You are on page 1of 18

მესოპოტამიაზე შეყვარებული

მესოპოტამია, იგივე შუამდინარეთი, როგორც


მას უწოდებენ, საუკუნეებია იზიდავს
მეცნიერებს, სიძველეთა მოყვარულებს თუ
უბრალო მოგზაურებს. მაშინ, როდესაც
არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, საერთოდ
არ არსებობდა, მოგზაურები და ვაჭრები თუ
დადგამდნენ ფეხს ამ ღვთისგან მივიწყებულ
ადგილზე.
XVIII-XIX საუკუნეებში, დღესდღეობით ამ მეტად
მიმზიდველი და ეგზოტიკური დარგის,
არქეოლოგიის ჩამოყალიბების პროცესი
ისეთივე ქაოტური იყო, როგორც სამყაროს
შექმნის „პირველი დღეები“. ამ ხანგრძლივ
პერიოდში არქეოლოგიამ გაიარა
განძთმაძიებლობის, დიდი იმპერიების
კოლონიურ მიწებზე მივლინებული ოფიცრების
მიერ წარმოებული გათხრებისა და მაღალი
დონის მეცნიერებად ჩამოყალიბების გრძელი
გზა. სწორედ ამ პერიოდში, არქეოლოგიის
გარიჟრაჟზე, ხდება მსოფლიოს დაინტერესება
მესოპოტამიის გაუდაბნოებული მიწებით და
სწორედ მოგზაურების მიერ, მიწისზედა
არქეოლოგიური თუ არქიტექტურული
ძეგლების დაფიქსირებამ გააჩინა
საზოგადოებაში ინტერესი, რომ ეს ერთი
შეხედვით უმიწაწყლო ტერიტორია დიდებულ
წარსულს ინახავდა.

ამ სტატიით გადავწყვიტეთ მოგვეყოლა იმ


დიდებული ქალაქის აღმოჩენის, შესწავლისა
და ტრაგიკული დასასრულის ისტორია,
რომელსაც ნიმრუდი ჰქვია.

ნიმრუდი, იგივე კალჰუ, ასურეთის მეფე


შალმანასერ I-მა დააარსა ძვ.წ. XIII საუკუნეში,
როგორც ძლიერი ქალაქი, თუმცა ამ დროს
იმპერიის დედაქალაქად აშური რჩებოდა.
ნიმრუდმა დედაქალაქის სტატუსი ძვ.წ. IX
საუკუნეში, ასურნასირფალ II-ის
მმართველობის დროს მიიღო. მან
დედაქალაქში ფართო მშენებლობები
წამოიწყო, ააგო რა დიდებული სასახლე და
ტაძრები. ნიმრუდმა დედაქალაქობა ძვ.წ. 706
წელს, სარგონ II-ის დროს შეწყვიტა და მას
ჩაენაცვლა დურ-შარუქინი. ამ უკანასკნელს კი
ნინევია, მომდევნო მეფის, სინაქერიბის დროს.
ნინევია ასურეთის დიდებული იმპერიის ბოლო
დედაქალაქი აღმოჩნდა, რადგან ძვ.წ. VII
საუკუნის ბოლოს ასურელებს არაერთი
მხრიდან გამოუჩნდათ მტრები, რამაც
საბოლოოდ გამოიწვია იმპერიის აღსასრული.
როგორც ჩანს, ასურელი მეფეები დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ გამეფებისთანავე
ახალი დედაქალაქის დაფუძნებას და
მშენებლობას.

