You are on page 1of 2

გლობალური მოქალაქეობა და მისი არსი

მოქალაქეობა ადამიანის სამართლებრივი სტატუსია სახელმწიფოში. ეს სტატუსი


წარმოშობს პირდაპირ ურთიერთდამოკიდებულებას სახელმწიფოსა და ადამიანს
შორის, რომელიც განისაზღვრება მთელი რიგი უფლებებით, მოვალობებითა და
პასუხისმგებლობებით. მრავალფეროვანია თანამედროვე საზოგადოებაში მოქალაქის
შესაძლებლობები. როგორც წესი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის
აუცილებელია მოქალაქის სრულწლოვანება, თუმცა მოხალისეობრივ პროექტებში
დასაშვებია არასრულწლოვნების მონაწილეობაც. მოქალაქის ჩართულობა მართალია
ძირითადად ნებაყოფლობითია, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: მაგალითად,
ნაფიც მსაჯულად შერჩევის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, შეასრულოს
ნაფიცი მსაჯულის ფუნქციები - უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქეს
გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს. მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი
სოციალურ ცხოვრებაში არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში მონაწილეობაა.
მოქალაქის უფლებები, ფართო გაგებით, პრაქტიკულად იგივეა, რაც ადამიანის
უფლებები. ამგვარად, მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი
განვითარების, პირადი ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება;
იგი სარგებლობს გამოხატვის, გაერთიანების, რელიგიის თავისუფლებით; მას ხელი
უნდა მიუწვდებოდეს განათლებაზე, სამართლიან სასამართლოზე, უსაფრთხო
გარემოზე და სხვა. როგორც წესი, ამ უფლებების და თავისუფლებების ჩამონათვალი
მოცემულია კონსტიტუციაში ან/დაკანონში. უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს
ვალდებულებებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრულია კანონით. საქართველოს
მოქალაქე, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ყოველი პირი,ვალდებულია
ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს,
იხდიდეს  გადასახადებს, გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ
გარემოს.ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში მოქალაქეებს ეკისრებათ ვალდებულება
იმსახურონ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ან იყვნენ ნაფიცი მსაჯულები. რაც
შეეხება მოქალაქეობის მინიჭების წესს, ყველა ქვეყანა თავად განსაზღვრავს, რა გზით
ხდება ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქე. არსებობს მოქალაქეობის მიღების რამდენიმე
გზა: დაბადებით, ოჯახის მოხედვით, ქორწინებით, ნატურალიზაციით, ინვესტიციით
და განსაკუთრებულ შემთხვევებში. გლობალური მოქალაქეობა არის იდეა, რომ
ადამიანის იდენტობა სცილდება გეოგრაფიას ან პოლიტიკურ საზღვრებს და რომ
პასუხისმგებლობა ან უფლებები გამომდინარეობს უფრო ფართო კლასის
წევრობიდან: „კაცობრიობა“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი პირი გმობს ან უარს
ამბობს ეროვნებაზე ან სხვა, უფრო ლოკალურ იდენტობაზე, არამედ რომ ასეთ
იდენტობებს „მეორე ადგილი“ ენიჭება გლობალურ საზოგადოებაში მის წევრობას.
გაფართოებული, იდეა იწვევს კითხვებს გლობალური საზოგადოების მდგომარეობის
შესახებ გლობალიზაციის ეპოქაში . ბევრი თვლის საკუთარ თავს გლობალურ
მოქალაქეებად, რადგან ისინი სადაც არ უნდა წავიდნენ თავს საკუთარ სახლში
გრძნობენ. ადამიანს შეუძლია მიიღოს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა ამ
შემთხვევიდან ძირითადად ორმაგი მოქალაქეობის ფორმას ვხვდებით. მაგ: სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე
შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას
საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. არასრულწლოვანს, რომელმაც
საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა
დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის
მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების
შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს
მოქალაქეობა. გლობალური მოქალაქე, თავისი მოგზაურობებით სწავლობს
განსხვავებულ კულტურებს, ასევე იქაურ ტრადიციებს, მალევე ითვისებს გარემოს.
მსოფლიო მოქალაქეების როლი ვანსხცავებულ კულტურაში არის ძალიან დიდი,
რადგანაც სწორედ ისინი არიან უცხო გარემოს შორის დამაკავშირებლები. მსოფლიო
მოგვარების საკითხებზე მათაც დიდი წვლილი მიუძღვით. ჩემი აზრით
შესაძლებელია კიდეც ერთდროულად გლობალური მოქალაქწც იყო რომელიმე
სახელმწიფოსი, რადგან მსოფლიო მოქალაქეობის თანახმად ხვენ ჩვენი მშობლიური
ქვეყანა არ უნდა დავივიწყოთ.

ავტორი: მარიამ
ჯაფარიძე

You might also like