You are on page 1of 9

რომაელთა კოლონიზაცია და მათი როლი ევროპის ეთნიკური რუკის შექმნაში.

კოლონიური
პროცესები რომმა დაიწყო იტალიის დაპყრობით ძვ.წ IV საუკუნეში. ყველაზე
მნიშვნელოვანი მიზეზი სამოქალაქო კოლონიის დაარსების იყო ტერიტორიების
დაცვა.კოლონიების დაარსება ჯერ დაიწყეს სანაპირო მხარეებში, შემდეგ კი
ნახევარკუნძულის სიღრმეებშიც. რაც შეეხება იტალიის გარდა სხვა ადგილებშიც
კოლონიების დაარსება დაიწყო გრაკხუსის დროს. მარიუსის არმიის ცვლილებების დროს
უკვე კოლონიებში მიწებს ურიგებდნენ მეომრებს, წვრილ მიწათმფლობელებს, ლეგიონერებს.
რაც შეეხება რომაული კოლონიების აღმავლობის პერიოდს იყო ავგუსტუსის და იულიუს
ცეზარის დროს.როდესაც რომმა დაიპყრო არდიეის სამეფო დაიპყრო მას შემდეგ დაიწყეს
იტალიკებისა და რომაელების ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დასახლება. რომაელები
ქმნიდნენ კოლონიებს და იქ ასახლებდნენ იტალიელ ვაჭრებს,მონებს და ზოგიერთი კოლონია
ვეტერენებისთვის შეიქმნა.(მაგალითად: „კლაუდია“). დასაწყისისთვის ერთადერთი
კოლონია იყო,რომელიც ქვეყნის შიგნით იყო.
ძვ.წ.მეორე საუკუნეში ეპიდავრეში შეიქმნა რომაელი ვაჭრების ძალიან ღირებული და
ღირებული სავაჭრო ცენტრი,რის გამოც ბერძენ ვაჭრებს ძალიან შეუმცირდათ
მოგება,საბოლოოდ კი რომაელმა ვაჭრებმა ისინი ჩაანაცვლეს. კოლონიზაციური პროცესები
გაძლიერდა განსაკუთრებით ძვ. წ. I საუკუნის შუა ხანებში. რომაელები მიიჩნევდნენ რომ
კოლონია იყო სახელმწიფოსთვის ასმაგად მნიშვნელოვანი პუნქტი . ციცერონის აზრით,მათმა
წინაპრებმა სწორედ იქ დაარსეს კოლონიები,საიდანაც საფრთხე იგრძნობოდა. ილირიასა და
სხვა მიმდებარე ქვეყნებში რომაულ კოლონიზაციას რამდენიმე მიზანი გააჩნდა, უპირველეს
ყოვლისა, სავაჭრო მიზანი იყო; დასავლეთ ბალკანეთში ისინი სავაჭრო ცენტრებს ქმნიდნენ,
სადაც რომაელები უფრო და უფრო მტკიცედ იკიდებდნენ ფეხს.ჩვენ ვიცით,რომ ეკონომიკის
კუთხით ძალიან საჭიროა ქვეყანას ჰქონდეს მტკიცე სავაჭრო კავშირები. კოლონიზაციის მეო-
რე მიზეზი იყო მეურნეობა.მიწებს აძლევდნენ იმ გლეხებს,რომლებსაც არ გააჩნდათ
არაფერი.მესამე მიზეზი იყო, სამხედრო -სტრატეგიული მიზანიც,თუ აჯანყდებოდნენ
დაპყრობილი მიწის ადგილობრივი მოსახლეები,მაშინ ძალად რომაელ მოქალაქე
კოლონისტებს გამოიყენებდნენ. თუმცა აღსანიშნი ფაქტი ისაა რომ თავდაპირველად
კოლონიებს თავიდან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნდა,უბრალოდ გამარჯვების
შემთხვევაში ასახლებდნენ იქაურ მოსახლეობას და არტყამდნენ ალყას. ქალაქები კოლონიის
ავტონიმიურ სტატუსს მაშინ იღებდნენ,თუ მოსახლეობაში რომაელი ხალხი უფრო მეტი იყო
პროცენტულად. იადერი,სალონა,ეპიდავრი და ა.შ კოლონიები იყო,მაგრამ კოლონიების
გარდა არსებობდა მუნიციპიებიც(მათი სახელებია-ბუტუა,ლისი,ოლცინია,ტრაგური),თუმცა
მუნიციპიებში ვაჭრობა იმდენად პოპულარული არ იყო,როგორც კოლონიებში.ასე ვთქვათ
წამყვანი საქმიანობა არ იყო იქ.
რომაელ კოლონისტებს საუკეთესო მიწები გააჩნდათ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ
პროვინციის გაბატონებულ ფენაშიც შედიოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ასახლებდნენ
იმ ადგილებიდან,თუნდაც ნაყოფიერი მიწებიდან,რომლებიც კოლონიების გარშემო იყო. რაც
შეეხება ილირიელებს ასახლებდნენ ისეთ ადგილებში,სადაც ისინი სრული მეთვალყურეობის
ქვეშ იქნებოდნენ და საბოლოოდ ეს ადგილებიც კოლონიებს ემსგავსებოდა,
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით,ქვეყანაში არის ეკონომიკა,რადგან ეკონომიკური
სიდუხჭირე წარმოქმნის ბევრ პრობლემას.რომაელების ეკონომიკის ოქროს კომპასი
ვაჭრობასთან იყო ძირითადად დაკავშირებული. იტალიიდან იმპორტულად გადიოდა
ილირიკში აგური,სამკაული,კერამიკა.ასევე ისინი აგზავნიდნენ ღვინოს და ზეითუნის
ზეთს.იტალიის ქალაქებში კი შეჰქონდათ საქონელი,ტყავი,ხე-ტყე. მათ შეჰყავდათ იქ
მონებიც.
პუნიკური ომების დროს დაიწყო რომაელი ხალხის იმიგრაცია პირინეის ნახევარკუნძულზე.
მეცნიერები ფიქრობენ რომ რომაელი ემიგრანტების ნაწილი ვეტერანებიც იყვნენ. იტალიის
საქმიანმა ადამიანებმა კი ესპანეთის მაღაროებს მიაკვლიეს. შემდეგ იყიდეს მონები და მათ
ამუშავებდნენ ოქროსა და ვერცხლის მოპოვებაზე.
რამდენადაც სულამ დაანგრია ბევრი ქალაქი და გაუორმაგა ხალხს გადასახადები( ამ
ფაქტორმაც გამოიწვია ემიგრაციია),ამასთან შედარებით ცეზარის დროს მდგომარეობა
ნაწილობრივ უკეთესობისკენ შეიცვალა. სამხედრო კოლონიზაცია გაზარდა მან,თუმცა ცოტა
მოგვიანებით შეიძლება ითქვას რომ ესპანეთში ასეთი პროცესი თითქმის შეწყდა.მაგრამ
ცნობილი ფაქტია რომ ავრელიუსის დროს ესპანეთში იტალიიდან ახალი ადამიანები
გადასახლდნენ,რადგან ესპანეთი ეპიდემიამ მოიცვა. შესაბამისად,რომაელ-იტალიკთა
იმიგრანტთა საზოგადოება მრავალფეროვანი იყო.მაგრამ ყველაზე დიდ ნაწილს მაინც
იტალიელი გლეხები შეადგენდნენ.
ესპანეთის რომაულ-იტალიური ქალაქებიც ჭრელი გახლდათ. იქ მცხოვრებ იტალიკების
ნაწილს რომაული მოქალაქეობაც არ გააჩნდათ. ქალაქებს იტალიური კვალი ძალიან
ეტყობოდა. ესპანეთში 26 კოლონია იყო. ძირითადად მთის მიმდებარე ადგილებსა და
სანაპიროზე იყო.
თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე კელტი გალები ცხოვრობდნენ,მაგრამ მოხდა იქაც
შერევა და მიგრაციები და გაავრცელეს რომაული კულტურა და ლათინური ენა. თუმცა
კელტური წეს-ჩვეულებები მაინც ძალიან დიდხანს შემორჩათ. ბევრი შერეული ოჯახი იყო
უკვე შექმნილი. კარაკალას ედიქტის მიხედვით რომის მოქალაქეობა იმპერიის მათ შორის
გალიის მთელმა მოსახლეობამ მიიღო. ამან კიდევ უფრო სწრაფად გაავრცელა ლათინური ენა.
საბოლოოდ კი, გალიის საკმაოდ დიდი მოსახლეობა იყო უკვე ქრისტიანი და ლათინური ენაც
მათთვის მშობლიური გახდა.

