You are on page 1of 8

ძირითადი ესე იქნება ჩოსერდან.

15 ქულა (მინიმუმ 600 სიტყვა)

წაასაკითხი მასალა

პროლოგი

მოცემულ ნაწილში ავტორი საუბრობს ფუნდუკზე სადაც შეკრებილან მგზავრები


და აღწერს იქ მყოფ ადამიანებს. პირველ რიგში საუბრობს რაინდზე. თავიდან
აღწერილია რაინდის მეიერ გამართული ბრძოლები როგორც ჩანს რაინდი
არასდროს არსად დამარცხებულა. რაც მის ოსტატობაზე მიუთითებს შემდეგ კი
საუბარია მის პიროვნულ თვისებებზე თუ როგორი ზრდილი მორიდებული სთნო
და კეთილი იყო ჩემი აზრით ამ ნაწილში აღწერილია ის თვისებები რომელიც
დამახასიათებელი უნდა იყოს ყველა რაინდისთვის. შემდეგ რაინდის შვილზეა
საუბარი რომელიც როგორც მამა კარგიადამიანი ყოფილა როელიც კარგად
მღეროდა კარგად წერდა და აც საქმის გაკეთებაზე ამბობდა უარს მაგალითად
როგორიცაა პურის დაჭრა, ეს პატარა ნიუანსი მიუთითებს იმას რომ მიუხედავად
იმისა რომ ის რაინდი იყო უარს არ ამბობდა არცერთი საქმის გაკეთებაზე. შემდეგ
მათ მსახურზეა საუბარი. იომენზე ძირითადად გარეგნობაა აღწერილი მაგრამ ამ
დეტალითაც ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის პიროვნებაზე ის როგორც ჩანს კარგი
მეომარი ყოფილა. შემდეგ ორ მონაზონზეა საუბარი ერთ ერთი მათგანი კარგი
მგალობელი ყოფილა, ის თავდაჭერილი დინჯი ქალი ყოფილა, რომელსაც არ
უყვარდა სხვა ქალებთან ერთად გართობა. ღვთისმოსავი და კეთილი ქალი
ყოფილა. მას ცხოველებიც ძალიან ყვარებია გარეგნულადაც საკმაოდ ლამაზი
ყოფილა, როგორც ჩანს ეს მონაზონი სადა უბრალო და კეთილი გულის ადამიანი
ყოფილა. ასევე ერთი ბერიც ყოფილა რომელსაც ნადირობა ჰყვარებია წიგნის
მოტრფიალე კი როგორც ჩანს დიდად არ ყოფილა რადგან თუ წიგნს იკითხვადა
ვერ ინადირებდა არც მონასტერში არ ყოფილა მონასტრის გრეშე კი ბერი
უთვისტომოა. საუბარია ასევე მნათეზე რომელიც დასაწყისშივე უარყოფითადაა
დახასიათებული როოგორც ჩანს მატყუარა ყოფილა მუდამ დახმარების
მთხოვნელი. რომელიც მუდამ ცოლებს იცვლიდა და ახალ გაზრდა გოგოენბს
ირთავდა,მისგან შენდობის მოპოვებაც არ ყოფილა რთული თუ ფულსაც
მისცემდენენ მიუტევებელ ცოდვასაც კი მარტივად პატიობდა. ჩემი აზრით
მსგავსი რამ ყველაზე დიდი საშინელეება და დაუშვებელია სასულიერო პირის
მიერ უპატიებელი ცოდვის მიტევებაში თანხის აღება. როგორც ჩანს ის
მეგობრებსაც სოციალური მდგომარეობის მიხედვით არჩევდა რაც არ მიმაჩნია
სწორად ნამდვილი მეგობრობის დროს სოციალური ხარისხი მეასე ხარისხოვანია,
