You are on page 1of 3

"არსენა მარაბდელი"

ანალიზი

ღირსეული ადამიანები ხშირად იჩაგრებიან

დადასტურებული ფაქტია, რომ ღირსეული ადამიანები ხშირად


იჩაგრებიან, რადგანაც მათ უწევთ უმადურ, უცოდინარ, უსამართლო
ხალხში ცხოვრება.

ამ თემაზე მსჯელობის საშუალებას გვაძლევს მიხეილ ჯავახიშვილის


რომანი "არსენა მარაბდელი", სადაც ნათლად არის წარმოჩენილი, თუ
როგორი უმადური შეიძლება იყოს ადამიანი იმის წინაშე ვისი დიდი
"ვალიც" მართებს.

არსენა მარაბდელი ყაჩაღი იყო, რომელსაც არ ჰქონდა ხალხში კარგი


სახელი, თუმცა სინამდვილეში პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო, ამაზე
შემდეგი ფაქტი მეტყველებს, "მინდოდა გლეხისთვის შვება მიმეცა და არ
გამომყვა". ხშირია შემთხვევები, როდესაც ხალხის უგუნურების გამო
ადამიანი იჩაგრება, მათი მცდარი შეხედულებების გამო ღირსეული
ადამიანები არ ფასდებიან და საზოგადოებაში ცუდი სახელი რჩებათ.

არსენამ მოსისხლე მტერი გიორგი სეფისკვერაძე დაინდო, თუმცა არ


ასვენებდა ფიქრი მის კვლავ სიცოცხლეზე და ნუგეშათ ისღა ჰქონდა
დარჩენილი, რომ "დედალივით გაექცა" საბოლოო ჯამში მაინც
შემწყნარებელი და კარგი სულის ადამიანი იყო. არც მეორედ
შეხვედრისას განუზრახავს არსენას მტრის წინააღმდეგ რაიმე, პირიქით
სუფრასთან მოიწვია, მაგრამ გიორგიმ გესლიანი პასუხი დაუბრუნა
"არსენა კინაღამ გაიტანა" და თავის გზას დაადგა.

გიორგისა და არსენას ბრძოლის მომენტში კიდევ ერთხელ ისახება


არსენას რაინდული სახე, ჩანს თუ როგორი პატიოსანი, ვაჟკაცი და მამაცი
იყო. მეორედაც დაინდო ყაჩაღმა მტერი, თუმცა არც მეორედ დაუფასა,
"გულმართალი მარაბდელი ეხლაც მოტყუვდა". მაშინ როცა შეეძლო
არსენას ხმლის ერთი მოქნევით დაემთავრებია გიორგის სიცოცხლე,
გაიფიქრა "სანამ ერთხელ მაინც არ მოიქნევდეს, არ დაჰკრა", არ
დაუფასდა არსენას მისი დიდსულოვნება "კუჭანტელმა დაკრა და
მარჯვენა ჩამოათალა". ორი ადამიანის ბრძოლაში მესამეც ჩაერია და
ზურგიდან მიყენებული ჭრილობით არსენა მარბდელი "ჩაიჩოქა და
სამუდამოდ გაიჭიმა"

ტექსტის კონკრეტული მონაკვეთი ღირსეული ადამიანების


დაუფასებლობაზე მიგვითითებს, გვასწავლის, რომ ხალხი ხშირ
შემთხვევაში ვერ ხედავს იმ სიკეთეს, რასაც მათთვის აკეთებ.

რომანში წამოჭრილი პრობლემა დღესაც საკმაოდ აქტუალურია,


რადგანაც ადამიანი თავისი არსით უცვლელია და ის რჩება რაც ოდესღაც
იყო. მიზეზი კი ბრბოს ფსიქოლოგიაა, რაც უფრო განუვითარებელია
ერის აზროვნება, მით უფრო ხშირია მსგავსი ფაქტები. პრობლემის
მოსაგვარებლად კი საჭიროა, რომ ნაკლებათ ეგოისტურად მივუდგეთ
ნებისმიერ საქმეს, მეტი ვიფიქროთ სხვაზე და გავაანალიზოთ მომხდარი
ფაქტი, გავარკვიოთ ჭეშმარიტი მიზეზი და მხოლოდ შემდეგ გავაკეთოთ
დასკვნა.

მიხეილ ჯავახიშვილმა თავის რომაში საკმაოდ აქტუალური პრობლემა


გაგვაცნო, რომელთანაც საკმაოდ ბევრი პარალელის გავლება შეიძლება.
პირველ რიგში, მინდა გავიხსენო ჭაბუა ამირეჯიბის ლიტერატურული
შედევრი "დათა თუთაშხია", სადაც დათას, მხოლოდ იმის გამო, რომ
ტყეში გავარდნილი ყაჩაღი იყო და დამოუკიდებელი ცხოვრების წესი
ჰქონდა, ხალხის თვალში არ ჩანდა დადებითი ადამიანი. ასევე მინდა
მოვიხმო კიდევ ერთი გენიალური რომანი, ჯემალ ქარჩხაძის
"ზებულონი" სადაც ბექა ერისთავს სამშობლოს მოღალატედ თვლიან,
მხოლოდ იმიტომ, რომ ზედაპირული შეხედვით ასე ჩანს, სინამდვილეში
კი სრულიად საპირისპიროს აკეთბდა. პარალელის გავლება შეიძლება
ისტორიულ პირებთანაც, ერთ-ერთი გურული ყაჩაღი სისონა დარჩია,
რომელიც ჭეშმარიტი გმირი იყო და უსამართლო სახელმწიფოს
წინააღმდეგ იბრძოდა სახელი გაუტეხეს და უამრავი საშინელი
დანაშაული დააბრალეს. აქვე უნდა გავიხსენო საქართველოს დიდებული
პატრიოტი და ნამდვილი გმირი ზვიად გამსახურდია, რომელმაც
საქართველო მონობისგან იხსნა, ბოროტმა ადამიანებმა არ დაუფასეს და
სასიკვდილოდ გაიმეტეს. ადამიანები, რომელთა მოქმედებებსაც სწორად
ვერ აღვიქვამთ XI საუკუნის რეალობაშიცაა, მაგალითისვის შემიძლია
მოვიყვანო, არტისტი, მომღერალი "პელე", რომელმაც არ მიიღო
კონკრეტულ პროექტში მონაწილეობა, რადგანაც პატივისცემა გამოხატა
მისი მეგობრის დედის წინაშე, რომელიც ამ დღეებში გარდაიცვალა,
მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა არ იცოდა რა იყო რეალური მიზეზი ის
ცუდ ადამიანად მოიხსენიეს.

საბოლოო ჯამში მიხეილ ჯავახიშვილის რომანი "არსენა მარაბდელი"


კარგი მაგალითია იმისა, რომ ადამიანები ხშირად ვერ აფასებენ
ღირსეულ ხალხს.

You might also like