You are on page 1of 52

ძვ.წ.

III ათასწლეული
ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოების დონეზე იყო.
გამონაკლისი იყო მხოლოდ ნილოსის ქვემო წელი და მესოპოტამიის დაბლობი. აქ შეიქმნა პირველი სახელმწიფოები
და აქ ჩაეყარა ცივილიზაციას საფუძველი.

ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან არსებობს. ძველი ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას შავი მიწის ქვეყანას
უწოდებდნენ, რათა ხაზი გაესვათ იმ განსხვავებისათვის, რომელიც არსებობდა ეგვიპტის ნაყოფიერ მიწებსა და
გარემომცველ წითელ მიწებს შორის. გეოგრაფიულად ეგვიპტე ორ ნაწილად იყოფოდა - ნილოსის დელტა ქვემო
ეგვიპტის სახელით იყო ცნობილი, ხოლო ნილოსის ვიწრო და გრძელი ხეობა - ზემო ეგვიპტის. ძველი ეგვიპტის
მოსახლეობა სამხრეთული ევროპეიდები იყვნენ შავი სწორი თმით. მაი ენა სემიტურ-ქამიტური ენათა ოჯახის ცალკე
ჯგუფს შეადგენდა. ეკონომიკის ძირითადი დარგი გახლდათ მიწათმოქმედება. განსხვავდებოდა ზემო და ქვემო
ეგვიპტის მეურნეობა. ზემო ეგვიპტეში ნილოსის ადიდებისას მთელი ხეობა წყლით იფარებოდა და ნაყოფიერ შლამს
ტოვებდა. ქვემო ეგვიპტეში არ იყო ასეთი ხელსაყრელი პირობები მიწათმოქმედებისთვის, სამაგიეროდ აქ უკეთესი
პირობები იყო მეცხოველეობისათვის. ჰეროდოტეს სიტყვები „ეგვიპტე ნილოსის საჩუქარია“ სავსებით შეესაბამება
სინამდვილეს. ძირითადად ეგვიპტეში მოყავდათ ხორბალი და ქერი, გავრცელებული იყო სელის, ზეთისხილისა და
ფინიკის წარმოება, ასევე მევენახეობაც. ხელოსნობიდან დაწინაურებული იყო სელისა და ტყავის წარმოება.

ძვ.წ 3200 წელს გაერთიანდა ზემო და ქვემო ეგვიპტე. IV-III ათასწლეულის მანძილზე ეგვიპტეში შეიცვალა 8
დინასტია, რაც მოიცავდა ეგვიპტის ადრეულ სამეფოს (3200-2900 I-II დინასტია), ძველ სამეფოს (2900-2300 III-VI
დინასტიები) და ე.წ პირველი გარდამავალი პერიოდი (2300-2100 VII-VIII დინასტიები). განსაკუთრებით
აღსანიშნავია III-IV დინასტიების მმართველობა, რაც აღინიშნა პირამიდების მშენებლობით.

ეგვიპტის ძველი სამეფო აწარმოებდა დაპყრობით ომებსაც. III-IV დინასტიების მმართველობისას ეგვიპტემ
შემოიერთა სინას ნ.კ. დაიმორჩილა ლიბიელები და ნუბიელები. ეგვიპტე ასევე ომობდა სირია-პალესტინის
ტომებთან ლიბანის მთების დაუფლებისთვის, სადაც კედარის ხშირი ტყეები იყო, რაც აუცილებელი გახლდათ
გემთმშენებლობისათვის. რამდენიმე ექსპედიცია მოეწყო სამხრეთ სუდანში და პუნტის ქვეყანაში. VI დინასტიის
უკანასკნელი ფარაონის დროს შიდა ადმინისტრაციული ერთეულები - ნომები ძალიან გაძლიერდნენ და დაასუსტეს
ცენტრალური ხელისუფლება.

შუამდინარეთი

მეორე რეგიონი, სადაც ცივილიზაცია არსებობდა გახლავთ შუამდინარეთი ანუ მესოპოტამიის დაბლობი.
მესოპოტამიის ალუვიური ნიადაგების დამუშავება საკმაოდ მარტივი იყო და სწორედ ნიადაგები და მდინარეები -
ტიგროსი და ევფრატი წარმოადგენდა შუამდინარეთის ძირითად სიმდიდრეს. რეგიონის მოსახლეობას
წარმოადგენდნენ შუმერები. ისინი დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათი წარმომავლობა და
ეთნიკური ვინაობა დღემდე სადაოა, ვინაიდან შუმერული ენა არც ერთ ენასთან ნათესაობას არ ამჟღავნებს.
შუმერების დამსახურებაა დამწერლობის შექმნა. შუმერების განსახლების არეალი სპარსეთის უბის სანაპიროს
მიმდებარე ტერიტორიები გახლდათ.

ყველაზე ძველი შუმერული ქალაქ სახელმწიფო იყო ერიდუ. ძვ. წ III ათასწლეულიდან წინა პლანზე გადმოდიან
ქალაქები ური, ურუქი, უმმა, ლარსა, ქიში, ადაბი. შემდგომში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქალაქი ლაგაში.
შემდგომ პერიოდში ქალაქ უმას მეფემ, ლუგალზაგესმა გააერთიანა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები, მაგრამ
სასტიკად დამარცხდა სემიტებთან. პირველი სემიტური ქალაქის, აქადის მეფე სარგონმა შეიერთა მთელი
სამხრეთი შუამდინარეთი. ძვ.წ XXIV საუკუნეში შუმერები აქადის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ.
სარგონმა დაიმორჩილა არა მხოლოდ შუმერები, არამედ ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთი, მცირე ???? აზიის
სამხრეთი, ილაშქრა კვიპროსზე და ირანის მთიანეთში. აქადის ძლიერება შენარჩუნებული იქნა სარგონის
მემკვიდრეების დროსაც, მაგრამ ძვ.წ XXIII საუკუნიდან აქ შეიჭრნენ ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები ტომები
- გუთიები და გაბატონდნენ კიდეც შუამდინარეთში. სწორედ აქედან დაიწყო შუმერებისა და აქადელების
გაერთიანება ჯერ ლაგაშის, შემდეგ ურის ჰეგემონობით. ამ აღორძინებას ბოლო მოუღო შუამდინარეთის
დასავლეთით შექმნილმა ელამის სახელმწიფომ.

სხვა

ვარაუდობენ, რომ გარდა ეგვიპტისა და შუამდინარეთისა, სახელმწიფოები უნდა ჩამოყალიბებულიყო ელამში და


დღევანდელი სირია-ლიბანის ტერიტორიაზე - სახელმწიფო ებლა. მთელი დანარჩენი მსოფლიო თემურ-გვაროვნულ
ეტაპზე იყო, თუმცა სახელმწიფოებრიობის ჩანასახები ჩანდა ინდის აუზში (ჰარაპას ცივილიზაცია) და ხუანხეს შუა
წელში (იანშაოს კულტურა). კავკასია, შუა აზია, ირანი, დასავლეთი და სამხრეთი ევროპა ამ დროს უკვე
ჩამოყალიბებული მიწათმოქმედები და მეცხოველეები იყვნენ. ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, ჩრდილო და
აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობა ნადირობას და თევზჭერას მისდევდა.

ძვ.წ. II ათასწლეული
ძვ.წ II ათასწლეული ემთხვევა ბრინჯაოს ხანას. ბრინჯაოს იარაღების გამოყენებამ უზრუნველყო ჭარბი
პროდუქციის შექმნას რამას სათავე დაუდო ახალი ცივილიზაციების ჩამოყალიბებას. ჩამოყალიბდა სახელმწიფოები
მცირე აზიაში, ირანში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.

ეგვიპტე
ძვ. წ 2100 წელს ეგვიპტე კვლავ გაერთიანდა. აქედან მოყოლებული 2100-1700 წლებში ეგვიპტე ერთიანი
სახელმწიფოა და ეს პერიოდი ცნობილია შუა სამეფოს ხანად. ამ 400 წლის განმავლობაში ეგვიპტის სამეფო ტახტზე
9 (IX-XVII) დინასტია შეიცვალა.XI დინასტიის დროს შემოერთებულ იქნა ჩრდ. ნუბია ძვ.წ XIX საუკუნიდან
გაძლიერდა დაპირისპირება ნომარქებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, ამით ისარგებლეს აზიიდან
მოსულმა ტომებმა, ჰიქსოსებმა და დაიპყრეს ნილოსის დელტა. ჰიქსოსებმა ქვემო ეგვიპტეში დაახლოებით 120
წელი იბატონეს ძვ.წ 1700-1580 წლებში, რაც მიჩნეულია მეორე გარდამავალ პერიოდად. ეგვიპტის ახალი სამეფოს
პერიოდში ძვ.წ XVI-XII საუკუნეებში ქვეყანაში სამი დინასტია შეიცვალა. (XVII-XX) ეს პერიოდი ეგვიპტის აყვავების
პერიოდია. ფარაონ თუტმოს მესამის დროს, ძვ.წ XV საუკუნეში ეგვიპტე თავის ისტორიაში ყველაზე ვრცელ
ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში შედიოდა სირია, პალესტინა, მისი ჩრდილოეთი საზღვარი მდ.
ევფრატს აღწევს, ხოლო სამხრეთით ის ნილოსის მეხუთე ჭორომამდეა გადაჭიმული ამ ტერიტორიების შენარჩუნება
და ხეთებთან წარმატების მიღწევა შეძლო ფარაონმა რამზეს II-მ. თუმცა, მოგვიანებით, ეგვიპტეს საშიში მტერი
გამოუჩნდა ლიბიელი ტომების სახით, შემდეგ კი ილაშქრეს „ზღვის ხალხებმა“. ეგვიპტემ მათი ლაშქრობა მოიგერია
მაგრამ შიდა არეულობას ვეღარ გაუძლო და ძვ. წ XI საუკუნისთვის ორად გაიყო, ქვემო ეგვიპტედ (ცენტრი ტანისი)
და ზემო ეგვიპტე (ცენტრი თებე).

• 2100-1700 შუა სამეფოს ხანა


• 1700-1580 ჰიქსოსთა ბატონობა
• XVI-XII ახალი სამეფოს ხანა
• XI ეგვიპტე ორად გაიყო

შუამდინარეთი
ძვ.წ II ათასწლეულის დასაწყისში შუამდინარეთი წარმოდგენილია პატარ-პატარა სახელმწიფოებით, მათ შორის
გამოირჩეოდა ისინი, მარი, ლარსა. მათი მოსახლეობა სემიტურ-ამორეველი ტომების წარმომადგენლები
იყვნენ. ძვ. წ XVIII საუკუნიდან დაწინაურდა შუა ევფრატზე მდებარე ქალაქი ბაბილონი, რომელიც ძალიან
გაძლიერდა ხამურაბის მეფობის დროს. სწორედ ხამურაბმა შექმნა ბაბილონის ძველი სამეფო. ამ პერიოდში
ბაბილონმა დაიპყრო მის დასავლეთით მდებარე ელამის დიდი ტერიტორიები, ეკონომიკური გავლენის ქვეშ მოაქცია
მცირე აზიის დასავლეთი ოლქები და სირია ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე. ხამურაბის შემდეგ ბაბილონს ბრძოლა
უხდებოდა თავისვე მიერ დაპყრობილ ხალხებთან - „ზღვის ხალხებთან“, ელამელებთან, კასიტებთან. ბრძოლებში
დასუსტებული ბაბილონი სასტიკად დამარცხდა ძვ.წ XVI საუკუნეში ხეთების სახელმწიფოსთან, შემდეგ მას
დაეპატრონენ ზღვის ხალხები და ბოლოს კასიტები. კასიტების ბატონობა 5 საუკუნეს გაგრძელდა.
ბაბილონზე კასიტების მმართველობის პერიოდში დაწინაურდა ჩრდ. შუამდინარეთი. ეს ტერიტორია დასახლებული
იყო ხურიტებით. (სუბარები). ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებში ხურიტებმა შექმნეს ძლიერი სახელმწიფო მითანი.
მოგვიანებით, ძვ.წ XIII საუკუნეში ის დაიპყრო ასურეთმა.

ასურეთი
ასურეთის ისტორია ქალაქ აშურთანაა დაკავშირებული. ეს ქალაქი აქადის შემადგენლობაში შედიოდა მაგრამ
ელამელთა მიერ აქადისა და შუმერის დაპყრობის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ძვ.წ XIX საუკუნეებში მას
ჯერ სემიტი ამორეველები იპყრობენ, შემდეგ ბაბილონი, ხოლო ბოლოს მითანი. მითანის დამარცხება ხეთებთან
გამოიყენა ასურეთის მეფე ასურუბალიტმა და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. სწორედ ეს პერიოდი, ძვ.წ XIV-XI
საუკუნეებია შუა ასურული პერიოდი. ამ პერიოდში ასურეთი დაპყრობით პოლიტიკას ახორციელებს. იგი იპყრობს
მითანს, ლაშქრობს ბაბილონსა და მცირე აზიაში. დალაშრული ქვეყნები ასურეთს არ ემორჩილებოდნენ და
ხელახალი ლაშქრობები ხდებოდა საჭირო. ამას დაერთო კასიტების ბატონობის დამხობა ბაბილონში და ბაბილონის
მეფე ნაბუქოდონოსორ I-ის შეტევა ასურეთზე. ძვ. წ XII საუკუნეში ხდება ასურეთის ხელახალი აღზევება მეტე
ტიგლათფილესელ I-ის დროს. ამ მეფის შემდეგ ასურეთი დაქვეითდა, ის დაიპყრეს არამეულმა ტომებმა.

ხეთები
ძვ.წ II ათასწლეულში ყალიბდება პირველი სახელმწიფო მცირე აზიაშიც. ეს გახლავთ ხეთების სამეფო. იგი
მდებარეობდა მდ. ჰალისის შუა წელზე. მოგვიანებით მას კაბადოკია უწოდეს. ამ ტერიტორიის უძველესი
მოსახლეობა იყო ხათები, რომლებსაც შემდგომში ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ნესიტები შეერივნენ და ასე
ჩამოყალიბდნენ ხეთები. ხეთები იყვნენ პირველი ინდოევროპული ეთნოსი, რომლებმაც სახელმწიფო შექმნეს. (XVII
სს.) ხეთები ძალიან გაძლიერდნენ ჯერ კიდევ ძველი სამეფოს (1690-1500) პერიოდში. 1595 წელს ხეთების მეფე
მურსილი I-მა აიღო ბაბილონი, მანვე დალაშქრა მითანი. ახალი სამეფოს პერიოდში (1450-1200) ხეთების
ინტერესები სირია-პალესტინის ხელში ჩაგდებისათვის ეჯახება ეგვიპტის ინტერესებს. ძვ.წ 1312 წელს ქადეშის
ბრძოლამ ეგვიპტესა და ხეთებს შორის გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ძვ. წ 1296 წელს დაიდო შეთანხმება
რამზეს II-სა და ხათუსილი III-ს შორის. ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველი საერთაშორისო სამშვიდობო
ხელშეკრულება გახდა. ძვ.წ 1200 წელს ერთ დროს მრისხანე ხეთებმა ვერ მოიგერიეს „ზღვის ხალხების“
ლაშქრობები და არსებობა შეწყვიტეს.

ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო (ფინიკია)


ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოყალიბდა ფინიკია, პალესტინა და სირია. მოსახლეობა სემიტური
ტომების წარმომადგენლები იყვნენ. ფინიკიასა და პალესტინას ქანაანს უწოდებდნენ, მათ მოსახლეობას კი
ქანაანელებს. სახელწოდება ფინიკიელები უფრო გვიანდელია და ბერძნებმა შეარქვეს, რაც ნიშნავს მუქს,
ფინიკია ერთიანი სახელმწიფო არასდროს ყოფილა. ის იყო ქალაქი-სახელმწიფოების ერთობლიობა, რომელთა
შორის გამოირჩეოდა ტვიროსი, ბიბლოსი. საერთოდ, ფინიკიის ისტორია მისი ტერიტორიებისათვის სხვადასხვა
სახელმწიფოთა ბრძოლების ისტორიაა. სამაგიეროდ, ფინიკიელები კარგი მეზღვაურები და ვაჭრები იყვნენ და მათ
დააარსეს კოლონიები დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში (დღევანდელი ალჟირი, მაროკო, საფრანგეთი, იტალია,
ესპანეთის სანაპიროებზე). ისინი გავიდნენ ატლანტის ოკეანეშიც და შექმნეს კოლონიები პირინეის დასავლეთ
სანაპიროებზეც. რაც შეეხება კულტურას, ფინიკიელთა დამსახურებაა ანბანური დამწერლობის შექმნა.
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო (პალესტინა, სირია)
პალესტინის მოსახლეობა ქანაანელები იყვნენ. მათი ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. პალესტინაზე
პრეტენზიაც აცხადებნდა როგორც ეგვიპტე, ისე ხეთები და მითანი. ამ ტერიტორიის გამო მათ ხშირად ბრძოლების
უხდებოდათ. ძვ.წ II ათასწლეულის მეორე ნახევარში აქ იჭრებიან ფილისტიმელები. უფრო მნიშვნელოვანი იყო
ებრაელების გამოჩენა და ომები ფილისტიმელებთან. ეს ომები გაერთიანებას მოითხოვდა, რაც ძვ.წ. XI საუკუნეში
მოხდა. ებრაელთა გაერთიანებით ჩამოყალიბდა ისრაელის სამეფო, რომლის პირველი მეფე გახდა საული.
რაც შეეხება სირიას, მისი ქალაქი-სახელმწიფოები, როგორიც იყო მაგალითად ალეპო, არ წარმოადგენდნენ ძლიერ
პოლიტიკურ ძალას.

ევროპა
ძვ.წ II ათასწლეულში წარმოიშვა პირველი სახელმწიფოები ევროპაშიც, კერძოდ, ეგეოსის ზღვის აუზში, ჯერ კუძნულ
კრეტაზე, შემდეგ კი პელოპონესის ნ.კ-ზე. კრეტის უძველეს ისტორიას ყოფენ ადრემინოსურ, შუამინოსურ და
გვიანმინოსურ ეპოქებად, ხოლო კონტინენტური საბერძნეთის ისტორიას- ადრეელადურ, შუაელადურ და
გვიანელადურ ანუ მიკენურ ეპოქებად. დაახლოებით ძვ.წ 2100-2000 წლებში ბალკანეთის ნ.კ-ზე იჭრებიან
ეოლიერები, იონიელები და აქაველები, რომლებმაც თანდათანობით აითვისეს ტერიტორიები. ეოლიელები
განსახლდნენ თესალიასა და შუა საბერძნეთში, იონიელები ატიკასა და პელოპონესის ჩრდილო-აღმოსავლეთში
ხოლო აქაველები დანარჩენ პელოპონესზე. ძვ.წ XV საუკუნეში აქაველებმა დაიმორჩილეს კრეტაც. კრეტა-მიკენური
კულტურა თანდათანობით ქვეითდება ხოლო XII საუკუნის ბოლოს მომხდარი ტროას ომით დასუსტებული
საბერძნეთი ეცემა დორიელების შემოსევის შედეგად.

ინდოეთი
ძვ.წ II ათასწლეულის პირველი ნახევარი ინდის აუზში ჰარაპასა და მოხენჯო დაროს ცივილიზაციების აყვავების
პერიოდია. ამ პერიოდის შემქმნელი ხალხი დრავიდები უნდა ყოფილიყვნენ. ვარაუდობენ, რომ ამ მოსახლეობამ
პირველად აითვისა ბამბის რთვა და ქსოვა. ძვ.წ II ათასწლეულის შუა ხანებში აქ შემოიჭრნენ არიელები. მათ
მოახდინეს მკვიდრი მოსახლეობის ასიმილაცია.

ჩინეთი
ძვ.წ II ათასწლეულში პირველი სახელმწიფო შეიქმნა ჩინეთში. სხვადასხვა გაერთიანებას შორის დაწინაურდა სიას
ტომი. მოგვიანებით სიას მძიმე ბრძოლები მოუხდა შანის ტომთან. ამ ბრძოლაში სია დამარცხდა და შეიქმნა შანის
სახელმწიფო. ძვ.წ XII საუკუნეში შანი დამარცხდა ჯოუს ტომთან და შეიქმნა ჯოუს სახელმწიფო, რომლის
სახელთანაა დაკავშირებული ძველი ჩინეთის ეკონომიკისა და კულტურის მაღალი დონე.

დარჩენილი მსოფლიო
დანარჩენ ტერიტორიებზე ამ პერიოდში სახელმწიფოები არ შექმნილა, თუმცა ისინი ბრინჯაოს იარაღმა
საგრძნობლად დააწინაურა. ამ პერიოდს მიეკუთნება საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი თრიალეთის
ყორთანების ბრწყინვალე კულტურაც.
რაც შეეხება ეთნიკურ შემადგენლობას, სავარაუდოა, რომ სამხრეთ ბალკანეთში განსახლებულ ბერძნულენოვან
მოსახლეობას საზღვრავდნენ ილირიული და თრაკიული ტომები, უფრო ჩრდილოეთით კი სახლობდნენ კელტური,
გერმანული, სლავური ტომები. პირინეის ნ.კ. დასახლებული იყო იბერებით, აპენინი კი ეტრუსკებით. ციმბირი
დასახლებული უნდა ყოფილიყო უგრო-ფინური ტომებით.
ძვ.წ X-VI საუკუნეები

ამ დროს იწყება რკინის ხანა. რკინის იარაღების გამოყენებამ საგრძნობლად გაზარდა მოსავალი, რაც მთავარი
ფაქტორი იყო სახელმწიფოების ჩამოყალიბებისათვის. სახელმწიფოები ჩამოყალიბდა შუა აზიაში, ირანში, არაბეთის
ნ.კ-ის სამხრეთში, სამხრეთ კავკასიაში, ინდის ხეობის გარეთ, ჩინეთსა და დას. ხმელთაშუაზღვისპირეთში.
რაც შეეხება ეთნიკურ შემადგენლობას, პალესტინის სიღრმეში ცხოვრობდნენ ებრაელები და ქანაანური ჯგუფის
ენებზე მოლაპარაკე სხვა ხალხები. ამავე ხალხებით იყო დასახლებული ფინიკია. სირია და ჩრდ. მესოპოტამია
დასახლებული იყო არამეელებით. ბაბილონის მოსახლეობას შეადგენდნენ ქალდეველები. მცირე აზრიის
სახელმწიფოების მოსახლეობა ინდოევროპულ ენაზე მოლაპარაკე ხალხები იყვნენ. მცირე აზიის აღმოსავლეთი და
სამხრეთი კავკასია კი დასახლებული იყო ხურიტებით და მათი მონათესავე ურარტუელებით.

ისრაელი
ძვ.წ XI საუკუნეში ჩამოყალიბებულმა ისრაელის სამეფომ (1050-950) სულ ერთი საუკუნე იარსება. მას აყვავების
ხანა ჰქონდა მაშინ, როცა სამეფო ტახტზე დავითი, საული და სოლომონი ისხდნენ. რობოამის დროს ეგვიპტის
ფარაონმა შეშონკმა ილაშქრა ისრაელზე და სამეფო ორ ნაწილად გაიყო - ისრაელად (დედაქალაქი სამარია) და
იუდეად (დედაქალაქიპუნიკური). ისინი დროთა განმავლობაში დასუსტდნენ, რითაც კარგად ისარგებლეს გარეშე
მტრებმა. ძვ.წ 722 წელს ასურეთმა აიღო სამარია. რაც შეეხება იერუსალიმს, ძვ.წ 586 წელს ბაბილონის მეფე
ნაბუქოდონოსორ II-მ აიღო იერუსალიმი და მოსახლეობა ბაბილონში გადაასახლა („ბაბილონის ტყვეობა“).

წინა აზია (ფინიკია)


წინა აზიაში დიდ როლს თამაშობდნენ ფინიკიის ქალაქი-სახლემწიფოები. გარდა ქალაქებისა, დაწინაურდნენ
კოლონიები - მარსელი, პალმა, სიცილია, სარდინია, განსაკუთრებით კი კართაგენი. ძვ.წ VII საუკუნეში
საკუთრივ ფინიკია ეგვიპტისა და ბაბილონის დამოკიდებულების ქვეშ აღმოჩნდა, ძვ.წ VI საუკუნეში კი
აქემენიდურმა ირანმა დაიპყრო. ფინიკიის კოლონიები კართაგენის ხელში გადავიდა.

წინა აზია (სირია)


სირია მძლავრ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენდა. ის ჯერ ასურეთის შემადგენლობაში შევიდა, ძვ.წ VII
საუკუნეში აქ გაბატონდა ბაბილონი, ხოლო ძვ.წ VI საუკუნეში ის დაიპყრო ირანმა.
არაბეთის ნ.კ
ძვ.წ I საუკუნეში პირველი სახელმწიფოები შეიქმნა არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთითაც. მოსახლეობის
უმრავლესობა მეცხოველეობას მისდევდნენ და მათი ძირითადი ცხოველი იყო აქლემი. სადაც შესაძლებელი იყო
მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც, სწორედ სარწყავი მიწათმოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა პირველი
ტერიტორიები დღევანდელი იემენის ტერიტორიაზე, რომლებიც იყვნენ მინეის და საბას სამეფოები.

მცირე აზია
მცირე აზიაში ხეთების სამეფოს დაღუპვის შემდეგ ძვ.წ VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა ფრიგიის სამეფო (მუშქების
სამეფო), რომელმაც სულ 150-200 წელი იარსება და კიმირიელების შემოსევას ემსხვერპლა. მისი მემკვიდრე
გახლდათ ლიდიის სამეფო. ლიდიის სამეფომ წარმატებით მოიგერია კიმირიელთა შემოსევები და კავშირები
დაამყარა სხვადასხვა სახელმწიფოებთან, მათ შორის მიდიის ძლიერ სამეფოსთან, თუმცა ძვ.წ 550 წელს ის წინ ვერ
აღუდგა აქემენიდური ირანის შემოსევებს და მის მიერ დაპყრობილი ქვეყანა გახდა.

ამიერკავკასია და სომხეთის მთიანეთი


ძვ.წ I საუკუნეში აქ ჩამოყალიბდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელთა შორის გამოირჩეოდა
ურარტუ. ურარტუმ საგრძნობლად გაიფართოვა ტერიტორიები და დაუპირისპირდა ასურეთის გავლენას. ასურეთთან
ომებმა დაასუსტა ის, ამას დაერთო კიმირიელებისა და სკვითების შემოსევა, რასაც ბოლოს მოჰყვა ის, რომ ურარტუ
შევიდა მიდიის შემადგენლობაში.

კიმირიელები და სკვითები
რაც შეეხება კიმირიელებსა და სკვითებს, ისინი ირანულენოვანი ტომები იყვნენ, რომლებიც ცხოვრობდნენ შავი
ზღვის ჩრდილოეთით და ვოლგის სტეპებში. ისინი სახელმწიფოებრიობას მოკლებული ტომები იყვნენ და ისტორიაში
შევიდნენ თავიანთი გამანადგურებელი ლაშქრობებით.

ასურეთი

IX საუკუნიდან ძლიერდება ასურეთის ახალი სამეფო. განსაკუთრებული სიძლიერის პერიოდში, ტიგლათფალასარ


III-ის დროს მან დაიპყრო ფინიკია, სირია, ისრაელი, კილიკია, ურარტუ, ბაბილონი. შეიქნმა ასურეთისა და
ბაბილონის უნია. ძვ.წ VII საუკუნეში დაკარგა დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ შეიერთა ეგვიპტე.
ბაბილონი დაუკავშირდა მიდიას. ამ ორმა ძვ.წ 605 წელს საბოლოოდ ბოლო მოუღო ასურეთს. ასურეთის
შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთი რეგიონები მიდიას დარჩა, სამხრეთი და სირია კი ბაბილონს.
ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმის მოსახლეობა გადაასახლა ბაბილონში, თუმცა არც მისი ძლიერება გაგრძელდა
დიდხანს. სპარსეთმა ჯერ მიდია დაიპყრო, ხოლო ძვ.წ 538 წელს ბაბილონიც.