2. .ებრაელთა მიგრაცია, მათი განსახლების არეალი, ებრაელები საქართველოში.


მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ხალხები ებრაელები არიან.მათ არასდროს არ ჰქონდათ
მუდმივი ტერიტორია. თუმცა ებრაული ეთნოსი ჩამოყალიბდა მახლობელ აღმოსავლეთში.იქ
ჩამოყალიბდა მათი კულტურაც და რელიგიაც იუდაიზმიც.ქანაანში გადასახლებას კი ჰქონდა
თავისი მიზეზი მათ სჭირდებოდათ ხანგრძლივი მომთაბარული ცხოვრება და ახალი
მიწები.განსახლების ადგილას შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას.ისინი იქ ბინადარ
ცხოვრებაზე გადავიდნენ. როცა ებრაელთა 2-მა სახელმწიფომ დაკარგა დამოუკიდებლობა
შეიცვალა ხალხის ეკონომოკური მდგომარეობაც.ებრაელი ხალხი წაიყვანეს ტყვედ.შემდეგ
გადაასახლეს ასირიაში 27.290 ადამიანი.და თან აარჩიეს საუკეთესოები.ადგილზე დარჩა ის
უღარიბესი ხალხი,ვისაც რეალურად არ შეეძლო ეცხოვრათ ნორმალურად.ასირიელებმა
ისინი წაიყვანეს სხვადასხვა ბაბილონურ ქალაქში. ყოფილი ისრაელის ტერიტორიას კი
ძარცვავდნენ მეზობელი ხალხი. და დაიკავეს სხვადასხვა მომთაბარე ტომებმა.
შესაბამისად,ებრაელები შეერივნენ სხვებს. იუდაველები მათ უწოდებდნენ სამარინებს. ძვ.წ
მეექვსე საუკუნეში იუდეველთა სამეფოც დაეცა.ეგვიპტელების იმედი ჰქონდათ და ვასალურ
ურთიერთობაზე უარი უთხრეს ბაბილონს და შემდეგ ბაბილონელებმა დაიპყრეს. არმიას
მეფე ნაბუქოდონოსორი ედგა სათავეში და გაასახლეს მაღალი ფენის წარმომადგენლები.
ტყვედ მეფე,დედოფალი და ჰარამხანის მსახურებიც კი წაიყვანეს.მაგრამ იუდეველთა სამეფო
სრულიად არ განადგურებულა. მოგვიანებით კი სრულიად გაანადგურეს და ყველა ადამიანი
გადაასახლეს ბაბილონში. დარჩენილი იუდეველები თავისი ნებით წავიდნენ ეგვიპტეში
წავიდნენ. ეს იყო ებრაელების მესამე განდევნა. ყველა სხვადასხვა მხარეს წავიდა ზოგი
მესოპოტამიაში,ზოგი ევფრატის შუა დინებაზე და ა.შ. ისინი მოხვდნენ ახალ
გარემოში,ამიტომ საჭირო იყო რომ თავი გაეტანათ,შესაბამისად,ვაჭრობასა და ხელოსნობას
მიჰყეს ხელი.ისინი ახალ ადგილას მიწათმოქმედებას ვერ მიყვებოდნენ,რადგან ვარგისი
მიწები ცოტა იყო თან სრულიად სხვა მეთოდებით ამუშავებდნენ მიწას მაცხოვრებლები.
ბაბილონის სახელწმიფოს დაცემის მერე სპარსეთის მეფემ კიროსმა მათ მისცა უფლება
დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.მაგრამ მხოლოდ ნაწილმა მოისურვა დაბრუნება,მეორე
ნაწილი უკვე შეგუებულები იყო ახალ პირობებს და ეკონომიკური თვალსაზრისითაც აღარ
უჭირდათ.ისინი მესოპოტამიელებს ძალიან მოკლე ხანში დაემსგავსნენ. და ამ ისტორიის
მერე არცაა გასაკვირი რომ ებრაელთა ნაციონალური ხასიათი შეიცვალა და განსხვავებაა
დიასპორის ებრაელებსა და პალესტინის ებრაელებს შორის. რაც სპარსელთა ხელისუფლებაც
დაეცა იუდეველთა სავაჭრო საქმიანობამ უფრო ფართო არეალი მოიცვა.ისინი სახლობდნენ
სპარსეთის ყველა ოლქში.ასევე ისინი ცხოვრობდნენ ეგვიპტეშიც. როდესაც ისინი გააძევეს
პირველი ხსნა მაგ ქვეყანაში ნახეს,რომელსაც ეგვიპტე ჰქვია.ბაბილონსა და სპარსეთისგან
განსხვავებით ეგვიპტეში მათი საქმინობა იყო სამხედრო გარნიზონებში მოღვაწეობა იქ
ვაჭრობა და ხელოსნობა იმ დროისთვის არ იყო გავრცელებული.ყველაზე დიდი სარგებელი
მიიღეს პტოლემეოს პირველის დროს.ებრაელები დასახლდნენ ელინისტურ სახელმწიფოებში
და მათი სავაჭრო მოგებები იზრდებოდა 2-ჯერ.იუდეველები ძალიან განიცდნენ ბერძნული
კულტურის გავლენასა და დაკარგეს თავიანთი ენა.მათი ყოველდღიური და ახლო
ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებთან და ენას ბერძნული გახდა.რომში იუდეველთა
სასაფლაოს ნაწერებიც კი ბერძნულ ენაზეა შესრულებული. სტრაბონი ამბობდა რომ
ებრაელებს ყველგან ვნახავდით სადაც წავიდოდიში მსოფლიოში. მათ განსაკუთრებით
იზიდავდათ რომი და ასევე იტალიაც,რადგან ვაჭრობისთვის ძალიან ხელსაყრელი
მდებარეობა ჰქონდა.ალექსანდრიაში 5 კვარტლიდან 2 ებრაული იყო. და 5 ებრაული
სასაფლაო იყო რომში. ძალიან მდიდრები იყვნენ და ხშირად წირავდნენ ფულს რომაელი
ებრაელები იერუსალიმში ტაძრების ასაშენებლად. სიმდიდრით გამოირჩეოდნენ გენუისა და
მილანის ებრაული თემები. ვაჭრობის გარდა ებრაელები იყვნენ ასევე ექიმებიც,ფერმწერებიც
და მსახიობებიც.ებრაელები არამარტო აღმოსავლეთში სხვა ევროპულ ქვეყნებში აღმოჩნდნენ
როგორებიცაა :ინგლისი,ესპანეთი,ევროპის ჩრდილოეთი.ინგლისში შუა საუკუნეებში
გაჩნდნენ.ქრისტიანებსა და ებრაელებს ეკრძალებოდათ ქორწინება. ესპანეთს რაც შეეხება
კათოლიკე მეფეების დროს იზაბელა და ფერდინანს ვგულისხმობ მაგ დროისთვის გაიდევნენ
ებრაელები. ან უნდა მონათვლულიყვნენ ან უნდა წასულიყვნენ და ძალიან ბევრი ებრაელი
ხალხის გადინება მოხდა მაშინ.იტალიელი და ესპანელი ებრაელები გამორჩეულები
იყვნენ,რადგან მონათვაჭრობას მისდევდნენ.მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებში
საფრანგეთში,გერმანიაში და ინგლისში სავაჭრო სფეროდან ებრაელები განდევნეს. თუმცა
მასობრივი ხასიათი მაინც მეთოთხმეტე საუკუნიდან მიიღო.
ქართველ ებრაელებს რაც შეეხებათ ისინი განსაკუთრებულები იყვნენ ,რადგან მათი დედაენა
ქართულ ენაზე იყო. შუა საუკუნეებში კი ყველა ქართულ მხარეში ცხოვრობდნენ.
ებრაულ ენაზე ებრაელების სახელწოდებაა იეგუდიმ,იდიშზე კი იიდ აიიდ. მსოფლიოში
ებრაელების რაოდენობაა 13 მილიონზე მეტია.აქედან ისრაელში ცხოვრობს 4 მილიონზე
მეტი,დიდ ბრიტანეთში 300 ათასი,საფრანგეთში 535 თასი და ა.შ.მეორე მსოფლიო ომის დროს
ებრაელების უმეტესობა მიეკუთვნებოდა აშქენაზების ჯგუფს.სეფარიდები კი იმ ებრაელების

