ-
ტავდა. კატამ ყურები ცქვიტა, თითქოს ფაჩუნი გაიგონაო.
გენერალი გაჩქარებული წერდა. მოახლე სარკმელთან მივიდა და და-
რაბები დახურა.
სახლში სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ეს სიჩუმე აბრეშუმის ქაღალდი-
ვით მსუბუქი როდი იყო ან ყვავილთ ფიქრივით ჰაეროვანი, არც წყალი-
ვით რბილი, როგორიც მეფობს ბედნიერ, მშვიდობიან ღამეებში და
წყვდიადის ნახშირით ხაზავს სიზმრები სილუეტებს. არა, ეს სხვანაირი
სიჩუმე იყო, რომელსაც დროდადრო არღვევდა გენერლის ჩახველება, მი-
სი ქალიშვილის ჩქარი ნაბიჯის ხმა, მოახლის სლუკუნი, უჯრებისა და
კარის ჯახუნი. ეს იყო მუყაოსავით მქისე, ალიკაპივით მტანჯველი, ტან-
ზე მოურგებელი სამოსივით მოუხერხებელი სიჩუმე.
მოცეკვავესავით ტანწვრილი ჩია კაცი მაგიდას უჯდა. მოხუცი არ
იყო, მაგრამ სახე დანაოჭებული ჰქონდა, ჩუმად, აჩქარებით წერდა, კა-
ლამს არ აშორებდა ქაღალდს, თითქოს ობობას ქსელს აბამსო. „მის აღ-
მატებულებას რესპუბლიკის კონსტიტუციურ პრეზიდენტს.
თქვენო აღმატებულებავ!
თანახმად ინსტრუქციისა, თვალს ვადევნებთ გენერალ ეუსებიო კანა-
ლესს. მაქვს პატივი მოგახსენოთ, რომ გენერალი ნახეს თქვენი აღმატე-
ბულების ერთ-ერთი პირადი მეგობრის, დონ მიგელ კარა დე ანხელის

66
სახლში. კარა დე ანხელის მზარეულმა ქალმა და მოახლემ, ორივე ერ-
თმანეთს და აგრეთვე თავიანთ ბატონს თვალს ადევნებენ, შეგვატყობი-
ნეს, რომ მათმა ბატონმა გენერალ ეუსებიო კანალესთან ორმოცდახუთი
წუთი დაჰყო ჩაკეტილ ოთახში და რომ გენერალი საშინლად აღელვებუ-
ლი წავიდა. ინსტრუქციის თანახმად, გენერლის სახლის მახლობლად
ერთი იმდენი აგენტი კიდევ დავაყენეთ. გაცემული გვაქვს განკარგულება,
რა უნდა ქნან, თუ გენერალი გაქცევას დააპირებს.
მოახლემ ტელეფონით შეგვატყობინა (მზარეულმა ქალმა ამის შესა-
ხებ არაფერი იცის), რომ ბატონმა სიტყვა გადაუკრა, თითქოს გენერალმა
თავისი ასული შესთავაზა, თუკი იგი სენიორ პრეზიდენტის წინაშე უშუ-
ამდგომლებდა და დაეხმარებოდა.
თავის მხრივ – მზარეულმა ქალმაც გვაცნობა საიდუმლოდ, რომ გე-
ნერლის წასვლის შემდეგ მისი ბატონი მეტისმეტად მხიარულ გუნებაზე
დადგა და უბრძანა, როგორც კი გაიღება დუქნები, ტკბილეულობა და
ლიქიორი იყიდეთ, მალე ჩვენს სახლში კარგი ოჯახისშვილი, ყმაწვილი
ქალი დაბინავდებაო.
ვისწრაფვი ვაცნობო ყოველივე ეს მის აღმატებულებას, რესპუბლი-
კის პრეზიდენტს”.
დაათარიღა უსტარი, ხელი მოაწერა ბატიფეხურად, ბავშვის ნაჯ-
ღაბნს ჰგავდა. უცებ რაღაც გაახსენდა, კალამი არ დაუშვია (ცხვირის გა-
მოჩიჩქნა კი უნდოდა), ისე მიაწერა:
„დილით მიღებული ცნობებიდან.
ექიმმა ლუის ბარენიომ დღის განმავლობაში სამი ადამიანი მიიღო,
ორი ნამდვილად პაციენტი იყო. საღამოს ცოლთან ერთად პარკში ისე-
ირნა. ლიცენციატი აბელ კარვახალი დღის განმავლობაში იყო ამერი-
კულ ბანკში, აფთიაქში, კაპუცინების საყდრის პირდაპირ და ბოლოს
გერმანელთა კლუბში, სადაც დიდი ხანი ისაუბრა მისტერ რომსტთან
(მისტერ რომსტიც მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება); შინ საღამოს რვის

67
ნახევარზე დაბრუნდა და გარეთ აღარ გამოსულა. თანახმად ინსტრუქ-
ციისა, მის სახლთანაც გავაძლიერეთ მეთვალყურეობა”.
ხელმოწერა. რიცხვი.

XI
მოტაცება

გამოემშვიდობა თუ არა მეგობარს ლუსიო ვასკესი, თავპირის მტვრე-


ვით მოკურცხლა მგუდავისკენ იმ იმედით, რომ მიუსწრებდა სენიორს და
ხელს წააშველებდა ქალის მოტაცებაში. მეტეორივით გაიქროლა მერსე-
დის მოედანზე, ჩაურბინა შადრევანს, საზარელ, უკეთურ ადგილს, სადაც
იკრიბებოდნენ იმ უბნის ქალები და ჭორების ნემსის ყუნწში დოქებში
ჩხრიალით ჩამავალი წყლის ძაფს უყრიდნენ. „უჰ, რა ზორბა იქნება! –
ფიქრობდა უბედური პელელეს მკვლელი. – აი საქმე ამას ჰქვია! მადლი
უფალს. მალე მოვაგვარე, რაც მევალებოდა, ახლა დროს ტარებაც შეიძ-
ლება. დედალს მოიპარავ თუ სხვა რამ წვრილმანს, ისიც კი სასიხარუ-
ლოა, აქ კი გოგო უნდა მოიტაცო! ვაჰ, შენი! რა ზორბა იქნება!”
აგერ, სამიკიტნოც. ტაძარს რომ ჩაურბინა ვასკესმა, საათს შეხედა და
ვაიო, წამოიძახა, ორი სრულდებოდა. იქნებ კარგად ვერ გავარჩიეო, გა-
იფიქრა, კანალესის სახლთან მდგარ ჟანდარმებს მიესალმა და ერთი ნახ-
ტომით სამიკიტნოს ზღურბლთან გაჩნდა. მგუდავი ორ საათამდე გამო-
ძინებასა და დასვენებას აპირებდა, მიწვა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა,
აღელვებული იყო, წრიალებდა ლოგინში, ფეხებს აფხარკალებდა, თავით
ბალიშში ემხობოდა, ხან ასე, ხან ისე შლიდა მკლავებს – ყველაფერი
ამაო იყო, ძილი მაინც არ ეკარებოდა.
ვასკესმა რომ დააკაკუნა, მგუდავი წამოენთო და მძიმე ქშენით მი-
ვარდა კარს.
– ვინ არის?
– მე ვარ, ვასკესი, გამიღე!

68
– არ გელოდი!
– რომელი საათია? – ჰკითხა შესვლისთანავე ვასკესმა.
– ორის თხუთმეტი წუთია, – ისე უპასუხა ქალმა, საათისთვის არც
შეუხედავს... ასე მაშინ იქცევა ადამიანი, როცა მოუთმენლად ელის რა-
ღაცას, წუთებს ითვლის, ათი, თხუთმეტი, ოცი...
– როგორ, ამ წუთში ვნახე ტაძრის საათზე, ორს თხუთმეტი წუთი უკ-
ლდა!
– ოი, ნუღარ მიხსენებ ტაძრის საათს. მღვდლების საათი ერთთავად
წინ გარბის.
– ის ყმაწვილი არ მოსულა?
– არა.
ვასკესი მოეხვია დიასახლისს. იცოდა, ასეთი სითამამისთვის მაგრად
მოხვდებოდა, მაგრამ არა, მგუდავი ამჯერად უმანკო მტრედივით გაინა-
ბა, წინააღმდეგობა აღარ გაუწია და მათმა შეერთებულმა ბაგემ სამიჯ-
ნურო შეთანხმება შეადუღაბა – ამაღამ ყველაფერი მოხდება. ოთახში
ბნელოდა, მარტო ღვთისმშობლის პატარა ქანდაკების წინ, ქაღალდის
ვარდის თაიგულის გვერდით, იღვენთებოდა სანთელი. ვასკესმა სანთელს
სული შეუბერა, ეცა დიასახლისს, პირდაპირ იატაკზე გააწვინა. წმინდა
ქალწული წკვარამში გადნა და ნივრის გალასავით შეწებებული ორი
სხეული გაგორდა.
კარა დე ანხელი სამიკიტნოსკენ მიუძღოდა პატარა ბანდას.
– როგორც კი გამოვიყვან ქალიშვილს, – ეუბნებოდა იგი მათ, – სახლი
თქვენს განკარგულებაში იქნება, ხელმოცარული არ დარჩებით ოღონდ
გახსოვდეთ, კრინტი არავისთან დაძრათ! დათვური სამსახური მე არ
მჭირდება!
კუთხეში გუშაგებმა გააჩერეს. მეთაურმა ფავორიტს დაუწყო დაკით-
ხვა, ჯარისკაცები ბანდიტებს შემოეხვივნენ.
– სერენადის შესასრულებლად მივდივარ, ლეიტენანტო.

69
– სახელდობრ საით? ნება მიბოძეთ, გკითხოთ! – მეთაური დაშნას მი-
წას ურაკუნებდა...
– აქვე ახლოს, იესოს შესახვევში.
– ეს როგორ? არც გიტარა გაქვთ, არც მარიმბა? უცნაური სერენადა
იქნება უმუსიკოდ.
კარა დე ანხელმა მეთაურს ასპესოიანი ჩასჩარა ხელში და გუშაგები
წამში გაქრნენ.
გზა გადაუღობა მერსედის უზარმაზარმა ტაძარმა – სარკმლისთვა-
ლება ვეებერთელა კუმ. ფავორიტმა ბიჭებს უბრძანა, სამიკიტნოში ცალ-
ცალკე შედითო.
– გახსოვდეთ, სამიკიტნო „ტუსტეპი”, – ეუბნებოდა იგი, – არ აგერი-
ოთ, სხვაგან არ შეხვიდეთ! „ტუსტეპი”. გვერდით ლეიბების სახელოსნოა.
ბანდიტები აქეთ-იქით გაიფანტნენ, მიწყდა მათი ნაბიჯის ხმა. გაქცე-
ვის გეგმა ასეთი იყო: როცა მერსედის ტაძრის გუმბათზე საათი ორჯერ
ჩამორეკდა, რამდენიმე კაცი ფავორიტის ბანდიდან გენერლის სახლის
სახურავზე უნდა ასულიყო. ხმაურის გაგონებაზე გენერლის ქალიშვილი
სარკმელს გააღებდა და ყვირილს მორთავდა, რომ ამით ჯაშუშებისა და
ჟანდარმების ყურადღება მიეპყრო. კანალესი არეულობით ისარგებლებ-
და და სადარბაზო შესასვლელიდან გავიდოდა.
არც ერთ ჩერჩეტს, არც ერთ გადარეულს არ მოუვიდოდა აზრად ასე-
თი რამ. გენერალსაც და კარა დე ანხელსაც ესმოდათ, რომ არაფრად
ვარგოდა მათი ჩანაფიქრი, მაგრამ მაინც გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყ-
ვნენ, რადგან გენერალს ფავორიტის იმედი ჰქონდა. ფავორიტმა კი პრე-
ზიდენტს ტელეფონით შეატყობინა, როგორ აპირებდა გენერალი გაქცე-
ვას.
აპრილის ღამეები ტროპიკებში მარტის თბილი დღეების ქვრივებია,
ნაღვლიანი, ნამტირალევი, ცივი. კარა დე ანხელი გზაჯვარედინზე გავი-
და, კუთხეს მოეფარა და მიდამო მოათვალიერა, დაითვალა პოლიციე-

70
ლების ჩრდილები, ნელა გაუხვია სამიკიტნოსკენ, მივიდა და კარს მიეყ-
რდნო. გუნება გაუფუჭდა. ყოველ სადარბაზო შესასვლელში ჟანდარმი
იდგა, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ჯაშუშებს ხომ თვლა არ
ჰქონდა, ბუზებივით ირეოდნენ ქუჩაში. ხელად ჩაუქრა იმედი. „მე ბო-
როტმოქმედებაში ვმონაწილეობ, – გაიფიქრა. – ესენი მოკლავენ გენე-
რალს, როგორც კი სახლიდან გამოვა”. რაც მეტს ფიქრობდა, მით უფრო
ზარავდა ასეთ გარემოებაში განწირული ადამიანის ქალიშვილის მოტა-
ცება. უწინ, როცა გამარჯვება სწამდა, კანალესის ასულის მოტაცება რა-
ინდული, მიმზიდველი ეჩვენებოდა, მაგრამ სიბრალულმა კი არ შეაძ-
რწუნა, როცა იმ ხაფანგზე ფიქრობდა, რომელიც ქალაქის ცენტრში და-
უგეს უმწეო, მიმნდობ ადამიანს, ვინც სახლიდან პრეზიდენტის მეგობრის
იმედით გამოვიდოდა და უმალ მიხვდებოდა, როგორ გაამასხარავეს, რა
სასტიკად მოექცნენ, მოუშხამეს სიცოცხლის უკანასკნელი წუთები და
დანაშაულის კვალიც წაშალეს. არა, ფავორიტს გული არ ჰქონდა, ახლა
იმიტომ კი არ იკვნეტდა ტუჩს, რომ მდაბალმა, სატანისებურმა ინტრიგამ
შეზარა, იგი გენერალს დახმარებას შეჰპირდა და ამით თავისი მფარვე-
ლობის ქვეშ აიყვანა მამა-შვილი, მოიპოვა რაღაც უფლება. ახლა კი ხე-
დავდა, რომ ეს უფლება ფეხქვეშ გათელეს. როგორც ყოველთვის, იგი
ბრმა იარაღი იყო, ჯალათი, დაქირავებული მკვლელი. უცხო ქარმა გა-
დაუქროლა მისი დუმილის უკაცრიელ ვაკეს, უცნობი, ველური მცენა-
რეები ილტვოდნენ მისი წამწამების ქვეშ დაკიდებული ნამისკენ, წყურ-
ვილი ჰკლავდათ, კაქტუსის აუტანელი წყურვილი, ხმობაშეპარული ხე-
ების წყურვილი, რომელსაც თვით ზეცის ცვარიც ვერ მოკლავს. რატომ
სწყუროდათ ასე? რად ხმებოდნენ კოკისპირული წვიმის ქვეშ ხეები?
თავში გაუელვა, დავბრუნდები, მივალ გენერალთან და გავაფრთხილე-
ბო: (მისი ქალიშვილის მადლიერი ღიმილი დაინახა), მაგრამ მან უკვე
გადააბიჯა სამიკიტნოს ზღურბლს. აგერ სამიკიტნო, აგერ ვასკესი, აი მი-
სი დაქირავებული ხალხი. კარგია, რომ აქ არიან. კარგია, რომ ვასკესმა
ხმა ამოიღო:

71
– მეც აქა ვარ! სულზე მოგისწარით! მიბრძანეთ, რაც გინდათ, არც
ჯანი მაკლია, არც გულადობით ჩამოვუვარდები ვისმე.
ვასკესი ყრუდ ლაპარაკობდა. უნდოდა წრიპინა ხმა როგორმე დაებო-
ხებინა.
– თქვენ ბედნიერება მომიტანეთ, – ხრინწიანი ხმით ამბობდა იგი, –
ჰოდა, მეც მინდა, რამით გადაგიხადოთ, თორემ ისე მაგ საქმეში არაფრით
არ გავერეოდი. შემოდგით თუ არა აქ ფეხი, ამ ქალთან წაღმა შემიტრი-
ალდა საქმე. ახლა ისე ვართ, როგორც ადამიანებს შეეფერებათ.
– მიხარია, რომ აქ გხედავთ, უფრო კი ის მახარებს, რომ საქმისთვის
მზადა ხართ! მიყვარს თქვენისთანა ჭაბუკები! – წამოიძახა კარა დე ან-
ხელმა და უბედური პელელეს მკვლელს მხურვალედ ჩამოართვა ხელი. –
თქვენი სიტყვები, მეგობარო ვასკეს, მამხნევებენ, თორემ ცუდად იყო
საქმე, უკვე ყურები ჩამოვყარე, ურიცხვი ჟანდარმი ტრიალებს იქ!
– თითო გადავკრათ და ხელად შვებას იგრძნობთ.
– არ იფიქროთ, საკუთარი თავის მეშინოდეს, პირველად არ ვდგავარ
განსაცდელის წინ. ქალიშვილის შიში მაქვს. ხომ გესმის, კარგი დღე არ
დაგვადგება, გენერლის სახლიდან გამოსვლისას რომ გვტაცონ ხელი და
თავი ციხეში გვიკრან.
– არაფერი მაგის მსგავსი არ მოხდება. როგორც კი გაიგებენ პოლი-
ციელები, რომ სახლში ქურდები არიან, იმწამს შეცვივდებიან ნადავლის
ხელში ჩასაგდებად.
– ხომ არ აჯობებდა, ერთი-ორი სიტყვა გეთქვათ მათთვის? ხომ
იციან, რომ თქვენ არ შეგიძლიათ...
– რა საჭიროა მოლაპარაკება. კარი გაიღება თუ არა, ერთი პოლიციე-
ლი არ დარჩება გარეთ. მე თუ დამინახეს... ყველა მიცნობს, ჯერ კიდევ იმ
დროიდან, როცა ძმაკაც ანტონიო ნემსიყლაპიასთან ერთად, იქნებ გაგო-
ნილიც გაქვთ მისი ამბავი, ერთი მღვდლის სახლში შევძვერი. დაინახა
მღვდელმა, რომ ანტრესოლიდან მის ოთახში ჩავხტით და ლამპას ვან-

72
თებთ. ხელად მოიფუშა, იმ კარადის გასაღები გადმოგვიგდო, სადაც ხელ-
სახოცში გამოკრული ფული ჰქონდა შენახული და ვითომ მძინავს, ვერა-
ფერს ვხედავო, ხვრინვა ამოუშვა! დიახ... ბიჭები ერთგული მყავს, – თითი
გაიშვირა რწყილიანი, კუშტი ბიჭებისკენ, ჭიქას ჭიქაზე რომ ცლიდნენ და
სასმელის გადაკვრის შემდეგ იატაკზე აპურჭყებდნენ. – არ დამაღალა-
ტებენ!
კარა დე ანხელმა სიყვარულის სადიდებლად ასწია ჭიქა, დიასახლის-
მაც დაისხა ანისული და სამივემ დალია.
სიფრთხილისთვის შუქი არ აანთეს, მარტო ღვთისმშობლის ქანდაკე-
ბასთან პარპალებდა სანთელი და ნახევრად შიშველი ავაზაკების ტანის
უცნაური წაგრძელებული ჩრდილები წვებოდა ხმელ თივასავით უფე-
რულ კედლებზე, ნაირფრად ციმციმებდა ბოთლები. ყველა საათს შეჰყუ-
რებდა, დამიზნებული ტყვიასავით ეცემოდა იატაკზე ფურთხი. კარა დე
ანხელი განზე გავიდა, კედელს მიეყრდნო, შავ თვალებს დაბნეულად
აცეცებდა, აკვიატებული ფიქრი ჩაბზუოდა თავში, მძიმე წუთებში ნი-
ადაგ რომ ეწვეოდა ხოლმე. უნდოდა ჰყოლოდა, ჰქონოდა ოჯახი. ერთი
სიკვდილმისჯილი სახელმწიფო დამნაშავის ამბავი გაახსენდა და ჩაეცი-
ნა. განაჩენის სისრულეში მოყვანამდე თორმეტი საათით ადრე პრეზი-
დენტის განკარგულებით ტუსაღს სამხედრო პროკურორი ეწვია, აღუთ-
ქვა ყოველგვარი წყალობა, სიცოცხლეც კი, თუ ენას გააჩერებდა. „ერთა-
დერთ წყალობას მოვითხოვ, – მიუგია ტუსაღს პროკურორისთვის, – შვი-
ლი მინდა ქვეყნად დავტოვო”. მოსამართლეს თანხმობა მიუცია და რამ-
დენიმე საათის შემდეგ ქუჩის ქალი შეუგზავნია ციხეში. სიკვდილმისჯი-
ლი არ გაჰკარებია ქალს, უკან გაუსტუმრებია. როცა მოსამართლე დაბ-
რუნებულა, ტუსაღს უთქვამს: მამაძაღლები უამისოდაც ბევრია ქვეყნა-
დო.
კარა დე ანხელს ისევ შეურხია ღიმილმა ტუჩის კუთხეები. „გაზეთის
რედაქტორი ვიყავი, დიპლომატი, დეპუტატი, ალკალდი და თითქოს ამის

73
მსგავსი არაფერი ყოფილიყოს, ახლა ავაზაკების ბანდის მეთაური გავ-
ხდი. ჰოი, ცხოვრებავ, რა უკუღმართი ხარ. „that is the life in the
tropic”2.
უზარმაზარი ტაძრის კედლებს ყრუ გუგუნი მოსწყდა, ერთხელ,, მე-
ორედ...
– ქუჩაში ყველა! – დაიძახა კარა დე ანხელმა და რევოლვერი იძრო.
– მალე დავბრუნდები, ჩემი განძითურთ! – შეუძახა მგუდავს გარეთ გას-
ვლისას.
– აბა, მომყევით! – ამბობდა ვასკესი და ხვლიკივით მიძვრებოდა გე-
ნერლის სახლის კედელზე.
ორი თუ სამი ავაზაკი ცოცვით მისდევდა ვასკესს.
გენერლის სახლში ჯერ კიდევ არ შემწყდარიყო საათის გუგუნი. – მი-
დიხარ, კამილა?
– დიახ, მამა!
კანალესი ბრიჯსა და სამხრეებარღვეულ ლურჯ ქურთუკში იყო გა-
მოწყობილი, მისი შევერცხლილი თავის ფონზე ლურჯი მაუდი უფრო
მუქი ჩანდა. კამილა უცრემლოდ, უხმოდ ჩაეხვია მამას. ადამიანმა საკუ-
თარ თავზე თუ არ გამოსცადა მწუხარება თუ ბედნიერება, ისე ვერ გაი-
გებს, რა არის ან ერთი ან მეორე. რა ქნას კამილამ? კბილებით დაფხრი-
წოს ცრემლით დამლაშებული ცხვირსახოცი?
ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ ხდებოდა, კამილასთვის თამაში ან სა-
შინელი სიზმარი იყო და არა – სინამდვილე. არა, ეს არ შეიძლებოდა
მომხდარიყო. ასეთი რამ არ დაემართებოდათ. გენერალი კანალესი
შვილს მოეხვია.
– ასე ვემშვიდობებოდი დედაშენს, როცა სამშობლოს დასაცავად მივ-
დიოდი. დედას არ სჯეროდა, რომ ცოცხალი დავბრუნდებოდი, თვითონ
კი დაიღუპა ჩემ ჩამოსვლამდე.

2
ასეთია ცხოვრება ტროპიკებში (ინგლ.).
74
სახურავზე ნაბიჯის ხმა გაისმა. ბებერმა გენერალმა შვილი განზე
გასწია და პატიოში გავიდა. ბუჩქებსა და ყვავილებში მიძვრებოდა კა-
რისკენ. ყოველი იელი, ყოველი ნემსიწვერა, ყოველი ვარდი გამოსათხო-
ვარ სალამს უძღვნიდა, ეთხოვებოდა თიხის ქოთანი, ოთახების თბილი
შუქი უკვე გამოემშვიდობა. სახლში ერთბაშად ჩაქრა სინათლე, თითქოს
სხვა სახლებს მოსწყდაო ეს სახლი. ჯარისკაცისთვის გაქცევა ღირსების
შემბღალავია, მაგრამ თუ სამშობლოში ძლევამოსილ გან – მათავისუფ-
ლებლებს შემოუძღვება...
როგორც გადაწყვეტილი ჰქონდათ, კამილამ სარკმელი გამოაღო და
იყვირა:
– ქურდები! გვიშველეთ! ქურდები!
სანამ მისი ხმა უკიდეგანო ღამეში ჩაიკარგებოდა, სახლთან დადარა-
ჯებული ჟანდარმები უკვე ბინაში იყვნენ. შეცვივდნენ, პირთან მიიტანეს
სასტვენების გრძელი თითები და იქაურობა შეძრა ხისა და ლითონის სა-
ზიზღარმა ზრიალმა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი აგენტე-
ბი ხელში მომარჯვებული რევოლვერებით გამოიჭრნენ კუთხიდან, საყე-
ლო აწეული ჰქონდათ, ქუდი – თვალე – ბზე ჩამოფხატული. ყურთამდე
მოფრიალებული კარი ერთიმეორის მიყოლებით ყლაპავდა ადამიანებს.
სახურავზე აძვრა თუ არა ვასკესი, უმალ გადაჭრა ელექტრომავთულები,
წყვდიადმა მოიცვა დერეფნები და ოთახები. ჟანდარმები ასანთს აჩხაკუ-
ნებდნენ, ეხლებოდნენ კარადებს, კამოდებს, ერთი დაკვრით ამსხვრევ-
დნენ სარკეებს, ტყვიით ლეწავდნენ შუშებს, ნაფოტებად ცვიოდა ძვირ-
ფასი ხე, იჩხრიკებოდნენ, იქექებოდნენ, გადაატრიალეს ყველაფერი...
ზოგი უზარმაზარ სასტუმრო ოთახში დაბორიალობდა, აყირავებდნენ
სავარძლებს, მაგიდებს, ძირს ცვიოდა სურათები, ერთმა მუშტი დაუშინა
კაბინეტის როიალის კლავიშებს და იგი ხმამაღლა მოთქვამდა, ჩიოდა გა-
ნაწამები ცხოველივით.
სადღაც შორს დანა-ჩანგალმა გაიკისკისა, მერე მოყრუებული შეკივ-
ლება გაისმა. ძიძა სასადილო ოთახში ერთ-ერთი კარადის უკან მალავდა

75
კამილას. ფავორიტმა ხელი ჰკრა დედაბერს, ნაწნავი გამოედო კარადის
უჯრის სახელურს, ძირს დაცვივდა დანა-ჩანგალი. ძიძამ იყვირა, ვასკეს-
მა თავში ჩასცხო ძიძას, მოხუცი მოცელილივით დაემხო იატაკზე, ვას-
კესმა ერთხელ კიდევ ჩასცხო რაღაც რბილს. უკუნეთი იდგა, თვალთან
თითს ვერ მიიტანდა ადამიანი.

76
ნაწილი მეორე
24, 25, 26 და 27 აპრილი

77
XII
კამილა

საათობით იდგა სარკის წინ. „ოი, რა მაიმუნი ხარ! იცოდე, ეშმაკს და-
ინახავ”, – ტუქსავდა ძიძა. „მე თვითონ ვარ ეშმაკი”, – მიუგებდა გოგონა.
ფუმფულა თმა შავი ცეცხლის ენებივით ევლებოდა სახის ირგვლივ, შო-
კოლადის ზეთისაგან კანი ყავისფრად უბზინავდა, შორიშორ ჩამჯდარი,
ნუშისებური მწვანე თვალები ჰქონდა და მეგობარმა გოგონებმა „ინდიე-
ლი კანალესი” შეარქვეს. გულდახურულ სკოლის ფორმაშიც კი ეტყობო-
და, რომ დღითიდღე ემატებოდა ეშხი, თანდათან ქალური ხდებოდა,
ჭირვეული, ცნობისმოყვარე.
– თხუთმეტი, – ეუბნებოდა იგი სარკეს, – მაინც პატარა ვგონივარ,
მუდამ ბიძებთან, ბიცოლებთან, ბიძაშვილებთან ერთად უნდა ვიარო.
რას ჩამომეკიდნენ ეს ქინქლები?
თმას მოიწიწკნიდა, წიოდა, იმანჭებოდა. არა, აღარ შეუძლია, ხრო-
ვად დასდევენ თან, თითქოს პატარა ბავშვი იყოს. წირვაზე, კარმილიელი
ქალწულის კლდეზე, ცხენით თუ ქვეითად, ტირიფის ხეივანში, მარტო
ფეხს არსად ადგმევინებდნენ.
გასისინებულ თითებზე ბეჭდებასხმული ბიძები – ულვაშა ურჩხულე-
ბი, ბიძაშვილები – აჩაჩულ-დაჩაჩული ბოთეები, ბიცოლები – საზარელი
ალქაჯები. ასეთებად ხატავდა მათ. ეზიზღებოდა, ბიძაშვილები კანფე-
ტებს რომ უყიდდნენ, თითქოს პაწია ბავშვი იყო. ბიძები თამბაქოთი აქო-
თებულ თითებს ნიკაპზე ჰკიდებდნენ, ცერა და საჩვენებელი თითით სა-
ხეს მიუტრიალ-მოუტრიალებდნენ. გოგონა ინსტინქტურად ძაბავდა
ყელს. ბიცოლები კი ისე ლოშნიდნენ, პირბადეშიც ატანდა მათი დორ-
ბლი.
კვირა საღამოს კამილა ან თვლემდა, ან სასტუმრო ოთახში იჯდა და
ათასჯერ ნანახ საოჯახო ალბომს ათვალიერებდა. გარდა ალბომისა,
ოჯახის წევრების სურათები ყოველი მხრიდან შემოჰყურებდნენ: მუქი

78
წითელი შპალერიდან, შავი ხის მაგიდებიდან, რაფებიდან, მარმარილოს
კონსოლებიდან. სარკმელთან მდგარი მამა უკაცრიელ ქუჩას გადაჰყუ-
რებდა და ხვადი კატასავით ქშუტუნებდა. დროდადრო კანტიკუნტად
გამვლელ ნაცნობებს ესალმებოდა, ისინი მოწიწებით ქუდს უხდიდნენ.
აბა, როგორ? ის ხომ გენერალია? გენერალი როხროხებდა: „საღამო მშვი-
დობისა...”, „ხვალამდე...”, „სიხარულით მოგესალმებით...”, „კარგად
ბრძანდებოდეთ”.
სურათები: დედა ახალგაზრდობაში. მხოლოდ სახე და თითები ჩანს,
კოჭებამდე კაბით ბუნების მიერ მოძღვნილი ყველა სხვა მადლი დაფა-
რულია, უთითო ხელთათმანი იდაყვებამდე წვდება, ბეწვის ბოა ყელზე,
სირაქლემის ფრთებით მორთული ქუდი თავზე, ხელში გოფრირებული
ქოლგა. მათ სასტუმრო ოთახში მდგარი ავეჯივით მძიმე, ჩაფაშფაშებუ-
ლი ბიცოლები მაღლა ავარცხნილი, გაქვავებული თმით, თავზე დიადე-
მით. დედის მეგობარი ქალები – ზოგს ნაყშებიანი შალი აქვს მოსხმული
მხრებზე, თმაში მაღალი სავარცხელი აქვს გარჭობილი, ხელში მარაო
უჭირავს, ზოგი ინდიელი ქალივითაა გამოწყობილი: სადა, სწორი კაბა
აცვია, ფეხზე – სანდლები, მხარზე კოკა შემოუდგამს, ზოგიც ძვირფასი
სამკაულებითაა მორთული. სურათები ამშვიდებდნენ, ძილს ჰგვრიდნენ
კამილას. ბინდბუნდში შეუმჩნევლად ეპარებოდა რული და ძლივსღა არ-
ჩევდა მისთვის კარგად ნაცნობ წარწერებს: „დაე, ეს სურათი აჩრდილი-
ვით გდევდეს თან”, „მარადჟამს იყოს შენთან ჩემი სიყვარულის ეს უფე-
რული საბუთი”, „როცა დავიწყება წაშლის ჩემს ნაწერს, მოგონებაც და-
დუმდება”. ალბომში გამოხუნებული ბაფთით მიბმული იყო გამხმარი
იის თაიგული და მის ქვეშ კამილა გაჭირვებით არჩევდა: „გახსოვდეს
1898”... „სათაყვანებელს”, „საფლავამდე”, „შენთვის უცნობი...”
მამა ესალმებოდა ნაცნობებს, კანტიკუნტად რომ ჩაივლიდნენ ხოლმე
მათი სახლის წინ და მისი როხროხი თითქოს ამ წარწერების პასუხად
გაისმოდა: „დაე, ეს სურათი აჩრდილივით გდევდეს თან”. – „დიდად მო-
ხარული ვარ, დიდად მოხარული”. – „დაე, მარადჟამს შენთან იყოს ჩემი

79
სიყვარულის ეს უფერული საბუთი”. – „გმადლობთ, კარგად ბრძანდებო-
დეთ”. – „როცა დავიწყება წაშლის ჩემს ნაწერს, მოგონებაც დადუმდება”.
– „თქვენი მონა-მორჩილი. მომიკითხეთ დედა!”
გენერლის ერთი მეგობარი დროდადრო იპარებოდა ალბომიდან, სარ-
კესთან დგებოდა და გენერალს ესაუბრებოდა. ფარდას ამოფარებული
კამილა ჩუმად უთვალთვალებდა სტუმარს. სურათზე ის კაცი ახალგაზ-
რდა იყო, კოხტა, მედიდური, უჯრედებიანი ქსოვილის ლამაზი შარვალი
ეცვა, სერთუკი შეკრული ჰქონდა, თავზე ძველებური მაღალი ქუდი ეხუ-
რა. მის ახალგაზრდობაში იმ ქუდს „მოდი ნახეს” ეძახდნენ.
კამილა იღიმებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა: „სჯობდა სურათზე
დარჩენილიყავით. რასაკვირველია, თქვენი კოსტიუმი მოდიდან გავიდა,
მაგრამ ეს კიდევ არაფერია, მაშინ ღიპი არ გქონდათ წამოგდებული, არც
თავი მოტვლეპილი, არც ასეთი გაბუშტული ყბები, თითქოს კანფეტი გი-
დევთო პირში”.
მტვრის სუნით გაჟღენთილი ხავერდის ფარდის უკან მდგარი კამილა
მწვანე თვალებით კამკამა კვირაძალს შეჰყურებდა, მისი გუგები დაჟინე-
ბით აკვირდებოდა ყველაფერს, რაც ქუჩაში ხდებოდა. მოაჯირზე შემო-
დებულ, ატლასგადაკრულ პატარა ბალიშზე დაყრდნობილ გენერალს
მუნდირი არ ეცვა (პერანგის სახელოები თეთრად უქათქათებდა), აივნი-
დან ვიღაცას ელაპარაკებოდა, როგორც ჩანდა, ახლო ნაცნობს – ცხვირ-
მოკაუჭებული, ულვაშა ბატონი იყო, ოქროს ბუნიკიანი ჯოხი ეჭირა, მათ
სახლს ჩაუარა და გენერალმა დაუძახა: „ოო, რა ხანია, არ მინახიხართ!”
კამილამ ალბომში იპოვა იმ კაცის სურათი. ძნელი საცნობი იყო, დიდ-
ხანს ათვალიერებდა. უწინ იმ უბედურს ჩვეულებრივი ცხვირი ჰქონია,
მიმზიდველი, მრგვალი სახე.
დიახ, დრო არ ამშვენებს ადამიანს! ახლა ყბებშევარდნილი იყო,
ყვრიმალებგამოყრილი, თვალებიც ღრმად ჩასვლოდა ფოსოებში, წარბე-
ბი გაქუცვოდა, მოყრუებული ხმით ნელა ლაპარაკობდა და წარამარა
ბუნიკი ისე მიჰქონდა ცხვირთან, თითქოს ოქროს სუნავსო.

80
მიქრის უსასრულობა, მიქრის ისიც, კამილა. ყველაფერი, რაც მასში
უძრავი იყო, ამოძრავდა და სადღაც მიქრის. აღტაცების სიტყვები უფარ-
თქალებდა ბაგეზე, როცა პირველად ზღვა დაინახა, მაგრამ ბიცოლას შე-
კითხვაზე, როგორ მოგწონსო, უგულოდ ესროლა: სურათებზე მქონდა ნა-
ნახიო.
ქარი ხელიდან ჰგლეჯდა ფართოფარფლიან ვარდისფერ ქუდს, ერთსა
და იმავე დროს სალტესაც რომ ჰგავდა და ფრინველსაც. კამილას ბიძაშ-
ვილი ბიჭები თვალდაჭყეტილი, პირდაღებული შეჰყურებდნენ ზღვას.
ზვირთცემა ახშობდა ბიცოლების წამოძახილს: „ოჰ, რა მშვენიერებაა!..
რა სივრცეა!.. რა ძალაა!. მზის ჩასვლას აღარ იტყვით?.. მატარებელში
ხომ არაფერი დაგვრჩა? თითქოს მეტი ჩემოდანი გვქონდა! უნდა დავით-
ვალოთ!”
საზაფხულო დაჭმუჭნული ტანსაცმლით გამოტენილი ჩემოდნებით
ხელში, მხარზე გადაკიდებული ბანანის კონებით (ბიცოლები სადგურებ-
ზე იაფად ყიდულობდნენ ხილს), შეკრულებითა და კალათებით დატვირ-
თული ბიძები სასტუმროსკენ გაუძღვნენ მათ.
– შენს სიტყვებზე ვფიქრობ, კამილა, – მოულოდნელად წამოიწყო კა-
მილას ბიძაშვილებში ყველაზე კარგმა ბიჭმა (შავგვრემან კამილას ვარ-
დისფრად შეეფაკლა სახე), – მაგრამ შენი ნათქვამი ცოტა სხვანაირად
გავიგე. მე მგონია, ზღვა მოძრავი სურათივითაა, ოღონდ გაცილებით დი-
დია.
კამილას გაგონილი ჰქონდა, რომ ღვთის პორტალის მახლობლად, ას
კარიბჭესთან, მოძრავ სურათებს უჩვენებდნენ, მაგრამ იმის წარმოდგენა
არ შეეძლო, როგორ ხდებოდა ეს. ახლა გაუადვილდება, თვალები უნდა
მოწკუროს და ისე უყუროს ზღვას. სურათები იცვლება, ქუცმაცდება,
ტრიალებს, ახალ წამიერ სანახაობად ლაგდება. კამილა ფეხის თითებით
იმაგრებდა ფეხსაცმელს, გაჰყურებდა ოკეანეს და ვერ ძღებოდა მზერით.
თვალები ჯერ ამოუცარიელდა, რომ ოკეანის სივრცე ჩასტეოდა, მერე კი
პირთამდე აევსო, ტალღები მიასკდა თვალებში.

81
ბიძაშვილთან ერთად ახლოს მივიდა ოკეანესთან, უჭირდა სილაზე
სიარული. წყნარი ოკეანე არცთუ ზრდილობიანი გამოდგა, მბზინავი
ხელთათმანი ესროლა ყმაწვილ ქალს, ტალღამ ფეხებზე გადაუარა,
ძლივს მოასწრო გადახტომა, ოკეანემ თან წაიღო ნადავლი – მისი ვარ-
დისფერი ქუდი პაწია წერტილად ათამაშდა ზვირთებზე. კამილამ განაწ-
ყენებული ბავშვივით, მამას ვეტყვიო, რომ იმუქრება, შეუყვირა ოკეანეს.
საითაც მზე ჩადიოდა, ნაზი ნარინჯისფერი დაჰკრავდა ოკეანეს და უფ-
რო მუქმწვანე ჩანდა წყალი.
რად იკოცნიდა ხელებს? რად იყნოსავდა მზით გამთბარი თავისი სხე-
ულის მარილიან სურნელს? რატომ ჰკოცნიდა ხილს, რომლის ჭამასაც
უკრძალავდნენ, პირთან მიჰქონდა, ყნოსავდა? „ყმაწვილმა ქალებმა არ
უნდა ჭამონ მჟავე ხილი, ფეხი არ უნდა დაისველონ, არ იხტუნონ და არც
იცმუკონ”, – უქადაგებდნენ ბიცოლები. კამილა უწინ მამასა და ძიძას
ჰკოცნიდა, მაგრამ არასოდეს არ ყნოსავდა. ხის ფესვივით დაგრეხილ
ჯვარცმის ფეხს რომ ეამბორებოდა, სუნთქვას იკრავდა. თურმე თუ არ
იყნოსე, ისე კოცნას აზრი არა აქვს. ქვიშასავით მუქ, მარილიან კანს რომ
იკოცნიდა, ასევე კოცნიდა ანანასს და კომშსაც, მაშინღა მიხვდა, როგორ
უნდა ეყნოსა ხარბი, გაფართოებული, მთრთოლვარე ნესტოებით სურნე-
ლი და ვეღარ გაიგო, კოცნიდა თუ კბენდა, როცა გამოსამშვიდობებლად
მოსული ბიძაშვილი გადაეხვია. სწორედ ის ბიძაშვილი, ყველაზე კარგი
რომ იყო და არგენტინულ ტანგოსაც უსტვენდა.
როცა ქალაქში დაბრუნდნენ, კამილა ძიძას ჩააცივდა, კინემატოგ-
რაფში წავიდეთო. კინემატოგრაფი ას კარიბჭესთან იყო, პორტალის მახ-
ლობლად. მამის ჩუმად წავიდნენ, შიშით თავისი ემართებოდათ, ლოც-
ვებს ბუტბუტებდნენ. კინაღამ უკან გამობრუნდნენ, ხალხით გაჭედილი
დიდი დარბაზის დანახვაზე. ახლოს დასხდნენ თეთრ ზეწართან, ზედ
რომ მზის სხივივით დასხლტოდა შუქი. აპარატებს, ლინზებს, ელექტრო-
დენს ამოწმებდნენ. დენს ისეთი ტკაცატკუცი გაჰქონდა, როგორიც ნახ-
შირს ქუჩის ფარნებში.

82
უცებ შუქი ჩაქრა. კამილას მოეჩვენა, რომ დამალობანას თამაშობდა.
თეთრ ზეწარზე ყველაფერი იდღაბნებოდა, ჯამბაზების მსგავსი ადამია-
ნები ისე დადიოდნენ, თითქოს მიხტუნავენო, ხელებს ისე იქნევდნენ,
თითქოს თოკი აქვთ გამობმული და ვიღაც ექაჩებათო. უცნაური ჩრდი-
ლები ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს რაღაცას ღეჭავენო. კამილას გაახ-
სენდა, როგორ თამაშობდა ბავშვობაში დამალობანას და ისე გაერთო
ფიქრში, მოძრავი სურათები გადაავიწყდა. პატარა ბიჭთან ერთად და-
იმალა სხვენზე, ბნელ კუთხეში, ცელულოიდის ნახევრად გამჭვირვალე
ქრისტეს წინ თვალს აფახულებდა ლამპარი. საწოლქვეშ შეძვრნენ, გაწ-
ვნენ იატაკზე, მაგრამ საწოლი ისეთი დაფახფახებული იყო, მათ ყოველ
განძრევაზე ჭრაჭუნებდა. „მოვდივარ, მოვდივარ!” – ყვიროდნენ უკანა
ეზოში. „მოვდივარ, მოვდივარ!” – ყვიროდნენ ბაღში. ნაბიჯის ხმა მოახ-
ლოვდა. კამილა ძლივს იკავებდა სიცილს. ბიჭი მუქარით შესცქეროდა.
„არ გაბედო, თორემ მე ვიცი შენი...” დიდი გაჭირვებით შეიკავა თავი, მაგ-
რამ როცა პატარა კარადის კარი გამოაღეს და იქიდან ღამის ჭურჭლის
სიმყრალე ეცათ ცხვირში, მაინც ჩაიფრუტუნა. ბიჭმა მწარედ ჩასცხო
თავში. კარისკენ ახლაც ისეთივე ბორძიკითა და სლუკუნით წავიდა, რო-
გორც მაშინ სხვენზე, ბიჭზე განაწყენებული. ირგვლივ ხალხი სკამებს
აჯახუნებდა და სიბნელეში გასასვლელისკენ მიიწევდა. სავაჭრო რიგს
რომ მიაღწიეს, მაშინღა ამოისუნთქეს შვებით. კამილა მიხვდა, ხალხი
ცოდვას გაურბოდა. საქმე ის იყო, რომ თეთრ ზეწარზე, ტანზე კაბაშე-
მოსხეპილი ქალი, ულვაშა კაცთან არგენტინულ ტანგოს ცეკვავდა.
ქუჩაში გასულ ვასკესს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა ბლაგვი იარაღი –
ჯოხი, ძიძას რომ ჩასცხო თავში. კარა დე ანხელმა გენერლის ქალიშვილი
სახლიდან ხელში ატატებული გამოიყვანა და როცა ვასკესთან ერთად
„ტუსტეპის” კარში შედიოდა, პოლიციელთა უკანდახევაც დაიწყო.
ყველა ნადავლს მოათრევდა: ერთს ზღვის კუს დიდი ფიტული დაეთ-
რია, მეორეს – კედლის საათი; ზოგი ქანდაკებას, მაგიდას, ზოგი ქათამს,

83
იხვს, მტრედს – რაც ხელთ მოხვდებოდათ. მამაკაცის კოსტიუმები, ქა-
ლის ფეხსაცმელები, წმინდანთა გამოსახულებები, ტაშტები, წიგნები,
ლამპები, ზედადგრები, ბროლის ჭაღები, შანდლები, წამლის ბოთლები,
სურათები, ქოლგები და ღამის ქოთანიც კი.
სამიკიტნოს პატრონი ზღურბლზე იდგა და კარა დე ანხელს ელოდა,
ხელი რაზაზე ედო, უმალვე უნდა ჩაეკეტა კარი, როგორც კი იმათ შემო-
უშვებდა.
კამილას აზრადაც არ მოუვიდოდა, თუ ორიოდ ნაბიჯზე იყო იმ სახ-
ლიდან, სადაც მოხუცი გენერალი ანებივრებდა (ღმერთო ძლიერო, ჯერ
კიდევ გუშინ გენერალი ბედნიერი იყო!), სადაც კეთილი ძიძა თავს ევლე-
ბოდა (ღვთისმშობელო დედაო, ახლა ის სიკვდილს ებრძვის), სადაც მისი
ყვავილები ყვაოდა – ახლა რომ ფეხით გათელილია, სადაც კატა და ია-
დონი ჰყავდა, ახლა აღარც ისინი არიან, გალია გატეხილია. რა იცოდა,
თუ მათგან ხელმისაწვდომზე იყო ასეთი დამპალი, აქოთებული საღორე.
კარა დე ანხელმა თვალებზე მოხვეული შავი ყელსახვევი შემოხსნა
და კამილას მოეჩვენა, რომ შორს, ძლიერ შორს იყო თავისი სახლიდან.
რამდენჯერმე ჩამოისვა სახეზე ხელი, გაოცებით მოათვალიერა ოთახი
და ყველაფერი გაახსენდა. ხელი გაუჩერდა, საცოდავად შეჰყვირა. არა,
ეს სიზმარი არ ყოფილა!
– სენიორიტა! – მის დამძიმებულ, ჯერ კიდევ უგრძნობ სხეულთან გა-
ისმა ის ხმა, დღისით რომ გაიგონა პირველად, როცა უბედურების მოახ-
ლოება ამცნეს. – სენიორიტა, ასეა თუ ისე, აქ მაინც სამშვიდობოსა ხართ,
არავითარი საფრთხე არ მოგელით. მითხარით, რა მოგცეთ, რით დაგამ-
შვიდოთ?
– წყალი... ნაკვერჩხალი! – აჩქარდა მგუდავი, გაქანდა დიდი ტაშტის-
კენ, სადაც ნაღვერდალი ინავლებოდა.
ლუსიო ვასკესმა შემთხვევით ისარგებლა და აბუსალათინის ზეთი-
ვით ერთბაშად, სულმოუთქმელად გადაჰკრა ნახევარი გრაფინი ნაყენი.

84
დიასახლისი ნაკვერჩხალს აღვივებდა, თან კბილებში სცრიდა: „სიყვა-
რული ცეცხლსა ჰგავს! ცეცხლი სიყვარულსა ჰგავს...” მის ზურგსუკან,
წითელი ათინათით აჭრელებულ კედელზე, ვასკესის ჩრდილმა გაისრი-
ალა. იგი პატიოში გავიდა.
– ჰოდა, სწორედ მაშინ უთხრა, – დიაცურად წრიპინებდა ვასკესი, –
ჭირზე ჭირი შემეყარაო... ვინც პულკეს სვამს, პულკეთი მოეღება ბოლო.
მგუდავმა წყლიან ფინჯანში ნაკვერჩხალი ჩააგდო. წყალი ისე შევარ-
დისფრდა, როგორც ადამიანი შიშისაგან რომ წამოენთება, ნაკვერჩხალი
ჩაქრა და ჯოჯოხეთის ვაშლის თესლივით გაცურდა წყალში. დიასახ-
ლისმა ნახშირი მაშით ამოიღო.
– სიყვარული ხომ ცეცხლია. ცეცხლი კი სიყვარულია, – დუდუნებდა
იგი.
კამილამ წყალი მოსვა და ჩამწყდარი ხმა დაუბრუნდა.
– მამა სად არის?
– დამშვიდდით, დალიეთ ეგ წყალი. გენერალი ცოცხალია, უვნებელი,
– მიუგო კარა დე ანხელმა.
– ნამდვილად იცით?
– მე მგონია...
– ჩვენი უბედურება...
– ჩუ! ჩუმად! ამ საქმეზე ლაპარაკი არ შეიძლება.
კამილამ ისევ შეხედა მას. ხშირად სახე სიტყვაზე მეტყველია, მაგრამ
იგი ფავორიტის აზრსმოკლებულ, შავ თვალებს შეეფეთა. – უკეთესი იქ-
ნება, თუ დაჯდებით, სენიორიტა! – ჩაერია საუბარში სამიკიტნოს პატ-
რონი და ის სკამი მიუჩოჩა, რომელზეც ვასკესი იჯდა დღისით, როცა სა-
მიკიტნოში პირველად შედგა ფეხი სენიორმა და ლუდი მოითხოვა.
დღისით? მრავალი წელი გავიდა მას მერე, თუ რამდენიმე საათი? ფა-
ვორიტი ხან გენერლის ქალს შეჰყურებდა, ხან სანთელს, ღვთისმშობლის
ქანდაკების წინ რომ პარპალებდა. სული შეუბეროს?.. თვალები ჩაუმუქ-
და. შეუბერავს და დაიმორჩილებს. ისევ ქალიშვილს შეხედა, დაინახა

85
ცრემლით გაღვრილი სახე, გაწეწილი თმა, წვრილი, თითქმის ანგელო-
ზისებრი ტანი, მამობრივი სინაზით ჩამოართვა ფინჯანი და გაიფიქრა:
„საცოდავი!”
მგუდავმა ჩაახველა ნიშნად იმისა, რომ მარტო ტოვებდა მათ, გავიდა
და იმწუთს გაისმა მისი ქოთქოთი. პატიოში წაქცეულ, უგონოდ მთვრალ
ვასკესს წაადგა. კამილას ქვითინს დიასახლისის წყევლაკრულვა ერთვო-
და.
– ოჰ, შე საზიზღარო პირუტყვო! – გულმოსული ძიძასავით თათხავ-
და მთვრალს ქალი. – შე იდიოტო, შენა! დღეს მომისწრაფებ ნამდვილად!
თურმე მართალს ამბობდნენ, მაგ კაცზე სულ თვალი უნდა გეჭიროსო!
ესეც შენი სიყვარული! დიდებულია, დიდებული, რაღა მეთქმის! განზე
გახედვა ვერ მოვასწარი, რომ ნახევარი გრაფინი ნაყენი გამოწრუპა. მი-
მიფურთხებია შენთვის. არაფერში არ მჭირდები. აბა, მოუსვი აქედან!
ისმოდა მთვრალის კვნესა, იატაკზე თავის ხათქახუთქი. ქალი ფეხით
მიათრევდა ვასკესს. ქარმა კარი მიაჯახუნა და ხმაური მიწყდა. – ყველა-
ფერი დამთავრებულია. საფრთხე უკან დაგრჩათ... – ამშვიდებდა კარა
დე ანხელი გულამოსკვნით მტირალ კამილას. – მამათქვენი სამშვიდო-
ბოსაა. აქ ხელს არავინ გახლებთ! არავის დავაჩაგვრინებ თქვენს თავს.
აბა, აბა, ნუღარ ტირით. შემომხედეთ. ყველაფერს გიამბობთ... – კარა დე
ანხელი თავზე ხელს უსვამდა ქალიშვილს.
კამილა ნელ-ნელა დამშვიდდა. კარა დე ანხელმა ცხვირსახოცი გამო-
ართვა და ცრემლი მოსწმინდა. განთიადის კირმა და კარმინმა კარქვეშ
შემოატანა, ოთახი გაანათა. ცოცხალი არსებები ერთმანეთს ყნოსავდნენ.
ფრინველთ ადრიანი გალობა, ხმის რაკრაკი აწამებდა ფოთლებს, ეხიცი-
ნებოდათ და აბა, როგორ მოიფხანდნენ! ამთქნარებდნენ ჭები, ფართოდ
აღებდნენ პირს. დილის ჰაერი ღამე თმას უვარცხნიდა, მიცვალებულთა
შავ თმას, ქერა პარიკის ქვეშ. – დამშვიდდით, თორემ საქმე უკუღმა შეტ-
რიალდება. თავსაც დაიღუპავთ, მამათქვენსაც და მეც. მალე დავბრუნ-

86
დები, წაგიყვანთ ბიძასთან. მთავარია, დრო მოვიგოთ, მოხერხებულ შემ-
თხვევას უნდა დაველოდოთ. ასეთი საქმეები ხელაღებით არ კეთდება.
– ჩემზე ნუ წუხხართ, ახლა აღარ მეშინია, მადლობელი ვარ თქვენი.
გავიგე, მესმის, რომ აქ უნდა დავრჩე. მამის შიში მაქვს, ოღონდ შევიტყო,
რომ გადარჩა და აღარაფერს ვინაღვლებ.
– წავალ, ვეცდები რამე გავიგო...
– ახლავე?
– დიახ, ახლავე.
გასვლის წინ კარა დე ანხელი შებრუნდა და ქალიშვილს ნაზად მო-
უთათუნა ლოყაზე ხელი.
– მშვი-დად!
გენერალ კანალესის ქალიშვილმა ნამტირალევი თვალებით ამოიხე-
და.
– გემუდარებით, წადით, გამიგეთ მამის ამბავი...

XIII
დაპატიმრებები

ხენარო როდასის ცოლი უთენია გამოვარდა სახლიდან, პატარა ბიჭი


აკვანში დატოვა, ქმარი – საწოლში (ისევ ისე ჩაცმულ-დახურული ეგდო
ჩვრის დედოფალასავით).
ტაძრის გუმბათზე საათმა ექვსჯერ ჩამორეკა, როცა ფედინამ გენე-
რალ კანალესის სახლის კარზე დააკაკუნა. ნეტა არ გამიჯავრდეს გენე-
რალი, ასე ადრიანად რომ ვაღვიძებო, – ფიქრობდა, თან განუწყვეტლივ
ურტყამდა სარეკ ჩაქუჩს კარს. რა დაემართათ? გამოვლენ თუ არა? რაც
შეიძლება ჩქარა უნდა შეატყობინოს გენერალს, წუხელ ლუსიო ვასკესმა
რა უთხრა მის იდიოტ ქმარს.
შეწყვიტა კაკუნი, ელოდა, როდის გამოაკითხავდა ვინმე და ფიქრობ-
და, მაწანწალებმა მოუგონეს გენერალს, თითქოს პოლკოვნიკი მოკლა

87
ღვთის პორტალთან... მოვლენ მის დასაჭერად ამ დილით, ადრიანად...
ყველაზე საშინელი მაინც ის არის, რომ სენიორიტას მოტაცებას აპირებს
ვიღაც...
„ეს უარესია, ყველაზე უარესი!” – იმეორებდა ფედინა, თან აკაკუნებ-
და, აკაკუნებდა.
გულმა რეჩხი უყო. ნუთუ წაიყვანეს? რა ვუყოთ, ვაჟკაცია და ვაჟკა-
ცურად შეხვდება განსაცდელს, სენიორიტა კი... ღმერთმა დაიფაროს!
სირცხვილია!.. აი, აქ გამათავოს ღმერთმა, თუ მომტაცებელი ერთი
იმათგანი არ იყოს, ბოლო დროს რომ მოგვიმრავლდნენ, უსირცხვილო-
ები. ჩამოეთრივნენ ოხრები და აქაც ისევე იქცევიან, როგორც მათ კუთ-
ხეშია მიღებული. ეგ იმათთან, მთაშია წესად ქალის მოტაცება. ისევ და-
აკაკუნა. „ღმერთო, არ აღებენ!” დრო რომ მოეკლა, სამიკიტნოს აბრას
შეხედა, წარწერის კითხვა დაიწყო: „ტუ-სტეკი”. გრძელი წარწერით თა-
ვი არ შეუწუხებიათ. თუმცა, გვერდებზე მხატვრობაც მოჩანს, ცალ მხა-
რეს ქალია დახატული, მეორე მხარეს – კაცი. ქალს პირიდან წარწერა
ამოსდის: „მოდი, ვიცეკვოთ ტუსტეპი!” კაცს ხელში ბოთლი უჭირავს.
„მადლობას მოგახსენებთ”. – წერია მის ზურგს უკან.
დაიღალა კაკუნით. არავინაა შინ თუ განგებ არ აღებენ? კარს ხელი
ჰკრა. ნუთუ დაკეტილი არა ჰქონდათ? მოქარგული ქვედატანის კალთა
ხელში მოიკრიბა, ცუდი წინათგრძნობით შეწუხებულმა გაიარა წინკარი,
შევიდა დერეფანში და სწორედ იქ წამოეწია ულმობელი სინამდვილე,
ცივი საფანტივით ჩაესო. სახე სისხლისაგან დაუწრიტა, სუნთქვა შეუკ-
რა, თვალი გაუჩერა, ფეხი გაუშეშა – მან დაინახა ძირს ჩამოყრილი ყვა-
ვილების ქოთნები, ფრინველის ბუმბული, ჩაფხრეწილი თეჯირები, ჩამ-
სხვრეული ფანჯრები, მილეწილ-მოლეწილი კარადები, ქაღალდები,
ტანსაცმელი, სკამები, გათელილი, იავარქმნილი, ერთ ღამეში მკვდარი,
ნაგვად ქცეული, გაბინძურებული, უსულო.
თავგახეთქილი ძიძა ჩაბელონა აჩრდილივით დაბორიალობდა გა-
პარტახებულ სახლში, სენიორიტას ეძებდა.

88
– ჰა-ჰა-ჰა-ჰა! – ხარხარებდა იგი. – ჰი-ჰი-ჰი-ჰი! სადა ხარ, კამილა?
.................................................................
ხმას რატომ არ მცემ?.. მოვდივარ! მოვდივარ! მოვდივარ!
.................................................................
ჩაბელონას ეჩვენებოდა, რომ კამილა დამალობანას ეთამაშებოდა,
ეძებდა კამილას, ჩხრეკდა ყოველ კუთხე-კუნჭულს, საწოლქვეშ იხედე-
ბოდა, კარს უკან, ყველაფერი გადაატრიალა.
– ჰა-ჰა-ჰა-ჰა! ჰი-ჰი-ჰი-ჰი!.. ჰო-ჰო-ჰო-ჰო!.. მოვდივარ! მოვდივარ! გა-
მოდი, კამილა! გეძებ, გეძებ და ვერ მიპოვნიხარ! აბა, გამოდი, გამოდი,
არაქათი გამომელია შენს ძებნაში! ჰა-ჰა-ჰა-ჰა! გამოდი! მოვდივარ! ჰი-
ჰი-ჰი-ჰი! ჰო-ჰო-ჰო-ჰო!..
ეძებდა, ეძებდა კამილას, წყალსატევთან მივიდა, უძრავ წყალში და-
ინახა თავისი გამოსახულება, დაჭრილი მაიმუნივით დაიწივლა, ბაგე ში-
შისა და სიცილისაგან შეუთრთოლდა, ხელები სახეზე აიფარა და მო-
იკუნტა, რომ აღარაფერი დაენახა. ჩურჩულით პატიებას სთხოვდა,
უთუოდ – თავისსავე თავს, რომ ასეთი საზარელი გახდა, მოხუცი, გალე-
ული, გაწეწილი. ისევ დაიწივლა, აბურდული თმის ტევრიდან და თითე-
ბის გისოსიდან დაინახა, როგორ ისკუპა მზემ მეზობელი სახლის სახუ-
რავიდან, პირდაპირ მას დაახტა და ჩრდილი პატიოში გაექცა. ჩაბელინა
ძალიან გაბრაზდა, წელში გაიმართა, ეცა თავის ჩრდილს, ფეხით დაუწ-
ყო თელვა. თან წყალში თავის გამოსახულებას ხელს უტყაპუნებდა.
ჩრდილი იგრიხებოდა, თითქოს მხეცს სცემენო, მაგრამ რამდენიც უნდა
ერტყა ქალს, მაინც იქვე იყო. წყალში კი მისი ნაგვემი გამოსახულება
ცახცახებდა, მრავლდებოდა. გააფთრებული მხეცივით აღმუვლდა ჩაბე-
ლინა, მიხვდა, რომ ვერ მოაშორებდა ქვის ფილებს ამ ნახშირის მტვერს,
ფეხქვემოდან რომ უსხლტებოდა, თითქოს მართლა ტკივილს გაურბისო,
და იმ მეორე მტვერსაც, მბზინავ მტვერს, წყალში რომ იყო თევზივით
ჩაყურყუმელავებული და მას ჰგავდა. არაფერმა არ უშველა, არც ხელის
ტყაპუნმა, არც მუშტის ჩაკვრამ, ვერა და ვერ ჩატენა ქვევით.

89
ძიძას ქუსლებიდან სისხლმა გამოჟონა, ხელები მოექანცა, მაგრამ
ჩრდილსა და გამოსახულებას მაინც ვერ მოერია.
განრისხებული ძიძა მოიკუნტა, მერე ისკუპა, უკანასკნელად, თავგან-
წირვით ეკვეთა წყალსატევს.
ორი ვარდი ჩავარდა წყალში...
ეკლიანი ვარდის შტო გადაეწნა ქალს თვალებზე...
იგრიხებოდა, ხტოდა, როგორც ცოტა ხნის წინათ მისი ჩრდილი, სანამ
არ დაეცა ფორთოხლის ხესთან, სისხლის ლაქებით რომ აეჭრელებინა აპ-
რილის ხვიარა ვარდები.
ქუჩაში ჯარისკაცების რაზმი მიდიოდა, უკრავდა ორკესტრი. აი, მე-
ომრები! აი, ძალა! გინდ ამ წუთას გაატარე ტრიუმფალური თაღის ქვეშ,
მაგრამ მებუკეების თავგამოდება, მთელი ძალით, შეწყობილად რომ ახ-
მიანებდნენ საკრავებს, ამაო იყო, ქალაქელები მაინც უხალისოდ, ზან-
ტად იღვიძებდნენ. უსაქმობით გაბეზრებული ჯარისკაცებივით უცებ
როდი წამოხტნენ. დღესასწაულია? ძალიან კარგი!
მორჩილად იწერდნენ პირჯვარს, შესთხოვდნენ უფალს, გადაგვაფა-
რე შენი კალთა, გვაშორე სენიორ პრეზიდენტის საწინააღმდეგო ზრახ-
ვები და ცუდი საქმენიო.
ჩაბელონას შეესმა მუსიკის ხმა, გონს მოვიდა გრძნობადაკარგული.
ბნელოდა. ალბათ სენიორიტა კამილა ფეხის წვერებზე მიეპარა უკნიდან
და თვალებზე ხელი დააფარა.
– გამიშვი, კამილა! ვიცი, რომ აქა ხარ! – ბუტბუტებდა, ხელები სა-
ხესთან მიჰქონდა, რომ სენიორიტას თითები მოეშორებინა. ძალიან მაგ-
რად აჭერდა კამილა ხელს და თვალები სტკიოდა.
ქარი ქუჩაში სიმინდის ტაროსავით ჩამკვრივებულ ბგერებს მიათამა-
შებდა. ამ მუსიკამ და თვალებზე გაკრულმა შავმა ნაჭერმა (თითქოს და-
ხუჭობანას თამაშობსო!) ჩაბელონას რატომღაც გაახსენა სკოლა, სადაც
წერა-კითხვას სწავლობდა, იქ, თავის ძველ სოფელში. ნახტომი წყალზე:

90
იგი უკვე დიდია, მანგოს ხის ქვეშ ზის. ისევ ნახტომი წლებზე: ახლა ხა-
რებშებმული ოთხთვალათი მიდის სწორ გზაზე, ბეღლების გვერდით. სა-
ამო სუნი გამოდის ბეღლებიდან. ბორბლები ჭრიალებს, მორჩილი ხარები
იცოხნიან, მიათრევენ საქორწინო სარეცელს, ოთხთვალას გვერდით მის-
დევს ახალგაზრდა მეხრე, რომელმაც ქალწულობა წაართვა. მთვრალი
ცა დაჰყურებს მკვრივ ვაკეს... მაგრამ მოგონება სხვა მხარეს გასხლტა,
ჩანჩქერივით შემოიჭრა სახლში ხალხის ბრბო... მხეცური, შავი სუნთქვა,
ველური გნიასი, ყაყანი, გინება, ხარხარი, როიალის გოდება, თითქოს
კბილებს აგლეჯენო, სურნელებასავით გამქრალი სენიორიტა, დარტყმა
შუბლში, ვიღაცის ბღავილი, უზარმაზარი ჩრდილი.
როდასის ცოლმა, ფედინამ, პატიოში იპოვა ჩაბელონა, თავგასის-
ხლიანებული, თმაგაწეწილი, კაბაშემოხეული, გამწარებული იგერიებდა
ბუზებს, ვიღაცის უხილავი ხელი მუჭა-მუჭა რომ აყრიდა სახეში. ფედინა
რომ მიუახლოვდა, ჩაბელინა შიშით დაიზაფრა, შეჰყვირა და ოთახში
შევარდა.
– ვაი, საცოდავო! ვაი, უბედურო! – ჩურჩულებდა ფედინა.
ერთ-ერთი სარკმლის ქვეშ, იატაკზე, გენერლის წერილი ეგდო, იმ ღა-
მეს რომ მისწერა თავის ძმას, ხუანს და კამილა ჩააბარა. ფედინამ ბო-
ლომდე ვერ ჩაიკითხა წერილი, ჩაბელონა ისე საშინლად ყვიროდა, თით-
ქოს ჩამსხვრეული სარკეები, სარკმლის შუშები, გამოშიგნული სავარ-
ძლები, დალეწილი კამოდები, ჩამოგლეჯილი სურათებიც მასთან ერთად
ყვირიანო. გარდა ამისა, იქიდან უნდა გაესწრო, სანამ გვიან არ იქნებო-
და. ათრთოლებული თითებით ჭმუჭნიდა ცხვირსახოცს. მერე ოთხად და-
კეცილი ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, წერილი უბეში
ჩაიდო და კარისკენ გაეშურა.
ვაგლახ! გვიან იყო! რომელიღაც ოფიცერმა სტაცა ხელი, სახლს ჯა-
რისკაცების ალყა ერტყა. პატიოში ჩაბელონა ყვიროდა, ბუზებმა გაამწა-
რეს.
ლუსიო ვასკესი სამიკიტნო „ტუსტეპის” ზღურბლთან იდგა, კამილასა

91
და მგუდავის თხოვნით თვალს ადევნებდა გენერლის სახლს და როცა და-
ინახა, როგორ დაიჭირეს მისი მეგობრის, ხენარო როდასის ცოლი, შიშით
ტანში გასცრა. მან ხომ სიმთვრალეში ყველაფერი ჩაუკაკლა როდასს,
რაც იცოდა გენერლის დაპატიმრებაზე.
– ოჰო! – წამოიძახა მგუდავმა. იგი სწორედ იმ წუთში მივიდა ზღურ-
ბლთან, როცა ფედინას სტაცეს ხელი.
სამიკიტნოსკენ ჯარისკაცი წამოვიდა. „გენერლის ქალიშვილს ეძე-
ბენ”, სული კოჭებში გაეპარა მგუდავს. ვასკესმაც იგივე გაიფიქრა და თმა
ყალყზე დაუდგა. მაგრამ ჯარისკაცმა მარტო ოფიცრის ბრძანება გადას-
ცა, სამიკიტნო დაკეტეთო. ვასკესმა და დიასახლისმა კარი ჩარაზეს და
ჭუჭრუტანებს მიეკრნენ.
სიბნელეში ვასკესი გამხნევდა და ვითომც შიშით მიეგლისა მგუდავს,
მაგრამ ქალმა, როგორც ჩვევად ჰქონდა, არ დაუთმო. კინაღამ სცემა.
– უჰ, უკარებავ!
– რას მეტმასნები! გაიწი იქით! არ გეუბნებოდი, იმ ჩერჩეტმა ფედინამ
ქვეყანა შეყარა, რომ გენერლის ქალიშვილმა...
– ჩუმად! გაიგონებენ! – შეაწყვეტინა ვასკესმა. ისინი კარის ჭუჭრუ-
ტანისკენ დახრილები ჩურჩულებდნენ.
– კარგი. ხმადაბლა გეტყვი!.. იმას ვამბობდი, იმ ჩერჩეტმა ფედინამ
ყველას ყური გამოუჭედა ტრაბახით, გენერლის ქალიშვილმა ბავშვი უნ-
და მომინათლოსო... გაიქეცი, ახლავე შეატყობინე ხენარო როდასს, უჩ-
ვენოს ერთი თავის ცოლს სეირი.
– კეთილი, ასე ვიზამ, – დაეთანხმა ვასკესი და გაჭირვებით ამოაფურ-
თხა ყელში გაჩხირული წებოვანი ნახველი.
– ნუ მიბინძურებ აქაურობას! ფუი, ნეტა რას გასწავლიდნენ ოჯახში?
– ოჰ, რა აზიზი ბრძანდება!
– ჩუ! ჩუმად!
ამ დროს სამხედრო პროკურორი ეტლიდან გადმოვიდა.
– პროკურორი... – თქვა ვასკესმა.

92
– რისთვის მოვიდა? – ჰკითხა მგუდავმა.
– გენერლის წასაყვანად...
– უყურე, როგორ გამოპრანჭულა! ვაჰ! ვაჰ! გენერალთან რომ მიდი-
ოდა, იმიტომ მოირთო ასე?
– რაც მეტი გეცოდინება, მით მალე დაბერდები! კოხტად გამოწყობი-
ლი იმიტომ არის, რომ აქედან სენიორ პრეზიდენტთან წავა.
– ზოგს რა ბედი აქვს!..
– აი, ეს თავი მომჭერი, თუ გენერალი არ დაიჭირეს!..
– როგორ არა, შენმა მზემ, ხელად დაიჭერენ!
– გაჩუმდი!
პროკურორმა ხმადაბლა გასცა ბრძანება და კაპიტანი ჯარისკაცების
პატარა რაზმს გენერლის სახლისკენ გაუძღვა. კაპიტანს ზუსტად ისე,
როგორც რუსეთ-იაპონიის ომის ამსახველ სურათებზე გვინახავს, ცალ
ხელში ხმალი ჰქონდა მომარჯვებული, მეორეში – რევოლვერი. რამდე-
ნიმე წუთის შემდეგ (დამფრთხალ ვასკესს საათებად რომ მოეჩვენა), გა-
ფითრებული, აღელვებული კაპიტანი სახლიდან გამოვარდა და პროკუ-
რორთან მიიჭრა.
– რაო? როგორ?.. – დაიჭრიალა სამხედრო პროკურორმა.
ოფიცრის სიტყვებმა ძლივს გამოაღწია გახშირებული სუნთქვის ნა-
კეცებში.
– როგორ?.. როგორ?.. როგორ გაიქცა? – ღრიალებდა პროკურორი.
ორი ძარღვი შავი კითხვის ნიშანივით ამოებურცა შუბლზე. – როგორ...
როგორ... როგორ თუ სახლი გაქურდეს?..
პროკურორი სახლისკენ გაიჭრა, ოფიცერი უკან გაჰყვა. თვალი მოავ-
ლო თუ არა პროკურორმა გაპარტახებულ სახლს, უმალ გარეთ გამოვარ-
და, განრისხებით უჭერდა მსუქან ხელს დაშნის ტარს, ისე გაფითრდა,
რომ ტუჩებზე ბუზის ფრთის ფერი დაედო, თავისივე ულვაშის ფერი.
– როგორ გაიქცა? აი, რის გაგება მინდა! – ისევ დაიღრიალა პროკუ-

93
რორმა. – სასწრაფოდ გადაეცით ბრძანება. რისთვის არის მოგონილი ტე-
ლეფონი? იმისთვის, რომ სახელმწიფო ბოროტმოქმედები დავიჭიროთ!
უყურე იმ ბებერ არამზადას! დავიჭერ, დავიჭერ და ჩამოვახრჩობ! მის
ადგილზე არ ვისურვებდი ყოფნას.
პროკურორმა ფედინას შეასწრო თვალი. ოფიცერმა და სერჟანტმა
თითქმის ძალით მიათრიეს ქალი მასთან.
– ოო, ძუკნავ! – წამოიძახა პროკურორმა, ჩააცქერდა ფედინას და მე-
რე დაუმატა: – არაფერია, ამას მალე ააჭიკჭიკებენ ჩვენთან. ლეიტენან-
ტო, წაიყვანეთ ათი ჯარისკაცი და ეს ქალბატონი მიაბრძანეთ, სადაც სა-
ჭიროა. ცალკე საკანში!
ზარდამცემი ყვირილი ეკიდა ჰაერში, სლიპი, გულგამგმირავი. – ვაი,
ვაი, რას აკეთებენ ნეტა იქ? ჯვარზე ხომ არ აკრავენ იმ კაცს? – წკმუტუ-
ნებდა ვასკესი. ჩაბელონას ხმა თანდათან უფრო მწარედ ესობოდა გულ-
ში.
– იმ კაცს! – გამოაჯავრა სამიკიტნოს პატრონმა. – არ გესმის, რომ
ქალი ყვირის? გგონია, ყველა შენისთანა წრიპინაა?
– დამეხსენი!
პროკურორმა ბრძანა, მეზობელი სახლები გაჩხრიკეთო. ჯარისკაცები
უნტერ-ოფიცრების მეთაურობით ჩხრეკდნენ სახლებს, ეზოებს, სათავ-
სოებს, ფანჩატურებს, ჭებს, ძვრებოდნენ სახურავებზე, იხედებოდნენ სა-
წოლქვეშ, კარადებში, კამოდის უჯრებში, ჩემოდნებსა და კასრებში. სა-
დაც კარს არ გაუღებდნენ, კონდახით ამტვრევდნენ და შედიოდნენ. გა-
ფითრებული პატრონების გვერდით ატუზული ძაღლები ყეფით ოსდე-
ბოდნენ, ყეფა მოისმოდა ყოველი სახლიდან.
– აქაც გამოგვეცხადებიან! – ძლივს ამოღერღა ვასკესმა.
– ხედავ, როგორ გავებით მახეში! ღირდეს მაინც, რაღაც სისულელის
გულისთვის.
დიასახლისი კამილასკენ გაიქცა.
– უთხარი, თავპირზე რამე მოიხვიოს და წავიდეს, – თქვა ვასკესმა,

94
ქალის პასუხს აღარ დაუცადა, კარისკენ გაიწია და ჭუჭრუტანაში გაიხე-
და.
– მოიცა, მოიცა-მეთქი! პროკურორმა ახალი ბრძანება გასცა. ჩხრეკა
შეწყვიტეს. მადლობა ღმერთს!
დიასახლისი კარს მივარდა, რომ თავისი თვალით დაენახა, რამ გა-
ახარა ასე ვასკესი.
– აი, შენი ჯვარცმული!.. – აჩურჩულდა ქალი.
– ვინ არი?
– იმათი მოახლეა, ვერა ხედავ? – და მოსახვევად ხარბად გამოწვდი-
ლი ხელებიდან დაუსხლტა ვასკესს:
– წყნარად, წყნარად იყავი-მეთქი, თორემ...
– ვაი, წაათრიეს, საცოდავი!
– თითქოს ტრამვაიმ გაჭყლიტაო!
– სიკვდილის წუთებში ნეტა ასე რად იგრიხებიან?
– უი, აღარ შემიძლია ამის დანახვა!
ხმლიანი კაპიტნის მეთაურობით ჯარისკაცებმა საცოდავი ჩაბელონა
გენერლის სახლიდან გამოათრიეს. მისი დაკითხვა აღარ შეეძლო პროკუ-
რორს, პასუხს ვეღარ მიიღებდა. გუშინ ამ დროს კი იგი იმ სახლის სული
და გული იყო, იმ სახლისა, სადაც საკენკს კენკავდა იადონი, ჩქეფდა შად-
რევანი, პასიანსს აწყობდა გენერალი, ჭირვეულობდა კამილა.
გაშმაგებული პროკურორი ეტლში ავარდა, ოფიცერი უკან მიჰყვა,
ეტლი დაიძრა და პირველივე კუთხეში მტვრის ბოლქვებში გაუჩინარდა.
სამმა ბინძურმა კაცმა საკაცე მოიტანა და ჩაბელონა ანატომიურ თეატ-
რში წაასვენა. ჯარისკაცები მწყობრად გაუდგნენ გზას ციხესიმაგრისკენ.
მგუდავმა სამიკიტნოს კარი გააღო, ვასკესი თავის ამოჩემებულ ადგილზე
დაჯდა. ძალიან შეაშინა როდასის ცოლის დაპატიმრებამ და ვერ მალავ-
და ამას, თავი უსკდებოდა, სულ შხამი ელანდებოდა, ხან ისევ სიმთვრა-
ლე მოერეოდა და არ ასვენებდა ფიქრი გენერლის გაქცევაზე. ციხისკენ

95
მიმავალი ფედინა გზად ჯარისკაცებს ებრძოდა. ჯარისკაცები ტროტუა-
რიდან ქვაფენილზე აგდებდნენ. იგი ჯერ წყნარად მიდიოდა, მაგრამ ბო-
ლოს მოთმენა გაუწყდა და ერთ ჯარისკაცს მაგარი სილა სტკიცა. ჯარის-
კაცმა კონდახი ჩასცხო. ფედინა ამას არ მოელოდა. მეორე ჯარისკაცმა
ზურგი აუწვა, ფედინა შეტორტმანდა, კბილები გააკრაჭუნა, თვალთ და-
უბნელდა.
– რისთვის მოგცეს ეგ თოფები, თქვე ძუკნის გაგდებულებო!.. მთლად
დაკარგეთ სირცხვილი? – გამოექომაგა ფედინას ხილითა და ბოსტნეუ-
ლით სავსე კალათით ბაზრიდან შინისკენ მიმავალი მანდილოსანი.
– ხმა! კრინტი! – დაუღრიალა ჯარისკაცმა მანდილოსანს.
– თვითონ ჩაიწყვიტე ხმა, ფეთხუმო!..
– გეყოფათ, გაჩუმდით და თქვენი გზით წადით! საქმე შემოგელიათ?
– შეუყვირა ქალს სერჟანტმა.
– მე კი მაქვს საქმე, უქნარებო, მაგრამ!..
– გაჩუმდით! – ჩაერია ოფიცერი. – გაჩუმდით, თორემ მოგხვდებათ!
– რაო, მოგხვდებათო? დადიან აქ, გვემუქრებიან... თვითონ რასა
ჰგვანან! ცარიელი ძვალი და ტყავი, შარვალი ტომარასავით ჰკიდიათ,
შიგ ჩაკარგულან... ხალხს პირს ვერ ამოუკერავთ, ტილიანო ჯარისკაცე-
ბო! არაფრის გულისთვის იჭერთ უდანაშაულო ქალსა თუ კაცს.
მაგრამ ნელ-ნელა უცნობი ქომაგი უკან დარჩა და დამფრთხალ გამ-
ვლელებს შეერია. ფედინა კი ბადრაგს მიჰყავდა ციხეში, მიდიოდა დარ-
დით მკვდარი, ნაგვემი, მიდიოდა და შალის გრძელი კაბის კალთით მიხ-
ვეტავდა ქვაფენილს.
როცა პროკურორის ეტლი ლიცენციატ აბელ კარვახალის სახლს მიუ-
ახლოვდა, სერთუკში გამოწყობილი ლიცენციატი ქუდს იხურავდა, სა-
სახლეში წასასვლელად ემზადებოდა. ის იყო აბელ კარვახალმა
ზღურბლს გადააბიჯა და ხელი ხელთათმანში წაჰყო, რომ კოლეგა მიუ-
ახლოვდა და საზეიმო ტანსაცმელში გამოწყობილი ლიცენციატი ალმე-

96
ბითა და ქაღალდის ყვავილებით მორთულ პოლიციის მეორე განყოფი-
ლებაში მიიყვანა ბადრაგმა. იქიდან კი უმალ იმ საკანში გაისტუმრეს, სა-
დაც დიაკვანი და სტუდენტი ისხდნენ.

XIV
იზეიმე, დედამიწავ!

აპრილის გამახალისებელი სურნელით დაბანგულ მინდვრებსა და


კრამიტის სახურავებს განთიადის შუქი წამოეპარა, ნელ-ნელა გამოიწ-
ვერა ქუჩები, შეაგელვეს ქალაქში ჯორები რძის გამყიდველებმა, ჟღრი-
ალი გაჰქონდა სარძევე თუნუქების ყურებს, ტყლაშუნობდა შოლტი, მძი-
მედ ქშენდნენ მეჯორეები. გამოიშალა ძროხები, მათ მდიდრული სახლის
ბოსლებშიც წველიდნენ და ღარიბთა უბნის ქუჩებშიც. მუდმივი მუშ-
ტრები, ჯერ ბოლომდე რომ არ გამოფხიზლებულიყვნენ ღრმა სიზმრები-
დან, საუკეთესო ძროხას ირჩევდნენ, თავისი ხელით წველიდნენ, მარ-
ჯვედ ატრიალებდნენ ჭიქას, რომ რძე ნაკლებ აქაფებულიყო. სახაბაზოე-
ბიდან ქუჩებში გამოეფინნენ პურის დამტარებელი დედაკაცები, გაფშე-
კილი, შიშველი ფეხებით გაუდგნენ გზას, პაგოდასავით ვეებერთელა კა-
ლათების – კალათი კალათზე და კიდევ ერთი კალათი – სიმძიმით მხრებ-
ში თავჩარგულები, მიდიოდნენ მოკლე ნაბიჯით, მიაფრქვევდნენ ფენო-
ვანი ცომისა და ქუნჯუთის სურნელს. გაისმა შესაკრები ნაღარის ხმა.
როგორც სხვა საზეიმო შემთხვევებში, ახლაც ლითონისა და ქარის ლან-
დმა გააღვიძა ქალაქი, ათასნაირად აცემინებდნენ, ტკბილად გალობ-
დნენ, თავგამოდებითა და მოკრძალებით გუგუნებდნენ ზარები, იუწყე-
ბოდნენ დილის წირვის დაწყებას, თავგამოდებითა და მოკრძალებით,
რადგან, თუ ჩვეულებრივი ზეიმის დღეებში ზარის ხმას შოკოლადის სუ-
ნი უდის, ნაციონალური ზეიმის დღეებში აკრძალული ხილის სურნელს
აფრქვევს.
ნაციონალური ზეიმი...

