You are on page 1of 2

იმედი არის ის, რაც აძლევს ადამიანს მოქმედებისა და წარმატების მიღწევის უნარს .

მის
გარეშე შეუძლებელია რამეს მიღწევა. რა თქმა უნდა, სასოწარკვეთა და უიმედობა
ადამიანის მომავლის მტერია. სწორედ უიმედობისა და სასოწარკვეთის წინააღმდეგ
მოუწია ბრძოლა ნაწარმოებ „განდეგილის“ მთავარ პერსონაჟს, განდეგილ ბერს.
ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს, რომ ილია ჭავჭავაძემ მოცემული ნაწარმოები
მიუძღვნა თავის ცოლს, ოლღას, უსაზღვრო ერთგულებისა და სიყვარულისთვის.
თხზულებამ გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი ქართულ მწერლობაში. ბევრისთვის „განდეგილი “
იყო ილიას უსუსტესი ნაწარმოები, ზოგისთვის კი საუკეთესო. პოემა მოგვითხრობს ბერის
შესახებ, რომელიც ვერ გაუმკლავდა ცდუნებას და სულიერად წარყდა (???). მიმაჩნია , რომ
განდეგილის სულიერი დაცემა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მას არ სურდა
განსაცდელში ჩავარდნილი ქალის ტაძარში შეშვება, რადგან ეშინოდა , რომ ცდუნებას ვერ
გაუძლებდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ბერი საკუთარ თავს ეძახის უბედურს:

„-ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა

ესეთი მერგო მე ...უბედურსა...“
ავოტორს, როგორც ბერს, არანაკლებ გაუკვირდა მსგავსი სიტყვების :

„რა დაემართა? რა მოუვიდა?

ნუთუ უჩივის აწ იგი ბედსა?“
ბერი შეცდა პირველი ცდუნებაზე, რომელიც ქალმა მოუტანა. მან წამიერად ამჯობინა
ხორციელი ბედნიერაბა სულიერს, რომელიც ღმერთმა უბოძა. როდესაც მან გაიაზრა თუ რა
ჩაიდანა, იგი დაემხო წმინდა მარიამის ხატის წინაშე, თუმცა ხატის ნაცვლად კვლავ იმ ქალს
ხედავდა: „ზე აიხედა...დედა- ღვთის ხატსა

მავედრებელი შეჰმართა თვალი..

და ვაი, წმინდა ღვთის-მშობლის ნაცვლად,
თვალთ-წინ დაუდგა იგივე ქალი!“
ილია აღწერს განდეგილის მდგომარეობას შედარებით: „ვითა სიკვდილი“. მიმაჩნია, რომ
ავტორმა ამ მხატვრული ხერხით, ბერის უიმედობა და სასოწარკვეთა აღწერა. განდეგილის
უკანსკნელი იმედი იყო სასწაული(???), რომელსაც ღმერთი მას ლოცვისას უვლენდა, სხივის
სახით, რომელიც ?სალოცავს? უკავებდა. თუმცა მოხდა ის, რაც ბერის სისუსტემ და
უიმედობამ გამოიწვია: „მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!..
დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,
გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,
ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა
და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული.“
სწორედ ამ მომენტში ჩანს, რომ განდეგილმა საბოლოოდ დაკარგა იმედი საკუთარ რწმენაში.
შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემაში, „ვეფხისტყაოსანი“, წამოიჭრა მსგავსი პრობლემა
ტარიელის სახით. სასოწარკვეთილი გმირი კარგავს იმედს ბედნიერი მომავლისა.
ავთანდილის გარეშე, ტარიელი ვერ მოახერხებდა ნესტან-დარეჯანის გადარჩენას.
ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს ავთანდილის სიტყვები: ,,ვისთვის კვდები, ვერ
მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ“.
მრავალი ნაწარმოები თაობიდან თაობაში მკითხველის ინტერესს არ კარგავს, რადგან
მათში ნახსენები პრობლემატიკა მუდამ აქტუალურია. მოცემული პრობლემაც არ არის
გამონაკლისი. “იმედი მდგომარეობს ოცნებებში, წარმოსახვაში და მათ გამბედაობაში, ვინც
გაბედავს ოცნებების რეალობად ქცევას”. მართლაც, იმედი არის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტი ადამიანის ბედნიერი მომავლისთვის. დეპრესია არის ერთ-ერთი
ყველაზე სასტიკი და რთულად გადასატანი ფსიქოლოგიური დაავადება. სწორედ დეპრესია
აკარგვინებს ადამიანს იმედს ბედნიერი მომავლისა და წარმატების. საბედნიეროდ დეპრესია
განკურნებადია, თუმცა სამწუხაროდ, ბევრს ეს არ შველის და მათი ცხოვრება სრულდება
განდეგილივით. ტერმინალური დაავადებები მრავალი ადამიანისთვის იმედის
დამკარგველი არის. როდესაც მათ ატყობინებენ, რომ მათი დაავადება არ ექვემდებარება
განკურნებას, ისინი კარგავენ იმედს მომავლისთვის. თუმცა ისტორიამ გვაჩვენა, რომ სწორედ
იმედი და რწმენა, ბედნიერი მომავლისთვის, არის განკურნების შანსის მომცემი.
განდეგილის მაგალითზე, ვიტყოდი, რომ მოცემული პრობლემა დღეს-დღეობითაც
აქტუალურია, რადგან უიმეოდა მართლაც ართმევს ადამიანს წარმატებისა და მოქმედების
უნარს.

You might also like