მიუხედავად იმისა რომ ეს მოთხრობები რამდენიმე საუკუნის წინაა დაწერილი
მასში წამოჭრილი პრობლემები დღესაც აქტუალურია. მისთვის არც მათხოვრობა
ყოფილა პრობლემა არც ბინძური საქმის კეთება ფულის სანაცვლოდ. აქ ნათლად
ჩანს სამღვდელოების რეალური სახე და ზუსტადაა აღწერილიმღვდლების ის
ნაწილი რომელთაც მხოლოდ ანაფორა აცვიათ შინაგანი სამყაროთი კი არაფერი
აქვთ საერთო სარწმუნოებასთან. შემდეგ საუბარია ვაჭარზე მიუხედავად იმისა
რომ მას ძალიან მცირედი ნაწილი ეთმობა ჩანს როგორი უნდა იყოს წარმატებული
ვაჭარი. ის უნდა იყოს მოხერხებული მარიფათიანი არ უნდა აიღოს ვალი უნდა
იყოს გონიერი და ჭკვიანი. მატთან ერთად ყოფილა სტუდენტიც. რომელასც
კითხვა უყვარდა ძალიან გართობაზე ლოთობაზე მეტადაც კი ფული კი მხოლოდ
წიგნებისთვის ემეტებოდა მხოლოდ და იმათ სულების მოსახსენიებლად ვინც მას
უყვარდა. ააქ ჩემი აზრით აღწერილია განათლებული ადამიანის, შესანიშნავი
მასწავლებლის სახე. შემდეგ ვექილზეა საუბარი როომელიც თავისი საქმის
უბადლ მცოდნე ყოფილა და ყველა კანონი ზედმიწევნით ცოდნია არც დავის
გადაჭრა ყოფილა მისთვის დიდი სირთულე. ერთი ვასალიც ყოფილა რომელიც
სოციალურად საკმაოდ ძლიერი ყოფილა და მისი სახლი მუდამ სავსე ყოფილა
ღვინით და რჩეული კერძებით ვასალი კარი პიროვნება ყოფილა რაც როგორც ჩანს
არც ისე ხშირი მოვლენა იყო. აქ მექუდე ფეიქარი და დურგალიც
ყოფილა,რომლებიც თავი საქმეს კარგად ფლობდნენ საქმეც უყვარდათ და კარგი
გართობაც. მდიდრულად ეცვათ და როგორც ჩანს ამპარტავნბიც იყვენენ როგორც
მიათი მეუღლეები რომლებიც ნამდვილი ქალბატონებიბით იქცეოდნენ და
უნდოდათ ხვებისგანაც შეაბამისი დამოკიდებულება მიეღოთ. აქ მყოფი
მეზღვაური კი თავის საქმის ნამდვილი ოსტატი ყოფილა რომლსაც ზედმიწევნით
სცოდნია ზღვა მისი დინებები გეოგრაფია და ყველაფერი აერთოდ სწორედ
ამიტომაა ნათქვამი რომ ზღვაზე ჭიპი ქონდა მოჭრილი. აქვე ყოფილა ექიმი და
მისი აფთიაქარი რომელიც არა მხოლოდ კარი ექიმი არანაკლები ასტროლოგიც
ყოფილა. ექიმი თავისი საქმის კარგი მცოდნე ყოფილა მუდამ კითხულობდა და
ეცნობდა წიგნებს აფთიაქარიც კარგი ჰყოლია რომელიც თვალდახუჭული
აკეთებდა რთულ წამლებსაც. ჩემი აზრით მედიცინის წარმომდგენელი სწორედ
ასეთი უნდა იყოს მუდამ კითხულობდეს და ცოდნის გაღრმავებაზე ფიქრობდეს.
შემდეგ ბათელ ქალზეა საუბარი რომელიც საკმაოდ მხიარული და არც ისე
თავდაჭერილი ყოფილა. ეკლესიაში დადიოდა მაგრამ იქაც ხშირად ცირკს