97
გრილი მიწის სურნელებასთან ერთად დაფრინავდა მოქალაქეთა აღ-
ფრთოვანება. ფანჯრებიდან წყალს ასხამდნენ, რომ სასახლისკენ მიმა-
ვალ, ალმის ქვეშ დარაზმულ ჯარს მტვრის კორიანტელი არ აეყენებინა.
მიგრიალებდნენ დიბა-ატლასში გახვეული ბობოლები, სანთლის სუნით
გაჟღენთილი გენერლები – ზოგს მრგვალი ქუდი ეხურა, ზოგს – სამკუთ-
ხა. კარეტებში გამოჭიმული ექიმები სერთუკის კალთის ქვეშ მალავდნენ
პატარა აფთიაქს, ექიმებს წვრილი ჩორთით მისდევდნენ მოხელეები,
რომელთა ღირსების დადგენაც, კეთილი ხელისუფლების აზრით, მარ-
ტოოდენ მათი გარდაცვალების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, იმისდა
მიხედვით, თუ რა ღირებულების დაკრძალვის ცერემონიას მოუწყობდა
სახელმწიფო.
მეუფეო ჩვენო, ცა და მიწა ღაღადებს დიდებას შენსას! აგერ, პრეზი-
დენტიც – ხალხისგან შორსაა, ძლიერ შორს, შინაკაცების ჯგუფში დგას,
იგი კმაყოფილია თავისი ხალხით, რადგან ხალხი მადლიერებით უხდის
ზრუნვაზე სამაგიეროს.
მეუფეო ჩვენო, ცა და მიწა ღაღადებს დიდებას შენსას! მანდილოსნე-
ბი გრძნობდნენ ღმერთთა რჩეულის მოახლოებას, ჩათქვირებული ხუცე-
ბი გუნდრუკს უკმევდნენ მას, კანონის დამცველები ოცნებით ალფონს
ბრძენის ტურნირზე გადასახლდნენ, გამოიჯგიმნენ ნაირ-ნაირი ორდენე-
ბის კავალრები – დიპლომატები, თავი რომ მზის ხელმწიფის დროინდელ
ვერსალში ეგონათ. მკვდრეთით აღმდგარი პერიკლეს დანახვაზე ტუჩი
მოილოკეს შინაურმა თუ უცხოელმა ჟურნალისტებმა. მეუფეო ჩვენო, ცა
და მიწა ღაღადებს დიდებას შენსას. პოეტებს ეგონათ, ათენში ვართო და
ქვეყანას ამცნობდნენ ამ ამბავს. ერთმა მოქანდაკემ, ვისაც წმინდანთა
გამოსახულების ძერწვა გაეხადა ხელობად, თავი ფიდეასად წარმოიდგი-
ნა და როცა დაინახა, რა თბილად ესალმებოდა ხალხი დიდ მმართველს
– მეუფეო ჩვენო, ცა და მიწა ღაღადებს დიდებას შენსას – გაიღიმა, ხე-
ლები მოისრისა, თვალები გადმოკარკლა. სამგლოვიარო მარშების წერა-

98
ში დაოსტატებულმა კომპოზიტორმა, ბახუსის დიდმა თაყვანისმცემელ-
მა, აივნიდან ძირს ჩაჰკიდა პამიდორისფერი დინგი და დაჟინებით იყუ-
რებოდა ქვევით – მიწა სადღააო?.. მაგრამ თუ ხელოვნების ქურუმებს
ეგონათ, ათენში ამოვყავით თავიო, ებრაელი ბანკირები ოცნებით კარ-
თაგენში, სახელმწიფო მოღვაწის სასახლეში გაჩნდნენ. მოღვაწე დიდი
ნდობით მოეპყრათ, სალაროებში ხალხის ფული ჩაუჩხრიალა ნული
პროცენტის ანგარიშში და ამით მათ გამდიდრებას შეუწყო ხელი, მისცა
იმის შესაძლებლობა, რომ ოქრო-ვერცხლი წინადაცვეთას მოხმარებო-
და.
მეუფეო ჩვენო, ცა და მიწა ღაღადებს დიდებას შენსას!
კარა დე ანხელმა ზეიმზე მიწვეულ ხალხში გაჭირვებით გაიკვლია
გზა (ძალიან ლამაზი იყო, ლამაზი და სატანასავით ვერაგი). – ხალხი
გიხმობთ, სენიორ პრეზიდენტო!
– ...ხალხი??
ამ სიტყვას მბრძანებელმა კითხვის ნიშანი მიუწერა, თვალში მწუხა-
რება გამოუკრთა, მაგრამ უმალ მოიწყვიტა უცაბედი სევდის ტვირთი,
წამოდგა, აივანზე გავიდა, დაახლოებულ პირთა თანხლებით წარსდგა
ხალხის წინაშე. უფრო სწორად, იგი მანდილოსნების წინაშე წარდგა.
მანდილოსნებს გადარჩენის წლისთავი უნდა მიელოცათ მისთვის და ვი-
საც წილად ხვდა სიტყვის წარმოთქმა, უმალ დაიწყო:
– ო, ხალხის შვილოს!..
მბრძანებელმა მწარე ნერწყვი გადაყლაპა, უთუოდ სიყმაწვილე გაახ-
სენდა, დედის ღარიბული სახლი, პატარა ქალაქში, სადაც ქუჩებიც კი
ავი ზრახვებით იყო მოკირწყლული, მაგრამ ფავორიტი სულ მზირზე იდ-
გა და უმალ უჩურჩულა:
– ხალხის შვილი, ვითარცა ქრისტე...
– ო-ო-ო, ხალხის შვილო! – განაგრძო ორატორმა ქალმა. – ხალხის-
მეთქი, ვამბობ! ცაში მბრწყინავი მზე გლოცავს შენ, შენს ძვირფას სი-

99
ცოცხლეს და გვასწავლის ჩვენ, ღვთაებრივი შუქი მუდამ სძლევს ავბე-
დით ჩრდილებსო. შავი ღამის ჩრდილს, რომელმაც შთაჰბერა ძალა ბო-
როტმოქმედის ხელებს და მან, ნაცვლად იმისა, რომ პური დაეთესა, რო-
გორც, სენიორ, შენ გვასწავლი, საზიზღარი ბომბი დათესა შენს გზაზე,
მაგრამ მიუხედავად ევროპელი გამომგონებლების ხრიკებისა, შენს ძვირ-
ფას სიცოცხლეს ვერა ავნო რა.
მქუხარე ტაშით შეაწყვეტინეს ძროხისდრუნჩას (ასე ეძახდნენ მეწ-
ვრილმანე ვაჭარ ქალს, ვინც სიტყვით მიმართა პრეზიდენტს) პირმოხეუ-
ლი კივილი.
– გაუმარჯოს პრეზიდენტს!
– გაუმარჯოს სენიორ პრეზიდენტს!
– გაუმარჯოს რესპუბლიკის სენიორ პრეზიდენტს!
– გაუმარჯოს კონსტიტუციურ პრეზიდენტს!
– გაუმარჯოს ან და მარადის რესპუბლიკის კონსტიტუციურ პრეზი-
დენტს, სამშობლოს მხსნელს, უდიდესი ლიბერალური პარტიის ბელადს,
ჭეშმარიტ ლიბერალს, სამაგალითო ახალგაზრდობის მფარველს!
– ლაფში ამოსვრილი იქნებოდა ეს ალამი, სენიორ პრეზიდენტის სა-
ზიზღარი მოწინააღმდეგეების მიერ მოსყიდულ ბოროტმოქმედებს რომ
თავისი მიზნისთვის მიეღწიათ. მაგრამ რა იცოდნენ მათ, თუ უფალმა
ღმერთმა წყალობის კალთა გადააფარა მის ძვირფას სიცოცხლეს და იხ-
სნა იგი იმათი მეშვეობით, ვისაც ახსოვს, ვისაც ესმის, რომ იგი სამარ-
თლიანად ითვლება ერის პირველ მოქალაქედ და მკერდით აეფარა მას
იმ საზი... საშინელ წუთებში. დიახ, აეფარა, აეფარა და კვლავაც აეფა-
რებიან, თუ საჭირო იქნება!
დიახ, სენიორებო, დღეს ჩვენ უკეთ ვიცით, ვიდრე ოდესმე, რომ ჩვენი
ქვეყნისთვის, რომელიც ციზივი... ფუი, ცი-ვი-ლი-ზე-ბულ ქვეყნებს მო-
თავეობს, დიდი უბედურება იქნებოდა, თუ იმ შავბნელ, ავბედით დღეს
მტრები განზრახვას აასრულებდნენ. დიახ, დაგვიობლდებოდა სამშობ-
ლო და ხელთ ჩაუვარდებოდა სწორედ იმ საზიზღარ არამზადებს, ვინც

100
უკუნეთ ღამეში ლესავდნენ ხანჯლებს დემოკრატიის განსაგმირავად,
როგორც თქვა მგზნებარე ტრიბუნმა, ვისაც ხუან მონტალვოს3 ეძახიან!
ყველა ამის წყალობით კვლავ ფრიალებს ჩვენი დიდებით მოსილი
ალამი, ჩვენი გერბიდან არ აფრთხიალებულა მშვენიერი ჩიტი, რომე-
ლიც, მსგავსად ფენიქსისა, ფერფლიდან აღსდგა ბელ... იმ ბელადთა მე-
ოხებით, ვინც ამერიკის ნაციონალური თავისუფლება ისე გამოაცხადა,
წვეთი სისხლი არ დაუღვრია და ამგვარად და-აკმაყო-ფი-ლეს ხალხის
მისწრაფება თავისუფლებისაკენ, ბელადებმა რომ გამოაცხადეს... ინდი-
ელმა ბელადებმა... სიკვდილამდე თავისუფლებისა და სხვა უფლებების-
თვის რომ იბრძოდნენ.
და აი, ამიტომ მოვედით დღეს ჩვენ აქ, სენიორებო, და ვესალმებით
ჩვენს დიდ მფარველს, ღარიბი კლასის შემწეს, ვინც მშობელი მამასავით
ჩვენზე ზრუნვაში ათენებს და აღამებს, ვისაც მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, რო-
გორც უკვე მოგახსენეთ, წინ, წინ უძღვის პროგრესს, ფულტონმა4 რომ
თავისი ხომალდით დაძრა, ხუან სანტა მარიამ5 კი იხსნა ავაზაკი დამ-
პყრობლებისაგან, როცა თოფისწამალი ააფეთქა ლემპირის6 მიწაზე. გა-
უმარჯოს ჩვენს ქვეყანას! გაუმარჯოს რესპუბლიკის კონსტიტუციურ
პრეზიდენტს, ლიბერალური პარტიის ბელადს, სამშობლოს მხსნელს,
ბავშვებისა და ქალების მფარველს, განათლების მომფენს.
ძროხისდრუნჩას ღრიალი აღტაცების ხანძრად აბრიალდა და აპლო-
დისმენტების ზღვაში ჩაქრა.
აივნის მარმარილოს მოაჯირზე მარჯვენა ხელით დაყრდნობილმა,

3
ხუან მონტალვო (1837-1889) – ეკვატორელი მწერალი და ფილოსო-
ფოსი.
4
ფულტონი (1765-1812) – ამერიკელი გამომგონებელი, ორთქლით მა-
ვალი პირველი გემისა და წყალქვეშა ნავის შემქმნელი.
5
ხუან სანტა მარია – კოსტარიკელი გმირი, დაიღუპა მტრის ციხესი-
მაგრის აფეთქებისას.
6
განდურაპის ერთ-ერთი პროვინცია.
101
ხალხისკენ ნახევრად შებრუნებულმა პრეზიდენტმა რამდენიმე სიტყვა
თქვა, ზევიდან გადაავლო თვალი ხალხის წარმომადგენლებს, წარბშეყ-
რილი იყო, თვალები უელავდა. დიდი თუ პატარა იცრემლებოდა.
– დარბაზში ხომ არ დავბრუნდეთ, სენიორ პრეზიდენტო? – გამბე-
დაობა მოიკრიბა და ყურში უჩურჩულა კარა დე ანხელმა. – თორემ ხალ-
ხმა მეტისმეტად აგაღელვათ...
უახლოესი მეგობრებით გარშემორტყმული პრეზიდენტი დარბაზში
დაბრუნდა. სამხედრო პროკურორი პირველი გაიჭრა მისკენ, მაგრამ
სხვებიც იქით გაემართნენ და პროკურორი შედგა, რაღაც გამოუცნობმა
ძალამ შეაჩერა, უცნაურმა შიშმა და ხელგაწვდილი რომ არ მდგარიყო,
ფავორიტს მიუბრუნდა.
ფავორიტმა ზურგი შეაქცია. პროკურორს ჯერ კიდევ გაწვდილი ეჭი-
რა ხელი, რომ საშინელი ჭახანი გაისმა, ერთხელ, მეორედ, მესამედ, თით-
ქოს კანონადააო. ხალხი დაფრთხა, ზოგი აქეთ ეცა, ზოგი – იქით, გადაა-
ყირავეს სკამები, წიოდნენ ქალები, ბრინჯივით გაიბნენ დარბაზში ჯა-
რისკაცები, გაჭირვებით იხსნიდნენ ჩანთას, ტენიდნენ თოფს. ტყვიამ-
ფრქვევები, ჩამტვრეული სარკეები, ოფიცრები, ქვემეხები...
რევოლვერმომარჯვებული პოლკოვნიკი კიბის ზემო ბაქანზე მიიმა-
ლა, რევოლვერმომარჯვებული მეორე პოლკოვნიკი ხრახნილ კიბეზე ჩა-
მოდიოდა. არაფერია. არავინაა. რევოლვერმომარჯვებული კაპიტანი
ფანჯრის რაფაზე აძვრა, რევოლვერმომარჯვებულმა მეორე კაპიტანმა
კარი მოაფრიალა. არაფერია. არავინაა. ოღონდ ციოდა იმ ოთახებში. ხე-
ლად მოედო ეს ამბავი სხვა დარბაზებს – არაფერია. არავინაა. ნელ-ნელა
ისევ დიდ დარბაზში მოიყარეს თავი მოწვეულებმა: ვინ შიშით ჩაისველა,
ვინ ხელთათმანი დაკარგა, ზოგს, როგორც იქნა, ფერი მოუვიდა, მაგრამ
ხმა ისევ ჩამწყდარი ჰქონდა, ზოგმა ხმა ამოიღო, მაგრამ მკვდრის ფერი
ედო და არავინ იცოდა, სად ან როდის გაქრა პრეზიდენტი.
ერთ-ერთი კიბის საფეხურზე დიდი დოლი იდო, უცებ დოლი ბრაგაბ-
რუგით დაგორდა. ხალხი გაიფანტა – თავს უშველეთ, ვისაც შეგიძლიათ!

102
XV
ბიძები და ბიცოლები

ფავორიტი სასახლიდან იუსტიციის მინისტრთან და სახალხო წარ-


მომადგენელთან ერთად გავიდა. ცილინდრიანი, სერთუკში გამოწყობი-
ლი ბებრუცუნა მინისტრი ბავშვის ხელით დახატულ თაგვსა ჰგავდა, სა-
ხალხო წარმომადგენელი კი სიძველისგან ჩამოქერცლილი წმინდანივით
გაქუცული იყო. ორივე ისე შეაშინა იმ იდიოტმა დოლით, წარბშეუხრე-
ლად გაიმეტებდნენ სასიკვდილოდ. ცოტა რომ დაშოშმინდნენ, დალევა
მოუნდათ, ერთმა „გრანდ-ოტელისკენ” გაიწია, მეორეს მახლობელ სამი-
კიტნოში უნდოდა შესვლა.
სახალხო წარმომადგენელმა ისე დამაჯერებლად დაასაბუთა, თუ რა-
ტომ სჯობდა ოტელი სამიკიტნოს, თითქოს საზოგადო ადგილებში ყო-
ფაქცევის სავალდებულო წესებს ასწავლის ვინმესო. რიხი არც იურისტს
აკლდა, ისეთი გზნებით ლაპარაკობდა, გეგონებოდათ, განაჩენი გამოაქ-
ვსო: ცუდია, ძალიან ცუდი, ადამიანს თუ მოჩვენებითი ფუფუნება იზი-
დავს. ამიტომ, ჩემო კარგო, დიდებულ ოტელს მე უბრალო სამიკიტნო
მირჩევნია, იქ ადამიანი თავისუფლად გრძნობს თავს. ხომ გაგიგონიათ:
ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო როდიაო.
კარა დე ანხელი ქუჩის კუთხეში დაშორდა მათ, როცა ხელისუფლე-
ბის წარმომადგენლები კამათობდნენ, გაცლა სჯობსო და ინსიენსოს უბ-
ნისკენ აიღო გეზი, სადაც ხუან კანალესი ცხოვრობდა. ჩქარა უნდა წაიყ-
ვანოს თავისი ძმისწული ხუან კანალესმა „ტუსტეპიდან”. ნეტა თვითონ
მოვა წასაყვანად, თუ ვინმეს გამოგზავნის? თუმცა, მე რა მესაქმება? –
ფიქრობდა ფავორიტი, – წავიდეს. პასუხისმგებლობა მომაკლდება. იც-
ხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა, როგორც გუშინდლამდე ცხოვ-
რობდა, სანამ გავიცნობდი, როცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი და ჩემ-
თვის იგი არაფერს ნიშნავდა... რამდენიმე კაცმა მოწიწებით გზა დაუთ-
მო. კარა დე ანხელმა სალამზე უპასუხა მათ, მაგრამ ვის ესალმებოდა,

103
ვერ ხედავდა.
ეუსებიო კანალესის ერთ-ერთი ძმა, დონ ხუან კანალესი, ინსიენსოს
უბანში ცხოვრობდა, ზარაფხანის მახლობლად. ამ გულისამრევი, დიდე-
ბული, ბნელი შენობის კუთხეებში დამსკდარ-ჩამოქერცლილი ბასტიო-
ნები იყო აღმართული, ქვიდან წყალი ჟონავდა, რკინის გისოსიან ფან-
ჯრებში ბუნდოვნად მოჩანდა მტაცებელი მხეცების გალიების მსგავსად
დაყოფილი დარბაზები. იმ გალიებში ინახებოდა სატანის მილიონები.
კარა დე ანხელმა ხუან კანალესის სახლის კარზე დააკაკუნა. აყეფდა
ძაღლი, ხმაზე ეტყობოდა, ძალიან ავი იყო, ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული.
ფავორიტმა ქუდი მოიხადა და ზღურბლს გადააბიჯა (ძალიან ლამა-
ზი იყო, ლამაზი და სატანასავით ვერაგი). ესიამოვნა იმ სახლში შესვლა,
სადაც გენერლის ქალს უნდა დაევანებინა, მაგრამ ძაღლის გაბმულმა
ღავღავმა და ჩამკვრივებული მოღიმარი კაცის – უდავოდ დონ ხუან კა-
ნალესის – ამდენმა „გთხოვთ, გთხოვთ”, გააბრუა. – მობრძანდით, გეთაყ-
ვა! გთხოვთ! გთხოვთ! გთხოვთ! აი, აქეთ, სენიორ! აი, აქეთ, გეთაყვა! რას
მივაწერო?.. – დონ ხუანი ავტომატურად ისროდა სიტყვებს, ხმაზე ეტ-
ყობოდა, რომ პრეზიდენტის საყვარელი მეგობრის დანახვაზე, შიშით
თავისი დაემართა.
კარა დე ანხელმა ოთახს თვალი მოავლო. როგორ უყეფს სტუმარს ეს
თავხედი ძაღლი. ძმები კანალესების სურათებს გენერლის სურათი გა-
მოჰკლებოდა. მოპირდაპირე კედელზე დაკიდებულ სარკეში, ძმების სუ-
რათებს შუა შპალერის მოცარიელებული მუქყვითელი კვადრატი ირეკ-
ლებოდა.
„ძაღლი ახლაც ოჯახის სულია, – გაიფიქრა ფავორიტმა, სანამ დონ
ხუანი ზრდილობის ფორმულების ჩამორაკრაკებას მოათავებდა. – ოჯა-
ხის სულია. ჯერ კიდევ ადამის დროიდან მოყოლებული, სენიორ პრეზი-
დენტსაც ძაღლების ხროვა იცავს”.
სარკეში მასპინძელი ჩანდა, გაცხარებით იქნევდა ხელებს და როცა
ზრდილობის ფორმულით დადგენილი ყველა სიტყვა წარმოთქვა, კარგი

104
მოცურავესავით გადაეშვა წყალში:
– სენიორა კანალესმა, – დაიწყო მან, – სენიორა კანალესმა და მე,
თქვენმა მონა-მორჩილმა, აღშფოთებით გავკიცხეთ ძმა. რა საშინელე-
ბაა! მკვლელობა მუდამ იწვევდა ზიზღს, მაგრამ ასეთი? ესოდენ პატივ-
ცემული, სპეტაკი ადამიანის მოკვლა? იგი ხომ არმიის სინდისი და ღირ-
სება იყო, გარდა ამისა, სენიორ პრეზიდენტის გულითადი მეგობარი...
კარა დე ანხელი დუმდა. ასე დუმან, როცა ხედავენ, როგორ იხრჩობა
ადამიანი და იციან, რომ ვერ უშველიან, ასე დუმან სტუმრად მყოფნი,
უადგილო არაფერი წამოგვცდესო.
დონ ხუანი მიხვდა, რომ ჰაერში ისროდა სიტყვებს და დაკარგა თავ-
შეკავების უნარი, აირია, ხელებით იჭერდა ჰაერს, ამაოდ ცდილობდა ფე-
ხით ფსკერის მოსინჯვას, გონება აებნა, ეჩვენებოდა, რომ ახლა თვითო-
ნაც თავფეხიანად გაება ღვთის პორტალთან მომხდარი მკვლელობის
საქმეში და მთელ იმ პოლიტიკურ ქსელში. მართალია, არა დაუშავებია
რა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. სრულიად არაფერს, გარეულია, მორჩა
და გათავდა! ლატარიაა, ჩემო მეგობრებო, ლატარია! ქვეყნის სიმბოლო.
ასე გაჰყვირის ხოლმე ჭეშმარიტი კათოლიკე, ლატარიის ბილეთების გამ-
ყიდველი და მეძველმანე ბიძია ფულხენსიო. უცებ, კარა დე ანხელის ნაც-
ვლად, ბიძია ფულხენსიოს ჩონჩხი დაუდგა წინ, ყბებს ძაფივით წვრილი
ნერვები იმაგრებდა. ჩონჩხს შავი პორტფელი ეჭირა, შარვლის უკანა ნა-
წილზე ხელს იტყაპუნებდა, უცნაურად ამოძრავებდა ყბას, დუდღუნებ-
და, ჩლიფინებდა:
„ჩემო მებობრებო, ჩემო მებობრებო, ლატარიაა ამ ქვეყანაში ერთა-
დერთი კანონი. ამოაძრობ ბილეთს – ციხე, ამოაძრობ მეორეს – დახვრე-
ტა, ამოაძრობ მესამეს – დეპუტატი ხარ, დიპლომატი, პრეზიდედი, გე-
დერალი, ბინისტრი. რისთვის უნდა იჯახირო, თუ ყველაფერი ლატარია-
ა? ლატარიაა, ჩემო მებობრებო, ლატარია. იყიდეთ ლატარიის ბილეთი!”
ვაზივით დაკორძილ-დაგრეხილი ჩონჩხი სიცილით ბჟირდებოდა, მისი
პირიდან სიცილი ლატარიის მომგებიან ბილეთებად იბნეოდა.

105
კარა დე ანხელი მსგავსი ზმანებებიდან შორს იყო, მდუმარედ შესცქე-
როდა დონ ხუანს და თავის თავს ეკითხებოდა: რა აქვს კამილას საერთო
ამ ამაზრზენ ლაჩართანო.
– ხმა დაირხა... თუმცა, დაირხა კი არა, სენიორა კანალესს პირდაპირ
უთხრეს, თითქოს პოლკოვნიკის მკვლელობის საქმეში უნდათ გამრიონ!..
– განაგრძო კანალესმა, გაჭირვებით ამოაძვრინა ჯიბიდან ცხვირსახოცი
და ოფლის მსხვილი წვეთები მოიწმინდა.
– არაფერი ვიცი ამის შესახებ, – ცივად მოუჭრა კარა დე ანხელმა. –
ეს ხომ საშინელი უსამართლობა იქნება! გამოგიტყდებით, მე და ჩემს მე-
უღლეს, დიდი ხანია არ მოგვწონდა ეუსებიოს საქციელი. ისედაც, არ ვი-
ცი, გაგონილი გაქვთ თუ არა, ბოლო ხანებში იშვიათად ვხვდებოდით
ძმას, თითქმის არ ვხვდებოდით, უცხოებივით ვიყავით. დილა მშვიდობი-
სა, საღამო მშვიდობისა. გამარჯობა, მშვიდობით. მშვიდობით, მშვიდო-
ბით, მეტი არაფერი.
დონ ხუანი გულდაჯერებით ვერ ლაპარაკობდა. ცოლი თეჯირს იქი-
დან თვალს ადევნებდა და გადაწყვიტა მიშველებოდა ქმარს. – რატომ არ
გამაცნობ სტუმარს? – წამოიძახა მან, ალერსიანად დაუქნია თავი კარა
დე ანხელს და გაუღიმა.
– მართლაც, როგორ მომივიდა ეს! – თქვა დონ ხუანმა და სტუმართან
ერთად წამოდგა სკამიდან. – ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ხუდიტ დე
კანალესი, ჩემი მეუღლე...
კარა დე ანხელმა გაიგონა დონ ხუანის მეუღლის სახელი, მაგრამ თა-
ვისი უთხრა თუ არა, აღარ ახსოვდა.
ამ უცნაური, გაჭიანურებული დარბაზობისას, იდუმალი ძალის გავ-
ლენით ცხოვრებას რომ უნგრევდა, მხოლოდ ის სიტყვები აღწევდა მის
ცნობიერებას, რაც კამილას უკავშირდებოდა.
„რატომ არ ახსენებენ ძმისწულს? – ფიქრობდა იგი. – კამილაზე რომ
დაეწყოთ ლაპარაკი, გულისყურით მოვუსმენდი. ის რომ მოეკითხათ,

106
ვეტყოდი, საშიში არაფერი გაქვთ, თქვენ არავინ გადანაშაულებთ-მეთ-
ქი... კამილაზე რომ ეკითხათ, სად არისო... ღმერთო, რა სულელი ვარ!
ამათთან რომ წამოვიდეს, მე ხომ ვეღარ ვიფიქრებ მასზე? მე, ის, ესენი...
რა სულელი ვარ, ღმერთო, რა სულელი! ის და ესენი! მე ვიღა ვარ, რა
შუაში ვარ? მარტო დავრჩები, შორს ვიქნები კამილასაგან, მარტო...”
მანდილოსანი, ვინც დონა ხუდიტად გააცნო თავი, ტახტზე იჯდა, მო-
ლოდინით შეჰყურებდა სტუმარს და მაქმანიან ცხვირსახოცს ცხვირზე
ისვამდა.
– თქვენ ბრძანეთ... ხელი შეგიშალეთ... მომიტევეთ...
– ჩვენ...
– დიახ...
– თქვენ...
სამივე ერთად ალაპარაკდა და რამდენჯერმე ფრიად თავაზიანად
განმეორებული – „ბრძანეთ, გთხოვთ!” – „არა, თქვენ ბრძანეთ, გეთაყვა!”
– შემდეგ ისე მოხდა, რომ სიტყვა დონ ხუანს დარჩა („იდიოტო!” – ყვი-
როდნენ ცოლის თვალები).
– ესაა ვუყვებოდი ჩვენს მეგობარს, როგორ აღვშფოთდით მე და შენ,
როცა გავიგეთ (პრივატულად, სრულიად პრივატულად), რომ ეუსებიო
მონაწილეობდა პოლკოვნიკ პარალეს სონრიენტეს მკვლელობაში...
– ოო, როგორ არა, როგორ არა! – სიტყვა ჩამოართვა ქმარს დონა ხუ-
დიტმა და ამოიხვნეშა. – მე და ხუანი ვამბობდით, რომ გენერალს ასეთი
გაუგონარი დანაშაულით არ უნდა შეერცხვინა მუნდირი და წარმოიდ-
გინეთ, თურმე ეს არ კმაროდა, ახლა ჩემი მეუღლის გარევაც უნდათ იმ
საშინელ საქმეში!
– მე უკვე ავუხსენი დონ მიგელს, რომ ჩვენ, ძმები, დიდი ხანია ერთმა-
ნეთს დავშორდით, თითქმის მტრებად ვიქეცით. დიახ, მოსისხლე მტრები
გავხდით. ეუსებიოს ჩემი სურათის დანახვაც კი არ შეეძლო, მე – მით უფ-
რო!..

107
– მოგეხსენებათ ოჯახის ამბები. ხომ იცით, წალაპარაკება, უთანხმო-
ება, – ჩაურთო დონა ხუდიტმა ხვნეშით.
– თუნდაც ასე იყოს, – თქვა კარა დე ანხელმა, – მაინც ნუ დაივიწ-
ყებთ, დონ ხუან, – რომ ძმებს, რაც უნდა მოხდეს მათ შორის, სისხლის
ნათესაობა მტკიცედ აკავშირებს...
– ეს რა მესმის, დონ მიგელ? ნუთუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი ჩვენს
ალალმართლობაში? ..
– ნება მიბოძეთ!
– არა ხართ სწორი... – ისევ ჩაერია დონა ხუდიტი და თვალები დახა-
რა. – ყოველგვარი კავშირი წყდება, როცა საქმე ფულს შეეხება. სავალა-
ლოა, მაგრამ ასეა. ფული სისხლით ნათესაობაზე ძლიერია! – ნება მიბო-
ძეთ, დავამთავრო სათქმელი! მე მოგახსენეთ, მტკიცეა, ურღვევია ძმათა
კავშირი-მეთქი. იმიტომ, რომ, მიუხედავად სერიოზული უთანხმოებისა
თქვენ შორის, როცა გენერალი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა,
მითხრა...
– არამზადა! თავისი ცოდვა უნდა მომაწეროს? ეს ცილისწამებაა? –
არა, მე სულ სხვა რამ უნდა მოგახსენოთ!
– ხუან, ხუან, დააცადე სენიორს, ათქმევინე!
– მან მთხოვა, გადმომეცა თქვენთვის, რომ გაბარებთ ასულს, რომ აქ,
ამ თქვენს სახლში...
ახლა უკვე კარა დე ანხელი ისროდა სიტყვებს ჰაერში. ერთი წამით
მოეჩვენა, რომ ამ ადამიანებს არ ესმოდათ ესპანური. სიტყვები ისე ქრე-
ბოდა, ერთიც არ შეხებია ღიპიან, სუფთად გაპარსულ დონ ხუანსა და
მკერდფაშფაშა დონა ხუდიტს.
– პირადად თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა ქნას ქალიშვილმა. – რა-
საკვირველია... – როგორც კი დონ ხუანი დარწმუნდა, რომ კარა დე ან-
ხელი მის დასაპატიმრებლად არ იყო მოსული, მყის დაუბრუნდა გავლე-
ნიანი კაცი ძველებური რიხი. – აღარ ვიცი, რა გითხრათ... ისე მოულოდ-

108
ნელად დაგვატყდა თავს ეს ამბავი... ჩემს სახლში, რა თქმა უნდა, ლაპა-
რაკიც ზედმეტია... რას ვიზამთ! ცეცხლთან თამაში არ გამოგვადგება! იმ
უბედურისთვის, რასაკვირველია, ჩვენთან ყოფნა სჯობდა... მაგრამ
რისკს ვერ გავწევთ, მავანისა და მავანის მეგობრობა რომ არ დავკარ-
გოთ... ხომ იცით, იმათ ძალიან გაუკვირდებათ, თუ ამ ჩვენი შეუბღალავი
სახლის კარს სენიორ პრეზიდენტის მტრის ქალიშვილს გავუღებთ... გარ-
და ამისა... გავიგეთ, რომ ჩემმა ცნობილმა ძამიკომ... როგორ გამოვთქვა...
შესთავაზა... დიახ, შესთავაზა თავისი ასული ხალხის ბელადის პირად
მეგობარს, იმისათვის, რომ მას, თავისი მხრით...
– ნემსის ყუნწში გაძვრებოდა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. აბა,
როგორ! – ჩაურთო დონა ხუდიტმა. – წარმოგიდგენიათ! თურმე თავისი
ერთადერთი შვილი შესთავაზა სენიორ პრეზიდენტის მეგობარს იმ მიზ-
ნით, რომ თავის მხრივ, იმ მეგობარს სენიორ პრეზიდენტისთვის შეეთა-
ვაზებინა იგი. რასაკვირველია, ასეთი საზიზღარი, გაუგონარი წინადა-
დება დაგმეს და მაშინ ჩვენმა „არმიის თავადმა” – ასე შეარქვეს იმ გა-
მოსვლის შემდეგ – დაინახა, რომ გზები მოჭრილი ჰქონდა და გაქცევა
გადაწყვიტა. ქალიშვილი კი თურმე ჩვენ უნდა შემოგვაჩეჩოს. თუმცა,
ისეთი ადამიანისაგან, ვინც მუნდირის ღირსება ლაფში ამოსვარა და ახ-
ლობლებიც ეჭვქვეშ დააყენა, სხვას რას უნდა მოველოდეთ. ღმერთია
მოწმე, რამდენი თეთრი გამოგვერია თმაში...
რისხვამ იელვა კუნაპეტ ღამეში, თავისი თვალებით რომ დაატარებ-
და კარა დე ანხელი.
– მაშ, სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს...
– სამწუხაროა, რომ თქვენ მოგიხდათ ამ საქმის გამო მოსვლა... კარგი
იქნებოდა, დაგერეკათ...
– თქვენი ხათრით, – ჩაურთო დონა ხუდიტმა. – ჩვენ დიდი სიამოვ-
ნებით... დამიჯერეთ... მაგრამ, ხომ იცით...
სიტყვა აღარ უთქვამს, არც შეუხედავს მათთვის, ძაღლის ღავღავსა
და ჯაჭვის ჟღარუნში ოთახიდან წინკარში გავიდა.

109
– თქვენს ძმებთან წავალ, – უთხრა მასპინძელს სახლიდან გასვლის
წინ კარა დე ანხელმა.
– არ გირჩევთ, – აჩქარებით შეაგება სიტყვა დონ ხუანმა. – იცით, მე
კონსერვატორად მთვლიან და... ისინი კი ლიბერალები არიან! იფიქრე-
ბენ, რომ თქვენ შეიშალეთ, ან უბრალოდ, ეხუმრებით! დონ ხუანმა ქუ-
ჩამდე მიაცილა სტუმარი, მერე შებრუნდა, ნელა მიიხურა კარი, გასაღე-
ბით ჩაკეტა, კოტიტა, სქელი ხელები მოიფშვნიტა... უნდოდა ვინმეს მო-
ალერსებოდა (ოღონდ ცოლს არა) და ძაღლს, ჯერ კიდევ რომ ავად იღ-
რინებოდა, თავზე ხელი გადაუსვა. – თუ სახლიდან გასვლას აპირებ,
ძაღლს თავი დაანებე! – დაუძახა ცოლმა პატიოდან, სადაც იგი მოახ-
ლოებული საღამოს სიგრილეში ვარდების მოსაჭრელად გამოსულიყო.
– ახლავე, ახლავე!
– მოემზადე, თორემ მე ლოცვად უნდა დავდგე. ექვსი საათის შემდეგ
ქუჩაში გასვლა სახიფათოა.

XVI
„ახალ სახლში”

დილის რვა საათზე ფედინა (რა კარგი იყო უწინ, წყლის საათის დღე-
ებში, არც ისრები ხტოდა, არც დრო!), რვა საათზე ფედინა სამარესავით
ნესტიან და ბნელ, გიტარასავით შეღუნულ საკანში შეაგდეს. სანამ იქ გა-
მოამწყვდევდნენ, ჯერ მისი განსაკუთრებული ნიშნები ჩაიწერეს და გაჩ-
ხრიკეს თავით ფეხამდე, იღლიებიდან ფრჩხილებამდე. განსაკუთრებით
საგულდაგულოდ შეამოწმეს მას მერე, როცა უბეში გენერალ კანალესის
ხელით ძმისთვის მიწერილი წერილი უპოვეს, გენერლის სახლში ფედი-
ნამ იატაკიდან რომ აიღო.
დგომით ჩამოწყდა, სიარული კი უჭირდა, ორი ნაბიჯი წინ, ორი –
უკან. ჩამოჯდა, მუხლში ქარს ამოვიღებო, მაგრამ იატაკიდან ისეთი სი-
ცივე სცემდა, მარტო ფეხები კი არა, ყურები და ხელებიც მოეყინა და ისევ

110
ადგა, დაჯდა, ადგა, დაჯდა, ადგა, დაჯდა...
ტუსაღი ქალები საკნებიდან ციხის ეზოში გამოეყვანათ. ქალები მღე-
როდნენ და რატომღაც მათ სიმღერას ბოსტნეულის სუნი მოჰქონდა. დი-
დი გრძნობით, ზანტად, გაბმით აღუღუნებდნენ ერთფეროვან ჰანგს და ამ
მძიმე ჯაჭვს უცებ წყვეტდა პირმოხეული კივილი... გინება... ღვთის გმო-
ბა... წყევლა-კრულვა.
ფედინა განსაკუთრებით ერთი ტუსაღი ქალის ხმამ შეაკრთო, ფსალ-
მუნივით გაბმით რომ მოსძახოდა:
სატუსაღოდან
საროსკიპომდე,
ოი, ციურო მშვენებავ, ხატო,
მხოლოდღა ერთი ნაბიჯი არის,
რადგან ჩვენ ახლა მარტო ვართ, მარტო;
ოი, ციურო მშვენებავ, ხატო,
მკოცნე და კოცნით უნდა გამართო.
აბა, დელა, დელი, დელი,
დარჩი ჩემთან, იყავ ჩემი;
ახლა აქედან
საროსკიპომდე,
ოი, ციურო მშვენებავ, ხატო,
ერთი ნაბიჯი გვაშორებს მარტო.
ზოგი პწკარი არ ეხამებოდა სიმღერის რიტმს, მაგრამ ამისაგან, თით-
ქოს უფრო ნათლად ჩანდა, მართლა რა ახლოს იყო ვირის აბანო – „ახა-
ლი სახლი” – საროსკიპოდან. ჭეშმარიტება რიტმზე მთავარია და ეს
ულაზათო სტრიქონებიც თვალნათლივ ამჟღავნებდა შესაზარ სიმარ-
თლეს. იმ ქალის ხმის გაგონებაზე ფედინა შიშით აკანკალდა. მართალია,
მანამდეც კანკალებდა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ესმოდა, რა საზარე-
ლი საფრთხის წინ იდგა. მერეღა გაიგო, როცა იმ ხმამ, მსგავსად ძველი
ფირფიტისა, საშინელ მკვლელობაზე უფრო შესაზარ ათას საიდუმლოს

111
რომ ფარავს, გული გაუგმირა. როგორ შეიძლება დილიდან ასეთი სიმღე-
რის წამოწყება? ფედინა ისე იგრიხებოდა, თითქოს ცოცხლად ატყავებე-
ნო. ტუსაღ ქალებს კი უთუოდ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ როსკიპის
საწოლი ციხის საწოლზე ცივია და იმ სიმღერაში თავისუფლებისა და
სითბოს უკანასკნელ იმედს აქსოვდნენ.
ფედინას შვილი გაახსენდა, გულზე მოეშვა, ისევე ფიქრობდა ბავ-
შვზე, როგორც ფეხმძიმობის დროს – ბავშვები სამუდამოდ რჩებიან დე-
დის მუცელში. როგორც კი გათავისუფლდება, უპირველეს ყოვლისა, ბავ-
შვი უნდა მონათლოს. დრო არ არის თუ? ქვედატანი და ჩაჩი კარგი აქვს,
ორივე კამილას ნაჩუქარია. სტუმრები – უნდა მოიწვიოს. საუზმედ შო-
კოლადი და ნაირ-ნაირი ღვეზელი ექნება. სადილად ვალენსიური ფლავი
და ღორის ხორცი ნუშით. ვახშმად ლიმონათი, ნაყინი, ვაფლი. სტამბის
თანამშრომელს, შუშისთვალიან კაცს, უკვე შეუკვეთა მოსაწვევი ბარა-
თები, მალე დაუგზავნის ნაცნობებს. კარგი იქნება, თუ შუმანებს ორ კა-
რეტასაც შეუკვეთავს, დიდ კარეტებს, რომ ცხენები ორთქლმავალივით
მიქროდნენ, ვერცხლის ჯაჭვების წკარაწკურით, მეეტლე სერთუკსა და
ცილინდრში იქნება გამოწკეპილი. და უცებ გამოერკვა. – არ შეიძლება
ამაზე წინასწარ ფიქრი, თორემ ვაითუ იმ ყმაწვილივით დაემართოს,
ჯვარი რომ უნდა დაეწერა და ყოველ წუთს იმეორებდა: „ხვალ, სწორედ
ამ დროს...” მეორე დღეს კი, სწორედ ჯვრისწერის წინ, იმ საწყალს აგური
დაეცა თავზე და სული გააფრთხობინა.
ისევ შვილისკენ გაექცა ფიქრი და ისეთი ნეტარება იგრძნო, ყველა-
ფერი გადაავიწყდა. კედელს მიშტერებული იჯდა, უხამს ნახატებს უყუ-
რებდა, მაგრამ ვერ ხედავდა. უცებ გამოერკვა, მიხვდა, რასაც შესცქერო-
და: ჯვრები, ფრაზები საღვთო წერილიდან, მამაკაცების სახელები, თა-
რიღები, მისნური რიცხვები და მათ ზემოთ – უხამსი ნახატები. ერთ ად-
გილას ეწერა – „ღმერთი”, გვერდით კაცის ასო ჰქონდა მიხატული, რიც-
ხვი ცამეტი და ერთმანეთში ჩახლართული ეშმაკები, ყვავილებს ფურ-

112
ცლების ნაცვლად თითები ჰქონდა გადაშლილი, კარიკატურები მოსა-
მართლეებსა და მოხელეებზე, ნავები, ღუზები, მზე და გადახლართული
ხელები, თვალები, ისრით განგმირული გულები, ბოთლები და ისევ მზე,
ჟანდარმის გრძელი ულვაშით დამშვენებული, დედაბრისსახიანი რამდე-
ნიმე მთვარეც ეხატა, ვარსკვლავები, საათები, ალები, ფრთიანი გიტარე-
ბი და ხანჯლები.
ფედინა შეზარა საზიზღარმა სანახაობამ. ჩქარა გაშორდეს აქაურო-
ბას, ამ უწმაწურ, გარყვნილ სამყაროს... იქვე დაინახა მეორე ისეთივე კე-
დელი, მეორე კედელზე ზუსტად იყო პირველი კედლის მხატვრობა გა-
მეორებული. ფედინას ენა ჩაუვარდა, თვალები ისე დაჭუტა, თითქოს მო-
ლიპულ ფერდობზე უფსკრულისკენ დაცურდაო. მთები, ფანჯრები კი
არა, მთები იღებოდა ირგვლივ, და ცა მგელივით კრეჭდა ვარსკვლავებით
გამოტენილ პირს.
იატაკზე ჭიანჭველების ჯარი მკვდარ ტარაკანს მიათრევდა.
საზიზღარი ნახატებით შეძრწუნებულ ფედინას ამაშიც ამაზრზენი
უხამსობა ელანდებოდა.
სატუსაღოდან
საროსკიპომდე,
ოი, ციურო მშვენებავ, ხატო... –
სიმღერის ბასრი ნამსხვრევები გულში ესობოდა.
ქალაქში რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული
ზეიმი გრძელდებოდა, ცენტრალურ მოედანზე ყოველ საღამოს ეშაფო-
ტივით დგამდნენ ეკრანს, ერთგულ ბრბოს ფილმების ნაწყვეტებს უჩვე-
ნებდნენ და ეს ძალიან ჰგავდა საჯაროდ სიკვდილით დასჯას. ილუმინა-
ციით მორთული შენობები უფრო მკვეთრად ელვარებდა ბნელი ცის
ფონზე. ხალხი დოლბანდივით შემოხვეოდა პარკის ღობეს. საზეიმო სა-
ღამოებში რჩეული საზოგადოება პარკში იკრიბებოდა, უბრალო ხალხი
კი მოედანზე იყრიდა თავს და მოწიწებული მდუმარებით უყურებდა
ფილმების ნაწყვეტებს. ბერიკაცები, დედაბრები, ხეიბრები, ცოლ-ქმარი,

113
ერთიმეორე რომ უკვე ეკლად ესობოდათ თვალში, ქილაში ჩალაგებული
სარდინებივით მჭიდროდ ისხდნენ მერხებზე და მთქნარებით ათვალიე-
რებდნენ მოსეირნე ახალგაზრდობას. ჭაბუკები ქალიშვილებს თვალს
უპაჭუნებდნენ, მეგობრებს ესალმებოდნენ. დროდადრო მდიდრებიც და
ღატაკებიც თვალს ცას მიაპყრობდნენ, ათასფრად მოციმციმე ფეიერვერ-
კი ტკრციალ-შიშინით ჰკვეთდა წყვდიადს.
შემზარავია პირველი ღამე ციხეში. ტუსაღი სიბნელეში ზის, თითქოს
ცხოვრების მიღმაა, კოშმარების სამყაროში. უჩინარდება კედლები, ჭერი,
სადღაც მიცურავს იატაკი, მაგრამ ადამიანი მაინც ვერ თავისუფლდება
ტყვეობიდან, თითქოს ცოცხლად არის საფლავში ჩამარხული.
ფედინა გამალებით ბუტბუტებდა: „გადმომხედე, წმინდაო ქალწუ-
ლო, შენ ხომ მოწყალებას არ აკლებ, ვინც გვედრებს შემწეობას. შენი იმე-
დი მაქვს, ღვთისმშობელო დედაო, განვერთხმი შენს ფერხთა ქვეშ ცხა-
რედ მტირალი. ისმინე ვედრება ჩემი, ქალწულო მარიამ, მომისმინე უღი-
რს ცოდვილს! ამინ!” სიბნელე ახრჩობდა, აღარ შეეძლო ლოცვა, იატაკზე
გაიშოტა და გრძელი ხელები, გრძელზე გრძელი ხელები შემოსალტა ცივ
მიწას, სადაც კი იყო ცივი მიწა, ყოველი ტუსაღის, უდანაშაულოდ დას-
ჯილის და მწუხარე ადამიანის მიწა... თან ლოცულობდა:
Ora pro nobis... Ora pro nobis...7
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
ნელ-ნელა გონს მოეგო. შიოდა. „პაწიას ვიღა აჭმევს?” კართან მიხოხ-
და, დააკაკუნა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა.

7
ილოცე ჩვენდა (ლათ.).
114
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
სადღაც შორს, შორს, თორმეტჯერ ჩამოკრა ზარმა...
Ora pro nobis...
Ora pro nobis...
იქ, მისი ბიჭუნას სამყაროში...
Ora pro nobis...
თორმეტჯერ, მან კარგად დაითვალა... უნდოდა წარმოედგინა, რომ
გაათავისუფლეს, შინ არის, აი, მისი ნივთები, მეგობრები, ხუანიტას ეუბ-
ნება: „მიხარია, რომ კვლავ გხედავ!” კარზე უკაკუნებს გაბრიელიტას, რე-
ვერანსით მიესალმა დონ ტიმოთეოს. იქ, ქალაქში, გრძელდებოდა ზეიმი,
ეშაფოტის ნაცვლად დადგმული ეკრანი ამშვენებდა ცენტრალურ მოე-
დანს, პარკში მოსეირნეები ისე უვლიდნენ წრეს, თითქოს მონები ოწი-
ნარს ატრიალებენო.
როცა იმედი გადაუწყდა და აღარავის ელოდა, გაიღო საკნის კარი.
გასაღებების ჟღარუნზე ფედინამ ისე შეიკეცა ფეხები, თითქოს უცებ და-
ინახა, რომ უფსკრულის პირას დგასო. ორმა კაცმა იპოვა იგი სიბნელეში,
სიტყვა არ უთქვამთ, უჩუმრად სტაცეს ხელი და ვიწრო დერეფანში გა-
ათრიეს. ქარმა სისინით შემოჰქროლა. გაატარეს ორ ჩამობნელებულ
ოთახში, მერე გაჩახჩახებულ ოთახში შეიყვანეს და თვითონ გავიდნენ.
სამხედრო პროკურორი ხმადაბლა ელაპარაკებოდა მწერალს...
„ეს კაცი ორღანზე უკრავს ხოლმე ღვთისმშობლის ტაძარში, – გა-
იფიქრა ფედინამ, – ამიტომაც მეცნობა მისი სახე, ტაძარში მინახავს.
არა, არ შეიძლება ეს კაცი ცუდი იყოს!..”
პროკურორმა ყურადღებით შეათვალიერა ფედინა, მერე დაკითხვა
დაუწყო: სახელი, გვარი, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, პროფესია,
რწმენა, მისამართი. როდასის ცოლმა ყველაფერზე გარკვევით უპასუხა
და სანამ მწერალი მის უკანასკნელ პასუხს ჩაიწერდა, პროკურორს ჰკით-

115
ხა, რისთვის დამაპატიმრეთო. მაგრამ ამ დროს მეზობელ ოთახში ტელე-
ფონი აწკრიალდა და მკვეთრად გახმიანდა ქალის ხრინწიანი ხმა: „დიახ!
მერე როგორ? მოხარული ვარ!.. დილით კანდუჩა გავგზავნე იქ... კაბა?
შესანიშნავად მომერგო, დიახ, ბრწყინვალედაა გამოჭრილი... რაო? არა,
დალაქავებული არ არის... არა-მეთქი, არსად ლაქის ნასახი არ ეტყობა...
ჰო, ოღონდ არ დაიგვიანოთ... ნახვამდის... ღამე მშვიდობისა... ნახვამ-
დის...” – არხეინად ბრძანდებოდეთ, – დაცინვით უპასუხა პროკურორმა
ფედინას, – ჩვენ სწორედ იმისთვის ვსხედვართ აქ, რომ პასუხი გავცეთ
თქვენისთანებს, რომელთაც არ იციან, რისთვის დააპატიმრეს... ამას რომ
ამბობდა, გომბეშოს თვალები უფრო წამოეკუსა, ლამის ამოუვარდა და
ბუდიდან და ხმააწევით დაამთავრა:
– ოღონდ ჯერ თქვენ მეტყვით, რას აკეთებდით დილით გენერალ ეუ-
სებიო კანალესის სახლში?
– მე... გენერალთან ერთ საქმეზე მივედი.
– არ შეიძლება მითხრათ, სახელდობრ, რა საქმეზე?..
– პირად საქმეზე. ჩემს პირად საქმეზე. მინდოდა მეთქვა... მე... თქვენ.
რა გაეწყობა, ყველაფერს გეტყვით: უნდა შემეტყობინებინა მისთვის,
რომ საღამოს დაჭერას უპირებდნენ პოლკოვნიკის მკვლელობის გამო.
– და ამის შემდეგ კიდევ კითხულობთ, რისთვის დამაპატიმრესო?..
თავხედობაც ამას ჰქვია! მაშ, ეს არაფერია, თქვენი აზრით? მაშ, არაფე-
რია? მაშ, არაფერია? არაფერია?
რაც მეტჯერ იმეორებდა „არაფერიას”, მით უფრო წიწმატდებოდა
პროკურორი.
– დამაცადეთ. ბოლომდე მათქმევინეთ. ყური დამიგდეთ, თქვენ ხომ
სულ სხვა რამეს ფიქრობთ! თუ ღმერთი გწამთ, მომისმინეთ. მე რომ მი-
ვედი, გენერალი შინ აღარ იყო. არ მინახავს იგი, არავინ არ მინახავს,
ძიძის მეტი!
– მაშ, თქვენი აზრით, ეს არაფერია, არა? არაფერია, არა? როდის
მიხვედით იქ?

116
– ტაძრის საათმა ექვსი რომ დარეკა!
– ჩინებული მეხსიერებაა! მერედა, როგორ გაიგეთ, რომ გენერალს
დაპატიმრებას უპირებდნენ?
– მე?..
– დიახ, თქვენ!..
– ქმარმა მითხრა.
– თქვენი ქმარი... რა ჰქვია თქვენს ქმარს?
– ხენარო როდასი.
– იმან საიდანღა გაიგო? როგორ გაიგო? ვინ უთხრა?
– ერთმა მეგობარმა. არის ასეთი, ლუსიო ვასკესი, საიდუმლო პოლი-
ციაში მუშაობს. იმან უთხრა ჩემს ქმარს, ქმარმა კი... – ქმარმა – თქვენ,
თქვენ კი – გენერალს! – აჩქარებით ჩაურთო პროკურორმა.
ფედინამ თავი გააქნია.
– არა-მეთქი, ღმერთო ჩემო, აკი მოგახსენეთ, რომ არავისთვის არა-
ფერი მითქვამს.
– საით მიიმალა გენერალი?
– ოჰ, იესო მაცხოვარო, არ მინახავს, არაფერი არ ვიცი, რამდენჯერ
უნდა გითხრათ! გესმით? არ მინახავს, არ მინახავს, არ მინახავს. რის-
თვის მოგატყუებთ? მაგან ზედმეტი არაფერი ჩაწეროს მანდ, – ფედინამ
მწერლისკენ გაიშვირა თითი.
მწერალი ფედინასკენ მიბრუნდა, ფერმკრთალი, ჭორფლიანი სახე
საშრობ ქაღალდს მიუგავდა, თითქოს უამრავი მრავალწერტილი აუშ-
რიათ ამ სახითო.
– თქვენი საქმე არ არის, რას დაწერს იგი! იმაზე მიპასუხეთ, რაც
გკითხეთ! სად წავიდა გენერალი?
დუმილი ჩამოვარდა. ბოლოს ისევ ჩაქუჩის ხათქუნივით გაკვეთა სი-
ჩუმე პროკურორის უხეშმა ხმამ: – სად წავიდა გენერალი? – არ ვიცი! რა
გინდათ ჩემგან? არ ვიცი, არ მინახავს! ვაი, ღმერთო ჩემო.

117
– თქვენს ადგილზე რომ ვიყო, ასე არ გავჯიუტდებოდი. ხელისუფლე-
ბამ ყველაფერი იცის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ გენერალს ელაპარაკეთ! –
სასაცილოა, ღმერთმანი!
– სჯობს, კარგად დამიგდოთ ყური! სიცილს არ გირჩევთ, დაიხსომეთ
ეს. ხელისუფლებამ ყველაფერი იცის-მეთქი, გითხარით!
ყველაფერი! – სიტყვა „ყველაფერის” ყოველ გამეორებაზე, მაგიდას
მუშტს ურტყამდა. – თუ თქვენ არ გინახავთ გენერალი, საიდან გაქვთ ეს
წერილი? თავისით მოფრინდა და პირდაპირ უბეში ჩაგიხტათ? – ეს წე-
რილი დაგდებული ეგდო. იატაკიდან ავიღე. ზედ გასასვლელ კართან!
მაგრამ რა უნდა გელაპარაკოთ, მაინც არ გჯერათ ჩემი! თითქოს მატყუა-
რა ვიყო!
– „დაგდებული ეგდო”! გაუნათლებელი! – ჩაიფრუტუნა მწერალმა. –
იცით, რას გეტყვით? გვეყო თქვენი ზღაპრების მოსმენა! თქვით სიმარ-
თლე, თორემ მაგ ტყუილებით ისეთ დღეში ჩაიგდებთ თავს, მთელი ცხოვ-
რება ვერ დამივიწყებთ.
– რა ვქნა, ბატონო, სიმართლე მოგახსენეთ! როგორ დაგარწმუნოთ,
აღარ ვიცი! თუ არ გინდათ, ნუ დამიჯერებთ! ჩემი შვილი არა ხართ, რომ
გაგჯოხოთ. და სხვა რაღა ვიღონო!
– ძვირად დაგიჯდებათ ეგ, დაიხსომეთ ჩემი სიტყვა! ახლა ეს მიბრძა-
ნეთ, რა საერთო გაქვთ გენერალთან? ვინა ხართ მისი? და? თუ?.. რა გინ-
დოდათ მისგან?
– მე... გენერლისგან... არაფერი არ მინდოდა. ერთი-ორჯერ თუ მყავ-
და ნანახი, მე და გენერლის ქალი მოლაპარაკებული ვიყავით, ჩემთვის
ბავშვი უნდა მოენათლა...
– ეს არ არის მიზეზი.
– თითქმის ნათლია იყო ჩვენი!
– ტყუილებს როშავს! – ჩაურთო მწერალმა.
– ეგ ამბავი რომ გავიგე, თავგზა დავკარგე, გავიქეცი მათთან. იმიტომ,

118
რომ იმ ლუსიომ ჩემს ქმარს უთხრა, ერთი კაცი ამაღამ გენერლის ქალიშ-
ვილის მოტაცებას აპირებსო...
– გეყოფათ მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი. სჯობს გულახდილად
მითხრათ, სად არის ახლა გენერალი. სულ ერთია, მე უკვე ვიცი, რომ
თქვენ შეგიძლიათ მიმასწავლოთ მისი ადგილსამყოფელი და რომ ახლა
ყველაფერს გვეტყვით, ჩვენ ორს, ან მარტო მე. აბა, გაჩუმდით, რა გატი-
რებთ? მითხარით, გისმენთ! – მერე ხმადაბლა, შემპარავად განაგრძო: –
თუ მეტყვით, სად არის გენერალი... ყური დამიგდეთ, მე ხომ თქვენს სა-
ხეზე ვკითხულობ, მისი ასავალ-დასავალი კარგად იცით და ახლა ყვე-
ლაფერს მეტყვით... თუ მეტყვით, სად არის იგი, დანაშაულს გაპატიებთ,
ახლავე ვუბრძანებ, გაგათავისუფლონ. აქედან პირდაპირ შინ წახვალთ,
გესმით?.. შინ... დაფიქრდით, კარგად დაფიქრდით!..
– ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, რა ვქნა? ვიტყოდი, რომ ვიცოდე,
მაგრამ უბედურება ის არის, წარმოდგენა არა მაქვს, სადაა გენერალი!
ვაი, ეს რა ცოდვის კითხვაა! არ ვიცი, მორჩა და გათავდა! პირჯვრის მად-
ლსა ვფიცავ, არაფერი არ ვიცი.
– რად ჯიუტობთ, რად? ნუთუ არ გესმით, რომ ამით ძალიან ცუდ
დღეში ჩაიგდებთ თავს?
პაუზების დროს მწერალი სტვენით იწოვდა კბილებში გაჩხერილ საჭ-
მლის ნარჩენებს.
– ვხედავ, რომ მშვიდობიანი ლაპარაკით თქვენთან ვერაფერს გავ-
ხდები! საძაგელი ხალხი ხართ! – პროკურორი მოქმედი ვულკანივით
ათუხთუხდა. – ძალის გამოყენება დამჭირდება. მაშ, ასე: თქვენ ჩაიდი-
ნეთ უმძიმესი სახელმწიფო დანაშაული, უკვე კანონის ხელში ხართ და
კანონის შესაბამისადაც დაისჯებით მოღალატის, მეამბოხის, მკვლელის,
სენიორ პრეზიდენტის პირადი მტრის გაქცევაში ხელის შეწყობისათვის...
მაგრამ რა გელაპარაკოთ!..
ხენარო როდასის ცოლს თავგზა აებნა. ეს შეშლილი კაცი ემუქრება

119
და ახლა რაღაც საშინელს ჩაიდენს, მოკლავს ალბათ. თითები უთრთო-
და, კბილები უკაწკაწებდა, მუხლი მოეკვეთა... თითები უთრთის, თითქოს
ძვლები გამოაცალეს და ხელების ნაცვლად, ცარიელი ხელთათმანები
ჰკიდია მაჯებზეო, კბილები უკაწკაწებს – თითქოს დეპეშით ატყობინებენ
უბედურებასო, მუხლი ეკვეთება – თითქოს ოთხთვალაში ზის და თავაწ-
ყვეტილი ცხენები დაოთხილი მიაქროლებენო.
– სენიორ! – ემუდარებოდა ფედინა.
– ახლა გიჩვენებთ, როგორია ჩემთან ხუმრობა! აბა, ჩქარა! სად არის
გენერალი?
სადღაც შორს გაიღო კარი და შემოიჭრა ბავშვის განწირული, გულის-
დამმდუღვრელი ჩხავილი...
– შვილზე იფიქრეთ, გესმით, შვილზე!..
პროკურორს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ფედინამ თავი
წამოსწია, შეშფოთებით მიიხედ-მოიხედა. საიდან მოდის ეს ხმა? – უკვე
ორი საათია, ასე ჩხავის. ამაოდ ეძებთ, სულერთია, ვერ იპოვით. შიმშილი
ატირებს და შიმშილით გასძვრება სული, თუ არ მეტყვით, სად დაიმალა
გენერალი.
ფედინა კარისკენ გაიჭრა. სამმა კაცმა, სამმა შავმა დემონმა გზა გა-
დაუღობა და, რა თქმა უნდა, სძლიეს. ნაწნავი ჩამოეშალა, კოფთა ამოე-
ჩაჩა, ქვედატანის შესაკრავი გაეხსნა, მაგრამ ვიღას ახსოვდა ეს, თითქმის
გაშიშვლებული მიხოხავდა პროკურორისკენ და ევედრებოდა, ნება მო-
მეცით ბავშვს ვაჭამოო.
– ყველაფერს აგისრულებთ, რაც გინდათ, თუ მეტყვით, სად არის გე-
ნერალი.
– ქრისტე ღმერთი თუ გწამთ, სენიორ, – ემუდარებოდა ფედინა, მის
ჩექმებთან განერთხა იატაკზე, – ღვთის გულისათვის, მომეცით პატარა,
ძუძუ მოვაწოვო, ხომ გესმით, როგორ ჩაბჟირდა! მერე მომკალით, ოღო-
ნდ ახლა გამიშვით მასთან.

120
– რა შუაშია აქ ღმერთი! სანამ არ მეტყვით, სად არის გენერალი, ად-
გილიდან ფეხს ვერ მოიცვლით. თქვენი შვილი კი, დაე გასკდეს ღრიალით!
ახლა კართან მდგარ დემონებს ჩაუვარდა ფეხებში, მერე ხელი მოუქ-
ნია, ისევ პროკურორის წინ დაემხო, ჩექმაზე ეტანებოდა საკოცნელად. –
სენიორ, უმწეო ჩვილის გულისთვის!..
– მაშ, ასე. თქვენი შვილის გულისათვის, თქვით, სად არის გენერალი!
რას თვალთმაქცობთ. სანამ შეკითხვაზე არ მიპასუხებთ, ბავშვს ძუძუს
ვერ მოაწოვებთ.
პროკურორს მობეზრდა ჯდომა, წამოდგა. მწერალი კალმის წვერით
იჩიჩქნიდა კბილებს და ელოდა, როდის იტყოდა სიმართლეს უბედური
დედა, რომ წერას შესდგომოდა.
– სად არის გენერალი?
ფედინა დუმდა, დაჭრილ ნადირს ჰგავდა, ტუჩს იკვნეტდა, არ იცოდა,
რა ექნა.
– სად არის გენერალი?
ასე განვლო ხუთმა წუთმა... ათმა... თხუთმეტმა... ბოლოს პროკუ-
რორმა შავქობიანი ცხვირსახოცით ტუჩები მოიწმინდა და მუქარით უთ-
ხრა ქალს:
– არ გამოტყდებით და პატარა ხანი გამოუწვავ კირში ხელის ამორევა
მოგიწევთ. იქნებ მაშინ გაგახსენდეთ, რომელ გზას დაადგა ეუსებიო კა-
ნალესი.
– რაც გინდათ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მომეცით... ნება მომე-
ცით, ვაჭამო პატარას, სენიორ, ნუ მექცევით ასე. ხომ ხედავთ, უსამარ-
თლობაა ეს. სენიორ, პაწია ხომ დამნაშავე არ არის? მე დამსაჯეთ, რო-
გორც გინდათ, იმას კი ნუ აწამებთ...
კარის ერთ-ერთმა მცველმა იატაკზე დაახეთქა ფედინა, მეორემ წიხ-
ლი ჩაჰკრა, ქალი გაგორდა, ვერ ხედავდა ფილებს, ვერაფერს ვერ ხედავ-
და, ვერაფერს გრძნობდა, მხოლოდ ჩხავილი ესმოდა, განწირული ჩხავი-
ლი, მარტო შვილის ტანჯვას გრძნობდა.

121
ღამის პირველი საათი იყო, როცა კირის ამორევა დაიწყო, რომ აღარ
ეცემათ. ბიჭი ტიროდა...
– სად არის გენერალი? სად არის გენერალი? – ეკითხებოდა პროკუ-
რორი დროდადრო.
საათი... ორი საათი...
ბოლოს სამი... ბიჭუნა ტიროდა...
სამი... ალბათ უკვე ხუთასი საათია...
ჯერ ოთხი არ შესრულებულა... ბიჭუნა კი ტირის...
ოთხი... ტირის...
– სად არის გენერალი? სად არის გენერალი?
ხელები დაუსკდა, ტყავი გასძვრა თითებიდან, ფრჩხილებიდან სის-
ხლმა დაუწყო დენა, ტკივილისგან ღმუოდა, დაჭმული თითებით ფშვნი-
და კირის კოშტებს და როცა გაჩერდებოდა, მხოლოდ იმისათვის, რომ
შვილის შებრალება ეთხოვა, სცემდნენ.
აღარ ესმოდა პროკურორის ხმა, მარტო შვილის ჩხავილი, თანდათან
უფრო ნელი, უფრო სუსტი...
ხუთს ოცი წუთი უკლდა, პროკურორი და მწერალი რომ წავიდნენ,
გონდაკარგული ფედინა იატაკზე გართხმული დატოვეს, წებოვანი დორ-
ბლი ჩამოსდიოდა პირიდან, პანია წყლულებით დაჭმული ძუძუს კერტე-
ბიდან რძე ჟონავდა, თეთრი, კირივით თეთრი რძე, ანთებული, დაწით-
ლებული თვალებიდან კი – ცრემლი.
განთიადზე საკანში გადაათრიეს. იქ გამოფხიზლდა, გვერდით მომაკ-
ვდავი შვილი ეწვა, ცივი, ჩვრის დედოფალასავით უძრავი. დედამ მკერ-
დში რომ ჩაიკრა, სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყო, ხარბად მიეტანა ძუ-
ძუს, მაგრამ კირის მძაფრი სუნი ეცა და საცოდავად დაიჭყავლა. ამაოდ
ცდილობდა დედა ძუძუს მიცემას, შვილი ხელში ეჭირა, კარს ფეხს ურ-
ტყამდა, მაშველს უძახდა. ბიჭი შეშდებოდა... ბიჭი შეშდებოდა... არა, შე-
უძლებელია, როგორ გაწირავენ უმანკო ჩვილს სასიკვდილოდ? და ისევ
კარს ურტყამდა, ისევ უხმობდა მშველელს... – ბიჭი მიკვდება! შვილი

122
მიკვდება! ვაი, ჩემო საყვარელო, ჩემო ტკბილო, ჩემო ლამაზო! მოდით,
მიშველეთ, ვინა ხართ ქრისტიანი! კარი გამიღეთ! გამიღეთ, თუ ღმერთი
გწამთ! კარი გამიღეთ. ორი, წმინდაო ანტონ, წმინდაო კატერინა!
ციხის კედლებს მიღმა კი ხალხი ზეიმობდა. მეორე დღე ისეთივე იყო,
როგორიც პირველი. მოედნის ცენტრში ეშაფოტივით იდგა ეკრანი, პარ-
კში მონები წრეს უვლიდნენ, ატრიალებდნენ ოწინარს.

XVII
დახლართული გზები სიყვარულისა

– მოვა... არ მოვა...
– აი, დაიხსომეთ ჩემი სიტყვა!..
– იგვიანებს. ნეტა კი მალე მოვიდეს!..
– მოვა, ნუ წუხხართ!
– როგორ ფიქრობთ, გაიგებს კი მამაჩემის ამბავს? თვითონ შემომთა-
ვაზა, წავალ, გაგიგებთო...
– იმედი ვიქონიოთ...
– ოჰ, ნეტა ცუდი არაფერი გაიგოს!.. თვითონაც არ მესმის... ალბათ
ჭკუაზე ვიშლები... მინდა მალე მოვიდეს, მინდა ყველაფერი გავიგო, თან
მეშინია. თუ ცუდ ამბავს მომიტანს, სჯობს სულ არ მოვიდეს. იმპროვი-
ზებული სამზარეულოს კუთხეში მდგარ სამიკიტნოს პატრონ ქალს ეს-
მოდა კამილას მთრთოლვარე, წყვეტილი ხმა. იგი საწოლზე იწვა. იატაკ-
ზე, მადონას ქანდაკების წინ, ანთებული სანთელი იდგა.
– მოვა, მოვა და კარგ ამბებსაც მოგიტანთ, დაიხსომეთ ჩემი სიტყვა...
ალბათ ფიქრობს, საიდან იცისო? გული მიგრძნობს, მოვა, ამას ლარი და
ხაზი აღარ უნდა... კაცებს კი მე... ოჰ, ისეთი ამბების მოყოლა შემიძლია
კაცებზე, არ დამიჯერებთ... რასაკვირველია, ყველა ერთნაირი არ არის...
თუმცა, არა, ერთი ჯურისანი არიან... ძაღლებს ჰგვანან, ძვლის სუნს სა-
იდანაც იკრავენ, უმალ იქ გაჩნდებიან...

123
კამილა უხალისოდ უყურებდა, როგორ აღვივებდა ქალი ცეცხლს... –
სიყვარული ჯოხზე წამოცმულ შაქარყინულს ჰგავს. დაიწყებ წუწნას,
ტკბილია, მერე კი დაინახავ, რომ ჯოხიღა შეგრჩა ხელში! ქუჩაში ნაბი-
ჯის ხმა გაისმა. კამილას ისე აუძგერდა გული, რომ ორივე ხელი მკერდზე
მიიჭირა. მაგრამ არა, ვიღაცამ სამიკიტნოს ჩაუარა და ნაბიჯის ხმა მალე
მიწყდა.
– ის მეგონა...
– საცაა აქ გაჩნდება!
– ალბათ ჯერ ჩემებთან წავიდა და ძია ხუანთან ერთად მოვა... – აცხა!
კატა რძეს ეპარება, გააგდეთ...
კამილამ კატას შეხედა. მგუდავის შეყვირებით დამფრთხალი პირუტ-
ყვი სკამზე მდგარი რძიანი ლამბაქის გვერდით დაცუცქდა და ულვაში-
დან რძე მოილოკა.
– რა ჰქვია თქვენს კატას?
– საკმეველი...
– მეც მყავდა კატა, წვეთიას ვეძახდით...
– აი, ვიღაც მოდის! იქნებ...
ის ვიღაც ფავორიტი გამოდგა.
სანამ მგუდავი კარს გააღებდა, კამილამ აჩქარებით გადაისწორა თმა,
მის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მოლოდინით გადაღლილი (ბევრჯერ მო-
ეჩვენა, რომ დღეს დასასრული არ უჩანდა), მთლად დასუსტდა, სულიე-
რად დაეცა, გაილია მძიმეავადმყოფივით, რომელსაც ესმის, როგორ
ჩურჩულებენ ექიმები ოპერაციის წინ.
– კარგი ამბებით მოვედი, სენიორიტა! – ზღურბლიდანვე მხიარულად
დაიძახა კარა დე ანხელმა.
საწოლის ზურგს ხელჩაჭიდებული, თვალცრემლიანი კამილა გარინ-
დებული იდგა. ფავორიტმა ორივე ხელი დაუჭირა.
– უპირველესად ყოვლისა – რაც მთავარია – მამათქვენზე. მგუდავს

124
გადახედა და კილო არ შეუცვლია, სათქმელი გადაასხვაფერა: – მამათ-
ქვენმა არ იცის, რომ თქვენ აქა ხართ...
– თვითონ სად არის?..
– დამშვიდდით!..
– ოღონდ გავიგო, რომ უვნებელია, მეტი არაფერი მინდა.
– დაბრძანდით, დო-ო-ნ... – უთხრა მგუდავმა კარა დე ანხელს და სკა-
მი მიუჩოჩა.
– გმადლობთ...
– სალაპარაკო ბევრი გაქვთ, მეც მგონი არაფერში გჭირდებით ახლა,
ასე რომ, წავალ, გავიგებ, რა დაემართა ლუსიოს, სახლიდან დილას გა-
სული, ჯერაც არ გამოჩენილა.
ფავორიტმა კინაღამ სთხოვა, მარტო ნუ დამტოვებ კამილასთანო,
მაგრამ მგუდავი უკვე გავიდა ჩაბნელებულ პატიოში ქვედატანის გამო-
საცვლელად. კამილამ მიმავალ ქალს მიაძახა:
– ღმერთი სიკეთეს მოგიზღავთ, სენიორა, ყველაფრისათვის.
გესმით?.. ისეთი სათნო ქალია, სულ კარგ რაღაცებს მეუბნებოდა
თქვენზე, რომ დიდებული ადამიანი ბრძანდებით, კეთილშობილი, მდი-
დარი, რომ დიდი ხანია გიცნობთ...
– დიახ, იგი მართლა სათნო ადამიანია, მაგრამ გულახდილად მასთან
მაინც არ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი და კარგი ქნა, რომ გავიდა.
მამათქვენზე მხოლოდ ის გავიგე, რომ გაიქცა. სანამ საზღვარს არ გადა-
ვა, მისგან ვერავითარ ცნობას ვერ მიიღებთ. მითხარით, ამ ქალთან ხომ
არ გილაპარაკიათ მამაზე?
– არა, მაგრამ მეგონა, რომ მან ყველაფერი იცის...
– მან არაფერი არ უნდა გაიგოს. დაიხსომეთ ეს!
– ჩემმა ბიძებმა რაღა თქვეს?
– დღეს ვერ მოვახერხე იმათთან მისვლა. ჯერ ხომ მამათქვენის ამბა-
ვი უნდა გამეგო, მაგრამ შევუთვალე, რომ ხვალ ვინახულებ. – მაპატიეთ,

125
ასე რომ გაწუხებთ. ხომ იცით, იმათთან უფრო გულდამშვიდებული ვიქ-
ნები, განსაკუთრებით ძია ხუანთან, ჩემი ნათლიაა და შვილივით ვუყ-
ვარვარ...
– ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს?
– თითქმის ყოველდღე... დიახ, თითქმის... თუ ჩვენ არ ვესტუმრებო-
დით, ის მოდიოდა ჩვენთან მეუღლითურთ ან მარტო... მამას ძმებში ყვე-
ლაზე მეტად ხუანი უყვარს და ხშირად უთქვამს: „როცა მე აღარ ვიქნები,
ხუანთან დარჩები. უნდა გიყვარდეს ბიძაშენი და ისე ემორჩილებოდე,
როგორც მამასო”. კვირა დღეს ხომ უსათუოდ ერთად ვსადილობდით.
– რაც უნდა მოხდეს, თქვენ უნდა იცოდეთ, აქ იმისთვის დაგმალეთ,
რომ პოლიციას არ ჩავარდნოდით ხელში.
სანთლისთვის ნამწვი არ მოეშორებინათ და მოღლილი ალი ისე ქან-
ქარებდა, როგორც ბეცის თვალში შორეული საგნები. კარა დე ანხელი
იდგა ამ სუსტ შუქში უმწეო, ნახევრად ავადმყოფი, შეჰყურებდა კამილას
და ეჩვენებოდა, რომ იგი ეულია, გაფითრებულია, ადგილობრივ მკვიდ-
რსა ჰგავს. იქნებ შავი კაბა აძლევდა ასეთ იერს. – რაზე ფიქრობთ?
– მამაზე. – იგი ლაპარაკობდა უბრალოდ და მშვიდად: – ალბათ რა
გასაჭირშია უცხო მხარეში... ბნელა... არ ვიცი, როგორ გითხრათ... შია,
ეძინება, სწყურია. არავინ ჰყავს ხელის გამწოდებელი... წმინდაო ქალ-
წულო, შენ ექმენ შემწედ მას!.. მთელი დღე მის ქანდაკებასთან სანთელი
მინთია.
– ნუ ფიქრობთ და ნუ ლაპარაკობთ ამაზე, რომ არ გათვალოთ. ყვე-
ლაფერი ისე მოხდება, როგორც ბედისგან იყო განსაზღვრული. განა ჩვენ
ვიფიქრებდით, რომ ბედი შეგვყრიდა და შევძლებდი მამათქვენისთვის
დახმარების გაწევას? – ხელზე ხელი ჩაავლო. კამილამ არ გამოართვა
ხელი და ორივე დიდხანს შეჰყურებდა წმინდა ქალწულის ქანდაკებას.
ზეციერმა აიღო გასაღები ციური,
გაანათა სამყარო დიადი და ღვთიური,
მოკაშკაშე ვარსკვლავზე, როგორც ხატი გრძნეული

126
გამოძერწა გულდაგულ შენი ქორფა სხეული.
გაუგებარი იყო რატომ, მაგრამ ეს სტრიქონები, როგორც ყოველთვის,
ხდება ასეთ წუთებში, მოსვენებას არ აძლევდათ, მათი სულის ტაქტზე
ჟღერდა.
– მითხარით, მამა უკვე შორს იქნება წასული? მაინც, დაახლოებით,
როდის გავიგებ მის ამბავს?
– წარმოდგენა არა მაქვს. ამას დროს სჭირდება, დღეები.
– დიდხანს უნდა ველოდო?
– არა...
– ძია ხუანმა თუ იცის ნეტა?
– შეიძლება იცოდეს...
– რატომ გამოიყურებით ასე უცნაურად, როგორც კი ბიძაჩემს ვახსე-
ნებ?
– რას ბრძანებთ? არაფერი ამის მსგავსი. პირიქით, უიმათოდ ხომ უფ-
რო მეტი პასუხისმგებლობა მექნება. სად წაგიყვანდით, ისინი რომ არ იყ-
ვნენ?..
ნათესავებზე რომ ჩამოაგდებდა სიტყვას, სულმთლად იცვლებოდა,
ხმაც სხვანაირი ჰქონდა, ვიდრე მაშინ, როცა გენერალზე ლაპარაკობდა
(როგორ ეშინოდა, რომ გენერალი ბადრაგით გარშემორტყმული დაბ-
რუნდებოდა, ან სისხლით მოსვრილ ჭილობზე დასვენებული...). უცებ კა-
რი კედელს მიაწყდა, ძირს გაგორდა რაზები, შეირხა სანთლის ალი, შე-
მოიჭრა მგუდავი.
– მაპატიეთ, რომ ხელი შეგიშალეთ... ჩემი ლუსიო დაუჭერიათ... მე-
ზობელმა მითხრა. ეს ქაღალდიც მომივიდა... ციხეში წაუყვანიათ. სულ
იმ როდასის ბრალია, საზიზღარი ლაწირაკი. აკი ტანი ცუდს მიგრძნობ-
და, მთელი დღე ჩემ გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. წავიდა, მაშასადამე და
დაასმინა, რომ თქვენ ლუსიოსთან ერთად მოიტაცეთ ქალიშვილი...
დროზე ვერ ჩააჩუმა, ვერ მოასწრო... ერთი-ორი სიტყვა და აფეთქე-

127
ბა... წამში, წამზე მცირე ხანში აიჭრა ჰაერში ყოველივე. კამილა, თვი-
თონ, მისი საცოდავი სიყვარული. როცა გონს მოეგო, დაინახა, რომ ბა-
ლიშში თავჩარგული კამილა გულამოსკვნით ქვითინებდა, მგუდავი კი
ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა გაუჩერებლად. დაწვრილებით ჩამოკაკლა
მოტაცების ამბავი და არ ესმოდა, რომ თავისი ყბედობით დაანგრია სამ-
ყარო, უძირო უფსკრულში გადაუშვა, ცოცხლად დაასამარა ფავორიტი.
კამილა დიდხანს ტიროდა უნუგეშოდ. მერე წამოდგა, მთვარეული-
ვით გაბრუებული და მგუდავს სთხოვა, წამოსასხამი მათხოვეთო.
– თუ თქვენ წესიერი კაცი ხართ, – მიუბრუნდა იგი მიგელს, როცა შა-
ლი მისცეს, – ძია ხუანთან წამიყვანთ.
კარა დე ანხელს უნდოდა ეთქვა ის ამოუთქმელი სიტყვა, ბედისგან
შიგ იმედის გულში დაკოდილი კაცის თვალებში რომ ფეთქავს და ამის
ნაცვლად, ყრუ ხმით იკითხა:
– სად არის ჩემი ქუდი?
ქუდით ხელში დადგა შუა ოთახში, კიდევ ერთხელ უნდოდა შეეხედა
იმ ადგილისთვის, სადაც დაიმსხვრა მისი ილუზიები. მერე ზღურბლთან
მივიდა, შედგა და ქალიშვილს ჰკითხა:
– გვიან ხომ არ არის?
– უცხოსთან კი არ მივდივარ, ჩემიანებთან, ჩემს ნათესავებთან. იმათ-
თან ისე ვარ, როგორც საკუთარ სახლში.
კარა დე ანხელმა ნაზად მოჰკიდა ხელი და თითქოს გული ამოიგლი-
ჯაო, საზარელი სიმართლე უთხრა:
– იმათთან არ შეიძლება წასვლა... თქვენი სახელის გაგონებაც არ უნ-
დათ, უარყვეს ძმა. ასე მითხრა დღეს ბიძათქვენმა ხუანმა. – ახლა არ
მეუბნებოდით, არ მინახავს ისინი, მხოლოდ შევატყობინე, რომ ხვალ ვი-
ნახულებო? არც კი გახსოვთ, ერთი წუთის წინ რა მითხარით. ცილს სწა-
მებთ ბიძაჩემს, იმიტომ რომ ნადავლის ხელიდან გაშვება არ გინდათ.
მაშ, ჩვენი სახელის გაგონებაც არ უნდათ? მაშ, არ მიმიღებენ? შეშლილ-
ხართ და ეგ არის! წავიდეთ!

128
– არა, არ შევშლილვარ! სიამოვნებით გავწირავდი სიცოცხლეს, ოღო-
ნდ თქვენ თავი არ დაგემცირებინათ. ტყუილის თქმა დამჭირდა, არ მინ-
დოდა ცეცხლზე ნავთი გადამესხა, არ მინდოდა დრო ადრე გწვეოდათ
ახალი სატანჯველი... ხვალ ისევ ვაპირებდი იმათთან წასვლას, უნდა
შევვედრებოდი, ნუ გასწირავთ, ქუჩაში ნუ დატოვებთმეთქი. მაგრამ ახ-
ლა ამის გაკეთება აღარ შეიძლება. თქვენ მიდიხართ მათთან...
მგუდავმა აიღო მადონას ქანდაკების წინ მდგარი სანთელი და გზა
გაუნათა მიმავლებს. რა უკაცრიელი იყო განათებული ქუჩები. ქარმა
სანთელს შემოუქროლა. სუსტი ალი აპარპალდა და ჩაქრა.

XVIII
კართან

კაკ-კუკ! კაკ-კუკ! კაკ-კუკ! კაკ-კუკ!


ფეიერვერკივით გაიფანტა სახლში ჩაქუჩის კაკუნი. კაკუნმა მშვიდი
ძილი გაუფრთხო ძაღლს, წამოხტა, აყეფდა. კამილა ფავორიტს მიუბ-
რუნდა, აქ, ბიძის სახლის კართან აღარაფრის ეშინოდა და ამაყად უთ-
ხრა:
– ვერ მიცნო ძაღლმა! ბადახშო! ბადახშო! – დაუყვირა პირუტყვს, –
ბადახშო, მე ვარ, ვერ მიცანი? გაიქეცი, დააჩქარე ჩვენები! – და ისევ ფა-
ვორიტს მიუბრუნდა:
– მოვიცადოთ ცოტა ხანი.
– კარგი, კარგი, ჩემზე ნუ წუხხართ, მოვიცადოთ.
ფავორიტი ისეთი გულგრილი ხმით ლაპარაკობდა, თითქოს ყველა-
ფერი დაკარგა და მისთვის სულ ერთია, რაც მოხდებაო. – ალბათ არ ეს-
მით, უფრო ძლიერ უნდა დავაკაკუნო.
ბრინჯაოს მოოქროვილ ჩაქუჩს ხელის ფორმა ჰქონდა, ბევრჯერ ას-
წია იგი კამილამ.

