You are on page 1of 15

ძველი რომის კულტურა

რომაული ცივილიზაცია თავისი ხასიათით ბევრ რამეში ჰგავს


ძველბერძნულს. ამიტომაც ისტორიკოსთა შორის დიდი ხანია მიმდინარეობს კამათი:
არსებობს თუ არა დამოუკიდებელი რომაული ცივილიზაცია? ზოგიერთი ცნობილი
მეცნიერი ამ კითხვას უარყოფითად პასუხობდა. პირველყოვლისა მათ შორის იყვნენ
ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ო. შპენგლერი (1880-1936) და ა.ტოინბი,
რომლებიც თვლიდნენ, რომ რომის ისტორია - ესაა მხოლოდ ბოლო სტადია
ბერძნულ-რომაული (ანტიკური) ცივილიზაციისა. ისინი ვერ ხედავდნენ რომის
სულიერი კულტურის ორიგინალურობას, უწოდებდნენ მას ბერძნულის წამბაძველს
და ძალზედ უტილიტარულს(პრაქტიკული,გამოყენებითი). მათი აზრით, რომაელთა
მთავარი მიღწევა ტექნიკაში, გამოყენებით მეცნიერებებში, კანონმდებლობაში იყო,
ხოლო ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია მთლიანად ბერძნული კულტურის
გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.სხვა ისტორიკოსები და ისინი უმრავლესობას შეადგებს,
ამტკიცებენ, რომ რომმა შექმნა საკუთარი ორიგინალური ცივილიზაცია,
ფასაულობათა თავისებური სისტემა და სახელმწიფოებრიობა, რომელიც მკვეთრად
განსხვავდება ძველი ბერძნულისაგან. კულტურის ის მახასიათებლები, რომელსაც ო.
შპენგლერი და ა. ტოინბი თვლიდნენ „გადაშენების გზაზე დამდგარად“,
შეფასებულია სხვაგვარად რომის ცივილიზაციის განვითარების განსაკუთრებულ
მიმართულებად.თვით რომაელები ამაყობდნენ იმით, რომ განსხვავებით სხვა
ხალხებისაგან, იცნობდნენ თავისი ქვეყნის ისტორიას უძველესი პერიოდიდან, იმ
დღიდან, როცა გადმოცემის მიხედვით 753 წ. 21 აპრილს ჩვ.წ. აღ-მდე დაარსებულ
იქნა ქალაქი რომი. სინამდვილეში რომის უძველესი ისტორია შეიცავს ბევრ
გამოცანას, რომელიც დღემდე ისტორიკოსებში დიდ დავას იწვევს.
ჩვ. წ-დე რომი წარმოადგენდა პალატინის ბორცვზე მდებარე პატარა
სოფელს, სადაც ლერწმით გადახურული რამდენიმე ქოხმახი იდგა. ნახევარი
ათასწლეულის მანძილზე ეს პატარა სოფელი გადაიქცა სახელმწიფოს დედაქალაქად,
რომელმაც დაიმორჩილა ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის
დიდი ნაწილი.რომმა, რომელსაც ეს სახელი მისი ლეგენდარული დამაარსებლის
მიხედვით დაერქვა, მემკვიდრეობით მიიღო თავისი მეზობლის - ბერძნებისა და
ეტრუსკების ტრადიციები. იმავე დროს მან წარმოშვა ახალი, თავისი კულტურა,
რომელსაც ქალაქური ხასიათი ჰქონდა და დიდი დახვეწილობით გამოირჩეოდა.
მკლევარები რომის განვითარებაში შემდეგ პერიოდს გამოყოფენ : 1) მეფეთა ხანა ძვ.წ.
754/753წ-დან - ძვ.წ.510/ 509 წ-მდე 2) რესპუბლიკის ხანა ძვ.წ.510/ 509 წ-დან - ძვ.წ.
31/27 წ-მდე 3) იმპერიის ხანა ძვ.წ. 31/27წ-დან - 476 წ-მდე.

ძვ.წ. I ათასწლეულში აპენინის ნახევარკუნძულზე ინდოევროპული


წარმოშობის ტომები- იტალიკები სახლობდნენ, მათ შორის - ლათინები, რომლებიც
ლაციუმის ოლქის ბინადრები იყვნენ (ამ ოლქში მდებარეობს თავად ქალაქი რომიც),
მათ გარდა, ტოსკანის ოლქში და კამპანიის ნაწილში ეტრუსკები, ხოლო სამხრეთ
იტალიასა და სიცილიაზე ბერძნები ცხოვრობდნენ. ბერძნებმა ამ ტერიტორიაზე ჯერ
კიდევ ძვ.წ. VIII ს-ში დაარსეს თავიანთი კოლონიები და პოლისთა გაერთიანება - ე.წ.
დიდი საბერძნეთი. ბერძნების შემდეგ კულტურული თვალსაზრისით ყველაზე
განვითარებული ეტრუსკები იყვნენ.მიუხედავად იმისა, რომ უსტრუსკების ისტორია
მრავალგზისაა აღწერილი ანტიკურ წერილობით წყაროებში, ეს მაინც იდუმალებით
მოსილი ხალხია. ჯერჯერობით გაურკვეველია მათი წარმოშობა ( საიდან მოვიდნენ
ისინი იტალიაში) და დაუდგენელია მათი ენის ნათესაობა სხვა ენებთან.

