You are on page 1of 5

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ეთნოლოგიის ბაკალავრი

ნუკრი ზუხბაია

რომაელების ექსპედიციები ტროპიკულ აფრიკაში

ახ. წ პირველი საუკუნიდან მეოთხე საუკუნემდე რომის იმპერიის მიერ არაერთი


კომერციული თუ სამხედრო კამპანია მოეწყო ჩრდილოეთ აფრიკაში. ძირითადი
მარშრუტი იყო საჰარის გავლით აფრიკის სიღრმეში, ასევე აფრიკის დასავლეთ
სანაპიროებისკენ. ამ ექსპედიციების ძირითადი მიზეზი იყო ოქროთი და სანელებლებით
მდიდარი რეგიონების მოძიება.

„რომაულ ნივთებს მართლაც პოულობენ საჰარაში და რაც მნიშვნელოვანია მთლიანი


დასავლეთ საქარავნო გზის გაყოლებაზე. მრავალრიცხოვანი რომაული არტეფაქტები
ნაპოვნია გარამანტისის დედაქალაქ ჯერმეში (ლიბიის სამხ. დასავლეთი). ყველაზე
შთამბეჭდავია აქ აღმოჩენილი დიდი რომაული მავზოლეუმი, რაც მიუთითებს აქ
რომაელების ყოფნაზე ან ადგილობრივი ელიტის რომანიზირებულობაზე. ჯერმესა და
გჰატს შორის ჰოგარში ნაპოვნია რომაული კერამიკა, მინა, სამკაულები და მონეტები,
რომლებიც ახ.წ I-IV საუკუნეს მიეკუთვნებიან. უფრო შორს, აბელესის ოაზისში არის
ადგილი, რომელსაც ტინ ჰინანის სასახლეს უწოდებენ. ამ ადგილზე შექმნილია ერთი
ადგილობრივი ძალიან ლამაზი ლეგენდა, მაგრამ როგორც ჩანს აქ ადრე ციხე-სიმაგრე
ყოფილა, რომლის ერთ-ერთ ოთახში ქალის ჩონჩხის ნაწილები იპოვეს, ასევე გვიან
რომაული პერიოდის რამდენიმე ნივთი, მათ შორის ლამფა, ოქროს სამაჯური და IV
საუკუნის მონეტა. ბოლოს და ბოლოს, ტიმისაოში, ნიგერიდან 600 კილომეტრში იპოვეს
სამალავი, რომელიც რომაული მონეტებით იყო სავსე“1

რომაელებმა ხუთი სხვადასხვა მარშრუტით ცადეს საჰარის გადაკვეთა:

 დასავლეთ საჰარის გავლით მდინარე ნიგერისკენ, თანამედროვე ტიმბუქტუსთან


ახლოს
 ტიბესტის მთების გავლით ჩადის ტბისკენ და შემდეგ თანამედროვე ნიგერიისკენ
 მდინარე ნილოსის აყოლებაზე ეგვიპტის გავლით დიდ რიფტულ ხეობამდე
 აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გაყოლებით მდინარე სენეგალამდე
 წითელი ზღვის გავლით, სავარაუდოდ დღევანდელ ზანზიბარამდე2

ყველა ეს ექსპედიცია რომაული ლეგიონების მხარდაჭერით ეწყობოდა და კომერციულ


ხასიათს ატარებდა. იმპერატორ ნერონის მიერ ჩატარებული მსგავსი კამპანია სხვა
არაფერი იყო, თუ არა ეთიოპიისა და ნუბიის მომავალი დაპყრობის რეპეტიცია. ახ. წ 62
წელს ორი რომაული ლეგიონი იმყოფებოდა მდ. ნილოსის სათავებთან მისი შესწავლის

1
Heinemann-University of California-UNESCO, 1981 წ. - გვ.515
2 http://researchomnia.blogspot.com/2015/10/romans-in-azaniaraphta.html
მიზნით.3 ეძებდნენ ოქროს, რომლებსაც შემდეგ აქლემებით გადაზიდავდნენ საჰარის
ზღვისპირის გაყოლებით. ხმელთაშუა ზღვაში კი გემები ელოდებოდნენ, რომლებსაც ეს
მდიდარი საქონელი იმპერიის დედაქალაქში მიჰქონდათ4.

რომაელმა ხუთი ძირითადი რეგიონი შეისწავლეს: ორი დასავლეთ საჰარაში, ორი


ცენტრალურში და ერთიც ჩადის ტბის მიდამოებში.