129
– უთუოდ მოახლეებსაც სძინავთ, თორემ აქამდე გამიღებდნენ. ტყუ-
ილად კი არ ინატრებდა ხოლმე მამაჩემი, როცა უძილობა შეაწუხებდა:
ნეტა მოახლე ქალივით დამაძინაო.
არავინ იძლეოდა სიცოცხლის ნიშანწყალს, მარტო ძაღლი ყეფდა, ხან
წინკარიდან, ხან პატიოდან, აქეთ-იქით აწყდებოდა, დასდევდა ჩაქუჩის
დაკვრის ხმას, სიჩუმეს რომ კვეთდა.
– უცნაურია, – თქვა კამილამ, კარს არ შორდებოდა, სახლში გამეფე-
ბული მდუმარება ახრჩობდა. – რა თქმა უნდა, სძინავთ. უფრო ძლიერ
დავაკაკუნებ.
კაკ-კუკ! კაკ-კუკ! კაკ-კუკ! კაკ!
– ახლა კი გამოვლენ, აქამდე არ ესმოდათ.
– ჯერ მხოლოდ მეზობლები გამოდიან, – უთხრა კარა დე ანხელმა.
ნისლში არაფერი ჩანდა, მაგრამ აქეთ-იქიდან კარის ჯახუნი ისმოდა. –
ხომ არ დაიღალეთ?
– არაფერია. დააკაკუნეთ კიდევ. ერთი წუთიც დავიცადოთ, ალბათ
საცაა გამოვლენ.
კამილამ გუნებაში თვლა დაიწყო. ეგონა, ასე უფრო ჩქარა გავა
დროო: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი,
თერთმეტი, თორმეტი, ცამეტი, თოთხმეტი, თხუთმეტი, თექვსმეტი,
ჩვიდმეტი, თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი, ოცდაერთი, ოცდაორი, ოცდასა-
მი... ოცდასამი... ოცდაოთხი და, ოცდახუთი...
– არავინ გამოდის!
...ოცდაექვსი, ოცდაშვიდი, ოცდარვა, ოცდაცხრა... ოცდათხუთმეტი,
ოცდათექვსმეტი... ორმოცდაათამდე ეშინოდა მიღწევა...
ოცდაჩვიდმეტი... ოცდათვრამეტი...
და უცებ მიხვდა, რომ ფავორიტმა სიმართლე უთხრა ძია ხუანზე,
სულშეგუბებულმა გააფთრებით დაუშინა ჩაქუჩი კარს. კაკ-კუკ-კაკკუკ!
ხელს აღარ უშვებდა ჩაქუჩს: კაკკაკკაკკაკკაკკაკკაკკაკ!. კაკკუკ-კაკ-კუკ-
კაკ-კუკ-კაკ-კუკ-კაკკუკკაკკუკკაკკუკკაკკუკკაკკუკ! პასუხი ისევ ისეთი

130
იყო – გაალმასებული ყეფა. რა დაუშავა მათ, რატომ არ უღებენ კარს?
კიდევ დააკაკუნა. ყოველი დაკვრა იმედს უცოცხლებდა. რა უნდა ქნას,
თუ არ გაუღეს? ამის გაფიქრებაზე გული ეწურებოდა. იგი აკაკუნებდა,
აკაკუნებდა. აკაკუნებდა ისეთი გამძვინვარებით, თითქოს ჩაქუჩს მოსის-
ხლე მტერს თავში ურტყამსო. ფეხები მოუდუნდა, პირში თითქოს შხამი
ჩაუდგა, ენა ჩვარივით გაუხდა, შიშისგან კბილები უკაწკაწებდა.
გაიჭრიალა სარკმელმა, გაისმა ხმები, გულში სითბო ჩაეღვარა: „მო-
დიან, მადლობა ღმერთს! მალე მოშორდეს ამ კაცს, მისი კუნაპეტ ღამე-
სავით შავი თვალები კატის თვალებივით ანათებს სიბნელეში. იგი ცუდი
კაცია, თუმც ანგელოზივით ლამაზი კია. კარით გათიშული სახლისა და
ქუჩის სამყარო ბნელი ვარსკვლავებივით შეეხო ერთმანეთს. სახლში მა-
ლულად შეიძლება პურის ჭამა. რა კარგია მოპარული ლუკმა. სახლი
სიბრძნეს ასწავლის, იგი უხიფათოა, მტკიცეა, იგი ოჯახური ფოტოსურა-
თივითაა: მამას ჰალსტუხი უკეთია, დედა სამკაულებითაა მორთული,
ბავშვებს ძვირფასი ოდეკოლონით აქვთ თმა დასველებული. გარეთ კი
ყველაფერი მერყევია, საშიშია, საფრთხით სავსეა, მაცთუნებელია, გა-
რეთ ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, როგორც სარკეშია, ქუჩა საზოგადო
სამრეცხაოა და იქ სხვისი ჭუჭყიანი თეთრეული ირეცხება.
ამ კართან რამდენჯერ უთამაშია პატარაობისას! აქედან ათვალიე-
რებდა ხოლმე მიდამოს, სანამ მამამისი თავის ძმას, ხუანს ემშვიდობე-
ბოდა. ხედავდა ლაჟვარდი ცის ფონზე მეზობელი სახლების სახურავებ-
ზე წამოქოჩრილ კრამიტს.
– თქვენც ხომ გაიგონეთ, ნამდვილად გააღეს სარკმელი, არა? კარს კი
არ გვიღებენ... იქნებ... იქნებ სხვის კარზე ვაკაკუნებთ? ჩაქუჩს ხელი გა-
უშვა, კიბე ჩაირბინა, რომ სახლისთვის შეეხედა. არა, არ შემცდარა, სახ-
ლი ძია ხუანისაა. „ხუან კანალესი, ინჟინერი” – ეწერა ლითონის პატარა
ფირფიტაზე. ბავშვივით ამოისლუკუნა და ტირილი წასკდა. მისი ცნო-
ბიერების სიღრმიდან ცრემლის პანია რაშებზე ამხედრებული შავი ფიქ-
რები მოქროდა: კარა დე ანხელმა მართალი უთხრა.

131
არ უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ სიმართლე ყოფილა.
ნისლმა დაბურა ქუჩა, ნაღებივით სქელმა, პულკესავით მღვრიემ,
დანდურივით სურნელოვანმა ნისლმა.
– კიდევ უნდა გამაცილოთ. ჯერ ძია ლუისთან წამიყვანეთ... – სადაც
ინებებთ...
– მაშ, წავიდეთ... – ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. – აქ არ მიღებენ
კარს.
გზა განაგრძეს. კამილა წარამარა უკან იხედებოდა, ჯერ მთლად არ
ჩაჰკვდომოდა იმედი. ფავორიტი პირქუშად დუმდა. დონ ხუან კანალესს
არ შერჩება ეს. ამგვარ შეურაცხყოფას არ აპატიებენ. მიდიოდნენ და თან
მისდევდათ ძაღლის ყეფა. იმედი გაქრა. ყეფა შეწყდა. ზარაფხანასთან
მთვრალი ფოსტალიონი შემოეყარათ. მთვარეულივით მობარბაცებდა,
გზადაგზა აბნევდა წერილებს, ხელებს ცისკენ აპყრობდა და ისეთ ხმებს
უშვებდა პირიდან, თითქოს კუტკუტებსო, ძაფივით ჩამოგრძელებული
დორბლი ფორმის ქურთუკის ღილებზე მოსდებოდა. კამილა და კარა დე
ანხელი ერთდროულად გაიჭრნენ, აკრიფეს დაბნეული წერილები, ჩან-
თაში ჩაუდეს ფოსტალიონს და უთხრეს, ნუღარ დააბნევთო. – მად-
ლობთ! მად-ლო-ბე-ლი ვარ! დიდი... – ლუღლუღებდა ზარაფხანის კე-
დელს მიყრდნობილი მთვრალი.
წავიდა ქალ-ვაჟი და ფოსტალიონიც გაუდგა გზას, ჩანთა ხელში ეჭი-
რა, მიდიოდა და მიიმღეროდა:
ორი კიბე უნდა გქონდეს,
რომ შეაღო ზეცის კარი.
ერთი კიბე გრძელია და
მეორე კი მოკლე არი.
მერე რეჩიტატივით:
ო, ქალწულო, ცისკენ
მიჰქრი, მიჰქრი, მიჰქრი.
და შენს საუფლოსკენ

132
ილტვი, ილტვი, ილტვი!
წმინდაო იოანე, საკმარისია თითი გაანძრიო, რომ მე... გუ... გუ... გუ-
მერსინდო სოლარესი... უბრალო ფოსტალიონობიდან...
და ისევ ამღერდა:
როს მოკვდები, მითხარით, ვინ
იქნებიან მოზარენი?
ვინ წაიღებს კუბოს ჩემსას –
ხუცესი თუ მონაზვნები!
ვაი, ვუი, ვაი, ვუი, არავის სჭირდები, არავის უნდიხარ... ბორძიკ-
ბორძიკით გაქრა ბურუსში ტანმომცრო, თავკომბალა კაცი. ისეთი ფარ-
თო ფორმა ეცვა, შიგ იყო ჩაკარგული, ქუდი კინკრიხოზე ედო.
ამ დროს დონ ხუანი უფროს ძმასთან, ხოსე ანტონიოსთან ტელეფო-
ნით დალაპარაკებას ცდილობდა. ცენტრალური სადგური დუმდა, მილში
ხმაური ისმოდა და ამ ხმაურისგან გული ერეოდა კანალესს. ბოლოს,
თითქოს მიწის სიღრმიდან შეესმა ვიღაცის ხმა. დონ ხოსე ანტონიოს ბი-
ნა მინდაო, ჩასძახა ყურმილში დონ ხუანმა და მოულოდნელად უფროს-
მა ძმამ უპასუხა.
– ჰო, ჰო, მე ვარ, ხუანი... მეგონა, ვერ მიცანი... შენ წარმოიდგინე... იმ
ტიპთან ერთად... აბა, როგორ! აბა, როგორ!.. გასაგებია... ჰო, ჰო... რაო?
არა-ა-ა, რა თქმა უნდა, არ გავუღეთ... წარმოგიდგენია?.. აქედან, რასაკ-
ვირველია, შენთან წამოვიდოდნენ... რაო, რაო?.. მეც ასე ვფიქრობდი. ოჰ,
როგორ დავფრთხით... თქვენც არ იქნებოდით უკეთეს დღეში! შენი ცო-
ლისთვის ახლა საშიშია მღელვარება... ჩემი? ჩემი კარის გაღებას აპი-
რებდა, მაგრამ არ გავუშვი! თავისთავად ცხადია... მეზობლებიც... ჰო, ჰო!
ჩვენთან უარესი დატრიალდა... პირდაპირ გაცოფდნენ... მერე ალბათ
ლუისთან წავიდნენ: აჰა, ასე? მაშ, უკვე იყვნენ იქ? ცრიაგი შუქი, დრო-
დადრო სუსტი სხივი, ლიმონის წვენი, თოხლის წვენი, ახლად აბრიალე-
ბული კოცონის მეწამული რიალი, მკრთალი ოქრო პირველი ალისა. გან-
თიადი ქუჩაში წამოეწიათ. ხოსე ანტონიოს სახლიდან ბრუნდებოდნენ.

133
კამილა ყოველ ნაბიჯზე იმეორებდა:
– ღმერთი არ აპატიებთ ამას! ღმერთი არ აპატიებთ!
კბილები უკაწკაწებდა, ცრემლით დანამული, მდელოსავით მწვანე
თვალებით შეჰყურებდა განთიადს, თვითონაც არ იცოდა, თუ ამდენი
სიმწრის ჩაქსოვა შეეძლო მზერაში, ბედისგან დაბეჩავებული ადამიანი-
ვით თავგზაარეული მიდიოდა.
პარკებისა და პატარა პატიოების ხშირ ფოთლებში შეხვდნენ ფრინ-
ველები განთიადს და მათი ციური ხმები, ადრიანი დილის სილურჯეში
თრთოლით ზეაიჭრა. იღვიძებდნენ ვარდები, ზარი ესალმებოდა ღმერთს,
მას ბანს აძლევდა ცულის ყრუ ხათქახუთქი საყასბოში, მამლები ხმას
ავარჯიშებდნენ ფრთების ბათქუნის ტაქტზე, ყრუდ ებერტყებოდა პური
კალათებში, ჩაიარეს ქეიფში ღამენათევებმა, სადღაც კარმა გაიჭრიალა
– დედაბერი მიდის ზიარებაზე თუ მოახლე გოგო გამოხტა პურის საყიდ-
ლად, რომ მისმა ბატონმა გამგზავრებამდე მოასწროს საუზმის ჭამა.
თენდებოდა...
ძერები ერთმანეთს ებრძოდნენ კატის ლეშთან, ხვადი ძაღლები ძუკ-
ნას დასდევდნენ, ქოშინებდნენ, მშიერ თვალებს აელვებდნენ, ენა გად-
მოგდებული ჰქონდათ. ერთი კუდამოძუებული ძაღლი საცოდავად მი-
კოჭლაობდა, სევდითა და შიშით აცეცებდა თვალს, კბილებს კრეჭდა.
თენდებოდა...
ინდიელები, ღამით რომ ცენტრალურ ქუჩებს ხვეტავდნენ, განთიად-
ზე მიდიოდნენ თავიანთ ქოხებისკენ, ნეჭის სამოსში გამოწყობილები
მოჩვენებებს ჰგავდნენ. მათი სიცილი და გაუგებარი სიტყვები, ჭრიჭინო-
ბელას ჭრიჭინივით გაისმოდა დილის მყუდროებაში... იღლიაში ქოლგის
ნაცვლად ცოცხები ამოეჩარათ... კბილთეთრები, ფეხშიშველები, შემო-
ძონძილები. ხან ერთი შედგებოდა და ორი თითით მოისროდა ცინგლს,
ხან – მეორე. ტაძართან გავლისას ყველა ქუდს იხდიდა.
თენდებოდა...
ქუჩის თავზე გადაჭიმულიყო არაუკარიის აბლაბუდა – მწვანე ბადე,

134
რომელშიც ვარსკვლავები ცვიოდა.
პირველი ზიარების ღრუბლები. შორეული ორთქლმავლების სტვენა.
სამიკიტნოს პატრონ ქალს ძალიან გაუხარდა, ქალ-ვაჟი ერთად რომ
დაბრუნდა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და, როგორც კი დაბრუნდნენ ისი-
ნი, ციხისკენ გაიქცა ვასკესისთვის საგზლის შესაგზავნად. კარა დე ანხე-
ლი ემშვიდობებოდა კამილას, ის კი თავის საზარელ უბედურებას დას-
ტიროდა.
– ნახვამდის, – ეუბნებოდა კარა დე ანხელი ქალიშვილს და თვითო-
ნაც არ იცოდა, რად ამბობდა, ნახვამდისო, რისთვის უნდა დაბრუნებუ-
ლიყო.
სამიკიტნოდან გასვლისას კარა დე ანხელმა იგრძნო – პირველად დე-
დის გარდაცვალების შემდეგ – რომ საცაა ატირდებოდა.

XIX
პროკურორი შოკოლადს სვამს და მტრებს უსწორდება

სამხედრო პროკურორმა შოკოლადი დალია და ფინჯანი ორჯერ გად-


მოაპირქვავა ლამბაქზე, რომ შიგ წვეთი არ ჩარჩენილიყო, მერე ბუზის-
ფერი ულვაში პერანგის სახელოთი მოიწმინდა, დაიხარა ლამპისკენ, კი-
დევ ჩაიხედა ფინჯანში, ნამდვილად გამოვცალე თუ არაო.
როცა იგი საყელოს მოიხსნიდა, მიუჯდებოდა თავის მაგიდას, ქაღალ-
დებსა და გაქონილ კოდექსებში ჩარგავდა თავს, გონჯი, ბეცი და ღორმუ-
ცელა, ადამიანი ვერც კი გაარჩევდა, ვინ ზის იქ, ქალი თუ სამართლის
ლიცენციატი, გერბიანი ქაღალდით შეფოთლილი ხე, რომლის ფესვები
ყველა წოდების წვენს ისრუტავდნენ, ყველაზე დამდაბლებულისა და
ღატაკისაც კი. არ იყო და არც იქნება მეორე ადამიანი, სამხედრო პრო-
კურორივით შეყვარებული გერბიან ქაღალდზე. ახლა თითი გამოუსვა
ფინჯანს, თვალი ასწია და დაინახა, რომ კაბინეტის კარში თავი შემოეყო

135
საზარელ, ფლატუნა მოჩვენებას, მოახლე ქალს (ქალი ისე მიაფლატუ-
ნებდა ფეხებს, თითქოს ხალვათი ფეხსაცმელი აცვიაო – ფლასტ-ფლუსტ,
ფლასტ-ფლუსტ, ფლასტ-ფლუსტ).
– დალიე ხომ შოკოლადი!
– დავლიე. მადლობელი ვარ. ძალიან გემრიელი იყო. ოჰ, როგორ მიყ-
ვარს შოკოლადით პირის ჩატკბარუნება!
– ფინჯანი რა უყავი? – ჰკითხა ქალმა და მაგიდაზე, წიგნებში დაუწ-
ყო ფინჯანს ძებნა.
– აგერ დგას, ნუთუ ვერა ხედავ?
– გირჩევნია, შენს უჯრებში ჩაიხედო, გამოტენილი გაქვს გერბიანი
ქაღალდით. წავალ, გავიგებ, იყიდიან თუ არა!
– ოღონდ, ფრთხილად, არავინ გაიგოს.
– სულელი ხომ არა ვარ. ოცდახუთსენტავოიანი ოთხასი ფურცელი
გაქვს, ორმოცდაათსენტავოიანიც – ორასი ფურცელი. საღამოს დავით-
ვალე, როცა უთოს ვახურებდი...
კარზე კაკუნმა სიტყვა შეაწყვეტინა მოახლეს.
– ერთი უყურე, როგორ აბრახუნებენ, იდიოტები! – აფეთქდა პროკუ-
რორი.
– სულ ასე არაა!.. წავალ, ვნახავ, ვინ არის... ზოგჯერ სამზარეულო-
შიც კი მესმის ბრახუნი.
მოახლე ლაპარაკით მიდიოდა კარისკენ, ძველ ქოლგას ჰგავდა – პა-
ტარა თავი, გრძელი, გამოხუნებული ქვედატანი.
– მე შინ არა ვარ! – მიაძახა პროკურორმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ დედაბერი დაბრუნდა, ხელში წერილი ეჭი-
რა.
– პასუხს ელიან...
პროკურორმა ბრაზიანად გახია კონვერტი, დახედა ნაწერს, მოლბა
და მოახლეს უთხრა:
– გადაეცი, რომ თანახმა ვარ!

136
მოახლე ისევ წაფლატუნდა წერილის მომტანი ბიჭისთვის პასუხის
გადასაცემად და ფანჯრების საგულდაგულოდ ჩასაკეტად.
დიდხანს არ დაბრუნებულა. ჩამოიარა ოთახები, ყოველ კარს ჯვარი
გადასახა. ჭუჭყიანი ფინჯანი კი ისევ მაგიდაზე იდგა. პროკურორი სა-
ვარძელში გადაითხლაშა, ყურადღებით წაიკითხა ბარათი. ერთი კოლეგა
სარფიან საქმეს სთავაზობდა:
„დონია ჩონი ოქროსკბილა, – სწერდა ლიცენციატი ვიდალიტასი, –
სენიორ პრეზიდენტის მეგობარი და ჩინებული რეპუტაციის საროსკიპოს
პატრონი, ამ დილით კანტორაში მესტუმრა და მითხრა, რომ „ახალ სახ-
ლში” ლამაზი ყმაწვილი ქალი ნახა და ისე მოეწონა, ათი ათას პესოს
გთავაზობს, თუ დაუთმობ. ის ქალი შენი განკარგულებით ყოფილა და-
პატიმრებული და ამიტომაც გაწუხებ. თანხა გვარიანია. ხომ არ დაუთ-
მობ ქალს ჩემს კლიენტს?..”
– თუ რამე გინდა, მითხარი, თორემ დასაძინებლად მივდივარ. – არა-
ფერი არ მინდა, წადი, ძილი ნებისა.
– შენც ამასვე გისურვებ. უფალო, განუსვენე სულებს სალხინებლი-
სა...
ვიდრე მოახლე ქალი კარისკენ მიფლატუნობდა, პროკურორი ტკბე-
ბოდა იმ ფულის წარმოდგენით, რომელსაც სთავაზობდნენ. ერთიანი...
ნული... კიდევ ნული... კიდევ ერთი ნული... და კიდევ ერთი ნული... ათი
ათასი პესო!
დედაბერი დაბრუნდა.
– კინაღამ დამავიწყდა, მღვდელმა დაგიბარა, ხვალ წირვას ადრე ვიწ-
ყებთო.
– ჰო, მართლა, ხვალ შაბათია! ადრიანად გამაღვიძე, არ დაგავიწ-
ყდეს. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს და ვაითუ მაგრად დამეძინოს.
– დროზე გაგაღვიძებ, დარდი ნუ გაქვს...
ფეხის ფლატუნით გავიდა და ცოტა ხნის მერე ისევ დაბრუნდა. ფინ-
ჯნის წაღება დავიწყებოდა. უკვე გახდილი იყო, წვებოდა, ფინჯანი რომ

137
გაახსენდა, გაჭირვებით ჩაიცვა ფეხსაცმელი.
– ოჰ, მადლი უფალს, გამახსენდა, თორემ მე... – ღრმად ამოიხვნეშა,
– თორემ... თორემ მე... დროზე რომ გამომეტანა ფინჯანი, ახლა მშვიდად
ვიწვებოდი ჩემს ლოგინში...
პროკურორს არც შეუმჩნევია, როდის შემოვიდა იგი, ისე გატაცებით
კითხულობდა თავის უკანასკნელ შედევრს – გენერალ ეუსებიო კანალე-
სის გაქცევაზე შექმნილ საქმეს. ოთხი მთავარი დამნაშავე ჰყავდა: ფედი-
ნა როდასი, ხენარო როდასი, ლუსიო ვასკესი... ტუჩი მოილოკა, და კიდევ
ერთი, მიგელ კარა დე ანხელი.
გენერლის ქალიშვილის მოტაცება, შავი ღრუბლის მსგავსად, კალმა-
რი რომ გამოუშვებს ხოლმე მტრისგან თავის დასაცავად, მხოლოდ თვა-
ლის ასახვევი მანევრი იყო. ფედინა როდასის ჩვენება შუქს ჰფენს საქმის
ამ მხარეს. როდესაც ფედინა როდასი გენერლის სახლში მივიდა, დილის
ექვსი საათი იყო. სახლი ცარიელი დახვდა. მისი ნათქვამი სანდოდ მი-
ვიჩნიე, ცოტა ძალა დავატანეთ, რომ საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი
ჭეშმარიტებაში, რადგან ეს კარა დე ანხელის დანაშაულებრივი მოქმე-
დების უდავო დამამტკიცებელი საბუთია: დილის ექვს საათზე სახლი ცა-
რიელი იყო, პოლიციის ჩვენების თანახმად კი, გენერალი შინ მხოლოდ
ღამის თერთმეტ საათზე დაბრუნდა.
ბოროტმოქმედი ღამის ორ საათზე გაიქცა. ზუსტად იმ დროს მიიმა-
ლა, როდესაც თვალთმაქცური მოტაცების სცენა გაითამაშეს... დიახ, სი-
ხარულით ცას არ ეწევა სენიორ პრეზიდენტი, როცა გაიგებს, როგორ
უღალატა თავისმა თვალისჩინმა და გაქცევაში დაეხმარა მის ერთ-ერთ
მოსისხლე მტერს, გენერალს. ნეტა კი შემახედა პრეზიდენტისთვის, რას
იზამს, ამ საქმეს რომ გადახედავს და მისთვის ნათელი გახდება, ფავო-
რიტმა თავისი უახლოესი მეგობრის, პოლკოვნიკ პარალეს სონრიენტეს
მკვლელს გაქცევაში როგორ შეუწყო ხელი. რამდენჯერმე გადაიკითხა
სამხედრო კოდექსის საჭირო მუხლები, მიუხედავად იმისა, რომ ზეპირად

138
იცოდა. ეძებდა, რა მუხლი მიეყენებინა ფავორიტისთვის ბოროტმოქმე-
დის დამალვის გამო და, თითქოს ნუგბარი საჭმლით პირს იტკბარუნებ-
სო, სიხარულით ბრწყინავდა, ბასილისკოს თვალები უელავდა, მიწისფე-
რი კანი ულაპლაპებდა, როცა კოდექსში ამოიკითხავდა: „მიესაჯოს სიკ-
ვდილი” ანდა „მიესაჯოს მუდმივი პატიმრობა”.
ოი, დონ მიგელ, მიგელიტო, როგორც იქნა, გამოგიჭირე. სწორედ
დროზე! არ მეგონა, თუ ასე მალე გაგისწორდებოდი. გუშინ სასახლეში
ზურგი რომ შემაქციე, ხომ გახსოვს? მე კი შურისძიება მეხერხება, ამ საქ-
მეში გაწაფული ვარ!
მეორე დღეს, ზუსტად თერთმეტ საათზე, პროკურორი ნელა ადიოდა
სასახლის კიბეზე, ღვარძლს იღვივებდა ტყვიასავით ცივ გულში, იღლია-
ში ამოჩრილ საქაღალდეში ედო კარა დე ანხელზე შედგენილი საქმე და
მისი დაპატიმრების ორდერი.
– იცით რას გეტყვით, სენიორ პროკურორო? – უთხრა პრეზიდენტმა,
როცა პროკურორმა საქმის ვითარება მოახსენა. – დამიტოვეთ ეს ქაღალ-
დი და კარგად დამიგდეთ ყური: არც სენიორა როდასია დამნაშავე და
არც მიგელი. შეგიძლიათ სენიორა როდასი გაათავისუფლოთ. ბრძანება
დახიეთ. გინდათ გაიგოთ, ვინ არის დამნაშავე? თქვენ თვითონ! თქვენ,
იდიოტები ხართ დამნაშავენი, არაფრად არ ვარგიხართ!.. გაქცევის პირ-
ველსავე ცდაზე, ადგილზე უნდა მოგეკლათ გენერალი! აი, მე რა მქონდა
ნაბრძანები. მაგრამ თურმე თქვენს პოლიციელებს გულმშვიდად არ შე-
უძლიათ ღია კარის დანახვა. ქურდები, წყეული იდიოტები! კარგად და-
იხსომეთ: კარა დე ანხელი გენერლის გაქცევას კი არა, მის სიკვდილს უწ-
ყობდა ხელს. ვაი ჩვენ, რომ პოლიციის მაგივრად საღორე გვაქვს... თავი-
სუფალი ხართ! იმ ორს კი, ვასკესსა და როდასს, მაგრად ჩაავლეთ ხელი.
ორი არამზადა. განსაკუთრებით ვასკესს, რადგან მან მეტისმეტად ბევრი
იცის. თავისუფალი ხართ!

139
XX
ერთი ჯურისანი

ხენარო როდასი (ვერ იქნა, ვერ მოიშორა შტერის აკვიატებული მზე-


რა, მისკენ მოპყრობილი გაყინული თვალები) სამხედრო პროკურორის
წინ თავდახრილი წარსდგა, ოჯახური უბედურებით გულმოკლულს პა-
ტიმრობაც თავს დაატყდა, ციხე კი, მოგეხსენებათ, იმაზე გამოჯეკილ
ვაჟკაცებსაც აგლახაკებს. პროკურორმა ბრძანება გასცა, ბორკილები
მოხსენითო და ლაქიასავით უხმო თავისთან, აქ მოდიო. – აბა, მეგობარო,
– დაიწყო პროკურორმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ (რაც, თავისთავად,
სასტიკ განაჩენს მოასწავებდა), ყველაფერი ვიცი და მარტო იმისთვის
გამოგიძახე, რომ შენი პირიდან გავიგონო, როგორ დაიღუპა ის მათხოვა-
რი ღვთის პორტალთან...
– აი, როგორ იყო საქმე... – სწრაფად დაიწყო ხენარომ და შედრკა,
თითქოს იმან შეაშინა, რაც უნდა ეთქვა.
– მაშ, ასე... „აი, როგორ იყო საქმე”...
– ვაი, სენიორ, ქრისტე ღმერთი თუ გწამთ, ნურაფერს გამიკეთებთ!
ვაი, სენიორ, ნუ გამიკეთებთ, გემუდარებით! ისედაც ვიტყვი სრულ სი-
მართლეს, დაუფარავად, თავიდან ბოლომდე, ოღონდ თქვენ, სენიორ,
ნურაფერს გამიკეთებთ.
– ნუ ღელავ, მეგობარო. კანონი სასტიკია მოურჯულებელ ბოროტ-
მოქმედებთან, შენისთანებს კი... ნუ ღელავ, სიმართლე მითხარი.
– ოღონდ ხელს ნუ მახლებთ. ხომ ხედავთ, როგორ მეშინია, – ევედ-
რებოდა ხენარო, თან ისე იკლაკნებოდა, თითქოს ესაა, რაღაც საშინელი
საფრთხე უნდა დაატყდეს და თავს იცავსო.
– აბა, მიდი, დაიწყე!
– აი, როგორ იყო საქმე... ღამით, მაშასადამე... თვითონაც იცით რო-
დის, მე და ვასკესი ერთმანეთს უნდა შევხვედროდით ღვთის პორტალ-
თან, ინდიელთა უბნის მხარეს. მე, სენიორ, სამუშაოს ვეძებდი.

140
იმ ვასკესმა ერთხელ მითხრა, საიდუმლო პოლიციაში მოგაწყობო.
შევხვდით, მაშასადამე. იმან თავისი თქვა, მე ჩემი ვუთხარი, მერე სამი-
კიტნოში შემიპატიჟა. „ლომის გაღვიძებაში” შევედით, მოედანს ზემოთ
რომ არის, თითო ჭიქა გადავკარით, მერე მეორე მივაყოლეთ, მესამე, მე-
ოთხე, მეხუთე... და კიდევ ვინ მოთვლის...
– მოკლედ, ბლომად გადაჰკარით... – სიტყვა წააშველა პროკურორმა
და მწერალს გადახედა. მწერალი ჩვენებას იწერდა.
– მაშასადამე, ასე იყო. სამუშაოზე ვერ მომაწყო. მე ვუთხარი, კარგი,
რა გაეწყობა-მეთქი. იმან კი... ვაი, დამავიწყდა! სასმელის ფული იმან გა-
დაიხადა. გამოვედით სამიკიტნოდან და ისევ პორტალისკენ წავედით.
მაშინ მითხრა, რომ იქ ერთ შტერს დარაჯობდა, რომ ნაბრძანები ჰქონდა
მისი მოკვლა, ცოფიანიაო, ხალხი დაკბინაო. მივდივართ, მაშასადამე,
პორტალისკენ. მე ცოტა ჩამოვრჩი, იმან დინჯად გადაჭრა ქუჩა და უცებ
ადგილს მოსწყდა, გაიქცა. ხომ არავის მისდევს-მეთქი, გავიფიქრე და გა-
ვეკიდე. ვასკესი კედელთან მიიჭრა, ვიღაცას სტაცა ხელი, იმ შტერს, მა-
შასადამე, მუნჯს. მუნჯი ისე აზმუვლდა, თითქოს თავზე კედელი ჩამო-
ენგრაო. ვასკესმა რევოლვერი იძრო და ბაც, ბაც! ვაი, სენიორ, მე არაფერ
შუაში ვარ, ხელს ნუ მახლებთ, მე არ მომიკლავს, სამუშაოს ვეძებდი...
ასე იყო საქმე. ხურო ვარ, რა ეშმაკმა მიხიმანა, რა მინდოდა პოლიციაში,
არა სჯობდა ხუროდ დავრჩენილიყავი!
პელელეს გაყინული თვალები კვლავ წინ აესვეტა როდასს. პროკუ-
რორმა ისე დააჭირა ღილაკს თითი, პოზა არ შეუცვლია. გაისმა ფეხის
ხმა და უფროსის მეთაურობით მედილეგეები შემოვიდნენ.
– ორასი წკეპლა!
პროკურორს ხმა არ აუმაღლებია, ისე გასცა ბრძანება, როგორც ბან-
კის მმართველი იძლევა განკარგულებას, მავანსა და მავანს ორასი პესო
მიეცითო.
როდასს არ გაუგონია. თავი ასწია, შეხედა მის წინ მოლოდინით შემ-

141
დგარ ფეხშიშველ მედილეგეებს, მშვიდ, გულგრილ სახეზე გაოცების კვა-
ლიც რომ არ ეტყობოდათ. მწერალმა მისკენ მიაბრუნა ჭორფლიანი სახე,
ასწია გამომეტყველებას მოკლებული თვალები. ციხის უფროსმა რაღაც
უთხრა პროკურორს, პროკურორმა უპასუხა ციხის უფროსს, როდასს
არც ახლა გაუგონია, როდასს არაფერი არ ესმოდა და მაინც უცაბედი
სისუსტე იგრძნო, როცა ციხის უფროსმა უბრძანა, მეზობელ ოთახში გა-
მოდიო, ვესტიბიულივით ვრცელ,, კამარებიან ოთახში გაიყვანა, მიუახ-
ლოვდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ლენა სახეში.
პროკურორი ჯერ არ დამშვიდებულიყო, რომ მეორე ბოროტმოქმედი
– ვასკესი – შეუყვანეს.
– ასეთებთან მშვიდობიანი ლაპარაკით ვერაფერს გახდები. ჯოხით,
მარტო ჯოხით თუ შეაგნებინებ რამეს.
მართალია, ვასკესი ციხეში უცხოდ არ გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც
მთლად დამშვიდებული ვერ იყო და პროკურორის უკანასკნელი სიტყვე-
ბის გაგონებაზე უფრო შეშფოთდა. დიახ, სერიოზული ამბავია. რა სიკე-
თეს უნდა მოელოდე, ყეყეჩო, თუ შენ, გინდაც უნებურად, გენერალი კა-
ნალესის საქმეში ჩაეჩხირე?
– გვარი?
– ლუსიო ვასკესი.
– წარმოშობა?
– აქაური...
– ეგ როგორ გავიგოთ? ციხიდან ხართ?
– არა, დედაქალაქის მკვიდრი გახლავართ.
– ცოლიანი? უცოლო?
– მთელი ცხოვრება უცოლო ვარ!
– წესიერად მიპასუხეთ! პროფესია? რა საქმეს მისდევთ?
– სამსახურში ვარ...
– რაო?
– სახელმწიფო სამსახურში ვარ...

142
– ნასამართლევი ხართ?
– დიახ.
– რა დანაშაულზე?
– მკვლელობაზე. ბანდაში ვიყავი.
– ასაკი?
– ასაკი არა მაქვს.
– როგორ თუ არა გაქვთ?
– არ ვიცი რამდენი წლისა ვარ! თუ ასე გჭირდებათ ჩემი წლოვანება,
ოცდათხუთმეტი ჩაწერეთ.
– რა იცით პელელეს მკვლელობაზე?
პროკურორმა ჯიქურ სტყორცნა ეს შეკითხვა და თვალი თვალში გა-
უყარა, მაგრამ მისმა სიტყვებმა მოსალოდნელი შთაბეჭდილება ვერ მო-
ახდინა, ტუსაღმა გულგრილად, მშვიდად უპასუხა:
– პელელეს მკვლელობაზე ის ვიცი, რომ მე მოვკალი იგი, – მკერდზე
თითი იტაკა, რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, რასაც ამბობდა. –
მე!
– რაო, რაო? თქვენი ჭკუით, მეხუმრებით, თუ რა არის? – დაიღრიალა
პროკურორმა, – კრეტინი ხომ არა ხართ? არ გესმით, რომ ამისთვის სიკ-
ვდილით დაისჯებით?
– ეგრეც ხდება...
– როგორ თუ ეგრეც ხდება?
პროკურორი დაიბნა. ვასკესის სიმშვიდემ, წრიპინა ხმამ და ფოცხვე-
რის თვალებმა ფარ-ხმალი დააყრევინა. დრო რომ მოეგო, მწერალს მი-
უბრუნდა:
– დაწერეთ... – და ათრთოლებული ხმით დაუმატა: – დაწერეთ: თა-
ნახმად ლუსიო ვასკესის ჩვენებისა, გამოირკვა, რომ ვასკესს პელელე
როდასის დახმარებით მოუკლავს.
– დავწერე, – კბილებში გამოსცრა მწერალმა.
– ვხედავ, – ისევ აგდებული კილოთი ჩაურთო ლუსიო ვასკესმა. ეს

143
კილო აგიჟებდა პროკურორს. – ვხედავ, რომ სენიორ პროკურორმა ბევრი
არაფერი იცის ამ საქმისა. „ჩვენების თანახმად”, „ჩვენების”. მერე აქედან
რაო? ისეთ შტერზე განა ხელს დავისვრიდი, რომ... – პატივი ეცით მარ-
თლმსაჯულებას, თორემ ცუდი დღე დაგადგებათ! – აკი მოგახსენეთ. აბა
რა ეშმაკად მინდოდა იმისთანა უბადრუკ კაცზე ხელის დასვრა?.. ნაბ-
რძანები მქონდა თვით სენიორ პრეზიდენტისაგან.
– ტყუი! ხმა ჩაიწყვიტე! როგორ ბე...
სიტყვა ვერ დაამთავრა. ამ დროს მედილეგეებმა შემოათრიეს ღვთის-
მოსავი ვერონიკას პირსახოცივით მოთელილი როდასი.
– რამდენი? – ჰკითხა პროკურორმა ციხის უფროსს. უფროსი მწე-
რალს უღიმოდა, თან მათრახს იქნევდა, ტყავში ამოკერილი ხარის ნაწ-
ლავების მათრახს, მაიმუნის კუდს რომ ჰგავდა.
– ორასი.
– ასე...
მწერალმა გამოიყვანა გაჭირვებიდან:
– აკი ვამბობდი, კიდევ ორასია საჭირო-მეთქი, – კბილებში ისე გა-
მოსცრა მწერალმა, რომ სხვებს არ გაეგონათ.
პროკურორი დაჰყვა მის რჩევას:
– კიდევ ორასი. მე კი ჯერ ამას მივხედავ.
„თვითონა ხარ „ამას”, ბებერო სიფათო! ველოსიპედის უნაგირო...” გა-
იფიქრა ვასკესმა.
მედილეგეებმა ისევ საწამებელ კუთხეში მიათრიეს როდასი, შესვეს
ჭაკზე, ოთხმა კაცმა ხელ-ფეხი დაუჭირა, დანარჩენები ურტყამდნენ. ცი-
ხის უფროსი დარტყმას ითვლიდა. როდასი მოიკუნტა, მაგრამ ძალაგა-
მოლეული იყო და, როგორც კი გადაუჭირეს მათრახი, ტკივილისგან აბ-
ღავლდა. მოყვითალო-მომწვანო შოლტებს სისხლის კოშტები აჰყვა. ერ-
თხანს ისმოდა ნახევრად მიმხრჩვალი, თითქმის ცნობამიხდილი პირუტ-
ყვის ბღავილი, მერე როდასი სახით ჭაკს მიეკრა, ხმა ჩაუწყდა, აღარ იძ-
როდა.

144
მანამდე კი მისი გულგამგმირავი ბღავილი მედილეგეების მძიმე ხვნე-
შას ერთვოდა. თუ რომელიმე მედილეგე სუსტად გადაჰკრავდა შოლტს,
ციხის უფროსი იმას აუწვავდა ზურგს.
– თქვენ ფიქრობთ, ლუსიო ვასკეს, რომ ბოროტმოქმედების ჩამდენი
ყოველი მოქალაქე პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებს, თუ გვეტ-
ყვის, სენიორ პრეზიდენტის ბრძანებას ვასრულებდიო? სენიორ პრეზი-
დენტი გიჟი არ არის, რომ ასეთი ბრძანება გასცეს. სადა გაქვთ საბუთი
იმისა, რომ სენიორ პრეზიდენტმა გიბრძანათ, მოკალი ის უბედური, ასე
უნამუსოდ და სასტიკადო?
ვასკესი გაფითრდა, ხმა ვეღარ ამოიღო, ათრთოლებული ხელები
შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.
– ალბათ თქვენც იცით, რომ საქმის გარჩევისას, სიტყვები კი არა, სა-
ბუთებია მთავარი. აბა, მიბოძეთ ბრძანება!
– იცით რა... გესმით... საქმე ისაა, რომ ბრძანება ხელთ არა მაქვს, ჩა-
ვაბარე. სენიორ პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ეს.
– ეგ როგორ მოგივიდათ? რატომ ჩააბარეთ ბრძანება?
– იმიტომ, რომ ბრძანების ქაღალდზე ეწერა, დავალების შესრულე-
ბის შემდეგ ბრძანება დააბრუნეთო. ეს იმისთვის, რომ მე საბუთი არ დამ-
რჩენოდა... გესმით?..
– ხმა, კრინტი! ჩემი მოტყუება გინდა? პრეზიდენტით მირევ თავგზას?
ბავშვი ხომ არ გგონივარ? პიროვნების სიტყვიერი ჩვენება არ ითვლება
დამამტკიცებელ საბუთად, გარდა კოდექსით გათვალისწინებული შემ-
თხვევებისა. ლექცია ხომ არ წაგიკითხო სისხლის სამართალზე? კმარა!
კმარა-მეთქი!
– თუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ გატყუებთ, იმას ჰკითხეთ. იქნებ
იმას მაინც დაუჯეროთ. მე ხომ აქ ვიყავი, როცა თქვენ ის მაწანწალები
დაჰკითხეთ.
– ხმა-მეთქი! უყურე შენ, როგორ აიშვა ენა? ჯოჯოხეთი ხომ არ მო-
გენატრა? საინტერესოა, საინტერესო! მაშ, წავიდე და ვკითხო სენიორ

145
პრეზიდენტს, არა? ოი, ვასკეს, ბევრი ისეთი რამ იცი, თავს წააგებ ნამ-
დვილად!
ლუსიო ვასკესმა პროკურორის სიტყვების გილიოტინის ქვეშ ნელა
დახარა თავი. ფანჯრებს მიღმა ქარი ბობოქრობდა.

XXI
შემოსავლელი გზა

კარა დე ანხელი ხან პერანგის საყელოზე იტაცებდა ხელს და გააფ-


თრებით ჩამოქაჩავდა, ხან – ჰალსტუხზე. იდიოტურ მითქმა-მოთქმაზე
საშინელი არა არის რა, – ფიქრობდა იგი. სხვის საქმეზე... სხვის... ვარაუ-
დები... ძრახვა... კარგზე პირში წყალს ჩაიგუბებენ, ცუდს გააზვიადებენ...
ღია ჭრილობაში ჩასობილი ჯაგარივით გწვავს ეს. როცა ადამიანი თავს
იკატუნებს, ვითომ მეგობრულ რჩევას გაძლევს, ვითომ თანაგიგრძნობს
და ამავე დროს, გადაკვრით, ეშმაკურად გკიცხავს, უფრო მწარედ გხვდე-
ბა გულზე... ჰოი, მოახლეებიც კი... ჯანდაბას ჭორები. რა საზიზღრობაა!
ტკრციალით მიმოიფანტა ღილები, ჩაიხა პერანგი, ისეთი ხმა გაისმა,
თითქოს მკერდი შუაზე გადაუსკდაო. მოახლეებმა დაწვრილებით უამ-
ბეს, რასაც ლაპარაკობდნენ ქუჩაში მის სამიჯნურო საქმეებზე. ზოგ კაცს
არ უნდა შინ ეჯდეს ისეთი ქალი, რომელიც გამოცდაზე გასული მოწაფე-
სავით ჩაუჭიკჭიკებს, რასაც სადმე ყურს მოჰკრავს მასზე და ამის გამო
არ ირთავს ქალს, მაგრამ ეს არა შველის, განსაცდელს მაინც ვერ ემალე-
ბა, რადგან იგივე ესმის თავისი მოახლეებისაგან.
პერანგი არ გაუხდია. სარკმელთან მივიდა, ფარდა ჩამოუშვა. უნდა
დაიძინოს... თუ ვერ დაიძინებს, ოთახს მაინც ჰქონდეს ისეთი იერი, თით-
ქოს დღე გაქრა, გაქრა ეს დღე. დასწყევლოს ღმერთმა, ჯერ კიდევ არ გა-
სულა იგი.
„უნდა დავიძინო, – გაიმეორა მან საწოლთან და შარვლის გახდა და-
იწყო. ფეხშიშველი იყო, პერანგჩამოხეული. – ფული, ჯანდაბას! პიჯაკის

146
გახდა დამავიწყდა!”
ქუსლებზე შედგა, ფეხის შეცივებული თითები მოღუნა, რომ შიშველი
ტერფებით არ შეხებოდა ცემენტის ცივ იატაკს, ასე მივიდა სკამთან, პი-
ჯაკი გადაკიდა და ასკინკილით დაბრუნდა საწოლთან, მოწყვეტით ჩაეცა
ლოგინში, გაექცა მსუსხავ სიცივეს, შარვლის ტოტებმა ჰაერში გიგანტუ-
რი საათის ისრებივით გაისრიალა. ცემენტი კი არა, ყინულია, რა საზიზ-
ღრობაა! მარილიანი ყინული, ცრემლნარევი ყინული. ისე ჩახტა ლოგინ-
ში, როგორც ყინულის ხორგიდან მის საშველად მოსულ ნავში ჩახტება
კაცი. გამოაღწიოს, თავი დაიხსნას იმისაგან, რაც მოხდა. მიატანოს კუნ-
ძულს – საწოლს, წყვდიადსა და ჩრდილში მოქცეულ თეთრ კუნძულს...
უნდა დაივიწყოს ყველაფერი და დაიძინოს, გაქრეს. ძილი სჯობს, აზრის
გამოთიშვა, ტკბილი ბურანი, ჯერ რომ ცისფერია, თუმც მწვანედ კი გიჩ-
ვენებს თავს, მერე შავდება, თვალებიდან სხეულში ჟონავს და ყველაფე-
რი ჩერდება. სურვილი! ის, რაც გინდა – შენია და არცაა შენი, თითქოს
ხელების მტევნების გალიაში ოქროს ბულბული მოგიქცევია. ძილის ზო-
დი, განმკურნებელი, სტუმართ მისვლა-მოსვლის გარეშე, სარკეში რომ
შედიან და კარის ნესტოებიდან გამოდიან. ნეტა უწინდებურად მშვიდად
შეეძლოს დაძინება.
მალე მიხვდა, რომ ნანატრ ძილს ვერ მისწვდებოდა, სადღაც მაღლა
იყო იგი მიმალული, სახლს ზევით, დღის თეთრ სივრცეში, ჯიუტად გა-
ჭიანურებული, დაუსრულებელი დღისა. მუცელზე გაწვა, ვერ მოისვენა,
ვერც მარცხენა გვერდზე იგრძნო შვება, გულის დასაშოშმინებლად მარ-
ჯვნივ გადაბრუნდა – ამაოდ. მრავალი საათი აშორებდა უწინდელ სიზ-
მრებს, აშორებდა იმ დროს, როცა დაწოლისას ამგვარი ფიქრები არ უტ-
რიალებდა. ინსტინქტი ადანაშაულებდა – იმიტომ იტანჯება, რომ ძალა
არ იხმარა. ცხოვრების ბნელი სიღრმე ხანდახან ისე მიეახლება ადამიანს,
სხვა გამოსავალი აღარა აქვს, თავი უნდა მოიკლას... „მე აღარ ვიქნები”,
– ამბობდა იგი და გულ-მუცელი უთრთოდა. ფეხი ფეხზე მიიდო, იგი
ჯვარზე ეკიდა, ტანჯვის ჯვარზე, მაგრამ ლურსმანი აკლდა იმ ჯვარს...

147
მთვრალები სახრჩობელაზე ჩამოკიდებულებს ჰგვანან, როცა ქუჩაში მი-
ფარფატებენ, – ფიქრობდა იგი, – ჩამომხრჩვალები კი – მთვრალებს, რო-
ცა მათ ქარი აქანავებთ... დიახ, არ შემცდარან ის არამზადები, თავიანთ
სექსუალურ სტატისტიკაში.
ზეწრები შლეიფივით გახდა. ოფლით დამბალი, აუტანელი შლეიფი-
ვით.
ალბათ რა ძლიერ სტკივა იმ ხეს ფოთლები, რომლის ქვეშაც სევდის
ღამეს8 ტიროდა კორტესი. „ოჰ, ჩემო შაკიკო!” საათის გამლღვალი ხმა.
აბრეშუმივით კულულები კეფაზე... „არასოდეს”... მეზობელ სახლში ფო-
ნოგრაფი ჰქონიათ. არ იცოდა!.. პირველად გაიგო! იმათ კი, მეორე მხარეს
რომ ცხოვრობენ, ძაღლი ჰყოლიათ, ერთი კი არა, ალბათ ორი. იმათ ერთი
ფონოგრაფი. ფონოგრაფის მილსა და ორ ძაღლს შუა, პატრონის ხმა რომ
გაიგონეს – ჩემი სახლია, ჩემი თავი. მე თვითონ... შორსა და ახლოს – აი,
რას ნიშნავს „მეზობლები”. სხვა რა იციან, მარტო ფონოგრაფის მომარ-
თვა და ჭორაობა. წარმოდგენილი მაქვს, რას ამბობენ ჩემზე ეს დაჩუტუ-
ლი ტიკები! ჩემზე კიდევ არაფერი, მაგრამ თუ იმაზე წამოსცდათ ერთი
ცუდი სიტყვა, ლიბერალური ახალგაზრდობის რაზმში ვუკრავ თავს...
ბევრჯერ დავიქადნე, ახლა კი ნამდვილად ავასრულებ. დიახ, კარგი დღე
არ დაადგებათ. თუმცა, ეშმაკმა იცის მაგათი თავი, სინდისგარეცხილები
არიან. თითქოს ყურში ჩამძახიან: „მოიტაცა უბედური ქალიშვილი ღა-
მით, შეათრია სამიკიტნოში და ნამუსი ახადა. თურმე მისი ბრძანებით
საიდუმლო პოლიცია იცავდა კარს”. და წარმოიდგენენ, წყეული ულაყე-
ბი, როგორ ვხდი, ვხდი კი არა, როგორ შემოვახიე კაბა. ჰაერში ფრიალებს
მახეში გაბმული ფრინველის ბუმბული. გააუპატიურაო, ამბობენ, თვალ-
დახუჭულმაო, ერთი არ მიალერსებიაო. ასე ხომ კლავენ, ან საფაღარა-
თოს სვამენ... რა იციან იმათ, რომ ასე არ იყო. რომ მე, აი, აქ ვწევარ და
ვნანობ ჩემს რაინდობას, იმის გაგება არ შეუძლიათ, რამდენად შორსაა

8
ნაგულისხმევია 1520 წ. 1 ივნისის ღამე, როდესაც ინდიელებმა კორ-
ტესის ლაშქარი დაამარცხეს.
148
სინამდვილიდან მათი მონაჭორი. ალბათ იმასაც წარმოიდგენენ, როგორ
დარჩა იგი მათთან, ჯერ ჩემთან, მერე კი მათთან. ოო, ასეთი სერაფიმე-
ბისთვის ლიბერალური რაზმი სასჯელი როდია, რაღაც უარესს გამოვუ-
ნახავ, უსათუოდ გამოვუნახავ! ორივე უცოლოა – რასაკვირველია, უცო-
ლოები არიან... ორი ისეთი დედაკაცი უნდა ვიპოვო... თუმცა, ვიცნობ კი-
დეც ორ ასეთ ქალს, თავი მოაბეზრეს სენიორ პრეზიდენტს... იმათ, სწო-
რედ იმათ! მართალია, ერთი ფეხმძიმედაა... ეს ხომ უკეთესიცაა. როცა
სენიორ პრეზიდენტი უბრძანებს, კრინტის დაძვრას როგორ გაბედავენ,
ვიღა მიხედავს მუცელს. ისე უნდა დავაშინო, რომ შეირთონ, შეირთონ...
ფეხები მოხარა, მოიკუნტა, ხელები მუხლებში მოიქცია, თავი ბალიშ-
ში ჩარგო. ნეტა კი გაჩერდეს აზრის გამგმირავი ელვა, ზეწრის ცივი კუთ-
ხეები წამიერად აჩერებს შეგნების გაშმაგებულ ქროლას. ფეხი გაჭიმა,
თითები საწოლის ბრინჯაოს წნელებს შეახო. ფრთხილად გაახილა თვა-
ლი, თითქოს წამწამთ წმინდა მაქმანი გახიაო. თვალები – ჭერში დატა-
ნებული სასულეები... იმ სასულეებზე ჰკიდია იგი, ბინდივით უწონადო,
უძვლო, ნეკნები ხრტილებად ქცევია, თავი დარბილებია, თხევადი გამ-
ხდარა, ხელი ბამბისა აქვს, მთვარეულის ხელივით... კარის ჩაქუჩი... სახ-
ლები, ჩაქუჩის ხეები... ჩაქუჩის ხეების ტყე – ჩვენი ქალაქები. ცვიოდა
ბგერების ფოთლები... კარის ხელშეუხებელმა ტანმა ხელშეუხებელი ბგე-
რების ფოთლები ჩამოიყარა...
მაშ, რა უნდა ქნას, უნდა აკაკუნოს! ისინი რაღას იზამენ, გაუღებენ
ალბათ. მაგრამ, უყურე შენ! არ უღებენ, აკაკუნე და აკაკუნე, გინდ შეამ-
ტვრიე კარი...
...ვინ არის მანდ?
– ბარათი მოგიტანეთ, ვიღაცის გარდაცვალების ამბავს გატყობინე-
ბენ.
– კარგი, აი, მაგ მაგიდაზე დადეთ წერილი, ნუ შემოხვალთ, ბატონს
სძინავს.
„წუხელ გარდაიცვალა სენიორ ხოაკინ სეტონი. აცხონე, უფალო, მისი

149
სული. განსვენებული სენიორის მეუღლე, შვილები და ახლობლები, თა-
ვიანთ სამწუხარო მოვალეობად თვლიან შეგატყობინონ ეს ამბავი,
გთხოვონ, ილოცოთ მისი სულის მოსახსენებლად და დღეს ოთხ საათზე
დაესწროთ დაკრძალვას. განსვენებულის მისამართი: კაროსეროს შესახ-
ვევი”.
არ უნდოდა, მაგრამ უნებლიეთ მაინც უგდებდა მოახლეს ყურს, სენი-
ორ ხოაკინ სეტონის გარდაცვალების ამბავს რომ კითხულობდა. საბნი-
დან ხელი ამოყო, თავქვეშ ამოიდო. შუბლზე გადაუარა ბუმბულებით
მორთულ სამოსში გამოწყობილმა დონ ხუან კანალესმა, ხელში გულის
ოთხი ტუზი ეჭირა და ოთხი კასტანიეტი, კისერზე დონა ხუდიტი მოს-
ჯდომოდა, მის ძალოვან მკერდზე შემოჭერილ ფოლადისა და აბლაბუ-
დის კორსეტს ტკაცატკუცი გაჰქონდა. ანტიკურ ყაიდაზე დალაგებულ
თმაში გარჭობილი მაღალი სავარცხელი კუდიანს ამსგავსებდა. ხელი
დაუბუჟდა, თითები ისე ფრთხილად გაშალა, როგორც შლიან სამოსს,
როცა იციან, რომ შიგ მორიელი შეძვრა.
ნელა, ნელა...
მხრისკენ ჭიანჭველებით სავსე ლიფტი ამოუსრიალდა, ჭიანჭველა –
მაგნიტებით სავსე ლიფტი – იდაყვისკენ ჩაცურდა, ხელის მილით მაჯის-
კენ სიბნელეში ჩარბოდა კრუნჩხვა... მისი ხელი – მდინარე... ორმაგთი-
თებიანი ხელი, ათი ათასი ფრჩხილით...
საბრალო, აკაკუნებს, აკაკუნებს, ამაოდ!.. უყურე იმ არამზადებს, იმ
ჯორებს! გააღებენ – სიფათში შევაფურთხებ... შეაფურთხებ, როგორც
ორჯერ ორი ოთხია, კიდევ ორი-ექვსი... თექვსმეტი... ჩვიდმეტი... სიფათ-
ში შევაფურთხებ... ჯერ მარჯვედ აკაკუნებდა, თამამად, მერე თანდათან
სუსტად, თითქოს ნისკარტს მიწას ურტყამსო... კი არ აკაკუნებდა, საფ-
ლავს ითხრიდა... გამოღვიძება იმედწარხოცილისა! ხვალ წავალ მას-
თან... ვეტყვი, რომ მამამისის ამბავი გავიგე... თუმცა, დღესაც შეიძლება
მივიდე და ვუთხრა მამის ამბავი...
„ახლა კი მჯერა მისი, ცხადზე უცხადესია, მათ უარყვეს მამა, მეც

150
ამომშალეს ნათესავების რიცხვიდან. ასე უთხრეს მას”. – ფიქრობდა სა-
მიკიტნოში, მგუდავის ლოგინში მწოლიარე კამილა, ზურგში ჭვალი უვ-
ლიდა და იჭმუხნებოდა. ძველი ფიცრების, ტილოსა და ჭილობებისგან გა-
კეთებული ტიხარის იქით, სამიკიტნოს მუდმივი სტუმრები სვამდნენ და
გასული დღის ამბებზე მუსაიფობდნენ: გენერლის გაქცევა, მისი ქალიშ-
ვილის მოტაცება, ფავორიტის საგმირო საქმენი ეკერა პირზე ყველას.
მგუდავს თავი ისე ეჭირა, თითქოს არც ესმოდა, რაზე ლაპარაკობდნენ,
მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ მითქმა-მოთქმით იხსნილებდა.
კამილას თავბრუ დაეხვა, შორს, შორს გაფრინდა იმ აქოთებული სახ-
ლიდან, სიცარიელეში, სიჩუმეში ჩაინთქა.
დაიყვიროს? უხერხულია... ხმა არ ამოიღოს? ეშინია... და მან დაიყ-
ვირა, მკვდარი ჩიტის ბუმბულივით საზიზღარი სიცივე ჩაუდგა სხეულ-
ში... მიირბინა მგუდავმა.
– რა მოხდა, რა დაგემართათ? – ყმაწვილი ქალი ფითრივით გამწვა-
ნებულიყო, ხელები ჯოხივით გაფშეკოდა, კბილები დაკრეჭილი ჰქონდა,
თვალი დახუჭული. მგუდავი ელვის სისწრაფით მიიჭრა დახლთან, ხელი
სტაცა გრაფინს, გადაჰკრა აგუარდიენტე, მერე პირში ჩაიგუბა, ასევე
სწრაფად გაჩნდა საწოლთან და სასმელი სახეში შეაშხეფა გულწასულს.
ისე იყო გამწარებული, ვერც კი გაიგო, როდის წაუვიდა მუშტრები,
ღვთისმშობელსა და ყოველ წმინდანს ევედრებოდა, მალე მომაშორონ
აქედან ეს სენიორიტაო.
„დილით, ერთმანეთს რომ გამოვემშვიდობეთ, ტიროდა... იტირებდა,
მაშ რას იზამდა!.. როცა კაცს უბედურების არა სჯერა და უცებ დარწმუნ-
დება, რომ სიმართლე უთხრეს, ტირის. ვინც უნდა იყოს, მაინც იტირებს
ბედნიერებისა ან უბედურებისაგან...”
ასე ფიქრობდა ძილ-ღვიძილში მყოფი კარა დე ანხელი. იგი ნელნელა
იძინებდა, აზრებს მიღმა დაქროდა, თავისივე სუნთქვით შერხეული თბი-
ლი ჰაერივით უსხეულო და უფორმო...

151
კამილა კი სიცარიელისკენ მიექანებოდა, საფლავზე ამართული ჯვა-
რივით მაღალი, ტკბილი და საშინელი სიცარიელისკენ...
ძილმა – მბრძანებელმა, სინამდვილის მრუმე ზღვებს რომ სერავდა,
თავის ერთ-ერთ ხომალდზე მიიღო იგი. უხილავმა ხელებმა გადაარჩინეს
შემთხვევების დაფჩენილ ხახაში ჩავარდნისაგან, მშიერი ტალღებისაგან,
ერთმანეთს რომ გააფთრებით ჰგლეჯდნენ დაფლეთილი მსხვერპლის ნა-
წილებს.
– ვინ არის ეგ კაცი? – იკითხა ძილმა.
– მიგელ კარა დე ანხელი, – მიუგეს უჩინარმა მსახურებმა, შავი სახე-
ლოებიდან უწონადო აჩრდილებივით რომ გამოეშვირათ ხელები. – გა-
დაიტანეთ ეგ კაცი, – ძილი ჩაფიქრდა, – მიჯნურთ ხომალდზე. იმ მიჯ-
ნურებისა, რომელთაც სწამდათ, ვერასოდეს შევიყვარებთო და მხოლოდ
თავისი სიყვარულის ნებას აძლევდნენ სხვებს.
ძილის მსახურებმა მორჩილად წაიღეს იგი გემისკენ, გადაიარეს არა-
რეალობის მსუბუქ საბურველზე, უწმინდეს მტვრად რომ ედება ყოველ-
დღიურ საქმეებს, მაგრამ კაკუნის უჯიათმა თათმა გამოჰგლიჯა იგი
მათ...
...საწოლი...
...მოახლე...
– არა, წერილი კი არა... ბიჭია!
კარა დე ანხელმა თვალზე ხელი მოისვა და შიშით წამოსწია თავი.
საწოლთან ბიჭი ქშიტინებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო: – ისა...
მე... მაშასადამე... თქვენთან გამომგზავნეს... სამიკიტნოდან... ჩქარა წა-
მოვიდესო... თორემ სენიორიტა... ძალიან ცუდადაა... ფავორიტისთვის
რომ ეთქვათ, სენიორ პრეზიდენტია ცუდადო, ისე სწრაფად ვერ ჩაიცვამ-
და. არც დაუხედავს, რომელ ქუდს დასტაცა ხელი, ფეხსაცმლის ყაითნე-
ბი არ შეუკრავს, ჰალსტუხი არ გაუკეთებია, ისე გაიჭრა ქუჩაში.
– ვინ არის ეგ ქალი? – იკითხა ძილმა, როცა მისმა მსახურებმა ცხოვ-
რების მღვრიე წყლიდან ამოიტაცეს ჭკნობაშეპარული ვარდი. – კამილა

152
კანალესი, – მიუგეს მსახურებმა.
– კამილა კანალესი... გადაიყვანეთ იგი, თუ კიდევ დარჩა თავისუფა-
ლი ადგილი იმ ხომალდზე, სადაც ბედნიერებას მოკლებული მიჯნურები
გვყავს...
– როგორაა საქმე, ექიმო? – მამაშვილური თბილი ხმით ჰკითხა ექიმს
კარა დე ანხელმა. კამილა ძალიან ცუდად იყო.
– მე მგონია, სიცხე უფრო აუწევს, ფილტვების ანთებაა.

XXII
ცოცხალი სამარე

ბიჭუნა აღარ ჰყავს... ფედინამ თოჯინასავით, დანგრეული ცხოვრების


ორომტრიალში რომ მოუდუნდება ძაფები, ასწია ხმელ ქერქზე მსუბუქი
გვამი. ანთებულ სახესთან მიიტანა, დიდხანს კოცნიდა, მერე მუხლი მო-
იყარა, კარსქვემოდან მოყვითალო გამონაშუქი შემოდიოდა, დაიხარა,
განთიადის წითელ ნაკადულს მიუშვირა ბავშვი, სახე სახესთან მიუტანა,
რომ უკეთ დაენახა შვილის ნეშტი. ჭრილობის ფუფხივით მოფხუწული,
ჩამჭკნარი სახე, შავად მოარშიებული თვალები, ჩაშავებული ტუჩები...
ძუძუთა ბავშვი კი არა, ჩვრებში გამოკრული ჩანასახი იყო. შუქის ნაკა-
დიდან გამოიტაცა, რძით გატიკნულ ძუძუებზე მიიკრა. ღმერთს საყვე-
დურობდა, ტიროდა, ბუტბუტებდა. ხან გული მიებნიდებოდა და მომაკ-
ვდავის სლოკინივით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოხეთქდა მკერდიდან:
– შვი-ლოო! შვილი-კოო!
გაქვავებულ სახეზე ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა, ტირილით და-
ოსებულს სულ გადაავიწყდა ქმარი. ემუქრებოდნენ, შიმშილით მოგიკ-
ლავთ ქმარს, თუ არ გამოტყდებიო. ვეღარ გრძნობდა, როგორ სტკიოდა
კირით დაჭმული ხელები და მკერდი, თვალები ეწვოდა, დაჩეჩქვილი
ზურგი სტეხდა. სასჯელზე აღარ ფიქრობდა, გაირინდა, გაშეშდა და რო-
ცა ცრემლიც გაუშრა, იგრძნო, შვილის საფლავად იქცა, რომ ამიერიდან

153
შვილის მარადიული ძილი სამუდამოდ მას ეკუთვნოდა, რომ ისევ მუ-
ცელში დამალავდა. მძაფრმა სიხარულმა უცებ შეწყვიტა მისი უბედუ-
რების უსასრულობა ის აზრი, რომ შვილის სამარედ გადაიქცეოდა, მა-
ლამოსავით მოეცხო გულზე. ასე ხარობდნენ აღმოსავლეთის ნეტარი ქა-
ლები, როცა სატრფოს მიჰყვებოდნენ საფლავში, მაგრამ ფედინა არ ხა-
რობდა, ის შვილს კი არ მიჰყვებოდა საფლავში, თვითონ უნდა ქცეული-
ყო ცოცხალ სამარედ, უკანასკნელ აკვნად, დედის უბედ და ისინი ერთად
დაელოდებოდნენ საშინელი სამსჯავროს საყვირებს. ცრემლი არ შეუმ-
შრალებია, თმა გადაისწორა, თითქოს ზეიმისთვის ემზადებაო, საკნის
კუთხეში მიიკუნჭა, მკერდზე მაგრად მიიკრა გვამი...
სამარე არა ჰკოცნის მიცვალებულებს, არც მან უნდა აკოცოს. სამარე
მარწუხივით უჭერს. ფედინამაც უნდა მოუჭიროს ძალიან, ძალიან. სამა-
რე დამაწყნარებელი პერანგია, თვინიერებისა და სიყვარულის პერანგი,
იქ მშვიდად უნდა იწვნენ, თუმც ჭიები კი უხიცინებთ და ხრწნადი სხე-
ული სტკივათ.
შუქს გაურბოდა შავი ჩრდილები, ნელა! მორიელივით მიცოცავდა კე-
დელზე, უხამსი სურათებით მოხატულ, ტატუირებული ძვლის კედელზე.
ფედინამ თვალი დახუჭა. საფლავებში სიბნელეა. კრიჭა შეიკრა, ერთი არ
დაუკვნესია, საფლავის ზემოთაც სიჩუმეა. საღამოა. ნამით განბანილი
კვიპაროსების სურნელი, მერცხლები, ნამგალა მთვარე, ქუჩებში ჯერ
დღის შუქია. ბავშვები გამოცვივდნენ სკოლიდან, მიასკდა ქალაქს ახალი
სიცოცხლის ნაკადი. ზოგმა თამაში გააჩაღა, ბუზებივით ირეოდნენ, ზოგი
მამლაყინწა მოჩხუბრებს შემოეხვია – სისხლი, ცინგლი ცხვირიდან,
ცრემლი. ზოგი უცნობებს უკაკუნებდა კარზე და გარბოდა, ზოგი ტკბი-
ლეულობის ფარდულს დაესხა, ნთქავდნენ თაფლის კვერებს, შაქარში
მოხარშულ ქოქოსის კაკალს, ნუშის ღვეზელს, ანდა მეკობრეებივით აცა-
რიელებდნენ ხილის კალათებს, ზოგი გზადაგზა უცვლიდა ერთმანეთს
მარკებს, ეწეოდნენ თამბაქოს და ხელი სხვისკენ გაურბოდათ ჩასარტყმე-
ლად. „ახალ სახლთან” ეტლი გაჩერდა. სამი ახალგაზრდა ქალი და ერთი

154
ზორზოხა დედაბერი ისხდა შიგ. მათი გარეგნობა ნათლად მეტყველებდა
მათ საქმიანობაზე. ჭყეტელა კრეტონის ჭიპამდე გულისპირამოდებული
იმსიმოკლე კაბები ეცვათ, ქვედა საცვლის ჭუჭყიანი არშიები მოუჩან-
დათ, წითელი წინდები და ყვითელი, ძალზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმე-
ლი ამთავრებდა მათ მორთულობას. „ლუდოვიკო XV–ის” ყაიდაზე და-
ვარცხნილი თმა, ე.ი. ყვითელი ან მწვანე ბაფთით შეკრული გაქონილი
კულულები, ღაწვები კი მათი საროსკიპოს კართან დაკიდებული წითელი
ფარანივით უღაღანებდათ. შავ კაბაში გამოწყობილ დედაბერს მხრებზე
სოსანისფერი შალი ეხვია, ფუნთუშა თითებზე ბრილიანტისთვლიანი
ბეჭდები უბრწყინავდა. სამი გრაცია მკვირცხლად გადმოხტა ეტლიდან,
მოხუცი მანდილოსანი კი ეტლის ფრთას მოეჭიდა და გაჭირვებით გად-
მობობღდა.
– დაიცადოს არა, ჩონიტა? – ჰკითხა მოხუცს ყველაზე ახალგაზრდა
გრაციამ ისეთი გამკივანი ხმით, რომ უკაცრიელ ქუჩაში ქვებიც კი გააღ-
ვიძა.
– კარგი, დაიცადოს, – მიუგო დედაბერმა და ოთხივე „ახალ სახლში”
შევიდა. მეკარე ქალი სიხარულით შეეგებათ.
– ეი, ჩინტა, მოვიდა თქვენი მდივანი? – ჰკითხა დედაბერმა მეკარე
ქალს.
– დიახ, დონია ჩონ, ეს-ესაა მოვიდა.
– აბა, გაიქეცი და უთხარი, რომ მე ერთი ძალიან სასწრაფო ქაღალდი
მოვიტანე.
მეკარე ქალი წავიდა. დედაბერი მდუმარედ უცდიდა. განსაზღვრული
ასაკის პიროვნებებს ახსოვდათ, რომ ამ შენობაში ოდესღაც მონასტერი
იყო. უწინ იქ სამიჯნურო ცოდვებისათვის ამწყვდევდნენ. ოჰ, ქალებო,
ქალებო... ძველ კედლებს ზემოთ მტრედებივით დალივლივებდა მონაზ-
ვნების ტკბილი ხმები, შროშანების ნაცვლად დღის შუქის თეთრი, ალერ-
სიანი სხივები... მარხვისა და განდეგილთა ჯაჭვების ნაცვლად, საწამებე-
ლი იარაღები...

155
მეკარე ქალი დაბრუნდა და დონია ჩონს მოახსენა, მდივანი გელითო.
დონია ჩონი წავიდა, დირექტორთან უკვე მოლაპარაკებული იყო. სამ-
ხედრო პროკურორმა განკარგულება გასცა, ჩაებარებინათ დონია ჩონის-
თვის (ათი ათას პესოდ – ეს რა თქმა უნდა, არ გაუმხელია) ტუსაღი ქალი
ფედინა როდასი, რომელიც ამ წუთიდან დაწყებული „ტკბილი ჯადოს”
განკარგულებაში გადადიოდა. „ტკბილი ჯადო” ერქვა დონია ჩონის, ოქ-
როსკბილას საროსკიპოს.
ორჯერ გაისმა ბრახუნი ბნელ საკანში, სადაც უბედური ფედინა ისევ
ისე იყო კუთხეში მიკუნჭული, შვილი მკერდში ჰყავდა ჩაკრული, თვალი
დახუჭული ჰქონდა, თითქმის არ სუნთქავდა, თითქოს არც გაუგონიაო
ხმაური. აქვითინდა გასაღებები, შესაბრალისად, დიდხანს კვნესოდა სი-
ჩუმეში ძველი ანჯამები. ფედინას ხელი სტაცეს, საკნიდან გაათრიეს.
მაგრად დახუჭა თვალები, რომ შუქი არ დაენახა. საფლავებში სიბნელეა.
გულში ჩაკრული განძით მიფრატუნობდა, თითქმის ძალით მიათრევ-
დნენ, თავიანთ საკუთრებას, პირუტყვს, სამარცხვინო საქმისთვის ნა-
ყიდს.
– ოი, ოი, თავს იმუნჯებს, თვალთმაქცობს!
– იმიტომ დახუჭა თვალი, რომ ჩვენ არ დაგვინახოს!
– რცხვენია, ალბათ!
– ეშინია, მისი ბიჭიკო არ გავაღვიძოთ.
ასე კაკანებდნენ მთელი გზა სამი გრაცია და დონია ჩონი. ეტლი მო-
უკირწყლავ ქუჩებზე მირახრახებდა. კაფანდარა ესპანელი მეეტლე, დონ
კიხოტს რომ ჰგავდა, ცხენებს უცაცხანებდა, აჩქარებდა, რადგან იმ ცხე-
ნებს საღამოს არენა ელოდა. მეეტლე პიკადორიც იყო. მის გვერდით
მჯდარმა ფედინამ გაიარა ის მოკლე გზა, რაც ვირის აბანოს აშორებდა
საროსკიპოდან. ვირის აბანოდან საროსკიპომდე, როგორც იმ სიმღერაში
იყო. ფედინას წამითაც არ აუწევია თვალი, არ გაუხსნია მოკუმული ბაგე,
შვილს ისევ ისე მაგრად იკრავდა მკერდში. სანამ დონია ჩონი მეეტლეს

156
ანგარიშს გაუსწორებდა, სამმა გრაციამ ფედინა ნაზად, დიდი სიფრთხი-
ლით გადმოსვა ეტლიდან და „ტკბილი ჯადოს” კარისკენ წაიყვანა.
სასტუმრო ოთახში რამდენიმე კლიენტი იცდიდა, თითქმის ყველა
სამხედრო იყო.
– ეი, შენ, რომელი საათია? – დაუყვირა დონია ჩონმა თავის მებუფე-
ტეს.
– შვიდის ოცი წუთია, დონია ჩომპინა... – უპასუხა ერთ-ერთმა სამ-
ხედრომ.
– ოო, შენც აქა ხარ, ჯარისკაცო? ვერ დაგინახე!
– ჩვენს საათზე შვიდის ოცდახუთი წუთია, – ჩაურთო მებუფეტემ.
ყველას თვალი „ახლისკენ” წაუვიდა, ყველა ფედინას თხოულობდა იმ
ღამით. ფედინა სამარესავით უტყვი იყო, მკერდზე შვილის გვამი მიეხუ-
ტებინა. თვალი არ აუწევია და თავისი თავი ქვის ფილასავით ცივი და
მძიმე ეჩვენებოდა.
– თქვენ! – დაუყვირა ოქროსკბილამ სამ გრაციას. – სამზარეულოში
წაიყვანეთ, მანუელამ აჭამოს. მერე თმა დავარცხნეთ და გამოაწყვეთ.
არტილერიის ცისფერთვალება კაპიტანი მიუახლოვდა „ახალს”, ბარ-
ძაყზე წაატანა ხელი საპწკენად, მაგრამ ერთ-ერთი გრაცია წამოეშველა
ფედინას. მეორე სამხედრომ (ის ოხერი, ნამდვილი ხვადი იყო), როგორც
პალმის ზროს, ისე შემოჰხვია ხელი ქალს, თვალი დააჭყიტა, თოვლივით
თეთრი კბილები გააელვა და არყით აქოთებული ტუჩებით ცრემლით
გამლაშებულ ღაწვზე დაეწაფა. უჰ, რა კარგია, ყაზარმიდან პირდაპირ
საროსკიპოში! ტყვია ცივია, სამაგიეროდ, გოგონები არიან ცხელი!
– წყნარად, ჯარისკაცო, მოითმინე! ხელს ნუ ახლებ! – ჩაერია დიასახ-
ლისი (არ არის კარგი. ეგ უწესობაა!). ფედინა თავს არ იცავდა ამ ბინძუ-
რი შეხებისაგან, უფრო მაგრად ხუჭავდა თვალებს, კუმავდა ბაგეს, სიჩუ-
მესა და საფლავის სიბნელეს ინარჩუნებდა და შვილის ნეშტს უნანავებ-
და.
გრაციებმა ფედინა პატიოზე გაატარეს. საღამო ნელ-ნელა ეშვებოდა

157
შადრევნებში, ისმოდა ქალის კვნესა, მყიფე, წვრილი ხმები, ავადმყოფე-
ბისა თუ მოწაფეების, ტუსაღებისა თუ მონაზვნების ჩურჩული.
ხარხარი, ჭყივილი, მსუბუქი ნაბიჯები. რომელიღაც ოთახიდან ბან-
ქოს დასტა გადმოაგდეს, ქაღალდი მარაოსავით გაიშალა ფილებზე. თმა-
გაწეწილმა ქალმა სხვენის სარკმლიდან გადმოიხედა, დაინახა ბანქო –
ბედისწერის სახე – და ცრემლი მოიწმინდა გაცრეცილი ღაწვიდან.
„ტკბილი ჯადოს” წინ წითელი ფარანი ანათებდა ქუჩას, იგი უზარმაზა-
რი მხეცის ანთებულ თვალსა ჰგავდა, ადამიანებსა და ქვებს ავბედითად
ფერავდა ფოტოლაბორატორიის საიდუმლოება. ადამიანები ჩაიყურყუ-
მელავებდნენ წითელი შუქის ნაკადში, თითქოს ნაყვავილარი სახის და-
ფარვა უნდათო, მორცხვად მიუშვერდნენ სახეს (ნეტა კი არავინ დაინა-
ხოს), თითქოს სისხლს სვამენო. მერე ქუჩის ლამპების მოთეთრომოყვი-
თალო კაშკაშა სინათლესა და სასახლეში ანთებული ლამპების რბილ
შუქზე ისე უხერხულად გადიოდნენ, როგორც ჩაბნელებული ოთახიდან
გავა ადამიანი, ფოტოსურათის გავლების შემდეგ.
ფედინა ვერაფერს ხედავდა, იგი მხოლოდ შვილისთვის არსებობდა,
რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭუტავდა თვალებს, კუმავდა ბაგეს, რძით
სავსე მკერდზე იკრავდა გვამს. რას არ აკეთებდნენ გრაციები, სასადი-
ლოსკენ რომ მიჰყავდათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, ვერც თვალი გაახე-
ლინეს, ვერც ხმა ამოაღებინეს.
მზარეული ქალი მანუელა კალვარიო მრავალი წელი იყო, რაც
„ტკბილი ჯადოს” ნახშირისა და ნაგვის ყუთებში მეფობდა, იგი იქ ზენა-
არსის მაგიერ რაღაცად იქცა, თუმც წვერი არა ჰქონდა და გახამებული
კაბის შარიშურით დადიოდა. ფედინას დანახვაზე მანუელას შევარდნი-
ლი ყბები ჰაერით ამოევსო და ჰაერი უცებ სიტყვებად იქცა: – კიდევ ერთი
ურცხვი? საიდან გამოქექეთ? ეგ რა უჭირავს ხელში, რა მოაქვს?
გაუგებარი მიზეზის გამო გრაციებმა დუმილის დარღვევა ვერ გაბე-
დეს, მხოლოდ თითები მიადეს ერთმანეთს და ასე ანიშნეს მზარეულს,
ციხიდანაა გამოსულიო.

158
– უჰ, შენი! შე გაქუცულო დედალო! – წამოიძახა მანუელამ და როცა
გრაციები გავიდნენ, დაუმატა: – სიამოვნებით შეგაჭმევდი შხამს. აი, შენ
სადილი! აი, შენ სადილი! – და რამდენჯერმე დაჰკრა ფედინას ზურგზე
შამფური.
ფედინამ იატაკზე მოიღო ბრაგვანი. თვალი არც ახლა გაუხელია, გვა-
მისთვის ხელი არ შეუშვია, აღარ გრძნობდა, თუ გვამს იკრავდა გულში,
შეეჩვია. მანუელა სამზარეულოში დარბოდა, პირჯვარს იწერდა და იგი-
ნებოდა.
საკუჭნაოდან დიდი ლანგრით ხელში რომ დაბრუნდა მანუელა, ცუდი
სუნი ეცა. არ უკითხავს, საიდან მოდის სუნიო, ფედინას წაჰკრა ფეხი და
დაიღრიალა:
– ყარს, ეს დამპალი, ესა! გაათრიეთ აქედან! აბა, მარდად მომაშორეთ.
ეს რა შემომაჩეჩეს?
ყვირილზე მოვიდა დონია ჩონი და მანუელასთან ერთად, თითქოს
ხის ტოტებს ამტვრევენო, ძლივძლივობით გააშლევინა ხელები ფედინას.
ფედინამ იგრძნო, რომ შვილს ართმევდნენ, თვალი გაახილა, საშინლად
დაიწივლა და გრძნობა დაკარგა.
– სუნი პაწიას უდის. მკვდარია! უჰ, ძუკნავ! – იძახდა გაცეცხლებული
მანუელა.
დონია ჩონი შიშით გაქვავდა, მაგრამ როცა სამზარეულოში გოგოები
შეცვივდნენ, ტელეფონს ეცა და საცა საჭირო იყო, შეატყობინა. ყველას
უნდოდა ბავშვის ნახვა, ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, კოცნიდნენ,
დაუდორბლეს ჩამჭკნარი, უკვე სუნდაკრული სახე, შეიქნა ტირილი, გო-
დება, მოთქმა. მაიორ ფარფანის დახმარებით მიიღეს ბავშვის დამარხვის
ნებართვა, დაცალეს ყველაზე დიდი საწოლი ოთახი, საკმეველი აკმიეს,
რომ საროსკიპოს სუნი გაექროთ. დონია მანუელამ სამზარეულოში ფისი
დაწვა. მომინანქრებულ შავ, დიდ ლანგარზე თხელი ქსოვილი დააფინეს,
ზედ დაასვენეს შემოდგომის ფოთოლივით ჩამჭკნარ-ჩაყვითლებული პა-
ნია და ყვავილები შემოულაგეს.

159
იმ ღამეს ყოველ მათგანს მოუკვდა ვაჟი. ოთხი სანთელი დაუნთეს,
ღვეზელის, არყის, პაპიროსის, გვამისა და შარდის სუნი ტრიალებდა
ოთახში.
ერთ შეზარხოშებულ ქალს პირში გრძელი სიგარა გაერჭო, უფრო ღე-
ჭავდა, სანამ ეწეოდა იმ სიგარას. წამოდგა ეს ქალი, ბავშვისკენ დაიხარა,
ღრმად ამოჭრილი გულისპირიდან ძუძუები ამოუვარდა. ასე იდგა წახ-
რილი და გულსაკლავი მოთქმით დასტიროდა პატარას:
დაიძინე პაწაწინავ,
ვით ყვავილმა ველის.
დაიძინე, შვილო, თორემ
გაგიტაცებს მგელი.
დაიძინე, ჩემო სულო,
ჩემი გულის ძგერავ.
დედაშენი სარეცხს რეცხავს,
აუთოებს, კერავს.