ეტრუსკების კულტურის აყვავების ხანა VI-V სს. მოიცავს. რომის


გაძლიერებასთან ერთად მათი ცივილიზაცია დაქვეითების გზას დაადგა,
ეტრუსკული მოსახლეობა კი ლათინებს შეერია და ასიმილირდება. ეტრუსკულმა
ხელოვნებამ დიდი წვლილი შეიტანა რომაული კულტურის ჩამოყალიბებაში. მათი
ქალაქების არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგად აღმოჩენილია მატერიალური
კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. განთქმული იყო ეტრუსკული კერამიკა
(ე.წ. ბუკერო - შავი ფერის, მეტალის სიპრიალის მქონე სქელკედლიანი ნაკეთობები
მრავალფეროვანი დეკორით) და ბრინჯაოს ნაკეთობები. აღმოჩენილია სარკოფაგები
მიცვალებულთა სკულპტურული გამოსახულებებით - როგორც ჩანს, ეტრუსკულ
რელიგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მიძინების კულტს. ვარაუდობენ, რომ
ეტრუსკულ ხელოვნებაში გავრცელებულმა გარდაცვლილების გამოსახულებებმა
დაუდო საფუძველი სკულპტურული პორტრეტის არნახულ აყვავებას რომაულ
ხელოვნებაში. ეტრუსკების რელიგიის, მითოლოგიის შესახებ ჩვენთვის ძალიან ცოტა
რამაა ცნობილი.მითუმეტეს ინფორმაციას მათი ცხოვრების, წეს-ჩვეულებების
შესახებ სამარხების მოხატულობები გვაძლევს.მითების თანახმად, ტროას დანგრევის
შემდეგ ლეგენდარული გმირი ენეასი იტალიაში გადასახლდა, ლათინების მეფის
ასულზე, ლავინიაზე დაქორწინდა, ქალაქი დააარსა, რომელსაც მეუღლის
პატივსაცემად ლავინია უწოდა და სიკვდილის შემდეგ ღმერთების გვერდით
დაიმკვიდრა ადგილი. მისმა შთამომავლებმა, ტყუპმა ძმებმა რომულუსმა და რემმა
რომი დააარსეს, რაც დაახლოებით ძვ.წ. 754-753 წლებში უნდა მომხდარიყო
(მართლაც, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ უძველესი
სამოსახლო რომის ტერიტორიაზე - პალატინის ბორცვზე - ძვ.წ. VIII ს-ს
განეკუთვნება. რომულუსი ავგური - უმაღლესი ქურუმი გახდა და რომს 12 საუკუნის
ძლევამოსილება და დიდება უწინასწარმეტყველა. შემდეგ ძმებს ჩხუბი მოუვიდათ,
რომულუსმა ძმა მოკლა და რომის პიველი მეფე გახდა. ლეგენდების თანახმად, ძვ.წ.
VIII-VII საუკუნეებში რომს, რომულუსის ჩათვლით, 7 მეფე მართავდა. მათგან
უკანასკნელი სამი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, რეალური ისტორიული
პირები და წარმოშობით ეტრუსკები იყვნენ. ეტრუსკი მეფეების მმართველობის
ხანაში რომის მოსახლეობა გაიზარდა, ქალაქი გაფარდოვდა, აიგო იუპიტერის ტაძარი
კაპიტოლიუმის ბორცვზე, გაკეთდა უზარმაზარი საკალიზაციო მილი (cloaca
maxima ). ადრეული რომის საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობა ჯერ
პრიმიტიული იყო - სახელმწიფოს სათავეში მეფე იდგა, რომელიც უმაღლესი
ქურუმის, მხედარმთავრისა და მოსამართლის ფუნქციებს ითავსებდა. რომში
არსებობდა აგრეთვე სენატი და სახალხო კრება, რომელიც უმნიშვნელოვანეს
საკითხებს წყვეტდა. ასე მარტივი იყო იმ ეპოქის რელიგიური წარმოდგენები -
რომაელები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ ომის ღმერთებს მარსს და კვირინს
( ლეგენდის თანახმად, რომულუსი სიკვდილის შემდეგ ამ ღვთაებად გარდაიქმნა),
სამყაროს შემქმნელ ორსახა იანუსს, უმაღლეს ღმერთს - იუპიტერს, ნაყოფიერების
ღვთაებებს იუნონას, ცერერას, ფლორას და სხვ. მოგვიანებით ძველი იტალიური
ღვთაებები ბერძნულთან გაიგივდა (მაგ: იუპიტერი - ზევსთან, ვენერა -
აფროდიტესთან, ჰერა - იუნონასთან, მინერვა - ათენასთან და სხვ.)

ძვ.წ. 510 წელს რომაელებმა პირველი კონსულის უინიუს ბრუტუსის


წინამძღოლობით გააძევეს თავიანთი უკანასკნელი მეფე ტარკვინიუსი და
რესპუბლიკა გამოაცხადეს. ძვ.წ. vს-ში რომში მიღებულ იქნა ე.წ. 12 ტაბულის კანონი,
რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რომაულ სამართალს. ძვ.წ. iv საუკუნის ბოლოს რომმა
მთელს იტალიაზე გაავრცელა თავისი ძალაუფლება ( ლაციუმი,ეტრურია, სამხრეთ
იტალიის ბერძნული პოლისების ჩათვლით) და იტალიის ჰეგემონი, მისი ქალაქების
და ტომების ფედერაციის წინამძღოლი გახდა. არქიტექტურა რესპუბლიკური რომის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო. ბევრ რამეში იგი ძველ ბერძნულს
წააგავს: მასში იგივე ორდერული სისტემა არსებობს, ტაძრებიც ძალიან ჰგავს
ბერძნულ პერიფტერებს, დიფტერებს, მრგვალ ტაძრებს და ა.შ. მაგრამ რომაელი
არქიტექტორების და ინჟინრების მიღწევები დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო
ბერძნულ სამშენებლო ხელოვნებასთან შედარებით.რომაული არქიტექტურის წიაღში
განვითარდა თაღებისა და გუმბათების მშენებლობის ტექნიკა, რაც აქამდე უცნობი
იყო ანტიკური კულტურისთვის. უდიდესი მიღწევა იყო აგრეთვე ბეტონის
გამოყენება.რესპუბლიკის ხანის რომაული ტაძრები ბერძნულს მოგვაგონებს, თუმცა
ისინი უფრო გრანდიოზულია და , როგორც წესი, მაღალ პლატფორმებზეა აგებული.
ფართო გამოყენება ჰქონდა ამ ეპოქაში აგურსა და ვულკანური წარმოშობის რბილ
მასალებს. გავრცელებული იყო აგრეთვე ტაძრის მრგვალი ფორმა ( ე.წ. როტონდა).
საკულტო ნაგებობის გარდა, იგებოდა აგრეთვე ბრწყინვალე საზოგადოებრივი
შენობები - ამფითეატრები , ღია გალერეები, თერმები(აბანოები), იპოდრომები,
ბაზილიკები და სხვ. სხვადასხვა ომებში გამარჯვების აღსანიშნავად, ტრადიციის
თანახმად, რომაელები ტრიუმფალურ თაღებს ან კოლონებს აგებდნენ. ასეთი თაღები
და კოლონები რელიეფებით ირთვებოდა, რომლებზეც ომებისა და გამარჯვების
ამბები იყო ასახული. ძვ.წ. I ს. იულიუს კეისარმა ააგო რომის ე.წ. ახალი ფორუმი.
ფორუმი ანტიკური რომის არქიტექტურული ხელოვნების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასე ეწოდებოდა ქალაქის მოედანს, რომელსაც უკვე რომის
რესპუბლიკის ხანაში არქიტექტურულად გაფორმებული მხატვრული სახე ჰქონდა.
რომის ხუროთმოძღვრების სხვა მონაპოვრებთან ერთად, ფორუმი
ქალაქმშენებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა.

