You are on page 1of 5

თბილისის თავისუფალი

უნივერსიტეტი

წყაროები:

ენის გამოცოცხლების გზები


ამონარიდი წიგნიდან: კოლინ ბეიკერი, ბილინგვური განათლებისა და ბილინგვიზმის საფუძვლები, გვ.58

enis gamococxlebis ganxilvisas mniSvnelovania istoriuli da sociologiuri konteqstis


moSveliebac. uiliamsi gamoyofs 5 istoriul etaps umciresobaTa enis gacocxlebis
procesSi: 1) idealizmi (gulisxmobs enis aRorZinebis Sesaxeb xedvis SemuSavebas); 2)
protesti (magaliTad adamianebis mobilizeba umciresobaTa enebis gamoyenebis an
statusis Sesacvlelad); 3) legitimacia ( umciresobaTa enebisTvis samarTlebrivi dacvis
garantiebis Seqmna, rac uzrunvelyofs enis gadarCenas da aRorZinebas); 4)
institucionalizacia (gulisxmobs enis gamoyenebis uzrunvelyofas saxelmwifo
struqturebSi, ganaTlebis sistemaSi, dasaqmebisa da komerciul saqmianobaSi); 5)
paralelizmi (gulisxmobs rac SeiZleba met sferoze umciresobaTa enis gavrcelebas,
magaliTad mediaSi, sportSi, dasvenebisa da garTobisas, sajaro samsaxursa da kerZo
seqtorSi umciresobaTa enis SeZlebisdagvarad paralelur reJimSi gavrcelebas).

კაშუბური ენის პერსპექტივა

პოლონეთში გერმანიის მიმდებარედ ცხოვრობენ კაშუბები. მათი ენა - კაშუბური დღემდე რჩება
ენათმეცნიერთა დავის საგნად: ერთნი მას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევენ, ხოლო
მეორენი დამოუკიდებელ სლავური ჯგუფის ენად. მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლებიდან
პოლონეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა კაშუბურის
ენობრივი სტატუსი, ხოლო 2005 წელს კაშუბურს ოფიციალურად მიენიჭა რეგიონალური ენის
სტატუსი. აქედან მოყოლებული, კაშუბური ენის დაცვის, შესწავლისა და განვითარებისათვის
ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები არა მხოლოდ პოლონეთის ბიუჯეტიდან, არამედ
ევროსაბჭოც აფინანსებს მთელ რიგ პროექტებს, კერძოდ, ხელს უწყობს კაშუბურის დამკვიდრებას
ოფიციალურ სტრუქტურებში როგორც პოლონურის „დამხმარე“ საკომუნიკაციო ენისა.
კაშუბურზე ზრუნვა ახალ ეტაპზე გადავიდა 2009 წლიდან, როცა პოლონეთი შეუერთდა
ევროსაბჭოს „ევროპის ენების ქარტიას“. ამოცანად დაისახეს კაშუბურ-პოლონური ბილინგვიზმის
ჩამოყალიბება და გამოყენება ყველა სფეროში: განათლება, კულტურა, ლიტერატურა,
ოფიციალური სტრუქტურები, ეკლესია... მანამდე, როგორც წესი, კაშუბური გამოიყენებოდა
მხოლოდ ყოფაში, როგორც საოჯახო ენა, ხოლო დანარჩენ სფეროში მხოლოდ პოლონურ ენაზე
საუბრობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კაშუბურენოვანი წიგნი 1938 წელს დაიწერა და მას მერე
მიმდინარეობს კაშუბურის, როგორც სალიტერატურო ენის სტანდარტიზაცია, მაინც მთავარ
პრობლემად რჩება კაშუბურის სწავლება სკოლებში. გამოყოფენ ორ ფუნდამენტურ მიზეზს: ერთი
მხრივ, სათანადო სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოების, კვალიფიციური კადრების
მოუმზადებლობას, მეორე მხრივ, თავად კაშუბების სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამ პროცესის
მიმართ. მშობლებს არ მიაჩნიათ საჭიროდ მათმა შვილებმა დრო დახარჯონ სკოლაში კაშუბურის
სწავლაზე, ვერ ხედავენ კაშუბური ენის შენარჩუნების აუცილებლობას. მიუხედავად ამისა,
თბილისის თავისუფალი
უნივერსიტეტი
პოლონეთის სახელმწიფო განათლების, მასმედიის და კულტურის ყველა სფეროში ცდილობს
მოტივაციის გაჩენას. 2011 წლის გამოკითხვებით, პოლონეთში 106.000 ადამიანმა დაასახელა
კაშუბური მშობლიურ ენად. კაშუბური გვხვდება ამერიკასა და კანადაში, ევროპის ქვეყნებშიც,
მთლიანობაში 500. 000 აღწევს კაშუბურ- ენოვანთა რაოდენობა მსოფლიოში.

