You are on page 1of 5

ეგვიპტის ქრონოლოგია

(შესავალი) დაახლოებით ძვ.წ. 3150 წელს ეგვიპტელებმა შექმნეს


მსოფლიოში პირველი ერთიანი სახელმწიფო. მას განაგებდა ფარაონი,
რომელიც დედამიწაზე ღმერთების წარმომადგენელად ითვლებოდა.
თითქმის 3000 წლის განმავლობაში ეგვიპტელები ატარებდნენ თეთრ
სამოსს ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავე ენაზე და მიჰყვებოდნენ დღიური
სამუშაოს რეგულარულ ციკლს, რომელსაც ხელს უწყობდა მდინარე
ნილოსის ყოველწლიურ წყალდიდობას.
პირველი დასახლებები - ძვ.წ. 4500 წლისთვის მიწათმოქმედმა ხალხმა დაიწყო
დასახლბა ნილოსის სანაპიროებთან, მათ შექმნეს სოფლები; მოჰყავდათ ხორბალი და
ქერი, ინახავდნენ პირუტყვს და ცხვარს და ამზადებენ ლამაზ თიხის წითელ ჭურჭლებს.

ადრეული დამწერლობა - ეგვიპტელებმა გამოიგონეს მსოფლიოში პირველი


დამწერლობის სისტემა - იეროგლიფები. იეროგლიფები გამოხატავდნენ სიტყვებს,
ასოებს, ცხოველებს ან თავად წინადადებეს. ისინი თავადაპირველად ქვებზე იყო
ამოჩუქურთმებული შემდეგ კი მოხატული პაპირუსის ფენებზე. საწერ მასალად ნილოსის
ნაპირებზე მოყვანილ ლერწამს იყენებდნენ.

სამეფოს გაერთიანება - თავდაპირველად, ეგვიპტე ორ სამეფოდ იყო დაყოფილი,


ზემო და ქვემო ეგვიპტედ, მეფეს, რომელმაც ეს ორი სამეფო გააერთიანა ნარმერი
(მენესი) ჰქვია. ის ხელოვნების ნიმუშებზე ნაჩვენებია ასეთი სახით, რომ ამარცხებს
მტრებს და ატარებს ზემო (სამხრეთ) და ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის გვირგვინს.

საფეხურებიანი პირამიდა - ფარაონი ჯოსერი, იმ პერიოდის პირველი მმართველია,


რომელსაც ისტორიკოსები ძველ სამეფოს უწოდებენ, აშენებს პირველ პირამიდას. ეს
არის სამეფო სამარხი, სადაც მეფის ცხედარი იკრძალებოდა მუმიფიცირებული სახით.
პირამიდის სამარხის არქიტექტორი იყო იმჰოტეპი. ჯოსერის პირამიდა სწორკუთა
გვერდების ნაცვლად საფეხურიანია და ეგვიპტელებისს პირველი ნაგებობაა, რომელიც
ქვისგან არის აშენებული.

პირამიდების ეპოქა - გიზაში ფარაონი ხუფუ აშენებს დიდ პირამიდას, რომელიც


დღემდე რჩება მსოფლიოს უდიდეს ქვის ნაგებობად. ამ პეიოდში გიზაში კიდევ ორი
პირამიდა აშენდა პროექტში მთელი ერი მონაწილეობდა, მონები ქვებს ზიდავდნენ და
თლიდნენ, გლეხებს კიდევ მუშახელისთვის საკვების მოყვანა და მომზადება
ევალებოდათ.

ბნელი პერიოდი - ძველი სამეფოს დაცემას პოლიტიკური დაპირისპირებისა და


ფართომასშტაბიანი გვალვის შემდეგ მოვიდა განხეთქილების მძიმე დრო, რომელსაც
ეწოდება პირველი შუალედური პერიოდი. ამ დროის განმავლობაში მონუმენტური
შენობების სულ რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რადგან სამეფო ხელისუფლება
ძალიან შესუსტებული იყო.