აწყობდა. 5 ქმარი გამოეცვალა ახლა კი მეექვსეს ეძებდა. აქ სხვა მღვდელიც
ყოფილა მაგრამ არა მისი მსგავსი როგორც იკვე ავღწერე არამედ ნამდვილი
მღვდელი რომელიც თავის მრელზე ზრუნავდა გაჭირვებულს ეხმარრებოდა
ყველაფერს აძლევდა რაც შეეძლო სამითაც და სიტყვითაც ეხმარებოდა. ვისაც
ეშმაკი არ ტოვებდა კიცხავდა და მის გამოსწორებას ასე ცდილობდა ჩემი აზრით
ესაა ნამდვილი სასულიერო პირის მაგალითი რომელიც არა ფუფუნებაზე არამედ
სულიერ სიმშვიდეზე ფიქრობს. აქ ერთი მშრომელი და დაუზარელი გუთნის
დედაც ყოფილა რომელიც არც ყინვას უშინდებოდა არც ხელების დაკოჟვრას
მაინც თავის საქმეს აკეთებდა და სხვვასაც ეხმარებოდა ჩემი აზრით სწორედ
ასეთია ნამდდვილი გლეხი მშრომელი დაუზარელი გულუხვი და კეთილი.
შემდეგ მეწისქვილეზეა საუბარი რომელიც არც ისე კარგადაა დახასიათებული
გარეგნობიდანაც ჩანს როომ არც თუ ისე კარგი პიროვნება უნდა იყოს. ასეც
აღმოჩნდა ის დიდი ძალიას მქონე მატყუარა, ოხერი ქალების მუსუსი კაცი
ყოფილა. აქ მნეც ყოგილა რომელიც მსაჯულთა სახლში მსახურობდა მაგრამ
იმდენად მოხერხებული ყოფილა რომ კანონის უბადლო მცოდნეებს ყველაზე
ოხერ ვექილებსაც კი ატყუებდა. მოურავიც ყოფილა რომელიც ძალიან
მოხერხებულდ ატყუებდა ყველას და თავადაც მარტივად ამოიცნობდა ხოლმე
ტყუილს. ამინდის ცნობაც კარგად ცოდნია. იმდენად მატყუარა და მოხერხებული
ყოფილა რომ ხელქვეითს ბატონზე მეტი შემოსავალი ჰქონია. ღალის ამკრეფსაც
ისე ოსტატურად ატყუებდა რომ ვერც იგებდა. რაც შეეხება ეკლესიის წმინდა
მსაჯულს მას წმინდა არაფერი გააჩნდა მისი გარეგნობა იმდენად ამაზრზენდაა
წარმოდგენილი რომ არ შეიძლება ასეთი გარეგნობის ადამიანი კარგი პიროვნება
იყოს. მასთანაც როგორც პირველ მღვდელთან შენდობის და მიტევების მიღება
ძალიან მარტივი ყოფილა მხოლოდ ფული იყო ამისთვის საჭირო და ქურდსაც
გადაარჩენდა ეკლესიიდან მოკვეთას. ამბობდა უფულოდ ბარში ვერ შეხვალ და
სამოთხეში გინდა შესვლაო. ასეთი საქციელი როგორც უკვე ვთქვი ჩემთვის
ამაზრზენია. ფული რა თქმა უნდა ვერაფერს ცვლიდა მეძავიც და ქურდიც არ
იცვლიდნენ საქმიანობას. შემდეგ ინდულგენციების გამყიდველზეა საუბარი
რომლიც ოსტატი ყოფილა თავის საქმის. შემდეგ ავტორი თავის მძიმე ბედზე
საუბრობს რადგან მან ყველაფერი ნათად უნდა აღწეროს და რ დაინდოს არც ძმა
და არც სხვა ვინმე თუ კეთილს ბოროტად და ბოროტს კეთილად გარდაქმნის
ესეიგი ღმერთს მისთვის პოეტის ნიჭი წაურთმევია. სახლის პატრონი არ მიწერია.