დასავლეთ საჰარაში ექსპედიცია ატლასის მთების სამხრეთით ორ მიმართულებას


იკვლევდა:

ბალბუსის ექსპედიცია

 კორნელიუს ბალბუსის ლაშქრობა5: პლინიუს უმცროსის ცნობით, საჰარის გადაღმა


პირველი რომაული ექსპედიცია კორნელიუს ბალბუსი მეთაურობით მოეწყო. ეს
უკანასკნელი ნატურალიზებული რომაელი იყო ქ. კადისიდან (სამხ. პირენეის
ნახევარკუნძული) და კარგად იცნობდა ამ ადგილებს. მონაწილეობდა პუნიკურ
ომებშიც. მისი მეთაურობით ძვ. წ 19 წელს რომაელებმა მდ. ნიგერს მიაღწიეს
დღევანდელი ქალაქ ტიმბუქტუს სიახლოვეს. ის ლიბიის ქალაქ საბრატიდან
გაემართა 10 ათასი რომაელი ლეგიონერის თანმხლებით, აიღო ქალაქი
გარამანტისი. შემდეგ მან პატარა რაზმი გააგზავნა აჰაგარის მთების სამხრეთით,
რათა „ლომების ქვეყანა“ გამოეკვლიათ. იქ მათ ნახეს მდინარე ნიგერი და
დაასკვნეს, თითქოს ის მდინარე ნილოსში ჩაედინებოდა. 1955 წელს მალის
ტერიტორიაზე იპოვეს რომაული მონეტები და კერამიკა.

3
Buckley, Emma; Dinter, Martin (3 May 2013). A Companion to the Neronian Age. John Wiley &
Sons.გვ. 364.

4 Roth, Jonathan 2002. The Roman Army in Tripolitana and Gold Trade with Sub-Saharan Africa. APA
Annual Convention. New Orleans
5 The Cambridge History of Africa, Volume 2 , edited by J. D. Fage, John Desmond Clark, Roland, გვ. 286
სვეტონიუსის ექსპედიცია

 პაულინუს სვეტონიუსის ექსპედიცია: სვეტონიუსი იყო რომის კონსული,


რომელმაც პირველმა შეძლო რომაული ლეგიონების გადაყვანა ატლასის მთების
სამხრეთით. ეს მოხდა ახ. წ 41 წელს. 10 დღიანი სამთო მარშის შემდეგ მათ
მიაღწიეს მთის მწვერვალს, რომელიც თოვლით იყო დაფარული, შემდეგ დაეშვნენ
და მიადგნენ მდინარე გერჟის ხეობას. აქედან შევიდნენ ნახევრად გაუდაბნოებულ
მიწებზე დღევანდელი მაროკოს სამხრეთით. სავარაუდოდ, მისმა რამდენიმე
ლეგიონერმა მდინარე დარასს მიაღწია (თანამედროვე მდ. სენეგალი).

ახ. წ I საუკუნიდან უკვე დასტურდება რომაული სავაჭრო კონტაქტები მავრიტანულ


ქალაქ აკჟთან.

ცენტრალური საჰარის კვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობდა:

ფლაკუსის ექსპედიცია

 იმპერატორ ავგუსტუსის (ძვ.წ 14-ახ.წ 27) დროს ჩადი უზარმაზარი ტბა იყო და
მასთან მისაღწევად ორი რომაული ექსპედიცია მოეწყო. სეპტიმუს ფლაკუსმა და
იულიუს მატერნუსმა „ბეჰემოთის ტბას“ (ასე უწოდებდა ჩადის ტბას
პტოლემაიოსი) მიაღწიეს. ისინი დაიძრნენ ტრიპოლიტანიიდან და გაიარეს
ტიბესტის მთები. მათ მოუწიათ გარამანტების (ბერბერული მოდგმის ხალხი,
ლიბიის ტერიტორიაზე) მიწის გავლა. 3 თვიანი დამქანცველი მოგზაურობის
შემდეგ მათ „ბეჰემოთებისა და მარტორქების ტბის“ ტერიტორიაზე 3 გარნიზონი
დატოვეს. პტოლემაიოსი წერდა, რომ ახ. წ. 50 წელს ფლაკუსი ისევ გაეშურა
ლეგიონებით, რათა დაესაჯა მომთაბარეები, რომლებიც თავს დაესხნენ ლეპტისს.
მან მიაღწია ბაჰრ-ერგიგს, მდ. ჩარისა და მდ. ლოგონეს ნაპირებს ჩადის ტბის
მიდაომოებში. ამ მიწებს მოიხსენიებს, როგორც „ეთიოპების მიწას“ (ანუ
შავკანიანების) ანუ აგისიმბას.

