You are on page 1of 6

აბსოლუტური მონარქია

მოგესალმებით, ჩვენ გვინდა რომ გესაუბროთ მმართველობის ყველაზე ოფტიმაურ ფორმაზე ,


რომლის სათავეშიც მხოლოდ ერთი ადამიანი დგას, შესაბამისად შეცდომების დაშვების შანსი
უფრო მცირეა. ახლა კი მოგმართავთ მოაზროვნეებს რომლებიც აპირებთ რომ მთლიანად
შეცვალოთ და სხვა მხრიდან დაგვანახოთ ადამიანის შესაძლებლობები და ვალდებულებები . რა
თქმა უნდა ეს ძალიან კარგი მისიაა და ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე დადებითად აისახება ,
თუმცა როდესაც ადამიანი ვითარდება იგი ამავდროულად უამრავ შეცდომას უშვებს . ვფიქრობ რომ
აფსოლუტური მონარქია ყველაზე შესაფერისი მმართველობა იქნება ამ დროისთვის, რადგან
თუნდაც სულ მცირედი შეცდომის დაშვებამაც შეიძლება ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენოს და ამითომ
უმჯობესი იქნება თუ ქვეყანას ერთი მმართველი ეყოლება რომელიც არ დაუშვებს ისეთ შეცდოომებს
როგორსაც უბრალო საზოგადოება. თანაც შეუძლებელია ყოველი მოქალაქე პოლიტიკაში
ერკვეოდეს, ამიტომ სახელმწიფოს მხოლოდ გამოცდილი ადამიანი უნდა მართავდეს. მოდით
გავიხსენოთ ძლევამოსილიიულიუს კეისარი, მისი მმართველობის ფორმაც აფსოლუტური
მონარქია იყო, მართალია მას მისი თანამედროვე სენატორები მუდამ ეწინააღმდეგებოდნენ და
ბოლოს სიცოცხლეს გამოასალმეს, თულმცა უდავოა ის რომ იულიუს კეისრის დამსახურება ძალიან
დიდი იყო რომის წინაშე. ყველა მმართველობის ფორმას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები .
ასევე გააჩნია რამდენად ითვალისწინებს მმართველი იმ წესებს რაც შედის ამ მმართვის ფორმაში .
არსებობს ისეთი ქვეყნები რომლებშიც კანონით რესპუბლიკური მმართველობის ფორმაა მაგრამ
სულაც არ არის ისეთი დემოკრატიული და შემწყნარებელი როგორიც უნდა იყოს.
ახლა კი მინდა რომ უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ აფსოლუტური მონარქიის მმართველობის
ფორმა.
აფსოლუტური მონარქია არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია სახელმწიფოს
მეთაური, მონარქი. იგი თვითონ გამოსცემს და აღასრულებს კანონებს, მონარქი უფლებამოსილია
უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას ან ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა .
მისი ხელისუფლება არავისგან და არაფრით არ არის შეზღუდული. მონარქის ხელისუფლება უვადო
და სამუდამოა, ის მიჩნეულია ღმერთის წარგზავნილად და მისგან კურთხეულად . აბსოლუტური
მონარქია განსხვავდება შეზღუდული მონარქიისგან, რადგან მას არ ექვემდებარებოდა ან
აკონტროლებდა სხვა უფლებამოსილებები, კანონები ან კონსტიტუცია.
• ბერძნული წარმოშობისაა ("მონოს" - ერთი და "არხეს" - ხელისუფლება) და ნიშნავს
ერთხელისუფლებიანობას, ერთი პირის ხელისუფლებას, მაგრამ ცნობილია გამონაკლისებიც,
მაგალითად სპარტაში, როგორც ცნობილია, ორი მეფე არსებობდა. მონარქია: მონარქია მმართველობის
ისეთი ნაირსახეობაა, როდესაც სახელმწიფოს სათავეში დგას პირი (მონარქი), რომელიც თავის
ხელისუფლებას განახორციელებს მემკვიდრეობის საფუძველზე. მონარქის ხელისუფლება უვადო და
სამუდამოა, მონარქი განთავისუფლებულია როგორც პოლიტიკური, ისე იურიდიული
პასუხისმგებლობისაგან მისი მმართველობის შედეგებისათვის. იგი მიჩნეულია ღმერთის წარგზავნილად
და მისგან კურთხეულად (ეს უკანასკნელი ფაქტორი დღევანდელ დღეს არავის აღელვებს და ისეთი
მნიშვნელობა აღარ ენიჭება, როგორც ადრეულ პერიოდებში), მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მონარქის
უფლებამოსილება ყოველთვის მხოლოდ ბუნებრივი სიკვდილით წყდებოდა. ისტორიისათვის ცნობილია
ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ეს ხდებოდა სხვადასხვა არასამართლებრივი საშუალებებით და მონარქს
პასუხს აგებინებდნენ თავისი მოქმედებებისათვის, როგორც წესი რევოლუციების პერიოდში, როდესაც
მონარქიულ მმართველობას ცვლიდა რესპუბლიკა. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ინგლისის
ისტორიის ერთი ეპიზოდი, როდესაც ოლივერ კრომველმა რევოლუციის დროს გამოაცხადა რესპუბლიკა
