You are on page 1of 25

ბილეთი #1

1.არაბეთის ნახევარკუნძული ისლამის ჩასახვის წინარე პერიოდში – 10 ქულა

ისლამის სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ისლამი ჩაისახა ქალაქ მედინაში, VII


საუკუნის I ნახევარში. ისლამის წარმოშობა განპირობებული იყო მთელი რიგი სოციალ-
ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით. ისლამის წარმოშობის წინ არაბები იყვნენ
პატრიარქალურ-თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების
ჩამოყალიბების პროცესში. მექა იყო მსხვილი სავაჭრო-პოლიტიკური ცენტრი, ქააბას გარშემო
იმართებოდა ბაზრობა, სადაც ბედუინები ცვლიდნენ საქონელს და ვაჭრობით იყვნენ
დაკავებულნი. მექაზე გადიოდა დიდი საქარავნო-სავაჭრო გზა. მექა იყო ორი დიდი
იმპერიის დაპირისპირების ობიექტი. ამ იმპერიათა ინტერესი გამოწვეული იყო სავაჭრო
მიზნებით.

რაც შეეხება რელიგიურ ვითარებას წინაისლამურ მექაში, წარმართი არაბები თაყვანს


სცემდნენ კერპებს. არაბეთის ღმერთების პანთეონში მრავალი ღვთაების სახელი იყო
ცნობილი, მის სათავეში იდგა ალაჰი, შემდომ გამოირჩეოდა სამი ქალღმერთი, რომლებიც
ტრადიციულად ითვლებოდნენ ალაჰის ქალიშვილებად. მოგვიანებით, მუჰამედმა აკრძალა
კერპების თაყვანცემა. მონოთეისტური რელიგიებიდან არაბებთან პირველად გავრცელდა
იუდაიზმი. არაბეთში იუდაიზმის მთავარი ცენტრები გახდა იემენი, აგრეთვე ჰიჯაზის
ჩრდილოეთი ოაზისები, მათ შორის იასრიბი (მედინა). არაბებთან გავრცელდა მეორე
მონოთეისტური რელიგიაც - ქრისტიანობა. იემენის ქალაქებში, ჰიჯაზის ოაზისებში,
ჩრდილოეთ არაბეთის ქალაქებში იყო იუდეველთა და ქრისტიანთა ტაძრები.

2. ხალიფა ოსმანი – 10 ქულა

ოსმანი (644-656წწ)- მე-3მართლმორწმუნე ხალიფა, იყო კურაიშის ტომის, უმაიას გავრიდან.


იქორწინა მუჰამადის ორ ქალიშვილზე. იგი მუჰამადის ერთ-ერთი პირველი მიმდევარი იყო.
ოსმანის დროს დასრულდა სასანიანთა იმპერიის დაპყრობა. ოსმანის დროს ყურანის სრული
კანონიკური რედაქციის შედგენა დაევალა იბნ ზაიდს და სამ მექელს, ეს ყურანის რედაქცია
დაიგზავნა სახალიფოს სხვადასხვა რეგიონში, მათ გაყვა სპეციალური ყურანის მკითხველი,
ამ ფაქტმა აღმოფხრა სხვა ყურანის ასლების არსებობა. ოსმანს დაუპირისპირდა ოპოზიცია,
რადგან ნათესავებს აძლევდა ბევრ ფულს, ხდებოდა ხაზინის ძარცვა ოსმანის ნათესავების
მიერ, დაწინაურდა უმაიას გვარი. ასჰაბების უკმაყოფილოები იყვნენ და ოსმანისაგან
მოითხოვდნენ წინა 2 ხალიფის მსგავს ქმედებებს: სახელმწიფო ცხოვრების ყველა სფეროს
დაქვემდებარებას მუსლიმური თემისადმი, ნადავლის თანაბარ განაწილებას. 656 წელს
მედინაში მცირე პილიგრიმობის მიზნით ჩავიდნენ ეგვიპტელები, მათ პოლიტიკური
მოთხოვნები წაუყენებს ოსმანს, ეს შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მათი
წასვლისთანავე ოსმანმა წერილი მისწერა მის ნაცვალს, რომ ეგვიპტელები დაეპატიმრებინა.
ეს წერილი ხელში ეგვიპტელებს ჩაუვარდათ და ალყა შემოარტყეს ხალიფას სასახლეს. 17
ივნისს, აჯანყებულები შეიჭრნენ მის სახლში და მოკლეს ხალიფა. გადმოცემით, მოკლული
ხალიფას სისხლით შეიღება ყურანი, რომელიც მას გვერდით ედო. ოსმანის სიკვდილმა
გამოიწვია მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სახალიფოში.

3. სავალდებულო გადასახადი ისლამში /ზაქათი/ – 10 ქულა

ზაქათი (სავალდებულო მოწყალება) ერთ-ერთია 5 ბურჯიდან და მისი შესრულება


მუსლიმისათვის სავალდებულოა. ზაქათს, თავდაპირველად, ყურანის მოთხოვნის
საფუძველზე, მუსლიმური თემი უნაწილებდა ღარიბებს, ქვრივებს, მარტოხელა ქალებს,
ობლებსა და უძლურებს, შემდეგ კი, ომაიანთა ხანიდან ფაქტობრივად გახდა გადასახადი
ღარიბთა სასრგებლოდ და მუსლიმური თემის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
თავდაპირველად ზაქათი სიტყვასიტყით ნიშნავდა „განწმენდას“. ყურანის მოთხოვნით
მოწყალება სავალდებულოა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ყველა სრულწლოვანი
მუსლიმისათვის, თუ ის ფლობს ჯოგს, აქვს გარკვეული წლიური შემოსავალი, მოგება
სოფლის მეურნეობიდან, ვაჭრობიდან და ხელოსნობიდან. ზაქათის მინიმუმია 5 აქლემი, 20
ძროხა და 40 ცხვარი, ოქროსა და ვერცხლზე 20 დინარი ან 200 დირჰამი. ზაქათი აიღებოდა
კალენდარული წლის დასრულებისას. აღებული თანხები გადადიოდა ყადის
განკარგულებაში და იხარჯებოდა წლის განმვალობაში მხოლოდ იმ ოლქში, სადაც
იკრიბებოდა. ზაქათის აღების უფლება ჰქონდათ ღარიბ-ღატაკებს, ზაქათის ამკრებებს,
მოგზაურებს, რომლებიც შინ ვეღარ ბრუნდებოდნენ და ა.შ. სადაკა არის ნებყოფლობითი
მოწყალება.

4. ნოვრუზი - ახალი წლის დღესასწაული - 10 ქულა

ნოვრუზი- ახალი წელი მზის კალენდრით, რომელიც ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას. ის


აღინიშნება გრიგორიანული კალენდრით 21-22მარტს. ეს დღესასწაული გადმოიღეს არაბებმა
სპარსელებისგან და გაავრცელეს ყველგან, საერთოდ ნოვრუზი ირანული დღესასწაულია და
ძირითადად აღინიშნება ირანში, ავღანეთსა და თურქეთში, კავკასიაში ძირითადად
აღინიშნება იქ, სადაც ცხოვრობენ შიიტები. ნოვრუზის ტრადიციული რიტუალი იწყება
გაზაფხულის პირველი ყვავილების გამოჩენით. ამ დღესასწაულის დროს იცვამენ ახალ
სამოსს, კარგად განათებულ სახლში აწყობენ სპეციალურ სადღესასწაულო სუფრას.
მაგიდაზე დგამენ სარკეს, მის ორივე მხარეს სანთლებს ანთებენ, რომელთა რაოდენობა უნდა
შეესაბამებოდეს ოჯახის წევრთა რიცხვს და თავისით უნდა ჩაიწვას. სადღესასწაულო
სუფრაზე უნდა იყოს აგრეთვე პური, ჭურჭელი წყლით, ხილი, ნიგოზი, მამალი, თევზი, რძე,
ყველი. დებენ ყურანსაც. ითვლება, რომ ოჯახის ყველა წევრი ახალი წლის ღამეს უნდა
შეიკრიბოს საახალწლო სუფრის ირგვლივ. სასურველია თუ ოჯახის პირველი სტუმარი
მამაკაცი იქნება. საღამოს, მზის ჩასვლის წინ კოცონს ანთებენ და ხტებიან რიგრიგობით.
ხალხური რწმენით, ამ გზით ისინი გათავისუფლდებიან ყოველგვარი ავადმყოფობის,
უბედურების, ცოდვებისაგან. ნოვრუზის დროს ეწყობა საყოველთაო სეირნობა,
სადღესასწაულო ბაზრობები, სადაც ვაჭრობენ სუვენირებით, ტკბილეულით და ეროვნული
კერძებით.
ბილეთი #2

1.ჰიჯრა იასრიბში (მედინაში) – 10 ქულა

იასრიბში (მედინაში) სახლობდა 2 ტომი, რომელთა შემადგენლობაში მრავალრიცხოვანი


გვარები შედიოდა. მედინაში მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო.
რელიგიური თვალსაზრისით, მედინას არაბები წარმართები იყვნენ, თუმცა მათზე გავლენა
ჰქონდა იუდეველთა შეხედულებებს. ამრიგად, მუჰამადისთვის და მისი ქადაგებისთვის
ნიადაგი მომზადებული იყო. მოსახლეობამ მასში დაინახა რელიგიური მოღვაწე, ირწმუნა
მისი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მუჰამადს უნდა მოეგვარებინა
სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტები.

მუჰამადის გადასვლას მექიდან იასრიბში წინ უძღვოდა შეხვედრები აკაბაში. პირველ


შეხვედრას 12 ადამიანი ესწრებოდა. ეს შეხვედრა იყო წმინდა რელიგიური, მშვიდობითი
ხასიათის. მოგვიანებით შედგა მეორე აკაბა, სადაც იყო თათბირი მუჰამადის იასრიბში
გადასვლაზე. ეს იყო მნიშველოვანი პოლიტიკური შეთანხმება ორმხრივი ვალდებულებებით.
იასრიბელი მუსლიმები აღიარებდნენ მუჰამადს ალაჰის მოციქულად და თავიანთ თავზე
იღებდნენ მის დაცვას. მეორე შეხვედრაზე დაიდო „ომის ფიცი“.

მას შემდეგ, რაც მუჰამადმა მოკავშირეები შეიძინა, ის მექელ მუსლიმებთან ერთად


გადასახლდა მედინაში. მუჰამადისა და მისი მიმდევრების გადასახლება მედინაში
აღინიშნება ტერმინით „ჰიჯრა“. ის საფუძვლად დაედო მუსლიმურ წელთაღრიცხვას.
იასრიბს მუჰამადის გადასახლების შემდეგ ეწოდა წინასწარმეტყველის ქალაქი, მედინა.

2. კანონიკური დღესასწაულები ისლამში – 10 ქულა

ისლამი და მუსლმიური სამართალი ორ კანონიკურ დღესასწაულს აღიარებს: იდ ალ-ადჰა


(მსხვერპლშეწირვის დღესასწაული), რომელიც უკავშირდება ჰაჯის დასრულებას და იდ ალ-
ფიტრი (გახსნილების დღესასწაული) , რომელიც უკავშირდება მარხვის დასრულებას.

იდ ალ-ადჰა (ყურბან-ბაირამი)- მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, რომელიც ტარდება


ჰაჯის ბოლო დღეს, გრძელდება 3-4 დღე. დღესასწაულის მთავარი რიტუალია სისხლიანი
მსხვერპლშეწირვა, რომლელსაც პილიგრიმები ასრულებენ მინას დაბლობზე, მაგრამ
მსხვერპლშეწირვა მიმდინარეობს ყველა ისლამურ ქალაქში და არაისლამურშიც, ყველგან,
სადაც შეიძლება იყვნენ მუსლიმები.

მუსლიმი,რომელიც მსხვერპლს სწირავს 3-ჯერ უნდა წარმოთქვას თაქბირ, ბასმალა, მერე


ისევ 3-ჯერ თაქბირ, მოციქულის ლოცვა, უნდა დაიცვას კიბლა და ალაჰს უნდა სთხოვოს რომ
მიიღოს მისი მსხვერპლი. თუ ცხოველი აღთქმულია ის ნაწილდება ღარიბებზე.

