You are on page 1of 1

საბერძნეთი ძველი ცივილიზაციის ერთერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა ,

რომლშიც ჩამოყალიბებული მმართველობის ფორმები და სამართალი დღემდე


გამოიყენება მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. საბერძნეთში დამკვიდრდა მონარქია , ეს არის
ერთმმართველობა იგივე მეფის (ანუ ერთი პიროვნების) მიერ სახელმწიფოს მართვა ,
რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა. შემდეგი არის ოლიგარქია (მცირეთა
მმართველობა), რომელსაც განახორციელებდა საზოგადოების ელიტარული ანუ მცირე
ნაწილი. იგი მოიცავდა ორ პრიციპს: 1) არისტოკრატიული-სადაც მმართველობა
ხდებოდა დიდგვაროვნების მიერ. 2)ტიმოკრასტიული- როდესაც მმართველობას
ახორციელებდნენ პირები, რომლებიც თავიანთი ქონებით გამოირჩეოდნენ
საზოგადოებაში. ასევე ერთერთი მმართველობის ფორმა გახლდათ ტირანია , რომელიც
გულისხმობს სახელმწიფოს მართვას ერთი ადამიანის მიერ . მაგრამ ეს ადამიანი
საზოგადოებაში წესრიგს ძალადობის გამოყენებით ამყარებდა . მიუხედავად იმისა , რომ
ასეთი მმართველობა საკმაოდ შედეგიანი იყო, ფილოსოფოსებს მიაჩნდათ რომ ხალხისა
და ქვეყნის ბედი ერთი ადამიანის ნებაზე არ უნდა ყოფილიყო დმოკიდებული . საბოლოოდ
საბერძნეთში დამყარდა დემოკრატიული მმართველობა , რომლითაც დღესდღეისობითაც
უამრავი ქვეყანა სარგებლობს. დემოკრატია არის ხალხის მმართველობა , სადაც დემოსი
თვითონ ირჩევს ყველა რანგის მოხელეს. ამ ტიპის მმართველობა ყველაზე მეტად
ხელსაყრელი აღმოჩნდა სახელმწიფოსათვის. დემოკრატიის ერთერთ ყველაზე
თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სპარტა და ათენი. სპარტას სათავეში ორი მეფე
ედგა, ისინი განაგებდნენ ჯარს და სამართალს. უმნიშვნელოვანეს საკითხებს უხუცესთა
საბჭო, გერუსია და სახალხო კრება წყვეტდა. მეურნეობას განაგებდა ჰელოტები და
პერიეკები. ხოლო ათენის დემოკრატიის დონე დღემდე რთულად მისაღწევია ბევრი
ქვეყნისათვის. მათ პირველება ჩაწერეს კანონები, რომელსაც დრაკონის კანონებს
ვუწოდებთ. მისმა გაჩენამ უდიდესი გავლენა იქონია ათენის სამართალზე . შემდეგ შეიქმნა
სოლონის რეფორმები რომელმაც საკმაოდ საჭირო და აუცილებები ცვლილებები შეიტანა
სამართალში. მათ შორის ერთერთი იყო ეგრედწოდებული ბულეს შექმნა რომელიც
ერთგვარ საბჭოს წარმოადგენდა და წყვეტდა საჭირბოროტო საკითხებს . საბოლოოდ
კლისთენეს მიერ გატარებულმა რეფორმებმა განავითარა და ჩამოაყალიბა დემოკრატია .

You might also like