შთამომავალნი არიან ,რომლებიც შუა საუკუნეების ესპანეთში ცხოვრობდნენ. ებრაელთა


საერთო ენაა ივრითი ანუ ძველებრაული.სემიტურ ენებში შედის და მასზეა დაწერილი
ბიბლიაც. ივრითი შემდეგ შეიცვალა არამეული ენით.ებრაელები ძირითადად არიან
იუდეველები არიან და რელიგია,კულტურა და თვითშეგნება ძლიერ არის გადაბმული
ერთმანეთთან ებრაელ ხალხში.
ევროპელ ებრაელებში რა თქმა უნდა უფრო დაქვეითებულია ნაციონალური თვითშეგნება.
მათ მიიღეს ის კულტურა,სადაც ცხოვრობენ.თუმცა მათ გამოარჩევთ მაინც რელიგია და რიგი
აკრძალვები,თუნდაც კვებასთან დაკავშირებით.მათ ეკრძალებათ ღორისა და კურდღლის
ხორცის ჭამა.არ შეიძლება რომ ხორციანი კერძი რძიან კერძს ეხებოდეს.ასევე სწამთ რომ
ცხოველის სისხლი მისი სულია. ასევე მათი ერთ-ერთი წესია,რომელიც დღემდე
შემორჩენილია ლევირატის წეს ჩვეულება უშვილო ქვრივის მაზლზე დაოჯახება. ებრაელებში
ისევ ძველებრაული სახელებია ტრადიციული.ინდივიდუალური სახელები ნასესხები
ჰქონდათ ბერძნებისგან,ეგვიპტელებისგან და ა.შ.,ასევე ბიბლიიდანაც.ებრაელებს გვარებს რაც
შეეხება გვარების უმეტესობა პროფესიას და საქმიანობას გამოხატავს.
მეოთხე საუკუნეში მცხეთის გარდა ებრაელები ცხოვრობდნენ ურბნისში,ბოდბეში,ხობისში.
მცხეთის ებრაულ უბანს თავისი სახელწოდებაც ჰქონდა „უბანი ჰურიათა“. მათ თავიანთი
სალოცავები (სინაგოგები) ჰქონდათ. იმ დროს იბერიაში ებრაული ენა საკმაოდ
გავრცელებული იყო. მეცამეტე საუკუნეში მონღოლთა შემოსევების დროს ებრაელები
დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. მარკო პოლომაც კი დაწერა რომ თბილისში ბევრი
ებრაელი ცხოვრობდა. მეთოთხმეტე საუკუნეში ებრაული თემი განსაკუთრებით გაგრაში
გაძლიერდა. როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო ებრაელების
ნაწილი წავიდა და ნაწილი ებრაელებისა წამოვიდნენ სპარსეთიდან. ევროპელი ებრაელები
აშქენაზები პირველად საქართველოში 1804 წელს გამოჩნდნენ. საბჭოთა პერიოდში ქართველ
ებრაელთა უმრავლესობა ისევ ლოცულობდა სინაგოგაში და თავიანთ ტრადიციებსაც
იცავდნენ. შემდეგ კი დაიწყეს ბრძოლა იმისთვის რომ წასულიყვნენ ისრაელში.
საქართველოდან ებრაელების გადინების პიკი ამ წლებში იყო (1991-1994).

ევროპელ ებრაელებში რა თქმა უნდა უფრო დაქვეითებულია ნაციონალური თვითშეგნება.


მათ მიიღეს ის კულტურა,სადაც ცხოვრობენ.თუმცა მათ გამოარჩევთ მაინც რელიგია და რიგი
აკრძალვები,თუნდაც კვებასთან დაკავშირებით.მათ ეკრძალებათ ღორისა და კურდღლის
ხორცის ჭამა.არ შეიძლება რომ ხორციანი კერძი რძიან კერძს ეხებოდეს.ასევე სწამთ რომ
ცხოველის სისხლი მისი სულია. ასევე მათი ერთ-ერთი წესია,რომელიც დღემდე
შემორჩენილია ლევირატის წეს ჩვეულება უშვილო ქვრივის მაზლზე დაოჯახება. ებრაელებში
ისევ ძველებრაული სახელებია ტრადიციული.ინდივიდუალური სახელები ნასესხები
ჰქონდათ ბერძნებისგან,ეგვიპტელებისგან და ა.შ.,ასევე ბიბლიიდანაც.ებრაელებს გვარებს რაც
შეეხება გვარების უმეტესობა პროფესიას და საქმიანობას გამოხატავს.

