You are on page 1of 20

მოგზაურობა ძველ

აღმოსავლეთში
კომპლექსური დავალება
შ.წიქარიშვილი
„დაე,შევისწავლოთ ჩვენი მტერნი,მოყვარნი
და ვიხილოთ მათი ცანი!“

„კოლხთა მეფემ,უდიდესმა,გაჰყო კაცნი მეფეთა სამი,აღმოსაჩენად ძველისა


აღმოსავლეთისა:ასურეთსა,ურარტუსა,ბაბილონსა და ეგვიპტასა.მონახულების
მიზანი და არს,გახლდათ შესწავლა მათი რთულთა და ღონთა,ცოდნა და
კულტურასა და რელიგიისა არსისა.მეფემ გამოჰყო უდიდესი მარშუტი XV
ღამისა და XVI დღისა რომელიც ჰყავდა გასავლელად სამსა კაცსა მისა“
„მარშუტი სამისა
კაცისა“
მარშუტი სამისა კაცისა მოიცავდა V
ქალაქს,კოლხას სამეფოდან
გადასვლა აღმოსავლური
კავკასიონის გაუვალი მთებიდან
გადასვლა ქალაქსა ურარტუსა
ტუშფასა,ტუშფაში დაცხოვრება 2
დღე,ტუშფის ქალაქიდან გასავალი
იყო ასურეთის მდინარე ფიგროსი
ჩასვლა ქალაქსა
ნინიევასა.შემდეგ,გავლა ევფრატის
და მისვლა ქალაქსა უდიდესსა
ბაბილონში დაცხოვრება 3
დღე,ბაბილონიდან უნდა გაგვევლო
უდაბნო სიკვდილისა და
სიწყურისა,ჩასასვლელად
იერუსალიმსა,დაცხოვრება 2
დღემ.იერუსალიმიდან გადავივლით
სინას ნახევარ კუნძულს და
ჩავაღწევთ ეგვიპტისა სამეფოსა პირსა
წმინდასა მემფისში.
ტუშფა

ტუშფა (თურქ. Tuşpa; სომხ. Տուշպա) — ძველი ქალაქი, ურარტუს სამეფოს


დედაქალაქი მისი აყვავების პერიოდში. მდებარეობდა ვანის
ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე. თანამედროვე ქალაქ ვანის დასავლეთით,
ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ქალაქის არქიტექტურის მთავარ
ელემენტს წარმოადგენს ვანის კლდეები, სადაც მდებარეობდა ურარტუს
მეფეების რეზიდენცია. რუსა II-ის (ძვ. წ. 685 - 645) მმართველობის პერიოდში
დედაქალაქი გადატანილ იქნა რუსახინილში, ხოლო ტუშფა კვლავ ურარტუს
ქალაქია, ძვ. წ. 590 წლამდე, მანამ სანამ ურარტუს
გაანადგურებდნენ მიდიელები.
ტუშფა
ნინიევა

 ნინევია (ასირიულ-აქადურად: ნინუა) — ასურეთის უძველესი და


უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობდა მდინარე ტიგროსის მარცხენა
სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ მოსულის ადგილას.
 მის ადგილას პირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. V ათასწლეულის შუა
ხანებში, ქალაქად კი გადაიქცა ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში. აქ ძვ. წ.
XVIII საუკუნეში ღვთაება იშთარის ტაძარი ააგო შამშიადად I-მა. ძვ. წ. XV-
XIV საუკუნეებში ნინევია დაიმორჩილა მითანის სახელმწიფომ. ძვ. წ. VIII
საუკუნეში მეფე სინახერიბის დროს დაიწყო ქალაქის გეგმის ჩამოყალიბება.
მას შემოავლეს 4 კმ სიგრძის გალავანი, რომელსაც დატანებული ჰქონდა
15 ჭიშკარი. ცენტრალური ქუჩის სიგანე 26 მეტრი იყო.
ნინიევა

 ამ დროს ნინევია გადაიქცა ასურეთის სამეფოს დედაქალაქად. აშენდა


მეფის სასახლე, განახლდა იშთარის, ხოლო ახლად აიგო
ღვთაება ნაბუს ტაძარი. მეფე ასურბანიფალის დროს, მისივე ბრძანებით
ნინევიაში შეიქმნა იმ დროისთვის უდიდესი და უნიკალური ბიბლიოთეკა,
რომლის ნანგრევებშიც აღმოჩნდა 30 ათასი ლურსმულად ნაწერი თიხის
ფირფიტა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონის მეფე ნაბუფალასარისა და მიდიის
მეფე კიაქსარის გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო და დაანგრია ნინევია.
ამის შემდეგ იგი გადაიქცა მცირე დასახლებად.
 XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ნინევიის
გათხრების შედეგად შეისწავლეს სინახერიბისა და ასურბანიფალის
სასახლეთა კედლების დიდებული მხატვრობა, ასევე ფრთოსანი ხარებისა
და ლომების ქანდაკებები.
ნინიევა
ბაბილონი