სიტყვა „ ფორუმ“ საბაზრო მოედანს აღნიშნავდა. რომში რამდენიმე


მოედანი იყო, მათგან მთავარს ეწოდებოდა „ფორუმი“ ყოველგვარი ეპითეტის გარეშე.
დროთა განმავლობაში მას ეწოდა „ფორუმ რომანუმ“ ანე რომაული ფორუმი. იგი
მდებარეობდა პალატინის ბორცვის გასწრივ და ემიჯნებოდა კაპიტოლიუმის ბორცვს.
თანდათან ამ ადგილიდან ბაზარი გადაიტანეს ქალაქის სხვა ნაწილში და ფორუმი
გადაიქცა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად. აქ იგებოდა ყველაზე
მნიშვნელოვანი სავაჭრო, საკულტო და საერო დანიშნულების შენობები. ფორუმზე
თავს იყრიდა დედაქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრება მთელი თავისი
მრავალფეროვნებით, იგებოდა ქალაქის მფარველ ღვთაებათა ტაძრები, რომელთა წინ
სრულდებოდა რელიგიური რიტუალები. ფორუმი ქალაქის პოლიტიკური ცენტრიც
იყო. აქ იკრიბებოდა სახალხო კრება, ხალხის წინაშე გამოდიოდნენ ცნობილი
სახელმწიფო მოღვაწეები და ორატორები. აქვე ინახებოდა სახელმწიფო ხაზინა,
ჩქეფდა დედაქალაქის სავაჭრო ცხოვრება. ადრეულ ხანაში დღესასწაულების დროს
ფორუმზე გრადიატორთა ბრძოლები ტარდებოდა. ასეთი მრავალმხრივი
დანიშნულება ქმნიდა ფორუმის არქიტექტურული სახის თავისებურებებს. ფორუმზე
თავს იყრიდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნაგებობები.

რომი განსაკუთრებით იზრდებოდა და მშვენდებოდა იულიუს კეისრის


დროს (ძვ.წ. I ს.). მისი ზრუნვა ფორუმსაც შეეხო. კეისრის ბრძანებით ფორუმზე
დაიწყო ბაზილიკისა და კურიის(სენატისსხდომათა დარბაზი). იულიუსმა წამოიწყო
ფორუმის დიდი რეკონსტრუქცია.მის დროს დაიწყო იულიუსის ბაზილიკის
მშენებლობა, ააგო საგანგებო ტრიბუნები ორატორებისათვის. იულიუს კეისრის
დროიდან იღებს სათავეს ფორუმზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების
თავშეყრის ტრადიცია.

უკვე იულიუს კეისარმა დაიწყო ძველი ფორუმის გაფართოება (ძვ.წ. 54-46 წწ.)
ამისთვის მან კვირინალის ბორცვის ძირას ბრძანა ახალი დიდი მოედნის გაშენება,
რომელსაც კეისრის ფორუმი ეწოდა. კეისრის ფორუმმა დასაბამი მისცა
საიმპერატორო ფორუმების არქიტექტურული ანსამბლის ჩამოყალიბებას. აქ უკვე
გამოჩნდა ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მომავალ ფორუმთა
გეგმარებას - ზუსტად გააზრებული გეომეტრიული განაწილება და სიმეტრიის
პრინციპი. ძვ.წ. 44 წლის 15 მარტს იულიუს კეისარი მოკლეს შეთქმულებმა. მის
ფორუმზე აგიზგიზდა სამგლოვიარო კოცონი. შემდგემში ამ ადგილას ოქტავიანე
ავგუსტუსმა ააგო ღვთაებრივი იულიუსის ტაძარი. ამ ნაგებობისაგან მხოლოდ
კვარცხლბეკია შემორჩენილი.

ძველ რომში ძალზე განვითარებული იყო სამოქალაქო არქიტექტურა -


იგებოდა მრავალსართულიანი სახლები ღარიბებისთვის (ე.წ. ინსულები),
მდიდრული ვილები და ა.შ. საქვეყნოდ განთქმულია აგრეთვე ძველი რომაული
საინჟინრო ნაგებობები - ხიდები, გზები, აკვედუკები და სხვ. მრავალი მათგანი
დღემდეა შემორჩენილი და ფუნქციონირებს.რესპუბლიკურ ხანაში რომაული
ქანდაკება ჩამოუვარდებოდა ბერძნულს თავისი მაღალმხატვრულობითა და
ჰარმონიით. მაგრამ მასში არსებობდა კლასიკური ბერძნული კულტურისთვის
უცნობი ტენდენცია - პორტრეტული მსგავსების, შეულამაზებელი ცხოვრებისეული
სიმართლის, პიროვნების ხასიათის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემის
სურვილი.

რომაულ ქანდაკებას უნდა ვუმადლოდეთ იმისაც, რომ შეიძლება


წარმოდგენა ვიქონიოთ ძველი ბერძნული ხელოვნების მრავალ შედევრზე: უამრავი
ბერძნული ქანდაკების ორიგინალი დაკარგულია და ინფორმაცია მათ შესახებ ჩვენ
მრავალრიცხოვანი რომაული ასლების მეშვეობით მივიღეთ. მირონის, პოლიკლეტის,
პრაქსიტელის, ლისიპეს მრავალი ქმნილება რომაულ ასლებში აგრძელებს თავის
სიცოცხლეს. მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ,რომელიც რესპუბლიკის
კრიზისს მოჰყვა, რომში უდიდესი პოლიტიკური ცვლილებების ხანა დადგა:
რესპუბლიკა იმპერიად იქვა, სახელმწიფოს მეთაურს, ოქტავიანეს „ ავგუსტეს“
(„ღვთაებრივის“) ზედწოდება და პრინცეფსის ტიტული მიანიჭეს. მისი
მმართველობით საფუძველი ჩაეყარა ახალ იმპერიულ რომს და რომაელი კეისრების
( იმპერატორების) მთელ რიგს, რომელთა დროსაც სახელმწიფომ თავისი ძლიერების
ზენიტს მიაღწია და შემდგომ, IV-V საუკუნეებში, დაქვეითების გზას დაადგა.