XXIII
მოხსენებითი ბარათი სენიორ პრეზიდენტს

1. დედაქალაქში მცხოვრები, ბრანის ქვრივი ალეხანდრა, ლეიბების


სახელოსნოს – „თავისუფალი ვეშაპი” – მფლობელი გვატყობინებს, რომ
მისი სახელოსნო სამიკიტნო „ტუსტეპის” გვერდითაა, მომიჯნავე კედელი
ჰყოფთ და იგი ყველაფერს ხედავს, რაც იქ ხდება. ბოლო ხანებში, უმე-
ტესად ღამით, „ტუსტეპში”, ვითომდა ქრისტიანული საბაბით – ავად-
მყოფის მოსანახულებლად, – იკრიბებიან საეჭვო პირები. ბრანის ქვრივს
ესმის, რას ლაპარაკობენ კედელს მიღმა და ამის მიხედვით დაასკვნა,
რომ ხსენებულ „ტუსტეპში” იმალება გენერალი ეუსებიო კანალესი, რომ
მასთან იკრიბებიან ისინი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულე-

160
ბას აწყობს და საფრთხეში აგდებენ სენიორ პრეზიდენტის ძვირფას სი-
ცოცხლეს. ბრანის ქვრივს საჭიროდ მიაჩნია აცნობოს სენიორ პრეზი-
დენტს ეს ამბავი.
2. დედაქალაქში დროებით ჩამოსული, ვინმე სოლედად ბელმარესი
გვწერს, რომ გამოელია დანაზოგი, არა აქვს ლუკმაპურის ფული, უცხო-
ელია, აქ ვერავის სთხოვს დახმარებას, ამიტომ ემუდარება სენიორ პრე-
ზიდენტს, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მისი ვაჟიშვილი, მანუელ
ბელმარესი და სიძე, ფედერიკო ორნეროსა. იგი გვარწმუნებს, ისინი არ
იყვნენ გარეული პოლიტიკურ საქმეებში და აქ მხოლოდ იმიტომ ჩამო-
ვიდნენ, რომ პატიოსანი შრომით საარსებო სახსარი მოიპოვონ. ბრალი
მარტოოდენ იმაში მიუძღვით, რომ სამუშაოზე მოსაწყობად ისარგებლეს
გენერალ ეუსებიო კანალესის რეკომენდაციით და მათი ქვეყნის ელჩი
თავდებად დაუდგება ტუსაღებს.
3. პოლკოვნიკი პრუდენსიო პერფექტო პასი გვატყობინებს, რომ ცო-
ტა ხნის წინათ საზღვარზე იყო ადგილობრივი პირობების შესასწავლად.
უნდა შეემოწმებინა გზები და ბილიკები, სადაც ჯარი დაბანაკდება, რათა
წარმოდგენა ჰქონოდა იმ უბანზე. იგი დაწვრილებით გადმოგვცემს გეგ-
მას კამპანიისა, რომელიც ჩატარდება სტრატეგიულად ხელსაყრელ ად-
გილას რევოლუციური ამბოხების შემთხვევაში.
პოლკოვნიკი ადასტურებს ჩვენგან ადრე მიღებულ ცნობას იმის შესა-
ხებ, რომ საზღვარზე საეჭვო პირები იყრიან თავს. მათ მოთავეობს ვინმე
ხუან ლეონ პარადა, მასთან ერთად რამდენიმე სხვაც. მათ აქვთ ხელყუმ-
ბარები, ტყვიამფრქვევები, დინამიტი, თოფები, მოკლედ, საომარი მოქ-
მედებისთვის ყველა საჭირო იარაღი. რევოლუციონერების ეს პატარა
რაზმი მოსვენებას არ აძლევს სახელმწიფო ჯარს. პოლკოვნიკს არ შეუძ-
ლია იმის მტკიცება, რომ მეამბოხეებს გენერალი ეუსებიო კანალესი მე-
თაურობს, რადგან საამისო საბუთი არ გააჩნია. ვერც იმას იტყვის გადაჭ-
რით, რომ მეამბოხეები უსათუოდ შემოიჭრებიან ჩვენი ქვეყნის საზ-

161
ღვრებში, მიუხედავად დიპლომატიური შეთანხმებისა. პოლკოვნიკი გვა-
უწყებს, რომ მზად არის უხელმძღვანელოს ოპერაციას, რომელიც მომა-
ვალი თვის დამდეგს უნდა განხორციელდეს და უჩივის თოფების სიმცი-
რეს. სამხედრო ნაწილი კარგ მდგომარეობაშიაო, გვწერს პერფექტა პასი,
რამდენიმე კაცია ავად, რომელთაც მზრუნველობით უვლიან. ყოველ-
დღე, დილის ექვსი საათიდან რვამდე, ვატარებ წვრთნას. ჯარისკაცები
სისტემატურად ღებულობენ ხორციან კერძს, ნავსადგურში სილით სავსე
ტომრები შევუკვეთეთ თავდაცვის მიზნითო.
4. ხუან ანტონიო მარესი გულითად მადლობას გიძღვნით ყურადღე-
ბისათვის. თქვენმა გაგზავნილმა ექიმებმა დააყენეს თურმე ფეხზე. ახლა
თავს კარგად გრძნობს და დედაქალაქში ჩამოსვლის ნებართვას ითხოვს,
რათა ლიცენციატ აბელ კარვახალის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან და-
კავშირებით სენიორ პრეზიდენტის ყურამდე მიიტანოს ზოგიერთი ცნო-
ბა.
5. ლუის რაველეს მ. გვატყობინებს, რომ ავადმყოფობის და სამკურ-
ნალო სახსრების უქონლობის გამო სურს შეერთებულ შტატებში დაბრუ-
ნება და თხოულობს ადგილს რესპუბლიკის რომელიმე საკონსულოში
(ოღონდ ახალი ორლეანი გამორიცხულია და ვერც უწინდელი პირობე-
ბით იმუშავებს). იგი უჩივის გენერალურ შტაბს. თურმე მისი წრფელი
ერთგულების გამო, პატივი დასდეს და სასახლეში აუდიენციაზე დაშვე-
ბულ პირთა სიაში შეიტანეს. როგორც დადგენილი იყო, იანვრის ბოლოს
გამოცხადდა სასახლეში, მაგრამ გენერალური შტაბის მხრივ სრულ უნ-
დობლობას წააწყდა. იგი საიდან ამოუშლიათ, რომელიღაც ოფიცერს გა-
უყვანია გვერდით ოთახში, გეგონებათ ანარქისტიაო და მოუხსენებია,
თითქოს ასე იმიტომ ექცევიან, რომ ცნობა აქვთ მიღებული, ის, ლუის
რაველესი, ლიცენციატმა აბელ კარვახალმა წააქეზა და სასახლეში იმ
განზრახვით მოვიდა, რომ სენიორ პრეზიდენტს დაესხას თავს. ამის შემ-
დეგ ლუის რაველესი თურმე ბევრს ეცადა, როგორმე შემოეღწია თქვენ-
თან, რადგან მისი სიტყვით, ზოგიერთი ისეთი ცნობა უნდა მოგაწოდოთ,

162
რასაც ქაღალდს ვერ ანდობს, მაგრამ ამაოდ დაშვრა.
6. ნიკომედეს ასეიტუნო გვატყობინებს, რომ კომერციული მიზნით
სამოგზაუროდ იყო წასული. როცა დედაქალაქში დაბრუნდა, თვალში
ეცა გაფუჭებული წარწერა წყალსატევის კოშკის კედელზე. სენიორ პრე-
ზიდენტის სახელს აკლდა ექვსი ასო, დანარჩენი ასოებიც დაზიანებული
იყო.
7. სამხედრო პროკურორის ბრძანებით დაპატიმრებული ლუსიო ვას-
კესი ცენტრალურ ციხეში ზის და თხოულობს აუდიენციას სენიორ პრე-
ზიდენტთან.
8. კატარინო რეხისიო გვატყობინებს, რომ იგი იყო გენერალ ეუსებიო
კანალესის მამულის მოურავი. ხსენებულმა გენერალმა თურმე გასული
წლის აგვისტოში მეგობრები მოიწვია სადილად და როცა შეზარხოშდა,
გამოაცხადა, თუ რევოლუცია იფეთქებს, ორი ბატალიონი მზადა მყავსო.
ერთ ბატალიონს თურმე მისი მეგობარი მაიორი ფარფანი მეთაურობს
(ისიც ბრძანდებოდა იმ სადილზე), მეორე ბატალიონს ვიღაც პოდპოლ-
კოვნიკი, რომლის გვარი კატარინო რეხისიომ ვერ გაიგო. დასასრულს კა-
ტარინო რეხისიო გვწერს: გახშირდა მითქმა-მოთქმა რევოლუციაზე,
ბევრი ვეცადე თქვენთან აუდიენციას, მაგრამ ვერ ვეღირსე, ამიტომ წე-
რილობით გატყობინებთ, რაც ვიციო. 9. გენერალი მაგადეო რაიონი გიგ-
ზავნით წერილს, რომელიც ტაძრის წინამძღვრისაგან, მამა ანტონიო
ბლას კუსტოდიოსაგან, მიუღია. ტაძრის წინამძღვარი გენერალს შესჩი-
ვის, რომ გადაეკიდა ვინმე მამა ურკიხო, უვრცელებს ცუდ ხმებს, ცილს
სწამებს იმის გამო, რომ ბლას კუსტოდიომ, პირადად მთავარეპისკოპო-
სის ბრძანებით, დაიკავა წმინდა ლუკას მრევლში ხსენებული ურკიხოს
ადგილი. გენერალ მაგადეო რაიონს აწუხებს ის გარემოება, რომ მამა ურ-
კიხოსა (ლიცენციატ აბელ კარვახალის ახლო მეგობრის) და მისი მარ-
ჯვენა ხელის, დონია არკადია დე აიუდოსის, მოქმედება აფრთხობს კე-
თილ კათოლიკეებს, რომ შესაძლოა ამას მძიმე შედეგიც მოჰყვეს. ამიტომ
საჭიროდ მიაჩნია, ყოველივე დაწვრილებით შეგატყობინოთ.

163
10. დედაქალაქში მცხოვრები ალფრედო ტოლედანო გვატყობინებს,
რომ იგი უძილობით იტანჯება და რომ ერთ ღამეს იხილა, როგორ უკა-
კუნებდა დონ ხუან კანალესს კარზე სენიორ პრეზიდენტის უახლოესი მე-
გობარი, მიგელ კარა დე ანხელი. დონ ხუან კანალესი გენერალ ეუსებიო
კანალესის ძმა გახლავთ და ცნობილია მთავრობის საწინააღმდეგო გა-
მოხდომებით. ალფრედო ტოლედანოს საჭიროდ მიაჩნია აცნობოს ეს ამ-
ბავი სენიორ პრეზიდენტს.
11. ნიკომედეს ასეიტუნო-კომივოიაჟერი, დამატებით გვატყობინებს,
რომ წყალსატევის კედელზე წარწერა ბუღალტერ გილიერმო ლისას და-
უზიანებია სიმთვრალეში.
12. კასიმირო რებეკო ლუნა გვატყობინებს, რომ უკვე ორწელიწადნა-
ხევარია ზის პოლიციის მეორე განყოფილებაში. ვინაიდან იგი ღატაკია,
არა ჰყავს მდიდარი ნათესავები, პირადად სენიორ პრეზიდენტს მიმარ-
თავს თხოვნით, გაათავისუფლოს უდანაშაულოდ დასჯილი. მას ბრალად
სდებენ, თითქოსდა მტრების წაქეზებით, ეკლესიაში, სადაც იგი მნათედ
არის გამწესებული, კედლიდან ჩამოხსნა სენიორ პრეზიდენტის დედის
დღეობის მაუწყებელი განცხადება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება,
ვინაიდან იგი წერა-კითხვის უცოდინარია და ეგონა, სხვა განცხადებას
ხსნიდა.
13. ექიმი ლუის ბარენიო თხოულობს საზღვარგარეთ (მეცნიერული
მიზნით) გასვლის ნებართვას თავისთვის და მეუღლისათვის.
14. ადელაიდა პენიალი „ტკბილი ჯადოდან” გვატყობინებს, რომ მაი-
ორმა მოდესტო ფარფანმა სიმთვრალეში წამოროშა, ეუსებიო კანალესი
ერთადერთი ჭეშმარიტი გენერალია მთელს არმიაშიო. მაიორი ფარფა-
ნის სიტყვით, სენიორ პრეზიდენტს ეშინია განათლებული სამხედრო პი-
რებისა და რომ რევოლუცია გაიმარჯვებს. ასე ამტკიცებს თურმე მოდეს-
ტო ფარფანი.
15. ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს წმინდა რაფაელის სახე-

164
ლობის პალატაში, მე-14 საწოლზე მწოლი ავადმყოფი მონიკა პერდომი-
ნო გვატყობინებს, რომ ავადმყოფი ფედინა როდასი ბოდვის დროს ხში-
რად ახსენებს გენერალ ეუსებიო კანალესს. სუსტი მეხსიერების გამო, მო-
ნიკა პერდომინო ვერ იმახსოვრებს ყველაფერს, რასაც ამბობს ავადმყო-
ფი. ამიტომ საჭიროდ მიაჩნია, ვინმე უსმენდეს ფედინა როდასს და არ-
წმუნებს სენიორ პრეზიდენტს თავის ერთგულებასა და მორჩილებაში.
16. თომას ხაველის ცოტა ხნის წინათ ჯვარი დაუწერია სენიორიტა
არკელინა სუარესზე და გვატყობინებს, რომ თავისი ჯვრისწერა სენიორ
პრეზიდენტს მიუძღვნა.
28 აპრილი...

XXIV
საროსკიპო

– ა-წა-ქა-წა-უ-წუ-რო-წო ძუ-წუ-კნა-წა!
– თვი-წი-თო-წო-ნა-წა ხარ-წა ძუ-წუკ-ნა-წა!
– მე-წე? ოი-წა შენ-წა უ-წუ-რცხვო-წო!
– ხმა ჩაიწყვიტეთ, ეი, თქვენ! დილიდან არ დაიწყეს: „წა-წა-წა!.. ძაღ-
ლებივით არ წკავწკავებენ? – დაიყვირა დონია ოქროსკბილამ. შავ კოფ-
თასა და სოსანისფერ ქვედაწელში გამოწყობილი მისი უდიდებულესობა
ტყავგადაკრულ სავარძელში იჯდა და ვახშამს ინელებდა.
ცოტა ხნის შემდეგ დონია ჩონი სქელნაწნავიან პირწითელ მოახლეს
მიუბრუნდა:
– პანჩა, წადი, უთხარი დედაკაცებს, მოვიდნენ, დროა უკვე. ეს რა წე-
სი შემოიღეს, ცუდაობა? როგორც კი ხალხი შეიკრიბება, ყველა უკლებ-
ლივ აქ იყოს! სულ კუდში უნდა სდიო მაგ ძაღლისშვილებს. შემოიჭრა
ორი ქალი, წინდების ამარა იყვნენ, ერთი მეორეს მოსდევდა.
– ნავარდობთ? ოი, რა მზეთუნახავები მყავს! კონსუელო! ადელაიდა!
ადელაიდა, ვის ვეუბნები? შენი მაიორი რომ მოვა, ხმალი შეხსენი და მე

165
მომეცი. ვალი აქვს ჩვენი. ეი, სიფათო, რამდენი მართებს მაიორს?
– ცხრაასი... გუშინ კიდევ ოცდათექვსმეტი გამომართვა, – მიუგო მე-
ბუფეტემ.
– ეჰ, ხმალში მაგდენს არ მოგვცემენ... ოქროსი ხომ არ არის... მაგრამ,
ყვავს კაკალი გააგდებინეო... ადელაიდა, ვის ველაპარაკები, შენ თუ კე-
დელს?
– მესმის, დონია ჩონ, მესმის... – სიცილ-კისკისით უპასუხა ადე – ლა-
იდამ და ისევ შეებრძოლა ამხანაგ ქალს, ნაწნავით რომ იჭერდა მას.
„ტკბილი ჯადოს” ბანოვნები მდუმარედ ჩამოსხდნენ ძველ დივნებზე.
მაღლები, დაბლები, სქელები, თხელები, შებერებულები, ახალგაზრდები,
მთლად ბავშვები, თვინიერები, ასპიტები, ქერები, ჟღალთმიანები, შავ-
თმიანები, დიდთვალება, დაგუდულთვალებიანი, შავტუხები, თეთრყირ-
მიზები, წითელკანიანები, სულ სხვადასხვანაირები და ამავე დროს, ერ-
თნაირები. ყველას ერთნაირი სუნი, კაცის სუნი, დამპალი ნიჟარის სუნი
უდიოდა. იაფფასიან აბრეშუმის კოფთებში ძუძუები უთამთამებდათ,
დივანზე გადათხლეშილებს, მომჩვარებული კანჭები, ჭრელი წვივსაკრა-
ვები, თეთრგვირისტიანი წითელი ან შავმაქმანიანი ვარდისფერი ქვედა
საცვალი მოუჩანდათ. მოლოდინი აგიჟებდათ. ისე ისხდნენ, როგორც
სადგურში, სარკესთან მოქუჩებულები და თხასავით ასარსალებდნენ
თვალებს.
ზოგი თვლემდა, ზოგი პაპიროსს ეწეოდა, ზოგი პიტნის შაქარყინულს
ახრამუნებდა, ან ჭერიდან ჩამოშვებულ ცისფერ და თეთრი ქაღალდის
გირლანდებზე ბუზის ნაკვალევს ითვლიდა. მოქიშპეები კინკლაობდნენ,
მეგობრები კი ნელა, ურცხვად ეალერსებოდნენ ერთმანეთს.
თითქმის ყოველ მათგანს ჰქონდა მეტსახელი. მსხვილთვალებას –
„ბუს” ეძახდნენ. ვინც მსხვილთვალება იყო და ფეხები მოკლე ჰქონდა –
„ბუკიოტს”, ხანშიშესული და ჩასქელებული „დიდი ბუ” იყო, ცხვირპაჭუა
– „გოშია”, შავტუხა – „ზანგელა”, წითელკანიანი – „ძეხვი”, ელამი – „ჩი-
ნელუკა”, ქერა – „ძენძი”, ენადაბმული – „ბლუკუნა”. გარდა ამისა, კიდევ

166
ჰქონდათ სხვა მეტსახელები: „ყვავი”, „ღორუკა”, „თათი” „ნაწლავი”,
„მაიმუნი”, „ჭია”, „მტრედი”, „ტუმბო”, „კვერი”, „ბომბი”.
ყოველ საღამოს ორი-სამი კოხტად გამოწკეპილი კაცი მოდიოდა
„ტკბილ ჯადოში” და თავისუფალ მანდილოსნებს ელაციცებოდა. დონა
ჩონი პანღურის კვრით გაჰყრიდა იმ ჯიბეცარიელებს, მაგრამ იძულებუ-
ლი იყო მოეთმინა, რათა „დედოფლები” არ გაენაწყენებინა. საბრალო
დედოფლები დანატრებული იყვნენ ალერსს და ამიტომ იცავდნენ სასტიკ
სუტენიორებს, რაგინდ საზიზღარი იყოს, მაინც ჩემიაო.
საღამოობით ბიჭებიც მოდიოდნენ, შიშისაგან ენა მუცელში უვარდე-
ბოდათ, ბადეში გაბმული პეპელასავით თრთოდნენ და მხოლოდ ქუჩაში
მოდიოდნენ გონს. ბიჭბუჭები ანგარიშში ჩასათვლელი არ იყვნენ, თხუთ-
მეტი წლისანი, თვინიერნი... „ღამე მშვიდობისა”. „არ დამივიწყო”. სა-
ზიზღარი გემო პირში, თითქოს მატლებით გამოძღაო (აქეთ რომ მოდიო-
და გმირობის, ცოდვის სუნი უდიოდა ამ საქმეს), თან ტკბილ მოთენთი-
ლობასაც გრძნობდა, როგორიც გულიანი სიცილის ან აკრობატული ვარ-
ჯიშის შემდეგ იცის. ოჰ, რა კარგია ქუჩაში, შორს აქოთებული საროსკი-
პოდან. ბიჭები ქორფა ბალახივით კბეჩდნენ ჰაერს, შეხაროდნენ ვარ-
სკვლავებს, საკუთარი ძალის სხივებს. სერიოზული კლიენტები მოგვია-
ნებით მოდიოდნენ: დარბაისელი, მგზნებარე, ღიპიანი საქმოსანი (ას-
ტრონომიული ფაშვით!). ნოქარი, თითქოს აბრეშუმის ნაჭერს ზომავსო,
ისე ეხვეოდა ქალს! ექიმი, თითქოს გულისცემას უსმენსო! გაზეთის რე-
დაქციის თანამშრომელი – მარად ვალებში ჩაფლული! ვექილი – ვულ-
გარული, მშიშარა, თანაც კატასავით შინაური. პროვინციელი – ძუძუმ-
წოვარა, მხრებაწურული, აბეზარი მოხელე, ასთმიანი ბურჟუა, ცხვრის
ტყავის სუნით აქოთებული ჭონი, ფულიანი ბატონი, ყოველ წამს რომ
ისინჯავდა ჯიბეს, საათს, ბეჭდებს, ხომ არავინ წამაძროო. დალაქზე ჩუ-
მი და მშვიდი, მაგრამ კბილის ექიმზე უფრო უყურადღებო მეაფთიაქე.
შუაღამისას უკვე გახურებული ღრეობა ჰქონდათ. ქალები და კაცები
ტუჩებით ბუგავდნენ ერთმანეთს. კოცნას – ავხორცულ, დორბლიან

167
პროშნას – კბენა მოსდევდა, გულახდილობას – ცემა-ტყეპა, ღიმილს –
ხარხარი, საცობების ბათქაბუთქს – ნამდვილი სროლა, თუ გულადი გა-
მოჩნდებოდა.
– აი, ამას ჰქვია ცხოვრება! – აღტაცებით იძახდა მკერდით მაგიდას
მიბჯენილი რომელიღაც ბერიკაცი, შუბლზე რომ წითლად ამობურცვო-
და ვენები, თვალს აცეცებდა, ფეხი ეკეცებოდა.
ბერიკაცი თანდათან ფიცხდებოდა და მეინახეებს ეკითხებოდა: – აი,
ამასთან შემიძლია წასვლა?
– რასაკვირველია. აბა სხვა რისთვის არიან აქ?
– აი, იმასთან, გვერდით რომ უზის?.. ის უფრო მომწონს!
– რა თქმა უნდა, მაგასთანაც შეგიძლია.
ოთახში ფეხშიშველა, შავგვრემანმა ქალმა გაირბინა.
– მაგასთან?
– რომელზე ამბობ, მულატ გოგოზე?
– ჰო, რა ჰქვია?
– ადელაიდა. მეტსახელად „ღორუკა”. ოღონდ მაგას ტყუილად დაად-
გი თვალი, მაიორ ფარფანისაა, მუდმივად ჰყავს თურმე. – ეჰე, ღორუკა,
ღორუკა, ერთი უყურეთ, როგორ ელაციცება იმ კაცს. გოგო აჯადოებდა
ფარფანს, გველივით იკლაკნებოდა, ჩასცქეროდა, თვალებით თანგავდა,
ხორციანი ბაგით ეკვროდა (იგი ენით ჰკოცნიდა, თითქოს მარკას აწებებ-
სო), მძიმე, თბილი მკერდით, მრგვალი მუცლით ეგლისებოდა.
– მოიშორე რა ეს სისაძაგლე! – უჩურჩულა გოგომ მაიორს, მის თან-
ხმობას არ დაელოდა (სიჩქარე იყო საჭირო), ხმალი შეხსნა და მებუფე-
ტეს გადააწოდა.
სმენის გვირაბებში გაიქროლა კივილის მატარებელმა...
დაწყვილებული ქალ-ვაჟი ცეკვავდა, ვინ ტაქტის აყოლებით, ვინ ვერ
ჰყვებოდა ტაქტს და ამის გამო მოცეკვავეები ორთავა პირუტყვებს ჰგავ-
დნენ. ფერუმარილითა და პომადით ქალივით უშნოდ მოთითხნილი კაცი

168
პიანინოზე უკრავდა, პიანინოსაც მასავით კბილები აკლდა. „მე თავაზი-
ანი, ნაზი კაცი ვარ, – იტყოდა ხოლმე პიანისტი, თუ ვინმე ჰკითხავდა,
ფერუმარილს რად ისვამო. – მეგობრები პეპეს მეძახიან, ბიჭები – ვიოლე-
ტას. საყელოგადახსნილ პერანგს ვატარებ, თუმც ჩოგბურთს კი არ ვთა-
მაშობ, ისე, მხოლოდ სილამაზისთვის, მონოკლს – ელეგანტურობისთვის,
ფრაკს კი – გასართობად. პუდრით, ოჰ, რა საშინელი სიტყვაა, ფერუმა-
რილით ნაყვავილარს ვფარავ. ჩემთვის სულერთია, ასედაც ძალიან კარ-
გი ვარ და ისედაც!..” ჩაიარა კივილის მატარებელმა, მის ბორბლებქვეშ,
მის დგუშებსა და კბილანებში იგრიხებოდა მუცელზე ხელმოკიდებული
მთვრალი დედაკაცი, გადათეთრებულ სახეზე ცრემლი ღვარად ჩამოსდი-
ოდა, მთლად ჩამოურეცხა ფერუმარილი და პომადა.
– ვაი დანამატი! ვაი ჩემი და-ნა-მა-ტი! ვაი-ი! და-ნა-მა-ტი! ვაი!
მთვრალების გარდა ყველა ქალისკენ გაიქცა ამბის გასაგებად. ცოლიანე-
ბი კითხულობდნენ, დაჭრილი ხომ არ არისო, რომ პოლიციის მოსვლამდე
ათესილიყვნენ იქიდან. სხვებს არც ისე შეშინებიათ, მაგრამ მაინც აქეთ-
იქით აწყდებოდნენ, ერთმანეთს ეხლებოდნენ. ქალს გარს შემოეხვივნენ,
ის ისევ ისე იგრიხებოდა, თვალები გადმოკარკლა, ენა გადმოაგდო, ჩად-
გმული ყბა ამოუვარდა პირიდან და ცემენტის იატაკზე გაგორდა. ვიღა-
ცამ გადაიხარხარა.
დონია ჩონმა ხელად დაამყარა წესრიგი. თავისი ოთახიდან მოირბინა
(ასე მოქრის ხოლმე ბუმბულაყრილი კრუხი წიწილებისკენ), ხელი დაავ-
ლო მტირალ მთვრალ ქალს და სამზარეულოსკენ წაათრია. იქ მანუელას
დახმარებით, მარჯვედ რომ იქნევდა შამფურებს, ნახშირის სარდაფში
ჩაკეტა იგი.
როცა ალიაქოთი ატყდა, ადელაიდას ბებერმა თაყვანისმცემელმა
დრო იხელთა და მაიორ ფარფანს მოსტაცა იგი. მაიორი ისე იყო გალე-
შილი, არაფერი გაუგია.
– სინდისი არა აქვს ხალხს, არა, მაიორო ფარფან? – იძახდა სამზა-
რეულოდან მომავალი დონია ჩონი. – ხეთქვისა და გორაობის დროს არა

169
სტკივათ დანამატები! რას იზამდით, ბრძოლის წინ თქვენ ჯარისკაცებს
რომ ყვირილი აეტეხათ, აქა მტკივა, იქა მტკივაო?
მთვრალები ახორხოცდნენ, დიდხანს ხარხარებდნენ. დიასახლისი მე-
ბუფეტეს მიუბრუნდა:
– ამ უნამუსოს ადგილზე მინდოდა ის ახალი, ციხიდან რომ გამოვიყ-
ვანეთ. შევაჩვევ-მეთქი, ვფიქრობდი და უყურე შენ, რა მომივიდა?
– მერე რა მშვენიერი იყო, ის საწყალი!..
– ლიცენციატს პირდაპირ ვუთხარი, პროკურორმა დამიბრუნოს ფუ-
ლი-მეთქი. სულელი ხომ არა ვარ, იმ მამაძაღლს ტყუილუბრალოდ შე-
ვარჩინო ათი ათასი პესო?
– მართალი ხართ, აბა როგორ! ის თქვენი ლიცენციატი ვიდალიტასი
კი, დიდი ხანია ვიცი, რა სულმდაბალიცაა.
– ფარისეველია, ის ოხერი ისა!
– განათლებულ კაცს ეგ ეკადრება?
– ნურას უკაცრავად, მე ვერ გამაცურებენ! გამოჩნდნენ რაღა ჭკუის
კოლოფები, უკანალგასიებული ბრიყვები, აი...
სიტყვა ვერ დაამთავრა. ფანჯრისკენ გაეშურა, რომ შეეხედა, ვინ აკა-
კუნებდა.
– ღვთისმშობელო დედაო! ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა თქვე-
ნი თავი! – დაუძახა დონია ჩონმა ფარნის მეწამულ შუქში კართან მდგარ
მამაკაცს და სალამზე არც უპასუხია, ისე აჩქარებით წავიდა მოახლის
დასაძახებლად. – ეი, პანჩა, წადი, კარი გააღე! აბა მარდად, რას ზოზი-
ნობ, დონ მიგელიტო გვესტუმრა!
კაცი სახეზე ლაბადას იფარებდა, მაგრამ დონია ჩონმა მაინც იცნო
იგი სატანის შავი თვალებით.
– სასწაული თუ გინდათ, ეს არის.
კარა დე ანხელმა ოთახს თვალი მოავლო. ერთ-ერთ დივანზე ჩვარი-
ვით ეგდო მთვრალი კაცი. ქვედა ტუჩი მოფლაშვოდა, დორბლი წვრი-
ლად ჩამოსდიოდა. კარა დე ანხელმა იცნო მაიორი ფარფანი და შვებით

170
ამოისუნთქა.
– სასწაულია, სასწაული, არ გვითაკილეთ, ბეჩავები!
– რასა ბრძანებთ, დონია ჩონ!..
– სწორედ სულზე მომისწარით! წმინდანებს ვევედრებოდი. მთლად
ამერია თავგზა. ჰოდა, ღმერთმა თქვენი თავი გამომიგზავნა! – სიამოვნე-
ბით მოგემსახურებით.
– მადლობელი ვარ. დიდი უბედურება დამატყდა. ჯერ ერთი ჭიქა და-
მილიეთ, მერე გიამბობთ!..
– ნუ წუხდებით.
– რა შეწუხებაა! რაც თქვენს სულსა და გულს ესიამოვნება. ვისკის
ხომ არ ინებებთ? სჯობს ჩემს ოთახში წავიდეთ. აი, აქეთ... დონია ჩოს
სახლის სიღრმეში ჰქონდა ოთახები და იქ შემსვლელს ეჩვენებოდა, რომ
სულ სხვა სამყაროში ამოჰყო თავი. მაგიდები, კამოდები, მარმარილოს
კონსოლები სავსე იყო ქანდაკებებით, გრავიურებით, წმინდა საგნებით.
განსაკუთრებით წმინდა ოჯახი გამოირჩეოდა, ისეთი ზომის იყო, ისე ოს-
ტატურად ნაძერწი. ზამბახივით წვრილი და გრძელი ყრმა იესო ცოც-
ხალს ჰგავდა, თითქოს ესაა დაილაპარაკებსო, აქეთ-იქიდან მარიამი და
წმინდა იოსები ამოსდგომოდნენ, ვარსკვლავების ბრჭყვიალა ლაბადები
ემოსათ, მარიამს სამკაულები ამშვენებდა, იოსებს ხელთ ეპყრა დიდი
განძი – ორი მარგალიტისაგან გაკეთებული ჭურჭელი. მაღალ ლამპაზე
სისხლიდან იცლებოდა შავგვრემანი ქრისტე, სადაფით ინკრუსტირებუ-
ლი რაფის შუშის მიღმა ცისკენ ილტვოდა დედა ღვთისა, ამ სურათში
უდავოდ ყველაზე ღირსშესანიშნავია ზურმუხტის გველი. ეს იყო სკულ-
პტურული ასლი მურილიოს ფერწერული ტილოსი. წმინდა გამოსახუ-
ლებებს ენაცვლებოდა დონია ჩონის პორტრეტები (ჩონი კონსეპსიონი-
დან ნაწარმოები შემოკლებული სახელი იყო), ოცი წლის ასაკში გადაღე-
ბული, როცა მის ფერხთით განრთხმული იყო რესპუბლიკის ახლანდელი
პრეზიდენტი, პარიზში რომ სთავაზობდა წაყვანას. დონია ჩონს უმაღ-
ლესი სასამართლოს ორი წევრიც სცემდა თაყვანს და კიდევ სამი ყასაბი,

171
რომლებმაც ერთმანეთი აჩეხეს ბაზრობაზე. კუთხეში, ისეთ ადგილას,
რომ სტუმრებს არ დაენახათ, თმააბურძგნილი კაცის სურათი იდო. ეს
კაცი მოთმინებით იცდიდა და ბოლოს ცოლად შეირთო დონია ჩონი.
– დივანზე დაბრძანდით, დონ მიგელიტო, მანდ უფრო მოხერხებული
იქნება თქვენთვის.
– ლამაზად გაქვთ ბინა მოწყობილი, დონია ჩონ!
– სულ საკუთარი ოფლით...
– ასე მგონია, ტაძარში ვარ...
– ოჰ, როგორი ფარმაზონი ხართ! არ არის კარგი წმინდანების დაცინ-
ვა.
– რის გაკეთება შემიძლია თქვენთვის?
– ჯერ ვისკი დალიეთ!
– თქვენი სადღეგრძელო იყოს, დონია ჩონ!
– იდღეგრძელეთ, დონ მიგელიტო. მაპატიეთ, ცოტა გაციებული ვარ
და თქვენთან ერთად ვერ დავლევ. აქ დადგით ჭიქა, ამ მაგიდაზე... მომე-
ცით, მე თვითონ...
– მადლობას მოგახსენებთ...
– ჰოდა, იმას გეუბნებოდით, დონ მიგელიტო, თავგზა ამერიამეთქი.
ერთი დედაკაცი მყავს აქ, ძალიან გაფუჭდა, შემცვლელს დავუწყე ძებნა
და მეგობრებმა შემატყობინეს, რომ სამხედრო პროკურორმა „ახალ სახ-
ლში” ჩასვა მშვენიერი ახალგაზრდა ქალი. რაღა გამაჩერებდა, მაშინვე
ჩემს მეგობარ ხუან ვიდალიტასთან გავჩნდი. სხვა დროსაც შოულობდა
ვიდალიტასი ჩემთვის გოგოებს, პირველი არ იყო ეს და ვთხოვე, მიშუამ-
დგომლე სამხედრო პროკურორთან, დამითმოს ის ყმაწვილი ქალი და
ათი ათას პესოს მივართმევ-მეთქი. – ათი ათას პესოს? რასა ბრძანებთ?
– დიახ, ათი ათასს... პროკურორი არ გაჯიუტებულა. საკუთარი ხე-
ლით ხელში ჩავუთვალე ათი ათასი პესო. ქაღალდი მომცა, რომ ის გოგო
„ახალი სახლიდან” ჩემთან გამოეშვათ. პოლიტიკურ საქმეზეა დაჭერი-
ლიო, ასე მითხრეს. ამბობენ, გენერალ ეუსებიო კანალესის სახლში...

172
– რა?
კარა დე ანხელი აქამდე ცალი ყურით უსმენდა დონია ოქროსკბილას,
ფიქრით მაიორ ფარფანს დასტრიალებდა, ეშინოდა, შეუმჩნევლად არ
წავიდესო. რამდენიმე საათის განმავლობაში დაძრწოდა ქალაქში, ეძებ-
და მაიორს და ახლა, როცა დონია ჩონმა კანალესის გვარი ახსენა, იგ-
რძნო, როგორ დაუარა ზურგში ჟრუანტელმა. „ის უბედური ქალი, ნამ-
დვილად მოახლე ჩაბელა იქნება, ბოდვისას რომ უხმობდა კამილა”, – გა-
იფიქრა მან.
– მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მაინტერესებს, სად არის ახ-
ლა ის ქალი?
– ყველაფერს თავის დროზე გაიგებთ. სჯობს, დალაგებით გიამბოთ.
გავემგზავრე, მაშასადამე, იმ ქალის მოსაყვანად. პროკურორის ბრძანება
ხელთა მქონდა, თან სამი გოგო წავიყვანე, ვაითუ მომატყუონ და სხვა
ვინმე შემომაჩეჩონ-მეთქი. კარეტით წავედით, რომ უფრო მდიდრულად
და შნოიანად გამოვჩენილიყავით. მივედით, ვუჩვენე ბრძანება, წაიკით-
ხეს, წავიდნენ, გამოიყვანეს და ჩაგვაბარეს ქალი. აქაური გოგოები მო-
უთმენლად ელოდნენ ახალს, ყველას მოეწონა, ისეთი იყო, ქალის უნა-
ხავს გაგხდიდა.
– სად არის ახლა?
– აი, თქვე მუსუსო, თქვენა! ოი, კაცებო, ლამაზო კაცებო! გეტყვით,
ახლავე გეტყვით ყველაფერს. გამოვიყვანეთ, მაშასადამე, „ახალი სახ-
ლიდან”, ჩავსვით კარეტაში და ვხედავ, ქალს თვალები დახუჭული აქვს,
პირი – მაგრად მოკუმული. კიდეც გავეხუმრეთ, კიდეც მოვეფერეთ, მაგ-
რამ, კედელს ცერცვი შეაყარეო, ხომ გაგიგონიათ. არ მესიამოვნა, ამგვა-
რი ამბების მოყვარული არ გახლავართ. ქალი რაღაცას მაგრად იკრავდა
გულში, თითქოს ბავშვი იყო...
კამილას ზმანება წაგრძელდა, შუაში გაწვრილდა, შეიკეცა და საპნის
ბუშტივით გასკდა.
– ბავშვი?

173
– დიახ, ბავშვი. ჩემი მზარეული მანუელა კალვარიო კრისტალესი
დააკვირდა, ეს რა უჭირავს ამ ქალსო და დაინახა, რომ ბავშვი იყო,
მკვდარი ბავშვი, უკვე სუნი დასცემოდა. გავიქეცი სამზარეულოში,
ძლივს გამოვგლიჯეთ ბავშვი, მანუელამ კინაღამ ხელები დაამტვრია.
ქალმა თვალი გაახილა, თითქოს საშინელი სამსჯავროს წინ დგასო, ისე
დაიკივლა და უგონოდ დაეცა.
– მოკვდა?
– ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ არა, ცოცხალია, მოვიდნენ წმინდა იო-
ანეს საავადმყოფოდან, გაახვიეს ზეწარში და წაიღეს. ვერც კი შევხედე,
ისე ცუდად იმოქმედა ჩემზე ამ ამბავმა. ამბობენ, თვალი ისევ ისე დახუ-
ჭული ჰქონდა, ცრემლი მაინც ღვარად ჩამოსდიოდაო. დონია ჩონი გა-
ჩუმდა და ცოტა ხნის მერე კბილებში გამოსცრა: – გოგოები იყვნენ სა-
ავადმყოფოში, ინახულეს, ცუდად არისო, ამბობენ. ჰოდა, შეშფოთებული
ვარ, ხომ გესმით, აბა, რისთვის მივეცი იმ კაცს ათი ათასი პესო? უკეთესი
არ იქნება უპატრონო ბავშვთა სახლს ან დავრდომილთა თავშესაფარს
შევწირო?
– თქვენმა ვექილმა უკან მოსთხოვოს ფული. რაც იმ უბედურ ქალს
შეეხება...
– უკვე ორჯერ იყო ვიდალიტასი, მაპატიეთ, რომ სიტყვას გაწყვეტი-
ნებთ. ერთხელ შინ მიაკითხა, მეორედ – სამსახურში, ორჯერვე ცივი უა-
რით გამოისტუმრა: არ დავუბრუნებ, მორჩა და გათავდაო! სინდისი და-
უკარგავს კაცს. ნათქვამია, ძროხა თუ მოკვდა, ვაი მყიდველს და არა გამ-
ყიდველსო. მაგრამ ეგ უენო პირუტყვზეა ნათქვამი, აქ კი ადამიანია!
კარა დე ანხელი დუმდა. ვინ არის ის ყმაწვილი ქალი? ვისია მკვდარი
ბავშვი?
დონია ჩონმა მუქარით გააელვა ოქროს კბილი:
– მე იმას ვუჩვენებ სეირს! ქარის გასატანებელი ფულები ვისა აქვს,
რომ მე მქონდეს? ჩემი ოფლითაა მოპოვებული ყოველი პესო. ბებერი

174
ავაზაკი, ინდიელის სიფათი, არამზადა! ამ დილით სასაფლაოდან ამო-
ღებული მიწა მოვაბნევინე მის ზღურბლთან.
– ბავშვი დამარხეთ?
– მთელი ღამე აქა გვყავდა. გოგოები გადაირივნენ, ღვეზელები დააც-
ხვეს.
– იზეიმეთ?
– აბა ერთი თქვენცა ხართ, რაღა... ეგ რა სათქმელია!
– პოლიციას აცნობეთ?
– ხელში ჩავჩარეთ, რაც საჭირო იყო და დამარხვის ნებართვა მივი-
ღეთ. მეორე დღეს კუნძულზე წავასვენეთ პატარა, თეთრატლასგამოკ-
რული ძვირფასი ყუთით.
– არ გეშინიათ, რომ ოჯახი მოგთხოვთ გვამს, ან საბუთებს? – ესღა
მაკლია!.. მაგრამ არა, ვინ მოითხოვს? მამა პოლიტიკურზეა დაპატიმრე-
ბული, გვარად როდასი გახლავთ, დედა კი, თვითონაც იცით, საავადმყო-
ფოშია.
კარა დე ანხელს გულზე მოეშვა. ის ქალი კამილას ნათესავი არ ყო-
ფილა...
– ჰოდა, მირჩიეთ, დონ მიგელიტო, თქვენ ხომ განათლებული კაცი
ბრძანდებით, რა ვქნა, როგორ დავიბრუნო ფული, რა მოვუხერხო იმ ბე-
ბერს? ხუმრობა ხომ არ არის, ათი ათასი პესო, რომ ერთი პეშვი ლობიო-
სავით გადავყარო?!
– მე მგონია, სენიორ პრეზიდენტთან უნდა მიხვიდეთ. ითხოვეთ აუ-
დიენცია და ყველაფერი უამბეთ. მარტო იმას შეუძლია ასეთი საქმის
მოგვარება.
– მეც ასე ვფიქრობ. ხვალ დილას ელვა დეპეშას გავუგზავნი, ვთხოვ,
მიმიღოს. ჩემი ძველი მეგობარია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მინისტრი იყო,
გასაქანს არ მაძლევდა. ლამაზი ვიყავი, დახატული, აი, როგორიც იმ სუ-
რათებში ვარ. ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი მაშინ, ზედ სასაფლაოს-
თან. აცხონე, უფალო, ბებიაჩემის სული... ცალი თვალით დაბრმავდა

175
საწყალი, თუთიყუშმა ჩაუნისკარტა. დავიჭირე ის თუთიყუში, დავახ-
რჩვე და ძაღლს მივუგდე სეირის საყურებლად. რა თქმა უნდა, ძაღლმა
შესანსლა თუთიყუში და გაცოფდა. ჰოი, რა დრო იყო, რა ნეტარმოსაგო-
ნარი. ჩვენი სახლის წინ გაუთავებლად მიასვენებდნენ მიცვალებულებს.
ამის გამო დავშორდით მე და სენიორ პრეზიდენტი. მიცვალებულის და-
ნახვაზე ცუდად ხდებოდა, სიკვდილის ეშინოდა. აბა, მე რა ბრალი მიმიძ-
ღოდა, მიცვალებულებს რომ ჩვენი სახლის წინ მიასვენებდნენ? პატარა
ბავშვივით ცრუპენტელა და საშინელი ფხუკიანი იყო, ერთი ბენო რამ
სწყინდა, მხოლოდ პირფერებსა და მლიქვნელებს სწყალობდა. თავიდან
ძალიან მიყვარდა, მაგრად ვაკოცებდი და ავიწყდებოდა მიცვალებულე-
ბი, ფერად-ფერადი კუბოები. მერე მომბეზრდა, რაც უნდა, ის ქნას-მეთ-
ქი. მახსოვს, უყვარდა, ყურს რომ ულოკავდნენ, რატომღაც მიცვალებუ-
ლის სუნი უდიოდა ყურზე. ახლაც თვალწინ მიდგას, აი, როგორც თქვენ,
ასე ვხედავ, ყელზე შემოხვეული თეთრი ხელსახოცი, თავზე დიდი ქუდი,
ვარდისფერენიანი ფეხსაცმელი, ლურჯი კოსტიუმი...
– ამბობენ, მეჯვარედ გყავდათო ქორწილში.
– ტყუილია. ჩემს განსვენებულ მეუღლეს, აცხონე იმისი სული, უფა-
ლო, არ უყვარდა ამისთანები. ზოგჯერ იტყოდა ხოლმე: ეგ ძაღლებს
სჭირდებათ მეჯვარეები და მოწმეები, ძუკნები რომ გაიტყუებენ ხვადებს,
ისინი კი ენაგადმოგდებული დასდევენ და ნერწყვს ყლაპავენო...

XXV
სიკვდილის სავანე

მღვდელი თავპირისმტვრევით გარბოდა, ფეხები ანაფორაში ებლან-


დებოდა. ზოგს არც ისეთი გადაუდებელი საქმე აქვს და მაინც გარბის...
„სულზე მნიშვნელოვანი რამ თუ არის ქვეყნად?” – ეკითხებოდა თავის
თავს. ზოგს არც ისეთი გადაუდებელი საქმე აქვს და მაინც დგება, ტოვებს

176
კარგ სუფრას, როცა უნდა სვას და ჭამოს, სანსლოს და სანსლოს სვავი-
ვით. სვა-ვი-ვით!.. სამი სხვადასხვა სახე და ერთი ჭეშმარიტად ჭეშმარი-
ტი ღმერთი. მუცელი მიბუყბუყებს, ჩემი ღიპი, ღიპი, ღიპი... შენი მუცლი-
დან, იესო... იქ გაშლილი სუფრა დარჩა, ქათქათა სუფთა, ფაიფურის
წკრიალა ჭურჭელი და ჩამომხმარი მოახლე...
ავადმყოფთან რომ შევიდა მღვდელი, შეუმჩნევლად შეჰყვნენ მეზობ-
ლის მორთულ-მოკაზმული ქალები, სიამოვნებით რომ უყურებდნენ
სულთმობრძაობას. კარა დე ანხელი ძლივძლივობით მოშორდა კამილას
სასთუმალს, მის ფეხქვეშ იატაკის ფირფიცარი ისე ატკაცუნდა, თითქოს
მიწიდან ამოგლეჯილი ფესვების ლიწინი ისმისო.
სამიკიტნოს პატრონმა მღვდელს სავარძელი დაუდგა ავადმყოფის
სასთუმალთან და ყველა გაიკრიფა ოთახიდან.
– ...მე, ცოდვილი, აღსარებას გეტყვი შენ, ყოვ... – ბუტბუტებდნენ მე-
ზობლის ქალები ოთახიდან გასვლისას.
– სახელითა მამისათა და ძისათა და... მითხარი, შვილო ჩემო, რამ-
დენი ხანია, რაც აღსარება არ გითქვამს მოძღვრისთვის?
– ორი თვე იქნება...
– მოინანიე თუ არა?
– დიახ, მამაო...
– გამანდე, შვილო, შენი ცოდვები...
– გამოგიტყდებით, მამაო, ერთხელ ტყუილი ვთქვი...
– სერიოზულ საქმეში?
– არა... ერთხელ ვიურჩე... მამას არ გავუგონე და...
(ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ...) – .,.ვნა-
ნობ, მამაო.
ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...) – ..„.წირვას არ დავესწარი...
მოძღვარი და ავადმყოფი ისე საუბრობდნენ, თითქოს აკლდამაში
არიანო. ეშმა, მფარველი ანგელოზი და სიკვდილი ესწრებოდნენ აღსა-
რებას.

177
კამილას სიცივეჩამდგარი თვალებიდან სიკვდილის დაშრეტილი თვა-
ლები იმზირებოდა, ეშმა სასთუმალთან ედგა, პირიდან ობობებს აფ-
რქვევდა, კუთხეში მიკუნჭული ანგელოზი კი ტიროდა, სრუტუნებდა.
– ვნანობ, მამაო, რომ არ ვლოცულობდი არც ძილის წინ, არც გაღვი-
ძებისას... და... ვნანობ, მამაო, რომ...
(ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...) – მეგობარ ქალიშვილებს ვეჩხუბებო-
დი.
– ღირსების დასაცავად?
– არა...
– შვილო ჩემო, დიდად შეგიცოდავს უფლისა წინაშე.
– კიდევ იმით ვცოდავდი, მამაო, რომ ცხენზე ბიჭურად გადამჯდარი
დავჯირითობდი აღმა-დაღმა...
– სხვებმა დაინახეს ეს და უსიამოვნება შეგხვდა?
– არა, იქ მხოლოდ ინდიელები იყვნენ.
– შენ გეგონა, რომ ამით მამაკაცს გაუთანაბრდებოდი? მძიმე ცოდვა
დაგიდვია, რადგან თუ ჩვენმა მეუფემ ქალად შეგქმნა, აღარ უნდა იდ-
რტვინო, არ უნდა მოინდომო მამაკაცად გადაქცევა. ამის ჩამდენი იმ ეშ-
მას უტოლდები, რომელიც იმიტომ დაიღუპა, რომ ღმერთად გადაქცევა
ნებავდა.
სასმელ დარბაზში, სხვადასხვა ფერის ბოთლებით სავსე დახლსამ-
სხვერპლოს პირდაპირ, გარინდებული იდგნენ კარა დე ანხელი, დიასახ-
ლისი და მეზობლის ქალები. კრინტს არვინ ძრავდა, მხოლოდ დროდად-
რო შიშით, თან იმედით გადახედავდნენ ერთმანეთს და დუმილს მხო-
ლოდ სიკვდილზე ფიქრით მოყრუებული, წყვეტილი სუნთქვის ორკეს-
ტრი არღვევდა. ღრიჭოდ გამოღებული კარიდან განათებული ქუჩა მო-
ჩანდა, აგრეთვე მერსედის ტაძარი, სახლები, გალერეის შვერილი, კანტი-
კუნტი გამვლელი. კარა დე ანხელი მწარედ ფიქრობდა: ამ ხალხისთვის
არაფერს ნიშნავს ის, რომ კამილა კვდება, ამ მზის სხივების ბადეში მოქ-
ცეული ქვებისთვის, საღი აზრის მქონე აჩრდილებისთვის, სულერთია,

178
რა მოუვა კამილას.
ჩამომდგარ მდუმარებაში სიტყვების ბადეს ქსოვდა მღვდლის ხმა.
ხველა აუვარდა ავადმყოფს, ჰაერი უფლეთდა ფილტვების ქსოვილს. –
შემინდეთ, მამაო, მცირე თუ დიდი ცოდვა, რაც ჩამიდენია და აღარ მახ-
სოვს.
ცოდვათ მისატევებელი ლათინური სიტყვების დუდუნმა, ეშმას გაქ-
ცევამ და მფარველი ანგელოზის ფეხის ხმამ, ქათქათა, მცხუნვარე
ფრთების შრიალით, ცხოველი სხივივით კვლავ თავს რომ დაადგა კამი-
ლას, დააშოშმინა გააფთრებული კარა დე ანხელი, გაუნელა მრისხანება,
გამვლელების დანახვაზე რომ აენთო გულში, გაუქრა ამოუხსნელი სი-
ძულვილი იმათ მიმართ, ვინც არ იზიარებდა მის მწუხარებას, სინაზით
შეფერილი ბავშვური სიძულვილი და უცებ გულით მოუნდა, – არავინ
იცის ვის, საიდან ან როგორ მოეფინება ღვთიური მადლი, – განსაცდე-
ლიდან დაეხსნა ისეთი ადამიანი, რომელსაც გარდაუვალი სიკვდილი
ელოდა. იქნებ ამის სანაცვლოდ ღმერთმა სიცოცხლე აჩუქოს კამილას, –
ფიქრობდა იგი. თუმცა, მედიცინის კანონების თანახმად, მისი გადარჩე-
ნის იმედი აღარ იყო.
მღვდელი უჩუმრად გამოვიდა, წამით შეყოვნდა კართან, რომ სიგა-
რეტისთვის ცეცხლი მოეკიდებინა და ლაბადის ქვეშ ანაფორის კალთები
აეკეცა, რადგან კანონი ქუჩაში ანაფორის გამოჩენას უკრძალავდა. მიმა-
ვალ მღვდელს მეზობლის ქალებმა ჩურჩული დაადევნეს, მიცვალებულს
ათქმევინა აღსარებაო და ცოტა ხნის მერე თვითონაც გაიკრიფნენ სამი-
კიტნოდან. კარა დე ანხელიც მაშინვე გაუდგა გზას, ეჩქარებოდა თავისი
განზრახვის ასრულება.
იესოს შესახვევი, ტრაქტირი „ჟღალი ცხენი”, ცხენოსანი ჯარის ყა-
ზარმები. მორიგე ოფიცერს ჰკითხა, აქ თუ არისო მაიორი ფარფანი. ერთი
წუთი მოგვიცადეთო, უთხრეს კარა დე ანხელს და სერჟანტი გაგზავნეს
მაიორის მოსაძებნად.
– მაიორო ფარფან!.. მაიორო ფარფან!.. – ყვიროდა სერჟანტი. მისმა

179
ხმამ ვრცელ პატიოს დაუარა. პასუხი არ გაისმა, მთრთოლვარე ბგერების
ექო კი შორეული სახლების სახურავებზე ჩაიკარგა: ...იორფან-ფან!..
იორ-ფან-ფან!..
ფავორიტი კართან ახლოს იდგა, გულგრილად იყურებოდა აქეთიქით.
შუა ქუჩაში ძაღლები და ძერები კატის ლეშს ძიძგნიდნენ.
კომენდანტი რკინის გისოსიანი ფანჯრიდან სიამოვნებით ადევნებდა
თვალს ამ სასტიკ სანახაობას, თან ულვაშს იგრეხდა. ორი სენიორა გა-
მაგრილებელ სასმელს შეექცეოდა ბუზებით სავსე დუქანში. გაიღო მე-
ზობელი სახლის კარი, გამოვიდა მეზღვაურის კოსტიუმში გამოწყობილი
ხუთი ბავშვი, გვერდით ფეხმძიმე ქალი და შულერივით სახემიმტკნარე-
ბული სენიორი მისდევდათ (დედ-მამა). ყასაბმა ანთებული ასანთით
ხელში შუაში გაუარა ბავშვებს, პაპიროსს უკიდებდა, შარვალი სისხლის
ლაქებით ჰქონდა აჭრელებული, პერანგის სახელოები აკაპიწებული, ქა-
მარში, გულისკოვზთან, ალესილი ცული გარჭობილი. წინ და უკან მიმო-
დიოდნენ ჯარისკაცები, საყარაულო შენობაში ქვის ფილებზე მიიკლაკ-
ნებოდა შიშველი ფეხის კვალი და პატიოში იკარგებოდა. რკინის სკამზე
მჯდარი მორიგე ოფიცრის შორიახლო ყარაული იდგა, იარაღთან ერთად
გასაღებების აცმულაც ეკიდა ქამარზე და მის ყოველ განძრევაზე გასა-
ღებებს წკარაწკური გაუდიოდა. მათ ირგვლივ იატაკი მოფენილი იყო
მწვანედ ამობურცული ფურთხით. მორიდებული ნაბიჯით მიუახლოვდა
მორიგე ოფიცერს დედაბერი. მზის გამქისებული, ნაოჭებით დაღარული
სახე ჰქონდა. ოფიცრის პატივსაცემად შინ ნაქსოვი საბურველი გადაი-
ფარა თავზე და ისე მიმართა:
– მომიტევოს სუნიორმა და დაე ღმერთმა ჯანმრთელობა ნუ მოაკ-
ლოს. თუ სუნიორი ჩემს შვილს მიჩვენებს, ასეთი წყალობისთვის წმინდა
ქალწული სიკეთეს მიუზღავს.
ოფიცერმა ჯერ ნახველი ამოიღო, გადააფურთხა და მერე უპასუხა
მოხუცს. ქალს ჩამპალი კბილებისა და თამბაქოს მყრალი სუნი ეცა... –
რა ჰქვია თქვენს შვილს, სენიორა?

180
– ისმაელი, სუნიორ...
– ისმაელი, და კიდევ?
– იაელ მოისინი, სუნიორ.
ოფიცერმა წვრილად გამოაწიტა კბილებშუა.
– მე გეკითხებით, რა გვარია-მეთქი.
– მოი-სინი, სუნიორ...
– იცით რა? სხვა დროს მოდით, დღეს არა გვცალია.
დედაბერს საბურველი არ ჩამოუხსნია, ისე შეტრიალდა და ნელა გა-
უყვა გზას, ნაბიჯს ითვლიდა, თითქოს თავის უბედურებას ზომავსო.
ტროტუარის ნაპირთან შედგა, შემობრუნდა და წავიდა ოფიცრისკენ,
ისევ ისე რომ იჯდა რკინის სკამზე.
– მაპატიეთ, სუნიორ, მაგრამ მე აქ მეორედ ვეღარ მოვალ. შორსა
ვცხოვრობ, ორმოცდაათ კილომეტრზე მეტი გამოვიარე... დღეს თუ ვერა
ვნახავ შვილს, ვინ იცის, კიდევ როდის მოვახერხებ ჩამოსვლას... ქენით
სიკეთე, სუნიორ, დაუძახეთ ჩემს შვილს...
– აკი მოგახსენეთ, დღეს არა გვცალია-მეთქი. აბა, მარდად მოუსვით
აქედან. თავს ნუ მაბეზრებთ.
კარა დე ანხელი ხედავდა ყველაფერს. მას ხომ სხვისთვის სიკეთე
სწყუროდა, რომ ამის სანაცვლოდ ღმერთს კამილასთვის სიცოცხლე ეჩუ-
ქებინა, და მან ხმადაბლა უთხრა ოფიცერს:
– დაუძახეთ იმ ყმაწვილს, ლეიტენანტო, ამით კი სიგარეტები იყი-
დეთ.
ოფიცერმა არც შეხედა უცნობს, ფული გამოართვა და ბრძანება გას-
ცა, ისმაელ მოისინს დაუძახეთო. გაოგნებული დედაბერი ისე შეჰყურებ-
და თავის კეთილისმყოფელს, როგორც ციდან ჩამოსულ ანგელოზს.
მაიორი ფარფანი ყაზარმაში არ აღმოჩნდა. ყურსუკან ბატისფრთა-
გარჭობილი მწერალი აივანზე გადმოდგა და ფავორიტს მოახსენა, რომ
საღამოობით მაიორი მუდამ „ტკბილ ჯადოში” იმყოფება, რამეთუ მარ-
სის მამაცი შვილი მთელ თავის დროს ორ საქმეს ახმარს: სამსახურსა და

181
სიყვარულს, თუმცა ამ დროს შეიძლება შინაც დაგიხვდეთო. კარა დე ან-
ხელი ეტლში ჩაჯდა. მაიორი ფარფანი სადღაც დასაკარგავში ცხოვრობ-
და თურმე. ნესტისგან დააფრაკებული ხის შეუღებავი კარი შეაღო კარა
დე ანხელმა, შევიდა ჩაბნელებულ შენობაში და რამდენჯერმე დაუძახა
მაიორს. პასუხი არავინ გასცა. ისევ ჩაჯდა ეტლში, მაგრამ სანამ „ტკბილ
ჯადოში” წავიდოდა, კამილა უნდა მოენახულებინა. მოუკირწყლავი
გზიდან ფიცარნაგზე გადავიდა ეტლი და ისე დაიხრიგინა, რომ კარა დე
ანხელი შეკრთა, ფლოქვების თქარათქური, ბორბლების რახრახი, ბორ-
ბლების რახრახი და ფლოქვების თქარათქური.
როცა დონია ოქროსკბილამ სენიორ პრეზიდენტთან თავის სამიჯნუ-
რო საქმეებზე ლაპარაკი დაამთავრა, ფავორიტი ისევ სალონში გავიდა,
ეშინოდა, არ გამოჰპარვოდა მაიორ ფარფანის წასვლა. მხოლოდ მაიორს
შეეძლო დაწვრილებით ეთქვა მისთვის გენერალ კანალესის სახლში და-
პატიმრებული ახალგაზრდა ქალის ამბავი, გაიძვერა პროკურორმა ათი
ათას პესოდ რომ მიჰყიდა დონია ჩონს. სტუმრებსა და მასპინძელ ქალებს
ცეკვა გაეჩაღებინათ, ტრიალებდნენ წყვილები, გალეშილი ფარფანი
ვალსის მელოდიისთვის ხრინწიანი ხმით სიმღერის აყოლებას ცდილობ-
და:
რატომ არის, ყველა გოგოს, რომ ვუყვარვარ ასე?
იმიტომ, რომ მე ვუმღერი იმათ სილამაზეს.
უცებ ფარფანი წელში გაიმართა, სიმღერა შეწყვიტა, როგორც იქნა,
მიხვდა, რომ ღორუკა დარბაზში აღარ იყო და დაიღრიალა: – ღორუკა აქ
აღარ არის, არა, ყეყეჩებო?.. დაკავებულია, არა, ყეყეჩებო? მაშ, მე წა-
ვალ... წავალ და... სჯობს წავიდე... რატომაც არა? მაგიდას დაეყრდნო,
გაჭირვებით წამოდგა და ბანცალით წავიდა კარისკენ, ხან კედელს ებჯი-
ნებოდა ხელით, ხან სკამებს, ერთმა კახპამ აჩქარებით გაუღო კარი.
– ჰო, წას-ვლა სჯობს. მივდივარ!.. რაკი კახპაა, დაბრუნდება. ასე არ
არის, დონია ჩონ?.. მაშ, წავედი! ჩვენ, კადრის ოფიცრებს, სხვა რაღა დაგ-
ვრჩენია, ღვინოში უნდა ჩავიხრჩოთ თავი. მერე კი არ დაგვწვავენ, არა,

182
ჩვენგან სპირტს გამოხდიან. გაუმარჯოს ჯიგრის ჩოხინს9 და ყოველ
არამზადას!.. უუხ!..
კარა დე ანხელი ფეხდაფეხ გაჰყვა მაიორ ფარფანს. მაიორი ქუჩის
წვრილ მავთულზე წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა, ხან მისი
მარჯვენა ფეხი როკავდა ჰაერში, ხან მარცხენა, ხან მარცხენა, ხან მარ-
ჯვენა... ბორძიკობდა. ერთხელ ისე წაქანდა, კინაღამ ბერტყა ძირს და
ჩაიბურტყუნა: „კარგმა ლაგამმა თავი დაუჭირა ჯორს!”
მეორე საროსკიპოს ღია ფანჯრებიდან შუქი იღვრებოდა, ანათებდა
ქუჩას. ქოჩორა პიანისტი ბეთჰოვენის „მთვარის სონატას” უკრავდა. ცა-
რიელ დარბაზში მას მხოლოდ კაბინეტის როიალთან სტუმრებივით მო-
ქუჩებული სკამები უსმენდნენ. მუსიკით მოჯადოებული ფავორიტი შედ-
გა, უმწეო მაიორი, მოარული თოჯინა, სახლის კედელს მიაყუდა და სარ-
კმელთან მივიდა, რათა დაკოდილი გული მუსიკაში ჩაეფლო: მუსიკა
მკვდრეთით აღადგენდა, სიცოცხლეს უბრუნებდა, თითქოს სადღაც მაღ-
ლა, მიწის ზევით, დაქროდა და ამ დროს ქრებოდა ქუჩის ფარნების
თვლები, სახურავებიდან ცვიოდა ცვრის ლურსმნები, ჯვარს აკრავდა
მთვრალებს, მაგრად აჭედებდა კუბოს სახურავებს. ყოველი ჩაქუჩი როი-
ალისა – მაგნიტური ყუთისა – იზიდავდა ბგერების უწმინდეს ნაწილა-
კებს, რომლებიც აქეთ-იქით იფანტებოდა კლავიშებზე თითების დაკვრი-
სას, იმსხვრეოდა პასაჟებად, აი-ძულებ-და თითებს სამარადისო სიყვა-
რულის დახშულ კარზე კაკუნს, მარადჟამს იგივე ხელები, მარადჟამს
იგივე თითები. მთვარე ზანტად მიუყვებოდა ნუჟრიან ზეცას მძინარე ვე-
ლებისკენ, დროდადრო იმალებოდა და შავი სიცარიელე აფრთხობდა
ფრთოსნებს, სულს უძრწოლებდა ადამიანებს, რომელთაც სამყარო ზე-
ბუნებრივი, უკიდეგანო ეჩვენებოდათ, როცა სიყვარული იბადებოდა და
ძალზე პაწია ეჩვენებოდათ, როცა სიყვარული ქრებოდა.

9
ღორის კუჭმაჭი.
183
ფარფანს რომელიღაც ტრაქტირის დახლზე, უცნობი ადამიანის ხელ-
ში გაეღვიძა. უცნობი ისე ანჯღრევდა, როგორც ხეს არხევენ მწიფე ნაყო-
ფის ჩამოსაყრელად.
– ვერ მიცანით, მაიორო?
– დიახ... არა... ახლავე ... ამწუთას...
– გამიხსენეთ...
– აა! ოჰ! – დაამთქნარა ფარფანმა და დახლიდან ისე ჩამოხტა, თით-
ქოს დიდი ხნის მგზავრობით ქანცგაწყვეტილი ცხენიდან დაქვეითდაო.
– კარა დე ანხელი გახლავართ.
მაიორმა ხელები დაუშვა, მხედრულად გამოეჭიმა კარა დე ანხელს: –
მაპატიეთ. აქამდე ვერ გიცანით. დიახ, თქვენ მუდამ სენიორ პრეზიდენ-
ტის გვერდით გხედავთ.
– ჩინებულია. ნუ გაგიკვირდებათ, მაიორო, ასე უხეშად რომ გავბედე
თქვენი გაღვიძება...
– ნუ წუხხართ, ეგ არაფერია.
– ცოტა ხანში მაინც გაიღვიძებდით, ყაზარმაში დაბრუნების დროა.
მე კი ერთ საქმეზე უნდა მოგელაპარაკოთ განცალკევებით და სწორედ
ახლა მომეცა ამის საშუალება. ტრაქტირის პატრონი ქალი სადღაც წა-
ვიდა. ჩვენ მარტო ვართ აქ. გუშინ მთელი საღამო დაგეძებდით, ყაზარ-
მაში ვიყავი, შინ გეწვიეთ... მაიორო ფარფან, რასაც ახლა გეტყვით, არა-
ვინ არ უნდა გაიგოს.
– კაბალიეროს სიტყვას გაძლევთ!
ფავორიტმა მაიორის გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება, გრძნობით,
მაგრად მოუჭირა, თვალი თვალში გაუყარა და ხმადაბლა უთხრა: – გა-
ვიგე, რომ არსებობს თქვენი მოსპობის ბრძანება, რომ სამხედრო ჰოსპი-
ტალს მითითება აქვს მიცემული, დამამშვიდებელი საშუალებებით სა-
მუდამოდ დაგაძინონ, როგორც კი ლოგინად ჩაწვებით ლოთობის შემდეგ.
ქალმა, რომელსაც ხშირად ხვდებით „ტკბილ ჯადოში”, სენიორ პრეზი-
დენტს აცნობა თქვენი რევოლუციური „ფარფარონობის” ამბავი.

184
– საზიზღარი დედაკაცი! – ამოიგმინა მაიორმა და მუქარით მოიღერა
მუშტი, მერე ისე მოიქნია ხელი, თითქოს ვიღაცას ჩასცხოო და თავი ჩა-
ქინდრა. – ღმერთო ჩემო! რაღა ვქნა?
– უწინარეს ყოვლისა, სმა მიატოვეთ, აღარ დათვრეთ. ასე აირიდებთ
საშიშროებას და ნუღარ შეხვ...
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ მეეჭვება... შევძლებ კი? ძნელია, ძალიან
ძნელი. რა ვქნა?
– ყაზარმაში ნუღარ ისადილებთ.
– არ ვიცი, რით გადაგიხადოთ მადლობა.
– დუმილით...
– ეგ თავისთავად ცხადია, მაგრამ მარტო დუმილით ვერ გადაგიხდით
ასეთ დიდ სიკეთეს. თუმცა, ოდესმე ალბათ მომეცემა შემთხვევა! ასეა თუ
ისე, ჩემი იმედი გქონდეთ. თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ. მეგობრულად
კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ. ეცადეთ რამით ასიამოვნოთ სენიორ პრე-
ზიდენტს.
– მართლა?
– არც ისე ძნელია ეს...
და ორივემ აზრით დაუმატა: „ამისათვის ბოროტმოქმედება უნდა ჩა-
იდინო. ყველაზე უტყუარი საშუალებაა მბრძანებლის კეთილგანწყობი-
ლების მოსაპოვებლად, თუ „უმწეო ადამიანს საჯაროდ მიაყენებ შე-
ურაცხყოფას” ან „ყველას დაანახვებ, რომ ძალა საზოგადო აზრზე მთა-
ვარია”, ანდა „სახელმწიფოს ხარჯზე გაისქელებ ჯიბეს” ან... საზარელი,
სისხლიანი ბოროტმოქმედება, ახლობლის მოსპობა ყველაზე საიმედოა,
ყველაზე ნათელი გამოხატულებაა მოქალაქეობრივი ერთგულებისა სე-
ნიორ პრეზიდენტის მიმართ. რა მოჰყვება ამას? თვალის ასახვევად ორი
თვე ციხეში ჯდომა, მერე თბილი ადგილი სახელმწიფო სამსახურში,
ერთ-ერთი იმ ადგილთაგანი, ციხიდან თავდებით განთავისუფლებულებს
რომ აძლევენ. კანონის საფუძველზე მათი ხელახლა დაპატიმრება ძნელი
არ იყო, თუ ისე არ მოიქცეოდნენ, როგორც საჭიროა.

185
– არც ისე ძნელია...
– რით გადაგიხადოთ მადლობა...
– ნუ, მაიორო, ნუ მიხდით მადლობას. მე თქვენი სიცოცხლე უფალი
ღმერთის საკურთხეველზე მივიტანე, ერთი ძალიან მძიმე ავადმყოფის
გადასარჩენად. დაე, განსაცდელიდან თქვენი გამოხსნით გადავიხადო მი-
სი სიცოცხლის საფასური.
– მეუღლე იქნება...
ეს სიტყვა, ტკბილზე ტკბილი სიტყვა ქებათა ქებიდან, წამით საოცა-
რი ნაყშივით ფრფინავდა ხეებს ზემოთ, გაისმოდა ანგელოზთა გალობა-
ში.
როცა მაიორი წავიდა, კარა დე ანხელმა ტანზე ხელი მოითათუნა,
ნამდვილად მე ვარ თუ არაო. არ სჯეროდა, რომ მან, ვინც მრავალი ადა-
მიანი გაწირა სასიკვდილოდ, ახლა, ამ ცისფერი დილის ლბილ შუქში
მდგარმა, სიცოცხლე აჩუქა ერთ ადამიანს.

XXVI
კოშმარები

კარა დე ანხელმა კარი მიიხურა – გავასქელი მაიორი ნეხვის მუქ-


მწვანე კოშტივით მიგორავდა დაღმართზე – და ფეხის წვერებზე შევიდა
ოთახში. ეჩვენებოდა, რომ სიზმარშია. რეალობასა და ძილს შორის პი-
რობითი განსხვავებაა. სძინავს თუ ღვიძავს? რა დაემართა? ბინდბუნდში
ეჩვენებოდა, რომ დედამიწა მოძრაობს... საათი და ბუზები ამ მოძრაო-
ბაში თან სდევენ სიკვდილის პირას მისულ კამილას. საათი წიკ-წიკ-წიკ-
წიკ, გზის მოსანიშნად აბნევდა ბრინჯს, რომ როცა კამილა მარადიულ
სამყოფელში გადასახლდებოდა, უკან დაბრუნებულიყო. ბუზები ცოცავ-
დნენ კედლებზე, ფრთებიდან იფერთხავდნენ სიკვდილის სიცივეს ან და-
უღალავად ფრენდნენ ბზუილით. იგი ჩუმად შედგა საწოლთან. ავადმყო-
ფი ისე ბოდავდა...

186
...წამით გაელვებული სიზმრის ნაწყვეტები... ქაფურის ზეთის გუბე-
ები... ვარსკვლავთ დინჯი საუბარი... სიცარიელის უხილავი, მლაშე, ცხა-
დი შეხება... ხელობის ორმაგი მარყუჟი... ხელში მოქცეული ხელის სი-
სუსტე. „რეიტერის საპონში...” წიგნების საკითხავ ვოლიერში... ვეფხვის
კარადაში... თუთიყუშთა იმქვეყნიურ სამყაროში... უფლის გალიაში...
...„უფლის გალიაში, წირვაზე – მამალი მთვარის წვეთით ბიბილოში...
კენკავს სეფისკვერს... ინთება და ქრება, ინთება და ქრება, ინთება და
ქრება... გალობს საეკლესიო გუნდი... ეს მამალი კი არ არის, ელვა ცია-
ლებს ბოთლის ცელულოიდის ყელზე, ჯარისკაცებს რომ ჩაუდგამთ შუ-
აში... ელვა ციალებს საშაქარლამოში „თეთრ ვარდზე...” ლუდის ქაფი
სამსხვერპლო მამლის წინ... წირვისთვის...
ჩვენ მას მიწაზე დავაწვენთ გვამივით:
ისღა დაგრჩება – მოჰკლა!
თუმცა არ მოგწონს შენ ეს ხელობა, ისღა დაგრჩება – მოჰკლა!
...ისმის დოლის ხმა, დოლის ჯოხების რაკარუკი... სდექ! ეს დოლი არ
არის, კარია, მას წმენდენ დარტყმების ცხვირსახოცითა და ბრინჯაოს
ქსოვილის ხელით! კაკუნი ბურღავს სახლის ყოველ კუთხეში გამეფებულ
მდუმარებას... დუგ... დუგ... დუგ... ყოველ სახლსა აქვს თავისი დოლკარა,
რომ უხმონ მობინადრეებს და თუ კარს არ აღებენ, სახლში თითქოს მიც-
ვალებულები ცხოვრობენ... დუგ... დუგ... დუგ ისმის სახლში. დუგ... დუგ...
დუგ... ემბაზიდან წყალი თვალდაჭყეტილი იყურება, როცა დოლკარის
ხმაურზე ადამიანი შემკრთალი ხმით უხმობს მოახლეს: „ვიღაც აკაკუ-
ნებს”.
კედლიდან კირი ცვივა მრავალხმოვანი ექოსაგან: „ა-კა-კუ-ნებენ”,
„გა-ა-ღეთ!”, „ა-კა-კუ-ნე-ბენ, გა-ა-ღეთ!” ბუხრის გისოსს იქით კრთის
ფერფლი, ღელავს დატყვევებული, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძ-
ლია, პირდაპირ უზის კატა – მუდმივი დარაჯი. სწუხან ვარდები, სასტი-
კი ეკლების უმანკო მსხვერპლნი, სარკეები, ეს ტრანსში ჩაძირული მე-
დიუმები, ცოცხალი ხმით გაიძახიან: „აკაკუნებენ, გააღეთ!”

187
ყველაფერს, რაც კი სახლშია, გარეთ უნდა გასვლა, ციებიანივით ცახ-
ცახებენ, ისე სწყურიათ იმის დანახვა, ვინც დოლკარზე აკაკუნებს: ქვა-
ბებს რახრახით უნდა გასვლა, ყვავილების ლარნაკებს – უჩუმრად, ტაშ-
ტებს – ხრიგინ-ხრიგინით, ლამბაქებსა და ფინჯნებს – ფაიფურის წკრი-
ალ-წკრიალით, ვერცხლის დანა-ჩანგალს – სიცილ-კისკისით, ცარიელ
ბოთლებს, იმ ბოთლის მეთაურობით, რომელიც სტეარინის ცრემლით
არის მორთული, ზოგჯერ რომ უკანა ოთახის გასანათებლად შანდლის
მაგივრობას სწევს. ლოცვანს, ნაკურთხ შტოებს, კაკუნის გაგონებაზე რომ
ფიქრობდნენ, სახლს უბედურებისაგან ვიცავთო, მაკრატლებს, ზღვის ნი-
ჟარებს, სურათებს, საკარაქეებს, მუყაოს კოლოფებს, ასანთს, გასაღე-
ბებს, ყველას, ყველას უნდა გარეთ გასვლა...
...მთელ ამ გამოღვიძებულ, გაცოცხლებულ ნივთებში, მარტო მისი ნა-
თესავები იმძინარებენ თავს, ორსაწოლიანი ლოგინების კუნძულზე მო-
კალათებულები, შმორის სუნდაკრული საბნების ჯავშანქვეშ შემალუ-
ლები. ამაოდ ფლეთდა დოლკარი ნაწილ-ნაწილ ღრმა მდუმარებას.
„ისევ აკაკუნებენ!” – ჩაიბუტბუტა ერთ-ერთი ბიძის ცოლმა, ყველაზე
დიდმა ფარისეველმა. „ჰო, მაგრამ ვაი მას, ვინც გაუღებს!” – უპასუხა
სიბნელეში ქმარმა. „რომელი საათია? ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ტკბილად
მეძინა!.. ისევ აკაკუნებენ, არ ჩერდებიან!” – „ჰო, მაგრამ ვაი მას, ვინც
გაუღებს!” – „რას იტყვიან მეზობლები?” – „ჰო, მაგრამ ვაი მას, ვინც გაუ-
ღებს!” – „მარტო ამისთვის მაინც უნდა გავიდეთ და გავუღოთ, სირცხვი-
ლია. გესმის?.. ისევ აკაკუნებენ”. – „ჰო, მაგრამ ვაი მას, ვინც გაუღებს!” –
„ასე როგორ შეიძლება? სად გაგონილა? ეს ხომ უსინდისობაა!” – „ჰო,
მაგრამ ვაი მას, ვინც გაუღებს!” მოახლეების ყანყრატოებში რბილდება
ბიძამისის ხრინწიანი ხმა. სამზარეულოს სუნით გაჟღენთილი მოჩვენე-
ბები ავად ჩურჩულებენ ბატონების საწოლ ოთახში: „სენიორ! სენიორ!
აკაკუნებენ...” და თავიანთ საწოლს უბრუნდებიან, ნამძინარევნი იქექე-
ბიან, იფხანენ რწყილის ნაკბენს, თან იმეორებენ: „ჰო, ჰო, მაგრამ ვაი მას,
ვინც გაუღებს!” ...დამ-დადამ, დოლი სახლში... ქუჩის წყვდიადი...

188
...ძაღლების ღავღავი ცას ეკიდება – ცას, ვარსკვლავების ჭერს... შავი
ქვემძრომებისა და მწვირიანი მრეცხავი ქალების... ხელებზე ვერცხლის-
ფერი ელვის ქაფი...
– მამა... მამიკო... მამა!
ბოდავდა კამილა, უხმობდა მამას, ძიძას, საავადმყოფოში რომ და-
ლია სული, ნათესავებს, რომელთაც უარყვეს იგი, ხელი ჰკრეს, მომაკვდა-
ვიც კი არ შეუშვეს სახლში.
კარა დე ანხელმა შუბლზე ხელი დაადო. „სასწაული იქნება, თუ გა-
დარჩა, – ფიქრობდა და ნელა უსვამდა თავზე ხელს. – ნეტა შემეძლოს
ჩემი ხელის მხურვალებით ამოვწვა სენი!” მან იცოდა საიდან გაჩნდა ეს
იდუმალი სენი, მის თვალწინ რომ ნთქავდა ნორჩ ყლორტს და იტანჯე-
ბოდა. გრძნობამორეულს ყელში გორგალი მოებჯინა, სევდა ღრმად ჩა-
უცოცდა, ჩასწვდა გულში და გათანგა. რა უნდა ექნა? რა ქნას, რა? ათას-
ნაირი ფიქრი ერეოდა თავში, ფიქრს ლოცვები ენაცვლებოდა. „რომ შე-
მეძლოს მისი ქუთუთოების ქვეშ შევაღწიო და ცრემლი ამოვიშრო თვა-
ლებში... მისი გუგები ჩვენი იმედების ფრთების ფერია... იხსენ, უფალო,
გემუდარებით ჩვენ, დევნილნი... ცხოვრება დანაშაულია... უკუნითი
უკუნისამდე... როცა გიყვარს... გარდმოგვივლინე ჩვენ წყალობა შენი,
უფალო...”
თავის სახლზე ისე ფიქრობდა, თითქოს ვიღაც სხვისი სახლი იყო. მი-
სი სახლი აქ არის, სადაც კამილა წევს... და თუ კამილა აღარ იქნება?
გულში ტკივილმა გაჰკრა, გაჰკრა და გაუარა... და თუ კამილა აღარ იქ-
ნება?..
ქუჩაში რახრახით ჩაიარა ფურგონმა. სამიკიტნოს თაროებზე აწკა-
რუნდა ბოთლები, გაიჩხაკუნა კლიტის გასაყრელმა რგოლმა კარზე, შე-
ზანზარდა მეზობელი სახლები... კარა დე ანხელმა იგრძნო, რომ ზეზეუ-
რად იძინებდა. წამლებით სავსე მაგიდასთან მდგარ სკამზე დაეშვა. სა-
ათის წიკწიკი, ქაფურის სუნი, ყოვლად ძლიერი იესო დე ლა მერსედისა
და იესო დე კანდელიარიას ხატის წინ ანთებული კელაპტრების ციმციმი,

189
მაგიდა, პირსახოცები, წამლები, წმინდა ფრანცისკოს თოკი, – მეზობლის
ქალმა ათხოვა ეშმას გასადევნად, – თითქოს გარშემო ყველაფერმა მო-
ნოტონურ ლექსებად იწყო დაშლა, ძილში ნელ-ნელა ჩაძირვის ბგერათა
გამად გადაიქცა, ყველაფერი მიიმალა, თითქოს ნელა მიედინებოდა სად-
ღაც, ისევ გამოჩნდა, გაირინდა, მაგრამ მსრბოლავი ზმანებების ცისფერი
ჩრდილით განგმირული კვლავ გაქრა.
...ვინ აჟღარუნებს გიტარას?.. ბნელი მიწისქვეშეთიდან ისმის ჩქარ-
ჩქარი დაკვრა... მღერის გიტარა გამალებით გლეხის ნაღვლიან სიმღე-
რას... ცივად ელავს დანისპირი ხშირ ფოთლებში... მიწის ყოველი გოჯი-
დან იღვრება ხარხარი, გაუთავებელი, სატანისებური... ხორხოცებენ,
იფურთხებიან. რას აკეთებენ? ღამე არ არის, მაგრამ წყვდიადი ფარავს
კამილას, ქელეხში შეყრილი თავის ქალების ხარხარისაგან ჩამომდგარი
წყვდიადი... სიცილი სწყდება კბილებს, ლირფი, ბოროტი, ირევა ჰაერში,
ორთქლდება, მიილტვის ცისკენ, რომ ღრუბლად იქცეს... დედამიწა ადა-
მიანის ნაწლავების ზღუდეებით არის დაყოფილი. ადამიანის თვალების
ჰორიზონტები ჰყოფს ზეცას... ცხენის ნეკნებზე, როგორც სიმებზე, უკ-
რავს ქარიშხალი... მიდის დამკრძალავი პროცესია... კამილას ასაფლავე-
ბენ... მიედინება შავი კარეტების მდინარე და ამ შავი კარეტების მდინა-
რის ზემოთ, აღვირებით ათქვეფილ ქაფში მიცურავენ კამილას მწვანე
თვალები... რატომ კრთის წყვდიადში მეეტლეების თეთრი ხელთათმანე-
ბი?.. პროცესიას გალობით მისდევს ბავშვების ძვლების გროვა: „მთვარევ,
მთვარევ, აჰა, წაიღე შენი ანანასი და ნაფცქვენი ჩააგდე ტაშტში!” ასე
მღერის ყოველი წვრილი ძვალი... „მთვარევ, მთვარევ, წაიღე შენი ანანა-
სი და ნაფცქვენი ჩააგდე ტაშტში...” წვივის ძვლები საღილესხელა თვა-
ლებით... „მთვარევ, მთვარევ, აჰა, წაიღე შე...”
რატომ მიედინება ჩვეული კალაპოტით ყოველდღიური ცხოვრება?..
რატომ დადის ტრამვაი?.. რად არ გაწყდება ყველა?.. კამილას დამარხვის
მერე ქვა ქვაზედაც ნუ იქნება. რაც დარჩება, ზედმეტია, ყალბია, არარ-

190
სებულია... სიცილი უნდა დააყარო ამას... სიცილისაგან წაქცეული კოშ-
კი... იჩხრეკ ჯიბეს, რომ მოგონებები გააცოცხლო... იმ დღეთა მტვრის
კოშკები, როცა კამილა ცოცხალი იყო... ყოველგვარი ნაგავი... თმა...
უთუოდ კამილა ამ დროს... თმა... ჭუჭყიანი სადარბაზო ბარათი... სწო-
რედ იმ დიპლომატის, კონტრაბანდით რომ შემოაქვს ღვინო და კონსერ-
ვები და იტალიელის დუქანში ასაღებს!.. იმღერე, სამყაროვ... გემთ და-
ღუპვა... მაშველი რგოლების თეთრი გვირგვინები... იმღერე, სამყაროვ...
გულში იკრავს უძრავ კამილას... შეხვდნენ... გაუყვნენ გზას... მღელ-
ვარებისაგან ძალა ეცლება... კამილა გაფითრებულია, მდუმარეა, აჩრდი-
ლივით უსხეულო... რატომ არ უნდა შესთავაზოს ხელი?.. იგი ეხებოდა
მისი სხეულის უწონადო აბლაბუდას, ხელს ეძებდა, მოჰკიდა კიდეც, მაგ-
რამ ცარიელი სახელო შერჩა... ტელეგრაფის მავთულებში... როცა ტე-
ლეგრაფის მავთულებს უყურებ, დროის შეგრძნებას კარგავ. მაგრამ, აი,
ებრაელთა შესახვევში ერთი პატარა სახლიდან შავსათვალიანი ხუცი
კაცი გამოვიდა და გზა გადაუღობა, ხუთივეს საფეთქლიდან სისხლი სდი-
ოდა... კარა დე ანხელი თავგანწირვით იბრძოდა, რომ ისინი გზიდან ჩა-
მოეშორებინა და კამილასთან მისულიყო... შორს კარმილის წმინდა
ქალწულის კლდე მოჩანდა... კარა დე ანხელი ძილში ხელებს იქნევდა,
ებრძოდა მტერს... კბილებით უნდოდა ჩაეხია წყვდიადის სიფრიფანა სა-
ბურველი, ხალხთან მისვლას რომ უშლიდა, იქ, ბორცვზე, მოწნულ ჩარ-
დახებქვეშ ჰყიდდნენ სათამაშოებს, ხილს, თაფლის კვერებს... მან გაშალა
ბრჭყალები... შეიმართა, გაიჭრა ხიდზე, კამილასკენ ცდილობდა გზის
გაკვალვას, მაგრამ შავსათვალიანი ხუთი კაცი ისევ წინ აესვეტა... „ვერა
ხედავთ, ნაწილ-ნაწილ ჭრიან ქალს?” – ყვიროდა კარა დე ანხელი, – გა-
მატარეთ, სანამ სულ არ დააქუცმაცებენ... იგი თავს ვერ დაიცავს, იმი-
ტომ, რომ მკვდარია! ვერა ხედავთ?.. შეხედეთ! შეხედეთ, ყოველ ჩრდილ-
ზე ნაყოფია და ყოველ ნაყოფში კამილას ნაწილია. მე ვნახე, როგორ და-
მარხეს იგი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ვისაც მარხავდნენ, კამილა
არ იყო. კამილა აქ არის, ამ სასაფლაოზე, კომშის, ატმის, მანგოსა და

191
მსხლის სურნელით დაბანგულ სასაფლაოზე. მისი სხეულიდან თეთრი
მტრედები გააკეთეს, ფერად-ფერად წარწერებიან ბაფთებზე ჩამოკონ-
წიალებული ასობით მტრედი. ზურგზე გულის ამაჩუყებელი წარწერაა:
„მახსოვხარ”, „სიყვარული კუბოს კარამდე”, „შენ მუდამ ჩემთან ხარ”,
„გიყვარდე მარად!”, „ნუ დამივიწყებ”. სალამურების ყურთასმენის წამ-
ღებ წივილში, დამშეულთა ცარიელი ნაწლავებისა და ხმელი ქერქისგან
ნაკეთები დოლების ბრაგაბრუგში ჩაიძირა მისი ხმა, გალღვა ხალხის
ღრიანცელში. იმ ხალხში მიაბიჯებდნენ მამები, ვეება ფეხების ზეატყორ-
ცნით მიდიოდნენ, მათ უკან ერთიმეორის მიყოლებით მისრიალებდნენ
ბავშვთა ეტლები. გალღვა, ჩაიკარგა მისი ხმა დიდი და პატარა ზარების
გუგუნ-წკრიალში, მზის მცხუნვარებაში, შუადღის შუქზე დაბრმავებუ-
ლი სანთლების ალში, სანაწილეს ბრჭყვიალში... ხუთი შავი სხეული შე-
ერთდა... სიზმარეული კვამლის მირაჟი... შორიდან მათი კონტურები იდ-
ღაბნებოდა... ჰაერის ტალღის ალამი კივილივით მთრთოლვარე ხელებ-
ში... მოციგურავეები... კამილა მისრიალებს უჩინარ მოციგურავეთა შო-
რის... სარკის, იგივე ხალხის წინ, გულგრილად რომ შეჰყურებენ ბორო-
ტებასა და სიკეთეს... კოსმეტიკის სუნი დაჰკრავს მის სურნელოვან ხმას,
როცა იგი თავდასაცავად ამბობს: „არა, არა, აქ არა!..” – „რატომ?..” –
„იმიტომ, რომ მე მკვდარი ვარ!..” – „მერე რა?..” – „არაფერი!..” – „მით-
ხარი რა?..” უცებ მათ დააშორებს უსასრულო ცის სივრცე და მათკენ გა-
მოქცეული წითელშარვლიანების კოლონა. კარა დე ანხელი იგრძნობს,
რომ ადგილიდან დაძვრა შეუძლია და კამილას გაეკიდება. კოლონა უცებ
შედგება, დოლის უკანასკნელ დაბრახუნებაზე... სენიორ პრეზიდენტი
მოდის... მოოქროვილი არსება... ბრბო უკან იხევს, თრთის... წითელშარ-
ვლიანები საკუთარ თავებს ათამაშებენ.. ვაშა! ვაშა! გაიმეორეთ! კიდევ
ერთხელ! გაიმეორეთ! რა ზორბად აკეთებენ!.. წითელშარვლიანები ბრძა-
ნებას კი არ უგდებენ ყურს, ხალხის თხოვნას ასრულებენ, ისევ ისვრიან
საკუთარ თავებს ჰაერში... სამი ეტაპი... ერთი თავის მოხსნა... ორი! ზე-

192
ვით აგდება, რომ ვარსკვლავებით დაივარცხნონ თმა... სამი! ზეატყორ-
ცნილი თავის დაჭერა და ადგილზე დამაგრება... ვაშა! ვაშა! კიდევ ერ-
თხელ! გაიმეორეთ!.. აი, ასე!.. წითლდება თავწაცლილი ქათმის ხორცი...
ნელ-ნელა წყდება გნიასი... ისმის დოლის დაფდაფი. ყველა ხედავს იმას,
რის დანახვაც არავის უნდა. წითელშარვლიანებმა მოიხსნეს თავები, შე-
აგდეს ზევით, მაგრამ ვეღარ დაიჭირეს... ზურგსუკან ხელებგაკრული,
ორმწკრივად მდგარი უძრავი ხალხის წინ, მიწაზე იმსხვრეოდა ზევიდან
დანარცხებული თავის ქალები.
კარზე ორმა მაგარმა დარტყმამ გამოაღვიძა კარა დე ანხელი. რა სა-
შინელი სიზმარი იყო! საბედნიეროდ, მხოლოდ სიზმარი, დამარხვიდან
დაბრუნდები თუ კოშმარული სიზმრიდან გამოერკვევი, ერთნაირ შვებას
იგრძნობ. კართან მიიჭრა. გენერლის ამბავი მოიტანეს თუ საჩქაროდ
პრეზიდენტის სავანეში იბარებენ?
– დილა მშვიდობისა...
– დილა მშვიდობისა, – მიუგო კარა დე ანხელმა მაღალ-მაღალ კაცს.
უცნობს გალეული, მაგრამ ფეროვანი სახე ჰქონდა, კარა დე ანხელის
ხმის გაგონებაზე თავი დახარა, ბეცი თვალები მიაშტერა, ეტყობოდა, მი-
სი კარგად დათვალიერება უნდოდა და ბოლოს ჰკითხა: – მომიტევეთ, გე-
თაყვა, აქ ხომ არ ცხოვრობს ის შავოსანი სენიორა, მუსიკოსებს რომ უკე-
თებს სადილს?
კარა დე ანხელმა ცხვირწინ მიუჯახუნა კარი. ბეცი ისევ აცეცებდა
თვალებს. როცა დარწმუნდა, რომ წინ აღარავინ ედგა, მეზობელი სახ-
ლისკენ წავიდა.
– ბედნიერ ფეხზე გევლოს, პანია ტომასიტა. გამარჯვებას გისურვებ!
– გაისმა ვიღაცის ხმა კარს მიღმა.
– ბაზრისკენ მივდივარ სასეირნოდ!
ორივემ ერთდროულად წარმოთქვა. ზედ კართან მგუდავმა დაუმატა:
– უსაქმური...
– აბა, აბა...

