You are on page 1of 1

Რას და ვის უღალატა ონისემ

Გამორჩეული ქართველი მწერლის, Ალექსანდრე ყაზბეგის ნაშრომებს შორის


განსაკუთრებული ადგილი უკავია “ხევისბერ გოჩას”, რომელიც ტრაგიკული სტილის
მოთხრობაა. Ნაწარმოების პრობლემატიკას ერთ- ერთი მთავარი პერსონაჟის, ონისეს
სახით ვაწყდებით. Ონისე მტკიცე და სამართლიანი ადამიანის, ხევისბერი გოჩას ვაჟი
გახლდათ, ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა
მოეთხოვებოდა, რათა ოჯახის გვარი არ შეელახა, თუმცა, ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ
აშკარაა, რომ ონისე ერთი საქციელით მის გარშემო ფაქტობრივად ყველას ღალატობს .
Მას თავდავიწყებით შეჰყვარებია ძიძია, რომელიც ახალგაზრდა , განსაკუთრებული
სილამაზის მქონე ქალი იყო, ონისეს მეგობრის, გეგუას ცოლი. Ონისე ძიძიას
ხელისმომკიდეც იყო ქორწილში და ხევის კანონების მიხედვით მისთვის ძმობა უნდა
გაეწია. Სწორედ ეს უმთავრესი კანონი დაარღვია მან, რითიც უღალატა არა მარტო ხევის
ტრადიციებს, არამედ პირველ რიგში, საკუთარ თავს. Მან თავის გათვითცნობიერებულ
თავთან დადო პირობა, რომ ძიძიასკენ არ გაიხედებოდა და არ მისცემდა თავს
კონტროლის დაკარგვის უფლებას, თუმცა ეს მან ვერ, ან არ მოახერხა. Მასში ხორციელმა
წადილმა გაიმარჯვა.

Საკუთარი თავის ღალატი შედარებით მსუბუქი დანაშაულია, ამით ადამიანი თვითონ იღებს
პასუხისმგებლობას და თავის თავს აყენებს ზიანს, თუმცა ონისემ ამის გარდა , Მისი
ნებისყოფის ნაკლებობის გამო ტკივილი მიაყენა ორ უმნიშვნელოვანეს ადამიანს მის
ცხოვრებაში, გეგუას და საკუთარ მამას. Მისი მეგობრისთვის, გეგუასთვის ძიძია
ყველაფერს ნიშნავდა, ონისე კი მათ შორის ურთიერთობაში ჩაერია და გაწყვიტა . Რაც
შეეხება ხევისბერ გოჩას, ონისეს დანაშაული მას ყველაზე მტკივნეულად შეეხო.
Საკუთარმა შვილმა დაარღვია ის ხევის ტრადიცია, რომლის დარღვევა ყველასთვის
წარმოუდგენელი იყო. Იგი ცდილობდა ონისესთვის შეეხსენებინა საკუთარი გვარი , და რა
პასუხისმგებლობა ეკისრა მას, თუმცა ამ ყველაფერს იგი ივიწყებდა იმ მომენტში ,
როდესაც ძიძიას დაინახავდა.

Ონისეს მიერ ჩადენილი დანაშაული მძიმეა, მან ერთი ტრადიციის დარღვევით უამრავ
ადამიანს მოუტანა ტკივილი და სირცხვილი, შელახა საკუთარი გვარი და უღალატა
მეგობარს. Ეს ყველაფერი კი ერთი სენის- სიყვარულის გამო ჩაიდინა, თუმცა, მხოლოდ ამ
გრძნობის გამო ონისეს დანაშაულის გამართლება არასწორია. Ადამიანს ყოველთვის
უნდა ჰქონდეს საკმარისი ნებისყოფა იმისთვის, რომ დანაშაულის ჩადენამდე
გაათვითცნობიეროს სიტუაცია და საკუთარ თავი აკონტროლოს.

You might also like