დღესასწაულის რიტუალში შედის სპეციალური სადღესასწაულო ლოცვა, რომელიც შედგება


ორი რაქათისაგან და ითვალისწინებს უფრო მეტი თაქბირების წარმოთქმას. ლოცვის წინ
აუცილებელია სრული განწმედის აქტის შესრულება _ ღუსლ. ლოცვის შემდეგ მეჩეთში ან
სპეციალურ ღია მოედანზე იკითხება ხუტბა. დღესასწაულის დროს მიღებულია
მეგობრებთან სტუმრად მისვლა, ახალი ტანისამოსის ჩაცმა, საჩუქრების გაცემა, ახლობლების
საფლავების მონახულება. ამ დროს ბაზარში არ ვაჭრობენ. ზოგიერთი მუსლიმი მსხვერპლის
შეწირვის ნაცვლად ფული შეაქვს მეჩეთში, ცხოველის ღირებულების შესაბამისად.

იდ ალ-ფიტრი (შექერ-ბაირამი)- გახსნილების დღესასწაული, იწყება შავალის თვის


დადგომისთანავე, მზის ამოსვლის შემდეგ და გრძელდება 3 დღე. ამ დღესასწაულის
დაწყების წინ ყველა მუსლიმი ვალდებულია გადაიხადოს „ზაქათ ალ-ფიტრი“, რომელიც
იკრიბება მეჩეთში და ნაწილდება ღარიბ-ღატაკებზე. დღესასწაულის ფარგლებში შედის
საერთო, სავალდებულო ლოცვა, ხუტბა, სადღესასწაულო სუფრა, მეგობრების მონახულება,
საჩუქრების გაცემა, სადღესასწაულო ბაზრობები და წინაპართა საფლავების მონახულება.
თურქეთში მიღებულია ასევე ტკბილეულის დარიგება,აქდან წარმოსდგება სახელწოდება
„შექერ-ბაირამი“ („ტკბილი დღესასწაული“)

3. მოწყალება ისლამში _ 10 ქულა

ზაქათი (სავალდებულო მოწყალება) ერთ-ერთია 5 ბურჯიდან და მისი შესრულება


მუსლიმისათვის სავალდებულოა. ზაქათს, თავდაპირველად, ყურანის მოთხოვნის
საფუძველზე, მუსლიმური თემი უნაწილებდა ღარიბებს, ქვრივებს, მარტოხელა ქალებს,
ობლებსა და უძლურებს, შემდეგ კი, ომაიანთა ხანიდან ფაქტობრივად გახდა გადასახადი
ღარიბთა სასრგებლოდ და მუსლიმური თემის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
თავდაპირველად ზაქათი სიტყვასიტყით ნიშნავდა „განწმენდას“. ყურანის მოთხოვნით
მოწყალება სავალდებულოა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ყველა სრულწლოვანი
მუსლიმისათვის, თუ ის ფლობს ჯოგს, აქვს გარკვეული წლიური შემოსავალი, მოგება
სოფლის მეურნეობიდან, ვაჭრობიდან და ხელოსნობიდან. ზაქათის მინიმუმია 5 აქლემი, 20
ძროხა და 40 ცხვარი, ოქროსა და ვერცხლზე 20 დინარი ან 200 დირჰამი. ზაქათი აიღებოდა
კალენდარული წლის დასრულებისას. აღებული თანხები გადადიოდა ყადის
განკარგულებაში და იხარჯებოდა წლის განმვალობაში მხოლოდ იმ ოლქში, სადაც
იკრიბებოდა. ზაქათის აღების უფლება ჰქონდათ ღარიბ-ღატაკებს, ზაქათის ამკრებებს,
მოგზაურებს, რომლებიც შინ ვეღარ ბრუნდებოდნენ და ა.შ. სადაკა არის ნებყოფლობითი
მოწყალება.

4. შიიზმი - 10 ქულა

პირველი სამოქალაქო ომის დროს ალისა და მუავიას შორის ბრძოლამ სათავე დაუდო
მუსლიმთა გათიშვას, ალის მომხრეებად- შიიტებად და მის მოწინააღმდეგეებად,
სუნიტებად. პირველ ეტაპზე მათ შორის განსხვავება იყო, მხოლოდ ხელისუფლების
საკითხში. ხარიჯიტების აზრით, ხალიფა შეიძლებოდა ყოფილიყო ნებისმიერი, ვისაც
მულიმური თემი აირჩევდა, მიუხედავად, სოციალური კუთვნილებისა და ეროვნულობისა.
სუნიტების აზრით, ხალიფა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, ვისაც მუსლიმური თემი
აირჩევდა,ოღონდ ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო კურაიშის ტომიდან.

შიიზმი ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შიიტთა წრეში თავი იჩინა


განხეთქილებამ, მათი დაპირისპირების მიზეზი იყო იმამის ვინაობის საკითხი- ის, თუ
რომელი ალის ჩამომავალი უნდა გამხდარიყო უზენაესი ხელისუფლების მატარებელი. VIII
საუკუნიდან გაასხვავებდნენ უკვე „ზომიერ“ (იმამიტები,ზაიდიტები) და „უკიდურეს“
(ისმაილიტები და ისინი, ვინც ალი ღვთაების რანგში აიყვანეს) მიმართულებებს. საერთოდ
ჩამოყალიბდა “შვიდიანები“ და „თორმეტიანები“ ანუ თორმეტი იმამის ამღიარებელი
შიიტები და შვიდი იმამის ამღიარებელი შიიტები, საერთოდ ჭარბობდნენ „თორმეტიანები“.
ყველაზე მეტი შიიტი ცხოვრობს ირანში, ერაყში, ლიბანში და ა.შ

ბილეთი #3

1.ხუთჯერადი კანონიკური ლოცვა ისლამში – 10 ქულა

სალათი (ლოცვა) -ერთ-ერთია 5 ბურჯიდან და მისი შესრულება მუსლიმისათვის


სავალდებულოა. ის არის ყოველდღიური ხუთჯერადი კანონიკური ლოცვა. მუჰამადი
ლოცვას ანიჭებდა დიდ უპირატეოსაბს ისლამზე მოსაქცევად. ლოცვის საბოლოოდ სახე
ჩამოყალიბდა მხოლოდ ჰიჯრის შემდგომ, ძველ არაბული რიტუალის გავლენით. ყურანში
ლოცვის წესი ნათლად არაა განსაზვრული, მაგრამ არსებობს მითითებები: ლოცვა
აუცილებლად უნდა შესრულდეს არაბულ ენაზე, ლოცვას თან ახლას სალოცავი პოზები და
ჟესტები, უნდა შესრულდეს დღის საათებში, სასურველია მეჩეთში ლოცვა. ლოცვის
ფორმულების და პოზების თითოეულ წრეს ეწოდება რაქათი. თითოუელი ლოცვა შედგება 2-
4 რაქათისაგან. მუსლიმი ძირს დაფენილ ხალიჩაზე დგება, იცავს კიბლას- ლოცვის
მიმართულებას და ბოლოს აცხადებს ლოცვის სურვილს. ყოველდღიური სალოცავი ციკლი
შედგება ხუთი აუცილებელი ლოცვისგან. პირველი სრულდება განთიადზე, მზის
ამოსვლამდე; მეორე - შუადღისას; მესამე - შუადღის შემდეგ, მზის ჩასვლამდე; მეოთხე -
მზის ჩასვლის შემდეგ და მეხუთე - ღამით, ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში
შეიძლება გაერთიანდეს პირველი ორი და ბოლო ორი კანონიკური ლოცვა. მაგრამ არ
შეიძლება ლოცვა ზუსტად შუადღისას, მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს. პარასკევის
ლოცვა რეკომენდებულია შესრულდეს მეჩეთში, ლოცვა ისე დასაშვებია ყველა რიტუალურ
წმინდა ადგილას. მეჩეთში ქალები დგანან მამაკაცების უკან. კანონიკური ლოცვების გარდა
არსებობს არაკანონიკური ლოცვების: ღამის ლოცვა, მიცვალებულის ლოცვა და სხვა.

2. მავლიდი – 10 ქულა

მავლიდი -მუჰამადის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული, იმის გამო, რომ


ზუსტად არ იციან, როდის დაიბადა მოციქული მუჰამადი ეს დღესასწაული აღინიშნება
მუჰამადის გარდაცვალების დღეს. პირველად დღესასწაული ჩატარდა 1207 წელს ზემო
მესოპოტამიაში. თავიდან მულიმთა ნაწილმა მავლიდი მიიჩნია სიახლედ- და არ მოიწონეს,
მაგრამ შემდგომ იქცა „მოწონებულ სიახლედ“ და დღეს მას ბევრი მიმდევარი ჰყავს.
მავლიდის დროს მეჩეთში იკითხება ლოცვა მუჰამადისათვის, გაიცემა მოწყალება,
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მუჰამედის შესახებ გადმოცემებს. აუცილებელია
მოციქულისადმი მიძღვნილი პანეგირიკების დეკლამირება.

მირაჯი- მუჰამადის ღამით მოგზაურობა მექიდან იერუსალიმში და აქედან ზეცად ამაღლება.


ალაჰმა გაიყვანა მუჰამადი მეჩეთიდან უშორეს მეჩეთამდე. მუსლიმური გადმოცემით,
როდესაც მუჰამადს ეძინა ქააბას მახლობლად, მას გამოეცხადა ანგელოზი ჯაბრაილი და
შესვა ფრთოსან ფრინველზე- ბურაკზე. ეწვია ხებრონს, ბეთლემს და იერუსალიმს(მორიას
მთა), შეხვდა მუსას, იესეს და იბრაჰიმს, უმეხმძღვანელა მათ საერთო ლოცვას. ამის შემდეგ
ანგელოზებმა მუჰამადს გული გაუპეს, ჩამოვიდა ბურაკიდან და ამაღლდა ზეცად. შვიდი
ციდან, თითოეულში ის ხვდებოდა ძველ წინასწარმეტყველებს. შემდგომ შეხვდა ალაჰს,
რომელმაც დაუდგინა მას მუსლიმის 5 ძირითადი ვალდებულება.

3.ისლამური რიტუალები - 10 ქულა

წინდაცვეთა- ხინათ აღნიშნავს ორივეს, ვაჟებისა და გოგონების წინდაცვეთას.


ებრაელებისთვის ეს სავალდებულო რიტუალია. ამ წესის შესრულება სავალდებულოა
ბავშვის დაბადებიდან მეშვიდე დღს ან 13 წლამდე პერიოდში. ამ რიტუალს ზოგი
ალაჰისადმი სხეულის ნაწილის შეწირვად მიიჩნევდა, ზოგი ვაჟკაცობის გამოცდად
თვლიდა. შუა საუკუნეებში უფლისწულების წინდაცვეთასთან დაკავშირებით დიდი
დღესასწაულები იმართებოდა. მაგალითად: ხალიფა ალ-კაიმმა ბრძანა აღეწერათ
მხედართმთავრების და ჯარისკაცების ვაჟები, მონათა შვილების ჩათვლით, რათა
წინდაეცვითათ და დაეჯილდოვებინათ ისინი. წინადაცვეთას აატრებს ექიმი ან
ქირურგი.წინდაცვეთის წინ აუცილებელია სრული განბანვა და სპეციალური
ლოცვა,დღესდღეობით წინადაცვეთა ჩვეულებრივი მოვლენა და ისლამამდელი
კუთვნილების სიმბოლოა.