193
– ფრთხილად, მოგიტაცებენ!
– მომიტაცებენ, როგორ არა! ნეტა ვის უნდა ერთი ზედმეტი მჭამელი
ოჯახში.
კარა დე ანხელმა კარი გაუღო ციხიდან დაბრუნებულ მგუდავს და
ჰკითხა, როგორ არის თქვენი საქმეებიო.
– ჩვეულებრივად.
– რა გითხრეს?
– არაფერი.
– გიჩვენეს ვასკესი?
– როგორ არა, ხელად! საუზმე ჩაიბარეს, მაგრამ მალე უკან დამიბ-
რუნეს ხელუხლებელი კალათი!
– მაშ, ციხეში აღარ ყოფილა...
– მუხლი მომეკვეთა, როცა ხელუხლებელი კალათი დამიბრუნეს. მაგ-
რამ ერთმა იქაურმა სენიორმა მითხრა, სამუშაოზე გაგზავნესო. – ვინ
გითხრათ, ციხის უფროსმა?
– არა, იმ ურცხვს მე მაგრად შევუტიე, ლოყაზე წამეტანა საპწკენად.
– კამილაზე რაღას მეტყვით?
– დღეებს ითვლის, დღეებს ითვლის, საწყალი.
– ძალიან, ძალიან ცუდადაა, არა?
– ბედნიერია. ვისაც ჩვენი ცხოვრებით არ უცხოვრია, სხვას რას უნდა
მოელოდეს, თუ არა ცის სასუფეველს... თქვენ კი მეცოდებით. უნდა წა-
ვიდე საყდარში და იესო დე ლა მერსედს შევთხოვო თქვენთვის შვების
მონიჭება. ვინ იცის, იქნებ სასწაული მოხდეს? ამ დილით, სანამ ციხეში
წავიდოდი, სანთელი დავუნთე დე ლა მერსედს. „ხომ ხედავ, წამებულო,
– ვუთხარი მას, – შენთან იმიტომ მოვედი, რომ ჩვენი მამა ხარ და უნდა
მომისმინო: შენზეა დამოკიდებული ამ გოგოს სიცოცხლე. ამ დილით
წმინდა ქალწულსაც შევევედრე, ახლა შენ გვედრებ, გინთებ სანთელს და
მივდივარ შენს ძლევამოსილებაში დარწმუნებული. მოკლე ხანში ისევ
შემოგივლი, რომ ჩემი თხოვნა შეგახსენო!”

194
კარა დე ანხელი ჯერ მთლად არ იყო გამოფხიზლებული, კოშმარული
ზმანებების ნაწყვეტები თვალწინ ერეოდა. წითელშარვლიანებში იყო
სამხედრო პროკურორიც, ჭოტის სახე ჰქონდა, ანონიმურ წერილს ათა-
მაშებდა, ჰკოცნიდა, ლოკავდა, ღრღნიდა, ყლაპავდა, ინელებდა და ისევ
იწყებდა მის ღრღნას...

XXVII
დევნილის სავალი გზა

დაღლილობისგან მთვრალი ცხენი ძლივსღა მიჩანჩალებდა საღამოს


ბინდში, მიათრევდა უნაგირის კოტას ჩაფრენილ, არაქათგაცლილ გენე-
რალ კანალეს. ხეივნებს ზემოთ დაქროდნენ ფრთოსნები, მთებს ზევით კი
– ღრუბლები: ზევით-ქვევით, ქვევით-ზევით, მხედარივით, რომელმაც
სანამ დაღლილობა და უძილობა არ მოტეხავდა, მრავალი აღმართ-დაღ-
მართი გადასერა, გადაიარა მდინარეები, ფსკერზე მთვლემარე ქვებით,
ქვებს ზევით დუღდა მორევი, მიერეკებოდა ცხენს.
ჩაიარა ტალახით გასიპული ციცაბო ფერდობები, ხედავდა, როგორ
ინთქმებოდა უფსკრულში მისი ცხენის ფლოქვით ასხლეტილი ქვა, ეკალ-
ბარდით ჩახლართულ, გაუვალ ტევრებსაც გამოაღწია, თხის ბილიკებ-
საც, სადაც, ხალხის რწმენით, ბანდიტები და კუდიანები დაძრწოდნენ.
ღამემ გამოყო გრძელი ენა. ირგვლივ ცვრით დანამული ვაკე გადაი-
შალა! შავმა აჩრდილმა ჩამოიღო გენერალი ცხენიდან, განმარტოებით
მდგარ ქოხში შეიყვანა და გაქრა, მაგრამ უმალ დაბრუნდა.
ალბათ იქით წავიდა, სადაც ჭრიჭინობელები ჭრიჭინებდნენ: ჭრი!
ჭრი! ჭრი! აჩრდილი ქოხში დიდხანს არ დარჩენილა, ისევ გაქრა, აი, ისევ
დაბრუნდა... შედი-გამოდიოდა, მიდი-მოდიოდა. თითქოს იმისთვის მი-
დიოდა, რომ შეეტყობინებინა მგზავრის ჩამოსვლა და იმისთვის ბრუნ-
დებოდა, რომ შეემოწმებინა, იქვე იყო მგზავრი თუ სადმე წავიდა. ვარ-

195
სკვლავიანი წკვარამი ფეხდაფეხ მოსდევდა აჩრდილს და ღამის მდუმა-
რებაში იქნევდა თავის ჟღარუნა კუდს: ჭრიი! ჭრიი! ჭრიი!..
ბოლოს აჩრდილი რანჩოსთან ჩამოჯდა. ქარი დახტოდა ხეების ტო-
ტებზე. ირიჟრაჟა ბაყაყების ღამის სკოლაში, ვარსკვლავებზე რომ სწავ-
ლობდნენ კითხვას. შუქი აღვიძებდა ხუთ გრძნობას. საგნები ნელ-ნელა
აჩენდა თავის მოხაზულობას. ადამიანი კართან ჩაცუცქდა, ცრუმორ-
წმუნე, მფრთხალი ადამიანი თრთოლვით შეჰყურებდა განთიადს, თან
მძინარე მგზავრის მშვიდ სუნთქვას უყურებდა. ღამით – შავი აჩრდილი,
განთიადზე – ადამიანი. ეს მან ჩამოიღო მხედარი ცხენიდან. როცა კარ-
გად გათენდა, ადამიანმა ცეცხლის დანთება დაიწყო: კვამლით გაშავებუ-
ლი ქვები ჯვარივით დაალაგა, ნაძვის ტოტით გამოხვეტა ძველი ნაცარი,
ხმელ ნაფოტებზე შემოდო ნედლი შეშა, დაანთო ცეცხლი. ნედლი შეშა
შფოთვით იწვოდა, შიშინებდა, ტკრციალებდა კაჭკაჭივით, იოფლებოდა,
იბრიცებოდა, ტიროდა, იცინოდა...
მგზავრს გაეღვიძა, მიიხედ-მოიხედა და შიშის ზარი დაეცა. არ ელო-
და თუ ქოხში გაახელდა თვალს. ერთი ნახტომით გაჩნდა კართან ხელში
რევოლვერმომარჯვებული, გადაწყვიტა, რომ ძვირად დაუსვამდა თავის
სიცოცხლეს მტერს. ღამის აჩრდილი არ შემკრთალა რევოლვერის ლუ-
ლის დანახვაზე, მშვიდად მიუთითა მგზავრს ცეცხლზე შემოდგმულ ყა-
ვადანზე, უკვე დუღილს რომ იწყებდა, მაგრამ მგზავრმა ყავადანს არც
შეხედა, ფრთხილად გაყო ქოხის კარიდან თავი. რაღა თქმა უნდა, ქოხი
ჯარისკაცებით იქნება გარშემორტყმული. მაგრამ ჯარისკაცების ნაც-
ვლად, ვარდისფერ ფოშფოშში გახვეული თვალუწვდენელი ვაკე დაინა-
ხა, დაინახა ცისფრად გასაპნული ცა, ხეები, ღრუბლები, ყურში შეუღი-
ტინა ფრთოსანთ სტვენა-რაკრაკმა. მგზავრის ცხენი ხესთან თვლემდა.
სუნთქვა შეიკრა, მიაყურადა, რომ დაეჯერებინა ის, რასაც ხედავდა.
არაფერი არ ისმოდა, მხოლოდ ფრთოსანთ წკრიალა კონცერტი და წყა-
ლუხვი მდინარის ზანტი ჩქაფუნი არხევდა მომწიფებული დილის ჰაერს.
ფსსს! თითქმის უხმოდ იფრქვეოდა შაქრის მტვერი ცხელი ყავით სავსე

196
ფინჯანში.
– არა, შენ იმათგანი არ უნდა იყო, უფროსებიდან!.. – ჩაიბუტბუტა
იმან, ვინც მგზავრს ცხენიდან დაქვეითება უშველა. იგი ძირს დაყრილი
სიმინდის ორმოციოდე ტაროს დამალვას ცდილობდა, ეფარებოდა.
მგზავრმა შეხედა თანამესუფრეს და ფინჯნისთვის პირი არ მოუშორე-
ბია, ისე გადააქნია თავი.
– ტატიტა!.. – თქვა კაცმა. იგი ახლა სიხარულის დამალვას ცდილობ-
და, ბოლოს შფოთიანად შეაცეცა გენერალს უპატრონო ძაღლის თვალე-
ბი.
– მე ლტოლვილი ვარ!..
კაცი აღარ ეფარებოდა სიმინდის ტაროებს, მგზავრთან ახლოს მი-
იწია, რომ კიდევ დაესხა მისთვის ყავა. მწუხარებით დათრგუნულ კანა-
ლესს ლაპარაკი არ შეეძლო.
– მეც, სუნიორ, აქ ვიმალები, რომ სიმინდი მოვაგროვო, მაგრამ მე
ქურდი არა ვარ. ეს მიწა ჩემი იყო და წამართვეს, წამართვეს ჯორებიც.
გენერალი კანალესი გააოცა ინდიელის ამბავმა. როგორ შეიძლება იპა-
რავდე და ქურდი არ იყოო.
– ხედავ, ტატიტა? ვიპარავ, მაგრამ ქურდი არა ვარ. ამ ადგილიდან
ცოტა მოშორებით მქონდა მიწის ნაკვეთი, მედგა სახლი, მყავდა ცოლი,
ვაჟიშვილები და რვა ჯორი. მეც ისეთივე პატიოსანი ადამიანი ვარ, რო-
გორიც შენ...
– მერე რა მოხდა? ..
– სამი წლის წინათ მოვიდა ჩემთან ჩვენი სოფლის თავკაცი და სენი-
ორ პრეზიდენტის სახელით მეც და სხვებსაც გვიბრძანა ფიჭვის ყავარი
მიგვეზიდა მისთვის. მეტი რა გზა მქონდა, წავასხი ჩემი ჯორები და და-
ვიწყე ზიდვა. როცა იმ კაცმა ჩემი ჯორები დაინახა, ხელქვეითს უბრძანა,
ეს კაცი ცალკე საკანში დაამწყვდიეთო. მერე იმან და ალკალდმა ჩემი
ჯორები გაიყვეს. მე ჩემი საქონელი და შრომის ანაზღაურება მოვითხო-
ვე. თუ არ გაჩუმდები, ვუბრძანებ სეპოში მოგახრჩონო, დამიღრიალა

197
უფროსმა. ძალიან კარგი, სუნიორ უფროსო, – ვუპასუხე მე, – რაც გინ-
დათ, ის მიყავით, მაგრამ ეს ჯორები მაინც ჩემია-მეთქი. მეტი ვერაფრის
თქმა ვეღარ მოვასწარი, იმ კაცმა ისე ჩამცხო თავში, იქვე უგონოდ გა-
ვიშხლართე...
მწარე ღიმილმა გადაურბინა ჭაღარა ულვაშქვეშ განსაცდელში ჩა-
ვარდნილ ბებერ მეომარს. ინდიელმა კი ისევ ისე, მონოტონურად განაგ-
რძო თავისი ამბავი:
– როცა საავადმყოფოდან გამომწერეს, სოფლიდან შემომითვალეს,
რომ ჩემი ბიჭები ჯარში მიჰყავთ და საჭიროა სამი ათასი პესო მათ გასა-
თავისუფლებლად. ჩემი ბიჭები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მაშინვე გა-
ვიქეცი კომენდატურაში, შევეხვეწე, მადროვეთ, ნუ გადაგზავნით ბიჭებს
ყაზარმაში, მიწას დავაგირავებ და ფულს გადავიხდი-მეთქი. მივედი ერთ
ვექილთან. იმან უცხოელ სუნიორთან ერთად დაწერა გირავნობის ქა-
ღალდი და მითხრა, რომ ის უცხოელი მომცემდა სამ ათას პესოს. მაგრამ
მითხრეს ერთი და დაწერეს სულ სხვა. ცოტა ხანში კაცი მოვიდა სასა-
მართლოდან, გამომიცხადა, რომ ჩემი მიწა მე აღარ მეკუთვნოდა, რად-
გან მე, თითქოსდა იმ უცხოელისთვის მიმიყიდია იგი სამი ათას პესოდ.
ვეფიცებოდი, რომ მიწა არ მიმიყიდია, რომ მხოლოდ დავაგირავე, მაგრამ
ვინ დამიჯერა! დაუჯერეს გაიძვერა ვექილს და ჩემი მიწიდან ამყარეს.
სამი ათასი პესო გამომართვეს, ჩემი ბიჭები კი მაინც წაასხეს ჯარში. ერ-
თი საზღვრის დაცვისას დაიღუპა, მეორე დაიკარგა. იქნებ აღარც ისაა
ცოცხალი. მათი დედა, ჩემი ცოლი, დარდმა გადაიტანა. ამიტომ გეუბნე-
ბი, ტატა, რომ სიმინდს ვიპარავ და ქურდი კი არ ვარ. დაე, ცემით მომ-
კლან, სეპოში მომგუდონ...
– აი, რას ვიცავთ ჩვენ, სამხედროები!
– რა თქვი, ტატა?
მოხუცი კანალები ისე ააღელვა ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა, რო-
გორც აღელდებოდა ყოველი პატიოსანი ადამიანი გაუგონარი უსამარ-
თლობის დანახვაზე. ყველაფერი, რასაც თავის ქვეყანაში ხედავდა, ისეთ

198
ტკივილს აყენებდა, ეგონა სისხლი მდისო, სტკიოდა სხეული, სტკიოდა
ტვინი, წიწკნიდა თმის ძირები, სტეხდა კბილები და ფრჩხილის ძირები.
როგორი იყო გარემომცველი სინამდვილე? უწინ თავით კი არ ფიქრობდა
თურმე, ქუდით ფიქრობდა. იყო სამხედრო, იცავდე მძარცველების, ექ-
სპლუატატორების, სამშობლოს დამღუპველების ხროვას – ეს უსინდი-
სობაა, ეს უფრო ძნელი გადასატანია, ვიდრე შიმშილით სიკვდილი უცხო
მხარეში სამშობლოდან განდევნილისთვის. რა ეშმაკად მოითხოვენ ჩვენ-
გან, სამხედროებისგან, რეჟიმის დაცვას, ერთგულებას იდეალების, მშობ-
ლიური მიწისა და ხალხის გამყიდველები?
ინდიელი ისე უყურებდა გენერალს, თითქოს სასწაულს უმზერსო,
არაფერი ესმოდა მისი ჩურჩულიდან.
– წავიდეთ, ტატიტა... თორემ საცაა ცხენოსანი პოლიცია თავს წამოგ-
ვადგება!
კანალესმა ინდიელს სთხოვა, გაჰყოლოდა საზღვარგარეთ. უმიწო ინ-
დიელი და უფესვო ხე ერთიაო. ინდიელი დაეთანხმა. გასამრჯელოთიც
კმაყოფილი იყო.
ქოხიდან ისე გავიდნენ, ცეცხლი არ ჩაუქრიათ, მაჩეტეთი იკაფავდნენ
გზას უღრანში, ტევრში იკარგებოდა იაგუარის კვალი. ჩრდილი, შუქი.
ჩრდილი, შუქი, ფოთლებით ნაქსოვი ნაყშები. უკან მიიხედეს და დაინა-
ხეს, რომ ქოხი მეტეორივით აბრიალდა. შუადღე. უძრავი ღრუბლები,
უძრავი ხეები. უიმედობა. თვალისმომჭრელი ათინათი, ქვები და ისევ
ქვები. მუმლი. ახლად გაუთოებული საცვლებივით თეთრად მოქათქათე
ჩონჩხები. დამფრთხალი ფრინველების ფრთების ტყლაშუნი. წყალი და
წყურვილი. ბილიკები. პეიზაჟების მონაცვლეობა და უძრავი დრო, მარა-
დისობასავით უძრავი...
გენერალმა თავზე ცხვირსახოცი წაიკრა. ცხენს გვერდით მისდევდა
ინდიელი.
– თუ მთელი ღამე ასე ვივლით, დილით საზღვარს მივატანთ. რა იქ-
ნება, გზატკეცილზე რომ გავბედოთ გასვლა, ჰა? „ლას-ალდეასში” უნდა

199
შევიარო, ძველი ნაცნობები მყავს მოსანახულებელი.
– გზატკეცილზე, ტატა? ეგ რამ გაფიქრებინა? ცხენოსან პოლიციას
ჩავუცვივდებით ხელში.
– ნუ გეშინია, შენ მე მომყევი. ვინც რისკზე არ მიდის, ვერაფერს მოი-
გებს. ის ჩემი ნაცნობები კი ბევრ რამეში გამოგვადგებიან. – ოი, არა, ტა-
ტა, არა!
ინდიელი შეკრთა და დაუმატა:
– გესმის, ტატა, გესმის?..
ახლოვდებოდა ცხენოსანთა რაზმი, მაგრამ ფლოქვების თქარუნი მა-
ლე მიწყდა, სადღაც მათ მიღმა ჩაიკარგა, თითქოს რაზმი უკან გაბრუნ-
დაო.
– ჩუმად!
– ცხენოსანი პოლიციაა, ტატა! მე ვიცი, რასაც გეუბნები. ძველი გზით
უნდა ვიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა უფრო გრძელია და შორს
მოვლა მოგვიხდება, „ლას-ალდეასთან” გასასვლელად. ინდიელმა გაუხ-
ვია. გენერალი ფეხდაფეხ მიჰყვა. მალე დაქვეითება დასჭირდა, ხეობა
სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა და გენერალს ეჩვენებოდა, თით-
ქოს სასიკვდილო საფრთხის ასაცილებლად, ისინი ნიჟარაში შედიოდნენ.
ერთბაშად ჩამოღამდა. გახშირდა წყვდიადი ხეობის მძინარე ფსკერზე,
ქარი ხეებს არხევდა, ხან გაშმაგებით ეძგერებოდა, ხან მინელდებოდა,
აშფოთებდა ტოტებზე შემომსხდარ ფრთოსნებს, უბედურების იდუმალ
მომასწავებლებს რომ ჰგავდნენ. მოვარდისფრო მტვრის ღრუბელი ზედ
ვარსკვლავებთან – ესღა დაინახეს იმ ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინათ
იდგნენ. იქ ჩაიქროლა ცხენოსანი პოლიციის რაზმმა. მთელი ღამე მუხ-
ლჩაუხრელად იარეს. – ამ აღმართს ავათავებთ, სუნიორ, და „ლას-ალ-
დეასში ვიქნებით, – უთხრა კანალესს ინდიელმა.
ინდიელი ცხენიანად დაწინაურდა, რათა სტუმრის მოსვლა შეეტყო-
ბინებინა გენერლის მეგობარი ქალებისთვის – სამი შინაბერა დისთვის,
მშვიდად, უშფოთველად რომ ატარებდნენ თავიანთ დღეებს სამებიდან –

200
ანგინით ავად გახდომამდე, ქელეხიდან – სურდოს შეყრამდე, ფლუსიდან
– ჭვალის გადგომამდე. დებმა რომ გაიგეს ახალი ამბავი, კინაღამ გული
წაუვიდათ. საწოლ ოთახში შეიყვანეს გენერალი, სასტუმრო ოთახში არ
შეიძლებოდა, რადგან სოფლებში ჩვეულება აქვთ: სახლში შესვლისას
სტუმარმა მთელი ხმით უნდა იყვიროს: „ავე მარია! ავე მარია!” გენერალ-
მა მილეული ხმით უამბო ქალებს, რა უბედურებაც დაატყდა. კამილას
ხსენებაზე ცრემლი ჩამოუგორდა. დები ტიროდნენ, ტიროდნენ ისე მწა-
რედ, რომ წამით საკუთარი მწუხარებაც გადაავიწყდათ. სამივე თავით
ფეხამდე დათალხული იყო, დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდათ.
– ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით გაქცევაში, გენერალო! აქამდე
თუ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, ახლა მაინც ვეცდებით. მე ვიცი,
მდინარეზე ყოველ ფონს პოლიციელები იცავენ. მეზობელთან გადავალ.
აი როდის გაგახსენდება ადამიანს კონტრაბანდისტები... ამას რომ ამ-
ბობდა უფროსი ქალი, დებს კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო.
– დიახ, გენერალო, ჩემი და სწორია, უნდა დაგეხმაროთ გაქცევაში.
გზაში საჭმელი დაგჭირდებათ, წავალ, საგზალს გაგიმზადებთ, – თქვა
შუათანა დამ, შიშისგან რომ კბილის ტკივილიც გადაავიწყდა. შუათანას
უმცროსმა შეაშველა სიტყვა:
– მე კი გვერდიდან არ მოგშორდებით, რომ ცოტათი მაინც შეგიმსუ-
ბუქოთ ნაღველი.
გულაჩუყებულმა გენერალმა მადლიერებით გადახედა შინაბერებს,
რასაც მისთვის ისინი აკეთებდნენ, ფასი არ დაედებოდა და ხმადაბლა
სთხოვა, მაპატიეთ, რომ გაწუხებთო.
– რას ბრძანებთ, გენერალო, – ნუ, გენერალო, ნუ იტყვით ამას!
– ჩემო ძვირფასებო, ვხედავ თქვენს დიდ სიკეთეს, მაგრამ ისიც მეს-
მის, როგორ განსაცდელში იგდებთ თავს.
– ეს მეგობრების ვალია... თქვენ, გენერალო, შეგიძლიათ იმის წარ-
მოდგენა, როგორ გვიმძიმს დედის დაკარგვა...
– რა დაემართა დედას, რით გარდაიცვალა?..

201
– უმცროსი და გიამბობთ. ჩვენ კი წავალთ, საქმეს შევუდგებით... –
თქვა უფროსმა დამ და ამოიოხრა. მერე სამზარეულოში გავიდა. ნელა
ჭრაჭუნებდა მისი კაბის ქვეშ კორსეტი. საქათმესთან, ძველი ეტლების
უკან, შუათანა და საგზალს ახვევდა.
– დედაქალაქში შეუძლებელი იყო მისი გადაყვანა. აქ კი ვერ ეს, რა
დაავადება ჰქონდა. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, გენერალო, როგორ
ხდება ეს. იავადმყოფა, იავადმყოფა... სიკვდილის წუთებშიც იმაზე ტი-
როდა, რომ ჩვენ უპატრონოდ გვტოვებდა... ასე გვეწერა... ჰოდა, წარმო-
გიდგენიათ, რა დღეში ვართ ახლა! აღარ ვიცით, როგორ გავუსწოროთ
ანგარიში ექიმს. თხუთმეტ ვიზიტში იმდენ ფულს თხოულობს, დაახ-
ლოებით ამ სახლის საფასურს, ესე იგი, ყველაფერს, რაც მამისგან მემ-
კვიდრეობით დაგვრჩა. მაპატიეთ, ერთი წუთით გავალ, ვკითხავ, რა უნ-
და იმ თქვენს ინდიელს.
უმცროსი და რომ გავიდა, გენერალს ჩაეძინა. თვალი დახუჭული
ჰქონდა, სხეული – ბუმბულივით მსუბუქი...
– რა გინდა?
– წყალობა მოიღე, მითხარი, სად შეიძლება ჩამოვჯდე?
– აი, იქ, ხედავ?.. ეტლების უკან...
სოფლის სიჩუმე ქსოვდა გენერლის ძილს. მადლიერებით სუნთქავდა
დათესილი მინდვრები, მწვანედ მობიბინე აღმონაცენი და მინდვრის ყვა-
ვილები. დილა მიიწურა, შიშით აღსავსე დილა კაკბებისთვის, მონადი-
რეები რომ უშენდნენ საფანტს; შესაზარი იყო დილა ახლად გათხრილ,
მღვდლისგან ნაკურთხ საფლავებთან, ანცი, გაქირიანი მოზვერისთვის კი
– ოინების დილა. სამტრედესა და შინაბერების პატიოში მნიშვნელოვანი
ამბები მოხდა: მაცთუნებლის სიკვდილი, ნიშნობა და ოცდაათი წყვილის
შეუღლება დღისით-მზისით... „აი, რა ხდება ჩვენთან! აი, რა ხდება ჩვენ-
თან! – ამბობდნენ სამტრედეს სარკმლებიდან თავგამოყოფილი მტრედე-
ბი. – აი, რა ხდება ჩვენთან!” თორმეტ საათზე გააღვიძეს გენერალი და

202
სუფრასთან მიიწვიეს. ჩიპილინის ფოთლებში გახვეული ბრინჯი, ბული-
ონი, კოსიდო, შემწვარი ქათამი, ლობიო, ბანანი, ყავა.
– ავე მარია!..
პოლიტიკური მეთაურის ხმამ შეაწყვეტინა სადილი. დები გაფით-
რდნენ, აღარ იცოდნენ, რა ექნათ. გენერალი მეორე ოთახში მიიმალა. –
ასე რამ შეგაშინათ, ჩემო კარგებო: ეშმაკი ხომ არა ვარ! სად გაგონილა
სტუმრის ასე ცივად შეხვედრა. მე პატივს გცემთ და თქვენ ეს ძალიან
კარგად იცით.
საბრალო ქალებს ენა ჩაუვარდათ, ხმას ვეღარ იღებდნენ.
– უყურე ამათ? ხუმრობითაც რომ არ მეპატიჟებიან, სკამს არ მთავა-
ზობენ? გინდ იატაკზე დაჯექი!
უმცროსმა დამ სკამი გაუწია უმაღლესი ძალაუფლების წარმომადგე-
ნელს.
– დიდი მადლობა. ესეც ასე. ოჰ, ეს ვინ სადილობს თქვენთან ერთად?
ვხედავ, სუფრაზე მეოთხე კაცისთვისაც დევს თეფშები... სამივე დამ ერ-
თდროულად გენერლის თეფშს მიაშტერა თვალი.
– ეს?.. განა?.. – ჩაიბუტბუტა უფროსმა დამ და ხელზე ისე მოიჭირა
ხელი, რომ ძვლებმა ტკაცანი გაიღო.
შუათანა და წამოეშველა უფროსს:
– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ... საქმე ის არის, რომ დედის გარდაცვა-
ლების შემდეგ, სუფრაზე მისთვის მაინც ვდებთ თეფშებსა და დანა-ჩან-
გალს, რომ ეულად არ ვიგრძნოთ თავი.
– ცოტაც და სპირიტებად გადაიქცევით.
– ნასადილევი ბრძანდებით, მაიორო?
– მადლობა ღმერთს, ეს-ეს არის ჩემმა თანამეცხედრემ დამაპურა.
ვერც კი მოვასწარი ნასადილევს თვალის მოტყუება, რომ დეპეშა მოვიდა
შინაგან საქმეთა მინისტრისაგან. განკარგულებას იძლევა, აღვძრა საქმე
თქვენ წინააღმდეგ, თუ ექიმს ანგარიშს არ გაუსწორებთ.
– კი მაგრამ, მაიორო, ეს ხომ უსამართლობაა. თქვენ კარგად იცით,

203
რა დიდი, გაუგონარი უსამართლობაა.
– გინდაც უსამართლობა იყოს, იქ, სადაც ღმერთი ღაღადებს, ეშმა
კრინტს ვერ დაძრავს...
– რა თქმა უნდა! – წამოიძახეს თვალცრემლიანმა დებმა.
– ძალიან მიმძიმს ამის თქმა თქვენთვის, მაგრამ რას ვიზამ. ხომ
იცით, ცხრა ათასი პესო, სახლი ან...
ძალაუფლების წარმომადგენელი ისე წამოდგა, ისე უდიერად შეაქ-
ცია მანდილოსნებს მთასავით ზურგი, რომ ცხადი იყო, ექიმი თავის სა-
ზიზღარ განზრახვას მალე აასრულებდა.
გენერალს ესმოდა, როგორ ტიროდნენ დები. მათ ჯერ რაზით ჩაკეტეს
შემოსასვლელი კარი, მერე ურდულიც გაუყარეს. ეშინოდათ, მაიორი არ
დაბრუნდესო. ცრემლით ირწყვებოდა შემწვარი ქათმის ხორცი.
– რა საზარელია ცხოვრება, გენერალო! რა ბედნიერი ხართ, რომ სა-
მუდამოდ ტოვებთ ჩვენს საშინელ ქვეყანას!..
– რით გემუქრებიან? – შეაწყვეტინა გენერალმა უფრო დას. ქალს
ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა, არც მოუწმენდია, ისე მიმართა დებს: –
თქვით...
– იმით, რომ დედას საფლავიდან ამოაგდებენ... – ჩურჩულით უპასუ-
ხა უმცროსმა დამ.
კანალესმა დებს მიაშტერა თვალი, ლუკმა პირში გაუჩერდა.
– რაო? როგორ?
– როგორც მოგახსენეთ, გენერალო, გვემუქრებიან, რომ დედას აკ-
ლდამიდან ამოაგდებენ.
– ეს ხომ საზარელი, გაუგონარი ამბავია!
– გაუგონარი, დიახ, სწორედ გაუგონარი...
– ჩვენი სოფლის ექიმი, გენერალო, მამალი არამზადაა. ვინც კარგად
იცნობდა მას, გაგვაფრთხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარ თავზე
თუ არ იწვნიე, სხვის ნათქვამს არ დაიჯერებ. მაინც მოვიწვიეთ. ძნელი
წარმოსადგენია, რომ ასეთი საზიზღარი ხალხი ცხოვრობს ქვეყნად...

204
– ბოლოკი მიირთვით, გენერალო...
შუათანა დამ ლანგარი გაუწოდა გენერალს და სანამ იგი ბოლოკს აი-
ღებდა, უმცროსმა განაგრძო:
– ძვირად დაგვიჯდა დაუფიქრებლობა... ეს საზიზღარი კაცი, როცა
მძიმე ავადმყოფი ჰყავს, წინასწარ აშენებს აკლდამას. ნათესავები ამ
დროს საფლავზე არ ფიქრობენ... დადგება წამი და... როგორც ჩვენ დაგ-
ვემართა... ცივ მიწაში რომ არ ჩაგვესვენებინა დედა, ექიმის წინადადე-
ბით, მის აკლდამაში დავკრძალეთ. რა ვიცოდით, თუ თავს განსაცდელში
ვიგდებდით.
– უმწეო, მარტოხელა ქალები, – ქვითინით დაურთო უფროსმა დამ.
– როცა ექიმმა ანგარიში გამოგვიგზავნა, ცუდად გავხდით. ცხრა ათასი
პესო, თხუთმეტ ვიზიტში, ცხრა ათასი პესო, ეს სახლი, იმიტომ, რომ მგო-
ნი ცოლის შერთვას აპირებს, ან... თუ არ გადავუხდით, მაშინ... ოჰ, რა
საშინელებაა! მაშინ მოაშორეთ თქვენი მძორი ჩემი აკლდამიდანო, უთ-
ხრა ჩემს დას.
კანალესმა მუშტი დაჰკრა მაგიდას:
– არამზადა!
ისევ მოიქნია ხელი და დაჰკრა მაგიდას. აწკრიალდა თეფშები და ჭი-
ქები. გენერალმა თითები გაფარჩხა, მერე მოკუმშა, თითქოს მარტო დიპ-
ლომიანი ბანდიტი კი არ უნდა მოახრჩოს, არამედ მთელი სოციალური
სისტემაო, რომელიც ყოველ ნაბიჯზე სამარცხვინო ბოძზე აკრავდა მას.
„იმისათვის, რომ მოთმინებით იტანენ ასეთ არამზადებს, – გაიფიქრა გე-
ნერალმა, – საბრალო ხალხს ცათა სასუფეველს ჰპირდებიან. კმარა! გვე-
ყოფა დაპირებული სასუფევლის ლოდინი! ვფიცავ, რომ მოვახდენ გა-
დატრიალებას, ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით. ხალხი უნდა აღდგეს
გაიძვერების წინააღმდეგ, ტიტულებიანი უქნარების, უდარდელების წი-
ნააღმდეგ, ცხვირით მიწა უნდა ათხრევინონ, ოფლი უნდა აღვრევინონ
უქნარებს. ყოველი ჩვენგანი იპოვის რაღაც ისეთს, რაც უნდა მოსპოს, გა-

205
ანადგუროს. ქვა ქვაზე არ უნდა დარჩეს”. ღამის ათ საათზე უნდა გას-
დგომოდა გზას. ასე შეუთანხმდნენ კონტრაბანდისტს, მანდილოსნების
მეზობელსა და მეგობარს. გენერალმა რამდენიმე წერილი დაწერა, ერთი
სასწრაფო, ქალიშვილთან.
ინდიელი გზატკეცილით უნდა წასულიყო საზღვრისკენ, როგორც და-
ქირავებული ტვირთმზიდავი. გენერალი აჩქარებით გამოემშვიდობა
დებს. ფლოქვებზე ჩვრებშემოხვეული ცხენები უჩუმრად დაიძრნენ. ჩაბ-
ნელებულ, ვიწრო შესახვევში ტიროდნენ კედელს მიყრდნობილი დები.
ფართო ქუჩის შესაყართან, სიბნელიდან ვიღაცამ გამოყო ხელი და გე-
ნერლის ცხენს სწვდა აღვირში. გაისმა ქვიშაზე ფეხის ხრაშუნი. – ვაჰ, რა
შიში ვჭამე! – დაიჩურჩულა კონტრაბანდისტმა. – სული კოჭებში გამეპა-
რა! საბედნიეროდ, ახლა გული საგულესა მაქვს. ეს ხალხი იქით მიდის,
სადაც ექიმი სერენადით ატკბობს თავის მიჯნურს. ქუჩის ბოლოს აბ-
რდღვიალებული ჩირაღდნის კაშკაშა შუქი ხან თიშავდა, ხან ერთმანეთს
ატყუპებდა სახლების, ხეების და ფანჯრის ძირას შეჯგუფებული ხუთი-
ექვსი კაცის შავ სილუეტებს.
– რომელია იმ კაცებში ექიმი?.. – ჰკითხა გენერალმა კონტრაბან-
დისტს და რევოლვერს ხელი მაგრად მოუჭირა.
კონტრაბანდისტმა ცხენს თავი დაუჭირა, ხელი ასწია, გიტარიან კაც-
ზე მიუთითა გენერალს. სროლის ხმამ გაჰკვეთა ჰაერი და კაცი ტოტიდან
ჩამოსხეპილი ბანანივით დაასკდა მიწას.
– ვაი! ვაი!.. ეს რა ჰქენით!.. გავიქცეთ ჩქარა! დაგვიჭერენ... დააოთხეთ
ცხენი!
– აი... რას... უნდა... ვა... კე...თებდეთ ყვე...ლა... რომ წეს...რიგი და-
ვამ...ყაროთ... ამ... ქვეყანაში! – უთხრა გენერალმა კონტრაბანდისტს.
ცხენების ფლოქვების თქარათქურმა გააღვიძა ძაღლები, ძაღლებმა
გააღვიძეს ქათმები, ქათმებმა – მამლები, მამლებმა – ადამიანები, უნ-
დომლად რომ უბრუნდებოდნენ სიცოცხლეს ძილის სამყაროდან, მთქნა-
რებ-ზმორებით, შიშით...

206
მოვიდა პოლიციელების რაზმი და წაასვენა ექიმის გვამი. მეზობელი
სახლებიდან გამოიფინა ხალხი ფარნებით. ის, ვის პატივსაცემადაც ას-
რულებდნენ სერენადას, ცრემლს არა ღვრიდა, შიშით ჭკუადაკარგული,
სანახევროდ ჩაცმული იდგა, გადათეთრებულ ხელში ლამპა ეჭირა და ავ-
ბედითი ღამის სიბნელეს აშტერდებოდა.
– მდინარეს ვუახლოვდებით, გენერალო, მაგრამ იმ გზაზე, რომელიც
ჩვენ გვიდევს წინ, მხოლოდ ჭეშმარიტ ვაჟკაცს შეუძლია გავლა. პირდა-
პირ გეუბნებით... ეჰ, ცხოვრებავ, რატომ არა ხარ მარადიული!..
– შორს შიში! – წამოიძახა კონტრაბანდისტის უკან მიმავალმა კანა-
ლესმა.
– მით უკეთესი. აქ ისეთი მხეცები ბუდობენ, თუ სუნი იკრეს, დაგვე-
ცემიან! ფეხდაფეხ მომყევით, არ ჩამომრჩეთ.
ბუნდოვანი პეიზაჟი, თბილი, ხან კი მინასავით გრილი ჰაერის ნაკადი.
მდინარიდან მონაქროლი ქარი ხრიდა ლერწმებს.
ხევი ფეხით ჩაიარეს. კონტრაბანდისტმა მოფარებულში დამალა ცხე-
ნები, რომ უკან წაესხა, როცა დაბრუნდებოდა. სადაც ჩრდილი არ ეფინა
მდინარეს, წყალში ვარსკვლავიანი ცა ირეკლებოდა. მიცურავდა უცნაუ-
რი მცენარეები, მწვანე ფოთლების ბუგრით დაფარული ტოტები. წყალი
ნაპირს ეშხეფებოდა, ბაყაყების სუნდაკრული, ზეთოვანი, მძინარე წყა-
ლი...
პატარ-პატარა კუნძულებიდან ხტომით მიიწევდნენ წინ ხელში ია-
რაღმომარჯვებული გენერალი და კონტრაბანდისტი, კვალდაკვალ ალი-
გატორებივით მისდევდათ თავ-თავიანთი ჩრდილები, ალიგატორები კი
მათი – საკუთარი ჩრდილივით. უამრავი ქინქლა აცხრებოდათ სახეში,
ფრთოსან შხამს დააქროლებდა ქარი. ზღვის სუნი იდგა ირგვლივ, თავი-
სი თევზით, ვარსკვლავებით, მარჯნებით, თავისი სიღრმითა და დინებით
ტყის ბადეში მოქცეული ზღვისა... ხავსი მათ თავზე ისე აქანავებდა
გრძელ, რვაფეხასმაგვარ საცეცებს, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ

207
ფეთქვას. მხეცებიც კი ვერ ბედავდნენ იქ გავლას, სადაც კონტრაბანდის-
ტი და გენერალი მიიკვლევდნენ გზას. მისი ერის სულივით ავბედითი,
ამოუცნობი ბუნების ხილვით დათრგუნული გენერალი ხშირ-ხშირად
იხედებოდა აქეთ-იქით. ალიგატორს, როგორც ჩანდა, ნაგემი ჰქონდა
ადამიანის ხორცი, ის იყო კონტრაბანდისტს უნდა დასცემოდა, რომ იგი
გაუსხლტა. გენერალი უკან გადახტომას აპირებდა საფრთხის თავიდან
ასაცილებლად, მაგრამ რომ შებრუნდა, ელდანაცემი გაშეშდა. ხახადაფ-
ჩენილი სხვა ურჩხული ელოდა იქ. გადამწყვეტი წამი. ზურგში სიცივე
ჩაუსრიალდა, შეუბოჭა სხეული. თმა ყალყზე დაუდგა, ენა ჩაუვარდა,
თავისით შეეკუმშა თითები. ერთიმეორის მიყოლებით სამჯერ გახლიჩა
ტყვიამ ჰაერი, ექომ გაიმეორა ქუხილი და როცა დაჭრილი ურჩხული გა-
იქცა, ცოცხალი და უვნებელი გენერალი წინ გადახტა. კონტრაბანდის-
ტმაც გაისროლა რამდენჯერმე. შიშს რომ მოერია გენერალი, კონტრა-
ბანდისტისთვის ხელის ჩამორთმევა მოუნდა და მისი თოფის გახურე-
ბულ ლულაზე დაიწვა თითები.
განთიადმა ცა რომ დაფერა, უკვე საზღვარზე იყვნენ, იქ გამოემშვი-
დობნენ ერთმანეთს. მოზურმუხტებული მინდორ-ველის, მთების, ხშირი
ბარდნარის, მუსიკალურ კოლოფებად რომ ექციათ ფრთოსნებს და ვე-
ლური სელვას ზევით, ალიგატორების მსგავსი ღრუბლები მიცურავდა
და მწვერვალებისკენ მიჰქონდა შუქის საგანძურები.

208
ნაწილი მესამე
კვირები, თვეები, წლები

209
XXVIII
საუბრები წყვდიადში

პირველი ხმა:
– დღეს რა დღეა?
მეორე ხმა:
– მართლა, რა დღეა დღეს?
მესამე ხმა:
– მოიცადეთ... მე პარასკევს დამაპატიმრეს: პარასკევი... შაბათი...
კვირა... ორშაბათი... ორშაბათი... რამდენი ხანია, ნეტა, რაც აქა ვარ?
მართლა, რა დღეა დღეს?
პირველი ხმა:
– მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს შორსა ვარ, ძალიან შორს...
თქვენც ასე გეჩვენებათ?..
მეორე ხმა:
– ჩვენ სამუდამოდ ჩაგვმარხეს ამ მიტოვებული სასაფლაოს მიწაში
და დაგვივიწყეს...
მესამე ხმა:
– ნუ ამბობთ ამას!
პირველი და მეორე ხმა ერთად:
– აღ...არ...
– ვიტყ-ვით!
მესამე ხმა:
– მაგრამ კი ნუ გაჩუმდებით. სიჩუმე მაფრთხობს, მეშინია. ასე მგო-
ნია, საცაა წყვდიადიდან ხელს გამოჰყოფს ვიღაც, რომ ყელში მწვდეს და
მომახრჩოს.
მეორე ხმა:
– ნუ გაჩუმდებით, დალახვროს ეშმაკმა! გვიამბეთ, რა ხდება ქალაქ-
ში! თქვენ ხომ ყოველ ჩვენგანზე ბოლოს ნახეთ იგი. რას ამბობს ხალხი?

210
ხანდახან მეჩვენება, რომ გიგანტური კედლები შემოეჯარა ქალაქს და
ისიც ჩვენსავით ჩაიძირა უკუნეთში, მისი ქუჩები წარსული ზამთრის
ჭუჭყითაა დაფარული. არ ვიცი, თქვენც ჩემსავით გემართებათ თუ არა,
ზამთრის მიწურულს ხშირად მაღონებს ფიქრი იმაზე, რომ ირგვლივ
ჭუჭყი შრება. როცა ქალაქზე დავიწყებთ ლაპარაკს, შიმშილი მომეძალე-
ბა ხოლმე. უჰ, ახლა კალიფორნიული ვაშლი რომ მოგვცა...
პირველი ხმა:
– ფორთოხალს ხომ არ ინებებდით! მე კი ბედნიერი ვიქნებოდი, ერთი
ფინჯანი ცხელი ჩაი რომ დამელია!
მეორე ხმა:
– წარმოგიდგენიათ, ქალაქში ყველაფერი ძველებურადაა, თითქოს
არაფერი მომხდარაო, თითქოს ჩვენ აქ არ გამოვემწყვდიეთ. ტრამვაი
ძველებურად დადის. ნეტა რომელი საათია?
პირველი ხმა:
– დაახლოებით...
მეორე ხმა:
– წარმოდგენა არა მაქვს.
პირველი ხმა:
– მე მგონია, დაახლოებით...
მესამე ხმა:
– ნუ გაჩერდებით, ილაპარაკეთ, თუ ღმერთი გწამთ. სიჩუმე მაფ-
რთხობს, მეშინია, ასე მგონია, წყვდიადიდან ვიღაც იწვდის ხელს, რომ
ყელში წამიჭიროს და მიმახრჩოს, – და სულშეგუბებულმა დაუმატა: –
ამაზე არ მინდოდა თქვენთან ლაპარაკი, მაგრამ არც გაჩუმება შემიძ-
ლია: ვშიშობ, ყველას გვაწამებენ...
პირველი ხმა:
– გაგიხმეთ ენა! ალბათ საშინელი ასატანია, როცა გცემენ! მეორე ხმა:
– ვინც ასეთ შეურაცხყოფას მოითმენს, მარტო თვითონ კი არ ეწამე-

211
ბა, უთუოდ მათი შვილთაშვილებიც კი გაწითლდებიან წინაპართ შერ-
ცხვენის გახსენებაზე.
პირველი ხმა:
– გირჩევნიათ გაჩუმდეთ. პირიდან სულ ერთთავად ერესი ამოგდით!
მეორე ხმა:
– ღვთის მსახურისთვის ქვეყნად ყველაფერი ერესია...
პირველი ხმა:
– სისულელეა! ამოიჩემებთ რაღაცას და იმეორებთ!
მეორე ხმა:
– იმას ვამბობ, რომ ღვთის მსახურები სხვის თვალში სულ ცოდვას
ეძებენ.
მესამე ხმა:
– ნუ გაჩუმდებით, ილაპარაკეთ, თუ ღმერთი გწამთ. სიჩუმე მაფ-
რთხობს, მეშინია, მეჩვენება, თითქოს სიბნელიდან ჩემკენ ვიღაც ხელს
იწვდის, რათა ყელში წამიჭიროს და მიმახრჩოს.
პატარა, ბნელ საკანში, სადაც იმ ღამეს შეყარეს დაჭერილი მაწანწა-
ლები, იტანჯებოდნენ სტუდენტი და მნათე. ახლა მათ ლიცენციატი აბელ
კარვახალი შეუერთდა.
– იმ შავბნელ დილას, მე რომ დამაპატიმრეს, – დაიწყო აბელ კარვა-
ხალმა, – ჩვენი მოახლე პურის საყიდლად გავიდა და შეშფოთებული
დაბრუნდა, ჩვენი სახლისთვის ჯარისკაცებს ალყა შემოურტყამთო, უთ-
ხრა ჩემს ცოლს. ცოლმა მაშინვე გადმომცა მოახლის ნათქვამი, მაგრამ
ყურადღება არ მივაქციე, დარწმუნებული ვიყავი, რომელიმე კონტრა-
ბანდისტის ან სპირტიანი სასმელებით მოვაჭრის დასაჭერად იყო ჯარი
მოსული. პირი სრულიად მშვიდად გავიპარსე, ვიბანავე, ვისაუზმე. მერე
საგულდაგულოდ გამოვეწყვე, რადგან სასახლეში პრეზიდენტთან მისა-
ლოცად მივდიოდი!.. „სალამი, კოლეგა, მოხარული ვარ, რომ გხედავთ”,
– ვუთხარი ჩემი სახლის კართან მდგარ, სრულ საპარადო ფორმაში გა-

212
მოწყობილ სამხედრო პროკურორს. „მე თქვენს წასაყვანად მოვედი, – მი-
პასუხა მან, – იჩქარეთ, ისედაც დავიგვიანეთ!” რამდენიმე ნაბიჯი ერთად
გავიარეთ და როცა მან მკითხა, იცით თუ არა, რისთვის არიან ეს ჯარის-
კაცები აქ მოსულიო, გულწრფელად ვუპასუხე, რომ არაფერი ვიცოდი
ამის თაობაზე. „აბა, მე თვითონ გეტყვი, თვალთმაქცო, – მომახალა მან,
– ისინი თქვენს დასაპატიმრებლად მოვიდნენ”. სახეში შევხედე და და-
ვინახე, რომ არ ხუმრობდა. ამ დროს ერთმა ოფიცერმა ხელი მტაცა და
მცველების თანხლებით, ცილინდრსა და ფრაკში გამოწყობილი მომაბ-
რძანეს ამ საწამებელში. და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დაუმატა:
– ახლა თქვენ ილაპარაკეთ, სიჩუმე მაფრთხობს, მეშინია!.. – ღმერთო
ძლიერო, რა არის ეს? – დაიყვირა სტუდენტმა. – მნათეს წისქვილის ქვა-
სავით გასციებია თავი.
– საიდან იცით?
– ხელს ვკიდებ და ვერც კი გრძნობს...
– თქვენ მე არა მკიდებთ ხელს...
– მაშ, ვისა ვკიდებ? თქვენ, ლიცენციატო?
– არა...
– მაშასადამე... მაშასადამე... ჩვენთან მიცვალებულია!
– არა, მიცვალებული არაა, ეს მე ვარ...
– ვინ ხართ თქვენ? – სული შეუგუბდა სტუდენტს. – ყინულივით ცივი
ხართ.
ძლივს გასაგონი ხმით უპასუხა ვიღაცამ სტუდენტს:
– ერთ-ერთი თქვენგანი...
სამი პირველი ხმა:
– ა-ა-ა!
მნათემ ლიცენციატ კარვახალს უამბო თავისი უბედურება:
– საეკლესიო სამოსის საცავიდან გამოვედი (ამას რომ ამბობდა, ხე-
დავდა, როგორ გამოვიდა ჩამქრალი საცეცხლურების, ძველი ხისა და მო-

213
სირმული ძველი შესამოსელის სუნით გაჟღენთილი საცავიდან) და გა-
სასვლელისაკენ წავედი (ხედავდა, როგორ მიდიოდა გასასვლელისკენ
აღსავსე მოკრძალებით, რასაც უნერგავდა ზენაარსის სიახლოვე, უძრავი
კანდელები და ბუზების ბზუილი). ცხრა დღის გლოვა იყო გამოცხადებუ-
ლი, წმინდა ქალწულ დე ლა ო-ს პატივსაცემად. ცხრა დღე უკვე გავიდა
და ერთმა წმინდა მამამ სამგლოვიარო განცხადების კედლიდან ჩამოხსნა
დამავალა; მაგრამ უბედურება ის არის, რომ წერა-კითხვა არ ვიცი და
სამგლოვიარო განცხადების მაგივრად, კედლიდან ის ქაღალდი ჩამოვ-
ხიე, რომლითაც სენიორ პრეზიდენტის დედის დაბადების დღეს აუწყებ-
დნენ ხალხს. სენიორ პრეზიდენტის დედის სურვილით იყო საყდარში ზე-
ნაარსის გამოსახულება გამოდგმული... ამაზე მეტი რაღა გინდათ! დამი-
ჭირეს და ამ საკანში გამომამწყვდიეს, როგორც რევოლუციონერი.
სტუდენტმა არაფერი თქვა იმაზე, რის გამოც ამოყო ციხეში თავი. მას
თავის დაცხრილულ ფილტვებზე უფრო ადვილად შეეძლო ლაპარაკი,
ვიდრე სამშობლოზე აუგის თქმა. გატაცებით ლაპარაკობდა თავის სნე-
ულებაზე, ამით უნდოდა ჩაეკლა ხსოვნა იმისა, რომ სინათლის სხივი და-
ინახა გემის ჩაძირვის ღამეს, სინათლის სხივი დაინახა მიცვალებულთა
გროვაში, რომ თვალი აეხილა უსარკმლო სკოლაში, რომლის ზღურ-
ბლთანაც ჩაუქრეს მას იმედის ნაპერწკალი და ამის სანაცვლოდ არა მის-
ცეს რა: წყვდიადი, ქაოსი, მღელვარება, საჭურისის შავი მელანქოლია.
და მან ნელა, კბილებში გამოცრით დაიწყო პოემის კითხვა მსხვერპლად
შეწირულ თაობებზე:
გაჟღენთილი ვართ ცრემლით, მარილით,
ვით მეზღვაურნი, მღელვარე ზღვით დაბრუნებულნი,
ნავსაყუდელში არარსობის ღუზას ჩავუშვებთ
და არ დაჰნათის შუქი ჩვენი ხელების ანძებს.

აქ ხომ არავინ გველოდება – არც ხე, არც წყალი,


რომელსაც დაჰკრავს ვარსკვლავების ლურჯი ელფერი.

214
ვიძახით, ვყვირით, ჩვენ ჩვენსავე სახელებს ვუხმობთ,
მაგრამ ექონი აინუნში როდი გვაგდებენ.

მოდი, ჩემს სახეს ეამბორე, მომეცი ხელი.


გუშინ დამიწდნენ მეგობრები სამარადჟამოდ,
სასუფეველი დაიმკვიდრეს მოგონებათა
მარად მტირალი ტირიფის ქვეშ; ნუ გავიხსენებთ.

გაირღვა ტომარა და კონები დაიშალა


ოქროს თავთავები, ვით მეტეორები,
შთანთქა სივრცემ და სიცარიელემ...
მაგრამ ჯერ არა, მკერდში გული ჯერ კიდევ ფეთქავს.

მაგრამ ჯერ არა. და ეს „არა” არის მიწისა,


ეს „არა” არის გრდემლების თუ სამჭედლოების,
„არა” სკებისა, ფუტკრები რომ ჰგვანან განწირულ
და უსასოო ბავშვურ „არას”, „არას” და არას”!

იმეორებდა, ჩურჩულებდა ქარის ყვავილი


ბავშვებთან ერთად უიმედო „არას” და „არას”!
ღამით, ვითარცა კატაფალკა ბორბლებზე მდგარი,
მიწასთან ერთად გუგუნებდა, უმეორებდა
სამაროვანებს და საფლავებს – „არა” და „არა”!
და ცხენებიც კი, ო, ცხენებიც იმეორებდნენ
იმავე ძახილს თუ ვედრებას მტკიცე ნალებით,
როს იხილავდნენ სასაფლაოს და ბრუნდებოდნენ
უკან ისე, ვით შორეული ვარსკვლავებიდან.
შორს, ვარსკვლავეთზე, რიჟრაჟების იდუმალება,
დამარცხების დროს ყოფნა მირაჟში,

215
ასე შორია სამყაროსგან და ასე ადრე.

და ქუთუთოებს, ვით ნაპირებს, რომ მიაღწიონ,


ზღვაში ერთმანეთს ეხლებიან ცრემლთა ტალღები.

– ნუ გაჩუმდებით, ილაპარაკეთ! – თქვა კარვახალმა დიდი ხნის დუ-


მილის შემდეგ. რაზეც გინდათ ილაპარაკეთ, ოღონდ ნუ გაჩუმდებით! –
მოდი, თავისუფლებაზე ვილაპარაკოთ, – დაიჩურჩულა სტუდენტმა.
– რა აზრი აქვს? – სიტყვა ჩამოართვა მნათემ. – საპყრობილეში თა-
ვისუფლებაზე ვინ ლაპარაკობს!
– ავადმყოფები ხომ ლაპარაკობენ განკურნებაზე საავადმყოფოში? –
...თავისუფლების არავითარი იმედი არ არის ჩვენთვის, ჩემო მეგობრებო,
– ყრუდ გაისმა მეოთხე ხმა: – ჩვენ უნდა ავიტანოთ ყოველგვარი საშინე-
ლება, სანამ ასე ნებავს ღმერთს. ის მოქალაქეები, რომლებსაც სულით
და გულით უნდოდათ სამშობლოს ბედნიერება, ახლა შორს არიან, ზოგი
სხვის კარზეა ატუზული, მოწყალებას თხოულობს, ზოგი საერთო საფ-
ლავში ლპება. დადგება ისეთი დღეც, როცა ბოროტმოქმედება ისე გაშ-
ლის ფრთებს, რომ ადამიანი ქუჩაში ვეღარ გავა. ხეები ვეღარ იძლევა
ისეთ ნაყოფს, როგორსაც სიმინდი ვეღარ აძღობს, ძილი ვეღარ ახალი-
სებს, წყალი ვეღარ აგრილებს ადამიანს, თანდათან ძნელი ხდება ამ ჰა-
ერით სუნთქვა. წყლულები თესავენ სენს, სენი წყლულებს და შორს აღარ
არის სამყაროს დაღუპვის დღე. დაე, იხილოს თვალმა ჩემმა იგი, იმიტომ
რომ ერი ჩვენი კრულია! ჭექა-ქუხილში ისმის ზეცის ხმა და იგი გვეუბ-
ნება: „არამზადებო! ნაძირალებო! ამაზრზენი უსამართლობის ხელშემ-
წყობებო!” ციხის კედლები ავსულთა ტყვიით განგმირული ასობით ადა-
მიანის ტვინითაა მოსვრილი, სასახლის მარმარილო უდანაშაულოთა
სისხლითაა მორწყული. საით მივაპყრათ თვალნი ჩვენნი თავისუფლების
ძიებაში?
მნათე:

216
– უფლისაკენ. იგი ყოვლისშემძლეა!
სტუდენტი:
– რისთვის მივაპყრათ მას თვალი, თუკი არ გვაძლევს პასუხს?.. მნა-
თე:
– მაშასადამე, ასეთია მისი უწმინდესი ნება...
– სტუდენტი:
– სამწუხაროა, სამწუხარო!
მესამე ხმა:
– ილაპარაკეთ, ნუ გაჩუმდებით, თუ ღმერთი გწამთ. სიჩუმე მაფ-
რთხობს, მეშინია. ასე მგონია, წყვდიადიდან ჩემკენ ვიღაც იწვდის ხელს,
რომ ყელში წამიჭიროს და მიმახრჩოს.
– სჯობს ვილოცოთ!..
მნათეს ხმამ ქრისტიანული მორჩილება მოჰფინა საკანს. თვით კარ-
ვახალმაც კი, თავის უბანში ანაფორის მოძულედ, ჭეშმარიტად ლიბერა-
ლად რომ ითვლებოდა, დაიჩურჩულა:
– ვილოცოთ!
– რას ნიშნავს „ვილოცოთ”? არ უნდა ვილოცოთ, არა, – მტკიცედ
თქვა სტუდენტმა, – მოდით, ჩამოვგლიჯოთ ეს კარი და მოვახდინოთ რე-
ვოლუცია!
ვიღაცის ხელები, სტუდენტი ვერ ხედავდა, ვისი ხელები იყო, მაგრად
შემოეჭდო და მან იგრძნო ცრემლით დასველებული წვერის ჩხვლეტა
ღაწვზე.
– კოლეჯის ბებერო მასწავლებელო, სან ხოსე დე ლოს ინფანტესო,
ახლა კი შეგიძლია მშვიდად მოკვდე. ყველაფერი დაკარგული არ არის იმ
ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდობა ასეთ სიტყვებს ამბობს. მესამე ხმა:
– ილაპარაკეთ, ნუ გაჩუმდებით, თუ ღმერთი გწამთ!..

217
XXIX
სამხედრო ტრიბუნალი

ეუსებიო კანალესისა და აბელ კარვახალის საბრალმდებლო საქმე


თანდათან იბერებოდა, ემატებოდა დანაშაულის დამამტკიცებელი საბუ-
თები და ბოლოს იმდენი დაგროვდა, რომ ერთი ამოსუნთქვით შეუძლე-
ბელი იყო მისი წაკითხვა. კანალესსა და კარვახალს ბრალად ედებოდა
მეამბოხეობა, სამშობლოს ღალატი. თოთხმეტმა მოწმემ ფიცქვეშ გამო-
აცხადა, რომ ოცდაერთ აპრილს, ღამით, ღვთის პორტალთან, სადაც ისი-
ნი, ჩვეულებისამებრ, ივანებდნენ, რადგან სხვა თავშესაფარი არა ჰქონ-
დათ, ნახეს, როგორ დაესხნენ ლიცენციატი აბელ კარვახალი და გენერა-
ლი ეუსებიო კანალესი ვიღაც სამხედროს, რომელიც შემდგომ პოლკოვ-
ნიკი პარალეს სონრიენტე გამოდგა და დაახრჩვეს იგი. მიუხედავად იმი-
სა, რომ პოლკოვნიკი თავს იცავდა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძო-
და, მაინც ვერ გაუმკლავდა ორ მტერს. მოწმეები იმასაც ამტკიცებდნენ,
თითქოს პოლკოვნიკის მოკვლის შემდეგ აბელ კარვახალმა ასეთი სიტ-
ყვებით მიმართა გენერალს: „ახლა, როცა გზიდან ჩამოვიშორეთ „მხედა-
რი”, ყაზარმების უფროსებს შეუძლიათ იარაღი ჩაგვაბარონ და თქვენ
უმაღლეს მთავარსარდლად გცნონ. ჩქარა წავიდეთ, თორემ საცაა ირიჟ-
რაჟებს. შევატყობინოთ იმათ, ვინც ჩემს სახლში გველის, რომ უნდა და-
ვაპატიმროთ და მოვკლათ რესპუბლიკის პრეზიდენტი და შევქმნათ ახა-
ლი მთავრობა”.
კარვახალი გაოცებული იყო. საქმის ყოველი გვერდი სიურპრიზს
სთავაზობდა. ყველაფერი, რასაც იგი კითხულობდა, ნამდვილად სასაცი-
ლო იყო, მაგრამ მის მდგომარეობაში განა ადამიანს შეეძლო სიცილი. და
იგი ისევ კითხულობდა, ბნელ ეზოში გამავალი პანია სარკმლიდან შემო-
ჟონილ შუქზე. ეს საკანი სიკვდილმისჯილთათვის იყო განკუთვნილი. იმ
ღამეს იყო დანიშნული სამხედრო ტრიბუნალის სხდომა განაჩენის გამო-
სატანად და იმ საკანში იმიტომ გადაიყვანეს, რომ საქმეს გასცნობოდა

218
და თავდასაცავად სიტყვა მოემზადებინა. დრო იწურებოდა. კარვახალს
აძაგძაგებდა, აზრი ვერ გამოჰქონდა წაკითხულიდან, გაფაციცებით
ფურცლავდა საქმეს, ბინდი ყლაპავდა პწკარებს და ამის გამო უფრო ღე-
ლავდა. ბოლომდე მაინც ვერ ჩაიკითხა ის უდიდესი ნაწარმოები. მზე ჩა-
ვიდა, თან წაიღო შუქი. ცის მნათობის გაქრობამ სასოება წაართვა, თვა-
ლი დაებურა, ამაოდ ცდილობდა გვერდების ნომრების გარჩევას, ღამე
მელნის მუქი ლაქასავით იღვრებოდა ფურცლებზე, ილაჯგაწყვეტილი
ტუსაღი თავით დაემხო მძიმე ფოლიანტზე, რომელიც მას წასაკითხად კი
არ მისცეს, ქვასავით გამოაბეს კისერზე უფსკრულში გადაგდების წინ.
ციხის ეზოს ლაბირინთებიდან რიგითი ბოროტმოქმედების ბორკილთ
ჟღარუნი ისმოდა, საიდანღაც შორიდან კი, ქალაქის ქუჩებიდან, ბორ-
ბლების გამაყრუებელი რახრახი სწვდებოდა მის ყურს.
– ღმერთო ძლიერო! ჩემს გათოშილ სხეულს უფრო მეტი სითბო, ჩემს
თვალებს უფრო მეტი შუქი სჭირდებოდა, ვიდრე იმათ სხეულსა და თვა-
ლებს, ვინც ახლა მზის შუქით დაფერილ ნახევარსფეროშია. იმათ რომ
იცოდნენ ჩემი უბედურება, უფრო მოწყალენი იქნებიან, უფალო, ვიდრე
შენა ხარ, დამიბრუნებდნენ მზეს, რომ ბოლომდე ჩამეკითხა...
ფურცლავდა, ითვლიდა დარჩენილ გვერდებს. ოთხმოცდათერთმე-
ტი... ბრმასავით უცაცუნებდა თითის წვერებს მსხვილი შრიფტით ნაბეჭდ
სათაურებს, ცდილობდა ასოების გარჩევას.
წინა ღამით პოლიციის მეორე განყოფილებიდან დახურული კარე-
ტით გადაიყვანეს ცენტრალურ საპყრობილეში, თან შეიარაღებული
ბადრაგი ახლდა. ისე გაუხარდა გარეთ გასვლა, ქუჩის ხმაურის გაგონება,
რომ წამით თავში გაუელვა, შინ მივყავარო, მაგრამ ეს სიტყვები უმალ
მწუხარედ მოკუმულ ბაგეზე შეეყინა, ცრემლში გაუდნა გაელვებული
იმედის სხივი.
პოლიციელებისკენ მიდიოდა საქაღალდით ხელში. საქაღალდეში მი-
სი საბრალმდებლო საქმე იდო. პოლიციელებმა საქმე ჩამოართვეს, სიტ-
ყვა არ უთქვამთ, ხელისკვრით შეაგდეს იმ ოთაში, სადაც სხდომა ჰქონდა

219
სამხედრო ტრიბუნალს, რომლის შემადგენლობაში სამხედრო მაღალი
წოდების პირები შედიოდნენ.
– ბატონო თავმჯდომარევ, მომისმინეთ, – აჩქარებით მიმართა აბელ
კარვახალმა გენერალს, ყოვლად ძლიერი ტრიბუნალის თავმჯდომარეს,
– როგორ უნდა დავიცვა თავი, როცა საბრალმდებლო საქმის ბოლომდე
წაკითხვის საშუალება არ მომცეს?
– ვერაფრით დაგეხმარებით, – მიუგო გენერალმა, – პროცესუალური
ვადები ძალზე მოკლეა, დრო მიდის და საქმის გაჭიანურება არ შეგვიძ-
ლია, არც არის საჭირო, რადგან ჩვენ იმისთვის მოგვიხმეს აქ, რომ მალე
დავაღწიოთ თავი ამ დავიდარაბას.
რაც შემდეგ მოხდა, კარვახალს სიზმარი ეგონა: სანახევროდ – საქმის
გარჩევა, სანახევროდ – კომედია-ბუფი. იგი მთავარი მოქმედი პირი იყო,
შესცქეროდა მსაჯულებს, ბალანსირებდა სიკვდილის მავთულზე, უგუ-
ლო მტრების მიერ ანაზდად დატყვევებული. შიშს მაინც არ გრძნობდა,
არაფერს არა გრძნობდა, მღელვარება ჩაცხრა გახევებული გარსის ქვეშ.
შეიძლებოდა გულადადაც ჩაეთვალათ. ტრიბუნალის მაგიდას, როგორც
წესდებითაა დადგენილი, დროშა ეფარა. სამხედრო მუნდირები, ოქმების
ხმამაღლა კითხვა, ურიცხვი ოქმის, მოწმეებისთვის ფიცის ჩამორთმევა,
მაგიდაზე გადაფარებულ დროშაზე ქვასავით იდო სამხედრო კოდექსი.
მაწანწალები მოწმეთა სკამზე ისხდნენ. კოჭლს თმა საგულდაგულოდ გა-
დაესლიქა, უკბილო პირზე მთვრალის ნეტარი ღიმილი დასთამაშებდა,
გაფაციცებული უგდებდა ყურს, რასაც კითხულობდნენ და თავმჯდომა-
რის ყოველ მოძრაობას თვალს ადევნებდა. სალვადორ ვეფხვი გორილის
ღირსებით უსმენდა პროცესს, ხან მიჭყლეტილ ცხვირს იჩიჩქნიდა, ხან –
ჩამპალ კბილებს და ერთი ყურიდან მეორემდე გახლეჩილ, მოფლაშულ
პირს აფჩენდა. მაღალი, ძვალმსხვილი, მოქუშული ქვრივი, შევარდნილი
ყბებით, ჩაცვენილი თვალის ფოსოებით თავის ქალას ჰგავდა, ერთთავად
უღიმოდა ტრიბუნალის წევრებს, ლულო-ფუთა, ჩასქელებული, სახედა-

220
ნაოჭებული ბაჯაჯგუნა, ცვალებადი ბუნების კაცი, ერთ წუთს რომ იცი-
ნოდა, მეორე წუთში გააფთრებული იყო, ამწუთს აღტაცებული, მეორე
წუთს აღშფოთებული, ახლა თვალდახუჭული იჯდა, თითებით ყურებს
იცობდა, დაინახეთ ყველამ, რომ გაგონებაც არ მინდა იმისა, რასაც აქ
ლაპარაკობენო. თავის განუყრელ სერთუკში გამოწყობილი დონ ხუანი,
მეტსახელად მოკლე სერთუკს რომ ეძახდნენ, სუფთა, დარბაისლური იე-
რის კაცი, ბურჟუაზიული ოჯახიდან გამოსულს ჰგავდა ჩაცმულობით:
ფართო, წითელკოპლებიანი ჰალსტუხი, ლაქის ქუსლმოქცეული ფეხსაც-
მელი, ქაღალდის მანჟეტები, პერანგის გახამებული გულისპირი შიშველ
ტანზე და ჭილის ქუდი. სწორედ ეს ჭილის ქუდი (და სიყრუე) ერთგვარ
ელეგანტურობას აძლევდა. დონ ხუანს არაფერი ესმოდა და დარბაზის
კედელთან ჩამწკრივებულ, ერთიმეორისგან ორი ნაბიჯით დაშორებულ
ჯარისკაცებს ითვლიდა. მის გვერდით მჯდარ რიკარდო მუსიკოსს ჭრელი
ხილაბანდით ისე ჰქონდა თავი წაკრული, რომ ნახევარ სახესაც უფარავ-
და, მარტო აჭარხლებული ცხვირი და ზინზლიანი, ცოცხივით გაფშეკილი
წვერი მოუჩანდა, იგი თავის თავს ელაპარაკებოდა, თან ვეება მუცელზე
აცქერდებოდა ყრუ-მუნჯს, პირიდან, რომ დორბლი ჩამოსდიოდა და
სკამზე ეწვეთებოდა, თან მარცხენა გვერდს იქექავდა, ტილებს იჭერდა.
ყრუ-მუნჯის უკან მჯდარ ცალყურა ზანგ პერეკეს თავი ღამის ჭურჭელს
მიუგავდა, ზანგის გვერდით წამოჭიმული გამხმარი, დაბრეცილი, ულვა-
შა, ჩიკა ქვეშაფსია ძველი ლეიბის სუნად ყარდა.
პროცესუალური მასალის წაკითხვის შემდეგ წამოდგა ბრალმდებე-
ლი, ოფიცერს მოკლედ შეკრეჭილი თმა ჯაგარივით ედგა მუნდირის ძალ-
ზე ფართო საყელოდან ამოშვერილ მუშტისოდენა თავზე. ბრალმდებელ-
მა სასიკვდილო განაჩენი მოითხოვა დამნაშავისათვის. კარვახალმა
კვლავ ტრიბუნალის წევრებს მიაპყრო თვალი, ნეტა თუ ესმით, რას აკე-
თებენ, აქვს თუ არა რომელიმეს მოსაზრების უნარი? – ფიქრობდა იგი.
პირველი, ვისაც თვალი თვალში გაუყარა, გალეშილი იყო, დროშაზე უფ-

221
რო მკაფიოდ მოჩანდა მისი ტლანქი, გლეხური ხელები. მთვრალს გვერ-
დით სახეაჭარხლებული ოფიცერი უჯდა. ისიც გადაკრულში იყო, თავ-
მჯდომარე ხომ, ტიპური ალკოჰოლიკი, ძლივს იდგა ფეხზე.
კარვახალმა თავი ვერ დაიცვა, გაჭირვებით ამოღერღა რამდენიმე
სიტყვა, მაგრამ თავისდა სავალალოდ დაინახა, რომ არავინ უსმენდა და
სათქმელი ცომივით მიენება სასაზე.
კარვახალი შეჰყურებდა „დავიდარაბისთვის თავის დასაღწევად” მო-
წოდებულ ამ ტლანქ ეგზეკუტორებს, ოქროთი მოვარაყებული დაშაშხუ-
ლი ხორცის თოჯინებს, თავით ფეხამდე რომ ეღვრებოდათ მაგიდის ლამ-
პიდან ყვითელი შუქის ნაკადი, ამ გომბეშოსთვალებიან ჯამილოკიებს,
რომელთა ჩრდილიც შავ ლაქებად, გველივით წვებოდა ფორთოხლის-
ფერ იატაკზე, შეჰყურებდა ჯარისკაცებს, თავისი ქუდის ღვედებს რომ
წუწნიდნენ, უტყვ ავეჯს, როგორიც დგას იმ სახლში, სადაც ბოროტმოქ-
მედება ხდება და მით უფრო გაუგონარი, გაუგებარი, მიუწვდომელი ეჩ-
ვენებოდა წინასწარ გამოტანილი და დაწერილი განაჩენი.
– განაჩენს გავასაჩივრებ!
ყრუდ, თითქოს აკლდამიდან დაილაპარაკაო, ისე გაისმა აბელ კარვა-
ხალის ხმა.
– სისულელეს ნუ როშავთ, – შეუღრინა პროკურორმა, – არავითარი
ჩივილ-გასაჩივრებები. აქ, ჩვენთან, არავინ შეცდება!
ჭიქა წყალი, ტყვიასავით, უსასრულობასავით მძიმე. მან იგი ასწია
იმიტომ, რომ წინ უსასრულობა გადაეშალა, უშველა იმის ჩაყლაპვა, რის
მოშორებაც უნდოდა თავიდან – სიკვდილის შეგნების, თავისი კვდომის
ფიზიკური შეგრძნების – ტყვიით დამსხვრეული ძვლები, სისხლი სხეულ-
ზე, სიცივეჩამდგარი თვალები, ცივი სამოსი, ცივი მიწა. შიშით დაუშვა
ჭიქა, წამით ჰაერში გაწვდილი დარჩა ხელი, რომ ჭიქა მაგიდაზე არ მი-
ემსხვრია. უარი თქვა შემოთავაზებულ სიგარეტზე, ათრთოლებული თი-
თებით იფხანდა კისერს, მისი თვალები კი, თითქოს მოსწყდა მიტკალი-
ვით გადათეთრებულ მისივე სახეს და თეთრ კედელზე დასრიალებდა.

222
ცოცხალმკვდარი, თვალცრემლიანი, ძალაგამოცლილი გაუყენეს პირ-
ქარით აგუგუნებულ დერეფანს.
– ლიცენციატო, ერთი ყლუპი მოსვი... – შესთავაზა ყანჩისთვალები-
ანმა ლეიტენანტმა.
ბოთლი პირთან მიიტანა და მოსვა.
– ლეიტენანტო, – გაისმა სიბნელიდან, – ხვალვე გაიგზავნებით ბატა-
რეაზე. ხომ იცით, ნაბრძანებია: არავითარი შეღავათები პოლიტიკური
პატიმრებისთვის.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და იგი ჩამარხეს მიწისქვეშა საკანში – სამი
მეტრი სიგრძე, ორ-ნახევარი სიგანე, – სადაც უკვე იმყოფებოდა თორმე-
ტი სიკვდილმისჯილი, გაუნძრევლად რომ იდგნენ სიბნელეში სარდინე-
ბივით ერთმანეთს მიტყუპებულები, პირდაპირ ფეხზე მდგომები იკმაყო-
ფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებას, ფეხით ზელდნენ ექსკრემენ-
ტებს. კარვახალი მეცამეტე იყო. ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ამ სულ-
თმობრძავი ადამიანების სუნთქვამ აავსო მიწისქვეშეთის სიჩუმე, რო-
მელსაც მხოლოდ შორიდან მონადენი, ცოცხლად ამოქოლილი ადამია-
ნის ბღავილი არღვევდა.
კარვახალმა რამდენჯერმე დაიჭირა თავი იმაზე, რომ შეუცნობლად
ითვლიდა იმ უბედურის ყოველ წამოყვირებას, ვისაც წყურვილით სიკ-
ვდილი ჰქონდა მისჯილი... სამოცდაორი!.. სამოცდასამი!.. სამოცდაოთ-
ხი!..
ფეხით აზელილი ექსკრემენტების სიმყრალემ და უჰაერობამ მთლად
გამოაცალა კარვახალს თავშეკავების უნარი და იგი სასოწარკვეთილე-
ბის ჯოჯოხეთურ უფსკრულში გადაეშვა, მოსწყდა იმ თორმეტ სიკვდილ-
მისჯილს და ცოცხლად ამოქოლილის ყვირილს უგდებდა ყურს.
ჩაჟამებულ-ჩაყვითლებული ლუსიო ვასკესი მიწისქვეშა საკნების
კედლის გასწვრივ მიმოდიოდა, ფრჩხილები და თვალები მუხის გამხმარი
ფოთლისფერი ჰქონდა. ამ თავის განუზომელ უბედურებაში მხოლოდ
იმაზე ფიქრი ამხნევებდა, რომ ადრე თუ გვიან შურს იძიებდა ხენარო

223
როდასზე, ვისაც თავისი უბედურების მიზეზად თვლიდა. ამ ბუნდოვანი
იმედით ცოცხლობდა, ბადაგივით შავი და ტკბილი იმედით. გინდაც მთე-
ლი საუკუნე დასჭირვებოდა ლოდინი, მოითმენდა, ოღონდ კი შური ეძია,
– ისეთი ბნელი ღამე დააწვა სულზე, წყვდიადში მცოცავი მატლის სულ-
ზე, – რომ მხოლოდ დანის, ამ დანით გაფატრული მუცლის, ღია ჭრილო-
ბის წარმოდგენა ჰგვრიდა შვებას, უშოშმინებდა ბოროტ სულს. სიცივით
დაკრუნჩხულ თითებს კუმშავდა, ერთ ადგილზე გარინდებული, ყვითე-
ლი ჭუჭყისგან შექმნილი მატლი, ტკბებოდა შურისძიების წარმოდგენით.
უნდა მოკლას! უნდა აკუწოს! და თითქოს მტერი გვერდით ჰყავსო,
ჩრდილს წაეპოტინებოდა, ხელისგულზე გრძნობდა დანის ყინულივით
ცივი ტარის შეხებას და როგორც შმაგი აჩრდილი, აზრით თავს ესხმოდა
როდასს.
ამოქოლილის ბღავილმა შეაკრთო:
– პერ დიო, პერ ფავორი10... წყალი, წყალი ტინეტისათვის! წყალი!
წყალი! პერ დიო, პერ ფავორი!.. წყა-ლი, წყა-ლი-ი-ი! პერ დიო, პერ ფა-
ვორი!.. ამოქოლილი კარზე აბრახუნებდა. კარი გარედან აგურით იყო
ამოშენებული, ეხეთქებოდა კედლებს, ასკდებოდა იატაკს.
– წყალი! წყალი! წყალი ტინეტისათვის! პერ დიო, პერ ფავორი! წყა-
ლი! პერ დიო, წყალი! წყალი ტინეტისათვის.
მისი გოდება ჩაქუჩივით სცემდა თავში ტუსაღებს: „წყალი ტინეტი-
სათვის!” პატიმრების მეთვალყურე ჩოფურა ჩინელი ერთი საუკუნიდან
მეორეში გადადიოდა, როგორც სიცოცხლის უკანასკნელი სუნთქვა. არ-
სებობდა თუ არა სინამდვილეში ეს უცნაური, ნახევრად რეალური არსე-
ბა? იქნებ საერთო ჰალუცინაციის ნაყოფი იყო მხოლოდ?
ექსკრემენტებში ფეხის ჭყაპუნი და ამოქოლილის შემზარავი გოდება
ჭკუაზე შლიდა სასიკვდილოდ განწირულებს და უთუოდ, უთუოდ ეს კე-
თილი ანგელოზი მხოლოდ ელანდებოდათ.

10
თუ ღმერთი გწამთ, შემიბრალეთ.
224
წყალი ტინეტისათვის! წყალი! პერ დიო, პერ ფავორი!.. წყალი! წყა-
ლი! წყალი!
ჯარისკაცები სანდლების ბრაგუნით მიდი-მოდიოდნენ ციხის პანელ-
ზე, ზოგი მათგანი ხარხარით ეძახდა ამოქოლილს:
– ტიროლელო, ეი, ტიროლელო!.. რად წაბილწე ადამიანივით მოლა-
პარაკე თუთიყუში?
– წყალი, პერ დიო, პერ ფავორი! სენიორებო, წყალი!
ლუსიო ვასკესი კბილებით ფქვავდა შურისძიების სურვილს, და იტა-
ლიელის ბღავილს, ერთიც და მეორეც ჰაერში წყურვილს ავრცელებდა,
შაქრის ლერწმის კოპტონივით მშრალსა და მხუთავს. გაისმა ზათქი, ვას-
კესი შეკრთა, სული შეუგუბდა, ტანში სიცივემ დაუარა. ხალხს ხვრეტ-
დნენ. დაახლოებით დილის სამი საათი იქნებოდა.

XXX
ჯვრისწერა „IN EXTREMIS“11

– მეზობლებს ვიღაც უკვდებათ!


