You are on page 1of 4

მინოსური და მიკენური ხელოვნება

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ანტიკური სამყაროს ხელოვნება

კურსის ხელმძღვანელი: ნინო ჭიჭინაძე

სტუდენტი: გვანცა ნათიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2024


მინოსური ხელოვნება
მინოსური ხელოვნება დაკავშირებულია ეგეოსის ყველაზე დიდ კუნძულ- კრეტასთან.
ძვ.წ1600-1450 განვითარების უმაღლეს მაჩვენებლად ითვლება, როდესაც ვითარდება
სოციალური თუ კულტურული სფეროები. ისინი მისდევდნენ ზღვაოსნობას, ვაჭრობას და
ეგვიპტესთან კომერციული საქმიანობის გატარებას, ასევე ხდებოდა ზეთისხილის,
მარცვლეულის, ხილის მოყვანა, მესაქონლეობა,არსებობდა მრავალი პორტი, რაც
განაპირობებდა კუნძულზე ნაკლებად გავრცელებული მასალის და მადნის შესყიდვას.
ძვ.1900-1300 წლები სახასითოა ამ პერიოდში ნაშენები სასახლეებით, რომელთაც სხვადასხვა
დანიშნულება ჰქონდათ. ერთ-ერთი მთავარი მათგანი იყო კნოსის სასახლე, რომელიც ძვ.წ.
XVII საუკუნეში დაინგრა და ხელახლა აშენდა. აღსანიშნავია, რომ მეფეები ცხოვრობდნენ
საკმაოდ დახვეწილ სასახლეებში. ნაგებობები ხასიათდებოდნენ კომპლექსური განლაგებით,
რომელთაც ჰქონდათ დერეფნები, დარბაზები, ოთახები და აქ არსებული ეზოები.
საცხოვრებელ ნაგებობებს ახლოსვე მიშენებული ჰქონდათ სათავსოები, რაც სამეურნეო
საქმიანობასთანაა კავშირში. სასახლეების თუ საცხოვრებლების გეგმა როგორც წესი
არარეგულარულ სახეს იძენდა, რამაც კნოსის ლაბირინთად წოდების მიზეზი გახდა. ამ
უკანასკნელთან ასოცირდება დიდი სვეტები, რომლებიც კვიპაროსის ხისგან იყო
გაკეთებული და ქვედა ნაწილში ვიწროვდებოდა. დღევანდელი ვარაუდით აქ იყო როგორც
ცერემონიების, ისე სტახტო დარბაზი. ის 2.5 ჰა-ზე იყო გაშლილი. ჭარბობდა ორპირი ცულის
მოტივები. დიდი რაოდენობის დარბაზებით, ჩიხებით, კიბეებით, სათავსოებით. სვეტებს
ბრტყელი კაპიტელი ეყრდნობოდა. ამასთანავე, იმ დროს სახასიათო იყო სათავსო, სასახლის
მთავარი დარბაზი. მსგავსი მეგარონი კედლებით იყო გარშემორტყმული, რომელსაც წინა
მხარეს სვეტები ერთვოდა, ხოლო ცენტრალურ ნაწილში კერა და საკვამლე ღიობი
მდებარეობდა. კედლები ნაგებია რიყის ქვით, ალიზის აგურით, მოპირკეთება ხდებოდა
ადგილობრივი ქვით.სხვა ელემენტები ხის იყო. ეს ხელს უწყობდა ხშირი მიწისძვრებისგან
გამოწვეულ ზიანის თავიდან აცილებას. ამის მიუხედავად ვულკანმა თერამ კნოსოსი და
ფესტოსი გაანადგურა. ოთახები ცენტრალური სივრცის გარშემო იყო განლაგებული და არა
სიგრძივ ღერძზე, როგორც ეს მიკენურ კულტურას ახასიათებდა. ასევე მინოსურ
არქიტექტურაში არაა ტაძრები, სამლოცველოები და საგანგებო სამარხები.

