You are on page 1of 251

2 მკითხველთა ლიგა

ქეთი ტოროტაძე

ინგლისური
ლიტერატურის
ისტორია

2 მკითხველთა ლიგა
V-XI საუკუნეების ანგლო-საქსური
ლიტერატურა

ადრეული შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურა მოი-


ცავს პერიოდს V საუკუნიდან XIII საუკუნის ჩათვლით. V საუკუ-
ნიდან XI საუკუნემდე პერიოდი ინგლისური ლიტერატურის
განვითარების უძველეს ეტაპს წარმოადგენს. მისი დასაწყისი
უკავშირდება ბრიტანეთის ტერიტორიაზე გერმანული ტომე-
ბის – ანგლო-საქსებისა და იუტების შეჭრას V საუკუნის შუა
წლებში. ინგლისური ლიტერატურის ისტორიის პირველი პე-
რიოდის დასასრული თარიღდება 1066 წლით, როცა მოხდა
ჰასტინგსის ბრძოლა, რომელიც ბრიტანეთის კუნძულების
ნორმანების მიერ დაპყრობით დამთავრდა. დღევანდელი
საფრანგეთის ჩრდილოეთში მცხოვრები ნორმანები გერმანუ-
ლი და გალურ-რომანული ტომების შთამომავლები იყვნენ.
V საუკუნიდან XI საუკუნემდე განვლილი ექვსი საუკუნის
მანძილზე შეიქმნა ჩვენამდე მოღწეული ლიტერატურული ძეგ-
ლების ყველაზე ადრეული ნიმუშები. ისინი დაწერილია ან-
გლო-საქსურ ენაზე, რომლის საფუძველზეც შემდეგში განვი-
თარდა ინგლისური ენა.
ანგლო-საქსების მოსვლამდე ბრიტანეთში რამდენჯერმე
მოხდა სხვადასხვა ტომების მიგრაცია კონტინენტური ევრო-
პიდან. არსებობს ჰიპოთეტური მოსაზრება, რომ ბრიტანეთის
კუნძულების პირველი მცხოვრებლები იყვნენ ძველი იბერიე-
ლები, რომლებიც ბრიტანეთში ხმელთაშუაზღვისპირეთიდან
მოვიდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ბრიტანეთ-
ში კელტები დასახლდნენ. სწორედ კელტები ითვლებიან, ჰი-
პოთეტურად, იბერიელთა ჩამომავლებად. კელტების კავშირი
იბერიელებთან იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ისინი კუნ-
ძულზე მათზე ადრე მოსულ იბერიელებს შეერივნენ – სრული-
ად დასაშვებია, ვივარაუდოთ, რომ ბრიტანეთში დასახლებულ

3 მკითხველთა ლიგა
კელტებს იქ მათზე ადრე მოსული იბერიელები დახვდნენ და
დროთა განმავლობაში მოხდა იბერიელების კელტებთან ასი-
მილირება. ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ირლანდი-
ის კუნძულის ლათინური სახელწოდება ჰიბერნია იყო. სწო-
რედ შოტლანდიელები, ირლანდიელები და უელსელები არი-
ან კელტური წარმოშობის ხალხები ბრიტანეთში. ჩვენი წელ-
თაღრიცხვის I საუკუნეში ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს.
რომის იმპერიის ბატონობა V საუკუნემდე გაგრძელდა, როცა
კუნძულზე ანგლო-საქსები შემოიჭრნენ. ანგლო-საქსებმა
კელტები კუნძულის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნა-
წილებისაკენ განდევნეს და ბრიტანეთის სამხრეთ, ცენტრა-
ლურ და აღმოსავლეთ რაიონებს დაეპატრონენ. მათ ბრიტანე-
თის კუნძულებზე მოიტანეს თავიანთი ენა, კულტურა და ყოფა,
რომელთა შემდგომი განვითარება გვაროვნული წყობილების
რღვევისა და ფეოდალიზმის ჩამოყალიბება-დამკვიდრების
პირობებში მიმდინარეობდა.
ანგლებმა, საქსებმა და იუტებმა შექმნეს შვიდი სამეფო –
კენტი, სასექსი, ესექსი, უესექსი, ისტ-ანგლია, ნორთუმბრია
და მერსია, რომელთაგან თითოეული ცდილობდა გაბატონე-
ბულიყო დანარჩენებზე. ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებას
ხელი შეუწყო ხელისუფლების ცენტრალიზაციის პროცესმა და
VI საუკუნეში დაწყებულმა გაქრისტიანებამ, რომელიც X სა-
უკუნემდე გაგრძელდა.
ანგლო-საქსებსა და კელტებს მტრული და უკიდურესად
დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ბრიტანეთის შემდგომი
ისტორიის მანძილზე ამ ხალხებისა და მათი კულტურების ურ-
თიერთობის კიდევ უფრო რთული ფორმები გამოიკვეთა.
კელტური თქმულებები დაედო საფუძვლად შუა საუკუნეე-
ბის სარაინდო რომანებს მეფე არტურსა და მრგვალი მაგიდის
რაინდებზე.
შემორჩენილია ანგლო-საქსების რუნული დამწერლობის
ძეგლები, აგრეთვე ცნობილია, რომ არსებობდა სარიტუალო
სიმღერები, ანუ სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა საქორ-
წინო და დაკრძალვის ცერემონიებზე, შრომის დროს, სამხედ-
რო ლაშქრობებისას. ეს თქმულებები, ლეგენდები და სიმღე-

4 მკითხველთა ლიგა
რები გვარიდან გვარს გადაეცემოდა. მათ მომღერლები ასრუ-
ლებდნენ. ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ პოეტ-მომღერ-
ლებს – სკოპებს და მომღერალ-შემსრულებლებს – გლიმე-
ნებს. სკოპები საკუთარ ნაწარმოებებს ასრულებდნენ, ხოლო
გლიმენები სხვების მიერ შექმნილ სიმღერებს მღეროდნენ.
სკოპები და გლიმენები საზოგადოების დიდი პატივისცემით
სარგებლობდნენ.
წარმართი ქურუმები კრძალავდნენ პოეტური ნაწარმოებე-
ბის ჩაწერას. მათი ჩაწერა სწავლულმა ბერებმა დაიწყეს ქრის-
ტიანობის შემოღების შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც
მათ ჩაუწერიათ. ამავე დროს, წარმართული პერიოდის ნაწარ-
მოებები განიცდიდნენ ქრისტიანიზაციას – ცვლილება-გადა-
კეთებებს ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან.
შემორჩენილი ძეგლების დათარიღება მნიშვნელოვან
სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბევრი ნაწარმოების შექ-
მნის ზუსტი თარიღი არც არის დადგენილი. ამა თუ იმ ძეგლის
შექმნის, მისი ჩაწერისა და შემორჩენილი რედაქციის (ვარიან-
ტის) დრო ყოველთვის როდი ემთხვევა. ძეგლის შექმნასა და
მის შემორჩენილ რედაქციას რამდენიმე საუკუნეც კი შეიძლე-
ბა აშორებდეს.
ანგლო-საქსური პოეზიის ჩვენამდე მოღწეული ძეგლები-
დან ყველაზე მნიშვნელოვანია პოემა „ბეოვულფი“ (Beowulf).
„ბეოვულფი“ დაახლოებით VIII საუკუნეში შეიქმნა, ჩვენამდე
კი X საუკუნის ჩანაწერებით მოაღწია. პოემის ხელნაწერი ბრი-
ტანეთის მუზეუმში ინახება.
„ბეოვულფი“ შუა საუკუნეების საგმირო ეპოსის ნიმუშია.
პოემას საფუძვლად დაედო წარმართული პერიოდის ძველი
გერმანული თქმულებები, რომლებიც გერმანულ ტომებში ან-
გლო-საქსების ბრიტანეთში გადასახლებამდე დიდი ხნით ად-
რე აღმოცენდა. პოემის მოქმედება მიმდინარეობს ბალტიის
ზღვის ნაპირებზე. პოემის სიუჟეტი ნასესხებია გერმანული მი-
თოლოგიიდან. ბუნებრივია, რომ პოემაში ბრიტანეთი ნახსე-
ნებიც კი არ არის.
„ბეოვულფი“ ორი ნაწილისაგან შედგება და მოგვითხრობს
მამაცი გეატი რაინდის, ბეოვულფის შესახებ (გეატები სკანდი-

5 მკითხველთა ლიგა
ნავიური ტომები იყვნენ, რომლებიც დღევანდელი შვედეთის
სამხრეთში ცხოვრობდნენ). ბეოვულფმა იხსნა დანია ზღვის
საშინელი ურჩხულის, გრენდელისგან, შემდეგ სახელოვნად
მეფობდა თავის სამშობლოში და დაიღუპა ცეცხლისმფრქვე-
ველი დრაკონის დამარცხების შემდეგ, დრაკონის მიერ მიყე-
ნებული შხამიანი ნაკბენების შედეგად. პოემა მთავრდება ერ-
თგული რაინდების მიერ ბეოვულფის საზეიმო დაკრძალვის
სცენის აღწერით.
პოემა იწყება შესავლით, რომელშიც მოთხრობილია დანი-
ის მეფეთა მამამთავრის, სკილდ სკეფინგისა და სკილდინგე-
ბის სახელოვანი გვარის შესახებ. ამ გვარის წარმომადგენე-
ლია პოემის ერთ-ერთი მოქმედი პირი – მეფე ჰროტგარი. თა-
ვისი მეფობის დროს ჰროტგარმა ააგო ვრცელი პალატი (კარა-
ვი) ნადიმებისათვის და მას ჰეორტი ანუ ირმის კარავი უწოდა.
უკვე ოცი წელია ჰეორტს თავს ესხმის ზღვის ურჩხული გრენ-
დელი, რომელიც მოსვენებას არ აძლევს დანიელებს. მეფე
ჰროტგარის დასახმარებლად თოთხმეტი მეომრით მოცურავს
ბეოვულფი. დანიაში რომ ჩამოდის, ის თავის მეგობრებთან
ერთად ჰეორტში ნადიმობს, ხოლო ღამით, როცა მეფე ჰროტ-
გარი და დანარჩენი დანიელები კარვიდან მიდიან, ბეოვულფი
გრენდელთან საბრძოლველად ემზადება. ის იხდის აბჯარს და
მუზარადს, ხოლო იარაღს თავის მსახურებს გადასცემს შესა-
ნახად – მას სურს უიარაღოდ, ხელჩართულ ბრძოლაში შეერ-
კინოს გრენდელს.
ღამით „ნისლიანი მწვერვალებიდან და ჭაობებიდან კა-
რავში გრენდელი დაეშვა“. მან კარი ჩამოგლიჯა, ეცა ერთ-
ერთ მძინარე მეომარს, ძვლები დაუმსხვრია, ხორცი დაუგლი-
ჯა და სისხლი ამოსწოვა. პირველ მსხვერპლს მეორე უნდა
მოჰყოლოდა, მაგრამ ურჩხულს მამაცი ბეოვულფის მარწუხე-
ბი შემოეჭდო.
გრენდელს არასოდეს ენახა ასეთი ძალა და სიმამაცე. კარ-
ვის კედლები შეზანზარდა, ურჩხულის ძვლებმა ტკაცატკუცი
დაიწყო, მისმა ღრიალმა შიშის ზარი დასცა დანიელებს. ხელ-
ჩართული ბრძოლის დროს ბეოვულფმა ხელი მოაგლიჯა

6 მკითხველთა ლიგა
გრენდელს. კაციჭამია გრენდელი, რომელიც სისხლისაგან
იცლება, კლდეებს მიაშურებს და ჭაობებში დაიმალება.
მეორე დღეს ჰეორტს თავს დაესხმება გრენდელის დედა.
ის მოკლავს და თან წაათრევს მეფე ჰროტგარის ერთ-ერთ და-
ახლოებულ პირს. უშიშარი ბეოვულფი დაედევნება გრენდე-
ლის დედას და ზღვაში ჩაეშვება. იქ მამაცი რაინდი შეებრძო-
ლება და მოკლავს მას. შემდეგ ბეოვულფი იპოვის გრენდე-
ლის გვამს, თავს მოჰკვეთს მას და ნადავლი დანიელებთან მი-
აქვს. მეფე ჰროტგარი უხვად ასაჩუქრებს ბეოვულფს, რომე-
ლიც შემდეგ თავის სამშობლოში ბრუნდება და გეატების მეფე
ჰიგელაკს უყვება თავის თავგადასავალს. მეფე ჰიგელაკი ბეო-
ვულფს მიწით ასაჩუქრებს, ხოლო როცა ჰიგელაკის ვაჟი, ჰე-
არდრედი შვედებთან ბრძოლაში დაიღუპება, ბეოვულფი გე-
ატების მეფე ხდება.
პოემის მეორე ნაწილში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ
როგორ შეებრძოლა ორმოცდაათწლიანი მეფობის შემდეგ ბე-
ოვულფი ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს, რომელიც თავს ეს-
ხმოდა მის სამფლობელოს. ამ ბრძოლაში მოხუც ბეოვულფს
ეხმარება მამაცი მეომარი ვიგელაფი. მაგრამ ჭრილობები,
რომლებიც ბეოვულფს დრაკონმა მიაყენა, სასიკვდილოა. ბე-
ოვულფი ვიგელაფს თავის მემკვიდრედ აცხადებს და კვდება.
მას პატივით დაკრძალავენ და საფლავში ჩაატანენ დრაკონის
გამოქვაბულში აღმოჩენილ განძსაც. მამაც და კეთილშობილ
რაინდ ბეოვულფს უკანასკნელ პატივს მიაგებს თორმეტი მამა-
ცი რაინდი.
თავისი სტრუქტურით პოემა „ბეოვულფი“ რთული ლიტე-
რატურული მოვლენაა. პოემის ჩვენამდე მოღწეული რედაქ-
ცია მოწმობს, რომ ზღაპრული მოტივები, რომლებიც საფუძ-
ვლად დაედო თხრობას, შემდგომ პერიოდში საგმირო ეპოსის
პრინციპების შესაბამისად გადამუშავდა. ადრეული შუა საუკუ-
ნეების ხანის თქმულების მოტივები (ურჩხულებთან ბრძოლა)
პოემაში ერწყმის ისეთ ელემენტებს, რომლებიც მოწმობენ,
რომ შემდგომ, უფრო გვიანდელ პერიოდში მოხდა ამ მოტივე-
ბის გადამუშავება ქრისტიანული რელიგიის პოზიციიდან, ანუ
წარმართულ ხანაში შექმნილმა ამ პოემამ ქრისტიანიზაცია

7 მკითხველთა ლიგა
განიცადა – პოემის ტექსტში აღარ გვხვდება წარმართი ღმერ-
თების სახელები, სამაგიეროდ, ნახსენებია ბიბლიური პერსო-
ნაჟები (აბელი, ნოე) და ბიბლიური თქმულებები (წარღვნა).
გრენდელი მოხსენიებულია როგორც კაენის შთამომავალი,
ხოლო ზღვის ურჩხულს ჯოჯოხეთის მოციქულს უწოდებენ. თა-
ვად ბეოვულფი ქრისტიანულ დარიგებებსა და აზრებს გამოთ-
ქვამს. ბეოვულფს უკანასკნელ გზაზე აცილებს თორმეტი რაინ-
დი – ქრისტესა და თორმეტი მოციქულის ანალოგიით. პოემა-
ში რანდენჯერმე არის ნათქვამი, რომ მიმდინარე მოვლენებში
ღმერთი ერევა – ბეოვულფი იმიტომ ამარცხებს ურჩხულებს,
რომ ასეთია ღვთის ნება. პოემის პირველ ნაწილში ჩართულია
სტრიქონები სამყაროს შექმნის შესახებ. გამოთქმულია სინა-
ნული ერთ-ერთი პერსონაჟის წარმართობის გამო.
და მაინც, „ბეოვულფის“ სულისკვეთება აშკარა წინააღ-
მდეგობაშია გვიანდელი პერიოდის შრეებთან და ჩანართებ-
თან. აშკარა და თვალშისაცემია პოემის წარმართულ-მითო-
ლოგიური საფუძველი. ფანტასტიკა, რომელიც ასე უხვადაა
პოემაში, ისტორიისა და ტომთა ურთიერთობების მითოლოგი-
ურ გააზრებას ასახავს, ადრეული შუა საუკუნეებისთვის რომ
არის დამახასიათებელი. ბეოვულფი გამოირჩევა ისეთი თვი-
სებებით, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის შუა საუკუნეების
რაინდის იდეალის შესახებ. ბეოვულფი განახორციელებს
ხალხურ წარმოდგენებს და ოცნებას გმირზე, რომელიც იმორ-
ჩილებს ბუნების ძალებს. ამ პერსონაჟში იდეალური არ არის
განცალკევებული მიწიერისაგან. ბეოვულფი ადრეული შუა
საუკუნეების გმირული პიროვნების ზნეობრივი იდეალის გან-
სახიერებაა.
პოემის სტრუქტურა გართულებულია იმითაც, რომ ბე-
ოვულფის ცხოვრებისა და გმირობის ამბები ყოველთვის არ
არის გადმოცემული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ბევ-
რი რამ რეტროსპექტრული ხასიათისაა. ზოგი რამ სულ არ
არის დაკავშირებული ბეოვულფთან, მაგრამ მნიშვნელოვან
ცნობებს შეიცავს გერმანული ტომების შესახებ.
თავისებურია პოემის პოეტური ენა და რიტმული წყობაც.
ფართოდ გამოიყენება პარალელიზმის ხერხი, რომელიც სა-

8 მკითხველთა ლიგა
ერთოდ დამახასიათებელია ეპიკური ძეგლებისათვის. ერთი
და იმავე მოტივის მრავალგზის გამეორება ხაზს უსვამს და გა-
მოკვეთს ცალკეულ ეპიზოდებს და აღრმავებს მათ აზრს. მაგა-
ლითად, პოემაში ოთხ ადგილას არის ლაპარაკი გეატების მე-
ფე ჰიგელაკის სამხედრო ლაშქრობის შესახებ, რომელიც
წარმატებით დაიწყო, მაგრამ გეატების მეფისა და მისი რაზმის
მარცხით დასრულდა. იმ მეომართა შორის, სიკვდილს რომ
გადაურჩნენ, ბეოვულფიც იყო. ამ ლაშქრობის ოთხგზის მოხ-
სენიება პოემის ბოლო ეპიზოდის პარალელს წარმოადგენს.
ის ბეოვულფის დაღუპვისა და გეატების დამარცხების სცენას
ამზადებს. პოემაში ხშირად გვხვდება გვაროვნული შურისძიე-
ბის თემა. ამ თემის ხშირად გამეორება (პარალელიზმის ხერ-
ხი) ხაზს უსვამს აზრს იმის შესახებ, რომ ადრეული შუა საუკუ-
ნეების ზნეობრივი კოდექსის მიხედვით, დაღუპული მოგვარის
გამო შურისძიება, სისხლის აღება მეომრის ვალია.
პოემის ენა საოცრად მდიდარია მეტაფორებით. მაგალი-
თად, ზღვას „ვეშაპების გზას“, „ქარების სათარეშო მოედანს“
უწოდებენ, მეომრის მახვილი მოიხსენიება როგორც „ბრძო-
ლის სინათლე“, ქალი კი არის „მშვიდობის მრთველი, მბეჭვე-
ლი“ და „საცხოვრებლის სამშვენისი, მორთულობა“.
პოემის სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
გადახვევები. ისინი გვაცნობენ გმირების წინაისტორიას, მოგ-
ვითხრობენ მათ მომავალზე, ავსებენ სიუჟეტს, აზუსტებენ
ცალკეულ დეტალებს.
ისევე როგორც ანგლო-საქსური პოეზიის სხვა ნიმუშები,
„ბეოვულფიც“ ალიტერაციული ლექსით არის დაწერილი.

9 მკითხველთა ლიგა
ქრისტიანული საეკლესიო ლიტერატურა

XI საუკუნის ბოლოდან, ბრიტანეთში კათოლიკობის გავ-


რცელებასთან ერთად, ვითარდება ლათინურ ენაზე შექმნილი
ქრისტიანული საეკლესიო ლიტერატურა.
მისი ცენტრები იყო კენტის, უესექსისა და ნორთუმბრიის
მონასტრები. ამ მონასტრებთან არის დაკავშირებული კედმო-
ნის (Cadmon) და კიუნევულფის (Cynewulf) მოღვაწეობა. კედ-
მონი VII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ხოლო კი-
უნევულფი – VIII-IX საუკუნეებში. ისინი ანგლო-საქსურ ენაზე
შექმნილი ქრისტიანული რელიგიური პოეზიის წარმომადგენ-
ლები იყვნენ.
იმდროინდელი კულტურისა და აზროვნების განვითარება-
ში დიდი როლი შეასრულა პროზაიკოსმა, სწავლულმა და ის-
ტორიკოსმა ბედა ღირსმა (Beda Venerabilis), რომელიც 673-
735 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მან შექმნა „ინ-
გლისელი ხალხის საეკლესიო ისტორია“, რომელიც შეიცავს
მნიშვნელოვან ცნობებს ინგლისის ისტორიის შესახებ, აგრეთ-
ვე ანგლო-საქსურ თქმულებებსა და ლეგენდებს. თეოლოგი
ბედა ღირსი ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ ენებს.
მან ძველინგლისურ ენაზე თარგმნა იოანეს სახარება. თავად
ძირითადად ლათინურ ენაზე წერდა.

10 მკითხველთა ლიგა
XI-XIII საუკუნეების ანგლო-ნორმანული
ლიტერატურა

ინგლისური ლიტერატურის განვითარების თავისებურებე-


ბი XI-XIII საუკუნეებში ნორმანების მიერ ბრიტანეთის დაპ-
ყრობას უკავშირდება. გერმანულ-სკანდინავიური წარმოშო-
ბის ნორმანები ინგლისში შეჭრამდე დიდი ხნით ადრე საფრან-
გეთის ჩრდილო-დასავლეთში დასახლდნენ, იქ გალურ-რომა-
ნულ ტომებს შეერივნენ და ამ ქვეყნის ენა და კულტურა შე-
ისისხლხორცეს. 1066 წელს ჰერცოგ ვილჰელმის მეთაურო-
ბით ისინი ბრიტანეთში შეიჭრნენ და ჰასტინგსის ბრძოლაში
დაამარცხეს ანგლო-საქსების ლაშქარი, რომელსაც მეფე ჰა-
როლდ II მეთაურობდა. მეფე ჰაროლდი მოკლეს, ინგლისის
მეფე კი უილიამ (ვილჰელმ) დამპყრობელი გახდა.
ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობით დაიწყო ახალი
ხანა ინგლისის ისტორიაში. უკვე ჩამოყალიბებული ფეოდა-
ლური წყობის პირობებში მოხდა ფრანგული გავლენის გავ-
რცელება ინგლისის სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ
ცხოვრებაზე.
ნორმანი ფეოდალები ავიწროებდნენ ანგლო-საქსებს. მათ
ხელთ იგდეს მიწები, უმაღლესი საეკლესიო თანამდებობები.
გამწვავდა ურთიერთობა ფეოდალებს შორის. ფეოდალური
შინააშლილობები ხელს უშლიდა მეფის ცენტრალური ხელი-
სუფლების განმტკიცებას.
ქვეყნის ოფიციალური ენა ფრანგული გახდა. გაჩნდა ლი-
ტერატურული ნაწარმოებები ლათინურ, ფრანგულ და ანგლო-
საქსურ ენებზე. ლათინურად იწერებოდა საეკლესიო და სა-
მეცნიერო ხასიათის შრომები, ფრანგულ ენაზე იქმნებოდა სა-
რაინდო პოეზია, ხოლო ანგლო-საქსურ ენაზე შემორჩა ხალ-
ხური პოეზიის ნიმუშები, აგრეთვე რამდენიმე პოემა, ლექსი და
სარაინდო რომანი.

11 მკითხველთა ლიგა
XIV საუკუნიდან, ინგლისური ენის ჩამოყალიბების შემ-
დეგ, სალიტერატურო ენა ინგლისური გახდა.
XI-XIII საუკუნეების ლიტერატურულ ძეგლებს შორის,
რომლებიც ლათინურ ენაზეა შექმნილი, მნიშვნელოვანი ად-
გილი უჭირავს შრომებს ბრიტანეთის ისტორიაზე. მათ შორი-
საა XI-XII საუკუნეებში მოღვაწე ანგლო-საქსი ბერის, თე-
ოლოგისა და ისტორიკოსის, ედმერ კენტერბერიელის (Edmer
of Canterbury) „უახლესი ისტორია“, მალმსბერის მონასტრის
ბერის, XII საუკუნის ინგლისის თვალსაჩინო ისტორიკოსის,
უილიამ მალმსბერელის (William of Malmesbury) „ინგლისის
მეფეთა ისტორია“ და ამავე პერიოდის ინგლისელი ისტორი-
კოსისა და სასულიერო პირის, ჰენრი ჰანთინგდონელის
(Henry of Huntingdon) „ინგლისის ისტორია“.
შუა საუკუნეების ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში
გამორჩეული ადგილი უჭირავს XII საუკუნეში მოღვაწე სასუ-
ლიერო პირის, ჯეფრი მონმაუთელის (Geoffrey of Monmouth)
მოღვაწეობას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ინგლისური ისტო-
რიოგრაფიის განვითარებაში და მეფე არტურის ლეგენდების
პოპულარიზაციაში. ჯეფრი მონმაუთელის „ბრიტანეთის მეფე-
თა ისტორიას“ ამავე დროს მეფე არტურის შესახებ არსებული
კელტური ლეგენდების ყველაზე ადრეულ გადამუშავებას წარ-
მოადგენს. ამ მრავალტომეულ ნაშრომში პირველად გამოჩ-
ნდა მეფე არტური, დედოფალი ჯინევრა და მამაცი რაინდები,
რომლებიც შემდგომში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ
ფრანგულ და ინგლისურ ენებზე შექმნილ სარაინდო პო-
ეზიაში. აქედანვე იღებს სათავეს არტურის ციკლის რომანები.
ლათინურ ენაზე დაწერილ ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი
ბრიტების მეფის სასახლის კარი კეთილშობილი რაინდების
ცენტრია, ხოლო მეფე არტური გამოყვანილია როგორც ბრძე-
ნი და დიდი მმართველი. ჯეფრი მონმაუთელმა პირველმა გა-
დაამუშავა აგრეთვე ლეგენდა მეფე ლირსა და მის ქალიშვი-
ლებზე.
XI-XIII საუკუნეების ინგლისის ლიტერატურაში დიდი ადგი-
ლი უკავია ფრანგულ ენაზე შექმნილ ნაწარმოებებს. ეს ძველი
ფრანგული ენის ნორმანული დიალექტი იყო. ფრანგულ ენაზე

12 მკითხველთა ლიგა
შექმნილი ლიტერატურის აყვავების ხანაა XII საუკუნე და წარ-
მოდგენილია ისეთი ფრანგი პოეტებით, როგორიცაა უეისი
(Wace), რობერტ დე ბორონი (Robert de Boron), ბენუა დე
სენტ-მორი (Benoit de Sainte-Maure) და მარი ფრანგი (Marie
De France). ისინი ყველანი დაკავშირებული იყვნენ სამეფო
კართან და თავიანთ ნაწარმოებებს სამეფო კარის ლიტერატუ-
რული მოთხოვნილებებისა და გემოვნების შესაბამისად
ქმნიდნენ.
უეისი თავის ლექსად დაწერილ რომანებში „რომანი ბრუტ-
ზე“ და „რომანი რუზე“ მოგვითხრობს ნორმანთა ისტორიას.
„რომანი რუზე“ მოგვითხრობს სკანდინავიელი ვიკინგის, რო-
ლოს მიერ ნორმანდიის დაპყრობის შესახებ. უეისი ცდილობს
დაიცვას სიზუსტე ისტორიული დეტალების გადმოცემისას. მან
მიმართა აგრეთვე კელტურ ლეგენდებს და მოგვითხრო მეფე
არტურისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ.
მეფე არტურის შესახებ არსებულ კელტურ ლეგენდებს მი-
მართავს აგრეთვე რობერტ დე ბორონი თავის ლექსად დაწე-
რილ რომანში „იოსებ არიმათიელი“. რობერტ დე ბორონი
პირველია, რომელმაც გამოიყენა ლეგენდა წმინდა გრაალის
თასზე და ერთმნიშვნელოვნად ქრისტიანული ღირებულება
მიანიჭა წმინდა გრაალის თასს.
სარაინდო რომანის თვისებები აქვს აგრეთვე ბენუა დე
სენტ-მორის ნაწარმოებს „რომანი ტროაზე“, რომელშიც ავ-
ტორი მიმართავს ტროას ომის ისტორიას, რათა განავითაროს
სასიყვარულო სიუჟეტი.
სარაინდო პოეზიას უკავშირდება XII საუკუნის პოეტი ქა-
ლის, მარი ფრანგის შემოქმედება. მისი ნაწარმოებების ჟან-
რია ლირიკული თხრობითი ლექსები – ლე (lais), რომელთა
სიუჟეტებად მარი ფრანგი იყენებდა კელტური ფოლკლორის
ნიმუშებს და პოეტური ნოველების ფორმას აძლევდა მათ.
ბრეტონული ლეს ჟანრის მის ერთ-ერთ პოეტურ ნაწარმოებს,
„შევრეფუა“ სიუჟეტად დაედო ლეგენდა ტრისტანისა და
იზოლდას სიყვარულზე.
უეისის, რობერტ დე ბორონის, ბენუა დე სენტ-მორის და მა-
რი ფრანგის შემოქმედებით სათავე დაედო სარაინდო პოეზი-

13 მკითხველთა ლიგა
ის განვითარებას ინგლისში, გაჩნდა კურტუაზული სარაინდო
რომანი.
სარაინდო პოეზია ევროპის ქვეყნებში ფეოდალური არის-
ტოკრატიის წრეში აღმოცენდა. მისი სამშობლო იყო პროვანსი
(საფრანგეთის სამხრეთი). პროვანსული პოეზია მისაბაძი ნი-
მუში გახდა სხვა ევროპული ქვეყნებისთვის. ის ახალი, საერო
კულტურის გამომხატველი იყო, განსხვავებით შუა საუკუნეე-
ბის ასკეტური რელიგიური კულტურისაგან.
რაინდთა წრეში ჩამოყალიბდა კურტუაზული (დახვეწილი)
ქცევის ნორმები, რომელთა მიხედვით რაინდი უნდა ყოფილი-
ყო უანგარო და პატიოსანი, კეთილშობილი და მოწყალე სუს-
ტისა და დაუცველის მიმართ, თაყვანი უნდა ეცა „მშვენიერი
დამისათვის“ და ისეთივე ერთგული მსახური უნდა ყოფილიყო
თავისი დამისა, როგორც ვასალი – მისი სენიორისა. პროვან-
სელი პოეტები – ტრუბადურები უმღეროდნენ რაინდის ამაღ-
ლებულ გრძნობებს. რა თქმა უნდა, ტრუბადურების მიერ შექ-
მნილი იდეალური სახე რაინდისა არ შეესაბამებოდა რეალურ
სინამდვილეს, მასში ჭარბად იყო პირობითი და გამოგონილი.
რაინდის სახე იმდროინდელი კურტუაზული ზნეობის ნორმებს
იყო მორგებული და სქემატურობით გამოირჩეოდა. მაგრამ
მთავარი ის არის, რომ ტრუბადურების ლირიკაში გაჩნდა
სწრაფვა ინტიმური გრძნობებისა და განცდების სამყაროს
გადმოცემისკენ, რაც ერთობ ნაყოფიერი აღმოჩნდა ლირიკუ-
ლი პოეზიის შემდგომი განვითარებისთვის.
XIV საუკუნის ბოლოს შეიქმნა ყველაზე ცნობილი ინგლი-
სური სარაინდო რომანი „სერ გავეინი და მწვანე რაინდი“, რო-
მელშიც ყველაზე სრულად გამოიხატა სარაინდო რომანის თა-
ვისებურებები. სერ გავეინი მეფე არტურის მრგვალი მაგიდის
ერთ-ერთი რაინდი იყო, რომელსაც დახვეწილი მანერების გა-
მო მეტსახელად „ზრდილი“ უწოდეს. ამ რომანის გმირები არი-
ან ქველი რაინდები, რომლებიც თავიანთ სახელსა და ღირსე-
ბას ყველაზე მაღლა აყენებენ. ასეთები არიან მეფე არტური და
მისი რაინდები. ასეთია იდუმალი მწვანე რაინდიც, არტურის
სასახლეში რომ გამოჩნდა. სიტყვის გატეხვა რაინდის მიერ
ქცევის აღიარებული ნორმებიდან დაუშვებელ გადახვევად

14 მკითხველთა ლიგა
აღიქმება. თხრობის ძირითადი კონფლიქტი უკავშირდება სერ
გავეინის მიერ სიტყვის გატეხვას და იმ ღრმა სინანულს, რო-
მელსაც ის შემდგომში განიცდის.
კელტური ლეგენდები მეფე არტურის შესახებ ინგლისური
სარაინდო რომანის მასაზრდოებელი წყაროა. არტური, ეს ნა-
ხევრად ლეგენდარული პერსონაჟი, მრავალი რომანის გმირი
გახდა. რომანების სიუჟეტში ჩაქსოვილია რელიგიურ-მისტი-
კური მოტივები (წმინდა გრაალის თასის ძიება). ლეგენდის მი-
ხედვით, წმინდა გრაალის ხილვის ბედნიერება აქვს მხოლოდ
მას, ვინც ზნეობრივი სრულყოფილების იდეალს წარმოად-
გენს.
სიუჟეტური თვალსაზრისით ინგლისური სარაინდო რომა-
ნი ეხმიანება ფრანგულ სარაინდო რომანს, მაგრამ ამავე
დროს ინგლისურ რომანს გარკვეული თავისებურებებიც აქვს.
ფრანგულ რომანს მეტი დახვეწილობა ახასიათებს. კურტუაზუ-
ლი სიყვარულის თემას ფრანგულ სარაინდო რომანში ცენ-
ტრალური ადგილი უკავია და განსაკუთრებული გულმოდგი-
ნებითაა დამუშავებული. ინგლისურ სარაინდო რომანებში კი
ანალოგიური სიუჟეტების დამუშავებისას შენარჩუნებულია ამ
რომანებში გამოყენებული ლეგენდებისთვის დამახასიათებე-
ლი ეპიკური და საგმირო საწყისები.
XV საუკუნის 60-იან წლებში სერ თომას მელორიმ (Sir
Thomas Malory) შეკრიბა არტურის ციკლის რომანები, მოახ-
დინა მათი სისტემატიზაცია და გადაამუშავა ისინი წიგნად სა-
ხელწოდებით „არტურის სიკვდილი“. თომას მელორის ეს წიგ-
ნი XV საუკუნის ინგლისური მხატვრული პროზის ყველაზე
მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მელორი ბრწყინვალედ გად-
მოსცემს კურტუაზული სარაინდო რომანის სულს, ამავე
დროს, თამამად ეპყრობა თავისი წიგნის პირველწყაროს – მე-
ფე არტურის ციკლის ლეგენდებს – და გაბედულად შეაქვს მას-
ში ბევრი რამ თავისიც.

15 მკითხველთა ლიგა
გვიანი შუა საუკუნეების ლიტერატურა

XIV საუკუნე ინგლისის ცხოვრებაში დიდი ცვლილებებისა


და ძვრების საუკუნეა. ამ დროს მიმდინარეობს ინგლისელი
ერისა და მისი ენის ფორმირების პროცესი. ინგლისური ლიტე-
რატურის ისტორიაში ეს არის უილიამ ლენგლენდისა და ჯეფ-
რი ჩოსერის საუკუნე, პოეტებისა, რომელთა შემოქმედებაშიც
აისახა იმდროინდელი ინგლისის საზოგადოებრივ-პოლიტი-
კური ცხოვრებისა და კულტურის ყველა დამახასიათებელი ნი-
შანი.
ლენგლენდი მთლიანად შუა საუკუნეების კულტურას
ეკუთვნის, ხოლო ჩოსერი შუა საუკუნეების უკანასკნელი პო-
ეტი და ინგლისური აღორძინების (რენესანსის) წინამორბე-
დია.
XIV საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენებია ქვეყნის გამა-
ჩანაგებელი ასწლიანი ომი საფრანგეთთან, შავი ჭირის ეპიდე-
მია და 1381 წლის გლეხთა აჯანყება. XIV საუკუნეში ინგლისში
ფეოდალიზმს უკვე შეერყა საფუძველი, თავი იჩინა ახალი
ბურჟუაზიული სოციალური წყობის ნიშნებმა. იზრდება და ვი-
თარდება ქალაქები, ფართოვდება ინგლისის სავაჭრო გავლე-
ნის სფერო, ძლიერდება ბატონყმობა, რასაც მოჰყვა გლეხთა
აჯანყება უოტ ტაილერის მეთაურობით. აჯანყებას ზურგს უმაგ-
რებდა მღვდელ ჯონ ბოლის სიტყვები: „როცა ადამი ხნავდა,
ხოლო ევა ართავდა, მაშინ ვინ იყო მემამულე?“
XIV საუკუნის მეორე ნახევარი რომის კათოლიკური ეკლე-
სიის წინააღმდეგ ბრძოლით ხასიათდება. ინგლისელი თე-
ოლოგისა და რეფორმატორის, ჯონ უიკლიფის (John Wycliffe,
c.1325-1384) ტრაქტატებში წამოყენებულია რელიგიის რე-
ფორმირების იდეები. უიკლიფმა ერთ-ერთმა პირველმა გა-
ილაშქრა ქვეყნის საერო ხელისუფლებაზე რომის პაპის გავ-
ლენის წინააღმდეგ. უიკლიფისა და მისი მიმდევრების, ლო-
ლარდების მოღვაწეობა იყო ერთგვარი ამბოხი რომის კათო-

16 მკითხველთა ლიგა
ლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. ლოლარდების მოძრაობა ეკ-
ლესიის პროტესტანტული რეფორმაციის წინამორბედი გახ-
და. ამ მიზეზის გამო უიკლიფს რეფორმაციის „ცისკრის ვარ-
სკვლავს“ უწოდებენ. ამხელს რა რომის კათოლიკური სამ-
ღვდელოების მანკიერებას, უიკლიფი გამოდის მთელი რიგი
რელიგიური დოგმატების წინააღმდეგ. ჯონ უიკლიფი იყო აგ-
რეთვე ბიბლიის მშობლიურ ინგლისურ ენაზე თარგმნის მოთა-
ვე. მის მიერ ლათინურიდან ინგლისურ ენაზე თარგმნილი ბიბ-
ლია, უიკლიფის ბიბლიის სახელით ცნობილი, ფართოდ გავ-
რცელდა და დიდი როლი შეასრულა ინგლისური სალიტერა-
ტურო ენის განვითარებაში.
XIV საუკუნის ინგლისური ლიტერატურა მდიდრდება რო-
გორც ჟანრული, ისე იდეური თვალსაზრისით. ერთმანეთის
გვერდით თანაარსებობს დიდაქტიკური ხასიათის ალეგორიუ-
ლი პოემა და სარაინდო რომანი, ბალადები, ოდები, მიძღვნე-
ბი, ტრაქტატები, ქადაგებანი, პოემა-ხილვები და ჯეფრი ჩოსე-
რის „კენტერბერიული მოთხრობები“, რომელშიც ამ პერიო-
დის ინგლისური ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ჟან-
რული თავისებურებები აისახა.
ამავე დროს, კიდევ უფრო ძლიერდება ინგლისური ლიტე-
რატურის კავშირი ევროპის ქვეყნების, განსაკუთრებით საფ-
რანგეთისა და იტალიის კულტურასთან.
XIV საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ინგლისუ-
რი სალიტერატურო ენის დამკვიდრების პროცესი. თუ პოეტი
ჯონ გაუერი (John Gower, c.1330-1408), ლენგლენდის თანა-
მედროვე და ჩოსერის ახლო მეგობარი, სამ ენაზე (ფრანგული,
ლათინური, ინგლისური) წერდა, ჩოსერის მოღვაწეობის უდი-
დესი მნიშვნელობა მდგომარეობს საყოველთაო სალიტერა-
ტურო ინგლისური ენის დამკვიდრებაში, რომელსაც საფუძ-
ვლად ლონდონური დიალექტი დაედო.

17 მკითხველთა ლიგა
უილიამ ლენგლენდი

უილიამ ლენგლენდი (William Langland, c.1330-1386)


ცნობილია როგორც ავტორი პოემისა „პეტრე მხვნელის ხილ-
ვა“. „პეტრე მხვნელის ხილვა“ რომ უილიამ ლენგლენდს
ეკუთვნის, დუბლინის სამების კოლეჯში დაცული მანუსკრიპ-
ტით დასტურდება. ეს პოემა, რომლის შექმნის თარიღად 1362
წელია მიჩნეული, XIV საუკუნის მორალურ-დიდაქტიკური პო-
ეზიის უდიდეს ძეგლს წარმოადგენს. პოემა დაწერილია შუა-
ინგლისურ ენაზე ალიტერაციული ლექსით.
ლენგლენდის ნაწარმოები ორგანულადაა დაკავშირებუ-
ლი იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრებასთან. მასში არა-
ერთი სოციალური და ეთიკური ხასიათის პრობლემაა დასმუ-
ლი.
პოემის ავტორის შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი –
შეიძლება ითქვას, რომ მის შესახებ თითქმის არაფერია ცნო-
ბილი. ავტორის შესახებ ინფორმაცია თავად პოემაში შეიძლე-
ბა მოვიძიოთ. პოემა შეიცავს პასაჟს, სადაც ავტორი საკუთარ
თავს მოიხსენიებს როგორც „უსაქმურს“ ლონდონის კორნჰი-
ლის უბნიდან და სადაც საკუთარ ცოლსა და შვილსაც ახსე-
ნებს. პოემის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მისმა ავ-
ტორმა შუა ხნის ასაკს მაინც მიაღწია და აგრეთვე ვივარა-
უდოთ, რომ ლენგლენდი ძალიან მაღალი იყო – როგორც თა-
ვად ამბობს, ძალიან მაღალი იყო და ამიტომ ვერ მოიხრებო-
და. იმის გამო, რომ ლენგლენდის პოემა ალეგორიული ხასია-
თისაა, ნათქვამი შეიძლება აიხსნას შემდეგნაირადაც – ის ამა-
ყი და დამოუკიდებელია და ქედს ვერ მოიხრის.
ამასთანავე, რელიგიის ზედმიწევნით ცოდნის მიხედვით,
რომელსაც ავტორი პოემაში ავლენს, შეიძლება დავასკვნათ,
რომ მას სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და შეიძ-
ლება სამღვდელო პირიც კი იყო.

18 მკითხველთა ლიგა
პოემის XIV საუკუნის ხელნაწერზე ვინმე ჯონ ბათს გაუკე-
თებია მინაწერი, რომლიც შეიცავს ცნობას პოემის ავტორის
გარდაცვალების შესახებ – ეს ნაშრომი რომ გაასრულა, უილს
მოულოდნელად სიკვდილი ეწვია, მიწაზე დასცა და ახლა ის
მიწაში წევსო. რადგან თავად ჯონ ბათი 1387 წელს გარდაიც-
ვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად ლენგლენდი მასზე ცო-
ტა ხნით ადრე, დაახლოებით 1386 წელს გარდაცვლილა.
ლენგლენდის პოემა შუა საუკუნეებში მეტად გავრცელე-
ბულ ხილვის ჟანრს წარმოადგენს. ხილვაში სინამდვილე სიზ-
მრის სახითაა წარმოდგენილი. ლენგლენდი ცდილობს შექ-
მნას სამყაროს ვრცელი სურათი. ნაწარმოების ალეგორიული
ხასიათი საშუალებას აძლევს პოეტს მიმართოს კონკრეტულ
სახეებს და ამავე დროს ილაპარაკოს განზოგადებულ ცნებებ-
ზე – ცოცხალი ადამიანების სახეებში ხორცი შეასხას სიმარ-
თლის, სამართლიანობის, სინდისის, ბოროტებისა და სიბ-
რძნის ცნებათა მისეულ გაგებას. ამავე დროს, პოემის მოქმე-
დი გმირები მხოლოდ პერსონიფიცირებულ აბსტრაქციებს
როდი წარმოადგენენ. პოემის ცენტრალური პერსონაჟია პეტ-
რე მხვნელი, სიმართლისა და სამართლიანობის მაძიებელი.
პოემა ორი ნაწილისაგან შედგება და შეიცავს თერთმეტ
ხილვას, რომელთაც წინ უძღვის პროლოგი. პირველ ნაწილში
მოთხრობილია, თუ როგორ დაიძრნენ მომლოცველები სი-
მართლის საძიებლად, ხოლო მეორე ნაწილში გამოყვანილია
ალეგორიული პერსონაჟები, რომლებიც თავიანთი ცხოვრე-
ბის შესახებ მოგვითხრობენ. პროლოგში ავტორი მოგვით-
ხრობს სიზმარზე, მას რომ ეზმანა. მაისის ერთ დღეს მან მე-
უდაბნოეს სამოსი ჩაიცვა და გზას გაუდგა, რათა საკუთარი
თვალით ეხილა ეს ქვეყანა. სიარულისაგან დაღლილი ბორ-
ცვის ძირას მიწვა და ნახა სიზმარი – მინდორი ხალხით იყო
სავსე. ზოგი ხნავდა, ზოგი თესავდა, ყველა შრომაში იყო გარ-
თული. მინდვრის ერთ მხარეს აღმართულიყო ლამაზად ნაგე-
ბი კოშკი, შორს კი მოჩანდა პირქუში სატუსაღო. ეს სურათი
ცხოვრების ალეგორიაა: ხალხით სავსე მინდორი კაცობრიო-
ბის სიმბოლოა, ზეაღმართული კოშკი სიმართლის საბინად-
როს განასახიერებს, ხოლო სატუსაღო – ბოროტებისა. ლენ-

19 მკითხველთა ლიგა
გლენდის მიერ შექმნილი ალეგორიული სურათი ძლიერ შთა-
ბეჭდილებას ახდენს, რადგან ამასთანავე ის სრულიად კონ-
კრეტული ხასიათისაა – მინდორში შეკრებილი ხალხი საზო-
გადოების ყველა ფენას წარმოადგენს: აქ არიან მხვნელები,
ვაჭრები, რაინდები, მღვდლები, ბერები, მათხოვრები, უსახ-
ლკაროები, განდეგილები, ეპისკოპოსები, პილიგრიმები.
ლენგლენდი მოგვითხრობს ინდულგენციებით მოვაჭრე ცბი-
ერ და მატყუარა მღვდლებზე, მეუდაბნოეებზე, რომლებმაც
უსაქმურის უდარდელი ცხოვრება არჩიეს მხვნელის მძიმე
შრომას, ბერებზე, რომლებიც ისე განმარტავენ სახარებას,
როგორც მოეპრიანებათ.
პირველ ხილვაში ლაპარაკია მშვენიერ ქალზე, სელის სა-
და სამოსი რომ აცვია. ეს არის სიმბოლო წმინდა ეკლესიისა.
ის საუბარს გაუბამს პოეტს და ეუბნება, რომ დედამიწაზე ყვე-
ლაზე ძვირფასი განძი არის სიმართლე, ხოლო სიმართლის
შემწეები არიან სიყვარული და სინდისი. ამ ნათელი ძალების
მტრები არიან სიცრუე, მლიქვნელობა, ვერაგობა და ქრთამი.
ქრთამი გამოჩნდება მეორე ხილვაში, ძვირფას სამოსში გა-
მოწყობილი და სამკაულებასხმული. ქრთამი ატყვევებს და
აჯადოებს ყველას. შემდეგ აღწერილია ქრთამისა და სიცრუის
ქორწინება. ქორწილზე კითხულობენ ნაჩუქრობის სიგელს,
რომლის მიხედვითაც სიცრუესა და ქრთამს ენიჭებათ უფლება
ეზიზღებოდეთ სიღარიბე, ცილი დასწამონ, იტრაბახონ, ყალბი
ჩვენება მისცენ, დაარღვიონ ათი მცნება... მაგრამ ქორწინება
არ შედგება – მის წინააღმდეგ გამოდის თეოლოგია. ის მეფეს
შესთავაზებს, რომ ქრთამი ცოლად გაყვეს რაინდ სინდისს,
რომელიც ამის წინააღმდეგია. ლენგლენდის პოეტური ოსტა-
ტობა განსაკუთრებული სიძლიერით გამოჩნდა მომაკვდინე-
ბელი ცოდვების – სიამაყის, თავშეუკავებლობის, მრისხანე-
ბის, შურის, სიხარბის, მუცელღმერთობისა და სიზარმაცის აღ-
სარების სცენაში.
პოემის გამაერთიანებელი ეპიზოდია სიმართლის ძიების
ეპიზოდი. მის საძიებლად მოუწოდებს გონება, და მინდორში
შეკრებილი ხალხი მის საძიებლად გაეშურება. მაგრამ მათ არ
იციან მისკენ სავალი გზა და არც არავის შეუძლია აჩვენოს

20 მკითხველთა ლიგა
მათ ეს გზა, მიწის მხვნელი პეტრეს გარდა, რომელსაც სინდის-
მა და კეთილგონიერებამ გაუხსნა გზა სიმართლისაკენ – მხო-
ლოდ მან, ვინც პატიოსნად ცხოვრობს, იცის გზა, სწორი გზა
ცხოვრებაში.

21 მკითხველთა ლიგა
ჯეფრი ჩოსერი

ჯეფრი ჩოსერი (Geoffrey Chaucer, c.1343-1400) სამარ-


თლიანად ითვლება ინგლისური ლიტერატურის ფუძემდებ-
ლად. მისი „კენტერბერიული მოთხრობები“ ინგლისური რენე-
სანსული ლიტერატურის წინამორბედად შეიძლება მივიჩნი-
ოთ. ინგლისური ენისა და ლიტერატურის განვითარების ის-
ტორიაში ჩოსერმა განსაკუთრებული როლი შეასრულა. მის
ნაწარმოებებში გამოყენებული ინგლისური ენის ლონდონუ-
რი დიალექტი საბოლოოდ სალიტერატურო ინგლისურ ენად
ჩამოყალიბდა.
ჯეფრი ჩოსერის შესახებ უამრავი წიგნი და გამოკვლევაა
გამოქვეყნებული. რაოდენობის მხრივ მის შესახებ დაწერილ
წიგნებს მხოლოდ შექსპირისადმი მიძღვნილ შრომებს თუ შე-
ვადარებთ.
ჩოსერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ პერიოდში, რო-
დესაც იტალიაში უკვე მძლავრად იფურჩქნებოდა რენესანსი,
ხოლო მისი გავლენა ნელ-ნელა სხვა ევროპულ ქვეყნებზეც
ვრცელდებოდა.
ჩოსერი ლონდონელი ღვინით მოვაჭრის ოჯახში დაიბადა.
მამამ ის მეფის კარზე პაჟად მიაღებინა. აქედან მოყოლებული,
ჩოსერი მუდამ სამეფო სამსახურში იმყოფებოდა. ამიტომ მისი
ცხოვრების სხვადასხვა მოვლენების შესახებ ზუსტი ცნობები
მოიპოვება. ისინი დაცულია იმ პერიოდის სამეფო ხარჯთაღ-
რიცხვის დავთრებში, საიდანაც ვიგებთ ჩოსერის სამსახურე-
ობრივი გადაადგილებების შესახებ. მისი განათლების შესა-
ხებ არაფერია ცნობილი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის
კარიერას სასახლის კარზე და მის ლიტერატურულ მოღვაწე-
ობას, უნდა დავასკვნათ, რომ მას თავისი დროისათვის კარგი
განათლება უნდა მიეღო. ჩოსერი დიპლომატიური მისიით
რამდენჯერმე ეწვია ევროპის სხვადასხვა ქვეყანას. ჯეფრი ჩო-
სერი უესტმინსტერის სააბატოშია დაკრძალული.

22 მკითხველთა ლიგა
ჩოსერზე, როგორც პოეტზე, მწირი ცნობებია შემონახული,
მაგრამ ვიცით, რომ მას სიცოცხლეშივე აღიარებდნენ რო-
გორც დიდ პოეტს. ერთი მისი თანამედროვე ფრანგი პოეტი
ჩოსერს დიდ მთარგმნელს უწოდებს. როგორც ჩანს, ჩოსერმა
სწორედ მთარგმნელობითი საქმიანობით დაიწყო ლიტერატუ-
რული მოღვაწეობა. შემდგომში ის იმდენად პოპულარული
გახდა, რომ XV საუკუნიდან XIX საუკუნის შუა წლებამდე მას
უფრო მეტ ნაწარმოებს მიაწერდნენ, ვიდრე მან სინამდვილეში
შექმნა. მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისისთვის დადგინდა იმ
ნაწარმოებთა ნუსხა, რომლებიც ნამდვილად ჩოსერს ეკუთ-
ვნის.
ჩოსერის შემოქმედება სამ ეტაპად იყოფა. პირველი ეტა-
პია ე.წ. ფრანგული პერიოდი – ჩოსერი თარგმნის ფრანგული-
დან და ითვისებს შუა საუკუნეების ფრანგული ლიტერატურის
მდიდარ ტრადიციებს. მისი პირველი ორიგინალური ნაწარ-
მოები, „ჰერცოგის მეუღლის წიგნი“, რომელიც დაახლოებით
1369 წელს დაიწერა, სწორედ ფრანგული ლიტერატურული
სკოლის გავლენას განიცდის. ის ელეგიური ხასიათის, ხილვის
ჟანრის პოემაა. სწორედ ამ ნაწარმოებით იწყება ინგლისური
სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება. სამი საუკუნის მანძილ-
ზე გაბატონებული სამენოვნების შემდეგ, როცა ინგლისური
სალიტერატურო ენა ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, ჩოსერმა
აირჩია ლონდონური დიალექტი, ყველაზე გავრცელებული და
მისაღები, თუმცა სამეფო კარზე უპირატესობას ჯერ კიდევ
ფრანგულს ანიჭებდნენ.
მეორე, ე.წ. იტალიური პერიოდი იწყება იტალიაში მოგზაუ-
რობის შემდეგ. ჩოსერი ხარბად ეწაფება იტალიური რენესან-
სული ლიტერატურის მონაპოვარს – დანტეს, პეტრარკას, ბო-
კაჩოს შემოქმედებას.
მესამე პერიოდია ე.წ. ინგლისური, კენტერბერიული პერი-
ოდი, როდესაც ჩოსერის შემოქმედება მწვერვალს აღწევს და
როდესაც ის ინგლისური ლიტერატურული ტრადიციების ფუ-
ძემდებლად გვევლინება.
იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ჩოსერის შემოქმედებამ
დიდი ცვლილება განიცადა. იგი უშუალოდ შეეხო იტალიური

23 მკითხველთა ლიგა
რენესანსის მიღწევებს. მას შეეძლო პირადად ენახა პეტრარკა
ან ბოკაჩო, თუმცა ცნობები ამის შესახებ არ მოიპოვება. ჩოსე-
რის ნაწერებში ვხვდებით დანტესა და პეტრარკას სახელებს,
მათ აზრებს, ხოლო ბოკაჩოს ის არსად არ ახსნებს, რაც ფრიად
საინტერესო ფაქტია, რადგან ჩოსერის შემოქმედებას ყველა-
ზე მეტად სწორედ ბოკაჩოს გავლენა ეტყობა. შეიძლება ვივა-
რაუდოთ, რომ ჩოსერს ხელთ ჰქონდა ბოკაჩოს თხზულებათა
ისეთი კრებული, რომელზეც არ იყო მითითებული ავტორის
გვარი.
იტალიური პერიოდის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმო-
ებია 1380-1384 წლებში შექმნილი პოემა „დიდების სახლი“,
რომელიც ავტორს დაუმთავრებელი დარჩა. პოემის ცალკეულ
ფრაგმენტებში უკვე იგრძნობა ოსტატის ხელწერა.
ამ პერიოდის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია 1377-
1382 წლებში დაწერილი ფილოსოფიური პოემა „ფრინველთა
პარლამენტი“, რომელშიც სიყვარულის რაობის საკითხია
დასმული. პოეტი განასხვავებს ზნეკეთილ, ზნეობრივ სიყვა-
რულს – მიჯნურობას და ავხორც სიყვარულს – სიძვას, რო-
მელთაც, შესაბამისად, ორგვარი შედეგი შეიძლება მოჰყვეს –
ბედნიერება და უბედურება. პოემა, რომელიც გვიანი შუა სა-
უკუნეების ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთი შესანიშნავი
ნიმუშია, ბრწყინვალე კომედიურობით გამოირჩევა, რაც კი-
დევ ერთხელ უსვამს ხაზს საკითხის სერიოზულობას. ნაწარ-
მოების კომედიურობა ახალ, რენესანსულ ელემენტად შეიძ-
ლება შეფასდეს – სიცილი, მხიარულება, კომედიურობა ხომ
რენესანსთან ერთად შემოვიდა ლიტერატურაში.
ამავე პერიოდში (1372-1384) ჩოსერი წერს თავის ერთ-
ერთ მნიშვნელოვან ნაწარმოებს „ტროილოსი და ქრისიდა“.
ეს არის ყველაზე ვრცელი დამთავრებული ნაწარმოები, რომე-
ლიც მოგვითხრობს ტროას ომისდროინდელ ამბავს ტრო-
ილოსისა და ქრისიდას უიღბლო სიყვარულისა. ტროას მეფის,
პრიამეს ვაჟს შეუყვარდება ბერძენი ქვრივი ქალი ქრისიდა,
რომელიც სიყვარულითვე პასუხობს მას. მაგრამ ვინაიდან
ტროა ალყაშია, ქრისიდას დატყვევებულ ტროელ რაინდში
ცვლიან. ქრისიდა ბერძენთა ბანაკში მამასთან უნდა გადავი-

24 მკითხველთა ლიგა
დეს. მიჯნურები მარადიულ სიყვარულს შეჰფიცებენ ერთმა-
ნეთს. მაგრამ ბერძენთა გარემოცვაში ქრისიდა მალე ივიწ-
ყებს ტროილოსს და ბერძენ რაინდს, დიომიდეს გაუმიჯნურდე-
ბა.
ნაწარმოებში აშკარად იგრძნობა ბოკაჩოს "ფილოსტრა-
ტოს" გავლენა. მაგრამ ჩოსერის ნაწარმოები მეტი რეალიზ-
მით გამოირჩევა, მასში უფრო დამაჯერებლადაა გახსნილი
პერსონაჟების ფსიქოლოგია. პოემაში იგრძნობა ჩოსერის-
თვის დამახასიათებელი იუმორი და ირონია. ეს ნაწარმოები
გარკვეულწილად ინარჩუნებს შუა საუკუნეების სარაინდო
რომანის თვისებებს და მიჯნურობის იმდროინდელი გაგების
იდეალებს, მაგრამ მისი გეზი უკვე ახალი რენესანსული ურთი-
ერთობების დამკვიდრებისკენ არის მიმართული. ეს განსა-
კუთრებით ეხება ქრისიდას სახეს, რომლის ინტერპრეტაციაში
ჯეფრი ჩოსერი შორდება შუასაუკუნეობრივი მორალის ნორ-
მებს და პერსონაჟის ფსიქოლოგიას ხსნის არა სარაინდო,
კურტუაზული კულტურის ნორმებით, რომელთა მიხედვითაც
სიყვარული და ერთგულება მკაცრად უნდა იყოს დაცული, გან-
საკუთრებით ქალის მიერ, არამედ ადამიანის ბუნების მიდრე-
კილებათა და ვნებათა შესაბამისად. ავტორი, რა თქმა უნდა,
თანაუგრძნობს ტროილოსის განცდებს, მაგრამ მიაჩნია, რომ
ქრისიდას ღალატი ცხოვრებისეული აუცილებლობისა და
გარდაუვალობის შედეგია – ქრისიდა ძლიერ და ერთგულ
მფარველს ეძებს, ვისთანაც შეძლებს თავშესაფარი ჰპოვოს –
ასეთად კი მას დიომიდე უფრო მიაჩნია, ვიდრე ტროილოსი.
ავტორი ხედავს ქრისიდას სისუსტეებს, მაგრამ გამამართლე-
ბელ მოტივებსაც პოულობს. ქრისიდას სახე თავისი უშუალო-
ბითა და ბუნებრივობით აღორძინების ეპოქის პერსონაჟი ქა-
ლების ტიპს მოგვაგონებს. პოეტი ცდილობს ღრმად ჩაწვდეს
სინამდვილეს. იგი სცილდება ტრადიციულ ზნეობრივ დოგმა-
ტებს და ფსიქოლოგიურ დამაჯერებლობას სთავაზობს მკით-
ხველს.
ტროილოსი გარკვეულწილად ავტორის პოზიციას გამოხა-
ტავს. ამ პერსონაჟის დახასიათებაში ჩოსერი მიმართავს ტრა-
დიციულ თვალსაზრისს იდეალური რაინდის შესახებ. ტრო-

25 მკითხველთა ლიგა
ილოსი კეთილშობილი უბრალოების განსახიერებაა. იგი
უმაღლეს სულიერ კეთილშობილებასა და სილამაზეს აღწევს
თავისი ერთგული და ამაღლებული სიყვარულის წყალობით.
ჩოსერის შემოქმედების მწვერვალია 1387-1400 წლებში
შექმნილი „კენტერბერიული მოთხრობები“, რომლის სახით
ჩვენს წინაშეა ადრეული ინგლისური რენესანსის პირველი
ქმნილება. ნაწარმოები წარმოადგენს მოთხრობების კრე-
ბულს, შეკავშირებულს ერთ კომპოზიციურ მთლიანობად. ასე-
თი ტიპის ნაწარმოებია აგრეთვე ბოკაჩოს „დეკამერონიც“.
„კენტერბერიული მოთხრობები“ ახალი ეტაპია ჩოსერის
შემოქმედებაში, რადგან ის არის არა მხოლოდ მოთხრობების
კრებული, არამედ ერთიანი, მთლიანი, კომპოზიციურად შეკ-
რული ნაწარმოები.
აპრილის ერთ დღეს ლონდონის განაპირას მდგარ ფუნ-
დუკს კენტერბერიში სალოცავად მიმავალი პილიგრიმების
ჯგუფი მიადგება. ამავე ფუნდუკშია გაჩერებული ასევე კენტერ-
ბერიში სალოცავად მიმავალი პოეტიც. პოეტი გამოელაპარა-
კება მათ და გადაწყვეტს მეორე დღეს მათთან ერთად განაგ-
რძოს გზა. აქ არიან არისტოკრატიული წარმოშობის რაინდი
და სკვაირი, ნასწავლი ხალხი – სტუდენტი, ვექილი და ექიმი,
ვაჭარი და ხელოსნები, გლეხი და სამღვდელოების წარმო-
მადგენლები. ისინი საზოგადოების სხვადასხვა ფენას წარმო-
ადგენენ და სხვადასხვა თვალსაზრისები გააჩნიათ.
ნაწარმოების საერთო პროლოგი წარმოადგენს ექსპოზი-
ციას, საიდანაც იღებს სათავეს კრებულის კომპოზიციური
მთლიანობა. დაგვიხატავს რა ყველა პილიგრიმ-პერსონაჟს,
ავტორი დაუმატებს მათ ფუნდუკის მფლობელის, ჰარი ბეილის
საოცრად კოლორიტულ ფიგურას. ჰარი ბეილი პილიგრიმებს
შესთავაზებს, მეც წამოვალ კენტერბერიში თქვენთან ერთად,
ოღონდ, გზაში რომ არ მოვიწყინოთ, ამბები მოვყვეთ, იქეთო-
ბისას თითოეულმა ორი და აქეთობისას კიდევ ორიო. ვინც
ყველაზე კარგ ამბავს მოყვება, ბოლოს საერთო ხარჯით ნადი-
მი ელოდება, მსაჯულად დადგომას კი თავად ჰარი ბეილი კის-
რულობს.

26 მკითხველთა ლიგა
პროლოგში ავტორი იძლევა ინგლისის ცხოვრების საოც-
რად ცოცხალ, კოლორიტულ სურათს, ქმნის პერსონაჟების
არაჩვეულებრივად მეტყველ პორტრეტებს. დახატულია იმ-
დროინდელი ინგლისის საზოგადოების პანორამული ტილო.
ჩანს, რომ ჩოსერი აღიარებს არსებული სოციალური სისტემის
საყრდენს – რაინდობას, რასაც ადასტურებს კეთილშობილი
რაინდისა და მისი ვაჟის, სკვაირის პორტრეტები. კომიკური
ხერხებით წარმოგვიდგენს ჩოსერი სამღვდელოების წარმო-
მადგენლებს, იგრძნობა მისი აშკარად სკეპტიკური დამოკიდე-
ბულება მათ მიმართ. მხოლოდ სოფლის ღარიბი მღვდელი იმ-
სახურებს ავტორის სიმპატიას. ასევე გულთბილად აღწერს ის
გლეხს, გუთნისდედას. იქმნება სამყაროს კეთილითა და ბო-
როტით, ავითა და კარგით სავსე პარადოქსულად ჰარმონიუ-
ლი სურათი. ეს მართლაც უზარმაზარი ხალხური კარნავალის
სურათია, მასშტაბური რენესანსული ხელწერით შესრულებუ-
ლი.
ჩოსერი-ავტორი მოქმედ პირთა შორის ხატავს ჩოსერი-
პერსონაჟის ფიგურასაც, რაც დამახასიათებელია შუა საუკუ-
ნეების ლიტერატურისთვის. პოეტი მას გვიხატავს როგორც
რიგით პილიგრიმს. იგი არ არის ავტორის „მე“-ს გამომხატვე-
ლი. ავტოპორტრეტი ჩოსერს იუმორით აქვს დახატული, საკუ-
თარ თავს ხშირად წარმოგვიდგენს პაროდირების ობიექტად.
პილიგრიმთა რაოდენობა ოცდაათამდეა. ძნელია იმის
თქმა, თუ როგორ დაამთავრებდა ავტორი თავის ნაწარმოებს,
მაგრამ ის კი ცხადია, რომ მას მართლაც გრანდიოზული ნა-
წარმოების შექმნა ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელშიც საერ-
თო ჯამში ასოცამდე მოთხრობა იქნებოდა.
„კენტერბერიული მოთხრობების“ ჩვენამდე მოღწეული ვა-
რიანტი შედგება საერთო პროლოგისა და ოცდაოთხი მოთ-
ხრობისაგან, რომელთაგან სამი დაუმთავრებელია. ამ ოცდა-
ოთხი მოთხრობიდან მხოლოდ ორია პროზად დაწერილი, და-
ნარჩენები გალექსილია. გარდა უშუალოდ მოთხრობებისა,
კრებულის სტრუქტურაში შემაერთებელ ქსოვილადაა ჩართუ-
ლი პატარ-პატარა პროლოგები, რომლებსაც დინამიზმი შე-
აქვთ თხრობაში და საოცრად ექსპრესიულ სურათს ქმნიან.

27 მკითხველთა ლიგა
მათ განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ნაწარმოების კომპო-
ზიციური მთლიანობის შენარჩუნებაში. ამ პროლოგებში პერ-
სონაჟი-პილიგრიმები არჩევენ მოთხრობილ ამბებს, უკეთებენ
კომენტარებს, კამათობენ, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც. აქ განსა-
კუთრებულ როლს ასრულებს ჰარი ბეილი, რომელიც წარმარ-
თავს „დებატებსა“ და „დისკუსიებს“, ამყარებს წესრიგს... მისი
მახვილგონივრული შენიშვნები დამატებით ელფერს სძენს სა-
ერთო პროლოგში უკვე დახატულ პერსონაჟთა პორტრეტებს.
კრებულში შემავალი ნაწარმოებები შუა საუკუნეების ლი-
ტერატურული ჟანრების ენციკლოპედიას წარმოადგენს. აქ
არის სარაინდო რომანი, მხიარული ფაბლიო, საეკლესიო ლე-
გენდა, მორალისტური ქადაგება, პაროდია კურტუაზულ რო-
მანზე, ალეგორიული მოთხრობა-იგავი, რომლის პერსონაჟე-
ბი ცხოველთა სამყაროდან არიან.
ასევე მრავალფეროვანია ჩოსერი თემატური თვალსაზრი-
სითაც. პოეტის ინტერესები გამომდინარეობს შუა საუკუნეე-
ბის მსოფლგაგებიდან და ცოდნიდან, მაგრამ დასმული საკით-
ხების გადაწყვეტა რენესანსულ აღქმას უახლოვდება.
ჰარი ბეილი პირველად სიტყვას აძლევს რაინდს – რაინ-
დის ჯერი წილისყრამ გადაწყვიტა. ჩოსერი იცავს ფეოდალური
სისტემის ძირითად იერარქიულ პრინციპს და რაინდის შემდეგ
სიტყვას შესთავაზებს უმაღლესი სასულიერო წოდების პირს,
მაგრამ ეს არ ხერხდება. მას სიტყვას ართმევს მთვრალი მე-
წისქვილე. არეულობა რომ თავიდან აიცილოს, ჰარი ბეილი
მეწისქვილეს აძლევს სიტყვას. ამ მხიარული ეპიზოდით ჩოსე-
რი ერთდროულად ორ შედეგს აღწევს – არღვევს იერარქიუ-
ლი თანმიმდევრობის წოდებრივ პრინციპს და, ამასთან,
ცვლის რაინდის მიერ შემოტანილ დრამატულ ინტონაციას,
რაც მისი უდავო მწერლური გამარჯვებაა.
„კენტერბერიული მოთხრობები“ ინგლისური რენესანსის
გზის გამკვალავი და წინამორბედია. ჩოსერიდან მოყოლებუ-
ლი, რენესანსულ ტრადიციებს ნაზიარები ინგლისური ლიტე-
რატურა მტკიცედ იკავებს ადგილს მოწინავე ევროპულ კულ-
ტურათა შორის.

28 მკითხველთა ლიგა
ჩოსერის ის მწვერვალია, ინგლისური აღორძინების სათა-
ვეებთან რომ დგას და ინგლისური ლიტერატურის განვითარე-
ბის შემდგომ გეზს რომ განსაზღვრავს.

29 მკითხველთა ლიგა
XIV-XV საუკუნეების ბალადები

XIV-XV საუკუნეები ინგლისური და შოტლანდიური ხალხუ-


რი პოეზიის აყვავების ხანაა. ამ პერიოდის განსაკუთრებით
გავრცელებული ჟანრებია სიმღერა და ბალადა – დრამატული
შინაარსის სიუჟეტური სიმღერა, რომელიც კოლექტიური
ხალხური შემოქმედების შედეგია. აქ არ ისმება ინდივიდუა-
ლური ავტორობის საკითხი, აქ არ არის მთხრობელის ლირი-
კული „მე“.
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბალა-
დები რობინ ჰუდზე. რობინ ჰუდი ინგლისური ფოლკლორის
არქეტიპული გმირია და ცნობილია იმით, რომ „მდიდარს არ-
თმევს და ღარიბს აძლევს“ და შეურიგებლად ებრძვის უსამარ-
თლობასა და ტირანიას.
შუა საუკუნეების ბალადებმა შემდგომი ლიტერატურული
ეპოქების ბევრი მწერლის ყურადღება მიიპყრო. ხალხური ბა-
ლადების მოტივებსა და ტექსტებს იყენებს შექსპირი. ბალადე-
ბისადმი ინტერესი გაიზარდა წინარომანტიზმის პერიოდში.
ბალადებს მიმართეს პოეტმა-რომანტიკოსებმაც. რობინ ჰუ-
დის თემა დაამუშავა უოლტერ სკოტმა.

30 მკითხველთა ლიგა
აღორძინების ეპოქა

XV-XVI საუკუნეები ევროპის ქვეყნებში დიდი ძვრებით


აღინიშნება. შუა საუკუნეების ფეოდალური წყობა ნელ-ნელა
იცვლება ახალი დროის სოციალური ურთიერთობებით – იწ-
ყება კაპიტალიზმის განვითარება. ამ სოციალურ-ეკონომიკუ-
რი თვალსაზრისით გარდამავალ ეპოქას ევროპის ფილოსო-
ფიურ-მსოფლმხედველობრივ და კულტურულ ცხოვრებაში
აღორძინება ანუ რენესანსი (ფრ. Renaissance) ეწოდება.
შუა საუკუნეების სოციალური წყობისა და რელიგიურ-სქო-
ლასტიკური კულტურის კრიზისი უკავშირდება აგრარულ გა-
დატრიალებას, ქალაქების განვითარებას, მანუფაქტურების
აღმოცენება-განვითარებას, ფართო სავაჭრო კავშირების
დამყარებას. ეს არის დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების (ამე-
რიკის აღმოჩენა) და გაბედული საზღვაო ლაშქრობების (ინ-
დოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენა) ეპოქა. ეს
არის ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების, ეროვნუ-
ლი კულტურების განვითარების, ახალი კულტურისა და ლიტე-
რატურის ეპოქა.
მოხდა ადამიანის, მისი პიროვნების გათავისუფლება სქო-
ლასტიკური კლერიკალური დოგმატებისაგან. აღორძინების
ეპოქის ადამიანმა გაარღვია მისი პიროვნული თავისუფლების
შემზღუდველი რელიგიურ-სქოლასტიკური ფილოსოფიისა და
კულტურის წრე. დაიწყო ჰუმანიზმის ეპოქა. ადამიანი, პიროვ-
ნება, რომელმაც უარი თქვა ეკლესიის სულიერ ბატონობაზე,
თავად გახდა ღირებული და საზოგადოებრივი და კულტურუ-
ლი ინტერესის ცენტრად იქცა. აღორძინების ეპოქის ადამიანს
გამოარჩევს თავისი გონების, თავისი ძალისა და უნარის, თა-
ვისი სიქველის რწმენა.
რენესანსის ადამიანის მსოფლმხედველობა გამოირჩევა
თავისუფალი აზროვნებით, ყოველივე დოგმატურის უარყო-
ფით. რენესანსის კულტურა თავისი სულით, საერთო სულის-

31 მკითხველთა ლიგა
კვეთებით ხალხურია. ჰუმანისტური ფილოსოფია ბედნიერე-
ბას ხედავს ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ადამიანურ სიყვარულში,
ადამიანის ძალების ყოველმხრივ და ჰარმონიულ განვითარე-
ბაში. პიროვნების თავისუფალი განვითარების პრინციპი
აღორძინების ეპოქის იდეური დროშა გახდა. მიწიერი სიყვა-
რულის გრძნობაში ჰუმანისტებმა ულამაზესი ადამიანური
გრძნობა დაინახეს. მათთვის მიუღებელია მორჩილებისა და
განდეგილობის, ასკეტიზმის, ყოველივე მიწიერზე უარის
თქმის მორალი.
თავიანთ შემოქმედებაში ჰუმანისტებმა მიმართეს ორ ძა-
ლას, რომლებიც თავისუფალი იყო ფეოდალურ-კლერიკალუ-
რი კულტურის თავისებურებებისაგან – ხალხურ შემოქმედე-
ბას და ანტიკურ კულტურას. ხალხური შემოქმედებიდან მათ
აიღეს თავისუფლების, ძმობისა და სამართლიანობის იდეები,
ადამიანის ბუნებრივი, მიწიერი ვნებებისა და მისწრაფებების
პატივისცემა, ხოლო ანტიკური კულტურისგან დაიმემკვიდრეს
ადამიანის გრძნობებისა და ინტერესების მრავალმხრივად
დახატვის უნარი, გულმხიარულობა და ადამიანის უფლება,
ყოფილიყო ბედნიერი. ანტიკური კულტურის აღორძინების გა-
მო ჰუმანიზმის ეპოქას სხვაგვარად აღორძინებას ანუ რენე-
სანსს უწოდებენ. ევროპული რენესანსის აკვანი დაირწა იტა-
ლიაში XIV საუკუნეში.
რენესანსული კულტურის დამკვიდრების სხვადასხვა ეტა-
პები სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევა. ამ პერიოდის ლი-
ტერატურაში რენესანსული რეალიზმი სხვადასხვა ჟანრების
თანმიმდევრულ ცვლასთან ერთად ვითარდება. აღორძინების
კულტურის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვან
როლს ასრულებდნენ ლირიკული ჟანრები და ნოველა. მოგ-
ვიანებით ეტაპზე გაბატონებული ჟანრი ხდება დრამა. ჰუმანიზ-
მის ადრეული ეტაპი გამოირჩევა ადამიანის თავისუფალი გან-
ვითარების, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების რწმე-
ნით. გვიანდელ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ აბსოლუტისტური სა-
ხელმწიფოს ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება ჰუმანიზმის
იდეებს, უფრო მეტიც, მტრულიც კი არის ამ იდეალებისადმი.
ამით აიხსნება, რომ გვიანდელი ეტაპის რენესანსული დრამის

32 მკითხველთა ლიგა
საფუძველი გახდა ტრაგიკული კოლიზიები სულიერად თავი-
სუფალ, მაღალგანვითარებულ პიროვნებასა და ტირანულ სა-
ხელმწიფოს შორის. XVII საუკუნის დასაწყისი ჰუმანიზმის კრი-
ზისით აღინიშნება.
იმდროინდელი ინგლისის ფილოსოფიური აზრი გამოხა-
ტულებას ჰპოვებს ინგლისური ემპირიზმისა და მატერიალიზ-
მის ფუძემდებლის, რენესანსის ფილოსოფოსის, ფრენსის ბე-
კონის (Francis Bacon, 1561-1626) მოძღვრებაში.
ინგლისში აღორძინება XVI საუკუნეში დადგა, ორი საუკუ-
ნით უფრო გვიან, ვიდრე იტალიასა და საფრანგეთში, მაგრამ
აქ იგი ინტენსიურად ვითარდებოდა, ამასთან, დიდი ევროპე-
ლი ჰუმანისტების იდეებსა და მონაპოვარს ეყრდნობოდა.
XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ინგლისში მეფის ხელისუფ-
ლებამ მოახერხა, გაეტეხა ფეოდალური არისტოკრატიის წი-
ნააღმდეგობა. ტიუდორების მეფობის დროს ხდება აბსოლუ-
ტიზმის განმტკიცება. ჰენრი VIII-ის მიერ გატარებულმა რე-
ფორმაციამ მოიტანა რომის პაპის ძალაუფლებისგან გათავი-
სუფლება. ახალი ანგლიკანური ეკლესიის სათავეში თავად მე-
ფე დადგა. XVI საუკუნეში მოღვაწე პროტესტანტმა რეფორმა-
ტორმა და სწავლულმა უილიამ თინდელმა (William Tyndale,
c.1494-1536) უშუალოდ ძველებრაული და ბერძნული ტექ-
სტებიდან ინგლისურად თარგმნა ბიბლია. რეფორმაციის შე-
დეგად გაუქმდა მონასტრები, შესუსტდა საეკლესიო პირთა ძა-
ლაუფლება და გაძლიერდა საერო რენესანსული კულტურის
ჰუმანისტური იდეალები.
ელისაბედ I-ის მეფობის წლებში ინგლისმა სწრაფი ეკონო-
მიკური განვითარება დაიწყო. დაამარცხა რა ესპანეთის „უძ-
ლეველი არმადა“, ინგლისი ზღვაზე გაბატონდა და დიდ სამ-
ხედრო ძლიერებასა და ზღვებზე თავისუფალი ნაოსნობის უფ-
ლებას მიაღწია.
ინგლისური აღორძინების ადრეული ეტაპის წარმომადგე-
ნელია სერ თომას მორი (Sir Thomas More, 1478-1535). ოქ-
სფორდში სწავლისას მორმა ჰუმანისტური იდეების ძლიერი
გავლენა განიცადა. შემდგომში იგი პოლიტიკური მოღვაწე
გახდა, იყო ლორდ-კანცლერი ჰენრი VIII-ის დროს, მაგრამ

33 მკითხველთა ლიგა
უთანხმოება მოუვიდა მეფესთან რეფორმაციის გატარებასთან
დაკავშირებით. თომას მორს სახელმწიფო ღალატი დასდეს
ბრალად და სიკვდილით დასაჯეს.
მორის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია „უტოპია“
(1516). „უტოპია“ ფილოსოფიური და ამავე დროს მხატვრული
ნაწარმოებია და შეიცავს კრიტიკულ მსჯელობებს მორის თა-
ნამედროვე საზოგადოების მანკიერებათა შესახებ. ავტორი
ამხელს მის თანამედროვე ინგლისს და მოგვითხრობს კუნ-
ძულ უტოპიაზე არსებული იდეალური საზოგადოებრივი წყო-
ბის შესახებ. მორი გამოთქვამს აზრს, რომ საზოგადოება შეიძ-
ლება არსებობდეს კერძო საკუთრების გარეშე და კოლექტი-
ურ შრომასა და საზოგადოებრივ საკუთრებას ეყრდნობოდეს.
თავის მიერ აღწერილ იდეალურ სახელმწიფოს მორმა
უწოდა „უტოპია“ ანუ „ადგილი, რომელიც არ არსებობს“. მო-
რის უტოპია გახლდათ პრაქტიკულად განუხორციელებელი,
უტოპიური ოცნება – არავითარი კერძო საკუთრება, მხოლოდ
თანასწორი მოხმარება. შრომა ყველა მოქალაქის წმინდა-
თაწმინდა მოვალეობაა. სამუშაო დღე 6-საათიანია. მაგრამ
იქვე წამოიჭრება კითხვა: სამუშაო სხვადასხვანაირია – არის
უსიამოვნო და არის მძიმეც. ვინ შეასრულებს მათ ამ მიწიერ
სამოთხეში? მორი პასუხობს: ბოროტმოქმედნი, დამნაშავენი.
ჩნდება მეორე კითხვა: იმდროინდელ საწარმოში, შიმშილით
რომ არ მომკვდარიყავი, 12-15 საათი მაინც უნდა გემუშავა.
უტოპიაში კი 6-საათიანი სამუშაო დღეა. ვინ იმუშავებს დანარ-
ჩენ 6-9 საათს? – ისევ დამნაშავენი. გამოდის, რომ თითოეულ
თავისუფალ მოქალაქეზე ორი დამნაშავე უნდა მოდიოდეს. მი-
წიერ სამოთხეში რა უნდა ამდენ დამნაშავეს? პასუხი არ ჩანს.