ავგუსტეს ეპოქას ( ძვ.წ. 27 - ახ.წ. 14 ) რომაული კულტურის „ ოქროს


ხანას“ უწოდებენ. ეს წლები მშვიდობის წლები იყო სისხლისმღვრელი სამოქალაქო
ომების ეპოქის შემდეგ. ავგუსტეს მმართველობის დროს რომის სახელმწიფო
ძლიერების და დიდების ახალ საფეხურზე ავიდა: „ რომაული მითი“ ( ლეგენდა იმის
შესახებ, რომ განგებამ რომი მსოფლიოზე ბატონობისთვის შექმნა) „ ავგუსტეს მითს“
შეერწყა - მასში ავგუსტე მშვიდობისმყოფელად, რომაელი ხალხის მხსნელად იყო
წარმოჩენილი. ეს დებულებები იმპერიული რომის ოფიციალური იდეოლოგიის
საფუძველი გახდა.ავგუსტეს დროს დასრულდა რომაული და ბერძნული
კულტურების შერწყმის პროცესი. ელინთა მემკვიდრეობა საბოლოოდ იქნა
ათვისებული და გადამუშავებული რომაელების მიერ - განვითარების უმაღლეს
მწვერვალს მიაღწია ლიტერატურამ, ფილოსოფიამ, სამართალმა, ხელოვნებამ.
იმპერიის ეპოქის რომაული არქიტექტურა ამ სახელმწიფოს ძლიერების და
სიმდიდრის განსახიერება იყო.

იმპერატორი ავგუსტუსი (ძვ.წ. 31წ. - ახ.წ. 14წ.) აგრძელებს რომაული


ფორუმის აღდგენა- მშენებლობას. იულიუსის ფორუმის ჩრდილოეთის მხრიდან
დაიწყო ავგუსტუსის ფორუმის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ ყოველი შემდგომი
იმპერატორი ცდილობდა საკუთარი ფორუმი უფრო ბრწყინვალე და დიდებული
აეგო, ვიდრე ეს წინამორბედს ჰქონდა. რომის იმპერატორების უსასრულო
დამპყრობლური ომების შედეგად მოპოვებული ფანტასტიკური სიმდიდრე,
პროვინციების ძარცვით მიღებული განძეულობა ხმარდებოდა დედაქალაქის
გაზრდა-განაშენიანებას. მთავარი ყურადღება ფორუმზე იყო გადატანილი, როგორც
საიმპერატორო ძალაუფლების ყველაზე ნათელ განსახიერებაზე. ისინი არ
არღვევდნენ ტრადიციას და ამიტომ არის, რომ რომის საიმპერატორო ფორუმები ერთ
ადგილას არის თავშეყრილი და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. ძველი რომის
შუაგულში განლაგებული ფორუმები ნათელ წარმოდგენას გვაძლევს რომაული
არქიტექტურის ამ დამახასიათებელი ანსამბლების ისტორიულ
ევოლუციაზე.სრულიად შეიცვალა ფორუმის ხასიათი. რესპუბლიკური ფორუმის
დინამიკური, ცხოველხატული გეგმარება შეცვალა კვადრატთან დაახლოებული
მოედნის შენობათა მწყობრმა, სიმეტრიულმა განაწილებამ. მაღალი კედელი
გამოჰყოფდა ფორუმს ქალაქისაგან. იგი გადაიქცა ქალაქის პარადულ ცენტრად. მასზე
ვაჭრობა აიკრძალა. გაიზარდა მიდრეკილება შემკულობისაკენ. ფორუმის კედლები
შიდა მხრიდან მოაპირკეთეს ნაირფერი მარმარილოს ფილებით. არქიტექტორები
განიხილავდნენ ფორუმის დიდ სივრცეს, როგორც გრანდიოზულ ინტერიერს,
რომელსაც საგანგებო შემკობა სჭირდება. ფორუმის კედელი იმკობოდა მასთან
მიდგმული მარმარილოს ნახევარსვეტების მწკრივით, მათი ფერადოვნება
აცოცხლებდა გარემოს და საზეომო ხასიათს ანიჭებდა მოედანს. ფორუმს ამკობდა
რომაული ისტორიის გამოჩენლ მოღვაწეთა ქანდაკებები, რომელთა შორის
გამოირჩეოდა რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულის ქანდაკება. აქვე იდგა
ათენის ერეხთეიონის კარიატიდების ასლები. ნიშებში დადგმული პორტრეტული
ქანდაკებების პოსტამენტებზე წარწერები იყო გაკეთებული. ფორუმზე იყო აგრეთვე
ავგუსტეს თოთხმეტმეტრიანი კოლოსალური ქარდაკება. იგი იმპერატორის
სიკვდილის შემდეგ აღიმართა. ავგუსტეს ფორუმი ხალხისათვის ძვ.წ. 2 წ. გაიხსნა,
თუმცა მისი მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოო სახე უფრო
მოგვიანებით მიიღო. ავგუსტუსის ფორუმის ცენტრში იდგა მარს ულტორის
(შურისმგებელი მარსის) თეთრი მარმარილოს ტაძარი. იგი აკურთხეს ახ.წ.2წელს.
ომის ღმერთის ეს ტაძარი რომის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ შენობად
ითვლებოდა. კორინთული სვეტებით შემკული მისი ფასადი 35 მეტრის სიმაღლეს
აღწევდა. მარსის ტაძრიდან დარჩა მხოლოდ ფრანგმენტები: სამი მარმარილოს სვეტი
არქიტრავის ნაწილით, კედლისა და კიბის ნაწილი.

ავგუსტუსის სამშენებლო მოღვაწეობა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს,


აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რომის იმპერიის დამაარსებლის ეს საქმიანობა მისი
მემკვიდრეებისთვის მისაბაძად იყო მიჩნეული და დედაქალაქის აღმშენებლობა, მის
ხუროთმოძღვრულ სახეზე ზრუნვა იმპერატორთა ერთ-ერთ უმთავრეს
დამსახურებად აღიარეს. რომი ავგუსტუსის დროს განსაკუთრებით იზრდება და
მშვენდება: ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავდა, რომ ავგუსტუსმა შეიძლება
ღირსეულად იამაყოს იმით, რომ მემკვიდრეობით მიიღო აგურის რომი და დატოვა
მარმარილოს ქალაქი. იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქა რომაული არქიტექტურის
განსაკუთრებული აყვავების ხანაა. იმპერატორი იყო ინიციატორი და
სულისჩამდგმელი გრანდიოზული სამშენებლო საქმიანობისა. ამ საქმეში მას
პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა. კოლოსალური მშენებლობა რომის
იმპერიის ძლიერების განსახიერებად უნდა ქცეულიყო.