ყოველი სახლიდან გამოდიოდა შინაბერა.
– მეზობლებს ვიღაც უკვდებათ!
„ორასის სახლიდანაც”12 გამოვიდა შინაბერა, სახით ახალწვეულს
ჰგავდა, მანერებით კი – დიპლომატს, პეტრონილა ერქვა, შნო და ლაზა-
თი ღმერთს მისთვის არ მიემადლებინა და იგი ლამაზ სახელზე – ბერტა-
ზე – ოცნებობდა. იმავე სახლიდან ძველებურ, შავ კაბაში გამოწყობილი
ქალიც გამოვიდა, გამოთაყვანებულს ჰგავდა, პეტრონილას მეგობარი
იყო, სახელად სილვია დაენათლებინათ. გამობრძანდა სილვიას ნაცნობი
ენგრასიაც, საათის ძეწკვი ყულფივით ევლებოდა ყელზე, კორსეტი აბჯა-
რივით უბოჭავდა სხეულს, ვიწრო ფეხსაცმელი დაკოჟრილ თითებზე

11
უკანასკნელ წუთში, გამოუვალ მდგომარეობაში (ლათ.)
12
უპატრონო მოხუც ქალთა თავშესაფარი
225
აჭერდა. მათ ფეხდაფეხ მიჰყვა სილვიას ბიძაშვილი და მხარის მიმცემი
ყოველგვარ საქმეში, გველივით თავწაწვრილებული, წვივმაღალი,
ტლანქი, მამაკაცური ქალი, ნიადაგ რომ ჰოროსკოპით ნაწინასწარმეტ-
ყველებ უბედურებაზე ლაპარაკობდა, ან ახალი კომეტების გამოჩენაზე,
ანტიქრისტეს გამოცხადებასა და ისეთი დროების დადგომაზე, როდესაც,
თანახმად წინასწარმეტყველებისა, კაცები ხეებზე აძვრებოდნენ აღგზნე-
ბული ქალებისაგან თავის დასაცავად, მაგრამ იქაც არ დაასვენებდნენ
მათ ქალები, თვითონაც აბობღდებოდნენ ხეებზე მამაკაცების ძირს ჩა-
მოსარეკად.
მეზობელს ვიღაც უკვდება! რა სიხარულია! არა, ასე კი არ ფიქრობ-
დნენ ის ქალები, მაგრამ ბაგე უნებლიეთ ერხეოდათ, ლოცავდნენ შემ-
თხვევას, რომლის წყალობითაც მაკრატელს ლაღად გაათამაშებდნენ
ქსოვილზე და თავიანთი ზომის კაბის შესაკერ ნაჭერს მოიტოვებდნენ.
მგუდავი ელოდა მათ.
– ჩემი დები მზად არიან, – მოკლედ მოახსენა იმან, ვინც „ორასის
სახლიდან” მოვიდა, ზედმეტი ახსნა-განმარტება არ დაუწყია. – თუ კა-
ბების შეკერვა გინდათ, მე მზადა ვარ, – უთხრა მგუდავს სილვიამ.
კორსეტით მოგუდულმა ენგრასია-ენგრასიტამ, ხან რომ ოდეკოლო-
ნის სუნს აფრქვევდა, ხან ხაშისა, გაჭირვებით ამოღერღა:
– სულის შესანდობარს წავიკითხავ, როცა ავადმყოფთან ჩემი ყოფნის
დრო მიიწურება. უბედურება ხომ განუზომელია.
შეჯგუფებულები ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, ცდილობდნენ არ და-
ეფრთხოთ სიჩუმე, სამკურნალოდ ნაკმევი ბალახების კვამლივით რომ
ბურავდა ავადმყოფის საწოლს და ხელი არ შეეშალათ სასთუმალთან
დღედაღამ ლოცვად მდგარი სენიორისთვის. რა მიმზიდველი სენიორია.
მეტისმეტად მიმზიდველი. ფეხის წვერებზე უახლოვდებოდნენ საწოლს,
მათ უფრო სენიორის სახის დანახვა აინტერესებდათ, ვიდრე იმის გაგება,
თუ როგორ იყო ავადმყოფი, გრძელწამწამა აჩრდილი, გამწლიკული ყე-
ლით, აბურდული თმით და რაკი ეჭვი ჰქონდათ, სწორედ აქ არის ძაღლის

226
თავი დამარხულიო, განა ასე არ არის? მომეტებულ ღვთისმოსაობაში
მუდამ იმალება რაღაც. ქალებმა მანამდე ვერ მოისვენეს, სანამ სამიკიტ-
ნოს პატრონი ქალი არ აალაპარაკეს. არ დასტყუეს, რომ მშვენიერი სე-
ნიორი მომაკვდავი ქალიშვილის საქმრო იყო, საყვარელი არსება!.. თურ-
მე რა ყოფილა! მაშასადამე, მისი საქმროა! ყველა ერთთავად იმეორებდა
ამ ოქროს სიტყვას – საქმრო, ყველა, გარდა სილვიასი. როგორც კი სილ-
ვიამ გაიგო, რომ კამილა გენერალი კანალესის ასული იყო, რაღაც მო-
იმიზეზა და უმალ გაქრა სამიკიტნოდან. მთავრობის მტრებს არ მოუვ-
ლის, არა, ესღა აკლია! იმ სენიორს უყვარს ქალიშვილი, ძალიან უყვარს,
ამავე დროს, სენიორ პრეზიდენტის ერთგულიცაა, – ამბობდა იგი თავის-
თვის, – მაგრამ მე ჩემი ძმის და ვარ, ჩემი ძმა კი დეპუტატია და იმ ქა-
ლიშვილის მოვლით, შეიძლება უსიამოვნება მივაყენო. ღმერთმა დამი-
ფაროს!..
მიდიოდა ქუჩაში და იმეორებდა: „ღმერთმა დამიფაროს!”
კარა დე ანხელი ვერ ამჩნევდა შინაბერებს, გულმოწყალების ვალს
რომ იხდიდნენ, აკითხავდნენ ავადმყოფს და საქმროს გართობასაც კი
ცდილობდნენ, მაგრამ საქმროს არ ესმოდა, რას ეუბნებოდნენ, ისე უხდი-
და მადლობას, სიტყვები, სიტყვები. არა, არაფერი არ ესმოდა კამილას
მონოტონური, შესაბრალისი კვნესის გარდა. ქალები მხურვალედ არ-
თმევდნენ ხელს, მაგრამ დარდით დათრგუნვილი მიგელი ვერაფრით ვერ
პასუხობდა თანაგრძნობაზე. ტანში სიცივე უვლიდა, ეჩვენებოდა, რომ
კოკისპირულად წვიმს და ხელ-ფეხი უბუჟდება, თითქოს უჩინარი აჩ-
რდილები ატრიალებდნენ ყოფიერებაზე ვრცელ სამყაროში, სადაც ჰა-
ერი თავისთვისაა, შუქი – თავისთვის, ჩრდილი – თავისთვის, ყველაფერი
– თავ-თავისთვის.
ექიმის მოსვლამ შეაწყვეტინა ფიქრი.
– მაშ ასე, ექიმო...
– სასწაული იქნება, თუ გადარჩა. მხოლოდ სასწაულის იმედი გქონ-
დეთ.

227
– თქვენ ხომ ივლით, ექიმო?
მგუდავს წუთი არა ჰქონდა თავისუფალი, მაგრამ დროის ჯიბრზე
ყველაფრის გაკეთებას ასწრებდა: მეზობლებს სარეცხს ურეცხავდა, დი-
ლაადრიანად ჩაალბობდა თეთრეულს, მერე ციხეში გარბოდა, ვასკესის-
თვის მიჰქონდა საჭმელი, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვერ გაიგო,
სად იყო იგი ან რა ბედი ენია. ციხიდან დაბრუნებული გარეცხავდა სა-
რეცხს, გაავლებდა და გაფენდა გასაშრობად. სანამ სარეცხი შრებოდა,
ოჯახს დაუტრიალდებოდა: უნდა ეჭმია ავადმყოფისთვის, წმინდანთა
გამოსახულებების წინ დაენთო სანთლები, კარა დე ანხელისთვისაც და-
ეძალებინა საჭმელი, დახვედროდა ექიმს, გაქცეულიყო აფთიაქში, აეტა-
ნა „მონაზვნების”, ასე ეძახდა შინაბერებს, სტუმრობა და წაკინკლავებო-
და ლეიბების სახელოსნოს ბატონ ქალს: „შენი ლეიბებიდან ვერავინ ად-
გება ტანდაულილავებლად! – უყვიროდა იგი თავისი სახლის ზღურბლი-
დან მეზობელს, თან ხელს ისე იქნევდა, თითქოს აბეზარ ბუზებს იგერი-
ებსო: „ღიპიანი ბენძღიც კი არ იყიდის შენს ლეიბს!” – მხოლოდ სასწაუ-
ლის იმედი გქონდეთ!
კარა დე ანხელი იმეორებდა ექიმის სიტყვებს. სასწაული მარადიული
გარდამავლობის თვითნებობაა, შეუცნობლის ტრიუმფია, აბსოლუტური
არარაობაა ადამიანისა. უნდოდა ყვირილით შევედრებოდა ღმერთს,
სასწაული მოახდინეო, რადგან რეალური სამყარო ხელიდან უსხლტებო-
და – ურგები, მტრული, მერყევი სამყარო, თავის არსებობას რომ არ
ამართლებდა.
წუთი წუთზე ელოდნენ აღსასრულს. ძაღლის ყმუილის გაგონებაზე
ან ტაძრის ზარების გუგუნზე, მეზობლები პირჯვარს იწერდნენ და ოხ-
ვრით ამბობდნენ: „მოისვენა საცოდავმა”, „დაუდგა ჟამი!”, „ცოდოა საქ-
მრო! რას იზამ, ასეთი ყოფილა ნება ღვთისა! აი, რა მოგველის ჩვენც!”

228
პეტრონილამ ერთ კაცს უამბო კამილას ამბავი. ის კაცი ასწავლიდა ინ-
გლისურ ენას და კიდევ სხვა საოცარ საგნებს, ამიტომ ყველა თიჩერს!13
ეძახდა. პეტრონილას აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა კამილას გა-
დარჩენა მაგიური საშუალებებით, ეს კი თიჩერს უნდა სცოდნოდა, რად-
გან მთელ თავისუფალ დროს თეოსოფიის, სპირიტიზმის, შავი მაგიის, ას-
ტროლოგიის, ჰიპნოტიზმისა და ოკულტური მეცნიერების შესწავლას ან-
დომებდა. ხელსაწყოს გამომგონებელიც იყო. მის მიერ შექმნილ ხელსაწ-
ყოს მოჩვენებებიან სახლებში დამალული განძეულობის მიკვლევა შეეძ-
ლო და „ჯადოსნურ ჭურჭელს” უწოდებდნენ. თიჩერს არ შეეძლო იმის
ახსნა, თუ რატომ იზიდავდა ყოველივე გამოუცნობი.
სიყმაწვილიდან უყვარდა ეკლესია, მაგრამ ერთი ძლიერი ნებისყო-
ფისა და დიდი გამოცდილების მქონე ქალი სწორედ მაშინ ჩაერია მის
ცხოვრებაში, როცა მღვდლად კურთხევას აპირებდა და საქმე იმით დამ-
თავრდა, რომ მან ანაფორა ლურსმანზე ჩამოკიდა. მაინც ბოლომდე შერ-
ჩა ღვთისმოსაური ჩვევები, უცნაურობანი, ვერც ოჯახს მოეკიდა. სემი-
ნარიიდან კომერციულ სკოლაში გადავიდა და რასაკვირველია, წარჩი-
ნებით დაამთავრებდა სკოლას, ბუღალტერიის მასწავლებელს რომ არ
გაქცეოდა. მასწავლებელს გაგიჟებით შეუყვარდა მოწაფე. შრომამ გა-
უშალა თავისი გამურული მკლავები და გულში ჩაიკრა ჭაბუკი. მჭედლის
მძიმე შრომამ საბერველთან დააყენა, მაგრამ შრომას შეუჩვეველმა,
სუსტმა ჭაბუკმა ვერ გაუძლო, მალე მიატოვა ეს საქმე. ანდა, რად უნდა
ეშრომა მდიდარი მანდილოსნოს ძმისწულს. მანდილოსანს უნდოდა ეკ-
ლესიის მსახური გამხდარიყო იგი, რადგან ბევრს მისცემდნენ თუ ცოტას
ეკლესიას თავიანთი მსახურები, იგი მაინც მუდამ კეთილი დიასახლისი
იქნებოდა მათთვის. „დაუბრუნდი ეკლესიის წმინდა კალთას, – ურჩევდა
იგი, – ტყუილად ნუ კარგავ დროს. ნუთუ ვერა ხედავ, რომ საერო საქმის-
თვის არა ხარ მოწოდებული? დიდ ნიჭს მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნი,

13
მასწავლებელი (ინგლ.)
229
უსუსურიც ხარ ახალშობილი კრავივით. შენ ხომ ყველაფერი სცადე და
დარწმუნდი, რომ არც სამხედრო კარიერა გიზიდავს, არც მუსიკა... თუ
წმინდა მამობა არ გინდა, მასწავლებლობას მიჰყავი ხელი. ასწავლე ინ-
გლისური ენა. რაკი ღმერთმა თავის რჩეულად არ გცნო, შენ აირჩიე ბავ-
შვები. ინგლისური ენა უფრო იოლია, უფრო საჭირო, ვიდრე ლათინური,
თანაც, თუ გაკვეთილზე რამე შეგეშალა, ბავშვები იფიქრებენ, ალბათ ინ-
გლისურად ასე უნდა ითქვასო”.
პეტრონილამ ხმადაბლა განაგრძო, ასე იცოდა, როცა სულსა და გულს
აქსოვდა სიტყვებს:
– საქმრო აღმერთებს სენიორიტას, თიჩერ. მართალია, მოიტაცა იგი,
მაგრამ ეთაყვანება, ელოლიავება, სასოებით მოელის იმ წუთს, როცა ეკ-
ლესია აკურთხებს მათ მარადიულ კავშირს. ასეთი რამ ხშირად არ ხდე-
ბა...
– მით უფრო, ჩვენს დროში, ჩემო შვილო! – დაუმატა ვარდების თა-
იგულით ოთახში შემოსულმა აწოწილმა ქალმა, ყველაზე მაღალი რომ
იყო „ორასის სახლეულებში”.
– საქმრო და როგორი საქმრო, თიჩერ, ზედ დაჰკანკალებს. დარწმუ-
ნებული ვარ, იგი კამილასთან ერთად დალევს სულს.
– თქვენ ამბობთ, პეტრონილა, – დინჯად დაიწყო თიჩერმა, – რომ სე-
ნიორ მედიკოსებმა გამოაცხადეს, შეუძლებელია მისი გადარჩენაო? –
დიახ, თიჩერ, სამჯერ გაიმეორეს, უიმედოა, განწირულიაო. – თქვენ კი,
ნილა, ამბობთ, რომ მხოლოდ სასწაული გადაარჩენს? – დიახ, სენიორ...
საბრალო საქმრო, რა დღეშია, გული ეფლითება... – თუ ასეა, მაშინ მე
ვიცი, რაც უნდა ვქნა: ჩვენ მოვახდენთ სასწაულს. სიკვდილს მხოლოდ
სიყვარული უპირისპირდება, რადგან ორივე ერთნაირად ძლიერია, რო-
გორც ეს „ქებათა ქებაშია” ნათქვამი. და თუ მართალია, რომ საქმროს
სენიორიტა გაგიჟებით უყვარს, როგორც თქვენ ამბობთ, პეტრონილა, მე
მინდა ვთქვა, უყვარს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ესე იგი, ცო-
ლად აპირებს მის შერთვას, მაშინ შეუძლია ქალიშვილის გადარჩენა, თუ

230
გაბედავს და მომაკვდავზე დაიწერს ჯვარს, რამაც, ჩემი თეორიის მიხედ-
ვით, კალმით მყნობის თეორიაზე მოგახსენებთ, უნდა უშველოს ქალიშ-
ვილს. პეტრონილას სიხარულით კინაღამ გული წაუვიდა, მკერდზე მი-
ესვენა თიჩერს. მერე მთელი სახლი ფეხზე დააყენა, გაიქცა მგუდავთან
და დაავალა, სასწრაფოდ მოიწვიეთ მღვდელიო. იმავე დღეს დააწერეს
ჯვარი ბურუსით მოცული მომავლის ზღურბლთან მდგარ კამილასა და
კარა დე ანხელს. სპილოს ძვლის დანასავით ცივი, გრძელი, ჩამომდნარი
ხელი თავის მხურვალე ხელში ეჭირა კარა დე ანხელს, სანამ ღვთის მსა-
ხური ლათინურ ენაზე ღვთაებრივ ლოცვებს კითხულობდა. ჯვრისწერას
დაესწრნენ შინაბერები „ორასის სახლიდან”, ენგრასია და შავ კოსტიუმ-
ში გამოწყობილი თიჩერი, რომელმაც ცერემონიის დამთავრების შემდეგ
წამოიძახა:
– Make thee another self, for love of me...!14

XXXI
ყინულის გუშაგები

ციხის შესასვლელში მცველთა ხიშტები ბზინავდა. მცველები ერთი-


მეორის პირდაპირ ისე ისხდნენ, თითქოს მატარებლის ბნელ ვაგონში
არიანო. უწყვეტ ნაკადად მიმავალ ეტლებს ერთი გამოეყო და შედგა. მე-
ეტლე გადაიხარა, სადავე მოჭიმა, ხან მარჯვნივ გადაქანდა, ხან მარ-
ცხნივ, თან გამწარებული იწყევლებოდა, ცოტაც და გადავბრუნდებოდი-
თო. საზიზღარი შენობის მაღალ, გლუვ კედლებზე ასხლტა ძელურათი
ცოცხლად გატყავებული თვლების ღრჭიალი და ღიპიანი კაცი, მოკლე
ფეხებს ძლივს რომ უწვდენდა მიწას – ფრთხილად ჩამოვიდა ეტლიდან.
მეეტლემ იგრძნო, როგორ შექანდა სამხედრო პროკურორის სიმძიმისგან

1414
გარდაიქმენ ჩემი სიყვარულის გამო!.. (ინგლ.)
231
განთავისუფლებული ეტლი, გამშრალი ტუჩები მოუჭირა ჩამქრალ სიგა-
რეტს – რა კარგია ცხენებთან მარტო ყოფნა! – მოკრიბა სადავე, რომ ეტ-
ლი ვერაგული შიშით გარინდებული ბაღის ღობესთან მიეყენებინა. სწო-
რედ ამ დროს პროკურორს რომელიღაც მანდილოსანი ჩაუვარდა ფეხებ-
ში და შეევედრა, მომისმინეთო. – ადექით, სენიორა! აქ ვერ მოგისმენთ!
არა, არა, ადექით, გეთაყვა... არ გიცნობთ, არ ვიცი, ვინ ბრძანდებით...
– აბელ კარვახალის მეუღლე ვარ...
– ადექით...
ქალმა შეაწყვეტინა:
– დღისით თუ ღამით, განუწყვეტლივ დაგეძებდით, სახლშიც ვიყავი
თქვენთან, და დედათქვენთანაც, კაბინეტშიც, მაგრამ ამაოდ. მარტო
თქვენ იცით, რა დაემართა ჩემს ქმარს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მით-
ხრათ, სად არის იგი, რა მოუვიდა! მითხარით, სენიორ, ცოცხალი თუა?
მითხარით, სენიორ, რომ ცოცხალია!
– სწორედ ამაღამ, სენიორა, სასწრაფოდ მოწვეულია სამხედრო ტრი-
ბუნალის სხდომა. იქ გაირჩევა ლიცენციატის საქმე.
– ა-ა-ა!
ნერვულად შეუთრთოლდა ბაგე, ვერ მოერია თავს, ვერ შეიკავა ძაგ-
ძაგი. ცოცხალია! ამ ცნობას იმედი მოჰქონდა. ცოცხალია!.. არაფერი და-
უშავებია... მაშასადამე.. მაშასადამე... გაათავისუფლე – ბენ...
მაგრამ პროკურორმა ცივი ხმით დაუმატა:
– ჩვენს ქვეყანაში, სენიორა, ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, რომ
მთავრობა მტრებს ვერ დაინდობს. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით. ეცა-
დეთ, იქნებ სენიორ პრეზიდენტი ნახოთ, სთხოვეთ, სიცოცხლე შეუნარ-
ჩუნოს თქვენს ქმარს. თანახმად კანონისა, შესაძლოა სიკვდილი მიუსა-
ჯონ და განაჩენი ოცდაოთხ საათში სისრულეში მოიყვანონ... – ...რის,
რის, რის...!
– კანონი ხალხზე ძლიერია, სენიორა, და მხოლოდ სენიორ პრეზი-
დენტს შეუძლია პატიება...

232
– ...რის, რის, რის...!
ლაპარაკი აღარ შეეძლო, გაშეშდა, თვალები დაენისლა, მიტკლისფე-
რი დაედო, გახევებული თითებით ცხვირსახოცი პირთან მიიტანა და კბი-
ლებით ძიძგნა დაუწყო.
პროკურორმა კარში ზღარბის ჯაგარივით წამოშვერილ ხიშტებშუა
შეაბიჯა.
კავალრებთან ერთად ქალაქგარეთ სასეირნოდ გასული ელეგანტური
მანდილოსნები შინ ბრუნდებოდნენ, მათი ეტლების ხმაურით მცირე
ხნით გამოფხიზლებული ქუჩა ისევ მიჩუმდა და დაცარიელდა. საიდან-
ღაც ნაპერწკლების ფრქვევითა და სტვენით გამოსხლტა პანია მატარე-
ბელი და ლიანდაგზე რწევა-რწევით მიიმალა...
– ...რის, რის, რის...!
ვერა, ვეღარ გახსნა შეკრული კრიჭა, თითქოს სხეული მხრებიდან
ქვევით ჩაუსხლტა, დარჩა ცარიელი კაბა, თავი, ხელები და ფეხები. ეტ-
ლის თვლების რახრახი შეესმა, გააჩერა, ცხენები მის დანისლულ თვალ-
ში კურცხლებივით დაიბერნენ, აივსნენ, უკანა ფეხებზე ჩაიკეცნენ, თავი
გადაიგდეს. – ქალაქგარეთ, სენიორ პრეზიდენტის სახლში, რაც შეიძლე-
ბა ჩქარა, – უბრძანა მეეტლეს. მოუთმენლობამ აიტანა, წარამარა უმეო-
რებდა მეეტლეს, მოუჩქარეო, მიუხედავად იმისა, რომ ცხენები დაოთხი-
ლი მიქროდნენ... აქამდე უნდა მისულიყო პრეზიდენტის რეზიდენცი-
აში... ჩქარა, ჩქარა... ქმარი უნდა გადაარჩინოს... უფრო ჩქარა... მეეტ-
ლეს ხელიდან გამოჰგლიჯა შოლტი... ქმარი უნდა გადაარჩინოს.... უცხუ-
ნა და უცხუნა ცხენებს, იმათაც ფრთები შეისხეს. ქმარი უნდა გადაარჩი-
ნოს... დილიდან უნდა მისულიყო იმ სახლში... მაგრამ ეტლი არ იძვრო-
და... თვლები ღერძის გარშემო ბრუნავდა, წინ არ მიდიოდა. ერთ ადგილ-
ზე იდგნენ, იმას კი ქმრის გადარჩენა უნდოდა... ჰო, ჰო, ჰო... თმა გაეწე-
წა... უნდა გადაარჩინოს... კაბა გადაეღეღა... უნდა გადაარჩინოს... ეტლი
არ იძვროდა... ტრიალებდა წინა თვლები, ეჩვენებოდა, რომ ეტლის უკანა

233
ნაწილი ერთ ადგილზე იყო მილურსმული, რომ ეტლი იწელებოდა ფო-
ტოაპარატის გარმონივით, ცხენები უკვე შორს იყვნენ, მთლად პაწიები
ჩანდნენ. მეეტლემ ხელიდან გამოჰგლიჯა შოლტი... ასე როგორ შეიძლე-
ბა.... ჰო, ჰო, ჰო... არა... ჰო... არა... ჰო... არა... თუმცა, რატომაც არა? რო-
გორ თუ არა?.. ჰო... არა.... ჰო... არა... ჩამოიგლიჯა საყურეები, გულის
ქინძისთავი, წაიძრო ბეჭდები, სამაჯური და მეეტლეს ქურთუკის ჯიბეში
ჩაუტენა, რომ ცხენებისთვის თავი არ დაეჭირა. ქმარი უნდა გადაარჩი-
ნოს... ქმარი... მაგრამ ვერა და ვერ მიაღწიეს პრეზიდენტის სახლს. უნდა
მიაღწიონ, უნდა შეევედროს, გადაარჩინოს ქმარი. გზა არა და არ ილევა.
თუ ტელეგრაფის ბოძებივით შეეზარდნენ მიწას, თუ ტელეგრაფის ბოძე-
ბივით უკან გარბოდნენ, ეკლიანი ღობეებივით, დაუთესავი მინდვრები-
ვით, ოქროსფრად დაფერილი ღრუბლებივით ბინდში, უკაცრიელი გზაჯ-
ვარედინივით და უძრავი ხარებივით.
როგორც იქნა, ხეებში ჩაკარგული გზის ნაპირით გაუხვიეს პრეზიდენ-
ტის რეზიდენციისკენ. ქალს სული ეხუთებოდა, ეტლი თითქოს გაუკაც-
რიელებული სოფლის გასწვრივ მიქროდა, მოჩანდა კოხტა, გამოცარიე-
ლებული სახლები და ეზო-კარი. მოპირდაპირე მხრიდან გამოჩნდა ეტ-
ლები, პრეზიდენტის სამფლობელოდან ბრუნდებოდნენ სტუმრები ლან-
დოებით, ორთვალებით, კარეტებით, ყველა ერთნაირად გამოწყობილი,
სახითაც თითქმის ერთნაირები. ხმაური მატულობდა, მატულობდა ცხე-
ნების ფლოქვების თქარათქური და თვლების რახრახი... გზა კი არა და
არ გაილია... არ გაილია... ლანდოსა და ეტლებში გამოჭიმულ ბიუროკ-
რატებსა და სამხედროებს, ღიპს რომ კოხტად შეკერილი სამოსით მა-
ლავდნენ, ფეხით მოსიარულენიც გამოერივნენ: ხუტორელები, ფეხზე
ამოკრული ტიკისმაგვარი ქალამნებით. ისინი რამდენიმე თვის წინათ გა-
მოიძახა პრეზიდენტმა სასწრაფოდ; თავით ფეხამდე დამტვერილი მას-
წავლებლები, ხშირხშირად რომ გადადიოდნენ გზიდან სულის მოსათ-
ქმელად; გამოერია ინდიელთა ჯგუფებიც. ისინი, მართალია, თავიანთ

234
ოლქებში მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებად ითვლე-
ბოდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, არაფერი გაეგებოდათ იმისა, რაც მათ
ქვეყანაში ხდებოდა... უნდა გადაარჩინოს... ჰო, ჰო... მაგრამ სადღაა პრე-
ზიდენტის სახლი?
მთავარია მიუსწროს, სანამ აუდიენციის დრო მიიწურება, მიუსწროს,
შეევედროს, გადაარჩინოს... გზა კი არ ილევა... ყოველი წუთი, ყოველი
წამი ძვირფასია, არ უნდა დაკარგოს დრო, აქამდეც უნდა მისულიყო...
სოფელს მაინც არ უჩანს ბოლო. ამ გზაზე წმინდა ხუთშაბათს ჩაატარეს
იესოსა და დოლორესელი წმინდა ქალწულის ქანდაკებები. ძაღლებმა
ბუკების ნაღვლიან ბუბუნზე ყმუილი მორთეს, როცა პროცესიამ წითელი
ხალიჩებისა და ღაღანა ყვავილების საჩიხქვეშ აივანზე მჯდარი პრეზი-
დენტის წინ ჩაიარა. ხის მძიმე ბალდახინით მიჭეჭყილი ქრისტე მიცუ-
რავდა კეისრის წინ და ყველამ, დიდმა თუ პატარამ, ქალმა თუ კაცმა,
კეისარს აღტაცებით მიაპყრო თვალი. ჩანს, მცირედ მიაჩნდათ ის ზღვა
ცრემლი, ყოველ წუთსა და წამს რომ იღვრებოდა. ჩანს, მცირე იყო ის,
რომ ოჯახები და ქალაქები მწუხარებისაგან ბერდებოდა და სამარცხვი-
ნო ფარსის დასაბოლოვებლად, პრეზიდენტის წინ უნდა ჩაეტარებინათ
მოოქროვილი ბალდახინის ქვეშ მდგარი, ტანჯვით თვალმონისლული
ქრისტეს ქანდაკება. განა ეს არ იყო მკრეხელობა? ქრისტეს ქანდაკება
მიჰქონდა შემზარავი გონჯების ბრბოს, ირგვლივ კი წარმართული მუსი-
კა ჟღერდა.
ეტლი რეზიდენციის წინ შედგა. კარვახალის ცოლი უკვე ვარჯებგა-
ტოტვილი ხეების ქვეშ გარბოდა პატარა სახლისკენ. რომელიღაც ოფი-
ცერმა გზა გადაუღობა:
– სენიორა, სენიორა!..
– პრეზიდენტთან მივდივარ!..
– პრეზიდენტი არ ღებულობს, დაბრუნდით, სენიორა!..
– არა, არა. ღებულობს... მე მიმიღებს... ლიცენციატ კარვახალის მე-

235
უღლე ვარ... – თქვა, ხელიდან გაუსხლტა ოფიცერს და ისევ ხეივანში გა-
იჭრა. ოფიცერი ყვირილით გამოუდგა. დაისის შუქით მკრთალად განა-
თებულ პატარა სახლთან მიირბინა.
– ჩემს ქმარს დახვრეტა მოელის, გენერალო!
იმ პატარა, თითქმის სათამაშო სახლის ვერანდაზე, ოქრომკედით თა-
ვიდან ბოლომდე მოსვირინგებულ ტანსაცმელში გამოწყობილი, მაღალი,
შავგვრემანი კაცი ბოლთას სცემდა, ხელები ზურგზე ჰქონდა შემოწყო-
ბილი. სწორედ მას მიმართა აღელვებულმა ქალმა.
– ჩემს ქმარს დახვრეტა მოელის, გენერალო!
ამ დროს ოფიცერმაც მოირბინა და ისევ გაუმეორა ქალს, პრეზიდენ-
ტი ვერ მიგიღებთო.
მიუხედავად მედიდური იერისა, გენერალმა უკმეხი სიტყვა ჰკადრა
ქალს:
– სენიორ პრეზიდენტი მთხოვნელებს არ ღებულობს. კეთილი ინებეთ
და მოუსვით აქედან...
– ოჰ, გენერალო, გენერალო! რა მეშველება, ქმარი თუ აღარ მეყოლე-
ბა! ჩემი ქმარი! როგორ ვიქნები უიმისოდ? არა, არა, გენერალო, პრეზი-
დენტი ღებულობს, გამიშვით, გამიშვით! მოახსენეთ, რომ მე მინდა მისი
ნახვა, თორემ ქმარს დამიხვრეტენ.
ისმოდა ქალის გულის დაგადუგი. მუხლზე დაცემის საშუალება არ
მისცეს, მსუსხავმა სიჩუმემ უპასუხა მუდარაზე.
ხმელი ფოთლები ისე შრიალებდა ბინდში, თითქოს ქარის ეშინიათო,
დაუნდობლად რომ წყვეტდა მათ და მიაქროლებდა. ქალი მერხზე დაეცა.
შავი ყინულის ადამიანები, ვარსკვლავთ ციმციმი. ქვითინი წასკდა, გუ-
ლამოსკვნილი ტიროდა, ნერწყვი ნიკაპზე ჩამოსდიოდა. თავისი ცრემ-
ლით დამბალ მერხზე გაიშოტა. რატომ არ შეუშვეს იმ სახლში? იქნებ იქ
იყო პრეზიდენტი? გუშაგის ნაბიჯის ხმაზე დაზაფრული წამოხტა. ძეხ-
ვის, ღვინისა და ფიჭვის ფისის სუნი ეცა. მერხი ისე გაქრა სიბნელეში,
როგორც ნაფოტი ზღვაში. ერთი ადგილიდან მეორემდე მილასლასებდა,

236
რომ იმ მერხივით არ გამქრალიყო სიბნელეში, რომ ცოცხალი დარჩენი-
ლიყო. რამდენჯერმე გააჩერეს ხეებში მიმალულმა გუშაგებმა. უხეში
შეყვირებით აჩერებდნენ, მას კონდახით ემუქრებოდნენ, ხან ლულას
უმიზნებდნენ, თუ არ გაჩერდებოდა. ერთგან რომ არ გაჭრიდა მუდარა,
მეორეგან გარბოდა, ბორძიკობდა, მიძვრებოდა ეკალ-ბარდებში, მაგრამ
ახლა სხვა ყინულის გუშაგები იღებდნენ მიზანში, გზაზე ეღობებოდნენ.
ემუდარებოდა მათ, მათხოვარივით უწვდიდა ხელებს და როცა დაინა-
ხავდა, რომ არც იქ უსმენდნენ, მოპირდაპირე მხარეს გარბოდა...
ხეებმა ეტლის წინ დააგდეს ჩრდილი, მაგრამ ჩრდილმა საფეხურზე
ფეხი შედგა თუ არა, გიჟივით გადახტა უკან. ერთხელ კიდევ უნდა ეცადა
ბედი. მეეტლეს გაეღვიძა, სადავის მოსაკრებად ხელი ამოიღო ჯიბიდან
და ჩათბუნებული სამკაულები კინაღამ ამოუცვივდა. ეჩვენებოდა, რომ
მთელი საუკუნე იდგა იქ, აღარ ითვლიდა რამდენ საათს გაატარებდა
მინგასთან. საყურეები, ბეჭდები, სამაჯური. ახლაც გაჯიქდება? ფეხით
ფეხი მოიფხანა, ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა და გადააპურჭყა. საიდან
გაჩნდა ასეთი წკვარამი და ამდენი გომბეშო? კარვახალის მეუღლე მთვა-
რეულივით მოფარფარებდა ეტლისკენ. დაჯდა და მოცდა უბრძანა მეეტ-
ლეს, ეგებ სახლის კარი გააღონო. ნახევარი საათი... საათი...
ეტლი უჩუმრად მისრიალებდა, თუ თვლების რახრახი არ ესმოდა?
იქნებ ერთ ადგილზე იდგნენ? გზა ციცაბო ფერდობს ჩასდევდა ხევის
ფსკერისკენ, რომ შემდგომ რაკეტასავით ზევით აჭრილიყო. პირველი ჩა-
მუქებული კედელი, პირველი თეთრი სახლი. რომელიღაც სახლის კე-
დელზე ნახვრეტს წარწერიანი აბრა ფარავდა. „ონოფროვი” – ეწერა აბ-
რაზე. გრძნობდა, რომ ყველაფერი შემოიკრიბა მისი მწუხარების ირ-
გვლივ... ჰაერი... ყველაფერი... ყოველ კურცხალში პლანეტების სისტემა
იყო. ღამის ცვრის ყურბელები კრამიტებიდან ვირო ტროტუარზე ცვი-
ოდა. სისხლი ეყინებოდა ძარღვებში... რა დაემართა?
ცუდადა ვარ, ძალიან ცუდად. ხვალ როგორღა იქნება? უფრო ცუდად,
ძალიან ცუდად. თავის თავს ეკითხებოდა და თვითონვე პასუხობდა... ასე

237
იქნება ზეგაც...
მთელი სამყაროს მიცვალებულთა წონა აბრუნებს დედამიწას ღამის
წყვდიადისაკენ, ცოცხლების წონა კი დღის შუქისკენ ატრიალებს. როცა
ცოცხლებზე მეტი მიცვალებული იქნება, დადგება მარადიული ღამე...
ცოცხლები ვეღარ გადაძლევენ მკვდრებს, ვეღარ მოაბრუნებენ თავისკენ
დღეს.
ეტლი გაჩერდა. სახლიდან შორს იყო, მაგრამ მისი გზა იქ მთავრდე-
ბოდა. იგი იმ ციხის წინ იდგა... უფრო და უფრო ეკვროდა კედელს... ძაძა
არ ეცვა, მაგრამ უკვე გაუჩნდა ღამურის ალღო... კედელს მიკრული იდგა,
არაფერს გრძნობდა, ეკვროდა იმ კედელს, რომელიც საცა იყო, ზათქის
ექოთი გაეხმიანებოდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მაინც ვერ იჯერებ-
და, რომ ქმარს მოუკლავდნენ, მოუკლავდნენ თოფიდან ნასროლი ტყვი-
ით ისეთივე ადამიანები, როგორიც თვითონ იყო, რომ იმათაც, ვინც ამას
ჩაიდენდა, ჰქონდათ წყვილი თვალი, ბაგე, ფეხები, თმა თავზე, ფრჩხი-
ლები თითებზე, კბილები პირში და ენის კლიტე. არა, არ შეეძლო იმის
დაჯერება, რომ იმათ, ვინც მას ტყვიას დაახლის, ისეთივე ფერის კანი
აქვთ, იმავე კილოზე ლაპარაკობენ, ხედავენ, ესმით, წვებიან დასაძინებ-
ლად, დგებიან, პირს იბანენ, საუზმობენ, უყვართ, დადიან და მსგავსად
სხვებისა, ფიქრითა და ეჭვით შეპყრობილი არიან...

XXXII
სენიორ პრეზიდენტი

კარა დე ანხელმა ბრძანება მიიღო, სასწრაფოდ უნდა გამოცხადებუ-


ლიყო პრეზიდენტთან, ქალაქგარეთა რეზიდენციაში. კარა დე ანხელი
გამომცდელი თვალით აკვირდებოდა კამილას, ხედავდა, თანდათან რო-
გორ დაეწმინდა სახე, როგორ ჩაუდგა ცოცხალი სხივი სიცხით დაშრე-
ტილ თვალებში და მფრთხალი ქვეწარმავალივით იკლაკნებოდა, ვერ გა-
დაეწყვიტა, დამორჩილებოდა ბრძანებას, თუ დარჩენილიყო: სენიორ

238
პრეზიდენტი თუ კამილა, კამილა თუ სენიორ პრეზიდენტი...
ზურგზე თითების დაჟინებულ დარტყმას გრძნობდა, ესმოდა მგუდა-
ვის ვედრება. ახლა მას შეეძლო ვასკესს დახმარებოდა, თუ პრეზიდენტს
სთხოვდა. „წადით, წადით, მე მივხედავ ავადმყოფს...” ქუჩაში რომ გავი-
და, მძიმედ ამოიხვნეშა. ჩაჯდა ეტლში და პრეზიდენტის სახლისკენ წაგ-
რიალდა. ძელურაზე თქარუნობდა ცხენების ფლოქვები, მონოტონურად
იღვრებოდა თვლების ხმაური. „წი-თე-ლი ცი-ხე-სი-მაგ-რე”, „სკა”,
„ვულ-კა-ნი”... ყურადღებით დამარცვლით კითხულობდა მაღაზიების
აბრებზე წარწერებს. საღამოს უფრო შესამჩნევი იყო აბრები, ვიდრე
დღისით. „ელ გუა-და-ლე-ტე...” „ექს-პრესი...” „კრუ-ხი წი-წი-ლე-ბით”...
დროდადრო თვალი აღმოსავლურ სახელსაც იჭერდა: „ლონ ლეი ლონ და
კი”... „ხვან-სე-ჩან”... „ფუ ხვან ენ”... „ჩონ ჩან ლონ”... „სეი ენ სეი”... კით-
ხულობდა, თან გენერალ კანალესზე ფიქრობდა. ალბათ იმიტომ იბარე-
ბენ, რომ შეატყობინონ მისი... არა, ეს შეუძლებელია! თუმცა, რატომ
არის შეუძლებელი? დაიჭირეს და მოკლეს... ანდა... არა, არ მოუკლავთ,
მხოლოდ დაიჭირეს...” უცებ მტვრის კორიანტელი ადგა... ქარი ისევ ეთა-
მაშებოდა ეტლს, როგორც ტორერო ხარს. ყველაფერი შესაძლებელია.
ქალაქს რომ გასცდა ეტლი, უფრო მსუბუქად წავიდა, თითქოს მყარი
სხეული თხევადად იქცაო. კარა დე ანხელმა მუხლებზე მოიჭირა ხელები
და ამოიხვნეშა. ეტლის ხმაური ღამის ათასნაირ ხმაში იკარგებოდა, ღა-
მისა, ნელ-ნელა რომ უახლოვდებოდა და მშვიდად აბნევდა თავისი უძ-
ველესი მონეტების კოლექციას. მოეჩვენა, თითქოს ფრთოსნის ფრენის
ხმა გაიგონა. ჩაუქროლეს პატარა, უბადრუკ სახლებს. ყეფდნენ გადამ-
ღრძვალი ძაღლები...
სამხედრო მინისტრის მოადგილე თავისი კაბინეტის კართან ელოდა
კარა დე ანხელს და როცა დაინახა, ცალი ხელი გაუწოდა, მეორით პი-
ლასტრის ნაპირზე ჩააქრო სიგარა და არ მოუხსენებია, პირდაპირ შეიყ-
ვანა სენიორ პრეზიდენტის სავანეში.

239
– გენერალო, – კარა დე ანხელმა ხელი გამოსდო მინისტრის მოადგი-
ლეს, – ხომ არ იცით, რისთვის მიბარებს ჩვენი პატრონი?.. – არა, დონ
მიგელიტო, წარმოდგენა არა მაქვს.
ერთი წამის შემდეგ ყველაფერი იცოდა. მოყრუებული ხითხითი შე-
ესმა და ამან დაადასტურა ის, რაც მინისტრის მოადგილის ორჭოფულმა
პასუხმა აფიქრებინა. კარი რომ შეაღო, მრგვალ მაგიდაზე ბოთლების
ტყე და ცივი საუზმე დაინახა, აგუაკატეს სალათი წითელი წიწაკით. სა-
ვარძლები უწესრიგოდ იდგა, წითელი ნაყშებით მოხატული მქრქალი მი-
ნები ფანჯრებზე, პარკში აციმციმებული ფარნების შუქთან იწყებდნენ
საღამოს თამაშს. ოფიცრები და ჯარისკაცები თავ-თავიანთ სადარაჯოზე
იდგნენ, ყოველ კართან ოფიცერი, ყოველ ხესთან ჯარისკაცი. ოთახის
სიღრმიდან ბანცალით წამოვიდა სენიორ პრეზიდენტი, მიწა ერყეოდა
ფეხქვეშ, თავზევით კი ჭერი ქანაობდა. – სენიორ პრეზიდენტო, – დაიწყო
კარა დე ანხელმა და ის იყო უნდა ეთქვა, მიმსახურეთ, როგორც გნებავ-
თო, რომ პრეზიდენტმა შეაწყვეტინა:
– მინ-ერ...
– ქალღმერთზე ბრძანებთ, სენიორ პრეზიდენტო?
მისი აღმატებულება სკუპსკუპით მივიდა მაგიდასთან, ყურადღება არ
მიუქცევია იმისთვის, რომ ფავორიტმა აჩქარებით შეაგება სიტყვა მი-
ნერვაზე და დაიღრიალა:
– მიგელ, იცი თუ არა შენ, რომ ალკოჰოლის გამომგონებელი სიცოც-
ხლის განმახანგრძლივებელ სასმელს ეძებდა?..
– არა, სენიორ პრეზიდენტო, არაფერი გამიგონია ამის შესახებ, – ისევ
აჩქარებით შეაგება სიტყვა ფავორიტმა.
– უცნაურია, მაგრამ ის უკვე უკეთეს სამყაროშია...
– უცნაური ის იქნებოდა, რომ ამის შესახებ არაფერი სცოდნოდა ისე-
თი დიდი ერუდიციის ადამიანს, როგორიც სენიორ პრეზიდენტია. თქვენ
სამართლიანად ითვლებით ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო
მოღვაწედ ჩვენს თანამედროვეობაში. მე კი არ მრცხვენია იმისა, რომ ეგ

240
არ ვიცოდი.
სენიორ პრეზიდენტმა თვალი მოიჩრდილა, რომ მის წინ მოცეკვავე
საგნები თავ-თავის ადგილზე დამდგარიყო.
– ჩუ! მე ბევრი რამ ვიცი!
ეს თქვა, ხელი მძიმედ დაუშვა ვისკის ბოთლების ტყეზე და კარა დე
ანხელს სავსე ჭიქა გაუწოდა.
– დალიე, მიგელ... – თვითონაც გადაჰკრა და სუნთქვა შეეკრა, რაღაც
გაეჩხირა ყელში, სიტყვა გაუწყდა, მკერდზე მუშტი დაიკრა, ჩამჭკნარ
ყელზე ძარღვები დაებერა, საფეთქლებში სისხლი მიასკდა, შუბლზე
ძარღვები ამოებურცა. ფავორიტმა აჩქარებით მიაწოდა სიფონი. რამდე-
ნიმე ყლუპი წყალი რომ მოსვა, ამოიქშინა, დაასლოკინა და გადაიხარ-
ხარა:
– ჰა-ჰა-ჰა-ჰა! – უცებ თითი ატაკა ფავორიტს, – ჰა-ჰა-ჰა-ჰა... სიკვდი-
ლის სუნი მცემს, – ისევ შესკდა სიცილი, – სიკვდილის სუნი მცემს... ჰა-
ჰა-ჰა-ჰა!
ფავორიტი გაფითრდა. ხელი, რომლითაც ვისკის ჭიქა ეჭირა, აუძაგ-
ძაგდა.
– სენ-იორ პრ-რ-ეზი-დენტმა ყველაფერი იცის, – შეაწყვეტინა მისმა
აღმატებულებამ. – ჰა-ჰა-ჰა-ჰა... გრძნობს, როცა სიკვდილის სუნი დატ-
რიალდება და ყურს უგდებს სალოსების რჩევას, როგორც ყველა სპირი-
ტი... ჰა-ჰა-ჰა-ჰა!..
კარა დე ანხელმა ჭიქა აჩქარებით მიიტანა პირთან, რომ არ ეყვირა
და ვისკი გადაჰკრა. წამის წინ მის თვალწინ იფეთქა ცეცხლმა, აბრიალდა
ალი, წამის წინ იგი მზად იყო სცემოდა ამ კაცს და ამაზრზენი ხარხარი
ყელში მოეშთო მისთვის, ჩაექრო დასპირტული სისხლის მცხუნვარება.
მის ზურგზე მატარებელს რომ გადაევლო, ისე არ გამწარდებოდა, რო-
გორც უმსგავსმა ხარხარმა გაამწარა. თავისი თავი ეზიზღებოდა კარა დე
ანხელს, იმიტომ რომ იგი იმად დარჩა, რაც იყო უწინ: მორჩილი, გონიერი
ძაღლი, კმაყოფილი ნასუფრალით, კმაყოფილი თავისი ინსტინქტით, რის

241
წყალობითაც სიცოცხლის შენარჩუნებას ახერხებს, ტუჩები გაეზიდა, ვი-
თომ იღიმებოდა, რომ სიშმაგე დაემალა, მოწამვლისგან სახეშეშუპე-
ბულს დაემსგავსა, მისი შავი, ხავერდოვანი თვალებიდან კი სიკვდილი
იმზირებოდა.
სენიორ პრეზიდენტი ბუზზე ნადირობდა.
– მიგელ, შეგიძლია ბუზის დაჭერა?..
– არა, სენიორ პრეზიდენტო...
– ჰო, მართლა! შე-ე-ენ ხომ აგონიაში ხარ ახლა?.. ჰა-ჰა-ჰა-ჰა!.. ჰი-
ჰი-ჰი-ჰი!.. ჰო-ჰო-ჰო-ჰო-ჰო!.. ჰე-ჰე-ჰე-ჰე!..
სიცილით ჩაბჟირებული მისდევდა ბუზს, არ ეშვებოდა, პერანგი
ამოეჩაჩა, შარვალი გაეხსნა, გაეხსნა ფეხსაცმლის შესაკრავები, ნიკაპზე
დორბლი ჩამოსდიოდა, თვალის გუგები ჩაუყვითლდა.
ნადირობაში ხელი მოეცარა, შედგა და სულშეგუბებულმა თქვა: – მი-
გელ, ეს თამაში – „ბუზიჭერიობა” – ყველაზე მარტივი და თავშესაქცევი
თამაშია, ოღონდ მოთმინებაა საჭირო. ბავშვობაში ჩვენს სოფელში ხში-
რად ვიგებდი ფულს „ბუზიჭერიობით”.
მშობლიურ სოფელზე რომ ჩამოაგდო სიტყვა, მოიღრუბლა, წარბი
შეჰყარა, რესპუბლიკის რუკისკენ შებრუნდა, მის ზურგსუკან რომ იყო
კედელზე გაკრული და მუშტი დაჰკრა იმ ადგილს, საცა შავი ასოებით
ეწერა მისი სოფლის სახელი.
თვალწინ დაუდგა ქუჩები, სადაც პატარაობისას თამაშობდა ღარი-
ბულად, მეტისმეტად ღარიბულად ჩაცმული, ის ქუჩებიც, სადაც ჭაბუკი
დადიოდა, როცა ლუკმაპურს თავისი შრომით შოულობდა, მისი ამხანა-
გები კი, მდიდარი ოჯახიშვილები, უსაქმურები, დროს ქეიფში ატარებ-
დნენ. დაინახა თავის თავი იმ ჭაობში, თავის თანამემამულეებში, დაინა-
ხა თავისი თავი პატარა ოთახში, სანთლის შუქზე გათენებამდე რომ მე-
ცადინეობდა, იქვე ეძინა დედამისს, ქარი კი, ცხვრის სუნით გაბანგული,
გრიგალისრქებიანი ქარი, უკაცრიელ ქუჩებში დაგუგუნებდა. ახლა უკვე
მესამე კატეგორიის ვექილის კაბინეტში ხედავდა თავს, როსკიპ ქალებში,

242
ბანქოს მოთამაშეებში, ვაჭრუკანებში, ცხენიპარიებში, ვის საქმეებსაც
აწარმოებდა. კოლეგები კი გახმაურებულ, სოლიდურ საქმეებს უძღვე-
ბოდნენ და მას ზიზღით უყურებდნენ.
სულმოუთქმელად გადაკრა რამდენიმე ჭიქა ვისკი, გაშტერებული
თვალები უელავდა, გაფიჟვინებული, აჭარხლებული სახე ჰქონდა. პატა-
რა ხელები და შავი ნახევარმთვარეებით მოჩარჩოებული ფრჩხილები.
– არამზადები!
ფავორიტმა ხელი შეაშველა. სენიორ პრეზიდენტმა თვალისცეცებით
მოათვალიერა ოთახი,, მის წინ ხროვად ეყარა მკვდრები. – არამზადები!
– გაიმეორა. მერე ხმადაბლა დაუმატა: – მე მიყვარდა პარალეს სონრი-
ენტე და უსათუოდ მივანიჭებდი გენერლის წოდებას. მან მოთოკა ჩემი
თანამემამულეები, მუჭში მოიქცია, მათრახით აუჭრელა ზურგი. დედა-
ჩემი რომ არა, ყველას გაუსწორდებოდა, ჩემ მაგივრად იძიებდა შურს
იმისათვის, რაც განვიცადე. ეს კი მარტო მე ვიცი... არამზადები!.. ვერა,
ვერ ვაპატიებ! არ შემიძლია იმის პატიება, რომ იგი ახლა გამომაცალეს
ხელიდან, როცა მეგობრებიც კი მტოვებენ, იზრდება მტრების რიცხვი
და... არა, ო, არა, იმ პორტალიდან ქვას ქვაზე არ დავტოვებ...
სიტყვები ისე სწყდებოდა პირიდან, თითქოს ნაწვიმარ, ლიკ გზაზე
ეტლის ბორბლები მიყანყალებსო. მხარზე მიეყრდნო ფავორიტს, ხელი
მუცელზე იტაცა, საფეთქლებზე ძარღვები დაებერა, ანთებული თვალები
უბრწყინავდა, სუნთქვა შეეკრა და უცებ მუცლიდან ფორთოხლისფერი
დურდო ამოასხა. მინისტრის მოადგილემ ტაშტი მოურბენინა (მომინან-
ქრებულ ფსკერზე რესპუბლიკის გერბი იყო გამოსახული). როცა ღებინე-
ბა შეუწყდა, ორივემ ხელი გამოსდო და საწოლთან მიიყვანეს. კარა დე
ანხელი თავით ფეხამდე გაწუწული იყო.
პრეზიდენტი ტირილით იმეორებდა:
– არამზადები!.. არამზადები!..
– მომილოცავს, დონ მიგელიტო, მომილოცავს, – უჩურჩულა კარა დე

243
ანხელს მინისტრის მოადგილემ, როცა პრეზიდენტის ოთახიდან გადი-
ოდნენ, – სენიორ პრეზიდენტმა მიბრძანა გაზეთში გამომექვეყნებინა
ცნობა თქვენს ჯვრისწერაზე. მეჯვარეთა სიაში პირველი მე დამასახე-
ლეთო.
დერეფანში მინისტრის მოადგილემ უკვე ხმამაღლა განაგრძო – თა-
ვიდან ძალიან უკმაყოფილო იყო თქვენი. პარალეს სონრიენტეს მეგო-
ბარს არ უნდა ჩაედინა ის, რაც მაგ მიგელმა მოიმოქმედა, ყოველ შემ-
თხვევაში, რჩევა მაინც უნდა ეკითხა, სანამ ჩემი ერთ-ერთი მტრის ქა-
ლიშვილზე ჯვარს დაიწერდაო. ზოგიერთი თავგამოდებით ცდილობს
თქვენზე აზრი შეუცვალოს სენიორ პრეზიდენტს, დონ მიგელიტო. მე ბევ-
რი ველაპარაკე, მინდოდა დამერწმუნებინა, რომ სიყვარული ყოვლის-
შთანმთქმელია, სიყვარული აჯადოებს, ასულელებს ადამიანს.
– მადლობელი ვარ, გენერალო.
– უყურეთ ამ ეშმაკს! – მხიარულად გადაიხარხარა გენერალმა, თან
მეგობრულად დაჰკრა მხარზე ხელი კარა დე ანხელს და თავისი კაბინე-
ტისკენ უბიძგა, – მოდით, მოდით აქ და დატკბით გაზეთის ხილვით. სე-
ნიორინას სურათი ბიძამისს, ხუან კანალესს გამოვართვით. კარგია, მე-
გობარო, ძალიან კარგი!
ფავორიტმა ფრჩხილებით მაგიდას მიალურსმა გაზეთი. გარდა მისი
აღმატებულებისა, მეჯვარეების სიაში ეწერა ინჟინერი დონ ხუან კანა-
ლესი და დონ ხოსე ანტონიო, ხუანის ძმა.
„ქორწილი მაღალ საზოგადოებაში. გუშინ საღამოს ჯვარი დაიწერეს
მომხიბლავმა სენიორიტა კამილა კანალესმა და სენიორ მიგელ კარა დე
ანხელმა. ნეფე-დედოფალი... – თვალი ჩააყოლა ქორწილში მოწვეული
სტუმრების სიას. – მეჯვარეებად იყვნენ მისი აღმატებულება, რესპუბ-
ლიკის კონსტიტუციური პრეზიდენტი, ვის რეზიდენციაშიც გაიმართა
ცერემონია, სენიორები, მინისტრები და გენერლები (გამოტოვა მთელი
რიგი გვარები) და პატარძლის პატივცემული ნათესავები, ინჟინერი დონ
ხუან კანალესი და დონ ხოსე ანტონიო, იმავე გვარისა. „ელ ნასიონალი”

244
დღევანდელ ნომერში ათავსებს სენიორიტა კამილას სურათს, ულოცავს
ახალჯვარდაწერილებს, უსურვებს ყოველგვარ ბედნიერებას”. აღარ
იცოდა, სად წაეღო თვალები. „ბრძოლა ვერდენთან გრძელდება. ამ სა-
ღამოს გერმანელთა ჯარები ალბათ თავგანწირვით...” ახალ ამბებს თვა-
ლი აარიდა და კამილას სურათის ქვეშ წარწერა წაიკითხა. ერთადერთი
ადამიანი ქვეყნად, რომელიც მას უყვარდა, უკვე როკავდა ფარსში სხვებ-
თან ერთად.
მინისტრის მოადგილემ გაზეთი ხელიდან გამოჰგლიჯა.
– უყურებთ და თვალს ვერ უჯერებთ, არა, ბედნიერო?
კარა დე ანხელმა გაიღიმა.
– ეს კი ასეა, მეგობარო, მაგრამ თქვენ საჩქაროდ უნდა გამოიცვალოთ
ტანისამოსი! ჩაჯექით ჩემს ეტლში და შინ წადით... – დიდ მადლობას მო-
გახსენებთ, გენერალო...
– მეეტლეს უთხარით, როგორც კი მიგიყვანთ, მაშინვე გამობრუნდეს
ჩემ წასაყვანად. მეც სულითა და გულიც გილოცავთ ბედნიერებას. ღამე
მშვიდობისა! ჰო, მოითმინეთ, წაიღეთ გაზეთი, სენიორამ ნახოს. ჩემ მა-
გივრად მიულოცეთ მეუღლეს, მიულოცეთ ერთ-ერთი მისი მოკრძალე-
ბული მსახურის სახელით.
– დიდი მადლობა ყველაფრისათვის. ღამე მშვიდობისა!
ეტლში ჩაჯდა. ეტლი ისე უჩუმრად გასრიალდა, თითქოს ჩრდილი მი-
აქვს ორ ცხენ-მოჩვენებასო. ჭრიჭინობელების ჭრიჭინი იღვრებოდა რე-
ზედის სურნელებით დაბანგული მინდვრების სიჩუმეში, ახლადამოწვე-
რილი სიმინდის ყანის თბილ სიჩუმეში, ეფინებოდა ცვრით დანამულ
მდელოებს, ბაღების ჟასმინმოდებულ ღობეებს.
– ჰო, ჰო... თუ კიდევ გამიბედა აბუჩად აგდება, მივახრ... – ფიქრი უცებ
გაუწყდა, ეტლის სავარძლის ზურგში ჩაფლო სახე იმის შიშით დაზაფ-
რულმა, რომ მეეტლე მიუხვდებოდა, როგორი ზმანება აესვეტა თვალწინ:
გაბრტყელებული, გაყინული სახე, გაშეშებული ხელები, თეთრი მანჟე-

245
ტებიდან გამოჩრილი თითისწვერები, სისხლით მოსვრილი ლაქის ფეხ-
საცმელი.
ეტლის რყევამ შეაწყვეტინა მშფოთვარე ფიქრი კარა დე ანხელს, სუ-
ლის განაბვა მოუნდა, გაშეშება მკვლელივით, უკვე ციხეში რომ ზის და
აზრით ხელახლა ხედავს თავისი ხელით ჩადენილ ბოროტებას. ეს არის
გარეგნული, მოჩვენებითი გაშეშება და იგი აუცილებელია, რადგან ამ
დროს მკვლელს თავში ქარიშხალი უბობოქრებს. კარა დე ანხელს სის-
ხლი უგუგუნებდა ძარღვებში, ღამის გრილ სუნთქვას მიუშვირა ოფლითა
და ცრემლით დანამული სახე, ცხვირსახოცით იწმენდდა ტანსაცმლიდან
მბრძანებლის ნარწყევს. „ოჰ! – წყევლაკრულვას უთვლიდა მას, გააფ-
თრებული ტიროდა: რომ შემეძლოს განვიწმინდო ამაზრზენი ხარხარი-
საგან, სულში რომ ჩამანთხია მან!” უცებ ისე ახლოს ჩაუქროლა ეტლმა,
კინაღამ დაეჯახა: ეტლში ოფიცერი იჯდა. ზეცა თავის გაუთავებელ პარ-
ტიას თამაშობდა ჭადრაკში და დაფიქრებული აფახულებდა თვალს.
ცხენები ქარიშხალივით მიქროდნენ ქალაქისკენ, უკან მტვრის კორიან-
ტელი მისდევდა. „ქიში დედოფალს!” – თქვა თავისთვის კარა დე ანხელ-
მა, როცა დაინახა, როგორ მოსწყდა ცას ვარსკვლავი იმ მხარეს, საითაც
ოფიცერი მიდიოდა. მას უნდა მიეყვანა სასახლეში პრეზიდენტის ერთ-
ერთი საყვარელი, თითქოს ღმერთების მოციქული იყო.
ცენტრალური ვაგზლიდან გრუხუნი აღწევდა მის ყურამდე:
ვაგონებიდან ყუთებს ყრიდნენ, ისმოდა გავარვარებული ლოკომოტი-
ვების ქშენა, ქუჩას აცოცხლებდა მთვრალების ბანცალი, ზანგის ტანი
მანსარდიანი სახლის მწვანე ბალუსტრადაზე და ეტლის ღრჭიალი. იმ
ეტლში მჯდომ კაცს დამარცხებული ჯარის ქვემეხივით ცივი, გაყინული
სახე ჰქონდა.

246
XXXIII
დაუმთავრებელი წერილი

კარვახალის ქვრივი ერთი ოჯახიდან მეორეში მიდიოდა, ყველგან ცი-


ვად ხვდებოდნენ, ერიდებოდათ თანაგრძნობის გამოჩენა, ქმრის დამკარ-
გავს ორიოდ სანუგეშო სიტყვასაც ვერავინ ეუბნებოდა, ეშინოდათ, უსია-
მოვნებას გადავეყრებით, მთავრობის მტერს ოჯახში რომ ვიღებთო. ემა-
ლებოდნენ კიდეც. გადმოეყუდებოდა ფანჯარაში მოახლე და მკვახედ შე-
უძახებდა: „ვინ გნებავთ, ჰა? ბატონები შინ არ არიან!”
ასეთი ცივი დახვედრა ყინულივით ბოჭავდა ქალს. ყინული შინ დნე-
ბოდა. შევიდოდა თუ არა, სახლში, გაშლიდა ქმრის სურათებს და ცრემ-
ლით იოხებდა გულს, უნუგეშოდ ქვითინებდა. ოჯახში ჰყავდა მხოლოდ
პატარა ბიჭი და ყრუ მოახლე ქალი, რომელიც წამდაუწუმ ხმამაღლა
ეუბნებოდა ბავშვს: „მთავარია მამის სიყვარული, სხვა დანარჩენი გახ-
ვრეტილ კაპიკად არა ღირს!” – და გაუთავებლად მოლაპარაკე თუთიყუ-
ში: „კარგი თუთიყუში პორტუგალიიდან, მწვანედ მოსილი, ურეგალი-
ებოდ! – ჩხაოდა ფრინველი. – მომეცი თათი! გამარჯობა, ლიცენციატო!
თუთიყუშო, მომე თათი! ფასკუნჯი ახლოსაა. ნატისუსალის სუნი მცემს!
განადიდეთ ყველაზე მეტად საკურთხევლის წმინდა იდუმალება და ან-
გელოზთა უბიწო დედოფალი!.. ოი, ოი!..” ქვრივმა პეტიცია შეადგინა
პრეზიდენტის სახელზე, თხოულობდა ქმრის გვამს, უნდოდ ახლობლე-
ბისთვის ხელი მოეწერინებინა თხოვნაზე, დაწანწალებდა ერთი ოჯახი-
დან მეორეში, მაგრამ ვერსად გაბედა თავის საქმეზე კრინტის დაძვრა,
ყველგან მრავალმნიშვნელოვანი დუმილით, არამეგობრული ჩახველე-
ბით ხვდებოდნენ...
და ისევ უკან მიჰქონდა მოსასხამქვეშ შემალული თხოვნა... ნაცნობე-
ბი თვალს არიდებდნენ, არ ესალმებოდნენ, თუ მაინც კარს მიადგებოდა,
ძველებურად თბილად კი არ შეიპატიჟებდნენ: „მობრძანდით, გეთაყვა”.

247
აგრძნობინებდნენ, უხილავი სენით ხარ შეპყრობილიო. ეს სენი სიღატა-
კეზე, ქოლერაზე, ყვითელ ცხელებაზე უარესი იყო და მაინც მას თანაუგ-
რძნობდნენ, დასტიროდნენ „ანონიმები”, როგორც იტყოდა ხოლმე მისი
ყრუჩუნა მოახლე, როცა სამზარეულოს კარქვეშ (კარი ყრუ შესახვევში
გადიოდა) შემოცურებულ წერილს ნახავდა. ჩვეულებრივ ღამით ან დი-
ლით პოულობდა ბარათებს, ყოველ ანონიმურ ბარათში ქვრივს „წმინ-
დანს”, „წამებულსა” და „უდანაშაულო მსხვერპლს” უწოდებდნენ, ცამდე
აჰყავდათ მისი უბედური ქმარი. ავტორები დაწვრილებით აუწერდნენ
ქვრივს, რამდენი საზარელი ბოროტმოქმედება ჰქონდა ჩადენილი პოლ-
კოვნიკ პარალეს სონრიენტეს.
დილით კარქვეშ კიდევ ორი ანონიმური წერილი ნახა მოახლემ და
ქალბატონს წინსაფრით მიუტანა, რომ სველი ხელით არ შეხებოდა.
„მართალია, არასაკადრისი ხერხით ვსარგებლობ თქვენთვის ამ ბარათის
მოსაწოდებლად, მაგრამ ნება მიბოძეთ, სწორედ ასე მოვიქცე სიფრთხი-
ლის გამო, რადგან ყველაფერს ვერ ვანდობთ ქაღალდს. მინდა გავუზია-
რო თქვენს დამწუხრებულ ოჯახს, რაოდენ დიდი სიმპათია აქვს ჩემს
გულში მოპოვებული თქვენს მეუღლეს, ღირსეულ მოქალაქეს, ლიცენცი-
ატ აბელ კარვახალს. ოდესმე ჩემს ვინაობასაც გაგიმჟღავნებთ. მამაჩემი
პოლკოვნიკ პარალეს სონრიენტეს ერთერთი მსხვერპლი იყო, მსხვერპლი
იმ ადამიანისა, რომელიც ჯოჯოხეთის ყოველგვარ საწამებელს იმსახუ-
რებს, ქვემძრომისა, ვის ურიცხვ ბოროტმოქმედებაზეც ისტორია უსათუ-
ოდ მოუთხრობს თაობებს, თუკი ვინმე შეძლებს ასეთი ამბების აღწერას
და ჩააწებს კალამს გველის შხამში. მრავალი წლის წინათ იმ არამზადამ
ღამით გზაზე მარტოდ მიმავალი მამაჩემი მოკლა. ჩვენ, როგორც მოსა-
ლოდნელი იყო, არაფერი ამის შესახებ არ გვეცოდინებოდა, ვიღაცას
ანონიმური წერილით რომ არ შეეტყობინებინა საზარელი მკვლელობის
ამბავი. დარწმუნებული არა ვარ, რომ ისეთმა უკეთილშობილესმა ადა-
მიანმა, როგორიც იყო თქვენი მეუღლე, ვისაც თანამოქალაქეებმა თავის
გულში უკვე აუგეს ძეგლი, შური იძია იმათი სახელით, ვინც იმსხვერპლა

248
პარალეს სონრიენტემ (ამის თაობაზე ათას რამეს ლაპარაკობენ), მაგრამ
მაინც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, რამდენიმე სანუგეშო სიტყვა გით-
ხრათ და დაგარწმუნოთ, სენიორა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად დავტი-
რით აბელ კარვახალს, მან იხსნა სამშობლო ერთი ბანდიტისაგან იმ
ურიცხვი პაგონებიანი ბანდიტიდან, ვინც ჩრდილოეთ ამერიკის ოქრომ
გააბატონა და ვინც იმავე ოქროს სისხლითა და სიბინძურით რწყავს. მო-
წიწებით გეამბორებით ხელზე. კრუს დე კალატრავა”.
განადგურებული, გულდაკოდილი, აპათიით ძლეული ქალი მიცვა-
ლებულივით გაუნძრევლად ესვენა ლოგინზე, მხოლოდ მაშინ ასწევდა
ხელს, თუ ღამის მაგიდიდან რაიმეს აღება დასჭირდებოდა, ან შეკრთე-
ბოდა კარის ჭრიალის თუ ცოცხის შრაშუნის გაგონებაზე. წყვდიადი და
მდუმარება, ესღა დარჩა, ესღა შეესაბამებოდა მწუხარებასთან განმარ-
ტოების სურვილს, სხვა ყველაფერი მისი ქმრის სიკვდილთან ერთად გაქ-
რა. აპათია ნელინელ იპყრობდა და ეუფლებოდა ქალის სულსა და სხე-
ულს.
„დიდად პატივცემულო სენიორა! – დაიწყო მეორე ანონიმური წერი-
ლის ხმამაღლა კითხვა. – ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე, რომ იმ ღამეს,
როდესაც აბელ კარვახალი წუთისოფელს გამოასალმეს, თქვენ ციხის კე-
დელს იყავით აკრული, კედელზე ყურმიდებული ითვლიდით სროლის
ხმას: ცხრაჯერ დაიქუხა თოფებმა იმ კედელსმიღმა, მაგრამ თქვენ არ
იცით, მერამდენე გასროლაზე დაეცა ღვთითდალოცვილი ლიცენციატი
აბელ კარვახალი. მოგონილი გვარით გწერთ, ჩვენს დროში ხომ ქაღალდს
ვერ ენდობა ადამიანი, გწერთ დიდი ყოყმანის შემდეგ, არ მინდოდა კიდევ
უფრო გამემძაფრებინა თქვენთვის მწუხარება, მაგრამ ბოლოს მაინც
გავბედე იმის მოწერა, რაც ვიცი, რადგან მე მოწმე გავხდი სისხლიანი
სამსჯავროსი. თქვენი მეუღლე მაღალ, გამხდარ კაცს მიჰყვებოდა უკან,
თითქმის მთლად ჭაღარა იყო ის კაცი, თეთრი თმა მაღალ, ნათელ შუბ-
ლზე ჩამოშლოდა, ღრმად ჩაცვივნულ, ცრემლით სავსე თვალებში, მი-
უხედავად ტანჯვისა, მოკრძალებისა და სიკეთის შუქი ენთო. ეს კი იმაზე

249
მეტყველებს, რომ იგი დიდბუნებოვანი, კეთილშობილი ადამიანი იყო.
ლიცენციატი უკან მიჰყვებოდა ჭაღარა კაცს, უძლურად მიაფლატუ-
ნებდა ფეხს, ბორძიკობდა, მიწას ჩასცქეროდა, მაგრამ ცხადი იყო, ვერც
მიწას ხედავდა, შუბლი ჭირის ოფლით დასცვაროდა, ცალი ხელი მკერ-
დზე ისე ედო, თითქოს ეშინია, გული არ ამოუვარდესო. როცა პატიოში
შეიყვანეს და დარაზმული ჯარისკაცები დაინახა, ხელი თვალებზე მო-
ისვა, რათა უკეთ შეეგნო, რასაც ხედავდა. გამოხუნებული მოკლე, ვიწრო
კოსტიუმი ეცვა, პიჯაკის სახელოები იდაყვებს ძლივს უფარავდა, შარ-
ვლის ტოტები კი – მუხლისთავებს: დაჭმუჭნილი, ჭუჭყიანი, დაფხრეწი-
ლი სამოსი, როგორსაც ჩვეულებრივ აცმევენ სიკვდილმისჯილებს, როცა
თავიანთ სამოსს იმათ უტოვებენ, ვინც ციხის კედლებში რჩება ან სულ-
გრძელად უცვლიან მეციხოვნეებს. ერთ ღილზე შეკრული დაქექილი პე-
რანგი, არც ფეხსაცმელი, არც საყელო, მაგრამ უბედურებაში მისი თანა-
მოზიარეებიც ნახევრად შიშვლები იყვნენ და ამან დაუბრუნა ალბათ
თავშეკავების უნარი. როცა სასიკვდილო განაჩენის კითხვა დაამთავრეს,
თქვენმა მეუღლემ თავი ასწია, ტანჯვით ჩაღრმავებული თვალები მოავ-
ლო ხიშტებს და ჩუმად რაღაც უთხრა გვერდით მდგარ მოხუცს. მოხუც-
მაც დააპირა ხმის ამოღება, მაგრამ ოფიცრებმა მუქარით მოუქნიეს ხმა-
ლი და ჩააჩუმეს. თითქოს რეზინის ხელებით იქნევდნენ ხმლებს და ჩამ-
ცხრალი დაისის შუქზე ფოლადი სპირტქურის ცისფერი ალივით ლაპ-
ლაპებდა. იმავე წამს ციხის კედლებში გაისმა: „ერის სახელით...” ერთი,
ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა... ცხრა ზათქი ერთი-
მეორის მიყოლებით. შეუცნობლად თითებზე ვითვლიდი ყოველ დაქუხე-
ბას და იმწუთიდან ვერ მოვიშორე უცნაური შეგრძნება, რომ ერთი თითი
ზედმეტი მაქვს. ისინი თვალდახუჭულები იკრუნჩხებოდნენ, თითქოს ხე-
ლის ცეცებით უნდოდათ გაჰპარვოდნენ სიკვდილს. კვამლი გვაშორებდა
ერთმანეთისგან. ყოველი მათგანი დაცემისას ამაოდ ცდილობდა წაპო-
ტინებოდა გვერდით მდგომს, რომ მარტო არ გადაშვებულიყო არარსე-
ბობის უფსკრულში, ძირს გართხმულ მომაკვდავებს კვლავ დაუშინეს

250
ტყვია და სროლის ხმა ახლა ისე ისმოდა, თითქოს კოეტილიოს სველი
კოკრები ჩუმი წკაპუნით სკდებაო. თქვენს ქმარს ბედმა გაუღიმა, პირვე-
ლივე ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს. ამ დროს ზევით ცა ლაჟვარდობ-
და, მიუწვდომელი ცა, ზარების ყრუ გუგუნით, ფრთოსნებისა და მდინა-
რეების ძლივს გასაგონი ხმებით აღსავსე ზეცა. გავიგე, რომ სამხედრო
პროკურორმა ბრძანება გასცა, დამარხეს გვა...”
აცახცახებულმა ქალი ფურცელი გადააბრუნა. მეორე გვერდი სუფთა
იყო, სუფთა იყო მეორე ფურცელიც. „...გვა...” ამის მეტი აღარაფერი, წე-
რილი უცებ წყდებოდა. ამაოდ გადაიკითხა რამდენიმეჯერ, კარგად გა-
სინჯა კონვერტი, გადაქექა ლოგინი, ბალიშქვეშ მოაფათურა ხელი, ეძება
იატაკზე, მაგიდაზე, თავიდან დაიწყო ძებნა, უნდოდა გაეგო, სად დაკ-
რძალეს მისი მეუღლე.
პატიოში თუთიყუში ჩხაოდა: „კარგი თუთიყუში პორტუგალიიდან,
მწვანედ მოსილი, ურეგალიოდ!.. აი, მოდის ლიცენციატი! ვა-შა-შაა!
კარგი თუთიყუში! ისეთი ტყუილი თქვი, ცალ ფეხზე არ იდგეს. არა ვტი-
რი, მაგრამ მახსოვს!”
სამხედრო პროკურორის მოახლემ კარვახალის ქვრივი კართან და-
ტოვა, თვითონ პატიოში შებრუნდა. იქ ორი ქალი ელოდა.
– გესმის? – დაუყვირა ერთმა ქალმა. – სწორედ ასე მოახსენე, რომ
ლოდინს არ დავუწყებ. უყურე შენ? მისი გომბიო გოგო ხომ არა ვარ, აქ
ვიჯდე და სანამ მობრძანებას ინებებს, უკანალი გავიყინო ამ ქვაზე. სწო-
რედ მისი სიფათის შესაფერია ეს ქვის სკამი. ურჩევნია მშვიდობიანად,
უაყალმაყალოდ დამიბრუნოს ათი ათასი პესო, იმ ქალში რომ გამომ-
ტყუა. „ახალი სახლიდან”, მუქთადაც რომ მომცენ, რა ეშმაკად მინდა
ისეთი ქალი, მივიყვანე თუ არა შინ, ძირს მოიღო ბრაგვანი, გადაეცი, მა-
შასადამე, რომ უკანასკნელად ვაფრთხილებ: თუ არ დამიბრუნებს
ფულს, პრეზიდენტთან ვუჩივლებ.
– წავიდეთ, დონია ჩონ, ნუ ცხარობთ. დროს რადა ჰკარგავთ ამ ბებერ
ჭურ... ჭურჭლის მრეცხავზე!

251
– სენიორიტა, – რაღაც უნდა ეთქვა მოახლეს, მაგრამ სენირიტამ სიტ-
ყვა გააწყვეტინა:
– ჩუმად! რაღა გაქვს სათქმელი!
– სიტყვასიტყვით გადაეცი, რაც დაგაბარე. მერე ნუღარ დამემდურე-
ბა, დროზე არ გამაფრთხილეო. იყვნენ აქ-თქო, უთხარი, დონია ჩონი და
ერთი ქალიშვილი, გელოდნენ, გელოდნენ, რომ აღარ გამოჩნდი, წავიდ-
ნენ და დაგიბარეს, გადაეცი შენს ბატონს, ფულები ჩამოყაჭოსო...
მძიმე ფიქრში წასული კარვახალის ქვრივი ვერ ამჩნევდა, რა ხდებო-
და ირგვლივ. შავი სამოსიდან, თითქოს მინის სარკმლიან შავ კუბოშიაო,
მხოლოდ სახე მოუჩანდა. პროკურორის მოახლე მხარზე შეეხო ქალს,
ობობას ქსელივით მსუბუქი ხელი ჰქონდა მოხუცს, და პატიოში შეიპა-
ტიჟა. ქვრივი სთხოვდა, წერილი გადაეცით თქვენს ბატონსო, მისი სიტ-
ყვები ცალკეულ ბგერებად კი არ იშლებოდა, ერთმანეთს ერწყმოდა და
საშინლად დაქანცული მკითხველის მონოტონურ დუდუნად გაისმოდა.
– კარგი, სენიორა, დამიტოვეთ წერილი. როგორც კი მოვა, გადავცემ
და ყველაფერს ვუამბობ. იქნებ რამე გამოვიდეს.
– თუ ღმერთი გწამთ...
ქერელის ყავისფერი ტილოს შარვალ-ხალათში გამოწყობილმა
ახალგაზრდა კაცმა, პატრონტაშით, კარაბინითა და ქორდიკით შეიარა-
ღებული ჯარისკაცის თანხლებით, ეზოში შეალაჯა და კინაღამ დაეჯახა
კარვახალის ქვრივს.
– მომიტევეთ, მისი მოწყალება შინ არის? – მიმართა ახალგაზრდამ
მოახლე ქალს.
– არა, ჯერ არ მოსულა.
– სად შეიძლება დაველოდოთ?
– აი, მანდ დაბრძანდით. ჯარისკაცსაც შეუძლია დაჯდეს.
ტუსაღი და მცველი მდუმარედ ჩამოსხდნენ ქვის სკამზე, რომელზეც
მოახლემ მიუთითა.

252
ჰაერი ბეგონიებისა და ვერბენების სურნელით იყო დაბანგული. კედ-
ლის გამონაშვერზე შავი კატა დასეირნობდა, დატყვევებული შაშვი
ფრთებს უბათქუნებდა გალიის კედლებს, ძილმორეული, განუწყვეტელი
ვარდნისგან გაოგნებული წყალი გეჯაში იღვრებოდა.
გაისმა გასაღებების ჟღარუნი. პროკურორმა კარი შემოაღო, გასაღე-
ბები ჯიბეში ჩაიდო და ტუსაღთან მივიდა. ტუსაღი და ჯარისკაცი წა-
მოდგნენ.
– ხენარო როდასი ხარ? – ჰკითხა პროკურორმა და ცხვირი მიატრი-
ალ-მოატრიალა, ჰაერი შეიყნოსა. ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ პატიო-
ში კატების სუნი იდგა.
– დიახ, სენიორ!
– მცველს ესმის ესპანური?
– ცუდად, – მიუგო როდასმა. მერე ჯარისკაცს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– კასტილიური გესმის?
– ცოტა მესმის.
– მაშინ შენ აქ დარჩი. სენიორს მე თვითონ მოველაპარაკები. დაუცა-
დე მის დაბრუნებას. ჩემთან საქმე აქვს.
როდასი კაბინეტის კართან შეყოვნდა. პროკურორმა უბრძანა, შემო-
დიო, მოიხსნა რევოლვერი და ხანჯალი, ჯიბიდან კასტეტი და ჯილა მო-
იღო, ყველაფერი წიგნებითა და ქაღალდებით სავსე მაგიდაზე დააწყო.
– როგორი განაჩენი გამოგიტანეს, ალბათ უკვე იცი, არა?
– დიახ, სენიორ, უკვე...
– თუ არა ვცდები, ექვსი წელი და რვა თვე.
– მაგრამ მე ლუსიო ვასკესის თანამზრახველი არ ვყოფილვარ, პირ-
ჯვრის მადლმა, არ გავრეულვარ იმ საქმეში! გონს მოსვლა ვერც კი მო-
ვასწარი; პელელე უკვე კიბეზე მიგორავდა მთლად გასისხლიანებული,
მომაკვდავი. რა შემეძლო მე? რას ვიზამდი? ნაბრძანები მაქვსო, ასე მით-
ხრა ვასკესმა. დიახ, მიბრძანესო...
– ღმერთმა უკვე დასაჯა იგი.

253
როდასმა თვალი ასწია, პროკურორს შეხედა, თითქოს არ სჯეროდა,
რაც მის კუშტ სახეზე ამოიკითხა. რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ.
– არც ისე ცუდი ბიჭი იყო... – ამოიოხრა როდასმა და ხმადაბლა გა-
ნაგრძო, რომ ორიოდ სიტყვით პატივი ეცა მეგობრის ხსოვნისთვის. გულ-
მა ძგერა დაუწყო, ეს ამბავი რომ გაიგო, მაგრამ მსწრაფლ შეეგუა. – ...რას
ვიზამთ!.. მარჯვე ვაჟკაცი კი იყო, სადაც დასჭირდებოდა, აამებდა კიდეც
და რგებდა კიდეც კაცს. ამიტომ შევარქვით ქლესა. – ძიების მასალებით
დადასტურებულია, რომ ვასკესი მთავარი ბოროტმოქმედი იყო, შენ კი –
მისი ხელის შემწყობი.
– მგონი დამცველს არ ულაპარაკია...
– სწორედ ის იყო დამცველი, ვინც ვასკესისთვის სასიკვდილო განა-
ჩენი მოითხოვა, შენთვის კი – ყველაზე მკაცრი სასჯელი. მან იცოდა სე-
ნიორ პრეზიდენტის აზრი ამ საქმეზე.
– ეეჰ, ბედმა უმტყუნა საწყალ ვასკესს. მე ჯერჯერობით სული მაინც
მიდგას...– აქედან გასვლასაც შეძლებ, სენიორ პრეზიდენტს სჭირდება
შენისთანა ყმაწვილები, ვინც პოლიტიკური დამნაშავეების თანამზრახ-
ველობის გამოა დაჭერილი. საქმე ის არის, რომ პრეზიდენტს ერთ-ერთ
თავის მეგობარში ეჭვი შეეპარა, ჰგონია, რომ იგი ღალატობს და მეთვალ-
ყურე უნდა მიუჩინოს.
– გისმენთ...
– შენ ხომ იცნობ დონ მიგელ კარა დე ანხელს?
– არა. გვარი კი გამიგონია. მგონი მაგან მოიტაცა გენერალ კანალესის
ასული.
– სწორედ ისაა. ხელად იცნობ. ძალიან ლამაზია, მაღალი, კოხტად
ჩამოსხმული, შავთვალა, ფერმკრთალი, აბრეშუმივით რბილი თმა აქვს,
კარგი მანერები და ეშმაკზე ეშმაკიცაა. მთავრობამ ყველაფერი უნდა
იცოდეს, ვისთან დადის, ვის ესალმება ქუჩაში, დილით სად არის, შუად-
ღისას – სად, საღამოს – სად. ასევე მისი ცოლის ასავალდასავალი. ინ-
სტრუქციასა და ფულს მე მოგცემ.

254
გადარეული ტუსაღი გიჟივით მიაჩერდა პროკურორს ხელებში, როცა
იგი უკანასკნელ სიტყვებს ეუბნებოდა და თან კალამს აწებდა ფიალის-
მაგვარ სამელნეში, ქალღმერთ თემიდას რომ ეპყრა ხელთ. აი, აქ მოაწე-
რე შენი გვარი და სახელი. ხვალ გაგათავისუფლებ. მოკრიბე შენი ბარგი-
ბარხანა და მზად იყავი. დილაადრიანად გამოხვალ.
როდასმა ქაღალდს ხელი მოაწერა, ცეცხლივით მწველმა სიხარულმა
დაუარა თავით ფეხამდე.
– აღარ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, – ეუბნებოდა იგი პრო-
კურორს კაბინეტიდან გასვლისას. ჯარისკაცს კინაღამ გადაეხვია, მერე
ხელი ჰკრა და ისე წავიდა ციხისკენ, თითქოს სამოთხის კარიბჭისკენ მი-
დისო.
როდასზე არანაკლებ კმაყოფილი პროკურორი, მის ხელმოწერილ ქა-
ღალდს დასცქეროდა. ქაღალდზე ეწერა:
„საროსკიპო „ტკბილი ჯადოს” პატრონის, დონია კონსეპსიონ გამუ-
სინოსაგან, მივიღე ათი ათასი პესო, რითაც მან ნაწილობრივ ამინაზღაუ-
რა ის მორალური და მატერიალური ზარალი, რაც ჩემი ცოლის, სენიორა
ფედინა როდასის, სწორი გზიდან აცდენით მომაყენა. მან მიიტყუა ჩემი
ცოლი, მოახლედ გამუშავებო, სინამდვილეში მისი სურვილის წინააღ-
მდეგ როსკიპად აქცია.
ხენარო როდასი”.
კარსუკან მოახლის ხმა გაისმა:
– შეიძლება შემოვიდე?
– შემოდი...
– ხომ არაფერი გჭირდება? დუქანში ვაპირებ სანთლების საყიდლად
წასვლას. ისიც უნდა მეთქვა, რომ დღეს ორი ქალი გესტუმრა „მხიარული
სახლიდან”. გადაეცი შენს ბატონსო, დამიბარეს, დაგვიბრუნოს ათი ათა-
სი პესო, თორემ სენიორ პრეზიდენტთან ვუჩივლებთო.
– კიდევ რა გინდა ჩემგან?.. – დაქანცული ხმით ჰკითხა პროკურორმა
და იატაკზე დაგდებული მარკა აიღო.