34 მკითხველთა ლიგა
რენესანსის პოეტები

ინგლისური რენესანსის ადრეულ ეტაპზე წამყვან როლს


პოეზია ასრულებდა. ინგლისური რენესანსული პოეზია იყო
დიდებული შედეგი ინგლისური ლიტერატურის მთელი წინა-
მორბედი ისტორიისა, რომელმაც თითქმის არ იცოდა სხვა
ჟანრები გარდა პოეზიისა. ამასთან, XVI საუკუნის პოეზია გან-
ვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა.
პირველი პოეტი-ჰუმანისტები იყვნენ თომას უაიეტი
(Thomas Wyatt, 1503-1542) და ჰენრი ჰოუარდი, სარეის გრა-
ფი (Henry Howard, Earl of Surrey, 1516/1517-1547), სასახ-
ლის კარზე დაახლოებული არისტოკრატები. მეფე ჰენრი VIII-
ის დესპოტიზმის გამო უაიეტი ტაუერში გამოამწყვდიეს, ხოლო
ჰოუარდი სიკვდილით დასაჯეს – პარანოიით შეპყრობილი
ჰენრი VIII დარწმუნებული იყო, რომ ჰოუარდს მისი გვირგვი-
ნის მიტაცება ჰქონდა განზრახული.
თომას უაიეტი იტალიაში მოგზაურობის შემდეგ პეტრარ-
კას პოეზიამ გაიტაცა. უაიეტი ჯერ პეტრარკას თარგმნიდა, მე-
რე კი ორიგინალური ნაწარმოებების წერაც დაიწყო. მან ინ-
გლისურ ლიტერატურაში სონეტის ჟანრი შემოიტანა. ჰენრი
ჰოუარდიც ძირითადად სონეტის ჟანრს ირჩევს. პეტრარკას
ლაურა ჰოუარდის სონეტების გმირის, ჯერალდინას ერთგვა-
რი წინამორბედი გახდა. ჰენრი ჰოუარდმა ინგლისურ პოეზია-
ში შემოიტანა თეთრი ლექსი, რომელიც შემდგომში ძირითა-
დი პოეტური ფორმა გახდა მარლოსა და შექსპირის ტრაგედი-
ებში.
სონეტის ხელოვნება კიდევ უფრო დაიხვეწა და განვითარ-
და სერ ფილიპ სიდნის (Sir Philip Sidney, 1554-1586) შემოქ-
მედებაში. არისტოკრატული წარმოშობის სერ ფილიპ სიდნი,
ელისაბედის ეპოქის ერთ-ერთი გამოჩენილი ფიგურა, ფრიად
განსწავლული ადამიანი იყო. მან ოქსფორდი დაამთავრა.
რამდენიმე წელი გაატარა ევროპაში, სადაც იმოგზაურა საფ-

35 მკითხველთა ლიგა
რანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და პოლონეთ-
ში. ამ მოგზაურობების დროს მან პირადად გაიცნო ბევრი ევ-
როპელი ინტელექტუალი და პოლიტიკოსი. სიდნი კარგად იც-
ნობდა თავისი დროის ცნობილ ჰუმანისტებს. სხვა ინგლისელ
პოეტებთან ერთად, რომელთა შორის იყო ედმუნდ სპენსერიც,
ფილიპ სიდნიმ დააარსა ლიტერატურული წრე „არეოპაგი“.
ინგლისში დაბრუნების შემდეგ სიდნიმ გაიცნო პენელოპ
დევრე, მომავალი ლედი რიჩი, რომელიც, მიუხედავად იმისა,
რომ პოეტზე ბევრად ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 1584
წელს შექმნილი მისი სონეტების ციკლის „ასტროფელი და
სტელა“ შთაგონების წყარო გახდა. ასტროფელი და სტელა გა-
ნასახიერებენ თავად პოეტს და მის სატრფო პენელოპ დევრეს.
სონეტებში იგრძნობა პეტრარკას გავლენა, თუმცა სიდნიმ შეძ-
ლო გაეთავისებინა და ინგლისურ ნიადაგზე დაენერგა პეტ-
რარკას სონეტი. სიდნის სონეტი შინაარსით, დახვეწილობით
და გრძნობათა სიღრმით გამოირჩევა.
პასტორალური ელემენტების შემცველ რომანში „არკა-
დია“, რომელიც 1581 წელს არის დაწერილი, ფილიპ სიდნი
პროზაული თხრობისა და სხვადასხვა ზომის ლექსების მონაც-
ვლეობას ახდენს. „არკადიაში“ პასტორალური, მწყემსური
ცხოვრების ამსახველ იდილიურ სურათებს, რომლებიც ხში-
რად ზედმეტად იდეალიზებულია, რაინდთა შერკინებების, პო-
ლიტიკური ვერაგობის, ძალადობის, ომის სცენები ენაცვლე-
ბა.
თავისი ესთეტიკური შეხედულებები სიდნიმ გადმოსცა
1583 წელს შექმნილ ტრაქტატში „პოეზიის დაცვა“. მიჩნე-
ულია, რომ ნაწილობრივ ეს იყო გამოხმაურება სტივენ გოსო-
ნის წიგნზე, რომელიც უარყოფს თეატრის მნიშვნელობას.
სიდნი ლირიკული და საგმირო პოეზიის დამცველად გამოდის.
„არეოპაგის“ ლიტერატურული წრის წევრი იყო აგრეთვე
პოეტი ედმუნდ სპენსერი (Edmund Spenser, 1552/1553-
1599). თავის სონეტებში ის სიყვარულის პლატონურ იდეალს
გამოხატავდა. ედმუნდ სპენსერის სონეტები პეტრარკასა და
ტორკვატო ტასოს გავლენით იქმნება და დახვეწილი ფორმით
გამოირჩევა. მისი პოეტური ტალანტი სრულად გამოვლინდა

36 მკითხველთა ლიგა
პასტორალურ პოემაში „მწყემსის კალენდარი“ (1579). პოემა
თორმეტი ეკლოგისაგან შედგება, რომლებიც წელიწადის
თვეებს შეესაბამება. ნაწარმოების ენა ხაზგასმით არქაიზებუ-
ლია, რათა იგრძნობოდეს კავშირი შუა საუკუნეებთან, კერ-
ძოდ კი ჩოსერთან, რომელსაც სპენსერი თაყვანს სცემდა.
სპენსერის შემოქმედების მწვერვალია ალეგორიული ეპი-
კური პოემა „ფერიათა დედოფალი“, რომელიც 1590-1596
წლებში შეიქმნა. ამ ნაწარმოებით სპენსერი ქებას უძღვნის დე-
დოფალ ელისაბედ I-ს. პოემაში ავტორი იყენებს მეფე არტუ-
რის შესახებ არსებული სარაინდო რომანების მოტივებს. „ფე-
რიათა დედოფალმა“ გამოქვეყნებისთანავე დიდი აღიარება
ჰპოვა.
ედმუნდ სპენსერის პოეტურ ნიჭს დიდ პატივს სცემდნენ პო-
ეტი-რომანტიკოსები – ჯორჯ ბაირონი, უილიამ უორდსუორთი
და ჯონ კიტსი.
XVI საუკუნე ინგლისში დრამატურგიის აყვავების პერი-
ოდია. საუკუნის ბოლოს ლონდონში თორმეტამდე თეატრი
იყო, თუმცა თეატრალური კულტურა დიდ სიძნელეებს აწყდე-
ბოდა – პურიტანები თეატრს ეშმაკის საქმედ მიიჩნევდნენ.
აღორძინების ეპოქის ინგლისელი დრამატურგების შემოქ-
მედებაში მოხდა ხალხური ფარსისა და კლასიკური ანტიკური
დრამის შერწყმა. XVI საუკუნის დრამატურგები, რომელთა
შორის იყვნენ თომას კიდი და ქრისტოფერ მარლო, თავიანთ
თავს „უნივერსიტეტის გონებებს“ უწოდებდნენ.
თომას კიდი (Thomas Kyd, 1558-1594) მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ელისაბედის ეპოქის ინგლისური დრამის
განვითარებაში. კიდი არის ავტორი დაახლოებით 1587 წელს
დაწერილი შურისძიების ტრაგიკული დრამისა „ესპანური
ტრაგედია“, რომელიც ე.წ. სისხლიანი ტრაგედიის ჟანრს განე-
კუთვნება. კიდი მიჩნეულია ავტორად პიესისა „ჰამლეტი“, რო-
მელიც შემონახული არ არის, თუმცა ეს აზრი საკამათოა. ვა-
რაუდობენ, რომ სწორედ კიდის ეს პიესა გახდა შექსპირის
„ჰამლეტის“ საფუძველი. მაგრამ უკვე „ესპანურ ტრაგედიაში“
არის სიტუაციები, რომლებიც ახლოსაა შექსპირის „ჰამლეტ-
თან“ – შურისძიების განხორციელება, სპექტაკლში ჩართული

37 მკითხველთა ლიგა
სცენა – ე.წ. სცენა სცენაზე. თომას კიდის ოსტატობამ დამაჯე-
რებელი ხასიათების შექმნასა და დრამატული მოქმედების
განვითარებაში მოამზადა შექსპირის დრამატურგიული ხე-
ლოვნება.

38 მკითხველთა ლიგა
ქრისტოფერ მარლო

„უნივერსიტეტის გონებათა“ ერთ-ერთმა უნიჭიერესმა


წარმომადგენელმა, დრამატურგმა, პოეტმა და მთარგმნელმა
ქრისტოფერ მარლომ (Christopher Marlowe, 1564-1593) კემ-
ბრიჯის უნივერსიტეტის ქრისტეს სხეულის კოლეჯში ჯერ ბაკა-
ლავრის, ხოლო შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიიღო.
ქრისტოფერ მარლო კენტერბერიში დაიბადა მეწაღე ჯონ
მარლოს ოჯახში. მისი დაბადების ზუსტი დრო უცნობია, მაგ-
რამ რადგან ის 1564 წლის 26 თებერვალს მონათლეს, სავა-
რაუდოდ, რამდენიმე დღის დაბადებული იქნებოდა. ამგვა-
რად, მარლო სულ რაღაც ორი თვით უფროსი იყო თავის დიდ
თანამედროვე უილიამ შექსპირზე, რომელიც 1564 წლის 26
აპრილს მონათლეს სტატფორდში-ეივონზე.
დრამატურგ ქრისტოფერ მარლოს ტრაგედიები მისივე სი-
ცოცხლეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დაახლოე-
ბით 1587 წელს დაწერილი ტრაგედია „დიდი თემურლენგი“
(ტამერლანი) ორი ნაწილისაგან შედგება და დიდი დამპყრობ-
ლის, თემურლენგის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
თემურლენგის სახე მარლოს მიერ გახსნილია რენესანსული
წარმოდგენების პოზიციიდან. ავტორი არ ცდილობს ისტო-
რიული სიზუსტის დაცვას. ისტორიული მოვლენების ასახვა
არც არის მისი მიზანი. ნაწარმოებში უხვადაა მხატვრული გა-
მონაგონი, რომელიც ემსახურება დრამატურგის ძირითად ჩა-
ნაფიქრს – გვიჩვენოს ძლიერი პიროვნების ხასიათი, გახსნას
მისი ადამიანური და ინდივიდუალური თვისებები. თემურლენ-
გის პერსონაჟი მარლოს თავისი მასშტაბურობით იზიდავს.
სკვითი მწყემსი თემური (მონღოლი დამპყრობელი მარლოს
ტრაგედიაში სკვითად არის გამოყვანილი), რომელმაც თავი-
სი ნიჭის, ჭკუის, ნებისყოფისა და გამბედაობის წყალობით არ-
ნახულ ძლევამოსილებას მიაღწია და რომელიც შემდგომში
სპარსეთის მეფე გახდა, ტრაგედიაში წარმოდგენილია რო-

39 მკითხველთა ლიგა
გორც ტიტანური ფიგურა. მაგრამ თემურლენგის ხასიათი
რთული და წინააღმდეგობრივია. მარლოს თემურლენგი ავ-
ტორის თანამედროვე რენესანსის ეპოქის ტიტანი-ინდივიდუა-
ლისტია. ეს უშიშარი მეომარი ბრძოლაში უძლეველია. ამაღ-
ლებული და ერთგულია მისი სიყვარული ზენოკრატეს მი-
მართ. ის თაყვანს სცემს სილამაზეს, ერთგულ მეგობრობას
უწევს თანამებრძოლებს, მაგრამ, ამასთან, მისთვის არ არსე-
ბობს ავტორიტეტები. ის ღმერთებსაც კი გაბედულად უტო-
ლებს თავს... თემურლენგი დიდი ცოდნის პატრონია, ის საქმის
ღრმა ცოდნით გადასცემს თავის შვილებს ომის წარმოების კა-
ნონებს, სახელმწიფოს მართვის საიდუმლოებებს. ამავე
დროს, ინდივიდუალისტი თემურლენგი ფანატიკური გზნებით
მიილტვის ძალაუფლებისკენ. ის არაფრის წინაშე უკან არ იხე-
ვს, ოღონდ კი განახორციელოს თავისი სანუკვარი მიზანი –
დაიპყროს აზია და გახდეს აღმოსავლეთის მბრძანებელი. მი-
სი ბრძანებით დაუნდობლად ანადგურებენ დაპყრობილი ტე-
რიტორიების მოსახლეობას, პირისაგან მიწისა აღგვიან ქალა-
ქებს, მხეცურად ეპყრობიან ტყვეებს. მძვინვარე დამპყრობე-
ლი თემურლენგი მნგრეველია – „თუ მე დავიღუპები, დაე სამ-
ყაროც დაიღუპოს“ – ასეთია მისი მოქმედების მოტივაცია. უბ-
რალო მწყემსი ულმობელ და ცინიკოს ტირანად გადაიქცა,
რომელიც მხოლოდ ომსა და სისხლისღვრაზე ფიქრობს და
თავის გზაზე სიკვდილს თესავს. ის არც საკუთარ ვაჟს, ხალიფს
დაინდობს და მასაც კლავს მხოლოდ იმის გამო, რომ ხალიფი
უარს ამბობს მამის კვალს გაჰყვეს. ბოლოს თემურლენგი სა-
კუთარ თავს ღმერთად გამოაცხადებს, მზეს უწოდებს თავის
თავს.
სისხლიანი დამპყრობელი და დესპოტი თემურლენგი ბევ-
რი პერსონაჟის მიერ არის დაგმობილი ტრაგედიაში. ისინი მი-
სი დაუნდობლობის მსხვერპლი ხდებიან. მარლო გვიჩვენებს,
რომ ტირანს აუცილებლად მიეზღვება სამაგიერო. ასეც ხდება
– კვდება ზენოკრატე, თემურლენგის ლაშქარს ამარცხებს მის
მიერ შეურაცხყოფილი თურქი სულთნის ვაჟის, კალაპინის ჯა-
რი, ბოლოს კი თავად უძლეველ თემურლენგსაც მოეწევა სიკ-
ვდილი.

40 მკითხველთა ლიგა
თემურლენგს უპირისპირდებიან მამაცი ადამიანები, ნამ-
დვილი გმირები, რომლებიც, იცავენ რა თავიანთ სამშობლოს,
დამპყრობელთან უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან. თუ თე-
მურლენგი ომობს ომისა და სისხლისღვრის სიყვარულით, ეს
ადამიანები იარაღს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში
იღებენ ხელში.
მარლოს „დიდი თემურლენგი“ იმ დროს იქმნებოდა, როცა
ინგლისსა და ესპანეთს შორის ომი მიმდინარეობდა. ალბათ
ამითაც შეიძლება აიხსნას ავტორის დაინტერესება გმირობი-
სა და პატრიოტიზმის საკითხებით.
დაახლოებით 1589 წელს მარლო წერს დრამას „დოქტორ
ფაუსტუსის ტრაგიკული ისტორია“, რომლის ცენტრშია იოჰან
ფაუსტუსი, სწავლული ვიტენბერგიდან. ფაუსტუსის სახით ავ-
ტორი განადიდებს ადამიანის გონების ძალას, მის მიერ მოპო-
ვებული ცოდნის ძალას, მის სურვილს ჩაწვდეს სამყაროს სა-
იდუმლოებებს. მაგრამ ფაუსტუსი წინააღმდეგობრივი სახეა.
მარლოს ტრაგედია ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ტრაგე-
დიაა, რომელიც წარმოგვიდგენს შინაგან ბრძოლას სწავლუ-
ლი-ჰუმანისტისა, აბსოლუტური პიროვნული თავისუფლების-
კენ რომ ისწრაფვის, მაგრამ ისიც კარგად რომ ესმის, რომ ეს
სწრაფვა მარტოობასა და სიკვდილს უქადის.
ფაუსტუსი სამყაროს დამორჩილებისა და ძალაუფლების
მიღწევის გზებს ეძებს. სამყაროზე გაბატონების მიზნით მას
სურს ჩაწვდეს შეუცნობელს, დაეუფლოს აბსოლუტურ ცოდნას
და აბსოლუტური ცოდნით შეიარაღებულმა ხელში ჩაიგდოს
განუსაზღვრელი ძალაუფლება. ფაუსტუსიც, თემურლენგის
მსგავსად, არაფრის წინაშე არ იხევს უკან, მიმართავს შავ მა-
გიას, რათა ბნელეთის ძალებს დაუკავშირდეს, მზადაა ეშმაკს
მიჰყიდოს სული, ოღონდ კი სამყაროზე ბატონობის სადავეებს
დაეპატრონოს. ფაუსტუსი გარიგებაში შედის ჯოჯოხეთის
მბრძანებლებთან – ლუციფერთან, ბელზებელთან და მეფის-
ტოფელთან – მეფისტოფელის დახმარებით ის ოცდაოთხი წე-
ლი ყოვლისშემძლე იქნება, შემდეგ კი სამუდამო ჯოჯოხეთური
ტანჯვისთვის არის განწირული.

41 მკითხველთა ლიგა
ფაუსტუსის სწრაფვა – ყოვლისმომცველი ცოდნის წყალო-
ბით საწადელს მიაღწიოს, კრახს განიცდის. ფაუსტუსი მიზნის
მიუღწევლად იღუპება.
ამავე მიზნის მისაღწევად – სამყაროს დამორჩილების-
თვის იბრძვის აგრეთვე დაახლოებით 1589 წელს შექმნილი
ტრაგედიის „მალტელი ებრაელის ტრაგედია“ გმირი ბარაბა.
ბარაბა სიმდიდრის მოხვეჭის გზით ცდილობს გულისწადილის
ასრულებას. იგი მზადაა ნებისმიერი სისაძაგლე ჩაიდინოს.
მაგრამ მევახშე ბარაბა თავის მიერვე სხვისთვის დაგებულ მა-
ხეში ებმება და იღუპება.
პიესაში დასმული ძირითადი პრობლემა იკვეთება უკვე
პროლოგში, სადაც გამოჩნდება ისტორიული პერსონაჟი ნი-
კოლო მაკიაველი (Niccolo Machiavelli,1469-1527), რომე-
ლიც არ არის დაკავშირებული პიესის სიუჟეტთან. ბარაბამ
სიმდიდრე სწორედ მაკიაველის პრინციპების გამოყენებით
მოიხვეჭა. სწორედ მაკიაველისტურ იდეებს – ამორალურო-
ბას, დაუნდობლობას, ვერაგობას, ღალატსა და სიტყვის გა-
ტეხვას რომ იწვევს, ამხელს მარლო ბარაბას სახით. მარლოს
ბარაბა შექსპირის შაილოკის პროტოტიპია.
მარლოს ეს სამი პიესა ერთი და იმავე პრობლემის გამო-
ხატვის სამ სხვადასხვა ფორმად შეიძლება აღვიქვათ. მათ გმი-
რებს – თემურლენგს, ფაუსტუსსა და ბარაბას აერთიანებთ ერ-
თი და იგივე მიზანი – მათ სამყაროს დამორჩილება სურთ. სა-
მივე მათგანი საოცარი ძალითა და ფანტასტიკური ნებისყო-
ფით გამოირჩევა და დაუოკებელი გზნებით შეპყრობილი ტი-
ტანი-ინდივილუალისტია, რენესანსული სულის გამომხატვე-
ლი ძლიერი სახეები, რომლებიც მიზნის მისაღწევად არაფერს
არ დაგიდევენ, და სწორედ ამის გამო იღუპებიან.
მარლოს მხატვრულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ად-
გილი უჭირავს დრამას „ედუარდ მეორე“, რომელიც დაახ-
ლოებით 1592 წელს დაიწერა. მასში ინგლისურ ლიტერატუ-
რაში პირველად წინა პლანზე წამოწეულია ისტორიზმის პრინ-
ციპი, არა მხოლოდ როგორც ისტორიული ამბების თხრობის,
არამედ როგორც გარკვეული ისტორიული კონცეფციის შემ-
ცველი პრინციპი.

42 მკითხველთა ლიგა
ძალაუფლებისმოყვარე ლორდი მორტიმერი ინგლისის
მმართველობას ესწრაფვის. ის ააჯანყებს ბარონებს, რათა ში-
ნააშლილობის გზით გვირგვინი წაართვას მეფე ედუარდ მე-
ორეს და ახალგაზრდა პრინცს გადასცეს ის. მორტიმერს, რო-
მელიც დედოფალ იზაბელის საყვარელია, იმედი აქვს, რომ
მას რეგენტად დანიშნავენ. ედუარდ მეორე იძულებულია
გვირგვინზე უარი თქვას. მორტიმერის ბრძანებით მას კლავენ.
მიაღწევს რა თავისი ფარული და ვერაგული გეგმების განხორ-
ციელებას, მორტიმერი ჩათვლის, რომ თავად არის საკუთარი
ბედის წარმმართველი. მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როცა
ის, როგორც იქნა, რეგენტი გახდება, მას ბედი უმუხთლებს.
ახალი მეფე, ედუარდ მესამე, უფრო მეტ სიმტკიცეს გამოიჩენს,
ვიდრე მისი მამა და მოახერხებს ლორდების ამბოხებას მე-
ფისმკვლელი მორტიმერის წინააღმდეგ. მორტიმერს სიკვდი-
ლით სჯიან, დედოფალს კი ტაუერში გამოამწყვდევენ. მორტი-
მერის სახე შექსპირის რიჩარდ მესამის წინამორბედი მხატ-
ვრული სახეა.
მარლოს კალამს ეკუთვნის აგრეთვე პოემა „ჰერო და ლე-
ანდრე“, რომელიც 1588 წელს გამოქვეყნდა ჯორჯ ჩეპმენის
მიერ დაწერილი გაგრძელებით. პოემაში გარკვეული სახეც-
ვლილებით გამოყენებულია ბერძნული მითი ჰელესპონტის
სხვადასხვა მხარეს მცხოვრები შეყვარებულების შესახებ. ვე-
ნერას ქურუმი ქალი ჰერო შეუყვარდება აბიდოსელ ჭაბუკ ლე-
ანდრეს, რომელიც ჰეროს სიყვარულისთვის ჰელესპონტს გა-
დაცურავს.
მარლოს ლექსი „ვნებიანი მწყემსი თავისი სიყვარული-
სადმი“, რომელიც 1599 წელს, მარლოს სიკვდილიდან ექვსი
წლის შემდეგ გამოქვეყნდა, ინგლისურ პოეზიაში პასტორა-
ლური სტილის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია.
მარლომ აგრეთვე თარგმნა ოვიდიუსის „სიყვარულის ხე-
ლოვნება“, რომელიც 1599 წელს კენტერბერიის არქიეპისკო-
პოსმა აკრძალა, რის გამოც თარგმანი, როგორც „გამრყვნე-
ლი და შეურაცხმყოფელი“, საჯაროდ დაწვეს.
მკვლევართა ნაწილი ქრისტოფერ მარლოს უილიამ შექ-
სპირის ზოგიერთი ადრინდელი დრამის თანაავტორად მიიჩ-

43 მკითხველთა ლიგა
ნევს. ამ ორი დრამატურგის შემოქმედებითი კავშირის საფუძ-
ველზე წარმოიშვა აგრეთვე ჰიპოთეზა, თითქოს შექსპირის
ზოგიერთი ნაწარმოები სინამდვილეში მარლოს ეკუთვნოდეს.
დანამდვილებით არაფრის თქმა არ შეიძლება, მაგრამ ის კი
ცხადია, რომ ეს ჰიპოთეტური მოსაზრებები მარლოს მაღალ-
მხატვრულ ოსტატობაზე მეტყველებს. ქრისტოფერ მარლო,
როგორც ინგლისური რენესანსული დრამატურგიის შესანიშ-
ნავი წარმომადგენელი და ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური
ტრაგედიისა და ისტორიული დრამის შემქმნელი, უილიამ შექ-
სპირის წინამორბედია.
აღორძინების ეპოქის ინგლისური დრამატურგიის განვი-
თარებაში ქრისტოფერ მარლოს დამსახურება უდიდესია. მარ-
ლოს შემოქმედებაში ტრაგიკულის გაგება თვისობრივად უფ-
რო მაღალ საფეხურზე ადის – გარეგნულიდან გმირის შინაგან
სამყაროშია გადატანილი.
1593 წლის მაისში ლონდონში გავრცელდა ფურცლები,
რომლებიც საფრანგეთიდან და და ჰოლანდიიდან დევნილი
პროტესტანტებისადმი მუქარას შეიცავდა. ერთ-ერთ მათგან-
ზე, რომელიც თეთრი ლექსით იყო დაწერილი, იყო ხელმოწე-
რა „თემურლენგი“ (ტამერლანი) და მარლოს პიესების ალუზი-
ებს შეიცავდა. გაიცა დამნაშავეთა დაპატიმრების ბრძანება.
მეორე დღეს დააპატიმრეს მარლოს კოლეგა, დრამატურგი
თომას კიდი, რომლის ბინის ჩხრეკისას ჰერეტიკული შინაარ-
სის ტრაქტატის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. კიდმა დაადასტურა,
რომ ის მარლოს დაწერილი იყო. 18 მაისს გაიცა მარლოს და-
პატიმრების ბრძანება. 20 მაისს მარლო დროულად გამოც-
ხადდა სასამართლოში, მაგრამ იმ დღეს სხდომა არ გამართუ-
ლა. 30 მაისს კი მარლო დანით მოკლა ინგრამ ფრაიზერმა.
დაკითხვის ოქმის მიხედვით, ფრაიზერი, რომელსაც მარლო
კამათის დროს თავს დაესხა, მოგერიების მოტივით მოქმედებ-
და, რის გამოც სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო.
ქრისტოფერ მარლო დეპთფორდის წმ. ნიკოლოზის ეკლე-
სიის ეზოში დაკრძალეს, ისე, რომ საფლავზე წარწერა არ გა-
უკეთებიათ.

44 მკითხველთა ლიგა
უილიამ შექსპირი

ინგლისური რენესანსული ლიტერატურა თავისი განვითა-


რების უმაღლეს მწვერვალს უილიამ შექსპირის (William
Shakespeare, 1564-1616) შემოქმედებაში აღწევს. შექსპირის
შემოქმედებითი მემკვიდრეობა მსოფლიო რენესანსული
კულტურის გვირგვინია. მას ინგლისის ეროვნულ პოეტად და
ეივონის ბარდად მოიხსენიებენ.
შექსპირის შესახებ დაწვრილებითი ბიოგრაფიული მონა-
ცემები არ არსებობს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებს,
რომ ფსევდონიმი „უილიამ შექსპირი“ პოეტებისა და დრამა-
ტურგების ჯგუფს აერთიანებდა, ანუ ერთი კონკრეტული ავტო-
რი საერთოდ არ არსებობს.
უილიამ შექსპირი დაიბადა სტრატფორდში ეივონზე. მისი
მამა, ჯონ შექსპირი ფერმერი და ტყავის ხელოსანი იყო. ერთ
დროს ის ქალაქის თავიც ყოფილა. დედა, მერი არდენი, წვრი-
ლი აზნაურის ქალიშვილი იყო. შექსპირს სტრატფორდის სკო-
ლაში უსწავლია, სადაც უმთავრესად ლათინური და ბერძნუ-
ლი ისწავლებოდა. თვრამეტი წლისას ცოლად შეურთავს მე-
ზობლის ქალი, მასზე რვა წლით უფროსი ენ ჰეთეუეი, რომელ-
თანაც სამი შვილი შესძენია, ორი ქალი და ერთი ვაჟი, სახე-
ლად ჰამნეტი, რომელიც თერთმეტი წლის მოკვდომია. რო-
გორც ჩანს, შემდეგ შექსპირს დაუტოვებია ოჯახი და ლონდონ-
ში წასულა. ზოგი ბიოგრაფის აზრით, ამის მიზეზი ის ყოფილა,
რომ მას თავისი მემამულის ტყეში ირემი მოუკლავს, რის გა-
მოც მკაცრი სასჯელი ემუქრებოდა. ზოგი ფიქრობს, რომ ის
სტრატფორდში საგასტროლოდ ჩამოსულ ლონდონის თეატ-
რის დასს გაჰყვა.
უცნობია, თუ ზუსტად როდის დაიწყო შექსპირმა წერა. ცნო-
ბილია მისი სამსახიობო კარიერის შესახებ, თუმცა ის ცუდი
მსახიობი ყოფილა. თეატრალურმა დასმა, რომლის წევრიც ის
იყო, მდ. ტემზის სამხრეთ ნაპირზე საკუთარი თეატრი აიშენა,

45 მკითხველთა ლიგა
რომელსაც „გლობუსი“ უწოდა. როგორც ჩანს, ამ დასთან ერ-
თად საქმიანობამ შექსპირი გაამდიდრა, რადგან მან 1597
წელს სტარტფორდში სიდიდით მეორე სახლი, „ნიუ ფლეისი“
შეიძინა.
დრამატურგიული მოღვაწეობა შექსპირს ძველი პიესების
გადაკეთებით დაუწყია, რაც იმ დროს გავრცელებული საქმია-
ნობა იყო. არ არის ცნობილი, ზუსტად რომელი პიესების გადა-
კეთებით დაიწყო მან, მაგრამ ცნობილია, რომ ბევრ მის ნაწარ-
მოებს ჰქონდა ლიტერატურული წინამორბედი, თუმცა, რა
თქმა უნდა, წინამორბედთაგან დასესხება უმნიშვნელოა და არ
სცილდება ფაბულის დასესხების ფარგლებს. გადაკეთების შე-
დეგად შექსპირი თვისობრივად სრულიად დამოუკიდებელ,
ხოლო ესთეტიკური თვალსაზრისით გენიალურ ნაწარმოე-
ბებს ქმნის.
სავარაუდოდ, ლიტერატურული მოღვაწეობა შექსპირმა
1590-იან წლებში დაიწყო. 1612 წელს ის სტრატფორდში დაბ-
რუნებულა და წერა შეუწყვეტია. ცხოვრების ბოლო წლები მას
თავის ოჯახში გაუტარებია და, გადმოცემის თანახმად, გარ-
დაცვლილა 1616 წლის 23 აპრილს, წმ. გიორგის, ინგლისის
მფარველი წმინდანის ხსენების დღეს. 23 აპრილი არის აღია-
რებული მის დაბადების დღედაც, რომელიც სინამდვილეში
უცნობია. შექსპირი დაკრძალულია სტრატფორდის წმ. სამე-
ბის ეკლესიაში, საკურთხეველთან. საფლავის გვერდით, კედ-
ლის ნიშაში შექსპირის ბიუსტი მისი გარდაცვალებიდან შვიდი
წლის შემდეგ, მისი ცოლის, ენ ჰეთეუეის სიცოცხლეში დადგეს
და შექსპირის გარეგნობის ზუსტად ამსახველ ბიუსტად ით-
ვლება.
შექსპირის შემოქმედებით მემკვიდრეობას შეადგენს 37
პიესა – კომედიები, ტრაგედიები, ისტორიული ქრონიკები,
რომელთაგან რამდენიმე („ჰენრი VI“, „ტიტუს ანდრონიკუსი“,
„ჰენრი VIII“ და „პერიკლე“, სავარაუდოდ, სხვა დრამატურგებ-
თან თანაავტორობით უნდა იყოს დაწერილი), ორი პოემა –
„ვენერა და ადონისი“ და „ლუკრეცია“, და 154 სონეტი.
შექსპირის შემოქმედება სამ ძირითად პერიოდად იყოფა.
პირველი პერიოდი (1590-1600) უპირატესად ხალისიანი, მხი-

46 მკითხველთა ლიგა
არული, ოპტიმისტური განწყობით ხასიათდება – ნათელი სა-
ხეებით, ლირიკული ელფერით გამოირჩევა. ამ პერიოდში და-
იწერა მისი კომედიებისა და ისტორიული ქრონიკების უმრავ-
ლესობა, პოემები და სონეტების ერთი ნაწილი. ნაწარმოებე-
ბის დათარიღება არ არის საბოლოოდ დადგენილი და მხო-
ლოდ მიახლოებითია.
პირველ პერიოდში დაწერილია კომედიები: „შეცდომათა
კომედია“, „ჭირვეულის მორჯულება“, „ორი ვერონელი აზნა-
ური“, „სიყვარულის ამაო გარჯა“, „შუაზაფხულის ღამის სიზმა-
რი“, „ვენეციელი ვაჭარი“, „უინძორის მხიარული ქალები“,
„აურზაური არაფრის გამო“, „როგორც გენებოთ“, „მეთორმე-
ტე ღამე“.
ამავე პერიოდში დაიწერა ისტორიული ქრონიკები: „ჰენრი
VI“, „რიჩარდ III“, „მეფე ჯონი“, „ჰენრი IV“, „ჰენრი V“.
პირველ პერიოდში შექმნილი ტრაგედიებია: „ტიტუს ან-
დრონიკუსი“, „რომეო და ჯულიეტა“, „იულიუს კეისარი“.
შემოქმედების პირველ პერიოდს განეკუთვნება აგრეთვე
პოემები: „ვენერა და ადონისი“, „ლუკრეცია“ და სონეტების ნა-
წილი.
მაგრამ შექსპირი არც თავისი შემოქმედების პირველ პე-
რიოდში, რომელსაც ოპტიმისტურ პერიოდს უწოდებენ, არ ყო-
ფილა ცალმხრივი. მას ამ ნათელ პერიოდშიც შეაქვს ტრაგი-
კული მოტივი (კომედია „ვენეციელი ვაჭარი“, ტრაგედიები).
მაღალი ჰუმანისტური იდეალებისა და რეალური სინამდვი-
ლის შეუსაბამობის შეგრძნებამ, რომელიც მისი შემოქმედე-
ბის მეორე პერიოდში ჰუმანიზმის კრიზისით გამოიხატა, პირ-
ველ პერიოდშიც იჩინა თავი.
მეორე პერიოდი (1601-1608) მოიცავს სახელგანთქმულ
ტრაგედიებს: „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მეფე ლირი“, „მაკბეტი“.
მეორე პერიოდში შექსპირისეული სიცოცხლის სიყვარულსა
და ოპტიმიზმს ტრაგიკული განწყობილების ძლიერი ნაკადი
ერთვის.
შექსპირი წერს აგრეთვე ტრაგედიებს ანტიკურ სიუჟეტებ-
ზე: „ანტონიოსი და კლეოპატრა“, „კორიოლანოსი“, „ტიმონ
ათენელი“.

47 მკითხველთა ლიგა
ამავე პერიოდში იწერება აგრეთვე ძლიერი ტრაგიკული
ელფერის შემცველი კომედიები, რომელთაც შეიძლება დრა-
მები ეწოდოს: „ტროილუსი და კრესიდა“, „ყველაფერი კარგია,
რაც კარგად მთავრდება“, „სასჯელი სასჯელის წილ“.
შემოქმედების მეორე პერიოდი ტრაგიკული პერიოდის სა-
ხელითაა ცნობილი, რადგან ის გამოირჩევა შექსპირის ინტე-
რესით ტრაგიკული კონფლიქტებისა და ტრაგიკული გმირები-
სადმი.
შემოქმედების მესამე პერიოდი (1608-1612) სინთეტური
ხასიათისაა. შექსპირი წერს დრამატული პრობლემების შემ-
ცველ, ლირიკული ელფერის მქონე კომედიებს, რომელთაც
ტრაგიკომედიებსაც უწოდებენ: „პერიკლე“, „ციმბელინი“,
„ზამთრის ზღაპარი“, „ქარიშხალი“.
მესამე პერიოდი რომანტიკული პერიოდია. შექსპირი ეძე-
ბს გამოსავალს შემოქმედების მეორე პერიოდში მის წინაშე
შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან და რომანტიკული
ფორმით გამოთქვამს კაცობრიობის მომავლის რწმენას. იგი
ჰუმანისტური იდეალების ერთგული რჩება, მაგრამ იმასაც
კარგად ხედავს, რომ ეს იდეალები ვერ განხორციელდება რე-
ალურ ცხოვრებაში. ამ იდეალებმა შექსპირის შემოქმედებით
ფანტაზიაში მშვენიერ ახალ სამყაროზე ოცნების ფანტასტიკუ-
რი ფორმა მიიღეს. ეს ოცნება, არსებულ სინამდვილეში მისი
რეალიზაციის შესაძლებლობის არარსებობის გამო, ხორცს
ისხამს ფანტასტიკური ელემენტების, პასტორალური სცენები-
სა და ალეგორიების ფორმით, რაც აგრერიგად არის დამახა-
სიათებელი შექსპირის შემოქმედების მესამე პერიოდისთვის.
შექსპირი მიმართავს ფანტასტიკისა და რეალობის არევას,
ფოლკლორულ მოტივებს, ზღაპრულ სიუჟეტებსა და უტოპიურ
სიტუაციებს. ამ პერიოდის ნაწარმოებებში გაბატონებულია
ლირიკულ-ჰეროიკული საწყისი, უჩვეულო, განსკუთრებულ
და იშვიათ მოვლენათა რომანტიკა.
XVI საუკუნის ბოლოს სონეტი წამყვანი ჟანრი გახდა ინ-
გლისურ პოეზიაში. შექსპირის სონეტები აღორძინების ეპო-
ქის ინგლისური პოეზიის მწვერვალი და მსოფლიო პოეზიის
ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. შექსპირის სონე-

48 მკითხველთა ლიგა
ტებმა თავისი ფილოსოფიური სიღრმით, ლირიკული ძალით,
გრძნობათა დრამატიზმით და მუსიკალურობით მნიშვნელო-
ვანი როლი შეასრულა სონეტის ხელოვნების განვითარებაში.
შექსპირის 154 სონეტს აერთიანებს სახე ლირიკული გმი-
რისა, რომელიც უმღერის თავის ერთგულ მეგობრობას მშვე-
ნიერი ჭაბუკისადმი და მგზნებარე და მტანჯველ სიყვარულს
გათხოვილი შავგვრემანი ლედისადმი. ეს სონეტები პოეტის
ლირიკული აღსარებაა, ვნებიანი მონოლოგი. ისინი უაღრე-
სად სუბიექტური და ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. პოეტი
განადიდებს ადამიანის სულიერ სილამაზეს და, ამასთან, გვი-
ხატავს ცხოვრების ტრაგიზმს. სონეტების ლირიკული გმირი
ღრმად არის ჩაფიქრებული სიყვარულის, ხორციელი ვნების,
სიკვდილისა და დროის საკითხებზე.
უცნობია, რეალურად არსებული პიროვნებები იყვნენ თუ
არა სონეტების მშვენიერი ჭაბუკი და შავგრემანი ლედი. შექ-
სპირის ბიოგრაფები დღემდე ცდილობენ გაარკვიონ, თუ ვინ
უყვარდა დიდ პოეტს – იდუმალებით მოცული შავგრემანი
გათხოვილი ქალბატონი თუ ლამაზი ჭაბუკი. მკვლევართა დი-
დი ნაწილი მიიჩნევს, რომ თავის შემოქმედებაში შექსპირი უმ-
ღერის როგორც ჰეტეროსექსუალურ, ასევე ჰომოსექსუალურ
სიყვარულს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შექსპირი ნაზი
გრძნობით იყო გამსჭვალული ახალგაზრდა ჰენრი როუზლის,
საუთემპტონის გრაფის მიმართ, რომელიც ლონდონში ყოფ-
ნისას გაიცნო და რომელსაც მიუძღვნა თავისი პოემები „ვენე-
რა და ადონისი“ და „ლუკრეცია“. ფიქრობენ, რომ სწორედ
ლამაზ გრაფს, რომელთანაც პოეტს ხანმოკლე, მაგრამ ძალი-
ან ვნებიანი სიყვარული აკავშირებდა, ეძღვნება ყველაზე
მშვენიერი და ტრაგიკული სონეტები. სხვები მიიჩნევენ, რომ
მშვენიერი ჭაბუკისადმი გამოხატული ღრმა გრძნობა არის
არა ჰომოსექსუალური სიყვარული, არამედ ერთგული მეგობ-
რობის გრძნობა.
ისტორიულ ქრონიკები გამოირჩევა იმით, რომ მათში გან-
საკუთრებული ძალით გამოვლინდა შექსპირის ჰუმანისტური
მსოფლმხედველობა. ისტორიული ქრონიკის ჟანრის არსი რე-
ალური ისტორიული პირებისა და ეროვნული ისტორიის მოვ-

49 მკითხველთა ლიგა
ლენათა დრამატურგიულად გამოსახვაში მდგომარეობს.
ქრონიკას ახასიათებს ისტორიული მოვლენების ზუსტი ასახ-
ვა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს აგრეთვე მხატვრულ გა-
მონაგონსაც და მასალის მხატვრულ გააზრებასაც. ქრონიკებ-
ში შექსპირი გვაძლევს ისტორიული მოვლენებისა და ისტო-
რიული პირების მოქმედებათა მისეულ შეფასება-ინტერპრე-
ტაციას. წარსულის მასალაზე ის წყვეტს პრობლემებს, რომ-
ლებიც აღელვებს მის თანამედროვეთ. ისტორია შექსპირის
ქრონიკებში თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობის
შეცნობას ემსახურება. ქრონიკებს, ისევე როგორც ტრაგედი-
ებს, ახასიათებს ეთიკური პათოსი, სიკეთისა და ბოროტების
პრობლემის ფილოსოფიური დასმა, ჰუმანისტური ინტერესი
პიროვნებისა და მისი ბედისადმი. ქრონიკები ბევრი რამით
უახლოვდება არა მარტო ტრაგედიებს, არამედ კომედიებსაც.
ისტორიული ქრონიკის ჟანრის აღმოცენება განპირობებუ-
ლი იყო თვით ინგლისური სინამდვილის წინააღმდეგობებით,
აგრეთვე საზოგადოების გაზრდილი ინტერესით ეროვნული
ისტორიისადმი ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებისათვის
ბრძოლის პერიოდში.
ტრილოგიაში „ჰენრი VI“ დახატულია ფართო ტილო: აღწე-
რილია თეთრი და წითელი ვარდების სამოქალაქო ომი ორ
დინასტიას შორის – ქვეყნის გამაჩანაგებელი და დამაქცევე-
ლი შინაომი ლანკასტერებისა და იორკების საგვარეულოებს
შორის. თეთრი ვარდი იორკების საგვარეულოს სიმბოლო
იყო, ხოლო წითელი – ლანკასტერებისა. ომი XV საუკუნეში,
მთელი 40 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. შექსპირი გმობს
ორივე მეომარი მხარის მოქმედებას. ის გამოდის ძლიერი სა-
მეფო ხელისუფლების მომხრედ, ძლიერი ცენტრალიზებული
ხელისუფლებისა, რომელსაც შეუძლია ალაგმოს ფეოდალე-
ბის თავგასულობა და ბოლო მოუღოს ფეოდალურ შინაომებს.
აბსოლუტური მონარქია შიგნიდან გააერთიანებდა ქვეყანას
და განახორციელებდა სახელმწიფოებრიობის იდეას. ეს იდეა
მიმართული იქნებოდა ფეოდალური ანარქიის წინააღმდეგ და
ქვეყნის საერთო პროგრესის საფუძველი გახდებოდა, რადგან
მეამბოხე, პატივმოყვარე და ძალაუფლებისმოყვარე ფეოდა-

50 მკითხველთა ლიგა
ლები სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიდნენ. ამიტომაც კიცხავს
იგი მეფე ჰენრი VI-ს, რომელსაც არ აქვს უნარი ალაგმოს მო-
შუღლე ბარონები და მართოს ქვეყანა. ჰენრი VI-ს ბოროტმოქ-
მედება არ ჩაუდენია, მაგრამ მისი დანაშაული ისაა, რომ ის
ცდილობს თავი აარიდოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალე-
ობას, ოცნებობს იმაზე, რომ უარი თქვას სამეფო გვირგვინზე
და უბრალო მწყემსი გახდეს. ჰენრი VI სწორედ იმან დაღუპა,
რომ ვერ შეძლო გონივრულად გამოეყენებინა მისთვის მინი-
ჭებული ძალაუფლება.
ტრილოგიაში აღწერილია აგრეთვე საზოგადოების ცხოვ-
რების ის პირობები, რომლებიც ტირანის მოვლინებას განაპი-
რობებენ. არისტოკრატების სისხლიანი მეტოქეობა და მეფის
სისუსტე იყო წინაპირობა ხელისუფლების სათავეში რიჩარდ
გლოსტერის, მომავალი რიჩარდ III-ის, ტირანისა და დესპო-
ტის, მოსვლისა. ტრილოგიის ბოლოს რიჩარდ გლოსტერის
პირქუში პიროვნება სულ უფრო გავლენიანი ხდება.
პიესაში „რიჩარდ III“ რიჩარდ გლოსტერის პერსონაჟი ცენ-
ტრალური ხდება. თავად პიესა თავისი სტრუქტურით ტრაგე-
დიას უახლოვდება. ავტორის ყურადღება გარეშე ისტორიული
მოვლენების მიმდინარეობიდან გადატანილია გმირის ხასი-
ათსა და გარშემო მყოფებთან მის კონფლიქტზე. რიჩარდი და-
ხატულია არა მხოლოდ როგორც პიროვნება, რომელმაც ხე-
ლისუფლების უზურპაცია მოახდინა, არამედ როგორც ფსიქო-
ლოგიური თვალსაზრისით დამაჯერებელი მხატვრული სახე.
შექსპირი გვაძლევს მისი, როგორც ტირანის მამხილებელ და-
ხასიათებას. რიჩარდი მხილებულია ავტორის მიერ როგორც
პოლიტიკოსი, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩაგდების მა-
კიაველისტურ ხერხებს მიმართავს, ტახტისთვის ბრძოლისას
დანაშაულებრივ მოქმედებებს სჩადის და ამ ავაზაკურ ქმედე-
ბებს, მზაკვრობასა და დაუნდობლობას კეთილდღეობის შესა-
ხებ ფარისევლური მსჯელობებით ნიღბავს. ამასთან, საკუთარ
თავთან მარტო დარჩენილი, დაუფარავად ლაპარაკობს თავის
ვერაგობაზე, თავის განზრახვაზე, ანგარიში არ გაუწიოს სინ-
დისის ხმას. რიჩარდი ამორალური პიროვნებაა, რომელიც
ფიქრობს, რომ სინდისი ლაჩრების მოგონილი სიტყვაა მხო-

51 მკითხველთა ლიგა
ლოდ, ძლიერთა შესაფერხებლად. დესპოტი რიჩარდ გლოს-
ტერი, იორკების გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი,
კლავს მეფე ჰენრი VI-ს, ბოროტმოქმედებათა და მკვლელო-
ბათა სისხლიანი გზით ხელში ჩაიგდებს ტახტს და დაიმორჩი-
ლებს ურჩ ფეოდალებს.
იტალიელი ჰუმანისტი მაკიაველი თვლიდა, რომ ქვეყნის
გაერთიანების კეთილი მიზანი და ძლიერი აბსოლუტისტური
ხელისუფლების განმტკიცება უშვებს და ამართლებს ნების-
მიერი საშუალების – ეშმაკობის, ვერაგობის, მზაკვრობის გა-
მოყენებას, ტერორსაც კი. სწორედ ასეთი მაკიაველისტია რი-
ჩარდ III. მისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა. უფრო მე-
ტიც, რიჩარდი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საკუთარი ძმე-
ბისა და ძმისწულების წინააღმდეგ იბრძვის ყველაზე დაუნ-
დობლად. ტახტამდე ის გვამებზე გადავლით მიდის. რიჩარდი
არც ცრუ ბრალდებების წაყენებას და ცილისწამებას ერიდება.
ამავე დროს ის ცდილობს კანონიერი გახადოს თავისი ხელი-
სუფლება, თითქოს ხელისუფლება ხალხისგან ჰქონდეს მინი-
ჭებული.
მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რიჩარდის პიროვ-
ნებაში არის ერთგვარი ტიტანიზმი, თუმცა ის ბოროტების ტი-
ტანია. სწორედ ეს ტიტანური საწყისი და რენესანსული, ინდი-
ვიდუალისტური თვისებები გამოარჩევს მას თავისი მოწინააღ-
მდეგეებისგან. რიჩარდი არ არის მხოლოდ პატივმოყვარე ფე-
ოდალი.
ის თავის თავში ატარებს აღორძინების ეპოქის ავანტუ-
რულ სულს – მას იტაცებს არა მხოლოდ მიზანი, არამედ თა-
ვად პროცესიც ამ მიზნის მიღწევისა, რასაც მან მთელი თავისი
ჭკუა, ენერგია და მოხერხებულობა შეალია. რიჩარდი მზადაა
ბოლომდე დაიხარჯოს, და სიკვდილსაც უშიშრად ხვდება. შექ-
სპირი, რომელიც ამხელს რიჩარდის ვერაგობას და მზაკვრო-
ბას, ამავე დროს აღტაცებულიც არის მისით, თავისდაუნებუ-
რად. რიჩარდი გონიერი და მამაცია, გამოირჩევა ძლიერი ნე-
ბისყოფითა და სიმტკიცით, ძალით, რომლითაც შეცდომაში
შეჰყავს ირგვლივ მყოფები. მან შეძლო ეცდუნებინა ლედი
ანაც კი, რომელმაც იცის, რომ მისი ქმარი რიჩარდმა მოკლა.

52 მკითხველთა ლიგა
რიჩარდმა იცის, როგორ მოხიბლოს ლედი ანა – ის ეუბნებს
მას, რომ ყველა მკვლელობა მისი სიყვარულის გულისთვის
ჩაიდინა.
მხოლოდ ერთ რამეს ვერ მიაღწია რიჩარდმა – ხალხის
სიყვარულს, თუმცა ის არც ეძებს ვინმესგან მხარდაჭერასა და
თანაგრძნობას – ხალხის მხარდაჭერა მას მხოლოდ პოლიტი-
კური მიზნების მისაღწევად სჭირდება.
რიჩარდის ტირანია იწვევს ლორდების აჯანყებას, რომელ-
საც გრაფი რიჩმონდი ხელმძღვანელობს. რიჩარდს უკვე უჭი-
რს მათთან გამკლავება, რადგან მის მიერ ჩადენილი ბოროტ-
მოქმედებანი არც მისთვის ჩაივლის უკვალოდ. ღამღამობით
ის შფოთავს, კოშმარები ტანჯავს, თავის მიერ მოკლული ხალ-
ხი ელანდება.
პიესის ფინალში რიჩმონდი კლავს რიჩარდს. გრაფ რიჩ-
მონდს (მომავალი ჰენრი VII, ტიუდორების საგვარეულოს
პირველი მეფე) მხარს უჭერს არისტოკრატიაც და ხალხიც. პი-
ესაში სწორედ რიჩმონდის სახეს უკავშირდება დესპოტიზმის
წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობისა და ტირანიაზე გამარ-
ჯვების კანონზომიერების იდეა.
რიჩარდ III-ის სახით შექსპირმა შექმნა განზოგადებული
ტიპი სისხლიანი დესპოტისა. თუმცა რიჩარდი ძლიერი მეფეა,
ვერც ეს ძლიერება იხსნის მას, რადგან ის უზურპატორია – ძა-
ლაუფლება უკანონო და დანაშაულებრივი, ამორალური გზით
აქვს მითვისებული. ტირანის დამარცხება გარდაუვალია.
ქრონიკაში „მეფე ჯონი“ ქვეყნის კეთილდღეობაზე მზრუნ-
ველი მონარქის თემა პატრიოტი მონარქის თემად ყალიბდე-
ბა. ეს პიესა იქმნებოდა იმ პერიოდში, როდესაც ინგლისს კა-
თოლიკური ესპანეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა. ამი-
ტომ ამ ქრონიკაში ცენტრალური გახდა კათოლიკური ეკლე-
სიის დაგმობისა და პატრიოტიზმის თემა. პატრიოტიზმის თემა
იხსნება პიესის ორ ცენტრალურ სახეში. ესენი არიან მეფე ჯონ
უმიწაწყლო და ბასტარდ ფოკენბრიჯი.
თავისი ქვეყნის გაძლიერების მიზნით მეფე ჯონი კავშირს
წყვეტს რომის პაპთან. შექსპირი გვიხატავს ერთი შეხედვით
პატრიოტ მეფეს, რომელიც იცავს ინგლისის სუვერენიტეტს

53 მკითხველთა ლიგა
რელიგიის საკითხში – რაც, თავისთავად, ეროვნული სახელ-
მწიფოს ჩამოყალიბება-განმტკიცების წინაპირობაა – და წინა-
მორბედი ხდება რეფორმატორი ჰენრი VIII-ისა. დადებითად
აფასებს რა მეფე ჯონის პატრიოტულ ქმედებას, შექსპირი
გმობს მას უზურპატორობისთვის – რიჩარდ ლომგულის სიკ-
ვდილის შემდეგ მემკვიდრეობის წესით მეფობა ახალგაზრდა
პრინც არტურს ეკუთვნოდა. ტახტის კანონიერი პრეტენდენ-
ტის თავიდან მოსაშორებლად მეფე ჯონი თავისი ძმისწულის,
არტურის მოკვლას ესწრაფვის, მაგრამ თავის დაუნდობლობა-
შიც კი სულმოკლეობას ავლენს. ის ვერ ბედავს არტურის მოკ-
ვლას, როგორც ამას წარბშეუხრელად გააკეთებდა რიჩარდ
III. ამიტომ მეფე ჯონი სხვას სთხოვს გადაკრულად ახალგაზ-
რდა პრინცის მოკვლას, თანაც ისე, რომ თვითონ მორალურა-
დაც არ იყოს დამნაშავე. ასე რომ, არც მეფე ჯონია ის მონარქი,
რომელიც ღირსია მართოს ქვეყანა – ის არც კანონიერად ზის
ტახტზე და არც ზნეობრივად შეეფერება ამ მაღალ პოსტს. უდა-
ნაშაულო ბავშვის მკვლელი ჯონი, რომელიც ძლიერი მოწინა-
აღმდეგის წინაშე სიმხდალეს იჩენს და ცდილობს შემოირი-
გოს, თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ პირადი ინტერესები
მისთვის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას. უფრო მე-
ტიც, ის მზადაა ნებისმიერ მომენტში გაყიდოს ქვეყანა პირადი
კეთილდღეობისთვის.
მაგრამ თუ მეფე ჯონი უღირსი მონარქი აღმოჩნდება, პი-
ესაში არის მეორე პერსონაჟი, ბასტარდ ფოკენბრიჯი, სახელ-
მწიფოებრიობისა და პატრიოტიზმის პრინციპების მატარებე-
ლი. ფოკენბრიჯი რიჩარდ ლომგულის უკანონო შვილია. მისი
პირქუში სიმამაცე და გამბედაობა საოცრად მომხიბლავია. ის
მამაციცაა და გონიერიც. ფოკენბრიჯის პატრიოტობა განსა-
კუთრებული სიძლიერით ჟღერს მის ფინალურ მონოლოგში,
რომლითაც მთავრდება პიესა. ის აცხადებს, რომ ქვეყნის ში-
ნაგანი ერთიანობა მისი დამოუკიდებლობის ყველაზე მყარი
და საიმედო საყრდენია. ფოკენბრიჯის მიერ გამოთქმული აზ-
რი არის პროგრესული იდეა, მიმართული ფეოდალური და-
ქუცმაცებულობის წინააღმდეგ.

54 მკითხველთა ლიგა
კომედია „ჭირვეულის მორჯულება“ ანონიმი ავტორის ძვე-
ლი ინგლისური პიესის არსებით ცვლილებას წარმოადგენს.
ეს კომედია მჭიდროდ უკავშირდება ფარსის ტრადიციებს. შექ-
სპირის ამ პიესის ერთ-ერთ წყაროდ მიიჩნევენ იტალიური ჰუ-
მანისტური დრამის – არიოსტოს პიესის ინგლისურ გადაკეთე-
ბას. მოქმედება ხდება იტალიაში, სადაც დაირწა ევროპული
რენესანსის აკვანი. მთავარი გმირები არიან ჭირვეული კატა-
რინა და პეტრუჩო. ქალის ჭირვეულობის თემა ერთ-ერთი პო-
პულარული თემა იყო შუა საუკუნეების კომედიურ ლიტერატუ-
რაში. შექსპირის კომედიაც, ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების
ტრადიციებს აგრძელებს – ქალი ქმრის ყურმოჭრილი მონა
უნდა იყოს. მაგრამ სინამდვილეში შექსპირის ამ პიესაში ჰუმა-
ნისტური მორალის საკითხია დასმული – კატარინას გარეგნუ-
ლი ჭირვეულობის მიღმა საკუთარი პიროვნული ღირსებისა
და უფლებებისათვის მებრძოლი ქალი იმალება. მასში კარ-
გად არის განვითარებული პიროვნული ღირსების გრძნობა.
მისი ჭირვეულობა არის თავისებური პროტესტი, გამოწვეული
იმით, რომ მის პიროვნებას ანგარიშს არ უწევენ, არ ესმით მი-
სი.
კატარინას და ბიანკა, თითქოსდა სათნო და მორიდებული,
სინამდვილეში უსახური არსებაა. თანაც ირკვევა, რომ ბიან-
კას მორჩილება ყალბი და გათამაშებულია. ის არ კამათობს,
არ ჩხუბობს, როგორც კატარინა. ის უჩუმრად, მალულად მოქ-
მედებს და აღწევს კიდევაც თავისას.
პეტრუჩო აღორძინების ეპოქის ავანტურული სულის მატა-
რებელია. ის ცხოვრების ასპარეზზე ბრძოლის, სიყვარულისა
და გამარჯვებისთვისაა გამოსული. ის არ არის სენტიმენტა-
ლური შეყვარებული, ის პრაქტიკული ადამიანია, გამოცდი-
ლების მქონე. როცა მას გააფრთხილებენ, რომ კატარინა ჭირ-
ვეულია, ის არ დაფრთხება. მას ხიბლავს კიდეც ჭირვეული კა-
ტარინას მორჯულების ამოცანა, ვერავინ რომ ვერ მოუხერხა
რამე. პეტრუჩოში დუღს ენერგია, რთული ამოცანა იტაცებს
მას. კატარინასა და პეტრუჩოს შორის ორთაბრძოლა იმით
მთავრდება, რომ ისინი ორივენი იგრძნობენ, რომ ერთმანეთს
არ ჩამოუვარდებიან არც ენერგიით, არც ნებისყოფით, არც სი-

55 მკითხველთა ლიგა
ცოცხლის სიყვარულითა და მახვილგონიერებით. შექსპირის
ეს პიესა გადმოსცემს ჰუმანისტურ თვალსაზრისს ქალისა და
მამაკაცის შინაგანი თანასწორობისა და მათი თანაბარი საზო-
გადოებრივი ღირებულების შესახებ.
შექსპირის კომედიებში არის დრამატული კონფლიქტები
და ტრაგიკული მოტივებიც კი. ყველაზე მეტად ეს ითქმის კო-
მედიაზე „ვენეციელი ვაჭარი“, რომელიც მუდამ იძლეოდა
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს მთავარი გმი-
რის, ებრაელი მევახშე შაილოკის წინააღმდეგობრივი სახის
გამო. ერთი მხრივ, შაილოკი დაუნდობელი, ძუნწი და სულ-
მდაბალია, ოქროზე შეყვარებული მევახშე, რომელსაც არა-
ფერი ადამიანური არ გააჩნია. მეორე მხრივ კი წარმოდგენი-
ლია შაილოკის ღრმა შინაგანი დრამაც, რომელიც მის გარშე-
მო შექმნილი პირობების შედეგია: შაილოკი, როგორც ებრა-
ელი, მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდის. ის სძულთ
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ებრაელია. შაილოკისთვის
მისი სიმდიდრე მისი მოძულე ქრისტიანებისგან თავდაცვის
ერთადერთი საშუალებაა.
შაილოკის ხასიათი რთულია. შაილოკი იტანჯება საზოგა-
დოებაში თავისი დამცირებული მდგომარეობის გამო. ის მო-
ითხოვს, რომ ადამიანად აღიარონ, რადგან ადამიანები თა-
ნასწორნი არიან, მიუხედავად ეროვნებისა და სარწმუნოები-
სა. აქედან მომდინარეობს შაილოკის ღრმა შინაგანი დრამა.
ამ პერსონაჟში არის ტრაგიკული საწყისი. რა თქმა უნდა, ის
მტაცებელი მევახშეა, დაუნდობელი და შურისმაძიებელი, მაგ-
რამ შაიოლოკში ჯერ კიდევ ბჟუტავს ის სხივი, ახალგაზრდო-
ბაში რომ ანათებდა მის სულს, როცა ის სხვანაირი იყო, ვიდრე
ცხოვრება ბოროტად და ანგარებიანად არ აქცევდა. როცა შა-
ილოკმა გაიგო, რომ სახლიდან გაქცეულმა მისმა ქალიშვილ-
მა ჯესიკამ, რომელმაც მამის სახლიდან განძეული გაიტაცა,
ფირუზის თვლით მაიმუნი იყიდა, მან სასოწარკვეთილმა შეჰ-
ყვირა, ეს ხომ ლიას ნაჩუქარი ბეჭედი იყო, მე იმ ბეჭედს მაიმუ-
ნების მთელ ხროვაშიც კი არ გავცვლიდიო.
პიესის ცენტრშია კონფლიქტი ვენეციელ ვაჭარ ანტონიოსა
და მევახშე შაილოკს შორის. ანტონიო ფულს ისესხებს შა-

56 მკითხველთა ლიგა
ილოკისაგან, რათა დაეხმაროს ბასანიოს, რომელსაც პორცია
უყვარს. ანტონიო დროზე ვერ აბრუნებს ვალს და სასამარ-
თლოს წინაშე წარდგება. შაილოკი, თამასუქის თანახმად, ან-
ტონიოსგან ვალის გადაუხდელობის გამო ერთ ფუნტ ხორცს
მოითხოვს. სასამართლოს სცენა პიესის ცენტრალური ეპიზო-
დია. შაილოკი თავისი მოთხოვნის წამოყენებისას ფორმალუ-
რად მართალია, კანონი მის მხარესაა, თუმცა ეს კანონი ამ
შემთხვევაში არაადამიანურ დაუნდობლობასა და შეუბრა-
ლებლობას ამართლებს. თამასუქის თანახმად შაილოკს იუ-
რიდიული უფლება აქვს მოითხოვოს ანტონიოსგან მისი საკუ-
თარი ერთი ფუნტი ხორცი. მართალია, ეს ეწინააღმდეგება
ადამიანურობას და შემწყნარებლობას, მაგრამ ფორმალუ-
რად შაილოკი მართალია. მაგრამ ფორმალური სიმართლის
ბუნება ისეთია, რომ ის უმეტესწილად ვერ უზრუნველყოფს სა-
მართლიანობისა და ადამიანურობის დაცვას.
ადვოკატად გადაცმული პორცია, მას შემდეგ, რაც დარ-
წმუნდება, რომ შაილოკის გულის მოლბობა და დაყოლიება
შეუძლებელია, თავადაც უკიდურესი ფორმალიზმის პოზიცია-
ზე დგება და შაილოკისგან მოითხოვს, რომ მან სისხლის და-
უღვრელად ამოაჭრას ანტონიოს ერთი ფუნტი ხორცი, ზუსტად
ერთი ფუნტი, არც მეტი და არც ნაკლები. ამ პირობის შეუსრუ-
ლებლობის შემთხვევაში შაილოკს სიკვდილი ემუქრება, მისი
ქონება კი ხაზინაში ჩაირიცხება. ფორმალური სიმართლე,
რომლითაც შაილოკი ხელმძღვანელობდა, მისივე წინააღ-
მდეგ მობრუნდა.
ადამიანური, ზნეობრივი სიმართლის უპირატესობის დამა-
დასტურებელი ეპიზოდია ე.წ. ბეჭდის ეპიზოდი. ბასანიოს, რო-
მელიც ვენეციაში მიდის, რომ თავისი მეგობარი ანტონიო იხ-
სნას, პორცია აძლევს ბეჭედს, რომელიც მათი სიყვარულის
სიმბოლოა და რომელიც ბასანიომ მუდამ თან უნდა ატაროს.
მაგრამ სასამართლოს დამთავრების შემდეგ ადვოკატად გა-
დაცმული პორცია, რომელიც ვერავინ ვერ იცნო, ანტონიოს
გადარჩენისთვის ბასანიოს სწორედ ამ ბეჭედს სთხოვს ჯილ-
დოდ. და ბასანიო, მცირედი ყოყმანის შემდეგ, აძლევს მას ბე-
ჭედს. ფორმალური, გარეგნული სიმართლის მიხედვით, პორ-

57 მკითხველთა ლიგა
ციას უფლება აქვს ბასანიოს ეს მოქმედება მიიღოს როგორც
ღალატი, რადგან ბასანიომ დაარღვია ფიცი და ბეჭედი, რომე-
ლიც პორციას სიყვარულის სიმბოლო იყო, ანტონიოს გულის-
თვის გასცა. მაგრამ მორალური, ზნეობრივი პოზიციიდან ბა-
სანიო, რა თქმა უნდა, უდანაშაულოა. უფრო მეტიც, ამ საქცი-
ელმა აამაღლა იგი, რადგან მან მეგობრის გადარჩენისათვის
გასცა ის, რაც აგრერიგად ძვირფასი იყო მისთვის, როგორც
სიმბოლო პირადი ბედნიერებისა. და პორციამაც გაუგო მას.
ასე დასტურდება ადამიანური სიმართლის უპირატესობა
ფორმალურ სიმართლესთან შედარებით.
იმ პერიოდში, როცა შექსპირმა „ვენეციელი ვაჭარი“ დაწე-
რა, ინგლისში ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი ანტისემიტიზმის
ტალღა, რომელიც დედოფლის ექიმის, ებრაელი ლოპესის სა-
სამართლო პროცესმა გამოიწვია. დედოფლის ფავორიტმა
გრაფმა ესექსმა, რომელიც ცდილობდა განემტკიცებინა თავი-
სი მდგომარეობა სასახლის კარზე, გაავრცელა ხმა, თითქოს
დედოფლის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება აღმოაჩი-
ნა. შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულეს ექიმი ლოპესი.
წამების შედეგად ლოპესმა აღიარა დანაშაული, თითქოს მას
დედოფლის მოწამვლა სურდა. სასამართლოზე ლოპესმა უარ-
ყო თავისი ჩვენება, მაგრამ ამას ანგარიში აღარ გაუწიეს და
ლოპესი სიკვდილით დასაჯეს. იმდროინდელ საზოგადოებრივ
ატმოსფეროზე მეტყველებს ისიც, რომ ლონდონის ერთ-ერ-
თმა თეატრალურმა დასმა, კერძოდ, ჰენსლო-ალეინის დასმა,
აღადგინა ქრისტოფერ მარლოს „მალტელი ებრაელის“ დად-
გმა. მისი მეტოქეობით ბერბეჯ-შექსპირის დასმაც დადგა სპექ-
ტაკლი, რომელშიც ბოროტმოქმედად მევახშე ებრაელი იყო
გამოყვანილი.
ტრაგედია „რომეო და ჯულიეტა“ გვიხატავს აღორძინების
ეპოქის ადამიანის ბრძოლას დრომოჭმული ფეოდალური
ტრადიციების წინააღმდეგ, ჰუმანიზმის ბრძოლას კონსერვა-
ტორული ფეოდალიზმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას პიესაში
გრძნობის თავისუფლებისათვის ბრძოლის ფორმა აქვს მიღე-
ბული, რომელიც მიმართულია საგვარეულო შუღლისა და შუ-
რისძიების, სისხლის აღების არაჰუმანური წესის წინააღმდეგ.

58 მკითხველთა ლიგა
მოქმედება მიმდინარეობს იტალიის ქალაქ ვერონაში, სა-
დაც გაჩაღებულია დაუნდობელი ბრძოლა მონტეკებისა და კა-
პულეტების გვარებს შორის. ეს მტრობა შექსპირის ისტორი-
ულ ქრონიკებში ასახულ ფეოდალურ შინაომებს მოგვაგო-
ნებს. ტრაგედიაში ორი სამყარო ეჯახება ერთმანეთს – ძველი,
დრომოჭმული, ფეოდალური და ახალი, ჰუმანისტური, რენე-
სანსული სამყარო. რომეო, ჯულიეტა, მერკუციო, ბენვოლიო,
ძიძა სიყვარულის, მეგობრობის, სიცოცხლის სიყვარულის,
მხიარულების სამყაროს წარმოადგენენ. კონფლიქტის
მსხვერპლი ხდებიან ისინი, ვისაც ასე სწყუროდა ფეოდალური
მტრობისა და შუღლის მოსპობა – რომეო, ჯულიეტა და მერკუ-
ციო.
მიუხედავად იმისა, რომ მონტეკებსა და კაპულეტებს შო-
რის ბრძოლას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიუჟეტში, ის
არ წარმოადგენს კონფლიქტის საფუძველს – ტრაგედიაში ერ-
თმანეთს ეჯახება არა ორი ოჯახი, არამედ ორი საზოგადოებ-
რივ-ზნეობრივი ძალა: ფეოდალური დაუნდობლობის, ბორო-
ტებისა და შურისძიების სულისკვეთება და სიყვარულის, მე-
გობრობის, ჰარმონიის რენესანსული პრინციპი.
სიყვარულის თემა წამყვანია ამ ტრაგედიაში. თავიდან რო-
მეო იდეალურ პლატონურ სიყვარულზე ოცნებობს და მისი
თაყვანისცემის ობიექტია შორეული როზალინა, რომელთან
სიახლოვეს ის არც ეძებს, რადგან არამიწიერი ბედნიერების
ძიებით გამოწვეულ მელანქოლიურ განცდებშია ჩაძირული.
სიყვარულის ნამდვილი პოეზია მხოლოდ მაშინ გაჩნდება,
როცა რომეო და ჯულიეტა ერთმანეთს შეხვდებიან და როცა
მათ გულებში აღმოცენდება დიდი ვნება, ლტოლვა, რომელიც
ერთდროულად გრძნობიერიცაა და სულიერიც და რომელიც
თავისი ჰარმონიულობით მშვენიერია. ამ ტრაგედიაში წარ-
მოდგენილი სიყვარული არ არის ტრაგიკული. კონფლიქტი
მოქმედი გმირების გრძნობათა საფუძველზე არ იქმნება. რო-
მეო და ჯულიეტა პირველივე წუთებიდან ბოლომდე ჰარმო-
ნიულები რჩებიან. მათ შორის არ არის არავითარი უთანხმო-
ება. ტრაგედია რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულის ბოროტე-
ბისა და მტრობის სამყაროსთან შეჯახების საფუძველზე აღმო-

59 მკითხველთა ლიგა
ცენდება. ტრაგიკული საწყისი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
მორალური ძალის კონფლიქტის სახით გვევლინება. რომეო-
სა და ჯულიეტას დაღუპვის მიზეზი გახდა ის საზოგადოებრივი
მორალი, ის სისტემა, რომელმაც უარყო რომეოსა და ჯულიე-
ტას უფლება, სიყვარულში თავისუფლება და თავისუფალი არ-
ჩევანი ჰქონოდათ. ამ ბნელი ძალის მსხვერპლი ხდებიან აგ-
რეთვე ტიბალტი და მერკუციო.
თუმცა რომეო და ჯულიეტა იღუპებიან ამ ბრძოლაში, მო-
რალური გამარჯვება მათ რჩებათ. მათ აჩვენეს, რომ ადამიანს
არ შეუძლია ისე იცხოვროს, რომ უარი თქვას თავის გრძნო-
ბებზე, დათრგუნოს თავის თავში ბედნიერებისკენ სწრაფვა.
ასეთ უბადრუკ სიცოცხლეს რომეომ და ჯულიეტამ სიკვდილი
ამჯობინეს. ამასთან, მათი გამარჯვება არ არის მხოლოდ მო-
რალური გამარჯვება, ის რეალურიცაა, რადგან მათმა სიკ-
ვდილმა თვალები აუხილა უფროს მონტეკებსა და კაპულე-
ტებს. ისინი მიხვდნენ, რომ თავიანთი მტრობით მათ საკუთარი
მომავალი მოსპეს. რომეოსა და ჯულიეტას ცხედრებთან მო-
შუღლე ოჯახების უფროსების შერიგება ხდება. ისინი სამუდა-
მო მშვიდობას დათქვამენ. ასე რომ, რომეოსა და ჯულიეტას
სიკვდილი უნაყოფო არ აღმოჩნდა – თავიანთი სიკვდილით
მათ მიაღწიეს ახალი ცხოვრებისეული პრინციპის – მშვიდო-
ბის, მეგობრობისა და სიყვარულის პრინციპის გამარჯვებას.
ამგვარად, ეს ტრაგედია ოპტიმისტური ტრაგედიაა. მასში
მძლავრად ვლინდება შექსპირის ოპტიმიზმი. ტრაგედიის სა-
ერთო კომპოზიციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომი-
კური ეპიზოდები. იგრძნობა ამ ნაწარმოების კავშირი შექსპი-
რის კომედიებთან. ეს პიესა ერთდროულად ტრაგედიაცაა,
ლირიკული დრამაც და კომედიაც, სრულიად თავისუფალი
სენტიმენტალურობისგან. რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული
გმირული სიყვარულია, საოცრად მტკიცე და უდრეკი – ეს
არის ვნება მისი ყველაზე მშვენიერი და სუფთა სახით.
ტრაგედია „ჰამლეტი“ ადამიანის სულის ყველაზე ღრმა
ტრაგედიაა. სისხლიანი შურისძიების პირქუშ შუასაუკუნოვან
ლეგენდაში შექსპირმა ჩადო უმდიდრესი შინაარსი, ფიქრები
სიკვდილსა და სიცოცხლეზე, ბოროტსა და კეთილზე, ადამია-

60 მკითხველთა ლიგა
ნის ძლიერებასა და სისუსტეზე, გონიერებისა და სამართლია-
ნობის ბრძოლაზე დედამიწაზე გამეფებული ბოროტების წინა-
აღმდეგ.
დრამატურგიული კომპოზიციის საფუძველს წარმოადგენს
დანიის პრინცის ბედი. მოქმედების ყოველ ახალ ეტაპს თან ახ-
ლავს ჰამლეტის მდგომარეობისა და განწყობილების ცვლა.
ამასთან, დაძაბულობა სულ უფრო იზრდება, დუელის ბოლო
ეპიზოდამდე, რომელიც ჰამლეტის დაღუპვით მთავრდება.
მოქმედების დაძაბულობა იქმნება, ერთი მხრივ, იმის მოლო-
დინით, თუ რა იქნება ჰამლეტის შემდეგი ნაბიჯი, მეორე მხრივ
კი იმ გართულებებით, რომლებიც იქმნება ჰამლეტის ცხოვრე-
ბაში და სხვა პერსონაჟებთან მის ურთიერთობაში.
შექსპირის ამ ტრაგედიის ყველაზე გამოკვეთილი თვისე-
ბაა მისი საოცარი დატვირთულობა აზრით. აზრის მატარებე-
ლია თავად ჰამლეტი. შექსპირმა განახორციელა ურთულესი
მხატვრული ამოცანა – შექმნა სახე მოაზროვნისა, რომელიც
ყველაფერს სწორად აფასებს, რომელსაც ძალუძს ჩამოგლი-
ჯოს ნიღაბი, გააშიშვლოს რეალური ვითარება. რა თქმა უნდა,
სწორი არ იქნებოდა ამ ნაწარმოების არსის დაყვანა კლავ-
დიუსის უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის თე-
მამდე და სამეფო ტახტზე ჰამლეტის პრეტენზიებამდე. აქ მნიშ-
ვნელოვანია არა ის, რაც დანიის სამეფო კარზე ხდება, არამედ
ის, რაც ხდება გმირის სულში. შექსპირის მხატვრული გენიის
ძალა სწორედ იმაში გამოვლინდა, რომ მან გმირის აზრები და
გრძნობები უფრო მნიშვნელოვანი გახადა, ვიდრე მისი ბედის
გარეგანი მდგომარეობა. შექსპირისთვის მთავარია ის, თუ
რას ფიქრობს მისი გმირი. ამიტომ „ჰამლეტი“ სამართლიანად
ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ მხატვრულ ნა-
წარმოებად არა მხოლოდ შექსპირის შემოქმედებაში, არამედ
მთელს მსოფლიო ლიტერატურაში.
„ჰამლეტი“ ფილოსოფიური ნაწარმოებია, მაგრამ არა დი-
დაქტიკური. აქ ბევრი საკითხია დასმული, მაგრამ ისინი ისეა
გამოხატული, რომ კრიტიკოსთა მრავალი თაობა თავს იმ-
ტვრევს იმაზე, თუ რა არის ამ საკითხების არსი და როგორ
არის ისინი გადაწყვეტილი ტრაგედიაში. ეს ნაწარმოები, მასში

61 მკითხველთა ლიგა
ჩაქსოვილი აზრის მრავალმხრივობის გამო, ყოველთვის იწ-
ვევდა შეხედულებათა სხვადასხვაობას, სხვადასხვაგვარ ინ-
ტერპრეტაციას და ცნობილია, როგორც შექსპირის ნაწარმო-
ებთაგან ყველაზე ძნელად ასახსნელი.
დანიის ტახტის მემკვიდრე, ვიტებერგის უნივერსიტეტის
სტუდენტი ჰამლეტი თავისი მკვდარი მამის აჩრდილისგან შე-
იტყობს, რომ ის თურმე ღალატით მოუკლავს საკუთარ ძმას,
კლავდიუსს, რომელმაც შემდეგ ცოლად შეირთო დაქვრივე-
ბული დედოფალი და დანიის ტახტზე ავიდა. ჰამლეტი ფიცს და-
დებს, რომ აიღებს მამის სისხლს. ამის შემდეგ ის დიდხანს
მსჯელობს, ეძებს დამამტკიცებელ საბუთებს, აზოგადებს თა-
ვის დაკვირვებებს და აკეთებს დასკვნებს.
როგორი დიდიც არ უნდა იყოს ჰამლეტის პირადი მწუხარე-
ბა, ის ტანჯვა, რომელსაც ის განიცდის, არ არის გამოწვეული
მხოლოდ იმ ზარალით, დედისა და ბიძის დანაშაულებრივმა
ქმედებამ რომ მიაყენა. ჰამლეტის ნატურის მთავარი თავისე-
ბურება ისაა, რომ ის სულაც არ ზომავს ყველაფერს პირადი
გამორჩენით ან პირადი უბედურებით. ჰამლეტის სულიერი
ტრაგედიის მიზეზი ის არის, რომ მისი ცხოვრების არსი მდგო-
მარეობდა მშვენიერი იდეალებისა და, უპირველეს ყოვლისა,
ადამიანის რწმენაში. სწორედ ეს რწმენა დაემსხვრა მას დედი-
სა და ბიძის საქციელით.
ჰამლეტი ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანია. ყოვე-
ლი კერძო ფაქტი მასში განზოგადებისკენ სწრაფვას იწვევს.
როცა მან დაინახა ერთი კონკრეტული, კერძო ბოროტება თა-
ვის გვერდით, მან შეიგრძნო უთანხმოება, შეუთავსებლობა
იდეალებსა და სინამდვილეს შორის. მან მთელი სიმწვავით
იგრძნო დიდი განსხვავება იმას შორის, თუ როგორი უნდა
იყოს ცხოვრება, მისი გაგებით, და როგორია ის სინამდვილე-
ში.
ჰამლეტი თავს მარტოსულად გრძნობს. დანია მას სატუსა-
ღოდ ეჩვენება. იკვეთება კონფლიქტი მოაზროვნე ჰუმანისტ
ჰამლეტსა და კლავდიუსის ამორალურ სამყაროს შორის, თა-
ვისუფლებისმოყვარე ფილისოფიურ პიროვნებასა და ტირა-
ნულ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტს კლავდიუსის კარზე

62 მკითხველთა ლიგა
ჰამლეტი გაიაზრებს როგორც სამყაროს მდგომარეობას და
ამიტომ ტრაგიკულად აღიქვამს სამყაროს. შექსპირის ეს ტრა-
გედია არის მოაზროვნე ადამიანის ტრაგედია უსამართლო სა-
ზოგადოებაში. ჰამლეტის გონიერება და ინტელექტი დაპირის-
პირებულია კლავდიუსის სახით გამოხატულ უგუნურ დესპო-
ტიზმთან. ჰამლეტის ზნეობრივი იდეალი ჰუმანიზმია, რომლის
პოზიციიდანაც გმობს ის ბოროტებას.
ჰამლეტის ტრაგიკული მსოფლაღქმა გამოწვეულია არა
იმდენად იმით, რაც ხდება ელსინორის სასახლეში, არამედ
იმის გააზრებით, რომ დედამიწაზე უსამართლობა და ბორო-
ტება ზეიმობს. მოაზროვნე ჰამლეტმა იცის, რომ კერძო ბორო-
ტებას საყოველთაო ბოროტება შობს, მან იცის, რომ კერძო
ბოროტება მხოლოდ საერთო ბოროტების გამეფების პირო-
ბებშია შესაძლებელი. ამიტომ მას შეგნებული აქვს, რომ უნდა
აღსდგეს საყოველთაო, საერთო ბოროტების წინააღმდეგ,
რადგან მხოლოდ კერძო ბოროტების მოსპობა (კლავდიუსზე
შურისძიება) ვერ მოსპობს ბოროტებასა და უსამართლობას
საერთოდ. ეს კი მძიმე ამოცანაა და მისი გადაჭრა ერთი ადა-
მიანის ძალღონეს აღემატება. თავის ცნობილ მონოლოგში
„ყოფნა – არყოფნა“ ჰამლეტი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნ-
და მოიქცეს ადამიანი, ბოროტებას რომ წააწყდება. ამ მონო-
ლოგში იხსნება გმირის ტრაგედიის არსი – ჰამლეტის წინაშე
დგება საკითხი – როგორ მოიქცეს ზღვა ბოროტების დანახვა-
ზე – შეურიგდეს მას თუ შეებრძოლოს? ჰამლეტს არ შეუძლია
შეურიგდეს ბოროტებას, თვალი დახუჭოს მასზე. ჰამლეტი მზა-
დაა ბრძოლა გამოუცხადოს დედამიწაზე გამეფებულ უსამარ-
თლობას, მაგრამ იცის, რომ დაიღუპება ამ ბრძოლაში. მას უჩ-
ნდება თვითმკვლელობის, როგორც კაეშნისა და ტანჯვისათ-
ვის ბოლოს მოღების იდეა, მაგრამ ისიც იცის, რომ თვით-
მკვლელობა არ არის გამოსავალი – ასე ბოროტებას ვერ და-
ამარცხებს.
ჰამლეტი ესწრაფვის ჩაწვდეს ჭეშმარიტებას. მისი ყოყმანი
და მტანჯველი ფიქრები არის არა მისი სისუსტისა და უნების-
ყოფობის ნიშანი, არამედ შედეგი იმისა, რომ მას სურს ბორო-
ტებასთან ბრძოლის ყველაზე სწორი გზა მონახოს.

63 მკითხველთა ლიგა
ტრაგედიის მთავარი სიუჟეტური მოტივია შურისძიება. პი-
ესაში სამი ადამიანი – ჰამლეტი, ლაერტი და ფორტინბრასი –
არის ერთსა და იმავე მდგომარეობაში. სამივეს მამები მოუკ-
ლეს და სამივემ, იმ დროის მორალის მიხედვით, შური უნდა
იძიოს მკვლელობისთვის. მაგრამ სამივე სხვადასხვაგვარად
წყვეტს ამ პრობლემას, თავისი ხასიათისა და ცხოვრებაზე შე-
ხედულების შესაბამისად. ძალიან მარტივად წყვეტს ამ ამოცა-
ნას ლაერტი. თავისი მამის, პოლონიუსის სიკვდილს რომ გაი-
გებს, ის სასწრაფოდ ბრუნდება დანიაში, ააჯანყებს ხალხს, სა-
სახლეში შეიჭრება და დაშნით ხელში ეძგერება მეფეს, რო-
მელსაც მამის სიკვდილში დამნაშავედ თვლის. მას ამოძრა-
ვებს კანონი – თვალი თვალის წილ. სხვა მას არაფერი აინტე-
რესებს. ლაერტს რომ მოენდომებინა პოლონიუსის სიკვდი-
ლის მიზეზებში გარკვევა, მაშინ დაინახავდა, რომ პოლონი-
უსი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს მეფეს ჰამლეტის წი-
ნააღმდეგ, თავად არის საკუთარ სიკვდილში დამნაშავე. ჰამ-
ლეტს აზრადაც არ ჰქონია პოლონიუსის მოკვლა. დედოფლის
ოთახში ფარდის უკან დამალულ პოლონიუსს, რომელიც მე-
ფემ მოაგზავნა პრინცისთვის მისაყურადებლად და სათვალ-
თვალოდ, ის შემთხვევით ჰკლავს, რადგან კლავდიუსი ეგონე-
ბა. ლაერტისაგან განსხვავებით, ფორტინბრასი უარს ამბობს
შური იძიოს მამის გამო. მისი საქციელის შესაძლებელი ახსნა
არის ის, რომ ნორვეგიის პრინცმა იცის, რომ მისმა მამამ თა-
ვად გამოიწვია ორთაბრძოლაში ჰამლეტის მამა და პატიოსან
ბრძოლაში დაეცა. ამიტომ ფორტინბრასს მიაჩნია, რომ მას არ
აქვს შურისძიების საფუძველი.
ლაერტმა და ფორტინბრასმა, რომლებმაც ორი ურთიერ-
თსაწინააღმდეგო დამოკიდებულება გამოავლინეს შურისძიე-
ბის კანონის მიმართ (ერთმა უსიტყვოდ და უყოყმანოდ აღას-
რულა ის, ხოლო მეორემ უგულებელყო მისი მოთხოვნა),
ორივემ ადვილად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რადგან ისინი
მოქმედების ადამიანები არიან და ფიქრი და განსჯა მათი საქმე
არ არის. აი ჰამლეტი კი სულ სხვანაირია. მას უყვარდა მამა,
რომელიც მისთვის ყველა ადამიანური ღირსების განსახიერე-
ბა იყო. მას სძულს კლავდიუსი, რომელიც მისთვის ყველა მან-

64 მკითხველთა ლიგა
კიერების განსახიერებაა. ჰამლეტის თვალში დესპოტი და
უზურპატორი კლავდიუსი არა მხოლოდ ბოროტების სიმბო-
ლოა, არამედ გარყვნილების წყაროცაა, რომელიც ყველას
წამლავს. მაგრამ ჰამლეტი დიდხანს აყოვნებს შურისძიების
აღსრულებას, რადგან სურს საბოლოოდ დარწმუნდეს და,
ამასთან, სხვებიც დაარწმუნოს კლავდიუსის დანაშაულში.
ამიტომ მოაწყობს ის „სცენას სცენაზე“ – სთხოვს მოხეტიალე
მსახიობებს, ისეთი სცენა გაითამაშონ, რომელიც ნიღაბს ჩა-
მოხსნის კლავდიუსს. მართლაც, კლავდიუსი აფორიაქდება და
თავს გასცემს. ჰამლეტი რწმუნდება მის დანაშაულში. მაგრამ
ის მაინც აყოვნებს შურისძიებას, რაც მასში საკუთარი თავით
უკმაყოფილებას, სულიერ დისკომფორტსა და უთანხმოებას
იწვევს. მაგრამ ჰამლეტის ასეთი მოქმედება არ არის გამოწ-
ვეული მისი სისუსტით, როგორც ხშირად თვლიან ხოლმე. სუს-
ტი რომ ყოფილიყო, ის ვერასოდეს დაძლევდა ყოყმანს და ეჭ-
ვებს. სიძლიერესა და სისუსტეს შორის ბრძოლა მის სულში გა-
მუდმებით მიმდინარეობს. ეს შინაგანი კონფლიქტი გადაჭრას
მოითხოვს და უშვებს მხოლოდ ასეთ არჩევანს: ან თვითგა-
ნადგურება, ან ბოროტების წინააღმდეგ აღდგომა და მისი და-
მარცხება თუნდაც სიცოცხლის ფასად. და ჰამლეტი მეორე
გზას ირჩევს. ჰამლეტი იმ რჩეულ ნატურებს ეკუთვნის, რო-
მელთაც კარგად ესმით ერთი შეხედვით მარტივი ამოცანების
მთელი სირთულე. ჰამლეტმა იცის, რომ მხოლოდ კლავდიუ-
სის მოკვლას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ თავად
მთელი ბოროტება არ მოისპობა.
ტრაგედიის სიუჟეტის განვითარებაში მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ჰამლეტის მიერ გათამაშებული შეშლილო-
ბა. იმისთვის, რომ შეძლოს მოქმედება კლავდიუსის უგუნურ
და შეშლილ სამყაროში, მან შლეგის ნიღაბი უნდა აიფაროს,
რადგან მაშინ აღარ დასჭირდება ფარისევლობა და სიცრუის
ლაპარაკი. შეშლილის როლში მყოფს კი შეუძლია მწარე სი-
მართლე თქვას. პოლონიუსის სიკვდილით შეშინებულმა
კლავდიუსმა თავისსა და ჰამლეტს შორის ჯერ როზენკრანცი
და ჰილდენსტერნი, ხოლო შემდეგ ლაერტი ჩააყენა. მეფემდე
რომ მიაღწიოს, ჰამლეტმა ჯერ ისინი უნდა დახოცოს. და ჰამ-

65 მკითხველთა ლიგა
ლეტი ასეც იქცევა – მტრების წინააღმდეგ ის იმავე იარაღს მი-
მართავს, რომელიც მის მოსაკლავადაა განკუთვნილი. ლა-
ერტს ის იმ მოწამლული დაშნით კლავს, რომლითაც ლაერტს
ჰამლეტი უნდა მოეკლა, ხოლო დედოფალი მეფის მიერ ჰამ-
ლეტისთვის მომზადებული შხამით სავსე თასს შესვამს.
ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა ჰამ-
ლეტს, იყო საშინელი და მტანჯველი აზრი ცხოვრების უნაყო-
ფობისა და ამაოების შესახებ, ცხოვრებისა, რომელიც მიგდე-
ბული და გავერანებული ბაღია, სადაც მხოლოდ ველური და
ბოროტი ხარობს. ამიტომ სვამს ჰამლეტი კითხვას – თუ ეს
ასეა, მაშინ ღირს თუ არა ბრძოლა? ის ეძებს ადამიანს, თორემ
ისე ბრძოლა აზრს ჰკარგავს. მან მხოლოდ ერთი ღირსეული
ადამიანი იცის – ჰორაციო. მაგრამ ჰორაციო მხოლოდ მოაზ-
როვნეა, მჭვრეტელი და არა მებრძოლი. ჰამლეტი კი ეძებს
გმირს, ქმედითსა და აქტიურს. და პოულობს კიდეც – ეს ფორ-
ტინბრასია. ჰამლეტი აღფრთოვანებულია იმ გაბედულებითა
და ენერგიით, რომლითაც ნორვეგიის პრინცი იბრძვის დასა-
ხული მიზნისთვის. ჰამლეტს, რომელიც მაღალი ინტელექტის
მოაზროვნე ადამიანია, სწორედ მებრძოლის ნიმუში სჭირდება
და არა მოაზროვნისა. ამიტომ არის ის მოხიბლული ფორტინ-
ბრასით.
მოაზროვნე ჰამლეტი სისხლისღვრას მხოლოდ უკიდურეს
შემთხვევაში მიმართავს, როცა უკვე აღარ შეიძლება ბოროტე-
ბაზე თვალის დახუჭვა. ჰამლეტი სუსტი ეჩვენება მხოლოდ
იმას, ვინც არაფრის წინაშე უკან არ იხევს დასახული მიზნის
მისაღწევად. სინამდვილეში ჰამლეტი ძლიერი ადამიანია. მი-
სი ტრაგედია ისაა, რომ მან არ იცის, როგორ შეცვალოს უსა-
მართლო ქვეყნიერება, როგორ ებრძოლოს ბოროტებას უფ-
რო ეფექტურად. მან იცის, რომ მარტოკაცი ვერ დაამარცხებს
დედამიწაზე გამეფებულ ბოროტებას, იცის, რომ ბოროტება
არც კლავდიუსის სიკვდილის შემდეგ გაქრება. მაგრამ ჰამლე-
ტი, როგორც გმირული პიროვნება, მზადაა მარტოდმარტო,
საკუთარი სიცოცხლის ფასად შეებრძოლოს ბოროტებას. ამი-
ტომაა, რომ ფორტინბრასის ბრძანებით ჰამლეტს სამხედრო
პატივითა და დიდებით დაკრძალავენ.