ჯაზანა- მიცვალებულის დაკრძალვის წესი. დაკრძალვის წესებია: მიცვალებულა სიკვდილის


მოახლოებისას უნდა წარმოთქვას შაჰადა, თუ ეს მას არ შეუძლია, მას ეს ყურში უნდა
ჩასჩურჩულონ, მიცვალებულს უხუჭავენ თვალებს, უკრავენ ყბას და მუხლებს, ხელებს
აკრეფინებენ გულზე. თუ ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა, ის უნდა გაჭრან მარცხნება მხარს,
ბავშვი ამოიყვანონ და გაკერონ. მიცვალებული უნდა განვბანონ 3-ჯერ. განბანვის რიტუალს
ძირითადად ასრულებს იმავე სქესის მუსლიმი. განბანვის შემდეგ მუცვალებულს ახვევენ
სუდარაში, სასურველია სუდარა იყოს თეთრი ფერის, მაგრამ დასაშვებია ყველა ფერი
წითელის გარდა. შემდეგ კითხულობენ მიცვალებულის ლოცვას, მას ძირითადად
კითხულობს ოჯახის ახლო ნათსავი, მმართველი ან რელიგიური პირი. მიცვალებული რაც
შეიძლება მალე უნდა დაიკრძალოს, დილით გარდაცვლის კრძალავენ იმ დღესვე, მზის
ჩასვლამდე და საღამოს (მზის ჩასვლის შემდეგ) გარდაცვლილს მეორე დღეს, დაკრძალვის
ცერემონიალს ქალები არ ესწრებიან. საფლავში კეთდება ნიში და მიცვალებულს მარჯვენა
გვერდზე, სახით მექის მიმართულებით დებენ. საფლავში დებენ აგრეთვე ქაღალდს,
რომელზედაც არის ყურანის აიები, რათა სიკვდილის ანგელოზებმა გარდაცვლილის
დაკითხვამდე იცოდნენ, რომ იქ დაკრძალულია „მორწმუნე” და არა „ურწმუნო”. ქალის
საფლავი უნდა იყოს უფრო ღრმა, ვიდრე მამაკაცის; საფლავის ქვაზე აღინიშნება
მიცვალებულის სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, აიები ყურანიდან.
გარდაცვლილის ახლობლებმა მისი ქონებიდან უნდა გასცენ მოწყალება ღარიბებზე;

4. სუნიზმი - 10 ქულა

პირველი სამოქალაქო ომის დროს ალისა და მუავიას შორის ბრძოლამ სათავე დაუდო
მუსლიმთა გათიშვას, ალის მომხრეებად- შიიტებად და მის მოწინააღმდეგეებად,
სუნიტებად. სუნიზმი- ისლამის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. სუნიზმში
განხეთქილება გამოიწვია 4 წყაროზე დავამ, რომლის შემდგომაც ჩამოყალიბდა 4 რელიგიურ-
იურიდიული სკოლა (მაზჰაბი): მალიქიტები, შაფიიტები, ჰანაფიტები და ჰანბალიტები.
აქედან ყველაზე შემწყნარებულური იყო ჰანაფიტების მაზჰაბი, ხოლო ყველაზე
რადიკალური ჰანბალიტების მაზჰაბი. სუნიტების აზრით, მუჰამადის შემდეგ მუსლიმთა
ცხოვრება უნდა წარიმართოს სუნასა და ყურანის შესაბამისად. სუნიტებად ითვლებიან ის
მუსლიმები, რომლებიც აღიარებენ პირველი ოთხი „მართლმორწმუნე“ ხალიფას
კანონიერებას, ჰადისთა ექვსი კრებულის უტყუარობას და ეკუთვნიან ოთხი
საღვთისმეტყველო სამართლებრივი სკოლიდან ერთ-ერთს.

ბილეთი #4

1. პილიგრიმობა (ჰაჯი) ისლამში – 10 ქულა

ჰაჯი- პილიგრიმობა- 5 ბურჯიდან ერთ-ერთია. სასურველია, რომ ყოველმა მუსლიმა


სიცოცხლეში ერთხელ მაინც განხორციელოს ჰაჯი. ჰაჯისგან თავისუფლდებიან
გონებასუსტები, უძლურები, ღარიბები, მონები, ქალები, რომელთაც არა ჰყავთ ქმარი და
ნათესავები გზაში გამყოლად. მოციქულმა მუჰამადმა 632 წელს შეასრულა ე.წ
„გამოსათხოვარი ჰაჯი“. პილიგრიმობა იწყება ზუ ლ-ჰიჯას თვის 7 რიცხვში და გრძელდება
12 ზუ ლ-ჰიჯამდე. არაბეთის წმინდა მიწაზე შესვალმდე პილიგრიმები იმოსებიან იჰრამით
და გადადიან იჰრამის მდგომარეობაში. პილიგრიმები 7-ჯერ შემოუვლიან გარშემო ქააბას
ტაძარს, ეამბორებიან შავ ქვას, დალევენ ზამზამის წყალს, შეასრულებენ გარბენას საფასა და
მარვას ბორცვებს შორის, შეასრულებენ დგომას არაფათის მთის წინ, მოისმენენ ხუტბას და
შემდგომ იწყება ეშმაკის ქვებით ჩაქოლვა (იბლისი) და ბოლოს იმართება მსხვერპლშეწირვის
დღესასწაული, რომელიც სამ დღეს გრძელდება. 12 ზუ ლ-ჰიჯას პილიგრიმობა მთავრდება,
ზოგიერთი პილიგრიმი ჩადის მედინაში, რათა მოინახულოს მუჰამადის საფლავი. ასევე
არსებობს უმრა, რომელიც არის მცირე პილიგრიმობა და უმრას დროს სრულდება მცირე
ნაწილი ჰაჯისა. ჰაჯისგან განსხავებით უმრა არაა სავალდებულო.

2. მუჰამადის მიმდევრები – 10 ქულა

გადმოცემის თანხამად მუჰამადმა ქადაგება დაიწყო 609 ან 610წელს. ერთ ღამეს მას
გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯაბრაილი, რომელსაც ეჭირა ხელში ფარჩაში გახვეული წიგნი
და უთხრა მუჰამაედს რომ წაეკითხა წმინდა სიტყვა, მუჰამადმა კითხვა არ იცოდა, ამიტომაც
3 ჯერ იუარა წაკითხვა, ბოლოს კი დათანხმდა. გამოღვიძებისას თითქოს მუჰამადს ეს აიები
გულზე ეწერა და მას მოესმა ხმა, რომ ის იყო ალაჰის მოციქული, თვითონ ხმა კი რომელიც
ლაპარაკობდა ჯაბრაილი. მუჰამადის პირველი მიმდევრები გახდნენ მისი ცოლი ხადიჯა,
მისი ნათესავები და ოჯახის წევრები, ოთხი მართლმორწუმნე ხალიფა და ასე შემდეგ,
მუჰამედის მიმდევრებს ეწოდებათ ასჰაბები. ამ ტერმინმა ფუნქცია შეიცვალა თავიდან
ნიშნავდა მუჰამადის პირველ მიმდევრებს, ხოლო შემდეგში ასჰაბებს უწოდებდნენ ყველას,
ვისაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰყავდა მუჰამადი ნანახი. ასჰაბების ბირთვს შეადგენდნენ
მუჰაჯირები და ანსარები. მუჰაჯირები არიან ისინი, ვინც უშვუალოდ განახორციელა ჰიჯრა,
ხოლო ანსარები, ვინც მედინაში დახმარება აღმოუჩინა მუჰამადს და მის მიმდივრებს.
როდესაც მუჰამადის მიმდევრების რაოდენობა გახდა 30-32 სალოცავად გადავიდნენ ალ-
არკამის სახლში. ამ ეტაპზე მუჰამადი არ გამოყოფდა ისლამს სხვა მონოთეისტური
რელიგიებიდან - იუდაიზმიდან და ქრისტიანობიდან. უბრალოდ მუჰამადის ქადაგება
მიმართული იყო კერპთაყვანისმცევლობის წინააღმდეგ. მექურ პერიოდში სჭარბობდა
რელიგიური ფაქტორი. მოსახლეობისათვის მუჰამედის ქადაგება მიუღებელი აღმოჩნდა, მათ
წინ გაზრდილი ბიჭი უმაღლეს ღმერთად აყენებდა ალაჰს, ხოლო თავს მის მოციქულად
აცხადებდა, მოსახლეობაში შიშის ფაქტორიც ჭარბობდა, რადგან მუაჰამდის ქადაგება
საშიშროებას უქმნიდა მექის სავაჭრო და პოლიტიკურ ინტერესებს. მუჰამადი ხვდებოდა
ქრისტიანებს, იუდეველებს, ჰანაფიტებს და გაუჩნდა ერთღმერთიანობის ქადაგების
სურვილი, თავიდან მისი ქადაგება იყო ფარული, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი საჯარო
გახდა, მას დაუპირისპირდნენ. მექის გვაროვნული არისტოკრატია დაუპირისპირდა
მუჰამადს, ამიტომაც მუჰამადი იძულებული გახდა რამდენიმე ოჯახი მისი მიმდევრებისა
ეთიოპიაში გაეგზავნა, შეთანხმების შემდეგ ისინი ნელ-ნელა დაბრუნდნენ. მექის
გავროვნული არისტოკრატია დაუპირისპირდა მუჰამადის გვარს. გვარმა მუჰამედი კი არ
მოიკვეთა, პირიქით გააძლიერა მისი მფარველობა. 619 წელს მუჰამედმა დაიწყო კავშირების
ძებნა, ის დაუკავშირდა ორ არაბულ ტომს აუსისა და ხაზრაჯის მედინაში. VII საუკუნეში II
ნახევარში არაბულ ტომებს შორის მოხდა განხეთქილება, რაშიც ჩარეულნი იუდეველებიც
აღმოჩდნენ. არაბები ამ დროს წარმართები იყვნენ, მაგრამ მათზე გავლენა უნდა ჰქონოდა
იუდეურ მონოთეიზმს. მედინაში გადასვლას წინ უძღვოდა ორი შეხვედრა აკაბასი. პირველი
შეხვედრის დროს დაიდო „ქალთა ფიცი“ (ბაი’ა ან-ნისა), ამ შეთანხმებაში არ იყო ლაპარაკი
მუჰამედის იარაღით დაცვის შესახებ, ხოლო „მეორე აკაბას“ დროს დაიდო „ომის ფიცი“.
მუჰამადი აბუ-ბაქრთან ერთად მედინაში გადავიდა 622 წლის 22 ანდ 24 სექტემბერს.
მუჰამადისა და მისი მიმდევრების გადასახლება იასრიბში არინიშნება ტერმინით ჰიჯრა,
რომელიც საფუძვლად დაედო მუსლიმურ წელთაღრიხვას.

3. წინადაცვეთის ტრადიცია ისლამში – 10 ქულა

წინდაცვეთა- ხინათ აღნიშნავს ორივეს, ვაჟებისა და გოგონების წინდაცვეთას.


ებრაელებისთვის ეს სავალდებულო რიტუალია. ამ წესის შესრულება სავალდებულოა
ბავშვის დაბადებიდან მეშვიდე დღს ან 13 წლამდე პერიოდში. ამ რიტუალს ზოგი
ალაჰისადმი სხეულის ნაწილის შეწირვად მიიჩნევდა, ზოგი ვაჟკაცობის გამოცდად
თვლიდა. შუა საუკუნეებში უფლისწულების წინდაცვეთასთან დაკავშირებით დიდი
დღესასწაულები იმართებოდა. მაგალითად: ხალიფა ალ-კაიმმა ბრძანა აღეწერათ
მხედართმთავრების და ჯარისკაცების ვაჟები, მონათა შვილების ჩათვლით, რათა
წინდაეცვითათ და დაეჯილდოვებინათ ისინი. წინადაცვეთას აატრებს ექიმი ან
ქირურგი.წინდაცვეთის წინ აუცილებელია სრული განბანვა და სპეციალური
ლოცვა,დღესდღეობით წინადაცვეთა ჩვეულებრივი მოვლენა და ისლამამდელი
კუთვნილების სიმბოლოა.