 ბაბილონი — უდიდესი ქალაქი ძველ ახლო აღმოსავლეთში (ძვ. წ. III ათასწლეულის


მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე). მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის
ნაპირზე. მისი ნანგრევები თანამედროვე ქალაქ ჰილასთანაა ახლოს, ბაღდადიდან 80
კმ სამხრეთით. ლურსმულ მატიანეებში პირველად იხსენიება აქადის დინასტიის
მმართველობისას (ძვ. წ. XXIV–XXIII საუკუნეები). ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს, ურის
მესამე დინასტიის მეფეების დროს, ბაბილონი მცირე ზომის პროვინციული ცენტრი იყო,
სადაც მეფისნაცვალი, გადასახადების ამკრეფი იმყოფებოდა.
 ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში ბაბილონი, ისევე როგორც შუამდინარეთის ქალაქთა
უმრავლესობა, ამორეველთა კონტროლის ქვეშ მოექცა; ერთ-ერთმა წინამძღოლმა
(ბელადმა), სუმუ-აბუმმა თავის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი (პირველი ბაბილონური
დინასტია, ძვ. წ. 1894–1595). მისი მეექვსე მმართველის, ხამურაბის მმართველობისას,
როდესაც მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა, ბაბილონი
პირველად გახდა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი და 1000 წელზე მეტი ამ სტატუსს
ატარებდა. გამოცხადდა „მეფურობის საუკუნო სავანედ“; მისი მფარველი ღვთაება
მარდუქი საერთო შუამდინარულ პანთეონში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს იკავებდა.
ბაბილონი

 ძვ. წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევარში, სამხრეთ შუა მდინარეთში ახალი მმართველი დინასტიის
გამეფებიდან, ბაბილონი სამხრეთ შუამდინარეთის დედაქალაქად დარჩა. ქალაქი გამდიდრდა,
წარმატებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა, სწრაფად გაიზარდა მოსახლეობა.
ეკონომიკური ზრდა აისახა გარეგნულ იერზეც: შემუშავდა და განხორციელდა ქალაქის
განაშენიანების გეგმა, აიგო ახალი კედლები და ჭიშკრები, სატაძრო პროცესიებისათვის გაიყვანეს
ახალი გზები ცენტრისკენ. ძვ. წ. XIV საუკუნეში ბაბილონს მიენიჭა თვითმმართველობის უფლება,
მისი მცხოვრებლები თავისუფლები იყვნენ სახელმწიფო ბეგრისა და სამხედრო გადასახადისაგან.
 ბაბილონურმა სკოლამ — „ე-დუბამ“ („ფირფიტების სახლი“) წამყვანი ადგილი დაიკავა
განათლების სისტემასა და წერილობითი ტრადიციის შენარჩუნებაში. აქ შექმნილმა ახალმა
საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ („ენუმა ელიშ“), განამტკიცა წარმოდგენა მადირქზე,
როგორც დასაბამიერ მთავარ მსოფლიო ღვთაებაზე და ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს
კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე. თავისი სახელით („ბაბილონი“ ნიშნავს „ღვთის
კარიბჭეს“) წარმოაჩინა თავისი, როგორც მსოფლიოს ცენტრის როლი, მიწიერისა და ზეციურის
შეერთების ადგილისა. ამ კონცეფციამ გახორციელება ჰპოვა ე. წ. მსოფლიოს ბაბილონურ რუკაზე.
მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო; ცენტრში
ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში. მდ. ევფრატი, რომელიც წრეს ზევიდან ქვევით
კვეთს, ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.
ბაბილონი

 თავისი გრძელი ისტორიის განმავლობაშ ბაბილონმა მრავალი მძიმე


განსაცდელი გადაიტანა. ძვ. წ. 1595 წელს დაიპყრეს ხეთებმა, დაახლ.
1518 წელს კასიტების მმართველობის ქვეშ მოექცა. ძვ. წ. I ათასწლეულის
დასაწყისში ბაბილონის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა მიდიოდა ასურულ და
ქალდეველთა არამეულ ტომებს შორის. ძვ. წ. 732 წლიდან ასურეთის
შემადგენლობაშია. ქალაქისათვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა
აღმოჩნდა ძვ. წ. 689 წელს ბაბილონელთა ურჩობისაგან განრისხებული
ასურეთის მეფის, სინახერიბის ბრძანება, რომლის თანახმადაც ბაბილონი
დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.
ბაბილონი
იერუსალიმი

 იერუსალიმი (ებრ. ‫ — ְירּוָׁש ַלִים‬იერუშალაიმ, არაბ.: ‫ — الُقدس‬ალ-ყუდსი


(ქართ. — წმინდა); ან ‫ ُأوُر َش ِليم‬-— ურ[უ]შალიმ — მხოლოდ ფორმალური,
ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი)
— ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი
სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის —
მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი 1/3 არაბი).
მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის
სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.
იერუსალიმი