66 მკითხველთა ლიგა
ტრაგედია „ოტელო“ შექსპირის ყველაზე რეალისტური ნა-
წარმოებია. აქ არ არის ზებუნებრივი ელემენტები, სულები და
აჩრდილები. იმ სამყაროს ნამდვილობა, რომელშიც ვითარ-
დება მოვლენები, ეჭვს არ იწვევს. ამ ნაწარმოებში არ არის
სიმბოლიზმზე მინიშნებაც კი, ყველაფერი თავიდან ბოლომდე
რეალურია. პერსონაჟების ხასიათებს აქვს ის კონკრეტულობა
და ინდივიდუალურობა, რომლებიც ამ პერსონაჟებს ცოცხალ,
რეალურ ადამიანებად აქცევს, ყოველგვარი მეტაფიზიკური
ფილოსოფიურობის გარეშე. მაგრამ შექსპირის რეალიზმი
აქაც პოეტურია, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ნაწარმოების
ენაში. პოეტურობა, პირველ ყოვლისა, გამოვლინდება მთავა-
რი გმირების – ოტელოსა და დეზდემონას სახეებში. ისინი თა-
ვისი არსით პოეტური ნატურები არიან.
პიესის სიუჟეტი არ არის დაკავშირებული არც შუა საუკუნე-
ებთან და არც ანტიკურ პერიოდთან. ჩვენს წინაშეა აღორძინე-
ბის ეპოქის იტალია – იმ დროის ყველაზე მოწინავე კულტურის
მქონე ქვეყანა – კერძოდ, ვენეცია. ოტელო, იაგო, კასიო
აღორძინების პერიოდის ავანტურული სულის ადამიანები
არიან, რომელთაც შეუძლიათ დიდი საქმეები აკეთონ, რო-
მელთათვისაც გზა ხსნილია უმაღლესი სამეთაურო პოსტების-
კენ. ოტელომ თავისი სამხედრო ნიჭისა და ღირსებების წყა-
ლობით მაღალ პოსტს მიაღწია. მისმა შემყურე იაგომაც დაიწ-
ყო ფიქრი მაღალ თანამდებობაზე. იაგოს მიაჩნია, რომ მისი
სამხედრო დამსახურებებიც იძლეოდა დაწინაურების საფუძ-
ველს, მაგრამ არ დაუფასეს. ოტელო თავის თანაშემწედ კასი-
ოს ირჩევს და არა იაგოს. სწორედ ოტელოზე იაგოს განაწყე-
ნებით იწყება ყველაფერი. ოტელომ კი თავისი არჩევანი შემ-
დეგი მოსაზრებით გააკეთა – იაგო სამხედრო საქმის პრაქტი-
კოსია, მეომარი, ისეთივე, როგორიც თავად ოტელოა. ჭკვიან-
მა და გონიერმა ოტელომ კი იცის, რომ მას იმ საქმის მცოდნე
სჭირდება, რომელშიც თვითონ მოისუსტებს – სამხედრო თე-
ორიისა. ასეთი კი კასიოა. მაგრამ იაგოს არ ესმის ეს, რადგან
ის საერთო საქმის სიკეთეზე კი არ ფიქრობს, არამედ მხოლოდ
პირადი ინტერესები ამოძრავებს. სწორედ აქ იკვანძება დიდი
ტრაგედია. ტრაგედიის საფუძველია ის მტრობა და მეტოქე-

67 მკითხველთა ლიგა
ობა, აღორძინების პერიოდის საზოგადოებაში რომ გაჩნდა.
ოტელო ამ ეპოქის საზოგადოების ერთ მხარეს გამოხატავს. ის
გამორჩეული პიროვნებაა. მან თავისი სიქველით მიაღწია მა-
ღალ მდგომარეობას საზოგადოებაში. მას ბევრი რამ აქვს გა-
დატანილი ცხოვრებაში, მაგრამ ყველა განსაცდელიდან ისე
გამოვიდა, რომ სუფთა და სპეტაკი დარჩა. კეთილშობილი მავ-
რი მამაცი და გაბედულია, გონიერი და ქმედითი. პატიოსან და
მამაც ოტელოში განხორციელებულია მშვენიერი ადამიანის
რენესანსული იდეალი. ყველაზე მთავარი, რასაც მან მიაღწია,
არის ის, რომ ისწავლა თავისი ვნებების გონებისთვის დამორ-
ჩილება. ოტელოს იტაცებდა არა კარიერის წყურვილი, არა-
მედ ცხოვრებისეული ბრძოლა, რომელშიც შეძლებდა თავისი
ძალებისა და ნიჭის გამოყენებას. წარმატებაც მოვიდა.
მაგრამ ყველაზე დიდი ჯილდო ოტელოსთვის არის არა მი-
სი მაღალი პოსტი, არამედ დეზდემონას სიყვარული. ვენეციე-
ლი სენატორის ასულმა სწორედ მისი თვისებების გამო შეიყ-
ვარა ოტელო. ოტელოსა და დეზდემონას სიყვარული გმირუ-
ლი გამოწვევაა ტრადიციული ნორმებისა, რადგან მათ ყველა-
ფერი განასხვავებს – ასაკი, საზოგადოებრივი მდგომარეობა,
რასა, კანის ფერი... სიყვარულის საფუძველი კი ის არის, რომ
დეზდემონამ შეძლო ჩასწვდომოდა ოტელოს სულს და ჯეროვ-
ნად დაეფასებინა მისი ღირსებები. მათი სიყვარული იმიტომ
არის ლამაზი, რომ ისინი უხვად უზიარებენ ერთმანეთს თავი-
ანთ სულიერ სიმდიდრეს.
იაგოც აღორძინების ეპოქის ადამიანია. მანაც ოტელოს
მსგავსი ცხოვრების გზა გაიარა, მაგრამ, ოტელოსაგან გან-
სხვავებით, სულ სხვა რამ ისწავლა. ოტელოსთვის ცხოვრების
იდეა არის მისი საკუთარი თავი, იმ აზრით, რომ უნდა აღზარ-
დო და განავითარო შენი თავი და ღირსეული ადამიანი გახდე.
იაგოსთვისაც ცხოვრების იდეა მისი საკუთარი თავია, ოღონდ
სულ სხვა აზრით. ადამიანის ღირებულებას იაგო ხედავს არა
თავად ადამიანში, არამედ იმ მდგომარეობაში, რომელიც მას
უკავია საზოგადოებაში. გახდე ადამიანი, იაგოსთვის ნიშნავს
დაიკავო მაღალი თანამდებობა. იაგოს ფილოსოფია მაკიავე-
ლიზმია, დამახასიათებელი და ტიპიური აღორძინების ეპო-

68 მკითხველთა ლიგა
ქისთვის. მას არ სწამს სიყვარულის. მისი აზრით, არსებობს
მხოლოდ სურვილი, ნდომა და სიყვარულიც სულ ეს არის. ია-
გოს მართლაც ჰგონია, რომ ისეთი ქალის მოსყიდვაც კი შეიძ-
ლება, როგორიც დეზდემონაა. ის დარწმუნებულია, რომ დეზ-
დემონას ოტელოსადმი სიყვარული დიდხანს არ გაგრძელდე-
ბა.
იაგოსა და ოტელოს შეჯახება არ არის გამოწვეული პირა-
დი მეტოქეობით. ეს ორი განსხვავებული მსოფლმხედველო-
ბის, ცხოვრებისა და ადამიანისადმი ორი განსხვავებული და-
მოკიდებულების შეჯახებაა. იაგოსა და ოტელოს კონფლიქტი
რეალიზმისა და იდეალიზმის კონფლიქტია. იაგოს რეალიზმი
მდგომარეობს ცხოვრების ფხიზელ, საღ, მაგრამ ამავე დროს
უსულგულო გაგებაში, ხოლო ოტელოს იდეალიზმი – მის მი-
ამიტობასა და გულუბრყვილო არაშორსმჭვრეტელობასთან
ერთად (მას აზრადაც არ მოსდის, რომ იაგო მისი მტერია,
რადგან იაგო მალავს თავის ნამდვილ სახეს) – ემყარება
რწმენასა და სიკეთეს, ადამიანისადმი ნდობასა და სიყვა-
რულს.
იაგოს შეეძლო სხვადასხვა გზით დაეღუპა ოტელო. ბო-
ლოსდაბოლოს, შეეძლო ცილი დაეწამებინა მისთვის. მაგრამ
ეს არ იქნებოდა ყველაზე საშინელი შურისძიება. იაგოს ოტე-
ლოს მხოლოდ დამარცხება კი არ აქვს განზრახული, არამედ
მისი მორალური, სულიერი განადგურება სურს. იაგომ იმ მო-
რალურ კონფლიქტში უნდა გაიმარჯვოს, რომელიც არსებობს
მასსა და ოტელოს შორის. ის ხედავს, რომ ოტელომ უდიდეს
სულიერ ჰარმონიას მიაღწია. ამიტომ იაგოსთვის მთავარია
დაამსხვრიოს ოტელოს სულში ის, რაც ოტელოსთვის ცხოვრე-
ბის მიზანსა და გვირგვინს წარმოადგენს – დაამსხვრიოს გო-
ნებისა და გრძნობის ჰარმონიული ერთიანობა და მთლიანო-
ბა. იაგო გამჭრიახია – ის იერიშს მიიტანს ოტელოს უმთავრეს
სულიერ საყრდენზე – ადამიანისადმი რწმენაზე. ამასთან, ია-
გო ამოარჩევს იმას, ვისშიც ოტელო ადამიანის უმაღლესი სი-
ლამაზისა და ღირსების განხორციელებას ხედავს – დეზდემო-
ნას, რადგან იაგომ იცის, რომ ოტელო ჰარმონიული და მთლი-
ანია მანამ, სანამ მას აქვს იდეალის, სილამაზისა და სიყვარუ-

69 მკითხველთა ლიგა
ლის რწმენა. და მართლაც, ნდობის შერყევასთან ერთად (ვე-
რაგი იაგოს ინტრიგების წყალობით ოტელო ირწმუნებს დეზ-
დემონას ღალატს) ოტელოს სულში ეჭვი იბუდებს. ხაზგასმით
უნდა აღინიშნოს, რომ ოტელოს სულში ქაოსი დაიმკვიდრებს
არა იმის გამო, რომ ის ბუნებით ეჭვიანი, შურისმაძიებელი ან
პატივმოყვარეა, არამედ იმის გამო, რომ მისი ნდობა, მისი
რწმენა მოტყუებული და შეურაცხყოფილია.
ოტელოს ტრაგედია მოტყუებული ნდობის ტრაგედიაა.
დეზდემონა მისთვის სულიერი და ხორციელი სილამაზის
იდეალია, სიკეთისა და მშვენიერების განსახიერება, ხორ-
ცშესხმაა ყოველივე იმისა, რასაც ემყარებოდა ოტელოს სუ-
ლიერი ჰარმონია.
სწორედ დეზდემონასადმი სიყვარული განსაზღვრავდა
ოტელოს დამოკიდებულებას სამყაროსადმი. სანამ ეს სიყვა-
რული მყარი და ჰარმონიული იყო, ოტელო სამყაროსაც მყა-
რად და ჰარმონიულად მიიჩნევდა, ხოლო როცა მან ირწმუნა
დეზდემონას ღალატი და უპატიოსნობა, მისთვის სამყაროს
ჰარმონიაც დაიმსხვრა, სამყაროც პირქუში და ქაოსური გახ-
და, სადაც უპატიოსნობა, სიცრუე და ბოროტება მეფობს. ტრა-
გიკული ირონიით, ოტელო თავისი ნდობის შეურაცხყოფაში
ბრალს სდებს არა ვერაგ იაგოს, რომელმაც ბოროტი ხრიკე-
ბით მოატყუა გულუბრყვილო და მიმნდობი მავრი, არამედ
სპეტაკ და სუფთა დეზდემონას.
გამოიწვია რა ოტელოს სულში ქარიშხალი და ვნება, რო-
მელთაც ოტელოს გონება დაუბნელეს, იაგომ მიაღწია ოტე-
ლოს სულიერი ჰარმონიის დარღვევას, რის შედეგადაც ოტე-
ლომ მოკლა ის, ვინც მის გარშემო მყოფთაგან საუკეთესოა.
ოტელოს სულში გამოწვეული გრძნობათა ქარიშხალი გაცი-
ლებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე იაგო ვარაუდობდა. ოტე-
ლოს ეჭვიანობა არის არა უბრალოდ ღალატით შუარაცხყო-
ფილი მამაკაცის გრძნობა, არამედ რაღაც უფრო დიდი. ოტე-
ლოს სულიერი დრამა არ არის მხოლოდ პირადი ხასიათის –
ოტელოსთვის დეზდემონას ღალატი ცხოვრების იდეალების
მსხვრევაა.

70 მკითხველთა ლიგა
ოტელო დარწმულებულია, რომ დეზდემონას მოკვლით ის
აღასრულებს სამართლიანობის აქტს, განახორციელებს სიც-
რუის, როგორც ბოროტების დასჯას. ის დარწმუნებულია, რომ
მისი საქციელი სამართლიანია, რადგან ბოროტების წინააღ-
მდეგ არის მიმართული. ის ფიქრობს, რომ დეზდემონას მოკ-
ვლით შეძლებს აღადგინოს ზნეობრივი წესრიგი სამყაროში.
დეზდემონას მოკვლის გადაწყვეტილება ოტელომ დიდი
სულიერი ტანჯვის შედეგად მიიღო. მაგრამ ყველაზე საშინელი
მას დეზდემონას მოკვლის შემდეგ ელოდა, როცა მან გაიგო,
რომ თურმე დეზდემონა უდანაშაულო ყოფილა. ოტელოს სა-
სოწარკვეთილება უმაღლეს ზღვარს აღწევს – თურმე ის, ოტე-
ლო, რომელიც თავის თავს ადამიანს უწოდებდა, რომელსაც
უფლება ჰქონდა, გაესამართლებინა სხვები ჩადენილი დანა-
შაულის გამო, თავად ყოფილა ყველაზე საშინელი დამნაშავე.
და ოტელო ისეთივე სიმკაცრითა და მიუკერძოებლობით, რო-
გორითაც ცოტა ხნის წინ დეზდემონა დასაჯა, ისჯის საკუთარ
თავს – ისჯის იმის გამო, რომ გადაუხვია ადამიანისადმი რწმე-
ნის გზას, ეჭვი შეიტანა სიყვარულისა და ერთგულების არსე-
ბობაში და ამით ვნებათა ქაოსში ჩაიძირა, რამაც საშინელ და-
ნაშაულამდე – სპეტაკი და მოსიყვარულე ადამიანის მოკ-
ვლამდე მიიყვანა.
მაგრამ ოტელო სულგანათებული, რწმენააღდგენილი ეთ-
ხოვება სიცოცხლეს, რომელმაც დეზდემონას სიკვდილის შემ-
დეგ მისთვის აზრი დაკარგა. ოტელოს განსაკუთრებული სიმ-
შვიდე მოიცავს, დეზდემონას უდანაშაულობას რომ შეიტყობს
– თურმე ამქვეყნად შესაძლებელი ყოფილა გქონდეს რწმენა
და ნდობა, თურმე მართლა არსებობს უმწიკვლო, უღალატო
სიყვარული. ოტელოს სული ზეიმობს, მისი სულის ჰარმონია
აღდგენილია.
მაგრამ ტრაგედიის ფინალი მაინც არ არის ოპტიმისტური.
მაღალი ჰარმონიის სამყარო, რომლის შექმნასაც ცდილობდა
ოტელო ვენეციის რეალურ სინამდვილეში, დაიმსხვრა. ოტე-
ლო და დეზდემონა ამ ცხოვრებიდან წავიდნენ, ვენეცია კი ძვე-
ლებურად განაგრძობს არსებობას. შესაძლებელია კი რე-
ალურ სინამდვილეში ჰუმანისტური იდეალების ხორცშესხმა?

71 მკითხველთა ლიგა
ტრაგედია „მეფე ლირი“, „ჰამლეტთან“ ერთად, ტრაგიკუ-
ლობის მწვერვალად არის აღიარებული შექსპირის შემოქმე-
დებაში. მაგრამ ამ პიესას შექსპირის სხვა ნაწარმოებებისგან
მხოლოდ ტრაგიკული დაძაბულობის ძალა როდი გამოარ-
ჩევს. ის აღემატება შექსპირის სხვა ქმნილებებს თავისი სი-
ფართოვით და ჭეშმარიტად კოსმიური მასშტაბურობით. მა-
შინ, როდესაც გმირების სულში ქარიშხალია, საშინელი ჭექა-
ქუხილი და ავდარია ბუნებაშიც. მთელი სამყარო ყალყზე
დგას, მთელი სამყარო ირყევა, ყველაფერმა დაკარგა სიმყარე
და მდგრადობა. ადამიანთა სულებშიც და ბუნებაშიც სტიქია
მძვინვარებს. სტიქიით იწყება ტრაგედიის პირველივე სცენა,
როცა ლირი დაწყევლის და სასახლიდან გააგდებს უმცროს
ქალიშვილს. ამის შემდეგ ადამიანურ ვნებათა ქარიშხალი
მოიცავს ყველა მოქმედ პირს. მკითხველის წინაშე გადაიშლე-
ბა საშინელი სურათი სამყაროსი, რომელშიც გმირები სამ-
კვდრო-სასიცოცხლოდ შებმიან ერთმანეთს, რომელშიც არ
ინდობენ არც მამას, არც ძმას, არც დას, არც ქმარს, არც მოხუ-
ცის ჭაღარას და არც ახალგაზრდულ სინორჩეს.
ძველი ბრიტანეთის მეფის ტრაგედია აღიქმება როგორც
სოციალურ-ფილოსოფიური ხასიათის დიდებული დრამა, რო-
მელშიც დასმულია არა ერთი კონკრეტული ეპოქის, არამედ
ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხები.
იყო დრო, როცა ცდილობდნენ ტრაგედიის მიზეზები პო-
ლიტიკის პოზიციიდან აეხსნათ – მეფე ლირის თავს დამტყდარ
უბედურებათა მიზეზს იმაში ხედავდნენ, რომ ლირმა მოინდო-
მა ისტორიის ჩარხი უკან მოერბუნებინა და წინდაუხედავი ნა-
ბიჯი გადადგა – ცენტრალიზებული სახელმწიფო ორ მბრძანე-
ბელს შორის გაყო. რა თქმა უნდა, შექსპირის ტრაგედიაში ეს
მოტივიც არის, მაგრამ ის უკანა პლანზეა გადატანილი – შექ-
სპირისთვის სახელმწიფოს გაყოფაზე კიდევ უფრო მეტად
ტრაგიკულია საზოგადოების გაყოფა. პიესაში სახელმწიფოს
ერთიანობის პოლიტიკური თემა უფრო დიდ ჩანაფიქრს ექვემ-
დებარება.

72 მკითხველთა ლიგა
„მეფე ლირი“ არც ოჯახური დრამა არ არის. შვილების უმა-
დურობის თემა დიდ როლს ასრულებს ტრაგედიაში, მაგრამ ის
მხოლოდ ბიძგს წარმოადგენს სიუჟეტის განვითარებაში.
„მეფე ლირი“ სოციალურ-ფილოსოფიური ტრაგედიაა. მი-
სი თემა არის არა მხოლოდ ოჯახური ურთიერთობები, არა
მხოლოდ სახელმწიფოს მოწყობის საკითხები, არამედ საზო-
გადოებრივ ურთიერთობათა ბუნება საერთოდ. ადამიანის არ-
სი, მისი დანიშნულება, მისი ადგილი ცხოვრებაში და მისი ფა-
სი საზოგადოებაში – აი ეს საკითხებია დასმული ამ ტრაგედი-
აში.
თუმცა „მეფე ლირის“ პერსონაჟებს შუა საუკუნეების დრო-
ინდელი ფეოდალური ტიტულები და წოდებები აქვთ, საზოგა-
დოება, რომელიც ამ პიესაშია წარმოდგენილი, სულაც არ
არის შუა საუკუნეების საზოგადოება. ფეოდალური სამოსე-
ლის მიღმა ინდივიდუალიზმი იმალება. ამასთან, პიროვნების
ახლებური თვითშეგრძნება ტრაგედიის ყოველი მოქმედი პი-
რის შემთხვევაში სხვადასხვაგვარად არის გამოხატული.
პერსონაჟთა ერთ ჯგუფს შეადგენენ ისინი, ვისშიც ინდივი-
დუალიზმი ხარბ და მტაცებლურ ეგოიზმთან არის შერწყმული.
ესენი არიან გონერილა, რეგანა, კორნუოლი და ედმონდი.
მათგან, ედმონდი გვევლინება გამომხატველად იმ ცხოვრები-
სეული ფილოსოფიისა, რომლითაც ასეთი ტიპის ადამიანები
ხელმძღვანელობენ.
ედმონდი უკანონო შვილია, ამიტომ მას ცხოვრების სიამე-
ნი და საზოგადოებაში საპატიო მდგომარეობა მემკვიდრეო-
ბით არ გადაეცემა, განსხვავებით მისი ძმის, ედგარისაგან,
რომელიც გლოსტერის კანონიერი შვილია. ედმონდი, რომე-
ლიც უსამართლობად მიიჩნევს ამას, აღშფოთებულია. ის
ილაშქრებს ტრადიციისა და ჩვეულების წინააღმდეგ, რადგან
ისინი არ უზრუნველყოფენ მას იმ ადგილით საზოგადოებაში,
რომელიც, მისი აზრით, მას უნდა ეჭიროს. ამიტომ ედმონდი
არ ცნობს იმას, რასაც ეყრდნობა არსებული წყობა – ძველ
პატრიარქალურ ურთიერთობებს. უარყოფისას ის ისე შორს
მიდის, რომ იწყებს ბრძოლას ძმის წინააღმდეგ და ღალატობს
მამას, რითაც უგულებელყოფს ყველაზე წმინდა კავშირს სის-

73 მკითხველთა ლიგა
ხლით, გვარით ნათესაობისა, პატრიარქალურ ურთიერთობა-
თა საფუძველს რომ წარმოადგენდა.
ის, რაც ხდება გლოსტერის ოჯახში, მეორდება ლირის
ოჯახშიც. მთავარ დამანგრეველ ძალას წარმოადგენს სწრაფ-
ვა იმ ქონებრივი უფლებების ხელში ჩაგდებისკენ, რომლებიც
ადამიანს დამოუკიდებლობას ანიჭებს, ხოლო ზოგ შემთხვევა-
ში – სხვებზე ბატონობის უფლებასაც კი.
გონერილას, რეგანასა და ედმონდს არ ჰქონდათ დამოუ-
კიდებლობის მოპოვების საშუალება მანამ, სანამ ისინი ლირ-
სა და გლოსტერზე იყვნენ დამოკიდებული. ამიტომ მათთვის
მთავარი იყო ნებისმიერი გზით ხელთ ეგდოთ ის, რასაც ემყა-
რებოდა მათი მშობლების მეფური და მამობრივი ძალაუფლე-
ბა. ამ მიზნის მისაღწევად სამივენი მოტყუების ხერხს მიმარ-
თავენ. ისინი ლირისა და გლოსტერის იმ გრძნობებზე თამაშო-
ბენ, რომლებიც ამ უკანასკნელთათვის ყველაზე ძვირფასია –
ერთგულებისა და მოვალეობის გრძნობებზე, თავად ჩირადაც
რომ არ უღირთ. ხოლო როცა ხელთ იგდებენ მიწებს, ტიტუ-
ლებსა და გვირგვინებსაც კი, მაშინვე ავიწყდებათ მშობლის
პატივისცემის მოვალეობა.
ტრაგედიის მოქმედ პირთა მეორე ჯგუფს წარმოადგენენ
ისინი, რომელთაც ასევე ნათლად აქვთ შეცნობილი საკუთარი
პიროვნება, მაგრამ რომელთათვისაც უცხოა ეგოიზმი. ესენი
არიან კორდელია, ედგარი, კენტი და მეფე ლირის მასხარა,
რომელთაც აქვთ თავიანთ ადამიანურ უფლებათა არა მდაბა-
ლი და ეგოისტური, არამედ კეთილშობილური გაგება. მათ-
თვის სისხლხორცეულია ერთგულებისა და უღალატობის ცნე-
ბები. ამასთან, მათ საქციელს განაპირობებს არა მორჩილე-
ბის ინსტინქტი, არამედ მომსახურების ობიექტის თავისუფალი
არჩევა. ისინი ემსახურებიან მეფე ლირს არა როგორც ქვეშევ-
რდომები, არამედ როგორც მეგობრები, რომლებიც ინარჩუ-
ნებენ სულიერ დამოუკიდებლობას, მასხარას ჩათვლით, რო-
მელიც მათგან ყველაზე მკაცრი და დაუნდობელია თავისი აზ-
რების დაუფარავად გამოხატვისას.
ტრაგედიის მოქმედების მსვლელობისას წარმოიქმნება
ორი პოლარული სამყარო. ერთ მხარესაა სიმდიდრისა და ძა-

74 მკითხველთა ლიგა
ლაუფლების სამყარო, რომელშიც მზად არიან ერთმანეთს ყე-
ლები გამოჭრან (გონერილა, რეგანა, კორნუოლი, ედმონდი).
მეორე სამყაროა განკიცხულთა სამყარო, რომელშიც აღმოჩ-
ნდებიან ჯერ კენტი და კორდელია, შემდეგ ედგარი, მეფე ლი-
რი და მასხარა და, ბოლოს, გლოსტერი. მათგან, მამის მიერ
განდევნილი კორდელია საფრანგეთის მეფის ცოლი გახდა და
ამიტომ მხოლოდ მორალურ ტანჯვას განიცდის, ხოლო და-
ნარჩენები უსახლკაროდ და უსახსროდ რჩებიან, განდევნი-
ლები და ბედის ანაბარად მიტოვებულები.
რა ადგილი უკავია ამ ორ სამყაროს შორის ბრძოლაში თა-
ვად მეფე ლირს, მას, ვინც სათავე დაუდო ამ დაუნდობელ
ბრძოლას და რომლის გარშემოც მიმდინარეობს ეს ბრძოლა?
პიესის დასაწყისში ვხედავთ დესპოტ მეფე ლირს, რომელ-
საც, ამასთან, ჰგონია, რომ მისი მეფური ღირსება და ძალაუფ-
ლება ემყარება მის პირად უპირატესობას სხვებთან შედარე-
ბით. პირადი ღირსების შეგრძნება ლირთან ცალმხრივ, ეგო-
ისტურ ხასიათს იღებს. თავისი თავდაჯერებულობით ლირი სა-
კუთარი თავის გაღმერთებამდეც კი მიდის. მას არასოდეს
ავიწყდება, რომ ის მეფეა. სხვებზე მბრძანებლობა ლირს
ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. მისი თვითგაღმერთება იქამ-
დეც კი მიდის, რომ ის დარწმუნებულია, სხვასაც რომ გადას-
ცეს სამეფო ხელისუფლება, მის წინაშე მაინც ქედს მოიდრეკენ
და თაყვანს სცემენ. ეს რწმენა გადააწყვეტინებს მას, თავისი
სამეფო ქალიშვილებს გაუნაწილოს. ლირი დარწმუნებულია,
რომ ძალაუფლება მისი იქნება მაშინაც კი, როცა ის უარს იტ-
ყვის ძალაუფლების გარეგან ნიშნებზე. მას ჰგონია, რომ მისი
პიროვნების მეფური სიდიადე კიდევ უფრო თვალნათელი გახ-
დება მაშინ, როცა ის უარს იტყვის თავისი ძალაუფლების მა-
ტერიალურ საფუძველზე – მიწების მფლობელობაზე. ამაში
ერთდროულად ვლინდება ლირის ორი თვისება – საკუთარი
პიროვნული ღირსების გულუბრყვილო განდიდებაც და მისი
კეთილშობილური იდეალიზმიც. მისი შეცდომის ეს მეორე მხა-
რე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან სწორედ აქ
გამოჩნდება ლირის საუკეთესო თვისება, ამას კი მივყავართ
ტრაგედიის ცენტრალურ სოციალურ-ფილოსოფიურ თემას-

75 მკითხველთა ლიგა
თან – ადამიანის, მისი პიროვნების ფასეულობის, ღირებულე-
ბის საკითხთან. რეალურ ძალაუფლებაზე უარის თქმით ლირი
ცდილობს დაამტკიცოს, რომ ადამიანის ღირებულება განი-
საზღვრება არა მისი საზოგადოებრივი მდგომარეობით, არა-
მედ პირადი ღირსებებით – ეს არის გულუბრყვილო, მაგრამ
კეთილშობილი იდეალიზმი, რომელსაც რეალურ სინამდვი-
ლეში განხორციელება არ უწერია. როცა ლირმა დაინახა, რო-
გორია სამყარო სინამდვილეში, ის ჭკუიდან შეცდა. ის გარბის
იმ სამყაროდან, რომელშიც ბატონობა და ყველაზე მაღლა
დგომა სურდა.
ლირის შეშლილობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ
ის ისევ აგრძელებდა თავისი თავის მეფედ მიჩნევას, რადგან
თვლიდა, რომ ყველა დანარჩენ ადამიანზე მაღლა იდგა.
ლირს გონება გაუნათდება მხოლოდ მაშინ, როცა ის მიხვდება
ამ აზრის უგუნურობას და თავის თავს უბრალო ადამიანად შე-
იგრძნობს, რომელსაც არ სჭირდება არც ძალაუფლება, არც
პატივი და არც თაყვანისცემა. გონების განათებამდე განვლი-
ლი გზა ლირისთვის უდიდესი ტანჯვის გზაა.
ახლა, როცა ლირმა საკუთარ თავზე გამოსცადა უბედურე-
ბა და ტანჯვა, მან სხვისი ტანჯვის დანახვაც შეძლო. როცა ტრი-
ალ მინდორში, ქარიშხლის დროს ლირი ედგარს გადაეყრება,
რომელიც ბედლამელი ტომის სახელით იმალება, ის ამ უბე-
დურ და მიუსაფარ არსებაში ადამიანს დაინახავს. ახლა ლირი
უფრო სწორად ხედავს ცხოვრებას, ვიდრე მაშინ, როცა საკუ-
თარი თავი ბრძენი ეგონა. მძიმე ტანჯვის გამოვლის გზით ლი-
რი მეორედ დაიბადა. ახლა ლირს ტანჯავს ის, რომ დაემსხვრა
ყველა ცრუ, არასწორი წარმოდგენა, რომლითაც ადრე ცხოვ-
რობდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად იტანჯება იმის გამო, რომ
რეალური სინამდვილე, რომელსაც თავის გარშემო ხედავს,
უგუნური და დაუნდობელია.
სულიერად განახლებული ლირი ვეღარ ურიგდება დედა-
მიწაზე გამეფებულ უსამართლობას. მეფე ლირი, რომელსაც
ადრე თავად მიუძღოდა ბრალი უსამართლობის დამკვიდრე-
ბაში, ახლა ჰგმობს მას. ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელო-
ვანი ეპიზოდია შეშლილი ლირის შეხვედრა დაბრმავებულ

76 მკითხველთა ლიგა
გლოსტერთან. ლირი ახლა ხედავს, რომ თურმე ყველგან უსა-
მართლობა გაბატონებულა, რასაც ხელს უწყობს განუსაზ-
ღვრელი ძალაუფლება, სხვა ადამიანებზე ბატონობის უფლე-
ბა, ის, რითაც თვითონ ადრე ასე ამაყობდა.
ლირის მსგავსად, გლოსტერიც გოლგოთის გზის გავლის
შემდეგ შეიცნობს ცხოვრებას. შეშლილმა ლირმა შეიცნო, ხო-
ლო ბრმა გლოსტერს თვალი აეხილა.
ტრაგედიის ერთ-ერთი მშვენიერი სახეა კორდელია. ის
ივიწყებს წყენას და მამის დასახმარებლად მოიჩქარის. კორ-
დელია ჰუმანისტური იდეალის განსახიერებაა. მასში შერ-
წყმულია ქალურობა, სილამაზე, სულიერი ძალა და სიმტკიცე,
ქედუხრელი ნება და ბრძოლისუნარიანობა. კორდელია ადა-
მიანურობის ნათელი სახეა. მას შეუძლია ამაღლდეს პირად
წყენაზე. კორდელიას ექიმი დააძინებს ლირს. უკრავს მუსიკა
და მისი ჰარმონია აღადგენს ლირის სულის დარღვეულ ჰარ-
მონიას. გაღვიძებული ლირი უკვე საღ გონებაზეა. კორდელი-
ას რომ დაინახავს, ამაყი ლირი, ის ლირი, რომელიც ფიქრობ-
და, რომ მთელი ქვეყანა მის ფერხთით უნდა ყოფილიყო გარ-
თხმული, კორდელიას წინაშე მუხლებზე დაეშვება.
კორდელია, რომელმაც დიდსულოვნად აპატია მამას და
დახმარების ხელი გაუწოდა, არის გამომხატველი გულმოწყა-
ლებისა, ამასთან, არა მხოლოდ ქრისტიანული გულმოწყალე-
ბისა, არამედ მებრძოლი ჰუმანიზმისა, რომელიც ასე ძვირფა-
სია ჰუმანისტი შექსპირისთვის.
როცა ლირსა და კორდელიას ტყვედ ჩაიგდებენ, ტრაგედი-
ის ბოროტი სული, ედმონდი მათი დახოცვის ბრძანებას გას-
ცემს. მაგრამ შემდეგ, როცა მისი ძმა ედგარი ორთაბრძოლაში
გაიმარჯვებს და ედმონდი მიხვდება, რომ მისი საქმე წასულია,
ის ბოლო მომენტში სიკეთის გაკეთებას მოინდომებს და გა-
დაწყვეტს გადაარჩინოს ლირი და კორდელია. მაგრამ უკვე
გვიანაა – კორდელია ჩამოახრჩვეს. და კვლავ გამოჩნდება
ლირი, რომელსაც მკვდარი კორდელიას ცხედარი მოაქვს. სა-
მეფოს დაკარგვის შემდეგ ლირი მალე მიხვდა, რომ სინამდვი-
ლეში არც არაფერი დაუკარგავს. ახლა კი, როცა დაიღუპა

77 მკითხველთა ლიგა
კორდელია, ლირმა ყველაფერი დაკარგა. ლირი ამდენ ტან-
ჯვას ვეღარ უძლებს და კვდება.
ტრაგედია დამთავრდა. დამთავრდა სისხლიანი ქაოსი.
მსხვერპლი ბევრი იყო – კორნუოლი, გონერილა, რეგანა, ედ-
მონდი... მაგრამ დაიღუპნენ ლირი, კორდელია და გლოსტე-
რიც – იღუპებიან დამნაშავენიც და უდანაშაულონიც. ტრაგე-
დიის არსიც სწორედ ეს არის – კორდელია სრულიად უდანა-
შაულო იღუპება და მის სიკვდილს ვერაფერი გაამართლებს.
ტრაგედია „მაკბეტის“ დასაწყისშივე შევდივართ იმ პირქუშ
ატმოსფეროში, ამ ნაწარმოებში რომ სუფევს. კუდიანთა საზა-
რელი თემობის სცენა, რომლითაც იწყება პიესა, ადამიანურო-
ბის ფეხქვეშ გათელვას წინასწარმეტყველებს. კუდიანები გა-
ნასახიერებენ ყველაზე მდაბალს, რაც კი შეიძლება იყოს ბუნე-
ბაში. მათი სიმახინჯე არის სიმბოლო ცხოვრებაში არსებული
სიმახინჯეებისა. მათთვის უდიდესი სიხარულის მომტანია
მკვლელობებისა და ტანჯვის ქაოსი. ეს საზარელი არსებები
წინასწარმეტყველებენ მაკბეტის შემდგომ ბედს და სიმბოლუ-
რად წარმოადგენენ იმ არაადამიანურობასა და უკეთურობას,
რომელიც ამოძრავებს მაკბეტს თავის ქმედებებში. ხაზგასმით
უნდა აღინიშნოს, რომ კუდიანები არ წარმოადგენენ ბედისწე-
რის ფატალურ ძალას, წინასწარვე რომ განსაზღვრავს გმირის
მოქმედებას. ისინი მხოლოდ გამოთქვამენ იმას, რაც უკვე აღ-
მოცენდა მაკბეტის ცნობიერებაში. ასე რომ, მაკბეტის მიერ ჩა-
დენილი დანაშაულებრივი მოქმედებები განპირობებულია მი-
სი საკუთარი ნებით და არა გარეშე ფატალური ძალით.
ტრაგედიის პოეტური სიმბოლიკა თავიდანვე ხაზს უსვამს
კეთილი და ბოროტი საწყისების ბრძოლას. პროლოგში კუ-
დიანების ფერხული მთავრდება სიტყვებით: „მშვენიერი სა-
ზიზღარია, საზიზღარი კი მშვენიერია“. ტრაგედიის თემაც სწო-
რედ ამ ორი საწყისის ბრძოლაა – ცხოვრება შეიძლება იყოს
მშვენიერიც და საზიზღარიც და ასეთივე შეიძლება იყოს ადა-
მიანიც – მშვენიერიც და საზიზღარიც. სწორედ ამ ორი საწყი-
სის ბრძოლა მიმდინარეობს მაკბეტის სულშიც. მაკბეტი ავაზა-
კურ ქმედებებს სჩადის, მაგრამ ის არ არის რიჩარდ III-ის, ია-
გოს ან ედმონდის ტიპის ავაზაკი. ეს უკანასკნელნი საზოგა-

78 მკითხველთა ლიგა
დოებისგან გარიყულად და დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს,
მაკბეტს კი არაფერი აკლია. ტრაგედიის დასაწყისში ის წარ-
მოგვიდგება როგორც ადამიანის სიძლიერის განსახიერება.
მისი სიმამაცე და სიქველე საყოველთაო აღტაცებას იწვევს.
პირველ აქტში ის გამოჩნდება როგორც გმირი, შოტლანდი-
ელთა მტრებზე გამარჯვების დიდებულ სცენაში. მაკბეტმა, მა-
მაცმა და გაბედულმა მეომარმა, დიდების მწვერვალს თავისი
საგმირო საქმეების წყალობით მიაღწია. მას სწამს საკუთარი
ძალებისა და შესაძლებლობებისა. დიდებული მეომრისა და
მხედართმთავრის, მაკბეტის გვერდით თვით მეფე დუნკანიც
კი უფერული ჩანს, მთელი მისი გულკეთილობისა და სხვათა
დამსახურებებისადმი პატივისცემის უნარის მიუხედავად.
მაგრამ მაკბეტის სულში პატივმოყვარეობის ჭიამ დაიბუ-
და. საკუთარი ძალების რწმენა მასში იწვევს სურვილს კიდევ
უფრო აღზევდეს, მეტი სახელი და დიდება მოიხვეჭოს. ის არ
კმაყოფილდება მოპოვებულით, რაც სრულიად საკმარისი იყო
იმისთვის, რომ მას ცხოვრების სისავსის გრძნობა ჰქონოდა –
პირიქით, რაც უფრო მეტს იღებს, მით უფრო მეტი უნდა. და
თუმცა მაკბეტი ნამდვილად მშვენიერია ისეთი, როგორიც ის
არის, მას უკვე ეჩვენება, რომ მისი პიროვნული ღირსებები ჯე-
როვნად და სათანადოდ არ არის დაფასებული.
მაკბეტი აღინთება სურვილით მოიხვეჭოს სამეფო ტიტუ-
ლი. მეფე ლირისაგან განსხვავებით, რომელსაც თავისი ადა-
მიანური ღირსებების დამტკიცება გვირგვინისა და ძალაუფ-
ლების სხვისთვის გადაცემის გზით სურდა, მაკბეტი სამეფო
გვირგვინის მოპოვების გზით ესწრაფვის დამკვიდრდეს რო-
გორც ღირსეული პიროვნება.
მაგრამ ტახტისაკენ სავალი გზა მაკბეტისთვის აღარ იქნე-
ბა ის პირდაპირი, სწორი და პატიოსანი გზა, რომლითაც აქამ-
დე მოდიოდა. მას გზას უღობავს არა მარტო მეფე დუნკანი,
არამედ პრინცი მალკოლმიც, რომელიც მეფემ თავის მემ-
კვიდრედ დაასახელა.
მაკბეტის სულში იწყება ბრძოლა. საქმე ის არის, რომ მაკ-
ბეტის ბუნებაში პატივმოყვარეობა არ იყო გადამწყვეტი თვი-
სება – მის ხასიათში ნიჭისა და სიძლიერის თავისუფლად გა-

79 მკითხველთა ლიგა
მოვლინების სურვილი ჭარბობდა – თუმცა ის სწორედ პატივ-
მოყვარეობის განსახიერებად იქცა. და ეს მოხდა იმის გამო,
რომ თავის სწრაფვაში მაკბეტი წააწყდა ერთ არსებით წინააღ-
მდეგობას – ადამიანის ღირსებები იშვიათად თუ შეესაბამება
მის საზოგადოებრივ მდგომარეობას. და მაკბეტმაც ჩათვალა,
რომ თუმცა არ აქვს კანონიერი უფლება ტახტზე, თავისი პი-
როვნული ღირსებების გამო აქვს ამის ბუნებრივი უფლება –
ასე უფრო სამართლიანი იქნება, მიაჩნია მას.
ტრაგედია წარმოგვიდგენს საზოგადოებაში პიროვნების
მდგომარეობის უდიდეს პრობლემას. ადამიანის ტიტანური ნი-
ჭი და უნარი აწყდება დაბრკოლებებს საზოგადოებაში, რომე-
ლიც ისეა მოწყობილი, რომ მაკბეტის სიქველე და სიმამაცე
პატივმოყვარეობად გადაიქცევა, ხოლო პატივმოყვარეობა
მას დანაშაულისკენ უბიძგებს. ტრაგედია სწორედ ტირანული
რეჟიმის პირობებში სახელმწიფოსა და პიროვნების ტრაგი-
კულ მდგომარეობას გვიხატავს.
მაკბეტი, რომელიც ტრაგედიის ბოლოს ტირანი და მკვლე-
ლია, ნელ-ნელა გახდა ასეთი. მისი სახე წარმოდგენილია გან-
ვითარებაში, მისი სულიერი სამყაროს მთელი სისრულითა და
წინააღმდეგობრიობით. მაკბეტს ჩვეულებრივი ბოროტმოქმე-
დისგან განასხვავებს ის, რომ მის სულში გამუდმებით მიმდი-
ნარეობს ბრძოლა კეთილ და ბოროტ საწყისებს შორის, სინ-
დისის ქენჯნასა და პატივმოყვარულ ზრახვებს შორის, რაც
მაკბეტს ტრაგიკულ პიროვნებად აქცევს. ის, რაც მაკბეტის ხა-
სიათში ტრაგიკულად ამაღლებულია, განპირობებულია იმით,
რომ უშიშარსა და ძალგულოვანს შიშის გრძნობა მხოლოდ სა-
კუთარი სინდისის წინაშე ეუფლება (სისხლიანი ხანჯლის ხილ-
ვის სცენა). მდიდარი წარმოსახვის უნარი, რითაც მაკბეტი
არის დაჯილდოებული, კიდევ უფრო აძლიერებს სინდისის
ხმას.
დიდი შეცდომა იქნება, მაკბეტი რომ ავაზაკად და ბოროტ-
მოქმედად მივიჩნიოთ. მაშინ არც ტრაგედია არ იქნებოდა.
ტრაგედია კი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იღუპება
მშვენიერი, ჭეშმარიტად დიდი ადამიანი. მაკბეტის ტრაგედია
იმაში მდგომარეობს, რომ მას არასწორად ესმის ადამიანის

80 მკითხველთა ლიგა
ღირსების ცნება და, პატივმოყვარული ზრახვებით შეპყრობი-
ლი, დანაშაულის გზას ადგება და სულ უფრო იძირება არაადა-
მიანურობის ჭაობში. მაკბეტის მიერ ჩადენილი დანაშაულება-
ნი თავისთავად არაფრით განსხვავდება რიჩარდ III-ის სის-
ხლიანი ტირანიისაგან. განსხვავება ამ ორი პერსონაჟის ხა-
სიათებშია. რიჩარდი უსინდისო ავაზაკია, მაკბეტი კი ღრმად
მგრძნობიარე ადამიანია. ტრაგედიაში ვხედავთ, თუ როგორ
ხდება მაკბეტის ჯანსაღი ნატურის თანდათანობით დამახინჯე-
ბა. მისი სული ბოროტ ვნებებს მოუცავს, მაგრამ მისი სულიერი
სამყაროს ძირისძირს მაინც წარმოადგენს ჭეშმარიტი ზნეობ-
რივი ღირებულებების ცოდნა, და ის საშინლად იტანჯება იმის
გამო, რომ მან ხელჰყო ეს ღირებულებები. ლედი მაკბეტის
სიტყვებით რომ ვთქვათ, მასში მეტისმეტად ბევრი „რძეა ადა-
მიანური სიკეთისა“. ლედი მაკბეტის თვალში ეს ნაკლია, მაგ-
რამ სწორედ ეს „სისუსტე“ ხდის მაკბეტს ადამიანურს და მისი
ტრაგიკული სულიერი დრამის მიზეზი ხდება. ამიტომ არის,
რომ ლედი მაკბეტი, ქმრის ყოყმანი რომ დაძლიოს და დანა-
შაულის ჩადენა გაუადვილოს, მასზე ზემოქმედებს არა ძალა-
უფლების ხელში ჩაგდების საცდურით, არამედ ეხება მაკბეტის
ამაყ რწმენას საკუთარი პიროვნული ღირსებისა და გამორ-
ჩეულობისა, რადგან იცის, რომ ეს ყველაზე მძლავრი იარაღია
ქმარზე ზემოქმედებისთვის.
მაკბეტი, ერთ დროს პატიოსანი და მამაცი მეომარი, ახლა
დაუფარავად და ღიად კი არ იბრძვის, არამედ მოღალატური
ვერაგობით, და კლავს დაუცველს. ასეთი მოქმედების გზა ეწი-
ნააღმდეგება მის ნატურას. ამიტომ ყოყმანობს ის დუნკანის
მოკვლის წინ, ხოლო მკვლელობის შემდეგ სულიერ შეძრწუ-
ნებას განიცდის. მისი სული მოსვენებას ჰკარგავს. უპატიოს-
ნო, ვერაგული მკვლელობით მაკბეტმა მორალური თვით-
მკვლელობა ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც საკუთარი ხელით მოკ-
ლავს დუნკანს, მას თან სდევს სისხლიანი ხანჯლის ხილვა.
ამის შემდეგ ბანკოს ის უკვე მიგზავნილი მკვლელების ხე-
ლით ჰკლავს, რადგან ჰგონია, რომ თუ თვითონ არ იქნება
მკვლელობის შემსრულებელი და თავისი თვალით არ იხი-
ლავს მკვლელობას, სინდისი მშვიდად ექნება. მაგრამ სინდი-

81 მკითხველთა ლიგა
სის საშინელი ქენჯნა კიდევ უფრო ტანჯავს – მას ბანკოს სული
გამოეცხადება. ერთი დანაშაული მეორეს იწვევს. იწყება საზა-
რელ მკვლელობათა შემაძრწუნებელი ბაკქანალია. ახალ-
ახალი დანაშაულებანი სულ უფრო მეტად აღრმავებენ და ამ-
ძიმებენ მაკბეტის პიროვნების გადაგვარებას. რას მიაღწია
მაკბეტმა? მისთვის ყველაზე საშინელ ტრაგედიას. ამ ტრაგე-
დიის თავისებურება განპირობებულია იმით, რომ მაკბეტი ბო-
ლომდე გმირულ პიროვნებად რჩება. მისი ხასიათის სიმტკიცე
არ გატეხილა. მაგრამ მისი სული ცარიელი დარჩა. ის ინარჩუ-
ნებს გამორჩეული პიროვნების ყველა თვისებას – უტეხ ნებას,
ჭკუას, მაგრამ არა აქვს ერთი, ყველაზე მთავარი რამ – არსე-
ბობის აზრი და მიზანი. ის უმთავრესი, რომლისკენაც ისწრაფ-
ვოდა მაკბეტი, მან საკუთარი ხელით მოსპო: თავისი ადამია-
ნური ღირსებების სრულად შეგრძნების ნაცვლად ის მხოლოდ
სულიერ სიცარიელეს გრძნობს. მაკბეტი ხვდება, რომ საშინე-
ლი მარტოობისთვის გასწირა თავი. ის თავის თავს ადარებს
მსახიობს, მცირე ხანს რომ იგრიხება სცენაზე, მერე კი გაქრე-
ბა და აღარაფერი დარჩება იმ სცენური სახიდან, ის რომ განა-
სახიერებდა.
მაკბეტის სიკვდილი (მას ორთაბრძოლაში კლავს მაკდუ-
ფი) არის სიკვდილი იმ ზნეობრივი განწმენდის გარეშე, ლირმა
რომ მიაღწია ტანჯვის გზით, და იმ სულის ზეიმის გარეშე, ოტე-
ლო რომ განიცდის სიკვდილის წინ. მაკბეტის სიკვდილი სრუ-
ლი და გამოუვალი დაღუპვაა. ამ აზრით, „მაკბეტი“ შექსპირის
ტრაგედიებს შორის ყველაზე პირქუშია, რადგან აქ წარმოდგე-
ნილია ადამიანის სრული მორალური დეგრადირება და გა-
ნადგურება.
ლედი მაკბეტი ბევრი რამით ჰგავს ქმარს. ის გამოირჩევა
სილამაზით. ისინი ერთმანეთის შესაფერისი და ღირსი იდეა-
ლური წყვილი არიან. მაგრამ ლედი მაკბეტი ოცნებობს, რომ
მის სილამაზეს დედოფლის გვირგვინი დაედგას. ისიც პატივ-
მოყვარეა, მაგრამ მას გული გაჰქვავებია. მაკბეტისაგან გან-
სხვავებით ის უფრო მტკიცედ მოქმედებს. სწორედ ის ეხმარება
ქმარს დანაშაულის წინ ზნეობრივი ყოყმანის დაძლევაში. მისი
პატივმოყვარეობა ვნებაა – ბრმა, მოუთმენარი, აულაგმავი,

82 მკითხველთა ლიგა
შმაგი და მანიაკალური. ლედი მაკბეტს არ გააჩნია მორალური
ღირებულებები – ის დარწმუნებულია, რომ წყალი ჩამოჰბანს
ხელებიდან დანაშაულებრივი გზით დაღვრილ სისხლს.
ლედი მაკბეტი ადამიანური ბოროტების ყველაზე კონცენ-
ტრირებული გამოხატულებაა. ის ერთი წუთით არ იწვევს თა-
ნაგრძნობას. ის მზად არის სიყვარული და დედობრივი გრძნო-
ბა ძალაუფლებასა და ილუზორულ დიდებას ანაცვალოს. მისი
არსება მხოლოდ იქითკენ არის მიმართული, რომ უბიძგოს
ქმარს დანაშაულისკენ და, როგორც თვითონვე ამბობს, მზა-
დაა თავი გაუჩეჩქვოს საკუთარ ჩვილ ბავშვს, ოღონდ კი არ და-
არღვიოს დანაშაულებრივი ფიცი მეფის მოკვლისა.
მაგრამ თუ ლედი მაკბეტი ვერც გულით და ვერც გონებით
ვერ ხვდება, რომ გადააბიჯა ადამიანურობის ზღვარს, თავად
ბუნება ამბოხდება მასში – ლედი მაკბეტმა დაარღვია ბუნების
კანონები და ამისთვის შეშლილობით ზღო. შეშლილი ლედი
მაკბეტი ცდილობს ჩამოიბანოს სისხლი ხელებიდან, მაგრამ
აღმოჩნდება, რომ დანაშაულის კვალი მის სულში აღიბეჭდი-
ლა და მისი წაშლა შეუძლებელია.
ბრძოლა, რომელსაც ეწევიან მაკბეტის წინააღმდეგ მისი
მტრები, არის საღვთო ომი ადამიანურობის დასაცავად. მალ-
კოლმს და მაკდუფს აქვთ პირადი მიზეზი სძულდეთ მაკბეტი.
პირველს, მალკოლმს, მან მამა მოუკლა და მისი ტახტი მიით-
ვისა, მეორეს, მაკდუფს კი ცოლ-შვილი დაუხოცა და სამფლო-
ბელოები წაართვა. მაგრამ თავიანთ ბრძოლაში მაკბეტის წი-
ნააღმდეგ მათ პირადი შურისძიების გრძნობა როდი ამოძრა-
ვებთ – ისინი სამართლიანობის აღსადგენად იბრძვიან. ამაში
გამოიხატება აღორძინების ეპოქის უდიდესი დრამატურგისა
და მოაზროვნის, უილიამ შექსპირის ჰუმანიზმის მებრძოლი
ხასიათი.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ შექსპირის ბი-
ოგრაფიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შექსპირის შესახებ დაწ-
ვრილებითი ბიოგრაფიული ცნობები არ არსებობს. ის უილიამ
შექსპირი, რომელიც უდიდესი ლიტერატურული მემკვიდრეო-
ბის ავტორად ითვლება, სტრატფორდში დაიბადა, ჯონ შექსპი-
რის, ფერმერისა და ტყავის ხელოსნის ოჯახში. თვრამეტი

83 მკითხველთა ლიგა
წლის სტრატფორდელ უილიამ შექსპირს ცოლად შეურთავს
მეზობლის ქალი, მასზე რვა წლით უფროსი ენ ჰეთეუეი, რო-
მელთანაც სამი შვილი შესძენია. როგორც ჩანს, შემდეგ შექ-
სპირს დაუტოვებია ოჯახი და ლონდონში წასულა. უცნობია,
თუ ზუსტად როდის დაიწყო შექსპირმა წერა. ცნობილია მისი
სამსახიობო კარიერის შესახებ, თუმცა ის ცუდი მსახიობი ყო-
ფილა. 1612 წელს შექსპირი სტრატფორდში დაბრუნებულა.
ცხოვრების ბოლო წლები მას თავის ოჯახში გაუტარებია და,
გადმოცემის თანახმად, 1616 წლის 23 აპრილს გარდაცვლი-
ლა. ის კი ცნობილია, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენი-
ლი მემკვიდრეობის ნუსხაში ერთი წიგნიც კი არ ფიგურირებს!
რით შეიძლება აიხსნას ეს პარადოქსული ფაქტი, თუ სტრატ-
ფორდელი დაბაღის ვაჟს იმ გენიალური ნაწარმოებების ავტო-
რად მივიჩნევთ?
ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ფსევდონიმი „უილიამ შექ-
სპირი“ პოეტებისა და დრამატურგების ჯგუფს აერთიანებდა,
ანუ ერთი კონკრეტული ავტორი საერთოდ არ არსებობს. ზოგი
მიიჩნევს, რომ შექსპირის ნაწარმოებებად მიჩნეული რამდე-
ნიმე პიესის ავტორი სინამდვილეში აღორძინების ეპოქის ინ-
გლისელი დრამატურგი ქრისტოფერ მარლოა. ზოგი ნაწარ-
მოები თანაავტორობით დაწერილად ითვლება. არსებობს აგ-
რეთვე ვერსია, რომ მსახიობმა უილიამ შექსპირმა ნაწარმოე-
ბები ერთ ინგლისელ არისტოკრატს მოპარა და თავისად გა-
ასაღა... ასეა თუ ისე, დაუჯერებელია, რომ ადამიანს, რომელ-
საც არავითარი საუნივერსიტეტო განათლება არ ჰქონდა მი-
ღებული (ინგლისური აღორძინების დრამატურგი ბენ ჯონსო-
ნი მასზე ამბობდა, მისი ლათინური ძალიან ცუდია, ბერძნული
კი კიდევ უფრო უარესიო, რაც, მაშინდელი კრიტერიუმებით,
გაუნათლებლობას ნიშნავდა) ასეთი წარმოუდგენლად მაღა-
ლი ხარისხის და მოცულობის ლიტერატურული შედევრები შე-
ექმნა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მის
ლიტერატურულ მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს ანტიკურ თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი თეორია, გასაგებ მიზეზთა
გამო, ინგლისელთათვის ყოვლად მიუღებელი და, შესაბამი-

84 მკითხველთა ლიგა
სად, მათ მიერ მაქსიმალურად დაბლოკილი, შეიძლება ით-
ქვას, მასხრად აგდებულიც კი. ამ თეორიის მიხედვით, დიდი
ინგლისელი დრამატურგი და პოეტი უილიამ შექსპირი სინამ-
დვილეში იტალიელი მიქელანჯელო ფლორიო კროლალან-
ცაა (Michelangelo Florio Crollalanza). პირადად მე, მრავალი
ფაქტორის გათვალისწინებით, იტალიური თეორია სრულიად
რეალისტურად მიმაჩნია.
საუკუნეთა მანძილზე მეცნიერთა და არა მხოლოდ მეცნი-
ერთა დიდ გაკვირვებას იწვევს შექსპირის მიერ იტალიური სი-
ნამდვილის და იტალიური კულტურის ძალიან ღრმა და ზედმი-
წევნითი ცოდნა. ის შესანიშნავად იცნობს ადრეული რენესან-
სის იტალიელი მწერლის ჯოვანი ბოკაჩოს, XVI საუკუნის იტა-
ლიელი ნოველისტის მატეო ბანდელოს და XV საუკუნის იტა-
ლიელი პოეტის მაზუჩიო სალერნიტანოს შემოქმედებას. მიჩ-
ნეულია, რომ სწორედ ბანდელოს და სალერნიტანოს ნაწარ-
მოებები, ამავე სახელის მქონე პერსონაჟებით, გახდა შექსპი-
რის „რომეო და ჯულიეტას“ პირველწყარო. შექსპირის ავტო-
რობით ცნობილი ნაწარმოებების დიდ ნაწილშიც მოქმედება
იტალიის სხვადასხვა ქალაქში ან ძველ რომში ხდება.
1925-1950 წლებში პალერმოს უნივერსიტეტის პროფესო-
რებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც „რომეო და ჯუ-
ლიეტას“, „ოტელოს“, „ვენეციელი ვაჭრის“, „ორი ვერონელი
აზნაურის“, „ჭირვეულის მორჯულების“, „იულიუს კეისრის“,
„ანტონიოსისა და კლეოპატრას“, „კორიოლანოსის“ და სხვა-
თა და სხვათა ნამდვილი ავტორი სტრატფორდში კი არ დაბა-
დებულა, არამედ იტალიის ქალაქ მესინაში (სწორედ მესინაში
ხდება პიესის „აურზაური არაფრის გამო“ მოქმედება) და მისი
ნამდვილი სახელი და გვარია მიქელანჯელო ფლორიო კრო-
ლალანცა. მიქელანჯელოს მშობლები იყვნენ ჯიოვანი ფლო-
რიო, პროფესიით ექიმი და გულიელმა კროლალანცა, სიცი-
ლიელი არისტოკრატი ქალი.
ოჯახი იძულებული გახდა, სავარაუდოდ, ინკვიზიციის გა-
მო, იტალიიდან ლონდონში გადასახლებულიყო. სწორედ
ლონდონში გადაწყვიტა მიქელანჯელო ფლორიო კროლა-
ლანცამ თავისი გვარი ინგლისური ეკვივალენტით შეეცვალა

85 მკითხველთა ლიგა
ანუ ინგლისურად ეთარგმნა. მისი იტალიური გვარი ინგლისუ-
რად სწორედ ისე ითარგმნება და იმასვე ნიშნავს, რასაც ინ-
გლისური გვარი „შექსპირი“. იტალიელი მეცნიერების კვლე-
ვის მიხედვით, კროლალანცა-შექსპირი საზღვარგარეთ სწავ-
ლობდა – განათლება მან ფრანცისკელი ბერებისგან მიიღო,
რომელთაც მას ლათინური და ბერძნული ენები და ისტორია
შეასწავლეს.
იტალიური ლიტერატურის სიცილიელი პროფესორი მარ-
ტინო იუვარა 2002 წელს გამოცემულ თავის წიგნში, სწორედ
პალერმოს უნივერსიტეტის ორი პროფესორის მიერ ჩატარე-
ბულ კვლევაზე დაყრდნობით, წერს, რომ ევროპაში მოგზაუ-
რობისას ახალგაზრდა შექსპირს (იგივე კროლალანცას) 16
წლის გოგონა, სახელად ჯულიეტა შეყვარებია. სამწუხაროდ,
ოჯახის წევრები წინ აღუდგნენ მათ სიყვარულს და ჯულიეტამ
თავი მოიკლა. წიგნის ავტორის მტკიცებულებებს ამყარებს მი-
ქელანჯელო ფლორიო კროლალანცას მიერ იტალიური ენის
სიცილიურ დიალექტზე დაწერილი პიესა, სახელად „აურზაუ-
რი არაფრის გამო“. პროფესორი მარტინო იუვარა ახსენებს
აგრეთვე გამონათქვამების კრებულს, რომლის ავტორად მი-
ქელანჯელო ფლორიო კროლალანცა ითვლება. ზოგიერთი
გამონათქვამი ზედმიწევნით ემთხვევა „ჰამლეტის“ სტრიქო-
ნებს. მარტინო იუვარა იმასაც აღნიშნავს, რომ კროლალანცა-
შექსპირის ბევრი თანამედროვე ამჩნევდა მის უცხოურ აქ-
ცენტს ინგლისურში...
დაბოლოს, კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი, რომლის შემ-
თხვევითობით ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია – მიქე-
ლანჯელო ფლორიო კროლალანცას მამას, ჯიოვანი ფლორი-
ოს, საკუთრებაში ჰქონია სახლი, რომელსაც „კასა ოტელო“
(„ოტელოს სახლი“) რქმევია. სახლი ერთ ვენეციელ კაცს, სა-
ხელად ოტელოს აუშენებია, რომელსაც, ეჭვიანობით გამძვინ-
ვარებულს, ცოლი მოუკლავს...
როგორც უკვე აღვნიშნე, პირადად მე სრულიად სარწმუ-
ნოდ მიმაჩნია იტალიელი მეცნიერების მიერ წამოყენებული
ვერსია, რომლის მიხედვითაც იტალიამ, ევროპული რენესან-
სის აკვანმა, დანტეს, პეტრარკასა და ბოკაჩოს სამშობლომ,

86 მკითხველთა ლიგა
კაცობრიობას ორი გენიალური მიქელანჯელო – მიქელანჯე-
ლო დი ლოდოვიკო ბუონაროტი და მიქელანჯელო ფლორიო
კროლალანცა მისცა.

87 მკითხველთა ლიგა
ბენ ჯონსონი

ინგლისური რენესანსული დრამატურგიის უკანასკნელი


წარმომადგენელი, შექსპირის თანამედროვე დრამატურგი,
პოეტი, დრამის თეორეტიკოსი და მსახიობი ბენ ჯონსონი
(Benjamin „Ben“ Jonson, c.1573-1637) აღორძინების ეპოქის
უდიდესი დრამატურგია. მისი მოღვაწეობა ემთხვევა ინგლი-
სური რენესანსის მესამე ეტაპს, რომელიც ჰუმანიზმის კრიზი-
სით ხასიათდება. ბენ ჯონსონის შემოქმედება ინგლისური რე-
ნესანსის დრამატურგიის თავისებური დაგვირგვინებაა.
როგორც თავად ბენ ჯონსონი ამბობდა, მისი გვარი წარმო-
შობით შოტლანდიიდან იყო. მამამისი შვილის დაბადებამდე
გარდაიცვალა. მამინაცვალი ქვისმთლელი იყო, რომელმაც
ბენს თავისი ხელობა შეასწავლა. ერთხანს ბენ ჯონსონი ქვის-
მთლელადაც მუშაობდა. შემდეგ მოხალისედ მონაწილეობდა
ნიდერლანდების ბრძოლაში კათოლიკური ესპანეთის წინა-
აღმდეგ. ინგლისში დაბრუნებულმა მსახიობობა დაიწყო. 1598
წელს, დუელში მსახიობ გაბრიელ სპენსერის მოკვლის გამო
ჯონსონი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გავლენია-
ნი მეგობრების დახმარებით სასჯელს გადაურჩა.
ბენ ჯონსონმა საფუძვლიანი განათლება მიიღო უესტმინ-
სტერის სკოლაში, სადაც შეისწავლა ბერძნული და ლათინური
ენები და კლასიკური ლიტერატურა. ანტიკური ენების კარგი
მცოდნე ჯონსონი თავისი დროის დრამატურგებს შორის გან-
სწავლულობით გამოირჩეოდა.
ოქსფორდის უნივერსიტეტმა ბენ ჯონსონს ჰონორის კაუზა
სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა. მას მინიჭებული ჰქონდა აგ-
რეთვე პოეტი-ლაურეატის წოდება. ერთ დროს ლონდონის მე-
მატიანედაც მუშაობდა. იყო ედინბურგის საპატიო მოქალაქე.
სიცოცხლის ბოლო წლები მძიმედ ავადმყოფმა ჯონსონმა სი-
ღარიბესა და მარტოობაში გაატარა. დაკრძალულია უესტმინ-
სტერის სააბატოში, ვერტიკალურად გაჭრილ საფლავში,

88 მკითხველთა ლიგა
მდგომარე, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ის გარ-
დაცვალების წინ ხელმოკლედ ცხოვრობდა, თუმცა მისი ბიოგ-
რაფიის ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ჯონსონმა ზუსტად 18
კვადრატული დუიმის საფლავი სთხოვა მეფეს და ამის გამო,
ზომებში რომ ჩატეულიყვნენ, ვერტიკალური საფლავი ერგო.
მისი საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია წარწერა Orare Ben
Jonson, რომელიც, თუ მას ინგლისურად წავიკითხავთ, იკით-
ხება როგორც „ო შეუდარებელო ბენ ჯონსონ“, თუმცა არსე-
ბობს მოსაზრება, რომ ლათინურად წაკითხული ეს წარწერა
ნიშნავს „ილოცეთ ბენ ჯონსონისთვის“, რაც იმაზე უნდა მი-
ანიშნებდეს, რომ სიკვდილის წინ ჯონსონმა კათოლიკობა მი-
იღო.
ბენ ჯონსონი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე დრამა-
ტურგიულ ასპარეზზე მოღვაწეობდა. ცნობილია მის მიერ გა-
ჩაღებული პოლემიკა იმდროინდელ დრამატურგებთან, რო-
მელმაც „თეატრების ომის“ სახელწოდება მიიღო. ჯონსონი სა-
კამათოდ ხდის მისი თანამედროვე დრამატურგების, მათ შო-
რის შექსპირის, შემოქმედებით პრინციპებს და მოითხოვს ყო-
ფით დამაჯერებლობას სიუჟეტში, სწორ კომპოზიციას, ხასია-
თების სწორხაზოვნებას. ჯონსონმა შექმნა აღორძინების ეპო-
ქის დრამატურგიისთვის ახალი ჟანრი – ყოფითი სატირული
კომედია. ინგლისურ ლიტერატურაში მან ადგილი დაიმკვიდ-
რა როგორც ხასიათების კომედიის შემქმნელმა. შექსპირის
ლირიკულ-რომანტიკული, ფანტასტიკური კომედიებისაგან
განსხვავებით ბენ ჯონსონის კომედიები ყოფითი სატირული
ხასიათისაა. თუ შექსპირთან ხასიათები დინამიკაში, განვითა-
რებაშია მოცემული, ჯონსონთან ისინი სტატიურია. ბენ ჯონსო-
ნი უარს ამბობს ადამიანის ხასიათის გამოსახვის მრავალპლა-
ნიან, მრავალწახნაგოვან შექსპირისეულ პრინციპზე, ადამია-
ნის განუმეორებელი ინდივიდუალურობის გახსნაზე.
დაუთარიღებელი კომედია „ვითარება შეიცვალა“, რომე-
ლიც ჯონსონმა, როგორც ჩანს, დაწერა თეატრისთვის
„როუზი“, სადაც მსახიობად მუშაობდა, მის ჩვენამდე მოღწე-
ულ ყველაზე ადრეულ ნაწარმოებად ითვლება. თავისი შემოქ-
მედებითი გზის დასაწყისშივე ბენ ჯონსონმა ჩამოაყალიბა იუ-

89 მკითხველთა ლიგა
მორების თეორია, რომლის თანახმად თითოეულ ადამიანს
გააჩნია ერთი განსაკუთრებული თვისება ანუ იუმორი, რომე-
ლიც მთელს მის მოქმედებას განსაზღვრავს. ტერმინი „იუმო-
რი“ ადამიანის ხასიათთან მიმართებით გაჩნდა იმ დროის მეც-
ნიერული წარმოდგენების საფუძველზე, რომლებიც ადამია-
ნის ფიზიოლოგიას შეეხებოდა. ადამიანის ზნეს განსაზღვრავ-
დნენ როგორც ადამიანის ორგანიზმში შემავალი სითხეების
ზეგავლენის შედეგს. ამ სითხეებს კი მოიხსენიებდნენ ლათი-
ნური სიტყვით „Humor“. გამორჩეული თვისება ადამიანის ხა-
სიათში, რომელიც ამ სითხეებით იყო განპირობებული, რო-
გორც წესი, ადამიანის ნორმალური ხასიათიდან გადახრას
წარმოადგენდა, აღიქმებოდა როგორც უარყოფითი, გაკიც-
ხვის საგანი ხდებოდა და სიცილს იწვევდა. ასე დაიწყო იუმო-
რის, როგორც უარყოფითი თვისების, კომედიურ პლანში აღ-
ქმა, ხოლო თავად სიტყვა „იუმორი“ თანდათან უკვე აღნიშნავ-
და არა მხოლოდ სითხეს, არამედ ჯერ ზნეს, მერე კი სასაცი-
ლოსაც. იუმორების თეორია ბენ ჯონსონმა წამოაყენა 1600 და
1601 წელს შექმნილ პიესებში „ყველა თავის იუმორში“ და
„ყველა თავისი იუმორის გარეშე“.
იუმორების თეორიის დადებითი მნიშვნელობა იმაში
მდგომარეობდა, რომ ის ხელს უწყობდა სატირულ სიმძაფრეს
მანკიერებათა მხილებისას და, ამასთანავე, განზოგადებულ
ხასიათს ანიჭებდა პერსონაჟებს. მაგრამ, ამავე დროს, ეს თე-
ორია გარკვეულად ზღუდავდა და ხელს უშლიდა ადამიანის
ხასიათის მრავალმხრივად წარმოსახვას. მიუხედავად იმისა,
რომ ბენ ჯონსონი მკაფიოდ გამოკვეთს და წარმოაჩენს პერ-
სონაჟის ხასიათის ერთ კონკრეტულ თვისებას, მისი გმირები
სტატიურები არიან, მათი ხასიათი ცვლილებას არ განიცდის
სიუჟეტის განვითარებასთან ერთად. პიესის სიუჟეტი არის
მხოლოდ იმის საშუალება, რომ პერსონაჟებმა თავიანთი „იუ-
მორები“ გამოამჟღავნონ.
„იუმორების თეორიამ“ მოამზადა ნიადაგი ადამიანის ხა-
სიათის წარმოსახვის ახალი კლასიცისტური პრინციპისთვის,
რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პერსონაჟის ხასიათ-

90 მკითხველთა ლიგა
ში გამოიყოს ერთი ძირითადი თვისება, წამყვანი, გადამწყვე-
ტი მხარე.
1606 წელს დადგმულ პიესაში „ვოლპონე, ანუ მელა“ მკა-
ფიოდ გამოჩნდა მისი ავტორის, როგორც სატირიკოსის, ტა-
ლანტი. მოქმედება იტალიაში, კერძოდ, ვენეციაში ხდება, მაგ-
რამ, ცხადია, ავტორი თავის თანამედროვე ინგლისს გვიხა-
ტავს მწვავე და სატირულ ფერებში. ნაწარმოების თითოეული
პერსონაჟი ადამიანის ერთი რომელიმე თვისების მატარებე-
ლია. საინტერესოა, რომ გმირის ხასიათი ჩანს უკვე მისსავე
სახელში: ვოლპონე – მელა, მოსკა – ბუზი, კორბაჩო – ყვავი,
ვოლტორე – ძერა.
მდიდარი ვაჭარი ვოლპონე, რომელსაც სიცრუისა და სი-
ყალბის გზით აქვს სიმდიდრე მოხვეჭილი, გადაწყვეტს კიდევ
უფრო გამდიდრდეს. ამიტომ ის თავს მოიავადმყოფებს, ხოლო
მისი მსახური მოსკა ხმას დაყრის, ჩემი ბატონი კვდებაო. მემ-
კვიდრეობის მიღების იმედით „მომაკვდავ“ ვოლპონეს თავს
ევლებიან, მოაქვთ ძღვენი, ცდილობენ მისი გულის მოგებას,
რომ როგორმე მისი მემკვიდრეობა ირგუნონ. კორბაჩო საკუ-
თარ შვილს უსახსროდ დატოვებს და მთელ ქონებას ვოლპო-
ნეს აძლევს მისი სიმდიდრის ხელში ჩაგდების იმედით. ვოლ-
პონე მდიდრდება. მემკვიდრეობაზე დახარბებული პრეტენ-
დენტები მზად არიან ყველანაირი სისაძაგლე ჩაიდინონ – ად-
ვოკატი ვოლტორე ვოლპონეს მითითებით ცრუობს სასამარ-
თლოზე, ვაჭარი კორვინო თავის ცოლს მიჰგვრის ვოლპონეს.
კორბაჩო მზადაა მოწამლოს ვოლპონე. ვოლპონე კი ყველას
ატყუებს და უდიდეს სიამოვნებას განიცდის მათი დამცირებით.
ამ უპატიოსნო საქმეებში მას მოსკა ეხმარება. მაგრამ ეშმაკი
მოსკა არა მარტო იმათ ატყუებს, ვინც ვოლპონეს სიმდიდრის
ხელში ჩაგდებას ცდილობს, არამედ თვით ვოლპონეს გაცურე-
ბასაც განიზრახავს – ვოლპონე ანდერძით ყველაფერს მოს-
კას უტოვებს. აქ კი მოსკა ატყუებს თავის ბატონს და უარს ეუბ-
ნება ანდერძით მიღებული ქონების დაბრუნებაზე. ვოლპონე
სასამართლოს გადასცემს მოსკას, მაგრამ თვითონაც ჰკარ-
გავს თავის ქონებას, რომელსაც სასამართლო ჩამოართმევს,

91 მკითხველთა ლიგა
როგორც უპატიოსნო გზით მოხვეჭილს. ასე ისჯის ბოროტება
საკუთარ თავს.
1610 წელს დაიდგა ბენ ჯონსონის სატირული პიესა „ალქი-
მიკოსი“, რომელსაც ჯონსონის საუკეთესო კომედიად მიიჩნე-
ვენ. შავი ჭირის ეპიდემია აიძულებს ლონდონელ ჯენტლმენ
ლავუითს სახლი თავის ლაქია ჯერემის ჩააბაროს საპატრო-
ნოდ და თავად დროებით ქალაქს გაერიდოს. ჯერემი ლავუი-
თის სახლს თავისი თაღლითური საქმეების განსახორციელებ-
ლად იყენებს. ის კაპიტან ფეისად გაასაღებს თავს. გეგმების
განხორციელებაში მას თაღლითი სათლი და მეძავი დოლ ქო-
მონი ეხმარებიან. პიესა ფეისსა და სათლს შორის ჩხუბის სცე-
ნით იწყება – მათ თაღლითური გზით ნაშოვნი ქონება ვერ გა-
უყვიათ. ჩხუბში დოლი ჩაერევა და არწმუნებს მოჩხუბრებს,
რომ წარმატების მისაღწევად გუნდურად უნდა იმოქმედონ. ამ
პიესაში ჯონსონი დაუნდობლად ამხელს და დასცინის ადამია-
ნების სიბრიყვეს, პატივმოყვარეობასა და მანკიერებებს,
უპირველეს ყოვლისა, სიხარბით გამოწვეულ გულუბრყვილო-
ბასა და მიმნდობობას და გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება და-
ემართოს ადამიანს, რომელიც სხვებზე უპირატესობის მოპო-
ვებას შეეცდება. ჯონსონის შეუბრალებელი სატირული მხი-
ლების ობიექტი საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენე-
ლი ხდება.
1631 წელს შექმნილი კომედია „ბართლომეს ბაზრობა“ მი-
ნიატურაში წარმოგვიდგენს დრამატურგის თანამედროვე ინ-
გლისს. ბაზრობა სიცრუის, სიხარბის, მომხვეჭელობის სიმბო-
ლოა. ეს პიესა XIX საუკუნის ინგლისური რეალიზმის წარმო-
მადგენლის, უილიამ თეკერეის რომანის, „ამაოების ბაზრის“
ერთგვარი წინამორბედია.
როგორც ჩანს, გარდაცვალების წინ ჯონსონი მუშაობდა
ახალ პიესაზე „სევდიანი მწყემსი“, რომლის მხოლოდ ორი აქ-
ტია შემორჩენილი და რომელიც მისი ავტორის პასტორალუ-
რი დრამის ჟანრით დაინტერესებას მოწმობს.
ბენ ჯონსონი მკაცრად მისდევდა მკვეთრი და მკაფიო ჟან-
რული დაყოფის პრინციპს – ამითაც მან გარკვეულად მოამზა-
და კლასიციზმის ესთეტიკა. მისი დრამატურგია დამაკავშირე-

92 მკითხველთა ლიგა
ბელი რგოლია რენესანსულ რეალიზმსა და ინგლისის ბურჟუ-
აზიული რევოლუციის პერიოდის კლასიციზმს შორის. ბენ ჯონ-
სონის სახელს უკავშირდება ინგლისური რენესანსული დრა-
მის უკანასკნელი ფურცლები. მისი შემოქმედებით ძირითა-
დად მთავრდება ჰუმანიზმის ხანა ინგლისურ ლიტერატურაში.

93 მკითხველთა ლიგა
XVII საუკუნის ლიტერატურა

XVII საუკუნე ინგლისის ისტორიაში ბურჟუაზიული რევო-


ლუციის პერიოდია. ამ პერიოდის ისტორიულ მოვლენებს
წარმართავდა ძლიერი და უკვე მყარად დამკვიდრებული ბურ-
ჟუაზია, მეფეს და არისტოკრატიას რომ აუმხედრდა და ტირა-
ნიისა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით, კაც-
თმოყვარეობისა და თავისუფლებისმოყვარეობის მომხიბლა-
ვი პურიტანული იდეებით შეიარაღებულმა რევოლუცია მოაწ-
ყო. მეფე ჩარლზ I სტიუარტი, რომლის წინააღმდეგაც აჯან-
ყდნენ პლებეები და ბურჟუაზია და რომლის სიკვდილით დას-
ჯითაც დამთავრდა რევოლუციიის ერთი ეტაპი, გაცილებით
ნაკლები ტირანი და დესპოტი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი
ზოგიერთი მონარქი. უფრო მეტიც, ჩარლზ I სულაც არ იყო
ისეთი სისხლისმსმელი ტირანი, როგორადაც მას ხატავდნენ
რევოლუციის სულისჩამდგმელები და განმხორციელებლები.
უბრალოდ, უკვე დამდგარიყო დრო, როცა შეიძლებოდა მეფის
წინააღმდეგ ამხედრება. ეს დრო მოიტანა ახალმა მსოფ-
ლმხედველობამ, ახალმა იდეებმა, რომელთაგან უმთავრესი
იყო სამეფო ხელისუფლების საღვთო წარმოშობის იდეის უარ-
ყოფა, რის შემდეგაც მორალურად დასაშვები ხდებოდა შეი-
არაღებული აჯანყება მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ
ახალმა იდეებმა მეფის საჯაროდ სიკვდილით დასჯაც და მის
იურიდიულად გამართლებულ აქტად გამოცხადებაც კი გახა-
და შესაძლებელი. ინგლისელმა პურიტანებმა შეიმუშავეს თე-
ორია ტირანის მოკვდინების შესახებ, რაც პრაქტიკულად გან-
ხორციელდა ჩარლზ I-ის სიკვდილით დასჯით.
რევოლუციის დროს ინგლისი ორ მტრულ ბანაკად გაიყო –
ერთ მხარეს იყვნენ მეფის ერთგული როიალისტები – არის-
ტოკრატია ანუ კავალრები, ხოლო მეორე მხარეს – ე.წ.
მრგვალთავიანები (პურიტანული წესის მიხედვით სამღვდე-
ლო პირს თმა მოკლედ და მრგვალად უნდა ჰქონოდა შეჭრი-

94 მკითხველთა ლიგა
ლი) ანუ პლებეები, რომელთაც ბურჟუაზია ხელმძღვანელობ-
და. მეამბოხეებმა თავიდან ვერ გაბედეს მეფისთვის სიკვდი-
ლის განაჩენის დაუყოვნებლივ გამოტანა. იმისთვის, რომ თა-
ვიანთი მოქმედება ზნეობრივად და იურიდიულად სამართლი-
ან აქტად გამოეცხადებინათ, საჭირო იყო მეფის და მისი უზე-
ნაესი ხელისუფლების ხელშეუხებლობის საეკლესიო დოგმის
ბარიერის გადალახვა. ამის გაკეთება გაბედა ოლივერ კრომ-
ველმა (Oliver Cromwell, 1599-1658), რომელიც უფლის სახე-
ლით მოუწოდებდა მეფის სიკვდილით დასჯისაკენ. სასამარ-
თლომ გამოიტანა განაჩენი, რომ „მის მიერ ჩადენილი ყველა
დანაშაულისა და ღალატის გამო ჩარლზ სტიუარტი, როგორც
ტირანი, მოღალატე, მკვლელი და როგორც ერის კეთილი
ადამიანების მტერი, უნდა დაისაჯოს სიკვდილით თავის სხე-
ულისგან მოკვეთით“.
ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. ქვეყანა პარლა-
მენტს უნდა ემართა. გაუქმდა ლორდთა პალატა. მაგრამ რე-
ვოლუციას შედეგად მოჰყვა კრომველის ერთპიროვნული
მმართველობა, დიქტატურა, ტირანიის გამეფება და რეპრესი-
ები. ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ ის მაღალი იდეალები
(თავისუფლება და თანასწორობა), რომელთა სახელითაც მო-
აწყვეს რევოლუცია, საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის
(ბურჟუაზიის) სოციალური ინტერესების შესანიღბად გამიზნუ-
ლი ლოზუნგები იყო. რევოლუციის ბევრი გულუბრყვილო
მომხრისათვის მოულოდნელად ყველაფერი დამთავრდა
იმით, რომ უზენაესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა
ხელისუფლებამ ერთი პირის, ლორდ-პროტექტორ ოლივერ
კრომველის ხელში მოიყარა თავი. დაიწყო კრომველის ერ-
თპიროვნული დიქტატურა, რომელსაც უყოყმანოდ დაუჭირა
მხარი ბურჟუაზიამ, თავგანწირვით რომ იბრძოდა მეფე ჩარლზ
I-ის ტირანიისა და დესპოტიის წინააღმდეგ.
კრომველმა არაერთი სისხლიანი ექსპედიცია მოაწყო ირ-
ლანდიის წინააღმდეგ და მრავალჯერ დალაშქრა შოტლანდი-
აც. ის, ისევე როგორც ყველა ინგლისელი მონარქი მანამდე,
უცვლელად და იქნებ უფრო სასტიკადაც კი აგრძელებდა ინ-

95 მკითხველთა ლიგა
გლისის იმპერიალისტურ პოლიტიკას. რევოლუციას არც ამ
თვალსაზრისით მოჰყოლია რაიმე დადებითი შედეგი.
კრომველის სიკვდილის დღეს ლონდონს არნახული სიძ-
ლიერის ქარიშხალმა გადაუარა. როიალისტებს და კრომვე-
ლის მოწინააღმდეგეებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სტიქიის
ასეთი გამძვინვარება და თავისი ახსნაც მოუძებნეს, ეშმაკი
მოვიდა მისი სულის წასაყვანადო. კრომველი, თავდაპირვე-
ლად დიდი პატივით რომ დაკრძალეს უესტმინსტერის სააბა-
ტოში, რომელიც მეფეთა საძვალე იყო, მონაქრიის რესტავრა-
ციის შემდეგ გაასამართლეს, საფლავიდან ამოიღეს და ჩამოხ-
რჩობით დასაჯეს.
ამ პერიოდის ინგლისურ ფილოსოფიურ აზროვნებაში ცენ-
ტრალურ ფიგურებს წარმოადგენდნენ მატერიალისტი ფილო-
სოფოსი ფრენსის ბეკონი და მისი მიმდევარი ტომას ჰობსი
(Thomas Hobbes, 1588-1679). ბეკონის ძირითადი იდეა არის
ის, რომ მეცნიერების უმთავრესი მიზანი ბუნების დამორჩილე-
ბა უნდა იყოს. მისი აზრით, ცოდნა მიზანს მიაღწევს, თუ მეც-
ნიერება შეძლებს გააძლიეროს ადამიანის ბატონობა ბუნება-
ზე. ბეკონი ცდილობდა დაემტკიცებინა იდეალიზმის სიყალბე
და განსაკუთრებით ილაშქრებდა სქოლასტიკის თეორიული
მოძღვრების წინააღმდეგ.
ათეისტი ჰობსი უერყოფდა სულის, როგორც განსაკუთრე-
ბული სუბსტანციის, არსებობას და ამტკიცებდა, რომ ღმერთი
მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია. ჰობსის მოძღვრების პროგ-
რესულობა იმაში მდგომარეობს, რომ მან უარყო სამეფო ხე-
ლისუფლების საღვთო წარმოშობის იდეა. ჰობსის იდეალია
არა მონარქია, არამედ ხელშეკრულებითი სახელმწიფო.
ჰობსს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის
მოვალეობას, გამართლებულია ხელშეკრულების ძალისმიე-
რი შეცვლა.