4. საკულტო ნაგებობები ისლამში - 10 ქულა

მუსლიმთა ძირითადი საკულტო ნაგებობა არის მეჩეთი. ყურანში მასჯიდ აღნიშნავს ქააბას
ტაძარს მექაში და აგრეთვე სხვა რელიგიების ღვთისმსახურების ადგილს. თავდაპირველად
მექაში მუსლიმებს არ ჰქონდათ სპეციალური ადგილი ღვთისმსახურებისათვის. ალაჰის
მოციქული თავის მიმდევრებთან ერთად ლოცვას ასრულებდა მალულად მექის გარეუბანში.
პირველი მეჩეთი, როგორც საერთო ლოცვის ადგილი, აშენდა მალევე მუჰამადის გადასვლის
შემდეგ მედინაში. ცალკეულ ტომებს ასევე ჰქონდათ თავიანთი ლოცვის ადგილები, რაც
გარკვეულწილად მათი დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ნიშანი იყო. მუჰამადის
გარდაცვალების შემდეგ მეჩეთები შენდებოდა იმ ადგილებში, სადაც მისი მიმდევრების
დამოწმებით, მოციქულს შესრულებული ჰქონდა ლოცვა. მეჩეთების დიდი ნაწილი
ასოცირდება მუჰამადის მიმდევრებთან. თავდაპირველად, მეჩეთის შენობას არ უყენებდნენ
რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს, არ შეიძლებოდა მხოლოდ ცოცხალი არსებების
გამოსახულებანი, რათა ისინი თაყვანისცემის ობიექტები არ გამხდარიყვნენ. მეჩეთების
გაფორმება ხდება სპეციალური წარწერებით, როგორც წესი ყურანის აიებით და სხვადასხვა
ორნამენტებით. მუსლიმთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე მეჩეთად აქცევდნენ
ნებისმიერ შესაბამის შენობას, სადაც შეიძლებოდა დატეულიყო პარასკევის ლოცვის დროს ამ
ოლქში მცხოვრები ყველა მუსლიმი. ამ მიზნით ზოგჯერ იყენებდნენ ქრისტიანულ და
ზოროასტრულ ტაძრებს. VIII საუკუნის დასაწყისში ყალიბდება მეჩეთის თავისებური სახე,
რომელიც ყოველმხრივ პასუხობდა მუსლიმური რიტუალის მოთხოვნებს.

„ქააბას მეჩეთი“ - არის „ალაჰის სახლი” დედამიწაზე, რომელიც მდებარეობს მექის მთავარი
მეჩეთის ეზოს ცენტრში. ლოცვის დროს ყველა მუსლიმი სახით ქააბასაკენ ბრუნდება.
თავდაპირველად, ქააბა იყო პირველი მონოთეისტური ტაძარი. ისლამამდე ამ ტაძარში იდგა
360 კერპი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ წარმართი არაბული ტომები. 630 წელს მუჰამადმა
დაიკავა მექა და გაათავისუფლა ქააბას ტაძარი კერპებისაგან, რამაც საბოლოოდ განამტკიცა
ისლამის უპირატესობა და მუჰამადის ავტორიტეტი.

ბილეთი #5

1. მუჰამადის ცხოვრება – 10 ქულა

გადმოცემის თანახმად, მუჰამადმა ქადაგება დაიწყო 609 ან 610 წელს. პირველი ხილვისას მას
გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯაბრაილი, რომელსაც ხელში ეჭირა ფარჩაში გახვეული
წიგნი. მან უბრძანა მუჰამადს ადამიანებისთვის წაეკითხა ალაჰის ჭეშმარიტი სიტყვა.
მუჰამადმა, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა, სამჯერ იუარა, მაგრამ ანგელოზის
დაჟინებული თხოვნით, წაიკითხა. მოციქული იყო იმ დროს 40 წლის. მექაში მუჰამადის
ქადაგებას მტრულად შეხვდნენ. მექის პერიოდში მუჰამადი გვევლინება როგორც უბრალო
მქადაგებელი. ამ ეტაპზე ის ისლამს არ გამოყოფდა სხვა მონოთეისტური რელიგიებიდან.
ახალი რელიგია მიმართული იყო კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ.
თავდაპირველად ყველასთვის უჩვეულო იყო ის, რომ მათ თვალწინ გაზრდილმა მუჰამადმა,
აქამდე საზოგადოების რიგითმა წევრმა, მოულოდნელად ალაჰის მოციქულობის პრეტენზია
განაცხადა. მუჰამადის ერთპიროვნული მმართველობის იდეა მათთვის უცხო და მიუღებელი
აღმოჩნდა. მუჰამადმა საზოგადოების სათავეში დააყენა ერთი უზენაესი ღმერთი - ალაჰი,
თვითონ კი ამ საზოგადოებას მოევლინა როგორც მისი მოციქული. მუჰამადმა თავის თავზე
აიღო მმართველობის ყველა ფუნქცია.
მუჰამადი არჩევდა განმარტოებულ ადგილს სალოცავად. თავდაპირველად ქადაგება
ფარულად მიმდინარეობდა, როდესაც მისმა ქადაგებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, მას
დაუპირისპირდნენ. მუჰამადის ქადაგება მიმართული იყო კერპთაყვანისმცემლობის
წინააღმდეგ, რაც საშიშროებას უქმნიდა მექის სავაჭრო და პოლიტიკურ ინტერესებს.
მექის გვაროვნული არისტოკრატიის მტრული დამოკიდებულება მუჰამადის მიმართ
იმდენად გამწვავდა, რომ მან მიმდევრების გარკვეული ნაწილი დროებით გააგზავნა
ეთიოპიაში. ისინი მალე დაბრუნდნენ უკან. მეორე ემიგრაცია ეთიოპიაში მოეწყო რამდენიმე
წლის შემდეგ.
მუჰამადის ქადაგებისა და მოღვაწეობის მოწინააღმდეგე მექის გვაროვნული არისტოკრატიის
წარმომადგენლების ინიციატივით იმ გვარს, რომელსაც მუჰამადი ეკუთვნოდა, ბოიკოტი
გამოუცხადეს. მაგრამ მუჰამადის გვარის წარმომადგენლებმა არა თუ არ მოკვეთეს იგი
ტომიდან, არამედ გააძლიერეს კიდეც მისი მფარველობა.
619 წლის შემდეგ, მუჰამადმა მოკავშირეების ძებნა დაიწყო მექის გარეთ, იასრიბში, რომელთა
შემადგენლობაში მრავალრიცხოვანი გვარები შედიოდა. იასრიბში
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. რელიგიური თვალსაზრისით
იასრიბის არაბები წარმართები იყვნენ. თუმცა, მათზე გავლენა ჰქონდა იუდეველთა
შეხედულებებს. ამრიგად, მუჰამადისთვის და მისი ქადაგებისთვის ნიადაგი მომზადებული
იყო. მოსახლეობამ მასში დაინახა რელიგიური მოღვაწე, ირწმუნა მისი, მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მუჰამადს უნდა მოეგვარებინა სოციალური და პოლიტიკური
კონფლიქტები.
მუჰამადის გადასვლას მექიდან იასრიბში წინ უძღვოდა შეხვედრები აკაბაში. პირველ
შეხვედრას 12 ადამიანი ესწრებოდა. ეს შეხვედრა იყო წმინდა რელიგიური, მშვიდობითი
ხასიათის. მოგვიანებით შედგა მეორე აკაბა, სადაც იყო თათბირი მუჰამადის იასრიბში
გადასვლაზე. ეს იყო მნიშველოვანი პოლიტიკური შეთანხმება ორმხრივი ვალდებულებებით.
იასრიბელი მუსლიმები აღიარებდნენ მუჰამადს ალაჰის მოციქულად და თავიანთ თავზე
იღებდნენ მის დაცვას. მეორე შეხვედრაზე დაიდო „ომის ფიცი“.

მას შემდეგ, რაც მუჰამადმა მოკავშირეები შეიძინა, ის მექელ მუსლიმებთან ერთად


გადასახლდა მედინაში. მუჰამადისა და მისი მიმდევრების გადასახლება მედინაში
აღინიშნება ტერმინით „ჰიჯრა“. ის საფუძვლად დაედო მუსლიმურ წელთაღრიცხვას.
იასრიბს მუჰამადის გადასახლების შემდეგ ეწოდა წინასწარმეტყველის ქალაქი, მედინა.

2. ხალიფა ომარი – 10 ქულა

იგი არის მეორე მარლთმორწმუნე ხალიფა. ხალიფა ომარი თავდაპირველად ისლამისადმი


მტრულად იყო განწყობილი, თუმცა შემდგომ მიიღო იგი. მან მუჰამადთან ერთად შეასრულა
ჰიჯრა. ომარის დროს სწრაფად გაფართოვდა მუსლიმთა სახელმწიფო. მან ყველა არაბს და
დაპყრობითი ომის მონაწილეს მისცა უფლება მიეღოთ ფულადი ანაზღაურება. ხელფასის
ოდენობა განისაზღვრებოდა არა მუსლიმის მიერ დაკავებული თანამდებობით, არამედ
ალაჰის მოციქულთან სიახლოვით, ჰიჯრასა და ბრძოლებში მონაწილეობით. რაც უფრო
ადრე ექნებოდა პიროვნებას ისლამი მიღებული, მით უფრო მეტ ხელფას აიღებდა იგი.
ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ ომარმა ბრძანა იქიდან ხორბლის შემოტანა მექისა და
მედინისთვის, იგი ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. მან
აგრეთვე შემოიღო ჰიჯრის წელთაღრიცხვა, რომელიც ემყარება მთვარის მოძრავ კალენდარს.
იგი თვითონ ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ პილიგრიმობას. სიკვდილის წინ ომარმა
მოიწვია საბჭო და მათ უფლება მისცა აერჩიათ მომავალი ხალიფა.

3. ჯიჰადი _ საღვთო ომი – 10 ქულა

ჯიჰადი მუსლიმთა ერთ-ერთი რელიგიური მოვალეობაა. ის თავდაპირველად


გულისხმობდა ბრძოლას ურწმუნოთა წინააღმდეგ, ყურანში არის მითითებები, რომელიც
ასახავს ამ ბრძოლის პირობებს. მუსლიმებს მოუწოდებს, რომ ურწმუნოები გადმოეყვანათ
ჭეშმარიტ რჯულზე, ეომათ ისლამის მტრებთან. ჯიჰადი არის ალაჰის პირდაპირი გზა
სამოთხეში. თუმცა ეს არ ნიშნავს ომსა და ბრძოლას, რადგან მისი განხორციელება
მშვიდობიანი გზითაცაა შესაძლებელი. თუმცა ამ იდეამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა არაბთა
დაპყრობების ეპოქაში და ის გახადა პოლიტიკური იარაღი. შიიტები „საღვთო ომად“
მიიჩნევდნენ ასევე სუნიტებთან, რადგან ისინი არ ცნობდნენ იმამის ავტორიტეტს. ჯიჰადის
ვალდებულება არაა გათვალისწინებული 5 ბურჯის მიხედვით, თუმცა ისლამური
სამართლის მიხედვით, ჯიჰადი არის მუსლიმთა კოლექტიური ვალდებულება, მისგან
თავსუფლდებიან შემდეგი პირები: ქალები, ბავშვები, ავადმყოფები და ა.შ.

აბასიანთა დროს ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ ხალიფამ ყოველწლიურად უნდა


განახორციელოს სულ მცირე ერთი თავდასხმა ურწმუნოთა ტერიტორიაზე. ომის დაწყების
წინ მუსლიმური თემი ვალდებულია შესთავაზოს ურწმუნოებს ისლამის მიღება. თუ მათ არ
იციან რა არის ისლამი, თავდაპირველად უნდა გააცნონ რელიგიის არსი. თუ დათანხმდებიან
და მიიღებენ, მაშინ მათმიიღებენ ისლამურ თემში. არჩევანს ხმალსა და ისლამს შორის
სთავაზობენ მხოლოდ ურწმუნოებს. ქრისტიანებსა და იუდეველებს სთავაზობენ სამ
არჩევანს: ისლამის მიღება, ჯიზიას გადახდა ან ომი.

ჯიჰადის დროს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე აკრძალული იყო ქალების, ავადმყოფების,


მოხუცებისა და ბერების დახოცვა. ჯიჰადის დროს გარდაცვლილი მუსლიმი ხდება ჰაჯიდი,
რომელიც აუცილებლად მოხვდება სამოთხეში. ღანამედროვე პირობებში ჯიჰადი, მუსლიმ
ღვთისმეტყველთა განმარტებით, შეიძლება გამოიხატოს შემდეგი ფორმით: 1. იმ იდეების
განხორციელება, რომელიც ეწინააღმდეგება ისლამს; 2. ეს არის ისლამის პროპაგანდა,
რომელიც უნდა მოხდეს ისლამური მოდელის საფუძველზე; 3. ისლამის პროპაგანდა
სიტყვით და სიბრძნით. ფართო გაგებით, ჯიჰადს განმარტავენ როგორც მაქსიმალურ
ძალისხმევას ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების მისაღწევად.