255
– ერთი მთლად დათალხული სენიორაც მოვიდა. მგონი იმ დახვრე-
ტილი სენიორის ცოლი იყო...
– რომლის?
– აბელ კარვახალის...
– რა უნდოდა?
– საცოდავმა, აი, ეს წერილი დამიტოვა. უნდა გაიგოს, სად დამარხეს
მისი ქმარი.
პროკურორმა ამოიღო კონვერტიდან შავადმოარშიებულ ქაღალდზე
დაწერილი თხოვნა და სანამ თვალს ზერელედ გადაავლებდა, მოახლემ
განაგრძო:
– მართალი გითხრა, იმ ქალს დავპირდი, გაგიგებ-მეთქი, სად დამარ-
ხეს შენი ქმარი. ისეთი საცოდავია, გული დამეწვა. ძალიან დაიმედებუ-
ლი წავიდა.
– ათასჯერ მითქვამს შენთვის, არ მომწონს, როცა ყველას და ყველა-
ფერზე გული გიჩუყდება, რად დააიმედე? როდის ჩაიჭედავ მაგ გოგრაში,
რომ დაიმედება არ შეიძლება? პირველი, რაც უნდა იცოდეს ჩემს სახლში
მყოფმა, თვით კატამაც კი, ის არის, რომ აქ არავის არაფრის იმედს არ
აძლევენ. ისეთ პოსტს, როგორიც მე მიკავია, ვერ შერჩება ადამიანი, თუ
ზუსტად არ შეასრულა ყოველი ბრძანება. სენიორ პრეზიდენტს ასეთი
წესი აქვს, ჩვენგანაც ამას მოითხოვს: არავის მისცე იმედი, გათელე, მო-
გუდე, გაანადგურე. მეორედ რომ მოვა კარვახალის ქვრივი, დაუბრუნე ეს
ქაღალდი და უთხარი, რომ მე არ ვიცი, სად მარხია მისი ქმარი...
– კარგი, კარგი, ნუ ღელავ, თორემ ცუდად გახდები. სიტყვასიტყვით
გადავცემ, რაც მიბრძანე.
ქალმა წერილი აიღო, ფლასტუნ-ფლასტუნითა და ქვედატანის შარი-
შურით გავიდა ოთახიდან. სამზარეულოში რომ დაბრუნდა, ქაღალდი
დაჭმუჭნა და აგუზგუზებულ ბუხარში შეაგდო. ქაღალდი ცოცხალივით
დაიკრუნჩხა გაბაცებულ ალში, ოქროს მავთულისგან ნაკეთებ ათას მატ-

256
ლად გაიბნა ნავლში. სამზარეულოს ჭურჭლით სავსე, ხიდივით დაწო-
ლილ თაროებზე შავმა კატამ გაიარა, ჩამოხტა და დედაბრის გვერდით
სკამზე დასკუპდა. უცებ კატას უნაყოფო გულბოყვში რაღაცამ გაუტ-
კრციალა და ეს ტკრციალი, თითქოს თათებში ჩაუვიდა, ყვითელი თვა-
ლები სატანისებრი ცნობისმოყვარეობით მიაპყრო შუაგულ ცეცხლს,
რომელმაც ის იყო შთანთქა ქაღალდი.

XXXIV
შუქი ბრმებისთვის

ცალი ხელით ჯოხს დაბჯენილი, მეორით ქმრის მკლავს დაყრდნობი-


ლი კამილა შუა ოთახამდე მივიდა. ფართო კარი გადიოდა კატებისა და
ყაყაჩოების სუნით გაჟღენთილ პატიოში. სარკმელი ქუჩას გადაჰყურებ-
და. მას მერე, რაც კამილა გამოკეთების გზაზე დადგა, ქუჩაში გაჰყავდათ
და იმ სარკმლის ქვეშ სვამდნენ. კიდევ ერთი პატარა კარი გადიოდა
გვერდითა ოთახში. მართალია, კამილას მწვანე გუგებში მზე უკაშკაშებ-
და და ტყვიასავით მძიმე ჰაერით ჰქონდა ფილტვები სავსე, მაინც ეკით-
ხებოდა თავს, ეს მე მივაბიჯებ ამ ოთახში თუ ვიღაც სხვაო. დასიებული,
ვეებერთელა ტერფები თითქოს მისი არ იყო, ფეხების ნაცვლად ოჩოფე-
ხებზე იდგა, მოძრაობდა, მაგრამ ჭეშმარიტების სამყაროში არა; თვალ-
ღია მიდიოდა და მაინც ვერ ხედავდა, რომ ნამდვილად ამ სამყაროშია,
თითქოს ესაა დაიბადაო. ობობას ქსელმა დაფარა აჩრდილების კვალი,
ისე გარდაიცვალა, რომ ამქვეყნიდან არ წასულა, თითქოს დიდი ხნის
გონდაკარგულს ახლაღა უბრუნდებოდა ცნობიერება. დღევანდელ სინამ-
დვილეს წარსულის ზმანებებს აქსოვდა, იმას, რაზეც ნიადაგ ფიქრობდა:
მშობლიური სახლი, ბებერი ძიძა ჩაბელა, ეს იყო მისი „პირველი ყოფიე-
რება”. ქმარი, ეს სახლი, სადაც დროებით დაბინავდნენ, მოახლეები – არ-
სებობის ახალ ხანას ეკუთვნოდა. ვინც ახლა ამ ოთახში დადიოდა, თვი-
თონ იყო და არც იყო, თითქოს სიცოცხლეს უბრუნდებოდა, მაგრამ ვიღაც

257
სხვის სიცოცხლეს. ყველაფერზე ლაპარაკობდა, რაც მის ირგვლივ ხდე-
ბოდა, ლაპარაკობდა წარსულის ყავარჯენზე დაყრდნობილი ადამიანი-
ვით, მისი თანამზრახველი გამხდარიყო მრავალი საგანი, ან გამქრალი,
უჩინარი და როცა მარტო რჩებოდა, თავის ყოფილ „მეს” ერწყმოდა, ქან-
დაკებასავით უძრავი ხდებოდა: თავი ყინულივით ცივი ჰქონდა, ხელები
– გათხოვილი ქალის გრძელ ქვედატანზე უღონოდ ჩამოყრილი, ყურებში
ხმაური ჩაესმოდა.
თანდათან იკრებდა ძალას, მაგრამ სენი მაინც არ ტოვებდა. თუმცა,
სენი კი არა, სრული გულგრილობა ყველაფრის მიმართ, გარდა ქმრის
კოცნისა, მას მერე, რაც ის ერთხელ ბაგით დაეკონა. არაფერი არ აღელ-
ვებდა, არ აინტერესებდა, ქმარი კი უნდოდა გვერდით ჰყოლოდა, რო-
გორც ერთადერთი საკუთრება ამ უცხო სამყაროში. ტკბებოდა მიწაზე
დაღვრილი მთვარის შუქითა და მთვარით, ვარსკვლავებს ქვემოთ რომ
მიცურავდა ღრუბლების ვულკანებში: ოქროს ქინქლა ცარიელ სამტრე-
დეში.
კარა დე ანხელი გრძნობდა, თეთრი ბამბაზიის სამოსქვეშ როგორ უთ-
რთოდა მის ცოლს სხეული, მაგრამ ეს არ იყო სიცივის თრთოლა, არც
იმის, რისგანაც თრთიან ადამიანები. ეს იყო ანგელოზის თრთოლა და მას
ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა ცოლი საწოლისკენ... ძერწილი შადრევა-
ნი... უძრავი ჰამაკი... ყვავილების ნოტიო ქოთნები... თითქოს სანთლის-
გან ნაკეთები ყვავილები... მთვარის შუქით აჭრელებული ტალანი...
ცალ-ცალკე იძინებდნენ, კედელს იქიდან ელაპარაკებოდნენ ერთმა-
ნეთს, პატარა კარი მიჯნავდა მათ ოთახებს. საღილეებიდან ჩუმი წკაპუ-
ნით ამოხტოდა ღილები, თითქოს ყვავილებს წყვეტენო; ღუზასავით მძი-
მედ, გრუხუნით ეცემოდა ძირს ფეხსაცმელი, წინდები კი ისე უჩუმრად
მისრიალებდა, როგორც კვამლი სცილდება კერას. კარა დე ანხელს უნ-
დოდა ოჯახური მყუდროების, ინტიმურობის ატმოსფეროს შექმნა ამ
სახლში, ჯერ კიდევ რომ დაუსახლებელს ჰგავდა და ცოლს ხან ჯაგრი-

258
სებსა და სამართებელზე დაუწყებდა ლაპარაკს, ხან ფლაკონებზე, პატა-
რა მაგიდაზე რომ ელაგა პირსახოცის საკიდელთან, ლაპარაკობდა, რომ
არ ეფიქრა გვერდზე ოთახში გამავალ სამოთხის კარივით ვიწრო კარზე.
მოწყვეტით ჩაეცემოდა ლოგინში, ტანსაცმლის სიმძიმისაგან განთა-
ვისუფლებული, დიდხანს იწვა გაუნძრევლად, დამორჩილებული იდუ-
მალ ტალღებს, შენელებულად რომ ასკდებოდნენ, ხან იხევდნენ, ხან ეკ-
ვეთებოდნენ ორივეს გარდაუვალი ბედისწერასავით. კარა დე ანხელმა იმ
მიზნით მოიტაცა იგი, რომ ძალით დაემორჩილებინა, მაგრამ უცებ ცდუ-
ნებასავით იფეთქა სიყვარულმა და განზრახვაზე ხელი აიღო, ნათესა-
ვებს მიუყვანა, მათ კი ცხვირწინ მიუხურეს კარი ქალიშვილს. კამილა
კვლავ მის ხელთ იყო და თუ მართალია ანდაზა, თავის დამკარგველი
თმას არ დასტირისო, ისევ შეეძლო თავისად დაეგულებინა. ქალიშვილმა
გაიგო ეს, გაქცევა დააპირა, მაგრამ ავადმყოფობამ შეუკრა ხელ-ფეხი,
რამდენიმე საათში უკვე აგონიაში იყო, სიკვდილი ჰკრავდა თავის მარ-
ყუჟს. კარა დე ანხელი ხედავდა ამას, წამიერად, თითქოს გარდაუვალ
ბედისწერას ემორჩილებოდა, მაგრამ მერე ისევ აუჯანყდებოდა გული
ბუნების ბნელი ძალების წინააღმდეგ და მაინც სწორედ სიკვდილის სა-
შიშროებამ შეუწყო ხელი იმას, რომ ბოლოს ნუგეში ჰპოვა და ახლა ბედი
მხოლოდ უკანასკნელ წამს ელოდა, რომ ისინი შეეერთებინა.
სანამ სიარულს შეიძლებდა, პანია იყო, როცა წამოდგა და რამდენიმე
ნაბიჯი გაიარა, მოზარდი გახდა. ყოველი ახალი განთიადი მატებდა ძა-
ლას, მისი ბაგე თანდათან ალისფრად იფერებოდა, უმძიმდებოდა, ევსე-
ბოდა მკერდი და ღელავდა, ცხელი ტალღები ასკდებოდა, როცა იმას
მიუახლოვდებოდა, ვისაც უწინ ვერასოდეს წარმოიდგენდა ქმრად.
კარა დე ანხელი საწოლიდან წამოხტა. გრძნობდა, რომ მას და კამი-
ლას ისეთი დანაშაული აშორებდა, რაშიც არც ერთს არ მიუძღოდა ბრა-
ლი – ჯვრისწერა, მათ ხომ ამაზე თანხმობა არ მიუციათ. კამილამ თვალი
დახუჭა. ქმრის ნაბიჯის ხმა უკვე ფანჯრის მხრიდან ესმოდა. მთვარე ხან
გამოიჭვრეტდა, ხან ისევ მიიმალებოდა ღრუბლების მფრინავ წალოებში.

259
ქუჩა თეთრი ძვლების მდინარესავით მიიკლაკნებოდა, შავი აჩრდილები
ხიდებივით წვებოდა გზაზე, დროდადრო ყველაფერი მქრქალდებოდა,
ძველი სურათის გამოხუნებული საღებავივით, მერე ისევ იფრქვეოდა
ოქროს ფანტელები, მაგრამ უცებ ერთმა უზარმაზარმა შავმა ქუთუთომ
შეაწყვეტინა სხვა ქუთუთოებს თამაში. მისი გიგანტური წამწამი ყველა-
ზე მაღალ ვულკანებს მოსწყდა, ნელა, გველივით გადაუსრიალა სახურა-
ვების ჯავშანს და ყველაფერი წყვდიადის სამგლოვიარო ძაძით შეიმოსა.
აგუგუნდა საათი, ზეცამდე ატყორცნილი კრატერის უკან მიიმალა მთვა-
რე და წყვდიადი პატარძლის საქორწინო ლეჩაქივით შემოებურა სახ-
ლებს. კარა დე ანხელმა ფანჯარა დახურა. კამილას საწოლი ოთახიდან
ისეთი ნელი, წყვეტილი ფშვინვა ისმოდა, თითქოს ქალმა თავზე საბანი
წაიფარა ან კოშმარულ სიზმრებს ხედავსო.
ერთ მშვენიერ დღეს საბანაოდ წავიდნენ. ხეები ჩრდილით უთხუპნი-
და თეთრ პერანგებს გლეხებს, დატვირთული რომ მიდიოდნენ, ერთს კო-
კები წამოეკიდა, მეორეს – კონად შეკრული ცოცხები, მესამეს – დაწნუ-
ლი გალიები შაშვებისთვის, ნახშირი, ფიჩხი, სიმინდი. ჯგუფჯგუფად მი-
დიოდნენ, მსუბუქად მისრიალებდნენ ფეხის წვერებზე, მიწას ქუსლს არ
აკარებდნენ. მზემ ოფლი გამოსწურათ, ქოშინებდნენ, ნაბიჯის ტაქტზე
იქნევდნენ ხელებს, ფრინველებივით ქრებოდნენ. კამილა ერთი რანჩოს
ჩრდილში შედგა, აინტერესებდა, როგორ კრეფდნენ ყავას. მკრეფავების
ხელები პატარა მტაცებელი მხეცებივით ხტოდნენ ფოლადისებრი ფოთ-
ლების ფონზე: ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით; ერთდებოდნენ სწრაფად,
გიჟურად, თითქოს ხეს უხიცინებენო და ისევ აქეთ-იქით მიფრინავდნენ,
თითქოს ხეს პერანგი უნდა გადაუხსნანო.
კარა დე ანხელმა ცოლს წელზე მოხვია ხელი და ბილიკს გაუდგნენ,
მცხუნვარე ძილში წასულ ხეებს რომ დაეგოთ ძირს. ცოლქმარი მხოლოდ
საკუთარ თავსა და მხრებს გრძნობდა, ხელ-ფეხი და ყველა სხვა მათთან
ერთად მიქროდა ჯადვარებსა და მბზინავ ხვლიკებში, შუქსა და ჩრდილ-
ში მუქთაფლისფერი დურდოსავით რომ იღვრებოდა ირგვლივ. კარა დე

260
ანხელი გრძნობდა კამილას სხეულის სითბოს თხელი ბლუზის ქვეშ, რო-
გორც სიმინდის ნაზი ფურჩალის ქვეშ იგრძნობოდა წყლიანი ტარო. კამ-
პანილის ლურჯ ყვავილებს აქეთ-იქით სწევდნენ, გზას მიიკვლევდნენ.
მზე წყალზე თვლემდა, გვიმრებში უხილავი არსებები დაფრინავდნენ.
თუთიით გადახურული სახლიდან გამოვიდა აბანოს დარაჯი, პირი ლო-
ბიოთი ჰქონდა გამოტენილი, თავის დაქნევით მიესალმა სტუმრებს, სა-
ნამ ჩაყლაპავდა ლუკმას, ყბები რომ გამოებერა, ქალ-ვაჟი კარგად შეათ-
ვალიერა: ვინ არიანო, რა ხალხი, ორი საბანაო კაბინა გაგვიღეთო, სთხო-
ვეს მოსულებმა. დარაჯი გასაღებების გამოსატანად წავიდა და ორი კა-
ბინა გაუღო. სანამ თავ-თავის კაბინაში შევიდოდნენ, ქალ-ვაჟი ერთმა-
ნეთს გადაეხვია და აკოცა. დარაჯს ავი თვალი ჰქონდა, სახეზე ხელი აი-
ფარა, არ დავთარსო ახალგაზრდებიო.
ტყის ჩქამსა და შრიალში ჩაკარგულები, ერთმანეთს მოწყვეტილები,
უჩვეულოდ გრძნობდნენ თავს. შუაზე გადამსკდარმა სარკემ დაინახა,
როგორი ჭაბუკური სიმკვირცხლით გაიხადა ტანთ კარა დე ანხელმა. იყო
ადამიანი მაშინ, როცა უმჯობესია იყო ხე, ღრუბელი, ფარვანა, ბუშტი
წყლის ზედაპირზე ანდა კოლიბრი!.. კამილა კიბეს ჩაუყვა, ფეხის წვერი
ჩაჰყო წყალში, შეაჟრჟოლა, მეორე საფეხურზე დაიწივლა, მესამესა და
მეოთხეზე ცივი ხმით იკივლა და ტყაპ! პერანგი კრინოლინიანი კაბასა-
ვით გაებერა, საჰაერო ბურთს დაემსგავსა, მაგრამ ბურთი იმწამსვე გას-
რისა წყალმა, მომწვანო-მოყვითალო ქსოვილი სხეულზე შემოეტმასნა,
გამოუკვეთა მკვრივი ძუძუები და მუცელი, მომრგვალებული თეძოები.
რომ ჩაყვინთა და ამოიყურყუმელავა, უცებ შიშმა აიტანა. იქ, იმ სიჩუ-
მეში, საცა იყო გამოჩნდებოდა წყალში ჩაბუდებული უცნაური სული,
პეპლის ფრთებივით ჭრელკანიანი გველი სიგემონტა. სწორედ ამ დროს
კარს იქიდან შეესმა ქმრის ხმა, შემოსვლის ნებას სთხოვდა და უმალ გა-
უქრა შიში.
წყალი მათთან ერთად ანცობდა სიხარულით გადარეული ცხოველი-

261
ვით, ათინათის კაშკაშა ქსელში, კედლებს რომ მოსდებოდა, მათი სხე-
ულის სილუეტები ისახებოდა, გოლიათური ობობის მსგავსი სილუეტები.
ჰაერი დაბანგული იყო სოკინაიას ყვავილების სურნელით, ფარული ვნე-
ბით, ბაყაყების მუცლის სინოტივით, ბატკნების სუნთქვით, თეთრ მდი-
ნარეებად ქცეულ ველებს რომ სწოვდნენ, სიცილით შობილი წყლის ჩქე-
რების სიგრილით, მწვანე ქინქლების მოუსვენარი წრიალით. მათ გარს
ევლებოდა მუნჯი ბადე შეუღწეველი ბგერებისა, აჯადოებდა გუარდაბა-
რანკის გალობა და ჩარის ფრთების შრიალი. დარაჯმა კარში თავი შეჰყო
და დაიძახა, თქვენ ხომ არ გამოგიგზავნეს ლას-კებრადიტასიდან ცხენე-
ბიო. წყლიდან ამოსვლისა და ჩაცმის დრო იყო. კამილამ მხრებზე პირ-
სახოცი მოიხვია, რომ სველი თმიდან კაბაზე არ ჩამოსდენოდა წინწკლე-
ბი და იგრძნო, პირსახოცში როგორ ფუთფუთებდა მატლი. დაიყვიროს,
მიგელს უხმოს, მოკლან მატლი? მაგრამ უცებ დაკარგა ხალისი, შიში
დაეუფლა, თითქოს თავისი ნოტიო სუნთქვით ძილს ჰგვრიდა, თან არც
აძინებდა. ამატეზე მიბმული ცხენები კუდით ქინქლებს იგერიებდნენ.
ცხენების მომყვანმა ახალგაზრდა კაცმა ქუდი მოიხადა, კარა დე ან-
ხელს მიესალმა.
– ოო, ეს შენა ხარ? დილა მშვიდობისა! რას აკეთებ ამ ჩვენს მხარე-
ში?..
– ვმუშაობ. მას მერე, რაც თქვენ ჯარიდან გამათავისუფლეთ, აქა
ვცხოვრობ, უკვე ერთი წელიწადია.
– ჰო, დრო მიქრის, მიქრის!..
– თითქოს ასეა, სენიორ, მაგრამ, ჩემი აზრით, დრო კი არა, მზე მიქ-
რის, ისე მიქრის, ასაკოვნებიც ვერ დაეწევიან.
კარა დე ანხელმა კამილას ჰკითხა, წასვლა გინდა თუ არაო და შედგა,
რომ დარაჯისთვის ფული გადაეხადა.
– როგორც შენ გინდა, – უპასუხა კამილამ.
– არ მოგშივდა? ხომ არ წავიხემსოთ? იქნებ დარაჯმა მოგვყიდოს რა-
მე.

262
– თქვენთვის კვერცხები მაქვს, – უთხრა ახალგაზრდა კაცმა კარა დე
ანხელს და ქურთუკის, რომელზეც საღილე უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე
ღილები, ჯიბიდან შეკრულა ამოიღო.
– მადლობელი ვარ. მგონი, სულ ახალი კვერცხია, – უთხრა კამილამ
ჭაბუკს.
– მადლობად არა ღირს. კვერცხები კი მართლა ახალია, ამ დილით
დადეს ქათმებმა და ჩემს ცოლს ვუთხარი, რამდენიმე ცალი შემიხვიე,
დონ ანხელს წავუღებ-მეთქი.
გამოემშვიდობნენ დარაჯს, იმას ისევ ისე მიჰქონდა მარჯვენა მხრის-
კენ თავი „თფუ, თფუს” დუდუნით, თან ლობიოს ღეჭავდა. – კარგი იქნე-
ბა, თუ სენიორა კვერცხს გადაყლაპავს, – თქვა ჭაბუკმა. – აქედან თქვენს
სახლამდე გვარიანი გზაა და მოგშივდებათ. – არა, არ მიყვარს უმი კვერ-
ცხი, ცუდად მხდის!
– როგორც ჩანს, ძნელი ყოფილა სენიორას გულის მოგება!
– მე ჯერ მთლად... დიდი ხანი არ არის, რაც ლოგინიდან ავდექი. – ჰო,
ასეა, – დაუმოწმა კარა დე ანხელმა, – მძიმედ იყო ავად. – ახლა კი გამო-
კეთდება, – თქვა ჭაბუკმა და მოსართავები მოუჭირა ცხენს, – ქალი ყვა-
ვილივითაა, ჭკნება, თუ არ მოუარე. ქმრის ხელში ისე დამშვენდება, მზე-
თუნახავი გახდება.
კამილა გაწითლდა, წამწამები დახარა, მერე ქმარს შეხედა და ორი-
ვემ სურვილით ანთებული მზერით შეადუღაბა უსიტყვო შეთანხმება.

XXXV
ქებათა ქება

„უბედურ შემთხვევას რომ არ შევეყარეთ...” ხშირ-ხშირად იმეორებ-


დნენ და ისე ზარავდათ განვლილი საფრთხის გახსენება, რომ წუთის წინ
დაშორებულები, ისევ ერთმანეთს ეძებდნენ. თუ ერთად იყვნენ, ჩაეხვე-
ოდნენ, თუ ჩახვეულებს გაახსენდებოდათ ავბედითი დრო, უფრო მაგრად

263
ეკვროდნენ, ჰკოცნიდნენ, თვალებში ჩასცქეროდნენ ერთმანეთს და ისე
ნეტარებდნენ ამ სიახლოვით, ისეთი ბედნიერები იყვნენ, აღარაფერი ახ-
სოვდათ ქვეყნად, თითქოს ბურანში არიანო, ერთი მხიარული ცხოვრე-
ბით ცხოვრობდნენ ახლადშეფოთლილ, მწვანედ მოღაღანე ხეებთან და
ექოსავით სწრაფად მსრბოლავ, ჭრელად შებუმბლულ ფრთოსნებთან
ერთად.
მაგრამ გველები აფუთფუთდნენ: უბედურ შემთხვევას რომ არ შეეყა-
რა, იქნებოდნენ კი ბედნიერები?.. ნისლის საფარქვეშ საჯარო ვაჭრობით
იყიდებოდა სამოთხის მერყევი ნეტარება, რომ კარა დე ანხელი დაეღუ-
პათ. დაიწყო აჩრდილების მალული თვალთვალი,, აზრის ჩაწვეთება და-
ნაშაულზე, რომ აფუთფუთებულიყო ეჭვის ბუნდოვანი ჭია და სათავე
დაედოთ დღეების სათვალავისთვის, რათა მოქსოვილიყო აბლაბუდა
დროის კუნჭულებში.
იმ საღამოს პრეზიდენტის ქალაქგარეთა რეზიდენციაში ზეიმზე იყ-
ვნენ მიწვეულები, ორივე აუცილებლად უნდა წასულიყო.
ასე ეგონათ, სხვის სახლში ვართო, დაძაბულები, არეულები დაბო-
რიალებდნენ სავარძლებს, სარკეებსა და სხვა ავეჯს შორის, მოწყვეტი-
ლები იმ საუცხოო სამყაროს, სადაც გაატარეს თაფლობის თვე, ეცოდე-
ბოდათ ერთმანეთი და რცხვენოდათ საკუთარი თავისა. სასადილო
ოთახში საათი რეკდა, მათ კი ეჩვენებოდათ, თითქოს სასადილო ისე
შორს იყო, რომ საჰაერო ბურთი ან გემი დასჭირდებოდათ იქ მისაღწე-
ვად, მაგრამ სულ მალე უკვე იქ იყვნენ...
თვალდახრილები ჭამდნენ, არ შეუხედავთ საათის ქანქარისთვის, ყო-
ველი ჩამოკვრით რომ აახლოვებდა ზეიმის წუთებს. კარა დე ანხელი წა-
მოდგა და საწოლ ოთახში გავიდა ფრაკის ჩასაცმელად. სახელოში რომ
გაუყარა ხელი, ისე შეაჟრჟოლა, თითქოს ბანანის ფოთლებში გაეხვიაო.
კამილას ხელსახოცის დაკეცვა უნდოდა, მაგრამ ხელსახოცმა გულხელი
დააკრეფინა და მაგიდასა და სკამს შუა ტყვესავით იდგა, ვერ ბედავდა
ნაბიჯის გადადგმას. გაანძრია ფეხი, პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო.

264
კარა დე ანხელმა საათს შეხედა და ისევ გავიდა თავის ოთახში ხელთათ-
მანის გამოსატანად. ისე ყრუდ, მძიმედ ისმოდა მისი ნაბიჯის ხმა, თით-
ქოს მიწის ქვეშ დადისო. რაღაც თქვა, დიახ, რაღაც. დარცხვენილი ხმა
ჰქონდა. ერთი წუთის შემდეგ სასადილოში დაბრუნდა ცოლის მარაოთი
ხელში. დაავიწყდა, რისთვის შევიდა თავის ოთახში, რას ეძებდა. ბოლოს
გაახსენდა, მაგრამ ხელთათმანი უკვე ხელზე ეკეთა.
– ლამპები ყველგან ჩააქრეთ, კარი კარგად დაკეტეთ და მერე დაწე-
ქით, – არიგებდა კამილა მოახლეებს, ზღურბლიდან რომ გამოაყოლეს
თვალი.
ცხენები ჩორთით მიდიოდნენ, აკაზმულობაზე ასხმული მონეტების
მდინარეში შეჰყავდათ ეტლი. დაუძლეველი აპათიით დათრგუნული კა-
მილა ღრმად ჩაფლულიყო ეტლის სავარძელში, თვალებში ქუჩის ცრი-
აგი შუქი ერეკლებოდა, დროდადრო ეტლი შეაჯანჯღარებდა, რბილად
აისროდა ზევით, ურღვევდა სხეულის რიტმულ რწევას. მტრები ამბობ-
დნენ, კარა დე ანხელის საქმე წასულიაო და „პრეზიდენტის მეგობრების
წრეში” უბრალოდ სახელით აღარავინ იხსენიებდა, მხოლოდ სახელითა
და გვარით – „მიგელ კანალესი”. ბორბლების რახრახით რულმორეული
კარა დე ანხელი წინასწარ ტკბებოდა იმის წარმოდგენით, თუ რა ელდა
ეცემოდა მის მტრებს, როცა პრეზიდენტის წვეულებაზე ნახავდნენ მას.
ეტლმა მოიგლიჯა ქვაფენილის ბორკილები და ჰაერივით წმინდა სი-
ლაზე შრაშუნით ჩასრიალდა ქვევით. კამილა შეკრთა. არაფერი ჩანდა
უკიდეგანო შორეთის წყვდიადში, გარდა ვარსკვლავებისა, არაფერი ის-
მოდა ცვრის ნესტიან საფარქვეშ, გარდა ჭრიჭინობელების ჭრიჭინისა. კა-
მილა ისე დაიზაფრა, მთელი ტანით ძაგძაგებდა, თითქოს სასიკვდილოდ
მიჰყავდათ იმ გზით, იქნებ მოჩვენებითიც იყო ეს გზა, ცალ მხარეს უფ-
სკრულის დაღებული ხახა გასდევდა, მეორე მხარეს – ლუციფერის
ფრთა, შავი კლდესავით წამოხურული. – რა მოგივიდა? – ჰკითხა კარა
დე ანხელმა და ნაზად მოხვია ხელი, თავისკენ მიიზიდა, ეტლის კარს მო-
აშორა.

265
– მეშინია!
– ჩუ! ჩუმად!
– გადაგვჩეხავს ეს კაცი. უთხარი, ნუ მიერეკება ასე! რა სიგიჟეა! შენ-
თვის, მგონი, სულერთია! უთხარი ახლავე! რატომ არ ამოიღებ ხმას?
– ასეთ ეტლებში... – დაიწყო კარა დე ანხელმა, მაგრამ სიტყვა გაუწ-
ყდა. დამფრთხალი ცოლი მაგრად მიეკრა მკერდზე, რესორები რაღაცას
დაასკდა, და მოეჩვენათ, რომ უფსკრულისკენ მიექანებოდნენ.
– მორჩა! – დასძლია შიში კარა დე ანხელმა. – ეს იყო და ეს... მგონი
ეტლი ბორბლებით თხრილში ჩავარდა.
დახეული იალქნებივით სტვენდა ქარი კლდეების მწვერვალებში. კა-
რა დე ანხელმა კარში თავი გაჰყო და მეეტლეს დაუყვირა, დინჯად
იარეო. მეეტლემ მისკენ მოაბრუნა შავი, ჩოფურა სახე, ცხენებს თავი და-
უჭირა და ისეთი ნელი ნაბიჯით წაიყვანა, თითქოს სამგლოვიარო პრო-
ცესიას მიჰყვებაო.
ერთი პატარა სოფლიდან რომ გადიოდნენ, ეტლი შედგა, ლაბადაში
გახვეული ოფიცერი დეზების წკარუნით მივიდა მათთან, იცნო ისინი და
მეეტლეს გზის გაგრძელება უბრძანა. სიმინდის ხმელ ფუჩეჩში ხვნეშოდა
ქარი, ეზოში შავი ლოდივით მოჩანდა ძროხის სილუეტი, ეძინა ხეებს.
ორასი მეტრი არ ექნებოდათ გავლილი, რომ ახლა სხვა ოფიცერმა გააჩე-
რა ეტლი, პრეზიდენტის სახლის სადარბაზოსთან კი სამი პოლკოვნიკი
აწარმოებდა სტუმრების რეგისტრაციას.
გენერალური შტაბის ოფიცერს მიესალმა კარა დე ანხელი (ძალიან
ლამაზი იყო, ლამაზი და სატანასავით ვერაგი). მშობლიური ბუდის სევ-
და დაფრფინავდა წყვდიადში. ჰორიზონტზე მოციმციმე ფარანი მიუთი-
თებდა იმ ადგილს, სადაც განლაგებული იყო სენიორ პრეზიდენტის მცვე-
ლების საარტილერიო ბატარეა.
კამილამ თვალი ვერ გაუსწორა ჩხირივით წვრილ, გრძელ ფეხებზე
მდგარ, წელში მოხრილ კაცს, მეფისტოფელის სახე რომ ჰქონდა, ბორო-
ტი, მოჭუტული თვალები. როცა გვერდით ჩაუარეს წვრილფეხებას, მან

266
ისე აღაპყრო ხელი და ისე გაშალა მუშტი, თითქოს რაღაცის თქმა კი არა,
მტრედის გაშვება უნდაო.
– ბრიტანიელმა პართენიოსმა, – ამბობდა იგი, – მითრიდატე ტყვედ
ჩაიგდო და რომს ჩაიყვანა. მითრიდატემ რომაელებს გააცნო ალექსან-
დრიული ლექსი. მას შემდეგ აითვისეს იგი პროპერციუსმა, ოვიდიუსმა,
ვირგილიუსმა, ჰორაციუსმა და ბოლოს მე...
იმ დარბაზის კართან, სადაც პრეზიდენტი სტუმრებს ღებულობდა,
ორი მანდილოსანი საუბრობდა:
– დიახ, დიახ, – ამბობდა ერთი, თან თმას ისწორებდა, – უკვე ვუთხა-
რი, უსათუოდ ხელახლა უნდა იქნეთ არჩეული-მეთქი.
– ძალიან მაინტერესებს, რა გიპასუხათ?
– მხოლოდ გამიღიმა, მაგრამ ვიცი, რომ ისევ მას აირჩევენ. ჩვენთვის,
კანდიდიტა, იგი ყველაზე კარგი პრეზიდენტია მათ შორის, ვინც აქამდე
გვყავდა. მარტო ის რადა ღირს, რომ მაგის ხელში ჩემს ქმარს სულ ერ-
თიმეორეზე უკეთესი თანამდებობა უკავია.
მანდილოსნების უკან თიჩერი კალამბურებით იქცევდა მეგობრებს.
– თქვენ გკითხულობდათ სენიორ პრეზიდენტი, – ამბობდა სამხედრო
პროკურორი, თან მარჯვნივ და მარცხნივ თავის დაკვრით ესალმებოდა
სტუმრებს. – სენიორ პრეზიდენტი თქვენს ამბავს კითხულობდა! თქვენ
გკითხულობდათ სენიორ პრეზიდენტი.
– დიდად გმადლობთ, – მიუგო თიჩერმა.
– მადლობელი ვარ, – უპასუხა ფეხმოღრეცილმა, ოქროსკბილებიანმა
შავმა ჟოკეიმ.
კამილას უნდოდა შეუმჩნევლად გარეულიყო სტუმრებში, მაგრამ
მისმა ეგზოტიკურმა სილამაზემ, კამკამა მწვანე თვალებმა, კოხტად ჩა-
მოქნილმა, თეთრი აბრეშუმის ვიწრო კაბაში გამოკვალთულმა წერწეტა
ტანმა, პატარა მკერდმა, გრაციოზულმა სიარულმა უმალ მიიპყრო ყვე-
ლას ყურადღება. გარდა ამისა, იგი ხომ გენერალ კანალესის ასული იყო
და შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა.

267
მანდილოსნების პატარა ჯგუფში მდგარმა ერთმა სენიორამ კამილას
დანახვაზე თქვა:
– ვერაფერ განსაკუთრებულს ვერა ვხედავ... თუ შეამჩნიე, ეს ქალი
კორსეტს არ ატარებს. ეს კი მის ნიშანია, რომ სოფლად გაიზარდა... – და
რომ თავისი საქორწინო კაბა სამეჯლისო კაბად გადაიკეთა, – კბილებში
გამოსცრა მეორემ.
– ლამაზი ტანი თუ აქვს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ სხვა მხრივაც
თვალსაჩინოა, – გესლიანად ჩაისისინა მესამე ქალმა და თხელი, დახუ-
ჭუჭებული თმა შეისწორა.
– ოი, როგორი ბოროტები ვართ! – თქვა მეორე მანდილოსანმა. – მა-
გის კაბაზე იმიტომ ჩამოვაგდე სიტყვა, რომ სიღარიბეს ვერ დამალავენ.
– ცამდე მართალი ბრძანდებით! – მიუგო თხელთმიანმა მანდილო-
სანმა და ხმადაბლა განაგრძო: – ამბობენ, რომ სენიორ პრეზიდენტი არა-
ფერს აღარ აძლევს კარა დე ანხელს მას მერე, რაც ეგ გოგო შეირთო.
– მაგრამ კარა დე ანხელი ხომ სენიორ პრეზიდენტის ერთგულია? –
სჯობს თქვათ, „იყო ერთგულიო”! როგორც ამბობენ, იმას მოგახსენებთ,
რაც გავიგონე, – მაგ კარა დე ანხელმა გოგო იმიტომ მოიტაცა, რომ პო-
ლიციისთვის გზა-კვალი აერია და სასიმამროს გაქცევაში დახმარებოდა.
ამიტომაც მოახერხა გენერალმა კანალესმა გაქცევა. კამილამ და კარა დე
ანხელმა ჯგუფ-ჯგუფად მდგარ სტუმრებს ჩაუარეს, მიდიოდნენ იმ დარ-
ბაზისკენ, სადაც პრეზიდენტი სტუმრებს ღებულობდა, ამ დროს იგი კა-
ნონიკს, დოქტორ ირეფრაგაბლეს ესაუბრებოდა. როცა მანდილოსნები
სენიორ პრეზიდენტს მიუახლოვდებოდნენ, სიტყვა პირში უწყდებოდათ,
თითქოს ანთებული სანთელი გადაყლაპესო, ვერც შესუნთქვას ბედავ-
დნენ, ვეღარც ამოსუნთქვას. თავდებით გამოშვებული გაკოტრებული
ბანკირები და მოდემაგოგო მლიქვნელები თვალს ვერ აშორებდნენ პრე-
ზიდენტს, მაგრამ ვერც მისალმებას უბედავდნენ, როცა იგი შეხედავდა
მათ, ვერც განზე გადგომას ახერხებდნენ, როცა აღარ უყურებდა. იქვე
იყვნენ პროვინციელი თავკაცები, პოლიტიკური იდეების ჩირაღდანი რომ

268
ჩაქრობოდათ და ადამიანური ღირსების ნატამალიღა შერჩენოდათ, ეს
ნატამალიც მხოლოდ შელახულ თავმოყვარეობაში ვლინდებოდა: „სოფ-
ლად პირველები” ქალაქში „უკანასკნელებად” გრძნობდნენ თავს.
კარა დე ანხელმა მეუღლე წარუდგინა სენიორ პრეზიდენტს, პრეზი-
დენტმა პატარა, ყინულივით ცივი ხელი გაუწოდა ყმაწვილ ქალს და ისე
ჩააშტერდა, თითქოს ეუბნებოდა: „იცოდე, ვინცა ვარო!” კანონიკი კი
მზეთუნახავს გარსილასოს ლექსით შეხვდა, რადგან ქალი სეხნიაც იყო
და გარეგნობითაც ჰგავდა იმას, ვინც უყვარდა ალბანიოს: ბუნებამ მხო-
ლოდღა ეს ერთხელ ინება შეექმნა ამქვეყნად ამგვარი ქმნილება და მყის
დაემსგავსა ფორმა საკვირველი.
მსახურები დაატარებდნენ შამპანურს, ღვეზელებს, მოხალულ ნუშს,
სხვა ტკბილეულობას, სიგარეტებს. შამპანურმა უცეცხლოდ აანთო
სტუმრები და თითქო სტუმრები და თითქოს ჯადოსნური ძალით, ყვე-
ლაფერი რეალური გახდა, რაც უძრავ სარკეებში ირეკლებოდა და არა-
რეალური – რაც სალონებში ხდებოდა, ისევე, როგორც არაბუნებრივი
ბოხი ხმა ჰქონდა იმ ინსტრუმენტს, ოდესღაც რომ გოგრისგან აკეთებ-
დნენ, დღეს კი პატარ-პატარა ყუთ-კუბოებით შეცვალეს გოგრა.
– გენერალო... – გაისმა პრეზიდენტის ხმა, – გაიყვანეთ აქედან სენიო-
რები, მარტო მანდილოსნებთან მინდა ვივახშმო...
ნათელ ღამეში გამავალი კარიდან ჯგუფ-ჯგუფად გადიოდნენ სენიო-
რები, გადიოდნენ მდუმარედ, ზოგი ბრძანების ასრულებას ჩქარობდა,
ზოგიც ამ აჩქარებით უკმაყოფილების დამალვას ცდილობდა. მანდი-
ლოსნები ერთიმეორეს შეჰყურებდნენ, ვერ ბედავდნენ განძრევას, სკამ-
ქვეშ ფეხების შემალვას.
– პოეტი დარჩეს... – გამოაცხადა პრეზიდენტმა.
ოფიცრებმა დაკეტეს კარი, პოეტმა აღარ იცოდა, სად დამდგარიყო
ამდენ მანდილოსანში.
– წაგვიკითხეთ, პოეტო, – უბრძანა პრეზიდენტმა, – ოღონდ კარგი
რამ. „ქებათა ქება”...

269
და პოეტმა დაიწყო გამოთქმით კითხვა იმისა, რაც ახსოვდა სოლო-
მონის ტექსტიდან:
ქებათა ქება თქმული სოლომონისა
ოღონდ ვეღირსო მის ტუჩთა ამბორს,
თუმცა შავი ვარ, იერუსალიმის ქალწულებო,
ვარ სასურველი,
როგორც კარვები სოლომონისა.
თქვენ ნუ უყურებთ სიშავეს ჩემსას,
მანათობელმა დამხედა მხოლოდ...
შეყვარებული – კოკობი მურის,
მკერდზე მასვენია ამოდ და მშვიდად...

ჩემი ნანდაურის ჩრდილქვეშ დავისვენე.


სასურველია მეტრფე ჩემთვის უცხო ხილივით.
შემასვა ღვინო თუ ბადაგი ტკბილზე უტკბესი
და გაიშალა სიყვარული – ჩემი ალამი.

გემუდარებით, იერუსალიმის ქალწულებო,


არ გააღვიძოთ სიყვარული, არ გააღვიძოთ,
სანამდის თვითონ არ მოისურვებს,
სანამდის თვითონ...
ოი, რა მშვენიერი ხარ, ჩემო საყვარელო,
პირბადის ქვეშე დედამტრედის გშვენის თვალები,
ხოლო თმა თითქოს არვეა თხისა,
კბილები შენი ფარაა ცხვრისა. –
გაქათქათებულ და მორისულთა.
ყველა მათგანი რჩეულია, რჩეული ჯიშის,
არ ურევია უზვი თუ ურწანი...

270
მათგან სამოცი დედოფალია,
ხოლო ოთხმოცი ხარჭაა მხოლოდ...

მოღუშული პრეზიდენტი წამოდგა, ავბედითი შრიალივით გაისმა მი-


სი ნაბიჯის ხმა, თითქოს ამომშრალი მდინარის ქვიან კალაპოტში იაგუა-
რი გარბისო. როცა ზღურბლს გადააბიჯა, ზურგზე ტყლაშუნით მიაწყდა
ფარდები, გასვლისას რომ გასწია აქეთ-იქით.
გაცბუნებული, უმწეო პოეტი და მანდილოსნები სილაგარტყმული-
ვით დარჩნენ ადგილზე. ასეთი ამაფორიაქებელი რაღაც ისადგურებს ბუ-
ნებაში, როცა მზე ჩადის. ერთ-ერთმა ადიუტანტმა გამოაცხადა, სუფ-
რასთან გიწვევთო, ყოველი მხრით გაიღო კარი და ვინც დერეფანში ატა-
რებდა საზეიმო საღამოს, ისევ დარბაზში შემოუშვეს. პოეტი კამილას-
თან მივიდა, სუფრასთან მიიწვია. ის იყო კამილა პოეტის ხელს უნდა
დაყრდნობოდა, რომ უკნიდან იდაყვზე ვიღაც შეეხო. კამილამ შეჰყვირა.
თურმე კარა დე ანხელი თავისი ცოლის უკან ფარდას ამოფარებული იდ-
გა მთელი ეს ხანი. ყველამ დაინახა, როგორ გამოვიდა სამალავიდან.
მარიმბა გაშეშებულ სახსრებს ატკრციალებდა, მისჯილი ჰქონდა თა-
ვისი ყუთ-კუბოებით ყრუ ბგერების გამოღება.

XXXVI
რევოლუცია

წინ არაფერი ჩანდა, უკან მდუმარე, გრძელი ალიგატორები დაშლი-


გინებდნენ, წყლის ცივ, გლუვ ზედაპირს ჰკვეთდა კვლები, ეჯვარებოდა
ერთმანეთს და ქრებოდა. თავთხელ ლაგუნებში გაშიშვლდა გამოფიტუ-
ლი მიწის ნეკნები. ცხელოდა. ხეები თითქოს ზეცისკენ ილტვოდნენ, გა-
მოხუნებული, ხშირი ბარდის ზევით უნდოდათ სუნთქვა. კოცონების ალი
ანათებდა დაქანცული ცხენების თვალებს. ამხანაგებისკენ ზურგშექცე-
ვით მდგარი ჯარისკაცი შარდავდა, ფეხები არ უჩანდა. საოცარი ის იყო,

271
რომ არავის აინტერესებდა, რა ხდებოდა. მისი ამხანაგები საგულდაგუ-
ლოდ ქონით პოხავდნენ იარაღს, აპრიალებდნენ ბამბაზიის ნაჭრით, ჯერ
კიდევ რომ ჰქონდა ქალის სუნი შემორჩენილი. სიკვდილი უმოწყალოდ
მუსრავდა ადამიანებს, მუსრავდა საკუთარ საწოლებში, არც მათ შვი-
ლებს არა ჰქონდათ უკეთესი დროების იმედი და ბედის საცდელად თავის
საფრთხეში ჩაგდება ერჩიათ. ტყვია არაფერს გრძნობს, როცა სხეულს
ხვრეტს, ის ფიქრობს, რომ ხორცი ჰაერია, ჩვეულებრივზე ცოტა უფრო
მკვრივი, თბილი და ტკბილი ჰაერი; და გაფრენისას ბარტყივით წივის.
უცნაური ის იყო, რომ არავინ ინძრეოდა, არავის არაფერს ეკითხებოდ-
ნენ. საგულდაგულოდ ლესავდნენ რეოლუციისთვის ნაყიდ მაჩეტეს, ნა-
ყიდს რკინეულობის იმ დუქანში, რომელიც მერე დაწვეს. ნელ-ნელა ისე
აპრიალდა მაჩეტეს პირი, თითქოს ზანგმა გაიღიმაო. „იმღერე, მეგობა-
რო! – დაიძახა ვიღაცამ. – დიდი ხანია ეგ სიმღერა ვიცი!”
რატომ დამსდევდი ნიადაგ, კვალდაკვალ,
როცა გყავს შენ შენი მეუფე-ნუგეში?
სჯობდა მარტოსული დაგეგდე ისე, ვით
უბრალო ჩილიკა ამღვრეულ გუბეში.
ბანი მიეცი, მეგობარო!
ტბაზე გვეწვია დღესასწაული
ისე უეცრად, გვწყალობს ციერი.
არ ისურვილა მთვარემ ამოსვლა
და ირგვლივ არ ჩანს ძეხორციელი.
იმღერე, მეგობარო!
იმ დღეს, როცა დაიბადე შენა,
მეც გავჩნდი და გავახილე თვალი.
იდგა ცაზე ზეიმი და ლხენა
და თვით ღმერთიც იყო გამომთვრალი.
იმღერე, მეგობარო, იმღერე!.. ხეებს ციებისგან ფოთლები უცახცახებ-

272
დათ, ტყე სვამდა მთვარის ქინაქინას. ამაოდ ელოდნენ ლაშქრად გას-
ვლის ბრძანებას. სადღაც შორს ძაღლები ყეფდნენ, სოფელი არ ჩანდა,
ყეფა კი ისმოდა. გარიჟრაჟი ახლოვდებოდა. ჯარი მზად იყო შეტევაზე
გადასასვლელად, იმ ღამით პირველ გარნიზონს უნდა დასხმოდნენ, მაგ-
რამ ყველა გრძნობდა, რომ ფარული, იდუმალი რაღაც ჰკლავდათ, რომ
ადამიანები გაქვავდნენ. წვიმამ დურდოდ აქცია მოღრუბლული დილა.
ჯარისკაცებს სახესა და შიშველ ზურგზე ღვარი ჩამოსდიოდათ, მაგრამ
ყველაზე შემზარავი ის იყო, რაც მათ ზეცის ქვითინში გაიგონეს. ჯერ
ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები დაირხა, ისმოდა მორიდებული ჩურჩუ-
ლი, ეშინოდათ სიმართლის, ბოლომდე ვერ ამბობდნენ, რაც იცოდნენ.
ჯარისკაცებს ღრმად, ძალზე ღრმად რაღაც გაეყინათ გულში. როგორც
ერთი დიდი ჭრილობიდან, სისხლიდან იცლებოდა მთელი სამხედრო ბა-
ნაკი: გენერალი კანალესი მოკვდა. ამ ცნობას აზუსტებდნენ, ავსებდნენ
ცალკეული მარცვლებითა და ფრაზებით. არა სჯეროდათ, რაც გაიგონეს.
მოხუცები დუმდნენ, თვითონაც ესწრაფებოდათ სიმართლის გაგება. ზო-
გი ერთ ადგილზე გაქვავდა, ზოგი მიწაზე გაიშოტა, ზოგი ჩაცუცქდა, ჭი-
ლის ქუდები ძირს დაანარცხეს და თავზე ხელები მოიჭირეს. ჭაბუკები
თავპირისმტვრევით თავქვე დაეშვნენ ხევისკენ ამბის დაწვრილებით გა-
საგებად.
აბრმავებდა და აბრუებდა მზის შუქი. შორს, სადღაც შორს, ფრინ-
ველთ ღრუბელი დალივლივებდა. კანტიკუნტად ისმოდა სროლის ხმა,
მზე ჩავიდა, ღრუბლების დაფლეთილ საძაგრავში იხედებოდა მოკრია-
ლებული ცა. სადგომებში შუქი ჩაქრა და ყველაფერი შეჩქვიფდა შავად,
ერთ მთლიან, ყოვლისშთანმთქმელ წყვდიადად: ცა, მიწა, ცხოველები,
ადამიანები. მდუმარება ჩახლიჩა ცხენის ფლოქვების თქარუნმა: „თაქ-
თუქ, თაქ-თუქ, თაქ-თუქ!..” ექო ამრავლებდა ამ ხმას: „თაქ-თუქ, თაქ-
თუქ, თაქ-თუქ!..” ერთი საგუშაგოდან მეორემდე. იგი უკვე ახლოს იყო,
უკვე იქ იყო, იმათში, ვისაც მოეჩვენა, რომ თვალხილული ზმანებებს ხე-
დავდა, როცა მხედარმა ამბის მოყოლა დაამთავრა. გენერალი კანალესი

273
უცებ გარდაიცვალა, ვახშმის შემდეგ, როცა ამ ბანაკისკენ აპირებდა წა-
მოსვლას, რათა ჯარს საბრძოლველად გასძღოლოდა. ახლა ჯარი ახალ
ბრძანებას უნდა დალოდებოდა. „ალბათ საჭმელში რაღაც შეაპარეს, წი-
წაკა-ჩილტეპე ან ასეიტილიოს ფესვი. ორივე ისე კლავს, არავითარ
კვალს არ ტოვებს. მაშ რამ მოკლა, სწორედ ახლა, ასეთ წუთებში?” – წა-
მოიძახა ერთმა. „თავს უნდა მოფრთხილებოდა!” – ამოიოხრა მეორემ.
„რა-ო-ო?..” უცებ ყველამ ხმა გაკმინდა, საშინელი ამბის გაგონებაზე, სუ-
ლი ფეხებში გაეპარათ, მიწაში ჩაფლულ შიშველ ქუსლებში... მისი ქა-
ლიშვილიო?..
მესამემ დაუმატა: „თუ გინდათ ქალიშვილს დავწყევლი. ისეთი ჯა-
დოსიტყვა ვიცი, კუდიანმა მასწავლა. ერთხელ სიმინდის საყიდლად მთი-
დან ბარში ჩავედი, იქ გადავეყარე იმ კუდიანს. თუ გინდათ, დავწყევლი
ქალიშვილს”. – „მე თუ მკითხავ, – უპასუხა ვიღაცამ ჯადოსიტყვის
მცოდნეს სიბნელიდან, – წყევლის ღირსია, თუ მშობელი მამა გაწირა!”
ფლოქვების თქარათქური მინელდა. გაისმა გუშაგის შეძახილი და
კვლავ დუმილი ჩამოდგა, მხოლოდ კოიოტების ჩხავილი მიილტვოდა
ცისკენ, როგორც კიბე მთვარემდე. მთვარე გვიან ამობრძანდა, წელზე
სარტყელშემორტყმული. მოგვიანებით გაისმა ქუხილი.
ყველასთვის, ვინც ამ ამბავზე დაიწყებდა ლაპარაკს, გენერალი კანა-
ლესი საფლავიდან ამოდიოდა, რომ ხელახლა მომკვდარიყო. იგი ვახშმის
საჭმელად მიუჯდა თურმე ნავთის ლამპით განათებულ მაგიდას, ისმოდა
ადიუტანტის ნაბიჯის ხმა, თეფშებისა და დანაჩანგლის წკრიალი, ჭიქაში
ჩასხმული წყლის ხმა. ბოლოს გაზეთმა გაიშრიალა და ყველაფერი მი-
ყუჩდა. ერთი კვნესაც არავის გაუგონია. იგი მკვდარი ნახეს, მაგიდაზე
დამხობილი, ლოყით „ელ ნასიონალეს” მიჰკვროდა, რაღაცისთვის მიეპ-
ყრო ნახევრად ღია, გაყინული თვალები, რაღაცისთვის, რასაც ვეღარ ხე-
დავდა.
ხალხი უხალისოდ დაუბრუნდა ყოველდღიურ საქმეს, აღარავის უნ-
დოდა მონობა, პირუტყვთან გათანაბრება. რევოლუციის მოსახდენად

274
მიდიოდნენ, „ძველი მუნდირის”, როგორც სიყვარულით ეძახდნენ გენე-
რალ კანალესს, მეთაურობით. „ძველმა მუნდირმა” აღუთქვა მათ, რომ
მიწას დაუბრუნებდა, ვისაც თემების დაშლის საბაბით წაართვეს ნაკვე-
თები, სამართლიანად გაანაწილებდა სარწყავ წყალს, გააუქმებდა გადა-
სახადს ჯოგს ჩამორჩენილ პირუტყვზე, ორი წლით შეწყვეტდა საზღვარ-
გარეთიდან ძვირად ღირებული ხორბლეულის შემოზიდვას და გააფარ-
თოვებდა სიმინდის ნათესებს, შექმნიდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-
ტივებს მანქანების, კარგი თესლის, ჯიშიანი საქონლისა და სასუქის შე-
საძენად. მოიწვევდა სპეციალისტებს, ყველასთვის ხელმისაწვდომს გახ-
დიდა ტრანსპორტს, პრესას ხალხის რჩეულ პირებს ჩააბარებდა და ისინი
ხალხის წინაშე აგებდნენ პასუხს, მოსპობდა კერძო სკოლებს, შემოიღებ-
და პროპორციულ დაბეგვრას, გააიაფებდა მედიკამენტებს, გააფართო-
ვებდა ექიმებისა და ვექილების სამოქმედო ასპარეზს, გამოაცხადებდა
კულტის თავისუფლებას, რითაც შეწყვეტდა ინდიელების დევნას და სა-
შუალებას მისცემდა მათ ტაძრები წესრიგში მოეყვანათ.
კამილამ დიდი ხნის მერეღა გაიგო მამის გარდაცვალების ამბავი. ვი-
ღაცამ ტელეფონით დაურეკა:
– მამათქვენმა გაზეთში წაიკითხა, რომ რესპუბლიკის პრეზიდენტი
მეჯვარედ გყავდათ ქორწილში და გული გაუსკდა...
– ეგ ტყუილია! – დაიყვირა კამილამ.
– ნუთუ ტყუილია? – გადაიხარხარეს ყურმილში.
– ტყუილია, იგი არ ყოფილა ჩვენი მეჯ... ალო! ალო! – მილი დაკიდეს,
მაგრამ ხაზი უცებ არ გაითიშა, ისმოდა, თითქოს ვიღაც ფეხაკრეფით მი-
იპარებოდა. – ალო! ალო!..
წნულ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა კამილა, არაფერს არ გრძნობ-
და. მერე მიმოიხედა და რაც დაინახა, ისეთი აღარ ეჩვენა, როგორიც
უწინ, სხვა საღებავი ჰქონდა ყველაფერს, სხვა იყო ჰაერიც. მოკვდა! მოკ-
ვდა! მოკვდა! ხელები ისე ატყორცნა, თითქოს იხრჩობაო, კრიჭაშეკრული
იცინოდა, ქვითინი მწვანე თვალებში გაეყინა. ქუჩაში მეთულუხჩე კასრს

275
მიახრიგინებდა, იცრემლებოდნენ ონკანები, კისკისებდა ფოლადის გაკ-
რიალებული თუნუქები.

XXXVII
ტოილის ცეკვა

– რას დალევენ სენიორები?


– ლუდს...
– არა, მე ლუდი არ მინდა, ვისკი მომიტანეთ...
– მე კი – კონიაკი...
– მაშასადამე.
– ტოლჩა ლუდი...
– ერთი ვისკი, ერთი კონიაკი...
– რამდენიმე ბუტერბროდიც მოაყოლეთ...
– მაშასადამე, ერთი ლუდი, ერთი ვისკი, ერთი კონიაკი და ბუტერ-
ბროდები.
– მეც გადავკრავ ერთ ჭიქას! – გაისმა კარა დე ანხელის ხმა. იგი მაგი-
დისკენ მიდიოდა, გზადაგზა იკრავდა შარვალს.
– რას ინებებთ?
– სულ ერთია... მომიტანეთ სოდიანი...
– გისმენთ... ლუდი, ვისკი, კონიაკი და სოდიანი...
კარა დე ანხელმა სავარძელი მაგიდისკენ მისწია, უნდოდა გვერდით
მისჯდომოდა ორმეტრიან ახმახს. პირთეთრი იყო ახმახი, მაგრამ რაღა-
ცით მაინც ჰგავდა ზანგს, ზურგი რკინიგზის ლიანდაგის სიგანე ჰქონდა,
ხელები წვრილი უროსავით ეწყო, წარბებშუა მოთეთრო ნაიარევი აჩნდა.
– ცოტა გაიწიეთ, მისტერ ჯენჯის, – სთხოვა კარა დე ანხელმა გოლი-
ათს, – თქვენს სავარძელს ჩემსას მივუდგამ.
– დიდი სიამოვნებით, სენიორ.
– დავლევ და მაშინვე წავალ, პატრონი მელის.

276
– აა! რაკი თქვენ სენიორ პრეზიდენტთან იქნება, არ უნდა წახდი,
პირდაპირ უნდა უთხარი, რომ თქვენზე გავრცელებული ჭორები სისუ-
ლელეა, მტკნარი სისულელე...
– თავისთავად ცხადია, – კვერი დაუკრა იმ ოთხი მეინახიდან ერთმა,
ვინც კონიაკი მოითხოვა.
– თქვენ მეუბნებით ამას? – შეაწყვეტინა კარა დე ანხელმა და ისევ
მისტერ ჯენჯისს მიუბრუნდა.
– დიახაც! – წამოიძახა გრინგომ, მოიქნია თავისი უროები და მარმა-
რილოს მაგიდას დაჰკრა. – რასაკვირველია! მე იყავი იმ საღამოს აქ და
ჩემი ყურით გაიგონე, სამხედრო პროკურორი როგორ ამბობდი თქვენზე:
თქვენ არის გადარჩევის მტერი, გენერალ კანალესისა და რევოლუციის
მეგობარი დიდი მოღალატე.
კარა დე ანხელმა ვეღარ მოახერხა შიშის დამალვა, ახლა სენიორ
პრეზიდენტთან მშვიდად წასვლა აღარ შეეძლო.
კელნერმა სასმელები მოიტანა. წითელი ძეწკვით დამშვენებულ ქათ-
ქათა გულისპირზე ამოქარგული ჰქონდა: „Gambrinus”.
– ინებეთ ვისკი... ლუდი...
მისტერ ჯენჯისმა ასწია ჭიქა და ისევ გადაჰკრა, თითქოს საფაღარა-
თოს სვამსო. მერე ყალიონი ამოიღო და თუთუნით გატენა.
– დიახ, ჩემო მეგობარო, თუ პატრონის ყურს ასეთმა ხმა მიაღწევს,
თქვენ აღარ უნდა იმხიარულეთ. უსათუოდ უნდა გამოიყენეს ეს ვიზიტი
და პირდაპირ უთხრა იმაზე, რაც არის და რაც არ არის. ეს ძალიან ბედ-
ნიერი შემთხვევაა.
– გავითვალისწინებ თქვენს რჩევას, მისტერ ჯენჯის, კარგად ბრძან-
დებოდეთ. წავალ, ეტლს დავიჭერ, რომ დროზე მივიდე. მადლობელი ვარ
და ჯერჯერობით გემშვიდობებით.
მისტერ ჯენჯისმა ყალიონი გააჩაღა.
– ერთ ჯერზე რამდენ ჭიქას სვამთ, მისტერ ჯენჯის? – ჰკითხა ერთმა
მეინახემ.

277
– ტვრა-მეტის... – ყალიონი პირიდან არ გამოუღია, ისე უპასუხა
გრინგომ, თან ცალი თვალი მოჭუტა, მეორე კი, ცისფერი, ღაღანა ცისფე-
რი, ანთებულ სანთელს მიაპყრო.
– სწორი ხართ! ვისკი დიდებული რამაა!
– ღმერთი მოწმეა, მე ამას არ იტყოდა. ამაზე იმას უნდა იკითხოთ,
ვინც ჩემსავით მხოლოდ დარდით კი არა სვამს...!
– რასა ბრძანებთ, მისტერ ჯენჯის!
– როგორ არ ვიტყვი, თუ ასე გრძნობ. ჩემ სამშობლოში ყველა იმას
ამბობ, რასაც გრძნობ, დაუფარავად ყველაფერს.
– დიდებული თვისებაა...
– არა, მე უფრო აქ მოგწონს, თქვენთან, ილაპარაკო ის, რასაც არა
გრძნობს, რომ ყველას ასიამოვნოს.
– მაშასადამე, თქვენს ქვეყანაში არავინ არავის თვალს არ უხვევს? –
ო, არა... ის, რასაც „თვალის ახვევა” ჰქვია, ბიბლიაშიღა იპოვება!..
– კიდევ დალიეთ ვისკი, მისტერ ჯენჯის.
– მეც ასე ვფიქრობ, რომ კიდევ დავლევ ვისკის.
– ვაშა! თქვენ ერთი იმათგანი ხართ, ვინც იღუპება, მაგრამ არ ნებდე-
ბა.
– Comment!15 – ჩემი მეგობარი ამბობს, რომ თქვენ იმათგანი ხართ,
ვინც იღუპება...
– დიახ, მე უკვე გაიგე: იმათგანი, ვინც იღუპება, მაგრამ არ ნებდება.
არა, მე იმათგანი არის, ვინც ცოცხლობს და არ ნებდება. მუდამ ცოცხალი
ხარ. და თუ მე დაიღუპოს, მარტო უფალ ღმერთს დანებდეს. – მისტერ
ჯენჯისს, ალბათ უნდა, რომ ვისკის წვიმა მოდიოდეს. – არა, არა, რატომ?
მაშინ ქოლგებს ძაბრის მაგივრად გაყიდიან! – და მან ყალიონიდან ამოწ-
ვერილი ცისფერი კვამლით სავსე პაუზის შემდეგ დაუმატა: – კარგი ბიჭი

15
განმიმარტეთ (ინგლ.)
278
ხარ ეგ კარა დე ანხელ, მაგრამ თუ ის არ გააკეთებ, რაც მე თქვა, არასო-
დეს პატიება არ ეღირსოს და ძალიანაც ძვირად დაუჯდეს.
რესტორანი ახალმოსულებით გაივსო, ბევრნი იყვნენ, ვისაც კიდევ
უნდოდა შემოსვლა, გაჭირვებით მიიკვლევდა გზას ფეხზე მდგარ სტუმ-
რებში. ზოგი მაგიდებშუა იდგა, ზოგი დახლთან, ცოტა ხნით შემოსულიყ-
ვნენ, და ჯდომას არ აპირებდნენ. „სიჩუმე იყოს!” – დაიძახა ხრინწიანი
ხმით დაბალ-დაბალმა, მობებრო, მომელოტო, მოუცნაურო, მოჭუჭყიანო
კაცმა და გაშალა ქაღალდის ფურცელი, რომელზეც მსხვილი შრიფტით
დაბეჭდილი იყო მოწოდება. ორი კაცი მიეშველა და ქაღალდი რესტორ-
ნის ერთ-ერთ სარკეზე შავი სანთლით მიაწებეს. „მოქალაქენო!
როდესაც რესპუბლიკის სენიორ პრეზიდენტის სახელს წარმოვ-
თქვამთ, ამით ჩვენ მშვიდობის ნათელსა ვფენთ წმინდა ინტერესებს ჩვე-
ნი ერისა, რომელმაც მისი ბრძნული ხელმძღვანელობით დაიპყრო პროგ-
რესის მწვერვალები ყოველ დარგში და კვლავაც გააფართოვებს ყოვე-
ლივე პროგრესულის სფეროს!.. ჩვენ, თავისუფალი მოქალაქეები, ვისაც
შეგნებული გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი საკუთარი ბედის წინაშე, რა-
იც სამშობლოს ბედ-იღბალთან განუყრელია, როგორც პატიოსანი ადა-
მიანები, ანარქიის მოწინააღმდეგენი – ვაცხადებთ!!! რომ რესპუბლიკის
აყვავება დამოკიდებულია ჩვენი უდიდესი პრეზიდენტის ხელმეორედ
არჩევაზე, მხოლოდ მის ხელახლა არჩევაზე!
რატომ უნდა ჩავაგდოთ საფრთხეში სახელმწიფო ხომალდი, თუ
დღეს მისი საჭე ხელთ უპყრია ჩვენი დროის ყველაზე გამოჩენილ სახელ-
მწიფო მოღვაწეს, ვისაც ისტორია განადიდებს, როგორც უდიდესს უდი-
დესთაგანს, ბრძენთა ბრძენს, თავისუფლებისათვის მებრძოლს, მოაზ-
როვნესა და დემოკრატს? იმის გაფიქრებაც კი, რომ ამ მაღალ პოსტს ვი-
ღაც სხვა დაიკავებს, ბოროტმოქმედებაა წინააღმდეგ, ერის ინტერესები-
სა – ესე იგი, ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ და თუ ვინმე გაბედავს
ასეთი რამის შემოთავაზებას, ვინც არ უნდა იყოს იგი, საგიჟეთში წასაყ-
ვანი იქნება, როგორც საზოგადოებისთვის საშიში და თუ ის გიჟი არ

279
არის, მაშინ, თანახმად ჩვენი კანონებისა, პასუხისგებაშია მისაცემი. სამ-
შობლოს ღალატისათვის!!! თანამოქალაქენო, ურნები გელით თქვენ!!!
ხმა მიეცით!!! ჩვენს!!! კანდიდატს!!! ვინც !!! ხალხის მიერ!!! ხელმეორედ!!!
იქნება არჩეული!!!”
რესტორანში მყოფნი დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ მოწოდების
კითხვას. ისმოდა „ვივატ”, ტაშის გრიალი, ღრიალი. ბოლოს, ხალხის ერ-
თსულოვანი თხოვნით, სიტყვით გამოვიდა ხალვათ, ულაზათო კოსტი-
უმში გამოწყობილი სუბიექტი. ორატორმა შავი ქოჩრის აქნევითა და
თვალების კარკვლით დაიწყო:
– ძვირფასო თანამემამულენო! მე პოეტივით ვაზროვნებ, ვაზროვნებ
ჩემს მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე მოქალაქესავით! პოეტი ის არის,
ვინც ზეცა გამოიგონა და ამიტომ მოგმართავთ, როგორც გამომგონებელი
ამ უსარგებლო, მაგრამ მშვენიერი საგნისა, რასაც ზეცა ეწოდება. მაშ,
მოისმინეთ ჩემი უეშმაკო, გულუბრყვილო სიტყვა!.. როდესაც ის გერმა-
ნელი, რომელსაც გერმანიაში ვერ გაუგეს – ეს არც გოეთეა, არც კანტი
და არც შოპენჰაუერი, – ზეკაცზე ლაპარაკობდა, იგი, რა თქმა უნდა, წი-
ნასწარ გრძნობდა, რომ მამაკოსმოსისა და დედა-ბუნებისაგან ამერიკის
გულში იშობოდა პირველი უსრულქმნილესი არსება დასაბამიდან დღემ-
დე დაბადებულებში. იგი ლაპარაკობდა, სენიორებო, ადამიანზე, ვინც
თავისი ბრწყინვალებით განთიადს ჩრდილავს, ვისაც სამშობლო უღირ-
სეულესს უწოდებს, ვისაც პარტიის ბელადსა და ახალგაზრდობის მფარ-
ველს ეძახიან. მხედველობაში მყავს რესპუბლიკის კონსტიტუციური
პრეზიდენტი, რასაც თქვენ, ეჭვს გარეშეა, უკვე მიხვდით, რადგან იგი
სწორედ ისაა, ვისზეც წერდა ნიცშე – სუპერუნიკალური... მე ვთქვი და
ვიმეორებ ამას ჩემი მაღალი ტრიბუნიდან, – ამ სიტყვებზე დახლს ხელი
დაჰკრა, – რადგანაც, თანამოქალაქენო, მე იმათ რიცხვს არ ვეკუთვნი,
ვისაც პოლიტიკა დღიურ სამუშაოდ გაუხდია, არც იმათგანი გახლავართ,
ვინც გამრავლების ცხრილს ისწავლის და ჰგონია, რომ ჟენშენი აღმოა-
ჩინა. პირდაპირ გეტყვით, დაუფარავად, პატიოსნად ჩემს აზრს: სანამ

280
ჩვენ შორის არ არის მეორე – ულტრაზეკაცი, სუპერმოქალაქე, გიჟები
და ბრმები ვიქნებით, ბრმები ან ბორგნეული შეშლილები, თუ იმის ნებას
მივცემთ ვინმეს, რომ მართვა-გამგეობის სადავეები მისი უგანათლებუ-
ლესობის, სუპერუნიკალური მოღვაწის ხელიდან, ვისაც დიდების გზაზე
მიჰყავს ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო და კვლავაც ატარებს ამ გზაზე,
სხვა მოქალაქის ხელში გადავიდეს, გინდაც ის მოქალაქე ყოველგვარი
ღირსებით იყოს შემკული. დემოკრატია იმპერატორებთან და ხელმწიფე-
ებთან ერთად მიიცვალა ძველ, დაუძლურებულ ევროპაში, მაგრამ უნდა
ვაღიაროთ, და ჩვენ კიდევაც ვაღიარებთ იმას, რომ ამერიკაში გადმოტა-
ნილმა დემოკრატიამ ზეადამიანის საუცხოო გავლენა განიცადა და სა-
ფუძვლად დაედო მმართველობის ახალ ფორმას: სუპერდემოკრატიას.
ამის შესახებ, სენიორებო, სიამოვნებით წაგიკითხავთ...
– წაგვიკითხეთ, პოეტო, – გაისმა ვიღაცის ხმა, – ოღონდ ოდას ნუ... –
...წაგიკითხავთ ჩემს ნოქტიურნ დო-მაჟორს, მიძღვნილს სუპერუნიკა-
ლურისადმი.
პოეტის შემდეგ სხვებიც გამოვიდნენ მგრძნობიარე სიტყვებით. გამო-
ვიდნენ უფრო მეტად აღგზნებული სენიორები და ამხილეს საზიზღარი
ბანდის ვერაგული ზრახვები. ეს იყო უმსგავსი ჭეშმარიტებების კორიან-
ტელი, უაზრო სიტყვების რახარუხი, ფარისევლური სუპოზიტორიები.
ერთ ორატორს ცხვირიდან სისხლი წასკდა, კვნესით მოითხოვა სველი
ღრუბელი და ცხვირის ფუძეზე დაიდო სისხლისდენის შესაჩერებლად,
თან სიტყვა გააგრძელა.
– ახლა, – თქვა მისტერ ჯენჯისმა, – კარა დე ანხელი სენიორ პრეზი-
დენტსა და კედელს შუა დგას. მე მოგეწონა ამ პოეტის ლაპარაკი, მაგრამ
ვფიქრობ, რომ ძალიან მოსაწყენია პოეტობა, ლიცენციატობა ხომ უარე-
სია, მე დალევ კიდევ ვისკის. კიდევ ვისკი! – დაიყვირა მან. – ამ სუპერ-
ჰიპერ-კვაზის!..
„Gambrinus”–დან რომ გავიდა კარა დე ანხელი, სამხედრო მინისტრი
დაინახა.

281
– საით მიუშურებით, გენერალო?
– პატრონის სანახავად...
– მაშ, ერთად წავიდეთ...
– თქვენც იქით აპირებთ? ცოტა დავიცადოთ, ეტლს მომგვრიან. აბა
რა გითხრათ, ერთი ქვრივის საქმეზე მივდივარ...
– ვიცი, ვიცი, რომ მხიარული ქვრივების მოყვარული ხართ, გენერა-
ლო...
– იმ ქვრივთან ვერაფრით გაიხარებ!..
– თუ ვერ გაიხარებ, „კლიკოს” მაინც გადაჰკრავ.
– არც „კლიკოს”, არც არაფერს. მოსიარულე საფრთხობელაა, ძვალი
და ტყავი.
– დალახვროს ეშმაკმა!
ეტლი ისე უჩუმრად მოსრიალდა, თითქოს პაპიემაშეს ბორბლებზე
დგას. გზაჯვარედინებზე ჟანდარმების სასტვენების ხმა ისმოდა, დათ-
ქმულ ნიშანს რომ აძლევდნენ ერთი საგუშაგოდან მეორეს: „მოდის სამ-
ხედრო მინისტრი! მოდის სამხედრო მინისტრი! მოდის!..” პრეზიდენტი
მოკლე ნაბიჯით მიმოდიოდა კაბინეტში, კინკრიხოზე მოქცეული ქუდის
ფარფლი შუბლზე ჩამოფხატოდა, სერთუკის გადმოკეცილი საყელო ორ-
დენების სამხარიღლიეს უფარავდა, ჟილეტის ღილები გახსნილი ჰქონდა,
შავი კოსტიუმი, შავი ქუდი, შავი ფეხსაცმელი...
– როგორი ამინდია დღეს, გენერალო?
– გრილი, სენიორ პრეზიდენტო...
– მიგელს კი პალტო არ აცვია...
– სენიორ პრეზიდენტო...
– გაჩუმდი. კანკალებ და მაინც თავი ისე გიჭირავს, თითქოს არ გცი-
ოდეს. ძალიან ჭირვეული ხარ. გენერალო, ახლავე გაგზავნეთ კაცი მიგე-
ლის სახლში პალტოს მოსატანად.
მინისტრმა სამხედრო წესით ხელი საფეთქელთან მიიტანა, ხმალი კი-

282
ნაღამ გაუვარდა ამ დროს და აჩქარებით გავიდა ბრძანების შესასრუ-
ლებლად. პრეზიდენტი დივანში ჩაეშვა, კარა დე ანხელს გვერდით მდგარ
სავარძელზე მიუთითა.
– მაშ ასე, ჩემო მიგელ, რაკი ყველაფრის გაკეთება მე მიხდება, ყვე-
ლაფერში მჭირდება გარკვევა, რაკი მე ვხელმძღვანელობ ისეთ ხალხს,
რომელიც მხოლოდ გაიძახის: „ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს”,
იძულებული ვარ, რის მოგვარებასაც პირადად ვერ ვასწრებ, მეგობრებს
დავავალო. დიახ, ხალხი – „ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს...” –
ცოტა ხანი გაჩუმდა, – მე იმის თქმა მინდა, მიგელ, რომ ხალხს კარგი
სურვილები აქვს რაღაცის შესაქმნელად ან დასანგრევად, მაგრამ ნების-
ყოფა – არა, ამიტომ არც ანგრევს, არც აშენებს, არც წყალია, არც ღვინო,
თუთიყუშის სკინტლივით უსუნოა. ასე გამოდის, ჩვენი მეწარმე მთელი
ცხოვრების მანძილზე გაიძახის: „ფაბრიკა უნდა ავამუშაოთ, ახალი მოწ-
ყობილობა უნდა დავდგათ, ეს უნდა გავაკეთოთ, ის უნდა გავაკეთოთ და
კიდევ რაღაც”. სენიორ მემამულე გაჰყვირის: „ახალი კულტურები უნდა
დავნერგოთ, პროდუქტის ექსპორტის საქმე მოვაწესრიგოთ”. მწერალი
ამბობს: „წიგნი უნდა დაიწეროს”. მასწავლებელი ამბობს: „სკოლა უნდა
გავხსნათ”. კომერსანტი: „ესა და ეს ფირმა უნდა შევქმნათ”, მეგაზეთეები
კი, ღორები, შავს თეთრად მოგაჩვენებენ, თეთრს კი შავად, როგორც დას-
ჭირდებათ. სულ ბუზღუნებენ, ცხოვრების პირობები უნდა გავაუმჯობე-
სოთო. მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, არავინ ხელს არ ანძრევს, თავს
არ იწუხებს და ბუნებრივია, რომ მე, რესპუბლიკის პრეზიდენტი, იძულე-
ბული ვარ, ყველაფერი თვითონ გავაკეთო, თუნდაც ამისათვის გადაუ-
ლახავის გადალახვა დამჭირდეს. მოკლედ, მე რომ არა, ბედნიერება არ
იქნებოდა. ლატარიაშიც კი უნდა მივიღო მონაწილეობა ბრმა ქალღმერ-
თის როლში.
გამხდარი ისლისფერი ძვალტყავა თითებით ჭაღარა ულვაში მო-
იწიწკნა და შეცვლილი კილოთი განაგრძო:

283
– ჰოდა, ამიტომ უნდა მივმართო მეგობრებს, ვისარგებლო მათი დახ-
მარებით. მეგობრებს აქაც შეუძლიათ ჩემთვის ბევრი რამის გაკეთება და
რესპუბლიკის საზღვრებს გარეთაც, იქ, სადაც ჩემი მტრების მაქინაცი-
ები, ინტრიგები, ცილისმწამებლური გამოხდომები პრესაში შეიძლება
სახიფათო გამოდგეს და არჩევნების დროს ხელი შემიშალოს...
თვალები ისე ჩაასრიალა ქვევით, თითქოს სისხლით მთვრალი ორი
გადარეული ქინქლა იატაკისკენ ჩაქანდაო და სიტყვა განაგრძო: – მე არც
კანალესი მყავს მხედველობაში, არც მისი დამქაშები. სიკვდილი მუდამ
იყო და იქნება ჩემი ყველაზე ერთგული მოკავშირე, მიგელ! მე იმათზე
ვლაპარაკობ, ვინც ცდილობს ჩრდილოამერიკელებზე ზეგავლენა მოახ-
დინოს იმ მიზნით, რომ ვაშინგტონმა ჩემი ნდობა დაკარგოს. ვითომ მე
ისეთი ბეხრეკი ვარ, ტვინი დამწნილებული მაქვს, გული კი მატილისგუა-
ტეზე მტკიცე! არამზადები! მაგრამ იყბედონ. აქაური მოქალაქეები და-
მიფასებენ იმ სიკეთეს, რაც ჩემი პოლიტიკით დავთესე. მე ხომ იმ მამა-
ძაღლების თავაწყვეტილი თარეშისაგან ვიხსენი სამშობლო, მაგრამ ამა-
ზე სიტყვას ნუღარ გავაგრძელებთ. რატომღაც მგონია, საფრთხეში ვარ,
შეიძლება არჩევნებში ხელი შემიშალონ. შენ ვაშინგტონში უნდა ჩახვი-
დე, გამიგო და მომახსენო, რა ხდება იქაური ბოროტების ბუდეებში.
– სენიორ პრეზიდენტო... – გაუბედავად დაიწყო კარა დე ანხელმა.
მას ესმოდა მისტერ ჯენჯისის ხმა, გულახდილად ელაპარაკე პრეზიდენ-
ტსო, რომ ეუბნებოდა, მაგრამ თან ეშინოდა, ასეთი უტაქტობით არ ჩაშ-
ლოდა უცხოეთში გამგზავრების საქმე. ვაშინგტონი ახლა მისთვის ხსნა
იყო. – სენიორ პრეზიდენტო, მუდამ თქვენს განკარგულებაში ვარ და ყო-
ველგვარ დავალებას სიხარულით შევასრულებ, მაგრამ თუ ორი სიტ-
ყვით თქმის ნებას მომცემთ, – მე ხომ ნიადაგ იმას ვცდილობდი, ყველაზე
მოკრძალებული, ყველაზე უანგარო, ერთგული მსახური ვყოფილიყავი
თქვენი, – მაშინ გთხოვთ, თუ თქვენთვის ძნელი არ იქნება, სანამ ასეთი
საპასუხისმგებლო მისიით გამგზავნით, ჯერ ბრძანება გაეცით, გაარჩიონ,
რამდენად საფუძვლიანია ბრალდება, რომელიც ჩემთვის წამოუყენებია

284
სამხედრო პროკურორს, თითქოს მე თქვენი მტერი ვიყო...
– მერე ვინ უგდებს ყურს მაგ ბოდვას?
– შეუძლებელია სენიორ პრეზიდენტი დაეჭვდეს მისი მთავრობისა და
პირადად მისდამი ჩემს ერთგულებაში. მაგრამ მაინც არ მინდა, ასეთი
დიდი საქმე მომანდოს, სანამ არ შეამოწმებს სამხედრო პროკურორის
ცილისწამებას.
– მე არ გეკითხები, მიგელ, რა უნდა ვქნა-მეთქი! კმარა ამაზე ლაპა-
რაკი! ყველაფერი ვიცი, ვიცი უფრო მეტი, ვიდრე შენ გგონია. ჩემს ბი-
უროში დევს საქმე, რომელიც შენ წინააღმდეგ აღძრა სამხედრო პროკუ-
რორმა, გენერალ კანალესის გაქცევის შემდეგ. მაგრამ ეს არაფერია. მინ-
და გითხრა, რატომ შეგიძულა ასე მწარედ სამხედრო პროკურორმა. შენ
უთუოდ წარმოდგენაც არა გაქვს. საქმე ის არის, რომ სამხედრო პროკუ-
რორი შეთანხმებული იყო პოლიციასთან და იმ ღამით აპირებდა სწო-
რედ იმ ქალის მოტაცებას, რომელიც დღეს შენი ცოლია. ქალიშვილი
ერთ-ერთი საროსკიპოს პატრონისთვის უნდა ჩაებარებინა, ვისგანაც წი-
ნასწარ ათი ათასი პესო ჰქონდა აღებული. იმ ათი ათასი პესოს ამბავი
შენ უკვე გაგონილი გაქვს. განტევების ვაცად იქცა ერთი საწყალი ქალი
და შეეწირა კიდეც ამ საქმეს, ჭკუაზე შეიშალა.
კარა დე ანხელი გარეგნულად მშვიდად უსმენდა პრეზიდენტს, სახე-
ზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია. რასაც გრძნობდა, მისი ხავერდოვანი
თვალების წყვდიადში ჩაიძირა, მის გულში მიიმალა.
– თუ სენიორ პრეზიდენტი ნებას დამრთავს, დავრჩები აქ და საკუთა-
რი სიცოცხლის ფასად დავიცავ მას.
– რას ნიშნავს ეს, მიგელ, ნუთუ უარს ამბობ გამგზავრებაზე? – არა-
ვითარ შემთხვევაში, სენიორ პრეზიდენტო...
– მაშ, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. ხვალინდელ გაზეთებში დაიბეჭ-
დება ცნობა მოკლე ხანში შენი გამგზავრების შესახებ. სამხედრო მინის-
ტრმა უკვე მიიღო ბრძანება, ფულს გადმოგცემს, რომ გზისთვის რაც

285
გჭირდება, ყველაფერი შეიძინო. სადგურზე ინსტრუქციასთან ერთად კი-
დევ გამოგიგზავნი ფულს.
სამარისეულმა საათმა სამარისეული რეკვით დაიწყო კარა დე ანხე-
ლისთვის საბედისწერო წუთების თვლა. ღია ფანჯრიდან მოთეთრო-მო-
რუხო კედლების ფონზე, შავ-მომწვანო კვიპაროსების ქვეშ, ცეცხლი და-
ინახა. წკვარამში ჩაძირულ პატიოში ბრიალებდა ცეცხლი, ვარსკვლავ-
თმფანტველი ღამის წკვარამში. ოთხი ჩრდილი, თითქოს განგების ელჩე-
ბიაო, პატიოს კუთხეებში მიმალულიყო, ოთხი ხავსმოდებული შავი ჯა-
დო, ბაყაყის მწვანე ტყავით ხელებდაფარული.
უცებ აგუგუნდა ხის დოლი, გამოჩნდა ჭრელ-ჭრელი საღებავებით მო-
ხატული ზღვა ხალხი. სწორ მწკრივებად დაწყობილები ცეკვა-თამაშით
მოდიოდნენ. მწვანე ჩრდილიდან გამოსხლტა კაცუნა, გამხმარი გისკი-
ლივით მიმჭკნარი სახე ჰქონდა, ენაგადმოგდებული იყო, შუბლი ეკლე-
ბით შეხუნძლოდა, წელზე შემოჭერილ თოკზე მეომრების თავები და
გოგრის ფოთლები ჩამოეკონწიალებინა. რე-ბან-ბან! რე-ბან-ბან! – აგუ-
გუნდა ქვესკნელი. ტოილი ადამიანის მსხვერპლს მოითხოვდა. ყოველმა
ტომმა გამოუყვანა თავისი საუკეთესო მონადირე, ვისაც ნიადაგ მზად
ჰქონდა სერბატანა, ვისაც ნიადაგ ხელთ ეპყრა აგავის შურდული. „განა
ეს კაცები კაცებზე ინადირებენ? – იკითხა ტოილმა. რე-ბან-ბან! რე-ბან-
ბან! – გუგუნებდა ქვესკნელი; – თუ შენ მოითხოვ, ინადირებენ! – მიუგეს
ტოილს. – მაგრამ შენ, ცეცხლის მეუფევ, დაგვიბრუნე ცეცხლი, რომ აღარ
გაგვეთოშოს სხეული, არ წაგვეყინოს ენა, არ დაგვძვრეს ფრჩხილები,
თმა! რომ ჩვენ შორის აღარ მოკვდეს სიცოცხლე, გინდაც ერთიმეორე
მოვსპოთ იმისათვის, რომ სიკვდილმა იცოცხლოს”. „თანახმა ვარ!” – რე-
ბა-ბან! რე-ბან-ბან! – გუგუნებდა ქვესკნელი”.
ეს უცნაური ზმანებები რომ გაქრა, კარა დე ანხელი გამოემშვიდობა
პრეზიდენტს. ოთახიდან გავიდა თუ არა, სამხედრო მინისტრმა გააჩერა,
გადასცა ფულის დასტა და პალტო.