ეგვიპტე
ორად გაყოფილი ეგვიპტის გერთიანება მოხდა X საუკუნეში. ლიბიელმა დაქირავებულმა ჯარისკაცებმა სათავე
დაუდეს 22-ე დინასტიას. ძვ.წ VII საუკუნეში ეთიოპებმა სათავე დაუდეს 25-ე დინასტიას. ამ დინასტიის ფარაონები
იბრძოდნენ ასურელების წინააღმდეგ, რომელთა დამარცხებაც ფსატიმექ I-მა შეძლო. ამ ფარაონის შემდეგ ეგვიპტე
ერთიანი სამეფოა და იფართოებს საზღვრებს, მიუხედავად ამისა, სპარსეთს არ გაჭირვებია ეგვიპტის დაპყრობა.
ძვ.წ 525 წელს ეგვიპტე აქემენიდური ირანის შემადგენლობაში შევიდა.

აქემენიდური ირანი
ძვ.წ VI საუკუნის ბოლოს მთელი ახლო აღმოსავლეთი, გარდა არაბეთის ნ.კ-ისა, აქემენიდური ირანის
შემადგენლობაშია. IX-VIII საუკუნეებში ირანის ჩრდილოეთით ყალიბდება მიდია, რომელიც საკმაოდ ძლიერი
სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, 50 წლის შემდეგ, მიდიის წინააღმდეგ გამოვიდა თავისივე ვასალი
პერსიდა(სპარსეთი). ძვ.წ 550 წელს სპარსეთის მეფე კიროსი სასტიკად ამარცხებს მიდიის მეფე ასტიაგს.
საფუძველი ეყრება აქემენიდურ ირანს. მოკლე ხანში კიროსი იპყრობს ლიდიას, ბაბილონს, ხორეზმსა და
ბაქტრიას. მისი მემკვიდრე კამბიზესი იპყრობს ეგვიპტესაც. დარიოს I-ის დროს აქემენიდთა ირანი გადაჭიმულია
ინდიდან და შუა აზიიდან ეგვიპტემდე და ეგეოსის ზღვის აუზამდე. სპარსეთის ინტერესში უკვე საბერძნეთი ხვდება.

საბერძნეთი
როგორც უკვე ითქვა, საბერძნეთმა განიცადა დორიელების შესევა, რამაც ბოლო მოუღო ძველ ცივილიზაციას და
სათავე დაუდო ახლის შექმნას. ძვ.წ IX-VIII საუკუნეები ჰომეროსის ეპოქაა. ბერძნები აარსებენ კოლონიებს მცირე
აზიის დასავლეთ სანაპიროზე. ეოლიელები და აქეველები ჩრდ-აღმოსავლეთ ნაწილში და კუნძულ ლესბოსზე.
იონიელები აღმოსავლეთში (სმირნა, მილეთი) და კუნძულ სამოსზე, დორიელები კი სამხ.-აღმოსავლეთში
(ჰალიკარნასი, როდოსი). ძვ.წ VII-VI საუკუნეები არქაიკის სახელითაა ცნობილი. სახელმწიფოები იქმნება
კონტინენტურ საბერძნეთში. სახელმწიფოების ძირითადი ფორმებია პოლისები, სადაც ჯერ ტირანია იყო, შემდეგ კი
რესპუბიკური წყობა გაბატონდა. ამ პოლისებიდან განსაკუთრებით დაწინაურდნენ სპარტა და ათენი. მათ
შემოიკრიბეს სხვა პოლისები და შექმნეს სიმაქიები, ლაკედემონის სიმაქია - სპარტის მეთაურობით და დელოსის
სიმაქია - ათენის მეთაურობით. ბერძნული კოლონიები ძვ.წ VII-VI საუკუნეებში ჩამოყალიბდა ხმელთაშუაზღვის
დასავლეთითაც, პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთით და სიცილიაზე, დღევანდელი საფრანგეთის სანაპიროზე,
ეგვიპტის სანაპიროზე, ათვისებული იქნა შავი ზღვის სანაპირო (ფაზისი, დიოსკურია, პიტიუნტი). მხოლოდ
ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი დასავლეთი სანაპირო რჩებოდა კართაგენის ხელში.

იტალია
ძვ.წ I ათასწლეულის პირველ ნახევარში ყალიბდება სახელმწიფოები იტალიაშიც. ამ პერიოდში უკვე მოსახლეობის
უმრავლესობას ლათინები შეადგენენ, მკვიდრი მოსახლეობა - ეტრუსკები, დღევანდელი ტოსკანის ოლქის
ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა აქტიურ კოლონიზაციას აწარმოებდნენ დასავლეთ სანაპიროზე. ეტრურიამ ხელში
ჩაიგდო კორსიკაც. მაგრამ ეტრურიის გვერდით ვითარდებიან ლათინებიც და მათი მთავარი ქალაქი რომი VI
საუკუნის ბოლოს უკვე სერიოზულ ძალას წარმოადგენს.
დანარჩენი ევროპა
მთელი დანარჩენ ევროპაში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული სახელმწიფოები. პირინეის ნახევარკუნძული
დასახლებულია იბერებით. საფრანგეთი კელტებითაა დასახლებული. სამხრეთი სკანდინავია გერმანული ტომებითაა
დასახლებული.

ძველი ინდოეთი/ ძველი ჩინეთი


გარდა აღნიშნული ტერიტორიებისა, ცივილიზაციის კიდევ ერთი კერა არსებობდა ინდოეთში. ეს ტერიტორია სულ
16-მდე სახელმწიფოს ითვლიდა, რომელთა შორის გამოირჩეოდა მაგადჰა.
ჩინეთი მეტად არასტაბილური გახლდათ ამ პერიოდში. დასავლეთ ჯოუს დინასტიის შემდეგ ის არ ყოფილა
ცენტრალიზებული, ერთიანი სახელმწიფო. აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიის გვერდით არსებობდა 5 მსხვილი
სახელმწიფო.
აზიის დანარჩენ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ პირველყოფილი საზოგადოება ცხოვრობდა.

ძვ.წ V-I საუკუნეები


ძვ.წ I ათასწლეულის მეორე ნახევარის დასაწყისში უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა აქემენიდური ირანი.
მის ტერიტორიებში მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთი შედიოდა გარდა არაბეთის ნახევარკუნძულისა. ეს
უზარმაზარი ტერიტორია 20 სატრაპიად იყო დაყოფილი ინდოეთიდან ეთიოპიამდე. დამოუკიდებლები რჩებოდნენ
მხოლოდ კონტინენტური საბერძნეთის ქალაქი-სახელმწიფოები და ცხადია, რომ ომი გარდაუვალი იყო. ჯერ დარიოს
I-მა, შემდეგ კი ქსერქსემ სცადეს მისი დამორჩილება მარათონის (490წ.) და თერმოპილესა და სალამინის
ბრძოლებში (480წ.), თუმცა ბერძნებმა დიდი მამაცობა გამოიჩინეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ირანი
იძულებული გახდა ხელი აეღო თავის განზრახვაზე.

საბერძნეთი
ძვ.წ V-IV საუკუნეები საბერძნეთის ისტორიის კლასიკური პერიოდია. ეს პერიოდი აღმავლობის პერიოდია როგორც
ეკონომიკურად და კულტურულად, ისე პოლისების დემოკრატიზაციის მხრივ. პოლისების უმრავლესობა
ერთიანდებოდა დელოსის და ლაკედემონის სიმაქიებში, ამ სიმაქიების დაპირისპირება პელოპონესის ომში
გადაიზარდა (431-404), რომელშიც სპარტამ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არც სპარტის ძლიერება ყოფილა
ჰანგრძლივი, საბერძნეთის ჩრდილოეთით გაძლიერდა მაკედონიის სახელმწიფო.

მაკედონიის სახელმწიფო
ძვ.წ IV საუკუნის 50-40-იან წლებში მაკედონიის მეფე ფილიპე II-მ კარგად ისარგებლა პოლისებს შორის არსებული
არასახარბიელო სიტუაციით და თითქმის მთელი საბერძნეთი მოაქცია მისი მმართველობის ქვეშ. 337 წელს
კორინთოს კონგრესზე სპარტის გარდა ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც
აკანონებდა მაკედონიის ჰეგემონობას. ფილიპეს ვაჟმა ალექსანდრე მაკედონელმა უძლიერესი იმპერია შექმნა. მან
დაამარცხა სპარსელები, ხელში ჩაიგდო სირია, ფინიკია, პალესტინა, ეგვიპტე, ირანი, მცირე აზია, შუამდინარეთი და
ბოლოს შუა აზია. ის დაიძრა ინდოეთისაკენ და მისი დასავლეთი დაიპყრო, თუმცა უეცრად გარდაიცვალა 323 წელს,
მისი სიკვდილის შემდეგ კი იმპერია მალევე დაიშალა.

ელინისტური სახელმწიფოები
იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოები ელინისტური სახლემწიფოების სახელითაა ცნობილი.
ელინისტურ სახელმწიფოთა შორის აღსანიშნავია პტოლომეიდთა სამეფო (ეგვიპტე, პალესტინა, ფინიკია),
ანტიგონიდთა სამეფო (საბერძნეთი და მაკედონია), სელევკიდთა სახელმწიფო იგივე სირიის სამეფო (აერთიანებდა
აზიის ქვეყნებს ინდოეთიდან ეგეოსის ზღვამდე). სხვა ელინისტური სახელმწიფოებიდან აღსანიშნავია მცირე აზიაში
იონია, კილიკია, კაბადოკია. მცირე აზიის ჩრდილოეთით ჩამოყალიბდნენ პონტოს, გალატიის, ბითვინიის,
პერგამონის სახელმწიფოები.

დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი
ძვ.წ VI საუკუნის ბოლოს აპენინის ნ.კ-ზე ეტრუსკების გვერდით გაძლიერდა რომის სახელმწიფო. სიცილიაზე
ჩამოყალიბდა ბერძნული სახელმწიფო დიდი საბერძნეთი, რომელიც დაუპირისპირდა კართაგენს. ბერძნებმა შეძლეს
კართაგენის დამარცხება, მაგრამ არც დიდი საბერძნეთის ძლიერება აღმოჩნდა ხანგრძლივი. ძირითად ძალად აქ
რომი გვევლინება.
რომი
ლეგენდის თანახმად, რომი დაარსდა 753 წელს ლეგენდარული მეფის, რომულუსის მიერ. ძვ.წ VII-VI საუკუნეები
მეფეთა პერიოდია, მოსახლეობა იყოფა პატრიციებად და პლებეებად. პლებეების ბრძოლამ და სერვიუს ტულიუსის
რეფორმებმა შეცვალა საზოგადოების სტრუქტურა, პლებეებმა მიიღეს ძირითადი სამოქალაქო უფლებები. 509 წელს
რომი რესპუბლიკად გამოცხადდა. ამას მოჰყვა გამარჯვება ეტრუსკებზე და გალებზე. ძვ.წ III საუკუნეში რომმა
უკვე მთელი აპენინი მოიცვა.

პუნიკური ომები და შემდგომი ვითარება


რომის გაძლიერებამ შეაშფოთა კვლავ მომძლავრებული კართაგენი, რომელიც ძვ.წ III საუკუნეში ფლობდა არა
მხოლოდ დღევანდელი მაღრიბის ქვეყნებს, არამედ სიცილიას, სარდინიას, კორსიკას და ბალეარის კუნძულებს. ამ
დაპირისპირებამ გამოიწვია პუნიკური ომები. I პუნიკურ ომში (264-241) რომაელებმა შეძლეს წაერთმიათ
კართაგენისათვის სიცილია, სარდინია და კორსიკა, მიუხედავად ამისა, კართაგენმა დაიპყრო პირინეის
ნახევარკუნძულის ნაწილი. II პუნიკური ომის დასაწყისში (218-201) კართაგენელთა მეთაურმა ჰანიბალმა თვით
რომსაც კი მიაღწია, მაგრამ საბოლოოდ კართაგენი მაინც დამარცხდა და რომის ხელში გადავიდა მთელი მისი
ტერიტორიები. პარალელურად რომმა დაამარცხა მაკედონია, მის ხელში გადავიდა საბერძნეთი, მაკედონია, ილირია
და გზა გახესნა აღმოსავლეთისაკენ. III პუნიკურ ომს (149-146) მოყვა კართაგენის განადგურება. კართაგენი
რომის პროვინციის, აფრიკის ნაწილად იქცა.
ამრიგად, ძვ.წ I საუკუნის დასაწყისში რომი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს. მის ტერიტორიებში
ერთიანდება პირენეი, აპენინი, ბალკანეთი, მცირე აზიის დასავლეთი, ილირია, საფრანგეთის სამხრეთი სანაპირო,
ლიბიისა და ტუნისის სანაპიროები. ერთადერთი რეალური ძალა რჩება პონტოს სამეფო, რომლის მეფე მითრიდატე
VI თავის გარშემო იკრებს მეზობელ ტომებს. საბოლოოდ, რომმა დაამარცხა პონტო და გაბატონდა აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში. ამავე პერიოდში იულიუს კეისარი იმორჩილებს გალიას და ბრიტანიას.

რომის იმპერია და პოლიტიკური რუკა

ძვ.წ 40-30 წლებში რომში რესპუბლიკა დაემხო და იმპერიად გადაკეთდა. პირველმა იმპერატორმა ოქტავიანე
ავგუსტუსმა შეიერთა ეგვიპტეც და ხმელთაშუა ზღვა რომის შიდა ტბად იქცა.
ამ პერიოდის ევროპის პოლიტიკური რუკა ძალიან მარტივია, ერთადერთი სახელმწიფო არის რომი, რომელსაც
ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან სლავები და გემანელები. აღმოსავლეთში არსებობს ნუბიის ეთიოპია, პართია,
არაბები. საბას სამეფო დაიშალა ძვ.წ I საუკუნეში, მოსახლეობა მასიურად გადავიდა აფრიკაში და სათავე დაუდო
ეთიოპიურ ეთნოსს (სემიტები). მათი პირველი სახელმწიფო აქსუმი სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა.
რომის გავლენა საკმაოდ ძლიერია კავკასიასა და შავი ზღვის ჩრდილოეთზე, მაგალითად, სომხეთზე, იბერიაზე,
კოლხეთზე, ბოსფორის სამეფოზე, ყირიმის სკვითთა სამეფოზე, კავკასიის ალბანეთზე.

ჩინეთი/ ინდოეთი/ დანარჩენი აზია


რომის იმპერიისაგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა ჩინეთი. ჩინეთი ფაქტობრივად სხვადასხვა სახელმწიფოების
კონგლომერატი იყო, რომელთა შორის გამუდმებული ომები მიმდინარეობდა. დაწინაურდა ჩინის სამეფო, რომელმაც
სათავე დაუდო ხანმოკლე, მაგრამ ძლიერ იმპერიას. (ძვ.წ III სს.) სწორედ ამ დროს აშენდა ჩინეთის დიდი კედელი.
ძვ.წ II-I საუკუნეებში ყალიბდება ხანის იმპერია.
ძვ.წ V საუკუნის დასაწყისში აქ არსებობს 16 სახელმწიფო, რომელთაც ჯერ აქემენიდური ირანის რისხვა დაატყდათ
თავს, შენდეგ კი მაკედონელის. ძვ.წ IV საუკუნეში ჩანდრაგუპტამ განდევნა მაკედონელები ინდოეთიდან,
გააერთიანა ჩრდ. ინდოეთი და შექმნა მაურიების იმპერია. ძირითადი რელიგიაა ბუდიზმი. მაურიების იმპერია 1
საუკუნეში დაიშალა. ეს ტერიტორია დაიპყრო ბერძნულ-ბაქტრიულმა ელინისტურმა სახელმწიფომ. ძვ.წ I
საუკუნეში კი აქ პართელები გაბატონდნენ. ამ დროს შექმნეს პირველი სახელმწიფოები სამხ. ინდოელებმაც.
კლასობრივი საზოგადოებები ყალიბდება ინდოჩინეთში, ინდონეზიაში, კორეაში, იაპონიაში, ცეილონზე, თუმცა ამ
ტერიტორიებზე სახელმწიფოების შექმნა ახ. წ.I საუკუნეში ხდება.
ცენტრალურ აზიაში დაწინაურდნენ ჰუნები, რომლებმაც თავიანთი გავლენა გაავრცელეს ჩინეთის დიდ ნაწილზე.

ახ. წ. I-V საუკუნეები


როგორც ვარაუდობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისთვის მსოფლიო მოსახლეობამ 250 მლნ.-ს მიაღწია.
აქედან რომზე 50 მილიონი მოდიოდა, ინდოეთსა და ჩინეთზეც ამდენივე. ამ პერიოდში ეყრება საფუძველი
ქრისტიანულ ცივილიზაციას.

რომის ადრეული იმპერიის ხანა (პრინციპატი) და გვიანი იმპერიის ხანა (დომინანტი)


I-II საუკუნეები რომის ადრეული იმპერიის ხანაა (პრინციპატი). მიუხედავად ცალკეული აჯანყებებისა, იმპერია მაინც
მყარია. რეალური მეტოქე არ ყავს. მხოლოდ პართიის ინტერესები ეჯახება რომის ინტერესებს სომხეთსა და
იბერიაზე. IV-V საუკუნეები დომინანტის პერიოდია. რომის ძლიერება შეირყა IV საუკუნეში ერთი მხრივ შიდა
არეულობის გამო, მეორე მხრივ კი გერმანულ ტომთა თავდასხმებით. 395 წელს რომის იმპერია ორად გაიყო -
დასავლეთ რომის იმპერიად და აღმოსავლეთ რომის იმპერიად (ბიზანტია). მათი ბედი სხვადასხვაგვარად
წარიმართა. ბიზანტიის სახელმწიფო ენა ხდება ბერძნული და ეს ნაწილი კარგად ვითარდება. დასავლეთ რომის
იმპერია კი სუსტდება, მასზე ლაშქრობენ გერმანული ტომები. 476 წელს კი გერმანელმა მხედართმთავარმა
ოდოაკრმა ჩამოაგდო უკანასკნელი იმპერატორი რომულუსი. დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა და
სწორედ ამით დასრულდა კიდეც კაცობრიობის ერთი ეტაპი და დაიწყო შუა საუკუნეები.

ქუშანის სამეფო
შუა აზიაში ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა ქუშანის სამეფო, რომელიც მოიცავდა ხორეზმს, ბაქტრიას,
სოგდიანას, ფერგანას. შემდეგ მოიცვა დღევანდელი პაკისტანი, ავღანეთი, ჩრდ. ინდოეთი. ამ კულტურული და
რელიგიური სინკრეტიზმის ქვეყანამ თავის ძლიერების მწვერვალს II საუკუნეში მიაღწია, III-ში კი უკვე რღვევა
დაიწყო.

პართია
მეორე ძლიერი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთში პართია, რომელიც თავდაპირველად ელინისტური სახელმწიფო
იყო, სადაც მოგვიანებით სპარსული ელემენტი იწევს წინ. III საუკუნის 20-იან წლებში პართია შეცვალა სასანიდურმა
ირანმა.

სომხეთი, კოლხეთი, იბერია, ალბანეთი


ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ სომხეთი, კოლხეთი, იბერია, ალბანეთი. სომხეთი დიდი და ძლიერი
სახელმწიფო იყო. კოლხეთი დღევანდელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. ანგარიშგასაწევი ძალა იყო იბერია
(ქართლი). აქ რომის გავლენა დიდი არ ყოფილა, თუმცა სასანიდური ირანი აქტიურად ცდილობდა მათ
დამორჩილებას.

ჩინეთი/ ინდოეთი
ჩინეთში ხანის იმპერიამ III საუკუნემდე იარსება და შემდეგ სამ სამეფოდ დაიშალა. ინდოეთში ქუშანთა
სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა გუპტების სამეფო, რომელმაც VI საუკუნემდე იარსება და მოიცვა ჩრდ.
ინდოეთის დიდი ნაწილი.

ადრეული შუა საუკუნეები (V-X საუკუნეები)


ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპის პოლიტიკურ რუკაზე დიდი გავლენა მოახდინეს „ბარბაროსულმა“ ტომებმა. ასე
ეძახდნენ ბერძნები და რომაელები ყველა არაბერძენსა და არარომაელს. IV-V საუკუნეები გადასახლების ეპოქაა და
ხალხთა დიდი გადასახლების სახელითაა ცნობილი. აზიიდან ევროპაში იჭრებიან ირანულენოვანი ალანები,
თურქულენოვანი ჰუნები და ავარები, ხდება კელტებისა და სლავების მიგრაცია. განსაკუთრებულ როლს ასრულებენ
გერმანული ტომები.

გერმანული ტომები
ორი ჯგუფი, პირველი სახელმწიფოები, ფრანკთა სახელმწიფო, ინგლისის ჩამოყალიბება
გერმანელთა თავდაპირველი სამშობლო სამხრეთი სკანდინავია იყო, საიდანაც ისინი გავრცელდნენ უფრო
სამხრეთით. ცენტრალურ ევროპაში ჩამოყალიბდა მათი ორი მთავარი ჯგუფი: დასავლეთ-გერმანული (ალემანები,
ბავარები, საქსები, ფრანკები) და აღმოსავლეთ-გერმანული (ლანგობარდები, ბურგუნდები, სვევები, ვანდალები,
გოთები). სწორედ ამ ტომებმა დაამხეს კიდეც რომის იმპერია.
ჯერ კიდევ რომის იმპერიის არსებობისას შექმენს გერმანელმა ტომებმა „ბარბაროსული სახელმწიფოები“ საკუთრივ
იმპერიის ტერიტორიაზე. პირველი იყო ვესტგოთების მიერ შექმნილი ტულუზის სამეფო (419) სამხრეთ გალიაში -
აკვიტანიაში, მეორე - ვანდალების სამეფო (439) ჩრდილოაფრიკულ პროვინციაში. მესამე კი - ბურგუნდია (ცენტრი -
ლიონი).
დას. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ მთელი იტალია, დღევანდელი შვეიცარია, ავსტრია, ხორვატია და სლოვენიის
დიდი ნაწილი შევიდა ოსტგოთების სახელმწიფოში (ცენტრი რავენა). ესპანეთი და პორტუგალიის დიდი ნაწილი
მოიცვა ვესტგოთების სახელმწიფომ. პირინეის ჩრდილოეთი კი სვევების სახელმწიფოს ეკავა.
ბარბაროსული სახელმწიფოებიდან აღსანიშნავია ფრანკთა სახელმწიფო, რომელიც VI საუკუნის დასაწყისში
მოიცავდა ცენტრალურ და დასავლეთ საფარნგეთის ტერიტორიებს, დას. გერმანიას, ბელგიისა და ჰოლანდიის
ტერიტორებს.
V-VI საუკუნეებში გერმანული ტომები - ანგლები, საქსები და იუტები გადავიდნენ დიდ ბრიტანეთზე და მაოხდინეს
ადგილობრივი კელტი მოსახლეობის ასიმილაცია. შეიქმნა 7 სახელმწიფო : 3 ანგლების - ნორთუმბრია, მერსია და
ისტ-ანგლია, 3 საქსებისა - ესექსი, უესექსი და სასექსი და 1 იუტების - კენტი. უესექსმა შეიერთა ყველა ეს სამეფო
და ასე დაედო საფუძველი ინგლისის ჩამოყალიბებას.

ბიზანტია
ბიზანტია VI საუკუნის დასაწყისში ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა, მათ შორის, მცირე აზიას, სირიას, პალესტინას,
ეგვიპტეს, საბერძნეთს, დღევანდელ ბულგარეთს, სერბიას, მაკედონიას, ბოსნიასა და ალბანეთს. შემდეგ მან
იტალიაც შეიერთა მაგრამ მალევე დაკარგა ეს ტერიტორია ლანგობარდების შემოსევის შედეგად. ამასთან, მის
ტერიტორიაზე ლაშქრობენ სლავური ტომები, რამაც შემდეგ სათავე დაუდო ბულგარეთისა და სერბიის
სახელმწიფოს შექმნას. VII საუკუნიდან იწყება ბიზანტიის დასუსტება. არაბთა ლაშქრობის შედეგად ის კარგავს
ეგვიპტეს, სირიას, პალესტინას.მის დასავლეთში ყალიბდება ბულგარეთისა და სერბიის სახელმწიფოები. X
საუკუნეში ბიზანტია ძლიერდება და იერთებს ბულგარეთსა და სერბიას, თუმცა დროებით.

ფრანკთა სამეფო
VIII საუკუნეში დას. ევროპაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ფრანკთა სამეფო. კარლოს დიდის (VIII-IX) დროს
ფრანკთა სამეფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. მისი მთავარი ნაწილები იყო აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო,
ლანგობარდთა სამეფო და აკვიტანია. ეს სამეფოები უფრო პატარა ტერიტორიულ ერთეულებად - საგრაფოებად
იყოფიან. იმპერიის განაპირა ნაწილებში ჩნდება სამარკგრაფოები, მაგალითად, დანიის, საქსონისს, ესპანეთის.
კარლოს დიდის სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა და განაწილდა მის მემკვიდრეებს შორის. დასავლეთში
შეიქმნა დასავლეთ ფრანკთა სამეფო, რომელიც მოიცავდა ბლუას, შამპანს, პარიზს, ორლეანს და სხვა
საგრაფოებს. X საუკუნის ბოლოსთვის დას. ფრანკთა სამეფოს უკვე ანაცვლებს ტერმინი საფრანგეთი და ყალიბდება
ფრანგი ერი. კარლოს დიდის იმპერიის მეორე ნაწილი გახდათ აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო, რომელიც ასევე
შედგებოდა სხვადასხვა საჰერცოგოებისა და საგრაფოებისაგან. მათ შორის იყო საქსონია, შვაბია, ბავარია. X
საუკუნის მეორე ნახევრიდან მეფეზე დამტკიცდა იმპერატორის ტიტული და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს ეწოდა
საღვთო იმპერია. იმპერიის შუა ნაწილი, ლოტარინგია, მოიცავდა ტერიტორიას იტალიიდან ჩრდილოეთის
ზღვამდე. მას დიდხანს არ უარსებია და უკვე IX საუკუნიდან აქ ჩამოყალიბდა ბურგუნდიის სამეფო. ცალკე
ერთეულად ჩამოყალიბდა პაპის ოლქი.
ტერიტორიული ერთეულები ჩამოყალიბდა კარლოს დიდისგან დამოუკიდებელ ტერიტორიებზეც, მაგალითად,
ესპანეთის ტერიტორიაზე კასტილიის, არაგონის, ნავარის და სხვა სამეფოები. იტალიაში ტოსკანა, ნეაპოლი.

სკანდინავია
ადრეულ შუა საუკუნეებში ევროპის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს სკანდინავიურმა ტომებმა - ვიკინგებმა.
ისინი თავს ესხმოდნენ ინგლისს, საფრანგეთს, იტალიას. უშუალოდ სკანდინავიაში VIII-X საუკუნეებში ჩამოყალიბდა
დანია, ნორვეგია და შვედეთი. ამავე დროს მოხდა მათი გაქრისტიანება

ევროპა
IX-X საუკუნეებში პირველ სახელმწიფოებს ქმიან ხორვატები და სლოვენები. ამავე პერიოდში იქმნება ჩეხეთისა და
პოლონეთის სამეფოები. ასევე კიევის რუსეთი, რომელმაც სწრაფად გაიფართოვა საზღვრები და ერთ-ერთ დიდ
სახელმწიფოდ იქცა, მაგრამ შემდეგ აქ შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება. ამ პერიოდში შეიქმნა უნგრეთის
სამეფოც.

სასანიდური ირანი
ადრეული შუა საუკუნეების დასაწყისში V-VI სს. ერთ-ერთ ძლიერ ძალას წარმოადგენდა სასანიდური ირანი. ის
მუდმივ დაპირისპირებაში იყო ბიზანტიასთან და წაართვა კიდეც მას ეგვიპტე, სირია, პალესტინა, თუმცა მალევე
მოუხდა უკან დაბრუნება. მას ბოლო მოუღო მსოფლიო ასპარეზზე გამოსულმა ახალმა მრისხარე ძალამ - არაბებმა.