4.რელიგიური კულტის მსახურები - 10

იმამი- საზოგადო ლოცვის ხელმძღვანელი,სოფლის მეჩეთებში იამის ფუნქციებს ასრულებდა


ის ადამიანი,რომელსაც ჰქონდა ელემენტარული საღვთისმეტყველო განათლება, იცოდა
ყურანის კითხვა და სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. საკრებულო მეჩეთებში იმამს უნდა
ჰქონოდა სპეციალური საღვთისმეტყველო განათლება. ოთხი „მართლმორწმუნე“ ხალიფას
და ომაიანთა მმართველობის პერიოდში იმამის ფუნქციას ასრულებდა ხალიფა, ოლქში-
ნაცვალი და ომში- მხედართმთავარი. აბასიანთა დროს ინიშნებოდა სპეციალური პირი და
მას სახელმწიფო ხაზინიდან გამოეყოფოდა ხელფასი.

ხატიბი- იგივეა დაახლოებით რაც იმამი, უბრალოდ ქადაგებას და ლოცვას სხვადასხვა პირი
ხელმძღვანელობს. ხალიფები, ნაცვლები ან მხედართმთავრები მუსლიმებს თვითონ
მიმართავდნენ სიტყვით და მასში იყო ქადაგების ელფერიც. ნელ-ნელა ხატიბმა რელიგიური
დატვირთვა შეიძინა, ვინაიდან ხუტბის წაკითხვა ხდებოდა მეჩეთში და დაკავშირებული იყო
ღვთისმსახურებასთან. მეათე საუკუნეში აბასიანებმა ხუტბით გამოსვლა ყადის დაავალეს და
თვითონ ესწრებოდნენ, როგორც მსმენელები. საერთოდ ხატიბი იყო ხალიფას ნაცვალი
მეჩეთში. მეათე საუკუნეში ხატიბის თანამდებობა იმდენად სპატიო იყო,რომ მასზე
ინიშნებოდნენ მხოლოდ ჰაშიმის გვარიდან. ზოგიერთი ფატიმიანი ხალიფა ეგვიპტეში
თვითონ გამოდიოდა სიტყვით, მაგრამ ყველგან დამკვიდრდა ხატიბის დანიშვნის
ტრადიცია.

მუეძინი- „მომწოდებული“. თავდაპირველად მუეძინი კრებდა მორწმუნეებს, უხმობდა იმამს


და აცხადება ღვთისმსახურებას. ის არ ირიცხება მეჩეთის შტატში. მუეზინის ფუნქცია არ
შეიძლება შეასრულოს რიტუალურად არაწმინდამ, გიჟმა ან ქალმა.დღესდღობით იყენებენ
რადიო-აპარატურად.

ბილეთი #6

1. კანონიკური დღესასწაულები ისლამში – 10 ქულა

იგივეა, რაც მეორე ბილეთის საკითხი #2

2. მემკვიდრეობა ისლამში – 10 ქულა

მემკვიდრეობა (მირასი) -ქონება, უფლებები და ვალდებულებები,რომლებიც მათი


სიკვდილის შემდეგ სხვ პირებს რჩებათ. მირასში შედის გარდაცვლილის ვალების
გასტუმრება, ვალდებულებები და ანდერძის აღსრულება. ეს ტრადიცია მოდის
წინაისლამური ხანის არაბებისაგანდა ყურანითაა დადასტურებეული, ოჯახმა აუცილებლად
უნდა მიიღოს ქონების 2/3 მათ უარი შეიძლება ეთქვათ ქონების მხოლოდ 1/3-ზე. თავდან
ქონებიდან ხდება ვალების გასტუმრება, გამოიყოფა საცოლის მაჰრის რაოდენობა და
მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ანდერძის შესაბამისად ქონების განაწილება. ნათესავები
იყოფიან სამ კატეგორიად: 1.მშობლები,შვილები,ცოლები 2.და-ძმები,შვილიშვილები,ბებია-
ბაბუები 3.ახლო ნათესავები. ზოგიერთი მაზჰაბის თანახმად თუ მემკვიდრე არ გამოჩნდა
ქონება აგდაეცებ ტომის ან გვარის მეთაურს, მათი არარსებობის შემთხვევაში კი
საზოგადოებას, ხოლო ზოგიერი მაზჰაბის თანახმად ქონება პირდაპირ გადაეცემა
საზოგადოებას, თუ მემკვიდრე გამოჩნდება მას შეუძლია მიიღოს მირასის დარჩენილი
ნაწილი. ანდერძი არის პირის უკანასაკნელი ნება-სურვილი და ამ ნება-სურვილში შეიძლება
გამოხატული იქნას ნებისმიერი რამ. მოანდერძე უნდა იყოს ქმედითუნარიანი და
უფლებამოსილი, ანდერძი ფორმდება მინიმუმ 2 მოწმის თანდასწრებით. მოანდერძეს
შეუძლია საკუთარი სურვილით გასცეს ქონების 1/3, 2/3 აუცილებლად ოჯახის წევრებს
შორის უნდა განაწილდეს.

3. ყურანი - 10 ქულა

ყურანი — მუსლიმთა წმინდა წიგნი, ალაჰის მიერ მუჰამადისადმი გარდმოვლენილი


გამოცხადებების კრებული. ის არის რელიგიური კანონების (შარიათის) პირველწყარო,
რომელიც მოიცავს მუსლიმთა ცხოვრების ყველა ასპექტს. მუსლიმებისათვის ყურანი არის
ალაჰის პირდაპირი სიტყვა, მიმართული მისი მოციქულისადმი, ხოლო ამ უკანასკნელის
საშუალებით — მისი მიმდევრებისადმი. მუჰამადის ქადაგებათა მთავარი იდეა არის
ერთღმერთიანობა. ყურანში ალაჰი სიცოცხლის პირველსაწყისი და სამყაროს შემოქმედია.
მრავალღმერთიანობა ყურანში განიკიცხება და სასჯელი ამისათვის არის წამება „ამქვეყნიურ”
და „იმქვეყნიურ” ცხოვრებაში. ყურანი არის კლასიკური არაბული ენის პირველი
ლიტერატურული ძეგლი. ყურანმა დიდი გავლენა მოახდინა მუსლიმური სამყაროს
კულტურაზე. ისლამამდელი პოეზიის პარალელურად მან დააჩქარა ერთიანი
სალიტერატურო ენის ჩამოყალიბება და ხელი შეუწყო მისი გრამატიკული და სტილისტური
ნორმების დამკვიდრებას.

წმინდა ტექსტის ფიქსაციის ისტორია გაგრძელდა რამდენიმე საუკუნე და დაკავშირებულია


ისლამის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებთან. მუჰამადის სიცოცხლეში ყურანის ტექსტი
ზეპირად გადაიცემოდა. ითვლება, რომ მუჰამადმა ვერ მოასწრო მიღებული გამოცხადებების
შეკრება, რომელსაც ოფიციალური სტატუსი ექნებოდა. თუმცა გამოცხადებები შენახულ იქნა
მისი მდივნებისა და მიმდევრების ჩანაწერებში. ისლამის გავრცელებამ გამოიწვია ყურანის
ერთიანი ტექსტის შედგენის აუცილებლობა. ხალიფა ოსმანის ბრძანებით დაიწყო წმინდა
ტექსტის მთელი მუსლიმური თემისათვის ერთიანი რედაქციის შედგენა. ყურანის არსებული
ტექსტი შედგება სხვადასხვა სიდიდის 114 სურისაგან, რომელიც თავის მხრივ იყოფა აიებად.
აიებიც თავისი სიდიდით არაერთგვაროვანია. ყველაზე მოკლე აიებში მხოლოდ ერთი
სიტყვაა. აიებად დაყოფა ხშირად არ ემთხვევა ტექსტის აზრობრივ დაყოფას. სურები
დაალაგებულია სიდიდის მიხედვით. თავიდან გრძელი სურები და მერე — მოკლე. ყოველ
სურაში აიები დანომრილია. როდესაც მუსლიმი ყურანის ციტირებას ახდენს, ჯერ უთითებს
სურის სახელწოდებას და მერე აიას ნომერს.

4. ხარიჯიზმი - 10 ქულა

ხარიჯიზმი არის ისლამის ერთერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც წარმოიშვა


ხელისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში. სიფინთან ბრძოლის (657 წ.) დროს ალიმ ვერ
გაბედა გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა მოწინააღმდეგისათვის, რამაც მის ბანაკში
უკმაყოფილება გამოიწვია. ალის უმოქმედობით იმედგაცრუებულმა 12 ათასმა მეომარმა
მიატოვა იგი, რითაც დასაბამი დაედო ხარიჯიტულ მოძრაობას. ხარიჯიტები შეიარაღებულ
ბრძოლას აწარმოებდნენ ალის წინააღმდეგ. ისინი ასევე ებრძოდნენ ხალიფა მუავიას
მომხრეებს. ხარიჯიტთა მოძრაობა დასაწყისიდანვე ერთიანი არ იყო. წინააღმდეგობებმა ამ
დაჯგუფებებს შორის დაასუსტა ხარიჯიტული მოძრაობა, თუმცა ხარიჯიტთა თემები კიდევ
დიდხანს წარმოადგენდნენ საფრთხეს ცენტრალური ხელისუფლებისათვის. უზენაესი
ხელისუფლების საკითხში უპირისპირდებოდნენ როგორც სუნიტებს, ისე შიიტებს.
აღიარებდნენ რელიგიური თემის და სახელმწიფოს მეთაურის არჩევითობის პრინციპს და,
ამასთანავე, კანდიდატის წარმომავლობას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.
რელიგიის საკითხებში ხარიჯიტები ისლამის „სიწმინდის“ დამცველებად გამოდიოდნენ და
მოითხოვდნენ რელიგიურ მოვალეობათა მკაცრად დაცვას. იმ პრინციპიდან გამომდინარე,
რომ ჭეშმარიტ რწმენას განსაზღვრავს მოქმედება, „მძიმე ცოდვათა“ ჩამდენთ ისინი
მიიჩნევდნენ რჯულგანდგომილებად, რომელთა წინააღმდეგ აუცილებელი იყო „საღვთო
ომი“ (ჯიჰად). რჯულგანდგომილთა მკვლელობა ხარიჯიტებს რელიგიურ მოვალეობის
დონეზე აჰყავდათ. ხარიჯიტები, საერთოდ უკიდურესი ფანატიზმითა და
არაშემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ, რაც ვრცელდებოდა არა მარტო მათ პოლიტიკურ და
რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე, არამედ მშვიდობიან მუსლიმებზეც, რომლებიც არ
იზიარებდნენ მათ შეხედულებებს.
ბილეთი #7

1. ქორწინება ისლამში – 10 ქულა

ქორწინება ისლამური მრწამსით ღვთისთვის სასურველ ქმედებად აღიქმება. ქორწინების


დროს შეზღუდვების რაოდენობა საკმაოდ მცირეა. სასურველია საცოლე და საქმრო
ერთმანეთს შეეფერებოდნენ ასაკითა და ეკონომიური მდგომარეობით. მუსლიმი მამაკაცი
შეიძლება დაქორწინდეს იუდეველ ან ქრისტიან ქალზე, ხოლო მუსლიმი ქალი აუცილებლად
უნდა გათხოვდეს ერთმორწმუნე მამაკაცზე. დაუშვებელია ქორწინება ახლო ნათესავებს
შორის, ასევე დაუშვებელია საკუთარ მხევალთან ქორწინება, მაგრამ პატრონს შეუძლია
მონასთან ერთად ცხოვრება, მონებს შორის ქორწინების დროს პატრონის თანხმობაა საჭირო.
ზავაჯის- კაონინიერი ქოწინების დროს პირველი ეტაპია გარიგება (ხიტბა) რომლის დროსაც
საქმრო ან მისი რწმუნებული მიდის საცოლის მამასთან. ამ დროს ხდება მაჰრის რაოდენობის
განსაზღვრა, რომელიც აისახება საქორწინო ხელშეკრულებაში (სიღა). მაჰრის გადაცემა
ძირითადად ხდება ქორწილის დროს ძვირფასეულობის სახით. სასიძომ საცოლე უნდა
გადაიყვანოს თავისთან სახლში, მაგრამ თუ საცოლე არასრულწლოვანია ეს პროცესი
ფერხდება, სანამ 13-15 წლის არ გახდება. მუსლიმ მამაკაცს შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ 4
ცოლი, თუ კიდევ მოუნდება ქორწინება ის უნდა გაშორდეს რომელიმეს. ქოწინების
გაფორმება ხდება ნოტარიუსის მიერ, ყოველი მომდევნო ცოლის მოყვანის დროს ქმარმა
უნდა წარადგინოს ქონებრივი დეკლარაციაც. მაჰრი დამახასიათებელია მხოლოდ ისლამური
ქორწინებისათვის, ეს არის გარკვეული საფასური ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის.
მაჰრის როდენობა განსაზღვრულია სიღათი. მაჰრი ქალს უზრუნველყოფს დაქვრივებს ან
განქორწინების შემთხვევაში. თუ ქმარმა დროულდ ვერ გადაიხადა მაჰრი ცოლს აქვს
პირობითი განქორწინების უფლება, თანხის სრულ გადახდამდე. თუ გადახდამდე ქმარი
გარდაიცვლება ცოლი მიიღებს მაჰრს დატოვებული ქონებიდან მემკვიდრეობის ნაწილთან
ერთად. განქორწინების (ტალაკ) და ორმხრივი დაწყევლის შემთხვევაში ცოლს არ აქვს
უფლება მოითხოვოს მაჰრი,თუ ბოლომდე არ არის გადახდილი.

