You are on page 1of 4

სამოქალაქო განათლება

ესე - ,,სიკვდილით დასჯა დაუშვებელია დანაშაულის


სიმძიმის მიხედვითაც კი,,
მოგესალმებით. დღეს მე წარმოგიდგენთ ესეს ადამიანის
სიკვდილით დასჯის შესახებ. უნდა იყოს თუ არა დაშვეული
ადამიანის სიკვდილით დასჯა? თუ არის დასაშვები, გააჩნია თუ
არა დანაშაულის სიმძიმეს? რა კრიტერიუმებით უნდა
განისაზღვროს ის? თუ მიუღებელია ადამიანის სიკვდილით
დასჯა ნებისმიერ შემთხვევაში? ამ კითვებზე პასუხებს ესეში
შემოგდავაზებთ და ვეცდები ჩემი პასუხები იყოს ამომწურავი.

სიკვდილით დასჯა - კანონით გათვალისწინებული


მძიმე დანაშაულისთვის სასჯელის უმაღლესი ზომის სახით
ადამიანის სიცოცხლით მოსპობა. დღესდღეობით, სასჯელის ამ
უმაღლეს ზომას დაახლოებით 50 ქვეყანა იყენებს, მათ შორის
არის ირანი, ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, ერაყი და სხვა. რაოდენ
გასაკვირიც არ უნდა იყოს, აშშ ერთადერთი დასავლური
ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯის კანონი 31 შტატში
მოქმედებს. ჩინეთში სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში
სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ხშირად მოჰყავთ.
ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა, შესაბამისად,
განაჩენის აღსრულების მასშტაბები უცნობია. დასავლეთი
ევროპის პოლიტიკოსები უკვე დიდი ხანია მივიდნენ საერთო
დასკვნამდე, რომ სიკვდილით დასჯა აღარ შეიძლება იყოს
მართლმსაჯულების ინსტრუმენტი. დღეს ევროპის ძირითადი
პარტიების წევრებს შორის სიკვდილით დასჯის მომხრე
თითქმის არ მოიძებნება. ამ საკითხისადმი მიდგომა ყველაზე
მეტად განასხვავებს ევროპასა და ამერიკას. ევროპის პირველი
ქვეყანა რომელმაც 1867 წელს გააუქმა სიკვდილით დასჯა ყველა
ბოროტმოქმედებაზე, იყო პორტუგალია. ევროპის კავშირის
უკანასკნელი წევრი, რომელმაც 1999 წელს თავისი სისხლის
სამართლის კოდექსიდან ამოშალა სიკვდილით დასჯა ყველა
კატეგორიის დანაშაულისთვის, დიდი ბრიტანეთი იყო, თუმცა
1964 წლიდან ამ ქვეყანაში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. 1996
წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ
შევარდნაძემ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
1997 წლის 11 ნოემბერს პარლამენტმა საბოლოოდ გააუქმა
სიკვდილით დასჯა. საქართველო მეორე პოსტსაბჭოთა - ქვეყანა
იყო (მოლდოვას შემდეგ), რომელმაც გააუქმა სასჯელის ამ
განსაკუთრებული ზომის გამოყენება.

სიკვდილით დასჯა დაუშვებელია, რადგან

1) მთავრობა, რომელიც სამაგიეროს უხდის დამნაშავეს და


კლავს მას, შურისმგები მთავრობაა და ის საზოგადოებაში
ძალადობის ციკლის განვითარებას უწყობს ხელს. ამგვარი
მიდგომა მოსახლეობაში დანაშაულის გასამკლავებლად
ძალადობის ხერხებისკენ მიდრეკილებას ამკვიდრებს. ერთი
დამნაშავის სიკვდილით დასჯა სამომავლოდ გამოიწვევს
მრავალ დანაშაულს, კრიმინალურ მოქმედებას და
კრიმინალური და ძალადობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას.

2) ვინაიდან მართლმსაჯულების სისტემა ვერასოდეს ვერ


დაამტკიცებს ასი პროცენტით დააშაულს და სასამართლოში
შეცდომები ხდება, სიკვდილით დასჯის გამოყენება არ
შეიძლება, რადგან უდანაშაულოს დასჯა გამორიცხული არ
არის. ვინაიდან სიკვილით დასჯა არ შეესაბამება ადამიანის
განვითარეის ამ სტადიას და არის შემზარაი მოქმედება,
რომელიც ამოვარდნილია ადამიანურობის საზღვრებიდან, არ
შეიძლება მისი გამოყენება, როცა 100%-ით არ არის ადამიანი
დარწმუნებული, რომ დამნაშავე არის კონკრეტული
ეჭვმიტანილი.

3) მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯას არა


აქვს ბოროტმოქმედების შემაკავებელი ეფექტი. როგორც უკვე
ავღნიშნეთ, სიკვდილით დასჯა ძალადობრივი მოქმედებების
ხელშემწყობია ხალხში და ის გადაფარავს სიკვდილით დასჯის
შიშს. საბოლოოდ დგინდება, რომ ამით კრიმინალები და
დანაშაულები არ მცირდებაინ.

მოდი მოვიყვანოთ კონტრარგუმენტები, რომელიც


ამტკიცებს, რომ სიკვდილით დასჯა მიღებულია.(როგორც
ვიცით დღეს 40 ქვეყანაშია მიღებული სიკვდილით დასჯა)

1) მართალია, სიკვდილით დასჯას არა აქვს შემაკავებელი


ეფექტი, მაგრამ როცა ისჯებიან მკვლელები, ამით ქრება მათ
მიერ შემდეგი ბოროტმოქმედების ჩადენის შანსიც და ე.ი.
გადარჩება უდანაშაულო ხალხი. კონკრეტული დამნაშავის
სიკვდილით დასჯით აღიკვეთება მისი მომდევნო
დანაშაულებების ჩადენის ალბათობა და გადარჩება
უდანაშაულო ხალხი.

2) შიში. როდესაც სიკვდილით დასჯა არის მიღებული კანონით,


დამნაშავეს ერთი ორად აკავებს სიკვდილით დასჯის შიში.
ამით მცირდება დანაშაულის დონე.

3) ტერორიზმი. ტერორისტების დასჯა ალბათ უნდა იყოს


მიღებული, რადგან როდესაც ათობით უდანაშაულო ადამიანს
სასიკვდილოდ წირავ, შეუძლებელია შენს სიცოცხლეს რაიმე
ფასი ჰქონდეს.

აქ ჩამოთვლილი არგუმენტები და კონტრარგუმენტები


საკმარისია, რადგან ადამიანს შეექმნას წარმოდგენა იმის
შესახეებ, რომ დაშვებულ უნდა იყოს თუ არა სიკვდდილით
დასჯა. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დაუშვებელია
სიკვდილით დასჯა, რაც აუხსნება ზემოთ მოყვანილი
არგუმენტებით.

მადლობა ყურადღებისთვის!

ესეს ავტორი: გურამ მარგალიტაძე


,

You might also like