You are on page 1of 6

სამოქალაქო განათლება

სრულწლოვანება- ახალი შესაძლებლობები და


პასუხისმგებლობებები

მოდი საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით


უფლებეის დროის სვეტს გადავხედოთ. განვიხილოთ
დადებითი მხარეები. თუ ზოგად უფლებებს არ ჩათლით, რაც
ცალსახად ადამიანის უფლებაა დაბადებიდან, მე ძალიან
მომწონს 7-18 წლის ასაკში ბავშვის, მოზარდის უფლება, რომ მას
შეუძლია განკარგოს ეგრედწოდებული "თავისი ფული", რაც
იქნება ნაჩუქარი თუ ჰონორარის სახით აღებული. ჩემი აზრით,
ამ ასაკში ბავშვს, მოზარდს აქვს იმის უფლება, რომ მისი
სურვილისამებრ გამოიყენოს ფული. ეს უფლება 14 წლიდან
ყველა ეჭვის გარეშე შეიძლება განახორციელოს ადამიანმა,
რადგან აქვს მუშაობის უფლება არასრულ განაკვეტზე, მსუბუქ
სამუშაოზე. ასევე ძალიან კარგია ეს უფლება. მე პირადი
გამოცდილებიდან შეიძლება ვთქვა, რომ 14 წლის ასაკში
შეუძლია ადამიანს მუშაობა და ფულის მიღება. ასევე ამ ასაკში
ადამიანი ჩამოყალიბების გზაზეა და სწორია, რომ მას სისხლის
სამართლის კოდექსი ეხება. ამ ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს
ადამიანს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება.

ასევე ძალიან კარგია, რომ გააუქმეს 18 წლამდე


ქორწინების უფლება. ამ ასაკამდე ადამიანი ძირითადად ყვება
სიყვარულს და არასრულწლოვნების ქორწინება უმრავლეს
შემთხვევაში კრახით მთავრდება, რადგან ამ ასაკში ადამიანები
არ არიან ოჯახური პასუხისმგებლობისთვის მზად, ასევე არ
არიან მზად ბავშვის აღზრდისთვის და ძალიან ცუდად
მთვრდება ყოველივე ეს, როგორიცაა განშორება, დეპრესია და
ასე შემდეგ. 18 წლის ადამიანი უკვე დამოუკიდებელია და
თავისით უნდა მიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება.

ჩემი აზრით, პრეზიდენტობის უფლება 28-30 წლამდე


უნდა ჩამოიწიოს. გასაგებია, რომ ადამიანი უნდა იყოს ქვეყნის
მართვისთვის შესაფერისი პიროვნება, მაგრამ თუ მას აქვს ამის
შესაძლებლობა და ხალხის თვალში ამ ასაკის ადამიანი არის
სანდო, შესაძლებელია რომ გახდეს პრეზიდენტი.

თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნებს, ვანხავთ, რომ ზოგიერთ


ქვეყანაში ადამიანი სრულწლოვანი ადრეული ასაკიდანვე
ითვლება. მაგალითად დანიაში სრულწლოვანების ასაკი 12
წელია, გრენლანდიაში 14, ხოლო ირანში გოგონებშ 9, ვაჟებში
15, არაბეთში კი დამოკიდებულია სქესობრივი მომწიფებაზე,
მაგრამ არაუგვიანეს 15 წლისა. ჩემი აზრით ეს მიდგომა
მიუღებელია და შეუძლებელია ამ ასაკში ადამიანი
სრულწლოვანად ჩაითალოს ან თუნდაც სქესობრივ
მომწიფულობას დაუკავშირდეს სრულწლოვანება. ასევე
არსებობს ქვეყნები სადაც ადამიანი სრულწლოვანი 21
წლიდანაა, მაგალითად მადაგასკარი, კოტ-დ’ივუარი, არაბთა
გაერთიანებული საამიროები, კამერუნი. ჩემი აზრით, 21 წელი
უკვე გადაცილებულია სრულწლოვანების ასაკს.

რა უფლებები აქვს სრულწლოვან ადამიანს?

ვეყნების უმეტესობაში ადამიანი სრულწლოვანი ხდება 18 წლის


ასაკში მაგ: ა.შ.შ, ინგლისში, ველსში, ირლანდიაში. ამერიკაში
სრულწლოვნად ადამიანი ითვლება როდესაც მას უსრულდება
18 წელი.

· აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში.

· შეუძლია ჯარში წასვლა, დაზღვევის აღება, ქორწინება, და


მიიღოს გადაწყვეტილებები მშობლის ნებართვის გარეშე

მაგრამ სრულწლოვან ადამიანსაც კი არ შეუძლია ალკოჰოლის


შეძენა 21 წლამდე. მე ეს კანონი მომწონს მაგრამ არც 18 წლის
ასაკშია ცუდი. ნორმალური ასაკია.

ებრაული ტრადიციების მიხედვით 13 წლის ადამიანი უკვე


სრულწლოვანია და მას აქვს უფლება ქორწინების. ასევე
ვატიკანში ადრეულ ასაკში ნებადართულია ქორწინება
ბიჭისთვის 16 წელი ხოლო გოგონასთვის 13 წელი.

შუა საუკუნის ეკლესია ადამიანს სრულწლოვნად 7 წლის ასაკში


მიიჩნევდა.

კანადაში ძირითადად, ნებრასკის და ალაბამის შტატებში და


სამხრეთ კორეაში – 19 წელი.

აფრიკის ქვეყანათა უმრავლესობაში, გოგონებისთვის


გათხოვება მიღებულია 18 წლამდე.

რაც შეეხება ინდონეზიას და იაპონიას აქ – 20 წელი.

არჩევნებშ მონაწილეობის უფლება თითქმის ყველას ენიჭება 18


წლის ასაკში, მაგრამ იტალიაში 25 წლამდე არ ეძლევათ
უფლება. ლიხტენშტეინელებმა (სახელმწიფო ცენტრალურ
ევროპაში) 30 წლამდე უნდა მოიცადონ, რათა ეს უფლება
შეიძნონ. ალბათ 30 წელი ცოტა გადაცილებულია. იმის
მიუხედავად, რომ 18+წლის ადამიანების მცირე ნაწილი აძლევს
ხმას არჩევნებში, მაინც უნდა იყოს ამ ასაკში დაშვებული. ამ
ასაკში შეუძლია ადამიანს გაიაზროს თუ ვინ გამოადგება
ქვეყანას და ხალხს მმართველად.

აფრიკის ქვეყანათა უმრავლესობაში, გოგონებისთვის


გათხოვება მიღებულია 18 წლამდე.

მადლობა ყურადღებისთვის!
თემაზე იმუშავა გურამ მარგალიტაძემ.

You might also like