რაინდის ამბავი

ამ მონაკვეთში აღწერილია თეზევსის ამბავი რომელიც ათენელი რაინდი ყოფილა,


რომელსაც გაუმდიდრებია და გაუფართოებია თავის ქვეყანა ცოლად კი სკვითი
ქალწული დედოფალი იპოლიტა შეურთავს. როდესაც თეზევსი ათენში
ბრუნდებოდა გზად შეხვდა ქალები რომლებიც ძაძებში იყვნენ ჩაცმული და
ტიროდნენ საშინნლად. მეფემ ქალებს ჰკითხა რა აწუხებდათ და ამ ბდნიერების
ჟამს რატომ ტიროდნენ . ქლებმა კი უთხრეს რომ ორი კვირაა ელოდებიან მის
დაბრუნებას თავად კი მონასტერს შეაფარეს თავი. ათენი კრეონს დაუპყრია და რა
მხოლოდ ცოცხლებზე გარდაცვლილებზეც უყრია ჯავრი ქალების ქმრები კი
გარდაცვლილან. თებელის გვამების დამარხვის უფლებაც არ მიცა სხვებს. მეფე
ქალებს დაჰპირდა რომ თეზევსს საშინელ დღეს დააყრიდა და პასუხს მოსთხოვდა.
ჯარმა კი საბრძოლო ალამი აუშვა. თეზევსის ჯარი პირდაპირ თებესკენ გაეშურა
ტყეების გავლით. მოკლედ თეზევსმა კრეონი მოკლა მათი ჯარი კი დაიბნა და
დაიფანტა. თებე დამარცხდა და ათენს შეუერთდა ბრძოლაში კი დეიდაშვილები
არსიტე და პალამონი დაატყვევა. დეიდაშვილები არავის დაუხსნია ტყვეობიდან,
აასე გადიოდა წლები. ერთ დღესაც პალამონმა ემილია დაინახა და შეკრთა მისი
დანახვისას ისე რომ არისტიც კი გააღვიძა. არისტს ეგონა ვინმემ შეურაცხყოფა თუ
მიაყენა ან თუ ურვას მიეძალე მოითმინე რადგან ეგეც ღმერთების ბრალია
სატურნმა ალბათ ეს ბედი გვარგუნდა და ეს ყოფილა ჩვენი ცხოვრებაო სხვა გზა
არ გვაქვს მოითმინე და გაუძელიო. პლამონმა უთხრა თუ რა იყო მისი ასე
შეწუხების მიზეზი რომ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ემილიას დანახვით იყო
გამოწვეული. ქალის დანახვისას არსიტსაც იგივე დაემართა პალამონი მიხვდა
რომ დეიდაშვილსაც შეუყვარდა ემილია და უთხრა რომ ჩვენ ერთმანეთის ძმეები
ვართ სულ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს ყველა საქმეში მითუმეტეს კი
სიყვარულში შენი კი გაგიმხილე რაც დამემართა და ის მოისურვე რაც გითხარი.
პაამონმა თქვა პირველმა მე შვიყვარეო არსიტმა უპასუხა პირიქით შენ ის თქვი
რაც მე უნდა მეთქვაო. არსიტმა იცის რომ ემილია ვერცერთის გახდება რადგნა
დილეგში არიან დამწყვდეული და ორი ძაღლის ამბავშ ჰყვება ერთმანეთი რომ
დაგლიჯეს და ძვალი ძერამ წაართვა. სხვა გზა არაა მე სიკვდლამდე მეყვარება
ემილია გიყვარდეს შენც სხვა გზა მაინც არაა. არსიტი გაათავისუფლეს იმ
პირობით რომ ათენს აღარ მიუახლოვდებოდა მისთვის ეს სამწუხარო უფრო იყო
ვიდრე სასიხარულო რადგან ემილიას ვერ ნახავდა. პალამონს უთხრა რომ
გაიმარჯვა რადგან დილლეგშია ისევ. პლამონმა ახლა იგრძნო რომ უმეგობროდ
ცივ დილეგში დარჩა და არტისს უთხრა ჯარს შეკრებ და გაიმარჯვებ ათენზე
შემდეგ კი ემილიას ცოლად შეირთავ მე კი დილეგში ამომხდება სულიო. ავტორი
ამბობს რომ რთულია იმის გაგება ვის მეტად უჭირს არსიტი თავისუფალია მაგრამ
მიჯნურის გარეშე თავისუფლება არაფრად უღირს პალამონი კი დატყვევებულია
ემილიას ხშირად ხედავს მაგრამ დილეგშია. არტისმა ორი წელი საშინელ
მდგომარეობაში ნახა ბოლოს სიზმარი ნახა რამაც ათენში წასვლა გადააწყვეტინს.
მან მსახურივით ჩაიცვა და თენში სასახლეში მიუჩინეს ადგილი მასაც სწორედ ეს
