You are on page 1of 1

სამანიშვილის დედინაცვალი

ნაწარმოები ‘’სამანიშვილის დედინაცვალი’’ ეკუთვნის დავით კლდიაშვილს რომელიც


მან 1897 წელს დაწერა. მასში აღწერილია ბატონყრმობის გაუქმების შემდეგ აზნაურების
ცხოვრება. მწერალი იმ დროს განვითარებული მოვლენების აღსაწერად თავის
მშობლიურ იმერეთში გვამოგზაურებს. ნაწარმოებში კარგად არის წარმოჩენილი თუ
როგორ რთულ ვითარებაში იმყოფებოდა მოსახლეობა. აზნაური ბეკინა სამანიშვილის
ოჯახიც არ იყო გამონაკლისი. თუმცა, ბეკინას ვაჟისათვის საკმარისი იყო ის რაც
გააჩნდათ. პლატონი ბედს შეგუებული გაღატაკებული აზნაურია. ნაწარმოების პირველ
თავში მისი თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს მაშინდელ გარემოს. ავტორი
დადებითი სიტყვებით გვიხასიათებს მას და ამბობს რომ პლატონი მშრომელი,
პატიოსანი, თავშეკავებული და ზრდილობიანი იყო. ის არ ითხოვდა იმაზე მეტს ვიდრე
ჰქონდა. მთავარი იყო არ დაკარგვოდა რაც გააჩნდა. პლატონი რეალურად არასდროს
გამოხატავდა იმ გრძნობასა და ფიქრს რასაც განიცდიდა. ის ფაქტი რომ მას არ უხაროდა
ბევრი შვილის ყოლა და შვილების მიმართ დიდად არც მამური სიყვარულით
გამოირჩეოდა მიუთითებს რომ მასში ადამიანური გრძნობები მატერიალისტობას
ძლიერ გადაეფარა. ადამიანი რეალურ სახეს ექსტრემალურ სიტუაციებში ავლენს. სანამ
პლატონი მსგავსს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა ჯერ ბედნიერი ცხოვრება ჩამოენგრა
თავზე როცა მამის სურვილი გაიგო ცოლის მოყვანის შესახებ, შემდგომ კი გრძელი გზა
გაიარა რათა მომავალი უბედურებისათვის თავი აერიდებინა. როდესაც ელენეს
ორსულობის ამბავს ვიგებთ, ვხედავთ დედინაცვლის მოსაკლავად გამზადებულ,
გამწარებულ პლატონს.იგი ცდილობს გაიხსენოს მის მიერ ჩადენილი ცოდვა რის გამოც
ეს სასჯელი მიიღო და ახსენდება ბრეგაძეებს რომ ართმევდა ახლა, ამიტომ თავად
გადაუხადა გვერდევანიძეს გასამრჯელო, რათა ტვირთი მოეშორებინა. ეს იყო
მცდელობა, რითიც მან სცადა ღმერთის გულის მოლბობა. ნათლად არის წარმოჩენილი
თუ როგორ დაკარგა მან შვილის, ქმრის, მამის და მეზობლის სახე. ეს ბუნების ის
სასჯელია, რომელიც თავისი შინაგანი ბუნებით დაიმსახურა. ვთვლი რომ პლატონი
არასდროს ყოფილა კარგი მამა, იგი შვილებს მხოლოდ კვებავდა, მამობრივი
მზრუნველობა კი არასროს გამოუხატავს. არც კარგი ქმარი. ის აღარ არსებობდა როგორც
შვილი. არ დაინდო არც მამა და არც მისი ცოლ-შვილი და ამ გაჭირვების პერიოდში
ოჯახის ერთადერთმა მარჩენალმა ისინი მიატოვა. ნაწარმოები ტრაგი-კომედიური
ჟანრისაა.მასში აღწერილია იმერეთისათვის დამახასიათებელი. მოთხრობაში სიცილი
და მწარე რეალობა ერთმანეთს ხშირად გადაეკვეთა. დავით კლდიაშვილი ნაწარმოებით
‘’სამანიშვილის დედინაცალი’ წარმოგვიჩენს პლატონ სამანისვილის სულიერ,
ზნეობრივ დაცემას, რამაც დიდი ტრაგედია გამოიწვია მათ ოჯახში.

You might also like