3. ბერძნული კოლონიზაცია
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ბერძნულ კოლონიებს ფინიკიელთა კოლონიზაცია
უსწრებდა წინ. ფინიკიელებს თავისი დასახლებები ჰქონდათ დაარსებული, ისინი აქტიურ
ვაჭრობას ეწეოდნენ. ფინიკიელების კოლონიური საქმიანობა ძვ.წ. IX საუკუ- ნეში დაიწყო.
ისინი ძვ.წ. VII საუკუნის ჩათვლით სავაჭრო ფაქ- ტორიებს ქმნიდნენ კვიპროსში, ჩრდილოეთ
აფრიკაში (კართაგენი), სიცილიის დასავლეთ ნაწილსა და სამხრეთ ესპანეთის სანაპირო- ზე
(მაგალითად გადესი, ახლანდელი კადესი). კვიპროსიდან გაჰ- ქონდათ სპილენძი და
ვერცხლი, ესპანეთიდან _ რკინის მადანი და სხვა საქონელი. ფინიკიელთა კოლონიურ
საქმიანობაში მნიშვ- ნელოვანი როლი მონებით ვაჭრობასაც ეჭირა.
ანტიკურ სამყაროში ბერძენთა კოლონიზაცია, მასობრივი გა- დასახლებით, თავდაპირველად
პოლისებში (ქალაქ-სახელმწიფოებ- ში) მარცვლეულის მწვავე უკმარისობამ განაპირობა.
კოლონიზა- ცია მხოლოდ მოგვიანებით იქცა ვაჭრობის გაფართოების საშუა- ლებად. ისინი
ძირითადად სოფლის მეურნეობისათვის ვარგის მი- წებს ეტანებოდნენ. კოლონიზაციით
ძველი ბერძნები პოლიტიკური გავლენის სფეროებსაც იფართოვებდნენ. განსაკუთრებით ეს
და- მახასიათებელი იყო ძვ. წ. V საუკუნეში ათენის კოლონიური ქმე- დებებისათვის და
ელინისტური რომის კოლონიზაციის პერი- ოდისთვის. ბუნებრივია, ბერძენთა განსახლება
ანტიკური კულტუ- რის განვითარებასა და გავრცელებასაც უწყობდა ხელს.
დაახლოებით ძვ.წ. 1200 წელს ხმელთაშუაზღვისპირეთის ტო- მების ინტენსიური
გადასახლების დროს, ბერძნები ეგეოსის კუნ- ძულსა და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე
დასახლდნენ. თავ-

დაპირველად თესალიიდან აქეელები ლესბოსზე, ტენედოსსა და მცირე აზიის ჩრდილო-


დასავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ. ამას ხიოსის, სამოსის და სხვათა ათვისება მოჰყვა.
მცირე აზიაში სმი- რნიდან ვიდრე მილეტამდე იონიელებმა ეოლიელები შეცვალეს. ბოლოს
დორიელებმა კრეტის, როდოსის და მცირე აზიის სამხ- რეთ-დასავლეთ სანაპიროს
კოლონიზაცია მოახდინეს. მცირე აზი- ელ ბერძენთა შორის მალე წამყვანი მდგომარეობა
იონიელებმა დაიკავეს. სწორედ იონიელებთან არის დაკავშირებული ბერძნული ეკონომიკისა
და კულტურის აყვავება.
ბერძენთა მასობრივი გადასახლებები ძვ. წ. VII საუკუნიდან იწყება. მიგრირდებოდა
ძირითადად თავისუფალი მოსახლეობა; ისინი ახალ-ახალ ტერიტორიებს ითვისებდნენ.
კოლონიზაციას ბე- ვრად განაპირობებდა პოლისებს შიგნით პოლიტიკური ბრძოლის
გაძლიერება. ბრძოლებში დამარცხებულნი თავის გადასარჩენად შორეული მიწებისაკენ
მიისწრაფოდნენ. ბერძენთა ამ სახის მიგრა- ციებს `დიდ საკოლონიზაციო მოძრაობასაც~
უწოდებენ. მან ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში თითქმის მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი მოიცვა
და ის მოიფინა ბერძნული ახალშენებით. საკოლონიზაციო მოძრაობამ ბერძენთა ფსიქიკაზეც
მნიშვნელოვანი გავლენა მოახ- დინა. მათ ჩამოუყალიბდათ საკუთარი ენის, კულტურის,
სოციალ- ურ-ეკონომიკური წყობის განსაკუთრებულობის შეგრძნება. ძვ. წ. VIII_VI
საუკუნეებში ბერძნული კოლონიზაცია არა მარტო ხმე- ლთაშუაზღვისპირეთში, არამედ შავი
ზღვის მთელ სანაპიროზეც ხდებოდა. კოლონიზაციაში, მატერიკისა და კუნძულების ბევრ ქა-
ლაქთან ერთად, მცირე აზიის ქალაქებიც მონაწილეობდნენ. მიუ- ხედავად იმისა, რომ
კოლონიზაციის პროცესი სპონტანურად მი- მდინარეობდა ძვ. წ. VI საუკუნის ბოლოსათვის
ბერძნული ახალ- შენებით მოფენილი იყო ზემოთ დასახელებული ორივე ზღვის სანაპირო.
კოლონიზაციას ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ეკონომიკუ- რი და პოლიტიკური მიზეზის
გამო იწყებდენენ. კოლონიებისათვის ეს ქალაქ-სახელმწიფოები დედაქალაქებად ანუ
მეტროპოლიებად მიიჩნეოდნენ. საბერძნეთში მეტად ჭარბი მოსახლეობა, მიწათმო- ქმედების
დაბალი პროდუქტიულობა ძველ ბერძენს აიძულებდა