არაბები
VII საუკუნის დასაწყისამდე არაბები არ თამაშობენ დიდ როლს მსოფლიო ისტორიაში. მათი სამშობლო არაბეთის
ნ.კ იყო. არაბთა ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა, კერძოდ, მეაქლემეობა იყო. VII საუკუნის 20-იან წლებში
ხდება არაბთა კონსოლიდაცია, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა ისლამმა. მოკლე ხანში შეიქმნა ხალიფატი, რომლემაც
დაპყრობითი ომები აწარმოა და მანამდე არნახული იმპერია შექმნა. სულ რამდენიმე ათეულ წლებში მათ ხელში
ჩაიგდეს სირია, პალესტინა, შუამდინარეთი, ირანი, ამიერკავკასია, შუა აზიის დიდი ნაწილი, ინდოეთის დასავლეთი,
ეგვიპტე, ლიბია, მაროკო, ალჟირი, ტუნისი. VIII საუკუნეში აითვისეს პირინეის ნ.კ-ის დიდი ნაწილი, სარდინია,
სიცილია. ხალიფატი ინდიდან ატლანტის ოკეანემდე იყო გადაჭიმული და არაბთა შეჩერება 732 წელს მხოლოდ
ფრანკებმა შეძლეს (პუატიესთან). აღსანიშნავია ისიც, რომ დაპყრობილი ტერიტორიები იღებდნენ ისლამს და ამის
შედეგია ის, რომ დღეს მათი დაპყრობილი ყველა ქვეყანა, გარდა საქართველოს, სომხეთისა და ესპანეთისა,
მუსულმანურ რელიგიას აღიარებს. მიუხედავად ამისა, არაბთა ხალიფატი მალევე დაიშალა. მას გამოეყო
კორდოვის ემირატი (პინირეის ნ.კ), იდრისიანთა სახელმწიფო (მაროკო და ალჟირი), ფატიმიდების
სახელმწიფო(ეგვიპტე) და სხვები.

ჩინეთი/ ინდოეთი/ დანარჩენი აზია


IV საუკუნეში სამ სამეფოდ დაშლილი ჩინეთი კვლავ გაერთიანდა ძინის იმპერიად, მაგრამ მალევე დაემხო ჰუნების
შემოსევის გამო. IV-VI საუკუნეებში ჩინეთი სხვადასხვა დინასიტების კონგლომერატია. VII საუკუნის დასაწყისში კი
ჩინეთი ერთიანი სახელმწიფოა ტანის დინასტიით სათავეში. სწორედ ტანის დინასტიამ შეძლო შეეჩერებინა არაბთა
წინსვლა აღმოსავლეთში. X საუკუნიდან ტანის იმპერიას ცვლის სუნის იმპერია.
ადრეული შუა საუკუნეების დასაწყისი გუპტების სახელმწიფოს აყვავების ხანაა, რომლებსაც შემდეგ საშიში მტერი
- ეფტალიტები გამოუჩნდა და მან არსებობა შეწყვიტა. VIII საუკუნის დასაწყისში ინდოეთში არაბები შეიჭრნენ და
შექმნეს პირველი მუსლიმანური საემიროები.
ადრეულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა პირველი სახელმწიფოები კორეაში (სადაც არსებობდა 3 სამეფო, მათ
შორის გამოირჩეოდა სილას სამეფო), ტიბეტში, ინდოჩინეთში. IV საუკუნის ბოლოს სახელმწიფო ყალიბდება
იაპონიაში. მოგვიანებით შეიქმნა ნარის მონარქია იმპერატორის მეთაურობით, თუმცა რეალური ძალაუფლება
რეგენტს - ფუძივარას გვარის წარმომადგენელს ჰქონდა.

განვითარებული შუა საუკუნეები (XI-XV საუკუნეები)


განვითარებული შუა საუკუნეები დას. ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების პერიოდია.
სწორედ ამ დროს ხდება ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბება.

საფრანგეთი
ხდება ფრანგი ერის კონსოლიდაცია, რის წინამძღვრადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ტერიტორიული ერთეულების
გაერთიანება, ეს გაერთიანება კი მოხდა ცენტრალური პროვინციის, ილ დე ფრანსის გარშემო
საფრანგეთის სამეფო დომენი XI საუკუნის დასაწყისში მოიცავდა მხოლოდ ორლეანისა და ეტამპის საგრაფოებს.
XII-XIII გაფართოვდა და მოიცვა ვალუა, არტუა, ანჟუ, პიკარდია, ნორმანდია, პუატუ, ოვერნი. შემდეგ
შამპანი, ბლუა და სხვა ერთეულები. ასწლიანი ომის შემდეგ მან მოიცვა გასკონია, ბურგუნდია, პროვანსი. XV
საუკუნის ბოლოს მხოლოდ ორი ერთეული არ შედიოდა საფრანგეთის სამეფო დომენში, ეს იყო კალე და ბრეტანის
საჰერცოგო. საფრანგეთი ერთიან სახელმწიფოდ იქცა და მისი დედაქალაქი გახდა პარიზი.

ბურგუნდია
მე-15 საუკუნეში დამოუკიდებლობა დაკარგა ბურგუნდიის სახელმწიფომ. ეს ტერიტორია საკუთრივ ბურგუნდიის
გარდა მოიცავდა ფლანდრიას, ჰოლანდიას, ლუქსემბურგსა და ბრაბანტს. ეს ტერიტორიები გაინაწილეს
საღვთო რომის იმპერიამ და საფრანგეთმა. ჰოლანდია და ფლანდრიის ნაწილი დინასტიური ქორწინებით ესპანეთის
ხელში აღმოჩნდა. სხვაგვარად წარიმართა ცენტრალური ბურგუნდიის ბედი. XIII საუკუნეში აქ შეიქმნა თავისუფალ
კანტონთა კავშირი, რამაც სათავე დაუდო შვეიცარიის სახელმწიფოს.

საღვთო რომის იმპერია


საღვთო იმპერია 962 წელს ჩამოყალიბდა. ის გახლდათ დეცენტრალიზებული ერთეული და აერთიანებდა
საჰერცოგოებს, მოგვიანებით - სათავადოებს. მის სათავეში იდგა იმპერატორი და ეს წოდება არ იყო
მემკვიდრეობითი. მისი არჩევის უფლება ჰქონდათ კურფიურსტებს, მაგალითად, ბრანდენბურგის მარკგრაფს,
რაინის პფალცგრაფს, ჩეხეთის მეფეს, საქსონიის ჰერცოგს და კელნის, მაინცისა და ტრირის
არქიეპისკოპოსებს. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის
იზღუდებოდა. XIV საუკუნეში ჩამოყალიბებას იწყებს საქალაქო კავშირები - ჰანზის, რაინის, შვაბიის. XII-XIII
საუკუნეებში ტერიტორიები ფართოვდება სლავების შევიწროვების ხარჯზე და ამ ტერიტორიებზე იქმნება სილეზიის,
პომერანიის საჰერცოგოები და სხვა ერთეულები.

იტალია
XI-XII საუკუნეებში იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი საღვთო იმპერიაზე იყო დამოკიდებული. მოგვიანებით იტალიის
ქალაქების უმრავლესობამ მოიპოვა თვითმმართველობის უფლება. წარმოიშვა მრავალრიცხვოვანი საქალაქო
კომუნები. მათ შორის უძლიერესებმა, როგორებიც იყვნენ მილანი, ვერონა, დაიკავეს ჩრდილოეთ იტალიის
თითქმის მთელი ტერიტორია. შუა იტალიაში უმსხვილესი სახელმწიფო იყო პაპის ოლქი. სამხრეთ იტალიაში კი
ჩამოყალიბდა ნეაპოლის სამეფო, რომელიც სიცილიასა და სარდინიასაც მოიცავდა. XV საუკუნეში დიდ როლს
თამაშობდნენ ისეთი სავაჭრო ქალაქები, როგორებიც იყვნენ გენუა, ვენეცია, პიზა. ამ ქალაქების ეკონომიკურმა
აღმავლობამ განაპირობა მათი კულტურული წინსვლაც და სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი რენესანსს.

ესპანეთი
XI საუკუნის დასაწყისისთვის პირინეის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი არაბებს ეკავათ. მის ჩრდილოეთით, XI
საუკუნის შუა ხანებში არაბებისაგან თავუსუფალ ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა ნავარის, კასტილიისა და
არაგონის სამეფოები. ეს ორი უკანასკნელი რეკონკისტის ბირთვი გახლდათ. არაბების ხელში მხოლოდ
უკიდურესი სამხრეთი, გრენადა რჩებოდა. XV საუკუნეში არაგონი და კასტილია ერთანდებიან და იქმნება
ესპანეთის ერთიანი სახელმწიფო.

ინგლისი
XI საუკუნე მნიშვნელოვანი ეტაპია ინგლისისათვის. ჩრდილო საფრანგეთიდან გადასულმა ნორმანდიელებმა
დაიპყრეს ინგლისი და ტახტზე მათი წარმომადგენელი აიყვანეს. ნორმანდიელებისა და ანგლო-საქსების შერწყმამ
საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ინგლისურ ენასა და ინგლისელ ერს. XII საუკუნეში ინგლისი ცენტრალიზებული,
ძლიერი სახელმწიფოა. ინგლისსა და შოტლანდიას შორის ჩამოყალიბებული იმ დროინდელი საზღვარი დღემდე
უცვლელია, თუმცა ასეთივე საზღვარს არ შეუძლია ხელი ინგლისისათვის, რომ შეერთებინა უელსი. მას ჰქონდა
ოცნება ხელში ჩაეგდო საფრანგეთის ტერიტორიებიც, მაგრამ ეს ოცნება ასწლიანი ომის დროს დაემსხვრა და
კონტინენტზე ერთადერთი ქალაქი- ქალაქი კალე შეინარჩუნა.

სკანდინავია
განვითარებულ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული სახელმწიფოები სკანდინავიაშიც, დანია,
ნორვეგია და შვედეთი თავიდანვე დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ. 1397 წელს მათ კალმარში ხელი მოაწერეს
დოკუმენტს და ერთ უნიაში გაერთიანდნენ. ისინი ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას. სამივე სამეფოს მეფედ
დაინიშნა დანიის ტახტის მემკვიდრე.

ცენტრალური ევროპა
ცენტრალურ ევროპაში არსებობდა ჩეხეთის, პოლონეთისა და უნგრეთის სამეფოები. ჩეხეთი შედიოდა საღვთო
იმპერიის შემადგენლობაში და ჩეხეთის მეფე პირველი იყო იმ კურფიურსტებს შორის, რომლებსაც იმპერატორის
არჩევა შეეძლოთ. პოლონეთი განვითარებულ შუა საუკუნეებში ერთიანი სახელმწიფოა. რაც შეეხება უნგრეთს, მან
არა მხოლოდ მოიგერია ერთი მხრივ გერმანელების და მეორე მხრივ მონღოლთა შემოსევები, არამედ გააფართოვა
კიდეც ტერიტორიები. XIV საუკუნეში ყალიბდება ვლახეთისა და მოლდოვის სამთავროები, რომლებმაც შემდეგ
სათავე დაუდეს რუმინეთს.

რუსეთი
XII საუკუნეში დაიშალა ერთიანი კიევის რუსეთი და ათზე მეტი სამთავრო შეიქმნა. მათ შორის გამოირჩევა
ვლადიმერ-სუზდალის, კიევის, რიაზანის სამთავროები.

სელჩუკები
ბიზანტიის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე დიდი გავლენა იქონია ცენტრალურ აზიაში
განვითარებულმა მოვლენებმა.
XI საუკუნის I ნახევარში ბიზანტია ძლიერია და მოიცავს მთელ მცირე აზიასა და ბალკანეთს, ასევე მის
შემადგენლობაში შევიდა სომხეთიც. საქართველო ამ პერიოდში ერთიანდება (ეგრის-აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი).
ბიზანტიისა და საქართველოს აღმავლობას სასიკვდილო საფრთხე შეუქმნა მრისხანე ტომმა- თურქ-სელჯუკებმა. XI
საუკუნის შუიდან დაიპყრეს ირანი,ხორეზმი და დასავლეთისკენ გამოემართნენ. დაიპყრეს აზერბაიჯანი, სომხეთი,
ილაშქრეს რამდენჯერმე საქართველოში და რაც ყველაზე სავალალო აღმოჩნდა ქრისტიანული სამყაროსათვის, მათ
დაიკავეს ბიზანტიის მცირეაზიური ნაწილი და საფუძველი ჩაუყარეს თურქი ერის ფორმირებას. მათ დაიპყრეს სირია
და პალესტინაც. XI საუკუნის ბოლოს სელჯუკთა იმპერიამ რღვევა დაიწყო. ამით ისარგებლა საქართველოს
ნიჭიერმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, დაამარცხა თურქები, აიღო თბილისი და გააერთიანა საქართველო. რაც
შეეხება სომხეთს, ხმელთაშუაზღვისპირეთზე ჩამოყალიბდა კილიკიის სომხური სამეფო, თავად სომხეთის
სახელმწიფო კი აღარ აღმდგარა. რაც შეეხება ბიზანტიას, მან ვეღარ შეძლო წელში გამართვა და დაკარგა მცირე
აზია.

ჯვაროსნული ლაშქრობები
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ბიზანტიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიაზე
გახლავთ ჯვაროსნული ლაშქრობები, რომლის მიზანიც გახლდათ ქრისტეს საფლავის გამოხსნა ურჯულოებისაგან,
თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მატერიალური მოტივებიც, რომ ევროპელებს ხელში ჩაეგდოთ ახლო
აღმოსავლეთი და ჩამოეყალიბებინათ აქ ქრისტიანული სახელმწიფოები. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა
წარმატებული აღმოჩნდა და 1099 წელს ევროპელებმა აიღეს იერუსალიმი და 4 ჯვაროსნული სახელმწიფოც
დააარსეს - იერუსალიმის სამეფო, ედესისა და ტრიპოლის საგრაფო და ანტიოქიის სამთავრო. ამის საპირისპიროდ,
ისინი დამარცხდნენ მეორე ჯვაროსნულ ლაშრქობაში. ეგვიპტის სულთანმა სალადინმა გამოაცხადა „წმინდა ომი“
ქრისტიანების წინააღმდეგ. 1187 წელს მუსულმანებმა აიღეს იერუსალიმი. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობაც
უშედეგო იყო ქრისტიანთათვის. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა ბიზანტიაზე. ის
იგერიებდა როგორც მუსულმანთა შეტევებს, ისე ძარცვა-გლეჯვას ჯვაროსანთა მხრიდან. ნამდვილი კატასტროფა
იყო ბიზანტიისთვის მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა. 1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი. 1261
წელს ბიზანტიის იმპერია დროებით აღდგა, თუმცა ის ძველი იმპერიის ჩრდილსღა წარმოადგნედა.

მონღოლები
XIII საუკუნის მთავარ მოვლენას წარმოადგენს მონღოლთა დაპყრობები. 1206 წელს თემუჩინმა, შემდგომში ჩინგიზ
ყაენმა მოახერხა და გააერთიანა მონღოლური ტომები. სწორედ ამ წლიდან დაიწყო მისი დაპყრობითი პოლიტიკა,
სულ რამდენიმე ათწლეულში მონღოლებმა დაიპყრეს ჩრდ. ჩინეთი, კორეა, შუა აზია, ჩრდ.-დას. ინდოეთი, ირანი,
კავკასია და რუსული სამთავროები. მათ მიაღწიეს ვენასა და ვენეციას, მაგრამ უგედეი ყაენის სიკვდილისა და
ძალების გამოლევის გამო უკან გამობრუნდნენ. 1258 წელს აიღეს ბაღდადი, დამასკოს გავლით შეიჭრნენ
ეგვიპტეში. აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ წარუმატებელი ლაშქრობებიც იაპონიასა და ინდოჩინეთში. მე-13
საუკუნის ბოლოს მონღოლთა იმპერია გადაჭიმული იყო ვრცელ ტერიტორიებზე. ის საკუთრივ მოიცავდა მანჯურიას,
ჩრდ. ჩინეთსა და მონღოლეთს. დანარჩენი ტერიტორიები კი დანაწილებული იყო ჩინგიზ ყაენის მემკვიდრეებს
შორის. მათ შორის გამოირჩეოდა ჩაღატას ულუსი, რომელიც მოიცავდა შუა აზიის დიდ ნაწილსა და ყაზახეთის
აღმოსავლეთს, დღევანდელ სინძიანს და ტიან-შანის რეგიონს. კიდევ უფრო დიდი იყო ჯუჩის ულუსი, რომელიც
აერთიანებდა კავსაკიის სტეპებს, ვოლგისპირეთს, ყირიმს, ხორეზმს. ჯუჩის ულუსი ცნობილია ოქროს ურდოს
სახელწოდებით. ჰულაგუს ულუსის შემადგენლობაში შედიოდა შუა აზრიის ნაწილი, ირანი, ერაყი და ამიერკავკასია.
მე-14 საუკუნიდან მონღოლთა იმპერია რღვევას იწყებს. ჩინეთში დაემხო მონღოლური წარმოშობის იუანის
დინასტია და გაბატონდა მინის დინასტია. დამოუკიდებლობა მოიპოვა კორეამაც. რაც შეეხება ინდოეთს, აქ მე-12
სს.-ში ჩამოყალიბდა დელის სულთანატი.

თემურ ლენგი
XIV საუკუნის ბოლო და XV საუკუნის დასაწყისი აღინიშნება თემურ ლენგის ლაშქრობებით. მისი სახელმწიფოს
დედაქალაქი იყო სამარყანდი. მან დაიპყრო ხორეზმი, გაანადგურა ოქროს ურდო, ილაშქრა ირანში, მცირე აზიაში,
აიღო დელი, 8-ჯერ შემოიჭრა საქართველოში. 1405 წელს დაიძრა ჩინეთისაკენ მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მისი
იმპერია სწრაფადვე დაიშალა. რუსეთისათვის თემურის ლაშქრობები იმით დასრულდა, რომ ოქროს ურდო
განადგურდა და რუსეთი გაერთიანდა მოსკოვის სამთავროს ირგვლივ. საქართველო კი პირიქით, დაიშალა
სამთავროებად.

ოსმალეთის სახელმწიფო
XIV საუკუნეში რუმის სულთანატი დაიშალა 10 ემირატად. ერთ-ერთი იყო ოსმანის ემირატი. აქედან შეიქმნა
ოსმალთა სახელმწიფო, რომელმაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა ისტორიაში. კერ კიდევ ოსმანის დროს იქნა
დაპყრობილი ბიზანტიის მცირეაზიური ტერიტორიები და რუმის სულთანატის დაშლის შედეგად შექმნილი ემირატების
უმრავლესობა. შემდეგ უკვე იწყება დაპყობათა სერიები ევროპისაკენ. 1360-70-იან წლებში დაიპყრეს თრაკია და
დედაქალაი ბურსიდან ადრიანოპოლში გადაიტანეს. 1389 წელს სასტიკად დაამარცხეს სერბები, დაიძრნენ
ბულგარეთისაკენ, ალბანეთისაკენ, ვლახეთისა და ტრანსილვანიისაკენ. 1453 წლის მაისში თურქებმა აიღეს
კონსტანტინოპოლი და ის დედაქალაქად გამოაცხადეს სტამბოლის სახელით. ბიზანტიის იმპერია დაემხო,
შემდგომში კი სწორედ ეს მოვლენა გახდა აღმოჩენების წინაპირობა, ვინაიდან ევროპა იძულებული გახდა აზიასთან
დასაკავშირებლად ახალი გზები ეძია.

გვიანი შუა საუკუნეები (XV საუკუნის ბოლოდან XVII საუკუნის შუა წლებამდე)
ეს პერიოდი კაპიტალიზმის ჩამოყალიბების წინა ისტორიაა. ტექნიკურმა პროგრესმა მოიცვა მრეწველობის ყველა
დარგი. ბურჟუაზიის კულტურამ გამოხატულება ჰპოვა რენესანსის იდეოლოგიასა და რეფორმაციულ მოძრაობაში.
მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მოსახლეობის ზრდასა და განლაგებაში. გაიზარდა ქალაქების რიცხვი. ეს
ცვლილებები ძირითადად ევროპას შეეხო, კერძოდ საფრანგეთს, ინგლისს, ნიდერლანდებს. სხვა კონტინენტის
ხალხები კი ძირითადად ფეოდალურ, მონათმფლობელურ ან პირველყოფილ დონეზე იყვნენ.

ევროპის დაწინაურება ძირითადად ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა, ტექნიკურმა, სამეცნიერო და


ისტორიულ-გეოგრაფიულმა ფაქტორებმა გამოიწვია. დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა სათავე მსოფლიო
პოლიტიკური რუკის ცვლილებებსა და პირველი კოლონიური იმპერიების შექმნას. კონსტანტინოპოლის აღების
შემდეგ ევროპა იძულებული გახდა ახალი საზღვაო გზები ეძებნა ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის
ქვეყნებთან. წინა პლანზე წამოიწია ოკეანეზე გასასვლელის მქონე ქვეყნებმა, როგორიც იყო პორტუგალია დ
ესპანეთი.

პორტუგალია XIV საუკუნიდან ცენტრალიზებული სახელმწიფოა. ესპანეთი კი XV საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა
კასტილიისა და არაგონის სამეფოების გაერთიანების შედეგად. მუსლიმანების უკანასკნელი დასაყრდენი პირინეის
ნახევარკუნძულზე - გრენადა (კორდოვის ემირატი) 1492 წელს დაეცა.

პორტუგალიელების მიერ XV საუკუნის პირველ ნახევარში აღმოჩენილი იქნა კუნძული მადეირა, აზორის კუნძულები,
მწვანე კონცხის კუნძულები. 1487 წელს ბართლომეო დიაშმა მიაღწია კეთილი იმედის კონცხს. 1498 წელს კი ვასკო
და გამამ აღმოაჩინა გზა ინდოეთამდე.

ესპანელებმა სცადეს მიეღწიათ ინდოეთისათვის დასავლეთით ცურვით. ამ მიზნით შედგენილი ექსპედიციის შედეგად,
ქრისტეფორე კოლუმბმა 1492 წლის 12 ოქტომბერს აღმოაჩინა კუნძული სან-სალვადორი (ბაჰამის კუნძულები),
ასევე კუბა და ჰაიტი. შემდეგი ექსპედიციის დროს ის სამხრეთ ამერიკის ნაპირებს მიადგა. 1497 წელს ინგლისურმა
ექსპედიციამ, იტალიელი კაბოტის მეთაურობით მიაღწია ლაბრადორის ნახევარკუნძულს.

ამ აღმოჩენებმა სათავე დაუდო კოლონიალიზმის ეპოქასა და მსოფლიოს პირველ დაყოფას. 1494 წელს
ტორდესილასის ხელშეკრულებით, რომელიც პაპ ალექსანდრე VI-ს ინიციატივით დაიდო, დადგინდა გამყოფი ხაზი,
დასავლეთი გრძედის 46 გრადუსი, რომლის დასავლეთით აღმოჩენილი ტერიტორიები გამოცხადდა ესპანეთის
საკუთრებად, ხოლო აღმოსავლეთით - პორტუგალიის.

პორტუგალიამ ხელში ჩაიგდო ტერიტორიები აზიასა და აფრიკაში. აფრიკაში - პორტუგალიის გვინეა (დღევანდელი
გვინეა-ბისაუ), მწვანე კონცხის კუნძულები, მეკობრეთა ნაპირი, სან-ტომესა და პრინსიპის კუნძულები, ანგოლისა
და მოზამბიკის სანაპიროები. ინდოეთში დააარსეს კოლონიები გოა, დიუ და დამანი, კუნძული ცეილონი
(შრი-ლანკა), ინდონეზიის კუნძულები. პორტუგალიის ხელში გადავიდა აომინიც (მაკაო). ტორდესილასის
ხელშეკრულების დარღვევით სამ. ამერიკაში შექმნეს კოლონია ბრაზილია.

პარალელურად, ესპანეთის ხელში აღმოჩნდა მთელი სამხრეთი ამერიკა გარდა ბრაზილიისა. ასევე ცენტრალური
ამერიკა და ვესტ-ინდოეთის კუნძულები. ამ უზარმაზარ ტერიტორიებზე შეიქმნა 4 ვიცე-სამეფო: 1. ახალი ესპანეთი
(მექსიკა, ცენტრალური ამერიკა და აშშ-ის 1/3)
2. ახალი გრენადა (კოლუმბია, ვენესუელა, ეკვადორის ნაწილი)
3. პერუ (პერუ, ბოლივია, ჩილე, ეკვადორის ნაწილი)
4. ლა პლატა (არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი).

ტორდესილასის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ და მაგელანის მოგზაურობის შედეგად ესპანეთის ხელში


აღმოჩნდა მიკრონეზიის კუნძულები და ფილიპინები.

XVI საუკუნის ევროპის უძლიერესი სახელმწიფო ესპანეთია. 1516 წელს ესპანეთის მეფე გახდა კარლოს I
(ჰაბსბურგთა დინასტია), რომელიც 1519 წ. ასევე აირჩიეს საღვთო იმპერიის იმპერატორად. 1555 წელს კარლოსმა
გაანაწილა იმპერია. მის ვაჟს, ფილიპე II-ს ესპანეთთან ერთად ერგო ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ფრანშ-კოტე,
მილანი და სამხრეთი იტალია სარდინიითა და სიცილიით. მან 1581წ. დაიპყრო პორტუგალია თავისი კოლონიებით,
რომელიც ესპანეთის ხელში 1660 წლამდე დარჩა.
დანარჩენი მსოფლიო

საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენს საფრანგეთი, გერმანია ფორმალურად საღვთო იმპერიას


წარმოადგენს, თუმცა შეადგენს დამოუკიდებელი ერთეულების კონგლომერატს. მთელი სკანდინავიის ნ.კ
გაერთიანებულია კალმარის უნიაში. მოგვიანებით შვედეთი გამოვიდა ამ უნიიდან, დანია და ნორვეგია კი
ნაპოლეონის ომებამდე ერთიან სახელმწიფოდ დარჩა.

იტალია ამ პერიოდში რამდენიმე სახელმწიფოსაგან შედგება. მილანი და სამხრეთი იტალია (ნეაპოლი, სიცილია,
სარდინია) ესპანეთის შემადგენლობაშია. ჩრდილოეთ იტალიაში დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენენ ვენეცია,
გენუა, ტოსკანის საჰერცოგო და სხვ. ცენტრალურ იტალიაში მნიშვნელოვანი სახელმწიფო იყო რომის პაპის
სახელმწიფო.

აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო პოლონეთისა და ლიტვის გაერთიანებული სამეფო
რეჩ-პოსპოლიტა. აქ მცხოვრები პრუსების წინააღმდეგ მოწვეულმა გერმანელმა რაინდებმა (ტევტონთა ორდენი)
ცალკე სამთავრო შექმნეს და აქ დასახლდნენ, რამაც სათავე დაუდო პრუსიის შექმნას.

ყალიბდება რუსეთის ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო. მათ დაიპყრეს ვოლგაზე მდებარე ყაზანისა და
ასტრახანის სახანოები. შემდეგ დაიმორჩილეს ურალი, ციმბირი და მიაღწიეს წყნარ ოკეანემდე.

XVI საუკუნეში ოსმალეთის იმპერია გადაჭიმულია სამ კონტინენტზე. თურქეთის გარდა მას ეკუთვნის ერაყი, ჰიჯაზი,
სირია, ლიბანი, იორდანია, პალესტინა, ომანი, იემენი - აზიაში. აფრიკაში - ეგვიპტე, ლიბია, ტუნისი, ალჟირი.
ევროპაში - რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთის ნაწილი, ხორვატია, ბოსნია, სერბია. მასთან ვასალურ
დამოკიდებულებაში არიან ვლახეთი, ტრანსილვანია, მოლდოვა. ოსმალეთმა ირანთან ერთად დაინაწილა
ამიერკავკასია. დასავლეთ საქართველო და დასავლეთ სომხეთი ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ სომხეთი და აზერბაიჯანი - ირანის.

აზიის პოლიტიკურ რუკაზე აღსანიშნავია ბაბურის მიერ 1525 წელს დელის აღება. ის თავს თვლიდა ჩინგიზ ყაენისა და
თემურ ლენგის შთამომავლად და მის მიერ შექმნის სახელმწიფოს დიდ მოგოლთა იმპერია ეწოდა. ჩინეთში მინის
იმპერია წინ ვერ აღუდგა მანჯურულ დაპყრობებს და დაემხო, ცინის იმპერიამ იარსება XX საუკუნის დასაწყისამდე.

ამ პერიოდში ნიდერლანდები ესპანეთის შემადგენლობაში შედიოდა. სწორედ აქ დაიწყო


ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა და ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია.
ნიდერლანდების ჩრდილოეთმა პროვინციებმა ჩამოაყალიბეს კავშირი (1579წ), რომელიც სათავედ დაედო
ჰოლანდიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს (პირველი კაპიტალისტური სახელმწიფო) სამხ. ნიდერლანდები ანუ
ფლანდრია (დღევანდელი ბელგია) დარჩა ესპანეთის შემადგენლობაში.