96 მკითხველთა ლიგა
ჯონ მილტონი

ჯონ მილტონი (John Milton, 1608-1673) ინგლისის ბურჟუ-


აზიული რევოლუციის ტრიბუნი და რევოლუციის მგოსანია.
მან, XVII საუკუნის უდიდესმა პოეტმა, ხოტბა შეასხა რევოლუ-
ციას და დიდი მხატვრული ძალით ასახა ინგლისის რევოლუ-
ციის მოვლენები. როგორც პოეტი, პუბლიცისტი და მოაზროვ-
ნე, მილტონი აღორძინების ეპოქის კულტურისა და XVII სა-
უკუნის მშფოთვარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბრძოლის
გავლენით ჩამოყალიბდა.
ჯონ მილტონი ლონდონელი ნოტარიუსის ოჯახში დაიბადა.
მამამისს, სახელად ასევე ჯონ მილტონს, მისმა მამამ, ღრმად
მორწმუნე კათოლიკე რიჩარდ მილტონმა, პროტესტანტობის
მიღების გამო მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა. უმცროს-
მა ჯონ მილტონმა პურიტანული განათლება მიიღო. მილტონი
კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც დაუახლოვდა
ანტიმონარქიულად განწყობილ ახალგაზრდობას. ის რევო-
ლუციის მგზნებარე მომხრე და მონარქიის შეურიგებელი მო-
წინააღმდეგე გახდა.
1640 წლიდან მოყოლებული მილტონი წერდა პამფლე-
ტებს და ინდიფენდენტთა პარტიის ცნობილ პუბლიცისტად ით-
ვლებოდა. რევოლუციის შემდეგ მილტონს მნიშვნელოვანი
თანამდებობა ეჭირა სახელმწიფო საბჭოში. კრომველის
დროს ის იყო სახელმწიფო საბჭოს კონსულტანტი და ლათი-
ნურ ენაზე მომუშავე მდივანი. დაძაბული მუშაობის გამო მილ-
ტონი დაბრმავდა. როდესაც, დაბრმავებამდე, ექიმებმა ურჩი-
ეს სუსტი მხედველობის გამო (როგორც ჩანს, მას გლაუკომა
ჰქონდა) დროებით შეეწყვიტა მუშაობა, მან უპასუხა, რომ მზად
იყო საკუთარი თვალები თავისუფლების სამსხვერპლოზე მი-
ეტანა.
მონარქიის რესტავრაციის შემდეგ მილტონს, როგორც რე-
ვოლუციის ერთ-ერთ აქტიურ მომხრეს, სიკვდილი მიუსაჯეს.

97 მკითხველთა ლიგა
მართალია, იგი სიკვდილით დასჯას გადაურჩა, მაგრამ მო-
ნარქიის რესტავრაცია მისთვის დიდი მორალური დარტყმა
იყო. მიუხედავად ამისა, მილტონი სულით არ დაცემულა. ის
პროვინციაში ღარიბულ სახლში დასახლდა და პოეტურ შე-
მოქმედებას მიეცა. მილტონი თავის ერთგულ მეგობრებს და
ქალიშვილს კარნახობდა თავის ნაწარმოებებს და 1663 წელს
დაამთავრა კიდეც მრავალი წლის მძიმე შრომის ნაყოფი, პო-
ემა „დაკარგული სამოთხე“.
1643 წელს გამოქვეყნებულ ტრაქტატში „განქორწინების
შესახებ“ მილტონი საზოგადოებას სთავაზობდა დაეშვათ მე-
უღლეთა განქორწინება არა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის
ღალატის შემთხვევაში, არამედ ტემპერამენტთა სხვადასხვაგ-
ვარობის დროსაც. ამ განცხადების სითამამე XVII საუკუნის პუ-
რიტანულ ინგლისში თვალნათელია.
1644 წელს დაწერილ ცნობილ პოლემიკურ ტრაქტატში
„არეოპაგიტიკა“ მილტონი ილაშქრებს ცენზურის წინააღ-
მდეგ. „არეოპაგიტიკა“ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავი-
სუფლების პრინციპის დამცველი ერთ-ერთი მძლავრი და დი-
დი ზემოქმედების უნარის მქონე ფილოსოფიური ტრაქტატია.
ის სამოქალაქო ომის პერიოდში გამოქვეყნდა და მასში მრავ-
ლადაა შედარებები ბიბლიურ და ანტიკურ პერიოდებთან, რო-
მელთაც მილტონი თავისი პოზიციის დასაცავად იყენებს.
მილტონმა სახელი გაითქვა თავისი ცნობილი პამფლეტით
„ინგლისელი ხალხის დაცვა“, რომელიც 1651 წელს გამოქ-
ვეყნდა და რომელიც მეფის ბრძანებით დაწვეს. ამ ტრაქტატში
და 1652 წელს დაწერილ სონეტში „ლორდ-გენერალ კრომ-
ველს“ მილტონი ხოტბას ასხამს ოლივერ კრომველს, რო-
გორც მონარქიის მოწინააღმდეგეს და თავისუფლებისთვის
მებრძოლს. მაგრამ მილტონი ამავე დროს მიუთითებს იმ საფ-
რთხეზე, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერ-
თპიროვნული დიქტატურისკენ სწრაფვას. კრომველის
ლორდ-პროტექტორად გამოცხადების შემდეგ მილტონი უკვე
აღარ წერდა კრომველის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მილ-
ტონი ამავე დროს აზვიადებს ინგლისელი ერის როლსა და ად-
გილს სხვა ევროპელ ერებს შორის. ის ვერც კრომველის მიერ

98 მკითხველთა ლიგა
ირლანდიაში გატარებული სისხლიანი დამპყრობლური პო-
ლიტიკის რეაქციულ იმპერიალისტურ ხასიათს ხედავს.
1649 წელს გამოქვეყნებულ პამფლეტში „მეფეთა და მოსა-
მართლეთა ვადის შესახებ“ მილტონი იურიდიულ საფუძველს
უდებს მეფის გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის აქტს.
მას მიაჩნდა, რომ რადგან მეფე ხელისუფლებას ხალხისგან
იღებდა, ხალხს უფლება ჰქონდა, მეფე კიდევაც რომ არ ყოფი-
ლიყო ტირანი და დესპოტი, საკუთარი შეხედულებისამებრ და-
ემხო ის ან დაეტოვებინა თანამდებობაზე, მხოლოდ და მხო-
ლოდ თავისუფლების სურვილის გამო და თავისუფლად შობი-
ლი ადამიანების უფლებით, ყოფილიყვნენ ისე მართული, რო-
გორც თავად მიიჩნევდნენ საუკეთესოდ. ეს პამფლეტი მაშინვე
შეამჩნია პარლამენტმა და მილტონი სახელმწიფო საბჭოში
მიიწვიეს.
პამფლეტით „ხატთმებრძოლი“, რომელიც ასევე 1649
წელს დაიწერა, მილტონი გამოეხმაურა როიალისტი ეპისკო-
პოსის ჯონ გოდენის წიგნს, რომელშიც მეფე ჩარლზ I დახატუ-
ლია როგორც წამებული და რომელიც აღწერს მეფის არაჩვეუ-
ლებრივ სულიერ თვისებებს.
სტიუარტების დაბრუნების შემდეგ ყველასაგან მივიწყე-
ბულმა მოხუცმა, დაბრმავებულმა მილტონმა ცამეტი წლის
მანძილზე შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოე-
ბები – პოემები „დაკარგული სამოთხე“ და „დაბრუნებული სა-
მოთხე“ და ტრაგედია „სამსონი“.
1667 წელს გამოქვეყნდა მილტონის პოემა „დაკარგული
სამოთხე“, რომელიც პურიტანული რევოლუციის ეპოსს წარ-
მოადგენს. ბიბლიური მოტივი – ღმერთისა და სატანის ბრძო-
ლა – გამოყენებულია რევოლუციური შინაარსის გასახსნე-
ლად: თავისუფლებისმოყვარე მეამბოხე სატანის ბრძოლა ტი-
რანი და დესპოტი ღმერთის წინააღმდეგ სიმბოლურად ასა-
ხავს მილტონის თანამედროვე ეპოქის კონფლიქტს. მილტო-
ნის სატანა თავისუფალი სულის ტიტანია, რომელსაც ურჩევ-
ნია ეწამოს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს და არავის დაემორ-
ჩილოს. მილტონს ჰუმანისტურად ესმის ბიბლიური ადამისა
და ევას ცოდნისმოყვარეობაც, რის გამოც ღმერთმა ისინი და-

99 მკითხველთა ლიგა
საჯა და სამოთხიდან განდევნა. მილტონისეული ადამისა და
ევას მისწრაფებაში, იგემონ აკრძალული ხის ნაყოფი, ჩანს
აღორძინების ეპოქის ადამიანის მისწრაფება ცოდნისადმი,
ჭეშმარიტების ფაუსტური ძიების იდეა, ჰუმანისტის ავანტურუ-
ლი სული და მიზნის მისაღწევად შეგნებულად გაღებული
მსხვერპლი – მარადიული ნეტარების დაკარგვა.
პოემა დაწერილია თეთრი ლექსით და 12 ნაწილისგან
შედგება. მასში მოთხრობილია ღმერთის ტირანიის წინააღ-
მდეგ სატანის მეთაურობით ამბოხებული ანგელოზების და-
მარცხებისა და ღმერთის მიერ მათი ზეციდან ქვესკნელში გან-
დევნის შესახებ. აქ, ცეცხლმოკიდებული ტბის ნაპირზე, სატანა
შეკრებს თავის ურიცხვ მომხრეებს. თავის სასახლეში – პან-
დემონიუმში ის გამართავს სარდლების საბჭოს და მოუწოდებს
თანამებრძოლებს, დაიძრან ზეცის დასაპყრობად. სატანა შე-
აღწევს სამოთხეში და განიზრახავს დაღუპოს ღმერთის მიერ
შექმნილი ადამი და ევა.
პურიტანი მილტონის მკაცრი ფილოსოფიური ღმერთი ის-
ტორიულ-პოლიტიკური გააზრებით ინგლისის მეფია სახეა,
ხოლო თავისუფლებისმოყვარე ამაყი სატანა – კრომველისა.
აჯანყებული ანგელოზები, რომელთაც სატანა ხელმძღვანე-
ლობს, რევოლუციის მომხრეებს მოგვაგონებენ, ხოლო კოს-
მიური მასშტაბის ბატალური სცენები – ინგლისის რევოლუ-
ციასა და სამოქალაქო ომს.
პოემის ცენტრალური ფიგურაა არა ღმერთი, არამედ სატა-
ნა, რომელსაც ურჩევნია ჯოჯოხეთში აღმოჩნდეს, ვიდრე ზეცა-
ში ღმერთს ემონოს და ემსახუროს. ღმერთისა და სატანის გა-
მოხატვისას მილტონმა ისე განალაგა აქცენტები, რომ, რო-
გორც შელი ამბობს, „არავითარი ზნეობრივი უპირატესობა არ
მიანიჭა თავის ღმერთს ეშმაკთან შედარებით“.
1671 წელს შექმნილი პოემა „დაბრუნებული სამოთხე“ უკ-
ვე სულ სხვა ტონალობაშია დაწერილი და ასახავს იმ იმედგაც-
რუებას, მილტონმა რომ განიცადა. ამ პოემაში ძირითადი თე-
მაა განწმენდილი სულის (ქრისტე) ბრძოლა ამქვეყნიურ, მიწი-
ერ ცდუნებათა წინააღმდეგ, გონების ბრძოლა ვნებისა და
გრძნობის წინააღმდეგ, ხორცის დათრგუნვა და სულის ამაღ-

100 მკითხველთა ლიგა


ლება. არსებითად, ეს არის რიტორიკული ორთაბრძოლა
ქრისტესა და სატანას შორის. მაგრამ ამ პოემის სატანას უკვე
აღარაფერი აქვს საერთო „დაკარგული სამოთხის“ ტიტანურ
მეამბოხე გმირთან. „დაბრუნებული სამოთხის“ სატანა ვერ აც-
დუნებს ქრისტეს, რომელსაც ჯერ გემრიელ ნუგბარს შესთავა-
ზებს, შემდეგ კი სიმდიდრესაც, რაზეც ქრისტე უარს ამბობს.
ამის შემდეგ სატანა ეცდება პატივმოყვარეობა გააღვიძოს
ქრისტეში და შეახსენებს მას ალექსანდრე მაკედონელს, კეი-
სარს, სთავაზობს მეფე დავითის ტახტს. ქრისტე უარს ამბობს
სატანის მიერ შეთავაზებულ რომის იმპერიაზეც. ის ანათემას
უცხადებს რომს, რომელიც გარყვნილებისა და უზნეობის მო-
რევში ჩაიძირა. ბოლოს სატანა ათენში ეპატიჟება ქრისტეს,
გონებისა და ხელოვნების საუფლოში, განთქმულ აკადემოსის
ბაღებში. მაგრამ ქრისტე ცრუსწავლულებად და ცრუბრძენე-
ბად აცხადებს წარმართ ბერძენ ფილოსოფოსებს. ბერძენ პოე-
ტებს ჩრდილავს ბიბლიური ფსალმუნები, ხოლო ბერძენ ორა-
ტორებს – ბიბლიური წინასწარმეტყველები.
მილტონის ამ პოემაში ნებისყოფისა და სულის სიმტკიცის
იდეალია ქრისტე, რომელიც თავისი განწმენდილი სულის გა-
უტეხელობით ანადგურებს სატანას. სატანამ ვერ შეძლო ეც-
დუნებინა ქრისტე ამქვეყნიური სიამით და უკან დაიხია. ქრის-
ტემ გაიმარჯვა.
ტრაგედიაშიც „სამსონი“, რომელიც მილტონმა 1671 წელს
დაწერა, სიუჟეტი ბიბლიიდან არის აღებული და ისიც ინგლი-
სის რევოლუციის მოვლენებს უკავშირდება. გოლიათი სამსო-
ნი ტიტანური ძალის პატრონია. მას ვერაფერს უხერხებენ ბო-
როტი და მზაკვარი ფილისტიმელები. მაგრამ სამსონი მიამიტი
და მიმნდობია. ამასთან, მას უყვარს თავისი ლამაზი ცოლი და-
ლილა, ხოლო გმირი, რომელიც იდეას ემსახურება, ბრმა ვნე-
ბას არ უნდა აჰყვეს. ამ წესის დარღვევამ დაღუპა სამსონი. ფი-
ლისტიმელების მიერ მოსყიდულმა დალილამ გასცა ის. სამ-
სონს თვალები დათხარეს. სამსონი, ფილისტიმელების რის-
ხვა რომ იყო, ახლა შეიძლება მათ მასხარად იქცეს. მაგრამ
გოლიათი არ ნებდება. ის დაამსხვრევს სასახლის კედლებს,

101 მკითხველთა ლიგა


სადაც მისი მტრები მხიარულობენ, ანადგურებს მათ და თვი-
თონაც იღუპება ნანგრევების ქვეშ.
აშკარად იგრძნობა ნაწარმოების ავტობიოგრაფიული ხა-
სიათი. მტრის ბანაკიდან გამოსული დალილას მიერ ღალა-
ტით გაცემული და დაბრმავებული ბიბლიური გმირი სამსონი
სამარცხვინო და დამამცირებელი მონობისთვის განწირული,
ძალას მოიკრებს და შურს იძიებს. სამსონი იღუპება, მაგრამ
მტერსაც ანადგურებს.

102 მკითხველთა ლიგა


რესტავრაციის პერიოდის ლიტერატურა

კრომველის სიკვდილის შემდეგ, როდესაც ჩარლზ II სტიუ-


არტი ტახტზე ავიდა, ინგლისში დაიწყო რესტავრაციის პერიო-
დი – აღდგა სამეფო ხელისუფლება და მონარქიული სახელ-
მწიფო წყობა. XVII საუკუნის 60-80-იანი წლები არისტოკრატი-
ის რეაქციით და მონარქიისა და რესპუბლიკის მომხრეებს შო-
რის წინააღმდეგობის შემდგომი გაღრმავებით ხასიათდება.
ისევ გაიხსნა პურიტანების მიერ აკრძალული თეატრები. მაგ-
რამ რესტავრაციის შემდეგ ისინი მკვეთრად განსხვავდებოდა
XVI საუკუნისა და XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისური თე-
ატრისაგან როგორც პიესების ხასიათით, ისე გარეგნული
ფორმით. სცენაზე დაიწყეს მდიდრული დეკორაციებისა და
კოსტიუმების გამოყენება.
ამ პერიოდის ინგლისურ ლიტერატურაში სტილური მიმარ-
თულებები არ გამოკვეთილა ისე ნათლად, როგორც ამავე პე-
რიოდის ფრანგულ ან ესპანურ ლიტერატურაში. XVII საუკუნის
სხვა ევროპული ლიტერატურებისაგან განსხვავებით კლასი-
ციზმი, როგორც სრულად ჩამოყალიბებული მიმართულება,
არ არის დამახასიათებელი ინგლისური ლიტერატურისთვის.
ინგლისში კლასიციზმის განვითარებისთვის არ იყო ის წინაპი-
რობები, რომლებიც იყო, მაგალითად, საფრანგეთში. ეს იმით
აიხსნება, რომ კლასიციზმის აყვავება საფრანგეთში ემთხვევა
აბსოლუტური მონარქიის აყვავებისა და განმტკიცების პერი-
ოდს. ინგლისის განვითარების ისტორიული გზა სხვაგვარი
იყო. სტიუარტების მონარქიის რესტავრაციას არ შეუქმნია ნა-
ყოფიერი ნიადაგი კლასიციზმის აყვავებისთვის.
ინგლისში კლასიციზმის თეორეტიკოსად გვევლინება ჯონ
დრაიდენი (John Dryden, 1631-1700), პოეტი-ლაურეატი, რო-
მელიც ინგლისური ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლა-
დაც ითვლება.

103 მკითხველთა ლიგა


დრაიდენის პოეზიასა და დრამატურგიაში ხორცი შეესხა
კლასიციზმის ესთეტიკის პრინციპებს.
თუმცა დრაიდენი კლასიციზმის მიმდევარია, ის გარკვეუ-
ლი შესწორებებით იღებს კლასიციზმს. ის თვლის, რომ ფრან-
გულ დრამაში დამკვიდრებული სამი ერთიანობის თეორია უნ-
და ერწყმოდეს ინგლისური დრამატურგიისთვის დამახასია-
თებელ თავისუფლებას ასახვის საგანთან მიმართებაში, ხო-
ლო ბენ ჯონსონის იუმორების თეორია უნდა ერწყმოდეს პიერ
კორნელის გარითმულ ლექსს. დრაიდენი აცხადებს, რომ თვი-
თონ ფრანგულ კლასიციზმსა და შექსპირის შემოქმედებაზეა
ორიენტირებული.
თავისი შეხედულებები ლიტერატურასა და, კერძოდ, დრა-
მატურგიაზე ჯონ დრაიდენმა ჩამოაყალიბა თეორიული ხასია-
თის შრომებში. მის მიერ შექმნილი უილიამ შექსპირის, ბენ
ჯონსონის, ედმუნდ სპენსერისა და ჯონ მილტონის ლიტერატუ-
რული პორტრეტები მათი შემოქმედების არსის ღრმა წვდო-
მით გამოირჩევა. დრაიდენს სამართლიანად უწოდებენ ინ-
გლისური ლიტერატურული კრიტიკის მამამთავარს.
დრაიდენს სახელი მოუტანა 1662 წელს ოლივერ კრომ-
ველზე დაწერილმა ორმა პანეგირიკმა „მის წმინდა უდიდებუ-
ლესობას: პანეგირიკი მის კორონაციასთან დაკავშირებით“
და „ჩემს ლორდ კანცლერს“, რომლებიც ცხადჰყოფდნენ მათი
ავტორის პოლიტიკურ სიმპატიებს. რესტავრაციის შემდეგ
დრაიდენმა თავის პოლიტიკურ სატირებსა და ოდებში სტიუ-
არტების განდიდება და მონარქიის დაცვა დაიწყო. მალე ის კა-
რის პოეტი და კრიტიკოსი გახდა. დრაიდენი პოლიტიკური და
რელიგიური შეხედულებების მერყეობით გამოირჩევა. დაიწ-
ყო რა კათოლიციზმის გმობით, მან შემდეგ კათოლიკობა მი-
იღო და რომის ეკლესიის განდიდებას შეუდგა.
თავის დრამატურგიაში დრაიდენი ფრანგული კლასიციზ-
მის მიმდევარია. ის აგრეთვე განაგრძობს ბენ ჯონსონის ლი-
ტერატურულ ტრადიციასაც. დრაიდენი მიმართავდა კომედი-
ის ჟანრს, წერდა აგრეთვე მუსიკალურ დრამებს და საგმირო
ტრაგედიებს. მისი ნაწარმოებების სიუჟეტები ემყარება სის-
ხლიან ბოროტმოქმედებათა ამბებს და ეგზოტიკისადმი ინტე-

104 მკითხველთა ლიგა


რესით გამოირჩევა. 1665 წელს დაწერილი ჰეროიკული დრა-
მა „ინდიელი იმპერატორი, ანუ მექსიკის დაპყრობა ესპანელ-
თა მიერ“ მოგვითხრობს იმ პერიოდის შესახებ, როცა ესპანე-
ლებმა კორტესის მეთაურობით აცტეკების იმპერია დაიპყრეს
– აცტეკების იმპერატორი მონტესუმა იძულებული ხდება არ-
ჩევანი გააკეთოს სიყვარულსა და იმპერატორულ ღირსებას
შორის. კლასიციზმის ლიტერატურული მიმდინარეობის ერ-
თგული დრაიდენი ცდილობს უჩვეულო მოვლენები კლასი-
ციზმის ესთეტიკის კანონების გათვალისწინებით გადმოსცეს.
ჯონ დრაიდენის ნაწარმოებებს შორის გამოარჩევენ 1667
წელს შექმნილ ტრაგიკომედიას „იდუმალი სიყვარული, ანუ
ქალწული დედოფალი“.
დრაიდენი ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც
ეწეოდა. ის თარგმნიდა ჰორაციუსს, ოვიდიუსს, ვერგილიუსს,
ჰომეროსსა და ბოკაჩოს. ვერგილიუსის დრაიდენისეული
თარგმანის გამოქვეყნება ინგლისში ეროვნული მნიშვნელო-
ბის მოვლენად იქნა მიჩნეული. დრაიდენს ეკუთვნის აგრეთვე
ჯეფრი ჩოსერის ზოგი ნაწარმოების ენის მოდერნიზება და
ადაპტირება.
პოეტი-რომანტიკოსები ჯორჯ ბაირონი და ჯონ კიტსი, აგ-
რეთვე უოლტერ სკოტი დიდად აფასებდნენ დრაიდენის შე-
მოქმედებას. ჯონ დრაიდენი უესტმინსტერის სააბატოშია დაკ-
რძალული.
კლასიცისტური ტრაგედიის ნიმუშია აგრეთვე ჯოზეფ ადი-
სონის (Joseph Addison, 1672-1719) მიერ 1712 წელს დაწე-
რილი ტრაგედია „კატონი“. ამ ლექსად დაწერილ ტრაგედიაში
ავტორი ხოტბას ასხამს რომაელი რესპუბლიკელის, კატონის
სიქველესა და გმირობას. კატონი აღსდგა იულიუს კეისრის
დესპოტიზმის წინააღმდეგ. სამოქალაქო მოტივებით გამსჭვა-
ლულ პიესაში აღწერილია კატონის დაღუპვა. კატონს მომხრე-
ებმა უღალატეს, მაგრამ ის თავისი იდეისა და შეხედულებების
ერთგული დარჩა. კატონი ამაღლებული და დიდებულია თავი-
სი სტოიციზმით. მას სძაგს კეისარი, რომელიც ტირანული ერ-
თმმართველობისკენ ილტვის და ქვეყნის ინტერესებს არაფ-
რად აგდებს. მონურ მორჩილებას კატონი გმირულ სიკვდილს

105 მკითხველთა ლიგა


ამჯობინებს. მოჰყავს რა ნიმუშად ძველი რომი, ადისონი თანა-
მემამულეთ მოუწოდებს, სამოქალაქო იდეალებს ემსახურონ.
„კატონი“ სავსეა რიტორიკით და გარკვეულწილად განმანათ-
ლებლობის ნიშნებსაც ატარებს. ჯოზეფ ადისონი დაკრძალუ-
ლია უესტმინსტერის სააბატოში.
ინგლისურ ლიტერატურაში კლასიციზმი წარმოდგენილია
აგრეთვე ალექსანდერ პოუპის (Alexander Pope, 1688-1744)
შემოქმედებით. პოუპი მეგობრობდა ჯოზეფ ადისონთან და ჯო-
ნათან სვიფტთან და ლიტერატურული ესსეები მიუძღვნა ადი-
სონის პიესას „კატონი“. პოუპმა ლიტერატურული მოღვაწეო-
ბა ანტიკური ხანის ავტორების (ჰომეროსი, ოვიდიუსი, ვერგი-
ლიუსი) თარგმნით დაიწყო. პოუპის ცნობილ პოემაში „ესსე
ლიტერატურულ კრიტიკაზე“, რომელიც 1711 წელს გამოქვეყ-
ნდა, გადმოცემულია მისი ესთეტიკური პრინციპები, ფრანგუ-
ლი კლასიციზმის თეორეტიკოსის, ნიკოლა ბუალოს (Nicolas
Boileau, 1636-1711) „პოეტურ ხელოვნებას“ ეხმიანება და ინ-
გლისური კლასიციზმის ერთგვარ მანიფესტს წარმოადგენს.
ალექსანდერ პოუპი ნორმატიული ესთეტიკის და მკაცრი კა-
ნონების მომხრეა. მიბაძვის ნიმუშად მას ანტიკური ლიტერა-
ტურა მიაჩნია. ის დაუშვებლად მიიჩნევს ჟანრების არევას და
მათი საზღვრების მკაცრად დაცვას მოითხოვს. ალექსანდერ
პოუპის ყველაზე მნიშვნელოვანი მხატვრული ნაწარმოებია
1712 წელს დაწერილი „კულულის მოტაცება“. ეს არის ირონი-
ულ-კომიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც დაცინვის სა-
განია მაღალ საზოგადოებაში გამართული ჩხუბი არაბელა
ფერმორსა და ლორდ პეტერს შორის იმის გამო, რომ ლორ-
დმა არაბელას მისი ნებართვის გარეშე შეაჭრა კულული. არა-
ბელა ცდილობს დაიბრუნოს კულული, მაგრამ ის ჰაერში აფ-
რინდება და ვარსკვლავად იქცევა.
XVII საუკუნის ინგლისურ კულტურაში, მხატვრული ლიტე-
რატურის განვითარებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა აგრეთვე ჯოზეფ ადისონისა და რიჩარდ სტილის
(Richard Steele, 1672-1729) ჟურნალისტურ მოღვაწეობას.
ადისონისა და სტილის მიერ გამოცემულმა სატირულმა ჟურ-
ნალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინგლისური პუბ-

106 მკითხველთა ლიგა


ლიცისტური აზროვნებისა და პერიოდიკის განვითარებაში. ამ
ჟურნალებში გამოქვეყნებული ნარკვევები როგორც თემატი-
კით, ისე ჟანრული თვალსაზრისით, წინ უსწრებდა და ამზადებ-
და ინგლისურ რეალისტურ რომანს.

107 მკითხველთა ლიგა


XVIII საუკუნის ლიტერატურა –
განმანათლებლობა

ევროპის ისტორიაში XVIII საუკუნე ცნობილია როგორც


განმანათლებლობის ეპოქა. ამ ახალმა ფილოსოფიურ-მსოფ-
ლმხედველობრივმა მოძღვრებამ – განმანათლებლურმა რა-
ციონალიზმმა, რომელიც მკვეთრად გამოხატულად ანტიფეო-
დალური და ანტიკლერიკალური იყო, ნახტომისებური განვი-
თარება გამოიწვია ევროპის ისტორიაში. განმანათლებლებს
სწამდათ ადამიანის გონების ძალისა და შესაძლებლობებისა.
მათ სწამდათ, რომ დადგებოდა გონების ბატონობის ხანა.
მთელი განმანათლებლური იდეოლოგია ადამიანის გონების,
რაციოს რწმენის დამკვიდრებას ემსახურება.
განმანათლებლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
იდეას, რადგან თვლიდნენ, რომ იდეებს შეეძლო გარდაექმნა
სამყარო. მათ ახასიათებდათ ისტორიული ოპტიმიზმი, საზო-
გადოების მომავალი მათ იდეალიზებულად ესახებოდათ.
XVIII საუკუნის ევროპის პროგრესული ძალების საზოგა-
დოებრივ-პოლიტიკური ბრძოლა ანტიფეოდალური და ანტიკ-
ლერიკალური ხასიათის იყო.
ტერმინი „განმანათლებლობა“ ვიწრო მნიშვნელობით ის-
ტორიული ხასიათისაა. ამ ტერმინით აღნიშნავენ XVIII საუკუ-
ნის ევროპის ინტელექტუალურ მოძრაობას, მიმართულს ფე-
ოდალიზმის, მისი მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის წი-
ნააღმდეგ.
თავიანთი მხატვრული შემოქმედება განმანათლებლებმა
დაუქვემდებარეს საზოგადოების გარდაქმნის ამოცანას. გან-
მანათლებლური ესთეტიკის ძირითად პრინციპს წარმოად-
გენს ხელოვნებისთვის აღმზრდელობითი როლის მინიჭება.
განმანათლებლებმა XIX საუკუნის რეალიზმის საფუძვლის
ჩაყრა დაიწყეს.

108 მკითხველთა ლიგა


განმანათლებლების ნაწარმოებები ფილოსოფიური ხასია-
თისაა. ზოგ შემთხვევაში ისინი ბელეტრიზებული ტრაქტატე-
ბია. განმანათლებლების მხატვრული შემოქმედება ერთგვა-
რად რაციონალისტურია. იბრძოდნენ რა საზოგადოების გარ-
დაქმნისთვის, ამკვიდრებდნენ რა საზოგადოებრივ აზრზე ხე-
ლოვანის, მწერლის აქტიური ზემოქმედების პრინციპს, მათ
შექმნეს პუბლიცისტური ფილოსოფიურ-პოლიტიკური რომა-
ნის, მორალისტურ-პოლიტიკური დრამისა და გროტესკულ-
კომედიური პამფლეტის ჟანრები.
იცავდნენ რა ხელოვნების დემოკრატიულ მიმართულებას,
მათ ლიტერატურაში დადებითი პერსონაჟის სახით შემოიყვა-
ნეს ახალი ადამიანი, ახალი გმირი, არა არისტოკრატი, ხოტბა
შეასხეს მის ნიჭს, მის შრომას, მის მორალს, თანაგრძნობით
დაგვიხატეს მისი გრძნობები და განცდები. განმანათლებლებ-
მა ლიტერატურაში შემოიტანეს კრიტიკული ელემენტი და დი-
დი პოლიტიკური და მხატვრული ღირებულების ნაწარმოებები
შექმნეს.
მწერალი-განმანათლებლების ხაზგასმული ტენდენციუ-
რობა იმ პერიოდში მათ ძირითად ძალას წარმოადგენდა – ის
თავისი დროის ისტორიულ ამოცანებს პასუხობდა. იყენებდნენ
რა ნაბეჭდ სიტყვასა და თეატრალურ ტრიბუნას, განმანათ-
ლებლები მოუწოდებდნენ საზოგადოების გარდაქმნისკენ, ეს
კი მათი იდეური პოზიციის თვალნათლივობას მოითხოვდა.
მკითხველისა და მაყურებლისთვის მათი იდეურ-პოლიტიკუ-
რი პროგრამა უკიდურესად ნათელი, გასაგები და ცხადი უნდა
ყოფილიყო, ყოველგვარი შეფარულობისა და შენიღბულობის
გარეშე წარმოდგენილი.
განმანათლებელთა ყურადღების ცენტრში იყო ადამიანის,
მისი ბუნების საკითხი. ისინი ამკვიდრებდნენ აზრს, რომ ადა-
მიანი ბუნებრივად კეთილი იბადება, მაგრამ მის ბუნებაზე დამ-
ღუპველ ზემოქმედებას ახდენს ცხოვრების პირობები. მათ მი-
აჩნდათ, რომ თავისი ბუნებრივი თვისებებით ადამიანი მშვე-
ნიერია, მაგრამ მისი განვითარება დამოკიდებულია იმ აღ-
ზრდაზე, რომელსაც ის იღებს, და იმ გარემოზე, რომელშიც მას
უხდება ცხოვრება. განმანათლებელთა ჰუმანიზმი, ადამიანის

109 მკითხველთა ლიგა


მშვენიერების, მისი განუსაზღვრელი უნარისა და შესაძლებ-
ლობების ოპტიმისტური რწმენა მათ აღორძინების ეპოქის ჰუ-
მანისტებთან აახლოვებს. რენესანსის კულტურასთან განმა-
ნათლებლებს აახლოვებს აგრეთვე ინტერესების ფართო სფე-
რო და ადამიანის შესაძლებლობათა ფუნდამენტური რწმენა
და ცოდნა. უაღრესად ფართო ენციკლოპედიური ცოდნა გან-
მანათლებლების დამახასიათებელი თვისებაა – ისინი ცნობი-
ლი არიან როგორც სწავლულები, ფილოსოფოსები და საზო-
გადო მოღვაწეები (დიდი ფრანგი განმანათლებლები მონტეს-
კიე, დიდრო, ვოლტერი, რუსო, აგრეთვე გერმანელები: გო-
ეთე და შილერი). ევროპულ კულტურასა და ლიტერატურაში
განსაკუთრებით ძლიერი და ღირებულია ფრანგული და გერ-
მანული განმანათლებლობა, თუმცა თავისი განვითარების
უმაღლეს ფორმას განმანათლებლურმა რაციონალიზმმა მა-
ინც ფრანგულ ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ სკო-
ლაში მიაღწია.
XVIII საუკუნის ლიტერატურის დამახასიათებელი მოვლე-
ნაა განმანათლებლური რეალიზმი – მემკვიდრე რენესანსუ-
ლი რეალიზმისა. განმანათლებლური რეალიზმი არსებითი
ეტაპია ევროპის ლიტერატურის განვითარებაში. განმანათ-
ლებელთა შემოქმედებაში ნათლად ვლინდება ორი ძირითა-
დი ტენდენცია – განმანათლებლები მიმართავენ როგორც სი-
ნამდვილის მოვლენათა პირობით-ფილოსოფიურ განზოგა-
დებას, ასევე რეალურ-ყოფით ფორმებს. ეს ორი ტენდენცია
სინამდვილის შესწავლისა და მისი ნათლად გამოხატვის ამო-
ცანას ემსახურება.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა განმანათლებელთა მიერ და-
დებითი გმირის სახის შექმნას. ამ გმირში ხორცი შეესხა მათ
ოპტიმისტურ რწმენას ადამიანის შესაძლებლობებისა, ადა-
მიანის ბუნების ჯანსაღი საწყისისა, მათ ისტორიულ ოპტი-
მიზმს. დადებითი გმირად გამოყვანილია „ბუნებრივი ადამი-
ანი“, რომელიც თავისი გონებისა და ბუნების კარნახით მოქ-
მედებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განმანათლებლური
ლიტერატურის დადებით გმირს გარკვეული სქემატურობა,
განსაზღვრული „მოცემულობა“ ახასიათებს.

110 მკითხველთა ლიგა


ინგლისური განმანათლებლობის ლიტერატურაში პრო-
ზაული ჟანრები ჭარბობს. წამყვანი ადგილი უჭირავს რომანს
თავისი ნაირსახეობებით – სათავგადასავლო, ფილოსოფი-
ურ-სატირული, საოჯახო-ყოფითი, სოციალურ-ფსიქოლოგი-
ური.
ინგლისურმა განმანათლებლობამ მოგვცა მთელი პლე-
ადა შესანიშნავი მწერლებისა, რომლებიც თამამად აკრიტი-
კებდნენ არა მხოლოდ ფეოდალურ გადმონაშთებს, არამედ
ბურჟუაზიული საზოგადოების მანკიერებებსაც (სვიფტი, ფილ-
დინგი, სმოლეტი, შერიდანი). უფრო ზომიერი იყო რიჩარდსო-
ნი, რომელთანაც რეალიზმი რელიგიურ მორალიზატორობას
ერწყმის.
განმანათლებლობის ეპოქის ინგლისურმა ლიტერატურამ
განვითარების სამი ძირითადი პერიოდი გაიარა – ადრეული,
მოწიფული და გვიანი განმანათლებლობის პერიოდები.
ადრეული განმანათლებლობის ლიტერატურა ვითარდე-
ბოდა XVIII საუკუნის პირველ მესამედში. ეს პერიოდი უკავ-
შირდება განმანათლებლური რეალიზმის ფორმირების საწ-
ყის ეტაპს. ამ პერიოდს განეკუთვნება დანიელ დეფოსა და ჯო-
ნათან სვიფტის შემოქმედება.
მოწიფული განმანათლებლობის პერიოდი XVIII საუკუნის
40-50-იან წლებს მოიცავს და განმანათლებლური რეალიზმის
აყვავებით ხასიათდება. ამ პერიოდის უდიდესი ფიგურები არი-
ან სემუელ რიჩარდსონი, ჰენრი ფილდინგი და ტობაიას სმო-
ლეტი.
გვიანი განმანათლებლობის ეპოქა XVIII საუკუნის ბოლო
მესამედს მოიცავს. ამ პერიოდში ინგლისური დრამატურგიის
შესანიშნავი წარმომადგენლის, რიჩარდ შერიდანის შემოქმე-
დებაში უმაღლეს განვითარებას აღწევს რეალისტური განმა-
ნათლებლური დრამა.

111 მკითხველთა ლიგა


დანიელ დეფო

დანიელ დეფო (Daniel Defoe, c.1660-1731) ახალი დროის


არა მხოლოდ ინგლისური, არამედ ევროპული რომანის ფუ-
ძემდებლად ითვლება. მისი შემოქმედება მთელ ეპოქას ქმნის
ინგლისური პროზის განვითარებაში.
დეფოს შემოქმედება იყო პირველი საფეხური განმანათ-
ლებლური რომანის ისტორიაში. მან მოამზადა XIX საუკუნის
რეალისტური სოციალური რომანი. დეფომ პირველმა დაწერა
რომანის ჟანრის ისეთი ნაირსახეობები, როგორიცაა სათავგა-
დასავლო, ბიოგრაფიული, აღმზრდელობითი და ისტორიული
რომანები. ეს ჟანრები ჯერ კიდევ არ არის საკმარისად დასრუ-
ლებული ფორმით წარმოდგენილი მის შემოქმედებაში, მაგ-
რამ ის პირველი შეუდგა მათ დამუშავებას მისთვის დამახასია-
თებელი სითამამით, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
რომანის ჟანრის განვითარებაში.
ადამიანის შესახებ თავის კონცეფციაში დეფო ეყრდნობა
განმანათლებლურ წარმოდგენას ადამიანის კეთილი ბუნების
შესახებ, რომელიც გარემოსა და ცხოვრების პირობების ზე-
გავლენას განიცდის.
დეფომ მშფოთვარე ცხოვრებით იცხოვრა, თამამად ერეო-
და პოლიტიკაში, პრინციპულად იცავდა ინგლისის განვითა-
რების ბურჟუაზიულ გზას.
დეფო ლონდონში დაიბადა. მისი გვარია ფო (Foe), რო-
მელსაც მწერალმა წინ „დე“ დაუმატა, თავისი გვარისთვის
არისტოკრატული ჟღერადობა რომ მიეცა. დეფო ტიპიური
ბურჟუა-კომერსანტის ცხოვრებით ცხოვრობდა. კომერციის
ასპარეზზე დიდი ამბიციების მიუხედავად მან მთელი ცხოვრე-
ბა ვალებში გაატარა და ფინანსური გარიგებების გამო ციხე-
შიც კი იჯდა. მეორედ ის უკვე პამფლეტების გამოქვეყნებისა
და პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს.

112 მკითხველთა ლიგა


წერა დეფომ გვიან დაიწყო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო
მხატვრული პროზა. ის წერდა პამფლეტებს, რომლებშიც ინ-
გლისელებს ეკონომიკური ხასიათის რეფორმებს სთავაზობ-
და.
დეფოს სახელი მოუხვეჭა 1697 წელს გამოქვეყნებულმა
სატირულმა ლექსმა „სუფთა სისხლის ინგლისელი“. ეს იყო სა-
ტირა, მიმართული არისტოკრატული ქედმაღლობისა და ამ-
პარტავნობის და ქსენოფობიის წინააღმდეგ. მასში დეფო ამ-
კვიდრებს ადამიანის უფლებას იამაყოს არა თავისი წარმო-
მავლობით, არამედ თავისი პირადი ღირსებებით, არა სახე-
ლოვანი წინაპრებით, არამედ თავისი საქმეებით. პამფლეტში
დეფო იცავს ჰოლანდიური წარმოშობის მეფე ვილჰელმ III-ს,
რომელსაც სტიუარტები საყვედურობდნენ, რომ მან, არა სუფ-
თა სისხლის ინგლისელმა, ტახტი მიიტაცა. დეფო ამტკიცებს,
რომ ცნებას „სუფთა სისხლის ინგლისელი“ არ აქვს არსებო-
ბის უფლება, რადგან ინგლისელი ერის ისტორია სხვადასხვა
ხალხების შერევა-შერწყმის ისტორიაა. დეფო მიმართავს გე-
ნეალოგიას და ასაბუთებს, რომ ბრიტანელი არისტოკრატების
პრეტენზია, თითქოს ისინი სუფთა სისხლის ინგლისელები
არიან, სრულიად უსაფუძვლოა.
1719-1724 წლებში დეფომ გამოაქვეყნა თავისი რომანები,
რომლებმაც მათ ავტორს ადგილი დაუკვიდრეს ინგლისურ
ლიტერატურაში. დეფო უკვე 59 წლის იყო, როცა 1719 წელს
გამოქვეყნდა მისი რომანის „რობინზინ კრუზო“ პირველი ნა-
წილი. მას მოჰყვა რომანის მეორე და მესამე ნაწილები. დე-
ფომ თავისი რომანები რობინზონის ნამდვილ მემუარებად გა-
ასაღა. სწორედ ასე აღიქვეს „რობინზონ კრუზო“ მისმა თანა-
მედროვეებმაც. დეფოს დროინდელი მკითხველი პროზას ორ
ურთიერთგამომრიცხავ პირობას უყენებდა: 1. თხრობა უნდა
ეხებოდეს რაღაც არაჩვეულებრივს, განსაკუთრებულად უჩვე-
ულოს; 2. ამასთან, ეს უნდა იყოს ნამდვილი ამბავი და არა გა-
მონაგონი. დანიელ დეფომ ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილე-
ბა შეძლო. ის ისე წერდა განსაკუთრებული ამბის შესახებ, რომ
ვერავინ შეძლო გამონაგონში ემხილებინა ავტორი. ჟანრული
თვალსაზრისით, „რობინზონ კრუზო“ დოკუმენტურ პროზას

113 მკითხველთა ლიგა


უახლოვდება. ამ რომანისთვის დამახასიათებელი დოკუმენ-
ტალიზმი იმითაც საბუთდება, რომ რობინზონის პროტოტიპი
რეალური ადამიანი იყო, შოტლანდიელი მეზღვაური ალექ-
სანდერ სელკირკი, რომელმაც ხომალდის დაღუპვის შემდეგ
ოთხი წელი გაატარა უკაცრიელ კუნძულზე. მისი ამბავი აღწე-
რა რიჩარდ სტილმა თავის ჟურნალში „ინგლისელი“.
დეფოს რომანის სრული სათაურია „ცხოვრება, უჩვეულო
და საკვირველი თავგადასავალი რობინზონ კრუზოსი, მეზ-
ღვაურისა იორკიდან, რომელმაც ოცდარვა წელი სრულ მარ-
ტოობაში გაატარა უკაცრიელ კუნძულზე, ამერიკის ნაპირებ-
თან, დიდი მდინარე ორინოკოს შესართავთან, სადაც ის გა-
მოირიყა გემის დაღუპვის შემდეგ, რომლის დროსაც გემის
მთელი ეკიპაჟი, მისი გამოკლებით, დაიღუპა, მისი მოულოდ-
ნელი გათავისუფლება მეკობრეების მიერ, დაწერილი თავად
მის მიერ“. რომანის ეს საოცრად გრძელი სათაური იმავ-
დროულად რომანის ანოტაციაცაა და, იმ დროის ჩვეულების
თანახმად, რომანის მოკლე შინაარსსაც გადმოსცემს.
განსაკუთრებული იდეურ-მხატვრული ღირებულებისაა
რომანის პირველი ნაწილი, რომელიც აღწერს რობინზონის
ცხოვრებას უკაცრიელ კუნძულზე. ჩანაწერების ავტორი, რო-
გორც სათაურიდანვე ჩანს, მეზღვაურია და არა ლიტერატორი,
ამიტომ მისი თხრობისთვის არაბუნებრივი იქნებოდა პოეტუ-
რი და მაღალმხატვრული სტილი. თხრობა უნდა ყოფილიყო
ძუნწი და მშრალი – სხვაგვარად მკითხველს ეჭვი შეეპარებო-
და აღწერილი ამბების ნამდვილობაში და სიყალბეს აღმოა-
ჩენდა. დეფო ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს მის წინაშე
მდგარ ამოცანას – მისი წერის სტილი მკაცრია, ძუნწი და პო-
ეტურობას მოკლებული. დეფო არ აღწერს გრძნობებს.
გრძნობების აღწერა პროზაში მოგვიანებით მოვიდა, რიჩარ-
დსონთან ერთად. მანამდე კი პროზაში მოვლენები, ამბები,
ფაქტები ბატონობდა.
ნამდვილობის ეფექტის გასაძლიერებლად დეფომ მიმარ-
თა დღიურის ფორმას, რომელსაც ვითომდაც წერდა მისი გმი-
რი, სანამ მელანი არ გამოელია. ჩანაწერები მოკლეა, ლაკო-
ნური, ხომალდის ჟურნალის ჩანაწერების მსგავსი. რობინზო-

114 მკითხველთა ლიგა


ნი, რომელიც პროფესიით მეწარმე-კომერსანტია, თავის ფიქ-
რებსა და ნააზრევს შემოსავალ-გასავლის წიგნის ფორმას აძ-
ლევს. ფურცლის ერთ მხარეს ის აუღელვებლად და მიუკერძო-
ებლად იწერს ყველა იმ უბედურებას, რაც თავს გადახდა, მე-
ორე მხარეს კი ჩამოთვლის, რაც კი რამ სასიხარულო მოხდა:
„ცუდი: მე მოწყვეტილი ვარ მთელ კაცობრიობას, მე გან-
დეგილი ვარ, ადამიანთა საზოგადოებიდან განდევნილი.
კარგი: მაგრამ მე შიმშილით არ მოვმკვდარვარ და არ დავ-
ღუპულვარ ამ უკაცრიელ ადგილას.“
აღწერს რა რობინზონის მიერ კუნძულზე გატარებულ
წლებს, დეფო მხატვრულ ლიტერატურაში პირველი ავითა-
რებს შემოქმედებითი შრომის თემას. სწორედ შრომა, ქმნა-
დობა დაეხმარა რობინზონს, ადამიანად დარჩენილიყო. ბუნე-
ბასთან პირისპირ მარტო დარჩენილი რობინზონი დაუღალა-
ვად და საქმიანად შრომობს, ამზადებს საოჯახო საგნებს, იკე-
თებს ნავს, მოჰყავს პირველი მოსავალი. რობინზონი დაძ-
ლევს უამრავ დაბრკოლებას, ეუფლება სხვადასხვა ხელობას.
რობინზონი არის ხორცშესხმა განმანათლებლური წარ-
მოდგენისა „ბუნებრივ ადამიანსა“ და ბუნებასთან მის ურთი-
ერთობაზე, ადამიანზე, რომელიც თავისი ბუნებისა და გონე-
ბის კარნახით მოქმედებს და რომელსაც გონება ყველა სიძნე-
ლეს გადაალახვინებს.
გრძნობების შესახებ წერა რობინზონს არ ეხერხება. სამა-
გიეროდ ის ბევრს ფიქრობს. დეფომ შესანიშნავად დაგვიხატა
თავისი გმირის ზნეობრივი და ინტელექტუალური სახე. რო-
ბინზონი თავმდაბალი ადამიანია, უპრეტენზიო, გულღია,
მორწმუნე პურიტანი, ინგლისის საშუალო მოქალაქე. ის არ
არის ღრმა მოაზროვნე, მაგრამ პრაქტიკული და ჯანსაღია.
რობინზონი ტიპიური ბურჟუაა. ღვთისმოსავობა ხელს არ უშ-
ლის მას იყოს პრაქტიკული საქმოსანი. ყველა საქმეს რობინ-
ზონი ლოცვების კითხვით იწყებს და, როგორც ჭეშმარიტი პუ-
რიტანი, ხელიდან არ უშვებს ბიბლიას, მაგრამ ამავე დროს ის
პრაგმატული და ანგარიშიანია და მუდამ მოგების ინტერესი
ამოძრავებს.

115 მკითხველთა ლიგა


რომანში არის ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც
ავტორის კონცეფციას გამოხატავს. რობინზონი, რა თქმა უნ-
და, მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ ის პრაქტიკული ადამიანი-
ცაა, რომელიც ცხოვრობს პრინციპით: „ღმერთის იმედი იქო-
ნიე, მაგრამ თავადაც გაანძრიე ხელი“. რობინზონმა რომ და-
ინახა, რომ მის ქოხთან ხორბალი ამოსულიყო, პირველად
სასწაულს მიაწერა ეს ამბავი, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ
თვითონვე დაბერტყა ტომარა, რომელშიც, როგორც ჩანს,
ხორბლის რამდენიმე მარცვალი იყო ჩარჩენილი. ის, რაც მას
ზებუნებრივი სასწაული ეგონა, სრულიად ბუნებრივი და ლო-
გიკური რამ აღმოჩნდა. მაგრამ რობინზონი რომ ქმნადი და აქ-
ტიური არ ყოფილიყო, ხომ არც ტომარას მიაქცევდა ყურად-
ღებს და, მითუმეტეს, არც მისი დაბერტყვა მოაფიქრდებოდა.
ავტორის კონცეფციაში მნიშვნელოვანია პიროვნების ნე-
ბელობითი გონივრული აქტივობის იდეა – ადამიანს ძალუძს,
და უნდა მიაღწიოს კიდეც ყველაფერს თვითონ, დამოუკიდებ-
ლად, მან უნდა გაიმარჯვოს, რადგან მას აქვს ძლიერი იარაღი
– გონება, რაციო, რომლის რწმენის დამკვიდრებასაც ემსახუ-
რება მთელი განმანათლებლური იდეოლოგია.
დეფოს დროინდელი იდეების პლანში საინტერესოა პა-
რასკევას, ველური ბიჭის სახე, რომელიც რობინზონის მსახუ-
რი და ამხანაგი გახდა. პარასკევა, ეს „ბუნების შვილი“, რო-
გორც მას დეფო უწოდებს, ცივილიზაციის სკოლას გადის რო-
ბინზონის ხელმძღვანელობით, რომელმაც, უპირველეს ყოვ-
ლისა, ქრისტეს რჯულზე მოაქცია ველური. დეფო იზიარებს
მის თანამედროვეთა შეხედულებას კოლონიზატორთა მაცი-
ვილიზებელი როლის შესახებ.
რობინზონი, როგორც მწერალი-განმანათლებლის პერ-
სონაჟი, ოპტიმისტია. ის არ ვარდება სასოწარკვეთილებაში.
ის დღენიადაგ გამოსავლის ძიებაშია და ყოველთვის ნახუ-
ლობს კიდეც გზას. რობინზონის ცხოვრება არ არის იდილია,
მას ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრება. მაგრამ, განმა-
ნათლებელთა რწმენით, ადამიანის ძალა ხომ სწორედ იმაშია,
რომ მას შეუძლია დაიმორჩილოს ბუნება – გარემოებები კი

116 მკითხველთა ლიგა


არ ბატონობენ ადამიანზე, არამედ ადამიანი ბატონობს გარე-
მოებებზე.
დეფოს „რობინზონ კრუზო“ ხოტბას ასხამს ადამიანის გო-
ნებას, მის ძალას, ადამიანის სიმხნევეს, ოპტიმიზმს, უნარს,
ენერგიასა და მოხერხებულობას.
დანიელ დეფოს შემდეგი რომანები, 1720 წელს დაწერილი
„კაპიტანი სინგლტონი“ და 1722 წელს დაწერილი „მოლ
ფლენდერსი“ და „პოლკოვნილი ჯეკი“ ასევე თავისებური რო-
ბინზონადებია, მაგრამ ამ რომანების ძირითადი მოტივია თე-
მა მარტოსული ადამიანისა, რომელიც მტრულ საზოგადოება-
ში აღმოჩნდება. ადამიანთა მიერ გარიყული და მოკვეთილი
ინდივიდის ბრძოლაც ამ რომანებში მისი გამარჯვებით და სა-
ზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებით მთავრდება.
ლიტერატურის ისტორიაში დანიელ დეფო შევიდა რო-
გორც ინგლისური განმანათლებლური რეალისტური რომა-
ნის შემქმნელი, რომელმაც დიდი პოპულარიზაცია გაუწია ამ
ახალ ჟანრს – რომანს. დეფო მკითხველთა ფართო წრისთვის
წერდა და ხელს უწყობდა ლიტერატურის დემოკრატიზაციას.

117 მკითხველთა ლიგა


ჯონათან სვიფტი

ინგლისური ლიტერატურის დიდი სატირული ტრადიცია


ჯონათან სვიფტის (Jonathan Swift, 1667-1745) სახელს უკავ-
შირდება. სვიფტის მწვავე სატირა ამხელდა მისი თანამედრო-
ვე სამყაროს მანკიერებებს. მან დიდი სოციალურ-პოლიტიკუ-
რი მნიშვნელობის თემებს მიმართა. მისი შემოქმედებისთვის
დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული მოქალაქეობრი-
ვი პათოსი. სვიფტი აკრიტიკებდა ინგლისის საშინაო პოლიტი-
კას, საპარლამენტო სისტემას, კოლონიურ პოლიტიკასა და
დამპყრობლურ ომებს.
მიმართავს რა სინამდვილის კონკრეტულ პრობლემებს,
სვიფტი ფილოსოფიურ პლანში გაიაზრებს მათ. მისი სატირა
ფილოსოფიური ხასიათის სოციალურ-პოლიტიკური სატირაა.
სვიფტი ისწრაფვის დიდი განზოგადებებისაკენ. ის ამავე დროს
ალეგორიების დიდოსტატია. ამ თვალსაზრისით ის აგრძე-
ლებს ინგლისური ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
ტრადიციას, უილიამ ლენგლენდის სახელს რომ უკავშირდე-
ბა. სვიფტის რჩეული ჟანრია პამფლეტი.
მამით ინგლისელი და დედით ირლანდიელი ჯონათან
სვიფტი დუბლინში დაიბადა. სვიფტის როიალისტი ბაბუა, რო-
მელიც რევოლუციის დროს კრომველის წინააღმდეგ იბრძო-
და, ციხეში ჩასვეს, ხოლო მისი ათი ვაჟი ბრიტანეთის ოთხივ
კუთხით გაიფანტა. სვიფტის მამა ირლანდიაში აღმოჩნდა, სა-
დაც შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა. სვიფტის დედა ინ-
გლისში დაბრუნდა, შვილი კი გავლენიან ბიძას, გოდუინს, სერ
ჯონ ტემპლის ახლო მეგობარს დაუტოვა. სწორედ ჯონ ტემ-
პლის შვილთან მუშაობდა შემდეგში სვიფტი მდივნად. ჯონა-
თან სვიფტის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ირლანდიასთანაა
დაკავშირებული. ირლანდიის ბედმა კიდევ უფრო გაზარდა მი-
სი ყურადღება პოლიტიკური პრობლემებისადმი.

118 მკითხველთა ლიგა


სვიფტმა საღვთისმეტყველო განათლება დუბლინის უნუ-
ვერსიტეტში მიიღო. სამეცნიერო ხარისხზე მუშაობის პერიოდ-
ში ირლანდიაში დაწყებულმა პოლიტიკურმა მღელვარებამ
სვიფტი აიძულა დაეტოვებინა ირლანდია და ინგლისში გადა-
სულიყო საცხოვრებლად. ინგლისში ის სერ უილიამ ტემპლის
მდივნად და პირად თანაშემწედ იწყებს მუშაობას. ტემპლთან
მუშაობის პერიოდში სვიფტმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ხა-
რისხი მიიღო. ტემპლმა, რომელიც თავად ყოფილი დიპლომა-
ტი იყო, თავისი მდივანი უილიამ III-ს წარუდგინა და დიპლო-
მატიური დავალებით მეფესთან ლონდონშიც მიავლინა. ტემ-
პლთან მუშაობისას (სვიფტი მას მემუარებისა და კორესპონ-
დენციის გამოსაქვეყნებლად მომზადებაში ეხმარებოდა)
სვიფტი დიპლომატებსა და პოლიტიკოსებს ხვდებოდა.
ლიტერატურული მოღვაწეობა სვიფტმა პამფლეტებით და-
იწყო. 1704 წელს გამოქვეყნებული პამფლეტი „წიგნების
ბრძოლა“ იყო სატირა, რომლითაც ის გამოეხმაურა ტემპლის
ესსეს „ესსე ანტიკური და თანამედროვე განათლების შესახებ“
გამკრიტიკებლებს. ამ პამფლეტში სვიფტმა გამოხატა თავისი
შეხედულებები ლიტერატურის ამოცანებზე. მწერლის მოვა-
ლეობაა სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს და გაამდიდროს
ისინი იდეებით. პამფლეტის სიუჟეტი ასეთია: ბიბლიოთეკაში
ატყდება წიგნების ომი. მოქმედება მიმდინარეობს სენტ ჯეიმ-
ზის სასახლეში განლაგებულ სამეფო ბიბლიოთეკაში. წიგნები
გაცოცხლდებიან და ძველი ავტორები – ჰომეროსი, პინდარე,
არისტოტელე, პლატონი, ევკლიდე, რომლებიც ბნელ კუთხეში
მიყარეს, აჯანყდებიან. ძველ ავტორებს ტემპლი ეხმარება
(ტემპლს მართლაც ჰქონდა გაჩაღებული პოლემიკა ანტიკური
პერიოდის ავტორთა დასაცავად). მოწინააღმდეგეთა ბანაკში
არიან ახალი ავტორები (ბეკონი, პერო). სვიფტი ოსტატურად
ახერხებს არ თქვას, თუ რომელ მხარეს დარჩა გამარჯვება. ის
გვიხატავს მანუსკრიპტს, რომელიც ალაგ-ალაგ დაზიანებუ-
ლია და ამით ომის საბოლოო შედეგის წარმოდგენას მკით-
ხველს მიანდობს. სავარაუდოდ, ეს პამფლეტი მხოლოდ ერ-
თგვარი კომპლიმენტია სვიფტის მფარველისა და პატრონის,
ტემპლისადმი.

119 მკითხველთა ლიგა


ამავე წელს დაწერილმა პამფლეტმა „კასრის ზღაპარი“ მის
ავტორს აღიარება მოუტანა. „კასრის ზღაპარი“ სვიფტის სატი-
რული პამფლეტებიდან ყველაზე ოსტატურად დაწერილია და
წარმოადგენს პროზაულ პაროდიას, რომელიც მოგვითხრობს
სამ ძმაზე, დასავლური ქრისტიანობის სამ ძირითად შტოს რომ
განასახიერებენ. ზღაპარი ანუ თხრობა წარმოადგენს ალეგო-
რიას, დაკავშირებულს ძმების – პიტერის, მარტინისა და ჯეკის
თავგადასავალთან. სიკვდილის წინ მამამ თავის სამ ვაჟს თი-
თო ქულაჯა დაუტოვა. თავის ანდერძში მან უმკაცრესად გააფ-
რთხილა შვილები, არაფერი შეეცვალათ ქულაჯებში. ძმებმა
ყური არ ათხოვეს მამის ანდერძს და მალე, ჩათვალეს რა, რომ
ქულაჯები ძველმოდური იყო, დაიწყეს მამის ანდერძში ისეთი
საძრომი ხვრელების ძებნა, რომლებიც საშუალებას მისცემდა
მათ, მოდის მოთხოვნებისამებრ გადაეკეთებინათ ქულაჯები.
შემდეგ ძმებს შორის ჩხუბი და უთანხმოება დაიწყო ძალაუფ-
ლებისა და დომინანტური პოზიციის მოსაპოვებლად.
პამფლეტის სათაური (გაუთავებელი უაზრო ლაყბობა)
მრავალშრიანი ირონიის გამომხატველია – ერთის მხრივ, ავ-
ტორის ირონიისა საკუთარი თავისა და საკუთარი ნაწარმოე-
ბის მიმართ, მეორე მხრივ კი, ირონიისა პამფლეტის გმირების
მიმართ. მამა ალეგორიულად გამოხატავს ქრისტიანულ
ღმერთს, მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა (ქულაჯები) –
ქრისტიანულ რელიგიას, ანდერძი წმინდა წიგნია, ბიბლია, სა-
მი ძმა კი – დასავლეთის სამი ქრისტიანული რელიგია. ძმები-
დან პიტერი განასახიერებს კათოლიკობას, მარტინი – ლუთე-
რანობას ანუ ანგლიკანობას, ხოლო ჯეკი – კალვინიზმს ანუ
პურიტანობას. სვიფტი აცხადებს, რომ ის პატივისცემით არის
გამსჭვალული მამის (ღმერთის) მიმართ და მხოლოდ მისი
შვილები გაშოლტა, მაგრამ ვოლტერის თქმით, „შოლტი იმდე-
ნად გრძელი იყო, რომ მამასაც მისწვდა“. სვიფტის სატირა მი-
მართულია რელიგიური უკიდურესობისა და ექსტრემიზმის წი-
ნააღმდეგ. სამი ძმიდან ყველაზე დადებითია მარტინი, ინგლი-
სური ეკლესიის გამომხატველი. განსაკუთრებული სიმძაფ-
რით არის მხილებული კათოლიციზმი და უკიდურესი პურიტა-
ნობა.

120 მკითხველთა ლიგა


უნდა აღინიშნოს, რომ ამ პამფლეტმა მნიშვნელოვნად შე-
უშალა ხელი სვიფტის დაწინაურებას ინგლისის ეკლესიაში.
დედოფალმა ანამ, პამფლეტს რომ გაეცნო, აღშფოთებულმა
გაასახლა სვიფტი ლონდონიდან. სვიფტი ირლანდიაში გადა-
სახლდა, სადაც მას დუბლინის წმ. პატრიკის ტაძრის დეკანის
საეკლესიო თანამდებობა შესთავაზეს. სვიფტი სიცოცხლის
ბოლომდე ირლანდიაში ცხოვრობდა, სადაც აქტიურად მონა-
წილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძოლაში. ის გა-
ბედულად გამოვიდა ინგლისის კოლონიური პოლიტიკის წინა-
აღმდეგ. მისი პამფლეტები იცავენ ირლანდიელი ხალხის უფ-
ლებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინით აღავსებენ
ადამიანებს. ამ პამფლეტებმა მას ირლანდიელი პატრიოტის
სახელი მოუტანა.
1726 წელს გამოქვეყნდა სვიფტის უკვდავი ნაწარმოები
„გულივერის მოგზაურობა“, რომლის სრული სათაურია „ლე-
მუელ გულივერის, თავდაპირველად ექიმის, ხოლო შემდეგ
რამდენიმე გემის კაპიტნის, მოგზაურობა მსოფლიოს რამდე-
ნიმე შორეულ ქვეყანაში, ოთხ ნაწილად“. ამ წიგნზე სვიფტი 10
წელი მუშაობდა. მასში აისახა მწერლის შეხედულებათა ევო-
ლუცია და სრულად წარმოჩნდა მისი ბრწყინვალე სატირული
ოსტატობა.
„გულივერის მოგზაურობამ“ უკვდავყო სვიფტის სახელი.
ეს წიგნი, რომელიც გადმოგვცემს მისი ავტორის დამცინავ,
ირონიულ და, ამასთანავე, სევდიან ფიქრებს კაცობრიობასა
და მის ბედზე, ყველა ეპოქის მკითხველისთვის ძვირფასია.
სვიფტი ირონიული თხრობის დიდოსტატია. მის წიგნში ყველა-
ფერი ირონიითაა გამსჭვალული.
ჟანრული თვალსაზრისით „გულივერის მოგზაურობა“ პამ-
ფლეტიცაა და რომანიც. ნაწარმოების პამფლეტური ბუნება
ვლინდება მისთვის ესოდენ დამახასიათებელ პუბლიცისტუ-
რობასა და მხილებათა ისტორიულ კონკრეტულობაში. პამ-
ფლეტურია ისიც, რომ ნაწარმოების მთელი სტრუქტურა და სა-
ხეები ავტორის მკვეთრად გამოხატულ ტენდენციურ ჩანა-
ფიქრს ემსახურება. მაგრამ სვიფტის ამ ნაწარმოებს რომანის
ჟანრის ნიშნებიც აქვს. ნაწარმოებში ცენტრალურია გულივე-

121 მკითხველთა ლიგა


რის სახე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წიგნის სხვა-
დასხვა ნაწილებს. „გულივერის მოგზაურობა“ სატირული ხა-
სიათის ფილოსოფიურ-პოლიტიკური რომანია, მაგრამ ეს
არის განმანათლებლური ლიტერატურის განვითარების ად-
რეული სტადიის რომანი, როცა მხატვრული პროზის ეს ჟანრი
ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში იყო. ამასთან,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სვიფტის რომანის სპეციფიკური
თავისებურებაა მასში მკვეთრად გამოხატული პუბლიცისტუ-
რი საწყისის არსებობა, რაც მას პამფლეტთან აახლოვებს.
გულივერმა ოთხჯერ იმოგზაურა საოცარ და უჩვეულო
ქვეყნებში. რომანი ოთხი ნაწილისგან შედგება და თითოეული
მათგანი გულივერის ერთ-ერთ ქვეყანაში მოგზაურობის შესა-
ხებ მოგვითხრობს. თავდაპირველად გულივერი ლილიპუტია-
ში მოხვდება, შემდეგ კი – გოლიათების ქვეყანაში. შემდეგ გუ-
ლივერი ეწვევა ლაპუტას, სადაც მეცნიერთა აღმოჩენებს გაეც-
ნობა, მოინახულებს ჯადოქრებითა და მისნებით დასახლებულ
ქვეყანას, იმოგზაურებს იაპონიაში, მოხვდება ისეთ ქვეყანა-
შიც, სადაც გონიერი მოლაპარაკე ცხენები ბინადრობენ, აგ-
რეთვე ნახავს ცხოველისმაგვარ ადამიანებს, სახელად იაჰუ
და ბოლოს ინგლისში ბრუნდება.
გარეგნულად სვიფტის რომანი აგებულია როგორც სათავ-
გადასავლო-ფანტასტიკური ხასიათის მოგზაურობის ჟანრის
რომანი (თხრობის სათავგადასავლო საწყისი, ფანტასტიკური
სიტუაციები, უჩვეულო ზღაპრული სახეები). მაგრამ რომანის
ყველა ეპიზოდს აქვს მეორე, კიდევ უფრო ღრმა აზრიც. გული-
ვერის მოგზაურობა სამყაროს შესახებ ადამიანის წარმოდგე-
ნების გამდიდრების ისტორიაა. თხრობა მოგზაურის საქმიანი
და ზუსტი ანგარიშების ფორმით წარმოებს. გულივერი ამბობს,
რომ ინგლისში უამრავი წიგნი დაიწერა მოგზაურობათა შესა-
ხებ, მაგრამ ისინი ყველანი მხოლოდ მკითხველის გართობას
ისახავენ მიზნად, მაშინ როდესაც მოგზაურის მთავარი მიზანი
უნდა იყოს ხალხის განათლება, გაცნობიერება, ადამიანთა
გონების სრულყოფა როგორც კარგი, ისე ცუდი მაგალითე-
ბით. მწერალი-განმანათლებელი ჯონათან სვიფტი ცდილობს
სრულჰყოს ადამიანის გონება. ამიტომ მის მიერ დახატულ

122 მკითხველთა ლიგა


ფანტასტიკურ ამბებში ფილოსოფიური ქვეტექსტი უნდა ვეძე-
ბოთ. გულივერის ძუნწი ჩანაწერები ალეგორიული ფორმით
შეიცავს გამანადგურებელ სატირას ადამიანთა თანაცხოვრე-
ბის ყველა არსებულ ფორმაზე, დამცინავ სატირას მთელ კა-
ცობრიობაზე, რომელმაც ვერა და ვერ მოახერხა გონივრულ
საწყისებზე ააგოს საზოგადოებრივი ურთიერთობები.
ლილიპუტების ქვეყნის შესახებ რომ მოგვითხრობს, სვიფ-
ტი ალეგორიული ფორმით აღწერს მისი თანამედროვე ინ-
გლისის ცხოვრებას. ლილიპუტიის წესები და კანონები ინ-
გლისის მონარქიული წყობის, საპარლამენტო სისტემის, პო-
ლიტიკური პარტიებისა და ეკლესიაში არსებული უთანხმოე-
ბის კარიკატურას წარმოადგენს. ლილიპუტების იმპერატორი
თავისი ქვეშევრდომების წინაშე იმით იწონებს თავს, რომ მათ-
ზე ცოტათი მაღალია და სიმაღლეში ეს მცირედი განსხვავება
მის თვალში იმხელა უპირატესობას წარმოადგენს, რომ ციც-
ქნა მეფე მთელი სამყაროს მბრძანებლად მიიჩნევს თავს. ქვე-
შევრდომები მას უწოდებენ „ყველაზე ძლევამოსილ იმპერა-
ტორს“, „მონარქთა მონარქს“, „უდიდესს ადამიანთა მოდგმის
შვილებს შორის, რომელსაც ფეხი სამყაროს ცენტრზე უდგას,
თავით კი მზეს ეხება“.
როგორც ირკვევა, მოქიშპე პოლიტიკური პარტიები (ალე-
გორიულად იგულისხმება ვიგებისა და ტორების პარტიები)
მხოლოდ ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლით განსხვავდებიან
ერთმანეთისგან. ლილიპუტების ქვეყანაში გაუთავებელი და-
ვა და კამათია იმაზე, თუ რომელი ბოლოდან – უფრო წვეტიანი
თუ უფრო ბლაგვი ბოლოდან უნდა გაიტეხოს მოხარშული
კვერცხი (სატირული ალეგორია უსაგნო ლაყბობაზე და
„ჭკვიანურ პოლიტიკურ დებატებზე“).
თუ ლილიპუტების ქვეყანაში გულივერი ყველას აოგნებს
თავისი სიმაღლით, რის გამოც მას „ადამიანი-მთა“ შეარქვეს,
გოლიათების ქვეყანაში მოხვედრილი, ის უსუსური მწერივი-
თაა. გულივერი ებრძვის ბუზებს, მას შიშისაგან გულს უხეთ-
ქავს ბაყაყი. გოლიათების ქვეყანას სვიფტი გვიხატავს რო-
გორც იდეალურ მონარქიას, ხოლო მის მეფეს – როგორც გა-
ნათლებულ და ბრძენ მონარქს, რომელიც გმობს ომებს და

123 მკითხველთა ლიგა


ცდილობს თავის ქვეყანაში გონიერებისა და ზნეობრიობის
პრინციპებზე დამყარებული წყობა დაამკვიდროს. გოლიათე-
ბის მეფე შეძრწუნებულია, გულივერის მონათხრობს რომ ის-
მენს სამხედრო ტექნიკის სფეროში უახლესი გამოგონებების
შესახებ.
გულივერის ლაპუტაში ყოფნის ეპიზოდი არის ბრწყინვალე
სატირა მეცნიერებაზე, რომელიც ცხოვრებას მოწყვეტილია
და ამიტომ ადამიანისთვის გამოუსადეგარიც. ლაპუტაში გუ-
ლივერი ეწვევა დიდ აკადემიას და უამრავი „მეცნიერული აღ-
მოჩენის“ მოწმე გახდება. ერთი მეცნიერი მრავალი წელი მუ-
შაობდა კიტრიდან მზის ენერგიის მიღების პროექტზე, მეორე
თავს იმტვრევდა იმაზე, თუ როგორ ექცია ყინული დენთად, მე-
სამემ ღორებით მიწის ხვნის საშუალებას მიაგნო. ამასთან, ეს
სწავლულები მფრინავ კუნძულზე ცხოვრობენ და ბუნდოვანი
წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა ხდება დედამიწაზე. რა თქმა
უნდა, ავტორის დაცინვის საგანია არა მეცნიერება საერთოდ,
არამედ ყოვლად აბსურდული და უსაგნო ცრუმეცნიერება.
რომანის მეოთხე ნაწილი წარმოადგენს დაუნდობელ მხი-
ლებას ადამიანთა საზოგადოების არაადამიანურობისა, რომ-
ლის საზიზღარი ქმნილებაა გადაგვარებული ადამიანი – ცხო-
ველის მსგავსი არსება იაჰუ. ამ ნაწილში მოთხრობილია აგ-
რეთვე ცხენების პატრიარქალური საზოგადოების შესახებ,
რომელიც დაპირისპირებულია იაჰუსთან. მოლაპარაკე ცხე-
ნების ენაში არ არის სიცრუისა და თაღლითობის გამომხატვე-
ლი სიტყვებიც კი. იაჰუს როგორც გარეგანი ისე შინაგანი სახე
საზიზღარია. ეს მაიმუნისა და ადამიანის მსგავსი არსებები
ცბიერებიც არიან, ბოროტებიც, ორგულებიც და შურისმაძიებ-
ლებიც. მათთვის ყველაზე მეტად ფასობს ბრჭყვიალა ფერადი
კენჭები, რომლებსაც ერთმანეთს ართმევენ და მიწაში ფლა-
ვენ. ამ კენჭების ხელში ჩასაგდებად ისინი მზად არიან მოკლან
და სისხლი დაღვარონ. ინგლისში დაბრუნებული გულივერი
აღმოაჩენს, რომ მის თანამემამულეებსაც აქვთ იაჰუს მსგავსი
თვისებები.
სვიფტი იაჰუს უპირისპირებს კეთილშობილი და გონიერი
ცხენების პატრიარქალურ საზოგადოებას, რომელთაც ის „ბუ-

124 მკითხველთა ლიგა


ნების სრულყოფილებას“ უწოდებს, მაგრამ ისიც კარგად იცის,
რომ ცხენებიც შეზღუდულები არიან და რომ პატრიარქალური
წყობის აღდგენა შეუძლებელია.
სვიფტი 1745 წელს გარდაიცვალა. საჯარო პანაშვიდზე მას
მთელმა დუბლინმა მიაგო უკანასკნელი პატივი. ჯონათან
სვიფტი, საკუთარი სურვილისამებრ, დაკრძალულია თავისივე
ტაძრის, დუბლინის წმინდა პატრიკის ტაძრის ეზოში, მისი საყ-
ვარელი ქალის, ესტერ ჯონსონის გვერდით.
ჯონათან სვიფტს, სატირისა და ირონიის დიდოსტატს, ღირ-
სეული ადგილი უჭირავს მსოფლიო ლიტერატურაში.