ახალი გადასახლების არეალი ეძებნა. აგრეთვე შიდა პოლიტიკურ ბრძოლებში დამარცხებულ


პარტიებს აიძულებდნენ სახელმ- წიფოდან განსახლებულიყვნენ. ასეთ პროცესს მაშინ
`საბერძნეთის უბედურებაც~ კი უწოდეს.Aახალ კოლონიებს ძირითადად სამიწათ- მოქმედო
ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ხშირად წინ მეტროპოლიის სა- ვაჭრო ინტერესები
წამოიწეოდა.Aამიტომაცაა, რომ ბევრი კოლო- ნია ისეთ ადგილებზე დაარსდა, რომლებიც
სავაჭრო ურთიერთო- ბისათვის იყო ხელსაყრელი. მრავალრიცხოვანი ქალაქების გაჩენის
მნიშვნელოვნად ხელშემწყობი გარემოება გახლდათ სანავიგაციო ხელოვნების მაღალი დონე,
სხვანაირად წარმოუდგენელი იყო საბერძნეთიდან ძალიან დაშორებულ მხარეებში
ბერძნული კოლო- ნიების დაარსება.
როგორც აღინიშნა ძველბერძენთა მიგრაციისა და კოლონიზა- ციის მიმართულება სამხრეთი
იყო. ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვის მთელი აფრიკული სანაპირო ძალიან იზიდავდა ბერძენ
მო- ახალშენეებს. ძვ. წ. VII საუკუნიდან ეგვიპტელი ფარაონები იონი- ელებისა და კარიელების
დაქირავებულ ლაშქარს გამოიყენებდნენ ხოლმე, რომლებსაც VI საუკუნეში მიწაც კი
გამოეყოფოდათ სამ- ხედრო ბანაკებისათვის. მათ მოამზადეს საფუძველი ეგვიპტეში ბე-
რძნული კოლონიის _ ნავკრატისის დასაარსებლად.Eეს კოლონია მნიშვნელოვანი სავაჭრო
ცენტრი იყო. ეგვიპტიდან ელინებს გაჰ- ქონდათ მარცვლეული, პაპირუსი (საწერი მასალა),
აფრის ტილო, ეგვიპტეში კი შეჰქონდათ ღვინო, კერამიკული ნაწარმი (ამფორე- ბი),
ვერცხლი.Nავკრატისის თავისებურება ის იყო, რომ იგი დაარ- სებული იქნა ცივილიზებულ
ქვეყანაში, ამ ქვეყნის მმართველთა ინიციატივით.Lლიბიის ბერძნული კოლონიიდან
შეიძლება კირინე დავასახელოთ (დააარსდა დაახლ. ძვ. წ. 630 წ.); ის კუნძულ თე- რას
მკვიდრებმა დაარსეს. შემდეგში კირინეს გარშემო პელეპო- ნისელებმა და დორეელებმა სხვა
ახალშენებიც დააარსეს. აქედან მიწათმოქმედების პროდუქტები გაჰქონდათ საბერძნეთში.
კოლონიების დაარსებაში ხშირად სახელმწიფო მოღვაწეები მონაწილეობდნენ.
დამაარსებლის ხელმძღვანელობით ხდებოდა მი- წის გაყოფა. მეტროპოლია რომელიმე
იოკოსტის (დამფუძნებლის) ხელმძღვანელობით აგზავნიდა კოლონისტებს ახალი მიწების
ასა- თვისებლად და უზრუნველყოფდა მათ ხომალდებით, ტექნი- კით......დასახლებების
უმეტესობა აგრარული იყო, რადგან მიგრა- ციის ძირითადი მიზეზი მეტროპოლის
მოსახლეობის სიჭარბე და ვარგისი მიწის მოპოვება იყო. კოლონისტებს თავადაც უხდებოდათ
მიწის დამუშავება და ადგილობრივ მკვიდრთა შრომასაც იყენე- ბდნენ.
კოლონიებს დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფოს სტატუსი
გააჩნდათ, კავშირს ინარჩუნებდნენ მეტროპოლიასთანაც. მეტროპო- ლიას და კოლონიას
საერთო კულტი ჰქონდათ. რაც მთავარია უაღრესად მჭიდრო იყო ეკონომიკური
ურთიერთობა.Kკოლონიზა- ტორები ადგილობრივ ხალხებს ძალიან ხშირად სრულიად იმორ-
ჩილებდნენ და ექსპლუატაციას უწევდნენ, ზოგჯერ საკუთარი ტე- რიტორიიდან
განდევნიდნენ კიდევაც ხოლმე. კოლონიებიდან გაჰ- ქონდათ პირველ რიგში: მარცვლეული,
საქონელი, თევზი, მარი- ლი, სამშენებლო ხე-ტყე, გაყავდათ მონები. მეტროპოლია კი ხე-
