You are on page 1of 9

ლექცია N 1

ტურისტულ–რეკრეაციული რესურსები.

არსი, დეფინიცია, კლასიფიკაცია და მათი შეფასება

რესურსი (ფრანგ.ressources) -საშუალება, მარაგი, შესაძლებლობა, რაიმეს წყარო.


გეოგრაფიაში რესურსი არის რაიმე მატერიალური ან სულიერი მოთხოვნილების
დაკმაყოფილების წყარო.

რესურსის სახეებია:

მატერიალური რესურსები, რომელთაც მიეკუთვნება ყველაფერი, რაც შექმინილია


კაცობრიობის მიერ, მათ შორის კულტურული რესურსები - კულტურული
ფასეულობების შეცნობის წყარო;

შრომითი რესურსები - ესაა შრომისუნარიანი მოსახლეობა, რომელსაც აქვს უნარი


შექმნას რაიმე სასარგებლო პროდუქტი. შრომით რესურსში, ასევე, გულისხმობენ ამ
მოსახლეობის პროფესიულ უნარ-ჩვევებს და მის საგანმანათლებლო-კულტურულ
დონეს;

ბუნებრივი რესურსები - ესაა ბუნებრივი ობიექტები და მოვლენები, რომლებიც


გამოიყენება, რათა ადამიანებმა მიიღონ, ძირითადად, მატერიალური სიკეთე, მაგრამ
ზოგჯერ სულიერი საზრდოც;

რეკრეაციული რესურსები ესაა ყველა სახის რესურსი, რომლებიც შეიძლება


გამოყენებულ იქნას მოსახლების დასვენებისა და ტურიზმის მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებისათვის.

ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონში ასეა განმარტებული ტურისტული


რესურსი და ბუნებრივი სამკურნალო რესურსი:

ტურისტული რესურსი – ბუნებრივი, კულტურული, ისტორიული, სოციალური,


რეკრეაციული და სხვა სახის ობიექტები, რომლებიც ემსახურებიან ტურისტების
მოთხოვნების დაკმაყოფილებას
ბუნებრივი სამკურნალო (საკურორტო) რესურსი – მინერალური წყლები,
სამკურნალო ტალახი, სამკურნალო კარსტული მღვიმეები,ზღვა, ტყე, სამკურნალო
კლიმატი და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გამოიყენება მკურნალობის,
პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციის მიზნით.

ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები - ეს არის ბუნებრივი და ანთროპოგენური


ობიექტები, რომლებიც ხასიათდებიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა
უნიკალურობა, ისტორიული და მხატვრული ფასეულობა, ესთეტიური
მიმზიდველობა, გაჯანსაღების შესაძლებლობა, ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ტურისტული ბიზნესის განხორციელება


შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს ოთხი მნიშვნელოვანი
ელემენტი: კაპიტალი, ტექნოლოგიები, კადრები და ტურისტული რესურსი.

ეს იმას ნიშნავს, რომ არაა საკამრისი კაპიტალის ქონის შემთხვევაში, იყიდო


ტექნოლოგიები, დაიქირავო კადრები და აწარმოო ტურისტული ბიზნესი. კიდევ
საჭიროა ამოარჩიო ადგილი, სადაც არსებობს ტურისტული რესურსი ან თუ ასეთი
ადგილი არაა, შექმნა იგი. თავისუფალი ბაზრის პირობებში ეს ტურისტული
ბიზნესის კეთების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა.

იმის გამო, რომ მეოთხე ელემენტი - ტურისტულ რესურსი - იაფია, ტურისტული


ბიზნესიც ზოგადად საკმაოდ რენტაბელურია. მაგრამ, როდესაც ამ რესურსის შექმნაა
საჭირო (და არა არსებულის მოხმარება), მაშინ იზრდება ტურისტული პროდუქტის
თვითღირებულება.

ტურისტული რესურსები ეროვნული სიმდიდრეა. მათგან განსაკუთრებით


მნიშვნელოვანები შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში,
რომელსაც ყოველწლიურად აახალებს და აქვეყნებს იუნესკო. ამ ძეგლებს იცავს
სახელმწიფო, მათი მოვლა-პატრონობისათვის გარკვეულ თანხებს გამოყოფს გაეროც.