125 მკითხველთა ლიგა


სემუელ რიჩარდსონი

მოწიფული განმანათლებლობის პერიოდის დასაწყისი


XVIII საუკუნის ინგლისურ ლიტერატურაში სემუელ რიჩარ-
დსონის (Samuel Richardson, 1689-1761) სახელს უკავშირ-
დება. ამ პერიოდში ლიტერატურულ ჟანრებს შორის წამყვან
ადგილს იკავებს რომანი.
სემუელ რიჩარდსონმა შექმნა საოჯახო-ყოფითი ფსიქო-
ლოგიური რომანი, რომელშიც აღწერილია ბურჟუაზიული
ოჯახის ცხოვრება. რიჩარდსონი ადამიანებს ოჯახისა და სახ-
ლის შინაურ გარემოში აღწერს. ინგლისელ განმანათლებ-
ლებს შორის რიჩარდსონმა პირველმა მიანიჭა დრამატიზმი
ადამიანის პირადი, კერძო ცხოვრების აღწერას. რიჩარდსონი
იყო პირველი ინგლისელი რომანისტი, რომელიც შეეცადა შე-
ეღწია თავისი გმირების აზრებისა და გრძნობების სამყაროში.
მას აინტერესებდა მათი შინაგანი სამყარო, აზრების წყობა,
მორალის საკითხებისადმი მათი დამოკიდებულება, მათი ზნე
და ეთიკური შეხედულებები. სწორედ პერსონაჟის შინაგანი
სამყაროსადმი ინტერესით აიხსნება ეპისტოლარული ჟანრის
აღმოცენება. თხრობა ნაწარმოების გმირების წერილების
ფორმით მწერალს საშუალებას აძლევდა გადმოეცა მათი ფსი-
ქოლოგია, მათი ინდივიდუალურობა, მათ მიერ გარემოს აღ-
ქმის თავისებურებები. წერილები გადმოსცემდნენ მთხრობე-
ლის ემოციათა სამყაროს, მათ გრძნობებსა და განცდებს, მათ
განწყობას.
სემუელ რიჩარდსონის ნაწარმოებებში თავი იჩინა ახალი
ლიტერატურული მიმდინარეობის – სენტიმენტალიზმის ნიშ-
ნებმა. თუმცა, ინგლისელი სენტიმენტალისტებისაგან გან-
სხვავებით, რიჩარდსონი არ უპირისპირებს გრძნობას გონე-
ბას. მისი პერსონაჟების გრძნობები გონივრული და განსჯა-
დია. მის რომანებს, როგორც განმანათლებლობის ეპოქის ნა-
წარმოებებს, მკვეთრად გამოხატული დამრიგებლური ხასია-

126 მკითხველთა ლიგა


თი აქვს. მათში თვალნათლივია ბურჟუაზიულ-პურიტანული
მორალის შესაფერისი მორალიზატორული ტენდენცია.
სემუელ რიჩარსდონი არ აპირებდა ლიტერატორობას, მას
არც კი უფიქრია სამწერლო ასპარეზზე სახელის მოხვეჭაზე.
მისი შემოქმედებითი ნიჭი შემთხვევით გამოვლინდა. დურ-
გლის შვილი, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, მესტამბესთან და
წიგნის გამომცემელთან რომ დაიწყო მუშაობა. შემდეგ მისი
ქალიშვილი შეირთო ცოლად და სტამბის მეპატრონე გახდა.
უნდა აღინიშნოს რიჩარდსონის წვლილი ინგლისური ბეჭდვი-
თი სიტყვისა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში. რი-
ჩარდსონმა, თავისი დროის ცნობილმა გამომცემელმა, თით-
ქმის 500 ნაშრომი და სხვადასხვა ხასიათის არაერთი ჟურნა-
ლი დაბეჭდა. ცოლისა და ხუთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ
ის ხელახლა დაქორწინდა და მეორე ცოლთან ოთხი ქალიშვი-
ლი შეეძინა, მაგრამ ვაჟი, რომელიც სასტამბო საქმეს გააგ-
რძელებდა, არ ჰყოლია. საგამომცემლო ბიზნესი ნელ-ნელა
დაქვეითდა, მაგრამ 51 წლის ასაკში, როცა მისი პირველი რო-
მანი გამოქვეყნდა, რიჩარდსონმა მაშინვე გაითქვა სახელი,
როგორც თავისი დროის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა
მწერალმა, რომელმაც რომანის გამოცემისთანავე აღაფრთო-
ვანა მკითხველი.
ისე მოხდა, რომ საჭირო იყო წერილების კრებულის გამო-
ცემა. ასეთ წიგნებზე მაშინ დიდი მოთხოვნა იყო. გაუნათლებე-
ლი, მაგრამ პატივმოყვარე რესპონდენტები ვერ ახერხებდნენ
„მგრძნობიარედ“ და „დელიკატურად“ გადმოეცათ თავიანთი
აზრები და გრძნობები და სხვათა მიერ დაწერილი მზა წერი-
ლების ფორმას მიმართავდნენ. რადგან მსგავსი ტექსტები
ხელთ არ ჰქონდა, რიჩარდსონმა გადაწყვიტა თვითონ დაეწე-
რა ისინი. ის წერამ გაიტაცა. მოხერხებულობისათვის მან სი-
უჟეტური დამაკავშირებელი მოიგონა. ასე შეიქმნა 1740 წელს
ეპისტოლარული ჟანრის პირველი რომანი „პამელა, ანუ და-
ჯილდოებული სათნოება“. ასე წარუდგა 51 წლის მესტამბე და
გამომცემელი საზოგადოებას როგორც მწერალი. წერილების
ფორმით დაწერილ რომანში მოთხრობილია მსახური ქალიშ-
ვილის, პამელა ენდრიუსის თავგადასავალი. პამელა მდიდა-

127 მკითხველთა ლიგა


რი მემამულის ოჯახში ცხოვრობს. ქალბატონის გარდაცვალე-
ბის შემდეგ მას მოსვენებას არ აძლევს მისი შვილი, ახალგაზ-
რდა ბატონი, მისტერ ბ. მაგრამ სათნო და კეთილგონიერი პა-
მელა მედგრად იცავს თავის შეუბღალავ სახელსა და პატიოს-
ნებას. ბატონი განცვიფრებული და აღტაცებულია პამელას მა-
ღალი ზნეობით და ცოლად ირთავს მას. პამელა სიამოვნებით
თანხმდება მისთვის ხელსაყრელ და მომგებიან ქორწინებაზე
და დიდგვაროვან ქალბატონად იქცევა. რომანის დასასრული
არსებული კლასობრივი ტრადიციის დარღვევას წარმოად-
გენს – მდიდარი არისტოკრატი დაბალი წრიდან გამოსულ
ქალს ირთავს ცოლად. რომანის მეორე ნაწილში პამელა ცდი-
ლობს ჯეროვანი ადგილი დაიკავოს მაღალი წრის საზოგადოე-
ბაში და წარმატებული ურთიერთობა დაამყაროს მისტერ ბ.-
სთან. რომანის ფაბულა მარტივია და ოჯახური ცხოვრებითაა
შემოფარგლული.
მიმართა რა წერილების ფორმას, რომელიც მკითხველს
ინტიმურობისა და ლირიკულობისთვის განაწყობდა, რიჩარ-
დსონმა გვიჩვენა თავისი გმირის სულიერი ცხოვრება. მკით-
ხველმა ინგლისური მხატვრული პროზის ისტორიაში პირველ-
მა დაინახა, რომ მწერლის ინტერესის საგანი შეიძლება იყოს
არა მხოლოდ გმირის თავგადასავალი, მოვლენები და გარე-
მოებები, არამედ გრძნობათა სამყაროც. რიჩარდსონამდე
პროზა მკითხველის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებდა,
ახლა კი მან მისი სული ააღელვა და ცრემლი მოჰგვარა. მკით-
ხველის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. თავისთვის
მოულოდნელად რიჩარდსონი დიდების მწვერვალზე აღმოჩ-
ნდა, რაც მისი რომანის ნოვატორული ხასიათით აიხსნება.
მიუხედავად იმისა, რომ რომანის მთავარი გმირი, პამელა
ბევრისთვის გახდა ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კე-
თილგონიერი ქალი, რიჩარდსონის ნაწარმოების პოპულარო-
ბას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მის თანამედროვეებს
რომანის სუსტი მხარეებიც აღმოეჩინათ. თუ პამელა ისეთი კე-
თილგონიერი და სათნოა, რომ მაღალი ქრისტიანული მორა-
ლის გამო ის უარს აცხადებს მისტერ ბ.-სთან ქორწინებისგა-
რეშე ურთიერთობაზე, მაშინ რატომ არ შეუშალა მას ხელი

128 მკითხველთა ლიგა


იმავე მორალმა, როცა მომგებიან და სარფიან ქორწინებაზე
დათანხმდა? თან სწორედ იმ მამაკაცთან, რომელიც მის შეც-
დენას ცდილობდა? სათნოა პამელა თუ ანგარებიანი და ანგა-
რიშიანი? არაბუნებრივია მისტერ ბ.-ს საქციელიც – შესწევს კი
იმის უნარი კაცს, რომელიც ეგოისტურად ცდილობს დაუცვე-
ლი ქალის მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებას, ამ ქალში
მაღალი ზნეობის ადამიანი დაინახოს და ამით მოიხიბლოს?
„პამელამ“ უამრავი პაროდია და „ანტი-პამელა“ გამოიწ-
ვია. რიჩარდსონთან პრინციპული ხასიათის პოლემიკა გააჩა-
ღა ჰენრი ფილდინგმა, რომელიც გამოეხმაურა „პამელას“ პა-
როდიებით „შამელა“ და „ჯოზეფ ენდრიუსის თავგადასავალი“.
რიჩარდსონის რეალისტური პროზის მწვერვალია 1748
წელს გამოქვეყნებული რომანი „კლარისა, ანუ ახალგაზრდა
ლედის ისტორია“, რომელმაც მკითხველის კიდევ უფრო დიდი
მოწონება დაიმსახურა. ეს არის პირველი ტრაგედიული რომა-
ნი ინგლისურ მხატვრულ პროზაში. რომანის მთავარი გმირი,
მშვენიერი და სათნო კლარისა ჰარლოუ მდიდარი ბურჟუაზიუ-
ლი ოჯახის ქალიშვილია. მას არ სურს დაჰყვეს მშობლების ნე-
ბას და ცოლად გაყვეს მდიდარ, მაგრამ უკულტურო და დაუხ-
ვეწავ როჯერ სომსს. კლარისას სურს თავისუფალი იყოს და
თავისთვის მშვიდად იცხოვროს, რაც ფრიად უჩვეულო სურვი-
ლია იმ ეპოქის ახალგაზრდა ქალისთვის. მაგრამ ახალგაზ-
რდა არისტოკრატი რობერტ ლავლეისი, რომელიც გაღარიბე-
ბული ოჯახიდანაა და ამიტომ კლარისას მშობლებს შესაფე-
რის საქმროდ არ მიაჩნიათ, მოტყუებით დაიყოლიებს კლარი-
სას, მასთან ერთად გაიქცეს სახლიდან. კლარისა ლავლეისის
ტყვეობაში აღმოჩნდება – ის ლავლეისის ეგოიზმისა და პატივ-
მოყვარეობის მსხვერპლი ხდება. ლავლეისი ცდილობს და-
ქორწინდეს კლარისაზე, რათა ამით შური იძიოს ჰარლოუების
ოჯახზე მისადმი ქედმაღლური დამოკიდებულების გამო. მას
სურს დაეპატრონოს კლარისას სულსაც და სხეულსაც. მას
სწამს, რომ თუ კლარისას აღარ ექნება ქალწულებრივი სისპე-
ტაკე და სათნოება, მაშინ უარს აღარ იტყვის მის ცოლობაზე.
ლავლეისი განცვიფრებულია კლარისას თვისებებით, მას უკ-
ვე შეერყა იმის რწმენა, რომ სათნო და კეთილგონიერი ქალე-

129 მკითხველთა ლიგა


ბი არ არსებობენ, როგორც ადრე ეგონა. ლავლეისი ვნებით
აღინთება კლარისას მიმართ და ძალას იხმარს კლარისაზე.
ლავლეისის კლარისასადმი დამოკიდებულება რთულია:
ნელ-ნელა რომ გაერკვევა თავის გრძნობებში, ის მიხვდება,
რომ უყვარს კლარისა. მას ჰგონია, რომ კლარისა ახლა მაინც
დათანხმდება ცოლად გაყოლაზე. მაგრამ ლავლეისის საქციე-
ლი კიდევ უფრო უდრეკს გახდის კლარისას – მას არავითარ
შემთხვევაში არ სურს ცოლად გაყვეს მდაბალ და გარყვნილ
ადამიანს. კლარისა გარბის ბორდელიდან, სადაც ის ლავლე-
ისს ჰყავს გამომწყვდეული. გადატანილი ტანჯვა შეარყევს მის
ჯანმრთელობას და კლარისა კვდება, მაგრამ მას სრულად
აქვს გაცნობიერებული თავისი ზნეკეთილობა და კეთილგო-
ნიერება და სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ უკეთესი ცხოვრება
ექნება.
ლავლეისი, რომელიც იტალიაში მიემგზავრება, სინდისის
ქენჯნას განიცდის და მზადაა ყველაფერი გააკეთოს, რომ
ცოდვები მოინანიოს. მალე ის დუელში იღუპება, რომლის
დროსაც შეგნებულად მიდის სიკვდილზე, რათა დანაშაული
გამოისყიდოს. კლარისას ნათესავები მიხვდებიან, თუ რა უბე-
დურება დაატრიალა მათმა საქციელმა, მაგრამ უკვე გვიანაა –
კლარისა აღარ არის ცოცხალი.
რიჩარდსონის ამ რომანს არ აქვს „პამელასთვის“ დამახა-
სიათებელი კომპრომისული ხასიათი. კლარისას დაღუპვა,
რომელიც წინამორბედი მოვლენებით მზადდებოდა, გარდუ-
ვალია. როჩარდსონის კლარისა, რომელიც პირველი ტრაგი-
კული გმირია ინგლისურ პროზაში, ბოლომდე ინარჩუნებს თა-
ვის დამოუკიდებლობას – ფიზიკურად გატეხილი, ის მორალუ-
რად გაიმარჯვებს ლავლეისზე. კლარისას შესწევს უნარი და-
იცვას თავისი ადამიანური ღირსებები. არც ლავლეისია ერ-
თგვაროვანი და ერთპლანიანი პერსონაჟი. ეგოიზმის, დაუნ-
დობლობისა და გარყვნილების მიუხედავად, მას აქვს გარ-
კვეული მომხიბვლელობაც, თუნდაც იმის გამო, რომ შეუძლია
გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული და სინდისის ქენჯნა გა-
ნიცადოს, უფრო მეტიც, საკუთარი თავის დასჯის მიზნით შეგ-

130 მკითხველთა ლიგა


ნებულად წავიდეს სიკვდილზე. ამიტომ შემთხვევითი არ არის,
რომ ლავლეისი თანაგრძნობას იწვევს მკითხველში.
რიჩარდსონის, როგორც მწერალი-განმანათლებლის,
ორივე რომანი დიდაქტიკურ, აღმზრდელობით მიზნებს ისა-
ხავდა. მწერლის ჩანაფიქრით, „კლარისას“ ტრაგიკული ფინა-
ლი უნდა გამხდარიყო გაკვეთილი როგორც მშობლებისთვის,
რომლებიც ზღუდავენ შვილების თავისუფლებას, ასევე შვი-
ლებისთვის, რომლებიც ოჯახის წესებს არღვევენ (კლარისას
სახლიდან გაქცევა). მაგრამ მორალისტი და დიდაქტიკოსი
მწერლის იმედები არ გამართლდა – მიუხედავად რომანის დი-
დი წარმატებისა, მკითხველმა არ გამოიტანა რომანიდან ის
დასკვნები, მორალისტი ავტორი რომ მოითხოვდა მისგან. ავ-
ტორისთვის მოულოდნელად ლავლეისმა მკითხველის სიყვა-
რული დაიმსახურა. რიჩარდსონი-მხატვრის მწერლურმა ტა-
ლანტმა სძლია მორალისტის ჭკუისდამრიგებლურ და აღ-
მზრდელობით მიზნებს. რომანის დიდაქტიკური მხარე მკით-
ხველის ყურადღების მიღმა დარჩა.
რიჩარდსონის მესამე და უკანასკნელი რომანია 1753
წელს დაწერილი „სერ ჩარლზ გრანდისონის ისტორია“. მე-
გობრები სთხოვდნენ მწერალს, ისეთი წიგნი დაეწერა, რომ-
ლის პერსონაჟი მამაკაცი ისეთივე კეთილგონიერი და მაღალ-
ზნეობრივი იქნებოდა, როგორიც მისი ორი წინა რომანის პერ-
სონაჟი ქალები იყვნენ, რათა ეჩვენებინა მკითხველისთვის,
თუ როგორი უნდა იყოს კარგი მამაკაცი და ნამდვილი ჯენ-
ტლმენი. ამ რომანში რიჩარდსონმა მოისურვა დაეხატა ნამ-
დვილად დადებითი გმირი, რომელიც დაჩრდილავდა ლავლე-
ისს, მაგრამ ამ ამოცანის განხორციელება მან ვერ შეძლო: სი-
კეთის განსახიერებად გამოყვანილი ჩარლზ გრანდისონი
არაბუნებრივი და ხელოვნური გამოვიდა, წიგნი კი სუსტი ნა-
წარმოები აღმოჩნდა.
სავარაუდოდ, რიჩარდსონმა ეს რომანი თავისი ლიტერა-
ტურული მეტოქის, ჰენრი ფილდინგის რომანის „ტომ ჯონსი,
ნაპოვარა“ პასუხად დაწერა, რომელშიც ფილდინგი რიჩარ-
დსონის რომანებში წარმოდგენილი მორალური ნორმების პა-
როდირებას ახდენდა. რიჩარდსონის ჩანაფიქრით, მისი

131 მკითხველთა ლიგა


ჩარლზ გრანდისონი მორალურად „უკეთესი“ პერსონაჟი უნდა
ყოფილიყო, ვიდრე ფილდინგის ტომ ჯონსია.
ჟანრული თვალსაზრისით რიჩარდსონის სამივე ნაწარ-
მოები ეპისტოლარული რომანია.
რიჩარდსონის დადებითი გმირები სქემატურები და ხე-
ლოვნურები არიან. ისინი, განმანათლებლური რომანის სქე-
მატური პერსონაჟები, მისაბაძი ნიმუშები უნდა ყოფილიყვნენ.
მათთვის უცხოა ძლიერი ვნებები და განცდები. მათი კეთილ-
გონიერების წყარო უფრო მორალური წესების დაცვაა, ვიდრე
ბუნებრივი მიდრეკილება სათნოებისა და სიკეთისადმი. ისინი
საზოგადოებისთვის მიღებული ნორმების მიხედვით მოქმედე-
ბენ და არა საკუთარი ემოციური იმპულსის კარნახით. რიჩარ-
დსონი არ ენდობა ადამიანის ბუნებას და მორალურ და რელი-
გიურ ნორმებს უწესებს მას. ადამიანის ასე დახატვის წინააღ-
მდეგ გაილაშქრა ინგლისური განმანათლებლობის კრიტიკუ-
ლი მიმართულების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, პირველ
რიგში კი ჰენრი ფილდინგმა.
მიუხედავად ამისა, რიჩარდსონის სახელი დარჩა ინგლი-
სური ლიტერატურის ისტორიაში როგორც მწერლისა, რო-
მელმაც რევოლუცია მოახდინა მხატვრულ პროზაში. მან პერ-
სინაჟების მიერ დაწერილი წერილების ლირიკული „აღსარე-
ბითი“ ფორმა აირჩია, რაც გმირს თვითგახსნის საშუალებას
აძლევდა. მოვლენები მის რომანებში ცოტაა, მაგრამ წარმოდ-
გენილია გრძნობათა ფართო სურათი. ეს კი დიდი ნოვატორო-
ბა იყო – ნაბიჯი მხატვრული პროზის სუბიექტივიზაციისკენ.

132 მკითხველთა ლიგა


ჰენრი ფილდინგი

მოწიფული პერიოდის განმანათლებლური რეალიზმის


მწვერვალია ჰენრი ფილდინგის (Henry Fielding, 1707-1754)
შემოქმედება. რომანისტი, დრამატურგი, ინგლისური პოლი-
ტიკური კომედიის შემქმნელი და ბრწყინვალე პუბლიცისტი
ჰენრი ფილდინგი ამავე დროს რომანის ჟანრის პირველ თე-
ორეტიკოსადაც გვევლინება. თავისი შეხედულებებით ჰენრი
ფილდინგი განმანათლებლობის რადიკალურ-კრიტიკულ, ან-
ტიპურიტანულ მიმართულებას მიეკუთვნება. ფილდინგის
მსოფლმხედველობა მატერიალისტურია. მისთვის, როგორც
განმანათლებლობის დემოკრატიული ფრთის წარმომადგენ-
ლისთვის, დამახასიათებელია ჰუმანიზმი და ადამიანის ბუნე-
ბის რწმენა. ეთაყვანება რა ადამიანის გონებას, ის სრული
ნდობით ეკიდება ადამიანის გრძნობებსაც და იცავს იმ აზრს,
რომ ადამიანს აქვს მიწიერი ბედნიერების უფლება. ჰუმანიზმი
და სიცოცხლის სიყვარული, რეალიზმი და ოპტიმიზმი ფილ-
დინგს რენესანსის დიდ მწერლებთან – შექსპირთან, რაბლეს-
თან და სერვანტესთან ანათესავებს. სერვანტესს ის თავის დიდ
მასწავლებელს უწოდებდა. ფილდინგის უდიდესი წვლილი
როგორც ინგლისურ, ასევე მსოფლიო ლიტერატურაში არის
მისი რომანები – „კომიკური რომანები“, როგორც მათ თავად
უწოდებდა. ამ რომანებში ყველაზე სრულად გამოვლინდა
მწერლის სწრაფვა ცხოვრების მრავალმხრივი ასახვისკენ,
ვრცელი ეპიკური სურათის შექმნის სურვილი. ფილდინგის
რომანები სოციალურ-პანორამული რეალისტური რომანე-
ბია. ჰენრი ფილდინგმა, განმანათლებლობის ეპოქის ინგლი-
სური რეალისტური რომანის კლასიკოსმა, მნიშვნელოვნად
განსაზღვრა ინგლისური და, საერთოდ, ევროპული სოცი-
ალურ-პანორამული რეალისტური რომანის განვითარების
გზა.

133 მკითხველთა ლიგა


ფილდინგის, განმანათლებლის, „გონების საუკუნის“ ჭეშ-
მარიტი მწერლის მსოფლმხედველობა მატერიალისტურია,
გამოირჩევა ცხოველმყოფელი ჰუმანიზმით, ადამიანის რწმე-
ნით, ნათელი ოპტიმიზმით. ფილდინგის განმანათლებლურ-
ოპტიმისტურ მსოფლმხედველობაში ცენტრალურია ადამია-
ნისა და მისი გონების რწმენა, ადამიანის ბუნების შესახებ ნა-
თელი და ხალისიანი წარმოდგენა.
ეს განმანათლებლური ოპტიმიზმი და რაციონალიზმი გან-
საზღვრავს იმას, რომ ფილდინგისთვის სამყარო რაციონალუ-
რი და შეცნობადია. ფილდინგის რეალიზმი გულისხმობს
ცხოვრების შეცნობას მისი გამოვლინების მთელი მრავალფე-
როვნებით. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება ცხოვრებისა და
ადამიანის ობიექტურ შეცნობადობაში. იგი აღსავსეა საკუთა-
რი თავის, თავისი იდეალებისა და გონებრივი შესაძლებლო-
ბების რწმენით, მისთვის არაფერია ბუნდოვანი, გაურკვეველი
და შეუცნობელი.
ჰენრი ფილდინგი გაღარიბებულ არისტოკრატულ ოჯახში
დაიბადა. კლასიკური განათლება მან იტონის კოლეჯში მი-
იღო. შემდეგ სწავლობდა ლეიდენის (ჰოლანდია) უნივერსი-
ტეტში, რომელიც უსახსრობის გამო ვერ დაამთავრა. ინგლის-
ში დაბრუნებულმა ფილდინგმა თეატრისთვის პიესების წერა
დაიწყო. მისი შემოქმედების პირველი პერიოდი თეატრს უკავ-
შირდება. ათი წლის მანძილზე მან ლონდონის დრური ლეინის
თეატრის სცენაზე ოცდახუთი კომედია და ფარსი დადგა და თა-
ვისი სოციალურ-პოლიტიკური სატირით დიდი წარმატება მო-
იპოვა სატირული დრამატურგიის სფეროში.
1734 წელს დაწერილ კომედიაში „დონ კიხოტი ინგლისში“
ფილდინგი გვიხატავს სერვანტესის გმირების – დონ კიხოტისა
და სანჩო პანსას თავგადასავალს მის თანამედროვე ინგლის-
ში. ეს კომედია წარმოადგენს სატირას ინგლისურ საარჩევნო
სისტემაზე.
ფილდინგის სატირული დრამატურგიის მწვერვალია
1736-1737 წლებში გამოქვეყნებული მისი ორი უკანასკნელი
პიესა: „პასკვინი“ და „1736 წლის ისტორიული კალენდარი“,
რომლებიც ბრწყინვალე პამფლეტებია იმდროინდელი ინ-

134 მკითხველთა ლიგა


გლისის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამ პოლიტიკურმა სატირებ-
მა ისე გააშმაგა ხელისუფლება, რომ მან დაუყოვნებლივ გა-
მოსცა კანონი თეატრალური ცენზურის შესახებ, რომლის შე-
დეგადაც პოლიტიკური სატირის სცენაზე დადგმა შეუძლებე-
ლი გახდა. ამ აქტმა საერთოდ ჩაკლა ინგლისში სატირული
დრამატურგიის განვითარება. ფილდინგმა არ მოისურვა პო-
ლიტიკური თემატიკიდან უწყინარ ყოფით თემატიკაზე გადას-
ვლა. ამიტომ მან საერთოდ შეწყვიტა დრამატურგიული მოღ-
ვაწეობა, მისივე სიტყვებით, „სცენისთვის წერას მაშინ დაანე-
ბა თავი, როცა უნდა დაეწყო“.
30 წლის ასაკში დრამატურგი იძულებული გახდა კვლავ
იურისპრუდენციის შესწავლას მიბრუნებოდა და მალე ბარის-
ტერობა დაიწყო, ცოლი და ორი შვილი რომ ერჩინა. ოჯახი
ხშირად იყო უსახსროდ და ხელმოკლედ. მაგრამ ფილდინგს
დახმარებას უწევდა მდიდარი მფარველი რალფ ალენი, რო-
მელმაც მისი სიკვდილის შემდეგაც უზრუნველყო მისი შვილე-
ბის აღზრდა და განათლება. სხვათაშორის, რალფ ალენი
ფილდინგის „ტომ ჯონსის“ პერსონაჟის, სკვაირ ოლუორთის
პროტოტიპია. ჰენრი ფილდინგი 47 წლის ასაკში გარდაიცვა-
ლა ლისაბონში, სადაც სამკურნალოდ გაემგზავრა, და ლისა-
ბონშივეა დაკრძალული.
დრამატურგის გამოცდილებამ გაამდიდრა ფილდინგის,
როგორც რომანისტის გამოცდილება. როგორც რომანისტმა,
მან მსოფლიოს უდიდესი პროზაიკოსების გვერდით დაიმკვიდ-
რა ადგილი. ფილდინგის მნიშვნელობა მდგომარეობს რომა-
ნის ჟანრში მის ნოვატორულ ძიებებში. ის გაემიჯნა რიჩარ-
დსონს და პოლემიკაში ჩაება მასთან. მან შეიმუშავა რომანის
თეორია და შექმნა „კომიკური რომანები“, რომლებშიც მა-
ღალმხატვრულ დონეზე შეესხა ხორცი მის პროგრამას.
ფილდინგის რომანის თეორიის ძირითადი დებულებები
წამოყენებულია „ჯოზეფ ენდრიუსის“ წინასიტყვაობაში და
„ტომ ჯონსის“ 18 ნაწილისთვის წამძღვარებულ 18 თავში. თა-
ვის მიერ შექმნილ რომანებს ჰენრი ფილდინგი განსაზღვრავს
როგორც „კომიკურ რომანებს“ და თვლის, რომ მანამდე ინ-
გლისურ ლიტერატურაში მსგავსი სახის ნაწარმოების შექმნა

135 მკითხველთა ლიგა


არავის უცდია. მისი აზრით, კომიკური რომანი განსხვავდება
როგორც პოეტური და დრამატული ჟანრებისგან, ისე სერიო-
ზული რომანისგან. თუ სერიოზულ რომანში ფაბულა და მოქ-
მედება ამაღლებული და საზეიმოა, კომიკურ რომანში ისინი
მსუბუქი და გასართობი ხასიათისაა. ამავე დროს, კომიკური
რომანის პერსონაჟები საზოგადოების ქვედა ფენებიდან არი-
ან გამოსული, მაშინ როდესაც სერიოზული რომანი გვიჩვე-
ნებს ყველაფერს ყველაზე მაღალს. კომიკურ რომანში მწერ-
ლის ყურადღება მიმართულია არა ამაღლებულისკენ, არამედ
სასაცილოსკენ. სასაცილოს წყაროს ფილდინგი ხედავს სი-
ყალბესა და მოჩვენებითობაში, რაც ფარისევლობიდან და ამ-
პარტავნობიდან მომდინარეობს. განსაკუთრებით ძლიერია
ფარისევლობისთვის ნიღბის ჩამოგლეჯის ეფექტი. ფარისევ-
ლობის აღწერისას ფილდინგის სიცილი სატირის სიმაღლეს
აღწევს. ინგლისელ მწერალთაგან ჰენრი ფილდინგმა პირ-
ველმა შემოიტანა სატირა პიკარესკულ რომანში.
ფილდინგის რომანის თეორიის მნიშვნელოვანი თეზაა დე-
ბულება რომანის ცხოვრებასთან კავშირის შესახებ. მწერლის
ასახვის საგანია ადამიანის ბუნება. მის მიერ შექმნილ სახეებ-
ში ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს. ფილდინგი გვაფრთხი-
ლებს, არ ავურიოთ კომიკური რომანი ბურლესკში. ბურლესკი
დასაშვებად მიიჩნევს აშკარა გაზვიადებებსა და პროპორციე-
ბის დარღვევას, ფილდინგის გმირებს კი არ აქვთ კარიკატუ-
რული ნიშნები. ისინი ბუნებრივები არიან თავიანთი ცხოვრე-
ბისეულობით. ფილდინგი იშვიათად მიმართავს შარჟირებას
და უარყოფითი პერსონაჟების აღწერის დროსაც კი შეგნებუ-
ლად გაურბის გროტესკს. მას სწამს, რომ სრულიად ცუდი ადა-
მიანები არ არსებობენ. მისივე თქმით, არ შეიძლება ადამიანი
ჩაითვალოს ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ ის არასაკმარისად
კარგია. სწორედ აქ გამოჩნდა ძალიან ნათლად ფილდინგის,
როგორც განმანათლებლის, მსოფლმხედველობა და მისი ოპ-
ტიმისტური განმანათლებლური წარმოდგენა ადამიანის ბუნე-
ბის შესახებ.
ფილდინგმა პირველმა შემოიტანა რომანში ავტორი-
მთხრობელის პირით თხრობა (რაც მნიშვნელოვნად განსაზ-

136 მკითხველთა ლიგა


ღვრა სერვანტესის დიდმა გავლენამ ფილდინგი-რომანისტის
ჩამოყალიბებაზე). ფილდინგის რომანში ტრადიციული თხრო-
ბა პირველი პირით, რომელსაც მიმართავდნენ დეფო, სვიფტი
და რიჩარდსონი თხრობის დოკუმენტური, მემუარული „უტ-
ყუარობის“ ეფექტის შესაქმნელად თავიანთ მემუარულ-ბიოგ-
რაფიულ და ეპისტოლარულ რომანებში, შეიცვალა თხრობით
მესამე პირში, ავტორის პოზიციიდან. ინგლისურ ლიტერატუ-
რაში ფილდინგმა პირველმა მიმართა რომანის თხრობის ამ
ფორმას.
ფილდინგი-ავტორი აშკარად, შეუნიღბავად გამოდის
მკითხველის წინაშე როგორც მხატვარი-შემოქმედი, რომე-
ლიც ამაყად აცხადებს, რომ მისი ნაწარმოები უნდა განვიხი-
ლოთ როგორც მის მიერ შექმნილი სამყარო. ავტორი-მთხრო-
ბელი ფილდინგის რომანში არ იზღუდავს თავს ერთი ან რამ-
დენიმე მოქმედი პირის გამოცდილებით და თვალსაზრისით,
როგორც ეს ხდებოდა დეფოს, სვიფტისა და რიჩარდსონის
რომანებში. ის თავისი რომანის უმაღლესი ინსტანცია გახდა
და, გმირების ზემოთ მდგომი, თავისუფლად მსჯელობს მათ
მოქმედებებსა და ხასიათებზე. ფილდინგი-ავტორის დაკვირ-
ვებებისა და მსჯელობების დიაპაზონს არაფერი ზღუდავს. იგი
ფართოდ და შეუზღუდავად იყენებს დემიურგის, სუვერენული
ეპიკოსის უფლებას.
თავის რომანებში ფილდინგი გადმოსცემს საკუთარ ესთე-
ტიკურ პრინციპებს, მსჯელობს ცხოვრების შესახებ, იმ კანონე-
ბის შესახებ, რომლებიც მართავენ ცხოვრებას, ესაუბრება
მკითხველს, უხსნის მას თავისი თხრობის თავისებურებებს,
მომხდარი მოვლენების არსს, მსჯელობს, კომენტარს უკეთებს
მოვლენებს, განმარტავს თავისი გმირების მოქმედებათა მო-
ტივებს. მისი აზრით, ავტორი თავადაც უნდა იყოს მოქმედების
აქტიური მონაწილე. ის სიამოვნებით იყენებს ავტორის მკით-
ხველისადმი მიმართვისა და გადახვევის ხერხებს.
ფილდინგთან ერთად მოვიდა და დამკვიდრდა რომანში
ავტორის უფლება საკუთარი პირით ესაუბროს მკითხველს. ამ
უფლებით ფართოდ საგებლობდნენ შემდგომი ლიტერატურუ-
ლი ეპოქების რეალისტები – თეკერეი და დიკენსი, რომლებიც

137 მკითხველთა ლიგა


სწორედ ფილდინგის ტრადიციებს აგრძელებდნენ ლიტერა-
ტურაში.
ფილდინგი-ავტორი, რომელსაც ნაწარმოებში უმაღლესი
პოზიცია უჭირავს, თავისი გმირების ბედის სუვერენული გამ-
გებელია. ფილდინგი სამყაროს ადარებს თეატრის სცენას,
იმას, რაც ცხოვრებაში ხდება – სპექტაკლს, ხოლო თავის თავს
– დრამატურგსა და დამდგმელს, რომელიც მართავს მსახიო-
ბებს (გმირებს) და თვალს ადევნებს მაყურებლის (მკითხვე-
ლის) რეაქციას. ფილდინგის ამ მხატვრულმა სახემ (ცხოვრება
– სცენა) შემდგომი განვითარება ჰპოვა უილიამ თეკერეის
რომანის, „ამაოების ბაზრის“ ფურცლებზე.
ფილდინგის პირველი რომანი იყო სატირული პაროდია
„ბოდიში მისის შამელა ენდრიუსის ცხოვრების გამო“, რომე-
ლიც 1741 წელს გამოქვეყნდა. ამ რომანით ფილდინგი გამო-
ეხმაურა სემუელ რიჩარდსონის რომანს „პამელა“. ფილდინ-
გის ეს სატირული რომანი მისტერ კონი კიბერის სახელით გა-
მოქვეყნდა და თუმცა თავად ფილდინგს არასოდეს უღიარებია
მისი ავტორობა, „შამელა“ თითქმის უდაოდ მის რომანად
არის მიჩნეული. რიჩარდსონის რომანის მსგავსად, „შამე-
ლაც“ ეპისტოლარული ფორმით არის დაწერილი. ამ რომანში
ავტორი გვიჩვენებს რიჩარდსონის პერსონაჟის ნამდვილ სა-
ხეს. თურმე პამელა, რომელსაც სინამდვილეში შამელა ჰქვია,
კეთილი, თავმდაბალი და მაღალი ზნეობის მქონე მოსამსახუ-
რე გოგო კი არ არის, არამედ გარყვნილი და უზნეო ქალია,
რომელსაც თავისი ბატონის, სკვაირ ბუბის მახეში გაბმა და
ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად. რიჩარდსონის რომანის
პერსონაჟის, სკვაირ ბ.-ის სახელს ფილდინგი შიფრავს რო-
გორც „ბუბი“ (ინგ. სულელი, რეგვენი). ფილდინგის ეს რომანი
რიჩარდსონის პამელას მორალური ფარისევლობისა და მოჩ-
ვენებითობის კარიკატურული პაროდიაა.
1742 წელს გამოქვეყნებული ფილდინგის მეორე რომანიც
„ჯოზეფ ენდრიუსისა და მისი მეგობრის, მისტერ აბრაჰამ ადამ-
სის თავგადასავალთა ისტორია“ ასევე რიჩადსონის „პამე-
ლას“ გარშემო გაჩაღებულ პოლემიკას უკავშირდება. ეს რო-
მანიც რიჩარდსონის ნაწარმოების პაროდიაა. ფილდინგის-

138 მკითხველთა ლიგა


თვის მიუღებელია რიჩარდსონის იდეურ-ესთეტიკური შეხედუ-
ლებები. მაგრამ მისი „ჯოზეფ ენდრიუსი“ გასცდა პაროდიის
ჩარჩოებს და ინგლისურ ლიტერატურაში შევიდა როგორც
პირველი შარაგზის რომანი. ავტორის აღიარებით, მისი რომა-
ნის მნიშვნელოვანი წყაროა სერვანტესის „დონ კიხოტი“. რო-
მანის ქვესათაურია „სერვანტესის, ‘დონ კიხოტის’ ავტორის,
მანერის მიბაძვით“. ნიშანდობლივია, რომ თავის დროზე სერ-
ვანტესმაც „დონ კიხოტი“ დაწერა როგორც პაროდია სარაინ-
დო რომანზე, მაგრამ ისიც უდიდესი იდეურ-მხატვრული ღირე-
ბულების მქონე დამოუკიდებელ ნაწარმოებად დარჩა მსოფ-
ლიო ლიტერატურაში.
ჟანრული თვალსაზრისით „ჯოზეფ ენდრიუსი“ პიკარესკუ-
ლი შარაგზის რომანია. აქ გმირები წარმოგვიდგებიან არა
ოჯახისა და სახლის ვიწრო გარემოში, არამედ ინგლისის დიდ
გზებზე ხეტიალისას. ფილდინგი მისი თანამედროვე ინგლისუ-
რი საზოგადოების ცხოვრების ფართო სურათს გვიხატავს.
რომანის პერსონაჟები ხვდებიან სხვადასხვა პროფესიის ადა-
მიანებს, მრავალი დაბრკოლება ხვდებათ გზაზე, მრავალი
თავგადასავალი გადახდებათ და ცდიან თავიანთ ძალებს
ცხოვრების სირთულეებთან შეჯახებისას.
რომანი ჯოზეფ ენდრიუსის, რიჩარდსონის პამელას ძმის
თავგადასავალთა ისტორიას წარმოადგენს. ჯოზეფიც, ისევე
როგორც პამელა, ბავშვობიდანვე მოსამსახურედ მუშაობს
მდიდარ ოჯახში. მამულის პატრონის, სერ ტომასის სიკვდი-
ლის შემდეგ მისი ქვრივი, ლედი ბუბი ცდილობს აცდუნოს
ახალგაზრდა ჯოზეფი. მაგრამ ჯოზეფი მედგარ წინააღმდეგო-
ბას უწევს ლედი ბუბის სასიყვარულო შემოტევებს. ამ მძიმე
ჟამს მისთვის მაგალითის მიმცემია პამელას საქციელი. გან-
რისხებული ლედი ბუბი გააგდებს ჯოზეფს. ეს პაროდიული სი-
ტუაცია რომანის კვანძია.
მაგრამ ფილდინგის რიჩარდსონთან პოლემიკის არსი სი-
უჟეტისა და ცალკეული ეპიზოდების პაროდიულ და კომიკურ
გათამაშებაში როდი მდგომარეობს – ფილდინგი დაუპირის-
პირდა პატივმოყვარეობას, მოჩვენებითობას, სიყალბესა და
ფარისევლობას. შემთხვევითი არ არის, რომ მისი რომანის

139 მკითხველთა ლიგა


ბოლოს გამოჩნდება პამელა, რომელიც მისტერ ბუბის ცოლი
გამხდარა. პამელა, რომელიც ადრე თვითონაც მოსამსახურე
იყო, უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მის ძმას
სურს უბრალო სოფლელი გოგო, მოსამსახურე ფანი გუდვილი
შეირთოს ცოლად.
როგორც ირკვევა, ჯოზეფი არც ყოფილა პამელას ღვიძლი
ძმა. ის, ავადმყოფი ბავშვი, ენდრიუსებს მიუგდეს. სინამდვი-
ლეში ჯოზეფი ფრიად პატივსაცემი ჯენტლმენის, მისტერ უილ-
სონის შვილი აღმოჩნდა. აი ფანი გუდვილი კი თურმე ენდრიუ-
სების ქალიშვილია, რომელიც მშობლებს პატარა მოპარეს.
თუ რიჩარდსონის პამელა, რომელიც კეთილგონიერებას
გამოიჩენს, სიმდიდრით და საზოგადოებაში მაღალი მდგომა-
რეობით ჯილდოვდება, ფილდინგის ჯოზეფი, რომელსაც მისი
ქალბატონი გააგდებს, სირთულეების წინაშე დგება, მაგრამ
დაამტკიცებს, რომ გაბედული და კეთილშობილი ადამიანია.
რიჩარდსონის პამელას ანგარებიანობას, პრაგმატულობას და
ფარისევლურ კეთილგონიერებას ფილდინგი თავისი გმირის
ჭეშმარიტ ადამიანურობას უპირისპირებს.
ფილდინგის ამ რომანმა სათავე დაუდო გარკვეულ კომპო-
ზიციურ პრინციპს: რომანის აგებას როგორც ახალგაზრდა კა-
ცის ცხოვრებისა და თავგადასავლების ისტორიისა. ეს პრინ-
ციპი შემდეგ ძირითადი გახდება XVIII– XIX საუკუნეების რო-
მანისტებთან, ხოლო თავად ფილდინგის შემოქმედებაში ამ
პრინციპმა შემდგომი განვითარება ჰპოვა რომანში „ტომ ჯონ-
სის, ნაპოვარას ისტორია“. 1749 წელს გამოქვეყნებული ეს პი-
კარესკული რომანი ფილდინგის საუკეთესო ნაწარმოები და
ინგლისური განმანათლებლური რეალისტური რომანის
მწვერვალია. მასში სრულად შეესხა ხორცი ფილდინგისეულ
რომანის თეორიას. ეს არის „კომიკური ეპოპეა“, რომელშიც
სოციალური სინამდვილის კრიტიკული ასახვა ხდება. ნაწარ-
მოები იდეურ-მხატვრული მთლიანობით გამოირჩევა. სიუჟე-
ტური თვალსაზრისითაც ეს რომანი ბევრად უფრო რთულია.
მთვარი გმირი, ნაპოვარა ტომ ჯონსი სკვაირ ოლუორთის
სახლში იზრდება, ოლუორთის დისწულ ბლაიფილთან ერ-
თად. რომანის სიუჟეტური საფუძველია, ერთი მხრივ, ტომის

140 მკითხველთა ლიგა


სიყვარული სოფია უესტერნისადმი და, მეორე მხრივ, ბლა-
იფილის მტრული დამოკიდებულება ტომის მიმართ. ფილდინ-
გმა, რომელმაც თავისი წინა რომანის მთავარ გმირად უბრა-
ლო ადამიანი, ლაქია ჯოზეფ ენდრიუსი აირჩია, ახლა უფრო
გააღრმავა ეს ტენდენცია და მთავარ გმირად უგვარტომო ადა-
მიანი გამოიყვანა.
რომანის გმირები – მომხიბლავი წყვილი – ტომ ჯონსი და
სოფია უესთერნი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მერე კი უან-
გაროდ და სამუდამოდ შეიყვარეს ერთმანეთი. მაგრამ ახალ-
გაზრდა ტომ ჯონსი, რომელიც უხვად არის დაჯილდოებული
სილამაზითა და სიყვარულის უნარით, სულაც არ არის იდეა-
ლური შეყვარებული და არც სიქველისა და ზნეკეთილობის სა-
მაგალითო ნიმუშს წარმოადგენს. ფილდინგი ღრმად არის
დარწმუნებული ადამიანის სიჯანსაღეში და ამიტომაც არ ცდი-
ლობს თავისი გმირის შელამაზებას. მთელ თავის მიმზიდვე-
ლობასთან ერთად (ტომი კეთილი, უანგარო და პატიოსანია)
ტომ ჯონსი გამოირჩევა იდეალური შეყვარებულისთვის ყვე-
ლაზე მიუღებელი თვისებით – ის ქარაფშუტაა. როგორც არ
უნდა უყვარდეს სოფია, ის მაინც ვერ ერევა სურვილს, ავტო-
რის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყველა ქალს გაუსინჯოს გემო“.
ტომი პატიოსანი და პირდაპირია, მაგრამ ფიცხსა და გამოუც-
დელს ხშირად სერიოზული შეცდომები მოსდის, რის გამოც
მრავალი უსიამოვნება ხვდება, მაგრამ მკითხველი მის მი-
მართ ყოველთვის სიმპატიითაა გამსჭვალული, რადგან ავტო-
რის თვალით უყურებს მას, ავტორისა, რომელსაც მიაჩნია,
რომ ადამიანი, როგორი დადებითიც არ უნდა იყოს ის, ანგე-
ლოზი არ არის, ხოლო მწერლის ამოცანაა, ისე დახატოს ხასი-
ათი, რომ ის რეალური იყოს.
რომანში დახატულია მთელი გალერეა ფარისევლებისა.
ასეთია სკვაირ ოლუორთის და, მისის ბლაიფილი, რომელმაც
პურიტანული მორალის შიშით უარი თქვა საკუთარ ბედნიერე-
ბაზე და თავისი უკანონო შვილი ტომი ნაპოვარას, მიგდებუ-
ლის მძიმე ხვედრისთვის გაიმეტა. ფარისევლობით მისის
ბლაიფილს არ ჩამოუვარდება მისი კანონიერი შვილი მისტერ
ბლაიფილი, რომელიც ფილდინგისთვის ესოდენ საძულველი

141 მკითხველთა ლიგა


პირმოთნეობისა და ფარისევლობის განსახიერებაა. მას ტომ-
ზე უკეთ ეხერხება, შეინარჩუნოს მოჩვენებითი გარეგნული კე-
თილშობილება და სიყალბისა და ცბიერების წყალობით კეთი-
ლი სახელი დაიმსახუროს. მას ტომის დაღუპვა განუზრახავს,
თუმცა იცის, რომ ტომი მისი ღვიძლი ძმაა. ბლაიფილს არავი-
თარი სიყვარული არ აქვს თავისი აღმზრდელი ოლუორთის
მიმართ. მემკვიდრეობის გულისთვის ბლაიფილი მზადაა სიყ-
ვარულის გარეშე შეირთოს სოფია. ბოლოს ბლაიფილი მხი-
ლებულია, მაგრამ ფილდინგი არ ღუპავს თავის გმირს, რად-
გან კარგად იცის, რომ ბლაიფილისნაირი ადამიანები სიცოც-
ხლისუნარიანები არიან და კარგად უღებენ ალღოს ცხოვრე-
ბას. ეპილოგში ავტორი ირონიულად შენიშნავს, რომ ბლაი-
ფილს სურს ცოლად შეირთოს მდიდარი ქვრივი და მოლაპა-
რაკებებს აწარმოებს პარლამენტში ადგილის მისაღებად.
ნაწარმოებს ბედნიერი ფინალი აქვს. ბოროტება ისჯება –
ბლაიფილი განდევნილია ოლუორთის სახლიდან. სიკეთე გა-
იმარჯვებს. სოფიასა და ტომის სიყვარული ყველაფერზე ძლი-
ერი აღმოჩნდება. შეყვარებულები ყველა დაბრკოლებას გა-
დალახავენ. უგვარტომო ნაპოვარა ტომი ცოლად ირთავს ერ-
თგულ და მოსიყვარულე სოფიას და ოლუორთის მემკვიდრეც
ხდება. ფილდინგი ვერ ასცდა სასიყვარულო რომანებისთვის
დამახასიათებელ ბედნიერ დასასრულს, თუმცა თავადვე წერ-
და დამცინავად იმ მორალისტებზე, რომელთაც მიაჩნდათ,
რომ ამ წუთისოფელში სათნოება და ზნეკეთილობა პირდაპი-
რი ინგლისელი რეალისტები – გზა XIX საუკუნის რეალიზმისა.

142 მკითხველთა ლიგა


ტობაიას სმოლეტი

ინგლისური განმანათლებლური რომანის ისტორიაში


მნიშვნელოვანია ფილდინგის უმცროსი თანამედროვის, ტო-
ბაიას ჯორჯ სმოლეტის (Tobias George Smollett, 1721-1771)
შემოქმედება, რომელიც აგრეთვე განეკუთვნება ინგლისური
განმანათლებლობის დემოკრატიულ ფრთას. უოლტერ სკოტ-
მა ფილდინგსა და სმოლეტს ინგლისური რომანის მამები უწო-
და. სმოლეტმა განავითარა განმანათლებლური რეალიზმის
პრინციპები და სოციალური რეალისტური რომანის ჟანრი.
ფილდინგთან ერთად სმოლეტი დიკენსისა და თეკერეის წინა-
მორბედია.
სმოლეტი წარმოშობით შოტლანდიელია, ხელმოკლე აზ-
ნაურის ოჯახიდან. გლაზგოს უნივერსიტეტში მან მედიცინა შე-
ისწავლა და ქირურგი გახდა. მაგრამ სმოლეტს ლიტერატურუ-
ლი ასპარეზი იზიდავდა. ის ლონდონში გაემგზავრა და დრამა-
ტურგობაში სცადა ბედი, თუმცა მისი დებიუტი ლიტერატურაში
წარუმატებელი გამოდგა. 1744 წელს შექმნილი მისი პიესა
„მეფის მკვლელობა“, დაწერილი შოტლანდიის ისტორიის თე-
მაზე, ლონდონში დაიწუნეს. მალე მან საზღვაო ექიმის თანა-
შემწედ დაიწყო მუშაობა ინგლისურ სამხედრო გემზე და
იამაიკაში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა.
ლონდონში დაბრუნებულმა, დაუნინგ სტრიტზე საექიმო პრაქ-
ტიკას მიჰყო ხელი.
1746 წელს სმოლეტმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ნა-
წარმოები, პატრიოტული ლექსი „შოტლანდიის ცრემლები“.
მაგრამ ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში სმოლეტი
დარჩა როგორც პიკარესკული რომანების ავტორი.
თუმცა ქრონოლოგიურად სმოლეტის ძირითადი ნაწარ-
მოებების გამოქვეყნება ემთხვევა ფილდინგის რომანების გა-
მოქვეყნების დროს, ისტორიულ-ლიტერატურული თვალსაზ-
რისით სმოლეტის შემოქმედება უკვე ახალი ეტაპია ინგლისუ-

143 მკითხველთა ლიგა


რი განმანათლებლური რომანის განვითარებაში. უნდა აღი-
ნიშნოს, რომ ფილდინგსა და სმოლეტს არ უყვარდათ ერთმა-
ნეთი. ენამწარე და სარკასტული სმოლეტი ხშირად გამოდიო-
და პრესაში ფილდინგის წინააღმდეგ და მხოლოდ ფილდინგის
სიკვდილის შემდეგ შეურიგდა მას.
სმოლეტი გახდა გამომხატველი ახალი ლიტერატურული
ტენდენციებისა, რომლებიც განმანათლებლური ოპტიმიზმის
შერყევას, ადამიანის ბუნებისა და გონების რწმენის დაკარ-
გვას უკავშირდება. სმოლეტის შემოქმედება მოწიფული გან-
მანათლებლობის გვიანდელი ეტაპია, ხოლო მისი ბოლო რო-
მანი „ჰამფრი კლინკერის მაგზაურობა“ უკვე სენტიმენტალის-
ტთა შემოქმედებას ეხმიანება.
სმოლეტის მიერ დახატული სურათები პირქუში და უსიხა-
რულოა. მის რომანებში არ იგრძნობა ის ნათელი ოპტიმიზმი,
რომელიც ფილდინგის ნაწარმოებებში სიკეთისა და სილამა-
ზის რწმენას და ბედნიერების მიღწევის იმედს უნერგავდა
მკითხველს. აქ უკვე აღარ არის ის ჰუმანიზმი, რომელიც ასე
მომხიბლავია ფილდინგთან. სმოლეტის მიერ შექმნილი მხატ-
ვრული სამყარო კუშტი და შიშისმომგვრელია, მაშინ როდე-
საც ფილდინგის სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ არც ის
არის სრულყოფილი, მაინც მოიძებნება ადგილი ბედნიერე-
ბისთვის. სმოლეტის ნაწარმოებები პირქუში ატმოსფეროთი
და დისჰარმონიულობით გამოირჩევა. სმოლეტის საყვარელი
ლიტერატურული ხერხი გროტესკია. მისი პერსონაჟები კარი-
კატურულები არიან – სმოლეტს ახასიათებს მკვეთრად გამო-
ხატული მისწრაფება ასახვის გროტესკულ-კარიკატურული
პრინციპებისკენ, რომელთაც ფილდინგი უარყოფდა. მისთვის
დამახასიათებელი სატირული მხილების ძალითა და პოლიტი-
კური სიმწვავით სმოლეტი ახლოსაა სვიფტთან. ამასთან, მან
გაამდიდრა დეფოს მიერ ინგლისურ ლიტერატურაში დამ-
კვიდრებული ავანტურულ-თაღლითური პიკარესკული რომა-
ნის ტრადიცია. სმოლეტის შემოქმედება გარკვეულწილად
განსაზღვრა ფილდიგის რეალისტურმა ტილოებმაც, თუმცა,
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ორი მწერლის რომანები მკვეთ-
რად განსხვავდება ერთმანეთისგან.

144 მკითხველთა ლიგა


სმოლეტი წერდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს – პიე-
სებს, ლექსებს, პამფლეტებს, ჟურნალისტობდა, ეწეოდა
მთარგმნელობით მოღვაწეობას. მის კალამს ეკუთვნის აგ-
რეთვე მრავალტომიანი ნაშრომი „ინგლისის სრული ისტო-
რია“, რომელზეც ის თითქმის ათი წელი მუშაობდა და რომე-
ლიც 1765 წელს გამოაქვეყნა. ავტორი მას თავის ყველაზე
მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევდა. მაგრამ განსაკუთრებუ-
ლად გამორჩეული ღირებულებისაა სმოლეტის რომანები,
რომელთა მეშვეობითაც ის XVIII საუკუნის ერთ-ერთი ცნობი-
ლი რომანისტი გახდა.
გემზე მუშაობის პერიოდში სმოლეტი გაეცნო მეზღვაურთა
ცხოვრებას და მდიდარი მასალა შეაგროვა, რომელიც შემ-
დგომ თავის შემოქმედებაში გამოიყენა.
სმოლეტის პირველი რომანია 1748 წელს გამოქვეყნებუ-
ლი „როდრიკ რენდომის თავგადასავალი“, რომელშიც ავტო-
ბიოგრაფიული მასალაა გამოყენებული. ნაწარმოების მთავა-
რი გმირიც შოტლანდიელია, ისიც მატერიალურ გაჭირვებას
განიცდის და იძულებულია სამხედრო გემზე იმუშაოს მკურნა-
ლის თანაშემწედ და შორეულ ექსპედიციაში გაემგზავროს.
რომანში წარმოდგენილია ინგლისის ფლოტის ცხოვრების
მძიმე სურათი. ინგლისური რომანის ტრადიციის შესაბამისად,
სმოლეტის რომანიც ბედნიერი ფინალით მთავრდება, მაგრამ
ასეთი ფინალი აშკარად ხელოვნურია და ავტორიც შემთხვე-
ვითი გარემოებების დახმარებას მიმართავს.
„როდრიკ რენდომის თავგადასავალი“ პიკარესკული რო-
მანია და აღწერს გმირის ცხოვრებას, მის თავგადასავლებს,
რომლებიც ეხმარებიან მას, გაეცნოს ცხოვრებასა და ადა-
მიანებს. რომანი პირველი პირითაა დაწერილი, მთხრობელია
ახალგაზრდა როდრიკ რენდომი, რომელიც თავისი ცხოვრე-
ბის შესახებ მოგვითხრობს.
რომანის შესავალში სმოლეტი წერს, რომ მის რომანზე
გავლენა იქონია ინგლისურად თარგმნილმა ორმა სატირულ-
მა პიკარესკულმა რომანმა: სერვანტესის „დონ კიხოტმა“ და
ლესაჟის „ჟილ ბლაზმა“.

145 მკითხველთა ლიგა


სმოლეტი თავისუფალ კომპოზიციას მიმართავს. მისი რო-
მანის თავები ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეიძლება გა-
დავაადგილოთ, რადგან ისინი არ არის დაკავშირებული მკაც-
რი სიუჟეტური ერთიანობით. მაგრამ მთლიანობაში რომანის
ყველა თავი ერთ ამოცანას – ადამიანთა ბოროტების, უსულ-
გულობის, თაღლითობისა და ეგოიზმის წარმოჩენას ემსახუ-
რება.
როდრიკ (რორი) რენდომის (ის შოტლანდიელი ჯენტლმე-
ნისა და მდაბიო ქალის უკანონო შვილია) ცხოვრება გამუდმე-
ბული ბრძოლაა საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად,
საზოგადოებაში, სადაც ფული და მანკიერება ბატონობს.
ცხოვრების ასპარეზზე გამოსული ღარიბი და გულუბრყვილო
ახალგაზრდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბოროტმოქმედებას, თაღ-
ლითობასა და დისკრიმინაციას აწყდება. მაგრამ თავისი პა-
ტიოსანი და კეთილსაიმედო ბუნებისა და მედიცინის დარგში
მიღებული ცოდნის წყალობით ის ახერხებს, რამდენიმე ერ-
თგული მეგობარი შეიძინოს. ამ მანკიერ საზოგადოებაში ად-
გილი რომ დაიმკვიდროს, როდრიკ რენდომი ცდილობს მდი-
დარი ქალბატონების ყურადღება მიიპყროს, რათა შეძლოს
კომფორტულად იცხოვროს და ჯენტლმენის დამსახურებული
წოდება მოიპოვოს. მას ხშირად უწევს არისტოკრატად თავის
გასაღებაც.
სმოლეტი თამამად მიმართავს ილუზიების მსხვრევის თე-
მას. და თუმცა ფინალი ბედნიერია – თავს გადახდენილი მრა-
ვალი ფათერაკის შემდეგ როდრიკ რენდომი არგენტინაში
პოულობს თავის მდიდარ მამას და მისთვის საყვარელ ლამაზ
ნარცისზე ქორწინდება – ეს უფრო ბედნიერი შემთხვევის წყა-
ლობაა, ვიდრე მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედე-
გი.
1751 წელს გამოქვეყნებულ რომანში „პერეგრინ პიკლის
თავგადასავალი“, რომელიც ჟანრული თვალსაზრისით ასევე
პიკარესკული რომანია, სმოლეტი კიდევ უფრო აღრმავებს
თემას ეგოიზმისა, რომელიც ადამიანთა ქცევის მოტივებს გან-
საზღვრავს. ეს რომანი წარმოადგენს ეგოცენტრული და ამ-
პარტავანი დენდის, პერეგრინ პიკლის თავგადასავლებისა და

146 მკითხველთა ლიგა


ფათერაკების ისტორიას და XVIII საუკუნის ევროპული საზო-
გადოების სარკაზმითა და მწვავე ირონიით დახატულ სურათს
წარმოგვიდგენს.
რომანის დასაწყისში პერეგრინ პიკლი გვევლინება რო-
გორც ახალგაზრდა სოფლელი ჯენტლმენი, რომელიც უარყო
უგულო დედამ, უგულებელყო გულგრილმა მამამ და შეიძულა
გონებადაქვეითებულმა ძმამ. პერეგრინი გადამდგარმა ზღვა-
ოსანმა ტრანიონმა გაზარდა, რომელსაც უყვარს თავისი გაზ-
რდილი, ოქსფორდში აძლევს განათლებას და მთელ ქონებას
უტოვებს მემკვიდრეობით.
რომანში აღწერილია პიკლის მთელი ცხოვრება. სმოლეტი
დაუნდობლად ამხელს ადმინისტრაციული აპარატის მუშა-
ობას, პოლიტიკურ ინტრიგებს, საპარლამენტო არჩევნების
სისტემას და კომერციულ სპეკულაციებს. ყურადღება გამახვი-
ლებულია საზოგადოების მაღალი ფენის ზნეობაზე, უკიდურე-
სი ცინიზმით რომ გამოირჩევა. პერეგრინ პიკლი, როდრიკ
რენდომისგან განსხვავებით, მდიდართა ფენას ეკუთვნის და
ფუფუნებით ცხოვრობს. მას არ უწევს სიძნელეების გადალახ-
ვა, ის ყველაფრით უზრუნველყოფილია. მაგრამ სწორედ ფუ-
ლი ამახინჯებს მას, კლავს მასში ადამიანს. ხელმძღვანელობს
რა ეგოისტური მორალის პრინციპებით, როცა კერძო ინტერე-
სები ყველაფერზე მაღლა დგას, პიკლი ეგოიზმის, ანგარებისა
და პატივმოყვარეობის განსახიერებად იქცევა. მას ეზიზღება
ყველა, ვინც საზოგადოების ქვედა სოციალურ საფეხურზე
დგას და ემლიქვნელება ზედა საფეხურზე მდგომებს. მას არ
შესწევს ერთგული მეგობრობისა და დიდი სიყვარულის უნა-
რი. რომანში აღწერილია პიკლის მოგზაურობა საფრანგეთში,
მისი აღვირახსნილი ცხოვრება და გაკოტრება. ფინანსური
მდგომარეობის გამოსწორების მიზნით ის პოლიტიკური
აფიორის გზას ადგება და პარლამენტში წამოაყენებს თავის
კანდიდატურას, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური კარიერის
გაკეთება მომგებიანი საქმეა. მაგრამ მისი მეტოქეები მასზე
უფრო ძლიერები და გამოცდილები აღმოჩნდებიან. პიკლი
მარცხდება. ვალებში ჩავარდნილი, ის ციხეში ამოყოფს თავს.

147 მკითხველთა ლიგა


გაჭირვებული მდგომარეობა აიძულებს მას, გადააფასოს თა-
ვისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი.
სმოლეტის ამ რომანის გმირის ხასიათის სტრუქტურის თა-
ვისებურება მდგომარეობს ორი საწყისის – ბუნებით მინიჭებუ-
ლი თვისებებისა და ცხოვრების პირობების გავლენით შეძენი-
ლი თვისებების შერწყმაში. უკვე დაბადებიდან პიკლს მრავა-
ლი უარყოფითი თვისება ჰქონდა – ის ბოროტი და დაუნდობე-
ლი იყო, სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანების ტანჯვა. აქ ვლინ-
დება, რომ რომანის ავტორს შერყევია განმანათლებლური
რწმენა ადამიანის ბუნებითი სიკეთის შესახებ. მაგრამ ისიც
განმანათლებლური რწმენის შედეგია, რომ პერეგრინ პიკლს,
განვლილი ცხოვრების გავლენით, უჩნდება სურვილი, შეცვა-
ლოს თავისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი. პიკლის მი-
ერ განცდილი სინანულის ერთგვარი ჯილდოა ის, რომ მას მო-
ულოდნელად მამამისის მთელი ქონება დარჩება მემკვიდ-
რეობით და ხვდება თავის მიერ ოდესღაც უარყოფილ ემილი-
ას, რომელიც ახლა მთელი არსებით შეუყვარდება და ცოლა-
დაც ირთავს.
რომანის ერთ-ერთი საინტერესო სახეა პერეგრინის მეგო-
ბარი, კაცთმოძულე მიზანტროპი კრებთრი, გულუბრყვილო
და მალემრწმენი ადამიანების გამასხარავებით რომ ირთობს
თავს.
რომანში სმოლეტმა კარიკატურული ფორმით დახატა აგ-
რეთვე ბევრი თავისი თანამედროვე, რომელთაგან განსაკუთ-
რებით მონდომებით არის შესრულებული მისი ლიტერატურუ-
ლი მეტოქის, ჰენრი ფილდინგის კარიკატურული პორტრეტი.
სმოლეტმა იმოგზაურა შოტლანდიაში და ეს მოგზაურობა
1771 წელს გამოქვეყნებული მისი უკანასკნელი რომანის
„ჰამფრი კლინკერის მოგზაურობა“ შთაგონების წყარო გახდა.
„ჰამფრი კლინკერი“ ეპისტოლარული ჟანრის რომანია. ეს
რომანი საინტერესოა როგორც გარდამავალი მოვლენა გან-
მანათლებლურ რეალიზმსა და სენტიმენტალიზმს შორის. მას-
ში მწერლის ყურადღება მიმართულია არა გმირების თავგდა-
სავლებისკენ, არამედ მათი გრძნობებისა და განცდებისაკენ.

148 მკითხველთა ლიგა


ამიტომ კანონზომიერია, რომ სმოლეტი ეპისტოლარულ ფორ-
მას მიმართავს.
მეთიუ ბრემბლი თავისი დის, ტაბიტასა და დისწულების,
ლიდიასა და ჯერის თანხლებით კურორტებზე მოგზაურობს გა-
ჯანსაღების მიზნით. ისინი ყველანი წერილებს უგზავნიან თა-
ვიანთ მეგობრებს. აქცენტი კეთდება გმირების მიერ დანახუ-
ლის სუბიექტურად აღქმაზე. ამგვარად, ერთი და იგივე მოვ-
ლენა სხვადასხვაგვარად აისახება ბრემბლის, მისი დისა და
დისწულების ცნობიერებაში და მოვლენები სხვადასხვა კუთ-
ხიდან შუქდება, ეს კი უდავო სიახლეა რომანის ჟანრში. სმო-
ლეტის ეს რომანი შემდგომი ლიტერატურული ეპოქებისათვის
დამახასიათებელი მრავალპლანიანი სუბიექტური პროზის ერ-
თგვარი წინამორბედია.
ამ რომანში თხრობის თავისებურებას სხვადასხვა პერსო-
ნაჟების გრძნობათა მრავალფეროვანი გამა განსაზღვრავს –
ავტორი აღარ იყენებს პიკარესკული რომანის სქემას. იცვლე-
ბა წერის მანერაც – გროტესკი და კარიკატურა ადგილს უთ-
მობს მსუბუქ იუმორს.
სმოლეტის რომანები, მათი ღირსებებითა და ნაკლოვანე-
ბებით, ახალ საფეხურს წარმოადგენს ინგლისური პროზის
განვითარებაში. ამასთან, მისი შემოქმედების ბოლო ეტაპზე
თავი იჩინა სენტიმენტალიზმის ნიშნებმა, რაც განმანათლებ-
ლური ოპტიმიზმისა და რაციონალიზმის რწმენის შერყევითაა
გამოწვეული.

149 მკითხველთა ლიგა


XVIII საუკუნის დრამატურგია

განმანათლებლობის ეპოქაში წამყვანი ჟანრია პროზა,


პირველ რიგში, რომანი, მაგრამ ამ პერიოდის დრამატურგია-
შიც იქმნებოდა მნიშვნელოვანი ნაწარმოებები.
XVIII საუკუნის დრამატურგიის განვითარებაში ახალი მო-
მენტი იყო ე.წ. ბურჟუაზიული დრამის შექმნა. მისი ფუძემდებე-
ლია ჯორჯ ლილო (George Lillo, 1693-1739), ფლანდრიული
წარმოშობის იუველირი და რვა პიესის ავტორი, რომელთაგან
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ლონდონელი ვაჭარი, ანუ
ჯორჯ ბარნუელის ისტორია“, რომელიც ლილომ 1731 წელს
გამოაქვეყნა.
პიესის წინასიტყვაობაში ლილო ილაშქრებს კლასიციზმის
პრინციპების, კერძოდ, დრამის მაღალ და დაბალ ჟანრებად
დაყოფის წინააღმდეგ. მისი აზრით, საშუალო კლასის ცხოვ-
რება მხოლოდ კომედიის ჟანრში არ უნდა აისახებოდეს და
ტრაგედია, რომელსაც კლასიცისტები მაღალ ჟანრად მიიჩ-
ნევდნენ, მხოლოდ მაღალი წრეების ცხოვრების ასახვით არ
უნდა შემოიფარგლებოდეს. ლილო ცდილობს თეატრის სცენა
ბურჟუაზიული მორალის ქადაგებისთვის გამოიყენოს.
ლილოს სურვილი იყო შეექმნა პიესის ახალი ჟანრი – სა-
ოჯახო ტრაგედია ანუ ბურჟუაზიული ტრაგედია. ამ ტრაგედიის
გმირი უნდა ყოფილი არა ანტიკური პერიოდის ან ბიბლიური
გმირი, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, ყოველდღი-
ურ ცხოვრებაში რომ გვხვდება, ტრაგედია კი უნდა გათამაშე-
ბულიყო არა სახელმწიფოებისა და სამეფოების მასშტაბით,
არამედ სახლის, ოჯახის გარემოში.
სწორედ ამ პრინციპების საფუძველზეა აგებული „ლონდო-
ნელი ვაჭარი“. ეს არის ბურჟუაზიული დრამა, რომლის მთა-
ვარ გმირად დრამატურგმა ახალი დროის ადამიანი – ბურჟუა
გამოიყვანა. ლილო აქებს მისი ცხოვრების წესს, მის მორალს.
ავტორის ჩანაფიქრით, მისი პიესა ტრაგედია უნდა ყოფილი-

150 მკითხველთა ლიგა


ყო. მაგრამ მისი ნაწარმოები არ არის ტრაგედია ამ სიტყვის
ნამდვილი მნიშვნელობით. ტრაგედიის შექმნა იმ შეზღუდულ
საფუძველზე, ავტორმა რომ აირჩია, შეუძლებელი იყო. მისი
პიესის გმირები ვერ გახდებოდნენ ტრაგედიის გმირები. მათი
გრძნობებისა და განცდების მასშტაბები არ შეესაბამებოდა
ტრაგედიის ფორმას. ლილოს მიერ განხორციელებულმა ტრა-
გედიის ჟანრის დემოკრატიზაციამ ახალი ჟანრის – ბურჟუ-
აზიული დრამის (მელოდრამის, როგორც მას ხშირად უწოდე-
ბენ) შექმნა გამოიწვია.
„ლონდონელ ვაჭარში“ დიდაქტიკურ-დრამატული ფორ-
მით მოთხრობილია ახალგაზრდა ჯორჯ ბარნუელის ჭკუის სას-
წავლებელი ამბავი. ჯორჯ ბარნუელი ვაჭარ თოროგუდის კან-
ტორაში მუშაობს. მარიას, თოროგუდის ქალიშვილს, უყვარს
ბარნუელი, მაგრამ ბარნუელი ლონდონელ მეძავს, სარა მილ-
ვუდს გამიჯნურებია. მილვუდს კი მხოლოდ იმისთვის უნდა
ბარნუელი, რომ ახალგაზრდასა და გამოუცდელს, ფული გა-
მოსძალოს. მიუხედავად იმისა, რომ ბარნუელი დანაშაულის
გრძნობას განიცდის ამ ურთიერთობის გამო და სურს კავშირი
გაწყვიტოს მილვუდთან, ქალი მოახერხებს დაიყოლიოს ბარ-
ნუელი დიდი ოდენობით ფული მოპაროს თოროგუდს, რომ
შეძლოს თავისი ვითომდაც მძიმე მდგომარეობის გამოსწორე-
ბა. ფულს რომ მოიპარავს, ბარნუელი გარბის თოროგუდის-
გან. რადგან წასასვლელი არსად აქვს, ის მილვუდს სთხოვს,
შეიფაროს. მილვუდი თავიდან უარზეა, მაგრამ მერე გაახსენ-
დება, რომ ბარნუელმა ერთხელ ახსენა, მდიდარი ბიძა მყავ-
სო, და ახლა ბიძის გაძარცვასა და მოკვლაზე წააქეზებს მას.
სახეზე ნიღაბაფარებული ბარნუელი დანას ჩასცემს ბიძას, რო-
მელიც, მომაკვდავი, ლოცულობს თავისი ძმისწულისთვისაც
და მკვლელისთვისაც. მწუხარებისგან შეძრული ბარნუელი
აღიარებს, რომ მკვლელი თვითონ არის და ბიძაც, სიკვდილის
წინ, დანაშაულს შეუნდობს. დამწუხრებული ბარნუელი სის-
ხლიანი ხელებით ბრუნდება მილვუდის სახლში. რომ დაინა-
ხავს, რომ ბარნუელს ფული არ მოუტანია, მილვუდი პოლიცი-
ას გამოიძახებს და ბარნუელს მკვლელობის გამო დააპატიმ-
რებინებს. მილვუდის მოსამსახურეები, ლუსი და ბლანთი,

151 მკითხველთა ლიგა


რომლებმაც იცოდნენ თავიანთი ქალბატონის ბოროტი ზრახ-
ვების შესახებ, მასაც დააჭერინებენ. დანაშაული გაიხსნება და
ბარნუელსა და მილვუდს სიკვდილს მიუსჯიან. საკანში ბარნუ-
ელს თოროგუდი მოინახულებს, აპატიებს დანაშაულს, დაამ-
შვიდებს და მღვდელსაც შეახვედრებს. ბარნუელს გულწრფე-
ლი სინანულის გრძნობა ეუფლება თავისი ცოდვების გამო და
სიკვდილის წინ საზოგადოებას მოუწოდებს გაითვალისწინონ
მისი მწარე გამოცდილება და არ ასცდნენ სიკეთის გზას. ვაჭა-
რი თოროგუდი და მისი თანაშემწე ტრუმენი კეთილ საწყისს
განასახიერებენ და მიბაძვის ნიმუშები არიან.
ლილოს პიესას დიდი წარმატება ხვდა წილად. მის ავტორს
მაღალი შეფასება მისცეს დიდრომ და რუსომ. მიუხედავად
ამისა, ბურჟუაზიულ დრამას ინგლისში ბევრი მიმდევარი არ
გამოსჩენია. ის არ გამოირჩეოდა ძლიერი ხასიათებითა და
კონფლიქტებით, ხოლო მისი დიდაქტიკა დიდხანს ვერ დაიმ-
სახურებდა მაყურებლის ყურადღებას.
XVIII საუკუნის ინგლისურ დრამატურგიაში გავრცელებუ-
ლი ჟანრი იყო ე.წ. ბალადური ოპერა, რომლის აღმოცენებაზე
დიდი გავლენა მოახდინა იტალიურმა ოპერამ. ასეთი პიესები
პროზაული იყო, მაგრამ შეიცავდა სიმღერებს, არიებსა და
დუეტებს პოპულარული სიმღერებისა და ბალადების მოტივებ-
ზე. ზოგიერთი ასეთი პიესა სოციალურ-პოლიტიკური სატირის
ელემანტებსაც შეიცავდა.
ამ პერიოდში მოღვაწეობდა დრამატურგი ჯონ გეი (John
Gay, 1685-1732), რომელსაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა
ალექსანდერ პოუპთან და ჯონათან სვიფტთან და რომელიც
ცნობილია 1728 წელს გამოქვეყნებული პიესით „ღატაკის
ოპერა“, რომლის მთავარი გმირები შარაგზის ყაჩაღები, ქურ-
დები და ბანდიტები არიან. პიესაში დამნაშავეთა სამყაროა
წარმოდგენილი. ამასთან, ავტორი გვიჩვენებს თავისი გმირე-
ბის დანაშაულებრივ კავშირს კანონის დამცველებთან, ატა-
რებს პარალელს ყაჩაღებისადმი ტოლერანტულად განწყო-
ბილ მაღალ საზოგადოებასა და დამნაშავეთა სამყაროს შო-
რის. პიესაში დახატულია ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის
და ბრიტანეთის პირველ პრემიერ-მინისტრად მიჩნეული სერ

152 მკითხველთა ლიგა


რობერტ უოლპოლის კარიკატურული პორტრეტი. ჩანაფიქ-
რის მახვილგონიერებამ, მოქმედების სიმძაფრემ და სოცია-
ლური სატირის სიმწვავემ პიესის უჩვეულო წარმატება განაპი-
რობეს. სატირულმა კომედიამ დიდხანს ვერ გაძლო სცენაზე,
რადგან უკმაყოფილო მთავრობამ 1737 წელს გამოსცა კანო-
ნი თეატრალური ცენზურის შესახებ, რის გამოც სატირული პი-
ესების თეატრის სცენაზე დადგმა შეუძლებელი გახდა. ჯონ გეი
უესტმინსტერის სააბატოშია დაკრძალული და მისი საფლავის
ქვაზე ალექსანდერ პოუპის მიერ დაწერილი ეპიტაფიაა ამოკ-
ვეთილი.

153 მკითხველთა ლიგა


რიჩარდ შერიდანი

რიჩარდ ბრინსლი შერიდანი (Richard Brinsley Sheridan,


1751-1816) XVIII საუკუნის ინგლისური დრამატურგიის
ბრწყინვალე წარმომადგენელია. ამასთან, შერიდანი ცნობი-
ლია არა მხოლოდ როგორც დრამატურგი, არამედ როგორც
სახელმწიფო მოღვაწე. მრავალი წლის მანძილზე შერიდანი
ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი იყო ვიგების პარტიიდან.
დიდხანს იყო აგრეთვე დრური ლეინის სამეფო თეატრის მე-
პატრონე.
შერიდანი ირლანდიელია. ის დუბლინში დაიბადა. შერი-
დანის დედა პიესებსა და რომანებს წერდა და მისი ორი პიესა
ლონდონშიც კი დაიდგა. თეატრთან იყო დაკავშირებული თა-
ვისი საქმიანობით შერიდანის მამაც, მსახიობი და თეატრის
მენეჯერი. რიჩარდ შერიდანმა იურიდიული განათლება მი-
იღო. ის წერდა ესსეებს, ლექსებს, პოლიტიკურ ტრაქტატებს.
1772 წელს შერიდანმა დუელში გამოიწვია კაპიტანი თო-
მას მეთიუსი, რომელმაც საგაზეთო სტატიაში შეურაცხყოფა
მიაყენა ელიზაბეთ ლინლის, შერიდანის საცოლეს. დუელი
მოკლე და უსისხლო აღმოჩნდა – მეთიუსს ხმალი ხელიდან
გაუვარდა და, შერიდანის თქმით, იძულებული გახდა, სიცოც-
ხლის შენარჩუნება ეთხოვა და ხელმოწერით დაედასტურები-
ნა, რომ უარყოფდა თავის სტატიაში გამოთქმულ აზრს. მაგ-
რამ შემდეგ მეთიუსმა, გაცოფებულმა იმით, რომ დუელის ამ-
ბავი და მის მიერ მოხდილი ბოდიში ასე გახმაურდა, უარი გა-
ნაცხადა საბოლოო დამარცხების აღიარებაზე და მეორე დუ-
ელში გამოიწვია შერიდანი. შერიდანი არ იყო ვალდებული მი-
ეღო გამოწვევა, მაგრამ მაშინ საზოგადოების გაკიცხვის საგა-
ნი გახდებოდა. მეორე დუელი უფრო დაუნდობელი აღმოჩნდა.
ორივე დუელიანტი დაიჭრა, ხოლო შერიდანი მძიმედაც კი. სა-
ბედნიეროდ, მომავალი დრამატურგი გადარჩა, მეთიუსმა კი

154 მკითხველთა ლიგა


გაქცევით უშველა თავს. 1773 წელს 21 წლის შერიდანმა ელი-
ზაბეთ ლინლი ცოლად შეირთო და ლონდონში დასახლდა.
1775 წელს ლონდონის კოვენტ გარდენის თეატრში დაიდ-
გა ამავე წელს დაწერილი მისი კომედია „მეტოქეები“. შერი-
დანი მაშინ 23 წლის იყო. პიესა უარყოფითად შეაფასეს რო-
გორც კრიტიკოსებმა, ისე მაყურებელმა. კრიტიკამ ის შეაფასა
როგორც გაჭიანურებული და ვულგარული, ხოლო სერ ლუცი-
უს ო'ტრიგერის მთავარი როლის შემსრულებელს დარ-
ბაზიდან ვაშლიც კი ესროლეს. შერიდანს მოუხდა განმარტე-
ბის გაკეთება და ერთგვარად ბოდიშის მოხდა, რომ მის მიერ
პიესაში გამოყვანილი გმირი, სერ ო'ტრიგერი ირლან-
დიისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად არ იყო გამიზნული.
დრამატურგმა მნიშვნელოვნად გადააკეთა პიესა და ათ დღეში
ის ისევ დაიდგა სცენაზე. ამჯერად მან დიდი მოწონება დაიმსა-
ხურა. ის სამეფო ოჯახის საყვარელი პიესა გახდა და პოპულა-
რობით სარგებლობდა ამერიკაშიც – „მეტოქეები“ ჯორჯ ვა-
შინგტონის საყვარელი პიესა იყო. ამჟამად ეს პიესა შერიდა-
ნის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული.
32 წლის განმავლობაში შერიდანი პარლამენტის წევრი
იყო და სახელი გაითქვა როგორც ოპოზიციის ბრწყინვალე
ორატორმა. ის პარლამენტის რადიკალურ წევრთა რიცხვს
ეკუთვნოდა.
შერიდანის შემოქმედების მწვერვალია 1777 წელს შექმნი-
ლი სატირული კომედია „ავსიტყვაობის სკოლა“, რომელშიც
დრამატურგი, ავითარებს რა ფილდინგისა და სმოლეტის მო-
ნაპოვარს, ინგლისური განმანათლებლობის დემოკრატიული
ფრთის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებლად გვევლი-
ნება. ეს პიესა, რომელიც პირველად დრური ლეინის თეატრში
დაიდგა, აგებულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი ძმის – ჯო-
ზეფ და ჩარლზ სერფეისების ისტორიაზე, რომლებსაც ავტორი
ერთმანეთს უპირისპირებს. ამასთან, ის გვაფრთხილებს, რომ
არ შეიძლება ადამიანის შეფასება ზედაპირული მონაცემების
მიხედვით (პერსონაჟების გვარიც ამაზე მიანიშნებს). ჯოზეფს
კეთილგონიერი ადამიანის სახელი აქვს გავარდნილი,
ჩარლზს კი – გარყვნილისა და ქარაფშუტასი. მაგრამ ადამია-

155 მკითხველთა ლიგა


ნის გარეგნული მხარე მაცდურია – ავტორის მიზანია გვიჩვე-
ნოს, თუ რა შეიძლება იმალებოდეს გარეგნული სახის მიღმა.
ერთი შეხედვით კეთილგონიერი ჯოზეფი სინამდვილეში მშრა-
ლი, ეგოისტი, პირფერი, ძუნწი და უმადური ადამიანია, რომე-
ლიც მაღალფარდოვანი ფრაზებით ინიღბება და თან ბინძურ
ინტრიგებს ხლართავს – სურს ანგარებით იქორწინოს თავისი
ძმის დანიშნულ ქალზე, მარიაზე და იმავდროულად ეარშიყება
თავისი მფარველის, სერ პიტერ ტიზლის ახალგაზრდა მეუღ-
ლეს, ლედი ტიზლის. ჩარლზი კი, დარდიმანდი, მოქეიფე და
უქნარა, მოქმედების მსვლელობისას თანდათან იხსნება რო-
გორც დადებითი პიროვნება. მას მთელი ქონება გაუნიავებია
და ახლა უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება, მაგ-
რამ ის კეთილშობილია, მართალი და პატიოსანი. ძმების ჭეშ-
მარიტი სახეები გამოვლინდება მაშინ, როდესაც ინდოეთიდან
დაბრუნდება მათი მდიდარი ბიძა სერ ოლივერი. სერ ოლივე-
რი შეხვდება სერ პიტერს, რომელიც აქებს ჯოზეფს მისი მაღა-
ლი მორალური თვისებების გამო, მაგრამ სერ ოლივერს ეჭვი
აქვს, რომ სინამდვილეში ჯოზეფი ფარისეველია. სერ ოლივე-
რი გადაწყვეტს ინკოგნიტოდ, სხვისი სახელით გამოეცხადოს
ძმებს და შეამოწმოს მათი ბუნება, მათი ქცევა და კაიკაცობა.
ჯოზეფისა და ჩარლზის დაპირისპირებას ამ კომედიაში არ
აქვს დიდაქტიკური ხასიათი. კომედია მიზნად არ ისახავს მი-
საბაძი მორალური ნიმუშების ჩვენებას. შერიდანის გმირები
იმიტომ არიან მიმზიდველები, რომ მათ არ აქვთ სრულყოფი-
ლების პრეტენზია.
ნაწარმოებში სატირულად არის წარმოდგენილი მდიდარი
ქვრივის, ლედი სნიერუელის (ინგლ. ქირდვა, კილვა, დაცინვა
კარგად) სალონი „ავსიტყვაობის სკოლა“, რომელიც ავრცე-
ლებს ჭორებს, აგორებს სკანდალებს, ქირდავს, ცილს სწამებს
და სახელს უტეხავს ადამიანებს. შემთხვევითი არ არის, რომ
ლედი სნიერუელის დაქირავებული „თანაშემწე“ გვარად სნე-
იქია (გველი). კომედიის სატირა მიმართულია მაღალი წრის
მხილებისკენ, წრისა, რომელიც კარგი ტონის ყალბი ნიღბით
ცდილობს დაფაროს თავისი ამორალურობა, ეგოიზმი და ვე-

156 მკითხველთა ლიგა


რაგობა. სწორედ ამ წრეს ეკუთვნის პირმოთნე და ფარისევე-
ლი ჯოზეფ სერფეისიც.
შერიდანის ამ კომედიაში მძაფრ სოციალურ სატირას ერ-
წყმის შესანიშნავი მხატვრული ფორმა. მასში ბრწყინვალედ
არის გამოყენებული კომედიის ტრადიციული ხერხები – გა-
დაცმები, სხვისი სახელით მოქმედება, ჩახლართული ინტრი-
გები, გართულებული მდგომარეობები, რაც ეფექტურ კომი-
კურ სიტუაციებს ქმნის. შერიდანი ინტრიგის აგების დიდოსტა-
ტია. მისი ეს პიესა დღემდე შემორჩა მსოფლიო თეატრალურ
რეპერტუარს.
ჯორჯ ბაირონს შერიდანის „ავსიტყვაობის სკოლა“ საუკე-
თესო ინგლისურ კომედიად მიაჩნდა.
1812 წელს, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემ-
დეგ, შერიდანს მევალეები დაესიენ. სიცოცხლის ბოლო წლე-
ბი მან ვალებში ჩავარდნილმა გაატარა. მისი ვალების შესახებ
რომ შეიტყო, ამერიკის კონგრესმა 20.000 ფუნტი შესთავაზა
შერიდანს იმ დამსახურებათა აღიარების ნიშნად, რაც ამ უკა-
ნასკნელს მიუძღოდა ამერიკის დამოუკიდებლობისათვის
ბრძოლის საქმეში, როცა ცდილობდა არ დაეშვა ომი დიდ ბრი-
ტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანულ კოლონიებს შო-
რის. შერიდანმა ფულად შემოთავაზებაზე უარი თქვა.
1815 წელს შერიდანი ლოგინად ჩავარდა და სიღარიბეში
გარდაიცვალა. დაკრძალულია უესტმინსტერის სააბატოს პო-
ეტების კუთხეში. სიღარიბეში გარდაცვლილი დრამატურგისა
და ინგლისური პოლიტიკური ოპოზიციის თვალსაჩინო წარ-
მომადგენლის, რიჩარდ შერიდანის დაკრძალვას ლორდები,
ჰერცოგები, გრაფები, ვისკონტები, ლონდონის ლორდ მერი
და სხვა ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.

157 მკითხველთა ლიგა


სენტიმენტალიზმი

XVIII საუკუნის 60-80-იანი წლების ინგლისური ლიტერა-


ტურის დამახასიათებელი მიმდინარეობებია სენტიმენტალიზ-
მი და წინარომანტიზმი. სენტიმენტალიზმი XVIII საუკუნის 30-
40-იან წლებში ჩაისახა.
სენტიმენტალიზმის პირველი ნიშნები ედუარდ იანგის
(Edward Young, 1683-1765) შემოქმედებაში შეიმჩნევა. 1742-
1745 წლებში შექმნილი მისი რელიგიურ-დიდაქტიკური პოემა
„ჩივილი, ანუ ღამეული ფიქრები სიცოცხლეზე, სიკვდილსა და
უკვდავებაზე“, მიმართული განმანათლებლური ოპტიმიზმისა
და რაციონალისტური ესთეტიკის წინააღმდეგ, ღრმა ლირიზ-
მითა და პოეტური აღსარების პათოსით გამოირჩევა, და ეს აღ-
სარება მიმართულია არა იმდენად გონებისადმი, არამედ
გრძნობისადმი, რის გამოც იანგის ეს პოემა ერთ-ერთი პირვე-
ლი სენტიმენტალისტური ნაწარმოებია.
სენტიმენტალიზმის ნიშნები ვლინდება აგრეთვე პოეტისა
და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, თომას გრეის
(Thomas Gray, 1716-1771) პოეზიაში. აღსანიშნავია, რომ თო-
მას გრეის პოეტი-ლაურეატის წოდება შესთავაზეს, რაზეც მან
უარი თქვა. ის იმდენად თვითკრიტიკული იყო და ისე ეშინოდა
წარუმატებლობის, რომ თავის სიცოცხლეში მხოლოდ 13
ლექსი გამოაქვეყნა. თომას გრეის პოეზიის შედევრია 1751
წელს დაწერილი ლექსი „ელეგია, დაწერილი სოფლის ეკლე-
სიის ეზოში“, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ლიტერატუ-
რულ სენსაციად იქცა.
სენტიმენტალიზმმა გარკვეულწილად იჩინა თავი სემუელ
რიჩარდსონის შემოქმედებაშიც, თუმცა რიჩარდსონთან
გრძნობა გონებისა და მორალის კონტროლს ექვემდებარება.
სენტიმენტალიზმის ნიშნებს ატარებს ტობაიას სმოლეტის ბო-
ლო ნაწარმოებიც „ჰამფრი კლინკერის მოგზაურობა“.