ბათქაში გვხვდება როგორც ფრესკით შემკულ კედლებზე, ასევე იატაკზე. არსებობდა


საკანალიზაციო და წყლის მარტივი სადრენაჟო სისტემები. სახასიათო იყო
მრავალსართულიანი, ბრტყელ სახურავიანი, მრავალ სვეტიანი, შუქის დიდი წყაროებიანი
ნაგებობები. აქვე იყო საკუჭნაოები, ოთხები, სააბაზანოები, საკულტო სივრცეები.
აღსანიშნავია, რომ კედლები ფრესკებითაა შემკული, რაც დღეს მხოლოდ ფრაგმენტული
სახითაა შემორჩენილი. სახასიათოა მკვეთრი ფერები, თავისებური ხედვა. მაგალითად,
ადამიანის გამოსახულებები პროფილშია წარმოდგენილი, სახე კი ფასში. გასდევს მოქნილი
კონტური- რაც განიერ მხრებს და ვიწრო წელს კიდევ უფრო კონტრასტულს ხდის ფონთან.
კედლები იფარებოდა ჩარჩოებით, პეიზაჟებით, და საქმიანობის ამსახველი სცენებით.
იხატებოდა თაბაშირის სველ ან მშრალ ზედაპირზე. სველი ტექნიკისას სწრაფი მოხატვა იყო
საჭირო, მშრალის დროს კი- ნელი, თუმცა ის დროს ნაკლებად უძლებს. ხშირად თეთრი,
წითელი, ყვითელი, შავი, ნაცრისფერი და ლურჯი ფერები გამოიყენებოდა. უჩრდილო და
ბრტყელია ფორმები. აღმოჩენილი ნიმუშების ფონზე სავარაუდოა, რომ აქ არსებობდა ხარის
კულტი, მასთან დაკავშირებული და ზოგადი სპორტული აქტივობები, ზღვაოსნობა,
ყოველდღიურ ცხოვრებაში, არსებული სილამაზის გარკვეული სტანდარტი.

ქანდაკებები აღმოჩენილი კრეტაში მოიპოვება, თუმცა ისინი არ წარმოადგენენ დიდი ზომის


ნიმუშებს. მოძიებული მასალიდან გამომდინარე, გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეიძლება
ქურუმ ქალებზე ან ქალღმერთებზე, რომელთაც ხელებში გველები ეჭირათ და ამასთანავე
მათი ჩაცმულობა გარკვეულ ინფორმაციას იძლევა იმდროინდელ შესამოსელზე.
აღმოჩენილია ქვის რიტონები, რომელთაც რიტუალური დანიშნულება ჰქონდათ. ფიგურები
ერთ ზოლად უვლიან გარს ზედაპირს ან აქვს ხარის თავის ფორმა. თუმცა მაინც უცნობია
სცემდნენ თუ არა ხარს თაყვანს.

კერამიკის ნიმუშებიდან აღსანიშნავია ძვ.წ II ათასწლეულის მოხატული ერთეულები,


რომლებზეც გამოსახულია ზღვის ბინადრები და წყალმცენარეები. უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ დაახლ. ძვ.წ XV ს-ში ჭურჭლის ფორმა სრულ ჰარმონიაში მოდიოდა სახლის ან
სასახლეების დეკორთან რასაც დანგრეული კნოსის სასახლის შესახებ შემორჩენილი ცნობები
ცხადყოფს. ძვ. წ II ათასწლეულში მორგვმა საფუძველი ჩაუყარა კამარესის სტილის
კერამიკას, რომელსაც საექსპორტო მნიშვნელობა გააჩნდა. რის საფუძველსაც მისი
მხატვრული იერსახე და სიმრგვალე განაპირობებდა.