სწორედ, ტურისტული რესურსები განსაზღვრავს ამა თუ იმ რეგიონში ტურისტული


ბიზნესის ფორმირებას.

რეკრეაციულ რესურსებს მიეკუთვნება:

 ბუნების ძეგლები და მათი კომპონენტები (რელიეფი, კლიმატი, წყალსატევი,


ფლორა, ფაუნა);
 კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები;
 ტერიტორიის ეკონომიკური პოტენციალი, რაშიც შედის ინფრასტრუქტურა და
შრომითი რესურსებიც.

ინფრასტრუქტურა - ესაა შენობების, ნაგებობების, სისტემების და სამსახურების


ერთობლიობა, რომელიც აუცილებელია წარმოებისა და მოსახლეობის ცხოვრების
უზრუნველსაყოფად.

ინფრასტრუქტურას მიეკუთვნება:

 სატრანსპორტო მაგისტრალები, ვაგზლები, პორტები, აეროპორტები და


საწყობები;
 საინჟინრო კომუნიკაციები: გაზის ქსელებეი, ელექტრომომარაგება,
წყალმომარაგება, კანალიზაცია და სხვა;
 საკრედიტო-ფინანსური დაწესებულებები, კავშირგაბმულობა,
ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი და სხვა;

როგორც უკვე აღინიშნა, ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები არის ბუნებრივი და


ანთროპოგენური ობიექტები, რომლებიც ხასიათდებიან ისეთი თვისებებით,
როგორიცაა უნიკალურობა, ისტორიული და მხატვრული ფასეულობა, ესთეტიური
მიმზიდველობა, გაჯანსაღების შესაძლებლობა, ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა.

რეკრეაციული რესურსები წარმოშობის მიხედვით შეიძლება დავყოთ ორ ქვეტიპად:

 ბუნებრივ-რეკრეაციული
 ანთროპოგენურ-რეკრეაციული

ბუნებრივ-რეკრეაციულს მიეკუთვნება ზღვის სანაპირო, მდინარისა და ტბების


ნაპირები, მთები, ტყის მასივები, მინერალური წყაროები, სამკურნალო ტალახები,
ხელსაყრელი კლიმატური პირობები.
ანთროპოგენური წარმოშობის რეკრეაციულ რესურსებს სხვაგვარად ისტორიულ-
კულტურულ რესურსებსაც უწოდებენ. ასეთ ობიექტებს მიეკუთვნება, მაგალითად,
ვერსალის სასახლე პარზთან ახლოს, ლუვრი, ტაჯ-მაჰალი ინდოეთში, ერმიტაჟი
სანქტ-პეტერბურგში, თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში, ჯვრის მონასტერი და
სვეტიცხოვლის ტაძარი მცხეთაში და სხვა.

გამოყენების მიხედვით რეკრეაციული რესურსები იყოფა 4 ტიპად:

 რეკრეაციულ-სამკურნალო (მინერალური წყლებით მკურნალობა)


 რეკრეაციულ-გამაჯანსაღებელი (საბანაო-პლაჟური ადგილები)
 რეკრეაციულ-სპორტული (სამთო-სათხილამურო ბაზები)
 რეკრეაციულ-შემეცნებითი (ისტორიული ძეგლები, მომლოცველობა,
სამეცნიერო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი და სხვა)

ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ რეკრეაციული რესურსების სახეები.

კლიმატური რეკრეაციული რესურსები

კლიმატურ რეკერეაციულ რესურსებში გულისხმობენ სხვადასხვა სახის


დასვენებისათვის გამოსადეგი ამინდების ერთობლიობას. ამინდი იყოფა სამ
კატეგორიად:

 კომფორტული;
 სუბკომფორტული;
 დისკომფორტული

კომფორტულია ამინდი, რომლის დროსაც შესაძლებელია დასვენება ყოველგვარი


შეზღუდვის გარეშე. სუბკომფორტული ამინდის დროს დაშვებულია გარკვეული
სახის დასვენება გარკვეული შეზღუდვებით. დისკომფორტული ანუ არახელსაყრელი
ამინდის დროს დასვენება შეუძლებელია.