158 მკითხველთა ლიგა


XVIII საუკუნის 60-70-იან წლებში, როცა მოღვაწეობდნენ
ოლივერ გოლდსმითი და ლორენს სტერნი, სენტიმენტალიზმი
ლიტერატურულ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა. ამ მიმდინა-
რეობის სახელწოდებას უკავშირებენ სტერნის რომანს „სენ-
ტიმენტალური მოგზაურობა“.
სენტიმენტალიზმი განმანათლებლობის კრიზისს გამოხა-
ტავს და მისი განვითარების ახალი ეტაპია. განმანათლებელ-
თა მსგავსად, სენტიმენტალისტთა ყურადღების ცენტრშიც
ადამიანია, მაგრამ, განმანათლებლებისგან განსხვავებით,
სენტიმენტალისტებმა ვერ გაიგეს ბურჟუაზიული განვითარე-
ბის გარდაუვალობა და პროგრესულობა და ამიტომ თავიანთი
დადებითი იდეალები დაუკავშირეს არა აწმყოს, არამედ წარ-
სულს და პატრიარქალური ყოფის განდიდება დაიწყეს. ეს-
წრაფვოდნენ რა ბუნებასთან დაბრუნებას, ბუნებასთან დაახ-
ლოებას, ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი სამრეწველო
ქალაქისადმი, სიმპატიით უყურებდნენ პატრიარქალურ სო-
ფელს და განადიდებდნენ სოფლური ყოფის იდილიასა და სიწ-
მინდეს.
სენტიმენტალიზმი არის რეაქცია განმანათლებლურ რა-
ციონალიზმზე და ის გონებას უპირისპირებს თავის მიერ წამო-
ყენებულ გრძნობის კულტს. თავისი ფილოსოფიური ფესვებით
სენტიმენტალიზმი უკავშირდება სუბიექტურ იდეალიზმს, რო-
მელიც XVIII საუკუნის ინგლისში იდეალისტი ფილოსოფოსე-
ბის, ბერკლისა და ჰიუმის შრომებით იყო წარმოდგენილი. ირ-
ლანდიელი ფილოსოფოსი ჯორჯ ბერკლი (George Berkeley,
1685-1753) ცნობილია იმით, რომ მან განავითარა თეორია,
რომელსაც თავად იმმატერიალიზმს უწოდებდა და რომელსაც
მოიხსენიებენ როგორც სუბიექტურ იდეალიზმს. ეს თეორია
ცდილობს დაამტკიცოს, რომ ინდივიდმა უშუალოდ შეიძლება
მხოლოდ საგნით გამოწვეული შეგრძნებები და აზრები იცო-
დეს, და არა ისეთი აბსტრაქციები, როგორიცაა მატერია. ბერ-
კლის მოღვაწეობა მიმართული იყო მატერიალიზმის წინააღ-
მდეგ, რომელსაც იმ დროის ფილოსოფიურ აზროვნებაში დო-
მინანტური პოზიცია ეკავა. ჯორჯ ბერკლის ფილოსოფიური

159 მკითხველთა ლიგა


მოძღვრების ძლიერი გავლენა განიცადა შოტლანდიელმა ფი-
ლოსოფოსმა დეივიდ ჰიუმმა (David Hume, 1711-1776).
მატერიალისტური მსოფლმხედველობისა და განმანათ-
ლებლური რაციონალიზმის უარყოფა და გონების ნაცვლად
გრძნობისთვის უპირატესობის მინიჭება (ხშირ შემთხვევაში
კი, გრძნობის კულტიც კი) განსაზღვრავს სენტიმენტალიზმის,
როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის, პოეტიკის თავი-
სებურებებს. სენტიმენტალიზმის პოეტიკა ყალიბდებოდა რო-
გორც რეაქცია, ერთი მხრივ, კლასიციზმის ნორმატიულ ესთე-
ტიკაზე და, მეორე მხრივ, განმანათლებლური რეალიზმის რა-
ციონალისტურობაზე.
სენტიმენტალისტები ცდილობდნენ ემოქმედათ მკითხვე-
ლის გრძნობებზე, გამოეწვიათ მისი თანაგრძნობა და სიბრა-
ლული. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისური სენტი-
მენტალიზმის ხასიათს მხოლოდ მგრძნობიარე გულის კულტი
როდი განსაზღვრავს. ამ მიმართულების წამყვანი ინგლისელი
მწერლებისთვის (გოლდსმითი, სტერნი) დამახასიათებელია
იუმორი, რომელიც იცავს მათ ნაწარმოებებს როგორც ცრემ-
ლიანი გრძნობადობის, ისე მორალიზაციისგან. ამასთან, ინ-
გლისურ სენტიმენტალისტურ რომანში ადამიანი დახატულია
მთელი მისი წინააღმდეგობებითა და სირთულით, რაც განსა-
კუთრებით სტერნის შემოქმედებაზე ითქმის.
ინგლისელი სენტიმენტალისტების ინტერესის საგანია გა-
ნუმეორებელი, კერძო, ინდივიდუალური ადამიანში. ისინი არ
ისწრაფვიან ზოგადისა და საერთოს გამოხატვისკენ – მათი
ასახვის ობიექტია ინდივიდი, სუბიექტი, ყველასგან გამორჩეუ-
ლი თავისი განუმეორებლობით.

160 მკითხველთა ლიგა


ოლივერ გოლდსმითი

ოლივერ გოლდსმითი (Oliver Goldsmith, 1728-1774) ირ-


ლანდიაში, სოფლის მღვდლის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა
დუბლინის სამების კოლეჯში, ისმენდა ლექციებს ედინბურგის,
ლონდონისა და ლეიდენის უნივერსიტეტებში, უსისტემოდ
სწავლობდა მედიცინას. წარუმატებლად სცადა ბედი სხვადას-
ხვა პროფესიაში. ფეხით მოიარა ფლანდრია, საფრანგეთი და
იტალია.
მისი თანამედროვეები გოლდსმითს აღწერენ როგორც
ფიცხ, იმპულსურ და არაორგანიზებულ ადამიანს, რომელიც
თურმე ამერიკაში ემიგრირებას გეგმავდა, მაგრამ გეგმა ჩა-
ეშალა, რადგან გემზე დააგვიანდა. ცნობილია ისიც, რომ
გოლდსმითი ბანქოს თამაშით იყო გატაცებული, უყვარდა
კარგად ჩაცმა-დახურვა, გატაცებით მღეროდა ირლანდიურ
სიმღერებს და უკრავდა ფლეიტაზე.
ლიტერატურული მოღვაწეობა გოლდსმითმა 50-იანი წლე-
ბიდან დაიწყო, როცა ლონდონში დასახლდა და მწერალ სემუ-
ელ ჯონსონს (Samuel Johnson, 1709-1784) დაუახლოვდა.
გოლდსმითმა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში დატოვა
კვალი. მისი პოეზიიდან განსაკუთრებით საინტერესოა 1770
წელს გამოქვეყნებული პასტორალური პოემა „მიტოვებული
სოფელი“, რომელშიც ერთი ინგლისური სოფლის წარსული
და აწმყოა აღწერილი. იდილიურად არის დახატული წარსუ-
ლის ბედნიერი და უშფოთველი ცხოვრება, რომლის წარმტაცი
სურათი უპირისპირდება თანამედროვე უღიმღამო ყოფას,
როცა სამრეწველო გადატრიალებას სოფლის გაჩანაგება
მოჰყვა. სოფელი თანდათან იცლება, რადგან მისი მკვიდრნი
სამუშაოსა და ლუკმაპურის საშოვნელად მიდიან.
გოლდსმითის უმთავრესი ნაწარმოებია „უეიკფილდელი
მოძღვარი“. 1766 წელს გამოქვეყნებული ამ ნაწარმოებით
გოლდსმითი გარკვეულწილად აგრძელებს განმანათლებლუ-

161 მკითხველთა ლიგა


რი რომანის ტრადიციებს, მაგრამ მისი შემოქმედება უკვე ახა-
ლი ეტაპია ინგლისური ლიტერატურისა – „უეიკფილდელი
მოძღვარი“ უკვე სენტიმენტალისტური რომანია. გოლდსმითი
ითვალისწინებს ფილდინგისა და სმოლეტის გამოცდილებას,
მაგრამ მის რომანში ხდება განმანათლებლური რეალიზმისა
და სენტიმენტალისტური იდილიის ერთგვარი სინთეზი. სო-
ციალური უსამართლობის კრიტიკა ერწყმის პატრიარქალური
ყოფის იდეალიზაციას. ირონია და კეთილი იუმორი არბილებს
კონფლიქტების სიმწვავეს.
ნაწარმოები დაწერილია სოფლის მღვდლის, პრიმროუზის
პირით. პასტორი პრიმროუზი ჭეშმარიტი ადამიანურობის,
სათნოების, სიკეთის, უანგარობისა და შრომისმოყვარეობის
განსახიერებაა. ის ცოტა უცნაურიცაა, კეთილშობილი, მიმ-
ნდობი და მიამიტი. მას მტკიცე მორალური პრინციპები აქვს,
მაგრამ უძლური აღმოჩნდება ბოროტებასთან და სიცრუესთან
შეჯახებისას. ინტრიგის მთავარი ძაფი დაკავშირებულია ადგი-
ლობრივი მემამულის, მექალთანე სკვაირ ტორნჰილის ფიგუ-
რასთან. ტორნჰილი ატყუებს პასტორის უფროს ქალიშვილს,
ოლივიას, რომელიც მოხიბლულია ტორნჰილის გარეგნული
მიმზიდველობით. ტორნჰილი აპირებს ყალბი ქორწინების
სცენა გაითამაშოს და ცოტა ხანში მიატოვოს ოლივია, რო-
გორც ადრე მოქცეულა არაერთ ქალთან. ბოროტი სკვაირი
მღვდელს არენდის გადახდას სთხოვს, თუმცა იცის, რომ მას
არაფერი აბადია, და ვალების გამო ციხეში აგდებს.
პრიმროუზების ოჯახს იხსნის ტორნჰილის ბიძა, მამულის
ნამდვილი პატრონი, ღირსეული ადამიანი, სერ უილიამ ტორ-
ნჰილი, რომელიც განთქმულია თავისი გულუხვობით. ეს კე-
თილი და ექსცენტრული ჯენტლმენი მხსნელად მოევლინება
მღვდლის ოჯახს, მოაგვარებს ყველაფერს და აღადგენს სა-
მართლიანობას. სამართალი გაიმარჯვებს და წიგნი საყოველ-
თაო ბედნიერებით მთავრდება, თუმცა ასეთი ფინალი ერ-
თგვარად ხელოვნურია.
გოლდსმითის „უეიკფილდელ მოძღვარს“ მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს XVIII საუკუნის ინგლისური რომანის განვი-
თარებაში. ამ რომანში ერთმანეთს ერწყმის საოჯახო და სო-

162 მკითხველთა ლიგა


ციალური რომანის ელემენტები. იმის გამო, რომ მთხრობელი
მორალიზაციისა და ქადაგებისკენ მიდრეკილი სულიერი მამა,
პასტორი პრიმროუზია, მოსალოდნელი იყო, ნაწარმოებს
გარკვეულად დიდაქტიკური ტრაქტატის სახე მიეღო. მაგრამ
ამ საშიშროებისგან რომანი იხსნა მისი ავტორის, ოლივერ
გოლდსმითის დახვეწილმა იუმორმა. იუმორი გოლდსმითის
მხატვრული მანერის გამორჩეული თვისებაა. ეს იუმორი ავ-
ტორს იცავს როგორც განმანათლებლობისათვის დამახასია-
თებელი ზედმეტი მორალიზაციისა და დიდაქტიკისგან, ისე
სენტიმენტალიზმისთვის დამახასიათებელი მოჭარბებული
გრძნობიერებისგან.
რომანის ავტორი, თუმცა ის ღრმად თანაუგრძნობს თავის
პერსონაჟ-მთხრობელს, არ ერწყმის მას მთლიანად. პერსონა-
ჟისგან ავტორის აშკარა დისტანცირება ვლინდება მისი თხრო-
ბისათვის დამახასიათებელ ირონიაში, რითაც ავტორი გმირის
სისუსტეებს წარმოაჩენს. ბურჟუაზიული ურთიერთობების
კრიტიკა გოლდსმითთან განუყოფელია პატრიარქალური ყო-
ფის იდეალიზაციისგან, რაც დამახასიათებელია სენტიმენტა-
ლიზმისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ გოლდსმითის ამ რომანს
მაღალ შეფასებას აძლევდა გოეთე.
1768 და 1773 წელს გამოქვეყნებული კომედიებით „გულ-
კეთილი ადამიანი“ და „ის თავს იმცირებს, რომ გაიმარჯვოს,
ანუ ერთი ღამის შეცდომები“ ოლივერ გოლდსმითმა წვლილი
შეიტანა ინგლისური დრამატურგიის განვითარებაშიც. ამ მხი-
არული კომედიებით, რომელთაც დიდი წარმატება მოუტანეს
მათ ავტორს, გოლდსმითი ჯორჯ ლილოს ბურჟუაზიული დრა-
მის ჟანრის მელოდრამატულ პიესებს დაუპირისპირდა.
აზარტული თამაშებით გატაცებამ, წინდაუხედაობამ, და-
უდევრობამ და ფიცხმა და თავშეუკავებელმა ხასიათმა მწერა-
ლი ვალებში ჩააგდო. თანამედროვეთა თქმით, ის შურიანიც
ყოფილა და ვერ იტანდა, ვინმეს რომ აქებდნენ. სულიერად და
ფიზიკურად გატეხილი, ოლივერ გოლდსმითი 1774 წელს გარ-
დაიცვალა. დუბლინის სამების კოლეჯის წინ, სადაც ოლივერ
გოლდსმითი სწავლობდა, მისი ძეგლი დგას.

163 მკითხველთა ლიგა


ლორენს სტერნი

ლორენს სტერნის (Laurence Sterne, 1713-1768) შემოქმე-


დება აგვირგვინებს ინგლისური სენტიმენტალიზმის განვითა-
რებას და ამზადებს ნიადაგს XIX საუკუნის რომანტიზმისა და
კრიტიკული რეალიზმისთვის. ლიტერატურული პროცესის
განვითარებაში სტერნი წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს
შემდგომი საუკუნეების ლიტერატურაში მომხდარი ახალი
მოვლენებისა და აღმოჩენებისკენ. XX საუკუნის უდიდესი
მწერლები, ჯეიმს ჯოისი და ვირჯინია ვულფი თვლიდნენ, რომ
თანამედროვე რომანი სტერნის შემოქმედებიდან იღებს სათა-
ვეს. „...ის ბევრად უფრო ახლოსაა დღეს ჩვენთან, ვიდრე მისი
დიდი თანამედროვეები, რიჩარდსონები და ფილდინგები,“ –
წერდა ვირჯინია ვულფი.
სტერნმა განავითარა რომანის ფორმა და დოგმებისა და
კანონებისაგან გაათავისუფლა მისი სტრუქტურა. ევროპის
კლასიკურ და XX საუკუნის ლიტერატურებს შორის გარდამა-
ვალი ეტაპისგან ქრონოლოგიურ-ეპოქალური სიშორის მი-
უხედავად, მხატვრული პროზის ნოვატორი და რეფორმატო-
რი, ლორენს სტერნი XX საუკუნის მხატვრული პროზის უშუა-
ლო წინაპრად არის მიჩნეული. მის შემოქმედებაში შეიმჩნევა
ის ნიშნები, რომლებმაც შემდგომი განვითარება ჰპოვა XX სა-
უკუნის ლიტერატურაში.
სენტიმენტალიზმის ჩარჩოები ვიწროა სტერნისთვის.
გრძნობათა სამყაროსადმი დიდი ინტერესი სტერნთან ერ-
წყმის გამანადგურებელ ირონიას. სტერნის დამცინავი სატი-
რული სიცილი შეუსაბამობაშია სენტიმენტალიზმისთვის და-
მახასიათებელ გრძნობიერებასთან. ამის გამო ლორენს
სტერნის რომანს განსაზღვრავენ როგორც სენტიმენტალის-
ტურ-იუმორისტულ რომანს. სტერნის სიცილი სვიფტის სატი-
რას ეხმიანება. ვოლტერი სტერნს „მეორე ინგლისელ რაბ-

164 მკითხველთა ლიგა


ლეს“ უწოდებდა. პირველ ინგლისელ რაბლედ ვოლტერი
სვიფტს მიიჩნევდა.
სტერნის შემოქმედებისთვის დამახასიათებელმა ფსიქო-
ლოგიზმმა ხელი შეუწყო რომანის ჟანრის განახლებას. მისი
შემოქმედება რიჩარდსონთან, ფილდინგთან და სმოლეტთან
განუწყვეტელი პოლემიკის პირობებში ვითარდებოდა. სტერ-
ნი ეკამათებოდა მათ ადამიანის ბუნებისა და რომანში მისი გა-
მოსახვის საკითხებზე.
სტერნი განმანათლებლური რაციონალიზმის, განყენებუ-
ლი მსჯელობებისა და დადგენილი ნორმების წინააღმდეგ
ილაშქრებს. ის არ ენდობა სამყაროსა და ადამიანის რაციონა-
ლურობისა და შეცნობადობის იდეას. მას ყველაფერში ეჭვი
ეპარება, ყველაფერს აანალიზებს. მისი ანალიზის საგანია
ადამიანის ნატურა, ხოლო ასახვის ობიექტი – ადამიანის
გრძნობებისა და ემოციების რთული სამყარო. ასეთივე ენთუ-
ზიაზმით ეძლევა ის თვითანალიზსაც. მის რომანებში მნიშვნე-
ლოვანი ადგილი უჭირავს სუბიექტურ-ლირიკულ საწყისს.
ირლანდიაში, ოფიცრის ოჯახში დაბადებულმა ლორენს
სტერნმა კემბრიჯის უნევერსიტეტის დამთავრების შემდეგ სა-
სულიერო წოდება მიიღო და ანგლიკანი მღვდლის თანამდე-
ბობა დაიკავა ერთ სოფელში იორკის ახლოს, სადაც 20 წელი
გაატარა და ლონდონში მხოლოდ მაშინ ჩადიოდა, როცა
„ტრისტრამ შენდის“ მორიგი ტომი გამოქვეყნდებოდა, რო-
მელმაც მას ლიტერატურული აღიარება მოუტანა. სტერნმა
იმოგზაურა იტალიასა და საფრანგეთში, სადაც გაიცნო დიდ-
რო და სხვა ენციკლოპედისტები და სადაც მას, „ტრისტრამ
შენდის“ სახელგანთქმულ ავტორს, აღტაცებით შეხვდნენ. ტუ-
ბერკულოზით დაავადებული სტერნი ლონდონში გარდაიცვა-
ლა.
სტერნის ლიტერატურული მემკვიდრეობა დიდი არ არის.
ის ორ რომანს მოიცავს, რომელთაგან არცერთი არ არის დას-
რულებული. ესენია „ცხოვრება და აზრები ჯენტლმენ ტრის-
ტრამ შენდისა“, რომელზეც სტერნი 1760-1767 წლებში მუშა-
ობდა და 1768 წლით დათარიღებული „სენტიმენტალური მოგ-
ზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში“.

165 მკითხველთა ლიგა


„ტრისტრამ შენდი“ უჩვეულო ნაწარმოებია, მეტად თავისე-
ბური და ექსტრავაგანტული – სტერნი ქმნიდა არა უბრალოდ
რომანს, არამედ რომან-პაროდიას თავისი წინამორბედების
ნაწარმოებებზე. ამკვიდრებს რა ახალს, სტერნი ცდილობს და-
ამსხვრიოს ის, რაც დრომოჭმულად მიაჩნია. ის არღვევს
თხრობის აგების XVIII საუკუნისთვის საყოველთაოდ მიღე-
ბულ პრინციპებს. სიუჟეტი, მოქმედება, რომელსაც ასეთი
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს XVIII საუკუნის ტრადიციუ-
ლი რომანის სტრუქტურაში, მას მინიმუმამდე დაჰყავს – მის
ნაწარმოებში ვერ ვნახავთ იმ ფართო პანორამას, ფილდინგი-
სა და სმოლეტის რომანებში რომ იშლება. „ტრისტრამ შენ-
დის“ მოცულობის ნაწარმოებში მოთხრობილი უნდა ყოფილი-
ყო მთელი ათწლეულების ამბები, მომხდარი სხვადასხვა, ერ-
თმანეთისგან დაშორებულ ადგილებში, გამოყვანილი უნდა
ყოფილიყო მრავალი მოქმედი პირი, როგორც ეს ვნახეთ
ფილდინგისა და სმოლეტის რომანების მაგალითებზე. სტერ-
ნის რომანის სამყარო კი შეზღუდულია დროსა და სივრცეში,
ცოტა ჰყავს მოქმედი პირი, სუბიექტურია. არ იქმნება ემპირიუ-
ლი ილუზია, ლოკალური კოლორიტი. სტერნის რომანში ხდე-
ბა მომხდარის პირობითობის გაშიშვლება. რომანში შემოდის
თვითონ შემოქმედებითი პროცესის აღწერა. ტრისტრამი
მკითხველთან ერთად განიხილავს თავისი ნაწარმოების ყო-
ველ კონსტრუქციულ დეტალს და ამით განზრახ ამსხვრევს ნა-
წარმოების მიკროკოსმის ნამდვილობის ილუზიას. მკითხვე-
ლი მთელი წიგნის მანძილზე გრძნობს ნაწარმოების ხელოვ-
ნურობას, ფიქტიურობას, რაც, რა თქმა უნდა, გამოწვეულია
არა მწერლური ოსტატობის ნაკლებობით, არამედ თვითონ
მწერლის სურვილით – მისი ესთეტიკური პოზიციის თავისებუ-
რებით. ტრისტრამი-მთხრობელი, როგორც თავად აცხადებს,
კეთილსინდისიერად, მონდომებით ეკიდება საქმეს, გულმოდ-
გინედ იწყებს თხრობას, ცდილობს არაფერი გამორჩეს,
წვრილმანიც კი. მაგრამ ტრადიციული მდორე, ქრონოლო-
გიური ეპიკური თხრობის ნაცვლად მკითხველი წინაშეა უთავ-
ბოლო მოგონებები, დაუმთავრებელი ანეკდოტები. მთხრობე-
ლი მოულოდნელად წყვეტს თხრობას ერთი რაღაცის შესახებ,

166 მკითხველთა ლიგა


გადადის მეორეზე, მხოლოდ რამდენიმე გვერდის ან თავის
შემდეგ აგრძელებს დაწყებულ სათქმელს, ხშირად მაინც არ
ამთავრებს მას, გარბის წინ, რათა კვლავ უკან დაბრუნდეს.
სულ უმნიშვნელო დეტალიც კი ხშირად იწვევს ასოციაციების
გრძელ ჯაჭვს, მოულოდნელ და ვრცელ გადახვევებს.
თხრობის ეს უთანაბრო, ქაოტური, არასწორხაზოვანი სუ-
ბიექტური ფორმა სტერნის უდიდესი აღმოჩენაა: ადამიანის
ცნობიერება ხომ სწორედ ასე მუშაობს. რაციონალისტურ
XVIII საუკუნეში სტერნი იყო პირველი მწერალი, ვინც დაინტე-
რესდა აზროვნების პროცესით, მისი ასოციაციურობით, ეს კი
გამოწვეული იყო სინამდვილისადმი, ადამიანისადმი დამოკი-
დებულების შეცვლით. აზროვნების ასოციაციურობის ასახვა
მხატვრულ ლიტერატურაში, რომელიც პირველმა სტერნმა
განახორციელა, უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მხატ-
ვრული პროზის განვითარებაში და ახალი მიმართულების
დამკვიდრებას ნიშნავდა საერთოდ მხატვრული აზროვნების
ისტორიაში.
სტერნის რომანის თხრობა პერსონაჟის (ტრისტრამი) პირ-
ველი პირით მიმდინარეობს. XVIII საუკუნის მემუარულ და
ეპოსტოლარულ რომანებში თხრობის ამ ფორმას მიმართავ-
დნენ უტყუარობის, ნამდვილობის ეფექტის მისაღწევად – ვი-
თომ მთხრობელი გამოგონილი კი არა, რეალური მოვლენე-
ბის შესახებ მოგვითხრობდა, რომელთა უშუალო მოწმეც თვი-
თონ იყო (დეფო, სვიფტი, რიჩარდსონი). სტერნთან კი პირვე-
ლი პირით თხრობა არაფერს მატებს მონათხრობის უტყუარო-
ბას. სტერნის რომანის მთხრობელმა ტრისტრამმა არ შეიძლე-
ბა იცოდეს თავისი გმირების მიმიკა, ჟესტი, პოზა, რომელთა
უმცირეს ნიუანსებსაც გადმოსცემს, რადგან აღწერილ მოვლე-
ნათა უმრავლესობის მოწმე ის არ ყოფილა – ტრისტრამი აღ-
წერს მოვლენებს, რომლებიც მოხდა მაშინ, როცა ის ჯერ და-
ბადებულიც არ იყო, ან რომელთაც უშუალოდ თვითონ არ შეს-
წრებია.
სტერნის რომანს XVIII საუკუნის რომანისთვის ტრადიციუ-
ლი სათაური აქვს, თუმცა სიტყვა „აზრები“ უკვე მიგვახვედ-
რებს, რომ ავტორს აინტერესებს, თუ როგორ აღიქვამს მოვ-

167 მკითხველთა ლიგა


ლენებს მისი გმირი, აინტერესებს მისი აზრები, შეხედულებე-
ბი, განცდები. შემდეგ ნათელი ხდება, რომ გმირის ცხოვრების
შესახებ არც არაფერია მოთხრობილი – პირველ წიგნებში
მოთხრობილია ტრისტრამის ამქვეყნად მოვლინების წინაის-
ტორიის შესახებ, ხოლო თხრობის ბოლოს ტრისტრამს სულ
ხუთი წელი უსრულდება. როგორც შინაარსით, ასევე ფორმით
„ტრისტრამ შენდი“ XVIII საუკუნის ინგლისური სოციალურ-პა-
ნორამული რეალისტური რომანის პაროდიაა – ერთიანი სი-
უჟეტის უქონლობა და თხრობის ფრაგმენტულობა მასში ერ-
წყმის მხატვრული ფორმის ორიგინალურობას: ზოგიერთი თა-
ვის ნომერს მოჰყვება დაუწერელი გვერდები, რომ მკითხველ-
მა თვითონ მოიფიქროს ის, რას ავტორს არ დაუწერია. ერთ
ადგილას, იმის ნაცვლად, რომ აღწეროს პერსონაჟი ქალის სი-
ლამაზე, ავტორი ცარიელს ტოვებს გვერდს და სთხოვს მკით-
ხველს, თვითონ დახატოს მისი პორტრეტი საკუთარი გემოვნე-
ბის შესაბამისად. ამავე დროს, თითქმის მთელი თავი ეთმობა
კაპრალ ტრიმის პოზის აღწერას მისი ქადაგების დროს.
სტერნი ცდილობს აგრეთვე გაითავისუფლოს თავი
პუნქტუაციის ტრადიციული ნორმებისგან. მას განსაკუთრე-
ბით უყვარს ტირე, ზოგჯერ მიყოლებით სვამს ორ-სამს.
რადგან „ტრისტრამ შენდი“ განმანათლებლური საოჯახო-
ყოფითი რომანის პაროდიაა, ამ ჟანრის მოთხოვნათა შესაბა-
მისად, მასში გამოყვანილია ტრისტრამის ოჯახი და დახატუ-
ლია შენდი-ჰოლის მამულის ატმოსფერო. წინა პლანზე არიან
უოლტერ და ტობი შენდები – ტრისტრამის მამა და ბიძა. მათ
გვერდით არიან უოლტერის ცოლი, კაპრალი ტრიმი, პასტორი
იორიკი, ექიმი სლოპი და ტრისტრამი, რომლის პირითაც მიმ-
დინარეობს თხრობა.
საოჯახო თემა ინგლისურ ლიტერატურაში დამუშავდა რი-
ჩარდსონის რომანებში, სადაც ბურჟუაზიული ოჯახი გაიდეა-
ლებულია, ხოლო წერის მანერა ხშირად პათეტიკურია. სტერ-
ნთან ხდება ამ საკითხის აბსოლუტურად სხვაგვარი გააზრება
და გადაფასება. სტერნი თავისი მომაკვდინებელი ირონიით
ნიღაბს ხდის და დასცინის თავისი გმირების ცხოვრების უშინა-
არსობას და მათ არსებობას გვიხატავს როგორც ფარსს.

168 მკითხველთა ლიგა


გვარი „შენდი“ იორკშირულ დიალექტზე „განუსჯელს“ ნიშ-
ნავს. რომანის გმირთაგან ყველა თავისებურად ახირებულია.
უოლტერ შენდის ახირებულობა ვლინდება ფილოსოფიურო-
ბისკენ მიდრეკილებაში (ირონიული კარიკატურა განმანათ-
ლებლობის ეპოქისთვის დამახასიათებელ განყენებულ რა-
ციონალისტურ აზროვნებაზე). ასევე უსარგებლო საქმეებით
არის გატაცებული მისი ძმა ბიძია ტობი, სახლის წინ ციხე-სი-
მაგრეებს რომ აგებს.
მაგრამ, ამავე დროს, განმანათლებლობის ეპოქის მშრა-
ლი პრაქტიციზმის სამყაროს სტერნი თავისი რომანით უპი-
რისპირებს ახირებული და სუფთა გულის ადამიანთა სამყა-
როს. ამ მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველია ბიძია ტობის სა-
ხე. ბავშვურად გულუბრყვილო ტობის ზნეობრივად ამაღლე-
ბული საქმის გაკეთებაც შეუძლია – ის ვალდებულებას იღებს
მეურვეობა გაუწიოს სიღარიბეში გარდაცვლილი ოფიცრის,
ლეფევრის ვაჟს. ტობი ავტორის საყვარელი გმირია. სტერნი
მის შესახებ რბილი იუმორით წერს – მას ხიბლავს ამ ახირებუ-
ლი კაცის წრფელი და კეთილი გული და გულისხმიერი ნატუ-
რა. ყოფილი სამხედრო ბიძია ტობი თავის თავს გამოცდილ
სტრატეგად მიიჩნევს და თავის ერთგულ კაპრალ ტრიმთან
ერთად ომობანას თამაშით ერთობა. სამხედრო საქმე მისი
ახირებაა. სტერნი თვლის, რომ სწორედ ახირებაში ვლინდება
ყველაზე უკეთ ადამიანის ბუნება. ის ირონიით მოგვითხრობს
თავისი გმირების ახირებულობის შესახებ, მაგრამ არ ჰკიც-
ხავს მათ, რადგან ახირებულობაში ის მოსაწყენი ყოველ-
დღიური ერთფეროვნებიდან თავის დაღწევის საშუალებას ხე-
დავს. რაიმე უჩვეულო გატაცების ქონის ამ უნარს სტერნი
„შენდიზმს“ უწოდებს. ტრისტრამის მამა, უოლტერ შენდი წერს
ვრცელ სახელმძღვანელოს თავისი შვილის აღზრდის საკით-
ხებზე, მაგრამ ტრისტრამი ისე გაიზრდება, რომ ეს „კაპიტალუ-
რი“ ნაშრომი დაუმთავრებელი რჩება.
თუ „ტრისტრამ შენდი“ თავისი წინამორბედი და თანამედ-
როვე სოციალურ-პანორამული და საოჯახო-ყოფითი რომანე-
ბის პაროდიაა, „სენტიმენტალური მოგზაურობა“ ტრადიციუ-
ლი მოგზაურობის ჟანრის რომანის არანაკლებ აშკარა პარო-

169 მკითხველთა ლიგა


დიაა. სტერნამდე მოგზაურობის ჟანრის საზღვრები და ამოცა-
ნები ზუსტად იყო განსაზღვრული. მოგზაურობის ავტორები ინ-
ფორმაციულ და დიდაქტიკურ მიზნებს ისახავდნენ. მოგზაუ-
რობის ჩანაწერებში მთავარი ადგილი ეკავა ნანახი ქვეყნების
ყოფისა და ზნე-ჩვეულებების დეტალურ აღწერას, ხოლო თვი-
თონ მოგზაური მეორეხარისხოვანი იყო – ის მხოლოდ კე-
თილსინდისიერად აფიქსირებდა ნანახს. მისი შინაგანი სამყა-
რო, მისი სულის მოძრაობანი, მისი განცდები არც მწერალს
და არც მკითხველს არ აინტერესებდა. სტერნის ნაწარმოებში
კი რეალური გეოგრაფია მეტად უმნიშვნელო როლს ასრუ-
ლებს. იტალიაში მოგზაურობა წიგნში საერთოდ არ არის აღ-
წერილი და არც საფრანგეთის შესახებაა მოცემული რაიმე
ცნობები. სტერნის ამოცანას არ წარმოადგენს ქვეყნებისა და
ქალაქების, ხალხებისა და მათი ზნე-ჩვეულებების აღწერა.
წიგნში ფაქტები და მოვლენები არ უნდა ვეძებოთ, რადგან პას-
ტორი იორიკის მოგზაურობა „სენტიმენტალურია“. მასში
მთხრობელის და, შესაბამისად, მკითხველის ყურადღება მიპ-
ყრობილია არა გარე სამყაროსკენ, არამედ მთხრობელის
გრძნობებისკენ, მისი შინაგანი სამყაროს, მისი ქცევის ანალი-
ზისკენ. ძირითადი მოვლენები გმირის ცნობიერებაში ხდება.
წინა პლანზეა მოგზაურის სახე და არა თვითონ მოგზაურობის
აღწერა, თუმცა წიგნის თავებს ფრანგული ქალაქებისა და სა-
ფოსტო სადგურების სახელები აქვს წამძღვარებული. სტერნს
ადამიანის სული უფრო აინტერესებს. მშრალ ინფორმაციუ-
ლობას, რეპორტაჟს, მის წინამორბედებს რომ ახასიათებდათ,
სტერნი სუბიექტური საწყისის გაძლიერებით ცვლის. უპირვე-
ლესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ აღიქვამს პას-
ტორი იორიკი დანახულს, როგორ ასოციაციებს იწვევს მასში
ესა თუ ის შეხვედრა თუ შთაბეჭდილება.
ანგლიკანელი პასტორი იორიკი ამ ნაწარმოებში „ტრის-
ტრამ შენდიდან“ გადმოვიდა. სახელი იორიკი სტერნის ნაწარ-
მოებში შემთხვევით არ გამოჩენილა – მას გარკვეული ლიტე-
რატურული ტრადიცია აქვს – ეს არის მასხარას სახელი შექ-
სპირის „ჰამლეტიდან“. იორიკი არ არის შექსპირის ტრაგედი-
ის მოქმედი პირი. ის მკვდარია. ჰამლეტს მისი თავის ქალა

170 მკითხველთა ლიგა


უჭირავს ხელში და წარმოთქვამს სიტყვებს: „საწყალი იორი-
კი“. სწორედ ეს სიტყვები აირჩია სტერნმა პასტორი იორიკის
საფლავზე წასაწერად, რითაც ის თავის თანაგრძნობასაც გა-
მოხატავს და ირონიასაც.
განმანათლებლურ რომანში გაბატონებულ კეთილგონიე-
რი ადამიანის სახეს, ადამიანისა, რომელიც ადვილად უმორ-
ჩილებს თავის ვნებებს გონების კონტროლს, სტერნი უპირის-
პირებს, მისი აზრით, ერთადერთ რეალურ სახეს ადამიანისა,
რომლის ცნობიერებაში ერთმანეთს ებრძვის ურთიერთსაწი-
ნააღმდეგო ზრახვები და სურვილები, ურთიერთგადახლარ-
თულია ამაღლებული და მდაბალი. იორიკის ცნობიერებაშიც
ხშირია გრძნობათა ჭიდილი. იორიკის ბუნება წინააღმდეგობ-
რივია, მის მიერ განცდილი კი – მრავალფეროვანი და მრა-
ვალპლანიანი. სუბიექტივიზმი მოვლენებისადმი მიდგომისას
ძირითადი პრინციპი ხდება.
იორიკის სახით ჩვენს წინაშეა ადამიანი, რომლის ბუნება-
შიც თანაარსებობს ეგოიზმი და ადამიანებისადმი სიყვარული,
აღმაფრენა და ანგარიშიანობა, ამაღლებული და ქვენა
გრძნობები. გალიაში გამომწყვდეული შოშიის დანახვაზე იო-
რიკი წარმოთქვამს მგზნებარე სიტყვას მონობის საშინელება-
ზე და იგონებს ბასტილიის უბედურ მსხვერპლთ, მაგრამ იქვე
ირკვევა, რომ იორიკს უფრო საკუთარი თავი ადარდებს – პას-
პორტის უქონლობის გამო პატიმრობა ემუქრება. კალეში ის
ხვდება ბერს, მამა ლორენცოს, რომელიც იორიკს სთხოვს შე-
საწირავის გაღებას მისი მონასტრისთვის, მაგრამ იორიკში სი-
ძუნწის გრძნობა იღვიძებს, თუმცა შემდეგ ის ნანობს თავის
საქციელს და როცა ბერი ლორენცო მას თავის სათუთუნეს
აჩუქებს, იორიკი თავისას აძლევს. სტერნი გვიჩვენებს, რომ
ადამიანის მორალური ნორმები მერყევია. განმანათლებლურ
გონების კულტსა და შეცნობადობას, რაციონალურობას
სტერნი გრძნობების რთულ და წინააღმდეგობრივ სამყაროს
უპირისპირებს, რომელიც ხშირად ამოუცნობი და ირაციონა-
ლურია.

171 მკითხველთა ლიგა


წინარომანტიზმი

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ადამიანის და მისი


გონების ძალისა და ყოვლიშემძლეობის რწმენა გულგატეხი-
ლობამ შეცვალა, გაჩნდა ახალი ლიტერატურული და ესთეტი-
კური მიმდინარეობები, რომლებიც აშკარად დაშორდა წინა-
მორბედი ლიტერატურული ეპოქების ნორმებს. განმანათ-
ლებლური რაციონალიზმი ირაციონალიზმმა, სამყაროსა და
ადამიანის შეუცნობლობის რწმენამ შეცვალა.
გონების განმანათლებლური კულტის მსხვრევას, რაციო-
ნალისტური განმანათლებლური ფილოსოფიის კრიზისს, რო-
მელმაც ინგლისში უფრო ადრე იჩინა თავი, ვიდრე სხვა ქვეყ-
ნებში, მოჰყვა ახალი ტენდენციების აღმოცენება, რამაც ბიძგი
მისცა ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის – წინარომან-
ტიზმის განვითარებას. წინარომანტიზმი იყო მოსამზადებელი
ეტაპი რომანტიზმის ჩამოყალიბების გზაზე. წინარომანტიზმი
არის რეაქცია განმანათლებლობაზე და ავლენს ნიშნებს,
რომლებიც განასხვავებენ მას კლასიციზმისა და სენტიმენტა-
ლიზმისგან. კლასიციზმის ნორმატიულ ესთეტიკას უპირის-
პირდება ემოციური საწყისის პოეტიზაცია. მაგრამ წინარომან-
ტიზმის ლიტერატურაში გრძნობის გამოხატვა განსხვავდება
გრძნობის გამოხატვისგან სენტიმენტალისტურ ლიტერატურა-
ში. სენტიმენტალისტების გრძნობადობას წინარომანტიკოსე-
ბი ვნებათა იდუმალებას და გამოუცნობ ბუნებას ამჯობინებენ.
თანამედროვე ცივილიზაციიდან ბუნების წიაღში წასვლაც
მათთან განსხვავებულია – სენტიმენტალისტებთან ბუნების
წიაღში ცხოვრება თანამედროვე ყოფის ყოველდღიურ ფორ-
მებში მიმდინარეობს, წინარომანტიკოსებთან კი ბუნების წი-
აღში ცხოვრება, ცივილიზაციისგან მოწყვეტა – ეს არის უცხო
და შორეულ ქვეყნებში, შორეულ წარსულში, შუა საუკუნეებში
გადასვლა, ხოლო მისი აღწერა საოცარ, უჩვეულო გოთიკურ

172 მკითხველთა ლიგა


ფორმებს იღებს. წინარომანტიკოსი გატაცებულია წარსულით,
ყოველივე ეგზოტიკურით და ფანტასტიკურით.
წინარომანტიკული გოთური რომანი ამ მიმდინარეობის
წამყვანი ჟანრია. გოთური რომანის პირველი ნიმუში იყო ჰო-
რეს უოლპოლის (Horace Walpole, 1717-1797) მიერ 1764
წელს გამოქვეყნებული “ოტრანტოს ციხე-სიმაგრე”. ჰორეს
უოლპოლი ბრიტანეთის პირველი დე-ფაქტო პრემიერ-მინის-
ტრის, სერ რობერტ უოლპოლის შვილი იყო. მის გოთურ რო-
მანში აღწერილია სასჯელი, რომელიც თავს დაატყდა მან-
ფრედს, ციხე-სიმაგრის პატრონს, და მის ოჯახს წინაპრის მიერ
ჩადენილი ცოდვის გამო.
გოთური რომანის მიზანი იყო ძლიერი ზემოქმედება მოეხ-
დინა მკითხველის გრძნობებზე. მან გააფართოვა ინგლისური
პროზის თემატიკა, საშუალება მისცა მკითხველს თავი დაეღ-
წია ერთფეროვანი ყოველდღიურობისგან და გააღვიძა ინტე-
რესი ეგზოტიკისადმი, წარსულისადმი. მაგრამ ამ ჟანრმა მრა-
ვალი მიზეზის გამო (პრობლემატიკის უქონლობა, საშინელე-
ბათა ხელოვნური მოზღვავება, ისტორიული პროცესის გააზ-
რების უუნარობა) ვერ მიაღწია მაღალმხატვრულ დონეს და
ვერ იქცა ჭეშმარიტად ღირებულ ლიტერატურულ ჟანრად.
რობერტ ბერნსი
XVIII საუკუნის ინგლისური წინარომანტიკული პოეზიის
მწვერვალია ცნობილი შოტლანდიელი პოეტის რობერტ ბერ-
ნსის (Robert Burns, 1759-1796) პოეზია. ბერნსის შემოქმედე-
ბა ხალხურობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა. ბერნსის, დიდი
შოტლანდიელი ბარდის, როგორც მას უწოდებენ, ლირიკა მე-
ამბოხე ადამიანის სულის ძახილია. ამავე დროს ის აღსავსეა
ლირიზმითა და პოეტურობით.
თვითნასწავლი შოტლანდიელი გლეხის, უილიამ ბერნსის
ოჯახში დაბადებული რობერტ ბერნსი შვიდი შვილიდან უფ-
როსი იყო. სიღარიბესა და გაჭირვებაში გაზრდილს ადრეული
ასაკიდანვე მოუწია მძიმე შრომა, რაც აისახა კიდეც მის ჯან-
მრთელობაზე. ბავშვებს მამამ შეასწავლა წერა-კითხვა, არით-
მეტიკა, გეოგრაფია და ისტორია და ქრისტიანული რწმენის
სახელმძღვანელოც კი დაწერა მათთვის. რამდენიმე წელი

173 მკითხველთა ლიგა


რობერტი სამრევლო სკოლაში დადიოდა, სადაც ლათინურს,
ფრანგულს, გრამატიკას და მათემატიკას ასწავლიდნენ. 1781
წელს 22 წლის ბერნსი მასონური ლოჟის წევრი გახდა.
1786 წელს ედინბურგში ჩასული რობერტ ბერნსი როგორც
თანასწორი ისე მიიღეს დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებ-
ში. ბერნსი სტუმრობდა არისტოკრატულ თავყრილობებს, სა-
დაც ძალიან ბუნებრივად და ღირსეულად ეჭირა თავი. სწორედ
ერთ-ერთ ასეთ წრეში შეხვდა ბერნსი 16 წლის უოლტერ
სკოტს, რომელზეც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
რობერტ ბერნსი რომანტიზმის პიონერად ითვლება ინ-
გლისურ პოეზიაში. რობერტ ბერნსის პოეზია დაკავშირებუ-
ლია წინარომანტიკული ლიტერატურის შემოქმედებით ძი-
ებებთან, მაგრამ მისი მნიშვნელობა სცდება წინარომანტიზმის
ჩარჩოებს. მის ზოგიერთ ლექსში იგრძნობა სენტიმენტალიზ-
მის გავლენაც. შეინიშნება აგრეთვე რომანტიზმისთვის დამა-
ხასიათებელი ნიშნები. ბერნსის შემოქმედება მჭიდროდ არის
დაკავშირებული ფოლკლორულ ტრადიციასთან. ბერნსი წერ-
და როგორც ინგლისურ, ასევე შოტლანდიურ ენაზეც. მის პო-
ეზიას, რომელმაც განსაზღვრა ბაირონისა და შელის რომან-
ტიკული პოეზიის ბევრი თემა და მოტივი, მნიშვნელოვანი ად-
გილი უჭირავს ინგლისურ ლიტერატურაში. ბერნსის პოეტური
მემკვიდრეობა ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ის ქმნიდა მეგობრულ მიძღვნებს, სუფრულ სიმღერებს, მოქა-
ლაქეობრივი შინაარსის ლექსებს, სატირულ პოემებს, ეპიგ-
რამებს, სასიყვარულო ლექსებს. მისი პოეზია ხალხური სიმ-
ღერის, ბალადისა და თქმულების ფოლკლორულ ჟანრებს
ეფუძნება. პოეტი ლაკონური და მარტივი ფორმით გადმოს-
ცემს დიდ გრძნობებს და ღრმა აზრებს. ბერნსმა სიცოცხლეში-
ვე მოიპოვა აღიარება, როცა 1786 წელს გამოქვეყნდა მისი
პირველი კრებული „ლექსები, დაწერილი ძირითადად შოტ-
ლანდიურ დიალექტზე“. ბერნსის ლირიკული ლექსები გამო-
ირჩევა სიცოცხლის სიყვარულით, პოეტი უმღერის სიყვა-
რულს, მეგობრობას, ბედნიერებას. მისი აზრით, ადამიანის სა-
უკეთესო ზნეობრივი თვისებები განუყოფელია სამშობლო-

174 მკითხველთა ლიგა


სადმი, მისი ხალხისადმი, მისი ველ-მინდვრებისადმი სიყვა-
რულისგან.
1795 წელს დაწერილ ლექსში „საყვარელი, ტკბილი მო-
ლი“ პოეტი მოხიბლულია ფეხშიშველი სოფლელი გოგონას
სილამაზით და თავმდაბლობით. მისი თვალები პოეტს ცაში
მოციმციმე ვარსკვლავებს აგონებენ.
ლექსში „წითელი ვარდი“ ბერნსი უმღერის ერთგულებას
და მარადიულ სიყვარულს ეფიცება სატრფოს. ეს ლექსი 1794
წლითაა დათარიღებული.
პოეტის ფაქიზი სული, ბუნებისადმი მისი სათუთი დამოკი-
დებულება ჩანს 1786 წელს დაწერილ ლექსებში „მთის ზიზი-
ლას, გუთნით რომ გადავუარე“ და „თაგუნას, გუთნით სორო
რომ დავუნგრიე“, რომლებშიც პოეტი ბუნებისადმი საოცრად
ფაქიზ დამოკიდებულებას ავლენს, ყოველი სულიერისადმი
ღრმა თანაგრძნობას და სიყვარულს გამოხატავს.
ბერნსს სწამს ხალხის ზნეობრივი ძალისა. ხალხის უკვდა-
ვების თემას ეძღვნება პოეტის მიერ 1776 წელს დაწერილი
ლექსი-ალეგორია „ქერის მარცვალი ჯონი“.
ბერნსის ლირიკა პატრიოტულია. მშობლიური შოტლან-
დიისადმი სიყვარულია გამოხატული 1790 წლით დათარიღე-
ბულ ლექსში „ჩემი გული შოტლანდიის მთებშია“. პატრიოტუ-
ლი ლექსი „სკოტები, რომელთაც აქვთ“, რომელიც 1794
წელს დაიწერა და რომელიც დიდხანს იყო შოტლანდიის
არაოფიციალური ეროვნული ჰიმნი, წარმოადგენს ბრიუსის
მიმართვას ჯარისადმი ბრძოლის წინ, როცა შოტლანდიამ შეძ-
ლო დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა. პოეტი უმღერის პატ-
რიოტული ბრძოლის ჰეროიკას და ხოტბას ასხამს წარსულის
გმირებს, ბრიუსს და უოლესს, რომლებიც შოტლანდიის და-
მოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ლექსი თავისუფლების-
მოყვარე სულითა და გმირული ბრძოლის პათოსით გამოირ-
ჩევა. მგზნებარე პატრიოტი ბერნსი წუხს იმის გამო, რომ მისმა
ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და სურს სიმამაცის მა-
გალითი აჩვენოს თავის თანამედროვეთ.
1790 წელს დაწერილი მხიარული პოემა „ტემ ო'შან-
ტერი“ სავსეა ხალხური იუმორით. კუდიანთა თემობა, გადაკ-

175 მკითხველთა ლიგა


რულში მყოფ ტემს რომ მოელანდა, მხიარული სცენაა, მოკ-
ლებული ყოველგვარ მისტიკურ საშინელებას, ასე რომ უყვარ-
დათ პოეტ-სენტიმენტალისტებს.
ბერნსის ლექსსა და სიმღერას „დიდი ხნის წინ“, რომელიც
პოეტმა 1788 წელს დაწერა, დღესაც მღერიან ახალი წლის წი-
ნა ღამეს, როცა შოტლანდიელები ჰოგმანეის აღნიშნავენ.
რობერტ ბერნსი, რომელსაც ადრე შეერყა ჯანმრთელობა,
რაც, როგორც ჩანს, გულის რევმატიული დაავადებით იყო გა-
მოწვეული, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XVIII საუკუნის ბოლოს რობერტ ბერნსმა ინგლისურ ლი-
ტერატურაში მხნეობის, სულიერი სიჯანსაღისა და ოპტიმიზმის
ძლიერი ნაკადი შემოიტანა.
XIX საუკუნის ლიტერატურა – რომანტიზმი
რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა,
XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე წარმოიშვა და მთელს ევრო-
პულ ლიტერატურაში დამკვიდრდა. ის გულისხმობს როგორც
მსოფლშეგრძნების გარკვეულ ტიპს, ასევე ამ მსოფლშეგ-
რძნების საფუძველზე შექმნილ კულტურას, გარკვეულ მე-
თოდსა და სტილს ლიტერატურაში.
რომანტიზმის ფილოსოფიისა და ესთეტიკის კლასიკურ
ქვეყნად გერმანია არის მიჩნეული. რომანტიზმის მსოფ-
ლმხედველობრივ საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. იე-
ნის წრის (ძმები შლეგელები, ნოვალისი, შელინგი) ფილოსო-
ფიური მოძღვრება. ევროპული რომანტიზმი გერმანული რო-
მანტიზმის გავლენით განვითარდა.
რომანტიზმის ლიტერატურულ მიმდინარეობად ჩამოყა-
ლიბება ხდებოდა საფრანგეთის 1789-94 წლების ბურჟუაზიუ-
ლი რევოლუციის დროს და მის შემდეგ და ფაქტობრივად რე-
ვოლუციის შედეგებით იმედგაცრუების განწყობილებას გამო-
ხატავდა. მდგომარეობამ, რომელიც რევოლუციასა და ნაპო-
ლეონის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომებს მოჰყვა, სულიშემხუთ-
ველი ატმოსფერო შექმნა. გაცრუვდა ის იმედები და ილუზი-
ები, რომელთაც განმანათლებლური იდეები და რევოლუცია
აღუთქვამდა კაცობრიობას. ევროპის სულიერ ცხოვრებაში მი-
უსაფრობის, მელანქოლიის, სასოწარკვეთილებისა და მსოფ-

176 მკითხველთა ლიგა


ლიო სევდის განწყობილება გამეფდა. რომანტიზმი ამგვარი
ემოციებისთვის ესთეტიკური ღირებულების მინიჭების მიმდი-
ნარეობაა. რომანტიკოსთა შემოქმედებითი სტიქია ოცნებასა
და სინამდვილეს შორის გაჩენილი ღრმა უფსკრულის გან-
ცდაა.
რომანტიზმის კულტურა წარმოადგენს საზოგადოებაში პი-
როვნების გაუცხოების პროცესის ასახვას, როდესაც პიროვნე-
ბა გაუცხოებული და იზოლირებული აღმოჩნდება მისთვის უც-
ხო და მიუღებელ საზოგადოებაში.
ყალიბდება რომანტიზმისთვის დამახასიათებელი მხატ-
ვრული პრინციპი – პიროვნება გამოიხატება როგორც თვით-
ღირებული, თვითკმარი ერთეული, რომელიც არ არის დამო-
კიდებული მახინჯ სოციალურ გარემოებებზე. ეს პიროვნება
თავისი განუმეორებელ, ინდივიდუალურ შინაგან სამყაროში
ცხოვრობს და, უარყოფს რა რეალურ სინამდვილეს, საკუთა-
რი წარმოსახვითა და ემოციური აქტივობით თვითონ ქმნის
თავისი სუბიექტური სულის მისწრაფებათა შესაბამის სამყა-
როს. ამასთან, რომანტიკოსმა ისიც იცის, რომ თვითღირებუ-
ლი პიროვნება მისი სუბიექტური შემოქმედების გზაზე და თა-
ვისუფალი ნების დამკვიდრების პროცესში გარდუვალად აწ-
ყდება მისი თანამედროვე საზოგადოების მკაცრ რეალობას.
ამის გამო ჩნდება რომანტიკული ირონია, რომელიც პიროვ-
ნების აბსოლუტური თავისუფლებისა და თვითკმარობის შეუძ-
ლებლობას გამოხატავს.
პიროვნება რომანტიკოს შემოქმედთან თავად ავტორის
განუმეორებელი სულიერი წყობის გამოხატულებაა. ამით
არის განპირობებული რომანტიკოსთა შემოქმედების ლირი-
კული და სუბიექტური ხასიათი. ლირიზმი კი განსაკუთრებული
მუსიკალური ჟღერადობის პოეტურ ფორმებად გარდაიქმნება.
რომანტიზმის, როგორც მხატვრული სისტემის, ერთიანო-
ბის საფუძველს ქმნის ძველთან დაპირისპირების ის შეგრძნე-
ბა, რომლითაც განიმსჭვალა ახალი თაობა წინა თაობების აზ-
როვნების სტილისა და მეთოდებისადმი. სიახლის ეს სულის-
კვეთება განმანათლებლობის ეპოქაში ჩამოყალიბებული სამ-
ყაროს მოდელის რღვევის შეგრძნებას ეყრდნობა. რომანტი-

177 მკითხველთა ლიგა


კოსისთვის სამყაროში არაფერია მყარი და უცვლელი, სტაბი-
ლური და დასრულებული. რომანტიზმი ხედავს ადამიანის ში-
ნაგან უსასრულობას, მის სიღრმეს, წინააღმდეგობებსა და
ამოუწურავობას. რომანტიზმის კულტურაში ჩამოყალიბდა
ადამიანის კოსმიურ მასშტაბში გააზრების ტენდენცია. ადამია-
ნი აქ მიკროკოსმია, რომელშიც დუბლირებულია მაკროკოს-
მის საიდუმლოება, ხოლო ამ საიდუმლოებათა წვდომა, იდუ-
მალისთვის მიყურადება რომანტიკოსთა შემოქმედების არ-
სია. ამით აიხსნება რომანტიკოსების დაინტერესება ადამია-
ნის სულის იდუმალი მხარეებით, ყოვლისმომცველი ვნებით,
ინტუიციით, რაც, თავის მხრივ, იწვევს პიროვნების თვითკმარ
და თავისუფლების მატარებელ საწყისად გააზრებას. პიროვ-
ნება რომანტიკოსისთვის თავისუფალია მაშინაც კი, როცა ის
მონობაში იმყოფება. სინამდვილის არასრულყოფილების წი-
ნააღმდეგ ბრძოლა თავისუფალი პიროვნების ნორმალური
მდგომარეობაა, მისი თავისუფლების რეალიზაციისა და დამ-
კვიდრების ფორმაა.
რომანტიზმი განიხილება როგორც რეაქცია კლასიციზმის
ნორმატიულობასა და განმანათლებლობის რაციონალიზმზე.
კლასიცისტური ნორმატიულობის პრინციპები რომანტიკოსე-
ბისთვის ხელოვანის, როგორც შინაგანად თავისუფალი ინდი-
ვიდის, შემზღუდველი ნორმებია. რომანტიკოსთა აზრით, გე-
ნიოსი ისევე არ უნდა ემორჩილებოდეს კანონებს, როგორც
ბუნება.
რომანტიზმის ესთეტიკაში დიდი ადგილი უჭირავს ამაღ-
ლებულსა და მშვენიერს. მხატვრული შემოქმედების არსი რო-
მანტიკოსებისთვის მდგომარეობს რეალობის გარდაქმნაში
პოეტური ფანტაზიის მეშვეობით. რომანტიზმის ლიტერატურა-
ში ინდივიდზე და მთელ საზოგადოებაზე ზემოქმედების ძლი-
ერ საშუალებად ითვლებოდა პოეზია. პოეტურ შემოქმედებაში
მთავარი იყო ემოციათა სტიქია და წარმოსახვა. პოეტურ წარ-
მოსახვას, რომელსაც რომანტიკოსები გონებაზე მაღლა აყე-
ნებდნენ, ისინი შემეცნების უმაღლეს ფორმად მიიჩნევდნენ,
რადგან პოეზია ადამიანის აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვან
ფორმად ითვლებოდა.

178 მკითხველთა ლიგა


რომანტიზმმა უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის
მხატვრულ განვითარებაში. რომანტიზმის კულტურაში ჩამო-
ყალიბებული პიროვნებისა და საზოგადოების წინააღმდეგო-
ბის პრობლემა ახალი, სოციალური ანალიზის საფუძველზე
XIX საუკუნის რეალიზმის არსს წარმოადგენს.

179 მკითხველთა ლიგა


უილიამ ბლეიკი

ინგლისური რომანტიზმის პირველ წარმომადგენლად პო-


ეტი და მხატვარი უილიამ ბლეიკი (William Blake, 1757-1827)
ითვლება. იმის გამო, რომ უილიამ ბლეიკის პოეზია მეტად
ორიგინალური და თავისთავადია, მისი შემოქმედების კლასი-
ფიცირება რთულია. თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა
ბლეიკს განიხილავს როგორც შემოქმედს, რომელმაც მნიშ-
ვნელოვანი როლი შეასრულა ინგლისური წინარომანტიზმისა
და რომანტიზმის პოეზიის განვითარებაში.
სიცოცხლეში ბლეიკს აღიარება არ ჰქონია, უფრო მეტიც,
თანამედროვეები თავისებური და უნიკალური შეხედულებე-
ბის გამო ბლეიკს შეშლილადაც კი თვლიდნენ. უილიამ უორ-
დსუორთი, ინგლისური რომანტიზმის ერთ-ერთი წარმომად-
გენელი, ბლეიკზე ამბობს: „უდავოა, რომ ეს საბრალო კაცი
შეშლილი იყო, მაგრამ ამ ადამიანის შეშლილობაში არის რა-
ღაც, რაც ჩემში უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე ლორდ ბა-
ირონისა და უოლტერ სკოტის ფსიქიკური საჯანსაღე“. რა თქმა
უნდა, უორდსუორთის მიერ გამოთქმული ეს აზრი, რბილად
რომ ვთქვათ, ერთობ სადაოა, მაგრამ იმაზეც მიანიშნებს, რომ
ბლეიკის შემოქმედება, სულ ცოტა, კამათს მაინც იწვევდა.
სიცოცხლეში ბლეიკს იცნობდნენ როგორც მხატვარსა და
გრავიორს. მისი ლექსები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ
გამოქვეყნდა. ლიტერატურულ წრეებში ბლეიკის პოეზიით და-
ინტერესება XIX საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა.
უილიამ ბლეიკზე ადრეული ასაკიდანვე დიდი ზეგავლენა
მოახდინა ბიბლიამ, რომელიც მთელი მისი სიცოცხლის მან-
ძილზე მისი შთაგონების უმთავრესი წყარო იყო. ბიბლიური
მოტივები ბლეიკის პოეზიაში მას მილტონის პოეზიასთან აახ-
ლოვებს. ბლეიკის შემოქმედებაში თვალნათლივია აგრეთვე
კავშირი განმანათლებლურ ლიტერატურასთან, რაც ვლინდე-
ბა იმაში, რომ ბლეიკი იცავს ადამიანის უფლებას იყოს ბედ-

180 მკითხველთა ლიგა


ნიერი და აღიარებს იდეების ზემოქმედების ძალას ადამიანის
ცნობიერებაზე. მაგრამ სინამდვილისადმი სწორხაზოვანი რა-
ციონალისტური მიდგომის კრიტიკაში ჩანს უკვე ახალი, რო-
მანტიკული საწყისი მის მსოფლშეგრძნებაში.
ბალადაში „მეფე გუინი“, რომელიც შედის ბლეიკის ლექ-
სების 1783 წელს გამოქვეყნებულ პირველ კრებულში „პოე-
ტური ჩანახატები“, ჟღერს მეფე გუინის ტირანიის წინააღმდეგ
სახალხო ამბოხების თემა.
1789 და 1794 წლებში გამოქვეყნებულ ლექსების კრებუ-
ლებს „უცოდველობის სიმღერები“ და „გამოცდილების სიმღე-
რები“ ბლეიკი ერთი ციკლის ნაწილებად განიხილავს, რო-
გორც გამოხატულებას ადამიანის სულის ორი ურთიერთსაწი-
ნააღმდეგო მდგომარეობისა. პირველი კრებულის ლექსებში
„ბავშვური სიხარული“ და „საღამოს სიმღერა“ იგრძნობა სიხა-
რულისა და ბედნიერების, სიცოცხლის სიყვარულის ხალისია-
ნი განწყობილება, ხოლო მეორე კრებულში ნათელ, ხალისიან
ემოციებს სევდიანი განწყობილება ცვლის. მეორე კრებულის
ლექსები წარმოადგენს ნაღვლიან ფიქრებს ცხოვრების ტრა-
გიზმზე. ორივე კრებულში არის ლექსი სათაურით „წმინდა
ხუთშაბათი“, მაგრამ პირველი კრებულის ლექსის ნათელი ატ-
მოსფერო მეორე კრებულის ლექსში პირქუში და უსიხარულო
გარემოთი იცვლება. პირველ ლექსში ისმის გალობა წმინდა
პავლეს ტაძარში, მეორეში კი – მშიერი ბავშვების ტირილი.
ლექსში „პატარა საკვამურის მწმენდავი“ მჭვარტლში ამოგან-
გლული საკვამურის მწმენდავი პატარა ტომი ოცნებობს ბედ-
ნიერ ბავშვობაზე და ესიზმრება, რომ ანგელოზი შავ კუბოებს
თავს ხდის და შიგ ჩამწყვდეულ პატარა საკვამურის მწმენდა-
ვებს ათავისუფლებს.
ბლეიკის პოეტური შემოქმედების დაგვირგვინებაა მისი
„წინასწარმეტყველური წიგნები“, რომელზეც ის XVIII საუკუ-
ნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მუშაობდა. კრებუ-
ლი რამდენიმე პოემისგან შედგება, რომელთა შორისაა „ზე-
ცისა და ჯოჯოხეთის ქორწინება“ (1790), „საფრანგეთის რევო-
ლუცია“ (1791), „ალბიონის ასულთა ხილვა“ (1793), „იერუსა-
ლიმი“ (1804), „მილტონი“ (1804) და სხვ. ბლეიკის წინასწარ-

181 მკითხველთა ლიგა


მეტყველურ და სიმბოლიკით დატვირთულ პოეზიაში, რომე-
ლიც ფილოსოფიური და მისტიკური ხასიათისაა, დიდ როლს
ასრულებს პოეტური წარმოსახვა. კრებულის ლირიკულ-ფი-
ლოსოფიურ პოემებში დასმულია სამყაროსა და კაცობრიო-
ბის ბედის პრობლემა და გამოხატულია ოცნება ისეთ დროზე,
როცა ადამიანი თავისუფალი იქნება და დედამიწაზე ჰარმონია
და სილამაზე იზეიმებს.
პოეტის როლსა და დანიშნულებას ბლეიკი ხედავს იმაში,
რომ გენიოსმა დაუღალავად უნდა აწარმოოს ინტელექტუა-
ლური ბრძოლა ადამიანის გასათავისუფლებლად. „წინასწარ-
მეტყველურ წიგნებში“ ბლეიკმა, რომელიც ეყრდნობა ანტი-
კურ მითებსა და ბიბლიას, აგრეთვე ინგლისურ ხალხურ ლე-
გენდებს, შექმნა თავისი სისტემა სახე-სიმბოლოებისა, თავისი
„მითოლოგია“. პოეტი მიმართავს სიმბოლიკას, ფანტასტიკას,
წინასწარმეტყველურ ხილვებს. მისი კოსმიური მასშტაბის სა-
ხეები ძლიერი ვნებითა და ტიტანური ძალით გამოირჩევა, მაგ-
რამ ძალიან ხშირად ამ სიმბოლოების გაშიფვრა თითქმის შე-
უძლებელია. უილიამ ბლეიკის ლექსებში თავი იჩინა ინგლი-
სური რომანტიკული პოეზიის თავისებურებამ – აქ ერთმანეთს
ერწყმის ირონია და პათეტიკა, სატირა და ლირიზმი.

182 მკითხველთა ლიგა


რობერტ საუთი

ინგლისური რომანტიზმის პოეზიაში გამოყოფენ ჯგუფს პო-


ეტებისა, რომელთაც ტბის სკოლის პოეტებს, ტბის პოეტებს,
ლეიკისტებს უწოდებენ. ტბის პოეტების ჯგუფის სამი მნიშვნე-
ლოვანი ფიგურაა უილიამ უორდსუორთი, სემუელ კოლრიჯი
და რობერტ საუთი. მათ აერთიანებდათ ის, რომ ისინი ჩრდი-
ლოეთ ინგლისში, ტბების მხარეში, კემბერლენდში ცხოვრობ-
დნენ და პირადადაც იცნობდნენ ერთმანეთს – საუთი ოქ-
სფორდში სწავლისას დაუახლოვდა კოლრიჯს, უორდსუორთი
კი 90-იანი წლების ბოლოს დაუახლოვდა კოლრიჯსა და სა-
უთის. მათ იდეურ და შემოქმედებით გზას გარკვეული საერთო
ნიშნებიც აქვს. უორდსუორთის კრებული „პოეტური ბალადე-
ბი“ კოლრიჯთან თანაავტორობით არის დაწერილი. შემოქმე-
დებითი გზის დასაწყისში ტბის პოეტებისთვის დამახასიათებე-
ლია მებრძოლი, მეამბოხური განწყობილებები, ისინი მი-
ესალმნენ საფრანგეთის რევოლუციას, მაგრამ შემდეგ, რევო-
ლუციის შედეგებით იმედგაცრუებულებმა, დაკარგეს აქტიური
ბრძოლის რწმენა, კონსერვატორულ პოზიციაზე გადავიდნენ
და უმოქმედობის, პასიურობისა და „ბრძნული მჭვრეტელო-
ბის“ იდეებს მიმართეს.
ტბის პოეტები მოგვევლინენ როგორც ნოვატორები ინ-
გლისურ პოეზიაში, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით გზა
გაუკვალეს რომანტიკულ პოეზიას ინგლისურ ლიტერატურა-
ში. ბაირონი და შელი, რომლებმაც მწვავე ლიტერატურულ-
ესთეტიკური და იდეური პოლემიკა გაუმართეს ლეიკისტებს,
უორდსუორთისა და კოლრიჯის გავლენასაც განიცდიდნენ.
შელიმ, რომელმაც დაწერა პაროდია უორდსუორთის პოემაზე
„პიტერ ბელი“, ასევე გამოხატა მოწიწება უორდსუორთისადმი
მიძღვნილ სონეტში „უორდსუორთისადმი“. სატირაში „ინ-
გლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები“ ბა-

183 მკითხველთა ლიგა


ირონმა მასხრად აიგდო ბევრი მისი წინამორბედი და თანა-
მედროვე პოეტი, მათ შორის, ტბის პოეტები.
რობერტ საუთი (Robert Southey, 1774-1843), ტბის პოეტი,
პოეტი-ლაურეატი (ეს წოდება საუთის მიენიჭა მას შემდეგ, რაც
მასზე უარი განაცხადა უოლტერ სკოტმა), დაჩრდილეს მისმა
მეგობრებმა და თანამედროვეებმა, უილიამ უორდსუორთმა
და სემუელ კოლრიჯმა. ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავ-
რების შემდეგ რობერტ საუთი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე-
ობდა და ცნობილია აგრეთვე როგორც ლიტერატორი, ესსეის-
ტი, ისტორიკოსი და ბიოგრაფი. მის მიერ დაწერილ ბიოგრა-
ფიებს შორისაა ოლივერ კრომველისა და ადმირალ ჰორაციო
ნელსონის ბიოგრაფიები.
რობერტ საუთის ლექსების პირველი კრებული 1795 წელს
გამოქვეყნდა. 1796 წელს მას მოჰყვა დრამა „ჟანა დ’არკი“,
რომელშიც საუთიმ შუა საუკუნეების ლიტერატურისთვის და-
მახასიათებელ პოეტიკას მიმართა.
სემუელ კოლრიჯთან თანაავტორობით არის დაწერილი
დრამა „რობესპიერის დაცემა“ (1795), რომელიც საფრანგე-
თის რევოლუციის შედეგებით იმედგაცრუებას გამოხატავს.
კოლრიჯი და საუთი ამერიკაში პანთისოკრატიის – თავისუფა-
ლი საზოგადოების დაარსებაზე ოცნებობდნენ.
დრამატული ლექსი „უოტ ტაილერი“ (1794), რომელიც სა-
უთიმ საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შთაბეჭდი-
ლებით დაწერა, ეძღვნება გლეხთა აჯანყებას უოტ ტაილერის
ხელმძღვანელობით და მამხილებელი პათოსით გამოირჩევა.
90-იანი წლების ბოლოს საუთი წერს ბალადებს შუა საუკუ-
ნეების თემებზე, რომლებშიც გამოხატულია რელიგიური
იდეები და მოცემულია ზებუნებრივი სახეები და სიტუაციები.
მისტიკური ხასიათისაა პოემები „ტალაბა მნგრეველი“
(1801), არაბულ თქმულებას რომ ემყარება, „მედოკი“ (1805),
რომელიც XII საუკუნეში ვალიელი თავადის მიერ ამერიკის
აღმოჩენას ეხება, „კეჰამას წყევლა“ (1810), სადაც ავტორი ინ-
დურ მითოლოგიას მიმართავს და „როდერიკი, უკანასკნელი
გოთი“ (1814), რომელშიც მოთხრობილია ესპანეთში არაბე-
ბის შეჭრის შესახებ.

184 მკითხველთა ლიგა


სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მი-
მომხილველები“ ბაირონმა მასხრად აიგდო რობერტ საუთის
ლექსები. მანვე დაწერა იმავე სახელწოდების სატირული პა-
როდია რობერტ საუთის მიერ 1821 წელს გამოქვეყნებულ პო-
ემაზე „სამსჯავროს ხილვა“.

185 მკითხველთა ლიგა


უილიამ უორდსუორთი

1798 წელს გამოქვეყნდა უილიამ უორდსუორთისა


(William Wordsworth, 1770-1850) და სემუელ კოლრიჯის „ლი-
რიკული ბალადების“ ანონიმური გამოცემა. პოეტები გამოდი-
ოდნენ ლიტერატურული წესების წინააღმდეგ და ცდილობ-
დნენ შეექმნათ ლიტერატურული ექსპერიმენტი, დაფუძნებუ-
ლი ადამიანის გრძნობებისა და ვნებების ბუნებრივად გამო-
ხატვაზე. წინასიტყვაობა, დაწერილი უორდსუორთის მიერ
„ლირიკული ბალადების“ მეორე გამოცემისთვის, ინგლისური
რომანტიზმის ერთგვარ მანიფესტად იქცა. თავად უორდსუორ-
თი მას თავისი პოეზიის თეორიული პრინციპების სისტემატი-
ზებულ გადმოცემად მიიჩნევდა. ის ლაპარაკობს იმის აუცი-
ლებლობაზე, რომ ყოველდღიური ცხოვრების მოვლენები უნ-
და იქნას გადმოცემული პოეტური წარმოსახვის გზით, რომე-
ლიც ჩვეულებრივ მოვლენას არაჩვეულებრივის ასპექტში
წარმოგვიდგენს. უორდსუორთის აზრით, პოეზიის საგანი უნ-
და იყოს სოფლის ცხოვრება, რადგან ადამიანი, უბრალოდ და
უპრეტენზიოდ რომ ცხოვრობს, მეტი უშუალობით ავლენს თა-
ვის ადამიანურ ვნებებსა და მისწრაფებებს. უბრალო ადამია-
ნების ყოფაში ვნებები ბუნების მარადიულ სილამაზეს ერ-
წყმის. პოეზიის მიზანი კი ძლიერი გრძნობების ასახვაა. პოეტი
დაჯილდოებულია მგრძნობიარობითა და აზრის სიღრმით.
სწორედ პოეტის მიერ გამოხატული გრძნობა ანიჭებს ღირებუ-
ლებას ამა თუ იმ მოქმედებას თუ ვითარებას. პოეზიისთვის აუ-
ცილებელი პირობებია დაკვირვება და აღწერა, მგრძნობია-
რობა, წარმოსახვა, ფანტაზია, გამონაგონი. წარმოსახვა მო-
წოდებულია გახსნას და გამოხატოს ადამიანის შინაგანი თვი-
სებები.
„ლირიკული ბალადების“ ძირითადი დრამატული თემაა
პატრიარქალური ურთიერთობების რღვევა სამრეწველო გა-
დატრიალების შედეგად წარმოქმნილი ახალი ბურჟუაზიული

186 მკითხველთა ლიგა


ურთიერთობების ფონზე და პრობლემები, სოფლის წვრილ მი-
წათმფლობელებს რომ შეექმნათ, ძველი ოჯახური ურთიერ-
თობების ნგრევა.
ამ თემას ეძღვნება ლექსი „ფარიდან უკანასკნელი“ (1798),
რომელშიც პოეტი გვიხატავს ფსიქოლოგიას გლეხკაცისა,
მძიმედ რომ განიცდის თავისი მეურნეობის გაჩანაგებას. მას
დიდი ოჯახი ჰყავს გამოსაკვები და რაც უფრო ცოტა ცხვარი
რჩება მის ფარაში, მით უფრო სძულს მას თავისი შვილები.
სოფლის ცხოვრებას უორდსუორთი უპირისპირებს ქალა-
ქისას: ადამიანურობას ის მხოლოდ სოფლის მცხოვრებლებში
ხედავს და ჯიუტად და მტკიცედ ემიჯნება ყოველივე ახალს, რა-
საც სოციალური განვითარება მოაქვს. მისი ყურადღება მხო-
ლოდ „პასტორალური“ წარსულისა და საკუთარი სუბიექტური
განცდებისკენ არის მიმართული.
ლექსში „საბრალო სუზანის ოცნება“ (1800) გოგონას, თა-
ვისი სურვილის საწინააღმდეგოდ ქალაქში რომ აღმოჩნდება,
მშობლიური კუთხე ენატრება. ქუჩის კუთხეში შაშვის გალობას
რომ გაიგონებს, სუზანს ახსენდება თავისი სახლი, მთები, მდი-
ნარე და საძოვრები, რომელთაც ვეღარასოდეს ნახავს.
უორდსუორთი თავის პოეზიაში ხშირად მიმართავს ბავ-
შვების სახეებს, რაც გამოწვეულია იმით, რომ, პოეტის აზრით,
სწორედ ბავშვის ცნობიერებისთვის არის დამახასიათებელი
ის წარმოსახვა, რომელიც აუცილებელია რომანტიკული პო-
ეზიისთვის. მისი აზრით, ბავშვობაში ადამიანი უფრო ახლოსაა
ღვთაებრივ საწყისთან. ლექსში „ჩვენ შვიდნი ვართ“ (1798)
რვა წლის გოგონა, რომლისთვისაც არ არსებობს განსხვავება
სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, კითხვაზე, რამდენნი არი-
ან ოჯახში, გამუდმებით პასუხობს, შვიდნი ვართო. მას არ აქვს
გააზრებული რომ ორნი, მისი და-ძმა, აღარ არიან ცოცხლები.
უორდსუორთის პოეზიაში იდეალიზებულია ცხოვრებისად-
მი პასიური დამოკიდებულება. ლექსში „შენიშვნა და პასუხი“
(1798) მეთიუ ეკითხება თავის მეგობარ უილიამს, რატომ ზის
მთელი უქმად, განმარტოებული, რაზედაც უილიამი პასუხობს,
რომ პირად ნებაზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ადამია-
ნის ბედს რაღაც სხვა, ამოუცნობი ძალები განსაზღვრავენ,

187 მკითხველთა ლიგა


რომელთაც უნდა დაემორჩილო, რადგან ცხოვრების არსი
ბრძნულ პასიურობაშია.
იმავე წლით დათარიღებული ლექსი „ცვლილებების
დროა“ არის პოეტის მოწოდება მეგობრისადმი, ნუ ჩაჰკირკი-
ტებს წიგნებს და ბუნებას მიმართოს, რომლისგანაც უფრო
მეტს ისწავლის – დაე, ბუნება იყოს შენი მასწავლებელიო.
ლექსში „ტინტერნის სააბატოს მახლობლად დაწერილი
სტრიქონები“ (1798) ბუნებისადმი რომანტიკული დამოკიდე-
ბულება ვლინდება – ლირიკული გმირი ერწყმის ბუნებას,
ამაღლებულად აღიქვამს მას. ბუნების ჭვრეტა და ბუნებით
ტკბობა განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იწვევს, რაც ამო-
უცნობ სამყაროში ცხოვრებას უადვილებს ადამიანს.
სიყვარულის თემაზე წერა ნაკლებად დამახასიათებელია
უორდსუორთისთვის, რომელიც გაურბოდა ძალიან ძლიერ
ინდივიდუალურ განცდებსა და ვნებებს, რადგან იდეალად
სიმშვიდე და აუმღვრევლობა და „ბრძნული პასიურობა“ მიაჩ-
ნდა. სიყვერულს ეძღვნება მხოლოდ ლირიკული ლექსების
ციკლი ლუსიზე, რომელიც წარმოადგენს ლირიკული გმირის
პოეტურ მონათხრობს სიყვარულსა და მის ძალაზე. რომანტი-
კული სიყვარული იდუმალია, ის საიდუმლოებით მოცული ვნე-
ბაა. ლირიკული გმირი მიილტვის სატრფოსკენ, რომელიც უკ-
ვე აღარ არის ცოცხალი. ლუსის სიკვდილზე მას ბუნება მიანიშ-
ნებს – ჩაქრა მთვარის შუქი. ლუსი, რომელიც ბუნების მშვე-
ნიერების ხორცშესხმა იყო, თავისი სიკვდილით ბუნებას შეერ-
წყა.
სონეტში „ლონდონი, 1802“ უორდსუორთი იხსენებს მილ-
ტონს და მილტონის გმირულ იდეალებს თანამედროვე ინ-
გლისის დაკნინებულ ყოფას უპირისპირებს. პოეტი ამბობს,
რომ ინგლისს მილტონისნაირი ადამიანები სჭირდება და
სთხოვს მილტონს, ძალა, სიმამაცე და თავისუფლება მისცეს
თანამედროვე ადამიანებს.
ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის თემას ეხება
სონეტი „ტუსენ ლ’უვერტურს“ (1807). აჯანყებული ჰაიტელე-
ბის მეთაური ტუსენი დილეგშია ჩაგდებული. მას სიკვდილი

188 მკითხველთა ლიგა


ემუქრება. პოეტი მოუწოდებს მას, არ დანებდეს, სულით არ
დაეცეს.
პოემა „გასეირნება“ (1814) წარმოადგენს საუბარს პოეტს
(რომელიც პოემის მთხრობელია), მოხეტიალეს, განდეგილსა
და პასტორს შორის, სასაფლაოზე რომ შეხვდებიან ერთმა-
ნეთს. განდეგილი, რომელსაც ცოლ-შვილი დახოცვია და
რომლისთვისაც საფრრანგეთის რევოლუციას, რომლის მო-
ნაწილეც თავად იყო, იმედები გაუცრუებია, ახლა არჩევს სა-
ზოგადოებას გაერიდოს და მარტო იცხოვროს, რადგან არ
სურს რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს იმ სინამდვილესთან, რო-
მელმაც ამდენი ტკივილი მიაყენა. ეს პოემა ძველი ღირებულე-
ბების გადაფასებისა და უარყოფის აპოლოგიაა.
ავტობიორგაფიული პოემის „პრელუდია, ანუ პოეტის გო-
ნების ზრდა“ პირველი ვერსია უორდსუორთმა 28 წლის ასაკში
დაწერა და მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე
მუშაობდა მასზე ისე, რომ არ გამოუქვეყნებია. უფრო მეტიც,
მას არც დაუსათაურებია პოემა და „კოლრიჯისადმი მიძღვნილ
პოემად“ მოიხსენიებდა ამ ნაწარმოებს, ხოლო თავისი დისად-
მი მიწერილ წერილში ამბობდა, რომ ეს იყო პოემა მისი გონე-
ბის ზრდაზე. ფართო საზოგადოებისთვის პოემა უცნობი იყო.
ის მხოლოდ უორდსუორთის სიკვდილიდან შვიდი თვის შემ-
დეგ, 1850 წელს გამოაქვეყნა მისმა მეუღლემ და მანვე დაასა-
თაურა. მიუხედავად იმისა, რომ „პრელუდიის“ გამოქვეყნებას
მაშინდელი მკითხველის დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვე-
ვია, ეს ნაწარმოების უორდსუორთის შედევრად არის აღიარე-
ბული. პოემის გმირი იგონებს ახალგაზრდობას, იხსენებს საფ-
რანგეთის რევოლუციას, რომლის მოწმეც თავად იყო. უორ-
დსუორთი პოეტის სახეს ხატავს როგორც სახეს განდეგილისა
და ხელოვნების ქურუმისა, ღვთიურ წინასწარმეტყველებას
რომ გამოხატავს – ამაშია, მისი აზრით, პოეტის დანიშნულება.
„გასეირნება“ და „პრელუდია“ იყო ნაწილები უორდსუორ-
თის მიერ ჩაფიქრებული დიდი ფილოსოფიური პოემისა „გან-
დეგილი“.
უილიამ უორდსუორთს მინიჭებული ჰქონდა პოეტი-
ლაურეატის წოდება.

