You are on page 1of 6

ბილეთი 1

1)შუშანიკის წამების ავტორი და დაწერის თარიღი


,,შუშანიკის წამება“ პირველი ლოტერატულური ძეგლია, რომელმაც
ჩვენამდე მოაღწია
„შუშანიკის წამების“ ავტორის შესახებ საკმაო ცნობები მოგვეპოვება.
ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სახელია იაკობი. იგი ქვემო ქართლის
საპიტიახშოს კარის ეკლესიის მღვდელი და შუშანიკის სულიერი
მოძღვარი ყოფილა. იაკობი ნაწარმოების არა მარტო ავტორია, იგი
პერსონაჟიცაა. მოწამებრივი გზის დასაწყისიდან დასასრულამდე იაკობ
ხუცესი მხარში უდგას შუშანიკს, ამხნევებს მას, საპყრობილეში
მოინახულებს, თანაუგრძნობს, საზრდოს აწვდის, რჩევას აძლევს. „ წმ.
შუშანიკის წამება“ რომ იაკობ ხუცესის მიერაა დაწერილი, ეს ჩანს თვით
მოთხრობიდან, იმ ეპიზოდებიდან, სადაც ავტორი პირველი პირით
საუბრობს თავის შესახებ: „და მეცა, ხუცესი დედოფლის შუშანიკისი,
თანა ვიყვანდი ეპისკოპოსსა მას“, „ხოლო მე ვიჯმენ ადრე და მივიწიე
დაბასა“ იაკობ „შუშანიკ მრქუა მე და მე ვარქუ მას“.
ასე რომ, იაკობ ხუცესი კარგად იცნობს პიტიახშის ოჯახობას, უფრო
მეტიც: იგი უშუალო მომსწრეა ვარსქენისა და წმ. შუშანიკის სიყრმისა,
მათი შეუღლების, დაბოლოს, იმ ტრაგედიისა, რითაც დასრულდა ამ ორი
პიროვნების ცხოვრება ერთი გამოცხადდა ქართველი ერის მოღალატედ,
ხოლო მეორე წმინდანად შერაცხა ეკლესიამ.
თხზულება დაწერილია შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის (475 წლის
17 ოქტომბერი) შემდეგ, ვარსქენის სიცოცხლეშივე ე.ი. 476-482 წლებში.
რადგან ვარრსქენ პიტუახში 482 წელს მოაკვლევონა ვახტანგ გორგასალმა
რადგან ის სამეფო ხელისუფლებას უპირისპირდებოდა.
,,შუშანიკის წამების“ იმდროინდელ ხელნაწერს ჩვენამდე არ მოუღწევია
ერთადერთი უძველესი ნუსხა გახლავთ მეათე საუკუნით
დათარიღებული.
2)ავთანდილის მხატვრული სახე

ავთანდილი „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე გამოკვეთილი პერსონაჟია. მას


