You are on page 1of 2

ავთანდილის დახასიათებ

ავთანდილი შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანის“ ერთ-ერთი ყველაზე


გამორჩეული პერსონაჟია. ავთანდილის შინაგანი პორტრეტი კარგად არის გამოხატული
პოემის იმ ნაწილში რომელშიც ავთანდილი ანდერძს უტოვებს როსტევან მეფეს და
პატიებას სთხოვს მეგობრის საძებნელად გაპარვისთვის. „ანდერძში “ ავთანდილის
მსჯელობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ როგორია მისი პიროვნული
სამყარო.

ავთანდილი შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც სრულყოფილი გმირი: ის არის


გაიდეალებული მოყვასი და მეომარი. ის გამოირჩევა როგორც გონებრივობით ასევე
ზნეობით და ფიზიკური შესაძლებლობებით.

მიუხედავად იმისა რომ ეს ამბავი არაბეთში ხდება, ავთანდილის ანდერძში მაინც


დაფარულია მისი ქრისტიანული მორწმუნოება - ის მოვლენებს აფასებს ქრისტიანული
ღირებულებების გადმოსახედიდან. ღვთისმოსავი ადამიანია , იცის რომ ყვლაფერს
განაგებს უფალი და მოსახდენი მოხდება - ღვთის ნებით ის იპოვის ტარიელს და მიეცემა
ძალა მის გადასარჩენად.

პირველი რამ, რაც ყველაზე შესამჩნევია ავთანდილის ხასიათში , არის ის რომ მას
უზომოდ უყვარს მოყვასი და ერთგულია მის მიმართ. როგორც პოემიდან ვხედავთ
ავთანდილი მეფის მიმართაც კი ურჩობს და მზად არის მიატოვოს ყველაფერი
განსაცდელში მყოფი მეგობრის დასახმარებლად. სანდო და სინდისიერია ამიტომ არ
არღვევს პირობას.

ავთანდილი მეფის მონა მორჩლია მაგრამ მისთვის უმნიშვნელოვანებისა მოყვასის


კეთილდღეობა. დიდ შინაგან ძალას მოითხოვს კარგად აწყობილი ცხოვრების მიტოვება
ერთი ადამიანის დასახმარებლად, მაგრამ ავთანდილმა იცის რომ ნამდვილი ბედნიერება
მიიღწევა ტანჯვით.

ავთანდილი მისი გაპარვის მიზეზს და თხოვნას რომ მიუტევოს მეფემ საქციელი , ამტკიცებს
გონივრული არგუმენტებით რაც ასევე მიანიშნებს მის სიბრძნეზე და
გაწონასწორებულობაზე. ავთანდილმა იცის რომ სიბრძნე პრაქტიკულად თუ არ გამოიყენა
ის არაფერია.
ავთანდილის სიბრძნე ასევე ჩანს იმაშ რომ ის იცნობს ადამიანის ბუნებას და გააზრებული
აქვს ადამიანის დანიშნულება. იცის რომ ღმერთმა იცის რა არის კარგი ადამიანისთვის და
ადამიანს ეძლევა არჩევანი კარგის გასაკეთებლად. მან ასევე იცის რომ სიკვდილი
გარდაუვალია

ამიტომ აკეთებს იმას რაც მიაჩნია სწორად, რაც დაუგროვდება საუკუნო საგზლად .
მოყვრისთვის დახმარების არ გაწევა ისეთივე ორპირობა გამოვა როგორც გაპარვა .
სიკეთის ნაკლებობა ბოროტებაა, ავთანდილი კი გმობს ყოველგვარ ბოროტებას. ის
სასიკვდილოდ მიდის პირობის შესასრულებლად.

ავთანდილი არის ერთგვარი იდეალური გმირი. მაღალ ზნეობრივ ფასეულობებთან


ერთად, მისთვის არც ადამიანური სისუსტეებია უცხო. მან იცის ადამიანის დანიშნულება და
ასრულებს კიდეც მას. როგორც გმირი, ის მისაბაძი პიროვნებაა.

You might also like