286
– შინ არ მოდიხართ, გენერალო? – ძლივს ამოღერღა კარა დე ანხელ-
მა.
– რომ შემეძლოს... სხვა დროს გაგაცილებთ, ჯერჯერობით კი აქ უნდა
დავრჩე... – და მან თავი მარჯვნივ გადახარა, მიაყურა პატრონის ხმას.

XXXVIII
გამგზავრება

ის ღვარი, მდინარესავით რომ მიჩხრიალებდა სახურავზე, სანამ


ცოლ-ქმარი ჩემოდნებში ბარგს ალაგებდა, შინ კი არ იშრიტებოდა, სად-
ღაც შორს მიედინებოდა, ჰორიზონტს შერწყმული უნაპირო სივრცისკენ,
ანდა იქნებ თვით ზღვასაც ერთვოდა. ქარმა მუშტის დაკვრით მოაფრია-
ლა სარკმელი, შეიჭრა ოთახში წვიმის თქეში, თითქოს შუშა ათას ნამ-
სხვრევად გაიფანტაო, ტყლაშუნით აფრინდა ფარდები ზევით, აფრიალ-
და ქაღალდის ფურცლები, კარი ამყოლს მიაწყდა, კამილა კი ვერაფერს
ხედავდა, ვერაფერს ამჩნევდა, ვერც იმას გრძნობდა, რომ ქარი ელვის
სარჭებით უმკობდა თმას, ჩემოდნების დაღებული ხახა ფარავდა მთელ
სამყაროს. ავსებდა ჩემოდნებს, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ არ ივსება, არა-
ფერი არ იცვლება, ყველაფერი მასავით ცარიელია, უსხეულო, უსულო.
– .„აქ ვიცხოვრებთ თუ შორს ამ ურჩხულისაგან! – გაიმეორა კარა დე
ანხელმა და ფანჯარა დახურა... – რას იტყვი? ნეტა მოვასწროთ, როგორ-
მე დავუსხლტეთ!
– თვითონ არ მიყვებოდა გუშინ იმ თავაწყვეტილ ტარტაროზებზე,
მის სახლში რომ ცეკვავენ...
– რა საჭროა ამაზე ფიქრი!.. – ქუხილი ახშობდა მის ხმას. – გარდა
ამისა, აბა მითხარი, განა ვინმეს შეუძლია დაეჭვება? ვაშინგტონში თვი-
თონ მგზავნის, თვითონ იხდის გზის ხარჯებს... და როცა აქედან შორს
ამოვყოფთ თავს, ყველაფერი შეიცვლება, ყველაფერი შესაძლებელი იქ-
ნება: ჩემი ან შენი ავადმყოფობის საბაბით ჩამოხვალ ჩემთან, მერე კი

287
ყაროს ცოფები, რამდენიც უნდა, სდიოს ველად ქარს... – რომ არ გამო-
მიშვას შენთან?..
– მაშინ დავბრუნდები და ვერავინ ვერაფერს მიხვდება. ასე არ არის?
– შენ მუდამ ყველაფერი ადვილი გეჩვენება...
– რაც გვაქვს, საკმარისია იმისთვის, რომ გაუჭირვებლად ვიცხოვ-
როთ, რომელ ქვეყანაშიც გვინდა, ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით და
არა ისე, როგორც აქ. ყოველ წამს აღარ გავიმეორებთ: „მე ვაზროვნებ
სენიორ პრეზიდენტის აზრებით, მაშასადამე, ვარსებობო...
მე ვაზროვნებ სენიორ პრეზიდენტის აზრებით, მაშასადამე...” კამი-
ლამ ცრემლით სავსე თვალი შეანათა ქმარს, პირში თითქოს წყალი
ჰქონდა დაგუბებული, ყურებში წვიმის წვეთების წკაპუნი ედგა. – რა გა-
ტირებს?.. – გთხოვ, ნუ სტირი...
– როგორ გგონია, მაშ რა უნდა ვქნა? ..
– ერთნაირი სისუსტე გჭირთ ქალებს.
– თავი დამანებე!
– იცოდე, თუ ასე იტირებ, ავად გახდები. გაჩერდი, თუ ღმერთი გწამს!
– არა, თავი დამანებე!
– თითქოს სასიკვდილოდ მივდიოდე, ან ცოცხლად მიპირებდნენ და-
მარხვას.
– თავი დამანებე!
კარა დე ანხელმა ნაზად მოხვია ცოლს მხარზე ხელი. მის ლოყაზე,
ტირილს უჩვევი მამაკაცის ლოყაზე, ორი კურცხალი მოცურავდა, გავარ-
ვარებული, დაბრეცილი ორი ლურსმანივით, რომელთა ამოგლეჯაც შე-
უძლებელია.
– წერილს ხომ მომწერ?.. – დაიჩურჩულა კამილამ.
– რასაკვირველია...
– გეხვეწები, ხშირად მომწერე! ჩვენ ხომ არასოდეს დავშორებივართ
ერთმანეთს. ყოველდღე მომწერე. ჩემთვის აუტანელი სატანჯველი იქნე-

288
ბა, თუ არ მეცოდინება შენი ამბავი... თავს გაუფრთხილდი! ნურავის ენ-
დობი, გესმის? ფრთხილად იყავი, ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით
ერიდე ჩვენებურებს. ჩვენი ხალხი უნამუსოა... მაგრამ ყველაზე უფრო
იმას გთხოვ, რომ... – ქმარი კოცნით აწყვეტინებდა სიტყვას. – ...რომ ...გე-
მუდარები... რომ... გთხოვ... ხშირად მომწერო! კარა დე ანხელი ჩემოდ-
ნებს კეტავდა, თან ცოლს ჩასცქეროდა დაბინდულ, სინაზის მკრთალი
შუქით მოციმციმე თვალებში. კოკისპირულად წვიმდა, წყალსადინარ
მილებში მიჩხრიალებდა წყალი.
ორივეს ტანჯავდა მოახლოებულ ხვალინდელ დღეზე ფიქრი. ბარგი
ჩალაგებული იყო. საათის წიკწიკის ხმაზე, განშორებამდე დარჩენილ
დროს რომ აქუცმაცებდა, – წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ, წიკ-წიკ! – და ქინ-
ქლების წუილში, ძილს რომ უფრთხობდნენ, ტანთ გაიხადეს, დაწვნენ
დასაძინებლად.
– ღმერთო ჩემო, რა სულელი ვარ! უცებ გავიფიქრე, კარს იმიტომ კე-
ტავენ, რომ ქინქლები არ შემოფრინდნენ-მეთქი.
პასუხის ნაცვლად კარა დე ანხელმა მკერდზე მიიკრა ცოლი და მოეჩ-
ვენა, რომ მკლავებში ჰყავს ისეთი უსუსური, უმწეო ბატკანი, რომელსაც
ბღავილიც კი არ შეუძლია.
ეშინოდათ ლამპის ჩაქრობა, თვალის დახუჭვა, სიტყვის თქმა. შუქსა
და სიჩუმეში ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ხმა კი მანძილს ბადებს, და-
ხუჭული თვალით აშორიშორებს მოსაუბრეებს. სიბნელეში ყოფნა შორი-
შორ ყოფნას უდრიდა და გარდა ამისა, რისი თქმაც უნდოდათ უკანას-
კნელ ღამეს ერთმანეთისთვის, გინდაც დიდხანს ელაპარაკათ, მაინც დე-
პეშის ტექსტივით მშრალი ეჩვენებოდათ, დრო კი – მცირე.
პატიო აავსო მოახლე ქალების წიოკობამ. ვარიას დასდევდნენ დასა-
ჭერად. ვარია გაურბოდათ, ხან მიწას გაეკვრებოდა, ხან მაღლა აფრინ-
დებოდა, თავგანწირვით ცდილობდა გაქცეოდა სიკვდილს. გამოედარე-
ბინა, ისმოდა სახურავიდან ჩამოდენილი წვეთების მონოტონური წკაპუ-
ნი, თითქოს წყლის საათი მუშაობსო.

289
– ჩემო ტოროლა, – ეჩურჩულებოდა კარა დე ანხელი ცოლს, თან ჩა-
ვარდნილ მუცელზე ხელს უსვამდა.
– საყვარელო... – ეუბნებოდა ცოლი და ეკვროდა.
მოახლეები ისევ ვარიას დასდევდნენ ჟივილ-ხივილით. ვარია ხელი-
დან უსხლტებოდათ, დამფრთხალი, თვალებგადმოკარკლული, ნისკარ-
ტდაღებული, ფრთების ჯვარზე გაკრული ხშირი სუნთქვით აგვირისტებ-
და ჰაერს.
– „საყვარელო!” – ეუბნებოდა ქალი ქმარს... „ჩემო სიხარულო!” –
ეუბნებოდა ქმარი ცოლს... „სიხარულო!” – იმეორებდა ქალი. ვარია კე-
დელს მიაწყდა, თუ კედელი დაემხო მას... კისერი მოუგრიხეს... ფართქა-
ლებდა ფრთები, თითქოს მკვდარი ფრენას განაგრძობსო... „საწყალი,
სიმწრით ჩასვრილა!” – დაიყვირა მზარეულმა, წინსაფრიდან ქათმის
ბურტყლი ჩამოიფერთხა და წვიმის წყლით სავსე აუზთან მივიდა ხელის
დასაბანად.
კამილამ თვალი დახუჭა... სიმძიმე... ფრთების ფართქალი... პატარა
ლაქა... საათმა სვლა შეანელა: წიკო-ტაკ, წიკო-ტაკ, წიკო-ტაკ!
კარა დე ანხელმა აჩქარებით გადაფურცლა პრეზიდენტის გამოგზავ-
ნილი ქაღალდები, სადგურზე რომ გადასცა ოფიცერმა. ქალაქის სახლე-
ბის სახურავები ჭუჭყიანი ფრჩხილებით კაწრავდა ცას, თან უკან-უკან
მიცოცავდა. დოკუმენტებმა დაამშვიდა მიგელი. რა ბედნიერებაა! ნუთუ
ვშორდები ამ კაცს, ნუთუ შორს, შორს მივდივარ მისგან, თანაც როგორი
კომფორტით, პირველი კლასის ვაგონით, ჩეკის წიგნაკით ჯიბეში, ჯაშუ-
შებისგან განთავისუფლებული, „ყურიან კუდებს” მოშორებული. თვალი
დახუჭა, რომ არ დაენახა ის, რაზეც ფიქრობდა. მატარებელმა სიჩქარეს
უმატა, გამალებით მიქროდა, ეგებებოდნენ ველები და ბიჭებივით ერთი-
მეორის მიყოლებით გარბოდნენ უკან, მათთან ერთად გარბოდა ხეები,
სახლები, ხიდები...
დიდი ბედნიერებაა, დაუსხლტე ასეთ კაცს, გაექცე, ისიც პირველი
კლასის ვაგონით!..

290
...ერთიმეორის მიყოლებით, ერთიმეორის მიყოლებით... სახლი მის-
დევდა ხეს, ხე – ღობეს, ღობე – ხიდს, ხიდი – გზას, გზა – მდინარეს, მდი-
ნარე – მთას, მთა – ღრუბელს, ღრუბელი – სიმინდის ყანას, ყანა – გლეხს,
გლეხი – ჯორს...
...კომფორტით, ჯაშუშებისგან თავდაღწეული...
...ჯორი – სახლს, სახლი – ხეს, ხე – ღობეს, ღობე – გზას, გზა – მდი-
ნარეს, მდინარე – მთას, მთა – ღრუბელს...
..პატარა სოფლის ანარეკლი ნაკადულში იკარგებოდა, გამჭვირვალე,
ფსკერჩამუქებულ ნაკადულში...
...ღრუბელი... კიდევ ღრუბელი...
...ღრუბელი მისდევდა ყანას, ყანა – გლეხს, გლეხი – ჯორს, ჯორი...
...ჯაშუშებისგან თავდაღწეული, ჩეკის წიგნაკით ჯიბეში... ...ჯორი –
სახლს, სახლი – ხეს, ხე – ღობეს, ღობე...
...ჩეკის წიგნაკით ჯიბეში.
...ხიდმა ქამანდივით ჩაისტვინა ვაგონის ფანჯრებზე... შუქი და
ჩრდილი. ხიდის მალები, რკინის მაქმანები, მერცხლის ფრთები... ..„.ღობე
– ხიდს, ხიდი – გზას, გზა – მდინარეს, მდინარე – მთას, მთა...
კარა დე ანხელი თავით მიეყრდნო სავარძლის ზურგს, ძილმორეულ
თვალს ზანტად აყოლებდა სანაპიროს სწორ, ცხელ, ერთფეროვან დაბ-
ლობს, ფიქრი ერეოდა; იგი მატარებლით მიდის. არა, მატარებლით კი არ
მიდის, სირბილით მისდევს მატარებელს, არაქათი გამოეცალა, გაჭირვე-
ბითღა მისდევს, გაჭირვებით...
უცებ თვალი გაახილა. ძილი იმ სინამდვილეში, რომელსაც გაურბო-
და; მის ირგვლივ ხომ ჰაერიც კი საფრთხით იყო გაჟღენთილი და ამის
შეგნებით დამფრთხალს ეჩვენებოდა, თითქოს მატარებელში უჩინარი
ხვრელიდან შეძვრა. კეფა სტეხდა, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე,
ზღვა ქინქლა უტრიალებდა შუბლთან.
მწვანედ მოღაღანე ბუჩქნარს ზევით წამოხორხლილიყო ზღვიდან
ნასვამი წყლით გაპიპინებული უძრავი ცა და ბრჭყალებს ხავერდის

291
ღრუბლებში მალავდა.
უცებ გამოსხლტა სოფელი, ჩაუქროლა მატარებელს და გაქრა.
სოფელი, თითქოს უკაცური იყო, ყვითელ ნაწვერალში გაბნეული კო-
ლოფივით პანია სახლებით ეკლესიასა და სასაფლაოს შუა. დღეს აღარ
არიან ცოცხლები, აღარაფერი დარჩა რწმენისა და მკვდრების გარდა. კა-
რა დე ანხელს სიხარულის სხივი ჩაუქრა თვალებში. ეს მარადიული გა-
ზაფხულის მიწა, მისი მიწა იყო, მისი სიყვარული, მისი მშობელი დედა
და რაც უნდა მკვდრეთით აღმდგარი, მეორედ დაბადებული ჰგონებოდა
თავი უცხო მხარეში გადახვეწილს, იგი მაინც სამუდამოდ დარჩებოდა
მიცვალებულად ამ მიწას მოშორებული. ვერა, ვერ გაიქარვებდა სამშობ-
ლოს სევდას უცხოეთში, როცა გაახსენდებოდა მისი ხეები, რომლებსაც
საფლავის ჯვრების გამოსათლელად ჭრიდნენ და სამშობლოს ქვები,
რომლებსაც საფლავებზე დასადებად თლიდნენ.
ერთ სადგურს მეორე ენაცვლებოდა, მატარებელი გაუჩერებლად მიქ-
როდა, ირყეოდა ცუდად დამაგრებულ ლიანდაგზე. ორთქლმავლის სტვე-
ნა, მუხრუჭების ღრჭიალი, ბორცვთა მწვერვალებზე შემორჩენილი ჭუჭ-
ყიანი კვამლის გვირგვინები. სიცხით შეწუხებულ მგზავრთაგან ვინ ქუ-
დით ინიავებდა გაოფლილ სახეს, ვინ გაზეთით, ვინ ცხვირსახოცით, სუ-
ლი ეხუთებოდათ გავარვარებულ ჰაერში, ოფლის უხვი ცრემლით ტირო-
და მათი სხეული, აწამებდათ მოუხერხებელი სავარძლები, ტანსაცმელი
სწიწკნიდა, სჩხვლეტდა, ისეთი წყურვილი ჰკლავდა, როგორიც საფაღა-
რათოს დალევის შემდეგ იცის. გულს კი სევდა უბოჭავდა, თითქოს სი-
ცოცხლეს ეთხოვებიანო.
მიიწურა კაშკაშა, მტანჯველი დღე, მოსაღამოვდა, ცას ღრუბლების
ქარავანი გაეკრა, გამოიკვეთა ჰორიზონტი და შორს, შორს, ცისფრად
აელვარდა ზღვა.
მოვიდა გამყოლი, ვაგონებში აანთო ლამპები. კარა დე ანხელმა საყე-
ლო და ჰალსტუხი შეისწორა, საათს დახედა... ნავსადგურამდე ოცი წუ-
თის გზაღა იყო, მაგრამ მისთვის ეს ოცი წუთი საუკუნეს უდრიდა, ისე

292
ესწრაფებოდა ჩქარა, უვნებლად ასულიყო ხომალდზე და სარკმელს მი-
ეკრა, ცდილობდა სიბნელეში რაიმეს გარჩევას. სიგრილე იგრძნო, შეესმა,
როგორ გადაიარეს ხიდი მდინარეზე. მოშორებით ისევ ეს მდინარე დახ-
ვდებოდათ...
როცა მატარებელი ქალაქის ჰამაკივით გაჭიმულ ქუჩებს მიუახლოვ-
და, სვლა შეანელა და ნელა შედგა. ჩავიდნენ მეორე კლასის ვაგონებიდან
შემოძონძილი მგზავრები და ბორბლები ისე ამოძრავდა, მერე მატარე-
ბელმა ისევ შეანელა სვლა, გაისმა წყალკვეთების ყრუ შხაპუნი, წყვდი-
ადში ბუნდოვნად გამოიკვეთა საბაჟოს შენობის კონტურები, იგრძნობო-
და ფისის სუნში არეული, სხვა, ოდნავ საგრძნობი, ტკბილი და მლაშე
სუნი...
კარა დე ანხელი შორიდან მიესალმა ნავსადგურის კომენდანტს, ბა-
ქანზე რომ გამოსულიყო მის შესახვედრად – მაიორი ფარფანი!.. გაუხარ-
და, ამ მძიმე წუთებში რომ დაინახა მეგობარი, ვისაც მან სიცოცხლე აჩუ-
ქა, – მაიორი ფარფანი!..
მაიორიც შორიდან მხედრულად მიესალმა და ქვევიდან ასძახა, რომ
ბარგის ჩამოტანით თავი არ შეეწუხებინა, რადგან ბარგს ჯარისკაცები
წაიღებდნენ ხომალდზე. როცა მატარებელი შედგა, მაიორი ვაგონში ავი-
და, დიდი მოწიწებით, მაგრად ჩამოართვა ხელი კარა დე ანხელს: მგზავ-
რები აჩქარებით ჩადიოდნენ ვაგონიდან.
– იმედი მაქვს, კარგად იმგზავრებდით. რასა იქთ, როგორ ცხოვრობთ?
– თქვენ როგორღა გიკითხოთ, ძვირფასო მაიორო? თუმცა, რაღა საკით-
ხავია, სახეზე გეტყობათ, რომ...
– სენიორ პრეზიდენტმა დეპეშა გამომიგზავნა. თქვენს განკარგულე-
ბაში ვარ, სენიორ, რომ არაფერი გაგიჭირდეთ.
– დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრით, მაიორო!
ვაგონი რამდენიმე წამში დაიცალა. ფარფანმა სარკმელში გაჰყო თა-
ვი და დაიძახა:
– ლეიტენანტო, ამოვიდნენ ჩემოდნების წასაღებად, რაღას უცდიან?

293
ამ სიტყვების თქმა და კარში შეიარაღებული ჯარისკაცების გამოჩენა
ერთი იყო. კარა დე ანხელი გვიანღა გაერკვა მაიორის ეშმაკურ მანევრში.
– სენიორ პრეზიდენტის სახელით, – უთხრა მას რევოლვერმომარ-
ჯვებულმა მაიორმა ფარფანმა, – თქვენ დაპატიმრებული ხართ!
– მოითმინეთ, მაიორო!.. თუ სენიორ პრეზიდენტი თვითონ... არა, ეს
შეუძლებელია!.. წამოდით, მეცით პატივი, წამოდით ჩემთან ერთად, ნება
მომეცით დეპეშა გავუგზავნო...
– ბრძანება კატეგორიულია, დონ მიგელ. სჯობს დაემორჩილოთ. –
ხომალდი გამასწრებს. განსაკუთრებული დავალებებით მივდივარ და არ
შემიძლია დაგვიანება...
– წყნარად! წყნარად! კეთილი ინებეთ, გეთაყვა, ჩამაბარეთ ყველაფე-
რი, რაც ხელთა გაქვთ!
– ფარფან!
– ჩამაბარეთ-მეთქი!
– არა, მაიორო, ყური დამიგდეთ!
– წინააღმდეგობას ნუ გამიწევთ, გიმეორებთ, ნუ გამიწევთ წინააღ-
მდეგობას!
– მომისმინეთ, მაიორო!
– კმარა დავა!
– იცოდეთ, რომ მე მიმაქვს სენიორ პრეზიდენტის საიდუმლო ინ-
სტრუქციები... და თქვენ პასუხს აგებთ!
– სერჟანტო, გაჩხრიკეთ!.. ვნახოთ, ვინ ვის!
სახეზე ცხვირსახოცაფარებული კაცი სიბნელიდან გამოსხლტა. კარა
დე ანხელივით მაღალი, კარა დე ანხელივით ფერმკრთალი, ქერათმიანი,
შავთვალა კაცი. მას გადასცეს ყველაფერი, რაც სერჟანტმა წაართვა ნამ-
დვილ კარა დე ანხელს (პასპორტი, ჩეკის წიგნაკი, თითიდან წაჰგლიჯეს
საქორწინო ბეჭედი, ზედ რომ ცოლის სახელი ჰქონდა ამოტვიფრული.
მანჟეტების საკინძეები, ცხვირსახოცები...), კაცმა აიღო მისი ნივთები და
გაქრა.

294
ხომალდის საყვირი მოგვიანებით გაისმა. ტუსაღმა ყურებზე ხელი აი-
ფარა, თვალი ცრემლით დაებინდა. უნდოდა კარი ჩაემტვრია, გასულიყო,
გაქცეულიყო, გადაელახა ზღვა. არ უნდოდა ყოფილიყო ნამდვილი კარა
დე ანხელი, ვინც იქ რჩებოდა, ვაგონში, თითქოს სულში მორევი უდუღ-
და, თითქოს ტანზე ნაჭრილობევს უწიწკნიდნენ! უნდოდა ქცეულიყო
იმად, ვინც მიითვისა მისი სახელი, მისი ბარგი, შევიდა მეჩვიდმეტე კაი-
უტაში და ნიუ-იორკისკენ აიღო კურსი.

XXXIX
ნავსადგური

ზღვის მოქცევის წინ ყველაფერი გაირინდა, მოითენთა, ყველაფერი,


გარდა ციცინათელებისა, მარილისაგან დაჟანტებულებს ვარსკვლავთ
ნამსხვრევები რომ უბზინავდათ ფრთებზე, – და გარდა ტუსაღისა, ბოლ-
თას რომ სცემდა ვაგონში: თმააწეწილი, ტანისამოსაჩეჩილი, თითქოს
ქარიშხალი მოხვდაო. ვეღარ იკავებდა თავს, ოხრავდა, რაღაცას ბუტბუ-
ტებდა, ხელებს იქნევდა იმათ მსგავსად, ვინც სიზმარში უძალიანდება
ღვთის მარჯვენას, მათ რომ იჭერს და მიათრევს, რადგან ისინი მწუხა-
რებისთვის, უცაბედი სიკვდილისთვის, საზარელი დანაშაულისთვის
არიან საჭირო, რამეთუ მათ სიკვდილის შემდეგ უნდა გაახილონ თვალი.
„ნუგეშს ისა მგვრის, რომ ფარფანი აქ არის! – იმეორებდა კარა დე
ანხელი თავისთვის. – რაც უნდა იყოს, კომენდანტია! ყოველ შემთხვევა-
ში, ჩემს ცოლს მაინც შეატყობინებს, რომ რამდენიმე ტყვია დამახალეს,
მიწაში ჩამფლეს და ყველაფერი ამით დამთავრდა!” ლიანდაგზე მესერი-
ვით ჩარიგებულ ჯარისკაცებს ესმოდათ, როგორ ზანზარებდა უროს
დარტყმით – წყვილი ფეხი – ვაგონის იატაკი, თვითონ ტუსაღი კი შორს
იყო ამ დროს, სადღაც შორს, ფიქრობდა იმ სოფლებზე, რომელთაც დღი-
სით ჩამოუარა, მიაბოტებდა საკუთარი ცთომილების წუმპეში, თავისი

295
მზიანი დღეების დამაბრმავებელ მტვერში ეკლესიისა და სასაფლაოს ში-
შით შეპყრობილი, ეკლესიისა და სასაფლაოსი, ეკლესიისა და სასაფლა-
ოსი. მარადიული რწმენა და მიცვალებული!
ზარივით დაიგუგუნა საათმა კომენდანტურის შენობაზე. აცახცახ-
დნენ ობობები, ყრუდ გაისმა რეკვა. ისარი თორმეტის თხუთმეტ წუთს
უჩვენებდა, ზანტად გაუყარა მაიორმა ფარფანმა მუნდირის მარჯვენა
სახელოს ხელი, მერე – მარცხენას, ასევე ზოზინით დაიწყო ღილების შეკ-
ვრა, ჭიპიდან ზევით, თან გულგრილად მოავლო თვალი კედელზე გაკ-
რულ რესპუბლიკის რუკას (ფორმით რომ დაღებულ ხახას ჰგავდა),
ჟღვინტშემხმარ პირსახოცს, ზედ ცინგლზე მჯდარ ბუზებს, საველე ჩან-
თებს... ერთიმეორის მიყოლებით ზანტად იკრავდა ღილებს, ხელებს ნე-
ლა მიაცოცებდა ზევით, ყელს რომ მიაღწია, თავი გადასწია და თვალში
ისეთი რამ მოხვდა, რასაც ისე ვერ შეხედავდა თუ მხედრულად არ იქნე-
ბოდა გაჭიმული. ეს გახლდათ სენიორ პრეზიდენტის პორტრეტი.
მაიორმა შარვალი აიჭიმა, ლამპისკენ დაიხარა, სიგარეტს მოუკიდა,
აიღო მათრახი და ქუჩაში გავიდა. ჯარისკაცებს არ გაუგონიათ მისი ფე-
ხის ხმა, პანჩოში მუმიასავით გახვეულები ხვრინავდნენ, გუშაგები თო-
ფის აწევით მიესალმნენ უფროსს, გუშაგების მეთაური ოფიცერი წამოხ-
ტა, ძილით დაბუჟებულ ტუჩზე მიწებებული ნაცრისფერი ჭიის – სიგარე-
ტის ნამწვის – გადმოფურთხებას ცდილობდა და ძლივს მოასწრო ხელის
საფეთქელთან ატყორცნა, რომ სამხედრო წესით მისალმებოდა მაიორს.
„ყველაფერი რიგზეა, სენიორ!”
ვაგონში ფარფანს ფეხდაფეხ შეჰყვა ფარნიანი კაცი, მათ უკან მიმა-
ვალი ორი მხნე ჯარისკაცი, ოთხი ხელით გზადაგზა შლიდა თოკის კო-
ნებს ტუსაღის გასაკოჭად. ფარფანის ბრძანებით კარა დე ანხელს ხელები
უკან გაუკრეს, მერე საბაჟოს ჯარისკაცებმა, რომლებიც ვაგონს დარა-
ჯობდნენ, წინ წაიგდეს იგი. კარა დე ანხელი არ ეწინააღმდეგებოდა. მაი-
ორის ბრიყვულ კილოსა და საქციელში, ჯარისკაცებს რომ მისი გაპან-

296
ღურების, უდიერი მოპყრობის ნებას აძლევდა, მეგობრის თავისებურ მა-
ნევრს ხედავდა. მას ეგონა, მაიორი ფარფანი სხვების დასანახად ექცეო-
და ასე და როგორც კი კომენდატურაში მიიყვანდა, უმალ შეიცვლებოდა.
მაგრამ კომენდატურაში არ წაიყვანეს. სადგურიდან რომ გავიდნენ, შე-
უხვიეს შუკაში, რომელიც რკინიგზის მთავარ ხაზს დიდი მანძილით
სცილდებოდა და სატვირთო ვაგონთან მივიდნენ. ვაგონის იატაკზე
აწუნწუხებული ნეხვი მოესხათ. ზურგში კონდახების ხათქუნით აიყვა-
ნეს იგი იმ ვაგონში, სცემდნენ უმიზეზოდ, თითქოს ვიღაცის ბრძანებას
ასრულებენო.
– რატომ მცემენ, ფარფან? – კვნესით მიუბრუნდა იგი მაიორს. გუშა-
გებთან ერთად მაიორი და ფარნიანი კაციც მიჰყვებოდნენ. პასუხის ნაც-
ვლად ისე ჩასცხეს კონდახი, ყური გაუსკდა, ხველა აუვარდა, გადმოა-
ფურთხა, სისხლი წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა პერანგზე. აღშფოთებული
წამოიმართა.
– ხმა! კრინტი! – დაუღრიალა ფარფანმა და მათრახი მოუქნია. – მაი-
ორო ფარფან! – დაიყვირა გამწარებულმა კარა დე ანხელმა და რისხვით
გაიმართა წელში. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა. ფარფანს ეშინოდა
იმ სიტყვების, რომელთაც საცა იყო, გაიგონებდა და მათრახი გადაუჭირა
ტუსაღს. წითელი ნაჭდევი ამოებურცა ლოყაზე უბედურს. იგი მუხლზე
იდგა, ზურგსუკან გაკოჭილი ხელების განთავისუფლებას ცდილობდა.
– .„.გასაგებია... – თქვა ტუსაღმა ათრთოლებული ხმით. – გასაგებია...
ეს ჩემი გვემა... ერთ დანაკერს მოგიმატებთ სამხრეზე, მაიორო... – ხმა-
მეთქი, თორემ, – ისევ დაიღრიალა ფარფანმა და კვლავ შემართა მათრა-
ხი.
ფარნიანმა კაცმა ხელი სტაცა მაიორს.
– მცემეთ, ნუ შემიბრალებთ, ნურაფრის გეშინიათ! გავუძლებ! მე მა-
მაკაცი ვარ, მათრახი კი საჭურისების იარაღია!..
ისევ გაიშხუვლა მათრახმა ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეოთხედ, მე-
ხუთედ და ტუსაღს წამში გველივით აუჭრელდა სახე.

297
– მაიორო, დამშვიდდით, დამშვიდდით... – ეუბნებოდა ფარნიანი კა-
ცი.
– ვერა, ვერ დავმშვიდდები, სანამ ამ მამაძაღლს მიწას არ ვაღრღნე-
ვინებ. მან შეურაცხყო არმია და იოლად არ ჩაუვლის ეს... ბანდიტი!..
არამზადა!.. მათრახის ტარი გადაუტყდა. ახლა რევოლვერის ტარს
უხათქუნებდა თავ-პირში, ნაჭერ-ნაჭერ აგლეჯდა კანს სახიდან თუ თა-
ვიდან და ყოველ დარტყმაზე ხვნეშით იმეორებდა: – არმია!.. ორგანიზა-
ცია!.. არამზადა!.. ესეც ამას!..
მსხვერპლი უგონოდ ჩაეცა ნეხვში და იქ დატოვეს, სანამ სატვირთო
მატარებელს გაამზადებდნენ, რომლითაც დედაქალაქში უნდა დაებრუ-
ნებინათ ტუსაღი.
ფარნიანი კაცი ვაგონში აპირებდა დარჩენას, მაგრამ ფარფანმა უბ-
რძანა, გამომყევიო. ისინი კომენდატურაში უნდა დარჩენილიყვნენ მა-
ტარებლის გასვლამდე. მივიდნენ და საუბარში ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ.
– პირველად ერთმა კარგმა მეგობარმა მირჩია საიდუმლო პოლიცია-
ში მუშაობა, – უყვებოდა ფარნიანი კაცი მაიორს. – ლუსიო ვასკესი ერ-
ქვა, მეტსახელად ქლესას ეძახდნენ...
– მგონი მაგ ვასკესზე რაღაც მაქვს გაგონილი, – თქვა მაიორმა. – შე-
მაგულიანა, მაგრამ მაშინ არაფერი გამომივიდა, მიუხედავად იმისა, რომ
ვასკესი საიდუმლო პოლიციაში შინაური კაცი იყო. მე ციხეში ჩამაყუ-
დეს, კაიძალი ფულიც დავკარგე. მე და ჩემს ცოლს ერთ საქმეში გვქონდა
ფული დაბანდებული. მე ციხეში ვიჯექი, ჩემმა საცოდავმა ცოლმა კი
„ტკბილ ჯადოში” ამოყო თავი.
ფარფანი თითქოს შეკრთა „ტკბილი ჯადოს” გაგონებაზე, მაგრამ
მხოლოდ შეკრთა, უწინ კი ადელაიდას ხსენებაზე, იმ გასიებული ძუკნი-
სა, ჩეჩმის სუნად რომ ყარდა, ჭკუას კარგავდა. მისი გონება ახლა სხვა
რამით იყო მოცული, იგი გამწარებული ცდილობდა კარა დე ანხელის
ზმანების თავიდან მოშორებას, მაგრამ ვერ ახერხებდა, სულ თვალწინ

298
ედგა და კვლავ ჩაესმოდა მისი სიტყვები: „ერთ დანაკერს!.. ერთ დანა-
კერს!..
– რა ჰქვია თქვენს ცოლს? მე თითქმის ყველას ვიცნობდი „ტკბილ ჯა-
დოში” ...
– ის კი არ გეცნობებათ. ფეხი არც კი ჰქონდა იქ შედგმული, ისე გამო-
ვიდა უკან. იმ სახლში მოუკვდა ჩვენი ბიჭი და დარდისაგან შეიშალა. ახ-
ლა საავადმყოფოს სამრეცხაოში მუშაობს მონაზვნებთან ერთად. ხომ
იცით, თუ ადამიანს მიდრეკილება არა აქვს, ძალით ვერ გააროსკიპებ. –
მგონია, მაინც მყავს ნანახი. ერთხელ დონია ჩონმა მთხოვა, პოლიციიდან
ბავშვის დასაკრძალავად ნებართვის აღება. დონია ჩონმა იქაურ ქალებ-
თან ერთად აუგო წესი ბავშვს, მაგრამ მაშინ საიდან მეცოდინებოდა, რომ
ის თქვენი ბიჭი იყო.
– იმ დროს მე ვირის აბანოში ვეგდე, მაგრად ნაბეგვი, ჯიბეამოფხეკი-
ლი. ეჰ, როცა თვალს გადავავლებ ხოლმე განვლილ წამებას, უკან მოუხე-
დავად მინდა სადმე გავიქცე.
– ჩემი მდგომარეობაც წარმოიდგინეთ: სულ ტყუილუბრალოდ ცილი
დამწამა ერთმა მურდალმა დედაკაცმა და სენიორ პრეზიდენტთან დამა-
ბეზღა...
– ამ კარა დე ანხელმა თურმე პირი შეკრა გენერალ კანალესთან, მის
ასულსაც დაუწყო კურკური, ახლა რომ ცოლადა ჰყავს. ეს იქიდან ვიცი,
რომ ვასკესმა გენერლის გაქცევამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა კარა
დე ანხელი სამიკიტნო „ტუსტეპში”.
– „ტუსტეპი”!.. – გაიმეორა მაიორმა. რაღაცის გახსენებას ცდილობ-
და.
– იქვე, გენერლის სახლთან, კუთხეში იყო „ტუსტეპი”. კარზე ქალი და
კაცი ეხატა, ხელმოღუნული ქალი კაცს უხმობდა. სიტყვებიც კი მახსოვს:
„მოდით, ვიცეკვოთ ტუსტეპი!” კაცს ხელში ბოთლი ეჭირა და მისი პირი-
დან ეს სიტყვები ამოდიოდა: „მადლობა მომიხსენებია”. მატარებელი და-
იძრა, თანდათან უმატა სიჩქარეს. განთიადის ვარდისფერი კოშტი ზღვის

299
სილურჯეში ლივლივებდა. ჩრდილიდან რიგრიგობით გამოსხლტა შო-
რეული მთები, წვრილ ვაჭართა ჯაბახანა ხომალდები და კომენდატურის
შენობა – სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ჭრიჭინებით სავსე ასანთის
პატარა კოლოფი.

XL
ბრმა ქათამი

...„რამდენი საათი გავიდა მისი წასვლის შემდეგ?” ქმრის გამგზავრე-


ბის დღეს კამილა საათებს ითვლიდა, მერე მრავალი საათი გახდა შესაკ-
რები, რომ ეთქვა, რამდენი დღე გავიდა. ორი კვირის შემდეგ დღეების
რიცხვიც აირია და უკვე: „რამდენი კვირა გავიდა, რაც წასულია!” მთელი
ოთხი კვირა, ერთი თვე. თვეების ანგარიშიც აირია, მათ უკვე წელიწადი
შეადგინეს. აირია წლების რიცხვიც...
კამილა სასტუმრო ოთახში, სარკმლის ფარდას ამოფარებული ელო-
და ფოსტალიონს. ფეხმძიმედ იყო და ბავშვს მზითევს უკერავდა. ფოს-
ტალიონის გამოჩენამდე კარგა ხნით ადრე იგებდა კამილა, რომ მან უკვე
დაიწყო წერილების ჩამოტარება. ისე საშინლად აბრახუნებდა მეზობ-
ლების კარზე, თითქოს გიჟია და ბრახუნით ერთობაო. ბრახუნი თანდა-
თან ახლოვდებოდა, სარკმელში იჭრებოდა. კამილა საკერავს გვერდზე
გადადებდა, გული ლამის საგულიდან უვარდებოდა, რომ სიხარული
მთელი სამყაროსათვის გაეზიარებინა. აი იგი, დიდი ხნის ნალოდინევი
წერილი! „ჩემო სათაყვანებელო კამილა. ძახილის ნიშანი”.
მაგრამ ფოსტალიონი მის კარზე არ აკაკუნებდა. შეიძლება... იქნებ
მოგვიანებით... ისევ ჩაუჯდებოდა საკერავს და ღიღინით ცდილობდა სევ-
დის გაქარვებას.
საღამოს ისევ გამოჩნდებოდა ფოსტალიონი. კამილასთვის მთელი სა-
უკუნე გადიოდა, სანამ იგი მის კარს მოაღწევდა, სულგანაბული, გულ-

300
მიბნედილი, ყურდაცქვეტილი ელოდა დაკაკუნებას და როცა დარწმუნ-
დებოდა, რომ სიჩუმეს არაფერი არღვევდა, შიშით თვალს ხუჭავდა, შე-
კავებული ქვითინისა და გულზიდებისგან უცაბედად რომ მოებჯინებოდა
ყელზე, მთელი ტანი უთახთახებდა. „რატომ არ შეეგება ფოსტალიონს?
იქნებ დაავიწყდა წერილის გადმოცემა. ეს ყველას შეიძლება დაემარ-
თოს, ხვალ კი უსათუოდ მოუტანს წერილს...” მეორე დღეს, როცა ფოს-
ტალიონი მოუახლოვდა მის სახლს, კამილამ ერთბაშად მოაფრიალა კა-
რი და გიჟივით გაენთო მის შესაგებებლად. მარტო ის კი არ უნდოდა, წე-
რილის ჩაბარება შეეხსენებინა, არამედ ეგონა, ამით ბედს წავეშველებიო.
ფოსტალიონმა ახლაც ისე ჩაუარა, ვერ შეამჩნია ქალის მოლოდინით მი-
ცეცებული თვალები, წავიდა თავისი გზით, მწვანე კოსტიუმში გამოწყო-
ბილი, – ამბობენ, მწვანე ფერი იმედის ფერიაო, – წვრილი, ჭრუტა თვა-
ლები ჰქონდა და ანატომიის კაბინეტში მდგარი მუმიასავით დაკრეჭილი
კბილები. გავიდა ერთი თვე, მეორე, მესამე, მეოთხე...
მწუხარებით მოტეხილი კამილა აღარ გადიოდა ქუჩის მხარეს განლა-
გებულ ოთახებში, დიდმა დარდმა სახლის ყველაზე ბნელი კუნჭულები
მოაძებნინა.
„არა, ახირებული კი არ არის, ნაღვლობს”, – უხსნიდა ექიმბაშობით
სახელგანთქმული მეზობლის ქალი კამილას მოახლეებს, მასთან უფრო
წასაჭორავებლად რომ მიდიოდნენ და არა შეწუხებული ქალბატონის-
თვის წამლის წასაღებად. თუმცა, თვითონაც ჩინებულად იცოდნენ სამ-
კურნალო საშუალებები. წმინდანებს სანთლებს უნთებდნენ და ოჯახს
იმით უმსუბუქებდნენ მძიმე ხვედრს, რომ სახლიდან ძვირფასეულობა
გაჰქონდათ.
მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ავადმყოფი გარეთ გავიდა. დამხრჩვალე-
ბი დინებას მიჰყვებიან. ეტლის კუთხეში მიიკუნჭა, ნაცნობებს თვალს
არიდებდა, იმათაც ისე ეჭირათ თავი, თითქოს ვერ ხედავდნენ. იგი პრე-
ზიდენტთან წავიდა. ცრემლით დანამული ცხვირსახოცი იყო მისი საუზ-

301
მეცა და სადილიც, თითქმის მთლად დაძიძგნა იგი მოსაცდელში ჯდომი-
სას. ალბათ დიდმა გაჭირვებამ მოუყარა თავი იმდენ ხალხს მოსაცდელ-
ში. გლეხები მოვარაყებული სკამის ძგიდეზე მორიდებით სხდებოდნენ,
ქალაქელები კი მოხერხებულად მოკალათდნენ, საზურგეს მიყრდნობი-
ლები. მანდილოსნებს ხმადაბლა სთავაზობდნენ სავარძლებს. კარს იქით
ვიღაც ლაპარაკობდა. პრეზიდენტია! კამილას ცივად დაუარა შიშის
ჟრუანტელმა. ბიჭი უბორგავდა მუცელში, თითქოს ეუბნებოდა: „წავი-
დეთ აქედანო!” ლოდინით დაქანცული ქალი თუ კაცი დაბუჟებულ ხელ-
ფეხს მართავდა, ამთქნარებდა, საუბრობდა ერთმანეთში. მიდი-მოდი-
ოდნენ გენერალური შტაბის ოფიცრები. ერთი ჯარისკაცი გულმოდგინედ
წმენდდა სარკმლის შუშას, ბზუოდნენ ბუზები. კამილას ბავშვი უბორ-
გავდა მკერდქვეშ. „აი, შენ ანცო, შენა! რა გაბრაზებს ნეტა? ჩვენ ვთხოვთ
პრეზიდენტს, გვითხრას, სად არის ის სენიორი, რომელმაც არც კი იცის
შენი არსებობა და როცა დაბრუნდება, ძალიან ეყვარები. დიახ, შორს
აღარ არის ის დღეც, როცა შენც ჩაებმები იმ ფერხულში, რომელსაც
ცხოვრება ეწოდება! არა, მე სულაც არა ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ
მაინც სჯობს იქ იყო, სადაც კარგად ხარ დამალული!” პრეზიდენტმა არ
მიიღო. ვიღაცამ ურჩია, იმედს ნუ დაკარგავ, არ მოეშვა, სანამ არ მიგი-
ღებსო და ისიც დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა, უგზავნიდა გერბიან ქა-
ღალდზე დაწერილ წერილებს, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, მან არც ერ-
თხელ არ უპასუხა.
ღამის წყვდიადში თუ განთიადზე უძილობა ქუთუთოებში ებჯინებო-
და, ხან ცრემლის ზღვაში ცურავდა. ვრცელი პატიო. ჰამაკში იწვა, შა-
ქარყინულითა და რეზინის პატარა ბურთით იქცევდა თავს. შაქარყინუ-
ლი პირში ედო, ბურთი ხელში ეჭირა, ყბიდან ყბაში გადაჰქონდა შაქარ-
ყინული. პატარა შავი ბურთი ხელიდან გაუვარდა, ჰამაკქვეშ შეხტა და
პატიოში გაგორდა, მიგორავდა, მიგორავდა, სანამ თვალიდან არ გაქრა.
შაქარყინული კი, გადნობის მაგივრად, გაუდიდდა პირში. ბურანში იყო
წასული, გრილი ზეწრის შეხებაზე ჟრჟოლა უვლიდა ტანში, ეს იყო ძილი

302
ზმანებისა და ლამპის შუქზე. ორჯერ თუ სამჯერ საპონი გაუვარდა ხე-
ლიდან ამ ბურთივით. პურის ნაჭერიც კი საუზმის დროს – ძალისძალად
ყლაპავდა ლუკმას – მხოლოდ იმიტომ, რომ საჭირო იყო, ლუკმა პირში
ეზრდებოდა შაქარყინულივით.
ქუჩები ჯერ კიდევ უკაცრიელი იყო, ხალხი ეკლესიაში ლოცულობდა,
ის კი უკვე სამინისტროებისკენ მიდიოდა, უდარაჯებდა მინისტრებს, არ
იცოდა, როგორ მოელბო გული ბებერი მეკარეებისთვის, შეკითხვაზე პა-
სუხს რომ არ აძლევდნენ, ხელისკვრით იშორებდნენ. თუ მაინც შეეცდე-
ბოდა შენობაში შესვლას, ისეთ მუჯლუგუნებს ჰკრავდნენ, შინ ტანდა-
ლილავებული ბრუნდებოდა.
მისი ქმარი ბურთს გაეკიდა. კამილას გაახსენდა თავისი სიზმრის მე-
ორე ნახევარი: ვრცელზე ვრცელი პატიო, მიგორავს შავი ბურთი, მის-
დევს მისი ქმარი, პატარავდება თანდათან და ბოლოს ქრება ბურთის
კვალდაკვალ. არ ახსოვდა, რომ მკერდქვეშ ბავშვი ჰყავდა, შაქარყინული
უდიდდებოდა და უდიდდებოდა პირში.
მისწერა კონსულს ნიუ-იორკში, ელჩს ვაშინგტონში, მეგობარი ქალის
მეგობარს, მეგობრის ცოლისძმას, ყველას ემუდარებოდა, გამიგეთ და შე-
მატყობინეთ ქმრის ამბავიო. მაგრამ გინდ გაეგზავნა, გინდ სანაგვეში ჩა-
ეყარა წერილები, სულ ერთი იყო. ერთმა ებრაელმა ვაჭარმა უთხრა,
თითქოს ამერიკელთა საელჩოს ფრიად პატივცემულ მდივანს, დეტექ-
ტივსა და დიპლომატს, ზუსტი ცნობები ჰქონდა მიღებული კარა დე ან-
ხელის ნიუ-იორკში ჩასვლის თაობაზე. არა მარტო ოფიციალურად არის
ცნობილი, რომ იგი ნავსადგურში გადავიდა ხომალდიდან – მისი გვარი
შეტანილია ნავსადგურის რეესტრში, სასტუმროს სარეგისტრაციო წიგ-
ნსა და პოლიციის სიაში, არამედ გაზეთებშიც გამოაქვეყნეს ცნობა ნიუ-
იორკში მისი ჩასვლის შესახებ და იქიდან ახლახან დაბრუნებული მოქა-
ლაქეებიც ადასტურებენ, რომ იგი ნახეს ამერიკაში. „კარა დე ანხელს და-
ეძებენ, – ამბობდა ებრაელი, – და ცხადია, იპოვიან ცოცხალს თუ

303
მკვდარს. თუმცა, ვინ იცის, იქნებ სხვა ხომალდით ნიუ-იორკიდან სინგა-
პურში გაემგზავრა”. – „სად არის სინგაპური?” – ჰკითხა კამილამ. „რო-
გორ თუ სად არის? ინდოჩინეთში”. – მიუგო ებრაელმა ჩასმული კბილე-
ბის კრაჭუნით. „რამდენ ხანში მოვა იქიდან წერილი?” – „ზუსტად ვერ
გეტყვით, მაგრამ სამ თვეზე მეტი მაინც დასჭირდება”. თითებზე ითვლი-
და თვეებს. ოთხი თვე გასულიყო უკვე კარა დე ანხელის გამგზავრების
დღიდან.
ნიუ-იორკში თუ სინგაპურში... რა სიმძიმე მოსწყდა გულიდან, რა დი-
დი ნუგეში იყო იმის გაგება, რომ იგი ცოცხალია, შორს არის, არ მოუკ-
ლავთ ნავსადგურში, როგორც ხმა დაირხა. შორს არის მისგან, ძალიან
შორს, ნიუ-იორკსა თუ სინგაპურში, მაგრამ აზრით მაინც მასთანაა.
ტანდამძიმებული კამილა ებრაელის დუქანში დახლს დაეყრდნო,
რომ არ წაქცეულიყო, თავბრუ დაეხვა სიხარულით, თითქოს გაცურდა
ფოლგაში გახვეული შაშხის, მოწნულ ბუდეში ჩამჯდარი იტალიური
ღვინის ბოთლების, შოკოლადის ფილების, ვაშლის, ქაშაყის, ზეთისხი-
ლის, ყურძნისა და კონსერვის ქილების წინ. ახლა იცოდა, რომელ ქვეყა-
ნაში იყო მისი ქმარი. „რა სულელია, რისთვის ეწამა ასე. მაშ, უნდა გა-
აგრძელოს კომედიის თამაში, მიტოვებული ცოლის როლის თამაში, ეჭ-
ვით გადარეული რომ დაეძებს ორგულს ანდა ცოლის, რომელსაც მშო-
ბიარობის მძიმე წუთებში უნდა გვერდით ჰყავდეს ქმარი”.
კაიუტის ბილეთი უკვე შეკვეთილი ჰქონდა, ბარგი ჩალაგებული, გამ-
ზადებული იყო, მაგრამ ზევიდან მოსული ბრძანების თანახმად, პასპორ-
ტი არ მისცეს. წინ წამოყრილი, ნიკოტინით ჩაჟამებული კბილების ირ-
გვლივ სავსე ბაგე გაიწელა და მოიკუმა, მოიკუმა და ისევ გაიწელა ცვრი-
ანი ხორცის ნაჭერივით, რომ ეთქვა, თანახმად ზემოდან მოსული ბრძა-
ნებისა, პასპორტს ვერ მოგცემთო.
კამილამ პირი გააღო და მოკუმა, გააღო და მოკუმა, ცდილობდა იმ
კაცის სიტყვების გამეორებას, მის ცნობიერებამდე რომ ვერ მიაღწიეს.

304
აუარებელი ფული დახარჯა დეპეშებში და გერბიან ქაღალდებში, პრე-
ზიდენტს რომ ზედიზედ უგზავნიდა. პრეზიდენტმა არც ერთზე არ უპა-
სუხა. მინისტრებს არაფერი არ შეეძლოთ. სამხედრო მინისტრის მოად-
გილემ, მანდილოსნებთან ფრიად თავაზიანმა კაცმა, უთხრა, ნუ თხოუ-
ლობთ პასპორტს, სულერთია, არ მოგცემენ, გინდაც არმია მოიყვანოთ
და შეტევა დაიწყოთ. თქვენი ქმარი ხშირად აბრაზებდა სენიორ პრეზი-
დენტს და ახლა ყველაფერი ამაოაო.
ნაცნობების რჩევით, ერთ ახმახ მოძღვართან აპირებდა წასვლას,
მფარველობის სათხოვნელად. მოძღვარზე ხმა დადიოდა, ურიცხვი საყ-
ვარელი ჰყავს, ზოგი ისეთიც ურევია მის მეგობარ ქალებში, რომელთაც
პრეზიდენტის ცხენებით დაატარებენო. მაგრამ სწორედ იმ ხანებში ვი-
ღაცამ ხმა დაყარა, კარა დე ანხელი ყვითელი ცხელებით მოკვდა პანამა-
შიო. ისეთი გულშემატკივრებიც გამოუჩნდნენ კამილას, რომლებმაც სპი-
რიტებთან წაიყვანეს ამ ხმების შესამოწმებლად. სპირიტებს დიდი თხოვ-
ნა არ დასჭირვებიათ. მარტო მედიუმი ქალი გაჯიუტდა, არა, არ მინდა
სულში სენიორ პრეზიდენტის მტერი შემომივიდესო, მაგრამ ნათქვამია,
„ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო” და აქაც ფულმა გასჭრა. ჩააქრეს შუქი,
კამილა შიშით აცახცახდა, როცა შეესმა, როგორ უხმობდნენ კარა დე ან-
ხელის სულს. იქიდან ცოცხალმკვდარი გამოიყვანეს. მან გაიგონა ქმრის
ხმა, იგი ეუბნებოდა, რომ ზღვაში დაიხრჩო. ახლა იგი იქ არის, სადაც
ვეღარაფრად იქცევა, რადგან ყველაფრად იქცა უკვე: საუცხოო ლოგინ-
ში, თევზების ზამბარიან წყლის ლეიბზე, არარსობა კი ტკბილზე ტკბილი
ბალიშია.
გამხდარს, ოცი წლის ასაკში სახეჩამომჭკნარ კამილას, თვალის ჩა-
მუქებული ბუდეები თავისივე გამჭვირვალე ყურებისხელა რომ ჰქონდა
და მწვანე გუგებშიღა შერჩენოდა სუსტი, ახალგაზრდული სხივი, ბიჭი
შეეძინა. ლოგინიდან წამოდგა თუ არა, ექიმის რჩევით, ზაფხულის გასა-
ტარებლად სოფლად გაემგზავრა. პროგრესიული ანემია, ტუბერკულო-

305
ზი, ფსიქიკური აშლილობა, იპოქონდრია და ყველა ამის გვერდით, ბავ-
შვით ხელში წვრილ მავთულზე ალალბედად მიმავალი კამილა, არაფე-
რი რომ არ იცოდა ქმარზე და მის დასანახად ხშირად თვალს მიაპყრობ-
და სარკეს, სადაც მხოლოდ დამხრჩვალნი გამოჩნდებიან ხოლმე. შვილის
თვალებშიც ეძებდა ქმრის სახეს, საკუთარ თვალებშიც. ბურანში წასუ-
ლი წარმოიდგენდა ხოლმე ქმარს ნიუ-იორკში ან სინგაპურში.
ნაძვების მოსრიალე ჩრდილში, ხეხილის ბაღებსა და ღრუბლებს ზე-
მოთ ატყორცნილ სხვა ხეებში, კამილას მწუხარების ღამეში გამოიწვერა
დღის შუქი, როცა მაისის ერთ-ერთ წმინდა კვირადღეს მის ბიჭუნას შუბ-
ლზე ზეთი წასცხეს, წყლით სავსე ემბაზში ჩასვეს და სახელად მიგელი
დაანათლეს. თავის საგალობელს აწკრიალებდნენ ტოროლები – ორი უნ-
ცია ბუმბული და გასაოცარი კრიმანჭული. ცხვრები სიამოვნებით ლო-
კავდნენ ახალშობილ ბატკნებს. რაოდენ უსაზღვრო ბედნიერების შეგ-
რძნება მოჰქონდა იმ წმინდა კვირადღეს, დედის ენის რიტმულ მოძრაო-
ბას ახალშობილის სხეულზე, როგორ ინაბებოდნენ ბატკნები, ხრიდნენ
წამწამებს, დედის ალერსს რომ გრძნობდნენ. კვიცები ჭაკების მახლობ-
ლად დაკუნტრუშობდნენ, დედები წყლიან თვალს არ აშორებდნენ ჩვი-
ლებს. ბედნიერებისაგან ნერწყვმორეული ხბოები სავსე დრუნჩს ჰკრავ-
დნენ დედებს. ნათლობის მაუწყებელი ზარის გუგუნი რომ მიწყდა, კამი-
ლამ მაგრად ჩაიკრა გულში პირმშო. თვითონაც არ იცოდა, რატომ, მაგ-
რამ გრძნობდა, სიცოცხლეს უბრუნდებოდა.
პატარა მიგელი ლაღად იზრდებოდა სოფლად. კამილა ქალაქში აღარ
დაბრუნებულა.

306
XLI
ყველაფერი რიგზეა

ყოველ ოცდაორ საათში ერთხელ, მიწისქვეშა საკნებში აბლაბუდაში


გამოჟონილი შუქი აღწევდა და ყოველ ოცდაორ საათში ერთხელ, შუქ-
თან ერთად, ზევიდან დამპალ ბაგირზე გამობმული ნავთის ძველი კასრი
მოცურავდა, უფრო სწორად, დაჟანგული თუნუქა შეჭამანდით მიწის-
ქვეშა საკნების ტუსაღებისთვის. შეჭამანდში ქონის ნაჭრები ცურავდა
და ოცდამეშვიდე საკანში მჯდარ ტუსაღს თუნუქის დანახვაზე თავი გან-
ზე მიჰქონდა, ასეთი კერძის ჭამას სიკვდილი ერჩია. კერძი ყოველდღე
ხელუხლებელი აჰქონდათ უკან, მაგრამ შიმშილი ისე სტანჯავდა, თვა-
ლები გადმოცვენაზე ჰქონდა, გუგა უჩერდებოდა, თითქოს ბოდავსო, თა-
ვის თავს ელაპარაკებოდა, კედლებს აწყდებოდა, ოთხი ნაბიჯი წინ, ოთხი
ნაბიჯი უკან, თითებს იკვნეტდა, ყურის გაციებულ ბიბილოებს იწიწკნი-
და და ერთხელ, როცა ზევიდან ღრიჭინ-ღრიჭინით ისევ ჩამოუშვეს თუ-
ნუქა, ისე ეცა, თითქოს ხელიდან გამოგლეჯას უპირებს ვინმეო, პირდა-
პირ კერძში ტუცა ცხვირ-პირი, სანსლავდა, იხრჩობოდა, ნამცეცი არ ჩა-
უტოვებია. როცა თოკი დაიჭიმა, თითები და ტუჩები გაილოკა, თვალი
მაძღარი პირუტყვის კმაყოფილი იერით გააყოლა ზევითკენ რწევა-რწე-
ვით მცოცავ თუნუქას, მაგრამ სიამოვნება ამოშხამდა, სადილს კვნესაგ-
მინვა მოჰყვა, ქონი ცარიელ ნაწლავებზე მიენება, მუცელმა გვრემა და-
უწყო, პირს აფჩენდა, კედელს ეპოტინებოდა, თითქოს უფსკრულის პი-
რას დგას და გადავარდნის ეშინიაო. როგორც იქნა, სული მოიბრუნა, ოფ-
ლით დანამული თმა გადაისწორა, კისრიდან ხელი ნიკაპისკენ ჩამოუ-
ცურდა, ყურები უშხუოდა, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა, წებოვანი, მჟავე
ოფლი.
შუქი ძალას კარგავდა. შემოჭრას ვერ მოასწრებდა და უკვე ქრებოდა.
ხელებით ჩააფრინდა იმას, რაც ოდესღაც მისი სხეული იყო, თითქოს თა-
ვის თავს ეჭიდებაო, ნელა დაჯდა, ფეხი დაჭიმა, თავი კედელს მიაყრდნო

307
და მოეშვა, ქუთუთოები დაუმძიმდა, თითქოს ძლიერი ნარკოტიკი მი-
ეღოს, მაგრამ ნეტარი ძილი არ ეწვია, ჰაერის სიმცირის გამო სუნთქვა
უჭირდა, ხელებს მოუსვენრად აფათურებდა. დროდადრო თავისდა უნე-
ბურად ხან ერთი ფეხი გაეჭიმებოდა, ხან – მეორე. მერე ისევ თავისით
მოეხრებოდა, თითებს მოუსვენრად იცაცუნებდა ყელზე, უნდოდა იქიდან
ამოეგლიჯა ის მუგუზალი, გულღვიძლს რომ უთუთქავდა, ბურანში წა-
სული, წყლიდან ამოგდებული თევზივით პირით იჭერდა ჰაერს, ცივ ჰა-
ერს ლოკავდა გამშრალი ენით, ყვირილი უნდოდა და როცა მთლად გა-
მოფხიზლდა, მთელი ტანით წამოიმართა, აღრიალდა. ფეხის წვერებზე
დგებოდა, იძაბებოდა, რომ როგორმე სულიერისთვის მიეწვდინა ხმა. საკ-
ნები ახშობდა ხმას. მუშტებს ურტყამდა კედელს, ფეხებს აბაკუნებდა,
ბღაოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა და ბოლოს გაბმულ, დაუსრულებელ
ბღავილად იქცა... წყალი, სუპი, წყალი, მარილი, წყალი, ქონი, წყალი,
სუპი... გასრესილი მორიელის სისხლის ნაკადი დაეცა ხელზე... ურიცხვი
მორიელი ხომ არ იყო, რომ არ წყდებოდა ნაკადი... ცაში გასრესილი
ურიცხვი მორიელის, რომ წვიმას ედინა... ძაღლივით ტლეკავდა წყალს.
წყურვილი რომ მოიკლა, არ იცოდა ვისთვის ეთქვა მადლობა, მაგრამ მა-
ლე ეს სამადლობელო საქმე ყველაზე საზარელ საწამებლად ექცა. სა-
ათობით იდგა იმ ქვაზე, რომელიც მანამდე სასთუმლის მაგივრობას
უწევდა, რომ წყლის გუბეში ფეხი არ გაჰყინოდა. საათობით იდგა იმ ქვა-
ზე გათოშილი, გაჟიჟინებული სამოსიდან წყალი წურწურით ჩამოსდი-
ოდა, სიცივისა და შიმშილისაგან ძაგძაგებდა, თუნუქა კი ქონიანი შეჭა-
მანდით იგვიანებდა. ჭამდა ისე, როგორც ჭამს დამშეული ადამიანი და
უკანასკნელი ლუკმის ჩაყლაპვისთანავე ზეზეურად იძინებდა. უფრო
მოგვიანებით ჩამოუშვებდნენ ხოლმე მეორე თუნუქას, რომელშიც ნაწ-
ლავებს ითავისუფლებდნენ ცალკე საკანში მჯდომები. როცა ოცდამეშ-
ვიდე საკნის ბინადარმა პირველად გაიგონა იმ თუნუქის რახრახი, გა-
იფიქრა, მეორედ მიგზავნიან შეჭამანდსო და რაკი შიმშილობდა, თუნუ-

308
ქას არ მიჰკარებია, როგორც ჩამოუშვეს, ისევე აიტანეს ზევით. რა იცო-
და, თუ შიგ ექსკრემენტები იყო, იმასაც ისეთივე სუნი უდიოდა, როგო-
რიც შეჭამანდიან თუნუქას. მეორე თუნუქა საკნიდან საკანში მოგზაუ-
რობდა და როცა ოცდამეშვიდე საკანს მიაღწევდა, ნახევრად სავსე იყო.
როგორ იტანჯებოდა ტუსაღი, მეორე თუნუქას მოახლოებას რომ გაიგო-
ნებდა, გამოყენების სურვილი კი არ ჰქონდა. სურვილი მაშინ მოუვლიდა,
როცა მიწისქვეშეთში მიწყდებოდა იმ მკვდარი ზარის წკარუნი. ზოგჯერ
კი ეს უორკეცებდა ტანჯვას, სურვილი უქრებოდა თუნუქას გახსენებაზე,
თვალწინ დაუდგებოდა მიაზმები, ჭურჭელს რომ ასდიოდა, იმ ჭურჭლის
ბასრი ნაპირები, რასაც უსათუოდ უნდა შეხებოდა, ზოგჯერ დროზე ჩა-
მოუშვებდნენ ჭურჭელს, ზოგჯერ მოგვიანებით, ზოგჯერ სულ გადაავიწ-
ყდებოდათ ჩამოშვება ან ბაგირი გაწყდებოდა და მთელი სიბინძურე რო-
მელიმე ტუსაღს გადაესხმებოდა თავზე, მაშინ მეორე დღემდე, ესე იგი
ოცდაორი საათი უნდა ელოდა და იწყებოდა მუცლის გვრემა, ჟანგიანი
ნერწყვის გემო, მწვავე ნდომა, კვნესა, ტანჯვა და გინება. ერთი გამოსა-
ვალი რჩებოდა, საკანში, იატაკზე უნდა მოეშორებინა ძაღლივით.
ორი საათი შუქი, ოცდაორი საათი წყვდიადი, ერთი თუნუქა შეჭამან-
დით, მეორე – სიბინძურით სავსე. წყურვილი ზაფხულში, წარღვნა –
ზამთარში; ასე ცხოვრობდნენ მიწისქვეშა საპყრობილეში.
...დღითიდღე მსუბუქდები და მსუბუქდები, – ოცდამეშვიდე საკნის
ბინადარმა ვეღარ იცნო საკუთარი ხმა, – და როცა ქარი მოგერევა, კამი-
ლასთან მიგიტანს, შენს დაბრუნებას რომ ელის! საბრალო, ალბათ შე-
იშალა მოლოდინით, მას კი დაუბრუნდება რაღაც უჩინარი, პანია! მაგ-
რამ რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხელები ჩამოუდნა! კამილას მკერ-
დის მხურვალება აავსებს მათ ძალით!.. ჭუჭყი?.. თავისი ცრემლით გან-
ბანს ჭუჭყისგან! კამილას მწვანე თვალები აქვს?.. დიახ, ტიროლას მდე-
ლოს მიუგავს ან ბამბუკის ზროს, ოქროსფერი ნაწიბურებითა და ინდი-
გოსფერი წინწკლებით... მისი სიტყვის გემო, მისი ტუჩების გემო, მისი

309
კბილების გემო... მისი ტანი, – როდის ეღირსება კვლავ იმ სხეულის და-
უფლება? წაგრძელებული რვიანი, ლერწმის წელი, კვამლის გიტარა, მა-
შინ რომ გამოჩნდება, როცა ქრება შუშხუნები... მე მოვპარე სიკვდილს
იგი ერთ ღამეს... შუშხუნების შუქით გაბრდღვიალებულ ღამეს... მიცუ-
რავდნენ ანგელოზები, მიცურავდა ღრუბლები, მიცურავდა დაცვარული
სახურავები, სახლები, ხეები, ყველაფერი მიცურავდა ჰაერში ჩემთან და
მასთან ერთად...
და იგი გრძნობდა კამილას თავის გვერდით, თითქოს ეხებაო, ხარბად,
მხურვალედ, ესმოდა მისი ხმა, თითებს უცაცუნებდა, ნეკნებზე იკრავდა,
თრთოდა, ძაგძაგებდა. ფეხსაცმლის ყაითანს სპილენძის თავი წააწყვიტა
– ერთადერთი სპილენძის იარაღი, რაც მას გააჩნდა – იმით დაჩხაპნა კე-
დელზე კამილასა და თავისი სახელები, მიუხატა გული და ხანჯალი. ყო-
ველი ოცდაორი საათის შემდეგ, როგორც კი შუქი შეაღწევდა საკანში,
ხატავდა. დახატა ეკლის გვირგვინი, ღუზა, ჯვარი, იალქანი, პატარა ხო-
მალდი, ვარსკვლავი, სამი მერცხალი, რკინიგზა, დაკლაკნილი კვამლი...
დაძაბუნდა, გამოიფიტა და ხორციელი სურვილისაგან განთავისუფ-
ლდა. ფიზიკურად განადგურებული უკვე ისე იხსენებდა კამილას, რო-
გორც ყვავილს იყნოსავენ ან პოემას უსმენენ. უცებ თვალწინ დაუდგა
ვარდის ბუჩქი, აპრილსა და მაისში რომ ყვაოდა სასადილო ოთახის ფან-
ჯრის ქვეშ, დედამისის სახლში. თვალწინ უტრიალებდა ბავშვობის დღე-
ები და ისევ ქრებოდა. წყვდიადი სეფისკვერივით ყლაპავდა კედლებს. მა-
ლე უნდა ჩამოეშვათ ექსკრემენტების თუნუქა. ოჰ, სად არის ახლა ის
ვარდი?! ბაგირის ღრიჭინის გაგონებაზე ნეტარების თუნუქა მიაკაკუნებ-
და ნაწლავების საკნის კედლებს. თრთოდა სიმყრალის გახსენებაზე,
ჭურჭელი უკან მიჰქონდათ, სუნი კი დიდხანს რჩებოდა. ნეტა სად არის
ის რძესავით ქათქათა ვარდი?!. გავიდა წლები, ოცდამეშვიდე საკნის ბი-
ნადარი მოტყდა, მაგრამ იმდენად წლებმა კი არ დააძაბუნა, რამდენადაც
ტანჯვამ, სახე ნაოჭებით დაეღარა, თავი ზამთრის ჭიანჭველას ფრთები-
ვით გადაუთეთრდა, მისი ტანი აღარც ტანი იყო, აღარც გვამი...

310
უჰაეროდ, წყვდიადში, უმოძრაოდ, ფაღარათით, ქარებით, ნევრალგიუ-
რი ტკივილით გაწამებულს, თითქმის დაბრმავებულს ერთი რამ აძლები-
ნებდა, ერთი რამ უნარჩუნებდა სულს – იმედი იმისა, რომ კვლავ ეღირ-
სებოდა ცოლის ნახვას, ეღირსებოდა სიყვარულს, ეს რწმენა უწმენდდა
გულს. საიდუმლო პოლიციის უფროსი სავარძლიანად გაჩოჩდა უკან, ფე-
ხები სავარძელქვეშ შეჰყო, იდაყვებით შავ მაგიდას დაეყრდნო, კალამი
ლამპასთან მიიტანა, ორი თითის წვერით ამოგლიჯა წვერში გაჩხირული
თმის ღერი, რომელიც ასოებს ულვაშა კიბორჩხალებს ამსგავსებდა. კბი-
ლები გამოიჩიჩქნა და წერა განაგრძო:
„...თანახმად ინსტრუქციისა (კალმის წვერი ქაღალდს ფხაჭნიდა. კა-
ურს კაურზე ტოვებდა), ხსენებული ვიჩი დაუმეგობრდა ოცდამეშვიდე
საკანში მჯდარ ტუსაღს, იმ ორი თვის განმავლობაში, რაც მასთან ერთად
გაატარა, ვიჩი ერთთავად თვალთმაქცობდა, უნუგეშოდ ტიროდა, თავის
მოკვლას ლამობდა. მეგობრული საუბრის დროს ოცდამეშვიდე საკანში
მჯდარმა ტუსაღმა ჰკითხა ვიჩს, ისეთი რა შესცოდეთ, რა დაუშავეთ სე-
ნიორ პრეზიდენტს, რომ აქ ჩაგსვეს, სადაც ადამიანს ყოველგვარი იმედი
გადაწყვეტილი აქვსო. ვიჩმა არ უპასუხა, გამწარებული ახლიდა თავს
იატაკს და გოდებდა. ტუსაღი ჩააცივდა და ბოლოს ვიჩი ალაპარაკდა:
„პოლიგლოტების ქვეყნიდან ვარ, თავადაც პოლიგლოტი გახლავარ. გა-
ვიგე, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც არ არიან პოლიგლოტები. ჩამოვედი.
იდეალური ქვეყანაა უცხოელისთვის, გავიცანი ხალხი, გავიჩინე მეგობ-
რები. ფული მქონდა, ყველაფერი მქონდა. ერთ დღეს ქუჩაში სენიორა
დავინახე, გაჭირვებით დავძლიე მოკრძალება და უკან გავყევი... გათხო-
ვილია?.. ქალიშვილია?.. ქვრივია? ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო,
რომ კვალში უნდა ჩავდგომოდი. რა თვალები ჰქონდა! ბაგე კი არა, ანი-
სულის ლიქიორი! რა მოხდენილი გოგმანი! აღთქმული ქვეყანა!.. გავყევი
უკან, მივაცილე სახლამდე, მოვახერხე გაცნობა, მაგრამ იმ დღიდან თვა-
ლი ვეღარ მოვკარი. მე კი ვიღაც უცნობი კაცი, მანამდე რომ არსად შემ-

311
ხვედრია, ამედევნა, სადაც წავიდოდი, ჩრდილივით დამყვებოდა... მე-
გობრები... მაგრამ რა მოხდა?.. მეგობრებმა ზურგი შემაქციეს. ქვაფენი-
ლის ქვები... მაინც რა მოხდა? ქვებიც კი ცახცახებდნენ ჩემი ფეხის ხმის
გაგონებაზე. თურმე წინდაუხედაობის გამო ჩავვარდი ასეთ დღეში: თურ-
მე (თუმც თვითონ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი) სენიორ პრეზიდენტის
საყვარლის შეყვარება მომიწადინებია, იმ მანდილოსნის (ეს მანამდე გა-
ვიგე, სანამ ანარქისტობას დამწამებდნენ და ციხეში მიკრავდნენ თავს),
ვისაც ქუჩაში ავეტორღიალე. ეს სენიორა გენერლის ქალიშვილი ყოფი-
ლა და ასეთი საქმე შურისძიების გამო უკისრია. ქმარს მიუტოვებია და
სამაგიეროს ამით უხდიდა...” ხსენებული ვიჩი გვატყობინებს, გენერლის
ქალიშვილი რომ ვახსენე, ისეთი შრიალი შემესმა, თითქოს გველი გას-
რიალდა ხმელ ფოთლებშიო. თურმე ტუსაღი მიუახლოვდა და ისე ჩუ-
მად, როგორც თევზი ამოძრავებს ფარფლს წყალში, სთხოვა, გამიმეორე
იმ მანდილოსნის სახელიო. ვიჩმაც ხელახლა უთხრა. ტუსაღმა სხეული
დაიფხოჭნა, მერე სახე ჩამოიხოკა, თან ცრემლს იწმენდდა. სახეზე კანი-
ღა შერჩენოდა, ისიც თითებშუა უქრებოდა. გულზე მიიდო თურმე ხელი,
ვეღარც გული იპოვა და ვიჩის ფეხებთან იატაკზე სველი ნეშტის აბლა-
ბუდა დაეცა...
როგორც დავალებული მქონდა, ჩემი ხელით ხელში ჩავუთვალე ხსე-
ნებულ ვიჩს, ვისი ჩვენებაც ოქმში ჩავიწერე, ორმოცდაშვიდი დოლარი,
ციხეში გატარებული დღეების გასამრჯელოდ, გარდა ამისა, ქიშმირის
ნახმარი კოსტიუმი და ბილეთის ფულიც მივეცი. ოცდამეშვიდე საკანში
მჯდარი ტუსაღის გარდაცვალება ასეა გაფორმებული: 27 – ტოქსიკური
დიზენტერია.
მაქვს პატივი ყოველივე ეს სენიორ პრეზიდენტს მოვახსენო...”

312
ეპილოგი

სტუდენტი ელდანაკრავივით შედგა ტროტუარის ნაპირზე, თითქოს


თავის სიცოცხლეში არ ენახა ანაფორიანი კაცი, მაგრამ იმდენად ანაფო-
რამ კი არ გააოცა, რამდენადაც მნათეს სიტყვებმა, ყურში რომ ჩასჩურ-
ჩულა, როცა ციხიდან განთავისუფლების შემდეგ პირველად შეხვდნენ
ერთმანეთს და გახარებულები გადაეხვივნენ.
– ამ სამოსს ახლა მისი უმაღლესობის ნებართვით ვატარებ... და უცებ
სიტყვა გაუწყდა. შუა ქუჩაში ჯარისკაცებში ჩამდგარი ტუსაღები მიდი-
ოდნენ.
– საცოდავები... – დაიჩურჩულა მნათემ, სტუდენტი კი ტროტუარზე
ავიდა. – რა დიდი ჯაფა დაადგათ ამ პორტალის დანგრევაზე. ზოგჯერ
ისეთ რამეს დაინახავ, თვალს არ უჯერებ.
– მარტო დაინახავ კი არა, – წამოიძახა სტუდენტმა, – უკეთესი იქნე-
ბა თუ ვიტყვით: ხელით ვეხები და მაინც არა მჯერაო! მე მუნიციპალი-
ტეტზე ვამბობ...
– მე კი მეგონა, ჩემს ანაფორაზე...
– ის არ იკმარეს, რომ თურქების ფულით უშნოდ მოთითხნეს პორტა-
ლი, ვითომ მოხატეს, აქაოდა ეჭვი არავის შეეპაროს, რომ პოლკოვნიკ პა-
რალეს სონრიენტეს მკვლელობამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია-
ო. ახლა მიდგნენ და მთელი შენობა აღგავეს პირისაგან მიწისა.
– რეებს როშავთ. ყურს მოჰკრავს ვინმე და... გაჩუმდით, თუ ღმერთი
გწამთ! გარდა ამისა, არავინ იცის...
მნათეს კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს მოედანზე
თავშიშველი კაცუნა გამოიჭრა, მათთან მიირბინა, შუაში ჩაუდგა და
წიკვინა ხმით სიმღერა შემოსძახა:
კოხტაპრუწავ, მაიმახო,
ვიღამ შეგქმნა შენა
და საჩუქრად ტაკვითა

313
რატომ დაგამშვენა?
– ბენხამინ! ბენხამინ! – ტანჯვით სახემოქცეული ქალი ფეხდაფეხ
მოსდევდა კაცუნას.
ბენხამინის ხელით
შენ არა ხარ შექმნილი...
მაშ, თითქოსდა საკეპით
რად ხარ ჩამოკვეთილი?
– ბენხამინ!.. ბენხამინ!.. – ცრემლნარევი ხმით უყვიროდა შეწუხებუ-
ლი ქალი. – ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სენიორებო, შეშლილია, ვერაფ-
რით ვერ დაუჯერებია, რომ პორტალი აღარ არის.
სანამ თოჯინების თეატრის მეპატრონის, დონ ბენხამინის ცოლი მნა-
თესა და სტუდენტს ებოდიშებოდა, მისი ქმარი ჟანდარმს მიეჭრა და ახ-
ლა იმას უმღერა:
კოხტაპრუწავ, მაიმახო,
ვიღამ შეგქმნა შენა
და საჩუქრად ტაკვითა
რატომ დაგამშვენა?
ბენხამინის ხელით
არ ხარ ქმნილი, არა...
მაშ ეს სახის კანი
ჩვრით ვინ შეგიცვალა?
– ნუ, სენიორ, ნუ ახლებთ ხელს. ბოროტი განზრახვით კი არ აკეთებს,
შეშლილია! – ემუდარებოდა დონ ბენხამინის ცოლი პოლიციელს და
ქმარს ეფარებოდა. – ხომ ხედავთ, გიჟია, ნუ ახლებთ ხელს... ნუ, ნუ
სცემთ, სენიორ! წარმოგიდგენიათ, ისე გადაირია, ეჩვენება, თითქოს მთე-
ლი ქალაქი პორტალივით აღგავეს პირისაგან მიწისა. ტუსაღები კი მი-
დიოდნენ და მიდიოდნენ, მწკრივს აღარც თავი უჩანდა, აღარც ბოლო.
რიგი ტუსაღებისა მაზიდებს მიათრევდა, ზოგს მხრებზე მძიმე ბარები გა-

314
დაეჯვარებინებინა, მათ უკან ბორკილების ჟღარუნით გველივით მიიკ-
ლაკნებოდა დაუსრულებელი მწკრივი. სანამ ჟანდარმი ქალს ეჩხუბებო-
და, დონ ბენხამინმა დრო იხელთა, მიეჭრა ტუსაღებს და თათხვა დაუწ-
ყო, ყვიროდა, რაც ენაზე მოადგებოდა: – ვიღა გიყურებს დღეს, ან ვის
უნახავხარ უწინ, პანჩო ტანანჩო, ხმლით რომ კუწავდი ტყავს და მარ-
ჯვედ არჭობდი დანას კოპრის მუხებს!.. ვინ გნახა უწინ ან ვინ გხედავს
დღეს, მოღალატე ლოლო კუშოლო, ვის უნახავს შენი ბასრი მაჩეტე!.. ვინ
გხედავს ქვეითად, ვინ გნახა ცხენზე ამხედრებული, ხანჯლით ხელში
მიქსტო მელინდრესო, მატყუარავ, საზიზღარო, ლაჩარო!.. ვის უნახავ-
ხარ პისტოლეტით ხელში, როცა დომინგოს16 გეძახდნენ და ვინ გხედავს
ახლა უპისტოლეტოდ, საცოდავსა და გაუბედურებულს! თქვენ წილები-
ვით გსრესდნენ, ახლა ტილებივით გაგჟლეტენ! ვინც ენას ჯაჭვით ვერ
დააბამს, ფეხებზე დაიდებს ბორკილს!
მაღაზიებიდან გამოეფინენ მოსამსახურეები. ტრამვაის ვაგონები გა-
ჭედილი იყო, ხან ეტლი ჩაიქროლებდა, ხან ავტომობილი, ხან ველოსი-
პედი. სიცოცხლის რამდენიმე წამმა გაიელვა, სანამ მნათემ სტუდენტთან
ერთად გადაჭრა ტაძრის ტალანი – მაწანწალა თავშესაფარი, უსახლკა-
როთა სავანე და მთავარეპისკოპოსის სასახლესთან გავიდა. იქ გამოემ-
შვიდობნენ ერთმანეთს.
სტუდენტმა ღვარძლიანად ჩაიცინა, როცა ფიცარფენილს ჩაუარეს,
ნაგავსა და ღორღს რომ ფარავდა – რაც პორტალიდან დარჩა.
უცებ ცივმა ქარმა დაუბერა, მტვერი აიტაცა. უცეცხლო კვამლი, მი-
წის კვამლი. კვლავ ეკვეთა იქაურობას ქარი, მიმოაბნია იმ დაწესებულე-
ბის ქაღალდის ნახევები, რომელიც აღარ არსებობდა. მანამდე იქ მუნი-
ციპალიტეტის სხდომათა დარბაზი იყო. კედლების ნანგრევებზე ალმები-
ვით ფრიალებდა ჩვრების ნახევები. უცებ საიდანღაც ცოცხზე გადამჯდა-
რი დონ ბენხამინის ჩრდილი გამოსრიალდა. მის ზურგსუკან ცისფერ

16
სიტყვასიტყვით: კვირა (ესპ.)
315
ველზე – ვარსკვლავები, მის ფერხთით ქვა-ღორღის ხუთი პატარა ვულ-
კანი.
ბუყ-ბუბუყ!.. სიჩუმეში ტყაპანი მოიღო წყალში ზარის ხმამ. საღამოს
რვა საათი იყო. ბუყ-ბუბუყ! ბუყ-ბუბუყ! ბუყ-ბუბუყ!
სტუდენტი ჩიხის ბოლოში თავის სახლს მიუახლოვდა. კარს რომ
აღებდა, დედის ხმა შეესმა. დედა კრიალოსანს მარცვლავდა, მოახლეც
ლიტანიისთვის ემზადებოდა, მისი ხველა ახშობდა დედის ხმას. – უფა-
ლო, შეიწყალე, – ლოცულობდა დედა, – ყველა ტანჯული და ყოველი
ყარიბი... დაამკვიდრე მშვიდობა ქრისტიან მეფეთა შორის... შეიწყალე
მართლმსაჯულების მიერ დევნილნი... იხსენ კათოლიკური სარწმუნოე-
ბის მტრები... ადიდე მარადიული საზრუნავი წმინდა საყდრისა და ჩვენი
პირადი საზრუნავი... იხსენ სალხინებლის კურთხეული სულები.
Kyrie elesion.17

17
უფალო შეგვიწყალე.
316

You might also like