მკვეთრად გამოხატული ზნეობრივი პოზიცია გააჩნია. იგი იდეალური,
სრულყოფილი გმირია. მას უზადო გარეგნობასთან ერთად შეუდრეკელი
გული და უმაღლესი გონიერება ამკობს. რუსთაველს ეს პერსონაჟი
განსაკუთრებით შტამბეჭდავად ყავს წარმოჩენილი, ამიტომაც ფიქრობენ,
რომ ამ გმირის სახით პოეტი საკუთარ „მეს“ გამოხატავს. ავთანდილს
მორალური პორტრეტი საუკეთესოდ იძერწება პოემის იმ ნაწილში,
რომელსაც თინათინის დავალებით ტარიელის საძებნელად წასული,
უსტარს უტოვებს მსახურებს. მისი თხოვნა სამეფოს კეთილდღეობას
შეეხება. პირადი ინტერესი საერთოდ უგულებელყოფილია, ყველაფერზე
წინ ქვეყნისთვის ზრუნვა იწევს. ეს თვალსაზრისი უფრო მეტად
გამყარებულია როსტევან მეფისადმი მიწერილ ანდერძში. ,, ვერ
დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად;
შემინდევ და წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად.”
მან იცის, რომ გაპარვა არ არის კარგი საქციელი, მაგრამ მოყვასის
დახმარებისთვის აუცილებელ საქმედ აღიქვამს, აქ ავთანდილის ისეთი
თვისებები ჩანს, რომლებიც მხოლოდ მაღალზნეობრივ, სრულყოფილ
პიროვნებას ახასიათებს. ანდერძი მოყვასისადმი სიყვარულის,
ერთგულების, მისდამი თავგანწირვის მაღალი იდეალების ნამდვილი
წარმოდგენაა. ავთანდილის სიბრძნეზე მეტყველებს ანდერძის ყოველი
ფრაზა. მისი განსწავლულობის დამადასტურებელია ფილოსოფოსთა
ნააზრევის მოხმობა.ქრისტეს მოწაფეთა სწავლების დამოწმება.,, ვიცი,
ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა განზრახულსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".
მისი აზრით, იმიტომ ვიძენტ სიბრძნეს, რომ ჩვენი მორალური ქცევით
სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ; სიცრუე და ორპირობა, მეგობრის
ღალატი მორალური ნაკლოვანების სათავეა - ასეთია ავთანდილის
ზნეობრივი პოზიცია.
შეუვალი ზნეობრივი პოზიდიიდან მსჯელობს ავთანდილი ფატმანის
სამიჯნურო ბარათის წაკითხვისას. მის აღშფოთებას, პირველ რეაქციას
რომ მოჰყვა, რეალისტური მსჯელობა მოსდევს.
“რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია”ის არ ამართლებს
ფატმანის საქციელს, მაგრამ მას ის მეგობრის დახმარებისთვის სჭირდება.
მოაზროვნე და გონებაფხიზელი გმირი კარგად აწონ-დაწონის
ვითარებას. იგი ხედავს, რომ ფატმანს იქით გზა არა აქვს. ეს ერთადერთი
ხელშესახები რამაა, რაც ნესტანის კვალს აპოვნინებს. ამ შემთხვევაში,
მიზნისკენ სავალ გზაზე მას ერთგვარ ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა
უხდება. სასწორზე მეგობრის სიცოცხლეა და მას ამ ნაბიჯის გადადგმა
მოუწევს, თუმცა კარგად ესმის, თუ რა ამოძრავებს „სიძვის დიაცს“ და
რომ უმსგავსო საქმეს მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს. ამ ეპიზოდში
კარგად ჩანს ავთანდილის გრძნობათა ცვლილება. სრულიად სხვა
ავთანდილი წარმოდგება ჩვენს წინაშე ჯაშნაგირის მკვლელობის
ეპიზოდში. მრისხანე და შეუბრალებელი სასტიკად უსწორდება
ფატმანის საყვარელს და მის მცველებს. თითქოს მთელი უარყოფითი
ენერგია, ამდენი ფათერაკების შედეგად დაგროვილი, ერთად
გადმოინთხა და ავთანდილისთვის შეუფერებელ სისასტიკედ
გარდაიქმნა.იყო თუ არა ავთანდულის ეს საქციელი გამართლებული?
ვფუქრობ ეს წინმსწრები სისასტიკე, ავთანდილისაგან გამოვლენილი, ის
ცალკეული შემთხვევაა, როდესაც რუსთაველის გმირები იდეალურიდან
ყოფით სინამდვილეში გადმოინაცვლებენ. მათი ხიბლიც სწორედ ამაშია.
„ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთათვის ადამიანური გრძნობები და
სისუსტეები უცხო არაა და სწორედ ამაშია რუსთაველის, როგორც
შემოქმედის სიდიადე. ამგვარად, ავთანდილის სახე პოემაში
გამორჩეულად შტამბეჭდავია. მაღალ ზნეობრივ ფასეულობებთან
ერთად, მისთვის არც ადამიანური სისუსეტებია უცხო. ჩევნი სიმპათია ამ
პერსონაჟის მიმართ მისი უაღრესად ბრძნული, დინჯი,
გაწონასწორებული ქმედებებითაა გამოწვეული.

