You are on page 1of 1

„ცხოვრებაი წმინდისა გრიგოლისი“ არის მნშივნელოვანი ჰაგიოგრაფიული

ნაწარმოები, რომელიც მოგვითხრობს წმინდა გრიგოლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის


შესახებ. თხზულებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ გრიგოლის მრავალი თვისება , თუმცა
ყურადღებას გავამახვილებ ჯავახეთის კრების ეპიზოდს. მოცემული თავის კითხვისას
ყურადღების მიღმა ვერ დარჩება სასულიერო პირების დამოკიდებულება გრიგოლის
მიმართ. „ოდეს მოვიდეს ვარსკულავი უდაბნოთაი, მაშინ განემართოს საქმე და
განზრახვაი ყოველთაი“. ამ ციტატის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიგოლი
სანდო და ავტორიტეტული ადამიანი იყო, რადგან მის გარეშე არაფერი წყდებოდა .
წმინდა მამას სულიერი სიწმინდე ჩანს მომენტში, როდესაც იგი კრებას მოევლინება .
„რამეთუ სამოსელი იგი შეურაცხი, რომელი ემოსა მოხუცებულსა მას, ესრეთ ჩნდა,
ვითარცა სამოსელ ნათლისა ბრწყინვალისე განუცდელისა“.

ეპიზოდის კითხვისას კარგად ჩანს, რომ მამა გრიგოლი არის სამართლიანი და


შემწყნარებელი, რადგან იგი უმიზეზოდ გაკრიტიკებულ არსენს იგვერდში დაუდგა და იქ
მყოფებს ჩადენილი შეცდომის მონანიებისკენ უბოძებდა. „რომელთა არა შეინანონ ,
კდემულ იყვნენ და სრულიად ჰრცხუენეს ამას საწუთროსა და მას საუკუნესა “.

ჯავახეთის კრების ეპიზოდი წმინდა გრიგოლის დახასიათების გარდა


მნიშვნელოვან მთავარ სათქმელსაც შეიცავს. ვფიქრობ, ავტორს სურდა ეჩვენა , რომ
სასულიერო პირების კი უშვებენ შეცდომებს, თუმცა ჩვენ, როგორც მათ უნდა გაგვაჩნდეს
სინანული ჩადენილისთვის, რადგან ეს არის ერთადერთი გზა სასუფევლის
დამკვიდრებისთვის.

გიორგი მერჩულეს ნაწარმოები გახლავთ ჰაგიოგრაფიული საუნჯე , სადაც მან


დეტალურად აღწერა გრიგოლის ცხოვრების ყველა ეტაპი. ჯავახეთის კრების ეპიზოდში
გამოყენებულია მრავალი მხატვრული ხერხები. მაგალითად მეტაფორა „ვარსკვლავი
ადაბნოთაი“. ამ მხატვრული ხერხით ავტორს სურდა ეჩვენა, რომ გრიგოლმა გაანათლა
სიწმინდით უდაბნო, როგორც უდაბნოს ნათელი ვარსკვლავი ღამეს. ასევე შედარება
„კუკული ახილვებოდა, ვითარცა გვირგვინი სამეუფოი პატიოსანთა თუალთა და
მარგალიტთაგან ფასდაუდებელთა აღმკული“. მოცემული შედარება ადარებს გრიგოლის
კუკულსა და მეუფის გვირგვინს, რითიც გამოხატავს გრიგოლის სიწმინდესა ღმერთთან
სიახლოვეს. შესაჯამებლად ვიტყოდი, რომ

You might also like