You are on page 1of 2

„გულივერის მოგზაურობა“ ჯონატან სვიფტის წიგნია, რომელიც 1726 წელს გამოქვეყნდა.

იგი მსგავსად ბევრი სხვა წიგნისა იმ ეპოქაში დაკავშირებული იყო მოგზაურობასთან, რადგანაც
სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა. თუ ვთქვათ,
რობინზონ კრუზოს რეალისტური სახე ქონდა მიცემული მოთხრობაში, გულივერთან
მოვლენები მეტად ზღაპრულად ვითარდება. თუმცა, პერსონაჟის მახასიათებლები მაინც
მსგავსია.

როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ გულივერი თავიდანვე ბევრს მოგზაურობდა. თავისი


პროფესიიდან გამომდინარე, იგი ქირურგი იყო გემზე და მსგავსად რობინზონისა თავისუფალი
სული ჰქონდა, რომელიც მუდამ მიილტვოდა მოგზაურობებისკენ და ახალი ადგილების
შეცნობისკენ. რობინზონისგან მას ის განასხვავებდა, რომ მან უფრო ადრე შექმნა ოჯახი და ეს
ოჯახი არ უშლიდა ხელს იმაში, რომ თავისი მოგზაურობები გაეგრძელებებინა. თანაც, ზღვაში
ყოფნისას გულივერს აქამდე არასდროს შეჰქმნია ისეთი სიტუაცია, რომლიდანაც გამოსავალს
ვერ იპოვიდა, ამიტომაც არაფერი მიუთითებდა იმ უბედურებათა თუ საოცრებათა მთელ რიგ
სერიებზე, რომელიც მას მომავალში ელოდა.

გულივერის მოგზაურობა, როგორც ვიცით, დაყოფილია ოთხ მთავარ ნაწილად.


თითოეულ მათგანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან სიმბოლურად ისინი ადამიანთა იმ
დროინდელ მანკიერებებს წარმოაჩენენ.

1) პირველი ნაწილი უკავშირდება ლილიპუტების სამეფოში აღმოჩენას. ხომალდის


ჩაძირვის შემდეგ, გულივერი სასწაულებრივად აღწევს ნაპირს, სადაც მოგვიანებით მას
ლილიპუტები შეიპყრობენ. მოვლენების ამგვარი განვიტარება მთავარი გმირისთვის
გამაოგნებელი ხდება, მიუხედავად ამისა, იგი მარტივად უღებს ალღოს ლილიპუტების
სამეფოში მოქცევის წესებს და აგრეთვე უმეგობრდება მეფეს. რათქმაუნდა მათი მეგობრობა
გრძელდება იქამდე, სანამ ეს მომგებიანია თავად მეფისათვის. გარდა იმისა, რომ გულივერი
წარმოადგენს „უცნაურ“ ქმნილებას ლილიპუტებისთვის, მასში ისინი პოტენციურად ხედავან
იმ იარაღს, რომელიც მისცემს მათ საშუალებას, რომ დაამარცხონ მტერი სახელმწიფო. ომში
დამარცხების შემდგომ მეფე სთხოვს გულივერს, რომ გააკეთოს ის, რაც არ შეესაბამება
გულივერის პრიციპებს, დაიპყროს მეზობელი სახელმწიფო და შეუერთოს ლილიპუტების
სამეფოს. მსგავსი ქცევა მიუთიტებს ადამიანის გაუმაძღარ სურვილზე იყოს ძლევამოსილი,
როდესაც ხელში მნიშვნელოვანი იარაღი უვარდება. გულივერის უარი იწვევს ეჭვებს მის
ერთგულებაში, რაც ხდება მიზეზი იმისა, რომ იგი „უსარგებლო“ ხდება სამეფოსთვის,
ამიტომაც პარტიას მისი დასჯა სურს. მეზობელი სახელმწიფოს დახმარებით, გულივერი
დაიხსნის თავს გასაჭირისგან. აღსანიშნავია, რომ მათ სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვიათ
ლილიპუტების სამეფოსგან განსხვავებით. ჩემი აზრით, წიგნის ეს პირველი ნაწილი
მიუთითებს იმ დროინდელი საზოგადოების გახრწნილებაზე, რომელსაც სურს ძლევამოსილება
და საამისოდ იყენებს ნებისმიერ საშუალებას, ხოლო, როდესაც იგი უსარგებლო ხდება,
თავიდან იშორებს.

