You are on page 1of 2

Მაგრამ მარტო წვრთა რას იზმას, თუ ბუნებამაც არ უშველა?

აკაკი წერეთელი პოემა „გამზრდელში“, ერთი აფხაზისა და მისი ძიძიშვილის ამბის


გადმოცემით ეხება ისეთ პრობლემებს და საკითხებს, როგოგრიცაა ადამიანის ღირსება
და აღმზრდელის როლი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.

Პოემა სამი მთავარი პერსონაჟის, „რთული ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც


კმაყოფილი“ - ბათუს, მისი ძიძიშვილის, საფარ-ბეგისა და აღმზრდელი ჰაჯი უსუბის
გარშემო ვითარდება. Ბათუ ერთი ღარიბი აფხაზი კაცი იყო, რომელსაც ვაჟკაცობა ,
გონიერება და სტუმართმოყვარეობა ახასიათებდა. მას ჰქონდა ის უიშვითესი მადლი,
რასაც ორმხრივი სიყვარული ჰქვია. Მისი მეუღლე, ნაზიბროლა,გასაოცარი სილამაზის
პატრონი იყო. Მათი სიყვარული მართლაც სამაგალითო იყო, ერთმანეთისთვის ისინი ცისა
და ქვეყნის შუამავლები იყვნენ. Პოემის მეორე თავში ავტორი საზარელ სურათს ვიხატავს,
სიბნელემ, ქარმა და მრისხანე ჭექა ქუხილმა ყველაფერს შიშის ზარი დასცა . Ამ ამინდში
საფარ-ბეგს ძუძუმტის ფაცხაში გასაჭირი მიიყვანა: მან მაცდურმა ქალმა , ზია -ხანუმ
საკუთარი სიყვარულის დამამტკიცებელი დავალება მისცა: საფარ ბეგს ინალიფას ლურჯი
ლაფშა უნდა მოეპარა და მისთვის მიეგვარა. Ბათუ დიდი რწმენითა და კეთილშობილებით
აფასებდა ძუძუმტეობას, ამიტომ თვითონ იკისრა საფარ-ბეგის მაგივრად სახიფათო
საქმეზე წასვლა. ცხენის მოსაპარავად ძიძიშვილი წავიდა, საფარ-ბეგი კი მასპინძლის
ფაცხაში დარჩა. Მართლაც, მოიყვანა ბათუმ ცხენი და მიჰგვარა იგი საფარ -ბეგს, თუმცა
შემდე ნაზიბროლასგან გაიგო ბათუმ ძუძუმტის უღირსი საქციელის შესახებ . მოღალატე
საფარ-ბეგს, ბათუ თავის მწუხარებას სახლში არ უმხელდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც
სახლ-კარს მოშორდნენ ბათუმ საფარ ბეგს უთხრა:

„საფარ-ბეგო, მძიმე პირშაობა

ვიცი, შენი შემიტყვია!

და დღეიდან ჩვენს ორს შუა

მოციქული არის ტყვია!“

მართალია, მათ შორის სამუდამო მტრობა დასადგურდა, მაგრამ ბათუს მაინც არ შეეძლო
თავის ძუძუმტეზე ხელის აღმართვა:

„არა, შენ ვერ შეგეხება

სასიკვდილოდ ჩემი ტყვია:

დედაჩემის გაზრდილი ხარ

მისი ძუძუ გიწოვია...“

ბათუმ საფარ-ბეგს მისი გამზრდელის ნახვა დაავალა და უთხრა რომ მართებულ პასუხს
მისგან მიიღებდა. საფარ-ბეგის აღმზრდელი, ჰაჯი-უსუბი უდიდესი პიროვნება გახლდათ.
ის იყო სახელგანთქმული ადამიანი მთელს ქვეყანაში თავისი ჭკუითა და გონებით, რადან
სადაც კი ნამდვილი ვაჟკაცი დაბადებულა ყველა მის ხელში იყო აღზრდილი. Როდესაც
ჰაჯი-უსუბმა საფარ ბეგის ცოდვის შესახებ მოისმინა , საკუთრი თავი დაიდანაშაულა და
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჰაჯი-უსუბი ზნეობრივი სისპეტაკის
განსახიერება იყო. მას ღრმად ჰქონდა შეგნებული მოვალეობისა და პასუხისმგებლობის
გრძნობა საზოგადოების წინაშე.

Პოემის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს უჩნდება შეკითხვა, რა უფრო მნიშვნელოვანი


ყოფილა პიროვნების აღზრდის საქმეში, ბუნებისგან მიმადლებული ღირსება და სინდისი ,
აღმზრდელის სწავლა-დარიგებანი თუ ორივე ერთად?! Ვის დაებრალება საფარ ბეგის ეს
უღირსი საქციელი, თვით საფარს თუ მის აღზრდასა და გამზრდელს?

Თავად საფარ-ბეგი ვითომ ღირსეულად და ვაჟკაცად შერაცხული ვერაგი, მორალურად


გადაგვარებული და უღირსი ადამიანი იყო, ხალხის ტრადიციების უარმყოფელი და
ძმობის შემლახავი. მან მანკიერი სატრფოს გულის მოსაგებად, ქვეყნისთვის სასარგებლო
საქმის ნაცვლად, ქურდობა იკისრა, და იკისრა არა თვითონ, არამედ საკუთარ ძუძუმტეს
მიაწერა ეს ცოდვა. Ამ დანაშაულს ემატება კიდევ უფრო მძიმე ცოდვა , ნაზიბროლასთვის
და ბათუსთვის წარმოუდგენელი ტანჯვის მიყენება და მათი ოჯახური სისპეტაკის შელახვა .
თავად საფარ-ბეგი საკუთარი ქცევის მოტივს ამგვარად ხსნის: „შემაცდინა თვით ეშმაკმა
და დამრია ცოდვის ხელი!”. Ამისთვის კი მას სინდისის ძლიერი ქენჯნა აწუხებს და ბათუს
მისი მოკვლისკენ მოუწოდებს. Ჩემი აზრით ეს გამართლებული საქციელი არ არის, მას
ბათუსგან არა სიკვდილი, არამედ პატიება უნდა მოეთხოვა , უნდა ეღიარებინა ჩადენილი
უმძიმესი ცოდვა და პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ დანაშაულზე. Უღირს , მოღალატე და
უგუნურ ადამიანად სიკვდილს სიცოცხლის მანძილზე ცოდვის მონანიება და აღიარება
ჯობია.

Საფარ-ბეგის ასეთ შინაგან ბუნებას მხოლოდ სწორი აღზრდის ნაკლებობა ვერ


გამოიწვევდა. Მას არ ჰქონდა თავიდანვე ბუნებისგან ბოძებული სულიერი ღირსება და
სინდისი, ამას კი ვერანაირი სწავლა-დარიგება ვერ შეცვლიდა . Აქედან გამომდინარე ,
მისი ამგვარი საქციელი არა ჰაჯი-უსუბის, არამედ თვითონ საფარ ბეგის უღირსობის
ბრალია. Მართალია, რომ ადამიანი დაბადებისთანავე თეთრი ტილოა, რომელიც სწორი
აღზრდის შედეგად ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდება, თუმცა:

„მაგრამ მარტო წრთვნა რას იზავს

თუ გუნებამაც არ უშველა?!“

You might also like