ლოსნების ნაწარმის ექსპორტს ახდენდა (კერამიკა, რკინის ნაკე- თობანი, ქსოვილები, ღვინო,
ზეთი). კოლონიზაციამ საბერძნეთში ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები
გამოიწვია.Qქალაქები ეკონომიკური ცხოვრების ცენტრებად იქცნენ. სწრაფად ვითარდე-
ბოდა ხელოსნობა, გაჩნდა ვაჭართა და მეზღვაურთა დიდი ფენა, შესუსტდა გვაროვნული
კავშირები, ქალაქები მონათმფლობელურ ცენტრებად გადაიქცა. ფართო სავაჭრო კავშირები
კულტურის აღ- მასვლის წინაპირობად იქცა. ხშირად კოლონიებში სოციალურ- ეკონომიკური
და კულტურული განვითარება უფრო ჩქარი ტემპით ხდებოდა, ვიდრე მეტროპოლიებში.
იმ ტერიტორიებზე, რომელიც ძვ. წ. V საუკუნის პირველ ნა- ხევარში ათენის მეზღვაურთა
კავშირს ეკუთნოდა, პოლიტიკური ხელისუფლების განსამტკიცებლად კლერუხიების შექმნა
დაიწყეს. კლერუხია იყო სამხედრო დასახლება, რომელსაც დამოუკიდებელი ქალაქ-
სახელმწიფოს სტატუსი არ ჰქონდა. კლერუხიების მცხოვ- რებნი ათენის მოქალაქეობას
ინარჩუნებდნენ. სამხედრო დასახ- ლებების შექმნის ერთ-ერთი მიზანი ღარიბი ათენელი
მოქალაქე- ების შესუსტებაც იყო. ათენური სახის სამხედრო დასახლებები გვიან დაპყრობილ
ტერიტორიებზე აზიაში ალექსანდრე მაკედონე- ლმაც შექმნა.
ბერძნებს ახალშენთა მეორე ჯგუფიც – ემპორიები გააჩნდათ. ემპორიების ძირითადი ფუნქცია
იყო სავაჭრო საქმიანობა, ელი- ნური ნაწარმისათვის გზის გახსნა, საბერძნეთში სხვა
ქვეყნებიდან საჭირო პროდუქციის ექსპორტი.
ბერძნული დასახლებები წამყვან პოლიტიკურ ძალად იქცეოდ- ნენ ისეთ რეგიონებში, სადაც
ადგილობრივი მოსახლეობა განვითარებისა და სახელმწიფო ორგანიზაციის დაბალ
საფეხურზე იდგა. განსაკუთრებით აქტიურ ძალად წარმოგვიდგნენ ბერძნები სიცილიასა და
ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. თითქმის ყველა დასახლებას შენარჩუნებული ჰქონდა
ბერძნული (ელინური) სუ- ლი, ბერძნულენოვნება. კვლავ ძლიერი იყო დაპირისპირება ელინ-
სა და ბარბაროსს შორის.
მეცნიერთა შორის საერთო აზრი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული
ბერძნული ახალშენების შესახებ. ერთნი მიიჩნევენ, რომ დიოსკურია, გიენოსი და ფაზისი
კლასიკური ტი- პის კოლონიები იყო, მეორენი მათ ემპორიონებად განიხილავენ. ერთი რამ
აშკარად ცხადია: აქ საკმაოდ ფეხმოკიდებული იყო ბე- რძნული ენა. მჭიდრო უშუალო
კონტაქტებმა ელინურ სამყაროს- თან განაპირობა შავიზღვისპირეთში ბერძნული კულტურის
ზოგი- ერთი ელემენტის გავრცელება და ათვისება ადგილობრივ მკვიდ- რთა მიერ.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ბერძნული დასახლებები არა მხოლოდ საქართველოს შავი ზღვის
სანაპიროზე, არამედ რიონ-ყვირილის მაგისტრალზეც არსებობდა (ვანი).
ბერძნული კოლონიები თუ პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყო მეტროპოლიისგან, ამას
ნამდვილად ვერ ვიტყვით რომაულ კოლონიებზე. რომის კოლონიათა მცხოვრებნი
სრულყოფილ რო- მაელ მოქალაქეებს წარმოადგენდნენ. რომაულ კოლონიებში ფაქ-
ტობრივად ყველგან ადგილობრივი მოსახლეობის რომანიზაცია მოხდა.Kკიდევ ერთი
მნიშვნელოვანი განმასხვავებული რამ ბერძ- ნულ და რომაულ კოლონიებს შორის ისაა, რომ
ბერძნული კო- ლონიების დაარსება ხდებოდა საზღვაო გზით, რომაულის კი _ სახმელეთო
გზით.