189 მკითხველთა ლიგა


სემუელ კოლრიჯი

პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი სემუელ ტეილორ


კოლრიჯი (Samuel Taylor Coleridge, 1772-1834), ინგლისური
რომანტიზმის ტბის სკოლის წარმომადგენელი, კემბრიჯის
უნივერსიტეტში სწავლისას დაუახლოვდა რადიკალურად მო-
აზროვნეთა ჯგუფს, რომელთა შორის რობერტ საუთიც იყო.
კოლრიჯმა და საუთიმ შემდეგ დები ფრიკერები შეირთეს ცო-
ლებად, თუმცა კოლრიჯის ქორწინება უიღბლო გამოდგა და
როცა კოლრიჯს უორდსუორთის მომავალი ცოლისდა შეუყ-
ვარდა, ის საბოლოოდ გაშორდა ცოლს. სემუელ კოლრიჯს
მთელი ცხოვრება ტანჯავდა დეპრესია, რომლისგანაც თავის
დაღწევას ოპიუმით ცდილობდა.
უორდსუორთთან მეგობრობის პერიოდი ბედნიერი ხანა
იყო პოეტის ცხოვრებაში. 1807 წელს მან უორდუორთს ლექ-
სიც მიუძღვნა, სათაურით „უილიამ უორდსუორთს“, რომელ-
საც თავის ბრძენ მეგობარსა და მასწავლებელს უწოდებს.
1798 წელს მათ თანაავტორობით დაწერეს „ლირიკული ბა-
ლადები“.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კოლრიჯმა და საუთიმ
გადაწყვეტეს ამერიკაში დაეარსებინათ უტოპიური საზოგადო-
ება, სახელად პანთისოკრატია, სადაც არ იქნებოდა კერძომე-
საკუთრული ურთიერთობები. პანთისოკრატიის უტოპიურ
იდეას ეძღვნება კოლრიჯის მიერ 1795 წელს დაწერილი ორი
სონეტი: „პანთისოკრატია“ და „ამერიკაში პანთისოკრატიის
დაარსების შესაძლებლობის შესახებ“. პოეტი ოცნებობს ისეთ
ცხოვრებაზე, სადაც არ იქნება დესპოტიზმი, სასოწარკვეთი-
ლება და მწუხარება – მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებაზე.
ახალგაზრდა კოლრიჯის თავისუფლებისმოყვარული გან-
წყობილება გამოიხატა ოდაში „ბასტილიის დანგრევა“ (1789).
ლირიკული გმირი აღტაცებულია იმით, რომ ტირანიას ბოლო
მოეღო და თავისუფლებამ მონობის ჯაჭვი გაწყვიტა. საფრან-

190 მკითხველთა ლიგა


გეთის რევოლუციით მოხიბლულმა კოლრიჯმა შემდგომში
უარყო რევოლუციური ტერორის იდეა და 1795 წელს საუთის-
თან თანაავტორობით დაწერა ანტიიაკობინისტური დრამა
„რობესპიერის დაცემა“. ოდაში „საფრანგეთი“ (1798) პოეტი
გმობს რევოლუციურ ტირანიას და და იაკობინისტურ დიქტა-
ტურას. მას მიაჩნია, რომ რევოლუციურმა საფრანგეთმა უღა-
ლატა თავისუფლების იდეას. ის ჰკარგავს რწმენას იმ თავი-
სუფლებისა, რომელსაც საზოგადოება და სახელმწიფო ამ-
კვიდრებენ. პოლიტიკური ბრძოლით იმდგაცრუებულ კოლ-
რიჯს მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლების, ადამიანის
სულიერი თავისუფლების სწამს.
ლექსში „მონოდია ჩატერტონის სიკვდილზე“ (1790) კოლ-
რიჯი გამოხატავს თავის მრისხანებას, აღშფოთებასა და სევ-
დას, გამოწვეულს ინგლისელი პოეტის, თომას ჩატერტონის
დაღუპვის გამო, რომელმაც, საზოგადოების უსულგულობასა
და უსამართლობას რომ შეეჩეხა, 18 წლისამ თვითმკვლელო-
ბით დაასრულა სიცოცხლე. ლექსში აღწერილია ახალგაზრდა
პოეტის სიცოცხლის უკანასკნელი წუთები.
1794 წელს სემუელ კოლრიჯმა სონეტი მიუძღვნა პოლონე-
თის ეროვნულ გმირს, ტადეუშ კოსტიუშკოს, რომელიც გმირუ-
ლი თავდადებით იბრძოდა პოლონეთის ორი დამპყრობლის,
რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ. კოლრიჯის ამ ლექსმა შემ-
დგომში შთააგონა აგრეთვე ინგლისური რომანტიზმის პოეტე-
ბი ლი ჰანტი (Leigh Hunt, 1784-1859) და ჯონ კიტსი, რომელ-
თაც ამავე სათაურის ლექსები მიუძღვნეს ტადეუშ კოსტიუშ-
კოს, 1815 და 1816 წლებში, შესაბამისად.
კოლრიჯის ესთეტიკურ შეხედულებებში, რომლებიც მან
გამოთქვა სტატიებში შექსპირის შესახებ, მნიშვნელოვანია
წარმოსახვის კონცეფცია. წარმოსახვას კოლრიჯი განსაზ-
ღვრავს როგორც პოეტის უნარს, ერთმანეთს შეურწყას სხვა-
დასხვა ელემენტი, მოახდინოს მათი სინთეზირება.
კოლრიჯის ესთეტიკური შეხედულებები იდეალისტურია.
გერმანიაში ის სწავლობდა კანტისა და შელინგის მოძღვრე-
ბას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის გერმანული იდეალისტური

191 მკითხველთა ლიგა


ფილოსოფიის ინგლისურენოვანი კულტურისთვის გაცნობა-
ში.
კოლრიჯის პოეზიისთვის დამახასიათებელია ფანტასტიკუ-
რი, ზებუნებრივი და შიშისმომგვრელი ელემენტები. ალეგო-
რიული ხასიათის ლექსში „ყვავი“ (1797) მოთხრობილია ჩა-
დენილი ბოროტმოქმედების გამო შურისძიების შესახებ. ისმე-
ბა კითხვა, გამართლებულია თუ არა ბოროტების წინააღმდეგ
ძალისმიერი მოქმედება, რადგან მას ისევ მოჰყვება ძალმომ-
რეობა, ერთი ბოროტება მეორეს წარმოშობს. ლექსი დაწერი-
ლია საშობაო ზღაპრის ფორმით, რომელსაც სკოლის მოსწავ-
ლე ბიჭი თავის პატარა და-ძმებს უყვება.
სემუელ კოლრიჯის პოეტური მემკვიდრეობიდან განსა-
კუთრებით აღსანიშნავია 1798 წელს შექმნილი რომანტიკული
ბალადა „პოემა მოხუც მეზღვაურზე“. პოემაში განვითარებუ-
ლია ქრისტიანული იდეა იმის შესახებ, რომ ტანჯვა აბრძენებს
ადამიანს, ხოლო მონანიება ცოდვებს გამოისყიდის. ბალადის
სიუჟეტი ზებუნებრივ, ფანტასტიკურ ელემენტს შეიცავს, ხოლო
ნაწარმოების საერთო კოლორიტი პირქუში და შიშისმომ-
გვრელია. ხომალდი, რომელიც ეკვატორისკენ მიემართებო-
და, დინებამ ცივი სამხრეთი პოლუსისკენ წაიღო. სიკეთის მო-
მასწავებელია ხომალდის თავზე ალბატროსის გამოჩენა.
ფრინველს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა – ხომალდი სწორ
კურსზე გავიდა. მაგრამ მოხუცმა მეზღვაურმა მოკლა ალბატ-
როსი. ცოცხალი არსების მოკვლას შურისძიება მოჰყვა. ხო-
მალდი შტილში მოხვდა და წინ ვეღარ წავიდა. მთელი ეკიპაჟი
დაიღუპა. ხომალდზე საშინელი ზღვის არსებები დაღოღავენ.
მოხუცი მეზღვაური, რომელსაც ჯვრის ნაცვლად მოკლული
ალბატროსი შეუბამს კისერზე, მარტოობისგან იტანჯება. ის ახ-
ლა უკვე ხვდება, რომ ამ უბედურების მიზეზი მისი საქციელია.
სულები შეუნდობენ მოხუც მეზღვაურს, რადგან მის გულში სუ-
ლიერისადმი სიყვარულმა გაიღვიძა, და მოახდენენ სასწა-
ულს: მათი ნებით ხომალდი უქარო ამინდში მშობლიური ნაპი-
რებისკენ მიცურავს. მაგრამ მოხუცი მეზღვაური იძულებულია
სასჯელის სახით გამუდმებით დაეხეტებოდეს ერთი ადგილი-

192 მკითხველთა ლიგა


დან მეორეში და თავის ამბავს ჰყვებოდეს, რომელიც გაფ-
რთხილებასავით ჟღერს.
კოლრიჯის რომანტიკული პოეზიაში გამოირჩევა 1797
წელს დაწყებული დაუმთავრებელი პოემა „კრისტაბელი“. პო-
ემის გმირები არიან სერ ლეოლაინი, მისი ქალიშვილი კრის-
ტაბელი და ჯერალდინა, რომელსაც კრისტაბელი ტყეში გადა-
ეყრება და რომელიც ამბობს, რომ ის სახლიდან გაიტაცეს.
კრისტაბელს შეეცოდება ის და სახლში წაიყვანს. მისი მამა,
სერ ლეოლაინი მოიხიბლება ჯერალდინათი და გადაწყვეტს,
განსაკუთრებულად აღნიშნოს მისი გადარჩენა. პოემა აქ
წყდება. მაგრამ იმ ნაწილში, რაც დაწერილია, არის ყველაფე-
რი, ტიპიური კოლრიჯის რომანტიკული შემოქმედებისთვის:
შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, მთვარიანი ღამე, წმინდა მუ-
ხის ხე, საათის ავისმომასწავებელი რეკვა, საიდუმლოებით
მოცული შემთხვევა, ტრაგიკული მარტოობა, კრისტაბელი
რომ განიცდის, მისტიკური გარემო.
იმქვეყნიური მისტიკური ხილვებია დახატული 1798 წლით
დათარიღებულ პოემაში „კუბლა ხანი, ანუ ხილვა სიზმარში“.
ოდაში „კაეშანი“ (1802) პოეტი აცხადებს, რომ სამყარო
ცივი და მკვდარია და მხოლოდ ადამიანის სულია გასხივოსნე-
ბული, მხოლოდ ადამიანის სულში ჟღერს მომხიბლავი მუსი-
კა.

193 მკითხველთა ლიგა


ჯორჯ გორდონ ბაირონი

ჯორჯ გორდონ, ლორდი ბაირონი (George Gordon, Lord


Byron, 1788-1824) ინგლისური და, საერთოდ, ევროპული რო-
მანტიზმის მწვერვალია, გამორჩეული არა მხოლოდ ლიტერა-
ტურული შემოქმედებით, არამედ ცხოვრებითა და პიროვნუ-
ლი თვისებებითაც. ბაირონის ცხოვრებისა და შემოქმედების
პათოსი ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაა. მისი ოცნებაა კა-
ცობრიობის თავისუფლება, ამასთან, მისი როგორც პოეტი-
რომანტიკოსის თავისუფლების იდეალი მოკლებულია სოცია-
ლურ კონკრეტულობას – მისი სწრაფვა თავისუფლებისკენ ინ-
დივიდუალისტურია. ბაირონის პიროვნება რთული და წინააღ-
მდეგობრივია. მის ცნობიერებასა და შემოქმედებაში ორი საწ-
ყისი იბრძვის – მას სწამს, რომ მომავალში თავისუფლება
იზეიმებს, მაგრამ ვერც სკეპსისა და პესიმიზმისგან გათავი-
სუფლებულა, წინ, მომავლისკენ გაჭრილს, ამავე დროს მსოფ-
ლიო სევდა მოსძალებია. მის პიროვნებასა და პოეზიას გან-
საზღვრავს, ერთი მხრივ, ინდივიდუალისტური განწყობილე-
ბები და, მეორე მხრივ, დესპოტიზმისა და ტირანიისგან ხალხე-
ბის გათავისუფლებისთვის ბრძოლის წყურვილი.
ბაირონი ლონდონში დაიბადა. პოეტის მამა, კაპიტანი ჯონ
ბაირონი მეოთხე ლორდ ბაირონის შთამომავალი იყო. ვა-
ლებში ჩავარდნილმა ჯონ ბაირონმა თავისი მეორე ცოლის,
ბაირონის დედის, კეტრინ გორდონის მთელი ქონება, მათ შო-
რის გაიტის ციხე-სიმაგრე, თავისი ვალების გადახდას მოახმა-
რა. პატარა ბაირონი ერთი წლის იყო, როცა მისი მშობლები
გაიყარნენ. კეტრინ გორდონი შვილიანად შოტლანდიის ქა-
ლაქ აბერდინში დასახლდა. ბაირონის ნათლობის სახელია
ჯორჯ გორდონ ბაირონი. გორდონი მისი ბაბუის გვარია დედის
მხრიდან, რომელიც ბაირონის მამამ აიღო როგორც დამატე-
ბითი გვარი, რათა განემტკიცებინა თავისი უფლება ცოლის მა-
მულზე შოტლანდიაში, და ჯონ ბაირონ გორდონი გახდა.

194 მკითხველთა ლიგა


მომავალი პოეტი 10 წლის იყო, მემკვიდრეობით რომ მი-
იღო მეექვსე ბარონ ბაირონის ტიტული და ლორდი ბაირონი
გახდა. მას ერგო ნიუსტედის სააბატო, ნოტინგემშირში, რომე-
ლიც ბაირონების საგვარეულო მამული იყო. XI საუკუნეში აგე-
ბული სააბატო შემდეგ საცხოვრებლად გადააკეთეს.
1803 წელს 15 წლის ბაირონი, რომელიც დიდი ხნით აპი-
რებდა ნიუსტედის დატოვებას, წერს ლექსს „ნიუსტედის სააბა-
ტოსთან განშორება“, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამს
იმის გამო, რომ ნიუსტედის ქონგურებიან კედლებში ქარები
დათარეშობენ და მისი წინაპრების დარბაზი ნანგრევებად ქცე-
ულა. პოეტი ემშვიდობება წინაპრებს და, ქედს იხრის რა მათ
წინაშე, ფიცს დებს, რომ გაუფრთხილდება და არასოდეს შეარ-
ცხვენს მათ სახელსა და ხსოვნას და მათსავით გმირულად იც-
ხოვრებს და მათსავით გმირულად დაიღუპება, სიკვდილის
შემდეგ კი მათ შეუერთდება. ასე აპირებდა ცხოვრებას და სიკ-
ვდილს 15 წლის ჭაბუკი, თავისი რთული და დიდებული ცხოვ-
რების გზას რომ იწყებდა. და ასეც მოხდა – როცა ოცი წლის
შემდეგ ბაირონი თურქების მიერ ალყაშემორტყმულ ბერ-
ძნულ ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა, ის უკვე ევროპის ყვე-
ლაზე სახელგანთქმული პოეტი იყო.
იმის გამო, რომ ბაირონი მარჯვენა ფეხის ტერფის დეფექ-
ტით დაიბადა და კოჭლობდა, რთული და ფეთქებადი ხასიათის
მქონე, ლამაზი, ამაყი, თავმოყვარე, ფიცხი და მეტისმეტად
მგრძნობიარე, ძალიან განიცდიდა თავის ფიზიკურ ნაკლს.
თავმომწონე ბაირონი ძალიან ზრუნავდა თავის გარეგნობაზე
და უმკაცრეს დიეტას იცავდა ხოლმე, წონაში რომ არ მოემატა.
ახალგაზრდა ლორდი საუკეთესო მოცურავე, ცხენოსანი, მოკ-
რივე და ჩუბინი იყო.
ბაირონმა დაწყებითი განათლება აბერდინის სკოლაში მი-
იღო. ბავშვობაში მისი საყვარელი წიგნი იყო ბიბლია, განსა-
კუთრებით ძველი აღთქმა. კითხვისა და ლიტერატურის სიყვა-
რული დედისგან დაჰყვა. დედისგან დაჰყვა ცვალებადი და გა-
უწონასწორებელი ხასიათიც.
შემდეგ სწავლობდა ჰაროუს (ლონდონი) დახურულ არის-
ტოკრატულ სკოლაში. სწორედ ჰაროუდან მისწერა დედას: „მე

195 მკითხველთა ლიგა


გავიკვლევ გზას ამ ცხოვრებაში ან შევეწირები ამისთვის
ბრძოლას. სხვებიც იყვნენ, არაფრიდან რომ დაიწყეს ცხოვრე-
ბა და დიდებულად დაამთავრეს. (...) არა, მე გავჭრი გზას სახე-
ლისა და დიდებისკენ, მაგრამ თავს არასოდეს შევირცხვენ“.
ჰაროუს შემდეგ ბაირონმა კემბრიჯის სამების კოლეჯში განაგ-
რძო სწავლა. მას განსაკუთრებით იტაცებდა ისტორია, ცნობი-
ლი ადამიანების ბიოგრაფიები, პოეზია და ფილოსოფია.
1806 წელს გამოქვეყნებული „ეფემერული ლექსები“ ბა-
ირონის ლექსების პირველი კრებული იყო. მასში შედიოდა
ლექსები, რომლებიც პოეტმა 14 წლისამ დაწერა. მაგრამ ბა-
ირონმა მთელი ტირაჟი შეისყიდა და გაანადგურა, სავარა-
უდოდ, სასიყვარულო ლექსების, კერძოდ ლექსის „მერის“ გა-
მო. მეორე კრებული „ლექსები, დაწერილი სხვადასხვა შემ-
თხვევის გამო“ 1807 წელს გამოქვეყნდა. იმავე წელს გამო-
სულ კრებულს „მოცალეობის წუთები“, რომელიც ახალ ნა-
წარმოებებთან ერთად ადრე დაწერილ ლექსებსაც შეიცავდა,
უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა ჟურნალში „ედინბურდ რევიუ“, რა-
საც ბაირონმა უპასუხა გამანადგურებელი სატირით „ინგლი-
სელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები“ (1809),
რომელიც ძალიან თამამი გამოსვლა იყო ინგლისის ლიტერა-
ტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ცინიკური და სარ-
კასტული ბაირონი ძალიან მკაცრად და დაუნდობლად ესხმის
თავს მის წინამორბედ და თანამედროვე ინგლისელ პოეტებს,
მასხრად იგდებს ტბის სკოლის პოეზიას. ტბის პოეტებიდან ის
განსაკუთრებული სიმწვავით აკრიტიკებს უორდსუორთსა და
საუთის. ბაირონის სატირამ იმდენად აღაშფოთა ზოგიერთი
კრიტიკოსი, რომ მათ ბაირონი დუელშიც კი გამოიწვიეს. შემ-
დგომში პრესტიჟული და თავმოსაწონებელიც კი გახდა, დამ-
ცინავი ბაირონის მწარე კალმის სამიზნე თუ გახდებოდი.
1809-1812 წლებში ბაირონმა იმოგზაურა ევროპაში. იმპე-
რატორ ნაპოლეონის წინააღმდეგ წარმოებული ომების გამო
ის იძულებული იყო ევროპის უდიდესი ნაწილისთვის გვერდი
აევლო. მან ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნები – ესპანეთი,
პორტუგალია, ალბანეთი, საბერძნეთი, კუნძული მალტა და
თურქეთი მოინახულა. მოგზაურობის დროს ბაირონი გახდა

196 მკითხველთა ლიგა


მოწმე ბალკანეთის ხალხების ტანჯვისა ოტომანების იმპერიის
უღელქვეშ. ბაირონი, რომლის პიროვნებაში ერთ-ერთი წამ-
ყვანი თვისება სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა
იყო, გულმხურვალედ თანაუგრძნობდა ხალხთა ეროვნულ-
გამათავისუფლებელ ბრძოლას ტირანიის წინააღმდეგ და შემ-
დგომში თავადაც მონაწილეობდა ამ ბრძოლაში.
იმ დროს, როცა ბაირონი საბერძნეთში იმყოფებოდა, ბრი-
ტანელმა პოლიტიკოსმა, ლორდმა ელჯინმა, რომელსაც ბერ-
ძნული კულტურა თურქებისგან უნდა დაეცვა, ათენის აკროპო-
ლისიდან მარმარილოს ქვები გაიტანა და ინგლისში გაგზავნა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ბაირონმა 1811 წელს დაწერა მამ-
ხილებელი სატირული ლექსი „მინერვას წყევლა“, რომელშიც
ამხელს ბრიტანეთის მიერ ანტიკური კულტურის ბარბარო-
სულ ძარცვას. ლექსი მხოლოდ ბაირონის სიკვდილის შემდეგ
დაიბეჭდა.
მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნებულმა ბაირონმა გა-
მოაქვეყნა პოემის „ჩაილდ ჰაროლდის პილიგრიმობა“ პირვე-
ლი ორი სიმღერა (კანტო), რომელთაც დიდი წარმატება ხვდა
წილად და რომელთაც მას ევროპული მასშტაბის აღიარება
მოუტანეს. ბაირონის ამ პოემის ეს ორი სიმღერა 1818-1817
წლებში შეიქმნა. პოემაში აისახა პოეტის შთაბეჭდილებები,
მიღებული ესპანეთის, ალბანეთისა და საბერძნეთის მონახუ-
ლებით. ამ პოემაში პირველად გამოჩნდა პროტაგონისტის
(მთავარი გმირი) ტიპი, რომელიც ბაირონმა შექმნა და დაამ-
კვიდრა ლიტერატურაში და რომელიც ბაირონული გმირის სა-
ხელითაა ცნობილი. იმ დროის სალონური ევროპული კულტუ-
რის საერთო ფონზე ბაირონის პოემების მშფოთვარე და და-
უდგრომელი გმირი, გააფთრებით რომ იბრძვის თავისუფლე-
ბისთვის, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მომხიბლავი, ექსტრა-
ვაგანტული, ცინიკური, სარკასტული და ამავე დროს მელან-
ქოლიური და გულჩათხრობილი ახალგაზრდა ლორდი მის მი-
ერვე შექმნილი რომანტიკული გმირის მომაჯადოებელი პერ-
სონიფიკაცია, ლონდონის არისტოკრატიული სალონების სა-
სურველი სტუმარი და ქალების განსაკუთრებული ყურადღე-
ბის ობიექტი გახდა.

197 მკითხველთა ლიგა


ბაირონის მიერ 1813-1816 წლებში შექმნილი აღმოსავ-
ლური პოემების: „გიაური“, „აბიდოსელი პატარძალი“, „კორ-
სარი“, „ლარა“, „კორინთოს ალყა“, „პარიზინა“ ძირითადი თე-
მაა პიროვნების პრობლემა მტრულ საზოგადოებასთან მისი
შეურიგებელი დაპირისპირებისას. რომანტიკული გმირი ინ-
დივიდუალისტია, განსაკუთრებული, გამორჩეული პიროვნე-
ბა, ძლიერი ვნებებით მოცული. ის განუდგება საზოგადოებას,
რადგან არ სურს შეურიგდეს ბოროტებასა და უსამართლობას,
და ბრძოლისა და შურისძიების გზას ირჩევს. მისი ცხოვრების
არსი არის დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და უმწიკვლო
და ერთგული ქალისადმი სიყვარული. პოემების რომანტიკუ-
ლი გმირი ქმედითი და აქტიური ნატურაა. აღმოსავლური პო-
ემების მოქმედების ადგილი ძირითადად საბერძნეთია. ხში-
რად ამ ციკლის პოემა წარმოადგენს გმირის მონოლოგს, ხო-
ლო სიუჟეტურ ხაზში ჩართულია ავტორის ლირიკული გადახ-
ვევები. პოემების კომპოზიცია ფრაგმენტულია და რომანტიკუ-
ლი გმირის იმპულსურ მოქმედებებს შეესაბამება. ავტორი თა-
ვისი გმირის ცხოვრების მხოლოდ უმთავრეს მომენტებს წარ-
მოგვიდგენს. გმირის წარსულისა და მთლიანად მისი ცხოვრე-
ბის შესახებ არაფერია ცნობილი. ებმება რა კონფლიქტში თა-
ვის მოწინააღმდეგეებთან, რომანტიკული გმირი იღუპება ან
სამუდამოდ განერიდება საზოგადოებას. აღმოსავლური პო-
ემები ყოველთვის ტრაგიკული ფინალით მთავრდება. შეგნე-
ბული აქვს რა ბოროტებისა და უსამართლობის წინააღმდეგ
ბრძოლის მთელი სირთულე და ხედავს რა არსებული სინამ-
დვილის სისასტიკეს, ბაირონი სევდასა და სასოწარკვეთილე-
ბას განიცდის. აღმოსავლურ პოემებში ოცნებასა და რეალო-
ბას შორის არსებული უფსკრულისა და მარტოობის გააზრე-
ბით გამოწვეული კაეშნის ატმოსფერო სუფევს.
ამავე დროს, აღმოსავლურ პოემებში ჩანს მათი რომანტი-
კოსი ავტორის გატაცება ძლიერი პიროვნების კულტით, ბა-
ირონისეული ინდივიდუალიზმი.
1811 წელს ბაირონი ლორდთა პალატის წევრი გახდა.
ლორდთა პალატაში მისი პირველი გამოსვლა იყო ლუდიტე-
ბის დასაცავი სიტყვა. ბაირონი, რომელიც ბრწყინვალე მჭევ-

198 მკითხველთა ლიგა


რმეტყველი და ორატორი გახლდათ, მოითხოვდა სიკვდილით
დასჯის გაუქმებას ნოტინგემშირელი ფეიქრებისა, რომლებ-
მაც დაზგები გაანადგურეს. მისი ყველა გამოსვლა განსაკუთ-
რებული პირდაპირობით, შეურიგებლობითა და შეუპოვრო-
ბით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ სიტყვაში ის ოფიციალური რე-
ლიგიის წინააღმდეგ გამოვიდა, რადგან ეს სხვა რწმენის ადა-
მიანებისადმი უსამართლობად მიაჩნდა. 1812 წელს ბაირონი
ლორდთა პალატის წინაშე ირლანდიელი ხალხის დასაცავი
სიტყვით წარსდგა.
ბაირონის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
ნაპოლეონის სახეს. 1815-1816 წლებში გამოქვეყნებულ ნა-
პოლეონის ციკლის ლექსებში ბაირონი გამოხატავს თავის და-
მოკიდებულებას ნაპოლეონის პიროვნებისადმი. ბაირონი აღ-
ფრთოვანებულია დიდი მხედართმთავრით. ახალგაზრდა ბა-
ირონი აღმერთებდა ახალგაზრდა გენერალ ნაპოლეონს. ჰა-
როუში სწავლისას მან გააფთრებით დაიცვა თავისი ბიუსტი ნა-
პოლეონისა „უნამუსო მედროვეებისგან“. მისი რომანტიკული
მსოფლაღქმისთვის ფრიად მომხიბლავი იყო ნაპოლეონი,
როგორც ძლიერი პიროვნების და ინდივიდუალისტის ხორ-
ცშესხმული განსახიერება. „ჩაილდ ჰაროლდის“ პირველ სიმ-
ღერაში პოეტი ნაპოლეონს მოიხსენიებს როგორც ადამიანს,
რომელმაც გაშოლტა მსოფლიო.
1814 წლის ზამთარში ბაირონი წერდა: „ნაპოლეონი! – ეს
კვირა გადაწყვეტს მის ბედს. როგორც ჩანს, ყველაფერი მის
წინააღმდეგაა; მაგრამ მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ის გა-
იმარჯვებს.“ 1814 წლის 9 აპრილს ბაირონი მწუხარებით წერ-
და: „ვაგლახ, ჩემი პატარა კერპი, ნაპოლეონი კვარცხლბეკი-
დან ჩამოვიდა.
ამბობენ, ტახტიდან გადადგაო. ეს ამბავი სატანასაც კი და-
ადენინებს თვალთაგან გამდნარი ლითონის ცრემლებს.“ ნა-
პოლეონის გადადგომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1814
წლის აპრილში დაწერილ ლექსში „ოდა ნაპოლეონ ბონაპარ-
ტსადმი“ ბაირონი ამბობს, ახალი ნაპოლეონი უნდა გამოჩ-
ნდეს, რომ ისევ შეარცხვინოს მსოფლიო, მაგრამ ვინ შეძლებს
მასავით მზის სიმაღლემდე ფრენასო... 12 აპრილს კი განრის-

199 მკითხველთა ლიგა


ხებული ბაირონი წერს: „ვწერ – ‘სასაქმებელი ფხვნილით’
მელნის ნაცვლად, – რომ ბურბონები ტახტზე აღადგინეს!!! ჯან-
დაბამდე გზა ჰქონია ყველა ფილოსოფიას!“ 1814-1816 წლებ-
ში გამოქვეყნებულ ნაპოლეონის ციკლის ლექსებში ბაირონი
აღფრთოვანებას გამოხატავს ნაპოლეონისადმი. ნაპოლეონს
ბაირონი პრომეთეს ადარებს და გამოხატავს თანაგრძნობას
დამარცხებული და დევნილი იმპერატორისადმი. ლექსებში
ნაპოლეონის დამარცხებით გამოწვეული სევდა და სინანული
ჟღერს.
ბაირონისთვის, ისევე როგორც ბევრი ინგლისელი რადი-
კალისთვის – ასე უწოდებდნენ მათ, ვინც ბრიტანეთის მაშინ-
დელ ხელისუფლებას უპირისპირდებოდა – ნაპოლეონით აღ-
ფრთოვანება ვატერლოოს შემდეგაც არ განელებულა. ბა-
ირონმა კარეტაც კი შეუკვეთა, რომელიც ნაპოლეონის კარე-
ტის ზუსტი ასლი იყო, და ამ კარეტით მოგზაურობდა ევროპა-
ში.
1815 წელს შექმნილი ლირიკული ლექსების ციკლი „ებ-
რაული მელოდიები“ ლირიკულ გრძნობათა სიღრმით და ვნე-
ბიანობით გამოირჩევა. სულის შემხუთველი ატმოსფეროთი
გამოწვეული მტანჯველი მსოფლშეგრძნების გამომხატველია
ლექსი „ჩემი კაეშნიანი სული“. ბაირონი მიმართავს ბიბლიურ
მოტივებს, მაგრამ ლექსების ლირიკული თემა უკავშირდება
პოეტის განცდებს, გამოწვეულს თანამედროვე მოვლენებით,
პიროვნების მდგომარეობით თანამედროვე საზოგადოებაში.
ბაირონი ხოტბას ასხამს გმირობასა და სამშობლოსთვის თავ-
განწირვას ლექსში „იაფეტის ასული“. გამაფრთხილებლად
ჟღერს ლექსი „ბალთაზარის ხილვა“. ბაირონი მიმართავს ბიბ-
ლიურ სიუჟეტს ბალთაზარზე, ბაბილონის უკანასკნელ მეფეზე,
დიდებული ნადიმი რომ გამართა თავის სასახლეში. შუა ქე-
იფის დროს კედელზე გაჩნდა წარწერა, მეფეს მოახლოებულ
სიკვდილს რომ ამცნობდა. ბალთაზარი სპარსელების მიერ ბა-
ბილონის აღებისას დაიღუპა. ლექსში „სენაქერიბის დაცემა“
პოეტი აღწერს ასურეთის მეფე სენაქერიბის დაცემის ამბავს.
აპოკალიფსური თემები მეტად მიმზიდველი იყო პოეტი-რო-
მანტიკოსისთვის, რომელმაც შექმნა განზოგადებული სახე

200 მკითხველთა ლიგა


განწირული სამყაროსი, რომლის დაღუპვის დრო ახლოსაა და
გარდაუვალია.
მისი თანამედროვე საზოგადოებისთვის ბაირონის პირადი
ცხოვრება ყოველთვის იყო განსჯის და, ხშირად, გაკიცხვის სა-
განიც, მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების
გამო. არსებობს მოსაზრება, რომ ბაირონის მიერ ინგლისის
პირველად დატოვების ერთ-ერთი მიზეზი იყო მერი ჩეთსუორ-
თთან ურთიერთობით გამოწვეული მითქმა-მოთქმისთვის თა-
ვის გარიდების სურვილი. სასიყვარულო ურთიერთობამ ლე-
დი კეროლაინ ლემთან, რომელიც ასევე გათხოვილი იყო, შო-
კი გამოიწვია მაშინდელ ბრიტანულ საზოგადოებაში. ბაირო-
ნისგან მიტოვებული კეროლაინ ლემი კიდევ დიდხანს არ ეშ-
ვებოდა მას და, პაჟად გადაცმული, მის ფანჯრებთან აღამებდა
და ათენებდა.
ბაირონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ნახევარდა
ოგასტა ლეისთან, რომელსაც ინცესტურ ურთიერთობად მიიჩ-
ნევდნენ, თუმცა გასათვალისწინებელია მეამბოხე ბაირონის
წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანიაც.
ოგასტას, რომელიც გათხოვილი იყო, მესამე ქალიშვილი,
ელიზაბეთ მედორა ლეი შეეძინა. გოგონას მეორე სახელი, მე-
დორა, ბაირონის პოემა „კორსარის“ პერსონაჟის სახელია,
მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის დასტური იმისა, რომ ბავ-
შვის მამა ბაირონი იყო.
ენ იზაბელა (ანაბელა) მილბენკმა, როცა ბაირონმა მას ხე-
ლი სთხოვა, პირველად უარი უთხრა მას და მხოლოდ მაშინ
დათანხმდა ცოლობაზე, როცა ბაირონმა მეორეჯერ შესთავაზა
ქორწინება, რომელიც უიღბლო გამოდგა. ქალიშვილის, ადას
შეძენის შემდეგ ლედი ბაირონი ბავშვიანად მშობლებთან გა-
დავიდა და ამის შემდეგ ბაირონი აღარც უნახავს. გაშორება
ანაბელა მილბენკის ინიციატივით მოხდა.
ადა ოგასტა ბაირონი, ლორდ ბაირონის ერთადერთი კა-
ნონიერი შვილი, რომელიც ადა ლავლეისის სახელითაა ცნო-
ბილი, მისი ანდერძის თანახმად, თავისი დიდი მამის გვერ-
დზეა დაკრძალული, მამისა, რომელიც მას არასოდეს ენახა.

201 მკითხველთა ლიგა


ცოლთან გაყრითა და ოგასტათან ურთიერთობით გამოწ-
ვეული სკანდალური ჭორების გამო ბაირონს მთელი იმდრო-
ინდელი ინგლისური საზოგადოება დაუპირისპირდა, უზნეო-
ბაში რომ სდებდა მას ბრალს. 1816 წელს ბაირონმა ინგლისი
დატოვა, ამჯერად უკვე სამუდამოდ. სიცოცხლის ბოლო რვა
წელი ინგლისის უპირველესმა პოეტმა სამშობლოდან შორს,
უცხოეთში გაატარა. შვეიცარიაში ბაირონი დაუმეგობრდება
პერსი ბიში შელისა და მის მომავალ ცოლს, მერი გოდუინს,
მომავალ მერი შელის, „ფრანკენშტეინის“ ავტორს. შვეიცა-
რიაში იმყოფებოდა აგრეთვე კლერ კლერმონტი, რომელთა-
ნაც ინგლისში ბაირონს ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა და
რომელთანაც შეეძინა ქორწინებისგარეშე ქალიშვილი, კლა-
რა ალეგრა ბაირონი, რომელიც 5 წლისა გარდაიცვალა.
იწყება ბაირონის შემოქმედების შვეიცარიული პერიოდი.
ამ პერიოდში, 1816 წელს, ბაირონი წერს სევდითა და სასო-
წარკვეთილებით სავსე ლექსებს „სიზმარი“, „წყვდიადი“,
„ჩერჩილის საფლავი“, რომლებიც დევნილობაში მყოფი მარ-
ტოსული პოეტის პესიმისტურ განწყობილებას გამოხატავენ.
მეამბოხე პიროვნების სევდიანი მარტოობის თემას ეძ-
ღვნება 1817 წელს შექმნილი ფილოსოფიურ-სიმბოლური პო-
ემა „მანფრედი“. „მანფერედი“ ფაუსტური იდეის რომანტიკუ-
ლი ინტერპრეტაციაა. ეს არის პოემა გმირის შინაგან სამყა-
როზე. ტიტანური გმირი, უკიდურესი ინდივიდუალისტი, დიდე-
ბული ალპების ფონზეა დახატული. მარტოსული გმირი ომს
უცხადებს ღმერთსაც და სატანასაც. მანფრედი სულებს განა-
გებს. მას ძალუძს შეებრძოლოს ბოროტების სულს, არიმანს.
მაგრამ მანფრედს რაღაც საბედისწერო საიდუმლოება ტან-
ჯავს, დანაშაულის გრძნობა, რომელიც მისი საყვარელი ქა-
ლის, ასტარტას დაღუპვას უკავშირდება. მანფრედის, ამ დემო-
ნური ნატურის, სიყვარულიც დამღუპველია. გულგატეხილი
მანფრედი სიმშვიდესა და ადამიანებისგან სრულ განრიდება-
ზე ოცნებობს. ცხოვრებით დაღლილი, ის გაეცლება საზოგა-
დოებას, მთებში მიდის და განდეგილის ცხოვრებას იწყებს. ის
სთხოვს სულებს, დაეხმარონ მას, რომ დავიწყებას მისცეს
თავს გადახდენილი, მაგრამ სულები უძლურნი არიან შეცვა-

202 მკითხველთა ლიგა


ლონ წარსული მოვლენები. ერთხანს ბედისწერაც ხელს უშ-
ლის მანფრედს თვითმკვლელობის გზით დააღწიოს თავი და-
ნაშაულის გრძნობას. პოემის ბოლოს მანფრედი სიკვდილს
ირჩევს. აბატისადმი მიმართული მისი ბოლო სიტყვებია: „ბე-
რიკაცო! სიკვდილი არ არის ძნელი!“
თავისი შინაარსით ტრაგიკულია 1816 წელს დაწერილი
პოემა „შილიონის ტყვე“, რომლის მთავარი გმირი, შვეიცა-
რიელი რესპუბლიკელი ბონივარი, საპატიმროში გამომ-
წყვდეული თავისუფლებაწართმეული მებრძოლის ტრაგიკუ-
ლი ფიგურაა. მისი ოცნება თავისუფლებაზე ზნეობრივი იდეა-
ლის ის ნათელია, მიწისქვეშეთის წყვდიადსაც რომ ანათებს.
პოემის დასრულების შემდეგ, იმავე წელს, ბაირონმა დაწერა
„სონეტი შილიონზე“, რომელშიც ხოტბა შეასხა თავისუფლე-
ბას.
1816 წელს დაწერილ ლექსში „პრომეთე“ ბაირონმა დახა-
ტა გმირი, ტიტანი, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ მას
სურს დედამიწის მცხოვრებთ ტანჯვა შეუმსუბუქოს. ყოვლის-
შემძლე ბედისწერამ შებოჭა პრომეთე სასჯელის ნიშნად. და
თუმცა პრომეთეს ტანჯვა ენით აუწერელია, ის ქედს არ იხრის
მეხთამტყორცნელი ტირანის წინაშე. პრომეთეს გმირობა ის
არის, რომ მას შეუძლია სიკვდილიც კი გამარჯვებად აქციოს –
მოკვდეს, მაგრამ გაიმარჯვოს.
ადრეული ასაკიდანვე მითოლოგიითა და ისტორიით დაინ-
ტერესებული ბაირონისთვის მიჯაჭვული პრომეთეს თემა მუ-
დამ იყო ყურადღების საგანი. როგორც თავადვე აღნიშნავს,
პრომეთეს გავლენას ის ხედავს ყველაფერში, რაც კი შეუქ-
მნია, როგორც პოეტს. პრომეთე და მედეა იყვნენ ის მითოლო-
გიური სახეები, რომლებიც მას მუდამ იზიდავდნენ. მედეას
უყოყმანოდ ვამჯობინებ ყველა ქალსო, ამბობდა ლორდი ბა-
ირონი, კოლხი მედეას ტრაგიზმით მოხიბლული თარგმნიდა
ბერძნულ ტრაგედიას მედეაზე და რეალურ ცხოვრებაშიც მუ-
დამ მედეას ეძებდა – დიდი სიყვარულისა და ძლიერი და ყოვ-
ლისმომცველი ვნებების ქალს, რომელიც მამაკაცისადმი სიყ-
ვარულისთვის ყველაფერს გაწირავდა და შეურაცხყოფილი

203 მკითხველთა ლიგა


გრძნობის გამო საშინელ შურისძიებაზეც თვალის დაუხამხა-
მებლად წავიდოდა.
ბაირონის, პოეტ-რომანტიკოსის, მსოფლაღქმისთვის მე-
დეა მიმზიდველი და მომაჯადოებელი იყო – ბაირონს ხიბლავ-
და მედეას მეამბოხე პიროვნება. მისთვის მედეა რომანტიკუ-
ლი პოეზიის გმირის – ტიტანი-ინდივიდუალისტის ხორცშეს-
ხმული განსახიერება იყო, გმირისა, რომელსაც შესწევს უნა-
რი, თამამად და გამომწვევად დაუპირისპირდეს საზოგადო-
ებას, მის კანონებსა და ტრადიციებს. კოლხეთის მეფე აიეტის
ასული, მედეა ბაირონისთვის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნე-
ლობის ტრაგიკული ფიგურაა.
მედეას, თავის იდეალს ქალისა, ბაირონი მოიხსენიებს
როგორც „ჩემი მისს მედეა“ (My Miss Medea) და რეალურ
ცხოვრებაშიც ცდილობს მის პოვნას. 1817 წლის აგვისტოში,
ვენეციაში მცხოვრები ბაირონი ვენეციელმა ქალმა, ოცდაორი
წლის მარგარიტა კონიმ სწორედ იმით მიიზიდა, რომ მედეას
აგონებდა: „ცრემლით სავსე დიდი შავი თვალები უელავდა და
წვიმით დასველებული გრძელი შავი თმა შუბლსა და მკერდზე
ჩამოშლოდა, ქარიშხალში მდგომს ქარი თმას უწეწავდა, კაბა
კი თხელ ტანზე შემოტმასნოდა. ელვის შუქი და ზღვის ტალღე-
ბი, მის ფეხებთან ნაპირს რომ ეხეთქებოდა, ღვთაებრივი ეტ-
ლიდან გადმოსულ მედეას ამსგავსებდა,“ – ასე აღწერს ბა-
ირონი ვენეციელ მარგარიტა კონის და, როგორც თავადვე ამ-
ბობს, ასეთად წარმოუდგენია მედეაც. მარგარიტა წერა-კით-
ხვის უცოდინარი უბრალო ქალი იყო, მეფუნთუშის ცოლი, მაგ-
რამ ამას ხელი არ შეუშლია კოლხ მედეასთან მისი მსგავსე-
ბით მოხიბლული ბაირონისთვის, ხანმოკლე ვნებიანი რომანი
გაება მასთან. ამ სიყვარულის გამო მარგარიტამ ქმარი მი-
ატოვა და ბაირონის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
მაგრამ პოეტურ წარმოსახვაში თავის სათაყვანებელ მე-
დეასთან გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ბაირონის მარ-
გარიტასადმი ტრფობა დიდხანს არ გაგრძელებულა – მას ინ-
ტელექტუალური ქალი სჭირდებოდა, მარგარიტა კი მხოლოდ
გარეგნულად ჰგავდა ბაირონის იდეალს – კოლხ მედეას.

204 მკითხველთა ლიგა


1818 წლის სექტემბერში ვენეციიდან ირლანდიელი პო-
ეტის, ტომას მურისთვის მიწერილ წერილში ბაირონი მარგა-
რიტას მოიხსენიებს როგორც „ვენეციელ გოგონას დიდი შავი
თვალებით“. ამავე წერილში ბაირონი ამბობს, მედეა ყველა
ქალს მირჩევნია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ამ ქვეყანაზეო.
ვენეციელი ქალებიც, რომლებთანაც ბაირონს სასიყვარულო
ურთიერთობა ჰქონდა და რომელთა სიმრავლეზე ინგლისში
ლეგენდები დადიოდა, ყველა შავთვალება და შავგვრემანი
ვნებიანი ქალი იყო.
ისტორიას მარგარიტა კონის სახელიცა და სურათიც სწო-
რედ ლორდ ბაირონთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის
გამო შემორჩა – მარგარიტას გრაფიკული პორტრეტი ბაირო-
ნის თხოვნით დახატა ცნობილმა ინგლისელმა პორტრეტის-
ტმა ჯორჯ ჰენრი ჰარლოუმ, რომელიც იმ პერიოდში იტალიაში
იმყოფებოდა.
თავის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწარმოებში, ეპი-
კურ პოემაში „დონ ჟუანი“, რომელსაც თანამედროვე ლიტე-
რატურული კრიტიკა რომანტიზმის შედევრად მიიჩნევს, ბა-
ირონი კვლავ უბრუნდება თავის საყვარელ მითს მედეასა და
იაზონზე და პოემის მესამე კანტოში ახსენებს ოქროს საწმისსა
და კოლხეთს, მეცამეტე და მეთოთხმეტე კანტოებში კი – მედე-
ას, როცა ერთგან ამბობს, ყველა მედეას თავისი იაზონი ჰყავ-
სო, ხოლო მეორეგან ახსენებს ხომალდ „არგოს“, თავისი „სუ-
პერტვირთი“ – მედეა კოლხეთიდან რომ მიჰყავს.
ნიშანდობლივია, რომ რუსი პოეტი იოსებ ბროდსკი, რომე-
ლიც ცდილობს ჩასწვდეს ლორდი ბაირონის მედეათი გატაცე-
ბის მიზეზს და გაიგოს, თუ რატომ ანიჭებს ბაირონი მედეას
უპირატესობას ყველა ტიპის ქალთან შედარებით, ერთობ უც-
ნაურ ახსნას უძებნის ბაირონის კოლხი ქალით გატაცების მი-
ზეზს, როდესაც აცხადებს, რომ მედეა ელინურ ცივილიზაციაში
აღმოსავლური ველურობის ჩანერგვას და შემაძრწუნებელ
შიშს იწვევს და რომ ბაირონსაც სწორედ ეს ხიბლავს მასში.
ალბათ არც არის გასაკვირვი, რომ რუს პოეტ ბროდსკის, მი-
უხედავად იმისა, რომ ნობელის პრემიაც ჰქონდა მიღებული
ლიტერატურის დარგში, მედეაში ვერ დაენახა ის ტიტანური

205 მკითხველთა ლიგა


ინდივიდუალიზმი და რომანტიკული ტრაგიზმი, რაც დაინახა
დიდმა ბაირონმა და ანტიკური პერიოდის კოლხეთი აღმოსავ-
ლური ველურობისა და ბარბაროსობის სიმბოლოდ მიეჩნია,
ისე რომ არც კი გასჩენოდა შეკითხვა, რაღამ მოხიბლა დიდი
ბაირონი მედეათი, „ველური“ კოლხი ქალით, რომელსაც,
ბროდსკის აზრით, მხოლოდ „შემაძრწუნებელი შიშის“ გამოწ-
ვევა შეუძლია.
ბაირონმა ინგლისურად თარგმნა ევრიპიდეს „მედეას“
ნაწყვეტები.
1816 წელს ვენეციაში მყოფი ბაირონი წმინდა ლაზარეს
კუნძულზე, ვენეციასთან ახლოს, ეწვია სომხეთის კათოლიკუ-
რი ეკლესიის ბენედიქტელ ბერებს, რომლებიც მხითარის ორ-
დენს ეკუთვნოდნენ. ბერებმა ბაირონს სომხური კულტურა და
ენა გააცნეს.
1817 წლიდან იწყება იტალიური პერიოდი ბაირონის შე-
მოქმედებაში. იტალიაში ყოფნისას ბაირონს სასიყვარულო
ურთიერთობა ჰქონდა ახალგაზრდა გრაფინია ტერეზა გვი-
ჩიოლისთან. ტერეზასთან ურთიერთობა უკანასკნელი იყო
ლორდ ბაირონის მრავალრიცხოვან სასიყვარულო ურთიერ-
თობათაგან. ტერეზა გვიჩიოლიმ შემდგომში დაწერა ბიოგრა-
ფიული ჩანაწერები „ლორდ ბაირონის ცხოვრება იტალიაში“.
სწორედ ტერეზას მამისა და ძმის საშუალებით ბაირონი აქტიუ-
რად ჩაება იტალიის ეროვნულ-გამათავისუფლებელ ბრძო-
ლაში ავსტრიის წინააღმდეგ. ის კარბონარების რეგიონული
ორგანიზაციის მეთაური იყო. ბაირონის დღიურებიდან ვგებუ-
ლობთ იტალიელ შეთქმულებთან მისი კავშირის შესახებ. ის
ღამე, როცა კარბონარების გამოსვლა იყო დაგეგმილი, ბაი-
რონს იარაღით ხელში თეთრად გაუთენებია, რომ პირველივე
საჭიროებისამებრ აჯანყებულთა რიგებში ჩამდგარიყო.
იტალიაში დაასრულა ბაირონმა პოემა „ჩაილდ ჰაროლ-
დის პილიგრიმობა“, რომელიც ოთხი სიმღერისგან შედგება.
(სიტყვა „ჩაილდ“ არის შუა საუკუნეების დროინდელი ტიტული
ახალგაზრდა კაცისა, რომელიც რაინდის ტიტულის კანდიდა-
ტია). ჟანრული თვალსაზრისით ეს არის ლირიკულ-ეპიკური
პოემა, რომელშიც გამოჩნდა რომანტიკული ლიტერატურის

206 მკითხველთა ლიგა


ახალი გმირი. ჩაილდ ჰაროლდი მეოცნებე და მოაზროვნე
ფიქრიანი გმირია, რომელიც განუდგა ფარისევლურ საზოგა-
დოებას. ის აანალიზებს თავის განცდებს. „ჩაილდ ჰაროლ-
დში“ გახსნილია თემა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გახდე-
ბა XIX და XX საუკუნეების ლიტერატურაში – თემა ახალგაზ-
რდა კაცის სულიერი ძიებებისა.
ყოველდღიურობისგან თავის დაღწევის სურვილით შეპ-
ყრობილი ჩაილდ ჰაროლდი, მელანქოლიური, გულგატეხი-
ლი და შეურიგებელი, შორეულ ქვეყნებს მიაშურებს. აქტიური
თვითანალიზი მას პასიურს ხდის პრაქტიკულ სფეროში. ის
მხოლოდ პასიურად ჭვრეტს იმას, რაც მოგზაურობის დროს
წარმოუდგება. მისი ყურადღება საკუთარი განცდებისკენ არის
მიპყრობილი. ჩაილდ ჰაროლდის სევდას არ აქვს კონკრეტუ-
ლი საფუძველი. ეს არის მსოფლაღქმა და მსოფლშეგრძნება
ადამიანისა, რომელიც ქაოსურ სამყაროში ცხოვრობს. ჩაილდ
ჰაროლდი არ იბრძვის, ის მხოლოდ აკვირდება სამყაროს და
ცდილობს ჩაწვდეს მის ტრაგიკულ მდგომარეობას.
გარკვეული ნიშნებით ჩაილდ ჰაროლდის სახე ახლოსაა
პოემის ავტორთან (ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტები და სი-
ნამდვილისადმი ზოგადი დამოკიდებულება), თუმცა აშკარაა
მათ შორის განსხვავებაც. თავად ბაირონი უარყოფდა თავის
თავისა და გმირის აბსოლუტურ იდენტურობასა და იგივეობას.
ავტორი გამოხატავს ირონიას გულგატეხილი გმირისადმი,
მშვიდად და ინდიფერენტულად რომ ადევნებს თვალს იმას,
რაც მის გარშემო ხდება, მისი ზედმეტად დახვეწილი ელიტა-
რული ინტელექტისა და პასიურობისადმი.
პოემა მოქალაქეობრივი პათოსითაა გამსჭვალული. ავ-
ტორი მიმართავს თანამედროვეობის მასშტაბურ მოვლენებს.
პოემაში მნიშვნელოვანია ტირანიის წინააღმდეგ სახალხო
აჯანყების თემა. პოეტი მიესალმება ესპანელი და ბერძენი
ხალხების გამათავისუფლებელ ბრძოლას. ის ქმნის გმირულ
სახეს ესპანელი ქალისა, რომელიც სარაგოსას დაცვაში მონა-
წილეობს.
პოემაში საგმირო შინაარსის ლექსებს ენაცვლება სარკას-
ტული ლექსები, რომლებშიც პოეტი ამხელს ბრიტანეთის ან-

207 მკითხველთა ლიგა


გარებიან პოლიტიკას პირენეის ნახევარკუნძულსა და საბერ-
ძნეთში, სადაც, ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდა ბერძენ
ხალხს გამათავისუფლებელ ბრძოლაში, ბრიტანეთი ძარცვავ-
და ქვეყანას და ბრიტანეთში გაჰქონდა მისი ეროვნული სიმ-
დიდრე.
იტალიაში დაწერილ მესამე და მეოთხე სიმღერებში გმი-
რის სახეს თანდათან ავტორის სახე ენაცვლება. ეს სიმღერები
წარმოადგენს ლირიკულ ფიქრებს ცხოვრებაზე, მათში უფრო
ძლიერად ჟღერს ავტორის ხმა, უფრო უშუალოდ არის გამოხა-
ტული სინამდვილისადმი მისი დამოკიდებულება. პოეტი გა-
მოთქვამს აზრს მისი ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენაზე –
საფრანგეთის რევოლუციაზე, რომელმაც ადამიანს თავისი ძა-
ლა გააცნობიერებინა.
პოემაში ბაირონი მოგვითხრობს იტალიის ბედზე, მის ის-
ტორიასა და კულტურაზე, იტალიელი ხალხის ტანჯვაზე, და გა-
მოთქვამს აზრს, რომ აუცილებელია ბრძოლა იტალიის გასა-
თავისუფლებლად. პოეტი ქმნის თავისუფლების ხის მეტაფო-
რულ სახეს. ნაჯახით დაჩეხილი და კვირტებშემოძარცვული
თავისუფლების ხე სიცოცხლეს და ძალების მოკრებას განაგ-
რძობს. პოეტს სწამს, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს.
ბაირონის მსოფლიო სევდა გამოწვეულია ბრძოლის ტრა-
გიკული ხასიათის შეგნებით. სამყაროს ტრაგიკული მდგომა-
რეობა პოეტს შეუცნობელი, ირაციონალური ეჩვენება და ის
გამოთქვამს აზრს ბედისწერის იდუმალ ძალაზე, რომელიც
სჯის ადამიანებს, დევნის ხალხებს. ამაში ვლინდება ავტორის
რომანტიკული პოზიცია და მისი დაშორება გონების ყოვლის-
შემძლეობის განმანათლებლური იდეისაგან. მაგრამ ბაირონი
ქედს არ იხრის ბედისწერის წინაშე. მას სწამს, რომ ადამიანს
ძალუძს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიოს ბედს. ის ცხოვრე-
ბისადმი ადამიანის აქტიური დამოკიდებულების მომხრეა და
პიროვნებისა და ერის თავისეფლებისთვის ბრძოლისკენ მო-
უწოდებს. პოემაში განდიდებულია ქედუხრელი და მეამბოხე
სულის ადამიანი, ბოროტ ძალებს რომ ებრძვის. პოეტს, რო-
მელსაც შეგნებული აქვს ამ ბრძოლის გარდაუვალი ტრაგიზ-
მი, რადგან ბედისწერა ადამიანზე ძლიერია, მიაჩნია, რომ ჭეშ-

208 მკითხველთა ლიგა


მარიტად ღირებული პიროვნების არსი სწორედ გმირულ წინა-
აღმდეგობაში მდგომარეობს.
ბუნების აღწერა მეოთხე სიმღერაში მოძრაობისა და
ბრძოლის იდეითაა გამსჭვალული. თავისუფლებისთვის
ბრძოლის იდეა ზღვის მხატვრულ სახეშია გამოხატული. ბა-
ირონი უმღერის ზღვის თავისუფალ სტიქიას, რომელიც ადა-
მიანის თავისუფლებასთან და ქედუხრელობასთან ასოცირდე-
ბა. სიმბოლურია წყალვარდნილ ველინოს სახე. ეს დიდი ძა-
ლაა, რომელიც წალეკავს ყველაფერს თავის გზაზე. პოეტს
სწამს, რომ კაცობრიობას შესწევს ძალა შეებრძოლოს ბორო-
ტებას.
1817 და 1819 წლებში შექმნილი პოემები „ტასოს გოდება“
და „დანტეს წინასწარმეტყველება“ იტალიური სინამდვილის
შთაბეჭდილებითაა დაწერილი. მთავარი გმირები ძალმომ-
რეობის მსხვერპლნი არიან. ტასო სატუსაღოს წყვდიადში
იტანჯება, დანტე კი დევნილობაშია. პოემების ლირიკული გმი-
რი შეურიგებელ კონფლიქტშია საზოგადოებასთან.
ტირანიის ბატონობით გამოწვეული აღშფოთება და პრო-
ტესტი შთააგონებს მას წინასწარმეტყველურ აზრს ტირანიის
გარდაუვალი დამარცხებისა და თავისუფლების გამარჯვების
შესახებ. ბაირონმა მიმართა ისტორიულ ფიგურებს და შექმნა
სახე პოეტი-მოქალაქისა, რომელიც ახლოსაა მის საკუთარ
სულიერ სახესთან. ორივე ნაწარმოები თავის ტრაგიკულ ბედ-
ზე ჩაფიქრებული გმირის მგზნებერე მონოლოგის ფორმითაა
დაწერილი. „დანტეს წინასწარმეტყველება“ არის პოეტური
მოწოდება იტალიელი ხალხისადმი, რომელიც უნდა აღსდგეს
თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის საბრძოლველად.
მისტერია „კაენი“, რომელიც ბაირონმა 1821 წელს დაწე-
რა, ლირიკულ-დრამატული პოემაა. დრამატული ხერხები აქ
მთლიანად ემორჩილება ნაწარმოების ლირიკულ წყობას. „კა-
ენში“ მთავარია არა მოვლენათა დრამატიზმი, არამედ ფილო-
სოფიური მედიტაცია. ცნობილი ბიბლიური სიუჟეტის მაგა-
ლითზე პოეტი აყენებს თანამედროვეობის ფილოსოფიურ
პრობლემებს. ამ პრობლემების იდეურ-მხატვრული გადაწყვე-

209 მკითხველთა ლიგა


ტა მასშტაბურობითა და განზოგადებული ხასიათით გამოირ-
ჩევა.
ბაირონისეულ კაენში, პირველი ადამიანის დაუმორჩილე-
ბელ შვილში, მრავალმხრივად დამუშავებული და კარგად გა-
აზრებულია სახე მეამბოხისა, რომელიც ასეთი ახლობელია
ბაირონისთვის.
კაენის ბიბლიური სახე ბაირონთან სხვაგვარადაა გააზრე-
ბული. მის პოემაში კაენი არ არის ბოროტების სიმბოლო. რა-
ტომ კლავს კაენი აბელს? არა იმიტომ რომ, როგორც ბიბლია
ამბობს, შურდა მისი, არამედ იმიტომ, რომ აბელი ღმერთის
მორჩილი მონა იყო და ამასვე მოითხოვდა კაენისგანაც, რო-
მელსაც არ სურდა ქედი მოეხარა ღმერთის წინაშე. კაენი აუმ-
ბოხდება ღმერთს და, როცა აბელი მოსთხოვს მას, გამოხატოს
ღმერთისადმი მორჩილება, ძმებს შორის იწყება დავა და კაენი
შემთხვევით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, კლავს აბე-
ლს. კაენის მიერ აბელის მოკვლა ღმერთის ნებით ხდება. თა-
ვად ბაირონის კაენი ადამიანურობის სიმბოლოა. ამაღლებუ-
ლია მისი სიყვარული ადას მიმართ. ბაირონის კაენი მეამბო-
ხე, აქტიური პოზიციის მქონე გმირია, რომელიც ისწრაფვის
მოქმედებისკენ ჭეშმარიტების, სიკეთის, ბედნიერების გულის-
თვის. როცა ცხოვრების გზის არჩევის საკითხი დგება, კაენი
გმირული ბრძოლის გზას ირჩევს. ის უშიშრად იბრძვის ღმერ-
თის უსამართლობისა და დესპოტიზმის წინააღმდეგ.
პოემა ფილოსოფიური დიალოგებისგან შედგება, რომ-
ლებშიც უარყოფილია მორჩილების, ბედთან შერიგების იდეა
და ხოტბაშესხმულია იდეა თავისუფლებისთვის ბრძოლისა.
გონების ძალის მადიდებელი ლუციფერის მსგავსად, კაენი ის-
წრაფვის ჩაწვდეს და გააცნობიეროს პიროვნების როლი და
ადგილი სამყაროში. მაგრამ ლუციფერისგან განსხვავებით,
რომელსაც ყველაფერში ეჭვი ეპარება, კაენს სწამს სიკეთისა.
კაენი უარყოფს ადამის, ევასა და აბელის მორჩილებას. ადა-
მიანი არ უნდა შეურიგდეს ბოროტების ბატონობას, კაცობ-
რიობის ტრაგიკულ ბედს. მას აქვს უფლება იბრძოლოს, აუმ-
ხედრდეს ტირანიას. ასეთია პოემის დედააზრი. პოემის გმირუ-
ლი ტრაგიზმი მდგომარეობს მაღალი ზნეობრივი და მოქალა-

210 მკითხველთა ლიგა


ქეობრივი იდეალის დამკვიდრებაში და გმირის დაღუპვაში,
მედგრად და თავგანწირვით რომ იბრძოდა ამ იდეალისთვის.
კათოლიკურმა ეკლესიამ ბაირონის „კაენი“ აკრძალული
წიგნების სიაში შეიტანა, რითაც, მისდაუნებურად, თავადვე
აღიარა მისი დიდი მხატვრული ზემოქმედების ძალა და პოპუ-
ლარობა.
1821 წელს დაწერილი სატირული პოემა „სამსჯავროს
ხილვა“ ბურლესკურ ფარსს წარმოადგენს, დაწერილს ხილვის
ფორმით, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ფანტასტიკა და რე-
ალობა. სატირა მიმართულია რობერტ საუთის ამავე სახელ-
წოდების ნაწარმოებისა და მის მიერ განდიდებული მეფე ჯორჯ
III-ის წინააღმდეგ. პოემაში გამოყენებულია ევროპაში გავ-
რცელებული ფოლკლორული სიუჟეტი იმის შესახებ, რომ მო-
ციქული პეტრე სამოთხის კართან დგას და მკაცრად ამოწმებს
ყველას, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სურს. მოციქული პეტრე
არ უშვებს სამოთხეში მეფე ჯორჯს და მისგან მის მიერ გაკეთე-
ბული კეთილი საქმეების დადასტურებას მოითხოვს. პეტრე
მოციქულს მეფის გულმოწყალება, სიქველე და სიკეთე რომ
დაუმტკიცოს, პოეტი რობერტ საუთი კითხულობს თავის პო-
ემას „სამსჯავროს ხილვა“, რომელშიც ხოტბას ასხამს მეფეს.
მაგრამ საუთის მლიქვნელური და ფარისევლური პოემა ისეთ
ზიზღს გამოიწვევს, რომ შეძრწუნებული ეშმაკები და ანგელო-
ზები აქეთ-იქით გაიფანტებიან. მოხერხებული მეფე ჯორჯი
შექმნილი აურზაურით ისარგებლებს და სამოთხეში შეაღწევს.
პოლიტიკური პამფლეტი „ირლანდიური ავატარა“ ბა-
ირონმა 1821 წელს დაწერა პრესაში გამოქვეყნებულ იმ ცნო-
ბასთან დაკავშირებით, რომელიც იუწყებოდა ინგლისის მეფე
ჯორჯ IV-ის ირლანდიაში მოგზაურობის შესახებ. ამ ოფიცია-
ლურ ცნობას ბაირონი უპირისპირებს აღშფოთებულ, რის-
ხვიანი პათოსით გამსჭვალულ მხილებას ბრიტანეთის ტირა-
ნიისა. ბაირონის სატირა მიმართულია როგორც დამპყრობ-
ლის დესპოტიზმის, ისე დაპყრობილის ყურმოჭრილი მონობის
წინააღმდეგ, რომელთაც დამმონებლებს და ჯაჭვის-მკოცნელ
მონებს უწოდებს. პოეტი გმობს იმ ირლანდიელეთა მლიქვნე-
ლობასა და მაამებლობას, მათი ქვეყნის დამპყრობელ ტირანს

211 მკითხველთა ლიგა


რომ ხოტბას ასხამენ და დამწუხრებული წარმოთქვამს, შეგინ-
დოთ თავისუფლებამ ბორკილდადებულებს და დამონებუ-
ლებს ეს როკვა და ყიჟინა, ცას რომ წვდება და სევდით რომ
აღავსებსო.
იმ ირლანდიელებს, ბორკილდადებულები რომ ცეკვავენ
დამპყრობლის საამებლად, ბაირონი უპირისპირებს პატრი-
ოტებს, ერინის საუკეთესო შვილებს. პოემის ლირიკული გმი-
რი მოუწოდებს ირლანდიელებს აღსდგნენ ბრიტანეთის ტირა-
ნიის წინააღმდეგ. ის გამოხატავს თავის სიყვარულს ირლან-
დიისა და იმ მამაც და კეთილშობილ ირლანდიელთა მიმართ,
რომლებიც თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან.
პოეტი აცხადებს, რომ ის ხმას აღიმაღლებს სამართლიანობის
დასაცავად, ირლანდიის დასაცავად, რომ მზადაა თავად იბ-
რძოლოს მისი თავისუფლებისთვის, რომ მისი გული ირლან-
დიისთვის ძგერს.
1822 წელს, იტალიაში ყოფნისას, ბაირონმა, შელიმ და ლი
ჰანტმა ჟურნალ „ლიბერალის“ გამოცემა დაიწყეს. ეს ჟურნა-
ლი ბრიტანეთის კონსერვატორულ პერიოდიკას უნდა დაპი-
რისპირებოდა. მაგრამ ჟურნალის მხოლოდ ერთი ნომრის გა-
მოცემა მოხერხდა (სწორედ ამ ჟურნალში დაიბეჭდა პირვე-
ლად ბაირონის „სამსჯავროს ხილვა“) – შელის უდროო სიკ-
ვდილმა ჟურნალთან დაკავშირებული ყველა გეგმა ჩაშალა.
სიცოცხლის ბოლო წლებში (1818-1823) ბაირონი მუშაობ-
და თავის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ნაწარმოებზე, ეპი-
კურ პოემაზე „დონ ჟუანი“. თანამედროვე ლიტერატურული
კრიტიკა ამ ნაწარმოებს ბაირონის შედევრად მიიჩნევს. უნდა
აღინიშნოს, რომ ეპიკური პოემის შექმნის იდეა ბაირონს შე-
ლიმ მიაწოდა.
„დონ ჟუანის“ დასრულება ბაირონმა ვერ მოასწრო. სულ
დაწერილია 16 სიმღერა. მე-17 სიმღერა დაუმთავრებელია.
1819 წელს გამოქვეყნდა პირველი ორი სიმღერა, რომლებიც
გააკრიტიკეს „ამორალური შინაარსის“ გამო და რომლებიც
საოცრად პოპულარული გახდა. „დონ ჟუანი“ მრავალპლანია-
ნი ნაწარმოებია, რომელიც მრისხანე მამხილებელი ინვექტი-
ვებისა და სატირული დაცინვის, ლირიკული გადახვევებისა

212 მკითხველთა ლიგა


და ფილოსოფიური ფიქრებისაგან შედგება. ის ჩაფიქრებული
იყო როგორც ეპიკური ნაწარმოები, რომელშიც მოცემული იქ-
ნებოდა თანამედროვე ცხოვრების პანორამა. „დონ ჟუანში“
„ჩაილდ ჰაროლდის პილიგრიმობასთან“ შედარებით ძლიერ-
დება ობიექტური ეპიკური ელემენტი. ავტორის სახე და გმი-
რის სახე უკვე მთლიანად დაცილებულია ერთმანეთს. დონ ჟუ-
ანის თავგადასავალი არსებითად განსხვავდება რომანტიკუ-
ლი ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობისგან. თუ მეოცნებე და მე-
ლანქოლიური ჩაილდი გმირული მოვლენების ფონზეა წარ-
მოდგენილი, დონ ჟუანი, ჩვეულებრივი ადამიანი, კერძო
ცხოვრების გარემოებებშია დახატული. პოემის მე-5 სიმღერა-
ში გამოთქმულია ახლებური გაგება პიროვნებისა და გარე-
მოებების ურთიერთმიმართებისა – ადამიანი სათამაშოა გა-
რემოებათა ხელში, თუმცა, როგორც ჩანს, თავად გარემოებე-
ბია სათამაშო ადამიანის ხელში.
ბაირონის ამ პოემაში ხდება რომანტიკული საწყისის ახ-
ლებური გააზრება. „დონ ჟუანში“, რომელიც მთლიანობაში
რომანტიკული ნაწარმოებია, თავს იჩენს რეალისტური ელე-
მენტი. ამ ნაწარმოების რომანტიკული ხასიათი ვლინდება
ყოვლისმომცველ ლირიკულ გრძნობაში, მსოფლშეგრძნების
დისჰარმონიულობაში, მონოლოგური მეტყველების მგზნება-
რე ვნებიანობაში, რომანტიკულ ირონიაში, კოსმიურ მასშტა-
ბებში. პოემაში ერთმანეთს ერწყმის ლირიზმი და სატირა. თა-
ვად ბაირონი თავის ნაწარმოებს „ეპიკურ სატირას“ უწოდებ-
და.
პოემისთვის წამძღვარებულ „მიძღვნაში“ გაცხადებულია
ავტორის პოზიცია. ბაირონი ქედს იხრის ტირანიის წინააღ-
მდეგ მებრძოლი მილტონის წინაშე. პოეტი მისთვის დამახა-
სიათებელი პირდაპირობითა და გაბედულებით ამხელს ირ-
ლანდიური წარმოშობის რეაქციონერ მინისტრ რობერტ სტიუ-
არტ, ლორდ კასლრის (1769-1822), ირლანდიელთა სისხლში
რომ აქვს ხელები გასვრილი – სწორედ კასლრის ხელმძღვა-
ნელობით ჩაახშეს 1798 წლის ირლანდიის აჯანყება. მისივე
გადამწყვეტი მონაწილეობით დაიდო 1800 წლის ირლადიის
უნიის აქტი, რომლის შედეგადაც ირლანდიამ საბოლოოდ და-

213 მკითხველთა ლიგა


კარგა დამოუკიდებლობა და შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და
ირლანდიის გაერთიანებული სამეფო. კოლაბორაციონისტ
კასლრის ბაირონი ინტელექტუალურ საჭურისს უწოდებს. რე-
აქციულობით ცნობილი ლორდი კასლრი პარანოიით იყო და-
ავადებული. როდესაც ცნობილი გახდა, რომ ის მეძავ ქალად
გადაცმული მეგობარი მამაკაცის თანხლებით ბორდელს ეწ-
ვია, კასლრიმ, ჰომოსექსუალობის ბრალდების შიშით, მანიის
შეტევისას ჯაყვით ყელი გამოიჭრა. ბაირონი სიძულვილითა
და დაუნდობელი სარკაზმით სავსე ეპიგრამებით გამოეხმაურა
კასლრის სიკვდილს.
როგორც „მიძღვნაში“, ასევე პოემაში ბაირონი სარკასტუ-
ლად ახასიათებს ტბის პოეტებს, გამოდის რა მათი პასიური,
კონსერვატორული პოზიციის წინააღმდეგ. ამავე დროს, „მიძ-
ღვნას“ ირონიული ხასიათი აქვს – ბაირონი თავის პოემას „უძ-
ღვნის“ პოეტ-ლაურეატ რობერტ საუთის, რომელსაც ირონიუ-
ლად „სერ ლაურეატ ბობ საუთის“ უწოდებს და რომელიც
სძაგს რენეგატობისა და უნიჭობის გამო.
„დონ ჟუანი“ სატირაა თანამედროვე საზოგადოებაზე, თუმ-
ცა პოემის მოქმედების დრო საფრანგეთის რევოლუციის წინა
პერიოდს განეკუთვნება. მიმართავს რა დონ ჟუანის თემას, ბა-
ირონი ქმნის პერსონაჟს, რომელიც არ ჰგავს ტრადიციულ ავ-
ხორც და მაცდურ აშიკს. ბაირონის დონ ჟუანი არის სახე ბუ-
ნებრივი ადამიანისა, მიწიერი ვნებებით რომ ცხოვრობს. მისი
გულწრფელობა წინააღმდეგობაშია პირფერულ და ფარისევ-
ლურ საზოგადოებასთან, სადაც ზნეობრივი ცნებები დამახინ-
ჯებულია. დონ ჟუანი იძულებულია მოერგოს გარემოებებს,
რათა გადაირჩინოს თავი და მიიღოს გრძნობიერი სიამოვნე-
ბა, მაგრამ ზნეობრივი თვალსაზრისით ის მის გარშემო მყო-
ფებზე მაღლა დგას. პოემის სიუჟეტის საფუძველს დონ ჟუანის
თავგადასავლები წარმოადგენს.
დონ ჟუანის მშობლები სევილიაში ცხოვრობენ. მისი დედა,
დონა ინეზა განსწავლულობით გამოირჩევა. პოემაში ირონიუ-
ლად არის შექებული მისი სრულყოფილება (მიჩნეულია, რომ
ამ პერსონაჟის პროტოტიპი ბაირონის ცოლი ანაბელა მილ-

214 მკითხველთა ლიგა


ბენკია). დონ ჟუანის მამას, პირიქით, არ უყვარს „ბრძნული
სიტყვები“, მას სასიყვარულო თავგადასავლები იზიდავს.
დონ ჟუანი, მიუხედავად იმისა, რომ მას მკვდარი ენებითა
და სქოლასტიკით გამოუტენეს თავი, ცოცხალი და უშუალო
ყმაწვილი იყო. გათხოვილ ქალთან სასიყვარულო ისტორიის
შემდეგ დონ ჟუანი იძულებულია დატოვოს ესპანეთი. დონა
ინეზა, სკანდალის შიშით, შვილს შორეულ ქვეყნებში გზავნის.
დონ ჟუანი გემიდან ემშვიდობება ესპანეთს. გემის დაღუპვის
შემდეგ დონ ჟუანი, რომელიც საკუთარმა სიმამაცემ გადაარ-
ჩინა, მოხვდება კუნძულზე, სადაც შეხვდება მშვენიერ ჰაიდეს,
მეკობრე ლამბროს ქალიშვილს. ჰაიდესადმი მისი სიყვარუ-
ლი, ზღვის ნაპირზე, კლდეებს შორის გატარებული ბედნიერი
დრო ხანმოკლე აღმოჩნდება. ნადიმზე, რომელსაც ჰაიდე თა-
ვისი სატრფოს პატივსაცემად მართავს, გამოჩნდება ლამბრო.
მისი ბრძანებით დონ ჟუანს დაიჭერენ და მონად გაყიდიან
თურქეთში. დამწუხრებული ჰაიდე დარდისგან კვდება.
ლამბრო რომატიკული გმირია, რომელიც მთელ სამყარო-
ზე იძიებს შურს თავისი ღირსებაშელახული სამშობლოს, სა-
ბერძნეთის გამო. მაგრამ ის დემონური ფიგურაა, ბოროტი
საწყისის მატარებელი. პოემის მე-3 სიმღერაში ჩართულია სა-
ბერძნეთისადმი მიძღვნილი ჰიმნი, რომელშიც ჟღერს ოცნება
საბერძნეთის თავისუფლებაზე.
მე-10 კანტოში თავის ქვეყანაზე, ინგლისზე, პოეტი სინანუ-
ლით ამბობს, რომ მას არ აქვს მიზეზი უყვარდეს ქვეყანა, რო-
მელშიც ყველა ერი მტერს ხედავს, რადგან ამ ქვეყანამ თავი-
სუფლება წაართვა კაცობრიობას, ახლა კი აზრისთვის ბორკი-
ლების დასადებადაც მზადაა.
მე-9 კანტოში ბაირონი აცხადებს, რომ ის მუდამ შეებრძო-
ლება, სიტყვითაც და თუ საშუალება მიეცემა, საქმითაც, იმათ,
ვინც წინ აღუდგება აზრს, რომ აზრის მტრები ყველაზე ვერაგი
მტრები არიან, დესპოტები და მლიქვნელები. პოეტმა არ იცის,
ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის
სძულდეს და შეურიგებელი იყოს დესპოტიზმის მიმართ ყველა
ერში.

215 მკითხველთა ლიგა


სხვადასხვა სტილური საშუალებების ფართოდ გამოყენე-
ბისა და ლექსიკური მრავალფეროვნების თვალსაზრისით ბა-
ირონის „დონ ჟუანს“ ინგლისური პოეზიის ვერცერთი წინა-
მორბედი ნაწარმოები ვერ შეედრება.
20-იანი წლების დასაწყისიდან ბაირონი უფრო და უფრო
მეტი ყურადღებით ადევნებს თვალს საბერძნეთში და მის გარ-
შემო განვითარებულ მოვლენებს. ამ ქვეყნის ბრძოლას თავი-
სუფლებისთვის ახალგაზრდა პოეტი ევროპაში თავისი პირვე-
ლი მოგზაურობის დღეებიდანვე თანაუგრძნობდა. ახლა ეს
ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა. ცუდად შეიარაღებუ-
ლი და ცუდად გაწვრთნილი ბერძნები ვერ უმკლავდებოდნენ
მრავალრიცხოვან თურქულ არმიას. დიდი სახელმწიფოები –
მათ შორის რუსეთი და ინგლისი – რთულ და ბინძურ თამაშს
ეწეოდნენ, ცდილობდნენ ერთმანეთისთვის წაეკიდებინათ
ბერძენ პარტიზანთა მეთაურები და უკვე წინასწარ იბრძოდნენ
მომავალ ბერძნულ სახელმწიფოზე გავლენის მოსაპოვებ-
ლად.
იტალიაში მყოფმა ბაირონმა 1823 წელს მიიღო შეთავაზე-
ბა საბერძნეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის წარმომად-
გენელთაგან, დახმარება გაეწია მათთვის ოტომანების იმპე-
რიის ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლებისთვის ბრძოლა-
ში. ბაირონმა, რომელსაც მისი თანამედროვეები ახასიათებენ
როგორც უშიშარს, მეამბოხესა და მამაცს, უყოყმანოდ და სი-
ამოვნებით მიიღო ბერძენთა წინადადება და 16 ივლისს ხო-
მალდით „ჰერკულესი“ გენუიდან გაემგზავრა. 4 აგვისტოს ის
უკვე კუნძულ კეფალონიაში ჩავიდა. 1824 წელს, კეფალონია-
ში დაწერა მან თავისი ერთ-ერთი ბოლო ლექსი „დღიური კე-
ფალონიაში“. ბაირონი, ჰაროუსა და კემბრიჯში აღზრდილი
ინგლისელი ლორდი, ლონდონის უმაღლესი არისტოკრატუ-
ლი წრის წარმომადგენელი, ევროპის უპირველესი პოეტი,
მზადაა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს ტირანიის
წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის თავისუფლებისთვის.
ბაირონმა უმალვე მოიპოვა ბერძენი პარტიზანების ნდობა.
მისი საკუთარი 4000 ფუნტით შეაკეთეს ბერძნული ფლოტი,
ყიდულობდნენ მედიკამენტებს, იარაღს. ბაირონი ცდილობდა

216 მკითხველთა ლიგა


გაეერთიანებინა ბერძენი პატრიოტებისა და უცხო ქვეყნები-
დან მათ დასახმარებლად ჩამოსული მოხალისეების ძალის-
ხმევა.
1824 წელს დაწერილ ლექსში „ჩემი ოცდამეთექვსმეტე
წლის თავზე“ პოეტმა თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა.
ამავე ლექსში ის ამბობს, რომ სურს სახელოვანი სიკვდილით
მოკვდეს ბრძოლის ველზე, რომ ჯარისკაცის საფლავი მის-
თვის საუკეთესო განსასვენებელია.
ბაირონს არ შეურცხვენია თავისი წინაპრების კეთილი სა-
ხელი, როგორც ოდესღაც აღუთქვა მათ, უფრო მეტიც, მის
გვარში არ ყოფილა უფრო სახელმოხვეჭილი და ნაამაგარი,
ვიდრე ლორდი ჯორჯ გორდონ ბაირონი იყო, ბაირონი, რომ-
ლის გმირობა გახდა ნიმუში თავისუფლებისთვის ბრძოლისა,
სიტყვითაც და საქმითაც.
საბერძნეთში დაწერა მან ლექსი „სიმღერა სულიოტები-
სადმი“, რომელიც საბრძოლო სიმღერაა, გმირული ბრძო-
ლისკენ რომ მოუწოდებს. სულიოტები ალბანელი მთიელები
იყვნენ, თურქების წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ.
ბაირონმა ქმედითი მონაწილეობა მიიღო მისოლუნგის ცი-
ხის დაცვაში. ბერძნებთან ერთად ის ლეპანტოს ციხის იერიშს
გეგმავდა. მან არტილერიის სპეციალისტიც კი დაიქირავა არ-
ტილერიის მოსამზადებლად და ამბოხებულთა არმიის ნაწილს
თავად ჩაუდგა სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო
გამოცდილება არ ჰქონდა. მაგრამ ექსპედიციის გასვლამდე,
14 თებერვალს, ბაირონი ავად გახდა. გამოჯანმრთელებულმა
კვლავ განაგრძო თავისი მოვალეობების შესრულება, მაგრამ
აპრილის დასაწყისში თავსხმა წვიმაში მოყვა და გაცივდა. სის-
ხლის გამოშვებამ კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა.
19 აპრილს 36 წლის ბაირონი გარდაიცვალა.
მოგვიანებით ლორდი ალფრედ ტენისონი იხსენებს, თუ
როგორი შოკი გამოიწვია ინგლისურ საზოგადოებაში ბაირო-
ნის სიკვდილის ცნობამ. ბერძნები კი მათი ქვეყნის თავისუფ-
ლებისთვის შეწირულ დიდ პოეტს და თავიანთ ეროვნულ
გმირს გლოვობდნენ. ზოგიერთი ცნობით, ბერძნებმა, რომელ-
თაც სურდათ, რომ მათი გმირის ნაწილი მათთან დარჩენილი-

217 მკითხველთა ლიგა


ყო, მისი გული დაიტოვეს და მისოლუნგიში დაკრძალეს. სხვა
წყაროების მიხედვით, ეს იყო არა გული, არამედ ფილტვები,
რომელიც, ურნაში ჩადებული, დამარცხებული მისოლუნგის
გაძარცვის შემდეგ დაიკარგა.
ბაირონის ცხედარი ინგლისში ჩამოასვენეს. ბაირონის
დაკრძალვა უესტმინსტერის სააბატოში სურდათ, რაზეც სა-
აბატომ უარი განაცხადა, ბაირონის „ბუნდოვანი ზნეობის“ მო-
ტივით. ორი დღის განმავლობაში უამრავი ხალხი მიდიოდა ბა-
ირონის ცხედართან მისთვის უკანასკნელი პატივის მისაგე-
ბად. ბაირონი ჰაკნოლის, ნოტინგემშირი, წმ. მარიამ მაგდა-
ლინელის ეკლესიაში, საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს.
ბაირონის მეგობრებმა 1000 ფუნტი შეაგროვეს მისი ძეგ-
ლისთვის. მაგრამ დანიელი მოქანდაკე ბერტელ ტორვალდსე-
ნის მიერ შესრულებული ქანდაკება არ მიიღო არც ბრიტანე-
თის მუზეუმმა, არც წმ. პავლეს ტაძარმა, არც უესტმინსტერის
სააბატომ და არც ეროვნულმა გალერეამ. ბოლოს, 10 წლის
შემდეგ, კემბრიჯის სამების კოლეჯმა, სადაც ბაირონი სწავ-
ლობდა, ის თავის ბიბლიოთეკაში დადგა.
ჯორჯ გორდონ, ლორდი ბაირონი არც მაშინ შემცდარა,
თავისი უკვდავება რომ იწინასწარმეტყველა – ჩემი ცხოვრება
ამაო არ ყოფილა, არის რაღაც ჩემში, არამიწიერი, რომელიც
ტანჯვასა და დროს აჯობებს და, მე რომ აღარ ვიქნები, მაინც
იცოცხლებსო. ბაირონის საფლავზე საბერძნეთის მეფის მიერ
გამოგზავნილი მარმარილოს ფილა დევს, რომელზეც სწორედ
ეს სიტყვებია წარწერილი.
1907 წელს სტატიაში „ბაირონის მონუმენტი სააბატოს-
თვის: დაიწყო მოძრაობა პოეტების კუთხეში მემორიალის გა-
საკეთებლად“ გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ წერდა: „ადამიანებს
ებადება კითხვა, ხომ არ არის ბაირონის ასეთი იგნორირება
ისეთი რამ, რისაც ინგლისს უნდა შერცხვეს... პოეტების კუთ-
ხეში უნდა დაიდგას ბიუსტი ან გაკეთდეს დაფა და ინგლისი გა-
თავისუფლდება მისი ერთ-ერთი უდიდესი შვილისადმი უმადუ-
რობის განცდისაგან.“
მხოლოდ ბაირონის სიკვდილიდან 145 წლის შემდეგ,
1969 წელს გახდა შესაძლებელი, საზოგადოებრივი აზრის ზე-

218 მკითხველთა ლიგა


წოლის შედეგად, რომ უესტმინსტერის სააბატოს პოეტების
კუთხეში ბაირონის მემორიალური დაფა გაკეთებულიყო, რო-
მელიც ბაირონის საფლავის ქვის ასლი იყო.
ჯორჯ გორდონ, ლორდი ბაირონი, „მრისხანე და შეუპოვა-
რი ბაირონი“, როგორც მას ილია ჭავჭავაძე უწოდებდა, ევრო-
პული რომანტიზმის მწვერვალი, უკვდავია თავისი ბრწყინვა-
ლე პოეზიით, ნაწარმოებების მეამბოხე, მოქალაქეობრივი პა-
თოსით, მებრძოლი, თავისუფლებისმოყვარე სულისკვეთე-
ბით, მგზნებარე, დაუოკებელი ლტოლვით თავისუფლებისკენ,
ამაღლებული ტრაგიზმითა და დრამატიზმით, მამხილებელი
სატირითა და პოეზიის ლირიზმით.
მაგრამ ბაირონი გამორჩეულია არა მხოლოდ ლიტერატუ-
რული შემოქმედებით, არამედ თავისი ცხოვრებითა და პი-
როვნული თვისებებით. ის თავადაც ბაირონული გმირის
ცხოვრებით ცხოვრობდა. ლორდი ბაირონი თავადვე წარმო-
ადგენდა თავის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟის
– ბაირონული გმირის ხორცშესხმულ განსახიერებას, უკომ-
პრომისო, შეურიგებელი, ბობოქარი, მშფოთვარე და დაუდ-
გრომელი ბაირონული გმირისა, გააფთრებით რომ იბრძვის
თავისუფლებისთვის.

219 მკითხველთა ლიგა


პერსი ბიში შელი

XIX საუკუნის დიდი ინგლისელი პოეტის, ინგლისური რო-


მანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედის, პერსი ბიში შე-
ლის (Percy Bysshe Shelley, 1792-1822) მხატვრულ და პუბ-
ლიცისტურ ნაწარმოებებში გამოხატული პოზიცია აახლოვებს
მის შემოქმედებას ბაირონის პოეზიასთან, რაც აგრეთვე გახ-
და საფუძველი შელის ბაირონთან მეგობრობისა. მაგრამ ბა-
ირონსა და შელის შორის არის განსხვავებაც. მებრძოლი რო-
მანტიზმი, როგორც საერთო იდეურ-ესთეტიკური პოზიცია,
მათ შემოქმედებაში სხვადასხვაგვარად ვლინდება. ბაირონის
მხატვრულ სახეებში მეტი ცხოვრებისეული კონკრეტულობაა,
რითაც ბაირონმა მეტად უშუალოდ მოამზადა და დააჩქარა
შემდგომი პერიოდის ლიტერატურული მიმდინარეობის – XIX
საუკუნის რეალიზმის დამკვიდრება. ბაირონის შემოქმედება-
ში უფრო ნათლად გამოიკვეთა რომანტიზმისთვის დამახასია-
თებელი აბსტრაქტულ-სიმბოლური სახეებიდან უფრო რე-
ალურ სახეებზე გადასვლა. რაც შეეხება შელის, მისი მხატვრუ-
ლი სისტემისთვის დამახასიათებელია რთული სიმბოლიკა,
მეტაფორულობა, სიმბოლურობა, სახეთა ასოციაციურობა.
შელი ფართო განზოგადებებისა და პოეტური აბსტრაქციების-
კენ ილტვის.
ბაირონი, რომელიც სახალხო მოძრაობის მხატვრული
ასახვის დიდოსტატია, ამავე დროს თანაგრძნობით გვიხატავს
გმირ-ინდივიდუალისტს, შელისთვის კი მიუღებელია ინდივი-
დუალიზმი მისი ნებისმიერი გამოვლინებით. ბაირონი სკეპტი-
კურად არის განწყობილი მომავლისადმი, თუმცა იმედსაც არ
ჰკარგავს, რომ საბოლოოდ ტირანია მაინც დამარცხდება და
თავისუფლება გაიმარჯვებს. შელის კი მტკიცედ სწამს ბედნიე-
რი მომავლისა და თავის პოემებში გათავისუფლებული კა-
ცობრიობის ბედნიერი ცხოვრების ხალისიან უტოპიურ სურა-
თებს გვიხატავს.

