You are on page 1of 2

კითხვები:

1. წყაროდან გამომდინარე, რომელ ბრძოლაში დამარცხდა ავსტრია


ნაპოლეონთან ?

ავსტრია დამარცხებული და დამცირებული იყო აუსტერლიცის შემდეგ.

2. წყაროდან გამომდინარე, ავსტრიის დამარცხების შემდეგ რომელი იმპერია


დაიშალა?

მის მფლობელობაში მყოფი გერმანიის საღვთო რომის იმპერია გაუქმდა

3. წყაროდან გამომდინარე, რამ განაპირობა პრუსიის მარცხი?

ხელსაყრელ მომენტში ვერ ჩაება ომში. ერთი წწლის შემეგ კი ძალიან გვიანი
იყო.

4. წყაროდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშია ინგლისი ტილზიტის ზავის


წინ?

ინგლისს ფინანსებსა და ვაჭრობაში უკვე ეტყობოდა საფრანგეთის წინააღმდეგ


ომის მძიმე შედეგები.

5. წყაროდან გამომდინარე, რა მდგომარეობაში არიან ესპანეთი და იტალია?

ესპანეთი სათვალავში ჩასაგდები აღარ იყო. ის ნაპოლეონის მოკავშირეთა


არცთუ საიმედო რიგებში ითვლებოდა.

იტალია კი დაქუცმაცებული და საფრანგეთის გავლენის ქვეშ მყოფი.

6. წყაროდან გამომდინარე, რით იყო გამოწვეული რუსეთის მარცხი?

იმპერატორი მხოლოდ იმპერიის ინტერესებსა და დიდებაზე ზრუნვით


შემოიფარგლებოდა.

7. წყაროდან გამომდინარე, როგორი მეფეა ალექსანდრე I?

ალექსანდრე I შთამბეჭდავი სუვერენი იყო, რა თქმა უნდა ცბიერი, მაგრამ


გულწრფელი თავის სურვილებში, მუდამ გახსნილი ახალი იდეებისადმი,
უსაზღვრო ფანტაზიის პატრონი, მაგრამ დაღდასმული მამამისის პავლე I-ის
მკვლელობით, რაშიც დამნაშავედ საკუთარი თავი მიაჩნდა.
8. წყაროდან გამომდინარე, ზავის პირობებით ვის ხელში გადავიდა
პოლონეთი?

საქსონიის მეფის მფლობელობაში გადადიოდა ,,პოლონეთის საჰერცოგოს’’


სახელწოდებით.

9. წყაროდან გამომდინარე, ზავის პირობების თანახმად რომელი კონფლიქტის


მოგვარებას ჰპირდება ნაპოლეონი რუსეთს?

რუსეთ-თურქეთი

10. წყაროდან გამომდინარე, რა ვალდებულებას იღებს ალექსანდრე I


ინგლისთან მიმართებაში?

ალექსანდრე I იგივე როლს შეასრულებდა (შუამავლობა)ინგლისთან


კონფლიქტში. უარის შემთხვევაში, ის თანხმდებოდა, საფრანგეთთან ერთად
ზეწოლა განეხორციელებინა კოპენჰაგენზე, სტოკჰოლმსა და ლისაბონზე
ინგლისური გემებისათვის მათი პორტების დახურვის მოთხოვნით.

You might also like