III.3. ბერძენთა მიგრაცია საქართველოში


`ქართლის ცხოვრების~ მიხედვით ქართლში მცხოვრებ უცხო ეთნიკურ ერთეულთაგან
შეიძლება დავასახელოთ ბერძნები. ძველი დროიდან ბერძნები დასავლეთ საქართველოში
მკვიდრობდნენ. სა- ქართველოს შავიზღვისპირეთში ბერძნულ კოლონიზაციას თან სდევდა
ბერძნული მოსახლეობის დამკვიდრება ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში. არქეოლოგიური გათხრებით
მცხეთაში ბერძენთა მცირე ჯგუფების არსებობას ვარაუდობენ. ისინი ძირითადად ხე-
ლოსნურ საქმიანობას ეწეოდნენ. შუა საუკუნეებში საქართველოში მსხვილი ბერძნული
დასახლებები არ გვქონია. კომპაქტური ბერძ- ნული დასახლებები ისტორიული
საქართველოს ტერიტორიაზე XVIII საუკუნის II ნახევარში ჩნდება. ცნობილია, რომ მეფე
ერეკლე II-მ ანატოლიელი ბერძნები ახტალისა და ალავერდის სპილენძის მადნების
დასამუშავებლად მოიწვია. ახტალაც და ალავერდიც თანამედროვე საქართველოს
საზღვრებში აღარაა, დღეს ისინი სომხეთის შემადგენლობაში შედის. აქ მოსული ბერძნები 800
კაცის ფარგლებში ყოფილან და მიგრირებული იყვნენ არზ- რუმიდან და ყარსიდან. ახტალისა
და ალავერდის მიწებზე ბერ- ძენთა გადმოსახლება XIX საუკუნემდე არ შეწყვეტილა.
წალკის ველზე ლტოლვილი ბერძნების დიდი ჯგუფი დასახლ- და 1830-იან წლების
დასაწყისში გუმიშხანედან. თუმცა, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია მითითებული,
ბერძენთა მცირე ჯგუფი სოფელ წინწყაროში უფრო ადრე _ 1813 წელს მოსულა. თრიალეთში
ქართული მოსახლეობა მჭიდროდ სახლობდა XVIII საუკუნის შუა ხანებამდე. აქ ქართველთა
ნასოფლარებში ბერძენი კოლონისტების მოსვლამდე თურქმანული ტომები მომთაბარეობდ-
ნენ. ცარიზმს აქ ბერძენთა დასახლებით სურდა მოსაზღვრე ტერი- ტორიაზე ერთგული
ეთნიკური ერთობა _ ბერძნები დაესახლებინა. ბერძენ მოახალშენეთა პირველი პარტია
სოფელ ბეშთაშენში და- სახლებულა. ამ პერიოდში თრიალეთის მხარეში (წალკის რაიონ- ში)
მიგრირებულმა ბერძნებმა 18 ბერძნული სოფელი დააარსეს. ცოტა ხანში მოსულ ბერძენთა
სხვა პარტიებს კიდევ რამდენიმე სოფელი დაუააარსებიათ. მოუგვარებელი ეკონომიკისა და
მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო ხდებოდა ბერძნების უკან წასვ- ლაც. ამ მხრივ
განსაკუთრებით გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყარსის პროვინცია მიიერთა. ამ
პერიოდში დაცლილა სა- ქართველოს ერთ-ერთი ბერძნული დასახლება _ სოფელი თეჯისი.
1830-იანი წლების დასაწყისში გადმოსახლებულან ურუმები თანამედროვე დმანისის
რაიონშიც. ისინი თურქეთის ჩრდილო-აღ- მოსავლეთ ვილაიეთებიდან გადმოსახლებულან.
საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ დმანისის რაიონის სამ სოფელში. ეს სოფლები იყო:
განახლება, ველისპირი და სარკინეთი. ამავე რაიონის ორ სოფელში (გორა, საკირე)
ანატოლიელი ბერძნები იყვნენ გადმო- სახლებული. მათი აქ გადმოსახლება 1810-იან წლებში
მომხდარა. ბერძნების ამ ჯგუფს გადმოსახლების მომენტისათვის ენა უკვე შეცვლილი ჰქონდა
_ ისინი თურქულ ენაზე მეტყველებდნენ. შე- საბამისად, საქართველოში მცხოვრები სხვა
ბერძნებისაგან განს- ხვავებით, თრიალეთელი ბერძნები თავიანთ თავს `ურუმებს~, ე. ი.