უნდოდა. ასე არტისმა ორი წელი გაატარა სასახლეში დაიმსახურა ყველას
სიყვარული და საუკეთესო მსახური გახდა. მეფემ მასზე გაიგო და ყულად
დანშინა ის მეფის საყვარელი მსახური გახდა და მეფეც დიდ გასამრჯელოს
აძლევდა. პალამონმა კი 7 წელი საშინელ განსაცდელში გაატარა ისე რომ რთულია
მისი მდგომარეობბის ღწერა ერთ დღეს კი თებელების დახმარებით ციხიდან
გაიქცა და ჭალაში დაიმალა. ის ფიქრობდა რომ თებეში ჯარს შეკრებდა და ათენს
დაამარცხებდა. ერთხელაც არტისი იმ ჭალისკენ წავიდა ცხენით სადაც პალამონი
იმალებოდა და გვირგვინის შეკვრა გადაწყვიტა სატრფოსთვის და სწორედ იმ
ბუჩქებთან მივიდა სადაც არტისი იმალებოდა. არტისმა ხმამამღლა ფიქრი
დაიწყო თებეც გაიხსენა და პალამონიც ბოლოს ემილიაზე დაიწყო ფიქრი ამ დროს
პალამონი გამოვიდა სამალავიდან და უთხრა შე ორგულო მოგკლავდი კიდეც
მაგრამ იარაღი არა მაქვს თანო. არტსისი გაშრა მაგრამ უთხრა არაფერი მწამს მე და
შენ მტრები ვართ რადგან არცერთს შეგვიძლია ემილიას გარეშე ვიბრძოლოთ
ხვალ და გამარჯვებულს დარჩეს ემილიაო. მეორე დღეს არტისმა იარღი წაიღო ისე
შხვდენენ ერთმანეთს არტისი და პალამოი სიტყვაც არ უთხრეს და საშინელი
ბრძოლაც გაჩაღდა ამ დროს თეზევსმა ნადირობა მოინდომა და იმ ჭალაში სადაც
დეიდაშვილები იბრძოდნენ ორი მებრძოლი ყმა დაინახა.
პალამონმა კი ყველაფერი თქვა არტსისიც ვინაობაც გაამჟღავნა და თავისიც.
ქალებმა ტირილი დაიწყეს მეფეს გული მოულბა თქვა ასეთ მდგომარეობაში
მხოლოდ სიყვარული ჩაგაგდებთ ამიტომ თავისუფლბი ხართ იმ პირობით რომ
აღარ მიმტრობთ. თეზევსმ შესთავაზა მათ წასულიყვნენ და საომარ ველზე
გადაეჭრათ ეს საკითხი შებრძოლებოდნენ ერთმანეთს და ვინც მოიგებდა იმას
დარჩებოდა ემილია. დადგა ნანატრი დღეც ორივე უძლიერესი ჯარი შეკრიბა
საუკეთესო მხედრებით და თავადაც მოულოდნელად ელიან ბრძოლის დაწყებას.
თესევსამ ყველა სტუმარს შესაბამისად უმასპინძლა. ბრძოლის დღეს კი პალამონმა
ტაძარს მიაშურა და უფალს ბრძოლაში გამარჯვება სთოვა. ემილიაც ტაძარში
წავიდა სადაც სასწაული მოხდა ერთი სანთელი ჩაქრა და აინთო მეორეც გაქრა და
მანამდე სისხლი გამოუვიდა. ბრძოლა დაიწყო საშინელი სისიხლისმღვრელი
მეტოქეები ერთმანეთშ შეხვდნენ რამდენჯერმე ბოლოს პალამონი დაიჭრა და
ემილია არტისის მეუღლედ ცნეს. მართალია თავიდან მილიას არ სურდა
დაქორწინება და არც ითვალისწინებდნენ მის აზრს დიდად მთავარია რომლიმე
დეიდაშვილს მეორე დაემარცხებინა მაგრამ როდესაც არტისმა ბრძოლაში
გაიმარჯვა ქალიც დათანხმდა მის ცოლობას, მაგრამ ემილიას დანახვისას ატისს
გონება დაებინდა ცხენიდან გადმოვარდა და თავი ქვას დაარტყა სიცოცხლის
უკანასკნელ წამებშიც ემილიას ნახვა ისურვა და უთხრა რომ პალამონზე უფრო
ერთგული და ღირსეული მიჯნური არ ეგულებდა. არტისი გარდაიცვალა ემილია
კი ბოლოს პალამონის მეუღლე გახდა და ცხოვრობდნენ ბედნიერად ემილია
მუდამ მისი ქმრის გვერდით იდგა. ამ მონაკვეთში ვფიქობ რამდენიმე
პრობლემაზეა საუბარრი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ სიყვარულის გამო
ძმებიც კი შეიძლება ერთმანეთის მოსისხლე მტრები გახდნენ და ერთმანეთის
მოკვლისთვისაც კი მზად იყვნენ.