საუკუნეების განმავლობაში, ასურეთის


დაცემისა და ამ ტერიტორიაზე სხვა ხალხების
გაბატონების შემდეგ, ეს დიდებული ქალაქები
დავიწყებას ეძლეოდა. მხოლოდ 1760 წელს,
გერმანელი მკვლევარის, კარტოგრაფის,
კარსტენ ნიებურის სახელს უკავშირდება
ათასწლეულების წინ მიწით დაფარული
ნიმრუდის აღმოჩენა. ამის შემდეგ არაერთი
მოგზაური თუ მკვლევარი დაუკავშირდა ნეო-
ასურული იმპერიის დედაქალაქის კვლევას.
მათ შორის გამოსარჩევია ოსტინ ჰენრი
ლეიარდი, რომელმაც ნიმრუდის გათხრა 1845
წელს დაიწყო. ლეიარდის შემდეგ კიდევ
რამდენიმე მკვლევარი ედგა სათავეში ამ
ძეგლის შესწავლას. 1879 წლის შემდეგ კი, 60
წლის განმავლობაში, ის რატომღაც ყველა
მკვლევარმა მიივიწყა. 1949 წელს ნიმრუდს
კვლავ მოაკითხეს, ამჯერად ბრიტანელმა
არქეოლოგმა, მაქს მელოუენმა, რომელიც
1963 წელს ასევე სხვამ შეცვალა და ასე
გრძელდებოდა წლების განმავლობაში.
არქეოლოგები ისევე მოდიოდნენ და
მიდიოდნენ, როგორც თავად ამ იმპერიის
მეფეები. ერთნიც და მეორენიც თავიანთ
სახელს ტოვებდნენ, რომელიც სამუდამოდ
დარჩა ჯერ ნიმრუდის აშენების, შემდეგ კი მისი
შესწავლის ისტორიას.


როგორც ზემოთ ვახსენეთ, ერთ-ერთი
არქეოლოგთაგანი, რომელიც ნიმრუდმა
მიიზიდა, მაქს მელოუენი იყო. მელოუენი
მხოლოდ იმიტომ არის აღნიშვნის ღირსი, რომ
ის თვით აგათა კრისტის მეუღლე იყო. დიახ,
სწორედ ამ ყველასათვის ცნობილი და
საყვარელი მწერლის მეუღლე. როგორივე
ეგზოტიკურიცაა თავად ეს პროფესია, ალბათ
ისევე რომანტიკულად ჟღერს ის ფაქტი, რომ
ყოველ ზამთარს, მაშინ როდესაც
არქეოლოგებს მესოპოტამიის მწველი მზე არ
აწუხებდათ, აგათა ქმართან ერთად დადიოდა
ერაყში, რათა დახმარებოდა მას და თავადაც
შეეგრძნო ამ ადგილების დიდებულება. აგათა
კრისტის შვილიშვილი, მეთიუ პრიჩარდი
იხსენებს, რომ ის ყოველ ზამთარს
უჩინარდებოდა ერაყსა თუ სირიაში და უკან
მხოლოდ მაისში ან ივნისში თუ ბრუნდებოდა.
ეს მისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იყო,
როგორც წერა. ეს ძველმოდური ქალბატონი
ექსპედიციაში მეუღლეს შესანიშნავ
დახმარებას უწევდა – ფოტო-აპარატით
აფიქსირებდა გათხრების მიმდინარეობას,
ახალ აღმოჩენებს და რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია, მონაწილეობას იღებდა
ადგილობრივი მუშახელის დაქირავებაში.
მელოუენის აღმოჩენათაგან მნიშვნელოვანი
იყო სპილოს ძვლის არტეფაქტების სერია, მათ
შორის კი ყველაზე გამორჩეული გახლდათ
ქალის სახიანი ფიგურა, რომელიც გაიგივებულ
იქნა მონა ლიზასთან და ეწოდა ნიმრუდის მონა
ლიზა.
„ეს ფიგურა, აღმოჩენისას სულ ტალახით იყო
დაფარული და აგათა მას საათების
განმავლობაში აშრობდა და წმენდდა თავისი
სახის კრემით.“ – აღნიშნავს ჯორჯინა ჰერმანი,
ბრიტანელი არქეოლოგი, რომელიც
მელოუენთან ერთად მუშაობდა ნიმრუდში.

კრისტი დიდი მონდომებითა და


პროფესიონალიზმით აფიქსირებდა
არქეოლოგების მიერ გამოვლენილ ყველა
სიახლეს. მათ აღმოაჩინეს დედოფალთა
სამარხები, რომლებიც ინახავდნენ ოქროსა და
სხვა ძვირფასი ლითონის სამკაულებს, ქვის
დაფებს, რომლებზეც სხვადასხვა
ხელშეკრულებები და ტაძრის ჩანაწერები იყო
დაფიქსირებული. მათ აქ ასევე მიაკვლიეს
ადამიანთა ჩონჩხებს, რომელთაც ჯერ კიდევ
ეტყობოდათ ტყვეობის კვალი.