და მონარქი კარლ I სტიუარდი სიკვდილით იქნა დასჯილი. საგარეო ურთიერთობებში მონარქი სხვა
სახელმწიფოებთან წარმოადგენ თავის ქვეყანას. მონარქი იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან
ფინანსურ სახსრებს და აქვს უფლება თავისი პიროვნების განსაკუთრებული დაცვისა. სხვადასხვა
ქვეყანაში მონარქი სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: შაჰი, ემირი, იმპერატორი, სულთანი, მეფე,
ხელმწიფე, ფარაონი და სხვა. მონარქიის სხვადასხვა სახესხვაობები არსებობდა სხვადასხვა
საზოგადოებრივ–ეკონომიკურ ფორმაციებში. ამ შემთხვევაში ჩვენ ორიოდე სიტყვით შევეხებით
მონარქიის იმ ნაირსახეობებს, რომლებიც არსებობენ დღევანდელ მსოფლიოში. თანამედროვე პერიოდში
მონარქია წარმოდგენილია აბსოლუტური, დუალისტური და საპარლამენტო (კონსტიტუციური) მონარქიის
სახით.
• განვიხილოთ თითოეული მათგანი (ზოგიერთი მეცნიერი კონსტიტუციური
მონარქიის ცნებაში აერთიანებს დუალისტურ და საპარლამენტო მონარქიებს,
ხოლო ზოგიერთი ავტორი კი კონსტიტუციურ მონარქიას მხოლოდ
საპარლამენტო მონარქიის სინონიმად მიიჩნევს). აბსოლუტური მონარქია:
მონარქიის ეს სახე, ძირითადად, გავრცელებული და დამახასიათებელი იყო
გვიანი ფეოდალიზმისათვის. აბსოლუტური მონარქია თანამედროვე
მსოფლიოში გვხვდება მეტად იშვიათად, ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნებში:
საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში , ომანში , კატარში ,
კუვეიტში, ბრუნეიში და სხვა. აბსოლუტური მონარქია ნიშნავს აბსოლუტურ
ხელისუფლებას. მონარქის ხელშია თავმოყრილი მთელი სისრულე სახელმწიფო
ხელისუფლებისა. ასეთ ქვეყნებში არ არსებობს პარლამენტი, მთავრობა
ფორმირდება მონარქის მიერ და პასუხისმგებელია მხოლოდ მის წინაშე, რაც
შეეხება პრემიერ–მინისტრს, იგი, როგორც წესი, არის მონარქის შვილი, ძმა ან
სხვა ნათესავი . მონარქს ნებისმიერ დროს შეუძლია მთავრობის წევრების
გადაყენება, ეს მთლიანად მასზეა დამოკიდებული. როგორც ვთქვით,
აბსოლუტური მონარქიის დროს მონარქის ხელისუფლება იურიდიულად
შეუზღუდავია, მაგრამ შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს პოლიტიკურ,
მორალურ–ეთიკურ და რელიგიურ ასპექტში.
• სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის მონარქს, მაგრამ იგი შეიძლება მეტ–ნაკლებად
დამოუკიდებელიც იყოს. დუალისტური მონარქიის დროს მონარქს აქვს უფლება კანონებზე
ხელის მოწერისა, იგი სარგებლობს აბსოლუტური ვეტოს უფლებით (განსხვავებით შეყოვნებითი ,
ე.წ. სუსპენზიური ვეტოსგან, რომლის დაძლევის სამართლებრივი მექანიზმი პარლამენტის მიერ ,
გათვალისწინებულია კანონით). მონარქს უფლება აქვს მიიღოს ბრძანების სახის აქტები,
ზოგიერთ შემთხვევაში კანონებშიც შეიტანოს ცვლილებები მის მიერ მიღებული ბრძანებებით .
მონარქს აგრეთვე უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი.
•  დუალისტური მონარქია, არის შუალედური ფორმა აბსოლუტურ
მონარქიასა და საპარლამენტო მონარქიას შორის. ეს ისეთი
მდგომარეობაა, როცა მონარქს ერთპიროვნულად არ შეუძლია
მართოს ქვეყანა, ხოლო პარლამენტს კი არ შეუძლია მონარქი
ჩამოაშოროს ხელისუფლებას გარკვეულ მიზეზთა გამო. დუალისტური
მონარქია არამდგრადი ფორმაა მონარქიული მმართველობისა,
რადგან მონარქიც და პარლამენტიც ყოველთვის ცდილობენ უფრო
მეტი ხელისუფლება მოიპოვონ, მონარქს სურს თავისი ხელისუფლება
აბსოლუტური გახადოს, ხოლო პარლამენტს კი - კიდევ უფრო
შეზღუდოს მონარქის ხელისუფლება და მონარქია საპარლამენტო
ფორმაში გადაიყვანოს, ამიტომაცაა, რომ დუალისტური მონარქიის
ჩვენება კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე არც თუ ისე იოლია,
ვინაიდან იგი იხრება ხან ერთი (აბსოლუტური მონარქიის), ხან მეორე
(საპარლამენტო მონარქიის) მონარქიული მმართველობის მხარეს
მონარქისა და პარლამენტის დაპირისპირების დინამიკის კვალობაზე,
მაგრამ იურიდიულ ლიტერატურაში დუალისტურ მონარქიებად
მიიჩნევენ მაროკოს, ნეპალის სამეფოსა და იორდანიას.

You might also like