ძვ.წ 1700 წ-დან ეგეოსის ოქრომჭედლობა მოთხოვნადი გახდა. მაგალითად, აღმოჩენილია


ოქროს ფუტკრების წყვილი, რომლებიც ფიჭის გარშემო სხედან და მათთან ახლოს
ბურთულაზე შემოხვეული ობობა. იმპორტულ ოქროს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა.
იქნებოდა ეს ყოფითი თუ რიტუალური. ასევე აღმოჩენილია გარდაცვლილის ნიღაბი,
სატევრები, ლარნაკები.
მიკენური ხელოვნება

ძვ.წ 3000-1000 წლებში საბერძნეთში ეგეოსური ბრინჯაოს ხანა იდგა. ჩრდ.დას-დან ხალხმა
შემოიტანა მელითონეობა, კერამიაკა, არქიტექტურის ხელოვნება, რამაც ნეოლითური
კულტურა სრულად ჩაანაცვლა. მალე მიკენური კულტურა ეგეოსის რეგიონში წამყვანი
ხდება. მიკენელიები მეგალითებისგან აგებდნენ ციხე-სიმაგრებს, მოიხსენიებოდა
ციტადელად და იცავდა მმართველთა სასახლეებს. ეს უკანასკნელი კი მოიცავდა სწორკუთხა
გეგმის სტრუქტურას, რომელსაც მეგარონი ეწოდებოდა. შთამბეჭდაობას მატებს ქალაქის
კარიბჭე და გალავანი, რომლებიც სამარხების წრესაც მოიცავს. გალავანში ორი კარიბჭე იყო
გაჭრილი. ლომების და პატარა გვერდითი. მოქმედი იყო წყლის მომარაგების სისტემა
ცისტერნებით. კედლები ციკლოპური წყობით იყო ნაშენი. გალავნებზე მცველები იდგნენ.

მმართველთა რეზიდენცია ყველაზე მაღალ წერტილზე იყო აგებული მისთვის


დამახასიათებელი იყო ვრცელი მისაღები დარბაზი, მთავარი შიდა ეზო, სწორკუთხა შენობა
პორტიკით და ვესტიბიულით, რომელიც უერთდება ძირითად ოთახს. მეგარონს ჰქონდა
კერა და გარშემო 4 დიდი სვეტი. მისი სტრუქტურა მოგვიანებით ბერძნული ტაძრების
მშენებლობისას გამოიყენებოდა. მაგალითად, პილოსის სასახლე იდგა მაღლობზე, დიდი
როლს თამაშობდა მეგარონიც რომელთაც მბრძანებლის რეზიდენციის დანიშნულება
ჰქონდა. გააჩნდა ვესტიბიული, შიდა ეზო, გაერთიანებული სატახტო დარბაზი,მისაღები
აპარტამენტები, სვეტები, მოხატული იყო შენობის ყველა ნაწილი,გამოსახავდნენ ცხოველებს,
მცენარეებს, პეიზაჟებს, იატაკის ბათქაშიც ფერადი იყო.

აქ სამარხებს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ, ვიდრე მინოსურ კულტურაში.


ვერტიკალური თხრილები, რომლებზეც ქვის ფილები იდგა. ისინი მრგვალი ფორმის
სამარხებში მარხავდნენ, რომელთაც თლილი ქვის ბლოკებისგან აგებდნენ. გარდაცვლილებს
ატანდნენ ძვირფასეულობას, იარაღს, ტანისამოსს. მოგვიანებით მიწისზედა სამარხები
გამოჩნდა. 100ზე მეტი თოლოსია აღმოჩენილი. ყორღანს კონუსური ფორმა აქვს.

მინოსური ხელოვნება აღიქმებოდა როგორც სავაჭრო კავშირების შედეგად წარმოქმნილი


ხელოვნება. ხშირიად გაუგებრობას ბადებდა ისიც, თუ ვინ იყო პირველი-ვინც ქმნიდა
ყოველივე ახალსა და შთამბეჭდავს მათ შორის. კერამიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო.
ხმარობდნენ ყოველდღიურობაში და დღესასწაულებისას. დროთა განმავლობაში სიუჟეტი
ჰეროიკული გახდა, რაც პოლიტიკურ მდგომარეობასთანაც იყო კავშირში.

აღმოჩენილია ოქროსა და ბრინჯაოს იარაღები, სასმისები, ნაკეთობები. გამოიყენებოდა


სხვადასხვა ფერის ლითონი, რკინა, ვერცხლი, ოქრო, ბრინჯაო.

You might also like