აგათა კრისტის გატაცება აღმოსავლური


ცივილიზაციებით მისმა კალამმა აღწერა. მან
დაწერა რომანები „სიკვდილი ნილოსზე/Death
on the Nile“ და „მკვლელობა
მესოპოტამიაში/Murder in Mesopotamia“. ასევე,
არამხატვრული წიგნი – „მოდი, მითხარი
როგორ ცხოვრობ/Come, tell me how you live“,
რომელიც 1940-იან წლებში სირიის გათხრებს
ეხება. ეს ნაწარმოები გახდა მისი აღთქმა
მოგზაურობის, თავგადასავლებისა და ძველი
ცივილიზაციების სიყვარულისადმი.

„ინშალლაჰ, მე კვლავ წავალ იქ და ის, რაც


მიყვარს, არასდროს დაინგრევა“ – დაწერა მან
1944 წელს.
სამწუხაროდ, აგათას სიტყვები არ ასრულდა.
70 წლის შემდეგ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს
ტერორისტულმა დაჯგუფებამ პირველი იერიში
მიიტანა ნიმრუდის დიდებულ სასახლეზე. ერთი
წლის შემდეგ კი, მათ მიწასთან გაასწორეს
ფრთოსანი ხარები, რომლებიც ჩრდილო-
დასავლეთ სასახლის კარიბჭეს იცავდნენ. ის
ტერიტორია, სადაც მელოუენმა ყველაზე
მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. მათ
დახერხეს, ქვის უროებით დაანგრიეს,
ბულდოზერებით გადაყარეს და საბოლოოდ
ააფეთქეს მესოპოტამიის ისტორიის დიდებული
მომსწრე. ქალაქი, რომლის მშენებლობაზე
ასურეთის მეფეები საუკუნეების განმავლობაში
ზრუნავდნენ, არქეოლოგები კი ათწლეულების
განმავლობაში უბრუნებდნენ მივიწყებულ
დიდებას, ტერორისტებმა ერთი ხელის მოსმით
ფერფლად აქციეს.

„ჩემი ბებია და ბაბუა ახლა რომ ცოცხლები


ყოფილიყვნენ და გაზეთიდან ამ ამბის შესახებ
გაეგოთ, ვერც იცნობდნენ ადგილს, სადაც
წლების განმავლობაში მუშაობდნენ და
ცხოვრობდნენ.“ – ამბობს კრისტისა და
მელოუენის შვილიშვილი, მეთიუ.

ერთი თვის შემდეგაც, რაც ე.წ. ისლამური


სახელმწიფოს წარმომადგენლებმა
დანგრეული ქალაქი მიატოვეს, ის მაინც
საფრთხეშია, რადგან ტერორისტებმა ნაწილი
სასახლის ქანდაკებებისა და რელიეფური
გამოსახულებებისა დააზიანეს და ახლომახლო
დაყარეს. ეს საგანძური კი დაუცველია
მძარცველებისაგან. ასე ნადგურდება და ქრება
მესოპოტამიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი
ძეგლი.

„როდესაც ნიმრუდის შესახებ შევიტყვე,


თვალებზე ადრე ჩემი გული ატირდა“ – ჰიბა
ჰაზიმ ჰამადი, არქეოლოგიის პროფესორი
მოსულში, რომელსაც ძეგლზე ხშირად
დაყავდა სტუდენტები.

დღესდღეობით ნანგრევების ერთადერთი


უშიშარი მოდარაჯე ერაყელი არქეოლოგი
ქალი, ლეილა სალიჰია. ის ხშირად დადის
ძეგლზე და ფოტოებით აფიქსირებს მას.

„კარგია, რომ ნანგრევები კვლავ ადგილზეა.


ბევრი რამ კვლავ in situ (თავდაპირველ)
მდგომარეობაშია. ძეგლის ნაწილობრივ
აღდგენა შესაძლებელიც კია, თუმცა 60%-ის
რეაბილიტაცია შეუქცევადია.“ – ამბობს
სალიჰი.

ბოლოთქმა

სტატია 2017 წელს გამოვიდა, მაშინ, როცა ISIS


მძვინვარებდა.

სტატია თარგმნა ლევან ლოსაბერიძემ – Anna


Hopkins and Associated Press, Photographer in
Mesopotamia

You might also like