ფორუმების მშენებლობის შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია იმპერატორ


ვესპასიანეს სახელთან (69-79წწ.). ვესპასიანეს ფორუმს მშვიდობის ფორუმიც
ეწოდებოდა. იგი აიგო იუდეველთა ომში გამარჯვების უკვდასაყოფად (არქიტექტორ
რაბირიუსის პროექტით), აგრეთვე იერუსალიმიდან ჩამოტანილი ტროფეებისა და
საბერძნეთიდან გამოზიდული ხელოვნების ნიმუშთა მოსათავსებლად. ვესპასიანეს
ფორუმი გეგმაში თითქმის კვადრატს წარმოადგენდა (115X125 მ. ). მოედნის
შუაგულში გაშენებული იყო ბაღი,რომლის სიმწვანეში ცხოველხატულად იყო
განთავსებული მრავალრიცხოვანი ქანდაკებები. მოედნის სიღრმეში აღმართეს
მშვიდობის ქალღმერთის ტაძარი, გვერდებზე - ბიბლიოთეკების შენობები. ამ დიდი
და საზეიმო მოედნიდან აღარაფერი შემორჩა.

იმპერიის ხანის ნაგებობებიდან თავისი გრანდიოზულობით გამორჩევა


რომის კოლიზეუმი ( ანუ ფლავიუსების ამფითეატრი, I ს.), (იხ.სურ. 31 )რომელიც
დღემდე ითვლება ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად. 68-69 წლებში რომის
იმპერატორმა ვესპასიანემ გრანდიოზული ნაგებობის მშენებლობა დაიწყო, რომელიც
საზეიმო სანახაობებისათვის იყო გათვალისწინებული, მისი მშენებლობა ვესპასიანეს
მემკვიდრემ, ტიტუსმა დაასრულა 80 წელს. კოლიზეუმი უზარმაზარ ელიფსს
წარმოადგენს,რომლის გარშემოწირულობა 524 მ-ია, სიმაღლე - დაახლოებით 50მ.
შენობა 50 000 მაყურებელს იტევდა. I იარუსის 80 თაღი საშუალებას იძლეოდა,
ტრიბუნები რამდენიმე წუთში ავსებულიყო დ დაცლილიყო. კოლიზეუმის პირველი
სამი იარუსი თაღოვანია, მეოთხე კი პილასტრებით(ნახევარ სვეტებით)
დეკორირებულ ყრუ კედელს წარმოადგენს. მის არენაზე ზოგჯერ ერთდროულად
გლადიატორთა 3000 წყვილი იბრძოდა, გარდა ამისა, იმართებოდა ეტლების
შეჯიბრებები, სხვა საცირკო წარმოდგენები და საზღვაო ბრძოლებიც კი, რომელთა
დროსაც არენას წყლით ფარავდნენ. 400 წელს, უკვე ქრისტიანობის ეპოქაში,
გლადიატორთა ბრძოლები აკრძალეს, კოლიზეუმი დაცარიელდა და გაპარტახდა -
მოხსნეს ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ელემენტები, თავად ნაგებობა ქვის
სამტეხლოდ გადაკეთდა. კოლიზეუმის კედლებიდან ჩამოცვენილი ქვებით კი
საუკუნეების მანძილზე სახლებს, ხიდებს, ეკლესიებს აგებდნენ.სიკვდილის შემდეგ
სხვა იმპერატორთა მსგავსად გაღმერთებულ ვესპასიანეს, ფორუმზე აუგეს
მარმარილოს ტაძარი, რომლის სამი კუთხის სვეტი და მდიდრული ორნამენტებით
შემკული ანტაბლემენტის ნაწილითა დარჩა ამ იმპერატორის მოსაგონებლად.

ვესპასიანეს მემკვიდრე იმპერატორი ტიტუს ფლავიუსი ( 79-81 წწ.), თავისი


ხანმოკლე მმართველობის მიუხედავად, ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად იყო
აღიარებული. გადმოცემით, მას დაკარგულად მიაჩნდა დღე, თუ კი ერთ კეთილ
საქმეს მაინც არ გააკეთებდა. ისტორიაში დარჩა ლეგენდად ქცეული მისი სიტყვები:
„ მეგობრებო, მე დავკარგე დღე!“. ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ,81 წ. პალატინის
ბორცვის ძირას აღმართეს ტრიუმფალური თაღი ტიტა იუდეველთა ომში მისი
გამარჯვების აღსანიშნავად. თაღის ზედა დამაგვირგვინებელ ნაწილზე წარწერაა:
„ სენატი და რომაელი ხალხი ღვთაებრივ ტიტუს ვესპასიანეს, ღვთაებრივი
ვესპასიანეს ძეს“.

როგორც წესი, სატრიუმფო თაღს ზემოთ ვერტიკალური მოზრდილი


სიბრტყე ჰქონდა, რომელზეც წარწერა თავსდებოდა. თვით თაღი კი
დაგვირგვინებული იყო ქანდაკებებით, სკულპტურული ჯგუფებით. ყველაზე
ხშირად გვხდებოდა კვადრიგის სკულპტურული გამოსახულება ( კვადრიგა -
ოთხცხენშებმული ეტლი).

ყველაზე სახელგანთქმული და გრანდიოზული იყო იმპერატორ ტრაიანეს


ფორუმი (97-117 წწ.). იგი იყო უკანასკნელი საიმპერატორო ფორუმთა შორის.
ტრაიანეს მმართველობა რომის იმპერიის განსაკუთრებული აყვავებით აღინიშნა. მის
დროს ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის კეთილდღეობის განსამტკიცებლად. მან დიდი
გულუხვობით გასცა დახმარებები ღარიბ მოქალაქეებისათვის, არ იშურებდა
სახსრებს გართობა-ზეიმებისათვის. ტრაიანეს დროს რომში მოღვაწეობდა მსოფლიოს
ერთ-ერთი უდიდესი ხუროთმოძღვარი აპოლოდორ დამასკელი - უნიჭიერესი
შემოქმედი, რომელმაც პროფესიული განათლება აღმოსავლეთში მიიღო.
აპოლოდორი საიმპერატორო კარის ოფიციალური ხუროთმოძღვარი იყო. იგი იყო
ფართოდ განათლებული პიროვნება, რომელსაც სამხედრო-საინჟინრო საქმიანობაც
ხელეწიფებოდა და იმპერატორისაგან მრავალგვარ დავალებასა და შეკვეთას იღებდა.

აპოლონ დამასკელის უდიდესი დამსახურებაა რომის ყველაზე დიდებული


და ბრწყინვალე ფორუმის - ტრაიანეს ფორუმის აგება. მშენებლობა 107-113 წლებში
მიმდინარეობდა. ფორუმის ტერიტორიის სიგრძე 200 მეტრს უდრიდა. შესასვლელში
აღიმართა სატრიუმფო თაღი. მისი ფასადი შემკული იყო ექვსი სვეტით.
კვადრატული მოედანი სამი მხრიდან კოლონადით იყო შემოფარგლული. მოედნის
შუაგულში იდგა იმპერატორის მოოქროვილი ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება.
ფორუმის სიღრმეში მდებარეობდა მოედანი, სადაც ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ
ააგეს მისი ტაძარი. სამწუხაროდ, რომაული არქიტექტურის ეს დიდებული ანსამბლი
ჩვენს დრომდე ძალზე დაიანებული მოვიდა. დღეისათვის დგას მხოლოდ ტრაიანეს
სვეტი და ულპიუსის ბაზილიკის ნაშთები.