220 მკითხველთა ლიგა


შელის მჭვრეტელი, დაკვირვებული, მეოცნებე და დიდი
სულიერი განცდებისა და ვნებათაღელვისკენ მიდრეკილი ნა-
ტურა ბავშვობაშივე გამოვლინდა, როცა ის თავის პატარა
დებს შიშისმომგვრელი ზღაპრების მოყოლით გულს უხეთქავ-
და და ალქიმიკოსობით ერთობოდა.
შელის მამამ, სერ თიმოთი შელიმ, სკვაირმა და პარლა-
მენტის წევრმა ვიგების პარტიიდან, შვილი იტონის კოლეჯში
მიაბარა, იმ იმედით, რომ ეს მას გზას გაუხსნიდა მაღალი სა-
ზოგადოებისკენ. იტონში სწავლის ბოლო წლებში შელიმ სე-
რიოზულად მოჰკიდა ხელი სწავლას – მასში შემოქმედების,
ქმნადობის მოთხოვნილებამ გაიღვიძა.
1810 წელს, როცა შელიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში გა-
ნაგრძო სწავლა, ის უკვე ორი გოთური რომანის ავტორი იყო.
მათგან ერთი, „ზასტროზი“, მან 1810 წელს დაწერა და ავაზაკი
ზასტროზის პირით თავისი ათეისტური მსოფლმხედველობა
წარმოაჩინა, ხოლო მეორე, „წმ. ირვაინი“, – 1811 წელს. მი-
უხედავად იმისა, რომ ისინი არცერთი არ იყო სრულყოფილი
ლიტერატურული ნაწარმოები, ახალგაზრდა შელის შეხედუ-
ლებებსა და მისწრაფებებზე ნათლად მეტყველებდა.
1811 წელს შელი გარიცხეს ოქსფორდის უნივერსიტეტი-
დან პამფლეტის „ათეიზმის აუცილებლობა“ გამოქვეყნების
გამო, რომელსაც ის საკუთარი ხელით ურიგებდა სტუდენტებს
და მალე მთელს ოქსფორდში გაავრცელა. ამ ფაქტის გამო ჩა-
იშალა შელის მშობლების მიერ დაგეგმილი სასურველი ქორ-
წინება ჰარიეტ გროუვზე. 19 წლის შელიმ ცოლად შეირთო ჰა-
რიეტ უესთბრუკი, რომელიც ვნებიან წერილებს სწერდა და
იმუქრებოდა, თავს მოვიკლავ, თუ არ შემიყვარებო. ჰარიეტიც
იმ პანსიონში სწავლობდა, სადაც შელის დები სწავლობდნენ.
ამ ნაბიჯის გადადგმისას შელის ჰუმანური მოსაზრებები უფრო
ამოძრავებდა (მან გადაწყვიტა მხსნელად მოვლინებოდა უი-
მედოდ შეყვარებულ ჰარიეტს), ვიდრე მის მიმართ სიყვარუ-
ლი. განრისხებულმა სერ თიმოთიმ შვილს ყოველგვარი ფუ-
ლადი დახმარება შეუწყვიტა და ახალდაქორწინებულებს თა-
ვის მამულში ჩასვლა აუკრძლა, რადგან მისმა ვაჟმა, მომა-
ვალმა ბარონეტმა, მასზე დაბალი წრის ქალი შეირთო – ჰა-

221 მკითხველთა ლიგა


რიეტის მამა მდიდარი კი იყო, მაგრამ ტავერნის მეპატრონე
გახლდათ მხოლოდ! მიუხედავად იმისა, რომ მათ ორი შვილი
შეეძინათ, შელის სურვილი ჰარიეტთან ყოფნისა თანდათან
განელდა. ამასობაში ისიც გაირკვა, რომ არც ჰარიეტის შელი-
სადმი სიყვარული იყო მთლად უანგარო და რომ შელის ვნე-
ბიან წერილებს ის თავისი უფროსი დის რჩევით სწერდა – მა-
თი ქალიშვილის მომავალ ბარონეტზე ქორწინება ფრიად სა-
სურველი იყო უესთბრუკების ოჯახისთვის. შელი უფრო და უფ-
რო მეტ დროს ატარებდა ოჯახის გარეთ. მას ინტელექტუალუ-
რი ქალი სჭირდებოდა. 1814 წელს შელიმ მიატოვა მეორე
შვილზე ფეხმძიმე ჰარიეტი და უილიამ გოდუინის ქალიშვილ
მერი გოდუინთან (Mary Godwin, მომავალი მერი შელი,
„ფრანკენშტეინის“ ავტორი) ერთად, რომელიც მაშინ 16 წლის
იყო, შვეიცარიაში გაიქცა. 1816 წელს, ინგლისში დაბრუნებუ-
ლებმა, შელის პირველი ცოლის სიკვდილის შემდეგ, მათ
იქორწინეს.
1812 წელს შელი ირლანდიელი ხალხის ინტერესების და-
საცავად გამოვიდა – ირლანდიის თემას ეძღვნება 1812 წელს
დაწერილი პამფლეტი „მიმართვა ირლანდიელი ხალხისად-
მი“. თავისუფლებისმოყვარე იდეებია გამოთქმული ამავე
წელს დაწერილ პამფლეტში „უფლებათა დეკლარაცია“.
1813 წელს შექმნილი თავისი ფილოსოფიური პოემის „დე-
დოფალი მაბი“ შესახებ შელი წერდა: „წარსული, აწმყო და მო-
მავალი – აი ამ პოემის დიდებული და ყოვლისმომცველი თე-
მები“. პოეტი ისწრაფვის ყოფიერების უნივერსალური ასახ-
ვისკენ – ბუნება წარმოდგენილია კოსმიურ მასშტაბებში, ხო-
ლო საზოგადოება – როგორც კაცობრიობის ისტორიის პანო-
რამა. პოემის სიუჟეტს წარმოადგენს არა მოვლენები, არამედ
ისტორიული პროგრესის შესახებ ავტორის აზრის განვითარე-
ბა.
ჯადოქარი დედოფალი მაბი მოიტაცებს მძინარე იანტას,
კაცობრიობის სულის სიმბოლოს, და მასთან ერთად ფრთოსა-
ნი ეტლით მიაშურებს ვარსკვლავების სამყაროს. აქ დედოფა-
ლი მაბი აჩვენებს იანტას წარსულისა და აწმყოს ულმობლო-
ბასა და დაუნდობლობას და უპირისპირებს მათ მომავლის სუ-

222 მკითხველთა ლიგა


რათებს. პოემის მოქმედების ადგილია კოსმიური მასშტაბების
მქონე უკუდეგანო სამყარო, მაგრამ ავტორი აღწერს და ახა-
სიათებს სრულიად მიწიერ მოვლენებს – ტირანიას, მილიტა-
რიზმს, ვაჭრუკანობას. ათეისტი შელის კრიტიკის ობიექტია
რელიგიაც. შელი ნიღაბს ხდის მახინჯ დამოკიდებულებებს სა-
ზოგადოებაში, სადაც ხდება ერთი ადამიანის მიერ მეორის
ჩაგვრა, ერთი ფენის გამდიდრება მეორის ხარჯზე, სადაც გაბა-
ტონებულა ოქრო და ფულზე იყიდება ყველაფერი – სიყვარუ-
ლიც და რწმენაც. უსინდისო და ამორალური საზოგადოება
ღუპავს ტალანტებს – სიღატაკეს და მონურ შრომას უსახე-
ლოდ ჩაუკლავს უცნობი მილტონები, კატონები და ნიუტონები.
ომი დაქირავებული მკვლელების ხელობად და სახელმწიფო
მოღვაწეთა თავშესაქცევ გართობად ქცეულა.
ათეისტი შელი ამხელს რელიგიასაც. ღმერთი პოემაში გა-
მოყვანილია როგორც ტირანი, რომელიც მისი დესპოტიზმით
უკმაყოფილოებს ჯოჯოხეთში გზავნის. ღვთისმსახური
მღვდლები ბოჭავენ და გასაქანს არ აძლევენ ადამიანის სულს,
ისევე როგორც მიწიერი ტირანის ხელქვეითები იმონებენ ადა-
მიანთა სხეულებს – ზეციური და მიწიერი მბრძანებლები
სრულ თანხმობაში არიან ერთმანეთთან და თავიანთ მოქმე-
დებებს კაცობრიობის წიმააღმდეგ მიმართავენ.
უარყოფს რა ქრისტიანულ ღმერთს, შელი მიმართავს პან-
თეისტურ იდეებს, ინარჩუნებს რა გონების რწმენის განმანათ-
ლებლურ იდეას. ის თვლის, რომ დედამიწაზე ბოროტება იმის
გამო ბატონობს, რომ ადამიანები ძველი ჩვევების მიხედვით
ცხოვრობენ და გაცნობიერებული არ აქვთ, რომ მათ ჩაგრა-
ვენ. მაგრამ როგორც კი ადამიანების გონება გაიღვიძებს,
მათთვის ნათელი გახდება ბოროტების არსი და ისინი მოსპო-
ბენ უსამართლობას.
პოეტი მოუწოდებს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
ადამიანი, შელის აზრით, დაუღალავად ქმედითი უნდა იყოს,
რადგან ადამიანის სული და სხეული გაბედული და გადამწყვე-
ტი მოქმედებებისთვისაა შექმნილი.
შელი მომავლის უტოპიურ სურათს გვიხატავს. უდაბნოები
ნაყოფიერ საძოვრებად გადაიქცევა, ცივი კლიმატი თბილით

223 მკითხველთა ლიგა


შეიცვლება. მომავლის ადამიანიც სულ სხვანაირი გახდება –
ის თავისუფალი და ბედნიერი იქნება. მომავლის ასახვისას შე-
ლი ხილვის ჟანრულ ფორმას მიმართავს.
პოემაში გამოვლინდა შელის პოეტური ენის მეტაფორუ-
ლობა. პოემა დაწერილია მკითხველისადმი ორატორული მი-
მართვის ფორმით და მასში აისახა ორატორული სტილის ნიშ-
ნები – ემოციური გამეორებები, შეძახილი, მიმართვა, რიტო-
რიკული შეკითხვები. შელის „დედოფალი მაბი“ სამოქალაქო
პათოსით და უსამართლობის მკაცრი მხილებით არის გამ-
სჭვალული.
1815 წელს დაწერილი ლექსი „ალასტორი, ანუ მარტოო-
ბის სული“ უსათაურო იყო, როცა შელიმ ის თავის მეგობარ
მწერალს, თომას ლავ პიკოკს გადასცა. „ალასტორი“, რომე-
ლიც ითარგმნება როგორც „შურისმაძიებელი“ და ბერძნულ
მითოლოგიას უკავშირდება, შელის პიკოკმა შესთავაზა. თა-
ვად პიკოკი ამ სიტყვას განმარტავდა როგორც „ბოროტ გენი-
ას“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეპითეტი ეხება არა
ნაწარმოების გმირს ან პოეტს, არამედ იმ სულს, რომელიც ზე-
ბუნებრივად ასაზრდოებს პოეტის წარმოსახვას. პოეტი და-
უღალავად ეძიებს „უჩვეულო სიმართლეს უცხო მიწაზე“, რის-
თვისაც მოგზაურობს კავკასიის მთებში, რომელთაც აღწერს
როგორც ზეციურსა და არამიწიერს, აგრეთვე სპარსეთსა და
არაბეთში... ერთ ღამეს ის „პირსაბურავიან ქალწულს“ იხი-
ლავს, რომელიც ერთგვარ მედიატორს წარმოადგენს ბუნებ-
რივ და ზებუნებრივ სამყაროთა შორის, რადგან თავად არის
სულიცა და ადამიანური სიყვარულის ელემენტიც. პოეტი ცდი-
ლობს სულთან გაერთიანებას, მაგრან ღამის წყვდიადი შთან-
თქავს ხილვას, და ზებუნებრივთან პოეტის კავშირი გაწყდება.
პოემა „ისლამის აჯანყება“, რომელიც 1818 წელს შეიქმნა,
პოეტის თანამედროვე ეპოქის ხალხთა მოძრაობების გამოძა-
ხილს წარმოადგენს. ამ პოემაში შელიმ ხორცი შეასხა თავის
იდეალს რევოლუციისა. შელის სიტყვებით, „ისლამის აჯანყე-
ბის“ სახით მას სურდა შეექმნა პოემა „ისეთ რევოლუციაზე,
რომელიც თავისუფლად შეიძლება მოხდეს ყველა ევროპულ
ქვეყანაში“. პოემის მოქმედების ადგილია კონსტანტინოპო-

224 მკითხველთა ლიგა


ლი, მაგრამ შელის არ ადარდებს ლოკალური ნიშნების სიზუს-
ტე. მისთვის უმთავრესია შექმნას ტირანიის წინააღმდეგ ამბო-
ხების განზოგადებული სურათი. რევოლუციურ ბრძოლაში მო-
ნაწილეობენ არა მხოლოდ ცენტრალური პერსონაჟები – ლა-
ონი და სიტნა, არამედ ხალხიც. პოემის სიუჟეტი ფანტასტიკუ-
რია და ხილვის ფორმით იხსნება, მაგრამ ეს პოეტის თანამედ-
როვე ეპოქის ხილვაა, ანუ რეალური თანამედროვე მოვლენე-
ბის ხილვა.
კონფლიქტის არსს გამოკვეთს არწივისა და გველის შერ-
კინების სიმბოლური სცენა. საზოგადოებაში გაჩაღებულია
ბრძოლა იბერიელ ქურუმსა და ამბოხების მოთავე ლაონსა და
სიტნას შორის. იბერიელი ქურუმი ტირანს ემსახურება და ფა-
ნატიკური რელიგიური სისასტიკით იცავს დესპოტურ რეჟიმს.
მმართველთა ულმობლობითა და დაუნდობლობით აღშფო-
თებული ხალხი აღდგება ტირანიის წინააღმდეგ და უსამარ-
თლობასთან თავგანწირულ და შეურიგებელ ბრძოლას გამარ-
ჯვებით დააგვირგვინებს. პოემაში სახალხო მოძრაობის წამ-
ლეკავი ძალა ბუნების ძალებთან და სტიქიასთანაა შედარებუ-
ლი.
აჯანყების თემასთან დაკავშირებით დგება საკითხი რევო-
ლუციური ძალადობისა. ერთ-ერთი პერსონაჟი, განდეგილი,
სთავაზობს ამბოხებულებს, თავი აარიდონ სისხლისღვრას,
ლმობიერება გამოიჩინონ და დაინდონ ტირანი. მაგრამ აჯან-
ყების მსვლელობისას ნათელი ხდება, რომ თავად კაცთმოძუ-
ლე ტირანი არაფრის წინაშე უკან არ იხევს. პოემის პერსონა-
ჟები მიდიან იმ მტკიცე დასკვნამდე, რომ ტირანიის წინააღ-
მდეგ აქტიური და შეურიგებელი ბრძოლაა საჭირო.
პოემის საგმირო შინაარსი განუყოფელია ავტორის სუბი-
ექტური გრძნობებისგან. შელი დაუფარავად გამოხატავს თა-
ვის განცდებს და თავისუფლებისთვის მებრძოლთა გამარჯვე-
ბის პოეტიზაციას ახდენს.
1818 წლის მარტში შელიმ ინგლისი დატოვა. ცხოვრების
ბოლო წლები მან შვეიცარიასა და იტალიაში გაატარა, სადაც
მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ბაირონთან. ბაირონისა
და შელის საუბრები ისმის შელის მიერ 1818 წელს დაწერილ

225 მკითხველთა ლიგა


პოემაში „ჯულიანი და მადალო“. გრაფი მადალო ბაირონს
მოგვაგონებს, ჯულიანი კი – შელის.
საგმირო თემა შელის შემოქმედებაში ყველაზე მკაფიოდ
აისახა 1820 წელს შექმნილ ოთხაქტიან ფილოსოფიურ პოემა-
ში „გათავისუფლებული პრომეთე“. პოემის წინასიტყვაობაში
შელი ასაბუთებს პრომეთეს თემის მისეულ ინტერპრეტაციას.
შელიმ გადაწყვიტა დაეხატა ბოროტებასთან შეურიგებელი
პრომეთე, რომელიც ქედს არ იხრის და არ დრკება ვერაგი მო-
წინააღმდეგის წინაშე. შელის პრომეთე ადამიანის საუკეთესო
თვისებების – მამაცობის, სულიერი სიდიადის, ბოროტი ძა-
ლის წინაშე ამაყი და უშიშარი ქედუხრელობის მატარებელია.
მასში პატივმოყვარეობის, შურისმაძიებლობის, შურისა და სა-
კუთარი თავის განდიდების ნატამალიც კი არ არის. პრომეთე,
შელის სიტყვებით, „არის სახე ზნეობრივი და ინტელექტუალუ-
რი ძალების უმაღლესი სრულყოფილებისა, გმირი, რომელ-
საც ამოძრავებს ყველაზე სუფთა და ყველაზე გულწრფელი
მისწრაფებები საუკეთესო, უკეთილშობილესი მიზნებისთვის“.
შელიმ განაგრძო და განავრცო ბერძნული მითი და ესქი-
ლეს ტრაგედია. მან დახატა პრომეთეს შემდგომი ბედი, ამას-
თან, ყურადღება გაამახვილა არა იმდენად მიჯაჭვული ტიტა-
ნის სიმამაცეზე, რამდენადაც მის ბრძოლაზე ბოროტების წინა-
აღმდეგ, მის გათავისუფლებასა და გამარჯვებული გმირის ზე-
იმზე. ესქილესაგან განსხვავებით, შელის პოემაში არ ხდება
პრომეთესა და ზევსის შერიგება. შელის იუპიტერი (ზევსი) და-
ემხობა და პრომეთე თავისუფლებასა და გამარჯვებას მოიპო-
ვებს.
მშვენიერების იდეალი ამ პოემაში გამოხატულია ტრაგი-
კული სიტუაციის დაძლევაში. პრომეთეს ტრაგიკული სიდიადე
ბოროტებასთან მის შეურიგებლობაში მდგომარეობს. ტრაგი-
კული გმირი არ იღუპება. ბოროტებაზე გამარჯვებით ის კაცობ-
რიობის ნათელ მომავალს მოაახლოვებს. ამასთან, პრომეთე
მარტო არ არის ბრძოლაში, მას მთელი ბუნება ეხმარება. შე-
ლის პრომეთე კაცობრიობას წარმოადგენს, რომელიც სხვა
გმირებთან ერთად მოქმედებს. პრომეთეს მითი შელის მიერ
ისტორიული ოპტიმიზმით არის გააზრებული.

226 მკითხველთა ლიგა


მონოლოგში, რომლითაც იწყება პოემა, პრომეთე ლაპა-
რაკობს იმ ტანჯვაზე, კაცობრიობას რომ არგუნა ბედმა, და ამ-
ხელს და ადანაშაულებს იუპიტერს იმაში, რომ ადამიანები
ტანჯვა-წამებისთვის არიან განწირული. პრომეთე არ ცნობს
ღმერთის ტირანულ, დესპოტურ და სამარცხვინო ძალაუფლე-
ბას.
პრომეთეს ტანჯავენ და აწამებენ ფურიები – „ჯოჯოხეთის
ძაღლები“, რომელთაც იუპიტერი ტანჯული ადამიანების კვნე-
სითა და გოდებით კვებავს. იუპიტერი იმიტომ სდევნის და აწა-
მებს პრომეთეს, რომ ეშინია დევგმირისა, რადგან პრომეთე
ერთადერთია, ვინც იცის ტირანი იუპიტერის დაცემის საიდუმ-
ლოება. პრომეთეს შეეძლო თავიდან აეცილებინა ტანჯვა, თუ
დამორჩილდებოდა და საიდუმლოებას გასცემდა, მაგრამ
პრომეთეს არ შეუძლია იყოს მორჩილი და თვინიერი, რადგან
იცის, რომ ეს კაცობრიობას მონობაში ყოფნას უქადის.
იუპიტერის ვაჟი მერკური ცდილობს დაიყოლიოს პრომე-
თე, მორჩილების გზას დაადგეს, მაგრამ პრომეთეს ნება უტე-
ხია. ის მზადაა გაუძლოს წამებას მანამ, სანამ ტირანი არ და-
იღუპება, რადგან კარგად უწყის, რომ ტირანი იუპიტერის და-
უნდობლობაში მისივე სისუსტე ვლინდება.
სიმამაცესა და სულის სიმტკიცემდე პრომეთე სიყვარულის
გზით მივიდა. მეორე აქტი იხსნება პრომეთეს სატრფოს, აზიას
მონოლოგით, რომელიც თავის დას, პანთეას ეკითხება პრო-
მეთეს შესახებ. შემდეგ აზია სთხოვს დემოგორგონს, უპასუ-
ხოს, ვინ შექმნა დედამიწაზე ბოროტება და უკეთურობა. დემო-
გორგონი იუპიტერს ასახელებს დამნაშავედ. აზია ელის ტირა-
ნის დამხობას და იმ დროს, როცა ის პრომეთესთან ერთად
ბედნიერი იქნება.
პრომეთეს მხარესაა დემოგორგონი – რევოლუციური
ცვლილებებისა და გარდაქმნების სული, რომელიც წინასწარ
ხედავს იუპიტერის დაცემას და ხელს უწყობს ტირანიის განად-
გურებას. მესამე აქტის დასაწყისში დემოგორგონო იუპიტერის
ტახტისკენ მიემართება და მოუწოდებს მას უარი თქვას თავის
ტახტზე, რადგან მის ზეციურ ტირანიას მომავალი არ აქვს და
დამარცხებისთვისაა განწირული.

227 მკითხველთა ლიგა


იუპიტერის მუქარას ძალა აქვს დაკარგული. ის უკვე ვეღარ
განაგებს სტიქიებს და მისი დაღუპვა გარდუვალია. ოკეანე, ტი-
რანის დაცემის ამბავს რომ შეიტყობს, დარწმუნებულია, რომ
დედამიწაზე ბედნიერება დაისადგურებს. ჰერაკლე ათავისუფ-
ლებს პრომეთეს. გარდაქმნილი და სახეცვლილი დედამიწა
მიესალმება პრომეთეს, აღფრთოვანებული მისი სიმამაცით.
პოემის მეოთხე აქტში დახატულია ბედნიერი მომავლის
სურათები. მომავალში მოხდება ადამიანის ზნეობრივი და სუ-
ლიერი ძალების გაფურჩქვნა და ადამიანი შეძლებს თავისუ-
ფალ შრომაზე, თანასწორობასა და მშვიდობაზე დამყარებულ
საზოგადოებაში იცხოვროს. სიდიადე და სიძლიერე მომავლის
ადამიანისა, ბუნებას რომ იმორჩილებს, პოემაში მზის დიდე-
ბულებასთან არის შედარებული.
მომავლის ოპტიმისტური სურათების დახატვისას შელი ამ
პოემაში გარკვეულწილად იზიარებს უტოპისტების შეხედულე-
ბებს. მას სწამს ისტორიული პროგრესისა და დარწმუნებულია,
რომ ნათელი მომავლისკენ სავალი გზა ტირანიასთან შეური-
გებელ ბრძოლაზე გადის. ტირანიის მოსპობა – აი რა არის თა-
ვისუფალი ადამიანის ცხოვრების მიზანი.
თავისუფალი კომპოზიციური სტრუქტურის მქონე ამ პო-
ემაში ავტორისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია მოვლენების
განვითარების ხაზი – უმთავრესი საპირისპირო ზნეობრივ-სო-
ციალური პრინციპების ბრძოლაში მდგომარეობს. ბოროტისა
და კეთილის, ჰუმანურობისა და დესპოტიზმის ბრძოლა სიმბო-
ლური ფორმითაა წარმოდგენილი.
პიროვნება რომანტიკოსთა შემოქმედებაში ჯერ კიდევ არ
წარმოადგენდა ხასიათს, მას არ ჰქონდა კონკრეტულ-ისტო-
რიული და ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თვისებები. შე-
ლის პრომეთე არის განზოგადებული სახე გმირისა, რომელ-
შიც სუბიექტური საწყისი თავად მის იდეალურობაში ვლინდე-
ბა.
თეთრი ლექსით დაწერილ ხუთაქტიან ტრაგედიას „ჩენჩი“,
რომელიც 1819 წელს გამოქვეყნდა, საფუძვლად უდევს XVI
საუკუნის იტალიაში მომხდარი ამბავი, ჩენჩის ოჯახის დაღუპ-
ვას რომ ეხება. იტალიურ ქრონიკებში მოთხრობილი ეს ისტო-

228 მკითხველთა ლიგა


რია კარგად იყო ცნობილი იტალიაში და რამდენიმე საუკუნის
შემდეგაც დიდ ინტერესს იწვევდა. ამ ისტორიით შელი იტალი-
ელ მხატვარ გვიდო რენის (1575-1642) მიერ შესრულებული
ბეატრიჩე ჩენჩის პორტრეტის ნახვის შემდეგ დაინტერესდა.
ძალაუფლებისმოყვარე რომაელი გრაფი ფრანჩესკო ჩენ-
ჩი, რომელმაც იცის, რომ მის მიერ ჩადენილი ყველა ბოროტ-
მოქმედება დაუსჯელი დარჩება, ცდილობს ყოველნაირად და-
ამტკიცოს თავისი ძალა და უძლეველობა. ის სასტიკი და დაუნ-
დობელია საკუთარი შვილების მიმართ. მას სძულს შვილები
იმის გამო, რომ ისინი მისი ქონების მემკვიდრეები არიან. ჩენ-
ჩი არა მხოლოდ უარს ამბობს დაეხმაროს შვილებს, არამედ
დასაღუპავად გაწირავს მათ. თავისი ორი ვაჟი მან განგებ გაგ-
ზავნა ესპანეთში, იმ იმედით, რომ იქ მათ დახოცავდნენ. მათი
სიკვდილის ამბავს რომ შეიტყობს, ჩენჩი ღრეობას გამართავს
და ზეიმით აღნიშნავს შვილების სიკვდილს. ღვინოს რომ
სვამს, ჩენჩის ის თავისი შვილების სისხლად წარმოუდგენია,
რომლის დალევაც ასე სწყუროდა. ქეიფის დროს ბეატრიჩე
სთხოვს სტუმრებს, დაიცვან ის და მისი ოჯახი სადისტი მამისა-
გან, მაგრამ სტუმრები, ჩენჩის დაუდობლობისა და შურისძიე-
ბის შიშით, უარს ამბობენ ბეატრიჩეს თხოვნის შესრულებაზე.
დანაშაულებრივია გარყვნილი და მოძალადე ჩენჩის და-
მოკიდებულება საკუთარი ქალიშვილის, ბეატრიჩეს მიმართ –
ჩენჩი ძალას იხმარს საკუთარ შვილზე – მას არც ინცესტის გა-
უგონარი ამორალურობა აფრთხობს. ბეატრიჩე ხმას აღიმაღ-
ლებს ადამიანური ღირსების შელახვის და ხელისუფალთა ფა-
რისევლობის წინააღმდეგ, რომელთაც უარი განაცხადეს მის
დაცვაზე. მისი დაჟინებული მოთხოვნით მსახურები, ოლიმპიო
და მარსიო, კლავენ დესპოტ ჩენჩის. პაპის კურია სასტიკად უს-
წორდება ბეატრიჩეს და ჩენჩის მკვლელობის ყველა მონაწი-
ლეს, რომელთაც, ბეატრიჩესაგან შთაგონებულებმა, გაბედეს
ტირანიის წინააღმდეგ გალაშქრება. წამების შემდეგ მათ სიკ-
ვდილით სჯიან.
ტრაგედია „ჩენჩი“ დესპოტიზმისა და ძალმომრეობის წინა-
აღმდეგ შეურიგებელი ბრძოლისკენ მოუწოდებს. ნაწარმოე-
ბის მეამბოხური პათოსი ვლინდება, უპირველეს ყოვლისა, ბე-

229 მკითხველთა ლიგა


ატრიჩეს სახეში. ბეატრიჩეს შესწევს უნარი გადადგას გაბედუ-
ლი ნაბიჯი, მაგრამ ის მარტოა თავის ბრძოლაში ტირანიის წი-
ნააღმდეგ. შელი ინდივიდუალისტური მეამბოხეობის ტრა-
გიზმს გვიჩვენებს. ამასთან, ბეატრიჩეს უკომპრომისო ბრძო-
ლა, მისი ზნეობრივი უპირატესობა მოძალადეებისა და ბნე-
ლეთის მოციქულების სამყაროსთან შედარებით შელის ამ
ტრაგედიას გმირულ ხასიათს ანიჭებს.
ნაწარმოებში შელი დიდი მხატვრული ძალით ავითარებს
ანტისაეკლესიო თემას. ის ამხელს კათოლიკურ სამღვდელო-
ებას, რომელიც მუხლს იდრეკს და ეთაყვანება არა იმდენად
ღმერთის, რამდენადაც ოქროს და სიმდიდრეს და მზადაა გა-
ამართლოს ნებისმიერი დანაშაული და შეუნდოს დამნაშავეს,
თუკი ცოდვილი უხვად დაასაჩუქრებს ეკლესიას. ავტორი
გვიჩვენებს იეზუიტების სისასტიკეს, სასულიერო პირების ფა-
რისევლობასა და უნამუსობას (პრელატი ორსინო, კარდინა-
ლი). რომის პაპი, რომელიც მდიდარ გრაფ ჩენჩისგან დიდძალ
შემოწირულობას მოელის, ყველა შეცოდებას შეუნდობს მას.
„ჩენჩის“ ტრაგედიული სტილის ზოგიერთი ელემენტი ახ-
ლოსაა შექსპირისეულ ტრადიციასთან (ეპიზოდების სწრაფი
ცვლა, გრძელი მონოლოგები, თეთრი ლექსი). განსაკუთრე-
ბით საგრძნობია „მაკბეტისა“ და „მეფე ლირის“ გავლენა. შექ-
სპირის გავლენა იგრძნობა სიკვდილ-სოცოცხლის საკითხზე
ჩაფიქრებული ბეატრიჩეს მონოლოგში. ჯაკომოს ფსიქოლო-
გიური მდგომარეობა, როცა მან საკუთარი მამის, გრაფ ჩენჩის
მკვლელობა განიზრახა, მოგვაგონებს ოტელოს განცდებს
დეზდემონას მკვლელობის სცენაში.
მაგრამ შელი რომანტიკოსად რჩება. მისი პერსონაჟები არ
წარმოადგენენ სრულყოფილად დახატულ დასრულებულ ხა-
სიათებს. ისინი გარკვეულ პრინციპს განასახიერებენ და ერ-
თპლანიანები არიან, მოკლებულნი რეალისტურ ხასიათობ-
რივ წინააღმდეგობებს. შეჯახება პერსონაჟებს შორის არის
კონფლიქტი განსხვავებულ პრინციპებს შორის. აქედან მომ-
დინარეობს პოლარული ფიგურების მკვეთრი დაპირისპირება
ამ პოემაში. ფრანჩესკო ჩენჩი ბოროტმოქმედია, რომელიც
მდიდარი ძღვენის საშუალებით მოხერხებულად ჩქმალავს

230 მკითხველთა ლიგა


თავის მიერ ჩადენილ არაერთ დანაშაულს. მისი ქალიშვილი
ბეატრიჩე, საკუთარი მამის დესპოტიზმის მსხვერპლი, ადამია-
ნურობის განსახიერებაა. ამ პოემაში კოლიზია პოლარულად
საპირისპირო ფიგურების შეჯახებას უფრო ემყარება, ვიდრე
რეალური სიტუაციების რთულ წინააღმდეგობრიობასა და
კონფლიქტურობას.
მშვენიერების იდეალია გამოხატული 1816 წელს დაწე-
რილ ლექსში „ჰიმნი ინტელექტუალურ სილამაზეს“. ლირიკუ-
ლი გმირი ერთგულების ფიცით მიმართავს ინტელექტუალური
სილამაზის სულს, რომელიც მისთვის ყოფიერების აზრს წარ-
მოადგენს. ეს ლექსი შელის ბაირონთან ერთად ზღვაზე ნავით
გასეირნებამ და მათმა საუბარმა შთააგონა.
ლექსი „სიმღერა ინგლისელებისადმი“, რომელიც შელიმ
1819 დაწერა, წარმოადგენს მიმართვას ხალხისადმი, მონურ
მორჩილებაში რომ ცხოვრობს. პოეტი მოუწოდებს მათ, დაიწ-
ყონ ბრძოლა უთანასწორობის წინააღმდეგ. თუ ლექსი-მოწო-
დება ფორმის უბრალოებით გამოირჩევა, იმავე წელს შექ-
მნილ ლექსს „ოდა დასავლეთის ქარს“ რთული სტრუქტურა
აქვს. ბრძოლის იდეა გამოხატულია სიმბოლურ სახეში – ლი-
რიკული გმირი მიმართავს დასავლეთის ქარს, რომელიც თა-
ვის გზაზე ანადგურებს ყოველივე ძველსა და დრომოჭმულს
და ხელს უწყობს ახლის შექმნას და ცხოვრების გარდაქმნა-გა-
ნახლებას. ლირიკული გმირი-მებრძოლი ერთიანია დასავლე-
თის ქარის დიად ძალასთან, რომელიც ქარიშხლის მოახლო-
ვებას მოასწავებს.
ლექსში „ღრუბელი“, რომელიც 1820 წელს დაიწერა,
ღრუბლის მეტაფორული სახე ადამიანისთვის სიკეთის მომტან
მოძრაობასა და ცვლილებებს გამოხატავს. ამ ლექსის პოეტურ
ატმოსფეროს ქმნის ბუნების სილამაზის სიყვარული, ყოფიე-
რების ნათელ ფერებში აღქმა, ბედნიერებისა და თავისუფლე-
ბის გარდუვალი გამარჯვების ოპტიმისტური რწმენა.
თავისუფლების ჰიმნად გაიჟღერა შელის მიერ 1819-1820
წლებში შექმნილმა ლექსებმა „ოდა თავისუფლების დამცვე-
ლებს“, „ოდა თავისუფლებას“, „თავისუფლება“, „ოდა ნეა-
პოლს“. ამ ლექსებში პოეტი გადმოსცემს ეპოქის სულს, ბრძო-

231 მკითხველთა ლიგა


ლის პათოსს. ისინი დაიწერა შელის თანამედროვე პერიოდის
დრამატულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ავტორი არ
მიმართავს მოვლენათა კონკრეტიზაციას, მისთვის მთავარია
გადმოსცეს ამ მოვლენებით გამოწვეული ემოცია, ის სულიერი
განცდა, ეს მოვლენები რომ აღძრავს.
სიყვარულის თემას ეძღვნება 1821 წელს დაწერილი ლექ-
სი „ეპიფსიქიდიონი“. სიტყვა „ეპიფსიქიდიონი“ შეიძლება
ითარგმნოს როგორც სულთა მოძრაობა მცირე წრეზე. ადამი-
ანთა სულები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, პლანეტებთან
არის შედარებული. ამ ლექსში პოეტი სიმბოლოთა ფორმით
ლაპარაკობს ემილია ვივიანისადმი თავის სიყვარულზე. ჭეშ-
მარიტი სიყვარული იდეალურია, ის ემყარება ურთიერთგაგე-
ბას, ინტელექტუალურ ურთიერთობას და მონათესავე წარმო-
სახვას. სიყვარული ყოვლისშემძლეა, ის ამარცხებს ბოროტე-
ბას, წყვდიადისა და სიბნელის ტყვეობიდან ათავისუფლებს
ადამიანებს. შელის კალამს ეკუთვნის შესანიშნავი ლირიკუ-
ლი ლექსები – ფიქრები ხელოვნებასა და პოეტის ტრაგიკულ
ბედზე. 1820 წელს დაწერილ ლექსში „ტოროლას“ ჭეშმარიტი
ხელოვნება ტოროლას გალობასთან არის შედარებული. ხე-
ლოვნება ისეთი უშუალო, სუფთა და ხალისიანი უნდა იყოს,
როგორც თავისუფალი ფრინველის მომაჯადოებელი გალო-
ბა. ხელოვნებას ახასიათებს ის შეგრძნება თავისუფალი ფრე-
ნისა, ტოროლას ბუნებრივ სტიქიას რომ წარმოადგენს. პოეტი
ბუნებისგან სწავლობს და თხოვნით მიმართავს ტოროლას, ას-
წავლოს ისეთი სიმღერების შექმნა, რომლებიც სიხარულს მო-
უტანენ ადამიანს.
1821 წელს შელი ქმნის ელეგიური პოემას „ადონაისი“,
რომელიც მან ჯონ კიტსის ხსოვნას მიუძღვნა და რომელიც
არის სევდიანი გლოვა მხატვრის ტრაგიკული დაღუპვის გამო,
მხატვრისა, რომელიც არათავისუფალ საზოგადოებაში დევ-
ნისა და შევიწროვების მსხვერპლი გახდა. ამ პოემით შელი
ჯონ კიტსის სიკვდილს გამოეხმაურა, მაგრამ, ამავე დროს, ის
განზოგადებული ფორმით ამკვიდრებს აზრს ჭეშმარიტი პო-
ეტის უკვდავების შესახებ.

232 მკითხველთა ლიგა


1819 წელს დაწერილი სატირული პოემა „ანარქიის მასკა-
რადი“, რომელიც 1832 წელს გამოქვეყნდა, წარმოადგენს გა-
მოხმაურებას პოლიტიკური ხასიათის მოვლენებზე. პოემის
ქვესათაური მოწმობს, რომ ნაწარმოები „დაიწერა მანჩესტე-
რის ხოცვა-ჟლეტის მიზეზით“. სარკაზმით არის სავსე პუბლი-
ცისტური დახასიათება ინგლისის მმართველი წრისა, რომე-
ლიც სისხლიან ანგარიშსწორებას უწყობს ხალხს. ჯალათების
ავისმომასწავებელი მასკარადული მსვლელობა ხელისუფ-
ლების სიმბოლოს წარმოადგენს. სატირას ტრაგიკული ჟღე-
რადობაც აქვს – პოეტი ლაპარაკობს უბრალო ადამიანების
მონურ ცხოვრებაზე. პოემა ბრძოლისკენ, ამბოხებისკენ მო-
წოდებით მთავრდება.
შელის ესთეტიკური შეხედულებები გადმოცემულია 1821
წელს დაწერილ ტრაქტატში „პოეზიის დაცვა“, რომელიც 1840
წელს გამოქვეყნდა. ტრაქტატი წარმოადგენს პასუხს შელის
მეგობარი მწერლის, თომას პიკოკის მიერ 1820 წელს დაწე-
რილ ნაშრომზე „პოეზიის ოთხი საუკუნე“, რომელშიც პიკოკი
გამოთქვამდა აზრს, რომ ცივილიზაციის განვითარებასთან
ერთად პოეზია კარგავს თავის მნიშვნელობას. მისი თვალსაზ-
რისის საწინააღმდეგოდ, შელი ამკვიდრებს იდეას პოეზიის
უდიდესი მნიშვნელობისა კაცობრიობის, ადამიანთა საზოგა-
დოების განვითარების ისტორიაში და აყენებს საკითხს პო-
ეტური ხელოვნების არსის შესახებ.
შელი ტრაქტატის ორ ნაწილად დაწერას აპირებდა. პირ-
ველ ნაწილში ის ავითარებს თავის შეხედულებას პოეზიის გა-
მორჩეული თავისებურების შესახებ. მეორე ნაწილში, რომ-
ლის დაწერაც მან ვეღარ მოასწრო, მას სურდა წარმოეჩინა მი-
სი თანამედროვე ინგლისის ლიტერატურული ცხოვრების
მდგომარეობა.
პოეზიის არსს რომ ხსნის, შელის მუდამ მხედველობაში
აქვს მისი ისტორიული განვითარება. ის იძლევა ჰომეროსისა
და სოფოკლეს, დანტესა და შექსპირის, ბეკონისა და მილტო-
ნის შემოქმედებათა დახასიათებას.
პოეტი, შელის აზრით, არის მისანი, წინასწარმეტყველი,
რომელიც აწმყოში მომავალს ხედავს. „იყო პოეტი – ნიშნავს

233 მკითხველთა ლიგა


ჩაწვდე ჭეშმარიტსა და მშვენიერს,“ – წერს შელი. შელისთვის
მშვენიერია ის, რაც მოძრაობაში იმყოფება და მაღალი იდეა-
ლის მიმართულებით ვითარდება. შელი, როგორც პოეტი-რო-
მანტიკოსი, ეძებს აწმყოში იმ სილამაზეს, რომელიც არის წი-
ნამორბედი მომავლისა. თავისი არსით იდეალისტურია პო-
ეზიის წინასწარმეტყველური როლის რწმენა. „პოეზია მარ-
თლაც ღვთიური რამ არის. ის ცოდნის ბირთვი და ცენტრია; ის
მთელ მეცნიერებას შეიცავს.“ „პოეტები მოულოდნელი შთა-
გონების ქურუმები არიან; სარკეები, რომლებიც არეკლავენ
გიგანტურ ჩრდილებს, მომავალი რომ დააფენს აწმყოზე... პო-
ეტები სამყაროს აუღიარებელი კანონმდებლები არიან,“ – ამ-
ბობს შელი.
პოეზიის საგანი, შელის აზრით, არის ცხოვრების სილამა-
ზის ასახვა: „პოეზია საბურველს ხდის სამყაროს დაფარულ სი-
ლამაზეს.“ „პოეზია არის სარკე, რომელიც იმას, რაც დამახინ-
ჯებულია, წარმოგვიდგეს როგორც მშვენიერს.“ „პოეზია უკ-
ვდავს ხდის ყველაფერს, რაც კი რამ არის საუკეთესო და ყვე-
ლაზე მშვენიერი სამყაროში“.
შელი ამტკიცებს, რომ პოეზია ემყარება წარმოსახვას, რომ
სწორედ წარმოსახვის მეშვეობით განადიდებს პოეზია სიკე-
თეს. აქცენტი წარმოსახვასა და შთაგონებაზე, რომელიც და-
მახასიათებელია რომანტიზმის ესთეტიკისთვის, არ ნიშნავს,
რომ შელი არ აღიარებს გონების როლს პოეტურ შემოქმედე-
ბაში. გონება, მისი აზრით, აუცილებელია პოეტური წარმოსახ-
ვისთვის.
შელი მსოფლიო ლიტერატურაში შევიდა როგორც ტირა-
ნიის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტი, რომელმაც ხოტბა შეასხა
თავისუფლებისმოყვარე პიროვნების პრომეთეულ გმირობას.
პოეტი-რომანტიკოსის ოცნება შელის პოეზიაში მშვენიერი
მომავლის სურათების ფორმას იღებს და გათავისუფლებული
კაცობრიობის სიმბოლურ სახეში გამოიხატება.
1821 წელს შელიმ გაიცნო ედუარდ უილიამსი, ბრიტანე-
თის ფლოტის გადამდგარი ოფიცერი, და მისი ცოლი ჯეინ უი-
ლიამსი. შელი ძლიერი გრძნობით განიმსჭვალა ჯეინის მი-
მართ და რამდენიმე ლექსიც კი მიუძღვნა მას. ლექსებში „გი-

234 მკითხველთა ლიგა


ტარით“, „ჯეინს“ და „ერთი სიტყვა, სალანძღავად რომ აქციეს“
შელი აღამაღლებს და თაყვანს სცემს მის მიერ შექმნილ ჯე-
ინის სახეს. შელის ინტიმური ლირიკის ერთ-ერთი საუკეთესო
ნიმუშია 1822 წელს დაწერილი ლექსი „ჯეინს: მოგონება“.
ლექსის ლირიკული გმირი იგონებს ჯეინ უილიამსს, მასთან
შეხვედრას, მადლიერებით იხსენებს იმ ნაზ და სუფთა გრძნო-
ბას, სულის სიმშვიდე რომ შემოჰქონდა მის მშფოთვარე და
მძიმე ცხოვრებაში.
1822 წლის მაისში შელი ცოლთან და უილიამსებთან ერ-
თად ერთად იტალიაში, სპეციასთან ახლოს, კასა ნოვას ვილა-
ში ცხოვრობდა ზღვასთან ახლოს. შელიმ არც ცურვა იცოდა და
არც ზღვაოსნობაზე ჰქონდა წარმოდგენა, მაგრამ გატაცებით
უყვარდა ზღვა. ბაირონთან ერთად მან შხუნა შეიძინა, რომელ-
საც „არიელი“ უწოდა. 1 ივლისს შელი და მისი მეგობარი უი-
ლიამსი პიზაში ჩავიდნენ, სადაც ბაირონი და ლი ჰანტი ბაირო-
ნის მიერ წამოყენებული იდეის – გაზეთ „ლიბერალის“ გამო-
ცემაზე თათბირობდნენ. როცა შელი და უილიამსი „არიელით“
უკან ბრუნდებოდნენ, უეცრად სქელი ნისლი ჩამოწვა, რასაც
ხანმოკლე, მაგრამ ძლიერი ქარიშხალი მოჰყვა. რამდენიმე
დღის შემდეგ ზღვამ ორი ცხედარი გამორიყა – შელისა და უი-
ლიამსის. შელის ცხედარი ზღვის ნაპირზევე დაწვეს, რასაც ეს-
წრებოდნენ ბაირონი და ლი ჰანტი, ფერფლი კი ურნით გაგზავ-
ნეს რომში, სადაც ის რომის პროტესტანტულ სასაფლაოზე გა-
ნისვენებს ჯონ კიტსისა და შელის პატარა ვაჟის, უილიამის
გვერდით. შელის ტანსაცმლის ჯიბეებში სოფოკლესა და კიტ-
სის წიგნები იპოვეს. თავად „არიელი“ ზღვის ნაპირიდან 16 კი-
ლომეტრში აღმოაჩინეს. თვითმხილველთა მოწმობით, მას
ერთი გვერდი შენგრეული ჰქონდა, რაც იმაზე მიანიშნებდა,
რომ „არიელს“ ძლიერად დაეჯახა მასზე ბევრად დიდი ხომალ-
დი. ამის გამო გავრცელდა ვერსიაც, რომ შელის დაღუპვა არ
იყო შემთხვევითი, რომ ის არც შტორმს გამოუწვევია, არც შე-
ლის ცუდ ზღვაოსნობას და არც მის დეპრესიულობას და თვით-
მკვლელობის მცდელობას. ბევრის აზრით, შეჯახების კვალი
იმას მოწმობდა, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო.

235 მკითხველთა ლიგა


შელის სახელი, ბაირონისა და კიტსის სახელებთან ერ-
თად, უკვდავყოფილია მემორიალური დაფით ვესტმინსტერის
სააბატოს პოეტების კუთხეში.

236 მკითხველთა ლიგა


ჯონ კიტსი

ჯონ კიტსი (John Keats,1795-1821) ინგლისური რომან-


ტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა. მიუხედავად პო-
ეტის ხანმოკლე სიციცხლისა, კიტსის პოეზია სამუდამოდ შე-
მორჩა ინგლისური ლიტერატურის ფურცლებს, მისი ცალკეუ-
ლი ნაწარმოებები კი ინგლისური პოეზიის საუკეთესო ნიმუ-
შებს წარმოადგენს.
კიტსი, რომელმაც მშობლები ადრე დაკარგა, მეურვემ მე-
დიცინის შესასწავლად ლონდონში გაგზავნა. მომავალ პოეტს
არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ საუნივერსიტეტო განათლე-
ბა მიეღო ან ანტიკური ენები შეესწავლა. ელინიზმის სულით
ღრმად გამსჭვალულობა მის პოეზიაში ინტუიტურად შემოვი-
და – ის ხომ მხოლოდ თარგმანებში ეცნობოდა ბერძენ პოე-
ტებს. მალე კიტსმა მიატოვა მედიცინის შესწავლა და ლიტერა-
ტურას ჩაუღრმავდა. მისი იდეალები ჰომეროსი და ედმუნდ
სპენსერი იყვნენ.
კიტსი ლიტერატურული წრის წევრი გახდა, რომელშიც შე-
დიოდნენ ინგლისური ესსეისტიკის კლასიკოსი უილიამ ჰეზ-
ლიტი (William Hazlitt, 1778-1830), რომელიც ბაირონთან და
შელისთან მეგობრობდა, და ზემოთ უკვე ნახსენები ლი ჰანტი,
ასევე ბაირონისა და შელის მეგობარი. უნდა აღინიშნოს, რომ
უილიამ ჰეზლიტი თაყვანს სცემდა ნაპოლეონს, ფრანგთა იმ-
პერატორსა და იტალიის მეფეს, რომელშიც ის „საღვთო“ სა-
მეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის წნეხიდან კაცობრიო-
ბის გამათავისუფლებელს ხედავდა. 1802 წელს ჰეზლიტი პა-
რიზში იმყოფებოდა, სადაც საშუალება ჰქონდა შორიდან და-
ენახა ნაპოლეონი. ნაპოლეონის დამარცხება ვატერლოოს
ბრძოლაში დიდი დარტყმა იყო ჰეზლიტისთვის. ვატერლოოში
განცდილი მარცხით მისთვის დაიმსხვრა კაცობრიობის გათა-
ვისუფლების იმედი, რომელსაც ის ნაპოლეონს უკავშირებდა.

237 მკითხველთა ლიგა


1828-1831 წლებში უილიამ ჰეზლიტმა დაწერა ოთხტომეული
„ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვრება“.
ამ ლიტერატურულ წრესთან მეგობრული ურთიერთობა
აკავშირებდა შელისაც. ბრიტანეთის რეაქციული კონსერვა-
ტორული პრესა და კრიტიკა ათვალწუნებით უყურებდა ამ ლი-
ტერატურულ წრეს, რომელსაც დამცინავად „კოკნის სკოლა“
შეარქვეს, იმის ხაზგასასმელად, რომ იქ გაერთიანებული პო-
ეტები არ იყვნენ არისტოკრატული წრიდან და დაბალი სოცია-
ლური ფენებიდან იყვნენ გამოსული. ის, რომ ამ წრესთან შე-
ლიც მეგობრობდა, რომელიც არისტოკრატული წრიდან იყო,
კონსერვატორული კრიტიკის თვალში საქმეს ვერ შველიდა –
ასეთი იყო ბრიტანეთის კორუმპირებული და რეაქციული მი-
ნისტრთა კაბინეტის სამსახურში მყოფი პრესა და ლიტერატუ-
რული კრიტიკა.
მატერიალური პრობლემების გამო კიტსის ცხოვრების ეს
პერიოდი ძალიან რთული იყო. ისედაც სუსტი ჯანმრთელობის
მქონე გაჭირვებამ კიდევ უფრო გატეხა. მის ფაქიზ სულს მძიმე
განსაცდელი და ტრავმა მიაყენა სიყვარულმა ფანი ბრაუნი-
სადმი, რომელმაც უარი უთხრა ცოლად გაყოლაზე და პირობა
წაუყენა, რომ მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა ცოლობაზე,
თუ კიტსი შეძლებდა საზოგადოებაში მყარი მდგომარეობა და-
ემკვიდრებინა.
კიტსის პირველ ნაწარმოებად მიჩნეულია ლექსი „სპენსე-
რის მიბაძვით“, რომელიც მან 1814 წელს 19 წლის ასაკში და-
წერა. 1816 წელს ჯონ კიტსმა, სემუელ კოლრიჯის მსგავსად,
ლექსი მიუძღვნა პოლონეთის თავისუფლებისათვის მებ-
რძოლ ტადეუშ კოსტიუშკოს, სათაურით „კოსტიუშკოსადმი“,
რომელშიც ის ხოტბას ასხამს კოსტიუშკოს სიმამაცეს და მის
გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის. კიტსის პოლიტიკურ
განწყობას ნათლად გამოხატავს ის ფაქტი, რომ მის სათუთუ-
ნეს ნაპოლეონის პორტრეტი ამშვენებდა. ხელისუფლების-
თვის ისიც, ბაირონის მსგავსად, რადიკალი იყო – ასე უწოდებ-
დნენ მათ, ვინც ინგლისის მაშინდელ ხელისუფლებას უპირის-
პირდებოდა.

238 მკითხველთა ლიგა


1817 წელს კიტსმა გამოსცა ლირიკული ლექსების პირვე-
ლი კრებული, 1818 წელს კი – პოემა „ენდიმიონი“. ახლო მე-
გობრებმა მაშინვე აღიარეს ახალგაზრდა პოეტის ნიჭი და თა-
ვისთავადობა, მაგრამ საჟურნალო ლიტერატურული კრიტიკა
სრულიად გაუგებარი გაშმაგებით დაესხა თავს დებიუტანტ პო-
ეტს და უნიჭობასა და აფექტაციაში დასდო ბრალი. კიტსის წი-
ნააღმდეგ მიმართულ ამ გააფთრებულ კამპანიაში განსაკუთ-
რებით გამოირჩეოდნენ კონსერვატორული ჟურნალები „ქუო-
თერლი რევიუ“ და „ბლექვუდზი“ – ჩანაფიქრის მიხედვით,
სწორედ ამ კონსერვატორულ პერიოდიკას უნდა დაპირისპი-
რებოდა ბაირონის, შელისა და ლი ჰანტის მიერ გამოცემული
ჟურნალი „ლიბერალი“.
„უფრო კარგი და ჭკვიანურია, იყო მშიერი აფთიაქარი,
ვიდრე მშიერი პოეტი. ასე რომ, დაუბრუნდით აფთიაქს, მის-
ტერ ჯონ, დაუბრუნდით თქვენს პლასტირებს, აბებს და მალა-
მოებს,“ – ასეთი იყო კრიტიკის შეფასება.
ასეთ დაუმსახურებელ და ყოვლად უსაფუძვლო დამცინავ
თავდასხმას არ შეიძლება გული არ ეტკინა მგრძნობიარე და
ემოციური კიტსისთვის. თუმცა ის აზრი, რომ, კიტსს სიცოცხლე
მოუსწრაფა კრიტიკულმა სტატიებმა, ალბათ გადაჭარბებუ-
ლია. როგორც ბაირონი წერს თავის „დონ ჟუანში“, ერთობ უც-
ნაურია, რომ გონება, ეს ცეცხლოვანი მატერია (ბირთვი) რა-
ღაც სტატიის მიერ ერთი შებერვით ჩაიფერფლოს. მაგრამ
ისიც უდავოა, რომ კრიტიკის თავდასხმით გამოწვეულმა სუ-
ლიერმა მღელვარებამ და ტკივილმა დააჩქარა ტუბერკულო-
ზის განვითარება, რაც კიტსის ოჯახში მემკვიდრეობითი და-
ავადება იყო (კიტსის დედაც და ძმებიც ტუბერკულოზით გარ-
დაიცვალნენ). 1818 წლის ზამთარი კიტსმა სამხრეთ უელსში
გაატარა, სადაც ის მცირე ხნით მომჯობინდა და ბევრს წერდა.
მაგრამ ავადმყოფობამ კვლავ ახალი ძალით იჩინა თავი. კიტ-
სმა იცოდა, რომ ბევრი აღარ დარჩენოდა. მისი მელანქოლიუ-
რი განწყობილება მის ოდებსა და ლირიკულ ნაწარმოებებში
აისახა, რომელთა ძირითადი თემაა ახალგაზრდობის წლებ-
თან გამომშვიდობებისა და სიცოცხლიდან სიკვდილში გადას-
ვლის იდუმალების თემა.

239 მკითხველთა ლიგა


1818 წელს დაწერილ ლექსში „რობინ ჰუდი“ კიტსი ხოტბას
ასხამს ლეგენდარულ რობინ ჰუდს და მის თავისუფლებისმოყ-
ვარე მეგობრებს შერვუდის ტყიდან. ლექსში გამოხატულება
ჰპოვა ტირანიის წინააღმდეგ სახალხო ბრძოლის თემამ.
1820 წელს კიტსი თავისი მეგობრის, მხატვარ ჯოზეფ სე-
ვერნის თანხლებით იტალიაში გაემგზავრა. იტალიაში გატა-
რებული რამდენიმე თვე უკანასკნელი აღმოჩნდა პოეტის
ცხოვრებაში. იტალიაში დაწერილი მისი წერილები და ლექსე-
ბი ბუნებისა და სილამაზისადმი თაყვანისცემისა და მოწიწების
განცდითაა აღსავსე. პოეტის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე
გამოვიდა მისი ლექსების მესამე წიგნი, რომელშიც მისი ყვე-
ლაზე დასრულებული და სრულყოფილი ნაწარმოებები შევი-
და, მათ შორის, „ჰიპერიონი“, „იზაბელა“, „წმინდა აგნესის წი-
ნადღე“, „ლამია“. წიგნი ძალიან თბილად მიიღო მკითხველმა,
მაგრამ კიტსს მისი ნაწარმოებებით გამოწვეული აღფრთოვა-
ნების შეტყობა აღარ ეწერა. ის 1821 წლის თებერვალში გარ-
დაიცვალა. ჯონ კიტსი დაკრძალულია რომის პროტესტანტულ
სასაფლაოზე, მისი საფლავის ქვაზე კი, მისი სურვილისამებრ,
ამოკვეთილია მისივე სიტყვები: „აქ განისვენებს ის, ვისი სახე-
ლიც წარმავალი იყო“. სევერნმა მეგობრის სურვილი კი შეას-
რულა, მაგრამ საფლავს ქვაზე ამოაკვეთინა აგრეთვე სიტყვე-
ბი: „ამ საფლავში არის ყველაფერი ის, რაც მოკვდავი იყო
ახალგაზრდა ინგლისელი პოეტისა, რომელსაც, სასიკვდილო
სარეცელზე, ბოროტი მტრებისადან მწარედ გულდაკოდილს,
სურდა, რომ მის საფლავის ქვაზე ამოკვეთილიყო სიტყვები:
‘აქ განისვენებს ის, ვისი სახელიც წარმავალი იყო.’ 24 თებერ-
ვალი, 1821“.
კიტსის ხსოვნას მიუძღვნა თავისი ლექსი „ადონაისი“ შე-
ლიმ, რომელშიც გამოთქმულია რწმენა ჭეშმარიტი პოეტის
უკვდავების შესახებ.
კიტსის შემოქმედება მრავალფეროვანია ჟანრული თვალ-
საზრისით – ის მიმართავს სონეტს, ოდას, ბალადას, პოემას,
ისტორიულ ტრაგედიას, რომლის ნიმუშია მის მიერ 1819
წელს შექმნილი „ოტონ დიდი“.

240 მკითხველთა ლიგა


კიტსის პოეზიამ ინგლისურ ლიტერატურაში შემოიტანა
ელინიზმის ელემენტი, რომელიც იმ დროისათვის ახალი იყო,
აგრეთვე სილამაზით ჰარმონიული ტკბობის კულტი. კიტსის
პოეზიისთვის დამახასიათებელი ელინიზმი მთელი სისავსით
გამოვლინდა მის ორ დიდ პოემაში: „ენდიმიონი“ და „ჰიპერი-
ონი“, აგრეთვე ლექსში „ოდა ბერძნული ლარნაკისადმი“.
„ენდიმიონში“, რომელსაც კიტსი თომას ჩატერტონის
ხსოვნას უძღვნის, დამუშავებულია მთვარის ქალღმერთის
მწყემსისადმი სიყვარულის მითი. კიტსმა ფანტაზიის დაუშრე-
ტელი სიმდიდრე გამოავლინა – მან ერთმანეთში გადახლარ-
თა მრავალი ბერძნული ლეგენდა და მათ კიდევ უფრო რთუ-
ლი, სპირიტუალისტური პოეტური სტრუქტურები დაუმატა.
ფაბულის ჩახლართულობა და ეპიზოდების სირთულე გარ-
კვეულწილად ართულებს პოემის კითხვის პროცესს, მაგრამ
ცალკეული ადგილები – ძირითადად, ლირიკული მონაკვეთე-
ბი – ინგლისური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგე-
ნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიმნი პანისადმი
(მეორე სიმღერა), რომელიც ღრმადაა გამსჭვალული პანთე-
იზმით და ინდოელი გოგონას სიმღერა (მეოთხე სიმღერა),
რომელიც სევდის სადიდებლიდან ბახუსის სადიდებელ მგზნე-
ბარე ჰიმნად გადაიქცევა. ენდიმიონის დაუოკებელი ლტოლვა
უხილავი ქალღმერთისადმი, სიზმარში რომ გამოეცხადა, კა-
ეშანი და მიწიერი კავშირებისადმი გაუცხოება, დროებითი გა-
ტაცება მიწიერი მზეთუნახავით, რომელიც ენდიმიონის უკვდა-
ვი სატრფოს ხორცშესხმა აღმოჩნდება და საბოლოოდ ქალ-
ღმერთთან შერწყმა-გაერთიანება – ეს ყოველივე პოეტის-
თვის ადამიანის სულის ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს,
სულისა, რომელიც სათუთად ინახავს და ატარებს თავის სიღ-
რმეში სამუდამო სილამაზის სახეს და ამქვეყნად თავისი იდეა-
ლის განსახიერების ძიებაშია. „ენდიმიონში“ გამოხატულია
კიტსის იდეალი: სილამაზე მუდმივი ბედნიერებაა, რომელიც
არასოდეს არ კვდება. სილამაზე ისევე აუცილებელია ადამია-
ნებისთვის, როგორც მზე, მთვარე, ხეები, ყვავილები, ანკარა
ნაკადული.

241 მკითხველთა ლიგა


„ჰიპერიონი“, რომელშიც კიტსი აღორძინების ეპოქის
ალეგორიულ პოეზიას მიმართავს, დაუმთავრებელი პოემაა
და მასში წარმოდგენილია დაპირისპირებული ძალების შეჯა-
ხება. პოემის თემაა ოლიმპოს ღმერთების გამარჯვება მათ წი-
ნამორბედ ტიტანებზე. ოლიმპოს ღმერთები თავიანთი სიდი-
ადის, ძალისა და სილამაზის წყალობით ამარცხებენ ტიტა-
ნებს. დახატულია კონფლიქტი სინათლის ძველ ღმერთ ჰიპე-
რიონსა და სინათლის ახალ ღმერთ აპოლონს შორის. ჰიპე-
რიონი გარდაუვალი აღსასრული მოლოდინში იტანჯება. ეს
პოემა ფორმით უფრო მკაცრია და ღრმა ტრაგიზმითაა აღსავ-
სე. დამარცხებული ტიტანების სიტყვები, განსაკუთრებით კი
დაუმორჩილებელი თეას მგზნებარე მოწოდებები, რომელიც
ტიტანების სიდიადეს განასახიერებს, მილტონის „დაკარგული
სამოთხის“ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდებს მოგვაგონებს.
აპოლონის გამარჯვება ახალი სილამაზის გამარჯვებაა.
ლექსში „ოდა ბერძნული ლარნაკისადმი“ კიტსი უმღერის
სილამაზეს, რომელსაც ხელოვნება უკვდავყოფს, რის გამოც
ხელოვნება მუდამ ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას შემდგომ
ეპოქებში. გამოსახულებები ბერძნულ ლარნაკზე ანტიკური
ცივილიზაციის ულამაზეს მომენტებს გადმოსცემენ. ბერძნუ-
ლი ლარნაკი წარმოდგენილია როგორც მთხრობელი, რომ-
ლის გამონაგონი უფრო სანდო და უტყუარია, ვიდრე რომელი-
მე სხვა. ლექსის დასასრული წარმოადგენს აფორიზმს, რომე-
ლიც გადმოსცემს აზრს, პოეტს რომ გაუჩნდა ბერძნული ლარ-
ნაკის, როგორც ხელოვნების ნიმუშის ჭვრეტისას. კიტსის ნა-
წარმოებებში აისახა ესთეტიკური თეორია, შექმნილი ანტი-
კურ სამყაროსთან სულიერი სიახლოვით და შემდეგნაირად
ჩამოყალიბებული მის მიერ: „სილამაზე არის სიმართლე, სი-
მართლე სილამაზეა; ეს არის სულ, რაც ადამიანმა იცის ამ ქვე-
ყანაზე და რაც უნდა იცოდეს.“
კიტსი სონეტის ფორმის დიდოსტატია. მისი სონეტები
ღრმა ფილოსოფიური აზრით და ამავე დროს მუსიკალური და
ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. 1815 წელს შექმნილ სო-
ნეტში „ჩატერტონისადმი“ კიტსი სევდასა და მწუხარებას გა-
მოთქვამს პოეტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. მაგრამ სო-

242 მკითხველთა ლიგა


ნეტი მარად ცოცხალი შემოქმედებისთვის ხოტბის შესხმით
მთავრდება – პოეტი დაიღუპა, მაგრამ მისი პოეზია მარად
ცოცხალი იქნება. 1818 წელს შექმნილი სონეტი „სონეტი, და-
წერილი პატარა სახლში, სადაც ბერნსი დაიბადა“ გადმოსცემს
კიტსის აღფრთოვანებას დიდი შოტლანდიელი ბარდით.
სონეტის გარდა კიტსი მიმართავდა ოდის ჟანრსაც. კლასი-
კური ოდისაგან განსხვავებით კიტსის ოდაში არ არის დიდაქ-
ტიკა და რიტორიკა. პოეტი-რომანტიკოსის შემოქმედებაში
ოდა რეალური სახეებისა და კონკრეტული დეტალების შემ-
ცველ ლირიკულ მედიტაციად იქცა. 1819 წელს შექმნილი
„ოდა ბულბულისადმი“ გადმოსცემს ლირიკული გმირის ბედ-
ნიერებას, გამოწვეულს ბულბულის თავისუფალი გალობით
ზაფხულის ულამაზეს დროს. პოეტისთვის უკვე სიკვდილიც
აღარ არის საშიში, რადგან ბულბული მუდამ იგალობებს.
„ოდა მელანქოლიისადმი“ 1819 წელსაა დაწერილი და
გადმოსცემს მელანქოლიის პოეტისეულ გაგებას. სხვა ოდები-
საგან განსხვავებით, ამ ოდაში პოეტი მიმართავს უშუალოდ
მკითხველს და არა თავისი ინტერესის ობიექტს ან განცდას.
ყველაზე უფრო რეალისტურია კიტსის, პოეტი-რომანტი-
კოსის მიერ 1820 წელს დაწერილი ლექსი „შემოდგომისად-
მი“, სადაც აღარ გვხვდება მითოლოგიური სახეები და იხატება
შემოდგომის – წარსულთან სევდიანი გამოთხოვების სურათი
სუსხიანი ზამთრის პირზე.
ელინიზმის გარდა, რომელიც სილამაზის კულტში გამოი-
ხატება, კიტსის პოეზიაში ვლინდება აგრეთვე მისტიციზმის
ელემენტიც: პოეტი ბუნების სილამაზეში სხვა, უფრო ამაღლე-
ბულ, მუდმივ სილამაზეს ხედავს. კიტსის ოდებს სპირიტუა-
ლისტური ხასიათი აქვს, რაც მის ბერძნულ პოემებსაც ახა-
სიათებს. მაგრამ პოეტის მისტიკური განწყობილება განსა-
კუთრებული სიძლიერით გამოვლინდა მის ბალადებში „წმინ-
და აგნესის წინადღე“ და „იზაბელა“. ამ ნაწარმოებებში პოეტი
ამუშავებს ხალხური რწმენის მოტივებს და პოეტური ორეო-
ლით მოსავს მათ, რითაც მკითხველის წარმოსახვას ატყვე-
ვებს.

243 მკითხველთა ლიგა


კიტსის სიკვდილის შემდეგ ინგლისურ პოეზიაში მისი მნიშ-
ვნელობის საკითხი კიდევ დიდხანს იყო დავის საგანი. შემ-
დგომი თაობების ლიტერატურულმა კრიტიკამ ჯეროვნად შე-
აფასა კიტსის პოეზიის უდავო ღირსებები. დიდი ინგლისელი
პოეტი-რომანტიკოსების, ბაირონისა და შელის, ასევე ტბის
სკოლის პოეტების გვერდით ჯონ კიტსს თავისი კუთვნილი ად-
გილი უჭირავს ინგლისურ რომანტიზმში.

244 მკითხველთა ლიგა


უოლტერ სკოტი

შოტლანდიური წარმოშობის რომანისტი, დრამატურგი და


პოეტი სერ უოლტერ სკოტი (Sir Walter Scott, 1771-1832) თა-
ვისი სიცოცხლეშივე დიდი საერთაშორისო პოპულარობით
სარგებლობდა. მკითხველმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცა მისი
რომანები, რომლებსაც მაღალი შეფასება მისცეს XIX საუკუ-
ნის ცნობილმა მწერლებმა და კრიტიკოსებმა. უოლტერ სკო-
ტის ნაწარმოებები ინგლისური და შოტლანდიური ლიტერატუ-
რის კლასიკად იქცა. ონორე ბალზაკი სკოტს თავის მასწავ-
ლებლად მიიჩნევდა. სკოტის შემოქმედების ისტორიზმმა დი-
დი როლი შეასრულა XIX საუკუნის რეალისტური რომანის
განვითარებაში.
უოლტერ სკოტის შემოქმედება მნიშვნელოვანი ეტაპია ინ-
გლისური ლიტერატურის განვითარების პროცესში და რომან-
ტიზმიდან რეალიზმზე გადასვლას ასახავს.
სკოტის შემოქმედებითი მეთოდი და რომანების სტილი
რთული მოვლენაა. სკოტი XVIII საუკუნის ინგლისელ მწე-
რალთა მემკვიდრეობას ეყრდნობოდა და თავის მასწავლებ-
ლად ჰენრი ფილდინგს მიიჩნევდა, მაგრამ ის სხვა ეპოქაში,
რომანტიზმის ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა და ამი-
ტომ მის შემოქმედებაში რომანი, როგორც ჟანრი, განვითარე-
ბის ახალ ეტაპს წარმოადგენს. სკოტი მხატვრული ოსტატო-
ბით ტოლს არ უდებს თავის წინამორბედ რომანისტებს, ხოლო
ისტორიული კონცეფციის სიღრმით და რომანის აგებისა და
პერსონაჟების ხასიათების გახსნის უფრო სრულყოფილი მე-
თოდით მისი რომანი უფრო მაღალ საფეხურს წარმოადგენს
რომანის განვითარების ისტორიაში. სკოტის შემოქმედებაში
რომანტიზმი თავისებურად ერწყმის რეალისტურ ტენდენცი-
ებს.
ინგლისურ ლიტერატურაში სკოტი დამკვიდრდა როგორც
ისტორიული რომანის შემქმნელი. მის რომანებში მისთვის

245 მკითხველთა ლიგა


დამახასიათებელი სიღრმით აისახა სრულიად განსხვავებული
ისტორიული ეპოქები, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, სკო-
ტის თანამედროვე ეპოქით დამთავრებული.
სკოტი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ფე-
ოდალური შოტლანდია ნელ-ნელა წარსულს ბარდებოდა, მის
ადგილს კი ბურჟუაზიული შოტლანდია იკავებდა. ეპოქების
ცვლა აძლიერებდა ინტერესს წარსულისადმი, ისტორიისად-
მი, და ისტორიის კანონზომიერებებში გარკვევის სურვილს იწ-
ვევდა. სკოტის ნიჭი და მწერლური ოსტატობა იმაში მდგომა-
რეობს, რომ თავის შემოქმედებაში ისტორიის შესწავლა მან
წარსულის ფილოსოფიურ გააზრებას და რომანისტის ბრწყინ-
ვალე მხატვრულ ოსტატობას შეურწყა.
უოლტერ სკოტი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში
დაიბადა, რომელიც თავისი ისტორიული ძეგლებით თავად
წარმოადგენდა ისტორიას. მომავალი პოეტი ორი წლის იყო,
პოლიომიელიტი რომ დაემართა, რამაც დააკოჭლა. გამოსა-
ჯანსაღებლად პატარა უოლტერი ბებიასთან და ბაბუასთან
გაგზავნეს სენდინოუს ფერმაში, სმეოლჰოლმის ძველი კოშ-
კის ახლოს. აქ მოისმინა პატარა უოლტერმა ძველი შოტლან-
დიური თქმულებები და ლეგენდები, რომლებიც შემდგომში
თავის ნაწარმოებებში გამოიყენა. მომავალი შემოქმედის ბავ-
შვობა მჭიდროდაა დაკავშირებული შოტლანდიის საზღვრებ-
თან, რომელიც შოტლანდიის 32 ოლქიდან ერთ-ერთია.
ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლისას 1786-1787 წლე-
ბის ზამთარში სკოტმა ერთ-ერთ ლიტერატურულ სალონში
რობერტ ბერნსი გაიცნო. ეს ორი დიდი შოტლანდიელი შემოქ-
მედის ერთადერთი შეხვედრა იყო. სკოტი ბევრს კითხულობ-
და, მათ შორის, ანტიკური პერიოდის ავტორებს, მაგრამ გან-
საკუთრებით იტაცებდა ტრადიციული შოტლანდიური ბალა-
დები და თქმულებები. მშობლიური შოტლანდიის წარსული
მის დიდ ინტერესს იწვევდა. მოგზაურობისას სკოტი აგროვებ-
და შოტლანდიური ფოლკლორის ძეგლებს, იწერდა ბალადებ-
სა და სიმღერებს, დადიოდა ისტორიულ მოვლენათა ადგი-
ლებში, სწავლობდა შოტლანდიის, ინგლისისა და ევროპის
სხვა ქვეყნების ისტორიას.

246 მკითხველთა ლიგა


1802 წელს სკოტმა გამოაქვეყნა პირველი ორი ტომი შოტ-
ლანდიური ხალხური პოეზიისა, რომლის ნიმუშებსაც ადრეუ-
ლი ასაკიდან აგროვებდა. კრებულის სახელწოდება იყო „შოტ-
ლანდიის საზღვრის სიმღერები“. 1803 წელს გამოვიდა კრებუ-
ლის მესამე ტომი. მას მოჰყვა პოემები: 1805 წელს – „უკანას-
კნელი მენესტრელის სიმღერა“, 1808 წელს – „მარმიონი“,
1810 წელს – „ტბის ქალბატონი“, ხოლო 1813 წელს – „როკ-
ბი“.
პოემებმა დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა მათ
ავტორს. მათში რეალობა ფანტასტიკას ერწყმოდა, შუა საუკუ-
ნეების ისტორიის მოვლენები და ფაქტები გადახლართული
იყო გამონაგონთან. სკოტის ადრეული პოეტური შემოქმედე-
ბისთვის დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების ციხე-სიმაგ-
რეების, შოტლანდიის პეიზაჟების, ნადირობის სურათების და
ზღაპრული თავგადასავლების აღწერა. ამავე დროს, პოემები
სკოტის ცნობილი რომანების ერთგვარი მოსამზადებელი ეტა-
პი იყო.
თავის რომანებში სკოტმა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვ-
ლენებს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ცალკეული ინდივიდის
ბედი ისტორიის მსვლელობაზეა დამოკიდებული. მას არაჩ-
ვეულებრივად შეეძლო გაეხსნა პერსონაჟის ხასიათი, რო-
გორც ისტორიული ეპოქის მიერ განსაზღვრული. ამასთან,
მწერალი შესანიშნავად გადმოსცემდა ადამიანთა ყოფას, მათ
წეს-ჩვეულებებს, ქვეყნისა და ეპოქის კოლორიტს. სკოტმა 28
რომანი და რამდენიმე ნოველა და მოთხრობა დაწერა.
სკოტის რომანების დიდი ნაწილი შოტლანდიას ეძღვნება.
მათ შორისაა „უეივერლი“ (1814), „გაი მანერინგი“ (1815),
„ანტიკვარი“ (1816), „რობ როი“ (1818) და სხვ.
ინგლისის ისტორია გადმოცემულია რომანებში „აივენჰო“
(1819), „მონასტერი“ (1820), „აბატი“ (1820) „ვუდსტოკი“
(1826) და სხვ.
ჭეშმარიტად ისტორიული რომანის შექმნის აუცილებელ
პირობად სკოტი პრობლემატიკის სერიოზულობასა და ისტო-
რიული სიზუსტის დაცვას მიიჩნევდა. ის გულდასმით სწავ-
ლობდა ისტორიულ ძეგლებს, წყაროებს, მატიანეს, ეპოქის-

247 მკითხველთა ლიგა


თვის დამახასიათებელ კოსტიუმებსა და წეს-ჩვეულებებს. მაგ-
რამ სკოტის რომანებში მთავარია არა ყოფისა და ზნე-ჩვეუ-
ლებების გადმოცემა, არამედ ისტორიის ასახვა მოძრაობასა
და განვითარებაში. „აივენჰოს“ წინასიტყვაობაში ის წერდა,
რომ ისტორიული წარსულის აღდგენა-გადმოცემისათვის არ
არის აუცილებელი არქაიზებული ენით წერა და ადამიანური
გრძნობების გამარტივება. სკოტი ხაზგასმით ამბობდა, რომ
რომანისტმა ისტორია თავისი თანამედროვე ისტორიული
ეპოქის ადამიანის პოზიციიდან უნდა განიხილოს. ამ თვალ-
საზრისს სკოტი განუხრელად იცავდა თავის რომანებში. მის
რომანებში დასმული პრობლემატიკა ყოველთვის მნიშვნე-
ლოვანია, და რომელი ეპოქაც არ უნდა იყოს გადმოცემული,
ის თანამედროვეობის პოზიციიდან არის გააზრებული.
მთლიანობაში უოლტერ სკოტის რომანები ინგლისისა და
შოტლანდიის ისტორიის გრანდიოზულ პანორამას ჰქმნიან,
XII საუკუნის დასასრულიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე.
შოტლანდიის ისტორიისადმი მიძღვნილი რომანებიდან
უმნიშვნელოვანესია რომანი „რობ როი“, ხოლო ინგლისის
ისტორიის შესახებ დაწერილი რომანებიდან ყველაზე ღირე-
ბული ნაწარმოებია „აივენჰო“. ამ რომანებში სკოტი-რომანის-
ტის ოსტატობა მთელი ბრწყინვალებით წარმოჩნდა.
რომანში „რობ როი“ აღწერილი მოვლენები XVIII საუკუ-
ნის დასაწყისში ხდება შოტლანდიის მთიანეთში, ქალაქ გლაზ-
გოში და ინგლისის ჩრდილოეთში. მწერალს დაძაბული პო-
ლიტიკური ბრძოლის ატმოსფეროში შეჰყავს მკითხველი.
შოტლანდიას თავს მოახვიეს 1707 წლის უნია, რომლის მი-
ხედვით შოტლანდია საბოლოოდ მიუერთეს ინგლისს. მაგრამ
შოტლანდიაში არ ჩამქრალა დამოუკიდებლობის დაბრუნები-
სა და სტიუარტების მონარქიის რესტავრაციის იმედი. მზადდე-
ბა შეთქმულება და 1715 წლის იაკობიტური აჯანყება (იაკობი-
ტები სტიუარტების დინასტიის აღდგენის მომხრეები იყვნენ).
აჯანყებას შეუერთდება ცნობილი მიწათმფლობელი ოსბალ-
დისტონი. ინგლისიდან ბიძასთან ჩამოდის ახალგაზრდა
ფრენკ ოსბალდისტონი, რომელიც პოლიტიკური ბრძოლის

248 მკითხველთა ლიგა


ატმოსფეროში აღმოჩნდება. რომანის მთავარი სიუჟეტური ხა-
ზი სწორედ ფრენკის ისტორიას უკავშირდება.
ამასთან, რომანში შოტლანდიის მთიანეთის თვალწარ-
მტაცი პეიზაჟების – უღრანი ტყეების, გამოქვაბულების, ტბე-
ბის, მაღალი მთებისა და ხეობების ფონზე აღწერილია შოტ-
ლანდიელ მთიელთა ცხოვრება და გმირული ბრძოლა. შოტ-
ლანდიის მთიანეთში სავაჭრო-ფულადი ურთიერთობები შე-
მოდის, რაც გაუსაძლისს ხდის მთიელთა ცხოვრებას. მთი-
ელები თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებენ. სახალ-
ხო მოძრაობას რობ როი უდგება სათავეში. რობ როი შოტ-
ლანდიელ მთიელთა რეალურად არსებული ლიდერია. მენა-
ხირე რობ როი გააკოტრეს, მიწები წაართვეს და უსახლკაროდ
დატოვეს. რობ როი მთებში მიდის და მასავით უქონელ მთი-
ელთა რაზმს უდგება სათავეში. შესანიშნავად არის გადმოცე-
მული თავისუფლებისმოყვარე მთიელთა სული და განწყობი-
ლება, რომელსაც რობ როი, დიდსულოვანი და მამაცი სახალ-
ხო შურისმაძიებელი, „შოტლანდიელი რობინ ჰუდი“ – მდი-
დართა რისხვა და ღარიბთა მეგობარი – განასახიერებს, რომ-
ლის სახე სამუდამოდ შემორჩა მის თანამემამულეთა მეხსიე-
რებას.
რომანში „აივენჰო“ მოქმედება შუა საუკუნეების, კერძოდ,
XII საუკუნის ბოლო პერიოდის ინგლისში ხდება. ეს რთული
ეპოქა იყო ინგლისის ცხოვრებაში – ეს ის დრო იყო, როცა მიმ-
დინარეობდა ბრძოლა ბრიტანეთში უკვე შვიდი საუკუნის მან-
ძილზე მცხოვრებ ანგლო-საქსებსა და ნორმანებს შორის,
რომლებიც XI საუკუნის დასასრულს შემოიჭრნენ საფრანგე-
თის ჩრდილოეთიდან. ამ პერიოდშივე მიმდინარეობდა ბრძო-
ლა მეფის ხელისუფლების ცენტრალიზაციისთვის – მეფე რი-
ჩარდი ურჩი და განდგომილი ფეოდალების სამეფო ხელისუფ-
ლებისთვის დამორჩილებას ცდილობდა. მრავალფეროვანია
რომანის მოქმედ პირთა გალერეა. წარმოდგენილი არიან ურ-
ჩი ფეოდალების წინააღმდეგ მებრძოლი მეფე რიჩარდ ლომ-
გული, რიჩარდის ძმა პრინცი ჯონი, ურჩ ფეოდალებს რომ ჩად-
გომია სათავეში მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძველი ან-
გლო-საქსი წარჩინებულები (სედრიკი, ატელსტანი), ნორმანი

249 მკითხველთა ლიგა


ფეოდალები და რაინდები (ფრონ დე ბეფი, დე ბრასი, დე მალ-
ვუაზენი), საეკლესიო პირები (აბატი ეიმერი, დიდი მაგისტრი
ლუკა ბომანოარი, ბერები), გლეხი-მონები ჰურტი და ვამბა.
„ჰაერიღა დაგვრჩა, რომლითაც ვსუნთქავთ, და ისიც მხოლოდ
იმიტომ არ წაგვართვეს, რომ მაშინ ამ მძიმე ჭაპანს ვეღარ გავ-
წევდით,“ – ამბობს ჰურტი.
რომანში ნათლად ჩანს ავტორის კავშირი ფოლკლორულ
ტრადიციასთან. უპირველეს ყოვლისა, ეს იგრძნობა რობინ
ჰუდის სახეში, რომელიც სკოტმა ხალხური თქმულებების სა-
ფუძველზე შექმნა. სკოტმა დაგვიხატა რობინ ჰუდი, როგორც
ჭეშმარიტად სახალხო გმირი, შეურიგებლად რომ იბრძვის
უსამართლობის წინააღმდეგ. ინგლისური ფოლკლორის ტრა-
დიციებით არის დახატული მშვილდოსნობასა და კომბლებით
ბრძოლაში შეჯიბრის სცენები. განსაკუთრებით აღსანიშნავია
რობინ ჰუდის მეგობრის, უდარდელი, ჭამა-სმის მოყვარული,
მხიარული და ოხუნჯი ბერი ტუკის სახე.
სკოტის რომანები მრავალპლანიანია. სიუჟეტები ლაღად
და თავისუფლად არის აგებული, მათში ბევრი მოქმედი პირი
და მოვლენაა, ერთმანეთშია გადახლართული რამდენიმე თე-
მა, რაც რთულ და ფერადოვან სურათს ქმნის.
სკოტის რომანების ღირსებას წარმოადგენს ის, რომ მათი
ავტორი მხატვრული სრულყოფილებით ფლობს პერსონაჟის
კერძო ცხოვრების ისტორიულ მოვლენებთან განუყოფელად
დაკავშირების მეთოდს. მიმართავს რა სხვადასხვა ისტორი-
ულ ეპოქებს, მწერალი თითოეული ამ ეპოქის ისტორიულ მა-
სალაზე დაყრდნობით ხაზს უსვამს ისტორიული განვითარე-
ბის, ძველის ახლით შეცვლის გარდაუვალობას.
რომანების გარდა უოლტერ სკოტმა დაწერა აგრეთვე ნა-
პოლეონ ბონაპარტის, ფრანგთა იმპერატორისა და იტალიის
მეფის ბიოგრაფია სათაურით „ნაპოლეონ ბონაპარტის ცხოვ-
რება“, რომელიც 1827 წელს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ უოლტერ სკოტმა უარი თქვა პოეტი-
ლაურეატის წოდებაზე, რის გამოც ეს წოდება რობერტ საუთის
ერგო.

250 მკითხველთა ლიგა


1831 წელს უოლტერ სკოტს ჯანმრთელობა გაუუარესდა.
მიუხედავად ამისა, მან იმოგზაურა ევროპაში, სადაც ყველგან
დიდი პატივით ხვდებოდნენ. შოტლანდიაში დაბრუნებული
სკოტი თავის მშობლიურ შოტლანდიის საზღვრებში გარდაიც-
ვალა 1832 წელს. უოლტერ სკოტი დრაიბურგის სააბატოშია
დაკრძალული, სადაც მის საფლავთან ახლოს ერთ-ერთი დი-
დი შოტლანდიელის, უილიამ უოლესის ქანდაკება დგას.
მწერლის სიკვდილიდან 12 წლის შემდეგ ედინბურგში
აღიმართა უოლტერ სკოტის ხსოვნის უკვდავსაყოფი სკოტის
მონუმენტი, რომელიც 61 მეტრის სიმაღლის ნეოგოთურ შპი-
ლას წარმოადგენს და სადაც თავად მწერლის სკულპტურაც
დგას. უოლტერ სკოტის მონუმენტი დგას გლაზგოშიც, ხოლო
1854 წელს გახსნილ ედინბურგის რკინიგზის ცენტრალურ
სადგურს უეივერლი ეწოდა.
2010 წელს სკოტის შთამომავლებმა, ჰერცოგმა და ჰერცო-
გინია ბეკლუებმა დააწესეს უოლტერ სკოტის პრიზი ისტორიუ-
ლი პროზისთვის, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი
პრიზია მხატვრული ლიტერატურისთვის ბრიტანეთში. მისი
პრეზენტაცია უოლტერ სკოტის მშობლიურ აბოთსფორდის
სახლში გაიმართა.

251 მკითხველთა ლიგა

You might also like