You are on page 1of 6

ლიტერატურული გვარები და

ჟანრები
• არსებობს სამი ლიტერატურული გვარი: ეპოსი, დრამა და ლირიკა.
• ეპოსი - ეფუძნება ადამიანისა და სამყაროს ასახვას გარეხედვის
პოზიციიდან და მიმართულია ისტორიულ-საზოგადოებრივ
სფეროზე.
• მცირე ეპიკური ჟანრები: იგავი, ესე, ოპუსი, ესკიზი, ნოველა.
• საშალო ეპიკური ჟანრები: მოთხრობა, ზღაპარი.
• დიდი ეპიკური ჟანრები: რომანი, ეპოპეა (საგმირო ეპოსი, რომან
ეპოპეა).
• ლირიკა - ეფუძნება ადამიანისა სამყაროს მიმართების
სუბიექტურ ასახვას შგახედვის პოზიციიდან
დამიმართულია ცნობიერებით და მგრძნობელობით
სფეროზე.
• ლირიკული ჟანრები: დითირამბები, ჰიმნები, იამბიკო,
ტრიოლეტი, სონეტი, ელეგია და ა.შ.
• დრამა - ლიტერატურული გვარი, რომელიც აერთიანებს
სიტყვიერ და ვიზუალურ ხელოვნებას, ის ცოცხლდება
სცენაზე ან ეკრანზე.
• დრამატული ჟანრები: ტრაგედია, კომედია, დრამა.
• ლიტერატურული ჟანრები მოიაზრება სინქრონულ და
დიაქრონულ ჭრილში.
• სინქრონიზმი ჟანრული ფორმების სიმყარესა და
მუდმივობას ასახავს.
• დიაქრონიზმის მიხედვით ჟანრი ცვალებადია,
ტრანსფორმირდება ისტორიულ და კულტურულ
კონტექსტში.
• არისტოტელეს აზრით, ჟანრთა კლასიფიკაციისთვის
გასათვალისწინებელია სამი პოზიცია: ბაძვის საშუალება, ბაძვის
ობიექტი, ბაძვის სტილი.
• ბაძვა ხდება რიტმის, სიტყვის და ჰარმონიის მეშვეობით.
• ბაძვის ობიექტი შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, ძანიან კარგი,
ნორმალური და უვარგისი, როგორც ადამიანის ხასიათს შეჰფერის.
• ბაძვის სტილი შეიძლება იყოს სამგვარი: 1. ავტორი საუბრობს
მოვლენებზე როგორც განყენებულ ქმედებებზე (ეპიკური სტილი). 2.
თავად ქმედებების მონაწილე აღწერს (ლირიკა). 3. აღწერს მოქმედ
ადამიანებს (დრამა).

You might also like