XVII საუკუნის პირველი ნახევარი ჰოლანდიის აყვავების პერიოდია. მან ისარგებლა ესპანეთის დასუსტებით,
რომელიც მაშინ პორტუგალიასაც ფლობდა, ხელში ჩაიგდო პორტუგალიური კოლონიები აზიაში: ინდონეზიის
კუნძულები, ცეილონი ანუ შრი-ლანკა, დაიკავა ტაივანი. იყო ერთადერთი უცხო ქვეყანა, რომელსაც უფლება ჰქონდა
შესულიყო იაპონიის ნავსადგურში.

ჰოლანდიელმა აბელ ტასმანმა აღმოაჩინა ავსტრალიის კონტინენტი, რომელსაც ეწოდა ახალი ჰოლანდია, მანვე
აღმოაჩინა ახალი ზელანდია. აქტიურად მიმდინარეობდა სამხრეთი აფრიკის ჰოლანდიური კოლონიის - კაპის
ათვისება, იქ ბურების გადასახლებით. სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა ჰოლანდიის გვიანა, მათ ხელში გადავიდა
ვესტ-ინდოეთის რამდენიმე კუნძული და ცოტა ხნით ბრაზილიის ნაწილიც კი. ჩრდილოეთ ამერიკაში დააარსეს ახალი
ნიდერლანდები (მთავარ ქალაქს ახალი ამსტერდამი უწოდეს) (დღევანდელი ნიუ იორკი).

XVII საუკუნის დასაწყისში პირველი კოლონიები შექმნეს საფრანგეთმა და ინგლისმა. ფრანგებმა ძირითადად ფეხი
მოიკიდეს კანადის აღმოსავლეთში და მექსიკის უნის სანაპირომდე მიაღწიეს. უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს
ინგლისელებმა. ჩრდ. ამერიკაში მათ მიერ დაარსებული პირველი კოლონია იყო ვირჯინია. ამას გარდა საფრანგეთმა
და ინგლისმა სამხრეთ ამერიკაში შექმნეს საფრანგეთის გვიანა და ინგლისის გვიანა. ინგლისელთა ხელში გადავიდა
ტრინიდადი, გრენადა, ბარბადოსი და სხვა ტერიტორიები. საფრანგეთის ხელში კი კუნძულები მარტინიკა და
გვადელუპა და ჰაიტი.

30 წლიანი ომი

XVII საუკუნის პირველ ნახევარში (1618-1648 წლები) მიმდინარეობდა ომი ჰაბსბურგებსა (ესპანეთი, ავსტრია,
სახმ. გერმანია) და ანტიჰაბსბურგულ კოალიციას შორის (ჩრდ. გერმანია, შევედეთი, დანია, საფრანგეთი).
ანტიჰაბსბურგული კოალიციის გამარჯვებამ და ვესტფალიის ზავმა გერმანია დააქუცმაცა, გაძლიერდა დანია,
შევედეთი და საფრანგეთი. კერძოდ, შვედეთის ხელში გადავიდა მთელი რიგი ტერიტორიები ბალტიის სანაპიროებზე.

ახალ პერიოდზე გარდამავალი ეპოქა (XVII საუკუნის შუა ხანებიდან XVIII საუკუნის
ბოლომდე)
XVII-XVIII საუკუნეებში ბურჟუაზია წამყვან პოლიტიკურ ძალად გვევლინება ინგლისსა და ჰოლანდიაში.
საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ სათავე დაუდო ბურჟუაზიის გამარჯვებას ევროპაში. ინგლისის ბურჟუაზიული
რევოლუციის შემდეგ, ის ასპარეზზე გამოვიდა, როგორც ძლიერი კოლონიალისტური სახელმწიფო.

ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუცია და ჰოლანდიასთან დაპირისპირება

XVII საუკუნის დასაწყისიდან ინგლისი და შოტლანდია ერთ უნიაში არიან ერთი მეფის (სტიუარტების დინასტია)
ხელმძღვანელობით. 1642-49 წლების რევოლუციების შემდეგ ინგლისი გამოცხადდა რესპუბლიკად, თუმცა შემდეგ
კვლავ აღდგა მონარქია, მეფის შეზღუდული უფლებები (1660წ). 1688 წლიდან უკვე კონსტიტუციური მონარქია.
XVIII საუკუნის დასაწყისიდან, როცა ინგლისმა უკვე შეიერთა შოტლანდია და ირლანდია, იწოდებოდა დიდი
ბრიტანეთისა და ირლანდიის შეერთებულ სამეფოდ.

ინგლისის ახალგაზრდა ბურჟუაზიული სახელმწიფოს პირველი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ის იყო, რომ
დაუპირისპირდა ჰოლანდიას, რამაც გამოიწვია სამი ომი. (1652-54; 1665-67; 1672-74) ამ ომებში ჰოლანდია
დამარცხდა. ჰოლანდიის ჩრდილოამერიკული კოლონიები გადავიდა ინგლისი ხელში, მოგვიანებით კი ცეილონიც
(შრი-ლანკა).

ინგლისისა და საფრანგეთის ჯახი

ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ ინგლისის ერთადერთი მეტოქე რჩებოდა - საფრანგეთი. დაპირისპირება ორ


საუკუნეს გაგრძელდა და მიზეზი ძირითადად კოლონიები იყო. ფრანგების კოლონიების ტერიტორიები ბევრად
აღემატებოდა ინგლისისას, თუმცა ინგლისის კოლონიების მოსახლეობა მკვეთრად აღემატებოდა საფრანგეთისას. ჩრ
ამერიკაში ნელ-ნელა ავიწროვებდნენ სუსტ და ხალხმცირე ფრანგულ კოლონიებს.

გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა, ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირება გამწვავდა ინდოეთშიც. მაშინ როცა დიდ
მოღოლთა იმპერია დასუსტდა, ინგლისურმა ოსტ-ინდოეთის კომპანიამ ხელში ჩაიგდო ბომბეი, მადრასი, კალკუტა.
სწორედ აქედან იწყება ინგლისის ბრძოლა ინდოეთისათვის.

1674 წელს ფრანგული ოსტ-ინდოეთის კომპანია აარსებს კოლონია პონდიშერს. მოგვიანებით ის ფართოვდება და
თითქოს არაფერი უშლის ხელს ინდოეთის დაპყრობაში, თუმცა ვითარება რადიკალურად შეცვალა ევროპაში
მიმდინარე პროცესებმა.

ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირების ერთ-ერთი ეტაპი იყო ბრძოლა ესპანეთის მემკვიდრეობისათვის


(1701-1714). ომის საბაბი დინასტიური ინტერესები იყო. ესპანელი ჰაბსბურგების დინასტია შეწყდა და ტახტი
მემკვიდრის გარეშე დარჩა. საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს, რომელსაც ცოლად ყავდა ესპანეთის უკანასკნელი
მეფის და, სურდა ტახტზე თავისი შვილიშვილი აეყვანა. მეორე პრეტენდენტი კი წამოყენებული იქნა ავსტრიელი
ჰაბსბურგების შტოდან. ცხადია ინგლისმა მხარი დაუჭირა ავსტრიელ მემკვიდრეს. დაიწყო ომი, სადაც საფრანგეთის
წინააღმდეგ გამოვიდნენ ინგლისი, ავსტრია, ჰოლანდია და პორტუგალია. უტრეხტის ზავით (1714) ტახტზე ავიდა
ფრანგი მემკვიდრე იმ პირობით, რომ არ გაერთიანდებოდა ესპანეთისა და საფრანგეთის ტახტები. ავსტრიამ მიიღო
ესპანეთის ნიდერლანდები (ბელგია) და ესპანეთის სამფლობელოები იტალიაში, მათ შორის კი მილანიც. ინგლისის
ხელში გადავიდა გიბრალტარი, ახალი შოტლანდია. ამგვარად, ომში გამარჯვებული ინგლისი გამოვიდა.

ჩრდილოეთის ომი (1700-1721)

ჩრდილოეთის ომი წარმოადგენს დაპირისპირებას რუსეთსა და შვედეთს შორის. რუსეთმა გაიმარჯვა და ფართო
გასასვლელი ჩაიგდო ხელთ ბალტიის ზღვაზე და დაეპატრონა ლატვიასა და ესტონეთს. ცოტა ადრე რუსეთმა შეიერთა
უკრაინა (1654) და გახდა ევროპის უძლიერესი იმპერია.

შვიდწლიანი ომი (1756-1763)

დასავლეთ ევროპაში ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირებამ გამოვლინდა შვიდწლიან ომში, რომელიც ევროპული


მასშტაბის იყო. რუსეთი და საფრანგეთი დაუპირისპირდა ინგლისსა და პრუსიას. ინგლის-საფრანგეთის ბრძოლა
ძირითადად კოლონიებში მიმდინარეობდა, განსაკუთრებით კანადაში. საფრანგეთი ამ ომში დამარცხდა. 1763 წლის
პარიზის ზავით ინგლისმა მიიღო ფრანგული კანადა და აღმოსავლეთ ლუიზიანა. დასავლეთ ლუიზიანა ესპანეთს
გადაეცა. მავრიკზე, სეიშელსა და კვებეკზე დამკვიდრდნენ ინგლისელები.

საფრანგეთი გამოიდევნა ინდოეთიდან, სადაც მხოლოდ 5 ცალკეული პუნქტიღა დარჩა, მათ შორის, პონდიშერი.
ინდოეთის ოკეანეში შეინარჩუნა რეუნიონი. ჩრდილოეთ ამერიკის ფრანგული კოლონიზაციის ძეგლად დარჩა კვებეკი,
(„ფრანგული კანადა“) საფრანგეთის ერთადერთი ტერიტორიული შენამატი იყო კორსიკა, რომელიც გენუისგან
იყიდა.

ამგვარად, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისი უძლიერესი სახელმწიფოა. სწორედ ამ პერიოდში მოხდა
სამრეწველო რევოლუცია. ამასთან, მას ჰქონდა ვრცელი კოლონიები, რომლებიც ნედლეულის იაფი წყარო იყო.
პოლიტიკურადაც მას მეტოქე არ ჰყავდა. თუმცა, სწორედ ამ დროს განიცადა მან ძლიერი დარტყმა - დაკარგა
ჩრდილოამერიკული კოლონიები.

1776 წლის 4 ივლისს 13-მა კოლონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შეერთებული შტატების შექმნა. 1787
წელს აშშ-მ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც დღემდე მოქმედებს, ერთ წელში კი პირველი პრეზიდენტიც აირჩიეს.

XVIII საუკუნის ბოლოს მიმდინარეობდა რუსეთის ექსპანსია სამხრეთით. ოსმალეთთან ომის შემდეგ დაეუფლა
აზოვსა და შავი ზღვის ჩრდილოეთს. 1783 წელს მის შემადგენლობაში შევიდა ყირიმის სახანო, ამავე წელს,
გეორგიევსკის ტრაქტატით, ქართლ-კახეთი გახდა მისი პროტექტორატი, რაც დაეხმარა მას ფეხი მოეკიდებინა
კავკასიონის სამხრეთით.

ახალი პერიოდი (1789 – 1871 წლები)


ზოგადად ახალ პერიოდს სათავე დაუდო საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ და გაგრძელდა 1914 წლამდე.
საფრანგეთში მონარქიის დამხობას და რესპუბლიკის შექმნას მთელი ევროპა მტრულად შეხვდა. მას ბრძოლა მოუწია
ევროპის უძლიერეს ქვეყნებთან - რუსეთთან, ავსტრიასთან, პრუსიასთან, ინგლისთან.

საფრანგეთის რევოლუციის და ნაპოლეონის ომების პარარელურად დიდი ცვლილებები ხდება მსოფლიო პოლიტიკურ
რუკაზე. 1795 წელს პოლონეთის მესამე დაყოფის შემდეგ ამ სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, იგი
გადანაწილდა რუსეთს, ავსტრიასა და პრუსიას შორის. გარდა ამისა, შეიქმნა ვარშავის საჰერცოგო, რომელიც
ნაპოლეონის მფარველობის ქვეშ იყო.

1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და მოახდინა მისი ანექსია. 1805-1813 წლების
რუსეთ-ირანის ომის შედეგად რუსეთის შემადგენლობაში შევიდა აზერბაიჯანული სახანოები (ბაქო, განჯა და
სხვ) და ფორმალურად დაღესტანიც. 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად კი რუსეთის ხელში
გადავიდა ბესარაბია და ოდესა. ამ ომის შედეგად ავტონომია მიიღეს სერბიამ, ვლახეთმა და მოლდოვამ. 1809 წელს
შვედეთის შემადგენლობიდან რუსეთის ხელში გადავიდა ფინეთი.

ნაპოლეონის დამარცხება და ვენის კონგრესის შედეგები

ნაპოლეონის დამარცხების შედეგად ევროპის ახალი პოლიტიკური რუკა იქნა ფორმირებული, რომელიც საბოლოოდ
დაამტკიცა ვენის კონგრესმა (1814-1815). საფრანგეთი აღდგენილი იყო 1792 წლის საზღვრებში, რაც დიდი
მიღწევა იყო დამარცხებული ქვეყნისათვის, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ტალეირანს. რუსეთის ტერიტორია
მნიშვნელოვნად გაიზარდა, მან მიიღო პოლონეთის დიდი ნაწილი, მათ შორის ვარშავის საჰერცოგოც. დაუკანონდა
ფინეთი და ბესარაბია. გაფართოვდა პრუსია და გახდა ერთერთი უძლიერესი ქვეყანა. მან მიიღო არა მხოლოდ
პოლონური მიწები, არამედ ტერიტორიები რაინის აუზში. ავსტრიის ვრცელ იმპერიას დაემატა ვენეციის
რესპუბლიკის ტერიტორია. დადასტურდა საღვთო იმპერიის დაშლა 38 გერმანულ სახელმწიფოდ, რომელთაც
გერმანული კავშირი შექმნეს. გერმანიის მსგავსად დანაწილებული დარჩა იტალიაც. ჩრდილოეთ იტალიის დიდი
ნაწილი ლომბარდია და ვენეცია დარჩა ავსტრიის შემადგენლობაში. დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან
აღსანიშნავია სარდინია, ნეაპოლისა და სიცილიის გაერთიანებით ჩამოყალიბდა ორივე სიცილიის სამეფო, ცალკე
იყო პაპის ოლქი, ტოსკანა, პარმა და მოდენა. ბელგია ანუ ავსტრიის ნიდერლანდები გადაეცა ჰოლანდიას, მაგრამ
1830 წელს ის ბელგიის დამოუკიდებელ სამეფოდ გამოცხადდა. დადგინდა შვეიცარიის მუდმივი ნეიტრალიტეტი.
კონგერსმა სცნო ნორვეგიის გამოსვლა დანიიდან, მაგრამ აღიარებული იქნა მისი უნია შვედეთთან. რაც შეეხება
ინგლისს, მისი ტერიტორიული მონაპოვარი უმნიშვნელო იყო, მაგრამ მან მთავარ მიზანს მიაღწია, გზიდან
ჩამოიშორა საფრანგეთი და ფართო სარბიელი მიეცა კოლონიათა გაფართოებისათვის. ამავე პერიოდში დაიკანონა
მავრიკი და სეიშელი, დროებით ინდონეზიაც, თუმცა კონგრესმა ის შემდეგ ჰოლანდიას დაუბრუნა.

პირველი დეკოლონიზაციის პროცესი

თუმცა, XIX საუკუნის პირველი ნახევარი პირველი დეკოლონიზაციის პროცესითაც ხასიათდება, რომელმაც მოიცვა
სამხრეთ ამერიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. 1803 წელს საფრანგეთის კოლონიამ - ჰაიტმა
პირველმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1810 წელს იწყება ესპანეთის კოლონიების ბრძოლა
დამოუკიდებლობისათვის. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე 4 ვიცე-სამეფო არსებობდა : ახალი ესპანეთი, ახალი
გრენადა, პერუ და ლა-პლატი. წარმატებული ომების შედეგად შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები: დიდი
კოლუმბია, პერუ, ბოლივია, ლა-პლატა, ჩილე, პარაგვაი, ურუგვაი და ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატები.
1830-იან წლებში დიდი კოლუმბია დაიშალა: ვენესუელად, კოლუმბიად და ეკვადორად. ასევე, ცენტრალური
ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად შეიქმნა 5 სახელმწიფო - გვატემალა, ჰონდურასი, სალვადორი,
ნიკარაგუა და კოსტა-რიკა. 40-იან წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვა დომინგომ. ესპანეთს ორი პატარა
ტერიტორია დარჩა: კუბა და პუერტო რიკო. დამოუკიდებლობა მოიპოვა პორტუგალიის უდიდესმა კოლონიამ -
ბრაზილიამ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო შიდა ომები ლათინურ ამერიკაში, რამაც ნაწილობრივ
შეცვალა ამ რეგიონის პოლიტიკური რუკა, მაგალითად, ჩილესთან ომის შემდეგ ბოლივიამ დაკარგა პირდაპირი
გასასვლელი ზღვაზე.

რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომები

XIX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთ-თურქეთისა (1828-1829) და რუსეთ-ირანის (1826-1828) ომების


შედეგად გარკვეულწილად შეიცვალა პოლიტიკური რუკა. რუსეთ-ირანის ომის შედეგად რუსეთის ხელში გადავიდა
აღმოსავლეთ სომხეთი. რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად კი სამცხე-ჯავახეთი. თურქეთმა სცნო საბერძნეთის
დამოუკიდებლობა.
ბრიტანეთის იმპერია

30-იან წლებში იწყება კოლონიზაციის ახალი ეტაპი. ამ პერიოდშივე იქმნება ბრიტანეთის იმპერია. მთავარი
წარმატება ინდოეთში მოიპოვა. 50-იან წლებში მთელი ინდოსტანი ბრიტანეთის ხელში გადავიდა, აქედან ხდება
იმპერიის გაფართოება ინდოჩინეთისაკენ. ინგლისელებმა ხელში ჩაიგდეს ბირმა, მალაი, სინგაპური. აქტიურად
დაიწყო ავსტრალიის კოლონიზაცია. 1840 წელს ინგლისის სამფლობელოდ გამოცხადდა ახალი ზელანდია. სხვა
ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ადენი (სამხრეთ იემენი). ამავე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა კანადის
კოლონიზაცია, რომელიც 1867 წელს ბრიტანეთის დომინიონად გამოცხადდა.

სხვა გაფართოებები

მეორე ქვეყანა რომელმაც აქტიურად დაიწყო კოლონიური იმპერიის შექმნა იყო საფრანგეთი. 1830 წელს
საფრანგეთმა თურქეთს წაართვა ალჟირი. შემდეგ უკვე დამკვიდრდა ოკეანეთის ცალკეულ კუნძულებზე,
ინდოჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. საფრანგეთი მეორე კოლონიური იმპერია გახდა.

ამ პერიოდში რუსეთის გაფართოება ხდებოდა კავკასიისა და შუა აზიის ხარჯზე. 1859 წელს რუსეთმა შეძლო
დაღესტნისა და ჩეჩნეთის დაპყრობა და იმამ შამილის დატყვევება. პარალელურად რუსეთი ფეხს იკიდებს შუა აზიაში,
იმორჩილებს თურქმენეთს, შუა აზიის სახანოები, მათ შორის ბუხარა მისი პროტექტორატი ხდება.

XIX საუკუნის I ნახევარი აშშ-ის სწრაფი გაფართოების პერიოდია. თავდაპირველად აშშ 13 შტატისაგან
შედგებოდა. 1803 წელს აშშ-მ საფრანგეთისგან იყიდა დასავლეთ ლუიზიანა, 1819 წელს ესპანეთისაგან ფლორიდა.
მოგვიანებით ინგლისმა აშშ-ს დაუთმო ჩრდ-დასავლეთის ტერიტორიები. 1845 წელს მის ტერიტორიებში შევიდა
ტეხასი, 1846-1848 წლების მექსიკასთან ომის შემდეგ მთელი რიგი ტერიტორიები, მათ შორის, კალიფორნია და
ნიუ მექსიკო, ნევადა, იუტა, არიზონა. 1867 წელს მან რუსეთისაგან შეიძინა ალიასკა.

ცვლილებებია შორეულ აღმოსავლეთშიც. ჩინეთის უზარმაზარი ცინის იმპერია თანდათანობით მოექცა ინგლისის
გავლენის ქვეშ. რაც შეეხება იაპონიას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეიძის რევოლუციას. ეს იყო პირველი
რევოლუცია აზიაში, რამაც მანამდე ჩამორჩენილი იაპონია ძლიერ სახელმწიფოდ აქცია.

იტალიის გაერთიანება

XIX საუკუნის 60-იანი წლების ძირითადი მოვლენა მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არის იტალიისა და გერმანიის
გაერთიანება. იტალიის გაერთიანება მოხდა სარდინიის სამეფოს გარშემო. 1859-60 წლებში შეუერთდა
ლომბარდია, ტოსკანა, პარმა და მოდენა. გარიბალდისა და მაძინის ხელმძღვანელობით მთელი სამხრეთი იტალია
გაერთიანებული იტალიის შემადგენლობაში შევიდა. 1866 წელს ავსტრიელების დამარცხების შემდეგ მას დაუბრუნდა
ვენეცია, 1870 წელს აღებული იქნა რომი, გაუქმდა პაპის სახელმწიფო. დედაქალაქად გამოცხადდა რომი.

გერმანიის ერთიანი იმპერიის შექმნა

გერმანულ სამეფო-სამთავროებს შორის არსებობდა ორი ჰეგემონი - პრუსია და ავსტრია. მათ შორის გარდაუვალი
იყო ბრძოლა. გადამწყვეტ ბრძოლაში სადოვასთან (1866, ხორვატია) ავსტრია დამარცხდა. ამის შემდეგ ავსტრია
იძულებული გახდა წასულიყო დათმობაზე და ავსტრიის იმპერია დუალისტურ სახელმწიფოდ ავსტრია-უნგრეთად
გადაექცია. ავსტრიის დამარცხების შემდეგ პრუსიის კანცლერს, ბისმარკს, გზა გაეხსნა გერმანული სამთავროების
შეერთებისაკენ. ასე შეიქმნა 60-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ-გერმანული კავშირი, მხოლოდ სამხრეთ
გერმანული სამთავროები რჩებოდნენ კავშირის გარეთ, მათ შორის, ბავარია, რაინლანდი, ბადენი, პფალცი.
გერმანიის გაერთიანებამ შეაშფოთა რუსეთი და საფრანგეთი. ამ შიშმა გამოიწვია 1870-1871 წლის
საფრანგეთ-პრუსიის ომები. საფრანგეთი დამარცხდა, გერმანელებმა აიღეს პარიზი და ვერსალის სასახლეში დადეს
ზავი საფრანგეთთან. ამ ზავის მიხედვით იქმნებოდა გერმანიის იმპერია, მის ხელში გადადიოდა საფრანგეთის ორი
პროვინცია - ელზასი და ლოტარინგია.
1871-1918 წლები
მოიხსენიება იმპერიალიზმის საწყის ეტაპად. ამ ეტაპთან დაკავშირებულია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი,
უდიდეს მნიშვნელობას იძენს ნავთობი, ვითარდება მძიმე მრეწველობა. სპეციალიზაცია ვლინდება სოფლის
მეურნეობაშიც. ვითარდება ტრანსპორტი. უდიდეს მნიშვნელობას იძენს კაპიტალის გატანა სუსტად განვითარებულ
ქვეყნებში, სადაც ხარჯები დაბალია. აღნიშნული პერიოდისათვის დამახასიათებელია სერიოზული დემოგრაფიული
ძვრები გერმანიაში, იტალიაში, უფრო სუსტად კი საფრანგეთში, რადან აქ ხდებოდა ინტენსიური ემიგრაცია. XX
საუკუნის დასაწყისში ხდება ქალაქში მოსახლეობის რიცხვის საგრძნობი ზრდაც. ამ პერიოდს ახასიათებს ბრძოლა
კოლონიებისათვის.

აფრიკის კოლონიზაცია - ინგლისი

აფრიკის კოლონიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ინგლისმა და საფრანგეთმა. სუეცის არხის გაყვანის შემდეგ
ყურადღება მიიქცია ეგვიპტემ, რომელიც ფორმალურად ოსმალეთის ვასალი იყო. ეგვიპტე იყო ინტერესის საგანი
ინგლისისა და საფრანგეთისთვისაც. 1881-1882 წლებში ეგვიპტეში იფეთქა აჯანყებამ, რაც კარგად გამოიყენა
ინგლისმა და „თურქეთის დახმარების“ მიზნით ჯარი შეიყვანა ეგვიპტეში. არაფორმალურად ეგვიპტე ინგლისმა
დაიმორჩილა. ეგვიპტის დამორჩილების პარალელურად ინგლისმა დაიწყო სუდანის დაპყრობა. 1898 წელს ინგლისმა
მოახდინა სუდანის ოკუპაცია.

ამან გაამწვავა დაპირისპირება ინგლის-საფრანგეთს შორის, თუმცა მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით,
საფრანგეთმა უარი თქვა ნილოსის ხეობაზე, ხოლო ინგლისმა ტუნისსა და მაროკოზე. ამით ინგლისს გზა გაეხსნა
აღმოსავლეთ აფრიკაში და დაიმორჩილა კენია, უგანდა, სომალის ნაწილი, კუნძული სოკოტრა.

ინგლისის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორანჟი და ტრანსვაალი. ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას
შემდეგ, რაც ორანჟში აღმოჩენილი იქნა ალმასის საბადოები, ხოლო ტრანსვაალში ოქროს საბადო. დაიმორჩილა რა
ბეჩუანალენდი(ბოტსვანა), ჩრდ. და სამხ. როდეზია, ნიასალენდი (მალავი) , სვაზილენდი და ლესოტო, რკალად
შემოერტყა ბურების რესპუბლიკას. ბურების დიდი წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, ორივე რესპუბლიკა
გაერთიანებული იქნა ინგლისის ძველ კოლონიებთან - კაპთან და ნატალთან და 1910 წელს შეიქმნა სამხრეთ
აფრიკის კავშირი ბრიტანეთის დომინიონის სტატუსით.

დასავლეთ აფრიკაში ინგლისს არ მოუპოვებია ისეთი წარმატება, როგორიც აღმოსავლეთში, თუმცა ჩამოყალიბდა
კოლონიები - ნიგერია, სიერა-ლეონე, გამბია, ოქროს ნაპირი.

აფრიკის კოლონიზაცია - საფრანგეთი

უზარმაზარი ტერიტორიები იგდო ხელთ საფრანგეთმა, რომელიც თავიდან მხოლოდ ალჟირს, სენეგალსა და გვინეის
უბის ტერიტორიებს ფლობდა. საფრანგეთმა მოახდინა ტუნისის ოკუპაცია, რითაც გაუმწვავდა ურთიერთობები
იტალიასთან. კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობის გაწევა მოუხდა მას მაროკოს ხელში ჩასაგდებად, რომელზე
პრეტენზიას აცხადებდნენ ესპანეთი და გერმანია. საბოლოოდ მაროკოს დიდი ნაწილი საფრანგეთს დარჩა, მცირე
ნაწილი - ესპანეთს. გერმანიას გადაეცა კონგოს ტერიტორიები, იტალიას მოქმედების საშუალება მიეცა ლიბიაში.

ალჟირიდან სამხრეთით, ხოლო სენეგალიდან დასავლეთით გაავრცელა საფრანგეთმა თავისი ძალაუფლება. მის
ხელში აღმოჩნდა სენეგალი, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ბურკინა ფასო, გვინეა, ბენინი, კოტ-დივუარი.
საფრანგეთის კოლონიები გაერთიანდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის სახელწოდებით. საფრანგეთის
ეკვატორულ აფრიკას მიეკუთვნებოდა ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. საფრანგეთის შუა კონგოს
ტერიტორიებში კი შედიოდა კონგო და გაბონი. აღმოსავლეთი ტერიტორიებიდან აღსანიშნავია მადაგასკარი,
კომორის კუნძულები და ჯიბუტი. სულ საფრანგეთის ხელში აღმოჩნდა აფრიკის 1/3, თუმცა ამ ტერიტორიების დიდი
ნაწილი მოდიოდა უდაბნოებსა და ჯუნგლებზე.

