You are on page 1of 7

ფიზიკა - ეექტროტევადობა, კონდენსატორები, ბრტყელი

კონდენსატორის ტევადობა.

1) ელექტროტევადობა - ლუკა ზაბახიძე, გიორგი


დათუკიშვილი

გიორგი დათუკიშვილი
თუ ორ ერთმანეთისგან იზოლირებულ გამტარს გადავცემთ
მუხტებს q1 და q2, მათ შორის წერმოიქმნება პოტენციალთა
სხვაობა Δφ, რომელის მუხტების სიდიდეებსა და გამტარების
გეომეტრიაზე იქნება დამოკიდებული. ელექტრული ველის ორ
წერტილს შორის პოტენციალთა სხვაობა Δφ-ს აგრეთვე
ელექტრულ ძაბვას უწოდებენ და U ასოთი აღნიშნავენ. უკვე
შეიძლება ელექტრული ტევადობის ცნების შემოღება.
ორი გამტარისაგან შედგენილი სისტემის
ელექტროტევადობა ეწოდება ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც
განისაზღვრება, როგორც ერთ-ერთი გამტარის q მუხტის
ფარდობა მათ შორის პოტენციალთა Δφ სხვაობასთან.
მეორენაირად: ნებისმიერი ფორმის გამტარისთვის, მისი
მუხტის სიდიდის შეფარდება ამავე გამტარის პოტენციალთან
არის მუდმივი სიდიდე და ელექტროტევადობა ეწოდება.

ლუკა ზაბახიძე
სადაც C ელექტროტევადობაა, q გამტარის მუხტი, ხოლო ф
ამავე გამტარის პოტენციალი.
SI სისტემაში ელექტროტევადობის ერთეულს ფარადი (ფ)
ეწოდება:
1ფ=1კულონი/ვოლტი
(კულონი მუხტის საზომი ერთეულია, ვოლტი კი პოტენციალის)

თუ ტევადობის ფორმულაში C=q/ф, პოტენციალის მაგივრად


შევიტანთ მის ფორმულას - ф=kq/r , მივიღებთ, რომ

C=r/k
აქედან გამომდინარეობს, რომ ელექტროტევადობის
სიდიდე არ არის დამოკიდებული მუხტის სიდიდეზე და ის
პირდაპირპროპორციულია რფეროსასიუსისა.
როგორც უკვე ვთქვით, ელექტროტევადობის საზომი
ერთეულია ფარადი. 1 ფარადი არის ძალიან დიდი ტევადობა.
სხვა სხეულებისგან განცალკევებულ სფეროს რომ ასეთი
ტევადობა ჰქონდეს, საჭიროა, რომ მისი რადიუსი 13-ჯერ მეტი
იყოს მზის რადიუსზე. ამიტომაც, პრაქტიკაში ვიყენებთ
ტევადობის წილად ერთეულებს:
1) 1 მიკროფარადი (მკფ) - უდრის 10-6 ფ
2) 1 ნანოფარადი (ნფ) - უდრის 10-9 ფ
3) 1 პიკოფარადი (პფ) - უდრის 10-12 ფ

