You are on page 1of 2

ტრეფიკინგი

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის


თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს
პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით
გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას
ექსპლუატაციის მიზნით.

ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე


ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და
ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე
დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

არსებობს სპეციალური უწყებათა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე


მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სამოქალაქო გეგმა,
რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა სამთავრობო
უწყებამ იმისათვის, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი აღარ
იყოს”. საქართველოში არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი.
“ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”
კანონის მიზანია: უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის თავიდან
აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის
მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ასევე უზრუნველყოს მათი
რეაბილიტაცია. განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულზე
სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები.
ამჟამად, ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში
მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM. IOM-ი
საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი
ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული
ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ
დასაქმებას. შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი
ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან.
ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც
ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები, ხშირად იცვლიან სახელებს
და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების
გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მოქმედებს ცხელი
ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს,
რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას
კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა
უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.

ტრეფიკინგი თავიდან აცილებისათვის პირველ რიგში საჭიროა


ინფორმირებულობა. საქართველოში მძიმე ეკონომიკური პირობების
გამო ბევრ ჩვენგანს უწევს საზღვარგარეთ წასვლა. არც კი ფიქრობს თუ
რა ელოდებათ იქ. უმრავლესობა კი იქ იმ იმედით მიდის, რომ იქ
სამსახურს იშოვის და წინასწარ არ ფიქრობენ იმაზე, რომ რა პრობლემას
შეიძლება წააწყდეს იქ. მითუმეტეს თუ უკანონოდ იმყოფებიან.
უმრავლესობა მიდის სააგენტოებით, სადაც კარგ პირობებს და მაღალ
ანაზღაურებას პირდებიან. იქ ჩასულებს კი სხვა რეალობა შეიძლება
დახვდეს. ეს ადამიანები ხშირად ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან.
უწევთ მუშაობა არა მაღალი ანაზღაურებით, არამედ შრომობენ
საფასურის გარეშე. მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობის
გაუარესებისა უნდა დავფიქრდეთ სად მივდივართ, რა პირობებში უნდა
ვიმუშაოდ, კარგად უნდა გავარკვიოთ მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია
იმ ადგილის შესახებ, სადაც მიემგზავრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი
საბუთები არ გადავცეთ სხვას. ხელი არ უნდა მოვაწეროთ ჩვენთვის
გაუგებარ ენაზე შედგენილი კონტრაქტს. კონტრაქტზე ხელის
მოწერამდე უნდა მივიღოთ იურისტის კონსულტაცია, ნუ ვიფიქრებთ,
რომ იქ უკეთესია. თუმცა სავარაუდოდ მდგომარეობა მანამ არ
გამოსწორდება, სანამ საქართველოში არ გამოსწორდება დასაქმების
პირობები. საუკეთესო გამოსავალია ის, რომ ხალხი დასაქმდეს და არ
მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წასვლა და იძულებითი შრომა ფულისათვის,
ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე.

You might also like