მაგალითად, პლაჟზე დასვენებისათვის კომფორტულია ტემპერატურა, რომლის


დროსაც საშუალო დღე-ღამური მაჩვენებელი +20-დან + 25 გრადუსამდეა, უღრუბლო
ცაა, ქარის სიჩქარე არ აღემატება 5 მ/წმ-ს და ფარდობითი ტენიანობა 30-დან 90 %-
მდეა.

როცა ეს მახასიათებლები სცდება აღნიშნულ ფარგლებს, მაგალითად ქარის სიჩქარის


მომტებისას, ამინდი ხდება სუბკომფორტული, ანუ დამსვენებლები გარკვეულ
უხერხულობებს განიცდიან.

ზოგიერთ შემთხვევაში კი, მაგალითად კოკისპირული წვიმის დროს, პლაჟზე


დასვენება შეუძლებებლი ხდება.

გასათვალისწინებელია, რომ თვითონ განმარტება „კლიმატური კომფორტულობა“,


საკმაოდ ფარდობითია. ასე მაგალითად, ეკავტორიალური აფრიკის მაცხოვრებლებს
ჩვენებური ზაფხული შეიძლება გრილად მოეჩვენოთ, ხოლო ფინელი ან რუსი
ტურისტი სიამოვნებით იბანავებს შავ ზღვაში მაისის თვეში მაშინ, როდესაც
ქართველებს ივნისიც კი არ მიაჩნიათ საზღვაო დასვენებისათვის მისაღებ თვედ.
ნეპალელი ან სვანი არავითარ დისკომფორტს არ განიცდის მთაში მკვეთრი ასვლისას,
მაშინ, როცა ჰოლანდიელ ტურისტს პატარა სიმაღლეზეც უსიამოვნო შეგრძნებები
დაეუფლება.

კლიმატური რესურსები ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ხელსაყრელ ამინდიანი


დღეების საერთო რიცხვი, სეზონების საერთო ხანგრძლიოვობა, გარკვეული სახის
ტურიზმისათვის ხელსაყრელი დღეების რაოდენობა ყოველ სეზონზე.

წყლის რეკრეაციული რესურსები

წყლის რეკრეაციულ რესურსებს მიაკუთვნებენ წყლის ყველა იმ ობიექტს, რომელიც


დასვენებისთვისაა გამოსადეგი. აბსოლუტურად გამოუსადეგარია მხოლოდ ძალიან
დაბინძურებული მდინარეები და ტბები, რომელთა ნაპირზე დასვენება
შეუძლებელია.

რამდენად გამოსადეგია წყლის რესურსი ამა თუ იმ სახის დასვენებისათვის, ფასდება


რიგი მახასიათებლებით:

 წყლის ტემპერატურა და მისი ცვლილებაწლის განმავლობაში;


 ნაპირის სახეები: პლაჟი, კლდე, დაჭაობებული ნაპირი და სხვა. პლაჟი თავის
მხრივ იყოფა სიგანის და შემადგენელი ქანების - ქვიშიანი, ხრეშიანი, ქვიანი -
მიხედვით.
 წყალსატევის სიღრმე;
 ბანაობისათვის წყალსატევის უსაფრთხოება: სწრაფდინებიანი მონაკვეთების,
წყალქვეშა ორმოების, მორევების ან წყალმცენარეების არარსებობა, ფსკერზე
სხვადასხვა საშიში საგნების - ჩაძირული კუნძების ან ნიჟაროვნების
(მოლუსკებისბასრი ნიჟარების კუნძულები) არაარსებობა; საშიში
იქტიოფაუნის (ზვიგენი,ალიგატორი, ნიანგი, ბეჰემოტი, პირანია და სხვა)
არარსებობა.
 წყალსატევის დაბინძურება;
 მდინარეზე დაშვების პირობები (უფრო სპორტული ტურიზმისათვის): სიგრძე,
დინების სიჩქარე, ჩქერები, ჩანჩქერები და კაშხლები და სხვა. მაგ. მტკვარი
ჩითახევიდან ბორჯომამდე საკმაოდ მშვიდია და ჯომარდობისათვის ყველაზე
უსაფრთხოა. ასევე კარგია მთიულეთის და ფშავის არაგვი, თუმცა აქ ჩქერების
რაოდენობა მეტია, რაც უფრო საინტერესოს ხდის დაშვებას, მაგრამ გვალვიან
ზაფხულის აგვისტოს თვეში წყლის დონე ძალიან იკლებს. რაჭის რიონი
საკამოდ რთულია და გამოუცდელი ტურისტებისათვის სახიფათოა. ყველაზე
საშიში კი, ამ მხრივ, ენგური და თერგია.