მონასტრის კაპელანის ამბავი

ამ ამბავში აღწერილია მამალი შანტეკლერის და ქათამი პერტელოტის შესახებ,


რომლებიც ერთი ქვრივი ღარიბი დედაკაცის საკუთრებას წარმოადგენენ.
შანტეკლერს 7 ცოლი ჰყავს მაგრამ ყველაზე გამორჩეულად პერტელოტი უყვარს
და დიდ პატივსაც ცემს. შემდეგ აღწერილია მამლის სიზმარი რომელსაც ის
ძალიან შეუშინებია ცოლი კი საყვედურობს ასეთმა უბრალო რამემ როგორ
შეგაშინა და როგორ არ გრცხვენი რომ მიყვებიო და ქათამმა გადაწყვიტა თავად
ემკურნალა ქმრისთვის. და თან ფიქრობდა რომ სიზმრისთვის ქმარს ასეთი
მნიშვნელობა არ უნდა მიექცია მაგრამ შანტეკლერი არ ეთანხმებოდა და
ფიქრობდა სიზმრის საშულაებით ადამინს თავისი ბედი სიზმრით საშუალებით
ეცნობება. შემდეგ კი ქმარი ეცადა სხვადასხვა მაგალითებით დაემტკიცებია
ცოლისთვის რომ სიზმარი ხშირად შეიძლება ახდეს წამლის დალევა კი მი
გასაჭირს ვერ უშველიდა. მაგრამ შანტეკლერს სიზმარი აუხდა რადგან მისი
დაჭერა ერთ მელას განუზრახავს, შანნტეკლერმა იცოდა რომ საფრთე ელოდა
მაგრამ ცოლს დაუჯერა და მაინც გავიდა გარეთ ახლა კი ვერავინ იხსნის მელასგან.
შემდეგ კი ავტორი სვამს კითხვას რომელაც დღემდე ვერავინ გასცა პასუხი და
ადამიანები ამ საკითხზე დღემდე დაობენ ადამიანის ბედისწერა ღმერთმა
განასზღვრა თუ თავად ამაიანი განსაზღვრავს თავის ბედს. მაშინ მამალი
ფიქრობდა რომ ქალია ყვეანაირი უბედურების სათავე და ქალს არ შეუძლია
სიკეთეს ბოროტბა არ დაუწყვილოს. შანტეკლერს კი სიზმარი აუხდა და ბოროტმა
მელამ ის ტყისკენ წაიყვანა მისმა ცოლებმა კი ტირილი და გოდება დაიწყეს.
მაგრამ დედაკაცმა მალე დაინახა ეს ყველაფერი მელას დაედევნენ მელას მამალი
დაუვარდა მაგრამ შემდეგ თითქოს პატიებას ითხოვდა მაგრამ მამალმა არ
დაუჯერა, და სწორადაც მოიქცა რადგან ორპპირ და მატყუარას არასდროს უნდა
დაუჯეროს ადამიანმა.
ბათელი ქალის ამბის პროლოგი