კონდენსატორები - გურამ მარგალიტაძე


ელექტროტევადობის სიდიდე დამოკიდებულია
გამტარების ფორმაზე და ზომებზე და ამ გამტარების გამყოფი
დიელექტრიკის თვისებებზე . არსებობს გამტარების ისეთი
კონფიგურაციები, როცა ელექტრული ველი
კონცენტრირებულია სივრცის მხოლოდ გარკვეულ ნაწილში.
ასეთ სისტემებს კონდენსატორებს უწოდებენ, ხოლო
კონდენსატორის შემადგენელ გამტარებს - შემონაფენებს.
კონდენსატორი გამოიყენება გარკვეული ტევადობის
მისაღებად სხვადასხვა ელექტრულ მოწყობილობებში. მისი
დანიშნულებაა ელექტრული ველის ენერგიის დაგროვება. ის
პასიური ელექტრონული კომპონენტია. იგი შედგება ორი
ფირფიტის ფორმის ბრტყელი ელექტროდისაგან და მათ შორის
მოთავსებული დიელექტრიკისაგან, რომლის სისქე მცირეა
ფირფიტის ზომებთან შედარებით.
კონდესატორის პირვანდელი ნიმუშები შეიქმნა 1740-იან
წლებში, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ლეიდენის ქილა.
1748 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა ასეთი ქილები მიმდევრობით
შეართა და შექმნა ერთქვარი ელექტრული აკუმლატორი.
ლეიდენის ქილა — პირველი ელექტრული კონდენსატორი.
მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია რომ „შევინახოთ“
ელექტრული ველი ორ ელექტროდს შორის, რომელნიც
მოთავსებულნი არიან ქილაში. ის შედგება ჩვეულებრივი ქილის
შიდა და გარე ზედაპირზე დახვეული მეტალის ფოლგებისგან.
ის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს
გერმანელმა ევალდ გეორგ ვონ კლეისტმა 1745 წლის 11
ოქტომბერს და ნიდერლანდელმა მეცნიერმა პიტერ ვან
მუშენბრუკმა 1745-1746 წლებში, ქალაქ ლეიდენში.[1] სწორედ
აქედან მოდის მისი დასახელებაც — ლეიდენის ქილა.
კონდენსატორი მუდმივი დენის წრედში დენს არ ატარებს,
რადგან ფირფიტებს შორის დიელექტრიკია მოთავსებული.
ცვლადი დენის წრედში ის ატარებს ცვლადი დენის რხევას,
რადგან ფირფიტებზე ხდება პოლარობის ცვლილება.
თუ კონდენსატორს მივაერთებთ ბატარეასთან, ისე,
როგორც ეს ნახაზზეა ნაჩვენები, მუხტები ბატარეადან
დაიწყებენ გადასვლას კონდენსატორზე, რაც გამოიწვევს
წრედში დენის გაჩენას; კონდენსატორი დაიწყებს
დამუხტვას; ძაბვა მის გამომყვანებზე დაიწყებს მატებას
და რაღაც დროის შემდეგ კონდენსატორი დაიმუხტება
ძაბვამდე, რომელიც კვების წყაროს (ბატარეის) ძაბვის
ტოლია. ამ დროს დენი წრედში შეწყდება. თუ რა დროს
მოანდომებს კონდენსატორი დამუხტვას, დამოკიდებულია
მის ტევადობაზე და R წინაღობაზე. ეს წინაღობა
აუცილებლად არსებობს ყველა წრედში.
კონდენსატორების პარალელურად შეერთების შედეგად
მიღებული წრედის ელექტრული ტევადობა ცალკეული
კონდენსატორების ტევადობების ჯამის ტოლია –
პარალელური შეერთებისას კონდენსატორების
ტევადობები იკრიბება.

კონდენსატორების მიმდევრობითი შეერთებისას იკრიბება


მათი ტევადობების შებრუნებული სიდიდეები.
მუშაობის მექანიზმი
კონდენსატორი შედგება ორი, განცალკევებული
გამტარისგან, რომლიც გამოყოფილია დიელექტრიკული
გარემოთი. ეს არა-გამტარი გარემო შეიძლება იყოს ვაკუუმი ან
დიელექტრიკი, მაგალითად მინა, ჰაერი, ქარალდი და ა.შ.
კულონის კანონიდან გამომდინარე, კონდესატორის ერთ
მხარეს არსებული მუხტი მიიზიდავ მეორე მხარეს არსებული
საპირისპირო ნიშნის მქონე მუხტს. ამ მიზიდულობის გამო
კონდესატორის შეუძლია დააგროვოს საპირისპირო ნიშნის
მქონე თანაბარი რაოდენობის მუხტები. მუშაობის მექანიზმის
უკეთ გასააზრებლად განვიხილოთ წარმოდგენილი სურათი.
მოცემულ კონდესატორის ფირფიტებზე დაგროვილია 2Q
რაოდენობის ელექტრული მუხტი - მარცხენა მხარეს +Q და
მარჯვენა მხარეს -Q. მათ შორის, დიელექტრიკულ გარემოში
(ნარინჯისფერი) წარმოიქმნება ელექტრული ველი E, და
წარმოიქმნება პოტენციალთა სხვაობა V.

You might also like