2. ხალიფა აბუ ბაქრი – 10 ქულა

სიცოცხლის ბოლო დღეებში მუჰამედმა იმამის თანამდებობა გადასცა აბუ-ბაქრს, ასე რომ
ასარჩევი რჩებოდა თუ ვინ გახდებოდა ამირა.
აბუ-ბაქრი(632-634წწ)- პირველი მართლმორწმუნე ხალიფა, მუჰამედის ერთ-ერთი ადრეული
მიმდევარი და მეგობარი, მონაწილეობდა ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლებში მუჰამადთან
ერთად. აბუ-ბაქრი იყო მდიდარი მექელი ვაჭარი. აბუ-ბაქრის მოღვაწეობის დროს დაიწყო
ხალიფას ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა, ეს ფაქტი მოიხსენიება, როგორც
ისლამიდან განდგომა და წარმართობაზე დაბრუნება. გარკვეულმა არაბულმა ტომებმა,
რომლებმაც ფიცი მისცეს მუჰამედს დაარღვიეს ეს შეთახმება, უარი თქვეს ზაქათის
გადახდაზე და გააძევეს ზაქათის ამკრეფნი. ამ აჯანყებას მეთაურობდნენ ე.წ „ცრუ
მოციქულები“. “ცრუ მოციქულები“ თავს აცხადებდნენ ალაჰის მოციქულებად, ბაძავდნენ
მუჰამადს და ზოგიერთ არაბულ ტომს უარი ათქმევინეს ახალ რელიგიაზე. აბუ-ბაქრმა მათ
დასახსნელად გაგზავნა რაზმი. აბუ-ბაქრის რაზზმა გაიმარჯვა, რასაც მოჰყვა ისლამის
გამტკიცება და აბუ-ბაქრმა შეძლო დაპყრობითი ომების წარმოება არაბეთის სახალიფოს
გარეთაც. ასე, რომ აბუ-ბაქრის სახელს უკავშირდება პირველი დაპყრობითი ომები. აბუ-
ბაქრი იყო ერდათერთი, 4 მართლმორწმუნე ხალიფას შორის, რომელიც თავისი სიკვდილით
გარდაიცვალა.

3. იმამის ფუნქციები ისლამში – 10 ქულა

იგივეა, რაც მეხუთე ბილეთის საკითხი #4

4. შაჰსეი-ვაჰსეი – 10

აშურა- შიიტთა მთვარის კალენდრის უმთავრესი თარიღი. სამგლოვიარო დღე შიიტთა


მესამე იმამის ჰუსაინის გარდაცვალების დღე, რომელის 680 წელს ძმა აბასთან ერთად
ომაიანებთან ბრძოლაში დაიღუპა. იწყება 1 მუჰარამს და 10 მუაჰარამს კულმინაციას აღწევს.
ირანსა და ერაყში მეჩეთების ეზოებსა და მედრესეებში, სპეციალურ შენობებში ეწყობა
როუზეხანა- სადაც იკითხება ამბები ჰუსაინის და მისი ძმის ტრაგიკული წამების შესახებ,
ქუჩებში ტარდება ცერემონიები, მონაწილეები თავიანთი სურვილით იგვემავენ თავს და
ხმამაღლა დასტირიან ჰუსაინსა და აბასს. სამგლოვიარო დღეების მთავარი ცენტრია ქარბალა,
სადაც დასაფლავეულია ჰუსაინი. შიიტები ამ ადგილას მოდიან ყველა კუთხიდან.

ბილეთი #8

1. ხალიფა ალი _ 10 ქულა

ალი არის, მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა 656-661წწ. მოციქულ მუჰამადის ბიძაშვილი და


სიძე, ერთ-ერთი პირველი, ვინც მიიღო ისლამი. იყო მუჰამადის ყველა ლაშქრობის მონაწილე,
უაღრესად ღვთისმოსავი და ისლამის საქმის ერთგული. ხალიფად აირჩიეს ოსმანის
მკვლელობის შემდეგ. თავდაპირველად ალის მხარი დაუჭირა ეგვიპტემ, ერაყმა და წმინდა
ქალაქებმა: მექამ და მედინამ, მაგრამ მერე აუჯანყდნენ მუჰამადის მიმდევრები და მუჰამადის
ქვრივი აიშა. მნიშვნელოვანი იყო ე.წ. ,,აქლემის ბრძოლა“ ალიმ მოახერხა ამ ბრძოლაში
გამარჯვება, . ხოლო აიშას აუკრძალა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. ალის გამოუჩნდა უფრო
ძლიერი მოწინააღმდეგე - სირიის გამგებელი, მუავია , რომელმაც არ სცნო ალი ხალიფად.
მათ შორის გაიმართა ბრძოლა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. თავდაპირველად
უპირატესობა ალის მხარეზე იყო, მაგრამ მუავიას მომხრეებმა შუბის წვერებით ყურანის
ფურცლები აღმართეს მაღლა და მოწინააღმდეგეებს მოუწოდეს საღვთო წიგნის მითითებების
საფუძველზე მშვიდობიანად დაესრულებინათ საქმე. ალი დათანხმდა სამედიატორო
სასამართლოზე, რაც მის ბანაკში განხეთქილების მიზეზი გახდა. ალი მიატოვა თორმეტმა
ათასმა მეომარმა, რომლებმაც სამედიატორო სასამართლო ისლამის სულთან შეუთავსებლად
და “ალაჰის სიტყვის” დარღვევად მიიჩნიეს. ხარიჯიტების რელიგიურ-პოლიტიკურმა
დაჯგუფებამ მათგან აიღო სათავე. არის ცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით,
მუავიას და ალის უარი უნდა ეთქვათ თავიანთ თანამდებობებზე და შემდეგ მომხდარიყო
ახალი ხალიფას არჩევა. ალიმ უარი თქვა ყველა იმ მოთხოვნაზე, რაც მას წამოუყენეს. ამ
წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ იგი შეეცადა განეახლებინა სამხედრო მოქმედება მუავიას
წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მას ჰქონდა უთანხმოება აჯანყებულ ხარიჯიტებთან. ალიმ დაკარგა
კონტროლი პროვინციებზე და თავის უახლოეს მიმდევრებზეც. გააქტიურდნენ სახალიფოს
საგარეო მტრებიც.გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობაც. ასეთ ვითარებაში მუავიამ
გადაწყვიტა ინიციატივის საკუთარ ხელში აღება და თავისი გავლენის სფეროების
გაფართოება. მუავიამ გააგზავნა სამხედრო რაზმები ერაყში, სადაც მოსახლეობა პანიკამ
მოიცვა. ფაქტობრივად სახალიფო დაიშალა. მისმა არმიამ დაიკავა მედინა. შემდეგ დაიძრა
იემენში, სადაც წარმატებას მიაღწია, მაგრამ მალე ხალიფა ალის არმიამ დაიბრუნა მექა,
მედინა და იემენი. ამ ოპერაციის დროს მიიღეს ცნობა, რომ ერთ-ერთმა ხარიჯიტმა მოკლა
ალი.

2. განქორწინება ისლამში – 10 ქულა

ტალაკ არის განქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმა ისლამში. ქმარი ათავისუფლებს


ცოლს ყოველგვარი ცოლ-ქმრული მოვალეობისგან გაყრის განსაკუთრებული ფორმულის
(ტალაკ) წარმოთქმით. ცოლს რჩება - ქმრისგან მიღებული ქონება; ქმარი ვალდებულია
შეინახოს ის - თავშეკავების ვადის (დაახლ. 3 თვე) დასრულებამდე, შემდეგ ქალს ხელახალი
გათხოვების უფლება ეძლევა. თუ სამი თვის განმავლობაში მეუღლეები განაახლებენ
ურთიერთობას, ტალაკი ბათილად ითვლება. იდას დასრულების შემდეგ ცოლ-ქმარს შორის
განმეორებითი ქორწინება მხოლოდ ჩვეულებრივი წესით ხდება. ტალაკის ფორმულის
სამჯერ წარმოთქმის შემთხვევაში, ხელმეორედ შეუღლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა
ქალი სხვაზე გათხოვდება, მერე კი განქორწინდება (ანდა დაქვრივდება). თუ ფორმულა
ცხრაჯერ ითქვა, მაშინ ქორწინების აღდგენა საერთოდ გამორიცხულია. ბავშვები რჩებიან
დედასთან: ბიჭები - ვიდრე დედის მოვლას საჭიროებენ (7-8 წლამდე), გოგონები ვიდრე
გასათხოვარ ასაკს (13-15 წელი) მიაღწევენ. მამა ვალდებულია იზრუნოს და უპატრონოს მათ.
ტალაკის გარდა ისლამში არსებობს განქორწინების სხვა ფორმებიც: გაყრა ცოლის
ინიციატივით, როცა ქმარი ხელშეკრულების რაიმე პირობას არღვევს, თუმცა შემდგომ
ოჯახის აღდგენა შეიძლება; გაყრა ასევე ცოლის ინიციატივით, რის შემდეგაც ხელახალი
შეუღლება აკრძალულია, ცოლი კარგავს მაჰრს და დამატებით ვალდებულია გადაუხადოს
ქმარს კომპენსაცია; ურთიერთდაწყევლა, როცა ქმარი ცოლს ღალატს წამებს, მაგრამ ვერ
ამტკიცებს, ცოლი კი ბრალს დებს ქმარს სიცრუესა და ცილისწამებაში. განქორწინება ამ დროს
საბოლოოა. კაცს შეუძლია არ ცნოს განქორწინების შემდეგ დაბადებული ბავშვი.

3. მირაჯი – 10 ქულა

მირაჯი- მუჰამადის ღამით მოგზაურობა მექიდან იერუსალიმში და აქედან ზეცად ამაღლება.


ალაჰმა გაიყვანა მუჰამადი მეჩეთიდან უშორეს მეჩეთამდე. მუსლიმური გადმოცემით,
როდესაც მუჰამადს ეძინა ქააბას მახლობლად, მას გამოეცხადა ანგელოზი ჯაბრაილი და
შესვა ფრთოსან ფრინველზე- ბურაკზე. ეწვია ხებრონს, ბეთლემს და იერუსალიმს (მორიას
მთა), შეხვდა მუსას, იესეს და იბრაჰიმს, უხელმძღვანელა მათ საერთო ლოცვას. ამის შემდეგ
ანგელოზებმა მუჰამადს გული გაუპეს, ჩამოვიდა ბურაკიდან და ამაღლდა ზეცად. შვიდი
ციდან, თითოეულში ის ხვდებოდა ძველ წინასწარმეტყველებს. შემდგომ შეხვდა ალაჰს,
რომელმაც დაუდგინა მას მუსლიმის 5 ძირითადი ვალდებულება.