საგანგებოდ გამოვყოთ აპოლოდორ დამასკელის მიერ პირველად


შემოღებული და განხორციელებული არქიტექტურული თემა - გამარჯვების
მონუმენტური სვეტი. ეს იყო არქიტექტურულ-სკულპტურული ნაწარმოების
სრულიად ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა როგორც საიმპერატორო ძალაუფლების
განდიდების ახალი ფორმა. ტრაიანეს სვეტმა(იხ. სურ. 33) კარგად გაუძლო ჟამთა
სიავეს და ჩვენს დრომდე დაუზიანებლად მოაღწია. ოცდათხუთმეტ მეტრამდე
სიმაღლის მარმარილოს სვეტი დგას ხუთი მეტრის სიმაღლის კვადრატულ
კვარცხლბეკზე. პოსტამენტში გაჭრილი კარის თავზე წარწერაა: „ სენატმა და
რომაელმა ხალხმა ( აღუმართა ეს სვეტი) იმპერატორ კეისარ ნერვა ტრაიანე
ავგუსტუსს, ღვთაებრივი ნერვას ძეს... მამულის მამას...“. ტექსტში აღნიშნულია
აგრეთვე, რომ სვეტის სიმაღლე მიანიშნებს, თუ რა სიმაღლის ბორცვი იყო
გადათხრილი ამ ნაგებობებისათვის ( ფორუმისათვის) ადგილის
გამოსათავისუფლებლად. სვეტი აგებული იყო 1,5 მეტრის სიმაღლის მარმარილოს
ცილინდრებისაგან, რომელნიც შიგნით ფუღურონი იყვნენ. პოსტამენტის
შესასვლელთან სვეტის შიგნით იწყებოდა ხვეული კიდე, რომლის 185 საფეხური
მიემართებოდა სვეტის ზედა ნაწილში მოთავსებული ბაქნისაკენ. სვეტი
დასრულებული იყო დორიული კაპიტელით, რომელსაც ეყრდნობოდა პოსტამენტი
არწივის ქანდაკებისათვის, რომელიც აგვირგვინებდა თავდაპირველად სვეტს.
ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117წ.) სვეტის კვარცხლბეკში დაასვენეს ოქროს
ურნა მისი ფერფლით და არწივის ქანდაკება იმპერატორის სკულპტურული
ფიგურით შეცვალეს.გამარჯვების სვეტი იმპერატორის მავზოლიუმად იქცა. XVI
საუკუნეში ტრაიანეს ქანდაკება წმ. პეტრეს ქანდაკებით შეცვალეს.

აპოლოდორ დამასკელის მოღვაწეობა მხოლოდ აღნიშნული ძეგლებით


როდი შემოიფარგლება. მისი შემოქმედება იშვიათი მაგალითია იმისა, რომ
ხელოვანის შესახებ მსჯელობა შეიძლება არა ცალკეული ნაწარმოების, არამედ
ნაწარმოებთა ჯგუფის მიხედვით, როდესაც შეიძლება თვალი გავადევნოთ მის
მოღვაწეობას რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მას მოუხდა ცხოვრება და
მუშაობა ორი იმპერატორის - ტრაიანესა და მისი მემკვიდრის ადრიანეს (117-138 წწ.)
დროს. მკვლევართა ნაწილი აპოლოდორ დამასკელს მიაკუთვნებს რომაელი
არქიტექტურის ბრწყინვალე ძეგლის პანთეონის აგებასაც (115-125 წწ.).
ნიშანდობლივია აპოლოდორ დამასკელის აღსასრული. იმპერატორმა ადრიანემ,
რომლის კარზე განაგრძობდა მოღვაწეობას დიდი ხუროთმოძღვარი, არ აპატია
აპოლოდორს მის მიერ დაპროექტებული ვენერასა და რომას ტაძრის გეგმის
გაკრიტიკება და დიდი ხუროთმოძღვარი თავისი უკომპრომისობისა და
პირდაპირობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორთან კონფლიქტი მას სიცოცხლის
ფასად დაუჯდა.

III საუკუნისათვის თანდათანობით მცირდება რომაულ ფორუმთა


მნიშვნელობა დედაქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რომაულმა ფორუმმა
გაიარა უაღრესად საინტერესო განვითარების გზა ქალაქის რეალური
საზოგადოებრივი ცენტრიდან მოყოლებული, როდესაც აქ თავს იყრიდა ქალაქის
მოსახლეობის მთელი საქმიანობა. დროთა განმავლობაში შეიცვალა ფორუმის
ფუნქცია - იგი იმპერატორის თაყვანისცემის ადგილად იქცა. რომის ერთმანეთთან
მჭიდროდაა მიჯნილი და ერთ კომპაქტურ ტერიტორიაზეა თავმოყრილი.ყოველი
შემდგომი ფორუმი ითვალისწინებდა წინამორბედის თავისებურებას და მისი
ხასიათის სპეციფიკას. გრძელდებოდა ტრადიცია, მაგრამ ამავე დროს, ყოველ
შემდგომ ფორუმს შეჰქონდა რაღაც საკუთარი ამ ტიპურ რომაულ არქიტექტურულ
ანსამბ

რომში განსაკუთრებით ვითარდება მეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა:


