You are on page 1of 2

ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება კრიტიკულ მდგომარეობაში ,

როდესაც მას აქვს არჩევანი, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მორალურ -ზნეობრივი


პრინციპების შესაბამისად ან მოიქცეს უზნეოდ. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა გიორგი
მერჩულეს ნაწარმოების, „გრიგოლ ხანძთელის“ ერთ-ერთი პერსონაჟი, ზენონი. მას და
მის დას გარდაცვლილი მშობლებისგან დიდძალი ქონება ერგოთ. ზენონს ბერობა სურდა ,
ამიტომ გადაწყვიტა ქონება დისთვის ებოძა, თუმცა, როდესაც უზნეო კაცმა შეაცდინა მისი
და, მან გადაწყვიტა შური ეძია. ამ კრიტიკულ სიტუაციაში მან ამჯობინა საკუთარი
მორალურ-ზნეობრივი პრონციპებით მოქმედება და შურისძიებით აღსავსე უკან
გამობრუნდა, რადგან სული არ წაეხდინა და ბერობა შეძლებოდა. კრიტიკულ
მდგომარეობაში აღმოჩნდა რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების, „წიგნის“ მთავარი
პერსონაჟი. თხზულებაში, საქართველოზე გაბატონებული ბოლშევიკების რეპრესიები
მთავარი პერსონაჟის ოჯახსაც არ ასცდა. მამამისი დააპატიმრეს, სადაც მოკვდა . როდესაც
გმირს დაავალეს მამის უჯრედის მდივანის მოკვლა , მას ძალიან გაუხარდა , რადგან იგი
შეპყრობილი იყო მამის სისხლის აღების წყურვილით, თუმცა, როდესაც დადგა დრო
მოსაკვლელად მან ეს ვერ შეძლო, რადგან მისმა მორალურ-ზნეობრივმა პრინციპებმა არ
მისცა საშუალება, რომ კაცისთვის სიცოცხლე გამოესალმა. სამწუხაროდ, ყველას არ
შეუძლია მსგავს სიტუაციაში პრინციპებით ხელმძღვანელობა . ამის მაგალითია ჯემალ
ქარჩხაძის ნაწარმოების, „ზებულონის“ მთავარი პერსონაჟი, ამავე ნაწარმოების სახელის
((მატარებელი)). ჩემ მიერ ნახსენები პრესონაჟებისგან განსხვავებით , ზებულონმა არჩია
შურისძიება საკუთარ პრინციპებს. იგი სასწავლებლად უნდა მიბარებოდა იოველ
ბატონიშვილს, თუმცა შურისძიებით აღსავსემ ამის ნაცვლად მამის მკვლელის,
დაროაშვილის ოჯახი საზარელად დახოცა.

როგორც უკვე ვახსენე, ყველა ადამიანი დგება კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც


მძიმე არჩევანის გაკეთება უწევს. ტერორიზმი სკოლაში არის 21-ე საუკუნის ქვეყნების ერთ-
ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა. სამწუხაროდ, მკვლელობები სკოლაში ხშირი შემთხვევა
ამერიკის შეერთებულ შტატებში. 2019 წელს, კოლორადოში, კრიტიკულ მდგომარეობაში
აღმოჩნდა 18 წლის კენდრიკ კასტილო. მსროლელმა გაკვეთილზე ამოიღო იარაღი და ყველას
უბრძანა, რომ არაფერი ემოქმედათ. ლენდრიკი მუდამ ყველას ეხმარებოდა, ეს სიტუაციაც არ
იყო გამონაკლისი. იგი დაეტაკა მკვლელს, რისი საშუალებითაც მისცა კლასელებს გაქცევის
საშუალება. სამწუხაროდ, თავად კენდრიკი გარდაიცვალე ჭრილობებისგან. მსგავს
კრიტიკულ მგომარეობაში მან გადაწყვიტა ემოქმედა საკუთარი მორალურ-ზნეობრივი
პრინციპების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული ჰქონდა მისი სიკვდილის
ალბათობა. სტიქიური უბედურებები კრიტიკული სიტუაციის ერთ-ერთი მაგალითია.
საქართველოში, 2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა ვერემ მრავალი ადამიანი სიცოცხლეს
გამოასლმა, მათ შორის იყო 55 წლის ძაღლების თავშესაფრის თანამშრომელი, სულიკო
ნოზაძე. მან არ უღალატა თავის მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს და ოთხფეხა მეგობრების
გადარჩენისთვის ბრძოლისას დაიღუპა. სამწუხაროდ, როგორც ზებულონმა ვერ შეძლო
პრინციპებით ხელმძღვანელობა, ასევე 34 წლის ვიაჩესლავ მ. - ც ვერ შეძლო თავის შეკავება.
მან აღმოაჩინა თავისი 8 წლის ქალიშვილის გაუპატიურების ვიდეო მისი მეგობრის, ოლეგ
სვირიდოვის მობილურზე. დამნაშავე გაიქცა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მას
უკვე ეძებდა, ვიაჩესლავმა მათ დაასწრო და მის მეგობარი დანით სასტიკად მოკლა.
ყველაფრის შესაჯამებლად ვიტყოდი, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი
ყოველთვის არ აკეთებს არჩევანს საკუთარი მორალურ-ზნეობრივი პრინციპების მიხედვით.

You might also like