2) წიგნის მეორე ნაწილში, გულივერი ხვდება ლილიპუბისგან საპირისპირო სამეფოში -


ბრობდინგანში, რომელიც ცნობილია გოლიათების ქვეყნის სახელწოდებით. თუ
ლილიპუტების ქვეყანაში, გულივერი უყურებდა ყველას ზემოდან, აქ პირიქით, დანარჩენები
უყურებდნენ გულივერს ზემოდან. თავდაპირველად, როცა ვკითხულობთ და ვიგებთ, რომ
გულივერი მოხვდა ფერმერების ოჯახში, გული სითბოთი გვევსება, რადგან იგი უდაოდ
სითბოსა და კომფორტშია. თუმცა, მოვლენების განვითარებასთან ერთად, ვხედავთ, რომ
გულივერი ხდება დაუნდობელი ექსპლუატაციის მსხვერპლი. როგორც ლილიპუტებს, მათი
გადმოსახედიდან, არასდროს არ ენახათ გოლიათი ადამაინი, ასევე გოლიათებს არასდროს არ
ენახათ ლილიპუტი, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ იგი ინტერესის მსხვერპლი გახდა, ხოლო
ფერმერმა მოისაზრა, როგორც შეიძლებოდა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა გულივერის
სიმცირე. იგი მუდმივად და შეუსვენებლად გამოდიოდა ხალხის წინაში იმ დონემდე, რომ
სიკვდილის პირას აღმოჩნდა, ხოლო როდესაც გამოუსადეგარი გახდა, ფერმერმა მისგან ბოლო
სარგებელი ჰპოვა და დედოფალს მიყიდა. ჩემი აზრით, წიგნის ეს ნაწილი მიძღვნილია
იმისთვის, რომ მკითხველმა დაინახოს და გამოიცნოს რაოდენ ყალბი იყო იმ დროინდელი
საზოგადოება.

3) წიგნის მესამე ნაწილი ერთდროულად რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ


ლოკაციას მოიცავს. პირველი - კუნძული ლაპუტაზე სხვადასხვა ფორმის და ზომის არსებები
ცხოვრობენ, რომლებიც გატაცებულები არიან მეცნიერიბით, კერძოდ ასტრონომიით და
გეომეტრიით. ეს ფაქტი მიუთითებს მწერლის სურვილზე აჩვენოს განსხვავება არისტოკრატ და
ჩვეულებრივ ხალხს შორის.

მეორე ადგილი, რომლსაც მთავარი პერსონაჟი სტუმრობს არის მეცნიერების და


ჯადოქრების კუნძული. იქ გულივერს ხვდება შემოთავაზება, რომლის მიხედვითაც მას
შეუძლია აირჩიოს, რომელი მეცნიერი გააცოცხლოს.

მესამე ადგილი, ჩემი აზრით, ყველასგან განსხვავევბულია, რადგან აქ ადამიანები არ


კვდებიან. გულივერის წარმოსახვით, მუდმივი ცხოვრება ინარჩუნებს ადამიანის
შესაძლებლობას განვითარდეს, მუდმივად მიიღოს რაღაც ახალი, რასაც არ ეთანხმებიან
ადგილობრივი მაცხოვრებლები.

4) წიგნის მეოთხე ნაწილი შეეხება მოგზაურობას ჰუიჰნჰმების ქვეყანაში, სადაც


ცხოველები და ადამიანები ერთმანეთს ენაცვლებიან. სახელმწიფოს მართავენ ბრძენი ცხენები,
ხოლო ადამიანის მოდგმა წარმოდგენილია როგორც ადამიანის მსგავსი საშინელი
შთამომავლობა. ადამიანის ბუნების ყველა ცუდი ცხოველური თვისება გაერთიანებულია ამ
არსებებში. ავტორი მიდის იქამდე, რომ ამ საშინელი შთამომავლობის წარმოშობას მიაწერს ორ
ინგლისელს, რომლებიც ოდესღაც მოსულან იმ მხარეში. ამ ადგილის მთავარი გამომხატველი
თვისება იყო ის, რომ ცხენები არასდროს იტყუებიან, ხოლო გულივერი წარმოჩებილია,
როგორც უბოროტესი არსება, რადგან იგი განასახიერებს გონებით დაჯილდოვებულ იეჰუს.
ჰუიჰნჰმების ქვეყანაში ყოფნა გულივერისთვის იმდენად ტრამვირებული ხდება, რომ სახლში
დაბრუნებისას, მას სჭირდება დრო, რათა შეეჩვიოს თავის ცოლს და შვილს.

You might also like