3)დავით გურამიშვილის შეხედულება სწავლაზე


„დავითიანი“ ახალგაზრდა თაობისთვის დაწერილი წიგნია. პოეტი
გვეუბნება, რომ ყრმათათვის მიუძღვნია თავისი ნაღვაწი, რათა მოიხ-
მარონ და უპატრონონ
დავით გურამიშვილი რაკი ერთ მთლიანობად წარ-მოიდგენს სამყაროს,
კაცობრიობას,–ამით უდიდეს პასუხისმგებლობას ანიჭებს თითოეულ
პიროვნებას. ადამიანს თავისი სულერი დაკნინებით ზიანი მოაქვს არა
მხოლოდ თავისი თავისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის.
სწორედ ამიტომ გასდევს მთელ „დავითიანს“ სწავლა-აღზრდის მოტივი.
პოეტის მიზანია, ცხოვრების ფერხულში ჩასაბმელად მოწიფულ ყრმას
დაუსახოს მართებული გზა და ჭეშმარიტებისკენ წაუძღვეს. აი, რას
ეუბნება პოეტი ახალგაზრდას: „მე ეს ხიდი სავალად დიაღ სწორედ
გავდეო,შენ თუ მრუდად გაივლი მე რა წყალში ვვარდეო დავით სწორედ
მოგითხრობს თუ შენ შეიგვანდეო!”
დავით გურამიშვილი სწავლა-განათლების მნიშვნელობას განუმარტავს
ახალგაზრდობას. განათლება ზნეობრივი სრულყოფის საწინდარ-ია.
პოეტი სწავლა-აღზრდის საკითხს ეხება „დავითიანის“ შემდეგ თავებში:
„სწავლა მოსწავლეთა“, „ქართველთ უფალთა მეგვარტომო”
პოეტი ყმაწვილებს ესაუბრება ათ ხელობაზე. განუმარტავს, რა ევალება
მიჯნურს, მწყემსს, ხელმწიფეს, გლახაკს, მხვნელს, მოლაშქრეს, ვაჭარს,
ხუცესს, ოსტატს, ბრძენს. სხვადასხვა სოციალური ფენისა და სხვადასხვა
ხელობის წარმომადგენელთა შორის პოეტი მიჯნურსაც ახსენებს. აქ
უთუოდ მოგვაგონდება რუსთაველი:,,რაცა ვის რა ბედმან მისცეს
დასჯერდეს და მას უბნობდეს,მუშა მიწყივ მუშაკობდეს მეომარი
გულოვნობდეს კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და
გამოსცნობდეს”
დავით გურამიშვილი, ისევე როგორც რუსთაველი, სხვადასხვა
ხელობაზე, ცხოვრების სხვადასხვა გზებზე ესაუბრება მკითხველს,
არჩევანს სთავაზობს და განუმარტავს, რომ ყოველი მათგანი
გულმოდგინებას, თავდადებასა და სიყვარულს მოითხოვს. ყოველი
საქმიანობა, ყოველი პროფესია, თუ მასში სიყვარულია ჩაქსოვილი,
სრულყოფისკენ მიუძღვება ადამიანს.
დავით გურამიშვილი ამბობს, რომ უნდა ვისწავლოთ. შეიძლება თავიდან
გაგვიჭირდეს, მაგრამ ბოლოს ეს ყველაფერი დაგვიფასდება. ის ამბობს,
რომ ნასწავლი არასდროს დაგავიწყდება და ყოველთვის გამოგადგება,
სადაც არ უნდა წახვიდე და სადაც არ უნდა მოხვდე. “აქვს უხილავი
საუნჯე, ხელი არ შაეკარების”. სწავლის გამო ვერც ვერავინ შეგეცილება
და მას ვერც ვერავის გაუყოფ. თუ ადამიანს ცოდნა არ აქვს, თუ ადამიანმა
ელემენტარული მაინც არ იცის, დაიჩაგრება ამ წუთისოფელში.,,თუ კაცსა
ცოდნა არა აქვს გასტანჯავს წუთისოფელი” ყველაფერი ისეთი მარტივი
არაა როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცოდნა აუცილებელია
არსებობისთვის. სადაც არ უნდა წახვიდე ცოდნა მაინც ყველგან გაგყვება.
დავითი გვეუბნება, რომ შესაძლოა ადამიანს ჭკუა და ცოდნა ჰქონდეს,
მაგრამ თუ მას ვერ გამოიყენებს ბრიყვია ასეთი ადამიანი. ჭკვიანი კაცი
მას აუცილებლად გამოიყენებს და ეს ბევრ რამეშიც დაეხმარება.
პოეტი ურჩევს ყმაწვილს: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ
გემოვნებასა“. დავით გურამიშვილის აზრით, სწავლა ყოველთვის
საჭიროა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიყრმიდანვე
განსწავლა, რათა ადრევე დაადგეს ადამიანი სწორ გზას.ეპოქაში, როცა
ქვეყანა მტერთა სათარეშოდ გამხდარა, როცა ადამიანს შეიძლება
წარსტაცონ მამული, სახლ-კარი, როცა გორი- სუბნელი ჭაბუკი
მაგდებურგის ციხეში შეიძლება მოხვდეს, როცა გა- ნუკითხაობაა,
ძარცვა-გლეჯა და ტაცებაა, ერთადერთი „წარუპარველი საუნჯე“ არის
ცოდნა, რომელსაც ვერავინ შეგეცილება. სწორედ ამ „უხილავი საუნჯის“
შეძენას ურჩევს პოეტი ახალგაზრდობას: „ცოდნა თან დასდევს
მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,
აქვს უხილავი საუნჯე ხელი არ შაეკარების
არც ცხადით,ძალით წაერთმის,არც მალვით მოიპარების
ჭკუა უხმარ არს ბრიყვთთვის ჭკვა ცოდნით მოიხმარების“
ცოდნის შეძენა იოლი არ არის, გასაჭირისა და სიმწრის დათმენაა საჭირო,
მაგრამ შედეგი შვების მომტანია. ამიტომ „ბოლოჟამ დანანებას“ სჯობს
თავიდანვე ტანჯვის გამოვლა.

You might also like