შუა სამეფო პერიოდი - ეგვიპტე კვლავ გაერთიანდა ფარაონ მენტუჰოტეპ II-ის მიერ. ამ
ხანაში მოხდა ისეთი დიდი მიღწევების განხორციელება ხელოვნებასა და
ლიტერატურაში, რომელმაც მომავალში ძველი ეგვიპტლების ყოველდღიური
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი განსაზღვრა და გახდა მათი მომავალი
შემოქმედებითი საქმის დასაწყისი.

ჰიქსოსები - ხალხმა დასავლეთ აზიიდან, ჰიქსოსებმა, დაიპყრეს და გაანადგურეს შუა


სამეფო, დაეპატრონნენ ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილს, ანუ ნილოსის დელტას. მათ თან
მოტანეს შორს მსროლელი მშვილდი, ჯაჭვის პერანგი და მთავარი, ცხენშებმული ეტლი.
სანამ ჰიქსოსები მართავენ ჩრდილოეთს, ეგვიპტელი ფარაონები განაგრძობდნენ
თავიანთ მმართველობას სამხრეთში. მალე ეგვიპტელებმა მოახდინეს ჰიქსოსების
კულტურის ასიმილაცია, ანუ შერწყმა და თავიანთი მოტანილი სამხედრო ტექნიკით
თავად განდევნეს.

ეგვიპტის იმპერია - თუტმოს I აგრესიულად აფართოებს ეგვიპტის მმართველობას


ნუბიაში, ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთითი, ისევე როგორც
დასავლეთ აზიის რაიონებში. ნუბია იყო ტყვეებისა და ოქროს ძირითადი წყარო
ეგვიპტელებისთვის ისევე როგორც დასავლეთ აზიის რაიონებში. ეგვიპტის იმპერია
აგრძელებს ზრდას მისი მემკვიდრეების, თუტმოს II (ძვ. წ. 1492–1479) და
განსაკუთრებით თუტმოს III (ძვ. წ. 1479–1425) დროს. ამ პერიოდში ეგვიპტემ თავისი
ძალაუფლება ყველაზე შორს განავრცო.

მზის გაღმერთება - ფარაონი ამენჰოტეპ IV დიდ რეფორმებს ატარებს ეგვიპტის


რელიგიაში. მან დახურა სარიტუალო წარმართული ტაძრები და შემოტანა ატონის
კულტი. ატონს გამოსახავდნენ დისკოზე მზის სახით. ფარაონმა ააშენა ახალი
დედაქალაქი და ახეტატენი (დღევანდელი ელ-ამარნა) უწოდა, ააგო მრავალი ტაძარი
ტაძარი ატონის საპატივსაცემოდ, თავად კი სახელი ეხნატონად გადიკეთა.

ტუტანხამონი - ფარაონ ტუტანხამონის მმართველობის დროს ქურუმებმა ძალაუფლება


ისევ ხელთ იგდეს, ძველი პოლითეისტური რელიგია დაბრუნდა. ტუტანხამონი ძალიან
ახალგაზრდა 18 წლისა გარდაიცვალა. თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ მისმა
სარკოფაგმა ჩვენამდე ანუ 1922 წლამდე გაუძარცვავად მოაღწია.

რამზეს II დიდი - რამზეს II 66 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და


დაახლოებით 100 შვილის მამაა. მას აქვს აშენებული მრავალი კოლოსალური
ქანდაკება - ერთ-ერთია აბუ-სიმბელის ტაძარი. რამზესი ძვ.წ. 1274 წელს
დაუპირისპირდა ხეთებს. ძვ.წ. 1258 წელს კი ხათუსილი III-თან აფორმებს მსოფლიოში
პირველ სამშვიდობო ხელშეკრულებად.
უცხოელი მმართველები - უკვე გვიანდელ პერიოდში ეგვიპტის ხელისუფლების
სადავეებს უცხოელი მმართველები იდგებენ. პირველი დამპყრობლები არიან
ნუბიელები, შემდეგ ასურელები და სპარსელები. ბოლოს, ძვ.წ. 332 წელს მაკედონიის
მეფე ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო ეგვიპტე, გახდა ფარაონი. მისი
გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში პტოლემაიოსთა დინასტია გამეფდა.