ტყის რეკრეაციული რესურსები

მათ მიეკუთვნება ყველა სახის ტყე, რომელიც გამოსადეგია დასვენებისათვის.


გამოუსადეგარია მხოლოდ გაუვალი (ციცაბო კლდეებზე და ჭაობებში) ტყეები.

ტყის რეკრეაციული რესუსები ხასითდება შემდეგი ნიშნებით: ხის რომელი ჯიშია


უპირატესი, როგორია ხეების ასაკი, არის თუ არა და როგორია ახალი ამონაყარი,
ბალახოვან-ბუჩქოვანი იარუსის შემადგენლობა, ხავსის არსებობა. ეს უკანასკნელი
არის სინოტივის და ნიადაგის მოსავლიანობის ინდიკატორი.

ბალნალოგიური და სამკურნალო ტალახის რეკრეაციული რესურსები.

ეს არის მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოები. საქრთველოში


აღრიცხულია 2000-ზე მეტი მინერალური წყლის წყარო, რომელთაგან 1700
ბუნებრივი გამოსასვლელია, ხოლო 300-ზე მეტი ჭაბურღილი. დღე-ღამური დებიტი
დაახლოებით 120 მლნ. ლიტრია. ყველაზე ხშირად გვხვდება ნახშირმჟავა წყლები,
რომელთა საერთო დღე-ღამური დებიტი 60 მლნ. ლიტრია. ასევე მოიპოვება
სხვადასხვა სახის სამკურნალო ტალახი ანუ პელოიდები. წარმოშობის მიხედვით
ისინი შეიძლება იყოს ლამის, საპროპილური და ფსევდოვულკანური.

ბალნალოგიურ და სამკურნალო ტალახის რეკრეაციულ რესურსებს ახასიათებენ


შემდეგი ნიშნებით:

 შემადგენლობა - სამკურნალო თვისებები, რომლებიც განისაზღვრება ქიმიური


და ბიოლოგიური (ტალახებისათვის) ნივთიერებების შემცველობით. ასევე,
მნიშვნელოვანია მათი ფიზიკური მახასიათებლები, მაგალითად
ტემპერატურა;
 მოცულობა;
 მოპოვების პირობები (მაგალითად, მინერალური წყლებისათვის საბადოს
სიღრმე).
ლანდშაფტური რეკრეაციული რესურსები

ამ რესურსებს განეკუთვნება ბუნებრივი ან ხელოვნურად შექმნილი ლანდშაფტები,


რომლებსაც გააჩნიათ შემეცნებითი ან სპორტული ინტერესი და რომლებიც
გამოირჩევიან საკმაოდ კარგი ჰიგიენური თვისებებით.

ტურიზმის სხვადასხვა სახისათვის საინტერესოა სხვადასხვა ლანდშაფტი.


სპორტული და შემეცნებითი ტურიზმისათვის უფრო მთიანი და ტყიანი რეგიონებია
საინტერესო, რადგან ისინი უფრო თვალწარმტაცი და ძნელად გასავლელია. რა თქმა
უნდა, გადახნული მინდვრები, სასარგებლო წიაღისეულის კარიერები და გაჩეხილი
და განადგურებული ტერიტორიები არავის იზიდავს.