აფრიკის კოლონიზაცია - გერმანია, ბელგია, იტალია

1884 წელს გერმანიამ მოახდინა ნამიბიის ოკუპაცია. ასევე ხელში ჩაიგდო ტანგანიკა, რუანდა, ბურუნდი. გარდა
ამისა, დასავლეთ აფრიკაში მისი კოლონიები გახდნენ ტოგო და კამერუნი. ის მოემზადა ზანზიბარის ხელში
ჩასაგდებად, მაგრამ დაუთმო ინგლისს ჰელჰოლანდის სანაცვლოდ.

კოლონიური დაპყრობების ასპარეზზე გამოდის იტალია. იგი იპყრობს ერიტრეას, სომალის დიდ ნაწილს. უშედეგოდ
ცდილობს ეთიოპიის დამორჩილებას. იტალიამ თურქეთს წაართვა ლიბია, დოდეკანოზის კუნძულები, როდოსი.

ბელგიამ დაიწყო კონგოს აუზის ათვისება. 1885 წელს შეიქმნა „კონგოს დამოუკიდებელი სახელმწიფო“ ბელგიის
მეფის მეთაურობით.

აფრიკის კოლონიზაცია - პორტუგალია, ესპანეთი

პორტუგალიამ ინგლისის მხარდაჭერით შეინარჩუნა მთელი რიგი ტერიტორიები, მათ შორის მოზამბიკი, მწვანე
კონცხის კუნძულები, მადეირა და აზორის კუნძულები, ბისაუ.

ესპანეთს ძველი დროიდან ეკუთვნოდა კანარის კუნძულები და ქალაქები - სეუტა და მელილია. ესპანეთმა
კოლონიური დანაწილების პერიოდში შეიერთა ესპანეთის მაროკო, რიო-დე-ორო, ფერნანდო-პო, რიო-მუნი. ამ
ორი უკანასკნელის გაერთიანებით შეიქმნა ესპანეთის გვინეა.

1914 წლისთვის აფრიკაში ორადორი დამოუკიდებელი ქვეყანაღა იყო - ეთიოპია და ლიბერია.

აშშ

კოლონიებისათვის ბრძოლაში აშშ ჩაერთო გვიან, როცა ტერიტორიები უკვე გადანაწილებულიო იყო. ის შეებრძოლა
ესპანეთს და წაართვა მას კუბა, პუერტო-რიკო, ასევე ფილიპინები და კუნძული გუამი. 1898 წელს ხელში ჩაიგდო
ჰავაი. გერმანიასთან ერთად გაიყო სამოას კუნძული. კოლუმბიას წაგლიჯა პანამის ყელი, სადაც პანამის
რესპუბლიკა შეიქმნა, რომელიც დამოკიდებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე. 1917 წელს დანიისგან იყიდა
ვირჯინიის კუნძულების ნაწილი.

ოკეანეთის გაყოფა

ამ პერიოდში მიმდინარეობს ოკეანეთის გადანაწილებაც. ინგლისმა დაიკავა ფიჯი, ტონგა, სოლომონის კუნძულები
და სხვა. საფრანგეთის ხელში აღმოჩნდა ტაიტი, ახალი კალედონია, მარკიზის კუნძულები და სხვ. ახალი ჰებრიდის
კუნძულებზე ინგლის-საფრანგეთის კონდომინიუმი დამყარდა. ახალი გვინეა სამ ნაწილად გაიყო ჰოლანდიას,
ინგლისსა და გერმანიას შორის. მისი დიდი ნაწილი გერმანიას ერგო. გერმანია დაეუფლა მიკრონეზიის კუნძულებსაც.
გერმანიის ხელში გადავიდა ბისმარკის არქიპელაგი და სოლომონის კუნძულების ნაწილი. ჯერ ხელში ჩაიგო
მარშალის კუნძულები, შემდეგ კი ესპანეთისგან იყიდა მარიანისა და კაროლინის კუნძულები. აშშსთან შეთანხმების
შემდეგ მიიღო დასავლეთი სამოა.

იაპონია და ჩინეთი

არეალზე გამოვიდა იაპონიაც, მისი კოლონიური დაპყრობები იწყება ჩინეთით. 1894-1895 წლებში მან ჩინეთს
წაართვა კუნძული ტაივანი და პენხულედაოს კუნძულები, 1910 წელს კოლონიად აქცია კორეა. რუსეთს წაართვა
სამხრეთი სახალინი, კურილიის კუნძულები და კვანტუნის ნახევარკუნძული. მთავარმა იმპერიალისტურმა ქვეყნებმა
გადაინაწილეს ჩინეთი. რუსეთის გავლენა გავრცელდა მანჯურიასა და გარე მონღოლეთზე. გერმანიისა შანდუნის
ნახევარკუნძულზე, იაპონიისა კვანტუნზე, ინგლისის ტიბეტზე და აღმოსავლეთ ჩინეთზე, საფრანგეთის სამხრეთ
ჩინეთზე. ინგლისმა იჯარით იყიდა ჰონგკონგი. 1911 წელს ჩინეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, მაგრამ ამან ვერ
გამოასწორა მისი კოლონიური მდგომარეობა.

აზია

გადანაწილდა აზიის უზარმაზარი ტერიტორიებიც. საფრანგეთმა 1884-1885 წლებში დაიპყრო მთელი ვიეტნამი,
ლაოსი, კამბოჯა. ინგლისმა გააფართოვა კოლონიები სხვადასხვა ტერიტორიებით, მათ შორის იყო, მალაი და
მიანმა, კალიმანტანის ჩრდილოეთი. ინგლისმა ასევე გააფართოვა სამფლობელოები ინდოეთში, დაიკავა რა
ბელუჯისტანი და ავღანეთის ნაწილი. გავლენა გაავრცელა ნეპალსა და ბუტანზე. ინგლისის დახმარებით ჰოლანდიამ
დაიმორჩილა ინდონეზიის სამთავროები. ტაილანდი ფორმალურად დამოუკიდებელი დარჩა. რაც შეეხება ახლო და
შუა აღმოსავლეთს, რუსეთ-ინგლისის დაპირისპირება ავღანეთსა და ირანში დამთავრდა შეთანხმებით, რომ
რუსეთმა უარი თქვა პრეტენზიებზე ავღანეთში, ხოლო ირანი განაწილდა გავლენის სფეროებად. კოლონიურ
დამოკიდებულებაში ექცევა თურქეთიც, რომლის ვასალები არიან ერაყი, ჰიჯაზი, სირია, ლიბანი, პალესტინა,
იორდანია, ჩრდილოეთი იემენი. რაბეთის ნახევარკუნძულის ნაწილი წარმოადგენდა ბრიტანეთის პროტექტორატებს
(ადენი, ომანი, ხელშეკრულებითი ომანი). ინგლისის პოზიციებს საფრთე შეუქმნა გერმანიამ, რომელმაც დაიწყო
ბაღდადის რკინიგზის გაყვანა, რომელსაც ბერლინი უნდა დაეკავშირებინა სპარსეთის ყურესთან სტამბოლის
გავლით. ამ მშენებლობაში ინგლისი ხედავდა გერმანიის დაახლოებას ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთთან.

ევროპა

რაც შეეხება ევროპას, აქ პოლიტიკური რუკის ცვლილებები ძირითადად ეხება ოსმალეთის დანაკარგებს. 1877-78
წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთმა მიიღო ბათუმის, ართვინის, არტაანისა და ყარსის ოლქები.
დამოუკიდებლობა. მოიპოვა სერბიამ, რუმინეთმა. შეიქმნა ბულგარეთის სახელმწიფო. თურქეთმა დაკარგა ბოსნია.
მიუხედავად ამისა, თურქეთის ხელში რჩებოდა ევროპის სამხრეთ აღმოსავლეთი ტერიტორიები, რამაც გამოიწვია
ბალკანეთის ომები.

ბალკანეთის პირველ ომში თურქეთის წინააღმდეგ გამოვიდა ბურგარეთის, სერბიის, ჩერნოგორიისა და


საბერძნეთის კოალიცია. თურქეთი დამარცხდა და დაკარგა ევროპული ტერიტორიები გარდა თრაკიის ნაწილისა,
ბულგარეთმა მიიღო ეგეოსის ზღვაზე გასასვლელი და მაკედონიის ნაწილი. მნიშვნელოვნად გაიზარდა საბერძნეთი
სამხრეთი მაკედონიის ხარჯზე და სერბეთი ჩრდილო მაკედონიის ხარჯზე და კოსოვოს ხარჯზე. ტერიტორიები
შეემატა ჩერნოგორიასაც. შეიქმნა ალბანეთის სახელმწიფო. მაკედონიის გაყოფამ დააპირისპირა ბულგარეთი და
სერბია. ამან ბალკანეთის მეორე ომი გამოიწვია, ბულგარეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ სერბია, თურქეთი,
რუმინეთი, საბერძნეთი, ჩერნოგორია. ბულგარეთი დამარცხდა, იძულებული გახდა მისი კუთვნილი მაკედონიის
ნაწილი გადაეცა სერბიისა და საბერძნეთისათვის, თუმცა შეინარჩუნა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. რუმინეთმა
მიიღო სამხრეთი დობრუჯა, ხოლო თურქეთმა პირველ ომში დაკარგული აღმოსავლეთი თრაკიის დიდი ნაწილი.

ბრძოლა იმპერიებს შორის

წინააღმდეგობებმა ერთმანეთს შორის გამოიწვია იმპერიალისტური სახელმწიფოების ორი დაჯგუფების


ჩამოყალიბება. ანტანტა - რომელშიც შედიოდნენ ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი და სამთა კავშირი - გერმანია,
ავსტრია-უნგერთი, იტალია. ამ პირობებში მცირე საბაბიც საკმარისი იყო რომ ომი დაწყებულიყო. ამ საბაბად კი იქცა
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის, ფრანც-ფერდინანდის მკვლელობა სერბების მიერ. გერმანიამ წააქეზა
ავსტრია-უნგერთი, ამ უკანასკნელმა კი ომი გამოუცხადა სერბიას. რუსეთმა სერბიას დაუჭირა მხარი, რის გამოც
გერმანიამ გამოუცხადა ომი რუსეთს. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. მოგვიანებით ანტანტის მხარეს ჩაება აშშ
და იაპონია. 1917 წელს რუსეთი ომიდან გამოვიდა, მაგრამ ამან გერმანიას ვერ უშველა. მიყოლებით დაყარეს
იარაღი ბულგარეთმა, თურქეთმა, ავსტრია-უნგრეთმა. 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანია იძულებული გახდა ხელი
მოეწერა კაპიტულაციისათვის.
უახლესი პერიოდი (1918-1945 წლები)
გერმანიის დანაკარგები

პირველი მსოფლიო ომი დასრულდა ვერსალის ზავით. ამ ხელშეკრულებით გერმანიამ დაკარგა თავისი ყველა
კოლონია. ტოგო და კამერუნი ინგლისმა და საფრანგეთმა გაინაწილეს. ნამიბია ბრიტანეთის დომინიონს, სამხრეთი
აფრიკის კავშირს გადაეცა, ტანგანიკა ინგლისმა მიიღო, რუანდა და ბურუნდი კი ბელგიამ. ეკვატორის ჩრდილოეთით
მდებარე ტერიტორიები, მარშალი, მარიანი, კაროლონი გადაეცა იაპონიას, ხოლო სამხრეთით - ბრიტანეთის
დომინიონებს. კერძოდ, ავსტალიამ ახალი გვინეის ნაწილი მიიღო, ახალმა ზელანდიამ დასავლეთი სამოა. გერმანიის
გავლენის სფეროები ჩინეთში ჯერ იაპონიამ დაისაკუთრა, შემდეგ კვლავ ჩინეთს დაუბრუნდა. საკუთრივ ევროპაში
გერმანიის ტერიტორია 13%-ით შემცირდა. ელზასი და ლოტარინგია დაბურუნდა საფრანგეთს, იეპენისა და
მელმედის ოლქი - ბელგიას, ჩრდილოეთ შლეზვინგი დანიას გადაეცა. ტერიტორიები მიიღო ახლად
ჩამოყალიბებულმა პოლონეთმა და ასევე ლიტვამ. გდანსკი „თავისუფალ ქალაქად“ გამოცხადდა. საარის ოლქი
საერთაშორისო კომისიას გადაეცა. ლუქსემბურგი, რომელიც ომამდე გერმანიასთან საბაჟო კავშირში იყო,
ბელგიასთან შევიდა ასეთ კავშირში.

ავსტრია-უნგრეთი

ავსტრია-უნგრეთი დამარცხების შემდეგ ნაწილებად დაიშალა, წარმოიქმნა ავსტრიის რესპუბლიკა და უნგრეთის


სამეფო. ამასთან, თითოეული მათგანის ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. დანარჩენი ტერიტორიები
ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოების შემადგენლობაში შევიდენენ - პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და
იუგოსლავიის, ნაწილი კი რუმინეთსა და იტალიას გადაეცა.

ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია, პოლონეთი

ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში შევიდა ავსტრია-უნგრეთის ნაწილი, ჩეხეთი, სლოვაკეთი. ავსტრია-უნგრეთის


სამხრეთი გაერთიანდა სერბიასთან და ჩერნოგორიასთან და ჩამოყალიბდა მათი გაერთიანებული სამეფო,
შემდგომში იუგოსლავია. ამას გარდა ამ სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა ვოევოდინა და მაკედონიის ნაწილი.
ახლადშექმნილი სახელმწიფოებიდან ყველაზე დიდი და არამყარი იყო პოლონეთი. ის აერთიანებდა იმ მიწებს,
რომლებიც შედიოდნენ რუსეთის, ავსტია-უნგრეთისა და გერმანიის შემადგენლობაში. მის ხელში აღმოჩნდა დას.
უკრაინა და დას. ბელორუსია. პოლონეთმა ასევე ხელში ჩაიგდო ვილნიუსი.

რუმინეთი, ბულგარეთი, იტალია

თითქმის ორჯერ გაიზარდა რუმინეთის ტერიტორია. მან შეიერთა ავსტრია-უნგერთის ტერიტორიების ნაწილი და
ასევე ბესარაბია (რუსეთის იმპერიის ნაწილი). ბულგარეთმა დაკარგა გასასვლელი ეგეოსის ზღვაზე. კერძოდ,
დასავლეთი თრაკია მიიღო საბერძნეთმა და იუგოსლავიას გადაეცა მაკედონიის ნაწილი. იტალიამ ავსტრიისგან
მიიღო სამხრეთი ტიროლი და ისტრიის ნახევარკუნძული. გარდა ამისა, მიიღო ადრიატიკის ნავსადგურები -
ტრიესტი, რიეკა და ზადარი.

ოსმალეთის იმპერია

არსებობა შეწყვიტა ოსმალეთის იმპერიამ. სევრის ხელშეკრულებით მან დაკარგა არა მხოლოდ სამფლობელოები,
არამედ უშუალოდ თავისი ტერიტორიებიც. აღმოსავლეთი თრაკია და იზმირი საბერძნეთს უნდა გადასცემოდა. უნდა
შექმნილიყო სომხეთისა და ქურთისტანის სახელმწიფოები. მუსტაფა ქემალ ათა-თურქმა გადაარჩინა თურქეთი
სრულ განადგურებას, ასევე, ყარსის ხელშეკრულებით დაიბრუნა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები,
გარდა ბათუმისა. რაც შეეხება აზიურ ვასაკურ ტერიტორიებს, ეს ტერიტორიები გადანაწილდა ინგლისსა და
საფრანგეთს შორის. სირია და ლიბანი საფრანგეთს ერგო, ერაყი, იორდანია და პალესტინა კი ინგლისს. ბრიტანეთის
ცალკე პროტექტორატად გამოცხადდა ქუვეითი. დამოუკიდებლად აღიარეს ჰიჯაზი და ჩრდ. იემენი. ჩრდ. იემენმა
შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, ხოლო ჰიჯაზი შეერთებული იქნა ნეჯდის სახელმწიფოსთან, ახლად შექმნილ
სახელმწიფოს საუდის არაბეთი ეწოდა. ამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს მიემატა ეგვიპტეც, თუმცა აქ ძლიერი იყო
ინგლისის გავლენა. ამასთან, 1934 წელს ინგლისმა მოხსნა თავისი მანდატი ერაყზე და ეს ქვეყანაც ფორმალურად
დამოუკიდებლად გამოცხადდა.

რუსეთი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმპერია დაემხო რუსეთში. 1917 წელს ფინეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. შედმეგ
ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, საქართველომ, სომხეთმა, აზერბაიჯანმა. 1922 წლის დეკემბერში შეიქმნა საბჭოთა
სოციალური რესპუბლიკების კავშირი, რომელშიც თავდაპირველად 4 სუბიექტი შედიოდა - რსფსრ, უკრაინა,
ბელორუსია, ამიერკავკასიის ფედერაცია.1924 წელს მათ დაემატათ უზბეკეთი და თურქმენეთი, 1929 წელს
ტაჯიკეთი, უშუალოდ კავშირში შევიდნენ ყირგიზეთი და ყაზახეთი 1936 წელს. გაუქმდა ამიერკავკასიის ფედერაცია
და საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი შევიდნენ სსრკს შემადგენლობაში. 1936 წლისთვის კი რესპუბლიკების
რაოდენობამ თერთმეტს მიაღწია. სოციალისტური წყობა დამკვიდრდა ასევე მონღოლეთშიც.

მეორე მსოფლიო ომის წინაპერიოდი

20-30-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ასეთ პირობებში კარგი საძირკველი შეექმნა
ტოტალიტარულ რეჟიმებს. განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა ნაციზმის გამარჯვება გერმანიაში და
ჰიტლერის მოსვლა. ასევე მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის განმტკიცება იტალიაში.

მეორე მსოფლიო ომის პირველი კერა გამოიკვეთა შორეულ აღმოსავლეთში. 1931 წელს იაპონია თავს დაესხა
ჩინეთს და წაართვა მას მანჯურია და შიდა მონღოლეთის ნაწილი. მოგვიანებით იაპონია შეიჭრა ჩინეთის სხვა
რეგიონებშიც და მის ხელში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი რაიონები.

1935 წელს იტალია თავს დაესხა ეთიოპიას და დაიმორჩილა ის. ასევე, დაახლოვდნენ გერმანია და იტალია, ორივე
მათგანი კი დაახლოვდა იაპონიასთან.

ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ხდება გერმანიის დაჩქარებული შეიარაღება. გერმანიამ დაარღვია ვერსალის ზავის
პირობები. 1936 გერმანიისა და იტალიის ხეკშეწყობით ესოანეთში მოხდა სამხედრო ამბოხება, რაც ფრანკოს
რეჟიმის გამარჯვებით დასრულდა.

გერმანიისა და სსრკ-ის გაფართოება

1938 წლიდან გერმანია იწყებს ტერიტორიულ ექსპანსიას სხვადასხვა ტერიტორიების ხარჯზე, მათ შორის, ავსტიის,
ჩეხოლოვაკიის. 1939 წელს ბოლო მოუღო ჩეხოსლოვაკიის არსებობას, ჩეხეთი გამოცხადდა გერმანიის
პროტქტრორატად ბოჰემიის სახელით, ხოლო სლოვაკეთის დიდ ნაწილზე შეიქმნა „დამოუკიდებელი“ სახელმწიფო,
რომელიც დამოკიდებული იყო გერმანიაზე. სლოვაკეთის დანარჩენი ნაწილი გაინაწილა უნგრეთმა და პოლონეთმა.
ლიტვისგან გერმანიამ მიიერთა მემელის ოლქი და ამავე პერიოდში იტალიამ დაიმორჩილა ალბანეთი. 1939 წელს
დაიდო თავდაუსხმელობის პაქტი სსრკსა და გერმანიას შორის. მისი საიდუმლო, მოლოტოვ-რიბენტროპის პატქით
მათ გაინაწილეს ტერიტორიები.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. ინგლისმა და საფრანგეთმა ომი გამოუცხადეს
გერმანიას, თუმცა არ გაუწევიათ დიდი წინააღმდეგობა. მას შემდეგ, რაც მარტივად დაიმორჩილა პოლონეთი,
დაიკავა დანია, ნორვეგია, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, კაპიტულაცია მოახდინა საფრანგეთმა. 1941
წელს დაიკავა საბერძნეთი და იუგოსლავია. ასევე ბომბავდა ინგლისურ ქალაქებს. პარალელურად, საბჭოთა
კავშირმა დიდად გაიფართოვა საზღვრები. შეიერთა დას. ბელორუსია და დას. უკრაინა, 1940 წელს მის
შემადგენლობაში შეიყვანა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. რუმინეთი იძულებული გახადა გადმოეცა ბესარაბია და
ჩრდილოეთ ბუკოვინა. მოკავშირე რესპუბლიკების რიცხვმა 15-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს არ მოხდა ფინეთის
შემთხვევაში. ფინეთმა არა მხოლოდ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, არამედ სერიოზული დანაკლისიც განაცდევინა
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის ძალებს.
ომის მსვლელობა

1941 წელს გერმანია თავს დაესხა სსრკს, ამავე წელს იაპონიამ დაბომბა აშშ-ის ბაზები ჰავაიზე. აშშ ომში ჩაება
იაპონიასთან, ამის გამო, გერმანიამ და იტალიამ ომი გამოუცხადეს აშშს. თავის მხრივ, ლათინური ამერიკის
ქვეყნებმა ომი გამოუცხადეს გერმანიას. ამგვარად, ომმა მოიცვა მსოფლიო. გარდა იტალიისა და იაპონიისა,
გერმანიის მხარეს იბრძოდა ფინეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი. თურქეთი ლოდინის პოლიტიკას დაადგა და
მხოლოდ 1945 წელს გამოუცხადა ომი გერმანიას. ესპანეთი და პორტუგალია თანამშრომლობდნენ გერმანიასთან,
მაგრამ ომში არ ჩაებნენ. შვედეთი, შვეიცარია და ირლანდია ნეიტრალიტეტს იცავდნენ. ომი დასრულდა
სსრკ-ინგლის-აშშ-ის გამარჯვებით. გერმანიამ ხელი მოაწერა უსიტყვო კაპიტულაციას. თავი დამარცხებულად
სცნო იაპონიამაც. იალტისა და პოტსდამის კონფერენციაზე დამტკიცდა მსოფლიოს შემდგომი მოწყობის პრინციპები.

იალტა-პოტსდამის შეხვედრები

გერმანიის ტერიტორიები დიდად შემცირდა. ლიკვიდირებული იქნა პრუსიის ნაწილი. მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი
გადაეცა საბჭოთა კავშირს კალინინგრადის ოლქის სახელით, მცირე ნაწილი - პოლონეთს. პოლონეთმა ასევე მიიღო
მისგან დასავლეთით მდებარე ტერიტორიები. დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია საბჭოთა კავშირს
დარჩა. გერმანია-პოლონეთის საზღვრად მდინარე ოდერი და ნეისე დასახელდა. ფინეთისგან გადაეცა ტერიტორია
ბარენცის ზღვაზე, ამით დაუმეზობლდა ნორვეგიას.

რაც შეეხება იტალიას, ისტრიის ნახევარკუნძული გადაეცა იუგოსლავიას. საფრანგეთის სასარგებლოდ შეიცვალა
იტალია-საფრანგეთის საზღვრები ალპებში. საბერძნეთს გადაეცა დოდეკანოზის კუნძულები.

გერმანია დაიყო 4 საოკუპაციო ზონად (სსრკ, ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი), გერმანია დარჩებოდა ერთიანი,
თუმცა აღარასოდეს შეუქმნიდა საფრთხეს მსოფლიო მშვიდობას.

იაპონიამ საბჭოთა კავშირს გადასცა სამხრეთი სახალინი და კურილიის კუნძულები, იაპონიას გამოეყო კორეა.
მარიანის, მარშალისა და კაროლინის კუნძულები აშშ-ის სამეურვეო ტეროტორიებად იქცნენ. კუნძულ ოკინავაზე
აშშ-ს სამხედრო ბაზები განთავსდა.

სსრკს შემადგენლობაში შევიდა ტუვა.

იალტა-პოტსდამის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია,


როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვლის უმაღლესი ზესახელმწიფოებრივი საერთაშორისო ორგანიზაცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი (1945 წლიდან დღემდე)


ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშანი არა იმდენად პოლიტიკურ რუკაზე ტერიტორიული ცვლილებები, არამედ
თვით სახელმწიფოთა პოლიტიკური სტატუსის, მმართველობის ფორმების გარდაქმნებია. ორი მთავარი ნიშანი, რაც
ამ პერიოდს ახასიათებს არის სოციალისტური სისტემის შექმნა და დეკოლონიზაცია.

ევროპის სოციალისტური ქვეყნები

ომში გამარჯვებამ საშუალება მისცა საბჭოთა კავშირს, რომ დაემყარებინა კომუნისტური რეჟიმები. ასე აღმოჩნდნენ
სოციალისტურ ბანაკში პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, იუგოსლავია და ალბანეთი.

გერმანია ორ ნაწილად გაიყო, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად - კომუნისტური რეჟიმით და გერმანიის


ფედერაციულ რესპუბლიკად. ორად გაიყო ბერლინიც. აღმოსავლეთ ბერლინი გდრ-ს დედაქალაქად გამოცხადდა,
ხოლო დასავლეთ ბერლინს განსაკუთრებული სტატუსი მიეცა. გერმანიისგან განსხვავებით, ავსტრია გადაურჩა
დაყოფას. იგი ერთიან და ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამგვარად, 1945-1949 წლებში ჩამოყალიბდა 8
სოციალისტური სახელწმიფო.

აზიის სოციალისტური ქვეყნები


აღსანიშნავია, რომ ომამდე აზიაში კომუნისტური რეჟიმი მხოლოდ მონღოლეთში იყო. იაპონიისაგან ჩინეთის
გათავისუფლების შემდეგ ამ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, სადაც მოწინააღმდეგეები იყვნენ გომინდანის და
კომუნისტური მხარეები. კომუნისტებმა სრული გამარჯვება მოიპოვეს. 1949 წელს გამოცხადდა ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკა, შემდგომში მისი იურისდიქცია ტიბეტზეც გავრცელდა. გომინდანის მთავრობამ ძალაუფლება მხოლოდ
ტაივანზე შეინარჩუნა.

კორეის გათავისუფლების შემდეგ მის ტერიტორიაზე ორი საოკუპაციო ზონა შეიქმნა, ჩრდილოეთით - საბჭოთა და
სამხრეთით - ამერიკის. ამ ორ კორეულ სახელმწიფოს შორის 1950-53 წლებში მიმდინარეობდა ომი, ომს შედეგი
არ მოუტანია, ქვეყანა გაყოფილად დარჩა

ვიეტნამის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო შეიქმნა - კომუნისტური ვდრ და სამხრეთი ვიეტნამი. 1976 წელს
ვიეტნამი გაერთიანდა და შეიქმნა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა. კომუნისტური რეჟიმი დამკვიდრდა
ლაოსის სახალხო რესპუბლიკაში. 1959 წელს კომუნისტური რეჟიმი დამყარდა კუბაში. სოციალისტური ქვეყნების
რაოდენობამ 15-ს მიაღწია (8 ევროპა, 5 აზია, 1 ლათინური ამერიკა და თავად საბჭოთა კავშირი.)

აზიის დეკოლონიზაცია

1945 წელს დამოუკიდებელი ხდება ინდონეზია. 1946 - ფილიპინები. 1947 - ბრიტანეთის უდიდესი კოლონია,
ინდოეთი, მაგრამ რელიგიური პრინციპით იყოფა ორ სახელმწიფოდ, ინდოეთად და პაკისტანად. ინდოეთი
რესპუბლიკად გამოცხადდა. პაკისტანი აერთიანებდა აღმ და დას პაკისტანს. შემდგომში აღმ. გამოცხადდა
ბანგლადეშის რესპუბლიკად. 1948 წელს დამოუკიდებელი ხდება ცეილონი, 1972 წელს შრი-ლანკას რესპუბლიკად
გამოცხადდა. 1948 - ბირმა (მიანმა). 50-იან წლებში - ლაოსი, კამბოჯა, მალაია.