ბათელ ქალს ხუთი ქმრი ჰყოლია ყველა ყვარებია მაგრამ გარდაცვლილან


ხუთივესგან რაღაც კარგი უსწავლია მან იცის რომ ქმარუს უნდა ემსახუროს ქმარმა
მისი ოჯახი დატოვოს და ცოლთან ერთად გაატაროს დრო მაგრამ რამდენჯერ
უნდა იქორწინოს და რამდენჯერ გათხოვდს ეს არსად წერია. მას სოლომონ
ბრძენის მაგალითი მოყავს რომელსაც უამარავი ცოლო ჰყავდა მაგრამ მაინც
წმინდანადაა შერაცხული ის ამბობს რომ ქალს თუ ქმარი დაეღუპება გათხოვება
ცოდვა არაა მისი აზზრით ხსნის ღირსი მხოლოდ ის ადამიანია რომელსაც
ჭეშმარიტად სწამს უფალი. შემდეგ ინდულგენციების გამყიდველმა თქვა რომ
სულ არ უნდოდა ცოლის შერთვა ბათელმა ქალა კი უთხრა კარგად მისმინე ჯერ
სათქმელი არ მითქვამსო დ დაიწყო თავისი ქმრების აღწერა. ქალებს კი ურჩევს
იმაზე მეტი მოითხოვონ ვიდრე გააჩნიათ. შემდეგ საუბრობს როგორ
ელაპარაკებოდა ქმრებს როგორ აბრალებდა მათ ღალატს ეუბნებოდა რომ არაფერი
გააჩნდა რომ იცოდა მათი ღალატი შესახებ და რომ ქმრები ზედმეტად ეჭვიანები
იყვნენ შემდეგ კი თავად სხვასთან ღალატობდა. ამბობს რომ ქმრებს სულ თავის
ნებაზე ატარებდა მისი ნების მიხედვით იქცეოდნენ კამათის დროს კი თუ ქმარი
დათმობდა ცოლსაც გული უფრო მალე მოუბრუნდება რადგან ღმერთმა სწორედ
მამაკაცს მისცა უკან დახევის და პატიების ნიჭი. როგორც ამბობს სამივე ქმარი
დაიმონა და როგორიც თავად უნდდოდა ისეთებად აქცია მეოთხეს კი ვერ შეეგუა,
მეოთხე ქმარი მოღალატე ჰყოლია და თავადაც გადაუხდია სამაგიერო იმით რომ
უამრავი ნაცნობი გაუჩენია. ქმასაც უცდია ურთიერთბის გაუმჯობესება მაგრამ
როგორც ქალი ამბობს ეს ქმარიც შეიწირა. და საყვარლები კი გაახარა. ახლა ქალი
მეხუთე ქმრის აღწერაზე გადავიდა. ამბობს რომ მისი ნაცემი დღემდე სტკივ
თუმცა მათან ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო მაინც უყვარდა. ამბობს ქალი ვისაც
ვუყვარვართ ჩვენ არ გვინდა მასთან ყოფნა ვისაც ვძულვართ ის კი გვიყვარდება.
შემდეგ ჰყვებაა სტუდენტზე რომელიც შეუყვრდა და ქმრის გარდაცვალების
თანავე ცოლად გაქჰყვა მაგრამ მალე სანანებელი გაუხდა ეს ქორწინება საბოლოოდ
კი იჩხუბეს წიგნის გამო სადაც მრავალ თემაზე იყო აუბარი და სტუდენტს ეს
წიგნი ძალიიან უყვარდა მაგრამ შემდეგ დაზავდნენ და კარგი ურთიერთობა
ჰქონდათ.

ბათელი ქალის ამბავი


ამ ნაწილში აღწერილია რაინდის ამბავი რომელმაც ქალი შეაცდინა და მეფემ მისი
მოკვლა განიზრახა მაგრამ დედოფალს შეეცოდა სიკვდილს გადაარჩინა იმის
სანაცვლოდ რომ წავიდოდა და ერთ წელში გასცემდა კითხვას პასუხს თუ რა
სურთ ქალებს. მაგრამ რაინდს ამ კითხვაზე პასუხიის პოვნა ძალიან გაუჭირდა
რადგან ყველა ქალი სხვადასხვა რამეს ეუბნებოდა. ბოლოს ბათელ ქალს შეხვდა
რომელიც ერთი სურვილის სანაცვლოდ ამ საიდუმლოს გამხელას დაჰპირდა.
რაინდმა კი თქვა რომ ყველა ქალი დამყოლ და მორჩილ ქმარს ეტრფის ესაა მათი
ყველაზე დიდი სურვილი. რაინდი მართალი აღმოჩნდა და სიკვდილს გადაურჩა
ახლა ბებერი წამოდგა და თვისი სურვილი გაამჟღავნა მას რააინდის ცოლობა
სურდა. რაინდ თავზარი დაეცა მაგრამ იძულებული გახდა ქალი ცოლად შეერთო
არც ცოლად თბლიდა და ისევ განსაცდელში იყო მაგრამ ბოლოს დამორჩილდა
ცოლს და სამაგალითო ქმარიც გახდა მისთვის.