რომაელებს უწოდებდნენ. ამავე დროს ბერძენთა 50 ოჯახი ჯავა- ხეთის ახალქალაქში


დასახლებულა, რომლებიც იქაურ სომეხთა ეთნიკურ-ენობრივ გარემოში გასომხებულან.
აღნიშნულ დროს ბერძენთა 100-მდე ოჯახი სამცხის შავწყალის ხეობის ნასოფლა- რებში
დასახლებულა, რომლებსაც შემდეგ თავი სოფელ ციხის- ჯვარში მოუყრიათ.
1860-იან წლებში ბერძნები დასახლდნენ ქვემო ქართლის სო- ფელ ირაგაში (თეთრიწყაროს
რაიონი) და ბათუმის ირგვლივ რამ- დენიმე სოფელში. ბერძენთა მცირე ჯგუფების
საქართველოში მიგ- რაცია მომდევნო პერიოდებშიც გრძელდებოდა, მაგრამ მიგრანტე- ბის ამ
ჯგუფებს კომპაქტური დასახელებები არ შეუქმნია.
აფხაზეთში ბერძენთა გადმოსახლება თურქეთიდან 1869 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც
აქედან რუსეთის იმპერიამ ადგილობრივ აფხაზებს მუჰაჯირად წასვლა აიძულა. აქ პირველი
ბერძნული დასახლებები იყო ალექსანდროვკა, ოლგინსკოე და გეორგიევსკი. აფხაზეთში
მიგრირებული ბერძნების უმეტესობა ხელსნები (კალა- ტოზები, ქვისმთლელები) ყოფილან.
აფხაზეთში ბერძენთა დიდი ჯგუფი 1879-1880 წლებში გადმოსახლებულა. ეს ჯგუფიც ოსმა-
ლეთიდან იყო მოსული. აქ მოსული ბერძნების უმეტესობა ბე- რძნულ ენაზე მეტყველებდა.
ბერძენთა ამ ჯგუფის სოფლებს საბ- ჭოთა პერიოდში ლეკუხონე, შრომა, ოდიში და კელასური
ეწოდე- ბოდა. ბერძენთა ეს სოფლები ძირითადად სოხუმის მახლობლად მდებარეობდა.
აჭარაში, ბათუმის მიდამოებში მცირეაზიელ ბერძენთა გადმო- სახლება 1881 წლიდან
დაწყებულა. ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც ისინი დასახლდნენ დაგვა იყო. XX
საუკუნის დასაწყისში აჭარაში მიგრირებული ბერძნების რაოდენობა მნიშვნელოვნად გა-
იზარდა.
1886 წელს საქართველოში (თბილისისა და ქუთაისის გუბერ- ნიებში) 28.774 ბერძენი
მკვიდრობდა. 1897 წელს ბერძნების რა- ოდენობა საქართველოში 38.540 კაცი იყო. 1939
წლისათვის ამ ეთნიკური ჯგუფის რაოდენობამ 85 ათასს მიაღწია, 1989 წელს კი 100 ათასს
გადააჭარბეს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ბერძნების რაოდენობამ საქართველოში
კატასტროფიულად დაიკლო, რაც ძი-

რითადად საბერძნეთში მიგრაციითაა განპირობებული _ 2002 წლის აღწერით საქართველოში


მხოლოდ 15 ათასი ბერძენი და- ფიქსირდა. შენიშნულია ბერძნების მიგრაცია რუსეთის იმ
რეგიო- ნებისაკენ, სადაც ბერძნული კოლონიები კვლავაა შემორჩენილი.

You might also like