პტოლეომაიოსთა დინასტია - ეგვიპტეს მართავს 15 ბერძენი ფარაონი, ყველას


პტოლემეოსს ეძახიან. ამ პერიოდში ეგვიპტის დედაქალაქი იყო ალექსანდრია,
რომელიც დააარსა ალექსანდრე მაკედონელმა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ბოლო
მმართველი არის დედოფალი კლეოპატრა (მართავდა ძვ. წ. 51–30). ამის შემდეგ
ქვეყანა რომაელებმა, დაიპყრეს მათ შემდგომ კი მოვიდნენ არაბები და ეგვიპტურ
ცივილიზაციას ბოლო მოუღეს.

ეგვიპტის საზოგადოება
ფარაონი - ფარაონი იყო ღმერთი თავისი ხალხისთვის და ეგვიპტის კეთილდღეობა მის
ხელში იყო. რამდენიმე ქალი მართავდა ეგვიპტეს როგორც ფარაონი, მაგ: ნეფერტიტი
და ჰატშეფსუტი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი იყო.

ქურუმები - ქურუმები ღმერთებისადმი მიძღვნილ ტაძრებს მართავდნენ და მათი


წინამძღვრები იყვნენ. ყველა მღვდელი იპარსავდა თავსა და სხეულს. უმაღლესი
ქურუმები შეიძლება იყვნენ ისეთივე ძლევამოსილები, როგორც თავად ფარაონი!

ვეზირები - ვეზირები „მეფის თვალსა და ყურებს“ წარმოადგენდნენ. ისინი ბჭობდნენ


და განიხილავდნენ სამეფო საქმეებს, მიწის საკუთრებებს და განაგებდნენ ეგვიპტის
მთელ სიმდიდრეს

მეომრები - მათი სიმამაცის დასაჯილდოებლად, მეომრებს ჩუქნიდნენ მიწებსა და


მონებს ისინი შეიძლება გამდიდრდრებულიყვნენ კიდეც თუ გადარჩებოდნენ ბრძოლაში.

გადამწერები - ეგვიპტეში ყოველი 100 ადამიანიდან მხოლოდ 1-ს შეეძლო წერა-


კითხვა, ამიტომ გადამწერები და მწიგნობრები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ.
იწერდნენ ყველაფერს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას ეხებოდა.

ვაჭრები - ვაჭრები მუშაობდნენ ტაძრებისთვის და ქვეყანაში ძალიან შორიდან


ეგზოტიკური საქონელი შემოჰქონდათ

ხელოსნები - ხელოსნები ყველაფერს აკეთებდნენ თიხის ქოთნებიდან დაწყებულ


მძივებამდე დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ნიმუშების ათასობით
ნიმუშია შემორჩენილი, ისინი არ იყო „ხელმოწერილი“, ამიტომ ჩვენ ვიცით მხოლოდ
რამდენიმე ხელოსნის სახელი, როგორიცაა მოქანდაკე ირტისენი.
ფერმერები - ფერმერები ძალიან მნიშვნელოვან რომს ასრულებდნენ ეგვიპტურ
საზოგადოებაში, რადგან ისინი აწარმოებდნენ საკვებს. ფერმერები ინახავდნენ
ცხოველებს და ზრდიდნენ ნათესებს, როგორიცაა ხორბალი და ქერი. ფერმერების
უმეტესობას არ ჰქონდა საკუთარი მიწა, ამიტომაც, ყველაფერს რასაც მიწიდან
მოიყვნდნენ სახელმწიფოსთვის ან სულაც ტაძრისთვის უნდა გადაეცა.

ეგვიპტელების ყოველდღიური ცხოვრება


(შესავალი) ძველი ეგვიპტელი მოსახლეობი უმეტესობა ფერმერები იყვნენ, რომლებიც
ცხოვრობდნენ ნილოსის ნაპირებთან სოფლებში. ისინი ჩვეულებრივ მუშაობდნენ დიდ
მიწებზე, რომლებსაც ფარაონი, ტაძრის მღვდლები ან დიდებულები ფლობდნენ.