მედიცინა, მექანიკა, ასტრონომია და გეოგრაფია. ისტორიოგრაფია საწყისს იღებს
რომის ქურუმთა კალენდარული ჩანაწერებიდან და კონსულთა სიებიდან, რომლებიც
წელთაღრიცხვის საფუძველსაც წარმოადგენს.თავდაპირველად რომაელები მთვარის
კალენდარს იყენებდნენ, რომელიც ათი თვისგან შედგებოდა. ის იწყებოდა მარტში და
მთავრდებოდა დეკემბერში. თავად ეს ბოლო სახელწოდება მიგვანიშნებს , რომ ის
რიგით მეათე თვეა. შემდგომ რომაელები მეფე ტარკვინიუსის დროს გადადიან
მთვარის, თორმეტთვიან კალენდარზე, რომელიც 355 დღეს ითვლიდა. მზის
კალენდართან მისი შესატყვისობისათვის საჭირო ხდებოდა დროდადრო მეცამეტე
თვის დამატება. საბოლოოდ რომაული კალენდრის მოწესრიგება დაკავშირებულია
იულიუს კესრის სახელთან. ძვ.წ. 46 წელს მან შემოიღო მზის კალენდარული წელი
365 დღით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთი დღის დამატებით (ე.ი. ნაკიანი წელიწადი).
აქედან მოყოლებული რომაელები ახალი წლის დადგომას პირველ იანვარს
აღნიშნავდნენ. თვეების სახელწოდება - ივლისი და აგვისტო, იულიუს კეისრისა და
ავგუსტუსის პატივსაცემლად იქნა შემოღებული, მანამდე ისი რიგითი ნომრებით
მოიხსენიებოდა. ყოველი თვის პირველი დღე, რომელიც ახალი მთვარის დადგომას
ემთხვეოდა კალენდად იწერებოდა ( აქედან კალენდარი). წლის ათვლას იწყებდნენ
რომის დაარსებიდან (ძვ.წ. 753წ.), ხოლო წელი 12-12 საათად ყოფდნენ. დღე იწყებოდა
მზის ამოსვლით და მთავრდება მზის ჩასვლით. მზის ჩასვლიდან მის ამოსვლამდე -
ღამე. პირველი საათით ( hora prima ) იწყებოდა დღე, რაც ჩვენს დილის 7 საათს
შეესაბამებოდა. ამ დროს იწყებოდა სწავლა დაწყებით სკოლებში. დაწყებითი
სკოლები რომში საკმაოდ ადრეული ხანიდანაა ცნობილი. რომში, ქალაქის მთავარ
მოედანზე, ფორუმზე, არქეოლოგებმა მიავლიეს ძვ.წ. V საუკუნის სკოლას. რომაული
უმაღლესი განათლების სისტების საფუძველს რიტორიკა წარმოადგენდა. საჯარო
დებატებში გამოსვლები განსაზღვრავდა ამა თუ იმ პიროვნების წარმატებას
საზოგადოებაში. სენატის სხდომები, სასამართლო კომისიები, რომაელს უნდა
შეძლებოდა მგზნებარე სიტყვით მიემართა თავისი მსმენელებისათვის. ორატორებმა
არაერთი ლათინური ორატორული ხელოვნების ნიმუში შექმნეს. გამოჩენილი
რომაელი ორატორების რიცხვს მიეკუთვნებიან : გაიუს გრაკხუსი, მარკუს ანტონიუსი
( მომავალი ტრიუმვირის პაპა), ლუციუს ლიცინიუს კრასუსი, გაიუს იულიუს
კეისარი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და სხვ. რომაული რიტორიკის ფუძემდებლად
ციცერონია მიჩნეული. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გვიანი რესპუბლიკის
კულტურის განვითარებაში და, აგრეთვე, დიდია მისი ღვაწლი ლათინური
ფილოსოფიური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. ელინისტური გავლენით რომაული
პანთეონში შემოდიან ბერძნული ღმერთები და ხდება რომაულ ღვთაებებთან მათი
გაიგივება. რომაულ მითოლოგიას არასოდეს ჰქონია დასრულებული სახე. იგი
ძირითადად ბერძნული მითოლოგიის გავლენით ვითარდებოდა.

თორმეტ ოლიმპიურ ღმერთს მიეკუთვნებოდნენ: იუპიტერი (ზევსი),


იუნონა ( ჰერა), ნეფტუნი ( პოსეიდონი), მინევრა (ათინა), მარსი ( არესი), ვენერა
( აფროდიტე), დიანა (არტემიდა), ვულკანი ( ჰეფესტო), ვესტა (ჰესტია), მერკური
( ფერმესი), ცერერა (დემეტრა), და აპოლონი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ რომში.
ოლიმპიურ ღვთაებებთან ერთად რომში სხვა ბერძნული კულტებიც ჩნდება. ახალი
რელიგიური წესები კანონდებოდა სენატში, ე.წ. ცივილური წიგნების საფუძველზე.
უზენაესი ღვთაება იუპიტერი განაგებდა ყველა დიდი მნიშვნელობის საქმეს
კოსმოსის მასშტაბით. რომის მმართველებს კარგად ესმოდათ რელიგიის
მნიშვნელობა სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. ავგუსტუსი თავად ჩაუდგა
სათავეში ქურუმთა კოლეგიას, (Pontex Maximus Augur) დაამყარა რა პირდაპირი
კავშირები რელიგიასა და სამპერატორო ხელისუფლებას შორის. დაიწყო
იმპერატორების გაღმერთების პროცესი, ასტროლოგების და მისტერიების
პოპულარიზაცია, რამაც საერთო-პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე
მიიყვანა რომი სახელმწიფო რელიგიის დაცემასა და ქრისტიანობის ტრიუმფალურ
აღზევებამდე ახ.წ. IV საუკუნეში.უძველეს პერიოდში რომის სამართლის წყარო
ჩვეულებები და მცირერიცხოვანი კანონები იყო. იგი მხოლოდ კვირიტებზე, რომის
მკვიდრ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. ამიტომ მას კვირიტულ, ანუ ცივილური
სამართალი ეწოდებოდა. ამ ეპოქის მნიშვნელოვანი ძეგლია თორმეტი ტაბულის
კანონები.

ძვ. რომის მონათფლობელური ფორმაციის წიაღში აღმოცენდა და


განვითარდა ლიტერატურა ( ლათინურ ენაზე). იგი ძვ. ბერძნულ მწერლობასთან
ერთად შეადგენს ანტიკური ლიტერატურის ნაწილს. მისი ქრონოლოგიური
საზღვრებია ძვ.წ. III ს. II ნახევარი და ახ.წ. V ს. II ნახ. რომის ლიტერატურის
ისტორიაში გამოიყოფა ორი მთავარი პერიოდი: რესპუბლიკის ეპოქისა და იმპერიის
ეპოქისა, რომლებიც რამდენიმე ქვეპერიოდს შეიცავენ. მათ წინ უძღოდა რომაული
ხალხური შემოქმედებისა და ლათინური დამწერლობის განვითარების ხანგრძლივი
ხანა. ძვ.წ. III-II სს. რომაული მწერლობა ძირითადად ბერძნული ლიტერატურული
ძეგლების გადმოთარგმნით ან გადმოკეთებით კმაყოფილდებოდა. რომის
ლიტერატურის I მხატვრული ნაწარმოებად ითვლება ჰომეროსის „ ოდისეის“
ლათინური თარგმანი „ ულისე“, რომელიც დაიწერა ლივიუს ანდრონიკეს მიერ,
რომელიც ითვლებოდა პირველ რომაელ პოეტად.