50-იანების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში - სინგაპური, საბახი და სარავაკი, რომლებიც შემდეგ


გაერთიანდნენ მალაიასთან და შექმნეს მალაიზიის ფედერაცია. 1965 წელს სინგაპური გავიდა ფედერაციიდან და
დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

40-იანი წლების მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ახლო აღმოსავლეთის რუკაზეც. 1944 -
მოიხსნა საფრანგეთის მანდატი სირიასა და ლიბანზე, 2 წლის შემდეგ ამ ქვეყნებმა სრული დამოუკიდებლობა
მოიპოვეს. ომის შემდეგ გაუქმდა ბრიტანეთის მადატი იორდანიასა და პალესტინაზე. იორდანია დამოუკიდებელ
სამეფოდ გამოცხადდა. პალესტინის ტერიორიაზე კი უნდა შექმნილიყო 2 სახელმწიფო, არაბული და ებრაული.
ებრაული სახელმწიფო - ისრაელი გამოცხადდა 1948 წელს, დანარჩენ ტერიტორიას ეგვიპტე და იორდანია
დაეუფლა. ისრაელ-არაბების ომის შედეგად ისრაელი დაეყფლა პალესტინას, გოლანის მაღლობებს და სინას
ნახევარკუნძულს. 70-იანი წლების ბოლოს ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს ტერიტორიები, მოგვიანებით დათანხმდა
დამოუკიდებლობა მიენიჭებინა ღაზისა და იერიქონის სექტორებისათვის.

60-იან წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვეს ადენმა, კუვეიტმა, ომანმა, კატარმა, ბაჰრეინმა, ხელშეკრულებითმა
ომანმა. ამ უკანასკნელის ემირატები გაერთიანდნენ და შექმენეს ფედერაციული სახელმწიფო არაბთა
გაერთიანებული საემიროები. 1968 წელს - მალდივის რესპუბლიკა. 1971 წელს - ბუტანი. 1984 წელს - ბრუნეი.
ბრიტანეთის კოლონია ჰონგკონგი 1997 წელს ჩინეთს დაუბრუნდა.

აფრიკის დეკოლონიზაცია (50-იან წლებში) უფალო მიშველე

წლისთვის აქ სულ 4 დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო - ეთიოპია, ლიბერია, ეგვიპტე და სარი. 1951- ლიბია. 1952
- ერიტრეა. 1956 - სუდანი. ამავე წელს საფრანგეთმა სცნო მაროკოსა და ტუნისის დამოუკიდებლობა. 1960 -
სომალი. 1962 - საფრანგეთმა სცნო ალჟირის დამოუკიდებლობა. 1957 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა შავი
აფრიკის პირველმა კოლონიურმა ქვეყანამ - ოქროს ნაპირმა (განამ), ხოლო 1958 წელს - შავი აფრიკის პირველმა
ფრანგულმა კოლონიამ - გვინეამ.

აფრიკის დეკოლონიზაცია (60-იან წლებში)


წელი აფრიკის წლად ითვლება, 17-მა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა
იყო საფრანგეთის კოლონია. 60-იან წლებში დეკოლონიზაციამ მოიცვა სამხრეთი და აღმოსავლეთი აფრიკაც.
ბელგიის კოლონიები - კონგო, რუანდა, ბურუნდი. ბრიტანეთის კოლონიები - კენია, ტანგანიკა და ზანზიბარი,
მალავი, ზამბია, ბოტსვანა, ლესოტო, სვაზილენდი, 1965 - დამოუკიდებელი ხდება სამხრეთი როდეზია, რომელიც არ
იქნა ცნობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. 1980 წელს შეიქმნა ზიმბამბვეს რესპუბლიკა. 60-იანი წლების
მეორე ნახევარში დამოუკიდებლობა მოიპოვეს ესპანეთის კოლონიამ - ეკვატორულმა გვინეამ და ბრიტანეთის
კოლონიებმა (მავრიკი, სეიშელი)

აფრიკის დეკოლონიზაცია 70-80იანი წლები

წელი აფრიკის წლად ითვლება, 17-მა კოლონიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა
იყო საფრანგეთის კოლონია. 60-იან წლებში დეკოლონიზაციამ მოიცვა სამხრეთი და აღმოსავლეთი აფრიკაც.
ბელგიის კოლონიები - კონგო, რუანდა, ბურუნდი. ბრიტანეთის კოლონიები - კენია, ტანგანიკა და ზანზიბარი,
მალავი, ზამბია, ბოტსვანა, ლესოტო, სვაზილენდი, 1965 - დამოუკიდებელი ხდება სამხრეთი როდეზია, რომელიც არ
იქნა ცნობილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ. 1980 წელს შეიქმნა ზიმბამბვეს რესპუბლიკა. 60-იანი წლების
მეორე ნახევარში დამოუკიდებლობა მოიპოვეს ესპანეთის კოლონიამ - ეკვატორულმა გვინეამ და ბრიტანეთის
კოლონიებმა (მავრიკი, სეიშელი)

ლათინური ამერიკის დეკოლონიზაცია

აქ ქვეყნების უმრავლესობამ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში მოიპოვეს.60-იანი წლების
დასაწყისში კოლონიურ სამფლობელოებს ძირითადად კუნძულოვანი ტერიტორიებიღა მოიცავდნენ. 60-იან წლებში
გათავისუფლდნენ ბრიტანეთის გვიანა (გაიანა) და ჰოლანდიის გვიანა (სურინამი). აგრეთვე, ინგლისის კოლონიები
- იამაიკა, ტრინიდადი და ტობაკო, ბარბადოსი. 70-იან წლებში კი გრენადა, სენტ ვინსენტი და გრენადინი,
სენტ-ლუსია, სენტ-კრისტოფერი და ნევის-ანგილია, ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, ბაჰამის კუნძულები.
დეკოლონიზაციის პროცესი არ შეხებია საფრანგეთს (საფრანგეთის გვიანა, მარტინიკა, გვადელუპა)

ოკეანეთის დეკოლონიზაცია

ყველაზე გვიან დეკოლონიზაცია ოკეანეთში განხორციელდა. 60-იან წლებში წარმოიშვნენ პირველი დამოუკიდებელი
სახელმწიფოები - დასავლეთ სამოა, ნაურუ და ტონგა. 70-იან წლებში - ფიჯი, პაპუა-ახალი გვინეა. 80-იანებში
ვანუატუ, სოლომონის კუნძულები, კირიბატი, ტუვალუ. 90-იან წლებში დამოუკიდებელები გახდნენ - მარშალის
კუნძულები, პალაუ და მიკრონეზია. დამოუკიდებელი ტერიტორიები შეინარჩუნეს აშშ-მ, საფრანგეთმა და ახალმა
ზელანდიამ (კუკის კუნძულები).

სსრკ-ის დაშლა

მაინც, ძირითადი ნიშანი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის
დაპირისპირება. 80-იანი წლების ბოლოს მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა სსრკ-ში გატარებულმა
„პერესტროიკის“ კურსმა. მოიშალა სოციალური სისტემა, რამაც მოსპო აღმოსავლეთისა და დასავლეთის
დაპირისპირება. საბჭოთა კავშირმა გამოიყვანა ჯარები ევროპიდან. 1990 წლის 3 ოქტომბერს აღდა გერმანიის
ერთიანი სახელმწიფო. დემოკრატიზაციის პროცესმა შეუქცევადი გახადა ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლები.

1991 წლის 8 დეკემბერს რუსეთმა, ბელორუსიამ და უკრაინამ გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის დაშლა. ამავე წლის
21 დეკემბერს ალმა-ატაში მისმა 11-მა რესპუბლიკამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირის დაშლა, მათ ხელი მოაწერეს
დსთ-ს დაარსების ხელშეკრულებას, რომელშიც საქართველო 1993 წელს შევიდა. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი
ცოტა ადრე, აგვისტოში გამოვიდნენ საბჭოთა კავშირიდან და არ შევიდნენ დსთ-ში. ამგვარად, 15 დამოუკიდებელი
სახელმწიფო წარმოიშვა.

1991-1992 წლებში დაიშალა იუგოსლავია. დამოუკიდებლობა მოიპოვეს სლოვენიამ, ხორვატიამ, ბოსნიამ და


მაკედონიამ. ჩერნოგორიამ კავშირი შეინარჩუნა. 1993 წელს ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად გაიყო.

თანამედროვე პოლიტიკური გეოგრაფია


სახელმწიფოთა კლასიფიკაცია ტერიტორიის სიდიდისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით:
ტერიტორიის სიდიდის მიხედვით გამოყოფენ დიდ, საშუალო და მცირე ქვეყნებს. ზოგჯერ ცალკე გამოიყოფა
„ჯუჯა“ სახელმწიფოები. დიდი მნიშვნელობა აქვს რა მასშტაბით ვიხილავთ სახელმწიფოებს. კერძოდ, ევროპის
მასშტაბით საშუალო სახელმწიფოები მსოფლიო მასშტაბით განხილვისას მცირე ქვეყნების კატეგორიაში
აღმოჩნდება. ასევე დიდი სხვაობაა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, ვატიკანში, ანდორაში და ა.შ
რამდენიმე ათასი კაცი ცხოვრობს, მაშინ როცა ჩინეთის მოსახლეობა 1,2 მილიარდს აღწევს.

სახელმწიფოთა კლასიფიკაცია ტერიტორიის ფორმისა და საზღვრების კონფიგურაციის მიხედვით: ამ


თვალსაზრისით გამოიყოფა კომპაქტური და არაკომპაქტური ქვეყნები. კომპაქტურია ქვეყანა, რომლის ფორმაც
უახლოვდება წრეს ან კვადრატს (პოლონეთი, საფრანგეთი). არაკომპაქტურია უკიდურესად წაგრძელებული
ფორმის ქვეყნები, როგორიცაა ჩილე.

სახელმწიფოთა ტიპოლოგია პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით: განასხვავებენ მაკრო,


მეზო და მიკროგეოგრაფიულ მდებარეობას. მაკროგეოგრაფიული მდებარეობის დროს მნიშვნელობა ენიჭება
ქვეყნის მდებარეობას მსოფლიო მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკური ცენტრების მიმართ, რაც განაპირობებს
სახელმწიფოს პოლიტიკურ კურსს. მეზომდეობარეობა გულისხმობს სახელმწიფოს გეოგრაფიულ ადგილს
რეგიონში. ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარება განპირობებულია იმით, თუ როგორი
პოლიტიკური ორიენტაციის არიან მისი მეზობლები და რა დამოკიდებულება აქვთ მათ მოცემულ ქვეყანასთან.
ისრაელის მდებარეობა არაბული ქვეყნების გარემოცვაში მის მეზოგეოგრაფიულ მდებარეობას უარყოფით ელფერს
სძენს, კონტრასტულად შვეიცარიისა. მიკრომდებარეობა გულისხმობს სახელმწიფოს საზღვრების ეკონომიკურ,
პოლიტიკურ და სამხედრო თვალსაზრისით შეფასებას. პოლიტიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით ის საზღვრებია
უფრო სტაბილური, რომელიც ქედებზე ან დიდ მდინარეებზე გადის.

მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაცია მმართველობის ფორმების მიხედვით: მმართველობის ორი მთავარი


ფორმა არსებობს - რესპუბლიკური და მონარქიული. რესპუბლიკა შეიძლება იყოს საპრეზიდენტო და
საპარლამენტო. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია
მთელი მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი. საპრეზიდენტო რესპუბლიკის მკაფიო მაგალითია აშშ და
ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანა. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთელი ძალაუფლება პარლამენტს
ეკუთვნის. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ქმნის მთავრობას - მინისტრთა კაბინეტს.
პრემიერ-მინისტრის უფლებები აქ ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი, როგორც წესი,
პარლამენტის მიერ აირჩევა. მისი ფუნქციები შეზღუდულია და ძირითადად წარმომადგენლობითი სტატუსით
განისაზღვრება. საპარლამენტო რესპუბლიკებია ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა. გვხვდება აგრეთვე
შერეული ტიპის საპრეზიდენტო-საპარლამენტო რესპუბლიკებიც. (საფრანგეთი).

მონარქიებიც ორი სახისაა - კონსტიტუციური და აბსოლუტური. კონსტიტუციურ მონარქიაში მონარქი "მეფობს,


მაგრამ არ მართავს". აქ მთელი ძალაუფლება პარლამენტის ხელშია. თანამედროვე მონარქიების დიდი
უმრავლესობა სწორედ კონსტიტუციურ მონარქიებს განეკუთვნება (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, ბელგია
და სხვ.). აბსოლუტურ მონარქიებში მეფის ძალაუფლება შეუზღუდავია და იგი სახელმწიფოს ერთპიროვნულ
მმართველს წარმოადგენს. აბსოლუტური მონარქიების რიცხვი დღეს ძალიან ცოტაა და ძირითადად სპარსეთის უბის
არაბული სახელმწიფოებით შემოიფარგლება (საუდის არაბეთი, ომანი, კატარი, ბაჰრეინი, ემირატები). ცალკე
გამოყოფენ თეოკრატიულ მონარქიებს, როცა მონარქი რელიგიური ხელმძღვანელიცაა. თანამედროვე მსოფლიოში
თეოკრატიული მონარქიის მაგალითია ვატიკანი.

სახელმწიფოთა კლასიფიკაცია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის მიხედვით: ორ ჯგუფად


იყოფა - უნიტარული და ფედერაციული. უნიტარული ერთიანი ქვეყნებია, ფედერაციული კი ადმინისტრაციული
ერთეულებისგან შედგება, როგორიცაა პროვინციები, მიწები, შტატები და ა.შ (ასეთია აშშ, გერმანია, კანადა;
ზოგიერთი მონარქიაც - მალაიზია, ბელგია და ა.შ)

სახელმწიფოთა კლასიფიკაცია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით: ამ


შემთხვევაში ყურადღება ექცევა ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა განათლება, შრომის პირობები, ერთ სულ
მოსახლეზე შემოსავალი და ა.შ შესაბამისად, სახელმწიფოები იყოფა განვითარებად, ზომიერადგანვითარებულ
და მაღალგანვითარებულ ქვეყნებად.

სახელმწიფოთა ტიპოლოგია საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის მიხედვით:

კოლონია - ქვეყანა ან ტერიტორია, რომელიც მეტროპოლიის დამოკიდებულების ქვეშ არის და სპეციალური


რეჟიმით იმართება.

პროტექტორატი - ქვეყანა შედარებით დამოუკიდებელია საშინაო საქმეებში, თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა კი


მეტროპოლიის ხელშია.

ვასალიტეტი - ერთი სახელმწიფო (ვასალი) ემორჩილება მეორე სახელმწიფოს (სუზერენს). ვასალური


სახელმწიფო გადასახადს უხდის სუზერენს და სამხედრო დახმარებას უწევს მას. მაგ: ანდორა საფრანგეთისა და
ესპანეთის ურხელის ეპისკოპოსის ვასალია.

კონდიმინიუმი - ერთ სახელმწიფოს ან ტერიტორიას მართავს რამდენიმე სახელმწიფო. მაგ: ინგლის-ეგვიპტის


კონდინიუმი სუდანზე.

დომინიონი - ფორმალური დამოკიდებულების სახე ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრებისთვის, რომლებიც


მიუხედავად დამოუკიდებლობისა ინგლისის დედოფალს ემორჩილებიან (კანადა, ავსტრალია)

თავისუფალი ქალაქი - ნეიტრალური ან დელიმიტარიზებული წარმონაქმნი, რომლის სამართლებრივი რეჟიმი


საერთაშორისო ხელშეკრულების განისაზღვრება და გარანტირებულია სახელმწიფოებისა და საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ. ამჟამად არ არსებობს, მაგრამ ადრე იყო: ბერლინი, ტრიესტი, იერუსალიმი, დანციგი.

სამანდატო ტერიტორიები - პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებული სტატუსი, როდესაც გერმანიის ყოფილი
კოლონიები და თურქეთის ზოგიერთი სამფლობელო სამართავად გადაეცათ გამარჯვებულ ქვეყნებს.

სამეურვეო ტერიტორიები - გაეროს მიერ განსაზღვრული ყოფილი სამანდატო ან მეორე მსოფლიო ომში
დამარცხებულ ქვეყნებს ჩამორთმეული ტერიტორია, რომელიც სამეურვოდ გადაეცა რომელიმე სახელმწიფოს.
(აშშ-ის სამეურვეო ტერიტორია მარიანის კუნძულები).

სახელმწიფოთა ტიპოლოგია საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით:

ნეიტრალური ქვეყნები - როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს საომარ კონფლიქტებზე. ნეიტრალიტეტი შეიძლება
იყოს ევენტუალური და მუდმივი. პირველი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ ომში ნეიტრალიტეტის
დაცვას. მეორე კი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო კონფლიქტებში არმონაწილეობასა და სამხედრო ბლოკში
არშესვლაში გამოიხატება. მუდმივი ნეიტრალიტეტი ზოგჯერ გარანტირებულია სხვა სახელმწიფოების მიერ.
(შვეიცარია)
მიუმხრობელი ქვეყნები - სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში არ შედიან და
მიუმხრობლები არიან. ნეიტრალური ქვეყნებისგან განსხვავებით, მათთვის ომი დასაშვებია. მათ შესაბამისი
საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნიათ.

ბლოკური ქვეყნები - სახელმწიფოები, რომლებიც სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან გაერთიანებული.


ასეთია ნატოს წევრი ქვეყნები. ადრე ის ქვეყნები, რომლებიც ვარშავის პაქტში შედიოდნენ.

სახელმწიფოთა ტიპოლოგია ფასეულობათა სისტემის მიხედვით: იგულისხმება ზნეობრივი ღირებულებები,


რომლებიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს განსაზღვრავს.
გარკვეულწილად რელიგიურ ბაზას ეყრდნობა. ცივილიზირებული სამყაროს წესები და ნორმები ძირითადად
ქრისტიანულ სამყაროში აღმოცენდა. არსებობს ფასეულობათა სისტემა, რომელსაც ისლამი ასაზრდოებს. შეიძლება
გამოიყოს ბუდისტური და ინდუისტური ფასეულობათა სისტემაც.

სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ დაპირისპირება დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის წარსულს ჩაბარდა.


ახლა აქტუალურია დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. მსოფლიოს ხშირად ყოფენ ბირთვად,
პერიფერიად და ნახევრადპერიფერიად.

შიდა პოლიტიკური პროცესების გეოგრაფია


შიდა პოლიტიკურ პროცესებში იგულისხმება პოლიტიკურ ძალთა განლაგება სახელმწიფოს შიგნით, რაც ძირითადად
არჩევნების შედეგების მიხედვით ფასდება. ამის გარდა შიდა პოლიტიკურ პროცესებს მიეკუთვნება შიდა
დაძაბულობები, კონფლიქტები, სეპარატიზმი, ნაციონალიზმი თუ ტრაიბალიზმი.

სტაბილურ სახელმწიფოებში შიდა პოლოტიკური პროცესების ძირითადი გამოხატულება არჩევნების შედეგებია,


რომლებიც პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე გვაძლევს წარმოდგენას. პოლიტიკურ ძალთა შორის წამყვანი ადგილი,
როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებს უჭირავთ.

პარტიულ-პოლიტიკურ ძალთა განლაგების გეოგრაფიული ანალიზი ოთხ ურთიერთდაკავშირებულ


ჯგუფს მოიცავს:

1. პოლიტიკურ-პარტიულ ძალთა განლაგების განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა

2. საარჩევნო სისტემის მექანიზმის მოქმედების ტერიტორიული ასპექტების შესწავლა (ხელისუფლების სათავეში


მდგომი ძალები ხშირად ახერხებენ წარმომადგენლობით ორგანოებში ადგილების სასურველ განაწილებას)

3. ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებში "პოლიტიკური თამაშის" სპეციფიკის შესწავლა


(აღმასრულებელი ორგანოების შემადგენლობა ხშირად არ ემთხვევა პოლიტიკურ ძალთა რეალურ განაწილებას.
ზოგიერთი მცირერიცხოვანი პარტია აბალანსებს მსხვილ პარტიებს. ასეთ როლს თამაშობს დიდი ბრიტანეთის
ლიბერალური პარტია)

4. პარტიულ-პოლიტიკურ ძალთა განლაგებასა და არჩევნების ორგანიზაციის ტერიტორიულ ასპექტებს შორის


უკუკავშირების შესწავლა. (მიზანია სოციალურ თუ ტერიტორიულ ჯგუფში სასურველი პარტიის გავლენის
გაძლიერება)

როგორც წესი, არჩევნების შედეგებზე დიდ როლს თამაშობს საარჩევნო სისტემის ტიპები. სულ სამი ძირითადი
სისტემა გამოიყოფა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული.

მაჟორიტარული სისტემა ყველაზე გავრცელებულია და გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიის საარჩევნო ოლქებად


დაყოფას, საიდანაც აირჩევა თითო დეპუტატი. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც ყველაზე მეტ ხმას
დააგროვებს. კანდიდატს შეიძლება ამომრჩეველთა არათუ უმრავლესობა, არამედ ერთი მესამედიც არ უჭერდეს
მხარს და მაინც გახდეს დეპუტატი. ასეთია ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა, რომელიც აშშ, ბრიტანეთში,
კანადაში და სხვ. მოქმედებს. გარდა ერთმანდატიანისა, არსებობს მრავალმანდატიანი სისტემა, როდესაც ერთი
საარჩევნო ოლქიდან რამდენიმე დეპუტატი უნდა აირჩეს. ასეთ შემთხვევაში თითო ამომრჩეველს იმდენი ხმა აქვს,
რამდენი დეპუტატიც უნდა აირჩეს.

პროპორციული სისტემისას ამომრჩეველი ხმას აძლევს არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ პოლიტიკურ
პარტიას ან ბლოკს. ასეთი არჩევნებისას შეიძლება მთელი ქვეყანა წარმოადგენდეს ერთ საარჩევნო ოლქს და
პარტიას მის მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობის შესაბამისი დეპუტატთა რიცხვი ჰყავდეს
პარლამენტში. რამდენიმე საარჩევნო ოლქის შემთხვევაში, ოლქში მიღებული ხმების ხვედრითი წილი განსაზღვრავს
პარტიის ადგილების რიცხვს პარლამენტში. დეპუტატების ვინაობას პარტია განსაზღვრავს.

შერეული სისტემის დროს ერთდროულად ხდება დეპუტატების მაჟორიტარული და პროპორციული წესით -


კერძოდ, დეპუტატთა ნაწილი აირჩევა უშუალოდ ერთმანდატიან ოლქებში, ნაწილი კი პროპორციულად პარტიული
სიებით. ამგვარად, თითოეულ ამომრჩეველს ორი ხმა აქვს, ერთს აძლევს კონკრეტულ პიროვნებას, მეორეს -
პოლიტიკურ პარტიას. ასეთი სისტემა მოქმედებს საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში.

მმართველი პარტია ხშირად ანაწილებს საარჩევნო ოლქის საზღვრებს ისე, რომ მიიღოს მაქსიმალური ხმათა
რაოდენობა. ამას „ჯერიმენდერინგი“ ეწოდება. ეს უკანასკნელი ორ სახედ იყოფა: ა) მოწინააღმდეგეთა
განსახლების არეალის მიერთება საიმედო ოლქებთან ბ) ოპოზიციის მხარდამჭერთა განსახლების არეალის დაყოფა
რამდენიმე ოლქად.

ფაქტია, რომ არსებობს შესაბამისი კანონზომიერებები არჩევნების შედეგებსა და სხვადასხვა ფაქტორებს შორის.
მაგალითად, შემთხვევით არ არის, რომ აშშ-ს სამხრეთ შტატები უმეტესად დემოკრატებს უჭერენ მხარს,
ჩრდილო-აღმოსავლეთი კი - რესპუბლიკელებს. საქართველოს 1990 წელს ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ
არჩევნებში არაქართული ეთნოსებით დასახლებულმა რეგიონებმა კომუნისტურ პარტიას მისცეს ხმა, ხოლო
ეთნიკურად ერთგვაროვანმა ქართულმა მოსახლეობამ - "მრგვალი მაგიდა - თავისუფალ საქართველოს".

სახელმწიფოს შიდა ტერიტორიული ერთეულების არათანაბარი განვითარების დონე ყველა ქვეყნისთვის არის
დამახასიათებელი. ქვეყნის შიგნით არის რაიონები, სადაც პრობლემების გამო მოსახლეობა მასობრივად მიდის
ემიგრაციაში. შიდა რეგიონალური პრობლემების მაგალითია: სამხრეთ იტალია.

შიდა რეგიონული პრობლემები განსაკუთრებით რთული ხასიათისაა, როდესაც დეპრესიული რეგიონები ეროვნული
უმცირესობებით არიან წარმოდგენილი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეთნიკური განსხვავებულობის გამო
ჩაგვრის ობიექტები არიან. ეს ხელს უწყობს ნაციონალისტური იდეების დაფუძნებას. ასეთ დროს ხელისუფლება
ცდილობს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია მოხდეს.

მდგომარეობა რთულდება თუ ეროვნული უმცირესობების განსახლების არეალი სასაზღვრო რეგიონშია ან იმ


შემთხვევაში, თუ ისინი ესაზღვრებიან ისტორიულ სამშობლოს. (ირედენტიზმი - ისტორიულ სამშობლოსთან
შეერთება). უფრო რთული ფორმაა სეპარატიზმი, როდესაც სახელმწიფოს რომელიმე რეგიონი ცდილობს
პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლასთან არის გაიგივებული.
თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა: სეპარატიზმი გულისხმობს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული
ორგანიზმის დაშლას, ეროვნული-განმანთავისუფლებელი ბრძოლა კი დამონებული, ანექსირებული ერის ბრძოლაა
დამოუკიდებლობისთვის. არც ერთი სახელმწიფო თანხმდება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. ასეთ დროს
იწყება კონფლიქტი ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტულ მოძრაობას შორის. (ბოსნია, აფხაზეთი)

აზიისა და აფრიკისთვის დამახასიათებელია ტრაიბალიზმი, ანუ ტომობრიობა. არჩევნებში ხშირად ამომრჩეველი


თავისი ტომის წარმომადგენელს უჭერს მხარს. ტომობრივი დაპირისპირება იყო რუანდაში ხუტუსა და ტუტსებს
შორის.
საგარეო პოლიტიკური პროცესების გეოგრაფია
გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან როლს ძლიერი სახელმწიფოები
თამაშობენ, რომლებიც ექსპანსიასა და აგრესიულ პოლიტიკაზე დაყრდნობით იმორჩილებდნენ ხალხებსა და მიწებს
და ქმნიდნენ იმპერიას.

იმპერიული სახელმწიფოების კოლონიური აქტივობის 4 ძირითადი პერიოდი გამოიყოფა:

1. პირველი არაკონკურენციული ერა (XVI საუკუნე). იმპერიული სახელმწიფოებია მხოლოდ ესპანეთი და


პორტუგალია.
2. პირველი კონკურენციული ერა (XVII და XVIII საუკუნე). ესპანეთსა და პორტუგალიას ანაცვლებს
ნიდერლანდები, საფრანგეთი, რუსეთი, ინგლისი და ა.შ
3. მეორე არაკონკურენციული ერა (XIX საუკუნის შუა ხანები). ბრიტანეთი ჰეგემონია და მასთან ერთად,
საფრანგეთის აწარმოებს იმპერიალისტურ ექსპანსიას.
4. მეორე კონკურენციული ერა (XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისი). აქტიურად იბრძვიან
ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, აშშ და ა.შ

ქვეყნები, რომლებიც არ ყოფილა დამოკიდებული იმპერიალისტურ სახელმწიფოზე: იაპონია, კორეა, ჩინეთი, ნეპალი,
ირანი, თურქეთი, ჰიჯაზი, ჩრდილოეთ იემენი და ა.შ

შეგვიძლია გამოვყოთ დეკოლონიზაციის სამი ტალღა:

1. პირველმა ტალღამ მოიცვა ლათინური ამერიკა (XIX საუკუნის დასაწყისი)


2. მეორე ტალღამ მოიცვა ევროპის სახელმწიფოების კოლონიები (XX საუკუნის 40-60იანი წლები)
3. მესამე ტალღამ საბჭოთა კავშირი მოიცვა (XX საუკუნის 80-90იანი წლები)

XX საუკუნის მეორე ნახევარი წარმოადგენდა ბლოკურ საერთაშორისო სისტემას. დასავლეთის სახელმწიფოების


მთავარი პოლიტიკური-სამხედრო ორგანიზაცია იყო ნატო, სოციალისტური ქვეყნების სამხედრო ბლოკი კი ვარშავის
პაქტი. სოციალისტური სისტემის დაშლამ დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება გააქრო.

