You are on page 1of 2

მიმტევებლობა და ჰუმანურობა პიროვნული ღირსების და

ზოგადად,განვითარებული საზოგადოების ნიშნებია

პიროვნულად ღირსეულ ადამიანს ძალუძს იყოს ჰუმანური და მიმტევებელი. ეს


ნიშნავს რომ მას შეუძლია აპატიოს მწყენელს,დაივიწყოს მომხდარი,მოიშოროს
ბრაზი და რაც მთავარია,შურისძიების წყურვილი.მიმტევებელი ადამიანი
ჰუმანურიცაა,ვინაიდან პატიება გააზრებული გადაწყვეტილებაა,რისკენაც
ადამიანს სიყვარული,ღვთისადმი მორჩილება უბიძგებს,რომელიც ამბობს:
„გიყვარდეს მოყვასი შენი“.

ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვდგებით გზის გასაყარზე,რომლის


ერთ მხარეს არის მარტივი ხორციელი ცხოვრების გზა და მეორე მხარეს რთული
სულიერი გზა. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას ზენონი. ის იყო სამცხის დიდი
აზნაური, რომელიც იყო „გამორჩეული ქრისტეს სიყვარულით,რამეთუ საღმრთოი
შიში მკვდარ [მკვიდრ] იყო მისსა შორის და სწადოდა მონაზონებაი აღთქმისაებრ
აღთქმისა მმარხველთაისა“. მემკვიდრეობით ზენონს დიდი ქონება ერგო,მაგრამ
მისთვის ეს არაფერს წარმოადგენს.ის ერთადერთ სიმდიდრედ მიიჩნევს სულიერ
საზრდოსა და ქრისტეს სიყვარულს.ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ
ზენონსა და გრიგოლს შორის, რომელიც უარს ამბობს პრივილეგიებზე,
თანამდებობაზე და ბერად აღიკვეცება. ზენონს სურდა მამისეული და დედისეული
ქონება დისთვის დაეტოვებინა,თვითონ კი ბერად აღკვეცილიყო. მაგრამ,ზუსტად
ამ დროს ზენონი აღმოჩნდება განსაცდელის წინაშე. ერთმა უღირსმა კაცმა აცდუნა
მისი და ღირსებაშელახული აზნაური მოსაკლავად დაედევნა მისი ოჯახის
შეურაცხმყოფელს .დიდხანს რომ იარა, გაიფიქრა,“სახელოვანი ყმაწვილი ვარ და
ვისაც მივდევ, არად ჩასაგდებია. რომც დავეწიო და მოვკლა, საცდურია ჩემი
სულისთვის,თუ უკან გაწბილებული დავბრუნდი, შევრცხვები სოფლის წინაშე.“
გადაწყვიტა აღესრულებინა ღვთისა და საკუთარი თავისუფალი ნება და ბერად
აღკვეცილიყო.
ჩვენ ხვდებით რომ ზენონის თავდაპირველი გადაწყვეტილება იყო მიღებული
აფექტის მდგომარეობაში და ფიქრის შემდეგ ჩვენ ვხედავთ უკვე სულიერად
ამაღლებულ ზენონს, რომელმაც უარი თქვა კაცის [ადამიანის] მკვლელობაზე და
გადაწყვიტა, ქრისტეს გზით ცხოვრება,რომელიც მოგვიწოდებს: „არა კაც კლა“.
ავტორი ზენონის სახით გვიხატავს ჭეშმარიტ თავმდაბალ მართლმორწმუნე
ქრისტიანს,რომლის გზაც უფალთან მიდის. მას აქვს ყველა ის ღირსება,რომელიც
საჭიროა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის. ის უმანკო კრავია და ამიტომ დაიმოწაფა
გრიგოლ ხანცთელმა, „მწყემსმა კეთილმა „.

ამრიგად,მოცემულ ეპიზოდში გიორგი მერჩულესთვის მთავარია არა მოქმედი


პირების გრძნობათა ისტორია,არამედ ზენონის მიერ მიღებული ჭეშმარიტი და
მიმტევებლური გადაწყვეტილება,რომელიც მან ურთულეს ყოფით სიტუაციაში
მიიღო და რომელიც მის იშვიათ სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს.
თანამედროვე ცხოვრებაშიცმიმტევებლობისა და ჰუმანურობის არაეთი
მაგალითია.
ერიკ ფიცჯერალდმა, ახალგაზრდა პასტორმა, რომელიც ემზადებოდა
ახალშობილის მამობისთვის, დაკარგა ცოლი დაუბადებელ შვილთან ერთად,
როდესაც სხვა მანქანის მძღოლს ჩაეძინა საჭესთან ხანგრძლივი ცვლაზე მუშაობის
შემდეგ. მეთიუ სვაცელი, კაცი,რომელიც პასუხისმგებელი იყო მისი ოჯახის
სიკვდილზე, ძლიერ განიცდიდა მომხდარს და სიკვდილს ნატრობდა მომხდარის
გამო. მეთიუს წინააღმდეგ საქმის წარმართვის პროცესში, პასტორმა აირჩია არა
მაქსიმალური სასჯელის, არამედ რაც შეიძლება მცირე სადამსჯელო ღონისძიების
გატარება. ეს არის მიმტევებლობის ერთ-ერთი დიდი ნიმუში,თუ რა შეიძლება
გააკეთებინოს ადამიანს ღვთის სიყვარულმა.

პატიება ცვლილებების რთული პროცესია,რაც მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა


და ერთგულებას. ამიტომ ეს შესაძლებლობა არ აქვს ნებისმიერს,ვინაიდან ეს
განვითრებულ საზოგადოებას ახასიათებს.

You might also like