სტუდენტის ამბავი
ვასალის ამბავი
ამ ამბავში საუბარია ცოლ ქმარზე დორიგენეზე და არვერაგუსზე, რომლებსაც
საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდათ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ კი
არვერაგუსი საბრძოლველად წავიდა ცოლი კი საშინლად მოწყენილი იყო
მეუღლის წასვლის გამო მალევე წერილი მიიღო მეუღლისგან ხასიათიც
გამოუკეთდა და ზღვის პირზეც გაისეირნა მეგობრებთან ერთად ქალს კლდეები
მეტად აშინებდა და მათი ცქერა არ უყვარდა. იქ ერთი ყმა იყო ავრელიუსი
რომელიც დორიგენეს სიყვარულში გამოუტყდა დორიგენემ კი უთხრა რომ ქმარს
არასდროს უღალატებდა და ეხუმრა რომ თუ მისი გულის მოპოვება უნდოდა
ზღვა კლდეებისგან უნდა გაეთავისუფლებია. რაც შეუძლებელი იყო ჭაბუკი
ძალიან დღონდა მაგრამ იცოდა ამ კლდეებს ერთი კიარა ათასი ადამიანიც
ვერაფერს დააკებდა. ყმამ კი აპოლონს შეჰღაღადა და სთხოვა დახმარება რომ მის
დას ზღვა ისე მოექცია რომ კლდეები არ გამოჩენილიყო. ამ დროს არვერაგუსცი
დაბრუნდა სახლში და სიხარუით დახვდა მეუღლე. ავრელიუსი კი ორი წელი
დარდისგან საწოლიდანაც არ დგებოდა მხოლოდ ძმა იყო მისი დამამრე ძმამ კი
იფიქრა გრძნეულების საშუალებით გადავწყვეტ ამ პრობლემას იქნებ ჩემს ძმასაც
ეშველოსო. ეს იდეა ძმასაც მოეწონა და წავიდნენ იქ ბრძენი შეხვდათ რომელმაც
იცოდა რატომ მიდოდნენ ძმები. და ბრძენი დაეხმარა კიდეც მათ. მან წლები
მოანდომა ამ საქმის შესრულებას მაგრამ მაინც მოახერხა ავრელიუსი გაოცებული
დარჩა როცა ზღვაში ვერცერთი კლდე და ფლიდე ვერ დაინახა. ეს ყველაფერი
თავის მიჯნურს უამბო უთხრა რომ ზღვაში არცერთი კლდე იყო ქალი საშინელ
დღში ჩავარდა ვერ გაეგო რა უნდა ეთქვა ნანობდა როოგორ გააბა თავისმა სიტყვამ
მახეში. მხოლოდ თავის მოკვლაზე ფიქრობდა როცა ქმარმა ნახა მიხვდა რომ
რაღაც მოხდა. არვერაგუსმა ეს ამბავი რომ გაიგო მეუღლეს უთხრა პირობა
შეესრულებინა და ყრმებს უხმო დედოფალი გაატანა და უთხრა მარტო
დაბრუნებულიყვნენ თავად კისახლში მარტო დარჩა. ავრელიუსი კი თურმე
უთვალთვალებდა დედოფლის სახლს და როგორც იქნე მარტო დარჩა დედოალი
და ყმასაც მისი ნახვის საშუალება მიეცა. ქალმა უამბო მისი მეუღლის ნათქვამი და
ავრელიუსი გაოცდა არვერაგუსის ვაჟკაცობით თუ როგორ შეასრულა მან თავის
სიტყვა და ქალს ნება მისცა თავი ქმართან დაბრუნებულიყო რადგან იცოდა
მასთან ყოფნა გაუჭირდებოდა. არველიუსი ახლა ბრძენის ვალზე ფიქრობდა
ბრძენმა რომ მოისმინა ეს ამბავი ვაჟკაცურად მოქცეულხარ დავალიც არ გაქვს
ჩემიო.

You might also like