მატერნუსის ექსპედიცია

 მატერნუსის ექსპედიცია: პტოლემაიოსი წერდა, რომ ახ. წ 90 წელს იულიუს


მატერნუსმა კომეციული ექსპედიცია განახორციელა. სირტის ყურიდან მან
კუფრისა და არშეის ოაზისებს მიაღწია, შემდეგ კი გარამანტების მეფესთან ერთად
4 თვიანი მოგზაურობის შემდეგ დღევანდელი ცენტრალური აფრიკის
რესპუბლიკის ტერიტორიას მიადგა. ის ორ რქიან მარტორქასთან ერთად
დაბრუნდა რომში. მან ეს ცხოველიკოლიზეუმში რომაელებს წარუდგინა6.

რამდენიმე ისტორიკოსი 7(მაგ: სიუზან რეივენი) ფიქრობს, რომ იყო კიდევ ერთი
ექსპედიცია, რომელმაც ცენტრალურ აფრიკას მიაღწია: ვალერიუს ფესტუსს შეეძლო
მდინარე ნიგერის საშუალებით ეკვატორიალური აფრიკისთვის მიეღწია...

 პლინიუსი წერდა, რომ ახ. წ 70 წელს legatus legionis-მა, ანუ ავგუსტუსის III
ლეგიონის მეთაურმა სახელად ფესტუსმა გაიმეორა ბალბუსის ექსპედიცია

6
https://referenceworks.brillonline.com/entries/brill-s-new-pauly/agisymba-e108180
7 Susan Raven, Susan, Rome in Africa, 3rd ed. London, 1993
მდინარე ნიგერზე8. მან გაიარა ჰოგარის მთები და მიაღწია გადუფაუას დაბლობს,
რომელიც ტუარეგების ენაზე ნიშნავს - „ადგილს, სადაც აქლემებს წასვლის
ეშინიათ“. ეს ადგილი მდებარეობს ტენერეს უდაბნოში. ამის შემდეგ მან მიაღწია
დღენადელი ქალაქის ტიმბუქტუს ტერიტორიას.

საზღვაო ექსპედიციები

ჯუბა II-ის და მისი მეუღლის აკლდამა, ტიპაზა, ალჟირი

რომის ვასალმა, ნუმიდიისა და მავრიტანიის მეფემ ჯუბა II-მ მჭიდრო სავაჭრო


ურთიერთობები დაალაგა ქალაქ ვოლუბილისში. პლინიუს უფროსი, რომელიც არამარტო
მწერალი იყო, არამედ გამოცდილი სამხედრო პირიც, გამოიკვლია ზემოთხსენებული
მეფის პირადი ჩანაწერები და აღმოაჩინა, რომ რომაულმა ექსპედიციამ მავრიტანიიდან
ზღვით მიაღწია კანარის არქიპელაგზე კუნძულ მადეირას. ეს მოხდა ახ.წ 10 წელს. აქ
რომაელებს უზარმაზარი ნანგრევები დახვდათ, მაგრამ ადგილი უკაცრიელი იყო,
მხოლოდ ძაღლები დაძრწოდნენ. აქედან მომდინარეობს კუძულების
სახელწოდებაც Canariae Insulae, რაც რომაულად „ძაღლების კუნძულს“ ნიშნავს.

ასევე, რომაული მონეტები ნაპოვნია ნიგერიაში, ნიგერში, ტოგოში, გვინეასა და განაში9.

რომაელებს ატლანტიკის ოკეანის აფრიკულ ნაწილში ორი ძირითადი სამხედრო-საზღვაო


ფორპოსტი ჰქონდათ: სალა კოლონია, რომელიც დღევანდელ რაბათთან ახლოს
მდებარეობდა და მოგადორი (თანამედროვე აგადირის ჩრდილოეთით). მოგადორი
დიდი სავაჭრო ნავსადგური იყო ავგუსტუსიდან მოყოლებული სეპტიმუს სევერუსამდე.
ავგუსტუსს სურდა ეგვიპტიდან მოგადორში გაცურვა აფრიკის შემოვლით. მაგრამ,
როგორც ჩანს ეს ვერ განხორციელდა.

8 Pliny the Elder. "Naturalis Historia", V, 5.36

9
Walker, Eric Anderson (1963). The Cambridge History of the British Empire. CUP Archive.გვ. 69

You might also like