გარემოსთან დაკავშირებული კონფლიქტები სამ ჯგუფად იყოფა: ტერიტორიული, რესურსული და


ეკოლოგიური.

ტერიტორიული კონფლიქტები ძირითადად მეზობელ სახელმწიფოებს შორის ხდება, მაგრამ კოლონიური


გადანაწილების დროს დაშორებულ ქვეყნებს შორისაც ხდებოდა. ამგვარ კონფლიქტებს სხვადასხვა მიზეზი აქვს.
მაგალითად, ამა თუ იმ ტერიტორიის გეოგრაფიული ხელსაყრელობა, სამხედრო-სტრატეგიული ან ზღვაზე
გასასვლელის ხელში ჩაგდების სურვილი. ამგვარი კონფლიქტების მაგალითებია: სომხეთ-აზერბაიჯანის,
ირან-ერაყის, ისრაელის და არაბული ქვეყნების და სხვ. აფრიკაში ტერიტორიული კონფლიქტები განპირობებულია
კოლონიზატორების მიერ დადგენილი საზღვრებით, რომელიც არ ემთხვეოდა ტომებს.

ბუნებრივ-რესურსული კონფლიქტი ისეთი კონფლიქტია, როდესაც ერთი ქვეყანა მეორის ბუნებრივ რესურსებზე
აცხადებს პრეტენზიას. ასეთი კონფლიქტის კლასიკური შემთხვევაა სანაპირო წყლებში თევზჭერის საკითხი. ასეთ
ნიადაგზე გართულდა ურთიერთობები ინგლისსა და ისლანდიას შორის. (ვირთევზას ომი ჰაჰა). ხშირად კონფლიქტი
ეხება სათბობ-ენერგეტიკული რესურსების საკითხს, მათ მითვისებას. (ჩრდილოეთის ზღვისა და კასპიის ზღვის
ნავთობის პრობლემა)

ეკოლოგიური კონფლიქტები ეხება ისეთ უარყოფით ეკოლოგიურ მოვლენებს, როგორებიცაა დაბინძურებული


მდინარეებისა და ჰაერის მასების გადაადგილება, რომელიც შეიძლება ერთ ქვეყანაში დაიწყოს და მეორეში
გამოიწვიოს უარყოფითი შედეგები. მაგ. ევროპაში ყველაზე მეტად დამაბინძურებელი ქვეყნებია გერმანია და
ინგლისი, მათი "მსხვერპლი" კი არის ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი. ნორვეგიაში 90% ატმოსფერული
დაბინძურებებისა სხვა ქვეყნებიდან მოდის. ამის მაგალითია ასევე ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქება,
ირან-ერაყის ომის დროს ჭაბურღილების დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ლაქები და სხვ.
საერთაშორისო ორგანიზაციები

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) - შეიქმნა 1945 წელს მშვიდობისა და უსაფრთხოების


შენარჩუნების მიზნით. თითქმის ყველა სუვერენული სახელმწიფოა გაეროს წევრი, გარდა შვეიცარიისა და ზოგიერთი
ჯუჯა სახელმწიფოსა. ძირითადი ორგანო გაეროს ფარგლებში არის უშიშროების საბჭო, რომელიც 5 მუდმივი
წევრისგან შედგება (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი). თითოეულ მათგანს ვეტოს უფლება აქვს.
გაეროს მთავარი ორგანოებია ასევე გენერალური ასამბლეა, ეკონომიკური და სოციალური საბჭო და ა.შ მასში
გაერთიანებულია ზოგიერთი სპეციალიზირებული ორგანიზაცია, კერძოდ იუნესკო, საერთაშორისო სავალუტო
ფონდი და ა.შ გაეროს შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ იორკში.

ევროპის საბჭო - შეიქმნა 1949 წელს. მისი წევრი შესაძლოა გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც
ცნობს კანონის უზენაესობას. მოიცავს ადამიანის უფლებების დაცვით, კულტურისა და ეკოლოგიის საკითხებს.
თავდაპირველად მისი წევრები მხოლოდ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები იყვნენ, შემდეგ კი ყოფილი
სოციალისტური სახელმწიფოებიც მოიცვა. ევროპის საბჭოს მთავარი ორგანოა მინისტრთა კომიტეტი და
საკონსულტაციო ასამბლეა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სტრასბურგში.

ევროპული თანამეგობრობა (ევროკავშირი) - საფუძველი ჯერ კიდევ 1952 წელს ჩაეყარა „ევროპის
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების“ შექმნით. მისმა 6-მა წევრმა (გფრ, საფრანგეთი, იტალია, ბენილუქსი)
1957 წელს შექმნა „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“. ამ ორგანიზაციას 1973 წელს შეუერთდა დანია,
ირლანდია და დიდი ბრიტანეთი. 1980 წელს საბერძნეთი. 1986 წელს ესპანეთი და პორტუგალია. 1995 წელს
ავსტრია, შვედეთი, ფინეთი. მისი ძირითადი მიზანი იყო ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა. შემდგომში მან
პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. 1992 წელს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ხელი მოეწერა ხელშეკრულებას და
შეიქმნა ევროკავშირი. აღმასრულებელი ფუნქცია აკისრია ევროპის კომისიას, საკანონმდებლო - მინისტრთა
საბჭოს. წევრი ქვეყნების მოქალაქეები ირჩევენ ევროპარლამენტს. მას უფლება აქვს დაითხოვოს აღმასრულებელი
ორგანო - ევროკომისია. ევროპული საბჭოს ფუნქციაა წევრი სახელმწიფოების საერთო ორიენტაციის შემუშავება.
ცენტრად ბრიუსელი ითვლება.

ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) - შეიქმნა 1949 წელს ჩრდილოეთ ამერიკისა დ
დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
სამხედრო-პოლიტიკური ბლოკიდან პოლიტიკურ ორგანიზაციად ტრანსფორმირდა. მისი ფუნქციაა უსაფრთხოების
გარანტირება და კონფლიქტების დეესკალაცია (ნატომ დიდი როლი ითამაშა ბოსნიის და კოსოვოს კონფლიქტების
მოგვარებაში).

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) - შეიქმნა 1991 წლის დეკემბერში. მასში 11 ყოფილი
მოკავშირე გაერთიანდა. საქართველო მასში 1993 წლის ოქტომბერში შევიდა. დსთ ფორმალურად
თანასწორუფლებიანი სახელმწიფოთა ორგანიზაციაა, თუმცა რუსეთის უპირატესობის გამო არაქმედითუნარიანია.

ვარშავის ხელშეკრულების კავშირი - შეიქმნა 1955 წელს და მოიცავდა სსრკ-ს, პოლონეთს, ჩეხოსლოვაკიას,
უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, გდრ-სა და ალბანეთს. მისი მიზანი კომუნისტური რეჟიმის განმტკიცება იყო.
1990 წელს დაიშალა. გაუქმდა ასევე ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო, რომელიც 1949-89 წლებში
ფუნქციონირებდა სოციალისტური ეკონომიკური სისტემის განმტკიცების მიზნით. მასში ევროპის სოციალისტური
ქვეყნების გარდა, შედიოდნენ მონღოლეთი, ვიეტნამი და კუბა.

სენტო (ცენტრალური ხელშეკრულების კავშირი) - შეიქმნა 1954-55 წლებში. მისი წევრები იყო დიდი
ბრიტანეთი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ერაყი. დაიშალა 70-იან წლებში. ასევე დაიშალა სეატო
(სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხელშეკრულების ორგანიზაცია), რომელშიც შედიოდა აშშ, დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ფილიპინები და პაკისტანი. აღარ ფუნქციონირებს არც
აზპაკი (აზია-წყნარი ოკეანის საბჭო), რომელის 1966 წელს დაარსდა იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის
და ა.შ ხელმძღვანელობით. ფორმალურად არსებობს ანზიუსი (ავსტრალია, ახალი ზელანდია, აშშ) და ანზიუკი
(ავსტრალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი). უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა ასეანი, რომელიც 1967
წელს შეიქმნა.

რეგიონული ორგანიზაციები: ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (აშშ და ლათინური ამერიკა, კუბის გარდა),
აფრიკის ერთიანობის ორგანიზაცია, არაბული ქვეყნების ლიგა, ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოთა
ორგანიზაცია, ჩრდილოეთის საბჭო, ისლამური კონგრესი, ბისეკი.

ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები: ოპეკი (13 ქვეყანა), ევროპის რეკონსტრუქციისა


და განვითარების ბანკი, გენერალური ხელშეკრულება ტარიფებსა და ვაჭრობაზე.

გეოპოლიტიკის ხიბლი
ტერმინი „გეოპოლიტიკა“ საკმაოდ პოპულარულია და მას ყოველდღიურად ვხვდებით, თუმცა თავისი
კომპლექსურობიდან გამომდინარე მისი განმარტება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს გაუგებრობა
დაკავშირებულია იმასთან, რომ მეცნიერთა უმრავლესობა გეოპოლიტიკას მეცნიერებად არ აღიარებს და მას
მხოლოდ პრაქტიკაში განხორციელებული პოლიტიკის გამოვლინებად მიიჩნევს. პოლიტიკოსებიც ასევე თავს
არიდებენ გეოპოლიტიკაზე მსჯელობას. ამის მიზეზად მიიჩნევა ის ფაქტი, რომ გეოპოლიტიკა ნაცისტური
გერმანიის ოფიციალური იდეოლოგია იყო, რომელიც გერმანიის ექსპანსიასა და დაპყრობით ომებს
გეოპოლიტიკური აუცილებლობით ამართლდება. ისევე როგორც ნაციზმთან დაკავშირებული ყველა ქმედება,
გეოპოლიტიკაც დანაშაულად მიიჩნიეს და არავის სურდა მასთან რაიმე კავშირი. ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი
გეოპოლიტიკა გააჩნია, შესაბამისად მისი მხოლოდ ნაცისტურ გეოპოლიტიკასთან გაიგივება არამართლზომიერია.
ამ ტერმინის უგულებელყოფის მთავარი მიზეზი ალბათ უფრო ისაა, რომ იგი აშკარად და დაუფარავად
გამოხატავს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტ ინტერესებს, რომელიც პოლიტიკოსებმა ან უნდა
დამალონ, ან სრულიად „კეთილშობილ“ და ჰუმანური მიზნებით შენიღბონ.
გეოპოლიტიკის განმარტება ძირითადად დაიყვანებოდა რეაქციულ დოქტრინამდე, რომელიც
გეოგრაფიული ფაქტორების გაზვიადებითა და აბსოლუტიზირებით ასაბუთებს სახელმწიფოს აგრესიულ
და ექსპანსიურ საგარეო პოლიტიკს.

დღეს ტერმინი გეოპოლიტიკა სამი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება:

♥ ნაცისტური გერმანიის ექსპანსიონისტური დოქტრინა, რომელიც გერმანიის მილიტარისტულ პოლიტიკურ


კურსს გეოგრაფიული, კერძოდ, არასაკმარისი „სასიცოცხლო სივრცით“ ამართლებდა. გეოპოლიტიკის ეს
მნიშვნელობა აღინიშნება გერმანული სიტყვით „Geopolitik”
♥ სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის შემუშავება და განხორციელება ემყარება გეოგრაფიულ ფაქტორებს და
მიზნად ისახავს გეოგრაფიული და სტრატეგიული მახსიათებლების განმტკიცებას. აღინიშნება ინგლისური
სიტყვით „Geopolitics”
♥ მეცნიერება, რომელიც შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკაზე გეოგრაფიული ფაქტორების გავლენას.
აღინიშნება ინგლისური სიტყვით „Geopolitics“

⮚ პირველად გეოპოლიტიკის ცნება მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიტანა შვედმა მეცნიერმა რუდოლფ
კიელენმა(ქართულ სივრცეში ჩელენის სახელით დამკვიდრდა).
⮚ გეოპოლიტიკა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის სახე, არსებობს უძველესი დროიდან, მას შემდეგ, რაც
გაჩდნენ პირველი სახელმწიფოები.
⮚ გეოპოლიტიკა, როგორც მეცნიერული კონცეფცია თუ თეორია ჩნდება მე-19 საუკუნის ბოლოდან, როცა
ფრიდრიხ რატცელისა და რუდოლფ ჩელენის შრომები გამოჩნდა.
⮚ გეოპოლიტიკის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიული დეტერმინიზმის კონცეფცია,
რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს.
გეოგრაფიული დეტერმინიზმი
გეოგრაფიული დეტერმინიზმის(გეოდეტერმინიზმის) სახელით ცნობილია მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს,
რომ საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი გეოგრაფიული გარემოა. ამა თუ იმ ხალხის
დაწინაურება თუ ჩამორჩენა განპირობებულია სწორედ გეოგრაფიული პირობებით. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი
მოაზროვნეები( ჰიპოკრატე, პოლიბოსი) თვლიდნენ, რომ ცივილიზაციები მხოლოდ ზომიერ კლიმატურ პირობებში
შეიძლება ჩამოყალიბდეს, სადაც ხელსაყრელი ბუნებრივი გარემოა. პლატონმა და არისტოტელემ პირველებმა
დააკავშირებს გეოგრაფიული პირობები პოლიტიკას. პლატონის აზრით მთლიანი ქვეყნისთვის შესაფერისი რეჟიმი
დემოკრატიაა, ვაკის რელიეფის მქონე ქვეყნებისთვის კი-ავტოკრატია. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ პატარა
ზომის სახელმწიფოსთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა რესპუბლიკა, დიდი ქვეყნისათვის-მონარქია, ხოლო
ძალიან დიდი ქვეყნისთვის-იმპერია(ტირანია).

⮚ შუა საუკუნეებში გეოდეტერმინზმი დავიწყებას მიეცა და საზოგადოების განვითარების ახსნა რელიგიურ


მოძღვრებებს დაექვემდებარა.
⮚ მე-14 საუკუნიდან იწყება გეოდეტერმინიზმის იდეების აღორძინება ჯერ არაბულ
სამყაროში(იბნ-ქალდუნი, იბნ-ბატუტა), ხოლო შემდეგ-ევროპაში.
⮚ მე-16 საუკუნის ფრანგმა მეცნიერმა ჟან ბოდენმა ევროპის ხალხები ჩრდილოეთისა და სამხრეთის
ხალხებად დაყო და მიიჩნია, რომ ჩრდილოეთში არიან ძლიერი, კანონმორჩილი, მამაცი, თუმცა ინტელექტით
დაბალი მეომრები, ხოლო სამხრეთის ხალხები პირიქით. მათ დიდი მიღწევები აქვთ მეცნირებასა თუ
ლიტერატურაში, თუმცა ფიზიკურად სუსტები და უდისციპლინონი არიან. ფრანგები მან მიიჩნია
გეოგრაფიულად შუაში მყოფ ხალხად, რომლებსაც ორივე ხალხის თვისებები აქვს და ისინი სხვა ხალხებზე
მაღლა დგანან. დაახლოებით ამავე აზრს იზიარებდა გეოგრაფიული დეტერმინიზმის ყველაზე დიდი
წარმომადგენელი შარლ ლუი მონტენსკიე.
⮚ მე-19 საუკუნის მოაზროვნეთაგან აღსანიშნავია ინგლისელი თომას ბოკლი, რომელმაც ინგლისის
მსოფლიო ლიდერობა დაუკავშირა ბრიტანეთის კუნძულოვან მდებარეობას, რამაც საშუალება მისცა ინგლისს
საუკუნეების განმავლობაში ყოფილიყო დაცული უცხოელთა თავდასხმებისაგან და მოეპოვებინა ბატონობა
ზღვებზე. მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნია ასევე ინგლისელთა ხასიათი, რომელიც ბრიტანეთის კლიმატით
აიხსნება. ეს უკანასკნელი არ ხასიათდება მკვეთრი რყევებით და ზამთარსა და ზაფხულს შორის
ტემპერატურული სხვაობა ძალიან მცირეა.
⮚ რუსი მეცნიერი ლევ მეჩნიკოვი საზოგადოების განვითარების განმსზაღვრელ ფაქტორად წყალს მიიცნევდა.
მისი აზრით კაცობრიობის ისტორია იყოფა სამ ეტაპად:
1. მდინარეული ცივილიზაციების ეპოქა: უძველესი დროიდან ძვ.წ მე-10 საუკუნემდე და
აერთიანებდა ძველი ეგვიპტის, შუამდინარეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ცივილიზაციებს.
2. ზღვიური(ხმელთაშუაზღვიური) ცივილიზაციების ეპოქა: ძვ.წ მე-10 საუკუნიდან ახ.წ მე-15
საუკუნემდე. აერთიანებს პალესტინას, ფინიკიას, საბერძნეთს, კართაგენი, რომი, ბიზანტია, არაბთა
ხალიფატი, იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები
3. ოკეანური ცივილიზაციების ეპოქა: მე-15 საუკუნის შემდეგ და აერთიანებს პორტუგალიას,
ესპანეთს, ჰოლანდიას, საფრანგეთსა და ინგლისს.
♥ გერმანელმა გეოგრაფმა ფრიდრიხ რატცელმა სახელმწიფო მიიჩნია ცოცხალ ორგანიზმად, რომელიც
იბადება, იზრდება და კვდება.სახელმწიფოს ზრდა გულისხმობს მისი ტერიტორიის გაფართოებას მეზობელი
სუსტი და პატარა სახელწმიფოების ხარჯზე. ამ მოძღვრებას სოციალურ დარვინიზმსაც
უწოდებენ.სახელმწიფომ უნდა შექმნას საარსებო გარემო, ანუ სასიცოცხლო სივრცე. დაპყრობითი ომები
და ტერიტორიული ექსპანსია მიჩნეულია, როგორც ლოგიკური ქმედება. სწორედ რატცელის ეს მოსაზრებები
ითვლება იმ ზღვრად, საიდანაც გეოდეტერმინიზმი გეოპოლიტიკაში გადაიზარდა და გეოპოლიტიკური
მოძღვრებების ისტორიაც რატცელით იწყებენ.
კლასიკური გეოპოლიტიკა: თელუროკრატია
სპეციალურ ლიტერატურაში მირებულია გეოპოლიტიკური თეორიების დაყოფა თელუროკრატიულ (ხმელეთის
ბატონობა) და თალასოკრატიულ(ზღვის ბატონობა) თეორიებად. ასეთ დაყოფას საფუძვლად უდევს იმ
ქვეყნებისა და იმპერიების არსი, სადაც ეს თეორიები ჩამოყალიბდა და ვის ინტერესებსაც ემსახურება. იმპერიები
თავისი ხასიათით ან სახმელეთოა, რომელთა წარმოქმნა ტერიტორიული გაფართოების ხარჯზე ხდებოდა, ან
საზღვაო, რომელთა სიძლიერეს ზღვისგადაღმა ტერიტორიების დაპყრობა და კოლონიზაცია განსაზღვრავდა.
შესაბამისად, გერმანული და რუსული გეოპოლიტიკა თელუროკრატიულია, ხოლო ბრიტანულ-ამერიკული
და ფრანგული-თალასოკრატიული.

გერმანული გეოპოლიტიკა
როგორც უკვე აღინიშნა, თეორიული გეოპოლიტიკის ისტორია რატცელით იწყება. მისმა მოწაფემ, რუდოლფ
ჩელენმა რატცელის მოსაზრებები განავრცო, თეორიული დასაბუთება მისცა და სახელმწიფო კონცეფციად
ჩამოაყალიბა. მანვე დაამკვიდრა ტერმინი „გეოპოლიტიკა“. იგი თვლიდა, რომ სახელმწიფოებს შორის მუდმივად
მიმდინარეობს ბრძოლა, როემლშიც ძლიერი იმარჯვებს და სუსტი მარცხდება. ამ უკანასკნელის ხარჯზე კი
გამარჯვებული სახელმწიფო იზრდება და თავის სასიცოხლო სივრცეს ქმნის. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი
თვლიდა, რომ ასეთი სასიცოცხლო სივრცე ინგლისსა და საფრანგეთს უკვე ჰქონდათ ზღვისგადაღმა კოლონიების
სახით, აშშ-მ ლათინური ამერიკა აქცია თავის სანედლეულო ბაზრად, რუსეთმა სასიცოცხლო სივრცე შეიქმენა
მეზობელი სუსტი ხალხებისა და ქვეყნების „გადაყლაპვის“ გზით, ევროპაში კი იგივე უნდა მოიმოქმედოს გერმანიამ,
რომლის სასიცოცხლო სივრცე უნდა მოიცავდეს მთელ ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას.
გერმანული პოლიტიკის მთავარი წარმომადგენელია კარლ ჰაუსოფერია. სწორედ მისი თეორია და დასკვნები
დაედო საფუძვლად ნაცისტური გერმნაიის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და ექსპანსიონიზმს. იგი თვლიდა, რომ
გერმანიას მოკავშირის გარეშე არ შეეძლო გამხდარიყო სუპერსახელმწიფო და შეექმნა სასიცოცხლო სივრცე. მას
მეორე სახმელეთო მეზობელი მოკავშირე სჭირდებოდა რუსეთის სახით. ამ ალიანსს კი წინ ვერავინ აღუდგებოდა.
აქედან გამომდინარე ჰაუსჰოფერს ნაცისტობას ვერ დავწამებთ, ის გადამწყვეტად გეოპოლიტიკურ ინტერესებს
მიიჩნევდა გადამწყვეტად და მეტიც საერთოდ უგულებელყოფდა ნაციზმს, რომელიც რუსებსა და სლავებს
არასრულფასოვან რასად მიიჩნევდა. ჰაუსჰოფერისთვის გერმანიის მთავარი მტრები საზღვაო იმპერიები იყვნენ,
ხოლო მეგობრად აღიქმებოდა რუსეთი. მისი იდეების დიდი გამარჯვება იყო 1939 წლის აგვისტოში დადებული
გერმანია-სსრკს თავდაუსხმელობის პაქტი. მას შემდეგ რაც 1941 წელს სსრკ თავს დაესხა გერმანიას, ჰაუსჰოფერმა
ჩათვალა, რომ ამის შემდეგ გერმანია განადგურდებოდა, რადგან რუსეთის ჩანაცვლება იტალიით ნამდვილი
გეოპოლიტიკური კარიკატურა იყო. როცა გერმანია მართლაც განადგურდა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა. მასთან ერთად წარსულს ჩაბარდა გერმანული გეოპოლიტიკაც.

რუსული გეოპოლიტიკა
გერმანიისაგან განსხვავებით რუსეთს არ ჰქონდა „სასიცოცხლო სივრცის“ ნაკლებობის პრობლემა, რადგან
მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ყოველთვის ტერიტორიების მიერთებას ცდილობდა,
ამას კი ნათელი გეოპოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. საქმე ისაა, რომ უზარმაზარ რუსეთს, რომელსაც სამი ოკეანის
12 ზღვა აკრავს გარს, თითქმის არ ჰქონდა გაუყინავი ნავსადგურები. ამიტომ სამხრეთის გაუყინავ ზღვებზე გასვლა
რუსეთის ამოცანა იყო, ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა შავ ზღვას, რომელიც მისცემდა რუსეთს
ბოსფორისა და დარდანელის სრუტების ხელში ჩაგდებას(რაც კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდებასაც
გულისხმობდა). ეს რუსეთს საშუალებას აძლევდა ფეხი მოეკიდებინა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ და
აღმოსავლეთ აფრიკაში და ინდოეთის ოკეანის სანაპიროს სხვა რეგიონებში. რუსეთმა გადაწყიტა საკუთარი
მიზნების ჰუმანური საბურველით შენიღბვა, რასაც რუსული მესიანიზმი ეწოდება.
კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ თითქმის ყველა მართმადიდებლური სახელმწიფო რუსეთის გარდა ოსმალეთის
ხელში აღმოჩნდა, ამ ვითარებაში რუსეთში ჩამოყალიბდა ე.წ „მესამე რომის“ იდეა, რომლის მიხედვითაც მოსკოვი
მესამე რომია. ამის მიხედვით მას ეკისრება ღვთიური მისია: გადაარჩინოს და გაათავისუფლოს ურჯულოთა ხელში
მოხვედრილი ქრისტიანები. ამ იდეით მიმდინარეობდა რუსეთის ყველა ომი თურქეთთან და რუსი ჯარისკაცებით
თავიანთ თავებს მოიაზრებდნენ არა როგორც აგრესორებს, არამედ განმათავისუფლებს. მას შემდეგ რაც რუსეთი
სსრკთი შეიცვლა, უფრო დიდი მიზანი იქნა დასახული: კერძოდ, მსოფლიოს მშრომელთა გათავისუფლება
კაპიტალიზმის მონობისაგან და კომუნიზმის გამარჯვება. ამრიგად, სსრკ-ს გეოპოლიტიკურ ინტერესებში მთელი
მსოფლიო აღმოჩნდა, რაც დიდ საფრთხედ აღიქვა მსოფლიო საზოგადოებამ, განსაკუთრებით დასავლეთის
ქვეყნებმა.

კლასიკური გეოპოლიტიკა: თალასოკრატია


თალასოკრატიას, ანუ საზღვაო გეოპოლიტიკას უწოდებენ გეოპოლიტიკურ თეორიებს, რომლებიც დამახასიათებელი
იყო იმ სახელმწიფოებისათვის, რომელთა იმპერიებად ჩამოყალიბება ოკეანეებზე გაბატონებამ და ზღვისგადაღმა
ტერიტორიების კოლონიზაციამ განსაზღვრა. მისი მთავარი თეორეტიკოსებიც ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები
არიან.

♥ ამერიკელმა ადმირალმა ალფრედ მეჰენმა 1890 წელს გამოცემულ თავის წიგნში „საზღვაო
ძლიერება“ ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება მისი
საზღვაო ძლიერებით. მაგალითად რა სიდიდისა და შესაძლებლობების სამხედრო და სავაჭრო ფლოტი ჰყავს,
რა როლს თამასობს ზღვა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ცხოვრებაში და ა.შ. მეჰენის აზრით, მხოლოდ იმ
სახელმწიფოს შეუძლია ლიდერობა, რომელსაც წამყვანი ადგილი უკავია ზღვებზე, ამიტომ მსოფლიო
ჰეგემონობა შეუძზლებელია ზღვაზე ჰეგემოობის გაერშე. სწორედ მეჰენის გავლენით აიხსნება მე-19
საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩაღებული შეჯიბრი იმპერიალისტურ სახელმწიფოებს
შორის სამხედრო გემების წარმოებაში(განსაკუთრებით აშშ-ში, გერმანიასა და იაპონიაში)
♥ საზღვაო გეოპოლიტიკის თეორიის მთავარი წარმომადგენელია ინგლისელი გეოგრაფი ჰელფორდ
მაკინდერი. თავის თეორიას მან საფუძველი 1904 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „ისტორიის
გეოგრაფიული საყრდენი წერტილი“ ჩაუყარა, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე ამუშავებდა.
მაკინდერის თეორიის არსი ის არის, რომ მსოფლიო ისტორიას აქვს გეოგრაფიული საყრდენი წერილი და
ეს არის ტერიტორია, რომელიც ცენტრალურ აზიას, ურალს და ციმბირს აერთიანებს(1919 წელს
გამოქვეყნებულ სტატიაში მაკინდერმა „საყრდენი წერილი“ შეცვალა ტერმინით „ჰართლენდი“ ანუ
შუაგული მიწა). ეს ტერიტორია წარმოადგენს უზარმაზარ ბუნებრივ ციხე-სიმაგრეს. სწორედ ამ
ტერიტორიიდან დაძრული მომთაბარე ცხენოსანი ლაშქარი აკონტროლებდა ევროპისა და აზიის
ტერიტორიებს ძველ და შუა საუკუნეებში. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ უპირატესობა საზღვაო
სახელმწიფოებს მხარეს გადავიდა, მაგრამ მე-20 საუკუნეში ძალთა ბალანსი ისევ სახმელეთო
სახელმწიფოების მხარეს აღმოჩნდა.
საზღვაო სახელმწიფოებს დიდი საფრთხე დაემუქრათ ჰართლენდიდან, რომელიც მიუდგომელი
აღმოჩნდა მათთვს და რომელსაც ორი კონცენტრირებული წრე(ნახევარმთვარე) ერტყა გარს:
⮚ შიდა ნახევარმთვარე(რიმლენდი), რომელიც აერთიანებდა კონტინენტურ ევროპას, ახლო
აღმოსავლეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და ინდოჩინეთს.
⮚ გარე ნახევარმთვარე- ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტები, აფრიკა, ავსტრალია, აზიის
და ოკეანეთის კუნძლები, აგრეთვე იაპონია და დიდი ბრიტანეთი.

