You are on page 1of 1

ქართულ მწერლობაში არაერთი ნაწარმოები ეძღვნება ქალთა სახეებსა და როლს ყოფა -

ცხოვრებაში. ამ ნაწარმოებებისგან გამორჩეულია შუშანიკის წამება , რადგან მოცემულ


თხზულებაში ნათლად ჩანს ქალთა მდგომარეობა მე-5 საუკუნეში. იაკობ ხუცესი
მოგვითხრობს ქალთა საზოგადოებრივ მდომარეობაზე, მათ უფლება-მოვალეობებზე .
სამწუხაროდ, ქალის უფლებები შეზღუდულია. ჩვენ შეგვიძლია იმდროინდელი ქალი
მოვიხსენიოთ შემდეგი ეპითეტებით: დამცირებული, დაბეჩავებული . რაც ნათლად ჩანს
ვარსქენის მეფე პეროზის კარზე ყოფნისას. ის დედოფალთან შეუთანხმებლად აღუთქვამს
პეროზს, რომ შუშანიკიც მოექცევა მაზდიანობაზე: ,,რომელი-იგი ბუნებითი ცოლი არს და
შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცინე შენსა რჟულსა, ვითარცა-ესე მე. ამას უქადებდა ,
რომელ-იგი არა აქუნდა პელთა შუშანიკისგან“. მოცემული ეპიზოდით შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ვარსქენისთვის წარმოუდგენელია ქალის შეწინააღმდეგება და ქმრის
სიტყვა მისთვის ბრძანების ტოლფასი უნდა იყოს. ქალთა უუფლებობა საზოგადოებაში
იმდენად გამჯდარია, რომ ყოველდღიური ზნე-ჩვეულებებიც კი არ აძლევს ქალს იმის
შესაძლებლობას, რომ ესარგებლა თანასწორი უფლებებით, მაგალითად ერთად
ვახშმობა: ,,ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პურია ?!“
მოცემულ ციტატაში ჩანს ქრისტიანული მორალის არწახებში მოქცეული შუშანიკის
დამოკიდებულება იმ წეს-ჩვეულებების მიმართ, რომლებიც არღვევს მის უფლებებსა და
შესაძლებლობებს, მაგრამ ეს იმდენად გამჯდარია ყოველდღიურობაში , რომ თვითონ
ქალსაც მიაჩნია ეს სწორედ. ასევე აღსანიშნავია ის დეტალი, როცა სპარსი კაცი საუბრობს
ქალსა და კაცის ბუნებებს შორის განსხვავებებზე და ქალსის პროტესტს დროებით
სიჯიუტეს აბრალებს: ,, ნუ რას, ფიცხელსა სიტყასა ეტყვ მას, რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო
არს.“ იაკობ ხუცესი, ასევე ეხება ქალზე ძალადობის პრობლემას: ,, და აიღო ასტამი და
უხეთქნა მას თავსა და ჩაჰფლა და თუალი ერთი დაუბუშტა“. სამწუხაროდ, ქალზე
ძალადობა დღესაც აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით განვითარებად
სახელმწიფოებში მაგალითად: ირანი, ინდოეთი, საქართველო და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ
საზოგადოების ღირებულებები და შეგნება არ ამაღლდება ეს პრობლემა აქტუალური
იქნება.

იაკობ ხუცესი მოცემული პრობლემის უკეთესად გადმოსაცემად იყენებს მხატვრულ


ხერხებს, რომლებიც ემოცურ ზეგავლენას ახდენს მკითხველზე და მთავარ სათქმელს
უკეთესად გადმოსცემს. მოცემულ ეპიზოდშე ჩვენ გვხვდება შედარებები , მაგალითად :
,,ვითარცა მხეცი მძვინვარც ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“ ავტორი მოძალადეს
სისასტიკის საჩვენებლად ვარსქენს ადარებს ცოფიან მხეცს. ,, ვითარცა მკვდარი
მიეთრია.“ იაკობი დედოფას ადარებს მკვდარს, რომ მკითხველისთვის უკეთესად
აღსაქმნელი გახდეს დედობლის მდგომარეობა და წამების სისასტიკე .

You might also like