You are on page 1of 1

ტარიელი დახასიათება

ტარიელი წარმოადგენს ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ


პერსონაჯს,რომელიც გამოირჩევა თავისი
კაცთმოყვარე,წინდახედული,ერთგული და მამაცი
ბუნებით.ვეფხვისტყაოსნის დასაწყისში ტარიელის საიდუმლოებით
სავსე წარსული შესაძლებელია ინტრიგა გამოეწვია
მკითხველში.ავთანდილთან საუბრისას უცხო მოყმემ გაგვიმხილა მის
ვინაობას.ტარიელი მეშვიდე სამეფოს მფლობელის სარიდანის
შვილია,რომელიც გაიზარდა მეფე ფარსადანის კარზე.შემდეგში
ინდოეთის მეფე გავაჟკაცებულ ტარიელს ამირბარობა
უბოძა.ტარიელს მალევე შეუყვარდა ფარსადანის ქალიშვილი-ნესტან-
დარეჯანი,რაც ტრაგიკული სიყვარულის ამბავის მიზეზიც
აღმოჩნდა.ხატაეთის ომის დროს ტარიელმა გამოაჟღავნა თავისი
წინდახედული და მამაცი მხარე.3 დღის სავალზე ხატაეთამდე
ტარიელს სარიდანის გაზრდილმა კაცმა სიმართლე აცნო რამაზ მეფის
განზრახვის შესახებ.ტარიელი პრაგმატულად მოიქცა და ლაშქარს არც
კი უამბო რამაზ მეფის გეგმებზე,რათა ქაოსი არ გამოეწვია.ამ
მონაკვეთზე დაყრდნობით შეგვიძლია დავადასტუროთ ჭაბუკის
წინდახედულობა.პრაგმატული ტარიელი,ზოგჯერ ზედმეტად
მგძრნობიარე პიროვნებადაც მოგვევლინა ნაწარმოებში.ავტორი
ტარიელს ძლიერ და მამაც მეომრად აღწერს.მისი ტრფობა
მიჯნურისადმი,ქვეყნისა და მეგობრების სიყვარული და მტრისადმი
რისხვა ბევრს მეტყველებს ტარიელის პიროვნებაზე.

You might also like