ენათა გამოცოცხლების კრიტერიუმებით შეაფასეთ წყაროში მოცემული ენის პერსპექტივა

პირველი ვარიანტი:

დაახლობით 25 წლის წინ უბიხური ენა გაქრა მასზე მოლაპარაკე უკანასკნელ ადამიანთან ერთად.
ასეთივე ბედი ეწია კასაბურ თუ სხვა ენებს. ამრიგად, ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც იბადება,
ვითარდება და კვდება, ქრება. თუმცა, მსოფლიოში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია ენების მრავალფეროვნება და ამრიგად მათი გადარჩენა, ფაქტი ისაა, რომ თანამედროვე
სამყაროშ არსებული დაახლოებით 6000 ენიდან ნახევარზე მეტი გაქრობის საფრთხის ქვეშაა.
ევოლიციონისტური იდეების მიმდევართათს ეს შესაძოა ბუნებრივი პროცესია, და დარვინისეულ
„გადარჩენისთვის ბრძლაშ“ ენებიც კი მოანწილეობენ, თუმცა ევოლუციის ასეთი ვიწრო განხილვა, ენაზე
მოქმედი პოლიტიკურ-სოციალური ფაქტორების უგულებელყოფა, დომინანტი ჯგუფების თვალიდან
შეფასება არასწორადაც კი შეიძება მივიჩნიოთ. ამრიგად, ის ადამიანები, რომლებიც დევიდ კრისტალს
ემხრობიან და ამრიგად მიაჩნიათ, რომ ენა იდენტობის, ისტორიის, ცოდნის , ბიომრავალფეროვნების
შენარჩუნებისთვის აუცილებელი ფენომენია, ენობრივი პოლიტიკის უფრო სხვაგვარ მიდგომას ემხრობიან
და ამრიგად ცდილობენ იზრუნონ ენების გადარჩენაზე.
იულიამსი აყალიბებს 5 უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ეტაპს ენათა გამოცოხლების პროცესში.
პირველი ეს არის იდეალიზმი, რაც გულისხმობს ენის აღორძინების შესახებ კონკრეტულ ხედვას. ეს
შესაძლოა იყოს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, ზომების მიღება ენის
სასარგებლოდ. ამგვარი მიზნობრივი დაგეგმარება ჩანს პოლონეთის პოლიტიკაშ კაშუბურ ენასთან
მიმართებაში. ენის სტატუსის განსაზღვრა როგორც რეგიონალური ენა, მისი დაცვისა და შესწავლისთვის
გამოყოფილი სახსრები, ამ ენის პრესტიჟის ამაღლებას განაპირობებს. შესაბამისად კაშაბურის გადარჩენის
შანსს იძლევა.
მეორე კრიტერიუმი, რომელსაც უილიამსი ასახელებს, საზოგადოების პროტესტია. კაშაბურ ენის
პრობლემატიკა სწორედ ამ თვალსაზრისით არის საყურადღებო. თვით კაშაბურ მოსახლეობაშ დაბალია
მოტივაცია ამ ენის შესწავლისა, და ვერ ხედავენ კონკრეტულ მიზანს და გამოყენებას ამ ენასთან
მიმართებაში. ენების გაქრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ბეიკერის აზრით, სწორედ ესაა. მცირე
სოციალური ჯგუფის ენები პოლიტიკური-ეკონომიკური თუ სოციალური საჭიროების ნაკლებობის გამო
აღმოჩნდება ხოლმე საფრთხის ქვეშ, რადგან თვით მოსახლეობა ამჯობინებს დომიმანტი ფენების ენების
სწავლას.
უმცირესობათა ენებისტვის სამართლებრივი ლეგიტიმაციის შექმნის საკითხი უილიამსის აზრით,
ასევე მნიშნელოვანია ენების გადარჩენისთვის. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ კაშაბურ ენას იცავ პოლონური
მთავრობა. მეტიც, კაშაბურზე ზრუნვა ახალ ეტაპზე გადავიდა პოლონეთის „ევროპული ენების ქარტიაში“
შესვლასთან ერთად. ამასთან დაკავშრებული ენის ინსტიტუციონალიზაციაც. ენისათვის საკმარისი არ
არის მისი სახელმწიფო ენად აღიარება, რაც მაგალითად ბასკების შემთხვევაში მართლდება, და მისი