ეგვიპტეში მიწათმოქმედება დამოკიდებული იყო მდინარე ნილოსზე, რომელიც ყოველ


ზაფხულს ტბორავდა მინდვრებს. როდესაც წვიმები იწყებოდა, ფერმერები ფარაონის
პროექტზე სამუშაოდ მიდიოდნენ ხოლმე. ნილოსის წყლების ჩასვლის შემდეგ ისინი
დაბრუნდნენ გუთანს და მინდვრების თავიანთი საქმის გასაგრძელებლად. ფერმერის
ყველაზე დატვირთული დრო იყო მოსავლის აღების სეზონი, როდესაც ყველა მუშაობდა
მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და აგროვებდა მოსავალს.

საქსოვი დაზგა - ეგვიპტელები სელის მცენარისგან თეთრეულს ქსოვდნენ დაზგის


გამოყენებით.

ღუმელი - გახურებულ, ცეცხლანთებულ ღუმლებში ჭურჭლის გამოწვა მიმდინარეობდა

მეთუნე - მეთუნეები, რომლებიც ჩვეულებრივ მამაკაცები იყვნენ, ქოთნებს ამზადებდნენ


ნელამბრუნავი ბორბლის გამოყენებით.

საჭმელი და სასმელი - ამ მოდელის ეგვიპტელი მამაკაცები, რომელიც აღმოჩენილია


ერთ-ერთ სამარხში პურს ამზადებენ, ქალები კი ლუდს. ძველი ეგვიპტელები ასევე
რეგულარულად მიირთმევდნენ თევზს, ხახვს და პარკოსან მცენარეებს.

სამშენებლო მასალები - ეგვიპტელები ქვებს იყენებდნენ ტაძრებისა და სამარხების


ასაშებელად, ხოლო ეგვიპტური სახლები აგურისგან იყო აგებული. ისინი აგურს ასე
ამზადებდნენ: ხის ყალიბებში სველ ტალახის ათავსებდნენ და ჩალის ურევდნენ და
შემდეგ მზეზე გასაშრობად.

თევზაობა - ეგვიპტელები ბადეებით თევზაობდნენ ხოლმე, მაგრამ ასევე იყენებდნენ


ბარჯებსა და კაუჭებს.

ლერწმის ნავები - პატარა ნავებს ამზადებდნენ პაპირუსის ლერწმისგან,6 რომლებიც


ერთმანეთთან იყო მჭიდროდ იყო შეკრული.
მზიდი ცხოველები - ეგვიპტური მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ზიდავდა გუთანს,
აძლევდა ხორცს, ტყავს და რძეს მოსახლეობას.

შადუფი - წყლის აწევა ხდებოდა შადუფის გამოყენებით, მოძრავი ბოძი ერთ ბოლოზე
საპირწონით.

ლეწვა - ფერმერები მსხვილფეხა საქონელს ზემოდან დაჰყავდათ მოკრეფილ


მარცვლეულზე, რათა თესლი და ქერქი ერთმანეთისგან განეცალკევებინათ.

სამტრედე - მტრედები ეგვიპტელთათვის ერთ-ერთ საკვებ წყაროს წარმოადგენდა

მარცვლეულის დათვლა - იყო ორი სახის ბეღელი: მრგვალი ან მართკუთხა.


მართკუთხა მარცვლეულის ამ მოდელში ოფიციალური პირები, რომლებსაც
გადამწერები ჰქვია, აღრიცხავენ გლეხების მიერ შემოტანილი მარცვლეულის
რაოდენობას.

სივცრე სახურავზე - ეგვიპტურ სახლებს ბრტყელი და სწორი სახურავი ჰქონდა. ოჯახებს


ცხელ ამინდში ხშირად სახურავზე ეძინათ ხოლმე

ეგვიპტური სამოსელი - ძველი ეგვიპტის ისტორიის უმეტეს ნაწილში, ხალხს ეცვა


უბრალო თეთრი ტექსტილის ტანსაცმელი. მამაკაცებს ეცვათ შენთი (მოკლე
ქვედაბოლო), ქალები კი გრძელ კაბებს იცვამდნენ. მორთული ტანსაცმელი ახალი
სამეფოს დროს უფრო მოდური გახდა, მაგრამ მას მხოლოდ მდიდრებს ატარებდნენ.

You might also like