რესპუბლიკის კრიზის პერიოდში (ძვ.წ. I ს.) წამყვანი გახდა პროზა,


განვითარდა რიტორიკა, ფილოსოფია, ისტორიოგრაფია, მემუარული ლიტერატურა.
განსაკუთრებით აღზევდა მჭერმეტყველება. ორატორულმა ხელოვნებამ დიდი
გავლენა მოახდინა მწერლობაზე, უწინარეს ყოვლისა, პროზაზე. ლათინურმა ენამ
უდიდესი გამომსახველობითი ძალა შეიძინა ამ პერიოდის პროზაში, რომლის
მთავარი წარმომადგენელი იყო ციცერონი. განვითარდა ისტორიულ-
პუბლიცისტური ჟანრი. ამ ჟანრის სანიმუშო თხზულებები შექმნა გაიუს იულიუს
კეისარმა. იმპერიის ეპოქის მწერლობას პრინციპატის ხანაში ( ძვ.წ. I ს.II ნახ. - ახ.წ. I
ს. დასაწყისი) პირობითად - რომის ლიტერატურის „ ოქროს ხანას“ უწოდებენ.
ოქტავიანე ავგუსტუსმა მწერლობა და ხელოვნება ახალი ხელისუფლების სამსახურში
ჩააყენა და ოფიციალური იდეოლოგიის პროპაგანდა დააკისრა. მან შემოიკრიბა
ცნობილი მწერლები და პოეტები. რომის ლიტერატურაში გაჩნდა ორი მიმართულება:
ოფიციალური, რომელიც ხოტბას ასხამდა ავგუსტუსის პოლიტიკას და ოპოზიციური,
რომელიც უპირისპირდებიდა ახალ რეჟიმს. ლიტერატურისა და ხელოვნების
მთავარი იდეა რომის სახელმწიფოს და ავგუსტუსის გაღმერთება იყო. ამ იდეას
ემსახურებოდნენ რომაული პოეზიის კორიფეები - ვერგილიუსი და ჰორაციუსი.
ახ.წ. IIს. დასასრულს დაიწყო რომის ლიტერატურის დაქვეითება. ლიტერატურულმა
ცენტრებმა თანდათან პროვინციებში გადაინაცვლა. გვიანდელი იმპერიის პერიოდში
( III- V სს), როცა აბსოლუტურმა მონარქიამ ცენტრი რომიდან კონსტანტინეპოლში
გადაიტანა, ლიტერატურის განვითარებას ბიძგი მისცა ქრისტიანულმა მწერლობამ.
ახ.წ. Vს. ბოლოს ფაქტობრივად დასრულდა რომის ლიტერატურის განვითარება.

თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა დიალოგის ფორმის


სახუმარო სიმღერები, რომელსაც მოსავლის აღების დღესასწაულებზე ასრულებდნენ.
მოგვიანებით გაჩნდა პატარ-პატარა ყოფითი კომიკური სცენები დიალოგით,
მუსიკითა და ცეკვებით. თეატრალური წარმოდგენები ძვ.რომში ყოველწლიური
სახელმწიფო დღესასწაულის დროს ეწყობოდა. პირველი თეატრალური ქვის
ნაგებობა ააშენა პომპეუსმა ძვ.წ. 55-52. რომაელი მსახიობები უმთავრესად
განთავისუფლებული მონები ან მონები იყვნენ. ძვ.წ. III-II სს-ში მსახიობები, როგორც
წესი, უნიღბოდ თამაშობდნენ. ნიღაბი დამკვიდრდა ძვ.წ. I ს-ში. განსაკუთრებით
პოპულარული იყო პანტომიმა - დრამატული ცეკვა მუსიკის თანხლებით. დიდი
წარმატებით სარგებლობდა საცირკო წარმოდგენები და გლადიატორთა ბრძოლები,
რომლებიც კოლიზეუმსა და სხვა ამფითეატრებში ეწყობოდა. რომის იმპერიის
კულტურის საერთო დიგრაციის შედეგად დაეცა მხატვრული დრამა და
თეატრალური ხელოვნება. ძვ. რომის თეატრმა, განსაკუთრებით დრამატურგიამ
დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო თეატრალური ხელოვნების განვითარებაზე.
რომის მუსიკა ელინისტურის კულტურის გავლენით განვითარდა. მისთვის
დამახასიათებელია ყოფასთან დაკავშირებული მუსიკალური პოეტური ჟანრები -
გამარჯვების, საქორწინო, მიცვალებულის ხსოვნასთან დაკავშირებული სიმღერები.

რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ახ.წ. I ს-ში წარმოიქმნა


ქრისტიანობა. თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც ჩაგრულთა, მონათა და
ღარიბთა რელიგიური მიმართულება. მათი ხსნის ერთადერთ იმედად რჩებოდა
რელიგია, რომელიც სააქაო ცხოვრებაში ტანჯვის სანაცვლოდ აღუთქვამდა ხსნას
საიქიოში. აღმოსავლეთში ასეთ რელიგიას ძველთაგანვე იუდაიზმი წარმოადგენდა,
რომელიც ჰპირდებოდა ხალხს მესიის (მხსნელის) მოსვლას და ტანჯვის სანაცვლოდ
ღვთისაგან ბედნირების მიგებას. სწორედ ეს იდეოლოგიური ელემენტები დაედო
საფუძვლად ადრინდელ ქრისტიანობას. იუდაიზმის ცალკეული სექტები
განსაკუთრებით დაუახლოვდნენ იმ მოძღვრებას, რომელიც ქრისტიანობის
საფუძვლად იქცა. 313 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ გამოსცა ედიქტი, რომლის
მიხედვით ახალი რელიგია-ქრისტიანობა დაკანონდა,თუმცა წარმართული კულტები
არ აიკრძალა.იმპერატორ თეოდოსის დროს(მე-4ს-ის ბოლოს) ქრისტიანობა
სახელმწიფოს ერთადერთი ოფიციალური რელიგია გახდა. კონსტანტინემ იმპერიის
დედაქალაქი აღმოსავლეთით, ბოსფორის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქ
კონსტანტინეპოლში გადაიტანა, რომელსაც ,,მეორე რომი,, უწოდეს.მალე იმპერია ორ
ნაწილად- დასავლეთად და აღმოსავლეთად- დაიშალა.410 წ.გერმანელმა ტომებმა-
გოთებმა და ვანდალებმა- რომი აიღეს და გაძარცვეს, ხოლო 476 წ. გერმანელების
ბელადმა ოდოაკრმა ტახტიდან ჩამოაგდო მცირეწლოვანი ომპერატორი რომულუს
ავგუსტულუსი და ეს წელი დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის თარიღად
ითვლება.

You might also like