აღიარების მიუხედავად იგი განიცდის ესპანურისა და ფრანგულის დაუძლეველ გავლენას.
ენის ინსტიტუციონალიზაცია მოიცავს მის გამოყენებას ყველა სფეროშ, თუ ენა მხოლოდ საოჯახო
ურთიერთობისთვის გამოყენება, სავარაუდოა, რომ იგი ნაკლებად შენარჩუნდება დიდ ხნის განმავლობაში.
ამ მხრივ გამოირცება პოლონური პოლიტიკა კაშაბური მიმართ. რაც გამოიხატება მათ მცდელობაში,
კაშაბური გამოყენონ ყველა სფეროში იქნება ეს განათლება, კულტურა, ლიტერატურა, ოფიციალური
სტრუქტურები თუ ეკლესია. ეს უკანასკნელი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვინაიდან მაგალითა,
პენსილვანიური გერმანულის შესანრჩნება სწორედ ადგილობრივმა ეკლესიამ შეძლო წირვა-ლოცვის ამ
თბილისის თავისუფალი
უნივერსიტეტი
ენაზე ჩატარების შედეგად. პარალელიზმი, რაც უილიამსს მეხუთე კრიტერიუმად აქვს ჩამოყალიბებული,
დაახლოებით იმავე იდეას მოიცავს. შეუძლებელია ენა განვითარედეს თუ იგი არ იქნება მაქსიმალურად
გამოყენებული ყველა სფეროში. ენის პრესტიჟისა და პოპულარობის გაზრდა გამოიწვევს მოსახლეობის
დაინტერესებას, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ენის გადარჩენის გზაზე.
თუ დევიდ კრისტალს დავეთანხმებით, ენობრივი მრავალფეროვნება ისეთივე მნიშვნელოვანია,
როგორც ეკოსისტემებში ბიომრავალფეროვნება და იგი განაპირობებს ჩვენი ადაპტაციის, ამრიგად ჩვენი
გადარჩენის უნარს. შესაბამისად, თუ გვსურს იდენტობის, ისტორიისა და კულტურის შენარჩუნება
აუცილებელია სწორი ენობრივი პოლიტიკა, რაც იხსნის საფრთხის ქვეშ მყოფ ენებს გაქრობისაგან, და
ამგარად შეუნარჩუნებს ხალხს იდენტობას. ენები გადარჩებიან მაშინ, თუ საზოგადოება ამ საკითით
დაინტერესდება, ენა გახდება უნივერსალური ყველა სფეროში, ახალი თაობა შეისწავლის მას და
გამოჩნდება ამ ენის გამოყენების პერსპექტივა. ის რასაც დღეს ცდილობს პოლონური მთავრობა კაშაბურ
ენასთან მიმართებაში ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. მთავრობა ცდილობს ენის პოპულარიზაციას
კულტურის, განათლების და მასმედიის სფეროში. მაგრამ სანაცვლოდ, უშუალოდ მოსახლეობა არ იჩნებს
სათანადო დაინტერესება, კაშაბურის სწავლებისთვის კი საკმარისად კვალიფიციური კადრები და
სახელმძღვანელოები არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კაშაბური ენა ისევ საფრთხის ქვეშ დგას. მასზე
მოლაპარაკე 106 ათასი ადამიანი მიუთითებს, რომ უახლოეს მომავალშ ეს ენა იარსებებს, თუმცა რამდენად
გაუძლებს ის მომავალ გამოწვევებს ეს ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
მიუხედავად პოლიტიკისა, ენის გადარჩენისთვის აცილებელი მაიცნ ხალხის დამოკიდებულებაა, თუ
გაქრება ენა გაქრება იდენტობა, კულტურა, ამიტომ იყო საუკუნეების მანძლზე ასეთი ძალითა და
სურვილით რომ იცავდნენ ენას, თუნდაც საქართველოს ისტორიაში. ენის გაქრობა იქნებოდა ეროვნების
გაქრობაც და ეს იგივეა ნებისმიერი სხვა ხალხის შემთხვევაში. ალბათ ამ მრავალფეროვნებისა და
იდენტობის შენარჩნების მიზნით იცავენ ადამიანები ენას და ამგვარი ტენდენციის, კონსერვაცილუ თუ
პრეზერვაციული მიდგომების შენარჩნება, უფრო სწორი და ადეკვატური მგონია, ვიდრე
ევოლუციონისტურისა.