4. მეჩეთის ფუნქციები შუა საუკუნეებში - 10

იგივეა, რაც მეოთხე ბილეთის საკითხი #4

ბილეთი #9

1. I სამოქალაქო ომი სახალიფოში – 10 ქულა

ოსმანის სიკვდილმა გამოიწვია მრავალწლიანი სამოქალაქო ომი სახალიფოში. მის შემდეგ


ხალიფა გახდა ალი. ალის გამოუჩნდა მოწინააღმდეგე, სირიის გამგებელი მუავია.მათ შორის
ბრძოლა მოხდა 657 წელს სიფინთან, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა. თავიდან
გამარჯვება ალის მხარეზე იყო, მაგრამ სირიელებმა შუბის წვერებზე წამოცმული ყურანის
ფურცლები ასწიეს მაღლა და საქმის მშვიდობიანად გადაწყვეტა მოითხოვეს. ალი
დათანხმდა სამედიატორო სასამართლოზე, ამ ფაქტის გამო ალის გამოეყო თორმეტიათასი
მეომარი, რომლებიც თვლიდნენ ,რომ ეს იყო „ალაჰის სიტყვის“დაღვევა, სწორედ ეს
თორმეტიათასი მეომარი იწოდებოდა შემდგომ ხარიჯიტებად. სამედიატორო
სასამართლოზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამით ალიმ დაარღვია თავისი სიტყვა, რომ
დათანხმდებოდა სასამრთლოს გადაწყვეტილებას და ის ვერ ხედავდა დარღვევას მისსავე
ქმედებაში. სასამრთლოს გადაწყვეტილებით უნდა გადამდგარიყვნენ ალიც და მუავიაც და
ხალიფები ახლიდან უნდა აერჩიათ. ამ წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ იგი შეეცადა
განეახლებინა სამხედრო მოქმედება მუავიას წინააღმდეგ, მაგრამ ახლა მას ჰქონდა
უთანხმოება აჯანყებულ ხარიჯიტებთან. ალიმ დაკარგა კონტროლი პროვინციებზე და თავის
უახლოეს მიმდევრებზეც. გააქტიურდნენ სახალიფოს საგარეო მტრებიც.გაუარესდა
ეკონომიკური მდგომარეობაც. ასეთ ვითარებაში მუავიამ გადაწყვიტა ინიციატივის საკუთარ
ხელში აღება და თავისი გავლენის სფეროების გაფართოება. მუავიამ გააგზავნა სამხედრო
რაზმები ერაყში, სადაც მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ფაქტობრივად სახალიფო დაიშალა.
მისმა არმიამ დაიკავა მედინა. შემდეგ დაიძრა იემენში, სადაც წარმატებას მიაღწია, მაგრამ
მალე ხალიფა ალის არმიამ დაიბრუნა მექა, მედინა და იემენი. ამ ოპერაციის დროს მიიღეს
ცნობა, რომ ერთ-ერთმა ხარიჯიტმა მოკლა ალი. ალისა და მუავიას შორის ბრძოლამ სათავე
დაუდო მუსლიმთა გათიშვას ალის მომხრეებად-შიიტებად და მის მოწინააღმდეგეებად,
სუნიტებად.

2. რელიგიური კულტის მსახურები _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეხუთე ბილეთის საკითხი #4

3. ქორწინება ისლამში _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეშვიდე ბილეთის საკითხი #1

4. ისლამის 5 ბურჯი - 10

ისლამი თავისი მოძღვრებით ახლოს დგას სიტყვებთან იმან(რწმენა) და დინ(რელიგია).


დინის ცნება მოიცავს გულწრფელობას რელიგიურ საქმეთა შესრულების დროს და ისლამს 5
ბურჯით: 1.შაჰადა- ილამური,რწენის აღაირების ფორმულა 2.სალათი -ლოცვა 3.ზაქათი-
სავალდებულო მოწყალება 4.სავმი- მარხვა და 5.ჰაჯი- პილიგრიმობა. ის, ვინც თავს მისცემს
ალაჰს, აღიარებს ისლამის ხუთ ბურჯს - მუსლიმია. ხარიჯიტები ამ ჩამონათვალს ამატებენ
მეექვსე ვალდებულებას- ჯიჰადს.

შაჰადა- ~არა არის ღვთაება გარდა ალაჰისა და მუჰამადი მოციქულია ალაჰისა~- ამ რწმენის
ფორმულას როდესაც ადამიანი წარმოთქვამს მოწმეებისა და ისლამური სასამართლოს
წინაშე ის ხდება მუსლიმი. ადრე შაჰადა გამოიყენებოდა საბრძოლო მოწოდებად.

სალათი- ყოველდღიური ხუთჯერადი კანონიკური ლოცვა. ლოცვა აუცილებლად უნდა


შესრულდეს არაბულ ენაზე, ლოცვას თან ახლას სალოცავი პოზები და ჟესტები. ლოცვის
ფორმულების და პოზების თითოეულ წრეს ეწოდება რაქათი. თითოუელი ლოცვა შედგება 2-
4 რაქათისაგან. ყოველდღიური სალოცავი ციკლი შედგება ხუთი აუცილებელი ლოცვისგან.
პარასკევის ლოცვა რეკომენდებულია შესრულდეს მეჩეთში, ლოცვა ისე დასაშვებია ყველა
რიტუალურ წმინდა ადგილას.

სავმი- მარხვა. სავალდებულოა ყველამუსლიმისათვის. მარხვა იწყება რამადანის თვეში,


ახალის მთვარის გამოჩენისთანავე. მთელი დღის განმავლობაში იკრძალება ჭამა, სმა და
ყოველგავრი სიამოვნება. ყოველდილით მუსლიმი აცხადებს მარხვის სურვილს.
შეზღუდვები იხსნება მაშინ,როდესაც შეუძლებელი ხდება თეთრი ძაფის შავისაგან გარჩევა.
მარხვისგან თავისუფლდებიან მეძუძური დედები,ფეხმძიმე ქალები, ავადმყოფები, ბავშვები.
მარხვა მთავრდება შავალის თვის დადგომისთანავე და მარხვის დღესასწაული აღინიშნება
დღესასწაულით, გრძელდება სამი დღის განმავლობაში.

ზაქათი- სალავდემულო მოწყალება - თავდაპირველად, ყურანის მოთხოვნის საფუძველზე,


მუსლიმური თემი უნაწილებდა ღარიბებს, ქვრივებს, მარტოხელა ქალებს, ობლებსა და
უძლურებს, შემდეგ კი, ომაიანთა ხანიდან ფაქტობრივად გახდა გადასახადი ღარიბთა
სასრგებლოდ და მუსლიმური თემის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ჰაჯი- პილიგრიმობა. სასურველია,რომ ყოველმა მუსლიმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც


განხორციელოს ჰაჯი. ჰაჯისგან თავისუფლდებიან გონებასუსტები, უძლურები, ღარიბები,
მონები, ქალები, რომელთაც არა ჰყავთ ქმარი და ნათესავები გზაში გამყოლად. პილიგრიმობა
იწყება ზუ ლ-ჰიჯას თვის 7 რიცხვში და გრძელდება 12 ზუ ლ-ჰიჯამდე.

ბილეთი #10

1. არაბთა სახალიფოს წარმოშობა – 10 ქულა

იგივეა, რაც მეშვიდე ბილეთის საკითხი # 2

2. არაკანონიკური ლოცვები _ 10 ქულა

იგივეა, რაც მესამე ბილეთის საკითხი # 1

3. ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება ისლამში _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეცრე ბილეთის საკითხი #1

4. ომაიანთა მეჩეთი დამასკოში - 10 ქულა

ომაიანთა მეჩეთი მდებარეობს ძველი ქალაქის ცენტრში, სადაც იყო ქრისტიანული


ბაზილიკა. არაბმა მხედართმთავარმა, დამასკოს აღების შემდეგ, ეკლესიის აღმოსავლეთ
ნაწილი ქრისტიანებს წაართვა და იქ მუსლიმთა სალოცავი მოაწყო. ხალიფა ვალიდ I-მა
ეკლესიის დასავლეთი ნაწილიც ჩამოართვა ქრისტიანებს, რის სანაცვლოდაც ახალი ეკლესია
აუშენა ისევ იოანე ნათლისმცემლის სახელზე და მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. 10 წლის
განმავლობაში მიმდინარეობდა მეჩეთის მშენებლობა . მეჩეთს აქვს სამი მინარეთი:
აღმოსავლეთით — იესოსმინარეთი , დასავლეთით — მუჰამადის, დაჩრდილოეთით —
პატარძლის. ეს მეჩეთი „ახლო აღმოსავლეთის მარგალიტად” იწოდება.

ომაიანთა მეჩეთს უკვე ჰქონდა ყველა აუცილებელი ატრიბუტი: მინარეთი, მაკსურა და


მიჰრაბი.
მინარეთია რის კოშკი, საიდანაც ლოცვისაკენ მოუწოდებს მუეძინი. მეჩეთის გუმბათის ან
მინარეთის თავზე არის დამაგრებული ისლამის სიმბოლო − ნახევარმთვარე ვარსკვლავით.
ნახევარმთვარე მორწმუნეებს შეახსენებს მთვარის კალენდარს, რომლის მიხედვითაც
გამოითვლება ისლამური დღესასწაულები, ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი მუსლიმებს
შეახსენებს 5 ძირითად ვალდებულებას. მიჰრაბი არის სპეციალური ნიში კედელზე,
რომელიც აჩვენებს მექისაკენ მიმართულებას. მაკსურა არის შემოსაზღვრული ადგილი,
რომელიც გამოყოფილია საკრებულო მეჩეთის სამლოცველო დარბაზში უმაღლესი
ხელისუფალისათვის. მაკსურას პრაქტიკა დამკვიდრდა პირველი ხალიფების დროს და მისი
მიზანი იყო დაეცვათ ხელისუფალი შესაძლო თავდასხმისაგან.

ბილეთი #11

1. მუჰამადის მოღვაწეობის მექური პერიოდი - 10 ქულა

იგივეა, რაც მეოთხე ბილეთის საკითხი #2

2. მემკვიდრეობა ისლამში – 10 ქულა

იგივეა, რაც მეექვსე ბილეთის საკითხი #2

3. მუსლიმ წმინდანთა საფლავები /მაზარი, მაშჰადი/_ 10 ქულა

საკულტო ნაგებობებს განეკუთვნება მავზოლეუმი. ტერმინი ზიარა აღნიშნავს ნათესავების


და წმინდანების საფლავების მოლოცვას. საფლავების მოლოცვის ტრადიცია შედარებით
გვიან დაკვიდრდა ისლამში, თავდაპირველად, შეიძლებოდა მხოლოდ შავი ქვის თაყვანცემა,
დანარჩენი ითვლებოდა კერპთაყვანისმცემლობად. თავდაპირველად სუნიტმა ალიმებმა
საფავების მოლოცვა გამოაცხადეს სიახლედ და არ მიიღეს ის, რადგან ჰადისთა კანონიკურ
კრებულებში იკიცხება მიცვალებულთა დატირება, საფლავების მოლოცვა და
მიცვალებულის საფლავზე ლოცვის აღვლენა.

მეშჰედი არის ადგილი, სადაც დაკრძალულია შაჰიდი- სარწმუნოებისათვის დაღუპული


პიროვნება. ამ ტერმინით აღნიშნულია ყველაზე უფრო პატივსაცემი პიროვნებები: მუჰამადის
ნათესავები, შიიტი იმამები და სხვანი. ზიარას დროს შიიტებისათვის ყველაზე
მნიშვნელოვანია შიიტი იმამები საფლავების მოლოცვა, არსებობს მოსაზრება, რომ
ზოგიერთი შიიტი იმამის საფლავის მოლოცვა უტოლდება „მცირე პილიგრიმობას“ მექაში.
ზიარას დროს შიიტები ასრულებენ სპეციალურ ლოცვებს, შემდეგ მარცხენა და მარჯვენა
ლოყით ეხებიან მიწას და წარმოთქვავენ წყევლას ალაჰის მტრების მიმართ. შიიზმში ყველა
იმამი წმინდანად განიხილება და ყოველწლიურად მოილოცავენ მათ საფლავებს.
საფლავებთან ერთად გავრცელებულია რელიქვიების თაყვანცემა და მათით ვაჭრობა.