რეკრეაციისათვის გამოსადეგი ლანდშაფტის შეფასების ერთ-ერთი უმთავრესი


კრიტერიუმი მისი ესთეტიურობაა. ის გულისხმობს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა
ლანდშაფტის ფორმების მრავალფეროვნება, მათი ფერი, ფერების ერთმანეთთან
შეხამება, იმ პანორამის ზომები, რომლებიც იხსნება მნახველებისათვის და სხვა.
ყევლაზე საუკეთეოდ ითვლება მთიანი რეგიონები, შემდეგ გორაკიანი ადგილები და
ბოლოს ვაკე ტერიტორიები, რომლებიც ყველზე ნაკლებსაინტერესო ლანდშაფტებად
მიიჩნევა.

შემეცნებითი ტურიზმის რესურსები

მათ მიეკუთვნებიან ობიექტები, რომელთაც აქვთ შემეცნებითი ღირებულება და


რომლებიც შეიძლება ნაჩვენებ იქნას ექსკურსიების დროს.

ბუნების ძეგლებს მიეკუთვნება: ლამაზი ლანდშაფტები, მყინვარები, ტბები,


ჩანჩქერები, ცხოველთა ნაკვალევი და სხვა.

კულტურულ შემეცნებით რესურსებს მიეკუთვნება:

 ისტორიული ძეგლები - არქოლოგიური გათხრები ან ისტორიული


მოვლენების ადგილი (მაგ. დიდგორი);
 არქიტექტურული ძეგლები - ციხე-სიმაგრეები, ესლესია-მონასტრები,
უნიკალური შენობები;
 სანახაობითი დაწესებულებები - თეატრები, საკონცერტო დარბაზი,
კინოთეატრი და სხვა;
 გამოჩენილ მოღვაწეთა სახლ-მუზეუმები;
 მუზეუმები, სამხატვრო გალერეები, საგამოფენო დარბაზები, ზოოპარკები,
აკვარიუმები, ეთნოგრაფიული ძეგლები და სხვა.

რეკრეაციული რესურსების ზოგადი მახასიათებლები

სილამაზე და მხატვრულობა - საექსკურსიო ობიექტი ან დასასვენებელი ადგილი


უნდა იყოს ლამაზი. მართალია, სილამაზე სუბიექტურია, მაგრამ არსებობს ზოგადად
აღიარებული ნორმებიც.

მრავალფეროვნება - სასურველია, რომ დასასვენებელ ადგილას არსებობდეს


სხვადასხვა ბუნებრივი კომპლექსი და კულტურულ რეკრეაციული ობიექტები.

უნიკალურობა - რაც უფრო იშვიათია ობიექტი, მით უფრო ძვირფასია ის. შეიძლება
გამოვყოთ ობიექტები, რომლებიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით (ეგვიპტის
პირამიდები), ქვეყნის მასშტაბით (სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალევი),
რეგიონული მასშტაბით (კურორტი გუდაური), ადგილობრივი მასშტაბით
(თბილისისათვის მთაწმინდის პარკი).

ცნობადობა -ერთგვარად უნიკალურობიდანაა ნაწარმოები და ნიშნავს, რამდენად


ცნობილია ეს უნიკალურობა ფართო მასებისათვის. მაგალითად, იციან თუ არა
ქართველებმა ბირთვისის კანიონი, ან სმენიათ თუ არა თბილისში აბრეშუმის
მუზეუმის არსებობის შესახებ? ან იციან თუ არა ქართველებმა, რომ კასპის რაიონში
იმაზე მეტი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია, რაც მთელს ბელორუსიაში.

ტურისტული ობიექტის მიწვდომადობა - აქ იგულისხმება მგზავრობის ღირებულება,


ტრანსპორტის სახეობა, მგზავრობის დრო, ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე, მისი
კომფორტულობა და სხვა.

მომსახურების ხარსიხი და პირობები, რომლიც განისაზღვრება რეკრეაციული


ინფრასტურქტურის დონით - ესაა სასტუმროებისა და სამკურნალო-
გამაჯანსაღებელი დაწესებულებების არსებობა, მათი ტევადობა, კომფორტულობა
და ა. შ. აგრეთვე, კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციის ხარისხი, ფინანსური
დაწესებულებებისა და საინჟინრო კომუნიკაციების არსებობა და სხვა.

You might also like