მეორე ვარიანტი:

ენობრივი პოლიტიკა უნდა წარმოადგენდეს თითოეული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანს მიზანს,


პრიორიტეტს. ენათა გამოცოცხლების სამ ძირითად მიმართულებას ვიცნობთ. პირველი ე.წ.
„ევოლუციონისტური“ მიდგომაა, რომლის მიხედვით, გადარჩება უკეთ შეგუებული, უფრო მედგარი ენა და
არ არის საჭირო უმცირესობათა ენების დაცვა. ეს მიდგომა ენას განიხილავს მხოლოდ ეკონომიკური
თვალსაზრისით, რაც ენის მნიშვნელობის პრიმიტიოული ასახვაა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ენათა
გაქრობა არ ექვემდებარება ბუნებრივ პროცესს, ის გამოწვეულია პოლიტიკური და სოციალური
ფაქტორებით, რომელთა შემოქმედი ადამიანია. ასევე ის ადამიანები, რომელებიც ამტკიცებენ იმას, რომ
ენათა შენარჩუნება საჭირო არ არის, ხშირ შემთხვევაში თავად არ აქვთ გაცნობიერებული ენათა
მნიშვნელობა, ისინი ხშირად ასიმილაციური პოლიტიკის მომხრენი არიან და ეს მიდგომა არამარტო ენის
საკითხს შეეხება. მეორე არის კონსერვაციული მიდგომა, რომლის მიხედვითად აუცილებელია
უმცირესობაში მყოფი ენების წახალისება და მათი შენარჩუნებისთვის მრავალი რეფორმის ჩატარება. ამის
ყველაზე ნათელი მაგალითია ირლანდიაში ირლენდიური ენის შესანარჩუნებლად გატარებული რეფორმა.
ეს მიდგომა შეგვიძლია შევადაროთ ბუნებრივი მრავალფეროვნებისთვის, გადაშენების პირას მყოფი
ცხოველებისთვის ნაკრძალების შექმნას. მესამე მიდგომა არის პრეზერვაციული და ის არსებული სტატუს-
კვოს შენარჩუნებას უჭერს მხარს. მათი აზრით, ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც უმცირესობათა ენის
პოპულარიზაციისკენ მიმართული, გამოიწვევს არასასურველ შედეგს. ამ მიდგომის მაგალითია
პენსილვანიის შტატში დასახლებული გერმანულენოვანი მოსახლეობა, რომელმაც მოახერხა
შეენარჩუნებინა ენა და ის დღესაც გადაეცემა თაობიდან თაობას.
კაშუბური ენის მდგომარეობის მაგალითზე შეგვიძლია ნათლად დავინახოთ ის, თუ რას გულისხმობდა
კოლინ ბეიკერის ნაშრომში წარმოდგენილი უილიამსის მოსაზრება ენის ისტორიული გამოცოცხლების
პროცესის შესახებ. კაშუბები პოლონეთისა და გერმანიის საზღვარზე ცხოვრობენ.ზოგი მეცნიერის აზრით,
კაშუბური პოლონურის დიალექტია, ხოლო სხვების მას ენად მიიჩნევან. 1990იანი წლებიდან პოლონეთში
მიმდინარეობდა განხილვა კაშუბურის სტატუსთნ დაკავშირებით. 2005 წელს კი კაშუბურს მიენიჭა