4. პარასკევის ლოცვა ისლამში - 10 ქულა

იგივეა, რაც მესამე ბილეთის საკითხი #1


ბილეთი 12

1. აკრძალვები ისლამში – 10 ქულა

ისლამური სამართალი ყურანისა და სუნას მიხედვით ადგენს ქცევის ზოგად წესებსა და


ნორმებს. 1) საჭმელ-სასმელი - იკრძალება ღვინო, ღორის ხორცი, გარეული ცხოველის
ხორცი. ისლამი კრძალავს ღვინის დამზადებას, შენახვას, მოხმარებას. 2) ხელოვნება-
იკრძალება ცოცხალი ადამიანებისა და არსებების გამოსახვა კერპთაყვანისმცემლობის
ასარიდებლად, ასევე იკრძალება მოციქულისა და მისი ოჯახის ან მიმდევრების გამოსახვა. 3)
აზარტული თამაშები- იკრძალება ნებისმიერი თამაში „ინტერესის“ გამო. ჰადისებით
მუჰამადმა მორწმუნეებს სამი სახის გართობის ნება დართო: ცხენზე ჯირითი, ისრების
ტყორცნა და ცოლები. 4) ნადირობა - ითვლება სპორტის სახედ და არასაჭირობის
საშუალებად. ისლამი ორ შემთხვევაში კრძალავს, თუ ნადირობა მექის საზღვრებში ხდება და
თუ ადამიანი არის იჰრამის მდგომარეობაში, ამ დროს სისხლის დაღვრა იკრძალება. 5)
ნარკოტიკები- ამ დროს ადამიანი კონტროლს კარგავს საკუთარ თავზე. 6) სიმღერა და
მუსიკა- ის მმართველთა გართობის ნაწილი იყო, მაგრამ განიკითხებოდა ღვთისმეტყველთა
მიერ. ჰადისების დიდი ნაწილი მუსიკასა და სიმღერას დაშვებულად მიიჩნევს
სადღსასწაულო დღეებში, თუ სიმღერის შინაარსი ეთანხმება რელიგიურ ეთიკას. 7) ოქრო და
ვერცხლი- ქალებისგან განსხვავებით კაცებს ეკრძალებათ ოქროს სამკაულისა და აბრეშუმის
სამოსი. 8) წმინდა ადგილები- ურწმუნოები არ დაიშებიან, თუმცა დღეს ტურისტებს
პარასკევის ლოცვისა და დღესასწაულების გარდა შეიძლიათ შესვლა. 9) მევახშეობა- არ
შეიძლება საგანი გაცვალონ ისეთ საგანზე, რომელიც პირველისგანაა დამზადებული:
ხორბალი ფქვილზე, ცხვრის ხორცი ცხვარზე და ა.შ.

2. ყურანი _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეექვსეს ბილეთის საკითხი #3

3. მუჰამადის მოღვაწეობის მედინური პერიოდი _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეორე ბილეთის საკითხი #1

4. ქორწინება ისლამში - 10 ქულა

იგივეა, რაც მეშვიდე ბილეთის საკითხი #1

ბილეთი #13

1. პილიგრიმობა (ჰაჯი) ისლამში – 10 ქულა

იგივეა, რაც მეოთხე ბილეთის საკითხი #1


2. მუსლიმური სამოსი - 10 ქულა

მუსლიმი მამაკაცი უნდა დადიოდეს თავდახურული, ხოლო ქალი ვალდებულია უცხო


თვალისაგან საბურველით დაიფაროს სახე და სხეული.

ჰიჯაბი არის კრებითი სახელი ისლამური სამოსის სხვადასხვა სახეობისა, როგორიცაა


საბურველი, ჩადრი, ფარანჯა, რომლითაც მუსლიმი ქალი სახლიდან გასვლისას სახეს და
სხეულს იფარავს. თუმცა, ყურანში არ არის ნათელი მითითება მუსლიმი ქალებისადმი, რომ
იყვნენ კარჩაკეტილნი თავიანთ სახლში ან ატარონ ჩადრი. ჩადრი უძველესი დროიდან ქალის
მორთულობისა და ჩაცმულობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. ჩადრის ჩვეულება
მუსლიმებთან გავრცელდა მეზობელი ბიზანტიიდან და სპარსეთიდან. ჰიჯაბის ტარება ჯერ
ევალებოდათ მუჰამადის ცოლებს, შემდეგ კი თავისუფალ მუსლიმ ქალებსაც. ამ წესის
ჩამოყალიბებას დიდი დრო დასჭირდა. არსებობს ჰიჯაბის რამდენიმე სახეობა: შავი ან
ზოგჯერ სხვა ფერის მოსასხამები მთელი სხეულისათვის და თავისათვის ანდა მხოლოდ
სახისათვის. ყურანსა და ჰადისებში განსაზღვრულია აგრეთვე მოთხოვნები ქალის სამოსთან
დაკავშირებით: აუცილებელია, რომ სხეულის ყველა ნაწილი, აგრეთვე თმა, სახის და ხელის
მტევანის გარდა, დაფარული იყოს; ტანსაცმელი უნდა იყოს გაუმჭვირვალე; ჩასაცმელი უნდა
იყოს ქალის სამოსის კატეგორიიდან და არა მამაკაცის; ტანსაცმელს არ უნდა ჰქონდეს
სუნამოს ან რაიმე მძაფრი არომატი.
‘იმამა − ჩალმა, მუსლიმი მამაკაცის თავსაბურავი, რომელიც შედგება ქუდისაგან და მასზე
შემოხვეული ქსოვილისაგან. მის აღსანიშნავად გამოიყენება სხვადასხვა სიტყვები: ჩალმის
ტარება, რომელიც იყო მუჰამადის თავსაბურავი, რეკომენდებულია ჰადისებით, როგორც
რელიგიურობის სიმბოლო. მუსლიმმა მამაკაცმა ის უნდა დაიხუროს ლოცვის დროს და
მეჩეთების და საფლავების მონახულებისას. დღეს თითქმის ყველა მუსლიმურ ქვეყანაში
‘იმამას ატარებენ ძირითადად რელიგიური პირები.

3. ხალიფა ომარი _ 10 ქულა

იგივეა, რაც მეხუთე ბილეთის საკითხი # 2

4. წმინდა მეჩეთები ისლამში - 10 ქულა

იგივეა, რაც მეოთხე ბილეთის საკითხი #4

ბილეთი #14

1. მუჰამადის მოღვაწეობის მედინური პერიოდი - 10 ქულა

იგივეა, რაც მეორე ბილეთის საკითხი #1


2. შიიზმი – 10 ქულა

იგივეა, რაც მეორე ბილეთის საკითხი #4

3. ქააბას ტაძარი - 10 ქულა

იგივეა, რაც მეოთხე ბილეთის საკითხი #4

4. მარხვა ისლამში _ 10 ქულა

ის დააწესა მოციქულმა მუჰამადმა. და მისი ძირითადი წესი გადმოცემულია ყურანში.


მარხვა იწყება რამადანის თვის დადგომისას, ახალი მთვარის გამოჩენისთანავე. მორწმუნემ
განთიადის დადგომამდე. დაბინდებამდე მას კატეგორიულად ეკრძალება ჭამა, სმა,
ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის ღვთისმოსაობაში. აკრძალვები იხსნება დაბინდებისთანავე,
როცა შეუძლებელი ხდება თეთრი ძაფის გარჩევა შავისაგან. მორწმუნე მსუბუქად ვახშმობს
და შემდეგ ერთხელ კიდევ საუზმობს ალიონზე, მარხვის დაწყებამდე. ფართოდ
გავრცელებული თვალსაზრისით, მარხვა რამადანის თვეში წლის მანძილზე ჩადენილი
ცოდვების მონანიების საუკეთესო საშუალებაა. ვინც უარყოფს მარხვის აუცილებლობას,
ითვლება ურწმუნოდ. მარხვა სავალდებულოა ყველა მოზრდილი მუსლიმისთვის. მისგან
თავისუფლდება ის, ვისაც რაღაც გარემოებათა გამო არ შეუძლია მისი დაცვა. მარხვისგან
საპატიო მიზეზებით განთავისუფლებულები ვალდებულნი არიან ~აანაზღაურონ~
გამოტოვებული დღეები. მარხვისგან თავისუფლდებიან ფეხმძიმეები, მეძუძური ქალები და
ბავშვები. ავადმყოფებს, სუსტებსა და მოხუცებს მარხვა შეუძლიათ შეცვალონ ღარიბებში
მოწყალების განაწილებით.
მარხვის დაცვას თვალყურს ადევნებს ყადი, მმართველი, პოლიცია, ყველა მუსლიმი.
მარხვა რამადანის თვეში სრულდება გახსნილობის დღესასწაულით. გარდა სავალდებულო
მარხვისა ისლამში რეკომენდებულია ნებაყოფლობითი მარხვაც აშურას დღეს.

ბილეთი #15

1. ისლამის 5 ბურჯი - 10 ქულა

იგივეა, რაც მეცხრე ბილეთის საკითხი #4

2. ქალის სტატუსი ისლამში – 10 ქულა

აქ უნდა გავერთიანოთ ქორწინება, განქორწინება და მემკვიდრეობა.

3. დაკრძალვის წესი ისლამში _ 10 ქულა

ჯაზანა- მიცვალებულის დაკრძალვის წესი. დაკრძალვის წესებია: მიცვალებულა სიკვდილის


მოახლოებისას უნდა წარმოთქვას შაჰადა, თუ ეს მას არ შეუძლია, მას ეს ყურში უნდა
ჩასჩურჩულონ, მიცვალებულს უხუჭავენ თვალებს, უკრავენ ყბას და მუხლებს, ხელებს
აკრეფინებენ გულზე. თუ ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა, ის უნდა გაჭრან მარცხნება მხარს,
ბავშვი ამოიყვანონ და გაკერონ. მიცვალებული უნდა განვბანონ 3-ჯერ. განბანვის რიტუალს
ძირითადად ასრულებს იმავე სქესის მუსლიმი. განბანვის შემდეგ მუცვალებულს ახვევენ
სუდარაში, სასურველია სუდარა იყოს თეთრი ფერის, მაგრამ დასაშვებია ყველა ფერი
წითელის გარდა. შემდეგ კითხულობენ მიცვალებულის ლოცვას, მას ძირითადად
კითხულობს ოჯახის ახლო ნათსავი, მმართველი ან რელიგიური პირი. მიცვალებული რაც
შეიძლება მალე უნდა დაიკრძალოს, დილით გარდაცვლის კრძალავენ იმ დღესვე, მზის
ჩასვლამდე და საღამოს (მზის ჩასვლის შემდეგ) გარდაცვლილს მეორე დღეს, დაკრძალვის
ცერემონიალს ქალები არ ესწრებიან. საფლავში კეთდება ნიში და მიცვალებულს მარჯვენა
გვერდზე, სახით მექის მიმართულებით დებენ. საფლავში დებენ აგრეთვე ქაღალდს,
რომელზედაც არის ყურანის აიები, რათა სიკვდილის ანგელოზებმა გარდაცვლილის
დაკითხვამდე იცოდნენ, რომ იქ დაკრძალულია „მორწმუნე” და არა „ურწმუნო”. ქალის
საფლავი უნდა იყოს უფრო ღრმა, ვიდრე მამაკაცის; საფლავის ქვაზე აღინიშნება
მიცვალებულის სახელი, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები, აიები ყურანიდან.
გარდაცვლილის ახლობლებმა მისი ქონებიდან უნდა გასცენ მოწყალება ღარიბებზე;

4. მექა _ სავაჭრო და რელიგიური ცენტრი _ 10 ქულა

იგივეა,რაც პირველი ბილეთის საკითხი #1

You might also like