ამ თეორიის მიზანი იყო დიდი ბრიტანეთისათვის და სხვა საზღვაო სახელმწიფოებისათვის დაენახებინა, თუ რა


საშიშროება ელოდება მათ ჰართლენდიდან და გერმანიიდან, რადგან მათი შესაძლო ალიანსი დაარღვევდა ძალთა
წონასწორობას. საზღვაო სახელმწიფოებს არ უნდა დაეშვათ ჰართლენდზე რომელიმე სახმელეთო იმპერიის
კონტროლის დაწესება. ამისთვის აუცილებელი იყო გერმანია, ისევე როგორც რუსეთი არ გაბატონებულიყო
აღმოსავლეთ ევროპაში.
მაკინდერის თქმით 1919 წელს ვერსალის კონფერეციაზე გააზრებულ იქნა გერმანია-რუსეთის შესაძლო
ალიანსის საფრთხე და იმის აუცილებლობა, რომ აღმოსავლეთ ევროპა ერთგვარი ბუფერი უნდა ყოფილიყო რუსეთსა
და გერმანიას შორის. ასეთი ბუფერი სახელმწიფოები მართლაც შეიქმნა: ფინეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია,
პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი).
1943 წელს მაკინდერმა განჭვრიტა, რომ რუსეთი(სსრკ) გაძლიერების შემთხვევაში აუცილებლად დაიწყებდა შიდა
ნახევარმთვარეზე, ანუ რიმლენდზე დაწოლას, რასაც მოყვებოდა შემაკავებელი კონტრდაწოლა. ეს რომ წარმატებით
განხორციელებულიყო, მაკინდერის აზრით, გარდაუვალი იქნებოდა გარე ნახევარმთვარის ქვეყნების ალიანის, ანუ
„ამეროევროპის“ შექმნა.

♥ მაკინდერის თეორიის მიმდევარი ნიკოლას სპიკმენი მიიჩნევდა, რომ ძირითადი წინააღმდეგობა


რიმლენდში განხორციელდებოდა და ჰართლენდისა და გარე ნახევარმთვარის სახელმწიფოებს შორის
მთავარი ბრძოლები სწორედ რიმლენდის გადანაწილებისა და მასზე გავლენის მოსაპოვებლად
გაიმართებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოვლენები ზუსტად ამ გზით წარიმართა და ბიპოლარული
მსოფლიო პოლიტიკის მახასიათებლად იქცა.

გეოპოლიტიკა ცივი ომის პერიოდში


⮚ მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური სურათი და სრულიად ახალი
საერაშორისო სისტემის ტიპი ჩამოაყალიბა. მანამდე არსებული საერთაშორისო სისტემის ტიპები
დამყარებული იყო ძალთა წონასწორობაზე, რაც გულისხმობდა რამდენიმე წამყვან სახელმწიფოს შორის
ძალთა ბალანსს, რომელიც სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობას განსაზღვრავდა. ძალთა წონასწორობის
დარღვევა იწვევდა სისტემის დაშლას, რასაც ფართომასშტაბიანი ომები მოსდევდა და ყალიბდებოდა ძალთა
ახალი წონასწორობა.შესაბამისად, იქმნებოდა ახალი საერთაშორისო სისტემა. ახალი და უახლესი ისტორიის
მანძილზე ამის მაგალითს წარმოადგენდა ვესტფალიის სისტემა (1648-1789 წწ), ვენის სისტემა
(1815-1914 წწ) და ვერსალის სისტემა (1919-1939 წწ).
⮚ საერთაშორისო სისტემის ესა თუ ის ტიპი თავისთავად გულისხმობს შესაბამის გეოპოლიტიკურ წესრიგს,
ხოლო საერთაშორისო სისტემის ერთი ტიპის მეორეთი შეცვლას შორის პერიოდს, რაც, როგორც წესი, დიდი
ომების სახით იჩენდა თავს(ოცდაათწლიანი ომი, ნაპოლეონის ომები, მსოფლიო ომები), გეოპოლიტიკურ
ტრანზიციას უწოდებენ.
⮚ ზემოაღნიშნული ყველა გეოპოლიტიკური სისტემა(შესაბამისად, გეოპოლიტიკური წესრიგი)
მრავალპოლუსიანია, რადგან იკვეთება ძალის რამდენიმე პოლუსი. ძალის პოლუსში იგულისხმება ის
გამორჩეული, პირველხარისხოვანი სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკურ ამინდს ქმნის. სწორედ ძალის
პოლუსებს შორის წონასწორობაზეა დამყარებული საერთაშორისო სისტემის მდგრადობა და გეოპოლიტიკური
წესრიგის შენარჩუნება. ამ ტიპის სისტემა ცნობილია, როგორც ძალთა წონასწორობის, ანუ
მულტიპოლარული სისტემა და წარმოადგენს საერთაშორისო სისტემის ყველაზე გავრცელებულ (მეორე
მსოფლიო ომამდე ფაქტობრივად ერთადერთ) ტიპს.
⮚ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო დადგა სრულიად ახალი რეალობის წინაშე. მანამდე გამოკვეთილმა
ძალის პოლუსებმა-გერმანიამ, იაპონიამ, იტალიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ლიდერი
სახელმწიფოების პოზიციები დათმეს და ძალის პოლუსების ფუნქცები დაკარგეს. დარჩა ორი გამოკვეთილი
ძალის პოლუსი სსრკ-სა და აშშ-ს სახით. შესაბამისად, სისტემა გახდა ორპოლუსიანი, ანუ
ბიპოლარული. ორი პოლუსის დაპირისპირებამ გამოიწვია ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბება,
რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი. ამ სისტემამ და გეოპოლიტიკურმა წესრიგმა 45 წელი იარსება
და ხასიათდებოდა ცვალებადი ბუნებით. როგორც სსრკ, ისე აშშ საკუთარ პოლიტიკას წარმართავდნენ
გეოპოლიტიკური მიზნების შესაბამისად, რომელიც მათ ეროვნულ ინტერესებში იყო და რაც სპეციალურ
ლიტერატურაში გეოპოლიტიკური კოდის სახელით არის ცნობილი.
⮚ „ვესტფალიის სისტემა“ მომდინარეობს 1648 წელს ვესტფალიის ქალაქებშ, მიუნსტერსა და ოსნაბრიუკსი
ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებიდან, რომელმაც ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ომს და ევროპაშ ძალთა
ახალი წონასწორობის საფუძველზე (საფრანგეთის ჰეგემონობა და დაქუცმაცებული საღვთო რომის იმპერია)
ახალი საერთაშორისო სისტემა დააფუძნა.
⮚ „ვენის სისტემა“ გულისხმობს ნაპოლეონთან ომებში გამარჯვებული ქვეყნების ვენაში მოწვეული
კონგრესის(1814-1815) მიერ ჩამოყალიბებულ ახალ საერთაშორისო მრავალპოლუსიან სისტემას, სადაც
დიდი ბრიტანეთის უპირატესობა აშკარად იკვეთებოდა.
⮚ „ვერსალის სისტემა“ პირველ მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიოს მოდელი იყო, რომელიც რამდენიმე
წამყვან სახელმწიფოს შორის ძალთა წონასწორობას და მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაციის(ერთა
ლიგის) გადაწყვეტილებებს უნდა დაყრდნობოდა.
⮚ „იალტა-პოტსდამის სისტემის“ სახელით არის ცნობილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიოს
მოწყობის პრინცპიები, რომლებიც ანტიჰიტლერული კოალიციის იალტის (1945 წლის თებერვალი) და
პოტსდამის (1945 წლის ივლისი-აგვისტო) კონფერენციებზე მიიღეს.

გეოპოლიტიკური კოდები
გეოპოლიტიკური კოდი არის სახელმწიფოს პოლიტიკურ-გეოგრაფიული ვარაუდების სისტემა,
რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საფუძველს. ყველა ქვეყანას თავისი გეოპოლიტიკური
კოდი აქვს, მაგრამ ეს კოდები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, კერძოდ კი დიდი სახელმწიფოების
გეოპოლიტიკური კოდები დიდ გაველნას ახდენს პატარა სახელმწიფოებზე და აიძულებს მათ „თამაშის წესებს“
დაემორჩილონ. გეოპოლიტიკური კოდები ერთმანეთს უნდა ეთავსებოდეს იმისათვის, რომ სისტემა სტაბილური
იყოს. გეოპოლიტიკური კოდი გულისხმობს:

★ სახელმწიფოს ინტერესების(საგარეო, შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური და ა.შ)


განსაზღვროს.
★ ყველა იმ საფრთხის(პირველ რიგში, საგარეოს) გაცნობიერებას და დადგენას, რაც სახელმწიფოს
ინტერესების განხორციელებას შეიძლება დაემუქროს.
★ მოსალოდნელი საფრთხის საპასუხო ღონისძიებების ჩამოყალიბებას და მომზადებას.
★ საპასუხო ღონისძიებების დასაბუთებას

არსებობს სამი დონის გეოპოლიტიკური კოდი-ლოკალური, რეგიონული და გლობალური. ქვეყნის


სიძლიერე განსაზღვრას მისი გეოპოლტიკური კოდის დონეს.

★ ლოკალური კოდი ნებისმიერ ქვეყანას აქვს. იგი მოსაზღვრე ქვეყნების შეფასებას ითვალისწინებს და
სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს.
★ რეგიონული კოდი აქვთ რეგიონული ლიდერისა თუ ჰეგემონის პრეტენზიის მქონე ქვეყნებს. ასეთი კოდი
მეზობელ და ახლომდებარე ქვეყნებში ამ სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული
გავლენის გაძლიერებას გულისხმობს.
★ გლობალური გეოპოლიტიკური კოდი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს. კერძოდ იმ
ზესახელმწიფოებს, რომლებსაც დიდი ამბიციები და პრეზენციები აქვთ მსოფლიო ლიდერობაზე. ასეთი
მსოფლიო ლიდერები მე-16-მე-20 საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დროს იყვნენ პორტუგალია,
ესპანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი- აშშ და
სსრკ.
საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური კოდი
საბჭოთა კავშირი, მიუხედავად სრულიად სხვა იდეოლოგიური საფუძვლისა, გეოპოლიტიკური ინტერესებითა და
მიზნებით რუსეთის იმპერიის მემკვიდრე იყო, შესაბამისად იზიარებდა მის გეოპოლიტიკურ ამბიციებს. თუკი
რუსეთის იმპერიის მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი ბოსფორისა და დარდანელის სრიტეებზე კონტროლი და აქედან
გამომდინარე, ხმელთაშუაზღვისა და ინდოეთის ოკენაზე გასვლა იყო, სსრკ უკვე მთელ მსოფლიოში კომუნიზმის
დამყარებისა და მსოფლიო ლიდერობის პრეტენზია გაუჩნდა.მსოფლიო რევოლიცია და პროლეტარიატის დიქტატურის
დამყარება ყველა ქვეყანაში კომუნისტური იდეოლოგიის ქვაკუთხედი იყო, მაგრამ 20-30იან წლებში,
შიდაპოლიტიკური სირთულისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო სსრკ-ს ამ იდეის განხორციელების
საშუალება არ ჰქონდა. მდგომარეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა. როგორც ნაპოლეონზე
გამარჯვებამ რუსეთში გააჩინა რწმენა, რომ იგი თავისი ძალით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, ისე მეორე
მსოფლიო ომში გამარჯვება იქცა ახალი მესიანიზმის საფუძვლად. რაც გულისხმობდა იმას, რომ სსრკმ
გაათავისუფლა მსოფლიო ფაშიზმისგან და ამით საკუთარ თავზე აიღო დიდი განმათავისუფლებელი მისია. შემდეგი
მიზანი კი მსოფლიოს მშრომელთა გათავისუფლებაა კაპიტალიზმისგან. სსრკ-ს „მისია“ იყო დახმარებოდა
ნებისმიერი ქვეყნის მშრომელებს დაამხონ იმპერიალიზმისა და ბურჟუაზიის ბატონობა და შექმნან კომუნისტური
სახელმწიფო. ეს იდეა უპრობლემოდ განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც
გერმანელებისაგან საბჭოთა ჯარმა გაათავისუფლა, თუმცა მალევე ეს უკანასკნელნი გახდნენ ოკუპანტები. ამას
დაემატა კომუნისტების გამარჯვება ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩრდილოეთ ვიეტნამში. მსოფლიოს ¼
საბჭოთა ჰეგემონობის ქვეშ აღმოჩნდა. კომუნიზმის გამარჯვების რწმენას ემატებოდა სტალინის დიდი
პოპულარობაც. საბჭოთა გეოპოლიტიკური კოდი გულისხმობდა კომუნისტური(პროსაბჭოთა) რეჟიმების
გაძლიერებას და მათი რიცხვის მატებას მსოფლიოს ყველა რეგიონში. კომუნიზმის ექსპანსია იყო ის მთავარი
ფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა საბჭოთა ჰეგემონობას. რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური
მიზნის(გასულიყო სამხრეთის თბილ ზღვებზე) იდეოლოგიური დასაბუთება იყო გაეთავისუფლებინა
მართმადიდებელი ძმები. ეს კი გაცილებით მოკრძალებული იყო სსრკ-ს გეოპოლიტიკური მიზნის(გამხდარიყო
მსოფლიო ჰეგემონი) იდეოლოგიურ დასაბუთებასთან შედარებით- გაეთავისუფლებინა მსოფლიოს
ექსპლუატირებული მშრომელი მასები.
ამგვარად, რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური კოდი, მიუხედავად მისი ამბიციურობისა, მაინც
რეგიონული იყო. საბჭოთა გეოპოლიტიკური კოდი კი მთელ მსოფლიოს მოიცავდა და ამიტომ
გლობალურ კოდს წარმოადგენს.

თუმცა სსრკ-ს განსხვავებული ძალისხმევა დასჭირდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი მიზნების
მისაღწევად. დავეყრდნოთ მაკინდერის მოდელს:

★ ჰართლანდი, ანუ შუაგული მიწა ულაპარაკოდ კომუნისტური სახელმწიფო იყო და იქ დასავლეთის


ქვეყნებს არაფერი ესქმებოდათ. შესაბამისად, თუ რომელიმე სოციალისტურ ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი
შეირყეოდა, საბჭოთა კავშირი სამხედრო ძალით აღადგენდა წესრიგს, როგორც მოხდა ეს 1953-გდრში,
1956-უნგრეთში, 1968-ჩეხოსლოვაკიაში, 1980- პოლონეთში.
★ გარე ნახევარმთვარე( ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, საჰარის სამხრეთი აფრიკა, პერიფერიული
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, აგრეთვე დიდი ბრიტანეთი და იაპონია) დასავლეთის გავლენის არეალი იყო.
★ შიდა ნახევარმთვარე, ანუ რიმლანდს (ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი, ინდოსტანი
და ინდოჩინეთი) , სწორედ ეს რეგიონი წარმოადგენდა დაპირისპირების მთავარ არეალს და ცივი ომის
ყველა ძირითადი „ცხელი კონფლიქტი“( კორეის ომი, ვიეტნამის ომი, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი)
სწორედ რიმლანდში მოხდა.
★ წონასწორობის დარღვევას ნიშნავდა კუბაში კომუნისტური რეჟიმის დამყარება. ასევე სსრკ-მ ფეხი
მოიკიდა ტროპიკული აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.
აშშ-ის გეოპოლიტიკური კოდი
● აშშს-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა და
ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ჯეიმს მონროსთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მას მონროს
დოქტრინას უწოდებენ. იგი ცნობილი ფორმულით „ამერიკა ამერიკელებისათვის“ გამოიხატებოდა, რაც
რეალობაში ნიშნავდა: ამერიკის ორივე კონტინენტი ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის
სფეროა და ევროპის ქვეყნებს არაფერი ესაქმებად ამ რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისევე,
როგორც ამერიკას არ აინტერესებს, თუ რა ხდება ევროპაში. აშშ-ის ეს პოლიტიკა იზოლაციონიზმის
სახელით არის ცნობილი, რადგან იგი თითქმის 100 წლის განმავლობაში არ ჩართულდა ევროპაში მიმდინარე
პოლიტიკურ პროცესებში და იზოლირებული იყო საერთაშორისო ურთიერთობების მოვლენებისაგან.
● მდგომარეობა შეიცვალა მას შემდეგ რაც აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ვუდრო უილსონის
გადაწყვეტილებით ამერიკა პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მან ეს აუცილებლობად მიიჩნია ანტატის ქვეყნების
გამარჯვებისათვის, რაც, მისი აზრით, უზრუნველყოფდა საყოველთაო მშვიდობის დამყარებას დედამიწაზე და
სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ცნობილი „14 პუნქტი“ და ერთა
ლიგის შექმნის იდეა, რომელსაც მსოფლიო მთავრობის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ანტატის ქვეყნებმა
გაიმარჯვეს, ერთა ლიგა შეიქმნა, მაგრამ დასახული მიზნები უტოპიური აღმოჩნდა. თვით ამერიკის კონგრესმა
არ დაუჭირა მხარი ქვეყნის ერთა ლიგაში გაწევრიანებას. უილსონის გეგმები ჩაიშალა და აშშ ისევ
იზოლაციონიზმს დაუბრუნდა.
● მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე ამერიკა ნეიტრალიტეტს იცავდა (თუმცა, ფინანსურად და
მორალურად მხარს უჭერდა გერმანიის მოწიააღმდეგე ქვეყნებს). ამერიკა ომში ჩაერთო მასზე იაპონიის
თავდასხმის შემდეგ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბოლოო გამარჯვებაში. აშშ, სსრკ-სთან და დიდ
ბრიტანეთთან ერთად იყო მთავარი არქიტექტორი ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობისა და ახალი
საერთაშორისო სისტემის ჩამოყალიბებისა.
● მიიჩნევდნენ, რომ ომის შემდეგ ამერიკა კვლავ იზოლაციონისტურ პოლიტიკას დაუბრუნდებოდა, თუმცა მალევე
აშკარა გახდა, რომ სსრკ-ს უზარმაზარი ამბიციები გაუჩნდა. სსრკ-ს მიერ ფაშიზიმისგან გათავისუფლებულ
ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმის დამყარებით მან ისინი ევროპას მოწყვიტა. ევროპა ორად გაიყო და ჩერჩილის
ხატოვანი გამოთქმით ბალტიიდან ადრიატიკამდე „რკინის ფარდა“ ჩამოეშვა. სსრკ-ს ინტერესებში მის მიღმა
სახელმწიფოებიც შედიოდნენ. განსაკუთრებული ყურადღება თურქეთისა და საბერძნეთისკენ იყო მიპყრობილი,
რომლებიც იდგნენ გასაბჭოების საფრთხის წინაშე.
● ამ პირობებში შემაკავებელი ძალა დიდი ბრიტანეთი ვეღარ იქნებოდა, რადგან მან განუცხადა აშშ-ს 1947 წელს,
რომ ვეღარ შეძლებდა თურქეთსა და საბერძნეთში ჯარების შენახვას მისი დასუსტების გამო. ამ განცხადებას
მოყვა ტრუმენის დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფალი ხალხების დახმარებას გარე ზეწოლისა
და გარედან ინსპირირებული შიდა არეულობების წინააღმდეგ. ერთი წლის შემდეგ აშშ-მ განახორციელა
მრავალმილიარიდანი დახმარება ომისგან გაპარტახებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის (მარშალის
გეგმა), რამაც ფაქტობრივად გამორიცხა კომუნიზმის გამარჯვება ამ რეგიონში. ერთი წლის შემდეგ ამერიკის
მეოხებით შეიქმნა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია(ნატო)-
სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომლის მიზანიც იყო ერთიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების სისტემის
შექმნა დასავლური სამყაროსთვის და მისი დაცვა კომუნისტრი საფრთხისგან. აშშ-მ გააცნობიერა საკუთარი
როლი და გადაწყვიტა გამხადარიო საბჭოთა-კომუნისტური ძალის პოლუსის საპირწონე პოლუსი.
ეს ნიშნავდა მისი იზოლაციონისტური პოლიტიკის საბოლოო დასასრულს და ახალ როლს
ბიპოლარულ საერთაშორისო სისტემაში.
● ცივი ომის პირველ ეტაპზე აშშ-ის გეოპოლიტიკური კოდი ცნობილია „შეჩერების პოლიტიკის“ სახელით.
მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ არ დაეშვა კომუნიზმის ექსპანსია და საბჭოთა გავლენის ზრდა იმ არეალის
გარეთ, რომელიც უკვე კომუნისტური იყო. გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში ამ პოლიტიკას „ჰართლანდის
ნეიტრალიზაციას“ უწოდებენ. შეჩერების პოლიტიკა გამოიხატებოდა ჰართლანდის(უფრო ფართოდ კი, მთელი
სოციალისტური სამყაროს) გარშემორტყმით სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებით, რომლის წევრი
სახელმწიფოებიც აშშ-ის ერთგული მოკავშირეები იქნებოდნენ. ამ ე.წ შემაკავებელ ზღუდეს ქმნიდნენ ნატო,
სენტო, სეატო, აზპაკი, ანზიუსი და სხვა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, რომლებიც რკალად ერტყნენ
სოციალისტურ ქვეყნებს და თავის თავზე იღებდნენ კომუნიზმის შეკავების ფუნქციას. თუმცა,ბალისტიკური
რაკეტების შექმნამ, კოსმოსის ათვისებამ და სხვა ფაქტორებმა ამ პოლიტიკის ეფექტურობა შეამცირეს.
● 60-იანი წლებიდან აშშ იცვლის ტაქტიკას და შეჩერების პოლიტიკის ნაცვლად მთავარი გეოპოლიტიკური კოდი
ხდება ე.წ დაშინების პოლიტიკა. ამ პოლიტიკის მიზანი იყო აშშ-ს ბირთვული შეიარაღების ზრდით, ახალი
სახეობის იარაღების წარმოებით და სამხედრო იინფრასტრუქტურის სრულყოფით დაეშინებინა სსრკ, მიეღწია
სრული უპირატებოსთვის, რასაც საბოლოოდ შეიარაღებაში გამალებულ შეჯიბრში სსრკ-ის სრული დამარცხება
უნდა მოჰყოლოდა. აშშ-ის ეკონომიკურმა აღმავლობამ და სსრკ-ის კრიზისმა, საგრძნობმა სხვაობამ
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის კუთხით, გორბაჩოვის რეფორმების კრახმა გამოიწვია კომუნისტური
რეჟიმის დამხობა ჯერ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში, შემდეგ სსრკ-ში და საბოლოოდ დასრულდა ცივი ომი.
ბიპოლარული სისტემა დაირღვა, რადგან ერთა პოლუსმა სრული მარცხი განიცადა, მეორემ
კი-ტრიუმფალური გამარჯვება. აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის, პოზიციები კიდევ უფრო
გამყარდა.

ალტერნატიული გეოპოლიტიკური კოდები


ცივი ომის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი
სსრკ-სა და აშშ-ის გეოპოლიტიკური კოდები იყო, მნიშვნელოვანი იყო ასევე სხვა კოდებიც. გლობალური
გეოპოლიტიკური კოდი ჰქონდა დიდ ბრიტანეთს, 60-იანი წლებიდან ჩინეთსაც, თუმცა პირველი მათგანი აშშ-ის,
ხოლო მეორე სსრკ-ის გლობალური პოლიტიკური კოდების გაგრძელებად და დამატებად მოიზარებოდა. მათ გარდა
ჩამოყალიბდა ე.წ ალტერნატიული გეოპოლიტიკური კოდები, რომლებსაც ახალი პოლუსების შექმნის
პრეტენზია ჰქონდათ. აღსანიშნავია დე გოლისა და ნერუს ალტერნატიული გეოპოლიტიკური კოდები.

♥ საფრანგეთის პრეზიდენრმა, გენერალმა შარლ დე გოლმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიაზრა, რომ
მოხდა საერთაშორისო სისტემის თვისებრივი ცვლილება. ევროპამ მსოფლიო ცენტრის წარმმართველის როლი
დაკარგა. ევროპის ვერცერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო პოტენციალით
ახლოსაც ვერ მივიდოდა ორ ზესახელმწიფოსთან და ვერ იტვირთავდა მესამე პოლუსის როლს. მხოლოდ
გაერთიანებულ ევროპას შეეძლო სსრკ-ისა და აშშ-ს ჰეგემონობის ალტერნატივა. დე გოლის მიზანი იყო,
ჩამოეყალიბებინა გაერთიანებული ევროპა, „ევროპის შეერთებული შტატები“, სადაც საფრანეთი
ჰეგემონი იქნებოდა. ეს უნდა მომხდარიყო გფრ-სთან და იტალიასთან, ასევე ბენილუქსის ქვეყნებთან ერთად
მეგობრული პოლიტიკური და მჭიდრო ეკონომიკური კავშირების საფუძველზე. დე გოლი გამორიცხავდა დიდი
ბრიტანეთის ევროპულ კავშირში, რადგან მასში ამერიკელების „ტროას ცხენს“ ხედავდა ევროპაში.
გაერთიანებული ევროპის შექმნა დაიწყო ამ ექვსი ქვეყნის მიერ შექმილი „ქვანახშირისა და ფოლადის
ევროპული გაერთიანების“ ჩამოყალიბებით(1951), რაც მოგვიანებით (1957)ევროპის ეკონომიკურ
თანამეგობრობად გარდაიქმნა. დე გოლის გარდაცვალების შემდეგ ამ გაერთიანებაში შესაძლებელი გახდა
1973 წელს დიდი ბრიტანეთის, ირლნადიისა და დანიის, 1981 წელს საბერძნეთის, ხოლო 1986 წელს
პორტუგალიის მიღება.
დე გოლის გეოპოლიტიკური კოდის წარმატების მიუხედავად, ცივი ომის პერიოდში ევროპა მაინც
ვერ ჩამოყალბდა მესამე პოლუსად. ევროპის, როგორც ცალკე ძალის პოლუსზე ლაპარაკი მხოლოდ ცივი
ომის შემდგომი პერიოდიდან შეიძლება, როცა ეკონომიკური გაერთიანება პოლიტიკურად გადაიქცა და
ევროკავშირის სახით 28 ქვეყანა გააერთიანა.
♥ მეორე ალტერნატიულ გლობალურ გეოპოლიტიკურ კოდად უნდა მივიჩნიოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ
ჯავაჰარლალ ნერუს თაოსნობით ჩამოყალიბებული ე.წ მიუმხრობლობის მოძრაობა, სადაც ინდოეთს
წამყვანი ქვეყნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. 1955 წელს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში გამართულ
შეხვედრაზე 28 სახელმწიფოს ლიდერმა გამოაცხადა, რომ მათი სახელმწიფოები უარს ამბობდნენ
ნებისმიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაწევრიანებაზე და დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირებაში
არავის დაუჭერდნენ მხარს. ეს არ იყო ნეიტრალიტეტის გამოცხადება. მიუმხრობლების მოძრაობის
წევრები არ ამბობდნენ უარს ომზე, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტზე. 80-იანი წლების შუა ხანებში
მიუმხრობლობის მოძრაობის წევრ სახელმწიფოთა რაოდენობამ 120-ს გადააჭარბა და განვითარებადი
ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებდა.
მიუხედავად ამისა, არც ნერუს გეოპოლიტიკური კოდის განხორციელებით ჩამოყალიბდა მესამე პოლუსი,
მაგრამ მანამდე არსებული ხისტი ბიპოლარული სისტემა შეიცვალა რბილი ბიპოლარული სისტემით,
სადაც სახელმწიფოთა უმრავლესობა ძალის ორ მთავარ პოლუსს მიღმა აღმოჩნდა. ცივი ომის
დასრულებისთანავე ბიპოლარული სისტემა წარსულ ჩაბარდა და მიუმხრობლობის მოძრაობამაც
აზრი დაკარგა.

You might also like