რეგიონული ენის სტატუსი. ეს იდეალიზმის ეტაპია, როდესაც ხდება ენის აზროვნების შესახებ ხედვის
თბილისის თავისუფალი
უნივერსიტეტი
შემუშავება. ამ პროცესის შედეგად კაშუბურმა მიიღო ოფიციალური სტატუსი. მოხდა მისი ლეგიტიმაცია,
რითაც შეიქმნა ამ ენის დაცვის სამართლებრივი საფუძველი. მისი ოფიციალური სტატუსის გამოცხადების
შემდეგ დაიწყო აქტიური რეფორმების ჩატარება კაშუბურის გამოსაცოცხლებლად. ეს რეფორმები
ფინანსდებოდა არამარტო პოლონეთის, არამედ- ევროსაბჭოს მიერაც. ეს არის ინსტუციონალიზაციის
პროცესი, რომელიც გულისხმობდა ხელის შეწყობას კაშუბურის დასამკვიდრებლად ოფიციალურ
სტრუქტურებში, როგორც პოლონურის „დამხმარე“ ენისა. 2009 წლიდან კი ენის შესანარჩუნებლად და
გამოსაცოცხლებლად დაიწყო იულიამსის მიერ აღწერილი ბოლო პროცესი პარალელიზმი. ის
გულისხმობდა კაშუბურ-პოლონური ბილინგვალიზმის ჩამოყალიბებას და მის გამოყენებას ყველა
სფეროში: ეკლესია, განათლება, ლიტერატურა, ოფიციალური სტრუქტურები და ა.შ. მანამდე კაშუბური
გამოიყენებოდა, როგორც საოჯახო ენა, დანარჩენ სფეროებში კი პოლონურად საუბრობდნენ.
ამ რეფორმების მიუხედავად, კვლავ არსებობს პრობლემები კაშუბურთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი
პრობლემა მისი განათლების სფეროში გამოყენაბაა. ამის მიზეზად კი სახელდება სახელმძღვანელოებისა და
აკადემიური პროფესიონალების ნაკლებობა და თავად კაშუბების დამოკიდებულება. ისინი მიიჩნევენ, რომ
არ არის აუცილებელი ამ ენათა შესწავლა, რადგან ეს მათი შვილებისთვის გამოსადეგი ვერ იქნება და ისინი
ვერ ხედავენ კაშუბურის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის მიუხედავად, პოლონეთის მთავრობის მიერ
გატარებული რეფორმები ხელს უწყობს ამ ენის გავრცელებასა და განვითარებას.
2011 წლის მონაცემებით, კაშუბური მშობლიურ ენად დაასახელა დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა.
კაშუბებიცხოვრობენ აშშ-ში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში და ამ ენაზე მოსაუბრეთა საერთო რიცხვი
500 000-ს შეადგენს. ეს არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია სწორ ენობრივ პოლიტიკასა
და დაგეგმარებას გამოაცოცხლოს და გადაარჩინოს ენა. კაშუბური მოსახლეობის განწყწობის მიუხედავად,
სახელმწიფო განწყობა მძლავრია და ისინი იღწვიან ქვეყანაში მრავალფეროვნებისა და ანათა
შენარჩუნებისთვის. ამიტომ მგონია, რომ კაშუბური ენა აუცილებლად გამოცოცხლდება და გადარჩება.