 ძველი ქალაქი, რომელსაც თურქების მიერ XVI საუკუნეში აღდგენილი გალავანი


აკრავს, სამადაა გაყოფილი: ებრაულ, ქრისტიანულ და მუსულმანურ კვარტლებად.
ამ ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია მორიის, იგივე ტაძრის მთ, სადაც
თავდაპირველად შლომო (სოლომონ) მეფემ ააგო ებრაული ტაძარი ძვ. წ. 950
წელს. (პირველად იერუსალიმი მოხსენიებულია ძვ. წ. XIX-XVIII სს.-ის ძველ-
ეგვიპტურ წყაროში, რომელიც „მტრულ ქალაქთა წყევლის“ სახელითაა ცნობილი
და მას აქ „რუშალინუმი“ ეწოდება. ძვ. წ. XIV ს.-ის თელ-ამარნას ნუსხა ქალაქს
„ურუსალიმის“ სახელწოდებით მოიხსენიებს, ფარაონ სანქერიბის (ან სენაქერიბის,
ძვ. წ. VIII ს.) წარწერაში კი სახელწოდება „ურუსალიმ(მ)უ“ გვხვდება). ახლა ამ
მთაზე მხოლოდ მუსულმანური მეჩეთებია. ძველებრაული ტაძრის კომპლექსიდან
მხოლოდ მთის ნიადაგის გასამაგრებელი ქვემო გალავნის დასავლეთი მხარე
შემორჩა, რომელსაც გოდების კედელსაც უწოდებენ. ძველ ქალაქშივეა ვია
დოლოროსა და მრავალი ეკლესია, მათ შორის გოლგოთისაც - ქრისტიანული
ტრადიციის მიხედვით იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილზე აგებული.
იერუსალიმი
მემფისი

 მემფისი (არაბ. ‫ — )ممفس‬ანტიკური ქალაქი ძველ ეგვიპტეში, ქვემო ეგვიპტის ერთ-


ერთი პირველი ნომის, ანებ-ჰეტჩის დედაქალაქი. მისი ნანგრევები დღეს
თანამედროვე ქალაქ ჰელუანის სიახლოვეს მდებარეობს, კაიროს სამხრეთით.
 ლეგენდის თანახმად, რომელიც უკავშირდება ქურუმ მანეთონს, ქალაქი
ფარაონმა მენესმა დააარსა დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს. ძველი სამეფოს
პერიოდში ის ეგვიპტის დედაქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს
ქალაქს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ანტიკურ ისტორიაში. მას ნილოსის
დელტაში სტრატეგიული პოზიცია ეკავა. მემფისის მთავარ ნავსადგურთან
განლაგებული იყო სახელოსნოები, ფაბრიკები და საწყობები, რომლებიც სურსათ-
სანოვაგესა და სხვა საქონელს მთელი სამეფოს მასშტაბით ანაწილებდნენ. მის
ოქროს ხანაში, მემფისი ყვაოდა როგორც რეგიონის სავაჭრო და რელიგიური
ცენტრი.
 ჰეროდოტეს ცნობით, მემფისიის გარშემო ფარაონმა მენესმა ააგო ჯებირი
რომელსაც უნდა დაეცვა ქალაქი ადიდებული ნილოსის წყლისაგან.
მემფისი

 მემფისის მფარველად მიიჩნეოდა ღმერთი პტა, ხელოსნების მფარველი. მისი


დიდებული ტაძარი ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო. მისი
სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც Aί γυ πτoς (აი გი პტოს), ამიტომ
ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ აქედან იღებს სათავეს ქვეყნის თანამედროვე
სახელი ეგვიპტე.
 მემფისის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიანად ძველი ეგვიპტის
ისტორიასთან. მისი დაცემის მიზეზად მიაჩნიათ ეკონომიკური მნიშვნელობის
დაკარგვა გვიანდელ ანტიკურ ხანაში, როდესაც ეს ფუნქციები ზღვის სანაპიროზე
მდებარე ქალაქმა ალექსანდრიამ გადაიბარა. მემფისის რელიგიური მნიშვნელობა
ახ. წ. 380 წელს გამოსული თესალონიკის ედიქტის შემდეგ დაეცა.
 ძველი დედაქალაქის ნანგრევები დღეს ცხადად ასახავს მის დიდებულ
წარსულს. 1979 წლიდან, გიზის პირამიდების კომპლექსთან ერთად
შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არეალი
საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
მემფისი
„დიადი დაბრუნება სამთა კაცის
კოლხთა სამეფოში“
„მოიარეს სამმა კაცმა სამყაროსა აღმოსავლეთსა,დატოვებით არა ალი-
კვალსა,მოუჰყვნენ თავ გადახდენა მეფესა დიადსა,მოხიბლულსა მათთა
გამბედაობითა,დაუზარლობითა და აღმოჩენისა ახალი სამყაროსა
ცნობებისა.მეფემა დიდებულმა სდო ჯილდო სამივესა გმირსა და უწოდა მათთა
დიადსაზე დიდი ყმანი“
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

იმედია ისიამოვნეთ სამი ყმის მოგზაურობით,მართლაც რომ გასაოცარ ძველ


აღმოსავლეთში,ჩვენც გავიარეთ და წარმოვიდგინეთ მათი თავგადასავალი ამ
კომპლექსური დავალების შესაძლებლობით.დიდი მადლობა !

You might also like