მესამე ვარიანტი:

ენათა გაცოცხლების საკითხი უამრავ სირთულესთანაა დაკავშირებული. არსებობს კრიტერიუმები,


რომელთა დაკმაყოფილება საჭროა ამა თუ იმ ენის აღდგენისა და განვითარებისთვის. აღსანიშნავია
უილიამსის მიერ ჩამოყალიბებული ხუთი ეტაპი ენის გაცოცხლების პროცესში: 1.იდეალიზმი 2.პროტესტი
3.ლეგიტიმაცია 4.ინსტიტუციონალიზაცია 5.პარალელიზმი. ეს ხუთი კრიტერიუმი მართლაც
აუცილებელია: იდეალიზმი არის ენის აღდგენის პოტენციალის იდეის დონეზე ჩამოყალიბება, პროტესტის
გაჩენა კი უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იგი არის სამოქალაქო თვითშეგნების ნაწილი, რომ ადამიანები
პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ენის წინაშე და გრძნობენ ვალდებულებას, შეინარჩუნონ იგი.
ლეგიტიმაცია, ინსიტიტუციონალიზაცია და პარალელიზმი შედარებით შემდგომი ნაბიჯებია, რომლებიც
ენის მასშტაბურ და სრულყოფილ გავრცელებას უზრუნველყოფენ.
ალბათ, გვიჩნდება კითხვა, თუ რატომ ფიქრობენ სპეციალისტები ამ თემაზე ამდენს, რა საჭიროა
პატარა ენების შენარჩუნება. ამის პასუხად გამოყოფილია მიზეზები ენების მნიშვნელობის შესახებ. ენა
ეკოსისტემის ნაწილია, ხოლო მისი აქრობა ეკოსისტემის მრავალფეროვნების გაქრობას გამოიწვევს. ასევე
ენა ასახავს და განაპრობებს ადამიანის აზროვნების მიმართულებას. იგი დგას ინდივიდის განათლების და,
ზოგადად, ჩამოყალიბების ცენტრში. იგი შეიძლება ისტორიულ არქივადაც ჩაითვალოს და ა. შ. ამ და სხვა
მიზეზთა გამო აუცილებელია ,,მომაკვდავი’’ ენების გამოცოხლება.
კაშუბური ენა, რომლის სრულფასოვნების შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, 2009 წელს
რეგიონალურ ენად აღიარეს. მას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ
პოლონეთის სახელმწიფომ სრულიად მოახდინა მისი ლეგიტიმაცია, ინსტიტუციონალიზაცია და
სხვადასხვა სფეროში პარალელურ რეჟიმში გავრცელება. მას მხარს ჭერს ევროსაბჭოც და უამრავი ფული
იხარჯება ამ ენის განვითარებაში. მოკლედ, ამ ენას განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს.

მაგრამ კაშუბური ენისთვის პრობლემაა ამ ენაზე სასწავლო პროგრამების გაუმართაობა, თუმცა,


ჩემი აზრით, საერთაშორისო თანადგომის გათვალისწინებით, ეს პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში
მოგვარებადია. შედარები მწვავე პრობლემაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაშუბურ ენას სრული
მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ინსტიტუციებისგან, მოსახლეობაში იგი ნაკლები
პოპულარობით სარგებლობს. მშობლები ვერ ხვდებიან, თუ რატომ უნდა ისწავლოს მათმა შვილმა
თბილისის თავისუფალი
უნივერსიტეტი
არაპერსპექტიული ენა. ეს ტენდენცია საკმაოდ გავრცელებულია სხვა რეგიონალური ენების შემთხვევაშიც.
მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში მეგრულ ენაზე სულ უფრო და უფრო ცოტა ახალგაზრდა ლაპარაკობს მისი
არაპროდუქტიულობის და რეალიზაციის ნაკლები შენსების გამო. ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია
ვთქვათ, რომ კაშუბურ ენასთან დაკავშირეით შეიძლება არსებობდეს იდეალიზმი, თუმცა პროტესტი
საკმაოდ მოისუსტებს. ვფიქრობ, პროტესტის არსებობა საკმოად მნიშვნელოვანი კომპონენტია ენის
გამოცოცხლებისათვის.

You might also like